![]() |
მედიაბიზნესი საქართველოში |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: კაპანაძე ნათია, გოგოსაშვილი მარიამ |
თემატური კატალოგი კვლევები |
საავტორო უფლებები: © 2012, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია |
თარიღი: 2012 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: კვლევა განხორციელებულია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით კოალიციური პროექტის-„ელიტური კორუფციისა და ბიზნესზე სახელმწიფო ზეწოლის შემთხვევების გამოვლენა“ ფარგლებში. კვლევის შინაარსი და მასში გამოთქმული მოსაზრებებისაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ეკუთვნის და არ გამოხატავს ფონდის შეხედულებებს. რედაქტორი: ხათუნა ყვირალაშვილი ტექ.რედაქტორი: ირაკლი სვანიძე გამოცემაზე პასუხისმგებელი: თამარ ჩუგოშვილი აიწყო და დაკაბადონდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. ჯ.კახიძის ქ.15 თბილისი 0102 საქართველო (+99532)2952353,2936101 აკრძალულია აქ მოყვანილი მასალების გადაბეჭდვა, გამრავლება ან გავრცელება კომერციული მიზნით, ასოციაციის წერილობითი ნებართვის გარეშე |
![]() |
1 კვლევის მიზანი |
▲ზევით დაბრუნება |
უკანასკნელ პერიოდში საქართველო არაერთი გამოწვევის წინაშე დადგა. ერთ-ერთი მწვავე და მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყანაში მედიის მდგომარეობაა. აღსანიშნავია, რომ მედია წარმოადგენს სფეროს, რომელსაც ორი უდიდესი ფუნქცია აქვს: უპირველეს ყოვლისა, მედია არის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს გამოხატვისთავის უფლების რეალიზაციას საზოგადოებაში, მეორე მხრივ კი, ის არის ერთ-ერთი საინტერესო და მიმზიდველი ბიზნესი ყველა ქვეყანაში.
საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მედიის მიმართ პოლიტიკოსების ინტერესი ძალიან მაღალია.მათ მედიასთან აკავშირებთ, ერთი მხრივ, შიშის და, მეორე მხრივ, სარგებლის სურვილი. მთლიანობაში კი, ქართული მედია გარემო გარკვეულწილად ატარებს ქვეყანაში არსებული რეალობის ნიშნებს.
დღეისათვის საქართველოში დემოკრატიული პროცესები ჯერ კიდევ ვითარდება. არ არის უზრუნველყოფილი გამოხატვის თავისუფლების კანონით დადგენილი სტანდარტების დაცვა. იმავდროულად, ქვეყნის სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვან ჩრდილს აყენებს ბიზნეს გარემოს მდგრადობას.
ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებზე პასუხისმგებელი ევროკომისარი სტეფან ფულე საქართველოსთან მიმართებით პოზიტიურც ვლილებებზე საუბრობს:
„საქართველოში მედია მფლობელების გამჭვირვალობის შესახებ ახალი კანონის ამოქმედება იყო წინგადადგმული ნაბიჯი და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის კარგი მაგალითი. ეს იყო ინკლუზიური რეფორმის პროცესი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო არამხოლოდ ოპოზიციამ ან სამოქალაქო საზოგადოებამ, არამედ, რა თქმა უნდა, თავად მედიამაც ითამაშა მნიშვნელოვანი როლი. კარგია, როდესაც მთავრობა კარგ კანონს იღებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან კონსულტაციით. თუმცა, იქვე განმარტავს, რომ ხშირ შემთხვევაში ცვლილება ხდება ქაღალდზე.1
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2011 და 2012 წლებში შეტანილი ცვლილების თანახმად, ქვეყანაში მედიამფლობელების გამჭვირვალობის სტანდარტი მნიშვნელოვნად შეიცვალა. ცვლილებებზე დეტალურად ქვემოთ გვექნება საუბარი, თუმცა, დასაწყისშივე უნდა აღინიშნოს, რომ ცვლილებების შემდეგ მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელებს დაევალათ შესაბამისობის დეკლარაციის წარდგენა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, ასევე, აღნიშნული დოკუმენტის განთავსება საკუთარ ვებ-გვერდზე.
შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი,რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში მაუწყებლობის სფეროს გამჭვირვალობას და დამოუკიდებლობას. წინამდებარე კვლევაში საიას მიზანს წარმოადგენდა სამაუწყებლო ბიზნეს გარემო შესწავლა საქართველოში.
პრობლემების გამოვლენისას, მონიტორინგის ჯგუფი შეეცადა, დაედგინა გამომწვევი მიზეზები, მათი კავშირები პოლიტიკასა ან/და სხვა ბიზნეს გარიგებებთან. ამასთანავე, საია შეეცადა გამოეკვლია, თუ რამდენად ღიაა მედია ბიზნესი საქართველოში და აკმაყოფილებს თუ არა უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილება გამჭვირვალობის სტანდარტს.
კვლევის პერიოდი 2012 წლის 1 მაისი -10 ნოემბერი.
აღსანიშნავია ის გარემოება,რომ საქართველოში 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩატარებულმა არჩევნებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მედიის მდგომარეობაზე ქვეყანაში. 2012 წელს ქართულ მედიაში განვითარებული პროცესები პირობითად შეიძლება ორ ნაწილად გაიყოს: 1 ოქტომბრამდე პერიოდი, როცა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის სამუშაო პირობები მნიშვნელოვნად გაუარესდა/შეიზღუდა-მაგალითად, შპს „სტუდია მაესტროსა“ და შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ კუთვნილი სატელიტური ანტენების დაყადაღება;
და 1 ოქტომბრის შემდგომი პერიოდი, როცა ხელისუფლების არჩევნების გზით ცვლილებასთან ერთად შეიცვალა დამოკიდებულება ამა თუ იმ მედიასაშუალების მიმართ-მაგალითად, მოხდა სატელიტური ანტენებისათვის ყადაღის მოხსნა.
კვლევის მეთოდები
კვლევა შედგენილია ოფიციალურ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით. დოკუმენტი მოიცავს სამი ტიპის მასალას:
კვლევის ძირითადი ნაწილი ეფუძნება საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიიდან გამოთხოვნილ საჯარო ინფორმაციას;
კვლევის ერთ-ერთი კომპონენტი გახდა მედია ბიზნესის ღიაობის და მხარდაჭერის კვლევა.მონიტორინგის ჯგუფი დაინტერესდა, თუ რომელ მაუწყებლებში ათავსებდნენ სამინისტროები და სხვა საჯარო დაწესებულებები რეკლამას საკუთარი უწყების თაობაზე, ანდა რომელი საკაბელო ოპერატორით სარგებლობდნენ ისინი. ამის დასადგენად, გამოვითხოვეთ შესაბამისი ინფორმაცია საჯარო დაწესებულებიდან;
ამასთანავე, კვლევის ფარგლებში საიას მიერ გადამოწმდა და შესწავლილი იქნა მედიაში გავრცელებული ინფორმაციები მედიაბიზნესში მიმდინარე პროცესების თაობაზე.
კვლევის შინაარსი
მოპოვებული მასალებიდან გამომდინარე, კვლევა შედგება რამდენიმე ძირითადი ნაწილისაგან:
− შესავალი
− ნაწილი I-მაუწყებლობა დ აბიზნესი
− ნაწილი II- საჯარო დაწესებულებების არჩევანი
− დასკვნა
ძირითადი მიგნებები
კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ:
− მედია ბიზნესთან პოლიტიკოსების კავშირები მნიშვნელოვან ჩრდილს აყენებს მედიის მიერ შექმნილ პროდუქტს;
− პოლიტიკური შეხედულებები მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის კერძო სექტორსა და საჯარო დაწესებულებებს შორის დამყარებულ სახელშეკრულებო ურთიერთობას;
− არასაკმარისად მიიჩნევა საქართველოს კანონმდებლობაში მედია მფლობელების გამჭვირვალობის სტანდარტი;
− კვლევამ ასევე ცხადყო, რომ 26 დაწესებულებიდან მხოლოდ 6 ადმინისტრაციული ორგანოა დაინტერესებული, მიიღოს ჟურნალ-გაზეთების ბეჭდური გამოცემები.
რეკომენდაციები
კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, საიას მიაჩნია, რომ აუცილებელია, მედიის დამოუკიდებლობის მიზნით, გადაიდგას რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი:
− სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელები დამოუკიდებლები იყვნენ პოლიტიკისაგან.
− უმჯობესია მედიის წარმომადგენლებმა თავი შეიკავონ პოლიტიკოსებთან კავშირებისაგან;
− აუცილებელია მოხდეს მაუწყებლების ფინანსური გამჭვირვალობის სტანდარტის დადგენა.
______________________
1. http://www.netgazeti.ge/GE/105/News/10358/
![]() |
2 ნაწილი I - მაუწყებლობა და ბიზნესი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
2.1 1. მაუწყებლობის ლიცენზიის საკანონმდებლო რეგულაციები |
▲ზევით დაბრუნება |
მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გამცემი ორგანოა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელიც: საჯაროობის პრინციპის დაცვით, კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაზე გასცემს ლიცენზიებს და აწარმოებს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრს; აკონტროლებს სალიცენზიო პირობების დაცვას; კანონით დადგენილი წესით ახდენს ლიცენზიის მოდიფიცირებას, აჩერებს, აახლებს ან და აუქმებს ლიცენზიის მოქმედებას; ახორციელებს ლიცენზირების სფეროში კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.1
საქართველოში მაუწყებლობის რეგულირება ხდება კანონმდებლობის შესაბამისად. მაუწყებლობის სფეროში კანონმდებლობას კი შეადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ასევე, საქართველოს კანონები „მაუწყებლობის შესახებ“, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“, აგრეთვე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.2
გარდა ამისა ,„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი წარმოადგენს სპეციალურ კანონს ამ სფეროსათვის, რომელიც სიტყვისა და აზრის თავისუფლებისა და თავისუფალი მეწარმეობის პრინციპების შესაბამისად, განსაზღვრავს მაუწყებლობის განხორციელების წესს, მაუწყებლობის სფეროში დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს შექმნის წესსა და ფუნქციებს, ამ სფეროში საქმიანობის რეგულირების პირობებს, მაუწყებლობის განხორციელების უფლების მოპოვების წესსა და პროცედურებს.
ამ კანონის მიზანია სახელმწიფო ჩარევისაგან დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლობის ფორმირება; მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის რეგულირება გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების შესაბამისად, დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მეშვეობით; სიტყვისა და აზრის თავისუფლების, მაუწყებელთა შორის კონკურენტული გარემოს სტიმულირების, მაუწყებელთა თანასწორობისა და დამოუკიდებლობის, სიხშირეების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ სამაუწყებლო სფეროს რეგულირება ხდება დადგენილი პირობებითა და წესით. თუმცა, ძირითადი კითხვები, რომლებიც საზოგადოებაში ჩნდება მაუწყებლების მიმართ, ხშირად უკავშირდება მედია მფლობელების ვინაობას.სამოქალაქო სექტორის აქტიურობის ფონზე საქართველოს პარლამენტმა 2011-2012 წლებში შეიტანა ცვლილებამ აუწყებლობის შესახებ კანონში და კიდევ უფრო მეტად გააფართოვა მედია მფლობელების გამჭვირვალობის სტანდარტი.
მაგალითად, მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის თავდაპირველ ვერსიით,3 (მუხლი37) „მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი შეიძლება იყოს საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი.
მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი არ შეიძლება იყოს:
− ადმინისტრაციული ორგანო, ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი ან თანამშრომელი;
− ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;
− პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი.
ამდენად, კანონი 2012 წლამდე ითვალისწინებდა მხოლოდ სამი კრიტერიუმის არსებობას. დღეისათვის კი, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში გაწერილია ის ძირითადი მოთხოვნები, რომლებიც შეეხება მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელებს. კანონის მოქმედი რედაქცია შემდეგი ფორმულირებისაა:
1. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი.
2. მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს:
− ადმინისტრაციული ორგანო;
− ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი,სხვა საჯარო მოხელე;
− ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;
− პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;
− ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;
− იურიდიული პირი, რომლის წილ სანაქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კანონში პარალელურად გაჩნდა ახალი მოთხოვნა-შესაბამისობის დეკლარაციის წარდგენა.
1. ლიცენზიის მაძიებელი/ავტორიზაციის მსურველი პირი ვალდებულია, განცხადებას დაურთოს შესაბამისობის დეკლარაცია, რომელშიც უნდა მიეთითოს:
− ლიცენზიის მაძიებლის/ავტორიზაციის მსურველი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები;
− მონაცემები ლიცენზიის მაძიებლის/ავტორიზაციის მსურველი პირის ხელმძღვანელი თანამდებობის პირებისა და ორგანოების შესახებ;
− დადასტურება, რომ ლიცენზიის მაძიებელი/ავტორიზაციის მსურველი პირი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ არიან ამ კანონის 37-ემუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები;
− ინფორმაცია ლიცენზიის მაძიებლის/ავტორიზაციის მსურველი პირის ბენეფიციარი მესაკუთრეების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მათ საკუთრებაში არსებული წილების თაობაზე.
2. შესაბამისობის დეკლარაციას ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი კომისიას წარუდგენს ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.4
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მაუწყებლებს შესაბამისობის დეკლარაციების წარდგენის ვადად განუსაზღვრა 2012 წლის1 იანვარი. კომისიის მონაცემებით, საქართველოში მოქმედი მაუწყებლებიდან ხუთი მაუწყებელი დასანქცირდა; 2012 წლის 16 მარტს კომისიამ გაფრთხილება მისცა: შპს „ფოლკ-რადიოს“; შპს „სპექტრს“; შპს „კორტესი-გიდაგოს“; შპს „აფხაზეთი ტვ“-ს და შპს „ევროპა პლუს - თბილისისთვის“. ყველა სხვა მაუწყებელმა კანონის მოთხოვნა 2012 წლის 01 იანვრამდე შეასრულა.
_____________________
1. მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონი, მუხლი 361, ლიცენზირების ორგანიზება.
2. მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონი, მუხლი 3. პუნქტი 1.
3. მაუწყებლობის შესახებ საქართელოს კანონი, მუხლი 37. 2004 წლის 23 დეკემბრის რედაქცია.
4. მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონი, მუხლი 371
![]() |
2.2 2. მნიშვნელოვანი საქმეები |
▲ზევით დაბრუნება |
უკანასკნელ პერიოდში მედია ბიზნესმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კვლევის პერიოდი (1 მაისი - 10 ნოემბერი, 2012 წელი) დაემთხვა საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარების დროს. ქვეყანაში არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებამ კი, უდიდესი გავლენა მოახდინა მედია სფეროში ინტერესების გადანაწილების საკითხებზე. უმეტეს შემთხვევაში, თვალსაჩინოდ გამოიკვეთა პოლიტიკასთან კავშირები და გავლენა მედიაზე.
![]() |
2.2.1 2.1.ტელეიმედი |
▲ზევით დაბრუნება |
შპს „ტელეიმედი“ 2001 წლის 24 დეკემბერს იქნა რეგისტრირებული ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ. ტელე იმედის 100%-იან წილს ფლობდა სს„ი-მედია“.1
2007 წლის 5ნოემბერს შპს „ტელეიმედის“ 100%-იანიწი ლის მფლობელი ორგანიზაციის (სს„ი-მედია“) უფლებამოსილმა წარმომადგენელმა მიიღო გადაწყვეტილება „ნიუს კორპ ევროპა ინქისთვის“ გადაეცა შპს „ტელეიმედში“ სს „ი-მედიას“ 100% წილი მართვის უფლებით, შემდეგი პირობების დაცვით:
1. „ნიუს კორპევროპა ინქ“-ს არ მინიჭებოდა წილის ნებისმიერი სახით უფლებრივი დატვირთვისა და/ან გასხვისების უფლება;
2. წილის მართვის უფლებით გადაცემა უნდა განხორციელებულიყო კონკრეტული ვადით, კერძოდ ,2008 წლის 31 ოქტომბრამდე;
3. წილის მართვის უფლებით გადაცემის სანაცვლოდ, ყოველთვიური საფასურის ოდენობა განისაზღვრა 3500 აშშ დოლარით.2
2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებული მოვლენების პარალელურად, როცა ტელეკომპანიის დარბევა და მაუწყებლობის შეფერხება მოხდა, ყადაღა დაედო შპს „ტელეიმედის“ ქონებას, ხოლო მესაკუთრესა და მფლობელს აეკრძალათ შპს „ტელეიმედის“ ქონების განკარგვა და სარგებლობა.3
2007 წლის 16 ნოემბერს ცვლილება შევიდა შპს „ტელეიმედის“ სახელმწიფო (სამეწარმეო) დასაგადასახადო რეგისტრაციის მონაცემებში, რომლის თანახმადაც, შპს „ტელეიმედის“ დამფუძნებელს სს „ი-მედიას“ აეკრძალა 100% წილისგან კარგვა შპს „ტელეიმედში“.4
2007 წლის 6დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ იმსჯელა პროკურატურის შუამდგომლობაზე, დააკმაყოფილა და ყადაღა მოეხსნა შპს „ტელეიმედის“ ქონებას. აღნიშნული ბრძანება მიღებულ იქნა იმ საფუძვლით, რომ ის საფრთხე, რომლითაც გამოწვეული იყო 2007 წლის 7 ნოემბრის ბრძანების მიღება, შემცირდებოდა იქნებოდა ამავე წლის 7 დეკემბრიდან.5
14 დეკემბრიდან ცვლილება შევიდა შპს „ტელეიმედის“ სახელმწიფო (სამეწარმეო) და საგადასახადო რეგისტრაციის მონაცემებში, რომლის თანახმადაც, გაუქმდა შპს „ტელეიმედის“ დამფუძნებელი სს„ი-მედიასთვის „100% წილის შპს „ტელეიმედში“ განკარგვის აკრძალვა.6
2008 წლის 22 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის ბრძანებით, ყადაღა დაედო შპს „ტელეიმედის“100%-იანწილს, რომელიც წარმოადგენდა სს„ი-მედიას“ საკუთრებას. სს „ი-მედიას“ 100%- იანი წილიდანაც 65%სს „ჯიემჯი კონსალტინგ გრუპის“ საკუთრებაა, ხოლო 35%-შპს „უნივერსალის“ საკუთრება.7
აღნიშნული ბრძანება გაუქმდა 2008 წლის 19 თებერვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრძანებით.8
2008 წლის 21 მარტს ყადაღა მოეხსნა შპს „ტელეიმედის“ საწესდებო კაპიტალში სს „ი-მედიას “ 100-იან წილს.9
2008 წლის 25 მარტს „ნიუს კორპევროპაინქ“-ს შეუწყდას სს „იმედიას“ საკუთრებაში არსებული შპს „ტელეიმედის“ 100% წილის მართვის უფლება.10
2009 წლის 17 აგვისტოს შპს „ტელეიმედის“ 100% წილის მფლობელად შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ გვევლინება, რომელიც 2008 წლის 17 დეკემბერს იქნა დარეგისტრირებული, ხოლო 2009 წლის 21 აპრილს შეერწყა შპს „ტექნო-მედია“.11
2009 წლის 13ივლისის მდგომარეობით აღნიშნულ კომპანიაში 10% წილს ფლობს ჯოზე ფქეი (აშშ-სმოქალაქე), ხოლო 90% წილის მფლობელი „კორპორაცია BODEX LIMITEDS.“ (პანამის რესპუბლიკა). შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენგრუპის“ წარმომადგენელი გიორგი არველაძეა, „კორპორაცია BODEX LIMITEDS.
A -ს წარმომადგენელი კი-სს „ი-მედიას“ ყოფილი დირექტორი პაატა სირაძე.12
შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენგრუპში“ წილები კონკრეტული თარიღების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდებოდა:
2010 წლის 25იანვარი 13
− ჯოზეფ ქეი -10%
− რააქჯორჯია ჰოლდინგი (პანამა)-90%
2011 წლის 22 ნოემბერი, 19:57სთ 14
− ჯოზეფ ქეი - 10%
− უცხოური საწარმო „რააქჯორჯია ჰოლდინგი“, პანამა - 75%
− გიორგი მიქელაძე - 15%
2011 წლის22 ნოემბერი-19:59 სთ15
− ჯოზეფ ქეი - 10%
− უცხოური საწარმო „რააქჯორჯია ჰოლდინგი“, პანამა - 35%
− გიორგი არველაძე - 40%
− გიორგი მიქელაძე - 15%
2011 წლის 22 ნოემბერი,20:01სთ16
− ჯოზეფ ქეი - 10%
− გიორგი არველაძე - 40%
− გიორგი კორახაშვილი - 35%
− გიორგი მიქელაძე - 15%
2011 წლის 27 დეკემბერი17
− ჯოზეფ ქეი - 10%
− გიორგი არველაძე - 45%
− გიორგი კორახაშვილი - 30%
− გიორგი მიქელაძე - 15%
2012 წლის 23 თებერვალი 18
− ჯოზეფ ქეი - 10%
− გიორგი არველაძე - 45%
− გიორგი კორახაშვილი - 30%
− გიორგი მიქელაძე - 15%
2012 წლის 19 ოქტომბერი19
− ჯოზეფ ქეი - 10%
− ინა გუდავაძე - 90%
ზემოთ ჩამოთვლილი ცვლილებები ხელმისაწვდომია სამეწარმეო რეესტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ცვლილებების პარალელურად, საზოგადოებაში ვრცელდებოდა განსხვავებული ინფორმაცია. ხშირ შემთხვევაში, მესაკუთრეთა ცვლილებები გადამწყვეტ გავლენას ახდენდა მაუწყებლის მიერ მიწოდებულ კონტენტზე, მასალის შინაარსზე.
დაარსებისთანავე ტელეკომპანია „იმედი“ დაკავშირებული იყო ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის პერსონასთან, მის ოჯახთან. ბიზნესმენის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების შემდეგ მისმა ოჯახმა ვერ შეძლო, შეენარჩუნებინა ტელევიზიის მფლობელობა და ამ პერიოდიდან ტელეკომპანიას მართავდნენ ის ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების კეთილგანწყობით სარგებლობდნენ. ერთ-ერთი ასეთი პირი იყო გიორგი არველაძე. ის საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და პრეზიდენტ სააკაშვილთან დაახლოებული პირია.20 არველაძე პრეზიდენტ სააკაშვილს ჯერ კიდევ ამ უკანასკნელის იუსტიციის მინისტრობის დროს დაუახლოვდა. 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ იგი დეპუტატი გახდა, ხოლო 2005 წლიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.2006 წელს გიორგი არველაძე ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა.2008 წლის იანვარში განხორციელებული სამთავრობო ცვლილებების შედეგად, არველაძემ აქტიური პოლიტიკა დატოვა და კერძო ბიზნესში გადაინაცვლა.21
2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ტელეკომპანიის საქმიანობაში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. კომპანია გაიყიდა სიმბოლურ ფასად-სამ ლარად. დღეისათვის ტელეკომპანია „იმედის“ წილები ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ქვრივს ინა გუდავაძეს ეკუთვნის.
_______________________
1. ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 24 დეკემბრის დადგენილება.
2. 2007 წლის 5 ნოემბრის „ი-მედიას“ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 7 ნოემბრის ბრძანება.
4. 2007 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №346-რ.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 6 დეკემბრის ბრძანება.
6. 2007 წლის 14 დეკემბრის ბრძანება №387-რ.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 22 ინავრის ბრძანება, სარეგისტრაციო №12/503.
8.თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 თებერვლის ბრძანება, №12/808.
9. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2008 წლის 21 მარტის №101-რ ბრძანება.
10. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2008 წლის 25 მარტის ბრძანება №107-რ.
11. 2009 წლის 17 აგვისტოს განცხადება საწარმოს, უცხოური საწარმოს ფილიალის (წარმომადგენლობის), საწარმოს ფილიალის, სამეწარმეო ამხანაგობის სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის/რეგისტრაციის ცვლილების შესახებ; 2009 წლის 15 აპრილის ხელშეკრულება საწარმოთა შერწყმის (მიერთების) თაობაზე.
12. შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 2009 წლის 13 ივლისის პარტნიორთა რიგგარეშე კრების ოქმი №5.
13. 2010 წლის 25 იავრის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდანhttps://enreg.reestri.gov.ge/main.php?c=mortgage&m=get-output-by-id&scandoc-id=7621&app-id=13926
14. 2011 წლის 22 ნოემბრის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდანhttps://enreg.reestri.gov.ge/main.php?c=mortgage&m=get-output-by-id&scandoc-id=344558&app-id=397241
15. 2011 წლის 22 ნოემბრის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდანhttps://enreg.reestri.gov.ge/main.php?c=mortgage&m=get-output-by-id&scandoc-id=344560&app-id=397261
16. 2011 წლის 22 ნოემბრის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდანhttps://enreg.reestri.gov.ge/main.php?c=mortgage&m=get-output-by-id&scandoc-id=344562&app-id=397262
17. 2011 წლის 27 დეკემბრის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან https://enreg.reestri.gov.ge/ main.php?c=mortgage&m=get-output-by-id&scandoc-id=362538&app-id=418411
18. 2012 წლის 23 თებერვლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან https://enreg.reestri.gov.ge/main.php?c=mortgage&m=get-output-by-id&scandoc-id=385934&app-id=446179
19. 2011 წლის 22 ნოემბრის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან https://enreg.reestri.gov.ge/main.php?c=mortgage&m=get-output-by-id&scandoc-id=465872&app-id=541242
20. http://netgazeti.ge/GE/105/News/13958/
21. http://www.civil.ge/geo/article.php?id=21508
![]() |
2.2.2 2.2. „ტელეარხი 25“ |
▲ზევით დაბრუნება |
უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში საინტერესო ცვლილებები განხორციელდა აჭარაში მოქმედ ერთ-ერთ ტელევიზიაში. „ტელეარხი 25“ 1996 წლის 30 აგვისტოს დარეგისტრირდა ქ.ბათუმის სასამართლოს მიერ. ტელეკომპანიის წილები თანაბრად გაიყო 4 მფლობელზე (თითოეულს-25%).ესენი არიან: გიორგი სურმანიძე, მალხაზ ვერძაძე, ემზარ ჩხარტიშვილი და მერაბ მერკვილაძე.1
2000 წლის 19 თებერვალს გიორგი სურმანიძემ და მალხაზ ვერძაძემ საკუთარი წილები აჩუქეს მიხეილ გაგოშიძეს, რის შემდეგაც, შპს „ტელეარხ 25“-ის 75% წილის მფლობელად მიხეილ გაგოშიძე მოგვევლინა, ხოლო 25%-ს კვლავ მერაბ მერკვილაძე ფლობდა. ამავე წლის 28 მარტს 24% წილი დაუბრუნდა მალხაზ ვერძაძეს.2
2004 წლის 11 მაისს საზოგადოების პარტნიორმა მიხეილ გაგოშიძემ შპს „ტელეარხი 25“-ის საწესდებო კაპიტალში მისი კუთვნილი 51 % წილი მთლიანად უსასყიდლოდ დაუთმო გიორგი სურმანიძეს. 24%-ს კვლავ ფლობდა მალხაზ ვერძაძე, ხოლო 25%-ს - მერაბ მერკვილაძე.3
2010 წლის 16 მარტის შემდეგ „ტელეარხი 25“-ის 50% წილის მფლობელი გიორგი სურმანიძე იყო, მალხაზ ვერძაძე და მერაბ მერკვილაძე კი 25-25%-იანი წილის მფლობელები გახდნენ.4
2012 წლის 24 თებერვლიდან 50-50% წილის მფლობელები არიან ლევან ქარდავა და ჯემალ ვერძაძე.5
ამავე პერიოდში მნიშვნელოვანი ინფორმაცია გავრცელდა გაზეთი „ბათუმელების“ და ინტერნეტ გამოცემა „ნეტგაზეთის“ მიერ. სტატიების წორედ „ტელეარხ 25“-ში მფლობელთა ცვლილებებს შეეხებოდა:
სწორედ 2012 წლის 24 თებერვალს შეიცვალა „ტვ 25“-ის ყოფილი მფლობელების ნათესავების ქონებრივი მდგომარეობა,რის შესახებაც „გაზეთი ბათუმელები“ 30 მარტის ნომერში წერდა. კერძოდ, 24 თებერვალს, არასამუშაო საათებში „ტვ25“-ის მეწილეების - მერაბ მერკვილაძის, მალხაზ ვერძაძის და გია სურმანიძის ნათესავების ანგარიშზე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონება აღმოჩნდა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ლევან ვარშალომიძის ბრძანების საფუძველზე.
24 თებერვალს ლევან ვარშალომიძისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე, მალხაზ ვერძაძის სიდედრს მერი ქარცივაძეს საკუთრებაში გადაეცა 269 კვადრატული მეტრი ფართობი ბათუმის ცენტრალურ უბანში, მემედ აბაშიძის გამზირის №46-ში - 106 კვადრატული მეტრი არასაცხოვრებელი ფართი და 94 კვადრატული მეტრი კომერციული ფართი-თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირის 34 ნომერში.
იმავე დღეს, 24 თებერვალს, რამდენიმე წუთიანი ინტერვალით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება „ტვ 25“-ის ყოფილი დირექტორისა და მეწილის მერაბ მერკვილაძის ნათესავსაც გადაეცა. ოთხი სხვადასხვა ზომის ობიექტი, მთლიანობაში 132 კვადრატული მეტრი კომერციული ფართი, ასევე, თბილისში დიღმის მასივში, 165,80 კვადრატული მეტრი ფართი მერკვილაძის დეიდაშვილის ქმრის საკუთრებაში გადავიდა. ირაკლი კრიჭაშვილის სახელზე საჯარო რეესტრში 2012 წლის 24 თებერვლამდე მხოლოდ ერთი ბინა იყო რეგისტრირებული.
24 თებერვალს „ტვ 25“-ის კიდევ ერთი მეწილის, გია სურმანიძის დედაშვილის ლელა მითაიშვილის სახელზე გამოჩნდა ქონება. მას სახელმწიფომ ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩის¹19-ში, 184.90 კვადრატული მეტრი არასაცხოვრებელი ფართი,ხოლო ძველბათუმში - 78 კვადრატული მეტრი შენობა პირდაპირი მიყიდვის წესით გადასცა; ასევე, მის საკუთრებაში გადავიდა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის 34 ნომერში, 29 კვადრატული მეტრი კომერციული ფართი და ოროთახიანი ბინა თბილისში, დიღმის მასივში“.6
მონიტორინგის ჯგუფის მიერს აჯარო რეესტრის მონაცემების გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პირების სახელზე 24 თებერვალს მართლაც მოხდა უძრავი ქონების გადაფორმება. თუმცა, ამ ეტაპზე შეუძლებელია გადაფორმების მიზეზების გამოკვლევა. იმავე სტატიის თანახმად, რომელიც ინტერნეტ გამოცემა „ნეტგაზეთმა“ გამოაქვეყნა, მითითებულია, რომ გაზეთი „ბათუმელებისათვის“ მიცემულ ინტერვიუში ტელეკომპანიის „მეწილეები უარყოფდნენ რაიმე კავშირს მათი ნათესავების ანგარიშზე 24 თებერვალს, ერთ დღეს დ ათითქმის ერთსა და იმავე დროს რეგისტრირებულ სახელმწიფო ქონებასა და ტელეკომპანიას შორის“.7
გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ლევან ქარდავამ 50 პროცენტიანი წილი 650 ათას დოლარად იყიდა. თუმცა, აღნიშნული ცვლილების თაობაზე ინფორმაცია 2012 წლის ოქტომბრამდე არ გამჟღავნებულა. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის დარღვევისთვის, რომელიც მაუწყებელს მფლობელის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას ავალდებულებს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „ტელეარხი25“ გააფრთხილა კიდეც.
არხის დირექტორმა გია სურმანიძემ მედია. გე-ს 2012 წლის 25 ოქტომბერს აცნობა, რომ ლევან ქარდავა წილის გაყიდვას აპირებდა. მისი თქმით, ტელევიზიის შეძენით ლევან ქარდავა უკმაყოფილო იყო, რადგან „ისეთი რაღაცები მოხდა, რაც მას ვერ წარმოედგინა და არ სურდა.“8
დღეისათვის ლევან ქარდავა ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარია. მან თავისი წილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაასხვისა. 2012 წლის 30 ოქტომბრის ცვლილების თანახმად, ტელეარხი 25-ეს დირექტორი გიორგი სურმანიძეა, ხოლო 100%-იანი წილის მესაკუთრედ ჯემალ ვერძაძეა მითითებული.9
__________________
1. ქ. ბათუმის სასამართლოს 1996 წლის 30 აგვისტოს დადგენილება.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 200 წლის 28 მარტის დადგენილება; მიხეილ გაგოშიძესა და მალხაზ ვერძაძეს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილება №5/ბ-77.
4. 2010 წლის 16 მარტის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდანhttps://enreg.reestri.gov.ge/main.php?c=mortgage&m=get-output-by-id&scandoc-id=34979&app-id=12716
5. 2012 წლის 24 თებერვლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან https://enreg.reestri.gov.ge/ main.php?c=mortgage&m=get-output-by-id&scandoc-id=386535&app-id=447842
6. http://www.netgazeti.ge/GE/105/Life/13811/
7. http://www.netgazeti.ge/GE/105/Life/13811/
8. http://www.media.ge/stories/levankardavamtelearkhi25
9. https://enreg.reestri.gov.ge/main.php?c=mortgage&m=get-output-by-id&scandoc-id=468590&app-id=544009
![]() |
2.2.3 2.3.„რუსთავი 2“ |
▲ზევით დაბრუნება |
დღეისათვის ქართული სამაუწყებლო სფეროს ერთ-ერთი წამყვანი სუბიექტია შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2“. საქართველოში „ვარდების რევოლუციის“ პერიოდში ტელეკომპანიამ მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღო ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებში. „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა აქციის მიმდინარეობა. მოგვიანებით, ტელეკომპანიას „გამარჯვებული ხალხის ტელევიზიადაც“ კი მოიხსენიებდნენ.
კომპანია შეიქმნა შპს „საინფორმაციო-სარეკლამო სააგენტო გამაპლიუსის „რეორგანიზაციის შედეგად და წარმოადგენდა აღნიშნული სააგენტოს უფლება მონაცვლეს.რეგისტრაციის მონაცემების მიხედვით“ (1996 წლის 27 აგვისტო ქ.თბილისის საბურთალოს რ-ნის სასამართლო), 33.3% წილის მფლობელები იყვნენ ჯარჯი აქიმიძე, დავით დვალი და ერასტი კიწმარიშვილი. 1
2001 წლის დეკემბერში ცვლილებები შევიდა საწესდებო კაპიტალში და პარტნიორთა შენატანები და წილი შემდეგი სახით განისაზღვრა: 30-30% - ჯარჯი აქიმიძე, დავით დვალი და ერასტი კიწმარიშვილი,10%-ნიკოლოზ ტაბატაძე.2
2004 წლის 16ივნისს დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის 30% წილები შეიძინა პაატა კარსანიძემ, რომელიც 60%-ის მფლობელი გახდა, ხოლო ერასტი კიწმარიშვილსა და ნიკოლოზ ტაბატაძეს კვლავ 30% და10% წილები დარჩათ.ამავე დღეს პაატა კარსანიძის 60% წილი შეიძინა ქიბარ ხალვაშმა.3
2004 წლის 18ივნისს ხელშეკრულებით, დაგირავდა შპს „რუსთავი2“-ის პარტნიორის ქიბარ ხალვაშის 60%-იანი წილი (30% დაგირავდა ჯარჯი აქიმიძის, ხოლო დანარჩენი 30% -დავით დვალის სასარგებლოდ).4
ამავე წლის 22 ივნისს ერასტი კიწმარიშვილის 30% შეიძინა შპს „პანორამამ“.5
2004 წლის 22 ოქტომბერს საზოგადოების პარტნიორობიდან გავიდა ნიკოლო ზტაბატაძე.მისი10% წილი გადანაწილდა ქიბარ ხალვაშსა და შპს „პანორამაზე“, რომლის სასარგებლოდაც ქიბარ ხალვაშმა დათმო თავისი წილი და შესაბამისად შპს „პანორამას“ გაუხდა 40%-იანი წილი.6
2005 წლის 26 დეკემბერს საზოგადოების დამფუძნებელმა პარტნიორმა ქიბარ ხალვაშმა მისი კუთვნილი 60% წილიდან 22% გაასხვისა შპს „საქცემენტზე“.
2006 წლის 13 სექტემბერს შპს „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფმა“,რომლის 100%-იანი წილის მფლობელი იყო რობერტ ბეჟუაშვილი,შეიძინა შპს „საქცემენტის“ კუთვნილი 22% წილი.7
2006 წლის 17 ნოემბერს განხორციელდა შპს „რუსთავი 2“-ის საწესდებო კაპიტალში ქიბარხალვაშის კუთვნილი 38% წილის და შპს „პანორამას“ კუთვნილი 40%-ის გასხვისება შპს „გეოტრანსზე“, რომლის ერთადერთი დამფუძნებელი ბიძინა ნიჟარაძე იყო.8
2006 წლის 29 ნოემბერსა და 1 დეკემბერს შპს „გეო-ტრანსის“ 78%-იანი წილიდან შპს „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფმა“ შეიძინა 23%-იანი წილი, ხოლო დანარჩენი 55% შეიძინა „DELGADOREROURTES“ LTD-მ (რეგისტრირებული ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, წარმომადგენელი ლევან ყარამანაშვილი). ამავე დღეს აღნიშნულმა კომპანიებმა ტელეკომპანია „მზეში“ შპს „გეო-ტრანსის“ 78%-იანი წილიდან ზუსტად იმავე რაოდენობის წილები შეიძინეს, რაც რუსთავი2-ში.9 2007 წლის 2 თებერვალს „DELGADO RESOURCES“ LTD-ს 55% - იანი წილი გასხვისდა მარშალის კუნძულებზე ამავე წლის 10 იანვარს რეგისტრირებულ კომპანია „გეომედიაგრუპ“ ზე.10 ამ პერიოდში - 2007 წლის ნოემბრიდან 2009 წლის 5 აპრილამდე -„რუსთავი“-ის დირექტორი იყო ირაკლი ჩიქოვანი. ის ამჟამად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეა. 11
2009 წლის 4 თებერვლიდან ერთ-ერთ დამფუძნებლად გვევლინება ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია „DEGSON LIMITED“, რომელიც ფლობდა შპს „რუსთავი 2“-ის წილის 70%, ხოლო „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ - 30%-ს. ირაკლი ჩიქოვანის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ კომპანიის დირექტორად „DEGSON LIMITED“-ის წარმომადგენელი გიორგი გეგეშიძე დაინიშნა.12
2011 წლის 29 ნოემბრიდან „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ ნაცვლად 30%-ის მფლობელი იყო მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული შპს „ჩემექსიმ ინტერნეშენალი“.13
შემდეგში შპს „რუსთავი 2“-ის წილები, კონკრეტული თარიღების მიხედვით, შემდეგნაირად ნაწილდებოდა:
2011 წლის 6 დეკემბერი 14
− გიორგი გეგეშიძე - 10%
− ლევან ყარამანიშვილი - 90%
2012 წლის 5ოქტომბერი15
− გიორგი გეგეშიძე - 10%
− ლევან ყარამანიშვილი - 50%
− შპს „მედიაჯორჯია“ - 40%
2012 წლის 12 ოქტომბერი 16
− გიორგი გეგეშიძე - 10%
− ლევან ყარამანიშვილი - 50%
− გიორგი ყარამანიშვილი - 40%
2012 წლის 13ნოემბერი 17
− გიორგი გეგეშიძე - 9%
− ლევან ყარამანიშვილი - 22%
− გიორგი ყარამანიშვილი - 18%
− შპს ტელეკომპანია საქართველო - 51%
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 2012 წლის 5 ოქტომბერს „რუსთავი 2“-ის 40%-იანი წილის ფლობელი გახდა შპს „მედია ჯორჯია“, ხოლო „მედია ჯორჯიას“ 100% წილის მფლობელი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილია.18 ამ ცვლილებას საზოგადოების დაინტერესება მოჰყვა. რამდენიმე დღეში კეზერაშვილმა ისე ვძველ მფლობელს გიორგი ყარამანიშვილს მიჰყიდა კომპანიის წილის 40%. დღეისათვის გიორგი გეგეშიძე კომპანიის 10% წილს ფლობს, ხოლო დანარჩენი წილები ლევან ყარამანიშვილის (50%) და გიორგი ყარამანიშვილის (40%) საკუთრებაა.
2011 წლის 28 დეკემბერს გამოქვეყნდა მაია მეცხვარიშვილის სტატია - „რუსთავი 2“ და „მზე“ სააკაშვილის მეგობრის ოჯახის საკუთრებაში“. სტატიაში მითითებულია,რომ მედიაბიზნესის ერთ-ერთი მეწილე ლევან ყარამანიშვილი,გარდა იმისა, რომ პოკერის საყოველთაოდ ცნობილი მოთამაშეა (მან ბოლოს მონაწილეობა მიიღო Russian Poker Series 2011 წლის ტურნირში, რომელიც კიევში გაიმართა),იმავდროულად, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ახლო მეგობრის, ბიზნესმენ გია ყარამანიშვილის ნათესავია.
„ჩემს მეგობარ გია ყარამანიშვილს წინაპრების მიერ აშენებული ოთხი სახლი ჰქონდ აგაგრაში, სოხუმში, ბიჭვინთაში და ოჩამჩირეში. როდესაც გია ყარამანიშვილს დაუბრუნებენ ამ ოთხ სახლს და მისცემენ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, მაშინ შეიძლება ეს არჩევნები ჩაითვალოს კანონიერად“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა პრეზიდენტი სააკაშვილი 2005 წელს აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ.საპრეზიდენტო არჩევნებს.
როგორც ირკვევა,ლევან ყარამანიშვილს კომუნიკაციების სფეროში მოღვაწეობის საკმაო გამოცდილებაც აქვს,მაგალითად,ის და ბიზნესმენი რევაზ შარანგია გვევლინებიან რუსული კომპანია „მობიტელის”, იგივე „ბილაინის”, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად.
ძმები შარანგიების,ისევე,როგორც ყარამანიშვილების სახელს საქართველოში ბევრი მსხვილი ბიზნეს-კომპანია უკავშირდება, როგორიცაა, მაგალითად, „კავკასუსონლაინი“, თუმცა, მათი მფლობელები, ოფიციალურად, ოფშორში რეგისტრირებული კომპანიები არიან.19
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ ტელეკომპანია„ რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ განაცხადეს, რომ ტელეკომპანიის 60%-ის დაბრუნება სურთ. ამავე დროს მიუთითეს, რომ მათ კუთვნილი წილები სიმბოლურ ფასად იძულებით დაათმობინეს. პარალელურად ტელეკომპანიის ერთ-ერთი ყოფილი მფლობელი ქიბარ ხალვაში ავრცელებს ინფორმაციას მისი კუთვნილი წილის იძულებით გასხვისების თაობაზე და აპირებს სამართლებრივ ბრძოლას უფლებების დასაცავად. უნდა აღინიშნოს, რომ ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში საქართველოში ერთ-ერთი გავლენიანი პოლიტიკოსის ირაკლი ოქრუაშვილის მეგობრად მიიჩნეოდა. მან წილები სწორედ იმ პერიოდში შეიძინა, როდესაც ოქრუაშვილი სხვადასხვა პოლიტიკურ თანამდებობაზე იმყოფებოდა. მოგვიანებით, ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოდან წასვლის შემდეგ ხალვაშის ბიზნესში მნიშვნელოვანი კრიზისი დაიწყო. ამ პერიოდს დაემთხვა ბიზნესმენის მიერ ტელეკომპანიის წილების გასხვისებაც. 2012 წლის 15 ნოემბერს „რუსთავი 2“-ის 51%-იანი წილის მფლობელი ტელეკომპანია „საქართველო“, გენერალური დირექტორი კი ნიკა გვარამია გახდა.
სამეწარმეო რეესტრის დოკუმენტის მიხედვით,13 ნოემბერს გამართულ პარტნიორთა კრებაზე გადაწყდა,რომ ტელეკომპანია „საქართველო”, 51%-ის სანაცვლოდ, „რუსთავი 2“-ს მის კუთვნილ უძრავ და მოძრავ ქონებას მთლიანად გადასცემს.
„რუსთავი2“-ის 9%-იანი წილი-გიორგი გეგეშიძეს, 22%-ლევან ყარამანაშვილს, 18% კი-გიორგი ყარამანიშვილს ეკუთვნის. ტელეკომპანიის ახალ დირექტორად ნიკა გვარამია დაინიშნა. მისივე განმარტებით, „რუსთავი 2“-ის საკონტროლო პაკეტი იმ იურიდიულმა პირმა შეიძინა, რომელიც გასხვისებამდე ტელეკომპანია „საქართველოს“ სიხშირეს ფლობდა.20
_____________________
1. ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1996 წლის 27 აგვისტოს დადგენილება.
2. ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის სასამართლოს 2001 წლის 10 დეკემბრის დადგენილება.
3. ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის სასამართლოს 2004 წლის 16 ივნისის დადგენილება.
4. ქიბარ ხალვაშსა (შპს „რუსთავი 2“) და დავით დვალს შორის 2004 წლის 18 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება;
ქიბარ ხალვაშსა (შპს „რუსთავი 2“) და ჯარჯი აქიმიძეს შორის 2004 წლის 18 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულება.
5. 2004 წლის 22 ივნისს გაფორმებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებული ერასტი კიწმარიშვილსა და შპს „პანორამას“ დირექტორს ქიბარ ხალვაშს შორის.
6. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს „რუსთავი 2“-ის 2004 წლის 22 ივნისის პარტნიორთა კრების ოქმი;
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის სასამართლოს 2004 წლის 25 ოქტომბრის დადგენილება.
7. წილის გასხვისების (დათმობის) ხელშეკრულება, რეესტრში სარეგისტრაციო №1-5856.
8. 2006 წლის 17 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულებები რეესტრში სარეგისტრაციო №1-75 404; 1-15405; 2006 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №89.
9. 2006 წლის 1 დეკემბრის წილის ნაწილის ნასყიდობის ხელშეკრულება შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, შპს „გეო-ტრანსი“ - კომპანია „DELGADO RESOURCES” LTD, რეესტრში სარეგისტრაციო №1-16087; 2006 წლის 29 ნოემბრის წილის ნაწილის ნასყიდობის ხელშეკრულება შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, შპს „გეო-ტრანსი“ - შპს ,,ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ რეესტრში სარეგისტრაციო № 1-15938 2006 წლის 1 დეკემბერს შპს „გეო-ტრანს“-სა და DELGADO RESOURCES” LTD-ის შორის გაფორმებული წილის ნაწილის ნასყიდობის ხელშეკრულება რეესტრში სარეგისტრაციო №1-16086. 2006 წლის 1 დეკემბერს შპს ,,გეო-ტრანს“-სა და „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფს“ შორის გაფორმებული წილის ნაწილის ნასყიდობის ხელშეკრულება რეესტრში სარეგისტრაციო №1-15939.
10. 2007 წლის 2 თებერვლის წილის ნასყიდობის ხელშეკრულება შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, კომპანია „DELGADO RESOURCES“ LTD - კორპორაცია „გეომედია გრუპ“, რეეტრში სარეგისტრაციო №1-1508. 11.2007 წლის 1 ნოემბრის შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის პარტნიორთა კრების ოქმი შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის სახელმწიფო (სამეწარმეო) და საგადასახადო რეგისტრაციის მონაცემებში ცვლილებების შესახებ 2007 წლის 11 ნოემბრის ბრძანება №345-რ; შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის სახელმწიფო (სამეწარმეო) და საგადასახადო რეგისტრაციის მონაცემებში ცვლილებების შესახებ 2009 წლის 27 მარტის ბრძანება №2100/01-01.
12. 2009 წლის 24 მარტის განცხადება საწარმოს, უცხოური საწარმოს ფილიალის (წარმომადგენლობის), საწარმოს ფილიალის, სამეწარმეო ამხანაგობის სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის/რეგისტრაციის ცვლილების შესახებ.
13. 2011 წლის 29 ნოემბრის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან https://enreg.reestri.gov.ge/main.php?c=mortgage&m=get-output-by-id&scandoc-id=346853&app-id=399438
14. 2011 წლის 6 დეკემბრის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან https://enreg.reestri.gov.ge/main.php?c=mortgage&m=get-output-by-id&scandoc-id=349850&app-id=403819
15. 2012 წლის 5 ოქტომბრის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან https://enreg.reestri.gov.ge/main.php?c=mortgage&m=get-output-by-id&scandoc-id=462072&app-id=536736
16. 2012 წლის 12 ოქტომბრის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან https://enreg.reestri.gov.ge/main.php?c=mortgage&m=get-output-by-id&scandoc-id=463958&app-id=538093
17. 2012 წლის 13 ნოემბრის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან https://enreg.reestri.gov.ge/main.php?c=mortgage&m=get-output-by-id&scandoc-id=472806&app-id=548589
18. https://enreg.reestri.gov.ge/main.php?c=mortgage&m=get-output-by-id&scandoc-id=461345&app-id=536517
19. http://www.netgazeti.ge/GE/86/News/7650/
20. http://www.epn.ge/?p=126815
![]() |
2.2.4 2.4. ტელეკომპანია „მზე“ |
▲ზევით დაბრუნება |
ტელეკომპანია „მზე“ ერთ-ერთი სამაუწყებლო კომპანიაა, რომლის თაობაზეც არაერთი ინფორმაცია ვრცელდება. სამეწარმეო რეესტრის თანახმად, ტელეკომპანია შეიქმნა შპს „ოკრიბა 2002“-ის მიერ, რომელიც რეგისტრირებულია ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს მიერ 2002 წლის 16 ივლისს. მისი დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი ივანე ცნობილაძე იყო, 19 ივლისიდან კი- ლევან ყუბანეიშვილი. 2003 წლის 7მარტს კომპანიამ შეიცვალა დასახელება და გახდა შპს „მზე“.1 ამავე წლის 14 მარტს წილები შეიძინეს და პარტნიორები გახდნენ: ზურაბ ზედგენიძე-33%, ელდარ მდინარაძე -33% და კახი ბექაური-14%.2
2003 წლის 18 სექტემბერს შპს „მზის“ პარტნიორთა კრების ოქმით გადაწყდა, რომ ზურაბ ზედგენიძემ მისი კუთვნილი წილიდან (33%) საზოგადოების საწესდებო კაპიტალში 10% დაუთმოს ივანე ჩხარტიშვილს. ამასთან, შეიცვალა კომპანიის სახელწოდება და დაერქვა „ტელეკომპანია მზე“.3
2003 წლის 18 დეკემბერს ლევან ყუბანეიშვილისა და კახი ბექაურის წილები გადანაწილდა სხვა პარტნიორებს შორის: ელდარ მდინარაძე 50%, ზურაბ ზედგენიძე 34.8% და ივანე ჩხარტიშვილი - 15.2%.4
2004 წლის 17 მაისს 84.8%-ის მფლობელი იყო გიორგი ქავთარაძე, 15.2%-ის კი - ივანე ჩხარტიშვილი.5
2004 წლის 28 მაისს გიორგი ქავთარაძემ გაასხვისა მისი კუთვნილი წილის ნაწილი, რის შემდეგად პარტნიორებს შორის წილები შემდეგნაირად გადანაწილდა: შპს „საქცემენტი“ (100% რომან წიკლაური) 44%, გიორგი ქავთარაძე 33.8%, ივანე ჩხარტიშვილი -15.2% და გელა კობაიძე-7%.6
2005 წლის 26 სექტემბერს სამეწარმეო რეესტრში განხორციელდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, 93%-ის მფლობელი გახდა შპს „საქცემენტი“ და 7%-ის-გელა კობაიძე.7
2005 წლის 26 დეკემბერს შპს „საქცემენტმა“, რომლის 100% წილს რობერტ ბეჟუაშვილი ფლობდა, 78% მიჰყიდა ქიბარ ხალვაშს. 8
2006 წლის 13 სექტემბერს „საქცემენტის“კუთვნილი 15%-იანი წილი ტელეკომპანია „მზეში“ გადავიდა „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ საკუთრებაში. ამავე დღეს გელა კობაიძემ კუთვნილი 7% მიჰყიდა იმავე კომპანიას.9
2006 წლის 17 ნოემბერს ქიბარ ხალვაშმა მისი კუთვნილი78% გაასხვისა შპს „გეო-ტრანსზე“,„ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ კვლავაც 22%-ის მფლობელია.10
2006 წლის 1 დეკემბერს შპს „გეო-ტრანსმა“ „DELGADORESOURCES“ LTD-ის გადასცა 55%,ხოლო ამავე წლის 29ნოემბერს 23%- „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს“.11
აღნიშნული კომპანიები ამავე პერიოდში იძენენ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილებსაც.
2007 წლის 2 თებერვალს „DELGADORESOURCES“ LTD-მ მისი კუთვნილი 55% გადასცა „გეომედია გრუპს.“12
2010 წლის 18 იანვარი 13
− „ჰოლდინგი საქართველო სინდუსტრიული ჯგუფი“ - 45%
− DEGSONLIMITED - 55%
2011 წლის 6 დეკემბერი14
− გიორგი გეგეშიძე - 10%
− ლევან ყარამანიშვილი - 90%
2012 წლის 4 ოქტომბერი15
− გიორგი გეგეშიძე - 10%
− ლევან ყარამანიშვილი - 50%
− შპს „ჯორჯიანმედია კომპანი“ - 40%
2012 წლის 9 ოქტომბერი16
− გიორგი გეგეშიძე - 10%
− ლევან ყარამანიშვილი - 50%
− გიორგი ყარამანიშვილი - 40%
ისევე, როგორც შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის შემთხვევაში, ტელეკომპანია „მზის“ წილებს რამდენიმე დღის განმავლობაში ფლობდა დავით კეზერაშვილი.17 იმავდროულად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ივანე ჩხარტიშვილი18 აპირებს მისი კუთვნილი წილების დაბრუნებას.
____________________
1.ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 16 ივლისის დადგენილება; ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 19 ივლისის დადგენილება; ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 11 მარტის დადგენილება.
2. ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 18 მარტის დადგენილება.
3. შპს „მზეს“ პარტნიორთა კრების ოქმი.
4. 2003 წლის 18 დეკემბერს ლევან ყუბანეიშვილსა და ელდარ მდინარაძეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება;
2003 წლის 18 დეკემბერს კახა ბექაურსა და ივანე ჩხარტიშვილს შორის გაფორმებული ხელშეკრულება;
2003 წლის 18 დეკემბერს კახა ბექაურსა და ზურაბ ზედგენიძეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება;
2003 წლის 18 დეკემბერს ლევან ყუბანეიშვილსა და ზურაბ ზედგენიძეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება;
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 30 დეკემბრის დადგენილება.
5. ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 21 მაისის დადგენილება.
6. 2004 წლის 28 მაისს გიორგი ქავთარაძესა და შპს ..საქცემენტს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება;
2004 წლის 28 მაისს გიორგი ქავთარაძესა და გელა კობაიძეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება.
7. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი, ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის ბრძანება №317/0003-7/4-2093- შპს.
8. შპს „საქცემენტის“ დამფუძნებლის რობერტ ბეჟუაშვილის 2005 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება.
9. 2006 წლის 13 სექტემბრის „საქცემენტსა“ და „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფს“ შორის გაფორმებული წილის გასხვისების (დათმობის) ხელშეკრულება რეესტრში სარეგისტრაციო №1-5846
2006 წლის 13 სექტემბრის გელა კობაიძესა და „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფს“ შორის გაფორმებული წილის გასხვისების (დათმობის) ხელშეკრულება რეესტრში სარეგისტრაციო №1-5830
10. 2006 წლის 17 ნოემბერს ქიბარ ხალვაშსა და შპს „გეო-ტრანს“ შორის გაფორმებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულება რეესტრში სარეგისტრაციო №1-15464
11. 2006 წლის 1 დეკემბერს შპს „გეო-ტრანს“-სა და DELGADO RESOURCES“ LTD-ის შორის გაფორმებული წილის ნაწილის ნასყიდობის ხელშეკრულება რეესტრში სარეგისტრაციო №1-16086 2006 წლის 1 დეკემბერს შპს „გეო-ტრანს“-სა და ,,ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფს“ შორის გაფორმებული წილის ნაწილის ნასყიდობის ხელშეკრულება რეესტრში სარეგისტრაციო №1-15939
12. 2007 წლის 2 თებერვალს „DELGADO RESOURCES“ LTD-სა და კორპორაცია „გეომედია გრუპს“ შორის გაფორმებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულება რეესტრში სარეგისტრაციო №1-1507
13. 2010 წლის 18 იანვრის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან https://enreg.reestri.gov.ge/main.php?c=mortgage&m=get-output-by-id&scandoc-id=4529&app-id=10478
14. 2011 წლის 6 დეკემბრის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან https://enreg.reestri.gov.ge/main.php?c=mortgage&m=get-output-by-id&scandoc-id=349854&app-id=403823
15. 2012 წლის 4 ოქტომბრის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან https://enreg.reestri.gov.ge/main.php?c=mortgage&m=get-output-by-id&scandoc-id=462073&app-id=536739
16. 2012 წლის 9 ოქტომბრის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან https://enreg.reestri.gov.ge/main.php?c=mortgage&m=get-output-by-id&scandoc-id=463957&app-id=538098
17. http://www.liberali.ge/ge/liberali/news/112928/
18. http://www.ambebi.ge/masmedia/62945-ratom-daikhura-telegadacemebi.html
![]() |
2.2.5 2.5. ტელეკომპანია „I სტერეო“ |
▲ზევით დაბრუნება |
1996 წლის 1 აგვისტოს ქ.თბილისის საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ დარეგისტრირდა შპს „პრემიერი“, რომელიც წარმოადგენს შპს „ტერმინალის“ სამართალმემკვიდრეს. საწესდებო კაპიტალში წილები გადანაწილდა შემდეგი სახით: ნიკოლოზ ჩხეიძე-22%,ზურაბ ჭელიძე-42%, ლევან იაშვილი -12%, დიმიტრი ტვილდიანი-19%, დავით ზილფიმიანი-5%.1
1997 წლის 18 აგვისტოს დარეგისტრირდა შპს ტელეკომპანია „I სტერეო“,რომლის დამფუძნებლებიც, შპს „პრემიერის“ დამფუძნებლებთან ერთად, იყვნენ მარკო კუპოლეტი, ლუკა სევერინი და ვახტანგ ჭკუასელი. წილები კი შემდეგი სახით გადანაწილდა: ნიკოლოზ ჩხეიძე - 12%, ზურაბ ჭელიძე-21%, ლევან იაშვილი - 8%, დიმიტრი ტვილდიანი - 9%, დავით ზილფიმიანი - 25%, მარკო კუპოლეტი - 10%, ლუკა სევერინი - 3% და ვახტანგ ჭკუასელი-12%.2
2004 წლის 28 ივნისს ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ ცვლილებები დარეგისტრირდა და საწესდებო კაპიტალში წილები გადანაწილდა შემდეგი სახით: დავით ზილფიმიანი-54% (შეიძინა დანარჩენი პარტნიორების წილები),ზურაბ ჭელიძე - 21%, მარკო კუპოლეტი - 10%, ლუკა სევერინი - 3%, ვახტანგ ჭკუასელი - 12%.3
2006 წლის 14 აპრილს დავით ზილფიმიანმა თავისი 54% პროცენტიდან 3% გაასხვისა შპს „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფზე“, ამავე კომპანიაზე გასხვის და ზურაბ ჭელიძის მიერ-21% და ვახტანგ ჭკუასელის მიერ - 12%.4
2006 წლის 25 მაისს შპს „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფმა “შეისყიდა დავით ზილფიმიანის 51%-დან 29%, შესაბამისად ,ამ პერიოდისთვის მისი წილი 65% გახდა, დავით ზილფიმიანი 22%-ს ფლობდა, მარკო კუპოლეტი - 10%-ს,ხოლო ლუკა სევერინი - 3%-ს.5
2010 წლის 20იანვარი6
− დავით ზილფიმიანი - 54%
− ზურაბი ჭელიძე - 21%
− ვახტანგ ჭკუასელი - 12%
− ლუკა სევერინი,იტალია - 3%
− მარკო კუპოლეტი, იტალია - 10%
2010 წლის 27 იანვარი7
− დავით ზილფიმიანი - 22%
− შპს ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი - 65%
− მარკო კუპოლეტი, იტალია - 10%
− ლუკა სევერინი, იტალია - 3%
2011 წლის 30 დეკემბერი8
− დავით ზილფიმიანი - 22%
− მარკო კუპოლეტი, იტალია - 10%
− ლუკა სევერინი, იტალია - 3%
− ვასილ კობაიძე - 65%
აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ვასილ კობაიძემ 2012 წლის მაისში ერთპიროვნულად, სხვა მეწილეების მოწვევის გარეშე, ჩაატარა პარტნიორთა კრება და კომპანიის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა დავით ზილფიმიანი, რაც გახდა სარჩელის საფუძველი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა 2012 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა მოსარჩელე დავით ზილფიმიანის სარჩელი მოპასუხეების შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ და შპს „ტელეკომპანია I სტერეოს პარტნიორის ვასილ კობაიძის მიმართ. მოსარჩელე მოითხოვდა შპს „ტელეკომპანია I სტერეოს“ 2012 წლის 18 მაისის პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობას. მოსარჩელის განმარტებით, პარტნიორთა კრება 2012 წლის 18 მაისს ვ.კობაიძემ ერთპიროვნულად ჩაატარა, მიიღო გადაწყვეტილება ტელეკომპანიის დირექტორის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და ამავე პოზიციაზე საკუთარი თავის დანიშვნის შესახებ. აღნიშნული ასახულ იქნა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის 2012 წლის 18 მაისით დათარიღებულ ამონაწერში.9
მოპასუხეები არ დაეთანხმნენ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას და განმარტეს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ, პარტნიორთა კრებაზე დავით ზილფიმიანის, როგორც მცირე წილის მქონე პარტნიორის, მოწვევა ვერ იმოქმედებდა საბოლოო გადაწყვეტილებაზე, ამდენად მათი მხრიდან პარტნიორის უფლების შელახვას ადგილი არ ჰქონია.
სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიიჩნია,რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.საქმის მასალებზე დაყრდნობითა და სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, სასამართლომ დავით ზილფიმიანი, როგორც 22%-იანი წილის მფლობელი, ვერ განიხილა ისეთ სუბიექტად, რომელსაც შეზღუდული აქვს უფლებები სამეწარმეო ურთიერთობებში და მიიჩნია რომ იგი, როგორც მცირე წილის მქონე პარტნიორი, უფლებამოსილი იყო, მიეღო კანონით დადგენილი მოწვევა პარტნიორთა საერთო კრების ჩატარების და მასში მონაწილეობის შესახებ.10
აღსანიშნავია,რომ „ტელეკომპანია I სტერეოს“ 65%-ის და რადიო „პირველი რადიოს“ (FM106.4) ერთპიროვნული მფლობელი ბიზნესმენი ვასილ კობაიძე 2011 წლის 30 დეკემბერს გახდა. მას წილი „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ დაუთმო, რომელიც მანამდე „პირველი სტერეოს“ 65%-ს ფლობდა.11 „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ 100 პროცენტიანი წილის მფლობელი მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული „ჩემექსიმ ინტერნეშენალია“. ამ ოფშორული კომპანიის დირექტორი
კი, დავით ბეჟუაშვილისა და საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის გელა ბეჟუაშვილის მამა,რობერტ ბეჟუაშვილია“,12 - მითითებულია ინტერნეტ გამოცემა მედია. გე-ს სტატიაში.
___________________
1. ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1996 წლის 1 აგვისტოს დადგენილება; შპს რადიო კომპანია „ტერმინალის“ სარეორგანიზაციო კრების ოქმი №1, 1996 წლის 15 ივლისი.
2. ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1997 წლის 18 აგვისტოს დადგენილება (ამასთანავე რეგისტრირებული ტელე კომპანია „I სტერეოს“ წესდება
3. ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 2004 წლის წლის 28 ივნისის დადგენილება
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 28 აპრილის ბრძანება №4849/006-5ა/4-1303-შპს
5. 2006 წლის 25 მაისს დავით ზილფიმიანსა და შპს „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფს“ შორის გაფორმებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულება რეესტრში სარეგისტრაციო №1-3268
6. 2010 წლის 20 იანვრის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან https://enreg.reestri.gov.ge/main.php?c=mortgage&m=get-output-by-id&scandoc-id=5632&app-id=11648
7. 2010 წლის 27 იანვრის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან https://enreg.reestri.gov.ge/main.php?c=mortgage&m=get-output-by-id&scandoc-id=9110&app-id=15719
8. 2011 წლის 30 დეკემბრის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან
https://enreg.reestri.gov.ge/main.php?c=mortgage&m=get-output-by-id&scandoc-id=9110&app-id=157194. https://enreg.reestri.gov.ge/main.php?c=mortgage&m=get-output-by-id&scandoc-id=421832&app-id=492454
9. http://tcc.gov.ge/index.php?m=443&newsid=466
10. https://enreg.reestri.gov.ge/main.php?c=mortgage&m=get-output-by-id&scandoc-id=360233&app-id=416198
12. http://www.media.ge/stories/pirvelistereosqopilidire
![]() |
2.2.6 2.6. მეცხრე არხი |
▲ზევით დაბრუნება |
ტელეკომპანია მეცხრე არხი დღეისათვის ერთ-ერთ წამყვან ტელევიზიად შეგვიძლია მივიჩნიოთ ქართულ სამაუწყებლო ბაზარზე. კომპანია 2006 წლის 15მაისს დაარსდა. დღეისათვის მისი დირექტორი კახი ბექაური, ხოლო კომპანიის 100%-იანი წილის მესაკუთრე შპს „აქცეპტია“. თავის მხრივ, შპს „აქცეპტის“ წილებს ფლობენ კახა კობიაშვილი (20%) და ეკატერინე ხვედელიძე (80%). აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კახა კობიაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დიშვილია,1 ხოლო ეკატერინე ხვედელიძე-პრემიერ-მინისტრის მეუღლე. გასათვალისწინებელია, რომ მფლობელობა წინააღმდეგობაში არ მოდის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან.თუმცა, მსგავსი კავშირები, უმეტეს შემთხვევაში,გავლენას ახდენს მედიის დამოუკიდებლობისა და სანდოობის ხარისხზე.
_____________________
1. http://www.ambebi.ge/politika/57191-sasamarthlom-shps-qelita-burjiq-34-milionilarith-daajarima.html
![]() |
2.2.7 2.7. „სტუდია მაესტროსა“ და „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ საქმე |
▲ზევით დაბრუნება |
ქვეყანაში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესები, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს შეეხებო და, დაპირისპირების ფონზე წარიმართა, რამაც უარყოფითად იმოქმედა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიაკომპანიების ბიზნეს ინტერესებზე. ეს პროცესი განსაკუთრებით მწვავედ აისახა შპს „სტუდიამაესტროსა“ და შპს „გლობალ კონტაქტკონსალტინგის“ მუშაობაზე. 2012 წლის ივნისში, საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ კომპანია „გლობალ კონტაქტკონსალტინგის“ კუთვნილი 100000-მდე სატელიტური ანტენა დააყადაღა.1 2012წლის 21 ივნისს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განჩინება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გამოტანილ იქნა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დარღვევით, შემდეგ გარემოებათა გამო:
− სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლი განსაზღვრავს ქონებაზე ყადაღის დადების საფუძვლებს, რომლის თანახმადაც, იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად სასამართლოს შეუძლია, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ყადაღა დაადოს ბრალდებულის, მისი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ან/და მასთან დაკავშირებული პირის ქონებას. ვინაიდან საქმის წარმოება დაწყებულია ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე და არ არსებობს ბრალდებული პირი, როგორც დანაშაულის ჩამდენი სუბიექტი, სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ წარმოადგენს საპროცესო კანონმდებლობის დარღვევას;
− გარდა ამისა, სსსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილი განმარტავს, რომ ქონებაზე ყადაღის დადება ასევე გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე, 330-ე და 3311 მუხლებით გათვალისწინებული ერთ-ერთი დანაშაულის ან სხვა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადებისას. კონკრეტულ შემთხვევაში, ქონებაზე ყადაღის დადების საფუძვლად ვერ იქნება გამოყენებული აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილი, ვინაიდან ამომრჩევლის მოსყიდვა, დანაშაულის კატეგორიის მიხედვით, წარმოადგენს ნაკლებად მძიმე დანაშაულს და არა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს,რა შემთხვევაშიც არის შესაძლებელი დანაშაულის მომზადების შემთხვევაში ქონების დაყადაღება;
− დარღვეულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლი, ვინაიდან საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ზღუდავს კერძო საკუთრებას, მფლობელობას ანდა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ტარდება სასამართლო განჩინებით, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში-სასამართლო განჩინების გარეშე, თუმცა, გამომძიებლის დადგენილებით. საგამოძიებო მოქმედება განხორციელდა შპს „ელიტაბურჯის“ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე და, მიუხედავად იმისა, რომ შეიზღუდა როგორც კერძო საკუთრება, ასევე მფლობელობა („გლობალკონტაქტ კონსალტინგს“ დაქირავებული აქვს „ელიტაბურჯისგან“ გარკვეული ფართი), არ არსებობდა კანონმდებლობის საფუძველზე გაცემული სასამართლო განჩინება ან გამომძიებლის დადგენილება.2
მოგვიანებით, 2012 წლის 11 ივლისისა და 14 ივლისის განჩინებებით, სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობები შპს „სტუდია მაესტროს“ ქონებაზე (ანტენები დამაკომპლექტებელი ნაწილები) ყადაღის დადების შესახებ. სასამართლოს განჩინებაში მითითებულია: „არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ შპს „სტუდია მაესტროს“ მიერ საქართველოში შემოტანილი ტექნიკური საშუალებები არის ქონება, რომელიც გამიზნულია დანაშაულის, კერძოდ, ამომრჩევლის მოსყიდვის ჩასადენად, რის გამოც ხსენებულ ტექნიკურ საშუალებებს უნდა დაედოს ყადაღა.“3 მაესტროს ქონების დაყადაღების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებები დაუსაბუთებელი და წინააღმდეგობრივია, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმა, რომელსაც სასამართლო ეყრდნობა, არაგანჭვრეტადია. მაესტროს არ მიეცა დაცვის უფლების სრულყოფილად განხორციელების საშუალება. სასამართლოს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების საფუძველზე ქონების დაყადაღება მაესტროს საკუთრების უფლებაში არალეგიტიმურ ჩარევას წარმოადგენს. სასამართლოს მიერ მაესტროს ანტენების დაყადაღებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში იყო საქართველოს კანონმდებლობასთან და უხეშად ლახავდა გამოხატვისთავის უფლებას. აღსანიშნავია, რომ ამ პროცესებმა უაღრესად უარყოფითი გავლენა მოახდინა საქართველოში მედიისა და, ზოგადად, წინასაარჩევნო გარემოს მდგომარეობაზე. უნდა აღინიშნოს, რომ სატელიტური ანტენების დაყადაღების საკითხმა სამოქალაქო სექტორის შეშფოთება გამოიწვია. 2012 წლის 31 ივლისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრმა შპს „სტუდია მაესტროს“ სატელიტური ანტენების დაყადაღებასთან დაკავშირებით სპეციალური პრესკონფერენცია გამართა. არასამთავრობო სექტორი აქტიურად მონაწილეობდა კომპანიების მხარდასაჭერად გამართულ აქციებში.
ხელისუფლების მოსაზრებით, ორივე კომპანიის მოქმედებებში იკვეთებოდა ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნები.4 კოალიციის - „მედია ადვოკატირებისათვის“ - ინიციატივით გაიმართა შეხვედრა უშიშროების ეროვნული საბჭოს წარმომადგენლებთან. შედეგად, გათვალისწინებულ იქნა სამოქალაქო სექტორის შეთავაზება-მიენიჭებინა სახელმწიფოს „სტუდია მაესტროსათვის“ საქმიანობის განხორციელების ნებართვა და, იმავდროულად, განხორციელებულიყო მონიტორინგი სატელიტური ანტენების რეალიზაციაზე. სახელმწიფოს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებით გადაწყდა,რომ „სტუდია მაესტროს“ კუთვნილი ანტენების რეალიზაციაში ჩაერთვებოდა „საქართველოს ფოსტა“. აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკების მიუხედავად, არჩევნებამდე ვერ მოხერხდა ანტენებისათვის ყადაღის მოხსნა. მხოლოდ საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ, 2 ოქტომბერს, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობით გამოსცა აქტი, რომლითაც ყადაღა მოეხსნა ორივე კომპანიის კუთვნილ სატელიტურ ანტენებს.5
ზემოაღნიშნული პროცესების პარალელურად, ტელეკომპანია „რუსთავი2“-მა და ტელეკომპანია „იმედმა“ მოითხოვეს შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მომსახურების პაკეტიდან მათი არხების ამოღება. 2012 წლის მაისში თბილისის საქალაქო სასამართლომ საკაბელო ოპერატორს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2“-ისა და „იმედის“ არხების „ნებისმიერი სახით რეტრანსლირება“ აუკრძალა.
2012 წლის 24 მაისს კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 217-ე განკარგულებით, შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“ შავ სიაში დარეგისტრირდა. აქტის მიღების საფუძვლად მითითებულია თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2012 წლის 4 და 22 მაისის წერილები, რომლებშიც დარღვევად დაფიქსირებული იყო სწორედ ტელეკომპანია „იმედის“ „რუსთავი 2“-ისა და „მზის“ ამოღება სამაუწყებლო პაკეტებიდან. აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგთან“ დადებული სახელშეკრულებო ურთიერთობების შეწყვეტა მოხდა. მიმდინარე წლის განმავლობაში 50-ზე მეტმა უწყებამ შეწყვიტა კერძო კომპანიასთან კონტრაქტი,მათ შორისაა:
უწყების დასახელება |
კონტრაქტის შეწყვეტის თარიღი |
საქართველოს დაზვერვის სამსახური |
2012 წლის 28 მარტი |
საქართველოს სასჯელაღსრულების, |
2012 წლის 18 მაისი |
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული |
2012 წლის 08 ივნისი |
საქართველოს პრეზიდენტის |
2012 წლის 05 ოქტომბერი |
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის |
2012 წლის 06 აპრილი |
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი |
11.04.2012 |
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი |
11.04.2012 |
შსს-ს საპატრულო პოლიციის |
2012 წლის 03 მარტი |
შსს-ს მომსახურების სააგენტო |
2012 წლის 23 მარტი |
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა |
2012 წლის 05 იანვარი |
თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა |
2012 წლის 30 აპრილი |
საქართველოს სოფლის მეურნეობის |
2012 წლის 17 თებერვალი |
საქართველოს განათლებისა და |
2012 წლის 05 მარტი |
საქართველოს პარლამენტის ეროვნული |
2012 წლის 18 აპრილი |
საქართველოს შინაგან საქმეთა |
2012წ |
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო |
2012 წლის 30 აპრილი |
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი |
2012 წლის 21 მაისი |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი |
2012 წლის 25 იანვარი |
სსიპ საქართველოს სახელმწიფო |
2012 წლის 15 აგვისტო |
გამოცდების ეროვნული ცენტრი |
2012 წლის 15 ივნისი |
ლევან სამხარაულის სახელობის |
2012 წლის 29 მარტი (მიზეზად მითითებულია სატელევიზიო პროგრამების შეზღუდვით მიწოდება და ციფრული სატელევიზიო არხების გათიშვა) |
თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს აპარატი |
2012 წლის 29 მარტი |
აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია „მაესტრო“ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი არხი იყო, რომელიც წინასაარჩევნოდ მოსახლეობას ალტერნატიულ ინფორმაციას აწვდიდა.
ამასთან, საკაბელო კომპანია შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ერთ-ერთი მფლობელი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერის (ამჟამად უკვე პრემიერ-მინისტრის) ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილია. წინა ხელისუფლების მიერ გავლენიანი მედია საშუალებების მართვის პარალელურად, მოსახლეობისათვის ალტერნატიული ინფორმაციის მიწოდების რომელიმე წყაროს არსებობა მნიშვნელოვან საშიშროებას უქმნიდა ქვეყნის სათავეში მყოფ პოლიტიკურ ძალას. სწორედ ამას უკავშირდებოდა ის წინააღმდეგობები და დაპირისპირება,რაც ზემოთხსენებული მედია საშუალებების მიმართ გამოიკვეთა.
_____________________
1. http://liberali.ge/ge/liberali/news/112881/
2. 180 http://gyla.ge/attachments/1414-30.07.2012%20-%20GYLA%20daskvna.pdf
3. „სტუდია მაესტროს“ თაობაზე მიღებული განჩინებები (იხ. დანართი)
4. http://www.tabula.ge/article-24280.html
5. http://www.media.ge/stories/maestrosadaglobaltvsant0
![]() |
3 ნაწილი II - საჯარო დაწესებულებების არჩევანი |
▲ზევით დაბრუნება |
უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში არაერთხელ გაკეთდა ხაზგასმა, რომ ბიზნეს გარემოს განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პოლიტიკური ინტერესები.წინამდებარე კვლევის ეს ნაწილი შეეხება სწორედ ადმინისტრაციული ორგანოების არჩევანს, მომსახურების შესყიდვისას მიიღონ მომსახურება ამა თუ იმ კერძო სუბიექტისაგან.აღნიშნული საკითხი, თავის მხრივ, რეგულირდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით. კვლევის ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ორი წერილით მიმართა საჯარო დაწესებულებებს:1
1. 2012 წლის 29 ივნისს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად, 28 საჯარო დაწესებულებისაგან მოვითხოვეთ მათ მიერ 2012 წლის 1 იანვრიდან მიმდინარე წლის 1 ივნისამდე, სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების მიზნით, ყველა სატელევიზიო, რადიო, ბეჭდურ და ელექტრონულ მედიასაშუალებასთან გაფორმებული ხელშეკრულებების ასლები;
2. ასევე, ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რომელ ტელევიზიაში, რადიოში, ელექტრონულ დაბეჭდურ მედიაში გავრცელდა რეკლამა დაწესებულების მოთხოვნით 2012 წლის 1 იანვრიდან მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე. ჩვენ გამოვითხოვეთ აგრეთვე შესაბამისი დოკუმენტაცია.
საჯარო დაწესებულებებიდან მოწოდებული მასალები შემდეგი შინაარსისაა:
1. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი:
− ჟურნალები - აპარატმა 2012 წლის 03 იანვარს, გამარტივებული საშუალებით შესყიდვის განხორციელების მიზნით ,ხელშეკრულება გააფორმა შპს პრეს-ექსპრესთან. ხელშეკრულების მიზანი - ყოველკვირეული ჟურნალი „ტაბულასა“ და ყოველთვიური ჟურნალი „ფორბსის“ მიწოდება.მხარეებს შორის ხელშეკრულება 2012 წლის 31 დეკემბრამდე გაფორმდა და მომსახურების საერთო თანხამ 198 (ასოთხმოცდათვრამეტი) ლარი შეადგინა;
- საკაბელო ტელევიზია - უწყების არჩევანია საკაბელო ოპერატორი ჯი-ენ-ენი. მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ვადაა 2012 წლის 3 იანვრიდან 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. მომსახურების საერთო თანხა 1248 ლარია;
− რეკლამა - საიას 2012 წლის 11 სექტემბრის წერილზე, რომელიც ამა თუ იმ მედიასაშუალებაში რეკლამის განთავსებას შეეხებოდა, გვეცნობა, რომ სამინისტროს დაკვეთით რეკლამა არ გავრცელებულა.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
− გადაცემა პატრულის ანონსირება/ეთერში გაშვება - ხელშეკრულება გადაცემა პატრულის სატელევიზიო ეთერში გაშვებისა და მისი ანონსირების შესახებ გაფორმებულია შსს-სა და შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“ ს შორის. მომსახურების გაწევის ვადაა 2012 წლის 3 იანვრიდან 2012 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი.
ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ 384 000 (სამასოთხმოცდაოთხიათასი) ლარი შეადგინა;
− ახალი ამბების მიწოდება - აღნიშნული მომსახურების მისაღებად შსს-მ ხელშეკრულება გააფორმა შპს მედიანიუსთან. ხელშეკრულების ფასი 1200(ათასორასი) ლარია. მომსახურება გათვლილია ერთწლიან პერიოდზე. ამავე მიზნით,სამინისტრომ ხელშეკრულებები გააფორმა: შპს კავკასპრესთან-ხელშეკრულების ფასი 1200 (ათასორასი) ლარია და გათვლილია ერთწლიან პერიოდზე; შპს ჯეოჰოთნიუსთან-ხელშეკრულების ფასი 2940 (ორიათასცხრაასორმოცი) ლარია და გათვლილია ერთწლიან პერიოდზე; შპს ახალ ამბებთან (IPN) - ხელშეკრულების ფასი 2460 (ორიათასოთხასსამოცი) ლარია და გათვლილია ერთწლიან პერიოდზე. შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე სარგებლობს შპს „პირველის“ მომსახურებით .ხელშეკრულების ფასი 2400 (ორი ათასოთხასი) ლარია და გათვლილია ერთწლიან პერიოდზე.
3. სოფლის მეურნეობის სამინისტრო
− საკაბელო ტელევიზია-სამინისტროს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგთან“. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 4900 (ოთხიათასცხრაასი) ლარია და გათვლილია ერთწლიან პერიოდზე;
− ჟურნალ-გაზეთები-აღნიშნული მომსახურების მისაღებად ადმინისტრაციულ ორგანოსა და შპს „ელვა.ჯი“-ს შორის გაფორმებულია ხელშეკრულება ერთი წლის ვადით.ხელშეკრულების საერთო ღირებულება 2 865. 8(ორიათასრვაასსამოცდახუთი ლარიდაოთხმოცი თეთრი) ლარია. ხელშეკრულების თანახმად, სამინისტრო იღებს შემდეგ გაზეთებს: ახალი თაობა, 24 საათი, THE ECONOMIST, BUZINESS WEEK INTERNATIONAL, HARVARD BUSINESS REVIEW. შპს „ჯეოჰოტნიუსთან“ (ჯი-ეიჩ-ენი) ერთწლიანი ხელშეკრულების ფარგლებში კი, რომლის სანაცვლოდაც სამინისტრომ გადაიხადა 2750 (ორიათას შვიდასორმოცდაათი) ლარი, კომპანიას დაევალა ახალი ამბების მიწოდება/გაშუქება;
− რეკლამა-შპს კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფთან გაფორმებული ხელშეკრულებით, 11 თვით განთავსდა სამინისტროს სარეკლამო ბანერი ვებ-გვერდზე პრესა. გე. მომსახურების სანაცვლოდ სამინისტრომ 1100 (ათას ასი) ლარი გაიღო. ამასთანავე, სამინისტრომ მიგვითითა, რომ ორგანიზაცია რეკლამირების მიზნით იყენებს საკუთარ გვერდს Facebook.com-ზე. გარდა ამისა, გვეცნობა, რომ სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2012 წელს განათავსაფასიანი სოციალური რეკლამა ტელეკომპანია „იმედსა“ და „რუსთავი2“-ში. მომსახურება განხორციელდა შპს „ჯენერალმედიას“ მიერ.საერთო ღირებულებამ 17396.67 დოლარი (ჩვიდმეტიათას სამას ოთხმოცდათექვსმეტი დოლარი და სამოცდაშვიდი ცენტი) შეადგინა. „მე-9 ტალღა“ „ოდიში“ „ეგრისი“ „ჯიხა“ „კოლხეთი“ „გურია“ „მგ-ტვ“- აღნიშნულ კომპანიებში სოციალური რგოლის განთავსება შპს რეგიონული მედიაჰოლდინგის მიერ განხორციელდა. მომსახურების საფასური კი 17030 (ჩვიდმეტიათასოცდაათი) ლარია;
− ინტერნეტ მომსახურება - აღნიშნული მომსახურების შეძენის მიზნით, სამინისტროს 2012 წლის 9 მარტიდან 2012 წლის 31 დეკემბრამდე ხელშეკრულება აქვს გაფორმებული შპს „კავკასუსონლაინთან“. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 4000 (ოთხიათას) ლარს შეადგენს;
4. საგარეო საქმეთა სამინისტრო
− ინტერნეტ მომსახურება - აღნიშნული მომსახურების შეძენის მიზნით, სამინისტროს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული შპს „სილქნეტთან“. ხელშეკრულების საერთო ღირებულებაა 2540 (ორიათასხუთასორმოცი) ლარი;
− საკაბელო ტელევიზია-ხელშეკრულება 2011 წლის იანვრიდან 2012 წლის 31 დეკემბრამდე გაფორმებულია შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგთან“. ხელშეკრულების საერთო ღირებულებაა 4320 (ოთხიათას სამასოცი) ლარი.
− ჟურნალ-გაზეთები - მომსახურების მიმწოდებელია შპს „ელვა.ჯი“. გაფორმებული ხელშეკრულებით, რომლის ღირებულება 3917.14 (სამიათასცხრაას ჩვიდმეტი ლარი და ოცდაოთხი თეთრი) ლარია, სამინისტროს მიეწოდება გაზეთები: „ახალი თაობა“, „24 საათი“, „ალია“, „ახალი ვერსია“, „ასავალ-დასავალი“, „კვირის პალიტრა”, „ყოველკვირეული ქრონიკა“, „ყველა სიახლე“, „THEECONOMIST“, „რეზონანსი და მთელი კვირა“, „პრაიმ თაიმი“. ჟურნალები: „ლიბერალი“, „ცხელი შოკოლადი“, „სარკე“, „გზა“, „რეიტინგი“, „თბილისელები“, „ტაბულა“;
− ონლაინ ინფორმაცია - შპს მარკეტინგულ ცენტრ ტერრა მედიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, სამინისტრომ 2012 წლის 13 იანვრიდან 2012 წლის 31 დეკემბრამდე შეისყიდა 3599,66 (სამიათას ხუთასოთხმოცდაცხრამეტი ლარი და 66 თეთრი) ღირებულების მომსახურება ახალი ამბების სააგენტოებისგან. შპს „ახალი ამბებთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, სამინისტრომ 3982 (სამიათასცხრაას ოთხმოცდაორი) ლარი გადაიხადა www.ipn.ge-ზე ინფორმაციის განსათავსებლად;
− რეკლამა - სამინისტროს ინფორმაციით, უწყების მოთხოვნით რეკლამა არ განთავსებულა.
5.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
− საკაბელო ტელევიზია-სამინისტროს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ი/მარლენ გრიგალაშვილთან. მომსახურების საერთო ღირებულება 3060 (სამიათას სამოცი) ლარია;
− ციფრული ტელევიზია -სამინისტროს 489 (ოთხასოთხმოცი) ლარის სანაცვლოდ შეძენილი აქვს „სილქნეტის“ ციფრული ტელევიზია;42
− ონლაინ მომსახურება - შპს „ჯეოჰოტნიუსთან“ გაფორმებულია 2400 (ორიათასოთხასი) ლარის ღირებულების ხელშეკრულება;
− შპს საინფორმაციო სააგენტო „მედიანიუსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში სამინისტრომ შეიძინა ანონსების მომზადებისა და გავრცელების მომსახურება. ხელშეკრულების საერთო თანხამ 1200 (ერთიათასორასი) ლარი შეადგინა;
− შპს საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტთან გაფორმებული ხელშეკრულების საერთო ღირებულება 6000 (ექვსიათასი) ლარია.
6. ქალაქ თბილისის მერია
− ქალაქ თბილისის მერიის სამართლებრივი და არასამართლებრივი აქტების გამოქვეყნება - ქალაქ თბილისის მერიამ ქ.თბილისის ბიუჯეტის სახსრებით შეიძინა მომსახურება ქ.თბილისის მერიის ადმინისტრაციისთვის. ხელშეკრულება ერთი წლის ვადით გაფორმდა შპს საკანონმდებლო მაცნესთან. მომსახურების საფასურად მერიამ 9000 (ცხრაათასი) ლარი გადაიხადა;
− სატელევიზიო გადაღება და ტრანსლაცია -ქალაქ თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებათა სატელევიზიო გადაღების და, საჭიროების შემთხვევაში, პირდაპირი ტრანსლაციის უზრუნველსაყოფად, გამარტივებული ელექტრონული შესყიდვის საფუძველზე, შპს „ჰორიზონტ ტვ სტუდიასთან“ გაფორმებულია ხელშეკრულება, რომლის ღირებულებაა 181769,97 ლარი (ასოთხმოცდაერთიათას შვიდას სამოცდაცხრა ლარი და ოთხმოცდაჩვიდმეტი თეთრი).ხელშეკრულება მოქმედებს 2012 წლის 31 დეკემბრამდე;
− რეკლამა - ამ ნაწილში ადმინისტრაციულმა ორგანომ გვაცნობა, რომ ქ.თბილისის საქმიანობის ამსახველი ვიდეორგოლები განთავსდა ტელეკომპანიების- „რუსთავი 2“-ის „იმედისა“ და „პირველი არხის“ ეთერში. თუმცა, მომსახურების თანხის ოდენობის დაკონკრეტება არ მომხდარა.
7. გარემოსდაცვის სამინისტრო
− არქივის მიწოდება-საზოგადოებრივ მაუწყებელთან გაფორმებული ხელშეკრულებით (ხელშეკრულების ფასი 50 ლარი) სამინისტრომ შეიძინა მაუწყებელში დაცული საარქივო ჩანაწერი;
− რეკლამა - სამინისტროს რეკლამა განთავსდა ჟურნალებში „ტაბულა“ (მომსახურების საფასურმა ჯამურად შეადგინა 1603.78 ლარი) და„ლიბერალი“(მომსახურების საფასურმა ჯამურად შეადგინა 584.47ლარი).ლიბერალთან გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდა 2012 წლის 23 მაისს
8. საქართველოსეკონომიკისადამდგრადიგანვითარების სამინისტრო
− განცხადების განთავსება - სამინისტრომ ,შპს „მვპ“-ის მომსახურებით, გაზეთ 24 საათში განათავსა განცხადება. მომსახურების ღირებულება 19,62 (ცხრამეტი ლარი და სამოცდაორი თეთრი);
− ნორმატიული აქტების მიწოდება - სამინისტრომ სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნესაგან შეიძინა მომსახურება ერთი წლის ვადით.მომსახურების საფასური 15000 (თხუთმეტიათასი) ლარია;
− განცხადების განთავსება - ააიპ სამხრეთის კარიბჭეში განცხადების განთავსების მომსახურება სამინისტრომ 15 (თხუთმეტ) ლარად შეიძინა;
− განცხადების განთავსება - სამინისტრომ, შპს „მვპ“-ის მომსახურებით, გაზეთ „24 საათში“ განათავსა განცხადება. მომსახურების ღირებულებაა 137,38 ლარი ოცდაჩვიდმეტი ლარი და ოცდათვრამეტი თეთრი);
− ვაკანსიების დადება -შპს „ჯობს.ჯი“-სთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სამინისტრომ მომსახურება 480 (ოთხასოთხმოცი) ლარად შეიძინა;
− ვიზიტის გაშუქება - შპს „ტელეიმედთან“ 2012 წლის 15 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სამინისტრომ შეიძინა მინისტრის მოადგილის გიორგი კარბელაშვილის საფრანგეთში ვიზიტთან დაკავშირებით სატელევიზიო მასალის გადაღების და გაშუქების მომსახურება, რომლის საფასურია 1,383,46 (ათასსამას ოთხმოცდასამი ლარი და ორმოცდაექვსი თეთრია) ლარი;
− რეკლამა -სამინისტროს ინფორმაციით, ტელეკომპანია „რუსთავი2“-ს ეთხოვა ბიზნეს დაჯილდოების -„მერკური 2012“-ის - საინფორმაციო მხარდაჭერა.
აღნიშნული პროექტის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საინფორმაციო-სარეკლამო მხარდაჭერა განხორციელდა უფასოდ.
9. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო;
− ნორმატიული აქტების გამოქვეყნება - შპს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნესთან“ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სამინისტრომ მომსახურება 15,000 (თხუთმეტიათასი) ლარად შეიძინა;
− ჟურნალ-გაზეთები-სამინისტრომ „მეცნიერება და ენერგეტიკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ჟურნალ „ენერგიის“ წლის გამოცემები შეიძინა. მომსახურების ღირებულება 800 (რვაასი) ლარია;
− საკაბელო ტელევიზია - სამინისტრომ მომსახურება 65 (სამოცდახუთ) ლარად შეიძინა შპს „ჯი-ენ-ენისაგან“;
− შპს „დასაქმების სააგენტო ეიჩარი“- განცხადების გამოქვეყნება კონკურსის ჩატარების შესახებ-70 ლარი, ჯობს.გე -ზე-60 ლარი;
− შპს „ჯეომედია“ -ჟურნალ-გაზეთების - „გადასახადები“, „ვერსია“, „კვირის პალიტრა“, „24საათი“, „რეზონანსი“, „ალია“, „ქრონიკა“, „ასავალ-დასავალი“, „პრაიმტაიმი“, „ლიბერალი“, „ტაბულა“ - შესყიდვა 1165.20 ლარი;
− სოციალური რეკლამა - სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ოთხი სარეკლამო რგოლი განთავსდა.
10. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია
უწყების ინფორმაციით, დამოუკიდებელმა რეგულირებელ ორგანოს საკაბელო ტელევიზიას აწოდებს შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“. მომსახურების საფასური 1920 (ათასცხრაასოცი) ლარს შეადგენს;
რაც შეეხება რეკლამას- გვეცნობა, რომ უწყების ინიციატივით, 2012 წლის 1 იანვრიდან მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე რეკლამა არ განთავსებულა.
11. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საიას განცხადებებზე პასუხი არ მოუწოდებია. ამჯერად სარჩელი წარდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოში.
12. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პასუხის თანახმად, სამინისტროს არა ქვს გაფორმებული ხელშეკრულებები მედიაორგანიზაციებთან. რაც შეეხება რეკლამის საკითხს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 5 სოციალური რეკლამა განთავსდა.
13. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
აღნიშნულმა უწყებამ მიიჩნია, რომ დაინტერესებულ პირს არ აქვს უფლება, აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების მისთვის სასურველი ფორმა და მიგვითითა,რომ მონაცემები განთავსებულია საიტზე. ჩვენ მიერ მონაცემების გადამოწმების შედეგად, გამოირკვა შემდეგი:
− საკაბელო ტელევიზია-2012 წლის 13იანვარს სამინისტრომ მომსახურება შეისყიდა სს „ჯი-ენ-ენ“- ისგან 5428 (ხუთიათას ოთხას ოცდარვა) ლარად. ხელშეკრულება მოქმედებს 2012 წლის 31 დეკემბრამდე;
− ციფრული ტელევიზია - 2012 წლის 1 თებერვალს „სილქნეტისგან“ 2140 (ორიათასასორმოცი) ლარად შეიძინა ციფრული სატელევიზიო მომსახურება „სილქტივი“. ხელშეკრულება მოქმედებს 2012 წლის 31 დეკემბრამდე. ამასთანავე, სამინისტრომ 2012 წლის 20 აპრილსსს „სილქნეტისგან“ 1365 (ათას სამას სამოცდა ხუთი)
ლარად შეიძინა ციფრული სატელევიზიო მომსახურება „სილქ-ტივი“. ხელშეკრულება მოქმედებს 2012 წლის31 დეკემბრამდე.
14. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
აღნიშნულ უწყებას საიას განცხადებებზე პასუხი კანონით დადგენილ ვადაში არ მოუწოდებია.სარჩელი წარდგენილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოში. მოგვიანებით, 2012 წლის 24 ოქტომბერს სამინისტროს მიერმ ოგვეწოდა წერილობითი მასალა, რომლის შესწავლის შემდეგ დადგინდა:
− სტატიის განთავსება - სამინისტროს 2012 წლის 23 იანვარს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება შპს „ვერსია პრინტში“. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს გაზეთ „ვერსიის“ 23 ნოემბრის ნომერში სახელმძღვანელოების გრიფირების წესის შესახებ სტატიის განთავსება. მომსახურების საფასურია 300 (სამასი) ლარი;
− საეთერო დროის შესყიდვა - უწყებას 2012 წლის 09 თებერვალს ასევე აქვს გაფორმებული ხელშეკრულება შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ - თან. ხელშეკრულების საგანია საეთერო დროის შესყიდვა ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 300000 (სამასი ათას )ლარს;
− სტატიის განთავსება 2012 წლის მარტში გაფორმებული კონტრაქტით, სამინისტრომ შეიძინა გაზეთ „ვერსიაში“ სტატიის განთავსების მომსახურება სკოლის მანდატურების შესახებ. დოკუმენტის მიხედვით, სამინისტრომ ამისთვის 500 (ხუთასი)ლარი გაიღო;
− საეთერო დროის შესყიდვა - 14 მაისს გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, უწყებამ უზრუნველყო მის მიერ მომზადებული შემეცნებით-გასართობი პროგრამების განთავსება ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში. მომსახურების საფასური 300000 (სამასიათასი) ლარია.
15. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
აღნიშნულმა უწყებამ 2012 წლის 16 ნოემბერს მოგვაწოდა შემდეგი სახის ინფორმაცია:
− საეთერო დროის შესყიდვა- 2012 წლის 7 მარტს გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, სამინისტრომ შეისყიდა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერი. კერძოდ, ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს სამინისტროსათვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით ტელეკომპანიის მიერ საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებასთან დაკავშირებით (რომელიც ეხება გუჯი ამირეჯიბის გამოფენას) ვიდეოგადაღების მომსახურების შესყიდვა. ამასთანავე ტელეკომპანიას მიენიჭა მის მიერ გადაღებული მასალების საკუთარ ეთერში განთავსებისუფლება მოსილება. მომსახურების საფასურია 1562,32 (ათას ხუთას სამოცდაორი ლარი და ოცდათორმეტი თეთრი) ლარი;
− პუბლიკაციის გამოცემა- 2012 წლის 4 აპრილს ააიპ „ლიტერა G“-სთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სამინისტრომ შეისყიდა „ლიტერატურული გაზეთის“ გამოცემა. ხელშეკრულება მოქმედებს 31 დეკემბრამდე. მომსახურების საფასური კი, 145700 (ასორმოცდახუთი ათასშვიდასი) ლარს შეადგენს;
− მედია მონიტორინგის შესყიდვა - 2012 წლის 10 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სამინისტრომ 2012 წლის 31 დეკემბრამდე შპს „ტერრა მედიასაგან“ შეიძინა მედიამონიტორინგის მომსახურება. გასაწევი მომსახურების საერთო ღირებულება 4950 (ოთხიათასცხრაასორმოცდაათი) ლარია;
− საინფორმაციო ჟურნალის მომზადება და გავრცელება - 2012 წლის 3 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, სამინისტრომ შპს „გაზეთი ჯორჯიათუდეი“-საგან შეიძინა 2012 წლის იანვრის ნომრის საინფორმაციო ჟურნალის მომზადებისა და გავრცელების მომსახურება. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 7500 (შვიდიათასხუთასი) ლარია;
16. სახელმწიფო აუდიტის სამსახური
აღნიშნულ უწყებას საიას 2012 წლის 29 ივნისის განცხადებაზე პასუხი არ მოუწოდებია. შესაბამისად,სარჩელი წარდგენილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოში. რაც შეეხება საიას 2012 წლის 11 სექტემბრის წერილს, რომელიც შეეხებოდა უწყების მიერ შეკვეთილ რეკლამებს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2012 წლის 21 სექტემბერს გვეცნობა, რომ 2012 წლის მარტის თვეში სამაუწყებლო კომპანიების: „რუსთავი2“-ის „რეალტივისა“ და „იმედის“ ეთერში განთავსება და კონტროლის პალატის მიერ მიწოდებული 57 წამიანი სარეკლამო რგოლი. მაუწყებლებთან გაფორმებული ხელშეკრულებების მთლიან მაღირებულებამ 73660,25 (სამოცდაცამეტი ათას ექვსას სამოცი ლარი და ოცდახუთი თეთრი) ლარი შეადგინა.
17. თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლო
აღნიშნული უწყებების სახელით, პასუხი გვაცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა. 2012 წლის 13 ივლისის კორესპონდენციის გაცნობის შედეგად აღმოჩნდა, რომ:
− სტატიის განთავსება - დეპარტამენტმა 252 (ორას ორმოცდათორმეტი) ლარი გაიღო გაზეთ „ახალი თაობაში“ ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების განთავსებისათვის. ამავე გაზეთში ორი განჩინებისგან-თავსებისათვის ივნისის თვეში ასევე გადახდილ იქნა 600 (ექვსასი) ლარი; კავშირი „საზოგადოებრივ ინიციატივათა ჯგუფი“, სასამართლო სისტემაში სიახლეების გაშუქება-21600 (ოცდაერთი ათას ექვსასი) ლარი;
− საგაზეთო ჩანართის მომზადება - გაშუქების მომსახურება -26000 (ოცდაექვსი ათასი) ლარი;
− რეკლამა-სარეკლამო ვიდეორგოლის შესყიდვა შპს „ჯენერალმედია“- „რუსთავი 2 “ - სა და „ტელეიმედში“ სასამართლო შეჯიბრებითობაზე რეკლამის განთავსება -99868,12ლარი (ოთხმოცდაცხრამეტიათასრვაას სამოცდარვაათასი ლარი და თორმეტი თეთრი); შპს „პრაიმ-სერვისი“- „იმედში“, „ფორტუნა პლიუსსა“ და „ავტორადიოში“ რეკლამის განთავსება სასამართლო შეჯიბრებითობაზე - ფასი 9581 (ცხრაათასხუთას ლარი; შპს „ძველიქალაქი“-7200 (შვიდიათასორასი) ლარი, ხელშეკრულების საგანია რადიო მაუწყებლის საშუალებით ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ იმერეთის მოსახლეობის ინფორმირების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
18. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
− ინფორმაციის მიწოდება - სასამართლოს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება შპს „ახალ ამბებთან“. ხელშეკრულების საგანია ინფორმაციის მიწოდება. სახელშეკრულებო თანხა 2500 (ორიათასხუთას) ლარს შეადგენს;
− რეკლამის განთავსება - სასამართლოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სოციალური რგოლები განთავსდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, აჭარის ტელევიზიაში, ტელეკომპანია „იმედსა“ და „რუსთავი 2“- ში.
19. თბილისის სააპელაციო სასამართლო-ინფორმაცია მოგვაწოდა საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა(იხ.17).
20. უზენაესი სასამართლო
− ინფორმაციის მიწოდება - გაფორმებული აქვს ხელშეკრულება შპს „ახალ ამბებთან”. ხელშეკრულების საგანია ინფორმაციის მიწოდება, სახელშეკრულებო თანხა 3000 (სამიათას) ლარს შეადგენს;
21. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი-აღნიშნული უწყების მიერ მოწოდებული პასუხის თანახმად, აპარატს მედია ორგანიზაციებთან ხელშეკრულებები არ გაუფორმებია,ასევე გვეცნობა, რომ რეკლამა უწყების ინიციატივით განთავსებული არ ყოფილა;
22. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი-აღნიშნულ უწყებას მედია საშუალებებთან ხელშეკრულებები არ გაუფორმებია.რაც შეეხება რეკლამის განთავსებას, უწყების 2012 წლის 14 სექტემბრის წერილით გვეცნობა,რომ ჩვენ მიერ გამოთხოვნილი ინფორმაცია დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში დაცული არ არის.
23. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საიას განცხადებაზე პასუხი არ მოუწოდებია კანონით დადგენილ ვადებში. შესაბამისად, საიას მიერ სარჩელი წარდგენილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოში. მოგვიანებით, მოსამზადებელ ეტაპზე სამინისტროს მიერ მოწოდებული იქნა ჩვენ მიერ გამოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სარჩელი გამოიხმო. სამინისტროს მიერ მოწოდებული მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სამინისტრომ შეიძინა შემდეგი მომსახურებები:
− სარეკლამო რგოლის განთავსება - 2012 წლის 20 იანვარს შპს „ჯენერალმედიას“ მეშვეობით, სამინისტრომ შეიძინა სამაუწყებლო კომპანიების „რუსთავი2“-ის, „იმედის“ „რეალ-ტივის“ სატელევიზიო ეთერი. მომსახურება სამინისტროს 17940 (ჩვიდმეტიათას ცხრაას ორმოცი) დოლარი დაუჯდა. 2012 წლის 11 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულებით კი, ასევე შპს„ჯენერალ მედიას“ მეშვეობით, სამინისტრომ შეისყიდა ტელეკომპანიების „რუსთავი2“-ისა და „იმედის“ სატელევიზიო ეთერში სარეკლამო რგოლების განთავსების მომსახურება. ხელშეკრულების ღირებულება 17220 (ჩვიდმეტი ათას ორას ოცდაორი) დოლარია;
− ერთიანი სამთავრობო ქსელის შექმნა - 2007 წლის 22 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სამინისტრომ მომსახურება 5 წლის ვადით 4729 036,80 (ოთხი მილიონ შვიდას ოცდაცხრა ათას ოცდათექვსმეტი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარად შეიძინა. ხელშეკრულების თანახმად, მომსახურება 129 უწყებას უნდა გასწეოდა.
− საკაბელო ტელევიზია - აღნიშნული მომსახურება სამინისტრომ 2011 წლის 30 დეკემბერს შპს „ჯი-ენ-ენ“-თან გაფორმებული ხელშეკრულებით 2142 (ორიათასასორმოცდაორი) ლარად შეიძინა; 50
− ციფრული ტელევიზია - 2011 წლის 30 დეკემბრის ხელშეკრულებით, კომპანია „გლობალ კონტაქტ კონსალტინგისაგან“ სამინისტრომ მომსახურება 4080 (ოთხიათას ოთხმოც) ლარად შეიძინა; ამავე თარიღით, სამინისტრომ სს „სილქნეტთან“ გააფორმა ხელშეკრულება 2 100 (ორი ათასას) ლარად.ამ უკანასკნელთან ასევე გაფორმდა ხელშეკრულებები 2011 წლის 11 აპრილს (6900 ლარი) და 2012 წლის 03 აპრილს (800 ლარი);
− ჟურნალ-გაზეთები- შპს „პილონთან“ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 2012 წლის განმავლობაში სამინისტრომ შეისყიდა შემდეგი ბეჭდური გამოცემები: „ალია“, „ქრონიკა“, „ახალითაობა“, „კვირის პალიტრა“, „რეზონანსი“, რეზონანსი ბასტა“, „24 საათი“. მომსახურების საფასური 891,40 (რვაას ოთხმოცდა თერთმეტი ლარის და ორმოცი თეთრი) ლარს შეადგენს.
− ვაკანსიის გამოცხადება - შპს „ჯობს.ჯი“-სთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სამინისტრომ მომსახურება 50 (ორმოცდაათ) ლარად შეიძინა;
− ახალი ამბების სააგენტოს მომსახურება - 2012 წლის 26 იანვარს, შპს „მვპ“-თან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სამინისტრომ მომსახურება 2000 (ორი ათას) ლარად შეიძინა.
24. საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საიას განცხადებაზე პასუხი არმოუწოდებია კანონით დადგენილ ვადაში. შესაბამისად, სარჩელი წარდგენილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოში. მოგვიანებით, 2012 წლის 25 ოქტომბერს მოპასუხისაგან გადმოგვეცა ჩვენ მიერ გამოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია. მოწოდებული მასალიდან ირკვევა, რომ სამინისტრომ შეისყიდა შემდეგი მომსახურება:
− IP ტელევიზიის მომსახურების შესყიდვა - შპს „კავკასუს ონლაინთან“ გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, სამინისტრომ მომსახურება 705 (შვიდას ხუთ) ლარად შეიძინა;
− ახალი ამბების სააგენტოს მომსახურება - 7 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით შპს „ახალი ამბებისაგან“ სამინისტრომ მომსახურება 2180 (ორიათასასოთხმოც) ლარად შეიძინა;
− ჟურნალ-გაზეთების შესყიდვა -შპს „ელვაჯისთან“ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სამინისტრომ 1712 (ათასშვიდასთორმეტი) ლარი გაიღო გაზეთების- „ალია“, „ასავალ-დასავალი“, „ქრონიკა“, „კვირის პალიტრა“, „ვერსია“, „ახალითაობა“,„24 საათი“, „ტაბულა“, „ლიბერალი“, „პრაიმტაიმი“, TheGGeorgianMessenger, Georgia Today-ს შესაძენად;
− სარეკლამო რგოლის განთავსება - „სამედიცინო მედიაციის სამსახურის“ თანამშრომელთა შესარჩევი კონკურსის თაობაზე შპს „ჯენერალ მედიასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სამინისტროს საინფორმაციო ვიდეორგოლი აპრილის თვეში განთავსდა. მომსახურების საფასურია 3717333 (ოცდაჩვიდმეტი ათას ასსამოცდაცამეტი ლარი და ოცდაცამეტი თეთრი) ლარი;
− საკაბელო ტელევიზია - 2012 წლის 3 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სამინისტრომ მომსახურება შპს „სუპერტვ“-საგან შეიძინა 4026 (ოთხი ათას ოცდაექვსი) ლარად;
− სარეკლამო ტელე პროდუქციის გავრცელება - შპს „ჯენერალ მედიასთან“ 2012 წლის 14 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სამინისტრომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ ეთერში მარტის თვეში განათავსა რეკლამა მთავრობის ახალი ინიციატივის შესახებ. მომსახურება სამინისტრომ 47061,67 (ორმოცდაშვიდი ათას სამოცდაერთი ლარი და სამოცდაშვიდი თეთრი) ლარად შეიძინა. 2012 წლის 27 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, უწყებამ შეიძინა „რუსთავი2“-ისა და „იმედის“ ეთერში სარეკლამო დრო 82784,27 (ოთხმოცდაორი ათას შვიდას ოთხმოცდაოთხი ლარი და ოცდაშვიდი თეთრი) ლარად. ამავე მაუწყებლების ეთერში, შპს „ჯენერალმედიას“ მეშვეობით, სამინისტრომ განათავსა საგრანტო კონკურსის თაობაზე მომზადებული სარეკლამო რგოლი 40200 (ორმოცი ათას ორასი) ლარად.
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო
− ახალი ამბების მომსახურების შესყიდვა - შპს „მედიანიუსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, რომლის დაფინანსების წყაროც ასევე სახელმწიფო ბიუჯეტია, სამინისტრომ 3300000 (სამი ათას სამასი) ლარი გაიღო;
− სამინისტროსა და მარკეტინგულ ცენტრ „ტერრა მედიას“ შორის ხელშეკრულება 2012 წლის 8 თებერვალსაა გაფორმებული და მოქმედებს 2012 წლის 31 დეკემბრამდე. ხელშეკრულების საგანი მედიამონიტორინგის შესყიდვაა. შესყიდვის ობიექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 2399,98 (ორი ათას სამას ოთხმოცდაცხრამეტი ლარი და 98 თეთრი) ლარს.
− რეკლამა -2011 წლის 24 ნოემბერს სამინისტრომ, შპს „ჯენერალ მედიასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, შეიძინა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის საეთერო (სარეკლამო) დრო 24533 96 (ოცდაოთხი ათას ხუთას ოცდაცამეტი ლარი და ოთხმოცდათექვსმეტი) ლარად.
26. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - აღნიშნულმა უწყებამ მიიჩნია, რომ დაინტერესებულ პირს არ აქვსუფლება, აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების მისთვის სასურველი ფორმა და მიგვითითა, რომ მონაცემები განთავსებულია საიტზე. ჩვენ მიერ გადამოწმების შედეგად ინფორმაცია ვერ იქნა მოძიებული.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მოპოვებული ინფორმაცია სქემატურად შემდეგნაირად გამოიყურება:
რუსთავი 2
2001 წელი
ჯარჯი აქიმიძე - 30%25
დავით დვალი - 30%25
ერასტი კიწმარიშვილი - 30%25
ნიკოლოზ ტაბატაძე - 10%25
2004 წლის 16 ივნისი
პაატა კარსანიძე - 60%25
ერასტი კიწმარიშვილი - 30%25
ნიკოლოზ ტაბატაძე - 10%25
2004 წლის 16 ივნისი
ქიბარ ხალვაში - 60%25
ერასტი კიწმარიშვილი - 30%25
ნიკოლოზ ტაბატაძე - 10%25
2004 წლის 18 ივნისი
ქიბარ ხალვაში - 60%25
შპს „პანორამა“ დ 30%25
ნიკოლოზ ტაბატაძე - 10%25
2004 წლის 22 ოქტომბერი
ქიბარ ხალვაში - 60%25
შპს „პანორამა“ დ 40%25
2005 წელი
ქიბარ ხალვაში - 38%25
შპს „საქცემენტი“ დ 22%25
შპს „პანორამა“ დ 40%25
2006 წლის 13 ოქტომბერი
ქიბარ ხალვაში - 38%25
შპს ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი - 22%25
შპს ,,პანორამა“ დ 40%25
2006 წლის 17 ნოემბერი
შპს „გეოტრანსი“ - 78%25
შპს ჰოლდინგი საქართველოს
ინდუსტრიული ჯგუფი - 22%25
2006 წლის 29 ნოემბერი
„DELGADO RESOURCES“ LTD - 55%25
შპს ჰოლდინგი საქართველოს
ინდუსტრიული ჯგუფი - 45%25
2007 წლის 2 თებერვალი
„გეომედია გრუპ“ 55%25
შპს ჰოლდინგი საქართველოს
ინდუსტრიული ჯგუფი - 45%25
2009 წლის 4 თებერვალი
„DELGADO RESOURCES “ დ 70%25
შპს ჰოლდინგი საქართველოს
ინდუსტრიული ჯგუფი - 30%25
2011 წლის 29 ნოემბერი
„DELGADO RESOURCES“ დ 70%25
შპს „ჩემექსიმ ინტერნეშენალი“ დ 30%25
2011 წლის 6 დეკემბერი
გიორგი გეგეშიძე - 10%25
ლევან ყარამანიშვილი - 90%25
2012 წლის 5 ოქტომბერი
გიორგი გეგეშიძე - 10%25
ლევან ყარამანიშვილი - 50%25
შპს „მედია ჯორჯია“ - 40%25
2012 წლის 9 ოქტომბერი
გიორგი გეგეშიძე - 10%25
ლევან ყარამანიშვილი - 50%25
გიორგი ყარამანიშვილი - 40%25
ტელეკომპანია მზე
2003 წლის 18 სექტემბერი
ზურაბ ზედგენიძე - 23%25
ელდარ მდინარაძე - 33%25
კახი ბექაური - 14%25
ივანე ჩხარტიშვილი - 10%25
2003 წლის 18 დეკემბერი
ელდარ მდინარაძე - 50%25
ზურაბ ზედგენიძე - 34.8%25
ივანე ჩხარტიშვილი - 15.2%25
2004 წლის 17 მაისი
გიორგი ქავთარაძე - 84.8%25
ივანე ჩხარტიშვილი - 15.2%25
2004 წლის 28 მაისი
შპს „საქცემენტი“ დ 44%25
გიორგი ქავთარაძე - 33.8%25
ივანე ჩხარტიშვილი - 15.2%25
2005 წლის 26 სექტემბერი
შპს „საქცემენტი“ დ 93%25
გელა კობაიძე - 7%25
2005 წლის 26 დეკემბერი
ქიბარ ხალვაში - 78%25
შპს „საქცემენტი“ დ 15%25
გელა კობაიძე - 7%25
2006 წლის 12 სექტემბერი
ქიბარ ხალვაში - 78%25
შპს ჰოლდინგი საქართველოს
ინდუსტრიული ჯგუფი - 22%25
2006 წლის 17 ნოემბერი
შპს „გეოტრანსი“ დ 78%25
შპს ჰოლდინგი საქართველოს
ინდუსტრიული ჯგუფი - 22%25
2006 წლის 1 დეკემბერი
DELGADO RESOURCES LTD - 55%25
შპს ჰოლდინგი საქართველოს
ინდუსტრიული ჯგუფი - 45%25
2010 წლის 18 იანვარი
„ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ 45%25
DELGADO RESOURCES LTD 55%25
2011 წლის 6 დეკემბერი
გიორგი გეგეშიძე - 10%25
ლევან ყარამანიშვილი - 90%25
2012 წლის 4 ოქტომბერი
გიორგი გეგეშიძე - 10%25
ლევან ყარამანიშვილი - 50%25
შპს ჯორჯიან მედია კომპანი - 40%25
2012 წლის 9 ოქტომბერი
გიორგი გეგეშიძე - 10%25
ლევან ყარამანიშვილი - 50%25
გიორგი ყარამანიშვილი - 40%25
I სტერეო
2004 წლის 28 ივნისი
დავით ზილფიმიანი - 54%25
ზურაბ ჭელიძე -21%25
ვახტანგ ჭკუასელი - 12%25
მარკო კუპოლეტი - 10%25
ლუკა სევერინი - 3%25
2006 წლის 14 აპრილი
შპს ჰოლდინგი საქართველოს
ინდუსტრიული ჯგუფი - 36%25
დავით ზილფიმიანი - 51%25
მარკო კუპოლეტი - 10%25
ლუკა სევერინი - 3%25
2006 წლის 25 მაისი
შპს ჰოლდინგი საქართველოს
ინდუსტრიული ჯგუფი - 65%25
დავით ზილფიმიანი - 22%25
მარკო კუპოლეტი - 10%25
ლუკა სევერინი - 3%25
2010 წლის 20 იანვარი
დავით ზილფიმიანი - 54%25
ზურაბ ჭელიძე -21%25
ვახტანგ ჭკუასელი - 12%25
მარკო კუპოლეტი - 10%25
ლუკა სევერინი - 3%25
2010 წლის 27 იანვარი
დავით ზილფიმიანი - 22%25
შპს ჰოლდინგი საქართველოს
ინდუსტრიული ჯგუფი - 65%25
მარკო კუპოლეტი - 10%25
ლუკა სევერინი - 3%25
2010 წლის 30 დეკემბერი
დავით ზილფიმიანი - 22%25
მარკო კუპოლეტი - 10%25
ლუკა სევერინი - 3%25
ვასილ კობაიძე - 65%25
______________________
1. საიას 2012 წლის 29 ივნისის და 16 ივლისის კორესპონდენცია
![]() |
4 დასკვნა |
▲ზევით დაბრუნება |
კვლევის პერიოდი (2012 წლის 1მაისი - 2012 წლის 10 ნოემბერი) დაემთხვა საქართველოში საპარლამენტო არჩევნების პერიოდს. სახელისუფლებო ცვლილებები, რომელიც ქვეყანაში არჩევნების გზით განხორციელდა, მნიშვნელოვანი გავლენის მქონე აღმოჩნდა მედია სფეროსათვის.
მაგალითად, ტელეკომპანია „იმედი“, რომელიც ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის საკუთრება იყო, სამ ლარად დაუბრუნდა ბიზნესმენის ქვრივს ინა გუდავაძეს. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებმა ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა განაცხადეს, რომ მათ მიერ წილების დათმობა მოხდა ხელისუფლების წარმომადგენლების ზეწოლის შედეგად და გამოთქვეს სურვილი, რომ სამართლებრივი მეთოდებით დაიბრუნონ კომპანიის 60%25. იდენტური მოთხოვნა გაავრცელა ამავე ტელეკომპანიის ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმაც. 2012 წლის 2 ოქტომბერს 100000-ზე მეტ სატელიტურ ანტენას მოეხსნა ყადაღა. ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით ზილფიმიანის სარჩელის განხილვის შემდგომ დაადგინა, რომ ვასილ კობაიძემ დაარღვია კანონი, როდესაც სხდომა ჩაატარა ერთპიროვნულად და დირექტორის თანამდებობიდან გადააყენა ზილფიმიანი. როგორც უკვე ზემოთ იქნა მითითებული, ვასილ კობაიძე დაკავშირებულია ბეჟუაშვილების ოჯახთან.
კვლევის შედეგად გამოიკვეთა რომ 2011 წლამდე, ვიდრე კანონში მედიამფლობელების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ცვლილებები შევიდოდა, უმრავლეს შემთხვევაში ტელევიზიების წილებს ფლობდნენ ოფშორში რეგისტრირებული კომპანიები. კანონში ცვლილების შეტანის შემდეგ კი, უფრო ნათელი გახდა პოლიტიკური გავლენა ტელევიზიებზე. ხშირ შემთხვევაში, მედია ბიზნესში ჩართულნი აღმოჩნდნენ ერთი და იგივე პირები, მაგალითად, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის გელა ბეჟუაშვილის ოჯახი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი. ასევე, რამდენიმე პირის შესახებ (ლევან და გიორგი ყარამანიშვილები, ქიბარ ხალვაში) ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ისინი დაკავშირებულნი იყვნენ პოლიტიკურ ფიგურებთან (ყარამანაშვილები - საქართველოს პრეზიდენტთან, ხოლო ქიბარ ხალვაში - ირაკლი ოქრუაშვილთან, რომელიც იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (2004), თავდაცვის მინისტრი (2004-2006) და ეკონომიკური განვითარების მინისტრი (2006). მისი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ კი, ქიბარ ხალვაშის ბიზნესი მნიშვნელოვნად შეიზღუდა.
დღეისათვის ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ მფლობელები პრემიერ-მინისტრთან ასოცირებული პირები არიან. თუმცა, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პოლიტიკოსმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: „ჩვენ უკვე გვაქვს მცდელობები, რომელიმე უცხოურ კომპანიას მივცეთ არხი სამართავად, რომელიც იქნება გამჭვირვალე და თქვენ ყველანი ამას ნახავთ. მემეგონა, რომ არჩევნებამდე მოვასწრებდით, მაგრამ ეს რთული პროცესია. მაგრამ მუშაობა მიმდინარეობს ამ მიმართულებით. ტელევიზიაზე რაიმე ეჭვს არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ“.1
საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა-სატელევიზიო არხებმა, რომლებიც ხშირად სახელისუფლებო არხებად მოიხსენიებოდნენ, შეწყვიტეს გასართობი გადაცემების ჩვენება და ძირითადი აქცენტი საინფორმაციო მიმართულებაზე გადაიტანეს. ამავე დროს არხებმა ყურადღების მიღმა დატოვეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ 2011 წლის აპრილში დამტკიცებული სამაუწყებლო პრიორიტეტები, რომლის თანახმად, მაყურებელთა უმეტესობა გასართობ და მუსიკალურ გადაცემებს ანიჭებს უპირატესობას. გასათვალისწინებელია ის გარემოება,რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის თანახმად, მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/დადამატებების შეტანა ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველია. ამ ეტაპამდე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რაიმე გამოხმაურება არ მომხდარა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ე.წ. სახელისუფლებო არხებზე გასართობი გადაცემების დახურვა და ფინანსების წყაროების შემცირებითაც აიხსნა.
უკანასკნელმა ფაქტმა კიდევ უფრო მეტად ცხადყო,რომ მნიშვნელოვანია მედიაში არსებული ფინანსების თაობაზე ინფორმაცია იყოს ღია და გამჭვირვალე.
კვლევის შედეგებით ასევე გამოიკვეთა, რომ ადმინისტრაციული ორგანოები უმეტესად სარგებლობდნენ ხელისუფლებასთან დაკავშირებული კერძო მომსახურებით, პოლიტიკური მიზნების გამო კი, უდიდესი პრობლემები შეექმნა ბიზნესში პოლიტიკოსის ძმის კომპანიას, ასევე, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ტელეკომპანიას.
კვლევამ ასევე ცხადყო, რომ 26 დაწესებულებიდან მხოლოდ 6 ადმინისტრაციული ორგანოა დაინტერესებული, მიიღოს ჟურნალ გაზეთების ბეჭდური გამოცემები.
საიას მიერ მოძიებულმა ფაქტებმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა შეუმჩნეველი ზღვარი მედიასა და პოლიტიკას შორის. მონიტორინგის ჯგუფი შეეცადა, ნათლად წარმოეჩინა ის საშიშროებები და საფრთხეები, რომლებიც მედიას პოლიტიკასთან ურთიერთობის გამოექმნება. მედიისა და კომუნიკაციის საკითხების ექსპერტი, ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი ნატალი ფენტონი წერდა: „ზედაპირს როგორც კი მოჩიჩქნი, ხვდები, რომ მართლაც ძალიან ძლიერია მჭიდრო ურთიერთობები ამ ორ ელიტას-პოლიტიკურ ელიტასა და მედია ელიტას-შორის. ეს კი ათასგვარ გავლენას ახდენს პოლიტიკის მიმართულებაზე, კანონების მიღებაზე, პოლიტიკურ დღის წესრიგზე, იმაზე, თუ როგორ ფიქრობენ პოლიტიკოსები - რა მიმართულება მისცენ პოლიტიკას, როგორ შეიძლება ეს მედიაში გამოჩნდეს, როგორ შეუძლიათ ამაზე გავლენის მოხდენა.“2
ქართულ სინამდვილეში ამგვარი კავშირების კვალი და მისგან გამოწვეული მავნე შედეგები ნათელია.
_____________________
1. http://www.netgazeti.ge/GE/105/News/14312/ 65
2. http://www.media.ge/images/radiotavisupleba