![]() |
საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარებით განხორციელებული პროექტები და მათი ზეგავლენა გარემოზე. |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი ეკონომიკა |
საავტორო უფლებები: © ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" |
თარიღი: 2009 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: პრობლემათა ანალიზი კოალიცია „გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოსთვის“ თბილისი, 2009 მწვანე ალტერნატივა საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარებით განხორციელებული პროექტები და მათი ზეგავლენა გარემოზე, პრობლემათა ანალიზი ტექსტი: ირაკლი მაჭარაშვილი |
![]() |
1 * * * |
▲ზევით დაბრუნება |
პუბლიკაცია მომზად და პროექტის „2008 წლის აგვისტოს შემდგომი კრიზისის დასაძლევად საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარებით განხორციელებული პროექტების გარემოზე ზემოქმედების შემცირება“. პროექტი ხორციელდება ასოციაცია მწვანე ალტერნატივას მიერ, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით, კოალიცია „გამჭვირვალე დახმარება საქართველოსთვის“ ფარგლებში. პროექტის მიზანია უზრუნველყოს საქართველოს დასახმარებლად საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და დონორი მთავრობების მიერ გამოყოფილი თანხების საშუალებით განხორციელებული პროექტების გარემოზე ზემოქმედების შემცირება/შერბილება და გარემოს დაცვითი თვალსაზრისით მდგრადი ალტერნატივების შეთავაზება, აგრეთვე, აგვისტოს ომის შედეგად გარემოზე მიყენებული ზარალის კომპენსაციის ხელშეწყობა.
წინამდებარე პუბლიკაციის მიზანია გამოყოს საერთაშორისო დახმარებით დაფინანსებული პროექტების პოტენციური გარემოს დაცვითი საფრთხეები, საქართველოს კანონმდებლობის სუსტი მხარეები მსგავს საფრთხეებთან მიმართებაში და გამოავლინოს უარყოფითი ზემოქმედების შემცირების გზები.
![]() |
2 ანოტაცია |
▲ზევით დაბრუნება |
2008 წლის აგვისტოს რუსეთის სამხედრო აგრესიამ საქართველოს ბუნებრივ გარემოზეც იქონია უარყოფითი ზეგავლენა - როგორც პირდაპირი (უშუალოდ საომარი მოქმედებებით მიყენებული ზიანი), ისე ირიბი (გარდაუვალი საჭიროებების გამო ბუნებრივი რესურსების მოპოვება). საქართველოს მთავრობის, მსოფლიო ბანკისა და გაერო-ს მიერ შემუშავდა „საჭიროებათა ერთობლივი შეფასების დოკუმენტი“, რომლითაც განისაზღვრა, კონფლიქტის შემდგომი ფინანსური დახმარების პრიორიტეტები. ამ დოკუმენტზე დაყრდნობით, 2008 წლის 22 ოქტომბერს ბრიუსელში გამართულ დონორთა კონფერენციაზე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა და დონორმა ქვეყნებმა 4.55 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის დახმარება აღუთქვეს საქართველოს.
საერთაშორისო დახმარებში მნიშნელოვანი წილი უკავია საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა/რეაბილიტაციისა და ენერგეტიკის სფეროსთან დაკავშირებულ პროექტებს. ასეთი ტიპისა და მასშტაბის პროექტებს, მითუმეტეს, მაშინ როდესაც ისინი დაკავშირებული არიან მცირე მონაკვეთში დიდი ოდენობით ბუნებრივი რესურსების მოპოვებასთან, შეუძლიათ სერიოზული ზეგავლენა მოახდინონ ბუნებრივ და კულტურულ გარემოზე. ეს ზეგავლენა დაკავშირებულია როგორც პროექტების განხორციელების პროცესთან, ისე შემდგომ ფუნქციონირებასთან. არსებობს საშიშროება, რომ ქვეყნის დახმარებისათვის გამოყოფილი თანხებით ინიცირებულმა პროექტებმა გამოიწვიონ ბუნებრივ რესურსებზე დამოკიდებული ადგილობრივი მოსახლეობის კიდევ უფრო გაღარიბება, საცხოვრებელი გარემოს გაუარესება და იძულებითი გადაადგილება (ეკო მიგრაცია). ასეთი პროექტების განხორციელებისას, გარემოს დაცვითი ხასიათის საფრთხეებთან ერთად (და მათთან მჭიდრო კავშირში), არსებობს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დარღვევის საფრთხეც. ამ რისკებს საფუძველს ქმნის, ერთის მხრივ, გარემოს დაცვითი კანონმდებლობისა და ინსტიტუციების სისუსტე და მეორეს მხრივ, საქართველოში ფართო მასშტაბიანი პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული გამოცდილება.
მწვანე ალტერნატივა, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „2008 წლის აგვისტოს შემდგომი კრიზისის დასაძლევად საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარებით განხორციელებული პროექტების გარემოზე ზემოქმედების შემცირება“. პროექტის მიზანია უზრუნველყოს საქართველოს დასახმარებლად საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების და დონორი მთავრობების მიერ გამოყოფილი თანხების საშუალებით განხორციელებული პროექტების გარემოზე ზემოქმედების შემცირება/შერბილება და გარემოს დაცვითი თვალსაზრისით მდგრადი ალტერნატივების შეთავაზება; აგრეთვე, აგვისტოს ომის შედეგად გარემოზე მიყენებული ზარალის კომპენსაციის ხელშეწყობა. მწვანე ალტერნატივამ გამოყო ბრიუსელის კონფერენციის შედეგების მიხედვით დაფინანსებული რამდენიმე პროექტი, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს მნიშვნელოვანი ნეგატიური ზემოქმედება გარემოსა და მოსახლეობაზე (გარემოს დეგრადაცია, ბიომრავალფეროვნების დაკარგვა, რესურსების ამოწურვა, მოსახლეობის შესაძლო გადასახლება, არასათანადო კომპენსაცია და სხვ.); გარდა ამისა, ყურადღება დაეთმობა ომის შედეგად ბუნებრივ გარემოზე მიყენებულ ზიანს და მის საკომპენსაციო ღონისძიებებს.
2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად ბუნებაზე მიყენებული ზიანის კომპენსაციისა და საერთაშორისო დახმარებებით დაფინანსებული პროექტების გარემოზე ზეგავლენის ზოგადი შეფასების საფუძველზე შესაძლებელია განვაცხადოთ, რომ საქართველოს ომის შემდგომი რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება ჯერჯერობით არ ხმარდება დაზიანებული ეკოსისტემების რეაბილიტაციას. უფრო მეტიც, ამ დახმარების ფარგლებში დაფინანსებული პროექტების გარემოზე ზემოქმედების მასშტაბი ძალზე დიდია და შეიძლება შეუქცევადი ზიანი მიაყენოს ქვეყნის ბუნებრივ გარემოს და კულტურულ მემკვიდრეობას, უარყოფითად აისახოს პროექტებისზე გავლენის ქვეშ მოქცეული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ამ ზეგავლენის დამაბალანსებელი პროექტები კი არ არის გათვალისწინებული დონორთა დახმარებებში. საქართველოს კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს გარემოს დაცვითი და სოციალური საფრთხეების შემცირებას/თავიდან აცილებას. სახელმწიფო ინსტიტუციები ან არ არი ან მზად, ან არ გააჩნიათ ნება, რომ გაითვალისწინონ გარემოს დაცვითი და სოციალური საფრთხეები, რომელიც ახლავს მსხვილი ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. ძალზე დაბალია გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის ხარისხი, რასაც განაპირობებს საზოგადოების ინფორმირებისა და მონაწილეობის კანონმდებლობით დადგენილი მექანიზმების არარსებობა, საზოგადოების გარემოს დაცვითი ცნობიერების დაბალი დონე, გარემოს დაცვითი უფლება დამცველი, ე.წ. „ვოჩდოგი“ ორგანიზაციების ნაკლებობა.
ამ ტენდენციების შესამცირებლად დაარსებული პრობლემების მოსაგვარებლად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია:
გარემოს დაცვითი ინსტრუმენტების გაძლიერებისა და საზოგადოების ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით, განხორციელდეს ნორმატიული ბაზის რეფორმა; დაიხვეწოს ლიცენზიებითა და ნებართვებით განსაზღვრული გარემოს დაცვითი ვალდებულებები და გამკაცრდეს მათ შესრულებაზე კონტროლი;
დონორებმა ყურადღება უნდა მიმართონ სახელმწიფო ინსტიტუციების შესაძლებლობათა გაძლიერებისაკენ, ბუნებრივი რესურსების ინვენტარიზაციის, გარემოს ხარისხის მონიტორინგისა და გარემოს დაცვითი კონტროლის, ასევე ბუნებრივი სტიქიური მოვლენების პრევენციისა და მათთან ბრძოლის კუთხით; ყურადღება უნდა მიექცეს JNA-ში და OSCE-UNEP-ის დასკვნაში მოცემულ რეკომენდაციებს ომის შედეგად დაზიანებული ეკო სისტემების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით;
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა და საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ ქვეყნის ენერგეტიკის სექტორის განვითარების ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების სტრატეგიული შეფასების, ასევე ინერტული მასალების მოპოვების გარემოზე ზემოქმედების სტრატეგიული შეფასების ჩატარება;
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა და დონორებმა, დახმარების ფარგლებში განხორციელებული პროექტების შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანის დასაბალანსებლად, უნდა დაიწყონ გარემოს დაცვითი (კონსერვაციული) პროექტების განხორციელება, ასევე მდინარეების ნაპირსამაგრი სამუშაოების და ფინანსება;
აუცილებელია, რომ საქართველოსთვის გამოყოფილმა დახმარებამ არა მხოლოდ ომისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას, არამედ უფრო გრძელვადიან მიზნებს - ქვეყნის დემოკრატიული განვითარებასა და მის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას შეუწყოს ხელი. ამის მისაღწევად დონორებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას. ინტერესთა კონფლიქტის პრევენციისა და ე.წ. „გონგოების“ (მთავრობის მართული არასამთავრობო ორგანიზაციები) წახალისებისგან თავის არიდების მიზნით, არ შეიძლება რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა, დონორმა ქვეყნებმა და ორგანიზაციებმა დაუშვან, ერთი და იგივე წყაროდან როგორც პროექტის, ისე მისი „დამოუკიდებელი“ მონიტორინგის დაფინანსება.
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა და დონორმა ქვეყნებმა ყურადღება უნდა მიაქციონ იმ ფაქტს, რომ ბრიუსელის დონორთა კონფერენციის შედეგად საერთოდ არ ფინანსდება, ან ნაკლებად ფინანსდება, გარემოს დაცვითი და სოციალური თვალსაზრისით ისეთი მისაღები პროექტები, როგორიცაა სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, მცირე ჰესების განვითარება და სხვა.
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა და დონორმა ქვეყნებმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ საქართველოს მთავრობის მიერ მოთხოვნილი პროექტების საჭიროების დასაბუთებას; ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, თუ რა დადებით ზეგავლენას იქონიებს ეს პროექტები ქვეყნის ეკონომიკაზე, რამდენად იქნება შესაძლებელი განხორციელებული პროექტების მეშვეობით მათზე დახარჯული კრედიტების გასტუმრება და რამდენად გავრცელდება პროექტების დადებითი ეფექტი უშუალოდ პროექტების ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ადგილობრივი მოსახლეობის ყოფაზე. არსებული საჭიროებებისა და შესაბამისი ხარჯვითი პრიორიტეტების განსაზღვრაში აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული დაზარალებული თემები, ადგილობრივი მთავრობა, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები და პროფესიული ჯგუფები.
![]() |
3 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
2004 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ანგარიში „უფრო უსაფრთხო მსოფლიო: ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა1“. მასში გაანალიზებულია კაცობრიობის წინაშე არსებული ყველა გლობალური საფრთხე, რომელიც ემუქრება საერთაშორისო უსაფრთხოებასა და მშვიდობას და რომლის აღმოფხვრაზეც მსოფლიო თანასაზოგადოებამ უნდა იმუშაოს მომავალი ათწლეულების განმავლობაში. ამ დოკუმენტის თანახმად, ერთ-ერთ ძირითად გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს გარემოს დეგრადაცია და ის უფრო აქტუალურად არის მიჩნეული, ვიდრე მასობრივი განადგურების იარაღი, ტერორიზმი და საერთაშორისო მაფია2. უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში 2 მილიარდი ადამიანი მოექცა ბუნებრივი კატასტროფების ზეგავლენის ქვეშ, ხოლო მათთან დაკავშირებულმა ეკონომიკურმა ზარალმა გადააჭარბა წინა ოთხი ათწლეულის ანალოგიურ მაჩვენებელს.
გაერო-ს ზემოხსენებულ დოკუმენტში აღწერილია ის გლობალური ტენდენციები, რომლებიც განაპირობებენ გარემოს შეუქცევად დეგრადაციას, ასევე მოცემულია ზოგადი რეკომენდაციები ამ ტენდენციების შესაჩერებლად. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ეკოლოგიური პრობლემების გათვალისწინება ძალზე იშვიათად ხდება უსაფრთხოებისა და განვითარების სტრატეგიების შემუშავებისა და ჰუმანიტარული დახმარების სტრატეგიების განსაზღვრისას. გამოთქმულია შეშფოთება, რომ სიღარიბე, ინფექციური დაავადებები და ეკოლოგიური დეგრადაცია განიხილება, როგორც ცალკე აღებული პრობლემები, ხოლო დონორებს შორის კოორდინაცია სუსტია. გაერო მოუწოდებს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს, მეტი ყურადღება მიაქციონ კატასტროფებთან ბრძოლას და დახმარება აღმოუჩინონ კატასტროფებისადმი მოწყვლად სახელმწიფოებს. მკვლევართა თვალსაზრისით, სტიქიური მოვლენებისგან ვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ადამიანის არასწორი საქმიანობაა - მიწების უსისტემო ათვისება სათანადო შეფასების გარეშე, ახალი სატრანსპორტო ობიექტების მშენებლობა-რეკონსტრუქცია, სამთო-მოპოვებითი მრეწველობა, ტყის მასივების უკონტროლო ჭრა, მდინარის ნაპირების ე.წ „დაჩქარებული ანთროპოგენული ეროზია“ და სხვ. ადამიანის არასწორი საქმიანობით გამოწვეულიბუნებრივი კატასტროფების პროვოცირება იმდენად მაღალია, რომ ამჟამად თითქმის შეუძლებელია ბუნებრივი და ანთროპოგენული ფაქტორებით გამოწვეული პროცესების გამიჯვნა.
გარემოს დაცვით პრობლემატიკას ძალზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება თანამედროვე მსოფლიოში და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიც საგანგებო ყურადღებას უთმობენ გარემოს დაცვას. თითოეულს გააჩნია საკუთარი რეგულაციები, საგანგებო მოთხოვნები, რათა მათი სახსრებით დაფინანსებული პროექტები პასუხობდნენ მაღალ გარემოსდაცვით სტანდარტებს.
_________________
1 A more secure world: Our shared responsibility. Report of the High-level Panel on Threats, Challenges and Change UN, 2004
2 გარემოს დეგრადაცია განიმარტება, როგორც ადამიანის საქმიანობის შედეგად ბიოსფეროსთვის მიყენებული ზიანი, რომელსაც ადგილი აქვს, როდესაც ადამიანი უფრო სწრაფად ითვისებს ბუნებრივ რესურსებს, ვიდრე შესაძლებელია მათი თვით განახლება; როცა დაბინძურება შეუქცევად, გამოუსწორებელ ზიანს აყენებს გარემოს; ან როცა ადამიანები ეკონომიკური განვითარების პროცესში აზიანებენ და ანადგურებენ ბუნებრივ ეკო სისტემებს.
![]() |
4 1. 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიის ზეგავლენა ბუნებრივ გარემოზე |
▲ზევით დაბრუნება |
2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინაააღმდეგ განხორციელებული რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაიღუპა ასეულობით საქართველოს მოქალაქე, დაინგრა ათეულობით დასახლება, ათიათასობით ადამიანმა იძულებით დატოვა მშობლიური ადგილები. ომის შემდგომ პერიოდში ქვეყანაში წარმოქმნილ სოციალ-ეკონომიკურ პრობლემებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მსოფლიოს ფინანსურ-ეკონომიკურმა კრიზისმაც.
ომმა საქართველოს ბუნებრივ გარემოზეც იქონია უარყოფითი ზეგავლენა - როგორც პირდაპირი, ისე ირიბი. პირდაპირ ზეგავლენაში იგულისხმება უშუალოდ საომარი მოქმედებებით ბუნებრივ გარემოზე მიყენებული ზიანი; შეიძლება გამოიყოს სხვადასხვა ეპიზოდი: სამხედრო ოპერაციების დროს ცხინვალის და გორის რაიონებში გარემოზე მიყენებული ზიანი; ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ბორჯომისა და ატენის ხეობების ტყეებში გაჩენილი ძლიერი ხანძარი, ასევე მცირემასშტაბის რამდენიმე ხანძარი სურამის, ხარაგაულის, კოჯრის, ხაიშის ტყის მასივებში. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, განადგურდა 1100 ჰექტარი ტყის მასივი; ფოთის აკვატორიაში გემების აფეთქების შედეგად გარემოს დაბინძურება (ნავთობ პროდუქტებით დაბინძურება - ზღვაში დაიღვარა 50-ტონამდე ნავთობ პროდუქტი და ხმაურით დაბინძურება); გორის რაიონის სოფელ სკრაში ნავთობ პროდუქტების სარკინიგზო შემადგენლობის აფეთქების შედეგად გამოწვეული ჰაერისა და ნიადაგის დაბინძურება (ნიადაგში 720 ტონა ნედლი ნავთობი ჩაიღვარა) და ა.შ.
ირიბ ზეგავლენაში იგულისხმება, ომით გამოწვეული გარდაუვალი საჭიროებების გამო, ბუნებრივი რესურსების სწრაფი ათვისება - მაგალითად, იძულებით გადაადგილებულთა სახლების ასაშენებლად დრო ის მოკლე მონაკვეთში საჭირო გახდა დიდი რაოდენობით ხე-ტყისა და ინერტული მასალების მოპოვება.
საქართველოს მთავრობის, მსოფლიო ბანკისა და გაერო-ს მიერ (ADB, EBRD, EIB, IFC, EC მონაწილეობით) მიერ შემუშავდა „საჭიროებათა ერთობლივი შეფასების დოკუმენტი“ (შემდგომში - JNA)1, რომლითაც განისაზღვრა, საქართველოს ფინანსური დახმარების პრიორიტეტები. დოკუმენტში მიმოხილულია აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად ქვეყნისათვის მიყენებული ზარალის რეაბილიტაციის სამწლიანი გეგმა. დაახლოებით ორ კვირაში მომზადებული დოკუმენტის შემუშავების პროცესში მონაწილეობის საშუალება არ მიეცა სამოქალაქო საზოგადოებას - არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუციებს და სხვა დაინტერესებულ პირებს. ცხადია, რომ არ მოხდა ყველა იმ საშიშროებების, მათ შორის, გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინება, რომელიც შეიძლება თან ახლდეს დოკუმენტით გათვალისწინებული მასშტაბური პროექტების დროის მოკლე მონაკვეთში განხორციელებას.
აღნიშნული დოკუმენტი წარდგენილი იყო 2008 წლის 22 ოქტომბერს ბრიუსელში გამართულ დონორთა კონფერენციაზე, სადაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა და დონორმა ქვეყნებმა 4.55 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფა აღუთქვეს საქართველოს მთავრობას.
საქართველოს საერთაშორისო დახმარებით დასაფინანსებელ პროექტებში მნიშნელოვანი წილი (ნახევარზე მეტი) უკავია საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა/რეაბილიტაციისა და ენერგეტიკის სფეროსთან დაკავშირებულ პროექტებს. მათი ნაწილის განხორციელება დაწყებულია, ნაწილისათვის მიმდინარეობს წინასწარი და მოსამზადებელი სამუშაოები. მსგავსი ტიპის პროექტებს შეუძლიათ სერიოზული ზეგავლენა მოახდინონ ბუნებრივ და კულტურულ გარემოზე. ეს ზეგავლენა დაკავშირებულია როგორც ამ პროექტების განხორციელებასთან (მშენებლობის პროცესთან), ისე შემდგომ ფუნქციონირებასთან. გასათვალისწინებელია, გარემოზე ზემოქმედების ის მასშტაბიც, რაც მოჰყვება ამ პროექტებისათვის საჭირო ბუნებრივი რესურსების მოპოვებასაც. მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ბუნებრივი რესურსების იმ მოცულობითა და სიჩქარით ათვისება, რომ შეუძლებელი გახდეს მათი თვითგანახლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია ქვეყნის დახმარებისათვის გამოყოფილი თანხებით ინიცირებულმა პროექტებმა გამოიწვიოს ბუნებრივ რესურსებზე დამოკიდებული ადგილობრივი მოსახლეობის კიდევ უფრო გაღარიბება, საცხოვრებელი გარემოს გაუარესება და ამის გამო, იძულებითი გადაადგილება (ეკო მიგრაცია). გარდა ამისა, ასეთი ფართო მასშტაბიანი პროექტების განხორციელებისას, გარემოს დაცვითი ხასიათის საფრთხეებთან ერთად (და მათთან მჭიდრო კავშირში), არსებობს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დარღვევის საფრთხეც. ამ რისკებს საფუძველს უქმნის, ერთის მხრივ, საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობისა და ინსტიტუციების სისუსტე (იხ. ქვემოთ) და მეორეს მხრივ, საქართველოში ფართო მასშტაბიანი პროექტების განხორციელების გამოცდილება.
მწვანე ალტერნატივამ გამოყო ბრიუსელის კონფერენციის შედეგების მიხედვით დაფინანსებული რამდენიმე პროექტი, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს მნიშვნელოვანი ნეგატიური ზემოქმედება გარემოსა და მოსახლეობაზე (გარემოს დეგრადაცია, ბიომრავალფეროვნების დაკარგვა, რესურსების ამოწურვა, მოსახლეობის შესაძლო გადასახლება, არასათანადო კომპენსაცია და სხვ.); ეს პროექტებია2:
შავი ზღვის რეგიონული ელექტრო გადაცემის პროექტი;
ხუდონის ჰიდროელექტრო სადგურის პროექტი;
აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის პროექტი (თბილისი-სენაკი-ლესელიძე ავტომაგისტრალი);
სამცხე-ჯავახეთის ავტომაგისტრალის მშენებლობა;
ვაზიანი-გომბორი-თელავის ავტომაგისტრალის პროექტი;
აჭარის შემოვლითი ავტომაგისტრალის მშენებლობა;
აჭარის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი;
ონის ჰიდროელექტრო სადგურების კასკადის პროექტი;
რუსთავის მუნიციპალური ნაგავსაყრელის პროექტი.
ამ ეტაპზე შეიძლება დავასახელოთ კიდევ ორი პოტენციური პროექტი: თბილისის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი და თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი. ამ პროექტების დაფინანსების წყარო ჯერჯერობით არ არის ნათელი, თუმცა სავარაუდოა, რომ საქართველოს მთავრობა შეეცდება მათ განხორციელებას საქართველოსთვის კრიზისის დასაძლევად გამოყოფილი დახმარების ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსებით, ვინაიდან ორივე პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტები მომზადებულია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მოთხოვნების შესაბამისად.
გარდა ამისა, აუცილებლად მიგვაჩნია, ყურადღება მივაქციოთ ომის შედეგად ბუნებრივ გარემოზე, განსაკუთრებით ტყეებზე მიყენებულ ზიანს და მის საკომპენსაციო ღონისძიებებს.
__________________
1 Joint Needs Assessment Findings Prepared for the Donors' Conference of October 22, 2008 in Brussels, The United Nations - The World Bank.
2 პროექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ სპეციალურ დაიჯესტში (№1) ვებ გვერდზე: http://www.greenalt.org/
![]() |
5 2. ბუნებრივ გარემოზე მიყენებული ზიანის კომპენსაცია |
▲ზევით დაბრუნება |
2008 წლის რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს, ადამიანთა მსხვერპლისა და ტერიტორიების დაკარგვასთან ერთად, ქართულ საზოგადოებაში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი იყო ხანძრის შედეგად ტყის მასივების განადგურება. ბორჯომისა და ატენის ხეობების ტყეებში გაჩენილი ხანძრის თემა ხშირად შუქდებოდა მასმედიაში. საზოგადოებას შეექმნა გარკვეულ წილად გადაჭარბებული მოლოდინი, რომ დამწვარი ტყის ნაცვლად, დაუყოვნებლივ უნდა დაწყებულიყო ტყის აღდგენა-გაშენება. ასევე გაჩნდა მოლოდინი, რომ საქართველოს მთავრობა საერთაშორისო სამართლის მექანიზმების გამოყენებით, აგრესორისგან მოითხოვდა გარემოზე მიყენებული ზიანის კომპენსაციას და სერიოზული სანქციების დაწესებას საერთაშორისო კონვენციებისა და შეთანხმებების მეშვეობით. ასეთი მოლოდინის შექმნას ხელი შეუწყო მასმედიის საშუალებით მთავრობის წარმომადგენელთა მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა, საქართველოს ბანკის ე.წ. „მწვანე ანაბართან“ დაკავშირებულმა პიარ-კამპანიამ და ა.შ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2008 წლის 29 აგვისტოს №252 ბრძანებით, შეიქმნა საქართველოში საომარი მოქმედებების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის შემფასებელი კომისია. კომისიის შემადგენლობაში, რომელსაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ირაკლი ღვალაძე ხელმძღვანელობდა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების გარდა, შევიდნენ ზოგიერთი სხვა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები, ასევე გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლები1. ამავე ბრძანებით, კომისიას დაევალა უზრუნველეყო: (1) შესაბამისი დარგის საერთაშორისო ექსპერტების მოწვევა კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად; (2) ერთი თვის ვადაში საქართველოში საომარი მოქმედებების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის შეფასება და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა.
2008 წლის ნოემბრის დასაწყისში კომისიის ზოგიერთმა წევრმა სამინისტროს წარუდგინა კვლევის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს გარემოზე რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 1 მილიარდ 214 მილიონი ლარი. ამ კვლევის შედეგი არ გაფორმებულა, როგორც კომისიის საერთო დასკვნა. აღნიშნული დასკვნის პრეზენტაცია მოხდა კომისიის საერთო სხდომაზე 2008 წლის 13 ნოემბერს (სხდომას უკვე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ახალი მინისტრი გოგა ხაჩიძე ხელმძღვანელობდა) და ეს იყო კომისიის ერთადერთი სხდომა, რომლის ოქმიც შედგა. კომისიის საბოლოო რეკომენდაციები სხდომის ოქმის დასკვნით ნაწილში აისახა: ეკოლოგიური აგრესიის ობიექტების კონსერვაცია 2009 წლის გაზაფხულამდე, ან თროპოგებული ზემოქმედებისაგან დაცვის მიზნით მათი იზოლაცია (განსაკუთრებით, დამწვარი ტყეების დაცვა ძოვებისაგან); დარჩენილი საკითხების ანალიზი და ღონისძიებების შემუშავება 2009 წლის გაზაფხულამდე პერიოდში; უახლოეს პერიოდში უცხოელი ექსპერტების მოწვევა ზიანის შეფასებისა და ეკოლოგიური წინასწორობის აღდგენის სამუშაოების თანამედროვე და სწორი ტექნოლოგიებით განსახორციელებლად. ბოლომდე გაუგებარი დარჩა, იყო თუ არა საქართველოს ბუნებრივ გარემოზე რუსეთის მიერ მიყენებული ზიანის დაანგარიშების მიზანი აგრესორისათვის, საერთაშორისო სასამართლოს გზით, ზიანის ანაზღაურებას მოთხოვნა.სავარაუდოდ, ამისთვის საჭირო მასალის შეგროვება საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მოახერხა. ყოველ შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტროში ეკოციდის2 თემაზე რაიმე სარჩელი არ მომზადებულა.
JNA-ში აღინიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საქართველოს ინფრასტრუქტურაზე და გარემოზე მიყენებული ზიანი იყო საგრძნობი, მაგრამ არა დიდი. დოკუმენტში გაკეთებულია შეფასება, რომლის თანახმადაც გარემოსთან დაკავშირებული გადაუდებელი ღონისძიებებისათვის საჭიროა 2 მილიონი აშშ დოლარი (დამწვარი ხეების გამოტანა, ნავთობის დაღვრის ადგილების გაწმენდა), ხოლო გარემოს რეაბილიტაციისათვის, ხეების დარგვისთვის, ხანძრის შედეგად ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებებისა და დაცული ტერიტორიების დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისათვის, ასევე დამწვარი ტყეების მიმდებარე სოფლებში მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებისათვის - 5 მილიონი დოლარი. ეს საკმაოდ მოკრძალებული მოთხოვნებიც კი, ჯერჯერობით არ ასახულა დონორთა დახმარებებში, რაც ასევე საქართველოს მთავრობის პასიურობას უნდა მივაწეროთ. JNA-ში პრაქტიკულად არ არის განხილული ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანის დამაბალანსებელი პროექტები. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, აგვისტოს ომის გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკითხების შესწავლის მიზნით, თხოვნით მიმართა ENVSEC1-ს. 2008 წლის 29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით ENVSEC-ის ხელშეწყობით საქართველოში იმყოფებოდა OSCE/UNEP-ის ერთობლივი მისია. მისიამ გაიზიარა JNA-ში მოცემული დასკვნები და მოამზადა დოკუმენტი, სადაც კიდევ უფრო დაწვრილებით განიხილა ომის შედეგად წარმოქმნილი გარემოს დაცვითი პრობლემები. ამ დოკუმეტში მოცემულია რეკომენდაციები, რომელთაგან ყველაზე ვრცელი ადგილი უკავია ტყის ხანძრების თემას. რეკომენდაციები მოიცავენ ისეთ ასპექტებს, როგორიცაა ხანძრის შედეგად დაზიანებული ხეების უსაფრთხო გამოტანა, ტყის მერქნიანი სახეობების მავნებლების გავრცელებისა და შემგომი ტყის ხანძრების, ასევე მეწყერის წარმოშობის პრევენციის ღონისძიებები, ტყის ხანძრებთან და სხვა სტიქიურ მოვლენებთან ბრძოლისათვის შესაძლებლობათა გაძლიერების ქმედებები და სხვ.
ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 4,55 მილიარდიანი დახმარებიდან გარემოს დაცვისათვის განკუთვნილია 5 მილიონი ევრო, რომელსაც გამოყოფს გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკი (KFW). ამ თანხიდან 1 მილიონი ევრო მიმდინარე საქმიანობის განსახორციელებლად უნდა მიიღოს „გაერთიანებულმა ტრანსასაზღვრო სეკრეტარიატმა (TJS)3“, ხოლო 4 მილიონი დაიხარჯება ხევში (ყაზბეგში) ბიოსფერული რეზერვატის შექმნაზე.
ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის ხელშეწყობა და ყაზბეგის ბიოსფერული რეზერვატის შექმნა ძალზე საჭირო და მნიშვნელოვანია გარემოს დაცვითი თვალსაზრისით, თუმცა ძნელია დაუკავშირო 2008 წლის რუსეთის აგრესიის შედეგად საქართველოს გარემოზე მიყენებული ზარალის ანაზღაურებას.
„გაერთიანებული ტრანსასაზღვრო სეკრეტარიატი“ შექმნილია გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში (აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში) ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების ხელშეწყობისათვის. 2007 წლის ბოლოს საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის ექსპერტებმა და გარემოს დაცვის სამინისტროების წარმომადგენლებმა იმოგზაურეს გერმანიაში და მოინახულეს ბიოსფერული რეზერვატები4. ვიზიტის დროს შედგა დისკუსია KFW-სა და სამინისტროებს შორის, სამხრეთ კავკასიაში ბიოსფერული რეზერვატების შექმნის შესაძლებლობის შესახებ. შედეგად, KFW დათანხმდა დაეფინანსებინა თითო ბიოსფერული რეზერვატის შექმნა სამივე ქვეყანაში: სომხეთში - შიგახოხის სახელმწიფო ნაკრძალის, აზერბაიჯანში - ზაქათალის სახელმწიფო ნაკრძალის, ხოლო საქართველოში - ყაზბეგის ეროვნული პარკის არეალებში. ხელშეკრულება ამის შესახებ 2008 წლის პირველ ნახევარში გაფორმდა4 - ანუ აგვისტოს ომამდე და ბრიუსელის კონფერენციამდე ბევრად ადრე. გრანტის ხარჯვა განხორციელდება დონორის ჩვეულებრივი პროცედურებით. თანხა არ შევა სახელმწიფო ხაზინაში. უახლოეს პერიოდში დონორი დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად გამოაცხადებს ტენდერს ბიოსფერული რეზერვატრის შექმნის შესაძლებლობების წინასწარი შესწავლისათვის.
OSCE/UNEP-ის ერთობლივი მისიის მიერ გაკეთებული შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ მოამზადა პროექტის იდეა 2008 წლის აგვისტოში განვითარებული ტყის ხანძრების შედეგად დაზიანებული ტყის ეკოსისტემების აღდგენასთან და კავშირებით.
2009 წლის ივნისის ბოლოს პროექტის იდეა მოწონებული იქნა ENVSES-ის მიერ, ხოლო ფინეთის მთავრობამ გამოთქვა პროექტის დაფინანსების მზადყოფნა ENVSEC-ის ინიციატივის ფარგლებში (სავარაუდოდ, 2 მილიონი ევროს გამოყოფას). ENVCEC-მა სრული პროექტის მომზადების თაობაზე თხოვნით მიმართა UNDP-ის საქართველოს ოფისს, რომელიც მოიაზრება პროექტის განმახორციელებელ სააგენტოდ. ამ უკანასკნელმა გამოაცხადა ტენდერი პროექტის მოსამზადებლად საერთაშორისო კონსულტანტის შერჩევისათვის.
შესაჯამებლად, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი აზრით, საქართველოს მთავრობამ არასათანადოდ შეისწავლა რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანი და საერთაშორისო დონორებს დამაჯერებლად ვერ (ან არ) წარუდგინა საკუთარი საჭიროებები. შესაბამისად, ჯერჯერობით მხოლოდ მცირედია ამ კუთხით გაკეთებული. შეიძლება გავითვალისწინოთ, რომ იმპერიოდში ქვეყანა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე იდგა - საოკუპაციო ჯარის აგრესიული ქმედებები, ომის შედეგად დაჭრილ-დასახიჩრებულ ადამიანებზე ზრუნვა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიება, დევნილების დაბინავება და მათი საყოფაცხოვრებო პრობლემები და სხვა. მაგრამ, სამწუხაროდ ძნელია ეს ფაქტორები გამოდგეს გამამართლებელ არგუმენტებად, ვინაიდან იმავე პერიოდში მთავრობა გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ თავის ისედაც მწირ რესურსებს სრულიად სხვა საჭიროებებისაკენ მიმართავდა. ხე-ტყის დამზადების 20-წლიანი ლიცენზიების გაცემის მიზნით, 2008 წლის 4 და 5 სექტემბერს გამოცხადდა და 7 და 8 ოქტომბერს შედგა ყველაზე მასშტაბური აუქციონი6. ანუ ფაქტიურად, აუქციონი შედგა იმ პირობებში, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ჯარები მთელ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, ბორჯომისა და ატენის ხეობაში ტყის ხანძარი არ იყო საბოლოოდ ლიკვიდირებული, ხოლო სამთავრობო კომისია იწყებდა მუშაობას გარემოზე მიყენებულ ზიანსა და სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმვაზე. ნაცვლად იმისა, რომ სატყეო დეპარტამენტი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ამ საკითხებით ყოფილიყვნენ დაკავებული, მზადდებოდა აუქციონზე გასატანი ლოტები ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის გადასაცემად. გასაკვირი არაა, რომ ამ პირობებში გამოცხადებული აუქციონის შედეგად ლიცენზიები მიიღეს საქართველოს მთავრობის ყოფილი წევრების საწარმოებმა7.
-----------------------
1 ომის შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანის დადგენისა და საპასუხო ღონისძიებების შემუშავებასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობა უფრო დაწვრილებით იქნება მიმოხილული ჩვენს მომდევნო კვლევაში.
2 ტერმინი „ეკოციდი“ აღნიშნავს ეკო სისტემების მიზანმიმართულდა მასობრივ განადგურებას და ძირითადად გამოიყენება მილიტარისტული ქმედებების აღსანიშნავად. მისი წარმოშობა დაკავშირებულია აშშ-ს სამხედრო ქმედებებთან ვიეტნამში, როდესაც ავიაციის მიერ 77 მილიონი ლიტრი დეფოლი ან ტების დაღვრისა და ცეცხლგამჩენი ნაპალმის გამოყენების შედეგად განადგურებული იქნა სამხრეთ ვიეტნამის ტერიტორიის 20%.
3 ENVSEC - Environment Security Initiative - UNDP, UNEP, OSCE, NATO, UNECE და REC-ის ერთობლივი ინიციატივა, რომელიც დაარსდა 2003 წელს და რომელიც მუშაობს გარემოს დაცვით და უსაფრთხოების საკითხებზე. იხ. www.en vsec.org
4 „გაერთიანებული ტრანსასაზღვრო სეკრეტარიატი“ (The Tran sbo un dary Jo int Sec re ta ri at -TJS) შექმნილია გერმანიის მთავრობის კავკასიის ინიციატივის ფარგლებში და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების - საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის თანამშრომლობას ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის საკითხებში.
5 ბიოსფერული რეზერვატი არის საერთაშორისო მნიშვნელობის დაცული ტერიტორია, რომლის აღიარებაც ხდება UNESCO-ს მიერ.
6 წყარო: TJS veb gver di: http://jo in tsec re ta ri at.org/.
7 აღნიშნული აუქციონის მომზადებასა და ჩატარებას ახლა კანონის მრავალი დარღვევა. თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება მწვანე ალტერნატივამ სარჩელი, ამ აუქციონის შედეგების გაუქმების მოთხოვნით.
![]() |
6 3. 2008 წლის აგვისტოს ომის ირიბი ზეგავლენა გარემოზე |
▲ზევით დაბრუნება |
2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების შეკეთებისა და მშენებლობისათვის საჭირო გახდა ხე-ტყისა და ინერტული მასალების მოპოვება. ხე-ტყის გამოსაყოფად 2008 წლის 1 ოქტომბერს გამოიცა საქართველოს მთავრობის №640 განკარგულება „რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების შეკეთებისა და მშენებლობისათვის განსახორციელებელ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“, რომელშიც ცვლილება შევიდა 2008 წლის 16 ოქტომბერს მთავრობის №674 განკარგულებით. აღნიშნული განკარგულების თანახმად, გადაუდებელ ღონისძიებათა განხორციელების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს, დაევალა უზრუნველეყო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სატყეო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან 22300 მ3 და შიდა ქართლის რეგიონალური სატყეო სამმართველოს მართვას დაქვემდებარებული სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდიდან 16550 მ3 (სულ - 38850 მ3) წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქნის მისაღებად საჭირო ტყეკაფის1 გამოყოფის, მოჭრისა და დამზადების სამუშაოების შესრულება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა თავად შეარჩია შემსრულებელი და დააფინანსა ღონისძიებები. განკარგულების შესბამისად, ტყეკაფების გამოყოფა მოხდა ხაშურის, გორის, ადიგენის, ახალციხისა და ასპინძის სატყეო უბნებში. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ტყეკაფების გამოყოფისას არაზუსტად იყო გათვლილი მოსაჭრელი (ე.წ. ზეზემდგომი) ხეების მერ ქნის გამოსავლიანობა. შედეგად, მოსაჭრელად მონიშნული იყო და მოიჭრა უფრო მეტი, ვიდრე აღნიშნულ განკარგულებაშია მითითებული, რის გამოც უკვე დამზადებული მასალის გარკვეული ნაწილი აუთვისებელი დარჩა. ამასთანავე, ხე-ტყის დამზადების დროს არ იქნა დაცული ჭრის წესები. არ მოხდა ტყეკაფების გაწმენ და, დახურვა და სატყეო დეპარტამენტისათვის გადაბარება. ძალზე დიდ ფართობზე ტყეები გაუწმენდავია ნარჩენებისგან, ასევე ყრია და მამზადებლების მიერ დატოვებული საყოფაცხოვრებო ნარჩენები (კონსერვის ქილები, ბოთლები და ა.შ.). ამ ტერიტორიებისთვის, სადაც მოხდა ხე-ტყის დამზადება, ბუნებრივად დამახასიათებელია ტყის ხანძრები, რომლებიც პრაქტიკულად ყოველ წელს ხდება. სამცხე-ჯავახეთში განსაკუთრებული მასშტაბის ხანძრები ბოლო წლებშიც იყო (2004 წ. - აწყური, 2006 წ. - აბასთუმანი, 2008 წ. აგვისტო - ბორჯომ-ბაკურიანი). ეს ნიშნავს, რომ დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების შეკეთებისა და მშენებლობისათვის განკუთვნილი ხე-ტყის მოპოვების ადგილზე ძლიერი ხანძარი გაჩენის რეალური საშიშროება არსებობს, თუ სასწრაფოდ არ იქნა გატარებული სპეციალური ღონისძიებები. დღესდღეობით ამ საშიშროებისგან ტყეს მხოლოდ წვიმიანი ამინდები იცავს. არც სატყეო დეპარტამენტი და არც შსს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების დეპარტამენტი, მითუმეტეს, არც ადგილობრივი სახანძრო სამსახურები არ ფლობენ ადექვატურ ტექნიკურ საშუალებებს ტყის ხანძრებთან საბრძოლველად. რაც შეეხება ტყის ხანძრების პრევენციისათვის ჩასატარებელ ღონისძიებებს, რომლებსაც ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობა (ტყის კოდექსი) სავალდებულოდ მიიჩნევს, უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში არ ჩატარებულა.
გარდა იმისა, რომ ზემოხსენებული განკარგულებების საფუძველზე გამოიყო სამასალე მერქანი დაზარალებულთა სახლებისათვის, მთავრობამ გამოსცა სხვა განკარგულებაც, რომელიც და კავშირებულია კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილებასთან (2008 წლის 8 ოქტომბრის №655 განკარგულება „2008-2009 წლის ზამთრის სეზონთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობის, მათ შორის რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული კომპაქტურად განსახლებული მოსახლეობის სათბობი შეშით მომარაგების ღონისძიებათა შესახებ“). ჯამში ამ ორი განკარგულების საფუძველზე ბევრად მეტი ხე-ტყის მოპოვება მოხდა, ვიდრე დაიწვა რუსული აგრესიის შედეგად. ამდენად, მათი გამოცემის კანონიერებისა და შესრულების მონიტორინგი ჩვენი ცალკე შესწავლის საგანი გახდება.
________________
1 ტყეკაფი - ტყის უბანი, სადაც დაშვებულია ჭრა და მოსაჭრელი ხეები სპეციალურად არის დანიშნული.
![]() |
7 4. გარემოსდაცვითი ინსტრუმენტების მდგომარეობა საქართველოში |
▲ზევით დაბრუნება |
წინამდება რეპუბლიკაციის შესავალში ზოგადად განვიხილეთ, რამდენად მნიშვნელოვანია გარემოს დეგრადაციის პრობლემა დღევანდელ მსოფლიოში. დღეისათვის მიჩნეულია, რომ გარემოს დეგრადაციას (იგივე ბიომრავალფეროვნების დაკარგვას) განაპირობებს ხუთი ძირითადი ფაქტორი1: საბინადრო გარემოს დეგრადაცია/განადგურება; ჭარბი მოპოვება; უცხო სახეობებისა და დაავადებების გავრცელება; გარემოს დაბინძურება; კლიმატის ანთროპოგენული ცვლილება. ჩვენს მიერ იდენტიფიცირებული ყველა პროექტი დაკავშირებულია ამ ფაქტორების ინტენსივობის გაზრდასთან.
ცხადია, რომ თანამედროვე მსოფლიოში შეუძლებელია განვითარების პროექტების გარეშე არ სებობადა შესაბამისად, გარემოზე გარკვეული ზეწოლა გარდაუვალია. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გარემოს შეუქცევადმა დეგრადაციამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას სტაბილურობასა და მშვიდობას, რომ აღარაფერი ვთქვათ ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე. ამდენად, თვითეკონომიკური განვითარების და ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც აზრი დაეკარება, თუ გარემოს დეგრადაცია შეუქცევად ხასიათს მიიღებს. იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მდგრადი განვითარება და მოხდეს გარემოს დეგრადაციის შემცირება და შერბილება, არსებობს გარკვეული მექანიზმები/ინსტრუმენტები, რომლებიც ფორმალიზებულია სამართლებრივი პროცედურებით. ასეთი მექანიზმების რიცხვს მიეკუთვნება, მაგალითად, გარემოზე ზემოქმედების შეფასება, ბუნებრივი რესურსების მოპოვების კვოტების დაწესების დადგენა. ქვემოთ, მოკლედ მიმოვიხილავთ, თუ რამ დენად ეფექტურია თანამედროვე საქართველოს სინამდვილეში ეს მექანიზმები და რა სისუსტეები გააჩნიათ მათ.
გარემოზე ზემოქმედების შეფასება არის დაგეგმილი პროექტის ან საქმიანობის გარემოზე შესაძლო ზემოქმედების შეფასების პროცესი, რომლის დროსაც, გარემოს ბუნებრივ კომპონენტებზე ზემოქმედებასთან ერთად და მასთან მჭიდრო კავშირში, გათვალისწინებული უნდა იყოს ისეთი ასპექტებიც, როგორიცაა სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული ზემოქმედება, აგრეთვე, ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე - როგორც დადებითი, ასევე - უარყოფითი კუთხით.
საერთაშორისო გარემოსდაცვითი კონვენციების მიხედვით, გარემოზე ზემოქმედების შეფასება (გზშ) წარმოადგენს გარემოს (ბიოლოგიური მრავალფეროვნების) კომპონენტების შენარჩუნების, მათი მდგრადი გამოყენებისა და სარგებლის სამართლიანი განაწილების მთავარ ინსტრუმენტს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს განსხვავებული კანონმდებლობა და პრაქტიკა, თუმცა როგორც წესი (ამასვე ითხოვენ საერთაშორისო გარემოსდაცვითი კონვენციები და შეთანხმებები), გზშ აუცილებლად უნდა შეიცავდეს შემდეგ ეტაპებს:
1. სკრინინნინგი - პროცედურა, რომლითაც დგინდება, თუ რომელი პროექტი ან ღონისძიება მოითხოვს სრულ ან ნა წილობრივ გარემოზე ზემოქმედების შეფასებას;
2. სკოპინგი - პროცედურა, როდესაც დგინდება, თუ რა ინფორმაცია უნდა შეგროვდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩატარებისას და როგორ უნდა იყოს ეს მასალა წარმოდგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში. სკოპინგის საფუძველზე დგება გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის ტექნიკური დავალება;
3. გარემოზე ზემოქმედების შეფასება - შემოთავაზებული პროექტისა თუ ღონისძიების გარემოზე შესაძლო ზემოქმედების პროგნოზირებისა და გამოვლენისათვის საპროექტო წინადადების ურთიერთდაკავშირებული შედეგებისა და სოციალურ-ეკონომიკური ზემოქმედების გათვალისწინებით;
4. შემარბილებელი ღონისძიებების დადგენა - საქმიანობის შეჩერების, ზემოქმედების თავიდან აცილების მიზნით ალტერნატიული პროექტებისა და უბნების შერჩევის, პროექტში დამცავი მექანიზმების ჩართვის ან უარყოფითი ზემოქმედებისათვის კომპენსაციის უზრუნველყოფის ჩათვლით;
5. გადაწყვეტილების მიღება პროექტის დამტკიცების თაობაზე;
6. მონიტორინგი და შეფასება - საქმიანობის პროგნოზირებული ზემოქმედებისა და მისი შემარბილებელი ღონისძიებების, ასევე, არაპროგნოზირებული ზემოქმედებებისა ან წარუმატებელი შემარბილებელი ღონისძიებების დროულად გამოვლენისა და სათანადო ზომების მიღების უზრუნველყოფა;
გზშ-ს პროცესის აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი კომპონენტია საზოგადოების ინფორმირება და მისი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა. საზოგადოების მონაწილეობის საშუალებით გადაწყვეტილების მიმღების ყურადღების მიღმა არ რჩება მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და სოციალური პრობლემები, იზრდება საზოგადოების ნდობა დამცირდება შესაძლო კონფლიქტების ალბათობა. გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების ეფექტური მონაწილეობისათვის, აუცილებელია საზოგადოების დროული ინფორმირება და ადრეულ ეტაპებზე ჩართვა, როდესაც ვარიანტები ჯერ კიდევ ღიაა და შესაძლებელია გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა. ამის გამო, მრავალი ქვეყანის, ასევე საერთაშორსო საფინანსო ინსტიტუტების რეგულაციების მიხედვით, საზოგადოების მონაწილეობა ჯერ კიდევ „სკოპინგის“ ეტაპზეა გათვალისწინებული.
კიდევ ერთი აღიარებულ გარემოსდაცვითი ინსტრუმენტს წარმოადგენს გარემოზე ზემოქმედების სტრატეგიული შეფასება (გზსშ). ეს არის შემოთავაზებული პოლიტიკური კურსის, გეგმების ან პროგრამების გარემოსდაცვითი, ასევე ეკონომიკური და სოციალური შედეგების გამოვლენისა და შეფასების ფორმალიზებული და მრავალმხრივი პროცესი, რომლის მიზანია ამ შედეგების სრულად გათვალისწინება და სათანადო მნიშვნელობის მინიჭება გადაწყვეტილებების მიღების ყველაზე ადრეულ ეტაპზე. გზსშ მოიცავს საქმიანობის უფრო ფართო სპექტრს, ან უფრო ფართო სფეროს, ვიდრე ცალკეული პროექტების გარემოზე ზემოქმედების შეფასება. გზსშ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მთელი სექტორისათვის (როგორიცაა, მაგალითად, ეროვნული პოლიტიკა ენერგეტიკის სფეროში), ან გეოგრაფიული არეალისათვის (მაგალითად, რეგიონული განვითარების სქემის კონტექსტში). გზსშ ძირითადი ეტაპები ემთხვევა გზშ პროცედურების ეტაპებს.
საქართველოში დღეისათვის გზსშ-ს ჩატარების სამართლებრივი მოთხოვნები არ არის დადგენილი (თუმცა არსებობს მისი ჩატარების პრაქტიკა), ხოლო გზშ-სთან დაკავშირებული კანონმდებლობა2 შორს დგას საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებისგან.
უპირველეს ყოვლისა, საქართველოს კანონმდებლობა არ ცნობს ფორმალურად „სკრინინგისა“ და „სკოპინგის“ ეტაპებს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, „სკრინინგის“ მეშვეობით დგინდება, საჭიროებს თუ არა კონკრეტული პროექტი გზშ-ს. თუ „სკრინინგის“ შედეგად დადგინდა გზშ-ს საჭიროება, იწყება „სკოპინგი“, რომლის დროსაც განისაზღვრება გზშ-ს ამოცანები და მასშტაბი, მზადდება ტექნიკური დავალება გზშ-ს ანგარიშისათვის. ამრიგად, პროცედურები, რომლებიც დაეხმარებოდა როგორც გადაწყვეტილების მიმღებს, ისე პროექტის განმახორციელებელს და ხელს შეუწყობ და პროექტის გავლენის ქვეშ მყოფი მოსახლეობის უფლებების და ინტერესების დაცვას, ჩვენი კანონმდებლობით უგულვებელყოფილია.
საქართველოში „სკრინინგის“ ფუნქცია აღებული აქვს კანონს „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“, რომელიც ხისტად განსაზღვრავს იმ საქმიანობების ჩამონათვალს, რომლისთვისაც საჭიროა გზშ-ს განხორციელება. ამ ჩამონათვალში არ არის შეტანილი ბევრი ისეთი საქმიანობა, რომელსაც ძლიერი ზეგავლენა აქვს გარემოზე, მაგალითად: სამართლებრივად დაცული სახეობების ბუნებიდან ამოღება, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, სასოფლო-სამეურნეო და კვების მრეწველობის საწარმოების, ატომური ელექტრო სადგურების, ქაღალდის, ტყავის, საფეიქრო და ხე-ტყის მრეწველობის საწარმოების მშენებლობა და ფუნქციონირება და ა.შ. ამის გამო, კანონი წინააღმდეგობაში მოდის სხვადასხვა საერთაშორისო კონვენციებთან და მათგან გამომდინარე რეზოლუციებთან. გარემოზე ზემოქმედების ნებართვას კანონით დადგენილი საქმიანობის განხორციელებისათვის გასცემს გარემოსდაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო. ნებართვის გაცემისათვის საჭიროა სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება. სამინისტრო ეკოლოგიურ ექსპერიზას ასევე ატარებს გარკვეული ტიპის პროექტების დროს მშენებლობის ნებართვის გაცემისას. ე.წ. „ერთი კარის პრინციპის“ დაცვის საბაბით, ასეთ დროს აღარ გაიცემა გარემოზე ზემოქმედების ნებართვა.
გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემა რამდენიმე ეტაპისაგან შემდგარი პროცესია. უპირველეს ყოვლისა, გზშ-ს დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელების მსურველი, საკონსულტაციო ფირმის მეშვეობით ატარებს გზშ-ს და ამზადებს შესაბამის ანგარიშს. ბოლო წლების პრაქტიკა აჩვენებს, რომ გზშ ანგარიშების ხარისხი, როგორც წესი და ბალია. „ორჰუსის ცენტრის“ თანახმად3, გზშ-ს ანგარიშების დიდ ნაწილში არ არის, ან არასრულყოფილად არის მოცემული ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტები, როგორიცაა საქმიანობის ალტერნატივების განხილვა, გარემოსდაცვითი მენეჯმენტის გეგმა და საწარმოს ლიკვიდაციის გეგმა; არ არის განსაზღვრული პოტენციური ავარიული სიტუაციების და შესაბამისი რეაგირების ზომები; ასევე არ არის მოცემული საქმიანობის ეკოლოგიურ-ეკონომიკური და სოციალური შეფასება; ხშირად არასრულყოფილია არსებული გარემოს დახასიათება - არ ხდება მოცემული საქმიანობის კონტექსტის გათვალისწინება. ფართოდ ხდება გარემოს იმ კომპონენტების მიმოხილვა, რომლებზეც საქმიანობა უმნიშვნელო გავლენას ახდენს და ნაკლებად არის ასახული ისეთი კომპონენტები, რომლებზედაც საქმიანობა უშუალო გავლენას ახდენს.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გზშ პროცესის უმნიშვნელოვანესი ეტაპია გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ინფორმირება და ჩართვა, თუმცა მოქმედი კანონმდებლობით, საზოგადოების ინფორმირება და გადაწყვეტილების პროცესში ჩართვა მხოლოდ გზშ-ს ანგარიშის პროექტის მომზადების ეტაპზეა შესაძლებელი (ანუ გადაწყვეტილების მიღების ადმინისტრაციული პროცედურის დაწყებამდე) და სახელმწიფოს ეს ვალდებულება მთლიანად ინვესტორზეა დელეგირებული. ინვესტორი ვალდებულია უზრუნველყოს და გეგმილი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება და გზშ-ს ანგარიშის პროექტის საჯარო განხილვის ორგანიზება იმ თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც დაგეგმილია საქმიანობის განხორციელება.
მომდევნო ეტაპია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ ადმინისტრაციული წარმოება გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გასაცემად. ეს მოიცავს ექსპერტების შერჩევას, დამტკიცებას და გზშ-ს ანგარიშის ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებას. ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა აუცილებელია გარემოზე ზემოქმედების ან მშენებლობის ნებართვის გასაცემად. სწორედ ამ ეტაპზე იწყება გადაწყვეტილების მიღების პროცესი, მაგრამ ამ პროცესში საზოგადოების მონაწილეობას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, ნებართვა გაიცემა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით4. ყურადსაღებია, რომ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით გადაწყვეტილების მიღებისას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე (ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს საქმიანობა, მათ შორის, გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები) მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. თუმცა, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ჩართვა პრაქტიკულად შეუძლებელია კონკრეტული მექანიზმის/პროცედურების არარსებობისა და ადმინისტრაციული წარმოებისათვის განკუთვნილი დროის სიმცირის გამო (ამას ცხადყოფს მწვანე ალტერნატივას გამოცდილებაც). გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობას შეუძლებელს ხდისის გარემოებაც, რომ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ ქვეყნდება5; არ ქვეყნდება მიღებული გადაწყვეტილებებიც.
გზშ-ს პროცესის მარეგულირებელი ამჟამინდელი კანონმდებლობის აბსურდულობის და კანონმდებლების არაპროფესიონალიზმისა თუ უგულისყურობის ნათელ მაგალითად გამოდგება შემდეგიც: გზშ ანგარიშები, ჩვეულებრივ, მოიცავს ისეთი სახის ინფორმაციას, რომლის გაგებაც არა-ექსპერტისთვის, შესაძლოა, სირთულეს წარმოადგენდეს. ამის გამო, გზშ-ს თეორია მოითხოვს და მსოფლიოს მრავალი ქვეყნის პრაქტიკაც ადასტურებს გზშ ანგარიშების შემაჯამებელი, არა ტექნიკური რეზიუმეს მომზადების და საზოგადოებასთან (დაინტერესებულ მხარეებთან) კონსულტაციების ჩატარებამდე მისი გავრცელების აუცილებლობას. პარადოქსულია, რომ საქართველოში ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, გზშ-ს არატექნიკური რეზიუმეს მომზადება და წარდგენა, რომელიც სწორედ საზოგადოების ინფორმირებისა და ჩართვისთვისაა განკუთვნილი, ინვესტორს მოეთხოვება არა გზშ-ს ანგარიშის პროექტის საჯარო განხილვებისთვის, არამედ სამინისტროში ნებართვის მისაღებად წარსადგენ საბუთებთან ერთად, ანუ იმ ეტაპზე, როდესაც საჯარო განხილვები დაინტერესებული მხარეებისთვის უკვე აღარ ტარდება (!).
ამრიგად, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის დონე უკიდურესად დაბალია, რასაც განაპირობებს სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა ის, რომ არ არსებობს საზოგადოების ინფორმირებისა და მონაწილეობის დადგენილი პროცედურები. ძალზე დაბალია საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერებაც, ასევე ცოდნა ამა თუ იმ საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობისა და სოციალური რისკების შესახებ. დაგეგმილი პროექტების ზეგავლენის ქვეშ მოქცეული მოსახლეობისთვის, როგორც წესი, უცნობია აზრის გამოთქმის შესაძლებლობები (იგულისხმება ზემოაღნიშნული გზშ-ს ანგარიშის პროექტის მომზადების ეტაპი), რაც უპირველეს ყოვლისა, გამოწვეულია მოსახლეობის ინფორმაციით უზრუნველყოფის არასათანადო სამართლებრივი მოთხოვნებით.
მნიშვნელოვანი პრობლემაა ასევე ისიც, რომ საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობენ ე.წ. „ვოჩდოგი“ გარემოსდაცვითი ორგანიზაციები. გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების უმეტესობა საკონსულტაციო საქმიანობასაც ეწევა, რაც ხშირად შეუთავსებელია ადვოკატირებასთან. დასანანია, მაგრამ არსებობენ ისეთი კვაზი-„ვოჩდოგი“ ორგანიზაციებიც, რომელთა საქმიანობა მიმართულია ამა თუ იმ სახელმწიფო თუ კერძო პროექტის ინვესტორისგან საკონსულტაციო მომსახურებაზე დაკვეთის მიღებაზე და მათი „ვოჩდოგობა“ მთავრდება კონტრაქტის მიღებასთან ერთად. ასეთი არაეთიკური ქმედებები ზიანს აყენებს, ზოგადად, გარემოსდაცვით საქმიანობას და მთლიანად, არასამთავრობო სექტორის რეპუტაციას.
პრაქტიკა ცხადყოფს, რომ პროექტების განმახორციელებლებს, უმრავლეს შემთხვევაში, არ აქვთ სწორი წარმოდგენა გზშ-ს საჭიროებასა და მიზნებზე; ეს თანაბრად ეხება პროექტების განმახორციელებელ სახელმწიფო უწყებებსაც (მაგ., ენერგეტიკის სამინისტრო, საქართველოს რკინიგზა, საგზაო დეპარტამენტი, ეკონომიკური განვითარების სამინისტრო). მათთვის გზშ პროცესი ფორმალური, ბიუროკრატიული პროცედურაა, ვინაიდან გადაწყვეტილება საქმიანობის განხორციელებაზე და განხორციელების გზებზე წინასწარვეა (გზშ-ს პროცესის დაწყებამდე) მიღებული. ამდენად, ისეთი შინაარსის ანგარიშზე სერიოზულად მუშაობა, რომელმაც თეორიულად, შეიძლება დაასკვნას, რომ გარემოსდაცვითი მოსაზრებების გამო, საქმიანობა (პროექტი) არ არის მიზანშეწონილი ან გარკვეული შეზღუდვებით უნდა განხორციელდეს, მათთვის წარმოუდგენელია. შესაბამისად, საქმიანობის განხორციელებით დაინტერესებული ორგანიზაციის ზეგავლენით, გზშ ანგარიშების შედგენისას არ ხდება ალტერნატივების ჯეროვანი შესწავლაც (რაც აუცილებელი სამართლებრივი მოთხოვნაა). თავად საკონსულტაციო ფირმებიც, ნაცვლად იმისა, რომ როგორც ობიექტურმა არბიტრებმა დაახასიათონ საქმიანობის განხორციელების ყველა ალტერნატივა, ცდილობენ ისე შეადგინონ გზშ ანგარიში, რომ მაქსიმალურად შეესაბამებოდეს დამკვეთის (კერძო ინვესტორის თუ საჯარო უწყების) მიერ წინასწარ მიღებულ გადაწყვეტილებას (მაგ., ყველაზე იაფი ალტერნატივა, რომელიც გარემოს დაცვითი და/ან სოციალური თვალსაზრისით შეიძლება არ იყოს მისაღები). ხშირ შემთხვევაში, საჯარო განხილვების დროს, გზშ ანგარიშის მოსამზადებლად დაქირავებული კონსულტანტი ცდილობს გაამართლოს ეს უკანონობა.
იმ თვალსაზრისის ჩამოყალიბებას, რომ გზშ პროცესი ფორმალური პროცედურაა ბევრი ფაქტორი უწყობს ხელს, მათ შორის, ერთ-ერთი უმთავრესია ნებართვის გაცემის შემდგომი პროცესები - სანებართვო პირობებისა და გზშ ანგარიშით აღებული ვალდებულებების კონტროლი და მონიტორინგი. ეს საკითხები საქართველოს კანონმდებლობით არ არის ნათლად დარეგულირებული და პრაქტიკულად არ ხორციელდება. ამის გამო, გზშ ანგარიშიც და გარემოზე ზემოქმედების ნებართვაც უბრალო ქაღალდებია და მეტი არაფერი. გარდა ამისა, საქართველოს კანონმდებლობაში ჩადებულია ისეთი დებულებები, რომლებიც აკნინებენ გზშ მნიშვნელობას ან საერთოდ უგულებელყოფენ მის საჭიროებას. მაგალითად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონის თანახმად, თუ საქმიანო ბის განხორციელებას გეგმავს სახელმწიფო ორგანო (გზშ-ს დაქვემდებარებულ საქმიანობათა უმეტესობა კი, პრინციპში, მხოლოდ სახელმწიფო ორგანომ შეიძლება და გეგმოს), ის თავისუფლდება გზშ-ს ჩატარების ვალდებულებისგან; „ინვესტიციების სახელმწიფო ხელშეწყობის შესახებ“ კანონი შესაძლებელს ხდის საქმიანობის დაწყებას გზშ-ს ჩატარებისა და ნებართვის მოპოვების გარეშე, იმ პირობით, რომ ის მომავალში მოიპოვებს ნებართვას. ამგვარ დებულებას აბსურდულ სიტუაციამდე მივყავართ - ინვესტორი ვალდებული ხდება შეადგინოს მიმდინარე ან უკვე დასრულებული საქმიანობისთვის გზშ ანგარიში და განიხილოს მასში საქმიანობის შესაძლო ზეგავლენა და განხორციელების ალტერნატივები.
არ შეიძლება არ აღინიშნოს ნებართვის გამცემი უწყების უუნარობა, შეეწინააღმდეგოს ინვესტორებისა თუ სხვა სამინისტროების ზეწოლას და შესაბამის თანამშრომელთა მხრიდან დაკისრებული მოვალეობისადმი უპრინციპო, ფორმალური დამოკიდებულება. ხშირია შემთხვევა, როდესაც ნებართვა გაიცემა ისეთი საქმიანობისათვის, რომელსაც ძალზე დესტრუქციული გავლენა აქვს გარემოზე და/ან გზშ ანგარიში ძალზე დაბალი ხარისხისაა, მაგრამ ნებართვა მაინც გაიცემა პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტერესებისა თუ „სამუშაო ადგილების შექმნის“ მომიზეზებით (ე.წ. თვით ცენზურა). ჩინოვნიკების ამგვარი ქცევა განაპირობებს, რომ გარემოსდაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო დღემდე რჩება დაბალი ავტორიტეტის მქონე უწყებად.
გზშ-ს სისტემაში არსებული ბევრი ნაკლოვანება სისტემური ხასიათისაა და ბოლო ათწლეულის განმავლობაშია ჩამოყალიბებული, მაგრამ არის საკითხები, რომელთა მოგვარებაც არსებული კანონმდებლობის პირობებშიც შესაძლებელი იქნებოდა, გადაწყვეტილების მიმღები პირების თანამდებობაზე დანიშვნისას უმთავრესი კრიტერიუმი პრინციპულობა და პროფესიონალიზმი რომ იყოს. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ასეთ პირობებში გზშ-ს სისტემა ვერ ასრულებს თავის დანიშნულებას - უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებას, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენებისა და სარგებლისა და დანაკარგების სამართლიანად გადანაწილების ხელშეწყობას. ამდენად, არსებული გზშ სისტემა საჭიროებს დაუყოვნებლივ საკანონმდებლო, ინსტიტუციურ და საკადრო ცვლილებებს.
ბუნებრივი რესურსების მოპოვების კვოტების და წესების დადგენა. საქმე რთულადაა ბუნებრივი რესურსების მოპოვების კვოტების დადგენის საკითხშიც. მოსაჭრელი ხე-ტყის ოდენობა, ძირითადად, განისაზღვრება ვადაგასული მონაცემების საფუძველზე. კანონით, კი ტყით სარგებლობის ნორმებისა და კვოტების დადგენა ხდება ტყეთ მოწყობის საფუძველზე, რომელიც ყოველ 10 წელიწადში უნდა განახლდეს. ასევე ძალიან მიახლოებითი სიზუსტით დგინდება წიაღის მოპოვების კვოტებიც.
საერთაშორისო დახმარებით დაფინანსებული პროექტების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს მაგისტრალური და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია. გზების მშენებლობა მიმდინარეობს ცემენტო-ბეტონის და/ან ასფალტო-ბეტონის ტექნოლოგიებით, რომელიც საჭიროებს დიდი რაოდენობით ინერტულ მასალას (ქვა, ღორღი, ქვიშა-ხრეში და ა.შ.); ინერტული მასალის მოპოვება საქართველოში ძირითადად ხდება მდინარეთა კალაპოტებიდან.
საშუალოდ, ერთი გრძივი მეტრი ცემენტო-ბეტონის გზატკეცილისთვის საჭიროა 9 კუბური მეტრი ინერტული მასალა. ყოველივე ამან ნეგატიურად შეიძლება იმოქმედოს იმ მდინარეებზე, რომელთა კალაპოტიდანაც, სრულყოფილი წინასწარი შესწავლის გარეშე, ხდება ათასობით კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის ამოღება და ხელი შეუწყოს სტიქიური მოვლენების განვითარებას. ასფალტისწარმოებაც, თავის მხრივ, გარემოზე საკმაოდ მძიმე ზეგავლენას თან არის დაკავშირებული. მდინარიდან ინერტული მასალების მოპოვება იწვევს მდინარეების ისე თიფიზიკური პარამეტრების ცვლილებას, როგორებიცაა კალაპოტის გეომეტრია (ტრაექტორია), ფსკერის სიღრმე, შრეების შემადგენლობა და სტაბილურობა, დინების სიჩქარე, ჩამონადენის რაოდენობა, ტემპერატურა, გამჭვირვალობა და სხვ. ეს ცვლილებები იწვევენ წყლის ბიომრავალფეროვნების დეგრადაციას, ნაპირების ეროზიას და სხვა უარყოფით შედეგებს.
აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს მხრიდან უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს მშენებლობისთვის საჭირო ინერტული მასალების მოპოვებასთან დაკავშირებულ გარემოსდაცვით საკითხებს. როგორც წესი, მშენებლობის ნებართვის მისაღებად მომზადებულ გზშ ანგარიშებში ან საერთოდ არ არის ეს საკითხი განხილული, ან მოცემულია ზოგადი ჩანაწერები: აღინიშნება, რომ ინერტული მასალების მოპოვება მოხდება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიების საფუძველზე და ეს საკმარისია იმისათვისს, რომ ზეგავლენა იქნება შერბილებული და რომ „გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამსახურები და გარემოს დაცვის ინსპექცია აკონტროლებენ კარიერების კანონიერად ექსპლუატაციის სა კითხს“.
საქმე ისაა, რომ სინამდვილეში არსებული კანონმდებლობით დადგენილი მექანიზმები (წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობებით დადგენილი მოპოვების კვოტები) ვერ უზრუნველყოფენ ეკოლოგიური მოთხოვნების დაცვას წიაღით სარგებლობისას. სწორედ ამისთვის არ სებობს ისეთი ინსტრუმენტი, როგორიცაა გზშ. სამწუხაროდ, 2005 წელს წიაღის მოპოვება ამოღებულ იქნა იმ საქმიანობების ჩამონათვალიდან, რომელთა განხორციელებაზეც ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად სავალდებულო იყო გზშ-ს ჩატარება. დღეს საქართველოში წიაღის მოპოვება აღარ ექვემდებარება გზშ-ს პროცედურას და არ საჭიროებს გარემოზე ზემოქმედების ნებართვას6. რაც შეეხება წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების კონტროლს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივინ რესურსების რეგიონალურ სამსახურებს ჩამორთმეული აქვთ კონტროლის ფუნქცია, ხოლო გარემოს დაცვის ინსპექციას (გდი) კონტროლის საკმაოდ მწირი შესაძლებლობები გააჩნია (განსაკუთრებით, ეს ითქმის და ბინძურების კონტროლზე;
საქართველოში არ არსებობს ორგანიზაცია, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, გაზომოს ხმაურის დონე; პრაქტიკულად ვერ ხერხდება ჰაერის დაბინძურების ხარისხის მონიტორინგი და ა.შ). ამასთანავე, იმ საბაბით, რომ ლიცენზიების გამოწერა ხდება მხოლოდ ერთ ეგზემპალარად, რომელიც ლიცენზიის მფლობელს გადაეცემა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში ლიცენზიების ასლები არ ინახება. დღემდე არ არის შემუშავებული ლიცენზიის შესრულების ანგარიშის ფორმა. ხშირ შემთხვევაში, გდი-ში არ ინახება გზშ ანგარიშების ასლები.
გზის მშენებელი კომპანიების შერჩევისას, სატენდერო პირობებში, ყურადღება არ ექცევა წიაღის მოპოვების ლიცენზიების წარმოდგენას, ან ლიცენზიის მფლობელებთან წინასწარი ხელშეკრულებების არსებობას. აქედან გამომდინარე, ხშირად ადგილი აქვს ფაქტებს, როდესაც მშენებელი ხვდება ფორსმაჟორულ სიტუაციაში, რადგანაც არ გააჩნია მშენებლობისათვის საჭირო ბუნებრივი რესურსები და მთავრობის განკარგულებით ხდება მისი გათავისუფლება წიაღის მოპოვების ლიცენზიისაგან. ლიცენზიისგან გათავისუფლება შესაძლებელია მისაღები იყოს იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე გვაქვს რეალურ ფორსმაჟორთან - მაგ., საჭიროა სტიქიური მოვლენის შედეგად დაზიანებული ხიდის და გზატკეცილის სწაფად აღდგენა, ან ომის შედეგად დაზარალებულთა/დევნილთა სახლების მშენებლობა-რეაბილიტაცია. როდესაც საქმე გვაქვს გზის გეგმიურ მშენებლობასთან, ლიცენზიისგან განთავისუფლება გაუმართლებლად მიგვაჩნია. ამასთანავე, ხდება ზოგიერთი კონტრაქტორის გათავისუფლება, სხვები კი ჩვეულებრივ იღებენ ლიცენზიას, ან ყიდულობენ ნედლეულს ლიცენზიანტისგან, რაც აშკარად არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მეწარმეებს/ინვესტორებს.
_______________
1 Mil len ni um Ecos ystem Asses sment, 2005. Ecos ystems and Hu man Well-being:
Bi o di ver sity Synthe sis. World Re so ur ces Insti tu te, Was hin gton, DC.
2 საქართველოს კანონები „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“, „ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ და კანონქვემდებარე აქტები; გარემოზე ზემოქმედების ნებართვას გასცემს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.
3 იხ. „დამკვირვებლის ანგარიშგებები“. თ. გუგუშვილი, ნ. ბარამიძე, ნ. გვაზავა. www.aar hus.dsl.ge.
4 ყურადსაღებია, რომ რეფორმატორული „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე (2005წ.) ნებართვა გაიცემოდა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, რომელიც ითვალისწინებდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ინფორმირებისა და მონაწილეობის უზრუნველყოფის შესაძლებლობებს.
5 მიუხედავად არაერთხელ წერილობით მიმართვისა, სამინისტრომ არ ჩართო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში „მწვანე ალტერნატივა“, რის გამოც ასოციაციამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა გენერალურ ინსპექციას. შედეგად, საყვედური გამოუცხადეს ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტის უფროსს, მაგრამ ამას შედეგად არ მოჰყოლია არსებული პროცედურის პოზიტიური ცვლილებები.
6 ასეთი პრაქტიკა მხოლოდ კოლონიური და არა დემოკრატიული ქვეყნებისათვის არის დამახასიათებელი (მაგ. კოლონიური აფრიკის რეჟიმები, პინოჩეტის პერიოდის ჩილე და ა.შ.).
![]() |
8 5. ენერგეტიკული პროექტების ზეგავლენა ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს რამდენიმე ახალი დიდი, 78 პატარა და საშუალო ზომის ჰეს-ის მშენებლობას, რომელთა საერთო დადგმული სიმძლავრე შეადგენს 3000 მეგავატს. მთავრობის რამოდენიმე ანგარიში, მათ შორის „საქართველოს სახელმწიფო ენერგო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები“, ხაზს უსვამს ქვეყნის შესაძლებლობებს, გახდეს ენერგო-ექსპორტიორი ქვეყანა. ენერგო პოლიტიკის მიზანი - ბუნებრივი გაზის ჰიდრო ელექტრო ენერგიით ეტაპობრივი ჩანაცვლება - სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, თუმცა ის პროექტები, რომლებიც მოიაზრება (ხუდონის, ნამახვანის, ონის ჰესები) სოციალური, ეკონომიკური და გარემოს დაცვითი თვალსაზრისით ძალზე დესტრუქციულნი არიან და არ შეესაბამებიან მდგრადი განვითარების პრინციპებს. მსგავსი ტიპის ენერგო-პროექტებს შეუძლიათ მოახდინონ მნიშვნელოვანი უარყოფითი ზეგავლენა გარემოზე, დრამატულად შეცვალონ სოციალურიდა დემოგრაფიული მდგომარეობა მთიან რაიონებში და ხელი შეუწყონ კულტურული მემკვიდრეობის განადგურდებას. 2000 წელს „კაშხლების მსოფლიო კომისიის“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, დიდი კაშხლების/ჰესების უარყოფითი ზემოქმედება ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე (იძულებითი გადასახლება, ტრადიციების დაკარგვა, ბუნებრივი გარემოს და კულტურული მემკვიდრეობის განადგურება, ლანდშაფტის და ლოკალური კლიმატის შეცვლა) იმდენად ძლიერია, რომ ისინი უკვე აღარ განიხილება განახლებადი ენერგეტიკის ნაწილად. ამასთანავე, დიდი ჰესების მშენებლობის ინიცირებით ძალზე რთულდება მცირე და საშუალო ჰესების დაფინანსება, არა და საქართველოს მცირე ჰესების განვითარების უდიდესი შესაძლებლობები გააჩნია, რაც არა მარტო ხელსაყრელია ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ მისაღებია გარემოს დაცვითი კუთხითაც. განმარტებას საჭიროებს ის საკითხიც, რომ ჰესები არ წარმოადგენენ მუდმივი ელექტრო ენერგიის წყაროს - დიდი ჰესების საოპერაციო პერიოდი დაახლოებით 50 წელია; წყალსაცავი თანდათან ივსება მდინარის ნატანით და ექსპლუატაციის ვადის გასვლის შემდეგ კაშხალი საჭიროებს შეკეთებას ან დემონტაჟს.
ქვემოთ მოკლედაა განხილული ის ენერგო-პროექტები, რომელთა დაფინანსების საკითხი დადებითად გადაწყდა ბრიუსელის დონორთა კონფერენციაზე.
შავი ზღვის რეგიონული ელექტროგადაცემის პროექტი. პროექტი ითვალისწინებს 500კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის რეაბილიტაცია/მშენებლობას (დასავლეთ საქართველოდან აზერბაიჯანის და თურქეთის საზღვრამდე). პროექტს აფინანსებენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკი (KFW). პროექტის მიზანია საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობის გაძლიერება და არსებული ჭარბი ელექტროენერგიის თურქეთში ექსპორტის უზრუნველყოფა1. პროექტით გათვალისწინებული ელექტროგადამცემი ხაზი გადის რამოდენიმე დაცულ ტერიტორიაზე (ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილი,გარდაბნის აღკვეთილი). ეს ცალსახად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას და შესაბამისად, დონორების რეგულაციებს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ენერგეტიკის სამინისტრო ცდილობს ზეწოლა მოახდინოს გარემოსდაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროზე და კანონმდებლობის უხეში დარღვევით, პროექტის რეალიზაციისას გამოიყენოს ის ალტერნატივა, რომელიც ყველაზე იაფია, მაგრამ გულისხმობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკზე ყველაზე მეტ ზემოქმედებას. ამ პოზიციას ეწინააღმდეგება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, თავად დაცული ტერიტორიის ადმინისტრაცია და გზშ ანგარიშის მოსამზადებლად დაქირავებული საკონსულტაციო კომპანიაც კი. ხაზი უნდა გავუსვათ, რომ „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლში მოცემული გარემოსდაცვის პრინციპების, კერძოდ „პრიორიტეტულობის პრინციპის“ თანახმად, „ქმედება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი ზეგავლენა გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე, შეიძლება შეიცვალოს სხვა, ნაკლებ რისკიანი, თუნდაც უფრო ძვირადღირებული ქმედებით. პრიორიტეტი ენიჭება უკანასკნელს, თუ მისი ღირებულება არ აღემატება ნაკლებად ღირებული ქმედებით მიყენებული ეკოლოგიური ზიანის შედეგად ზარალის ანაზღაურების ხარჯებს“. პარადოქსულია, რომ საქართველოს მთავრობა აპირებს დონორების მიერ რუსეთის აგრესიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხების გამოყენებით კიდევ უფრო დააზიანოს რუსეთის აგრესიის შედეგად ყველაზე მეტად დაზიანებული ეროვნული პარკი.
ონის ჰიდრო-კასკადი. მდინარე რიონზე, ონის რაიონში, რაჭაში დაგეგმილია სამ-ეტაპიანი კასკადის აგება. პროექტის საერთო ღირებულება დაახლოებით 664 მილიონი აშშ დოლარია. იგი ითვალისწინებს 115 M X 739 M ქვის კაშხალის მშენებლობას2.
2009 წლის მარტში საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა ტენდერი პროექტის დიზაინზე და ონის კასკადის მშენებლობა/ამოქმედებაზე. სატენდერო ინფორმაციის თანახმად, EBRD და EIB მხარს უჭერენ პროექტის განვითარებას და შესაძლოა, კრედიტის სახით გამოყონ დაფინანსება. დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ კასკადი, სავარაუდოდ, მიიღებს შემოსავლებს არა მხოლოდ ელექტრო ენერგიის, არამედ სათბურის აირების ემისიების გაყიდვითაც (0.3839 - CO2).
პროექტის განხორციელებით დაინტერესებულია ნორვეგიული კომპანია „ეკონი”, რომლის მიერ წერილობით მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ონის კასკადისათვის შეიქმნა გარემოსა და სოციალური ზემოქმედების შეფასების ტექნიკური დავალება და ის უკვე დამტკიცებულია EBRD-ს გარემოსდაცვის დეპარტამენტის მიერ. ამის საწინააღმდეგოდ, EBRD-ის პრეზიდენტმა, მწვანე ალტერნატივასადმი გამოგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტის განხილვა მის უწყებაში არ მიმდინარეობს.
ხუდონის ჰეს-ი. ხუდონის 201-მეტრიანი ჰეს-ის აშენება დაგეგმილია ზემო სვანეთში, მდინარე ენგურზე (2010 მ ზღვის დონიდან). მთავრობის გათვლებით, ხუდონ ჰესის მშენებლობა 500 მილიონი დოლარი დაჯდება და დაახლოებით 4-5 წელიწადში დასრულდება. 700 MW დადგმული სიმძლავრის ჰესის გამომუშავება წლიურად 1.7 მლრდ კილოვატ საათია, ხოლო რეზერვუარის მოცულობა 230 მილიონი კუბური მეტრი. საქართველოს მთავრობა გეგმავს ხუდონის კაშხლის ზემოთ განალაგოს ჰესების კასკადი - როგორც მდინარე ენგურზე (ტობარის ჰესების კასკადი - მოცულობა 600 მეგავატი იქნება და მას შეეძლება საათში 2.2 მილიარდი კილოვატის გენერაცია;), ისე მდინარე ნენსკრაზე (ნენსკრას ჰესების კასკადი - 87 მეგავატი).
„მსოფლიოს გამოცდილება საქართველოსათვის“3 ანალიზის თანახმად, „ხუდონის მშენებლობის მთავარი მიზანი იყო სამხრეთ რუსეთისა და ამიერკავკასიის რესპუბლიკებისათვის პიკური ენერგიის უზრუნველყოფა. ამგვარად, ხუდონი მიმზიდველი პროექტია მხოლოდ რეგიონში ენერგიის ღია ვაჭრობისა და თანამშრომლობის არსებობის შემთხვევაში, როდესაც არსებობს სანდო ბაზარი პიკური ენერგიის გასაყიდად მეზობელ ქვეყნებში“.
2005 წლის ზაფხულიდან მოყოლებული, მსოფლიო ბანკი აწარმოებს მოლაპარაკებებს საქართველოს მთავრობასთან ხუდონ ჰესის შესახებ. მსოფლიო ბანკმა დაამტკიცა საქართველოს მთავრობის ტექნიკური მხარდაჭერის გრანტი (5 მილიონი აშშ დოლარი). აქედან დაახლოებით 1.75-2.35 მილიონი განკუთვნილია ხუდონის მოსამზადებელი სამუშაოებისათვის (წინა და განხორციელების კვლევები), ტექნიკური კვლევებისა და გზშ-ს ჩატარებისთვის, ასევე, მოსახლეობის განსახლების სამოქმედო გეგმისათვის. მსოფლიო ბანკის მიერ განხორციელებული კვლევის დასკვნაში ხაზგასმულია, რომ ხუდონი საქართველოს ენერგო უსაფრთხოებისათვის არ წარმოადგენს საუკეთესო ვარიანტს. ამ თემის კომენტირებისას, საჯარო განხილვაზე ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხა და, რომ დოკუმენტი მომზადდა მსოფლიო ბანკის მოთხოვნით და იგი არ წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ინტერესებს.
ჩვენი აზრით, მსგავსი პროექტებით შეუძლებელია საქართველოს ენერგო-სექტორის არსებული პრობლემების გადაჭრა: ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ენერგიის ხელმისაწვდომობა ადგილობრივი მომხმარებლებისა და საწარმოებისათვის, ენერგო უსაფრთხოება, ენერგო სისტემის არაეფექტურობის შემცირება, კონკურენტუნარიანობასა და სექტორის მონოპოლიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები. იმისათვის, რომ მოხდეს ენერგო-სექტორის დაგეგმვაში დაშვებული შეცდომების გათვალისწინება და უზრუნველყოფილ იქნეს მისი განვითარების მდგრადობა, აუცილებელია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა გამოაცხადონ მორატორიუმი დიდი კაშხლების მშენებლობაზე საქართველოში, მანამდე, სანამ თანამონაწილეობრივი პრინციპით არ განხორციელდება მთელი ენერგო-სექტორის განვითარების გარემოზე ზემოქმედების სტრატეგიული შეფასება. დოკუმენტმა უნდა შეაფასოს არსებული ჰესები და მათთან დაკავშირებულ პრობლემები4, შეიმუშაოს სექტორის განვითარებისათვის ყველაზე მდგრადი მიდგომები, წარმოადგინოს ალტერნატივათა ფინანსური ეფექტურობა, შეაფასოს დაგეგმილი პროექტების გავლენა ადგილობრივ და მთლიანად, ქვეყნის მოსახლეობაზე. გარემოზე ზემოქმედების სტრატეგიული შეფასება უნდა მოიცავდეს საუკეთესო სცენარებს არა მხოლოდ ახალი გენერაციის შესაძლებლობებისა თუ ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის კუთხით, არამედ ახალი, განახლებადი ტექნოლოგიების და ენერგო ეფექტურობის განვითარების გზებს. სტრატეგიული შეფასების დოკუმენტის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში უზრუნველყოფილ უნდა იქნეს საზოგადოების ფართო და სამართლიანი მონაწილეობა.
სამწუხაროდ, ნაცვლად მთელი ენერგო-სექტორის განვითარების გარემოზე ზემოქმედების სტრატეგიული შეფასების ჩატარებისა, ენერგეტიკის სამინისტრო ამგვარ შეფასებას ატარებს ცალკეული მდინარის აუზისთვის, რაც მოკლებულია რაციონალურ აზრს და ვერ მოგვცემს ისეთ ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება. რჩება შთაბეჭდილება, რომ ასეთი კვლევები უფრო განკუთვნილია დონორებისა თუ გარემოსდაცითი ორგანიზაციების წინაშე «ქულების ჩასაწერად».
_________________
1 პროექტის დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ ის მჭიდროდაა დაკავშირებული რამოდენიმე ახალი დიდი კაშხლის მშენებლობასთან საქართველოში, რათა მაქსიმალურად მეტი ელექტრო ენერგიის ექსპორტი განხორციელდეს თურქეთში.
2 იხ. www.onicascade.com
3 იხ. www.weg.ge
4 ამჟამად საქართველო დაახლოებით 1600 მეგავატ ჰიდრო-ენერგიას გამოიმუშავებს, თუმცა გააჩნია 2700 მეგავატის სიმძლავრის გამომუშავების შესაძლებლობა. ამ ობიექტების რეაბილიტაციის გზით შესაძლებელია დამატებით 2.2-2.5 მილიონი კილოვატი ჰიდროელექტრო ენერგიის გამომუშავება საათში. ყურადსაღებია, რომ ექსპერტთა გათვლებით, ენერგო ეფექტურობის ზომების გატარება 10-20%-ით შეამცირებდა საქართველოს დამოკიდებულებას ბუნებრივ აირზე.
![]() |
9 6. გამჭვირვალობა და საზოგადოების მონაწილეობა |
▲ზევით დაბრუნება |
როგორც აღვნიშნეთ, JNA-ს მომზადებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის პროცესი სრულიად დახურული აღმოჩნდა სამოქალაქო საზოგადოები სათვის. თავად დოკუმენტი (არასრული სახით) ხელმისაწვდომი გახდამ ხოლოდ კონფერენციის ჩატარებამდე ერთი დღით ადრე1.
„საერთაშორისო გამჭვირვალეობა საქართველოს“ განცხადებით, „დოკუმენტი შეიქმნა და გადაისინჯა ისე, რომ საქართველოს განვითარების სტრატეგიების შემუშავების პროცესში საქართველოს პარლამენტს, პოლიტიკურ პარტიებს, კვლევით ორგანიზაციებს, ინტერესთა ჯგუფებს და მედიას არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ. დოკუმენტის გასაიდუმლოების გამო პარლამენტს და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს არ აქვთ შესაძლებლობა, ეფექტურად მიიღონ მონაწილეობა იმის განხილვაში, თუ როგორ უნდა განაწილდეს დახმარება, როგორ უნდა განხორციელდეს ეს პროცესი და რა სახის მონიტორინგი უნდა დაწესდეს მასზე... ის [JNA] არ წარდგენილა პარლამენტში განსახილველად ან დასამტკიცებლად. შედეგად, შემცირდა დახმარების მიღების პროცესში ანგარიშვალდებულების პრინციპის დაცვის შესაძლებლობა და შესუსტდა პარლამენტის საზედამხედველო როლი.“
„საერთაშორისო გამჭვირვალეობა საქართველოს“ განცხადების საწინააღმდეგოდ, EBRD-ის პრეზიდენტი თომას მიროუვი მწვანე ალტერნატივასთვის გამოგზავნილ წერილში2 წერს, რომ EBRD, სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად, განაგრძობს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებთან დისკუსიებში მონაწილეობას, ისევე როგორც ეს მოხდა JNA-ის მომზადების შემთხვევაში.
არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობამ გარკვეული ქმედებები განახორციელა გამჭვირვალობის გაზრდის კუთხით; მაგალითისთვის, ფინანსთა სამინისტრომ თავის ვებ-გვერდზე განათავსა მონაცემთა ბაზა, რომელშიც ასახულია ბრიუსელის კონფერენცის შედეგად დამტკიცებული დაგადმორიცხული თანხები, აგრეთვე, განათავსა ის საერთაშორისო ხელშეკრებულებები, რომლებიც ითვალისწინებენ საბიუჯეტო დახმარებას. ფინანსთა მინისტრის მოადგილე ბატონი დიმიტრი გვინდაძე რეგულარულად ახდენს დაინტერესებული სამოქალაქო ორგანიზაციების ინფორმირებას. მნიშვნელოვანია, რომ 2009 წლის მარტში ევროკომისი ამ საჯარო გახადა ის პირობები, რომელთა საფუძველზეც საქართველოს მთავრობას გადაეცემა გაზრდილი დახმარება.
გამომდინარე იქიდან, რომ საერთაშორისო დახმარების საკმაოდ დიდი ნაწილი მოდის ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ პროექტებზე, უმნიშვნელოვანესია რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა და საქართველომ მთავრობამ ფართო დიალოგი აწარმოონ საზოგადოებასთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან. სამწუხაროდ, კვლავ რჩება საერთაშორისო დახმარების გამჭვირვალეობის, ჩართულობისა და დამოუკიდებელი მონიტორინგის განხორციელების პრობლემა კონკრეტულ პროექტებთან მიმართებაში.
მაგალითად, იქმნება შთაბეჭდილება, რომ გზშ პროცედურების დაწყებამდე მთავრობას უკვე გადაწყვეტილი აქვს ონისა და ხუდონის ჰესების აშენება, მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასება ჯერ არ ჩატარებულა. ორივე შემთხვევაში, ადგილობრივი მოსახლეობა სასტიკად ეწინააღმდეგება დიდი ჰესების მშენებლობას საკუთარ რეგიონში. ხუდონის პროექტი მოითხოვს სოფლების წყლით დაფარვას და ადამიანების გადასახლებას. ორივე რეგიონის (ზემო სვანეთი და რაჭა) მოსახლეობას უკვე მიღებული აქვს სამწუხარო გამოცდილება დაიცის, თუ რა უარყოფითი გავლენა ახლავს თან დიდ კაშხალებს (ენგურ-ჰესი სვანეთში და შაორის წყალსაცავი რაჭაში). მათ იცი ან, თუ როგორ იცვლება მიკრო-კლიმატი და როგორ მოქმედებს ეს მათ ჯანმრთელობაზე, ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ კულტურული მემკვიდრეობისთვის მიყენებულ ზიანზე.
ვაზიანი-გომბორი-თელავის ავტომაგისტრალის პროექტის შესახებ ძალზე მწირი წარმოდგენა ჰქონდათ პროექტის უშუალო გავლენის ქვეშ მყოფი სოფლების (უჯარმა, პალდო, ოთარაანთი, სასადილო, გომბორი) მაცხოვრებლებს. მათ იცოდნენ პროექტის არსებობის შესახებ, მაგრამ მხოლოდ მწვანე ალტერნატივას წარმომადგენლებისგან შეიტყვეს, რომ შეეძლოთ პროექტის თაობაზე შენიშვნების წარდგენა. მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია დაგეგმილი საჯარო განხილვების შესახებ და შესაბამისად, არც პროექტთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას ფლობდნენ. მწვანე ალტერნატივასთან შეხვედრების შემდეგ, ინფორმაციის სიმცირის მიუხედავად, მათ გამოთქვეს სურვილი მონაწილეობა მიეღოთ საჯარო განხილვაში, ხოლო მოსახლეობის ნაწილმა (სოფ. უჯარმა), მიუხედავად იმისა, რომ გამგეობის წარმომადგენელი ცდილობდა გავლენის მოხდებას, საკუთარი მოსაზრებები და დამოკიდებულება პროექტის შესახებ წერილობით დაფიქსირა და მიაწოდა საგზაო დეპარტამენტს3.
საზოგადოების ინფორმირებისა და მონაწილეობის კომპონენტი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს აჭარის შემოვლითი გზის პროექტის შემთხვევაში. პროექტის დოკუმენტაცია მომზადდა მხოლოდ ინგლისურ ენაზე, ამ დენად ადგილობრივი მოსახლეობა და ხელისუფლება მოკლებულია მისი საფუძვლიანად განხილვის შესაძლებლობას. დღესდღეობით, შეიძლება ითქვას, ადგილობრივი მოსახლეობა, ძირითადად, მხარს უჭერს პროექტს, ვინაიდან არსებობს სერიოზული კომპენსაციების მიღების მოლოდინი, თუმცა სავარაუდოა, რომ პროექტის განხორციელების დაწყებისთანავე მოსახლეობის კომპენსაციის საკითხი პრობლემური გახდება. ამ კონტექსტში, მნიშვნელოვანია გავიხსენოთ 2009 წლის აპრილში ADB-ის უსაფრთხოების ჯგუფის სასტუმრო „მეტეხში“ მოხსენება გაკეთებული (შეხვედრაზე წარდგენილი იყო ADB-ის გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკები), სადაც მან არაერთხელ აღნიშნა, რომ ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტების ფარგლებში კომპენსაციების გაცემისას, აუცილებელი იქნება ღარიბებისა და კრიმინალების ერთმანეთისგან გარჩევა (?!).
პროექტის „მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში“ განხორციელებას ძალზე ეწინააღმდეგება ადგილობრივი მოსახლეობა. პროექტით გათვალისწინებული სანიტარული ნაგავსაყრელის უშუალო გავლენის ქვეშ მოქცეული სოფლების - ხალის, ჩაისუბნის და დაბა ჩაქვის მოსახლეობა აცხადებს, რომ ნაგავსაყრელის სიახლოვე უარყოფითად აისახება მათ ჯანმრთელობასა და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. მათთვის დასვენებასა და ტურიზმზე ორიენტირებული ბიზნესი შემოსავლის ერთ-ერთ ძირითად წყაროს წარმოადგენს, ხოლო სოფლების ტერიტორიაზე განლაგებული ნაგავსაყრელი, რომელიც აჭარის სანაპირო ზოლში მდებარე დასახლებებს უნდა მოემსახუროს, არა მიმზიდველს გახდის მათ დასახლებებს დამსვენებელთა და ტურისტებისთვის, ასევე უარყოფითად იმოქმედებს უძრავი ქონების ფასზე. ამის თაობაზე მათ კოლექტიური წერილებითაც კი მიმართეს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს.
____________________
1 მსოფლიო ბანკის თანამშრომელთა განცხადებით, საქართველოს მთავრობის მოთხოვნა იყო დოკუმენტის კონფიდენციალურად მომზადება და მხოლოდ კონფერენციის მონაწილეთა შორის გავრცელება.
2 EBRD-ის პრეზიდენტის 2009 წ. 29 ივლისის ენერგო სექტორის პროექტებთან დაკავშირებული წერილი მწვანე ალტერნატივასადმი.
3 რაც შეეხება თავად პროექტს, მისი მომზადება სერიოზული პროცედურული (იგულისხმება მსოფლიო ბანკის პროცედურები, რომელთა თანახმად, ის წარმოადგენდა A კატეგორიის პროექტს) მიმდინარეობდა. არ იყო დასაბუთებული პროექტის წარმოდგენილი სახით განხორციელების საჭიროება (საავტომობილო გზის დერეფნის სიგანის 20 მეტრამდე, ხოლო მიწის ვაკის ის სიგანის 10.5 მეტრამდე გაფართოება, ოთხი ახალი ხიდის მშენებლობა, ბეტონის ტექნოლოგიის გამოყენება). პროექტის კონსულტანტების მიერ არ მოხდა პროექტის ისეთი ალტერნატივის შესწავლა, როგორიცაა არსებული დაზიანებული გზის რეაბილიტაცია, გაფართოების გარეშე. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური იქნებოდა გზის იმ მონაკვეთებზე, რომლებიც კვეთენ სოფლებს და უზრუნველყოფდა მოსახლეობის არა ნებაყოფლობით განსახლების თავიდან აცილებას და შეამცირებდა პროექტის ღირებულებას. როგორც შემდგომში აღმოჩნდა, მსოფლიო ბანკის შენიშვნების შინაარსი დაემთხვა მწვანე ალტერნატივას კომენტარებს. შედეგად, ბანკმა უარი თქვა ამ სახით წარმოდგენილი პროექტის დაფინანსებაზე, ისე, რომ საქმე საჯარო განხილვამდეც არ მივიდა.
4 ერთის მხრივ, საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი და არ მოეთხოვება მისი დირექტივების შესრულება. ამასთანავე, ნორმატიული აქტების პროექტების განმარტებით ბარათში სავალდებულოა მიეთითოს, რომ ის არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. ამასთანავე, ამ დირექტივებთან შესაბამისობაში ქვეყნის პროცედურების მოყვანა ნიშნავს, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას.
![]() |
10 დასკვნა და რეკომენდაციიები |
▲ზევით დაბრუნება |
ამრიგად, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად საქართველოს ბუნებისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაციისა და საერთაშორისო დახმარებებით დაფინანსებული პროექტების გარემოზე ზეგავლენის ზოგადი შეფასებისას გამოიკვეთა შემდეგი პრობლემები:
არასრულყოფილად განხორციელდა რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანის და საკომპენსაციო ღონისძიებების საკითხების შესწავლა;
ვერ მოხერხდა სამხედრო აგრესიის შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანის ფაქტების გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლებრივი სანქციების დაწესების მოთხოვნისათვის;
საჭიროებათა შეფასების დოკუმენტში ომის შედეგად დაზიანებული გარემოს რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხა განისაზღვრა მხოლოდ 7 მილიონი აშშ დოლარით, თუმცა რეალურად, არც ამ ოდენობის დაფინანსება ყოფილა გამოყოფილი დონორების მიერ; დღეისათვის არ მიმდინარეობს დაზიანებული ეკოსისტემების აღდგენის არცერთი პროექტი;
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში, 4.55 მილიარდი დოლარის საერთაშორისო დახმარებაში გარემოსდაცვისათვის დაფიქსირებული თანხა (5 მილიონი ევრო KFW გრანტი) არანაირ კავშირში არ არის 2008 წლის აგვისტოს ომთან და მისი შედეგების ლიკვიდაციასთან;
საერთაშორისო დახმარებისათვის წარდგენილი საგ ზაო ინფრასტრუქტურისა და ენერგო-სექტორის პროექტების გარემოზე ზემოქმედების მასშტაბი ძალზე დიდია და შეიძლება შეუქცევადი ზიანი მიაყენოს ქვეყნის ბუნებრივ გარემოს და კულტურულ მემკვიდრეობას, უარყოფითად აისახოს პროექტების ზეგავლენის ქვეშ მოქცეული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ამ ზეგავლენის დამაბალანსებელი პროექტები კი არ არის გათვალისწინებული დონორთა დახმარებებში;
მთავრობა ცდილობს რუსეთის აგრესიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი დაფინანსება გამოიყენოს სამხედრო აგრესიის შედეგად ყველაზე მეტად დაზიანებული დაცული ტერიტორიის - ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის საზიანო პროექტის დასაფინანსებლად;
ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით ხე-ტყის მოპოვება მოხდა კანონმდებლობის სერიოზული დარღვევებით, რამაც რესურსების განადგურება გამოიწვია და შესაძლებელია გასულ წელზე უფრო მასშტაბური ტყის ხანძრების მიზეზი გახდეს;
საქართველოს კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი და სოციალური საფრთხეების შემცირებას/თავიდან აცილებას. სახელმწიფო ინსტიტუციები ან არ არიან მზად, ან არ გააჩნიათ ნება, რომ გაითვალისწინონ გარემოსდაცვითი და სოციალური საფრთხეები;
საქართველოში პრაქტიკულად არ მიმდინარეობს გარემოს მდგომარეობის მონიტორინგი, ბუნებრივი რესურსების ინვენტარიზაცია, გარემოს დაცვითი კონტროლი, ასევე ტყის ბიოლოგიური დაცვის, აღდგენა-გაშენების, ტყის ხანძრების და სტიქიური გეოლოგიური მოვლენების პრევენციის ღონისძიებები;
არ არსებობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ინფორმირებისა და მონაწილეობის მექანიზმები. ძალზე დაბალია საზოგადოების გარემოს დაცვითი ცნობიერებაც, ასევე ცოდნა ამა თუ იმ საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობისა და სოციალური რისკების შესახებ. საზოგადოების ჩართულობაზე მოქმედებს ასევე გარემოს დაცვითი უფლებადამცველი, „ვოჩდოგი“ ორგანიზაციების ნაკლებობა.
ამრიგად, პრობლემათა ზოგადი ანალიზი საფუძველს გვაძლევს განვაცხადოთ, რომ საქართველოს ომის შემდგომი რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება ჯერჯერობით არ ხმარდება ომის შედეგად დაზიანებული ეკოსისტემების რეაბილიტაციას; უფრო მეტიც, ამ დახმარების ფარგლებში დაფინანსებულმა პროექტებმა შეიძლება კიდევ უფრო გააძლიერონ ქვეყნის ბუნებრივი გარემოს დეგრადაცია, რაც საბოლოო ჯამში აისახება მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ამ ტენდენციების შესამცირებლად და არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია:
საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ, გარემოსდაცვითი ინსტრუმენტების გაძლიერებისა და საზოგადოების ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით, განახორციელონ ცვლილებები საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში, რათა მოხდეს გზშ პროცედურის დახვეწა და საერთაშორისო კონვენციებთან და შეთანხმებებთან, ასევე ევრო კავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანა1. უნდა აღდგეს საზოგადოების ინფორმირებისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მონაწილეობის უზრუნველყოფის მექანიზმები, რომლებიც 2005 წელს გაუქმდა;
გაძლიერდეს გარემოსდაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს როლი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის საკითხში, დაიხვეწოს ლიცენზიებითა და ნებართვებით განსაზღვრული გარემოსდაცვითი ვალდებულებები და გამკაცრდეს მათ შესრულებაზე კონტროლი;
დონორებმა ყურადღება უნდა მიმართონ სახელმწიფო ინსტიტუციების შესაძლებლობათა გაძლიერებისაკენ, ბუნებრივი რესურსების ინვენტარიზაციის, გარემოს მონიტორინგისა და გარემოს დაცვითი კონტროლის კუთხით;
დაფინანსების პრიორიტეტების გამოყოფისას, დონორების მხრიდან მეტი ყურად ღება უნდა მიექცეს JNA-ში და OSCE-UNEP-ის დასკვნაში მოცემულ რეკომენდაციებს ომის შედეგად დაზიანებული ეკოსისტემების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. ასევე, საგანგებო ყურადღება მიექცეს ტყის ხანძრების პრევენცისაა და მასთან ბრძოლისათვის ქვეყნის შესაძლებლობათა გაძლიერების ღონისძიებებს;
დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს დაზარალებული მოსახლეობის გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის ხე-ტყის დამზადების ადგილებში ტყის ნარჩენებისგან გაწმენდისა და ხანძრების პრევენციის კუთხით სამუშაოები.
მდინარეებიდან ინერტული მასალების მოპოვების შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანის კომპენსაციისა და სტიქიური მოვლენების პრევენციის მიზნით, აუცილებელია დონორებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ მოხდეს მდინარეების ნაპირსამაგრი სამუშაოების დაფინანსება2 ასევე მდინარის ფაუნის რეაბილიტაციის/თევზის რესურსების აღდგენის ხელშეწყობის პროექტები. ასევე, გადაუდებლად აუცილებელია საქართველოში ინერტული მასალების მოპოვების გარემოზე ზემოქმედების სტრატეგიული შეფასების ჩატარება.
ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანის დასაბალანსებლად, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა და დონორებმა უნდა დაიწყონ გარემოს დაცვითი (კონსერვაციული) პროექტების განხორციელება (მაგ., ეს შეიძლება იყოს ომისა და ინფრასტრუქტურული პროექტების გავლენის ქვეშ მოქცეული დაცული ტერიტორიების შესაძლებლობათა გაძლიერება, კონსერვაციული ცენტრების და გენოფონდის რეზერვატების ხელშეწყობა და სხვ.).
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა და საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ ქვეყნის ენერგეტიკის სექტორის განვითარების ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების სტრატეგიული შეფასება;
აუცილებელია, რომ საქართველოსთვის გამოყოფილმა დახმარება არამხოლოდ ომისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას, არამედ უფრო გრძელვადიან მიზნებს - ქვეყნის დემოკრატიული განვითარებასა და მის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას შეუწყოს ხელი. ამის მისაღწევად დონორებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას. დონორებმა მხარი უნდა დაუჭრონ საზოგადოების გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლების, გარემოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის, საზოგადოებრივი მონიტორინგისა და ადვოკატირების პროექტებს. ამასთანავე, განსაკუთრებით საჭიროა, რომ გათვალისწინებულ იქნეს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის დროს მიღებული გამოცდილება, როდესაც თავად საქმიანობის განმახორციელებლები ქმნიდნენ ე.წ. მონიტორინგის ჯგუფებს/კოალიციებს. ამ ჯგუფების არსებობამ არ გამოიწვია არც სამოქალაქო სექტორის განვითარება და არც გარემოსდა სოციალური დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება. მათი საქმიანობა ძირითადად მიმართული იყო მთავრობისა და ბთჯ პროექტის განმახორციელებელთათვის არასასურველ, „ვოჩდოგ“ ორგანიზაციებთან და საპირისპირებლად. ამდენად, ინტერესთა კონფლიქტის პრევენციისა და ე.წ. „გონგოების2“ წახალისებისგან თავის არიდების მიზნით, არ შეიძლება რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა, დონორმა ქვეყნებმა და ორგანიზაციებმა დაუშვან, ერთი და იგივე წყაროდან როგორც პროექტის, ისე მისი „დამოუკიდებელი“ მონიტორინგის დაფინანსება.
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა და დონორმა ქვეყნებმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ საქართველოს მთავრობის მიერ მოთხოვნილი პროექტების საჭიროების დასაბუთებას; ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, თუ რა დადებით ზეგავლენას იქონიებს ეს პროექტები ქვეყნის ეკონომიკაზე, რამდენად იქნება შესაძლებელი განხორციელებული პროექტების მეშვეობით მათზე დახარჯული კრედიტების გასტუმრება და რამდენად გავრცელდება პროექტების დადებითი ეფექტი უშუალოდ პროექტის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ადგილობრივი მოსახლეობის ყოფაზე. ამ უკანასკნელის ხელშეწყობისათვის, კარგი იქნებოდა თუნდაც ისეთი პროექტების დაფინანსება, როგორებიცაა მცირე ბიზნესის ხელშეწყობა რეაბილიტირებული გზების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისათვის.
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა დადო ნორმა ქვეყნებმა ყურადღება უნდა მიაქციონ იმ ფაქტს, რომ ბრიუსელის დონორთა კონფერენციის შედეგად საერთოდ არ ფინანსდება, ან ნაკლებად ფინანსდება, გარემოს დაცვითი და სოციალური თვალსაზრისით ისეთი მისაღები პროექტები, როგორიცაა სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, მცირე ჰესების განვითარება და სხვ.
იმედს, გამოვთქვამთ, საქართველოს მთავრობა, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და დონორი ქვეყნები განახორციელებენ ქმედებებს, რომლებიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციებით, რათა საქართველოს ომის შემდგომი რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი თანხების ხარჯვისას გაუმჯობესდეს ქვეყნის მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინების ხარისხი და შემცირდება ეკოსისტემების დეგრადაციის ტენდენცია. ამასთან, აუცილებელია დიალოგი დონორებს, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებისათვის. არსებული საჭიროებებისა და შესაბამისი ხარჯვითი პრიორიტეტების განსაზღვრაში აქტიურად უნდა მონაწილეობდნენ დაზარალებული თემები, ადგილობრივი მთავრობა, არასამთავრობოები, ექსპერტები და პროფესიული ჯგუფები. მათ უნდა ჰქონდეთ გადამწყვეტი ხმის უფლება და გეგმვისა და განხორციელების ეტაპებზე, რათა თავიდან იქნეს აცილებული სხადასხვა კოგნიტური მიზნების მქონე ჯგუფების ინტერესების გატარება.
__________________
1 გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, 2009 წელს ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე 8,5 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც 5-ჯერ აღემატება გასულ წელს დახარჯულ თანხას www.moe.gov.ge.
2 „გონგო“ (GoGNO - Governmen tal NGO) - მთავრობის მართული არასამთავრობო ორგანიზაციები.
![]() |
11 შემოკლებები |
▲ზევით დაბრუნება |
ADB - აზიის განვითარების ბანკი
EBRD - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი
EC - ევრო კომისია
EIB - ევროპის საინვესტიციო ბანკი
ENVSEC (Environment Security Initiative) - გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების ინიციატივა
IFC - საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია
JNA - საჭიროებათა ერთობლივი შეფასების დოკუმენტი
KfW - გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკი
NATO - ჩრდილო ატლანტიკის ხელშეკრულების ორგანიზაცია
OSCE - ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო)
REC - ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი
TJS (The Transboundary Joint Secretariat) - გაერთიანებული ტრანსასაზღვრო სეკრეტარიატი
UNDP - გაეროს განვითარების პროგრამა
UNECE - გაეროს ეკონომიკური კომისია ევროპაში
UNEP - გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა
ასოციაცია მწვანე ალტერნატივა არასამთავრობო არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც დაარსდა 2000 წელს. მწვანე ალტერნატივას მისიაა საქართველოს გარემოს, ბიოლოგიური და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ეკონომიკურად ხელსაყრელი და სოციალურად მისაღები ალტერნატივების ხელშეწყობის გზით, გარემოსდაცვითი და სოციალური სამართლიანობის პრინციპების დამკვიდრებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის საშუალებით
დაარსების დღიდან ორგანიზაცია მონიტორინგს უწევს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების საქმიანობას საქართველოში; გარდა ამისა, ორგანიზაცია მუშაობს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და ინსტრუმენტების გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, ენერგეტიკა/კლიმატის ცვლილება და სიღარიბის დაძლევა, სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის გარემოსდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვა, ხე-ტყის არალეგალური ჭრის და ველური ფლორისა და ფაუნის ნიმუშებით უკანონო ვაჭრობის აღკვეთა, გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების სრულფასოვანი ჩართვის ხელშეწყობა.
ასოციაცია მწვანე ალტერნატივა თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. 2001 წელს მწვანე ალტერნატივამ საქართველოს სხვა წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად დააფუძნა საქართველოში სიღარიბის შემცირების სტრატეგიის შემუშავებაზე დამკვირებელთა ქსელი. 2002 წლიდან მწვანე ალტერნატივა მონიტორინგს უწევს ბაქო-თბილისიჯეიჰანის ნავთობ სადენის პროექტის განხორციელებას, მის შესაბამისობას საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პოლიტიკასა და სახელმძღვანელო პრინციპებთან, პროექტის ზეგავლენას ადგილობრივ მოსახლეობასა და გარემოზე. 2005 წლიდან ორგანიზაცია არის ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის მონიტორინგის კოალიციის წევრი. 2006 წელს მწვანე ალტერნატივამ საფუძველი ჩაუყარა ტყის დამოუკიდებელი მონიტორინგის ქსელს. ასოციაცია არის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ბანკების საქმიანობაზე დამკვირვებელთა ქსელის წევრი (CEE Bankwatch Network); მჭიდროდ თანამშრომლობს დედამიწის მეგობრების საერთაშორისო ფედერაციასთან, კლიმატის ცვლილების ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქსელთან, მდგრადი ენერგეტიკის საერთაშორისო ქსელთან, სხვადასხვა საერთაშორისო და ეროვნულ გარემოს დაცვით, სოციალურ და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან; მწვანე ალტერნატივა არის კოალიციის „გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოსთვის“ წევრი, რომელიც დაარსდა 2008 წელს. 2009 წლიდან მწვანე ალტერნატივა იწყებს „საქართველოს სამოქალაქო ქსელი გარემოს დაცვითი და სოციალური სამართლიანობისათვის“ ჩამოყალიბებას (Georgian Advocacy Network for Environmental and Social Justice).
2004 წელს მწვანე ალტერნატივა დაჯილდოვდა გოლდმანის გარემოს დაცვითი ფონდის პრიზით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის კამპანიის ფარგლებში გარემოს დაცვის, სოციალური სამართლიანობისა და თანასწორობისათვის განხორციელებული წარმატებული საქმიანობისათვის.
ასოციაცია მწვანე ალტერნატივა
მისამართი: ყიფშიძის 5ა, IV სადარბაზო, VII სართული, თბილისი, საქართველო
საფოსტო მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. 62, თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 22 16 04
ფაქსი: + 995 32 22 38 74
www.greenalt.org