![]() |
საბანკო საქმიანობის რეგულირების აქტუალური საკითხები საქართველოში |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ბარბაქაძე ხათუნა |
თემატური კატალოგი ეკონომიკა |
საავტორო უფლებები: © ბარბაქაძე ხათუნა |
თარიღი: 2008 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: თბილისი 2008 რედაქტორი: ვანო ცერცვაძე რეცენზენტი: აკადემიური დოქტორი ლალი ხურცია აკადემიური დოქტორი გელა წიკლაური |
5
![]() |
1 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს საბანკო საქმიანობის რეგულირების მექანიზმების საკითხების შესწავლას განსაკუთრებულ აქტუალობას ანიჭებს მართვის თანამედროვე ეტაპზე ბანკების როლის გაძლიერება. საბანკო საქმიანობა გულისხმობს შესაბამის ინსტიტუტთა ერთობლივ მუშაობას, ამიტომ მასზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკური გარდაქმნების ტემპების დაჩქარება, მისი განვითარების მიმართულებებისა და ეფექტურობის განსაზღვრა. საბაზრო ეკონომიკის პირობებში საბანკო საქმიანობის მნიშვნელობა განპირობებულია ასევე იმ როლით, რომელსაც იგი ასრულებს ეკონომიკის ტრანზაქციური დანახარჯების საერთო დონის შემცირებასა და კაპიტალის გადინების პროცესის შეზღუდვაში. სახელმწიფოს მიერ საბანკო სისტემის საქმიანობის რეგულირება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს რეფორმების თანმიმდევრული განხორციელებას, იურიდიულ-სამართლებრივი საკანონმდებლო აქტების დროული მიღების საფუძველზე საბანკო სისტემის განვითარებისა და ფუნქციონირებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.
უკანასკნელ პერიოდში შეიმჩნევა საბანკო სისტემის სფეროში მთელი რიგი დადებითი ტენდენციები: ინფლაციური პროცესების მართვა; ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობა; ბანკების კონსოლიდაცია და გამსხვილება; მინიმალური საწესდებო კაპიტალისა და სხვა მაჩვენებლებისადმი მოთხოვნების გამკაცრება, რითაც მნიშვნელოვნად შეიცვალა საბანკო სისტემაში ძალთა განლაგება.
ნაშრომის ძირითადი მიზანია საბაზრო ეკონომიკის პირობებში ახალი საბანკო სისტემის ფორმირებისა და განვითარების პროცესში ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების ეკონომიკური თავისებურებების განხილვა, საბანკო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების მდგომარეობის გაანალიზება და ამ უკანასკნელის საფუძველზე საბანკო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სრულყოფისა და მდგომარეობის გამოსწორებისათვის რეკომენდაცია-წინადადებების შემუშავება.
ნაშრომი მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს ეკონომიკური პროფილის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს და ასევე ფართო საზოგადოებას, რომელიც დაინტერესებულია საბანკო საქმის თეორიების ეროვნული კონცეფციის დამუშავებით.
![]() |
2 თავი 1. საქართველოს კომერციული ბანკების წარმოშობისა და განვითარების კანონზომიერებანი |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს კომერციული ბანკების ფორმირებისა და საქმიანობის ისტორიული პროცესის ანალიზის გარეშე შეუძლებელია მათ საქმიანობაში ჯერ კიდევ არსებული გადაუჭრელი პრობლემების დადგენა, მათ გადასაწყვეტად გზების ძიება.
საქართველოში უძველეს ხანაში არსებობდა ზარაფებისა და მევახშეობის ინსტიტუტები, კერძოდ, იბერიასა და კოლხეთში, რომელთა მიერ განხორციელებულ საბანკო ოპერაციებს ორტაღის სახელწოდება ჰქონდა. მეფე ერეკლე II დროს ქართლ-კახეთში არსებულ საზარაფო დაწესებულებებში ხდებოდა მონეტების მოჭრა და საკრედიტო-საანგარიშსწორებო ოპერაციები.
ქართული ვერცხლის მონეტა „კოლხური თეთრი” ძველი წელთაღრიცხვის VI-III საუკუნეებით თარიღდება. ძვ.წ.აღ. მე-III საუკუნემდე ქართული ოქროს მონეტა „კოლხური სტარტერი” - იჭრებოდა. VII საუკუნეში მიმოქცევაში იყო ქართლის ერისთავის სტეფანოზის მონეტა, ხოლო XVIII საუკუნეში იჭრებოდა ორაბაზიანი „ქართული თეთრი”.
ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში უკვე უძველეს ხანაში ადგილი ჰქონდა პირველ პრიმიტიულ ფულა-საკრედიტო ურთიერთობებს.
საქართველოში საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში გამოყოფენ საბანკო სისტემის განვითარების სამ ძირითად ეტაპს გამოყოფენ1.
პირველ ეტაპზე (1987-1991 წწ.) შეიქმნა საბანკო საქმის ინსტიტუციონალური საფუძვლები საბაზრო ურთიერთობათა ფორმირების მიზნით. როგორც ცნობილია, 1987 წელს გატარდა რადიკალური ეკონომიკური რეფორმა, რომელიც სრულ სამეურნეო ანგარიშიანობაზე და თვითდაფინანსებაზე გადასვლას გულისხმობდა. ცვლილებებმა, თავის მხრივ, მოითხოვა საბანკო სისტემის სრული გარდაქმნა.
პირველი არასახელმწიფო ბანკი საქართველოში იყო კომერციული, რომელიც 1989 წლის დასაწყისში შეიქმნა 500 ათასი მანეთის საწესდებო ფონდით, ხოლო პირველი კოოპერატიული ბანკი - 1989 წლის ივლისში ხუთი მილიონი მანეთის საწესდებო ფონდით. ეს ორივე ბანკი, ისე როგორც შემდგომ პერიოდში ჩამოყალიბებული რამდენიმე კომერციული ბანკი, ფაქტობრივად, ექვემდებარებოდა ყოფილ საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ბანკს. საქართველოს საბანკო სისტემის ტრანსფორმაციის პროცესი 1991 წლიდან დაიწყო შეიქმნა სათანადო საკანონდებლო და ნორმატიული გზა, რის შედეგადაც შეიქმნა სახელმწიფო ბანკების ახალი სტრუქტურა. ტრასფორმაციის მოდელი მოიცავდა ორსაფეხურიანი საბანკო სისტემის შექმნას. საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც მონეტარული პოლიტიკის წარმართველი და საბანკო სისტემის მარეგულირებელი ორგანო, მეორე მხრივ კი, კომერციული ბანკები, რომელიც უშუალოდ მოემსახურებოდა მეურნეობას, ორიარუსიანი საბანკო სისტემის ფორმირებამ კარგი პერსპექტივა შეუქმნა ქვეყნის ერთიანი საბანკო ინსტიტუტის განვითარებას.
საქართველოს ეროვნული ბანკი შეიქმნა მაშინდელი სსრკ სახელმწიფო ბანკის საქართველოს რესპულიკური ბანკის ბაზაზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული კანონის საფუძველზე, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ არ იყო სრულყოფილი, რასაც თან ერთვოდა კადრების კვალიფიკაციის დაბალი დონე და მის საქმიანობაში აღმასრულებელი და საკანონდებლო ორგანოების წარმომადგენლების არცთუ იშვიათი ჩარევა.
ამ დროისათვის საქართველოს ეროვნული ბანკი ატარებდა ლიბერალურ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას, რაც გაუმართლებელი იყო. 90-იანი წლების დასაწყისში ქვეყანაში სწრაფად დაიწყო ზრდა კომერციული ბანკების რიცხვმა, ეს განპირობებული იყო არასრულყოფილი საბანკო კანონდებლობით, ბანკების ლიცენზირების სუსტი ადმინისტრებითა და, უმთავრესად, საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობით.
საქართველოს საბანკო სისტემის გარდაქმნის პროცესი მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის ფონზე მიმდინარეობდა. მკვეთრად შემცირდა წარმოების მოცულობა, ქვეყანა უმწვავესი ფინანსური კრიზისის პირისპირ აღმოჩნდა, ფინანსურმა და პოლიტიკურმა დესტაბილიზაციამ ხელი შეუწყო ტრადიციული საგარეო ეკონომიკური კავშირების მოშლას და შიდა პოლიტიკური პრობლემების გართულებას.
მეორე ეტაპისათვის (1992-1995წწ) დამახასიათბელი იყო საბანკო ექტენსიური ზრდა ჰიპერინფლაციის პირობებში. ამ პერიოდს თან ახლდა რეალური საპროცენტო განაკვეთების გაუგონარი ზრდა ეროვნული კუპონის გაუფასურებით, რომელმაც შექმნა მრავალრიცხოვანი არამყარი ბანკების ფორმირების შესაძლებლობები.
დღის წესრიგში დადგა საქართველოს საბანკო სისტემის ფორმირების საკითხი, რაც უზრუნველყოფდა საბანკო სისტემის მდგრადობას. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ რეფორმა, როგორც წესი, ბანკების ლიცენზირების და ზედამხედველობის პროცესში დაშვებული შეცდომების გამოსწორების საშუალებას იძლევა და საერთაშორისო სტანდარტების შესატყვისი საბანკო საქმიანობის რეგულირებას უწყობს ხელს. ამასთან აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სუვერენულ სახელმწიფოს საბანკო სისტემის ფორმირებისათვის ესაჭიროებოდა ეკონომიკური რეალობის თეორიისა და პოლიტიკის ღრმა გააზრება, რაც ხანგრძლივ დროსა და გამოცდილებას მოითხოვს2.
საბანკო სისტემის რეფორმის განხორციელება დაიწყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, ევრობანკის და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით.
1993 წლის გაზაფხულისათვის ხელისუფლება იძულებული გახდა მიემართა საგანგებო ღონიეძიებებისათვის და საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის და საქართველოს ეროვნული ბანკის გამგეობის დადგენილებების საფუძველზე, 1993 წლის 5 აპრილის ბრუნვაში შევიდა კუპონის კუპიურები, უკვე არსებული სსრკ-სა და რუსეთის ფედერაციის მიერ 1961-1992 წლებში გამოშვებული ფულის ნიშნების პარალელურად და პარიტეტული კურსით3.
ქვეყანაში იმ დროს მიმდინარე ნეგატიური პროცესების გამო, როგორიცაა წარმოების მოცულობის მკვეთრი შემცირება, მთავრობის უკიდურესად სუსტი ფინანსური მდგომარეობა, შინააშლილობა და მართლწესრიგის მოშლა, გატარებულმა ფულად-საკრედიტო პოლიტიკამ დამღუპველად იმოქმედა კუპონის კურსზე და იგი კატასტროფულად დაეცა.
ფულის გაუფასურებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 1992-1994 წლებში გახორციელებულმა ფულად-საკრედიტო პოლიტიკამ, რის შედეგადაც ეროვნული ბანკის მიერ გასაცემ საკრედიტო რესურსებზე საპროცენტო განაკვეთი 1991 წელს გაოთხკეცდა. 1994 წლიდან 300 %-მდე გაიზარდა, ხოლო 1995 წლიდან საბაზრო სიდიდე 360%-ი გამოცხადდა. კუპონის ასეთი უმასშტაბო გაუფასურება იმის შედეგიცაა, რომ ხელისუფლებამ დროულად არ გაატარა შესაბამისი ღონისძიებანი ეროვნული ბანკის ნიშნისა და ქართული ფულის წინამორბედის თანდაყოლილი ფულადი ღირსებისა და სიმტკიცის შესანარჩუნებლად.
დაგვიანებული აღმოჩნდა მთავრობის 1993 წლის აგვისტოს დადგენილება საქართველოს ტერიტორიაზე ეროვნული ბანკის მიერ კუპონის ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადების შესახებ, რამდენადაც ამ დროისათვის მთელი საგადამხდელო სფერო უკვე რუსულ რუბლს ჰქონდა „დაპყრობილი”.
როგორც ცნობილია, 1991-1994 წლებში წარმოების მოცულობა შემცირდა 70%-ით, რამაც თავის მხრივ, მკვეთრად შეზღუდა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები. 1994 წლის დასაწყისიდან ფინანსურმა დისბალანსმა საშიშ მასშტაბებს მიაღწია. ინფლაციის დონემ თვეში 65-70%-ს გადაამეტა და მთავრობამ ამ შემთხვევაში დროულად მიიღო ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის გადაწყვეტილება ეკონომიკური რეფორმის განხორციელების შესახებ.
საბანკო რეფორმის ნორმალური გზით წარმართვა მთელი აუცილებლობით მოითხოვდა, რომ ქვეყანაში ყოველგვარ ზღვარს გადასული და პრაქტიკულად უმართავი ინფლაციური პროცესები როგორმე მართვადი და კონტროლირებადი გამხდარიყო. რამაც, თავის მხრივ, მოითხოვა ეროვნულ ბანკში საკადრო პოლიტიკის გატარება და უმაღლესი ეშელონის საბანკო ხელმძღვანელი კადრების გადახალისება.
ეროვნული ბანკის ახალი ხელმძღვანელობის ფულად-საკრედიტო საქმიანობის ძირითად მიმართულებად, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, აღებულ იქნა ე.წ. „ძვირი ფულის” პოლიტიკის განხორციელება, კერძოდ, მიმოქცევაში კუპონის მასის ზრდის შეჩერება და შემდეგ კი მისი შემცირება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე შეინიშნებოდა დადებითი ძვრები, რაც გამოიხატა საბაზრო ურთიერთობებისათვის საფუძვლის შექმნაში, პრივატიზაციის დაწყებაში, ფასების და ვაჭრობის ლიბერალიზაციებში და სხვა, ამ ეტაპს თან სდევდა ნეგატიური შედეგები, რაც აღინიშნა, 1. წარმოების მკვეთრ დაცემაში; 2. საფინანსო სისტემის მოშლაში; 3. ბიუჯეტის მაღალი დეფიციტის დაშვებაში; 4. კუპონის მოუმზადებლად შემოღებაში; 5. სწრაფი ინფლაციური პროცესში და 6. მოსახლეობის უდიდესი ნაწილის გაღატაკებაში.
საბანკო სისტემის განვითარების მესამე ეტაპი დაიწყო 1995 წლის მეორე ნახევრიდან და დღესაც გრძელდება. ამ ეტაპისათვის დამახასიათებელია საბანკო სისტემის ადაპტაცია ქვეყნის საქმიანობის შეცვლილ პირობებთან, რომელიც განპირობებულია სტაბილიზაციის პროცესის განვითარებით ჯერ საფინანსო სფეროში, შემდეგ კი მთლიანად ეკონომიკაში.
იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის ეკონომიკაში შეინიშნებოდა პოზიტიური ძვრები მიღწეული იქნა ფინანსური სფეროს გარკვეული სტაბილიზაცია, უკვე ერთ წელზე მეტი ხნის მანძილზე აღარ ხდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის დაბალანსება ფულადი ემისიის ხარჯზე, რადიკალურად შეიცვალა ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, მკვეთრად დაეცვა ინფლაციის თვიური ტემპი, სტაბილური გახდა კუპონის კურსი თავისუფლად კონვენტირებადი ვალუტების მიმართ, ეროვნულმა ბანკმა შექმნა მყარი სავალუტო რეზერვი და არსებითად შეიცვალა ქვეყნის იმიჯი საერთაშორისო ფინანსურ წრეებში, საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულების შესაბამისად 1995 წლის 25 სექტემბრიდან ქვეყნის ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღებულ იქნა ეროვნული ფულადი ერთეული - ლარი, რომელიც გამოშვებულ იქნა მიმოქცევაში, როგორც შიდაკონვერტირებადი ვალუტა.
ამ პერიოდიდან დაიწყო ეკონომიკური ზრდის პროცესი, შეჩერდა ასევე ინფლაციის ზრდის ტენდენცია. ეროვნული ვალუტის გასაცვლელი კურსი დოლართან მიმართებაში სტაბილური გახდა და პარალელურად, მნიშვნელოვნად გამტკიცდა ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ფასებისა და ლარის სავალუტო კურსის სტაბილიზაციამ ქვეყნის კომერციული ბანკები რთული პრობლემების წინაშე დააყენა. სახსრების უკმარისობის პირობებში ბანკები პირისპირ დარჩნენ კაპიტალის განვითარების მაღალრენტაბელური სფეროების შეზღუდულობასთან. სამრეწველო საწარმოთა უმოქმედობამ, ზარალიანი საწარმოების სიმრავლემ, არგადახდებმა გაზარდა საკრედიტო რისკი და ბანკების მიერ თავის შეკავება ეკონომიკის რეალურ სექტორში დაბანდებაზე. Uუნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკის რეალური სექტორის რისკთან ერთად ბანკების საინვესტიციო აქტივობა შეზღუდულია გრძელვადიანი საკრედიტო რესურსების მოზიდვის მოუწესრიგებლობით.
საბანკო სისტემის რეფორმის საფუძველზე აღნიშნულ პერიოდში დაიწყო საბანკო კაპიტალის კონცენტრაციის პროცესი, ჩამოყალიბდა და ფუნქციონირებს სამი უმსხვილესი ბანკი - გაერთიანებული ქართული ბანკი, საქართველოს ბანკი და აგრომრეწვბანკი, რომელთა წილი საბანკო აქტივების მთლიან თანხაში 42%-ს აღწევდა. საბანკო კაპიტალის კონცენტრაციის გამოვლენის ტენდენციის ერთ-ერთი ფორმა იყო საბანკო დაწესებულებათა რაოდენობის შემცირება. კონკურენციის და კონცენტრაციის საბაზრო პროცესების მიმდინარეობის შედეგად ლიცენზირებული ბანკების რაოდენობა 1994 წელს მოქმედი 229-დან 2008 წლის ბოლოსათვის 19-მდე შემცირდა, ხოლო მათი საწესდებო ფონდი, რომელიც 1995 წელს 35 მლნ. ლარს შეადგენდა, ხოლო 2008 წლისათვის 524 მლნ. ლარამდე გაიზარდა.
ის გარემოება, რომ საწესდებო კაპიტალისადმი გაზრდილი მოთხოვნების მიუხედავად არ მომხდარა მოქმედი კომერციული ბანკების მასიური შემცირება, მათი ნაწილის დახურვის ან გაერთიანების გზით, რაც საბანკო სისტემაში არსებულ ჯერ კიდევ გამოუყენებელ რეზერვებზე, მის სტაბილურ განვითარებაზე და ინვესტირებისათვის მიმზიდველ გარემოზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში საბანკო საქმიანობის ლიცენზია აიღეს უცხოური კაპიტალით შექმნილმა ბანკებმა - მიკროსაფინანსო ბანკმა და აგრობიზნეს ბანკმა. მიკროსაფინანსო ბანკის დამფუძნებლებიც არიან ქართული კომერციული ბანკები, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, გერმანელი და დანიელი პარტნიორები. უკვე 1999 წლის 1 ივლისისათვის GERGB-ს, TASIC-ის, KFW-სა და მსოფლიო ბანკის მიერ საკრედიტო ხაზების საშუალებით გამოეყო 31,5 მლნ ლარის კრედიტი, რომელიც ძირითადად მოხმარდა სასოფლო-სამეურნეო და კვების მრეწველების საწარმოებს. აგრობიზნეს ბანკი ტასის-ის სოფლის მეურნეობის რეგიონალური პროექტის - RARP-ის ბაზაზე დაფუძნდა. ბერძენი პარტნიორების მონაწილეობით ყოფილი საქკურორტბანკი გარდაიქმნა „ეა” ბანკად და სხვა.
1995 წლიდან საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების განვითარება მათი რაოდენობრივი მაჩვენებლის შემცირებითა და აქტივების მკვეთრი ზრდით ხასიათდება. ბანკების რაოდენებრივი შემცირება, კრებსითი აქტივების ზრდის პარალელურად, სავალუტო ჯიხურების შემცირებაში აისახება და 1995 წელს მოქმედი 101 ბანკის ჯამური აქტივები 232,5 მლნ ლარს შეადგენდა. 2007 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს საბანკო სექტორი წარმოდგენილი იყო 20 საბანკო დაწესებულებით, რომელთაგან 18 საქართველოს რეზიდენტი ბანკია, ხოლო 2 - თურქეთისა და აზერბაიჯანის რეზიდენტი ბანკების ფილიალი. 2007 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს საბანკო სექტორის მთლიანი აქტივები, წლის დასაწყისთან შედარებით 2 980 მლნ. ლარით გაიზარდა და 7,208 მლნ. ლარი შეადგინა.
ეს გარემოება ადასტურებს იმ თვალსაზრისს, რომ საბანკო მომსახურების ბაზარზე ბანკების შემცირების ტენდენცია არ ხასიათდებოდა სისტემური კრიზისის ნიშნებით და ბანკების მასიური გაკოტრებით, რასაც საფინანსო ბაზრის კრიზისების ვერც ერთი პოსტსაბჭოური ქვეყანა ვერ ასცდა, ხოლო რუსეთში სულაც წამყვანი ათეულის ბანკებიც კი შეიწირა. ყურადღებას იმსახურებს იმ გარემოებების აღნიშვნაც, რომ, სამწუხაროდ, საქართველოს საბანკო სისტემის აქტივების და ვალდებულებების ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი ნაწილი კონცენტრირებულია უცხოურ ვალუტაში. კერძოდ, საბანკო სისტემაში არსებული მთლიანი აქტივების 63% ფორმირებულია უცხოური ვალუტით. ეს მეტყველებს ლარის დაგროვების ფუნქციის სისუსტეზე და ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამომწვევი მიზეზია 1998 წლის სექტემბერ-დეკემბერში სავალუტო კრიზისი. დოლარიზაციის მაჩვენებელი წლების მანძილზე იზრდება და ამჟამადაც მეტად მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ 1995 წლიდან ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდა, ლარისადმი ნდობა კვლავაც მცირეა - 2001 წლის 1 აგვისტოსათვის დოლარიზაციის მაჩვენებელი 82%-ს გაუტოლდა. ხოლო 2007 წელს, წინა წლის მსგავსად საქართველოს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა დედოლარიზაციის პირობებში წარიმართა. წლის განმავლობაში საბანკო დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი 69.4-დან 62.9%-მდე შემცირდა. ჩრდილოვანი ეკონომიკის შეზღუდვას, რომელსაც ტრადიციულად აშშ დოლარი ემსახურებოდა, ბუნებრივად მოჰყვა ამ ვალუტის ეროვნული ვალუტით ჩანაცვლება. ეკონომიკის დედოლარიზაციას აგრეთვე ხელი შეუწყო წლის განმავლობაში აშშ დოლარის გაუფასურებამ, რის შედეგადაც მოსახლეობის ნდობა ლარის მიმართ გაიზარდა4.
საბანკო სისტემის გამტკიცებაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საკრედიტო მექანიზმია ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონი, რომელსაც ეროვნულმა ბანკმა საფუძველი ჩაუყარა 1995 წელს. მართალია, პირველ ხანებში საკრედიტო აუქციონზე რესურსების მყიდველებისა და გამყიდველების როლებში მონაწილე ბანკების რაოდენობა და გაყიდული საკრედიტო რესურსების მოცულობა უმნიშვნელო იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მან არსებითი როლი შეასრულა სამომავლო კომერციული ბანკების ფულადი რესურსების მართვის ჰორიზონტის გაფართოებასა და საბანაკო სისტემის მდგომარეობის განმტკიცების თვალსაზრისით. იმ პერიოდში, ახალი ეროვნული ვალუტის შემოღების მიუხედავად, საბაზრო აგენტებში ფულადი ერთეულის მიმართ გარკვეული უნდობლობა არსებობდა, ბანკები თავს იკავებდნენ საკრედიტო აუქციონში აქტიური მონაწილებისაგან.
1995 წლის განმავლობაში საკრედიტო რესურსების აუქციონზე გამართულ გარიგებებზე გაიყიდა 2,735 900 ლარის საკრედიტო რესურსი, რაც საბანკო აქტივების 1%-ს შეადგენდა; საშუალო წლიური შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა საკრედიტო აუქციონზე 1995 წელს შეადგინა 48% წლიურად, რაც საკმაოდ მაღალ მაჩვენებლად ითვლება. 1996 წელს საკრედიტო რესურსებზე შეიმჩნეოდა საპროცენტო განაკვეთების კლების ტენდენცია, 1997 წლის დასაწყისში საპროცენტო განაკვეთები კვლავ დაბალი და თითქმის უცვლელი იყო, რაც ეროვნული ბანკის აქტიური ინტერვენციებით იყო განპირობებული, მაგრამ წლის მეორე ნახევარში საგრძნობლად შემცირდა ინტერვენციები, რამაც, თავის მხრივ, გაზარდა საკრედიტო რესურსებზე საპროცენტო განაკვეთები. 1998 წლის სექტემბერში საფინანსო კრიზისმა უარყოფითი გავლენა მოახდინა საკრედიტო რესურსების ბაზარზე. 1999 წელს კვლავ იწყებენ ფუნქციონირებას 1998 წლის კრიზისის მიზეზით შეჩერებული აუქციონები.
2007 წელს ბანკთაშორისი საკრედიტო რესურსების აუქციონზე აქტიურობა მინიმუმადე დავიდა, რითაც ცხადი გახდა, რომ საბანკო სისტემის განვითარების შედეგად და საქართველოს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო ოპერაციების დახვეწის ფონზე, ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონების გამართვა არაეფექტურია. აუქციონი ორ ძირითად ფუნქციას ასრულებდა: პირველი, ბანკთაშორისი ბაზრის ხელისშეწყობა იმ პირობებში, როდესაც ბანკებს შორის საკმაოდ მაღალი იყო უნდობლობის ხარისხი. ამ ვითარებაში, ბანკთაშორისი საკრედიტო რესურსების აუქციონი ხელს უწყობდა ბანკთაშორისი საკრედიტო ბაზრის ფუნქციონირებას, რადგანაც კომერციულ ბანკებს შორის დადებული ხელშეკრულებების შესრულების გარანტად საქართველოს ეროვნული ბანკი გამოდიოდა. თუმცა, ბანკთაშორისი საკრედიტო ბაზარზე ბანკებს შორის ნდობის ფაქტორი მნიშვნელოვნად გაიზარდა და კომერციული ბანკებისათვის უფრო მოსახერხებელია შუამავლის გარეშე საკრედიტო ხელშეკრულების დადება. შესაბამისად, ბანკთაშორისი საკრედიტო რესურსების აუქციონს ბანკთაშორისი საკრედიტო ბაზრის წახალისების ფუნქცია დაკარგული ჰქონდა და კომერციული ბანკები მას, ფაქტობრივად აღარ იყენებენ; მეორე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მისი ფულად-საკრედიტო ინსტრუმენტად გამოყენება. აუქციონის მეშვეობით ეროვნული ბანკი პერიოდულად იღებდა ჭარბ ლიკვიდობას მიმოქცევიდან ან მიაწვდიდა ლიკვიდობას მისი დროებითი დეფიციტის პირობებში. 2006 წლის ბოლოდან საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საბანკო სისტემიდან ჭარბი ლიკვიდობის ამოსაღებად, სახელმწიფო ობლიგაციებთან ერთად, სადეპოზიტო სერთიფიკატების გამოყენება დაიწყო. მოცემული ინსტრუმენტები საკმაოდ ეფექტური გამოდგა ფულად-საკრედიტო ოპერაციებისათვის. 2007 წლისათვის სადეპოზიტო სერთიფიკატები ყველაზე აქტიურად გამოყენებულ ფულად-საკრედიტო ინსტრუმენტს წარმოადგენდა. მიმოქცევაში გაშვებული სადეპოზიტო სერთიფიკატების დიდი მასა საშუალებას იძლევა, რომ ის სახაზინო ობლიგაციებთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში გამოყენებულ იქნეს რეპო ოპერაციების განხორციელებისათვის. რეპო ფულად-საკრედიტო ოპერაციების სტანდარტულ ინსტრუმენტს წარმოადგენს თანამედროვე ცენტარლური ბანკებისათვის და მისის მეშვეობით ეფექტურად შეიძლება ფინანსური სისტემისათვის ლიკვიდობის მიწოდება. შედეგად, საქართველოს ეროვნული ბანკისათვის აღარ არსებობდა ბანკთაშორისი საკრედიტო რესურსების აუქციონის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ინსტრუმენტად გამოყებების აუცილებლობა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ბანკთაშორისი საკრედიტო რესურსების აუქციონი არასტანდარტული ინსტრუმენტია და ის არ გამოიყენება განვითარებულ ქვეყნების ცენტრალური ბანკების მიერ ფულად-საკრედიტო მიზნებისათვის. ასევე, იშვიათია მისი გამოყენების შემთხვევები განვიტარებად ქვეყნებშიც. მნიშვნელოვანია, რომ ბანკთაშორისი საკრედიტო რესურსების აუქციონის შემდგომი ფუნქციონირების შენარჩუნება, გარკვეულწილად შესაძლოა საძიანოც იყოს ფინანსური ბაზრის განვითარებისათვის. კერძოდ, საქართველოს ეროვნულ ბანკზე საკრედიტო რისკის გადატანა მნიშვნელოვან ინფორმაციულ პრობლემებს ქმნის, რაც ბანკთაშორის საკრედიტო ბაზარზე მორალური საფრთხის გაძლიერებაში გამოიხატება. ბანკებს საკრედიტო რისკის რეალურად შეფასების ინტერესი უქრებათ, რითაც შეიძლება ისარგებლონ მაღალი რისკის მქონე ბანკებმა და შედეგად, ფინანსურ სტაბილურობას საფრთხე შეუქმნან. ბანკთაშორისი საკრედიტო რესურსების აუქციონის მეშვეობით ხდება რისკის გადატანა საქართველოს ეროვნულ ბანკზე, რაც აუარესებს საქართველოს ეროვნულ ბანკის რისკების მართვას და საბოლოოდ, საქართველოს ეროვნული ბანკის გაზრდილ ხარჯებში შეიძლება გამოიხატოს. ბანკთაშორისი საკრედიტო რესურსების აუქციონის ფუნქციონირების საკითხი განხილულ იქნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკურ მისიასთან 2007 წლის დასწყისში და მათ მიერ მოცემულ იქნა რეკომენდაცია ბანკთაშორისი საკრედიტო რესურსების აუქციონის შეჩერების შესახებ. 2007 წლის 1 იანვრიდან ეროვნული ბანკის მიერ ჩატარებული საკრედიტო რესურსების 14 აუქციონიდან გარიგებები განხორციელდა მხოლოდ 13 აუქციონზე, აქედან 7-დღიან აუქციონზე - 4-ჯერ, 28-დღიანზე - 9-ჯერ, 56 და 84-დღიან აუქციონებზე გარიგებები არ დაფიქსირებულა. გარიგებათა საერთო მოცულობამ 8.75 მლნ. ლარი შეადგინა, აქედან 7-დღიან აუქციონებზე 3.15 მლნ. ლარი და 28-დღიანზე - 5.6 მლნ. ლარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება 2008 წლის დასაწყისიდან ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონების მოქმედების შეჩერების შესახებ. 2007 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნულ ბანკში სადეპოზიტო აუქციონები არ გამართულა. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული ბანკის მიერ საკრედიტო რესურსების შეძენა უკანასკნელად 28-დღიანი საკრედიტო რესურსების აუქციონზე 2006 წლის 27 სექტემბერს განხორციელდა, ხოლოხსადეპოზიტო აუქციონზე - 2006 წლის 31 აგვისტოს5.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ სოციალისტური გეგმური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა ბევრ სიძნელეებთან არის დაკავშირებული, რადგან ნებისმიერი ეკონომიკური წყობილება წარმოადგენს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საერთაშორისო კავშირების რთულ სისტემას. თუ სოციალისტური საბანკო სისტემის მიზანი იყო სახელმწიფო გეგმური დავალებების შესრულება და ამ დავალებების შესაბამისად ფულადი ფონდების განაწილება, საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირების აუცილებელ პირობებს წარმოადგენს სტაბილური ფულად-საკრედიტო სისტემის შექმნა, საბანკო სისტემის ნორმალური ფუნქციონირება და საფინანსო მომსახურეობის ბაზარზე კონკურენტუნარიანი გარემოს არსებობა.
საქართველოში კომერციული ბანკების ფორმირებისა და საქმიანობის ანალიზი გვიჩვენებს, რომ საბანკო სისტემაში ჩამოყალიბდა მთელი რიგი დადებითი ტენდენციები, რომელთაგან აღსანიშნავია შემდეგი: პირველი, საბანკო რეფორმა განხორციელდა, რაც გამოიხატება კომერციული ბანკების რაოდენობრივი შემცირების ფონზე მათი ხარისხობრივი მაჩვენებლის გაუმჯობესებითა და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნით; მეორე, ინფლაციური პროცესების მართვის საფუძველზე შენარჩუნებული იქნა სხვა ვალუტების მიმართ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობა; მესამე, სტაბილურ გაცვლით კურსზე დაყრდნობით საბანკო სისტემისადმი მოსახლეობის ნდობის უმნიშვნელო ამაღლებამაც დადებითი ზეგავლენა მოახდინა დეპოზიტებისა და საკრედიტო დაბანდებების ზრდაზე, ბანკების კაპიტალიზაციის მოცულობების გადიდებაზე; მეოთხე, დეპოზიტების ზრდის ტენდენცია ნასესხებ სახსრებთან შედარებით მეტყველებს იმაზე, რომ კომერციული საქმიანობისათვის საჭირო რესურსების ზრდა ქვეყანაში ხდება ფულადი მასის საბანკო არხებში მოქცევის მეშვეობით; მეხუთე, მინიმალური საწესდებო კაპიტალის ეტაპობრივმა ზრდამ მნიშვნელოვნად განაპირობა ბანკების კონსოლიდაციისა და გამსხვილების პროცესი.
_____________________
1. რ. კაკულია, თ. მურღულია - გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში საბანკო სისტემის ფორმირების შესახებ. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი. გარდამავალი პერიოდის საფინანსო-ეკონომიკური პრობლემები საქართველოში, ტომი III, თბ., გამომცემლობა „ფინანსები”, 1999. გვ., 134.
2. Захаров С.В. Банки. Регулирование. Ликвидность. Журн. «Деньги и Кредит» - 1996, № 9, с. 10-15.
3. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის №246 დადგენილება, 1993 წლის 24 მარტი. საქართველოს ეროვნული ბანკი. 1993 წლის 1 აპრილის დადგენილება
4. საქართველოს ეროვნული ბანკი წლიური ანგარიში, 2007 წ. თბილისი 2008 წ. გვ. 26
5. საქართველოს ეროვნული ბანკი წლიური ანგარიში, 2007 წ. თბილისი 2008 წ. გვ. 41
![]() |
3 თავი 2. ბანკების საქმიანობის რეგულირების ცნება და ეკონომიკური მნიშვნელობა |
▲ზევით დაბრუნება |
იმისთვის, რომ ავხსნათ საფინანსო-საკრედიტო სისტემის სამართლებრივი ინფრასტრუქტურა, თუ როგორ გამოიყენება იგი საქართველოში ფულადი კაპიტალის და გადახდის მომსახურების ერთიანი ბაზრის შესაქმნელად, აუცილებელია საფინანსო-საკრედიტო ორგანიზაციების საქმიანობის რეგულირების, რეგისტრაციის და ლიცენზირების სისტემის ანალიზი.
ქვეყნის საფინანსო-საკრედიტო სისტემაში მნიშვნელოვან სამართლებრივ ელემენტს წარმოადგენს საბანკო რეგულირება, რომელიც, თავის მხრივ, არის ბანკების მიმართ მოთხოვნათა დაცვის სპეციფიკური სისტემა. იგი განსახვავდება იმ მოთხოვნებისაგან, რომელიც წაეყენებათ სხვა იურიდიულ პირებს. კონტროლი იმ სპეციფიური მოთხოვნების დაცვაზე, რომელებიც ბანკებს ეკისრებათ, წარმოადგენს საბანკო ზედამხედველობის არსს ფართო გაგებით, ხოლო ვიწრო გაგებით საბანკო ზედამხედველობა, განვითარებული ქვეყნების საკანონმდებლო აქტებიდან გამომდინარე, ეს არის - იმ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლითაც სახელმწიფო რწმუნებული ორგანო არეგულირებს და კონტროლს უწევს საკრედიტო ორგანიზაციებისთვის დაწესებული ეკონომიკური ნორმატივების დაცვას, კერძოდ, აქტივების, ვალდებულებებისა და საკუთარი სახსრების მდგომარეობას.
საბანკო რეგულირებისა და ზედამხდეველობის მთავრია მიზანია საბანკო სისტემის სტაბილურობის შენარჩუნება, კომერციული ბანკების საიმედოობის და მდგრადობის უზრუნველყოფა, შესაძლო რისკის თავიდან აცილება და ამ გზით კომერციული ბანკების, მეანაბრეთა და სხვა კრედიტორთა, აგრეთვე საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ინტერესების მაქსიმალურად დაცვა1. საბანკო ზედამხედველობის მარეგულირებელი ორგანოს ამოცანაა, ასევე მომხმარებლის უფლებათა დაცვა, ვინაიდან მომსახურების ხარისხობრივი მაჩვენებელი არის კომერციული ბანკების მომსახურეობა ან არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებების საიმედოობა. ამრიგად, საბანკო ზედამხედველობის მთავარი ამოცანაა არა კონკრეტული კრედიტების და მეანაბრებიის დაცვა, არამედ საბანკო სისტემის სტაბილურობის შენარჩუნება ე.ი. არ დაუშვას სისტემური კრიზისი, როდესაც რამოდენიმე ბანკის საფინანსო პრინციპები იწვევენ საბანკო სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილის ლიკვიდობის დარღვევას. საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს აქვს უფლებამოსილება, რომ ზედამხედველობა გაუწიოს კომერციულ ბანკებს, კერძოდ, ეროვნული ბანკის ორგანულ კანონში აღნიშნულია, რომ სააგენტო ერთადერთი სახელმწიფო ორგანოა, რომელიც უწევს ზედამხედველობას კომერციული ბანკებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების საქმიანობას. იგი მოიცავს: ლიცენზიების გაცემასა და გაუქმებას, შემოწმებასა და რეგულირებას, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას2. ხოლო, კომერციული ბანკების შესახებ კანონის თანახმად, თვითეული კომერციული ბანკი და მისი შვილობილი ორგანიზაცია ექვემდებარება ინსპექტირებას, რომელსაც ახორციელებენ სააგენტოს ინსპექტორები ან სააგენტოს მიერ დანიშნული აუდიტორები3.
გარდამავალი ეკონომიკის პირობებში საბანკო ზედამხედველობის განუვითარებლობა იწვევს: პირველი, ეროვნული მეურნეობის სუბიექტების საბანკო დაწესებულებების მიმართ უნდობლობას; მეორე, სათანადო ინფორმაციის არ არსებობის გამო კლიენტებს ფაქტიურად არა აქვთ ბანკის რაციონალური შერჩევის საშუალება; მესამე, პანიკური განწყობის წარმოქმნის შესაძლებლობის მაღალ დონეს; მეოთხე, საკრედიტო რესურსების შესაძლებელ გადადინებას უფრო მყარი საბანკო სისტემის ქვეყნის ბანკებში, რაც მთლიანობაში უარყოფითად მოქმედებს საბანკო სისტემის სტრატეგიულ პერსპექტივებზე.
საბანკო სისტემის ზედამხედველობისა და რეგულირების ამოცანები საფინანსო-საკრედიტო სისტემის სტაბილურობის ამაღლების მიზნით შესაძლოა მიმართული იქნეს ზემოაღნიშნული პრობლემის გადასაწყვეტად.
გარდამავალი ეკონომიკის პირობებში მოსახლეობის ბანკებისადმი ნდობის დაქვეითება გამოწვეულია ინსტიტუციალური სფეროს მკვეთრი ცვლილებით, რომელშიც ხორცილედება საკრედიტო და საანგარიშსწორებო ოპერაციები. საბჭოურ პერიოდში ბანკების გაკოტრება ფაქტიურად შეუძლებელი იყო, ხოლო დაკრედიტების და საანგარიშსწორებო ინსრუმენტები პრიმიტიულ ხასიათს ატარებდნენ.
საქართველოში 1991 წლიდან შეიქმნა სათანადო საკანონდებლო და ნორმატული ბაზა, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა ორსაფეხურიანი უნივერსალური საბანკო სისტემა, ერთი მხრივ, საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც მონეტარული პოლიტიკის წარმმართველი და საბანკო სისტემის მარეგულირებელი ორგანო, მეორე მხრივ კი, კომერციული ბანკები ორსაფეხუროვანი საბანკო სისტემის შექმნამ გამოიწვია საფინანსო-საკრედიტო ოპერაციებზე პასუხისმგებლობის გადატანა სახელმწიფოდან კომერციულ ბანკებზე4.
საქართველოს საფინანსო-საკრედიტო სისტემის გარდაქმნის პროცესი მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის ფონზე მიმდინარეობად მკვეთრად შემცირდა წარმოების მოცულობა ქვეყანა უმწვავეს ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდა
საბანკო სისტემის განვითარების კანონზომიერების შესწავლამ დაგვანახა ასევე ის, რომ 1992-1995 წელში საბანკო კრიზისები საქართველოში განპირობებული იყო, როგორც ობიექტური ისე სუბიექტური მიზეზებით, თუმცა აღნიშნულის შესახებ სწორი ინფორმაციის არარსებობამ მეანაბრეებს არ მისცა საშუალება გაეკეთებინათ რაციონალური დასკვნები ამა თუ იმ ბანკის საიმედოობის შესახებ. ასეთი სიტუაციის შედეგი გახდა კერძო საკრედიტო რესურსების ძალზე ნელი ჩაბმა საბანკო მიმოქცევაში. ამ წლებში რეგისტრირებულმა 7 ბანკმა და 34 კომპანიამ ზარალი მიაყენა 62 ათას მეანაბრეს 31 მლნ. აშშ დოლარის ოდენობით. ანაბარზე შეტანილი მინიმალური თანხა შეადგენდა 4 აშშ დოლარს, მაქსიმალური კი 300 ათას აშშ დოლარს და ამ თანხებზე საპროცენტო განაკვეთი 5-30% ფარგლებში მერყეობდა. ხელისუფლებამ ამ მოვლენების არდაშვებისათვის არავითარ ღონისძიებებს არ მიმართა. პირიქით, ტელევიზია ფართო რეკლამას უკეთებდა ამ დაწესებულებებს. შედეგად აღმოჩნდა, რომ მათ ამ საქმიანობის განხორციელებისათვის ლიცენზია არ გააჩნდათ, შემდგომ როდესაც მოსახლეობა მოტყუებული აღმოჩნდა, სახელმწიფომ მათ დასახმარებლად გარკვეული ნაბიჯები გადადგა. კერძოდ, დაზარალებულ მეანაბრეებს საბჭოების და სააქციო საზოგადოების ჩამოყალიბების უფლება მიეცათ და მათი საქმიანობის რეგულირებისათვის შეიქმნა სააქციო საზოგადოებების ზედამხედველობების სამსახური. ასევე პრეზიდენტის სპეციალური ბრძანებებით დაზარალებული მეანაბრეთა ბაზაზე შექმნილი ყველა სააქციო საზოგადოება (მათმა რიცხვმა 23 მიაღწია) ერთი წლის განმავლობაში გათავისუფლდა საგადასახადო ვალდებულებებისაგან. ამავე ბრძანებით 9 454 მეანაბრეს 300 ათასი აშშ დოლარი ღირებულების 43 ათასი ვაუჩერი გადაეცა. ამ ბრძანებების მეშვეობით კუთვნილი თანხები დაუბრუნდა 62 ათასი დაზარალებულიდან 6 ათას.
აღნიშნული ღონისძიებები, ჩვენი აზრით, არასაკმარისია და ალბათ მიზანშეწონილი იქნებოდა მეანაბრეთა მოტყუებისათვის პასუხისმგებლობის კრიტერიუმის განსაზღვრაც. ამგვარი სიტუაციის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მიგვაჩნია საბანკო სისტემის რეგულირების ინსტრუმენტების არარსებობა სახელმწიფოს და ასევე სუსტი საზედამხედველო პოლიტიკის გატარება სებ-ის მხრიდან. საბანკო დაწესებულებების უმეტეს ნაწილს არ გააჩნდათ შესაბამისი ლიცენზიები. ასევე არსებობდა საბანკო ოპერაციებზე ლიცენზიების მიღების გაადვილებული სისტემაც. გარდა ამისა, საქართველოს საბანკო სისტემა მეტად მოუქნელი იყო და ამდენად, საბაზრო ეკონომიკაზე ორიენტირებულ ქვეყანას მრავალ პრობლემას უქმნიდა. მთავარია ის, რომ საბანკო სისტემამ იმ პერიოდში, როგორც ამას აღნიშნავს ზოგიერთი ეკონომისტი, ჯერ კიდევ ვერ იპოვა თავისი ადგილი ეკონომიკაში, ვერ განსაზღვრა თავისი, როგორც ეკონომიკური სუბიექტის როლი და საბანკო სისტემა ფაქტობრივად გამოიყენებოდა სხვადასხვა პოლიტიკურ დაჯგუფებათა მიერ მათი ვიწრო პარტიული და ეკონომიკური ინტერსების გათვალისწინებით, ეს კი ძირგამომთხრილ ფაქტორად გვევლინებოდა საქართველოს საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის სტაბილიზაციის მიღწევაში5, რასაც ჩვენ სავსებით ვეთანხმებით.
საბანკო სისტემის სახელმწიფო რეგულირება აუცილებელია, ვინაიდან მისი არარსებობა, საბოლოო ჯამში, მიგვიყვანს არამდგრადი საკრედიტო ორგანიზაციების განთესვისაკენ. მაგრამ საბაზრო შერჩევის ხარჯები ამ შემთხვევაში ძალიან დიდი იქნება, თავად პროცესი საბაზრო შერჩევისა - მიუღებლად ხანგრძლივი. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საბანკო კრიზისების უშუალო ხარჯები შესაძლებელია აღწევდეს ქვეყნის საბითუმო პროდუქციის ნახევარს6. საბანკო საქმის განვითარების ისტორია გვიჩვენებს, რომ საბაზრო შერჩევა საბანკო სისტემაში, რომელსაც თან ახლავს სისტემური კრიზისები და მეანებრეთა დანაკარგები, შეიძლება საუკუნეების მანძილზე გაგრძელდეს.
გარდა ამისა, მეორე ფუნდამენტალური ფაქტორი, რომელიც საზოგადოების ნდობას ბანკების მიმართ ამცირებს, ესაა მოსახლეობის დაბალი ინფორმირება, ჩვენი აზრით, აღნიშნული მიზეზი არ შეიძლება სავსებით ლიკვიდირებული იქნეს მოვლენათა ბუნებრივი განვითარების შედეგად. რა თქმა უნდა, საზოგადოების ფინანსური კულტურის ზრდა საზოგადოებში, კლიენტებს საშუალებას აძლებს უკეთესად მოახდინონ ორიენტირება ბანკების ფინანსურ ანგარიშგებაში და შეადგინონ კრედიტუნარიანობის საკუთარი რეიტინგები, მაგრამ ბევრისთვის ეს პროცესი ძალზე რთულია. საზოგადოების ინფორმირების ამაღლება მიიღწევა საინფორმაციო ანალიტიკური მომსახურების ბაზრის განვითარებით, უპირველესად საკრედიტო რეიტინგების განვითარებით. საკრედიტო რეიტინგებში იგულისხმება სპეციალიზირებული სარეიტინგო სააგენტო, რომლებიც ინფორმაციას აწვდიან საზოგადოებას ბანკების საიმედოობის შესახებ. ამასთან სარეიტინგო აგენტების დამოუკიდებლობა წარმოშობს საზოგადობის ნდობის ეჭვის ქვეშ დაყენების საკითხს.
ამრიგად, გარდამავალი ეკონომიკის პირობებში სუბიექტი, რომელსაც შეუძლია უსწრაფესად და ეფექტურად უზრუნველყოს მოსახლეობის ნდობა ბანკებისადმი, არის მხოლოდ სახელმწიფო, რომელიც დაინტერესებულია: 1. რესურსების საბანკო ბრუნვაში ჩაბმაში; 2. ეკონომიკის სტაბილიზაციის ამაღლებაში და 3. საბანკო სექტორში კრიზისული მოვლენების აღმოფხვრაში.
პრაქტიკა გვიჩვენებს, საბანკო ზედამხედველობის არარსებობა გარდამავალი ეკონომიკის პირობებში, დიდი ხნის მანძილზე ნეგატიურ გავლენას ახდენს ქვეყნის საფინანსო-საკრედიტო სისტემის მდგომარეობაზე და პარალელურად იწვევს ნდობის დაკარგვას საბანკო სისტემისადმი. აღნიშნული მიზეზების გამო არ არის გამორიცხული, რომ ქვეყნის საბანკო სისტემის მეანაბრეების ნაწილმა თავისი თანხები შეიტანოს იმ ქვეყნების ბანკებში, სადაც გააჩნიათ ძლიერი სახელმწიფო საზედამხედველო სისტემა. საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, საზღვარგარეთის ბანკებში ანაბრების შეტანა ნაკლებადაა სასურველი, ვიდრე დანაზოგები ნაღდ უცხოურ ვალუტაში, ვინაიდან კონკურენციის მთავარ ფაქტორს საბანკო მომსახურების ბაზარზე წარმოადგენს კლიენტურის კონსერვატიულობა. იმ შემთხვევაშიც კი თუ საქართველოს საბანკო სისტემაში, საბაზრო ფაქტორების გავლენის შედეგად, დამყარდება სტაბილურობა, ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი სამამულო ბანკისათვის დაკარგული იქნება, კლიენტების მსხვილ უცხოურ ბანკებში გადასვლის შედეგად. იმისათვის, რომ არ დაუშვათ კრედიტორთა მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვა ეროვნული ეკონომიკისათვის, მიზანშეწონილია უზრუნველყოთ მოსახლეობის ნდობა სამამულო ბანკებისადმი, გარკვეული კომპლექსური ღონისძიებების გატარებით ისე, რომ არ დაველოდოთ საერთო ფინანსურ-ეკონომიკურ სტაბილიზაციას. ამისათვის კი საჭიროდ მიგვაჩნია: პირველი, საბანკო ოპერაციების სამართლებრივი უზრუნველყოფა, რომელიც სამოქალაქო კანონდებლობით არის დადგენილი და მეორე, ბანკების საქმინობის ძირითადი პარამეტრების სახელმწიფოებრივი რეგულირება, რომელიც ადმინისტრაციული სამართლის საგნით არის განსაზღვრული.
საქართველოს სამოქალაქო სამართლიდან გამომდინარე საბანკო ოპერაციებს მიეკუთვნებიან შემდეგი სახის ვალდებულებები7:
კრედიტი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 867 მუხლი);
საბანკო ანაბარი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 874-875 მუხლი);
საბანკო ანაბარი საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 859-866 მუხლი);
თავდებობა და საბანკო გრანტები (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 879-891 მუხლი).
საქართველოს სამოქალაქო კანონდებლობის რიგი ნორმები ქმნიან საკმაო სამართლებრივ გარემოს კრედიტორის მიერ თავისი ინტერესების დასაცავად - ვალდებულებათა უზრუნველყოფის ხერხების დიდი არჩევანი, უფლება შემხვედრი მოთხოვნის ჩასათვლელად და ა.შ. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტებს შორის ანგარიშსწორებისას ვალდებულებათა უზრუნველყოფის მექანიზმები დიდ როლს ასრულებენ ტრანზაქციური დანახარჯების შემცირების პროცესში.
საბანკო საქმიანობის მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ საბანკო გარანტიები შედარებით ახალი სამართლებრივი ფენომენია, რომელიც გამოჩნდა ამერიკის შიდა ბაზარზე 60-იანი წლების შუა ხანებში, მაგრამ საერთაშორისო საბანკო ოპერაციებში შესამჩნევი ადგილი მხოლოდ 70-იანი წლების დასაწყისში დაიკავა. საბანკო გარანტიები შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც წმინდა საფინანსო, ასევე არასაფინანსო კონტრაქტების უზრუნველყოფის მიზნით. სხვადასხვა ქვეყნის კანონდებლობა სხვადასხვანაირად განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, ვისაც საბანკო გარანტიის გაცემა შეუძლია. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ესენი არიან “ბანკები, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია.”8
საბანკო გარანტიების ყველაზე დიდი თავისებურებაა მათი ძირითადი კონტრაქტისაგან დამოუკიდებლობა, ხოლო მისი მიზანია დაიცვას კრედიტორი დანაკარგებისაგან და პარალელურად ძირითადი მოვალის გადახდისუუნარობის შემთხვევაში შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ასე, მაგალითად, აშშ-სა და კანადაში სადაზღვევო კომპანიები ხშირად ანხორციელებენ საგარანტიო მომსახურეობას ისევე, როგორც სპეციალურ ფასიან ქაღალდებთან მომუშავე კომპანიები. ამ ქვეყნებში გარანტიები შეიძლება გასცეს ნებისმიერმა დაწესებულებამ, ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა. კრედიტის თვალსაზრისით არასაბანკო და არასადაზღვევო კომპანიების მიერ გაცემული გარანტიები ნაკლებად საიმედოა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამგვარი დაწესებულებების ფინანსური მდგომარეობა შეიძლება არამყარი იყოს, არამედ უფრო იმიტომ, რომ როგორც წესი, ეს კომპანიები ფინანსურად და კომერციულად ძირითად მოვალესთან არის დაკავშირებული. ამიტომ კრედიტორები, მოითხოვენ ბანკებისა და სხვა მდგარდი ინსტიტუტების მიერ გაცემულ გარანტიებს. საბანკო გარანტია გულისხმობს მხარეებს შორის რისკის განაწილებას, რომელიც უმეტესად დამოკიდებულია გარანტიის გადახდის ტიპის შერჩევასა და პირობებზე. საბანკო გარანტიების ძირითად ფუნქციას წარმოადგენს: ჯერ ერთი, ფინანსური და არაფინანსური ვალდებულებების უსაფრთხოება. ეს მიზანი მიიღწევა კრედიტორისათვის ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ფინანსური კომპენსაციის უზრუნველყოფით და მეორე, ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის კომპენსირების შემთხვევაში.
საბანკო რეგულირებისა და ზედამხედველობის სრულყოფილმა სისტემამ, ჩვენი აზრით, უნდა გადაწყვიტოს ის ამოცანები, რომლებსაც არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნები, მხედველობაში გვაქვს: ჯერ ერთი, ინფორმაციული ასიმეტრიის აღმოფხვრა და ნეგატიური რეფლექსურობის როლის შემცირება საბანკო სექტორში და მეორე, კომერციული ბანკების როლის გაძლიერება საბანკო მენეჯერების დაინტერესების გაზრდის საფუძველზე ეკონომიკის დაკრედიტებაში. აღნიშნული მიზნების ეფექტურად შესასრულებლად ბანკების ძალისხმევის კონცენტრაცია უნდა მოხდეს, ერთი მხრივ, კაპიტალის საკმარისობასა და მის აბსოლუტურ მოცულობაზე კონტროლის გაძლიერებით და, მეორე მხრივ, საბანკო აქციებში სახსრების დაბანდების სტიმულირების ეფექტიანი სისტემის შექმნით.
ამრიგად, გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისათვის, როგორც საბანკო საქმის მსოფლიო გამოცდილების პრაქტიკა გვიჩვენებს, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ბანკების ზედამხედველობის რეგულირების სრულყოფის პროცესში ახალი ტიპის ფინანსური ანგარიშგებების დანერგვას, რომლებიც, თავის მხრივ, ბანკების საქმიანობის გამჭვირვალობასთან ერთად გაითვალისწინებენ რისკის მენეჯმენტისა და ბანკის კორპორაციული მმართველობის გაუმჯობესებას, საბანკო საქმიანობის ყოველმხრივი ანალიტიკური, კომპლექსური შეფასების შესაძლებლობებს, რაც, ჩვენი აზრით, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქართველოს საბანკო სისტემის ფუნქციონირების პროცესში.
_____________________
1. საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ბრძანება №8, 2008 წლის 26 სექტემბერი.
2. საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანული კანონი. თბილისი. 2008. მუხლი 52.
3. საქართველოს კანონი კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ, თბილისი 2008, „ანგარიშგება და ინსპექციები“, მუხლი 29.
4. მანაგაძე ი. „საქართველოს საბანკო სისტემა XXI საუკუნის მიჯნაზე“ ჟურნ. „ბანკი.” 2000. №1. გვ. 3.
5. გ. გამსახურდია საქართველოს საფინანსო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები თანამედროვე ეტაპზე. თბილისი 1995. გვ. 167.
6. Государство в меняющемся Мире. Отчет О Мировом развитии Публикаций всемирного банка. М. изд.ИКЦ «ДИС».1997. с. 82. «ДИС».1997. с. 82
7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. გამომც. „სამართალი”, თბილისი. 2000, გვ. 289
8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. გამომც. „სამართალი”, თბილისი. 2000. გვ. 264.
![]() |
4 თავი 3. ბანკების გადახდისუნარიანობის სახელმწიფო რეგულირების მეთოდები და ინსტრუმენტები |
▲ზევით დაბრუნება |
საბანკო საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების მიზანია საბანკო სისტემის სტაბილური ფუნქციონირება, კომერციული ბანკების საიმედოობისა და მდგრადობის უზრუნველყოფა, შესაძლო რისკის შეზღუდვისა და თავიდან აცილებისათვის პირობების შექმნა, მეანაბრეთა და კრედიტორთა ინტერესების დაცვა ისეთი ინსტრუმენტების მეშვეობით, როგორიცაა: კონტროლი ბანკის კაპიტალის ფორმირებაზე, საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობის და კაპიტალის საკმარისობის ნორმატივისა და რისკის მაქსიმალური დონის განსაზღვრა ერთ მსესხებელზე და მსესხებელთა ჯგუფისათვის გასაცემი კრედიტების მაქსიმალური ოდენობის, ლიკვიდობის ნორმატივების და ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დადგენა. სავალდებულო რეზერვების ნორმის, საკრედიტო ორგანიზაციების საინვესტიციო საქმიანობის შეზღუდვების, ინფორმაციის გამჭვირვალობისადმი მოთხოვნების, საბანკო დეპოზიტების გარანტიებისა და მოსახლეობისაგან არარეზიდენტებისაგან მოზიდულ სახსრებზე შეზღუდვებისათვის პირობების მკაცრად დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, თანამედროვე პირობებში ამ ინსტრუმენტების სრულყოფა, საბანკო ზედამხედველობის და რეგულირების გაძლიერების საფუძველზე, ხელს შეუწყობს მოსახლეობის მხრიდან საბანკო საქმიანობისადმი ნდობის აღდგენას და ამიტომაც ამ ინსტრუმენტების გამოყენებაზე ყურადღების გამახვილება თანამედროვე ეტაპზე ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს.
კაპიტალის ადეკვატურობა ძირითადად მოიცავს ბანკის მდგრადობისა და საიმედოობის დონეს, რომელშიც იგულისხმება დინამიკური ადეკვატურობა, ანუ ბანკის კაპიტალის შესაბამისობა რისკის მიხედვით შეწონილ აქტივებთან. „კაპიტალის ადექვატურობა განისაზღვრება კაპიტალის დონისა და ბანკის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, გარდა ამისა, ითვალისწინებენ პრობლემური და უხარისხო აქტივებისა და ბალანსგარეშე საქმიანობის ბუნებას, სიდიდეს და მიმართულებას, ბანკის ბალანსის შემადგენლობას, ბანკის არსებულ და დაგეგმილ ზრდას და ბანკის მენეჯმენტის სიძლიერეს.“1 აღნიშნულის გარდა, კაპიტალის შეფასებისას მხედველობაში მიიღება აგრეთვე კაპიტალის ადექვატურობის კოეფიციენტის მდგომარეობა, ბანკის მიერ მინიმალური მოთხოვნების შესრულება, სხვა მაჩვენებლების ხარისხი და საერთო ფინანსური მდგომარეობა.
კაპიტალის ადეკვატურობაზე კონტროლი ბანკებში სამ ქვეამოცანამდეა დაყვანილი: 1. ბანკის დამფუძნებელთა შემადგელობაზე კონტროლი; 2. კაპიტალის მინიმალური აბსოლიტური მოთხოვნის უზრუნველყოფა; 3. საკუთარი სახსრების მინიმალური შეფარდების ოდენობის მოთხოვნა (კაპიტალის საკმარისობის ნორმატივების შესაბამისად).
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს მთელ რიგ შეზღუდვებს, რომელთა გადაწყვეტა მხოლოდ ეროვნული ბანკის ნებართვით არის შესაძლებელი. კერძოდ, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის III თავი მთლიანად მოიცავს “საკუთრების უფლებას და მართვას” (მუხლი 9-18). ამ თავის 9.2 მუხლი ითვალისწინებს კაპიტალის შემცირებისათვის შეზღუდვას, კერძოდ, კომერციულ ბანკებს ეკრძალებათ თავისი კაპიტალის შემცირება აქციების უკუგამოსყიდვის მეშვეობით სააგენტოს წინასწარი წერილობითი თანხმობისა და წესდებაში სათანადო ცვლილებების გარეშე. ამავე კანონის მე-10 მუხლით კომერციული ბანკის არცერთ პარტნიორს, ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა ჯგუფს; ასევე ეკრძალება ფლობდეს ან განკარგავდეს წილის იმ რაოდენობას, რომელიც აღემატება განცხადებული, თუ განაღდებული კაპიტალის 25%-ს, გარდა იმ წილის მფლობელებისა, რომელსაც აქვს საბანკო საქმიანობის ლიცენზია ან თავად წარმოადგენს ბანკს.
კაპიტალზე და ბანკის დამფუძნებელთა შემადგენლობაზე კონტროლის მიზანია არ დაუშვან საბანკო საქმიანობაში ის პირები, რომელთაც არ გააჩნიათ მყარი ფინანსური მდგომარეობა და რომელთაც შეუძლიათ გამოიყენონ ბანკის კლიენტთა სახსრები არამიზნობრივად, ამიტომ, ჩვენი აზრით, მიზანშეწონილი იქნება სააგენტომ გაანალიზოს და გამოაქვეყნოს ინფორმაცია თითოეული კონკრეტული ბანკის ყველა რეალურ მესაკუთრზე; გარდა ამისა, აუცილებლად უნდა იქნეს გაანალიზებული ინფორმაცია იმ ფიზიკური პირების ნათესაური კავშირების შესახებ, რომლებსაც აქვთ ბანკის კაპიტალში წილთა ან აქციათა მნიშვნელოვანი პაკეტები. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ იმის დადგენა, წარმოადგენს თუ არა ესა თუ ის ჯგუფი ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა ჯგუფს, საქართველოს სინამდვილეში ერთობ რთულია. როგორც პრაქტიკა მოწმობს, საქართველოში ნათესაური კავშირების ერთობლივი ინტერესების გამოაშკარავება ძნელდება. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ საკანონმდებლო აქტებში სხვადასხვა იურიდიულ მოქმედებათა განსახორციელებლად მოცემულია ახლო ნათესავ პირთა წრის განსაზღვრება, ბანკების დაფუძნების შემთხვევაში პირთა ასეთი ჩამოთვლა სასურველ შედეგს ვერ იძლევა.
ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ საწესდებო კაპიტალი წარმოადგენს საბანკო საქმიანობის განხორციელების და მისი სტაბილური ზრდის, ბანკის საიმედოობისა და მდგრადობის უზრუნველყოფის ერთ-ერთ ძირითად ბერკეტს, რომლის მიზანია: 1. უზრუნველყოს საბანკო საქმიანობის ნორმალური ფუნქციონირება; 2. გააძლიეროს ბანკის ოპერაციების გაფართოების შესაძლებლობები, როგორც მიმდინარე ეტაპზე, ისე მომავალში; 3. მოახდინოს მოსალოდნელი და მოულოდნელი ფინანსური დანაკარგების ზარალის განეიტრალება; 4. უზრუნველყოს მეანაბრეთა და კრედიტორთა ინტერესების მაქსიმალური დაცვა და საბანკო სისტემაში შესაძლო ნაგატიური შედეგების მინიმუმამდე დაყვანა.
კომერციული ბანკებისათვის საწესდებო კაპიტალის განსაზღვრისათვის საქართველოს საბანკო კანონმდებლობა სრულად ითვალისწინებს ბაზელის კომიტეტის სარეკომენდაციო ხასიათის დებულებებს საზედამხედველო ორგანოს მიერ კაპიტალის სიდიდის განსაზღვრის უფლებამოსილების შესახებ. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ჯერ კიდევ 1997 წლის იანვარში გამოსცა ბრძანებულება, რომელიც ითვალისწინებდა კომერციული ბანკების მიერ საწესდებო კაპიტალის 5 მლნ. ლარამდე სავალდებულო გაზრდას. საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები ვალდებულნი იყვნენ 2000 წლის ბოლოსათვის ეტაპობრივად გაეზარდათ კაპიტალი 5 მლნ. ლარამდე. ამ ღონისძიების მიზანი იყო, რომ მომხდარიყო საბანკო სექტორის შემდგომი კონსოლიდაცია. მოგვიანებით, იკვე 2003 წელს შემოღებულ იქნა კიდევ ერთი გრაფიკი მინიმალური კაპიტალური ზრდისათვის, რომლის მიხედვითაც 2007 წლის 1 ივლისისათვის ყველა კომერციული ბანკი საქართველოში ვალდებულია მინიმუმ 12 მლნ. ლარის კაპიტალი იქონიოს.
კომერციული ბანკის საწესდებო კაპიტალი მრავალ ფუნქციას ასრულებს, რომელთაგან შეიძლება გამოვყოთ: ჯერ ერთი - კაპიტალი წარმოადგენს ბანკის აქტივებსა და ვალდებულებებს შორის სხვაობას, რომელიც აძლევს ბანკს საშუალებას, გაუთვალისწინებელი დანაკარგების არსებობისას განაგრძოს საქმიანობა და გადაწყვიტოს მის წინაშე მდგარი ფინანსური პრობლემები; მეორე, კაპიტალის ხარჯზე ხდება ბანკისათვის აუცილებელი შენობის, მოწყობილობების შეძენა და ყველა იმ ხარჯების დაფინანსება, რომელიც აუცილებელია დეპოზიტების მოზიდვისა და საბანკო საქმიანობის დაწყებისათვის; მესამე, კაპიტალი ახალი საბანკო პროდუქტების შემუშავებისა და მომხმარებლისათვის მიწოდების ფინანსური წყაროა; მეოთხე, კაპიტალის სიდიდე, კრედიტორების ნდობის განმსაზღვრელი ფაქტორია, რაც ბანკის არსებობის და ფუნქციონირების უმთავრესი ატრიბუტია; და მეხუთე, საწესდებო კაპიტალი ბანკის მომავალი ზრდის რეგულატორია, რომლის სიდიდეც განსაზღვრავს ბანკის აქტივების, მისი ოპერაციების მომავალ ზრდას.
განვითარებული ქვეყნის ცენტრალური ბანკი საბანკო სისტემის რეგულირებისათვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კაპიტალის საკმარისობის დადგენას. ამ სტანდარტებიდან ნებისმიერი გადახრა დიდ საფრთხედ აღიქმება. ასეთი მიდგომა გამომდინარეობს იმ მოსაზრებიდან, რომ: 1. ბანკებში უზარმაზარი მოცულობით არის თავმოყრილი ფიზიკური პირების, სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორის დროებით თავისუფალი სახსრები, რომელთა დაცვა, ბაზარზე მათზე დაუინტერესობის მიუხედავად, მაინც ბანკების ძირითად ფუნქციას წარმოადგენს; 2. ცალკეული ბანკების გადახდისუუნარობამ შეიძლება მოგვიყვანოს საბანკო კრიზისამდე, რომელსაც სავალალო შედეგი მოაქვს ეკონომიკური სუბიექტებისა და მთლიანად სახალხო მეურნეობისათვის; 3. ბაზარი დროულად და სრულად ვერ მიიღებს იმ ინფორმაციას, რომელიც მისცემს მას საშუალებას დაადგინოს ამა თუ იმ ბანკის რეალური ფინანსური მდგომარეობა. სწორედ ამ სამი მიზეზის არსებობა განაპირობებს კაპიტალის საკმარისობის დადგენის აუცილებლობას.
როგორც ცნობილია, საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პირობებში საბანკო საქმიანობა, რომლის ძირითადი ფუნქციებია სადეპოზიტო სახსრებისა და საკრედიტო რესურსების მოზიდვა, საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხების მართვა, საკრედიტო და საინვესტიციო საქმიანობა, სავალუტო და სადილინგო ოპერაციების წარმოება, მნიშვნელოვანი გარესაბალანსო საქმიანობა და ა.შ., დაკავშირებულია გარკვეულ რისკის ფაქტორებთან, რომელთა გაუთვალისწინებლობა მნიშვნელოვან ფინანსურ დანაკარგებს იწვევს,3 რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია საბანკო საქმიანობის სწორად წარმართვაში. ამასთან, რაც მეტია მოგების მიღების შანსი, მით უფრო დიდია რისკი. რისკის ფაქტორების თავიდან აცილების მიზნით სააგენტოს მიერ დადგენილია, ეკონომიკური ლიმიტები და ნორმატივები, რომლის შესრულებაც სავალდებულოა კომერციული ბანკებისათვის4.
ნორმატივების დაცვაზე კონტროლის გაძლიერება საშუალებას მოგვცემს ავამაღლოთ საბანკო რეგულირების მექანიზმების ეფექტურობა, მაგრამ მხოლოდ სააგენტოს მიერ დადგენილი ნორმატივები არ არის საკმარისი ბალანსში ყველა მოულოდნელი ცვლილების გათვალისწინებისათვის. ამიტომ ბანკს უნდა ჰქონდეს საკმარისი ლიკვიდობა, რათა მან შეძლოს, უზრუნველყოს თავის ბალანსში ყველა მოულოდნელი ცვლილება და მოიპოვოს სახსრები განვითარებისათვის. იმის გამო, რომ ლიკვიდობა უზრუნველყოფილია იმით, რომ ბანკი იტოვებს მოკლევადიან მაღალი ხარისხის აქტივებს, ლიკვიდობის საფასურს წარმოადგენს იმ მოგებაზე უარის თქმა, რომელსაც იღებს გრძელვადიანი ნაკლები ხარისხის აქტივებიდან. იმ შემთხვევაში თუ სავალდებულო ლიკვიდობის მოთხოვნის დაცვისათვის საკმარისი არ იქნება ლიკვიდური აქტივების მარაგი, ბანკი იძულებული იქნება მოიპოვოს დამატებითი ვალდებულებები. ლიკვიდობის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს, თუ როგორ ანხორციელებს ბანკი საპროცენტო განაკვეთების რისკის მართვას, რამდენად იცავს ეკონომიკურ ნორმატივებს ლიკვიდობასთან მიმართებაში, ვინაიდან ამ სახის კოეფიციენტები სწორად გამოანგარიშების ხარისხში ვლინდება, რაც ბანკის სამსახურების (საინფორმაციო, შიდა კონტროლის, ანალიზის) და მათ მიერ გაწეული საქმიანობის ადექვატურია.
ლიკვიდობის ოპტიმალური მართვისათვის, ჩვენი აზრით, აუცილებელია კომერციული ბანკის ლიკვიდობის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს ლიკვიდობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის უწყვეტი ნაკადის მიღება და მასზე ოპერატიული რეაგირება. აქედან გამომდინარე, ეს სამსახური ვალდებულია, მუდმივად გააფართოოს, პირველ რიგში, ლიკვიდობის მოკლევადიანი კორექტივებისა და გრძელვადიანი ლიკვიდობის შესახებ ინფორმაციის შეგროვების მეთოდი და პარალელურად გააუმჯობესოს მისი ხარისხი. ეს წესი შესაძლებლად მიგვაჩნია გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ბანკის ლიკვიდობის პროცესის წარმატებით მართვისთვის.
ყურადღებას იმსახურებს იმის აღნიშვნაც, რომ ღია სავალუტო პოზიციის ოდენობაზე შეზღუდვები ერთდროულად ისახავენ ორ ძირითად მიზანს: ერთი მხრივ, ღია სავალუტო პოზიციის ჩატარებით საკურსო რისკის შეზღუდვას და, მეორე მხრივ, უცხოური ვალუტის ოპერაციებზე საკრედიტო ორგანიზაციების სპეკულაციურ შესაძლებლობათა შეზღუდვას. ყოველთვის, როცა ბანკი მონაწილეობს ვალუტის ყიდვა-გაყიდვის სპოტში, მისი სავალუტო პოზიცია იცვლება. ხშირად ბანკთაშორის სპოტებში ჩართულ ბანკებს დროის მოკლე პერიოდის განმავლობაში აქვთ საკმაოდ ხანგრძლივი ღია სავალუტო პოზიცია. სპოტის წარმოებისას მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიღება სავალუტო ბაზრის მდგომარების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკებს, თუ არ გააჩნიათ ინფორმაცია დიდი საერთშორისო ბაზრების შესახებ, მათ სპოტური კურსის მოულოდნელი ცვლილების შემთხვევაში საშიშროება ემუქრებათ.
საბანკო საქმიანობის ანალიზი გვიჩვენებს, რომ ხშირად, ბანკის საერთო საინვენსტიციო საქმიანობის, აქტივებისა და პასივების მართვის ლიკვიდობის სტრატეგიის განხორციელებისას, ბანკის მენეჯმენტი თავის თავზე იღებს ვალდებულებებს ფასიანი ქაღალდების ყიდვაზე ან გაყიდვაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენი აზრით, საინვესტიციო ფასიანი ქაღალდების გაყიდვაზე ვალდებულებების არსებობის პირობებში, ზუსტად უნდა იქნეს დადგენილი არის თუ არა ბანკის საინვესტიციო პორტფელში საინვესტიციო ფასიანი ქაღალდები სათანადო მოცულობით წარმოდგენილი. თუ ბანკი ვალდებულია ასეთი მოთხოვნა დაიცვას მის არარსებობის შემთხვევაში, მას მოუწევს ამ სათანადო მოცულობით ფასიანი ქაღალდების შეძენა შემდგომი გაყიდვის მიზნით, რაც უშუალოდ დაკავშირებულია, საბაზრო ფასების ცვლილებიდან გამომდინარე, გარკვეული რისკის დაშვებასთანაც.
აქვე უნდა შევნიშნოთ ისიც, რომ კომერციული ბანკების მოქნილი დეპოზიტური პოლიტიკის საფუძველზე უნდა განხორციელდეს ფულადი სახსრების დაზოგვისა და დაგროვების სტიმულირების საკითხების ფორმირება. ამასთანავე საბანკო დაწესებულებების ანგარიშებზე გადახდილი მაღალი პროცენტის გარდა, კრედიტორებს უნდა ქონდეთ ბანკში დაგროვილი რესურსების გათვალისწინების მაღალი გარანტიები.5 სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოში მოსახლეობის დანაზოგების დაცვის უზრუნველყოფისა და საბანკო სისტემისადმი ნდობის ამაღლების მიზნით, სააგენტოს მიერ კომერციული ბანკებისათვის დადგენილია ეკონომიკური ნორმატივები და ლიმიტები, რომლებიც ბანკის მეანაბრეებისა და კრედიტორების უფლებებსა და ინტერესების დაცვას და მისი ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
ყურადღებას იმსახურებს იმ გარემოების აღნიშვნაც, რომ მსოფლიო გამოცდილებიდან გამომდინარე, ეფექტიანად ფუნქციონირებად დეპოზიტების დაზღვევის სისტემას მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრა შეუძლია: პირველი, უზრუნველყოს მისი წევრებისა და მთლიანად საბნკო სისტემის მდგრადობა; მეორე, შეუქმნას მეანაბრეებს გარანტიები (უპირველეს ყოვლისა, მცირე მოცულობის თანხის მქონე მეანაბრეებს) ბანკის გაკორტების შემთხვევაშიც კი; მესამე, აამაღლოს ნდობის ხარისხი საბანკო სისტემისადმი.
ეს გამოცდილება აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს საქართველოს საბანკო სისტემის ფუნქციონირების პროცესში. საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემოღება და ამოქმედება სტრატეგიული ღონისძიება უნდა გახდეს. მას განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს არა მხოლოდ ცალკეული კომერციული ბანკებისა და მთლიანად საბანკო სისტემისათვის, არამედ ქვეყნის ეკონომიკისათვის, სამეურნეო სფეროში მიმდინარე პროცესებისა და მაკროეკონომიკური ფონის გაუმჯობესებისათვის. ამასთან, როდესაც დეპოზიტების დაზღვევის სისტემაზე ვსაუბრობთ, აუცილებლია გაანალიზდეს და ჩვენს სპეციფიკას მივუსადაგოთ სხვა ქვეყნების გამოცდილება ეკონომიკის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის საფუძველზე. თუ რამდენად არის მზად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, მისი სტრუქტურები, სამეურნეო სუბიექტები და პირველ რიგში, თვით საბანკო სისტემა ასეთი საპასუხისმგებლო ნოვაციისათვის. ასე რომ, დეპოზიტების დაზღვევას ალტერნატივა არა აქვს, მაგრამ აუცილებელია ზუსტად განისაზღვროს მისი შემოღების მიზანშეწონილობა. ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება შესაძლოა სავალალო აღმოჩნდეს და დაზღვევის სისტემის კომპრომეტირება გამოიწვიოს. ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიზნებიდან გამომდინარე, დეპოზიტების დაზღვევის ფონდის საქმიანობას კონტროლი ქვეყნის ეროვნულმა ბანკმა უნდა გაუწიოს.
ამრიგად, საქართველოში მოქმედი საბანკო რეგულირების ყველა ინსტრუმენტის განხილვა საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ: 1. კაპიტალის საკმარისობის საჭირო დონეზე კონტროლი (ისევე როგორც ბანკების საკუთარი სახსრების აბსოლუტურ ოდენობაზე), წარმოადგენს საბანკო რეგულირების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, და ამიტომ მიზანშეწონილია იგი შევინარჩუნოთ, პარალელურად კი, გავაძლიეროთ კონტროლი მის რეალურ შესრულებაზე; 2. იმისათვის, რომ საბანკო საქმიანობა წარმატებული იყოს, მომატებული რისკის მქონე სფეროში, ასევე მიზანშეწონილად მიგვაჩნია: პირველი, ბანკებმა განავითარონ რისკის მართვისა და გადაწყვეტილების მიღების განსაკუთრებული მექანიზმი, რომელიც უნდა იძლეოდეს იმის განსაზღვრის საშუალებას, თუ რა რაოდენობის რისკი და დანაკარგი შეუძლია აიღოს თავის თავზე საკრედიტო დაწესებულებამ; მეორე, განისაზღვროს ამართლებს თუ არა მოსალოდნელი ბანკის მოგება ბანკის მიერ გაწეულ რისკს; მესამე, შემუშავდეს და განხორცილედეს ღონისძიებები, რომლებიც რისკის ფაქტორის გავლენის შემცირებას გამოიწვევენ; მეოთხე, ბანკის ლიკვიდობის შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ბანკის მენეჯმენტის კომპენდენტურობაზე და ბანკში დანერგილი საინფორმაციო და კონტროლის სისტემის ადექვატურობაზე. ვინაიდან კარგად მომუშავე მენეჯმენტის საინფორმაციო სისტემა ბანკის ლიკვიდობის ეფექტიანად მართვის განუყოფელი ნაწილია; მეხუთე, ბანკის დამფუძნებელთა და აქციონერთა დაკრედიტების შეზღუდვებიდან და მათ ქცევაზე კონტროლის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ასევე მიზანშეწონილია: 1. საბანკო რეგულირების მოქმედი ნორმების შენარჩუნება და 2. კონტროლის გაძლიერება მათ შესრულებაზე; მეექვსე, მსოფლიო გამოცდილებამ ცხადყო, რომ დაზღვევის სისტემას მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრა შეუძლია, კერძოდ, უზრუნველყოს საბანკო სისტემის სტაბილური მდგომარეობა; შეუქმნას მეანაბრეებს გარანტიები ბანკის გაკოტრების შემთხვევაშიც კი და აამაღლოს ნდობის ხარისხი საბანკო სისტემისადმი.
______________________
1. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1998 წლის 28 დეკემბრის №127 ბრძანებით დამტკიცებული კომერციული ბანკების ზედამხედველობა-რეგულირების მეთოდური სახელმძღვანელო. თბილისი. საქართველოს ეროვნული ბანკის გამოცემა. 1998. გვ. 9
2. საქართველოს კანონი კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ, თბილისი 2008, „საკუთრების უფლება და მართვა“, მუხლი 9.
3. საბანკო საქმე. ო. ი. ლავრუშინის რედაქციით. თარგმანის რედაქტორი პროფ. რ. კაკულია. თბ. 1997. გვ. 259.
4. საქართველოს კანონი კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ, თბილისი 2008, „ეკონომიკური ლიმიტები და ნორმატივები“ , მუხლი 21.
5. Игонина Л. А. О механизмах переориентации денежных потоков в реальный сектор экономики. Журн. Финансы. № 10. 2002. с. 58.
![]() |
5 თავი 4. საბანკო სისტემის ეკონომიკური ურთიერთობების თავისებურებანი |
▲ზევით დაბრუნება |
საბაზრო ეკონომიკის პირობებში ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების ეკონომიკური ურთიერთობების სისტემა განისაზღვრება რა საბანკო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირებით, მოიცავს განსაკუთრებულ ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიშვება სასესხო კაპიტალის მოძრაობისას კრედიტორსა და მსესხებელს შორის და ამის შედეგად თვით ბანკებს შორის. ამასთან ფულად-საკრედიტო რეგულირების ობიექტს წარმოადგენს მიმოქცევაში არსებული ფულადი მასა და სასესხო რესურსებზე საპროცენტო განაკვეთი. ეროვნული ბანკი ამ პარამეტრებზე ზემოქმედებისათვის იყენებს ისეთ ბერკეტებს, როგორიცაა სავალდებულო ნორმათა რეგულირება, ღია ბაზარზე ფასიანი ქაღალდებით ოპერაციები, რეფინანსების განაკვეთები და ა.შ.
საქართვლოს საბანკო სისტემაში, საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანული კანონის საფუძველზე, ეროვნული ბანკი განისაზღვრება, როგორც ქვეყნის მთავარი ბანკი და ბოლო ინსტანციის კრედიტორი. როგორც განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა გვიჩვენებს, შესაძლებელია საბანკო საქმიანობის რეგულირების შემდეგი ფორმულის გამოყენება - რწმუნებული უწყებების მიერ გარკვეული დებულებების, ბრძანებების და ა.შ. კონკრეტული უფლებების დადგენა მოქმედ კანონმდებლობაზე დაყრდნობით, რომელიც საბანკო საქმის სტრუქტურასა და სახეობებს განსაზღვრავენ.
ეს კანონები, დებულებები და ბრძანებულებები საბანკო სისტემისათვის ქცევის ისეთ ჩარჩოებს ქმნიან, რომელიც ხელს უწყობს მის საიმედოობასა და მდგრადობის განმტკიცებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ტერმინი „რეგულირება“ გამოხატავს გარკვეული წესების დადგენასა და გამოყენებას, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა ყველა კომერციული ბანკისათვის, ხოლო რაც შეეხება კონტროლს, მის სფეროსა და მიზანს წარმოადგენს მოქმედი წესების დაცვა.
გარდამავალ საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში ცენტრალური ბანკის ზემოქმედება კომერციული ბანკების საქმიანობაზე, როგორც განვითარებულ ქვეყნებში დაგროვილი პრაქტიკის შესწავლა გვიჩვენებს, უნდა განხორციელდეს შემდეგი ძირითადი მიმართულებების მიხედვით, რომლებიც ამასთანავე წარმოადგენენ საბანკო სისტემაში ეკონომიკურ ურთიერთობების თავისებურებებს: 1. საერთო საკანონდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო პირობების შექმნით, რომელიც საშუალებას მისცემს კომერციულ ბანკებს მოახდინონ თავიანთი ეკონომიკური ინტერესების რეალიზება; 2. ფულად-საკრედიტო რეგულირების ღონისძიებების განხორციელებით, რომლებიც ზემოქმედებას მოახდენს კომერციული ბანკების რესურსების ოდენობის შეცვლით, მიმოქცევაში ფულადი მასის მოცულობასა და სტრუქტურაზე, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ეკონომიკის დასაკრედიტებლად; 3. ბანკების ბალანსის ლიკვიდობის უზრუნველყოფის მიზნით ეკონომიკური ნორმატივების დადგენით და მათზე ზედამხედველობის გაძლიერების საფუძველზე.
აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ცენტრალური ბანკის ზემოქმედება კომერციული ბანკების საქმიანობაზე შესაძლოა განხორციელდეს როგორც ეკონომიკური (ირიბი), ასევე ეკონომიკურ-ადმინისტრაციული (პირდაპირი) მეთოდებით, რასაც ნათლად მოწმობს ცენტრალური ბანკის კომერციულ ბანკებზე ზემოქმედების გამომხატველი ქვემომოყვანილი სქემა.
სქემა 1
ცენტრალური ბანკის ზემოქმედება კომერციული ბანკების საქმიანობაზე
როგორც სქემიდან ჩანს, ცენტრალური ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განხორციელებისათვის საბანკო საქმიანობის რეგულირების პირდაპირი და ირიბი მეთოდების გარდა გამოყოფენ აგრეთვე საერთო და სელექციურ მეთოდებს. საერთო მეთოდები, რომელთაც მიეკუთვნება: სააღრიცხვო (დისკონტური) პოლიტიკა, ოპერაციები ღია ბაზარზე, ბანკის სავალდებულო რეზერვების ნორმების დადგენა, უფრო ხშირად გამოიყენება საზღვარგარეთის საბანკო პრაქტიკაში. ამიტომ აქვე მიზანშეწონილად მიგვაჩნია მოკლედ განვიხილოთ საერთო მეთოდების ზემოთ მოყვანილი სახეები. სააღრიცხვო (დისკონტური) პოლიტიკის არსი მდგომარეობს იმაში, რომ კომერციული ბანკების რეფინანსირების პირობების შეცვლის მეთოდი გავლენას ახდენს ფულისა და კაპიტალის ბაზრებზე არსებულ მდგომარეობაზე. რაც შეეხება ოპერაციებს ღია ბაზარზე, ისინი ყველაზე მოქნილი ინსტრუმენტებია ფულის მიმოქცევისა და კომერციული ბანკების ლიკვიდობის რეგულირებისთვის. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ცენტრალური ბანკი ღია ბაზარზე ოპერაციების მეშვეობით ზეგავლენას ახდენენ თავისუფალი რესურსების მოცულობაზე, რომელიც კომერციულ ბანკებს გააჩნიათ, რაც თავის მხრივ სტიმულს აძლევს ეკონომიკაში საკრედიტო დაბანდებების გაფართოებას, ან შემცირებას, ეს კი ერთდროეულად გავლენას ახდენს ბანკის ლიკვიდობაზეც. სავალდებულო რეზერვების ნორმების დადგენა, ჩვენი აზრით, განაპირობებს, ერთი მხრივ, კომერციული ბანკების ლიკვიდობის საკმარისობის უზრუნველყოფას და, მეორე მხრივ, შემდგომში მათ ფულად-საკრედიტო რეგულირების ერთ-ერთ არაპირდაპირ ინსტრუმენტად გადაქცევას. რაც შეეხება მინიმალური სარეზერვო მოთხოვნებს, ისინი ბანკის მოზიდულ სახსრებთან თანაფარდობით განისაზღვრება და ეროვნულ ბანკში სავალდებულო შენახვას ექვემდებარება.
განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე, ცენტრალური ბანკი კომერციულ ბანკებზე ზემოქმედების სელექციურ მეთოდების გამოყენებას ანხორციელებს იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს წარმოების დაცემას, დარღვეულია კვლავწარმოების პროპორციები.1
საბაზრო ეკონომიკის პირობებში ცენტრალური ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა სახელმწიფო რეგულირების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია კონიუქტურული რყევებისა და დეპრესიების გადალახვისათვის, ინფლაციური პროცესების დაძლევის უზრუნველსაყოფად, ინვესტიციებისა და საწარმოების ზრდის სტიმულირებისათვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მსოფლიო საბანკო ბაზარზე, მეტად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიზნების განსაზღვრა ქვეყნაში არსებული საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზიდან გამომდინარე ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინების საფუძველზე.
სქემა 2
ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიზნები ქვეყნებში არსებული
საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის საფუძველზე
ინსტრუმენტები |
საოპერაციო |
შუალედური |
საბოლოო |
1. ბანკების
2. სავალდებულო
3. სახელმწიფო |
1. მთავრობის
2. კომერციული
3. ბანკთაშორისი |
1. M2
2. კომერციული |
1. ინფლაციის 2.ვალუტის კურსი 3. მშპ 4. ინვესტიციები 5. დასქმება |
ზემოწარმოდგენილ სქემაზე გამოსახულია კლასიკური სქემა სადაც, ერთი მხრივ, ცენტრალური ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გეგმები, რომლებიც კლასიფიცირებულია განსაზღვრული მიზნის მისაღწევად ცენტრალური ბანკის ეკონომიკის რეგულირების ზემოქმედების ხარისხის გაზრდისათვის, ცენტრალური ბანკის მიერ შუალედური მიზნების მისაღწევად ფულადი აგრეგატი M2 და საპროცენტო განაკვეთის დონე კომერციულ ბანკებში ურთიერთშეთანხმებულად გამოიყენება. ასეთი მიდგომის მთავარი მიზანია - წარმოების მოცულობის ზრდა, ფასების სტაბილიზაციის მიღწევა და მოსახლეობის დასაქმების მდგომარეობის გაუმჯობესება. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ცენტრალური ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შუალედური მიზნები, თავის მხრივ, ამ მიზნის მისაღწევად ჩატარებული პროცესის ორ ეტაპად განხორციელების შესაძლებლობას იძლევა, რომლის დროსაც მონეტარული პოლიტიკის არაპირდაპირი ინსტრუმენტებით ფულის მასის ოპტიმალური სიდიდის მიღწევას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება
ცენტრალური ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში წამყვანი ადგილი უჭირავს კომერციული ბანკების რეფინანსირებას, რომელიც გულისხმობს კომერციული ბანკების დაკრედიტებას, ასევე თამასუქების აღრიცხვას და განაღდებას. კომერციული ბანკების რეფინანსირების ინსტრუმენტების სახით გამოდიან ცენტრალური ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირებისა და სააღრიცხვო (სადისკონტო) განაკვეთი, ხოლო მოცემული ცვლადების სიდიდის ორიენტირად გამოიყენება საბაზრო საპროცენტო განაკვეთების განმსაზღვრელი მაჩვენებლები. მათი ცვალებადობა საკრედიტო რესურსების მიწოდებას, ზრდის ან ამცირებს და აქედან გამომდინარე, ამით პარარელურად მათზე მოთხოვნასაც განსაზღვრავს.
ცენტრალური ბანკები კომერციული ბანკების რეფინანსირებას იმ შემთხვევაში ახორციელებენ, როდესაც ამ უკანასკნელთ ლიკვიდობაში დროებითი პრობლემები ექმნებათ და ცენტრალურ ბანკს დაკრედიტების თაობაზე მიმართავენ თხოვნით ან, თუ აღნიშნული ფინანსური სიძნელეები საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარეობს.
ცენტრალური ბანკის რეფინანსირება ხასიათდება მთელი რიგი თავისებურებებით, რომელთაგან იგი უპირველეს ყოვლისა, ჩვენი აზრით, სამი ძირითადი ამოცანის გადაწყვეტას უნდა ემსახურებოდეს; 1. აღკვეთოს საბანკო კრიზისების გავრცელება ან შეზღუდოს საბანკო სისტემებზე მათი ზემოქმედების სფერო; 2. ხელი უნდა შეუწყოს ცენტრალური ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარებას და 3. უზრუნველყოს სხვადასხვა სისტემების ეფექტიანი ფუნქციონირება.
განსაკუთრებით, ყურადღების გამახვილება არის საჭირო იმ გარემოებაზე, რომ ფულად-საკრედიტო რეგულირების სისტემაში რეფინანსირების მექანიზმი უნდა განვიხილოთ, როგორც ორმაგი ეფექტის მომცემი პოლიტიკა, მხედველობაში გვაქვს მისი რაოდენებრივი და ღირებულებითი ეფექტი. რაოდენებრივი ეფექტი, ჩვენი აზრით, გამოიხატება რეფინანსირების ზომებსა და ფულადი მასის რეგულირებათა ცვლილებაში, ხოლო ღირებულებითი - იმაში, რომ იგი უშუალოდ გავლენას ახდენს კომერციული ბანკების მხრიდან რესურსების მოთხოვნის დონეზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, რეფინანსირების ღირებულების ამაღლება ამცირებს მის მოცულობას, და პირიქით. ეს დამოკიდებულია ეკონომიკური აგენტების მხრიდან საბანკო კრედიტებზე მოთხოვნის ცვლილებებზე და მისი ღირებულებისადმი მგრძნობელობაზე. ამიტომ ცენტრალური ბანკი რეფინანსირებას იყენებს, როგორც საპროცენტო განაკვეთებზე ზემოქმედების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს.
ამრიგად, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის საბოლოო მიზნები უნდა იყოს: ინფლაციის ტემპის შემცირება, ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილიზაცია, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის ზრდა, ინვესტიციების გადიდების ტემპისა და დასაქმების უზრუნველყოფა. აღნიშნულის წარმატებით რეალიზაცია გულისხმობს, როგორც ცენტრალური ბანკის ინსტრუმენტების, ასევე საოპერაციო და შუალედური მიზნების მაღალ ეფექტურობას. ამიტომ ქვეყნის ეკონომიკური სტაბილიზაციის მიღწევა უნდა ექვემდებარებოდეს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიზნები და ინსტრუმენტები, მათი ურთიერკავშირი საშუალებას იძლევა განისაზღვროს ცენტრალური ბანკის და სხვა ეკონომიკური პროფილის სამინისტროების პასუხისმგებლობის საკითხი ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის მიღწევის თვალსაზრისით.
განვიხილოთ საქართველოში ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ინსტრუმენტები, მათი მოქმედების ნაკლოვანებები და მდგომარეობის გაუმჯობესების გზები. ორიარუსიანი საბანკო სისტემის პირობებში ეროვნული ბანკი ძირითად ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შემდეგ ინსტრუმენტებს იყენებდა: კომერციული ბანკების რეფინანსირებას, - სავალდებულო რეზერვების ნორმების განსაზღვრას, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებით ოპერაციების განხორციელებას ღია ბაზარზე.
როგორც ცნობილია, 1992-1993 წლებში საქართველოს ეროვნული ბანკი ე.წ. „ლიბერალურ“ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას ანხორციელებდა. ეს პერიოდია, როდესაც ინტენსიურად ხდებოდა საბანკო სისტემის დაკრედიტება ეროვნული ბანკის მიერ გაცემული სესხებით, რომლებზეც საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 40%25 იყო მაშინ, როდესაც ქვეყანაში, 1993 წლის დეკემბრის მდგომარეობით წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 7487,9%25-ს შეადგენდა. ასეთმა ფულად-საკრედიტო პოლიტიკამ ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენა იქონია, რის შედეგადაც დღის წესრიგში დადგა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების (საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და ა.შ.) ხელშეწყობით და მონაწილეობით ანტიკრიზისული ღონისძიებების შემუშავება და რეალიზაცია.
საქართველოში 1994 წლის დასაწყისში დამტკიცდა მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისა და სისტემური ცვლილებების ანტიკრიზისული პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაიწყო მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარება, რამაც შესაძლებელი გახადა ჰიპერინფლაციის შეჩერება და მისი კონტროლირებად საზღვრებში მოქცევა. აღნიშნული პროგრამის თანმიმდევრული განხორციელების შედეგად წლიური ინფლაციის დონე 8500%25-დან (1994წ.) 57.4%25-მდე შემცირდა (1995წ.), გაუქმდა კომერციული ბანკების პირდაპირი დაკრედიტება. საქართველოს ეროვნული ბანკი 1995-1997 წლებში საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული ლიმიტების ფარგლებში რეფინანსირებას მხოლოდ ბანკათაშორისი საკრედიტო რესურსების აუქციონის მეშვეობით ანხორცილებდა, სადაც საკრედიტო რესურსებზე საპროცენტო განაკვეთები მნიშვნელოვან რყევებს განიცდიდა. ასეთ ვითარებაში ეროვნული ბანკის ინტერვენციები ხშირად სწორედ, საპროცენტო განაკვეთების რყევების შერბილებას ემსახურებოდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მთვარობის დაფინანსება წარმოებდა, როგორც გრძელვადიანი (5 წლამდე ვადით, ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად), ასევე მოკლევადიანი (1 წლის განმავლობაში დაფარვის ვადით) სესხებით. 1995 წელს ინფლაციის დონე 57.4%25 იყო, ხოლო ფინანსთა სამინისტროზე სებ-ის მიერ გაცემული სესხი 92.4 მლნ. ლარი შედგინა. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1995 წლის 30 დეკემბრის №48 ბრძანების „ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში მოთავსებული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის შესახებ” თანახმად, კომერციული ბანკისათვის დაწესებული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები, როგორც ფულად-საკრედიტო პოლიტიკის არაპირდაპირი ინსტრუმენეტი, ბანკების მოზიდულ სახსრებით განისაზღვრება და ექვემდებარება ეროვნულ ბანკში სავალდებულო შენახვას და უზრუნველყოფს კომერციული ბანკების ლიკვიდობას. 1995 წლისათვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა იყო 18%25. დღევანდელ ეტაპზე მინიმალური რეზერვების ანგარიშზე ეროვნულ ვალუტაში მოზიდული სახსრებისათვის სარეზერვო ნორმა არის დადგენილი 13%25-ის ოდენობით (რომლის დაცვა საშუალო მაჩვენებლით უნდა მოხდეს), ხოლო მინიმალურ სავალდებულო რეზერვებისათვის უცხოურ ვალუტაში ნორმა ასევე განსაზღვრულია 13%25-ია, თუმცა ეს უკანასკნელი ბლოკირებულია ეროვნულ ბანკში გახსნილ შესაბამის ანგარიშზე. მინიმალური სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე აკუმილირებულ ნაშთებზე უცხოურ ვალუტაში ბანკებს ერიცხებათ 2%25 სარგებელი.
1996-1997 წლებში ბანკთაშორისი საკრედიტო რესურსების აუქციონი საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარების საუკეთესო მაგალითად გვევლინება, რომელსაც კომერციული ბანკების ლიკვიდობის დასარეგულირებლად აქტიურად იყენებდნენ. იმატა ჭარბი ლიკვიდობის მქონე ბანკების რიცხვმა, მაშინ როდესაც აუქციონის ჩამოყალიბების პირველ ეტაპზე რესურსებს მხოლოდ სებ-ი ყიდდა. ამ პერიოდისათვის სებ-ის მიერ საქართველოს ფინანსათა სამინისტროზე დიდი მოცულობის სესხები (მათ შორის მოკლევადიანი) იქნა გაცემული, მაგრამ აღნიშნულს უარყოფიდად არ უმოქმედია ქვეყნის საფინანსო მდგომარეობაზე. 1996 წელს წინა წლებთან შედარებით, ინფლაციის დონე გაცილებით დაბალი იყო და 13,5%25 შედგინა, ხოლო მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა 15%25-ია.
1997 წლის დასაწყისში საპროცენტო განაკვეთები კვლავ დაბალი და თითქმის უცვლელი იყო, რაც სებ-ის მხრიდან აქტიური ინტერვენციებით იყო განპირობებული, მაგრამ წლის მეორე ნახევარში საკრედიტო პოლიტიკა შეიცვალა ეროვნული ბანკის წინაშე მდგარი ამოცანის გათვალისწინებით. საგრძნობლად შემცირდა ინტერვეციები, რამაც, თავის მხრივ, გაზარდა საპროცენტო განაკვეთები საკრედიტო რესურსებზე. ამ პერიოდში სებ-მა ფინანსთა სამინისტროზე 180.4 მლნ. ლარი ოდენობის სესხი გასცა. წლის ბოლოს ქვეყანაში ინფლაციის დონემ წინა წელთან შედარებით 2.9 პუნქტით ნაკლები იყო. ამასთან ამ პერიოდისათვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები 12-მდე შემცირდა და ქვეყანაში ფუნქციონირება დაიწყო ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ახალმა ინსტრუმენტმა ოპერაციებმა ღია ბაზარზე. ამრიგად, საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზარმა განვითარება დაიწყო 1997 წლის მეორე ნახევრიდან, როდესაც ფინანსთა სამინისტრომ განახორციელა მოკლევადიანი 28 და 91 დღიანი დაფარვის ვადის მქონე სახაზინო ვალდებულებების ემისია, რომლებსაც სებ-ი პირველადი აუქციონებზე ყიდდა. ამ აუქციონებში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ კომერციულ ბანკებს და მათი მეშვეობით რეზიდენტ და არარეზიდენტ ინვესტირებს. 1997 წელს სახაზინო ვალდებულებებით სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შევსების მაჩვენებელმა 5.8 მლნ. ლარი შეადგინა. საფინანსო ბაზარზე ახალი ინსტრუმენტის გამოჩენას ინტერესით შეხვდნენ, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ინვესტორები. საყურადღებოა, რომ ემისიათა მოცულობები თავიდანვე შეზღუდული იყო და თითოეული საშუალოდ 1.5-2.0 მლნ. ლარის ფარგლებში მერყეობდა.
1998 წლიდან სებ-მა ბანკთაშორის საკრედიტო რესურსების აუქციონზე ინვესტიციები შეწყვიტა და იმავე წლის სექტემბრიდან აქტიურად დაიწყო საკრედიტო რესურსების შესყიდვა. ამ პოლიტიკის საფუძველი 1998 წლის აგვისტო სექტემბრის მოვლენები იყო, ხოლო მიზანი - ფულადი მასის რეგულირების ისეთი ფორმით განხორციელება, რის შედეგადაც ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციისა და ინფლაციური პროცესების გასანეიტრალებლად ხელშემწყობი პირობები შეიქმნებოდა. სებ-ი 1998 წელს ფულის მოწოდებას ახორციელებდა ძირითადად მთავრობის დაკრედიტების გზით. სულ წლის განმავლობაში გაცემული 97.6%25 მოდის მთავრობისათვის გაცემულ კრედიტზე, ხოლო დანარჩენი კომერციულ ბანკებზე. ამასთან მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის დაკრედიტება სებ-ის მიერ ხორციელდებოდა პარლამენტის მიერ დადგენილი ლიმიტისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდთა შეთანხმებული პროგრამული მაჩვენებლების ფარგლებში, სათანადო შედეგი ვერ იქნა მიღწეული, იმიტომ, რომ გაღრმავდა ფისკალური კრიზისი, რასაც მოჰყვა ბიუჯეტის მზარდი დეფიციტის სებ-ის კრედიტის ხარჯზე შევსება მიღებული საგარეო დაფინანსების სანაცვლოდ. აღნიშნული მიზეზების გამო, ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა მკაცრმა ფულად-საკრედიტო პოლიტიკამ ვერ დაძლია ფისკალური კრიზისით გამოწვეული პრობლემები. ეს განსაკუთრებით ლარის გაცვლით კურსზე აისახა, როდესაც (1998 წლის დეკემბერში) სებ-ის საბჭო იძულებული გახდა მიეღო გადაწყვეტილება ლარის „რეგულირებადი მცურავი კურსის“ რეჟიმიდან „თავისუფლად მცურავი კურსის“ რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით.2 ინფალაციის მაჩვენებელი ყველაზე კრიტიკულ 1998 წელსაც კი, მხოლოდ 10.7%25 შეადგინა. ამ პერიოდში სებ-ის მიერ მთავრობის დაკრედიტების მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორს მთავრობის წმინდა დავალიანების ლიმიტის განუხრელი დაცვა წარმოადგენს. მთავრობის დაკრედიტება მთავრობის წმინდა დავალიანების ლიმიტის დაცვის გათვალისწინებით, განსხვავებით სესხის გაცემის ლიმიტით მთავრობის დაკრედიტებისაგან, შედარებით პროგნოზირებადს ხდის ქვეყანაში ინფლაციური და სავალუტო კურსის მერყეობის ტენდენციებს. 1998 წლის განმავლობაში ფულად-საკრედიტო რეგულირების მიზნით კვლავ გამოიყენებოდა სარეზერვო მოთხოვნები, რომლის ნორმაც საანგარიშგემო წლის აგვისტომდე 12%25 შეადგენდა. ამასთან წლის პირველ ნახევარში და საბანკო სისტემაში მიმდინარე დადებითი ტენდენციები იძლეოდა მისი რამოდენიმე პუნქტით შემცირების საშუალებას. მაგრამ სექტემბერში ქვეყნის ფისკალური კრიზისის და ძლიერი საგარეო შოკის გავლენით შიდა სავალუტო ბაზარზე ჭარბი მოთხოვნის გასანეიტრალებლად აუცილებელი გახდა სავალდებულო რეზერვების ნორმის გაზრდა 12%25-დან 16%25-მდე და ამასთან სებ-ი დეპონირებულ თანხაზე პროცენტის არიცხავადა. ბუნებრივია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მოზიდული სახსების მქონე ბანკებისათვის იყო მომგებიანი. 1998 წელს ფინანსთა სამინისტრომ 47.4 მლნ. ლარის სახაზინო ვალდებულებების ემისია განახორციელა. სახაზინო ვალდებელებებით ბიუჯეტის დეფიციტის წლიური ლიმიტი ფინანსთა სამინისტრომ ჯერ კიდევ 1998 წლის 10 ივნისს აითვისა, რასაც უნდა მოყოლოდა მესამე კვარტალში სახაზინო ვალდებულებების ემისიის შემცირება. ფაქტობრივად ფინანსთა სამინისტრომ დაცული მუხლებით დაგროვილი ხარჯების შემცირების მიზნით, საბანკო სისტემის ლიკვიდურობის გაუთვაისწინებლად გააგრძელა სახაზინო ვალდებულებების გამოშვება, რის შედეგად 1998 წლის 1 ივლისს გამოშვებული 2 მლნ. ემისიიდან განთავსდა მხოლოდ 697 ათასი ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ვალდებულებები 44.64 საპროცენტო განაკვეთით, რაც ემისიების შეზღუდვის გამაფრთხილებელი სიგნალი იყო. მიუხედავად, ამისა ფინანსთა სამინისტრომ განაგრძო სახაზინო ვალდებულებების გამოშვება. 1998 წელს რუსეთში მიმდინარე ეკონომიკურმა კრიზისმა უარყოფიდად იმოქმედა საქართველოს საფინანსო ბაზარზე. ამასთან დაერთო მწვავე საბიუჯეტო კრიზისი რასაც, თან მოჰყვა აჟიოტაჟური მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე, მკვეთრად აიწია საპროცენტო განაკვეთებმა და ფინანსთა სამინისრტომ იძულებული შეიქმნა, შეეჩერებინა სახაზინო ვალდებულებათა ემისიები.
1998 წლის შედეგად კრიზისის შედეგად შეჩერებული ბანკთაშორისი საკრედიტო რესურსების აუქციონები 1999 წელს კვლავ იწყებენ ფუნქციონირებას და უფრო მეტიც, წლის განმავლობაში აუქციონზე ბრუნვის საერთო მოცულობამ 31 800 ათასი ლარი შეადგინა, რაც 1 700 ათასი ლარით ნაკლებია 1998 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. ისევე როგორც წინა წლებში სებ-ი 1999 წელს ფულის მოწოდებას ახორციელებდა ძირითადად მთავრობის დაკრედიტების გზით. წლის განმავლობაში გაცემული კრედიტიდან 99.7%25 მთავრობისათვის გაცემულ კრედიტებზე მოდის და არ აჭარბებს პარლამენტი მიერ დადგენილი ლიმიტისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული პროგრამის პარამეტრებს. არა ადეკვატური ფისკალური პოლიტიკის გავლენით სებ-მა ამ პეროდის განმავლობაში კომერციულ ბანკებზე სესხი მხოლოდ ერთხელ გაიცა 0,5 მლნ. ლარის ოდენობით ლომბარდული ოპერაციის განხორციელებით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 17,5 საპორცენტო განაკვეთით. 1999 წლის განმავლობაში ფულად-საკრედიტო რეგულირების მიზანი კვლავ გამოიყენებოდა მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები, რომლის ნორმაც წლის განმავლობაში უცვლელი იყო და შეადგენდა 16%25-ს. სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე დეპონირებული თანხების ოდენობამ გაუტოლდა მოზიდული სახსრების თანხიდან ნორმით განსაზრღვრული თანხის 92,8%25-ს, ხოლო გადახდილი პროცენტის თანხამ 5,1 მლნ. ლარი შეადგინა. საქართველოს ეროვნული ბანკის და ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით, რაც უმთავრესად სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვის და დაფარვის შესახებ დებულებაში, ასევე სხვა ნორმატიულ აქტებში კომერციული ბანკების დასაინტერესებლად გარკევეული სტიმულის მიცემის თაობაზე ცვლილებების შეტანით გამოიხატება, შესაძლებელი გახდა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეაბილიტაცია ერთი წლის შემდეგ, 1999 წლის აგვისტოში. საანგარიშო წლის განმავლობაში სახაზინო ვალდებულებების აუქციონები 7-ჯერ გაიმართა, გამოშვებულ იქნა 28-დღიანი და 91-დღიანი სახაზინო ვალდებულებები საერთო თანხით 4,8 მლნ. ლარის ოდენობით, რომლიდანაც განთქმულ იქნა 3,9 მლნ. ლარი ანუ გამოშვებული სახაზინო ვალდებულებების 81,2 პროცენტი. განთავსებული თანხიდან 2,2 მლნ. ლარი ადრე გამოშვებული სახაზინო ვალდებულებების, ხოლო 1.7 მლნ. ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფარვის წყაროა.
2000 წელს კომერციული ბანკების დაკრედიტება ძირითადად ბანკთაშორისო საკრედიტო რესურსების აუქციონის მექანიზმის გამოყენებით ხორციელდებოდა და მხოლოდ ცელკეულ შემთხვევებში - ფინანსურად უაღრესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბანკებისათვის - საქართველოს ეროვნული ბანკი გამოდიოდა ბოლო ინსტანციის კრედიტორის როლში. საანგარიშო წლის განმავლობაში კომერციული ბანკების მხრიდან აუქციონზე რესურსების მიწოდებამ საგრძნობლად გადააჭარბა მოთხვნას.3 სებ-მა საკრედიტო აუქციონებზე საკრედიტო რესურსების გაყიდვა დაიწყო, რათა მოთხოვნა-მიწოდებას შორის უმნიშვნელო დისბალანსის შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი ზრდა არ მომხდარიყო. 2000 წლის დასაწყისში კომერციული ბანკებისათვის დაწესებული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის განაკვეთი 16%25-ს შეადგენდა. მიღწეული საფინანსო-საკრედიტო სტაბილურობის ფონზე საბანკო საქმიანობის გააქტიურების სტიმულირება და საპროცენტო განაკვეთების შემცირების ნორმის 14%25-მდე დაწევა. სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე დეპონირებული თანხების მოცულობა ნორმით განსაზღვრულის 92%25 შეადგინა. სავალდებულო რეზერვებს კვლავ ერიცხება სარგებელი წლიური ინფლაციის საპროგნოზო 8%25-ის ოდენობით და სებ-ის მიერ გადახდილი პროცენტის თანხამ 2.0 მლნ. ლარი შეადგინა. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ 2000 წლის განმავლობაში მთავრობის წმინდა დაკრედიტებამ 135,5 მლნ ლარი შეადგინა, საიდანაც 0,7 მლნ. ლარი ეროვნული ბანკის მიერ ფინანსთა სამინისტროსაგან სახაზინო ვალდებულებებით პირდაპირ შესყიდვაზე მოდიოდა. სესხები გაიცემოდა წლიური 12%25-იანი სარგებლით და ძირითადად ქვეყნის საგარეო ვალდებულებების მომსახურებას ხმარდებოდა. საყურადღებოა, რომ 1999 წლის ბოლოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული „2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის მიხედვით მთავრობის წმინდა დავალიანების ზრდას 30 მლნ. ლარისათვის არ უნდა გადაეჭარბებინა, ამასთან არსებული არსებული ფისკალური მდგომარეობის გამო (ისევე როგორც წინა წლებში პრივატიზაციიდან და დაფინანსების საგარეო წყაროებიდან დაგეგმილი შემოსავლების მიუღებლობა) სებ-მა მთავრობას 65 მლნ. ლარის დამატებითი სესხი გამოუყო.
ამრიგად, 2000 წლის ბოლოს სებ-ის მიერ ფინანსთა სამინისტროზე გაცემული სესხებით დავალიანებამ საერთო ჯამში 773,7 მლნ. ლარი შეადგინა. აქედან 2000 წელს ვადა დაუდგა 1995 წელს გაცემული 92,4 მლნ. ლარს, რომლის დაფარვა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა საბიუჯეტო სფეროში შექმნილი კრიზისული ვითარების გამო. შედეგად მიღწეული იქნა შეთანხმება ამ სესხების 6 წლის ვადით რესტრუქტურიზაციის თაობაზე. 2000 წლიდან რამდენამდე გააქტიურდა მეორადი ბაზარიც, რაც პირველ რიგში, გამოიხატებოდა სებ-ის მიერ ღია ბაზრის ოპერაციების წარმოებით, რომლის მოცულობამ 10.9 მლნ. ლარი შეადგინა. 1997-2000 წლებში სახაზინო ვალდებულებებით მთავრობის დაფინანსების ხვედრითი წილი ძალზედ უნიშვნელო იყო. ამ ეტაპზე სახაზინო ვალდებულებების ბაზრის კაპიტალიზაციის დონე იმდენად მცირე იყო, რომ მის ფისკალურ ეფექტზე საუბარი არ შეიძლებოდა და ამიტომაც ამ ინსტრუმენტისადმი დაინტერესების ზრდა და დაბალი საპროცენტო განაკვეთი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლეოდა. ამიტომ ამ პერიოდში სებ-მა კომერციული ბაკებისათვის მოკლევადიანი ლიკვიდობის პრობლემის გასანეიტრალებლად ოთხი ინსტრუმენტი გამოიყენა, მხედველობაში გვაქვს: რეპო, სარეაბილიტაციო სესხები, მოკლე ვადით (3 დღემდე) კრედიტები და ლომბარდული კრედიტები. სარეაბილიტაციო სესხების სახით სებ-მა 2000 წელს 3,6 მლნ. ლარი გასცა. ასეთ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი ბანკთაშორისი საკრედიტო რესურსების უკანასკნელ (შესაბამისი ვადიანობის) აუქციონზე დაფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით განისაზღვრებოდა. „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის სამ დღემდე ვადით კრედიტის გაცემისა და დაფარვის შესახებ“ დებულების თანახმად, კომერციული ბანკთა მოკლევადიანი ლიკვიდობის შესავსებად შესაძლებელია დადგენილი პარამეტრის (რომელიც ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ბანკის აქტივობის მიხედვით განისაზღვრება ინდივიდუალურად თითეული ბანკისათვის) ფარგლებში მიიღოს კრედიტი 3 დღემდე ვადით. იმ კომერციული ბანკებს, რომლებსაც აქვთ სახაზინო ვალდებულებების პირველად აუქციონში მონაწილეობის უფლება და სისტემურად მონაწილეობენ მათში, საშუალება აქვთ ისარგებლონ ასეთი სახეობის სესხით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში. ამ შემთხვევაში თუ ბანკი ვერ გამოიყენებს ზემოთ აღნიშნულ ინსტრუმენტებს, მას შეუძლია ნებისმიერ დროს მიმართოს ეროვნულ ბანკს ლომბარდული კრედიტის მისაღებად. ლომბარდული კრედიტი გაიცემა საბაზრო ვალდებულებების აუქციონზე დაფიქსირებული საპროცენტო განაკვეთს პლუს 5 პუნქტი წლიურად. 3 დღემდე ვადით კრედიტებისა და ლომბარდული კრედიტების საგარანტიო უზრუნველყოფას სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები წარმოადგენს. რაც შეეხება რეპო ოპრაციებს სებ-მა მათი ჩატარება 2000 წლის მაისიდან დაიწყო. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მეორადი ბაზრის ჩამოყალიბებამდე საპროცენტო განაკვეთი გამოთვლა ხდებოდა საკრედიტო რესურსების აუქციონების საპროცენტო განაკვეთების საფუძველზე. ამასთანავე, როგორც ინგლისის ცენტრალური ბანკის ექსპერტები შენიშნავენ,4 გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში შესაძლებელია გარკვეული შეზღუდვების შემოღებაც, კერძოდ, რეპო ოპერაციების მონაწილეთა რაოდენობის შეზღუდვა ან ბლოკირებული რეპო-ს შემოღება. 2000 წელს რეპო ოპერაციებზე გამოცხადებული საპროცენტო განაკვეთი მერყეობდა 9%25-დან 19%25-მდე, ხოლო საერთო ბრუნვა 8.1 მლნ. ლარს შეადგნდა. მიუხედავად, იმისა, რომ კომერციულ ბანკს რეპო გარიგება შეუძლია ეროვნული ბანკიდან განახორციელოს 1-დან 10 დღემდე ვადით, როგორც პრაქტიკა მოწმობს დაფიქსირებული გარიგებების საშუალო ვადიანობა მის მაქსიმალურ ვადას შეესაბამებოდეს. ეროვნული ბანკი ამ ეტაპზე რეპოს ჭარბი ლიკვიდობის ამოღების მიზნით იყენებს. იმ შემთხვევაში თუ ბანკს ლიკვიდურობის პრობლემა ექნება, შესაძლებელია მან ეროვნულ ან კომერციულ ბანკთან უკურეპო განახორციელოს.
არასრულყოფილად განვითარებულმა საფინანსო ბაზრებმა დაემიტირებული სახაზინო ვალდებულებების მცირე მოცულობის გამო 2001 წელს კვლავვერ მოხერხდა ფულად-საკრედიტო რეგულირების საბაზრო მექანიზმების სრულად ამოქმედება. კომერციული ბანკებისათვის დაწესებული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა უცვლელი დარჩა და 14%25-ი შეადგინა. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ მთავრობის დაკრედიტება 2001 წლის განმავლობაში სახელომწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით დადგენილი ლიმიტის ფარგლებში საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული საფინანსო პროგრამის შესაბამისად ხორციელდებოდა. ეროვნული ბანკის მიმართ მთავრობის სასესხო დავალიანება 6,7 მლნ ლარით, ხოლო წმინდა დავალიანება 15 მლნ ლარით შემცირდა და შესაბამისად 767,6 მლნ ლარი შეადგინა.
2001 წელს საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების დაკრედიტებას საკრედიტო აუქციონების მეშვეობით ახორციელებდა. საკრედიტო აუქციონებში ეროვნული ბანკის მონაწილეობის უმთავრესი ამოცანა კომერციულ ბანკებს შორის ლიკვიდურობის ეფექტიანად გადანაწილების ხელშეწყობა იყო. წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა მხოლოდ ერთხელ, 29 დღიან აუქციონზე გაყიდა 0,1 მლნ ლარი. შესყიდვებმა 8,7 მლნ ლარი შეადგინა, რაც მთლიანი ბრუნვის (17,3 მლნ ლარი) ნახევარია და გაცილებით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. 7 დღიან აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა იყიდა 4,3 მლნ ლარი (ბრუნვის 77%25), 29 დღიან აუქციონებზე 1 მლნ ლარი (17,9%25), ხოლო 90 დღიან აუქციონებზე 3,4 მლნ ლარი (54,5%25).
ეროვნული ბანკის ხელთარსებული სახაზინო ვალდებულებების მცირე მოცულობამ და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განუვითარებლობამ საგრძნობლად დააბრკოლა ღია ბაზარზე ოპერაციების წარმოება. 2001 წელს გაიმართა მხოლოდ ორი რეპო და ერთი უკურეპო აუქციონი, რომლებშიც მონაწილეობა მხოლოდ თითო ბანკმა მიიღო, ხოლო მთლიანმა გარიგებამ შესაბამისად 0,8 მლნ და 0,5 მლნ ლარი შეადგინა. საპროცენტო განაკვეთები ორივე ტიპის გარიგებებზე 6-7%25-ის დონეზე დაფიქსირდა, ხოლო რაც შეეხება ლომბარდულ კრედიტებს, წლის მანძილზე ისინი სულ სამჯერ იქნა მიცემული ორი კომერციული ბანკისათვის. სესხის საერთო მოცულობამ 1,1 მლნ ლარი შეადგინა და დროულად იქნა დაფარული.
2001 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე 35,5 მლნ აშშ დოლარი შეიძინა. ეს გაცილებით (40 მლნ დოლარი) ნაკლებია წინა წელთან შედარებით, რაც ისევ და ისევ საგადამხდელო ბალანსის გაუარესების შედეგად ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინების კლებას უკავშირდება. სავალუტო რეზერვები 50 მლნ ლარით გაიზარდა და 159,3 მლნ ლარს გაუტოლდა.
სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა პრაქტიკულად მთლიანად პირველად ბაზარზე ხდებოდა. წლის განმავლობაში 44 აუქციონი ჩატარდა, რომლებზეც გაყიდული სახაზინო ვალდებულებების საერთო თანხამ 69,6 მლნ ლარი შეადგინა. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ 2001 წელს გაიზარდა ვადიანობათა სპექტრი. მანამდე არსებულ 28 და 91 დღიან სახაზინო ვალდებულებებს დაემატა ჯერ 182 დღიანი, ხოლო წლის ბოლოს 7 და 140 დღიანი ფასიანი ქაღალდების გამოშვება, რაც მეტად მნიშვნელოვანია ბაზრის განვითარების თვალსაზრისით.
საქართველოს სხვა საფინანსო ბაზრებთან შედარებით სავალუტო ბაზარი ყველაზე უფრო განვითარებული და ლიკვიდურია. 2001 წელს თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟის საერთო ბრუნვამ 98,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც 35,4 მლნ ანუ 36%25 ეროვნულმა ბანკმა შეისყიდა. აშშ დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის საშუალო დონე 2,073 ლარს გაუტოლდა. პირდაპირი ბანკთაშორისი ბაზარი, რომელიც უცხოურ კომერციულ ბანკებთან ოპერაციებსაც მოიცავს, მთლიანი ბაზრის 5%25-ს შეადგენს. როგორც საფინანსო ბაზრის ყველაზე მგრძნობიარე სეგმენტი, საქართველოს შიდასავალუტო ბაზარი 2007 წლის განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ანარეკლს წარმოადგენდა. უცხოური ვალუტის ჭარბი შემოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის ზრდის ფონზე მნიშვნელოვნად გაიზარდა ბრუნვა სავალუტო ბაზარზე, რომელიც, ძირითადად ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის, პირდაპირი ბანკთაშორისი სავალუტო ბაზრის, კომერციული ბანკების მიერ კლიენტების მომსახურებისა და ვაკუტის გადამცვლელი პუნქტებისაგან შედგება. 2007 წელს ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე გარიგებების მოცულობა თითქმის 2-ჯერ გაიზარდა და 1.341.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟის ბრუნვის უდიდესი წილი - 87%25 საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ინტერვენციებზე მოდის. საქართველოს ეროვნული ბანკი, ლარის გაცვლის კურსის მკვეთრი რყევების თავიდან აცილების მიზნით და უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა-მიწოდების დასაბალანსებლად, ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ორმხრივი ინტერვენციების პოლიტიკას ახორციელებდა. ამ პოლიტიკამ, შესაბამისად დადებითი შედეგი გამოიღო.
2007 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკა მართვადი მცურავი გაცვლის კურსის რეჟიმის რეჟიმის ფარგლებში ხორციელდებოდა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერვენციები თბილისის ბაკთაშორის სავალუტო ბირჟაზე მიზნად ისახავდა ლარის კურსის მკვეთრი კონიუქტურული რყევების თავიდან აცილებას, 2007 წელს საქართველოს ეროვნული ბანკი მეტწილად უცხოური ვალუტის შესყიდვას ახდენდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2007 წლის 12 თვის განმავლობაში თბილისის ბაკთაშორის სავალუტო ბირჟაზე 252.2 მლნ. აშშ დოლარი გაყიდა და 918.2 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა. სავალუტო ბაზარზე მკვეთრი კონიუქტურული რყევების თავიდან აცილების მიზნით, უცხოური ვალუტის მოთხოვნა-მიწოდებას შორის სხავობის დაბალანსება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ხდებოდა. მხოლოდ ნოემბრის თვეში მკვეთრად იმატა აშშ დოლარზე მოთხოვნამ კომერციული ბანკების მხრიდან და თბილისის ბაკთაშორის სავალუტო ბირჟაზე უცხოური ვალუტის გაყიდვებმა შესყიდვებს მკვეთრად გადააჭარბა. აღნიშნული განპირობებული იყო იმ პერიოდისათვის ქვეყანაში არსებული არასტაბილური პოლიტიკური სიტუაციით, რის შედეგადაც კომერციული ბანკების მხრიდან გაჩნდა აშშ დოლარზე ჭარბი მოთხოვნა. თუმცა დეკემბრიდან აშშ დოლარის მიწოდებამ კვლავ გადააჭარბა მოთხონვას. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ თბილისის ბაკთაშორის სავალუტო ბირჟაზე უცხოური ვალუტის შესყიდვების ყველაზე დიდ მოცულობას სექტემბერში, ოქტომბერსა და აგვისტოში ჰქონდა ადგილი, შესაბამისად 106.6 მლნ აშშ დოლარი, 100.3 მლნ აშშ დოლარი, 104.8 მლნ აშშ დოლარი, ხოლო გაყიდვებმა მაქსიმუმს ნოემბერში მიაღწია - შესაბამისად, 109.8 მლნ აშშ დოლარი. თბილისის ბაკთაშორის სავალუტო ბირჟის საერთო ბრუნვამ 2007 წელს 1.34 მლრდ აშშ დოლარი და 1.77 მლნ ევრო შეადგინა.
2007 წელს შენარჩუნდა საქართველოს მსოფლიო საფინანსო ბაზრებთან ინტეგრაციის ზრდის პროცესი. ისევე, როგორც წინა წელს, ფაქტობრივად აღმოფხვრილი იყო ევროს, რუსული რუბლისა და მიმოქცევაში არსებული სხვა ვალუტების მიმართ ლარის გაცვლის კურსის ჩამოყალიბებისას არბიტრაჟის შასაძლებლობები. აღნიშნული ვალუტების მიმართ ლარის გაცვლის კურსი შეესაბამებოდა საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე ამ ვალუტების აშშ დოლართან თანაფარდობას. შესაბამისად, 2007 წელს აშშ დოლარის გაცვლის კურსის დაფიქსირებული დინამიკა მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა ამ ვალუტების მიმართ ლარის გაცვლის კურსის ჩამოყალიბების პროცესში. წლის განმავლობაში ლარის გაცვლის კურსი გამყარდა, საშუალოდ ევროს მიმართ - 2.5%25-ით, ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მიმართ - 2.2 %25-ით და თურქული ლირას მიმართ - 3.1%25-ით, ხოლო რუსული რუბლის მიმართ 0.1 -%25-ით გაუფასურდა5.
ამრიგად, ზემოდ გაანალიზებული ქვეყანაში გატარებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ 1. დაჩქარდეს საქართველოში ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად სადისკონტო პოლიტიკის დანერგვა, რომელიც წარმოადგენს რა სასესხო კაპიტალის ბაზარზე რეგულირების ოპერატიულ ინსტრუმენტს, ამასთანავე გადამწყვეტ როლს თამაშობს განვითარებულ საბაზრო ეკონომიკის ქვეყნების ცენტრალური ბანკების ფულად-საკრედიტო რეგულირების მეთოდებს შორის; 2. დაჩქარდეს საბანკო პოლიტიკის სტრატეგიის განსაზღვრა, რომელიც, თავის მხრივ, წინააღმდეგობას გაუწევს ეროვნული ბანკის მიერ გასატარებელ ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ზეწოლას, არასაკმარის შიდა რესურსებისა და საფინანსო ბაზრის განუვითარებლობას არგადახდების მოცულობის ზრდას; 3. საკრედიტო პოლიტიკის აქტივიზაცია უნდა განხორციელდეს მკაცრი საკანონდებლო-სამართლებრივი რეჟიმის შემოღების საფუძველზე, ცენტრალიზებულ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთების რეგულირებით, ცვლილებებზე კონტროლის გაძლიერებით და ანტიმონოპოლური კანონების დაცვით; 4. ეკონომიკის განვითარების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკის მიერ ისეთი რეფინანსების პოლიტიკის გატარებაა საჭირო, რომელიც მიზნად დაისახავს რეალური დაბალანსებულ მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე ცენტრალიზებულ კრედიტების რეგულირებას; 5. საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების სტიმულირებისათვის ეროვნული ბანკის მიერ საზღვარგარეთის გამოცდილების გათვალისწინებით, შემოღებულ უნდა იქნეს სააღრიცხვო საპროცენტო განაკვეთი, რომლის მიხედვითაც მოხდება კომერციულ ბანკებზე სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების უზრუნველყოფით გაცემა კრედიტების ფორმით; 6. სააღრიცხვო საპროცენტო განაკვეთის შემოღება ხელს შეუწყობს საკრედიტო ბაზარზე საპროცენტო განაკვეთების რეგულირებასა და ქვეყანაში რეალური სექტორის დაკრედიტებას; 7. აუცილებელია გაიზარდოს სახაზინო ვადებულებებისადმი ბაზრის მონაწილეთა რაოდენობა ნდობის ფაქტორის გაძლიერების საფუძველზე, რათა შესაძლებელი გახდეს სახაზინო ვალდებულებების ემისიების მოცულობის, ვადიანობის და ფასიანი ქაღალდების ბაზარზე მონაწილე კომერციული ბანკის რაოდენობის ზრდა.
____________________
1. გ. გამსახურდია. ფინანსების როლი საქართველოს გარდამავალ ეკონომიკაში. გამომცემლობა „მერიდიანი“. თბილისი. 1997. გვ. 154
2. საქართველოს ეროვნული ბანკის წლიური ანგარიში, 1998 წ საქართველოს ეროვნული ბანკი. 1999 წ. .გვ. 25, 26
3. საქართველოს ეროვნული ბანკი.ს წლიური ანგარიში, საქართველოს ეროვნული ბანკი 2000 წ. თბილისი გვ. 30
4. Джоанна Грейс, Саимон Грей. Репо с государственними сенними бумагами. 1998 г. 2000 г. ст. 35.
5. საქართველოს ეროვნული ბანკი.ს წლიური ანგარიში, საქართველოს ეროვნული ბანკი, თბილისი 2008 წ.
![]() |
6 თავი 5. კომერციული ბანკების რესურსებით უზრუნველყოფისა და რისკებისრეგულირების მნიშვნელობა |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკის საკრედიტო რესურსებით უზრუნველყოფის გაუმჯობესება ობიექტურად მოითხოვს, რომ გარდამავალი ეკონომიკის პირობებში კომერციული ბანკები მამოძრავებელ ბერკეტად უნდა გადაიქცეს, რომლის მეშვეობითაც ეროვნულ ეკონომიკაში უნდა მოხდეს დამატებითი ფულადი სახსრების საბანკო საკრედიტო რესურსების სახით გამოყენება, ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკური კრიზისიდან თავის დაღწევა და ეროვნული მეურნეობის დინამიური განვითარების უზრუნველყოფაში კატალიზატორის როლის შესრულება.
დღევანდელ პირობებში კომერციული ბანკების მამოძრავებელ ძალად გადაქცევას ხელს უშლის ის გარემოება, რომ კომერციული ბანკების აბსოლუტურ უმრავლესობას სააქციო და საკუთარი კაპიტალის შეზღუდულობის გამო არ გააჩნიათ მეწარმეობის ინტერესების სრულად მომსახურების შესაძლებლობა, რაც, ჩვენი აზრით, მოითხოვს საკრედიტო რესურსების უზრუნველყოფის სისტემის ფორმირების საკითხების სპეციალურ შესწავლას.
გარდამავალ ეტაპზე, როდესაც საბაზრო ურთიერთობათა დამკვიდრებისა და განვითარების რთული პროცესი მიმდინარეობს, საფინანსო ბაზრის რეგულირების მაკროეკონომიკური საკითხების მეცნიერულ შესწავლას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, საქართველოში საფინანსო ბაზარი კლასიკური გაგებით, მხოლოდ ნაწილობრივ არის წარმოდგენილი, რაც, თავის მხრივ, ასუსტებს ამ პრობლემის სიღრმისეულ, პრაქტიკული ანალიზის საფუძველზე განხილვას.
თანამედროვე ეტაპზე საბანკო სისტემის გამართული ფუნქციონირებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს, ჩვენი აზრით, ბანკთაშორის სესხებზე დამოკიდებულების ხარისხს. ვინაიდან რაც უფრო მეტად არის ფულადი ბაზარი ამ პარამეტრზე დამოკიდებული, მით უფრო მცირეა შიდა კრედიტის მოცულობა და ამ სისტემის უნარი გარედან თავისუფალი რესურსების მოსაზიდად. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ საქართველოს საფინანსო ბაზარზე მნიშვნელოვანი როლის შესრულება დაიწყო ბანკთაშორის საკრედიტო რესურსების აუქციონმა, რომელმაც, ერთ მხრივ, საფინანსო სისტემა ფულადი სახსრებით უზრუნველყო, ხოლო, მეორე მხრივ, საფინანსო ბაზარზე დისპროპორციების წარმოშობა შეზღუდვა. აღნიშნულს ასევე ხელი შეუწყო ბანკთაშორისო საკრედიტო რესურსების აუქციონზე გარიგებები მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში წარმოებდა.
როგორც ბანკთაშორისო საკრედიტო რესურსების აუქციონის ჩატარების პრაქტიკამ დაგვანახა, 1995 წლის განმავლობაში საკრედიტო რესურსების აუქციონზე 2,7 მლნ. ლარის საკრედიტო რესურსი გაიყიდა, ხოლო საშუალო წლიურმა საპროცენტო განაკვეთმა 48%25 შეადგინა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. 1996 წელს საკრედიტო რესურსებზე საპროცენტო განაკვეთების კლლების ტენდენცია შეიმჩნეოდა, 1997 წლის დასაწყისში საპროცენტო განაკვეთების კვლავ დაბალი და თითქმის უცვლელი იყო, რაც ეროვნული ბანკის მხრიდან აქტიური ინტერვენციებით იყო განპირობებული. მაგრამ წლის მეორე ნახევარში საგრძნობლად შემცრდა ინტერვენციები, რამაც, თავის მხრივ, გაზარდა საკრედიტო რესურსებზე საპროცენტო განაკვეთები. 1998 წლის სექტემბერში საფინანსო კრიზისმა უარყოფითი გავლენა მოახდინა საკრედიტო რესურსების ბაზარზე. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკთაშორისი საკრედიტო რესურსების აუქციონებზე ოქტომბერ-ნოემბერში 7 დღემდე ვადის რესურსებზე საპროცენტო განაკვეთი 72%25-ს, ხოლო 30 დღიან საკრედიტო რესურსებზე 85%25-ს შეადგინა, რესურსების მიწოდება მკვეთრად შემცირდა. 1998 წლის კრიზისის მიზეზით შეჩერებული აუქციონები 1999 წელს კვლავ იწყებს ფუნქციონირებას. შემდგომი პერიოდი საპროცენტო განაკვეთების შედარებითი კლებითა და საკრედიტო რესურსების აუქციონების მოცულობის ზრდით ხასიათდებოდა.
ამრიგად, ისევ ხდება უმეტეს წილად მოკლევადიანი კრედიტების გაცემა, რაც უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის სამრეწველო პოტენციალის ზრდაზე. როგორც ვხედავთ, აღნიშნულ პერიოდში ბანკების ლიკვიდობის ძირითადი რეგულატორი იყო ბანკთაშორის საკრედიტო რესურსების აუქციონი, ასევე აუქციონის გარეშე მოქმედი ბანკთაშორისი ბაზარი. საკრედიტო აუქციონთან შედარებით ამ მექნიზმს გარკვეული უპირატესობები გააჩნია: 1. კრედიტი გაიცემა, როგორც ლარებში, ისე აშშ დოლარებში; 2. ბანკებს მეტი თავისუფალი მანევრირების საშუალება ეძლევათ კრედიტის აღებისა და დაფარვის ვადებთან დაკავშირებით და 3. კრედიტის საფასურის შედარებით მაღალია. მაგრამ, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ რისკის ფაქტორი გაცილებით მეტია, რადგან აუქციონზე გაყიდული რესურსები ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკის სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე დეპონირებული თანხით არის უზრუნველყოფილი. ბანკთაშორის საკრედიტო ბაზარზე ფულადი სახსრები, მხოლოდ საბანკო დაწესებულებებს შორის მოძრაობენ. ამ ბაზარზე შეიძლება შესრულდეს ნებისმიერი ფულადი ოპერაცია და გარიგება, სადაც ყველაზე მეტად განვითარებულია ბანკთაშორისი დაკრედიტება, რის ხარჯზეც ხდება ბანკის მოგების მნიშვნელოვანი წილის ფორმირება.
რაც შეეხება სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზარს, ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება რესურსების მოზიდვის თვალსაზრისით. როგორც ცნობილია, განვითარებული ქვეყნების საბანკო დაწესებულებები მათი საქმიანობის დასაფინანსებლად უპირატესობას ანიჭებენ ფასიანი ქაღალდის ბაზარს.1 ობიექტური მიზეზების გამო იგი საქართველოში დროულად ვერ ჩამოყალიბდა, 1997 წლის აგვისტოში, როდესაც საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განახორციელა მოკლევადიანი - 28 დღის დაფარვის ვადის მქონე სახაზინო ვალდებულებების ემისია, ხოლო იმავე წლის ნოემბრიდან კი 91-დღიანი ფასიანი ქაღალდების გამოშვება.
ახალი ინსტრუმენტის გამოჩენას ინტერესით შეხვდნენ, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ინვესტორები. 1997 წელს სახაზინო ვალდებულებები სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შევსების მაჩვენებელმა 5,8 მლნ. ლარი შეადგინა 1997-1998 წლებში სახაზინო ვალდებულებების ემისია 61,3 მლნ. ლარი შეადგინა, აქედან უცხოელმა ინვესტორებმა 28%25 შეიძინეს.
1998 წელს საქართველოს საფინანსო ბაზარზე უარყოფითი გავლენა იქონია ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურმა კრიზისმა, რასაც თან დაერთო საბიუჯეტო კრიზისი და ფინანსთა სამინისტრო იძულებული იქნა შეეჩერებინა სახაზინო ვალდებულებების ემისია, რომლის რეაბილიტაცია მხოლოდ 1999 წლის აგვისტოდან მოხდა. სახაზინო ვალდებულებების აუქციონები 7-ჯერ გაიმართა, გამოშვებული იქნა 28 დღიანი და 91 დღიანი სახაზინო ვალდებულებები 4,8 მლნ. ლარის ოდენობით, რომლიდანაც 3,9 მლნ. ლარი განთავსებულ იქნა. 2000 წელს ფინანსთა სამინისტრო სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე გაყიდული სახაზინო ვალდებულებების საერთო თანხამ 39,2 მლნ. ლარი შეადგინა.
2007 წელს საბანკო სისტემა, ძირითადად, ჭარბი ლიკვიდობით ხასიათდებოდა, რაც უმთავრესად გამოწვეული იყო ქვეყნის გარედან ფინანსური შემოდინებებით. ჭარბი ლიკვიდობა ფასების დონის სტაბილურობას მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიდა და ინფლაციური რისკების შესამცირებლად საქართველოს ეროვნული ბანკის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა ფინანსური შემოდინებების სტერილიზაცია, რასაც ჭარბი ლიკვიდობის საბანკო სისტემიდან ამოღებით აღწევდა. საქართველოს ეროვნული ბანკი ფულად-საკრედიტო მიზნებისათვის იყენებდა სადეპოზიტო სერთიფიკატების და სახაზინო ობლიგაციების აუქციონის წესით გაყიდვისა და ერთდღიანი სესხების აუქციონის მექანიზმებს. ერთდღიანი სესხები საბანკო სისტემის სტაბილურობასა და ფულად-საკრედიტო ოპერაციების ეფექტურობის ამაღლებას უწყობდა ხელს. ბანკთაშორისი საკრედიტო რესურსების ბაზარზე საპროცენტო განაკვეთების ცვლილება დაკავშირებული იყო საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარულ ინსტრუმენტებთან.
2007 წლის განმავლობაში ჭარბი ლიკვიდობის ამოღების მთავარ ინსტრუმენტს სადეპოზიტო სერთიფიკატების აუქციონი წარმოადგენდა. საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერთიფიკატი არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული ფასიანი ქარალდი და წარმოადგენს ეროვნული ბანკის ვალდებულებას, გარკვეული პერიოდის შემდეგ ფასიანი ქაღალდის მფლობელს გადაუხადოს ფასიანი ქაღალდის ნომინალური ღირებულება, რომელიც წარმოადგენს 1.000 ლარს. სადეპოზიტო სერთიფიკატების გაყიდვა ხდება აუქციონის წესით, მრავალი ფასისი მეთოდით. სადეპოზიტო სერთიფიკატის გაყიდვისას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული თანხა წარმოადგენს საბანკო სისტემიდან ამოღებული ფულის მასას. სადეპოზიტო სერთიფიკატების გამოყენება ეროვნული ბანკმა 2006 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო. თუმცა, ამ ინსტრუმენტის პოტენციალი, როგორც ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მაღალეფექტური ინსტრუმენტისა, სრულად 2007 წელს გამოვლინდა. საწყის ეტაპზე სადეპოზიტო სერთიფიკატებით აქტიურად მხოლოდ მსხვილი ბანკები ინტერესდებოდნენ. წლის დასაწყისში საქართველოს ეროვნული ბანკი საპროცენტო განაკვეთების მაღალ ჭერს ინარჩუნებდა, რაც დანარჩენ ბანკებს სტიმულს აძლევდა, აუქციონებზე მონაწილეობა რეგულარულად მიეღოთ. თანდათან ბანკებმა სადეპოზიტო სერთიფიკატების მიმართ მნიშვნელოვანი დაინტერესება გამოიჩინეს და კონკურენციის გამძაფრებამ შედეგად საპროცენტო განაკვეთების შემცირება გამოიწვია, რამაც ფულად-საკრედიტო ოპერაციების ეფექტურობა აამაღლა. მიუხედავად იმისა, რომ წლის ბოლოს საპროცენტო განაკვეთები ახლოს იყო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებულ მაქსიმალურ ჭერთან, ვიდრე წლის დასაყისში, სადეპოზიტო სერთიფიკატების ბაზარზე კონკურენტული გარემო გაუმჯობესდა 2007 წლის განმავლობაში. მაღალი პროცენტები საქართველოს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო მიზნებითა და მის მიერ სადეპოზიტო სერთიფიკატების ემისიის გაზრდით აიხსნებოდა. თუ წლის დასაწყისში ყველაზე დიდ მონაწილეს სადეპოზიტო სერთიფიკატების ბაზრის 70%25 ეკავა, წლის ბოლოსათვის სმგვარ სუბიექტებს ბაზრის მხოლოდ 37%25 ეკუთვნოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბაზრის კონცენტრაცია წლის ბოლოსათვის ჯერ კიდევ მაღალი რჩებოდა, აღნიშნული ტენდენციის შენარჩუნება საქართველოს ეროვნული ბანკს საშუალებას მისცემს, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ეფექტურობა კიდევ უფრო აამაღლოს.
ჭარბი ფულის ამოღების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი 2007 წელს იყენებდა მის მფლობელობაში არსებულ სახელმწიფო ობლიგაციებს. სახელმწიფო ობლიგაციების გაყიდვა, საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერთიფიკატების მსგავსად, ხდებოდა აუქციონის წესით. სადეპოზიტო სერთიფიკატებისგან განსხვავებით, როდესაც სისტემიდან ფულის მასის ამოღება დროებით ხდებოდა, სახელმწიფო ობლიგაციებით ფულის მასის ამორება პერმანენტულად ხორციელდებოდა. „საქართველოს მთავრობის საქართველოს ეროვნული ბანკისადმი დავალიანების დაფარვის ღონისძიებების შესახებ“ - საქართველოს მთავრობისა და საქართვე;ლოს ეროვნული ბანკის 2006 წლის 20 მარტის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის მოთხოვნათა შესაბამისად და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2007 წლის 12 მარტის №4-04/2356 წერილის საფუძველზე, 2007 წლის 15 მარტს საქართველოს ეროვნული ბანკის მფლობელობაში არსებული საქართველოს მთავრობის 784.85 მლნ ლარის სახელმწიფო ობლიგაციებიდან 48.0 მლნ ლარი გადაფორმდა სხვადასხვა ვადიანობის „ობლიგაციებად“ (მიენიჭა კვალიფიკაცია „გასაყიდად არსებული ფასიანი ქაღალდები“) და 736.85 მლნ ლარი „ობლიგაციად საქართველოს ეროვნული ბანკისათვის“ (მიენიჭა კვალიფიკაცია „დაფარვის ვადამდე ფლობილი ფასიანი ქაღალდი“), ვალუტირების თარიღად განისაზღვრა 2007 წლის 15 მარტი. „ობლიგაციების“ კუპონის წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 13%25-ს, ხოლო „ობლიგაციები საქართველოს ეროვნული ბანკისათვის“ კუპონის წლიური საპროცენტო განაკვეთი - 6%25-ს. სახელმწიფო ობლიგაციების დაფარვა დაიწყო 2007 წელს და დამთავრდება 2030 წელს. 2007 წლის 18 და 25 ივნისს ჩატარებულ 2 აუქციონზე გასაყიდად გატანილ იქნა საქართველოს ეროვნული ბანკის მფლობელობაში არსებული 2008 წლის 15 დეკემბერს დაფარვის ვადის მქონე 10 მლნ ლარის (თითოეულ აუქციონზე 5 მლნ ლარის ოდენობით) ნომინალური ღირებულების „ობლიგაციები“, რომელიც, საანგარიშსწორებო ფასით - 10.3 მლნ ლარი, მთლიანად იქნა განთავსებული. განთავსების კოეფიციენტმა 1%25-ი, ხოლო საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 11%25-ი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კიდევ ერთ ინსტრუმენტს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაწესება წარმოადგენს. აღნიშნული ინსტრუმენტის გამოყენებით, სებ-ს საშუალება ეძლევა საჭიროებისამებრ მოახდინოს ზეგავლენა ფულად მულტიპლიკატორზე. 2007 წლის მაისში განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები დარეზერვების წესში. აღნიშნულმა ცვლილებებმა კომერციულ ბანკებს საშუალება მისცა, ლიკვიდობის უფრო ეფექტიანი მართვა განეხერციელებინათ, რასაც შედეგად მოჰყვა მონეტარული პოლიტიკის ერთი ინსტრუმენტის ამოქმედება - დეკემბრიდან კომერციულმა ბანკებმა აქტიურად დაიწყეს სებ-ის ერთდღიანი სესხებით სარგებლობა. ერთდღიანი სესხები განკუთვნილია საბანკო სისტემისადმი ლიკვიდობის მისაწოდებლად და საბანკო სტაბილურობის შესანარჩუნებლად. მიუხედავად იმისა, რომ 2007 წელს მთავარ ამოცანას ფულად-საკრედიტო ინსტრუმენტებით საბანკო სისტემიდან ზედმეტი ლიკვიდობის ამოღება წარმოადგენდა და ამ მიზნისათვის, ძირითადად სადეპოზიტო სერთიფიკატები გამოიყენებოდა, ერთდღიანი სესხები უფრო ეფექტურს ხდიდა სადეპოზიტო სერთიფიკატებით ჭარბი ლიკვიდობის ამოღებას. საჭიროების შემთხვევაში, კომერციულ ბანკებს შეეძლოთ, დაეგირვებინათ თავიანთ მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდები და მიეღოთ ერთდღიანი სესხი. შესაბამისა, კომერციულ ბანკებს საქართველოს ეროვნული ბანკის ფასიან ქაღალდებში სახსრების განთავსების მეშვეობით, მოულოდნელი ლიკვიდობის დეფიციტის პრობლემის წაემოქმნისას მისის სწრაფი მოგვარების შესაძლებლობა ჰქონდათ. ეს კი კიდევ უფრო ზრდიდა სადეპოზიტო სერთიფიკატებით კომერციული ბანკების დაინტერესებას.
2007 წლის განმავლობაში ერთდღიანი სესხები გაიცა ოთხი კომერციული ბანკისათვის ბანკისათვის, მათ შორის 18 სექტემბერს ორი კომერციული ბანკისათვის წლიურად 12%25, შესაბამისად, 7.0 მლნ ლარისა და 31 დეკემბერს ასევე ორი კომერციული ბანკისათვის - წლიურად 14%25-ად, შესაბამისად 30.0 და 3.0 მლნ ლარის ოდენობით. საქართველოს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის კომისიის გადაწყვეტილებების საფუძველზე, სესხის გირაოდ სამ შემთხვევაში აღებულ იქნა ამ კომერციული ბანკების მფლობელობაში არსებული სებ-ის სადეპოზიტო სერთიფიკატები, მათი ღირებულების 75%25-ის ოდენობით და ერთ შემთხვევაში - საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალუტო საკორესპოდენტო ანგარიშზე არსებული ნაშთი მასის 90%25-ის ოდენობით.
2007 წელს ბანკთაშორისი საკრედიტო რესურსების აუქციონებზე აქტიურობა მინიმუმამდე დავიდა, რითაც ცხადი გახდა, რომ საბანკო სისტემის განვიტარების შედეგად და საქართველოს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო ოპერაციების დახვეწის ფონზე, ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონების გამართვა არაეფექტურია. საქართველოს ეროვნულ ბანკში 1995 წლიდან მოქმედებს ბანკთაშორისი საკრედიტო რესურსების აუქციონი. აუქციონი ორ ძირითად ფუნქციას ასრულებდა: პირველი ფუნქციაა ბანკთაშორისი საკრედიტო ბაზრის ხელშეწყობა იმ პირობებში, როდესაც ბანკებს შორის საკმაოდ მაღალი იყო უნდობლობის ხარისხი. ამ ვითარებაში ბანკთაშორისი საკრედიტო რესურსების აუქციონი ხელს უწყობდა ბანკთაშორისი საკრედიტო ბაზრის ფუნქციონირებას, რადგან კომერციულ ბანკებს შორის დადებული ხელშეკრულების შესრულების გარანტად საქართველოს ეროვნული ბანკი გამოდიოდა. თუმცა, დღესდღეობით ბანკთაშორის საკრედიტო ბაზარზე ბანკებს შორის ნდობის ფაქტორი მნიშვნელოვნად გაიზარდა და კომერციული ბანკებისათვის უფრო მოსახერხებელია შუამავლის გარეშე საკრედიტო ხელშეკრულების დადება. შესაბამისად, ბანკთაშორისი საკრედიტო რესურსების აუქციონს ბანკთაშორისი საკრედიტო ბაზრის წახალისების ფუნქცია დაკარგული ჰქონდა და კომერციული ბანკები მას, ფაქტობრივად აღარ იყენებენ; მეორე ფუნქციაა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მისი ფულად-საკრედიტო ინსტრუმენტად გამოყენება. აუქციონის მეშვეობით ეროვნული ბანკი პერიოდულად ირებდა ჭარბ ლიკვიდობას მიმოქცევიდან ან მიაწვდიდა ლიკვიდობას მისის დროებითი დეფიციტის პირობებში. 2006 წლის ბოლოდან საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საბანკო სისტემიდან ჭარბი ლიკვიდობის ამოსაღებად სახელმწიფო ობლიგაციებთან ერთად, სადეპოზიტო სერთიფიკატების გამოყენება დაიწყო. მოცემული ინსტრუმენტები საკმაოდ ეფექტური გამოდგა ფულად-საკრედიტო ოპერაციებისათვის. 2007 წლისათვის სადეპოზიტო სერთიფიკატები ყველაზე აქტიურად გამოყენებულ ფულად-საკრედიტო ინსტრუმენტს წარმოადგენდა. მიმოქცევაში გაშვებული სადეპოზიტო სერთიფიკატების დიდი მასა საშუალებას იძლევა, რომ ის, სახაზინო ობლიგაციებთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში გამოყენებულ იქნეს რეპო ოპერაციების განხორციელებისათვის. რეპო ფულად-საკრედიტო ოპერაციების სტანდარტულ ინსტრუმენტს წარმოადგენს თანამედროვე ცენტრალური ბანკისათვის და მისის მეშვეობით ეფექტურად შეიძლება ფინანსური სისტემისათვის ლიკვიდობის მიწოდება. შედეგად საქართველოს ეროვნული ბანკისათვის აღარ არსებობდა ბანკთაშორისი საკრედიტო რესურსების აუქციონის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ინსტრუმენტად გამოყენების აუცილებლობა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება 2008 წლის დასაწყისიდან ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონების მოქმედების შეჩერების შესახებ. 2007 წლის განმავლობაში სებ-ში სადეპოზიტო აუქციონები არ გამართულა.
როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ასევე საქართველოშიც სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებასთან ერთად, უარი უნდა ეთქვას ეროვნული ბანკის მიერ ბიუჯეტის ხარჯების დაფინანსებას და მისი შევსება უნდა განხორციელდეს ფასიანი ქაღალდების ემისიით.
კომერციული ბანკების რესურსების უზრუნველყოფის სისტემის ფორმირებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება სებ-ის სავალუტო პოლიტიკას, რომელსაც ის ახორციელებს შიდა სავალუტო ბაზარზე. ეს უკანასკნელი მოიცავს თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟას, ბირჟის მიღმა მოქმედ პირდაპირ ბანკთაშორის ბაზარსა და ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს. შიდა სავალუტო ბაზარი მაღალი ლიკვიდურობით გამოირჩევა, რაც, ბუნებრივია მის შედარებით აქტიურობას განაპირობებს. 1995-1998 წლებში უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა სავალუტო ბაზარზე საგრძნობლად სჭარბობდა მიწოდებას და ვალუტის მიმწოდებლად ძირითადად სებ-ი გამოდიოდა. მოთხოვნა-მიწოდებას შორის წარმოქმნილ დისპროპორციებს სებ-ი ჭარბად მოწოდებული ვალუტის შესყიდვით აბალანსებდა, რითაც თავიდან იცილებდა ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გაუმართლებელ გამყარებას. შიდა სავალუტო ბაზარზე მიმდინარე პროცესების თვალსაზრისით 2000 წელი ქვეყნის ეკონომიკისთვის ერთგვარ გარდატეხის პერიოდად შეიძლება ჩაითვალოს. მთელი წლის განმავლობაში ბაზრის კონიუქტურა განსხვავდებოდა გასული წლების მდგომარეობისაგან. 2000 წელს თბსბ-ზე წლიურმა ბრუნვამ 149 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც თითქმის ორჯერ აღემატება 1999 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და სავალუტო ბაზრის ყველა სეგმენტზე განხორციელებულ მთლიან გაყიდვათა 9%25-ს შემდგენს. 2000 წელს შიდა სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის ჭარბი მიწოდების უმთავრესი მიზეზი საგადამხდელო ბალანსის მნიშვნელოვანი გამოსწორება გახდა, რაც გამოიხატა როგორც მიმდინარე ანგარიშის პოზიციის გაუმჯობესებაში, ისე უცხოური კაპიტალის შემოდინების ზრდაში. პირდაპირი ბანკთაშორისი ბაზარი, რომელიც უცხოურ კომერციულ ბანკებთან ოპერაციებს მოიცავს, ბრუნვის მოცულობით თითქმის უტოლდება თბსბ-ს და მის წილად მთლიანი ბაზრის 8%25 მოდის.
ქვეყნის ეკონომიკაში დამკვიდრებული ტენდენციების გათვალისწინებით, სებ-ის სავალუტო პოლიტიკის ერთ-ერთ ამოცანას ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასასურველი მერყეობის თავიდან აცილება წარმოადგენდა, რასაც შეეძლო უარყოფითად ემოქმედა ქვეყნის სავაჭრო ბალანსზე და გამოეწვია სავალუტო ბაზრებზე კონიუქტურული რყევები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ თუ რამდენად მეცნიერულად იქნება შესწავლილი საფინანსო ბაზრის მართვის თეორიულ-მეთოდოლოგიური საფუძვლები და როგორი სისრულით გამოვლინდება მისი თავისებურებანი საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალი პერიოდისათვის, დამოკიდებული ცივილიზებული ბაზრის ფორმირების დაჩქარებაზე და ქვეყნის სტაბილური ეკონომიკური გარემოს შექმნაზე.
საკრედიტო რესურსების უზრუნველყოფის სისტემის ფორმირებაზე მოქმედი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ეროვნული ბანკის სავალდებულო რეზერვების მოთხოვნები, რომელთა მეშვეობითაც იგი ზემოქმედებას ახდენს ბანკის თავისუფალი რესურსების მოცულობაზე. უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში 2000 წელს ისევე როგორც წინა წლებში, კვლავ გამოიყენებოდა მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები, ფულად-საკრედიტო რეგულირების მიზნით, რომლის ნორმაც 16%25-დან 14%25-მდე ეტაპობრივად შემცირდა. მიუხედავად ამისა, ბანკები მაინც თავისი ინიციატივით აჩერებენ რეზერვში დაწესებულ ნორმასთან შედარებით მეტ ფულად საშუალებებს.
სახაზინო ვალდებულებების ბაზრის განვითარების ხელშეწყობისა და ფასიანი ქაღალდებისადმი ბანკების დაინტერესების გაზრდის მიზნით ნებადართული იყო სახაზინო ვალდებულებების ჩანაცვლება სავალდებულო რეზერვების არაუმეტეს 1/8-ის დასაკმაყოფილებად. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ნაწილობრივ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებისადმი უნდობლობის და ნაწილობრივ მათი ლიმიტირებული მოცულობის გამო ამ შესაძლებლობას მხოლოდ რამდენიმე მსხვილი ბანკი თუ იყენებდა.
მიღწეული საფინანსო-სავალუტო სტაბილურობის ფონზე საბანკო საქმიანობის გააქტიურების სტიმულირებისა და საპროცენტო განაკვეთების შემცირების ხელშესაწყობად სებ-მა მიზანშეწონილად მიიჩნია სარეზერვო მოთხოვნის შემცირება ეტაპობრივად. კერძოდ, 2000 წლის 20 მაისიდან მისი ნორმა 15%25-ით, ხოლო 20 ივნისიდან - 14%25-ით განისაზღვრა. პარალელურად გაუქმდა სავალდებულო რეზერვების სახაზინო ვალდებულებებით ჩანაცვლების წესიც, რაც გამიზნული იყო ამ უკანასკნელზე პროცენტების ფორმირების პროცესის მთლიანად საბაზრო ჩარჩოებში მოსაქცევად. 2001 წლის განმავლობაში კომერციული ბანკებისათვის დაწესებული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა კვლავ უცვლელი დარჩა და 14%25 -ი შეადგინა. დღევანდელ ეტაპზე მინიმალური რეზერვების ანგარიშზე ეროვნულ ვალუტაში მოზიდული სახსრებისათვის სარეზერვო ნორმა არის დადგენილი 13 %25-ის ოდენობით მინიმალური სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე აკუმილირებულ ნაშთებზე უცხოურ ვალუტაში ბანკებს ერიცხებათ 2 %25 სარგებელი.
აღსანიშნავია ის, რომ განვითარებულ ქვეყანაში სავალდებულო რეზერვების ნორმა დამოკიდებულია ქვეყანაში ფულად-საკრედიტო სისტემის მდგრადობის მდგომარეობაზე, დაბრუნებული კრედიტების წილზე და სხვა მაჩვენებლებზე. მაგალითად, სავალდებულო რეზერვების ნორმა იტალიაში 25%25-ია, ესპანეთში - 17%25, იაპონიაში - 2,5%25, ინგლისში - 0,45%25. აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში სავალდებულო რეზერვების ნორმა 6%25-ს შეადგენს. ამასთან, განვითარებულ ქვეყნებში საქართველოსგან განსხვავებით სავალდებულო რეზერვების ნორმის იშვიათად იცვლილება, რადგან მცირე ცვლილებაც კი მიმოქცევაში ფულადი მასის რაოდენობის მნიშვნელოვან ცვლილებას იწვევს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად იმისა, რომ სავალდებულო რეზერვების ნორმის გამოყენება ემსახურება კომერციული ბანკების ლიკვიდურობის სათანადო დონის უზრუნველყოფას საქართველოში იგი ჯერ კიდევ მაღალია და კომერციული ბანკების მიერ ფულის მოწოდების შეზღუდვას იწვევს და შესაბამისადც ეკონომიკური აქტივობის ამაღლებას უშლის ხელს.
აღსანიშნავია, რომ კომერციული ბანკების რესურსებით უზრუნველყოფის ფორმირებისთვის მნიშვნელოვანია საფინანსო ბაზარზე კონკურენციის დონე და კონკრეტული გარემოს ჩამოყალიბება. საბაზრო ეკონომიკურ ურთიერთობათა ჩამოყალიბებამ დააჩქარა საფინანსო ბაზარზე კონკურენტული გარემოს შექმნა და წარმოშვა ახალი სამეწარმეო სუბიექტები, რომლებიც კონკურენციის პირობებში თავიანთი ადგილის დამკვიდრებას ცდილობენ. საფინანსო ბაზარზე კონკურენციის გაძლიერებამ მოითხოვა მოქმედი ნორმატიულ-სამართლებრივი ნორმების დახვეწა, რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ 1995 წლის 1 იანვრისთვის საქართველოში რეგისტრირებული იყო 229 კომერციული ბანკიდან 2008 წლისთვის მხოლოდ 19 მოქმედებს. მოქმედი კომერციული ბანკების რაოდენობის შემცირება გამოწვეული იყო იმით, რომ სუსტი ფინანსური ბაზის გამო მათ ვერ გაუძლეს საბაზრო პირობებში კონკურენციას, ვერ დააკმაყოფილეს საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნები და დატოვეს საფინანსო ბაზარი.
საბანკო სისტემის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს საწესდებო კაპიტალისა და საერთოდ, მათი კაპიტალიზაციის ზრდა. ეროვნული ბანკის მიერ საკრედიტო ორგანიზაციების მიმართ მოთხოვნების გამკაცრება, რაც ბანკების საწესდებო კაპიტალის სიდიდის ზრდაში გამოიხატა დღემდე ნეგატიურად აღიქმება. აღნიშნული ღონისძიების მიზანი იმ ბანკების გამოვლენა იყო, რომლებიც ვერ აკმაყოფილებდნენ საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს და იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ საფინანსო ბაზარი.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბანკების საწესდებო კაპიტალისა და, მათი კაპიტალიზაციის ზრდა მხოლოდ საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი, ანალოგიური მიდგომა პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებშიც გამოიკვეთა.
საქართველოს საბანკო სისტემაში კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებისაკენ მიმართულ მნიშვნელოვან ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს აგრეთვე, ეკონომიკური სუბიექტებისათვის ერთდროულად რამდენიმე ბანკში ანგარიშების გახსნის შესაძლებლობა. ბანკთაშორისი კონკურენცია თავის მხრივ, კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებას შეუწყობს ხელს.
საკრედიტო რესურსების უზრუნველყოფის სისტემის ჩამოყალიბების პროცესში მეტად მნიშვნელოვანია ისეთი შიდა ფაქტორის განხილვა, როგორიცაა კომერციული ბანკების საქმიანობის რისკების შეფასება და დაფარვის უზრუნველყოფა.
თანამედროვე პირობებში საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისათვის აქტუალურია შესრულებული ოპერაციების ოპტიმალურის განსაზღვრა მათთან დაკავშირებული რისკებიდან გამომდინარე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაკრედიტებისას, რადგან ეკონომიკის არასტაბილურობის გამო, მხოლოდ მცირერიცხოვანი სამეურნეო სუბიექტები შეიძლება ჩაითვალოს საიმედო მეანაბრეებად, ეს მაშინ, როცა ბანკების მიერ ეკონომიკის სხვადასხვა დარგის დაკრედიტება, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის ძირითადი ფაქტორია.
დღევანდელ პირობებში ამ სიტუაციიდან გამოსავალი ბანკებმა უნდა ეძებონ მეანაბრეების ფინანსურ-ეკონომიკური საქმიანობის გაანალიზებაში, - ყოველი გასაცემი კრედიტის დივერსიფიცირებული მიდგომის ბაზაზე. ამასთან დაკავშირებით, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია საკრედიტო ოპერაციების საკანონმდებლო რეგულირების საკითხი, როგორც საკრედიტო-სამართლებრივ ურთიერთობებს, ასევე საქართველოს საბანკო კანონმდებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მეტად მნიშვნელოვანია, განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებული საკრედიტო რისკების შეფასების მეთოდიკების შესწავლა და გამოყენება ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის, ეკონომიკის თავისებურებების გათვალისწინებით.
კომერციული ბანკების რესურსებით უზრუნველყოფის ფორმირებისას მეტად მნიშვნელოვანია განვიხილოთ ის მეთოდოლოგიური მიდგომები, რომლებიც მსესხებლის კრედიტუნარიანობის ანალიზისთვის გამოიყენება. მსესხებლის ფინანსური ანალიზი გულისხმობს საფინანსო ანგარიშების შედარებას და სამეურნეო საქმიანობიდან შემოსული ფულადი სახსრების რაოდენობის გაანგარიშებას, რაც შესაძლებელს გახდის განისაზღვროს მოთხოვნილი სესხის ოდენობა, ნასესხები თანხის დანიშნულება, სესხის დაფარვის ხერხები და ვადები, აგრეთვე უზრუველყოფის რეალურობა. ასეთი ანალიზის ჩატარების შემდეგ შესაძლებელი იქნება დასკვნის გაკეთება მსესხებლის ფინანსური მდგომარეობის და კრედიტის მიწოდების შესაძლებლობის შესახებ, და შესაბამისად გადაწყვეტილების მიიღება კრედიტის გაცემის შესაძლებლობის შესახებ. ამასთან მინიმალური რეზერვი იქნება განსაზღვრული ბანკის მიერ ყველა გაცემული სესხების რისკების დასაფარავად.
კრედიტის გაცემისა და მინიმალური რეზერვის შექმნის შემდეგ იწყება საკრედიტო პროცესის ახალი ეტაპი - საკრედიტო მონიტორინგი, რაც შესაძლებლობას იძლევა განისაზღვროს სესხის ხარისხი, რომ საჭიროების შემთხვევაში რაც შეიძლება დროულად დაისახოს შესაბამისი ღონისძიებები მდგომარეობის გამოსწორების მიზნით. აღნიშნული საშუალებას აძლევს ბანკის საკრედიტო განყოფილებას მუდმივი მონიტორინგის საფუძველზე განსაზღვროს ნეგატიური ტენდენციები, მანამ პროცესი შეუქცევადი გახდება.
სესხების დანაკარგის დასაფარავად შექმნილი რეზერვები მოგებიდან ანარიცხის მეშვეობით იქმნება და მის თვითღირებულებაში აისახება. აღნიშნული რეზერვი არ შედის ბანკის საკუთარ კაპიტალში. მსოფლიო საფინანსო პრაქტიკის მიხედვით, ბაზელის შეთანხმების საფუძველზე, უიმედო სესხების დასაფარავად შექმნილი სარეზერვო თანხა ბანკის საკუთარი კაპიტალის შემადგენლობაში განისაზღვრება, ე.ი. რეზერვის ჯამი იგულისხმება კაპიტალის საკმარისობის ნორმატივის გაანგარიშებისას. ამიტომ საზღვარგარეთის აუდიტები, ნორმატივების დაცვის შემოწმებისას დიდ ყურადღებას აქცევენ წამგებიანი სესხების დასაფარავად განკუთვნილი რეზერვების სწორ გაანგარიშებას.2
ამასთან, საანგარიშო პერიოდში შექმნილი რეზერვების საკმარისობის და ეფექტურობის ნორმატივების განხილვა ბანკს შესაძლებლობას აძლევს შეაფასოს თავისი საკრედიტო პორტფელის ხარისხი, გააანალიზოს უიმედო სესხების საკრედიტო რისკის დონესთან დამოკიდებულების მიხედვით. აღნიშნული მაჩვენებლების გაანალიზებისას, ბანკს შეუძლია ყურადღება გაამახვილოს საკრედიტო პორტფელის ხარისხის გაუარესებასა და მათი რეზერვით არაადეკვატურ დაფარვაზე, აგრეთვე შეაფასოს „პრობლემური“ სესხების ხვედრითი შეფარდება გაცემული კრედიტების საერთო მოცულობასთან. ბანკის ხელმძღვანელობა ატარებს „პრობლემური“ სესხების შემცირების პოლიტიკას. სხვადასხვა მიზეზების გამო სესხები შეიძლება დაუფარავი სესხების ჯგუფში გადავიდნენ, ამიტომ ბანკის შესაბამისი სამსახურების მიერ რეზერვების მოცულობა რეგულარულად უნდა გადაისინჯოს. ეს რეზერვი გვევლინება გარკვეულ გარანტად მეანაბრეებს მიერ დაბანდებული სახსრების უკან დაბრუნების უზრუნველსაყოფად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ სესხების შესაძლო დანაკარგებისათვის შექმნილი რეზერვი ასრულებს სოციალურ-ეკონომიკურ ფუნქციას, კერძოდ, 1. იგი მიმართულია ბანკის საკრედიტო რისკის დასაფარავად; 2. არის მეანაბრეების მიერ დაბანდებული თანხების გარანტი; 3. იგი ასევე უზრუნველყოფს ბანკის აქტივების მჭიდრო კავშირს მის საკუთარ კაპიტალთან, ე.ი. რესურსების მთელ ბაზასთან.
ხოლო რაც შეეხება კომერციული ბანკების საკრედიტო რესურსებით უზრუნველყოფას, საბაზრო ეკონომიკის პირობებში საბანკო საქმიანობის წარმართვისა და საკმარისი სარესურსო ბაზის ფორმირებისათვის აუცილებელია: 1. საკუთარი კაპიტალის მართვა, ეფექტური სადივიდენდო პოლიტიკის გატარება; 2 მოზიდული რესურსების მოცულობის გაფართოების მიზნით პირობების შექმნა ახალი კლიენტების მოსაზიდად; 3. სადეპოზიტო ბაზის ჩამოყალიბება და განმტკიცება; 4. ახალი სახის ოპერაციების, საბანკო ტექნოლოგიებისა და ბაზრების ათვისება სარესურსო ბაზის გაფართოებისათვის; 5. აქტიური ოპერაციების შემოსავლიანობის უზრუნველყოფა.
განვიხილოთ თითოეული მათგანი.
საბანკო რესურსების განსაკუთრებულ ფორმას ბანკის საკუთარი სახსრები (კაპიტალი) წარმოადგენს. ბანკების საკუთარი კაპიტალის შემადგენლობაში გამოყოფენ: საწესდებო, სარეზერვო და სხვა სპეციალურ ფონდებს, ასევე გაუნაწილებელ მოგებას. ბანკის საწესდებო ფონდი ყალიბდება მისი მონაწილეთა, იურიდიულ და ფიზიკურ პირთა შენატანებისაგან და ემსახურება მათი ვალდებულებების უზრუნველყოფას, ხოლო რაც შეეხება სარეზერვო ფონდს, იგი გამოიყენება ბანკის მიერ განხორციელებული ოპერაციების დროს, შესაძლო ზარალის შემთხვევაში. მისი სიდიდე საწესდებო ფონდთან პროცენტული თანაფარდობით განისაზღვრება და მოგებიდან ანარიცხებით ფორმირდება.
აქვე აღსანიშნავია ის, რომ კომერციულ ბანკებში ფონდების მართვა გართულებულია მთელი რიგი ფაქტორების გამო, კერძოდ: 1. ბანკში სახსრების განთავსება უნდა მოხდეს კანონის სრული შესაბამისობის საფუძველზე; 2. ბანკსა და კლიენტებს შორის ურთიერთობა აგებულია ურთიერთნდობაზე; 3. კომერციული ბანკების მოზიდული სახსრები კლიენტის მოთხოვნისთანავე დაბრუნებას ექვემდებარება, თუ ბანკი ვერ შესძლებს სესხებზე კლიენტების მოთხოვნის დაკმაყოფილებას, იგი გაკოტრების საშიშროების წინაშე დადგება, მეანაბრეები დარწმუნებულნი უნდა იყვნენ ნებისმიერი ბანკის საიმედოობაში. მსოფლიო საბანკო პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ ბანკის მეანაბრეებსა და მისი აქციების მფლობელებს შორის არსებობს უამრავი შეუთავსებლობა, რაც ვლინდება ლიკვიდობის მოთხოვნებსა და სასურველ მომგებიანობას შორის გადაულახავ წინააღმდეგობაში. ამ წინააღმდეგობის გადალახვა უნდა მოხდეს დამატებითი სახსრების განთავსებით. მხედველობაში გვაქვს ის, რომ, ერთი მხრივ, ბანკი განიცდის აქციათა მფლობელების ზეწოლას, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მიიღონ უფრო მაღალი შემოსავლები, მეორე მხრივ, კი, ბანკის ხელმძღვანელობამ კარგად იცის, რომ ასეთი მოქმედება აუარესებს ბანკის ლიეკვიდობას, რომელიც აუცილებელია ანაბრების ამოღებისა და კრედიტებზე კლიენტების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.3
უკანასკნელ პერიოდში განვითარებული ქვეყნების ბანკები მეანაბრეთა რიცხვის ზრდისა და მასთან ანაბრების რისკის დონის შემცირების გამო დამატებითი კაპიტალის მოზიდვის აუცილებლობის წინაშე დადგნენ. დამატებითი კაპიტალის საჭიროების გაზრდილი მოთხოვნილება გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით: 1. სახელმწიფო რეგულირების საკონკურენტო ბაზრების ზრდა; 2. ინფლაციური პროცესები; 3. ეკონომიკის არამდგრადი ხასიათი, რომელიც დიდი რისკის ქვეშ აყენებს ბანკს, საკუთარი კაპიტალის სტაბილურად მიღების პროცესში; 4. გაზრდილი დანაზოგები, განსაკუთრებით არარეგულირებად დეპოზიტებზე გაცემული პროცენტები; 5. დეპოზიტებზე გასაცემ პროცენტებთან დაკაშირებული გაზრდილი დანახარჯები, რომლებიც იწვევენ კაპიტალის ძირითად წყაროს - მოგების შემცირებას. კაპიტალის ძირითად წყაროდ ყოველთვის გვევლინება გაუნაწილებელი მოგება, ე.ი. აქციონერებზე გაცემული კი არა, ბანკში დარჩენილი კაპიტალი. შიდა წყაროებიდან მოზიდული კაპიტალი მთლიანად ექვემდებარება დაბეგვრას და საპროცენტო განაკვეთების ზემოქმედებას, რის მართვის საშუალებაც ბანკს არ გააჩნია.
კომერციული ბანკების საკუთარი კაპიტალის მართვისას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მოგების სიდიდეს. იმ შემთხვევაში, როდესაც ძალზე დიდია დივიდენდების წილი, მოგების მოცულობა კლებულობს, რასაც სდევს კაპიტალის შიდა წყაროების ნელი ზრდა, ამასთან გაკოტრების რისკიც. ეს უკანასკნელი კი თავისებურად ამუხრუჭებს ბანკის შემოსავლების მომტანი აქტივების მოცულობის ზრდას. ამასთან, როდესაც დიდია დაქვითების წილი, მცირდება აქციონერებზე გასაცემი დივიდენდების ოდენობა, სხვა თანაბარ პირობებში ეს შეამცირებს ბანკის აქციების საბაზრო ღირებულებასაც. ბანკის ოპტიმალური სადივიდენტო პოლიტიკაა ისეთი პოლიტიკა, რომლის მეშვეობითაც მაქსიმალურად გაიზრდება აქციონერთა ინვესტიციის საბაზრო ფასი. ბანკი ახალ აქციონერებს მოიზიდავს იმ შემთხვევაში თუ აქციონერთა კაპიტალის შემოსავლიანობა, იმავე ხარისხის რისკის მქონე სხვა ინვესტიციების შემოსავლიანობაზე, მეტი თუ არა ტოლი მაინც იქნება.
ბანკებისათვის მეტად მნიშვნელოვანია სადივიდენდო პოლიტიკის გამომუშავება. თუ ბანკის დივიდენდის დონე შედარებით მდგრადია, ინვესტორები მათ განიხილავენ, როგორც სტაბილურ შემოსავალს და ბანკი მათ კაპიტალის დაბანდების თვალსაზრისით უფრო მიმზიდველი მოეჩვენებათ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში რესურსებზე მოთხოვნების დაკმაყოფილება საკუთარი სახსრებით შეუძლებელია, ამიტომ ბანკი იძულებულია მოიზიდოს თანხები საგარეო წყაროებიდან. ამისთვის იგი იყენებს: 1. ჩვეულებრივი ან პრივილეგირებული აქციების გამოშვება და გაყიდვას; 2. გრძელვადიანი ვალდებულებების ემისიას; 3. აქტივების გაყიდვას და მეოთხე, უძრავი ქონების იჯარით გაცემას.
საბანკო საქმიანობის წარმართვისათვის საკმარისი სარესურსო ბაზის ფორმირებისათვის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სადეპოზიტო ბაზის შექმნას და განმტკიცებას. როგორც მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, საზღვარგარეთის განვითარებული ქვეყნებში საბანკო რესურსების შევსების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს დეპოზიტური სერთიფიკატები, რომლებიც ვადიანი შენატანების ნაირსახეობას წარმოადგენს და ზუსტად დაფიქსირებულ დროში თანხის მოზიდვას ითვალისწინებს. პირველად იგი შემოიღო აშშ-ს ერთ-ერთმა ბანკმა 1916 წელს. დეპოზიტური სერთიფიკატი წერილობითი ვალდებულებაა მსხვილი ფულადი თანხის ბანკში დეპონირების შესახებ, რომელშიც მითითებულია ბანკის მიერ მისი უკან აუცილებელი გამოსყიდვის დრო და გადახდის დანამატის სიდიდე.
დეპოზიტები წარმოადგეენ რა კომერციული ბანკების რესურსების შევსების მნიშვნელოვან წყაროს, მათი სტრუქტურა ბანკში ცვალებადია და დამოკიდებულია ფულადი ბაზრის კონიუქტურაზე და აქედან გამომდინარე, ხასიათდება მთელი რიგი ნაკლოვანებებით. კერძოდ, ჯერ ერთი, ფულადი საშუალებების მოზიდვასთან დაკავშირებით ბანკის მნიშვნელოვანი მატერიალური და ფულადი ხარჯები ცალკეულ რეგიონის ფარგლებში თავისუფალი ფულადი საშუალებების შეზღუდვაა; და მეორე, ფულადი საშუალებების მობილიზაცია, დეპოზიტების მოცულობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კლიენტების (მეანაბრეების) ხარისხზე და არა თვით ბანკზე. ამასთან, უნდა აღვნიშნოთ, რომ საკრედიტო რესურსების ბაზარზე ბანკებს შორის კონკურენტული ბრძოლა აიძულებს ბანკებს მიიღონ ზომები მომსახურეობის გაფართოებისათვის, რომელიც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ახალი კლიენტების გამოძებნას და მოზიდული რესურსების მოცულობის გაფართოებას.
კომერციული ბანკები თანამედროვე პირობებში დამატებითი ფულადი სახსრების მოსაზიდად რესურსების ბანკთაშორის ბაზარს იყენებენ, სადაც ხდება საკრედიტო დაწესებულებების მიერ მობილიზებული ფულადი საშუალებების გაყიდვა. საბანკო რესურსების შევსების მეთოდს წარმოადგენს შეთანხმება უკან გამოსყიდვის შესახებ (რეპო ოპერაცია). ამ შემთხვევაში შეთანხმება იდება ბანკსა და ფირმას, ან სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების დირებებს შორის. ასეთი ფორმის ხელშეკრულებები, როგორც მსოფლიო გამოცდილების პრაქტიკა გვიჩვენებს, მნიშვნელოვანი არხია დროებით თავისუფალი საშუალებების დამატებით რესურსებად მოზიდვაში, რას აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ჩვენი ქვეყნის სინამდვილეში და ეს კი ხელს შეუწყობს ახალი ბაზრების ათვისებას და სარესურსო ბაზის გაზრდას.
კომერციული ბანკების სარესურსო ბაზის ფორმირებისაათვის მთავარი ადგილი აქტიური ოპერაციების შემოსავლიანობის უზრუნველყოფას უჭირავს. საბანკო რესურსების ზრდის მნიშვნელოვან წყაროს ბანკის მიერ აქტიური ოპერაციების განხორციელების მეშვეობით მიღებული მოგება წარმოადგენს, რომლის მოცულობის ზრდა უშუალოდ არის დამოკიდებული საბანკო საქმის მაღალ შემოსავლიანობის ზრდაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს საბანკო სისტემის მრავალ პრობლემას შორის აღსანიშნავია საკრედიტო რესურსების ნაკლებობა და მათ შესავსებად წყაროების არარარსებობა. აღნიშნული ნაკლოვანებების და საკრედიტო რესურსების უზრუნველყოფის სისტემის ფორმირების მიზნით მიზანშეწონილად შემდეგი ღონისძიებების განხორციელება: 1. კომერციული ბანკების სიცოცხლისუნარიანობის, მათი მოგების შემავსებელი წყაროს გაზრდისათვის, დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მათ ინტეგრაციას საზღვარგარგეთულ ბანკებთან, საკორესპონდენტო ანგარიშების გახსნას და სავალუტო ოპერაციების წარმოებას საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე, უცხოური ფირმების სახსრების მოზიდვას; 2. ბალანსის ლიკვიდობის შესანარჩუნებლად ვადიანი დეპოზიტების მოზიდვა და მოთხოვნამდე დეპოზიტებით ანუ ე.წ. „იაფი“ რესურსების მოზიდვით მოგების მიღება; 3. აუცილებელია დამატებითი რესურსების გამოძებნა ვალდებულებების დასაფარავად და ბანკის აქტიური ოპერაციების გასაფართოებლად; 4. კომერციულმა ბანკმა უნდა გამოიჩინოს სამარკეტინგო აქტივობა ბანკის პასიური ოპერაციების შედეგიანობის ამაღლებისათვის და მოზიდული სახსრების ეფექტური განთავსებისათვის, მათი საკრედიტო, სალიზინგო და ფაქტორინგული ოპერაციების გაფართოებისათვის; 5. ამასთან საჭიროა ბანკის კაპიტალის იმ ოდენობით დაცვა, რაც აუცილებელია ბანკის საიმედობის უზრუნველსაყოფად და ასევე აქტიური ოპერაციების გასაფართოებლად და ბოლოს 6. საჭიროა, რომ საგადასახადო კანონმდებლობაში აქცენტი გაკეთდეს კომერციული ბანკების მიერ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე სესხების გაცემისას მათი საქმიანობის სტიმულირებისა და სანქციების რეჟიმზე.
______________________
1. Роберт У. Kолб. Финансовые деривативы. М Учебник. изд. г-е Пер с англ. Информационно-издательский дом «Филинь».1997. . с. 25-31
2. Панова. Г.С. Кредитная политика комерчиского банка. М. ИКЦ «ДИС», 1997. с. 286.
3. ი. კოვზანაძე. ეკონომიკის საკრედიტო რესურსებით უზრუნველყოფის გაუმჯობესებისათვის. ჟურნ. მაკრო მიკრო ეკონომიკა. 2000. №4. გვ. 19.
![]() |
7 თავი 6. ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების ურთიერთობანი დაკრედიტების რეზერვების შექმნასა და გამოყენებაზე |
▲ზევით დაბრუნება |
საბაზრო ეკონომიკის პირობებში კომერციული ბანკების რესურსების სტრუქტურაში საბანკო რეზერვები წარმოადგენენ აუცილებელ ელემენტს, რომელიც აქტივების მართვის პროცესში გადანაწილდება ნაღდ ფულზე და სხვა მაღალლიკვიდურ საშუალებებზე, სესხებზე, ინვესტიციებზე და ზოგიერთი სხვა სახის აქტივებზე. ბანკები ნებაყოფლობით ინარჩუნებენ გარკვეულ რესურსებს მაღალი ლიკვიდური რესურსების ფორმით, რომლებიც არ არიან ჩართული უშუალოდ საკრედიტო ან საინვესტიციო საქმიანობაში და ასრულებს რეზერვის როლს. მიუხედავად იმისა, რომ რეზერვების შენახვა ამცირებს ბანკების მოგებას, საბანკო საქმიანობის თვალსაზრისით რეზერვების აუცილებლობა განისაზღვრება იმით, რომ ისინი უზრუნველყოფენ მეანაბრეთა და კლიენტების მოთხოვნების დაკმაყოფილებას ლიკვიდური თანხებით, შესაბამისად ინარჩუნებენ საიმედოობას და გადახდისუნარიანობას ბანკების კონკურენტუნარიანობის ამაღლებასთან ერთად.
ამასთან აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბანკები ნებაყოფლობით, საკუთარი ტექნიკური (საანგარიშსწორებო, სადაზღვევო) და კონკრეტული მიზნებისათვის ინარჩუნებენ ზოგიერთ თანხებს რეზერვში, რომლებიც არ წარმოადგენენ სტაბილურობის გარანტს როგორც ცალკეული ბანკებისათვის, ასევე მთლიანად საბანკო სისტემისათვის. უფრო მეტიც, რეზერვების მოცულობის მანევრირებამ შეიძლება საგრძნობი ზემოქმედება მოახდინოს როგორც დაკრედიტების მოცულობაზე, ასევე კრედიტის ფასზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კომერციულ ბანკებისათვის რეზერვების მოცულობის შეცვლა წარმოადგენს საკრედიტო საქმიანობის მაშტაბებზე ზემოქმედების ერთ-ერთ საშუალებას.
საბანკო რეზერვების სიდიდის მეშვეობით ფულის მიმოქცევის მდგომარეობაზე და დაკრედიტების მასშტაბებზე ზემოქმედების სხვადასხვა ვარიანტის ძიებაში ცენტრალურმა ბანკმა შეიმუშავა მექანიზმი, რომლის დამახასიათებელი ნიშანია საბანკო რეზერვების ფორმირებაში სავალდებულო რეზერვების სიდიდისა და დინამიურობის წინასწარი გააზრება. ასეთ მექანიზმად იქცა მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები, რომლებიც საბაზრო ეკონომიკის მქონე ყველა ქვეყანაში გამოიყენება და ამასთან დასტურდება ფულად-საკრედიტო რეგულირების ამ ინსტრუმენტის ეფექტურობა, როგორც ფულისა და კრედიტის ფუნდამენტური კვლევებით (კერძოდ, პიგუს, ფიშერის, ფრიდმანის შრომებში, რომელნიც ხაზს უსვამენ მინიმალური რეზერვების ურთიერთკავშირს, საბანკო მულტიპლიკატორის მექანიზმს, ფულადი მასის მოცულობასა და სტრუქტურას), ასევე საბანკო რეგულირების მსოფლიო პრაქტიკითაც. ამიტომ მონეტარული რეგულირების მიზნით მეტად მნიშვნელოვანია მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის გამოყენება და ამ ინსტრუმენტის მოქნილობასა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად ღონისძიებების შემუშავება.1
ცენტრალური ბანკის სავალდებულო სარეზერვო მოთხოვნები კომერციული ბანკების მიმართ წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს მაკროეკონომიკური პროპორციების რეგულირებისათვის. სავალდებულო რეზერვების ნორმების ზრდა (შემცირება) ამცირებს (აფართოებს) კომერციული ბანკების საკრედიტო პოტენციალს, ე.ი. მათ უნარს აწარმოოს აქტიური ოპერაციები, შექმნას ახალი ფული დაკრედიტების სახით. კომერციული ბანკების სავალდებულო რეზერვირების სახსრებით ფულადი მასის რეგულირებისა და მისი კრედიტუნარიანობის რეალიზაციის ამოცანების გარდა, მიზნად ისახავს უზრუნველყოს ბანკების ლიკვიდობა.
სავალდებულო რეზერვების სიდიდე დამოკიდებულია კომერციული ბანკების მიერ მოზიდულ სახსრებზე და ცენტრალური ბანკის მიერ დადგენილი მინიმალური რეზერვების სქემის პარამეტრებზე. სავალდებულო რეზერვებისაგან განსხვავებით საბანკო რეზერვების მეორე ელემენტის ნებაყოფლობითი რეზერვის სიდიდე განისაზღვრება უშუალოდ კომერციული ბანკების მიერ საკუთარი მიზნების გათვალისწინებით და კონკურენციის პირობით.
თავდაპირველად მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები გამოიყენებოდა უფრო ვიწრო მიზნების მისაღწევად. კეძოდ, მოზიდულ და საკუთარ სახსრებს შორის პროპორციის შესანარჩუნებლად. ცალკეულ შემთხვევაში, გერმანიაში და იაპონიაში 70-იანი წლების დასაწყისიდან, ესპანეთში 70 წლების ბოლოდან - სარეზერვო მოთხოვნები გამოიყენებოდა, როგორც საბანკო სისტემის ლიკვიდობაზე ზემოქმედების მეთოდი.2
საბაზრო ეკონომიკის პირობებში მინიმალური რეზერვების მოთხოვნების გამოყენება განპირობებულია იმით, რომ ამ მეთოდს გააჩნია უპირატესობა ფულად-საკრედიტო რეგულირების პრაქტიკაში ისეთი გრძელვადიანი პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა ფულის მიმოქცევის სტაბილურობა, კერძოდ, 1. ფულადი მასის ტემპების ზრდის შესაზღუდავად; 2. ფულადი სფეროდან ჭარბი სახსრების ამოსაღებად; 3. ფულად ბაზარსა და ფულად მასას შორის მკაცრი კავშირის ფორმირებისათვის; 4. საბანკო რეზერვებზე მოთხოვნების რეგულირებისათვის. განვითარებული ქვეყნების საბანკო სისტემისათვის სარეზერვო მოთხოვნათა როლი განისაზღვრება არა იმით, რომ ისინი ქმნიან ლიკვიდურ ფონდს, არამედ იმით, რომ ისინი წარმოადგენენ ბანკის საკრედიტო საქმიანობის რეგულირების ინსტრუმენტს.
განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში სარეზერვო მოთხოვნათა გამოყენება უფრო კერძო ხასიათის ამოცანათა გადასაწყვეტად (მაგალითად, საბანკო საქმიანობის რეგულირება), ფართოდ არ გამოიყენება, თუმცა შეიძლება სავსებით გამართლებული იქნეს მისი გამოყენება საბანკო სისტემის განვითარების ამა თუ იმ ეტაპზე. ასე მაგალითად, საბაზრო ეკონომიკის ფორმირების პირობებში სარეზერვო მოთხოვნათა გამოყენების შესაძლებლობა დიდ როლს თამაშობს არა მხოლოდ მთლიანად საბანკო სისტემის სტაბილურობის გარანტიებისათვის, არამედ სხვადასხვა სახის საბანკო დაწესებულებების განვითარების სტიმულირებისთვისაც (მცირე და მსხვილი ბანკები, საინვესტიციო ბანკები, მუნიციპალური ბანკები და ა.შ.). სარეზერვო მოთხოვნების დიფერენციალური გამოყენება მეტად მნიშვნელოვანია სავალუტო კურსის დინამიკაზე ზემოქმედებისათვის (მაგალითად, იაპონიაში სარეზერვო მოთხოვნათა განსაკუთრებული ნორმა დგინდებოდა არარეზიდენტების დეპოზიტებისათვის).
ცენტრალური ბანკის მიერ სარეზერვო მოთხოვნების სქემაში ცვლილებების შეტანა ან დიფერენცირება იწვევს კონკურენტუნარიანი საბანკო დაწესებულებების განვითარებას, აგრეთვე ახალი საფინანსო ინსტიტუტების ჩამოყალიბებას, რაც მეტად მნიშვნელოვანია ეროვნული საბანკო სისტემების განვითარებისათვის. ამასთან აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სარეზერვო მოთხოვნების სქემით მანევრირებას შეუძლია სტიმული მისცეს არამარტო ცალკეულ საბანკო დაწესებულებების, არამედ როგორც ცალკეულ მეანაბრეთა კატეგორიების, ასევე საფინანსო ინსტრუმენტების განვითარებას.
მსოფლიო პრაქტიკაში გვხვდება სხვადასხვა შეხედულება იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის საბანკო რესურსები პასუხობს რეზერვების ცნებას. თავდაპირველად სარეზერვო მოთხოვნები შეიძლება ყოფილიყო შესრულებული საბანკო რესურსების უფრო ფართო ნაწილის დახმარებით, რომელიც ლიკვიდურ რესურსებს მიეკუთვნება, მაგრამ იმის მიხედვით, თუ როგორ ვითარდებოდა ფულად-საკრედიტო ბაზარი, ხდებოდა ლიკვიდობის შინაარსის მოდიფიკაცია, რომელიც განისაზღვრა არა იმდენად მოთხოვნათა ვადით და ვალდებულებებით, რამდენადაც მათი ბაზარზე რეალიზაციების საშუალებით, რაც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საბაზრო კონიუქტურაზე.
სარეზერვო მოთხოვნათა მექანიზმი საქართველოს ეროვნული ბანკის ინსტრუმენტებში 1995 წლიდან არის ჩართული. საბანკო სისტემის სათანადო დონეზე განუვითარებლობამ განაპირობა ის, რომ სარეზერვო მოთხოვნები ჯერ კიდევ ვერ გახდა ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ეფექტიანი ინსტრუმენტი. როგორც ცნობილია, სარეზერვო მოთხოვნები განიხილება, როგორც ფულადი მასის მიმოქცევის რეგულირების ერთ-ერთი ძირითადი მეთოდი. სავალდებული რეზერვების ოდენობა, რომელიც დეპონირებულია საქართველოს ეროვნულ ბანკში, გამოიანგარიშება პროცენტულად კომერციული ბანკების მიერ მოზიდული ფულადი სახსრების საერთო ჯამის მიმართ.
საქართველს ეროვნული ბანკი ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ადგენს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ოდენობასა და მისი გამოანგარიშების წესს. სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე დადგენილი ნორმით განკუთვნილი სახსრების შენახვა სებ-ში ხორციელდება ეროვნული ვალუტით, პროცენტის გადახდის გარეშე.
მინიმალური რეზერვების პროცენტის გადიდებით მცირდება კომერციული ბანკების თავისუფალი ფულადი სახსრები, ე.ი. ძვირდება საკრედიტო რესურსები. პროცენტის შემცირებით კი, პირიქით, ბანკების საკრედიტო რესურსები იაფი ხდება. მაგალითად, 1995 სებ-ის მიერ კომერციული ბანკებისათვის დაწესებული მინიმალური სარეზერვო განაკვეთი იყო 18%25 შესაბამისად, საკრედიტო აუქციონების საპროცენტო განაკვეთი - 48%25, ხოლო 1996 წელს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის 15%25-მდე შემცირებას მოჰყვა საკრედიტო აუქციონების საპროცენტო განაკვეთის შემცირება. 1997 წელს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა ისევ შემცირდა და 12%25-ი შეადგინა.
1998 წლის განმავლობაში ფულად-საკრედიტო რეგულირების მიზნით კვლავ გამოიყენებოდა მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები, რომლის ნორმაც აგვისტომდე 12%25-ს შეადგენდა. ხოლო 1998 წლის სექტემბრის კრიზისის შემდეგ ინფლაციისა და გაცვლითი კურსის ცვლილების გავლენით ბანკებისათვის დანაკარგების თავიდან აცილებისა და დეპოზიტების მოზიდვის სტიმულირების მიზნით, სებ-მა სავალდებულო რეზერვების ანგარიშებზე რიცხულ ნაშთებზე პროცენტის დარიცხვა დაიწყო, რომლის სიდიდეც წლიური ინფლაციის პროცენტს უდრიდა. სავალდებულო რეზერვების ნორმა გაიზარდა 12%25-დდან 16%25-მდე. შიდასავალუტო ბაზარზე ჭარბი მოთხოვნების გასანეიტრალებლად.3 სავალდებულო რეზერვების ნორმის ზრდას თან ახლდა სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე თანხების 6 მლნ. ლარით მატება, რომელიც შემდგომ თანდათან შემცირდა. 1999 წლის 1 იანვრის მდგომარეობით სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე დეპონირებული თანხის ოდენობამ 18 მლნ. ლარი შეადგინა.
1999 წლის განმავლობაში ფულად-საკრედიტო რეგულირების მიზნით კვლავ გამოიყენებოდა მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები, რომელიც უცვლელი იყო და წლის განმავლობაში 16%25 შეადგინა. სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე დეპონირებული თანხების ოდენობამ 29,7 მლნ. ლარი იყო ინფლაციისა და გაცვლითი კურსის ცვლილების გავლენით კვლავ გრძელდებოდა სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე რიცხულ ნაშთებზე პროცენტის დარიცხვა წლიურად 10%25-ის ოდენობით და დარიცხული და გადახდილი პროცენტის თანხამ 5,1 მლნ. ლარი შეადგინა.
2000 წლის დასაწყისში კომერციული ბანკებისთვის დაწესებული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების განაკვეთი 16%25-ს შეადგენდა. 2000 წელს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განხორციელებით მიღწეული შედეგების გათვალისწინებით განახორციელა მაისიდან სებ-მა სავალდებულო რეზერვების განაკვეთის ეტაპობრივად შემცირება, კერძოდ, 2000 წლის 20 მიაისიდან ნორმა 15%25-ით, ხოლო 20 ივნისიდან - 14%25-ით განისაზღვრა და 1 ოქტომბრიდან მასზე პროცენტის დარიცხვაც შეწყვიტა. შესაბამისად, შემცირდა საკრედიტო აუქციონების საპროცენტო განაკვეთებიც.4 არასახარბიელო საგარეო ეკონომიკური მდგომარეობის და ფისკალურ სფეროში საშინაო პრობლემების გამო 2001 წელს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა კვლავ უცვლელი დარჩა 14%25-ის დონეზე. წლის განმავლობაში სავალდებულო რეზერვების მოცულობა 14,4 მლნ ლარით გაიზარდა და 53,2 მლნ ლარს გაუტოლდა, რაც ნორმით განსაზღვრულის 97,3%25-ს შეადგენს, ხოლო სავალდებულო რეზერვებზე დარიცხული პროცენტის თანხამ 3 მლნ ლარი შეადგინა.
ფულადი მასისა და საბანკო ლიკვიდობის მართვის გასაუმჯობესებლად სებ-მა კვლავაც უნდა გააგრძელოს მუშაობა მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის არსებული მექანიზმის დასახვეწად ან ინსტრუმენტის მოქნილობისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად. კერძოდ, საჭიროა: 1. ანგარიშთა ახალ სისტემაზე დაყრდნობით გადაისინჯოს და დაზუსტდეს იმ საბალანსო ანგარიშების ნუსხა, რომელიც დაექვემდებარება დარეზერვებას; 2. საერთო მონეტარული და ინფლაციური ფონის ცვლილების, აგრეთვე ბანკების ლიკვიდობის პოზიციის გათვალისწინებით პერიოდულად განხილული უნდა იქნეს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხი.
გარდა ზემოაღნიშნულისა, მეტად მნიშვნელოვანია ისიც, რომ მსოფლიო პრაქტიკაში რეზერვების დიფერენცირებული ნორმები (საკრედიტო დაწესებულებების სახეობის მიხედვით, პასივების სახეობების, სიდიდისა და ვადის მიხედვით) არა მარტო მოქმედებენ უფრო ეფექტურად „არჩევითი დარტყმის:“ შედეგად, ვიდრე ერთიანი ნორმები, არამედ უფრო მიზანშეწონილია სოციალური თვალსაზრისით. მაგალითად, გერმანიაში ბუნდესბანკის სარეზერვო პოლიტიკა ქმნის პერეფერენციებს სპეციალური ბანკებისათვის, რომლებიც გარკვეულ სოციალურ ფუნქციებს ასრულებენ. აშშ ვადიან და მათთან გათანაბრებულ ანაბრებზე რეზერვების განაკვეთი 12%25-ია, სხვა ვალდებულებებისათვის 3 %25. რუსეთში მოქმედებს რეზერვების დიფერენცირებული ნორმები, ეს დიფერენცირება ხშირ ცვლილებებს განიცდის.
როგორც ცნობილია, სავალდებულო სარეზერვო მოთხოვნები გამოიყენება ყველა ქვეყანაში, მაგრამ ისინი გამოიყენებიან ბანკების აქტივობის შესამცირებლად და ეკონომიკის „გადახურვების“ შესარბილებლად. ჩვენი აზრით, როდესაც წარმოების დონე ეცემა, შეიმჩნევა ინვესტიციების და საბრუნავი საშუალებების ნაკლებობა, ამ ხარვეზების შესავსებად აუცილებელია შემცირდეს სავალდებულო რეზერვები. ზემოთ აღნიშნული მიზეზები სავსებით ხსნის კომერციული ბანკების მისწრაფებას მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი სავალდებულო რეზერვები.
განვითარებული ქვეყნების გამოცდილებამ დაგვანახა, რომ ცენტრალური ბანკის მიერ სავალდებულო რეზერვების ნორმები გამოიყენება კომერციული ბანკების საქმიანობის ხანგრძლივი რეგულირებისათვის და მათი გადასინჯვა (შეცვლა) ხორციელდება რამდენიმე წლის შემდეგ და მხოლოდ ფულადი მასის დინამიკის და მოცულობის კორექტივების აუცილებლობის შემთხვევაში. აშშ ფედერალური სარეზერვო სისტემა მხოლოდ იშვიათად იყენებს თავის უფლებამოსილებას შეცვალოს სარეზერვო მოთხოვნები, კერძოდ ძვირი ფულის პერიოდებში, როდესაც საჭიროა სარეზერვო მოთხოვნათა გაზრდა. მაგალითად, აშშ-ი მინიმალური რეზერვების საპასუხოდ კომერციულმა ბანკებმა მალე მონახეს საჭირო ფინანსური რესურსების სხვა წყაროები, კერძოდ, კი სარეზერვო ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სახელმწიფო ფინანსების სისტემის მდგრადობის შენარჩუნებას. დღეისათვის აშშ-ს ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ პრაქტიკულად უარი თქვა მინიმალური რეზერვების ინსტრუმენტის გამოყენებაზე.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ იტალიაში 70-იან წლებში ინფლაციის მაღალი ტემპების პირობებში სარეზერვო მოთხოვნათა ნორმა შეადგენდა 22,5%25, აშშ - 18%25. საბაზრო ურთიერთობათა ჩამოყალიბების ეტაპზე ფულის მიმოქცევის მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც მოითხოვს ანტიინფლაციურ მიმართულების მარეგულირებელ ღონისძიებებს, სარეზერვო მოთხოვნების შესუსტება მინიმალური რეზერვების ნორმების პირდაპირი დაქვეითებით მიზანშეწონილი არ არის. ამავე დროს სარეზერვო მოთხოვნათა ნორმების ამაღლება რეგულირების ამ ინსტრუმენტის მსოფლიო პრაქტიკის საერთო ტენდენციას არ შეესაბამება, ვინაიდან სარეზერვო მოთხოვნათა ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს ცენტრალური ბანკის ფულად-საკრედიტო ბაზარზე ზემოქმედების შესაძლებლობების შესუსტება. სწორედ ამ ფაქტზე მეტყველებს განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში მოქმედი რეზერვების ნორმები (დიდ ბრიტანეთში 0,45%25, იაპონიაში - 0,0125%25-დან 2,5%25, შვეიცარიაში - 2,5%25, გერმანიაში 4,5-დან 12,1%25; საფრანგეთში 3%25-დან 5,5%25, ესპანეთში 17%25, იტალიაში 25%25). შეიძლება ითქვას, რომ რეზერვების ნორმები ძირითადად დამოკიდებულია: 1. ქვეყნის ეკონომიკურ სიტუაციაზე; 2. ცენტრალური ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზე; 3. მთავრობის პოლიტიკურ კონიუქტურაზე.
ბევრ ქვეყანაში მინიმალური რეზერვების ზედა განაკვეთები საკანონმდებლო წესით შემოიფარგლება, რაც საბანკო სისტემის გარკვეულ სტაბილურობას ანიჭებს. მაგალითად, გერმანიაში საბანკო საქმიანობის შესახებ კანონში რეზერვების ნორმები არ აღემატება შემდეგ საზღვრებს: მოთხოვნამდე ანაბრებზე (ერთი თვე) - 30%25, ვადიან ვალდებულებებზე (1 თვიდან 4 წლამდე)- 20%25, შემნახველ ანაბრებზე - 10 %25. რუსეთის კანონმდებლებმა შეზღუდეს რეზერვები ნორმების ზრდა და მერყეობა.5
ცენტრალურ ბანკში სარეზერვო ანგარიშების უპროცენტო კომპენსაცია შეიძლება გამხდარიყო სარეზერვო მოთხოვნათა სხვადასხვა აქტივებით დაფარვის მექანიზმი, რომელთაც მოგების მოტანა შეუძლიათ. დასავლეთის რიგ ქვეყნებში (ავსტრია, აშშ, შვეიცარია, გერმანია) აქტივების გარკვეული სახეები ჩათვლილია მინიმალურ რეზერვებში. მინიმალური რეზერვების დაფარვის შესაძლებლობა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებით (სახელმწიფო მოკლევადიანი ობლიგაციები, სახაზინო ვალდებულებები, ფედერალური სესხების ობლიგაციები), უზრუნველყოფენ დინამიურ გრძელვადიან სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას.
საქართველოში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დეკადურად გამოანგარიშებისა და გადახდის წესში სსფ-ს 1998 წლის დეკემბრის მისიის რეკომენდაციების თანახმად, შევიდა ცვლილებები, სადაც შეტანილი იქნა მუხლი შემდეგი რედაქციით „დასაშვებია სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე განთავსებული თანხის გამოყენება სახაზინო ვალდებულებების შესაძენად, ამასთან სავალდებულო რეზერვების ანგარიშიდან აღნიშნული მიზნით გამოყენებული თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის მიერ მოზიდული სახსრების 2%25-ს“.6
ზემოაღნიშნული ცვლილებები გაუქმდა 2000 წელს ვინაიდან ამ მექანიზმმა ამოწურა მასზე დაკისრებული ფუნქციები. ამდენად, 2000 წლის განმავლობაში გახორციელებული ემისიები პირობითად ორ ეტაპად შეიძლება დავყოთ: პირველი, როდესაც ბანკებს საშუალება ჰქონდათ მინიმალური რეზერვების ნაწილი (მოზიდული სახსრების 2%25) სახაზინო ვალდებულებების შესაძენად მიემართათ, და მეორე, როდესაც სახაზინო ვალდებულებები გათავისუფლდა ყოველგვარი შეღავათებისაგან და საპროცენტო განაკვეთების ფორმირება მთლიანად საბაზრო პრინციპებს დაეფუძნა.
ცენტრალური ბანკის მიერ მიმდინარე რეგულირებისათვის მინიმალურ რეზერვებზე პროცენტის გადახდა თეორიულად შეიძლება გამოყენებული იყოს დროებითი ღონისძიებების სახით. ამასთან, ჩვენი აზრით, მიზანშეწონილია სებ-მა განიხილოს საკითხი რეზერვირების ისეთი სქემის შემოღების შესაძლებლობების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს პროცენტების გადახდას.
საქართველოს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის პირობებში, როდესაც მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ანტიინფლაციური მიმართულება, ინტერესს იწვევს ანგარიშსწორების პერიოდის სიდიდის საკითხი. ანგარიშსწორების პერიოდის ხანგრძლივობა მოქმედებს სავალდებულო რეზერვების მოცულობაზე და ამდენად, სარეზერვო მოთხოვნის ხანგრძლივი დროის ეფექტი გასაგებია, კერძოდ, რაც უფრო ხანგრძლივია ანგარიშსწორების პერიოდი ცენტრალური ბანკის მიერ, მით უფრო პროგნოზირებადი ხდება სავალდებულო რეზერვების სიდიდე, ამასთან, რაც უფრო ხანგრძლივია ანგარიშსწორების პერიოდი, მით უფრო ნაკლებია ფულად-საკრედიტო სფერო, მიმდინარე რეგულირებისათვის სარეზერვო მოთხოვნათა გამოყენების შესაძლებლობა. მსოფლიო პრაქტიკაში ოპტიმალურ პერიოდად ითვლება პერიოდი ორი კვირიდან ერთ თვემდე.
როგორც განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნების გამოცდილება მოწმობს, სარეზერვო მოთხონების მოქნილობის და შესაბამისად ეფექტურობის ამაღლებას შეიძლება ხელი შეუწყოს მინიმალური რეზერვების ნორმების დიფერენციაციამ. სავალდებულო რეზერვების ნორმების თეორიულად შემცირებამ უფრო ხანგრძლივი დროის დაფარვის მქონე ვალდებულებებისთვის, ან ამ უკანასკნელის სრული გამოყოფა სარეზერვო მოთხოვნათა სქემიდან შეიძლება გავლენა მოახდინოს ეკონომიკის გრძლვადიანი რესურსებით დაკრედიტების ბაზის გაფართოებაზე, ინფლაციის ტემპების შემცირებაზე, რაც საინვესტიციო აქტივობის ზრდის სერიოზულ საფუძველს წარმოადგენს. ამის გარდა, სარეზერვო მოთხოვნების დიფერენცირებული გამოყენება ხელს შეუწყობს იმ ბანკების განვითარებას, რომელთა საქმიანობაც მიმართულია საინვესტიციო პროექტების დაკრედიტებისათვის (იპოტიკური, ინვესტიციური, მუნიციპალური), რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ბანკების როლის გაძლიერებას ეკონომიკის აღორძინებაში.
მსოფლიო პრაქტიკა მოწმობს, რომ სავალდებულო რეზერვებზე უფრო დაბალი ნორმების დაწესება ხდება ძირითადად მცირე ბანკებისთვის. ამგვარი დიფერენციაცია განიხილება, როგორც მცირე ბანკების კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხერხი, რაც მეტად მნიშვნელოვიანია იმ პირობებში, როდესაც საბანკო სისტემა განიცდის კონკურენციის დეფიციტს, როდესაც ცენტრალური ბანკი დაინტერესებულია მცირე ბანკების განვითარებაში საბანკო მომსახურეობის გასაფართოებლად, რათა უფრო სრულად შეივსოს ყველა პოტენციური კლიენტით სხვადასხვა გეოგრაფიულ რაიონებში. ეს უკანასკნელი იძენს უფრო აქტუალურ მნიშვნელობას, საბანკო ინფრასტრუქტურის განუვითარებლობისას ცალკეულ მოშორებულ რეგიონებში ხშირად არსებულ კრიზისულ სიტუაციაში ყველაზე დაუცველ კონტიგენტად რჩება რიგითი მეანაბრე.
ამრიგად, განვითარებული ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით შესაძლებელია ცენტრალურ ბანკში ფულადი რეზერვების შექმნის მეთოდიკის სრულყოფის გარკვეული მიმართულებების გამოყოფა, კერძოდ, უნდა განხორციელდეს რეზერვების დიფერენციაცია: 1. საკრედიტო დაწესებულების ტიპის მიხედვით; 2. აქტივების სიდიდის მიხედვით; 3. რეგიონის თავისებურებების ფულადი და ბაზრის მდგომარეობით გათვალისწინებით; 4. დეპოზიტების სახეობებისა და ვადების მიხედვით; 5. კომერციული ბანკების აქტივების შემადგენლობის და სტრუქტურის მიხედვით; 6. მინიმალური რეზერვების დიფერენცირება აგრეთვე დეპონირებული თანხის დამოკიდებულებით ფულადი მასის ამა თუ იმ აგრეგატთან, რომელსაც ფლობს კომერციული ბანკი (ამასთან, როგორც წესი, ფულადი კომპონენტებისათვის, რომლებიც შედიან წინამორბედ ფულად აგრეგატში, რეზერვების დონე უფრო მაღალია, ვიდრე მომდევნო ფულადი აგრეგატების შემადგენელი ნაწილებისათვის); 7. ჩაითვალოს სავადებულო რეზერვების თანხაში კომერციული ბანკების მიერ ისეთ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში სახსრების დაბანდება, რომლებსაც მოგება მოაქვთ; 8. ნაწილობრივი კომპენსაციის გაცემა კომერციული ბანკებსათვის მინიმალური რეზერვების შენახვისათვის.
ცენტრალურ ბანკში სარეზერვო ნორმების რეგულირების ერთ-ერთ ხერხი კომერციული ბანკების ლიკვიდობის შენარჩუნების საფუძველზე არის დეპოზიტების დაზღვევა, რომელიც განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში ფართოდ გამოიყენება. მაგალითად, აშშ ფედერალური კორპორაცია დეპოზიტების დაზღვევაზე იძლევა ანაზღაურების 100%25 გარანტიებს, 100 ათასი დოლარის ფარგლებში მეანაბრეთა ყოველ საბანკო ანგარიშზე.7
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ცენტრალური ბანკის მიერ კომერციული ბანკების დაკრედიტების რეზერვების შექმნისა და გამოყენების საკითხების სახელმწიფო რეგულირება ხორციელდება კომერციული ბანკების ოპერატიული საქმიანობის ეკონომიკური ნორმატივების დადგენის მეშვეობით, რომელთა ეფექტურობაზე საუბარი შესაძლებელია მაშინ, როდესაც მიიღწევა ბანკის მაკროეკონომიკური წონასწორობის და ფართო ინიციატივის რაციონალური შეთავსება.
როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ეროვნული ბანკისა და კომერციულ ბანკების ურთიერთობისას ერთ-ერთ ყველაზე მთავარ პრობლემას წარმოადგენს ლიკვიდობის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის სუსტი განვითარება. ამ ფაქტზე დაყრდნობით საქართველოს საბანკო სისტემის განვითარებაში შეიძლება გამოვყოთ სამი ეტაპი: პირველი ეტაპი - კომერციული ბანკების შექმნა, რომელიც ხდება იურიდიული ბაზის უქონლობის და არასრულყოფილების პირობებში, რამაც გამოიწვია კომერციული ბანკების რიცხვის მკვეთრი ზრდა; მეორე ეტაპი - კომერციული ბანკების მუშაობის გამოცდილების საფუძველზე გამოიცემა ნორმატიული აქტები, რომელიც არეგულირებენ საქმიანობის კონკრეტულ სახეობას შეღავათიანი პირობებით ფუნქციონირებისათვის და მესამე ეტაპი - კანონმდებლობის გამკაცრება, კონკურენციის გაძლიერება, მონოპოლიზაციის საქმიანობის სფეროს ცდა, როგორც მომგებიანობის შემცირების შედეგი და იმ ბანკების ლიკვიდაცია, რომლებმაც ვერ მოასწრეს მყარი ფინანსური მდგომარეობის შექმნა. შეიძლება ითქვას, რომ საბანკო საქმიანობის რეგულირების სისტემაში სუსტი ნორმატიული ბაზა, რომელიც მსოფლიო სტანდარტებს არ შეეფერება, ნორმატიული დოკუმენტების და ინსტრუქციების ხშირი შეცვლა, მათი გამოცდა „ცდებისა და შეცდომების“ მეთოდით, მეტად ართულებს ქვეყნის საბანკო სისტემის მუშაობას.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ: 1. ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების ეკონომიკური ურთიერთობების სისტემაში საბანკო რეზერვები (მინიმალური სარეზერვო მოთხოვნათა ნაწილში) წარმოადგენს ცენტრალური ბანკის ფულად-საკრედიტო რეგულირების ოპერატიულ ინსტრუმენტს. საქართველოში გარდამავალი ეკონომიკის პირობებში კომერციული ბანკების სავალდებულო რეზერვების სიდიდის ცვლილების დინამიკა მოწმობს ეროვნული ბანკის ამ ინსტრუმენტის კონსტრუქციული სრულყოფის ტენდენციას, მსოფლიო საბანკო პრაქტიკაში არსებულ სტანდარტებთან მიახლოების აუცილებლობას; 2. ცენტრალური ბანკის მიერ სარეზერვო მოთხოვნათა ხშირი ცვლა არითმიულ გავლენას ახდენს და ნეგატიურად მოქმედებს კომერციული ბანკების საქმიანობაზე; 3. საქართველოში თანამედროვე პირობებში არ არსებობს რეზერვების რეალური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ბანკების თანადგომას კრიზისულ სიტუაციაში და მისცემს გარანტიებს მეანაბრეებს მათი დანაზოგებისათვის (რასაც მოწმობს 1998 წლის აგვისტო-სექტემბრის საბანკო კრიზისი); 4. ეკონომიკის განვითარების ტენდენცია თუ განისაზღვრა მიმდინარე ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ჩარჩოებით, მაშინ ეს ობიექტურად მოითხოვს რეზერვების დიფერენცირებული ნორმების შემოღებას ეროვნული ბანკის მიერ; 5. შეიძლება ითქვას, რომ უკანასკნელ პერიოდში ეროვნული ბანკის სარეზერვო პოლიტიკა უფრო ეკონომიკური სტრატეგიის ინსტრუმეტია, ვიდრე არასტაბილურ ეკონომიკურ ან პოლიტიკურ კონიუქტურაზე სწრაფი რეაგირების საშუალება.
______________________
1. Гостов А.В. К вопросу о минимальных резервых тревованиах. журн. «Банковское дело. - 1997. №2. с. 20-21.
2. Preventing Bank Crises: Lessons From Resent Global Bank Failures. Gerald Caprio, Jr.william C. Hunter, Georje G.Kaufman, Danny M. Leipzige. EDI Development Studies. The World Bank, Washington, D.C., 1999.p54.
3. საქართველოს ეროვნული ბანკის წლიური ანგარიში. 1999 წელი. საქართველოს ეროვნული ბანკი. თბილისი. 1999. გვ., 26
4. ეროვნული ბანკის წლიური ანგარიში. 2000 წელი. საქართველოს ეროვნული ბანკი. თბილისი. 2001. გვ., 29.
5. Панова Г.С. Кредитная политика Лщььукчеслого Банка. М. ИКС, «ДИС»
6. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2001 წლის 10 იანვრის დადგენილება ჟურნ. „ბანკი“ №1 2001. გვ. 57.
7. Общая теория денег и кредита. Под. ред. Е.Ф. Жуковаю М. изд. ЮНИТИ. 1995. с. 252.
![]() |
8 თავი 7. საქართველოში დეპოზიტების დაცვის პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები |
▲ზევით დაბრუნება |
საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პირობებში, როგორც ინვესტორების, ისე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ეკონომიკის რეალური სექტორის ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და საბაზრო პრინციპების დანერგვის მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკის რეალურ სექტორში საკრედიტო ინვესტიციების სტიმულირებისათვის, აუცილებელია როგორც, საბიუჯეტო და საგადასახადო პოლიტიკის სფეროში კომპლექსური ღონისძიებების შემუშავება, ასევე, ხელშემწყობი პირობების შექმნა ინვესტორთა ინტერესების დაცვისა და ხელსაყრელი სანივესტიციო კლიმატის ჩამოყალიბებისათვის.
აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ საკანონმდებლო ბაზის მოუწესრიგებლობა აფერხებს კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკისათვის გრძელვადიანი კრედიტების გაცემას. რაც შეეხება ფინანსურ მხარდაჭერას, ის ძირითადად, მოკლევადიანი მოთხოვნების დაკმაყოფილებისკენ არის მიმართული, და ამიტომ რაიმე მნიშვნელოვანი ეფექტის მიღება მისგან ეკონომიკის აღმავლობის თვალსაზრისით შეუძლებელია.
კომერციულ ბანკებს არ შეუძლიათ რეალური სექტორის დაკრედიტების გაფართოება, თუ იგი სახელმწიფო სესხის დაბრუნებასთან დაკავშირებული პრობლემების წარმოქმნისას მათი ინტერესების დაცვას არ უზრუნველყოფს. ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ სანამ სახელმწიფო კრედიტორთა უფლებების დაცვის ინსტიტუტებს არ შექმნის, რეალური სექტორის დაკრედიტების სტიმულირებისაკენ მიმართულ არანაირ სპეციალურ ღონისძიებებს სათანადო ეფექტი არ ექნებათ.1
საბანკო საქმიანობის პრაქტიკის ანალიზი მოწმობს, რომ კომერციული ბანკები თავს იკავებენ საინვესტიციო საქმიანობის განხორციელებისაგან, მასთან დაკავშირებული მაღალი რისკის გამო, ამასთან არსებული სიტუაციის გამოსწორება შეუძლებელია თუ სახელმწიფოს მხრიდან არ იქნება შესაბამისი მხარდაჭერა და რეალური გარანტიები.
ზემოაღნიშნული მდგომარეობიდან გამოსავალი, ჩვენი აზრით, უნდა ვეძებოთ დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ჩამოყალიბებაში, რაც მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას. კომერციული ბანკების მიერ დეპოზიტების დააზღვევა მნიშვნელოვან წილად ხელს შეუწყობს საბანკო რისკების ოპტიმალურ მართვას, რაც საბოლოო ჯამში ბანკებს გაკოტრებისაგან და საბანკო სისტემას კრიზისისაგან დაიცავს.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბანკის მეანაბრეების დაცვას იმ დანაკარგებისაგან, რომლებიც შეიძლება ჰქონდეს ბანკს მაღალ რისკიანი საკრედიტო პოლიტიკის გატარებისას. მოსალოდნელ უარყოფით შედეგებს ამცირებს ბანკის მიერ განხორციელებული საკრედიტო ოპერაციების ადეკვატური შეფასება, დაწესებული ეკონომიკური ნორმატივების დაცვა და რისკების შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნა. საქართველოს კომერციული ბანკების საქმიანობის ურთულეს პრობლემათა შორის არის საბანკო დეპოზიტების საიმედო დაცვის ღონისძიებათა შემუშავება და განხორციელება.
ამ მოსაზრების რეალობას ადასტურებს ბოლო ნახევარი საუკუნის მანძილზე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების პრაქტიკული საქმიანობა მსოფლიოს საბანკო სისტემის კრიზისიდან გამოყვანაში, რაც ერთხელ კიდევ მეტყველებს საბანკო დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემოღების დაჩქარების აუცილებლობაზე.
როგორც ცნობილია, ბანკების ძირითად ფუნქციებს წარმოადგენს: 1. ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან ფულადი სახსრების მოზიდვის ისეთი ფორმების შემუშავება, რომლებიც რეალურად დააინტერესებს ბანკის კლიენტურას რესურსების დაგროვებაში და მათ დანაზოგების შენარჩუნების ჩვევების ფორმებს განუვითარებს, რაც განსაზღვრავს ქვეყანაში საინვესტიციო შესაძლებლობებს და 2. კრედიტების გაცემა. ამდენად, ბანკის ძირითადი ფუნქციებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ბანკი, ერთი მხრივ, წარმოადგენს მევალეს მეანაბრეთა მიმართ, ხოლო, მეორე მხრივ, ვალდებულებების დამცველს კრედიტის ამღების წინაშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბანკის მეანაბრეები დგანან საკუთარ ანგარიშებზე რიცხული ფულადი სახსრების დაკარგვის, ხოლო ბანკი - გაცემული კრედიტის დაუბრუნებლობის რისკის წინაშე, რაც შეეხება რისკს, იგი ყოველთვის ჩნდება საბანკო საქმიანობაში და ამიტომ აუცილებელია ამ რისკის მინიმუმამდე დაყვანა, რისკის თავიდან აცილებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. ამ რთული პრობლემის გადაჭრის იდეალურ საშუალებას წარმოადგენს სადაზღვევო სისტემის შემოღება, რომლის არსი მდგომარეობს ვალდებულებების აღება მეანაბრეების მიმართ სპეციალური ორგანიზაციების მეშვეობით განსაკუთრებული სადაზღვევო ფონდების ხარჯზე.
დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ამა თუ იმ ფორმით, პრაქტიკულად, ყველა ქვეყანაში ფუნქციონირებს, მათი ეკონომიკის თავისებურებების გათვალისწინების საფუძველზე. პირველი ქვეყანა, სადაც დამკვიდრდა დეპოზიტების დაზღვევა, იყო ჩეხოსლოვაკია, მაგრამ საბანკო რეგულირების სისტემაში უფრო სერიოზული ისტორიულ ეტაპს წარმოადგენდა ამ სისტემის შემოღება ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც დიდი დეპრესიის შემდგომ პერიოდში მოსახლეობის უნდობლობა საბანკო სექტორის მიმართ გაიზარდა, რაც თავის მხრივ საგრძნობლად ართულებდა ეკონომიკის სტაბილიზაციისათვის პრობლემების გადაჭრას. როგორც ცნობილია 1933 წელს აშშ-ში დაფუძნდა დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური კორპორაცია, რომლის წევრებიც აუცილებელი წესით გახდნენ ყველა ფედერალური ბანკები. დეპოზიტების დაზღვევის ამ სისტემის ანალიზმა დაგვანახა, რომ მისი საქმიანობით გამოწვეული ხარჯები აღემატებოდა მისი შენახვის ხარჯებს. კერძოდ, თუ ამერიკის შეერთებულ შტატებმა 1900-1933 წლებში გადაიტანა საბანკო სისტემის 14 კრიზისი (აქედან 11 შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ბანკების მიერ აღებული ვალდებულებების მასიურ შეუსრულებლობას), 1933 წელს, დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური კორპორაციის შექმნის შემდგომ პერიოდში. აშშ ბანკების კრახს, გამოწვეულს „დომინოს ეფექტით“ ადგილი არ ჰქონია.2
ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ აშშ-ს მთავრობამ დეპოზიტების დაზღვევის ფონდის შესაქმნელად 30 მლნ. კრედიტი გაიღო. მთავრობა მზად იყო გაეღო კიდევ ამდენივე თანხა, მაგრამ, მოვლენები იმგვარად განვითარდა, რომ დეპოზიტების დაზღვევის ფონდს მხოლოდ მთავრობის პირველი სესხი დასჭირდა და ის 7-8 წელში დაიფარა. ყურადღებას იმსახურებს იმ მდგომარეობის აღნიშვნა, რომ აშშ-ის დეპოზიტების დაზღვევის ფონდი კომერციული ბანკის კლიენტის ანაბარის მთელ მოცულობას არ აზღვევს, ერთ მეანაბრეზე 100000-მდე აშშ დოლარს ანაზღაურებს. აშშ-ს ბანკებს მიერ ფონდში ყოველწლიურად შესატანი თანხის ოდენობა თითოეულისთვის დაზღვეული ანაბრების 1%25-ის 1/12-ს შეადგენს. ამასთან ბანკებს უფლება აქვთ აღნიშნული შენატანები აშშ-ს მთავრობის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში დააბანდონ, რაც მთავრობის ირიბ დაკრედიტებას ნიშნავს.3 ამ მიმართულებით საინტერესო გამოცდილება დაგროვდა სხვა განვითარებულ ქვეყნებშიც. ასე მაგალითად, 1967 წელს საბანკო დეპოზიტების დაზღვევის სისტემა შეიქმნა კანადაში. ამ ქვეყნის კორპორაცია გაკოტრებული ბანკის მეანაბრეებს 60000 კანადურ დოლარს (60000 აშშ დოლარი) უხდის. ამასთან, დაზღვეული დეპოზიტების სადაზღვევო შესატანი 0,1%25-ს შეადგენს.
1971 წელს საბანკო დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ჩამოყალიბდა იაპონიაში, სადაც დეპოზიტების დაზღვევის კორპორაცია ერთ მეანაბრეზე 10 მლნ იენს (68000 აშშ დოლარი) ანაზღაურებს, და სადაზღვევო პრემია კი 0,012%25-ს შეადგენს.
გერმანიაში საბანკო დეპოზიტების დაცვის ფონდი 1976 წლიდან ფუნქციონირებს და მას გერმანული ბანკების ფედერალური ასოციაცია (არასახელმწიფო) ხელმძღვანელობს, მასში მონაწილეობა ნებაყოფლობით პრინციპებზეა აგებული და ყოველწლიური გადასახადი ბანკის სრულ ვალდებულებათა 0,03%25-ს შეადგენს. ამასთან, ერთ მეანაბრეზე გარანტირებულია საბანკო კაპიტალის 30%25-ის გადახდა. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს აქ 1982 წელს შეიქმნა მეანაბრეთა დაცვის ფონდი 20 000-მდე ფუნტი სტერლინგის (350000 აშშ დოლარამდე) 75%25 ანაზღაურებს. 90-იანი წლების დასაწყისში ქვეყნების ნაწილმა, რომელთაც გააჩნდათ საბანკო დეპოზიტების დაზღვევის მეტნაკლებად განვითარებული სისტემა 30-ს მიაღწია.4
აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ კერძო საბანკო სექტორის ჩამოყალიბების შემდეგ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა ანალოგიური სისტემის შექმნისა აუცილებლობის წინაშე დადგა. ამ ქვეყნებიდან პირველად უნგრეთმა დააფუძნა საბანკო დეპოზიტების დაზღვევის სისტემა. 1993 წლიდან ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით ბანკებმა შეიტანეს საწევრო შენატანი საკუთარი კაპიტალის 0,5%25 და ყოველწლიური სადამზღვევო პრემა ანაბრების 0,02%25 ოდენობით. ბანკის გაკოტრების შემთხვევაში ყოველ საბანკო ინსტიტუტზე და კერძო პირზე გაიცემა კომპენსაცია ბანკში მისი ანაბრის ნაშთიდან, მაგრამ არაუმეტეს 1 მლნ ფორინტისა (5,1 ათასი აშშ დოლარი).
1993 ივლისში ჩეხეთის რესპუბლიკის ცენტრალურმა ბანკმა ქვეყნის კომერციულ ბანკებში საბანკო დეპოზიტების დაზღვევა შემოიღო. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, აქ საბანკო დეპოზიტების დაზღვევა გავრცელდა ყველა მეანაბრეზე (გარდა ბანკებისა), ფიზიკური პირის ანაბრებზე, ბანკის გაკოტრების შემთხვევაში, ყოველ მეანაბრეს ეძლევა 80%25 მისი შენატანი თანხიდან, მაგრამ არაუმეტეს 100 ათასი კრონისა (3 ათასამდე აშშ დოლარი). რაც შეეხება დაზღვევის პრემიას, რომელიც გაიცემა ჩეხეთის ბანკების მიერ დამზღვევ ფონდში, წელიწადში შეადგენს დაზღვეული ანაბრების თანხის 0,5%25.
ჩეხეთი შემდგომ საბანკო დეპოზიტების დაზღვევის სისტემა შემოღებული იქნა პოლონეთში (1996 წ. თებერვალი), რომლის თავისებურებასაც წარმოადგენდა ის, რომ სახეზე იყო კერძო კომერციული ბანკების დისკრიმინაცია სახელმწიფო სოფლის მეურნეობისა და შემნახველ ბანკებთან შედარებით, რომლებიც იხდიან სადაზღვევო პრემიას ორჯერ ნაკლები ოდენობით (სახელმწიფო ბანკები ანაბრების დაზღვევის თანხიდან 0,2%25, ხოლო ყველა დანარჩენი - 0,4%25). ამასთან, სოფლის მეურნეობისა და შემნახველი ბანკების ანაბრები 1999 წლამდე გარანტირებული იყო სახელმწიფოს მიერ.5
დეპოზიტების დაზღვევის სისტემა შეიქმნა რუსეთშიც. 1992-93 წლებში რუსეთის კომერციული ბანკები ცენტრალურ ბანკთან არსებულ ორ ფონდში - ბანკების გაკოტრებისაგან დაზღვევის ფონდსა და ბანკების დეპოზიტების დაზღვევის ფონდში (თითოეულში) თავიანთი წლიური შემოსავლების 1%25-ს რიცხავდნენ. შემდგომში ეს ორი ფონდი ერთ ფონდად _ რუსეთის საბანკო დაწესებულებების აქტივების დაზღვევის ფედერალურ ფონდად გარდაიქმნა, რომელიც ახორციელებდა მხოლოდ მოქალაქეთა ანაბრების დაცვას (დაზვევის მეშვეობით და ამასთან ფონდის სახსრები ფორმირება მოხდა სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებითა და კომერციული ბანკების მიერ ადრე არსებულ დეპოზიტების დაზღვევის ფონდებში უკვე ჩარიცხული სახსრების ერთობლივი წყაროებით. 1995 წელს კი რუსეთში მიიღეს კანონი „მოქალაქეთა საბანკო ანაბრების სავალდებულო დაზღვევის შესახებ“. კანონის მიხედვით ანაბრების დაზღვევა ხორციელდება სავალდებულო ფორმით, რომელსაც ანხორციელებს ანაბრების დაზღვევის ფედერალური ფონდი (სახელმწიფო ორგანიზაცია), ამასთან კანონი არ ვრცელდება ანაბრების ნებაყოფლობით დაზღვევაზე.6 საბანკო ანაბრების დაზღვევის ფედერალური ფონდი ინარჩუნებს გარკვეული სახის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან. სადაზღვევო შენატანების გადახდა ხდება წინასწარი და მისი მაქსიმალური სიდიდე არ უნდა აღემატებოდეს 3%25-ს. ტარიფი ყველასთვის ერთია, თუმცა ფონდის საბჭოს შეუძლია, გამონაკლისის სახით, ზოგიერთ ბანკს დაუნიშნოს ინდივიდუალური ტარიფი. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ფონდი უნაზღაურებს მოქალაქეს მისი ანაბრის 90%25-ს, თუ ეს თანხა აღემატება 250-ჯერად მინიმალურ ხელფასს. რაც შეეხება ფონდის საინვესტიციო პოლიტიკას, მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ მას შეუძლია აკუმულირებული თანხების განთავსება მხოლოდ ცენტრალური ბანკის ანგარიშებზე და სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რუსეთში სავალდებულო დაზღვევასთან ერთად არსებობს ნებაყოფლობითი დაზღვევაც. თითოეული მათგანი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რუსეთთან ერთად სხვა მრავალ ქვეყანაშია გამოყენებული. სავალდებულო დაზღვევის დროს მოქმედი ბანკებისათვის ცალსახად არის განსაზღვრული ყველა მოთხოვნები. სავალდებულო დაზღვევის დროს სახელმწიფო ორგანოების - ხაზინის, ცენტრალური ბანკის, ნაწილობრივ კომერციული ბანკების მდგომარეობა გაუარესდა, მაგრამ არ ექვემდებარება გაკოტრებას, ცენტრალურ ბანკს შეუძლია, გამოყოს სესხი კონფლიქტის გარანტიით. განსხვავებით სავალდებულო დაზღვევისგან, ნებაყოფლობითი დაზღვევის დროს ფონდის საქმიანობაში ცენტრალური ბანკი და ხაზინა არ მონაწილეობს. კომერციული ბანკები თავად ქმნიან და აფუძნებენ ფონდს, რომლისგანაც ხდება თანხების გასტუმრება. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, თუ როგორ განხორციელდება მონიტორინგი ფონდის მიერ და არა ბანკის გაკოტრების შემდგომ ჩასატარებელ პროცედურებს. ნებაყოფლობითი დაზღვევის ფონდის ფორმირებისათვის წესდება ერთჯერადი, ფიქსირებული გადასახადი, აგრეთვე ანაბრებიდან მოზიდული თანხის ყოველწლიური პროცენტი. ეს პროცენტი განვითარებულ ქვეყნებში თითქმის ერთნაირია, ხოლო ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში - დიფერენცირებული, რაც უფრო დიდია ბანკის რისკი, მით მეტია გადასახადი, და პირიქით ბანკებს, რომელთაც გაუჩნდებათ თავისუფალი რესურსი, უფრო აქტიურად დაიწყებენ დაკრედიტებას და შესაბამისად პროცენტიც დაიწევს. ამგვარი შემობრუნება ხელს შეუწყობს ეკონომიკის გამოცოცხლებას. ამასთან აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კერძო ანაბრების დაზღვევა საშუალებას იძლევა მოიზიდონ ბანკებში ფიზიკური პირების დიდი მოცულობის დანაზოგები, მაგრამ იგი არ ასრულებს სავალდებულო დაზღვევის სისტემის მეორე მთავარ ფუნქციას, საბანკო სისტემის სტაბილურობის უზრუველყოფას. საქმე იმაშია, რომ იურიდიული პირების ანგარიშებზე დარიცხული არადაზღვეული ნაშთი წარმოადგენს საშუალებებს, რომელიც გადაირიცხება სხვა ბანკებში კლიენტის მხრიდან ბანკის გადახდისუუნარიანობაზე უმცირესი ეჭვის გაჩენისთანავე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია სავალდებულო დაზღვევა, რომელიც მოქალაქეთა ანაბრების გარანტირების საშუალებას იძლევა. ამავე დროს იგი ვრცელდება საწარმოების დეპოზიტებზეც, რომლებიც არ არიან პროფესიონალური კრედიტრები ან ინვესტორები.
აღნიშნული გამოცდილება სასურველია გათვალისწინებული იქნეს ჩვენი ქვეყნის საბანკო სისტემის საქმიანობაში, ვინაიდან ასეთი მიდგომა, გაზრდის, 1. მოსახლეობის ნდობას საბანკო სისტემისადმი; 2. სათანადო მომსახურეობაზე მოთხოვნის გაჩენას; 3. ბანკების ფინანსური მდგრადობის ზრდას; 4. მთელი საბანკო სისტემის გაძლიერებასა და საქმიანობის ეფექტიანობის ზრდას; და ბოლოს 5. საერთო ჯამში ხელს შეუწყობს საბანკო არხებში ფულის მიმოქცევას და ფულის მიმოქცევის რეგულირებას.
ამრიგად, განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სხვადასხვა მოდელებს, შეიძლება ითქვას, აქვთ ერთი მიზანი _ დაიცვან ბანკების ინტერესები და მათი კლიენტების უფლებები, ამასთან ამ მიზნის მიღწევის საშუალებები საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისაგან. კერძოდ, ზოგიერთ ქვეყანაში დეპოზიტების დაზღვევა სავალდებულო ფორმით ხორციელდება, ზოგან ნებაყოფლობითი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კლიენტს უბრუნდებათ დაკარგული თანხის მხოლოდ გარკვეული ნაწილი. ჩატარებული ანალიზი საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ სადაზღვევო პრემიების და სადაზღვევო თანხების ოდენობა პირდაპირპროპორციულ კავშირშია საბანკო სისტემის სტაბილურობასთან, რადგანაც ქვეყანაში, სადაც მდგრადი საკრედიტო დაწესებულებები ფუნქციონირებენ ანარიცხები სადაზღვევო ფონდში მინიმალურია, ხოლო სადაზღვევო თანხები უზრუნველყოფენ ზარალის მაქსიმალურ დაფარვას.
განვითარებული ქვეყნების დეპოზიტების დაზღვევის სისტემების ანალიზი საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ეფექტიანად ფუნქციონირებად დეპოზიტების დაზღვევის სისტემას მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრა შეუძლია: 1. უზრუნველყოს მისი წევრებისა და მთლიანად საბანკო სისტემის მდგრადობა; 2. გაკოტრების ზღვარზე მყოფი ბანკების ფინანსური მხარდაჭერა; 3. ბანკის ფინანსური მდგომარეობის გართულების შემთხვევაში მეანაბრეების დაცვა ანაბრების (დეპოზიტების) მთლიანად დაკარგვისაგან; 4. შეუქმნას მეანაბრეებს გარანტიები (უპირველეს ყოვლისა, მცირე მოცულობის თანხის მქონე მეანაბრეებს) ბანკის გაკოტრების შემთხვევაშიც კი და 5. აამაღლოს საბანკო სისტემისადმი ნდობის ხარისხი.
საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ჩამოყალიბებისათვის მსოფლიოში არსებული გამოცდილების ფოტოგრაფირება ეკონომიკის თავისებურებებისა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინების გარეშე მიუღებლად მიგვაჩნია. ამიტომ აღნიშნული საკითხი მოითხოვს მეცნიერულ და პრაქტიკულ გააზრებას, რადგანაც გასათვალისწინებელია რამდენად არის მზად ჩვენი სახელმწიფო, მისი ეკონომიკა, პირველ რიგში, კი თვით საბანკო სისტემა ასეთი საპასუხისმგებლო საქმისათვის.
თანამედროვე პირობებში საქართველოში მოსახლეობის დანაზოგების დაცვის უზრუნველყოფისა და საბანკო სისტემისადმი ნდობის ამაღლების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისთვის დადგენილია ეკონომიკური ნორმატივები და ლიმიტები. მათი დაცვა ხელს უწყობს ბანკის მეანაბრეებისა და კრედიტორების უფლებებისა და ინტერესების გათვალისწინების საფუძველზე მთლიანად საბანკო სისტემის ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფას. მხედველობაში გვაქვს ისეთი ეკონომიკური ნორმატივები და ლიმიტები, როგორიცაა: საწესდებო კაპიტალი, აქტივების ჯამი, ლიკვიდობის ნორმატივი, კაპიტალის საკმარისობის ნორმატივი, საქმიანობაზე რისკის მაქსიმალური სიდიდე, გარანტიებისა და თავდებობის მოცულობა, საწესდებო კაპიტალის არაფულადი ნაწილის მოცულობა და ა.შ. მნიშვნელოვანია ასევე მოსახლეობისაგან ანაბრების (დეპოზიტების) მოზიდვის მაქსიმალური სიდიდე და ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისთვის დადგენილი მოზიდული სახსრებიდან სავალდებულო რეზერვების ნორმატივი. აღნიშნული ნორმატივი საქართველოში 1996 წლამდე 20%25-ს შეადგენდა, 1996 წლიდან - 15%25-ს, 1997 წლიდან - 12%25-ს, 1998 წლიდან - 16%25-ს, 2000 წლიდან 14%25-ს, ხოლო 2007 წლიდან 13%25-ს შეადგენს.
გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში სავალდებულო რეზერვების მოქმედი ნორმატივი საკმაოდ მაღალია მაშინ, როდესაც ეს მაჩვენებლები დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში 5%25-დან 12%25-ის ფარგლებში მერყეობს. უცხოეთის ბანკების საქმიანობის პრაქტიკაში შეინიშნება სარეზერვო მოთხოძვნების საშუალო დონის შემცირების ტენდენცია.7
აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ თანამედროვე ეტაპზე საქართველოში ანაბრების დაცვის მთავარ მექანიზმს წარმოადგენს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული საშუალება, რომელიც ბანკის გაკოტრების შემთხვევეაში, მეანაბრეების თანხების გასტუმრებას ითვალისწინებს. სამწუხაროდ, როგორც პრაქტიკა გვიჩვენა, აღნიშნული მოთხოვნების შესრულება, ფაქტობრივად, გართულებულია, ვინაიდან მეანაბრეებმა, ვერ დაიბრუნეს თავიანთ სახსრები, რაც საბანკო სისტემისადმი მოსახლეობის ნდობას კიდევ უფრო აქვეითებს, ამიტომ მიმდინარე ეკონომიკური გარდაქმნების პირობებში, ჩვენი აზრით, გასათვალისწინებელია ის, რომ მოსახლეობის ანაბრების (დანაზოგების) დაცვის უზრუნველყოფა, ბანკების გაკოტრებისას წარმოქმნილი პრობლემების დარეგულირება შეუძლებელია დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შექმნის გარეშე. ამიტომ საბანკო დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემოღება, მისი ამოქმედება სტრატეგიულ ღონისძიებად უნდა ჩაითვალოს. მას განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს არა მარტო კომერციული ბანკებისა და მთლიანად საბანკო სისტემისთვის, არამედ ქვეყნის ეკონომიკის სტაბილიზაციის მიღწევასა და განვითარებისათვის.
მართალია საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საბანკო დეპოზიტების დაზღვევის კანონპროექტი მოამზადა, მაგრამ საჭიროა დაჩქარდეს მისი მიღება პარლამენტის მიერ და პირობების შექმნა პრაქტიკული ამოქმედებისათვის.
ამრიგად, საბანკო დეპოზიტების დაცვის სისტემას სისტემური ხასიათი უნდა ჰქონდეს და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნებს. ამისათვის კი აუცილებელია, რომ H1. სადეპოზიტო დაცვა გამაგრებული უნდა იყოს სამართლებრივად; 2. გააჩნდეს გაანგარიშების ზუსტად დამუშავებული მეთოდიკა; 3. ჰქონდეს სესხების შეფასების, რეგულირების და კონტროლის ოპტიმალური სისტემა; 4. სახელმწიფო მოხელეებს უნდა მიენიჭოს უფლებამოსილება და გადაეცეს ის აუცილებელი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია გაკოტრებული გადახდისუუნარო ბანკების მიმართ სპეციალური ღონისძიებების გასატარებლად და ბოლოს, 5. სადეპოზიტო დაცვის სისტემა შემოღებულ უნდა იქნეს რესტრუქტიზაციის შემდეგ, მან უნდა მოიცვას ყველა ბანკი, უზრუნველყოს ყველა ტიპის დეპოზიტების შეუზღუდავი დაფარვა და სწრაფი კომპენსირება ბანკის გაკოტრების შემთხვევაში.8
საბანკო დეპოზიტების დაზღვევის ეფექტიანმა სისტემამ მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს ბანკთა გაკოტრების შესაძლებლობა და ამასთანავე გადაწყვიტოს მასთან დაკავშირებული პრობლემები. ასეთი სისტემის შექმნა გულისხმობს შემდეგ ღონისძიებათა განხორციელებას: 1. საბანკო დეპოზიტების სადაზღვევო სისტემისათვის საკანონმდებლო ბაზის შექმნას; 2. საბანკო საქმიანობისა და სტრუქტურის ანალიზს; 3. სადაზღვევო სისტემის ადმინისტრაციული რეგულირების ორგანიზაციას; 4 დამოუკიდებელი სახელმწიფო მმართველობის ორგანოს შექმნას და 5. სადაზღვევო სისტემის ფინანსურ და საკრედიტო უზრუნველყოფას.
ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად აუცილებლად მიგვაჩნია დამუშავდეს კანონი კომერციულ ბანკებში დეპოზიტების დაზღვევის შესახებ და მისი ამოქმედების მექანიზმები, (რომლის მეშვეობითაც ჩამოყალიბდება დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, განსაკუთრებული საგარანტიო ინსტიტუტი, რომელიც, როგორც წესი, მჭიდროდ იქნება დაკავშირებული სახელმწიფოსთან და კრედიტორების ნდობით ისარგებლებს) საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტებთან და ბანკების ასოციაციის სპეციალისტებთან ერთად განხილვის შედეგად შეირჩეს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების საფუძველზე, საბანკო სექტორში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, მისაღები ვარიანტი და მიეცეს მსვლელობა მისი პრაქტიკულად ამოქმედების დაჩქარების თვალსაზრისით.
_____________________
1. Игонина Л.Л. О механизмах переориентации денежных потоков в реальный сектор економики. журн. «Финансы» № 10. 2000. с. 58.
2. Statistical Abstract of United States: 1995. Washington, 1995. C, 512.
3. რობერტ ფიში. ბანკის შემოწმებისას მთავარია აქტივების ხარისხი. გაზეთი „ბანკი+“. თბილისი 2000 აპრილი 9(221), გვ.2
4. Аникин А.В., Защита банковских вкладчиков. Российские проблемы в свете проблемы мирового опыта. Москва, 1997, с. 38.
5. ბ. ცაავა, საბანკო დეპოზიტებისა და მოსახლეობის ანაბრების დაზღვევის ფონდის შესახებ, ჟურნ. „ბანკი“, 2001 №3, გვ.31.
6. გ. გიგოლაშვილი. სადაზღვევო და საბანკო დაკავშირება რუსეთში ანაბრების სავალდებულო დაზღვევით დაიწყო. „ბანკები და ფინანსები“. თბილისი, 1996 წ., აპრილი №3, გვ. 13.
7. Sh. Heffernan. „Modern Banking in Theory and Practice“. Published by John Wiley. Sons LTD. England, 1999, p. 10.
8. ხ. ბარბაქაძე. დეპოზიტების საზღვევის სისტემა: მსოფლიო გამიცდილება და საქართველოს რეალობა, ჟურნ. „ბანკი“, თბილისი, №1-2/20, 2000.
![]() |
9 თავი 8. საბანკო სისტემის საიმედოობისა და მდგრადობის განმტკიცების აუცილებლობა |
▲ზევით დაბრუნება |
საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში კომერციული ბანკის საიმედოობისა და მდგრადობის ეკონომიკურ შინაარსში უნდა იგულისხმებოდეს კონკურენციის პირობებში არასასურველი საგარეო-პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით ბანკის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფა. სწორედ აღნიშნული განაპირობებს საბაზრო ეკონომიკის პირობებში ამ პრობლემის სირთულესა და აქტუალობას.
როგორც ცნობილია, 90-იან წლებში ჩვენს ქვეყანაში შეიქმნა არამდგრადი კონიუქტურის მქონე კომერციული ბანკები, რომელთა საქმიანობის გამო მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილთან ერთად დაზარალდა, მრავალი კრედიტორი. აღნიშნული მდგომარეობა მნიშვნელოვან წილად განპირობებული იყო კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობის სისტემის არარსებობით. მართალია, უკანასკნელ ხანს არასაიმედო აქტივების მქონე ბანკების სტრუქტურიზაციამ, აგრეთვე იმ ბანკების დახურვამ, რომლებმაც ვერ უზრუნველყვეს დადგენილი მინიმალური საწესდებო კაპიტალის შექმნა, ეკონომიკურ-ნორმატივების შესრულება, ხელი შეუწყო საბანკო სისტემის საიმედოობასა და მდგრადობის განმტკიცებას, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე პირობებში ბანკების მიმართ, როგორც მეწარმე სუბიექტების, ასევე მოსახლეობის მხრიდან ნდობის აღდგენა სათანადო დონემდე არ მომხდარა.
თანამედროვე პირობებში მოსახლეობის ბანკების მიმართ ნდობისა და პასუხისმგებლობის მექანიზმის ამაღლებისათვის, საბანკო საქმიანობაში რისკის ფაქტორისა და კორუფციის შესაძლებლობის მინიმუმამდე დასაყვანად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია საიმედოობისა და მდგრადობის განმსაზღვრელი ფაქტორების და პირობების გამოკვლევა, მათი განხილვა საბანკო საქმიანობის სტრატეგიის და ტაქტიკის გამომუშავების საფუძველზე. რაც, თავის მხრივ, საშუალებას მოგვცემს, რომ განვსაზღვროთ სხვადასხვა ფაქტორები, მათ შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ურთიერთქმედების ზეგავლენა მთელი საბანკო სისტემის მდგრადობაზე.
კომერციული ბანკების საიმედოობის და მდგრადობის ფაქტორების ანალიზის კომპლექსური მიდგომიდან გამომდინარე, აუცილებელია გამოიყოს შემდეგნაირი მეთოდოლოგიური დაჯგუფება: 1. საერთო ეკონომიკური ფაქტორები; 2. სახელმწიფო და სამართლებრივი ფაქტორები; 3. საბანკო სისტემაში სახსრების მოდინების წყაროების მიხედვით ფაქტორები; 4. საბანკო რესურსების განვითარების მიხედვით ფაქტორები; 5. შიდა საბანკო საქმიანობის ფაქტორები.
თითოეული ზემოაღნიშნული ფაქტორების განხილვა საშუალებას მოგვცემს დავახასიათოთ ჩვენი მეთოდოლოგიური მიდგომის სისწორე ამ პრობლემებისადმი კომერციული ბანკების ეფექტური საქმიანობის განმსაზღვრელ და მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს სტაბილური ეკონომიკური გარემო, რადგანაც იგი ზემოქმედებას ახდენს ეკონომიკური სისტემის დინამიურ წონასწორობაზე.
აღნიშნულს მოწმობს საბანკო სისტემაში უკანასკნელ პერიოდში არასაიმედო აქტივების მქონე ბანკებში ჩატარებული რეფორმები რეფორმებმა და ისეთი ბანკების დახურვამ, რომლებმაც ვერ უზრუნველყვეს დადგენილი მინიმალური საწესდებო კაპიტალის შექმნა, რამაც, თავის მხრივ, ნაწილობრივ, ხელი შეუწყო საბანკო სისტემის საიმედოობისა და მდგრადობის განმტკიცებას. მიუხედავად ამისა, აქვე უნდა შევნიშნოთ ისიც, რომ ჩვენს ქვეყანაში თანამედროვე პირობებში ბანკების საქმიანობის კონტროლის სისტემა შემდგომ სრულყოფას მოითხოვს. გარდა აღნიშნულისა, კომერციული ბანკების საქმიანობის ფინანსური ზედამხედველობის ამაღლების მიზნით, აუცილებლად მიგვაჩნია, რომ განხორციელდეს ნორმატიული ბაზის შემდგომი განმტკიცება, რომელიც მიმართული იქნება კომერციული ბანკების ზედამხედველობისა და რეგულირების წესის სრულყოფისაკენ. ასევე სრულყოფას მოითხოვს ზედამხედველობის მიზნით განსაზღვრული “რისკის მიხედვით შეწონილი აქტივები”, რაც შესაძლებლობას მოგვცემს ჩვენი აზრით, რომ ზუსტად დადგინდეს კომერციული ბანკების აქტივების მგრძნობელობა საკრედიტო რისკის მიმართ და ამასთან უფრო სრულყოფილად განისაზღვროს კომერციული ბანკებისათვის მთავარი მაჩვენებელი - კაპიტალის საკმარისობა.
როგორც პრაქტიკა მოწმობს, კომერციული ბანკების მდგრადობაზე, ნეგატიურ გავლენას ახდენს, ერთი მხრივ, საბანკო საკანონმდებლო ბაზის განუვითარებლობა და მეორე მხრივ, მიღებული კანონების უმოქმედობა. ეს ეხება როგორც საგადასახადო კანონმდებლობას, ასევე კანონს გაკოტრების შესახებ, ანტიმონოპოლიურ და სხვა საკანონმდებლო აქტებს.
ბანკების ეფექტურ ფუნქციონირებას ხელს უშლის ისეთი ნორმატიული აქტების არარსებობა როგორიცაა - ჰიპოთეკის მარეგულირებელი კანონი. საბანკო საქმიანობაში ჰიპოთეკის გამოყენებას კი ჩვენი აზრით, ხელს უშლის უძრავ ქონებაზე უფლებების რეგისტრაციის კანონის არარსებობა, მიწის კანონმდებლობის არასრული მდგომარეობა. აღსანიშნავია ასევე დეპოზიტების დაზღვევის კანონმდებლობის და საბანკო სფეროში ანტიმონოპოლიური საქმიანობის კანონმდებლობის არარსებობა. ამიტომ აუცილებელია ამ კანონების დამუშავებისა და პარლამენტის მიერ მათი მიღების პროცესის დაჩქარება.
ამასთან, საკანონმდებლო აქტების ნაკლოვანებებზე საუბრისას, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, სხვადასხვა აქტებში არსებული ურთიერთგამომრიცხავი დებულებებიც. ეს უმეტესწილად ეხება საგადასახადო კანონმდებლობას. გარდა ამისა, მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობაში განზოგადებული არ არის გარკვეული მნიშვნელოვანი საკითხები, რაც საგადასახადო სამსახურს საშუალებას აძლევს, ეს გაურკვევლობა თავის სასარგებლოდ, გადასახადის გადამხდელის ინტერესების საზიანოდ გამოიყენოს, რაც დაუყოვნებლივ გამოსწორებას მოითხოვს.
თანამედროვე ეტაპზე საბანკო სისტემის საიმედოობისა და მდგრადობის უზრუნველყოფის ამაღლება ასევე გულისხმობს მეანაბრეებისა და კრედიტორების მიერ კომერციული ბანკების საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების აუცილებლობასაც, რაც თანამედროვე პირობებში, სამწუხაროდ, ნაკლებად ხორციელდება. ამიტომ ჩვენი აზრით, ამ მდგომარეობის გამოსწორებისათვის სასურველია განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა და განხორციელება ჩვენი ქვეყნის თავისებურებების და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში თანამედროვე ეტაპზე საბანკო ზედამხედველობისა და რეგულირების სისტემა ფაქტიურად ჩამოყალიბების პროცესშია. დამუშავების პროცესში მყოფი საკანონმდებლო რეგულირების ბაზამ მიზნად უნდა დაისახოს: 1. მოსახლეობის და ბანკის კლიენტურის ნდობის აღდგენა გარანტიების სისტემის შექმნით; 2. საბანკო სისტემის მდგრადოობისა და ეფექტურობის უზრუნველყოფა კონტროლის გაძლიერებით.
ბანკების ფინანსური რესურსების მდგომარეობა და მათი ზრდის დინამიკა, ბანკების საიმედოობისა და მდგრადობის განმსაზღვრელი მნიშვნელოვანი ფაქტორია. როგორც ცნობილია, საბანკო სისტემაში თანხების მოზიდვა ხორციელდება სხვადასხვა წყაროებიდან, რომელთა შორის ძირითადია: კომერციული ბანკების საკუთარი სახსრები, მეურნე სუბიექტის სახსრები, მოსახლეობის დანაზოგები, ორგანიზაციებისა და ფონდების სახსრები.
მსოფლიო საბანკო პრაქტიკის ანალიზმა გვიჩვენა, რომ ბანკების რესურსების ბაზის გამაგრება არის როგორც მეანაბრეების დეპოზიტების მოცულობის გაზრდის, ასევე მოზიდული სახსრების, ვალდებულებების, განვითარების პრიორიტეტების საიმედოობის უზრუნვეოლყოფა. უცხოელი ბანკირების აზრით, სადეპოზიტო სერთიფიკატებს ვადიან ანაბრებზე სახსრების აკუმულაციასთან შედარებით ის უპირატესობა აქვს, რომ დეპონირებული თანხები განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში მოთხოვნილი არ იქნება. ჩვეულებრივ ვადიან ანაბრებთან შედარებით, სადეპოზიტო სერთიფიკატები მიმზიდველია ინვესტორებისთვისაც, რადგან ამ სერტიფიკატების ფულად გადაქცევა მათ ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ.
საზღვარგარეთის საბანკო პრაქტიკაში აგრეთვე გამოიყენება მომსახურების ისეთი ფორმა, როგორიცაა ორგანიზაციებსა და კერძო პირებთან ანგარიშების გახსნის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება ხელფასებისა და სხვა გადასახადების გადასარიცხად.
კომერციული ბანკები სახსრების ნაკლებობის შესავსებად თავისუფალ ბაზარზე „ყიდულობენ ფულს“. საქარათველოში ეს ბაზარი წარმოდგენილია ბანკთაშორისი საკრედიტო რესურსების ბაზრის სახით. ბანკში სახსრების მოზიდვის გადამწყვეტი ფაქტორია აგრეთვე ბანკის რეპუტაცია და მისი ოპერატიულობა მომსახურების მრავალსახეობებთან ერთად.
საბანკო საქმიანობაში მნიშვნელოვანია აგრეთვე ფინანსური რესურსების ეფექტური დაბანდება. ბანკის განკარგულებაში არსებული თანხების განთავსება ხდება შემდეგი სახის ოპერაციებში: საკრედიტო ოპერაციები, ინვესტიციები ფასიან ქაღალდებში, სხვა აქტიური ოპერაციები.
საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების აქტივები ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ზრდის ტედენციით ხასიათდება. მიუხედავად ამისა, მაინც მცირეა ამ აქტივებში როგორც გრძელვადიანი დაკრედიტების, ასევე ფასიან ქაღალდებში ინვესტიციების წილი. 2000 წლის განმავლობაში საბანკო სისტემის მთლიანი აქტივები 20%25-ით გაიზარდა და 725 მლნ ლარი შეადგინა, რომლის ძირითადი შემადგენელი ნაწილი - საკრედიტო დაბანდება 38%25-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და 428 მლნ ლარი შეადგინა. ზრდის ტემპი დაფიქსირდა კომერციულ ბანკებში მოზიდული უცხოური ინვესტიციების ანგარიშზეც.1
2007 წელს საბანკო სექტორი დინამიურად ვითარდებოდა და მისი ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად აღემატებოდა ეკონომიკის სხვა სექტორების ზრდას. 2007 წლი 31 დეკემბრის მდგომარეობით საბანკო სექტორის მთლიანი აქტივები წლის დასაწყისთან შედარებით 2 980 მლნ ლარით (71%25) გაიზარდა და 7 208 მლნ ლარი შეადგინა. ზრდა მეტწილად განპირობებული იყო ბანკებში მთლიანი აქტივების 61%25 შეადგენდა წმინდა სესხები, 19%25-ს - ფულადი სახსრები, 8%25-ს - ძირითადი საშუალებები და არამატერილური აქტივები, 6%25 -ს - ფასიანი ქაღალდები. საბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელი 71%25-ით გაიზარდა და შეადგინა 4.589 მლნ ლარი. ბანკების საკრედიტო საქმიანობა კონცენტრირებული იყო კერძო სექტორის დაფინანსებაზე, რომლის ხვედრითმა წილმა საკრედიტო პორტფელის 99%25 შეადგინა.2
კომერციული ბანკების მდგრადობაზე მოქმედ ფაქტორებს შორის მიშვნელოვანია შიდასაბანკო ფაქტორები: მენეჯმენტისა და პერსონალის კომპეტენცია; კომერციული ბანკის პოლიტიკა; სპეციალისტების მომზადების სისტემა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები; ბანკის ტექნიკური ბაზა; ინფორიმაციული უზრუნველყოფის დონე; მუშაობის საერთაშორისო სტანდარტებზე გადასვლის ხარისხი.
საბაზრო ეკონომიკის პირობებში კომერციული ბანკების მდგრადობის შეფასება ხორციელდება იმ მიზნით, თუ როგორია: 1. ბანკის საკუთარი (მთლიანი) კაპიტალის მონაწილეობის ხარისხი მის მიერ ჩატარებულ ოპერაციებში; 2. ლიკვიდობის დონე; 3. ბანკის დაბანდებანი მაღალი რისკის მქონე ოპერაციებში. საბანკო სისტემა წარმოადგენს რა ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ ძალას, მისი სტაბილურობის უზრუნველყოფა აუცილებელია, რათა მომავალში საქართველოს საბანკო სისტემა მასში შემავალი კომერციული ბანკებისა და უცხოური ფილიალების მეშვეობით ამიერკავკასიის საბანკო სისტემის მნიშვნელოვან ნაწილად გადაიქცეს.
საბანკო საქმიანობაში ყველა რისკის გათვალისწინებიდან გამომდინარე, კაპიტალის საკმარისობა წარმოადგენს საკრედიტო დაწესებულების მდგრადობის შეფასების მაჩვენებელს. აშშ-ში 1983 წელს მიღებული საკუთარი კაპიტალის ადეკვატურობის სტადარტის მიხედვით კაპიტალი განისაზღვრა, როგორც სხვაობა აქტივებსა და პასივებს შორის. იგი შედგებოდა პირველადი და მეორადი კაპიტალისაგან და მათი შესაბამისობა კაპიტალის სიდიდესა და ბანკის აქტივებს შორის არ უნდა ყოფილიყო 9%25-ზე ნაკლები.
გარდა ზემოაღნიშნული ფაქტორებისა ბანკის მდგრადობა დამოკიდებულია: 1. კაპიტალის, საქონლისა და მომსახურების ეროვნული და საერთაშორისო ბაზრების ტენდენციაზე; 2. ქვეყნის კრედიტუნარიანობაზე, საკრედიტო ორგანიზაციის კრედიტუნარიანობის რეიტინგზე; 3. სავალუტო კურსებისა და ეკონომიკური ინდექსების რყევებზე; 4. სოციალურ-პოლიტიკურ სიტუაციებზე. ბანკების მდგრადობაზე უშუალოდ ზემოქმედებას ახდენს ასევე საბანკო სისტემაში დაგროვილი დისპროპორციები, კერძოდ, მხედველობაში გვაქვს საკრედიტო ორგანიზაციების არგადახდების მულტიპლიკაციის მექანიზმი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც ვხედავთ ბანკის მდგრადობის შეფასებისას არსებითი მნიშვნელობა აქვს მაკროეკონომიკური ტენდენციებისა და სისტემური საბანკო რისკების ანალიზს. საზედამხედველო ორგანოების და სარეიტინგო სააგენტოების პრაქტიკაში დიდი ხანია გამოიყენება ბანკის მდგრადობის და საიმედოობის შეფასების სხვადასხვა მეთოდიკა. ყველაზე ცნობილი მეთოდიკებს შორის უნდა აღინიშნოს CAMEL-ის ანალიტიკური სისტემა, რომელიც ეფუძნება კაპიტალის საკმარისობას (C), აქტივების ხარისხის (A), მენეჯმენტის (M), შემოსავლიანობის (E) და ლიკვიდობის (L) მაჩვენებელთა ერთობლიობის შეფასებას.
როგორც საერთაშორისო პრაქტიკიდან ჩანს, საკრედიტო ორგანიზაციების მდგრადობის შეფასების სისტემაში კაპიტალის საკმარისობას მნიშნელოვანი ადგილი უჭირავს და აქვს ორი ასპექტი: ინსტიტუციონალური და რისკებთან კაპიტალის შესაბამისობა.
კაპიტალის საკმარისობის ინსტიტუციონალური ასპექტი ნიშნავს, რომ ყოველ ბანკს უნდა გააჩნდეს საწესდებო კაპიტალის განსაზღვრული მინიმალური ოდენობა, როგორც შესაბამისი ლიცენზიის მქონე საზოგადოებრივ ინსტიტუტს. საქართველოში კაპიტალის საკმარისობის ინსტიტუციონალური ნორმატივი დაწესებულია 12 მლნ აშშ ლარის დონეზე. განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში კაპიტალის საკმარისობის ინსტიტუციონალური ნორმატივის გამოყენება კამათის საგანი ხდება.
საბანკო რეგულირებისა და ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის მიერ 1988 წელს მიღებული იქნა დოკუმენტი, რომლის მიხედვით დადგინდა კაპიტალის საკმარისობის ნორმატივის გაანგარიშების მეთოდიკა. ამ მეთოდიკის შესაბამისად კაპიტალის შემადგენლები იყოფა ორ ჯგუფად: პირველადი და მეორადი. პირველად კაპიტალში შედის საწესდებო კაპიტალი, გამოყენებული რეზერვები, გაუნაწილებელი მოგება, დამატებით განაღდებული კაპიტალი და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი სხვა რეზერვები3. ხოლო მეორად კაპიტალში შედის: ზოგიერთი რეზერვი, კერძოდ, დაფარული რეზერვი; აქტივების გადაფასების რეზერვი. ამასთან, ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობა კრძალავს კაპიტალის ადეკვატურობის გაანგარიშებაში დაფარული რეზერვების ჩათვლას, თუკი იგი არ ფიგურირებს ბანკის ბალანსში. ბაზელის კომიტეტი გაითვალისწინებს მისი მეორად კაპიტალში ჩართვის შესაძლებლობას, ხოლო რაც შეეხება აქტივების გადაფარების რეზერვს, იგი ბანკის ბალანსზე საწყისი ღირებულებით ასახული აქტივების ღირებულების მიმდინარე ფასად გადაანგარიშების დროს წარმოიშობა.
მეორადი კაპიტალის შემადგელობაში სესხების შესაძლო დანაკარგების საერთო რეზერვი იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს, თუ იგი ემსახურება სასესხო პორტფელის გაუთვალისწინებელი დანაკარგების დაფარვას. აგრეთვე, მეორადი კაპიტალის შემადგენლობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი ფასიანი ქაღალდი, რომელიც აერთიანებს აქციისა და სავალო ვალდებულებების თვისებებს (პრივილეგირებული აქციები, სავალდებულო კონვერტირებადი ობლიგაციები და ა.შ.)
საბანკო ზედამხედველობის პრაქტიკაში საკრედიტო ორგანიზაციების მდგრადობის შეფასების შემოღებამ კაპიტალის საკმარისობის ნორმატივის საშუალებით გარკვეული შედეგი გამოიღო, კერძოდ, გავითარებული ქვეყნების საკრედიტო ორგანიზაციების კაპიტალის ადეკვატურობის მაჩვენებელი 9.3%25-დან 11.2%25-მდე გაიზარდა.
მსოფლიო საბანკო პრაქტიკა მოწმობს, რომ საბანკო სისტემის საიმედოობისა და მდგრადობის განმტკიცებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება დეპოზიტების დაზღვევის სისტემას. აშშ-ს მსხვილი ბანკები ფუნქციონირებენ დეპოზიტების დაზღვევის ფონდის საფუძველზე სხვა ბანკების მიერ მოზიდული დეპოზიტური სახსრების მეშვეობით. საქართველოს საბანკო სისტემაში ამერიკელებთან შედარებით მთლიანი კაპიტალის შეფარდება მთლიან ვალდებულებებთან მაღალია.
აშშ-ს დეპოზიტების დაზღვევის ფონდი კომერციული ბანკის კლიენტის ანაბარს 100.000 დოლარის ზევით აღარ აზღვევს. ამერიკულ ბანკებს ფონდში ყოველწლიური შესატანი შეაქვთ. მათ უფლება აქვთ აღნიშნული შენატანები აშშ-ის მთავრობის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში დააბანდონ.
თანამედროვე ეტაპზე საქართველოში უნდა დაჩქარდეს მუშაობა დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შექმნის მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ ანაბრებისა და დეპოზიტების დაზღვევის ფონდის შექმნა აუცილებლობას წარმოადგენს, მისი საქმიანობა კლიენტების დანაკარგების ანაზღაურებასთან ერთად, ბანკების მუშაობის საიმედოობის უზრუნველყოფა და გადახდისუნარიანობის აღდგენა უნდა გახდეს. მან უნდა აიღოს ბანკის კრედიტორის უფლებამოსილება მისი აქტივების დაბრუნებაში. აუცილებლად უნდა მოხდეს გაკოტრებული ბანკების მეანაბრეების ანაზღაურება დაზღვევის დაწესებულ დონემდე. დეპოზიტების დაზღვევის ფონდი საბოლოო ფორმირებამდე, აუცილებელია ცენტრალური სადაზღვევო სტრუქტურების ჩამოყალიბების პროცესის დაჩქარება, რომლებიც ნებაყოფლობით გააერთიანებს ბანკებს და შექმნის სადაზღვევო ფონდს მონაწილეების შენატანების ხარჯზე.
ამრიგად, თუ დავეყრდნობით უცხოური ბანკების გამოცდილებას, ქართული საბანკო სისტემისადმი მოსახლეობის ნდობა მნიშვნელოვნად გაიზრდება ანაბრების დაზღვევის სისტემის შექმნით, ვინაიდან იგი საბაზრო ეკონომიკის განვითარების ობიექტური მოთხოვნაა და მთავრობის მხრიდან ყურადღებას მოითხოვს.
გარდა აღნიშნულისა, საბანკო სისტემის საიმედოობასა და მდგრადობაზე მნიშვნელოვნად ზემოქმედებს როგორც საკრედიტო პორტფელი, ისე საკრედიტო რისკი. საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პირობებში, განსაკუთრებით ყურადღება უნდა მიექცეს ბანკების მიერ ადეკვატური საკრედიტო პოლიტიკის გატარებას, რომელიც გულისხმობს საკრედიტო პორტფელის სწორ მონიტორინგსა და მართვას. საკრედიტო პოლიტიკამ უნდა განისაზღვროს, თუ როგორი ტიპის სესხის გაცემა არის მიზანშეწონილი. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს საბანკო საქმიანობაში, რადგან საკრედიტო დაწესებულება მოგებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ეროვნული ბანკის ზედამხედველობის სამსახური მუდმივად აკონტროლებს კომერციულ ბანკებს და მათ საქმიანობას CAMEL-ის რეიტინგის მიხედვით აფასებს.
თანამედროვე ეტაპზე, საქართველოს კომერციული ბანკების საქმიანობაში მოქმედი რისკების დადგენის სისტემა მოიცავს: 1. მიმდინარე ფინანსურ მდგომარეობას; 2. მომავლის პროგნოზს; 3. მენეჯმენტის დონეს; 4. სასესხო ისტორიას გირაოს ხარისხს. თითოეული ფასდება ცალ-ცალკე და შემდეგ გამოდის შეჯამებული პარამეტრი, რასაც სესხის რისკის კატეგორია ჰქვია.
საბანკო პრაქტიკაში რისკი გვევლინება, როგორც განსაზღვრული მოვლენების ზემოქმედებით გამოწვეული დანაკარგი. ეს მოვლენები დაკავშირებულია შიდა ან გარე საბანკო ფაქტორებთან. შიდა საბანკო ფაქტორებთან: საკრედიტო, სადეპოზიტო, საფონდო და სავალუტო რისკი, საბანკო ბოროტმოქმედების რისკი, ხოლო გარე საბანკო ფაქტორებია: საბაზრო რისკი, რომელიც დაკავშირებულია საბაზრო კონიუქტურის ცვლილებებთან, სტიქიური უბედურების რისკი და სხვა. კომერციული ბანკების საიმედოობისა და მდგრადობის შესანარჩუნებლად დამცავი ღონისძიებების გატარება საშუალებას იძლევა მაქსიმალურად შეიზღუდოს რისკის მოცულობა.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საბანკო სისტემის მდგრადობასა და საიმედოობაზე უარყოფითად მოქმედებს ვადაგადაცილებული სესხების მოცულობის ზრდა. უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს საბანკო სისტემაში ბანკის ვადაგადაცილებული კრედიტები შეადგენენ პორტფელის 10-15%25-ს. ამიტომ საბანკო საქმიანობაში ვადაგადაცილებულ სესხებთან დაკავშირებით ყურადღება უნდა მიექცეს და წინასწარ უნდა განისაზღვროს გადავადების მოსალოდნელი შესაძლებლობა. პრობლემური სესხების შემთხვევაში ბანკმა სესხის ვადაგადაცილების შემდეგ უნდა დაიწყოს გირაოს რეალიზაციის გზების ძიება ან უნდა შეეცადოს თავად მსესხებელთან მოიძიოს რეზერვები.
საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პირობებში საქართველოს კომერციული ბანკების საიმედოობისა და მდგრადობის შეფასების მეთოდიკის სრულყოფა გულისხმობს აღრიცხვისა და ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით ანალიზისა და აღრიცხვის ახალი ფორმების დამუშავების აუცილებლობას, ვინაიდან: პირველი, არსებული სისტემისგან განსხვავებით, ბალანსი ვერ აკმაყოფილებს აქციონირებისა და ინვესტორების ინტერესებს, იგი მხოლოდ სახელმწიფო ორგანოებში წარსადგენად მზადდება აღნიშნული სტანდარტების მიხედვით წარმოდგენილი ინფორმაცია კი ყველა დაინეტერესებული პირისთვის გასაგები ხდება; მეორე, უცხოელი ინვესტორები კაპიტალს აბანდებენ მხოლოდ იმ ქვეყნებში, რომელთა სტანდარტები მათთვის ცნობილ სასურველ სტანდარტებს შეესაბამება.
ამიტომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში კომერციულმა ბანკებმა თავიანთი საქმიანობა საბუღალტრო ანგარიშების ანალიზისა და ეკონომიკის განვითარების პროგნოზების დამუშავების მიმართულებით უნდა განახორციელონ.
კომერციული ბანკების საიმედოობისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ასევე მეთოდოლოგიური და ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა, რადგან განვითარებულ ქვეყნებში დაგროვილი ბანკის მართვის გამოცდილების მიუხედავად, ბანკის გაკოტრებისაგან დამცავი მეთოდოლოგია არ არსებობს, რაც საბანკო საქმიანობის წარმართვის, მართვის პერსპექტიული დაგეგმვის მექანიზმის დამუშავებას მოითხოვს. ბანკის გაკოტრების მთავარ მიზეზს საბანკო საქმიანობის პერსპექტიული დაგეგმვის ორგანიზაციის სირთულე წარმოადგენს. პერსპექტიული დაგეგმვა, ერთი მხრივ, ბანკის ხელმძღვანელობისაგან სპეციალურ კვალიფიკაციას მოითხოვს და, მეორე მხრივ - კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვებას, რადგან ორივე პირობა პრაქტიკლად ძნელი შესასრულებელია, ამიტომ არ არსებობს მდგრადობის მოქმედი სისტემები. ასეთ პირობებში, როგორც მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, მდგრადობის შესაფასებლად გამოიყენება კაპიტალის საკმარისობის, შემოსავლიანობის, ლიკვიდობისა და საიმედოობის მაჩვენებლები, რომელთა შორის მთავარი ადგილი კაპიტალის საკმარისობის მაჩვენებელს უჭირავს.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არ არის გამორიცხული შემოსავლიან ოპერაციებს თან სდევდეს ლიკვიდობისა და საიმედოობის შემცირება. მიუხედავად იმისა, რომ ლიკვიდობის ზრდა ხელს უწყობს ბანკის საიმედოობის გადიდებას, ზოგიერთ შემთხვევაში იგი იწვევს მოგების შემცირებას, საკუთარი კაპიტალის ზრდის ტემპების ვარდნას და აქედან გამომდინარე, ბანკის კონკურენტუნაორიანობის შემცირებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ბანკის მართვის პოლიტიკა, ჩვენი აზრით, რომელიმე ერთ მაჩვენებელზე არ უნდა იყოს ორიენტირებული, იგი უნდა ეყრდნობოდეს მაჩვენებელთა სისტემურ ანალიზს. ამისთვის კი საჭიროა, შეიქმნას შიდა ნორმატივების სისტემა, რომელიც გაითვალისწინებს კომერციული ბანკების საქმიანობის შემდეგი ძირითადი მაჩვენებლების ნორმატივებს: 1. საწესდებო კაპიტალის მინიმალური სიდიდეს; 2. საკუთარი კაპიტალის საკმარისობას; 3. ლიკვიდობის მაჩვენებელს; 4. რისკის ოდენობას; 5. მოსახლეობისაგან მოზიდული სახსრების ოდენობას; 6. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შემოსავლიანობას; 7. საწესდებო კაპიტალის საიმედო ნაწილის ზღვრული ოდენობას; 8. მაღალრისკიანი აქტივებისათვის შექმნილი რეზერვების ოდენობას და სხვა. მოქმედი ნორმატივები შეიძლება განხილული იქნეს, როგორც მოცემული ბანკის საიმედოობისა და მდგრადობის ხარისხი.
კომერციული ბანკების საიმედოობისა და მდგრადობის განმსაზღვრელი პირობებისა და ფაქტორების განხილვა საზღვარგარეთის განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნების გამოცდილების საფუძველზე ქვეყნის ეკონომიკის თავისებურებების გათვალისწინებით საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ:
1. საბაზრო ეკონომიკის პირობებში საბანკო სისტემის მდგრადობა და საიმედოობა განხილული უნდა იქნეს დინამიკაში, რომელიც მნიშვნელოვანია არა მარტო საქმიანი აქტივობის დაცემის დროს, არამედ ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობის პროცესში;
2.საბანკო სისტემის საიმედოობისა და მდგრადობის უზრუნველყოფა გულისხმობს, როგორც ამა თუ იმ ბანკის მესაკუთრეთა ინტერესების დაცვას, ასევე კლიენტებისა და მეანაბრეების, მთლიანად საზოგადოებრივი ინტერესების დაცვას და ქვეყნის საბანკო სისტემის საქმიანობის სტაბილიზაციას და განმტკიცებას;
3.მსოფლიოს პრაქტიკულმა გამოცდილებამ დაგვანახა, რომ კომერციული ბანკების საიმედოობის და მდგრადობის განსაზღვრის დროს მიზანშეწონილია „მდგრადობის ხარისხის“ შემოღება;
4. საბანკო სისტემის საიმედოობისა და მდგრადობის განმტკიცებისათვის მნიშვნელოვანია დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემოღება შესაბამის საკანონმდებლო ბაზაზე დაყრდნობით, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების და საბანკო სისტემაში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით. ამ საკითხს პრაქტიკულად ამოქმედების თვალსაზრისით საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტებთან და საბანკო საქმის სპეციალისტებთან ერთად განხილვის შემდეგ უნდა მიეცეს მსვლელობა.
__________________________
1. საქართველოს ეროვნული ბანკი. წლიური ანგარიში 2000. თბილისი. გვ. 37
2. საქართველოს ეროვნული ბანკი. წლიური ანგარიში 2007. თბილისი. გვ. 46
3. საქართველოს ეროვნული ბანკის ბრძანება №227 2002 წ. 9 აგვისტო. თბილისი. CAEL-ის სისტემის გარესაბანკო ზედამხედველობის და ანალიზის კვარტალურად განხორციელების შესახებ.
![]() |
10 დასკვნა-რეკომენდაცია |
▲ზევით დაბრუნება |
I. სტრატეგია, მიზნები, ამოცანები
1. წარმოდგენილი ნაშრომის სტრატეგიულ მიმართულებებს წარმოადგენენ: პირველი, არსებული მდგომარეობის შესწავლა; მეორე, ნაკლოვანებების გამოსწორების გზების ძიება; მესამე, საქართველოს საბანკო საქმიანობის ამჟამად და პერსპექტივაში განვითარების პრობლემების განსაზღვრა;
2. საკითხების შემუშავება საქართველოს საბანკო საქმიანობის ნორმალური რეგულირებისათვის საკითხების და მათი გადაწყვეტის გზების განსაზღვრა გარდამავალი ეკონომიკის პირობებში უნდა მოხდეს მკაცრად განსაზღვრული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესებისა და ეკონომიკის თავისებურებების გათვალისწინებით. სწორედ აღნიშნული ნაკლოვანება მიგვაჩნია იმის მიზეზად, რომ საქართველოში არ არსებობს თანმიმდევრული მიდგომა საბანკო საქმიანობაში სისტემური რეფორმის გატარებისადმი და ფაქტობრივად ეს პროცესი შემოფარგლულია მხოლოდ უცხოეთის გამოცდილების გადმოტანითა და ფოტოგრაფირებით, რაც დაუყონებლივ გამოსწორებას მოითხოვს;
3. საქართველოს კომერციული ბანკების საქმიანობის რეგულირების გაუმჯობესების საკითხების გადაჭრისათვის აუცილებლად მიგვაჩნია კომპლექსურ ღონისძიებათა დამუშავება და პარალელურად, მათი პრაქტიკულად ამოქმედების მექანიზმების განსაზღვრა. აღნიშნულ ღონისძიებების გატარებისას მთავარ მიზანს წარმოადგენს საბაზრო ეკონომიკის პირობებში ახალი საბანკო სისტემის ფორმირებისა და განვითარების პროცესში ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების ეკონომიკური თავისებურებების განსაზღვრა. საბანკო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების ნაკლოვანებების ჩამოყალიბება და ამ უკანასკნელის საფუძველზე საბანკო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების გაუმჯობესების გზების ძიება. დასახული მიზნებით განპირობებული ამოცანების შესასრულებლად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია შემდეგი კომპლექსური ღონისძიებების გატარება;
4. საქართველოში კომერციული ბანკების ფორმირების და საქმიანობის ანალიზი გვიჩვენებს, რომ საბანკო სისტემაში ჩამოყალიბდა მთელი რიგი დადებითი ტენდენციები, რომელთაგან აღსანიშნავია შემდეგი: პირველი, საბანკო რეფორმა განხორციელდა, რაც გამოიხატება კომერციული ბანკების რაოდენობრივი შემცირების ფონზე მათი ხარისხობრივი მაჩვენებლის გაუმჯობესებისა და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნით; მეორე, ინფლაციური პროცესების მართვის საფუძველზე შენარჩუნებული იქნა სხვა ვალუტების მიმართ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობა; მესამე, სტაბილურ გაცვლით კურსზე დაყრდნობით საბანკო სისტემისადმი მოსახლეობის ნდობის უმნიშვნელო ამაღლებამაც დადებითი ზეგავლენა მოახდინა დეპოზიტებისა და საკრედიტო დაბანდებების ზრდაზე, ბანკების კაპიტალიზაციის მოცულობების გადიდებაზე; მეოთხე, დეპოზიტების ზრდის ტენდენცია ნასესხებ სახსრებთან შედარებით მეტყველებს იმაზე, რომ კომერციული საქმიანობისათვის საჭირო რესურსების ზრდა ხდება ქვეყანაში ფულადი მასის საბანკო არხებში მოქცევის მეშვეობით; მეხუთე, მინიმალური საწესდებო კაპიტალის ეტაპობრივმა ზრდამ მნიშვნელოვნად განაპირობა ბანკების კონსოლიდაციისა და გამსხვილების პროცესი;
5. საბანკო საქმიანობის რეგულირების სრულყოფისათვის აუცილებელია ლიკვიდობის ოპტიმალური მართვის მიღწევა, რაც გულისხმობს იმას, რომ ბანკის ლიკვიდობის მართვის სამსახურმა, პირველი, უზრუნველყოს ინფორმაციის უწყვეტი ნაკადის მიღება ლიკვიდობის მდგომარეობის შესახებ და მასზე ოპერატიული რეაგირება; მეორე, სამსახური ვალდებულია, მუდმივად გააფართოოს ინფორმაციის შეგროვების მეთოდი, პირველ რიგში, მოკლევადიანი კორექტივებისა და გრძელვადიანი ლიკვიდობის შესახებ და პარალელურად გააუმჯობესოს მისი ხარისხი. აღნიშნული წესი მიზანშეწონილად მიგვაჩნია გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ბანკის ლიკვიდობის პროცესის წარმატებით მართვისთვის;
6. საბანკო საქმიანობის რეგულირების გაუმჯობესება ობიექტურად მოითხოვს ღია სავალუტო პოზიციის ოდენობაზე შეზღუდვების დაშვებას და გამკაცრებას, რაც თავის მხრივ, გამოიწვევს პირველი, ღია სავალუტო პოზიციის შემოწმების ჩატარებით საკურსო რისკის შეზღუდვას და მეორე, უცხოური ვალუტის ოპერაციებზე საკრედიტო ორგანიზაციების სპეკულაციურ შესაძლებლობათა პირობების მნიშვნელოვან შემცირებას. ვინაიდან ვალუტის ყიდვა-გაყიდვის სპოტში ბანკის მონაწილეობა იწვევს მისი სავალუტო პოზიციის ცვლილებასაც;
7. საქართველოში მოქმედი საბანკო რეგულირების ყველა ინსტრუმენტის განხილვა საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ: 1. კაპიტალის საკმარისობის საჭირო დონეზე კონტროლი (ისევე როგორც ბანკების საკუთარი სახსრების აბსოლუტურ ოდენობაზე), წარმოადგენს საბანკო რეგულირების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, და ამიტომ მიზანშეწონილია იგი შევინარჩუნოთ, პარალელურად კი, გავაძლიეროთ კონტროლი მის რეალურ შესრულებაზე; 2. იმისათვის, რომ მომატებული რისკის მქონე სფეროში საბანკო საქმიანობა წარმატებული იყოს, ასევე მიზანშეწონილად მიგვაჩნია: პირველი, ბანკებმა განავითარონ რისკის მართვისა და გადაწყვეტილების მიღების განსაკუთრებული მექანიზმი, რომელიც უნდა იძლეოდეს იმის განსაზღვრის საშუალებას, თუ რა რაოდენობის რისკი და დანაკარგი შეუძლია აიღოს თავის თავზე საკრედიტო დაწესებულებამ; მეორე, განისაზღვროს ამართლებს თუ არა მოსალოდნელი ბანკის მოგება ბანკის მიერ გაწეულ რისკს; მესამე, შემუშავდეს და განხორცილედეს ღონისძიებები, რომლებიც რისკის ფაქტორის გავლენის შემცირებას გამოიწვევენ; მეოთხე, ბანკის ლიკვიდობის შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ბანკის მენეჯმენტის კომპენდენტურობაზე და ბანკში დანერგილი საინფორმაციო და კონტროლის სისტემის ადექვატურობაზე. ვინაიდან კარგად მომუშავე მენეჯმენტის საინფორმაციო სისტემა ბანკის ლიკვიდობის ეფექტიანად მართვის განუყოფელი ნაწილია; მეხუთე, ბანკის დამფუძნებელთა და აქციონერთა დაკრედიტების შეზღუდვებიდან და მათ ქცევაზე კონტროლის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ასევე მიზანშეწონილია: 1. საბანკო რეგულირების მოქმედი ნორმების შენარჩუნება და 2. მათ შესრულებაზე კონტროლის გაძლიერება; მეექვსე, კომერციული ბანკების საინვესტიციო საქმიანობის სერიოზული შეზღუდვები ხელს უშლის კომერციული ბანკების ქვეყნის ეკონომიკური აღორძინების საქმეში ჩართვის საკითხების მოგვარებას, ამიტომ მიზანშეწონილია იურიდიულ პირთა კაპიტალში ბანკების მიერ წილთა შეძენაზე შეზღუდვების გაუქმება; მეშვიდე, საბანკო სისტემაში საინფორმაციო გამჭირვალობის მისაღწევად საბუღალტრო საბანკო ანგარიშების რეალობის უზრუნველყოფა და საჭირო ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებულ პირთათვის; მერვე, მსოფლიო გამოცდილებამ ცხადყო, რომ დაზღვევის სისტემას მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრა შეუძლია, კერძოდ, მან უნდა უზრუნველყოს საბანკო სისტემის სტაბილური მდგომარეობა; შეუქმნას მეანაბრეებს გარანტიები ბანკის გაკოტრების შემთხვევაში კი და აამაღლოს საბანკო სისტემისადმი ნდობის ხარისხი;
8. საბანკო ზედამხედველობის მთავრი ამოცანაა არა კონკრეტული კრედიტების და მეანაბრებიის დაცვა, არამედ საბანკო სისტემის სტაბილურობის შენარჩუნება ე. ი. არ დაუშვას სისტემური კრიზისი, როდესაც რამოდენიმე ბანკის საფინანსო მდგომარეობა იწვევს საბანკო სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილის ლიკვიდობის დარღვევას.
გარდამავალი ეკონომიკის პირობებში საბანკო ზედამხედველობის არასრულყოფილება იწვევს: პირველი, უნდობლობას ეროვნული მეურნეობის სუბიექტების საბანკო დაწესებულებების მიმართ; მეორე, სათანადო ინფორმაციის არარსებობის გამო კლიენტებს ფაქტიურად არა აქვთ ბანკის რაციონალური შერჩევის საშუალება; მესამე, პანიკური განწყობის წარმოქმნის შესაძლებლობის მაღალ დონეს; მეოთხე, საკრედიტო რესურსების შესაძლებელი გადადინებას უფრო მყარი საბანკო სისტემის ქვეყნის ბანკებში, რაც მთლიანობაში საბანკო ურთიერთობების თავისებურებებს წარმოადგენენ: 1. საერთო საკანონდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო პირობების შექმნით, რომელიც კომერციულ ბანკებს საშუალებას მისცემს მოახდინონ თავიანთი ეკონომიკური ინტერესების რეალიზება; 2. ფულად-საკრედიტო რეგულირების ღონისძიებების განხორციელებით, რომლებიც ზემოქმედებას მოახდენს კომერციული ბანკების რესურსების ოდენობის შეცვლით მიმოქცევაში ფულადი მასის მოცულობასა და სტრუქტურაზე, კომერციული ბანკების რესურსების ოდენობის შეცვლით, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ეკონომიკის დასაკრედიტებლად; 3. ბანკების ბალანსის ლიკვიდობის უზრუნველყოფის მიზნით ეკონომიკური ნორმატივების დადგენით და მათზე ზედამხედველობის გაძლიერების საფუძველზე;
9. საბაზრო ეკონომიკის პირობებში საბანკო საქმიანობის ეფექტიანად წარმართვისა და საკმარისი სარესურსო ბაზის ფორმირებისათვის აუცილებელია: 1. საკუთარი კაპიტალის მართვა, ეფექტური სადივიდენდო პოლიტიკის გატარება; 2. პირობების შექმნა ახალი კლიენტების მოსაზიდად მოზიდული რესურსების მოცულობის გაფართოების მიზნით; 3. სადეპოზიტო ბაზის ჩამოყალიბება და განმტკიცება; 4. სარესურსო ბაზის გაფართოებისათვის ახალი სახის ოპერაციების, საბანკო ტექნოლოგიებისა და ბაზრების ათვისება; და 4. აქტიური ოპერაციების შემოსავლიანობის უზრუნველყოფა;
10. საქართველოს საბანკო სისტემის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა საკრედიტო რესურსების ეროვნული ეკონომიკის მასშტაბებთან და მოთხოვნილებებთან შეუსაბამობა. ამიტომ აუცილებელია საბანკო სისტემის ტრანსფორმაცია კაპიტალის მაღალი ხარისხის გათვალისწინებით, რომელიც უნდა გაიზომოს შემდეგი მაჩვენებლებით: პირველი, ბანკის ფონდების სიდიდის შეფარდებით შესაძლო დანაკარგებთან; მეორე, ბანკების ფონდების სიდიდის შეფარებით ბანკის იმ ვალდებულებებთან, რომლებიც განისაზღვრება მოზიდული სახსრებითა და ბალანსგარეშე ვალდებულებათა მოცულობით, და მესამე, აქტივების მობილიზაციის ხარისხით.
ყოველივე ზემოაღნიშნული საშუალებას გვაძლევს ჩამოვაყალიბოთ ის უარყოფითი ფაქტორები, რომლებიც ხელს უშლის საკრედიტო რესურსების უზრუნველყოფის სისტემის ფორმირებას: 1. არამდგრადი საზოგადოებრივ-პოლიტიკური სისტემისა და ეკონომიკის განვითარების დაბალი დონის გამო უცხოული ფიზიკური და იურიდიული პირების დაინტერესება საფინანსო ბაზრით ნაკლებია; 2. მოსახლეობის ნდობა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე საბანკო სისტემის მიმართ დაბალია, რადგან დანაზოგების სისტემა არ არის განვითარებული და ბანკებს უჭირთ შიდა ბაზარზე რესურსების მოზიდვა; 3. ფულადი რესურსების ბაზარზე დაფიქსირებული მაღალი საპროცენტო განაკვეთები, მიუთითებს საბანკო სისტემის ფინანსური რესურსების სიმცირეზე;
11. აღნიშნული ნაკლოვანებების და საკრედიტო რესურსების უზრუნველყოფის სისტემის ფორმირების მიზნით მიზანშეწონილად შემდეგი ღონისძიებების განხორციელება: 1. კომერციული ბანკების სიცოცხლისუნარიანობის, მათი მოგების შემავსებელი წყაროს გაზრდისათვის დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მათ ინტეგრაციას საზღვარგარგეთულ ბანკებთან, საკორესპონდენტო ანგარიშების გახსნას და სავალუტო ოპერაციების წარმოებას უცხოური ფირმების სახსრების მოზიდვას საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე; 2. ბალანსის ლიკვიდობის შესანარჩუნებლად ვადიანი დეპოზიტების მოზიდვა და მოთხოვნამდე დეპოზიტებით ანუ ე.წ. „იაფი“ რესურსების მოზიდვით მოგების მიღება; 3. აუცილებელია დამატებითი რესურსების გამოძებნა ვალდებულებების დასაფარავად და ბანკის აქტიური ოპერაციების გასაფართოებლად; 4. კომერციულმა ბანკმა უნდა გამოიჩინოს სამარკეტინგო აქტივობა ბანკის პასიური ოპერაციების შედეგიანობის ამაღლებისათვის და მოზიდული სახსრების ეფექტური განთავსებისათვის, მათი საკრედიტო, სალიზინგო და ფაქტორინგული ოპერაციების გაფართოებისათვის; 5. ამასთან საჭიროა ბანკის კაპიტალის იმ ოდენობით დაცვა, რაც აუცილებელია ბანკის საიმედობის უზრუნველსაყოფად და ასევე აქტიური ოპერაციების გასაფართოებლად; 6. საჭიროა, რომ საგადასახადო კანონმდებლობაში აქცენტი გაკეთდეს კომერციული ბანკების მიერ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე სესხების გაცემისას მათი საქმიანობის სტიმულირებისა და სანქციების რეჟიმზე;
12. განვითარებული ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით მიზანშეწონილად მიგვაჩნია ფულადი რეზერვების შექმნის მეთოდიკის სრულყოფა ეროვნული ბანკის მიერ, სადაც გათვალისწინებული იქნება რეზერვების დიფერენციაცია: 1.. საკრედიტო დაწესებულების ტიპის მიხედვით; 2. აქტივების სიდიდის მიხედვით; 3. რეგიონის თავისებურებების ფულადი და ბაზრის მდგომარეობის გათვალისწინებით; 4. დეპოზიტების სახეობებისა და ვადების მიხედვით; 5. კომერციული ბანკების აქტივების შემადგენლობის და სტრუქტურის მიხედვით; 6. მინიმალური რეზერვების დიფერენცირება, აგრეთვე დეპონირებული თანხის დამოკიდებულებით ფულადი მასის ამა თუ იმ აგრეგატთან, რომელსაც ფლობს კომერციული ბანკი (ამასთან, როგორც წესი, ფულადი კომპონენტებისათვის, რომლებიც შედიან წინამორბედ ფულად აგრეგატში, რეზერვების დონე უფრო მაღალია, ვიდრე მომდევნო ფულადი აგრეგატების შემადგენელი ნაწილებისათვის); 7. სავალდებულო რეზერვების თანხაში ჩაითვალოს სახსრების დაბანდება კომერციული ბანკების მიერ ისეთ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში, რომლებსაც მოგება მოაქვთ; 8. მინიმალური რეზერვების შენახვისათვის კომერციული ბანკებისათვის ნაწილობრივი კომპენსაციის გაცემა.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკების დაკრედიტების რეზერვების შექმნისა და გამოყენების საკითხების სახელმწიფო რეგულირება უნდა განხორციელდეს კომერციული ბანკების ოპერატიული საქმიანობის ეკონომიკური ნორმატივების დადგენის მეშვეობით, რომელთა ეფექტურობაზე საუბარი შესაძლებელია მაშინ, როდესაც მიიღწევა ბანკის მაკროეკონომიკური წონასწორობის და ფართო ინიციატივის რაციონალური შეთავსება.
13. განვითარებული ქვეყნების დეპოზიტების დაზღვევის სისტემების ანალიზი საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ეფექტიანად ფუნქციონირებად დეპოზიტების დაზღვევის სისტემას მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრა შეუძლია: 1. უზრუნველყოს მისი წევრებისა და მთლიანად საბანკო სისტემის მდგრადობა; 2. გაკოტრების ზღვარზე მყოფი ბანკების ფინანსური მხარდაჭერა; 3. მეანაბრეების დაცვა ბანკის ფინანსური მდგომარეობის გართულების შემთხვევაში ანაბრების (დეპოზიტების) მთლიანად დაკარგვისაგან; 5. შეუქმნას მეანაბრეებს გარანტიები (უპირველეს ყოვლისა, მცირე მოცულობის თანხის მქონე მეანაბრეებს) ბანკის გაკოტრების შემთხვევაშიც კი და მეხუთე, აამაღლოს საბანკო სისტემისადმი ნდობის ხარისხი.
საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ჩამოყალიბებისათვის მსოფლიოში არსებული გამოცდილების ფოტოგრაფირება ეკონომიკის თავისებურებებისა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინების გარეშე მიუღებლად მიგვაჩნია. ამიტომ აღნიშნული საკითხი მოითხოვს მეცნიერულ და პრაქტიკულ გააზრებას, რადგანაც გასათვალისწინებელია რამდენად არის მზად ჩვენი სახელმწიფო, მისი ეკონომიკა, პირველ რიგში, კი თვით საბანკო სისტემა ასეთი საპასუხისმგებლო საქმისათვის.
საბანკო დეპოზიტების დაცვის სისტემას სისტემური ხასიათი უნდა ქონდეს და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნებს. ამისთვის კი აუცილებელია, რომ 1. სადეპოზიტო დაცვა გამაგრებული სამართლებრივად უნდა იყოს; 2. გააჩნდეს გაანგარიშების ზუსტად დამუშავებული მეთოდიკა; 3. ჰქონდეს სესხების შეფასების, რეგულირები და კონტროლის ოპტიმალური სისტემა; 4. სახელმწიფო მოხელეებს უნდა მიენიჭოს უფლებამოსილება და გადაეცეს ის ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია გაკოტრებული გადახდისუუნარო ბანკების მიმართ სპეციალური ღონისძიებების გასატარებლად, 5. სადეპოზიტო დაცვის სისტემა შემოღებულ უნდა იქნეს რესტრუქტიზაციის შემდეგ, მან უნდა მოიცვას ყველა ბანკი, უზრუნველყოს ყველა ტიპის დეპოზიტების შეუზღუდავი დაფარვა და სწრაფი კომპენსირება ბანკის გაკოტრების შემთხვევაში.
14. საბანკო დეპოზიტების დაზღვევის ეფექტიანმა სისტემამ მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს ბანკთა გაკოტრების შესაძლებლობა და ამასთანავე გადაწყვიტოს მასთან დაკავშირებული პრობლემები. ასეთი სისტემის შექმნა, ჩვენი აზრით, გულისხმობს შემდეგ ღონისძიებათა განხორციელებას: 1. საკანონმდებლო ბაზის შექმნას საბანკო დეპოზიტების სადაზღვევო სისტემისათვის; 2. საბანკო საქმიანობისა და სტრუქტურის ანალიზს; 3. სადაზღვევო სისტემის ადმინისტრაციული რეგულირების ორგანიზაციას; 4. დამოუკიდებელი სახელმწიფო მმართველობის ორგანოს შექმნას; 5. სადაზღვევო სისტემის ფინანსურ და საკრედიტო უზრუნველყოფას
ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად აუცილებლად მიგვაჩნია დამუშავდეს კომერციულ ბანკებში კანონი დეპოზიტების დაზღვევის შესახებ და მისი ამოქმედების მექანიზმები, რომლის მეშვეობითაც ჩამოყალიბდება დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, განსაკუთრებული საგარანტიო ინსტიტუტი, რომელიც, როგორც წესი, მჭიდროდ იქნება დაკავშირებული სახელმწიფოსთან და კრედიტორების ნდობით ისარგებლებს საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტებთან და ბანკების ასოციაციის სპეციალისტებთან ერთად განხილვის შედეგად უნდა შეირჩეს მისაღები ვარიანტი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების საფუძველზე, საბანკო სექტორში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, და მიეცეს მსვლელობა მას პრაქტიკულად ამოქმედების დაჩქარების თვალსაზრისით;
15. კომერციული ბანკების ლიკვიდობის რეგულირებაში ეკონომიკური ნორმატივების გამოყენების თვალსაზრისით, საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების ანალიზმა ცხადყო, რომ განვითარებულ ქვეყნებში მინიმალური სავალდებულო ნორმების დაწესებაზე ცენტრალური ბანკების უფლება შეზღუდულ ხასიათს ატარებს, რაც კანონის საფუძველზე ნორმების დადგენით არის გამოწვეულია. ამასთან, საბაზრო ეკონომიკის პირობებში საბანკო სისტემის მართვა ხორციელდება ეკონომიკის მონეტარული სტაბილურობიათ, ეკონომიკის განვითარების ტემპებით, თითოეული კომერციული ბანკის საიმედოობისა და ლიკვიდობის ზრდით, სავალდებულო მინიმალურ რეზერვში სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მოცულობის ჩათვლისა და ბანკში არსებული სარეზერვო ანგარიშის ნაშთზე პროცენტების დარიცხვით, რაც ჩვენი ქვეყნის საბანკო სისტემის ფუნქციონირებაში აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული;
16. კომერციული ბანკების საიმედოობის და მდგრადობის ფაქტორების ანალიზის კომპლექსური მიდგომიდან გამომდინარე, ჩვენი აზრით, აუცილებელია გამოიყოს შემდეგნაირი მეთოდოლოგიური დაჯგუფება: 1. საერთო ეკონომიკური ფაქტორები; 2. სახელმწიფო და სამართლებრივი ფაქტორები; 3. საბანკო სისტემაში სახსრების მოდინების წყაროების მიხედვით ფაქტორები; 4. საბანკო რესურსების განვითარების მიხედვით ფაქტორები; 5. შიდა საბანკო საქმიანობის ფაქტორები.
როგორც პრაქტიკა მოწმობს, კომერციული ბანკების მდგრადობაზე, ნეგატიურ გავლენას ახდენს, ერთი მხრივ, საბანკო საკანონმდებლო ბაზის განუვითარებლობა და, მეორე მხრივ, მიღებული კანონების უმოქმედობა. ეს ეხება, როგორც საგადასახადო კანონმდებოლობას, ასევე სხვა საკანონმდებლო აქტებს.
თანამედროვე ეტაპზე საბანკო ზედამხედველობისა და რეგულირების სისტემის ძირითადი მიზნია: პირველი, მოსახლეობის და ბანკის კლიენტურის ნდობის აღდგენა გარანტიების სისტემის შექმნით; მეორე, საბანკო სისტემის მდგრადობისა და ეფექტურობის უზრუნველყოფა კონტროლის გაძლიერებით.
17. საბაზრო ეკონომიკის პირობებში კომერციული ბანკების მდგრადობის შეფასება უნდა განხორციელეს იმ მიზნით, თუ როგორია: პირველი, ბანკის საკუთარი (მთლიანი) კაპიტალის მონაწილეობის ხარისხი მის მიერ ჩატარებულ ოპერაციებში; მეორე, ლიკვიდობის დონე; მესამე, ბანკის დაბანდებანი მაღალი რისკის მქონე ოპერაციებში.
გარდა ზემოაღნიშნული ფაქტორებისა, ბანკის მდგრადობა დამოკიდებულია: 1. კაპიტალის, საქონლისა და მომსახურების ეროვნული და საერთაშორისო ბაზრების ტენდენციაზე; 2. ქვეყნის კრედიტუნარიანობაზე, საკრედიტო ორგანიზაციის კრედიტუნარიანობის რეიტინგზე; 3. სავალუტო კურსებისა და ეკონომიკური ინდექსების რყევებზე; 4. სოციალურ-პოლიტიკურ სიტუაციებზე. ბანკების მდგრადობაზე უშუალოდ ზემოქმედებას ახდენს ასევე საბანკო სისტემაში დაგროვილი დისპროპორციები, კერძოდ, მხედველობაში გვაქვს საკრედიტო ორგანიზაციების არგადახდების მულტიპლიკაციის მექანიზმი.
საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პირობებში საქართველოს კომერციული ბანკების საიმედოობისა და მდგრადობის შეფასების მეთოდიკის სრულყოფა გულისხმობს ანალიზისა და აღრიცხვის ახალი ფორმების დამუშავების აუცილებლობას აღრიცხვისა და ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით, ვინაიდან: პირველი, არსებული სისტემისგან განსხვავებით, ბალანსი ვერ აკმაყოფილებს აქციონირებისა და ინვესტორების ინტერესებს, იგი მხოლოდ სახელმწიფო ორგანოებში წარსადგენად მზადდება აღნიშნული სტანდარტების მიხედვით წარმოდგენილი ინფორმაცია კი ყველა დაინეტერესებული პირისთვის გასაგები ხდება; მეორე, უცხოელი ინვესტორები კაპიტალს აბანდებენ მხოლოდ იმ ქვეყნებში, რომელთა სტანდარტები მათთვის ცნობილ სასურველ სტანდარტებს შეესაბამება;
18. კომერციული ბანკების საიმედოობისა და მდგრადობის განმსაზღვრელი პირობებისა და ფაქტორების განხილვა საზღვარგარეთის განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნების გამოცდილების საფუძველზე, ქვეყნის ეკონომიკის თავისებურებების გათვალისწინებით საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ:
1. საბაზრო ეკონომიკის პირობებში საბანკო სისტემის მდგრადობა და საიმედოობა განხილული უნდა იქნეს დინამიკაში, რომელიც მნიშვნელოვანია არა მარტო საქმიანი აქტივობის დაცემის დროს, არამედ ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობის პროცესში;
2. საბანკო სისტემის საიმედოობისა და მდგრადობის უზრუნველყოფა გულისხმობს, როგორც ამა თუ იმ ბანკის მესაკუთრეთა ინტერესების დაცვას, ასევე კლიენტებისა და მეანაბრეების, მთლიანად საზოგადოებრივი ინტერესების დაცვას, ქვეყნის საბანკო სისტემის საქმიანობის სტაბილიზაციას და განმტკიცებას.
![]() |
11 ლიტერატურის სია: |
▲ზევით დაბრუნება |
წიგნები, მონოგრაფიები
1. გამსახურდია გ., საქართველოს საფინანსო პოლიტიკის ძირითადი პრობლემები თანამედროვე ეტაპზე, თბილისი., გამომცემლობა მერიდიანი, 1995
2. გამსახურდია გ., ფინანსების როლი საქართველოს გარდამავალ ეკონომიკაში, თბილისი., გამომცემლობა მერიდიანი, 1977
3. გოგოხია რ., საბაზრო ეკონომიკა, თბილისი., თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1996
4. გოგოხია მ., საბანკო საქმე, თბილისი 2007
5. ერიკ ნ. კომპტონი. კომერციული საბანკო სისტემის ახალი ჰორიზონტები. თარგმნა ინგლისურიდან. თბ., გამომცემლობა ლურჯა ცხენები, 1993
6. ზურაბიშვილი ვ., საფინანსო პოლიტიკის ზოგიერთი საკითხი საბაზრო ეკონომიკის ფორმირების პროცესში, თბილისი., გამომცემლობა ფინანსები, 1996
7. კაკულია რ., „ფინანსების ზოგადი თეორია“, თბილისი. გამომცემლობა-სტამბა შპს „ფინანსები“, 2004
8. კაკულია რ, ხელაია გ, ფულის მიმოქცევისა და კრედიტის ზოგადი თეორია, თბ.ილისი გამომცემლობა „ესპსკი“, 2004
9. საბირჟო საქმე და ფასიანი ქაღალდების ბაზარი. ავტორთა კოლექტივი ემკ. დოცენტ ვ. სვანაძის რედაქციით. თბილისი 1998
10. საბანკო საქმე. ო. ი. ლავრუშინის რედაქციით. თარგმანის რედაქტორი პროფ. რ. კაკულია. თბ. 1997
11. პაპავა გ, საბაზრო ეკონომიკაზე საქართველოს გადასვლის საფუძვლები, თბ., გამომცემლობა სინათლე-90, 1991
12. ქისტაური შ., ქისტაური ლ., საქართველოს საფინანსო და საბანკო სამართალის პრობლემები, თბილისი., გამომცემლობა სამთავისი, 1997
13. ქისტაური ლ, ეროვნული ბანკი (ფორმირება, საქმიანობა, მომავალი). თბ., გამომცემლობა სამთავისი, 1996
14. ქოქიაური ლ., საბანკო საქმიანობის საფუძვლები, ტ. I-II თბილისი 2006
15. ცაავა გ., საბანკო საქმე თბილისი 2006
16. ღუდუშაური, კრედიტი და თანამედროვე საბანკო მექანიზმი, თბ., თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2003
17. ჩანტლაძე ვ., „ფული, კრედიტისა და ფინანსების ისტორია“, I, II, II, IV ნაკვეთები, თბილისი., თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1986-1987
18. ჩანტლაძე ვ., „ფინანსური მეცნიერების საფუძვლები“, თბილისი., თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1995
19. ჭავჭავაძე ი., თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად, თბილისი., გამომცემლობა მერანი, 1956
20 Аникин А.В., Защита банковских вкладчиков, российские проблемы в свете мирового опыта. М. ИКС, «ДИС», 1997
21. Банковкое дело: Учебник/Под ред. В.И. Калесникова, проф. Л.П. Кроливецкой/М.: Бизнес и банки,1995
22. Банковское дело: стратегическое руководство. Под. ред. В. Платонова, М. Хиггинса. М. Изд. ЛО «Консалтбанкир»,1998
23. Долан Э.Дж. Деньги, банковское дело и кредитная политика. Л.: ЛФЭИ, 1991
24. Жуков Е.Ф. Деньги. Кредит. Банки. М.: Банки и биржи, ЮНИТИ ,1999
25. Общая теория денег и кредита. Под. ред. Е.Ф. Жуковаю М. изд. ЮНИТИ. 1995
26. Панова Г. С. Анализ финансого состояния коммерческого банка. М.: 1996
27. Роуз Питер С. Банковский менеджмент. Пер.с англ. М.: Дело,1997,
საკანონმდებლო აქტები:
1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, თბ., გამომცემლობა სამართალი, 1997
2. საქართველოს კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“, თბ., 2008
3. საქართველოს კანონი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ თბ., 2008
4. საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“, თბ., გამომცემლობა სამართალი, 2007
5. საქართველოს კანონი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“, თბ., 2008
6. საქართველოს ეროვნული ბანკის №118 ბრძანებულება „კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობის და რეგულირების წესის“ დამტკიცების შესახებ 1998 წლის 3 დეკემბერი, (ცვლილებები შეტანილია 1999წლის 27 სექტემბრის №242)
7. საქართველოს ეროვნული ბანკის ბრძანებულება „საქართველოში მომქმედი კომერციული ბანკების საწესდებო კაპიტალის (ფონდის) ფულად ფორმაში მინიმალური ოდენობის ზრდის განრიგის განსაზღვრის შესახებ“
8. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1998წ. 28 დეკემბრის 127 ბრძანება „კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობა-რეგულირების მეთოდური სახელმძღვანელოს“ დამტკიცების შესახებ
9. კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობის რეგულირების მეთოდური სახელმძღვანელო. თბ., 1999
სტატიები, წლიური ანგარიშები, პერიოდული ლიტერატურა:
1. ბასარია რ, ეკონომიკის კრიზისი და ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, ჟურნალი „ეკონომიკა“, 1994, №4-6
2. ბარბაქაძე ხ, „დეპოზიტების დაზღვევის სისტემა: მსოფლიო გამოცდილება გამოცდილება და საქართველოს რეალობა,“ „ბანკი,“ თბილისი, №1-2(11), 2002
3. ბარბაქაძე ხ, „საბანკო ზედამხედველობის განვითარების პერსპექტივები საქართველოში,“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ნაშრომთა კრებული „ეკონომიკის აქტუალური საკითხები,“ თბილისი, 2001, XVII გამოშვება
4. ბიზნესი და კანონმდებლობა, საინფორმაციო ბიულეტენი საქმიანი წრეებისათვის, №2-3, 1999
5. გაზეთი „ბანკი +“ №9(221), 2000
6. ეროვნული ბანკის წლიური ანგარიში, თბ., საქართველოს ეროვნული ბანკი, 1997, 1998, 1999, 2000, 2001, 2002, 2003, 2004, 2005, 2006, 2007
7. თუთბერიძე გ, კომერციული ბანკების კაპიტალის საკმარისობის საკითხისათვის, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოველთვიური სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი №1, 2000
8. კაკულია მ, ასლამაზაშვილი ნ, - დოლარიზაცია საქართველოში. მაშტაბები, ფაქტები, დაძლევის გზები, გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში საბანკო სისტემის ფორმირების შესახებ. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო-სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, გარდამავალი პერიოდის საფინანსო-ეკონომიკური პრობლემები საქართველოში, (ტ.IV). თბ., გამომცემლობა ფინანსები, 2000
9. კოვზანაძე ი, ეკონომიკის საკრედიტო რესურსებით უზრუნველყოფის გაუმჯობესებისათვის, ყოველთვიური საერთაშორისო სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი „მაკრო-მიკრო ეკონომიკა“, №4, 2000
10. კოვზანაძე ი, კომერციული ბანკების როლი საბანკო სისტემის განმტკიცებაში, ყოველთვიური საერთაშორისო სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი „მაკრო-მიკრო ეკონომიკა” №7-8. 2000
11. კოვზანაძე ი, კომერციული ბანკების საიმედოობა და მდგრადობა, ყოველთვიური მეთოდურ-პრაქტიკული ჟურნალი მეთოდურ-პრაქტიკული ჟურნალი „გადასახადები“ N №6, 2000
12. კოვზანაძე ი, კომერციული ბანკების ლიკვიდობის მართვის მეთოდების სრულყოფა გარდამავალი ეკონომიკის პირობებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ნაშრომთა კრებული, XII გამოშვება - ეკონომიკის აქტუალური საკითხები, თბ., 2000
13. კოვზანაძე ი, კომერციული ბანკების ლიკვიდობის რეგულირება, ჟურნალი „სოციალური ეკონომიკა“ №1 თბილისი, 2000
14. მანაგაძე ი, საქართველოს საბანკო სისტემა XXI საუკუნის მიჯნაზე, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოველთვიური სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი №1, 2000
15. მიშელ ვანდე ველდე, საერთაშორისო სააღრიცხვო სტანდარტების დანერგვა საქართველოს კომერციულ ბანკებში, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოველთვიური სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი №1, 2000
16. პერანაძე ნ. გაქცეული „ბანკირები“ და მოტყუებული მეანაბრეები. გაზეთი „ეკო დაიჯესტი“. №53, 2000.
17. საქართველოს ეკონომიკის მიმართულებები, კვარტალური მიმოხილვა 2000, 2001, 2002, 2003, 2004, 2005, 2006, 2007, 2008
18. Игонина Л. А. О механизмах переориентации денежных потоков в реальный сектор экономики. журн.Финанси. №10. 2000
19. Ковзанадзе И, Контроль за деятельностью коммерческих банков, журнал «Финансы», №10 Москва, 2000
20. Ковзанадзе И, О системе финансовых коэффициентов комплексной оценки деятельности коммерческих банков, журнал “Georjian engineering news”,№3,2000.