გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება (ინსტრუქტორის სახელმძღვანელო)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი ძალადობა
საავტორო უფლებები: ©ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო"
თარიღი: 2002
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: საავტორო უფლება ©2002 ღია საზოგადოების ინსტიტუტი. ყველა უფლება დაცულია. გამოცემა მომზადებულია ღია საზოგადოების ინსტიტუტის მიერ. ამ გამოცემის არცერთი ნაწილი არანაირი ფორმითა და საშუალებით არ შეიძლება გავრცელებულ, გამოყენებულ ან გადაცემულ იქნეს ღია საზოგადოების ინსტიტუტის წერილობითი თანხმობის გარეშე.



1 1. პროგრამაზე მუშაობა

▲ზევით დაბრუნება


1.1 1.1 შესავალი

▲ზევით დაბრუნება


მოცემული პროგრამის გამოყენება შესაძლებელია, როგორც დამოუკიდებელი პროგრამის, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სასწავლო გეგმის ნაწილის სახით. პროგრამა საკმაოდ მოქნილია, ვინაიდან მულტიმედიური ფორმატი შესაძლებელს ხდის მისი ნებისმიერი ნაწილის ადვილად და სწრაფად მოძებნას. არსებობს პროგრამასთან მუშაობის სხვადასხვა საშუალებები.

თითოეული სასწავლო დაწესებულება ყურადღებით უნდა გაეცნოს პროგრამას და გადაწყვიტოს, პროგრამასთან მუშაობის რომელი მეთოდი იქნება უფრო შესაფერისი მსმენელების სწავლებისთვის. მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ, თავად განსაზღვრონ მსმენელთა კონკრეტული ჯგუფისთვის პროგრამის რომელი ნაწილი იქნება სასარგებლო და მნიშვნელოვანი.

იმის გათვალისწინებით, რომ სასწავლებლები და მასწავლებლები თავად განსაზღვრავენ პროგრამის გამოყენების მეთოდს, აღნიშნულ სახელმძღვანელოში შემოგთავაზებთ პროგრამის გამოყენების მხოლოდ ერთ მეთოდს.

1.2 1.2 მთავარი მენიუ

▲ზევით დაბრუნება


გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება

მთავარი მენიუ
I დისკი

შესავალი

ფსიქოლოგიური ასპექტები

ინსტრუქცია

პროგრამის მთავარი მენიუ სამი ნაწილისგან შედგება:

  • შესავალი

  • ფსიქოლოგიური ასპექტები

  • ინსტრუქცია

1.3 1.3. ქვემენიუ

▲ზევით დაბრუნება


ეკრანის მარჯვენა ნაწილში განთავსებული თემების არჩევის შემდეგ, დაინახავთ დამატებით ოპციას. დააჭირეთ ამ დამატებით ოპციას და ეკრანზე დაინახავთ ან სლაიდის პირველ კადრს (სლაიდების სანახავად დააჭირეთ ღილაკს ,,გაშვება“) ან მეორე ქვემენიუს, რომელიც ქვემოთ იქნება განხილული.

2 2. შესავალი

▲ზევით დაბრუნება


გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება

მთავარი მენიუ
I დისკი

შესავალი - რა არის გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება?

ფსიქოლოგიური ასპექტები
ინსტრუქცია

მთავარ მენიუში დააჭირეთ ღილაკს „შესავალი“.

2.1 2.1 რა არის გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება?

▲ზევით დაბრუნება


რა არის გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება?

0x01 graphic

ქვემენიუში დააჭირეთ ღილაკს „რა არის გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება?“, თქვენ ნახავთ სლაიდს, რომელსაც ერთვის შემდეგი შინაარსის ტექსტი:

სიტყვები, რომელთა გახმოვანებაც ხდება, ეკრანზე გამოყოფილი სახით იქნება მოცემული.

გაუპატიურება არის სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით.

სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას კი განეკუთვნება მამათმავლობა, ლესბოსელობა ან სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. აღნიშნული დანაშაულიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით.

თუმცა სხვადასხვა ქვეყნების კანონმდებლობა სხვადასხვაგვარად განმარტავს ,,გაუპატიურებისა“ და ,,სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების“ ცნებებს. ეს განსხვავებები ძირითადად შემდგომში მდგომარეობს:

- ადგილი აქვს თუ არა მეუღლის გაუპატიურებას;

- მნიშვნელობა აქვს სხეულის რომელ ნაწილზეა საუბარი და შესაბამისად, აღნიშნული ქმედება რომელს განეკუთვნება - გაუპატიურებასა თუ სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას;

- მოძალადის მიერ ადგილი ჰქონდა თუ არა იმ განსაკუთრებული შემთხვევებით სარგებლობას, როგორიცაა: უმწეო მდგომარეობა, ალკოჰოლური ან ნარკოტიკულ სიმთვრალე, ძილის მდგომარეობა;

- გაუპატიურებისას გამოყენებული ხომ არ იყო საგნები;

- მამაკაცი ხომ არ არის გაუპატიურების მსხვერპლი.

ეს განსხვავებები დიდ გავლენას ახდენს გარკვეული დანაშაულების მტკიცებულებათა დამადასტურებელ მოთხოვნებზე.

მაგალითად, თუ გაუპატიურება განმარტებულია, როგორც სქესობრივი კავშირი ძალადობით, სასამართლოში მტკიცებულების სახით ხშირად საჭიროა წინააღმდეგობის გაწევის დამადასტურებელი ფაქტების წარდგენა. რის გამოც, მოგიწევთ ქალისთვისიმის ახსნა, რომ თქვენ მისი გჯერათ, რომ მასზე გაუპატურება განხორციელდა, მაგრამ კანონი ამას სხვაგვარად განმარტავს.

ძალიან მნიშვნელოვანია, ქალს ამას როგორ ეტყვით. ძალიან დიდი განსხვავებაა ფრაზებში „ვენ არ გაგაუპატიურეს“და ,,ენი კანონმდებლობის მიხედვით ეს გაუპატიურებად არ ითვლება“

ბევრი ადამიანი თვლის, რომ გაუპატიურებასა და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას მაშინ აქვს ადგილი, როცა ,,ესობრივი კავშირი“ არასწორად ხდება. ამასთან გულისხმობენ, რომ თავიდანვე არსებობდა გარკვეული თანხმობა და შეთანხმება.

თუმცა, გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება არ უკავშირდება ურთიერთსექსუალურ ლტოლვას. ამ დროს სქესობრივი კავშირი მხოლოდ იმიტომ მყარდება, რომ მოძალადეს სურს ეს. ამ დროს მოძალადის მთავარი მოტივაცია სექსუალური დაკმაყოფილება კი არა, არამედ ძალაუფლების მოპოვება და ქალზე კონტროლის დამყარებაა.

3 3. ფსიქოლოგიური ასპექტები

▲ზევით დაბრუნება


გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება

მთავარი მენიუ
I დისკი

შესავალი

ფსიქოლოგიური ასპექტები………….დამნაშავენი

…………………………………………..დაზარალებულები

ინსტრუქცია

მთავარ მენიუში აირჩიეთ ღილაკი ,,ფსიქოლოგიური ასპექტები“. ეკრანზე დაინახავთ ორ დამატებით ოპციას:

  • დამნაშავეები

  • დაზარალებულები

დააჭირეთ ერთ-ერთ ღილაკს და ეკრანზე დაინახავთ სხვადასხვა დამატებით ოპციას.

3.1 3.1 დამნაშავეები

▲ზევით დაბრუნება


გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება

დამნაშავენი
შესავალი

შეხედულება

დამნაშავეთა მოსაზრებები

ღილაკის „დამნაშავენი“ არჩევის შემთხვევაში, ეკრანის მარჯვენა ნაწილში გამოჩნდება ეკრანი, რომელზედაც მოცემულია სამი დამატებითი ოპცია, კერძოდ:

  • შესავალი

  • ზოგადი შეხედულება

  • დამნაშავეთა მოსაზრებები

3.1.1 შესავალი

გამოსახულების ზემოთ განთავსებულ ქვემენიუში მოცემულია სამი ღილაკი „დაახლოვება“, „კონტროლი“ და „მოძალადეთა კატეგორიები“, მათგან აირჩიეთ ერთ-ერთი და დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“.

3.1.1.1 დაახლოვება

გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება

დამნაშავენი

დაახლოვება....................................კონტროლი...........................მოძალადეთა კატეგორიები

შესავალი
ზოგადი შეხედულება
დამნაშავეთა მოსაზრებები

თქვენ ნახავთ სლაიდს, რომელსაც ერთვის შემდეგი ტექსტი:

„გაუპატიურებასა და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებაში“ დამნაშავეებთან მუშაობისთვის პოლიციელებს საბაზისო ცოდნა უნდა ჰქონდეთ დამნაშავეთა მოტივებზე და მათი მოქმედების ტიპურ სქემებზე.

დამნაშავეთა ქცევაში გასარკვევად ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე ასპექტს. ჯერ განვიხილოთ მსხვერპლთან დაახლოვების მიზნით დამნაშავეთა მიერ გამოყენებული მეთოდები;

დამნაშავეები დაახლოვების სამ ძირთად მეთოდს იყენებენ:

დაძალება/იძულების მეთოდი:

დაძალება/იძულების მეთოდის დროს დამნაშავე მიმართავს ტყუილსა და ეშმაკობას. ეს მსხვერპლთან დაახლოვების ყველაზე გავრცელებული მეთოდია. ასეთი ტიპის მოძალადეები ატყუებენ მსხვერპლს, მაგალითად: თავს პოლიციელად ასაღებენ და დახმარებას ან მანქანით მიყვანას სთავაზობენ.

ამ მეთოდს ის დამნაშავეები იყენებენ, რომლებიც საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულნი არიან და სჯერათ, რომ მსხვერპლთან კონტაქტს დაამყარებენ. ეს მეთოდი ხშირად გამოიყენება ნაცნობი ქალების გაუპატიურებისას ან შეხვედრის (პაემნების) დროს გაუპატიურებისას. ასეთი დამნაშავეები, საერთოდ მეგობრულები არიან, კარგი მანერები აქვთ და მათთან ურთიერთობაც ადვილია.

მოულოდნელობის ეფექტით მოქმედების მეთოდი:

დამნაშავეები, რომლებიც ტაქტიკის სახით მოულოდნელობის ეფექტს იყენებენ, როგორც წესი, წინასწარ არჩევენ მსხვერპლს, უთვალთვალებენ მათ ან ელიან, როდის აღმოჩნდება მსხვერპლი შესაფერის (დაუცველ) მდგომარეობაში. ეს დამნაშავეები მსხვერპლის შესაშინებლად იყენებენ შოკისმომგვრელ ელემენტებს, ძალის გამოყენების მუქარას. ისინი შეიძლება მსხვერპლს იარაღითაც დაემუქრონ, თუმცა, როგორც წესი, იარაღს არ იყენებენ.

უეცარი თავდასხმის მეთოდი:

ნაკლებად თავდაჯერებული დამნაშავეები უეცარი თავდასხმის მეთოდს ანუ სასტიკი ფორმის თავდასხმას იყენებენ, რომლის დროსაც მსხვერპლის წინააღმდეგობის დასაძლევად მოძალადე ფიზიკურ ძალას იყენებს. თავდამსხმელმა შეიძლება გამოიყენოს იარაღი, ქიმიური პრეპარატები ან აირები, მაგრამ ყველაზე ხშირად ასეთი დამნაშავეები უხეშ ფიზიკურ ძალას იყენებენ. ეს თავდასხმის ყველაზე სასტიკი ფორმაა, რომელიც დროსაც მსხვერპლი ყველაზე მძიმე სხეულის დაზიანებას იღებს.

დამნაშავის მიერ დაახლოვების მეთოდის არჩევა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად არის ის დარწმუნებული ფიზიკურ ძალაში და თავის შესაძლებლობებში, ურთიერთობა დაამყაროს მსხვერპლთან.

საკუთარ თავში დარწმუნებული დამნაშავეები ნაკლებად იყენებენ უხეშ ფიზიკურ ძალას, უფრო მეტად ისინი მსხვერპლის დაძალებასა და შეშინებას მიმართავენ. თუმცა დამნაშავემ შესაძლოა, ასევე „დაახლოვების რამდენიმე მეთოდის კომბინაციაც გამოიყენოს“.

3.1.1.2 კონტროლი

გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება

დამნაშავენი

დაახლოვება;...............................კონტროლი;................................მოძალადეთა კატეგორიები;

შესავალი
ზოგადი შეხედულება
დამნაშავეთა მოსაზრებები

თქვენს წინაშეა სლაიდი, რომელსაც ერთვის შემდეგი ტექსტი:

„მსხვერპლთან დაახლოვების შემდეგ მასზე კონტროლის შესანარჩუნებლად დამნაშავეთა მიერ გამოყენებული მეთოდები მჭიდროდ არის დაკავშირებული უშუალოდ გაუპატიურების დროს გამოყენებული უხეში ფიზიკური ძალის დონესთან“.

1. თუ დამნაშავე კონტროლის შენარჩუნებას მხოლოდ თავისი იქ ყოფნით ახერხებს, უხეში ფიზიკური ძალის გამოყენება, ზოგადად, მინიმალურია. მაგალითად, დამნაშავემ, რომელიც სიტუაციას ამ ფორმით აკონტროლებს, შეიძლება მსხვერპლს სახეში გაარტყას და უთხრას, „ჩუმად იყავიო“;

2. თუ კონტროლის შესანარჩუნებლად ზეპირ მუქარას აქვს ადგილი, სავარაუდოდ, ზომიერი ფიზიკური ძალა გამოიყენება. დამნაშავემ შეიძლება რამდენჯერმე დაარტყას ქალს და, ამასთან, ლანძღოს და შეაშინოს ის;

3. თუ სიტუაციის კონტროლი იარაღით ხორციელდება, დამნაშავემ შეიძლება გადამეტებული ძალა გამოიყენოს, სცემოს მსხვერპლს და იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენოს;

4. მაქსიმალური ფიზიკური ძალის გამოყენების შემთხვევებში შეიძლება გამოყენებულ იქნეს სასტიკი და სადისტური წამება, რათა მსხვერპლმა უსიტყვოდ შეასრულოს მოძალადის ყველა მოთხოვნა.

კონტროლის შენარჩუნებისა და ძალის გამოყენების ეს ოთხი დონე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რომელიც დამნაშავის პიროვნული მახასიათებლების დადგენაში გვეხმარება.“

3.1.1.3 მოძალადეთა კატეგორიები

გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება

დამნაშავენი

დაახლოვება;................................კონტროლი;............................მოძალადეთა კატეგორიები;

შესავალი
ზოგადი შეხედულება
დამნაშავეთა მოსაზრებები

თქვენ ნახავთ სლაიდს, რომელსაც შემდეგი შინაარსის ტექსტი ახლავს:

„მაგრამ რატომ აკეთებენ მოძალადეები ამას? რა უბიძგებთ მათ ასეთი სასტიკი და დამამცირებელი მოპყრობისაკენ? რა არის მათი მოტივაცია?“

საერთაშორისო კვლევები ადასტურებს, რომ მოძალადეები უშუალოდ სქესობრივი აქტისგან არ იღებენ სექსუალურ დაკმაყოფილებას. სექსუალურ აღგზნებას იწვევს მსხვერპლის თვალთვალი, დაზიანებების მიყენება ან თამაში გაუპატიურებამდე.

თუ უფრო ყურადღებით დავაკვირდებით მოძალადეთა მოტივებს, შეიძლება გამოვყოთ მოძალადეთა ორი ძირითადი კატეგორია:

ძალაუფლების მოყვარული მოძალადენი

ასეთ დამნაშავეებს შეიძლება ეჭვი ეპარებოდეთ თავიანთ მამაკაცურ ღირსებებში, მათთვის აუცილებელია საკუთარი ძალაუფლების დამკვიდრება ან მისი გამყარება. ისინი ხშირად, საკუთარ ძალაუფლებას მხოლოდ სხვა ადამიანის დამორჩილებით ან მისი ,,დაპყრობით“ შეიგრძნობენ.

მოძალადეთა მეორე კატეგორიას განეკუთვნებიან აგრესიული მოძალადენი.

ასეთი მოძალადეები შურისძიების წყურვილით შეპყრობილი გაბოროტებული ადამიანები ან ისეთი ადამიანები არიან, რომლებიც სქესობრივი კავშირის დროს სხვისთვის ფიზიკური ან ემოციური ტანჯვის მიყენებით „აღიგზნებიან და სიამოვნებას იღებენ.“

3.1.2 ზოგადი შეხედულებები

ღილაკის „ზოგადი შეხედულებები“ არჩევის შემთხვევაში ეკრანის მარჯვენა მხარეს გამოჩნდება ორი დამატებითი ოპცია („ზოგადი შეხედულება 1“ და ,,ზოგადი შეხედულება 2“). დააჭირეთ ერთ-ერთ მათგანს და ნახეთ ვიდეოფრაგმენტი, რომელშიც პოლიციელი გამოთქვამს შეხედულებას გაუპატიურებასა და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებაში დამნაშავე პირებზე.

3.1.2.1 ზოგადი შეხედულება 1

გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება

დამნაშავენი

ზოგადი შეხედულება1.............................................ზოგადი შეხედულება 2

შესავალი
ზოგადი შეხედულება
დამნაშავეთა მოსაზრებები

ვიდეოფრაგმენტში მოცემულია შემდეგი ტექსტი:

,,როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ,,ნამდვილ“ გაუპატიურებას უცნობი მამაკაცები სჩადიან მიყრუებულ ადგილებში.“

3.1.2.1. ზოგადი შეხედულება 1 - ალტერნატიული მოსაზრება

გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება

დამნაშავენი

ზოგადი შეხედულება 1............................................................ზოგადი შეხედულება 2

შესავალი

ზოგადი შეხედულება

დამნაშავეთა მოსაზრებები

დააჭირეთ ეკრანის მარჯვენა მხარეს განთავსებულ ღილაკს „თეორია“, თქვენ დაინახავთ სლაიდის პირველ კადრს. სლაიდის სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“.

,,საერთაშორისო კვლევების თანახმად, გაუპატიურებების უმრავლესობას ჩადიან მამაკაცები, რომლებიც იცნობენ მსხვერპლს. ამ დროს გაუპატიურება მსხვერპლისთვის კარგად ნაცნობ გარემოში ხდება, მაგალითად, მსხვერპლის სახლში, სასტუმროს ოთახში ან სამსახურში.“

3.1.2.2 ზოგადი შეხედულება 2

გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება

დამნაშავენი

ზოგადი შეხედულება 1 ....................................................................ზოგადი შეხედულება 2

შესავალი
ზოგადი შეხედულება
დამნაშავეთა მოსაზრებები

თქვენ ნახავთ ვიდეოფრაგმენტს, რომელშიც მოცემულია შემდეგი ტექსტი:

„ჩემი აზრით, მოძალადეები ავადმყოფი, გახრწნილი და სექსუალური გადახრების მქონე ადამიანები არიან“.

3.1.2.2. ზოგადი შეხედულება 2 - ალტერნატიული მოსაზრება

გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება

დამნაშავენი

ზოგადი შეხედულება 1.....................................................................ზოგადი შეხედულება 2

შესავალი
ზოგადი შეხედულება
დამნაშავეთა მოსაზრებები

დააჭირეთ ეკრანის მარჯვენა მხარეს განთავსებულ ღილაკს „თეორია“, თქვენ დაინახავთ სლაიდის პირველ კადრს. სლაიდის სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“.

„მხოლოდ მოძალადეთა მცირე ნაწილს უდგინდება ფსიქიკური დაავადებების დიაგნოზი. კვლევების თანახმად, მოძალადეთა უდიდეს ნაწილს წარმოადგენენ მსხვერპლთა ამჟამინდელი ან ყოფილი სექსუალური პარტნიორები.

მოძალდეები არ განეკუთვნებიან „მარტოხელათა“ კატეგორიას. ისინი, ძირითადად, საზოგადოების რიგითი წევრები და მეოჯახე მამაკაცები არიან. სქესობრივი დანაშაულის ჩადენის მიზეზს მათი სექსუალური დარღვევები კი არა, ძალაუფლებისა და კონტროლისადმი სწრაფვა წარმოადგენს“.

3.1.3 დამნაშავეთა მოსაზრებები

დააჭირეთ ღილაკს „დამნაშავეთა მოსაზრებები“ და ეკრანის მარჯვენა ნაწილში დაინახავთ სამ დამატებით ოპციას („ზოგადი შეხედულება 1“, „ზოგადი შეხედულება 2“ და „ზოგადი შეხედულება 3“). დააჭირეთ ერთ-ერთ მათგანს და ნახეთ ვიდეოფრაგმენტი, რომელშიც გაუპატიურებასა და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებაში დამნაშავე საუბრობს ინციდენტისა და მისი მოტივების შესახებ.

3.1.3.1 დამნაშავის მოსაზრება 1

გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება

დამნაშავენი

დამნაშავე 1....................................დამნაშავე 2 ..............................................დამნაშავე 3

შესავალი
ზოგადი შეხედულება
დამნაშავეთა მოსაზრებები

ვიდეოფრაგმენტში მოცემულია შემდეგი ტექსტი:

„ერთ ღამეს ბარიდან მოვდიოდი და ისევ ის გოგო დავინახე. ის მანამდე რამდენჯერმე მყავდა ბარში ნანახი, მაგრამ იმ ღამით ძალიან მაგრად გამოიყურებოდა, სექსუალური კაბა ეცვა, რომელშიც კარგად ჩანდა მისი მშვენიერი ტანი.

არ ვიცი ... ასეთი მაგარი ქალი უბრალოდ ითხოვს, ხომ გესმით! ასეთი ტანის პატრონი ღამით მარტო მოდის...

მე მას უკან გავყევი, უკეთ რომ შემეთვალიერებინა, ის ბნელ ხეივანში შევიდა და მეც შემთხვევით ვისარგებლე ...!“

3.1.3.2 დამნაშავის მოსაზრება 2

გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება

დამნაშავენი

დამნაშავე 1............................დამნაშავე 2.............................................................დამნაშავე 3

შესავალი

ზოგადი შეხედულება

დამნაშავეთა მოსაზრებები

ვიდეოფრაგმენტში მოცემულია შემდეგი ტექსტი:

„მას დიდი ხანია ვიცნობ, ერთად ვმუშაობთ. ჩვენი ორგანიზაციის იუბილესადმი მიძღვნის საღამოზე ერთად ვცეკვავდით, შემდეგ კი სახლამდე მანქანით მივაცილე.

რა თქმა უნდა, მეგონა, რომ მასთან სექსი შეიძლება მქონოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამდენს არ მეცეკვებოდა და სახლში არ შემიშვებდა, ასე არ არის?

შემდეგ კი უკარებას როლის თამაში დაიწყო, ასე რომ ცოტა წაშველება დამჭირდა .....“

3.1.3.3 დამნაშავის მოსაზრება 3

გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება

დამნაშავენი

დამნაშავე 1......................................დამნაშავე 2.......................................................დამნაშავე 3

შესავალი
ზოგადი შეხედულება
დამნაშავეთა მოსაზრებები

ვიდეოფრაგმენტში მოცემულია შემდეგი ტექსტი:

ცოლის გაუპატიურება:

ცოლს სულ ვეუბნებოდი, რომ ძალას აღარ გამოვიყენებდი, თუ სექსზე უარს არ მეტყოდა. ხანდახან ეს ესმოდა, ხანდახან კი ცოტა დაძალება იყო საჭირო“.

3.2 3.2 დაზარალებულები

▲ზევით დაბრუნება


გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება

დაზარალებულები

შესავალი
ზოგადი შეხედულება
დაზარალებულის მოსაზრებები

ღილაკის „დაზარალებულები“ არჩევის შემთხვევაში, ეკრანის მარჯვენა ნაწილში დაინახავთ დამატებით ფანჯარას, რომელშიც მოცემულია სამი დამატებითი ოპცია:

  • შესავალი

  • ზოგადი შეხედულება

  • დაზარალებულის მოსაზრებები

3.2.1 შესავალი

გამოსახულების ზემოთ განთავსებულ ქვემენიუში შესაძლებელია ორიდან ერთ-ერთი ღილაკის არჩევა: „მსხვერლის რეაქცია“ ან „მოლოდინი პოლიციელისგან“. დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“ და ნახეთ სლაიდი.

3.2.1.1 დაზარალებულის რეაქცია

გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება

დაზარალებულები

.....................მსხვერლის რეაქცია..............................................მოლოდინი პოლიციელისგან

შესავალი
ზოგადი შეხედულება
დაზარალებულის მოსაზრებები

სლაიდს ერთვის შემდეგი შინაარსის ტექსტი:

„პოლიციელმა უნდა იცოდეს, როგორი რეაქცია აქვთ ქალებს გაუპატიურებასა და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებაზე და როგორ უმკლავდებიან ისინი ამ დანაშაულების შედეგებს.

ამ პროცესების შესახებ დეტალური ინფორმაციის ცოდნა დაგეხმარებათ, გაიგოთ, რას შეიძლება გრძნობდეს დაზარალებული გაუპატიურებისა ან სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი ქმედების შესახებ თხრობის დროს.

როგორც ჩანს, მსხვერპლთა უმრავლესობა ერთდროულად შოკირებული, შეძრწუნებული და დათრგუნულია. მათ მომხდარი შეიძლება არარეალური ეგონოთ, არ აღიარებდნენ და არ სჯეროდეთ, რომ ეს მოხდა.

თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ არ არსებობს აღნიშნულ ფაქტზე ერთიანი სწორი ან არასწორი რეაგირების მეთოდი. ყველა ქალი მომხდარზე სხვადასხვაგვარად რეაგირებს.

თავდასხმიდან რამდენიმე კვირის ან თვეების შემდეგ დაზარალებულს აქვს შემდეგი რეაქციები:

რატომ მე?

გაუპატიურების მსხვერპლი ცდილობს მომხდარის მიზეზის დადგენას, რომელიც მისთვის ნათელს გახდიდა, თუ რატომ შეემთხვა ეს მაინცდამაინც მას. ეს არის გარკვეული წესრიგის დამყარებისა და საკუთარი ცხოვრების გაკონტროლების მცდელობა. მსხვერპლი საკუთარ თავს ეკითხება: ამის თავიდან ასაცილებლად, რაიმეს გაკეთება ხომ არ შემეძლო? რა უნდა გავაკეთო ან არ გავაკეთო, ეს რომ მომავალში არ განმეორდეს?

სირცხვილი

გაუპატიურების მსხვერპლს ეუფლება განცდა, რომ ის გათელეს, მას რაღაც წაართვეს, თავს ლაფი დაასხეს, აქვს სიბინძურის შეგრძნება. მას ხშირად ჰგონია, რომ ის შეიცვალა და სხვები ამას ამჩნევენ. ზოგიერთი მსხვერპლი თავს იმაშიც კი იდანაშაულებს, რომ ვერ შეძლო გაუპატიურების თავიდან აცილება.

სიბრაზე

გაუპატიურების მსხვერპლის სიბრაზე შეიძლება მიმართული იქნეს დამნაშავეზე, უსამართლობაზე ან იმაზე, რომ ასეთი გზით დაკარგა უსაფრთხოების განცდა. ხანდახან მსხვერპლი საკუთარ თავზეც კი ბრაზობს.

შიში

გაუპატიურების ან სხვა სქესობრივი დანაშაულის შემთხვევაში ქალს ჰგონია, რომ სამყარო არასდროს იქნება ისეთი, როგორიც ადრე იყო. ჩვეულებრივი გარემო, სახლი და გარემოცვაც კი, მას უსაფრთხოდ აღარ მიაჩნია.

„ამიტომ, მან სახიფათოდ შეიძლება მიიჩნიოს, როგორც ნაცნობი, ისე უცნობი ადგილები“.

3.2.1.2 მოლოდინი პოლიციელისგან

გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება

დაზარალებულები

..........................მსხვერლის რეაქცია..................................მოლოდინი პოლიციელისგან

შესავალი
ზოგადი შეხედულება
დაზარალებულის მოსაზრებები

მოცემულ სლაიდს, ერთვის შემდეგი შინაარსის ტექსტი:

„უნდა გახსოვდეთ, რომ ხანდახან, გაუპატიურების მსხვერპლის ქცევა შეიძლება არ ემთხვეოდეს თქვენს მოლოდინს“.

მაგალითად, ზოგიერთი ქალი შეგნებულად ცდილობს მომხდარის დავიწყებას. თუმცა ისიც გასაგებია, რომ გამოძიების ხანგრძლივი პროცესის დროს არცთუ ისე ეფექტურია.

გაუპატიურების ზოგიერთი მსხვერპლი საკუთარი განცდის შემცირებას ცდილობს ან მიჯნავს საკუთარ ემოციებსა და მომხდარის შესახებ მოგონებებს. ამის გამო, პოლიციელებთან პირველი ურთიერთობისას ან სასამართლოზე, ისინი ნაკლებ ნდობას იმსახურებენ, ვიდრე ის ქალები, რომლებიც ძლიერ ემოციურ რეაქციას გამოხატავენ.

გაუპატიურების ზოგიერთი მსხვერპლი ცდილობს იუმორით დასძლიოს გაუპატიურების ან თავდასხმის შედეგები. ამის გამო, ბევრი ადამიანისთვის უჩვეულოა მათი ასეთი რეაქცია.

ზოგიერთი დაზარალებული გაღიზიანებული, დარდიანი და გაბოროტებულია, ისინი უხეშად იქცევიან და შეიძლება მათი ასეთი განწყობა პოლიციელების წინააღმდეგაც იქნას მიმართული.

ასეთ შემთხვევებში, უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენ ერთდარეთი არ ხართ, ვისაც ის ხელს ჰკრავს და ამოწმებს. დაზარალებული ასევე ექცევა თავის მეგობრებს, ოჯახის წევრებს და პარტნიორსაც კი.

პოლიციელმა უნდა შეასრულოს პროფესიული როლი და მისი შესრულება დამოკიდებული არ უნდა იყოს ამ ადამიანის ქცევაზე, მნიშვნელობა არა აქვს ადამიანი მეგობრულად გექცევათ თუ არა.”

3.2.2 ზოგადი შეხედულებები

ღილაკზე „ზოგადი შეხედულებები“ დაჭერის შემთხვევაში ეკრანის ზედა ნაწილში გამოჩნდება ოთხი დამატებითი ოპცია („ზოგადი შეხედულება 1“, „ზოგადი შეხედულება 2“, „ზოგადი შეხედულება 3“, „ზოგადი შეხედულება 4“). დააჭირეთ ერთ-ერთ მათგანს და ნახეთ ვიდეოფრაგმენტი, რომელშიც პოლიციელი გამოთქვამს შეხედულებას გაუპატიურებისა და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობით მოქმედების მსხვერპლთა შესახებ.

3.2.2.1 ზოგადი შეხედულება 1

გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება

დაზარალებულები

.........შეხედულება 1..........შეხედულება 2............შეხედულება 3................შეხედულება 4

შესავალი
ზოგადი შეხედულება
დაზარალებულის მოსაზრებები

ვიდეოფრაგმენტს ერთვის შემდეგი შინაარსის ტექსტი:

„თუ ქალს მართლაც არ უნდა, მას ყოველთვის შეუძლია თქვას ,,არა“.

3.2.2.1. ზოგადი შეხედულება 1 - ალტერნატიული მოსაზრება

გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება

დაზარალებულები

..შეხედულება 1...............შეხედულება 2..................შეხედულება 3 შეხედულება 4

შესავალი
ზოგადი შეხედულება
დაზარალებულის მოსაზრებები

დააჭირეთ ეკრანის მარჯვენა ნაწილში არსებულ ღილაკს ,,თეორია“ და ნახავთ სლაიდის პირველ კადრს. დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“ და სრულად ნახეთ სლაიდი.

,,ბევრი ქალი მართლაც უარს ამბობს, მაგრამ მათ არ უსმენენ.

ხშირად გაუპატიურების მსხვერპლი ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევს მოძალადეს და ცდილობს, თავს უშველოს. ზოგიერთი ახერხებს შემდგომში თავდასხმის თავიდან აცილებას, მაგრამ სხვები უფრო მეტად იტანჯებიან და მნიშვნელოვან დაზიანებებს იღებენ. ზოგიერთი ქალი შიშის გამო განძრევასაც ვერ ახერხებს. ნებისმიერმა ასეთმა რეაქციამ, მამაკაცისათვის ცხადი უნდა გახადოს, რომ ქალს არ სურს სქესობრივი კავშირი.

თუ მამაკაცმა გადაჭრით გადაწყვიტა სქესობრივი კავშირის დამყარება და გაქცევის ადვილი გზა არ არსებობს, ძნელად წარმოსადგენია, რა შეიცვლება, თუ ქალი უარზეა.“

3.2.2.2 ზოგადი შეხედულება 2

გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება

დაზარალებულები

...შეხედულება 1...............შეხედულება 2................შეხედულება 3 შეხედულება 4

შესავალი
ზოგადი შეხედულება
დაზარალებულის მოსაზრებები

ვიდეოფრაგმენტს ახლავს შემდეგი ტექსტი:

„იცით, მხოლოდ გარკვეული ტიპის ქალებს აუპატიურებენ“.

3.2.2.2. ზოგადი შეხედულება 2 - ალტერნატიული მოსაზრება

გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება

დაზარალებულები

....შეხედულება 1.........შეხედულება 2................შეხედულება 3..................შეხედულება 4

შესავალი
ზოგადი შეხედულება
დაზარალებულის მოსაზრებები

დააჭირეთ ეკრანის მარჯვენა ნაწილში არსებულ ღილაკს „თეორია“ და ნახავთ სლაიდის პირველ კადრს. დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“ და სრულად ნახეთ სლაიდი.

„ადრე საკმაოდ გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ მხოლოდ გარკვეული კატეგორიის ქალებს აუპატიურებდნენ, მაგალითად, სექსუალურად აქტიურებს, ე.წ. „გამომწვევ“ ქალებს ან „ტიპურ მსხვერპლს“.

ხშირად ამტკიცებდნენ, რომ ახალგაზრდა, მომხიბვლელი ქალი გაუპატიურების პოტენციური მსხვერპლი იყო, იმიტომ, რომ მათ შემყურე მამაკაცებს, არ შეეძლოთ საკუთარი იმპულსების გაკონტროლება.

სინამდვილეში, კი აუპატიურებენ ნებისმიერი ასაკის ქალებს, ბავშვებისა და მოხუცების ჩათვლით. აუპატიურებენ ქალებს მათი სექსუალური გამოცდილების მიუხედავად: მონაზვნებს, მეძავებს, გათხოვილებს, ქალიშვილებს, ფიზიკური ნაკლის მქონე ქალებსა და ასევე ქალებს, რომელთაც ბევრი საყვარელი ჰყავთ. ქალთა არცერთი კატეგორია არ წარმოადგენს გამონაკლისს, ნებისმიერი ქალი შეიძლება გახდეს გაუპატიურების ან სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების მსხვერპლი.”

3.2.2.3 ზოგადი შეხედულება 3

გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება

დაზარალებულები

..შეხედულება 1................შეხედულება 2.................შეხედულება 3...............შეხედულება 4

შესავალი
ზოგადი შეხედულება
დაზარალებულის მოსაზრებები

სლაიდს ერთვის შემდეგი ტექსტი:

ზოგიერთი ქალი ძალიან გამომწვევად იცვამს და იქცევა“.

3.2.2.3. ზოგადი შეხედულება 3 - ალტერნატიული მოსაზრება

გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება

დაზარალებულები

შეხედულება 1...................შეხედულება 2.................შეხედულება 3 .............შეხედულება 4

შესავალი
ზოგადი შეხედულება
დაზარალებულის მოსაზრებები

დააჭირეთ ეკრანის მარჯვენა ნაწილში არსებულ ღილაკს „თეორია“და ნახავთ სლაიდის პირველ კადრს. დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“ და სრულად ნახეთ სლაიდი.

„კიდევ ერთი შეხედულება არის გავრცელებული, რომ ქალები იყვნენ დამნაშავენი იმაში, რომ მათი ჩაცმულობა ან ე.წ „ფლირტი“ ან თამაში იწვევდა მამაკაცების სექსუალურ აღზნებას. ზოგიერთი ადამიანი თვლის, რომ თუ ქალი პაემანის შემდეგ მამაკაცს სახლში ეტაპიჟება ან ვახშამზე მიწვევის უფლებას აძლევს, ეს იმის მანიშნებელია, რომ ის სექსეც თანახმაა. ზოგ საზოგადოებაში ითვლება, რომ თუ ქალი სადმე მარტო მიდის ან მამაკაცთან ერთად საღამოს გაატარებს, ეს შეიძლება სქესობრივ კავშირზე მდუმარე თანხმობად შეფასდეს.

მაგრამ ჩვენ უნდა გვქონდეს არჩევანის უფლება და თავად უნდა გადავწყვიტოთ, ვისთან და როდის გვექნება სექსუალური კავშირი, შეუთანხმებლად გეგმების დაწყობა შეუძლებელია.

თანხმობა ორ ადამიანს შორის თავისუფალ შეთანხმებას ნიშნავს. ამიტომ სქესობრივი კავშირის იძულება ან მუქარა უკვე ადამიანის უფლებების დარღვევაა.“

3.2.2.4 ზოგადი შეხედულება 4

გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება

დაზარალებულები

..შეხედულება 1.........შეხედულება 2 .............შეხედულება 3.......................შეხედულება 4

შესავალი
ზოგადი შეხედულება
დაზარალებულის მოსაზრებები

მოცემულ ვიდეოფრაგმენტს ერთვის შემდეგი ტექსტი:

„გაუპატიურება ყველაზე საშინელია, რაც კი შეიძლება მოხდეს, ამიტომ უნდა იყვირო და წინააღმდეგობა გაუწიო“

3.2.2.4. ზოგადი შეხედულება 4 - ალტერნატიული მოსაზრება

გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება

დაზარალებულები

...შეხედულება 1 ................შეხედულება 2...............შეხედულება 3.................შეხედულება 4

შესავალი
ზოგადი შეხედულება
დაზარალებულის მოსაზრებები

დააჭირეთ ეკრანის მარჯვენა ნაწილში არსებულ ღილაკს „თეორია“ და ნახავთ სლაიდის პირველ კადრს. დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“ და სრულად ნახეთ სლაიდი.

„ბევრი ქალი აკვირდება თავდამსხმელს და გარემოების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას, როგორ შეინარჩუნოს სიცოცხლე. ხშირ შემთხვევებში, თავდასხმის დროს ქალებს სიკვდილის ეშინიათ.

თუ მოძალადეს იარაღი აქვს, ან მსხვერპლს სიკვდილით ემუქრება და მორჩილებას მოითხოვს, ბევრი ქალი შეეცდება სიცოცხლე შეინარჩუნოს და ზედმეტად არ გააღიზიანოს მოძალადე. ქალები ასრულებენ მოძალადის მოთხოვნებს, რათა ცოცხლები დარჩნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მოძალადეს წინააღმდეგობას არ უწევენ და წყნარად იქცევიან.

გაუპატიურება იმაზე უარესი ვერ იქნება, ვიდრე სიკვდილი ან ინვალიდობაა. დამორჩილების გადაწყვეტილება - რაციონალური არჩევანია იმ შემთხვევაში, როცა მოქმედების შესაძლებლობა ძალიან შეზღუდულია“.

3.2.3 გაუპატიურების მსხვერპლის (დაზარალებულის) მოსაზრებები

დააჭირეთ ღილაკს „დაზარალებულის მოსაზრებები“ და ეკრანის ზედა ნაწილში დაინახავთ ორ დამატებით ოპციას („დაზარალებულის მოსაზრება 1“ და „დაზარალებულის მოსაზრება 2“), ერთ-ერთი დამატებითი ოპციის არჩევის შემდეგ შეგიძლიათ ნახოთ ვიდეოფრაგმენტი, რომელშიც გაუპატიურების მსხვერპლი მომხდარზე საუბრობს.

3.2.3.1 დაზარალებულის მოსაზრება 1

გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება

დაზარალებულები

............დაზარალებული 1...........................................................დაზარალებული 2

შესავალი
ზოგადი შეხედულება
დაზარალებულის მოსაზრებები

ვიდეოფრაგმნეტში მოცემულია შემდეგი ტექსტი:

„ხალხს არ სჯერა, როცა ვეუბნები, რომ ტაქსის მძღოლმა გამიტაცა. ისინი თვლიან, რომ მანქანაში არ უნდა ჩავმჯდარიყავი.

საქმიან შეხვედრაზე მივდიოდი და შუადღის შესვენების დროს ტაქსი გავაჩერე. ჯერ ვერ გავიგე, რომელი გზით მივდიოდით, მე მეგონა, რომ ტაქსის მძღოლმა უფრო მოკლე გზა იცოდა.

გარკვეული დროის შემდეგ, როცა მივხვდი, რომ სხვა მიმართულებით მივყავდი, უკვე გვიან იყო. არ ვიცოდი, სად ვიყავით. მან მანქანა გააჩერა, კარი ჩაკეტილი იყო. მან მე გამაუპატიურა.

შეძრწუნებული ვიყავი. მეგონა, რომ მომკლავდა“.

3.2.3.2 დაზარალებულის მოსაზრება 2

გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება

დაზარალებულები

....................დაზარალებული 1...............................................დაზარალებული 2

შესავალი
ზოგადი შეხედულება
დაზარალებულის მოსაზრებები

ვიდეოფრაგმენტს ერთვის შემდეგი შინაარსის ტექსტი:

„ის ძალიან კარგად გამოიყურებოდა, მშვენიერი ღიმილი ჰქონდა... ჩვენ საათობით ვსაუბრობდით და ბევრი საერთო აღმოგვაჩნდა. მე ის მომწონდა და როცა თავისთან დამპატიჟა, უარი არ მითქვამს.

ის ძალიან კარგი მსმენელი იყო და მასთან საუბარი მსურდა. მაგრამ, როგორც კი მის სახლში აღმოვჩნდით, ხელს მკრავდა და ერთი ადგილისკენ მიბიძგებდა. როცა ვუთხარი, რომ წასვლა მინდოდა..... პირდაპირ შემომახტა...!“

4 4. ინსტრუქცია

▲ზევით დაბრუნება


გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება

მთავარი მენიუ
II დისკი

შესავალი

ფსიქოლოგიური ასპექტები

ინსტრუქცია

გაუპატიურების მსხვერპლის გამოკითხვა პროცედურა და პრაქტიკული მაგალითები

მთავარ მენიუში აირჩიეთ ღილაკი ,,ინსტრუქცია“.

თქვენ დაინახავთ ორ დამატებით ოპციას:

- გაუპატიურების მსხვერპლის გამოკითხვა

- პროცედურა და პრაქტიკული მაგალითები

4.1 4.1 გაუპატიურების მსხვერპლის გამოკითხვა

▲ზევით დაბრუნება


4.1.1 შესავალი

გაუპატიურების მსხვერპლის გამოკითხვა

თქვენ ნახავთ სლაიდს, რომელსაც შემდეგი ტექსტი ერთვის:

„გაუპატიურების ან სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების შესახებ თხრობა ადვილი არ არის, არც თქვენთვის და მითუმეტეს, არც დაზარალებულისთვის. ამ ნაწილში ჩვენ განვიხილავთ, როგორ უნდა მიიღოთ პოლიციის განყოფილებაში პირველად მოსული დაზარალებული.

როცა ქალი პოლიციაში გაუპატიურების შესახებ განაცხადის შესატანად მიდის, მის მიერ სიტუაციის აღქმა არსებითად განსხვავდება მასთან მოსაუბრე პოლიციელის აღქმისაგან. თითოეული მხარე სიტუაციას საკუთარი თვალთახედვით აფასებს.

პოლიციელები ძირითად ყურადღებას სიმართლის დადგენას აქცევენ. დაზარალებულთან საუბრისას ისინი ყურადღებას ამახვილებენ მომხდარის ზედმიწევნით ზუსტად აღდგენაზე და ამავდროულად, აფასებენ რამდენად სარწმუნოა დაზარალებულის მონათხრობი.

ფაქტებზე ასეთმა კონცენტრირებამ, დაზარალებულის ოთახში შემოსვლისთანავე შეიძლება გამოიწვიოს კონრეტულ მოვლენებზე საუბრის დაწყება.

თუ პოლიციელი მაშინვე გადადის საქმეზე, ის ხშირად დაზარალებულის გრძნობებისა და ემოციების იგნორირებას ახდენს, რამაც შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს გამოკითხვის შედეგებზე. თავდასხმის შემდეგ დაზარალებული ისეთი ძლიერი ემოციების გავლენის ქვეშ არის, როგორიცაა: შიში, გაბრაზება, სირცხვილი. გარდა ამისა, გაუპატიურების მსხვერპლს ხშირად ეშინია იმისა, რომ დასცინებენ, დაამცირებენ, არ დაუჯერებენ. ამიტომ, დაზარალებულისთვის ძალიან უჭირს უცხო ადამიანისთვის იმის დეტალურად აღწერა, თუ რა სასიტიკი და დამამცირებელი იყო მისთვის მომხდარი ამბავი.

გაუპატიურების მსხვერპლი პოლიციელს ინფორმაციას მშვიდად და რაციონალურად ვერ აწვდის. მას დრო სჭირდება, რომ გაშინაურდეს და პოლიციელისადმი ნდობა გაუჩნდეს. თუ გამოკითხვა, დაზარალებულის ემოციური მდგომარეობის გათვალისწინების გარეშე ჩატარდება, ამან შეიძლება დაზარალებულს დამატებითი ტრავმა მიაყენოს. გარდა ამისა, ბევრ ქალს უქრება განაცხადის შეტანის სურვილი, თუ პოლიციელი მასზე ზეწოლას ახდენს ან უტაქტოდ იქცევა.

არსებითი განსხვავება პოლიციელისა და დაზარალებულის აღქმას შორის განაპირობებს პოლიციელის მხრიდან თანაგრძნობისა და გულისხმიერების გამოვლენის აუცილებლობას. ამიტომ, თქვენ, როგორც პოლიციელმა, საკუთარ თავს უნდა ჰკითხოთ: „რა შეიძლება გავაკეთო, რომ რაც შეიძლება ნაკლები ტრავმა მივაყენო ქალს, როცა ის ინტიმური დეტალების შესახებ დაიწყებს თხრობას? როგორ უნდა შევქმნა ნდობის ატმოსფერო, რათა ქალმა თავი უსაფრთხოდ იგრძნოს და თავისუფლად მოგვითხროს სინამდვილეში რა მოხდა?“

გაუპატიურების მსხვერპლთან ურთიერთობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორი ასპექტი:

დაკითხვის პროცედურა ან აუცილებელი კითხვების დასმის თანმიმდევრობა. დაზარალებულისთვის უმჯობესია, თუ გარკვეული საკითხები საუბრის დასაწყისში იქნება განხილული, სხვა საკითხები კი - საუბრის შემდგომ სტადიაზე.

გაუპატიურების მსხვერპლთან საუბრის დროს შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი პროცედურები:

1. დაზარალებულთან ურთიერთობის დამყარება;

2. სუბიექტური გამოკითხვის ჩატარება;

3. გაუპატიურების ან სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების შესახებ განაცხადის გაკეთების შედეგების განმარტება;

4. ოფიციალური, სამართლებრივი დაკითხვის ჩატარება;

5. რჩევები და რეკომენდაციები.

მეორე მნიშვნელოვან ელემენტს საუბრის, დაკითხვის მანერა წარმოადგენს ე.ი თითოეულ ეტაპზე გამომძიებლის მიერ კითხვების დასმა და ქალის ემოციებზე რეაგირება. ურთიერთობის ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორებს წარმოადგენს არავერბალური ქცევა და ინტონაცია.

გაუპატიურების ან სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების მსხვერპლის დაკითხვა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება წარმატებული, თუ პოლიციელი ორივე ასპექტს გაითვალისწინებს.

4.2 4.2 პროცედურა და პრაქტიკული მაგალითები

▲ზევით დაბრუნება


გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება
პროცედურა და პრაქტიკული მაგალითები

ურთიერთობის დამყარება - სუბიექტური გამოკითხვა - შედეგების განმარტება - დაკითხვა - რჩევები.

ქვემენიუში დააჭირეთ ღილაკს „პროცედურა და პრაქტიკული მაგალითები”, ამ ფანჯარაში მოცემულია სლაიდები და ვიდეოსიუჟეტები, რომლებშიც წარმოდგენილია გაუპატიურებისა და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობით მოქმედების დანაშაულებზე პოლიციის მუშაობის პროცედურა.

ჰორიზონტალურად განთავსებულია ხუთი მთავარი ღილაკი:

- ურთიერთობის დამყარება;

- სუბიექტური გამოკითხვა;

- შედეგების განმარტება;

- ოფიციალური დაკითხვა;

- რჩევები.

აირჩიეთ ერთ-ერთი ღილაკი და ნახეთ კონკრეტულ ეტაპთან დაკავშირებული სლაიდი.

მთავარი ღილაკების ზემოთ და ქვემოთ განლაგებულია ღილაკი „ვიდეო“, რომელზე დაჭერის შემთხვევაშიც თქვენ შესაძლებლობა გაქვთ, ნახოთ ორი პოლიციელის მიერ დაზარალებულთან გასაუბრების ამსახველი ვიდეოსიუჟეტი.

მთავარი ღილაკის ზემოთ განთავსებული ღილაკების მეშვეობით წარმოდგენილია „სწორი მიდგომა“, ხოლო ქვედა ღილაკის მეშვეობით შეგიძლიათ ნახოთ დაზარალებულთან მუშაობის დროს დაშვებული შეცდომები.

4.2.1 ურთიერთობის დამყარება - მთავარი ღილაკი

გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება
პროცედურა და პრაქტიკული მაგალითები

ურთიერთობის დამყარება - სუბიექტური გამოკითხვა - შედეგების განმარტება - დაკითხვა - რჩევები.

სლაიდს ერთვის შემდეგი შინაარსის ტექსტი:

„დაზარალებულთან პირველი კონტაქტი ხშირად მთელი გამოკითხვის ხარისხს განსაზღვრავს.

ამ ეტაზე შეაფასეთ ქალის ემოციური მდგომარეობა და შეეცადეთ, მასთან ურთიერთობა დაამყაროთ.

მიეცით მას მოდუნების საშუალება და, ნაწილობრივ, ამისთვის მიეცით გარკვეული დროც.

მიეცით ქალს ელემენტარულ საკითხებში არჩევანის გაკეთების საშუალება, რათა შეექმნას განცდა, რომ თავად აკონტროლებს სიტუაციას.

ჰკითხეთ, ვისთან სურს საუბარი, ქალ-პოლიციელთან თუ მამაკაც-პოლიციელთან. გახსოვდეთ, რომ ბევრი დაზარალებული ვერ ბედავს ამ კითხვაზე გულახდილი პასუხის გაცემას. მოგვიანებით ეს კითხვა კიდევ ერთხელ დასვით, მას შემდეგ, რაც ქალი მოდუნდება. ურთიერთობის დამყარებისა და ქალის მოდუნების შემდეგ ისე დაყავით ეტაპებად გამოკითხვა, საუბარი, რომ ქალს მუდამ მკაფიოდ ესმოდეს, რა ხდება.“

4.2.1.1 ურთიერთობის დამყარება: სწორი მიდგომა

გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება
პროცედურა და პრაქტიკული მაგალითები

ურთიერთობის დამყარება - სუბიექტური გამოკითხვა - შედეგების განმარტება - დაკითხვა - რჩევები.

ნახეთ ვიდეოსიუჟეტი, რომელშიც ნაჩვენებია გაუპატიურების შესახებ განაცხადის შესატანად ქალის პოლიციაში მისვლა.

ქვემოთ მოცემულია საუბრის ჩანაწერი:

კადრში ვხედავთ ქალს, რომელიც პოლიციის
განყოფილებისკენ მიემართება, შედის შენობაში
და მორიგეს მიმართავს.

მორიგე

გამარჯობა, რით შემიძლია დაგეხმაროთ?

დაზარალებული

მმმ... რაღაც მინდა შეგატყობინოთ...

მორიგე

კი ბატონო, რის შესახებ?

დაზარალებული

თავდასხმის.

მორიგე

რა სახის თავდასხმის შესახებ?... ვინმესთან პირადად
ხომ არ გირჩევნიათ გასაუბრება?

დაზარალებული

(დასტურის ნიშნად კმაყოფილი აქნევს თავს)

მორიგე

კარგით, ახლავე დავრეკავ ...
აი იქ დაბრძანდით, თუ შეიძლება...

ალო, რომანი ვარ სამორიგეოდან. აქ ქალბატონია,
რომელსაც პირადად სურს გასაუბრება რომელიმე
პოლიციელთან.

შეგიძლიათ ვინმე გამოაგზავნოთ? კარგით,
გმადლობთ.

(დაკიდა ტელეფონის ყურმილი)

(მიმართავს ქალს)

ცოტაც მოიცადეთ და ახლავე მოვა ვინმე.

ოთახიდან:

I პოლიციელი

გამარჯობა, მე პეტრე ნიკოლაძე ვარ, ეს
კი ჩემი კოლეგაა ლია პავლიაშვილი.

II პოლიციელი

გამარჯობა (იღიმის)

დაზარალებული

გამარჯობა ...

II პოლიციელი

რამეს ხომ არ მიირთმევდით? ჩაის,
ყავას, წყალს?

დაზარალებული

წყალი, თუ შეიძლება ....

ქალ-პოლიციელს წყალი მოაქვს, რის
შემდეგაც ყველა დაჯდა.

საუბარს მამაკაცი-პოლიციელი იწყებს.

I პოლიციელი

როგორც მივხვდი, თქვენ ვინმესთან
პირადად გსურდათ გასაუბრება,
ყოველგვარი მოწმეების გარეშე.
მე და ლია გამომძიებლები ვართ.

როგორც გავიგე, თავდასხმის შესახებ
გსურთ შეტყობინების გაკეთება.

დაზარალებული

(თავს იქნევს).

I პოლიციელი

თუ შეიძლება, თქვენი სახელი და
გვარი გვითხარით?

დაზარალებული

ტატიანა მეხეევა.

I პოლიციელი

კარგით, ტატიანა, შეიძლება
ასე მოგმართოთ?

დაზარალებული

დიახ, რა თქმა უნდა ....

I პოლიციელი

კარგით, ტატიანა, სანამ დავიწყებთ,
ერთი საკითხი მინდა განვმარტო.
ჯერ მე დაგისვამთ შეკითხვებს,
ჩემი კოლეგა - ლია კი ჩანიშვნებს
გააკეთებს.

II პოლიციელი

თუ წინააღმდეგი არა ხართ ...

დაზარალებული

(თავს იქნევს).

I პოლიციელი

თუ შიეძლება ყველაფერი
ზუსტად ისე მოგვიყევით,
როგორც იყო.

დაზარალებული

(თავს იქნევს).

I პოლიციელი

მე მესმის, რომ შეიძლება
თქვენთვის ძნელი იყოს
მამაკაცთან საუბარი,
ამიტომ თუ ქალ-პოლიციელთან
გირჩევნიათ საუბარი, გვითხარით
და ამის ორგანიზებას მოვახდენთ .

დაზარალებული

არა, იყოს, არაფერია.

I პოლიციელი

დარწმუნებული ხართ?

დაზარალებული

დიახ.

I პოლიციელი

კარგით...

4.2.1.1. ურთიერთობის დამყარება: სწორი მიდგომა + დაზარალებულის აღქმა

გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება
პროცედურა და პრაქტიკული მაგალითები

ურთიერთობის დამყარება - სუბიექტური გამოკითხვა - შედეგების განმარტება - დაკითხვა - რჩევები.

თქვენ დაინახავთ ქალს, რომელიც საუბრის დროს პირდაპირ კამერას უყურებს.

დაზარალებული:

უფ ... ყველაფერი არც ისე ცუდად იყო, როგორც მე მოველოდი.

მართალი რომ გითხრათ, აქ მოსვლა არ მინდოდა ... მაგრამ მომხდარმა ჩემზე ძალიან იმოქმედა.

პოლიციელები იმაზე კარგად მოიქცნენ, ვიდრე მე მოველოდი და ისეთი წარმოდგენა დამრჩა, რომ მათ მე სერიოზულად აღმიქვეს.“

4.2.1.2 ურთიერთობის დამყარება: პროცედურული შეცდომა

გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება
პროცედურა და პრაქტიკული მაგალითები

ურთიერთობის დამყარება - სუბიექტური გამოკითხვა - შედეგების განმარტება - დაკითხვა - რჩევები.

შეცდომა პროცედურაში
შეცდომა გამოკითხვაში

თქვენ ნახავთ გაუპატიურების შესახებ განაცხადის გასაკეთებლად ქალის პოლიციაში მისვლის ამსახველ ვიდეოსიუჟეტს.

ქვემოთ მოცემულია საუბრის ჩანაწერი:

გახმოვანება

ამ ეტაპისთვის დამახასითებელი
ტიპური შეცდომა არის დანაშაულის
სამედიცინო და სამართლებრივი
შეცდომების შესახებ დაზარალებულის
ნაადრევი ინფორმირება.

პირველ ეტაპზე დაზარალებულს არ
მიაწოდოთ ბევრი ტექნიკური ხასიათის
ინფორმაცია. ემოციური მდგომარეობიდან
გამომდინარე, დაზარალებული ვერ
შეძლებს მის გაგებას, რომ არაფერი
ვთქვათ ნათქვამის დამახსოვრებაზე.

I პოლიციელი

სანამ თხრობას დაიწყებთ, რამდენიმე
მნიშვნელოვანი საკითხი უნდა
იცოდეთ. როცა გაუპატიურების
შესახებ აკეთებთ განცხადებას,
ამას გარკვეული შედეგემი მოჰყვება.

პირველ რიგში ეს არის სამართლებრივი
მხარე. თქვენი განცხადების საფუძველზე
დგება ოქმი და პოლიციას უფლება
აქვს დააკავოს ეჭვმიტანილი.

დაზარალებული

(აღელვებული ჩანს).

I პოლიციელი

შემდეგ კი გამოძიებას დავიწყებთ და
დაიწყება სამართლებრივი
პროცედურები...

დაზარალებული

(ნერვიულობს, თავს არაკომფორტულად
გრძნობს).

I პოლიციელი

სავარაუდოდ, თქვენ პროკურორი
დაგიბარებთ. ამ შემთხვევაში თქვენ
ისევ მოგიწევთ მომხდარის შესახებ

მისთვის მოყოლა.

დაზარალებული

(ნერვიულობს, თავს არაკომფორტულად გრძნობს).

არსებობს ასევე სამედიცინო შედეგებიც.

ექიმთან ვიზიტი თქვენივე ინტერესებშია.
შეიძლება დაზიანებები გქონდეთ,
რომლებიც თავიდან ვერ შეამჩნიეთ.
ასევე ექიმს შეიძლება შევამოწმებინოთ,
რაიმე ვენერიული დაავადება ხომ არ
გადაგედოთ.

დაზარალებული

(მსუბუქ პანიკაშია).

I პოლიციელი

თუ გნებავთ, საავადმყოფოში
წამოგყვებით. ჩვენ ჩვეულებრივი
მანქანით წავალთ, ამაზე არ
ინერვიულოთ.

4.2.1.2. ურთიერთობის დამყარება: პროცედურული შეცდომა + დაზარალებულის აღქმა

გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება
პროცედურა და პრაქტიკული მაგალითები

ურთიერთობის დამყარება - სუბიექტური გამოკითხვა - შედეგების განმარტება - დაკითხვა - რჩევები

შეცდომა პროცედურაში
შეცდომა გამოკითხვაში

I პოლიციელი

სანამ თხრობას დაიწყებთ,
რამდენიმე მნიშვნელოვანი
საკითხი უნდა იცოდეთ. როცა
გაუპატიურების შესახებ აკეთებთ
განცხადებას, ამას გარკვეული
შედეგები მოჰყვება.

პირველ რიგში ეს არის
სამართლებრივი მხარე. თქვენი
განცხადების საფუძველზე დგება
ოქმი და პოლიციას უფლება აქვს
დააკავოს ეჭვმიტანილი.

დაზარალებული

(აღელვებული ჩანს).

I პოლიციელი

შემდეგ კი ოფიციალურად
დავიწყებთ აღნიშნული
ფაქტის გამოძიებას.

დაზარალებულის ფიქრი

ეჭვმიტანილის დაკავება..?
ბრალდების წაყენება..?

ეს რას ნიშნავს? ჩემგან რა უნდათ?
ჩვენება უნდა მივცე თუ კიდევ რამე...

მე არ მსურს ამ ადამიანის
დანახვა, განსაკუთრებით სასამართლოში!

I პოლიციელი

შემდეგ გამოძიებას დავიწყებთ
და დაიწყება სამართლებრივი
პროცედურები...

დაზარალებული

(ნერვიული ჩანს არ სიამოვნებს
ამის მოსმენა).

I პოლიციელი

სავარაუდოდ, თქვენ პროკურორი
დაგიბარებთ. ამ შემთხვევაში
თქვენ ისევ მოგიწევთ მომხდარის

შესახებ მისთვის მოყოლა.

დაზარალებული

(ნერვიულობს, თავს
არაკომფორტულად გრძნობს).

არსებობს ასევე სამედიცინო
შედეგებიც. ექიმთან ვიზიტი
თქვენივე ინტერესებშია.
შეიძლება დაზიანებები
გქონდეთ, რომლებიც
თავიდან ვერ შეამჩნიეთ.
ასევე ექიმს შეიძლება
შევამოწმებინოთ, რაიმე
ვენერიული დაავადება ხომ
არ გადაგედოთ.

დაზარალებულის ფიქრი

რაა? ვენერიული დაავადება?
ამაზე არც მიფიქრია.
ღმერთო ჩემო, რა საშინელებაა!

ნეტავ, ცუდი არაფერი მჭრიდეს...!

რა თქმა უნდა, ის ამას სხვა
ქალებთანაც აკეთებდა!
ღმერთო ჩემო, თუ რამე გადამდო.
ჩემს შვილებს რა ეშველებათ..?

დაზარალებული

(პანიკაშია).

I პოლიციელი

თუ გნებავთ, საავადმყოფოში
წამოგყვებით. ჩვენ ჩვეულებრივი
მანქანით წავალთ, ამაზე არ
ინერვიულოთ.

4.2.1.3 ურთიერთობის დამყარება: საუბრისას დაშვებული შეცდომა

გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება
პროცედურა და პრაქტიკული მაგალითები

ურთიერთობის დამყარება - სუბიექტური გამოკითხვა - შედეგების განმარტება - დაკითხვა - რჩევები

შეცდომა პროცედურაში
შეცდომა გამოკითხვაში

გახმოვანება

დაზარალებულთან ურთიერთობისას,
მისი მონათხრობი შეიძლება არც
თუ ისე ლოგიკურად მოგეჩვენოთ,
რის გამოც შეიძლება ეჭვი შეგეპაროთ
მისი სიტყვების სიმართლეში.

ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია
თავშეკავება, დაზარალებულმა არ
უნდა იგრძნოს, რომ მის ნათქვამში
ეჭვი გეპარებათ. თქვენს ყოველ
ფრაზასა და არავერბალურ ჟესტს
დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ
ყურადღება მიაქციეთ მათ.

I პოლიციელი

კარგი, ტატიანა.. მოგვიყევით ეს
როდის მოხდა?..

დაზარალებული

ეს წინა შაბათს მოხდა, ღამით ...

აქ, ქალაქში. მე სტუმრად ვიყავი..

I პოლიციელი

შაბათ ღამით...? მაგრამ დღეს
უკვე ოთხშაბათია...

დაზარალებული

(დუმს).

I პოლიციელი

პოლიციაში უფრო ადრე
რატომ არ მოხვედით?

დაზარალებული

არ ვიცი, მეშინოდა, ალბათ..

I პოლიციელი

პოლიციაში მოსვლის
გეშინოდათ?!

4.2.1.3 ურთიერთობის დამყარება: საუბრისას დაშვებული შეცდომა+პოლიციელი აღქმა

გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება
პროცედურა და პრაქტიკული მაგალითები

ურთიერთობის დამყარება - სუბიექტური გამოკითხვა - შედეგების განმარტება - დაკითხვა - რჩევები

შეცდომა პროცედურაში
შეცდომა გამოკითხვაში

I პოლიციელი

კარგი, ტატიანა.. მოგვიყევით
ეს როდის მოხდა..?

დაზარალებული

ეს წინა შაბათს მოხდა, ღამით..
აქ, ქალაქში. მე სტუმრად ვიყავი..

I პოლიციელი

შაბათ ღამით...? მაგრამ დღეს
უკვე ოთხშაბათი... (გაკვირვებული
ამბობს, მაგრამ ბრალდება არ
იგრძნობა)

დაზარალებული

(სდუმს, გრძნობს, რომ მას არ
ენდობიან)

I პოლიციელი

პოლიციაში უფრო ადრე რატომ
არ მოხვედით?

დაზარალებული

არ ვიცი, მეშინოდა, ალბათ ..

I პოლიციელი

პოლიციაში მოსვლის გეშონოდათ?!
(ცინიკურად).

I პოლიციელის ფიქრი

არა მგონია, სიმართლეს ამბობდეს...
თუ მართლა ცუდად იყო, გაცილებით
ადრე მოვიდოდა პოლიციაში!

4.2.1.3. ურთიერთობის დამყარება: საუბრისას დაშვებული შეცდომა + დაზარალებულის აღქმა

გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება
პროცედურა და პრაქტიკული მაგალითები

ურთიერთობის დამყარება - სუბიექტური გამოკითხვა - შედეგების განმარტება - დაკითხვა - რჩევები

შეცდომა პროცედურაში
შეცდომა გამოკითხვაში

I პოლიციელი

კარგი, ტატიანა.. მოგვიყევით,
ეს როდის მოხდა?..

დაზარალებული

ეს წინა შაბათს მოხდა, ღამით..
აქ, ქალაქში. მე სტუმრად ვიყავი..

I პოლიციელი

შაბათ ღამით...? მაგრამ დღეს უკვე
ოთხშაბათია... (გაკვირვებული
ამბობს, მაგრამ ბრალდება არ
იგრძნობა)

დაზარალებული

(დუმს, გრძნობს, რომ მას არ
ენდობიან)

I პოლიციელი

პოლიციაში უფრო ადრე რატომ
არ მოხვედით?

დაზარალებული

არ ვიცი, მეშინოდა, ალბათ..

I პოლიციელი

პოლიციაში მოსვლის გეშინოდათ?!
(ცინიკურად).

დაზარალებულის ფიქრი

ასეც ვიცოდი! მას უკვირს, პირდაპირ
აქ რომ არ მოვედი. ნუთუ არ ესმის,
რა ძნელი იყო ჩემთვის აქ მოსვლა!

იმედია, არ ფიქრობს, რომ ყველაფერი
მე გამოვიგონე..!

4.2.2 სუბიექტური გამოკითხვა - მთავარი ღილაკი

გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება
პროცედურა და პრაქტიკული მაგალითები

ურთიერთობის დამყარება - სუბიექტური გამოკითხვა - შედეგების განმარტება - დაკითხვა - რჩევები

ნახეთ სლაიდი, რომელსაც ერთვის შემდეგი შინაარსის ტექსტი:

„თავდასხმის შემდეგ დაზარალებული შეიძლება ძალიან დათრგუნული და დაბნეული იყოს. ამიტომ, ურთიერთობის დამყარების შემდეგ მიეცით ქალს საშუალება, ყველაფერი ისე მოგითხროთ, როგორც მას სურს. ემოციურად მხარი დაუჭირეთ ქალს თქვენი უსიტყვო ქცევით, მაგალითად: თავის დაქნევით, გაღიმებით და ა.შ.

თხრობის დროს არ მოითხოვოთ დაზარალებულისგან დეტალების განმარტება ან გარკვეული თანმიმდევრობის დაცვა. მიეცით მას საშუალება ყველაფერი ისე მოგითხროთ, როგორც სურს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა მისი თხრობა ფრაგმენტული იყოს. ამ ეტაპზე თქვენ არ გჭირდებათ მისგან განცხადების მიღება, საკმარისია ძირითადი ფაქტების დადგენა.

თუმცა, არსებობს ისეთი ფაქტობრივი საკითხები, რომელთა გარკვევაც თქვენთვის აუცილებელია, რის გამოც მოკლე და დაზარალებულისთვის უსიამოვნო კითხვების დასმა მოგიწევთ. მიჰყევით მის თხრობას, დაუსვით დამაზუსტებელი კითხვები, შეაჯამეთ გაგონილი და გაიმეორეთ“.

4.2.2.1 სუბიექტური გამოკითხვა: სწორი მიდგომა

გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება
პროცედურა და პრაქტიკული მაგალითები

ურთიერთობის დამყარება - სუბიექტური გამოკითხვა - შედეგების განმარტება - დაკითხვა - რჩევები

თქვენ ნახავთ ვიდეოსიუჟეტს, რომელშიც ნაჩვენებია გამოკითხვა, რომელსაც პოლიციელი გაუპატიურების შესახებ განაცხადის გასაკეთებლად მისულ ქალს უტარებს.

ქვემოთ მოცემულია საუბრის ჩანაწერი:

I პოლიციელი

აბა... მოგვიყევით, რა მოხდა?

დაზარალებული

მ . .მმ ..იცით . . მ..მ. გამაუპატიურეს ..
ჩემი დაქალის მეგობარმა ...

I პოლიციელი

ეს როდის მოხდა?

დაზარალებული

შაბათს, ღამით ....

I პოლიციელი

... შეგიძლიათ, უფრო დეტალურად
მოგვიყვეთ?

დაზარალებული

მ. . .მ...აქამდე სახლიდან ვერ
გამოვდიოდი. როცა გამოვედი,
ავტობუსში ჩავჯექი და პირდაპირ
დაქალთან წავედი...

I პოლიციელი

თქვენი დაქალი ამ ქალაქში
ცხოვრობს?

დაზარალებული

დიახ.

I პოლიციელი

კარგი,.. გახსოვთ დაქალთან
რომელ საათზე მიხვედით?

დაზარალებული

ოთხზე, დილის ხუთის ნახევარზე...

I პოლიციელი

ინციდენტი სად მოხდა?

დაზარალებული

მის სახლში, ქუთაისის ქუჩაზე..

I პოლიციელი

ზუსტად რა მოხდა?

დაზარალებული

ნუ... მმ, ჯერ ჩემს დაქალთან
ვაპირებდი დარჩენას, მაგრამ
აღმოჩნდა, რომ სახლში ადგილი არ
იყო.

I პოლიციელი

ვის სახლში არი იყო ადგილი?

დაზარალებული

ჩემი დაქალის სახლში,
რომელმაც სტუმრად დაგვპატიჟა.

I პოლიციელი

გასაგებია...

II პოლიციელი

ერთი წუთით. ეს ის დაქალია,
რომელმაც სტუმრად მიგიწვიათ,
მაგრამ თქვენ მის სახლში ვერ
დარჩით.

დაზარალებული

დიახ, სწორია.

II პოლიციელი

კარგით.

I პოლიციელი

შემდეგ რა მოხდა?

დაზარალებული

მმ... მან მოაგვარა ჩემი დარჩენის
საკითხი და გადაწყდა, რომ მე
მისი მეგობრების სახლში,
ერთ-ერთ წყვილთან დავრჩებოდი..

გახსოვთ მათი სახელები?

დაზარალებული

მე მგონი, ნანა და გოგიტა
ნიკოლაძეები.

II პოლიციელი

მათ სახლში როგორ მიხვედით?

დაზარალებული

მანქანით წავედით.. მათ ცალკე
ოთახი ჰქონდათ სტუმრებისთვის.
მან მითხრა, რომ იქ შემეძლო
დაძინება. ნანა დასაძინებლად
წავიდა, მან ბევრი დალია.

I პოლიციელი

თქვენ და გოგიტა რას აკეთებდით?

დაზარალებული

... უბრალოდ საწოლში დავწექი,
თავს ცოტა ცუდად ვგრძნობდი.

I პოლიციელი

გოგიტა? რას აკეთებდა?

დაზარალებული

არ ვიცი.

I პოლიციელი

ესე იგი თქვენ სტუმრების
ოთახში გეძინათ... შემდეგ
რა მოხდა?

დაზარალებული

... ვიწექი, თითქმის უკვე მეძინა
და უცებ გავიგე კარის გაღების
ხმა. ის ოთახში შემოვიდა.

ჯერ თავი მოვიმძინარე, მაგრამ...
მან გამაღვიძა და.. მ-მ.. ის...
(აშკარად უჭირს საუბარი)

I პოლიციელი

ყველაფერი რიგზეა... ყველაფერი
ნორმალურადაა ... მოდით,
ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ,
კარგით? (ქალ-პოლიციელს
მიმართვას)
რაიმეს კითხვა გინდოდა?

II პოლიციელი

დიახ, მაპატიეთ ტატიანა,
თქვენი გვარის დაზუსტება მინდოდა.
ტატიანა მეხეევა. მე-ხე-ე - ვა, სწორია?

დაზარალებული

დიახ.

IIპოლიციელი

და თქვენი მისამართი არა მაქვს...

დაზარალებული

კავსაძის №8.

II პოლიციელი

გმადლობთ...

I პოლიციელი

თქვენ თქვით, რომ გოგიტა ოთახში
შემოვიდა. მოგვიყევით ამ დროს
რა მოხდა?

დაზარალებული

მან მკითხა, მეღვიძა თუ არა,
და მითხრა, რომ ასპირინი და
წყალი მომიტანა. რა თქმა უნდა,
ცუდს არაფერს ველოდი.
ამიტომ შუქი ავანთე და ასპირინი
დავლიე, იმიტომ რომ თავი
მართლა მტკიოდა. შემდეგ ის
ჩემს გვერდით ჩამოჯდა და მხრებზე
ჩამავლო ხელი.. და

I პოლიციელი

ჰმ...თქვენ რა გააკეთეთ?

დაზარალებული

მართლაც ძალიან არ მსიამოვნებდა
და ვთხოვდი, შეეწყვიტა. შემდეგ
კარებამდე მივაღწიე, მაგრამ კარი
დაკეტილი დამხვდა. ოთახიდან
ვერ მოვახერხე გამოსვლა..

II პოლიციელი

ესე იგი, თქვენ საწოლიდან
წამოდექით...

დაზარალებული

დიახ...

II პოლიციელი

და კარებამდე მიაღწიეთ...

დაზარალებული

დიახ, მაგრამ კარი დაკეტილი იყო...

II პოლიციელი

დაკეტილი, ეს ნიშნავს, რომ
გასაღებით იყო ჩაკეტილი?

დაზარალებული

დიახ,

II პოლიციელი

აჰა... შემდეგ?

დაზარალებული

მან, რა თქმა უნდა, იცოდა,
რომ კარი ჩაკეტილი იყო..

I პოლიციელი

გასაგებია...შემდეგ რა მოხდა?

დაზარალებული

ჰმ.. მან მე ხელი დამავლო და
საწოლზე მიმაგდო... და
გამაუპატიურა.

I პოლიციელი

...მაპატიეთ, ამას რომ გეკითხებით,
მაგრამ ეს სქესობრივი კავშირი იყო?

დაზარალებული

დიახ...

I პოლიციელი

გმადლობთ, ტატიანა . . იმ ღამეს
სახლამდე როგორ მიხვედით?

დაზარალებული

მომხდარის შემდეგ მეუბნებოდა,
რომ ძალიან ნანობდა,.. და
უბრალოდ გამომიშვა. . .

I პოლიციელი

ნანა რას აკეთებდა?

დაზარალებული

ალბათ ეძინა,.. ძალიან ნასვამი იყო.

I პოლიციელი

გოგიტას კიდევ ხომ არ უთქვამს
რაიმე? პოლიციაში რომ არ
წასულიყავით ან რაიმე ამის მსგავსი?

დაზარალებული

არა, არაფერი უთქვამს...
როგოც კი შევძელი, მაშინვე
წამოვედი.

I პოლიციელი

ჰმ.. წარმომიდგენია....

4.2.2.1. სუბიქტური გამოკითხვა: სწორი მიდგომა + დაზარალებულის აღქმა

გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება
პროცედურა და პრაქტიკული მაგალითები

ურთიერთობის დამყარება - სუბიექტური გამოკითხვა - შედეგების განმარტება - დაკითხვა - რჩევები

კადრში დაინახავთ დაზარალებულს, რომელიც საუბრის დროს პირდაპირ კამერას უყურებს.

დაზარალებული:

„იცით, ჩემთვის ყველაზე რთული რა არის, ორი აბსოლუტურად უცხო ადამიანისთვის ამ ისტორიის მოყოლა.

მიხარია, როცა გაიგეს, რომ ერთ მომენტში თხრობის გაგრძელება აღარ შემეძლო.. ძალიან რთული იყო....

ისინი არ მაძალებდნენ. მათ მომცეს ყველაფრის მოყოლის საშუალება, როცა ამისთვის მზად ვიყავი, და ეს ძალიან დამეხმარა. ..…“

4.2.2.2 სუბიექტური გამოკითხვა: პროცედურული შეცდომა

გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება
პროცედურა და პრაქტიკული მაგალითები

ურთიერთობის დამყარება - სუბიექტური გამოკითხვა - შედეგების განმარტება - დაკითხვა - რჩევები

შეცდომა პროცედურაში.... ნაწილი

................................................ ნაწილი

შეცდომა გამოკითხვაში

მოცემულ ვიდეოსიუჟეტში ნაჩვენებია, პოლიციის განყოფილებაში გაუპატიურების შესახებ განაცხადის გასაკეთებლად მოსული ქალის გამოკითხვა.

ქვემოთ მოცემულია საუბრის ჩანაწერი:

გახმოვანება

სუბიექტური გამოკითხვის დროს
ხშირია შეცდომა, როდესაც
პოლიციელი ნაადრევ ეტაპზე
ცდილობს მიაღწიოს დაზარალებულის
მიერ ყველაფრის თანმიმდევრულად
თხრობას. დაზარალებული კი
მომხდარის შესახებ დეტალური
ინფორმაციის მიწოდების სურვილის

გამო ერთი თემიდან მეორეზე გადადის.

მიეცით დაზარალებულს საშუალება,
ყველაფერი ისე გიამბოთ, როგორც
მას სურს. ნაადრევად ინფორმაციის
სტრუქტუირების მცდელობამ
შეიძლება მას ხელი შეუშალოს
მომხდარის შესახებ თხრობაში და
შეიძლება, მისი დუმილიც კი განაპირობოს.

I პოლიციელი

კარგი, ტატიანა, ახლა კი შევეცდები
შევაჯამო ყველაფერი, რაც აქამდე
გვითხარით. თქვენ დაქალთან
იყავით სტუმრად, იქ ბევრი ხალხი
იყო და ღამის გასათევი ადგილი
თქვენთვის აღარ დარჩა. თქვენი
დაქალი იცნობს წყვილს, ნანა და
გოგიტა ნიკოლაძეებს და მათ
სთხოვა, რომ თქვენ ღამით მათთან
დარჩენილიყავით. თქვენ ნიკოლაძეებთან
წახვედით და დაიძინეთ სტუმრების
ოთახში. მას შემდეგ რაც გოგიტას
სთხოვეთ ასპირინი, თქვენ...

დაზარალებული

მე არ მითხოვია ასპირინი.

I პოლიციელი

თქვენ ასპირინი არ გითხოვიათ?

დაზარალებული

არა, გოგიტას კიდევ უნდოდა
ჩემთან ერთად სასმელის დალევა,
მაგრამ მე უარი ვუთხარი...

I პოლიციელი

გასაგებია, ესე იგი, თქვენ
გოგიტასთვის ასპირინი არ
გითხოვიათ, მაგრამ ის მაინც
შემოვიდა თქვენს ოთახში.

4.2.2.2. სუბიექტური გამოკითხვა: პროცედურული შეცდომა +დაზარალებულის აღქმა

გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება
პროცედურა და პრაქტიკული მაგალითები

ურთიერთობის დამყარება - სუბიექტური გამოკითხვა - შედეგების განმარტება - დაკითხვა - რჩევები

შეცდომა პროცედურაში.... ნაწილი

................................................ ნაწილი

შეცდომა გამოკითხვაში

I პოლიციელი

კარგით, ტატიანა, ახლა კი შევეცდები
შევაჯამო ყველაფერი, რაც აქამდე
გვითხარით.

თქვენ დაქალთან იყავით სტუმრად,
იქ ბევრი ხალხი იყო და ღამის გასათევი
ადგილი თქვენთვის აღარ დარჩა.

თქვენი დაქალი იცნობს წყვილს, ნანა
და გოგიტა ნიკოლაძეებს და მათ
სთხოვა, რომ თქვენ ღამით მათთან
დარჩენილიყავით.

თქვენ ნიკოლაძეებთან წახვედით და
დაიძინეთ სტუმრების ოთახში.

მას შემდეგ რაც გოგიტას სთხოვეთ
ასპირინი, თქვენ...

დაზარალებული

მე არ მითხოვია ასპირინი.

I პოლიციელი

თქვენ ასპირინი არ გითხოვიათ?

დაზარალებული

არა, გოგიტას კიდევ უნდოდა
ჩემთან ერთად სასმელის დალევა,
მაგრამ მე უარი ვუთხარი ...

I პოლიციელი

გასაგებია, ესე იგი, თქვენ
გოგიტასთვის ასპირინი არ
გითხოვიათ, მაგრამ ის მაინც
შემოვიდა თქვენს ოთახში.

დაზარალებულის ფიქრი

(შეწუხებული ჩანს).
მას შემდეგ, რაც თქვენ ასპირინი
სთხოვეთ? მე ეს არ მითქვამს! საერთოდ
მისმენს კი? მას რაღაც სხვა ისტორიის
მოსმენა სურს... შემდეგ კი იფიქრებს,
რომ მე მოვახდინე პროვოცირება ან
რაიმე ამის მაგვარი..!

4.2.2.3. სუბიექტური გამოკითხვა: პროცედურული შეცდომა

გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება
პროცედურა და პრაქტიკული მაგალითები

ურთიერთობის დამყარება - სუბიექტური გამოკითხვა - შედეგების განმარტება - დაკითხვა - რჩევები

შეცდომა პროცედურაში.... ნაწილი

................................................ ნაწილი

შეცდომა გამოკითხვაში

მოცემულ ვიდეოსიუჟეტში ნაჩვენებია, პოლიციის განყოფილებაში გაუპატიურების შესახებ განცხადების გასაკეთებლად მოსული ქალის გამოკითხვა.

ქვემოთ მოცემულია საუბრის ჩანაწერი:

გახმოვანება

სუბიექტური გამოკითხვის დროს
კიდევ ერთი შეცდომა დაიშვება -
როცა პოლიციელი სვამს
სამართლებრივ კითხვებს.

ამ დროს სუბიექტური გამოკითხვა
გადაიქცევა სამართლებრივი
დაკითხვად. მიუხედავად იმისა,
რომ ამ ეტაპზე დაზარალებული
მზად არ არის ასეთი დეტალური
კითხვებისთვის.

დაზარალებული

...შემდეგ ზემოდან დამაწვა...

I პოლიციელი

რა მოხდა საწოლზე, მას შემდეგ,
რაც ასპირინი მოგცათ?

დაზარალებული

მე მისი თავიდან მოშორება
შევძელი და კარებთან მივირბინე,
მაგრამ ოთახიდან გამოსვლა ვერ
მოვახერხე, კარი დაკეტილი იყო!

I პოლიციელი

როგორ? დაკეტილი იყო?

დაზარალებული

... დიახ.

I პოლიციელი

თქვენ ვერ მიხვდით, რომ კარი
გასაღებით იყო ჩაკეტილი?

დაზარალებული

არა, არა... ვერ შევნიშნე...

I პოლიციელი

კარგით... თქვენ კარებთან
იდექით. შემდეგ რა მოხდა?

დაზარალებული

ის მომიახლოვდა ... და
საწოლზე მიმაგდო . . ხელები
შემომხვია.

I პოლიციელი

მოდით... უფრო ნელა... ჯერ
ერთ საკითხზე ვისაუბროთ,
შემდეგ მეორეზე. იმას
დავუბრუნდეთ, ხელი რომ ჩაგავლოთ.

როდის ჩაგავლოთ ხელი?

დაზარალებული

...როცა კარის გაღებას ვცდილობდი ...

I პოლიციელი

აჰა... როგორ ჩაგავლოთ?

დაზარალებული

(გაკვირვებული) ... ხელებით,
მე-მგონი. ვერ ვიხსენებ...

I პოლიციელი

და ლოგინისკენ როგორ
გადაგაგდოთ?

დაზარალებული

(გაკვირვებული უყურებს
პოლიციელს, არ ესმის, რატომ
ინტერესდება პოლიციელი
ასეთი დეტალებით).

ის საკმაოდ ძლიერი იყო,
მხრებში და ხელებში ჩამავლო ხელი და...

I პოლიციელი

შემდეგ...?

დაზარალებული

მან, მან მე საწოლისკენ წამათრია...
იატაკზე მიმათრევდა...

I პოლიციელი

თქვენ წინააღმდეგობას უწევდით?

დაზარალებული

არა! კი! მაგრამ ის ჩემზე გაცილებით
უფრო ძლიერი იყო ...!

I პოლიციელი

ყვიროდით?

დაზარალებული

(ამოიოხრა) მართლა არ მახსოვს,
ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა!

4.2.2.3. სუბიექტური გამოკითხვა: პროცედურული შეცდომა +დაზარალებულის აღქმა

გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება
პროცედურა და პრაქტიკული მაგალითები

ურთიერთობის დამყარება - სუბიექტური გამოკითხვა - შედეგების განმარტება - დაკითხვა - რჩევები

შეცდომა პროცედურაში... ნაწილი

............................................... ნაწილი

შეცდომა გამოკითხვაში

კადრში დაინახავთ ქალს, რომელიც საუბრისას პირდაპირ კამერას უყურებს:

დაზარალებული:

„ღმერთო ჩემო, ეს რა იყო? რას მეუბნებოდა? ისეთ კითხვებს მისვამდა! საიდან უნდა მახსოვდეს „ხელი როგორ დამავლო“?

მან მე ყელზე შემომხვია ხელი და მეგონა, დამახრჩობდა. ისე შემეშინდა, რომ წინააღმდეგობა ვერ გავუწიე!

ყველაფრის ზუსტად გახსენება არ შემიძლია!“

4.2.2.4. სუბიექტური გამოკითხვა: საუბრისას დაშვებული შეცდომა

გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება
პროცედურა და პრაქტიკული მაგალითები

ურთიერთობის დამყარება - სუბიექტური გამოკითხვა - შედეგების განმარტება - დაკითხვა - რჩევები

შეცდომა პროცედურაში

შეცდომა გამოკითხვაში

გახმოვანება

სუბიექტური გამოკითხვის
დროს თავი უნდა შეიკავოთ
დაზარალებულის ან მისი
სიტყვების უნდობლობასთან
დაკავშირებული ყოველგვარი
ემოციის გამოვლენისგან.

I პოლიციელი

ესე იგი, ნანამ და გოგიტამ გითხრეს,
რომ თქვენ შეგეძლოთ ღამით მათ
სახლში დარჩენილიყავით.
ამის შემდეგ რა მოხდა?

დაზარალებული

როგორც კი მარტო დავრჩი,
ტანსაცმელი გავიხადე და
დასაძინებლად დავწექი..
თავს ცუდად ვგრძნობდი..

I პოლიციელი

ამის შემდეგ ის ოთახში შემოვიდა...

დაზარალებული

არა, ასე უცებ კი არა დაახლოებით
10 წუთის შემდეგ შემოვიდა...

I პოლიციელი

ერთი რამ ვერ გამიგია, ასე
ადვილად როგორ შემოვიდა?
კარს საკეტი არ ჰქონდა?

დაზარალებული

(შეშფოთებული ჩანს) საკეტი? ...
ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია,

თავი მტკიოდა.. და... ... მე მგონი,
საკეტი იყო...

I პოლიციელი

მაშინ რატომ არ ჩაკეტეთ კარი...?

დაზარალებული

... ხომ გითხარით, უბრალოდ...
ამისთვის ყურადღება არ
მიმიქცევია... უბრალოდ დაძინებას
ვაპირებდი.. და არც მიფიქრია,
რომ ასეთი რამ მოხდებოდა....

I პოლიციელი

ჰმ.. .. გასაგებია, შემდეგ რა მოხდა?

დაზარალებული

შემოვიდა, წყალი და ასპირინი
მომიტანა...

I პოლიციელი

ესე იგი თქვენ მას ასპირინი
სთხოვეთ...?

დაზარალებული

არა! არ მითხოვია!

I პოლიციელი

დარწმუნებული ხართ, რომ
მისთვის არაფერი გითქვამთ
თავის ტკივილის ან ცუდად
ყოფნის შესახებ?

დაზარალებული

დიახ, დარწმუნებული ვარ.

I პოლიციელი

და აბსოლუტურად დარწმუნებული
ხართ იმაში, რომ არაფერი გითქვამთ
ან გაგიკეთებიათ ისეთი, რასაც ის
თქვენთან ოთახში მოწვევად მიიღებდა?

დაზარალებული

არა, არა, არა ეს შეუძლებელია!

4.2.2.4. სუბიექტური გამოკითხვა: საუბრისას დაშვებული შეცდომა + პოლიციელი აღქმა

გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება
პროცედურა და პრაქტიკული მაგალითები

ურთიერთობის დამყარება - სუბიექტური გამოკითხვა - შედეგების განმარტება - დაკითხვა - რჩევები

შეცდომა პროცედურაში
შეცდომა გამოკითხვაში

I პოლიციელი

ესე იგი, ნანამ და გოგიტამ
გითხრეს, რომ თქვენ შეგეძლოთ
ღამით მათ სახლში
დარჩენილიყავით. ამის შემდეგ
რა მოხდა?

დაზარალებული

როგორც კი მარტო დავრჩი,
ტანსაცმელი გავიხადე და
დასაძინებლად დავწექი..
თავს ცუდად ვგრძნობდი..

I პოლიციელი

ამის შემდეგ ის ოთახში შემოვიდა...

დაზარალებული

არა, ასე უცებ კი არა დაახლოებით
10 წუთის შემდეგ შემოვიდა...

I პოლიციელი

ერთი რამ ვერ გამიგია, ასე
ადვილად როგორ შემოვიდა?
კარს საკეტი არ ჰქონდა?

დაზარალებული

(შეშფოთებული ჩანს) საკეტი?...
ამისთვის ყურადღება არ
მიმიქცევია, თავი მტკიოდა..
და... ... მე მგონი, საკეტი იყო...

I პოლიციელი

მაშინ რატომ არ ჩაკეტეთ კარი...?

დაზარალებული

...ხომ გითხარით, უბრალოდ...
ამისთვის ყურადღება არ
მიმიქცევია... უბრალოდ დაძინებას
ვაპირებდი.. და არც მიფიქრია,
რომ ასეთი რამ მოხდებოდა....

I პოლიციელის
ფიქრი

გასარკვევია, როგორ იქცეოდა...
ძნელი დასაჯერებელია, რომ
მას არ მიუცია მისთვის საბაბი
ოთახში შესასვლელად. მან
იცოდა, რომ კარს საკეტი
ჰქონდა. როცა დაინახა, რომ
კარი ჩაკეტილი არ იყო, შეეძლო
ეფიქრა „არიქაო!“

I პოლიციელი

ჰმ.... გასაგებია, შემდეგ რა მოხდა?

დაზარალებული

შემოვიდა, წყალი და ასპირინი
მომიტანა...

I პოლიციელი

ესე იგი თქვენ მას ასპირინი სთხოვეთ...?

დაზარალებული

არა! არ მითხოვია!

I პოლიციელი

დარწმუნებული ხართ, რომ
მისთვის არაფერი გითქვამთ
თავის ტკივილის ან ცუდად
ყოფნის შესახებ?

დაზარალებული

დიახ, დარწმუნებული ვარ.

I პოლიციელი

და აბსოლუტურად დარწმუნებული
ხართ იმაში, რომ არაფერი
გითქვამთ ან გაგიკეთებიათ
ისეთი, რასაც ის თქვენთან
ოთახში მოწვევად მიიღებდა?

დაზარალებული

არა, არა, არა, ეს შეუძლებელია!

4.2.2.4. სუბიექტური გამოკითხვა: საუბრისას დაშვებული შეცდომა + დაზარალებულის აღქმა

გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება
პროცედურა და პრაქტიკული მაგალითები

ურთიერთობის დამყარება - სუბიექტური გამოკითხვა - შედეგების განმარტება - დაკითხვა - რჩევები

შეცდომა პროცედურაში
შეცდომა გამოკითხვაში

I პოლიციელი

ესე იგი, ნანამ და გოგიტამ
გითხრეს, რომ თქვენ შეგეძლოთ
ღამით მათ სახლში
დარჩენილიყავით. ამის შემდეგ
რა მოხდა?

დაზარალებული

როგორც კი მარტო დავრჩი,
ტანსაცმელი გავიხადე და
დასაძინებლად დავწექი..
თავს ცუდად ვგრძნობდი..

I პოლიციელი

ამის შემდეგ ის ოთახში შემოვიდა...

დაზარალებული

არა, ასე უცებ კი არა დაახლოებით
10 წუთის შემდეგ შემოვიდა...

I პოლიციელი

ერთი რამ ვერ გამიგია, ასე
ადვილად როგორ შემოვიდა?
კარს საკეტი არ ჰქონდა?

დაზარალებული

(შეშფოთებული ჩანს) საკეტი?...
ამისთვის ყურადღება არ
მიმიქცევია, თავი მტკიოდა..
და... ... მე მგონი, საკეტი იყო...

I პოლიციელი

მაშინ რატომ არ ჩაკეტეთ კარი...?

დაზარალებული

...ხომ გითხარით, უბრალოდ...
ამისთვის ყურადღება არ
მიმიქცევია... უბრალოდ დაძინებას
ვაპირებდი.. და არც მიფიქრია,
რომ ასეთი რამ მოხდებოდა....

I პოლიციელი

ჰმ.. .. გასაგებია, შემდეგ რა მოხდა?

დაზარალებული

შემოვიდა, წყალი და ასპირინი
მომიტანა...

I პოლიციელი

ესე იგი, თქვენ მას ასპირინი
სთხოვეთ...?

დაზარალებული

არა! არ მითხოვია!

I პოლიციელი

დარწმუნებული ხართ, რომ
მისთვის არაფერი გითქვამთ
თავის ტკივილის ან ცუდად
ყოფნის შესახებ?

დაზარალებული

დიახ, დარწმუნებული ვარ.

I პოლიციელი

და აბსოლუტურად
დარწმუნებული ხართ იმაში,
რომ არაფერი გითქვამთ ან
გაგიკეთებიათ ისეთი, რასაც
ის თქვენთან ოთახში მოწვევად მიიღებდა?

დაზარალებული

არა, არა, არა, ეს შეუძლებელია!

დაზარალებულის ფიქრი

ეს რა არის? ეს რას ნიშნავს?
ამას ჰგონია, რომ სიტუაციის

პროვოცირება მე მოვახდინე?

4.2.3 შედეგების განმარტება - მთავარი ღილაკი

გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება
პროცედურა და პრაქტიკული მაგალითები

ურთიერთობის დამყარება - სუბიექტური გამოკითხვა - შედეგების განმარტება - დაკითხვა - რჩევები

თქვენ ნახავთ სლაიდს, რომელსაც ერთვის შემდეგი შინაარსის ტექსტი:

„დაზარალებულთან ურთიერთობის დამყარებისა და მისი სუბიექტური შეხედულების მოსმენის შემდეგ, შეამზადეთ ის დანაშაულის შესახებ განაცხადის შედეგებისთვის.

შედეგების სამი კატეგორია გამოიყოფა, რომელთა შესახებაც თქვენ ინფორმაცია უნდა მიაწოდოთ დაზარალებულს:

სამედიცინო შედეგები

დაიწყეთ მისთვის მნიშვნელოვანი სამედიცინო ასპექტებით, არ იჩქაროთ, რამდენჯერმე გადაამოწმეთ, ესმის თუ არა დაზარალებულს თქვენი.

სამართლებრივი შედეგები

შემდეგ განმარტეთ, რა სამართლებრივ შედეგებს იწვევს ქალისთვის და ეჭვმიტანილისთვის დანაშაულის შესახებ ოფიციალური განაცხადის გაკეთება. ეს საკითხი ნელა და დეტალურად განმარტეთ.

ემოციური შედეგები

აბსოლუტურად უცხო ადამიანთან გაუპატიურების შესახებ საუბარი ძლიერ ემოციურ გავლენას ახდენს დაზარალებულის მდგომარეობაზე. დარწმუნდით, რომ თქვენ დაზარალებული ამისთვის სათანადოდ მოამზადეთ.

და ბოლოს, აუხსენით მას, რა პირობებში ჩატარდება ოფიციალური დაკითხვა.

არ დაგავიწყდეთ, დაზარალებულს ჰკითხოთ, ხომ არ ურჩევნია ქალმა გამომძიებელმა დაკითხოს. ამ ეტაპზე ურთიერთობა დამყარებულია. ქალმა საკუთარი შეხედულებით მოგითხროთ მომხდარის შესახებ, გამომძიებელმა კი მას გააცნო დანაშაულის შესახებ ოფიციალური განაცხადის გაკეთების შედეგები.“

4.2.3.1 შედეგების განმარტება: სწორი მიდგომა

გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება
პროცედურა და პრაქტიკული მაგალითები

ურთიერთობის დამყარება - სუბიექტური - გამოკითხვა - შედეგების განმარტება - დაკითხვა - რჩევები

თქვენ ნახავთ ვიდეოსიუჟეტს, რომელშიც ნაჩვენებია პოლიციელის მიერ დაზარალებულისთვის გაუპატიურებისა და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების შესახებ განაცხადის გაკეთების შედეგების განმარტება.

ქვემოთ მოცემულია საუბრის ჩანაწერი:

II პოლიციელი

კარგით, ტატიანა, ახლა ჩვენ
სამკარისი ინფორმაცია გვაქვს
და დროა, აგიხსნათ, შემდგომ
რის გაკეთებას ვაპირებთ.

ან უფრო სწორად რომ ვთქვათ,
რისი გაკეთება შეგვიძლია,
ვინაიდან მხოლოდ თქვენ უნდა
გადაწყვიტოთ, რა გავაკეთოთ.

დაზარალებული

(თავს იქნევს).

II პოლიციელი

პირველ რიგში, ჩემი აზრით,
თქვენივე ინტერესებში შედის
გინეკოლოგთან ვიზიტი.

ის შეგამოწმებთ ფეხმძიმობაზე
ან.. ეს შეიძლება არასასიამოვნო
მოსასმენი იყოს, მაგრამ
გამორიცხული არ არის
ვენერიული დაავადებაც...

დაზარალებული

ჰმ...

II პოლიციელი

შეიძლება არაფერიც არ იყოს,
მაგრამ სჯობს თავი დავიზღვიოთ.

თუ გნებავთ, ჩვენ შეგვიძლია
საავადმყოფოში წაგიყვანოთ, ჩვენ
უკვე თქვენგან ყველაფერი
მოვისმინეთ და შეგვიძლია ექიმსაც
მოველაპარაკოთ, თქვენ რომ არ
დაგჭირდეთ ექიმისთვის ყველაფრის
თავიდან ახსნა.

ჩვენ შეგვიძლია ერთად ჩვეულებრივი,
და არა პოლიციის, მანქანით წავიდეთ,
ასე რომ სანერვიულო არაფერია..

გინეკოლოგს ვთხოვ, სპეციალური
ანალიზი ჩაგიტაროთ, ეს ტექნიკური
საკითხია, შეგვიძლია ამაზე
მოგვიანებით მოვილაპარაკოთ..
ყველაფერი გასაგებია?

დაზარალებული

დიახ, გავიგე...

II პოლიციელი

კითხვები აღარ გვაქვს.

ახლა, თუ გსურთ ბრალდების
წაყენება, რამდენიმე საკითხი
უნდა განგიმარტოთ, რომ იცოდეთ,
ეს რას ნიშნავს.

პირველ რიგში, გვესაჭიროება
თქვენი წერილობითი ჩვენება,
ამის საფუძველზე ჩვენ შევძლებთ
ეჭვმიტანილის დაკავებას, და ამის
შემდგომ დაიწყება სამართლებრივი
პროცედურები...

მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ეს
თქვენთვისაც გარკვეულ შედეგებს
გამოიღებს.. აუცილებელი არ არის,
მაგრამ შეიძლება პროკურორთან
გამოგიძახონ და შეიძლება მისთვის
იმის ახსნა დაგჭირდეთ, რაზეც ჩვენ
გვესაუბრეთ.

გესმით ხომ?

დაზარალებული

დიახ, ყველაფერი გასაგებია.

II პოლიციელი

და კიდევ ერთი რამ უნდა იცოდეთ,
წერილობითი განაცხადის შემოტანისას
უფრო დეტალურად უნდა გამოგკითხოთ.

ეს გამოძიებისთვის არის საჭირო.

ზოგ ადამიანს ურჩევნია მეგობარი
ან ნათესავი ახლდეს, ზოგი კი
პოლიციელებთან უფრო საიმედოდ
გრძნობს თავს.

თქვენ გადაწყვიტეთ, რა უფრო
გირჩევნიათ...

დაზარალებული

კარგით...

II პოლიციელი

თქვენ გვითხარით, როდის
იქნებით მზად განაცხადის
შემოსატანად და ეს საკითხიც
მაშინ გადავწყვიტოთ, კარგით?

დაზარალებული

კი ბატონო...

II პოლიციელი

შევთანხმდით...

I პოლიციელი

ჩვენ კარგად გვესმის, რომ
თქვენთვის ადვილი არ არის
ასეთი პროცედურები... რადგან
თქვენ თავიდან მოგიწევთ
ყველაფრის გახსენება.

თუ ქალ-პოლიციელთან არჩევთ
საუბარს, როგორც უკვე გითხარით,
ეს ჩემთვის პრობლემას ნამდვილად
არ წარმოადგენს.

დაზარალებული

არა, იყოს, ყველაფერი რიგზეა.
ახლა, როცა თქვენ უკვე ყველაფერი
იცით, დარჩეს, როგორც არის.

I პოლიციელი

კი ბატონო, თუ თქვენ დარწმუნებული
ხართ?

დაზარალებული

დიახ.

I პოლიციელი

კარგით, ახლა კი ჩვენ შევეცდებით
ყველაფერი გავაკეთოთ თქვენს
დასახმარებლად. კარგით?

დაზარალებული

კარგით, დიდი მადლობა,...

I პოლიციელი

ლია, რამე ხომ არ გამომრჩა?

II პოლიციელი

არა, მე მგონი ყველაფერი ითქვა....

I პოლიციელი

კარგი...

4.2.3.1 შედეგების განმარტება: სწორი მიდგომა + დაზარალებულის აღქმა

გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება
პროცედურა და პრაქტიკული მაგალითები

ურთიერთობის დამყარება - სუბიექტური - გამოკითხვა - შედეგების - განმარტება - დაკითხვა - რჩევები

თქვენ დაინახავთ დაზარალებულს, რომელიც საუბრისას პირდაპირ კამერას უყურებს.

დაზარალებული:

„ძალიან კარგია, რომ ამიხსნეს, რა შეიძლება მოხდეს და
მე ეს რა შედეგებს მომიტანს. ამასთან, ისინი გარკვეული
საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტის უფლებასა
და არჩევანის საშუალებას მაძლევდნენ.

რა თქმა უნდა, ისინი სპეციალისტები არიან, მაგრამ ეს
ხომ ჩემს ცხოვრებას ეხება და ამიტომ, მე უნდა
გადავწყვიტო, რას გავაკეთებ და რას - არა.
პოლიციელები პატივისცემით მეპყრობოდნენ...“

4.2.3.2. შედეგების განმარტება: პროცედურული შეცდომა

გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება
პროცედურა და პრაქტიკული მაგალითები

ურთიერთობის დამყარება - სუბიექტური გამოკითხვა - შედეგების - განმარტება - დაკითხვა - რჩევები

შეცდომა პროცედურაში
შეცდომა გამოკითხვაში

გახმოვანება

ამ ეტაპზე ხშირად დაიშვება
შემდეგი შეცდომა: დაზარალებულს
დიდი ინფორმაცია მიეწოდება და,
ამასთან, არ ხდება იმის გადამოწმება,
თუ რამდენად გაიგო დაზარალებულმა
ნათქვამი.

გამოყავით საკმარისი დრო, რათა
დაზარალებულს აუჩქარებლად
განუმარტოთ შესაძლო შედეგები.
არ ჩათვალოთ, რომ მას ყველაფერი
ესმის მოხლოდ იმიტომ, რომ დუმს.

II პოლიციელი

კარგი, ტატიანა, ახლა ჩვენ სამკარისი
ინფორმაცია გვაქვს და დროა აგიხსნათ,
შემდგომ რის გაკეთებას ვაპირებთ.

ან უფრო სწორად რომ ვთქვათ,
რისი გაკეთება შეგვიძლია, ვინაიდან
მხოლოდ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ,
რა გავაკეთოთ.

დაზარალებული

(თავს იქნევს).

II პოლიციელი

პირველ რიგში, ჩემი აზრით,
თქვენივე ინტერესებში შედის
გინეკოლოგთან ვიზიტი.

ის შეგამოწმებთ ფეხმძიმობაზე
ან.. ეს შეიძლება არასასიამოვნო
მოსასმენი იყოს, მაგრამ
გამორიცხული არ არის
ვენერიული დაავადებაც...

დაზარალებული

ღმერთო ჩემო! (შეშინებული
ჩანს, ამაზე ადრე არ უფიქრია)

II პოლიციელი

თუ გნებავთ, ჩვენ წაგიყვანთ
საავადმყოფოში, ჩვენ უკვე თქვენგან
ყველაფერი მოვისმინეთ და
შეგვიძლია ექიმისაც მოველაპარაკოთ,
თქვენ რომ არ დაგჭირდეთ ექიმისთვის
ყველაფრის თავიდან ახსნა

ჩვენ შეგვიძლია ერთად ჩვეულებრივი,
და არა პოლიციის, მანქანით წავიდეთ,
ასე რომ სანერვიულო არაფერია...
გინეკოლოგს ვთხოვთ, სპეციალური
ანალიზი ჩაგიტაროთ.

ახლა კი თქვენი ჩვენება უნდა
ჩავიწეროთ, რის შემდეგაც შეგვეძლება
ეჭვმიტანილის დაკავება. ამის შემდეგ,
დაიწყება სამართლებრივი პროცედურები.

დაზარალებული

(ისე გამოყურება, რომ თითქოს არ
ესმის, რას ეუბნებიან)

I პოლიციელი

რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ
შეიძლება პროკურორთან გამოგიძახონ.
ეს ადვილი არ არის, მაგრამ თქვენ ისევ
მოგიწევთ ყველაფრის თავიდან მოყოლა.

(ხმა წყდება)

დაზარალებული

(სახეს ხელებით იფარავს, პანიკაშია)

4.2.3.2. შედეგების განმარტება: პროცედურული შეცდომა + დაზარალებულის აღქმა

გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება
პროცედურა და პრაქტიკული მაგალითები

ურთიერთობის დამყარება - სუბიექტური გამოკითხვა - შედეგების - განმარტება - დაკითხვა - რჩევები

შეცდომა პროცედურაში
შეცდომა გამოკითხვაში

II პოლიციელი

პირველ რიგში, ჩემი აზრით,
თქვენივე ინტერესებში შედის
გინეკოლოგთან ვიზიტი.

ის შეგამოწმებთ ფეხმძიმობაზე ან..
ეს შეიძლება არასასიამოვნო მოსასმენი
იყოს, მაგრამ გამორიცხული არ არის
ვენერიული დაავადებაც..

დაზარალებული

ღმერთო ჩემო! (შეშინებული ჩანს,
ამაზე ადრე არ უფიქრია)

დაზარალებულის ფიქრი

ღმერთო, შეიძლება
დავფეხმძიმებულიყავი?
ღმერთო ჩემო! იქნებ შიდსი
მაქვს? ჩემს შვილებს რა ეშველებათ?

II პოლიციელი

თუ გნებავთ, ჩვენ წაგიყვანთ
საავადმყოფოში, ჩვენ უკვე
თქვენგან ყველაფერი
მოვისმინეთ და შეგვიძლია
ექიმსაც მოველაპარაკოთ,
თქვენ რომ არ დაგჭირდეთ
ექიმისთვის ყველაფრის თავიდან ახსნა.

4.2.3.3. შედეგების განმარტება: საუბრის დროს დაშვებული შეცდომა

გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება
პროცედურა და პრაქტიკული მაგალითები

ურთიერთობის დამყარება - სუბიექტური გამოკითხვა - შედეგების - განმარტება - დაკითხვა - რჩევები

შეცდომა პროცედურაში
შეცდომა გამოკითხვაში

გახმოვანება

ამ ეტაპისთვის პოლიციელისთვის
დამახასიათებელი შეცდომა შეიძლება
იყოს ის, რომ მან ნაადრევად მიიღოს
გადაწყვეტილება დაზარალებულის
მომავალი გეგემების შესახებ.
გაუპატიურების მსხვერპლისთვის
ძალიან მნიშვნელოვანია იმის
გაცნობიერება, რომ თვითონ
აკონტროლებს სიტუაციას.

ამიტომ, მიეცით მას არჩევანის
გაკეთების საშუალება, მაგალითად,
უნდა თუ არა, რომ დაიწყოს

გამოძიება ან/და ჩვენების მიცემა,
ვისი დასწრება სურს დაკითხვაზე.

დარწმუნდით იმაში, რომ ის არ
თვლის, რომ მასზე გავლენას
ახდენენ ან აიძულებენ
გარკვეული მოქმედებების შესრულებას
მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ეს ურჩიეთ.

II პოლიციელი

კარგით, ტატიანა, აი რას გავაკეთებთ ახლა..

თქვენ ჩვენთან ერთად საავადმყოფოში
წამოხვალთ, ძალიან მნიშვნელოვანია
სამედიცინო შემოწმების გავლა.
ექიმმა უნდა შეგამოწმოთ
ფეხმძიმობასა და ვენერიულ
დაავადებებზე...

ამის შემდეგ თქვენ ოფიციალურ
ჩვენებას მოგვცემთ, ეს გამოძიებისა
და სასამართლოსთვის არის საჭირო,
ამასთან ეს ჩვენ ეჭვმიტანილის
მანამდე დაკავების საშუალებას
მოგვცემს, სანამ სხვას დააზარალებს..

4.2.3.3. შედეგების განმარტება: საუბრისას დაშვებული შეცდომა + დაზარალებულის აღქმა

გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება
პროცედურა და პრაქტიკული მაგალითები

ურთიერთობის დამყარება - სუბიექტური გამოკითხვა - შედეგების - განმარტება - დაკითხვა - რჩევები

შეცდომა პროცედურაში
შეცდომა გამოკითხვაში

თქვენ ხედავთ დაზარალებულს, რომელიც საუბრის დროს პირდაპირ კამერას უყურებს.

დაზარალებული:

„მე არ მინდა ამ ადამიანებთან ერთად
საავადმყოფოში წასვლა, და თუ შიდსი
გადამედო, არ მინდა, ეს ვიცოდე. ეს
საშინელება იქნება!

მე არ ვარ ვალდებული ეს გავაკეთო,
ასე არ არის? როგორ არ ესმით, რომ მინდა
ერთი წუთით მაინც დამანებონ თავი .. ! „

4.2.4 ოფიციალური დაკითხვა - მთავარი ღილაკი

გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება პროცედურა და პრაქტიკული მაგალითები

ურთიერთობის დამყარება - სუბიექტური - გამოკითხვა - შედეგების - განმარტება - დაკითხვა - რჩევები

თქვენ დაინახავთ სლაიდს, რომელსაც ერთვის შემდეგი ტექსტი:

„თუ დაზარალებული დადგენილი წესით გადაწყვეტს ოფიციალური განაცხადის შემოტანას, თქვენ ის ოფიციალურად უნდა დაკითხოთ.

უმჯობესია დაკითხვა დაზარალებულთან პირველად შეხვედრის დღეს არ ჩატარდეს.

დაკითხვის დღეს დაზარალებულის ჩვენება დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს წერილობითი ფორმით.

გაუპატიურების ან სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების შესახებ დეტალური საუბარი ძლიერ ემოციებს იწვევს, ბევრი დაზარალებული ამ დროს ამბობს, რომ ,,თავიდან განიცდის ყველაფერს“.

ამიტომ, შესთავაზეთ მას, თუ სურს, განაცხადის გაკეთების დროს მოიყვანოს მისთვის ახლობელი ადამიანი.“

4.2.5 რჩევების მიცემა - მთავარი ღილაკი

გაუპატიურება და სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება
პროცედურა და პრაქტიკული მაგალითები

ურთიერთობის დამყარება - სუბიექტური გამოკითხვა - შედეგების - განმარტება - დაკითხვა - რჩევები

თქვენ ნახავთ სლაიდს, რომელსაც ერთვის შემდეგი ტექსტი:

„დაკითხვის შემდეგ რჩევები მიეცით ქალს შემდგომი მოქმედებების შესახებ, მაგალითად, რა სახის დახმარების მიღება შეუძლია და რომელ ორგანიზაციებს შეუძლიათ მისთვის დახმარების გაწევა“.

საჭიროების შემთხვევაში, დაეხმარეთ დაზარალებულს ამ ორგანიზაციებთან დაკავშირებაში. თქვენი მხრიდან დახმარება შეიძლება სასამართლო პროცესის დროს მასთან საუბრითაც გამოიხატოს, თქვენ შეგიძლიათ მის სასამართლო პროცესს დაესწროთ.

შეაჯამეთ შედეგები. ახლა თქვენ გაიარეთ გაუპატიურების ან სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების მსხვერპლის დაკითხვის ხუთივე პროცედურული ეტაპი:

1. ურთიერთობის დამყარება;

2. სუბიექტური გამოკითხვა;

3. გაუპატიურების ან სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების შესახებ განაცხადის გაკეთების შედეგების განმარტება;

4. ოფიციალური, სამართლებრივი დაკითხვა;

5. რჩევები შემდგომი მოქმედებების, იმ ორგანიზაციებისა და ადამიანების შესახებ, რომელთაც დაზარალებულისთვის დახმარების აღმოჩენა შეუძლიათ.“