![]() |
ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა (ტრეფიკინგი) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი ადამიანის უფლებები |
წყარო: ISBN - 978-9941-0-1721-6 |
საავტორო უფლებები: © ქალთა საინფორმაციო ცენტრი |
თარიღი: 2009 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: პრაქტიკული სახელმძღვანელო თბილისი 2009 წიგნი მომზადებულია პროექტის - „ეფექტური ტექნოლოგიები ინფორმაციასთან მუშაობისა და საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ასამაღლებლად“ - ფარგლებში. წინამდებარე დოკუმენტიგამოცემულია ევრო-კავშირის ფინანსური მხარდაჭერით. დოკუმენტში ასახული შეხედულებები არ უნდა იყოს აღქმული, როგორც ევროკავშირის ოფიცი ალური პოზიციის ამსახველი. მოცემული მასალის გამოცემა განხორციელდა ILOICMPD-OSCE-ის „სამხრეთ კავკასიაში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ეროვნული ყოვლის მომცველი რეაგირების პროგრამის შემუშავების“ პროექტის ფარგლებში. წიგნზე მუშაობდნენ ექსპერტები ტრეფიკინგის საკითხებში: ალექსანდრა დელემენჩუკი ნინო გოგოლაძე გამოცემის ხელმძღვანელი: ელენე რუსეცკი - ქალთა საინფორმაციო ცენტრისკოორდინატორი; პროექტის ხელმძღვანელი სარედაქციო ჯგუფი: თამარ გოგოლაძე ყდის დიზაინი: ელენე ნავერიანი დაკაბადონება: პაატა მამფორია დაიბეჭდა „ქალთა პოლიგრაფიული სერვისში“ საქართველო, თბილისი, 0102. წინამძღვრიშვილის ქ. № 40. ტელ./ფაქსი: (995 32) 942 699; (995 32) 952 934 ელ-ფოსტა: wps@ginsc.net office@ginsc.net veb-gverdi: www.wicge.org აღნიშნული ნაშრომის ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: გენდერული საინფორმაციო პორტალის ვებ-გვერდზე www.ginsc.net და საიტზე www.antitraf.net |
![]() |
1 წინასიტყვაობა |
▲ზევით დაბრუნება |
ელენე რუსეცკი
ადამიანით ვაჭრობა თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე უფრო აქტუალური პრობლემაა. მონობის თანამედროვე ფორმის მსხვერპლი მთელ მსოფლიოში ყოველ წლიურად მილიონობით ადამიანი ხდება. ეკონომიკური მიზეზების გარდა, რაც ადამიანს აიძულებს საზღვარგარეთ ან თავისივე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ეძებოს სამუშაო, ადამიანით ვაჭრობის ხელშემწყობ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს დასაქმების შესახებ სარწმუნო ინფორმაციის არქონა, საკუთარი უფლებების არცოდნა და გავრცელებული სტერეოტიპები. ამგვარად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება აღნიშნული პრობლემის, როგორც პიროვნების წინააღმდეგ ყველაზე უფრო საშიში დანაშაულის, შესახებ საზოგადოების სრულ და კეთილსინდისიერ ინფორმირებას.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანით ვაჭრობის შესახებ მასალების რაოდენობა პრესაში, რადიოსა და ტელევიზიაში ათასობით განისაზღვრება, უნდა ითქვას, რომ ეს თემა ჯერ კიდევ არა საკმარი სად შუქდება. სად მოვიპოვოთ სარწმუნო ინფორმაცია კონკრეტულ რეგიონში არსებული სიტუაციის შესახებ, შესაძლებელია თუ არა ინტერვიუს აღება დაზარალებულთან, რა ფორმითაა უმჯობესი მასალების გადაცემა - ეს არის ნაწილი იმ ამოცანებისა, რომელიც უნდა გადაწყვიტოს პრაქტიკოსმა მუშაობის პროცესში. ნაწილობრივ მის დაძლევაში ეხმარება სასწავლოღონის ძიებები, საერთაშორისო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული ტრენინგები და სემინარები.
სახელმძღვანელოს შექმნის იდეა, რომელიც პრაქტიკოსებს გაუადვილებდა ადამიანით ვაჭრობის ბრძოლის ფარგლებში ინფორმაციასთან მუშაობას, დაიბადა ტრენინგის „ეფექტური ტექნოლოგიები ინფორმაციასთან მუშაობისა და საზოგადოების ინ ფორმირებულობის დონის ასამაღლებლად“ ჩატარების შემდეგ, რომელიც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერითა და ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ქალაქ ბათუმში და რომელშიც მონაწილეობა მიიღო ოცამდე სერვის პროვაიდერმათბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ტრენინგს უძღვებოდნენ ექსპერტი ტრეფიკინგის საკითხებში ნინო გოგოლაძე და ფსიქოლოგი ალექსანდრე რუსეცკი.
სახელმძღვანელო აგებულია „სამი P“-ს პრინციპით: ადამიანით ვაჭრობის პრევენცია, მსხვერპლის დახმარება და დამნაშავის დევნა. მოცემული სახელმძღვანელო მოიცავს პრევენციის საკითხებსა და მსხვერპლის დახმარებას, როგორც სამოქალაქო ორგანიზაციების ძირითად ამოცანებს. ადამიანით ვაჭრობის ბრძოლის ყოველ კომპონენტზე წარმოდგენილია თეორიული და პრაქტიკული ხასია თის შესაბამისი მასალა, რომელიც დაეხმარება მრავალ ჩვენს კოლეგას და შეუმსუბუქებს საჯარო და კონფიდენცია ლურ ინ ფორმაციასთან ყოველ დღიურ მუშაობას.
დანართში წარმოდგენილია ტექსტში მითითებული ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრობლემაზე არსებული ეროვნული და საერთაშორისო საკანონმდებლო აქტები, საქართველოში ადამიანით ვაჭრობის ბრძოლის სფეროში მომუშავე ორგანიზაციების ჩამონათვალი და მათი ვებ-გვერდების სია. ვიმედოვნებთ, რომ სახელმძღვანელო გააადვილებს მუშაობას ასეთ მნიშვნელოვან თემაზე.
![]() |
2 ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლა, ღონისძიებათა კომპლექსი |
▲ზევით დაბრუნება |
ალექსანდრა დელემენჩუკი
ნინო გოგოლაძე
პრობლემის მოკლე მიმოხილვა
„ტრეფიკინგი“ ნიშნავს ადამიანთა გადაბირებას, ტრანსპორტირებას, გადაყვანას, შეფარებას ამ მიღებას, მუქარის, ძალის გამოყენების ან იძულების სხვა საშუალე ბებით. მოტაცებით თაღლითობით, მოტყუებით, ძალაუფლების ან პირის უმწეობის ბოროტად გამოყენებით ან იმ პირის თანხმობის მის აღწევად თან ხის ან სხვა სარგებლის მიცემით ან მიღებით. ვისი დამოკიდებულების ქვეშაც იმყოფება მეორე პირი, ამ ადამიანის ექსპლუატაციის მიზნით1.
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ძირითადი სახეები და ექსპლუატაციის ფორმები:
1. ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) შრომითი ექსპლუატაციის მიზნით (მონური შრომა), რომლის მსხვერპლნიც ხდებიან მამაკაცები, ქალები და ბავშვები, ნიშნავს მუშაობას არა ფორმალურ და ჩრდილოვან ეკონომიკაში, ოჯახურ პირობებში, დამქანცველი სისტემის ფაბრიკებში, ასევე, სამხედრო მოსამსახურეებისა და პატიმართა შრომის იძულებით გამოყენებას.
2. ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით, რომლის მსხვერპლნი ხდებიან ძირითადად ქალები და ბავშვები, მათ შორის:
პროსტიტუციიის იძულება;
სექს-ტურიზმი, მათ შორის საბავშვო სექს-ტურიზმი;
პორნოგრაფია - სულ უფრო ფართო გამოყენება ინტერნეტისა და სხვა თანამედროვე ტექნიკური საშუალებების პორნოგრაფიის შექმნისა და გავრცელების, მათ შორის ბავშვთა პორნოგრაფიის მიზნით და ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) დაკავშირებული ექსპლუატაციის სხვა ფორმების განხორციელება.
3. ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) მათხოვრობის იძულე ბის მიზნით. მსხვერპლები, როგორც წესი, ხდებიან პირები, რომელთაც არ აქვთ ოფიციალური დასაქმების უფლება: ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მოხუცები.
ეს არის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) უფრო მეტად გავრცელებული სახეობები. არსებობს ბევრი სხვა სახეობა და ფორმა: ვაჭრობა ბავშვებით, არა მხოლოდ ქსპლუატაციის მიზნით, ქალების იძულება სუროგატი დედის როლის შესასრულებლად, ადამიანით ვაჭრობა ორგანოების ტრანსპლატაციის მიზნით და ა.შ.
როგორც ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სახეობები, ექსპლუატაციის ფორმებიც სხვადასხვაგვარია. ექსპლუატაციის უფრო მეტად გავრცელებულ ფორმებს მიეკუთვნება:
1. სექსუალური მომსახურების იძულება, რომელიც ხორციელდება
მუქარის ან ძალის გამოყენებით, ქალები სა და ბავშვების სამსახურში ფიქტიური დასაქმების ან ფიქტიური ქორწინების ცრუ დაპირებით, შანტაჟით, იმგვარი დაშინებით, როგორიცაა მსხვერპლის ნათესავებისთვის ზიანის მიყენება, რალეგალურ მიგრანტთა დეპორტაციით, ხელისუფლებისთვის აღნიშნული პირის არა კანონიერი საქმიანობის შესახებ შეტყობინებით, მაგალითად მისი პროსტიტუციით დაკავების შესახებ.
2. იძულებით იშრომა. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შემთხვევებში მსხვერპლის შრომითი ექსპლუატაციის მიზნით დასაქმების სფეროში მანიპულაცია, მაგალითად, უარი შრომითი ხელშეკრულების გაფორმებაზე, შრომის იძულება ანაზღაურების პერსპექტივის არარსებობისას, სამსახურიდან წასვლის შესაძლებლობის უკანონო შეზღუდვა (მომსახურეთა უკანონო დაკავება). ყოველივე ამან შეიძლება მიგვიყვანოს იძულებითი შრომის სიტუაციასთან, როცა მომსახურემ იცის, რომ გაქცევის შემთხვევაში მის მიმართ გამოყენებული იქნება ფიზიკური ან სხვა სახის ზემოქმედება (მაგალითად, დეპორტაციის მუქარა). ექსპლუატაცია, როგორც წესი, დამახასიათებელია შემთხვევითი დასაქმების დროს შრომითი ურთიერთობებისთვის ჩრდილოვან ეკონომიკაში.
3. დოკუმენტების ჩამორთმევას ან დაკავებას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როდესაც მსხვერპლი იძულებულია მოემსახუროს დოკუმენტების ჩამორთმევის მუქარის გამო (პასპორტი, დაბადების მოწმობა).
4. ჩათრევა ფულად ვალდეულებით კაბალაში. ფულად ვალდებულებას (ვალში ჩაგდებას), ჩვეულებრივ, ადგილი აქვს იმ შემთხვევში, როდესაც ადამიანის ვაჭრობით დაკავებული პირი თავის მსხვერპლს აღმოუჩენს დახმარებას გადაყვანის, საზღვრის უკანონო გადაკვეთის ან სამსახურში მოწყობისას, ხოლო შემდეგ ითხოვს ვალის გადახდას მომსახურებით.
5. თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა. ადამიანით ვაჭრობით (ტრეფიკინგით) დაკავებული პირები ხშირად უკრძალავენ თავიანთ მსხვერპლს თავისუფალნ გადაადგილებას ფიზიკური ანგარიშსწორების ან საბუთების ჩამორთმევის მუქარით. თავისუფალი გადაადგილება ითვლება ადამიანის ერთ-ერთ ძირითად უფლებად.
ექსპლუატაციის ეს მეთოდები ხშირად ურთიერთკავშირშია, რამდენადაც ისეთი დანაშაულებრივი ქმედება, როგორიც ადამიანით ვაჭრობაა, ითვალისწინებს ექსპლუატაციის მრავალ ფორმას. მოცემული სია ისევე არასრულია, როგორც ადამიანით ვაჭრობის სახეები. მუდმივად ჩნდება ახალი ფორმები, რად გან პირები, რომლებიც დანაშაულებრივი საქმიანობის ამ სახეობით არიან დაკავებულ ნი, სწრაფად ახდენენ ადაპტირებას მათ საწინააღმდეგოდ გატარებული ზომების, ასევე ცვალებადი სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური პირობების მიმართ.
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ხელშემწყობი მიზეზები მოკლედ შეიძლება ამ სახით ჩამოყალიბდეს:
სიღარიბე, რომელიც უზღუდავს მოსახლეობის დიდ ნა წილს კარგი სამსახურის, განათლების, სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობას და ართმევს მათ სხვა შესაძლებლობებს. განსაკუთრებით მაღალია სიღარიბის დონე მიგრანტებს შორის.
ჩრდილოვანი ეკონომიკის ფართო მასშტაბს მივყავართ მიგრანტთა იაფი მუშახელის მოთხოვნილების გაზრდასა და სხვისი შრომის ექსპლუატაციის შესაძლებლობის გაჩენასთან.
სოციალური ინფრასტრუქტურის სისუსტე ხელს უწყობს არასინდისიერ კონკურენციას, მათ შორის, იაფი შრომის გამოყენების საფუძველზეც. ინფრასტრუქტუ რაში „გარღვევა“ ზრდის მომსახურების მიმზიდველობას, რომელსაც ადამიანით მოვაჭრეები გვთავაზობენ. მაგალითად, ასაკოვან ადამიანებს სთავაზობენ სიცოცხლის უზრუნველყოფასა და დახმარებას, ხოლო სანაცვლოდ ყიდიან მათ ბინებს და ტოვებენ უსახლკაროდ.
მიგრაციის სფეროში რეგულირების პრაქტიკისა და სამართლებრივი ბაზის დაუხვეწელობას მივყავართ არაკანონიერი (დაურეგულირებელ) მიგრაციის ნაკადის ზრდამდე.
დისკრიმინაცია სქესის საფუძველზე ჩნდება, მაგალითად, ისეთი ფორმით, როგორიცაა არათანაბარი შესაძლებლობა შრომის ბაზარზე. ამგვარ პირობებში ქალებს ემუქრებათ სიღარიბე. მზარდ გენდერულ უთანასწორობას ასევე მივყავართ ოჯახში ძალადობისა და ოჯახური კრიზისის ზრდასთან, რომლის შედეგადაც ქალები კიდევ უფრო მეტად დაუცველ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.
ტიპური მსხვერპლის დახატვა ადვილი არ არის, მაგრამ შესაძლებელია ზოგიერთი მისი ძირითადი თვისების გან საზღვრა:
1. სოციალურად დაუცველი და სიღარიბეში მცხოვრები პირები განსაკუთრებით ადვილად თანხმდებიან ადამიანით მოვაჭრეთა წინადადებას. ტრეფიკიორები იყენებენ ადამიანთა ჩათრევისა და იძულების მოქნილ და საზრიან მეთოდებს და აიძულებენ მსხვერპლებს და თანხმდნენ დამოკიდებულ მდგომარეობაში ყოფნას. მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან უმუშევრები, მომსახურეები რომლებიც იღებენ საარსებო მინი მუმზე დაბალ ხელფასს და არას რულყოფილი ოჯახები.
2. ადამიანებმა, რომელთაც აქვთ განათლების დაბალი დონე, როგორც წესი, არ იციან თავისი უფლებები და, შესაბამისად, უფრო ადვილად იღებენ იძულებისა და ოტყუების იმ მეთოდებს, რომელსაც ტრეფიკიორები იყენებენ. გარდა ამისა, დაბალი განათლების მქონე პირების თვის სიღარიბეში აღმოჩენის რისკი უფრო მაღალია, რამდენადაც მათ ნაკლები შესაძლებლობა აქვთ მიიღონ მაღალანაზღაურებადი სამსახური. მიუხედავად იმისა, რომ პირები დაბალი განათლების დონით უფრო მეტი რისკის ქვეშ არიან ვიდრე სხვები, ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლები ხდებიან განათლებული ადამიანებიც.
3. არალეგალი მომსახურე-მიგრანტები განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ადამიანით ვაჭრობისათვის, ვინაიდან მათი სამსახურში აყვანის პირობები არ ითვალისწინებს სოციალური დაცვის ჩვეულებრივ ზომებს. უკანონო ემიგრანტებთან მიმართებაში ხორციელდება ისეთი ფორმის ექსპლუატაცია, როგორიცაა საბუთების ჩამორთმევა, იზოლაცია და თავისუფალი გა და ადგილე ბის შეზღუდვა, მუშაობა ანაზღაურების გარეშე ან ანაზღაურების გაურკვეველი პირობებით. ექსპლუატაციის ეს მეთოდები ხშირად უტოლდება მონურ შრომას.
4. პირები, რომლებიც ბოროტად იყენებენ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს ხშირად ცხოვრობენ სიღარიბეში და უფრო მიდრეკილები არიან მაღალი რისკის ქცევის მიმართ.
ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლად გახდომის ყველაზე დიდი რისკია ქალებსა და ბავშვებში.
ქალებს შორის უფრო მეტად დაუცველნი არიან დაბალი განათლების მქონე ახალგაზრდა ქალები, რომელთაც არ აქვთ სტაბილური შემოსავლის წყარო; მრავალშვილიანი დედები; მარტოხელა დედები; ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და ქალები, რომლებიც ეწევიან სექსუალურ მომსახურებას.
ბავშვებს შორის მაღალი რისკის ჯგუფში შედიან ბავშვები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, ობლები, ბავშვთა სახლის აღსაზრდელები და მშობლების მეთვალყურეობას მოკლებული ბავშვები.
ადამიანით ვაჭრობის ნეგატიური შედეგები:
ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლებს სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით, როგორც წესი, არ აქვთ საკუთარ სხეულზე, სქესობრივ ცხოვრებასა და ჯანმრთელობაზე კონტროლის უფლების შესაძლებლობა. ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლი ქალები და ბავშვები პრაქტიკულად ვერ აკონტროლებენ პირობებს, რომელშიც ისინი იძულებულნი არიან დათანხმდნენ სქესობრივ კონტაქტს და ამიტომ აივ/შედსით დაავადების რისკი მათთვის გაცილებით მაღალია2. ამ თვალსაზისით მნიშვნელოვან როლს ასრულებს ასაკობრივი ფაქტორი. რაც უფრო ახალგაზრდაა ქალი, რომელიც ხდება ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლი, მით უფრო მაღალია მისი აივ/შიდსით დაავადების რისკი, ბიოლოგიური ფაქტორის, და ასევე იმის გამოც, რომ მათ არ შეუძლიათ თავის დაცვა3.
ადამინით ვაჭრობის მსხვერპლი ბავშვები კიდევ უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან ჯანმრთელობის გამო, რადგან მათი ორგანიზმი ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია. ხანგრძლივმა იძულებითმაშრომამ ან პროსტიტუციამ შესაძლოა მიაყენოს მათ ფიზიკურ, სოციალურ ან ფსიქოლოგიურ განვითარებას გამოუსწორებელი ზიანი. ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლი ბავშვები და მოზარდები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას მიიღონ განათლება და შეიძინონ საარსებო უნარ-ჩვევები, რომელიც ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესს და აყალიბებს სათანადო სოციალურ ქცევას.
სპეციალისტების აზრით ნარკოტიკული საშუალებების ბოროტად გამოყენება მჭიდროდ უკავშირდება ადამიანით ვაჭრობას, როგორც ფაქტორი, რომელიც უბიძგებს ნარკომანებს სარისკო ქცევისკენ და როგორც საშუალება, მსხვერპლის ქცევის გასაკონტროლებლად.
ადამიანით ვაჭრობა წარმოადგენს უპირველეს ყოვლისა ადამიანის უფლების დარღვევას. ამიტომ მის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური ზომები მოითხოვს აქტიურ მიდგომას ადამიანის უფლებათა პოზიციიდან.
ტრეფიკინგთან დაკავშირებული ბრძოლისა და გაფრთხილების ნებისმიერი ზომა მიმართული უნდა იყოს ამ დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაზარალებულ მსხვერპლთა უფლებების უზრუნველყოფის, მათი დაცვისა და დახმარების, ასევე, მიყენებული ზარალის ანაზღაურებისათვის. გარდა ამისა ადამიანით ვაჭრობის პრობლემა უნდა გადაიჭრას გენდერული ფაქტორის გათვალის წინებით.
ადამიანით ვაჭრობა დაკავშირებულია ადამიანის უფლებების სხვადასხვა დარღვევასთან. ზოგიერთ შემთხვევაში რომელიმე კონკრეტული ქმედება შესაძლოა იურიდიული თავალსაზრისით სრულად არ შეესაბამებოდეს „ადამიანით ვაჭრობის“ დანაშაულს. ამ შემთხვევებში მნიშვნელოვანია არა უბრალოდ საქმის შეწყვეტა, არამედ პრობლემისთვის უფრო ფართოდ, ადამიანის უფლებების კუთხით შეხედვადა განსაზღვრა, ჰქონდა თუ არა ადამიანის სხვა უფლების დარღვევას ადგილი. თუ პასუხი დადებითია, მაშინ, საჭიროა საპასუხო ეფექტური ზომების მიღება.
„ზომები, რომელიც ეხება მხოლოდ ქალებს, ყოველთვის არ ითვალისწინებს გენდერულ ფაქტორს. ეს ზომები ხშირად გამომდინარეობს ქალებსა და მამაკაცებს შორის ბუნებრივი განსხვავებულობის გამო, რა საც მივყა ვართ დისკრიმინაციული სტერეოტიპების გამყარებასთან და რაც საბოლოოდ ქალებს კიდევ უფრო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს - ადამიანით ვაჭრობის პრობლემის გადასაჭრელად ზომების მიღება სამი ძირითადი მიმართულებით ხდება:
1. პროფილაქტიკა (თავიდან აცილება)
2. მსხვერპლის დაცვა (დახმარება)
3. სისხლის სამართლის წესით დევა (დევნა)
უფრო მეტი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა „ადამიანით ვაჭრობის“ გაგების განმარტებამ, რომელიც მოცემულია ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის „ადამიანების, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების ტრეფიკინგის თავიდან აცილების, აღკვეთისა და დასჯის შესახებ“ და მატებით ოქმში. ამ ოქმს ხშირად უწოდებენ უბრალოდ პალერმოს პროტოკოლს.
1. ადამიანებით ვაჭრობის არსებული
საქართველოს კანონმდებლობის მიმოხილვა4
შესავალი
მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი ხანია რაც მსოფლიოში მონობა აიკრძალა, XXI საუკუნეში კვლავაც მწვავედ დგას ადამიანებით ვაჭრობის პრობლემა. თანამედროვე მსოფლიოში ქალები, ბავშვები და მამაკაცები კვლავაც მონობის საფრთხის წინაშე დგა ნან. საქართველო ერთერთია იმ მრავალ სახელმწიოთაშორის, რომელიც ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლთა წარმოშობის, მათი დანიშნულებისა და ტრანზიტის ქვეყნად გვევლინება. საკითხის მნიშვნელობას ისიც უსვამს ხაზს, რომ ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ არა მხოლოდ ცალკეული სახელმწიფოები, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებიც აქტიურად მუშაობენ. ამაზე ცალკეულ სახელმწიფოებსსა და საერთა შორისო დონეზე გაწეული სამუშაოც მიუთითებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ მხოლოდ რამდენიმე წლის წინ მოხდა ორი მნიშვნელოვანი ხელშეკრულების შემუშავება, ესენია: ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის ოქმი ,,ადამიანების, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების ტრეფიკინგის თავიდან აცილების, აღკვეთისა და დასჯის შესახებ“ (ე.წ. „პალერმოს პროტოკოლი“), რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფარგლებში მომზადდა და ადამიანით ვაჭრობის ბრძოლის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ევროპის საბჭოს მიერ მომზადდა კონვენციის ხელშემკვრელ მხარედ გახდომაშესაძლებელია სხვა, ევროპის საბჭოს არაწევრი სახელმწიფოებისთვის.
ადამიანებით ვაჭრობის კრიმინალიზაცია
როგორც უკვე აღინიშნა, საერთაშორისო დო ნე ზე ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ მიმართული მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ე.წ. პალერმოს პროტოკოლის მიღება, მხოლოდ 2000 წ. გადაიდგა. შესაბამისად, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ იმ დროისთვის საქართველოს კანონმდებლობა ჯერ კიდევ არ იცნობ და ადამიანებით ვაჭრობის დანაშა ულს. 2003 წლამდე საქართველოს მთავრობას ამ მხრივ მუშაობა პრიორიტეტულად არ მიაჩნდა. აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის 2003 წ ადამიანთა ვაჭრობის შესახებ ანგარიშში ვკითხულობთ: „საქართველოს მთავრობა ვერ აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის მინიმალურ სტანდარტებს და არ იღებს შესაბამის ზომებს ამ სტანდარტებთან მისაახლოვებლად5“ სწორედ 2003 წელს დაიწყო საქართველოს მთავრობამ ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა, როდესაც მოახდინა ტრეფიკინგის კრიმინალიზაცია და ჩამოაყალიბა სამთავრობო უწყებათაშორისი კომისია, რომელსაც ეკისრებოდა ანტი-ტრეფიკინგული საქმიანობის კოორდინირების ფუნქცია.
2003 წელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა ორი მუხლი 1431 და 1432 - „ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)“ და „არასრუწლოვნით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)“.
1431 მუხლის თანახმად, ტრეფიკინგს წარმოადგენდა: „ადამიანის ყიდვა ან გაყიდვა, ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება, აგრეთვე იძულებით, შანტაჟით ან მოტყუებით ადამიანის გადაბირება, გადაყვანა, გადამალვა ანდა მიღება ექსპლუატაციის მიზნით“.
ხოლო არასრუწლოვნის ტრეფიკინგად ითვლებოდა (მუხლი 1432): „არასრულწლოვნის ყიდვა ან გაყიდვა, ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება, აგრეთვე მისი გადაბირება, გადაყვანა, გადამალვა ან და მიღება ექსპლუატაციის მიზნით“.
მიუხედავად იმისა, რომ ეს იმ დროისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, სისხლის სამართლის კოდექსში მოცემული ტრეფიკინგის დეფინიცია სრულად არ ასახავდა დანაშაულის ფენომენს და არ შეესაბამებოდა პალერმოს პროტოკოლის მიერ ჩამოყალიბებულ დეფინიციას.
შესაბამისად, აღიშნულ მუხლებში რამდენჯერმე შევიდა ცვლილება. პირველი ცვლილება მხოლოდ ტექნიკური ხარვეზის გასწორებას ისახავდა მიზნად.
მეორე ცვლილებით და ნაშაუის დამამძიმებელი გარემოებები გადანაწილ და მუხლის სხვადასხვა ნაწილებში და გაიზარდა სანქციები. მესამე ცვლილებით, რომელიც მიღებულ იქნა 2006 წლის 28 აპრილს, დანაშაულის დისპოზიციას დაემატა დანაშაუ ლის განხორციელების ისეთი მეთოდები როგორიცაა:
„მუქარით, თავისუფლების უკანონო აღკვეთით, თაღლითობით, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით“; ასევე ტრეფიკინგად დაკვალიფიცირდა: „საზღაურის ან და სარგებლის მიცემის გზით იმ პირის თანხმობის მიღწევა, რომელსაც სხვა პირზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია“ და „ადამიანის დაქირავება, გადაცემა, შეფარება ექსპლუატაციის მიზნით“. გარდა ამისა მუხლს დაემატა შენიშვნა, რომლის თანახმადაც: „პირის თანხმობას მის წინასწარ ექსპლუატაციაზე მნიშვნელობა არ ენიჭება“.
ბოლო ცვლილება მუხლმა განიცადა 2006 წლის 25 ივლისს და ამ ცვლილების თანახმად დანაშაულის შემადგენლობას კიდევ დაემატა დანაშაულის განხორციელების ისეთი ხერხები, როგორიცაა: „ძალადობით, მოტაცებით და უმწეო მდგომარეობის გამოყენებით“ და ტრეფიკინგად დაკვალიფიცრდა ასევე „ადამიანისტრან სპორტირება ექსპლუატაციის მიზნით“. სანქციები კვლავ გაიზარდა და ორივე მუხლს დაემატა შენიშვნა, რომლის თანახმადაც: „ამ მუხლითგათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით“.
დღეისთვის აღნიშნული მუხლები შემდეგნაირად იკითხება:
მუხლი 1431. ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) (25.07.2006 N 3530)
1. ადამიანის ყიდვა ან გაყიდვა, ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება, აგრეთვე მუქარით, ძალადობით ან იძულების სხვა ფორმით, მოტაცებით, შანტაჟით, თაღლითობით, მოტყუებით, უმწეო მდგომარეობის ან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით, საზღაურის ანდა სარგებლის მიცემის ან მიღების გზით იმ პირის თანხმობის მისაღწევად, რომელსაც სხვა პირზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ადამიანის გადაბირება, გადაყვანა, გადამალვა, დაქირავება, ტრანსპორტირება, გადაცემა, შეფარება ან/და მიღება ექსპლუატაციის მიზნით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით - ვადით შვიდიდან თორმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ერთი წლის ვადით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;
დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის ან დამნაშავეზე მატერიალურად ან და სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ;
სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
ისჯება თავის უფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თოთხმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ორი წლის ვადით.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი:
არაერთგზის;
ორი ან მეტი პირის მიმართ;
საზღვარგარეთ გაყვანით;
სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადო ბის გამოყენების მუქარით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან თხუთ მეტწლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამი წლის ვადით.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:
ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამი წლის ვადით.
შენიშვნა:
1. კოდექსის ამ და 1432 მუხლების მიზნებისათვის, ექსპლუატაციად მიიჩნევა ადამიანის გამოყენება იძულებითი შრომის ან მომსახურების, დანაშაულებრივ ან სხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში ან პროსტიტუციაში ჩაბმის, სექსუალური ექსპლუატაციის ან სხვა სახის მომსახურების გაწე ის, მონობის მსგავს მდგომარეობაში ან მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენების მიზნით, აგრეთვე ადამიანის იძულება სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის გადანერგვის ანდა სხვაგვარად გამოყენების მიზნით. ადამიანის მონობის თანამედროვე პირობებში ჩაყენება გულისხმობს მისთვის პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ჩამორთმევას, თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვას, ოჯახთან კავშირის, მათ შორის, მიმოწერისა და სატელეფონო კონ ტაქტების აკრძალვას, კულტურულ იზოლაციას, პატივისა და ღირსების შემლახველ პირობებში ანდა ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ან არაადეკვატური ანაზღაურებით მუშაობის იძულებას. პირის თანხმობას მის წინასწარ განზრახულ ექსპლუატაციაზე მნიშვნელობა არა აქვს.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და
ჯარიმით.
აღნიშნული ცვლილებების შეტანის შემდეგ, სისხლის სამართლის კოდექსში არსებული დეფინიცია სრულად შეესაბამება ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანა შაულის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის „ადამიანების, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების ტრეფიკინგის თავიდან აცილების, აღკვეთისა და დასჯის შესახებ“ ოქმსა და ევროპის საბჭოს „ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კონვენციაში მოცემულ განმარტებას. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს ამ საერთაშორისო აქტებით დადგენილ სტანარტს, რომლის მიხედვითაც პირის თანხმობას მის წინასწარ განზრახულ ექსპლუატაციაზე მნიშვნელობა არ აქვს6 და ასევე იმ უმნიშვნელოვანეს საკითხსაც, რომ არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის დროს მნიშვნელობა არ აქვს პირის მიმართ ყიდვა-გაყიდვის ან სხვა უკანონო გარიგების განხორციელების მეთოდის - იძულების, მოტყუების, შანტაჟის და ა.შ. გამოყენებას, როგორც ეს სრულწლოვანი პირების ტრეფიკინგის შემთხვევაში ხდება, და მთავარი მაკვალიფიცირებელი ნიშანი ამ დროს მხოლოდ ექსპლუატაციის მიზანია.
მუხლი 1432. არასრუწლოვნით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) (25.07.2006 N 3530)
1. არასრუწლოვნის ყიდვა ან გაყიდვა, ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება, აგრეთვე მისიგადაბირება, გადაყვანა, გადამალვა, დაქირავება, ტრანსპორტირება, გადაცემა, შეფარება ან და მიღება ექსპლუატაციის მიზნით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ერთი წლის ვადით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის ან დამნაშავეზე მატერიალურად ანდა სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ორი წლის ვადით.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი:
არაერთგზის;
იძულებით, შანტაჟით ან მოტყუებით;
ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ;
დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით;
სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელო ბისათვის საშიში ძალადობით ან და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თოთხმეტი დან ჩვიდმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამი წლის ვადით.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:
ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
რამაც გამოიწვია არასრუწლოვნის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ჩვიდმეტიდან ოც წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამი წლის ვადით ანდა უვადო თავისუფლე ბის აღკვეთით.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.
საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს „ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კონვენციის რატიფიცირების შემდეგ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა კიდევ ერთი დამატება 1433 მუხლის სახით, რომელმაც დასჯადად გამოაცხადა ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლის (დაზარალებულის) მომსახურებით სარგებლო ბა.
მუხლი 1433. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის (დაზარალებულის) მომსახურებით სარგებლობა (8.05.2007 N4706)
1. წინასწარი შეცნობით ამ კოდექსის 1431 და 1432 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის მსხვერპლის ან და ზარალებული პირის ისეთი მომსახურებით სარგებლობა, რომელიც ამავე კოდექსის 1431 მუხლის თანახმად წარმოადგენს ექსპლუატაციას, ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ოთხ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
არა ერთგზის;
დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;
დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის ან დამნაშავეზე მატერიალურად ან და სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ;
სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ორი წლის ვადით.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ორი ან მეტი პირის მიმართ;
სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თორმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამი წლის ვადით.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან თხუთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამი წლის ვადით.
აღნიშნული ცვლილებების განხორციელების შემდეგ, სისხლის სამართლის კოდექსში ადამიანებით ვაჭრობის და ნაშაულის კვალიფიკაციამ სრული სახე მიიღო და ზუსტად ასახავს ამ მრავალმხრივი დანაშაულის არსს.
დამნაშავეთათვის შეფარდებული სასჯელები, როგორც წესი, ძალზედ მკაცრია. სასჯელის სახით მსჯავრდებულებს ეკისრებათ თავისუფლების აღკვეთა, რომლის ვადა, 2006 წელს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, შვიდიდან თხუთმეტ წელს შეადგენს.
აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სისხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებს იძულებითი შრომის, მონობის ან შრომითი ექსპლუატაციის დასჯადო ბას, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის შრომითი ექსპლუატაცია ტრეფიკინგის დანაშაულის არსებითი შემადგენელი ელემენტია. თუმცა, სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე და 170-ე მუხლების თანახმად, დასჯადია „შრომის კანონმდებლობის დარღვევა“ და „შრომის დაცვის წესის დარღვევა“.
მუხლი 169. შრომის კანონმდებლობის დარღვევა
სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნა, სამუშაოზე აღდგენის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან შრომის კანონმდებლობის სხვა არსებითი დარღვევა,
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
მუხლი 170. შრომის დაცვის წესის დარღვევა
1. უსაფრთხოების ტექნიკის ან შრომის დაცვის სხვა წესის დარღვევა ამ წესის დაცვისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან და თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ. (28.04.2006. N2937)
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალის წინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოც ხლის მოსპობა, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე (28.04.2006. N2937).
ტრეფიკინგთან ბრძოლის ჩარჩო კანონი
ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში გარდამტეხი მოვლენა იყო „ადამიანით ვაჭრობის ბრძოლის შესახებ“ კანონის მიღება.
კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკას ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. კანონი ეფუძნება ე.წ. „3 P“-ს პრინციპს, რაც გულისხმობს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და და ნაშაულის სისხლის სამართლებრივი დევნის საჭიროების ხაზგასმას. კანონით განსაზღვრულია სახელმწიფო ორგანოების კომპეტეცია ტრეფიკინგის თავიდან აცილების სფეროში; ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები, მსხვერპლთა და დაზარალებულთა სამართლებრივი დაცვა, დახმარება და რეაბილიტაცია - საკანონმდებლო გარანტიებისა და ასევე შესაბამისი სტრუქტურების ჩამოყალიბების გზით. აღსანიშნავია, რომ კანონში მოცემული უფლებები, რომლებითაც ტრეფიკინგის მსხვერპლს შეუძლია ისარგებლოს, თანაბრად ვრცელდება ტრეფიკინგის ყველა მსხვერპლზე, მათი ასაკის, სქესის, წარმოშობის, მოქალაქეობის თუ სხვა ნებისმიერი ნიშნის განურჩევლად. თუმცა, აქვე იმასაც უნდა გეასვას ხაზი, რომ საქართველოს კანონ მდებლობა არ შეიცავს კონკრეტულ ნორმებს ტრეფიკინგის არასრულწლოვან მსხვერპლთა დასაცავად.
კანონში მოცემულ უფლებებს ქვემოთ უფრო დეტალურად განვიხილავთ, რათა სრულად იქნას წარმოდგენილი კანონით გათვალის წინებული პირობები.
იდენტიფიკაცია
იმისათვის, რომ მოხდეს ადამაინით ვაჭრობის მსხვერპლის დასაცავად სახელმწიფოში არსებული მექანიზმის ამუშავება, უპირველეს ყოვლისა საჭიროა მსხვერპლის იდენტიფიცირება. კანონით განსაზღვრულია იდენტიფიკაციის ორი გზა:
1. მსხვერპლის იდენტიფიკაცია და მისთვის სტატუსის მინიჭება ტრეფიკინგთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოსთან შექმნილი მუდმივ მოქმედი ჯგუფის მიერ, და
2. დაზარალებულის სტატუსის მინიჭება მსხვერპლისთვის მაშინ, როდესაც ის თანამშრომლობს სამართალდამცავ ორგანოებთან და დაწყებულია გამოძიება ტრეფიკინგის ფაქტზე7.
აღსანიშნავია, რომ ორივე გზით იდენტიფიცირებულ მსხვერპლს აქვს თანაბარი უფლება-მოვალეობანი, რაც კანონითაა განსაზღვრული. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კანონი საშუალებას აძლევს მსხვერპლს გააკეთოს არჩევანი, ითანამშრომლებს თუ არა სამართალდამცავ ორგანოებთან დაგადაწყვეტილების მიუხედავად მიიღოს ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მიერ გაწეული დახმარება8. კანონი განსაზღვრავს მსხვერპლის იდენტიფიკაციის ძირითად დებულებებს, თუმცა უფრო დეტალურად მსხვერპლის იდენტიფიცირების პროცედურა გაწერილია საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 1 თებერვლის ბრძანებულებით „ადამიანით ვაჭრობის“ (ტრეფიკინგის)
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება, მოსაფიქრებელი ვადა
აღსანიშნავია, რომ ტრეფიკინგის დანაშაულის მრავალმხრივობიდან გამომდინარე, ხშირად მსხვერპლს ბრალად ედებოდა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა,
პირადობის დამადასტურებელი საბუთის გაყალბება. ჩარჩო კანონის მიღების შემდეგ მასში ჩადებულ იქნა შემდეგი მუხლი:
1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, დაზარალებული თავისუფლდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა) და 362-ე მუხლებით (ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება) და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723 (პროსტიტუცია) და 185-ე მუხლებით (საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისათვის დადგენილი წესების დარღვევით ცხოვრება) განსაზღვრული ქმედებებისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან. მას აგრეთვე არ დაეკისრება პასუხისმგებლობა მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში მონაწილეობისათვის, თუ იგი იძულებული იყო ასე მოქცეულიყო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად, დაზარალებულად ყოფნის გამო.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებები ვრცელდება ისეთ სამართალ დარღვევებზე, რომლებიც პირის მიერ ჩადენილი იყო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად, დაზარალებულად ყოფნის გამო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის, დაზარალებულის სტატუსის მოპოვებამდე.
კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მუხლის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იდენტიფიცირებულ მსხვერპლებზე. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად კი მუხლის მოქმედება ასევე ვრცელდება იმ ქმედებებზე, რომელიც ჩადენილი იყო მანამ, სანამ პირს მსხვერპლის/დაზარალებულის სტატუსი მიენიჭებოდა. ასევე უნდა აღინიშნოს ის, რომ მსხვერპლის პასუხისმგებლობისაგან გასათავისუფლებლად საჭიროა მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩადენილი იყოს მსხვერპლად ყოფნის გამო. ჩარჩო კანონის მე-12 მუხლის თანახმად:
1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს უფლება აქვს ისარგებლოს მოსაფიქრებელი ვადით - არანაკლებ 30 დღისა, რათა მიიღოს გადაწყვეტილება, სურს თუ არა, ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოებთან შესაბამის დანაშაულზე სისხლის სამართლის პროცესის განხორციელებაში.
2. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში თავისუფლდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 371-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან9.
კონფიდენციალურობა
ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლის კონფიდენციალურობა უმნიშვნელოვანესი საკითხია მისი დაცვისათვის. თუ გავითვალისწინებთ, რომ მსხვერპლს ხშირად საფრთხე ემუქრება ტრეფიკერის მხრიდან და იმასაც, რომ ხშირად მსხვერპლობა სტიგმასთან არის დაკავშირებული, ვნახავთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი ინფორმაციის კონფი დენციალურობა. ამავე დროს ისიც გასათვალისწინებელია, რომ ინფორმაციის კონფიდენციალურობა ერთ-ერთი წინაპირობაა მსხვერპლის წარმატებული რეინტეგრა ციისათვის, რადგან მას არ მოუხდება საზოგადოებაში თავის წარსულზე მცდარი ინფორმაციის განეიტრალებაზე ზრუნვა. მსხვერპლის მონაცემთა კონფიდენციალურობა აღიარებული და დაცულია ყველა იმ ნორმატიული აქტით, რომელიც ტრეფიკინგს შეეხება. ჩარჩო კანონის 14.8 მუხლის თა ნახ მად: „ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა და მოწმეთა ვინაობა, მისამართები და სხვა პერსონალური ინფორმაცია საიდუმლო ინფორმაციაა და მისი გამჟღავნება აკრძალულია, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. რაც შეეხება მსხვერპლის მონაცემთა დაფარვას საზოგადოებისგან, როგორც წესი, მსხვერპლის მონაცემები და სისხლის სამართლებრივი პროცესის მიმდინარეობა არ არის საჯარო, რადგან პროცესის მონაწილეთა გარდა საქმის მასალების გაცნობის უფლება მესამე პირებს არა აქვთ, ხოლო სასამართლო სხდომაშეიძლება დაიხუროს და ზარალებულის შუამდგომლობით.
მსხვერპლლის საცხოვრებლით და ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად ცხოვრების უფლებით უზრუნველყოფა (თავშესაფარი, ბინადრობის მოწმობა)
როდესაც ვსაუბრობთ მსხვერპლის რეინტეგრაციასა და რეაბილიტაციაზე, უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია მსხვერპლისათვის უსაფრთხო თავშესაფრის უზრუნველყოფა და თუკი მსხვერპლი სხვა ქვეყნის მოქალაქეა, მისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალური ყოფნის უზრუნველყოფა. ეს კი თავის მხრივ, ხელს უწყობს, რომ მსხვერპლმა თავიდაცულად და უსაფრთხოდ იგრძნოს. ხაზგასასმელია ისიც, რომ უსაფრთხო თავშესაფარი ერთ-ერთი წინა პირობაა მსხვერპლის რეაბილიტაციისა და რეინტეგრაცისათვის.
ჩარჩო კანონით გარანტირებულია მსხვერპლის უფლება, ისარგებლოს თავშესაფრით10. თავშესაფარში მსხვერპლი უზრუნველყოფილია:
ღირსეული არსებობისთვის შესაფერისი, უსაფრთხო საცხოვრებელი ადგილით;
საკვებით და ტანსაცმლით;
სამედიცინო დახმარებით;
ფსიქოლოგიური კონსულტაციით;
იურიდიული დახმარებით და სასამართლო წარმომადგენლობით;
თარჯიმნის მომსახურებით;
რეაბილიტაციისა და ოჯახსა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მოკლე და გრძელვადიან პროგრამებში მონაწილეობით.
რაც შეეხება უცხოელი ტრეფიკინგის მსხვერპლის ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად ყოფნის უფლებას, ჩარჩო კანონის მე-20 მუხლის და ასევე ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა კოდექსის შესაბამის მუხლში შეტანილი ცვლილების თანახმად: „ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლი, დაზარალებული, რომელიც არის უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, თავისუფლდება საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისათვის დადგენილი წესების დარღვევით ცხოვრებისთვის დადგენილი პასუხისმგებლობისგან.“ ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად „დაუშვებელია მოსაფიქრებელი ვადის განმავლობაში საქართველოდან იმ უცხოელის გაძევება, რომლის შესახებაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი შეიძლება იყოს ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლი, დაზარალებული.“ შესაბამისი ცვლილებები შეტანილია ასევე „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონშიც. ჩარჩო კანონით და „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულია ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის ბინადრობის მოწმობის გაცემა. ამ კანონების თანახმად, „თუ უცხოელი, რომლის შესახებაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი შეიძლება იყოს ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლი, და ზარალებული გადაწ ყვეტს, სისხლის სამართლის პროცესში შესაბამის დანაშაულზე ითანამშრომლოს სამართალ დამცავ ორგანოებთან, მას სისხლის სამართლის პროცესის ან/და სამოქალაქო პროცესის დასრულებამდე საქართველოს კანონმდებლობით დად გენილი წესით ეძლევა ბინადრობის მოწმობა. ამ პერიოდის განმავლობაში მას აგრეთვე უფლება აქვს იმუშაოს საქართველოს ტერიტორიაზე. ტრეფიკინგის მსხვერპლზე დროებით ბინადრობის ნებართვას გასცემს და აგრძელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სამსახური ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ან პროცესის მწარმოებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე“.
რეპატრიაცია
მოსაფქრებელი ვადის გასვლის ან სისხლის სამართლის პროცესის დასრულების შემდეგ სახელმწიფო იღებს სათანადო ზომებს უცხოელი ტრეფიკინგის მსხვერპლის მისი წარმოშობის სახელმწიფოში უსაფრთხო დაბრუნებისათვის. გარდა ამისა, მსხვერპლს სთავაზობენ საქართველო ში დარჩენასაც.
ჩარჩო კანონის თანახმად, „საქართველოს საკონსულო დაწესებულებები და დიპლომატიური წარმომადგენლობები თანამშრომლობენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სხვა შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან, რათა ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლზე, დაზარალებულზე უმოკლეს ვადაში გასცენ პირადობის მოწმობა ან/და საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა. ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, და ზარალებულთა უსაფრთხო და ნებაყოფლობითი დაბრუნების მიზნით საქართველოს სახელ მწი ფო ორგანოები თანამშრომლობენ ასევე უცხო ქვეყნის შესაბა მის ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არა სამეწარმეო იურიდიულ პირებთან“.11
უცხოელი მსხვერპლის სამშობლოში დაბრუნების პროცეს ში, ძირითა დად, ჩართულნი არიან ფონდისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
კომპენსაცია
ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის კანონით გარანტირებულია კომპენსაციის მიღების უფლება მათ მიერ განცდილი მორალური, ფიზიკური თუ მატერიალური ზარალის გამო12.
საკოორდინაციო საბჭოს შემუშავებული აქვს ინსტრუქცია „ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთათვის კომპენსაციის გაცემის წესისა და ოდენობის შესახებ“. ამ ინსტრუქციის თანახმად: „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს, და ზარალებულს უფლება აქვს მოითხოვოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის შედეგად მიყენებული ფიზიკური, მორალური ან ქონებრი ვიზიანის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით“. ხოლო თუ შეუძლებელია მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, მსხვერპლს, და ზარალებულს შეუძლია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდან მიიღოს კომპენსაცია - 1000 ლარის ოდენო ბით13.
მნიშვნელოვანია რომ, საკომპენსაციო თანხის გაცემა დამოკიდებული არ არის მსხვერპლის/დაზარალებულის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობაზე.
2006 წლის 7 დეკემბერს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილება იქნა შეტანილი. ცვლილება მოიცავს თავს „წარმოება ადამიანით მოვაჭრის ქონების ჩამორთმევასა და სახელმწიფოსათვის გადაცემასთან დაკავშირებით“. ამ ცვლილების თანახმად პროკურორს ენიჭება უფლება, აღძრას სამოქალაქო სარჩელი ადამიანით მოვაჭრის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე ადამიანით მოვჭრის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან ადამიანის მოვაჭრესთან და კავშირებული პირის წინააღმდეგ. სასამართლო ქონებას ცნობს უკანონოდ და დაუსაბუთებლად თუ ზემო ჩამოთვლილი პირები ვერ წარმოადგენენ ამ ქონების მართლზომიერი საშუალებით მიღების დამადასტურებელ დოკუმენტს ან სხვა მტკიცებულებას. ქონების უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნობის შემთხვევაში, იგი ჩამოერთმევა ზემოჩამოთვლილ პირებს და მესამე პირთა ინტერესების (ამ შემთხვევაში ტრეფიკინგის მსხვერპლთა) დაკმაყოფილების შემდეგ გადაეცემა სახელმწიფოს14. ეს ცვლილება მნიშნელოვანი წინაპირობაა ტრეფიკინგის დანაშაულის პრევენციისათვის და ამავე დროს შეიძლება იქცეს სახელმწიფოსათვის ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლთა დახმარების, რეინტეგრაციისა და რეაბილიტიაციის პროგრამების და ფინანსების წყაროდაც კი.
რეაბილიტაცია და რეინტეგრაცია
მსხვერპლის დაცვის და დახმარების ბოლო ეტაპი არის მისი რეაბილიტაცია და საზოგადოებაში რეინტეგრაცია, რათა იგი კვლავ არ გახდეს ტრეფიკინგის მსხვერპლი და ჰქონდეს ღირსეული ცხოვრებისთვის შესაფერისი პირობები.
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმა ხორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს მიერ მომზადებულ იქნა ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის სტრატეგია (შემდგომში „სტრატეგია“), რომელიც დამტკიცებულ იქნა 2007 წლის 19 ივლისს. ამ სტრატეგიის მი ხედვით მსხვერპლთა რეაბილიტაციასა და რეინტეგრაციაში მონაწილეობენ როგორც სახელმწიფო სტრუქტურები, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები. სტრატეგიის თანახმად, „რეაბილიტაცია“ ნიშნავს: ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი/დაზარალებული პირისათვის თავშესაფარში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურების, უფასო სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარების შედეგად მისი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის აღდგენას.
„რეინტეგრაცია“ ნიშნავს: ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი/დაზარალებული პირისათვის გაწეული დახმარების შედეგად მის ოჯახში და/ან ჩვეულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ღირსეულ დაბრუნებას და სოციალური ფუნქციონირების ამაღლებას (უნარ-ჩვევების მიცემას, რაც მას ხელს შეუწყობს სამსახურის მოძიებაში, ა.შ.).
რეაბილიტაციის პროცესი იწყება მსხვერპლი/და ზარალებული პირისათვის შესაბამისი სტატუსის მინიჭების მომენტიდან. სოციალური მუშაკისა და მსხვერპლი/დაზარალებული პირის მიერ დგება საზოგადოებაში რეინტეგრაციის პირველადი გეგმა, რომელსაც სოციალური მუშაკი დასამტკიცებლად წარუდგენს ფონდს. არსებული რესურსების გათვალისწინებით, ფონდთან შეთანხმებით, დგება რეაბილიტაციის საბოლოო გეგმა15. მსხვერპლთა/დაზარალებულთა რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის პროცესს საქართველოს ხელისუფლების სახელით წარმართავს ფონდი. მსხვერპლის საზოგადოებაში რეინტეგრაცია ხორციელდება თორმეტი თვის განმავლო ბაში. რეაბილიტაციის და რეინტეგრაციის პროცესში მსხვერპლს მიეწოდება ყველა იმ სერვისის ჩამონათვალი, რომელსაც ადგილობ რი ვი არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანოები განახორციელებენ, იქნება ეს დროებითი დასაქმება თუ გარკვეული უნარ-ჩვე ვების შესწავლა, ტრეინინგები და ა.შ. ფონდი შეიმუშავებს და შესაძლებლობის ფარგლებში აფინანსებს ისეთ მომსახურებას, რომლებიც ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ უზრუნველყოფილ მომსახურებასთან ერთად ქმნიან რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციისათვის საჭირო მომსახურე ბის სრულ პა კეტს. ფონდის მიერ დასაფინანსებელი მომსახურება განისაზღვრება რეინტეგრაციის ინდივიდუალური გეგმით გათვალისწინებული საჭიროების შესაბამისად, ერთ მსხვერპლზე/დაზარალებულზე არაუმეტეს 2000 ლარის ოდენობით16.
________________
1. ორგანიზებული ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის ოქმი (ადამიანების, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების ტრეფიკინგის თავიდან აცილების, აღკვეთისა და დასჯის შესახებ), 2003; იხ. ბმული: http://www.parliament.ge/files/648-11140-378564-2-geo.pdf.
2. Wenner holm/Canadian Woman Studies/Les Cahiers de la Femme, 2003 Spring-Summer;?22(3-4):176-180.
3. Trafficking and HIV/AIDS, Jane Gronow and Deborah McWhinney/Challenging trafficking in?persons: the oretical debate & practical approaches/Sector Project against Trafficking in Women?(eds.). Baden-Baden: Nomos; Eschborn: gtz, Deutsche Gesel lschaft für technische?Zusamme narbeit, 2005. 184 p.
4. წინამდებარე თავი ეყრდნობა ეუთოს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტის ოფისის მიერ დაფინანსებულ კვლევას „მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის საქართველოში“. კვლევა განახორციელა ქ-ნ მერი ჯაფარიძემ (არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციის 42 მუხლი) 2006-2008 წლებ ში.
5. აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მსოფლიოში ტრეფიკინგის შესახებ, 2003 (იხილეთ ბმული: http://www.sta te.gov/g/tip/rls/tiprpt/2003/21275.htm).
6. სსკ, კერძო ნაწილი, თავი XXIII, მუხ ლი 1431.
7. ჩარჩო კანონი, მუხლი 1 და 11
8. ჩარჩო კანონი, მუხლები 14, 15, 16, 17, 18, 19, 20 da 21
9. მოწმის ან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა.
10. ჩარჩო კანონი, მუხლები 11.2 და 18.1
11.ჩარჩო კანონი, მუხლი 21.
12. ჩარჩო კანონი, მუხლი 16.
13. ჩარჩო კანონი, მუხლი 16.2.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 3565.
15. სტრატეგია, მუხლი 3.
16. სტრატეგია, მუხლები 3, 4 და 5.
![]() |
3 ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენციის ზომები |
▲ზევით დაბრუნება |
ნინო გოგოლაძე
დღევანდელ მსოფლიოში უამრავი ქალი, ბავშვი და მამაკაცი ხდება ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლი. ისინი ხდებიან იძულებითი შრომის, სექსუალური ექსპლუატაციის ან ორგანოებით ვაჭრობის მსხვერპლნი. ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ საბრძოლველად საჭიროა სახელმწიფოების ერთობ ლივი ძალისხმევა და კოორდინირებული მოქმედება. როგორც წინა თავში აღინიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია ის საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომლებიც მიღებულ იქნა გაეროსა და ევროპის საბჭოს მიერ.
ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლისათვის აუცილებელია არა მხოლოდ დამნაშავეთა დასჯა, არამედ საზოგადოების ინფორმირება და დანაშაულის პრევენცია. თუკი გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ზოგჯერ ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლი არ არის ინფორმირებული თუ რა დანაშაულის მსხვერპლი გახდა, მაშინ, აშკარა გახდება თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება ადამიანით ვაჭრობის შესახებ. განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ამ პროცესში რისკჯგუფების სწორ იდენტიფიკაციას, რათა ზუსტად მოხდეს მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება.
ადამიანებით ვაჭრობის კონტექსტში პრევენცია ნიშნავს ისეთი ღონისძიებების გატარებას, რომელთა მიზანია ხელი შეუშალონ ადამიანებს ტრეფიკინგის მხვერპლად გახდომაში. ასეთი ღონისძიებები არ გულისხმობენ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ფართო მასშტაბიან ღონისძიებებს, როგორიცაა სისხლის სამართლებრივი დევნა ან მსხვერპლისათვის დახმარების გაწევა. პრევენცია უმნიშვნელოვანესია გრძელვადიან პერსპექტივაში ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამავე დროს, პრევენცია გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკურად ყველაზე ეფექტურია, როგორც აჩვენა აზიაში ჩატარებულმა კვლევამ (Gupta et al., 2004). ადამიანებით ვაჭრობის პრევენციის მნიშვნელობა უფრო იზრდება თუ გავითვალისწინებთ, რომ წარმატებულმა პრევენციამ, შეიძლება ბევრ ქალს, ბავშვსა და მამაკაცს თავიდან აარიდოს ტრეფიკინგის მსხვერპლობის უბედურება.1
ადამიანით ვაჭრობის დანაშაულის პრევენცია მიზნად ისახავს დანაშაულის რაოდენობის შემცირებას საზოგადოების ინფორმირების და იმ სოციალური წინა პირობების გაუმჯობესებით, რომლებიც შეიძლება იწვევდეს ადამიანებით ვაჭრობის დანაშაულის რაოდენობის ზრდას. პრევენციის ერთ-ერთი ეფექტური საშუალება მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება პრობლემასთან დაკავშირებით. იმის გამო, რომ ხშირად ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლი ექსპლუატაციაში საკუთარი ქვეყნის საზღვრებს გარეთ ხვდება, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ასევე მოსახლეობისათვის სავარაუდო დანიშნულების სახელმწიფოების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.
მიზანი
წინამდებარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ადამიანებით ვაჭრობის პრევენციისათვის გამიზნული ერთდღიანი კურსისთვის. სამიზნე ჯგუფის სპეციფიკიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია განისაზღვროს მისთვის საჭირო ინფორმაცია, რათა მოხდეს მოცემულ თავში წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისი ადაპტაცია.
კურსის მიზანია მონაწილეებს აუხსნას:
1. რას ნიშნავს ადამიანებით ვაჭრობა
2. როგორ შეიძლება ადამიანით ვაჭრობის დანაშაულის პრევენცია
3. როგორ შეიძლება მასმედიის გამოყენება დანაშაულის პრევენციისათვის
4. როგორ შეიძლება ინტერნეტ-რესურსების გამოყენება
5. რა პრობლემებ თან არის დანაშაულის პრევენცია დაკავშირებული
6. საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება
7. შექმნან ადამიანებით ვაჭრობის პრევენციისათვის გამიზნული პროექტი.
ნაწილი I
რას ნიშნავს ადამიანებით ვაჭრობა
გაეროს მიერ 2000 წ. მიღებული კონვენცია „ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“ და ოქმი „ადამიანების, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების, ტრეფიკინგის თავიდან აცილების, აღკვეთისა და დასჯის შესახებ“ ადამიანებით ვაჭრობას (ტრე ფი კინგს) შემდეგნაირად განსაზღვრავს:
„ტრეფიკინგი“ ნიშნავს ადამიანთა გადაბირებას, ტრანსპორტირებას, გადაყვანას, შეფარებას ან მიღებას მუქარის, ძალის გამოყენების ან იძულების სხვა საშუალებებით, მოტაცებით, თაღლითობით, მოტყუებით, ძალაუფლების ან პირის უმწეობის ბოროტად გამოყენებით ან იმ პირის თანხმობის მისაღწევად თანხის ან სხვა სარგებლის მიცემით ან მიღებით, ვისი დამოკიდებულების ქვეშაც იმყოფება მეორე პირი ამ ადამიანთა ექსპლუატაციის მიზნით.
მოცემული განმარტება კომპლექსურია და ასახავს ადამიანებით ვაჭრობის ყველა შესაძლო ასპექტს.
ექსპლუატაცია ნიშნავს:
ექსპლუატაცია, როგორც მინიმუმ, გულისხმობს სხვათა პროსტიტუციის ექსპლუატაციას ან სქესობრივი ექსპლუატაციის სხვა ფორმას, იძულებით შრომას ან მომსახურებას, მონობას ან მონობის მსგავს მდგომარეობას, მონურ შრომას ან ორგანოთა გადანერგვას.
იმისათვის, რომ მოვახდინოთ ადამიანის იდენტიფიცირება, როგორც ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლისა, ჯერ უნდა განვიხილოთ განმარტება მისი შემადგენელი ნაწი ლების მიხედვით.
დანაშაულის დეფინციიდან გამომდინარეობს მისი შემადგენელი სამი ნაწილი:
ქმედება/დისპოზიცია: „ტრეფიკინგი“ ნიშნავს ადამიანთა გადაბირებას, ტრანსპორტირე ბას, გადაყვანას, შეფარებას ან მიღებას.
დანაშაულის ჩადენის ხერხი: მუქარის, ძალის გამოყენების ან იძულების სხვა საშუალებებით, მოტაცებით, თაღლითობით, მოტყუებით, ძალაუფლების ან პირის უმწეობის ბოროტად გამოყენებით ან იმ პირის თანხმობის მისაღწევად თანხის ან სხვა სარგებლის მიცემით ან მიღებით, ვისი დამოკიდებულების ქვეშაც იმყოფება მეორე პირი.
დანაშაულის ჩადენის მიზანი: ამ ადამიანთა ექსპლუატაციის მიზნით.
შენიშვნა ტრენერებისათვის: დეფინიციის განმარტებისას აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება იმ ფაქტს, რომ დანაშაულის ტრეფიკინგად კვალიფიკაციისათვის აუცილებ ლად უნდა ფიგურირებდეს შემადგენლობის 2 კომპონენტი მაინც, რომელთა შორის ერთ-ერთი აუცილებლად უნდა იყოს დანაშაულის მიზანი (ექსპლუატაცია). ამავე დროს უნდა გაითვალისწინოთ, რომ არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის შემთხვევაში არ არის აუცილებელი დანაშაულის ჩადენის ხერხის არსებობა, მთავარი პირობა დანაშაულის მიზანის არსებობაა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანებით ვაჭრობასთან დაკავშირებულია მთელი რიგი სტერეოტიპებისა. პირველ რიგში ყველათვლის, რომ ეს არის დანაშაული, რომელიც მხოლოდ სხვას ემართება და თვითონ მისგან დაცულია. ამავე დროს, ძალიან ხშირად ხდება ტრეფიკინგისა და პროსტიტუციის გაიგივება და მიჩნეულია, რომ ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლი შეიძლება მხოლოდ ქალი გახდეს. იმის დასადასტურებლად, რომ ეს ასე არ არის, ქვევით მოყვანილია რამდენიმე ისტორია (ისტორიები გამოგონილია).
ტრენინგის დროს მონაწილეებს უნდა დაურიგ დეთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431, 1432, და 1433 მუხლების ასლები, რომლებშიც მოცემულია დანაშაულის განმარტება და გათვალისწინებული სასჯელი.
სავარჯიშო
სავარჯიშოს მიზანი: ტრენინიგის I ნაწილის შემდეგ გაირკვეს, რამდენად გაიგეს მონაწილეებმა ადამიანით ვაჭრობის დანაშაულის არსი.
დაყავით მონაწილეები 3 ჯგუფად და დაურიგეთ შემდეგი ისტორიები:
ისტორია 1.
ლუსია და მარია ზაფხულში მოლდავეთიდან ესპანეთში წავიდნენ სამთვიან საზაფხულო სკოლაში ენის შესასწავლად. ორი თვის შემდეგ მარიამ აღმოაჩინა, რომ მშობლების მიერ გამოტანებული ჯიბის ფული გაუთავდა. იმავე დროს, გოგონებმა ღამის კლუბში გაიცნეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც მარიას შესთავაზა მამაკაცების ჟურნალში შიშველი სურათების გადაღება და დაჰპირდა, რომ ჟურნალისათვის შერჩეულ თითოეულ სურათში 300 ევროს გადაუხდიდა. მარიას უჭირდა გადაწყვეტილების მიღება, ეშინოდა, ვაი თუ თავის ქალაქში ენახათ ეს სურათები. საბოლოოდ მარია დასთანხმდა შემოთავაზებას და რამდენიმე ფოტოც გადაიღო. ფოტოსესიის შემდეგ მარიამ ნაცვლად შეპირებული 300 ევროსი, თითოეულ სურათში მხოლოდ 200 ევრო მიიღო.
ისტორია 2.
ლუკა 10 წლის ბიჭი იყო, როდესაც მშობლები დაეღუპა. ამის შემდეგ ლუკა პურის საშოვნელად იძულებული იყო ქუჩაში ემათხოვრა. ერთხელ ლუკა ახალგაზრდა ქალმა შენიშნა და უთხრა, რომ თავისთან წაიყვანდა საცხოვრებლად და მოუვლიდა. ლუკა დასთანხმდა. რამდენიმე დღეში კი აღმოაჩინა, რომ მას მძიმე სამუშაო უნდა შეესრულებინა, რის სანაცვლოდაც დღეში ერთხელ აჭმევდნენ. ქალი, რომელმაც ის ქუჩაში შენიშნა უცებ გაქრა და ლუკას ის აღარ უნახავს. ბიჭს სახლის დატოვება არ შეეძლო და გაქცევის მცდელობის გამო სასტიკად სცემეს კიდეც. სამუშაოზე მასზე მოზრდილი ბიჭები ზედამხედველობდნენ და მთელ ნაშოვნ ფულს ართმევდნენ.
ისტორია 3.
კერძო დასაქმების სააგენტოს თანამშრომლებმა გიორგის თურქეთში არსებულ ერთ-ერთ ტანსაცმლის ქარხანაში შესთავაზეს მუშაობა. გზაზე მას აცნობეს, რომ სტამბულის ნაცვლად ის იზმირში მიჰყავდათ, რადგან სტამბულში უკვე სამუშაო ადგილი აღარ იყო. იზმირში ჩასვლისთანავე პასპორტი ჩამოართვეს და სარდაფში ჩაკეტეს, სადაც იატაკზე ეძინა. დღის განმავლობაში ტანსაცმლის ქარხნის ნაცვლად მშენებლობაზე ამუშავებდნენ და თავის გამომუშავებულ თანხას არ აძლევდნენ, თითქოსდა იმ მომსახურების ხარჯების დასაფარად, რომელიც მისი თურქეთში ჩამოსაყვანად გასწიეს.
მიეცით 5 წუთი და შემდეგი დავალება:
გააცანით 5 წუთის შემდეგ თქვენი ისტორია სხვა მონაწილეებს;
არის თუ არა თქვენთვის მოცემული ისტორია ადამიანით ვაჭრობის მაგალითი;
რატომ ფიქრობთ ასე.
ისტორიების პრეზენტაციისა და განხილვისათვის თითოეულ ჯგუფს მიეციეთ 5 წუთი.
მოცემული 3 ისტორიიდან მხოლოდ პირველი არ არის ტრეფიკინგის შემთხვევა. რაც შეეხება მეორე ისტორიას, აქ აშკარად ჩანს დანაშაულის ჩადენის მიზანი - არასრულ წლოვანის ექსპლუატაცია, რის გამოც შეიძლება ეს საქმე ტრეფიკინგად ჩაითვალოს.
ტრენინგის ამ ნაწილზე ნუ დახარჯავთ 50 წუთზე მეტს.
ნაწილი II
ცნობიერების ამაღლება, როგორ შეიძლება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის პრევენცია
მას შემდეგ, რაც გავარკვიეთ რა არის ადამიანით ვაჭრობა, საჭიროა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამ დანაშაულს ვებრძოლოთ. უპირველეს ყოვლისა, უნდა გავარკვიოთ რა რესურსები გვაქვს ჩვენ ამ დანაშაულთან საბრძოლველად. ამისათვის ჯერჯერობით საჭიროა გავარკვიოთ, თუ რა რესურსები გააჩნიათ ტრენინგის მონაწილეებს, არიან ისინი სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმო მადგენლები; შეგვიძლია თუ არა ლობირება კანონმდებლობის შესაცვლელად; შეგვიძლია თუ არა დამნაშავეების დასჯა. უნდა ვიცოდეთ, ასევე, რა ფინანსური და ადამიანური რესურსები გაგვაჩნია ჩვენს მიერ არჩეული სტრატეგიის გასახორციელებლად.
ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ საბრძოლველად აუცილებელია მისი პრევენცია. იმის გათვალისწინებით, რომ ეს უაღრესად რთული დანაშაულია და ხშირ შემთხვევაში მოითხოვს რამდენიმე სახელმწიფოს სამართალ დამცავთა თანამშრომლობას მის გამოსა ძიებლად და დამნაშავეთა დასასჯელად, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება პრევენციას.
მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, როგორც პრევენციის საშუალება, დაფუძნებულია პრინციპზე, რომლის მიხედვითაც ადამიანისათვის ინფორმაციის მიწოდება მას საშუალებას აძლევს წინასწარ შეიცნოს, გაითვალისწინოს და თავიდან აიცილოს ტრეფიკერების მხრიდან მისი გადაბირების, იძულების ან მოტყუების მცდელობა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მოსახლეობის ცნობიერების ზოგადი ამაღლებაწარ მო ად გენს იმ წინა პირობას, რომლის გარეშეც შეუძლებელია ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლის იდენტიფიცირება, დახმარების გაწევა და ასევე, სახელმწიფოში პოლიტიკური ნების გამოვლენა ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ საბრძოლველად. როგორც წესი, ცნობიერების ამაღლება სხვადასხვა მიზანს ემსახურება, მაგრამ თუკი მას ვიყენებთ პრევენციის მიზნით, მაშინ, როგორც წესი, ასეთი ღონისძიებები მიზნად ისახავენ მოსახლეობისათვის ადამიანით ვაჭრობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, ისე, რომ ამინფორმაციის საფუძველზე მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება.2
დანაშაულის პრევენციისათვის აუცილებელია მოსახლეობის ინფორმირება დანაშაულის შესახებ, საჭიროა სავარაუდო რისკ-ჯგუფებმა იცოდნენ ადამიანით ვაჭრობისა და მასთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ. უნდა გვახსოვდეს, რომ ტრეფიკიორების მსხვერპლად ხშირად იქცევა ადამიანი, რომელიც საკუთარი სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად მრავალ მსხვერპლზე წამსვლელია.
უპირველეს ყოვლისა მოსახლეობამ მინიმუმ უნდა იცოდეს:
რა არის ადამიანებით ვაჭრობა
რა მექანიზმები არსებობს ადამიანით ვაჭრობასთან საბრძოლველად
არსებობს თუ არა კანონი ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ
ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლი არ არის დამნაშავე
ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლი ნებისმიერი შეიძლება გახდეს
რა დახმარების გაწევა შეუძლია სახელმწიფოს ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლთათვის
ამ მიზნის მისაღწევად შეიძლება ცნობიერების ამაღლების კამპანიის წარმართვა. ცნობიერების ამაღლება გულისხმობს სამიზნე ჯგუფისათვის კონკრეტული თემის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. ცნობიერების ასამაღლებლად შეიძლება რამდენიმე მეთოდის გამოყენება (ქვემოთ მოცემული სია ამომწურავი არ არის):
შეხვედრების/სემინარების ორგანიზება
მასმედიით ინფორმაციის გავრცელება
საინფორმაციო მასალის დარიგება მოსახლეობისათვის
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საინფორმაციო მასალების განთავსება
სხვადასხვა PR კამპანიების მოწყობა, მაგ: გამოფენები, კონკურსები, პუბლიკაციების პრეზენტაცია და ა.შ.
ყოველივე ზემოთ ხსენებული მიზნად უნდა ისახავდეს მოსახლეობისათვის კონკრეტული ინფორმაციის მიწოდებას. სწორად დაგეგმილი ცნობიერების ამაღლების კამპანია შედეგად მოიტანს დანაშაულის პრევენციას. მთავარი მიზანი საინფორმაციო კამპანიების ჩატარებისა არის ის, რომ ინფორმირებულ მოსახლეობას ადამიანებით ვაჭრობის საფრთხე უფრო ნაკლებად დაემუქრება.
ცნობიერების ამაღლების კამპანიების დაგეგმვისას ორგანიზაციამ უნდა გაითვალისწინოს:
ვინ არის მისი სამიზნე ჯგუფი.
რაინფორმაცია სურს მიაწოდოს სამიზნე ჯგუფს.
უნდა არსებობდეს ლოგიკური კავშირი სამიზნე ჯგუფსა და მისთვის მიწოდებულ ინფორმაციას შორის.
რა დახმარების/მომსახურების გაწევა შეუძლია.
რა მიზნის მიღწევა სურს.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პრევენციის მიზნით არა მხოლოდ ცნობიერების ამაღლების კამპანია შეიძლება განხორციელდეს. ძალიან ხშირად, ტრეფიკინგის გამომწვევ მიზეზად სახელდება უმუშევრობა, დაბალი ანაზღაურება და ცუდი სოციალური პირობები. თუმცა, კვლევები ადასტურებს, რომ კავშირი ადამიანებით ვაჭრობასა და მსხვერპლის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას შორის საკმაოდ სუსტია. მსხვერპლთა პროფილის კვლევამ დაადგინა, რომ ხშირ შემთხვევაში მსხვერპლი მუშაობდა სანამ ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდებოდა. მეორე მხრივ, აღნიშნული მიზეზის გასანეიტრალებლად გამოიყენება და საქმებისა და შემოსავლის გენერირების პროგრამები, როგორც პრევენციის ერთ-ერთი მეთოდი. ასეთი მიდგომა მიზნად ისახავს პოტენციური მსხვერპლებისათვის სხვადასხვა სახის ტრენინგების ჩატარებას ან ტექნიკური განათლების მიცემას მათთვის საინტერესო სფეროში, რათა მათ შეძლონ ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევა და ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.3
ადამიანებით ვაჭრობის პრევენციის მიზნით შეიძლება ყურადღების ცენტრში მოექცეს საზოგადოების ის კატეგორია, რომლებსაც მსხვერპლობისაკენ შეიძლება უბიძგოს არა ხელსაყრელმა სოციალურ-ფსიქოლოგიურმა პირობებმა. ასეთ შემთხვევაში ყურადღღება ეთმობა არასრუწლოვნებს, რომლებიც შეიძლება განიცდიდნენ თავიანთ წრეში ოჯახურ პრობლემებს, ძალადო ბას, შეურაცხყოფას, სტიგმას. მსგავს შემთხვევებში პრევენციის მიზნით სამიზნე ჯგუფებისათვის იგეგმება ისეთი ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავენ მათი პრობლემების დაძლევას, სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებას ადამიანებით ვაჭრობის რისკის შესამცირებლად.4
ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლლზე მოთხოვნის შემცირება შეიძლება ასევე წარმოადგენდეს ადამიანებით ვაჭრობის პრევენციის ერთ-ერთ საშუალებას. ასეთ შემთხვევაში აქცენტი კეთდება კომერციული სექსის, სამშენებლო ბიზნესში, სოფლის მეურნეობის სფეროებში მუშა-ხელზე მოთხოვნის შემცირებაზე. განხორციელებული ღონისძიებები ფოკუსირებულნი არიან მომხმარებლებზე, დამსაქმებლებზე, კლიენტებზე, საბოლოო პროდუქტის მომხმარებლებზე და მიზნად ისახავენ მათი ქცევისა და მოთხოვნის შეცვლას. აღსანიშნავია, რომ მოთხოვნის შემცირება არის პრევენციის პოლიტიკის ერთ-ერთი აუცილებელი შემადგენელი ნაწილი.5
დაცვა, როგორც პრევენცია: როგორც წესი, ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლთა მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი (რეტრეფიკინგი). ამ მხრივ მნიშვნელოვანია იმ საკითხების კვლევა, თუ რა განაპირობებს ადამიანის რეტრეფიკინგს, ნუთუ ის გამოცდილება, რომელიც მან ერთხელ უკვე მიიღო მსხვერპლობისას არ არის საკმარისი, რომ ის, იმავე პრობლემაში ხელმეორედ არ გაეხ ვეს?! თუმცა, როცა ტრეფიკინგის მსხვერპლი თავის საზოგადოებას უბრუნდება, მას უცვლელი ხვდება ყველა ის პირობა, რამაც განაპირობა მისი მსხვერპლობა; ამავე დროს, ის და მატებით განიცდის სტერეოტიპებისა და სტიგმის უარყოფით ზეგავლენას. მსხვერპლი ზეწოლას ზოგჯერ საკუთარ ოჯახშიც კი აწყდება. ამიტომ, მსხვერპლი სათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა და ეფექტური რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის პროგრამების შექმნა უზრუნველყოფს მისი რე-ტრეფიკირების რისკის შემცირებას.6
სისხლის სამართლებრივი დევნა, როგორც პრევენცია: კრიმინალური დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლა, დანაშაულის პრევენციის ტექნოლოგია, ქონების კონფისკაცია წარმოადგენს პრევენციის მიზნით სისხლის სამართლებრივ დევნას. რიგ სახელმწიფოებში იზრდება სასამართლოს მიერ ტრეფიკერთა წინაღმდეგ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულებათა რიცხვი, მაგრამ იმის მტკიცება, რომ აღნიშნული ქმედებები, ჯერ-ჯერობით, ატარებენ იმ მასშტაბებს, რომლებიც პრევენციის ეფექტს შექმნიდა, რთულია.7
შენიშვნა ტრენერებისათვის: იმისათვის, რათა დავრწმუნდ ეთ, რომ ტრენინგის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ ეფექტური ცნობიერების ამაღლების კამპანიის განხორციელებას, ჩაუტარეთ სავარჯიშო.
სავარჯიშო: 15 წუთის განმავლობაში მოახდინეთ თქვენი ორგანიზაციის რესურსების იდენტიფიკაცია (ფინანსური, ადამიანური, მატერიალური) და ორგანიზაციის პროფილიდან გამომდინარე მოიფიქრეთ ადამიანით ვაჭრობასთან დაკავშირებულ რომელ საკითხზე გსურთ მოსახლეობის ინფორმირება. განსაზღვრეთ სამიზნე ჯგუფი. გან საზღვრეთ საკითხი და ის შედეგი, რომლის მიღწევაც გსურთ ერთი წლის ვადაში (შედეგი შეიძლება იყოს კონკრეტულ სოფელში ინფორმირებული მოსახლეობის რაოდენობის გაორმაგება; ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლისადმი პოზიტიურად შეცვლილი დამოკიდებულება და ა.შ.). დავალების პრეზენტაციისათვის თითოეულ ჯგუფს 5 წუთი დაუთმეთ.
შენიშვნა ტრენერებისათვის: დავალების მიზანია ტრენინგის ბოლოს თითოეულ ჯგუფში იყოს ცნობიერების ამაღლების კამპანიის კონკრეტული პროექტი.
ნაწილი III
მასმედიის გამოყენება და ნაშაულის პრევენციისათვის
საინფორმაციო კამპანიების წარმართვისათვის და მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად კარგი საშუალებაა მასმედია. მასმედიით შეიძლება ინფორმაცია მიაწვდონო მოსახლეობის ისეთ მასებს, რომელთანაც მიღწევა შეხვედრების საშუალებით შეუძლებელია. მასმედიის საშუალებითინფორმაცი ის გავრცელება იმიტომ არის ხელსაყრელი, რომ ერთდროუ ლად დიდი რაოდენობით ადამიანი იგებს ინფორმაციას. სწორად დაგეგმილი კამპანია მასმედიის საშუალებით მოსახლეობაში შექმნის საკითხისადმი სასურველ დამოკიდებულებას და არა მარტო გაზრდის მის ინფორმირებულებას, არამედ, ხელს შეუწყობს დანაშაულის პრევენციას.
მედიის საშუალებით ინფორმაციას იღებს არა მხოლოდ ადამიანით ვაჭრობის პოტენციური მსხვერპლი და ფართო საზოგადოება, არამედ, თვით ტრეფიკერიც. აღსანიშნავია, რომ ტრეფიკერები არიან საზოგადოების ის კატეგორია, რომელთან ურთიერთობა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთათვის არის ხელმისაწვდომი. ამავე დროს გასათვალისწინებელია ისიც, რომ დანაშაულის პრევენციისთვის არა მხოლოდ პოტენციური მსხვერპლის ინფორმირებაა საჭირო, არამედ ტრეფიკერებისაც. მათ უნდა იცოდნენ, თუ როგორ ებრძვის სახელმწიფო ამ დანაშაულს და რა სასჯელია გათვალისწინებული ამ დანაშაულის ჩადენისათვის. თუკი გავითვალის წინებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობა ძალიან მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს ადამიანით ვაჭრობის დანაშაულის ჩადენისათვის, ამ ინფორმაციის ტრეფიკერებამდე მიტანა გარკვეულწილად შეასუსტებს მათ აქტიურობას.
იმის გამო, რომ ყველა ორგანიზაციას, რომელიც ცნობიერების ამაღლების კამპანიას აწარმოებს შეზღუდული რესურსები აქვს, მოქმედებათა უმეტესობა საზოგადოების ერთ რომელიმე სეგმენტზეა ორიენტირებული. მასმედიის გამოყენება ამ მიზნით აფართოებს სამიზნე ჯგუფს. მაგ: რადიო ში ადამიანით ვაჭრობის შესახებ გადაცემებისა და განცხადებების გაკეთება საშუალებას იძლევა ინფორმაცია მივაწოდოთ იმ მძღოლებს, რომლებიც ამ კონკრეტულ რადიოსადგურს უსმენენ დღის განმავლობაში.
გასათვალისწინებელია ერთი გარემოება; მაშინ, როცა ტელევიზიათა უმეტესობა უფასოდ გასცემს საეთერო დროს სოციალური რეკლამის განსათავსებლად, ტელევიზია არ არის ვალდებული გამოყოს დრო ე.წ. პრაიმ თაიმის პერიოდში, ანუ მაშინ, როცა ტელევიზიას ყველაზე ბევრი მაყურებელი ჰყავს.
იმის გათვალისწინებით, რომ მასმედიას შეუძლია საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, მისი მონაწილეობა ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან მნიშვნელო ვანია.
სავარჯიშო: მას შემდეგ რაც ჯგუფებში გაარკვევთ რა ინფორმაციის მიწოდება სურს ჯგუფს მოსახლეობისათვის და რა შედეგის მიღწევას ისახავს მიზნად, იმავე ჯგუფებში მონაწილეებს სთხოვეთ განსაზღვრონ:
რა მეთოდს/ღონისძიებას გამოიყენებენ ამ ინფორმაციის გასავრცელებლად
მედიის საშუალებას ჩართავენ თუ არა ამ პროცესში; თუ ჩართავენ, რა ფორმით ამ დავალებისათვის და მისი პრეზენტაციისათვის ჯგუფებს სამუშაოდ შეგიძლიათ 35 წუთი და უთ მოთ.
ნაწილი IV
ინტერნეტ რესურსების გამოყენება
თანამერდოვე სამყარო წარმოუდგენელია ინტერნეტის გარეშე. ინტერნეტი გვთა ვა ზობსინფორმაცი ის მოძიებისა და გაცვლის განუსაზღვრელ შესაძლებლობას. ინტერნეტით მუდმივად შეგვიძლია განახლებული ინფორმაციის მოძიება, ისევე, როგორც საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, ახალი პარტნიორების შეძენა და ა.შ.
ინტერნეტი ასევე წარმატებით შეიძლება იქნას გამოყენებული მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად. სწორად დაგეგმილი სტრატეგიის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელი ინფორმაცია სამიზნე ჯგუფამდე საკმაოდ ეფექტურად მივიტანოთ. ამის მაგალითად გამოგვადგება საქართველოში ქრისტიანული ორგანიზაცია World Vision Georgia-ს მიერ გაკეთებული განცხადება დასაქმებისთვის განკუთვნილ ვებ-გვდერდზე www.jobs.ge აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ვებ-გვერდი არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშუალება საქართველოში ვაკანსიების გავრცელებისათვის. მსგავს ვებ-გვერდზე განცხადებისგან თავსებით, World Vision Georgia-მ უზრუნველყო ინფორმაციის მიწოდება ყველა სამსახურის მაძიებელი ადამიანისათვის, რომელიც აღნიშნულ ვებ-გვერდს მიმართავს.
თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ინტერნეტმომხმარებელთა რაოდენობა საქართველოში ჯერ კიდევ საკმაოდ შეზღუდულია.
მეორე მხრივ, ინტერნეტი საშუალებას იძლევა ერთმანეთს დაუკავშირდეს სხვადასხვა ადამიანი, გაცვალოს ინფორმაცია და მიიღოს მუდმივად განახლებული ინფორმაცია.
ნაწილი V
პრევენციის პრობლემები
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მიერ განხილული სტრატეგიები გამიზნულია ადამიანებით ვაჭრობის პრევენციისთვის, არსებობს პრობლემების მთელი რიგი, რომლებიც ხელს უშლის დაგეგმილი საქმიანობის წარმატებას.
შენიშვნა ტრენერებისათვის: ამ ეტაპზე, მონაწილეებს სთხოვეთ თავიანთ ჯგუფებში მოიფიქრონ ის შესაძლო პრობლემები, რომლებიც ხელს შეუშ ლის მათ მიერ დაგეგმილი სტრატეგიის წარმატებით განხორციელებას. ამავე დროს, სთხოვეთ თითოეული პრობლემის გადაჭრის მინიმუმ ორი გზა შეიმუშაონ.
მოცემულ აქტივობას და მის პრეზენტაციას 30 წუთი დაუთმეთ.
როგორც წესი, პრევენციის მიზნით ჩატარებული ღონისძიებების ეფექტურობის გაზომვა საკმაოდ რთულია. შესაბამისად, იმის გან საზღვრა, თუ რომელი ღონისძიება არის უფრო ეფექტური და რომელი არა, ძალიან რთულია. ამ შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ღონისძიებაში მონაწილეთა შეფასებას და მათ აზრს.
ამავე დროს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყოველთვის ვერ ხერხდება სამიზნე ჯგუფის სწორად შერჩევა და მისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება. როგორც წესი, განხორციელებული ღონისძიების ეფექტურობა დამოკიდებულია სამიზნე ჯგუფისათვის მისთვის შესაფერისი და საინტერესო ინფორმაციის მიწოდებაზე.
პრევენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ის გახლავთ, რომ ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა დიდი დრო და თანმიმდევრული ქმედებების განხორციელება. პრევენციის მიზნით საინფირმაციო კამპანიის განხორციელება ერთჯერ, ან ორჯერ არ არის საკმარისი. საჭიროა ხანგრძლივი და რეგულარული მუშაობა, რათა სამიზნე ჯგუფმა არა მხოლოდ მიიღოს და გაიაზროს ინფორმაცია, არამედ გაითავისოს ის და შესაბამისად შეცვალოს თავისი ქცევა.
ადამიანებით ვაჭრობის პრევენციისათვის გატარებული ღონისძიებები დანაშაულის კომპლექსურობიდან და სამიზნე ჯგუფების სიმრავლიდან გამომდინარე საჭიროებს დიდ რესურსებს, როგორც ფინანსურს, ასევე ადამიანურს.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებით ვაჭრობის პრევენციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები საკმაო პოპულარობით სარგებლობენ, რთულია ამ ღონისძიებებსა და დანაშაულის რაოდენობის კლებას შორის კავშირის დადგენა.
ნაწილი VI
ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენცია,
საერთაშორისო პრაქტიკა
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ხორციელდება ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ მიმართული პრევენციის პოლიტიკა. ამ პროცესში ადამიანები და ორგანიზაციები იღებენ გამოცდილებას, სწავლობენ რომელ მეთოდს აქვს წარმატება და რომელს - არა. ამ პროცესში იქმნება ის წარმატებული პოლიტიკა, რომელიც გამო იწ ვევს ადამიანებით ვაჭრობის შემცირებას. მიუხედავად იმისა, რომ რთული სამტკიცებელია კავშირი პრევენციასა და ადამიანებით ვაჭრობის შემცირებას შორის, პრევენცია არის გზა, რომელსაც შეუძლია თავიდან ააცილოს ტრეფიკინგის მსხვერპლობის სიმწარე უამრავ ადამიანს.
აქვე პრევენციის მიზნით განხორციელებულ რამდენიმე მაგალითსაც მოვიყვან.
კოსოვოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ჩაატარა ცნობიერების ამაღლების კამპანია მიმართული იმ კაცებისადმი, რომლებიც რეგულარულად იყენებდნენ კომერციული სექსის მუშაკების მომსახურებას. კამპანია მიზნად ისახავდა კოსოვოში მცხოვრები უცხოელებისათვის ტრეფიკინგის დაგმობის გრძნობის გამძაფრებას, ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალისაგან მომსახურების მიღების დაგმობას და იმის გაცნობიერებას, რომ ბარებისა და ბორდელების ხშირი სტუმრობა თავისი არსით ტრეფიკინგის ხელშეწყობა იყო. ამ კამპანიის შედეგად გაეროს მისიამ კოსოვოში (UNMIK) შექმნა ქცევის კოდექსი თავისი თანამშრომლებისთვის (AraujoFor lot, 2002)8. სხვა ანგარიშების მიხედვით შემცირდა ბორდელებში უცხოელი მამაკაცების ვიზიტები (SIDA, 2003), თუმცა, რთული სამტკიცებელია, ეს შემცირება კამპანიის შედეგი იყო, თუ გაეროს ძალების შემცირებისა.9
უკრაინის მთავრობამ შეიმუშავა პროგრამა, რომელიც დროებით უმუშევარ მოსახლეობაში ხელს უწყობს მეწარმეობის განვითარებას ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევით. პროგამაში მონაწილეებს უტარდებათ შესაბამისი ტრენინგები. ამავე დროს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია მონაწილეობს პროგრამაში და ხელს უწობს ტრეფიკინგის პრევენციას ყოფილი მსხვერპლებისა და სხვა უმუშევარი ქალების დასაქმებით. იმის გამო, რომ ბევრი არ ენდობა სახელმწიფოს მიერ გაწეულ დახმარებას, პროგრამა მუშაობს იმ მიმართულებითაც, რომ მოსახლეობას სახელმწიფო დასაქმების ცენტრებთან თანამშრომლობის ნდობა გაუჩნდეს. მონაწილეებს შეუძლიათ აირჩიონ ბიზნესის განვითარების ან სამსახურის მოძიების უნარ-ჩვევების ტრენინგები. თუ კი აირჩევენ სამსახურის მოძიების უნარ-ჩვევების ტრენინგებს, მაშინ ამ ტრენინგებს სახელმწიფო დასაქმების ცენტრები ატარებენ და შემდეგ დასაქმებაშიც ეხმარებიან. თუ კი აირჩევენ ბიზნეს ტრენინგებს, მაშინ მოხდება მათი ბიზნეს გეგმების განხილვა სანამ მცირე სესხი გაიცემა. ამავე დროს, ისინი ვინც შესაბამის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, მიიღებენ ასევე უმუშევრობის ერთჯერად ფულად დახმარებას, როგორც მიღებული სესხის დამატებას.10 თუმცა, ჯერჯერობით ამ პროგრამის გავლენა ადამიანებით ვაჭრობის შემცირებაზე არ არის დადგენილი და საჭიროებს კველვას. მეორე მხრივ, ეს მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლობის კარგი მაგალითია.
შეჯამება
ტრენინგის ბოლოს შეგვიძლია შევაჯამოთ შედეგები. პირველ რიგში დავიწყოთ ჯგუფებში შექმნილი ცნობიერების ამაღლების კამპანიათა გეგმების პრეზენტაციით. თითოეულ ჯგუფს მხოლოდ 5 წუთი დაუთმეთ პრეზენტაციისათვის.
ამის შემდეგ გაარკვიეთ, რამდენად უპასუხა ტრენინგმა მონაწილეთა მოლოდინებს და მათ რომელ შეკითხვებს გაეცაპასუხი. ბოლოს, შეგიძლიათ რამდენიმე წუთი ტრეინინგის შეფასებასაც დაუთმოთ.
______________________
1. Rosenberg, Ruth, `Best Practices for Programming to Prevent Trafficking in Human Beings in Europe and Eurasia', report made through support provided by the Office of Women in Development, Bureau for Economic Growth, Agriculture, and Trade (EGAT/WID), USAID, September 2004. http://www.vitalvoices.org/files/docs/Prevention%20assessment%20Report-formatted%20CAS1. pdf.
2. Best Practices in Trafficking Prevention in Europe and Eurasia'. The report was produced for review by the Social Transition Team, Office of Democracy, Governance, and Social Transition of the United States Agency for International Development (USAID/E&E/DGST) by Nexus Institute, January 2009; available at. http://www.usaid.gov/locations/europe-eurasia/dem-gov/docs/prevention-final-012909.pdf .
3. Best Practices in Trafficking Prevention in Europe and Eurasia'. The report was produced for review by the Social Transition Team, Office of Democracy, Governance, and Social Transition of the United States Agency for International Development (USAID/E&E/DGST) by Nexus Institute, January 2009; available at. http://www.usaid.gov/locations/europe-eurasia/dem-gov/docs/prevention-final-012909.pdf.
4. იქვე;
5. იქვე;
6. Best Practices in Trafficking Prevention in Europe and Eurasia'. The report was produced for review by the Social Transition Team, Office of Democracy, Governance, and Social Transition of the United States Agency for International Development (USAID/E&E/DGST) by Nexus Institute, January 2009; available at. http://www.usaid.gov/locations/europe-eurasia/dem-gov/docs/prevention-final-012909.pdf.
7. იქვე
8. Araujo-Forlot, A. `Prevention, Protection, and Assistance Schemes to Victims of Trafficking: Policy and Examples of IOM Prevention and Return and Reintegration Programs'. IOM: Vienna. Retrieved June 30, 2004, from http://www.belgium.iom.int/STOPConference/relevantdocs/011%20IOM%20Vienna%20A.%20 Araujo-Forlot.pdf.
9. Rosenberg, Ruth, „Best Practices for Programming to Prevent Trafficking in Human Beings in Europe and Eurasia“, report made through support provided by the Office of Women in Development, Bureau for Economic Growth, Agriculture, and Trade (EGAT/WID), USAID, September 2004 http://www.vitalvoices.org/files/docs/Prevention%20assessment%20Report-formatted%20CAS1. pdf
10. Rosenberg, Ruth, „Best Practices for Programming to Prevent Trafficking in Human Beings in Europe and Eurasia“, report made through support provided by the Office of Women in Development, Bureau for Economic Growth, Agriculture, and Trade (EGAT/WID), USAID, September 2004 http://www.vitalvoices.org/files/docs/Prevention%20assessment%20Report-formatted%20CAS1. pdf.
![]() |
4 მსხვერპლთა დახმარება |
▲ზევით დაბრუნება |
ალექსანდრა დელემენჩუკი
სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ იმ პირთა დაცვა, რომლებიც ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლად იქცნენ, მათი მომავალი ექსპლუატაციისა და ზიანის თავიდან აცილების მიზნით, ასევე უზრუნველყონ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის დასაცავად ადექვატურ მომსახურებაზე მათი ხელმისაწვდომობა. ასეთი დაცვა და დახმარების სურვილი არ უნდა იყოს დამოკიდებული ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლის სურვილზე, ითანამშრომლოს სამართალდამცავ ორგანოებთან1.
დაცვისა და დახმარების სახეები
თავიანთ მსხვერპლზე კონტროლის მოპოვების მიზნით ტრეფიკერები უზღუდავენ მათ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, მორალურ, სოციალურ და ეკონომიკური რესურსების ხელმისაწვდომობას. ამიტომ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვადა მათი დახმარება მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას, რომელიც გაითვალისწინებს მათ საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს მთლიანობაში.
დაცვის ძირითად სახეებს, რომელსაც, როგორც წესი, საჭიროებენ ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლები, მიეკუთვნება:
უსაფრთხოების უზრუნველყოფა: 1) განთავსება უსაფრხო ადგილას; 2) კვების პროდუქტების მიწოდება; 3) ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა.
ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის მომსახურებაზე: ფიზიკური სენი და დაავადება ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლებში ხშირად ქრონიკული ხასიათისაა, რამდენადაც, მომავალი ვაჭრობის მსხვერპლი ფაქტობრივად მოკლებულია სამედიცინო დახმარებას.
სამართლებრივი დახმარება: ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლებს ესაჭიროებათ ინფორმაცია და კონსულტაცია შემდეგ საკითხებზე:
სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღების ან მონაწილეობაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
შესაძლო კითხვები ბინადრობის სტატუსის შესახებ (ანუ აქვთ თუ არა მათ შესაძლებლობა დროებით ან მუდმივად იმყოფებოდნენ დანიშნულების ქვეყანაში კანო ნიერად და ა.შ.);
ზარალის/ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ ინფორმაციის მიღება.
სოციალური მომსახურება: ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლებს ხშირად ხელი არ მიუწვდებათ სოციალური მომსახურების სისტემებთან და ასევე ხშირად აწყდებიან სტიგმატიზაციას ადგილობრივი თემის წარმომადგენლებისა და ნათესავების მხრიდან, რასაც მივყავართ მათ კიდევ უფრო დიდ იზოლაციასთან. ამიტომ, ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა სამწუხარო მდგომარეობის გათვალისწინებას, სოციალურ მომსახურებასა და მხარდაჭერას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატებული რეინტეგრაციისათვის.
დასაქმების შესაძლებლობა, განათლების მიღება და პროფესიული მომზადება: უმეტეს შემთხვევაში ადამიანები ტრეფიკინგის მსხვერპლნი ხდებიან მათი ეკონომიკური შესაძლებლობის შეზღუდულობის გამო. მსხვერპლის/დაზარალებულის დაბრუნება თემში არ ამცირებს იმის რისკს, რომ ისინი კვლავ არ გახდებიან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლები, თუ კი მათ არ მიეცემათ შესაძლებლობა, მიიღონ დამატებითი ცოდნა და უნარ-ჩვევები, რაც გაზრდის მათ ეკონომიკურ შესაძლებლობას სამშობლოში. ამიტომ ერთიანი მიდგომა უნდა ითვალისწინებდეს ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა და საქმების, განათლების დონის ამაღლებისა და პროფესიონალური გადამზადების პროგრამების რეალიზაციას.
მნიშვნელოვანი რეკომენდაციები ითვალისწინებს:
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვის კომპლექსური სისტემის შექმნასა და მათ დახმარებას - მსხვერპლთა იდენტიფიკაციას, მათ თავშესაფარში განთავსებასა და სოციალური რეინტეგრაციისთვის მათ შემდგომ დახმარებას. ამ სისტემაში ჩართული უნდა იყოს: 1) სახელ წიფო ორგანოები; 2) სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები; 3) საერთაშორისო ორგანიზაციები. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დახმარების მიზნით სისტემატიურ ურთიერთქმედებათა ფორმების შემუშავება და ინფორმაციის გაცვლის მექანიზმების შექმნა სახელმწიფო სტრუქტურებსა (სამართალდამცავი ორგანოები, სამიგრაციო სამსახური, საზღვრის დაცვის სამსახური, სოციალური დაცვის ორგანოები, საგარეო საქმეთა სამინისტრო, განათლების და ჯანდაცვის ორგანოები და ა.შ.) და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომელიც ითვალისწინებს არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსირების სქემებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და არასაბიუჯეტო ფონდებიდან. მაგალითად, ხელშეკრულების საფუძველზე სოციალური შეკვეთების სისტემიდან, რომელიც ითვალისწინებს გამჭვირვალე მექანიზმებს პასუხისმგებლობისა და ფინანსირების ნაწილში.
არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა მათი პოტენციალის გაძლიერების მიზნით ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა სოციალური რეინტეგრაციის უზრუნველსაყოფად; არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობისა და მათ მიერ გაწეული დახმარების შესახებ მასმედიაში ინფორმაციის განთავსება.
მოწმეთა დაცვის პროგრამების გაფართოება
მაგალითად: იტალიაში განხორციელდა პროგრამა, რომელმაც საშუალება მისცა საზღვარგარეთის მოქალაქეებს ემუშავათ და ესწავლათ იტალიაში და მიეღოთ ქვეყანაში მუშაობის ოფიციალური ნებართვა2. პროგრამა ასევე ითვალისწინებს დაზარალებულისთვის ჯანდაცვის კომპლექსური მომსახურების გაწევას. პროგრამით გათვალისწინებულია შემდეგი პირობები: დაზარალებული უნდა გამოვიდეს მოწმის სახით ან მისცეს ჩვენება სავარაუდო ტრეფიკერთა წინააღმდეგ. დაზარალებული, რომელიც უარს იტყვის აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობაზე, მაინც უზრუნველყოფილი იქნება სამედიცინო დახმარებით, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ მას და აბრუნებენ სამშობლოში. რთულია ჩვენების მიღება იმ უცხოელი მოქალაქეებისგან, რომლებიც ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლნი გახდნენ, რადგანაც მათ ეშინიათ შურისძიების და ცდილობენ სამშობლოში დაბრუნებას. ადამიანით მოვაჭრეთა წინააღმდეგ ჩვენების მიცემისთვის სპეციალური სტიმულის შეტანა სამართალდამცავ ორგანოებს საშუალებას მისცემს გაიზარდოს ამ დამნაშავეთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიების ეფექტურობა.
საქართველოში არ არის არასრულწლოვან მოწმეთა დაცვის სპეციალური პროგრამები. მოწმეთა დაცვის რუსეთში მოქმედი წესის თანახმად, ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლი ბავშვი სასამართლოში უნდა შეხვდეს მის მიმართ განხორციელებული დანაშაულის ჩამდენს, ემოციური დახმარებისა და მხარდაჭერის გარეშე, არამეგობრულ ვითარებაში გასცეს რთულ და, შესაძლოა, ფსიქოლოგიურად ტრამვირებად კითხვებს პასუხი.
მაგალითად: ფილიპინებზე მოქმედებს არასრულწლოვან მოწმეთა დაკითხვისა და გამოკითხვის ჩატარების წესი, რომელიც ითვალისწინებს ბავშვთა დაცვის კომპლექსურ ზომებს: დაკითხვის ჩატარება შესაძლებელია შირმის, ნახევრად გამჭვირვალე მინის ან სხვა საშუალების გამოყენებით, რომელიც ბავშვს განაცალკევებს ადამიანით ვაჭრობაში ბრალდებულისგან. გარდა ამისა, გათვალისწინებულია არასრულწლოვანის მიერ ჩვენების მიცემა ტელეხიდის საშუალებით, ასევე ჩვენების ვიდეო ჩანაწერის გამოყენება, ხოლო სასამართლოში არასრულწლოვანი მოწმის გმოცხადებისას მას შესაძლოა თან ახლდეს მის მიერ შერჩეული პირი ემოციური მხარდაჭერისთვის.3
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სავარაუდო მსხვერპლთა დაცვისა და მხარდაჭერის კომპლექსური პროგრამა სამ კომპონენტს მოიცავს: ფინანსურ დახმარებას, ბინადრობას და სპეციალიზებული მომსახურების გაწევას.
ფინანსური დახმარება
ადამიანით ვაჭრობის სავარაუდო მსხვერპლთა ფინანსური დახმარება უნდა ხორციელდებოდეს სისტემატიურ და მტკიცე საფუძველზე, რათა სავარაუდო მსხვერპლებს მიეცეთ დრო საკუთარ მომავალზე გაცნობიერებული და ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღე ად. როგორც წესი, საშუალებები ადამიანით ვაჭრობის სავარაუდო მსხვერპლთათვის გამოიყოფა შემდეგი მოთხოვნით: ცხოვრება, კვება, სამედიცინო დახმარება (ზოგჯერ გადაუდებელი), ფსიქოლოგიური დახმარება, იურიდიული კონსულტაცია, ახალი ან აღდგენილი დაკარგული დოკუმენტების გაფორმება, ადგილობრივი სატრანსპორტო ხარჯები და სხვა ზომები სტაბილურობისთვის, სწავლების ჩათვლით. ყოველი მსხვერპლის განსხვავებული საჭიროებების მიზეზით შესაძლოა წარმოიშვას განსაკუთრებული ხასიათის გაუთვალის წინებელი ხარჯები. უკრაინაში ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლები იღებენ ფინანსებისგან (იხ. თავი 1.3.3).
ბინადრობა
უსაფრთხო სახლი წარმოადგენს მსხვერპლთა დაცვისა და მხარდაჭერის კომპლექსური სისტემის ერთ-ერთ ცენტრალურ მოთხოვნას. რამდენადაც ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლები ხდებიან ქალები, მამაკაცები და ბავშვები, ამ განსხვავრებელი სახლი. უსაფრთხო საცხოვრებელინილი პროცედურა, ყურადღება უნდა მიექცეს ყოველი ცალკეული მსხვერპლის განსაკუთრებულ მოთხოვნილებას. იტალიისა და გერმანიის გამოცდიებამ აჩვენა, რომ სხვადასხვაგვარი თავშესაფრების მოქნილი სისტემა უფრო დიდი ალბათობით აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, ვიდრე ერთი საერთო თავშესაფარი. უკრაინაში არსებობს ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა რამდენიმე სარეაბილიტაციო ცენტრი. (იხ. თავი 1.3.2).
სპეციალიზებული მომსახურება
აუცილებელია ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთათვის ისეთ სპეციალიზირებულ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა, როგორიცაა კრიზისულ სიტუაციებში დახმარება, ხანგრძლივი ფსიქოლოგიური კონსულტაციები, იურიდიული კონსულტაცია, პროფესიული სწავლება და დასაქმებისთვის მხარდაჭერა.
ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლებს სპეციალიზირებულ მომსახურებას უმეტეს შემთხვევაში არა სამთავრობო საკონსულტაციო ცენტრები სთავაზობენ.
საკონსულტაციო ცენტრები ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლებს სთავაზობენ სპეციალიზირებულ მომსახურებას შემდეგ სფეროებში:
1. ჯანდაცვა
2. კონსულტაციის გაწევის პროგრამა (ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციები)
3. იურიდიული დახმარება
4. განათლება და სხვა პროფესიონალური სწავლება
5. დასაქმებისთვის დახმარება
6. ხელისუფლებასთან დაკავშირებით მხარდაჭერა
აღსანიშნავია, რომ ადამიანით ვაჭრობის შედეგად დაზარალებულთა სოციალური რეაბილიტაცია უაღრესად მნიშვნელოვანია. იმაზე, თუ როგორ იღებს საზოგადოება დაზარალებულს დაბრუნების პირველივე დღეებში, ხშირად დამოკიდებულია მათი შემდგომი ბედი.
რეაბილიტაციაში იგულისხმება ის ქმედებები, რომელიც პირველ რიგში ხორციელდება დაზარალებულის დასახმარებლად. ანუ მონობიდან განთავისუფლებისთანავე მისი თავშერსაფარში განთავსება, სტრესის მოხსნა, სასწრაფო სამედიცინო დახმარება და დახმარების სხვა საშუალებები.
რეაბილიტაციის ამოცანებს წარმოადგენს: დაზარალებულის დამაკმაყოფილებელი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის აღდგენა, პიროვნების სტატუსი საზოგადოებაში მიკრო და მაკრო გარემოსთან.
რეაბილიტაციის ობიექტები ხდებიან: ადამიანით ვაჭრობის შედეგად დაზარალებულები, ასევე, მათი ნათესავები: ქმრები (განსაკუთრებით ქალების პროსტიტუციით დაკავების იძულების შემთხვევაში), ბავშვები, მშობლები. სოციალური რეაბილიტაციისათვის აუცილებელი დრო ინდივი დუა ლურია თითოეული დაზარალებულისთვის.
ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, დანაშაულის მსხვერპლთ, მათ შორის, ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთაც, აქვთ უფლება მიიღონ კომპენსაცია. მთავარ მომენტს წარმოადგენს დამნაშავისგან ამგვარი კომპენსაციის მიღება. ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლისთვის კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორები:
1. ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად მიყენებული პირადი ტანჯვა (არა მატერიალური ზარალი)
2. მიყენებული მატერიალური ზარალი
3. გადაუხდელი ანაზღაურება
მუშაობა ინფორმაციის წყაროებთან
ინფორმაციასთან მუშაობის დროს ადამიანით ვაჭრობის სფეროშიინფორმაციის წყარო შესაძლოა იყოს სხვადასხვა სტრუქტურები და პირები:
ინფორმაციის წყაროები
1. სახელმწიფო სტრუქტურები
2. საზოგადოებრივი ორგანიზაციები
3. საერთაშორისო ორგანიზაციები
4. ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლნი.
ინტერვიუ დაზარალებულთან
დაზარალებულთან ურთიერთობა - მუშაობის ერთ-ერთი ყველაზე რთული ასპექტია, რომელიც სერიოზულ მომზადებას მოითხოვს. ინტერვიუ ადამიანთან, რომელმაც გადაიტანა მორალური და ფიზიკური ძალადობა, მარტივი არ იქნება. უმეტეს შემთხვევაში ასეთი ურთიერთობა შესაძლოა დაკავშირებული იყოს და ზარალებულისთვის გარკვეულ რისკთან.
საეჭვოა ისეთი წესების შედგენის შესაძლებლობა, რომლის მიხედვითაც გამოირიცხება ყველა პრობლემა, თუმცაღა, მსგავსი დანაშაულის მსხვერპლთან ურთიერთობის პრინციპების ცოდნა, რა თქმა უნდა, შეგიმსუბუქებთ ამოცანას და დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ შეცდომები.4
1. არ ავნოთ
თითოეულ სიტუაციაში იმოქმედეთ ისე, თითქოს შესაძლოა ადამიანს მიაყენოთ წარმოუდეგენელი ზიანი, სანამ არ დარწმუნდებით საპირისპიროში. არ ჩაატაროთ ინტერვიუ, რომელიც გაართულებს მსხვერპლის მდგომარეობას ხანმოკლე ან ხანგრძლივი პერსპექტივით.
2. იცოდეთ თქვენი საგანი და სწორად შეაფასეთ რისკი
იქამდე, ვიდრე ინტერვიუს ჩაატა ებთ, გაარკვიეთ, რა რისკებთან არის დაკავშირებული ადამიანით ვაჭრობა და ცალკეული მსხვერპლის შემთხვევა.
3. მოამზადეთ ინფორმაცია ორგანიზაციების შესახებ, რომელიც გაუწევს დახმარებას - ნუ მისცემთ ისეთ დაპირებას, რომელ საც ვერ შეასრულებთ
იყავით მზად, რათა მსხვერპლს მის მშობლიურ ან ადგილობრივ ენაზე მიაწოდოთ ინფორმაცია (თუ კი ეს სხვა ენაა) შესაბამისი იურიდიული, სამედიცინო სამსახურების, თავშესაფრის, სოციალური დახმარებისა და უსაფრთხოების სამსახურის შესახებ, ასევე, თხოვნის შემთხვევაში შესაბამის სამსახურებთან გადამისამართებისათვის.
4. შეარჩიეთ და ადეკვატურად მოამზადეთ თარჯიმნები და თანამშრომლები
აწონ-დაწონეთ რისკები და შედეგები დაკავშირებული თარჯიმნის, თანამშრომლების და სხვა მომსახურეების მოსაზიდად და შეიმუშავეთ შერჩევისა და მომზადების შესაბა მისი მეთოდები.
5. დაიცავით ანონიმურობა და კონფიდენციალურობა
საიდუმლოდ შეინახეთ რესპოდენტის ვინაობა მთელი ინტერვიუს განმავლობაში, პირველი კონტაქტის მომენტიდან განსახილველი საქმის ყველა დეტალის საჯარო გახმაურებამდე.
6. მიიღეთ თანხმობა, დაფუძნებული რესპოდენტის უფლებაზე
დარწმუნდით, რომ ყველა რესპოდენტს ზუსტად ესმის ინტერვიუს შინაარსი და მიზანი, ის, თუ როგორ იქნება გამოყენებული ინფორმაცია. რესპოდენტის უფლებაა არ უპასუხოს კითხვებს, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ინტერვიუ და განსაზღვროს ინფორმაციის შემდგომი გამოყენება.
7. პატივისცემით მოეკიდეთ თითოეული მსხვერპლის შეფაფასებას მის მდგომარეობასთან და მისი უსაფრთხოებისათვის არსებულ რისკებთან და კავშირებით
აუცილებელია იმის აღიარება, რომ თითოეულ მსხვერპლს აწუხებს განსხვავებული პრობლემები და რომ მსხვერპლის ხედვა შესაძლოა არ ემთხვეოდეს სხვების მიერ გაკეთებულ შეფასებას.
8. მოერიდეთ მსხვერპლისთვის ხელახალი ტრამვის მიყენებას
არ დაუსვათ კითხვები, რომელიც მიმართული იქნება ემოციური პასუხის მიღებაზე. მზად იყავით მსხვერპლის განსაცდელზე ემპათიური რეაგირებისათვის და ხაზი გაუსვით მის ძლიერ მხარეებს.
9. მზად იყავით საგანგებო მდგომარეობისათვის
მზად იყავით რეაგირება იქონიოთ მსხვერპლის ცნობაზე იმ საფრთხის შესახებ, რომელიც მას ემუქრება.
10. გამოიყენეთ ინფორმაცია სათანადოდ
გამოიყენეთ ინფორმაცია ცალკეული მსხვერპლების სასიკეთოდ და შესაბამისი პოლიტიკის, გამაფრთხილებელი ზომების ან მსხვერპლთა დახმარების ხელშესაწყობად.
დაზარალებულთან ურთიერთობის ძირითადი პრინციპები:
კონფიდენციალობა და ანონიმურობა
ტოლერანტობა
ადამიანის უფლებების დაცვადა არჩევანის შესაძლებლობა
კონფიდენციალობა და ანონიმურობა
კონფიდენციალობისა და ანონიმურობის პრინციპის დაცვა განუყრელადაა დაკავშირებული ადამიანის უფლებების დაცვასთან. უპირველეს ყოვლისა ეს ეხება რაიმე ინფორმაციის გამჟღავნებას თანა მოსაუბრის შესახებ, კერძოდ, მის გამოსახულე ბას, სახელს, გვარს, ცალკეულ შემთხვევებში იმ დასახლებული პუნქტის სახელს, რომელშიც ის ცხოვრობს.
კონფიდენციალობისა და ანონიმურობის პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლ ქალებთან ინტერვიუს ჩატარების დროს. თუ სამშობლოში ცნობილი ხდება რა სამუშაოს ასრულებდა ქალი, მას ხშირად აკრავენ იარლიყს - სექსმუშაკი, რამაც შესაძლოა არსებითი გავლენა იქონიოს მის ცხოვრებაზე.
გარდა ამისა, ადამიანით ვაჭრობის სპეციფიკიდან გამომდინარე, დამნაშავეები მომავალი მსხვერპლის რეკრუტირებისას უკვე ფლობენინფორმაციას მსხვერპლის, მისი საცხოვრებელი პირობებისა და ამ ადამიანთა ნათესაური კავშირების შესახებ. ხოლო მსხვერპლი ყოველთვის წარმოადგენს საშიშროებას დამნაშავისთვის იმდენად, რამდენადაც ფლობს იმ ინფორმაციას, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს მათ გაუვნებელყოფაში. უნდა გვესმოდეს, რომ ადამიანი, რომელიც თან ხმდება მოყვეს თუ როგორ მიიღო სამსახური, ძალიან რისკავს. ჟურნალისტის ამოცანაა დაწვრილებით გამოარკვიოს ეს საკითხი, თუ თვით ინტერვიუერი არ წარმოადგენს საფრთხეს (ხშირად იმ რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო, რომელშიც ის იმყოფება).
ტოლერანტობა
ადამიანით ვაჭრობისგან რეალურად დაზარალებულები ყოველთვის არ პასუხობენ ტრეფიკინგის მსხვერპლზე შექმნილ სტერეოტიპულ წარმოდგენებს. მორჩილი, გაუნათლებელი მსხვერპლის სახე, რომელიც ბევრი ადამიანის ცნობიერებაში არსებობს, მხოლოდ სტერეოტიპია. მონობაში მყოფი ადამიანების ყოველთვის არ ესმით, მათ ქმედებას ყოველთვის ვერ ავხსნით ლოგიკურად. მათი უმეტესობა განიცდის სერიოზულ ფსიქოლოგიურ პრობლემებს, ხშირად ასეთი ადამიანები განცდილის შედეგად ხდებიან ნარკომანები ან ალკოჰოლზე დამოკიდებულნი, იტანჯებიან სხვა დააადებებითაც. თუმცა, ეს არ ათავისუფლებს იმ ვალდებულებისაგან, რომ მოსაუბრის მიმართ გამოიჩინოს მოთმინება, მიუკერძოებლობა და მიიღოს ის ისეთი, როგორიც არის რეალობაში.
ადამიანის უფლებების პატივისცემა
ადამიანის პიროვნების ღირსების უანგარო პატივისცემა რჩება მხოლოდ დეკლარაციად, თუ კი ის არ ვრცელდება (ნებით ან უნებლიედ) ინფორმაციის გაცემის ან მიღების პროცესში ჩართულ ყველა ადამიანზე. პატივისცემა თანამოსაუბრის მიმართ პროფესიონალიზმის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. მისი ქმედებების შეფასება თქვენი ამოცანა არ არის.
მომზადება და ინტერვიუს ჩატარება
ინტერვიუს მომზადებისას, სავარაუდო დაგეგმილი კითხვების მომზადების გარდა, საჭიროა ყურადღება მიაქციოთ ორ საკითხს - დროის შერჩევასა და ინტერვიუს ჩატარების ადგილს.
დროსთან და კავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ თავისი ხასიათით, აღნიშნული საუბარი განსხვავდება ყველა სხვა ინტერვიუსაგან. ურთიერთობის თემამ - ადამიანის პირადი ცხოვრება და მისი მონათხრობი რეალურ მონობაზე, შესაძლოა გამოიწვიოს არა სასურველი და მატრამვირებელი მოგონებები. დიალოგის პირველივე წუთებში ადამიანი არ ისაუბრებს ამის შესახებ, საჭიროა დრო, რათა „აალაპარაკოთ“ თანამოსაუბრე, თხრობის სისრულე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მიიღებთ თანამონაწილეობას, რამდენად ეცდებით გაიგოთ ადამიანის პრობლემები. ბუნებრივია ამის გაკეთება შეუძლებელია იმ დროში, რომელიც ჩვეულებრივ „ექსპერტული“ ინტერვიუსთვის გვესაჭიროება. დაზარალებულთან ურთიერთობისათვის საჭიროა არანაკლებ ერთი საათის გატარება. ამავე დროს საჭირო არ არის ინტერვიუს გაჭიმვა - ამ შემთხვევაში შესაძლოა მოსაუბრეს შეექმნეს დისკომფორტი.
ყურადღებით მოეკიდეთ ინტერვიუს ჩატარების ადგილის შერჩევას. უმჯობესია, თუკი ეს იქნება უსაფრთხო იზოლირებული შენობა, სადაც შესაძლებელი იქნება კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა და აუცილებლობის შემთხვევაში რესპოდენტი მიიღებს დახმარებას (მაგალითად ფსიქოლოგიურს).
და ბოლოს, რამდენიმე სიტყვით კითხვების ხასიათსა და ტონზე. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თავისი განსაცდელის შესახებ საუბრისას, ადამიანი ხელახლა განიცდის მას, რაც მისთვის განსაკუთრებით მატრამვირებელია. თუკი ის გადაწყვეტს ამის გაკეთებას, აუცილებელია მივცეთ მას საუბრის საშუალება და არ შევაწყვეტინოთ. ხოლო დასმულმა კითხვებმა არ უნდა შელახოს ადამიანის ღირსება.
რა უნდა ვიცოდეთ მედიასთან თანამშრომლობის დროს
ადამიანით ვაჭრობის შესახებ მასალის მომზადებისას
ადამინით ვაჭრობის შესახებ მასალის მომზადება არის სხვა სოციალური თემის მასალებზე მუშაობის იდენტური პროცესი. ამ პრობლემის გაშუქების განსაკუთრებულობა მასალის „გმირის“ მოძებნაა - ადამიანით ვაჭრობის შედეგად დაზარალებულის და მასთან ურთიერთობა. მოცემულ თავში აღნიშნულ თემაზე მასალების მომზადება განიხილება როგორც კომპლექსური პროცესი.
რა არის საჭირო მასალის მომზადებისას:
მიზნობრივი აუდიტორიის ცოდნა;
ინფორმაციული მიზეზი;
უტყუარი და სრული ინფორმაცია;
კვალიფიციური ექსპერტები.
მიზნობრივი აუდიტორია
მიზნობრივი აუდიტორიის ცოდნა - შენი მაყურებელი/მსმენელი/მკითხველი - გეხმარება იპოვო ინფორმაციის მიწოდების ოპტიმალური ფორმები. ადამიანით ვაჭრობის შესახებ მასალის მომზადებისას მიზნობრივი აუდიტორიის ცოდნა განსაკუთრებით საჭიროა, რამდენადაც მედია არსებით როლს თამაშობს ამ დანაშაულის აღკვეთაში.
იმის ძალით, რომ კონკრეტული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიზნობრივი აუდიტორია შესაძლოა იყოს საკმაოდ ფართო, ჯერ კიდევ მასალის თემის ფორმულირების ეტაპზე უნდა გავერკვეთ, ვისი მისამართით უნდა იყოს ის მიმართული. თუ საუბარია ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლ ქალებზე სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით, ჟურნალისტმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ აღნიშნული მასალის აუდიტორიად შეირჩეს ქალები და გოგონები, რამდენადაც სწორედ ისინი წაროადგენენ რისკის ძირითად ჯგუფს.
თუ საუბარია მიგრანტებზე, რომლებიც ახლახან გახდნენ შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლნი,ინფორმაცია გასაგები და საინტერესო უნდა იყოს სწორედ ამ მიზნობრივი ჯგუფისთვის. ადამიანით ვაჭრობის თემის გაშუქებისას, მიზნობრივი აუდიტორია შეიძლება იყოს ბავშვები, რომლებზეც დამოკიდებულია ბავშვთა ექსპლუატაციის პრობლემის გადაწყვტა. პირველ რიგში შესაბამისი პროფილის სახემწიფო სტრუქტურები, ძალოვანი სტრუქტურის წამომადგენლები, უფლება დამცველი ორგანიზაციები და, რა თქმა უნდა, მშობლები.
წარმატებული მუშაობა მიზნობრივი აუდიტორიისათვის, საბოლოო ჯამში მიდის მის გაფართოებამდე.
საფუძველი ინფორმაციისთვის
ინფორმაციული საფუძველი - ლოგიკური და საბუთება მედიაში მასალის გამოსაჩენად. აუდიტორიას უნდა ესმოდეს, რომ მოვლენა, რომლის შესახებაც საუბარი იქნება სტატიაში ან პროგრამაში, გამოწვეულია არა ჟურნალისტის პირადი ინტერესით, არამედ მისი აქტუალობით. შერჩევის პროცესის მთელი სუბიექტურობა, რომლის მიღმაც ჟურნალისტი დგას თავისი მიკერძოებულობით, ცოდნის დონითა და პროფესიონალიზმით. ეს პროცესი შესაძლოა გახადო ობიექტური. ამისათვის საჭიროა იცოდეინფორმაციის შერჩევის საერთო კრიტერიუმები.
ინფორმაციის შერჩევის კრიტერიუმები
აქტუალობა
სიახლე
სოციალური მნიშვნელობა
პრაქტიკული ღირებულება
მიზნობრივი აუდიტორიის პოტენციალური ინტერესი
ადამიანით ვაჭრობის პრობლემაში მოვლენითი ხასიათის საინფორმაციო მიზეზი არც ისე ხშირად გვხვდება, ამიტომ ჟურნალისტის ძირითადი ამოცანა მისი მოძიებაა.
ადამიანით ვაჭრობის მასალებისთვის ქვემოთ მოყვანილი ძირითადი საინფორმაციო მიზეზები გაანალიზებულია კონკრეტულ მაგალითებზე.
საფუძველი ინფორმაციისთვის
ახალი მონაცემების აღმოჩენა, ადამიანით ვაჭრობის შესახებ ინფორმაციები, ახალი ინიციატივები;
ახალი ტენდენციები ადამიანით ვაჭრობისა და სამიგრაციო პროცესებში;
ადამიანით ვაჭრობის ფაქტის მორიგი გამოძიება;
სიახლე პრევენციულ საქმიანობაში;
ადამიანით ვაჭრობის საწინააღმდეგოდ მიმართული მნიშვნელოვანი დოკუმენტების მიღება;
ადამიანის ვაჭრობის პრობლემასთან დაკავშირებული თარიღი;
ცვლილებები სტრუქტურებში, რომელიც დაკავებულია ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლით.
ინფორმაციის, ახლი მონაცემების გამოქვეყნება
ნიმუში
დონეცკის ოლქში 2004 წელს აღიძრა 24 სისხლის სამართლის საქმე ადამიანით ვაჭრობის ფაქტზე.
2004 წელს დონეცკის ოლქში აღიძრა 24 სისხლის სამართლის საქმე უკრაინის „ადამიანით ვაჭრობის“ სისხლის სამართლის კოდექსის 149 მუხლის მიხედვით, მათ შორის, ერთი სისხლის სამართლის საქმე ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების საქმიანობის ფაქტზე. ამის შესახებ განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს დონეცკის ოლქის სამმართველოს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსის მოადგილემ სერგეი კოლომეიცმა - იუწყება საიტი podrobnosti.ua.
მისი სიტყვებით, მსგავსი დანაშაულის მსხვერპლები, როგორც წესი, ხდებიან ახალგაზრდა ქალები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომლებიც მიდიან საზღვარგარეთ სამუშაოდ და არ აქვთ კვალიფიკაცია.
მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საზღვარ გარეთ მუშაობის მსურველებ თან ფორმდება ლეგალური ხელშეკრულება, ამ ხელშეკრულების დარღვევა, მოტყუება, ხდება უკვე უკრაინის საზღვრებს მიღმა, უკრაინის სამართლებრივი სივრცის გარეთ, რაც სერიოზულად ართულებს თანამემამულეებისთვის სამართლებრივ დახმარების ოპერატიულ გაწევას.
კოლომეიცმა ასევე დაასახელა ქვეყნები, სადაც უფრო ხშირად მიდიან სამუშაოდ ამ ოლქის მაცხოვრებლები, - ეს არის რუსეთი, პორტუგალია, ესპანეთი, იტალია, თურქეთი, საბერძნეთი, მალტა.
კომენტარები
მსგავსი ინფორმაციის გამოქვეყნება მედიაში განპირობებულია მისი სიახლის, ოპერატიულობისა და აქტუალობის გამო, უპირველესად დონეცკის ოლქისთვის.
აღნიშნული მონაცემები შესაძლოა მოგვევლინოს საინფორმაციო საფუძვლად არა მხოლოდ რეგიონალურ, არამედ საერთო ეროვნულ მასმედაში მთლიანობაში თემის შემუშავებისას. დონეცკის ოლქი - ერთ-ერთი ყველაზე უფრო მჭიდროდ დასახლებულია და, შესაძლოა, ადამიანით ვაჭრობის ტენდენციების განვითარებას, რომელიც იქ ფიქსირდება აქვს უნიკალური თავისებურებები.
თავის მხრივ სხვა ოლქების მასმედიამ შესაძლოა საკუთარი მასალა მოამზადოს ამავე თემაზე. დონეცკის ოლქის მონაცემების გამოყენებით შესაძლოა მოახდინო ინფორმაციის პროვოცირება შენს ოლქში, ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებისთვის კითხვის დასმით - რამდენი სისხლის სამართლის საქმე იქნა აღძრული ჩვენთან? რასთანაა დაკავშირებული მათი დიდი/მცირე რაოდენობა? კონკრეტულ რეგიონში ადამიანით ვაჭრობის რა თავისებურებებია? რა ზომები იქნა მიღებული აღნიშნულ რეგიონში ადამიანით ვაჭრობის საწინააღმდეგოდ ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების მიერ?
ახალი ტენდენციები ადამიანით ვაჭრობისა და მიგრაციულ პროცესებში
ნიმუში
უკრაინელები სულ უფრო ნაკლებ ინტერესს იჩენენ უცხოელზე ქორწინების მიმართ.
„უკრაიაში შეინიშნება უკრაინის მოქალაქეთა უცხოელებზე ქორწინების შემცირების ტენდენცია - იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „ობოზრევატელი“. კერძოდ, კიევის ქორწინებათა რეგისტრაციის ცენტრალური განყოფილების ინფორმაციის თანახმად, თუ 2000 წელს უცხოელ მოქალაქეზე 864 უკრაინელი დაქორწინდა, 2001 წელს - 813 უკრაინელი, 2002 წელს - 841, უკვე 2003 წლიდან ეს მაჩვენებელი შემცირდა 779 ქორწინებამდე, ხოლო 2004 წელს 9 თვის მანძილზე - 722 ქორწინებამდე.
უკრაინაში უცხოელებზე უმეტესად „სუსტი სქესის“ წარმომადგენლები ქორწინდებიან. მიუხედავად ამისა, უცხოელი სასიძოები, განსაკუთრებით შორეული უცხოეთიდან, სულ უფრო ნაკლებად იზიდავენ უკრაინელებს.
თითქმის 80%-ით შემცირდა უკრაინელების ქორწინებათა რაოდენობა იმ პირებზე, რომელთაც არ აქვთ მოქალაქეობა. თუმცაღა, ქორწინების რაოდენობა დსთ მოქალაქეებთან პრაქტიკულად იგივე დონეზე რჩება.
უკრაინელები ყველაზე ხშირად რუსეთის მოქალაქეებზე ქორწინდებიან. რაც შეეხება შორეული უცხოეთის ქვეყნებს, უფრო მეტად პოპულარულია ქორწინება ამერიკის, გერმანიის, იტალიისა და ირანის მოქალაქეებთან - იტყობინება იუსტიციის სამინისტროს პრეს-სამსახური.
კომენტარები
მოცემული ინფორმაცია ხომ არ ნიშნავს, რომ უკრაინელი გოგონები და ქალები უფრო წინდახედულად უდგებიან უცხოეთის მოქალაქე მამაკაცების წინადადებას და ნაკლებად სჯერათ მათი და პირებების? შესაძლოა ამასთან დაკავშირებით შეიცვალა ტენდენციები და ახლა დაქორწინების შეთავაზებით ადამიანების გადაბირება ნაკლებ აქტუალურია ადამიანით ვაჭრობის კონტექსტში? ადამიანით ვაჭრობის შემთხვევაზე რამდენი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რომელშიც ფიგურირებდა საქორწინო სააგენტოები ან კერძო პირები მაჭანკლის როლში? აღნიშნულ კითხვებზე პასუხის პოვნისას ჟურნალისტს შეუძლია საზოგადოებას წარუდგინოს ახალი ხედვა პრობლემის შესახებ. მსგავსი სახის ინფორმაცია საშუალებას მოგვცემს დავფიქრდეთ შესაძლო საფრთხეებზე და როგორც შედეგი, შეამცირებს დაზარალებულთა რაოდენობას.
________________
1. გაეროს ადამიანის უფლებებათა უმაღლესი კომისრის სამმართველო. რეკომენდირე ბული პრინციპები და სახელმძღვენელო დებულებები ადამიანის უფლებებისა და ადამიანით ვაჭრობის საკითხებზე; (სახელმძღვენელო დებულებები 1).
2. The Illegal Trafficking in Hazardous Waste in Italy and Spain: Final Report Gruppo Abele-Nomos, Legambiente, GEPEC-EC (managing editor: Monica Massari) Rome, Italy: 2003 დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ერთობლივი კვლევა ევროპაში სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ბავშვებით ვაჭრობის პრობლემაზე.
3. CATW - Asia Pacific, Trafficking in Women and Prostitution in the Asia Pacific.
4. Зиммерман К., Уотс Ш., Рекомендации ВОЗ по вопросам соблюдения этики и обеспечения безопасности при проведении интервью с женщинами, пострадавшими от торговли людьми (ВОЗ, 2003 г.).
![]() |
5 დანართი №1 ტიპური კითხვარი |
▲ზევით დაბრუნება |
იმის გამოსარკვევად, არის თუ არა აღნიშნული პირი სარკვევად, აღნიშნული მსხვერპლი, დაუსვით მას კითხვები, რომელიც დაგეხმარებათ განსაზღვროთ აღნიშნული პირის სტატუსი და მიიღოთ ზომები:
- საიდან ჩამოხვედით?
- როგორ მოხვდით ჩვენს ქალაქ ში (რეგიონში, ქვეყანაში)
- თქვენ თვითონ გადაიხადეთ მგზავრობის ღირებულება თუ ვინმე დაგეხმარათ აქ ჩამოსვლაში?
- რა დოკუმენტები გაქვთ თან? (თუ კი დოკუმენტები არ აქვს: ვის აქვს თქვენი დოკუმენტები?)
- თუკი გაირკვევა, რომ დაზარალებულს წააართვეს საბუთები, ეს მიუთითებს ადამიანით ვაჭრობის ფაქტზე. გამოარკვიეთ ზუსტად სად, როგორ და რა გარემოებაში გამოართვეს საბუთები.
- სად და როგორ მიიღეთ პასპორტი?
ხშირად მსხვერპლები დამოუკიდებლად ვერ იღებენ პასპორტს.
ორგანიზატორები ამზადებენ ყველა საბუთს და აძლევენ მსხვერპლს უკვე მზა პასპორტს (ხშირად ყალბს). ამიტომ მან შესაძლოა არც კი იცოდეს სად და როგორ მიიღო პასპორტი.
იმ შემთხვევაში, თუ მსხვერპლს არ შეუძლია პასუხის გაცემა აღნიშნულ კითხვებზე, აუცილებელია ამაზე ყურადღების გამახვილება. მოცემულ შემთხვევაში დიდი ალბათობაა საქმე ადამიანით ვაჭრობასთან გვქონდეს.
- სად და რაზე მუშაობდით?
- გაიძულებდნენ თუ არა მუშაობას?
- გიხდიან თუ არა ხელფასს, რამდენს?
თუ თანხა მცირეა - ეს არის შემთხვევა შრომითი ექსპლუატაციის.
- მოგწონთ თუ არა ეს სამუ შაო?
- ხომ არ გინდათ ამ სამსახურიდან წასვლა?
თუ დაზარალებულს უნდა წასვლა ამ სამსახურიდან, მაგრამ არის გარემოება, რომელიც მას აკავებს (მაგალითად ვალი, ან არ აძლევენ საბუთებს), - ეს ადამიანით ვაჭრობის შემთხვევაზე მიუთითებს.
- გემუქრებოდნენ თუ არა თქვენ ან თქვენს ოჯახს?
- ხომ არ გსჯიდნენ ან გცემდნენ?
თუ და ზარალებულს ან მის ოჯახს ემუქრებოდნენ ან ძალადობდნენ, - ეს მიანიშნებს ადამიანით ვაჭრობის შემთხვევაზე.
- გთხოვენ თუ არა ვალს?
- გჭირდებათ თუ არა დახმარება?
თუ თქვენ გამოავლინეთ შემდეგი ფაქტები:
გამოკითხულ პირს ჩამოართვეს პასპორტი;
ის ჩამოვიდა ძალიან ღარიბი ქალაქიდან (ქვეყნიდ ან) სამუშაოს მიზნით
სხვა ადამიანებმა გაუფორმეს მას საბუთები და გადაუხადეს გზის ხარჯი;
მას აქვს ვალი;
იღებს ძალზე მცირე გასამრჯელოს;
არ შეუძლია ამ სამსახურიდან წასვლა;
ვერ განკარგავს თავის ხელფასს ან ვალდებულია გადაუხადოს სხვა პირს პროცენტი მიღებული გასამრჯელოდან;
ცუდად ფლობს ენას;
შეზღუ ული აქვს თავისუფალი გადაადგილება ან აკონტროლებენ;
ცხოვრობდა ისეთ შენობაში, სადაც ერთდროულად ცხოვრობდა ძალიან ბევრი ადამიანი;
არ აქვს არანაირი სამედიცინო/სოციალური დახმარება (დაზღვევა).
დადებითი პასუხები ამ კითხვებზე მიუთითებენ ადამიანით ვაჭრობის ფაქტზე
![]() |
6 საერთაშორისო სტანდარტები და ოქმები |
▲ზევით დაბრუნება |
1. IOM კონვენცია 97. კონვენცია
მომსახურე-მიგრანტებზე (გადახედილია 1949 წელს).
2. შრომის სერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) კონვენცია 143 მიგრაციის დამამცირებელი პირობებისა და მიგრანტი მუშებისათვის თანაბარი შესაძლებლობებისა და მოპყრობის ხელშეწყობის შესახებ,
3. ბავშვთა უფლებების კონვენცია.
4. შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) კონვენცია 182. ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმების აკრძალვისა და დაუყოვნებელი აღმოფხვრის ღონისძიებების შესახებ.
5. ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენცია (SEDAW).
6. ყველა მიგრანტი მუშებისა და მათი ოჯახის წევრების უფლებათა დაცვის საერთაშორისო კონვენცია
7. ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლ-ბავშვთა დაცვის სახელმძღვანელო
8. ბავშვთა ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და პორნოგრაფიის შესახებ ბავშვის უფლებათა კონვენციის ფაკულტატურული ოქმი.
![]() |
7 ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სფეროში მომუშავე ორგანიზაციების ნუსხა |
▲ზევით დაბრუნება |
თბილისის ორგანიზაციები
ადამიანთა ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი ორგანიზაცია
საკონტაქტო პირი: ცოვინარ ნაზაროვა
მისამართი: საქართველო, თბილისი, 0163, თაყაიშვილის ქ. №4 ა
ტელეფონი: (995 32) 23 14 64
მობილური: (995 77) 46 17 54
ელ-ფოსტა: phds@phds.ge; tsov i nar@phds.ge
ვებ მისამართი: www.phds.ge
ობოლ და მიუსაფარ ბავშვთა დახმარების ინსტიტუტი
საკონტაქტო პირი: ნინო ქანდარელი
მისამართი: საქართველო, თბილისი, დიღმის მასივი, მე- 3 კორპუსი, 31 სადარბაზო
ტელეფონი: (995 32) 52 29 72, 52 19 18
მობილური: (995 99) 91 72 31
საინფორმაციო, საკონსულტაციო, სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა“
საკონტაქტო პირი: ნინო ხეთაგური
მისამართი: საქართველო, თბილისი, 0112, ქურდიანის ქ. №21
ტელეფონი: (995 32) 35 63 12; 35 21 32
ფაქსი: (995 32) 35 21 32
მობილური: (995 99) 92 98 89
ელ-ფოსტა: center@tanadgoma.ge; n-khet agur i@tanadgoma.ge
ვებ მისამართი: www.tanadgoma.ge
საქართველოს ახალგაზრდა იურისთველოს გაზრდატთა ასოციაცია
საკონტაქტო პირი: ხათუნა ჭითანავა; ირმა ალადაშვილი
მისამართი: საქართველო, თბილისი, 0102, კრილოვის ქ. №15
ტელეფონი: (995 32) 95 23 53; 93 61 01; 91 08 83; 99 50 76
ფაქსი: (995 32) 92 32 11
მობილურიი: (995 77) 43 79 14; (995 93) 92 42 31
ელ-ფოსტა: khat un a-chit an av a@gyla.ge; gyla@gyla.ge
ვებ მისამართი: www.gyla.ge
საქართველოს ქალთა დასაქმების ხელშემწყობი ასოციაცია „ამაგდარი“
საკონტაქტო პირი: ნინო შიოშვილი
მისამართი: საქართველო, თბილისი, 0112, ჩუბინაშვილის ქ. №77
ტელეფონი: (995 32) 92 17 73; 99 00 08
ფაქსი: (995 32) 92 17 73
მობილური: (995 99) 94 54 98
ელ-ფოსტა: nini@ip.osgf.ge; nshio 7777@yahoo.com
ქალები მომავლისათვის
საკონტაქტო პირი: ლია სანიკიძე
მისამართი: საქართველო, თბილისი, 0179, ბარნოვის ქ. №44
ტელეფონი: (995 32) 22 17 52
ფაქსი: (995 32) 22 17 52
მობილური : (995 99) 56 11 83; (995 99) 53 84 54
ელ-ფოსტა: wfgeorgia@hotmail.com
ქალთა საინფორმაციო ცენტრი
საკონტაქტო პირი: ელენე რუსეცკი
მისამართი: საქართველო, თბილისი, 0102, წინამძღვრიშვილის ქ. №40
ტელეფონი: (995 32) 95 29 34; 94 26 99
ფაქსი: (995 32) 94 26 99
ელ-ფოსტა: office@ginsc.net; wicmika@ginsc.net
ვებ მისამართი: www.wicge.org; www.na si lie.net; www.ginsc.net; www.youthknot.net www.antitraf.net; www.conference.ginsc.net
ქალთა ცენტრი
საკონტაქტო პირი: ია ვერულაშვილი
მისამართი: საქართველო, თბილისი, 0186, ვაჟა-ფშაველას გამზირ ი №75
ტელეფონი: (995 32) 31 46 56; 53 69 40; 23 32 99
ფაქსი: (995 32) 23 32 99
მობილური: (995 99) 56 55 06
ელ-ფოსტა: grc@access.sanet.ge
ვებ მისამართი: www.womanc nt r.org.ge
ქალი, ბავშვი და საზოგადოება
საკონტაქტო პირი: რუსუდან ბოკერია
მისამართი: საქართველო, თბილისი, 0177, ნუცუბიძის ქ. №50
ტელეფონი: ( 995 32) 39 28 31
მობილური ი: (995 99) 18 53 12
ელ-ფოსტა: rbokeria@hotm ai l.com
ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი საქართველოში
საკონტაქტო პირი: ნატო შავლაყაძე
მისამართი: საქართველო, თბილისი, 0177, ანტონოვსკაიას ქ. №9, ბინა №10
მობილური: (995 99) 57 06 01
ტელეფონი: (995 32) 39 89 34, (995 32) 26 16 27 ცხელი ხაზი
ფაქსი: (995 32) 50 60 64
ელ-ფოსტა: antiviolense@avng.ge; peoni96@yahoo.com
ვებ მისამართი: www.avng.ge
რეგიონალური ორგანიზაციები
ასოციაცია „მოსელინი“
საკონტაქტო პირი: გიული ფერხული; თამილა გიგაური
მისამართი: საქართველო, გორი, 1400, სტალინის ქ. №26
საქართველო, ქარელი, 4500, ნინოძ ვე ლის ქ. №54
მობილური: (995 99) 55 90 81
ასოციაცია „ქალები XXI“
საკონტაქტო პირი: თეონა ტეფნაძე
მისამართი: საქართველო, გორი, 1400,
ტელეფონი: (995 270) 7 00 80
ელ-ფოსტა: wo men-xxI@post a .ge
„თანაზიარი“ რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი
საკონტაქტო პირი: ხათუნა ბეწვაია
მისამართი: სა ქართველო, ზუგდიდი, 2100, მერაბ კოსტავას ქ. №58
ფაქსი: (995 31) 55 10 70
მობილური: (995 99) 96 7 44; (995 93) 15 14 70
ელ-ფოსტა: tanaziari@hotmail.com
ვებ მისამართი: www.tanaziari.ge.
„ლეგი“
საკონტაქტო პირი: ნინო კაკაბაძე
მისამართი: საქართველო, ხო ნი, 5611, მოსე ხონელის ქ. №67
მობილური : (995 98) 93 12 81
საქართველოს სამოქალაქო განვითარების საზოგადოება
საკონტაქტო პირი: გიორგი ბოკერია, კახა ჯამბურია
მისამართი: საქართველო, ლაგოდეხი
მობილური: (995 99) 26 16 37, 72 88 07
ქალთა საბჭო
საკონტაქტო პირი: ნონა კვახაძე
მისამართი: საქართველო, თერჯოლის რ.ნ. სოფელი ძევრი, 2422
მობილური: (995 95) 55 41 48
ელ-ფოსტა: noniko67@mail.ru
ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის გურიის რეგიონალური კომიტეტი
საკონტაქტო პირი: ბადრი მორგოშია
მისამართი: საქართველო, ოზურგეთი, 3500, გაბრიელ ეპისკოპოსის ქ. №4
მობილური: (995 99) 27 14 07; 27 14 00; 33 45 50
ელ-ფოსტა: eqadia@yahoo.com
სახელმწიფო სტრუქტურები
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი
საკონტაქტო პირი: მარინე მესხი
მისამართი: საქართველო, თბილისი, 0160, გამსახურდიას გამზ. №30
ტელეფონი: (995 32) 38 29 03
ფაქსი: (995 32) 38 98 02
მობილური: (995 77) 93 10 01
ვებ მისამართი: www.atipfund.gov.ge
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (სოცმუშაკთა დეპარტამენტი)
მისამართი: საქართველო, თბილისი, 0102, დიმიტრი უზნაძის ქ.№52
საკონტაქტო პირი: თამუნა ჭანტურია
ტელეფონი: (995 32) 43 88 21
ფაქსი: (995 32) 43 88 00
მობილური: (995 77) 17 22 44
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (ანტიტრეფიკინგული განყოფილება)
მისამართი: საქართველო, თბილისი, 0102, დიმიტრი უზნაძის ქ.№52
საკონტაქტო პირი: მაკა ვარდოსანიძე
ტელეფონი: (995 32) 43 88 21
ფაქსი: (995 32) 43 88 00
მობილური: (995 99) 46 26 25
სახალხო დამცველის ოფისი
მისამართი: საქართველო, თბილისი, მაჩაბლის ქ. №12
ტელეფონი: (995 32) 92 24 76/77/79/80
ელ-ფოსტა: inf o@omb uds man.ge
ვებ მისამართი: www.om buds man.ge
სოციალური დახმარების სახელმწიფო სააგენტო; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვს სამინისტრო
საკონტაქტო პირი: გიორგი ბოკუჩავა
მისამართი: საქართველო, თბილისი, 0160, გამსახურდიას გამზ. №30
ტელეფონი: (995 32) 22 12 35, 38 70 71
ტრეფიკინგის საკითხებში საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო
საკონტაქტო პირი: ქეთი ხუციშვილი
მობილური: (995 77) 74 57 45
ელ-ფოსტა: kkhuts is hvil i@psg.gov.ge
საერთაშორისო ორგანიზაციები
გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF)
საკონტაქტო პირი: ჯოვანა ბარბერისი
მისამართი: რ.ერის თავის ქ.№9, მე-4 სართ; თბილისი 0179, საქართველო
ტელეფონი: (995 32) 232 388; 251 130, 250 281, 251 656
ფაქსი: (995 32) 251 236
ელ-ფოსტა: tbil i si@unic ef.org
ვებ მისამართი: www.uni cef.org/georgia
გაეროს განვითარების ფონდი ქალთათვის (UNIFEM)
საკონტაქტო პირი: თამარ საბედაშვილი
მისამართი: ერის თავის ქ.№9, თბილისი, საქართველო
ტელეფონი: (995 32) 25 11 26 (ეხტ.222)
ფაქსი: (995 32) 25 02 71/72
ელ-ფოსტა: tam ar.sabedashvil i@unifem.org
ვებ მისამართი: www.uni femc is.org
კავკასიის მისია საქართველო ში (UCAID)
საკონტაქტო პირი: მაკა ჯაფარიძე
მისამართი: ჯორჯ ბალანჩინის ქ. №11, თბილისი 0131, საქართველო
ტელეფონი: (995 32) 54 40 00
ფაქსი: (995 32) 54 41 45
ელ-ფოსტა: mailto:mjaparidze@usaid.gov
ვებ მისამართი: www.georgia.usaid.gov
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM)
საკონტაქტო პირი: მერი შიჰანი; მარკ ჰულსტი
მისამართი: საქართველო, თბილისი, 0179, გოგებაშვილის ქ. №41
ტელეფონი: (995 32) 25 22 16
ფაქსი: (995 32) 25 22 17
მობილურიი: (995 77) 43 04 95; 52 52 88
ელ-ფოსტა: tam un a@iom.ge; iomtbilisi@iom.ge; god erd zi@iom.ge
ვებ მისამართი: www.iom.ge
შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO)
საკონტაქტო პირი: ია დადუნაშვილი
მისამართი: საქართველო, თბილისი, 0179, გოგებაშვილის ქ. №41
მობილური: (995 99) 97 31 34
ტელეფონი: (995 32) 25 04 42
ქალთა გლობალური ფონდი: (GFW)
საკონტაქტო პირი: ანგელიკა არუთინოვა
მისამართი: 1375 Sutter Street, Suite 400, San Francisco, CA 94109, USA
ტელეფონი: (415) 202 7640
ფაქსი: (415) 202 8604
ელ-ფოსტა: gfw@global fund for women.org
ვებ მისამართი: www.global fund for women.org
![]() |
8 ინტერნეტრესურსები |
▲ზევით დაბრუნება |
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა/დაზარალებულთა დაცვის და დახმარების სახელმწიფო ფონდი
www.atip fund.gov.ge
ადამიანებით ვაჭრობის პრობლემების ცენტრი
ადამიანებით ვაჭრობის პრობლემების საინფორმაციო სატრენინგო ცენტრი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებში
www.ehtcis.org
ახალი ამბები BBC
თანამედროვე მონობის პრობლემებისადმი მიძღვნილი გვერდი
news.bbc.co.uk/2/hi/in-depth/world/sla very/de fa ult.stm
ბრძოლა ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ
ბრძოლა ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ - ევროსაბჭოს თემატური ვებ გვერდი
www.coe.int/T/r/Press/%5bThe me-fi les%5d/%5bTraf fic king%5d/de fa ult.asp№Top OfPa ge
„გაათავისუფლეთ მონები“
მონობის აღმოსაფხვრელად მომუშავე ა/ო - „გაათავისუფლეთ მონები“.
freetheslaves.net
ევროსაბჭო / ტრეფიკინგი
ევროსაბჭოს თემატური გვერდი, რომელიც ეძღვნება ტრეფიკინგის პრობლემებს
www.coe.int/T/E/Com/Files/The mes/trafficking/
ევროპული ცენტრი დაკარგული ბავშვებისათვის
Child Focus www.childfocus.be
კოალიცია ქალთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ
www.catwinternational.org
Stop Traffiking
ქალთა საინფორმაციო ცენტრი
www.antitraf.net
Humantrafficking.org
www.hu man traf fic king.org
PICUM
www.picum.org
Project to End Human Trafficking
www.endhumantrafficking.org
The Silver Braid Survivors of Sexual Explotation Network
www.thesilverbraid.org
UNG.I.F.T.
www.ungift.org
![]() |
9 ბიბლიოგრაფია |
▲ზევით დაბრუნება |
„ადამიანით ვაჭრობა: ადამიანის უფლებები გენდერული ფაქტორის თვალსაზრისით“; მასალების კრებული; გაეროს ქალთა ფონდი.
http://ci to yen.onf.ca/ex tra its/me dia/traf fic king-in-per sons-UN.pdf
ადამიანით ვაჭრობის ბრძოლის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია.
აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მსოფლიოში ტრეფიკინგის შესახებ, 2003
http://www.sta te.gov/g/tip/rls/tiprpt/2003/21275.htm
„მართლმსაჯულბის ხელმისაწვდომობა ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის საქართველოში“; კვლევა განახორციელა ქ-ბ. მერი ჯაფარიძემ (არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციის 42 მუხლი) 2006-2008 წლებში.
რეკომენდირებული პრინციპები და სახელმძღვანელო დებულებები ადამიანის უფლებე ბისა და ადამიანით ვაჭრობის საკითხებზე; (სახელმძღვენელო დებულებები 1) გაეროს ადამიანის უფლებებათა უმაღლესი კომისრის სამმართველო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი,
საქართველოს კანონი „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“
ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის ოქმი (ადამიანების, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშების ტრეფიკინგის თავიდან აცილების, აღკვეთისა და დასჯის შესახებ), 2003; http://www.parliament.ge/files/648-11140-378564-2-geo.pdf
Araujo-Forlot, A. „Prevention, Protection, and Assistance Schemes to Victims of Traffic king: Policy and Exam ples of IOM Prevention and Return and Reintegration Programs“. IOM: Vienna. Retrieved June 30, 2004, from
http://www.belgium.iom.int/STOPConference/relevantdocs/011%20IOM%20Vienna%20A.%20Araujo-Forlot.pdf
„Best Practices in Trafficking Prevention in Europe and Eurasia“. The report was produced for review by the Social Transition Team, Office of Democracy, Governance, and Social Transition of the United States Agency for International Development (USAID/E&E/DGST) by Nexus Institute, January 2009; available at http://www.usa id.gov/locations/europe-eurasia/dem-gov/docs/prevention-final-012909.pdf
CATW - Asia Pacific, Trafficking in Women and Prostitution in the Asia Pacific
Rosenberg, Ruth, `Best Practices for Programming to Prevent Trafficking in Human Beings in Europe and Eurasia', report made through support provided by the Office of Women in Deve lopment, Bureau for Economic Growth, Agriculture, and Trade (EGAT/WID), USAID, September 2004
http://www.vitalvoices.org/files/docs/Prevention%20assessment%20Reportformatted%20CAS1.pdf
The Illegal Trafficking in Hazardous Waste in Italy and Spain: Final Report Gruppo Abele-No mos, Legambiente, GEPEC-EC (managing editor: Monica Massari) Rome, Italy: 2003 დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ერთობლივი კვლევა ევროპაში სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ბავშვებით ვაჭრობის პრობლემაზე.
Trafficking and HIV/AIDS, Jane Gronow and Deborah McWhinney/Challenging trafficking in persons; theoretical debate & practical approaches/Sector Project against Trafficking in Women (eds.). Baden-Baden: Nomos; Eschborn: gtz, Deutsche Gesellschaft für technische Zusammenarbeit, 2005. 184 p
Wennerholm / Canadian Woman Studies/Les Cahiers de la Femme, 2003 Spring-Summer;22(3-4):176-180.