საქართველო და ევროკავშირი - საზოგადოების განწყობა


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი ევროინტეგრაცია
წყარო: საქართველო და ევროკავშირი-საზოგადოების განწყობა = Georgia and Europian Union-Public Attitude / ფრიდრიხ ებერტის ფონდი, სტრატეგიულ გამოკვლ. ინ-ტი ; [პროექტის შემსრულებლები: ნ. სახოკია, ნ. მელიქაძე, პ. ლეჟავა] - თბ., 2005 - 43გვ. ; 20სმ. - : [ფ.ა.]   [MFN: 31591]
 
UDC:  341.217(4)
F 73.654/3 - ხელუხლებელი ფონდი
 

საავტორო უფლებები: © ფრიდრიხ ებერტის ფონდი
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: FRIEDRICH EBERT STIFTUNG GEORGIAND EUROPEAN – PUBLIC ATTITUDE Strategic Research Institute სტრატეგიულ გამოკვლევათა ინსტიტუტი თბილისი 2005 TBILISI 2005 პროექტის შემსრულებლები: ნ. სახოკია ნ. მელიქაძე პ ლეჟავა სტრატეგიულ გამოკვლევათა ინსტიტუტი ვუკოლ ბერიძის ქ. # 6, თბილისი 0118, საქართველო ელ ფოსტა src@access.sanet.ge www.src.ge Project executors: N. Sakhokia N. Melikadze P. Lezhava Strategic research Institute 6 Beridze street, Tbilisi 01 18, Georgia e-mail: src@access, sanet.ge www. src.ge



1 * * *

▲back to top


წინამდებარე ნაშრომში წარმოდგენილია სტრატეგიულ გამოკვლევათა ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები. კვლევის მიზანი იყო საზოგადოების განწყობის შეფასება საქართველოს ევროპის კავშირში შესაძლო გაერთიანების მიმართ.

პროექტი განხორციელდა ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის ქ-ნ თამარ ბერუჩაშილის დაკვეთით და ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს ფილიალის ფინანსური მხარდაჭერით.

The following Report summarizes the results of the investigation of The Strategic Research Institute. Aim of the investigation was to study Ceorgian public attitude in relation to Euro- integration process.

The project is conducted under the request of the Deputy State Minister of Georgia, Mrs. Tamar Beruchashvili, and financially provider by Friedrich Ebert Stiftung.

2 ანოტაცია

▲back to top


წინამდებარე ნაშრომში ასახულია საქართველოს საზოგადოების განწყობის შეფასება იმ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებამ მიიღო და რომლის მიზანი საქართველოს ევროკავშირში გაერთიანებაა.

ნაშრომი შედგება წინათქმის და ექვსი თავისაგან.

წინათქმაში მოკლედ განხილულია ევროპის კავშირის შექმნის ისტორიული და კულტურული წანამძღვრები. მოცემულია ძირითად ევროპულ ფასეულობათა სისტემა და ის პრინციპები, რომლებიც ქმნიან თანამედროვე ევროპის საზოგადოებრივი მოწყობის საფუძვლბს.

პირველ თავში დახასიათებულია საქართველოს მოსახლობის დამოკიდებულება ევროინტეგრაციისადმი. მოყვანილია დასაბუთება იმისა, თუ რატომ არის აუცილბელი საზოგადოებრივი განწყობის შესწავლა და ფორსირებული ევროპული საინფორმაციო პოლიტიკის განხორციელება იმ ქვეყნებში, რომლებიც ევროკავშირში გაერთიანებას ესწრაფვიან.

მეორე თავში ჩამოთვლილია ის კონკრეტული საკითხები, რომელთა შესწავლამაც შეადგინა ჩატარებული კვლევის ძირითადი შინაარსი.

მესამე თავში მოკლედ არის მიმოხილული ევროკავშირის ახალი წევრი და წევრობის კანდიდატი ქვეყნების მიერ განხორციელებული ევრო საინფორმაციო სტრატეგია. ჩამოთვლილია რომელ სამიზნე ჯგუფებზე მიმართა ამა თუ იმ ქვეყანამ თავისი პოლიტიკა და რა კონკრეტული ღონისძიებები განახორციელა. აქვეა ინფორმაცია საერთაშორისო საინფორმციო ქსელ EUROPE DIRECT - ის შესახებ.

მეოთხე თავში მოცემულია საქართველოში ევროკავშირის მიმართ საზოგადოებრივი განწყობის შესახებ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები და მათი ანალიზის საფუძველზე მიღებული დასკვნები.

მეხუთე თავში რამდენიმე წამყვანი ქართული გაზეთის შესწავლის სფუძველზე მოყვანილია ზოგადი დასკვნები საქართველოს პრესის მიერ ევროინტეგრაციის საკითხების საინფორმაციო მხარდაჭერის მდგომარეობის შესახებ.

მეექვსე თავში ძირითადი ყურადღება ეთმობა იმ საკითხს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თვითონ უნდა შეიმუშავოს და თანმიმდევრულად განახორციელოს ევროსაინფორმაციო პოლიტიკა. მოყვანილია რამდენიმე რეკომენდაცია ამ პოლიტიკის განხორციელებისათვის.

ძირითადი დასკვნა, რომელიც გასდევს ამ ნაშრომს, არის ის, რომ დღევანდელ საქართველოში ევრო საინფორმციო პოლიტიკის განხორციელების საქმეში ყველაზე პრიორიტეტული მიმართულება ევროპული ფუნდამენტური ფასეულობების და ევროპული ცხოვრების წესის შესახებ საქართველოს მოსახლეობის ცოდნის ამაღლებაა.

3 წინათქმა

▲back to top


1950 წლის 9 მაისს სფრანგეთმა გამოაქვეყნა მოწოდება ევროპის ქვანახშირისა და მეტალურგიულ წარმოებათა გაერთიანების შესახებ. ფაქტიურად ეს დღე ევროპული კავშირის დაბადების დღედ გადაიქცა, რადგან ამან ევროპული ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციის ხანგრძლივ პროცესს მისცა დასაბამი. ,,გაერთიანებული ევროპა საბოლოოდ მზა ფორმით ერთბაშად ვერ შეიქმნება; იგი მხოლოდ რეალური საქმეებისა და ფაქტიური სოლიდარობის საფუძველზე ჩამოყალიბდება. არაფერი მტკიცე ერთბაშად არ იქმნება“ - განაცხადა ამ მოწოდბის ავტორმა, საფრანგეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპული ინტეგრაციის პროცესი პოლიტიკური ინტერესებით იქნა სტიმულირებული, ამგვარი გაერთიანება მხოლოდ ევროპელი ხალხების ღრმა კულტურული მონათესაობის გამო გახდა შესაძლებელი. მეოცე საუკუნის განმავლობაში გადატანილი ორი მსოფლიო ომის გამოცდილებამ ევროპულ საზოგადოებრივ აზროვნებაში ღრმა კვალი დატოვა: ჯერ ერთი, ევროპის ქვეყანათა შორის ომების უაზრობა საყოველთაოდ ნათელი გახდა; გარდა ამისა, ჩამოაყალიბა ნათელი გაგება იმისა, რომ ევროპის არსებული სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური დანაწევრება უაზრო ანაქრონიზმია, რომელიც ერთობლივი ძალისხმვით უნდა იქნას დაძლეული; გამოიკვეთა აზრი, რომ ერთიანი ევროპა არავის საწინააღმდეგოდ არ უნდა იყოს მიმართული; რომ მას არც საკუთარი თავის შიგნით და არც მის მომცველ ქვეყანათა მიმართ, არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე იმპერიალისტური და აგრესიული მისწრაფებები; რომ ერთიანი ევროპის არსებობის აზრს საერთაშორისო სოლიდარობა და საერთაშორისო თანამშრომლობა, მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცებისა და საერთო კეთილდღეობის ზრდისაკენ სწრაფვა შეადგენს. ევროპული გაერთიანების პოლიტიკური ინიციტივა საზოგადოებამ ევროპული სულის იმ ფუძემდებლური თვისებების ჭეშმარიტ გამოვლინებად მიიჩნია, რომელიც რეალობის მიუკერძოებელ აღქმას და ფაქტიურ შესაძლებლობათა და ვალდებულებათა გაცნობიერებას ეფუძნება.

ევროპულ სახელმწიფოთა საზღვრები იმ ქვეყანათა ხანგრძლივი ისტორიული განვითარების პროცესში, ევროპული ერების კონსოლიდაციისათვის გაწეულ დიდ ძალისხმევაში ჩამოყალიბდა. ევროპაში ამ საზღვრების გაუქმების საკითხი არავის დაუყენებია და იგი დღესაც არ დგას, მაგრამ სახელმწიფო საზღვრების ფუნქცია და მნიშვნელობა რადიკალურად შეიცვალა. დღეს ეს საზღვრები იდეების, ტექნოლოგიებისა და საქონლის გაცვლისა და ადამიანთა თავისუფალი ურთიერთობებისათვის არავითარ ბარიერს უკვე არ ქმნიან. ევროპის ერებს შორის სოლიდარობის შეგნებამ დაძლია ძველი წარმოგენები ნაციონალიზმის შესახებ. ნაციონალიზმის დამსახურება იმაში მდგომარეობს, რომ მან თავის დროზე სახელმწიფოთა შინაგან კონსოლიდაციას, ტრადიციათა ჩამოყალბებებსა და მტკიცე შინაგანი სტრუქტურების შექმნას შეუწყო ხელი. სადღეისოდ, ნაციონალიზმის იდეის საფუძველზე ერთაშორისო ურთიერთობათა სრულიად ახალი სისტემის ჩამოყალიბება ხდება - ნაციონალურ საფუძველზე ზენაციონალური ღირებულებები ჩამოყალიბდა; ზენაციონალური ერთობის მოპოვებისათვის ნაციონალურმა ენერგიამ ახალი ძალა შეიძინა.

თანამედროვე მსოფლიოში ევროპული ინტეგრაციის იდეა მრავალი სახელმწიფოს სტრატეგიული მისწრაფების საგანი გახდა, რომელთაც ამაში საკუთარი სუვერენული და უსაფრთხო არსებობის, კულტურული და ეკონომიკური გნვითარების რეალური და მყარი გარანტია დაინახეს. ამგვარი ინტეგრაციისათვის საფუძველი პირობა თავად რობერტ შუმანის მიერ იყო თავიდანვე მინიშნებული: ,,ევროპული იდეა საბოლოოდ დაარწმუნებს ყველას, რომ ჩვენ ცივილიზაციას საერთო საფუძველი გააჩნია“. სწორედ საერთო ცივილიზაციური საფუძველი გახდა ის უმნიშვნელოვანესი კულტურული და პოლიტიკური პირობა, რომელიც ევროპულ სახელმწიფობს ინტეგრციისაკენ უბიძგებს და ამ ტენდენციას ზნეობრივ გამართლებას ანიჭებს. ეს გარემოება არსებითად უნდა იქნას გათვალისწინებული ყოველი იმ სახელმწიფოს პოლიტიკის ჩამოყალიბების დროს, რომლებიც ევროინტეგრაციისაკენ მიისწრაფვის.

,,ევროპამ“ დღეს პოლიტიკური ტერმინის მნიშვნელობაც შეიძინა. ამ ტერმინის შინაარსი ყურადღებით გააზრებასა და ფრთხილ მოპყრობას საჭიროებს. ჯერ კიდევ არ არსებობს მარტივი და საყოველთაოდ შეთანხმებული პასუხი იმის შესახებ, თუ ვინ არიან ევროპელები და რა არის ის, რასაც ყველა ევროპელი იზიარებს. სხვადასხვა დროს ეს სხვადასხვა რამეს ნიშნავდა და ამ ტიპის შეკითხვები ისტორიულ პასუხს მოითხოვს. ისტორია აპირობებდა იმას, თუ როგორ ხედავდნენ და აღიქვამდნენ ევროპელები საკუთარ თავს (შესაძლოა გაუცნობიერებლადაც). დღესაც ძალისხმევის გაწევაა საჭირო იმისათვის, რომ გაირკვეს, თუ რა იყო და კვლავ რა არის ის, რაც ევროპელთა დიდ ნაწილს ერთიანობის საზრისს ანიჭებს. ასეთ დროს საჭირო ხდება, როგორც ცალკეული ერების ინდივიდუალური, ასევე საერთო ევროპული წარსულისა და მათი თანამედროვე პრობლემების გააზრება. თუმცა, სამწუხაროდ, წარსულის აღწერა ყოველთვის იმის გამარტივებასთან არის დაკავშირებული, რაც სოციალური ყოფის ფუძემდებლური პირობების ნათლად გაგებას ხელს უშლის.

ევროპის განვითარების მთელი ისტორია, მისი თვითმყოფადობის ფორმათა ისტორიული ცვლილებების ხასიათი შესაძლებლობას იძლევა ევროპა დასავლეთ და აღმსავლეთ ნაწილებად გაყოფილად გავიაზროთ. ,,ევროპული თვითმყოფადობა იყო და კვლავ არის დასავლეთ-ევროპული თვითმყოფადობა. ევროპული ისტორია შეიძლება პირობითად ორ პერიოდად დავყოთ: პირველ პერიოდში (VIII-XVI საუკუნეები) ევროპული თვითმყოფადობის ჩამოყალიბება მოხდა. მაშინ დომინანტურმა ქრისტიანულ-კათოლიკურმა კულტურამ დასვლეთ ევროპა მოიცვა. მეორე პერიოდი (XVI საუკუნიდან) აღორძინების (რენესანსის) ეპოქის შემდეგ იწყება. სწორედ ამ პერიოდში XVI-XVIII საუკუნეებში, ყალიბდება თანამედროვე კულტურული შინააარსის მქონე დასავლეთი ევროპა, როგორც სეკულარული სამყარო. ევროპული თვითმყოფადობის ეს ორივე ფორმა - ქრისტიანული და სეკულარული - დასვლეთ ევროპას ეხება“. (ბ. ტიბი, გეტინგენის უნივერსიტეტი). დღეს მსოფლიოს კულტუროლოგები ძირითადად ეთანხმბიან სემუელ ხანტიგტონის იმ მოსაზრებად, რომ თანამედროვე ევროპა ორ განსხვვებულ ცივილიზაციას შეიცავს: დასავლურ-ევროპულ და აღმოსავლურ-ევროპულ, ანუ სლავურს.

მსოფლიოში ,,ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ,,ცივილიზაციის“ ცნება მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთ ცენტრალურ ცნებად გადაიქცა. ეს ცნება არსებითად მონაწილეობს არა მხოლოდ თანამედროვე მსოფლიოს უმწვავეს გლობალურ დაპირისპირებათა გააზრებისას; იგი, ასევე, გათვალისწინებულია სახელმწიფოთა შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და პოლიტიკური ალიანსების კულტურული პირობების გარკვევისას. ამ თვალსაზრისით ევროპის ორ კულტურულ-ცივილიზაციურ ნაწილად გაყოფა სავსებით რელევანტურად არის მიჩნეული. ერთიანი ევროპული იდეის ქვეშ გაერთიანების ტენდენციათა და, რაც მთავარია, ამ პროცესის სირთულეთა გააზრებისათვის აღნიშნულ გარემოებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან სინამდვილეში, დღეს ერთიანი ევროპის იდეის ხორცშესხმა დასავლეთ-ევროპული თვითმყოფადობის საფუძველზე ხდება. ამ ტიპის იდენტურობის (მისი ფუნდამენტურ ღირებულებათა სისტემის) სხვადასხვა დახასიათება არსებობს. საერთო ნიშნების გამოყოფა კარგად ხერხდება შემდეგი ხუთი პრინციპის საფუძველზე: (1) პოლიტიკისაგან რელიგიის გამიჯვნა (ამ პრინციპის დამკვიდრებაში უდიდესი როლი შეასრულა ქრისტეს დებულებამ: ,,მიეცით კეისარს კეისრისა, ხოლო ღმერთს ღვთისა“); (2) ადამიანის უფლებები; (3) რელიგიური და კულტურული პლურალიზმი; (4) სეკულარული ტოლერანტობა; (5) სამოქალაქო საზოგადოება.

ცხადია, ამ პრინციპების მიღმა ის უმაღლესი და ზოგადი ღირებულებები ძევს, რომლებიც ამ პრინციპების არა მხოლოდ კონცეპტუალური გამოყოფის, არამედ, რაც მთავარია, სოციალური ცხოვრების რეალურ პრაქტიკაში მათი დამკვიდრების პირობას ქმნის. ამ თვალსაზრისით თანამედროვე კულტუროლოგია რამდენიმე ფუნდამენტურ ღირებულებას გამოჰყოფს (ცხადია, ამგვარი გამოყოფა არ შეიძლება ერთდროულად და საბოლოოდ დადგენილად მივიჩნიოთ).

ისტორიულად ,,სოლიდარობის ღირებულების კულტურულმა დამკვიდრებამ ევროპული ცხოვრების წესის ჩამოყალიბებაში ერთ-ერთი განმსაზღვრელი როლი შეასრულა. მან განაპირობა ევროპულ კულტურაში ადამიანთა თავისუფალი ასოციაციის ფორმირების იმ მძლვრი ტენდენციის განვითარება, რომელმაც საერთო გაჭირვების, სირთულეთა დაძლევის, ან ამაღლებული იდეის სამსახურის მოთხოვნით ევროპელ ადამიანთა კონსოლიდირების ფორმები დაამკვიდრა. ევროპული კულტურა წარმოუდგენელია თავისუფლების ღირებულების მატარებელი ადამიანის გარეშე. ევროპელის ცნობიერებაში ამ ღირებულების დამკვიდრებამ მთლიანად განსაზღრა ევრუპული აზროვნების უნიკალური ფორმა, ხოლო შემდეგ, ბუნებრივად, იგი ევროპული სოციალური ყოფისა და პოლიტიკური მოწყობის საფუძველი გახდა. ევროპელი, როგორც სპეციფიკური ზნეობრივი და ინტელექტუალური უნარების მქონე სუბიექტი, საკუთარი ,,ღირსების ღირებულების მატარებელი სოციალური არსებაა. მხოლოდ ამგვარ პირობებშია შესაძლებელი იმ ,,თავისუფლი სულის ადამიანის“ არსებობა, რომელიც თვითონ არის ამ თავისუფლების შემზღუდავი პასუხისმგებლობის მატარებელი; საკუთარი „მე“-ს ღირსების მქონე სუბიექტი, რომელიც სხვა პიროვნების ,,მე“-საც ცნობს, მისი ინტერესების არსებობას აღიარებს და პატივისცემით ექცევა - ევროპული კულტურის შემოქმედი გახდა. ცხადია, ამგვარ სულიერ ატმოსფეროში „თანასწორობის ღირებულება აუცილებლობით დამკვიდრებული უნდა ყოფილიყო, რამაც ევროპული ტიპის საზოგადოებრივი წყობის ჩამოყალიბების საქმეში განსაზღვრული როლი შეასრულა. ევროპული ცივილიზაციის ღირებულებათა სისტემის დახასიათება შეუძლებელია მის კულტურაში მოქალაქეობრიობის ღირებულების განსაკუთრბული ადგილის აღნიშვნის გარეშე. ევროპული „ზნეობრივი აზროვნების“ (ე. კანტის მიერ შემოტანილი ცნება) სპეციფიურობა ლოკალურისა და გლობალურის ჰარმონიული შეთანხმების კულტურულ ჩვევაში მდგომარეობს. ევროპული ცნობიერება არღვევს საკუთარი „მე“-ს პრიმიტიულ ინტერსთა საზღვრებს და საკუთარ ინტერესთა სფეროში მთელი სოციალური გარემოს ინტერესებიც შემოაქვს, როგორც მისი ქცევის მადეტერმინირებელი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ევროპული ტიპის სოციალური განვითარება მხოლოდ ამგვარ ღირებულებათა პრიორიტეტული როლის პირობებში გახდა შესაძლებელი.

ევროპული სულიერი ცხოვრების გამორჩეულობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნიშანი იმაში მდგომარეობს, რომ ევროპა არ ეგუება საკუთარ იდეალსა და რეალობას შორის შეთანხმებულობას, არ თანხმდება ასეთ რეალობა ყოფნას და დაუკმაყოფილებლობის ეს განცდა ამ რალობის გარდაქმნისაკენ უბიძგებს! დღეს ძნელია იმის დადგენა, თუ როგორ, ან რატომ გამოვლინდა ეს ფენომენი ასე ძლიერ სწორედ ევროპელის ცნობიერებაში. ფენომენი, რომელიც არსებულის და ჩვეულებად ქცეულის ახალი თვალით დანახვის ლოგიკურდ აუხსნელ განსაკუთრებულ უნარში მდგომარეობს. სწორედ ამგვარმა სულიერმა იმპულსმა განსაზღვრა, როგორც ეტყობა, ევროპული ცივილიზაცის მთელი შემდგომი განვითარების მიმართულება. ამ განვითარების გზაზე სამი ეტაპი, თავისი გამოკვეთილად ორიენტირებული ხასიათის გამო, დღეს ევროპულობის გამორჩეულობის ძირითადი ნიშნების განმსაზღვრლად მიიჩნევა.

ისტორიულად პირველი - რენესანსის ეპოქა იყო. ევროპული საზოგადოების სეკულარიზაცია და ამქვეყნიური ცხოვრების რეალობის პრიორეტიზაცია სწორედ ამ ეპოქის სულისკვეთების გარემოში ყალიბდება. შემდეგი - პროტესტანტიზმის პერიოდი იყო, როდესაც ქრისტიანული ზნეობრივი კოდექსი ადამიანის პირადი ინტერპრეტაციის კულტურულ ნორმად იქცა და საზოგადოებრივ ცნობიერებაში მისი აღსრულების პირადი პასუხისმგებლობის ცნება დამყარდა. ამ რიგში უკანასკნელი განმანათლებლობის გრანდიოზული მოძრაობა გახდა. ამ ეპოქაში ევროპული რაციონალიზმის განსაკუთრებული აღზევება, ადამიანის პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების მოწყობაში რაციონალური მიზანმიმართული ძალისხმევის როლისა და მნიშვნელობის ტენდენციურად წინ წამოწევა მოხდა. ამ ტენდეცითა განვითარების უშუალო შედეგია ის, რომ ევროპულ კულტურაში განათლებულბის ღირებულებამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, დღეს იგი ევროპეიზმისაგან განუყოფელი ცნებაა.

თანამედროვე სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესი, სოციალურ ეკონომიკური განვითარებისა და მსოფლიო გლობალიზაციის კონცეფცია - ევროპის აღნიშნული კულტურული ტრადიციის თანამედროვე ფორმით დამკვიდრების გამოხატულებას წარმოადგენს. ამდენად, განვითარების თანამედროვე ფორმათა დამკვიდრება, საზოგადოებრივი ცხოვრების ამგვარ მოდუსზე გადასვლა ევროპული ინტეგრაციის აუცილებელი პირობაა.

ღირებულებათა ზემოთაღნიშნული სისტემა დღეს გასაგნებულია ევროპული სოციალური სხეულის არა მხოლოდ არაფორმალურ ინსტიტუტებში, აარამედ ყველა იმ ორგანიზაციულ სტრუქტურაში, რომელიც მისი საზოგადოებრივი ცხოვრების პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ სისტემაშია მოქცეული. ღირებულებათა ეს სისტემა განსაზღვრავს ევროპული ,,საზოგადებრივი მანქანის“ ფუნქციონირების შინაარსსა და ფორმას. ეს გარემოება არსებითად უნდა იქნას გათვალისწინებული ერთიანი ევროპისაკენ მსწრაფი ყოველი პოლიტიკურად გაფორმებული კულტურული ერთობის მიერ. ევროპაში პოლიტიკური ინტეგრაცია არის პოლიტიკური ფორმა, რომლის ჩარჩოშიც ევროპული კულტურის საფუძველი ნორმების შესაბამისი სოციალური ცხოვრება ვითარდება. ევროპაში ინტეგრაცია, პირველ ყოვლისა, ამ ნორმების შესაბამისად ცხოვრებას ნიშნავს. ევროპული ტიპის ორგანიზაციული ფორმების ევროპული წესით ფუნქციონირება მხოლოდ ამ ევროპული შინაარსის მქონე სოციალური პრაქტიკის პირობებშია შესაძლებელი. ამიტომ ევროპული სტრუქტურების პირდაპირი და სწორხაზოვანი იმპორტის ფართოდ დამკვიდრებული ტენდენცია უაღრესად სახიფათოა. იმ სახელმწიფოს პოლიტიკა, რომელიც ევროპისაკენ მიისწრაფვის, უპირველესად საკუთარ სოციალურ გარემოში ევროპულ ღირებულებათა დამკვიდრების პრიორიტეტულ მიზანს უნდა ემსახუროს.

4 1. შესავალი

▲back to top


ევროკავშირი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკურ-პოლიტიკური გაერთიანებაა მსოფლიოში. დღეს ევროპელი პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები აქტიურად საუბრობენ ,,ერთიანი ევროპული ერის“ ჩამოყალიბებაზე. ამგვარი ტენდენცია და მოძრაობა ნებისმიერი თანამედროვე ადამიანისათვის უნდა იყოს გაცნობიერებული. მით უმეტეს მნიშვნელოვანია ეს იმ ქვეყნების მოქალაქეებისათვის, რომლებიც ევროკავშირში შესვლას გეგმავენ (მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვისაც). ევროკავშირში შესვლისას ქვეყანა მრავალ არსებით ცვლილებას განიცდის და, რა თქმა უნდა, ეს ცვლილებები პირდაპირ ზემოქმედებენ ქვეყნის მოსახლეობაზე. რაც უფრო კარგად იცნობს ადამიანი ევროკავშირს, მით უფრო ადვილია მისთვის დაინახოს, განსაზღვროს და დაგეგმოს თავისი მომავალი ევროკავშირში გაერთიანების შემდეგ. გარდა ამისა, ყველა მოქალაქეს უნდა შეეძლოს ობიექტურად გადაწყვიტოს, სურს თუ არა მას, რომ მისი ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს. ამისათვის იგი რაც შეიძლება დაწვრილებით უნდა იყოს ინფორმირებული ევროკავშირის წევრი ქვეყნის ცხოვრების პირობებისა და, რაც მთავარია, ვალდებულებათა შესახებ. ამგვარი ინფორმაციის მიწოდება, მისი გათავისებისა და ყოველი მოქალაქის მიერ მისი ქვეყნის ევროკავშირის წევრობის შესახებ პასუხისმგებლური გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო პირობების შექმნა - ხელისუფლების მოვალეობაა. ევროკავშირში გაერთიანების წინ აუცილებელია რეფერენდუმის ჩატარება, რისთვისაც მოსახლეობა მზად უნდა იყოს (ანუ უნდა გვქონდეს ყველა ინფორმაცია, რამაც შეიძლება განუმტკიცოს, ან შეაცვლევინოს აზრი ევროკავშირში შესვლის თაობაზე). აშკარაა, რომ არც ევროკავშირს, არც ქვეყნის მთავრობას და არც მის მოქალაქეებს უნდა აწყობდეთ ამგვარი რეფერენდუმის ჩატარება ინფორმაციის არმქონე მოსახლეობაში. ევროკავშირში გაერთიანების შედეგად გაჩენილი სოციალური დისკომფორტი (თუკი ასეთი რამ მომავალში მოხდა) შესაძლოა სერიოზულ პოლიტიკურ სირთულეებში გადაიზარდოს.

2004 წლის 14 ივნისს ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ,,ევროპის სამეზობლო პოლიტიკის“ წევრად ცნობის შესახებ. სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ხელისუფლებებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ ისინი ევროკავშირში ინტეგრაციისაკენ ისწრაფვიან, და რომ ევროკავშირის წევრად გახდომა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სტრატეგიული მიზანია. ევროკავშირში ინტეგრაცია - ყოველი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სრულფასოვანი წევრობისათვის საქართველომ მიმდინარე წლის განმავლობაში ევროკავშირს 3-წლიანი სამოქმედო გეგმა უნდა წარმოადგინოს. ეს გეგმა ქვეყანაში განსახორციელებელ იმ ღონისძიებათა ნუსხას უნდა შეიცავდეს, რომლებიც მის დემოკრატიულ განვითარებას, ლიბერალური ეკონომიკის პრინციპების დანერგვას, ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებას, კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას და მრავალ სხვას შეუწყობს ხელს. საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ხელშეწყობა - ამ სამოქმედო გეგმის ზოგადი მიზანია.

ამ გეგმის შესაბამისად 2005 წლის 2 მარტს ევროკავშირის პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა საქართველოს სახელმწიფოს შესახებ ჩატარებული გამოკვლევის ანგარიში, რომელიც დეტალურად მიმოიხილავს ქვეყნის კანონმდებლობასა და სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემატიკას. პარალელურად დამტკიცებულ იქნა სპეციალური, საქართველოს ხელისუფლებისათვის მიმართული კომუნიკე, რომელშიც ხაზგასმით არის წარმოჩენილი ევროკავშირის საქართველოსთან შემდგომი ურთიერთობის შვიდი პრიორიტეტული მიმართულება. აღნიშნული დოკუმენტები საქართველოში ევროკავშირის წაარმომადგენლობის ვებ-გვერდზეა განთავსებული.

ევროპის სამეზობლო პოლიტიკა ითვალისწინებს საკმაოდ ამბიციურ ამოცანებს მეზობელ ქვეყნებთან პარტნიორობის გაღრმავების მიზნით. ამ პარტნიორობის საფუძველი საერთო ღირებულებებისადმი ერთგულება, საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიზნების გაზიარება და პოლიტიკური, ეკონომიკური და ინსტიტუციონალური რეფორმები გახდება. ევროკავშირი პარტნიორ სახელმწიფოებს სთავაზობს მასთან უფრო ღრმა პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, რაც უზრუნველყოფს მხარეებს შორის თანამშრომლობას და პასუხისმგებლობის გაზიარებას კონფლიქტების თავიდან აცილებისა და მოგვარების საკითხებში. ევროკავშირი მეზობელ სახელმწიფოებს შიდაევროპულ ბაზარში მონაწილეობისა და შემდგომი ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობას სთავაზობს. ამ პროცესის განვითარების ტემპი და ინტანსიურობა დამოკიდებული იქნება თითოეული პარტნიორი ქვეყნის სურვილზე და შესაძლებლობაზე გაიზიაროს ეს ვრცელი დღის წესრიგი.

2005 წელს საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა მეტად მნიშვნელოვანი დოკუმენტი - ,,საქართველოს პრიორიტეტები ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმისათვის“. ეს დოკუმენტი საფუძვლად უნდა დაედოს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმას, რომელიც 2005 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვიდნენ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის შემუშავების საკითხში საქართველოს ხელისუფლების ხელშეწყობის ინიციატივით. ამ ინიციატივის მიზანია ის, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ მაქსიმალური მონაწილეობა მიიღოს აღნიშნული გეგმის დამუშავების მთელ პროცესში და იმ პირობების ჩამოყალიბებაში, რომ იგი მთელი ქვეყნისათვის ცნობილი და გათავისებული გახდეს. შეიქმნა ხუთი სამუშაო ჯგუფი შემდეგი მიმართულებებით:

1. კანონის უზენაესობის განმტკიცება\\ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა\\ პლურალიზმის განმტკიცება

2. სიღარიბის შემცირება, მდგრადი განვითარება

3. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა\\გამჭვირვალეობა (მათ შორის საპრივატიზაციო პროცესის)

4. ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება\\საგადასახადო და საბაჟო სისტემების რეფორმა და ლიბერალიზაცია

5. კონფლიქტების მოგვარება\\რეგიონალური თანამშრომლობა დღეს ეს დოკუმენტი დამუშავებულია. ის წარმოადგენს სერიოზულ მასალას, რომელიც დაეხმარება ხელისუფლებას ოფიციალური სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში.

დღეს ეს დოკუმენტი დამუშავებულია. ის წარმოადგენს სერიოზულ მასალას, რომელიც დაეხმარება ხელისუფლებას ოფიციალური სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში.

საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის წარმართვა მის ზედმიწევნით დაგეგმვას და საზოგადოების მხრიდან ამ გეგმის შესრულების მონიტორინგს მოითხოვს. ამ გეგმის წარმატებით შესრულების შედეგად საქართველოს ევროკავშირის წევრობის რეალური შესაძლებლობები ექმნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართველებისათვის ევროპული ცხოვრებისა და ევროპაში მიმდინარე მოვლენების ცოდნა მიახლოებით ისევე მნიშვნელოვანი გახდება, როგორც მათი სამშობლოს ისტორიის და ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებისა. განსაკუთრებით საჭიროა საქართველოში მიმდინარე ევროინტეგრაციული პროცესების შესახებ ქვეყნის მოსახლეობის ინფორმირება, რათა მოქალაქეებმა უკეთ შეძლონ თავიანთი მომავლის განჭვრეტა. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ევროინტეგრაციის პროცესებში გაცნობიერებულად ჩართვის შესაძლებლობა.

5 2. კვლევის მეთოდოლოგია

▲back to top


რატომ არის საჭირო საზოგადოების ინფორმირება:

წინამდებარე კვლევა მიზნად ისახავდა იმის შეფასებას, თუ როგორია ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხებზე საქართველოს მოსახლეობის ცოდნა და დამოკიდებულება და, შესაბამისად, რა ფაქტორებია გასათვალისწინებელი ევროკავშირში ინტეგრაციის საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებისას.

ამ მიზნის მისაღწევად კვლევითი ჯგუფი ეძებდა პასუხებს შემდეგ ძირითად შეკითხვებზე:

1. რატომ არის საჭირო საზოგადოების ინფორმირება ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებში?

2. რამდენად არის დღეს საქართველოს მოსახლეობა ინფორმირებული ევროკავშირის ცხოვრებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებში?

3. როგორია სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება ევროკავშირში ინტეგრაციისათვის მოსახლეობის ინფორმირებისა და მომზადების საკითხებში?

4. რა უნდა გაკეთდეს საქართველოში, რათა გაიზარდოს საზოგადოების ინფორმირებულობა ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით?

ზემოთჩამოთვლილ კითხვებზე საპასუხოდ კვლევითი ჯგუფი სწავლობდა ევროკავშირთან და საკომუნიკაციო სტრატეგიასთან დაკავშირებულ მეორად ინფორმაციას როგორც ინტერნეტის საშულებით ასევე ნაბეჭდი ინფორმაციის სახით; ეცნობოდა თუ რას წერს ქართული პრესა ევროკავშირის შესახებ. იმისათვის კი, რომ გაეგოთ მოსახლეობის განწყობა და ცოდნა ევროკავშირის შესახებ, ევროკავშირის ახალი წევრი და კანდიდატი ქვეყნების გამოცდილების საფუძველზე შემუშავდა კითხვარი, ჩატარდა მოსახლეობის გამოკითხვა თბილისში და რეგიონებში, მოეწყო შეხვედრები.

საქართველოს ხელისუფლებამ ნათლად გამოკვეთა ქვეყნის განვითარების სტრატეგიული ორიენტირი, რომელიც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას გულისხმობს. ქვეყნისათვის ამგვარი ინტეგრაციის პროცესი მისი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული სისტემების ტრანსფორმაციის ჩატარების გარკვეულ ღონისძიებებს მოიცავს. ეს რთული და კომპლექსური პროცესია, რომელმაც შესაძლოა ქვეყნის ძირეული ღირებულებების გადაფასების საკითხიც დააყენოს.

ამგვარი ცვლილებების განხორციელება ისეთი პოლიტიკური და ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებას გულისხმობს, რომლებიც მნიშვნელოვან ასახვას ჰპოვებს მოქალაქეთა ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე. ამ ცვლილებების სირთულიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების მიღების პროცესი მოსახლეობის აქტიური თანამონაწილეობით უნდა მიმდინარეობდეს. დემოკრატიულ ქვეყანაში ამისათვის აუცილებელია, რომ მოსახლეობა კარგად იყოს გათვითცნობიერებული ხელისუფლების მოქმედებების შესახებ, აგრეთვე კარგად აცნობიერებდეს საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის ყველა შესაძლო სიკეთეს, ურყოფით შედეგებს და ხარჯებს.

1992 წლის მაასტრიხის შეთანხმებამ და ევროპის საბჭოს სესიებმა ბირმინჰემში, ედინბურგსა და კოპენჰაგენში ნათლად გამოავლინა ევროკავშირის ინსტიტუტებთან მუშაობის მეტი გახსნილობის აუცილებლობა. გამოჩნდა საჭიროება იმისა, რომ:

- მოხდეს ევროპის მომავალზე დებატების სტიმულირება;

- უზრუნველყოფილი იქნას მოსახლეობის მეტი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში;

- გაძლიერდეს ევროპული ინსიტუტების დემოკრატიზაციის პროცესი, რათა მოქალაქეებს მათი მუშაობის მონიტორინგის მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ

ამის შემდეგ დიდძალი სამუშაო ჩაარდა (და დღემდე ტარდება) იმისათვის, რომ ევროპული ინსტიტუტების მუშაობა უფრო გამჭვირვალე და ხალხთან მიახლოებული გახდეს. 2001 წლის საინფორმაციო და საკომუნიკაციო პოლიტიკისათვის. 2002 წლის მარტში ევრო-პარლამენტმა მიიღო განაცხადი, რომელიც ევროპისაკენ მსწრაფ ყველა ქვეყანას ევროკავშირის ინფორმაციული პოლიტიკის განვითარებისაკენ და მრავალმხრივი საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებისაკენ მოუწოდებს.

ამ სტრატეგიის საკვანძო მომენტებია:

- ევროპულ ინსტიტუტებში ინფორმაციის გაცემის კულტურის რადიკალური შეცვლა;

- მატივად გასაგები თანმიმდევრული მიმართვების მომზადება, რომელიც ევროკავშირის ძირეულ ღირებულებებზე მიუთითებს (მათ უნდა უზრუნველჰყონ მოსახლეობის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების შესაძლებლობათა გაცნობიერება);

- განსაკუთრებული კავშირების დამყარება ინფორმაციის გამავრცელებლებთან და ზოგადად მოსახლეობასთან;

- წევრი ქვეყნების თანაპასუხისმგებლობის ამაღლება.

ამ ზოგადი სტრატეგიის მიხედვით ევროკავშირის ახალი წევრი და წევრობის მსურველი ქვეყნები ავითარებენ მოსახლეობის ინფორმირების და შემეცნების კამპანიებს. აწყობენ პერიოდულ გამოკითხვებს. გამოკითხვები გრძელდება ქვეყნის ევოკავშირში შესვლის შემდეგაც, რადგან უნდა იქნას გარკვეული ევროკავშირში წევრობის გამოცდილების შემდეგ როგორ შეიცვალა მოსახლეობის დამოკიდებულება ამ საკითხებისადმი. რიგ შემთხვევაში ამ ,,საკომუნიკაციო სტრატეგიების“ ფორმატი, ინსტუტიციური მოწყობა, მოსახლეობის სამიზნე ჯგუფები განსხვავებულია. მაგრამ ყველა შემთხვევაში ერთიანია გაგება იმისა, რომ არ შეიძლება ქვეყნის ბედის ასეთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ნაბიჯის (ევროკავშირში ინტეგრაცია) გადადგმა ინფორმირებული და გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართული მოსახლეობის გარეშე.

6 3. სხვა ქვეყნების გამოცდილება

▲back to top


მოსახლეობის ინფორმირებას ევროკავშირის ყველა ქვეყანაში დიდი ყურადღება ეპყრობა. ინფორმირების ფორმა ქვეყნების უმეტესობაში ერთნაირია, თუმცა არსებობს გარკვეული განსხვავებებიც.

ბულგარეთი: ბულგარეთში არსებობს ე.წ. ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი, რომელიც ევროკომისიის დელეგაციამ დააფუძნა. მისი ამოცანებია ევროკავშირის შესახებ ინფორმაციის და ცოდნის გავრცელება, ევროკავშირის პრობლემათა ირგვლივ საჯარო დებატების სტიმულირება და მოსახლეობაში ახსნა-განმარტებითი სამუშაოს ჩატარება იმაზე, თუ რას ნიშნავს ბულგარეთისათვის ევროკავშირში ინტეგრცია. ეს ცენტრი საშუალებას აძლევს მოსახლეობას ადვილად და უფასოდ მოიპოვოს ევროკავშირთან და ბულგარეთ - ევროკავშირის ურთიერთობასან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია. ასევე ხდება სხვადასხვა სახის პუბლიკაციების მოსახლეობისათვის გაცნობა. ეს სისტემა ბულგარეთის ნებისმიერ რეგიონში მოქმედებს (პუბლიკაციების შეკვეთა და მიღება შეიძლება როგორც სოფიაში, ასევე სოფიის გარეთ, უფასოდ).

ბულგარეთში არსებობს ორი ტელეარხი, ,,Europe by Setellite” და ,,Euronews”, რომლებიც უწყვეტი ინფორმაციით ამარაგებენ მოსახლობას ევროკავშირის შესახებ. ეს არხები ასევე უზრუნველყოფენ მნიშვნელოვანი შეხვედრების პირდაპირ ტრანსლაციას.

რუმინეთი: რუმინეთის საკომუნიკაციო სტრატეგია მიმართულია იქით, რომ 2007 წლისთვის რუმინელები ევროპული ღირებულებებისადმი თავდადებულ მოქალაქეებად აქციოს. რუმინეთის მოსახლეობაში ევროპული ღირებულებების დანერგვისათვის ხდება ინფორმაციის მუდმივი გავრცელება და ევროკავშირში ინტეგრაციის საკვანძო საკითხებზე. საინტერესოა, რომ აქ ძირითადი სამიზნე ჯგუფები ინფორმაციის მიღებისათვის არიან ბავშვები (7-14 წლის), მასწავლებლები და პოლიციელები. ინფორმაციის გასავრცელებლად მოსახლეობათი გამოიყენება მედია, საუნივერსიტეტო სისტემა, ეკლესია, პოლიტიკური ლიდერები თუ პოპულარული მსახიობები.

ლატვია: 2004 წლიდან ლატვია ევროკავშირის წევრია. ოფიციალურად ევროკავშირმა ლატვიელების, ისევე როგორც დანარჩენი 9 ახლად მიღებული ქვეყნის მოქალაქეების ინფორმირებაზე ზრუნვა 1998 წელს დაიწყო. უკვე 2000 წელს ლატვიაში მოსახლეობასთან კომუნიკაციის სტრატეგია საბოლოოდ იყო შემუშავბული და 2003 წელს მისი განხორციელებისათვის 550,000 ევრო გამოიყო. იმავე რაოდენობის თანხა გამოიყო 2004 წელსაც. როგორც ყველა სხვა ქვეყანაში, ასევე ლატვიაში საკომუნიკაციო სტრატეგიის მიზანია გაზარდოს ევროკავშირთან დაკავშირებული საკითხების მიმართ საერთო გაგებისა და ცოდნის მიღწევა. საინტერესოა, რომ ლატვია გამოყოფს სამიზნე ჯგუფებს, რომლებთანაც განსაკუთრებით ინტენსიურად მუშაობს. ესენი არიან: სოფლის მოსახლეობა, ახალგაზრდობა, რუსულენოვანი მოსახლეობა, მათ შორის არამოქალაქეებიც. გამოიყო სპეციალური მიმართვები, რათა მოსახლეობის ყურადღება შეჩერდეს ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასეთი მიმართვებია, მაგალითად, ,,იყავი აქტიური! გამოიყენე შენი შესაძლებლობები და უფლებები!“, ,,ჩვენ ვართ ევროპა!“, ,,ლატვია ევროკავშირის გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობს! ჩვენ გვეკუთვნის ერთი ხმა 25-იდან“.

ევროკომისიის გარდა ლატვიაში კიდევ რამდენიმე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს (საკმაოდ ეფექტურად) მოსახლობის ინფორმირების საკითხებში.

ესტონეთი: ესტონეთი დიდ ძალისხმევას ხარჯავს თავისი მოსახლეობის განათლებაზე ევროკავშირთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ. სახელმწიფო კანცელარიაში ფუნქციონირებს ევროკავშირის საინფორმციო განაყოფი, რომელიც არის მოსახლეობის ინფორმირების ცენტრალური მაკოორდინირებელი ორგანო. მოსახლეობის ინფორმირების გეგმა გულისხმობს სხვადასხვა ტიპის მედიაპროექტების განხორციელებას,საინფორმაციო დღეების მოწყობას, სხვადასხვა ფაქტების და ბროშურების გამოქვეყნებას, სპეციალურ სასწავლო პროგრამებს ჟურნალისტებისათვის, და სოფლის მოსახლეობისათვის მნიშვნელოვან როლს ამ პროცესში ასრულებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

ლიტვა: ევროკომისიის დელეგციის მიერ ჩამოყლიბებული საინფორმაციო ცენტრის პარალელურად ლიტვის მთავრობამ 2000 წელს ჩამოაყალიბა საკუთარი ევროპული ინფორმაციის ცენტრები ადგილობრივი მმართველობის დონეზე. სადღეისოდ 10 ასეთი ცენტრი მოქმედებს საჯარო ბიბლიოთეკებში. ამის გარდა, ლიტვის პარლამენტშიც ფუნქციონირებს ევროპული საინფორმაციო ცენტრი.

2005 წელს 9 საინფორმაციო ცენტრი შეუერთდა ევროკავშირის საინფორმციო ქსელს ,,EUROPE DIRECT“. ამ ცენტრების ფუნქციაა ევროკავშირთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება და მისი გავრცელება, რათა ლიტვის მოსახლეობა უზრუნველყოფილი იყოს მიუკერძოებელი ინფორმაციით ევროკავშირის შესახებ. გარდა ამისა, ასეთი ცენტრები ავრცელებენ პუბლიკაციებს ბიბლიოთეკებში, სხვა საინფორმაციო ცენტრებში, სკოლებსა და აკადემიურ ინსტიტუტებში, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კერძო პირთა შორის. ისინი ორგანიზებას უკეთებენ წიგნების პრეზენტაციებს, გამოფენებს ევროკავშირთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ.

2000 წელს ევროკავშირის დელეგაციის საინფორმაციო ცენტრმა წამოიწყო პროექტი ,,ინფორმაცია ევროკავშირის შესახებ ლიტვური ბიბლიოთეკებისათვის“. ამ პროექტს ლიტვური ბიბლიოთეკების თანამშრომლები საკმარისი ცოდნით უნდა უზრუნველეყო ბიბლიოთეკის მომხმარებლებისათვის ევროკავშირზე ობიექტური ინფორმაციის მისაწოდებლად. ამ პროექტმა ლიტვის 49 ქალაქი მოიცვა და ფართო საინფორმაციო ქსელი შეადგინა.

ხორვატია: ხორვატიაში ევროკავშირის საკითხებთან მოსახლეობის გაცნობის პასუხისმგებლობა თავად მთავრობამ აიღო საკუთარ თავზე. საინფორმციო კამპანიის დაწყების წინ, მთავრობამ აუცილებლად ჩათვალა სახალხო გამოკითხვის ჩატარება, რის შედეგადაც დადგინდა საზოგადოების აზრი და გათვითცნობიერების დონე ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით; გაირკვა, თუ რა არხებით უნდა მოეხდინა საზოგადოებაზე ზემოქმედება. სამიზნეს წარმოადგენდა ხორვატიის მთელი მოსახლეობა. თუმცა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ახალგაზრდობა იყო. უპირველსად საჭირო გახდა პოლიტიკოსების განათლება, რათა მათ სწორი მიმართვები გაეკეთებინათ საზოგადოებისათვის ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხებში.

სლოვაკეთი: სლოვაკეთშიც ევროპული საინფორმაციო ცენტრი ევროკავშირის დელგაციამ დააფუძნა 1999 წელს. ეს ცენტრი მოიცავს მრავალენოვან ინფორმაციას ევროკავშირის ფუნქციონირების სხვადასხვა საკითხზე.

ამ ცენტრის მიზანია გაზარდოს სლოვაკეთში მოსახლეობის გათვითცნობიერების დონე და დადებითი ზემოქმედება მოახდინოს მოსახლეობის მიერ ევროპაში ინტეგრირების აღქმაზე; ევროპული ღირებულებების დანერგვა, საზოგადოებრივი ინტერესისა და დიალოგის სტიმულირება - ეს ფუნქციები ცენტრის აქტივობათა შორის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ცენტრის მიზანია აგრეთვე მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმცია ევროკავშირის ისტორიის, ინსტიტუტების, ძირითადი დოკუმენტების და შეთანხმებების, აქტივობების და ღონისძიებების შესახებ. მთავარია ხალხმა კარგად გაიგოს და გაითავისოს ევროკავშირის პოლიტიკა, პრინციპები და მექანიზმები. ხშირად ტარდება ე.წ. ევროკავშირის საინფორმაციო დღეები.

ევროკავშირის ტიპიური საინფორმაციო დღე მოიცავს მრავალფეროვან ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისაკენ. მათ შორის არიან: სტუდენტები, მასწავლებლები, მედიისა და არასამთავროო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო ცენტრების და ბიბლიოთეკების თანამშრომლები, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლბის წარმომადგენლები. საინფორმციო დღეების ამოცანაა არა მარტო ხალხის გათვითცნობიერების დონის ამატება, არამედ, ასევე რეგიონებიდან ხალხის ურთიერთგაცნობა, აზრის და შთაბეჭდილებების გაზიარება, შეკითხვებზე პასუხის მოძიება და ა.შ.

პოლონეთი: პოლონეთში რეგიონული საინფომციო ცენტრების ქსელი დაარსდა 1999 წელს. სადღეისოდ 50 ასეთი ცენტრი ფუნქციონირებს ადგილებზე. ამ ცენტრების მთავარი ამოცანაა ევროკავშირის შესახებ ღია ინფორმაციის უზრუნველყოფა, შესაბამისი მასალების ანალიზი და პუბლიკაციების მომზადება. თითოეულ ცენტრს აქვს თავისი დამოუკიდებელი ვებ-გვერდი და მონაწილეობს რეგიონული ვებ-გვერდის შექმნაში, რომელიც ევროპული ინტეგრაციის კომიტეტის ოფისშია განთავსებული. გარდა ამისა, თითოეული ცენტრი აწყობს რეგულარულ შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან კვირის კონკრეტულ დღეებში. საინტერესოა, რომ ცენტრი, უფრო არაფორმალურად, მონაწილეობს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ჩტარებულ სხვა ღონისძიებებშიც.

სადღეისოდ, ევროინტეგრაციის კომიტეტის ოფისი ამზადებს საინფორმაციო სტრატეგიას, რომელიც უზრუნველყოფს პოლონეთის ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებას. საიფორმაციო რეგიონული ცენტრები აქტიურად არიან ჩართულნი სტრატეგიის მომზადების პროცესში. ამ ცენტრებსვე ენიჭებათ საკვანძო როლი ამ სტრატეგიის განხორციელებაში.

ჩეხეთის რესპუბლიკა: ჩეხეთის მთავრობის 2001 წლის რეზოლუციით, ხელისუფლება შეთანხმდა, რომ განხორციელებულიყო ზოგად ეროვნული საინფორმაციო კამპანია ჩეხეთის ზოგადი საკომუნიკაციო სტრატეგიის ფარგლებში, რომლის მიზანი იყო ევროკავშირის შესახებ მოსახლეობის გათვითცნობიერების დონის ამაღლება. საინტერესოა, რომ ჩეხეთის საკომუნიკაციო სტრატეგიის მთავარ სამიზნედ აღიარებული იყვნენ 18 წელზე უფროსი მოქალაქეები, რომელთაც რეფერენდუმზე უნდა გადაეწყვიტათ ქვეყნის ევროკავშირში არსებობა-არარსებობის ბედი. სპეციალურად მოფიქრებული ღონისძიებები ტარდებოდა დასაქმებულებისათვის, პენსიონერებისათვის, დიასახლისი ქალებისთვის, სტუდენტებისთვის, უმცირესობებისთვის, ჟურნალისტებისთვის, პროფკავშირებისა და ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებისათვის, ეკლესიისთვის, ბიზნეს ასოციაციებისთვის, მასწავლებლებისთვის.

საინტერსესია, რომ სამიზნე ჯგუფების გამოკითხვამ გამოავლინა, რომ მოსახლეობა ევროკავშირში ინტეგრაციაზე მსჯელობისას ეკონომიკური კატეგორიებით აზროვნებს და ამის მიხედვით აყალიბებს საკუთარ აზრს იმის შესახებ, უნდა თუ არა ევროკავშირში ყოფნა. ამის გათვალისწინებით, საკომუნიკაციო სტრატეგია მიმართული იყო იმისაკენ, რომ მოსახლეობისათვის ეჩვენებინა ევროკავშირში ყოფნის ეკონომიკური სიკეთეები, განსაკუთრებით გრძელვადიან პერსპექტივაში. სამიზნე ჯგუფებისკენ მიმართული მესიჯი იყო, რომ ევროინტეგრაციის სიკეთეები იქნება არა მარტო ფინანსური - ევროპასთან მიერთება აგრეთვე იწვევს ზოგადად მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას.

ერთიანი ევროპული საინფორმაციო პოლიტიკის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია EUROPE DIRECT ეს არის ევროკომისიის სამსახური, რომელიც ეხმარება კომპანიებს და მოქალაქეებს მიიღონ პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც დაკავშირებულია ევროპის კავშირთან. მისი ამოცანებია: ადამიანებს მიაწოდონ ინფორმაცია, რჩევა, დახმარება და პასუხები შეკითხვებზე ევროკავშირის ინსტიტუტების, კანონმდებლობის, პოლიტიკის, პროგრამების და ფინანსირების შესახებ, აღძრას ადგილობრივი და რეგიონული დებატები ევროკავშირსა და მის პოლიტიკაზე.

EUROPE DIRECT-ს შეიძლება მიმართოთ ტელეფონით და ელექტრონული ფოსტით. არსებობს უფასო ტელეფონის ნომერი 00 800 678911, რომელზეც შეიძლება დაირეკოს ევროკავშირის წევრი ნებისმიერი ქვეყნიდან. გარდა ამისა, არსებობს ჩვეულებრივი ტელეფონი + 32 22 999 96 96, რომელზეც შეიძლება დაირეკოს მსოფლიოს ნებიმიერი ქვეყნიდან EUROPE DIREC-თან შეიძლება დაკავშირება, ასევე, ელექტრონული ფოსტით სერვერის მეშვეობით http://europa.eu.int/europedirect/

7 4. საქართველოს საზოგადოების განწყობის შეფასება

▲back to top


ჩატარებული კვლევის ცენტრალური ნაწილი იყო საქართველოს მოსახლეობის მიერ ევროკავშირის აღქმის და საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმართ საზოგადოებრივი დამოკიდებულების გამოკვლევა. აღსანიშნავია, რომ ამ სახის კვლევები ტარდება ყველა იმ სახელმწიფოში, რომელიც ევროკავშირის წევრი გახდა, ან აპირებს ამას უახლოეს მომავალში. ამ კვლევების შესახებ დიდი მასალა მოიპოვება, რომლის შესწავლის შედეგად შემუშავდა გამოკვლევის პროგრამა. იგი ასე ჩამოყალიბდა:

1. მოსახლეობის სოციალური გმოკითხვა. სოციოლოგიური გამოკითხვის მიზანი იყო პირველადი ინფორმაციის მიღება საქართველოს მოსახლეობის ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებთან დამოკიდებულების შესახებ. შემუშავდა კითხვარი-ანკეტა. რომელიც სტანდარტულია იმ თვალსაზრისით, რომ ფაქტიურად იმეორებს სხვა ქვეყნებში ჩატარებულ ანალოგიურ კვლევებში გამოყენებული ანკეტების შინაარსს.

2. ფოკუს-ჯგუფების ჩატარება სხვადასხვა სოციალური და ასაკობრივი ჯგუფების წარმომადგენლებთან. ფოკუს ჯგუფების ჩატარების ძირითადი მიზანი იყო გაგვეგო რა კონკრეტული შინაარსია ამ პასუხებში, რომელიც ანკეტების მეშვეობით მივიღეთ. მაგალითად, რა შინაარსს დებს რესპოდენტი პასუხში, რომ იცნობს ევროკავშირს.

3. ჩაღრმავებული ინტერვიუ საქართველოს პოლოტიკური და ინტელექტუალური ელიტის წარმომადგენლებთან. ამ ინტერვიუების ჩატარების მიზანი იყო რესპოდენტებთან ერთად მიღებული შედეგების შეფასება.

ანკეტა, რომელიც მომზადდა სოციოლოგიური გამოკითხვისათვის ასე გამოიყურება.

1. რა ინფორმაციას ფლობთ ევროკავშირზე? (შემოხაზეთ ერთ-ერთი)

მხოლოდ გამიგია;

არ გამიგია;

დაახლოებით ვიცი რა ორგანიზაციაა;

ვიცნობ ამ ორგანიზაციას

2. რა ურთიერთობაშია საქართველო ევროკავშირთან?

არის წევრი;
არის წევრობის კანდიდატი;
ჩართულია მეზობლურ ურთიერთობაში

3. პოზიტიურად უყურებთ თუ არა საქართველოს ევროკავშირში გაერთიანებას?

დიახ;
არა;
არ ვიცი

4. რა პოზიტიური ეფექტი ექნება ევროკავშირში შესვლას?

(შემოხაზეთ თქვენი აზრით ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი)

ღია საზღვრები;
პროგრესი მეცნიერებასა და განათლებაში;
ეკონომიკური განვითარება;
ცხოვრების მაღალი დონე

5. რა ნეგატიური ეფექტი ექნება ევროკავშირში შესვლას?

(შემოხაზეთ ერთი ყველაზე ნეგატიური)

ეკონომიკური პრობლემები;
სუვერენიტეტის შეზღუდვა;
შრომისა და ქცევის ჩვენთვის უჩვეულო სტანდარტების დამკვიდრება

6. მიგიღიათ თუ არა რაიმე საინფორმაციო საშუალებით ინფორმაცია ევროკავშირის შესახებ?

არ მიმიღია
მიმიღია

7. თუ წინა კითხვას დადებითად უპასუხეთ, მიუთითეთ რა საინფორმციო საშუალებებით მიგიღიათ ინფორმაცია?

ტელევიზიით;
პრესით;
ინტერნეტით

გამოკითხვა ჩატარდა თბილისში (400 ანკეტა), თელავში (150 ანკეტა), ქუთაისში (150 ანკეტა), დამატებითი 40 ანკეტა შეივსო ზუგდიდში ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციათა შეკრების დროს.

გამოკითხვის შედეგები ასეთია:

1. რა ინფორმციას ფლობთ ევროკავშირზე?

0x01 graphic

2. რა ურთიერთობაშია საქართველო ევროკავშირთან?

0x01 graphic

3. პოზიტიურად უყურებთ თუ არა საქართველოს ევროკავშირში გაერთიანებას?

0x01 graphic

4. რა პოზიტიური ეფექტი ექნება ევროკავშირში შესვლას?

0x01 graphic

5. რა ნეგატიური ეფექტი ექნება ევროკავშირში შესვლას?

0x01 graphic

6. მიგიღიათ თუ არა რაიმე მასმედიის საშუალებით ინფორმაცია ევროკავშირის შესახებ?

0x01 graphic

  1. რა საინფორმაციო საშუალებებით მიგიღიათ ინფორმაცია?

0x01 graphic

მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მივაქციოთ შემდეგ გარემოებებს. ,,იცის ორგანიზაცია“ - გამოკითხულთა 32%25-მა, მხოლოდ გაუგია - 15%25-ს, ,,დაახლოებით იცის რა ორგანიზაციაა“ - 53-მა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხულთა 68%25 -მა პრაქტიკულად არ იცის რა ორგანიზაციაა ევროკავშირი, 4%25-მა განაცხადა, რომ არ შეუძლია უპასუხოს კითხვას როგორ აფასებს ევრო-კავშირში გაწევრიანებას. ხოლო 93%25 გაბედულად პასუხობს, რომ პოზიტიურად აფასებს ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს არის პოსტკომუნისტური ქვეყნების მოსახლეობისათვის დამახასითებელი პოლიტიკური უპასუხისმგებლობის კიდევ ერთი დამადასტურებელი ნიშანი.

საინტერესოა კიდევ ერთი შედეგი. ანკეტათა ერთობლივმა ანალიზმა დაგვანახა, რომ იმ 3 %25-ს, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციის წინააღმდეგია, ევროკავშირის შესახებ ინფორმაცია მასმედიის საშუალბებით ჰქონდა მიღებული.

ფოკუს ჯგუფების მონაწილეები იყვნენ სტუდენტები, უფროსი კლასების მოსწავლეები, მასწავლებლები, სახელმწიფო მოხელეები. ფოკუს ჯგუფების ჩატარების დროს დადასტურდა ის შედეგი, რაც სოციოლოგიური გამოკითხვის ეტაპზეც გამოიკვეთა. ცოდნა ევროკავშირის შესახებ ფაქტიურად არ არსებობს. უმრავლესობა ვერ ასხვავებს ევროსაბჭოს და ევროკავშირს, ამიტომ ჰგონია, რომ საქართველო უკვე არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ყველა ჯგუფში აუცილებლად გაისმოდა ზურაბ ჟვანიას ცნობილი ფრაზა ,,მე ვარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ ევროპელი“ და კითხვა ,,მაშინ არ გავწევრიანდით?“.

ფოკუს ჯგუფების მუშაობისას გამოიკვეთა ერთი საინტერსესო შედეგი. საქართველოში ერთად ცხოვრობენ ევროენთუზიაზმი და ევროსკეპტიციზმი. ეს გამოიხატება იმაში, რომ ერთი მხრივ ევროპა აპრიორი არის ძალიან სასურველი და პრესტიჟული მიზანი (,,არ უნდა ჩამოვრჩეთ საერთო მოძრაობას“), ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს არა აქვს შანსი ახლო მომავალში გახდეს ევროპის წევრი. ,,მე შემოვხაზე ანკეტაში, რომ არ მინდა საქართველოს ევროპაში გაწევრიანება იმიტომ, რომ მაინც არ მიგვიღებენ“, - განაცხადა თბილისის ერთ-ერთი პრესტიჟული საშუალო სკოლის - ამერიკული აკადემიის უფროსკლასელმა მოსწავლემ. არც ენთუზიაზმი და არც სკეპტიციზმი არ ეყრდნობა კონკრეტულ ცოდნას. მაგალითად, არავინ იცოდა, რომ საქართველო ჩართულია ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში, რესპოდენტებიდან რამდენიმეს მხოლოდ გაგონილი ჰქონდა კოპენჰაგენის პრინციპების შესახებ, ისე რომ არავინ იცოდა რაში მდგომარეობს ეს პრინციპები. უმრავლესობამ იცოდა, რომ საქართველო ჩართულია ბოლონიის პროცესში, მაგრამ არავინ იცოდა რა პროცესია ეს და რას ნიშნავს ეს ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემისათვის. რესპოდენტების უმრავლესობამ იცის, რომ ევროპა (და არა კონკრეტული ორგანიზაცია) მუდმივად გვიყოფს დიდ გრანტებს. მაგრამ რაში იხარჯება ეს ფული არავინ იცის.

მიუხედავად იმისა, რომ კითხვარის მიხედვით მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ტელევიზიას ასახელებს ევროპის შესახებ ინფორმაციის წყაროდ, რესპოდენტებს ახსოვთ (შეუძლიათ მოყვნენ შინაარსი) მხოლოდ გაზეთებიდან მიღებული ინფომაცია. ვერავინ იხსენებს რაიმე კონკრეტული გადაცემის შინაარსს ევროპული ორგანიზაციების, ან ევროპის გაერთიანების სკითხების შესახებ, რომელსაც უყურა ტელევიზიით. ახოვთ მხოლოდ, რომ ხელისუფლებიდან ვიღაც მიდის ევროპაში და ვიღაცეები ჩამოდიან საქართველოში.

საინტერესოა, ასევე, რომ სტრასბურგში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს არსებობას დადებითად აფასებს ყველა. საერთო აზრით, საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობს, და ამდენად, ეს სასამართლო განიხილება, როგორც ბოლო იმედი სამართლიანობის მიღწევის გზაზე.

უნდა აღინიშნოს ერთი გარემოება. ფოკუს ჯგუფებში მუშაობისას კვლევის აქცენტი თანდათანობით გადავიდა ევროპული სტრუქტურებს ცოდნის საკითხებიდან საკუთრივ ევროპის და ევროპული ფასეულობების გაცნობიერების საკითხებზე. წამყვანი ძალიან მოკლედ ხსნიდა საკუთარ ხედვას ამ საკითხებთან დაკავშირებით და შემდეგ ყველა მონაწილე აფასებდა საქართველოს სიტუაციას ევროპული ფასეულობების დაცვის თვალსაზრისით. როგორც მონაწილეები ერთხმად აღნიშნავდნენ, შეხვედრის სწორედ ეს ნაწილი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო.

ფოკუს ჯგუფი ჩატარდა სამხარეო ადმინისტრაციების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან. ჯგუფში იყო 10 კაცი. ჯგუფის ყველა წევრმა აღნიშნა, რომ არის ინფორმაციის ვაკუუმი რეგიონებში, სამხარეო სამსახურების ხელმძღვანელებმა, და ასევე, რაიონის ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა არ იციან, რა არის ევროკავშირი, რა სტატუსით თანამშრომლობს საქართველო ევროკავშირთან. ფოკუს ჯგუფის ათი წარმომადგენლიდან მხოლოდ ერთმა იცოდა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის შესახებ. ფოკუს ჯგუფის წევრებმა გამოთქვეს სურვილი, მოისმინონ ევროკავშირის შესახებ ლექციები და მიიღონ ინფორმაცია საქართველოს აწმყო მდგომარეობის და მომავალი პერსპექტივების შესახებ.

გამოითქვა სურვილი რწმუნებულის აპარატებში გაკეთდეს საკოორდინაციო რგოლი, რომელიც ცენტრთან იმუშავებს საინფორმაციო სტრატეგიის განსახორციელებლად.

განსაკუთრებით აღინიშნა ადგილობრივი პრესისა და უფრო მეტად ადგილობრივი ტელევიზიის გამოყენების პერსპექტივა საზოგადოების გაცნობიერების საქმეებში.

გამოითქვა სუვილი, ზოგადი სახის საინფორმაციო კამპანიის გარდა მოხდეს თემატური საკითხების განხილვა. მაგალითად:

- ევროკავშირი და სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივები საქართველოში;

- ევროკავშირი და ბუნების დაცვის საკითხები;

- საქართველოს სოციალური პოლიტიკა და ევროკავშირთან ინტეგრაციის პირობებში;

- ადგილობრივი მმართველობა და ევროკავშირში ინტეგრაცია და ა.შ.

ის, რომ საქართველოს მოსახლეობაში არ არის კონკრეტული ცოდნა ევროპული სტრუქტურების, ევროპული ინტეგრაციის კონკრეტული სიკეთეებისა და აუცილებელი სირთულეების შესახებ, სრულიადაც არ არის მოულოდნელი და მით უმეტეს საგანგაშო. იგივე შედეგები იყო ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში ინტეგრაციის მომზადების პროცესის დასაწყისში. მხოლოდ ინტენსიური საინფორმაციო კამპანია, რომელსაც სახელმწიფო გეგმავს და უძღვება, ცვლის ძირეულ სიტუაციას. პროგრესის შესაფასებლად დრო და დრო ტარდება მოსახლეობის გამოკითხვები და ანალიზდება შედეგები.

უფრო მნიშვნელოვანი და სრულიად არატრივიალური საკითხია ის, რომ საქართველოში დაიწყოს მოსახლეობის ევროპული განათლების მიზანმიმართული კამპანია. მისი მიზანი უნდა იყოს - რაც შეიძლება მეტი ადამიანისათვის გახდეს გასაგები ევროპა, როგორც ერთიანი კულტურული ფენომენი, ასევე, ევროპასთან სულიერი და კულტურული ერთობის ის ელემენტები, რაც საქართველოს გააჩნია. სწორედ ეს ელემენტები უნდა გახდეს საქართველოს ევროინტეგრაციის საფუძველი.

8 5. ქართული პრესის მიმოხილვა

▲back to top


რა ადგილი ეთმობა ევოინტეგრაციის, ზოგადად ევროპული სტრუქტურების მოღვაწეობის და საქართველოსთან მათი მიმართების საკითხებს საქართველოს პრესაში / ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად შესწავლილ და გაანალიზებულ იქნა საქართველოს ოთხი წამყვანი გაზეთის ,,24 საათი“, ,,ახალი თაობა“, ,,რეზონანსი“ და ახალი ვერსია“ 2005 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით.

ცხრილში მოცემულია ამ გაზეთების მიერ ევროპასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული სტატიების რაოდენობრივი მონაცემები.

თვეები

24 საათი

ახალი თაობა

რეზონანსი

ახალი ვერსია

იანვარი

21

19

17

11

თებერვალი

8

14

5

7

მარტი

16

11

11

2

აპრილი

17

13

13

4

მაისი

11

15

16

6

ივნისი

28

16

7

6

ივლისი

16

9

7

3

როგორც ვხედავთ სტატიათა რაოდენობის პიკი იანვარზე მოდის, რადგან სწორედ მაშინ გახდა ცნობილი ევროსაბჭოს მიერ საქართველოს ხელისუფლების მოღვაწეობის კრიტიკული შეფასება. ხოლო მაისის და ივნისის გაზეთებმა დიდი ყურადღება დაუთმეს ევროკონსტიტუციის მიღებისათვის გამართულ რეფერენდუმების მარცხს საფრანგეთსა და ჰოლანდიაში.

ქართულ პრესაში გამოქვეყნებული მასალების წყაროდ მითითებულია სააგენტოები მედიანიუსი, ინტერპრესი და პრაიმ ნიუსი. მაგრამ ამასთან ერთად გაზეთებში ჩამოყალიბდა გარკვეული წრე ჟურნალისტებისა, რომლებიც ყველაზე ხშირად წერენ ევროსტრუქტურებისა და საქართველოს ურთიერთობებზე. გაზეთებში ქვეყნდება აგრეთვე ევროინტეგრაციის საკითხებთან სამსახურებრივად დაკავშირებული ადამიანთა სტატიები, მაგალითად საქართველოს პარლამენტის ევროინტგრაციის საკითხთა კომიტეტის აპარატის თანამშრომლების, ასევე ევროკომისიისა და ევროსაბჭოს საქართველოს წარმომადგენლობათა ქართველი თანამშრომლების სტატიები.

ბუნებრივია, რომ ქართული გაზეთების ძირითადი ყურადღება მიმართულია საქართველოსა და ევროპული სტრუქტურების ურთიერთობების კონკრეტულ საკითხებზე. მაგალითად, სტატიათა დიდი რაოდენობა ეძღვნება საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის ევროპულ ვიზიტებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ გაზეთების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს კრიტიკა, რომელსაც იმსახურებს საქართველოს ხელისუფლება ევროპული სტრუქტურების მხრიდან. ყველა გაზეთმა მიუძღვნა სტატიათა სერია იანვარში ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფის დასკვნას. გაზეთებმა ძირითადი ყურადღება ურყოფით შეფასებებზე გაამახვილეს. ,,ევროპა საქართველოს ხელისუფლებით უკმაყოფილოა“, ,,ევროპის საბჭომ აქართველოს ხელისუფლებას ყური აუწია“; ,,ვარდების რევოლუცია ალიბი არ არის“ ასეთი იყო ამ დროს გაზეთებში გამოქვეყნებული სტატიების სათაურები.

2005 წლის მაისში, როდესაც ცნობილი გახდა ევროსაბჭოს ანგარიში საქართველოს წამების შესახებ და ,,ჰუმან რაიტ ვოჩის“ რეკომენდაციები, პრესა აქტიურად გამოეხმაურა ამ საკითხებს.

გაზეთებმა დიდი ყურადღება დაუთმო რუსეთ-საქართველოს საზღვრის მონიტორინგში ევროკავშირის ჩართვის საკითხებს. ,,ევროპა მონსტრის წინაშე მარტო გვტოვებს“, ერთ-ერთ გაზეთში მოთავსებული სტატიის ეს სათაური გამოხატავს ქართული გაზეთების საერთო განწყობას, როდესაც გაირკვა რომ ეუთო რუსეთ-საქართველოს მონიტორინგში არ ჩაერთვებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მიერ გაანალიზებულ ყველა გაზეთში არის ჩამოყალიბებული ჟურნალისტთა წრე, რომელიც ევროპის საკითხებზე მუშაობს, სტატიათა საერთო დონე, ისევე როგორც ზოგადად ჟურნალისტიკის დონე საქართველოში, დაბალია. ნაკლებადაა ანალიზი, უფრო მეტად ფაქტების კონსტატაციაა. მაგალითად, როდესაც წლის დასაწყისში ვენეციის კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას საკონსტიტუციო ცვილებებზე უარყოფითი დასკვნა მისცა, გაზეთებში ეს ფაქტი კი აღინიშნა, მაგრამ არ იყო დაწვრილებით განხილული ამ დასკვნების შინაარსი და მით უმეტეს ამ ცვლილებების მიერ შექმნილი მექანიზმების საფრთხე. გვხვდება ისეთი სტატიებიც სადაც სრული უვიცობა მჟღავნდება ამ სენსაციისათვის მისაღწევად აშკარა სისულელეა დაწერილი. ამის მაგალითებია სტატიები, რომელთა სათაურებია - ,,საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ხდება“ ან ,,რუსეთმა ფრანგებს ევროპის კონსტიტუცია ჩააგდებინა“.

გაზეთი ,,24 საათი“, თავისი ფორმაის შესაბამისად, აქვეყნებს ანალიტიკურ მასალასაც. ამ გაზეთში გვხვდება საინტერესო და საქმის ცოდნით დაწერილი სტატიები. განსაკუთრებით საინტერესო იყო სტატიათა სერია, რომელიც ევროპის კონსტიტუციის მიღების რეფერენდუმებს მიეძღვნა.

2005 წლის მარტიდან გაზეთ ,,24 საათს“ გაუჩნდა ყოველთვიური დამატება ,,ევროპა“. ეს არის ევროკომისიის პროექტი, რომლის მიზანია, საქართველოს მოქალაქეებს მიაწოდოს მეტი მასალა ევროსაბჭოსა და ევროკავშირის შესახებ. მათ მიერ საქართველოში განხორციელბულ პროექტებზე. გაზეთის პირველი ნომერი ბეჭდავს ინტერვიუს ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან ტორენ ჰოლცესთან. გაზეთის მომდევნო ნომერში დაიბეჭდა ინტერვიუები საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის სახელმწიფოების ელჩებთან. მათში უდავოდ გამოირჩევა ინტერვიუ დიდი ბრიტანეთის ელჩთან დონალდ მაკლარენთან. სტატიის სათაურია ,,ერთ უბრალო რჩევას მოგცემთ - დანაპირები შეასრულეთ“. ხოლო ძირითადი მესიჯი, რომელსაც ეს სტატია გვაძლევს შემდეგია: - საქართველოს უდიდესი შანსი აქვს სიტყვა საქმედ აქციოს. ახალ-ახალ ინსტიტუტებში გაწევრიანება სკმარისი არ არის. მთავარია, ახალი სამართლიანი და პერსპექტიული საზოგადოების შექმნა.“

მართალია გაზეთი ,,ევროპა“ უდავოდ წარმატებული და აქტუალური პროექტია, მაგრამ მას თავისი ფორმატის გამო, შეუძლია კიდევ უფრო მეტი და ძალიან სასარგებლო საქმე გააკეთოს. მაგალითად, საქართველოს პერსპექტივებზე ევროკავშირთან მიმართებაში გაზეთის ყველა ნომერში ვხვდებით მასალას, მაგრამ ნაკლებადაა განხილული ის მოვალეობები რაც ქვეყანას და განსაკუთრებით თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ევროინტეგრაციის პერსპექტივის თვალსაზრისით. უნდა ითქვას ცხოვრების და შრომის ინტენსიფიცირებული წესის შესახებ, რომელიც ევროპული ყოფის აუცილებელი ატრიბუტია. კარგი იქნებოდა ინტერვიუები იმ ქართველებთან, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ცხოვრობენ და ამ წესებით ცხოვრობენ. ჩვენი აზრით ამ გაზეთში აუცილებლად უნდა იყოს მასალები იმის შესახებ, თუ რა არის საკუთრივ ევროპა, რატომ გახდა შესაძლებელი ამ უნიკალური გაერთიანების ჩამოყალიბება, რომელსაც ევროკავშირი ჰქვია. რა საერთო ფასეულობებზე დაყრდნობით დათანხმდნენ დასავლეთ ევროპის ხალხები ნაწილობრივ დაეთმოთ თავიანთი სუვერენიტეტი და შესულიყვნენ თანამეგობრობაში. კარგი იქნებოდა გაზეთში ყოფილიყო ევროკავშირის შექმნის დრამატული და ამაღლებული ისტორია. ინფორმაცია ამ ისტორიის გმირების შესახებ. იმ მხარდაჭერის შესახებ, რაც ამ პროცესს ევროპის ინტელექტუალურმა ელიტამ გაუწია და ა.შ. როგორც გამოკვლევამ დაგვანახა საქართველოს მოსახლეობაში ამ სახის ცოდნა ფაქტიურდ არ არსებობს. გაზეთი აგრძელებს თავის არსებობას, კარგი იქნება ამ საკითხების გათვალისწინება. თუ ეს ფუნდამენტური საკითხები გახდება ამ გაზეთის (და ასევე სხვა გაზეთების) ძიების საგანი, უნდა მოხდეს იმ ადამიანთა წრის ჩამოყალიბება, რომლებიც თანმიმდევრულად იმუშავებენ ქართული საზოგადობის ევროპისაკენ მისწრაფების ძირითადი ფუნდმენტის - ევროპული ფასეულობების ცნობიერი გაგების ჩამოყალიბებისათვის.

9 6. წინასწარი რეკომენდაციები საქართველოში ევროკავშირის საკომუნიკაციო სტრატეგიის შესამუშავებლად

▲back to top


საქართველოში მოღვაწე ევროპული სტრუქტურების ძალისხმვით ქვეყანაში ძალიან სუსტად, მაგრამ მაინც უკვე დაიწყო ევროინტგრაციის საკითხებთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოში გამოდის გაზეთი ,,ევროპა“, შეიქმნა რამდენიმე ვებ-გვერდი, მცირე ტირაჟით გამოდის ბროშურები. ჩატარდა რამდენიმე კონკურსი საქართველოს სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით, რომელთა თემა იყო ,,ევროკავშირი და მე“. ამავე თემაზე მოეწყო ბავშვთა ნახატების გამოფენა ელენე ახვლედიანის სახელობის სახლ-მუზეუმში. მაგრამ ეს სპონტანური აქტები სრულიად არ არის საკმარისი. ევროკომისიის მიერ იგეგმება უფრო მასშტაბური ღონისძიებები. მაგალითად, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ევროკავშირის პროექტის ფარგლებში განზრახულია ევროპული საინფორმაციო ცენტრის შექმნა, რომელიც დაინტერესებული პირებისათვის ხელმისაწვდომს გახდის ინფორმაციას ევროპის, ევროპაში მიმდინარე პროცესების და ევროპული სტრუქტურების შესახებ. ევროკომისიის კიდევ ერთი დიდი პროექტის ფარგლებში გამოცხადდა ტენდერი საქართველოს უნივერსიტეტებში ,,ევროპათმცოდნეობის“ ფაკულტეტის ჩამოყალიბებისათვის. ეს პროექტები დიდ დახმარებას გაუწევს საქართველოში ევროინტეგრაციის საკითხებით დაინტერესებული პირებამდე მიტანას. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთი ეს ღონისძიება არ არის გათვლილი მოსახლეობის დიდ ნაწილზე. ხოლო ევროინტეგრაციის საინფორმაციო კამპანია მთელ მოსახლეობაზე უნდა იყოს ორიენტირებული. აუცილებელია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თვითონ შეიმუშავოს ევროკავშირის საკომუნიკაციო სტრატეგია და თანმიმდევრულად განახორციელოს იგი. ამ სტრატეგიის შემუშავებაში აქტიურად უნდა ჩაერთოს საქართველოს ინტელექტუალური ელიტა.

ქვემოთ მოყვანილი რეკომენდაციები სასარგებლო იქნება სტრატეგიის შემუშავების პროცესისათვის, რადგან ისინი გამომუშავდა, როგორც საზღვარგარეთის გამოცდილების, ასევე საქართველოს მოსახლობის ცოდნებისა და გაგებების აქტუალური მდგომარეობის შესწავლის შედეგად.

- ხალხის ინფორმციის გეგმა აუცილებლად უნდა იყოს გრძელვადიანი, რადგან გარდა იმისა, რომ საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის პროცესი გრძელვადიანია, ხალხის ინფორმირება ინტეგრაციის შემდეგაც იქნება აუცილებელი;

- ხალხის ინფორმირება უნდა მოხდეს რაც შეიძლება მეტი შესაძლო ფორმით. სადღეისოდ, საქართველოში ყველაზე მასობრივად გამოყენებული საინფორმაციო საშუალება ტელევიზიაა. აქედან გამომდინარე ელექტრონული მედიის ევროინტეგრაციის საკითხებით დაინტერესება შეიძლება ჩაითვალოს ხალხის ინფორმირების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად. დიდი გავლენა ექნება რომელიმე ევროპული არხის (მაგალითად, ,,euronews”) პროექტის საქათველოში განხორციელებას. სქართველოში საზოგადოებრივი ტელევიზია შეიქმნა. ევროსწავლების, ევროინფორმირების პროგრამის განხორციელება მისი პირდაპირი მოვალეობა უნდა გახდეს. უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს სპეციალური გადაცემები. უნდა მოხდეს ამ გადაცემების მასიური რეკლამირება. უნდა მოეწყოს სატელევიზიო კონკურსები და დაწესდეს სხვადასხვა პრიზები ამა თუ იმ კონკურსში გამარჯვებულთათვის. ეს ხელს შეუწყობს მოსახლეობის უფრო და უფრო დაინტერესებას პროგრამებით და ევროპის შესახებ ინფორმაციის ძალდაუტანებლად მიღებას.

- უნდა შეიქმნას ცალკეული საინფორმაციო პროექტები, რომელთა სამიზნე ჯგუფები მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური სტრატები იქნებიან;

- განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ სოციალურ ჯგუფებს, რომლებიც შეიძლება ცოდნის მულტიპლიკატორებად (გამამრავლებლებად) განვიხილოთ. ესენია: ჟურნალისტები და სკოლის მასწავლებლები. მათთვის სპეციალური პროგრამები უნდა შექმნას. (მასწავლებელთა მომზადება იყო ბალტიისპირეთის ქვეყნების საკომუნიკაციო სტრატეგიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი);

- საქართველოს რეგიონების მოსახლეობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს;

- საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები, კარგად დამუშავებული პროგრამების სამიზნე ჯგუფი უნდა გახდეს;

- უნდა ითარგმნოს ტექსტები, რომელთაც ,,დიადი ევროპული აზრები“ შეიძლება ვუწოდოთ. უნდა დაიბეჭდოს ისინი გაზეთებში, გამოიცეს კრებულების სახით. საილუსტრაციოდ ბოლო გვერდზე მოგვყავს ერთი ასეთი ტექსტი (ლუი ეშენაუერის წერილი ძმისწულებისადმი);

- საქართველოს სკოლებში შემოდის ახალი საგანი ,,სამოქალაქო განათლება“, აუცილებელია ამ საგნის პროგრამაში ევროსაინფორმაციო საკითხების გათვალისწინება;

- ინფორმირების ფორმა უნდა იყოს მრავალფეროვანი, რადგან შეუძლებელია ერთი ფორმით მთელი საზოგადოების დაინტერესება. მაგალითად, ამჟამად რუმინეთის ტელევიზიით გადის მრავალსერიანი ფილმი, სადაც ლაპარაკია იმაზე, თუ რა მოხდება სოფელში რუმინეთის ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ. ფილმი კომედიურია და დიდი მოწონებით სარგებლობს;

- სასურველია ბიბლიოთეკის შექმნა, რომელმაც ამავე დროს შეიძლება იფუნქციონიროს, როგორც საინფორმაციო ცენტრმა. ბიბლიოთეკის შენობაში უნდა გამოიხატებოდეს ნამდვილი ევროპა (ანუ მოწყობილი უნდა იყოს მაღალ დონეზე, უნდა იგრძნობოდეს კლიენტების პატივისცემა და ა.შ.), რაც მკითხველისათვის ევროპული ატმოსფეროს სახე იქნება;

- საქართველოში არსებობს განსწავლულ ევროპელთა წრე. ბევრი მათგანი ქაართულად ლაპარაკობს. აუცილებელია ამ რესურსის ეფექტურად გამონყენება;

- სასურველია ევროპული ფილმის კონოთეატრის შექმნა. მასში ფილმების ჩვენების გარდა უნდა იმართებოდეს ამ ფილმების განხილვა. ასეთი კინოთეატრი, რომელმაც თავდაპირველად პრაღაში დაიწყო ფუნქციონირება დღეს ჩეხეთის სხვა ქალაქებშიც გაიხსნა და განსაკუთრებული პოპულარობით ახალგაზრდებში სარგებლობს;

- აუცილებელია სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა, პერიოდულად სოციოლოგიური გამოკითხვების ჩატარება, რათა გამოჩნდეს ხალხის ინფორმირებულობის პროგრესი და საჭიროების შემთხვევაში გადიხედოს წარმოებული პოლიტიკა.

ასეთი ღონისძიებების ჩამოთვლა მრავლად შეიძლება. ზემოთმოყვანილი ჩამონათვალი ილუსტრაციაა იმისა, თუ რა მრავალფეროვანი მიდგომები შეიძლება იქნას გამოყენებული იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც 2002 წლის მარტში ევროპარლამენტის განაცხადში მკაფიოდ ჩამოყალიბდა: ,,მარტივად გასაგები თანმიმდევრული მიმართვების მომზადება, რომელიც მიუთითებს ევროკავშირის ძირეულ ღირებულებებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ შესაძლებლობებს, კეთილდღეობას და უსაფრთხოებას.“

სწორედ ამ მიზნის აუცილებლობა იქნა დანახული ჩვენი ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად. კვლევაში ჩართულ მოქალ;აქეებთან ურთიერთობამ დაგვარწმნა, რომ მთავარი ამოცანა ჩვენი ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე არის ევროპის, როგორც კულტურული ფენომენის, გაგება. უნდა გავითავისოთ მთავარი ევროპული ღირებულებები. უნდა გვახსოვდეს, რომ ის, რაც რიგითი ევროპელისათვის ყოველდღიური ცხოვრების ელემენტია, რაც განივთებულია დაწერილ და დაუწერელ კანონებში, რომლითაც ისინი ცხოვრობენ, ჩვენ თანმიმდევრულად უნდა შევიყვანოთ ჩვენს ცხოვრებაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვისწავლოთ რა არის ის საუკეთესო, რაც ევროპულმა ცივილიზაციამ მოიტანა. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი ევროკავშირის შექმნის წინაპირობების გაგება.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ნამდვილი ევროპელი ეს არის ადამიანი, ვინც თავსუფლებისა და დემოკრატიის პირობებში ცხოვრობს. ვინც რაციონალურად აზროვნებს და ამავე დროს მისი სულიერი ცხოვრების საფუძველი არის ჰუმანიზმი. ეს არის ადამიანი, რომელიც პირად თავისუფლებას უხამებს სოციალურ პასუხისმგებლობას.

ღირსება, თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა, მოქალაქეობა - სწორედ ამ ფუნდამენტურ ევროპულ ღირებლბებზე დაყრდნობით აჩუქეს ევროპელებმა თავის თავს და მთელ მსოფლიოს ძალაუფლების გაყოფის მექანიზმები, რომლებმაც შესაძლებელი გახადა დემოკრატიის ქმედითი ინსტიტუტების ჩამოყალიბება. ამ ინსტიტუტების მეშვეობით ხერხდება საზოგადოების კონტროლი ხელისუფლების ყველა დონის წარმომადგენლის საქმიანობაზე. ევროპის ისტორიაში ასევე დიდი მიღწევაა სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფო, რომელიც ახერხებს შეარბილოს კონტრასტები, რომლებიც წარმოიქმნება საბაზრო ურთიერთობების შედეგად.

სწორედ ამ იდეალების გათავისება რაც შეიძლება დიდი რაოდენობის ჩვენს თანამემამულეთა მიერ, მოგვცემს საშუალებას მივუახლოვდეთ ევროკავშირს, რეალური გავხადოთ ამ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანება.

10 ერის სამსახური პრივილეგიაა, რომელიც უნდა დაიმსახურო...

▲back to top


დიდი ფრანგი მეღვინის ლუი ეშენაუერის წერილი ძმისწულ პიერისადმი, რომელიც საფრანგეთის პარლამენტში უნდა აერჩიათ.

ამ გზაზე დადგომას რომ აპირებ ჩაიხედე საკუთარ თავში: გადაჭარბებით ხომ არ აფასებ შენს სიკეთისადმი მისწრაფებებს, შეგწევს თუ არა ძალა - აღარ ეკუთვნოდე საკუთარ თავს... გაქვს თუ არა საკმარისი:

- განათლება და ჭკუა-გონება, რათა ჩასწვდე სახელმწიფო პრობლემათა არსს, მიიღო კანონები, რომლებიც აღმოფხვრის მანკიერებებს და დაამკვიდრებს სათნოებას.

- ზნეობა და მორალი, რამეთუ აზრი უმორალოდ - სისულელეა, მორალი უაზროდ ფანატიზმი, ერთნაირად სახიფათოა - მისცე ხელში მახვილი გიჟს და ძალაუფლება - უნამუსოს.

- კეთილი ზნე, რათა იზრუნო ადამიანებისათვის. ძალიან ხშირად უზნეობას, ძალაუფლების მწვერვალზე რომ მოექცევა, უბედურება მოაქვს მთელი ერისათვის.

- თანაგრძნობისა და თანალმობის უნარი. შეგწევს თუ არა უნარი, გაითავისო სხვისი უბედურება?

- ვაჟკაცობა და შეუპოვრობა, რათა დაიცვა საკუთარი აზრი, გამობმული არ იყო უმრავლესობის კალთაზე. ხშირად ხდება, რომ საყოველთაოდ აღიარებული რამ, საქმე საქმეზე რომ მიდგება, მცდარი აღმოჩნდება ხოლმე.

და რაც უმთავრესია, საყვარელო პიერ, შეგნებული, შეცნობილი გაქვს თუ არა, რა გიბიძგებს არჩეულ გზაზე: ამქვეყნიურ სიკეთეთა მიღების სურვილი თუ მოქალაქეობრივი მისწრაფება - ემსახურო ერს. გესმის თუ არა, რომ ერის სამსახური პრივილეგიაა, რომელიც უნდა დაიმსახურო?

დაფიქრდი...

ლუი ეშენაუერი

ლიონი, 1853