ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: გოგოლაძე მაია, ჯინჭარაძე მანანა
თემატური კატალოგი სამართალი|სამოქალაქო სამართლებრივი განათლება
საავტორო უფლებები: © გაეროს განვითარების პროგრამა
თარიღი: 2009
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: გამომცემელი: მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM), ©, 2009 0179 საქართველო, თბილისი, გოგებაშვილის ქ. 41, ტელ: (+995 32) 25 22 16, (+995 32) 29 38 94 ფაქსი: (+995 32) 25 22 17 ავტორები: წიგნი გამოიცა შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. ფოტოსურათი ყდაზე: © IOM, 2003 დიზაინერი: ნუკა ტოტოსაშვილი სამართალი|სისხლის სამართალი



1 * * *

▲back to top


მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) იზიარებს პრინციპს, რომ ჰუმანური და მოწესრიგებული მიგრაცია სარგებლობის მომტანია მიგრანტებისა და საზოგადოებისათვის.

IOM წარმოადგენს მთავრობათაშორის ორგანიზაციას და საერთაშორისო თანამეგობრობის პარტნიორების მეშვეობით ახორციელებს თავის საქმიანობას შემდეგი მიმართულებებით:

  • მიგრაციის სფეროში არსებული ოპერატიული ამოცანების გადაწყვეტა;

  • მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხების განმარტება;

  • მიგრაციის დახმარებით სოციალური და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა;

  • ადამიანის ღირსებისა და მიგრანტების კეთილდღეობის დაცვა და ხელშეწყობა.

ყველა უფლება დაცულია. გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე დაუშვებელია ამ გამოცემის რომელიმე ნაწილის გამრავლება, საინფორმაციო სისტემაში შეყვანა ან გაგზავნა ნებისმიერი ფორმით ან საშუალებით, მათ შორის, ელექტრონული, მექანიკური, ფოტოკოპირებით, ჩაწერით ან რაიმე სხვა სახით. ავტორის მიერ გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს IOM-ის მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

2 წინასიტყვაობა

▲back to top


განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, ითვალისწინებს რა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მთავრობის სამოქმედო გეგმის მოთხოვნებს, მიესალმება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის ამ თემაზე სასწავლო მასალის შექმნას.

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიხედვით, მოზარდი უნდა აღიზარდოს მაღალზნეობრივ ღირებულებებზე, იცოდეს კანონის, ადამიანის ღირსებისა და უფლებების პატივისცემა; შეძლოს საჭირო ინფორმაციის მოპოვება, პრობლემების გააზრება და სირთულეების გადაჭრის გზის დასახვა; უნდა იყოს პატრიოტი, დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებლობების მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ცოდნის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე.

მხოლოდ ინფორმირებული, საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებელი მოზარდი შეძლებს, გააცნობიეროს ის რეალობა, რაც შეიძლება ტრეფიკინგს მოყვეს.

სამწუხაროდ, თანამედროვე მონობად წოდებულ ამ მძიმე მოვლენას ჩვენმა ქვეყანამ გვერდი ვერ აუარა. შემაშფოთებელია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მასშტაბები და დაუნდობელი ფორმები კიდევ უფრო იმიტომაც, რომ მისი მსხვერპლი შეიძლება ბავშვი გახდეს.

წარმოდგენილი პუბლიკაცია, მასში გადმოცემული ნათლად გაშლილი ტრეფიკინგის თემა, საფრთხეების დროულად ამოცნობა, პრობლემისაგან თავის დაღწევის გზები საშუალებას იძლევა მოზარდი ამ გლობალური პრობლემისგან დაიცვა. მთავარია, რომ მოზარდებმა კარგად გაიაზრონ, თუ რა საფრთხე შეიძლება დაემუქროთ ტრეფიკინგის სახით და როგორ აიცილონ იგი თავიდან. საჭიროების შემთხვევაში კი - ვის და როგორ მიმართონ დახმარებისათვის.

ვიმედოვნებთ, აქ მოცემული სპეციალურად შემუშავებული სასწავლო მასალა, ინტერაქტიული მეთოდებისა და ხერხების გამოყენებით შესძენს ჩვენს მოზარდებს იმ უნარ-ჩვევებს, რომლებიც მათ შემდგომ ცხოვრებაში სწორი არჩევანის გაკეთებასა და მყარი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარებათ.

ნათია ჯოხაძე
ეროვნული სასწავლო გეგმებისა
და შეფასების ცენტრის დირექტორი

3 ახალგაზრდობა - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) რისკის ჯგუფი

▲back to top


გაიხსენე!

ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) არის პროცესი, რომელიც სამი ძირითადი ეტაპისაგან შედგება: გადაბირება, ტრანსპორტირება და ექსპლუატაცია.

სახეზეა ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) მაშინ, როდესაც:

გვხვდება სამივე ეტაპი (გადაბირება, ტრანსპორტირება, ექსპლუატაცია).

სამივე ეტაპი ერთმანეთთან არის დაკავშირებული.

მოქმედება ხორციელდება ერთერთი საშუალების გამოყენებით და ექსპლუატაციის მისაღწევად ორივე ეტაპი ერთმანეთს უკავშირდება.

ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) არის:

0x01 graphic

მიზანი

0x01 graphic

0x01 graphic

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის (მიღებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 1948 წ. 10 დეკემბერს) თანახმად, ადამიანით ვაჭრობა არის ადამიანის უფლებებისა და ღირსების შელახვის ძალიან მძიმე ფორმა. საზოგადოდ, ადამიანის უფლებები შეიძლება განისაზღვროს, როგორც უფლებები, რომელთა გარეშე შეუძლებელია თავი ცივილიზებულ პიროვნებად იგრძნო. ეს უფლებები და ძირითადი თავისუფლებები ადამიანს აძლევს სრულფასოვანი განვითარების, ადამიანური ფასეულობების და ნიჭის გამოყენების საშუალებას.

  • დეკლარაციის მე-3 მუხლი მიუთითებს, რომ „ყოველ ადამიანს აქვს სიცოცხლის, თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება“. ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) საფრთხეს უქმნის ადამიანის უსაფრთხოებასა და სიცოცხლეს.

  • დეკლარაციი სმე-4 მუხლი ითვალისწინებს, რომ „არავინ უნდა იმყოფებოდეს მონობაში ან ძალმომრეობით მორჩილების მდგომარეობაში. ყველა სახის მონობა და მონათვაჭრობა აკრძალულია“; ეს მუხლი, არსებითად, კრძალავს სწორედ ადამიანით ვაჭრობას, ვინაიდან ბევრ საერთაშორისო დოკუმენტში ადამიანით ვაჭრობა განმარტებულია, როგორც მონობა, ან გათანაბრებულია მონათვაჭრობასთან.

  • დეკლარაციის მე-5 მუხლში ხაზგასმულია, რომ „არავის მიმართ არ უნდა იქნას გამოყენებული წამება ან სასტიკი, არაადამიანური თუ მისი ღირსების დამამცირებელი მოპყრობა და სასჯელი“. საზოგადოებაში არსებობს აზრი იმის შესახებ, რომ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, იქნება ეს კაცი თუ ქალი, რომელიც აიძულეს ჩაბმულიყო პროსტიტუციაში ან სხვა იძულებითი სახის სამუშაოში, თავად არის დამნაშავე, რადგან იცოდა, რა ელოდა. ადამიანით მოვაჭრეები ადამიანს ეპყრობიან, როგორც ნივთს, საქონელს და მოტყუებით, შანტაჟითა და იძულებით ართმევენ მას ადამიანის ძირითად უფლებას - თავად აირჩიოს საკუთარი ცხოვრების გზა.

ეს საინტერესოა!

0x01 graphic

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საერთაშორისო დოკუმენტი გმობდა ადამიანით ვაჭრობას, ამ დანაშაულის განმსაზღვრელი ტერმინის განმარტება პირველად 2000 წლის ნოემბერში მიიღო გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ კონვენციის ოქმში „ადამიანით, განსაკუთრებით ქალებითა და ბავშვებით ვაჭრობის თავიდან აცილების, აღკვეთის და დამნაშავეთა დასჯის შესახებ“.

კონვენციასა და მის ორ ოქმს ხელი მო აწერა სახელმწიფოთა უმრავლესობამ 2000 წლის დეკემბერში გამართულ უმაღლესი დონის კონფერენციაზე იტალიაში, პალერმოში. ამიტომ ამ დოკუმენტს სხვაგვარად პალერმოს ოქმსაც უწოდებენ, თავად კონვენციას კი პალერმოს კონვენციას.

ამ დოკუმენტის მიხედვით, ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) შემდეგნაირად განისაზღვრა:

ა) „ადამიანით ვაჭრობა“ - ექსპლუატაციის მიზნით პიროვნების გადაბირება, გადაყვანა, გადამალვა ან მიღება დაშინებით ან სხვა სახის ძალადობით - გატაცებით, თაღლითობით, მოტყუებით, ძალაუფლების ან შექმნილი სიტუაციის ბოროტად გამოყენებით, ან მოსყიდვით, რათა მიღებულ იქნეს პირისაგან თანხმობა მოექცეს სხვა პირის კონტროლის ქვეშ. ექსპლუატაციის ფორმა იძულებითი მუშაობა ან მომსახურება, მონობა ან მონური სახის მოპყრობა, დაბეჩავება ან ორგანოების ამოკვეთა.

ბ) ადამიანით ვაჭრობის შედეგად დაზარალებულის თანხმობა წინასწარ დაგეგმილ ექსპლუატაციაზე, რომელთა სახეები „ა“ პუნქტშია ჩამოყალიბებული, არ მიიღება მხედველობაში, თუკი ადგილი ჰქონდა „ა“ პუნქტში ჩამოყალიბებული ნებისმიერი ძალადობის ფორმას.

გ)გადაბირება, გადაყვანა, გადაცემა, გადამალვა ან ბავშვის მიღება ექსპლუატაციის მიზნით, მიეკუთვნება ადამიანით ვაჭრობას იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ეს ქმედება არ არის დაკავშირებული „ა“ პუნქტით განსაზღვრულ ზემოქმედების სახეებთან.

დ) „ბავშვი“ ნიშნავს 18 წლამდე ასაკის პირს

ახალგაზრდების ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად გახდომის რისკფაქტორები:

  • საზღვარგარეთ სწავლის, მუშაობის, დამკვიდრების რეალური შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა;

  • რთული ეკონომიკური ვითარება და ამას დართული უმუშევრობა; ახალგაზრდების სამუშაო გამოცდილების არქონა;

  • წინააღმდეგობა ახალგაზრდებისათვის წაყენებულ მოთხოვნებსა და მათ შესაძლებლობებს შორის. მედიის, რეკლამების, ფილმების საშუალებით ახალგაზრდები ეცნობიან ცხოვრების სხვადასხვა სტილს. ხშირად ტელევიზორში ხედავენ ცხოვრების ისეთ დონეს, რომელიც ბევრად უკეთესია, ვიდრე მათი ცხოვრება;

  • ახალგაზრდობა ნაკლებადაა ინფორმირებული, იმ სირთულეებისა და საფრთხის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია საზღვარგარეთ მუშაობის ნებართვის აღებასა და შრომითი ხელშეკრულების გარეშე სამუშაოდ გამგზავრებასთან.

ახალგაზრდებში ბევრი მცდარი წარმოდგენა არსებობს საზღვარგარეთ გამგზავრების საშუალებებზე. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი.

0x01 graphic

  • არის მოსაზრება, რომ წინადადებას საზღვარგარეთ დასაქმების შესახებ, რომელსაც ნაცნობის, მეგობრის ან ნათესავისაგან ვიღებთ, შეგვიძლია ვენდოთ.

თუ უცხოეთში სამსახურს გთავაზობენ და გარწმუნებენ, რომ თვითონ ან მისი ნაცნობი ასრულებდა ამ სამუშაოს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს სანდო შემოთავაზებაა და თქვენ საფრთხე არ დაგემუქრებათ. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) არაერთი მსხვერპლი აღიარებს, რომ სამუშაო ნაცნობისაგან შეთავაზებული წინადადების საფუძველზე აირჩია.

  • გახსოვდეთ, უცხოეთში სამუშაოს შეთავაზებისას, თუ მოქალაქეს არ მოეთხოვება დანიშნულების ქვეყნის ენის ცოდნა, შესაბამისი შრომითი უნარჩვევების ან მუშაობის გამოცდილების ქონა, როგორც წესი, ლაპარაკია არალეგალურ დასაქმებაზე.

    • ამტკიცებენ, რომ საზღვარგარეთ ბევრი ფულის შოვნა იოლია.

რეალობა სხვაგვარია. თუ სამუშაო არალეგალურია, შესაძლებელია, მოქალაქეს გადაუხადონ ნაკლები და აიძულონ იმუშაოს მეტი, ვიდრე დაპირდნენ, ან საერთოდ არ გადაუხადონ.

  • გახსოვდეთ, რომ არალეგალურ მუშაობას თან ახლავს ის, რომ დამსაქმებელი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი მოგება ნახოს.

0x01 graphic

  • ირწმუნებიან, რომ განცხადებით შეთავაზებული სამუშაო ყოველთვის ლეგალურია.

0x01 graphic

როდესაც ფირმა ან კერძო პირი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ღიად აკეთებს შეთავაზებას დასაქმების თაობაზე, ეს არ ნიშნავს სანდო, ლეგალურ სამუშაოს.

  • გახსოვდეთ, რომ გაზეთი სარფიანად ყიდის ადგილს რეკლამის განთავსებისთვის და, რა თქმა უნდა, არ ამოწმებს რეკლამის შემკვეთებს. გაზეთში ერთდროულად შეიძლება განთავსდეს წინადადება ლეგალური, არალეგალური ან თუნდაც არარსებული სამუშაოს შესახებ.

  • ირწმუნებიან, რომ უცხოეთში მცირე ხნით მუშაობა შეიძლება ტურისტული ვიზით და მუშაობის ნებართვისგარეშე.

0x01 graphic

როგორც წესი, საზღვარგარეთ გამგზავრებამდე, აუცილებელია, დამქირავებელთან დადებული სამუშაო ხელშეკრულების საფუძველზე დაქირავებულმა მიიღოს მის სახელზე დანიშნულების ქვეყანაში გაცემული მუშაობის ნებართვა. ქვეყანაში შესვლა ხდება სამუშაო ვიზით.

  • გახსოვდეთ, ტურისტული ვიზით დანიშნულების ქვეყანაში მოქალაქეებს მუშაობის უფლება არ გააჩნიათ.

  • ჰგონიათ, რომ შრომითი ხელშეკრულებისა და მუშაობის ნებართვის გაფორმებისთვის დამსაქმებელს სჭირდება მოქალაქის პასპორტი.

0x01 graphic

სინამდვილეში, დამსაქმებელს მოქალაქის პასპორტი არ სჭირდება; მას მოქალაქის პასპორტის თავისთან დატოვების უფლება არ აქვს.

  • გახსოვდეთ, მხოლოდ ოფიციალურ პირებს აქვთ პასპორტის მოთხოვნის უფლება. თუ დამსაქმებელი ითხოვს თქვენს პასპორტს, დაუტოვეთ მხოლოდ პასპორტის ასლი!

  • ამტკიცებენ, რომ მოქალაქეს შეუძლია უარი თქვას მისთვის შეუფერებელ სამუშაოზე.

ადამიანი, რომელსაც შუამავლის ან დამსაქმებლის ვალი აქვს, ან დარჩა პასპორტის გარეშე, ან მასზე ხორციელდება სხვადასხვა სახის ზეწოლა, უმწეო მდგომარეობაში ვარდება და იოლად სამართავი ხდება.

  • გახსოვდეთ, ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ადვილად ვეღარ ანებებს თავს არასასურველ სამუშაოს.

0x01 graphic

საშინაო დავალება

ადამიანით მოვაჭრეები ახალგაზრდების გადასაბირებლად სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ. შენი აზრით, ქვემოთ მოცემული გადაბირების საშუალებებიდან რომელს იყენებენ ისინი ხშირად, იშვიათად ან არასოდეს? შეავსე სქემა.

გადაბირების საშუალება

ხშირად/იშვიათად/არასოდეს

გაზეთში გამოქვეყნებული განცხადება

ჩატი ინტერნეტში

გაცნობის ინტერნეტპორტალი

ნაცნობებისა და მეგობრების რჩევა

ნაცნობები/მეგობრები, რომლებიც
მუშაობდნენ საზღვარგარეთ

ახალი ნაცნობი, რომელიც საზღვარგარეთ
სამუშაო ადგილის პოვნაში დახმარებას
გპირდება

ოფიციალური ინფორმაცია სამუშაოსა და
სწავლის შეთავაზების შესახებ სხვადასხვა
უწყების ვებგვერდზე

4 ვინ და როგორ ხდება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი?

▲back to top


0x01 graphic

ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული კრიმინალური ჯგუფების მიერ ადამიანით ვაჭრობის გზით მიღებული შემოსავლის შედარება შეიძლება მხოლოდ ნარკოტიკებით და იარაღით ვაჭრობით მიღებულ მოგებასთანდა, სხვა დასხვა წყაროთი, წელიწადში 8 მილიარდ დოლარამდე აღწევს.

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) განმარტე ბის თანახმად, დანაშაულის პირველი ფაზაა გადაბირება, რომელსაც შემდგომ ტრანსპორტირება, გადაცემა, მიღება და ბოლოს - ექსპლუატაცია მოსდევს.

ძალიან ფართოა იმ ადამიანების წრე, ვინც ადამიანით ვაჭრობის გზით მოგებას იღებს. ამ ჯაჭვის პირველ რგოლს გადამბირებელი წარმოადგენს. პოტენციური მსხვერპლის მოძიება ზოგჯერ ხდება გაზეთებში, ინტერნეტში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში საზღვარგარეთ მუშაობის ან სწავლის შესახებ განთავსებული განცხადებების მეშვეობით. საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებამ ხელმისაწვდომი გახადა ამ მიზნით ინტერნეტრესურსების გამოყენებაც.

საქართველოში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შემთხვევების ანალიზმა გვიჩვენა, რომ, უმრავლეს შემთხვევაში, მსხვერპლის გადაბირება მოხდა ნაცნობებისა და ნათესავების მიერ. ეს გადაბირების განსაკუთრებით დაუნდობელი ხერხია, რადგან ნაცნობს ხშირად თვალდახუჭული ენდობი.

გადაბირება

გადაბირება ითვალისწინებს პიროვნებების შერჩევას ადამიანით ვაჭრობისათვის (ტრეფიკინგისათვის). პირს სთავაზობენ სამუშაოს, კარგ ანაზღაურებას, სწავლას, ზოგჯერ ფიქტიურ ქორწინებას და სხვა. პროცესი, რომლის შედეგად პირი ხდება მსხვერპლი, სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვანაირია, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს გადაბირების ოთხი ძირითადი მეთოდი:

  • მოტაცება - ადამიანი მიჰყავთ ძალის გამოყენებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ;

  • ძალით გადაბირება - პირის თანხმობის მისაღწევად მის წინააღმდეგ იყენებენ ძალას ან მუქარას;

  • გადაბირება სრული მოტყუებით - პირმა საერთოდ არაფერი იცის რეალური მდგომარეობის შესახებ;

  • გადაბირება ნაწილობრივი მოტყუებით - ადამიანმა იცის, რომ საეჭვო სამუშაოს სთავაზობენ, მაგრამ ვერ აცნობიერებს რეალურ საფრთხეს და ექსპლუატაციის ხარისხს.

ადამიანით მოვაჭრეები ადამიანთა გადასაბირებლად სხვადასხვა ხერხს მიმართავენ და ცდილობენ, მოიპოვონ თავიანთი მსხვერპლის ნდობა. შეუძლებელია გადაბირების ყველა მეთოდის ჩამოთვლა, რადგან, რაც უფრო იზრდება საზოგადოების ინფორმირებულობა ადამიანით ვაჭრობის შესახებ, მით უფრო იხვეწება დამნაშავეთა მეთოდები.

0x01 graphic

„ცოცხალი საქონლის“ ხელში ჩასაგდებად ადამიანით მოვაჭრეები უკან არაფერზე იხევენ, იტაცებენ მსხვერპლს ძალის გამოყენებით ან ძალის გამოყენების მუქარით, შანტაჟით, მოტყუებით, საკუთარი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით ან ადამიანის უმწეო მდგომარეობით სარგებლობენ.

პოტენციურ მსხვერპლს სთავაზობენ მუშაობას შინამოსამსახურედ, დამლაგებლად, ძიძად, მოხუცთა მომვლელად, მოცეკვავედ, მოდელად, მიმტანად, სოფლის მეურნეობაში ან მშენებლობაზე და ა.შ. გადამბირებელი პოტენციურ მსხვეპლს იოლ სამუშაოს, კარგანაზღაურებას, უცხო ქვეყნის ნახვას და საინტერესო ცხოვრებას ჰპირდება. უმეტეს შემთხვევაში, მსხვერპლს არ მოეთხოვება კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და სამუშაო გამოცდილება, არც უცხო ენის ცოდნა.

0x01 graphic

როგორც წესი, გადამბირებელი არწმუნებს მსხვერპლს, რომ მას შეუძლია უმალ დატოვოს სამუშაო ადგილი, თუ პირობებიარ დააკმაყოფილებს. ხშირია შემოთავაზება სამგზავრო დოკუმენტების, ვიზების, ბილეთების, ხელშეკრულებების სწრაფად და შეუფერხებლად გაფორმების, ზოგჯერ კი მგზავრობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის „უანგაროდ“ დაფარვის თაობაზე, რაც მსხვერპლს სავალო კაბალის მძიმე უღელს უქადის.

გადაბირება შეიძლება მოხდეს, როგორც ჯგუფის, ასევე ცალკეული პირის. მაგალითად, მოცეკვავეთა ჯგუფის ან მშენებელთა ბრიგადის შეგროვებით ან ნაცნობის (მეგობრის, ან ნათესავისაც კი) მეშვეობით ან შემთხვევითი (მაგალითად, გაზეთში განცხადების) გზით.

გადამბირებელი ყოველთვის არაა თქვენთვის უცნობი პირი.ის შესაძლოა იყოს თქვენი ნათესავი, მეზობელი, ნაცნობი ან მეგობარი.

თუ შუამავალი პირი ან კომპანია უცხოეთში გამგზავრების დაგეგმვაში გეხმარებათ:

  • გაარკვიეთ უცხოეთში თქვენს საცხოვრებელთან ყველაზე ახლომდებარე თქვენი ქვეყნის საელჩოს ან საკონსულოს მისამართი და ტელეფონის ნომერი;

  • წინასწარ გაარკვიეთ იმ ადგილის სახელწოდება, მისამართი და ტელეფონის ნომერი, სადაც აპირებთ გაჩერებას. შეძლებისდაგვარად, დაუკავშირდით თქვენს მომავალ დამსაქმებელს ტელეფონით ან ფოსტით, რათა გადაამოწმოთ სამუშაო ადგილის ნამდვილობა, ასევე დააზუსტეთ თქვენი ხელფასისა და საცხოვრებელი პირობების საკითხიც;

  • მომავალი დამსაქმებლის ან კომპანიის სანდოობის ხარისხის დაზუსტების მიზნით, გამგზავრებამდე დაუკავშირდით შესაბამის სამსახურებს.

დასაქმების თაობაზე ლეგალური და არალეგალური წინადადებები, უპირველეს ყოვლისა, განსხვავდება თავისი შინაარსით. არალეგალური წინადადებები ხშირად შედგენილია ნაჩქარევად და არ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული. ასეთ შემთხვევაში, ადამიანს დაფიქრების დროც არ რჩება. გარდა ამისა, ყველა აუცილებელი მოქმედება სწრაფად და ზედმეტი ფორმალობის გარეშე ხორციელდება.

არადა, ლეგალური დასაქმება ითხოვს საკმაოდ ბევრ დროს და აუცილებელი დოკუმენტაციის უფრო გულდასმით მომზადებასა და გაფორმებას.

დაიმახსოვრე!

დამსაქმებელთა უმრავლესობა კონტრაქტის დადებას შემოგთავაზებთ. საგულდაგულოდ გაეცანით კონტრაქტს და მხოლოდ ამის შემდეგ მოაწერეთ ხელი. თუ გაურკვევლად მოგეჩვენათ კონტრაქტის რომელიმე პუნქტი, გააცანით იგი იურისტს, არასამთავრობო ორგანიზაციას ან პირს, რომელსაც ენდობით.

არ ენდოთ პოტენციურ დამსაქმებელს, რომელიც უცხოეთში გასამგზავრებლად ტურისტული ვიზის მიღებაში დახმარებას დაგპირდებათ.

0x01 graphic

ახალგაზრდები ხშირად მონაწილეობენ გაცვლით პროგრამებში, რაც მათ პროფესიულ განვითარებასა და უცხო ენის დაუფლებას უწყობს ხელს. მაგალითად, აუპაიერის (ძიძების) პროგრამა ახალგაზრდებისთვის საზღვარგარეთ გამგზავრების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხერხია. ასეთი პროგრამებს პროპაგანდას ხშირად სკოლებსა და უნივერსიტეტებში უწევენ.

როგორც წესი, გაცვლითი პროგრამები შესაბამისი ნებართვით ხორციელდება, მაგრამ ხშირად ასეთ პროგრამებს ახორციელებენ რომელიმე საერთაშორისო პროგრამის საფარქვეშ. ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამაში ჩართვამდე რეკომენდებულია სანდოდა ამომწურავი ინფორმაციის მიღება.

წაიკითხე, დაიმახსოვრე და ურჩიე სხვასაც:

დღეს ინტერნეტი ინფორმაციის მიღების საუკეთესო წყაროა, მაგრამ ინტერნეტის არასწორად სარგებლობისას შესაძლოა ბავშვებს სერიოზული საფრთხე შეექმნათ. სხვადასხვა ტიპის დამნაშავეები ინტერნეტს საკუთარი ზრახვების განსახორციელებლად იყენებენ. დამნაშავეები შედიან საყმაწვილო ინტერნეტ ფორუმებზე, ეცნობიან ბავშვებს და კეთილგანწყობის მოპოვების საკუთარი, კარგად შემუშავებული ხერხებით იოლად ითანხმებენ მათ შეხვედრაზე, შემდეგ კი ახერხებენ მათ დაყო ლიებას ამა თუ იმ შეთავაზებაზე. დაფიქსირებულია ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა ინტერნეტის მეშვეობით გადაბირების შემთხვევები.

როგორ უნდა მოვიქცეთ?

  • თავი შეიკავე უცნობისათვის შენს შესახებ ინფორმაციის, მათ შორის, სახელის, სახლის, სკოლის მისამართის ან ტელეფონის ნომრის და ელექტრონული ფოსტის მისამართის მიწოდებისგან;

  • თუ გაცნობის ინტერნეტპორტალში დამეგობრებულ უცნობებთან პირისპირ შეხვედრას გადაწყვეტ, უმჯობესია შეხვედრაზე მოზრდილებთან ერთად წახვიდე;

  • გადაუმოწმებლად ნუ დაუჯერებ დაპირებას და შემოთავაზებას საზღვარგარეთ სწავლისა და დასაქმების თაობაზე.

ინტერნეტით სარგებლობის წესების დაცვა უზრუნველყოფს შენსავე უსაფრთხოებას.