![]() |
სტრესი და პოსტტრავმული მდგომარეობა. ინსტრუქტორის სახელმძღვანელო |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი ადამიანის უფლებები |
საავტორო უფლებები: © ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" |
თარიღი: 2002 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: საავტორო უფლება ©2002 ღია საზოგადოების ინსტიტუტი. ყველა უფლება დაცულია. გამოცემა მომზადებულია ღია საზოგადოების ინსტიტუტის მიერ. ამ გამოცემის არცერთი ნაწილი არანაირი ფორმითა და საშუალებით არ შეიძლება გავრცელებულ, გამოყენებულ ან გადაცემულ იქნეს ღია საზოგადოების ინსტიტუტის წერილობითი თანხმობის გარეშე. |
![]() |
1 1. პროგრამასთან მუშაობა |
▲back to top |
![]() |
1.1 1.1 შესავალი |
▲back to top |
მოცემული პროგრამა ისე არის შემუშავებული, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც დამოუკიდებელი პროგრამის, ისე პოლიციის აკადემიის სასწავლო გეგმის ნაწილის სახით. პროგრამა საკმაოდ მოქნილია, ვინაიდან მულტიმედიური ფორმატი შესაძლებელს ხდის მისი ნებისმიერი ნაწილის ადვილად და სწრაფად მოძებნას. პროგრამასთან მუშაობის სხვადასხვა საშუალებები არსებობს.
თითოეული სასწავლო დაწესებულება ყურადღებით უნდა გაეცნოს პროგრამას და გადაწყვიტოს, პროგრამასთან მუშაობის რომელი მეთოდი იქნება უფრო შესაფერისი სტუდენტების სწავლებისათვის. ინსტუქტორებს შესაძლებლობა აქვთ, თავად განსაზღვრონ სტუდენტთა კონკრეტული ჯგუფის ინტერესებიდან გამომდინარე პროგრამის რომელი ნაწილის გამოყენება იქნება მიზანშეწონილი.
იმის გათვალისწინებით, რომ სასწავლებლები და ინსტუქტორები თავად განსაზღვრავენ პროგრამის გამოყენების მეთოდს, აღნიშნულ სახელმძღვანელოში შემოგთავაზებთ პროგრამის გამოყენების მხოლოდ ერთ შესაძლო ვარიანტს.
![]() |
1.2 1.2 მთავარი მენიუ |
▲back to top |
პროგრამის მთავარი მენიუ ოთხი თემისგან შედგება:
● შესავალი
● ზოგადი სტრესი
● საწარმოო სტრესი
● ტრავმული სტრესის დაძლევა
სტრესი და პოსტტრავმული მდგომარეობა
მთავარი მენიუ
● შესავალი ● ზოგადი სტრესი ● საწარმოო სტრესი ● ტრავმული სტრესის დაძლევა |
![]() |
1.3 1.3 ქვემენიუ |
▲back to top |
ეკრანის მარჯვენა მხარეს მოცემული ერთ-ერთი თემის არჩევის შემდეგ, დაინახავთ ერთ ან ორ დამატებით ოპციას. დამატებითი ოპციის არჩევის შემთხვევაში კი, შესაძლებლობა გაქვთ ნახოთ სლაიდი (სლაიდების სანახავად დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“) ან მეორე ქვემენიუ. ეს დამატებითი ქვემენიუები განხილულია ქვემოთ.
![]() |
2 2. შესავალი |
▲back to top |
სტრესი და პოსტტრავმული მდგომარეობა
მთავარი მენიუ
● შესავალი რა არის სტრესი?
● ზოგადი სტრესი ● საწარმოო სტრესი ● ტრავმული სტრესის დაძლევა |
მთავარ მენიუში დააჭირეთ ღილაკს „შესავალი“ და ეკრანზე დაიანახავთ დამატებით ოპციას „რა არის სტრესი?“. ამ ღილაკზე დაჭერისას ეკრანზე შემდეგი გამოსახულება გამოჩნდება. დამატებითი ოფიციის არჩევის შემდეგ ეკრანზე დაინახავთ სლაიდის პირველ კადრს. სლაიდების სანახავად დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“.
![]() |
2.1 2.1 რა არის სტრესი? |
▲back to top |
კადრსმიღმა ხმა:
სტრესი ნიშნავს დაძაბულობას. ამ სიტყვის მნიშვნელობას გააჩნია როგორც უარყოფითი, ისე დადებითი ქვეტექსტი.
სუსტი უარყოფითი სტრესის მაგალითია სიტუაცია, როდესაც თქვენ საცობში მოხვდით და მნიშვნელოვან შეხვედრაზე აგვიანებთ.
ძლიერი უარყოფითი სტრესი შეიძლება იყოს გამოწვეული ისეთი მოვლენით, როგორიცაა განქორწინება ან ნათესავის გარდაცვალება.
დადებითი სტრესის გამოწვევა ხშირად სპეციალურადაც ხდება. მაგალითად, სპორტსმენი თამაშის წინ სტრესს განიცდის. ეს სტრესი არა მხოლოდ სასიამოვნოა, არამედ აუცილებელიც არის საუკეთესო შედეგის მისაღწევად.
ზოგიერთი ადამიანი ესწრაფვის სტრესულ სიტუაციას მხოლოდ იმისთვის, რომ ძლიერი ემოცია დაეუფლოს.
ეს ზოგიერთი პოლიციელისთვისაც არ არის უცხო.
ძლიერი უარყოფითი სტრესი ხშირად იწვევს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ პრობლემებს.
ისეთი შოკისმომგვრელი მოვლენები, როგორიცაა მკვლელობა, თვითმკვლელობა, მძიმე ავარია ან კოლეგის სიკვდილი, ხანდახან პოსტტრავმულ მდგომარეობას იწვევს.
ადამიანს შეენიშნება ფსიქოლოგიური დარღვევები, რაც გარშემომყოფებთან ურთიერთობის გართულებას, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ზედმეტად გამოყენებას და თვითმკვლელობასაც კი განაპირობებს.
პოლიციელებს შედარებით ხშირად უწევთ ექსტრემალურ სიტუაციებში მუშაობა. ამიტომ, მათ ხშირად უვითარდებათ პოსტტრავმული სინდრომი, რომლის შესახებაც მათ არაფერი იციან.
აღნიშნული პროგრამა ეძღვნება სტრესს.
● ზოგადი ცნობები სტრესის შესახებ;
● სტრესი და პოლიციის მუშაობა;
● პოსტტრავმული მდგომარეობის დაძლევა.
![]() |
3 3. ზოგადი სტრესი |
▲back to top |
სტრესი და პოსტტრავმული მდგომარეობა
მთავარი მენიუ
● შესავალი
● ზოგადი სტრესი
● საწარმოო სტრესი
● ტრავმული სტრესის დაძლევა
|
მთავარ მენიუში აირჩიეთ ღილაკი „ზოგადი სტრესი“.
თქვენს წინაშეა ოთხი დამატებითი ოპცია, რომელთაგანაც შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი.
● სტრესის მიზეზები
● სტრესის სიმპტომები
● სტრესის შედეგები
● სტრესის დაძლევა
![]() |
3.1 3.1 სტრესის მიზეზები |
▲back to top |
სტრესი და პოსტტრავმული მდგომარეობა ზოგადი სტრესი |
|||
სტრესის |
სტრესის |
სტრესის |
სტრესის |
დააჭირეთ ღილაკს „სტრესის მიზეზები“, ეკრანზე გამოჩნდება სლაიდის პირველი კადრი, რომლის ნახვაც შეგიძლიათ ღილაკზე „გაშვება“ დაჭერით.
კადრსმიღმა ხმა:
უარყოფითი სტრესის მიზეზებია:
● ფიზიკური და
● ფსიქოლოგიური ფაქტორები.
არსებობს სტრესის გამომწვევი მრავალი ფიზიკური გამაღიზიანებელი, მაგალითად:
● ხმამაღალი მუსიკა;
● ვიზუალური ინფორმაციის დიდი მოცულობა;
● მუშაობის დროს მოუხერხებელი პოზა.
ასევე არსებობს მრავალი ფსიქოლოგიური ფაქტორიც.
შინაურ გარემოში პრობლემები შეიძლება წარმოიშვას:
● ურთიერთობებში;
● ჯანმრთელობასთან დაკავშირებით;
● ფინანსური პრობლემები.
სამუშაო გარემოში აგრეთვე არსებობს უამრავი სტრესის გამომწვევი ფაქტორი. მაგალითად, ისეთი პრობლემები, როგორიცაა:
● ურთიერთობა ხელმძღვანელებთან და თანამშრომლებთან;
● მოვალეობის შესრულებისას, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს სახსრების ან სათანადო განათლების არქონას;
● სამსახურში დაწინაურებასთან დაკავშირებით.
სტრესი პირად ცხოვრებაში შეიძლება უარყოფითად აისახოს თქვენს სამსახურზეც. შესაბამისად, სამსახურში შექმნილი სიტუაციით გამოწვეული სტრესი უარყოფით გავლენას ახდენს თქვენს პირად ცხოვრებაზე.
![]() |
3.2 3.2 სტრესის სიმპტომები |
▲back to top |
სტრესი და პოსტტრავმული მდგომარეობა ზოგადი სტრესი |
|||
სტრესის |
სტრესის |
სტრესის |
სტრესის |
დამატებითი ოპციის ,,სტრესის სიმპტომები” არჩევის შემთხვევაში, თქვენ დაინახავთ სლაიდის პირველ კადრს. სლაიდის სრულად ნახვისთვის დააჭირეთ ღილაკს ,,გაშვება”.
კადრსმიღმა ხმა:
სტრესის სიმპტომები ვლინდება:
● ფიზიკურ მდგომარეობაში;
● ემოციურ მდგომარებაში და
● ქცევაში.
ფიზიკური სიმპტომები სხვადასხვაგვარია:
● ჭარბი ოფლიანობა;
● მაღალი წნევა;
● თავის, ზურგის, მუცლის არეში ტკივილი.
ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია.
ემოციურ სიმტომებს განეკუთვნება:
● უეცარი გაბრაზება ან აგრესიული ქცევა;
● იპოქონდრია;
● სოციალური იზოლაცია.
ქცევის სიმპტომებია, მაგალითად:
● ჭამის დროს ზომიერების დაუცველობა;
● სიგარეტის გადამეტებული მოწევა;
● ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება.
![]() |
3.3 3.3 სტრესის შედეგები |
▲back to top |
სტრესი და პოსტტრავმული მდგომარეობა ზოგადი სტრესი |
|||
სტრესის |
სტრესის |
სტრესის |
სტრესის |
დამატებითი ოპციის „სტრესის შედეგები“ არჩევის შემთხვევაში, თქვენ დაინახავთ სლაიდის პირველ კადრს. სლაიდის სრულად ნახვისთვის დააჭირეთ ღილაკს ,,გაშვება”.
კადრსმიღმა ხმა:
ადამიანები სხვადასხვაგვარად რეაგირებენ სტრესზე. გამაღიზიანებელი ფაქტორების სიჭარბისას რეაქცია შეიძლება იყოს თავდაცვითი ან აგრესიული.
თავდაცვითი ქცევის მაგალითებია სირთულეებისგან თავის დაღწევის მცდელობა ან ავადმყოფური მიუნდობლობა, ანუ იპოქონდრია.
აგრესიული ქცევა შეიძლება გამოვლინდეს გამუდმებულ კონფლიქტში ან გადაღლაში სამსახურში.
როდესაც ადამიანებს არ ძალუძთ სტრესის დაძლევა, ეს მათ ყოველდღიურ საქმიანობაშიც უქმნის პრობლემებს.
ხანგრძლივი ძლიერი სტრესი იწვევს დაღლილობას, რომელიც ორგანიზმის გამოფიტვასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას განაპირობებს, ეს კი, თავის მხრივ, ალკოჰოლიზმისა და თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი ხდება.
![]() |
3.4 3.4 სტრესის დაძლევა |
▲back to top |
სტრესი და პოსტტრავმული მდგომარეობა ზოგადი სტრესი |
|||
სტრესის |
სტრესის |
სტრესის |
სტრესის |
დამატებითი ოპციის „სტრესის დაძლევა“ არჩევის შემთხვევაში, თქვენ დაინახავთ სლაიდის პირველ კადრს. სლაიდის სრულად ნახვისთვის დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“.
კადრსმიღმა ხმა:
სტრესის დაძლევის ძირითად პირობებს წარმოადგენს:
● ცხოვრების ჯანსაღი წესი და
● აქტიური ბრძოლა სტრესის გამომწვევ გამაღიზიანებლებთან
ერთი შეხედვით, ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა ადვილია:
● რეგულარული ძილი და კვება;
● სიგარეტისთვის თავის დანებება, ალკოჰოლის ზომიერი მიღება, უარის თქმა ნარკოტიკების მოხმარებაზე
და აგრეთვე
● ფიზიკური ვარჯიში
და
● მოდუნება
ეს ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ როცა ადამიანი სტრესის გამომწვევი გამაღიზიანებელი ფაქტორების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება, მას უჭირს ჯანმრთელი ცხოვრების წესის დაცვა.
გამაღიზიანებელი ფაქტორების აქტიური დაძლევა არცთუ ისე ადვილია.
პირველი პირობაა სტრესის გამომწვევი ფაქტორების დადგენა.
მეორე პირობაა იმის გააზრება, რომ თქვენ შეგიძლიათ სიტუაციაზე გავლენის მოხდენა. ფიზიკური სტრესის დაძლევა ნამდვილად შესაძლებელია. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ მუშაობისას პოზა შეიცვალოთ.
ფსიქოლოგიური სტრესის დაძლევა კი უფრო რთული პროცესია.
ამასთან, აუცილებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტის გათვალისწინება:
● ზოგჯერ აუცილებელია დამოკიდებულების შეცვლა გამაღიზიანებელი ფაქტორების მიმართ. მაგალითად, ნაკლები ყურადღების მიქცევა გარკვეულ საკითხებზე;
● შესაძლოა, საჭირო იყოს თქვენი ქცევის შეცვლაც, მაგალითად, პირველმა გამოავლინეთ ინიციატივა, ნუ დაელოდებით სხვისგან პირველი ნაბიჯის გადადგმას;
● სტრესის გამომწვევ ადამიანთან ურთიერთობა უფრო ეფექტურია, ვიდრე მდუმარე ტანჯვა;
● და ბოლოს, შეგიძლიათ დახმარებისთვის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს მიმართოთ.
![]() |
4 4. საწარმოო სტრესი |
▲back to top |
სტრესი და პოსტტრავმული მდგომარეობა
მთავარი მენიუ
● შესავალი ● ზოგადი სტრესი
● საწარმოო სტრესი ● ტრავმული სტრესის დაძლევა
|
მთავარი მენიუდან დააჭირეთ ღილაკს „საწარმოო სტრესი“. თქვენ წინაშეა ორი დამატებითი ოპცია:
● შესავალი
● როლური სტრესი
![]() |
4.1 4.1 შესავალი |
▲back to top |
დააჭირეთ დამატებით ოპციას „შესავალი“, რის შემდეგაც ეკრანზე სლაიდის პირველი კადრი გამოჩნდება. სლაიდის სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“.
კადრმიღმა ხმა:
სამუშაო გარემოში შეიძლება წარმოიქმნას სტრესის გამომწვევი ნებისმიერი გამაღიზიანებელი ფაქტორი. ეს, რა თქმა უნდა, პოლიციელთა საქმიანობასაც ეხება. პოლიციელის საქმიანობაში სტრესის გამომწვევ ძირითად ფაქტორებს განეკუთვნება:
● როლური გაურკვევლობა;
● როლის შეცვლა;
● სახიფათო როლები;
● როლური კონფლიქტი.
![]() |
4.2 4.2 როლური სტრესი |
▲back to top |
სტრესი და პოსტტრავმული მდგომარეობის პრევენცია
როლური სტრესი |
||||
როლური |
როლის |
სახიფათო |
როლური |
საწარმოო |
დააჭირეთ ღილაკს „როლური სტრესი“ და დაინახავთ ზემოთ მოცემულ გამოსახულებას, საიდანაც შეგიძლიათ აირჩიოთ ერთ-ერთი ხუთი დამატებითი ოპციიდან:
● როლური გაურკვევლობა
● როლის შეცვლა
● სახიფათო როლები
● როლური კონფლიქტი
● საწარმოო სტრესის დაძლევა
4.2.1 როლური გაურკვევლობა
დააჭირეთ დამატებით ოპციას „როლური გაურკვევლობა“, რის შემდეგაც ეკრანზე სლაიდის პირველი კადრი გამოჩნდება. სლაიდის სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“.
კადრსმიღმა ხმა:
სამუშაოს კარგად შესრულებისათვის ადამიანი აუცილებლად უნდა ფლობდეს გარკვეულ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას ელიან და რას ითხოვენ მისგან, რა უნდა გააკეთოს და რა არა.
როდესაც ადამიანი არ ფლობს ადექვატურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეასრულოს თავისი როლი, მას უჩნდება ე.წ. როლური გაურკვევლობა.
როლური გაურკვევლობა ხშირად იწვევს საკუთარი სამუშაოთი უკმაყოფილებას ან ზრდის დაძაბულობას სამსახურში.
პოლიციელის მუშაობაში სტრუქტურული როლური გაურკვევლობა ბევრი სამუშაო დავალების შესრულებისას აღინიშნება.
პოლიციელს უხდება ისეთ სხვადასხვა სიტუაციაში მოქმედება, რომლის შედეგების წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია.
4.2.2 როლის შეცვლა
სტრესი და პოსტტრავმული მდგომარეობის პრევენცია
როლური სტრესი |
||||
როლური |
როლის |
სახიფათო |
როლური |
საწარმოო |
დააჭირეთ დამატებით ოპციას „როლის შეცვლა“, რის შემდეგაც ეკრანზე სლაიდის პირველი კადრი გამოჩნდება. სლაიდის სანახავად დააჭირეთ ღილაკს ,,გაშვება”.
კადრსმიღმა ხმა:
სტრესი შეიძლება გამოიწვიოს პოლიციელის მოვალეობების ხშირმა შეცვლამაც. პოლიციელი სხვადასხვა სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს. ერთი დღის
განმავლობაში პოლიციელს შეუძლია:
● განახორციელოს სახიფათო დაკავება;
● გადაჭრას ოჯახური კონფლიქტი;
● გაესაუბროს მძიმე დანაშაულის მსხვერპლს;
● გახდეს სასიკვდილო შედეგის მქონე ავარიის მოწმე.
ნებისმიერ ასეთ სიტუაციაში პოლიციელი აბსოლუტურად განსხვავებულ როლს ასრულებს: იქნება ეს საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი, თუ ობიექტური არბიტრი, სოციალური მუშაკი თუ ნახევრად რობოტი, რომელმაც უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე მაშინაც, როცა დაჭრილი ადამიანები ყვირიან და შველას ითხოვენ.
4.2.3 სახიფათო როლები
სტრესი და პოსტტრავმული მდგომარეობის პრევენცია როლური სტრესი |
||||
როლური |
როლის |
სახიფათო |
როლური |
საწარმოო |
დააჭირეთ დამატებით ოპციას „სახიფათო როლები“ რის შემდეგაც ეკრანზე სლაიდის პირველი კადრი გამოჩნდება. სლაიდის სანახავად დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“.
კადრსმიღმა ხმა:
პოლიციელის მიერ შესრულებული განსაკუთრებული დავალებები შეიძლება იმდენად რთული, სახიფათო და ემოციურად ძნელი აღმოჩნდეს, რომ დამატებით დატვირთვად იქცეს და პოტენციურად შესაძლოა სტრესის მიზეზიც გახდეს.
გაღიზიანებულ და აგრესიულ მოსახლეობასთან ხანგრძლივი მუშაობა, მუდმივი რეპრესიული ღონისძიებები, რომელთა განხორციელებაც ხშირად საფრთხეს უკავშირდება, აგრეთვე ხანგრძლივი აქტიური მუშაობისა და სიცოცხლისათვის საშიში მოულოდნელი სიტუაციების კომბინაცია ის ფაქტორებია, რომელიც პოლიციელის მუშაობას დაძაბულს ხდის და დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
4.2.4 როლური კონფლიქტი
ტრესი და პოსტტრავმული მდგომარეობის პრევენცია როლური სტრესი |
||||
როლური |
როლის |
სახიფათო |
როლური |
საწარმოო |
დააჭირეთ დამატებით ოპციას „როლური კონფლიქტი“ რის შემდეგაც ეკრანზე სლაიდის პირველი კადრი გამოჩნდება. სლაიდის სანახავად დააჭირეთ ღილაკს ,,გაშვება”.
კადრსმიღმა ხმა:
როლურ კონფლიქტს ადგილი აქვს მაშინ, როცა სამსახურებრივი დავალებები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის და სხვადასხვა მოთხოვნების შესაბამისად მოქმედება არის საჭირო. პოლიციელი შეიძლება წააწყდეს შემდეგ სიტუაციებს:
● როდესაც ურთიერთსაწინააღმდეგო მოთხოვნებიდან გამომდინარე საჭიროა სხვადასხვაგვარი მოქმედება: ადამიანის დახმარება და დაკავების წარმოება;
● როდესაც პოლიციელის შეხედულება არ ემთხვევა მისი ხელმძღვანელის მოსაზრებებს;
● როდესაც დაკისრებული დავალება გულისხმობს მოახლის ფუნქციის შესრულებას;
● როდესაც პოლიციელს ქუჩაში ხელმძღვანელის, პოლიციის განყოფილებაში კი ქვეშევრდომის როლის შესრულება უწევს.
4.2.5 საწარმოო სტრესის დაძლევა
სტრესი და პოსტტრავმული მდგომარეობის პრევენცია როლური სტრესი |
||||
როლური |
როლის |
სახიფათო |
როლური |
საწარმოო |
დააჭირეთ დამატებით ოპციას „საწარმოო სტრესის დაძლევა“, რის შემდეგაც ეკრანზე სლაიდის პირველი კადრი გამოჩნდება. სლაიდის სანახავად დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“.
კადრსმიღმა ხმა:
თქვენ, როგორც პოლიციელი, საწარმოო სტრესის რამოდენიმე სახის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ: როგორც მეორე თავშია აღნიშნული, სტრესის დაძლევა უფრო ადვილია, თუ ცხოვრების ჯანსაღ წესს ეწევით და აქტიურად ებრძვით გამაღიზიანებელ ფაქტორებს. ხშირად, სტრესის დაძლევისთვის აუცილებელია საორგანიზაციო ცვლილებების განხორციელება.
როგორც წესი, ეს ზომები საკმარისია იმისათვის, რომ პოლიციელებმა დაძლიონ სამსახურეობრივი სტრესი.
თუმცა, ხანდახან პოლიციელებს განსაკუთრებით მძიმე სიტუაციებთან გამკლავება უწევთ და ზემოთ აღნიშნული ზომები შეიძლება არასაკმარისი აღმოჩნდეს.
სტრესის სწორად დაძლევისათვის არასათანადო ყურადღების დათმობამ, შესაძლოა გამოიწვიოს პოსტტრავმული მდგომარეობა. შემდეგ თავში მოცემულია მისი თავიდან აცილების გზები.
![]() |
5 5. ტრავმული სტრესის დაძლევა |
▲back to top |
სტრესი და პოსტტრავმული მდგომარეობა
მთავარი მენიუ
● შესავალი ● ზოგადი სტრესი ● საწარმოო სტრესი ● ტრავმული სტრესის დაძლევა |
მთავარ მენიუში დააჭირეთ ღილაკს „ტრავმული სტრესის დაძლევა“, რის შემდეგაც გამოჩნდება ოთხი დამატებითი ოპცია. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ერთ-ერთი შემდეგი ოპციებიდან:
● შესავალი: ტრავმული სტრესის ცნება
● ტრავმული სტრესი პოლიციის მუშაობის პირობებში
● დაძლევის პროცესი
● მხარდაჭერის სისტემები
![]() |
5.1 5.1 შესავალი: ტრავმული სტრესის ცნება |
▲back to top |
სტრესი და პოსტტრავმული მდგომარეობა ტრავმული სტრესი |
დააჭირეთ დამატებით ოპციას „შესავალი: ტრავმული სტრესის ცნება“, თქვენ ნახავთ სლაიდის პირველ კადრს, სლაიდის სრულად ნახვისთვის დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“.
კადრსმიღმა ხმა:
ტრავმული სტრესი წარმოიქმნება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანმა ვერ შეძლო ტრავმული მოვლენების შედეგების დაძლევა.
ტრავმული მოვლენა ყოველდღიურობის ჩარჩოებში არ ჯდება და იგი ნებისმიერ ადამიანში მწუხარებას იწვევს.
შოკისმომგვრელი მოვლენა ან შემთხვევა სამი ნიშნით ხასიათდება:
● უძლურების ან უიმედობის განცდა;
● ყოველდღიური განაწესის მკვეთრი და მოულოდნელი შეცვლა;
● დისკომფორტის ძლიერი გრძნობა, მაგალითად, (სიკვდილის) შიში.
ამ ნაწილში განხილულია შემდეგი საკითხები:
● ტრავმული სტრესი პოლიციის მუშაობის პირობებში;
● დაძლევის პროცესი
● რა უნდა მოვიმოქმედოთ ტრავმული სტრესის დროს
![]() |
5.2 5.2 ტრავმული სტრესი პოლიციის მუშაობის პირობებში |
▲back to top |
დააჭირეთ დამატებით ოპციას „ტრავმული სტრესი პოლიციის მუშაობის პირობებში“, თქვენ ნახავთ სლაიდის პირველ კადრს, სლაიდის სრულად ნახვისთვის დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“.
კადრსმიღმა ხმა:
სხვა პროფესიონალებთან შედარებით, პოლიციელები უფრო ხშირად ხვდებიან შოკისმომგვრელ სიტუაციებში:
● მკვლელობა და თვითმკვლელობა;
● სასიკვდილო შედეგის ან მძიმე ტრავმების გამომწვევი ავტო-საგზაო შემთხვევები;
● ეჭვმიტანილის მკვლელობა;
● მუქარა პოლიციელების მისამართით და
● კოლეგის მკვლელობა.
პოლიციის სამსახურის ძირითადი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ პოლიციელის მუშაობის ეთიკური ნორმები არ აძლევს მას საკუთარი პრობლემების გაზიარების საშუალებას.
როდესაც პოლიციელი თანამშრომლებთან საკუთარ ემოციას გამოხატავს, ეს სისუსტედ აღიქმება და ხელმძღვანელებმა შეიძლება ჩათვალონ, რომ ასეთი პოლიციელი არ იმსახურებს დაწინაურებას.
ემოციური პრობლემები ხასიათის სისუსტედ არის მიჩნეული და სამსახურისთვის მიუღებელია.
შედეგად, ბევრი პოლიციელი განიცდის პოსტტრავმულ მდგომარეობას. არსებობს პირდაპირი კავშირი პოსტტრავმულ მდგომარეობასა და
● თვითმკვლელობების რიცხვს
● ალკოჰოლიზმსა და ასევე
● განქორწინებებს შორის.
პოლიციის სამსახურებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეს რაოდენობრივი მაჩვენებლები ძალიან მაღალია, განსაკუთრებით სხვა პროფესიების ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით.
![]() |
5.3 5.3 დაძლევის პროცესი |
▲back to top |
დააჭირეთ დამატებით ოპციას ,,დაძლევის პროცესი” და ეკრანზე დაინახავთ შემდეგ გამოსახულებას:
სტრესი და პოსტტრავმული მდგომარეობა დაძლევის პროცესი |
|||
შესავალი |
პირველი |
განმეორებითი |
დაძლევა |
ეკრანზე მოცემული დამატებითი 4 ოპციიდან შესაძლებელია ერთ-ერთი ქვემოთჩამოთვლილის არჩევა:
● შესავალი
● პირველი რეაქცია
● განმეორებითი განცდა და უარყოფა
● დაძლევა
5.3.1 შესავალი
სტრესი და პოსტტრავმული მდგომარეობა დაძლევის პროცესი |
|||
შესავალი |
პირველი |
განმეორებითი |
დაძლევა |
შესავალი - სლაიდების ჩვენება |
ღილაკის „შესავალი“ არჩევის შემდეგ მოცემულია ორი ოპცია, რომელთაგანაც შეიძლება აირჩიოთ ერთ-ერთი, კერძოდ:
● შესავალი - სლაიდების ჩვენება
● სიკვდილის საფრთხე - ვიდეოსიუჟეტი
5.3.1.1 შესავალი - სლაიდების ჩვენება
დააჭირეთ დამატებით ოპციას „შესავალი - სლაიდის ჩვენება“, თქვენ ნახავთ სლაიდის პირველ კადრს, სლაიდის სრულად ნახვისთვის დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“.
კადრსმიღმა ხმა:
შოკისმომგვრელ მოვლენებზე ადამიანები მძაფრად რეაგირებენ. ზოგიერთი რეაქციას უმალვე გამოხატავს, ზოგი კი - მოგვიანებით. ასეთი ემოციები აბსოლუტურად ნორმალურია. ეს არ არის სისუსტის ნიშანი და ემოციები, რომლებიც ადამიანს ეუფლება, არ ნიშავს იმას, რომ ეს ადამიანი პოლიციაში მუშაობისთვის არ გამოდგება.
პოლიციელები სხვადასხვა გზებით ცდილობენ შოკისმომგვრელი მოვლენების შედეგების დაძლევას. ზოგიერთი მეთოდი უკეთესია, ზოგი კი უარესი.
მიუხედავად განსხვავებებისა, დაძლევის პროცესი სამი საერთო ეტაპისგან შედგება:
● პირველი რეაქცია;
● განმეორებითი განცდა და უარყოფა;
● დაძლევა.
5.3.1.2 სიკვდილის საფრთხე - ვიდეოსიუჟეტი
დააჭირეთ დამატებით ოპციას „სიკვდილის საფრთხე - ვიდეოსიუჟეტი“ და ეკრანზე დაინახავთ ვიდეოსიუჟეტის პირველ კადრს, სიუჟეტის სრული ვერსიის ნახვისთვის დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“.
სტრესი და პოსტტრავმული მდგომარეობა დაძლევის პროცესი |
|||
შესავალი |
პირველი |
განმეორებითი |
დაძლევა |
შესავალი - სლაიდების ჩვენება |
ვიდეოსიუჟეტი:
ეს რომ მოხდა, მეგონა, რომ ყველაფერი მორჩა... მთელმა ცხოვრებამ თვალწინ გამირბინა. ეს ძალ-ღონეს მაცლიდა... თუმცა ფიზიკურად არაფერი მომსვლია. მერე ჩემი კოლეგები იცინოდნენ და ხუმრობდნენ, თითქოს და ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. როცა საპირფარეშოში ხელის დასაბანად შევედი, კანკალმა ამიტანა. ძალიან ვცდილობდი, მაგრამ ვერაფერი ვერ გავაკეთე. ბიჭები შემოვიდნენ და ნახეს რაც მჭირდა, მაგრამ არაფერი უთქვამთ. ცოლისთვის არაფერი მითქვამს... ის სულ ნერვიულობს, როცა სამსახურში ვარ. ვარჩიე, მისთვის არაფერი მეთქვა. რამდენჯერმე მკითხა, რა მოხდა.... ისეთი მხიარულიც აღარ ვარ. რამდენიმე კვირის შემდეგ კოშმარები დამეწყო და ყველაფერს ისევ თავიდან განვიცდიდი. სულ დაძაბული ვიყავი, განსაკუთრებით სამსახურში, სახლებში დაკავების ოპერაციების დროს. იცით, მაშინვე კანკალი მეწყებოდა. საკუთარი თავის გაკონტროლებას ვცდილობდი, მაგრამ კანკალის შეჩერებას ვერ ვახერხებდი. ძალიან აგრესიული გავხდი თანამშრომლებთან მიმართებაში და უფრო მეტად აგრესიული - მოსახლეობის მიმართ... |
5.3.2 პირველი რეაქცია
სტრესი და პოსტტრავმული მდგომარეობა დაძლევის პროცესი |
|||
შესავალი |
პირველი |
განმეორებითი |
დაძლევა |
დააჭირეთ დამატებით ოპციას „პირველი რეაქცია“, თქვენ ნახავთ სლაიდის პირველ კადრს, სლაიდის სრულად ნახვისთვის დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“.
კადრსმიღმა ხმა:
პირველ ეტაპზე, რომელიც შოკისმომგვრელი მოვლენის შემდეგ იწყება, ძირითადი რეაქციებია - დაუჯერებლობა, შოკი და გაოგნება.
თუმცა, ხშირად კრიზისულ სიტუაციებში აღმოჩენილი ადამიანები ახერხებენ სიმშვიდის შენარჩუნებას და ეფექტურად მოქმედებას.
და მხოლოდ მოგვიანებით ადამიანი აცნობიერებს, როგორი გავლენა მოახდინა ამ მოვლენამ მის მდგომარეობაზე. სწორედ მაშინ შეინიშნება პირველი ემოციური რეაქციები, რომელთაც ფიზიკური რეაქციებიც ახლავს თან.
ასეთი რეაქციები შეძლება მოიცავდეს როგორც ძლიერ ემოციურ აფეთქებას, ისე უკიდურეს გაუცხოებას, ხოლო ფიზიკური რეაქცია კი შეიძლება გამოიხატოს, მაგალითად, კანკალში.
5.3.3 განმეორებითი განცდა და უარყოფა
სტრესი და პოსტტრავმული მდგომარეობა დაძლევის პროცესი |
|||
შესავალი |
პირველი |
განმეორებითი |
დაძლევა |
დააჭირეთ დამატებით ოპციას „განმეორებითი განცდა და უარყოფა“, თქვენ ნახავთ სლაიდის პირველ კადრს, სლაიდის სრულად ნახვისთვის დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“.
კადრსმიღმა ხმა:
მეორე ეტაპზე, რომელიც შეიძლება მოვლენიდან ორ-სამ დღეში დაიწყოს, შეიძლება აღინიშნებოდეს შემდეგი რეაქციები:
● განმეორებითი განცდა
● უარყოფა
● მოჭარბებული აქტივობა.
განმეორებითი განცდის დროს ადამიანი გონებაში კვლავ განიცდის მომხდარს, ის ისევ მონაწილეობს მომხდარში და კვლავ ეუფლება ემოციური განცდა.
მოვლენის უარყოფა იცავს ადამიანს აკვიატებული მოგონებებისაგან. ამიტომ, უარყოფა აძლევს ადამიანს საშუალებას, აღიდგინოს ძალები მოვლენის განმეორებითი განცდის შემდეგ. არცერთ ადამიანს არ შეუძლია მუდმივად ემოციური დაძაბულობის ქვეშ ყოფნა. ასეთმა რეაქციამ შეიძლება მცდარი წარმოდგენა შეგვიქმნას, რომ ადამიანმა შეძლოს საკუთარ ემოციებთან გამკლავება, ვინაიდან იგი ისე იქცევა, თითქოს არაფერი მომხდარა.
მოვლენის განმეორებით განცდა იწვევს უარყოფით გამოცდილებასთან დაპირისპირების აუცილებლობას. ეს ტრავმის გამომწვევი მოვლენის შედეგების სწორი დაძლევის ერთადერთი საშუალებაა.
და ბოლოს, შეინიშნება მოჭარბებული გონებრივი და ფიზიკური აქტივობა. ადამიანის მთელი ძალისხმევა მიმართულია მოვლენის განმეორების თავიდან ასაცილებლად. ასეთი დაძაბულობა ადამიანს ფიზიკურად თენთავს, რაც, თავის მხრივ, სხვადასხვა შედეგს იწვევს.
5.3.4 დაძლევა
სტრესი და პოსტტრავმული მდგომარეობა დაძლევის პროცესი |
|||
შესავალი |
პირველი |
განმეორებითი |
დაძლევა |
დააჭირეთ დამატებით ოპციას „დაძლევა“, თქვენ ნახავთ სლაიდის პირველ კადრს, სლაიდის სრულად ნახვისთვის დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“.
კადრსმიღმა ხმა:
ადამიანი დაძლევის პროცესს იწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც აცნობიერებს, რომ მოხდა ტრავმის გამომწვევი მოვლენა და ხვდება მის შედეგებს. ასეთი მოვლენის შედეგების დაძლევის შემდეგ, ადამიანს შეუძლია ცხოვრება ჩვეული წესით განაგრძოს.
თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მას ავიწყდება მომხდარი ან მომავალში შეძლებს მის დავიწყებას.
![]() |
5.4 5.4 მხარდაჭერის სისტემები |
▲back to top |
„მხარდაჭერის სისტემები“ ღილაკის დაჭერის შემთხვევაში ეკრანზე დაინახავთ შემდეგ კადრს:
სტრესი და პოსტტრავმული მდგომარეობა მხარდაჭერის სისტემები |
|||
შესავალი |
პოლიციელი |
კოლეგები |
ხელმძღვანელები |
ეკრანზე მოცემულია ხუთი დამატებითი ოპცია, რომელთაგანაც შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი:
● შესავალი
● პოლიციელი
● კოლეგები
● ხელმძღვანელები
● სიტუაცია სახლში
5.4.1 შესავალი
სტრესი და პოსტტრავმული მდგომარეობა მხარდაჭერის სისტემები |
||||
შესავალი |
პოლიციელი |
კოლეგები |
ხელმძღვანელები |
სიტუაცია |
დააჭირეთ დამატებით ოპციას „შესავალი“, თქვენ ნახავთ სლაიდის პირველ კადრს. სლაიდის სრულად ნახვისთვის დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“.
კადრსმიღმა ხმა:
პოლიციელები, როგორც წესი, არ გამოხატავენ ემოციებს, რადგან ეს სისუსტედ ითვლება.
პოლიციელებს ხშირად ექმნებათ პრობლემები ტრავმის გამომწვევი მოვლენის შედეგების დაძლევისას და, როგორც უკვე აღინიშნა, ეს სხვადასხვა უარყოფით შედეგს იწვევს როგორც პოლიციელისთვის, ისე, ზოგადად, პოლიციისთვისაც.
ყველაზე მნიშვნელოვანია პრობლემის საწყის სტადიაზე განსაზღვრა. თავად პოლიციელს, მის ხელმძღვანელებს, კოლეგებსა და ოჯახის წევრებს, ყველას შეუძლია პრობლემის საწყის ეტაპზე განსაზღრაში წვლილის შეტანა.
5.4.2 პოლიციელი
სტრესი და პოსტტრავმული მდგომარეობა მხარდაჭერის სისტემები |
||||
შესავალი |
პოლიციელი |
კოლეგები |
ხელმძღვანელები |
სიტუაცია |
დააჭირეთ ღილაკს „პოლიციელი“ და ნახავთ სლაიდის პირველ კადრს, სლაიდის სრულად ნახვისთვის დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“.
კადრსმიღმა ხმა:
მნიშვნელოვანია, რომ პოლიციელმა ტრავმის გამომწვევი მოვლენის შემდეგ აღიაროს ის და გააცნობიეროს, რომ მისი რეაქცია ნორმალურია, არ არის სისუსტის ნიშანი და არ გულისხმობს, რომ იგი შეუფერებელია პოლიციაში მუშაობისათვის.
ინსტრუქცია პოლიციელისათვის:
● აღიარეთ, რომ მოწყვლადი ხართ და გადაიტანეთ შოკი;
● ესაუბრეთ ამის შესახებ სხვა ადამიანებს და აღიარეთ, რომ ამ მოვლენამ თქვენზე ემოციური ზეგავლენა მოახდინა;
● ასეთი ადამიანები შეიძლება იყვნენ ოჯახის წევრები ან თანამშრომლები ანუ ის ადამიანები, რომელთაც ესმით თქვენი.
5.4.3 კოლეგები
სტრესი და პოსტტრავმული მდგომარეობა მხარდაჭერის სისტემები |
||||
შესავალი |
პოლიციელი |
კოლეგები |
ხელმძღვანელები |
სიტუაცია |
● სლაიდის ჩვენება ● „კოლეგა“ - ვიდეოსიუჟეტი ● „საუბარი“ - ვიდეოსიუჟეტი |
დააჭირეთ ღილაკს „კოლეგები“. მოცემული სამი ოპციიდან შეგიძლიათ აირჩიოთ შემდეგი:
● სლაიდის ჩვენება
● „კოლეგა“ - ვიდეოსიუჟეტი
● „საუბარი“ - ვიდეოსიუჟეტი
5.4.3.1 სლაიდების ჩვენება
სტრესი და პოსტტრავმული მდგომარეობა მხარდაჭერის სისტემები |
||||
შესავალი |
პოლიციელი |
კოლეგები |
ხელმძღვანელები |
სიტუაცია |
● სლაიდის ჩვენება ● „კოლეგა“ - ვიდეოსიუჟეტი ● „საუბარი“ - ვიდეოსიუჟეტი |
დააჭირეთ დამატებით ოპციას „სლაიდის ჩვენება“, თქვენ ნახავთ სლაიდის პირველ კადრს, სლაიდის სრულად ნახვისთვის დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“.
კადრსმიღმა ხმა:
ტრავმის გამომწვევი მოვლენის შემდეგ ბევრ პოლიციელს უჩნდება შეგრძნება, რომ კოლეგებმა ის მძიმე ვითარებაში მიატოვეს. შემდგომში, პოლიციელს კვლავ ეუფლება წყენა. ხშირად ეს უფრო მტანჯველია, ვიდრე მოვლენის შემდგომი პირველი შეგრძნებები.
ასეთი ვითარების დაძლევის ყველაზე ეფექტური გზაა ამ მოვლენის ხშირი განხილვა იმ კოლეგასთან ერთად, რომელსაც ენდობით.
როგორც კოლეგამ, თქვენ შეიძლება პირველმა შეამჩნიოთ ცვლილები ქცევაში.
იმისათვის, რომ კოლეგას ტრავმის შედეგად გამოწვეული განცდების დაძლევაში დაეხმაროთ, თქვენ:
● უნდა აღიაროთ, რომ ადამიანი განიცდის ტრავმის გამომწვევი მოვლენის გამო და საჭიროა ამ მდგომარეობის დაძლევა;
● უნდა ესაუბროთ ამ განცდებზე და მზად იყოთ მოუსმინოთ;
● შეგიძლიათ შესთავაზოთ პრაქტიკული დახმარება.
5.4.3.2 „კოლეგა“ - ვიდეოსიუჟეტი
სტრესი და პოსტტრავმული მდგომარეობა მხარდაჭერის სისტემები |
||||
შესავალი |
პოლიციელი |
კოლეგები |
ხელმძღვანელები |
სიტუაცია სახლში |
● სლაიდის ჩვენება ● „კოლეგა“ - ვიდეოსიუჟეტი ● „საუბარი“ - ვიდეოსიუჟეტი |
დააჭირეთ დამატებით ოპციას „კოლეგა - ვიდეოსიუჟეტი“, ეკრანზე დაინახავთ სიუჟეტის პირველ კადრს, რომლის სრულად ნახვისთვის დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“.
ვიდეოსიუჟეტი:
პეტრეს უკვე 5 წელზე მეტია ვიცნობ... ვფიქრობ, ის ერთ-ერთი საუკეთესოა ჩვენს შორის. დაახლოებით ორი თვის წინ მის ქცევაში ცვლილებები შევამჩნიე. ის მხიარული ბიჭი აღარ არის... ძალიან ადვილია მისი გულისტკენა... დათრგუნულია. ვარჯიშზეც კი აღარ დადის.
სამსახურში ადამიანების შეურაცხყოფაზე გადადის, განსაკუთრებით თუ მას წინააღმდეგობას უწევენ.
ერთხელ, მაგალითად, როცა მანქანას ვამოწმებდით, ერთმა წაიწუწუნა, რომ პეტრემ დააჯარიმა... უცებ პეტრე ისე გაცხარდა, რომ ის ბიჭი მანქანიდან გადმოათრია და ცემა დაუწყო. ძლივს შევძელით მისი შეჩერება... გამაოგნებელი იყო მისი მოქმედების ყურება. უბრალოდ გიჟივით იქცეოდა.
მეორე შემთხვევაში დაკავებულები ციხეში გადაგვყავდა. და უცებ დავინახე, რომ პეტრე ბიჭს სცემდა, შეშლილივით იყო. ისევ საჭირო გახდა მისი შეჩერება.
მაშინ გადავწყვიტე, რომ მასთან საუბარი იყო საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ 5 წელია მასთან ვმეგობრობ, საუბრისას ძალიან ვნერვიულობდი... იცით, ძალიან რთულია თანამშრომლის გაკრიტიკება... უბრალოდ უსიამოვნებას იწვევთ. მე ვიცი, რომ პოლიციელებს არ უყვართ კრიტიკა, მაშინაც კი, როცა ეს მათთვის სასიკეთოდ არის... მათ არაფრის მოსმენა არ სურთ. |
5.4.3.3 „საუბარი“- ვიდეოსიუჟეტი
სტრესი და პოსტტრავმული მდგომარეობა მხარდაჭერის სისტემები |
||||
შესავალი |
პოლიციელი |
კოლეგები |
ხელმძღვანელები |
სიტუაცია |
● სლაიდის ჩვენება ● „კოლეგა“ - ვიდეოსიუჟეტი ● „საუბარი“ - ვიდეოსიუჟეტი |
დააჭირეთ დამატებით ოპციას „საუბარი - ვიდეოსიუჟეტი“ და დაინახავთ სიუჟეტის პირველ კადრს. სიუჟეტის სანახავად დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“.
ვიდეოსიუჟეტი:
I პოლიციელი: |
პეტრე: |
I პოლიციელი: |
პეტრე: |
I პოლიციელი: |
პეტრე: (გაღიზიანებული) |
I პოლიციელი: |
პეტრე: |
I პოლიციელი: |
პეტრე: |
I პოლიციელი: |
პეტრე: |
I პოლიციელი: |
პეტრე: |
I პოლიციელი: |
პეტრე: |
5.4.4 ხელმძღვანელები
სტრესი და პოსტტრავმული მდგომარეობა მხარდაჭერის სისტემები |
||||
შესავალი |
პოლიციელი |
კოლეგები |
ხელმძღვანელები |
სიტუაცია |
დააჭირეთ დამატებით ოპციას ,,ხელმძღვანელები”, თქვენ ნახავთ სლაიდის პირველ კადრს. სლაიდის სრულად ნახვისთვის დააჭირეთ ღილაკს ,,გაშვება”.
კადრსმიღმა ხმა:
ხელმძღვანელს ასევე შეუძლია დახმარების გაწევა. ამისათვის მან უნდა:
● აღიაროს პრობლემა და გაგებით მოეკიდოს მას;
● შესთავაზოს პრაქტიკული დახმარება;
● დააკვირდეს პოლიციელს, რომელმაც შოკი განიცადა;
● აუხსნას, რა ცვლილებები შენიშნა მის ქცევაში;
● საჭიროების შემთხვევაში, გააგზავნოს პოლიციელი სპეციალისტთან, რომელსაც შეუძლია პროფესიონალური დახმარების გაწევა.
ხელმძღვანელის როლი არ გულისხმობს პრობლების გადაჭრას, არამედ პოლიციელის გაგზავნას იქ, სადაც მას დახმარებას აღმოუჩენენ, მაგალითად მხარდაჭერის ჯგუფში.
5.4.5 სიტუაცია სახლში
მდგომარეობა მხარდაჭერის სისტემები |
||||
შესავალი |
პოლიციელი |
კოლეგები |
ხელმძღვანელები |
სიტუაცია |
დააჭირეთ ღილაკს „სიტუაცია სახლში“ და ეკრანზე შემდეგ „ინციდენტი“ - ვიდეოსიუჟეტი „ცოლი“ - ვიდეოსიუჟეტი „კამათი“ - ვიდეოსიუჟეტი „საუბარი“ ვიდეოსიუჟეტი |
ეკრანზე მოცემულია ხუთი დამატებითი ოპცია. მათგან შეგიძლიათ აირჩიოთ ნებიმისმიერი:
„სიტუაცია სახლში“ სლაიდის ჩვენება
„ინციდენტი“ - ვიდეოსიუჟეტი
„ცოლი“ - ვიდეოსიუჟეტი
„კამათი“- ვიდეოსიუჟეტი
„საუბარი“ - ვიდეოსიუჟეტი
5.4.5.1 „სიტუაცია სახლში“ სლაიდის ჩვენება
სტრესი და პოსტტრავმული მდგომარეობა მხარდაჭერის სისტემები |
||||
შესავალი |
პოლიციელი |
კოლეგები |
ხელმძღვანელები |
სიტუაცია |
„სიტუაცია სახლში“ სლაიდის ჩვენება „ინციდენტი“ - ვიდეოსიუჟეტი „ცოლი“ - ვიდეოსიუჟეტი „კამათი“ - ვიდეოსიუჟეტი „საუბარი“ ვიდეოსიუჟეტი |
დააჭირეთ დამატებით ოპციას ,,სიტუაცია სახლში“ „სლაიდის ჩვენება“. თქვენ ნახავთ სლაიდის პირველ კადრს, სლაიდის სრულად ნახვისთვის დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“.
კადრსმიღმა ხმა:
შოკისმომგვრელი მოვლენის შემდეგ აუცილებელია პოლიციელის გამოკითხვა და მისთვის მხარდაჭერის აღმოჩენა. ეს უნდა მოხდეს არა მარტო სამსახურში, არამედ სახლშიც.
ხშირად, პოლიციელს სახლში უჭირს მხარდაჭერის მოპოვება, რადგან არსებობს რამოდენიმე შემაფერხებელი გარემოება, მაგალითად:
პოლიციელის მეუღლეს ესმის, რომ პოლიციაში მუშაობა საფრთხეს უკავშირდება. ამ ფაქტთან შეგუების ერთ-ერთი გზაა - საერთოდ არ ისაუბრო სამსახურის შესახებ.
შესაძლებელია სხვა ვარიანტიც, როდესაც მეუღლეს უნდა დახმარების შეთავაზება, მაგრამ არ იცის როგორ გააკეთოს ეს.
თავად პოლიციელი, მისი ოჯახის წევრები და თანამშრომლები, ყველა მათგანი მნიშვნელოვან როლს თამაშობს პოლიციელის მხარდაჭერაში.
თანამშრომლებმა უნდა შეატყობინონ მეუღლეს ასეთი მოვლენის შესახებ. ასევე უნდა უამბონ, თუ როგორი რეაგირება არის მოსალოდნელი პოლიციელის მხრიდან ამ მოვლენაზე.
პირველ რიგში, მეუღლე უნდა დააკვირდეს ცვლილებებს პოლიციელის ქცევაში. შემდეგი ნაბიჯია - შედეგების დაძლევა, რისთვისაც უნდა ეცადოთ, გამოიწვიოთ პოლიციელი საუბარზე მომხდარის შესახებ.
შესაძლოა, პოლიციელი თავად შეეცადოს მდგომარეობის დაძლევას, თუკი ისაუბრებს შოკის გამომწვევი მოვლენის შესახებ.
როგორც წესი, ტრავმული მოვლენები დიდ გავლენას ახდენს ვითარებაზე სახლში.
ოჯახის წევრებთან ნორმალური ურთიერთობა ეხმარება პოლიციელს ტრავმის გამომწვევი მოვლენის შედეგის დაძლევაში და, ამგვარად, ხელს უშლის ოჯახში პრობლემების წარმოქმნას.
5.4.5.2 ვიდეოსიუჟეტი „ინციდენტი“
სტრესი და პოსტტრავმული მდგომარეობა მხარდაჭერის სისტემები |
||||
შესავალი |
პოლიციელი |
კოლეგები |
ხელმძღვანელები |
სიტუაცია |
„სიტუაცია სახლში“ სლაიდის ჩვენება |
დააჭირეთ დამატებით ღილაკს „ინციდენტი - ვიდეოსიუჟეტი“, ეკრანზე დაინახავთ სიუჟეტის პირველ კადრს, რომლის სრულად ნახვაც შესაძლებელია ღილაკზე „გაშვება“ დაჭერით.
ვიოდეოსიუჟეტი:
პოლიციელი:
ეს ერთ-ერთი ისეთი დემონსტრაცია იყო, რომელიც გულზე სულაც არ გვეხატება. ამ ადამიანებს ტერორიზმში ეჭვმიტანილებად ვთვლიდით. რომელიმე მათგანს, შეიძლება პოლიციელიც კი ჰყავდა მოკლული... რაღაც მომენტში დემონსტრანტთა ჯგუფი უნდა შეგვეჩერებინა, რომ მთავრობის შენობასთან არ მისულიყვნენ. ერთი შეტაკება უკვე მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაიჭრა. ერთი მათგანი მძიმედ იყო დაჭრილი... ასე რომ, გვარიანად მოგვხვდა.
პირველი შეტაკების შემდეგ პოზიციები გავიმაგრეთ შემდეგი შეტაკებისთვის. ისინი გამხეცებულებივით იყვნენ. ჩვენს ხელმძღვანელს კორდონის შენარჩუნება სურდა, მაგრამ არაფერი გამოდიოდა. და, სწორედ მაშინ, დავინახე ის ბიჭი.
გიჟი იყო, თვალებს აბრიალებდა, ყვიროდა... აი ასეთი ზომის ქვებს ისროდა (აჩვენებს). პირდაპირ თვალებში შემომხედა და ქვა მესროლა. მაგრამ ვერ მომარტყა...ალბათ იმიტომ, რომ ყველაფერს ვხედავდი.
იცით, ყველაფრის ზედმიწევნით გახსენება არ შემიძლია, მახსოვს, რომ უცებ იმ ბიჭს გამოვეკიდე. არანორმალური იყო... მე მხოლოდ მისი დაჭერა მინდოდა. ამ დროს ფეხი დამიცდა და ვიგრძენი, რომ ზურგში ქვა მომხვდა.
მერე საშინელება დაიწყო, ერთი ათჯერ მაინც მომარტყეს. გარშემო სულ დემონსტრანტები იყვნენ... ჩემიანს ვერავის ვხედავდი... ეს ყველაფერი ძალიან დიდ ხანს გრძელდებოდა... და ვფიქრობდი, აქედან ვეღარ დავაღწევ-თქო. უცებ სროლის ხმა გავიგე და ყველაფერი შეწყდა.
საავადმყოფოში მიმიყვანეს, სულ დალურჯებული ვიყავი, მარჯვენა ხელი კი მოტეხილი მქონდა. 4 კვირის შემდეგ საავადმყოფოდან რომ გამოვედი, გამიჭირდა მუშაობის გაგრძელება.
ხელმძღვანელებიდან ჩემთან საავადმყოფოში არავინ მოსულა. ჩხუბის დროს საათი გამიტყდა....სრულებით....მაგრამ ეს არავის ადარდებდა.
იცით, ეს სიტუაცია რომ მახსენდება, ვფიქრობ ხოლმე, რატომ მაინცდამაინც მე? არასწორად რა გავაკეთე? ჩემი თანამშრომლები, საავადმყოფოში რომ მოდიოდნენ, საკუთარი თავით ძალიან კმაყოფილები იყვნენ, მათ ხომ მე გადამარჩინეს. მე კი სულ სხვა რამეს ვგრძნობდი, მაშინ სად იყვნენ მიწაზე რომ ვეგდე?
სამსახურში როცა დავბრუნდი, ვცდილობდი ყველასთვის თავი ამერიდებინა. დეპრესიაში ვიყავი. სმა დავიწყე, ცოლთან ურთიერთობა გამიფუჭდა. ერთ მომენტში, მინდოდა ყველაფრისთვის ბოლო მომეღო. მაშინ ჩემმა ცოლმა გადამარჩინა. |
5.4.5.3 „ცოლი“- ვიდეოსიუჟეტი
სტრესი და პოსტტრავმული მდგომარეობა მხარდაჭერის სისტემები |
||||
შესავალი |
პოლიციელი |
კოლეგები |
ხელმძღვანელები |
სიტუაცია |
„სიტუაცია სახლში“ სლაიდის ჩვენება |
დააჭირეთ დამატებით ოპციას „ცოლი - ვიდეოსიუჟეტი“. თქვენ დაინახავთ სიუჟეტის პირველ კადრს, ხოლო სიუჟეტის სრულად ნახვისთვის დააჭირეთ ღილაკს ,,გაშვება”.
ვიდეოსიუჟეტი:
როცა საავადმყოფოში იყო, ვგრძნობდი, რომ ძალიან აღელვებული იყო. არ მეუბნებოდა, მაგრამ ვხედავდი, რომ სულ უფრო დაღვრემილი ხდებოდა. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ სამსახურში დაბრუნება გაუჭირდა.
საღამოობით, სამსახურის შემდეგ სვამდა და რამდენიმე ბოთლ ლუდს კი არა, არამედ უფრო მაგარ სასმელს.
რამდენიმეჯერ ღამის მორიგეობაზე მთვრალიც წასულა. სახლში კი სულ ტელევიზორის წინ იჯდა, არხებს აქეთ-იქით რთავდა. ამაზე ხშირად ვკამათობდით. მას არაფერი აინტერესებდა, არ მისმენდა. ბევრი რამე შეიცვალა. სექსი აღარ გვქონდა. თითქოს სახლში საერთოდ არ ვიყავი. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რას ვგრძნობდი? |
5.4.5.4 „კამათი“ - ვიდეოსიუჟეტი
სტრესი და პოსტტრავმული მდგომარეობა მხარდაჭერის სისტემები |
||||
შესავალი |
პოლიციელი |
კოლეგები |
ხელმძღვანელები |
სიტუაცია |
„სიტუაცია სახლში“ სლაიდის ჩვენება „საუბარი“ ვიდეოსიუჟეტი |
დააჭირეთ დამატებით ოპციას „კამათი - ვიდეოსიუჟეტი“ და დაინახავთ სიუჟეტის პირველ კადრს. სიუჟეტის სანახავად დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“.
ვიდეოსიუჟეტი:
ცოლი: |
პოლიციელი: |
ცოლი: |
პოლიციელი: |
ცოლი: |
პოლიციელი: რა...რა ჯანდაბა გინდა ჩემგან... გაჩუმდი, გთხოვ....ძალიან გთხოვ! |
ცოლი: |
პოლიციელი: |
ცოლი: |
პოლიციელი: |
5.4.5.5 „საუბარი“ - ვიდეოსიუჟეტი
სტრესი და პოსტტრავმული მდგომარეობა მხარდაჭერის სისტემები |
||||
შესავალი |
პოლიციელი |
კოლეგები |
ხელმძღვანელები |
სიტუაცია |
„სიტუაცია სახლში“ სლაიდის ჩვენება |
დააჭირეთ დამატებით ოპციას „საუბარი - ვიდეოსიუჟეტი“ და დაინახავთ სიუჟეტის პირველ კადრს. სიუჟეტის სანახავად დააჭირეთ ღილაკს „გაშვება“.
ვიდეოსიუჟეტი:
ცოლთან საუბარი |
ოჯახის შესანარჩუნებლად რაიმე უნდა გამეკეთებინა, სხვაგვარად არ ვიცი, რა დაგვემართებოდა. კვირას დილას რომ გაიღვიძა, საუბარი დავიწყე. |
საუბარი |
ცოლი: |
უყურებს. |
გიორგი: |
ცოლი: |
მხრებს იჩეჩავს. |
გიორგი: |
ცოლი: |
გიორგი: (ცინიკურად) |
ცოლი: |
გიორგი: |
ცოლი: (ემოციურად) |
გიორგი: |
ცოლი: (აღელვებული) |
გიორგი: |
ცოლი: |
გიორგი: |
ცოლი: |
გიორგი: |
ცოლი: |
ცოლი: |