თანამშრომლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან (სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელო IX-XII კლასებისათვის; მოსწავლის წიგნი)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ერემაშვილი ნინო, ახვლედიანი ლევან
თემატური კატალოგი განათლება|სახელმძღვანელოები
წყარო: ISBN 978-9941-15-490-4
საავტორო უფლებები: © Project Harmony Inc.
თარიღი: 2011
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: სამუშაო ჯგუფის ლიდერი: ნინო ბესელია რედაქტორი: ნინო გოგალაძე დიზაინერი: მართა თაბუკაშვილი დამკაბადონებელი: ლადო ლომსაძე ყველა უფლება დაცულია სახელმძღვანელო დასაბეჭდად მომზადდა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში. სახელმძღვანელო მომზადდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ძალისხმევის საფუძველზე. ერთპიროვნული პასუხისმგებლობა მოცემულ სახელმძღვანელოში ასახული ინფორმაციისა და მასში გამოთქმული მოსაზრებების თაობაზე ეკისრებათ ავტორებს და ის არ წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.



1 წინასიტყვაობა

▲ზევით დაბრუნება


2010 წელს საქართველოში დაიწყო სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. პროგრამას მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

პროგრამის მიზანია, გააუმჯობესოს სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხი და დაეხმაროს ახალგაზრდებს ცოდნის ამაღლებაში, გაააქტიუროს მათი მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში.

ამ მიზნის მისაღწევად პროგრამის ფარგლებში შეიქმნა 4 დამხმარე სახელმძღვანელო სამოქალაქო განათლების სწავლებისათვის, ჩატარდა პედაგოგთა ტრენინგები, შეიქმნა სასკოლო სამოქალაქო კლუბები, გაიცა მცირე გრანტები მოსწავლეთა, პედაგოგთა და მშობელთა სამოქალაქო ინიციატივებისათვის, დაფუძნდა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი, მოეწყო სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკები, შეიქმნა სამოქალაქო განათლებისა და სამოქალაქო ინიციატივების ორი ვებპორტალი www.civics.ge da www.initiatives.ge, ჩატარდა მოსწავლეთა ტრენინგები სოციალურ მედიაში და დაარსდა სამოქალაქო განათლების ბიბლიოთეკები.

წინამდებარე სახელმძღვანელო ერთ-ერთია იმ დამხმარე სახელმძღვანელოების სერიიდან, რომლებიც პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. იგი მოგაწვდით ბევრ საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას, საშუალებას მოგცემთ, თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობაში გამოიყენოთ მიღებული ცოდნა, მოიძიოთ თანამოაზრეები, პარტნიორები, ითანამშრომლოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თქვენი თემისა და საზოგადოებისათვისმნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარების მიზნით. კარგი მოქალაქეობის პრინციპების პრაქტიკულ საქმიანობაში განხორციელებით თქვენ მიიღებთ მონაწილეობას საქართველოს, როგორც ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობასა და განვითარებაში.

მომავალი წარმატებების სურვილით,
PH International - საქართველო

2 შესავალი

▲ზევით დაბრუნება


მოცემული სახელმძღვანელოს მიზანია, მოსწავლეებმა გააცნობიერონ ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელობა და ფუნქციები, გაიგონ, როდის და რატომ უნდა მიმართონ ადგილობრივ თვითმმართველობას, გამოიმუშაონ თვითმმართველობებთან თანამშრომლობის უნარ-ჩვევები, მოახდინონ იმ პრობლემების იდენტიფიცირება, რომელთა გადაწყვეტაც ხელეწიფება ადგილობრივ თვითმმართველობას, შეადგინონ პროექტები და თვითმმართველობასთან ერთად გადაწყვიტონ აღნიშნული პრობლემები.

საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის დასამკვიდრებლად მრავალი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, თუმცა სრულფასოვანი თვითმმართველობის დამკვიდრებამდე ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი. ამ მნიშვნელოვან საქმეში დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ აქტიურ მოქალაქეებსა და აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას.

ახალგაზრდებმა უფრო აქტიურად უნდა ითანამშრომლონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და საკუთარი ქალაქის, დაბისა თუ სოფლისათვის მოიპოვონ ყველა ის სიკეთე, რაც მათთვის კანონით არის განსაზღვრული.

3 როგორ გამოვიყენოთ წიგნი

▲ზევით დაბრუნება


სახელმძღვანელო შედგება 6 თემისგან, რაც, მთლიანობაში 8 გაკვეთილს, ერთ შეხვედრას თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და ერთ შემაჯამებელ გაკვეთილს მოიცავს. თითოეული გაკვეთილი შედგება თეორიული ნაწილისგან, საშინაო დავალებებისგან და საკლასო სამუშაოებისგან, რომლებსაც კლასში გააკეთებთ მასწავლებელთან ერთად.

თითოეული გაკვეთილის ბოლოს მოცემული საშინაო დავალებები დაგეხმარებათ ერთი დიდი პროექტის განხორციელებაში. ეს პროექტი მიმართულია, ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით, თქვენი ქალაქის, დაბისა თუ სოფლის პრობლემების გადაჭრის გზების მოძიებისა და მოგვარებისაკენ.

გაკვეთილებში დეტალურად არის ახსნილი, თუ რა არის ადგილობრივი თვითმმართველობა, რა მნიშვნელობა აქვს მას ქვეყნისთვის და ცალკეული მოქალაქისთვის და როგორ უნდა ითანამშრომლოთ მასთან.

გაკვეთილებს თან ახლავს დანართები, რომლებიც დაგეხმარებათ დავალებების მომზადებასა და პროექტის შექმნა-განხორციელებაში.

წიგნში ასევე მოცემულია ლექსიკონი ტერმინთა განმარტებებით.

გისურვებთ წარმატებებს!

4 თემა 1. ადგილობრივი თვითმმართველობა - ისტორიული მიმოხილვა და დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილება

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

4.1 რა არის ადგილობრივი თვითმმართველობა

▲ზევით დაბრუნება


დემოკრატიული სახელმწიფო წარმოუდგენელია ძლიერი და ეფექტიანი ადგილობრივი თვითმმართველობის გარეშე, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობა სახელმწიფოში დემოკრატიული მმართველობის არსებობის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.

ადგილობრივი თვითმმართველობა უზრუნველყოფს ხალხისა და ხელისუფლების ერთიანობას. მისი მეშვეობით ამა თუ იმ ქალაქისა თუ სოფლის მცხოვრებნი თავად, ცენტრალური ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად, აწესრიგებენ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებს. ადგილობრივი თვითმმართველობა, ერთი მხრივ, მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომს ხდის ქვეყნის მართვას და საშუალებას აძლევს მათ, დაიცვან საკუთარი უფლებები, მეორე მხრივ, ხელს უწყობს მათი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას; ანუ ადგილობრივი თვითმმართველობა გულისხმობს მოქალაქის უფლებასა და პასუხისმგებლობას, მონაწილეობა მიიღოს იმ საკითხების გადაწყვეტაში, რაც უშუალოდ მას და მის საცხოვრებელ არეალს ეხება. შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რაც შეიძლება, ახლოს უნდა იდგნენ მოსახლეობასთან და იცავდნენ მის ინტერესებს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ადგილობრივი თვითმმართველობა დამყარებულია მოსახლეობის მონაწილეობაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტაში და ის შეიძლება განვიხილოთ, როგორც ერთგვარი „ხელშეკრულება“ ხალხსა და ხელისუფლებას შორის, რომელშიც ორმხრივი უფლებები და მოვალეობებია განსაზღვრული.

0x01 graphic

ქ. თბილისის საკრებულო;
თავისუფლების მოედანი

თვითმმართველობა ეფექტიანია, როდესაც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად თანამშრომლობს მოსახლეობის საკეთილდღეოდ.

თვითმმართველობა შესაძლებელია მხოლოდ იქ, სადაც ხალხი და ხელისუფლება პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ მოვალეობებსა და უფლებებს.

ლექსიკონი

დემოკრატია (ბერძ. ხალხის მმართველობა) - სახელმწიფოსა და ხელისუფლების, პოლიტიკური რეჟიმის პროგრესული ფორმა, რომელიც დამყარებულია უმრავლესობის მმართველობაზე.

დემოკრატიული სახელმწიფო - სახელმწიფო, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიულ მმართველობაზე.

4.2 თვითმმართველობის ისტორია

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ძველი შუმერული ლურსმული წარწერა

თვითმმართველობის ისტორია მრავალ საუკუნეს მოიცავს. ჯერ კიდევ ძველი შუმერისა და შუამდინარეთის სხვა ქალაქსახელმწიფოების მართვაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა სახალხო კრება, რომლის შემადგენლობაშიც ყველა ზრდასრული მამაკაცი ერთიანდებოდა. სახალხო კრების თანხმობის გარეშე არც ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხი არ წყდებოდა.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ კლასიკური სახით დემოკრატიისა და თვითმმართველობის ნიმუში ძველ ბერძნულ პოლისებში იყო წარმოდგენილი. დემოკრატიულობის ხარისხით განსაკუთრებით გამოირჩეოდა ათენი, რომლის შესახებაც ყველაზე მეტი ცნობები შემოგვინახა ისტორიამ. სწორედ ათენელთა მიერ შექმნილი ეს დემოკრატიული მმართველობა დაედო საფუძვლად თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს სახელმწიფოთა მოწყობის სისტემას. ამ სისტემის ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტს თვითმმართველობა წარმოადგენს.

0x01 graphic

ათენი, აკროპოლისი

ლექსიკონი

მხედრობა - სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები.

პოლისი - ბერძნული ქალაქ-სახელმწიფო.

შუმერი - უძველესი ქვეყანა სამხრეთ შუამდინარეთის ტერიტორიაზე.

შუამდინარეთი - ტერიტორია მდ. ტიგროსსა და ევფრატს შორის, დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე.

4.3 თვითმმართველობის თანამედროვე გამოცდილება

▲ზევით დაბრუნება


დასავლეთის ქვეყნებში თვითმმართველობის თანამედროვე სისტემებსა და სახელმწიფოს დემოკრატიულ მოწყობას XIX საუკუნიდან ეყრება საფუძველი. ამასთანავე, ყოველ ცალკეულ სახელმწიფოში ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის ჩამოყალიბდა ურთიერთობის განსხვავებული მოდელები. საზოგადოებრივი მართვის სტრუქტურები ამ ქვეყნებში ყალიბდებოდა ადგილობრივი ისტორიული, კულტურული, პოლიტიკური და სხვა ფაქტორების გავლენით, რამაც საზოგადოებრივი მოდელებისა და მექანიზმების მრავალფეროვნება გამოიწვია - დაწყებული ადგილობრივი მმართველი ორგანოებისთვის ფართო უფლებების მინიჭებით, დამთავრებული უკიდურესი ცენტრალიზაციით. პირველს შეიძლება მივაკუთვნოთ ანგლოსაქსური ქვეყნები და შვეიცარია, ხოლო მეორეს - საფრანგეთი.

0x01 graphic

რატუშა - ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ქალაქის
თვითმმართველობის ორგანო, აგრეთვე შენობა, სადაც
განთავსებულია ეს ორგანო

მიუხედავად ამგვარი მრავალფეროვნებისა, დასავლეთის მმართველობითი სტრუქტურების განვითარებაში აშკარად შეიმჩნევა სახელმწიფოს ცენტრალიზაციასა და დეცენტრალიზაციას შორის „ოქროს შუალედის“ ძიების მცდელობა, რაც გამოიხატება, ერთი მხრივ, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების ავტონომიურობის უზრუნველყოფაში, ხოლო მეორე მხრივ, ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან კონტროლისშენარჩუნებაში.

სწორედ ამგვარი მცდელობის მაგალითია დოკუმენტის - ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ - შექმნა, რომელსაც 1985 წელს სტრასბურგში მოეწერა ხელი. ამ ქარტიაში ჩამოყალიბებული პრინციპების გაზიარება სავალდებულოა ყველა ევროპული ქვეყნისთვის.

ლექსიკონი

დასავლეთის ქვეყნები -იგულისხმება დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნები. ანგლოსაქსური ქვეყნები - ინგლისურენოვანი ქვეყნები: აშშ, ბრიტანეთი, ავსტრალია, კანადა და სხვა.

ცენტრალიზაცია - 1. ერთ ცენტრში თავმოყრა, ერთ ადგილას გაერთიანება. 2. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის კომპეტენციის შეზღუდვის ხარჯზე სახელმწიფო ხელისუფლების კონცენტრაცია უმაღლესი მმართველობის ორგანოებში.

დეცენტრალიზაცია - 1.მმართველობის სისტემა, როდესაც ცენტრალური ხელისუფლების ზოგი ფუნქცია გადაეცემა თვითმმართველობის ადგილობრივ ორგანოებს. 2. ცენტრალიზაციის გაუქმება ან შესუსტება.

ქარტია - 1. საზოგადოებრივ-პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე ზოგიერთი დოკუმენტის სახელწოდება; 2. საერთაშორისო სამართალში, დეკლარაციის სინონიმი.

კითხვები

1. წარმოიდგინეთ, რომ არ არსებობს თვითმმართველობა და ყველაფერი ცენტრიდან იმართება. ამ შემთხვევაში რა სირთულეებს წააწყდებოდით?

2. რას ნიშნავს ფრაზა: „ადგილობრივი თვითმმართველობა უზრუნველყოფს ხალხისა და ხელისუფლების ერთიანობას“? ჩამოაყალიბეთ თქვენი პასუხი

პროექტი

I ეტაპი:

თქვენს სამეზობლოში ან სამეგობროში ჩაატარეთ გამოკითხვა თემაზე: „რა არის თვითმმართველობა?. რესპონდენტებს დაუსვით მხოლოდ ორი კითხვა: 1. რა არის თვითმმართველობა; 2. რა მნიშვნელობა აქვს თვითმმართველობას ქვეყნის განვითარებისთვის? მიღებული პასუხები შეაჯამეთ და შემდეგი გაკვეთილისთვის მოამზადეთ მცირე ზომის პრეზენტაცია, რომელშიც წარმოდგენილი იქნება თქვენი რესპონდენტების შეფასებები.

ასევე ჩაატარეთ გამოკითხვა და გამოავლინეთ თქვენს თემში არსებული კონფლიქტური სიტუაციები. მოამზადეთ მასალა შემდეგ გაკვეთილზე განსახილველად.

დავალება 1.1

1. გაეცანით ილია ჭავჭავაძის სტატიას „ცხოვრება და კანონი“ (გაზეთი „ივერია“, 1877 წელი), რომელშიც ავტორი აანალიზებს თვითმმართველობის მნიშვნელობას საზოგადოების განვითარებისთვის. ილია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო მმართველობაში თვითმმართველობის პრინციპების შემოღება ქვეყნის წინსვლის ძირითადი მაჩვენებელია.

2. სტატიის ყოველი მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ უპასუხეთ კითხვებს.

ცხოვრება და კანონი, ილია ჭავჭავაძე
დაიბეჭდა გაზეთ ივერიაში 1877 წელს

0x01 graphic

ილია ჭავჭავაძე

(1837 - 1907) - ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი,კრიტიკოსი და განმანათლებელი. ილია ჭავჭავაძე XIX საუკუნის ქართული მწერლობისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა.

ბუნებამ, რაც უნდა სიმდიდრით მორთოს რომელიმე მხარე, ანუ ქვეყანა, რაც უნდა მრთელი ჰავა მისცეს ადამიანს საცხოვრებლად და ნაყოფიერი მიწა საზრდოებისათვის, მაინცდამაინც ხალხთა კეთილდღეობას სხვა მხრითაც ხელის შეწყობა სდომებია. კაცს მაგოდენად ვერა შველის თურმე ვერც სიკეთე ჰაერისა, ვერც სიმსუქნე მიწისა, ვერც შეძლება ყოველგვარის წარმოებისა, თუკი კაცთა შორის კეთილად დადგენილი და ცხადად განსაზღვრული არ არის ურთიერთშორისი უფლება და მოვალეობა. კაცთა კმაყოფილებისათვის, ხალხთა კეთილდღეობისათვის, ეს უკანასკნელი უფრო აუცილებლად საჭიროა, ვიდრე სხვა რამე ქვეყნიერობაზედ.

მთიულსა შოტლანდიისას გარს ახვევია გულდახურული, ღარიბი ბუნება. იგი დიდის შრომითა და ღვაწლით ართმევს ბუნებას იმ თითო ლუკმა პურს, რომელსაც აწვდის თვის ჯალაბს საზრდოებისათვის. იგი თავგადადებით, თავგამომეტებით დღედაღამ ებრძვის ბუნებას და ყოველი ესრეთ მოპოებული ლუკმაპური ძლევამოსილებაა მისის მხნეობისა, შრომისმოყვარეობისა. თუმცა ესრეთ აღამებს იგი დღეს და ათენებს ღამეს, მაგრამ იგი უფრო ბედნიერია და კმაყოფილი, ვიდრე სპარსელი, რომლისთვისაც ბედს შემოუფარგლავს უკეთესი ქვეყანა კაცთა საცხოვრებლად და საზრდოებისათვის. ერთი არის თავმომწონე, გამბედავი, თავისუფალი, მედგარი და გულდაგული კაცი, მეორე არის გულჩათუთქვილი, ილაჯგაწყვეტილი, ფრთხალი და გათელილი. ერთი - იმედით აღსავსე სულ წინ იყურება და ყოველი მისი ფეხის წინ წადგმა ძლევამოსილობაა ხვალისათვის, მეორე - სასოწარკვეთილია, შიშით სულ უკან იყურება და გუშინდელს, მშვიდობით გატარებულს დღეს ნატრულობს და არა სწამს ხვალე. ერთი - სულით თუ ხორცით ყოველდღე წარმატებაშია, თუმცა ღარიბი ბუნება ახვევია, მეორე - სულითაც და ხორცითაც დალევაშია, თუმცა მის გარე ბუნება უხვია და მდიდარი. რა არის ამისი მიზეზი? ის არის, რომ ბედნიერმა შოტლანდიელმა იცის “ჩემი აქ თავდებაო და სხვისა აქ იწყებაო“, უბედურს სპარსელს კი არც თავისი გაეგება და არც სხვისა. რაც სხვისაა - ჩემი მოვალეობაა, რაც ჩემია - ეგ ჩემი უფლებაა.

კითხვები

1. რა მიაჩნია ილიას შოტლანდიელის წარმატების მიზეზად? დაასაბუთეთ.

2. ილიას აზრით, რა სჭირდება ხალხთა კეთილდღეობას?

3. რა მიაჩნია ილიას სპარსელის წარუმატებლობის მიზეზად?

4. როგორ განმარტავს ილია მოვალეობასა და უფლებას? იმსჯელეთ.

...ქვეყნიერობაზედ მართველობას ორგვარი წყობა და აგებულება ჰქონია და აქვს. თუ სადმე რაიმე ცვლილება არის, მაინც არ შეიძლება, რომ მმართველობა ან ერთისაკენ არ იყოს მიდრეკილი, ან მეორისაკენ. ერთგვარი მმართველობა იგია, საცა სახელმწიფო საჭიროების საქმესაც თვით მთავრობა განაგებს და საზოგადოებისასაც, ყველგან და ყოველს ნაწილში. ამ შემთხვევაში მთავრობა ყოველგვარის საქმის დამწყები და მოთავეა, ყოველგვარის საქმის მწარმოებელია, - ყოველის მზრუნველი და გამგეა, ასე რომ ყოველივე მისგან წარმოსდგება და ყოველივე მასვე ერთვის. ამგვარად გამგეობისათვის მას თავისი საკუთარნი მოხელე-კაცნი ჰყვანან, რომელთაც თვით ირჩევს, თვით ნიშნავს, თვით გადააყენებს და რომელნიც მხოლოდ მის წინაშე არიან პასუხისმგებელნი. ამგვარს მმართველობას ცენტრალიზაციას ეძახიან.

მეორე-გვარი მმართველობა იგია, საცა მთავრობას ხელთ უპყრია მარტო მთელის სახელმწიფოის საჭიროების საქმენი და ყოველივე სხვა კი საზოგადოებას გაუსაკუთრებია, მერე ასე, რომ ყოველს ნაწილს თვისნი ადგილობრივი საქმენი აქვს ხელშეუვალად მინდობილნი. ეს საზოგადოების საჭიროების საქმენი, ადგილობრივად განაწილებულნი, განიგებიან უსათუოდ ადგილობრივთა მოხელეთა შემწეობით, რომელთაც ირჩევს თვით ადგილობრივთა მცხოვრებთა საზოგადოება და რომელნიც ამავე საზოგადოების წინაშე პასუხისმგებელნი არიან. ამგვარს გამგეობას თვითმმართველობას უწოდებენ, რადგანაც ამ შემთხვევაში თვითოეული ნაწილი ერთისა და იგივე სახელმწიფოისა თავის საკუთარს საქმეს თვით ჰპატრონობს, თვით უვლის და თვით ჰმართავს. ერთის სიტყვით, ამგვარის მმართველობის დედა-აზრი იგია, რომ ადგილობრივნი საქმენი თვით ადგილობრივთა მცხოვრებთაგან განიგებოდეს.

კითხვები

5. პუნქტობრივად ჩამოწერეთ განსხვავებები ილიას მიერ დახასიათებულ ცენტრალიზებულ და თვითმმართველობით სახელმწიფო მმართველობას შორის.

ამგვარი მმართველობა მეტად ხელს უმართავს ქვეყნის კეთილდღეობასა: ხალხს აფხიზლებს, ხალხს ჭკუასა და გონებას უხსნის, რადგანაც საზოგადო მზრუნველობისათვის ხალისს უღვიძებს და საზოგადო საქმისათვის სწურთნის და ავარჯიშებს. ამგვარი მმართველობა ისეთის თვისებისაა, რომ, საცა კი სურს ადამიანს, ყველგან და ყოველს ხალხში იხეირებს და ჩვეულებრივს ნაყოფს მოიტანს. იქ, საცა მაგას გზა და ადგილი ჰქონია, ყველგან ცხოვრება ადამიანისა აუყვავებია და მთავრობისათვისაც მძიმე ტვირთი ქვეყნის გამგეობისა შეუმსუბუქებია, აუხსნია.

ერთი მწერალი ამბობს: „ისტორია ამტკიცებს, რომ თვითმმართველობა უკეთესი წამალია ხალხის ყოველგვარის საჭიროებისა. საცა უნდა დარგათ, იგი ყველგან ხეირობს: ინგლისშიაც, საცა დიდკაცობაა ყოველის წყობის საფუძველი, ამერიკაშიაც, საცა განუსაზღვრელი თანასწორობაა მიღებული სახელმწიფოს ქვაკუთხედადა. ერთნაირის სიკეთით და მადლით მოქმედებს და თავსდება იქაც, საცა იმისთანა პატარა ქვეყანაა, როგორც შვეიცარია (739 ოთხკუთხი მილია) და იქაცა, საცა იმისთანა უზარმაზარი უდაბნო მინდვრებია, როგორც ჩრდილოამერიკაში. იქაც კეთილადგანწყობილი და შეთვისებულია, საცა იმისთანა სახელოვანი განათლებაა, როგორც ლონდონში და იქაცა, საცა იმისთანა გაუნათლებელი ხალხია, როგორც კანადაში, ავსტრალიაში და სხვა ინგლისის კოლონიებში...“

კითხვები

6. იმსჯელეთ, რა დადებითი მხარეებით ხასიათდება თვითმმართველობა.

თუმცა ესეა, მაგრამ მაგ თვითმმართველობას ქვეყანაზედ ბევრი მტერი ჰყავს; ბევრს უფრთხობს ტყუილუბრალოდ ძილსა და მოსვენებასა. ამბობენ, რომ საშიშარიაო - საზოგადოებას ეგ უფლება მიენიჭოს: აურზაურს მოჰყვება, თავს გაიზვიადებს და მორჩილებიდამგამოვაო...

კითხვები

7. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა თვითმმართველობის შემოღებამ უარყოფითად იმოქმედოს ქვეყნის განვითარებაზე? პასუხი დაასაბუთეთ.

...უმაღლესის მთავრობის პირდაპირი დანიშნულება იგია, რომ ყოველს ქვეშევრდომს მისი სატკივარი გაუგოს, მისი წამალი დასდოს, ყოველს სიკეთისა და კეთილდღეობის გზა გაუხსნას. ამისათვის საჭიროა, უმაღლესმა მთავრობამ უტყუარად, პირუთვნელად, ზედმიწევნით იცოდეს ყოველის კუთხის ნამდვილი ვითარება, მისი ავკარგიანობა, რომ საცა შესაძლოა შველა, უშველოს, შემწეობა მიაწვდინოს. ცხადია, რომ უმაღლესს მთავრობას თითონ, სხვის დაუხმარებლად, ვერ შეუძლიან ვერც თვალი მიაწვდინოს დასანახავად ყველგან, ვერც ყური სასმენლად და ვერც ხელი საშველადა...

... უმაღლეს მთავრობას თვის მეთვალყურედ, მოხელედ და ადგილობრივთა საქმეთა გამგედ თვით ადგილობრივი მცხოვრებნი ჰყვანან. მათ უკეთ იციან თავისი ვითარება, უკეთ იციან თავისი საჭიროება, უკეთ იციან თვისის თავის მოვლა, თვისთა საქმეთა პატრონობა. ამ შემთხვევაში, ერთის მხრით, ყოველის კუთხის ჭეშმარიტი საჭიროება, უტყუარი ტკივილი, გულწრფელი და მართალი წადილი მთავრობამდე მიღწეულია, მეორეს მხრით - უმაღლესის მთავრობის საერთო მზრუნველობა ერთნაირის გულისტკივილით, ერთნაირის მადლით ყოველს კუთხემდე მიწვდენილია, მორიგებული და მოფენილი.

კითხვები

8. ილიას აზრით, რა უპირატესობა აქვს ცენტრალური ხელისუფლებისთვის ქვეყნის მართვაში თვითმმართველობის შემოღებას?

...აქედამ ცხადია, სად უნდა დაიდვას საზღვარი უმაღლესის მთავრობისა და თვითმმართველობის შუა. უმაღლესი მთავრობა, რა სახისაც უნდა იყოს, საყოველთაო საქმეთა მზრუნველი და მოღვაწეა, ესე იგი იმა საქმეთა, რომელნიც არამც თუ ყოველს ნაწილს, არამედ ყოველს ქვეშევრდომს ერთნაირად და ერთგვარად შეეხება და რომელნიც საერთო, საყოველთაო კეთილდღეობისათვის ცნობილია.

მაგგვარნი საქმენი ეკუთვნიან საყოველთაო კანონმდებლობის წარმოებასა, საყოველთაო ფინანსთა (შემოსავალ-გასავალის) მოძრაობასა და საყოველთაო მხედრობის განწყობილებასა. ესე ოველი ხელშეუვალი კუთვნილებაა უმაღლესის მთავრობისა, და თვითმმართველობას, როგორც კერძო სამმართველოს, ამ საქმეებში ხმა არა აქვს: იგი ემორჩილება ყოველს მას, რაც უმაღლესის მთავრობისაგან განგებულია, დაწყობილი და განწესებული. თვითმმართველობა ხელქვეითია ამ შემთხვევაში უმაღლესის მთავრობისა და საერთო კანონის ადგილობრივი მცველია და აღმასრულებელი.

რაც სახელმწიფოს საერთოს ვითარებას არ შეადგენს, იგი თვითმმართველობის უცილო კუთვნილებაა. თვითმმართველობა თავის ადგილას ყოველის შინაურის საქმის გამგებელია და მეოხე; ყოველივე საერთო სახელმწიფო ხარჯის და სამსახურის ადგილობრივთა მცხოვრებთა შორის გამნაწილებელია, ადგილობრივის საზოგადოების რიგისა და წესის დამწყობია, მისის ზნეობის, პატივის, ქონების, განათლების და ერთობ კეთილდღეობის მზრუნველია. ყოველივე ამის მომქმედია იმოდენად, რამოდენადაც ყოველივე ეს მის სამმართველოს წრეში მცხოვრებთა განკერძოებით შეეხება და არ ეწინააღმდეგება საერთო სახელმწიფო კანონსა და განკარგულებასა. აქედამ სჩანს, რომ თვითმმართველობა ერთის მხრით ადგილობრივ საქმეთა დამწყობია და გამრიგებელი, მეორეს მხრით უმაღლესის მთავრობის ხელისუფალი ორღანოა...

კითხვები

9. შეავსეთ თ დიაგრამა: მარცხნივ ჩამოწერეთ უმაღლესი ხელისუფლების ფუნქციები, მარჯვნივ - თვითმმართველობის.

10. მოიყვანეთ დამატებითი არგუმენტები თქვენი ყოველდღიური ცხოვრებიდან ილიას აზრის გასამყარებლად.

11. დაწერეთ ესსე: ილია და თვითმმართველობა.

5 თემა 2. თვითმმართველობის არსი და მნიშვნელობა, თვითმმართველობის სისტემა და საკანონმდებლო ბაზა საქართველოში

▲ზევით დაბრუნება


1991 წელს საქართველომ, დამოუკიდებლობის აქტის მიღებით, საჯაროდ გამოხატა დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის სურვილი. დემოკრატიის დამკვიდრება კვლავ რჩება ახალი ქართული სახელმწიფოს უმთავრეს ამოცანად.

0x01 graphic

ევროკავშირის დროშა

იმავე წელს საქართველოში პირველი ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა. ეს იყო დეცენტრალიზაციის პროცესის დასაწყისი და ადგილობრივი თვითმმართველობის დამკვიდრების პირველი მცდელობა. თუმცა, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების ფონზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა ვერ მოახერხეს ფუნქციონირება.

1995 წლის 24 აგვისტოს მიღებული საქართველოს კონსტიტუციით საბოლოოდ მოხდა ადგილობრივი თვითმმართველობის დეკლარირება. სამი წლის შემდეგ, 1998 წელს კი ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევა საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში. რეალურად ეს იყო ადგილობრივი თვითმმართველობის დამკვიდრების პირველი ნაბიჯები საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ 1998 წელს არჩეული თვითმმართველობის ფუნქციონირებას თან ახლდა უამრავი პრობლემა, როგორც საკანონმდებლო ბაზის, ასევე ინსტიტუციური მოწყობის თვალსაზრისით, მაინც მნიშვნელოვანი ეტაპი იყო საქართველოში თვითმმართველობის განვითარების თვალსაზრისით. სწორედ ამ პერიოდში ჩაეყარა საფუძველი მოსახლეობის თვითმმართველობასთან თანამშრომლობის ტრადიციას.

2002 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ ქარტიას, ხოლო 2004 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის“ რატიფიცირება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქარტია 1985 წელს შეიქმნა და იგი ადგილობრივი თვითმმართველობის საერთო ევროპულ პრინციპებს ასახავს. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ ქარტიაზე ევროპის 44 ქვეყანას აქვს ხელი მოწერილი.

0x01 graphic

საქართველოს დროშა

0x01 graphic

ევროპის საბჭოს შენობა
სტრასბურგში

ქარტიის რატიფიცირების შემდეგ საქართველომ აიღო ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული პრინციპების დამკვიდრების საერთაშორისო ვალდებულება.

ლექსიკონი

რატიფიკაცია (რატიფიცირება) - 1. სახელმწიფოს უმაღლესი ხელისუფლების ორგანოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულების დამტკიცება, რომელიც ხელმოწერილია ამ სახელმწიფოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის მიერ, რაც ხელშეკრულებას აძლევს იურიდიულ ძალას;

2. საქართველოს მიერ მისთვის საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა (თანხმობის გამოხატვის სხვა ფორმებია: დამტკიცება, შეერთება („საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 3).

ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები:

წყარო 1: ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტია

მუხლი 2 - ადგილობრივი თვითმმართველობის კონსტიტუციური და სამართლებრივი საფუძველი

ადგილობრივი თვითმმართველობის პრინციპი აღიარებული იქნება შიდა კანონმდებლობით და, შესაძლებლობის შემთხვევაში - კონსტიტუციით.

0x01 graphic

საქართველოს
კონსტიტუცია

წყარო 2: საქართველოს კონსტიტუცია

მუხლი 2. 4. - საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებს აწესრიგებენ თვითმმართველობის მეშვეობით სახელმწიფოს სუვერენიტეტის შეულახავად. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შექმნის წესი, უფლებამოსილება და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობა განისაზღვრება ორგანული კანონით.

წყარო 3: საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

0x01 graphic

თბილისის
გერბი

ეს კანონი საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტიის შესაბამისად განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ, ეკონომიკურ და ფინანსურ საფუძვლებს, სახელმწიფო გარანტიებს, ადგილობრივი თვითმმართველობის შექმნის წესს, მათ უფლებამოსილებებს და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობას.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ქალაქ თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების წესი და თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებანი განისაზღვრება საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ საქართველოს კანონით; მაღალმთიან რეგიონებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დამატებითი უფლებამოსილებანი და თავისებურებანი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, კერძოდ, საქართველოს კანონით მაღალმთიანი რეგიონების სოციალურეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“; აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებანი განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონით.

როგორც ვხედავთ, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ისტორია არცთუ ისე დიდ პერიოდს მოიცავს. საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ 2005 წლის 16 დეკემბერს მიიღეს. სწორედ აღნიშნული კანონით განისაზღვრა თვითმმართველობის უფლება-მოვალეობანი.

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებსაქართველოს ორგანული კანონის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა არის საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მოაწესრიგონ და მართონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები საკუთარი პასუხისმგებლობით და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად;

საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, აირჩიონ ან თავად იქნენ არჩეულნი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დაიკავონ ნებისმიერი თანამდებობა, იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; მიიღონ საჯარო ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან და წინასწარ გაეცნონ მის გადაწყვეტილებებს, მონაწილეობა მიიღონ მათ განხილვაში, მოითხოვონ პროექტების საჯარო განხილვა და ა.შ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ ზუსტად იცოდეს, თუ კონკრეტულად რა სახის მომსახურება უნდა მიიღოს ადგილობრივი ხელისუფლებისგან, ხოლო ამ უკანასკნელმა ყველაფერი უნდა იღონოს იმისთვის, რომ მის მიერ გაწეული მომსახურება ადგილობრივი საჭიროებების შესაბამისი იყოს.

თვითმმართველობა შესაძლებელია მხოლოდ იქ, სადაც ხალხი და ხელისუფლება პასუხისმგებლობით ეკიდებიან საკუთარ მოვალეობებსა და უფლებებს.

საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას აქვს უფლება და მოვალეობა, რათა დააწესოს ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის ჩარჩოები, რომელიც დაფუძნებული იქნება საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა შესაბამის კანონებზე.

თვითმმართველობა ეფექტიანია, როდესაც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად თანამშრომლობს მოსახლეობის საკეთილდღეოდ.

სახელმწიფო ხელისუფლების უფლებამოსილება თვითმმართველობის სფეროში დეტალურადაა გაწერილი საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის“ შესახებ.

კანონის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლება იღებს ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებულ კანონებს, ადგილობრივი ვითმმართველობის განვითარებისა და ხელშეწყობის იზნით იღებს და ამტკიცებს სახელმწიფო პროგრამებს; ასევე, არეგულირებს იუჯეტებს და უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ინანსურ დამოუკიდებლობას და სხვა.

პროექტი

II ეტაპი: თქვენს სამეზობლოში ან სამეგობროში ჩაატარეთ ამოკითხვა თემაზე: „სახელმწიფო ხელისუფლების უფლებამოსილება ვითმმართველობის სფეროში“. რესპონდენტებს აუსვით მხოლოდ ერთი კითხვა: მათი აზრით, რა უფლებამოსილება ქვს სახელმწიფო ხელისუფლებას ადგილობრივი ვითმმართველობის სფეროში? შემდეგ დანართში გაეცანით აქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის“ ესახებ მე-4 მუხლს, სადაც აღწერილია სახელმწიფო ელისუფლების უფლებამოსილება ადგილობრივი თვითმმართველობის ფეროში; გამოკითხვის შედეგებისა და კანონის ე-4 მუხლის მოცემულობების შედარების საფუძველზე მოამზადეთ რეზენტაცია თემაზე: „სახელმწიფო ხელისუფლების ფლებამოსილება თვითმმართველობის სფეროში“. პრეზენტაციის ომზადებისას შესაძლებელია პროექტის პირველ ეტაპზე ატარებული გამოკითხვის შედეგების გამოყენებაც.

თქვენს თემში კონფლიქტურ სიტუაციებზე მოპოვებული ინფორმაციის აფუძველზე განსაზღვრეთ ვის (რომელ ინსტიტუციას) შეუძლია აღნიშნული კონფლიქტების მოგვარება.

ლექსიკონი

ორგანული კანონი - 1. ორგანული კანონი „ჩვეულებრივი“ კანონისაგან იმით განსხვავდება, რომ იგი მიიღება მხოლოდ იმ საკითხებზე, რომელთა მოწესრიგებაც, კონსტიტუციის თანახმად, ორგანული კანონითაა გათვალისწინებული. პარლამენტის მიერ მისი მიღებისთვის ხმათა მეტი რაოდენობაა საჭირო, ვიდრე „ჩვეულებრივი“ კანონისთვის. ორგანულ კანონს „ჩვეულებრივ“ კანონთან შედარებით უპირატესი იურიდიული ძალა აქვს.

2. საქართველოს კონსტიტუცია ორგანული კანონის მიღებას ითვალისწინებს შემდეგ სფეროებში: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შექმნის წესი, უფლებამოსილება და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობა; საქართველოს პარლამენტის პალატების შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და არჩევის წესი; საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოები; საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი; სახალხო დამცველის უფლებამოსილება; პარლამენტის წევრის არჩევის წესი, აგრეთვე არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის დაუშვებლობა; პრეზიდენტის არჩევნების წესი და პირობები, აგრეთვე, არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის დაუშვებლობა; საერთო სასამართლოების სისტემა და ორგანიზაცია, მოსამართლის სამართლებრივი მდგომარეობა; რეფერენდუმის დანიშვნასა და ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები; საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი; საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება, შექმნისა და საქმიანობის წესი; ეროვნული ბანკის უფლება-მოვალეობა, საქმიანობის წესი და დამოუკიდებლობის გარანტია; ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი.

3. ორგანული კანონის პროექტი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 66).

4. ორგანულ კანონს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა კანონის, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტისა და კანონქვემდებარე აქტების მიმართ („ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 22).

საჯარო ინფორმაცია - ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის: ნახაზი, მაკეტი, სქემა, გეგმა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია. საჯაროა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც დაცულია საჯარო დაწესებულებაში. ყველას შეუძლია გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში არსებულ საჯარო ინფორმაციას, თუ ის არ შეიცავს სახელმწიფო, კომერციულ ან პირად საიდუმლოს. საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ასლის ხელმისაწვდომობა.

6 თემა 3. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპები

▲ზევით დაბრუნება


თვითმმართველობის არსებობა დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპია. იგი გულისხმობს მოქალაქის უფლებასა და პასუხისმგებლობას, მონაწილეობა მიიღოს იმ საკითხების გადაწყვეტაში, რაც უშუალოდ მას და მის საცხოვრებელ არეალს ეხება. შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები რაც შეიძლება ახლოს უნდა იდგნენ მოსახლეობასთან და იცავდნენ მის ინტერესებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის პრინციპები მხოლოდ მაშინ არის ღირებული, თუ მათ იზიარებს ცენტრალური ხელისუფლება, თვითმმართველობა და, მთლიანად, საზოგადოება.

დავალება 3.1

დანართში გაეცანით ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-5 მუხლს, სადაც ასახულია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპები. დაასახელეთ სამი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი. საკუთარი პოზიცია არგუმენტებით გაამყარეთ.

0x01 graphic

საკრებულოს სხდომა

6.1 ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციები

▲ზევით დაბრუნება


ადგილობრივ თვითმმართველობას, როგორც სახელმწიფოს მართვის სისტემის ერთ-ერთ ელემენტს, საზოგადოებრივი ცხოვრების მოწესრიგებაში მნიშვნელოვანი ფუნქცია ეკისრება.

ზოგადად, ადგილობრივ ხელისუფლებას სამი ძირითადი ფუნქცია აკისრია:

  • საჯარო მომსახურების გაწევა ადგილებზე;

  • მდგრადი განვითარების ხელშეწყობა;

  • სამოქალაქო მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა.

განვიხილოთ ეს სამი ძირითადი ფუნქცია:

საჯარო მომსახურების გაწევის დროს აუცილებელია ადგილობრივი საჭიროებების დაკმაყოფილება, ამ პროცესში მაღალი შედეგების მიღწევა, მოქალაქეებისათვის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, თანხების ეფექტიანი ხარჯვა.

მთავარი და ყველაზე რთული ამოცანა კი ადგილობრივი პრობლემების გამოვლენაა, რაც აშკარაა, რომ მოსახლეობასთან მჭიდრო თანამშრომლობას საჭიროებს. თვითმმართველობის ადგილობრივ ორგანოებს უნდა ჰქონდეს მოსახლეობის მოსმენის უნარი და მათი მოთხოვნების გათვალისწინების შესაძლებლობა. ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსახლეობის საჭიროებებსა და არსებულ რესურსებს შორის ბალანსის შენარჩუნება.

მდგრადი განვითარების ხელშეწყობა ადგილობრივი თვითმმართველობის უმთავრესი ფუნქციაა. მდგრადი განვითარების კონცეფცია გულისხმობს ეკონომიკური ზრდის ისეთ ფორმას, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების კეთილდღეობას მოკლე, საშუალო და, რაც მთავარია, ხანგრძლივი ვადით. იგი ეფუძნება პრინციპს, რომლის თანახმად, დღევანდელობის მოთხოვნილებები უნდა დაკმაყოფილდეს ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მომავალ თაობებს. მდგრადი განვითარება გულისხმობს პირობების შექმნას გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისათვის გარემოს დაცვის საკითხების გათვალისწინებით. მდგრადი განვითარების შესახებ კოპენჰაგენის მსოფლიო სამიტმა (1995 წ.) ხაზი გაუსვა სოციალური სეგრეგაციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის აუცილებლობას.

მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელია მიწის მართვის ეფექტიანი სისტემის შექმნა, ენერგიისა და სხვა მასალების ეფექტიანი გამოყენება, მიწათმოქმედების, ტყისა და წყლის რესურსების იმგვარად გამოყენება, რომ მათ მომავალშიც უზრუნველყონ ჯანსაღი და პროდუქტიული გარემოს არსებობა.

საქართველოში სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები ცხოვრობენ, ჩვენი ქვეყანა მრავალეთნიკურია. ზოგიერთ რეგიონში ეთნიკური უმცირესობები მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ. სამწუხაროდ, ისინი კარგად ვერ ფლობენ სახელმწიფო ენას და, ამდენად, არასაკმარისი ინფორმაცია აქვთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, საკუთარ უფლებებსა და მოვალეობებზე. სამოქალაქო მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია გაიზარდოს ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაცია და მათი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ დონეზე, ასევე, ეთნიკური უმცირესობებისთვის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ნებისმიერ სფეროში.

დავალება 3.2.

გაეცანით ქვემოთ მოცემულ 3 შემთხვევას და იმსჯელეთ, თითოეულ მათგანში რომელ ძირითად ფუნქციას ახორციელებდა ან არ ახორციელებდა თვითმმართველობის ორგანო.

1. მოქალაქე საკრებულოდან ითხოვდა სხვადასხვა სახის რამდენიმე საჯარო ინფორმაციას. ამისათვის მან საკრებულოს წერილობით მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღია. მოგვიანებით აღნიშნული ფაქტი ცნობილი გახდა საკრებულოს ხელმძღვანელობისათვის. საკრებულოს აპარატის უფროსმა მოქალაქეს მიაწოდა მის მიერ მოთხოვნილი ყველა ინფორმაცია, ხოლო საკრებულოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი, რომელმაც არ შეასრულა მასზედაკისრებული მოვალეობა, სამსახურიდან გაათავისუფლა (ინფორმაციის წყარო: http://www.ombudsman.ge).

2. გიორგი ა. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში იყო რეგისტრირებული, როგორც სოციალურად დაუცველი პირი, ამავე დროს იგი მე-2 ჯგუფის ინვალიდია. იგი ბიძასთან ერთად ცხოვრობდა. ბიძის გარდაცვალების შემდეგ უბინაოდ დარჩა და 2003 წლის სექტემბერში თვითნებურად დაიკავა გლდანში მდებარე ერთოთახიანი ბინა. ბინის დაკავების შესახებ მეორე დღესვე შეატყობინა მერიას, საკრებულოს და გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგებელს. მოგვიანებით, ბინა, რომელშიც გიორგი ა. შესახლდა, მიწისძვრით დაზარალებულთათვის კონტროლის პალატამ შეისყიდა, ხოლო მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა ფონდმა ბინა ქონების მართვის საქალაქო სამსახურს გადასცა. შედეგად, მე-2 ჯგუფის ინვალიდს ბინიდან ასახლებენ.

0x01 graphic

მოქალაქეს არ ჰქონდა საშუალება, რომ თავად ეზრუნა საცხოვრებელი პირობების მოგვარებაზე. ქალაქის საკრებულომ და რაიონის გამგეობამ გაითვალისწინა აღნიშნული მდგომარეობა, მოქალაქე გიორგი ა. საცხოვრებელი ფართით დააკმაყოფილა და დახმარებაც გამოუყო (ინფორმაციის წყარო: http://www.ombudsman.ge).

3. გლდანის ტბისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი 4 წელია მიმდინარეობს. პროექტს თბილისის მერია ახორციელებს. ტბის მიმდებარე ტერიტორია და მასთან მისასვლელი გზები გაიწმინდა, გლდანის ნაგავსაყრელის გაუქმებამ შესაძლებელი გახადა ტბისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის განვითარება. ამ ეტაპზე დასასვენებელ კომპლექსში ვილების მშენებლობა და ტბის ირგვლივ ბულვარის კეთილმოწყობა მიმდინარეობს, სადაც პალმებისა და ბამბუკის ხეივანი გაშენდება. გაზაფხულიდან კი ექსპლუატაციაში შევა ღია კაფეები, ბუნგალოები და სხვა გასართობი ცენტრები. მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, ტბაზე ნავებით გაისეირნონ და ბულვარის ხედებით დატკბნენ. ტერიტორიის განვითარების გეგმაზე პროფესიონალი არქიტექტორები და დიზაინერები მუშაობენ. სამუშაოებზე ამ ეტაპზე 135 ადამიანია დასაქმებული. პროექტის მიხედვით, ტბა და მისი მიმდებარე ტერიტორია რამდენიმე ზონად იყოფა: ღია რეკრეაციული დასასვენებელი ზონა კომფორტულ პლაჟს, ღია კაფეებსა და ბუნგალოებს მოიცავს. ამავე ზონაშია დაგეგმილი ბავშვთა გასართობი ცენტრისა და კინოთეატრის მშენებლობა. საზოგადოებრივ ზონაში თანამედროვე დასასვენებელ-გასართობი კომპლექსი აშენდება. პროექტის მიხედვით, გლდანის, იგივე „თეთრი ტბის“ მეორე მხარეს საზოგადოებრივი ზონის მოპირდაპირედ, საცხოვრებელი ზონა გაშენდება. სამუშაოები მთლიანად 2013 წელს დასრულდება (ინფორმაციის წყარო: http://new.tbilisi.gov.ge).

დავალება 3.3

გაეცანით წყარო 1-ში მოცემულ მასალას, ასევე დანართში იხილეთ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლი და მასში მოცემული თვითმმართველობის უფლებამოსილებანი დააჯგუფეთ ფუნქციების მიხედვით, მოცემული ცხრილი გადაიტანეთ რვეულში და შეავსეთ. მიღებული შედეგები შეადარეთ ერთმანეთს.

წყარო 1: ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტია

მუხლი 4 - ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციის სფერო

1. ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების ძირითადი უფლებამოსილებანი და პასუხისმგებლობა განისაზღვრება კონსტიტუციით და ამ კანონით. ამასთან, ეს დებულება ხელს არ შეუშლის კანონის შესაბამისად ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოებისათვის დამატებითი უფლებამოსილებებისა და მოვალეობების მინიჭებას საგანგებო მიზნებით;

2. ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს კანონის ფარგლებში აქვთ სრული თავისუფლება, განახორციელონ თავიანთი ინიციატივა ნებისმიერი საკითხის მიმართ, რომელიც არ გამოირიცხება მათი კომპეტენციიდან ან რომელიც მინიჭებული არა აქვს ხელისუფლების რომელიმე სხვა ორგანოს.

ფუნქცია/
უფლებამოსილება

საჯარო მომსახურების გატარება ადგილებზე

მდგრადი განვითარების ხელშეწყობა

სამოქალაქო მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა

დავალება 3.4

დაასახელეთ ისეთი საკითხები, რომლებიც არ არის მოცემული „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლში და რომლებზედაც თვითმმართველობას უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება ან განახორციელოს საკუთარი ინიციატივით. რა სამართლებრივი საფუძველი ანიჭებს თვითმმართველობას ამ უფლებას?

პროექტი

III ეტაპი: „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის თანახმად, შეგვიძლია თუ არა ვიმსჯელოთ, რომ თვითმმართველობას აქვს რაიმე კონკრეტული უფლებამოსილება და ფუნქცია, რაც უშუალოდ არის დაკავშირებული საჯარო სკოლის ფუნქციონირებასთან? პასუხი დაასაბუთეთ.

7 თემა 4. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოა საკრებულო.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრებს უშუალოდ ამომრჩევლები ირჩევენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნები ტარდება 4 წელიწადში ერთხელ და მას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საკრებულოს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 40 დღისა.

საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნები არ ტარდება. თუ არჩევნების ვადა ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან არა უგვიანეს 60 დღისა.

0x01 graphic

მუნიციპალიტეტის სხდომა

საკრებულოს წევრად შეიძლება არჩეულ იქნას საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კენჭისყრის დღისათვის შეუსრულდა 21 წელი. საკრებულოს წევრად არ შეიძლება აირჩეს მოქალაქე, რომელსაც უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში არ უცხოვრია საქართველოში.

საქართველოს მოქალაქე არ შეიძლება იყოს საკრებულოს და, იმავდროულად, სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი.

საკრებულოს ახალი შემადგენლობის უფლებამოსილება იწყება, ხოლო ძველისა წყდება ახლად არჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე.

დავალება 4.1.

გაეცანით საარჩევნო კოდექსის მუხლებს (იხ. გვ. 36) და შეადარეთ თვითმმართველობის წევრის არჩევნების წესი საქართველოს პარლამენტის წევრისა და პრეზიდენტის არჩევის წესს. შეავსეთ ცხრილი:

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

(2011 წლის 5 აგვისტოს მდგომარეობით)

მუხლი 80. პასიური საარჩევნო უფლება

1. საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე, დაბადებით საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 15 წელი მაინც და არჩევნების დანიშვნის დღეს ცხოვრობს საქართველოში.

2. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს მოქალაქე, რომელსაც უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში არ უცხოვრია საქართველოში და არც ერთ ქვეყანაში არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე.

3. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატზე არ ვრცელდება თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნები.

მუხლი 92. პასიური საარჩევნო უფლება

1. საქართველოს პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში მუდმივად უცხოვრია არანაკლებ 10 წლისა და იცის ქართული ენა.

2. საქართველოს პარლამენტის წევრად არ შეიძლება აირჩეს მოქალაქე, რომელსაც უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში არ უცხოვრია საქართველოში და არც ერთ ქვეყანაში არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე.

3. საქართველოს პარლამენტის წევრად არ შეიძლება აირჩეს ნარკომანი ან ნარკოტიკის მომხმარებელი, ხოლო თუ ეს პირი შესაბამისმა საარჩევნო კომისიამ არჩეულად გამოაცხადა, საქართველოს პარლამენტს უფლება არა აქვს, ცნოს მისი უფლებამოსილება.

0x01 graphic

არჩევნები საჯარო სკოლაში

მუხლი 109. აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება

1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრად შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კენჭისყრის დღისთვის შეუსრულდა 21 წელი. საკრებულოს წევრად შეიძლება აირჩეს მოქალაქე, რომელსაც უცხოვრია საქართველოში 5 წელი მაინც.

2. საქართველოს მოქალაქე არ შეიძლება იმავდროულად იყოს სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და ქალაქ თბილისის მერის არჩევნებში არ მონაწილეობენ არჩევნების დანიშვნის დღისთვის საქართველოს საზღვრებს გარეთ მუდმივად ან დროებით მცხოვრები და ის ამომრჩევლები, რომლებიც არიან ნაოსნობაში მყოფ გემებზე.

4. ვადიანი და საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობენ სამხედრო ნაწილის განლაგების ადგილის მიხედვით.

ლექსიკონი

არჩევნები - საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოებისა (მაგალითად, პარლამენტის) და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირთა (მაგალითად, პრეზიდენტის) არჩევა კენჭისყრით.

პასიური საარჩევნო უფლება - -მოქალაქის უფლება, კენჭი იყაროს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში ასარჩევად და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად.

აქტიური საარჩევნო უფლება - მოქალაქის უფლება, ხმის მიცემის მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში ხალხის წარმომადგენელთა ასარჩევად და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებულ საყოველთაო არჩევნებსა და რეფერენდუმში.

პროპორციული საარჩევნო სისტემა - საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის

წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრების არჩევნები პარტიული სიების საფუძველზე.

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა - საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის

წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრების არჩევნები ერთმანდატიანი ან მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით.

დავალება 4.2

თქვენ რომ იყოთ კანონმდებელი, კიდევ რა მოთხოვნებს წაუყენებდით პრეზიდენტობის, პარლამენტის ან თვითმმართველობის წევრობის ან ქალაქის მერობის კანდიდატს? თქვენი მოთხოვნები დაასაბუთეთ.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნები ტარდება პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. შესაბამისად, არჩევნების დროს ამომრჩეველს აქვს ერთი ხმის უფლება პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე და ერთი ხმის უფლება - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

მუნიციპალიტეტის საკრებულო შედგება პროპორციული სისტემის საფუძველზე არჩეული 10 წევრისა და შესაბამის ტერიტორიაზე არსებული ყველა თემიდან და ქალაქიდან, რომელიც შედის ამ რაიონის შემადგენლობაში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული თითო წევრისაგან.

ხოლო თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს შემადგენლობა ოდნავ განსხვავებულია. თუ ქალაქის ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება 75 000 მოქალაქეს, მაშინ საკრებულო შედგება მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე არჩეული 10 წევრისა და პროპორციული სისტემის საფუძველზე არჩეული 15 წევრისგან. ხოლო, თუ ამომრჩეველთა რაოდენობა 75 000-ზე ნაკლებია, მაშინ - მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე არჩეული 5 წევრისა და პროპორციული სისტემის საფუძველზე არჩეული 10 წევრისგან.

საქართველოს დედაქალაქის - თბილისის თვითმმართველობის ორგანო - საკრებულო შედგება 50 წევრისაგან, რომელთაგან 25 წევრი აირჩევა ადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ტერიტორიაზე, ხოლო 25 წევრი - პროპორციული წესით თბილისის მთელ ტერიტორიაზე.

საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს პარტიას, საარჩევნო ბლოკს, პარტიის, საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ კანდიდატს, რომელიც რეგისტრირებულია შესაბამის საარჩევნო კომისიაში.

დავალება 4.3

მოიძიეთ ინფორმაცია, რამდენი წევრია თქვენი ქალაქის, დაბის, სოფლის საკრებულოში, მათი ვინაობა და თქვენთვის საინტერესო სხვა ინფორმაცია (მაგალითად, რა აქტივობები აქვთ დაგეგმილი უახლოეს მომავალში, აპირებენ თუ არა სკოლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას და სხვა). ამისათვის გამოიყენეთ ინტერნეტი ან ოფიციალური წერილით მიმართეთ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს საკრებულოს. ოფიციალური წერილის ნიმუში იხილეთ დანართში 1.

საკრებულოს წევრები ირჩევენ საკრებულოს თავმჯდომარეს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესა და მოადგილეს, საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეებს. არჩევნების წესი განსაზღვრულია საქართველოს ორგანული კანონით ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ.

საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, დანიშნოს მუნიციპალიტეტის გამგებელი და თვითმმართველი ქალაქის მერი. ქალაქ თბილისის შემთხვევაში კი გვყავს პირდაპირი წესით არჩეული ქალაქის მერი.

მერი ან გამგებელი თვითმმართველობის ლიდერია. ხალხის წინაშე სწორედ იგი წარმოადგენს ადგილობრივ თვითმმართველობას საზოგადოების წინაშე. ძლიერ თვითმმართველობას, ხშირ შემთხვევაში, ენერგიული მერი ან გამგებელი განაპირობებს.

დავალება 4.4

თქვენი აზრით, რა თვისებებისა და შესაძლებლობების უნდა იყოს მერი ან გამგებელი, რათა ადგილობრივი თვითმმართველობა იყოს ძლიერი. მოამზადეთ პრეზენტაცია თემაზე: „ჩემი ქალაქის მერი ანჩემი სოფლის გამგებელი.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამუშაო და საქმის წარმოების ენაა საქართველოს სახელმწიფო ენა.

კანონის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოთა გამოყენების წესის დაცვით თვითმმართველ ერთეულს აქვს გერბი და დროშა. თვითმმართველი ერთეულის გერბს და დროშას, საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე და მისი თანხმობით, ადგენს თვითმმართველი ერთეულის საკრებულო.

დავალება 4.5

გაეცანით ქვევით მოცემულ მაგალითს და მოიძიეთ ინფორმაცია თქვენი ქალაქის, დაბის ან სოფლის თვითმმართველი ერთეულის გერბისა და დროშის შესახებ. საკრებულოდან გამოითხოვეთ ინფორმაცია, თუ როგორ მოხდა თქვენი ქალაქის, დაბის ან სოფლის თვითმმართველი ერთეულის გერბისა და დროშის შექმნა და შერჩევა.

თელავის დროშისა და გერბის მოდელის შექმნაზე გამოცხადებული კონკურსი დასრულდა. მუნიციპალიტეტის საკრებულოში სულ 9 ნამუშევარია შემოსული. გამარჯვებული პარლამენტთან არსებულმა სპეციალურმა კომისიამ და თელავის საკრებულომ გამოავლინა. „ცოტა ხნის წინ პარლამენტთან არსებული „გერბისა და სხვა სახელმწიფო სიმბოლოების კომისია“ დაგვიკავშირდა, რის შემდეგაც გამოვაცხადეთ კონკურსი თელავის გერბისა და დროშის შექმნაზე. ნამუშევრებს თბილისიდან ჩამოსულ სპეციალისტებთან ერთად შევისწავლით, განვიხილავთ და საბოლოოდ ერთ-ერთს შევარჩევთ“, - აღნიშნა გაზეთ „სპექტრთან“ საუბარში თელავში არსებული გერბისა და დროშის შექმნაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ (ინფორმაციის წყარო: http://speqtri.wordpress.com).

საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საკრებულოებს განსაკუთრებულ უფლებამოსილებებს ანიჭებს. ეს უფლებამოსილებანი დეტალურად არის აღწერილი კანონის 22-ე მუხლში. კერძოდ: საკრებულო ირჩევს საკუთარ თავმჯდომარეს, მოადგილეებს, ქმნის კომისიებს, რომლებიც სხვადასხვა საკითხზე მუშაობენ. საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ადგენს ავტოსატრანსპორტო გადაყვანის წესებს; რეგულირებადი ტარიფების, ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების, გარე ვაჭრობის, გარე რეკლამის განთავსების მარეგულირებელ ნორმებს. ასევე განსაზღვრავს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ტყისა და წყლის რესურსების მართვის წესს. უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაგეგმოს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მშენებლობა და საგზაო მოძრაობა; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არეგულირებს შეკრებების, მიტინგების, დემონსტრაციების ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ლექსიკონი

თვითმმართველი ქალაქი - ქალაქის კატეგორიის დასახლება, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად აქვს თვითმმართველი ერთეულის სტატუსი.

საარჩევნო ბლოკი -საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული 2 ან მეტი პარტიის გაერთიანება.

ჰერალდიკა - გერბთმცოდნეობა; გერბის შედგენა და განმარტება.

0x01 graphic

თელავის
გერბი

დავალება 4.6

გაეცანით მოცემულ მაგალითებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის საკრებულოთა აქტივობებიდან. განსაზღვრეთ თითოეულ შემთხვევაში კონკრეტულად რომელი უფლებამოსილება გამოიყენა ამა თუ იმ საკრებულომ. საინტერესო იქნებოდა თუ არა თქვენთვის ამ ტიპის აქტივობებში მონაწილეობა? პასუხი დაასაბუთეთ.

0x01 graphic

ქალაქ
რუსთავის გერბი

0x01 graphic

ქალაქ
ბათუმის გერბი

1. შიდა ქართლის გუბერნატორი კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას დაესწრო და საკრებულოს წევრებს კასპში ზოგიერთი ქუჩისთვის სახელის გადარქმევის შესახებ მოსახლეობის თხოვნა გადასცა. საუბარია ფრიდრიხ ენგელსის, ფილიპე მახარაძისა და სხვა ქუჩებზე. ეს თემა კასპის მოსახლეობასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებისას წამოიჭრა. გუბერნატორს იმედი აქვს, რომ საკრებულო მოსახლეობის თხოვნას გაითვალისწინებს და დააკმაყოფილებს (ინფორმაციის წყარო: http://pirwelinews.ge).

2. საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგიწმინდის მოსახლეობა ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე განაღმვითი სამუშაოების ჩატარებას ითხოვს. კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ მოპოვებული სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო წლების განმავლობაში ამ ტერიტორიაზე ნაღმის აფეთქების შედეგად მომხდარ უბედურ შემთხვევებს 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის განცხადებით, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორია ამჟამად ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ბალანსზეა. „გამგეობამ სამინისტროს თხოვნით მიმართა, რომ ეს ტერიტორია ადგილობრივ თვითმმართველობას გადმოეცეს. თუ ჩვენი შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, შესაძლებელი გახდება, რომ ეს ტერიტორია შემოვღობოთ“, - განაცხადა საგარეჯოს გამგებელმა (ინფორმაციის წყარო: http://www.ick.ge/ka/photogalleries).

3. ჭიათურის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები ფეხმძიმე ქალბატონი იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა გადაარჩინეს. 30 წლის ნ.-ს ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. სოფლამდე მისასვლელი გზა დიდთოვლობის გამო რამდენიმე დღე ჩაკეტილი იყო, რის გამოც დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქრა. ოჯახი სოფლის გამგებელს დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა. გამგებელი კი იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაუკავშირდა. მაშველებმა სამი საათის განმავლობაში ტრაქტორებითა და გრეიდერებით მისასვლელები გაწმინდეს, ფეხმძიმე ქალბატონი გამოიყვანეს და საჩხერის სამშობიაროში მოათავსეს. მაშველებს თან ახლდა სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადა (ინფორმაციის წყარო: http://www.imereti.ge).

4. „პატარა სოფლებს საკმაოდ უჭირთ. ხუთი კაცი ცხოვრობს, თუ ათასი, სოფელს გზა და წყალი ხომ მაინც სჭირდება“, - ამბობს წერაქვის რწმუნებული. მისი ინფორმაციით, 2010 წელს წერაქვმა 6 700 ლარი მიიღო და სოფლის კრებამ გადაწყვიტა, ეს თანხა სოფლის შესასვლელში ძველი და დაზიანებული გზის მოასფალტებისთვის გამოეყენებინათ.

რწმუნებული ამბობს, რომ ასფალტი ძალიან ძვირია, ამიტომ თანხამხოლოდ 126 მ2-ზე ეყოთ. წერაქველები კი აცხადებენ, რომ სოფლის შესასვლელში ძველი და დაზიანებული გზის მოასფალტებაზე მეტად სოფლის შიდა გზების მოწესრიგება უნდოდათ, თუმცა თანხის სიმცირის გამო, უარი უთხრეს.

„შიდა გზების გაკეთებაც გვინდა, მაგრამ სოფლის პროგრამით მხოლოდ 100 მეტრი გზა თუ გაკეთდება. იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს მუნიციპალიტეტის დახმარებით სხვა თანხების მოძიებას შევძლებთ. გამგებელი დახმარებას დაგვპირდა“, - აცხადებს რწმუნებული.

წერაქვის მოსახლეობის უმრავლესობა ადასტურებს, რომ სოფლის პრიორიტეტების განსაზღვრა საერთო კრებაზე მოხდა. ადგილობრივმა თვითმმართველობამ ეს პირობა, ასე თუ ისე, შეასრულა. თუმცა ის, რაც მათ ვერ შეძლეს, სოფლის ნამდვილი პრობლემების მოგვარება იყო.

წერაქველებს შიდა გზების მოწესრიგებასთან ერთად სოფლისთვის ტრაქტორის შეძენის სურვილიც აქვთ (ინფორმაციის წყარო: http://www.kvemokartli.ge).

პროექტი

IV ეტაპი:

დანართში გაეცანით საკრებულოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებათა ჩამონათვალს. თქვენი ქალაქის, სოფლის ან დაბის ცხოვრებიდან მოიძიეთ ინფორმაცია ამ უფლებამოსილებათა ფარგლებში განხორციელებული რაიმე აქტივობის შესახებ. თქვენი აზრით, რატომ არ შეიძლება საკრებულოს უფლებამოსილებები გადაეცეს რომელიმე სხვა ორგანოს?

თქვენ მიერ აღმოჩენილ კონფლიქტურ სიტუაციაზე მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე განსაზღვრეთ: რა იყო კონფლიქტის მიზეზი; გამოარკვიეთ კონფლიქტში ჩართული მხარეები. დასახეთ კონფლიქტის გადაჭრის გზები.

7.1 დანართი №1

▲ზევით დაბრუნება


ოფიციალური წერილის ნიმუში

ნიმუში №1 - ინდივიდუალური წერილი

________________________________________________________

(მიუთითეთ საჯარო დაწესებულების თანამდებობის პირის პოზიცია, მაგ: საკრებულოს თავმჯდომარეს)

ბატონ/ქალბატონ________________________________________________________

(მიუთითეთ მისი სახელი, გვარი, მონაცემები განმცხადებლის შესახებ)

მოქალაქე________________________________________________________

(მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი და მონაცემები: მისამართი, ტელეფონი, ელ-ფოსტის მისამართი)

ბატონო/ქალბატონო ,

პირველი ნაწილი: საკითხის ან პრობლემის არსი

მეორე ნაწილი: საკითხის ან პრობლემის დეტალური აღწერა

მესამე ნაწილი: მოთხოვნა

თავაზიანი დასასრული

ხელმოწერა

თარიღი

ნიმუში №2 - კოლექტიური წერილი

________________________________________________________

(მიუთითეთ საჯარო დაწესებულების თანამდებობის პირის პოზიცია, მაგ: საკრებულოს თავმჯდომარეს)

ბატონ/ქალბატონ__________________________________________

(მიუთითეთ მისი სახელი და გვარი, მონაცემები განმცხადებლის შესახებ)

________________________________________________________

(მიუთითეთ განმცხადებელთა ჯგუფის სახელწოდება, მაგ: „მე-11 კლასის მოსწავლეთა“)

...

ბატონო/ქალბატონო ,_____________________________________

პირველი ნაწილი: საკითხის ან პრობლემის არსი

მეორე ნაწილი: საკითხის ან პრობლემის დეტალური აღწერა

მესამე ნაწილი: მოთხოვნა

თავაზიანი დასასრული

ყველა მოსწავლის ხელმოწერა

მიუთითეთ საკონტაქტო პირის მონაცემები: სახელი, გვარი, მისამართი (შესაძლოა, სკოლის),

ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტის მისამართი

თარიღი

8 თემა 5. თვითმმართველობა საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში

▲ზევით დაბრუნება


8.1 თვითმმართველობა საჯარო სკოლაში

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

სკოლა თბილისში

საჯარო სკოლა არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.

სკოლის სტრუქტურა მოიცავს პედაგოგიურ საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექციას, მოსწავლეთა თვითმმართველობას და დისციპლინურ კომიტეტს.

სკოლის სამეურვეო საბჭო არის სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანო, რომელიც შედგება მშობლების და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არა უმეტეს 12 წარმომადგენლისაგან, საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული 1 წარმომადგენლისაგან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნული 1 წევრისაგან, ხოლო იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებასა და განათლებას, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული 1 წევრისაგან. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია, სამეურვეო საბჭოში დანიშნოს 1 წევრი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლება აქვთ, ნებისმიერ დროს გამოიწვიონ თავიანთი წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოდან.

კითხვები

1. მოიძიეთ ინფორმაცია თქვენი სკოლის სამეურვეო საბჭოს შემადგენლობის შესახებ. არის თუ არა მისი წევრი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი.

2. გაეცანითზოგადი განათლების შესახებსაქართველოს კანონის 30- მუხლს. თქვენი აზრით, კიდევ რა უფლებამოსილება შეიძლება ჰქონდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ზოგადი განათლების სფეროში? გაქვთ თუ არა ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ თქვენს სკოლასთან დაკავშირებით განხორციელებული რაიმე აქტივობის შესახებ?

წყარო 1: საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ

მუხლი 30. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილება ზოგადი განათლების სფეროში

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო:

ა) ხელს უწყობს სკოლას ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში და ამ მიზნით იღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს, ადგენს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოსაყოფი, სასკოლო სასწავლო გეგმის შესასრულებლად საჭირო დამატებითი ფინანსური სახსრების ოდენობას;

ბ) ხელს უწყობს საჯარო სკოლებში სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული, ეროვნული სასწავლო გეგმის ზემოთ საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროგრამების განხორციელებას;

გ) უზრუნველყოფს მოსწავლეთა კოორდინირებულ სოციალურ და სამედიცინო მომსახურებას;

დ) იღებს ზომებს სკოლიდან გარიცხული მოსწავლეების მიერ ზოგადი განათლების მიღების უზრუნველსაყოფად;

ე) იღებს ზომებს იმ მოსწავლეთა მიერ ზოგადი განათლების მიღების უზრუნველსაყოფად, რომელთაც ავადმყოფობის გამო ან სხვა საპატიო მიზეზით არ შეუძლიათ საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობა;

ვ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში უზრუნველყოფს მოსწავლეთა სკოლაში ტრანსპორტირებას;

ზ) იღებს კანონმდებლობით განსაზღვრულ ზომებს მოსწავლეთა სკოლაში დასწრების უზრუნველსაყოფად;

თ) უფლებამოსილია, გამოითხოვოს ყველა სახის ინფორმაცია, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფინანსური სახსრების განკარგვასთან არის დაკავშირებული;

ი) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფარგლებში ფინანსური დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილია, მიმართოს სკოლის სამეურვეო საბჭოს დირექტორისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის დაყენების წინადადებით, ხოლო სამეურვეო საბჭოს უმოქმედობის შემთხვევაში - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამეურვეო საბჭოს დათხოვნის ან/და დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის წინადადებით;

კ) უფლებამოსილია მის ტერიტორიაზე არსებულ სკოლაში დანიშნოს სამეურვეო საბჭოს წევრი;

1) აფუძნებს სკოლამდელ სააღმზრდელო, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო-სააღმზრდელო და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით;

ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩეული ორგანო, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს. საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ორი თვითმმართველობაა, რადგან საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეები ირჩევენ საკუთარ თვითმმართველობებს.

0x01 graphic

მოსწავლეთა თვითმმართველობის
საქმიანობა

მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ტარდება თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, გამჭვირვალობისა და კლასების მიხედვით მოსწავლეთა თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპების დაცვით.

აღსანიშნავია, რომ სწორედ საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობა ირჩევს ერთ მოსწავლეს, რომელიც სკოლის მოსწავლეებს წარმოადგენს სამეურვეო საბჭოში.

0x01 graphic

მოსწავლეთა თვითმმართველობას ხელმძღვანელობს თვითმმართველობის მიერ არჩეული თავმჯდომარე.

წყარო 2: საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ

მუხლი 48. მოსწავლეთა თვითმმართველობის ფუნქციები

მოსწავლეთა თვითმმართველობა:

ა) შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლის შინაგანაწესის შესახებ;

ბ) უფლებამოსილია, სამეურვეო საბჭოს წარუდგინოს წინადადებები სკოლისათვის მნიშვნელოვან ყველა საკითხთან დაკავშირებით;

გ) ირჩევს თავის წარმომადგენელს სამეურვეო საბჭოში;

დ) სკოლის წესდებით დადგენილი წესით და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მონაწილეობს მოპოვებული გრანტის განკარგვაში;

ე) წევრთა ერთი მეხუთედის ინიციატივით ქმნის სასკოლო კლუბებს.

კითხვები

1. თქვენი აზრით, კიდევ რა ფუნქციის შესრულება შეუძლია მოსწავლეთა თვითმმართველობას? გაიხსენეთ საბაზო ან საშუალო საფეხურის თვითმმართველობების მიერ განხორციელებული რაიმე აქტივობა.

2. როგორ გესახებათ მოსწავლეთა თვითმმართველობისა და საკრებულოს თანამშრომლობა?

დავალება 5.1

გაეცანით ქვემოთ მოცემულ მაგალითებს. მისაღებია თუ არა თქვენთვის ასეთი ტიპის თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან? როგორ შეაფასებდით ამგვარ თანამშრომლობას?

1. ერთ-ერთი რაიონის საკრებულოსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებითა და ხელმძღვანელობით, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის კალათბურთსა და ფრენბურთში ტურნირი გაიმართა. ტურნირში მონაწილეობა თვრამეტმა საჯარო სკოლამ მიიღო. ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ ტურნირის მიზანი მოსწავლეებს შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და სხვადასხვა სკოლის მოსწავლეების დამეგობრებაა (ინფორმაციის წყარო: http://www.tsalenjikha-sakrebulo.ge).

2. საკრებულოს წევრებმა მუხიანში მცხოვრები მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახების პატარებისათვის ღონისძიება გამართეს. დეპუტატების ინიციატივით, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ბავშვებისათვის თოჯინების თეატრის წარმოდგენა გაიმართა. სპექტაკლის დაწყებამდე მუხიანის მაჟორიტარმა დეპუტატმა ყველა პატარას საჩუქრად სასკოლოინვენტარი და სათამაშოები გადასცა. (ინფორმაციის წყარო: http://www.sakrebulo.ge)

3. გაიმართა პრეზენტაცია პალიასტომის ტბის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხებზე. პროექტი განახორციელა ორგანიზაციამ „თემი და გარემო“, თვითმმართველ ქალაქ ფოთის ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით. პრეზენტაციას ფოთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ (ინფორმაციის წყარო: http://www.szs.gov.ge).

4. სოფელი ჯოყოლო მდებარეობს მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 665 მეტრზე. ქ. ახმეტიდან 20 კმ-ის მოშორებით. თემის მოსახლეობის 99%25 არაქართველი, ეთნიკურად ქისტია. ამჟამად ჯოყოლოს სკოლაში 197 მოსწავლე (104 ბიჭი, 93 გოგო) სწავლობს. სკოლის შენობას სარეაბილიტაციო სამუშაოების მხრივ უამრავი პრობლემა ჰქონდა. არასათანადო სასწავლო გარემო ხელს უშლიდა სასწავლო პროცესის მაღალ დონეზე ჩატარებას და უარყოფითად მოქმედებდა მოსწავლეთა სწავლების ხარისხზე. სათემო შეხვედრაზე, სკოლის გაუმჯობესების ჯგუფთან, მოსწავლეებთან, პედაგოგებთან, მშობლებთან, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებსა და კურსდამთავრებულებთან ერთად მოხდა იმ პრიორიტეტების განსაზღვრა, რომელიც დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვდა.

USAID/CHF-ის მიერ პროგრამა „ბავშვის“ ფარგლებში განხორციელებული რეაბილიტაციის შედეგად, 197 მოსწავლესა და 32 პედაგოგს საშუალება აქვს, ისწავლოს და იმუშაოს უკეთეს გარემოში (CHF ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია, გრძელვადიანი და დადებითი ცვლილებების განხორციელების გზით, თემის, საცხოვრებელი გარემოს და ფინანსური მდგომარეობისნ გაუმჯობესება მსოფლიოს მასშტაბით. 2004 წლიდან, USAIDის მხარდაჭერით CHF-მა განახორციელა საქართველოს დასაქმებისა და ინფრასტრუქტურის 5-წლიანი ინიციატივა (GEII), რომელიც ხელს უწყობდა ეფექტურ თემზე ორიენტირებული ეკონომიკური საქმიანობის განვითარებას, შემოსავლების გაზრდის შესაძლებლობისა და მყარი თანამშრომლობის დამყარებას).

ჯოყოლოს საჯარო სკოლას რეაბილიტაციის პროცესში დიდი დახმარება გაუწიეს ადგილობრივი თემისა და თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებმა და სკოლის პედაგოგებმა. მათი დახმარებით მოხდა კომპიუტერული ტექნიკის გადატანა და დასაწყობება სრულიად უფასოდ. ასევე, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ნაგავსაყრელზე გამოიყო ადგილი მოხსნილი აზბოშიფერის დასამარხად, ხოლო სკოლის ეზოში მოსწავლეებმა დარგეს 65 სხვადასხვა ჯიშის ხის ნერგი, რომელიც სკოლას თემმა გადასცა. საქართველოს ბუნების მოყვარულთა საზოგადოებამ სკოლას უფასოდ გადასცა 730 ლარის ღირებულების უნიკალური წიგნები. ამას გარდა, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე, თანამონაწილეობის მიზნით, დაგეგმილია სხვა ღონისძიებებიც (ინფორმაციის წყარო: http://chf.ge).

8.2 თვითმმართველობა უმაღლეს სასწავლებლებში

▲ზევით დაბრუნება


საჯარო სკოლის გარდა, თვითმმართველობებს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიც ირჩევენ. სტუდენტური თვითმმართველობების არჩევის წესი და უფლებამოსილებანი ასახულია საქართველოს კანონში „უმაღლესი განათლების შესახებ“.

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე, ფაკულტეტების მიხედვით იქმნება არჩეული თვითმმართველობა.

ფაკულტეტებზე არჩეული სტუდენტური თვითმმართველობების ერთობლიობა წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თვითმმართველობას, რომელიც შეიმუშავებს სტუდენტური თვითმმართველობის დებულებას.

სტუდენტური თვითმმართველობა თავისი დებულების შესაბამისად:

ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვაში;

ბ) ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას;

გ) ირჩევს წარმომადგენლებს ფაკულტეტის საბჭოში;

დ) უფლებამოსილია, შეიმუშაოს წინადადებები ფაკულტეტის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს, წარმომადგენლობით საბჭოსა და აკადემიურ საბჭოს;

ე) განახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. აღსანიშნავია, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას უფლება არა აქვს ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში.

კითხვები

1. თქვენი აზრით, კიდევ რა ფუნქციის შესრულება შეუძლია სტუდენტურ თვითმმართველობას? სოციალური ქსელებისა ან მედიასაშუალებების დახმარებით, მოიძიეთ ინფორმაცია სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტური თვითმმართველობებისა და მათი საქმიანობის შესახებ.

0x01 graphic

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობა

9 თემა 6. როგორ განვახორციელოთ თვითმმართველობა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებას საქართველოს კონსტიტუციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ორგანული კანონით ახორციელებენ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც შეუსრულდა 21 წელი, შეუძლია არჩეული იყოს ადგილობრივ თვითმმართველობაში და დაიკავოს ნებისმიერი თანამდებობა თვითმმართველობაში, თუ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს. ასევე, საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი, უფლება აქვს, მიიღოს მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში.

კანონის თანახმად, ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება, მოითხოვოს ინფორმაცია, თუ რა პროგრამებსა თუ პროექტებს ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობა, რაში იხარჯება ბიუჯეტი და ასე შემდეგ. ადგილობრივი თვითმმართველობის გამჭვირვალობა დემოკრატიის უმთავრესი მოთხოვნაა. თუმცა, ხელისუფლების გამჭვირვალობა უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ინფორმაციის გავრცელება. მოსახლეობას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დაესწროს საკრებულოს სხდომებს, მიიღოს მონაწილეობა პროექტების წინასწარ განხილვაში.

გამოგიყენებიათ თუ არა ოდესმე ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ მიღებული ორგანული კანონით საქართველოს მოქალაქეებისთვის მინიჭებული რომელიმე უფლება? ალბათ დროა, მოვახდინოთ ამ უფლების რეალიზაცია.

0x01 graphic

მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ
თვითმმართველობის განხორციელებაში

პროექტი

V ეტაპი

ოფიციალური წერილით მიმართეთ თქვენს ადგილობრივ თვითმმართველობას და გამოითხოვეთ ინფორმაცია მიმდინარე წელს დაგეგმილი აქტივობებისა და პროექტების შესახებ. საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის ფორმა იხილეთ დანართში 1. ინფორმაციის გამოთხოვისას გაითვალისწინეთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, რომელიც ასევე მოცემულია დანართში 2. საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაში დახმარებისათვის ასევე შეგიძლიათ მიმართოთ თქვენს რეგიონში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

VI ეტაპი

ამავდროულად, პროექტის I და II ეტაპების დროს განხორციელებული ამოკითხვების შედეგებისა და განვლილი მასალის ამოყენებით, მოამზადეთ კითხვარი და თქვენს სამეზობლოში, ამეგობროში, სკოლაში, დაბაში ან სოფელში ჩაატარეთ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა თემაზე: „საზოგადოებრივი და პირადი საჭიროებები - რომელი საკითხების ან პრობლემების მოგვარებაში მჭირდება თვითმმართველობასთან მჭიდრო თანამშრომლობა“.

VII ეტაპი

პირველ რიგში, უნდა განსაზღვროთ გამოკითხვის მიზნები და ამოცანები. კვლევის მთავარი მიზანია მოქალაქეთა ისეთი საზოგადოებრივი და ინდივიდუალური საჭიროებების გამოვლენა, რომელთა მოგვარება შესაძლებელია ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით.

VIII ეტაპი

მიიღეთ გადაწყვეტილება, რა ტიპის გამოკითხვას ჩაატარებთ, პირადად დაურიგებთ კითხვარებს მოქალაქეებს თუ ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდებით მათ.

IX ეტაპი

გაინაწილეთ ფუნქციები; განსაზღვრეთ, ვინ შეადგენს კითხვარს, ვინ ჩაატარებს გამოკითხვას, ვინ დააჯამებს შედეგებს და ვინ მოამზადებს პრეზენტაციას კვლევის შედეგებზე.

X ეტაპი

დატვირთვა აქვს თითოეულ კითხვას. მაგალითად, არის თუ არა მნიშვნელოვანი რესპონდენტის ასაკი, ოჯახური და სოციალური მდგომარეობა, საქმიანობა და ასე შემდეგ. კლასში, მასწავლებელთან ერთად განიხილეთ კითხვარი, შეთანხმდით საბოლოო ვერსიაზე და კითხვარები გადაეცით იმ ჯგუფს, რომელმაც გამოკითხვა უნდა ჩაატაროს (კითხვარის ნიმუში იხილეთ დანართში 6).

XI ეტაპი

გამოკითხვის ჩატარებისას გაითვალისწინეთ რამდენიმე რჩევა. იყავით რაც შეიძლება თავაზიანები, კარგად ჩამოაყალიბეთ კვლევის მიზანი, რათა რესპონდენტი თავადაც დაინტერესდეს კვლევით და გულახდილად გიპასუხოთ კითხვებზე. შევსებული კითხვარები გადაეცით ჯგუფს, რომელიც შედეგებს შეაჯამებს.

XII ეტაპი

მშვიდ გარემოში დააჯამეთ შედეგები. ცალ-ცალკე დააჯგუფეთ მოქალაქეების ინდივიდუალური და საზოგადოებრივი საჭიროებები. კლასში განიხილეთ მიღებული შედეგები.

თვითმმართველობიდან მიღებული, მიმდინარე წელს დაგეგმილი აქტივობებისა და პროექტების ჩამონათვალი შეადარეთ თქვენ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს. გააანალიზეთ, დაგეგმილი აქტივობების შედეგად მოგვარდება თუ არა გამოვლენილი პრობლემები.

პირველი ხუთი ყველაზე ხშირად დასახელებული საჭიროება (ყურადღება მიაქციეთ, რომ ამ საკითხების მოგვარება უკვე არ ჰქონდეს დაგეგმილი ადგილობრივ თვითმმართველობას) გაინაწილეთ და ამ პრობლემებზე მოამზადეთ პრეზენტაციები. აუცილებლად წარმოადგინეთ საკითხის მოგვარების თქვენეული ხედვა.

პრეზენტაციების მომზადებისას, გამოიყენეთ განვლილი მასალა. დეტალურად აღწერეთ, თუ როგორ შეძლებთ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით ამ საკითხის გადაწყვეტას; რა სამართლებრივი მექანიზმები გაძლევთ ამის საფუძველს.

ასევე, ცალკე წარმოადგინეთ იმ პრობლემათა ჩამონათვალი, რომელთა გადაწყვეტაშიც დაეხმარებით ადგილობრივ ხელისუფლებას.

პრეზენტაციის შემდეგ აირჩიეთ ერთი ან ორი თქვენთვის ყველაზე საინტერესო საკითხი. გადაწყვიტეთ, როგორ მიაწოდებთ ამ ინფორმაციას ადგილობრივ თვითმმართველობას. ასევე, თქვენ მიერ ჩატარებულ სამუშაოზე (კვლევის შედეგებზე, საჭიროებათა ანალიზზე, პრეზენტაციებზე და სხვ.) დაყრდნობით, შეიმუშავეთ სამოქმედო გეგმა.

მხოლოდ პრეზენტაციით პრობლემა ვერ მოგვარდება. საჭიროა მოქმედება. მოქმედებისთვის კი ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება კონკრეტული პროექტის მომზადებაა. დაიყავით ჯგუფებად და შერჩეულ საკითხებზე მოამზადეთ საპროექტო განაცხადები. პროექტის შედგენისას გაითვალისწინეთ რამდენიმე გარემოება. რა ტიპის რესურსებია აუცილებელი პროექტისგანსახორციელებლად: მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური,მხოლოდ მატერიალურ-ტექნიკური თუ მხოლოდ ადამიანური. ვისთან ერთად უნდა განახორციელოთ პროექტი: თვითმმართველობასთან, სკოლის დირექციასთან, მეზობლებთან თუ ყველასთან ერთად.

ლექსიკონი

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა - ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეების დამოკიდებულებისა თუ პოზიციის გარკვევა; თუმცა, ეს ტერმინი ამომრჩეველთა გამოკითხვის აღსანიშნავადაც გამოიყენება; საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის დამკვეთნი არიან მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, პოლიტიკური პარტიები, სოციოლოგიური ინსტიტუტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ლობისტური ჯგუფები და სხვა. მედია გამოკითხვებს სხვადასხვა საკითხისადმი საზოგადოების დამოკიდებულების გასაშუქებლად იყენებს, ხოლო პარტიები - პოლიტიკური განწყობილებების დასადგენად. ამდენად, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა არაოფიციალურ რეფერენდუმადაც შეიძლება ჩაითვალოს.

საპროექტო განაცხადი უნდა შედგებოდეს შემდეგი ნაწილებისგან:

  • თავფურცელი;

  • ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ (პროექტის ძირითადი განმახორციელებლები, პარტნიორები და მათი კონკრეტული როლები);

  • პროექტის მოკლე შეჯამება (პროექტის მიზანი და მოსალოდნელი შედეგები, პროექტის განხორციელების პროცესის მოკლე აღწერა);

  • პრობლემის/საჭიროებების აღწერა (დეტალურად აღწერეთის პრობლემა, რომლის მოგვარებაც არის თქვენი პროექტის მიზანი);

  • პროექტის დეტალური აღწერა (რა აქტივობებს განახორციელებს პროექტი, რა ღონისძიებები გატარდება პროექტის განმახორციელებლებისა და მათი პარტნიორების მიერ აღნიშნული პრობლემის საპასუხოდ);

  • როექტის განხორციელების გრაფიკი (ცხრილის სახით წარმოდგენილი პროექტის განხორციელების გეგმა კვირებისა და თვეების მიხედვით, რომელიც გვიჩვენებს, თუ დროის რა პერიოდში პროექტის რომელი საქმიანობა განხორციელდება);

  • პროექტის ბენეფიციარები (ვინ არიან ის ადამიანები/ადამიანთა ჯგუფები, რომლებსაც სარგებლობას მოუტანს აღნიშნული პროექტი);

  • პროექტის ბენეფიციარების რაოდენობა კატეგორიების მიხედვით (მაგ., 30 პედაგოგი, 35 მშობელი, სკოლის ადმინისტრაციის 10 წარმომადგენელი, თემის 100 წარმომადგენელი და ა.შ.);

  • პროექტის შეფასება (როგორ შეაფასებს განმახორციელებელი პროექტის საქმიანობის ეფექტიანობას);

  • პროექტის ბიუჯეტი (აქვე მიუთითეთ, თუ რა ოდენობის თანხას ითხოვთ დონორი ორგანიზაციისაგან, ხოლო რა ოდენობის თანამონაწილეობას განახორციელებს განმცხადებელი (ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების სახით, მაგ., პროექტის განმახორციელებლების მხრიდან პროექტისათვის უსასყიდლოდ შრომა, პროექტისათვის საკონფერენციო დარბაზისა თუ ტექნიკის უფასოდ დათმობა და სხვა);

  • რისკის ფაქტორების აღწერა (ჩამოთვალეთ ის შესაძლო რისკფაქტორები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის განხორციელებას და მისი მიზნების მიღწევას);

  • პროექტის სიცოცხლისუნარიანობის გეგმა (აღწერეთ, როგორ გააგრძელებს პროექტი საქმიანობას დაფინანსების დასრულების შემდეგ).

XIII ეტაპი

შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთან

1. ადგილობრივი თვითმმართველობისათვის თქვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციისა და პრობლემის მოგვარების თქვენეული ხედვის გაცნობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საშუალება თვითმმართველობის წარმომადგენელთან შეხვედრაა.

მოამზადეთ წერილი. პირველ რიგში, განსაზღვრეთ წერილის ადრესატი (მერი, გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე და ა.შ.). წერილის ძირითად ნაწილში აღწერეთ თქვენ მიერ გაწეული საქმიანობა. შეხვედრის მიზნის დასასაბუთებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ. განსაზღვრეთ შეხვედრის დრო და ადგილი. წერილს ყველა მოსწავლემ უნდა მოაწეროს ხელი და გაკვეთილების შემდეგ მიიტანეთ ადგილობრივი თვითმმართველობის მისაღებში და დადგენილი წესის მიხედვით ჩააბარეთ. აუცილებლად გამოართვით წერილის (განცხადების) რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი თვითმმართველობის კანცელარიის თანამშრომელს. საბუთში მითითებული უნდა იყოს წერილის (განცხადების) რეგისტრაციის ნომერი და თარიღი. გახსოვდეთ, ასეთი ტიპის საბუთი ყოველთვის უნდა მოითხოვოთ, როდესაც წერილით, თხოვნით ან განცხადებით მიმართავთ ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას.

2. დაიწყეთ შეხვედრის ორგანიზება. ვინ რას გააკეთებს შეხვედრის დროს. გაინაწილეთ როლები: ვინ იქნება ფასილიტატორი (სხდომის წამყვანი)? ვინ შეადგენს შეხვედრის ოქმს? რამდენ პრეზენტაციას წარუდგენთ მოწვეულ სტუმარს? ვინ წარადგენს პრეზენტაციებს? ვინ გააცნობს სტუმარს საპროექტო განაცხადებს?

სხდომის ოქმის ნიმუში და მისი წარმოების სამართლებრივი საფუძვლები იხილეთ დანართში 3 და 4.

0x01 graphic

მოსწავლეები ატარებენ
სოციოლოგიურ გამოკითხვას

0x01 graphic

3. შეხვედრის ოთახი წინასწარ მოამზადეთ. განსაზღვრეთ ადგილები: სად დასხდებიან სტუმრები, ფასილიტატორი, პრეზენტატორები. წინასწარ შეამოწმეთ საჭირო აპარატურა (კომპიუტერი, პროექტორი, ეკრანი, მიკროფონი, ფოტოაპარატი).

4. შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს, თუ კონკრეტულად რომელ საკითხზე და როგორ იმუშავებთ თვითმმართველობასთან ერთად. რა ფორმით გაგრძელდება თქვენი თანამშრომლობა.

5. შეხვედრის შედეგები დეტალურად აღწერეთ სხდომის ოქმში. შესაძლებელია მოამზადოთ ინფორმაცია ადგილობრივი მედიასაშუალებისთვის. ორმხრივი თანხმობის (თვითმმართველობისა და სკოლის) შემთხვევაში შესაძლებელია მედიის მოწვევა შეხვედრის გასაშუქებლად.

0x01 graphic

მოსწავლეების მონაწილეობა
სკოლის თვითმმართველობაში

0x01 graphic

9.1 დანართი 2

▲ზევით დაბრუნება


ნიმუში - საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა საჯარო დაწესებულებიდან

(მიუთითეთ საჯარო დაწესებულების დასახელება,
საიდანაც ითხოვთ საჯარო ინფორმაციას)

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელ პირს,

ბატონ/ქალბატონ_____________________________________

(მიუთითეთ შესაბამისი პირის სახელი და გვარი)
მონაცემები განმცხადებლის შესახებ
სახელი, გვარი

მისამართი: ქალაქი (რაიონი), ქუჩა,
ტელეფონი, ელ. ფოსტა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად, თხოვთ, მომცეთ შემდეგი საჯარო ინფორმაცია:

(ქვევით მოცემულ გრაფებში მიუთითეთ თქვენთვის საჭირო საჯარო ინფორმაციის დასახელება და სასურველი ფორმა. მაგ.: გთხოვთ, გადმომცეთ ხარაგაულის რაიონის საკრებულოს მიერ 2010 წელს განხორციელებული აქტივობების ბიუჯეტის ინფორმაცია)

1. --------------------------------------------

2. --------------------------------------------

3. --------------------------------------------

ამავდროულად, გთხოვთ, მაცნობოთ, რა თანხას შეადგენს მოსაკრებელი ჩემ მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ასლის გადაღებისათვის და სად არის შესაძლებელი მისი გადახდა, რათა ჩემ მიერ წარმოდგენილ იქნას მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

შენიშვნა: პირს არ შეიძლება მოსთხოვონ ასლის გადაღებისათვის რაიმე საფასურის გადახდა, თუ გამოთხოვილი ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ საჯარო დაწესებულებაში არსებული პერსონალური მონაცემების ასლია.

განმცხადებლის ხელმოწერა: ---------------------------------------------------------

თარიღი: ---------------------------------------------------------

(წელი, თვე, რიცხვი)

9.2 დანართი 3

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

მუხლი 36. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა

საჯარო დაწესებულება ვალდებულია, დაადგინოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.

მუხლი 37. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა

1. ყველას აქვს უფლება, მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. თუ არსებობს დედნის დაზიანების საფრთხე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს ზედამხედველობის ქვეშ მისი გაცნობის შესაძლებლობა ან წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული ასლი.

2. საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი წარადგენს წერილობით განცხადებას. განცხადებაში აუცილებელი არ არის მიეთითოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი. სხვისი პერსონალური მონაცემების ან კომერციული საიდუმლოების მოთხოვნის თაობაზე განცხადების შეტანისას განმცხადებელი, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, წარადგენს შესაბამისი პირის სანოტარო წესით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამოწმებულ თანხმობას.

მუხლი 40. საჯარო ინფორმაციის გაცემა

1. საჯარო დაწესებულება ვალდებულია, გასცეს საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა, თუ საჯარო ინფორმაციის ოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს:

ა) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული ისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან ნ სხვა საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის ოძიებასა და დამუშავებას;

ბ) მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან აუკავშირებელი ცალკეული ოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას;

გ) სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ მის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან კონსულტაციას.

2. თუ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭიროა 10-დღიანი ვადა, საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოთხოვნისთანავე აცნობოს ამის შესახებ განმცხადებელს.

მუხლი 41. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა

1. საჯარო დაწესებულების უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე განმცხადებელს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ.

2. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში პირს წერილობით განუმარტოს მისი უფლებები და გასაჩივრების წესი, ასევე მიუთითოს ის სტრუქტურული ქვედანაყოფი ან საჯარო დაწესებულება, რომელთანაც წარმოებდა ონსულტაცია ინფორმაციის გაცემაზე არის თქმის გადაწყვეტილების მიღებისას.

მუხლი 42. ინფორმაცია, რომლის ასაიდუმლოება დაუშვებელია

ყველას აქვს უფლება იცოდეს:

ა) ინფორმაცია გარემოს შესახებ, აგრეთვე მონაცემები იმ საშიშროების თაობაზე, რომელიც ემუქრება მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;

ბ) საჯარო დაწესებულების საქმიანობის ძირითადი პრინციპები და მიმართულებები;

გ) საჯარო დაწესებულების სტრუქტურის აღწერა, მოსამსახურეთა ფუნქციების განსაზღვრისა და განაწილების, აგრეთვე გადაწყვეტილებათა მიღების წესი;

დ) საჯარო დაწესებულების იმ საჯარო მოსამსახურეთა ვინაობა და სამსახურებრივი მისამართი, რომელთაც უკავიათ თანამდებობა ან ევალებათ საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოება ან საზოგადოებასთან ურთიერთობა და მოქალაქეთათვის ინფორმაციის მიწოდება;

ე) კოლეგიურ საჯარო დაწესებულებაში გადაწყვეტილების მისაღებად გამართული ღია კენჭისყრის შედეგები;

ვ) არჩევით თანამდებობაზე პირის არჩევასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია;

ზ) საჯარო დაწესებულების საქმიანობის შესახებ აუდიტორული დასკვნებისა და რევიზიების შედეგები, აგრეთვე სასამართლოს მასალები იმ საქმეებზე, რომელშიც საჯარო დაწესებულება მხარეს წარმოადგენს;

თ) საჯარო დაწესებულების გამგებლობაში არსებული საჯარო მონაცემთა ბაზის სახელწოდება და ადგილსამყოფელი, აგრეთვე საჯარო მონაცემთა ბაზისათვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა და სამსახურებრივი მისამართი;

ი) საჯარო დაწესებულების მიერ მონაცემთა შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და გავრცელების მიზნები, გამოყენების სფეროები და სამართლებრივი საფუძველი;

კ) საჯარო მონაცემთა ბაზაში მისი პერსონალური მონაცემების არსებობა ან არარსებობა, აგრეთვე მათი გაცნობის წესი, მათ შორის, იმ პროცედურისა, რომლითაც მოხდება პირის იდენტიფიკაცია, თუ პირმა (მისმა წარმომადგენელმა) შეიტანა მოთხოვნა თავის შესახებ მონაცემების გაცნობის ან მათში ცვლილების თაობაზე;

ლ) იმ პირთა კატეგორია, რომელთაც კანონით უფლება აქვთ, გაეცნონ საჯარო მონაცემთა ბაზაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს;

მ) საჯარო მონაცემთა ბაზაში არსებულ მონაცემთა შემადგენლობა, წყაროები და იმ პირთა კატეგორია, რომელთა შესახებგროვდება, მუშავდება და ინახება ინფორმაცია.

ნ) ყველა სხვა ინფორმაცია, რომელიც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით არ არის მიჩნეული სახელმწიფო, კომერციულ ან პირად საიდუმლოებად.

9.3 დანართი 4

▲ზევით დაბრუნება


საოქმო ჩანაწერის ნიმუში

შეხვედრის ოქმი

შეხვედრას ესწრებოდნენ:---------------------------------------------------------

(მიუთითეთ, როგორც მოწვეული სტუმრები, ასევე მასპინძლები)

დღის წესრიგი:

1.
2.
3.

განიხილეს (ან წარმოადგინეს)

1. დღის წესრიგის პირველი საკითხის განხილვა-------------------------------------

2. დღის წესრიგის მეორე საკითხის განხილვა----------------------------------------

3. დღის წესრიგის მესამე საკითხის განხილვა----------------------------------------

აზრი გამოთქვეს:

დაადგინეს (შეთანხმდნენ):

შეხვედრის ხელმძღვანელი----------------------------------------

(მიუთითეთ სახელი და გვარი)

მდივანი----------------------------------------

(მიუთითეთ სახელი და გვარი

9.4 დანართი 5

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

მუხლი 106. კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს სხდომის ოქმი

1. კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს ყველა სხდომაზე დგება სხდომის ოქმი, რომელშიც უნდა მიეთითოს:

ა) კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება;

ბ) სხდომის დრო და ადგილი;

გ) სხდომის თავმჯდომარის და წევრების ვინაობა;

დ) განხილვის საგანი;

ე) კენჭისყრის შედეგები;

ვ) მიღებული გადაწყვეტილება.

2. სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე, აგრეთვე მდივანი, თუ ის მონაწილეობდა ოქმის შედგენაში.

მუხლი 112. ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი

1. სხდომის დროს იწარმოება ოქმი.

2. სხდომის ოქმში უნდა მიეთითოს:

ა) ადმინისტრაციული წარმოების დასახელება, რომლის თაობაზედაც ეწყობა მოსმენა;

ბ) ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება;

გ) განხილვის დრო და ადგილი;

დ) სხდომის თავმჯდომარის, ზეპირ მოსმენაში მონაწილე დაინტერესებული მხარის, ექსპერტის, მოწმის ვინაობა;

ე) ზეპირი მოსმენის საგანი, წარდგენილი განცხადების მოკლე მიმოხილვა;

ვ) მოწმეთა და ექსპერტთა ჩვენებების მოკლე აღწერა;

ზ) შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგის აღწერა.

3. სხდომის ოქმს ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.

4. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს, გაეცნოს ოქმს და ოქმის გაცნობიდან 3 დღის ვადაში წარადგინოს შენიშვნები მის თაობაზე, მიუთითოს მასში არასწორი ან არასრული ინფორმაციის არსებობა. თუ ადმინისტრაციული ორგანო ეთანხმება შენიშვნას, ადასტურებს მის სისწორეს, ხოლოთუ არ ეთანხმება, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტს შენიშვნის უარყოფის შესახებ.

(24.06.2005. №1801)

9.5 დანართი 6

▲ზევით დაბრუნება


სოციოლოგიური კვლევა

კითხვარის №

თარიღი

კითხვარი

გამარჯობა, მე მქვია გიორგი რაზმაძე და წარმოვადგენ - საჯარო სკოლის მე- კლასს.

ჩვენ გვინდა, დაგისვათ რამდენიმე შეკითხვა, რომელსაც, დაახლოებით, 10 წუთი სჭირდება. გამოკითხვის მონაცემებს გამოვიყენებთ მხოლოდ განზოგადებული სახით, თქვენი სახელი და გვარი ანგარიშში არ დაფიქსირდება.

რესპონდენტის სახელი და გვარი:

რესპონდენტის საქმიანობა:

რესპონდენტის მისამართი და ტელეფონი:

ინტერვიუერის ხელმოწერა----------------------------------------

1. იცნობთ თუ არა თქვენი თვითმმართველობის წევრებს? (წაუკითხეთ)

1. დიახ არა
2. სხვა

2. როგორ შეაფასებდით საკრებულოს მუშაობას? (წაუკითხეთ)

1. დადებითად
2. უარყოფითად

3. სხვა----------------------------------------

3. ძირითადად რა წყაროებიდან გიწევთ ინფორმაციის მიღება თვითმმართველობისა და საკრებულოს საქმიანობის შესახებ? (შესაძლებელია რამდენიმე პასუხი)

1. ტელევიზია
2. ჟურნალ-გაზეთები
3. თვითმმართველობის ან საკრებულოს თანამშრომელი
4. პირადი კონტაქტები
5. საკრებულო
6. სხვა (ჩაწერეთ) და ასე შემდეგ----------------------------------------.

10. მადლობა გადაუხადეთ რესპონდენტს თანამშრომლობისთვის და დაემშვიდობეთ.

პროექტის შედეგების შეჯამება და ანალიზი

გაკვეთილზე გამართეთ დისკუსია თემაზე, რა შედეგები მოჰყვა თქვენ მიერ განხორციელებულ აქტივობებს. კმაყოფილი ხართ თუ არა შეხვედრის შედეგებით. დააკონკრეტეთ, რა მოლოდინი გქონდათ. გამართლდა თუ არა ის. მთლიანობაში შედეგი კარგია, დამაკმაყოფილებელი თუ არადამაკმაყოფილებელი? როგორ ფიქრობთ, რატომ მიიღეთ ასეთი შედეგი? მომავალში კიდევ ისურვებთ თუ არა ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობას?

9.6 საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

▲ზევით დაბრუნება


ამონარიდი

ეს კანონი საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტიის შესაბამისად განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ, ეკონომიკურ და ფინანსურ საფუძვლებს, სახელმწიფო გარანტიებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შექმნის წესს, მათ უფლებამოსილებებს და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობას.

მუხლი 4. სახელმწიფო პოლიტიკა და სახელმწიფო ხელისუფლების ვალდებულება თვითმმართველობის სფეროში

1. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები უზრუნველყოფენ ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისათვის საჭირო, შესაბამისი სამართლებრივი, ორგანიზაციული და მატერიალურ-ფინანსური პირობების შექმნას და ხელს უწყობენ საქართველოს მოქალაქეებს ადგილობრივი თვითმმართველობის უფლების განხორციელებაში.

2. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ვალდებულნი არიან, იმ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებამდე, რომლებიც შეეხება ამ კანონით დადგენილ უფლებამოსილებებს, მოთხოვნის შემთხვევაში გამართონ წინასწარი კონსულტაციები იმ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებთან, რომლებიც აერთიანებენ ქვეყნის თვითმმართველი ერთეულების ნახევარზე მეტს.

3. თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენელთა ოფიციალური მიმართვა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისადმი, რომელიც შეეხება თვითმმართველობის ინტერესებს, განხილული უნდა იქნეს არსებითად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.

4. სახელმწიფო ხელისუფლების უფლებამოსილებას ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში განეკუთვნება:

ა) ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებული კანონების მიღება, მათში ცვლილებების შეტანა და მათი შესრულების კონტროლი;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და ხელშეწყობის შესახებ სახელმწიფო პროგრამების დამტკიცება და განხორციელება;

გ) ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში კანონით დადგენილი სახელმწიფო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა;

დ) მინიმალური სახელმწიფო სოციალური სტანდარტების დადგენა და უზრუნველყოფა;

ე) სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების ურთიერთობის რეგულირება; გამოთანაბრებითი ტრანსფერის განსაზღვრა და უზრუნველყოფა;

ვ) თვითმმართველი ერთეულებისათვის იმ დამატებითი გადასახდელების კომპენსაცია, რომლებიც გაწეული იქნა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა გადაწყვეტილებების შედეგად;

ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა;

თ) თვითმმართველი ერთეულისა და დასახლებების შექმნისა და გაუქმების, ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის, სახელის მინიჭებისა და შეცვლის წესების დადგენა და თვითმმართველი ერთეულების რეგისტრაცია;

ი) სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებათა გამიჯვნის უზრუნველყოფა და დაცვა;

კ) ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაზე საქართველოს მოქალაქეთა კანონით დადგენილი უფლებების რეგულირება და დაცვა;

ლ) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების წესის განსაზღვრა და მათი ჩატარების უზრუნველყოფა; მოქალაქეთა საარჩევნო უფლებების დაცვა;

მ) მაღალმთიან რეგიონებსა და კანონით განსაზღვრულ საქართველოს სხვა ტერიტორიებზე ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების თავისებურებების საკანონმდებლო უზრუნველყოფა.

მუხლი 5. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპები

ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპებია:

ა) საქართველოს მოქალაქეთა უფლება, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებლობა კანონით განსაზღვრულ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხთა გადაწყვეტაში;

გ) საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი უფლებებისა და თავისუფლების დაცვა;

დ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საჯაროობა;

ე) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებელი პასუხისმგებლობა საკუთარი ფუნქციების განხორციელებაზე;

ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულება მოსახლეობის წინაშე;

თ) სახელმწიფოსა და თვითმმართველ ერთეულს შორის, აგრეთვე თვითმმართველ ერთეულებს შორის ურთიერთობათა დაფუძნება დახმარებასა და თანამშრომლობაზე, საერთო პრობლემების ერთობლივად ნებაყოფლობით გადაჭრაზე;

ი) სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის გამიჯვნა;

კ) სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შორის დავის სასამართლო წესით გადაწყვეტა;

ლ) ადგილობრივი თვითმმართველობის საფინანსო-ეკონომიკური დამოუკიდებლობა.

მუხლი 15. თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებათა სახეები

1. თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებათა სახეებია:

ა) საკუთარი უფლებამოსილებები;

ბ) დელეგირებული უფლებამოსილებები.

2. თვითმმართველი ერთეული საკუთარ და დელეგირებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მეშვეობით, რომელთა უფლებამოსილებანი, სტრუქტურა და საქმიანობის წესი ამ კანონის შესაბამისად განისაზღვრება საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და გამგეობის (მერიის) დებულებით.

3. დაუშვებელია თვითმმართველი ერთეულის მიერ საკუთარ უფლებამოსილებათა იმგვარად გამოყენება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საქართველოს საკანონმდებლო აქტის მოთხოვნათა დარღვევა, სახელმწიფო ორგანოების, აგრეთვე ორგანიზა ციებისა და დაწესებულებების გამართული ფუნქციონირების შეფერხება, თვითმმართველ ერთეულებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეზღუდვა, ან საფრთხე შეუქმნას მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელებას.

მუხლი 16. თვითმმართველი ერთეულის საკუთარი უფლებამოსილებები

1. თვითმმართველი ერთეული საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით. თვითმმართველი ერთეულის საკუთარი უფლებამოსილებები ანისაზღვრება ამ კანონით.

2. მხოლოდ თვითმმართველი ერთეულია უფლებამოსილი, მიიღოს გადაწყვეტილება შემდეგ საკითხებზე:

ა) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, ანხილვა და დამტკიცება, დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებებისა ა დამატებების შეტანა, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენა და შეფასება;

ბ) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და გაუქმება, მათი განაკვეთების დადგენა კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობების ფარგლებში;

გ) ინვესტირების მიმართულებების, საკუთარი, აგრეთვე ერთობლივი მიზნობრივი პროგრამების განსახორციელებლად საჭირო სახსრების განსაზღვრა და თვითმმართველ ერთეულში ინვესტიციების ხელშეწყობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ხელშეკრულების დამტკიცება ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ;

დ) ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღება;

ე) დასაქმების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცება;

ვ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა და განკარგვა; თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესების დადგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ზ) თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით კანონით განსაზღვრული იურიდიული პირების შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია;

თ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის რესურსების მართვა და განკარგვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ი) მიწათსარგებლობის დაგეგმვა, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად (გამწვანების, დასვენების, სამრეწველო, სავაჭრო და სხვა სპეციალური ზონები) დაყოფა, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა;

კ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის და ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსების მართვა;

ლ) მშენებლობის ნებართვის გაცემა, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ფარგლებში მიმდინარე მშენებლობაზე ზედამხედველობა კანონით დადგენილი წესით;

მ) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საგზაო მოძრაობისა და ავტოსატრანსპორტო გადაყვანის რეგულირება, კანონით დადგენილი ნებართვების გაცემა და მოსახლეობის სამგზავრო ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება;

ნ) გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირება;

ო) გარე რეკლამის განთავსების რეგულირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

პ) ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრა და პარკირების წესების დადგენა; დასახლებებში ქუჩების დასუფთავება, გარე განათება, სანიაღვრე მეურნეობის, კანალიზაციის, ნაგავსაყრელების მოწყობა, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა და განხორციელება ან მათ განხორციელებაზე მუნიციპალური შესყიდვის ორგანიზება; სასაფლაოების მოვლა-პატრონობა;

ჟ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობა და გამწვანება, შესაბამისი პროგრამების დამტკიცება, პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება ან მათ განხორციელებაზე მუნიციპალური შესყიდვის ორგანიზება;

რ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების შენახვა, მშენებლობა და განვითარების უზრუნველყოფა;

ს) თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა და თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების განსაზღვრა; მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცება; თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების დამტკიცება;

ტ) ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების, მუზეუმების, თეატრების, გამოფენების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების საქმიანობის ორგანიზება;

უ) მუნიციპალური არქივის შექმნა და საარქივო მომსახურების ტარიფების დადგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ფ) სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით შექმნა და მათი წესდებების დამტკიცება;

ქ) თვითმმართველი ერთეულის მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმების შემუშავება და დამტკიცება;

ღ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მუნიციპალური რესურსების მობილიზება, შესაბამისი ღონისძიებების (ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ჯანმრთელობის რისკფაქტორების იდენტიფიცირება) შემუშავება, განხორციელება და ამის თაობაზე მოსახლეობის ინფორმირება;

ყ) თვითმმართველი ერთეულის მუნიციპალური სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო ღონისძიებების უზრუნველყოფა;

შ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის დაგეგმარება;

ჩ) შეკრებების, მიტინგების, დემონსტრაციების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ც) ადგილობრივი შესყიდვების განხორციელება;

ძ) ქუჩებისა და მოედნების სახელდება და ნუმერაცია.

3. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საკითხებისა, თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ისეთ საკითხზე, რომელიც კანონის თანახმად არ განეკუთვნება ხელისუფლების სხვა ორგანოს უფლებამოსილებას და არ არის აკრძალული თვითმმართველი ერთეულისათვის.

მუხლი 22. საკრებულოს განსაკუთრებული უფლებამოსილება

1. საკრებულოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებას განეკუთვნება:

ა) საკრებულოს თავმჯდომარის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილის არჩევა;

ბ) საკრებულოს კომისიების შექმნა, კომისიათა თავმჯდომარეების არჩევა, კომისიების დებულებებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა;

გ) საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების შექმნა და გაუქმება, სამუშაო ჯგუფების პერსონალური შემადგენლობის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა;

დ) საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისა და მათი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება;

ე) ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის კონტროლი, მათი ანგარიშების მოსმენა და შეფასება;

ვ) გამგებლის (მერის) თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან განთავისუფლების თაობაზე თანხმობის მიცემა საკრებულოს თავმჯდომარისათვის;

ზ) თვითმმართველ ერთეულში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა, მათი საზღვრების დადგენა და მათი გაუქმება;

თ) საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) და საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცება; ამ კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, გამგეობის (მერიის), მისი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცება;

ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივების ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრა;

კ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსითა და ამ კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წესით თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება; დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა; ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენა და შეფასება;

ლ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით თვითმმართველი ერთეულის პროგრამების დამტკიცება და მათი შესრულების კონტროლი;

მ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და მათი განაკვეთების განსაზღვრა კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობების ფარგლებში, საარქივო მომსახურების ტარიფების დადგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ნ) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ავტოსატრანსპორტო გადაყვანის წესების, რეგულირებადი ტარიფების, ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების, გარე ვაჭრობის, გარე რეკლამის განთავსების მარეგულირებელი ნორმების დადგენა;

ო) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ტყისა და წყლის რესურსების მართვის წესის განსაზღვრა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

პ) თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესების დადგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ჟ) ამ კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით თვითმმართველი ერთეულის სივრცითტერიტორიული დაგეგმვა და ამ მიზნით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფა, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების დამტკიცება;

რ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის დაგეგმარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ს) შეკრებების, მიტინგების, დემონსტრაციების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ტ) ამ კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცება;

უ) ქუჩებისა და მოედნების სახელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ფ) თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცება;

ქ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილი წესით სახელმწიფოს და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის ნორმატიული ფასის დადგენა; თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სარგებლობისქირის ოდენობის დადგენა;

ღ) თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელიოქმის ტიპური ფორმის დადგენა;

ყ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გრანტის მიღებასთან დაკავშირებით, აგრეთვე საქართველოს მთავრობისგან ან საქართველოს მთავრობის ნებართვით სესხის აღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;

შ) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში თანხმობის მიცემა თვითმმართველი ერთეულის სახელით შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების დადებაზე, აგრეთვე თანხმობის მიცემა ისეთი გარიგებების დადებაზე, რომელთა ღირებულება აღემატება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის 5%25-ს;

ჩ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კერძო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნება;

ც) თვითმმართველი ერთეულის საპატიო ჯილდოებისა და წოდებების შემოღებისა და მინიჭების წესის დადგენა;

ძ) ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული საკრებულოს უფლებამოსილებები არ შეიძლება გადაეცეს სხვა ორგანოებს.

9.7 ტერმინთა ანბანური ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ანგარიშვალდებულება - ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მოსახლეობისთვის განხორციელებული საქმიანობის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება. ეს არის გზა, რომლითაც მოსახლეობა მთავრობის საქმიანობას აფასებს.

ანგლოსაქსური ქვეყნები - ინგლისურენოვანი ქვეყნები: აშშ, ბრიტანეთი, ავსტრალია, კანადა და სხვა.

არჩევნები - საარჩევნო პროცესი, რომლის დანიშნულება და შედეგია საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოების და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირთა არჩევა საყოველთაო არჩევნებით.

აქტიური საარჩევნო უფლება - მოქალაქის უფლება, ხმის მიცემის მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში ხალხის წარმომადგენელთა ასარჩევად და საჯარო ხელისუფლის თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებულ საყოველთაო არჩევნებსა და რეფერენდუმში.

დასავლეთის ქვეყნები - იგულისხმება დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნები.

დემოკრატია - (ბერძ. ხალხის მმართველობა) სახელმწიფოსა და ხელისუფლების, პოლიტიკური რეჟიმის პროგრესული ფორმა, რომელიც დამყარებულია „უმრავლესობის მმართველობაზე“.

დემოკრატიული წყობილება - სახელმწიფო წყობილება, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიულ მმართველობაზე.

თვითმმართველი ქალაქი - ქალაქის კატეგორიის დასახლება, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად აქვს თვითმმართველი ერთეულის სტატუსი.

იერარქიულობა - (იერარქია - ბერძ. წმინდა მმართველობა) მართვის პრინციპი სახელისუფლებო სტრუქტურებში. დაბალი სახელისუფლებო ორგანოების დაქვემდებარების წესი უფრო მაღალი სახელისუფლებო ორგანოებისადმი.

კოლეგია - პირთა ჯგუფი, რომელიც აყალიბებს ადმინისტრაციულ ან სათათბირო ორგანოს.

კომუნალური - საქალაქო მეურნეობასთან დაკავშირებული.

კოლეგიალობა - მართვის პრინციპი, რომლის დროსაც ხელმძღვანელობა ხორციელდება არა ერთპიროვნულად, არამედ პირთა ჯგუფის მიერ, რომელთაც გადაწყვეტილების მიღების დროს აქვთ თანაბარი უფლებები.

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა - საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრების არჩევნები ერთმანდატიანი ან მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით.

მოსაკრებელი - აუცილებელი გადასახდელი ბიუჯეტში, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათთვის კანონით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისა თუ სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოების მიერ გაწეული გარკვეული მომსახურებისათვის. მოსაკრებლების ზოგადი პრინციპები განსაზღვრულია საქართველოს 1998 წლის 6 თებერვლის კანონით „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“.

მუნიციპალიტეტი - ქალაქის ან სოფლის თვითმმართველობის ორგანო.

ორგანული კანონი - 1. კონსტიტუციის პირდაპირი მითითების თანახმად, კონსტიტუციური და ჩვეულებრივი კანონისგან განსხვავებული წესით მიღებული კანონი.

2. საქართველოს კონსტიტუცია ორგანული კანონის მიღებას ითვალისწინებს შემდეგ სფეროებში: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შექმნის წესი, უფლებამოსილება და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობა; საქართველოს პარლამენტის პალატების შემადგენლობის, უფლებამოსილებისა და არჩევის წესი; საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოები; საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი; სახალხო დამცველის უფლებამოსილება; პარლამენტის წევრის არჩევის წესი, აგრეთვე არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის დაუშვებლობა; პრეზიდენტის არჩევნების წესი და პირობები, აგრეთვე, არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის დაუშვებლობა; საერთო სასამართლოების სისტემა და ორგანიზაცია, მოსამართლის სამართლებრივი მდგომარეობა; რეფერენდუმის დანიშვნასა და ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები; საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი; საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება, შექმნისა და საქმიანობის წესი;

ეროვნული ბანკის უფლება-მოვალეობა, საქმიანობის წესი და დამოუკიდებლობის გარანტია; ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი;

3. ორგანული კანონის პროექტი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 66);

4. ორგანულ კანონს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა კანონის, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტისა და კანონქვემდებარე აქტების მიმართ („ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 22).

პასიური საარჩევნო უფლება - მოქალაქის უფლება, კენჭი იყაროს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში ასარჩევად და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად.

პოლისი - ბერძნული ქალაქ-სახელმწიფო.

პროპორციული საარჩევნო სისტემა - საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრების არჩევნები პარტიული სიების საფუძველზე.

რატიფიკაცია (რატიფიცირება) - 1. სახელმწიფოს უმაღლესი ხელისუფლების ორგანოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულების დამტკიცება, რომელიც ხელმოწერილია ამ სახელმწიფოს სრულუფლებიანი წარმომადგენლის მიერ, რაც ხელშეკრულებას აძლევს იურიდიულ ძალას;

2. საქართველოს მიერ მისთვის საერთაშორისო ხელშეკრულების სავალდებულოდ აღიარებაზე თანხმობის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა (თანხმობის გამოხატვის სხვა ფორმებია: დამტკიცება, შეერთება („საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 3)).

საარჩევნო ბლოკი - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული 2 ან მეტი პარტიის გაერთიანება.

საზოგადოებრივი გამოკითხვა - ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეების დამოკიდებულებისა თუ პოზიციის გარკვევა; თუმცა, ეს ტერმინი ამომრჩეველთა გამოკითხვის აღსანიშნავადაც გამოიყენება; საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის დამკვეთნი არიან მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, პოლიტიკური პარტიები, სოციოლოგიური ინსტიტუტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ლობისტური ჯგუფები და სხვა. მედია გამოკითხვებს სხვადასხვა საკითხისადმი საზოგადოების დამოკიდებულების გასაშუქებლად იყენებს, ხოლო პარტიები - პოლიტიკური განწყობილებების დასადგენად. ამდენად, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა არაოფიციალურ რეფერენდუმადაც შეიძლება ჩაითვალოს.

საჯარო ინფორმაცია - ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის: ნახაზი, მაკეტი, სქემა, გეგმა, ფოტოსურათი, ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია. საჯაროა ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც დაცულია საჯარო დაწესებულებაში. ყველას შეუძლია გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში არსებულ საჯარო ინფორმაციას, თუ ის არ შეიცავს სახელმწიფო, კომერციულ ან პირად საიდუმლოს. საჯარო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ასლის ხელმისაწვდომობა.

საჯარო მომსახურება - მომსახურება და პროდუქტი, რომლის აუცილებლობა განპირობებულია საზოგადოების საჭიროებებით და რომლის მიწოდებაც ხელეწიფება მხოლოდ სახელმწიფოს.

სეგრეგაცია - დისკრიმინაციის უკიდურესი ფორმა. ნიშნავს კანონის ან წეს- ჩვეულების საფუძველზე ეთნიკური ჯგუფების განცალკევებას; გარკვეული ეთნიკური ან რასობრივი ჯგუფის იზოლაცია საზოგადოებრივი ცხოვრებისაგან, დამაბრკოლებელი სამართლებრივი ან ფაქტობრივი შეზღუდვების შეფარდება ამ ჯგუფების წევრებისათვის; სპეციალური დასახლების პუნქტებში მოთავსება, გადაადგილების შეზღუდვა, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველაზე დაბალ საფეხურზე იძულებით შეკავება, განათლების სფეროში განცალკევებული სწავლების შემოღება და სხვ.

ქარტია - 1. საზოგადოებრივ-პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე ზოგიერთი დოკუმენტის სახელწოდება;

2. საერთაშორისო სამართალში დეკლარაციის სინონიმი.

შუამდინარეთი - ტერიტორია მდ. ტიგროსსა და ევფრატს შორის, დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე. შუმერი - უძველესი ქვეყანა შუამდინარეთის ტერიტორიაზე.

ცენტრალიზაცია - 1. ერთ ცენტრში თავმოყრა, ერთ ადგილას გაერთიანება.

2. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის კომპეტენციის შეზღუდვის ხარჯზე სახელმწიფო ხელისუფლების კონცენტრაცია უმაღლეს მმართველობის ორგანოებში.

ცენტრალიზებული მმართველობა - იმ ტიპის მმართველობა, როდესაც მთელი ძალაუფლება ერთ ადამიანის ან ერთი ჯგუფის ხელშია თავმოყრილი; სახელმწიფო იმართება ერთი ცენტრიდან.

ჰერალდიკა - გერბთმცოდნეობა; გერბის შედგენა და განმარტება.

9.8 გამოყენებული ლიტერატურა და ფოტოები

▲ზევით დაბრუნება


1. „ადგილობრივი დემოკრატიის გზამკვლევი საქართველოსთვის“ - ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში, 2004

2. ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტია

3. „ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების ეროვნული სტრატეგია“ - ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში, 2004

5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

6. საქართველოს კანონი მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ

7. საქართველოს კონსტიტუცია

8. საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

9. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სამოქალაქო განათლების ელექტრონული ლექსიკონი

10. საქართველოს საარჩევნო კოდექსი

11. ხმალაძე ვახტანგ, „ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში: წარსული, თანამედროვეობა, ტენდენცია“ - გაეროს პროგრამა; საქართველო, თბილისი, 1997

12. გვ. 10 © პაატა ვარდანაშვილი

13. გვ. 20 © Council od Europe

14. გვ. 26 © თბილისის საკრებულო

15. გვ. 34 © ქუთაისის საკრებულო

16. გვ. 36 © ნინო კაკაბაძე

17. გვ. 48 © ნინო კაკაბაძე

18. გვ. 51 © თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა.

19. გვ. 54 © გურჯაანის პირველი საჯარო სკოლა

20. გვ. 59 © გურჯაანის პირველი საჯარო სკოლა