რას წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო?
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საერთაშორისო სასამართლოა, რომელსაც სტრასბურგში უდევს ბინა. სასამართლოს შემადგენლობაში შემავალი მოსამართლეების რაოდენობა ტოლია ევროპის საბჭოს იმ წევრი სახელმწიფოების რაოდენობისა, რომელთაც რატიფიცირებული აქვთ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია. ამჟამად მოსამართლეთა რაოდენობა ორმოცდახუთია1. მოსამართლეები დამოუკიდებლად მოქმედებენ - ისინი არ წარმოადგენენ ამა თუ იმ სახელმწიფოს. განაცხადების მიღებაში სასამართლოს დახმარებას უწევს სამდივნო, რომლის შემადგენლობაში შედიან იურისტები ყველა წევრი სახელმწიფოდან (მათ ასევე იურისტ- რეფერენტებსაც უწოდებენ). საკუთარ ქვეყნებზე არც ეს იურისტები არიან დამოკიდებულნი - ისინი არც განმცხადებლებს წარმოადგენენ და არც სახელმწიფოებს.
რას წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია?
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია საერთაშორისო შეთანხმებაა, რომლის ხელმოწერა მხოლოდ ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ. კონვენციაში, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბებულია სასამართლო და განსაზღვრულია მისი მუშაობის მექანიზმი, ჩამოთვლილია ის უფლებები და გარანტიები, რომელთა პატივისცემის ვალდებულება იკისრეს ხელისმომწერმა სახელმწიფოებმა.
რას აკეთებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო?
სასამართლო მეთვალყურეობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესრულებას. მისი ამოცანაა, უზრუნველყოს, რომ ხელისმომწერმა სახელმწიფოებმა პატივი სცენ კონვენციაში განსაზღვრულ უფლებებსა და გარანტიებს. იგი შეისწავლის კერძო პირების ან, ზოგჯერ, სახელმწიფოების მიერ შემოტანილ საჩივრებს (ანუ „განაცხადებს“). როდესაც სასამართლო დაადგენს, რომ წევრმა სახელმწიფომ დაარღვია კონვენციაში გათვალისწინებული ერთი ან მეტი უფლება თუ გარანტია, მას გამოაქვს განჩინება. განჩინებას სავალდებულო ხასიათი აქვს: ქვეყნები ვალდებულნი არიან, შეასრულონ სასამართლოს გადაწყვეტილება.
რა შემთხვევაში შემიძლია მივმართო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს?
სასამართლოში განაცხადის შეტანა იმ შემთხვევაში შეგიძლიათ, თუ მიგაჩნიათ, რომ უშუალოდ დაირღვა პირადად თქვენი უფლება თუ გარანტია, რომელიც გათვალისწინებულია კონვენციით ან მისი ოქმებით და დარღვევა ჩაიდინა ერთ-ერთმა იმ სახელმწიფოთაგან, რომელთაც ნაკისრი აქვთ კონვენციის შესრულება.
რა და რა უფლებებია დაცული კონვენციით და მისი ოქმებით?
კონვენცია იცავს შემდეგ უფლებებს:
● სისხლის სამართლისა და სამოქალაქო საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას;
● პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას;
● აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლებას;
● შეხედულების, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებას;
● ქმედით სამართლებრივ ზომაზე უფლებას;
● საკუთრების მშვიდობიანი ფლობის უფლებას;
● არჩევნებში ხმის მიცემისა და თავად კენჭისყრის უფლებას.
რა იკრძალება კონვენციით და მისი ოქმებით?
● წამებას და არაადამიანურ თუ დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელს;
● ადამიანის თვითნებურ და უკანონო დაკავებას;
● დისკრიმინაციას კონვენციით გარანტირებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობისას;
● სახელმწიფოს მიერ თავისი მოქალაქეების გასახლებას ან მათთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვას;
● უცხოელების ჯგუფურ გასახლებას.
რა პირობებს უნდა ვაკმაყოფილებდე, სასამართლოში რომ საჩივარი შევიტანო?
პირადად მე რა პირობები მეხება?
● არ არის აუცილებელი, რომ ევროპის საბჭოს რომელიმე წევრი სახელმწიფოს მოქალაქე იყოთ. ის დარღვევა, რომელთან დაკავშირებითაც საჩივარი შეგაქვთ, ჩადენილი უნდა იყოს ერთ-ერთი იმ სახელმწიფოს მიერ, რომელსაც აკისრია კონვენციის შესრულება თავის იურისდიქციის ფარგლებში რაც, ჩვეულებრივ, მის ტერიტორიას გულისხმობს;
● თქვენ შეიძლება იყოთ კერძო პირი ან იურიდიული ერთეული, მაგალითად, კომპანია ან ასოციაცია;
● თქვენ პირადად და უშუალოდ უნდა იყოთ დაზარალებული იმ დარღვევით, რომელთან დაკავშირებითაც საჩივარი შეგაქვთ. თქვენ ვერ შეიტანთ ზოგად საჩივარს ამა თუ იმ კანონთან თუ ზომასთან დაკავშირებით იმის გამო, რომ ისინი უსამართლო გეჩვენებათ; ვერც სხვა ადამიანების სახელით იჩივლებთ (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც თქვენ ამ ადამიანების ოფიციალური წარმომადგენელი ხართ).
არსებობს თუ არა რაიმე ისეთი პირობები, რომლებიც საჩივრის შეტანამდე ქვეყნის სასამართლოში უნდა შესრულდეს?
● დიახ. დარღვევის ჩამდენ სახელმწიფოში თქვენ გამოყენებული უნდა გქონდეთ ყველა სამართლებრივი ზომა, რომლითაც შესაძლებელია თქვენს საჩივარში მითითებული სიტუაციის გამოსწორება (ჩვეულებრივ ეს ნიშნავს შესაბამისი სასამართლოსთვის მიმართვას, საჭიროების შემთხვევაში აპელაციას და კიდევ უფრო მაღალი ინსტანციის სასამართლოში, როგორიც არის უზენაესი სასამართლო (მისი არსებობის შემთხვევაში), აპელაციასაც კი);
● არ არის საკმარისი უბრალოდ ამ სამართლებრივი ზომების გამოყენება. ამ დროს თქვენ რეალურადაც უნდა გქონდეთ აღძრული თქვენი საჩივარი (ანუ კონვენციის ის დარღვევები, რომლებთან დაკავშირებითაც საჩივარი შეგაქვთ);
● განაცხადის შესატანად ქვეყნის დონეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დღიდან (ჩვეულებრივ, ყველაზე მაღალი ინსტანციის სასამართლოს განჩინებიდან) მხოლოდ ექვსი თვე გაქვთ. ამ დროის გასვლის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ვერ მიიღებს თქვენს საჩივარს.
ვის წინააღმდეგ შემიძლია საჩივრის შეტანა?
● ერთი ან მეტი ისეთი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელსაც აკისრია კონვენციის შესრულების ვალდებულება და რომელმაც, თქვენი აზრით (ერთი ან მეტი ისეთი ქმედების ან უმოქმედობის გზით, რომელმაც უშუალო ზემოქმედება მოახდინა თქვენზე), დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია;
● ის ზომა თუ ზომები, რომლებთან დაკავშირებითაც ჩივით, განხორციელებული უნდა იყოს ამ სახელმწიფოს (სახელმწიფოების) ერთი ან მეტი საჯარო უწყების მიერ (მაგალითად, სასამართლოს ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ);
● ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ განიხილავს კერძო პირების თუ კერძო დაწესებულებების (როგორიც არის, მაგალითად, კომერციული კომპანიები) წინააღმდეგ შეტანილ საჩივრებს.
რას შეიძლება ეხებოდეს ჩემი საჩივარი?
● თქვენი საჩივარი უნდა ეხებოდეს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში გათვალისწინებულ ერთ-ერთ უფლებას. საჩივარი შეიძლება უკავშირდებოდეს ფართო სპექტრის საკითხებს, როგორიც არის, მაგალითად: დაპატიმრებულ პირთა წამება და მათ მიმართ ცუდად მოპყრობა; დაკავების კანონიერება; სამოქალაქო თუ სისხლის სამართლის საქმეებში არსებული ნაკლოვანებები; დისკრიმინაცია უფლების გამოყენებისას; სპეციალიზებულ დაწესებულებებში მოთავსებულ ბავშვთა მშობლების უფლებები; საცხოვრებლისა და კორესპონდენციის პატივისცემა;შეზღუდვები აზრის გამოხატვაში ან ინფორმაციის გადაცემასა თუ მიღებაში; ადამიანთა თავყრილობაში თუ დემონსტრაციაში მონაწილეობის თავისუფლება; გასახლება და ექსტრადიცია; საკუთრების კონფისკაცია და ექსპროპრიაცია.
როგორ უნდა მივმართო სასამართლოს, თუ მიმაჩნია, რომ დაირღვა კონვენციით გათვალისწინებული ჩემი უფლებები?
სასამართლოს უნდა გაუგზავნოთ წერილი, რომელშიც დაწვრილებით მიუთითებთ თქვენი საჩივრის არსს, ან უნდა შეავსოთ საჩივრის ფორმა1 და გაგზავნოთ ის შემდეგ მისამართზე:
The Registrar European Court of Human Rights Council of Europe F-67075 Strasbourg Cedex
● საჩივარი შეგიძლიათ წარადგინოთ სასამართლოს ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზე (ინგლისურად ან ფრანგულად), ან რომელიმე იმ სახელმწიფოს ოფიციალურ ენაზე, რომელსაც რატიფიცირებული აქვს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია.
● თუ საჩივარს ფაქსის საშუალებით წარადგენთ, ფოსტით უნდა გააგზავნოთ, ასევე, წერილობითი დასტურიც;
● ნუ ჩამოხვალთ სტრასბურგში თქვენი საქმის პირადად მოსათხრობად. ამ შემთხვევაში თქვენი საქმე უფრო სწრაფად არ განიხილება და არც იურიდიულ კონსულტაციას მიიღებთ;
● სამდივნოში შეიძლება მოგთხოვონ თქვენს საჩივართან დაკავშირებული დამატებითი დოკუმენტების, ინფორმაციისა თუ ახსნა-განმარტების წარმოდგენა;
● თუ ხელთ გაქვთ განაცხადის ფორმის ასლი, ყურადღებით და გარკვევით უნდა შეავსოთ იგი და რაც შეიძლება სწრაფად გააგზავნოთ. განაცხადში მითითებული უნდა იყოს:
● ფაქტებისა და თქვენი პრეტენზიების მოკლე შეჯამება;
● კონვენციით გათვალისწინებული ის უფლებები, რომლებიც, თქვენი აზრით, დაირღვა;
● ის სამართლებრივი ზომები, რომლებსაც უკვე მიმართეთ;
● თქვენს საქმესთან დაკავშირებით ყველა მონაწილე საჯარო უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ასლები (ეს დოკუმენტები არ დაგიბრუნდებათ, ამიტომ გამოაგზავნეთ მხოლოდ ასლები); და
● თქვენი, როგორც განმცხადებლის, ან თქვენი წარმომადგენლის ხელმოწერა.
● თუ არ გსურთ თქვენი ვინაობის გამჟღავნება, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ამის შესახებ სასამართლოს და მიუთითეთ მიზეზები. გამართლებულია თუ არა თქვენი თხოვნა, პრეზიდენტი გადაწყვეტს;
●პროცესუალური ქმედების ამ ეტაპზე არ არის საჭირო, ადვოკატმა წარმოგადგინოთ. თუ მაინც გსურთ, რომ სასამართლოში საჩივარი წარმომადგენლის მეშვეობით წარადგინოთ, განაცხადის ფორმასთან ერთად უნდა გამოაგზავნოთ თქვენი ნებართვა, რომ ამ ადამიანს თქვენი სახელით მოქმედება შეუძლია.
რა ძირითადი თვისებები ახასიათებს საქმის წარმოების პროცედურას?
● თქვენი საქმე უფასოდ განიხილება;
● გადასახდელი მხოლოდ საკუთარი ხარჯები (როგორიც არის, მაგალითად, ადვოკატის ჰონორარი ან მოკვლევასთან და კორესპონდენციასთან დაკავშირებული ხარჯები);
● განაცხადის შეტანის შემდეგ შეგიძლიათ ითხოვოთ იურიდიული დახმარება. იურიდიული დახმარების უზრუნველყოფა არ ხდება ავტომატურად და დაუყოვნებლივ; ეს დახმარება საქმის წარმოების გვიანდელ ეტაპზე გაგეწევათ;
● პროცედურა წერილობითი სახით ტარდება. შესაბამისად, ჩვეულებრივ არ ხდება საქმის მოსმენა და სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების შესახებ წერილობით შეგატყობინებენ.
როგორ ხორციელდება საქმის წარმოების პროცედურა?
● პირველ რიგში სასამართლომ უნდა განიხილოს, მისაღებია თუ არა თქვენი საჩივარი. ეს ნიშნავს, რომ საქმე უნდა შეესაბამებოდეს კონვენციაში ჩამოყალიბებულ გარკვეულ მოთხოვნებს (იხ. ქვეთავი «რა პირობებს უნდა ვაკმაყოფილებდე, სასამართლოში რომ საჩივარი შევიტანო?»). თუ ეს პირობები არ შესრულდა, თქვენი განაცხადი არ მიიღება. თუ რამდენიმე განაცხადი გაქვთ შეტანილი, შესაძლებელია, რომ სასამართლომ ერთი ან მეტი მათგანი მისაღებად მიიჩნიოს, სხვები კი უარყოს;
● გადაწყვეტილება თქვენი განაცხადის ან ერთ-ერთი საჩივრის შეუსაბამოდ ცნობის შესახებ საბოლოო და უცვლელია;
● თუ თქვენი განაცხადი ან ერთ-ერთი საჩივარი მისაღებად იქნება მიჩნეული, სასამართლო მოუწოდებს მხარეებს (თქვენ და იმ სახელმწიფოს, რომლის წინააღმდეგაც შეტანილი გაქვთ საჩივარი) საქმის მშვიდობიანი მოგვარებისკენ. ორივე მხარეს მოუწოდებენ, მიაღწიონ შეთანხმებას საქმესთან დაკავშირებით. თუ საქმის მშვიდობიანად მოგვარება ვერ მოხერხდება, სასამართლო განიხილავს საქმის არსს,
● ანუ მიიღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, დაირღვა თუ არა კონვენცია.
რამდენ ხანს მომიწევს ლოდინი?
საქმეთა მოზღვავების გათვალისწინებით, შესაძლოა, მოგიწიოთ ერთი წელი ლოდინი, სანამ სასამართლო თქვენი განაცხადის თავდაპირველ განხილვას მოახერხებდეს. ზოგიერთი განაცხადი შეიძლება სასწრაფოდ იქნეს მიჩნეული და მის განხილვას პრიორიტეტი მიენიჭოს, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც აღნიშნულია, რომ განმცხადებელს ფიზიკური საფრთხე ემუქრება.
რას შეიძლება ველოდე ჩემი საჩივრის განხილვის შედეგად?
თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ კონვენცია დაირღვა, მას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება „სამართლიანი დაკმაყოფილების» შესახებ; ეს არის ფულადი თანხა ზიანის გარკვეული ფორმების საკომპენსაციოდ. გარდა ამისა, სასამართლომ შეიძლება მოსთხოვოს კონვენციის დამრღვევ სახელმწიფოს, აგინაზღაუროთ საქმის წარდგენის პროცესში გაწეული ხარჯები. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ დარღვევას არ ჰქონია ადგილი, თქვენ არ მოგიწევთ დამატებითი ხარჯების (როგორიც არის, მაგალითად, მოპასუხე სახელმწიფოს მიერ გაღებული ხარჯები) გაწევა.
● სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გააუქმოს სახელმწიფო გადაწყვეტილებები ან ქვეყნის კანონები;
● სასამართლო არ აგებს პასუხს მისი განჩინების განხორციელებაზე. სასამართლოს მიერ განჩინების გამოტანის შემდეგ, პასუხისმგებლობა ეკისრება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს*, რომლის ამოცანაა, მეთვალყურეობა გაუწიოს განჩინების აღსრულებას და უზრუნველყოს ნებისმიერი კომპენსაციის გადახდა.
რისი გაკეთება არ შეუძლია ჩემთვის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს?
● ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ წარმოადგენს ეროვნული სასამართლოების სააპელაციო სასამართლოს; მას არ შეუძლია საქმეების ხელახლა მოსმენა, ამ სასამართლოების გადაწყვეტილებათა გაუქმება, შეცვლა თუ გადასინჯვა;
● სასამართლო უშუალოდ არ გიშუამდგომლებთ ხელისუფლების იმ ორგანოსთან, რომლის წინააღმდეგაც საჩივარი გაქვთ შეტანილი;
● სასამართლო არ დაგეხმარებათ თქვენი განაცხადის შესადგენად იურისტის პოვნაში თუ მისთვის ჰონორარის გადახდაში;
● თქვენ არ შეგიძლიათ, წარადგინოთ საჩივარი რომელიმე სხვა იურიდიული დოკუმენტის (გარდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის) დარღვევის გამო. სხვა დოკუმენტებში ვგულისხმობთ, მაგალითად, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას ან ძირითად უფლებათა ქარტიას და ა.შ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ უნდა აგერიოთ ევროპის თანამეგობრობათა მართლმსაჯულების სასამართლოში, რომელსაც ლუქსემბურგში უდევს ბინა;
● სასამართლოს არ შეუძლია, მოგაწოდოთ რაიმე ინფორმაცია იმ სახელმწიფოში მოქმედი სამართლებრივი დებულებების თაობაზე, რომლის წინააღმდეგაც საჩივარია მიმართული.
დამატებითი ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესახებ შეგიძლიათ მოიძიოთ ჩვენს ინტერნეტ-გვერდზე: www.echr.coe.int
1 იმ სახელმწიფოთა ჩამონათვალი, რომელთაც რატიფიცირებული აქვთ კონვენცია, თან ერთვის წინამდებარე დოკუმენტს. თუმცა, კონვენციის ყველა ოქმი (ანუ დოკუმენტი, რომელიც დამატებით უფლებებს აწესებს) ყველა სახელმწიფოს არა აქვს რატიფიცირებული. ამ საკითხთან დაკავშირებული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.coe.int / www.coe.ge
2. საჩივრის ფორმა შესადძლებელია იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე: www.coe.ge
* კომიტეტი შედგება წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებისგან ან მათი წარმომადგენლებისგან.
სასამართლოში კონვენციის 34-ე მუხლის შესაბამისად საჩივრის შეტანის მსურველთათვის
განმარტებითი ბარათის მიზანია, დაგეხმაროთ სასამართლოში შესატანი საჩივრის ფორმის შევსებაში. საჩივრის ფორმის შევსებამდე, გთხოვთ, დაკვირვებით და მთლიანად გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას. შემდეგაც, საჩივრის ფორმის ცალკეული პუნქტების შევსებისას, სასურველია, კვლავ მიმართოთ მას დახმარებისათვის.
შევსებული საჩივრის ფორმა წარმოადგენს თქვენს საჩივარს კონვენციის 34-ე მუხლის გაგებით. იგი იქნება სასამართლოს მიერ თქვენი საქმის განხილვის საფუძველი. ამდენად, მნიშვნელოვანია, საჩივრის ფორმა მთლიანად და ზუსტად შეივსოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს თქვენს მიერ სამდივნოში უკვე წარდგენილი ცნობების განმეორებას მოითხოვს.
საჩივრის ფორმა შედგება რვა ნაწილისაგან. თქვენ ყველა ნაწილი უნდა შეავსოთ და თანაც ისე, რომ საჩივარი შეიცავდეს სასამართლოს რეგლამენტით დადგენილ ყველა ინფორმაციას. ქვემოთ იხილეთ საჩივრის ფორმის შევსებისათვის საჭირო მითითებები მისი ნაწილებისდა მიხედვით ცალ-ცალკე, განმარტებითი ბარათის ბოლოს კი იხილეთ სასამართლოს რეგლამენტის 45-ე და 47-ე მუხლების ტექსტები.
როგორ შევავსოთ საჩივრის ფორმა
I. მხარეები - რეგლამენტის 47-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ა), ბ) და გ) პუნქტები (1-13)
თუ საჩივარი შეაქვს ერთზე მეტ პირს, წარმოადგინეთ მოთხოვნილი ინფორმაცია თითოეული მომჩივნის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ ცალკე ფურცელი.
ყოველ მომჩივანს შეუძლია დანიშნოს პირი, რომელიც წარმოადგენს მის ინტერესებს სასამართლოში. წარმომადგენელი უნდა იყოს პირი, რომელსაც, ერთ-ერთ ხელშემკვრელ ქვეყანაში, საადვოკატო საქმიანობის წარმოების უფლება აქვს და, ამასთანავე, ცხოვრობს ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე. წარმომადგენელი შეიძლება იყოს სასამართლოს მიერ დამტკიცებული სხვა პირიც. მომჩივანმა უნდა წარმოადგინოს საჩივრის ფორმის მოცემულ პუნქტში ჩამოთვლილი ყველა მონაცემი თავისი წარმომადგენლის შესახებ. წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში, სასამართლოს სამდივნო მხოლოდ მასთან აწარმოებს მიმოწერას.
II. ფაქტობრივი ნაწილი - 47-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დ) პუნქტი (14)
ამ ნაწილში, ნათლად და დაწვრილებით და, ამასთანავე, ლაკონურად, აღწერეთ ის ფაქტები, რომელთა განსჯაც გსურთ სასამართლოს წინაშე. შეეცადეთ, მოვლენები აღწეროთ თანმიმდევრობით და ზუსტად მიუთითეთ მათი თარიღები. თუ თქვენი სასარჩელო მოთხოვნები ერთდროულად სხვადასხვა საქმეს ეხება (მაგალითად, რამდენიმე სასამართლო პროცედურას), აღწერეთ თოთოეული პროცედურა ცალ-ცალკე.
III. კონვენციის და/ან მისი დამატებითი ოქმების ნავარაუდები დარღვევის (დარღვევების) აღწერილობა და შესაბამისი არგუმენტები - 47-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ე) პუნქტი (15)
საჩივრის ფორმის ამ ნაწილში რაც შეიძლება ზუსტად უნდა განმარტოთ, თუ რაში მდგომარეობს კონვენციის თვალსაზრისით, თქვენი სასარჩელო მოთხოვნა (მოთხოვნები). აღნიშნეთ, კონვენციის რომელი დებულების (დებულებების) დარღვევაზე მიუთითებთ და თუ რატომ მიგაჩნიათ, რომ თქვენს მიერ საჩივრის მე-2 ნაწილში აღწერილმა ფაქტებმა გამოიწვია ამ დებულებათა დარღვევა.
თქვენ აღმოაჩენთ, რომ კონვენცია, გარკვეული პირობების დაცვით, უშვებს ზოგიერთი მუხლით უზრუნველყოფილი უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას (იხ. მაგალითად, მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის ა)-ვ) პუნქტები და მე-8-მე-11 მუხლების მე-2 ნაწილები). თუ რომელიმე ამ მუხლის დარღვევაზე მიუთითებთ, ახსენით, თუ რატომ მიგაჩნიათ მოცემული უფლების შეზღუდვა გაუმართლებლად.
IV. კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებთან დაკავშირებული ინფორმაცია - 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა) პუნქტი (16-18)
ამ ნაწილში წარმოადგინეთ სრული ინფორმაცია თქვენს მიერ გასაჩივრების შიდა საშუალებათა გამოყენების შესახებ. შეავსეთ მისი სამივე პუნქტი და თითოეული ნავარაუდები დარღვევისათვის ცალ-ცალკე განმარტეთ გასაჩივრების შიდა საშუალებათა ამოწურვის საკითხი. მე-18 პუნქტში მიუთითეთ, იყო თუ არა თქვენს ხელთ გასაჩივრების ისეთი სა- შუალება, რომელიც გამოასწორებდა თქვენს მდგომარეობას და რომლისთვისაც, მიუხედავად ამისა, თქვენ არ მიგიმართავთ. დადებითი პასუხის შემთხვევაში, დაახასიათეთ მოცემული გასაჩივრების საშუალება (მაგალითად, მიუთითეთ ორგანო (სასამართლო ან სხვა), რომლისთვისაც შეიძლებოდა მიგემართათ) და ახსენით, თუ რატომ არ გამოიყენეთ ის.
V. საჩივრის შინაარსი - 47-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ზ) პუნქტი (19)
ამ ნაწილში მოკლედ მიუთითეთ, თუ რისი მიღწევა გსურთ სასამართლოში საჩივრის მეშვეობით.
VI. სხვა საერთაშორისო ინსტანციები, სადაც განიხილებოდა ან განიხილება საქმე - 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბ) პუნქტი (20)
ამ ნაწილში მიუთითეთ, წარგიდგენიათ თუ არა განსახილველად წინამდებარე საჩივრის შემცველი საქმე მოკვლევის ან მორიგების სხვა საერთაშორისო ინსტანციაში. დადებითი პასუხის შემთხვევაში, წარმოადგინეთ სრული ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ კი, მიუთითეთ ის საერთაშორისო ორგანო, რომელსაც თქვენ მიმართეთ, დაწვრილებით აღწერეთ საჩივრის განხილვის პროცედურა, ჩამოთვალეთ მიღებული გადაწყვეტილებები და მიუთითეთ მათი მიღების თარიღები. თქვენ ასევე უნდა წარადგინოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისა და სხვა საბუთების ასლები. ნუ აკინძავთ, დააწებებთ ან შეკრავთ ძაფით საბუთებს.
VII. დოკუმენტთა სია - 47-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თ) პუნქტი (21)
(ნუ დაურთავთ დოკუმენტთა დედნებს, დაურთეთ მხოლოდ მათი ასლები)
არ დაგავიწყდეთ საჩივარს დაურთოთ და აღნუსხოთ საჩივრის ფორმის IV და VI ნაწილებში მითითებული ყველა განჩინება და გადაწყვეტილება, ისევე როგორც სხვა დოკუმენტები, რომლებიც გსურთ სასამართლომ მხედველობაში მიიღოს მტკიცებულების სახით (სხდომათა ოქმები, მოწმეთა ჩვენებები და ა.შ.). რაც შეეხება სასამართლო გადაწყვეტილებებს, საჩივრის ფორმას უნდა დაურთოთ არა მხოლოდ მათი სარეზოლუციო, არამედ სამოტივაციო ნაწილიც. და ბოლოს, გაითვალისწინეთ, რომ სასამართლოს უნდა წარუდგინოთ მხოლოდ სასარჩელო მოთხოვნების დამასაბუთებელი და მათი განხილვისათვის საჭირო დოკუმენტები. ნუ აკინძავთ, დააწებებთ ან შეკრავთ ძაფით საბუთებს.
VIII. განცხადება და ხელმოწერა - 45-ე მუხლის მე-3 ნაწილი (22)
თუ საჩივარს არა თავად მომჩივანი, არამედ მისი წარმომადგენელი აწერს ხელს, მას უნდა დაერთოს მომჩივნისა და წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი რწმუნება (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს დოკუმენტი ადრე იქნა გაგზავნილი სასამართლოს სამდივნოში).
1. კონვენციის 33-ე და 34-ე მუხლების თანახმად შეტანილი ნებისმიერი განაცხადი, წარდგენილ უნდა იქნეს წერილობით და ხელმოწერილ უნდა იქნეს განმცხადებლისა ან მისი წარმომადგენლის მიერ.
2. მაშინ, როდესაც განაცხადი შეტანილია არასამთავრობო ორგანიზაციის ან პირთა ჯგუფის მიერ, მას ხელს აწერენ ის პირები, რომლებსაც გააჩნიათ მოცემული ორგანიზაციის ან ჯგუფის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. შესაბამისი პალატა ან კომიტეტი გადაწყვეტს ნებისმიერ საკითხს იმასთან დაკავშირებით, განაცხადზე ხელის მომწერი პირები უფლებამოსილები იყვნენ თუ არა ხსენებული ქმედების განხორციელებასთან დაკავშირებით.
3. თუ განმცხადებლები წარმოდგენილნი არიან წინამდებარე რეგლამენტის 36-ე მუხლის შესაბამისად, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული მინდობილობა ან წერილობითი უფლებამოსილება გაცემული უნდა იყოს მათი წარმომადგენლის ან წარმომადგენლების მიერ.
(ინდივიდუალური განაცხადის შინაარსი)
1. კონვენციის 34-ე მუხლის თანახმად შეტანილი ნებისმიერი განაცხადი წარდგენილ უნდა იქნეს რეგისტრატურის მიერ გაცემული ფორმის საშუალებით, თუ შესაბამისი სექციის თავმჯდომარე სხვაგვარად არ გადაწყვეტს. განაცხადი უნდა მოიცავდეს:
ა) განმცხადებლის სახელსა და გვარს, დაბადების თარიღს, მოქალაქეობას, სქესს, თანამდებობასა და მისამართს.
ბ) წარმომადგენლის, თუკი ასეთი არსებობს, სახელსა და გვარს, თანამდებობასა და მისამართს.
გ) იმ ხელშემკვრელი მხარის ან მხარეების დასახელებას, რომლის წინააღმდეგაც არის შეტანილი განაცხადი;
დ) მოკლედ ჩამოყალიბებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს;
ე) მოკლე განცხადებას კონვენციის სავარაუდო დარღვევის ან დარღვევების შესახებ და შესაბამის არგუმენტებს;
ვ) მოკლე განცხადებას კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ დაშვებადობის კრიტერიუმებთან (შიდასახელმწიფოებრივი დაცვის ყველა საშუალების ამოწურვასა და ექვსთვიანი ვადის წესთან) შესაბამისობის შესახებ; და
თ) ყველა საჭირო დოკუმენტის ასლი, განსაკუთრებით კი, სასამართლო თუ სხვა გადაწყვეტილებები, რომლებიც ეხება განაცხადის ობიექტს.
2. გარდა ამისა, განაცხადები:
ა) მოიცავს ინფორმაციას, კერძოდ დოკუმენტებსა და გადაწყვეტილებებს, რომლებიც მოხსენიებულია ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტში და რომელიც შესაძლებელს ხდის კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული დაშვებადობის კრიტერიუმების დაკმაყოფილების წარმოჩენას (შიდასახელმწიფოებრივი დაცვის ყველა საშუალების ამოწურვასა და ექვსთვიანი ვადის წესს); და
ბ) უნდა მიუთითებდეს იმაზე, დაუქვემდებარეს თუ არა განმცხადებლებმა თავიანთი პრეტენზიები ნებისმიერ სხვა საერთაშორისო გამოძიებისა თუ მორიგების პროცედურას.
3. განმცხადებლებმა, რომელთაც არ სურთ თავიანთი ვინაობის საჯაროდ გაცხადება, ამის შესახებ უნდა მიუთითონ და წარადგინონ სასამართლოს წინაშე აღძრულ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის საჯაროობის ჩვეულებრივი წესიდან ამგვარი გადახვევის გამამართლებელი მიზეზები. პალატის თავმჯდომარეს, გამონაკლისის სახით, სათანადოდ გამართლებულ შემთხვევებში, შეუძლია დართოს ანონიმურობის ნება.
4. წინამდებარე მუხლის 1-ელ და მე-2 პუნქტებში ჩამოყალიბებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობამ შეიძლება გამოიწვიოს სასამართლოს უარი განაცხადის განხილვასთან დაკავშირებით.
5. ზოგადი წესის თანახმად, განაცხადის გაცნობის თარიღად ჩაითვლება განმცხადებლის მიერ განაცხადის ობიექტთან დაკავშირებული, თუნდაც მოკლედ ჩამოყალიბებული პირველი კომუნიკაცია. თუმცა, სათანადო მიზეზის არსებობისას, სასამართლოს შეუძლია განაცხადის წარდგენის თარიღად მიიჩნიოს სხვა თარიღი.
6. განმცხადებლებმა სასამართლოს მუდმივად უნდა მიაწოდონ ცნობები მისამართის შეცვლასა და განაცხადთან დაკავშირებული სხვა გარემოებების შესახებ.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში
საჩივრის შეტანის მსურველთათვის
|
რა კატეგორიის საქმეებს იხილავს სასამართლო?
1. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საერთაშორისო სასამართლოა, რომელიც განსაზღვრულ შემთხვევებში იხილავს ინდივიდუალურ საჩივრებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით უზრუნველყოფილი უფლებების დარღვევის შესახებ. კონვენცია წარმოადგენს საერთაშორისო შეთანხმებას, რომლითაც ევროპის ქვეყნების უმრავლესობამ რიგი ძირითადი უფლებების დაცვის პასუხისმგებლობა იკისრა. ეს უფლებები უზრუნველყოფილია უშუალოდ კონვენციითა და მისი 1-ლი, მე-4, მე-6 და მე-7 დამატებითი ოქმებით, რომლებიც რატიფიცირებულ იქნა მხოლოდ ზოგიერთი ქვეყნის მიერ. თქვენ აუცილებლად უნდა გაეცნოთ აღნიშნულ დოკუმენტებს და მათ დათქმებს, რომლებიც თან ერთვის წინამდებარე ცნობარს.
2. თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ პირადად და უშუალოდ ხართ რომელიმე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მხრიდან კონვენციით ან მისი ოქმებით უზრუნველყოფილი ერთი ან მეტი უფლების დარღვევის მსხვერპლი, შეგიძლიათ საჩივრით მიმართოთ სტრასბურგის სასამართლოს.
3. სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს მხოლოდ ის საჩივრები, რომლებიც კონვენციითა და მისი ოქმებით უზრუნველყოფილი უფლებების დარღვევას ეხება. შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო ინსტანციებთან მიმართებაში, სასამართლო არ წარმოადგენს ზემდგომ, მეოთხე ინსტანციის ორგანოს და არ არის უფლებამოსილი გადახედოს და გააუქმოს, შეცვალოს ან უცვლელად დატოვოს ამ უკანასკნელთა მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები. ამასთანავე, სასამართლოს არ შეუძლია თქვენს სასარგებლოდ მიმართოს ხელისუფლების იმ ორგანოს, რომელსაც თქვენ უჩივით.
4. სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს მხოლოდ ის საჩივრები, რომლებიც მიმართულია იმ სახელმწიფოთა წინააღმდეგ, რომელთა მიმართებაშიც კონვენცია ან შესაბამისი ოქმი ძალაშია შესული. აგრეთვე, საჩივარი უნდა ეხებოდეს მოცემული დოკუმენტის ძალაში შესვლის თარიღის შემდეგ მომხდარ მოვლენებს. ეს თარიღი სხვადასხვაა იმისდა მიხედვით, თუ რომელი დოკუმენტით (კონვენციით თუ ოქმებით) უზრუნველყოფილი უფლების დარღვევას ეხება საჩივარი და რომელი სახელმწიფოა მოპასუხე.
5. სასამართლოში შეტანილი საჩივრის საგანს მხოლოდ საჯარო ხელისუფლების რომელიმე ორგანოს (საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო და სხვ.) აქტი შეიძლება წარმოადგენდეს. სასამართლო არ ღებულობს განსახილველად კერძო პირების ან ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართულ საჩივრებს.
6. კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საჩივრის განსახილველად მიღება სასამართლოს შეუძლია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამოწურული იქნება შიდასამართლებრივი გასაჩივრების ყველა საშუალება და სანამ შიდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან სასამართლოში საჩივრის შეტანამდე, გავა ექვსი თვე. მიღებადობის ამ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, სასამართლო არსებითად ვერ განიხილავს საჩივარს.
7. სტრასბურგის სასამართლოში საჩივრის შეტანამდე, თქვენ აუცილებლად უნდა ამოწუროთ შიდასამართლებრივი გასაჩივრების ყველა სამართლებრივი საშუალება, რომელიც გამოასწორებდა იმ მდგომარეობას, რომლის შესახებაც თქვენ ჩივით. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ უნდა დაამტკიცოთ, რომ გასაჩივრების გამოუყენებელი საშუალება ვერ იქნებოდა შედეგის მომტანი. ამრიგად, თავდაპირველად, თქვენ უნდა მიმართოთ ეროვნულ სასამართლოებს, უზენაესი სასამართლო ინსტანციის ჩათვლით, რომელთა წინაშეც, ფორმით ან შინაარსით, უნდა წამოაყენოთ ის სასარჩელო მოთხოვნები, რომელთა განსჯაც გსურთ სასამართლოს წინაშე.
8. ეროვნულ სასამართლოებში ჩივილისას თქვენ უნდა დაიცვათ შიდასამართლებრივი საპროცესო წესები, ხანდაზმულობისა და სხვა ვადები. მაგალითად, თუ თქვენი საჩივარი არ იქნა განხილული გასაჩივრების ვადის ამოწურვის ან რაიმე პროცედურული ხასიათის წესის დარღვევის გამო, სტრასბურგის სასამართლო ვერ მიიღებს თქვენს საჩივარს არსებითი განხილვისათვის.
9. მიუხედავად ამისა, თუ თქვენი საჩივრის საგანს წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილება, მაგალითად, მსჯავრის დადება ან განაჩენი, არ არის აუცილებელი, სასამართლოებში გასაჩივრების ჩვეულებრივი პროცედურების გავლის შემდგომ, განახლდეს თქვენი საქმის მოსმენა. ასევე, არ არის აუცილებელი არასადავო გასაჩივრების საშუალებების ამოწურვა ან შეწყალების ან ამნისტიის მოთხოვნა. პეტიციები (პარლამენტის, სახელმწიფოს ან მთავრობის მეთაურის, მინისტრის ან სახალხო დამცველის სახელზე) არ განიხილება თქვენთვის სავალდებულო ეფექტურ საშუალებებად.
10. მას შემდეგ, რაც თქვენს საქმეზე გამოტანილ იქნება შიდა საბოლოო გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლო ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ, თქვენს განკარგულებაშია ექვსი თვე სტრასბურგის სასამართლოში საჩივრის შესატანად. ამ ექვსთვიანი ვადის გამოთვლა იწყება ეროვნული სასამართლოს ან ხელისუფლების სხვა ორგანოს მიერ თქვენს საქმესთან დაკავშირებით მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების თქვენთვის ან თქვენი ადვოკატისათვის შეტყობინების დღიდან და არა საზედამხედველო საჩივარზე, შეწყალებაზე, ამნისტიასა თუ სხვა იერარქიულ საჩივარზე უარის თქმის მომენტიდან.
11. ექვსთვიანი ვადის დინება წყდება და საჩივარი შეტანილად ითვლება სასამართლოში პირველი წერილის (სადაც , თუნდაც მოკლედ , მაგრამ ნათლად არის ჩამოყალიბებული საჩივრის არსი) ან შევსებული საჩივრის ფორმის გაგზავნის შედეგად. მხოლოდ ინფორმაციის მოთხოვნა არ არის საკმარისი ექვსთვიანი ვადის დინების შეწყვეტისათვის.
12. ინფორმაციისათვის ,უნდა გაითვალისწინოთ, რომ სასამართლოს მიერ განხილულ საქმეთა 90%-ზე მეტი ცხადდება მიუღებლად ზემოჩამოთვლილ ერთ ან მეტ პირობასთან შეუსაბამობის გამო.
როგორ მივმართოთ სასამართლოს?
13. სასამართლოს ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული, მაგრამ, თუ სხვაგვარად მოსახერხებელია, სასამართლოს სამდივნოს შეგიძლიათ მისწეროთ რომელიმე ხელშემკვრელი ქვეყნის სახელმწიფო ენაზე. საქმის განხილვის პირველად სტადიაზე ასევე შესაძლებელია, რომ თქვენ სასამართლოდან კორესპონდენცია მიიღოთ ამავე ენაზე. მიუხედავად ამისა, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საქმის განხილვის მოგვიანებით საფეხურზე - სახელდობრ, როდესაც თქვენს მიერ წარდგენილი საბუთების საფუძველზე სასამართლო თქვენს საჩივარს არ გამოაცხადებს მიუღებლად, მაგრამ გადაწყვეტს სთხოვოს მთავრობას წარუდგინოს მას წერილობითი კომენტარები თქვენს საჩივრებზე - ყველა სახის კორესპონდენცია სასამართლოდან გამოგეგზავნებათ ინგლისურ ან ფრანგულ ენებზე და თქვენ ან თქვენს წარმომადგენელს, როგორც წესი, მოგეთხოვებათ გამოიყენოთ ინგლისური ან ფრანგული ენები თქვენი შემდგომი მიმართვების დროს.
14. სასამართლოში საჩივრები იგზავნება მხოლოდ ფოსტის მეშვეობით (და არა ტელეფონით). იმ შემთხვევაში, თუ თქვენ საჩივარს გაგზავნით ელექტრონული ფოსტით ან ფაქსით, აღნიშნული ქმედება უნდა დაადასტუროთ ფოსტის მეშვეობით. საფუძველს მოკლებულია აგრეთვე, სტრასბურგში პირადად გამგზავრება თქვენი საქმის ზეპირი გადმოცემის მიზნით.
15. ნებისმიერი კორესპონდენცია თქვენს საჩივართან დაკავშირებით უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე :
The Registrar European Court of Human Rights Council of Europe F-67075 STRASBOURG CEDEX
გთხოვთ, არ აკინძოთ, შეაწებოთ ან სხვაგვარად შეკრათ ძაფით ნებისმიერი ის კორესპონდენცია ან საბუთები, რომლებსაც აგზავნით სასამართლოში. ყველა გვერდი უნდა იყოს თანმიმდევრულად დანომრილი.
16. თქვენი წერილის ან საჩივრის ფორმის მიღებისთანავე სასამართლოს სამდივნო გიპასუხებთ და გაცნობებთ, რომ თქვენს სახელზე გაიხსნა დროებითი საქმე (რომლის ნომერიც თქვენ აუცილებლად უნდა მიუთითოთ მოცემულ საჩივართან დაკავშირებულ ყოველ მომდევნო კორესპონდენციაში). შემდეგომში შესაძლოა, მოგთხოვონ დამატებითი ინფორმაცია, დოკუმენტები ან განმარტებები. სამაგიეროდ, სამდივნო არ არის უფლებამოსილი იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელსაც თქვენ უჩივით, ან გაგიწიოთ იურიდიული კონსულტაცია შიდასამართლებრივი ნორმების გამოყენებასა და განმარტებასთან დაკავშირებით.
17. თქვენს ინტერესებშია, გამოიჩინოთ განსაკუთრებული ყურადღება სამდივნოსთან მიმოწერისას. სამდივნოს წერილზე პასუხის დაყოვნების ან მისი უპასუხოდ დატოვების შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს, რომ თქვენ არ ხართ დაინტერესებული საქმის შემდგომ გაგრძელებაში. თუ თქვენ არ უპასუხებთ სასამართლოს სამდივნოს მიერ გამოგზავნილ წერილს მისი გამოგზავნის თარიღიდან ერთი წლის ვადაში, თქვენი საქმე განადგურდება.
18. თუ თქვენ ჩათვლით, რომ თქვენი საჩივარი ნამდვილად ეხება კონვენციით ან მისი ოქმებით უზრუნველყოფილი უფლებების დარღვევას და, რომ იგი აკმაყოფილებს მიღებადობის ზემოჩამოთვლილ კრიტერიუმებს, შეავსეთ საჩივრის ფორმა ყურადღებით და გარკვევით და უკან გააგზავნეთ არა უგვიანეს ექვსი კვირის ვადაში.
19. სასამართლოს რეგლამენტის 47-ე მუხლის თანახმად, საჩივრის ფორმა აუცილებლად უნდა შეიცავდეს:
(ა) იმ ფაქტების მოკლე აღწერას, რომელთა გასაჩივრებაც თქვენ გსურთ და საჩივრის არსს;
(ბ) მითითებას კონვენციით უზრუნველყოფილ უფლებებზე, რომლებიც, თქვენი აზრით, დარღვეულ იქნა;
(გ) მითითებას თქვენს მიერ გამოყენებული შიდასამართლებრივი გასაჩივრების საშუალებებზე;
(დ) თქვენს საქმესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებათა ნუსხას, თითოეული მათგანისათვის თარიღის, მოკლე შინაარსისა და იმ სასამართლო ან სხვა ორგანოს მითითებით, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო. საჩივრის ფორმას უნდა დაურთოთ ამ გადაწყვეტილებათა სრული ასლები. (სასამართლოში გაგზავნილი საბუთები უკან აღარ დაგიბრუნდებათ. ამდენად, თქვენს ინტერესებშია, წარმოადგინოთ არა დედნები, არამედ მხოლოდ მათი ასლები);
20. სასამართლოს რეგლამენტის 45-ე მუხლის თანახმად , საჩივრის ფორმა ხელმოწერილ უნდა იქნეს თქვენი, როგორც მომჩივნის ან თქვენი წარმომადგენლის მიერ.
21. თუ თქვენ არ გსურთ ცნობილი გახდეს თქვენი ვინაობა, მიუთითეთ ამის შესახებ და დაასაბუთეთ, თუ რით არის გამართლებული თქვენს შემთხვევაში სასამართლო განხილვის საჯაროობის საერთო პრინციპიდან გადახვევა. სასამართლო მომჩივანთა ანონიმურობას უშვებს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და სათანადო საფუძვლის არსებობისას.
22. პირველადი საჩივრით მიმართვის მიზნით, თქვენ არ საჭიროებთ იურისტის მიერ წარდგენას. ასევე არ არის აუცილებელი, რომ თქვენი წარმომადგენელი იყოს ადვოკატი. მიუხედავად ამისა, როდესაც სასამართლო გადაწყვეტს მოსთხოვოს მთავრობას წარმოადგინოს წერილობითი კომენტარები თქვენს საჩივარზე, როგორც წესი სასამართლოში საქმის შემდგომი განხილვის მიზნით თქვენ მოგეთხოვებათ წარმოდგენილი იყოთ იურისტის მიერ. ნებისმიერი განსაკუთრებული გამონაკლისის გარდა, აღნიშნული იურისტი უნდა იყოს ადვოკატი, რომელსაც გააჩნია უფლებამოსილება იმუშაოს იმ ერთ-ერთ ხელშემკვრელ ქვეყანაში, რომელმაც მოახდინა კონვენციის რატიფიცირება. ამასთანავე, იგი სათანადოდ უნდა ფლობდეს სასამართლოს რომელიმე ოფიციალურ ენას (ინგლისური და ფრანგული). აღსანიშნავია, რომ შემდგომ საფეხურზე როგორც თქვენთან მიმართებაში სასამართლოს კორესპონდენციის მსგავსად, თქვენი მიმართვებიც უნდა წარიმართოს სასამართლოს ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც თქვენ მოგენიჭებათ უფლება განაგრძოთ არაოფიციალური ენით სარგებლობა. თუ თქვენ გაგაჩნიათ იურიდიული წარმომადგენლობა, საჩივრის ფორმას უნდა დაერთოს თქვენი რწმუნება, რომლითაც ადვოკატს ან სხვა წარმომადგენელს მიანიჭებთ უფლებამოსილებას იმოქმედოს თქვენი სახელით. იურიდიული პირის (კომპანიის, ასოციაციის და ა.შ.) ან პირთა ჯგუფის წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს მომჩივნის წარდგენის იურიდიული უფლება.
23. პირველადი საჩივრის შედგენისას, სასამართლო არ უზრუნველყოფს იურიდიულ დახმარებას თქვენთვის იურისტის მომსახურების ანაზღაურების მიზნით. განხილვის მომდევნო საფეხურზე, კერძოდ კი მას შემდეგ, რაც სასამართლო გამოითხოვს მოცემული ხელშემკვრელი მხარის მთავრობისაგან წერილობით განმარტებებს თქვენს საჩივართან დაკავშირებით, თქვენ შეგიძლიათ მოიპოვოთ იურიდიული დახმარება სასამართლოსაგან თუკი თავად არ შეგიძლიათ დაფაროთ საადვოკატო მომსახურების ხარჯები და თუ ამგვარი დახმარების აღმოჩენას სასამართლო აუცილებლად მიიჩნევს პროცედურის სათანადოდ წარმართვის მიზნით.
24. საჩივრის განხილვა არის უფასო. პროცედურა არის წერილობითი. ამდენად, თქვენი სასამართლოში მისვლა უსარგებლოა. სასამართლოს სამდივნო ავტომატურად მოგაწვდით საჭირო ინფორმაციას თქვენი საქმის განხილვის მიმდინარეობის შესახებ.
See Explanatory Note იხ. განმარტებითი ბარათი
|
Voir Note explicative Numero de dossier File-number საქმე №
|
COUR EUROPÉENNE DES DROITS DE L'HOMME
EUROPEAN COURT OF HUMAN RIGHTS
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
Conseil de l'Europe - Council of Europe - ევროპის საბჭო
Strasbourg, France - სტრასბურგი, საფრანგეთი
présentée en application de l'article 34 de la Convention européenne des Droits de l'Homme,
ainsi que des articles 45 et 47 du Réglement de la Cour
under Article 34 of the European Convention on Human Rights and Rules 45 and 47 of the
Rules of Court
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 34-ე მუხლისა და სასამართლოს
რეგლამენტის 45-ე და 47-ე მუხლების შესაბამისად
IMPORTANT: La présente requête est un document Juridique et peut affecter vos droits et obligations. This application is a formal legal document and may affect your rights and obligations.
მნიშვნელოვანია: წინამდებარე საჩივარი წარმოადგენს ოფიციალურ იურიდიულ დოკუმენტს და გავლენა შეიძლება იქონიოს თქვენს უფლებებსა და მოვალეობებზე.
I. LES PARTIES
THE PARTIES
მხარეები
A. LE REQUÉRANT/LA REQUÉRANTE
THE APPLICANT
მომჩივანი
(Renseignements á fournir concernant le/la requérant(e) et son/sa représentant(e) éventuel(le)) (Fill in the following details of the applicant and the representative, if any)
(მონაცემები მომჩივნისა და მისი წარმომადგენლის/თუ ასეთი არსებობს/ შესახებ)
1. Nom de famille/Surname/მომჩივნის გვარი .......................................................................
2. Prénom (s)/First name (s)/სახელი .......................................................................................
Sexe: masculine/feminine Sexe: male/female სქესი: მამრობითი/მდედრობითი
3. Nationalité/Nationality/მოქალაქეობა ................................................................................
4. Profession/Occupation/საქმიანობა .....................................................................................
5. Date et lieu de naissance/Date and place of Birth/ დაბადების თარიღი და ადგილი ...
6. Domicile/Permanent address/მუდმივი მისამართი .........................................................
7. Tel. №/ტელეფონის ნომერი........................... Fax № /ფაქსის ნომერი ...........................
8 Adresse actuelle (si différente de 6.) ......................................................................................
Present address (if different from 6.)/ამჟამინდელი მისამართი (თუ იგი განსხვავდება მე-6 პუნქტში მითითებული მისამართისაგან)
9 Nom et prénom du / de la représentant(e)* .....................................................................
Name of representative / წარმომადგენლის ვინაობა (გვარი და სახელი)*
10. Profession du / de la représentant(e) .................................................................................. Occupation of representative / წარმომადგენლის საქმიანობა
11. Adresse du / de la représentant(e) ............................................................................................... Address of representative / წარმომადგენლის მისამართი
12. Tel. № / ტელეფონის ნომერი....................................................Fax № /ფაქსის ნომერი......
B. LA HAUTE PARTIE CONTRACTANTE
THE HIGH CONTRACTING PARTY
მაღალი ხელშემკვრელი მხარე
(Indiquer ci-après le nom de l'Etat / des Etats contre le(s) quel(s) la requête est dirigée)
(Fill in the name of the State(s) against which the application is directed)
(მიუთითეთ ის სახელმწიფო ან სახელმწიფოები, რომლის ან რომელთა წინააღმდეგაც არის საჩივარი მიმართული)
13. .......................................................................................................................................
_________________________
* Si le / la requérant(e) est représenté(e), joindre une procuration signée par le / la requérant(e) en faveur du / de la représentant(e).
If the applicant appoints a representative, attach a form of authority signed by the applicant and his or her representative.
თუ მომჩივანი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით, დაურთეთ მომჩივნის და მისი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი რწმუნება.
(Voir chapitre II de la note explicative)
(See part II of the Explanatory Note)
(იხ. განმარტებითი ბარათის II თავი)
Si nécessaire, continuer sur une feuille séparée
Continue on a separate sheet if necessary
საჭიროების შემთხვევაში, განაგრძეთ ცალკე ფურცელზე
III. EXPOSÉ DE LA OU DES VIOLATION(S) DE LA CONVENTION ET/OU DES PROTOCOLES ALLÉGUÉE(S), AINSI QUE DES ARGUMENTS À L'APPUI
STATEMENT OF ALLEGED VIOLATION(S) OF THE CONVENTION AND/OR PROTOCOL AND OF RELEVANT ARGUMENTS
კონვენციის და/ან მისი დამატებითი ოქმების ნაგულვები დარღვევისა(ების) და შესაბამისი არგუმენტების გადმოცემა
(Voir chapitre III de la note explicative)
(See Part III of the Explanatory Note)
(იხ. განმარტებითი ბარათის III თავი)
15. IV. EXPOSÉ RELATIF AUX PRESCRIPTIONS DE L'ARTICLE 35 $ 1 DE LA CONVENTION STATEMENT RELATIVE TO ARTICLE 35 $ 1 OF THE CONVENTION
კონვენციის 35-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებთან დაკავშირებული განაცხადი
(Voir chapitre IV de la note explicative. Donner pour chaque grief, et au besoin sur une feuille séparée, les renseignements demandés sous les points 16 à 18 ci-après)
(See Part IV of the Explanatory Note. If necessary, give the details mentioned below under points 16 to 18 on a separate sheet for each separate complaint)
(იხ. განმარტებითი ბარათის IV თავი. მე-16-18 პუნქტებში ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს თითოეული ნაგულვები დარღვევის მიხედვით, ცალ-ცალკე; საჭიროების შემთხვევაში განაგრძეთ ცალკე ფურცელზე)
16. Décision interne défi nitive (date et nature de la décision, organe - judiciaire ou autre - l'ayant rendue) Final decision (date, court or authority and nature of decision)
შიდა საბოლოო გადაწყვეტილება (გადაწყვეტილების თარიღი და სახეობა; ორგანო (სასამართლო ან სხვა), რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო)
17. Autres decisions (énumérées dans l'ordre chronologique en indiquant, pour chaque decision, sa date, sa nature et l'organe - judiciaire ou autre - l'ayant rendue)
Other decisions (list in chronological order, giving date, court or authority and nature of decision for each of them)
სხვა გადაწყვეტილებები (ჩამოთვალეთ ისინი ქრონოლოგიური თანმიმდევრობით; მიუთითეთ თითოეული მათგანის მიღების თარიღი, გადაწყვეტილების სახეობა და ორგანო (სასამართლო ან სხვა), რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო
18. Disposez-vous d'un recours que vous n'avez pas exercé? Si oui, leqet pour quel motif n'a-t-il pas été exercé?
Is there or was there any other appeal or other remedy available to you, which you have not used? If so, explain why you have not used it.
არის თუ არა, ან იყო თუ არა თქვენს ხელთ გასაჩივრების ისეთი შიდა საშუალება, რომლისთვისაც არ მიგიმართავთ?
დადებითი პასუხის შემთხვევაში, ახსენით, თუ რატომ არ გამოიყენეთ ის.
Si nécessaire, continuer sur une feuille séparée
Continue on a separate sheet if necessary
საჭიროების შემთხვევაში, განაგრძეთ ცალკე ფურცელზე
V. EXPOSÉ DE L'OBJET DE LA REQUÊTE
STATEMENT OF THE OBJECT OF THE APPLICATION
(Voir chapitre V de la note explicative)
(See Part V of the Explanatory Note)
(იხ. განმარტებითი ბარათის V თავი)
19. VI. AUTRES INSTANCES INTERNATIONALES TRAITANT OU AYANT TRAITÉ L'AFFAIRE
STATEMENT CONCERNING OTHER INTERNATIONAL PROCEEDINGS
სხვა საერთაშორისო ინსტანციები, სადაც განიხილებოდა ან განიხილება წინამდებარე საქმე
(Voir chapitre VI de la note explicative)
(See Part VI of the Explanatory Note)
(იხ. განმარტებითი ბარათის VI თავი)
20. AVEZ-VOUS SOUMIS À UNE AUTRE INSTANCE INTERNATIONALE D'ENQUÊTE OU DE RÈGLEMENT LES GRIEFS ÉNONCÉS DANS LA PRÉSENTE REQUÊTE? SI OUI, FOURNIR DES INDICATIONS DÉTAILLÉES À CE SUJET.
HAVE YOU SUBMITTED THE ABOVE COMPLAINTS TO ANY OTHER PROCEDURE OF INTERNATIONAL INVESTIGATION OR SETTLEMENT? IF SO, GIVE FULL DETAILS.
წარგიდგენიათ თუ არა განსახილველად ზემორე სასარჩელო მოთხოვნები მოკვლევის ან მორიგების სხვა საერთაშორისო ინსტანციაში? დადებითი პასუხის შემთხვევაში, დაწვრილებით წარმოადგინეთ სრული ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით.
|
(PAS D'ORIGINAUX, UNIQUEMENT DES COPIES; PRIÈRE DE N'UTILISER NI AGRAFE, NI ADHÉSIF, NI LIEN D'AUCUNE SORTE)
|
|
(NO ORIGINAL DOCUMENTS, ONLY PHOTOCOPIES, DO NOT STAPLE, TAPE OR BIND DOCUMENTS)
|
|
(ნუ დაურთავთ საბუთების დედნებს, დაურთეთ მხოლოდ მათი ასლები და ნუ აკინძავთ, დააწებებთ ან შეკრავთ ძაფით საბუთებს)
|
(Voir chapitre VII de la note explicative, Joindre copie de toutes les décisions mentionnées sous ch. IV et VI ci-dessus. Se procurer, au besion, des copies nécessaires, et, en cas d'impossibilité, expliquer pourquoi celles-ci ne peuvent pas être obtenues. Ces documents ne vous seront pas retournés.)
(See Part VII of the Explanatory Note, Include copies of all decisions referred to in Parts IV and VI above. If you do not have copies, you should obtain them. If you cannot obtain them, explain why not. No documents will be returned to you.)
(იხ. განმარტებითი ბარათის VII თავი. მოიპოვეთ და საქმეს დაურთეთ წინამდებარე საჩივრის ფორმის IV და VI პუნქტებში მოხსენიებული ყველა გადაწყვეტილების ასლი. თუ ასლების მოპოვება არ ძალგიძთ, ახსენით, რა არის ამის მიზეზი. თანდართული დოკუმენტები უკან არ დაგიბრუნდებათ.)
21.a) ...........................................................................................
b) ...........................................................................................
c) ...........................................................................................