![]() |
ადმინისტრაციული წარმოებისა და საჯაროობის მნიშვნელობა ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ტრაპაიძე თამაზ, ხომერიკი თამარ |
თემატური კატალოგი სამართალი|ადმინისტრაციული სამართალი |
საავტორო უფლებები: © ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია |
თარიღი: 2009 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თბილისი 2009 გამოცემულია გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) ფინანსური მხარდაჭერით წინამდებარე გამოცემაში გამოთქმული შეხედულებანი, დასკვნები და განმარტებანი არ უნდა იქნეს განხილული, როგორც გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) მოსაზრება რედაქტორი: ხათუნა ყვირალაშვილი ტექ. რედაქტორი: ირაკლი სვანიძე გამოცემაზე პასუხისმგებელი: თამარ ხიდაშელი აიწყო და დაკაბადონდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. კრილოვის ქ.15, 0102, თბილისი, საქართველო (+995 32) 95 23 53, 93 61 01 ტირაჟი: 500 ცალი აკრძალულია აქ მოყვანილი მასალების გადაბეჭდვა, გამრავლება ან გავრცელება კომერციული მიზნით, ასოციაციის წერილობითი ნებართვის გარეშე © 2009, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია |
![]() |
1 * * * |
▲ზევით დაბრუნება |
წინამდებარე ბროშურა მიზნად ისახავს, ხაზი გაუსვას ადმინისტრაციული ორგანოსა და უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვის მნიშვნელობას, რომელიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს საზოგადოების მონაწილეობასა და ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ეს კი, თითოეულ დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს, ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების პროცესის უშუალო მონაწილე გახდეს.
საზოგადოების ეს უფლება, ხშირ შემთხვევაში, უგულებელყოფილია. როგორც წესი, ადმინისტრაციული ორგანოები და თანამდებობის პირები, ნორმატიული აქტის გამოცემისას, ნაკლებად ითვალისწინებენ ადმინისტრაციული წარმოების პროცედურებსა და წესებს. ნორმატიული აქტი პირთა განუსაზღვრელი წრისადმია მიმართული. შესაბამისად, იგი შეიძლება პოტენციურად შეეხოს საზოგადოების მრავალ წევრს. აქედან გამომდინარე, საზოგადოებას სრული უფლება აქვს, წინასწარ იყოს ინფორმირებული ნორმატიული აქტის გამოცემის პროცესის მიმდინარეობის შესახებ და უშუალო მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში.
ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვა სა ზოგადოებას აძლევს მისაღები ნორმატიული აქტის პროექტის შინაარსის წინასწარ გაცნობისა და, მასთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრებების წარდგენის საშუალებას. ეს კი, საბოლოო ჯამში, სამოქალაქო მონაწილეობის ის მექანიზმია, რითაც მოსახლეობას შესაძლებლობა ეძლევა, ჩაერთოს ადგილობრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და ადგილობრივი ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობა უფრო საჯარო და გამჭვირვალე გახადოს.
წინამდებარე ბროშურა მიზნად ისახავს ადმინისტრაციული ორგანოებისთვის იმ წესებისა და პროცედურებს გაცნობას, რომლებიც ნორმატიული აქტის გამოცემისას უნდა იქნეს დაცული. გარდა ამისა, ბროშურა საზოგადოების თითოეულ დაინტერესებულ წევრს მისცემს საშუალებას, კანონის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს და საკუთარი აზრი გამოთქვას ადმინისტრაციული წარმოების პროცესში.
![]() |
2 რა არის ადმინისტრაციული წარმოება? |
▲ზევით დაბრუნება |
ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.
![]() |
3 რას წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი? |
▲ზევით დაბრუნება |
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ორი სახისაა - ინდივიდუალური და ნორმატიული.
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ერთჯერადია და უნდა შეესაბამებოდეს ნორმატიულ აქტს. იგი აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის ძირითადი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ იგი ერთჯერადია და პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს შეეხება.
ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს.
როგორც ვხედავთ, ნორმატიული აქტი მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს ადგენს, რომელიც პირთა ფართო წრისთვისაა განკუთვნილი.
![]() |
4 რა უნდა ვიცოდეთ ადმინისტრაციული წარმოების შესახებ? |
▲ზევით დაბრუნება |
ნორმატიული აქტის გამოსაცემად, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია კანონი. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება გახდეს ფიზიკური ან იურიდიული პირის, ადმინისტრაციული ორგანოს განცხადება.
![]() |
5 ვის აქვს ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უფლება? |
▲ზევით დაბრუნება |
ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უფლება აქვს:
- განმცხადებელს;
- ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხზე;
- პირს, რომელსაც კანონმდებლობით ენიჭება ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უფლება;
- სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
- დაინტერესებულ მხარეს.
![]() |
6 ადმინისტრაციული წარმოების დაწყება |
▲ზევით დაბრუნება |
ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება იწყება აქტის გამოცემის უფლების მქონე ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) გადაწყვეტილებით.
თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული წარმოება იწყება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, რომელსაც გამოსცემს უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო.
ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოაქვეყნოს ცნობა, რომელშიც უნდა მიეთითოს:
ადმინისტრაციული ორგანო, რომელშიც მიმ•დინარეობს ადმინისტრაციული წარმოება და მისი მისამართი. თუ ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობა შესაძლებელია სხვა ადმინისტრაციულ ორგანოშიც - ამ ორგანოს დასახელება და მისამართი;
განცხადების ან/და ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების მოკლე შინაარსი;
ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადა;
საკუთარი მოსაზრებების წარდგენის ვადა.
ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ცნობა, რომელიც გამოქვეყნებული იქნება პრესასა ან ბეჭდვით ორგანოში, დაინტერესებულ პირს საშუალებას მისცემს, გაეცნოს, თუ რომელი ორგანო რა საკითხზე იწყებს საქმის წარმოებას. შესაბამისად, პირს შეუძლია წარადგინოს თავისი შენიშვნები და მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართოს განცხადებით, წერილით ან განახორციელოს პირადი ვიზიტი.
![]() |
7 როგორ ხდება ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადება? |
▲ზევით დაბრუნება |
თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს ამზადებს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც უფლებამოსილია, გამოსცეს იგი.
საკუთარ უფლებამოსილებათა ფარგლებში, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადება დაავალოს ქვემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს, აგრეთვე, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სხვა ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ხელშეკრულების საფუძველზე.
სხვა ადმინისტრაციული ორგანოსათვის ნორმა•ტიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების დავალების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანამდე, აუცილებელია ამ უკანასკნელის წერილობითი თანხმობა.
![]() |
8 ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის გამოქვეყნება |
▲ზევით დაბრუნება |
ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი უნდა გამოქვეყნდეს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
თუ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გააჩნია ოფიაციალური ბეჭდვითი ორგანო, აქტი უნდა გამოქვეყნდეს ბეჭდვით ორგანოში, რომელიც ვრცელდება ადმინისტრაციული ორგანოს მთელ სამოქმედო ტერიტორიაზე და გამოიცემა კვირაში ერთხელ მაინც, ან გამოცხადდეს საჯაროდ.
ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, წინასწარ განსაზღვროს ნორმატიული აქტის გამოქვეყნების ან საჯაროდ გამოცხადების წესი, რაც დამტკიცებული უნდა იქნეს დებულებით.
რა უნდა გამოქვეყნდეს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტთან ერთად?
ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტთან ერთად ქვეყნდება ცნობა ადმინისტრაციული წარმოების შესახებ, რომელშიც აღინიშნება:
ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომელ•შიც მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება;
ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადა;
იმ ადმინისტრაციული ორგანოს მისამართი, რომელშიც შესაძლებელია მოსაზრებების წარდგენა;
მოსაზრებების წარდგენის ვადა.
იმ შემთხვევაში, თუ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი დიდი მოცულობისაა, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოაქვეყნოს მხოლოდ ცნობა ნორმატიული აქტის გამოცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების შესახებ. ასეთ შემთხვევაში ცნობაში აღინიშნება ნორმატიული აქტის დასახელება და მისი მოკლე შინაარსი.
დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებას. აქ უკვე კონკრეტული სახე აქვს ადმინისტრაციულ აქტს და ნებისმიერი დაინტერესებული პირი შეძლებს უშუალოდ გაიგოს, თუ რა ცვლილებები შეიძლება მოჰყვეს აქტის გამოცემას. ამდენად, დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობა აქვს, დადგენილ ვადებში წარადგინოს მოსაზრებები.
ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი ეგზავნება:
იმ ადმინისტრაციულ ორგანოებს, რომელთა უფლებამოსილებასაც განეკუთვნება ამ ნორმატიული აქტით ან მისი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება;
საზოგადოებრივ ექსპერტს, თუ კანონი ითვალისწინებს მის მიერ დასკვნის წარმოდგენის ვალდებულებას.
ეს უკანასკნელნი:
ვალდებულნი არიან, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის თაობაზე წარადგინონ საკუთარი დასკვნა დადგენილ ვადაში (არანაკლებ 10 დღისა);
წარდგენილი დასკვნა განხილული უნდა იქნეს ადმინისტრაციული წარმოების დამთავრებამდე და მას წერილობითი პასუხი უნდა გაეცეს.
თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ან საზოგადოებრივი ექსპერტის მიერ განსაზღვრულ ვადაში დასკვნის წარუდგენლობამ არ შეიძლება დააბრკოლოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
დაუშვებელია!!!
ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს დასკვნის გარეშე, თუ დასკვნის არსებობა სავალდებულოა კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული აქტით. |
თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, უარყოფითი დასკვნა არ წარმოადგენს დაბრკოლებას ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის.
ნორმატიული აქტის პროექტს უნდა დაერთოს განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება:
ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) მიზეზი და მისი ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები;
პროექტის ავტორის (ავტორები) და პროექტის წარმდგენის ვინაობა;
პროექტი სხვა ნორმატიულ აქტებში იმ ცვლილე ბებისა და/ან დამატებების შეტანის შესახებ, რასაც გამოიწვევს წარდგენილი პროექტის მიღება (გამოცემა), აგრეთვე, პროექტი შესაბამის კანონში იმ დამატებათა შეტანის შესახებ, რომლებითაც განისაზღვრება ამ ნორმატიული აქტის ნორმათა დარღვევისთვის დადგენილი პასუხისმგებლობა;
კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო ორგანოს დასკვნა საქართველოს კონსტიტუციასა და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან წარდგენილი პროექტის შესაბამისობის შესახებ, ხოლო საკანონმდებლო აქტის პროექტს უნდა დაერთოს აგრეთვე დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა, მისი არსებობის შემთხვევაში;
შესაბამის ორგანოში კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული ლობისტის დასკვნა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის ვადა განისაზღვრება ნორმატიული აქტის გამოცემასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ გადაწყვეტილებით.
![]() |
9 როგორ წარვადგინოთ საკუთარი მოსაზრება ნორმატიულ პროექტთან აკავშირებით? |
▲ზევით დაბრუნება |
გახსოვდეთ!
ყველას აქვს უფლება, წარადგინოს თავისი წერილ•ობითი მოსაზრება 20 დღის განმავლობაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების დღიდან;
პირი უფლებამოსილია, საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა (ეს უფლება უნდა იქნეს მითითებული ცნობაში საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტის წარდგენის შესახებ);
ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, დოკუმენტზე აღნიშნოს მისი რეგისტრაციის თარიღი;
ადმინისტრაციული ორგანო, რეგისტრაციიდან ერთი დღის განმავლობაში, ვალდებულია, გაუგზავნოს კერძო პირების მიერ წარდგენილი მოსაზრებები სხვა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს და საზოგადოებრივ ექსპერტს.
![]() |
10 როგორი სახე უნდა ჰქონდეს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს? |
▲ზევით დაბრუნება |
ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიცავს შემდეგ რეკვიზიტებს:
1. ნორმატიული აქტის სახე (ინდივიდუალური თუ 1. ნორმატიული);
2. ნორმატიული აქტის სათაური; 2.
3. ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი (თუ ნორმატიულ აქტში შეტანილია ცვლილება ან დამატება, მათი შეტანის თარიღიც);
4. ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის თარიღი და აქტის მოქმედების ვადა (თუ განსაზღვრული ვადითაა მიღებული);
5. უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერა;
6. ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი, ხოლო ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანის შემდეგ - აგრეთვე სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი.
7. საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა (თანამდებობის პირთა)
ნორმატიულ აქტებზე გამოსახული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო გერბი.
![]() |
11 როგორ გავასაჩივროთ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება? |
▲ზევით დაბრუნება |
ადმინისტრაციულ ორგანოსთან დავის შემთხვევაში, დაინტერესებულმა პირმა უნდა გამოიყენოს ადმინისტრაციული საჩივრის მექანიზმი და საჩივრით უნდა მიმართოს მოდავე ადმინისტრაციული ორგანოს ზემდგომ ორგანოს. საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს.
გაითვალისწინეთ!!! კოლეგიური ორგანოს გადაწყვეტილების მიმართ ან მოდავე ადმინისტრაციული ორგანოს ზემდგომი ორგანოს არარსებობის შემთხვევაში, პირს უფლება აქვს, მიმართოს პირდაპირ სასამართლოს. |
ასევე, ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება ადმინისტრაციული წარმოების საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით ან, შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისაგან დამოუკიდებლად, არღვევს პირის უფლებას ან კანონიერ ინტერესს.
![]() |
12 ნორმატიული აქტის მიღების რა ეტაპებზე შეიძლება ჩაერთოს საზოგადოება გადაწყვეტილების მიღების პროცესში? |
▲ზევით დაბრუნება |
საზოგადოებას, მის ცალკეულ წევრებს, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა შეუძლიათ ნორმატიული აქტის მიღების ნებისმიერ სტადიაზე, კერძოდ:
1. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან ნორმატიული აქტის პროექტის მიღებამდე ;
2. ნორმატიული აქტის პროექტის გამოქვეყნებიდან აქტის მიღებამდე პერიოდში;
3. კოლეგიალური ორგანოს მიერ ნორმატიული აქტის მიღების პროცესში;
გაითვალისწინეთ!!! თქვენ უფლება გაქვთ, თავად მიმართოთ ადმინისტრაციულ ორგანოს ნორმატიული აქტის მიღების მოთხოვნით. |
![]() |
13 გახსოვდეთ!!! |
▲ზევით დაბრუნება |
წესებისა და პროცედურების დაცვით განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად:
მოსახლეობა სრულად იქნება ინფორმირებული ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის შესახებ;
მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, წინასწარ გაეცნონ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისაღები ნორმატიული აქტის პროექტს, იყვნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესის უშუალო მონაწილეები, შეეძლებათ, წარადგინონ საკუთარი შენიშვნები და მოსაზრებები ნორმატიული აქტის პროექტთან დაკავშირებით;
გაზრდის სამოქალაქო მონაწილეობასა და მოსახლეობის ჩართულობას ადგილობრივი გადაწყვეტილებების პროცესში;
ხელს შეუწყობს ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის საჯაროობასა და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლებას.