![]() |
საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განვითარება |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი საზოგადოებრივი მეცნიერებები|პოლიტოლოგია, დემოკრატია|სახელმწიფო და საზოგადოება |
წყარო:
საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განვითარება : საერთ. კონფერენციის მასალები (თბილისი, 1996 წლის 1-2 აპრილი) / მშვიდობის, დემოკრ. და განვ. კავკასიის ინ-ტი ; [მთ. რედ.: გია ნოდია] - თბ., 1996 - 76გვ. ; 20სმ. - : [3ლ.] [MFN: 9082] UDC: 351.746 + 355.45](479.22) + 94(479.22:470) K 232.863/3 - საერთო ფონდი K 232.864/3 - საერთო ფონდი K 232.865/3 - საერთო ფონდი (22)355(063)ს-323 - ქართველოლოგიის განყოფილება F 76.511/3 - ხელუხლებელი ფონდი |
საავტორო უფლებები: © მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი |
თარიღი: 1996 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
![]() |
1 საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია (ვარიანტი პირველი) |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
1.1 თავი 1. ზოგადი დებულებები |
▲ზევით დაბრუნება |
1-1.ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფილობა ნიშნავს ადამიანის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესების გარე და შიდა საფრთხეებისაგან დაცულობას.
1-2.საქართველოს სტრატეგიული მიზანია ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე დამოუკიდებელი, დემოკრატიული და მშვიდობის-მყოფელი სახელმწიფოს დამკვიდრება, რომელსაც შეეძლება აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის მრავალმხრივ ურთიერთობათა განვითარებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება. ამ მიზნის შემადგენელი ოთხივე კომპონენტი დამოუკიდებლობა, დემოკრატია, მშვიდობა და გეოსტრატეგიული პოტენციალის რეალიზაცია საქართველოსთვის ურთიერთდაკავშირებული, ურთი-ერთგაუმიჯნავი და ურთიერთგანპირობებადი სტრატეგიული იმპერატივია.
1-3.საქართველოს სტრატეგიული მიზანი ეფუძნება ხალხისა და ხელისუფლების შეუქცევად არჩევანს ქვეყნის საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი განვითარების მიმართულობის შესახებ.
1-4.საქართველოს ეროვნული ინტერესები ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ერისა და ეთნოსის ინტერესთა გამოხატულებაა (ეს ინტერესები ეროვნულია მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოსთან იდენტიფიკაციის თვალსაზრისით).
1-5. საქართველოს ეროვნული ინტერესების საფუძველია გეოპოლიტი-კური რეალიები, ქვეყნის რეალური შესაძლებლობები და ეროვნულ-ისტორიული ღირებულებები.
1-6.სასიცოცხლო ინტერესების უმთავრესი განმსაზღვრელია სახელმწიფოს თვითშენარჩუნების იმპერატივი - სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.
I-7.სასიცოცხლო ინტერესთა განხორციელება არის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საფუძველთა საფუძველი.
1-8.საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ საფრთხეებში იგულისხმება მოქმედება, მოვლენა, ფაქტორი და პროცესი, რომელიც უპირისპირ-დება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და აბრკოლებს მათ განხორციელებას.
1-9.ეროვნული უსაფრთხოების უმთავრესი ობიექტებია:
● მოქალაქე-მისი უფლებები და თავისუფლებები;
● საზოგადოება - მისი სულიერი და მატერიალური ღირებულებები;
● სახელმწიფო - მისი კონსტიტუციური წყობილება, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა;
1-10ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფის სუბიექტებია:
● უშიშროების სპეციალური სახელმწიფოებრივი სტრუქტურები;
● სამთავრობო სტრუქტურები;
● არასამთავრობო სტრუქტურები;
● ცალკეული მოქალაქეები, რომელთა უშუალო ფუნქციას წარმო-ადგენს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
![]() |
1.2 თავი 2. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის რეალიები |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის დღევანდელი რეალიები მთლიანობაში გარდამავალი პერიოდის ქვეყნის საერთო ვითარების ადეკვატურია.
2.1. ნეგატიური რეალიები
● საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი სტაბილურობის სიმყიფე. ქვეყნის შიგნით და საზღვრების სიახლოვეს პერიოდული ხასიათის ეთნიკური და პოლიტიკური კონფლიქტები;
● ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მოშლა. ლტოლვილთა დაბრუნების საკითხის ბლოკირება. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სეპარატისტული რეჟიმების მუდმივი გამოწვევებით გაპირობებული სამხედრო-პოლიტიკური და სოციალური დაძაბულობა;
● უაღრესად მწვავე სოციალური ფონი. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის სიღარიბე და გაღატაკება. მოსახლეობის სოციალური დაცვის, უმუშევართა და უმწეოთა მხარდაჭერის არადამაკმაყოფილებელი და მანკიერი სისტემა;
● მოსახლეობის განათლებული, პროფესიულად კვალიფიციური, ჯანმრთელი და ახალგაზრდა ნაწილის ემიგრაციის ფართო მასშტაბი. მოსახლეობის დემოგრაფიული ბალანსის დარღვევა;
● განუვითარებელი და რეალურ ეკონომიკურ მოთხოვნებთან შეუსატყვისი საბაზრო ინფრასტრუქტურა. ჩრდილოვანი ეკონომიკის დაუშვებელი მასშტაბები. ეკონომიკური მართვის სისტემის არაეფექტურობა. ეკონომიკაში ბაზრის სტიქიის, კონტრაბანდისა და კლიენტალიზმის დომინირება. ამოუღებელია გადასახადების დიდი ოდენობა. ენერგეტიკული საბიუჯეტო კრიზისის დაუძლევლობა;
● ეკოლოგიური ვითარების გაუარესება. ტყის გამეჩხერება. წყლის ხარისხის გაუარესება. მცენარეულთა საფარისა და ცხოველთა სამყაროს გაჩანაგება. ბუნებრივი რესურსების მტაცებლური ექპლუატაცია. სხვადასხვა სახის ნარჩენებით ეკოსისტემების დაბინძურება. ხშირი ბუნებრივი კატასტროფები;
● მოსახლეობის ჯანმრთელობის მძიმე მგომარეობა. მოსახლეობისათვის სამკურნალო საშუალებების ხელმიუწვდომობა. მძიმე დაავადებათა სახეობებისა და დაავადებულთა რაოდენობის ზრდა;
● კრიმინოგენური ვითარების გამძაფრება. ადამიანის უფლებების დარღვევა. ორგანიზებული და ტრანსმაგისტრალური ხასიათის დანაშაულებების ზრდის ტენდენცია;
● ხელისუფლებრივი სტრუქტურების ქმედუნარიანობისა და ავტორიტეტის დაბალი დონე. მმართველ ელიტაში უპასუხისმგებლობა, სახელმწიფოებრივ სტრუქტურებში კორუფციისა და კლიენტალიზმის მაღალი დონე;
● განათლების სისტემის რეფორმირების არასრულყოფილება და გახანგრძლივება. პროფესიონალიზაციისა და სპეციალიზაციის დაბალი დონე. სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის მკვეთრი შემცირება და სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის პრესტიჟის დაცემა;
● სამოქალაქო საზოგადოების ჩამოუყალიბებლობა. სამოქალაქო ომიდან გადმოყოლილი ეროვნული განხეთქილების მიზეზთა დაუძლევლობა. სოციალური უთანასწორობის ჰიპერთროპული ფორმების გამო სამოქალაქო კომუნიკაციებისა და თანხმობის მიღწევის შეუძლებლობა;
● არასტაბილური პოლიტიკური და გეოპოლიტიკური სივრცე. ერთპოლუსიან მსოფლიოდ ტრანსფორმირების წინააღმდეგობრივი პროცესებით გაპირობებული საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის შემზღუდავი პოტენციური საფრთხეები;
● რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა დაძაბულობა. რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოს ტერიტორიიდან გატანის გაჭიანურება;
● რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ხელოვნურად შექმნილი სეპარატისტული რეჟიმების სხვადასხვა ფორმითა და საშუალებებით მხარდაჭერა;
● ენერგეტიკული, სამხედრო და პოლიტიკური ბერკეტებით საქართველოს ხელისუფლებაზე რუსეთის ზეწოლა;
● ტერიტორიული მთლიანობის აღუდგენლობით გამოწვეული სახელმწიფო საზღვრების სრული და სრულყოფილი კონტროლის შეუძლებლობა. კონტრაბანდისა და არალეგალური მიგრაციის დაუშვებელი მასშტაბები;
● რუსეთ-ჩეჩნეთის კონფლიქტის შედეგად პანკისის ხეობაში ჩეჩენი ლტოლვილების დიდი ნაკადის შემოსვლით გამოწვეული კრიმინოგენური სიტუაციის გაუარესება;
● ქვეყნის რეგიონებისა და საზღვრისპირა მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის დაბალი დონე. კოდორის, პანკისის ხეობისა და საზღვრისპირა რეგიონებში სამხედრო პროვოკაციის, საჰაერო საზღვრების დარღვევების პერმანენტული ხასიათი.
2.2. პოზიტიური რეალიები
● ჯერ კიდევ 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმით საქართველომ ოფიციალურად და ფაქტობრივად გამოხატა დამოუკიდებლობის ნება. 1993 წლიდან საქართველო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრია;
● საქართველოს ოფიციალური და დიპლომატიური ურთიერთობები აქვს დამყარებული მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან. მუდმივი დელეგაციები ჰყავს მივლინებული თითქმის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციებში;
● 1999 წლიდან საქართველო ევროსაბჭოს წევრია და შეუერთდა ევროპის საბჭოს იმ ინსტიტუტებს, რომლებიც ხელს უწყობენ დემოკრატიული სახელმწიფოსა და საზოგადოების დასავლური სტანდარტებით მშენებლობას;
● 1999 წლიდან ძალაში შევიდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება. იგი ითვალისწინებს მხარეთა შორის არებული დონორი-რეციპიენტის ურთიერთობების გადაზრდას ორმხრივი ვალდებულებების მქონე პარტნიორულ თანამშრომლობაში. ამ ურთიერთობების ფარგლებში საქართველოში ევროგაერთიანების რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი მოქმედებს;
● საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან. საქართველო ევრო-ატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს დამფუძნებელი წევრია, რომლის მეშვეობით მჭიდრო კავშირებს ამყარებს ნატოსთან. საქართველო მონაწილეობს ალიანსის პროგრამაში ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის”. თანამშრომლობის ამ ფორმებს საქართველო ნატოში გაწევრიანების გრძელვადიანი მიზნის აუცილებელ პირობად მიიჩნევს;
● 2002 წლის სექტემბერში საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება ,,საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ”. ამავე წლის პრაღის სამიტზე საქართველოს ხელისუფლებამ შესაძლებლად მიიჩნია ქვეყნის ნატოში გაწევრიანების სურვილის შესახებ განცხადების გაკეთება.
შექმნილია და მოქმედებს საქართველოს ,,ევრო-ატლანტიკური ინსტიტუტის სახელმწიფო პროგრამა 2003 წლისათვის”. ნატოში გაწევრიანებას როგორც ქვეყნის უსაფრთხოებისა და პროგრესის უპირველეს პრიორიტეტს მხარს უჭერს ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა და პარლამენტი;
● საქართველო მონაწილეობს რეგიონალური და სუბრეგიონალური თანამშრომლობის ინიციატივებში, მშვიდობიანი კავკასიის იდეის რეალიზაციაში;
● საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრია. მისი მიზანია ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის რეგიონში ურთიერთკავშირების განვითარება, პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესება და ეკონომიკური თანამშრომლობისათვის ხელშეწყობა;
● 1993 წლიდან საქართველო წევრია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა, რომელსაც განიხილავს როგორც წევრ სახელმწიფოთა შორის ეკონომიკური კავშირების გაფართოებისა და დსთ-ის ფარგლებში კონფლიქტთა მოგვარების ერთ-ერთ საშუალებად;
● საქართველო რეგიონალური ორგანიზაციის სუუამის წევრია, რომლის ძირითადი პრიორიტეტია ეკონომიკური პროექტების განხორციელება, ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფნის ამოქმედება და სუუამ-ის ფარგლებში თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნა;
● საქართველო ევროკავშირთან ინტეგრაციული პროცესების ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობს ისეთ სუბრეგიონალურ სტრუქტურებთან, როგორიცაა: ცენტრალური ევროპის ინიციატივა, სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპის თანამშრომლობის პროცესი და რაიმონტის პროცესი;
● საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები აქვს დამყარებული ევრო-ატლანტიკური თანამეგობრობის ქვეყნებთან, მეზობელ სახელმწიფოებთან, ცენტრალური აზიის, აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებთან;
● გარდამავალი პერიოდის დასაწყისიდანვე საქართველო თანმიმდევრულად ქმნიდა ეროვნულ-სახელმწიფოებრივ სტრუქტურებს. მიმდინარეობდა იმპერიის პირობებში შექმნილი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების მოქმედების შეჩერება და მათი ფუნქციური გარდაქმნა;
● ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სისტემის ჩამოყალიბების პროცესს სრულყოფილი იურიდიული სახე მიანიჭა 1995 წლის კონსტიტუციამ;
● შეიქმნა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის პოლიტიკური და სამართლებრივი საფუძვლები;
● 1990-1995 წლებში განხორციელდა ავტორიტარული პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი სისტემის დემონტაჟი და ჩამოყალიბდა სრულიად ახალი - დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა;
● თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების გზით განხორციელდა უმაღლესი საკანონმდებლო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს ფორმირება;
● 1990 წლიდან დაიწყო და მკვიდრდება საკმაოდ ფართო სპექტრის პარტიული სისტემა;
● 1995 წლიდან ფაქტობრივად აღარ არსებობს ანტიდემოკრატიული სისტემის აღდგენის პოლიტიკური და სამართლებრივი პირობები, რაც სახელმწიფოს შემდგომი დემოკრატიზაციის მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის;
● საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობით თანმიმდევრულად ხორციელდება ქვეყნის საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის ფართომასშტაბიანი პროცესი და მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის პროგრამა;
● ბიზნესისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით ჩამოყალიბებულია სტაბილური და მეტ-ნაკლებად მყარი სამართლებრივი და ინსტიტუციური ბაზა. მოქმედებს ფასიანი ქაღალდების ბაზარი, ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია და საფონდო ბირჟა;
● გარდამავალი პერიოდის ჯერ კიდევ ურთულეს ეტაპზე (1992-1994 წლებში) საქართველოს ხელისუფლებამ შეიმუშავა ფართომასშტაბიანი გეოსტრატეგიული პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ევრაზიული დერეფნის გლობალურ პროექტებში ქვეყნის აქტიურ მონაწილეობას;
● დაწყებულია აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიაზე გავლით ყაზახეთის ნავთობის ბათუმის პორტში ტრანსპორტირება. ფაქტობრივად გადაწყვეტილია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტის განხორციელება;
● უკვე შექმნილია ევრაზიული დერეფნის მიმართულებით სხვადასხვა სახის სატრანსპორტო-საკომუნიკაციო არხები, რაც ახალ განზომილებაში გადაიყვანს რეგიონალური და გეოპოლიტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას, საქართველოს ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ პერსპექტივებს;
● რუსეთთან მშვიდობიანი და კეთილმეზობლური თანაცხოვრების ტრადიციები;
● უნიკალური ბუნებრივი რესურსები და კულტურული მემკვიდრეობა;
● სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობები.
● ურყევი ეროვნული ნება;
![]() |
1.3 თავი 3. საქართველოს ეროვნული ინტერესები |
▲ზევით დაბრუნება |
ეროვნულ ინტერესთა სისტემა მოიცავს საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ცხოვრების ყველა ძირითად სფეროს.
3.1. საშინაო პოლიტიკის სფეროში
● სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მთლიანობა;
● დემოკრატიზაცია;
● პოლიტიკური და საზოგადოებრივი სტაბილურობა;
● სამართლებრივი სახელმწიფო და კანონის უზენაესობა;
● სამოქალაქო და ეროვნული თანხმობა;
3.2. საგარეო პოლიტიკის სფეროში
● მსოფლიო განვითარების ძირითად და წამყვან ტენდენციებთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის შეთავსებადობა;
● დამოუკიდებლობისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებით აქტიური მონაწილეობა გლობალიზაციის პროცესში;
● წამყვანი საერთაშორისო სტრუქტურების ფუძემდებლური პრინციპებისადმი მხარდაჭერა;
● თანამედროვე ღირებულებების საფუძველზე მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარება მეზობელ და მსოფლიო გაერთიანებების წევრ ქვეყნებთან;
● ღია, თანასწორუფლებიანი და მშვიდობიანი გეოპოლიტიკური სივრცის ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა, რომელშიც სუვერენიტეტისა და დემოკრატიის პრინციპების დაცვა იქნება ყველა ქვეყნის ინტერესთა რეგულირების, ურთიერთგანვითარებისა და ურთიერთუშიშროების უმთავრესი პირობა;
● დემოკრატიულ, მოწინავე საერთაშორისო სტრუქტურებში ინტეგრირება;
3.3. ეკონომიკის სფეროში
● სახელმწიფოებრივი მდგრადობის, პიროვნებისა და საზოგადოების ღირსეული ცხოვრებისათვის ეკონომიკური პირობების უზრუნველყოფა;
● ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მყარი და ეფექტური სისტემა;
● თვალსაწიერ პერსპექტივაში საბიუჯეტო კრიზისის მასშტაბების შემცირება და მისი საბოლოოდ დაძლევა;
● ენერგო და სასურსათო დამოუკიდებლობა. საშინაო და საგარეო ვალების შემცირება;
● საერთაშორისო სავაჭრო, სამეცნიერო-ტექნიკური და სამეურნეო თანამშრომლობა;
● ქვეყნის ერთიანი ეკონომიკური სივრცე.
3.4. სოციალურ სფეროში
3.5. ეკოლოგიის სფეროში
3.6. ჰუმანიტარულ სფეროში
● საქართველოს მოქალაქეთა სულიერი და ფიზიკური განვითარებისათვის ხელსაყრელი და ხელმისაწვდომი პირობების უზრუნველყოფა;
● საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნება და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა შემოქმედებითი ათვისება;
● საქართველოს მეცნიერების, კულტურისა და ხელოვნების საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოვება. მსოფლიო გამოცდილებისა და მოწინავე ტექნოლოგიების ათვისება;
● ერის ინტელექტუალური პოტენციალის დაცვა და განვითარება;
● ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და სპორტის განვითარება.
3.7. სამხედრო სფეროში
● თავდაცვითი ხასიათის სამხედრო პოლიტიკის განხორციელება;
● ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის დაცვა;
● საკუთარი შეიარაღებული ძალებით ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული საკომუნიკაციო სისტემებსა და სახელმწიფოებრივ-პოლიტიკურ ინსტიტუტებზე სამხედრო თავდასხმის აღკვეთა;
● ქვეყნის შიგნით ნებისმიერ კონფლიქტსა და სამოქალაქო არეულობაში სამხედრო ძალების მონაწილეობის დაუშვებლობა;
● საქართველოს საზღვრებს გარეთ ნებისმიერი ხასიათის შეიარაღებულ კონფლიქტში საქართველოს სამხედრო ძალების მონაწილეობის დაუშვებლობა;
● ეროვნული თავდაცვის დამოუკიდებელი შესაძლებლობების უზრუნველყოფა და თანამედროვე სტანდარტებთან მათი მიახლოვება;
● სამხედრო-ტექნიკური პოტენციალის განვითარება.
![]() |
1.4 თავი 4. საქართველოს რეალური და პოტენციური საფრთხეები |
▲ზევით დაბრუნება |
4.1. საშინაო პოლიტიკის სფეროში
● სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის შეზღუდვა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ერთიანობის რღვევა;
● ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა;
● ცენტრალური ხელისუფლების არასრული იურისდიქცია;
● ქვეყნის ტერიტორიაზე ხანგრძლივვადიანი კონფლიქტური ზონების ჩამოყალიბება;
● აგრესიული რეგიონალური და ეთნო-პოლიტიკური სეპარატიზმი;
● ეროვნულ და რელიგიურ უმცირესობათა ინტერესების იგნორირება;
● ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი და რელიგიური შუღლი;
● ფსევდოდემოკრატიზმი. დემოკრატიულ ფასეულობათა მექანიკური დამკვიდრების მცდელობა;
● დემოკრატიზაციის სპონტანურობა და არასრულყოფილება. დემოკრატიული ნორმებისა და ღირებულებების დამახინჯება და ცალმხრივობა;
● პოლიტიკური სისტემის შეუსატყვისობა არსებულ რეალობასა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ძალების მისწრაფებებთან;
● პერმანენტული ხასიათის ხელისუფლებრივი კრიზისი;
● პოლიტიკურ ლიდერთა და ჩინოვნიკთა არაკომპეტენტურობა, ფინანსური და საკარიერო სტიმულირების არარსებობა;
● ხელისუფლებისა და პოლიტიკის კრიმინალიზაცია;
● ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების იგნორირება;
● საგარეო ან სამხედრო პოლიტიკური კრახი;
● სამართლებრივი ნიჰილიზმი და მასიური კანონდაუმორჩილებლობა;
● საზოგადოებრივ ურთიერთობათა ხასიათსა და სამართლერივ სისტემას შორის შეუსატყვისობა;
● კანონგარეშე ზონებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების ჩამოყალიბება;
● პოლიტიკურად დამოკიდებული და კორუმპირებული სასამართლო სისტემა;
● კორუფცია, ინტერესთა შეუთავსებლობა;
● სამართლებრივი სტრუქტურების ქმედუუნარობა;
4.2. საგარეო პოლიტიკის სფეროში
● გლობალიზაციის უნიფიკაცია და მსოფლიოს უნიციფირება, გაერთფეროვნება;
● დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკური კურსის არჩევის უფლებისა და საშუალებების სხვა სახელმწიფოთაგან შეზღუდვის მცდელობა;
● საერთაშორისო სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრირების პროცესისათვის ხელშეშლა;
● საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქციის შეზღუდვა.
4.3. ეკონომიკის სფეროში
● კონფლიქტური ზონების გამო ქვეყნის ეკონომიკური სივრცის შეზღუდვა;
● ეკონომიკის კრიმინალიზაციის მაღალი დონე. ჩრდილოვანი ეკონომიკის მზარდი მასშტაბები;
● თავისუფალი კონკურენციის იგნორირება. საბაზრო ურთიერთობათა სტიქიური ხასიათი და კრიმინალური ბიზნესის დაუშვებელი მასშტაბები;
● კონტრაბანდის, კორუფციისა და „კრიშომანიის“ ფართო მასშტაბები. მონოპოლიზაციის მაღალი დონე;
● გადასახადების დამალვა, საბიუჯეტო კრიზისის გახანგრძლივება;
● სახელმწიფოს შიდა და საგარეო ვალის ზრდა.უმეტესწილად ნედლეულის ექსპორტირებით გამოწვეული სავაჭრო ბალანსის დარღვევა;
● მცირე და საშუალო ბიზნესის განუვითარებლობა;
● უცხოური ინვესტიციების მცირე მოცულობა და ფულად-საკრედიტო სისტემაში არსებული არაფორმალური ურთიერთობები;
● უცხო ქვეყნების მხრიდან განხორციელებული ექსპანსიური ეკონომიკური და ენერგო პოლიტიკა.
4.4. სოციალურ სფეროში
4.5. ეკოლოგიის სფეროში
4.6. ჰუმანიტარულ სფეროში
● სულიერ და ზნეობრივ ღირებულებათა დეფორმაცია და გაუფასურება;
● მომხვეჭელობის, ძალადობის, მომხმარებლური მორალისა და დამნაშავეთა სამყაროს ზრდა;
● ეროვნული თვითმყოფადობის იგნორირება და კოსმოპოლიტიკური ინერცია;
● ნაციონალური, ეთნიკური, რელიგიური და კულტურული შეუწყნარებ-ლობის გამოვლინება;
● წამყვანი სამეცნიერო სკოლების სტაგნაცია და გაუქმება;
● საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის პირობების გაუარესება. ფსიქიკური, ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ინფექციური დაავადებების ზრდა. ჯანმრთელობის სისტემის დაბალი ეფექტიანობა;
4.7. სამხედრო სფეროში
● საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის შეზღუდვისა და მის საშინაო საქმეებში ჩარევის მიზნით უცხო სახელმწიფოთა მხრიდან სამხედრო ძალის გამოყენება ან სამხედრო მუქარა;
● სახელმწიფოებრივი გადატრიალების მიზნით განხორციელებული შეიარაღებული ამბოხება;
● სახელმწიფოებრივი საზღვრების არასრული და არასრულყოფილი დაცვა;
● საქართველოს სამხედრო ძალების სტრუქტულრულ-ფუნქციური დაუხვეწე-ლობა;
● სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების ჯერ კიდევ არასაკმაო დონე.
![]() |
1.5 თავი 5. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრიორიტეტული ამოცანები |
▲ზევით დაბრუნება |
5.1. საშინაო პოლიტიკის სფეროში
● დემოკრატიული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი სისტემა, რომელიც დაეფუძნება პოზიტიური ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და განვითარებას;
● სისტემურობის, თანმიმდევრულობისა და მემკვიდრეობითობის პრინციპის დაცვა დემოკრატიულ გარდაქმნებში;
● დემოკრატიზაციის თანმხლები ობიექტური სირთულეების მაქსიმალური პროგნოზირებით სოციალურ-პოლიტიკურ წინააღმდეგობების მინიმიზაცია;
● ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დაცვა უპირატესად პოლიტიკური, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში სამართლიანი იძულების გზით;
● ერთიან სახელმწიფოში რეგიონების ფართო დამოუკიდებლობისა და ეროვნული უმცირესობების ინტერესთა განხორციელების პირობების შექმნით ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მთლიანობის მიღწევა;
● ადამიანის უფლებების, თავისუფლებებისა და პიროვნების ღირსების სამართლებრივი მექანიზმების ფაქტობრივი მოქმედება;
● საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ცხოვრების ყველა დონეზე სამართლიანობის, თავისუფლებისა და თანასწორობის დემოკრატიული პრინციპის განხორციელება;
● კანონის საყოველთაობისა და უზენაესობის ფაქტობრივი მიღწევა;
● სამართლებრივი და სამართალდამცავი სისტემის ქმედუნარიანობის გაზრდა;
● სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის რეალური და მყარი პირობების უზრუნველყოფა. ეროვნული და სამოქალაქო თანხმობის მიღწევა;
5.2. საგარეო პოლიტიკის სფეროში
● უშიშროების ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრირება;
● ნატოში გაწევრიანება;
● დემოკრატიული საერთაშორისო სტრუქტურების მხარდაჭერა;
● მონაწილეობა სამშვიდობო პროცესებისა და საერთაშორისო ანტიტერორისტული პოლიტიკის განხორციელებაში;
● აქტიური ძალისხმევა ბირთვული განიარაღების, კოსმოსური სივრცის დემილიტარიზაციის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სხვა მნიშვნელოვან პრობლემათა გადაჭრაში;
● რეგიონალური და სუბრეგიონალურ უსაფრთხოების სისტემებში მონაწილეობა;
● მჭიდრო ურთიერთობების დამყარება მეზობელ ქვეყნებთან;
● რუსეთთან კეთილმეზობლური და მრავალმხრივი ურთიერთობების დამყარება. ურთიერთნდობისა და ურთიერთპასუხისმგებლობის ამაღლებისათვის ხელშეწყობა. ორი ქვეყნის გეოსტრატეგიული ინტერესების მაქსიმალური შეთავსებადობის პრინციპებისა და მექანიზმების უზრუნველყოფა ისე, რომ დაცული იქნეს ამ სახელმწიფოთა დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი;
5.3. ეკონომიკის სფეროში
● ურთიერთშესატყვისობის მიღწევა ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების სტრატეგიასა და სახელმწიფოს ეკონომიკურ პოლიტიკას შორის;
● სახელმწიფოს როლისა და პასუხისმგებლობის გაზრდა ეკონომიკური წესრიგისა და საბაზრო ეკონომიკის რეგულირებაში, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება: ლეგალური მეწარმეობის განვითარება, ყველა სფეროში ჯანსაღი კონკურენციის პირობების შექმნა, სოციალური სამართლიანობისა და სოციალური თანასწორობის პრინციპის დამკვიდრება;
● მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის ხელშეწყობა;
● ფულად-საკრედიტო სისტემაში წესრიგის დამყარება;
● საგადასახადო პოლიტიკის სრულყოფა, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება: ეკონომიკური ეფექტიანობა, ყველა ეკონომიკური სუბიექტის ერთი და იგივე რეჟიმში მოქცევა, სისტემის სტიმულირება, საგადასახადო კანონმდებლობის დაცვა;
● კორუფციის, კონტრაბანდისა და ჩრდილოვანი ეკონომიკის მცირე დროში მაქსიმალურად შეზღუდვა;
● ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს უზრუნველყოფა.
5.4. სოციალურ სფეროში
5.5. ეკოლოგიის სფეროში
5.6. ჰუმანიტარულ სფეროში
● შიდა და სახელმწიფოთაშორისი კულტურული დიალოგისათვის მყარი საფუძვლების მომზადება. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და კომუნიკაციების სფეროში რეგიონალური და საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოება;
● ეროვნული კულტურისა და ხელოვნების მოწინავე ტრადიციების შენარჩუნება და განვითარება;
● მოზარდი თაობის სოციალიზაციისათვის ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფა. ოჯახის, როგორც საზოგადოების ძირითადი უჯრედისა და მომავალი თაობის სოციალიზაციის უმთავრესი ინსტიტუტის სამართლებრივი და მორალური დაცვა;
● განათლების სისტემის რეფორმა. განათლების, კულტურისა და მეცნიერების სახელმწიფო მართვის ეფექტიანი პოლიტიკის განხორციელება. ინტელექტუალური შრომის სოციალური პრესტიჟისა და მოტივაციის გაზრდა;
● სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებებით სამეცნიერო კვლევებისათვის ხელშეწყობა და მისი პროგრამულ-მიზნობრივი დაფინანსება. საერთაშორისო სამეცნიერო სკოლებთან მჭიდრო კავშირების განვითარება;
● საქართველოს მოქალაქეთა უფლებების სრული რეალიზაციის მიზნით სახელმწიფო ენის დაუფლებისათვის საჭირო პირობების შექმნა. სხვადასხვა აღმასრულებლობისა და რელიგიური კონფესიების მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და სინდისის თავისუფლების ფაქტობრივი უზრუნველყოფა;
● ადამიანთა ჯანმრთელობისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა. ცხოვრების ჯანსაღი პირობების დამკვიდრება. მაქსიმალურად ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურეობის მიღწევა. სოციალურად საშიში დაავადებების მკვეთრი შემცირება. ჯანმრთელობის სისტემის ეფექტიანობის ამაღლება;
● სამოყვარულო და პროფესიული სპორტის განვითარებისათვის ხელშეწყობა.
5.7. სამხედრო სფეროში
![]() |
1.6 თავი 6. საქართველოს ეროვნული უშიშროების სისტემა |
▲ზევით დაბრუნება |
6.1. უშიშროების სისტემის ზოგადი შეფასება.
6.2. უშიშროების სისტემის სრულყოფის პრიორიტეტული მიმართუ-ლებები.
6.3. უშიშროების სისტემის ძირითადი სუბიექტები და მათი ფუნქციები.
6.3.1. თავდაცვის სამინისტრო.
6.3.2. სასაზღვრო დეპარტამენტი.
6.3.3. სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო.
6.3.4. დაზვერვის დეპარტამენტი.
6.3.5. სამართალდამცავი სტრუქტურები.
6.3.6. სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახური.
6.4 უშიშროების სისტემის მართვა.
![]() |
2 საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია (ვარიანტი მეორე) პროექტი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
2.1 თავი 1. ზოგადი დებულებები |
▲ზევით დაბრუნება |
1-1.ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფილობა ნიშნავს ადამია-ნის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესების გარე და შიდა საფრთხეებისაგან დაცულობას.
1-2.საქართველოს სტრატეგიული მიზანია ევროპისა და აზიის გზაჯვა-რედინზე დამოუკიდებელი, დემოკრატიული და მშვიდობისმყოფელი სახელმწიფოს დამკვიდრება, რომელსაც შეეძლება აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის მრავალმხრივ ურთიერთობათა განვითარებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება.
ამ მიზნის შემადგენელი ოთხივე კომპონენტი-დამოუკიდებლობა, დემოკრატია, მშვიდობა და გეოსტრატეგიული პოტენციალის რეალიზაცია საქართველოსთვის ურთიერთდაკავშირებული, ურთიერთგაუმიჯნავი და ურთიერთგანპირობებადი სტრატეგიული იმპერატივია.
1-3.საქართველოს სტრატეგიული მიზანი ეფუძნება ხალხისა და ხელისუფლების შეუქცევად არჩევანს ქვეყნის საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი განვითარების მიმართულობის შესახებ.
1-4.საქართველოს ეროვნული ინტერესები ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ერისა და ეთნოსის ინტერესთა გამოხატულებაა (ეს ინტერესები ეროვნულია მხოლოდ საქართველოს სახელმწი-ფოსთან იდენტიფიკაციის თვალსაზრისით).
1-5. საქართველოს ეროვნული ინტერესების საფუძველია გეოპოლიტი-კური რეალიები, ქვეყნის რეალური შესაძლებლობები და ეროვნულ-ისტორიული ღირებულებები.
1-6.სასიცოცხლო ინტერესების უმთავრესი განმსაზღვრელია სახელმწიფოს თვითშენარჩუნების იმპერატივი - სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.
1-7.სასიცოცხლო ინტერესთა განხორციელება არის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საფუძველთა საფუძველი.
1-8.საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ საფრთხეებში იგულისხმება მოქმედება, მოვლენა, ფაქტორი და პროცესი, რომელიც უპირისპირდება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და აბრკოლებს მათ განხორციელებას.
1-9.ეროვნული უსაფრთხოების უმთავრესი ობიექტებია:
● მოქალაქე-მისი უფლებები და თავისუფლებები;
● საზოგადოება - მისი სულიერი და მატერიალური ღირებულებები;
● სახელმწიფო - მისი კონსტიტუციური წყობილება, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა;
1-10ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფის სუბიექტებია:
● უშიშროების სპეციალური სახელმწიფოებრივი სტრუქტურები;
● სამთავრობო სტრუქტურები;
● არასამთავრობო სტრუქტურები;
● ცალკეული მოქალაქეები, რომელთა უშუალო ფუნქციას წარმო-ადგენს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
![]() |
2.2 თავი 2. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის არსებითი რეალიები |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის დღევანდელი რეალიები მთლიანობაში გარდამავალი პერიოდის ქვეყნის საერთო ვითარების ადეკვატურია.
2.1. ნეგატიური რეალიები
● საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი სტაბილურობის სიმყიფე. ქვეყნის შიგნით და საზღვრების სიახლოვეს პერიოდული ხასიათის ეთნიკური და პოლიტიკური კონფლიქტები;
● ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მოშლა. ლტოლვილთა დაბრუნების საკითხის ბლოკირება. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სეპარატისტული რეჟიმების მუდმივი გამოწვევებით გაპირობებული სამხედრო-პოლიტიკური და სოციალური დაძაბულობა;
● უაღრესად მწვავე სოციალური ფონი. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის სიღარიბე და გაღატაკება. მოსახლეობის სოციალური დაცვის, უმუშევართა და უმწეოთა მხარდაჭერის არადამაკმაყოფილებელი და მანკიერი სისტემა;
● მოსახლეობის განათლებული, პროფესიულად კვალიფიციური, ჯანმრთელი და ახალგაზრდა ნაწილის ემიგრაციის ფართო მასშტაბი. მოსახლეობის დემოგრაფიული ბალანსის დარღვევა;
● განუვითარებელი და რეალურ ეკონომიკურ მოთხოვნებთან შეუსატყვისი საბაზრო ინფრასტრუქტურა. ჩრდილოვანი ეკონომიკის დაუშვებელი მასშტაბები. ეკონომიკური მართვის სისტემის არაეფექტურობა. ეკონომიკაში ბაზრის სტიქიის, კონტრაბანდისა და კლიენტალიზმის დომინირება. ამოუღებელი გადასახადების დიდი ოდენობა. ენერგეტიკული და საბიუჯეტო კრიზისის დაუძლევლობა;
● ეკოლოგიური ვითარების გაუარესება. ტყის გამეჩხერება; წყლის ხარისხის გაუარესება. მცენარეულთა საფარისა და ცხოველთა სამყაროს გაჩანაგება. ბუნებრივი რესურსების მტაცებლური ექპლუატაცია. სხვადასხვა სახის ნარჩენებით ეკოსისტემების დაბინძურება. ხშირი ბუნებრივი კატასტროფები;
● მოსახლეობის ჯანმრთელობის მძიმე მგომარეობა. მოსახლეობისათვის სამკურნალო საშუალებების ხელმიუწვდომობა. მძიმე დაავადებათა სახეობებისა და დაავადებულთა რაოდენობის ზრდა;
● კრიმინოგენური ვითარების გამძაფრება. ადამიანის უფლებების დარღვევა. ორგანიზებული და ტრანსმაგისტრალური ხასიათის დანაშაულებების ზრდის ტენდენცია;
● ხელისუფლებრივი სტრუქტურების ქმედუნარიანობისა და ავტორიტეტის დაბალი დონე. მმართველ ელიტაში უპასუხისმგებლობა, სახელმწიფოებრივ სტრუქტურებში კორუფციისა და კლიენტალიზმის მაღალი დონე;
● განათლების სისტემის რეფორმირების არასრულყოფილება და გახანგრძლივება. პროფესიონალიზაციისა და სპეციალიზაციის დაბალი დონე. სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის მკვეთრი შემცირება და სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის პრესტიჟის დაცემა;
● სამოქალაქო საზოგადოების ჩამოუყალიბებლობა. სამოქალაქო ომიდან გადმოყოლილი ეროვნული განხეთქილების მიზეზთა დაუძლევლობა. სოციალური უთანასწორობის ჰიპერთროპული ფორმების გამო სამოქალაქო კომუნიკაციებისა და თანხმობის მიღწევის შეუძლებლობა;
● არასტაბილური პოლიტიკური და გეოპოლიტიკური სივრცე. ერთპოლუსიან მსოფლიოდ ტრანსფორმირების წინააღმდეგობრივი პროცესებით გაპირობებული საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის შემზღუდავი პოტენციური საფრთხეები;
● რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა დაძაბულობა. რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოს ტერიტორიიდან გატანის გაჭიანურება;
● რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ხელოვნურად შექმნილი სეპარატისტული რეჟიმების სხვადასხვა ფორმითა და საშუალებებით მხარდაჭერა;
● ენერგეტიკული, სამხედრო და პოლიტიკური ბერკეტებით საქართველოს ხელისუფლებაზე რუსეთის ზეწოლა;
● ტერიტორიული მთლიანობის აღუდგენლობით გამოწვეული სახელმწიფო საზღვრების სრული და სრულყოფილი კონტროლის შეუძლებლობა. კონტრაბანდისა და არალეგალური მიგრაციის დაუშვებელი მასშტაბები;
● რუსეთ-ჩეჩნეთის კონფლიქტის შედეგად პანკისის ხეობაში ჩეჩენი ლტოლვილების დიდი ნაკადის შემოსვლით გამოწვეული კრიმინოგენური სიტუაციის გაუარესება;
● ქვეყნის რეგიონებისა და საზღვრისპირა მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის დაბალი დონე. კოდორის, პანკისის ხეობისა და საზღვრისპირა რეგიონებში სამხედრო პროვოკაციის, საჰაერო საზღვრების დარღვევების პერმანენტული ხასიათი.
2.2. პოზიტიური რეალიები
● ჯერ კიდევ 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმით საქართველომ ოფიციალურად და ფაქტობრივად გამოხატა დამოუკიდებლობის ნება. 1993 წლიდან საქართველო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრია;
● საქართველოს ოფიციალური და დიპლომატიური ურთიერთობები აქვს დამყარებული მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან. მუდმივი დელეგაციები ჰყავს მივლინებული თითქმის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციებში;
● 1999 წლიდან საქართველო ევროსაბჭოს წევრია და შეუერთდა ევროპის საბჭოს იმ ინსტიტუტებს, რომლებიც ხელს უწყობენ დემოკრატიული სახელმწიფოსა და საზოგადოების დასავლური სტანდარტებით მშენებლობას;
● 1999 წლიდან ძალაში შევიდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება. იგი ითვალისწინებს მხარეთა შორის არებული დონორი-რეციპიენტის ურთიერთობების გადაზრდას ორმხრივი ვალდებულებების მქონე პარტნიორულ თანამშრომლობაში. ამ ურთიერთობების ფარგლებში საქართველოში ევროგაერთიანების რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი მოქმედებს;
● საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან. საქართველო ევრო-ატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს დამფუძნებელი წევრია, რომლის მეშვეობით მჭიდრო კავშირებს ამყარებს ნატოსთან. საქართველო მონაწილეობს ალიანსის პროგრამაში ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის”. თანამშრომლობის ამ ფორმებს საქართველო ნატოში გაწევრიანების გრძელვადიანი მიზნის აუცილებელ პირობად მიიჩნევს;
● 2002 წლის სექტემბერში საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება ,,საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ”. ამავე წლის პრაღის სამიტზე საქართველოს ხელისუფლებამ შესაძლებლად მიიჩნია ქვეყნის ნატოში გაწევრიანების სურვილის შესახებ განცხადების გაკეთება.
შექმნილია და მოქმედებს საქართველოს ,,ევრო-ატლანტიკური ინსტიტუტის სახელმწიფო პროგრამა 2003 წლისათვის”. ნატოში გაწევრიანებას როგორც ქვეყნის უსაფრთხოებისა და პროგრესის უპირველეს პრიორიტეტს მხარს უჭერს ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა და პარლამენტი;
● საქართველო მონაწილეობს რეგიონალური და სუბრეგიონალური თანამშრომლობის ინიციატივებში, მშვიდობიანი კავკასიის იდეის რეალიზაციაში;
● საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრია. მისი მიზანია ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის რეგიონში ურთიერთკავშირების განვითარება, პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესება და ეკონომიკური თანამშრომლობისათვის ხელშეწყობა;
● 1993 წლიდან საქართველო წევრია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა, რომელსაც განიხილავს როგორც წევრ სახელმწიფოთა შორის ეკონომიკური კავშირების გაფართოებისა და დსთ-ის ფარგლებში კონფლიქტთა მოგვარების ერთ-ერთ საშუალებად;
● საქართველო რეგიონალური ორგანიზაციის სუუამის წევრია, რომლის ძირითადი პრიორიტეტია ეკონომიკური პროექტების განხორციელება, ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფნის ამოქმედება და სუუამ-ის ფარგლებში თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნა;
● საქართველო ევროკავშირთან ინტეგრაციული პროცესების ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობს ისეთ სუბრეგიონალურ სტრუქტურებთან, როგორიცაა: ცენტრალური ევროპის ინიციატივა, სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპის თანამშრომლობის პროცესი და რაიმონტის პროცესი;
● საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები აქვს დამყარებული ევრო-ატლანტიკური თანამეგობრობის ქვეყნებთან, მეზობელ სახელმწიფოებთან, ცენტრალური აზიის, აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებთან;
● გარდამავალი პერიოდის დასაწყისიდანვე საქართველო თანმიმდევრულად ქმნიდა ეროვნულ-სახელმწიფოებრივ სტრუქტურებს. მიმდინარეობდა იმპერიის პირობებში შექმნილი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების მოქმედების შეჩერება და მათი ფუნქციური გარდაქმნა;
● ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სისტემის ჩამოყალიბების პროცესს სრულყოფილი იურიდიული სახე მიანიჭა 1995 წლის კონსტიტუციამ;
● შეიქმნა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის პოლიტიკური და სამართლებრივი საფუძვლები;
● 1990-1995 წლებში განხორციელდა ავტორიტარული პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი სისტემის დემონტაჟი და ჩამოყალიბდა სრულიად ახალი - დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა;
● თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების გზით განხორციელდა უმაღლესი საკანონმდებლო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს ფორმირება;
● 1990 წლიდან დაიწყო და მკვიდრდება საკმაოდ ფართო სპექტრის პარტიული სისტემა;
● 1995 წლიდან ფაქტობრივად აღარ არსებობს ანტიდემოკრატიული სისტემის აღდგენის პოლიტიკური და სამართლებრივი პირობები, რაც სახელმწიფოს შემდგომი დემოკრატიზაციის მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის;
● საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობით თანმიმდევრულად ხორციელდება ქვეყნის საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის ფართომასშტაბიანი პროცესი და მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის პროგრამა;
● ბიზნესისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით ჩამოყალიბებულია სტაბილური და მეტ-ნაკლებად მყარი სამართლებრივი და ინსტიტუციური ბაზა. მოქმედებს ფასიანი ქაღალდების ბაზარი, ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია და საფონდო ბირჟა;
● გარდამავალი პერიოდის ჯერ კიდევ ურთულეს ეტაპზე (1992-1994 წლებში) საქართველოს ხელისუფლებამ შეიმუშავა ფართომასშტაბიანი გეოსტრატე-გიული პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ევრაზიული დერეფნის გლობალურ პროექტებში ქვეყნის აქტიურ მონაწილეობას;
● დაწყებულია აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიაზე გავლით ყაზახეთის ნავთობის ბათუმის პორტში ტრანსპორტირება. ფაქტობრივად გადაწყვეტილია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტის განხორციელება;
● უკვე შექმნილია ევრაზიული დერეფნის მიმართულებით სხვადასხვა სახის სატრანსპორტო-საკომუნიკაციო არხები, რაც ახალ განზომილებაში გადაიყვანს რეგიონალური და გეოპოლიტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას, საქართველოს ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ პერსპექტივებს;
● რუსეთთან მშვიდობიანი და კეთილმეზობლური თანაცხოვრების ტრადიციები;
● უნიკალური ბუნებრივი რესურსები და კულტურული მემკვიდრეობა;
● სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობები.
● ურყევი ეროვნული ნება;
![]() |
2.3 თავი 3. საქართველოს ეროვნული ინტერესები, საფრთხეები, ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფის პრიორიტეტული ამოცანები |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს ხალხისა და ხელისუფლების სასიცოცხლო ეროვნული ინტერესებია:
3.1. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის სასიცოცხლო მნიშვნელობა გაპირობებულია ისტორიული წარსულითა და თანამედროვე რეალიებით. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი საქართველოს ეროვნული თვითდამკვიდრებისა და პროგრესის უპირველესი პირობა იყო, არის და იქნება.
საქართველო დამოუკიდებელი უნდა იყოს საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი სისტემის, საშინაო და საგარეო სტრატეგიის, ეროვნული უსაფრთხოების მოდელის არჩევანსა და მის განხორციელებაში.
საქართველოსთვის მიუღებელია თავის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში სხვა სახელმწიფოთა ნებისმიერი ფორმით ჩარევა. საქართველო პატივს სცემს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს და მათგანაც მოითხოვს შესაბამის დამოკიდებულებას.
3.1.2. რეალური და პოტენციური საფრთხეები
● საქართველოს გეოპოლიტიკურ სივრცეში რეაქციული ძალის დომინირება;
● საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის შეზღუდვის მიზნით უცხო სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა ფორმებითა და საშუალებებით ზეწოლა;
● საქართველოს საზღვრების ხელყოფა;
● ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის შეზღუდვა;
● აგრესიული სეპარატიზმი;
● საქართველოს საერთაშორისო დისკრედიტაცია;
● სახელმწიფოებრივი ტერორი;
3.1.3. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის უზრუნველყოფის პრიორიტეტული ამოცანები
● ღია, თანასწორუფლებიანი და მშვიდობიანი გეოპოლიტიკური სივრცის ჩამოყალიბება, სადაც სუვერენიტეტის პრინციპების დაცვა ყველა ქვეყნის ინტერესთა რეგულირებისა და ურთიერთუსაფრთხოების უმთავრესი საფუძველი იქნება;
● ტერიტორიული მთლიანობის ფაქტობრივი აღდგენა და დაცვა უპირატესად პოლიტიკური, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში სამართლიანი იძულების გზით;
● ერთიან სახელმწიფოში კონფლიქტური ზონების რეინტეგრაციის პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და ღირებულებითი საფუძვლების უზრუნველყოფა. კონფლიქტების დარეგულირების პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მეგობარი ქვეყნების ჩართვა;
● აგრესიული სეპარატიზმის დაძლევა. ქვეყნის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობა, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონების ფართო დამოუკიდებლობას;
● საქართველოს ტერიტორიაზე ხელისუფლებისა და ხალხის თანხმობის გარეშე მოქმედი უცხო სახელმწიფოს სამხედრო ბაზების გატანა;
● სახელმწიფოებრივი ტერორიზმის აღმკვეთი სამართლებრივი, სამხედრო და საინფორმაციო-ანალიტიკური სისტემის უზრუნველყოფა.
3.2. ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მთლიანობა
მრავალეროვნული და მრავალეთნიკური სახელმწიფოს შენარჩუნება და განვითარება, რომლითაც საქართველოს ყოველ მოქალაქეს, მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიური რწმენისა, ექნება ერთიან სახელმწიფოში საკუთარი ინტერესების სრულფასოვანი დაკმაყოფილების შესაძლებლობა და საქართველოს სახელმწიფოებრიობასთან ეროვნული იდენტიფიცირება.
ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მთლიანობის სასიცოცხლო მნიშვნელობას განაპირობებს სამი ძირითადი ფაქტორი:
საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომლის ტერიტორიაზე კომპაქტურად მოსახლეობს ფაქტობრივად ყველა მეზობელი სახელმწიფოს ეროვნული წარმომადგენლები (1); საქართველო ისტორიულად მრავალეთნიკური და მრავალეროვნული ქვეყანაა, რომლის ფარგლებში ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ მკვიდრი (აბორიგენი) ეთნიკური ჯგუფები (2); ჩვენი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების სრული დემოკრატიზაცია უთუოდ უკავშირდება მრავალეროვნული სახელმწიფოს სრულიად ახალ ცივილიზებულ პრინციპებზე გარდაქმნას (3).
საქართველოს სახელმწიფოებრიობასთან ყველა ეროვნებისა და ეთნოსის იდენტიფიკაციის მიღწევის გარეშე შეუძლებელი იქნება საქართველოს ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის ფაქტობრივი მიღწევა.
3.2.1. რეალური და პოტენციური საფრთხეები
● ეთნიკური და რელიგიური დაპირისპირებები;
● ფაქტობრივ რეალობასთან შეუსატყვისი სახელმწიფოებრივ-ტერიტორიული მოწყობის სისტემა;
● აგრესიული ნაციონალიზმი;
3.2.2. ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მთლიანობის უზრუნველყოფის პრიორიტეტული ამოცანები
● ერთიან სახელმწიფოში ქვეყნის ყველა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის მრავალფეროვან ინტერესთა რეალიზაციის სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და სამართლებრივი პირობების უზრუნველყოფა.
3.3. ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება
საქართველოს სასიცოცხლო ინტერესია მრავალსაუკუნოვანი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება და ზოგადსაკაცობრიო პრინციპებზე მისი შემდგომი განვითარება. საქართველოს ხელისუფლების მიზანია ქვეყნის ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ეროვნული უმცირესობის კულტურისა და ტრადიციების ურთიერთგამდიდრება.
3.3.1. რეალური და პოტენციური საფრთხეები
● კულტურისა და ხელოვნების მოწინავე ტრადიციების იგნორირება და გაუფასურება;
● რომელიმე ერთი კულტურის აღმატებულობა;
● კულტურათა უნიფიცირება;
● ნაციონალური, ეთნიკური, რელიგიური და კულტურული შეუწყნარებ-ლობის გამოვლინება;
● დაბალი ღირებულების მქონე მასობრივი კულტურის ფართო მასშტაბებით მოძალება;
● კულტურისა და ხელოვნების ძეგლების დაუცველობა, განიავება და განადგურება;
● ანტისაზოგადოებრივი და ანტიეროვნული მორალის ფართო მაშტაბები;
● სულიერ და ზნეობრივ ღირებულებათა სერიოზული დეფორმაცია და გაუფასურება;
3.3.2. ეროვნული თვითმყოფადობის უზრუნველყოფის პრიორიტეტული ამოცანები
● კულტურათა ფართო დიალოგი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნებს შორის;
● საქართველოს მოქალაქეთა სულიერი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფა;
● საქართველოს მეცნიერების, კულტურისა და ხელოვნების საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოება. მსოფლიო გამოცდილებისა და მოწინავე ტექნოლოგიების ათვისება;
● ერის ინტელექტუალური პოტენციალის დაცვა და განვითარება;
3.4. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი სისტემის დემოკრატიზაცია
დემოკრატიულ პრინციპებზე საქართველოს საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი სისტემის გარდაქმნა. საკუთარი და უცხოელი მოქალაქეების პოლიტიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვა. მმართველობის დემოკრატიული სისტემა. კანონის ფარგლებში მოქცეული და სახელისუფლებო შტოებს შორის გადანაწილებული სახელმწიფო ძალაუფლება. სამოქალაქო საზოგადოება.
3.4.1. რეალური და პოტენციური საფრთხეები
● დემოკრატიულ გარდაქმნათა სპონტანურობა და არასრულყოფილება;
● ფსევდოდემოკრატიზმი. უკიდურესობები, ცალმხრიობა და სტიქიურობა დემოკრატიულ ღირებულებათა დამკვიდრებაში.
● სამოქალაქო ინტეგრაციის დაბალი დონე და ეროვნული უთანხმოება;
3.4.2. დემოკრატიზაციის უზრუნველყოფის პრიორიტეტული ამოცანები
● დემოკრატიულ გარდაქმნებში სისტემურობის, თანმიმდევრულობისა და მემკვიდრეობითობის პრინციპების დაცვა;
● ფორმალიზმისა და ექსტრემიზმის დაძლევა დემოკრატიულ გარდაქმნათა პროცესში;
● რეფორმირების თანმხლები სოციალურ-ეკონომიკური სიძნელეების მინიმიზაცია;
● ყოველ კონკრეტულ სფეროში გასატარებელი რეფორმის მიზნების, ამოცანების, მოსალოდნელი პრობლემებისა და პოზიტიური შედეგების შესახებ მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირება და საზოგადოებრივი კონსენსუსის მიღწევა;
● რეფორმების შედეგებზე ხელისუფლების მაქსიმალური პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა;
● ეროვნულ თავისებურებებსა და თანამედროვე დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკური და სამართლებრივი სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ მდგრადობას, სამოქალაქო კონსენსუსს და ეროვნულ თანხმობას;
3.5. კეთილდღეობა.
3.5.1. რეალური და პოტენციური საფრთხეები
● (ეკონომიკაში);
● (ენერგეტიკაში);
● (სოციალურ სექტორში);
● (ეკოლოგიაში);
● (ჯანმრთელობის სისტემაში);
3.5.2. ქვეყნის კეთილდღეობის უზრუნველყოფის პრიორიტეტული ამოცანები
3.6. პოლიტიკური და საზოგადოებრივი სტაბილურობა
პოლიტიკური და საზოგადოებრივი სტაბილურობის სასიცოცხლო მნიშვნელობას განაპირობებს ქვეყნის უახლესი ისტორია. სწორედ დესტაბილიზაცია, პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესების არაკონსტიტუციურ ფარგლებში მოქცევა 1918-1921 წლებში მოპოვებული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვის ერთ-ერთი მიზეზი გახდა. ხოლო 1991-1992 წლებში მან სამოქალაქო ომი, ხოლო შემდგომ რამდენიმეწლიანი საყოველთაო ქაოსი და განუკითხაობა გამოიწვია, რომელმაც სერიოზულად შეაფერხა საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და დემოკრატიზაციის პროცესი.
საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის მიზანია კონსტიტუციურ ფარგლებში დემოკრატიული პროცესების განვითარება, სამართლებრივ ფარგლებში საზოგადოების მრავალფეროვან ინტერესთა რეალიზაცი-ისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფა.
საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის სასიცოცხლო ინტერესია:
● მართვის უნარის მქონე პოლიტიკური ხელისუფლება და მოწესრიგებული საზოგადოებრივ-სოციალური ურთიერთობები;
● მმართველობის დემოკრატიული სისტემა და სამოქალაქო წესრიგი;
● დინამიკური და ამავე დროს შიდა და გარე ცვლილებებისადმი მდგრადი პოლიტიკური და სოციალური სისტემა;
3.6.1. რეალური და პოტენციური საფრთხეები
● პოლიტიკური სისტემისა და ხელისუფლებისადმი საზოგადოების მხარდაჭერის დაბალი ხარისხი;
● ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ნდობის დეფიციტი;
● პოლიტიკური და მმართველი ელიტის კრიმინალიზაცია;
● საზოგადოებაში პოლიტიკური, ეროვნული, კულტურული და ღირებულებითი კონფლიქტი;
● მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებებისა და სოციალური მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობა;
● დემოკრატიულ ინსტიტუტთა განუვითარებლობა;
● სოციალური მობილურობის დაბალი დონე;
● შიდა ელიტარული კონფლიქტები;
● მმართველი ფენის კომპეტენტურობის დაბალი დონე;
● პერმანენტული სახელისუფლებო კრიზისები და მმართველი სტრუქტუ-რების პარალიზება;
● ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის დაპირისპირება;
● ხელისუფლების მკვეთრი და ხშირი ცვლილებები;
● პოლიტიკური ექსტრემიზმი;
● საზოგადოებისათვის უჩვეულო იდეებისა და ცხოვრების წესის იძულებითი თავსმოხვევა;
● სამართლებრივი ნიჰილიზმი და კანონდაუმორჩილებლობის სინდრომი;
● სამართალდამცავი სისტემის ფუნქციური ინერტულობა;
3.6.2. საზოგადოებრივი და პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის პრიორიტეტული ამოცანები
● პოლიტიკური ხელისუფლების მაღალი ლეგიტიმურობის უზრუნველყოფა. საზოგადოებაში არალეგიტიმურ ძალთა აღკვეთა;
● მრავალპარტიული სისტემისა და პოლიტიკური პლურალიზმის განვითარება;
● თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების უზრუნველყოფა;
● ხელისუფლების მშვიდობიანი (არჩევნების) გზით მონაცვლეობის მყარი მექანიზმებისა და ტრადიციების დამკვიდრება;
● მრავალრიცხოვანი საშუალო კლასის შექმნისათვის პოლიტიკური და ეკონომიკური პირობების უზრუნველყოფა;
● სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება. კანონის უზენაესობა და მართლწესრიგის განმტკიცება;
● საზოგადოებრივი ცხოვრების განსახელმწიფოებრიობა;
● ადამიანის თავისუფლებების ხარისხის გაზრდის თვითგანვითარებისა და თვითგამოხატვის შესაძლებლობების უზრუნველყოფა;
● სამოქალაქო და ეროვნული თანხმობის მიღწევა ერთობლივ მომავალზე, საზოგადოებრივ ურთიერთობათა ნორმებზე, ღირებულებათა სისტემაზე;
● მოქალაქეს, საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის პარტნიორობის მიღწევა;
3.7. საგარეო-პოლიტიკური უსაფრთხოება
მსოფლიოს ყველა სახელმწიფოსთან მშვიდობიანი ურთიერთობები, საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში კუთვნილი სრულფასოვანი ადგილის მოპოვება - არის საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესების ქვაკუთხედი
საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებს შეესატყვისება მშვიდობიანი, სტაბილური და სამართლიანი მსოფლწესრიგი. მხოლოდ ამ პირობებში იქნება შესაძლებელი საქართველოს საგარეო უსაფრთხოების, სახელმწი-ფოებრივი და ეროვნული დამოუკიდებლობის, ცივილიზებულ მსოფლიოსთან მჭიდრო ურთიერთობების მყარი გარანტიების შექმნა, საკაცობრიო კულტურასთან ზიარებისა და მასში საკუთარი წვლილის შეტანისათვის საშუალებათა მოპოვება.
.
3.7.1. რეალური და პოტენციური საფრთხეები
გეოპოლიტიკურად სასიცოცხლო სივრცეში ძალთა ბალანსის მკვეთრი დარღვევა;
3.7.2. საგარეო-პოლიტიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრიორიტეტული ამოცანები
● უშიშროების ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია;
● ნატოში გაწევრიანება;
● დემოკრატიული საერთაშორისო სტრუქტურებთან თანამშრომლობა;
● მონაწილეობა სამშვიდობო პროცესებისა და საერთაშორისო ანტიტერორის-ტული პოლიტიკის განხორციელებაში;
● ბირთვული განიარაღების, კოსმოსური სივრცის დემილიტარიზაციის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სხვა მნიშვნელოვან პრობლემათა გადაჭრაში აქტიური მონაწილეობა;
● რეგიონალური და სუბრეგიონალური უსაფრთხოების სისტემებში მონაწილეობა;
● რუსეთთან კეთილმეზობლური და მრავალმხრივი ურთიერთობების დამყარება. ურთიერთნდობისა და ურთიერთპასუხისმგებლობის ამაღლებისათვის ხელშე-წყობა. ორი ქვეყნის გეოსტრატეგიული ინტერესების მაქსიმალური შეთავსებადობის პრინციპებისა და მექანიზმების უზრუნველყოფა ამ სახელმწიფოთა დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის ხელშეუხებლობის პრინციპის გათვალისწინებით.
3.8. სამხედრო სფეროში
საქართველოს სამხედრო პოლიტიკის თავდაცვითი ხასიათი საქართველოს ეროვნულ ინტერესებითა და სტრატეგიული მიზნით განისაზღვრება
საქართველოს არ გააჩნია სხვა სახელმწიფოთა მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები და არ ისახავს მიზნად მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენებას. შესაბამისად, საქართველოს სამხედრო პოლიტიკა ორიენტირებულია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური წყობილების დაცვასა და განმტკიცებაზე.
3.8.1. რეალური და პოტენციური საფრთხეები
● საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის შეზღუდვისა და მის საშინაო საქმეებში ჩარევის მიზნით უცხო სახელმწიფოთა მხრიდან სამხედრო ძალის გამოყენება ან სამხედრო მუქარა;
● სახელმწიფოებრივი გადატრიალოების მიზნით განხორციელებული შეიარაღებული ამბოხება;
● სახელმწიფოებრივი საზღვრების არასრული და არასრულყოფილი დაცვა;
● საქართველოს სამხედრო ძალების სტრუქტურულ-ფუნქციური დაუხვეწელობა;
● სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების ჯერ კიდევ არასაკმაო დონე;
3.8.2. სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრიორიტეტული ამოცანები
![]() |
2.4 თავი 4. საქართველოს ეროვნული უშიშროების სისტემა |
▲ზევით დაბრუნება |
4.1. უშიშროების სისტემის ზოგადი შეფასება
4.2. უშიშროების სისტემის სრულყოფის პრიორიტეტული მიმართულებები
4.3. უშიშროების სისტემის ძირითადი სუბიექტები და მათი ფუნქციები
4.3.1. თავდაცვის სამინისტრო
4.3.2. სასაზღვრო დეპარტამენტი
4.3.3. სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო
4.3.4. დაზვერვის დეპარტამენტი
4.3.5. სამართალდამცავი სტრუქტურები
4.3.6. სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახური
4.4. უშიშროების სისტემის მართვა