![]() |
ევროპის საბჭო და ადამიანის უფლებათა დაცვა |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი ადამიანის უფლებები |
საავტორო უფლებები: © ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში |
თარიღი: 2003 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: [ბროშურა] - [თბ.], 2003 - 28გვ. ; 21სმ. - : [ფ.ა.] [MFN: 21646] დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ: Info point Council of Europe F-67075 , Stras bo urg Ce dex Tel. +33 (0) 88 41 20 33 Fax +33 (0) 88 41 27 45 E-ma il: in fo po int@coe.int Inter net: http://www.coe.int ყდა: „Publicis-Koufra“ ითარგმნა და ხელმეორედ გამოიცა ევროპის საბჭოს თბილისის საინფორმაციო ბიუროს მიერ ევროპის საბჭოს კომუნიკაციისა და ინფორმაციის განყოფილებასთან თანამშრომლობით 9 2005 წლის დეკემბერი ადამიანის უფლებათა გენერალური დირექტორატი II ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში ერეკლე II-ს შესახევი №7, თბილისი 0105 ტელ.: 98 89 77 / 98 95 60 ფაქ სი.: 98 96 57 ელ-ფოსტა: infomation.office@coe.ge ვებ-გვერდი: http://www.coe.ge |
![]() |
1 * * * |
▲ზევით დაბრუნება |
„ევროპის საბჭოს ამოცანაა წევრ სახელმწიფოებს შორის უფრო მჭიდრო ერთობის დამყარება, რაც მიზნად ისახავს იმ იდეებისა და პრინციპების დაცვასა და ხორცშესხმას, რომლებიც ამ სახელმწიფოთა საერთო მემკვიდრეობას წარმოადგენს, და წევრ სახელმწიფოთა ეკონომიკური და სოციალური პროგრესის ხელშეწყობას“.
ევროპის საბჭოს წესდების 1-ლი მუხლი
„ადამიანის ძირითადი თავისუფლებების -
მსოფლიოში სამართლიანობისა და მშვიდობის საწინდარის - ... დაცვის საუკეთესო საშუალებაა, ერთის მხრივ, ქმედითი პოლიტიკური დემოკრატია და, მეორეს მხრივ, მთელი საზოგადოების მიერ აღნიშნულ თავისუფლებათა საფუძვლის - ადამიანის უფლებების - გაცნობიერება
და პატივისცემა“.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პრეამბულა, რომი, 1950 წლის 4 ნოემბერი
![]() |
2 ადამიანის უფლებები |
▲ზევით დაბრუნება |
ძირითადი დანიშნულება
ევროპის საბჭოს ძირითადი დანიშნულებაა ადამიანის უფლებათა დაცვა და მათი დამკვიდრების ხელშეწყობა. ევროპის საბჭო მდებარეობს ქალაქ სტრასბურგში (საფრანგეთი). საბჭოს საქმიანობა მიზნად ისახავს მის წევრ სახელმწიფოთა მოსახლეობის წინაშე წამოჭრილი პრობლემების მოსაგვარებლად საერთო პოლიტიკის შემუშავებას.
პირველი ევროპული პოლიტიკური ორგანიზაცია, ევროპის საბჭო, მეორე მსოფლიო ომის ნანგრევებიდან აღმოცენდა. საბჭო დაარსდა ლონდონში 1949 წლის მაისში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნიდან ოთხი წლის შემდეგ. ევროპის საბჭოს წესდებას საფუძვლად უდევს ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემა და კანონის უზენაესობა. ეს ნიშნავს, რომ ადამიანის ღირსებასა და თავისუფლებას კანონი უნდა იცავდეს და გამუდმებულად განამტკიცებდეს. წესდება კიდევ უფრო შორს მიდის: მასში ნათქვამია, რომ წევრ სახელმწიფოებში ჩადენილი ადამიანის უფლებათა ნებისმიერი სერიოზული დარღვევა იძლევა წევრობის შეჩერების ან ამ სახელმწიფოს საბჭოდან გარიცხვის საფუძველს.
ჯერ კიდევ 1948 წელს გადაიდგა ისტორიული ნაბიჯი - მიღებული იქნა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, რომელშიც აღიარებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო ხასიათი და ხელშეუხებლობა. ევროპის საბჭომ, თავის მხრივ, გამოამჟღავნა მზადყოფნა, დამდგარიყო ადამიანის უფლებათა სადარაჯოზე და 1950 წელს მიიღო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია. ორგანიზაციაში გაწევრიანების აუცილებელი პირობა გახდა ამ კონვენციის რატიფიცირება. 1961 წელს მიღებული იქნა კონვენციის ანალოგიური დოკუმენტი ეკონომიკური და სოციალური უფლებების სფეროში: ევროპის სოციალური ქარტია. დაარსებიდან ორმოცდაათი წლის შემდეგაც ევროპის საბჭოს საქმიანობას არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა. მეტიც, მისი როლი კიდევ უფრო გაიზარდა იმ სერიოზული ცვლილებების გათვალისწინებით, რომლებიც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში 80-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული მოხდა. გარდამავალი პერიოდის განმავლობაში დახმარების გაწევა, ახალი წევრებისა და გაწევრიანების კანდიდატებისთვის დემოკრატიის განმტკიცებაში ხელშეწყობა 9 ეს არის ევროპის საბჭოს ამოცანა, რომლის შესასრულებლადაც მან გააორმაგა თავისი ძალისხმევა. ევროპის საბჭოში, რომელიც ჭეშმარიტად პანევროპული ორგანიზაციაა, 2005 წლის დეკემბრისთვის 46 წევრი სახელმწიფო შედიოდა. საბჭოში გაწევრიანება სხვა სახელმწიფოებსაც შეუძლიათ. გაწევრიანების პირობაა სახელმწიფოში დემოკრატიის არსებობა.
ევროპის საბჭოს მოღვაწეობა ადამიანის უფლებათა სფეროში (იგულისხმება როგორც კონვენციების მიღება, ისე სხვა სახის საქმიანობა) მოიცავს:
- სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული მექანიზმის საშუალებით;
- სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვას ევროპის სოციალურ ქარტიაში გათვალისწინებული მექანიზმის საშუალებით;
- თავისუფლებააღკვეთილი პირების დაცვას წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისაგან წამების საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის რეგულარული ვიზიტების მეშვეობით;
- ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დაცვას ეროვნული უმცირესობების დაცვის ჩარჩო-კონვენციის მეშვეობით;
- მამაკაცებსა და ქალებს შორის თანასწორობის დამკვიდრების ხელშეწყობას (მმართველი კომიტეტი ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობის საკითხებში);
- რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლას (რასიზმისა და შეუწყნარებლობის საწინააღმდეგო ევროპული კომისია);
- საინფორმაციო საშუალებებში აზრისა და ინფორმაციის გამოხატვის თავისუფლების, აგრეთვე, სხვადასხვა ქვეყანას შორის იდეების გაცვლისა და კომუნიკაციის თავისუფლების განმტკიცებას;
- ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ცოდნის დამკვიდრების ხელშეწყობას.
![]() |
3 საერთაშორისო კონვენციები |
▲ზევით დაბრუნება |
ადამიანის უფლებათა სფეროში მიღებული კონვენციები წარმოადგენს ურთიერთდაკავშირებული სამართლებრივი საშუალებების ერთიან არსენალს, რომელსაც საფუძვლად დაცვის მექანიზმების პრინციპი უდევს.
![]() |
3.1 ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია |
▲ზევით დაბრუნება |
კონვენციის განსაკუთრებული პროგრესულობა, რომელიც მას ყველა სხვა ინიციატივისაგან განასხვავებს, მდგომარეობდა დაცვის საერთაშორისო სისტემის შემოღებაში. ეს სისტემა, პირველად ისტორიაში, უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა ეფექტიან განხორციელებას.
კონვენცია 1953 წელს შევიდა ძალაში. მისი ხელმომწერი სახელმწიფოები იძლევიან გარანტიას, რომ მათი მოქალაქეებისათვის და ყველა იმ პირისთვის, „ვინც მათ იურისდიქციაშია“, უზრუნველყოფილი იქნება სამართლებრივი სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილი - ძირითადი სამოქალაქო თუ პოლიტიკური უფლებები. სახელმწიფოებს და კერძო პირებს შეუძლიათ საჩივარი წარადგინონ კონვენციის საფუძველზე დაარსებულ სასამართლოში. უმეტეს შემთხვევაში კონვენცია მისი ხელმომწერი სახელმწიფოების ეროვნულ სამართლებრივ სისტემათა ნაწილს წარმოადგენს. სწორედ ამგვარად ხორციელდება საერთაშორისო სამართლის თეორია, რომლის მიხედვით ადამიანის უფლებებს ფუნდამენტური ხასიათი აქვს, რაც ამ უფლებებს სუვერენულ სახელმწიფოთა კანონმდებლობასა და პრაქტიკაზე მაღლა აყენებს.
![]() |
3.2 გარანტირებული უფლებები |
▲ზევით დაბრუნება |
სიცოცხლის უფლება (მუხლი 2).
მე-2 მუხლი იცავს ადამიანს სახელმწიფოს მიერ თვითნებურად სიკვდილით დასჯისაგან, მაგრამ არ კრძალავს სიკვდილით დასჯას კანონის საფუძველზე. 1985 წელს მიღებული მე-6 ოქმი აუქმებს სიკვდილით დასჯას მშვიდობიან დროს. მე-13 ოქმი, რომლის ხელმოწერაც სახელმწიფოებისთვის 2002 წლის მაისში იქნა შეთავაზებული, კიდევ უფრო შორს მიდის და სიკვდილის დასჯას ნებისმიერ ვითარებაში კრძალავს.
- თავისუფლებისა და ადამიანის უსაფრთხოების უფლება (მუხლი 5).
მე-5 მუხლი უზრუნველყოფს ადამიანის ფიზიკურ თავისუფლებას: იგი იცავს ადამიანს თვითნებური დაპატიმრებისა და დაკავებისაგან და ანიჭებს მას ზოგიერთ ძირითად საპროცესო უფლებას. ამ მუხლის დებულებებს განავრცობს მე-4 ოქმის 1-ლი მუხლი, რომელიც კრძალავს დაპატიმრებას ვალის გადაუხდელობის გამო.
- სისხლის სამართლისა და სამოქალაქო საქმის სამართლიანი განხილვის უფლება (მუხლი 6).
ამ უფლებას ეხება, აგრეთვე, მე-13 მუხლი, რომელიც უზრუნველყოფს უფლებას ქმედით სამართლებრივ ზომებზე ეროვნულ სასამართლო ინსტანციაში. მე-6 მუხლში გათვალისწინებულია პირობა, რომ საქმის განხილვა „მისაღებ ვადაში“ უნდა მოხდეს. ყველაზე ხშირად საჩივრები შეეხება ამ პირობის დარღვევას. საქმის სამართლიანი განხილვის ცნებაში იგულისხმება პრინციპიც, რომ სისხლის სამართალი არ უნდა იყოს რეტროაქტიული (მე-7 მუხლი), იგულისხმება, აგრეთვე, სისხლის სამართლის საქმეში აპელაციის უფლება, სასამართლო ხარვეზის შემთხვევაში კომპენსაციის უფლება და უფლება, რომელიც გულისხმობს, რომ ადამიანი არ უნდა იქნეს გასამართლებული ან მსჯავრდებული ორჯერ ერთი და იმავე დანაშაულისთვის (მე-7 ოქმის მე-2, მე- 3 და მე-4 მუხლები).
- პირადი და ოჯახური ცხოვრების, საცხოვრებლისა და მიმოწერის მიმართ პატივისცემით მოპყრობის უფლებას (მე-8 მუხლი) შეიძლება დავუკავშიროთ დაქორწინებისა და ოჯახის შექმნის უფლება (მე-12 მუხლი).
- ქორწინების დროს მეუღლეთა უფლებებისა და მოვალეობების თანასწორობა (მე-7 ოქმის მე-5 მუხლი).
- აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება (იგულისხმება პრესის თავისუფლებაც) (მე-10 მუხლი).
ფუნდამენტური ხასიათის ამ უფლების მოთხოვნები ლოგიკური გაგრძელებაა მე-9 მუხლით გარანტირებული უფლებებისა (აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება).
- მშვიდობიანი თავშეყრისა და გაერთიანებათა შექმნის თავისუფლება (მე-11 მუხლი).
- საკუთრების მშვიდობიანი ფლობის უფლება (1-ლი ოქმის 1-ლი მუხლი).
- განათლების უფლება (1-ლი ოქმის მე-2 მუხლი).
- თავისუფალი არჩევნების უფლება (1-ლი ოქმის მე-3 მუხლი).
- თავისუფლად გადაადგილებისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლება (მე-4 ოქმის მე-2 მუხლი).
კონვენცია კრძალავს:
- წამებას და არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელს (მე-3 მუხლი).
- მონობას, იძულებით და ძალდატანებით შრომას
(მე-4 მუხლი).
- დისკრიმინაციას კონვენციით გარანტირებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შემთხვევაში (მე-14 მუხლი და მე-12 ოქმი).
- სახელმწიფოს მიერ თავისი მოქალაქეების გასახლებას ან ქვეყანაში შესვლის აკრძალვას და უცხოელების ჯგუფურ გასახლებას (მე-4 ოქმის მე-3 და მე-4 მუხლები).
- დაცვის პროცედურული საშუალებები იცავს, აგრეთვე, უცხოელებს, რომლებსაც ქვეყნიდან გასახლება ემუქრებათ (მე-7 ოქმის 1-ლი მუხლი).
ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის საფუძველზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების შედეგად გატარებული ღონისძიებები
ავსტრიამ შეასწორა 1997 წლის კანონი უმუშევართა დაზღვევის შესახებ და გააუქმა გადაუდებელი დახმარების მისაღებად ავსტრიის მოქალაქეობის საჭიროება.
ბელგიამ შეიტანა ცვლილებები მაწანწალობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში, მიიღო ზომები ფლამანდიის რეგიონში ფრანგულენოვანი სკოლა-დაწესებულებების სუბსიდირებისთვის და კანონიერი და უკანონო ბავშვებისათვის თანასწორი უფლებების მინიჭების მიზნით შეცვალა სამოქალაქო კოდექსი.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია
კონტროლის მექანიზმი
იდეა და დიზაინი: პ. დრზემჟევსკი
ილუსტრაცია: ადამიანის უფლებათა გენერალური დირექტორატი
ბულგარეთმა გაატარა სისხლის სამართლის პროცედურის რეფორმა: პროკურორებს ჩამოართვა უფლება, გაეცათ ბრძანება საქმის განხილვამდე ეჭვმიტანილთა წინასწარი პატიმრობის შესახებ.
კვიპროსმა არასისხლის სამართლებრივ დანაშაულად სცნო ნებაყოფლობითი ჰომოსექსუალური კავშირი.
საფრანგეთმა შეცვალა დისცი პლინური პროცედურები ზოგიერთ პროფესიულ უწყებაში: საქმეების განხილვა საჯარო გახადა, გააუქმა უძრავი ქონების გაყიდვისას საგადასახადო ორგანოების მხრიდან შესყიდვის უპირატესი უფლება და მიიღო კანონი სატელეფონო საუბრების მოსმენის შესახებ.
ფინეთმა შეცვალა კანონი ბავშვების პატიმრობისა და მონახულების უფლების შესახებ.
პოლონეთმა შესწორება შეიტანა სისხლის სამართლის პროცედურაში, რომლის მიხედვითაც დაკავებული ბრალდებული ვალდებულია დაესწროს საქმის განხილვას.
პორტუგალიამ მიიღო ზომები ადმინისტრაციული სამართლის სისტემის გასაუმჯობესებლად: გაატარა პროცედურების რეფორმა და ადმინისტრაციულ სასამართლოებს უფრო დიდი რაოდენობის რესურსები გამოუყო.
რუმინეთმა გააფართოვა სახელმწიფო პროკურორის მიერ საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებათა გასაჩივრების უფლება.
შვეიცარიამ მოახდინა სასამართლო სისტემისა და სისხლის სამართლის პროცედურის რეორგანიზება თავის ფედერალურ ჯარში და შეცვალა სამოქალაქო კოდექსის დებულებები, რომლებიც ეხებოდა თავისუფლების აღკვეთას გამოსასწორებელ დაწესებულებებში.
თურქეთმა შეამცირა პოლიციის პატიმრობაში ყოფნის მაქსიმალური პერიოდის ხანგრძლივობა და შემოიღო ახალი გარანტიები ამგვარად დაკავებულ პირთათვის.
გაერთიანებულმა სამეფომ აკრძალა ფიზიკური სასჯელი სახელმწიფო სკოლებში, გააუქმა ჰომოსექსუალებისათვის სამხედრო ძალებში მსახურობის აკრძალვა, შემოიღო აპელაციის ახალი პროცედურა დეპორტაციის თაობაზე ბრძანებებთან დაკავშირებით
და დაამკვიდრა ხელისუფლების ხელთ არსებულ მონაცემთა ხელმისაწვდომობის უფლება.
![]() |
3.3 დაცვის მექანიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
კონვენცია სამართლებრივი ინსტრუმენტია. არსებობს სასამართლო ინსტანციაც, რომელსაც აკისრია კონვენციის შესრულების მეთვალყურეობა: ეს არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო.
სასამართლო არ არის უკანასკნელი სააპელაციო ინსტანცია, მისი დანიშნულებაა, დაადგინოს, არღვევს თუ არა ამა თუ იმ ქვეყნის სადავო კანონი ან სამართლებრივი პრაქტიკა მის წინაშე წარდგენილი საქმეების შემთხვევაში კონვენციის რომელიმე დებულებას. მექანიზმი მუდმივად ვითარდება და კონვენციის დებულებათა მოქმედება ძალზე დამოკიდებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მათ ინტერპრეტირებაზე. კონვენციის შესრულების მეთვალყურეობას თავდაპირველად სამი სხვადასხვა უწყება ახორციელებდა: ადამიანის უფლებათა ევროპული კომისია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და მინისტრთა კომიტეტი.
კონვენციითა და მისი ოქმებით გარანტირებული უფლებების გაფართოებისა და წევრი სახელმწიფოების რაოდენობის ზრდის შედეგად, რამაც სარჩელთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია, აუცილებელი გახდა თავდაპირველი სისტემის რეფორმირება. რეფორმას საფუძვლად დაედო მე-11 ოქმი, რომელიც 1998 წლის ნოემბერში შევიდა ძალაში. ამ ოქმის მიხედვით კომისიისა და სასამართლოს ერთობლიობის ნაცვლად ამოქმედდა ერთი, მუდმივმოქმედი სასამართლო გაზრდილი და გაფართოებული ფუნქციებით: ინდივიდუალური სარჩელის შეტანის უფლება ავტომატური გახდა, სასამართლოს იურისდიქცია - აუცილებელი ყველა წევრი სახელმწიფოსათვის, ხოლო მინისტრთა კომიტეტი გათავისუფლდა სასამართლო პასუხისმგებლობისგან და შეინარჩუნა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებათა შესრულების მაკონტროლებელი როლი.
სახელმწიფოები, რომელთა წინააღმდეგ შეტანილ საქმეებში აღმოჩნდება დარღვევები, ვალდებულნი არიან, მიიღონ დარღვევათა გამოსასწორებლად აუცილებელი ზომები. თუკი ამ სახელმწიფოთა კანონმდებლობა არ უზრუნველყოფს დარღვევის შედეგების სრულად გამოსწორების საშუალებას, სასამართლოს შეუძლია მიუსაჯოს ამ სახელმწიფოებს დაზარალებული მხარისთვის ფინანსური კომპენსაციის გადახდა. გარდა ამისა, მომავალში ამგვარი დარღვევისა და მისი შედეგების თავიდან აცილების მიზნით სახელმწიფოებს შეიძლება მოეთხოვოს კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესწორება. ამგვარად, სასამართლოს გადაწყვეტილებები თავისი შორსმიმავალი შედეგებით სცილდება სასამართლოს წინაშე წარდგენილ კონკრეტულ საქმეებს.
![]() |
4 უფლებათა დაცვის გაფართოება |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
4.1 ევროპის სოციალური ქარტია |
▲ზევით დაბრუნება |
ევროპის სოციალურ ქარტიაში ჩამოყალიბებულია გარკვეული უფლებები და თავისუფლებები, აგრეთვე, კონტროლის მექანიზმი, რომელიც იძლევა წევრი სახელმწიფოების მხრიდან ამ უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გარანტიას. ცოტა ხნის წინ ქარტია შესწორდა. 1996 წელს შესწორებული ევროპის სოციალური ქარტია, რომელიც 1999 წელს ამოქმედდა, თანდათანობით ენაცვლება 1961 წელს მიღებულ თავდაპირველ ვარიანტს.
ქარტიით გარანტირებული უფლებები
ქარტიით გარანტირებული უფლებები ეხება ყველა ადამიანს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში:
- საცხოვრებელი პირობები
საცხოვრებელი სახლების აშენება ოჯახების მოთხოვნილებათა გათვალისწინებით;
უსახლკარო ადამიანთა რაოდენობის შემცირება;
ყველა ადამიანისთვის გარანტირებული დამაკმაყოფილებელი,
ხელმისაწვდომი საცხოვრებელი;
საცხოვრებელი პირობების თანასწორი ხელმისაწვდომობა უცხოელებისთვის.
- ჯანმრთელობის დაცვა
მთელი მოსახლეობისათვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომი, ეფექტიანი დაწესებულებების არსებობა;
ავადობის პრევენციისკენ მიმართული პოლიტიკა, სახელდობრ, ჯანსაღი გარემოს გარანტირება;
საწარმოო რისკების შემცირება: ადამიანების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სამუშაო ადგილებზე უზრუნველყოფილი უნდა იქნეს კანონით და გარანტირებული საწარმოო პრაქტიკით.
- განათლება
15 წლამდე ასაკის ბავშვების მუშაობის აკრძალვა;
უფასო დაწყებითი და საშუალო განათლება;
პროფესიული ორიენტაციის უფასო სამსახური;
საწყისი და შემდგომი პროფესიული მომზადება;
უნივერსიტეტისა და უმაღლესი განათლების სხვა ფორმების ხელმისაწვდომობა მხოლოდ პიროვნული ღირსებების საფუძველზე.
- დასაქმება
სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს საყოველთაო დასაქმებას;
ადამიანის უფლება, ირჩინოს თავი მის მიერ თავისუფლად არჩეული საქმით;
შრომის სამართლიანი პირობები შრომის ანაზღაურებისა და სამუშაო საათების თვალსაზრისით;
სქესობრივ და ფსიქოლოგიურ ძალადობასთან ბრძოლისკენ მიმართული ზომები;
იძულებითი შრომის აკრძალვა;
ეკონომიკური და სოციალური ინტერესების დასაცავად პროფესიული კავშირებისა და დასაქმებულთა ორგანიზაციების შექმნის უფლება; ყველა ადამიანის თავისუფლება, თავად გადაწყვიტოს, შეუერთდეს თუ არა აღნიშნულ ორგანიზაციებს;
ერთობლივი კონსულტაციების, კოლექტიური მოლაპარაკებების, მორიგების პროცედურისა და ნებაყოფლობითი საარბიტრაჟო განხილვის ხელშეწყობა;
გაფიცვების მოწყობის უფლება.
- სოციალური დაცვა
სოციალური დაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და სოციალური მომსახურებით სარგებლობის უფლება;
სიღარიბისა და სოციალური დევნისაგან დაცვის უფლება;
საგანგებო ზომები ოჯახებისა და ხანდაზმულთა საკვებით უზრუნველსაყოფად.
- ადამიანთა გადაადგილება
ევროპელი მშრომელებისთვის საიმიგრაციო ფორმალობების გამარტივება;
ოჯახის გაერთიანების უფლება;
ქვეყნის არარეზიდენტი უცხოელების უფლება, მიიღონ შემწეობა სამშობლოში დაბრუნებამდე;
დაცვის პროცედურული საშუალებები ქვეყნიდან გასახლების შემთხვევაში.
- დისკრიმინაციის აკრძალვა
ქალთა და მამაკაცთა უფლება თანასწორ მოპყრობაზე და დასაქმების თვალსაზრისით თანაბარ შესაძლებლობებზე;
გარანტია, რომ ადამიანს ექნება ქარტიაში გათვალისწინებული ყველა უფლება მიუხედავად რასის, სქესის, ასაკის, კანის ფერის, ენის, სარწმუნოების, შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის თუ ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილებისა.
![]() |
4.2 სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტი |
▲ზევით დაბრუნება |
სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტი თვალყურს ადევნებს, ასრულებენ თუ არა წევრი სახელმწიფოები მათ მიერ ნაკისრ, ქარტიაში განსაზღვრულ ვალდებულებებს. კომიტეტში შედის თორმეტი დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი წევრი, რომელთაც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ირჩევს ექვსწლიანი ვადით. შესაძლებელია ამ ვადის ერთხელ გაგრძელება. სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტის დანიშნულებაა, დაადგინოს, შეესაბამება თუ არა წევრი სახელმწიფოების კანონმდებლობა და პრაქტიკა ევროპის სოციალურ ქარტიას (ქარტიის 24-ე მუხლი, შესწორებული 1991 წლის ტურინის ოქმით).
- მონიტორინგის პროცედურა, რომელსაც საფუძვლად უდევს წევრი სახელმწიფოების ანგარიშები
თითოეული წევრი სახელმწიფო ყოველწლიურად წარადგენს ანგარიშს იმის თაობაზე, თუ როგორ ხდება მის ტერიტორიაზე ქარტიის განხორციელება კანონმდებლობისა და პრაქტიკის თვალსაზრისით. ყოველი ანგარიში შეეხება ქარტიის ზოგიერთ დამკვიდრებულ დებულებას. სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტი განიხილავს ანგარიშებს და ღებულობს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, შეესაბამება თუ არა განსახილველ ქვეყანაში არსებული ვითარება ქარტიას. ყოველწლიურად ქვეყნდება კომიტეტის გადაწყვეტილებები, ე.წ. დასკვნები.
თუ სახელმწიფო არ მიიღებს არანაირ ზომას ქარტიასთან შეუსაბამობის თაობაზე კომიტეტის დასკვნასთან დაკავშირებით, მინისტრთა კომიტეტი ამ სახელმწიფოს აძლევს რეკომენდაციას და სთხოვს კანონმდებლობაში ან პრაქტიკაში არსებული ვითარების შეცვლას. მინისტრთა კომიტეტის სამუშაოს ამზადებს სამთავრობო კომიტეტი, რომელიც შედგება ქარტიის ხელმომწერი სახელმწიფოების მთავრობათა წარმომადგენლებისგან. ამ კომიტეტს დახმარებას უწევენ დამკვირვებლები, რომლებიც დამსაქმებელთა ევროპულ ორგანიზაციებს და პროფესიულ კავშირებს (ევროპის პროფესიულ კავშირთა კონფედერაცია 9 ETUC), ევროპის მეწარმეთა და დამსაქმებელთა კონფედერაციას (UNICE) და დამსაქმებელთა საერთაშორისო ორგანიზაციას (IOE) წარმოადგენენ.
- კოლექტიური მოთხოვნების პროცედურა
1995 წელს წევრი სახელმწიფოებისთვის ხელმოსაწერად შეთავაზებული ოქმის (ეს ოქმი 1998 წელს ამოქმედდა) თანახმად სოციალურ უფლებათა ევროპულ კომიტეტში შესაძლებელია ქარტიის დარღვევის თაობაზე საჩივრების წარდგენა.
- ორგანიზაციები, რომელთაც შეუძლიათ საჩივრების წარდგენა
როდესაც საჩივარი შეაქვს ყველა სახელმწიფოს, რომელმაც მიიღო პროცედურა:
ევროპის პროფესიულ კავშირთა კონფედერაციას (ETUC), ევროპის მეწარმეთა და დამსაქმებელთა კონფედერაციას (UNICE) და დამსაქმებელთა საერთაშორისო ორგანიზაციას (IOE);
ევროპის საბჭოში საკონსულტაციო სტატუსის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც სამთავრობო კომიტეტის მიერ ამ მიზნით შედგენილ სიაში არიან შეტანილნი;
განსახილველი ქვეყნის დამსაქმებელთა ორგანიზაციებს და პროფესიულ კავშირებს. როდესაც საჩივარი შეაქვთ იმ სახელმწიფოებს, რომლებიც ასევე ეთანხმებიან პროცედურას:
ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციებს. სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტი განიხილავს საჩივრებს და, თუკი ფორმალური მოთხოვნები დაკმაყოფილებულია, მისაღებად მიიჩნევს მათ. მას შემდეგ, რაც საჩივარი მისაღებად მიიჩნევა, წამოწყებული იქნება წერილობითი პროცედურა მხარეებს შორის მიმოწერის მეშვეობით. კომიტეტმა შეიძლება გადაწყვიტოს საჯარო განხილვის მოწყობა.
ამის შემდეგ სოციალურ უფლებათა ევროპული კომიტეტი იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის თაობაზე, რომელსაც უგზავნის დაინტერესებულ მხარეებს და მინისტრთა კომიტეტს ანგარიშის სახით. ეს ანგარიში ქვეყნდება მისი გადაცემიდან ოთხი თვის განმავლობაში.
ბოლოს მინისტრთა კომიტეტი ღებულობს რეზოლუციას. თუ საჭიროდ მიიჩნევს, კომიტეტმა განსახილველ სახელმწიფოს შეიძლება გაუწიოს რეკომენდაცია კონკრეტული ზომების თაობაზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ქარტიასთან შესაბამისობის დამყარებას.
![]() |
4.3 სხვადასხვა სახელმწიფოში ქარტიის გამოყენების შედეგები |
▲ზევით დაბრუნება |
მონიტორინგის სისტემის შედეგად სახელმწიფოებმა მრავალგზის შეცვალეს თავ-თავიანთი კანონმდებლობა ან პრაქტიკა ქარტიასთან შესაბამისობის მისაღწევად. დაწვრილებით აღნიშნული შედეგები (ისევე, როგორც მიმდინარე მოვლენები) აღწერილია „მიმოხილვაში“, რომელსაც ყოველწლიურად აქვეყნებს ქარტიის სამდივნო.
![]() |
4.4 წამების საწინააღმდეგო ევროპული კონვენცია |
▲ზევით დაბრუნება |
ევროპის საბჭოს ძალისხმევა ადამიანის უფლებათა განხორციელების უზრუნველსაყოფად უკანასკნელ წლებში სულ უფრო მეტად იყო მიმართული დარღვევათა თავიდან აცილებისკენ. წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენცია, რომლის პროექტი 1987 წელს მომზადდა, მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლში განსაზღვრული ქმედებების აკრძალვის დამკვიდრებას.
შემოღებულ მექანიზმს საფუძვლად უდევს სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელი დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან შემდგარი კომიტეტის - წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის (შემდგომში „წამების საწინააღმდეგო კომიტეტი“) ვიზიტების სისტემა. წამების საწინააღმდეგო კომიტეტი ჩადის იმ ადგილებში, სადაც ამა თუ იმ სახელმწიფოს ხელისუფლებას დაკავებული პირები ჰყავს მოთავსებული: ციხეებში, არასრულწლოვანთა სასჯელის აღსრულების ცენტრებში, პოლიციის განყოფილებებში, სამხედრო ყაზარმებში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში და ა.შ. ამ ვიზიტების მიზანია იმის შეფასება, თუ როგორ ეპყრობიან პატიმრებს და, საჭიროების შემთხვევაში, მათი მდგომარეობის გაუმჯობესების თაობაზე წინადადებების შეთავაზება. არსებობს ორი ტიპის ვიზიტები: პერიოდული, როდესაც ვიზიტები ყველა სახელმწიფოში მორიგეობით ტარდება, და საგანგებო ვიზიტები, როდესაც ამას საჭიროებს ამა თუ იმ სახელმწიფოში არსებული საგანგებო ვითარება.
წამების საწინააღმდეგო კომიტეტს ჩატარებული აქვს 100-ზე მეტი პერიოდული და დაახლოებით 50 საგანგებო ვიზიტი. საგანგებო ვიზიტების რაოდენობა გამუდმებით მატულობს. კომიტეტმა უნდა აცნობოს სახელმწიფოს ვიზიტის შესახებ, თუმცა იგი არ არის ვალდებული, ზუსტად მიუთითოს ვიზიტის დრო. სახელმწიფოს მთავრობის უფლება, გამოთქვას პროტესტი ვიზიტის დროსთან თუ ადგილთან დაკავშირებით, მკაცრად შეზღუდულია და ასეთი პროტესტი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამოითქვას.
წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დელეგაციას უფლება აქვს, ეწვიოს თავისუფლების აღკვეთის ნებისმიერ ადგილს საკუთარი არჩევანის მიხედვით და იქ დაუბრკოლებლივ იმოძრაოს. დელეგაციას შეუძლია დაკავებულ პირებთან მოწმის დაუსწრებლად გასაუბრება, გარდა ამისა, კომიტეტს თავისუფლად შეუძლია, გაესაუბროს ნებისმიერ ისეთ ადამიანს, ვისაც საჭირო ინფორმაციის მიწოდება ძალუძს. თავისი მოვალეობის შესრულებისას წამების საწინააღმდეგო კომიტეტი ემყარება თანამშრომლობისა და კონფიდენციალურობის პრინციპებს. ყოველი ვიზიტის დასრულებისას მომზადებული ანგარიში წარმოადგენს დაინტერესებულ სახელმწიფოსთან დიალოგის დასაწყისს. ამ დიალოგის მიზანია დაკავებული პირებისადმი მოპყრობის დამაკმაყოფილებელი საშუალებებისა და გზების გამოძებნა. სახელმწიფოს შეუძლია ითხოვოს კომიტეტის ანგარიშის გამოქვეყნება სახელმწიფოს მხრიდან გამოთქმულ შენიშვნებთან ერთად. უკვე გამოქვეყნებულია ამგვარი დაახლოებით 88 ანგარიში.
გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც სახელმწიფო უარს ამბობს თანამშრომლობაზე ან წამების საწინააღმდეგო კომიტეტის რეკომენდაციათა შესრულებაზე, კომიტეტმა შეიძლება საჯარო განცხადება გააკეთოს.
წამების საწინააღმდეგო კომიტეტი ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშს თავისი საქმიანობის შესახებ. ამ ანგარიშში შეიძლება მოცემული იყოს რეკომენდაციები - სახელმძღვანელო მითითებები ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოებისათვის, რომლებიც ეხება პოლიციის განყოფილებებსა და საპატიმროებში ადამიანთა დაკავების, ციხეებში სამედიცინო მომსახურების სტანდარტებს, ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოელების შესვლა-გასვლის თაობაზე კანონმდებლობის საფუძველზე დაკავებული უცხოელი პირებისადმი მოპყრობას, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ადამიანთა იძულებით მოთავსებას, არასრულწლოვანთა და ქალთათვის თავისუფლების აღკვეთას. წამების თავიდან აცილების თაობაზე ევროპული კონვენციის ხელმომწერ სახელმწიფოთა მზარდი რაოდენობა მომავალ წლებში წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წინაშე სერიოზულ ამოცანებს წამოჭრის, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2002 წლის 1 მარტს ამოქმედდა ოქმი ¹1, რომლის თანახმადაც კონვენციის ხელმოწერა არაწევრ სახელმწიფოებსაც შეეძლებათ.
![]() |
4.5 ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო-კონვენცია |
▲ზევით დაბრუნება |
ჩარჩო-კონვენცია, რომელიც ძალაში შევიდა 1998 წელს, პირველი შეთანხმებაა,რომლის დანიშნულება ზოგადად ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების უფლებათა დაცვაა - სამწუხაროდ, ეს პრობლემა დღეს უაღრესად აქტუალურია. კომუნისტური რეჟიმების დაცემის შემდეგ ევროპის კონტინენტზე კვლავ თავი იჩინა ეთნიკურმა დაძაბულობამ, რასაც ხშირად ძალადობა ახლდა თან, ხანდახან კი შეიარაღებული კონფლიქტის სახესაც კი ღებულობდა.
ეროვნული უმცირესობების დაცვას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება კონტინენტზე სტაბილურობის, დემოკრატიული უსაფრთხოებისა და მშვიდობის შესანარჩუნებლად. ამ პრინცი პზე დაფუძნებული ჩარჩო-კონვენცია ადგენს, რომ ეროვნულ უმცირესობებს მიეცეთ სრული და რეალური თანასწორობის გარანტია და შეექმნათ თავიანთი თვითმყოფადობის გამოხატვის, შენარჩუნებისა და განვითარების პირობები კანონის უზენაესობის, ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული სუვერენიტეტის სრული დაცვით.
![]() |
4.6 პრაქტიკული მიდგომა |
▲ზევით დაბრუნება |
ჩარჩო-კონვენციაში განსაზღვრულია სამართლებრივი სტანდარტები პრინციპებისა და დებულებების ფორმით, რომლებიც განსახორციელებელ პროგრამას წარმოადგენს, განსაზღვრულია ამოცანები და ხელმომწერი სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას, შეასრულონ ეს ამოცანები კანონმდებლობისა და სათანადო სამთავრობო პოლიტიკის მეშვეობით. ძირითადად, ჩარჩო-კონვენციის დებულებები უნივერსალურად ყველა სახელმწიფოს არ მიესადაგება, ამიტომ სახელმწიფოებს აქვთ საშუალება, თავად შეუსაბამონ კანონმდებლობა მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ უმცირესობათა თავისებურებებს. ამ მეტად დელიკატურ სფეროში არსებული დაუძლეველი სამართლებრივი და პოლიტიკური დაბრკოლებების გამო ჩარჩო-კონვენცია არ იძლევა ეროვნული უმცირესობის ცნების განსაზღვრას, თუმცა გვთავაზობს გარკვეულ კრიტერიუმებს, რომლებიც ეხება მხოლოდ იმ უმცირესობებს, რომელთა განსხვავება შესაძლებელია მათი რელიგიის, ენის, ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის საფუძველზე.
ჩარჩო-კონვენცია, უპირველეს ყოვლისა, არეგულირებს თანასწორობის, კერძოდ კი კანონის წინაშე თანასწორობის საკითხს. გარდა ამისა, მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, გაატარონ ღონისძიებები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში პოზიტიურ დისკრიმინაციას გულისხმობს. ამ თვალსაზრისით შესაძლებელია დამატებითი უფლებების აღიარება უმცირესობასა და უმრავლესობას შორის სრული და რეალური თანასწორობის მისაღწევად. ეს უფლებები ჩამოყალიბებულია ორმაგი ვალდებულების სახით, რომლის საფუძველზეც სახელმწიფოებს ეკისრებათ როგორც ეროვნულ უმცირესობათა არსებობის (იგულისხმება ფიზიკური არსებობაც) დაცვის, ისე მათი თვითმყოფადობის ხელშეწყობის პასუხისმგებლობა.
ამასთანავე, ჩარჩო-კონვენციაში განსაზღვრულია ეროვნულ უმცირესობათა ვალდებულებებიც, რაც მიზნად ისახავს სოციალური ერთობის შენარჩუნებას, მაგალითად, სახელმწიფოს თანხმობის გარეშე გამოყოფის აკრძალვას. სახელმწიფოებს აქვთ, აგრეთვე, უფლება, მიიღონ ინტეგრაციის ზოგადი პოლიტიკის ხელშემწყობი ზომები.
![]() |
4.7 ჩარჩო-კონვენციაში განსაზღვრული ზოგიერთი პრინციპი |
▲ზევით დაბრუნება |
დისკრიმინაციის აღკვეთა;
ეროვნულ უმცირესობებსა და მოსახლეობის უმრავლესობას შორის სრული თანასწორობის ხელშეწყობა;
ეროვნულ უმცირესობათა კულტურის, რელიგიის, ენისა და ტრადიციების შენარჩუნებისა და განვითარებისათვის საჭირო პირობების ხელშეწყობა;
თავშეყრის, გაერთიანებათა შექმნის, აზრის გამოხატვის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება;
მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ხელმისაწვდომობა და პროგრამების გავრცელებისა და მიღების უფლება;
განათლების მიღების თავისუფლება;
ურთიერთობა და თანამშრომლობა სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ უმცირესობებს შორის;
ეკონომიკურ, კულტურულ და სოციალურ ცხოვრებაში მონაწილეობა.
![]() |
4.8 ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგი |
▲ზევით დაბრუნება |
წევრი სახელმწიფოების მიერ ჩარჩო-კონვენციით დაკისრებულ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგს მინისტრთა კომიტეტი ახორციელებს. წევრ სახელმწიფოებს მოეთხოვებათ, წარადგინონ ანგარიშები იმ ღონისძიებების თაობაზე, რომლებიც მათ ჩარჩო-კონვენციაში განსაზღვრულ ვალდებულებათა განსახორციელებლად გაატარეს. მინისტრთა კომიტეტი, რომელსაც დახმარებას უწევს დამოუკიდებელ ექსპერტთა საკონსულტაციო კომიტეტი, აფასებს ამ ანგარიშებში აღნიშნული ღონისძიებების შესაბამისობას, გამოაქვს დასკვნები და იძლევა საჭირო რეკომენდაციებს.
![]() |
4.9 საკონსულტაციო კომიტეტის დასკვნების საფუძველზე გატარებული პოზიტიური ღონისძიებების მაგალითები |
▲ზევით დაბრუნება |
ხორვატია ამუშავებს ახალ, კომპლექსურ სტრატეგიას ბოშების დაცვის მიზნით.
ჩეხეთის რესპუბლიკამ მიიღო კანონი ეროვნული უმცირესობების შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს ამ ჯგუფების დაცვის გაუმჯობესებას.
კვიპროსი აგვარებს თავის ბერძენ და თურქ მოქალაქეებს შორის ქორწინების საკითხს, რაც აქამდე კანონით შეუძლებელი იყო.
ესტონეთმა შეცვალა არჩევნებში მონაწილეობის კანდიდატებისთვის ენის ცოდნის მოთხოვნები.
ფინეთი ამუშავებს ახალ კანონს ენის შესახებ, რაც მიზნად ისახავს, სხვა საკითხებთან ერთად, ეროვნულ უმცირესობათა ენებთან, კერძოდ, შვედურ ენასთან, დაკავშირებით არსებული ნორმებისა და პრაქტიკის გაუმჯობესებას.
უნგრეთმა მიიღო ზომები „სპეციალური სასწავლო პროგრამის მქონე სკოლებში“ ბოშების განსაკუთრებით დიდი რაოდენობით წარმოდგენის პრობლემის მოსაგვარებლად.
სლოვაკეთმა გააუმჯობესა უმცირესობათა წარმომადგენლობის საკითხი, მეტი უფლებები შესძინა ბოშების ჯგუფთა სამთავრობო უფლებამოსილ წარმომადგენელს.
გაერთიანებულმა სამეფომ მიიღო კანონმდებლობა, რომელიც აძლიერებს რასობრივი სიძულვილის წაქეზებისგან დაცვას, უზრუნველყოფს, აგრეთვე, დაცვას რელიგიურ ნიადაგზე მძიმე დანაშაულების შემთხვევაში.
![]() |
5 ადამიანის უფლებები კონვენციით გაუთვალისწინებელი საქმიანობა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
5.1 ორი ურთიერთშემავსებელი პრინციპი: დისკრიმინაციის აკრძალვა და თანასწორობა |
▲ზევით დაბრუნება |
დისკრიმინაცია ქმნის შეუწყნარებლობის ატმოსფეროს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს უთანასწორო, ხშირად დამამცირებელი მოპყრობა, ზოგჯერ კი ძალადობის აქტების მომრავლება. ამიტომ ამგვარი ატმოსფეროს შექმნის თავიდან აცილება ევროპის საბჭოს საქმიანობის პრიორიტეტია მისი მოღვაწეობის ყველა სფეროში დისკრიმინაციასთან ბრძოლასა და თანასწორობის დამკვიდრების მცდელობაში.
![]() |
5.2 რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლა |
▲ზევით დაბრუნება |
ევროპის საბჭოს სტრატეგია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლაში მოიცავს სამ ასპექტს:
- ფართო საზოგადოების ინფორმირებას და საზოგადოებაში ამ საკითხებთან დაკავშირებული ცოდნის გავრცელება.
რასიზმის წინააღმდეგ ახალგაზრდობის ევროპულმა კამპანიამ (1995) შექმნა ლოზუნგი „ყველა განსხვავებული, ყველა თანასწორი“. ამ ლოზუნგის სულისკვეთებით იყო გამსჭვალული რასიზმის საწინააღმდეგო ევროპული კონფერენცია „ყველა განსხვავებული, ყველა თანასწორი: პრინციპიდან პრაქტიკისაკენ“ (2000), რომელიც გაიმართა დურბანში (სამხრეთ აფრიკა) 2001 წელს ჩატარებული რასიზმის საწინააღმდეგო მსოფლიო კონფერენციის მომზადების მიზნით.
- მთავრობათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება. ეს განსაკუთრებით ეხება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, „სიძულვილის გარეშე ისტორიის“ სწავლებას და მიგრანტებთან დაკავშირებულ საკითხებს.
- რასიზმისა და შეუწყნარებლობის საწინააღმდეგო ევროპული კომისიის საქმიანობის მეშვეობით სამართლებრივი და პოლიტიკური გარანტიების განმტკიცება.
რასიზმისა და შეუწყნარებლობის საწინააღმდეგო ევროპული კომისია 1994 წელს შეიქმნა. მართალია, კომისიის წევრებს მათი ქვეყნების მთავრობები ნიშნავენ, მაგრამ მათი საქმიანობა დამოუკიდებელ სტატუსს ატარებს. კომისიის მრავალდარგობრივი შემადგენლობა (ექსპერტები იურისპრუდენციაში, პოლიტიკოსები, პროფესორები, მეცნიერები და ა.შ.) მოწმობს საზოგადოების ყველა სექტორის მომცველი ღონისძიებებით პრობლემებისადმი გლობალური მიდგომის სურვილს.
რასიზმისა და შეუწყნარებლობის საწინააღმდეგო ევროპული კომისია ემსახურება რასიზმისა და შეუწყნარებლობის ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგ სამართლებრივი და პოლიტიკური დაცვის განმტკიცებას. კომისია აფასებს არსებული ეროვნული და საერთაშორისო ღონისძიებების ეფექტიანობას, წამოჭრის წინადადებებს ამ ღონისძიებათა გასაუმჯობესებლად და ხელს უწყობს რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლას ადგილობრივ, ეროვნულ და ევროპულ დონეებზე. კომისიის საქმიანობას საფუძვლად უდევს პრინციპი, რომ პრობლემა შეიძლება იყოს არა იმდენად სტანდარტების ნაკლებობა, რამდენადაც არსებული სტანდარტების განუხორციელებლობა. რასიზმისა და შეუწყნარებლობის საწინააღმდეგო ევროპული კომისიის პროგრამა სამი ნაწილისგან შედგება:
- მიდგომა „სათითაოდ ყველა ქვეყნისადმი“
ეს მიდგომა გულისხმობს, რომ უნდა მოხდეს ყოველ წევრ სახელმწიფოში არსებული სიტუაციის საფუძვლიანი ანალიზი, რათა შემდგომი განხორციელების მიზნით შემუშავდეს ამ ქვეყნისათვის დამახასიათებელი, კონკრეტული წინადადებები.
- მუშაობა ზოგად თემებზე
ზოგად პოლიტიკასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება;
კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით „კარგი პრაქტიკის“ მაგალითების შეგროვება და გავრცელება, რაც მიზნად ისახავს რასიზმისა და შეუწყნარებლობის საწინააღმდეგო ევროპული კომისიის რეკომენდაციების ილუსტრირებას;
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე- 12 ოქმის (ოქმი ეხება დისკრიმინაციის ზოგად აკრძალვას) განხორციელების უზრუნველყოფა;
რასიზმთან ინტერნეტის საშუალებით ბრძოლა.
- მუშაობა საზოგადოებასთან კავშირში
წევრ სახელმწიფოებში ფართო საზოგადოების ინ ფორმირებისა და საზოგადოებაში ამ საკითხებთან დაკავშირებული ცოდნის გავრცელების მიზნით შეხვედრების გამარ თვა;
ეროვნულ და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კოორდინირებული მუშაობა;
ანტირასისტული ლოზუნგების გავრცელება და საგანმანათლებლო მასალის გამოცემა.
![]() |
5.3 თანასწორობა ქალებსა და მამაკაცებს შორის |
▲ზევით დაბრუნება |
ევროპის საბჭოს საქმიანობა ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობის ხელშეწყობის სფეროში საბჭოს მისიის კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე დაყრდნობით პლურალისტური დემოკრატიის დამკვიდრების შემადგენელი ნაწილია.
ამ სფეროში ევროპის საბჭოს საქმიანობის განსაზღვრისა და განხორციელების ძირითადი პასუხისმგებლობა აკისრია მმართველ კომიტეტს ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობის საკითხებში, რომელიც ამზადებს მინისტრთა კონფერენციებს, აწყობს სემინარებს და გამოსცემს ნაშრომებს თანასწორობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. კომიტეტი ეძებს არსებულ დაბრკოლებათა გადასალახავად საჭირო საშუა ლებებს და ყურადღებას ამახვილებს იმ პრობლემებზე, რომელთა დაძლევაც აუცილებელია სრული და რეალური თანასწორობის და სამკვიდრებლად.
გარდა იმ საქმიანობისა, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა დონეზე ქალების და მამაკაცების თანასწორი მონაწილეობის მხარდაჭერას ემსახურება, მმართველი კომიტეტი ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობის საკითხებში უფრო კონკრეტული ამოცანების შესრულებაშიც არის ჩართული. ეს ამოცანებია:
ქალებისა და გოგონების დაცვა ძალადობისაგან;
სქესობრივი ექსპლუატაციის მიზნით ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა;
ყველანაირ პოლიტიკასა და პროგრამაში თანასწორობის საკითხის ჩართვა;
ყველა დონეზე გადაწყვეტილებათა მიღებაში ქალთა მონაწილეობა;
თანასწორობის ხელშემწყობი პოზიტიური მოქმედება.
![]() |
5.4 მედია და დემოკრატია |
▲ზევით დაბრუნება |
ევროპის საბჭოს მოღვაწეობა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების სფეროში უმეტესწილად კონცენტრირებულია ერთმანეთთან მჭიდროდ გადაჯაჭვული ცნებების - მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და დემოკრატიის - გარშემო. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან დაკავშირებული საკითხების მმართველი კომიტეტის საქმიანობა მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი და პლურალისტური მედიის - დემოკრატიული საზოგადოების სათანადო ფუნქციონირების გარანტიის - განვითარებას.
აზრის გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების თაობაზე დეკლარაცაში (1982) განსაზღვრულია რიგი ძირითადი პრინციპებისა, რომელთა შესრულება წევრ სახელმწიფოებს ნაკისრი აქვთ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის (ეს მუხლი აზრის გამოთქმის თავისუფლებას ეხება) შესაბამისად. იგულისხმება ინფორმაციისა და აზრების როგორც მიღების, ისე გავრცელების თავისუფლება.
აზრის თავისუფლად გამოთქმის უფლება მჭიდროდ არის დაკავშირებული პირადი ცხოვრებისადმი პატივისცემით მოპყრობის უფლებასთან, რომელიც გარანტირებულია კონვენციის მე-8 მუხლით. ეს უფლება იცავს ადამიანს მის პირად ცხოვრებაში ჩარვის ნებისმიერი ფორმისაგან (იგულისხმება ადამიანის პირად ცხოვრბაში მასმედიის ჩარევაც).
წევრი სახელმწიფოების კანონმდებლობებმა შესაძლებელი უნდა გახადოს თანაბარი მნიშვნელობის მქონე ამ ორი ძირითადი უფლების გაწონასწორებული გამოყენება.
ევროპული კონვენცია საზღვრებს მიღმა ტელემაუწყებლობის შესახებ (ძალაში შევიდა 1993 წელს) განსაზღვრავს სამართლებრივ საფუძველს, რომლის მიზანია, უზრუნველყოს ტელემაუწყებლობის თავისუფლად მიღება დაგადაცემა სახელმწიფოთა საზღვრებს მიღმა რიგი საერთო პრინციპების (პროგრამების დაგეგმვა, პასუხის გაცემის უფლება, რეკლამა და დაფინანსება) საფუძველზე. გარდა ამისა, მასმედიასთან დაკავშირებული ზოგიერთი ინიციატივა მიზნად ისახავს იმ კითხვებზე პასუხების პოვნას, რომლებიც წამოიჭრება ინფორმაციისა და აზრის თავისუფლად გამოთქმის უფლებით სარგებლობისას. ხშირად აღნიშნული საქმიანობის შედეგად წევრ სახელმწიფოთა მთავრობებს ეძლევათ რეკომენდაციები და რეზოლუციები, რომლებიც სთავაზობს მათ გარკვეულ ღონისძიებებს მედიის რეგულირებისათვის. ამის პარალელური მუშაობის მიზანია, რომ მასმედიამ გააცნობიეროს საკუთარი როლი და საზოგადოებაზე თავისი ზემოქმედების უნარი და იკისროს მეტიპა სუხისმგებლობა. დემოკრატიული უსაფრთხო ების დამკვიდრების მიზნით ევროპის საბჭოს მიერ განხორციელებული ინიციატივების პრიორიტეტული მიმართულებაა მასმედიის ისეთი სისტემის დაარსება, რომელიც აკმაყოფილებს დემოკრატიული საზოგადოების ყველა მოთხოვნას. ეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ახლად გაწევრიანებულ და გაწევრიანების კანდიდატ სახელმწიფოებში. თანამშრომლობის პროგრამების მეშვეობით ევროპის საბჭო ეხმარება წევრ ქვეყნებს მასმედიის სისტემების დემოკრატიული რეფორმების გატარებაში. პარალელურად წარმოებული საინფორმაციო კამპანიების მიზანია, ყურადღება გამახვილდეს ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ჟურნალისტური თავისუფლებით სარგებლობა, მედიის მოღვაწეობა და რასიზმი, არჩევნების გაშუქება, ურთიერთობა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და სასამართლო ხელისუფლებას შორის, უმცირესობათა ჯგუფების მიმართ დამოკიდებულება.
![]() |
5.5 თანამშრომლობა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ცოდნის გავრცელება |
▲ზევით დაბრუნება |
ადამიანის უფლებების სფეროში სამომავლო პერსპექტივა ევროპის საბჭოს რიგ ამოცა ნებს უსახავს. ამ ამოცანების შესასრულებლად ახალ და ძველ წევრ ქვეყნებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პროფესიონალთა ჯგუფებთან ერთობლივი მუშაობის გზით საბჭომ დააარსა თანამშრომლობის რამდენიმე პროგრამა.
![]() |
5.6 ეროვნული კანონმდებლობა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სტანდარტები |
▲ზევით დაბრუნება |
შესაბამისობის შესწავლის ფარგლებში ხდება შეფასება იმისა, თუ რამდენად შეესაბამება წევრ ქვეყანაში არსებული პრაქტიკა და კანონმდებლობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებს და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ სხვა ევროპულ სტანდარტებს. ამის ძირითადი მიზანია, უპირველეს ყოვლისა, ეროვნულ ხელისუფლებათა მიერ კონვენციით გარანტირებული უფლებების პატივისცემის უზრუნველყოფა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ერთი ტიპის დარღვევების გამო ჭარბი რაოდენობით საჩივრების შეტანის თავიდან აცილება.
![]() |
5.7 მომზადება ადამიანის უფლებათა სფეროში |
▲ზევით დაბრუნება |
უკანასკნელ წლებში წამოწყებული იქნა ადამინის უფლებათა სფეროში მომზადების პროგრამები მოსამართლეებისათვის, ადვოკატებისა და პოლიციის თანამშრომელთათვის. ამ პროგრამების მიზანია წევრ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რატიფიცირების შემდეგ კონვენციის დებულებათა შესრულების უზრუნველყოფა.
![]() |
5.8 დაცვის ალტერნატიული მექანიზმები |
▲ზევით დაბრუნება |
ევროპის საბჭო მხარს უჭერს და ხელს უწყობს ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესებას ალტერნატიული (არა სასამართლოს მეშვეობით) პროცედურებისა და მექანიზმების მეშვეობით.
![]() |
5.9 ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ცოდნის დამკვიდრება |
▲ზევით დაბრუნება |
ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ცოდნის დასამკვიდრებლად ევროპის საბჭო უზრუნველყოფს დოკუმენტაციასა და ინფორმაციას, მათ შო რის, თვალსაჩინო და სასწავლო მასალას, აქტიურად უწყობს ხელს დიალოგის გამართვას და კამპანიებს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ ამა თუ იმ ასპექტზე საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად. დაწვრილებითი ინფორმაცია ადამიანის უფლებების სფერო ში ევროპის საბჭოს საქმიანობის შესახებ მოცემულია საბჭოს ინტერნეტ -გვერდზე.
პოლიცია და ადამიანის უფლებები
ევროპის საბჭო მუდამ განსაკუთრებულ ყურადღებას აპყრობდა იმ პირებს, ვისაც კანონის აღსრულება და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა აკისრია. ფართომასშტაბიანი პროგრამა „პოლიცია და ადამიანის უფლებები 1997-2000“ საფუძვლად დაედო ამჟამად მიმდინარე პროგრამას „პოლიცია და ადამიანის უფლებები 2000 წლის შემდგომ პერიოდ ში“.
პროგრამა კატალიზატორის ფუნქციას ასრულებს და მიზნად ისახავს პოლიციის თანამშრომლებს შორის ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემის დამკვიდრებას და პოლიციელთა მიერ ამ უფლებების დაცვის ხელშეწყობას.
პროგრამა ითვალისწინებს ხანგრძლივ თანამშრომლობას წევრ სახელმწიფოებთან, საჭი როებათა დადგე ნას, სამოქმედო გეგმების შემუშავებასა და განხორციელებას და პროექ ტის შედეგების შეფასებას.
![]() |
5.10 სიკვდილით დასჯა |
▲ზევით დაბრუნება |
ევროპის საბჭოს ერთ-ერთი ძირითადი მიზანია მის წევრ სახელმწიფოებში სიკვდილით დასჯის გაუქმება. ამ მიზნით საბჭომ წამოიწყო საინფორმაციო ხასიათის მრავალი ღონისძიება, რომელთა საბოლოო მიზანია:
წევრი სახელმწიფოების კანონმდებლობებში სიკვდილით დასჯის გაუქმება;
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 ოქმის (ეს ოქმი ეხება სიკვდი ლით დასჯის გაუქმებას) რატიფიცირება;
სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებით დამოკიდებულების შეცვლა;
სიკვდილით დასჯის ნაცვლად დასჯის ისეთი ფორმების დამკვიდრე ბა, რომლებიც პატივს სცემს ადამიანის უფლებებს.
2002 წელს წამოწყებული იქნა ერთ-ერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინიციატივა - მიღებული იქნა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-13 ოქმი, რომელიც ეხება სიკვდილით დასჯის გაუქმებას ყველანაირ ვითარებაში. ოქმის ხელმოწერა შეთავაზებული იქნა წევრი სახელმწიფოებისთვის. ეს იყო ევროპის საბჭოს მიერ ამ სფეროში განხორციელებული ყველა წინამორბედი წამოწყების ლოგიკური განვითარება.
ევროპის საბჭო ამ საკითხთან დაკავშირებით უამრავ მნიშვნელოვან დოკუმენტს აქ ვეყნებს. საბჭოს მეცადინეობით სიკვდილით დასჯამ სისხლის სამართლის სისტემის შესახებ საზოგადო ება ში მიმდინარე დებატებში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა.
![]() |
6 * * * |
▲ზევით დაბრუნება |
ევროპის საბჭომ, რომელიც ორმოცდაათი წლის წინ ჩამოაყალიბეს ევროპის სახელმწიფოებმა, რათა დასრულებულიყო ევროპის კონტინენტზე ძმათა სისხლისმღვრელი ომები, უმნიშვნელოვანესი საქმე შეასრულა. მაგრამ, სამწუხაროდ, მისი მისია დღესაც ისევე აქტუალურია. ევროკავშირთან და ეუთოსთან თანამშრომლობით ევროპის საბჭომ უნდა უზრუნველყოს დემოკრატიული და ეკონომი კური სტაბილურობა მთელს ევროპაში, რაც ესოდენ აუცილებელია ადამიანის უფლებათა დასაცავად და კანონის უზენაესობის დასამკვიდრებლად. ევროპის საბჭო უნდა გაუძღვეს ახალ სახელმწიფოებს დემოკრატიის დამყარების გზაზე და თვალყური ადევნოს წევრი სახელმწიფოების მიერ ორგანიზაციაში გაწევრიანებისას ნაკისრ ვალდე ბულებათა შესრულებას.
სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურთა სამიტზე, რომელიც 1997 წელს გაიმართა ქ.სტრასბურგში, განისაზღვრა პრიორიტეტული მიზნები 21-ე საუკუნის ევროპისათვის და ევროპის საბჭოს დაევალა,
„ააშენოს უფრო თავისუფალი, უფრო შემწყნარებელი და უფრო სამართლიანი ევროპული საზოგადოება, რომელიც და ეფუძნება ისეთ საერთო ღირებულებებს, როგორიც არის აზრის გამოთქმისა და ინფორმაციის თავისუფლება, კულტურული მრავალფეროვნება და ყველა ადამიანის თანასწორი ღირსება“.