![]() |
ინსტრუქტორის უნარ-ჩვევები (ინსტრუქტორის სახელმძღვანელო) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი სამართალდამცავი ორგანოები |
საავტორო უფლებები: ©ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" |
თარიღი: 2001 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: საავტორო უფლება ©2001 ღია საზოგადოების ინსტიტუტი. ყველა უფლება დაცულია. გამოცემა მომზადებულია ღია საზოგადოების ინსტიტუტის მიერ. ამ გამოცემის არცერთი ნაწილი არანაირი ფორმითა და საშუალებით არ შეიძლება გავრცელებულ, გამოყენებულ ან გადაცემულ იქნეს ღია საზოგადოების ინსტიტუტის წერილობითი თანხმობის გარეშე. |
![]() |
1 1. შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
1.1 შესავალი
მოცემული პროგრამა ისე არის შემუშავებული, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც დამოუკიდებელი პროგრამის, ისე პოლიციის აკადემიის სასწავლო გეგმის ნაწილის სახით. პროგრამა საკმაოდ მოქნილია, ვინაიდან მულტიმედიური ფორმატი შესაძლებელს ხდის მისი ნებისმიერი ნაწილის ადვილად და სწრაფად მოძებნას. პროგრამასთან მუშაობის სხვადასხვა საშუალებები არსებობს.
თითოეული სასწავლო დაწესებულება ყურადღებით უნდა გაეცნოს პროგრამას და გადაწყვიტოს, პროგრამასთან მუშაობის რომელი მეთოდი იქნება უფრო შესაფერისი სტუდენტების სწავლებისთვის. ინსტრუქტორებს შესაძლებლობა აქვთ, თავად განსაზღვრონ სტუდენტთა კონკრეტული ჯგუფისთვის პროგრამის რომელი ნაწილი იქნება სასარგებლო და მნიშვნელოვანი.
იმის გათვალისწინებით, რომ სასწავლებლები და ინსტრუქტორები თავად განსაზღვრავენ პროგრამის გამოყენების მეთოდს, აღნიშნულ სახელმძღვანელოში შემოგთავაზებთ პროგრამის გამოყენების მხოლოდ ერთ ვერსიას, კერძოდ კი პროგრამის დამოუკიდებელ საგნად სწავლების მეთოდიკას.
![]() |
1.1 1.2 მთავარი მენიუ |
▲ზევით დაბრუნება |
პროგრამა სამი ნაწილისგან შედგება:
● შესავალი
● მულტიმედიური საშუალებების გამოყენება
● პრაქტიკული ტრეინინგი
![]() |
1.2 1.3 ქვემენიუ |
▲ზევით დაბრუნება |
თემის არჩევის შემდეგ (მაგალითი: ->მულტიმედიური საშუალებების გამოყენება -> დისკუსია ვიდეოსიუჟეტების მიხედვით) თქვენ ნახავთ დამატებით მენიუს, რომელშიც მოცემულია ორი ან სამი თემა. თუ უფრო მეტი თემაა შემოთავაზებული, შესაძლებელია არჩევანი გაკეთდეს ორ ღილაკს შორის ,,თეორია” და ,,განხილვა”.
ღილაკზე ,,თეორია” დაჭერის შემთხვევაში შესაძლებელია სლაიდის ნახვა, რომელშიც მოცემულია სურათები, ტექსტი, ანიმაციები, გახმოვანების საშუალებით კი შეგიძლიათ ასევე მოისმინოთ თეორიული მასალა კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით.
ღილაკის ,,განხილვა” მეშვეობით კი შესაძლებელია აირჩიოთ მოკლე ვიდეოსიუჟეტები, რომლებშიც მოცემულია სხვადასხვა სასწავლო სიტუაციები. ამ ვიდეოსიუჟეტების გამოყენებით ინსტრუქტორს შეუძლია გამოიყენოს სწავლების ახალი მეთოდები. სასწავლო სიტუაციები გამოიყენება მითითებებისა და დისკუსიის გასაცოცხლებლად.
![]() |
1.3 1.4 პროგრამის ღილაკები |
▲ზევით დაბრუნება |
პროგრამაში გამოყენებულია რამდენიმე ღილაკი. მათი დანიშნულება და ფუნქციები აღწერილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში:
წინა გვერდზე დაბრუნება
მთავარ მენიუში დაბრუნება
პროგრამის გამორთვა
ვიდეოსიუჟეტის ჩართვა
სლაიდის ჩართვა
სლაიდის/ვიდეოსიუჟეტის ჩვენების შეწყვეტა
ვიდეოსიუჟეტის/სლაიდის ჩართვა
სლაიდის/ვიდეოსიუჟეტის ჩვენების შეჩერება
ეკრანის გადიდება
ეკრანის შემცირება
თანმიმდევრობით ყველა ვიდეოფრაგმენტის ჩვენება
![]() |
1.4 1.5 დისკების ნაკრები |
▲ზევით დაბრუნება |
პროგრამა ,,ინსტრუქტორის უნარ-ჩვევები” დიდი მოცულობის გამო შედგება სამი დისკისგან. პირველ დისკზე ჩაწერილია პროგრამის შემდეგი ნაწილები: ,,შესავალი”, ,,მულტიმედიური საშუალებების გამოყენება”. მეორე დისკზე მოცემულია ,,პრაქტიკული ტრეინინგის” პირველი და მეორე ნაწილები, კერძოდ: ,,შესავალი” და ,,როლური თამაში”, მესამე დისკზე კი ჩაწერილია ,,პრაქტიკული ტრეინინგის” მესამე და მეოთხე ნაწილები - ,,უკუკავშირისთვის ვიდეოჩანაწერის გამოყენება” და ,,როლური თამაში პროფესიონალი მსახიობების მონაწილეობით”.
თვალსაჩინოებისათვის აღნიშნული მონაცემები წარმოდგენილია ცხრილის სახით:
დისკი |
ნაწილი |
თემა |
დისკი 1 |
შესავალი |
სწავლების ახალი მეთოდები |
|
მულტიმედიური საშუალებების გამოყენება |
შესავალი დისკუსია ვიდეოსიუჟეტების მიხედვით სწავლება ვიდეოსიუჟეტების დახმარებით |
დისკი 2 |
პრაქტიკული ტრეინინგი |
შესავალი როლური თამაში |
დისკი 3 |
პრაქტიკული ტრეინინგი |
უკუკავშირისთვის ვიდეოჩანაწერის გამოყენება როლური თამაში პროფესიონალი მსახიობების მონაწილეობით |
მთავარი მენიუ იძლევა საშუალებას, დაზუსტდეს დისკზე მოცემულ რომელ ნაწილზე მუშაობთ. სხვა ნაწილებზე სამუშაოდ საჭიროა ინსტრუქციის თანახმად დისკის გამოცვლა.
![]() |
2 2 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
დააჭირეთ მთავარ მენიუში მოცემულ ღილაკს ,,შესავალი”.
![]() |
2.1 2.1 სწავლების ახალი მეთოდები |
▲ზევით დაბრუნება |
დააჭირეთ ქვემენიუში მოცემულ ოპციას ,,სწავლების ახალი მეთოდები”.
თქვენ შესაძლებლობა გაქვთ ნახოთ სლაიდი, რომელსაც ერთვის ტექსტი სწავლების ახალ მეთოდებზე:
,,პოლიციელების სწავლების ტრადიციული მეთოდი ძირითადად გულისხმობს სახელმძღვანელოებით სწავლებას, როდესაც როგორც წესი, გამოიყენება წიგნების სახით მოცემული სასწავლო მასალები.
ასეთი ტრადიციული სწავლებისას მასალის ძირითად ნაწილს წარადგენს ინსტრუქტორი, სტუდენტებს კი პასიური როლი ენიჭებათ.
ამჟამად შემოდის ახალი სასწავლო პროგრამები, რომელშიც ძირითადი ყურადღება ეთმობა პრაქტიკულ მიმართულებებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასწავლო პროცესი ხორციელდება პოლიციის ყოველდღიური სამუშაოს კონტექსტში.
სწავლებისას პოლიციის ყოველდღიური მუშაობა თვალსაჩინო ხდება ვიდეომასალის საშუალებით. ასეთ ვიდეოსიუჟეტებს ერთვის ინსტრუქციები და ანიმაცია. სასწავლო კურსის მთელი მასალა მოცემულია დისკზე.
დამატებითი მასალები მოცემულია სტუდენტის სახელმძღვანელოს სახით.
სასწავლო მასალების ასეთ კომბინაციას ეწოდება მულტიმედიური საშუალებები.
პრაქტიკული მიმართულებების სწავლებისთვის აუცილებელია სტუდენტების აქტიურობა. სტუდენტები უნარ-ჩვევებს ეუფლებიან პოლიციის პრაქტიკული მუშაობის იმიტაციით.
სწავლების ახალი მეთოდები და მასალები გულისხმობს ინსტრუქტორის ახალ უნარ-ჩვევებსაც. ამ პროგრამაში მოცემულია მულტიმედიური საშუალებების გამოყენება და ყოველდღიური პრაქტიკიდან სამოდელო სიტუაციების გათამაშება”.
![]() |
3 3. მულტიმედიური საშუალებების გამოყენება |
▲ზევით დაბრუნება |
მთავარ მენიუში დააჭირეთ ღილაკს ,,მულტიმედიური საშუალებების გამოყენება”.
თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ სასწავლო პროცესში მულტიმედიური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული სამი თემა:
შესავალი
დისკუსია ვიდეოსიუჟეტების მიხედვით
სწავლება ვიდეოსიუჟეტის დახმარებით
![]() |
3.1 3.1 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
ქვემენიუში დააჭირეთ ღილაკს ,,შესავალი”.
თქვენ შესაძლებლობა გაქვთ ნახოთ სლაიდი სასწავლო პროცესში მულტიმედიური საშუალებების გამოყენებაზე. სლაიდს ერთვის შემდეგი ტექსტი:
,,სწავლების პროცესში მულტიმედიური საშუალებების გამოყენება ხელს უწყობს პრაქტიკულ მუშაობაზე ორიენტირებულ აქტიურ სწავლებას.
მაგალითად: ვიდეომასალების საფუძველზე შეიძლება დისკუსიისა და მსჯელობის გამართვა, რაც თავის მხრივ, მასალების დეტალურად გაცნობასა და სტუდენტებში ინტერესის აღძვრას განაპირობებს.
გარდა ამისა, ვიდეოსიუჟეტებში მოცემული კონკრეტული მაგალითები გვეხმარება თეორიული მასალის ახსნაში.
საუკეთესო შედეგი დგება წინასწარ განსაზღვრული მიზნებიდან გამომდინარე სწავლების მეთოდებისა და ვიდეოსიუჟეტების შერჩევისას.”
![]() |
3.2 3.2 დისკუსია ვიდეოსიუჟეტების მიხედვით |
▲ზევით დაბრუნება |
ქვემენიუში დააჭირეთ ღილაკს ,,დისკუსია ვიდეოსიუჟეტების მიხედვით” და ეკრანზე დაინახავთ მენიუს ორი თემით:
ამ თემებში განმარტებულია, როგორ შეიძლება სასწავლო პროცესში დისკუსიის დროს ვიდეოსიუჟეტების გამოყენება.
შესავალი
თეორიულ ნაწილში დააჭირეთ ღილაკს ,,შესავალი”.
თქვენ ნახავთ სლაიდს, რომელსაც ერთვის შემდეგი ტექსტი:
დისკუსიის დროს კონკრეტული საკითხის განხილვის დასაწყებად გამოიყენეთ ვიდეოსიუჟეტი. ეს ჯგუფის ყურადღებას შესასწავლი თემისკენ მიაპყრობს.
თემა ხდება კონკრეტული და ცოცხალი. იმის გამო, რომ ნაჩვენები სიტუაციები ყოველდღიური პრაქტიკიდანაა, ისინი შეესაბამებიან სტუდენტების პირად გამოცდილებასაც.
სტუდენტებისთვის უფრო ადვილია კონკრეტულ სიტუაციებთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის გაცემა.
ვიდეოსიუჟეტებზე დისკუსია შესაფერისი მეთოდია, თუ სასწავლო კურსის ძირითად მიზანს წარმოადგენს ცოდნის დონის ამაღლება და აზრის ჩამოყალიბება.
ვიდეოსიუჟეტებზე დისკუსიის დროს განსახორციელებელი ეტაპები მოიცავს:
● მომზადებას,
● წარდგენას;
● ვიდეოსიუჟეტის ჩვენებას;
● შეფასებას.
● მეთოდი
დააჭირეთ ღილაკს ,,მეთოდი” და ეკრანზე წარმოჩნდება ვიდეოსიუჟეტებზე დისკუსიის ყველა ეტაპი.
თითოეულ ეტაპზე ინსტრუქტორმა უნდა შეასრულოს გარკვეული მოქმედებები. ეს მოქმედებები ახსნილია (თეორია) და ნაჩვენებია (განხილვა). აირჩიეთ ჯერ ერთი ეტაპი, შემდეგ კი ღილაკები ,,თეორია” ან ,,განხილვა”. ქვემოთ მოცემულია თითოეული მათგანის აღწერილობა.
● (ფანჯრის გასააქტიურებლად ჯერ შედიხართ ,,წარდგენა”-ში, ირჩევთ ,,დისკუსიას”-
ხოლო შემდეგ შეგიძლიათ ნებისმიერ ეტაპზე გადასვლა)
3.2.1.1 მომზადება
თეორია
თქვენ შესაძლებლობა გაქვთ ნახოთ სლაიდი, რომელსაც ერთვის შემდეგი ტექსტი:
,,ვიდეოსიუჟეტზე დისკუსიისთვის მზადება რამდენიმე ნაბიჯისგან შედგება.
პირველ რიგში, უნდა განსაზღვროთ დისკუსიის მიზანი. მიზანი შეიძლება იყოს ცოდნა ან უნარ-ჩვევები, რომელთაც სტუდენტები გაკვეთილის დასასრულს დაეუფლებიან. მაგალითად: იმის გაგება, თუ რა შედეგებს იწვევს კონკრეტული სახის ქცევა/მოქმედება.
შემდეგ შეეცადეთ განსაზღვროთ, რომელი თემებისა და ასპექტების განხილვა გსურთ. თემის ზუსტი განსაზღვრა აადვილებს და ნათელს ხდის დისკუსიას.
მოიფიქრეთ, თემის შესაბამისად რა სახის კითხვები უნდა დაუსვათ ჯგუფს. ეს დაგეხმარებათ დისკუსიის წარმართვასა და მიზნის რეალიზებაში. მზად იყავით ჯგუფის წევრთა კითხვებისთვისაც.
შემდეგ განსაზღვრეთ რა აჯობებს, ვიდეოსიუჟეტის ნაწილობრივ თუ სრულად ჩვენება. ეს არჩევანი დამოკიდებულია ვიდეოსიუჟეტის ხანგრძლივობასა და მასში მოცემული ინფორმაციის ოდენობაზე. შესაძლო რისკები უკავშირდება სიუჟეტის ხაზის ფრაგმენტებსა და განხილვისთვის ძალიან ფართო მასალის მიწოდებას.
ბოლოს, შეადგინეთ გაკვეთილის წერილობითი გეგმა. აღწერეთ მასალის წარდგენის მეთოდები, განსახილველი თემები, შესაძლო კითხვები, რომელთაც თქვენ ან სტუდენტები დასვამთ. გაკვეთილის სცენარის დაწერა დაგეხმარებათ თანმიმდევრულად და ლოგიკურად ააგოთ გაკვეთილი, დაიცვათ მეცადინეობის სტრუქტურა და ხელს შეუწყობს შემდეგი გაკვეთილებისთვის მომზადებას”.
3.2.1.2 წარდგენა
თეორია
თქვენ ნახავთ სლაიდს შემდეგი ტექსტით:
,,ვიდეოსიუჟეტის წარდგენა რამდენიმე ნაბიჯისგან შედგება.
პირველ რიგში, სტუდენტებს გააცანით გაკვეთილის მთავარი თემა და ძირითადი მიზნები. შემდეგ განუმარტეთ, რატომ არის ეს თემა მნიშვნელოვანი. შეძლებისდაგვარად მოიყვანეთ ცხოვრებისეული მაგალითები.
მომდევნო ეტაპზე აუხსენით მსმენელებს რას გააკეთებთ, მაგალითად, უთხარით, რომ ჯერ ვიდეოსიუჟეტს ნახავთ სრული მოცულობით, შემდეგ კი ნაწილ-ნაწილ ან რომ ჩვენებას მოულოდნელად შეაჩერებთ ნანახის განხილვისა ან მსმენელთა რეაქციის მოსასმენად. ამ გზით სტუდენტებს ეცოდინებათ, რა ელით გაკვეთილზე.
და ბოლოს, აღნიშნეთ ვიდეოსიუჟეტის მნიშვნელოვანი მომენტები, რომლებზეც საჭიროა ყურადღების გამახვილება.
ეს სტუდენტებს დაეხმარება ვიდეოსიუჟეტის შესაბამის ფრაგმენტებზე ყურადღების კონცენტრირებაში”.
განხილვა
ახლა თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ შესავალის მაგალითი ან მაგალითი, რომელიც გამოიყენება ვიდეოსიუჟეტებზე დისკუსიისთვის.
მაგალითებს ერთვის შემდები ტექსტი:
შესავალი
ინსტრუქტორი |
დილა მშვიდობისა. დღეს ჩვენ ვნახავთ ვიდეოფილმს, ფილმი თითქოს და უწყინარ სიტუაციებზეა, რომლებიც ბოლოში საკმაოდ სახიფათო აღმოჩნდება.
ალბათ, გაზეთებიდან გახსოვთ პოლიციელის მიერ შეცდომით მოხუცი კაცის მოკვლის ისტორია, არა? პოლიცია მეზობლებმა გამოიძახეს და კაცი მათ შეწუხებაში დაადანაშაულეს.
ფილმი მსგავს შემთხვევაზეა. ჩვენ ორჯერ ვნახავთ სიუჟეტს. პირველად ფილმს სრულად ვნახავთ, თავიდან ბოლომდე და მოკლედ განვიხილავთ მას. მეორედ ფილმს ვნახავთ ფრაგმენტულად, მაგრამ დეტალურად განვიხილავთ.
ფილმის ნახვისას ყურადღება გაამახვილეთ ქცევის ტაქტიკურ საკითხებზე. რა თქმა უნდა, სამართლებრივი ასპექტებიც ძალიან საინტერესოა და მოგვიანებით შეგვიძლია ესეც განვიხილოთ, მაგრამ გთხოვთ, ძირითადი ყურადღება მიაქციეთ ტაქტიკურ ასპექტებს, რა არის კარგი და რა ცუდი. ფილმის ნახვის დროს გააკეთეთ ჩანიშვნები. |
ვიდეოფრაგმენტი
ეს არის პოლიციელების პრაქტიკაში რეალურად მომხდარი შემთხვევის ჩანაწერი. პოლიციელები მეზობლების ჩხუბის გამო გამოძახებაზე მივიდნენ. ისინი ამ სიტუაციას როგორც ,,რუტინულს” ისე მიუდგნენ, მათ ყურადღება არ მიაქციეს ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას, ძალიან სწრაფად მოქმედებდნენ და დაუშვეს მნიშვნელოვანი ტაქტიკური შეცდომები. ეს შემთხვევა არაპროფესიონალური ქცევის ნათელი მაგალითია. ამ ჩანაწერის ჩვენების მიზანი არის პროფესიონალური და არაპროფესიონალური ქცევის შესახებ დისკუსიის წამოწყება.
3.2.1.3 ვიდეოსიუჟეტის ჩვენება
თეორია
დისკუსია ვიდეოსიუჟეტების მიხედვით მეთოდი
მომზადება წარდგენა ვიდეოსიუჟეტის ჩვენება შეფასება |
თქვენ ნახავთ სლაიდს, რომელსაც ერთვის შემდეგი შინაარსის ტექსტი:
,,ვიდეოსიუჟეტის ჩვენებისას მნიშვნელოვანია შემდეგი ელემენტები:
დარწმუნდით, რომ შეძლებთ როგორც ვიდეოსიუჟეტზე, ისე ჯგუფის რეაქციაზე დაკვირვებას. ინტერესით უყურეთ სიუჟეტს.
არ ისაუბროთ ვიდეოსიუჟეტის ჩვენების დროს, ეს გამოიწვევს სტუდენტების ყურადღების გაფანტვას.
დააკვირდით მსემენელთა რეაქციას, რათა შეძლოთ განხილვის დროს მათ რეაქციაზე საუბარი. ვიდეოსიუჟეტის ჩვენების ინტერვალები უნდა იყოს მოკლე. ფრაგმენტული ჩვენების დროს მნიშვნელოვანია, არ დაიკარგოს ბმა კონკრეტულ ნაწილსა და ზოგად სურათს შორის, რათა სტუდენტებმა შეძლონ სწორად განსაზღრონ, ვიდეოსიუჟეტის რომელ ნაწილს უყურებენ.
შეგიძლიათ წარმოთქვათ მაგალითად ასეთი ფრაზა: ,,ახლა ჩვენ ვნახავთ საუბრის ბოლო ნაწილს, სადაც პოლიციელი ასრულებს საუბარს.”
შეაჯამეთ ნანახი სიუჟეტის შედეგები, განსაკუთრებით მაშინ, თუ გრძელი ფრაგმენტების ჩვენება მიმდინარეობდა. განზოგადება უნდა იყოს მოკლე, რათა სტუდენტებს არ გაეფანტოთ ყურადღება და არ დაეკარგოთ აზრის გამოთქმის სურვილი.”
3.2.1.4 შეფასება
,,შეფასება” ღილაკის არჩევისას ეკრანზე გამოჩნდება დამატებითი ოპიციები, კერძოდ:
- შესავალი
- ორიენტაცია
- განმარტება
- შემუშავება
- შეფასება
ჯერ აირჩიეთ ერთ-ერთი დამატებითი ოპცია, შემდეგ კი ღილაკები ,,თეორია” ან ,,განხილვა”. ქვემოთ მოცემულია თითოეული მათგანის აღწერილობა.
შესაძლებელია ასევე დააჭიროთ ღილაკს ,,ყველაფრის ჩართვა”, ამ შემთხვევაში თქვენ სრულად ნახავთ შეფასების ფაზას, ორიენტაციიდან შეფასებამდე.
შესავალი
თეორია
თქვენ ნახავთ სლაიდს შემდეგი ტექსტით: ,,ვიდეოსიუჟეტის განხილვის მეთოდის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენების შემდგომი ფაქტობრივი დისკუსია.
განხილვა 4 ფაზისგან შედგება:
- ორიენტაცია
- განმარტება
- შემუშავება
- შეფასება”
განხილვა
ახლა კი შეგიძლიათ აირჩიოთ მოცემული სამი სიუჟეტისაგან ერთ-ერთი. თითოეულ მათგანში მოცემულია ის ხაფანგი, რომელიც ინსტრუქტორს შეიძლება დაემუქროს დისკუსია ვიდეოსიუჟეტების მიხედვით მეთოდის გამოყენებისას.
ვიდეოსიუჟეტის ტექსტი მოცემულია ქვემოთ:
არასწორი მიდგომა 1
დისკუსია ვიდეოსიუჟეტების მიხედვით
მეთოდი
შესავალი ორიენტაცია განმარტება შემუშავება შეფასება
მომზადება წარდგენა ვიდეოსიუჟეტის ჩვენება შეფასება |
ინსტრუქტორი (აჩერებს ფილმს და აუდიტორიას მიმართავს) |
აი ფილმიც ვნახეთ, რა კომენტარს გააკეთებდით? |
გიორგი |
მათ არ უდა მიეცათ ამ ადამიანისთვის სამზარეულოში შესვლის საშუალება. ჰოლშივე უნდა აეყვანათ. |
ლექსო |
ვერ დაგეთანხმები. ჩემი აზრით, პირველ რიგში სახიფათო და არასწორი იყო იქ შესვლა. მამაკაცმა ჯაჭვით ჩაკეტა კარი, მოდიან პოლიციელები, ამტვრევენ კარს და შერბიან სახლში, როგორ იქცევიან? და საერთოდ რაზე ფიქრობენ? |
მეორე ინსტრუქტორი (მამაკაცი) |
განაგრძეთ |
გიორგი |
აბა რა უნდა ექნათ? მათ რომ დაეცადათ, კაცი საკუთარ სახლში ჩაიკეტებოდა, არაფერიც არ მოხდებოდა. ლოდინი წლების განმავლობაში მოუწევდათ, ბოლოს და ბოლოს კარზე მაინც დაკაკუნებდნენ. |
ქეთი |
გიორგი, მათ სახლში შესვლის უფლებაც კი არ ჰქონდათ! |
მიხეილი |
უფლება? რა საკვირველია, მათ აქვთ უფლება! ადამიანმა თავდასხმა ჩაიდინა, მათ შეეძლოთ სახლში შესვლა და კაცის დაკავება! |
ლექსო |
მაპატიე, ჩვენ ხომ პოლიციელები ვართ. არ იცით რას ნიშნავს სასამართლოს ბრძანება? ჩვენ არ შეგვიძლია ასე მოქცევა. |
პავლე |
არა, ჩემი აზრით, ასეთ საწყის ეტაპზე არ უნდა დაეკავებინათ. განსაკუთრებით, როცა არ იცი სინამდვილეში რა ხდება. |
ქეთი |
სწორია. |
გიორგი |
მე ვიცი, რაც მოხდა. შენ გგონია, ქალს ცხვირიდან სისხლი თავისით წამოუვიდა? კაცი პოლიციელს დაესხა თავს.... |
არასწორი მიდგომა 2
დისკუსია ვიდეოსიუჟეტების მიხედვით
მეთოდი
შესავალი - ორიენტაცია - განმარტება - შემუშავება - შეფასება
მომზადება წარდგენა ვიდეოსიუჟეტის ჩვენება შეფასება |
ინსტრუქტორი (აჩერებს ფილმს და აუდიტორიას მიმართავს) |
აი ფილმიც ვნახეთ, რა კომენტარს გააკეთებდით? |
გიორგი |
მათ არ უდა მიეცათ ამ ადამიანისთვის სამზარეულოში შესვლის საშუალება. ჰოლშივე უნდა აეყვანათ. |
ინსტრუქტორი |
ჩემი აზრით, ძალიან უხეში ქცევა იყო. |
გიორგი |
სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა, პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი არასაკმარისად სწრაფად მოძრაობდნენ. |
ინსტრუქტორი |
ხომ არ ფიქრობთ, რომ პოლიციელი არასწორად მოიქცა, როცა კარში ფეხი დადო? |
გიორგი |
ა-ა... |
ინსტრუქტორი |
სწორედ ასე მოხდა, კარი შეღებული იყო, პოლიციელმა კარში ფეხი დადო და უხეშად შევიდა, არც კი უცდია კაცთან გასაუბრება. არასდროს არ უნდა მიაყენოთ აღელვებული ადამიანი კუთხეში. ასე არ არის? შეიძლება ითქვას, რომ ამ შემთხვევაში, პოლიციელს, სულ მცირე, ნაწილობრივი პასუხისმგებლობა მაინც ეკისრება სასიკვდილო შედეგზე. ის მოქმედებდა უხეშად, დაუფიქრებლად და არაკანონიერად. |
არასწორი მიდგომა 3
დისკუსია ვიდეოსიუჟეტების მიხედვით
მეთოდი
შესავალი-ორიენტაცია-განმარტება-შემუშავება-შეფასება
მომზადება წარდგენა ვიდეოსიუჟეტის ჩვენება შეფასება |
ინსტრუქტორი (აჩერებს ფილმს და აუდიტორიას მიმართავს) |
აი ფილმიც ვნახეთ, რა კომენტარს გააკეთებდით? |
გიორგი |
მათ არ უდა მიეცათ ამ ადამიანისთვის სამზარეულოში შესვლის საშუალება. ჰოლშივე უნდა აეყვანათ. |
ინსტრუქტორი |
კიდევ ვინ გამოთქვამს აზრს? |
მიხეილი |
ის დამნაშავეა და რაც შეიძლება მალე უნდა დააკავონ. |
სხვა მოსაზრებებიც არის? |
|
ლექსო |
ჩემი აზრით, ასეთი ადამიანის დაკავება ყოველგვარი... |
ინსტრუქტორი (აწყვეტინებს) |
სწორია! ამ სიტუაციაში ორი, უფრო სწორად რამდენიმე მნიშვნელოვანი შეცდომა იქნა დაშვებული. ეს არის ტაქტიკური და სამართლებრივი შეცდომები. დავიწყებ ტაქტიკური შეცდომებით. ტაქტიკის განსახილველად ეს სიტუაცია შეიძლება სამ ფაზად დაიყოს:
პირველი ფაზა არის შეტყობინება, როცა პოლიციელები იღებენ გამოძახებას.
მეორე ფაზა არის კონფრონტაციის წინა ფაზა, როცა პოლიციელები უახლოვდებიან შემთხვევის ადგილს და ბოლოს, რა თქმა უნდა, კონფრონტაცია.
მოდით, განვიხილოთ პირველი ფაზა - შეტყობინება, როცა პოლიციელები იღებენ გამოძახებას, ისინი არ ცდილობენ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას.... |
ორიენტაცია
თეორია
დისკუსია ვიდეოსიუჟეტების მიხედვით
მეთოდი
შესავალი-ორიენტაცია-განმარტება-შემუშავება-შეფასება
მომზადება წარდგენა ვიდეოსიუჟეტის ჩვენება შეფასება |
თქვენ ნახავთ სლაიდს, რომელსაც ერთვის შემდეგი ტექსტი:
,,ორიენტაციის დროს ირკვევა ნაჩვენები ფრაგმენტის შესახებ რეაქციები. ეს რეაქციები წარმოადგენს დისკუსიის ძირითად მასალას. პირველ ფაზაზე მნიშვნელოვანია განხილვაში მონაწილეობის მისაღებად რაც შეიძლება მეტი სტუდენტის მოზიდვა.
მონაწილეობის მისაღებად სტუდენტების მოზიდვის რამდენიმე მეთოდი არსებობს:
პირველ რიგში, შესაძლოა საუბარში მიდევნების ტექნიკის გამოყენება.
- მიდევნება შედგება ღია კითხვების დასმისაგან, როდესაც კითხვებზე შეუძლებელია უპასუხოთ ,,დიახ” ან ,,არა”.
- ამ დროს სტუდენტების რეაქციის საფუძველზე უნდა დასვათ კონკრეტული დამატებითი კითხვები.
- აუცილებლად გამოხატეთ სტუდენტების კომენტარებისადმი ინტერესი თავის დაქნევით, სიტყვიერი და მზერითი შეგულიანებით.
- შემდეგ აუცილებელია საკუთარი სიტყვებით სტუდენტების კომენტარების შეჯამება და განზოგადება.
კიდევ ერთი ტექნიკა მდგომარეობს შემდეგში:
- სტუდენტების კომენტარებზე რეაგირება ვიდეოსიუჟეტის ჩვენების ან ჩვენების დასრულების დროს.
- ჰკითხეთ სტუდენტებს, ვის არ გამოუხატავს საკუთარი აზრი
- გამოხატეთ ინტერესი მათი წვლილისადმი და
- ,,წრეში ბურთის” მეშვეობით მიეცით ერთ სტუდენტს სხვა სტუდენტის შენიშვნებზე კომენტარის გაკეთების საშუალება.“
განხილვა
დისკუსია ვიდეოსიუჟეტების მიხედვით
მეთოდი
|
||||
შესავალი |
ორიენტაცია |
განმარტება |
შემუშავება |
შეფასება |
მომზადება წარდგენა ვიდეოსიუჟეტის ჩვენება შეფასება |
ახლა თქვენ ნახავთ სიუჟეტს, რომელშიც ინსტრუქტორი იწყებს განხილვას:
მონაწილე |
ქართული ტექსტი |
ინსტრუქტორი (აჩერებს ფილმს და აუდიტორიას მიმართავს) |
აი ფილმიც ვნახეთ, რა კომენტარს გააკეთებდით? |
გიორგი |
მათ არ უდა მიეცათ ამ ადამიანისთვის სამზარეულოში შესვლის საშუალება. ჰოლშივე უნდა აეყვანათ. |
ინსტრუქტორი |
აბა, სხვა მოსაზრებები თუ არის? |
ლექსო |
დიახ, ჩემი აზრით, ისინი ასე არ უნდა შესულიყვნენ სახლში, მე ვფიქრობ, რომ ტაქტიკური და სამართლებრივი თვალსაზრისით მათ შესვლის არასწორი გზა აირჩიეს! |
გიორგი |
რას ნიშნავს „არასწორი”! |
ინსტრუქტორი |
მაპატიე, გიორგი, ახლა მე მინდა პირველი კომენტარები მოვისმინო. ახლავე არ დავიწყოთ დისკუსია, კარგი? მოგვიანებით ყველაფერს განვიხილავთ. გისმენ, პეტრე. |
პავლე |
ჩემი აზრით, ის არც თუ ისე სისტემურად მართავდა სიტუაციას. |
განმარტება
თეორია
დისკუსია ვიდეოსიუჟეტების მიხედვით
მეთოდი
შესავალი-ორიენტაცია-განმარტება-შემუშავება შეფასება
მომზადება წარდგენა ვიდეოსიუჟეტის ჩვენება შეფასება |
თქვენ ნახავთ სლაიდს, რომელსაც ერთვის შემდეგი შინაარსის ტექსტი:
„ამ ფაზაში ძირითადი ყურადღება ეთმობა სტუდენტთა წვლილის განმარტებას, ამიტომ მნიშვნელოვანია მათ პასუხების საფუძველზე კითხვების დასმა. დააჯგუფეთ სხვადასხვა შენიშვნები სხვადასხვა თემების მიხედვით და განალაგეთ ეს თემები მათი მნიშვნელობის რიგითობის მიხედვით. შემდეგ მკაფიოდ განსაზღვრეთ ეს თემები და მიუთითეთ სტუდენტებს მათი განხილვის თანმიმდევრობის შესახებ.”
განხილვა
დისკუსია ვიდეოსიუჟეტების მიხედვით
მეთოდი
შესავალი-ორიენტაცია-განმარტება-შემუშავება- შეფასება
მომზადება წარდგენა ვიდეოსიუჟეტის ჩვენება შეფასება |
ახლა კი ნახავთ ვიდეოსიუჟეტს, რომელშიც მოცემულია ორიენტაციის ფაზა:
ინსტრუქტორი |
რას გულისხმობთ „არცთუ ისე სისტემურად”-ში? |
პეტრე |
ჩემი აზრით, როცა მან ქალს მიმართა, ის ძალიან დაბნეული იყო. |
ინსტრუქტორი |
კარგი, გმადლობთ. აქამდე რაც მოვისმინე ის არის, რომ პოლიციელები უფრო სწრაფად უნდა შესულიყვნენ და ის, რომ ისინი საერთოდ არ უნდა შესულიყვნენ და რომ ისინი თავიდანვე უკეთ უნდა მომზადებულიყვნენ. სწორია? ასეა? ამ შენიშვნების გათვალისწინებით, მოდით, კიდევ ერთხელ ვნახოთ ვიდეოსიუჟეტი, ოღონდ, ამჯერად ჩვენ მას ნაწილ-ნაწილ ვნახავთ. |
ინსტრუქტორი |
რომელია სიტუაციის სამი ფაზა? პირველი ფაზა არის შეტყობინება, როცა პოლიციელები იღებენ გამოძახებას. შემდეგ მოდის კონფრონტაციის წინა ფაზა, როცა პოლიციელები უახლოვდებიან შემთხვევის ადგილს, და ბოლოს დგება მესამე ფაზა - კონფრონტაცია. |
ჩვენი შენიშვნები დავიმახსოვროთ და კიდევ ერთხელ ვნახოთ შეტყობინების ფაზა, კარგით? |
დამუშავება
თეორია
დისკუსია ვიდეოსიუჟეტების მიხედვით
მეთოდი
შესავალი-ორიენტაცია-განმარტება-დამუშავება- შეფასება
მომზადება წარდგენა ვიდეოსიუჟეტის ჩვენება შეფასება |
თქვენ საშუალება გაქვთ ნახოთ სლაიდი, რომელსაც ერთვის შემდეგი ტექსტი:
,,ამ ფაზაზე განიხილება ერთი კონკრეტული თემა. აირჩიეთ ერთი თემა და განსაზღვრეთ ის უფრო ზუსტად, შემდეგ მომზადების ფაზაზე შერჩეული ძირითადი და მნიშვნელოვანი თემების საფუძველზე, მიუთითეთ სტუდენტებს, რომელ კითხვებს უნდა გაეცეთ პასუხები.”
განხილვა
დისკუსია ვიდეოსიუჟეტების მიხედვით
მეთოდი
შესავალი-ორიენტაცია-განმარტება-დამუშავება-შეფასება
მომზადება წარდგენა ვიდეოსიუჟეტის ჩვენება შეფასება |
ახლა კი ნახავთ ვიდეოსიუჟეტს, რომელშიც მოცემულია დამუშავების ფაზა:
ინსტრუქტორი |
ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ შეტყობინების ფაზა, რას ფიქრობთ, ამ ეტაპზე პოლიციელების მოქმედებებზე? გისმენთ, ქეთი? |
ქეთი |
პოლიციელები ისე იქცეოდნენ, თითქოსდა მათ არ აინტერესებდათ ის სამუშაო,რომელიც უნდა შეესრულებინათ. |
ინსტრუქტორი |
რას ნიშნავს ,,არ აინტერესებდათ”? |
ქეთი |
ისინი სხვა საკითხებზე ჭორაობდნენ, მანქანებზე, ფეხბურთზე. ჩემი აზრით, ისინი უნდა მომზადებულიყვნენ გამოძახებაზე რეაგირებისთვის და იმ სამუშაოსთვის, რისი შესრულებაც ადგილზე მოუწევდათ. |
ინსტრუქტორი |
კიდევ ვინმეს ხომ არ სურს აზრის გამოთქმა? |
მიხეილი |
რისთვის უნდა მომზადებულიყვნენ? მათ არ იცოდნენ, რა ხდებოდა. შეუძლებელია იცოდე, იქ რა ხდება. ტელეპატები ხომ არ არიან. |
მეორე ინსტრუქტორი (მამაკაცი) |
სწორია. |
ინსტრუქტორი |
დიახ, ლექსო. |
ლექსო |
დიახ. მაგრამ მე მგონია, რომ მათ, სულ მცირე, გამოძახების გადამოწმება მაინც შეეძლოთ. ხომ გესმით. მათ უნდა ეკითხათ, ადრე ხომ არ იყო მსგავსი პრობლემები ამ მისამართზე. ამ გამოხაძებამდე ხომ შეიძლებოდა არსებულიყო სხვა პრობლემები და ძალადობის ისტორიები, მათ ამის გარკვევა შეეძლოთ. |
ინსტრუქტორი |
კარგით, თქვენ თქვით, რომ მათ მორიგესგან შეეძლოთ დამატებითი ინფორმაციის მოპოვება. მოსამზადებლად კიდევ რისი გაკეთება შეეძლოთ? |
ლექსო |
სწორია. |
ქეთი |
როგორც უკვე ავღნიშნე, მომზადებულიყვნენ. რა შეიძლებოდა მომხდარიყო, ეფიქრათ, რა სიტუაციაში შეიძლებოდა აღმოჩენილიყვნენ. |
გიორგი |
მაგრამ, მორიგესგან მეტი ინფორმაციაც რომ მიეღოთ, არ ვიცი, უკეთესად როგორ უნდა მომზადებულიყვნენ. სანამ ადგილზე არ მივიდნენ და მოწმეს არ გაესაუბრნენ, მათ არ იცოდნენ ადგილზე რა ხდებოდა. |
ინსტრუქტორი |
დიახ, ქეთი. შეგიძლია ახსნა? |
ქეთი |
ჩემი აზრით, ეს აშკარაა. იქ ორი პოლიციელი იყო, და ისევე როგორც ჩვენც, ერთ-ერთ მათგანს უკეთ შეუძლია ადამიანებთან გასაუბრება. აეღო საკუთარ თავზე ინიციატივა და ესაუბრა დაზარალებულთან. მე მაინც ვფიქრობ, მათ რომ სცოდნოდათ რასთან ექნებოდათ საქმე, რომ მომზადებულიყვნენ ამისთვის, ასეთი უწესრიგობა არ |
იქნებოდა, ეს უბრალოდ არ მოხდებოდა. |
შეფასება
თეორია
დისკუსია ვიდეოსიუჟეტების მიხედვით
მეთოდი
შესავალი-ორიენტაცია-განმარტება-შემუშავება-შეფასება
მომზადება წარდგენა ვიდეოსიუჟეტის ჩვენება შეფასება |
თქვენ ნახავთ სლაიდს, რომელსაც ერთვის შემდეგი ტექსტი:
,,ამ ფაზის დროს ხდება შედეგების შეჯამება და დასკვნების გამოტანა. განხილვის შედეგები ყველაზე უკეთ გამოიხატება ტერმინში „ქცევის ალტერნატივები” მაგალითად: ,,... ასეთ სიტუაციაში მნიშვნელოვანია ამის გაკეთება და ასევე ყურადღების გამახვილება...
,,შეამოწმეთ შედეგები ხარისხიანობისა და გამოყენებადობის მიხედვით. მართლა გამოიყენებენ თუ არა პოლიციელები მათ? სჯერათ მათ, რომ ეს შედეგები გაამართლებს? შედეგების შეჯამების დროს იყავით თავისუფალი და არ დასვათ ბევრი კითხვა, მიეცით სტუდენტებს საშუალება გამოთქვან საკუთარი აზრი, თუ ისინი არ გეთანხმებიან.”
განხილვა
დისკუსია ვიდეოსიუჟეტების მიხედვით
მეთოდი
შესავალი-ორიენტაცია-განმარტება-შემუშავება-შეფასება
მომზადება წარდგენა ვიდეოსიუჟეტის ჩვენება შეფასება |
ახლა ნახავთ ვიდეოსიუჟეტს, რომელშიც მოცემულია შეფასების ფაზა:
ინსტრუქტორი (ემზადება ჩასაწერად) |
მოდით დავწეროთ აქამდე მოსმენილი კომენტარები შეტყობინების ფაზასთან დაკავშირებით. |
ლექსომ აღნიშნა ,,ინფორმაციის მოპოვება” (ინსტრუქტორი წერს „ინფორმაციის მოპოვება”), ინფორმაცია ადრე ამავე მისამართზე მომხდარი შემთხვევების შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია. |
|
შემდეგ ქეთიმ აღნიშნა ფუნქციების განაწილება (ინსტრუქტორი წერს ,,ფუნქციების განაწილება”) ამასთან, შეიძლება გაითვალისწინო პირადი თვისებები ან უბრალოდ გადაწყვიტოთ ვინ წავა წინ და ვინ - უკან, ასეა? |
|
კიდევ რამეს ხომ არ იტყვით შეტყობინების ფაზაზე? დიახ... |
|
პავლე |
ჩემი აზრით ამ სიტუაციის სამართლებრივი ასპექტებიც უნდა განვიხილოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ პოლიციელს არა აქვს სახლში ასე შეჭრის უფლება. |
ინსტრუქტორი (წერს სიტყვას ,,სამართლებრივი შეფასება”) |
ძალიან კარგი, დავწერ, რომ შესაძლებელია სიტუაციის წინასწარი სამართლებრივი შეფასება. |
კარგით, ახლა შეტყობინების ფაზისთვის რეკომენდაციების მშვენიერი ჩამონათვალი გვაქვს. ინფორმაციის მოპოვება, ფუნქციების განაწილება და სამართლებრივი შეფასება. |
|
ყველა ეთანხმება? |
|
სტუდენტები |
დიახ |
ინსტრუქტორი |
მიხეილ და გიორგი? |
გიორგი |
მე მაინც ვერ გავიგე, რაც თქვით, ის კი მესმის, მაგრამ შემთხვევის ადგილზე მისვლამდე და მოწმეებთან გასაუბრებამდე, არ მესმის, კარგად როგორ უნდა მოემზადო. |
ინსტრუქტორი |
გასაგებია თქვენი კრიტიკა. თქვენ თვითონვე ნახავთ, რომ გამოცდილებასთან ერთად შემთხვევის ადგილი უფრო ადვილად წარმოსადგენია. რა თქმა უნდა, არ არსებობს ორი ერთნაირი სიტუაცია, მაგრამ გარკვეული ელემენტების განჭვრეტა მაინც შესაძლებელია. საერთოდ არაფრის ცოდნას, ყოველთვის სჯობს, რაიმე ინფორმაცია გქონდეთ. |
გიორგი |
დიახ, ვხვდები... |
![]() |
3.3 3.3 სწავლება ვიდეოსიუჟეტების დახმარებით |
▲ზევით დაბრუნება |
ქვემენიუში აირჩიეთ ღილაკი ,,სწავლება ვიდეოსიუჟეტების დახმარებით”, თქვენ დაინახავთ მენიუს ორი თემით:
სწავლება ვიდეოსიუჟეტების დახმარებით
შესავალი მეთოდი
|
ამ თემებში განმარტებულია სასწავლო პროცესში ვიდეო სიუჟეტების გამოყენება.
3.3.1 შესავალი
თეორიულ ნაწილში დააჭირეთ ღილაკს ,,შესავალი”.
თქვენ ნახავთ სლაიდს, რომელსაც ერთვის შემდეგი ტექსტი:
,,სწავლება ვიდეოსიუჟეტების დახმარებით გამოიყენება იმისთვის, რომ განსახილველ თემაზე აჩვენოთ ვიდეოზე ჩაწერილი მაგალითები. ვიდეოს გამოყენებით სწავლება გამოიყენება მაშინ, როდესაც მიზნად ცოდნის გადაცემაა დასახული.
ვიდეოსიუჟეტებში ზუსტად არის ნაჩვენები, როგორ უნდა შესრულდეს გარკვეული მოქმედებები. ვიდეოსიუჟეტების გამოყენება აფერხებს აუცილებელი მოქმედებების სტუდენტების მიერ ინტერპრეტაციის შესაძლებლობას.
გარდა ამისა, პოლიციელთა ყოველდღიური საქმიანობის მაგალითები აჩვენებს სტუდენტების თეორიული და პრაქტიკული საქმიანობის შესაბამისობას.
გარკვეულ ადგილებში ვიდეოსიუჟეტის ჩვენების შეჩერებით შესაძლებელი გახდება სტუდენტთა ყურადღების მიპყრობა მნიშვნელოვან ასპექტებზე.
ვიდეოსიუჟეტების გამოყენება სტუდენტებს ასევე ეხმარება ინფორმაციის დამახსოვრებაში. ინფორმაცია ადამიანს უკეთ ამახსოვრდება, თუ ის წარმოდგენილია სხვადასხვა ფორმით: სიტყვიერად, ვიზუალურად, წერილობით”.
3.3.2 მეთოდი - თეორია
თეორიულ ნაწილში დააჭირეთ ღილაკს ,,მეთოდი”.
თქვენ ნახავთ სლაიდს, რომელსაც ერთვის შემდეგი შინაარსის ტექსტი:
,,ვიდეოსიუჟეტებზე მუშაობის რამდენიმე მეთოდი არსებობს.
პირველი მეთოდი - თავდაპირველად სიუჟეტის ზეპირად ახსნა, შემდეგ კი ვიდეოს ჩვენება. ამ მეთოდის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ იძლევა ყურადღების უშუალოდ გასახილველ თემაზე მიპყრობის საშუალებას.
შესაძლებელია პირიქითაც, ჯერ ვიდეოს ჩვენება, შემდეგ კი სიტუაციის ზეპირად ახსნა, რაც უცებ დააკონკრეტებს თემას.
მეორე მეთოდი გამოსადეგია ახალი, სტუდენტებისთვის ნაკლებად ნაცნობი თემებისთვის.
მესამე მეთოდი აერთიანებს პირველი ორი მეთოდის უპიტარესობებს და მდგომარეობს სიუჟეტის გაფორმებაში. ინსტრუქტორი ვიდეოსიუჟეტის ნაწილ-ნაწილ აჩვენებს და შეჩერების დროს სტუდენტებს მოუთხრობს სიუჟეტს, შემდეგ კი ისევ აჩვენებს ვიდეოს მომდევნო ნაწილს.
მეოთხე მეთოდი მდგომარეობს ვიდეოს ცალკეული ფრაგმენტების ჩვენებაში თხრობის დროს, რათა ინსტრუქტორმა მოახდინოს ცალკეული დეტალებზე ყურადღების გამახვილება.
შერჩეული მეთოდის მიუხედავად, საჭიროა თემის კარგად დაწყება. შესავალში აღნიშნეთ თემა, გამოიწვიეთ ინტერესი ამ თემისადმი და სტუდენტებს განუმარტეთ წესები.”
3.3.3 მეთოდი - განხილვა
,,განხილვის” ნაწილში დააჭირეთ ღილაკს ,,მეთოდი”.
თქვენ ნახავთ ვიდეოსიუჟეტს, რომელშიც მოცემულია ინსტრუქტორის მიერ ვიდეოსიუჟეტის დახმარებით სწავლების მეთოდის გამოყენების მაგალითია მოცემული. სიუჟეტს ერთვის შემდეგი ტექსტი:
ინსტრუქტორი |
ჩვენ დღეს განვიხილავთ, როგორ უნდა ჩავიწეროთ მოქალაქის ჩვენება, რომელიც მძიმე დანაშაულის მსხვერპლი გახდა. ასეთმა სიტუაციამ ადამიანზე იმაზე მეტად შეიძლება იმოქმედოს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ამიტომ, მნიშვნელოვანია საუბრის სწორად წარმართვა. ასე რომ, ჩვენი დღევანდელი განხილვის თემაა დაკითხვის სტანდარტული პრინციპები. ამ თემაზე მაგალითისთვის ვიდეოსიუჟეტი მაქვს მომზადებული, ახლა ვნახავთ. |
(ურთიერთობის დამყარება) ურთიერთობის დამყარება ნებისმიერი საუბრის პირველი ნაწილია. თითქოს და ადვილია, მაგრამ ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანი. უნდა იყოთ გახსნილი, მეგობრული და გამოავლინოთ ინტერესი სხვა ადამიანისადმი. |
|
(ინფორმაციის მიღება) შემდეგ ეტაპზე თქვენ გინდათ ინფორმაციის მიღება, მოქალაქე ხომ რაიმეს შესატყობინებლად მოდის. ასე რომ ამ ეტაპზე თქვენ მოქალაქისგან იღებთ ინფორმაციას. ორი მნიშვნელოვანი მეთოდი არსებობს - მიდევნების მეთოდი და წამყვანის მეთოდი. |
|
ინსტრუქტორი |
(მიდევნება) თავიდან დაიწყეთ მიდევნების მეთოდით, რაც ნიშნავს დაზარალებულის მოსმენას. თქვენ ისტორიას ისმენთ იმ სახით, როგორც მოქალაქე მოგითხრობთ. ხშირად არ შეაწყვეტინოთ მოქალაქეს საუბარი, უბრალოდ მოუსმინეთ მას. |
(წამყვანი) მას შემდეგ, რაც მოქალაქე მოგითხრობთ მისი ისტორიის შესახებ, თქვენ გადადიხართ წამყვანის მეთოდზე. კითხვების დასმით შეგიძლიათ შეავსოთ მონათხრობის ხარვეზები. თუ თქვენ გაინტერესებთ კონკრეტული დეტალები, მიმართეთ წამყვანის მეთოდს. |
|
(მოქმედების შესრულება/ოქმი) როცა მოქალაქის ისტორია თქვენთვის გასაგები ხდება, ადგენთ ოქმს. ოქმის შედგენა არის მოქმედების შესრულების ფაზა. |
|
(დასრულება) საუბრის დასასრულს, შეგიძლიათ დაზარალებულს შეატყობინოთ, რა მოქმედებებს განახორციელებთ მომდევნო ეტაპზე. |
|
გასაგებია? მაშინ ვნახოთ ვიდეოსიუჟეტი. თითოეული ფაზის შესაბამისად ფილმი დაყოფილია ნაწილებად. |
|
პირველი ნაწილი ეძღვნება ურთიერთობის დამყარებას. |
(ვიდეოსიუჟეტი, ინსტრუქტორი რთავს გამოსახულებას)
ინსტრუქტორი |
აი, ეს არის ურთიერთობის დამყარება. ქალი-პოლიციელი უმალვე წამოდგა ფეხზე, როცა მოქალაქე შემოვიდა. ის მიუბრუნდა შემოსულს, უყურებს თვალებში და საკმაოდ დაინტერესებული ჩანს. ნახეთ? ურთიერთობის დამყარების მშვენიერი მაგალითია. |
ახლა გაჩვენებთ ფრაგმენტს შემდეგ ფაზაზე. |
![]() |
4 4 პრაქტიკული ტრეინინგი |
▲ზევით დაბრუნება |
მთავარ მენიუში აირჩიეთ ღილაკი ,,პრაქტიკული ტრეინინგი”.
ინსტრუქტორის უნარ-ჩვევები
მთავარი მენიუ
შესავალი მულტიმედიური საშუალებების გამოყენება პრაქტიკული ტრეინინგი - შესავალი (როლური თამაშები) - ერთობლივი როლური თამაში - უკუკავშირისთვის ვიდეოჩანაწერის გამოყენება - როლური თამაში მსახიობების მონაწილეობით |
ახლა შეგიძლიათ აირჩიოთ ოთხი თემიდან ერთ-ერთი:
- შესავალი
- ერთობლივი როლური თამაში
- უკუკავშირისთვის ვიდეოჩანაწერის გამოყენება
- როლური თამაში მსახიობების მონაწილეობით
![]() |
4.1 4.1 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
ქვემენიუში დააჭირეთ ღილაკს ,,შესავალი”.
თქვენ ნახავთ სლაიდს, რომესაც ერთვის ტექსტი სწავლებაში პრაქტიკული ტრეინინგის გამოყენების შესახებ. სლაიდს ერთვის შემდეგი ტექსტი:
,,როლური თამაში (პრაქტიკული ტრეინინგი) ხელს უწყობს აქტიურ და პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას.
მოვალეობის შესრულებისას პოლიციელებმა უნდა გამოიყენონ მრავალმხრივი ქცევის უნარ-ჩვევები.
ქცევის თეორიული მასალის გაცნობა არ ნიშნავს, რომ სტუდენტები შეძლებენ მის პრაქტიკაში გამოყენებას.
ძალიან მნიშვნელოვანია ქცევის უნარ-ჩვევების პრაქტიკა რეალურ გარემოში. კლასში პრაქტიკული სიტუაციების შექმნას ეწოდება პრაქტიკული ტრეინინგი. როლური თამაშების მეშვეობით სტუდენტები ყოველდღიურ სიტუაციებში ქცევის პრაქტიკას გადიან.
პრაქტიკული ტრეინინგის გამოყენებით სწავლებისას მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ვიდეო-ჩანაწერები, მათი განხილვა, რომლის დროსაც განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება გარკვეულ მომენტებზე.
გარდა ამისა, პროფესიონალი მსახიობების მონაწილეობით როლური თამაშების გამოყენება შესაძლებელია კონფრონტაციულ სიტუაციებში მოქმედებების მომზადებისთვის.
პროგრამაში მოცემულია ინფორმაცია როლური თამაშების ჩატარების მეთოდების, უკუკავშირისთვის ვიდეო ჩანაწერების გამოყენების და როლურ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად მსახიობების მოწვევის შესახებ.”
![]() |
4.2 4.2 როლური თამაში |
▲ზევით დაბრუნება |
ქვემენიუში დააჭირეთ ღილაკს ,,როლური თამაში” და დაინახავთ მენიუს ორი თემით:
ერთობლივი როლური თამაში შესავალი მეთოდი
|
ამ თემებში განხილულია სასწავლო პროცესში როლური თამაშის გამოყენება.
4.2.1 შესავალი
თეორიულ ნაწილში დააჭირეთ ღილაკს ,,შესავალი”.
თქვენ ნახავთ სლაიდს, რომელშიც მოცემულია როლური თამაშის კონცეფცია. სლაიდს ერთვისშემდეგიტექსტი:
,,როლური თამაშის დროს კლასში შესაძლებელი ხდება პოლიციის ყოველდღიური საქმიანობიდან მაგალითების იმიტირება.
სტუდენტები ასრულებენ როგორც პოლიციელების, ისე მოქალაქეების როლს. ამასთან მთავარ მიზანს წარმოადგენს გარკვეულ სიტუაციებში სხვადასხვა მოქმედებების ,,გათამაშება”.
ამ მეთოდის კიდევ ერთი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ სტუდენტებს შეუძლიათ მოქალაქის გადასახედიდან შეიგრძნონ პოლიციელის მოქმედება. თუმცა ამ მეთოდს ერთი ნაკლიც აქვს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ პოლიციელები ხშირად ისე შედიან საკუთარ როლში, რომ მათთვის ძნელია სხვა თვალით შეხედონ სიტუაციას.
სწავლების მეთოდის სახით როლური თამაშის გამოყენებამდე, აუცილებელია მომზადდეს და შემუშავდეს კონკრეტული როლური თამაში.
ამ პროგრამაში ძირითადი ყურადღება ექცევა როლური თამაშის ჩატარების ფაზას.
როლური თამაშის ჩატარების ფაზა 5 ელემენტისაგან შედგება:
- მომზადება
- შესავალი
- როლური თამაში
- შეფასება
- დასკვნა
ამ პროგრამაში განხილულია ბოლო ოთხი ელემენტი.”
4.2.2 მეთოდი
ღილაკ ,,მეთოდი” დაჭერისას ეკრანზე გამოჩნდება როლური თამაშის ყველა ფაზა:
თითოეულ ფაზაზე ინსტრუქტორმა უნდა განახორციელოს მოცემული (თეორია) ან ნაჩვენები (განხილვა) კონკრეტული მოქმედება. ჯერ აირჩიეთ ერთ-ერთი ფაზა, შემდეგ კიღილაკები თეორია ან/და განხილვა. ქვემოთ იხილეთ მათი შინაარსი.
4.2.2.1 შესავალი
,,შესავალის” ფაზაში მოცემულია რამდენიმე დამატებითი ოპცია:
- შესავალი
- მონაწილეთა შერჩევა
- ინფორმაცია თამაშის შესახებ
- დამკვირვებლები
ჯერ აირჩიეთ ერთ-ერთი დამატებითი ოპცია, შემდეგ კი თეორიის ან განხილვის ღილაკები. ქვემოთ განხილულია თითოეული მათგანის შინაარსი.
შესაძლებელია ასევე დააჭიროთ ღილაკს ,,ყველაფრის ჩართვა”, ამ შემთხვევაში თქვენ სრულად ნახავთ შესავლის ფაზას, შესავლიდან დამკვირვებლებამდე.
შესავალი
თეორია
თქვენ ნახავთ სლაიდს, რომელსაც ერთვის შემდეგი ტექსტი:
,,თუ თქვენი სტუდენტები არ იცნობენ როლური თამაშის კონცეფციას, თავდაპირველად გააცანით ის.
შემდეგ დაიწყეთ ფაქტობრივი შესავალით. ამისთვის აუცილებელია:
- თემის მოკლედ ახსნა;
- გასაუბრების ჩატარების სტანდარტულ ინსტრუქციაზე მითითება;
- სიტუაციის აღწერა;
- დასახული მიზნების მითითება;
- როლური თამაშის ფუნქციის განმარტება;
- როლური თამაშის ჩატარების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- სავარაუდო დროის მითითება”
განხილვა
ახლა ნახავთ ვიდეოსიუჟეტს, რომელშიც ინსტრუქტორი სტუდენტებს მოუთხრობს როლური თამაშის შესახებ. ვიდეოსიუჟეტს ერთვის შემდეგი ტექსტი:
მონაწილე |
ქართული ტექსტი |
ინსტრუქტორი |
გამარჯობათ. ჩვენ უკვე განვიხილეთ, როგორ უნდა მოვუსმინოთ დანაშაულის შედეგად დაზარალებული ადამიანის განცხადებას. ჩვენ ვნახეთ მაგალითი, როცა თავიდან ადამიანი ცდილობდა გაეკონტროლებინა საკუთარი ემოციები, მაგრამ მოულოდნელად ძალიან აღელდა. დღეს, ჩვენ შევეცდებით დავეუფლოთ ასეთ სიტუაციებში აუცილებელ უნარ-ჩვევებს და ამას როლური თამაშებით გავაკეთებთ. |
ინსტრუქტორი |
რომელიმეს ადრე მიგიღიათ როლურ თამაშებში მონაწილეობა? მაშინ წესებს ახლა მოკლედ გაგაცნობთ წესებს და თამაშის პროცესში კი უფრო დეტალურად აგიხსნით, გასაგებია? |
ასევე მინდა შეგახსენოთ საუბრის წარმოების ნორმატიული ინსტრუქცია. თამაშის დროს გახსოვდეთ ინსტრუქციის შესახებ. |
|
(ურთიერთობის დამყარება) |
|
პირველი ფაზა არის ურთიერთობის დამყარება, ამ ეტაპზე უნდა გამოავლინოთ ინტერესი, ზრდილობა და გახსნილობა. |
|
(ინფორმაციის შეგროვება) მეორე ფაზა არის ინფორმაციის შეგროვება, ამ დროს გამოიყენება ორი ერთმანეთისგან განსხვავებული და ძალიან მნიშვნელოვანი მეთოდი. |
|
თავდაპირველად იყენებთ მიდევნების მეთოდს, ადამიანი წაახალისეთ, ისე მოგითხროთ ისტორია, როგორც თვითონ მიიჩნევს საჭიროდ. თხრობის დროს მიეცით მას თავისუფლება. |
|
შემდეგ იყენებთ წამყვანის მეთოდს და ამ გზით ავსებთ ისტორიას და აზუსტებთ თქვენთვის ბუნდოვან საკითხებს. |
|
(მოქმედების შესრულება/ოქმის შედგენა) როდესაც ისტორია თქვენთვის ნათელი ხდება, გადადიხართ მოქმედების შესრულებაზე, რაც ამ შემთხვევაში, ოქმის შედგენაში გამოიხატება. |
|
(დასრულება) ბოლოს ასრულებთ საუბარს, ამასთან შეგიძლიათ მოქალაქეს მიაწოდოთ ინფორმაცია მომდევნო პროცედურების შესახებ. გასაგებია? ყველაფერი დაიმახსოვრეთ? |
|
ინსტრუქტორი |
დღეს ჩვენ გავითამაშებთ სცენას. მოქალაქე მოდის პოლიციის განყოფილებაში დანაშაულის შესახებ განცხადების გასაკეთებლად. |
როლური თამაშის მიზანია პრაქტიკის გავლა. ამჯერად ჩვენ გავავარჯიშებთ იმ უნარჩვევებს, რომელთაც აქამდე ვსწავლობდით, ვაკვირდებოდით და ვიხილავდით. ამჯერად კი ამას პრაქტიკულად განვახორციელებთ. |
|
როლური თამაშით პრაქტიკას გავივლით მხოლოდ პირველ ორ ფაზაზე - ურთიერთობის დამყარებასა და ინფორმაციის შეგროვებაზე. ოქმის შედგენასა და განცხადების ჩაწერას ამჯერად არ გავაკეთებთ. კონცენტრირებას პირველ ორ ფაზაზე მოვახდენთ. |
მონაწილეთა შერჩევა
თეორია
ახლა ნახავთ სლაიდს, რომელსაც ერთვის შემდეგი ტექსტი: ,,შეარჩიეთ თამაშის მონაწილეები.
- იკითხეთ, ვის სურს მონაწილეობა
- მიეცით მონაწილეებს საშუალება დამოუკიდებლად გაინაწილონ როლები.
ხშირად, სტუდენტებს ეშინიათ როლური თამაშის დაწყება. უთხარით მათ, რომ ყველა სტუდენტს მოუწევს როლურ თამაშში მონაწილეობა, რითიც ისინი გააცნობიერებენ, რომ რაც უფრო მალე დაიწყებენ თამაშს, მით უფრო მალე დაასრულებენ. ასევე აღნიშნეთ, რომ ეს სასწავლო სიტუაციაა და ამ დროს შეცდომები დასაშვებია.
თუ არცერთი მსურველი არ გამოვლინდა, თქვენი შეხედულებით გაანაწილეთ როლები.”
განხილვა
ახლა ნახავთ როგორ არჩევს ინსტრუქტორი თამაშის მონაწილეებს. ვიდეოსიუჟეტს ერთვის შემდეგი ტექსტი:
მონაწილე |
ქართული ტექსტი |
ინსტრუქტორი |
ამ თამაშში ორი როლი გვაქვს - პოლიციელის და მოქალაქის, რომელიც დანაშაულის შესახებ განცხადების გასაკეთებლად მოდის პოლიციის განყოფილებაში. |
ორივე როლისთვის მე მოვამზადე ინსტრუქცია, მონაწილეებს ორი წუთი ეძლევათ მოსამზადებლად. |
|
პოლიციელი კონცენტრირებას ახდენს ნორმატიულ ინსტრუქციაზე, მოქალაქეს კი მივცემ დამატებით ინფორმაციას მომხდარის შესახებ, რომლის მოსაყოლადაც მოვიდა პოლიციაში. |
|
კარგით, მოდით ავირჩიოთ, ვინ იქნება პირველი. ვიცი, რომ ცოტათი ყველანი ნერვიულობთ. სახეზე გეტყობათ, რომ ძალიან არ გინდათ თამაში. ეს გასაგებიცაა. ყველას ეშინია არა? ყველას ეშინია კოლეგების თვალწინ შეცდომების დაშვების. |
|
შეცდომების დაშვება შეიძლება. შეცდომების არ შეგეშინდეთ. არ მინდა ძალიან დაძაბულები იყოთ. უბრალოდ ითამაშეთ და, თუ საჭიროა, შეცდომებიც დაუშვით. ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ შეცდომები და გავარკვიოთ, როგორ შეიძლება მათი გამოსწორება. ასე რომ, თქვენი შეცდომები დაგვეხმარება. |
|
კარგით, აბა პირველი ვინ იქნება? ვინც პირველი დაიწყებს, პირველივე დაასრულებს. |
|
დიახ, ლექსო? კარგით, მადლობა. კიდევ ერთი ადამიანი გვჭირდება. |
|
არავის უნდა? მაშინ მე მომიწევს არჩევა. მე ავირჩევდი... გიორგის, შეგიძლიათ? |
|
გიორგი |
კი ბატონო. |
ინსტრუქტორი |
გმადლობთ. ვინ იქნება პოლიციელი? თქვენ? მაშინ თქვენ მოქალაქე იქნებით. |
ინფორმაცია თამაშის შესახებ
თეორია
თქვენ ნახავთ სლაიდს, რომელსაც ერთვის შემდეგი ტექსტი:
,,აუცილებელია სტუდენტებს მისცეთ დამატებითი ინფორმაცია თამაშისა და მისი შეფასების შესახებ.
- აღწერეთ სიტუაცია
- ახსენით, როგორ დაიწყებთ თამაშს
- მიუთითეთ, როდის დასრულდება თამაში და
- უთხარით მონაწილეებს, რომ საჭიროების შემთხვევაში თქვენ ჩარევას განახორციელებთ.
მოიწვიეთ მონაწილეები. განაცალკევეთ ისინი დამკვირვებლებისგან და გასათამაშებელი სიტუაციის შესახებ მიაწოდეთ მოკლე ინსტრუქცია. შეგიძლიათ მათ მოუთხროთ ან დაბეჭდილი სახით მისცეთ ინსტრუქცია. ინსტრუქციამ უნდა მოიცვას ისეთი ასპექტები, როგორიცაა შეტყობინება, გამოძახება (ადამიანი, რომელიც იძახებს პოლიციას), შემთხვევის ადგილი და დრო.
თამაშის დაწყებამდე მონაწილეებს მიეცით დრო მომზადებისა და კონცენტრაციისთვის.”
განხილვა
თქვენ ნახავთ, როგორ აწვდის ინსტრუქტორი სტუდენტებს დეტალურ ინფორმაციას თამაშის შესახებ. ვიდეოსიუჟეტს ერთვის შემდეგი ტექსტი:
მონაწილე |
ქართული ტექსტი |
ინსტრუქტორი |
ერთ წუთში მოსამზადებლად დროს მოგცემთ, როცა დაბრუნდებით, ოთახის განლაგება შეცვლილი დაგხვდებათ. ეს იქნება პოლიციის განყოფილება. აქ იქნება მაგიდა, ვითომ ეს ფანჯარაა. გიორგი იქნება მოქალაქე, რომელიც განცხადების გასაკეთებლად მოდის, არა? სანამ გავაგრძელებთ, კიდევ ერთი საკითხი, როგორც მე ვთქვი, ჩვენ მხოლოდ მოქმედების შესრულებამდე, ოქმის შედგენამდე ვითამაშებთ. თუმცა შესაძლოა თამაში მანამდეც გავაჩერო მონაწილეთათვის დამატებითი მითითებების მოსაცემად ან დამკვირვებლებისთვის კითხვების დასასმელად და კომენტარების გასაკეთებლად. გასაგებია? |
ინსტრუქტორი (არიგებს მასალებს) |
კარგით, აი თქვენი აღწერილობები, ეს პოლიციელისთვის, ეს კი მოქალაქისთვის. ახლა შეგიძლიათ ოთახიდან გახვიდეთ, იფიქრეთ თქვენს როლებზე, ოღონდ ერთმანეთთან არ განიხილოთ. კარგით? როლურ თამაშში, თქვენ ერთმანეთისთვის უცნობები უნდა იყოთ. მე კი, ამ დროს, დამკვირვებლებს მათ დავალებას ავუხსნი. |
დამკვირვებლები
თეორია
თქვენ ნახავთ სლაიდს, შემდეგი ტექსტით:
,,აუხსენით დამკვირვებლებს რას მოელით მათგან და რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება. კონკრეტული ინსტრუქციის დროს ჩვეულებრივ, შეფასების სტადიაზე შესაძლებელი ხდება კონკრეტული უკუკავშირის მიღება. მაგალითად, შეგიძლიათ დამკვირვებლებს შესთავაზოთ, თავი წარმოიდგინონ მონაწილეების ადგილას. სთხოვეთ მათ, როლული თამაშის დროს შეინარჩუნონ სიწყნარე.
აუხსენით სტუდენტებს უკუკავშირის წესები:
1. უკუკავშირი უნდა ეხებოდეს ქცევას და არა მონაწილის პიროვნებას;
2. უკუკავშირი უნდა იყოს აღწერილობითი და არა შეფასებითი;
3. უკუკავშირის დროს ფორმულირება კონკრეტული უნდა იყოს;
4. უკუკავშირი უნდა მოიცავდეს წინადადებებს გაუმჯობესებისათვის;
5. უკუკავშირი უნდა ეხებოდეს ქცევას, რომლის შეცვლაც მონაწილეს შეუძლია.
შეამოწმეთ, სწორად გაიგეს თუ არა დამკვირვებლებმა დავალება.”
განხილვა
თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ორიდან ერთ-ერთი ვიდეოსიუჟეტი. პირველ სიუჟეტში ნაჩვენებია, როგორ ამზადებს ინსტრუქტორი დამკვირვებლებს დავალების შესასრულებლად. მეორე სიუჟეტში კი მოცემულია უკუკავშირის წესების მაგალითები. წარმოდგენილია ორი მიდგომა - სწორი და არასწორი.
ვიდეოსიუჟეტებს ერთვის შემდეგი ტექსტი:
დამკვირვებლები
მონაწილე |
ქართული ტექსტი |
ინსტრუქტორი |
თქვენ დამკვირვებლები ხართ და მნიშვნელოვანი მისია გაკისრიათ. ყურადღებით დააკვირდით საუბარს და პოლიციელის მოქმედებებს. ორ ჯგუფად დაგყობთ და მინდა ორ განსხვავებულ საკითხზე გაამახვილოთ ყურადღება. |
ეს ნაწილი მიხეილიდან სოსომდე იქნება პირველი ჯგუფი. ნატოსგან ილიამდე კი მეორე ჯგუფი. |
|
ინსტრუქტორი |
პირველმა ჯგუფმა ყურადღება უნდა მიაქციოს ინფორმაციის შეგროვებას, როდის იყენებს პოლიციელი მიდევნების მეთოდს და როდის წამყვანის და როგორია შედეგი. გასაგებია? ჩანიშვნებისთვის ფურცლებს დაგირიგებთ. დანარჩენებს გადაეცით, თუ შეიძლება. |
მეორე ჯგუფმა ყურადღება მიაქციოს მონაწილეთა მოძრაობებს ,,ჟესტების ენას”. როგორ ფიქრობთ, რამდენად კომფორტულად გრძნობენ თავს, როგორია ამ ორი ადამიანის ურთიერთქმედება. თქვენთვისაც მაქვს დამკვირვებლის ფურცლები. ყველას გადაეცით, თუ შეიძლება. |
|
თამაშის შემდეგ მე გთხოვთ ამ საკითხებზე კომენტარის გაკეთებას. უკუკავშირის დროს არ დაგავიწყდეთ წესები, ჩვენ ისინი უკვე განვიხილეთ, მე შეგახსენებთ ამ წესებს და ფურცლებზეც გაქვთ მოცემული. |
|
უკუკავშირი ყოველთვის კეთდება მოქმედებებსა და ქცევაზე და არა პიროვნებაზე, ისაუბრეთ ქცევაზე და არა პიროვნებაზე. არავითარი განსჯა, მხოლოდ აღწერა. ზოგადი კომენტარების ნაცვლად, აქცენტი გააკეთეთ კონკრეტულ საკითხებზე - რა ნახეთ, რა იგულისხმეთ. შემოგვთავაზეთ რეკომენდაციები გაუმჯობესებისთვის. და ბოლოს კომენტარები გააკეთეთ ისეთ ქცევაზე, რომელიც ადამიანმა შეიძლება შეცვალოს, გასაგებია? |
|
კარგით, მაშინ მონაწილეებს დავუძახებ. |
უკუკავშირის წესები
1. არა პიროვნება, არამედ ქცევა
არასწორი
მონაწილე |
ქართული ტექსტი |
პავლე |
ძალიან უხეშად იქცევით. |
სწორი
მონაწილე |
ქართული ტექსტი |
პავლე |
ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში სხვა ადამიანს უტაქტოდ მოექეცით |
2. არა განსჯა, არამედ აღწერა
არასწორი
მონაწილე |
ქართული ტექსტი |
პავლე |
თქვენ არასწორი კითხვა დასვით! |
სწორი
მონაწილე |
ქართული ტექსტი |
პავლე |
ჩემი აზრით, აჯობებს უფრო კონკრეტული და ღია კითხვები დასვათ, ასე მეტ ინფორმაციას მიიღებთ. |
3. უფრო კონკრეტული.
არასწორი
მონაწილე |
ქართული ტექსტი |
პავლე |
ყველაფერი გააფუჭეთ. |
სწორი
მონაწილე |
ქართული ტექსტი |
პავლე |
არ მიეცით დაზარალებულს ამბის მოყოლის საშუალება, თქვენ მას აწყვეტინებდით საუბარს. |
4. რჩევები გაუმჯობესებისთვის
არასწორი
მონაწილე |
ქართული ტექსტი |
პავლე |
თქვენ მოქალაქეს ბევრი ლაპარაკის საშუალება მიეცით. |
სწორი
მონაწილე |
ქართული ტექსტი |
პავლე |
თქვენ მოქალაქეს ბევრი ლაპარაკის საშუალება მიეცით, ალბათ უმჯობესია შეაჩეროთ, როცა საქმესთან დაკავშირებით არასათანადო ინფორმაციას გაწვდით. |
5. ქცევა, რომელიც შეიძლება შეიცვალოს.
არასწორი
მონაწილე |
ქართული ტექსტი |
ინსტრუქტორი |
როცა დაზარალებულმა რთული კითხვა დასვა, თქვენ დაიბენით, ეს არაპროფესიონალიზმის შთაბეჭდილებას ტოვებს. |
სწორი
მონაწილე |
ქართული ტექსტი |
ინსტრუქტორი |
როცა დაზარალებულმა რთული კითხვა დასვა, თქვენ დაიბენით. უმჯობესია კითხვას პასუხი არ გასცეთ და უთხრათ, რომ არ იცით ამ კითხვის პასუხი. |
4.2.2.2 როლური თამაში
,,როლური თამაშის” ფაზის არჩევის შემთხვევაში არსებობს ორი დამატებითი ოპცია:
- თამაში
- ჩარევა
ჯერ აირჩიეთ ერთ-ერთი დამატებითი ოპცია, შემდეგ კი აირჩიეთ ღილაკები ,,თეორია” ან ,,განხილვა”. ქვემოთ მოცემულია თითოეული მათგანის აღწერილობა.
თამაში
თეორია
თქვენ ნახავთ სლაიდს, რომელსაც ერთვის შემდეგი ტექსტი:
,,დადგა როლური თამაშის დაწყების დრო.
მოუხმეთ მონაწილეებს. შეამოწმეთ, მზად არიან თუ არა ისინი და ხომ არ აქვთ შეკითხვები. აუცილებლობის შემთხვევაში მიეცით რჩევები.
აჩვენეთ მონაწილეებს და დამკვირვებლებს, რომელი ადგილი უნდა დაიკავონ და დაიწყეთ თამაში რაიმე ნიშნით ან შემდეგი სახის წინადადებით ,,აი, თქვენ შედიხართ სადგურის შენობაში და პირველივე ადამიანი, რომელსაც ხედავთ, არის პოლიციელი...,,
როლური თამაშის განმავლობაში მუდმივად ადევნეთ თვალყური თამაშს, არ გადაიტანოთ ყურადღება სხვა საკითხზე. უმჯობესია, თუ სცენის კუთხეში იდგებით, რათა აუცილებლობის შემთხვევაში დახმარებისთვის ადვილად მოგმართონ.
თამაში უნდა დამთავრდეს არაორაზროვნად და მკაფიოდ მაშინ, როცა დრო ამოიწურება ან იგრძნობთ, რომ დასახული მიზანი მიღწეულია. სტუდენტებს ანიშნეთ, რომ შეაჩერონ თამაში, მაგრამ თამაში დაასრულეთ მსუბუქად და შეარჩიეთ შესაფერისი დრო. მადლობა გადაუხადეთ მონაწილეებს მათი მონაწილეობისა და წვლილისთვის და სთხოვეთ, დაუბრუნდნენ თავიანთ ადგილებს.
მიეცით საშუალება მონაწილეებსა და დამკვირვებლებს გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები. უმჯობესია, დასაწყისში პოლიციელებს მისცეთ აზრის გამოთქმის საშუალება, შემდგომ კი - მოქალაქეებს. ამ დროს მიზანშეწონილი არ არის განხილვა და შეფასებების გაკეთება, ამ ეტაპზე მონაწილეებს შეუძლიათ ემოციები გამოხატონ და გამოვიდნენ როლებიდან.“
განხილვა
თქვენ ნახავთ როლური თამაშის მაგალითს. ვიდეოსიუჟეტს ერთვის შემდეგი ტექსტი:
მონაწილე |
ქართული ტექსტი |
ინსტრუქტორი |
გიორგი და ლექსო, შეგიძლიათ დაბრუნდეთ. მზად ხართ? |
კითხვები ხომ არ გაქვთ? |
|
ლექსო |
დიახ, არ ვიცი, ფეხზე უნდა ვიდგე თუ დავჯდე? |
ინსტრუქტორი |
შეგიძლია თვითონვე აირჩიო, შენთვის რაც უფრო მოსახერხებელი და ბუნებრივი იქნება. |
ლექსო |
მაშინ ვიდგები. |
ინსტრუქტორი |
კი ბატონო, დაიკავეთ ადგილები. |
ინსტრუქტორი |
გიორგი, შეგიძლია წარმოიდგინო რა დაგემართა და რას გრძნობ? |
გიორგი |
დაახლოებით |
ინსტრუქტორი |
უბრალოდ წარმოიდგინე, რომ შენი სახლი გაძარცვეს, წაიღეს ტელევიზორი, ვიდეო, ბებიის ძვირფასეულობა, შენი ცოლი ძალიან შეწუხებულია, მას სახლში შესვლის ეშინია. ასე რომ ძალიან შეწუხებული და აღელვებული ხართ, კარგით? |
გიორგი |
დიახ |
ინსტრუქტორი |
წარმატებებს გისურვებთ |
ინსტრუქტორი |
პოლიციელი მზად არის? მოქალაქე? დამკვირვებლებო, მზად ხართ? |
კარგით, თამაში დავიწყოთ განყოფილებაში შესვლით. |
|
გიორგი |
გამარჯობათ, |
ლექსო |
გამარჯობათ, |
გიორგი |
ძარცვის შესახებ მინდა განვაცხადო. |
ლექსო |
თქვენი სახლი გაძარცვეს? |
გიორგი |
დიახ, ჩემი სახლი გატეხეს და წაიღეს სტერეო და ტელევიზორი, რადიოც კი, რომელიც საძინებელში გვედგა და ჩემი ცოლის სამკაულები. ჩემი ცოლი ძალიან შეშინებულია და სახლში ვერ შედის, ახლა თავის დედასთან არის და... |
ლექსო |
მაპატიეთ, კარი კარგად გქონდათ დაკეტილი? |
გიორგი |
დიახ, კარგად დავკეტე და ცოტა ხნის წინ ახალი საკეტიც დავაყენე, არც კი ვიცი, საკეტები როგორ გატეხეს. |
ლექსო |
მაპატიეთ, სად ცხოვრობთ? |
გიორგი |
დადიანის ქუჩაზე. |
ლექსო |
დადიანი, დადიანის ქუჩა, და რომელ ნომერში? |
გიორგი |
28-ში |
ლექსო |
28. |
გიორგი |
მათ ჩემი მუსიკალური ცენტრი, ტელევიზორი და რადიოც კი წაიღეს, რომელიც საძინებელში გვქონდა. |
ლექსო |
თქვენი გვარი? |
გიორგი |
დანელია... |
ლექსო |
დანელია ... და სახელი? |
გიორგი |
ნიკო. |
ლექსო |
კარგით, დაბადების თარიღი? |
გიორგი |
1965 წლის 16 აგვისტო |
ლექსო |
16 აგვისტო 19... |
გიორგი |
როგორ უნდა დავიბრუნო ჩემი ნივთები? ძალიან ბევრი ვიშრომეთ ეს ყველაფერი რომ გვეყიდა, არ ვიცი როგორ... |
ლექსო |
დაბადების ადგილი? |
გიორგი |
რაა? თბილისი. |
ლექსო |
გმადლობთ. |
ინსტრუქტორი |
კარგით, გმადლობთ, ამით დავასრულოთ. |
აბა, თავს როგორ გრძნობდით? |
|
გიორგი |
ძნელი იყო. |
ინსტრუქტორი |
კარგით, გმადლობთ, შეგიძლიათ დასხდეთ. |
ჩარევა
თეორია
ნახეთ სლაიდი, რომელსაც ერთვის შემდეგი ტექსტი:
,,შესაძლოა აუცილებელი გახდეს თამაშში ჩარევა, ამ შემთხვევაში როლური თამაშის დაწყებამდე, მაგალითად შესავლის ეტაპზე, მონაწილეებს ასეთი შესაძლებლობის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოთ.
ჩარევის სამი სახე არსებობს.
პირველ რიგში, მონაწილეებმა თავად შეიძლება გთხოვონ დახმარება, თუკი ჩიხში შევიდნენ, ხანდახან ასეც ხდება.
შესაძლებელია თავიდანვე მოილაპარაკოთ, რომ მონაწილეები შეისვენებენ.
გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ საკუთარი ინიციატივითაც ჩაერიოთ, თუკი მონაწილეები თავიანთ როლებს გასცდნენ ან თუ მთელი როლური თამაში ვეღარ კონტროლდება. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია თამაშის გაგრძელების შესახებ ინსტრუქციის მიცემა, შესაძლებელია ასევე სთხოვოთ სხვა სტუდენტს, შეცვალოს მონაწილე.
და ბოლოს, შესაძლოა ინსტრუქტორი ჩაერიოს, თუკი მონაწილე არ ასრულებს ნორმატიულ ინსტრუქციას. ჩარევა უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, რათა სტუდენტმა მაშინვე შეიტყოს მისი არასწორი მოქმედების შესახებ და სიტუაციის განმეორებით გათამაშების საშუალებით მიეცეს ქცევის შეცვლის შესაძლებლობა. ამ დროს განმეორებით თამაში უნდა დაიწყოთ პირველი თამაშის შეწყვეტისა და ჩარევის მომენტიდან.“
განხილვა
ახლა შეგიძლიათ აირჩიოთ ორიდან ერთ-ერთი ვიდეოსიუჟეტი თამაშში ჩარევის შესახებ. პირველ სიუჟეტში ერთი მონაწილე დასცინის მეორეს. მეორე სიუჟეტში კი ერთ-ერთი მონაწილე დაიბნა.
დაცინვა
ვიდეოსიუჟეტს ერთვის შემდეგი ტექსტი:
მონაწილე |
ქართული ტექსტი |
ინსტრუქტორი |
პავლე და მიხეილ, შეგიძლიათ შემოხვიდეთ. მზად ხართ? თქვენ პოლიციელი ხართ, თქვენ კი - მოქალაქე, სცენა დაიწყება ამ ფანჯარასთან მისვლით. |
პავლე |
კარგით |
პავლე |
გამარჯობათ |
მიხეილი |
გამარჯობათ |
პავლე |
ძარცვის შესახებ მინდა განვაცხადო. |
მიხეილი |
რა სახის ძარცვის? |
პავლე |
ჩემი სახლის, მათ ყველაფერი წაიღეს, ტელევიზორი, სტერეო, ვიდეო. არაფერი დატოვეს, ყველაფერი წაიღეს, ყველაფერი გაიტანეს. |
მიხეილი |
მერე რა პრობლემაა? |
პავლე |
ჩემი სახლიდან ყველაფერი გაიტანეს. არაფერი დარჩა. მოიპარეს სამკაულები, ფული. |
მიხეილი |
ჩვენ ეს არ გაგვიკეთებია. |
პავლე |
არაფერი დატოვეს, ყველაფერი წაიღეს. |
მიხეილი |
თქვენი ცოლის საცვლებიც? |
ინსტრუქტორი |
კარგით, აქ გავჩერდეთ. |
(მიმართავს მიხეილს) |
მიხეილ, ვიცით, რომ ძალიან მხიარული და ხუმარა ხართ, მაგრამ არ მგონია, ასე რამე ისწავლოთ, ან თქვენ (მიმართავს დამკვირვებლებს), რაშია საქმე? |
მიხეილი |
არ მესმის, ამას რატომ ვაკეთებთ, ეს ხომ რეალური არ არის, სისულელეა. |
ინსტრუქტორი |
რა თქმა უნდა, ეს რეალური არ არის, მაგრამ კარგი საშუალებაა უნარ-ვევების გასავითარებლად. იმიტომ, რომ თქვენს წინაშე რეალური ადამიანი დგას, თქვენც რეალური ხართ, თქვენ რეაგირებას ახდენთ მასზე და ის თქვენზე. ჩვენ კი შეგვიძლია დაგაკვირდეთ და ჩვენი რეაქცია გამოვხატოთ. შესაბამისად, გავავარჯიშოთ ჩვენი უნარები. მაგრამ ეს თქვენზეა დამოკიდებული, გამოიყენებთ სწავლის ამ საშუალებას? თუ უკანა მერხზე დაჯდებით, რომ მხოლოდ თქვენმა კოლეგებმა იმუშაონ? |
მიხეილი |
მეც ვიმუშავებ, კიდევ ერთხელ ვცდი. |
ინსტრუქტორი |
დარწმუნებული ხართ? აზრი არ აქვს, თუ სერიოზულად არ ითამაშებთ. |
მიხეილი |
არა, სერიოზულად ვითამაშებ. |
ინსტრუქტორი |
კარგი |
პავლე |
თავიდან შემოვიდე? |
ინსტრუქტორი |
დიახ, თუ შეიძლება. მაგიდასთან ისევ მიხვალთ.... |
პავლე |
გამარჯობათ |
მიხეილი |
გამარჯობათ |
პავლე |
ძარცვის შესახებ მინდა განვაცხადო. |
დაბნეული მონაწილე
მონაწილე |
ქართული ტექსტი |
ქეთი |
გამარჯობათ |
ანა |
გამარჯობათ |
ქეთი |
ძარცვის შესახებ მინდა განვაცხადო. |
ანა |
კი ბატონო, დაბრძანდით. |
ქეთი |
გმადლობთ, ჩემი სახლი გაძარცვეს, ჩემი მეგობარი ქალი, ჩვენ ერთად ვცხოვრობთ, ის ახლა მეზობლებთან არის, აზრზე ვერ მოდის, სახლში დაბრუნების ეშინია. მეც არ ვარ სიტუაციით აღფრთოვანებული. |
საშინელებაა, ყველაფერი წაიღეს, რადიო, ტელევიზორი, ვიდეო, ყველაფერი. ყველა ასეთი ნივთი სახლიდან გაქრა. |
|
საიდან მოვიტანო ამ ნივთების შესაძენი ფული? შეგიძლიათ დამეხმაროთ? დახმარება მჭირდება. |
|
ინსტრუქტორი |
კარგით, გმადლობთ, აქ შევჩერდეთ. |
ანა |
უკაცრავად. |
ინსტრუქტორი (მიმართავს ანას) |
მე მეჩვენება, რომ ცოტა დაიბენით, არა? |
ანა |
დიახ |
ინსტრუქტორი |
საშიში არაფერია, ყველაფერი რიგზეა. |
რა დაგემართათ? |
|
ანა |
დავიბენი, არ ვიცი, როგორი რეაგირება მოახდინო მის ემოციურ ამბავზე, რთულია. |
ინსტრუქტორი |
კარგით, დამშვიდდით. რეალურ სიტუაციასთან შედარებით, აქ სჯობს, ყველაფერი ნორმალურადაა. |
ანა (დაიმორცხვა) |
კარგით. |
ინსტრუქტორი |
მარტივად შეხედეთ, თქვენ უბრალოდ უსმენთ მის მონათხრობს. ვითომ მეგობარი გიყვებათ მომხდარის შესახებ. უბრალოდ მოუსმინეთ და ნახავთ, რა ინფორმაცია გაქვთ და დამატებით რისი გარკვევა გჭირდებათ და ჰკითხეთ ამის შესახებ. |
ანა |
კარგით |
ინსტრუქტორი |
ეს ძალიან ადვილია. აბა, ისევ სცდით? |
ანა |
არა, მირჩევნია დავჯდე. |
ინსტრუქტორი |
გინდათ დაჯდეთ? |
ანა |
იქნებ ვინმე სხვამ ... |
ინსტრუქტორი |
კარგით, მაშინ ცოტა ხანს დაისვენეთ და მოგვიანებით ისევ სცადეთ. |
ანა |
კარგით. |
ინსტრუქტორი |
ქეთი შეგიძლიათ გააგრძელოთ შემდეგი თამაში? |
(მიმართავს სტუდენტებს) |
კიდევ ვის სურს? პეტრე თქვენ? |
პავლე |
კი ბატონო. |
მონაწილე |
ქართული ტექსტი |
პავლე |
ჩემი აზრით საჭირო ინფორმაცია მივიღეთ, ჩემს კოლეგებთან ერთად ამ ინფორმაციას დავამუშავებ, დაბრძანდით, ცოტა ხნით დამელოდეთ და ორ წუთში დავბრუნდები. |
ქეთი |
გმადლობთ |
პავლე |
გმადლობთ |
ინსტრუქტორი |
გმადლობთ ყველაფერი რიგზეა? |
პავლე |
დიახ. |
თქვენთან? |
|
ქეთი |
დიახ, ყველაფერი ნორმალურადაა. |
ინსტრუქტორი |
კარგია, შეგიძლიათ თქვენს ადგილებს დაუბრუნდეთ. |
ინსტრუქტორი (მიმართავს ანას) |
ახლა კი ისევ ანა მინდა მოვიწვიო. მზად ხართ ანა? |
ქეთი, კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ. როლში კარგად შეხვედით, კიდევ ერთხელ გაიმეორეთ, თუ შეიძლება. |
|
ქეთი |
კი ბატონო. |
ინსტრუქტორი (მიმართავს ანას) |
უბრალოდ დაჯექით. ამას მარტივად შეხედეთ. უბრალოდ მისი ამბავი მოისმინეთ... |
ქეთი |
უნდა ვიჯდე? თუ ... |
ინსტრუქტორი |
ახლა აჯობებს მაგიდასთან მიხვიდეთ |
ქეთი |
კარგით. |
ინსტრუქტორი (მიმართავს ანას) |
უბრალოდ ინტერესით მოუსმინეთ. |
ანა |
ვცდი |
ქეთი |
გამარჯობათ |
ანა |
გამარჯობათ |
ქეთი |
ძარცვის შესახებ მინდა განვაცხადო. |
ანა |
კი ბატონო, დაბრძანდით. |
ქეთი |
გმადლობთ. |
ანა |
მომიყევით, რა შეგემთხვათ |
ქეთი |
ჩემი სახლი გაძარცვეს |
ანა |
მთელი სახლი? |
ქეთი |
დიახ, ყველაფერი გაიტანეს |
ანა |
ყველაფერი? |
4.2.2.3 შეფასება
თეორია
წარმოდგენილ სლაიდს ერთვის შემდეგი ტექსტი:
,,ამ ეტაპზე თქვენ ძირითადად გამოდიხართ არბიტრის როლში, შეეცადეთ ძალიან ბევრი არ ისაუბროთ.
თავდაპირველად მიეცით მონაწილეებს საშუალება თამაშის შემდეგ გამოხატონ ემოცია, შემდეგ კი შეგიძლიათ გადახვიდეთ დასკვნით დისკუსიაზე. დაიწყეთ მონაწილეთა რეაქციით, დასაწყისში მათ უნდა ისაუბრონ საკუთარი როლების შესახებ. შემდეგ კი სთხოვეთ პოლიციელის როლის შემსრულებელ მონაწილეებს რეაგირება მოახდინონ ნორმატიული ინსტრუქციის შესაბამისად. შემდეგ დგება მოქალაქეების შეფასებების მოსმენის დროც. სთხოვეთ მათ, მოგითხრონ პოლიციელის მოქმედებების აღქმის შესახებ.
ამის შემდეგ დგება დამკვირვებლების ჯერი. შეამოწმეთ, ყურადღებით ადევნებდნენ თუ არა დამკვირვებლები თვალს მონაწილეთა მოქმედებებს. ყველა დამკვირვებელს მიეცით აზრის გამოთქმის საშუალება. თვალყური ადევნეთ იმას, რომ დამკვირვებლებმა იმოქმედონ დავალებისა და ინსტრუქციის თანახმად და შეამოწმეთ რამდენად შეესაბამება მათი უკუკავშირი წინასწარ განსაზღვრულ წესებს.
დასასრულს, ჯგუფთან ერთად განსაზღვრეთ განხილვის ძირითადი შედეგი. ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ თამაშის შეწყვეტის ან გამეორების გადაწყვეტილება.”
განხილვა
შეგიძლიათ აირჩიოთ ორი სიუჟეტიდან ერთ-ერთი. პირველ სიუჟეტში ნაჩვენებია შეფასების ფაზა, ხოლო მეორეში შეფასების შემდეგ თამაშის ხელახლა დაწყების მაგალითი.
აზრის გამოთქმა
მონაწილე |
ქართული ტექსტი |
ინსტრუქტორი |
ჩვენ ვნახეთ პირველი როლური თამაში. მოდით, ჯერ თამაშის მონაწილეებმა გამოთქვან საკუთარი აზრი, შემდეგ კი დამკვირვებლებს მოვუსმინოთ. კარგით? |
(მიმართავს ლექსოს) |
ლექსო, თქვენ პოლიციელი იყავით, რას გრძნობდით? |
ლექსო |
მე მომეჩვენა, რომ მოქალაქე ძალიან ემოციური იყო და გაურკვევლად ლაპარკობდა. როცა კითხვები დავუსვი, სხვა რამეს მპასუხობდა. |
ინსტრუქტორი |
გიორგი, როგორც დაზარალებული, რას გრძნობდით? |
გიორგი |
მე მომეჩვენა, რომ პოლიციელი არ მაძლევდა ყველაფრის თქმის საშუალებას. როცა მინდოდა ისტორიის ემოციური ნაწილის შესახებ მომეთხრო, ჩემი ცოლის აღელვებისა და გაძარცვის შესახებ, ის უაზრო კითხვებით მაწყვეტინებდა საუბარს, უდროო და დამაბნეველ კითხვებს მისვამდა. |
ინსტრუქტორი |
გმადლობთ, ახლა კი დამკვირვებლებს მოვუსმინოთ. |
(მიმართავს დამკვირვებლებს) |
პირველი ჯგუფი აკვირდებოდა პოლიციელის მიერ გამოყენებულ მეთოდებს, აბა რას გვეტყვით? დიახ, გისმენთ. |
პავლე |
მე მგონი, ყველაფერი აურია, მან მოქალაქეს ყველაფერზე დაუსრულებლად ლაპარაკის საშუალება მისცა |
ინსტრუქტორი |
მაპატიეთ, მაგრამ იქნებ სხვაგვარად აგვიხსნათ რას ნიშნავს ,,ყველაფერი აურია” ცოტა გაუგებარია. უფრო კონკრეტულად შეგიძლიათ აგვიხსნათ? |
პავლე |
ჩემი აზრით, მან ვერ შეძლო საჭირო ინფორმაციის მოპოვება. როცა მოქალაქე ყვებოდა, პოლიციელი არასათანადო და უდროო კითხვებს სვამდა. |
ინსტრუქტორი |
კარგია, ეს ნამდვილად არის უკუკავშირი, გმადლობთ. პირველი ჯგუფიდან კიდევ ვინმეს ხომ არ სურს აზრის გამოთქმა? დიახ ანა, გისმენთ. |
ანა |
ჩემი აზრით, ლექსოს შეეძლო ნათლად გამოეხატა, კონკრეტულად რისი გაგება სურდა. მაგალითად, მას შეეძლო ეთქვა ,,მოდით, ახლა რაღაცეებს ჩავიწერ და შემდეგ შეგიძლიათ მთელი ისტორია მომიყვეთ.” ან სხვაგვარადაც შეეძლო ამის გამოხატვა. კითხვა მოქალაქის სახელის შესახებ, ძალიან მოულოდნელი იყო, როგორც პავლემ აღნიშნა. |
ინსტრუქტორი |
კარგით, მადლობა. მეორე ჯგუფი აკვირდებოდა ჟესტებს და მოქმედებებს, რა შენიშნეთ? ქეთი? |
ქეთი |
ჩემი აზრით, ლექსოს, პოლიციელს საერთოდ არ აინტერესებდა, რას ამბობდა დაზარალებული. ლექსო არ რეაგირებდა გიორგის ნათქვამზე, მე მგონი საერთოდ არ გამოუხატავს ან შეიძლება ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა. |
ინსტრუქტორი |
ჟესტით? |
ქეთი |
დიახ, თავის დაქნევა მაინც ხომ შეეძლო. რამე შეეძლო გაეკეთებინა. მე მგონი, მისი დამოკიდებულებიდან ჩანდა, რომ ინტერესი არ ჰქონდა. არ ვიცი რთულად მოგეჩვენა თუ მოგბეზრდა? |
ინსტრუქტორი |
კარგით, მადლობა. ჩვენ ამ საკითხს კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით. ჯერ უკვე მოსმენილი შევაჯამოთ. |
პოლიციელი ამბობს, რომ მისთვის რთული იყო დაზარალებულის მართვა, ასეა? მოქალაქე ძალიან ბევრს ლაპარაკობდა და თქვენს ფაქტობრივ კითხვებს ნაკლებად პასუხობდა. |
|
ლექსო |
დიახ |
ინსტრუქტორი |
დაზარალებული ამბობს, რომ პოლიციელი არ უსმენდა და შეუსაბამო კითხვებს უსვამდა, მაშინ როცა დაზარალებული ცდილობდა აეხსნა, რა მოხდა. |
ეს ძალიან კარგი სარკისებური ანარეკლია. ორი საპირისპირო განცხადება ერთსა და იმავე სიტუაციაზე. |
|
გიორგი |
სწორედ ასეა. |
ინსტრუქტორი |
მოდით ვნახოთ, რას ამბობენ დამკვირვებლები. პირველი ჯგუფი ამბობს, რომ პოლიციელი ნაკლებად აძლევდა მიმართულებას, მაშინ როცა დაზარალებული ბევრს ლაპარაკობდა. ამავე დროს პოლიციელი ძალიან კონკრეტულ კითხვებს სვამდა, მოქალაქეს კი სურდა მოეყოლა მომხდარის შესახებ. |
მეორე ჯგუფი ამბობს, რომ პოლიციელი თავს კომფორტულად არ გძნობდა, რაც მისი მოძრაობიდან ჩანდა. პოლიციელს ეტყობოდა, რომ მოქალაქემ გააღიზიანა. |
|
ქეთი |
დიახ, ეს მინდოდა მეთქვა. |
ინსტრუქტორი (მიმართავს ლექსოს) |
ლექსო, ამაზე რას ფიქრობთ? |
ლექსო |
მართალია, თავს ძალიან კომფორტულად არ ვგრძნობდი, ეს სულ თავის ცოლზე ლაპარაკობდა და ნაკლებად საჭირო ინფორმაციას მაწვდიდა, არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. |
ინსტრუქტორი |
ასე რატომ ფიქრობ? თქვენ თქვით, რომ რთული იყო ინფორმაციის მოპოვება, იმიტომ რომ მოქალაქე ცდილობდა განმუხტულიყო. |
ლექსო |
ის ძალიან აღელვებული იყო. |
ინსტრუქტორი |
დიახ, სწორია |
ლექსო |
ასე რომ ... |
ინსტრუქტორი |
თუ ადამიანი ასეთი გაღიზიანებულია, რა შეგვიძლია გავაკეთოთ? |
ლექსო |
ალბათ უნდა დავაცადოთ ვიდრე ემოციებისგან დაიცლება, შემდეგ კი მივცეთ მოყოლის საშუალება და მოვუსმინოთ. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ის არასათანადო ინფორმაციას მოგვაწვდიდა. |
ინსტრუქტორი |
შეიძლება. მოდით ვნახოთ, რა შეიძლება ამ შემთხვევაში გავაკეთოთ? ლექსოსთვის რჩევები და წინადადებები ხომ არ გაქვთ? დიახ, მიხეილ. |
მიხეილი |
მე ვფიქრობ, რომ დაზარალებულს მეტი საშუალება უნდა მივცეთ ემოციების გამომჟღავნებისთვის. ამ დროსაც კი შეიძლება სასარგებლო ინფორმაციის მიღება. |
ანა |
იქნებ საჭიროა სიმპათია გამოვხატოთ, ვუთხრათ, რომ ჩვენც აღშფოთებული ვართ ან რაიმე სხვა ამის მსგვასი. |
ინსტრუქტორი |
ეს რა შედეგს მოგვიტანს? ვინ იტყვის? |
გიორგი |
ჩემი აზრით, მე ვიგრძნობდი, რომ ჩემი ესმით, რომ ჩვენს შორის ურთიერთობა დამყარდა, რომ მე შემიძლია მოვუყვე ჩემი ამბავი და მომისმენენ. |
ინსტრუქტორი |
კარგით, მოდით შევაჯამოთ შედეგები. როცა ურთიერთობა გაქვთ აღელვებულ ადამიანთან, დასაწყისში მნიშვნელოვანია, რომ ის გაუმკლავდეს ემოციებს. იმიტომ რომ ასეთ აღელვებულ ადამიანს არ შეუძლია ფაქტობრივი ინფორმაციის მოწოდება, ის სხვა რამეზე ფიქრობს. ამიტომ ჯერ ემოცია უნდა ჩაწყნარდეს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. |
შემდეგ საჭიროა საუბარს სხვა მიმართულება მისცეთ, შეგიძლიათ უფრო კონკრეტულ საკითხებზე გადახვიდეთ, ეს როგორ შეიძლება გავაკეთოთ? ანა? |
|
ანა |
ალბათ, უნდა ვუთხრათ, რა გვინდა. თუ ადამიანს საუბარს აწყვეტინებთ, უნდა უთხრათ ამას რატომ აკეთებთ. |
ინსტრუქტორი |
კარგი წინადადებაა. როცა ადამიანი შეუჩერებლივ ძალიან ბევრს ლაპარაკობს, თქვენ საუბარს მიმართულება უნდა შეუცვალოთ, აჯობებს ადამიანი გააჩეროთ და პირდაპირ უთხრათ ამის შესახებ. მაგალითად: ,,მაპატიეთ, რომ გაწყვეტინებთ, მოდით დავუბრუნდეთ” რამეს, რაც თქვენ გაინტერესებთ. |
ხომ ასეა? კიდევ ერთი გზა ინიციატივის ხელში აღებაა, შეაჯამოთ და განაზოგადოთ მეორე ადამიანის ნათქვამი. ეს ადამიანს აგრძნობინებს, რომ თქვენ მას უსმენთ. ის ნაკლებად გაიმეორებს ერთსა და იმავეს, დამშვიდდება და უკეთ აღიქვამს თქვენს ნათქვამს. |
|
ამ გზით შეგიძლიათ საუბარი დასასრულს მიუახლოვოთ. ბოლოს კი შეგიძლიათ კონკრეტული კითხვები დასვათ. შეგიძლიათ გამოიკითხოთ ბუნდოვანი დეტალები და წვრილმანები. |
|
მოდით, ლექსო და გიორგი კიდევ ერთხელ სცადეთ. თანახმა ხართ? მაშინ დავიწყოთ. |
|
როლური თამაშის გამეორება |
|
მონაწილე |
ქართული ტექსტი |
გიორგი |
გამარჯობათ, ძარცვის შესახებ მინდა შეგატყობინოთ. |
ლექსო |
დიახ, გისმენთ. |
გიორგი |
ჩემი სახლი გაძარცვეს. |
ლექსო |
დაკეტილი იყო? |
გიორგი |
ყველაფერი წაიღეს. რა თქმა უნდა, დაკეტილი იყო. |
ლექსო |
კარგით |
გიორგი |
წაიღეს ტელევიზორი, მუსიკალური ცენტრი, აბაზანიდან რადიოც კი, ჩემი ცოლის სამკაულებიც მოიპარეს, ჩემი ცოლი ძალიან აღელვებულია. ახლა ის დედამისთანაა. იქ ვერ მივდივარ. დღეში 14 საათი ვმუშაობ... |
ლექსო |
ბევრი სამკაული იყო? |
გიორგი |
დიახ, მთელი მისი სამკაულები, საქორწინო საჩუქრები. ახლახან მივედი სახლში, იატაკზე მოუსაქმებიათ, მთელი სახლი ყარს, ვერც შევედი, ცოლი სახლში არ მოდის, ჩვენ ღარიბები ვართ, ძალიან ბევრს ვმუშაობდით... |
ლექსო |
საშინელებაა |
ინსტრუქტორი აწყვეტინებს.
მონაწილე |
ქართული ტექსტი |
ინსტრუქტორი |
კარგით, შეგვიძლია გავჩერდეთ, გმადლობთ, აბა თქვენ რას გრძნობდით? |
ლექსო |
არ ვიცოდი საუბარში სიტყვა როგორ ჩამესვა, ვერაფრის თქმა ვერ მოვახერხე, არ ვიცი ეს როგორ უნდა გავაკეთო. |
ინსტრუქტორი |
ხომ გახსოვთ, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, როგორ უნდა ვიმოქმედოთ, თუ გვინდა საუბარი შევაწყვეტინოთ? |
ლექსო |
დიახ, უნდა მოვუბოდიშო, რომ ვაწყვეტინებ და უნდა შევაჯამო მისი ნათქვამი. |
ინსტრუქტორი |
სწორია, მოდით თავიდან დავიწყოთ და ის გააკეთეთ, რაც ახლა თქვით, კარგით? |
მიმართავს დაზარალებულს |
საუბრის შუა ნაწილიდან გააგრძელეთ. |
(მიმართავს ლექსოს |
თქვენ კი შეწყვეტინება სცადეთ. |
ლექსო |
აბა, კიდევ ერთხელ. |
თამაში გრძელდება
მონაწილე |
ქართული ტექსტი |
გიორგი |
წაიღეს ტელევიზორი, მუსიკალური ცენტრი, ჩემი ცოლის სამკაულები. |
ლექსო |
მაპატიეთ, ერთი წუთით შეგაწყვეტინებთ, რაიმეს გაკეთება რომ შევძლოთ, ფაქტობრივი ინფორმაცია მჭირდება, ამისთვის მე დაგისვამთ კითხვებს და თქვენ მიპასუხეთ, არ არის საჭირო თხრობის გაგრძელება. აბა, დავმშვიდდეთ... |
გიორგი |
მაპატიეთ. |
ლექსო |
არა, ყველაფერი რიგზეა, მე უბრალოდ მინდა დაგეხმაროთ, უბრალოდ ერთმანეთს დავეხმაროთ და ესაა. |
გიორგი |
კარგით. |
ლექსო |
აბა, კონკრეტულად რა მოიპარეს? |
გიორგი |
ჩემი ცოლის სამკაულები. |
ლექსო |
დიახ, ჩავიწერ, ისაუბრეთ ნელა და აუღელვებლად. |
გიორგი |
ბებიამისის ნაჩუქარი ბრილიანტის ყელსაბამი.... |
4.2.2.4 დასკვნა
თეორია
თქვენ ნახავთ სლაიდს, რომელსაც ერთვის შემდეგი ტექსტი:
,,როლური თამაშის დასასრული უნდა იყოს არაორაზროვანი და ნათელი. ამასთან მნიშვნელოვანია აღინიშნოს ოთხი ეტაპი:
- განაზოგადეთ და შეაჯამეთ სწავლების შედეგები და ჩამოთვალეთ ძირითადი შედეგები. აუცილებლობის შემთხვევაში შეგიძლიათ განზოგადება შეავსოთ თქვენი დაკვირვებებით;
- შემდეგ ჯგუფს შეახსენეთ წინასწარ განსაზღვრული მიზნები და განიხილეთ, რამდენად იქნა ეს მიზნები მიღწეული;
- შემდეგ ისაუბრეთ პრაქტიკაში სწავლების შედეგების გამოყენების დადებითი და სასარგებლო მხარეების შესახებ, შეგიძლიათ ეს კითხვის სახით დაუსვათ ჯგუფსაც;
- და ბოლოს, დაასრულეთ მეცადინეობა როლური თამაშით.”
განხილვა
ახლა თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, ინსტრუქტორი როგორ ასრულებს გაკვეთილს როლური თამაშით. ვიდეოსიუჟეტს ერთვის შემდეგი ტექსტი:
მონაწილე |
ქართული ტექსტი |
ინსტრუქტორი |
დღეს ჩვენ განვიხილეთ რამდენიმე მეთოდი, რომელიც გამოიყენება აღელვებულ ადამიანთან საუბრისას. |
ერთი შეხედვით, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ თუ დასაწყისშივე წამყვანის მეთოდის გამოყენება ნაკლებ დროს დაგვაკარგვინებს, მაგრამ, როგორც ვნახეთ, ეს მეთოდი საუბრის ბოლოს უფრო ეფექტურია. |
|
იმიტომ რომ, თუ მოქალაქე ემოციებისგან დაიცალა, თქვენ უფრო თანმიმდევრულ ინფორმაციას მოისმენთ, მოქალაქე კი თავს უფრო კომფორტულად იგრძნობს. |
|
თუ დაზარალებული ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გამოხატავს ემოციებს, შეგიძლიათ თავაზიანად და ფრთხილად შეაცვლევინოთ მიმართულება კითხვის დასმით, გასაგებია? კარგით. |
![]() |
4.3 4.3 უკუკავშირისთვის ვიდეოჩანაწერის გამოყენება |
▲ზევით დაბრუნება |
ქვემენიუში აირჩიეთ ღილაკი ,,ერთობლივი როლური თამაში”, გამოჩნდება მენიუ ორი თემით:
ინსტრუქტორის უნარ-ჩვევები
უკუკავშირისთვის ვიდეოჩანაწერის გამოყენება
შესავალი მეთოდი |
ამ თემებში განმარტებულია, როგორ უნდა გამოიყენოთ უკუკავშირი პრაქტიკული ტრეინინგების დროს.
4.3.1 შესავალი
თეორიულ ნაწილში დააჭირეთ ღილაკს ,,შესავალი”.
მოცემულ სლაიდებს ერთვის შემდეგი ტექსტი:
,,შეფასების ეტაპზე ვიდეოჩანაწერის გამოყენებამ შესაძლოა არსებითად აამაღლოს სწავლების შედეგები, თუკი ვიდეოჩანაწერის მიზანი სწორად არის განსაზღვრული და სათანადოდ ხორციელდება.
ვიდეოს გამოყენება, სტუდენტებს საშუალებას აძლევს ნახონ, როგორ აღიქვამენ მათ სხვა ადამიანები.
ვიდეო იძლევა საშუალებას ნახოთ რა გავლენას ახდენს თქვენი ქცევა სხვა ადამიანის ქცევაზე.
ვიდეოჩანაწერი სტუდენტებს საშუალებას აძლევს ისწავლოს საკუთარ შეცდომებზე. შემდეგ ნაწილში აღწერილია პრაქტიკული ტრეინინგის დროს ვიდეოჩაწერის მეთოდი.”
4.3.2 მეთოდი
ახლა ეკრანზე გამოჩნდება პრაქტიკული ტრეინინგის დროს უკუკავშირისთვის ვიდეო ჩანაწერის გამოყენების ყველა ფაზა.
უკუკავშირისთვის ვიდეოჩანაწერის გამოყენება
მეთოდი
მომზადება შესავალი როლური თამაში შეფასება |
თითოეულ ეტაპზე ინსტრუქტორი ახორციელებს კონკრეტულ მოქმედებებს, რომლებიც განმარტებულია (თეორია) და ნაჩვენებია (განხილვა). ჯერ აირჩიეთ ერთ-ერთი ფაზა, შემდეგ კი აირჩიეთ ღილაკები ,,თეორია” ან ,,განხილვა”. ქვემოთ მოცემულია თითოეული მათგანის აღწერილობა.
4.3.2.1 მომზადება
თეორია
უკუკავშირისთვის ვიდეოჩანაწერის გამოყენება
მეთოდი
მომზადება შესავალი როლური თამაში შეფასება |
თქვენ ნახავთ სლაიდს, რომელსაც ერთვის შემდეგი ტექსტი:
,,სტუდენტებს ხშირად არ სურთ ვიდეოჩაწერის გაკეთება.
ეს გაითვალისწინეთ მოსამზადებელი სამუშაოების დროს, მაგალითად, აპარატურა არ დადოთ თვალშისაცემ ადგილას, ამასთან შეეცადეთ ჩანაწერი გაკეთდეს იმ ადგილიდან, რომელიც დამკვირვებლებთან უფრო ახლოს არის.”
4.3.2.2 შესავალი
თეორია
უკუკავშირისთვის ვიდეოჩანაწერის გამოყენება
მეთოდი
მომზადება შესავალი როლური თამაში შეფასება |
წარმოდგენილ სლაიდს, ერთვის შემდეგი ტექსტი:
,,შესავალის დროს სტუდენტებს უთხარით, რომ აპირებთ ვიდეოჩანაწერის გაკეთებას. მოკლედ მაგრამ ნათლად განუმარტეთ, რისთვის არის ეს საჭირო და შემდეგ როგორ გამოიყენებთ. აუცილებლად აღნიშნეთ, რომ ჩანაწერი გაკეთდება მხოლოდ ამ კონკრეტულ გაკვეთილზე და მისი დამთავრების შედეგ ჩანაწერი განადგურდება.”
განხილვა
ვიდეოსიუჟეტში ნაჩვენებია, როგორ უხსნის ინსტრუქტორი სტუდენტებს ვიდეო კამერის გამოყენებას. სიუჟეტს ერთვის შემდეგი ტექსტი:
მონაწილე |
ქართული ტექსტი |
ინსტრუქტორი |
გამარჯობათ, დღეს ისევ როლური თამაში გვექნება, ოღონდ ამჯერად ვიდეოზე ჩავიწერთ. |
ვიდეოზე ჩაწერას თავისი უპირატესობა აქვს, მოთამაშეებს შეუძლიათ თავიანთი თამაშის ნახვა. ისინი ზუსტად იმას ნახავენ, რასაც ჩვენ, დამკვირვებლები თამაშის დროს ვხედავთ. ასე რომ ერთსა და იმავე საკითხზე ვისაუბრებთ. ამასთან შეგვიძლია თამაში უფრო დეტალურად ვნახოთ, უკან დავბრუნდეთ და ნებისმიერი სცენა გავიმეოროთ. ასე რომ, ეს ძალიან სასარგებლო ინსტრუმენტია. |
|
მესმის, რომ ზოგიერთს ეს არ მოეწონება, ვიდეოზე საკუთარი თავის ნახვით, ადამიანმა შეიძლება თავი უხერხულად იგრძნოს. |
|
შეიძლება იფიქროთ, რომ დიდი ცხვირი ან პატარა ყურები გაქვთ, ხმაც უცნაურად ჟღერს. მაგრამ, ჩვენ თქვენ სავსებით ნორმალურად გთვლით, ასეთებს ყოველდღე გხედავთ. თქვენს ყურებსა და ცხვირს არაფერი მოსვლია. |
|
თანაც, ჩანაწერს არ შევინახავთ, გაკვეთილის ბოლოს წავშლი. |
4.3.2.3 როლური თამაში
თეორია
თქვენ ნახავთ სლაიდს შემდეგი ტექსტით:
,,ახლა უკვე შეიძლება როლური თამაშის დაწყება. მონაწილეების ინსტრუქტაჟის შემდეგ ჩართეთ ვიდეო და დაიწყეთ როლური თამაში. თამაშის დროს გააკეთეთ ჩანიშვნები და მოინიშნეთ ვიდეოჩანაწერის ადგილები. ეს დაგეხმარებათ მნიშვნელოვანი სცენების სწრაფად მოძებნაში.
ჩაწერის დროს გამორთეთ მონიტორი, რათა მან არ მიიქციოს სტუდენტების ყურადღება.”
4.3.2.4 შეფასება
,,შეფასების” ფაზაში მოცემულია ორი დამატებითი ოპცია:
- შესავალი
- ზოგადი და კონკრეტული შეფასებები
უკუკავშირისთვის ვიდეოჩანაწერის გამოყენება
მეთოდი შესავალი, ზოგადი და კონკრეტული შეფასებები
მომზადება შესავალი როლური თამაში შეფასება |
ჯერ აირჩიეთ ერთ-ერთი დამატებითი ოპცია, შემდეგ კი ღილაკები ,,თეორია” ან ,,განხილვა”. მათ შესახებ ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ.
შესავალი
თეორია
უკუკავშირისთვის ვიდეოჩანაწერის გამოყენება
მეთოდი შესავალი, ზოგადი და კონკრეტული შეფასებები
მომზადება შესავალი როლური თამაში შეფასება |
წარმოდგენილ სლაიდში მოცემულია ზოგადი რჩევები შეფასების ფაზის განხორციელებისთვის. სლაიდს ერთვის შემდეგი ტექსტი:
,,ვიდეოჩანაწერის მეშვეობით შეფასების დროს არ დაგავიწყდეთ შემდეგი:
- შეადგინეთ განხილვის დეტალური გეგმა და რეალურად შეაფასეთ საჭირო დრო, როგორც წესი, განხილვას ორჯერ ან სამჯერ უფრო მეტი დრო სჭირდება ვიდრე როლურ თამაშს. გახსოვდეთ, რომ დიდხანს მოსმენის დროს, სტუდენტებს ყურადღება ეფანტებათ, ხოლო ძალიან სწრაფად თუ მოხდება საკმადო დიდი მასალის განზოგადება, სტუდენტები შეიძლება დაიბნენ.
- წინასწარ განსაზღვრეთ, რაზე იქნება მიმართული განხილვა;
- შექმენით გარემო თავისუფალი განხილვისთვის: აქტიურად მოისმინეთ და აგრძნობინეთ სტუდენტებს, რომ მათ ყურადღებით უსმენთ;
- შესაძლებელია ზოგად და კონკრეტულ შეფასება შორის ზღვარის გავლება. თქვენ უნდა გამოხვიდეთ კარგი არბიტრის როლში და ბოლოს, უნდა გააკეთოთ სწორი დასკვნები.”
ზოგადი და კონკრეტული შეფასებები
თეორია
უკუკავშირისთვის ვიდეოჩანაწერის გამოყენება
მეთოდი შესავალი, ზოგადი და კონკრეტული შეფასებები
მომზადება შესავალი როლური თამაში შეფასება |
სლაიდში მოცემულია ინფორმაცია ზოგადი და კონკრეტული შეფასებების შესახებ. სლაიდს ერთვის შემდეგი ტექსტი:
,,დასკვნითი განხილვა უმჯობესია დაიწყოთ როლური თამაშის ზოგადი შეფასებით. ამ ეტაპზე მიეცით სტუდენტებს საშუალება გამოთქვან საკუთარი კომენტარები, ჯერ მოუსმინეთ თამაშის მონაწილეებს, შემდეგ კი - დამკვირვებლებს.
დაიწყეთ პირველი კითხვით, რომელიც მიმართული იქნება როლური თამაშისა და უნარ-ჩვევების კონკრეტულ ასპექტზე, რომელზეც გსურთ ყურადღების გამახვილება. ღია შეკითხვა სტუდენტებს უნდა აძლევდეს საკუთარი შეხედულების გამოთქმის საშუალებას.
კითხვის დასმის შემდეგ, დაელოდეთ სტუდენტების პასუხს. მიეცით მათ აზრის გამოთქმის საშუალება. მოახდინეთ რეაგირება შემდეგი მოკლე ჩართვებით ,,დიახ”, ,,სწორია”, რათა მონაწილეებს არ მოერიდოთ პასუხის გაცემა.
საკმარისი პასუხების შემდეგ, განაზოგადეთ ისინი და გადადით კონკრეტულ შეფასებაზე. ამ ეტაპზე ვიდეოჩანაწერის გარკვეული ფრაგმენტები უფრო დეტალურად განიხილება.
- ჩართეთ ჩანაწერი და შეაჩერეთ კადრი მნიშვნელოვან მომენტზე;
- მოახდინეთ ეკრანზე ნაჩვენები სცენის კომენტირება, თუ ფრაგმენტის ხანგრძლივობა 5 წუთზე მეტია, ჯერ აჩვენეთ მთელი სიუჟეტი, რათა სტუდენტებმა სწორად აღიქვან საუბრის მიმდინარეობა.
- შემდეგ აარჩიეთ ფრაგმენტები განსახილველად;
- სთხოვეთ სტუდენტებს გააკეთონ ფრაგმენის კომენტარი, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი მონაწილე, მათ შორის პოლიციელისა და მოქალაქის როლის შემსრულებელიც, ისევე როგორც დამკვირვებელი. თქვენ ასევე შეგიძლიათ საკუთარი შეხედულების გამოთქმაც.
- საერთოდ არსებობს ასეთი წესი ,,ბოლო კომენტარს აკეთებს ის, ვისაც უფრო მეტი ინფორმაცია აქვს”, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერ კომენტარი უნდა გააკეთონ პოლიციელებმა, შემდეგ მოქალაქეებმა, შემდეგ დამკვირვებლებმა და ბოლოს თქვენ, ინსტრუქტორმა.
- საკუთარი გამოცდილება მიგანიშნებთ, როდის უნდა გადაუხვიოთ ამ წესს.“
განხილვა
უკუკავშირისთვის ვიდეოჩანაწერის გამოყენება
მეთოდი შესავალი ზოგადი და კონკრეტული შეფასებები
მომზადება შესავალი როლური თამაში შეფასება |
თქვენ შესაძლებლობა გაქვთ ნახოთ შეფასების ფაზაში ვიდეოჩანაწერის მეშვეობით განხორციელებული უკუკავშირის მაგალითი. ვიდეოსიუჟეტს ერთვის შემდეგი ტექსტი:
მონაწილე |
ქართული ტექსტი |
ინსტრუქტორი |
გმადლობთ, დაბრძანდით, თუ შეიძლება. |
მიმართავს სტუდენტებს |
ჯერ მოკლედ განვიხილოთ ახლახანს ნანახი როლური თამაში. უბრალოდ პირველ კომენტარებს მოვუსმინოთ, შემდეგ კი ნაწილ-ნაწილ ვნახოთ ვიდეოჩანაწერი. მე ჩემთვის მონიშნული მაქვს გათამაშების საინტერესო ადგილები. თუ გინდათ კიდევ ერთხელ ნახოთ რომელიმე ნაწილი მითხარით. ახლა კი ხანმოკლე განხილვა დავიწყოთ. ლექსო, გისმენთ... |
მონაწილე |
ქართული ტექსტი |
ინსტრუქტორი |
დიახ, მადლობა. თუ შეიძლება მაგიდა იმ რიგში გადადგით, გმადლობთ. |
მე ვიდეოზე თქვენი როლური თამაში ჩავიწერე. ახლა ვნახავთ, მაგრამ მანამდე შევაჯამოთ ჩვენი საუბარი, ეს დაგვეხმარება ნანახის უკეთ გაგებაში. |
|
პოლიციელის როლის შემსრულებელმა ლექსომ თქვა, რომ რთული იყო მოქალაქის საუბრის მიმართულების შეცვლა, ასეა არა? მოქალაქე ძალიან ბევრს ლაპარაკობდა, თქვენ კი არ იცოდით, როგორ მოქცეულიყავით. |
|
გიორგი, ჩვენი დაზარალებული, ამბობს, რომ პოლიციელი ძალიან ყურადღებიანი არ იყო. |
|
გიორგი |
დიახ. |
ინსტრუქტორი |
ეს თქვენი აზრია. ჩვენ ერთსა და იმავე სიტუაციაზე ორი განსხვავებული მოსაზრება მოვისმინეთ. მოდით, ეს მოგვიანებით გავაანალიზოთ. |
პირველმა ჯგუფმა, რომელიც პოლიციელის მიერ გამოყენებულ მეთოდებს აკვირდებოდა, აღნიშნა, რომ პოლიციელმა სათანადოდ ვერ გამოიყენა მიდევნების მეთოდი, როცა მოქალაქე ძალიან ბევრს ლაპარაკობდა. |
|
მეორე ჯგუფი, რომელიც ჟესტების ენას აკვირდებოდა, აღნიშნავს, რომ პოლიციელი ამ სიტუაციაში თავს კომფორტულად არ გრძნობდა, თითქოს მოქალაქე მას აღიზიანებდა. |
|
ახლა, კიდევ ერთხელ ვნახოთ სამი ფრაგმენტი და კიდევ ერთხელ განვიხილოთ სიტუაცია. |
ინსტრუქტორი რთავს ჩანაწერს.
მონაწილე |
ქართული ტექსტი |
გიორგი |
დილა მშვიდობისა! |
ლექსო |
დილა მშვიდობისა! |
გიორგი |
ძარცვის შესახებ მინდა განვაცხადო... |
ლექსო |
კარგით, თქვენი სახლი გაძარცვეს? |
გიორგი (აღელდა) |
დიახ, ჩემი სახლი გატეხეს და წაიღეს სტერეო, ტელევიზორი, აბაზანიდან რადიო და ჩემი ცოლის სამკაულები. ჩემი ცოლი ძალიან შეშინებულია, სახლში ვერ შედის, ახლა დედამისთანაა და იქ... |
ლექსო |
მაპატიეთ, სახლი კარგად იყო დაკეტილი? |
გიორგი (გაბრაზებულია) |
დიახ, კარგად ჩავკეტე, თან ამას წინათ საკეტები გამოვცვალე, არ ვიცი, როგორ გატეხეს. |
ლექსო |
უკაცრავად, სად ცხოვრობთ? |
გიორგი (გაუწონასწორებელი) |
დადიანის ქუჩაზე. |
ლექსო |
დადიანის ქუჩა, დადიანი. |
ინსტრუქტორი |
კარგით. |
ლექსო |
რომელ ნომერში? |
გიორგი |
28 |
ინსტრუქტორი წყვეტს ვიდეოჩვენებას.
მონაწილე |
ქართული ტექსტი |
ინსტრუქტორი: (მიმართავს მოქალაქეს) |
ეს იყო პირველი ფრაგმენტი. როგორ მოგწონთ საკუთარი თავი ეკრანზე? ნორმალურია? |
გიორგი |
არცთუ ისე კარგია. |
ინსტრუქტორი: (მიმართავს პოლიციელს) |
ლექსო, ამ ფრაგმენტის ნახვის შემდეგ, რას ფიქრობთ თქვენს ქცევაზე? რა შენიშნეთ? |
ლექსო (მხრებს იჩეჩავს) |
როგორც მეგონა, არ ვიყავი ისე გახსნილი და ყურადღებიანი. ამის მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ თან ჩანაწერებს ვაკეთებდი და ოქმს ვადგენდი. |
ინსტრუქტორი: (მიმართავს მოქალაქეს) |
გიორგი, ახლა როცა ჩანაწერს უყურებთ, გახსოვთ რას გრძნობდით თამაშში მონაწილეობისას? |
გიორგი |
მე გაღიზიანებული ვიყავი, იმიტომ, რომ ჩემი აზრით, მას ჩემს მონათხრობზე უფრო მეტად თავისი ქაღალდები აინტერესებდა. მე მეჩვენებოდა, რომ ის საერთოდ არ მისმენდა. |
ინსტრუქტორი: (მიმართავს პოლიციელს) |
რას იტყვით ამაზე? ასე იყო? უსმენდით? |
ლექსო |
ის რაზეც საუბრობდა, პირდაპირ კავშირში არ იყო საქმესთან. ამიტომ, მე შემდეგი კითხვისთვის ვემზადებოდი. |
ქეთი |
ჩემი აზრით, ეს ძალიან შესამჩნევი იყო, უყურადღებოდ იქცეოდი. |
ინსტრუქტორი: (მიმართავს მოქალაქეს) |
გიორგი, გახსოვთ რამ მოახდინა გავლენა თქვენზე, თქვენს მონათხრობზე? |
გიორგი |
მე მინდოდა კიდევ ერთხელ მომეყოლა, გამემეორებინა. |
ინსტრუქტორი |
საინტერესოა, მოდით ვნახოთ, შემდეგ რა მოხდა. |
ინსტრუქტორი რთავს ჩანაწერს
მონაწილე |
ქართული ტექსტი |
ლექსო |
სახლის ნომერი? |
გიორგი |
28 |
ლექსო |
28 |
გიორგი |
მათ წაიღეს ჩემი მუსიკალური ცენტრი, ტელევიზორი და აბაზანიდან რადიო. |
ლექსო |
თქვენი გვარი? |
გიორგი |
დანელია... |
ინსტრუქტორი წყვეტს ვიდეო ჩვენებას.
მონაწილე |
ქართული ტექსტი |
ინსტრუქტორი |
აბა, რა მოხდა? |
ანა |
მოქალაქე მართლაც ყველაფერს თავიდან იწყებს! |
ინსტრუქტორი |
დიახ, ასე მოხდება, თუ თქვენ მას ყურადღებას არ მიაქცევთ. მოქალაქეს ჰგონია, რომ მას არ უსმენენ და ისევ თავიდან იმეორებს ყველაფერს. კარგი მაგალითია. როგორც პოლიციელებს, როგორ შეგიძლიათ აღადგინოთ სიტუაციაზე კონტროლი? |
გიორგი |
მას შეეძლო ეჩვენებინა, რომ მისმენს, მაგალითად შეეძლო ჩემს მიერ ნათქვამი შეეჯამებინა ან შეეწყვეტინებინა საუბარი, ოღონდ კონსტრუქციულად, ან რამე ამის მსგავსი გაეკეთებინა. |
ინსტრუქტორი |
კარგი აზრია, გმადლობთ. |
მოდით მომდევნო ფრაგმენტიც ვნახოთ |
ინსტრუქტორი რთავს ჩანაწერს.
მონაწილე |
ქართული ტექსტი |
გიორგი |
ჩემი სიდედრი მასთან არის, ამშვიდებს… |
ლექსო |
უკაცრავად, კარი კარგად ჩაკეტეთ? |
გიორგი (გაღიზიანებული) |
დიახ, ორი კვირის წინ ჩემი დის სახლი გაძარცვეს და მას შემდეგ ახალი საკეტები დავაყენე, ძალიან საიმედო და მყარი, ახალი, ძალიან კარგი საკეტები... |
ლექსო |
უკაცრავად, სად ცხოვრობთ? |
გიორგი |
დადიანის ქუჩაზე. |
ლექსო |
დადიანის ქუჩა, დადიანი |
ინსტრუქტორი წყვეტს ვიდეო ჩვენებას
მონაწილე |
ქართული ტექსტი |
ინსტრუქტორი (მიმართავს მოქალაქეს) |
გიორგი, თავს როგორ გრძნობდით? |
გიორგი |
ძალიან აშკარაა, რომ ის შეტევაზე გადმოვიდა. მე ჩემთვის ძალიან პერსონალურ და მტკივნეულ საკითხზე ვესაუბრებოდი, ის კი საუბარს არ მაცდიდა. ამის გამო თავს უფრო მეტად დაზარალებულად ვგრძნობდი. |
ინსტრუქტორი : (მიმართავს პოლიციელს) |
თქვენ როგორ ხედავთ ამ სიტუაციას? |
ლექსო |
არა მგონია, რომ შეტევაზე გადავედი. მე არ მახსენდება მისი მტკივნეული რეაქცია. მაგრამ ახლა ვხედავ, რომ მას შეეძლო არასწორად გაეგო. |
ინსტრუქტორი |
დიახ, შეეძლო არასწორად გაეგო, იმიტომ რომ თქვენ კითხვა დასვით ქვეტექსტით. ,,კარი კარგად დაკეტეთ?” თითქოსდა შეეძლო ცუდად დაეკეტა, ასეა? |
ინსტრუქტორი |
იქნებ სხვანაირადაც შეიძლებოდა კითხვის დასმა, ნაკლებად აგრესიულად? |
პავლე |
ჩემი აზრით, ლექსოს უფრო რბილად უნდა ესაუბრა.... მან ძალიან კარგი კითხვა დასვა, მაგრამ სათანადო დრო ვერ შეარჩია, რაკი კითხვა უდროოდ იყო დასმული, გიორგის მოეჩვენა, რომ ლექსო შეტევაზე გადავიდა. |
ინსტრუქტორი |
ძალიან კარგია, გმადლობთ. კიდევ ხომ არ არის კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით? |
![]() |
4.4 4.4 როლური თამაში მსახიობების მონაწილეობით |
▲ზევით დაბრუნება |
ქვემენიუში აირჩიეთ ღილაკი ,,როლური თამაში მსახიობების მონაწილეობით”, თქვენ დაინახავთ მენიუს ორი თემით:
ამ თემებში მოცემულია როლურ თამაშში პროფესიონალი მსახიობების მონაწილეობის საკითხები.
4.4.1 შესავალი
თეორიულ ნაწილში დააჭირეთ ღილაკს ,,შესავალი”.
თქვენ ნახავთ სლაიდს შემდეგი ტექსტით:
,,მსახიობების მონაწილეობით განხორციელებულ როლურ თამაშებში მონაწილეობას იღებენ პროფესიონალი მსახიობები.
მოქალაქეთა როლის შესასრულებლად მსახიობების მოწვევა აიძულებს სტუდენტებს, ითამაშონ პოლიციელთა ყოველდღიურ საქმიანობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ დონეზე.
მოქალაქის როლი ისევე რეალურად სრულდება, როგორც ეს რეალურ ცხოვრებაში ხდება, რაც სტუდენტების მხრიდანაც უფრო სერიოზულ დამოკიდებულებას იწვევს, ისინი როლს კი აღარ ასრულებენ, არამედ პოლიციელის მოვალეობას ახორციელებენ. რეალურობასთან მიახლოებული პრაქტიკული ტრენინგები ხელს უწყობს სწავლების ეფექტურობის ამაღლებას.
პროფესიონალი მსახიობები შეფასების ეტაპზეც მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ, მათ არაპროფესიონალებზე უკეთ შეუძლიათ ახსნან მათ ქცევაზე პოლიციელის ქცევის გავლენა. ამ ნაწილში ჩვენ განვიხილავთ, რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას მსახიობებთან მუშაობის დროს. განასხვავებენ ოთხ ფაზას, კერძოდ: მომზადება, შესავალი, როლური თამაში და შეფასება.”
4.4.2 მეთოდი
დააჭირეთ ღილაკს ,,მეთოდი” და ეკრანზე დაინახავთ პრაქტიკულ ტრეინინგებში მონაწილეობის მისაღებად მსახიობების მოწვევის ყველა ეტაპს.
როლური თამაში მსახიობების მონაწილეობით
მეთოდი
მომზადება შესავალი როლური თამაში შეფასება |
თითოეულ ეტაპზე ინსტრუქტორი ახორციელებს კონკრეტულ მოქმედებეს, რომლებიც განმარტებულია (თეორია) და ნაჩვენებია (განხილვა). ჯერ აირჩიეთ ერთ-ერთი ფაზა, შემდეგ კი აირჩიეთ ღილაკები ,,თეორია” ან ,,განხილვა”. ქვემოთ მოცემულია თითოეული მათგანის აღწერილობა.
4.4.2.1 მომზადება
თეორია
როლური თამაში მსახიობების მონაწილეობით
მეთოდი
მომზადება შესავალი როლური თამაში შეფასება |
თქვენ ნახავთ სლაიდს, რომელსაც ერთვის შემდეგი ტექსტი:
,,მომზადების ეტაპზე მნიშვნელოვანია მსახიობთან პირველი შეხვედრა. წინასწარ აუხსენით მსახიობებს რა თემებს სწავლობენ სტუდენტები და რა სახის ნორმატიულ მასალაზე გსურთ ყურადღების გამახვილება, რაში შეიძლება გამოვლინდეს აღქმასთან დაკავშირებული პრობლემები. მსახიობებმა ასევე უნდა იცოდნენ სასწავლო პროგრამის რა ნაწილზე მუშაობთ, უმუშავიათ თუ არა მანამდე სტუდენტებს მსახიობებთან და როგორია მათი ცოდნისა და უნარ-ჩვევების დონე.
ასევე აუცილებლად უთხარით მსახიობს, რომელი როლური თამაშის ჩატარებას აპირებთ.”
4.4.2.2 შესავალი
თეორია
როლური თამაში მსახიობების მონაწილეობით
მეთოდი
მომზადება შესავალი როლური თამაში შეფასება |
სლაიდში მოცემულია შემდეგი ტექსტი:
,,შესავლის ეტაპზე მსახიობს მიეცით საშუალება საკუთარი თავი წარუდგინოს სტუდენტებს და რომ ის თამაშის დროს იმპროვიზირებას მოახდენს, რათა უფრო რეალური რეაგირება მოახდინოს პოლიციის მოქმედებებზე.
სტუდენტები გაიგებენ, რომ მსახიობების მიზანი მათი დაბნევა არ არის. რომ თავად მსახიობები არ არიან ბოროტები, ისინი უბრალოდ გაბოროტებული მოქალაქის როლს ასრულებენ.”
განხილვა
განხილვაში მოცემულია ორი სიუჟეტი, მათგან პირველში ნაჩვენებია ინსტრუქტორის მიერ მსახიობის წარდგენა, მეორეში კი ინსტრუქტორი სტუდენტებს უფრო დეტალურ ინფორმაციას აცნობს როლური თამაშის შესახებ. ქვემოთ მოცემულია ორივე ვიდეოსიუჟეტის ტექსტი.
მსახიობის წარდგენა
როლური თამაში მსახიობების მონაწილეობით
მეთოდი
მომზადება შესავალი როლური თამაში შეფასება |
მონაწილე |
ქართული ტექსტი |
ინსტრუქტორი |
დღეს კიდევ ერთი როლური თამაში გვექნება, ოღონდ მოქალაქის როლს პროფესიონალი მსახიობი შეასრულებს. ეს იმას ნიშნავს, რომ თამაში უფრო რეალისტური იქნება. თქვენ პირველად მოგიწევთ მუშაობა უცნობ ადამიანთან და არა მეგობართან ან კოლეგასთან. იმედია ამით იგრძნობთ, რომ თქვენ მართლა მუშაობთ და რომ ეს ყველაფერი რეალურია. ლია, შეგიძლიათ საკუთარი თავი გააცნოთ? |
მსახიობი |
გამარჯობათ, მე ლია პეტრიაშვილი ვარ, ქუთაისში დავიბადე, მაგრამ 10 წელია უკვე აქ ვცხოვრობ. მე პროფესიონალი მომღერალი ვარ, თეატრში ვმუშაბდი, დრო და დრო ტელევიზიაშიც. უკვე ორი წელია ამ ინსცენირებებში ვმონაწილეობ. მე მომწონს, ეს საქმე კარგად გამომდის. |
ინსტრუქტორი |
გმადლობთ, ლია. |
მოდით, უფრო დეტალურად გაგაცნობთ, რას შეიძლება მსახიობისგან მოელოდეთ. ის ზუსტად ისევე ითამაშებს მოქალაქის როლს, როგორც თქვენ თამაშობდით გუშინ. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ლია მსახიობის ოსტატობას სწავლობდა. ასე რომ მან კარგად იცის რას შეიძლება ადამიანი გრძნობდეს და ფიქრობდეს, როგორ შეიძლება რეაგირებდეს თქვენს მოქმედებებზე. |
|
(მიმართავს მსახიობს) |
რამეს ხომ არ დაამატებდით? |
მსახიობი |
დიახ, უნდა აღინიშნოს, რომ მე აქ თქვენი ნერვების მოსაშლელად და დასაბნევად არ მოვსულვარ, მე აქ ვარ იმიტომ, რომ თქვენ მინდა დაგეხმაროთ. ასე რომ ეს კარგი პრაქტიკის გავლის საშუალებაა თქვენთვის. |
ეს კარგი შესაძლებლობაა. თქვენი მოქმედებები ჩემზე გავლენას ახდენს. ჩვენ გვაქვს როლი და ვიცით ჩვენი გმირის განცდები, მაგრამ ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. მე ძალიან ადვილად ვექცევი გავლენის ქვეშ, თუ თქვენ ჩემს დასამშვიდებლად რაიმეს გააკეთებთ, მე დავმშვიდდები, მაგრამ თუ ისეთ რამეს გააკეთებთ, რამაც შეიძლება უხერხულობა გამოიწვიოს, ჩემი გმირი გაბრაზდება. თქვენ ნახავთ რალურ სიტუაციაში როგორ გავლენას ახდენს ადამიანზე თქვენი მოქმედებები. |
|
ინსტრუქტორი |
დიახ, გამოვლინება ფიზიკური არასდროს იქნება. ის თქვენზე ფიზიკურ თავდასხმას არ განახორციელებს. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. და კიდევ ერთ საკითხს მინდა შევეხო, ლიამ აღნიშნა, რომ მისი გმირი შეიძლება გაბრაზდეს, ესეც მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ სწორედ გმირი გაბრაზდება თქვენზე და არა პირადად ლია. და კიდევ ერთი, თუ თამაშის დროს რაიმეს იგრძნობთ, მაგალითად უხერხულობას ან დაღლას, შეგიძლიათ შესვენება მოითხვოთ. შეგიძლიათ ასე მანიშნოთ, ან უბრალოდ მითხარით (ინსტრუქტორი სტუდენტებს აჩვენებს ნიშანს), თუ ასე მოხდება, ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ თამაში და იმის მიხედვით ვიმოქმედოთ, გექნებათ თუ არა თამაშის გაგრძელების სურვილი. კარგით? |
ინსტრუქტორი |
თამაშის დროს გახსოვდეთ გასაუბრების ნორმატიული მასალისა და ინსტრუქციის შესახებ. |
იგულისხმება: დასაწყისში ურთიერთობის დამყარება, ინფორმაციის შეგროვება, რაც იწყება მიდევნების მეთოდით და გრძელდება წამყვანის მეთოდით დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად. შემდეგი ეტაპებია მოქმედების შესრულება და საუბრის დასრულება. |
|
წინა გაკვეთილზე, გუშინ ჩვენ განვიხილეთ ამ მოდელის შესრულებისათვის ემოციების მართვის საკითხი. როცა ადამიანი აღელვებული და გაღიზიანებულია, მას ძირითადად არ შეუძლია ფაქტების გადმოცემა. ამ დროს ადამიანი ემოციების ქვეშ არის მოქცეული. |
|
ეს თქვენ, პოლიციელებს საკმაოდ რთულ მდგომარეობაში გაყენებთ. ერთი მხრივ, თქვენ სწრაფად გსურთ საქმის გახსნა და დამნაშავის დადგენა, მაგრამ ამისთვის საჭიროა ინფორმაციის დროულად მიღება, მეორე მხრივ კი თავდაპირველად გრძნობებს უნდა გაუმკალვდეთ. იმისთვის რომ ინფორმაცია მოგაწოდოთ, მოქალაქე თავს კომფორტულად უნდა გრძნობდეს. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ამ პრობლემის გადაჭრის მეთოდებზე, დღეს კი მინდა, რომ სათანადო უნარ-ჩვევებს დაეუფლოთ. ამ როლურ თამაშში სწორედ უნარ-ჩვევებს ეთმობა ძირითადი ყურადღება. |
|
სიტუაცია შემდეგნაირია: თქვენ კოლეგასთან ერთად პატრულირებთ. პოლიციის განყოფილებიდან იღებთ შეტყობინებას, მორიგე მიგითითებთ წახვიდეთ პარკში, სადაც ახლახან ქალი გაძარცვეს. თქვენ უმალვე მიდიხართ შემთხვევის ადგილზე, ინაწილებთ ფუნქციებს. თქვენი კოლეგა, რომლის როლსაც დღეს არ გავითამაშებთ, მოწმეებს ესაუბრება, თქვენ კი ითამაშებთ იმ პოლიციელის როლს, რომელიც დაზარალებულს ესაუბრება. ასე იწყება თამაში, პარკში მისვლითა და დაზარალებულთან პირველი კონტაქტით. გასაგებია? |
|
კარგით, ვინ იქნება პირველი? |
შინაარსი
როლური თამაში მსახიობების მონაწილეობით
მეთოდი
მომზადება შესავალი როლური თამაში შეფასება |
ინსტრუქტორი |
თამაშის დროს გახსოვდეთ გასაუბრების ნორმატიული მასალისა და ინსტრუქციის შესახებ. |
იგულისხმება: დასაწყისში ურთიერთობის დამყარება, ინფორმაციის შეგროვება, რაც იწყება მიდევნების მეთოდით და გრძელდება წამყვანის მეთოდით დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად. შემდეგი ეტაპებია მოქმედების შესრულება და საუბრის დასრულება. |
|
წინა გაკვეთილზე, გუშინ ჩვენ განვიხილეთ ამ მოდელის შესრულებისათვის ემოციების მართვის საკითხი. როცა ადამიანი აღელვებული და გაღიზიანებულია, მას ძირითადად არ შეუძლია ფაქტების გადმოცემა. ამ დროს ადამიანი ემოციების ქვეშ არის მოქცეული. |
|
ეს თქვენ, პოლიციელებს საკმაოდ რთულ მდგომარეობაში გაყენებთ. ერთი მხრივ, თქვენ სწრაფად გსურთ საქმის გახსნა და დამნაშავის დადგენა, მაგრამ ამისთვის საჭიროა ინფორმაციის დროულად მიღება, მეორე მხრივ კი თავდაპირველად გრძნობებს უნდა გაუმკლავდეთ. იმისთვის, რომ ინფორმაცია მოგაწოდოთ, მოქალაქე თავს კომფორტულად უნდა გრძნობდეს. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ამ პრობლემის გადაჭრის მეთოდებზე, დღეს კი მინდა, რომ სათანადო უნარ-ჩვევებს დაეუფლოთ. ამ როლურ თამაშში სწორედ უნარ-ჩვევებს ეთმობა ძირითადი ყურადღება. |
|
სიტუაცია შემდეგნაირია: თქვენ კოლეგასთან ერთად პატრულირებთ. პოლიციის განყოფილებიდან იღებთ შეტყობინებას, მორიგე მიგითითებთ წახვიდეთ პარკში, სადაც ახლახან ქალი გაძარცვეს. თქვენ უმალვე მიდიხართ შემთხვევის ადგილზე, ინაწილებთ ფუნქციებს. თქვენი კოლეგა, რომლის როლსაც დღეს არ გავითამაშებთ, მოწმეებს ესაუბრება, თქვენ კი ითამაშებთ იმ პოლიციელის როლს, რომელიც დაზარალებულს ესაუბრება. ასე იწყება თამაში, პარკში მისვლითა და დაზარალებულთან პირველი კონტაქტით. გასაგებია? |
|
კარგით, ვინ იქნება პირველი? |
4.4.2.3 როლური თამაში
თეორია
როლური თამაში მსახიობების მონაწილეობით მეთოდი
მომზადება შესავალი როლური თამაში შეფასება |
წარმოდგენილ სლაიდს ერთვის შემდეგი ტექსტი:
,,აუცილებლად მიიღეთ მონაწილეობა თამაშში, ყურადღება სხვა საკითხზე არ გადაიტანოთ. ყურადღებით დააკვირდით პოლიციის როლის შემსრულებელ სტუდენტებს, მათ რეაგირებას მსახიობის მოქმედებებზე. თვალყური ადევნეთ მსახიობს, რათა მან არ გადააჭარბოს. წინასწარ მოელაპარაკეთ, როგორ მიანიშნებთ მსახიობს, თუ ჩათვლით, რომ უმჯობესია მისი რეაქცია დაცხრეს.”
განხილვა
როლური თამაში მსახიობების მონაწილეობით მეთოდი
მომზადება შესავალი როლური თამაში შეფასება |
ახლა თქვენ ნახავთ როლური თამაშების მაგალითებს, რომლებშიც მოქალაქის როლს პროფესიონალი მსახიობი ასრულებს. ვიდეოსიუჟეტში მოცემულია შემდეგი ტექსტი:
მონაწილე |
ქართული ტექსტი |
ინსტრუქტორი |
ეს იქნება სკამი პარკში, გმადლობთ. შეგიძლიათ დაჯდეთ, ლია, იქნებ სკამზე დაჯდეთ ან დაწვეთ, იმიტომ რომ თავს ცუდად გრძნობთ, კარგით? |
დამკვირვებლები მზად ხართ? წარმოიდგინეთ პარკი? გარშემო ხეები და ბუჩქებია. ჩანიშვნები გააკეთეთ თუ შეიძლება. |
|
მოვუხმოთ ჩვენს მსახიობს, ლექსო, შემოდით! |
მსახიობი იწყებს ტირილს და გაუკვევლად საუბრობს. მას ლექსო უახლოვდება.
მონაწილე |
ქართული ტექსტი |
მსახიობი |
აუ ფეხი, რა მიქნა ფეხზე…... |
ლექსო |
გამარჯობათ, ახლახან თქვენ გაგძარცვეს არა? |
მსახიობი |
აქ ის კაცი იდგა, მე ჩემს ქალიშვილთან მივდიოდი, ამ კაცმა ფეხში ჩამარტყა, აი აქ, შუა ცენტრში... |
ლექსო |
დაგეხმაროთ? მოდის ამ სკამზე დავსხდეთ, ამ აქ. |
მსახიობი |
დამეხმარეთ, თუ შეიძლება.. |
ლექსო |
დიახ, დაგეხმარებით. |
მსახიობი |
უი. |
ლექსო |
დაბრძანდით. თავს უკეთ გრძნობთ? |
მსახიობი |
არა, ძალიან მტკიცა, აუ ფეხი, … |
ლექსო |
გახსოვთ როგორ გამოიყურებოდა? |
მსახიობი |
მომტეხა. (ლექსოს) რაა? |
ლექსო |
გახსოვთ, როგორ გამოიყურებოდა? |
მსახიობი |
არც კი.. ის შუა პარკში მცემდა. ახალგაზრდა იყო, ჩანთის წართმევა უნდოდა და ფეხში დამარტყა... |
ლექსო |
კარგით, შეგიძლიათ გაიხსენოთ, როგორ გამოიყურებოდა? |
მსახიობი |
ეს რა დამემართა…... |
მსახიობი |
ეს ლაწირაკი ბიჭი მცემდა, არ ვიცი როგორ გამოიყურებოდა. |
ლექსო |
კარგით. შავგვრემანი იყო თუ თეთრი? |
მსახიობი |
მაპატიეთ, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრი არ შემიძლია. |
ინსტრუქტორი |
კარგით, ამაზე შევჩერდეთ, გმადლობთ. |
ინსტრუქტორი: (მიმართავს პოლიციელს) |
რას ფიქრობთ? |
ლექსო |
ადვილი არ არის. |
ინსტრუქტორი |
ადგილები დაიკავეთ და განხილვა დავიწყოთ. |
4.4.2.4 შეფასება
თეორია
როლური თამაში მსახიობების მონაწილეობით მეთოდი
მომზადება შესავალი როლური თამაში შეფასება |
წარმოდგენილ სლაიდს ერთვის შემდეგი ტექსტი:
,,ამ ეტაპზე ტარდება მონაწილეებისა და მსახიობების ურთიერთქმედების ანალიზი. თუ შესაძლებელია, ამ ეტაპში მონაწილეობის მისაღებად ჩართეთ მსახიობიც. მისი როლის შესაბამისად, მსახიობს შეუძლია მოგითხროთ, როგორ აღიქვამდა, იგებდა და გრძნობდა პოლიციელის როლის შემსრულებელი სტუდენტის ქცევას.”
განხილვა
თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ორი სიუჟეტიდან ერთ-ერთი. პირველ სიუჟეტში ნაჩვენებია შეფასების ფაზის დროს მსახიობის როლი, ხოლო მეორე სიუჟეტში კი პროფესიონალი მსახიობის მონაწილეობით როლური თამაშის დასრულება. ქვემოთ მოცემულია სიუჟეტების ტექსტები:
აზრის გამოთქმა
როლური თამაში მსახიობების მონაწილეობით მეთოდი
მომზადება შესავალი როლური თამაში შეფასება |
მონაწილე |
ქართული ტექსტი |
ინსტრუქტორი |
მოდით, განვიხილოთ და მოვისმინოთ ორი მონაწილის მოსაზრება. |
ინსტრუქტორი: (მიმართავს პოლიციელს) |
ლექსო, როგორ ჩაიარა დაზარალებულთან გასაუბრებამ? |
ლექსო |
საკმაოდ რთული იყო. |
ინსტრუქტორი |
უფრო კონრკეტულად გვითხარით, რა იყო რთული? |
ლექსო |
ძალიან ვჩქარობდი, ინფორმაცია მჭირდებოდა დამნაშავის საპოვნელად. მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა. |
ინსტრუქტორი |
ინფორმაციის მოპოვება რთული იყო, იმიტომ რომ თქვენ გრძნობდით დროის ნაკლებობას? |
ლექსო |
დიახ, ასეა |
ინსტრუქტორი |
კიდევ რამეს ხომ არ დაამატებდით? |
ლექსო |
რთული იყო იმიტომაც, რომ ის სულ ოხრავდა და კვნესოდა. ამის გამო, კონკრეტული ინფორმაციის მიღება შეუძლებელი იყო. სულ ოხვრა... და არ ვიცოდი, რა მექნა. |
ინსტრუქტორი |
გმადლობთ, ახლა მსახიობს მოვუსმინოთ. უფრო ახლოდ მობრძნადით, თქვენ როგორ შეაფასებდით სიტუაცია? |
მსახიობი |
პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ ქალი თავგზააბნეულია, მას არ ესმის, რა ხდება, ყველაფერი არარეალურია. |
მსახიობი |
თქვენ ძალიან თავაზიანი იყავით, მაგრამ მე ნაკლებად გაინტერესებდით. მე ჩემს ფეხზე ვფიქრობდი, თქენ კი - დამნაშავეზე. |
ინსტრუქტორი |
თქვენ ამბობთ, რომ ძალიან აღელვებული იყავით და ვერ გრძნობდით, რომ პოლიციელი გითანაგრძნობდათ? |
მსახიობი |
დიახ, ასეა. |
მსახიობი (მიმართავს პოლიციელს) |
ჩემი აზრით, შემთხვევის ადგილს დაშორებულ სკამზე დაჯდომის შეთავაზება ძალიან კარგი იდეა იყო. მაგრამ თქვენ ცოტა უხეში იყავით, მე ვცდილობდი ცოტა აზრზე მოვსულიყავი. |
შემდეგ თქვენ მომიბოდიშეთ და მე ვიფიქრე, რომ ყურადღება მომაქციეთ, ერთი წუთით დავმშვიდდი, მაგრამ ისევ თქვენებურად გააგრძელეთ კითხვებით, როგორ გამოიყურებოდა დამნაშავე. ჩემთვის ეს ძალიან ძნელი იყო. |
|
ინსტრუქტორი |
აუხსენით, რატომ არ შეგეძლოთ თავდამსხმელის გარეგნობის აღწერა? მან რამდენჯერმე გთხოვათ აღგეწერათ ის. |
მსახიობი |
როგორც უკვე ვთქვი, ძალიან აღელვებული ვიყავი. ჩემი ფეხი მადარდებდა, ეს კი ძალიან სწრაფად მისვამდა კითხვებს. მე ფიქრის დრო არ მქონდა და ვგრძნობდი, რომ ჩემგან რაღაცას ელოდა. არ შემეძლო მოდუნება და დამშვიდება. |
ინსტრუქტორი: (მიმართავს ყველას) |
კარგით, გმადლობთ. ახლა კი დამკვირვებლების ჯერია. ვის სურს ნანახზე აზრის გამოთქმა? იქნებ შეძლოთ ამ სიტუაციის დაკავშირება ჩვენს მიერ უკვე განხილული ემოციების მართვის თეორიასთან? |
დასკვნა
როლური თამაში მსახიობების მონაწილეობით მეთოდი
მომზადება შესავალი როლური თამაში შეფასება |
მონაწილე |
ქართული ტექსტი |
ინსტრუქტორი |
მოდით შევაჯამოთ შედეგები. პოლიციელი გრძნობს, რომ დრო აღარ რჩება და ინფორმაცის მიღება ძალიან სწრაფად სჭირდება. |
ამავე დროს, ვხედავთ, რომ დაზარალებული ძალიან შეძრწუნებულია, მას არ შეუძლია ზუსტი ფაქტების მოყვანა. |
|
როგორც უკვე ავღნიშნეთ, მოქალაქეს დამშვიდებისთვის უფრო მეტი დრო უნდა მისცეთ. თქვენ შეგიძლიათ მას დაეხმაროთ საღად აზროვნებაში, თუ კი ყურადღებიანი იქნებით, აგრძნობინებთ, რომ თქვენ, როგორც ადამიანს, მისი დახმარება გსურთ. |
|
მაგალითად, კარგი აზრი იყო, მისთვის სკამზე დაჯდომაში დახმარება. ამის შემდეგაც უნდა გაგეკეთებინათ რაიმე ლამაზი ჟესტი. |
|
შეგეძლოთ გეთქვათ, რომ კარგად გესმით მისი, ,,ვხედავ, რომ ძალიან აღელვებული ხართ” ან სხვა სახით. |
|
კიდევ რამდენჯერმე თუ გაივარჯიშებთ, გაგიადვილდებათ და პრაქტიკაში გამოყენებასაც შეძლებთ. |
|
ამ დროისთვის, საკმარისია. |
|
ყოველი ინსცენირების შემდეგ მე მონაწილეებს ვთხოვ, ერთმანეთს ხელი გაუწოდონ, ახლა ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მაგრამ შესაძლოა სიტუაცია დაიძაბოს და უფრო აგრესიული იყოს, |
|
და თანაც ლექსოსა და ლიასთვის ხელის გაწოდება თამაშის დასრულების მანიშნებელია. გაუწოდეთ ერთმანეთს ხელი თუ შეიძლება. |
|
მსახიობი |
ლექსომ კარგად იმუშავა, კარგი დასაწყისია. |
ლექსო |
გმადლობთ დახმარებისთვის |
მსახიობი |
მალე თქვენი ჯერიც დადგება! |
ინსტრუქტორი |
დღეისთვის სულ ეს არის. ყველას დიდი მადლობა. |