ლიბერალიზმის საფუძვლები (წიგნი I, 2004 წელი)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ბასტია კლოდ ფრედერიკ , მილი ჯონ სტიუარტ , ჯორჯი ჰენრი , ექტონი ემერიხ ედვარდ დალბერგ , ფონ ჰაიეკი ფრიდრიხ ოგიუსტ , რიოპკე ვილჰელმ , ფონ მიზესი ლუდვიგ ჰენრიხ ელდერ , როქველი ლეველინ , შეშელიძე პაატა
თემატური კატალოგი დემოკრატია|დემოკრატია
საავტორო უფლებები: © ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი
თარიღი: 1997
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: ბროშურა მომზადებულია ეკონომიკური ცოდნის გავრცელების საზოგადოება „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ მიერ ფრიდრიხ ნაუმანის ფონდთან თანამშრომლობით. სარედაქციო ჯგუფი მადლობას უხდის ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო და დაგვეხმარა ამ გამოცემის მომზადებაში Brochure is prepared by the Society for Disseminating Economic Knowledge “New Economic School – Georgia” in corporation with Friedrich Naumann Foundation. Editional group woild like to express its gratitude to everybody who participates in and helped with the preparation of this publication. სარედაქციო საბჭო: გია ჯანდიერი დოცენტი აკაკი ცომაია დოცენტი მურთაზ კვირაია მთავარი რედაქტორი: პაატა შეშელიძე ტექნიკური რედაქტორი: თეა ბიწაძე



1 * * *

▲back to top


„თავისუფლების ბიბლიოთეკის“ ეგიდით ლიბერალი მოაზროვნეების ნაშრომების გამოცემა, არის მცდელობა, რომ ქართველი მკითხველისათვის ხელმისწავდომი გახდეს ცხოველმყოფელი ცოდნის კიდევ ერთი ნაკადი.

აგრეთვე, ეს არის შეხსენება, რომ განათლების მთავარი დანიშნულებაა: ღვთის ჭვრეტა, რწმენისა და ადამიანის ღირსების პატივისცემა, თავშეკავებულობა, როგორც პასუხისმგებლობის გრძნობა და მზადყოფნა - აიღო პასუხისმგებლობა, გამოიჩინო თანადგომა და იყო გონებაგახსნილი ყველაფრისადმი, რაც არის ჭეშმარიტი, კეთილი და მშვენიერი.

ამავდროულად, ეს არის გაფრთხილება იმათთვის, ვინც ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს, თუ რა ახლოს ვდგავართ უფსკრულთან, როდესაც უგულებელვყოფთ პირადი თავისუფლებისა და კერძო საკუთრების ხელშეუხებლობას; ეჭვგარეშე ვენდობით „ხალხის ნებას“ და ხელისუფალთა უანგარობას.

წარმატებად მივიჩნევთ, თუ ბროშურაში თავმოყრილი მოსაზრებები გახდება მსჯელობის საგანი, ხოლო მკითხველს გაუჩნდება სურვილი, რომ გაეცნოს აქ გამოყენებული ავტორების სხვა ნაშრომებს.

2 მოკლე ცნობები ეკონომიკური ცოდნის გავრცელების საზოგადოება „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ შესახებ

▲back to top


ზოგადი ინფორმაცია:

ეკონომიკური ცოდნის გავრცელების საზოგადოება - ,,ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოარის, მეცნიერი და პრაქტიკოსი ეკონომისტების, პედაგოგების, ავტორების, პოლიტიკოსების და სხვა მონათესავე საქმიანობებით დაკავებული პირების ნებაყოფლობითი არასამთავრობო გაერთიანება.

საზოგადოება ოფიციალურად დარეგისტრირდა ასოციაციის სტატუსით 2003 წლის 2 აპრილს, გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს გადაწყვეტილებით 1/9-48

მიზნები და ამოცანები:

თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის შესახებ ცოდნის გავრცელება;

  • ეკონომიკური განათლების თავისუფალი სამეურნეო გარემოს მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა;

  • ეკონომისტების ახალგზრდა თაობის მხარდაჭერა მათ სამეცნიერო, პოლიტიკურ თუ სამეურნეო საქმიანობაში;

  • ადამიანების თავისუფლების, ღირსებისა და საკუთრების დაცვის ხელშემწყობი გარემოებების სრულყოფა;

  • კერძო პირებისა და მათი ნებაყოფლობითი, არაძალადობრივი გაერთიანებეის და სამეურნეო საქმიანობის მხარდაჭერა;

  • საჯარო საგანმანათლებლო ეკონომიკური რესურს-ცენტრის შექმნა;

  • ქართულენოვანი ეკონომიკური ელექტრონული გვერდის მომზადება და სამეცნიერო პერიოდიკის გამოშვება;

  • საქართველოში არსებული ეკონომიკური ლიტერატურის ელექტრონული კატალოგის შექმნა;

  • მოწინავე ეკონომიკური სკოლების წარმომადგენელ ავტორთა წიგნების, სახელმძღვანელოებისა და სხვა ტიპის ეკონომიკური ლიტერატურის შეგროვება, თარგმნა, ნაბეჭდი და ელექტრონული ვერისების პერიოდული გამოცემა;

  • სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის რადიო და სატელევიზიო გადაცემების მომზადება, პუბლისცისტიკის მხარდაჭერა;

  • ეკონომისტების კვალიფიკაციის ამამაღლებელი ლექცია-სემინარების, სტაჟირებების, ვიქტორინების, ოლიმპიადების, კონკურსების და სხვა სახის ღონისძიებების მოწყობა;

  • მსოფლიოს მოწინავე სამეცნიერო ცენტრებთან კავშირ-ურთიერთოებების დამყარება;

  • სასწავლო პროგრამებისა და მეთოდოლოგიების შემუშავება;

  • ეკონომიკური განათლების სისტემის მონიტორინგი;

  • მონაწილეობა ეკონომიკური ტერმინოლოგიის დახვეწაში;

  • მონაწილეობა სამეცნიერო ხარისხების მინიჭების სისტემის სრულყოფაში;

  • მონაწილეობა ეკონომიკური საკითხების საჯარო განხილვებში;

  • ეკონომიკური ხასიათის რჩევებისა და რეკომენდაციების მომზადება;

  • საქართველოს ეკონომიკური გზამკვლევების შემუშავება უცხოელებისათვის;

შეთავაზება თანამშრომლობისათვის

აღნიშნული მიზნებისა და ამოცანების პოპულარიზაციისა და მათი განხორციელებისათვის საზოგადოება მზადაა:

  • ითანამშრომლოს აღნიშნული პრობლემების გადაწყვეტით დაინტერესებულ ყველა მხარესთან;

  • მიიღოს საქმიანი რჩევები და წინადადებები ახალი მიმართულებებით მუშაობის წარმართვის შესახებ;

  • განიხილოს კონკრეტული ერთობლივი პროექტები და გასწიოს კონსულტაციები;

  • აღმოუჩინოს კვალიფიკაციური დახმარება და რეალური მხარდაჭერა კერძო პირებს, მეწარმეებს, საგანმანათლებლო დაწესებულებების, სხვადასხვა არასამათვრობო თუ სამთავრობო ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც თავის საქმიანობით ცდილობენ ხორცი შეასხან ამ მიზნებისა და ამოცანების შესაბამის გეგმებს.

საზოგადოების ხელმძღვანელობა მადლიერი იქნება ნებისმიერი პირის, რომელიც გამოიჩენს ყურადღებას ეკონომიკური ცოდნის გავცელების საზოგადოება „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ საქმიანობის მიმართ და თავისი მორალური და მატერიალური მხარადჭერით უზრუნველყოფს მისი მოღვაწეობის გამრავალფეროვნებას და ნაყოფიერების გაზრდას.

ნინო გორგაძე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის
ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი

3 წინასიტყვაობა: ლიბერალიზმის ძირითადი პრინციპები

▲back to top


პაატა შეშელიძე

ეკონომიკური ცოდნის გავცელების საზოგადოებაახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს პრეზიდენტი

2004 წლის იანვარი

წინამდებარე ბროშურაში თავმოყრილი შრომების სულისკვეთების გასაგებად, რომლებიც გამოიცემა „თავისუფლების ბიბლიოთეკის“ ეგიდით, უპრიანად მივიჩნიეთ, რომ გაგვეზიარებინა „ლიბერალიზმის“ ძირითადი პრინციპების ჩვეული ხედვა. სწორედ ამ ამოცანას ემსახურება მოცემული წინასიტყვაობა.

„ლიბერალიზმი“, როგორც ტერმინი გამოიყენება 1812 წლიდან, მას შემდეგ, რაც ესპანეთში შეიქმნა ლიბერალების პარტია და სმოქალაქო კონფლიქტში კონსერვატიული და ავტორიტარული შეხედულებების მოწინააღმდეგეები გააერთიანა.1 მას ლათინური ძირი აქვს და თავისუფლებას ნიშნავს.

ლიბერალებს სურდათ, რომ ამ სახელით გამოეხატათ პოლიტიკური იდეალები, მსოფლმხედველობა, რომლის მიხედვითაც პიროვნებებს გააჩნიათ სრული თავისუფლება ესწრაფვოდნენ თავიანთ საკუთარ ბედნიერებას მათთვისვე მისაღები გზებით, რომ ამან არ უნდა შეზღუდოს სხვების თავისუფლება.

ტერმინ „ლიბერალიზმი“ - საგან განსხვავებით, შინაარსი, რომელიც მასში ჩაიდო კაცობრიობისათვის ახალი არ ყოფილა. შორს რომ არ წავიდეთ, იმ დროისათვის ჯერ კიდევ ახალშექმნილი ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციით უკვე აღიარებული მსგავსი უფლება და მნიშვნელოვანწილად, ევროპული ლიბერალების შთაგონების წყაროსაც წარმოადგენდა.

თუმცა ბებერ კონტინენტს საკუთარი ტრადიციებიც უხვად ჰქონდა, რომ „ლიბერალიზმი“ ესაზრდოებინა. დამფუძნებელი მამების „ამერიკული ოცნებაც“ ხომ, სინამდვილეში ანგლო-საქსური წარმოშობის იყო.

შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ლიბერალიზმში გაერთიანებულია ე.წ. ანგლო-საქსური - ევოლუციონისტური და კონტინენტური, ანუ რაციონალისტული ტრადიციები. პირველი, ადამიანების თანაშმრობლობის სპონტანურ წესრიგს აღიარებს, რომელიც მრავალი პიროვნებად ინდივიდუალური, დამოუკიდებელი „მცდელობებისა და შეცდომების“ შედეგად ყალიბდება. მეორე, გადამწყვეტ როლს გონების „ყოველგვარი ცრურწმენისა და დოგმისაგან გათავისუფლებას“ ანიჭებს და საზოგადოების უკეთეს მომავალს ყოვლისმომცველ რეფორმაციას უკავშირებს. პირველისათვის, ბედნიერებისა და კეთილდღეობის მიღწევის საკვანძო საშუალება თითოეულის თავისუფლებაა, მეორესთვის - ყველას თანასწორუფლებიანობა.2

აქედან გამომდინარე, თანამედროვე თეორიული და პოლიტიკური ლიბერალიზმი ცდილობს, რომ თავისუფლება და თანასწორუფლებიანობა ერთმანეთს შეურწყას. თუმცა წინააღმდეგობები, როგორც იმის განსაზღვრაში, თუ რა არის თავისუფლება და რა არის თანასწორუფლებიაობა, ისე მათი მიღწევის გზების შერჩევაში, იმდენად ხშირი და მნიშვნელოვანია, რომ ლიბერალიზმი აღარ შეიძლება ჩაითვალოს მონოლითურ მსოფლმხედველობად. მისი „მემარჯვენე“ განშტოებები, როლებიც ადამიანის თავისუფლების განუყოფელ ნაწილად ეკონომიკურ საქმიანობაში ხელისუფლების ჩაურევლობას მიიჩნევენ, კონსერვატივიზმს უახლოვდებიან, ხოლო „მემარცხენე“ განშტოებები, რომლებიც თანასწორობის გარანტად. პირიქით, სწორედ, რომ ამა თუ იმ სახელისუფლო რგოლის ჩარევას მიიჩნევენ - სოციალიზმს. გარდა ამისა, ლიბერალიზმის წიაღიდან მომდინარეობს „ლიბერტარიანიზმი“, რომელიც მინიმალური უფლებამოსილების, სიმბოლურ მთავრობას დასაშვებად მიიჩნევს, „პანარქიზმი“, რომელიც ექსტერიტორიალურ ხელისუფლებას უშვებს და „ანარქო-კაპიტალიზმი“, რომელიც საერთოდ უარყოფს მთავრობის არსებობის საჭიროებას. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ რიგ ქვეყნებში ლიბერალების კონსერვატიული ხასაითის პარტიებში ერთიანდებიან, როგორც ეს ხდება მაგალითად იაპონიასა და ავსტრალიაში. ხოლო სხვებში, მაგალითად შეერთებულ შტატებში, ისეთ პარტიებში, რომლებიც სოციალ-დემოკრატიულია თავისი არსით. არც ისაა გასაკვირი, რომ ზოგიერთები, საკუთარი ლიბერალობის ხარისხის განსამარტად ტერმინებს: „კლასიკურ ლიბერალს“, „პალეო-ლიბერალს“, „ნაციონალ-ლიბერალს“, „სოციალ-ლიბერალს“, „ორდო-ლიბერალს“, „ნეო-ლიბერალს“ და სხვა მრავალს იყენებენ. ამასთან, დაუნდეობლად აკრიტიკებენ ერთმანეთის „ლიბერალობას“.

შესაძლოა, „ლიბერალიზმის“ ასეთი მრავალსახეობა და „შიდაოჯახური“ ქიშპი, ვინმესთვის გამაღიზიანებელი იყოს და საერთოდ, „ლიბერალიზმს“, როგორც დამოუკიდებელ პოლიტიკურ მსოფლმხედველობას, ეჭვით შეხედოს. მაგრამ უფრო სამართლიანი იქნებოდა, რომ სწორედ ეს მრავალფეროვნება იქნეს მიჩნეული „ლიბერალიზმის“ ცხოველუნარიანობის მთავარ არგუმენტად, „ლიბერალიზმი“, უპირველეს ყოვლისა, თვითდამკვიდრების თავისუფლებას გულისხმობს: აზრის, სიტყვის, პრესის, რწმენის თავისუფლებას აღიარებს და იმ შეხედულებების არსებობასაც ლეგიტიმურად ცნობს, რომლებიც არა უბრალოდ განსხვავებული, არამედ ლიბერალიზმის საწინააღმდეგონიც კი არიან.

აქ ჩვენ არ ვაპირებთ, ლიბერალიზმის რომელიმე განშტოების უპირატესობებზე და ნაკლოვანებებზე ვიმსჯელოთ და მითუმეტეს, თავს „ლიბერალები“ ვუწოდოთ. მაგრამ მაინც გვსურს, ძალიან მოკლედ ჩამოვაყალიბოთ ის შეხედულებები, რომლებიც ყველაზე უფორ მეტად გვიზიდავს სხვადსხვა ლიბერალურ, ან მის წიაღიდან აღმოცენებულ სწავლებებში და დავასახელოთ ის ავტორები, რომელთა ნააზრევი განსაკუთრებულად მოგვწონს. თუმცა, შესაძლოა ბევრი აქ გადმოცემული მოსაზრება, სადღეისოდ უკვე აღარ წარმოადგენდეს მხოლოდ „ლიბერალიზმის“ კუთვნილებას და არც ზოგიერთ დასახელებულ ავტორს მიუკუთვნებია საკუთარი თავი როდესმე ლიბერალებისათვის.

პიროვნული თავისუფლება და პასუხისმგებლობა

პიროვნულ პასუხისმგებლობაში ვგულისხმობთ, რომ ადამიანი თავისუფალია დაისახოს მიზნები და აირჩიოს მათი განხორციელების გზები. ამავდროულად, არავის აქვს უფლება უნებრათვოდ ჩაერიოს სხვა ადამიანების ცხოვრებასა და საქმინობაში, შეზღუდოს მათი თავისუფლება - ესწრაფვოდნენ ბედნიერებას ისე, როგორც ეს მათ სწამთ; რაიმე მოტივით ხელყოს მათი სიცოცხლე, ღირსება და საკუთრება, თავისუფლება ესაა შეუზღუდაობა გარეგანი ცდუნებებისაგან, დამოუკიდებლობა ცოდვისაგან, თავშეკავება ძალმომრეობის გამოყენებისაგან. ადამიანი, რომელიც მავნე მიდრეკილებებით და აღვირახსნილობით ზიანს აყენებს საკუთარ ჯანმრთელობას და რეპუტაციას. ხელს უშლის ღვთისაგან ბოძებული ნიჭის გამოვლენას, აკნინებს საკუთარ ღირსებას და ქარს ატანს შესაძლებლობებს, ის ისეთივე დამნაშავეა, როგორიც ყოველი სხვა მოძალადე. თუმცა, ადამიანის მორალურ მსაჯულად ვერც სხვა ადამიანები და ვერც მათ მიერ შექმნილი სახელმწიფო გამოდგება, ადამიანი პირადად აგებს პასუხს საკუთარ ქმედებებზე, იღებს დაკმაყოფილებას წარმატებებისაგან და იხდის შეცდომების საზღაურს. შესაბამისად, თავისუფლება და პასუხისმგებლობა განუყოფელია.

კერძო საკუთრება

მიგვაჩნია, რომ პიროვნული თავისუფლება განუხორციელებელია კერძო საკუთრების გარეშე და ვიზიარებთ, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ლიბერალი ეკონომისტის, ახალი ავსტრიული ეკონომიკური სკოლის მამათავრის, ლუდვიგ ფონ მიზესის აზრს, რომელიც შესაძლებლად მიიჩნევს, ლიბერალიზმის პროგრამა, სწორედ ამ ერთი მცნებით დახასიათდეს.3 კერძო საკუთრება არის ის საფუძველი, რომელზედაც ადამიანების თანამშრომლობა იგება. კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა წარმოადგენს პიროვნული თავისუფლების გარანტიასაც და ჩარჩოსაც: ის, უმთავრესი და განუყოფელი რაც უპირველეს ყოვლისა წარმოადგენს ადამიანის კერძო საკუთრებას, მისი სიცოცხლე, სხეული და ღირსებაა. მათი ხელყოფა დაუშვებელია! ე.წ. საზოგადოებრივი საკუთრება, სხვა არაფერია, თუ არა ფიქცია, რადგან რეალურად მას ექსპლუატაციას უწევენ ბიუროკრატები, რომლებიც ამით საშუალებას იღებენ ებატონონ ადამიანებს.4 გარდა ამისა, კერძო საკუთრების უფლებას (და არა თავად საკუთრებას!) მოკლებული ადამიანი, სხვა არაფერია, თუ არა მონა. ადამიანის დამონება კი, შეუთავსებელია თავისუფლებასთან. კერძო საკუთრება არის კაცობრიობის ყოფიერი კეთილდღეობის მამოძრავებელი ძალა.

ეკონომიკური თავისუფლება და საბაზრო ეკონომიკა

ეჭვგარეშეა, რომ ადამიანი მოქმედებს, რომ სასიცოცხლო მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს.5 მას ამოცანის გადაწყვეტა ყველაზე ეფექტურად შეუძლია, როცა ის სრულფასოვნად განკარგავს საკუთარ თავს, შრომას, დროს, ნიჭს, შესაძლებლობებს და ყველა დანარჩენ ხელქვეით რესურსს. ამავდროულად სარგებლობს ამის ნაყოფით. ამ ამოცანის გადაწყვეტა შესაძლებელია, მხოლოდ შრომის დანაწილების ისეთ სოციალურ სისტემაში, რომელიც დაფუძნებულია წარმოების საშუალებების კერძო საკუთრებაზე. ასეთი თვითორგანიზებადი სისტემა ყალიბდება ადამიანების ურთიერთთანმშრომლობით, რომელიც აგებულია არაძალადობრივ, ნებაყოფლობით და ურთიერთსასარგებლო გარიგებებზე და სამეურნეო გაცვლებზე. ყოველივე ამას, ეკონომიკური თავისუფლება უზრუნველყოფს; მხოლოდ ღია და თავისუფალ ბაზარზეა შესაძლებელი და საბაზრო ეკონომიკა ეწოდება. ამ სისტემის გენიალურ სიმარტივეს, საუკეთესოდ გადმოსცემს ლუდვიგ ფონ მიზესი - „მიუხედავად იმისა, რომ მასში თითოეული მოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ თავისი ინტერესებისათვის, ეს მოქმედება მიმართულია იმისაკენ, რომ საუკეთესოდ დააკმაყოფილოს, როგორც თავისი, ისე თავის გვერდით მდგომის მოთხოვნილებები. შედეგად, ბაზარი ინდივიდუუმების საქმიანობას მიმართავს იქით, სადაც ისინი ყველაზე უკეთ მოემსახურებიან თავისსავე მსგავს მოხმარებლებს“.6 ეკონომიკური თავისუფლება გულისხმობს თავისუფალ მეწარმეობას, თავისუფალ ფასებს და ღია, საერთაშორისო კონკურენციას, რაც უზრუნველყოფს მომსახურების დონის ამაღლებას, პროდუქციის ხარისხიანობას და ხელმისაწვდომ ფასებს. საბოლოო ჯამში კი, მთელი საზოგადოების კეთილდღეობას. თუმცა, ბუნებრივი განსხვავებები, როგორც ადამიანებს, ისე მათი ცხოვრების გარემო პირობებს შორის, განაპირობებს, რომ ღია ბაზარზე ყველა ერთნაირად წარმატებით ვერ საქმიანობს. მაგრამ ამ პრობლემას, თავად თავისუფალი ბაზარი წყვეტს. ის იძლევა განსხვავებული ინტერესებისა და შესაძლებლობების ჰარმონიზირების საშუალებას. ამიტომ დაუშვებელია რამენაირი შეზღუდვები და ბარიერები, რომლებიც აფერხებს ადამიანის ბაზრის მონაწილედ გადაქცევას, მისთვის უკეთესი და ხელმისაწვდომი განათლების, ტრენინგისა და ინფორმაციის მიწოდებას.

დავესესხებით გამოჩენილი, გერმანელი ეკონომისტს, დასავლეთ გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის შემდგომ განხორციელებული ეკონომიკური რეფორმის ერთ-ერთ თეორეტიკოსს, ვილჰელმ რიოპკეს და თითოეული ჩვენგანი მზადაა განაცხადოს: „მე უპირატესობას ვანიჭებ ეკონომიკურ წესრიგს, რომელსაც მართავენ თავისუფალი ფასები და ბაზრები.. ეს ერთადერთი ეკონომიკური წესრიგია, რომელიც თავსებადია ადამიანურ თავისუფლებასთან“.7 სახიფათოა, როდესაც ხელისუფლება ერევა სამეურნეო ურთიერთობებში. ეს უპირველეს ყოვლისა, ადამიანის საკუთრების უფლების უხეშ შეზღუდვას ნიშნავს, რადგან ამ დროს რესურსები იძულების წესით გადანაწილდება კერძო მეპატრონეების ჯიბიდან, ე.წ. საზოგადოებრივში, რომელიც როგორც წესი „უძიროა“. როდესაც ხელისუფლება აწესებს ვაჭრობის კანონებს, მიგითითებს, თუ სად და რა ისწავლო, ან რა საქმიანობას მიჰყო ხელი, პირველი რაც უნდა გააკეთო, შენი საკუთარი უფლებების გამსოყიდვაა.8 ამიტომ ასეთი ხელისუფლება, აპრიორი კორუმპირებული და უავტორიტეტოა. „საზოგადოებრივი“ მომსახურება და წარმოება, როგორც წესი წამგებიანია და თან ხარისხის გაუარესების ფონზე, სულ უფრო ძვირდება.9 გადასახადების გადამხდელებიდან იძულებით აკრეფილი გადასახადები კი, ძირითად ბიუროკრატიის და მათი პოლიტიკური მფარველობის მთელი ჯარის შენახვას ხმარდება. ხელისუფლებისა და საერთოდ, ქვეყნის სამეურნეო ცხოვრების ორგანიზება, გადასახადების გარეშე, არამარტო შესაძლებელია, არამედ ეთიკურად სწორი და ამიტომ აუცილებელიცაა!

აზრის, სიტყვის და ინფორმაციის გაცვლის თავისუფლება

თავად ის ფაქტი, რომ ამ სტრიქონებს ვწერთ და ვცდილობთ გადმოვცეთ ჩვენი შეხედულებები, ასაბუთებს თუ რაოდენ სასარგებლოა აზრის, სიტყვისა და ინფომაციის თავისუფლება. განსხვავებული შეხედულებების გამოთქმის, მათი განსჯის და მათში წვდომის გარეშე, შეუძლებელია, რომ ადამიანებმა გააუმჯობესონ ცხოვრების ზოგადი პირობები და უზრუნველყონ პირადი კეთილდღეობა. თუ ცალკეულ ადამიანს ან მათ საზოგადოებას სურს, რომ განვითარდეს, არ გადაიქცეს საკუთარი მანკიერებების მსხვერპლად, მან არ უნდა დაუშვას ამ უფლებების შეზღუდვა და ცენზურა. თანამედროვე იმფორმატიკული სამყარო უდიდეს შესაძლებლობებს იძლევა, რომ ადამიანი არამარტო მოვლენათა საქმის კურსში იყოს, არამედ თავადაც იყოს გაგონილი და ჩართული ყოველივე იმაში, რაც ხდება. მას მეტი შანსი აქვს, რომ მოვლენათა მსვლელობაზე გავლენა იქონიოს და ამავდროულად, საჭიროებისას თავი დაიცვას.

რელიგია და განათლება

„ლიბერალზმში“ ვხედავთ უდიდესი შემწყნარებლობისა და გონებაგახსნილობისაკენ მოწოდებას. რწმენის და ცოდნის მიღების თავისუფლება, ადამიანისათვის ისევე საჭიროა, როგორც ჰაერი და საკვები. სწორედ ეს არჩევს მას ცხოველისაგან და ანიჭებს ყოველივე იმის ჭვრეტისა და შეცნობის საშუალებას, რაც მისი კეთილდღეობისთვისაა საჭირო. რწმენა ძალას აძლევს, ხოლო განათლება ხვეწს მის შესაძლებლობებს. რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლება, ისევე როგორც განათლების ხელმისაწვდომობა და მაღალი ხარისხი, ამცირებს სოციალურ დაძაბულობას და ზრდის ადამიანების შრომის ნაყოფიერებას. რწმენის არქონა, ადამიანს უხეშს და ვერაგს ხდის, ხოლო უსწავლელობა - აზარმაცებს და სხვის ხარჯზე ცხოვრებისაკენ მიდრეკილებას უჩენს. აქდან ერთი ნაბიჯია, რომ ადამიანმა უარი თქვას თავისუფლებაზე და მონად იქცეს. ამავდროულად, რწმენა და განათლება ადამიანის პირადი საქმეა. მისი არჩევანი და პასუხისმგებლობაა. ისინი თავად ადამიანს სჭირდება, რომ უფრო მეტად შეიმეცნოს სამყარო და იპოვოს საკუთარი ადგილი მასში. ის თავად უნდა მივიდეს ამ აზრამდე და თავადვე იმოქმედოს. რწმენისა და განათლების ძალით თავს მოხვევა შეუძლებელია. ამა თუ იმ რწმენის პრივილეგირებულ „სახელმწიფო რელიგიად“ გამოცხადება და სავალდებულო სახელმწიფო საგანმანათლებლო სისტემის მხარდაჭერა, ეს ის გზა არაა, რომლითაც ადამიანში ჭეშმარიტების მარცვალი გაღვივდება. ქრისტეს სიტყვას ადამიანის გულამდე და გონებამდე მისასვლელად არ სჭირდება „სახელმწიფო დეკრეტები“ ამისათვის საკმარისია ქრისტიანობის მართალი სიტყვა და ზნეკეთილი მაგალითი. არც იმას სჭირდება უზარმაზარი ბიუროკრატიული მანქანა, რომ ადამიანმა გარემოს „ანბანი“ შეისწავლოს. მას ამას ცხოვრება კარნახობს.

თანასწორუფლებიანობა და სამართლიანობა

თანასწორუფლებიანობა ჩვენთვის, უპირველეს ყოვლისა, ასაკობრივ, რასობრივ, სქესობრივ, რელიგიურ თუ სხვა საფუძველზე დისკრიმინაციის უარყოფას ნიშნავს. გარდა ამისა, თანასწორუფლებიანობა გულისხმობს არა შედეგების, არამედ შესაძლებლობების ხელმისაწვდომობას. თანასოწრუფლებიანობა იდეა ვერ იქნება გაგებული სწორად და ბევრი გაუგებრობის წინაპირობად იქცევა, თუ მოწყვეტილი იქნება სამართლიანობის გაგებას. სამართლიანიაბში წარმომიდგენია შედეგების შესაბამისობა შრომასა და თავდადებასთან, რისკთან და იღბალთან და არა გათანაბრება ვინმეს მიერ დადგენილი წესით ან გემოვნებით. როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ მისი შესაძლებლობები არ არის შეზღუდული, ხოლო ანაზღაურება სამართლიანია, მას არც სხვისი შურს და არც ის ენანება, ნებაყოფლობით გაუზიაროს სხვებს თავისი ბედნიერება და აქტიურად, საქმით იქნება თუ სახსრებით, გამოხატოს ადამიანური თანაგრძნობა და მოყვასის სიყვარული.

კანონის უზენაესობა

მიგვაჩნია, რომ საზოგადოება უნდა ცხოვრობდეს კერძო სამართლებრივ სივრცეში, რომელიც თავისი ბუნებით მიდრეკილია თანხმობის, მშვიდობისა და სამართლიანობისაკენ, სადაც სიტყვაც კანონია და უპირობა - დანაშაული; რომელსაც ქმნის და ხვეწს ღვთის ნებასთან ზიარება და და არა ძალაუფლებადახარბებული პატივმოყვარე ადამიანების ხელისუფლება. შესაბამისად, საკანონმდებლო სისტემა უნდა იცავდეს ადამიანების თავისუფლების ხელშეუხებლობასა და მათი უფლებების დაცვას, ეყრდნობოდეს ეთიკურ პრინციპებს და არ ლახავდეს პირადი ცხოვრების ინტიმს. ამავდროულად, მკაცრად უნდა ზღუდავდეს ხელისუფლებას, ზუსტად უწესებდეს სამოქმედო ასპარეზს და ხერხებს. ყველა მიუხედავად ქონების, სამსახურებრივი მდგომარეობის და დამსახურებისა, ხელისუფლების წევრების ჩათვლით, კანონის წინაშე თანასწორი უნდა იყოს. ყველა ბრალდებულს უნდა განემარტოს რაში ედებათ ბრალი, რათა მათ შეეძლოთ თავის დაცვა. ყველა უდანაშაულოა, სანამ მათი ბრალეულობა არ დადასტურდება. მოსამართლეები უნდა იყვნენ დამოუკიდებელი, არც ხელისუფლება და არც ვინმე სხვა, უნდა კარნახობდეს ან ემუქრებოდეს მათ, თუ როგორ მოიქცნენ. უნდა მართავდეს სინდისი, კანონი და არა ბიუროკრატთა ნება და ხრიკები.

ხელისუფლება და დემოკრატია

ხელისუფლება საჭიროა იმდენად და მხოლოდ მაშინ, რამდენადაც და როდესაც ის ახერხებს, რომ დაიცვას ადამიანების სიცოცხლე, საკუთრება და სხვა განუყოფელი უფლებები. მას შეზღუდული და სრულიად განსაზღვრული, ერთობ სიმბოლური, წარმომადგენლობითი ფუნქციები უნდა ჰქონდეს, რომელთა აღსრულება არ მოითხოვს დიდ ხარჯებს და იქნება გამჭვირვალე, როგორც ანგარიშგებისათვის, ისე კრიტიკისათვის. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ხელისუფლების კონტროლის საშუალება. მათ არ უნდა დაუშვან, რომ ხელისუფლებამ თვითნებურად დაარღვიოს მისთვის მიჩენილი სამოქმედო საზღვრები, ჩაერიოს მათ კერძო ურთიერთობებში და შელახოს უფლებები. ამ ამოცანის შესრულებისათვის უპირველეს ყოვლისა საჭიროა, რომ ხელისუფლებას არ ჰქონდეს გადასახადების დაწესების, ანუ კერძო პირების ქონების მითვისების უფლება და საშუალება. ადამიანებმა, ნებაყოფლობით უნდა შეიძინონ ხელისუფლების მომსახურება, ზუსტად ისე, როგორც ისინი ნებაყოფლობით იძენენ საკვებს, ტანსაცმელს ან სადაზღვევო პოლისს. ასეთი ხელისუფლება უნდა ემსახუროს ადამიანს, მის მიერვე უნდა იქნეს არჩეული, დაქირავებული და ექვემდებარებოდეს შეცვლას, როდესაც ის ვერ ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობებს. შესაბამისად, ადამიანი უნდა აკონტროლებდეს ხელისუფლებას და არა პირიქით! ასეთი ხელისუფლება უნდა ეყრდნობოდეს „ძალაუფლების განაწილების“ პრინციპს, როგორც ვერტიკალურად, ასევე ჰორიზონტალურად. ძალაუფლება არ უნდა იყოს ერთი პოლიტიკური ცენტრის ხელში, რადგანაც ამან შეიძლება ადვილად გამოიწვიოს ძალუფლების ბოროტად გამოყენება, კორუფცია და ადამიანების უფლებების უგულებელყოფა. ასეთი ხელისუფლების აღმასრულებელი ფრთას შეიძლება ხელმძღვანელობდეს (პირდაპირ ან არაპირდაპირ) არჩეული პირი ან მემკვიდრეობითი მონარქიც კი, მაგრამ მისი საქმიანობა აუცილებლად უნდა იყოს გაწონასწორებული და მართული ხალხის წარმომადგენლობითი კონტროლით. შესაძალოა, ასეთი სისტემა გარეგნულად ახლოს იდგეს დემოკარტიასთან, ან ე.წ. კონსტიტუციურ მონარქიასთან. თუმცა მისი განსხვავება ჩვეულებრივ, „უმრავლესობის დემოკრატიასთან“, ან „რჩეულთა დემოკარტიასთან“, მდგომარეობს იმაში, რომ ის გულიხსმობს თითოეულის მონაწილეობას მხოლოდ იმ საქმეთა გადაწყვეტაში, რაც საქვეყნო საქმეებს - თავდაცვას, შინაგან წესრიგს და საერთაშორისო უსაფრთხოებას ეხება. ხოლო „საქვეყნო საქმის“ გამრიგეები, ვერ ჩაერევიან ადამიანების კერძო ცხოვრებასა და საქმიანობაში, ვერ დააწესებენ გადასახადებს და მეურნეობის წარმოების პირობებს. რასაკვირველია, ეს სისტემა, ისევე როგორც სხვა მმართველობის ფორმები, შეიძლება „დამარცხებული“ უმცირესობის მიმართ ანგარიშსწორების მანქანაში.10 მაშასადამე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველი ადამიანი დაცული იყოს ჩაგვრისაგან იმ შემთხვევაში, თუ იგი ე.წ. დემოკრატიული არჩევნების შედეგად „წაგებულ“ უმცირესობაში მოხვდება. დემოკრატიული არჩევნები არ უნდა იქცეს „გამარჯვებულთა“ სახელით, იმავე „უმრავლესობის“ წარმომადგენლების და ან „უმცირესობის“ ჩაგვრისა და ფიზიკური განადგურებისათვის იარაღად და მის ლეგიტიმაციად. ამიტომაა, რომ შეზღუდული უფლებამოსილების დემოკრატიაც კი არის არა იდეალური სისტემა, არამედ ხელისუფლების სხვა სისტემებთან შედარებით მისაღები. მისი ცხოველუნარიანობისათვის, აუცილებელია, არსებობდეს ხელისუფალთა შერჩევის ღია, ჯანსაღი, კრიტიკული და კონკურენტული გარემო, რომ დამკვიდრებული ადგილის, სახელისა და დიდების დაკარგვის შიშმა, გააკონტროლოს და დააბალანსოს ხელისუფალთა ცდუნება, ბოროტად და სხვების საზიანოდ გამოიყენონ მინდობილი ძალაუფლება.

მშვიდობა

ჩვენი ქვეყნის მაგალითზე, შეგვიძლია დაბეჯითებით განვაცხადოთ, რომ მშვიდობა ხელს უწყობს ადამიანის მიერ საკუთარი შესაძლებლობების გამომჟღავნებას, ხოლო ომი - სპობს ადამიანურობას, აცამტვერებს ყოველივე იმას, რაც შეუქმნია და უღირს ადამიანს. ადამიანი, რომელსაც აქვს ქონება. შრომებს ქმნის. აწარმოებს მომხმარებლისათვის საჭირო საქონელს და მომსახურებას, ღებულობს მოგებას და კმაყოფილია ცხოვრებით, არაფრისდიდებით არ დათანხმდება ომზე, რომელიც ძირს გამოუთხრის მის ყოფა-ცხოვრებას, საფრთხეს შეუქმნის მას და მისი ახლობლების სიცოცხლეს; გაანადგურებს მის ქონებას; ადამიანების ფუნდამენტალური უფლებების დაცულობა, განსაკუთრებით კი - კერძო საკუთრება და თავისუფალი სამეურნეო ურთიერთობები, მშვიდობის გარანტიაა. ანალოგიური პრინციპი მოქმედებს როგორც ქვეყნის საშიანო, ისე საგარეო პოლიტიკაში. მშვიდობა ქვეყნებს შორის შრომის საერთაშორისო დანაწილების საშუალებით მიიღწევა. ნიშანდობლივია, რომ ხშირად ომის მიზეზი ქვეყნებს შორის ეკონომიკური კარჩაკეტილობა და მაღალი საბაჟო გადასახადებია. თუ ქვეყნებს ექნებათ ერთმანეთთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთოებები და კულტურული გაცვლები, მათ ეკარგებათ ურთიერთსასარგებლო სამეურნეო ცხოვრების მორღვევის და მითუმეტეს, ერთმანეთთან ბრძოლის სურვილი.

რასაკვირველია, ჩვენს მიერ აქ წარმოდგენილი შეხედულებები ლიბერალიზმზე. არც სრულყოფილია და არც სათანადოდ დასაბუთებული. თუმცა, თავად ლიბერალი მოაზროვნეების შემოქმედების გაცნობა გვაფიქრებინებს, რომ არაფერია ამქვეყნად სრულყოფილი და დასრულებული. მითუმეტეს, რომ არც „ლიბერალიზმს“ აქვს პრეტენზია ღრმა „სამეცნიერო“ ხასიათზე, ზოგიერთი სხვა პოლიტიკური სისტემისაგან განსხვავებით. არც ლიბერალობის სიწმინდის საზომი ერთეულია დადგენილი, რომ ჩვენ ან ნებისმიერმა სხვამ მასში საკუთარი ვერაფერი შეცვალოთ ან ახალი დავამატოთ.

სინამდვილეში ლიბერალიზმი არის ძალიან დინამიური, ადაპტირებადი და პრაგმატული, მრავალგანზომილებიანი ცნება, რომელიც აერთიანებს დღევანდელი ყოფიერების პრობლემების გადაჭრის ხედვებს. „ლიბერალიზმი“ ეს არის იმ მოძღვრებათა გამაერთიანებელი სახელი, რომლებიც იკვლევენ თავისუფლებას ყოფიერ სამყაროში. მისი „ერთადერთი მიზანი ადამიანის მატერიალური კეთილდღეობის ამაღლებაა და არ ეხება მათ შინაგან, სულიერ ან მეტაფიზიკურ მოთხოვნილებებს. ის არ პირდება ადამიანებს ბედნიერებას და ღვთაებრივ ნეტარებას, არამედ მხოლოდ მაქსიმალურ დაკმაყოფილებას იმ სურვილებისა, რომელიც შეიძლება განხორციელდეს მატერიალურ სამყაროსთან ურთიერთობის ხარჯზე.“11

სამწუხაროდ, ქართული ეკონომიკური მეცნიერება ჯერ არ არის აქტიურად ჩართული ლიბერალიზმის კვლევაში, ისევე როგორც ქართული პოლიტიკა შორსაა ლიბერალური იდეებისაგან. მხოლოდ ერთ ქართულენოვან გვერდზე (www.economics.ge) თუ შევხვდებით მცირედ ინფორმაციას ლიბერალიზმზე და თითო-ოროლა პიროვნება, ძირითადად ენთუზიაზმის ხარჯზე თუ ავრცელებს გარკვეულ ცოდნას ლიბერალურ ეკონომიკაზე. თუმცა, სრულიად აშკარაა, რომ ცვლილებები ამ მიმართულებით მხოლოდ დროის საქმეა. შეადრებითი ინფორმაციული გახსნილობა და საერთაშორისო შრომის დანაწილებაში ქვეყნის ჩართვა, აუცილებლად შექმნის მოთხოვნას „ლიბერალიზმის“, ისევ როგორც სხვა მეცნიერული მიმართულებების კვლევაზე. მითუმეტეს, რომ ლიბერალური მიდგომებისა და მათი მრვალრიცხოვანი ინტერპრეტაციების შესახებ, შეიძლება უამრავი რამ ამოვიკითხოთ და სადავო გავხადოთ კლასიკური პოლიტ-ეკონომიური სკოლების წარმომადგენლებთან (სმითი, მილი,როკარდი, ტიურგო, კანტილონი, სეი, ბასტია, მოლინარი და ა.შ. სწავლებებში), „ავსტრიული სკოლის“ ავტორებთან (მენგერი, ბემ-ბავერკი, ვიზერი, შუმპეტერი, ფატერი, მიზესი, ჰაიეკი, რობინსი, ჰეზლიტი, ჰატი, რუეფი, ეინაუდი, კირცნერი, როტბარდი, გ.ნორტი, ჰეინე, ჰოპპე, ბლოკი, ჰილსმანი, სალენი, სალერნო და სხვ.) „მარჟინალისტებთან“ (ვალრასი, გოსენი, ვიკსტიდი, ვიკსელი, მური და სხვ.) „ნეოკლასიკოსებთან“ (ჯევონის, ი. ფიშერი, მარშალი, ნაიტი, ფრიდმენი, შვარცი, სტიგლერი, ს.ფიშერი, ლუკასი და სხვ.) „ორდო-ლიბერალებთან“ (ოუკენი, ბიომი, რიოპკე, მიულერ-არმაკი, ერჰარდი და სხვ.) „საზოგადოებრივი არჩევანის სკოლის“ მამამთავრებთან (ბიუკენენი, ტულოკი, ოლსონი და სხვ.) და თვით ძველ, ახალ და ფრანგ „ინსტიტუციონალისტებთანაც“ კი (ვებლესი, კომონსი, გელბრეიტი, კოუზი, დემსეცი, უილიამსონი, აჩიანი, პოზნერი, კალაბრეზი, ტომასი, ჩენი, ბარცელი, დ.ნორტი, ბეკერი, ბერლი, მინზომი, მეკლინგი, იენსენი, ფამა, კოოპმანსი, გროსმანი, ჰარტი, პოლანი, დე სოტო, პიგუ, ტავერნო, ბუაიე და სხვ.) და მრავალ სხვა ავტორთან, რომელთა შრომები იმავე ლიბერალური ინტერნეტის საშუალებით უკვე ყველასათვის ხელმისაწვდომია მრავალ ელექტრონულ გვერდზე: www.mises.org, www.acton.org. www.lewrokwell.com, www.cato.org, www.hazlitt.org, www.laissez-fairerepublic.com, www.free-market.net, www.antiwar.com, www.heritage.org, www.laissezfairebooks.com; www.capitalism.net. www.vonmisesinstitute-europe.org; www.independent.org www.cliches.org; www.freespeaker.org; www.praxeology.net; www.atlsusa.org www.ime-bg.org; www.econlib.org; www.cne.org; www.senholz.com. www.iea.org.uk; www.freedomsnest.com; www.fraserinstitute.ca; www.americanlibertyfoundation.org; www.timbro.com; www.smf.co.uk; www.civitas.org.uk; www.idees-action.fr; www.thepublicintrest.com; www.libertarian.co.uk; www.libertarium.ru; www.sapov.ru; www.eklit.agava.ru და ა.შ.

რამდენადაც სადაო არ უნდა იყოს ლიბერალიზმთან დაკავშირებული სხვა საკითხები, ერთი რამ სრულიად ნათელია: თავისუფლება - პირველმნიშვნელოვანი. აქ არ შეიძლება კომპრომისი, როგორც არ შეიძლება იყოს კომპრომისი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. სიმართლესა და სიცრუეს შორის. გონიერებასა და უგუნურობას შორის.12

გამოყენებული ლიტერატურა

1.ფრიდრიხ ფონ ჰაიეკი, „ლიბერალიზმი“, 1973;

2.იქვე;

3.ლუდვიგ ფონ მიზესი, „ლიბერალიზმი, კლასიკურ ტრადიციებში“, 1929;

4.მარი როტბარდი, „ძალაუფლება და ბაზარი“, 1970;

5.ლუდვიგ ფონ მიზესი, „ადამიანის მოღვაწეობა“, 1948;

6. .იქვე;

7.ვილჰელმ რიოპკე, „ჰუმანური საზოგადოება“, 1948;

8. ო'რურკე, „ზნედაცემულთა პარლამენტი“, 1991;

9. .მარი როტბარდი, „ძალაუფლება და ბაზარი“, 1970;

10.ჯონ სტიუარტ მილი, „თავისუფლების შესახებ“, 1859;

11. .ლუდვიგ ფონ მიზესი, „ლიბერალიზმი, კლასიკურ ტრადიციებში“, 1929;

12.აინ რანდი. „მხრებგაშლილი ატლასი“, 1957.

4 ადამ სმითის სიბრძნე

▲back to top


კლოდ ფრედერიკ ბასტია (1801-1850)

ფრანგი ეკონომისტი, ჟურნალისტი და კანონმდებელი, მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ფრედერიკ ბასტია მხარს უჭერდა კერძო საკუთრებას, თავისუფალ ვაჭრობასა და ხელისუფლების შეზღუდვას. მისი შრომები - „ეკონომიკური სოფიზმები“, „ეკონომიკური ჰარმონიები“, „კაპიტალი და პროცენტი“, „ის რაც ჩანს და ის რაც არ ჩანს“, „კანონი“, „ხელისუფლებადა სხვა მრავალი, გამოირჩევა მახვილგონივრულობით, დახვეწილობით და სიზუსტით. მასვე ეკუთვნის, გამოჩენილი შოტლანდიელი ფილოსოფოსისა და ეკონომისტის, ადამ სმითის საუკეთესო ნაშრომების საკვანძო შინაარსის მქონე ამონარიდებიდან მომზადებული კრებული, სახელწოდებითადამ სმითის სიბრძნე“. ბასტიას აზრით, თავისუფალი ბაზარი წარმოადგენს ინდივიდებს შორის ჰარმონიის წყაროს იმდენად, რამდენადაც ხელისუფლება შეზღუდულია გარეშე ძალადობისაგან ადამიანების სიცოცხლის, თავისუფლების და საკუთრების დამცველი ფუნქციებით. მისი ძალისხმევით, საფრანგეთის კანონმდებლობაში ეკონომიკური თავისუფლების მხარდამჭერი ბევრი ცვლილება შევიდა. მის შესახებ ინფორმაცია მოიპოვება შემდეგ ელექტონულ მისამართებზე: www.bastiat.org;bastiatland.org; www.bastiat.net; www.bastiat.de

ადამიანის ბუნება და ეკონომიკური ზრდა

ყოველი ადამიანის ერთფეროვანი, მუდმივი და განუწყვეტელი ძალისხმევა, რომ გაიუმჯობესოს საკუთარი პირობები, წარმოადგენს წყაროს, რომლისგანაც მომდინარეობს როგორც საზოგადოებრივი და ეროვნული, ისე კერძო დოვლათი. ის ხშირად საკმაოდ ძლევამოსილია, რომ მთავრობის მფლანგველობისა და ადმინისტრაციის შეცდომების მიუხდავად, მხარი დაუჭიროს ყოფიერების გაუმჯობესების ბუნებრივ პროგრესს. ცოცხალ არსებათა ცხოვრების შეუცნობელი პრინციპის მსგავსად, ეს ძალისხმევა, უმეტესწილად, სათანადოდ აღადგენს ჯანმრთელობასა და ძალას, არა მარტო ავადმყოფობის, არამედ ექიმების აბსურდული დანიშნულებების მიუხედავად.

გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი II, თავი III.

მშვიდობა, ხელსაყრელი გადასახადები და მოწყალე მართლმსაჯულება, არის ის მცირედი, რაც აუცილებელია, რომ სახელმწიფო დუხჭირი ბარბაროსობიდან სიმდიდრის მაღალ ხარისხამდე ამაღლდეს. ყველაფერი დანარჩენი მოვლენების ბუნებრივი მსვლელობისაგან გამომდინარეობს.

1755 წელს წაკითხული ლექცია, ციტირებულია დუალ სტიუარტის მიერ

ყოველი წარმოების ერთადერთი შედეგი და მიზანი არის მოხმარება; მწარმოებლის ინტერესი მხოლოდ იმდენად იქნება დაკმაყოფილებული, რამდენადაც ის მომხმარებლის უზრუნველყოფას მოახერხებს.

გამოკვლევა ხლხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი IV, თავი VII.

ადამიანი მოქმედებისათვის შეიქმნა და საკუთარი შესაძლებლობების დაძაბვით, ხელი უნდა შეუწყოს, თავისი და სხვების, გარემო პირობების შეცვლას იმგვარად, რომ ამით საუკეთესოდ იქნეს უზრუნველყოფილი თითოეულის ბედნიერება.

მორალური სენტიმენტების თეორია, ნაწილი II სექცია III თავი III

ცალკეული ადამიანის მდგომარეობის უხერხულობა იმაშია, რომ მის გემოზე არაფერია შექმნილი. ყველაფერში გაუმჯობესების საჭიროებას ხედავს. ადამიანის ცხოვრების მთელი ძალისხმებვა გამოყენებულია არა იმისათვის, რომ დაიკმაყოფილოს სამი მოკრძალებული მთხოვნილება, როგორიცაა საკვები, სამოსი და თავშესაფარი, არამედ უზრუნველყოს სიმყუდროვე, გემოვნების სინატიფისა და სიფაქიზის შესაბამისად.

ლექციები სამართალზე, პოლიტიკაზე, შემოსავლებზე და იარაღზე

უხილავი ხელი

ყოველი პიროვნება... საზოგადოდ, სინამდვილეში, არც განიზრახავს საჯარო ინტერესის განხორციელებას და არც იცის, რამდენად უწყობს ხელს მას. უცხოურთან შედარებით, ადგილობრივი წარმოების უპირატესი მხარდაჭერით, ის მხოლოდ საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნავს. ხოლო ამ წარმოების მართვაში იმ ხერხების გამოყენებით, რომელიც მაქსიმალური ღირებულებების შექმნას განაპირობებს, ის მხოლოდ საკუთარი მოგების მიღებას გეგმავს. ის ამ, ისევე როგორც სხვა ბევრ შემთხვევაში, უხილავი ხელით იმართება და ისეთ შედეგებს იღებს, რომელიც საერთოდ არ განუზრახავს.

გამოკვლევა ხლხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი II, თავი II.

მდიდარი და ღარიბი ყველა მათი მიღწევების შედეგებს იყოფენ. ისინი უხილავი ხელით იმართებიან, რომ ყოველივე, რაც აუცილებელია სიცოცხლისათვის, განაწილდეს ისე, როგორც ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, როდესაც დედამიწა თანაბრად იქნებოდა განაწილებული მის მცხოვრებთა შორის.

მორალური სენტიმენტების თეორია, ნაწილი IV, თავი I

ადამიანს, თითქმის მუდმივად, აქვს შესაძლებლობა დაეხმაროს თანამოძმეებს. ამავე დროს, ის ამაოდ დაელოდება სხვების დახმარებას მხოლოდ მათი გულმოწყალების იმედად.

გამოკვლევა ხლხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი I, თავი I

ჩვენ ველოდებით სადილს არა იმიტომ, რომ ყასბის, მელუდის ან მეფუნთუშის გულმოწყალების იმედი გვაქვს, არამედ მათი საკუთარი ინტერესებისადმი დამოკიდებულების გამო. ჩვენ ვექვემდებარებით არა მათ ადამიანურობას, არამედ მათ მიერ საკუთარი თავისადმი სიყვარულს, და ველაპარაკებით არა ჩვენს მოთხოვნილებებზე, არამედ მათ შესაძლო სარგებელზე.

გამოკვლევა ხლხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი I, თავი II.

დიდსულოვანი ადამიანი ყოველთვის ერთბაშად როდი კარგავს საკუთარი გულმოწყალების ნაყოფს.

მორალური სენტიმენტების თეორია, წიგნი I, თავი I

რამდენად ეგოისტურადაც არ უნდა წარმოვიდგინოთ ადამიანი, მისი ბუნების ზოგიერთი თვისება ხელს უწყობს, რომ ის დაინტერესებული იყოს სხვების წარამატებებით და მიიჩნევდეს, რომ მათი წარმატება მისთვის აუცილებელია. თუმცა პირადად მას, ყოველივე ეს, ჭვრეტის სიამოვნების გარდა, შესაძლოა არაფერს აძლევდეს.

მორალური სენტიმენტების თეორია, წიგნი I, თავი I

შრომის განაწილება

შრომის ნაყოფიერების მნიშვნელოვანი ამაღლება, აგრეთვე, ის უნარ-ჩვევები, მოხერხებულობა და გამჭრიახობა, რომლითაც ის იქნა მიღწეული, როგორც ჩანს, შრომის განაწილების შდეგია.

გამოკვლევა ხლხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი I, თავი I

სხვაობა ყველაზე საპირისპირო ხასიათებს შორის, მაგალითად, ფილოსოფოსსა და ჩვეულებრივ ქუჩის მებარგულს შორის, წარმოიშვება არა მათი ბუნების, არამედ მათი ადათის, ჩვევების და განათლების განსხვავებულობის გამო.

გამოკვლევა ხლხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი I, თავი II

რადგანაც შრომის განაწილების საფუძველს გაცვლების შესაძლებლობა ქმნის, განაწილების შესაძლებლობა ყოველთვის შეზღუდული უნდა იყოს გაცვლების შესაძლებლობის ჩარჩოებით ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბაზრის ჩარჩოებით.

გამოკვლევა ხლხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი I, თავი III

მებაღე, რომელიც საკუთარ ბაღს თავისივე მიწაზე უვლის, საკუთარ თავში აერთიანებს - მიწის მესაკუთრეს, ფერმერს და მშრომელს. შესაბამისად, მონაგარი მას უნდა უნაზღაურებდეს იჯარას, აძლევდეს მოგებას და უნაზღაურებდეს შრომას.

გამოკვლევა ხლხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი I, თავი VI

ყოველ ქვეყანაში, მიწისა და შრომის წლიური მონაგარი ბუნებრივად იყოფა სამ ნაწილად: მიწის იჯარა, შრომის ანაზღაურება და სარგებელი ძირითადი კაპიტალისაგან.

გამოკვლევა ხლხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი I, თავი XI

მთავრობის მფლანგველობა

ხელისუფლების ძალმომრეობის მიუხედავად, კაპიტალი უხმაუროდ და თანდათანობით გროვდებოდა, ცალკეული პიროვნებების პირადი მომჭირნეობისა და კარგი ხლმძღვანელობის შედეგად; მათი მრავალმხრივი, მუდმივი და თანმიმდევრული ძალისხმევით, რომ გაეუმჯობესებინათ მათი სკუთარი პირობები. ეს კანონით დაცული და ნებადართული ის ძალისხმევაა, რომელიც გულისხმობს თავისუფლებას, რომ წარმატებისათვის შერჩეული იქნეს ყველაზე ხელსაყრლი საშუალებები. სწორედ ეს განაპირობებდა ინგლისის წინსვლას კეთილდღეობისა და გაუმჯობესებისაკენ, თითქმის ყოველ წარსულ ეპოქაში.

ყველაზე დიდი თავხედობა და თავდაჯერებულობა მეფეებისა და მინისტრების მხრიდან, შესაბამისად, იმის სურვილი იქნებოდა, რომ მათ კერძო პირების სამეურნეო საქმიანობა შეეზღუდათ და მათი ხარჯები გაეკონტროლებინათ. არადა, თვითონ ისინი, ყველნი უკლებლივ, საზოგადოებაში ყოველთვის უდიდეს მფლანგველებს წარმოადგენენ.

გამოკვლევა ხლხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი II, თავი III

დიდი სახელმწიფოები არასდროს გაღარიბებულან კერძო პირების მიერ. თუმცა ასეთი რამ ხშირად მომხდარა, მოხელეთა მფლნგველობითა და არამართლზომიერი ქცევის შედეგად. ქვეყნების უმრავლესობში, სახელმწიფოს შემოსვალი მთლიანად ან თითქმის მთლიანად, არამწარმოებლური ადამიანების შესანახად გამოიყენება. ასეთი ხალხი, რომელიც თვითონ არაფერს არ აწარმოებს, მხოლოდ სხვების ნაშრომის ხარჯზე სულდგმულობს.

მათ შეუძლიათ მოიხმარონ მწარმოებელთა მთლიანი შემოსავლის იმდენად დიდი ნაწილი, რომ ამით ხელყონ წარმოების გაფართოებისათვის გათვალისწინებული დანაზოგები. ასე რომ, ცალკეული პიროვნებების ყოველგვარი მომჭირნეობა და კარგი მმართველობა არ იქნება საკმარისი, რომ ანაზღაურდეს წარმოების ის დანაკლისი და ზარალი, რომელიც მათი შემოსავლების ძალდატანებითმა და უხეშმა ხელყოფამ გამოიწვია.

გამოკვლევა ხლხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი II, თავი III

ბუნებრივი თავისუფლების სისტმის თანახმად, სუვერენს აქვს მხოლოდ სამი ვალდებულება, რომლიც უნდა შეასრულოს.

პირველი მოვალეობაა დაიცვას საზოგადოება, სხვა დამოუკიდბელი საზოგადოების ძალადობისა და შემოსევისაგან.

მეორე მოვალეობაა შეძლებისდაგვარად დაიცვას საზოგადოების ყვლა წევრი, საზოგადოების სხვა წევრების მხრიდან უსამართლო და ძალადობრივი ქმედებებისაგან, ანუ მოვალეა, სამართლიანი მართლმსაჯულება დაამყაროს.

მესამე მოვალეობაა დააფუძნოს და მხარი დაუჭიროს გარკვეულ საზოგადოებრივ საქმიანობასა და საზოგადოებრივ დწესებულებებს, რომლებსაც ვერ შექმნიდნენ და ვერ შეინახავნენ ცალკეული პიროვნებები ან მათი მცირე ჯგუფები.

გამოკვლევა ხლხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი IV, თავი IX

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის მფლანგველობა, უეჭველად, აფერხებდა ინგლისის ბუნებრივ განვითარებას სიმდიდრისა და აყვავებისაკენ, მან ვერ შესძლო, რომ სრულიად აღმოეფხვრა ის.

გამოკვლევა ხლხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი II, თავი III

თუ ერს არ შეუძლია, განვითარდეს სრულყოფილი მართლმსაჯულებისა და ჭეშმარიტი თავისუფლების გარეშე, მაშინ მსოფლიოში არ არსებულა ერი, რომელიც ოდესმე აყვავებას შეძლებს.

გამოკვლევა ხლხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი IV, თავი IX

სისტმის ადამიანი ხასიათდება თავდაჯერებულობით. ხშირად ის ისეა მოხიბლული მთავრობის მოწყობის შესახებ მის მიერვე შედგენილი იდეალური გეგმით, რომ ვერ იტანს მისგან ვერც ერთ, თუნდაც მცირეოდენ გადახრასაც კი. იგი აგრძელებს მის ჩამოყალიბებას მთლიანობაში და ცალკეული შემადგენელი ნაწილების მიხედვით, მუხედავად დიდი ინტერესებისა და ცრურწმენისა, რომელიც დაბრკოლებად შეიძლება მოევლინოს. მას ხიბლავს იმის წარმოდგენა, რომ შუძლია უზარმაზარი საზოგაოების წევრები ჭადრაკის ფიგურებივით იოლად მართოს. ის ანგარიშს არ უწვს, რომ ხელით მართული ჭადრაკის ფიგურებისაგან განსხვავებით, ადამიანური საზოგადოების დიდ საჭადრაკო დაფაზე, ყოველ ცალკეულ წევრს საკუთარი მოძრაობის პრინციპი გააჩნია. ამასთან, სრულიად განსხვავებული იმისაგან, რასაც საკანონმდბლო ხელისუფლება აწესებს, მათზე ზემოქმედების მიზნით.

თუმცა არ აცნობიერებს, თუ ეს ორი პრინციპი ერთმანეთს ემთხვევა და ერთი მიმართულებით ვითარდება, ადამიანების საზოგადოება ჰარმონიულად ვითარდება, მოაქვს ბედნიერება და წარმატება. თუ ისინი განსხვავდება და ურთიერთსაწინააღმდეგოა, თამაში არასასურველი მიმართულებით წარიმართება და საზოგადოებაში საყოველთაო უწესრიგობა დაისადგურებს.

საზოგადო მოღვაწის შეხედულებების ჩამოყალიბებისათვის უეჭველად საჭიროა, როგორც ზოგადი, ისე სისტემატიზირებული მოსაზრებები პოლიტიკისა და კანონმდებლობის სრულყოფის შესახებ. მაგრამ მათი განხორციელების დაჟინება, მით უფრო მათი ერთბაშად განხორციელება, მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა, საკმაოდ დიდ თავდაჯერებულობას მოითხოვს. კერძოდ, საზოგადო მოღვაწემ უნდა მოახდინოს ზნეობრივი კრიტერიუმების გამომუშავება, წარმოიდგინოს თავი, ყველაზე განათლებულ და ბრძენ ადამიანად ქვეყანაში და მოითხოვოს მის თანამოქალაქეთაგან, მის აზრს შეეგუონ და მისი მოთხოვნები შეასრულონ; და არა პირიქით, თავად მოერგოს მათ ნება-სურვილს. ამიტომაა სწორედ, რომ პოლიტიკური მოაზროვნეებისაგან ყველაზე სშიშნი, სუვერენი ბატონები არიან.

მორალური სენტიმენტების თეორია, წიგნი I, თავი I

დაგეგმვა, რეგულირება და სუბსიდიები

ყოველი ცალკეული პიროვნების ბუნებრივი მცდელობა, გააუმჯობესოს სკუთარი პირობები იმდენად ძლიერია, რომ მხოლოდ ამას, ყოველგვარი დახმარების გრეშე, არამარტო საზოგადოებრივი ცხოვრების სიმდიდრისა და აყვავებისაკენ წარმართვა შეუძლია, არამედ იმ ასობით სხვადასხვა დაბრკოლების დაძლევაც, რომლებიც ადამიანის მიერ გაუაზრებლად შექმნილი კანონების შედეგია და ხელს უშლის მის საქმიანობას.

გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი IV, თავი V, სექცია IV

იმის შემფასებლად თუ რამდენად შეესაბამება მომუშავე დაკავებულ ადგილს, უეჭველად შეიძლება დამქირავებლის გამჭრიახობას ვენდოთ, რომლის ინტერესებშიც ეს ყველაზე მეტად შედის. კანონმდებლის გარეგნული შეშფოთება (იმით), რომ მათ არ დაიქირაონ შეუფერებელი ადამიანი, უადგილო და დმთრგუნველია.

გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი I, თავი X

მომუშავეს, მისი მომხმარებლის გამო, უჩნდება რეალური და ეფექტური წესრიგის მოთხოვნილება. სამსახურის დაკარგვის შიში ზღუდავს მის თაღლითობას და აღმოფხვრის დაუდევრობას.

გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი I, თავი X

თეთრი ქაშაყის სიუხვე წონით განისაზღვრება, ის გემის წყალწყვის პროპორციულია და არა თევზის ჭერისას გაწეული გულმოდგინებისა და წარმატებისა ვშიშობ, რომ საკმაოდ ხშირად, გემები ტვირთამწეობით განსაზღვრავნ წამატებას და არა მასში თევზის რაოდენობით.

გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი IV, თავი V

დაბეგვრა

1. ყველა სახელმწიფოს სუბიექტი ვალდებულია, მთავრობას თავისი შესაძლებლობების პროპოციულად დაუჭიროს მხარი;

2. გადასახადი, რომელიც ვალდებულია გადაიხადოს ყველა ცალკეულმა პიროვნებამ, მკაცრად უნდა იყოს განსაზღვრული. მისი გადახდის დრო, ფორმა და ოდენობა უნდა იყოს გარკვეული და ცხადი, როგორც უშუალოდ გადამხდელისათვის, ასევე ყველა დანარჩენისათვისაც;

3. ყველა დაწესებული გადასახადი, უნდა იქნას აკრეფილი იმ დროს და იმ სახით, რომელიც ყველაზე მოსახერხებელია გადამხდელთათვის;

4. ყველა გადასახადი იმდენად მოხერხებულად უნდა დაწესდეს, რომ მან არ გადააჭარბოს, ხაზინის რეალურ საჭიროებებს.

პირველ რიგში, გადასახადების აკრეფას შეიძლება დასჭირდეს გადასახადის ამკრეფ მოხელეთა დიდი რაოდენობა; მეორე - ამას წარმოების შეჩერება და ხალხის საქმიანი აქტივობის შემცირება შეუძლია; მესამე - გადასახადის არგადამხდელი პიროვნების ქონების დაყადაღებისა და დაჯარიმების შემთხვევაში, შეიძლება ის პიროვნება და სარგებელი დაიკარგოს, რომელსაც მისი კაპიტალი საზოგადოებას მოუტანდა; მეოთხე - გადასახადების ამკრეფთა ხშირი და უსიამოვნო ვიზიტების დაწესება ზიანის მომტანი და მათი საქმიანობისათვის შემაფერხებელი იქნებოდა.

გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი V, თავი II, ნაწილი II

პრივატიზება

ევროპის ყველა მონარქიულ სახელმწიფოში, სატახტო მიწების გაყიდვას დიდი თანხების შემოტანა შეუძლია, როდესაც სატახტო მიწები კერძო საკუთრებაში გადაეცემა, რამდენიმე წელიწადის შემდეგ, ბევრად უფრო კარგად კულტივირებული და დამუშავებული აღმოჩნდება და გადასახადები, რომელსაც სახელმწიფო, ხალხის კეთილდღეობისა და მოხმარების დონის ზრდასთან ერთად, საბაჟო და აქციზური გადასახადებიდან მიიღებს, აუცილებლად გაიზრდება.

გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი I, თავი VII, ნაწილი II

არისტოკრატებს საკმაოდ ხშირად მიუღიათ მონაწილეობა სხვადასხვა სავაჭრო გარიგებებში და, როგორც კერძო პირები, ცდილობდნენ, რომ გამოესწორებინათ თავისი ფინანსური მდგომარეობა. მათ ხშირად უძებნიათ თავგადასავლები ვაჭრობის გავრცელებულ დარგებში, თუმცა იშვიათად მიუღწევიათ წარმატებისათვის. ხელგაშლილობა, რომლითაც ისინი ქონებას განაგებენ, თითქმის შეუძლებელს ხდის წარმატებას. ხშირ შემთხვევაში, არისტოკრატების ქონების მოურავებს მათი ბატონების სიმდიდრე ამოუწურავი ეჩვენებათ და მას შესაბამისადაც ეპყრობიან . ამასთან, არად დაგიდევენ, რა ფასით ყიდულობენ, ყიდიან და რა უჯდებათ საქონლის გადაზიდვა. არ არსებობს უფრო მეტად შეუთავსებელი პირი, ვიდრე მოვაჭრე და სუვერენია.

გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი V, თავი II, ნაწილი I.

ნებისმიერ ქვეყანაში პოლიტ-ეკონომიის ძითადი მიზანი, ამ ქვეყნის დოვლათისა და გავლენის გაზრდაა.

გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი II, თავი V

როგორც კი ამა თუ იმ ქვეყნის მიწა კერძო საკუთრებაში გადავიდა, მიწათმფლობელებს, სხვა ადამინათა მსგავსდ, ძალიან მოეწონათ მოემკოთ ის, რაც არ დაუთესიათ და იჯარა იმაზეც მოითხოვეს, რაც ამ მიწაზე ბუნებრივად მოდიოდა.

გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი I, თავი VI

მონოპოლია და კონკურენცია

მონოპოლია გონიერი მართვის უდიდესი მტერია.

გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი I, თავი XI, ნაწილი I

მონოპოლისტები, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით ცდილობენ, რომ ბაზარი პროდუქციით არ გააჯერონ და საკუთარ საქონელს ბუნებრივ ფასზე მეტად ყიდიან.

გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი I, თავი VII

მონოპოლიური ფასი ყველა შესაძლებელ ფასზე მაღალია.

გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი I, თავი VII

ბაზრის გაფართოება და კონკურენციის შეზღუდვა, მოვაჭრის ინტერესის საგანს ყოველთვის წარმოადგენს… აქედან გამომდინარე, კომერციულ საქმიანობაზე ყოველი ახალი კანონის ან დებულების შეთავაზება დიდი სიფრთხილით უნდა მოხდეს. ისინი არ უნდა მიიღონ მანამ, სანამ ხანგრძლივად და ძირფესვიანად, დაწვრილებით და ეჭვის თვალით არ იქნებიან შესწავლილი.

გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი I, თავი XI

ბუნებრივი, ანუ თავისუფალი კონკურენტული ფასი, არა მარტო ცალკეულ, არამედ უმეტს შემთხვევაშიც ყველაზე დაბალია.

ეს ის მინიმალური ფასია, რომლის უფლებაც შეიძლება გამყიდველმა საკუთარ თავს მისცეს და ამავე როს, თავისი ბიზნესიც გააგრძელოს.

გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი I, თავი VII

ნებისმიერი საქმიანობით დაკავებული უმრავლესობის ძალისხმევა, ყოველთვის ამ ძალისხმევის აუცილებლობის პროპორციულია. იქ, სადაც სრულყოფილი კონკურენცია არსებობს, კონკურენტთა დაპირისპირება, რომლებიც ბაზრიდან ერთმანეთის განდევნას ცდილობენ, ყოველ ადამიანს თავისი საქმის დიდი მონდომებით კეთებას ავალდებულებს.

დაპირისპირება და კონკურენცია, ნებისმიერ საქმიანობაში, მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს, რაც თვითდამკვიდრების სურვილიდან გამომდინარეობს და ხშირად დიდ ძალისხმევას საჭიროებს.

გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი V, თავი I, ქვეთავი III, მუხლი III

მოთხოვნა და ღირებულება

ყოველი ადამიანის დანაყრების სურვილი შეზღუდულია მისი კუჭის მოცულობით, მაგრამ საზღვარი არ გააჩნია ადამიანის ლტოლვას ყველანაირ ფუფუნებისაკენ, შენობების კეთილმოწყობისაკენ, ავეჯის, ტანსაცმლის და ეტლების შეძენისაკენ.

გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი I, თავი XI, ნაწილი II

ღირებულება დგინდება არა რაიმე დაწვრილებითი განზომილებებით, არამედ ბაზარზე ვაჭრობითა და მოლაპარკებებით. შესაბამისად, ეს უხეში თანასწორუფლებიანობის სახეა, რომელიც თუმცა უშეცდომო არაა, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში საკმარისია საქმიანობის გასაგრძელებლად.

გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი I, თავი V

სიმდიდრის განაწილება

ის, რაც უმრავლესობის პირობების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს, არ შეიძლება მთელი საზოგადოების საზიანოდ ჩაითვალოს. ვერცერთი საზოგადოება ვერ აყვავდება და გაბედნიერდება თუ მისი დიდი ნაწილი ღარიბი და უბედურია.

გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი I, თავი VIII

არც ერთი საყვედური ისე ხშირად არ გაისმის, როგორც ჩივილი ფულის ნაკლებობაზე.

გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი IV, თავი I

საბანკო საქმე და კაპიტალის დაგროვება

ფასიან ქაღალდებზე და, უმეტეს შემთხვევაში, ოქროსა და ვერცხლზე ჩატარებული გონივრულ;ი საბანკო ოპერაციები ქვეყანას შესაძლებლობს აძლევს, გააქტიუროს და გამოუყენებელი სიმდიდრე მწარმოებლური გახადოს.

გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი II, თავი II

წარმოებული პროდუქციის გაცვლის დროს, გარკვეული გასამრჯელო იმ პიროვნებას უნდა მიეცეს, რომელიც ამ სახიფათო სქმეში სააქციო კაპიტალით რისკავს.

გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი I, თავი VI

კაპიტალი იზრდება მომჭირნეობით და მცირდება მფლანგველობის და დაუდევრობის შედეგად.

გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი II, თავი III

კაპიტალის დაგროვების უშულაო პირობა მომჭირნეობაა და არა მრეწველობა. მრეწველობა მართლაც ქმნის დოვლათს, რომელიც მომჭირნეობის შემთხვევაში გროვდება, მაგრამ რაც არ უნდა აწარმოოს მრეწველობამ თუ ის მომჭირნეობით არ დაიზოგა, კაპიტალი არასდროს დაგროვდება.

გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი II, თავი III

კაპიტალის მფლობელი აუცილებლად არის მსოფლიოს მოქალაქე და არასოდეს არის მიჯაჭვული, რომელიმე, განსაზღვრულ ქვეყანაზე. მას სრული უფლება აქვს ის ქვეყანა დატოვოს, სადაც ცუდად ექცევიან და დიდ გადასახადებს ახდევინებენ. შეუძლია თავისი კაპიტალი რომლიმე სხვა ქვეყანაში გაიტანიოს, სადაც საქმის წარმოება უფრო ადვილია და სადაც ფორტუნა უფრო კეთილგანწყობილია. კაპიტალი ამუშავებს მიწას, ასაქმებს მუშახელს. გადასახადები, რომლებმაც აიძულეს გარკვეული ქვეყნიდან კაპიტალი წასულიყო, საბოლოოდ სუვერენისა და საზოგადოების ყოველგვარი შემოსავლის წყაროსაც ამოაშრობს.

გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი V, თავი II

თავისუფალი ვაჭრობა

შოტლანდიაში, მინის სათბურებისა და კონდენსატების საშუალებით, შესაძლებელია მივიღოთ კარგი ყურძენი, საიდანაც ძალიან კარგი ღვინო დადგება. ის ოცდაათჯერ ძვირი იქნება, საზღვარგარეთიდან იმპორტირებულ, თითქმის ისეთივე ხარისხის ღვინოსთან შედარებით. განა ჭკვიანურად მოვიქცეოდით, რომ მიგვეღო ისეთი კანონი, რომელიც ყველა უცხოური ღვინის იმპორტს აკრძალავდა, მხოლოდ იმ მიზნით, რომ შოტლანდიაში ბორდოს წითელი და ბურგუნდიული ღვინის წარმოება წაგვეხალისებინა?

გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი IV, თავი II

აქსიომაა, რომ ყველა კეთილგონიერი ოჯახის უფროსს წესად აქვს სახლში არ გააკეთოს ის, რაც მზა ნაწარმის ყიდვაზე ძვირი დაუჯდება. ის რაც კერძო ოჯახის ხელმძღვანელობისთვისაა კეთილგონიერი, კეთილგონიერია დიდი სახელმწიფოსთვისაც. თუ სხვა ქვეყანას ჩვენი იმაზე იაფი სქონლით უზრუნველყოფა შეუძლია, ვიდრე ჩვენ მისი წარმოება დაგვიჯდებოდა, უმჯობესია ის ვიყიდოთ და ჩვენს ქვეყანაში ის ვაწარმოოთ, რაშიც უპირატესობა გაგვაჩნია.

გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი IV, თავი II

იმის მოლოდინი, რომ ბრიტანეთში ოდესმე თავისუფალი ვაჭრობა აღდგება, ისეთივე სისულელე იქნებოდა, როგორც უტოპიის განხორციელება. ამას, არამარტო საზოგადოების ურწმუნოება, არამედ რაც უფრო ძნელად გადასალახია, მრავალ კერძო პირთა ინვტერესი აღუდგება წინ.

გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი IV, თავი II

ქონება, რომელსაც ყოველი ადამიანი შრომით მოიპოვებს, როგორც ყოველვარი საკუთრების საფუძველი, წმინდა და ხელშეუხებელია. ხელის შეშლა, რომ მან საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენოს თავისი ძალა და მოხერხებულობა, მეზობლისათვის ზარალის მიყენების გარეშე, ყველაზე წმინდა უფლების წართმევის ტოლფასია.

გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი I, თავი X, ნაწილი II

ნებისმიერი სახის უპირატესობებისა თუ შეზღუდვების ყოველგვარი სისტემა, შესაბამისად, ისე სრულად იქნა უკუგდებული, რომ ბუნებრივი თავისუფლების აშკარა და მარტივი სისტემა თავისთავად ჩამოყალიბდა. ყოველი ადამიანი სრულიად თავისუფალია, რომ მისი ინტერესი, მისივე არჩეული გზით დაიკმაყოფილოს... სუვერენი სრულიად განთავისუფლდა ვალდებულებისაგან, რომელთა განხორციელების მცდელობისას ის ყოველთვის დაუცველი იყო უამრავი შეცდომისგან და რომელთა სათანადო შესრულებისათვის საჭირო ადამიანური სიბრძნე და ცოდნა არასდოს არის საკმარისი; ეს იყო კერძო პირების სამეურნეო სქმეების მართვის ვალდებულება და მათი ამგვარი დასაქმება, რომ საუკეთესოდ დაკმაყოფილებულიყო საზოგადოების მოთხოვნილებები.

გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი IV, თავი IX

ბრიტანეთის უდიდესი იმპერია შეიქმნა ერთადერთი მიზნით - გაეზარდათ მომხმარებელთა რაოდენობა, რომლებიც იძულებელი იქნებოდნენ ჩვენი მწარმოებლებისაგან შეეძინათ ყველა ის საქონლი, რასაც ისინი აწარმოებდნენ. ფასზე იმ მცირედი ნამეტისათვის, რომელიც ამდაგვარ მონოპოლიას შეუძლია, რომ ჩვენს მწარმოებლებს მისცეს, ადგილობრივ მომხმარებლებს უნდა ეტვირთათ იმპერიის შენარჩუნებისა და დაცვის მთელი ხარჯები. მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზნით, ბოლო ორ ომში ას სამოცდაათი მილიონით მეტი დაიხარჯა, ვიდრე ამავე მიზნით წარმოებულ წინა ღონისძიებებში. ამ დავალიანების პროცენტი ბევრად მეტი იყო არამარტო იმ მოგებაზე, რომელსაც იძლეოდა ზე-მომგებიანი კოლონიალური ვაჭრობა, არამედ ვაჭრობის მთელ ბრუნვაზე ანუ იმ სქონლის მთლიან ღირბულებაზე მეტი, რომელიც გასაშუალოებული გათვლებით კოლონიებში იქნა ყოველწლიურად ექსპორტირებული.

გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი IV, თავი VII

დევიდ იუმი

ამგვარად, მიიცვალა ჩვენი საუკეთესო და დაუვიწყარი მეგობარი, რომლის ფილოსოფიურ აზრებს, ეჭვგარეშეა, კაცობრიობა სხვადასხვა შეფასებას მისცემს, მაგრამ მისი სიდიდისა და ხასიათის შესახებ ყველა ერთსულოვანი იქნება. თუმცა მთლიანობაში, როგორც მის ცხოვრებაში, ისე მისი გარდაცვალების შემდეგ, ყოველთვის ისე განვიხილავდი მას, როგორც იდეალთან მახლოებულ და ღირსებით დაჯილდოვებულ პიროვნებას, როგორიც შეიძლება კაცობრიობამ დაბადოს, მისი არასრულყოფილების გათვალისწინებით.

უილიან სტრაჩანისადმი წერილი, 1776 წლის 9 ნოემბერი

თარგმნეს:
ელენე გაგუამ და პაატა შეშელიძემ

5 თავისუფლების შესახებ

▲back to top


ჯონ სტიუარტ მილი (1806-1875)

ინგლისელი ფილოსოფოსი და ეკონომისტი, ,,აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიისხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი (1865-1868), ჯონ სტიუარტ მილის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანეს მამამ - ჯეიმს მილმა და ჯერემი ბენთამმა, რომლებიც უტილიტარისტული ფილოსოფიის მიმდევრები იყვნენ. თუმცა, ჯონ სტიუარტ მილი არ მოექცა არც მათი გავლენის და არც მათი სახელების ჩრდილ ქვეშ. მან, საკუთარი შეხედულებების სრულყოფის მიზნით სხვა პოლიტკური და ეკონომიკური მოძღვრებებიც შეისწავლა, რის შედეგადაც 1843 წელს გამოსცა ნაშრომი ,,ლოგიკის სისტემა.“ 1848 წელს ამას მოჰყვა ნაშრომი ,,პოლიტიკური ეკონომიკის პრინციპები.“ რომლითაც მან უტილიტარიზმს ჰუმანიტარული ელფერი შესძინა, ხოლო მას - სახელი და პატივისცემა მოუხვეჭა. უტილიტარიზმის თემას ის კიდევ ერთხელ დაუბრუნდა, როცა 1861 წელს ამავე სახელწოდების ნაშრომი გამოაქვეყნა. ჯონ სტიუარტ მილი აგრეთვე ცნობილია, როგორც 19 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პუბლიცისტი, რომელიც ინტერესს ლოგიკისა და ეთიკური თეორიისადმი იჩენდა. მისი ყველაზე ცნობილი ნაშრომია ნარკვევი ,,თავისუფლების შესახებ“ (1859), რომლის მიმართ ინტერესი დღემდე არ განელებულა, რადგან ყურადღება გამახვილებულია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა სახალხო ხელისუფლების ტირანიაში გადაზრდის საფრთხე და ილაშქრებდა გაბატონებული აზრის ტირანიის წინააღმდეგ. ნიშანდობლივია, რომ მისი სხვა ნაშრომები უფრო სამართლიანი განაწილებისა და სხვა სოციალისტური იდეებისადმი თანაგრძნობითაა გამსჭვალული, რამაც გარკვეული ნიადაგი შეუქმნა ლიბერალური ინტელექტუალების თანდათანობით დაახლოებას სოციალისტებთან და ლიბერალური სოციალიზმის იდეების ჩამოყალიბებას. მის შესახებ ინფორმაცია მოიპოვება შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: http://www.utilitarianism.com/jsmill.htm; http://www.utm.edu/research/iep/m/milljs.htm

თავი პირველი, შესავალი ნაწილი

ამ ნარკვევის თემა სულაც არ გახლავთ ე.წ. ნების თავისუფლება, რომელსაც სამწუხაროდ ,,ფილოსოფიური საჭიროების“ დამახინჯებულად წარმოდგენილ დოქტრინას უპირისპირებენ. ნარკვევი ეხება სამოქალაქო, ანუ საზოგადოებრივ თავისუფლებას; იმ ძალაუფლების ხასიათს და საზღვრებს, რომელსაც იშვიათად აღნიშნავენ და ზოგადი სახით კიდევ უფრო იშვიათად განიხილავენ. თავისი ფარული არსებობით ეს საკითხი უდიდეს გავლენას ახდენს ჩვენ დროში მიმდინარე დისკუსიებზე და მას უახლოეს მომავალში აღიარებენ, როგორც მომავლის უმნიშვნელოვანე საკითხს. ეს სულაც არ გახლავთ ახალი თემა. გარკვეულწილად, ის უხსოვარი დროიდან მოსდევდა კაცობრიობას. დღეს, როდესაც გაცილებით ცივილიზებული არსებები განვითარების გზას ადგანან, საკითხი სრულიად ახალი ფორმით, ახალი პირობებით წარმოჩინდება და უფრო განსხვავებულ და საფუძვლინ მიდგომას ითხოვს.

თავისუფლებასა და ძალაუფლებას შორის ბრძოლა, იმ ისტორიული სინამდვილის ყველაზე ნათლად გამოხატული თვისებაა, რომელსაც ადრეული ეტაპიდან ვიცნობთ; განსაკუთრებით, საბერძნეთში, რომსა და ინგლისში. მაგრამ ეს დაპირისპირება სუბიექტებს, ან სუბიექტების გარკვეულ კლასებსა და ხელისუფლებას შორის მიმდინარეობდა. თავისუფლებაში იგულისხმებოდა პოლიტიკური მმართველების ტირანიისაგან დაცვა. მიიჩნეოდა, რომ ხელისუფალნი უსათუოდ (საბერძნეთის ზოგიერთი სახალხო მმართველობის გარდა) დაპირისპირებული იყვნენ იმ ხალხთან, რომელსაც მართავდნენ. ხელისუფლებას წარმოადგენდა ან უბრალოდ ერთი მმართველი, ან მმართველი კლანი, ან კასტა, რომელმაც მართვის უფლება ბრძოლით ან მემკვიდრეობით მოიპოვა. მათი ხელმწიფება არ გამომდინარეობდა მართულთა სურვილიდან, მაგრამ ხალხი ვერ ბედავდა, რომ ეჭვი შეეტანა მათ უზენაესობაში, შესაძლოა, დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით. ხელისუფალთა ძალაუფლება აღიქმებოდა, როგორც უაღრესად საჭირო, მაგრამ ასევე ძალიან სახიფათო რამ. ის იყო იარაღი რომლის გამოყენებაც შეიძლებოდა როგორც გარეშე მტრის, ისე თვით მართული სუბიექტების წინააღმდეგ. უამრავი მტაცებლის თავდასხმისაგან საზოგადოების შედარებით სუსტი წევრების დასაცავად, საჭირო იყო უფრო ძლიერი მტაცებელი, რომელსაც დანარჩენი მტაცებლების ალაგმვა ევალებოდა: რამდენადავ მტაცებლების მეფე არანაკლებ ძარცვავდა ხალხს, ვიდრე სხვა წვრილფეხა მხეცები, აუცილებელი ხდებოდა მისი ბრჭყალებისაგან დაცვა, სწორედ ამიტომ პატრიოტებმა მიზნად დაისახეს საზოგადოებაზე მმართველის ძალაუფლების შეზღუდვა. თავისუფლებაში ისინი სწორედ ამ შეზღუდვას გულისხმობდნენ. ამ მიზნით მათ ორ ხერხს მიმართეს. პირველი მოიპოვეს გარკვეული პრივილეგიების აღიარება. დავარქვათ ამას პოლიტიკური თავისუფლება ან უფლებები, რომელთა დარღვევა მმართველის მიერ აღიქმებოდა, როგორც მისი ვალდებულების დარღვევა და ამ უფლებების დარღვევის შემთხვევაში გარკვეული წინააღმდეგობა, ან საერთოდ ამბოხება უკვე გამართლებულად ითვლებოდა. მეორე, რომელსაც უფრო მოგვიანებით მიმართეს, იყო კონსტიტუციური საზღვრების დაწესება, რომლის მიხედვითაც საზოგადოების, ან მათი ინტერესების გამომხატველი სხვა რომელიმე საზოგადოებრივი ინსტიტუტის თანხმობა აუცილებელი პირობა გახდა, მმართველი ძალაუფლების შედარებით მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად. ამ ორი მეთოდიდან პირველი შედარებით ეფექტური გამოდგა: მმართველი ძალაუფლება ევროპის უმრავლეს ქვეყანაში მეტ-ნაკლებად იძულებული გახდა დაეთმო. მაგრამ ასე არ მოხდა მეორე მეთოდის შემთხვევაში. ამ ამოცანის შესრულება, ან უფრო მეტის მიღწევა, გარკვეული წარმატებების მოპოვების შემთხვევაში, თავისუფლების მოტრფიალეთა პრინციპული მიზანი გახდა. ამდენად, ადამიანებს აკმაყოფილებდა ერთ მტერთან მეორის საშუალებით ბრძოლა და უფლებას აძლევდნენ ყოფილიყვნენ მართულნი მმართველის მიერ იმ პირობით, რომ მისი ტირანიისაგან მეტ-ნაკლებად ეფექტურად იქნებოდნენ დაცული, მაგრამ მათი მისწრაფებები ამ წერტილს დიდად არ გასცდენია.

თუმცა ადამიანთა ურთიერთობების განვითარების კვალდაკვალ დადგა დრო, როდესაც ადამიანებმა შეწყვიტეს ფიქრი იმაზე, რომ ბუნების გარდაუვალობის გამო ხელისუფლება დამოუკიდებელი ძალა უნდა ყოფილიყო და მათივე ინტერესებს დაპირისპირებოდა. უფრო მისაღები აღმოჩნდა ის აზრი, რომ სახელმწიფო მოხელეები მხოლოდ დროებითი მმართველები, ანუ დელეგატები ყოფილიყვნენ და რომელთაც საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიწვევდნენ. მიიჩნეოდა, რომ მხოლოდ ამ გზით იყო შესაძლებელი, მიღწეულიყო სრული უსაფრთხოება, მათი ინტერესების წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების დროს. თანდათანობით მმართველების დროებითობა და სახალხო პარტიების არჩევითობა, სადაც კი ეს პარტია არსებობდა, მთავარ ამოცანად გადაიქცა და გარკვეული ხარისხით, ხელისუფალთა ძალაუფლების შეზღუდვის შესახებ მოთხოვნას ჩაენაცვლა. ძალაუფლების შეზღუდვის მოთხოვნა, ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდა, რამდენადაც ბრძოლა იმისთვის გაგრძელდა, რომ ხელისუფლება ხალხის პერიოდულ არჩევანზე გამხდარიყო დამოკიდებული. ეს უკვე ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული ხერხი იყო, რომელთა ინტერესებიც, როგორც წესი, ხალხის ინტერესებს უპირისპირდებოდა. ახალი მოთხოვნების თანახმად, მმართველები ხალხთან უნდა ყოფილიყვნენ გაიგივებული და მათი ინტერესები და ნება, ხალხის ინტერესების და ნების გამომხატველი უნდა ყოფილიყო. ამ შემთხვევაში ერს მისივე ნებისაგან დაცვა აღარ დასჭირდებოდა. ტირანის საფრთხე აღარ იარსებებდა, თუკი ხალხის წინაშე ხელისუფალთა პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა და ხალხს, განსაზღვრულ ვადაში, მმართველთა გათავისუფლების უფლება ექნებოდათ. ასეთ შემთხვევაში ხალხს უკვე შეეძლო გარკვეულწილად ნდობა გამოეცხადებინა საკუთარი ხელისუფლებისადმი და ეკარნახა, თუ როგორ გამოეყენებინა მათ მიერ მინიჭებული ძალაუფლება. მმართველთა ძალაუფლება სხვა არაფერი იქნებოდა, თუ არა თავად ხალხის კონცენტრირებული ძალაუფლება, წარმოდგენილი ყველაზე ხელსაყრელი ფორმით. საკითხისადმი ასეთი მიდგომა გავრცელდა და ის, ევროპელი ლიბერალების უკანასკნელი თაობისთვისაც კი მისაღები აღმოჩნდა. კონტინენტურ ნაწილში, ეს აზრი ჯერ კიდევ დომინირებს. ისინი, ვინც აღიარებენ ხელისუფლების ძალაუფლების შეზღუდვის აუცილებლობა, ბრწყინვალე გამონაკლისებს წარმოადგენენ ევროპის პოლიტიკურ მოაზროვნეებს შორის, თუ არ ჩავთვლით იმ ფილოსოფოსებს, რომლებიც თვლიან, რომ ხელისუფლება საერთოდ არ უნდა არსებობდეს. მსგავსი აზროვნება შეიძლება ჩვანთანაც მისაღები გამხდარიყო, შესაბამისი პროცესები რომ ჩვენს ქვეყანაშიც უცვლელად გაგრძელებულიყო.

პოლიტიკურ და ფილოსოფიურ თეორიებში, ისევე როგორც ადამიანებში, წარმატებას წინა პლანზე ის ნაკლოვანებები და სუსტი მხარეები გამოაქვს, რომლებიც წარუმატებლობის შემთხვევაში შეუმჩნეველი რჩება. ის მოსაზრება, რომ სულაც არ არის საჭირო ხალხის ძალაუფლების მათ მიერვე შეზღუდვა, აქსიომატური ჩანდა იმ პირობებში, როდესაც ხალხის მმართველობა მხოლოდ ოცნების სფეროს განეკუთვნებოდა, ან აღიქმებოდა, როგორც წარსულის შორეული პერიოდის კუთვნილება. ისეთმა ხანმოკლე გადახვევებმა, როგორიც იყო, მაგალითად, საფრანგეთის რევოლუცია, ამ მოსაზრებაზე არ იმოქმედა. ამ რევოლუციის ყველაზე უარყოფითი მხარე ის იყო, რომ ამბოხება სახალხო ორგანიზაციების ძალისხმევის შედეგი კი არ იყო, არამედ სპონტანური და კონვულსიური ამბოხი, მონარქიული და არისტოკრატიული დესპოტიზმის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, ადრეულ პერიოდში დემოკრატიული რეპუბლიკების ტიპმა, მსოფლიოს უდიდესი ნაწილი დაიკავა და საერთაშორისო საზოგადოების ყველაზე გავლენიანი წევრის სახელი დაიმკვიდრა, რის გამოც არჩევითი და პასუხისმგებელი ხელისუფლება, დაკვირვებისა და კრიტიკის ობიექტად იქცა. ისეთი ფრაზები, როგორიცაა ,,თვითმართველობა“ და ,,ხალხის ძალაუფლება საკუთარ თავზე“ საქმის არსს ზუსტად აღარ ასახავდა. ,,ხალხი“, რომელსაც ხელთ ეპყრა ძალაუფლება, ყოველთვის არ წარმოადგენდა იმათ, ვის მიმართაც ეს ძალაუფლება იყო გამოყენებული. ყბადაღებული ,,თვითმმართველობა“ გულისხმობდა, არა თითოეულის მმართველობას ყველა დანარჩენის მიერ. მეტიც, ,,ხალხის ნება“ პრაქტიკულად ნიშნავს რიცხვითი უმრავლესობის, ან უფრო აქტიური ნაწილის ნებას. უმრავლესობამ, ანუ იმ ნაწილმა, რომელმაც მოიპოვა დანარჩენებისგან უმრავლესობად ცნობის უფლება. საკუთარი რიცხოვნული უპირატესობის გამო, შეიძლება მოინდომოს სხვების შეზღუდვა. ამიტომაც, უსაფრთხოების ზომების მიღება ამ ძალადობის წინააღმდეგ, ისევე აუცილებელია, როგორც უფლებამოსილების გადამეტების ნებისმიერი სხვა ფორმის წინააღმდეგ. ამდენად, მთავრობის ინდივიდებზე ძალაუფლების შეზღუდვა, სულაც არ კარგავს თავის მნიშვნელობას, როდესაც ხელისუფალნი საზოგადეოების წინაშე, ანუ სზოგადოების ყველაზე აქტიური ნაწილის წინაშე მუდმივად პასუხისმგებელნი არიან. ამ თვალთახედვამ ადვილად დაიმკვიდრა ადგილი და თანაბრად მისაღები აღმოჩნდა მოაზროვნეებისათვის და ევროპული საზოგადოების იმ მნიშვნელოვანი ნაწილისათვის, რომელთა რეალურ, ან წარმოსახვით ინტერესებს დემოკრატია უპირისპირდებოდა. პოლიტიკურ აზროვნებაში ,,უმრავლესობის ტირანია“ ერთ-ერთია იმ საფრთხეთაგან, რომლის წინააღმდეგაც საზოგადოება მუდმივად სადარაჯოზე უნდა დადგეს.

სხვა სახის ტირანიების მსგავსად, უმრავლესობის ტირანიაც საკმაოდ სახიფათოა და უმთავრესად, საზოგადოებრივი ინსტიტუტების მიერ განხორციელებულ ქმედებებში გამოიხატება. გონებაგახსნილმა პიროვნებებმა გაათვითცნობიერეს, რომ ცალკეული ინდივიდებისაგან კოლექტიურად შემდგარი ტირანული საზოგადოების მიერ გამოყენებული რეპრესიული მეთოდები, ყოველთვის არ ემთხვევა ძალმომრეობის იმ მეთოდებს, რომლებიც საზოგადოებამ მისივე პოლიტიკურ ფუნქციონერთა ხელით შეიძლება გამოიყენოს. საზოგადოებას შეუძლია და იძლევა კიდეც საკუთარ განკარგულებებს. თუ ის იძლევა მცდარ, არასწორ ან ისეთ განკარგულებას, რომლის უფლებაც არ აქვს, მაშინ ადგილი აქვს ისეთ სოციალურ ტირანიას, რომელიც პოლიტკური ზეწოლის ბევრ სხვა სახეზე უფრო სახიფათოა. ამდენად, ტირანია გადარჩენის ძალიან ცოტა შანსს ტოვებს. ის, კიდევ უფრო ღრმად აღწევს ადამიანთა ცხოვრების სიღრმეებში და იმონებს მათ. ამიტომაც, მხოლოდ ხელისუფალთა ტირანიისაგან დაცვა, საკმარისი აღარ არის. საჭიროა ასევე დომინირებული აზრისა და გრძნობის ტირანიისაგან დაცვა; გარკვეული ზომების მიღება საზოგადოების იმ ტენდენციის წინააღმდეგ, რომელიც განსხვავებული აზრის მქონე საზოგადოების ნაწილზე, საკუთარი აზრებისა და ქმედებების მოხვევას და ამ ქმედებების ქცევის ნორმებად დაკანონებას გულისხმობს; ასევე, აუცილებელია არ იქნეს დაშვებული, რომ ტირანულმა საზოგადოებამ შესძლოს მასთან დაპირისპირებული პიროვნებების ჩამოყალიბებისა და განვითარების ხელის შეშლა; საზოგადოების თითოეულ წევრზე ზეწოლა, რათა მათ მიიღონ ტირანული საზოგადოების მოდელი. არსებობს გარკვეული ზღვარი, რომელიც განსაზღვრავს კოლექტიური აზრის ინდივიდუალურ თავისუფლებაში შეჭრის კანონიერებას და ამ საზღვრის მიგნება და მისი გამოყენება აგრესიის წინააღმდეგ, ადამიანთა ურთიერთობების აუცილებელი პირობაა, რაც პოლიტიკური დესპოტიზმისაგან დაცვას გულისხმობს.

ზოგადად, ეს მოსაზრება ნაკლებად საკამათოა, თუმცა, ჩნდება პრაქტიკული კითხვა: სად გადის ეს ზღვარი, როგორ უნდა შეთავსდეს ინდივიდის თავისუფლება საზოგადოებრივ კონტროლთან? ეს ის სფეროა, რომელიც დეტალურ ანალიზს მოითხოვს. სხვა ადამიანთა ქმედებებზე გარკვეული შეზღუდვების დაწესება ადამიანთა ცხოვრების ღირებულებებს განსაზღვრავს. შესაბამისად,, ზოგიერთი შეზღუდვა უპირველეს ყოვლისა კანონის მიერ უნდა განისაზღვროს, ხოლო იმ საკითხებში, რომლის დარეგულირებაც კანონის მიერ არ ხდება, აზროვნებას უნდა მიეცეს გასაქანი. რას უნდა წარმოადგენდეს ეს წესები? აღნიშნული საკითხი ადამიანთა ურთიერთობებში უმნიშვნელოვანესია. ზოგიერთი იშვიათი გამონაკლისის გარდა, ამ პრობლემის გადაწყვეტისათვის ძალიან ცოტა თუ გაკეთებულა.

ყველა ქვეყანამ ყველა საუკუნეში, აღნიშნული საკითხი სხვადასხვანაირად გადაწყვიტა. ერთ საუკუნეში მიღებული გადაწყვეტილება, ან ერთ ქვეყანაში მიღებული გადაწყვეტილება, მეორისათვის სრულიად განსხვავებული და გასაკვირია. და მაინც, ნებისმიერი ქვეყნის, ან ეპოქის ხალხი, მას რაიმე განსაკუთრებულ პრობლემად არასოდეს მიიჩნევდა. თითქოს ამ საკითხზე, კაცობრიობა დიდი ხანია შეთანხმდა. საკუთარი თავისთვის დაწესებული ქცევის ნორმები მათთვის აქსიომატური და თვითგამამართლებელი ჩანს. ეს ყოვლისმომცველი ილუზია, რომ ადამიანების მიერ საკუთარი თავისთვის დადგენილი ქცევის ნორმების დაცვის შემთხვევაში, ადამიანები უბედურებას თავიდან აიცილებენ, ტრადიციის ეფექტია. ადამიანები, წეს-ჩვეულებების რაიმე მოტივით ახსნას საჭიროდ არ თვლიან.

ხალხი მიჩვეულია, რომ სჯეროდეს და უდრტვინველად იწამოს ფილოსოფოსობისკენ მისწრაფული ადამიანების, რომ მათი წინათგრძნობები, ამ სახის მოვლენებზე, გონებით განსჯაზე უმჯობესია და გონების მოხმობა საჭირო არ არის. ადამიანთა ქცევების შესახებ მათ მოსაზრებას, თითოეული პიროვნების გონებაში არსებული შეხედულება განსაზღვრავს - ყველა მის მსგავსად უნდა მოიქცეს. სინამდვილეში არავინ აღიარებს, რომ მისეული შეფასების სტანდარტი, მხოლოდ მისი საკუთარი პოზიციაა. დასაბუთების გარეშე, შეხედულება ქცევის ნორმების შესახებ, მხოლოდ ერთი პიროვნების პროირიტეტად შეიძლება ჩაითვალოს და თუ ამ შეხედულებას სხვა ადამიანებიც იზიარებენ, მაშინ ეს უკვე ერთის ნაცვლად, ბევრი ადამიანის შეხედულებად აღიქმება. თუმცა, ჩვეულებრივი ადამიანისთვის, მისი პირადი პრიორიტეტი არა მარტო სრულიად საკმარისი, არამედ ერთადერთი მოტივაციაა, რომელიც განსაზღვრავს მის წარმოდგენას მორალის, გემოვნების, ქცევის შესახებ, რაც ნათლად არ არის გამოხატული მის რელიგიურ კრედოში; პირადი პრიორიტეტი, თვით რელიგიური კრედოს მისეულ შემეცნებაშიც მთავარი მეგზურია.

ადამიანის მოსაზრებების ჩამოყალიბებაზე, იმისდამიხედვით, თუ რა არის მოსაწონი და გასაკიცხი, სხვადასხვა მიზეზი ზემოქმედებს, რომლებიც, თავის მხრივ, ადამიანების სურვილებზე ახდენს გავლენას. ეს მიზეზი იმდენად მრავალრიცხოვანია, რამდენადაც ადამიანები, რომლებიც თავიანთ სურვილებს განსაზღვრავენ. მიზეზებში შეიძლება იგულისხმებოდეს მათი ცრურწმენები და სტერეოტიპები, მათი სოციალური და არც თუ იშვიათად, მათი ანტისოციალური პრიორიტეტები, შური და ეჭვი, ქედმაღლობა და ამპარტავნება. უფრო ხშირად, მათი სურვილები და შიშები, კანონიერი ან უკანონო ინტერესები. ქვეყნის მორალის ძირითადი პრინციპები მმართველი კლასის ინტერესებიდან და მათი კლასის უპირატესობის შეგრძნებიდან გამომდინარეობს. იქ, სადაც მმართველი კლასია, სპარტელებსა და ჰელიოტებს, პლანტატორებსა და ზანგებს, მმართველებსა და ხელქვეითებს, კეთილშობილებსა და მდაბიოებს, მამაკაცებსა და ქალებს შორის განსხვავებულმა მორალმა აღნიშნული კლასების ინტერესები და შეხედულებები წარმოშვა. ის დამოკიდებულება, რომელიც ამგვარად წარმოიშვა, თავის მხრივ, უპირატესი კლასის წევრების მორალურ შეხედულებებსა და მათ ურთიერთდამოკიდებულებაზე რეაგირებს. მეორე მხრივ, იქ, სადაც მმართველმა კლასმა დაკარგა გავლენა, ან სადაც ამ კლასის მმართველობა არაპოპულარულია (მიუღებელია სხვა კლასისთვის), ყველაზე მეტად გავრცელებული მორალური შეხედულებები, ხშირად მმართველი კლასის უპირატესობის მიმართ სიძულვილის შთაბეჭდილებას ტოვებს. კიდევ ერთი უდიდესი პრინციპი, რომელიც ქცევის, ქმედებისა თუ უმოქმედობის ნორმებს განსაზღვრავს და რომელიც ცხობრებაში დამკვიდრდა კანონების თუ შეხედულებების საშუალებით, გულისხმობს კაცობრიობის მორჩილებას იმ შეხედულებების საშუალებით, გულისხმობს კაცობრიობის მორჩილებას იმ შეხედულებების მიმართ, რაც მათ დროებით მმართველებს თუ სარწმუნოებას მიაჩნია მისაღებად ან მიუღებლად. ეს მორჩილება მოჩვენებითი სულაც არაა. სწორედ მან დაუდო სათავე სრულიად გამორჩეულ სიძულვილის გრძნობას და აიძულა ადამიანები ცეცხლზე დაეწვათ ჯადოქრები და ერეტიკოსები. საზოგადოების ძირითად და აშკარა ინტერესებს, მორალური შეხედულების ჩამოყალიბებაში საკმაოდ დიდ ნაწილი მიუძღოდა: ადამიანებს გაუჩნდათ სიმპათიები და ანტიპათიები. ამ სიმპათიებსა და ანტიპათიებს, არავითარი კავშირი არ ჰქონდათ საზოგადოების ინტერესებთან. თუმცა, სწორედ ისინი იქცნენ უდიდეს ნაწილად მორალის ჩამოყალიბებაში.

საზოგადოების, ან მისი უმეტესი ნაწილის შეხედულებების ქცევის წესების მმართველობის შესახებ, პრაქტიკულად გვევლინება იმ კანონების ან ნორმების განმსაზღვრელად, რომლის დაცვა ზოგადად დასჯის შიშით ან რწმენით ხდება. საზოგადოების მოწინავე ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს პრინციპი უტყუარია. თუმცა, ისინი წინააღმდეგობაში მოდიან მის გარკვეილ დეტალებთან. მათ დაიწყეს იმის ძიება, თუ რა უნდა მოსწონდეს საზოგადოებად და ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ იმის დადგენას, რამდენას საჭიროა ინდივიდებისათვის კანონად იქცეს ის, რაც საზოგადოებისთვის მისაღებია. ისინი უფრო პრიორიტეტულად მიიჩნევენ გარკვეული საკითხების მიმართ კაცობრიობის შეხედულებების შეცვლისაკენ სწრაფვას, ვიდრე გაერთიანებას თავისუფლების დასაცავად.

რელიგიური მრწამსი აღმოჩნდა ერთადერთი საკითხი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა მიენიჭა და თანმიმდევრულად იქნა განხილული. ეს იყო საკითხი, რომელიც საინტერესოა მრავალი კუთხით და არანაკლებ საინტერესო ამ თვალსაზრისით, რომ ის წარმოადგენს ყველაზე თვალშისაცემ მაგალითს იმ ცდომილებისა, რომელსაც ზნეობას უწოდებენ: რადგანაც რელიგიური სიძულვილი თავგამოდებულ მორწმუნე ადამიანებში არის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიოდ გამოხატული ზნეობრივი შეგრძნების მაგალითი. მათ, ვინც პირველად დაამსხვრია უნივერსალური ეკლესიის უღელი, იმდენად მცირე სურვილი გააჩნდათ დაეშვათ რელიგიურ აზრთა განსხვავებები, რამდენადაც თავად ეკლესიას. მაგრამ, როდესაც კონფლიქტი დასრულდა ისე, რომ მოგებული არც ერთი მხარე არ დარჩენილა და თითოეული ეკელსია თუ სექტა იძულებული გახდა გამოთხოვებოდა, მათ მიერ უკვე დაკავებული მიწების სამუდამოდ შენარჩუნების იმედს. უმცირესობა მიხვდა, რომ უმრავლესობად გახდომის არანაირი შანსი აღარ ჰქონდა და იძულებული გახდა მათთვის, ვისი მოქცევაც თავად ვერ შეძლეს, განსხვავებული რელიგიური მიმართულების განვითარებისთვის უფლება გამოეთხოვა. შესაბამისად, ინდივიდის უფლებები საზოგადოების წინააღმდეგ დაცული აღმოჩნდა, ხოლო საზოგადოების მოთხოვნა, რომ ძალა ყოფილიყო გამოყენებული განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების წინააღმდეგ, აშკარად დაუპირისპირდა ამ პრინციპებს. დიდ მწერლები, რომლებთანაც ქვეყნიერება ვალშია რელიგიური თავისუფლების მოპოვებისთვის, ყურადღებას ძირითადად ამახვილებდნენ სინდისის თავისუფლებაზე, როგორც განუყოფელ უფლებაზე და სულიერად უარყოფდნენ პიროვნების ანგარიშვალდებულებას სხვების მიმართ, რელიგიური რწმენის საკითხებში. აზრთა სხვადასხვაობა რწმენის მნიშვნელოვან საკითხებში იმდენად ბუნებრივია, რომ პრაქტიკულად რელიგიური თავისუფლება არ არსებობს, გარდა იმ შემთხვევისა, სადაც რელიგიური გულგრილობა ზეობს და თეოლოგიური დაპირისპირებების თავიდან ასაცილებლად ყველაფერს აკეთებენ, თითქმის ყველა მორწმუნე ადამიანის აზრით, ყველაზე ტოლერანტულ ქვეყნებშიც კი შემწყნარებლობა საკმარისი არ არის. პიროვნება შეიძლაბა არ ეთანხმებოდეს ეკლესიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მაგრამ უსიტყვოდ ეთანხმებოდეს მის დოგმას. ზოგიერთს, პაპისტისა და უნიტარიანელის გარდა, ყველა ადამიანის მიმართ შეუძლია რომ შემწყნარებლობა გამოიჩინოს. ზოგიერთს კი, ვინც აღიარებული რელიგიის მიმდევარია, შეუძლია შემწყნარებლური დამოკიდებულება ყველა ადამიანის მიმართ ჰქონდეს. ზოგიერთი მათგანი საკმაოდ დიდსულოვანი და ქველმოქმედია. თუმცა, მათთვის ღმერთისა და მომავალი ცხოვრების რწმენა სრულიად საკმარისია.

სადაც კი უმრავლესობის განწყობა კვლავ ნამდვილი და მყარი იყო, უმცირესობების დაქვემდებარების სურვილი არსად განელებულა ინგლისში, სხვა ევროპელ სახელმწიფოებთან შედარებით, ჩვენი პოლიტიკური ისტორიის თავისებურებებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი აზრის უღელი გაცილებით მძიმეა, ხოლო კანონის - უფრო მსუბუქი. საზოგადოებაში არსებობს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ინდივიდების ავტონომიაში ჩარევის ეჭვი, მაგრამ ეს არ არის ინდივიდის დამოუკიდებლობისადმი საღი მიდგომის შედეგი. ეს საზოგადოებაში ჯერ კიდევ მყარად გამჯდარი აზროვნების შედეგია, რომლის მიხედვითაც ხელსუფლება საზოგადოების საპირისპირო ინტერესებს გამოხატავს. უმრავლესობამ ჯერ კიდევ ვერ გაიაზრა, რომ ხელისუფლება მათი ძალაუფლებაა, ან ხელისუფლების აზრი მათი აზრია. აქედან გამომდინარე, ინდივიდუალურ თავისუფლებას ხელისუფლების მხრიდან ჩარევის, ისეთივე საფრთხე ემუქრება, როგორსაც მას საზოგადოებრივი აზრი უქმნიდა. თუმცა, საზოგადოებაში საკმაოდ დიდი ხარისხით არსებობს გრძნობა, შეეწინააღმდეგოს კანონის მიერ კონტროლის დაწესების ნებისმიერ მცდელობას იმ სფეროში, რომელშიც კანონს უწინ არ შეუზღუდავს. საზოგადოებას ნაკლებად სურს გაანალიზოს, ესა თუ ის საკითხი, ჯდება თუ არა ის კანონიერი კონტროლის საზღვრებში. ამდენად შეხედულება, რომელიც მთლიანობაში უაღრესად სასარგებლოა, ამ შემთხვავაში იმდენად უადგილო ხდება, რამდენადაც უაღრესად საჭირო ზოგიერთ შემთხვევაში.

ფაქტობრივად, არ არსებობს აღიარებული პრინციპი, რომელიც განსაზღვრავდა მთავრობის მიერ პიროვნების ავტონომიაში ჩარევის მიზანშეწონილობას, ან მიზანშეუწონლობას. ხალხი აღნიშნულ საკითხს, როგორც წესი, საკუთარი პრიორიტეტების მიხედვით წყვეტს. ზოგიერთი ადამიანი, ამ მოვალეობად დიდი სიამოვნებით დააკისრებდა ხელისუფლებას, ხედავდა რა სიკეთის ქმნის, ან ბოროტების აღმოფხვრის საჭიროებას. ზოგიერთს კი, ურჩევნია თვითონ ზიდოს საზოგადოებრივი მანკიერების ნებისმიერი სიმძიმის ტვირთი და ხელისუფლების მიერ კონტროლირებად, რომელიმე ადამიანთა ინტერესების დამცველ სამსახურს, კიდევ ერთი საქმე არ დაუმატოს. ამდენად, თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, ადამიანები დგებიან რომელიმე მხარეს, მათი შეხედულების ზოგადი მიმართულების და საკითხისადმი ინტერესის ხარისხის მიხედვით. ზოგიერთის აზრით, ეს ხელისუფლების გადასაწყვეტია. ზოგის აზრით კი, არ არის ხელისუფლების გადასაწყვეტი, რამდენადაც ის სათანადო ფორმით გადაწყვეტას ვერ შეძლებს. მე კი მეჩვენება, რომ ამ პრინციპის, ან წესის არარსებობის პირობებში, ერთი მხარე ისეთივე მცდარია, როგორც მეორე. თითქმის თანაბარი ხარისხით. ხალხი მთავრობის დახმარებას არასათანადოდ იხმობს და ასევე, არასათანადოდ უარყოფს.

აღნიშნული ნარკვევის მიზანია, მარტივი პრინციპის დამკვიდრება, რომელიც სრულიად განსაზღვრავს საზოგადოების ინდივიდთან მიმართებას, იძულებისა და კონტროლის პირობებში. პრინციპის არსს ის წარმოადგენს, რომ თავდაცვა ის ერთადერთი საბოლოო წერტილია, რომელიც ადამიანების მიერ, ინდივიდუალურად თუ კოლექტიურად, თავისუფლებაში ჩარევას ამართლებს. სხვა ადამიანების დაცვა. საფრთხისაგან, წარმოადგენს ერთადერთ მიზანს, რომლისთვისაც ცივილიზებული საზოგადოების წევრზე, მისი ნების გარეშე ძალაუფლების გამოყენება დასაშვებია. საკითხის შესახებ მისეული აზრი, იქნება ეს ფიზიკური თუ მორალური სიკეთე, საკმარის საბუთს არ წარმოადგენს. არ იქნება სამართლიანი, თუ მას ვაიძულებთ რაიმე გააკეთოს, ან არ გააკეთოს, მხოლოდ იმის გამო, რომ სხვების აზრით მისთვის ასე მოქცევა უკეთესია, რადგან მას ბედნიერს გახდის ან უფრო გონივრული და მართებული იქნება. ეს ყველაფერი საკმარისი საბუთია იმისთვის, რომ ადამიანი დავარწმუნოთ, დავიყოლიოთ, ვთხოვოთ, დავითანხმოთ, მაგრამ არ ვაიძულოთ, ან დავსაჯოთ, თუ სხვაგვარად მოიქცევა. ადამიანი, საკუთარი საქციელით საზოგადოების წინაშე იმდენად არის პასუხისმგებელი, რამდენადაც მისი საქციელი საზოგადოების სხვა წევრებს ეხება. ქცევის იმ ნაწილში, რომელიც მის პიროვნებას ეხება, ადამიანის დამოუკიდებლობა აბსოლუტურია. ინდივიდი სუვერენულია და მისი ავტონომია ხელშეუხებელია, როდესაც საქმე პირადად მას, მის სხეულსა და გონებას ეხება.

ალბათ საჭიროება აღარ მოითხოვს აღვნიშნო, რომ ეს დოქტრინა იმ ადამიანებს შეეხება, რომლებიც საკუთარი შესაძლებლობების სიმწიფეს განიცდიან. ჩვენ არ ვსაუბრობთ ბავშვებზე, ან ახალგაზრდებზე, რომელთაც ქალური, ან მამაკაცური სიმწიფისკენ ზღვარი შეიძლება კანონმა დაუდგინოს. ისინი, ვისაც ჯერ კიდევ სჭირდებათ სხვების მზრუნველობა, დაცული უნდა იყვნენ არა მარტო გარეშე საფრთხისაგან, არამედ საკუთარი ქმედებებისაგანაც.

ამავე მიზეზის გამო, არ შევეხებით საოგადოების იმ ფენებს, რომლებშიც თვით ადამიანები შეიძლება იქნას აღქმული, როგორც მოუმწიფებელი მასა. სპონტანური პროგრესის გზაზე იმდენი ბარიერია, რომ მათი გადალახვის ბარიერი ძალზედ მცირეა. ამდენად, განვითარების მოსურნე მმართველს ნებადართული აქვს მიზნის მისაღწევად, ისეთი საშუალებები გამოიყენოს, როს გარეშეც, სავარაუდოდ, მიზანი მიუღწეველი დარჩებოდა. ხელისუფლების დესპოტიზმი ველურებთან მიმართებაში იმ შემთხვევაშია გამართლებული, თუ ის საბოლოო ჯამში მიზნად მათ გამოსწორებას ისახავს. ხოლო თუ გამოყენებული საშუალებები საბოლოო შედეგზე რეალურ გავლენას მოახდენს, თავისუფლების, როგორც პრინციპის, გამოყენებას აზრი არ აქვს იმ დრომდე, სანამ კაცობრიობა განვითარების ისეთ სტადიას მიაღწევს, როდესაც თავისუფალი და თანაბარი დისკუსიები ადამიანების გაკეთილშობილებას დაიწყებენ. მანამდე კი მათ მეტი გზა არ დარჩენიათ, გარდა იმისა, რომ დაემორჩილონ Acbar an Charlemange (დიდება შარლ-დიადს). თუ, რა თქმა უნდა, გაუმართლა და ასეთი იპოვეს. მაგრამ, როგორც კი კაცობრიობა ამ სტადიას მიაღწევს, როდესაც განვითარების გზაზე წინ წარუძღვებათ მყარი რწმენა და დამაჯერებელი არგუმენტები, (სტადია, რომელიც ყველა ქვემოთ ხსენებულმა ერმა დიდი ხანია მიაღწია) იძულება, როგორც მისი პირდაპირი სახით, ისე დაუმორჩილებლობის საპასუხოდ, სასჯელითა და წამებით გამოხატული, დაუშვებელი ხდება, როგორც მისი სიკეთის დამთრგუნველი მეთოდი და მხოლოდ, სხვა ადამიანების უსაფრთხოების მიზეზითაა გამართლებული.

მე განვიხილავ სარგებლიანობას, როგორც საბოლოო ინსტანციას ყველა ეთიკური საკითხის გადაწყვეტისას. მაგრამ ის სარგებლიანი, ფართო გაგებით უნდა იყოს, რომელიც ადამიანის, როგორც პროგრესული არსების მარადიულ ინტერესებს დაეფუძნება. ჩემი აზრით, ეს ინტერესები ლეგიტიმურს ხდიან ხელისუფლების ცდას, პიროვნული სტაბილურობა გარე კონტროლს დაუქვენდებარონ, მხოლოდ იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც სხვა ადამიანების ინტერესებს შეეხება. თუ ვინმეს ქმედება ვინმესთვის ზიანის მომტანია, ეს უპირობოდ იძლევა პირდაპირი ჩარევის საფუძველს, მის დასასჯელად კანონის ფარგლებში,, ან საზოგადოების მიერ დაგმობას, თუ კანონი ამგვარი გადაცდენისათვის სასჯელს არ ითვალისწინებს.

უმრავლეს შემთხვევაში, საზოგადოებას შეუძლია ინდივიდი აიძულოდ მისთვის სასარგებლოდ იმსახუროს, თან სრულიად სამართლიანადაც. მაგალითად, სასამართლოში მისცეს ჩვენება; საერთო თავდაცვაში შეიტანოს თავისი წვლილი; საზოგადოების ინტერესების სასარგებლოდ, ნებისმიერ საერთო სამეში მიიღოს მონაწილეობა, რომელიც მის დაცვას უზრუნველყოფს და ამასთან ერთად სიკეთეც აკეთოს. მაგალითად, ახალგაზრდა შემოქმედი იხსნას სიკვდილისგან, მიუსაფარი დაიცვას, ან სრულიად სამართლიანად, პასუხისმგებელი იყოს საზოგადოების წინაშე იმ ქმედებებზე, რაც უდავოდ წარმოადგენს ადამიანის მოვალეობებს. ადამიანმა შეიძლება ზიანი მიაყენოს სხვებს, არა მარტო თავისი ქმედებებით, არამედ თავისი უმოქმედობითაც. თუმცა ადამიანი არასოდეს აგებს პასუხს, მისი უმოქმედობით გამოწვეული ზიანის გამო. მეორე შემთხვევა კი, პირველისაგან განსხვავებით, იძულების უფრო ფრთხილად გამოყენებას გულისხმობს, პასუხისმგებლობა გამონაკლისს წარმოადგენს. ჯერ კიდევ უამრავი მძიმე და აშკარა მაგალითი არსებობს, რომელიც ამ გამონაკლისს ამართლებს. გარემოსამყაროსთან ურთიერთობების ყველა სფეროში, პიროვნება იურიდიულად აგებს პასუხს მათ წინაშე, ვის ინტერესსაც ეხება და თუ საჭიროა, თავადაც საზოგადოების დამცველად უნდა წარსდგეს. ხშირად პასუხისმგებლობის არიდებისათვის ეს კარგი მიზეზია, მაგრამ ეს მიზეზები იმ შემთხვევების სპეციფიკიდან გამომდინარეობს, რომლებზედაც ვსაუბრობთ. თუ ეს ის შემთხვევაა, როდესაც პიროვნება ჩარევის გარეშე უკეთესად მოქმედებს, ვიდრე სხვისი კონტროლის ქვეშ, თუ კონტროლი უფრო დიდ ბოროტებას წარმოშობდა, ვიდრე მის გარეშე იქნებოდა. როდესაც დასჯას ასეთი მიზეზი აფერხებს, თავდ პიროვნების სინდისმა უნდა მოახდინოს საკუთარი საქციელის განსჯა; დაიცვას მისაფართა ინტერესები და საკუთარი თავის მიმართ მიდგომა გაამკაცროს, რადგან მას სხვები ვერ გაასამართლებენ.

მიუხედავად ამისა, არსებობს მოქმედების სფერო, რომელშიც საზოგადოებას, ინდივიდისაგან განსხვავებით, მხოლოდ არაპიდაპირი ინტერესები გააჩნია. ეს იმას გულისხმობს, რომ პიროვნების ცხოვრების გარკვეულმა ნაწილმა, ან მისმა ქცევამ შეიძლაბ თავად იმ პიროვნებაზე იქონიოს. იმ შემთხვევაში, თუ პიროვნების ქცევა გავლენას სხვა ადამიანებზე მოახდენს, ეს ზეგავლენა მათი მხრიდან ნებაყოფლობით იქნება მიღებული. ყველა მისაღები საშუალებით იქნება ეს პრაქტიკული, თეორიული, მორალური თუ თეოლოგიური; სინდისის, ფიქრის, აზრისა და დამოკიდებულების, აბსოლუტუტი თავისუფლების მოთხოვნა ყველა საკითხთან მიმართებაში - პიროვნების თავისუფლებაში, პირველ რიგში, შეგნების ფლობა იგულისხმება.

აზრის გამოხატვისა და გამოქვეყნების თავისუფლება, შეიძლება ცალკე პრინციპის სფეროდ განვიხილოთ, რამდენადაც იგი ინდივიდის ქცევის ნაწილია, რომელიც სხვა ადამიანებს შეეხება. წარმოადგენს რა ისეთივე ღირებულებას, როგორიცაა თვით აზროვნების თავისუფლება და უმეტესწილად, ეფუძნება რა იმევა პირველსაწყისს, ფაქტობრივად თავისუფლების განუყოფელი ნაწილი ხდება. მეორეც - ეს პრინციპი გემოვნების, სურვილების და მისწრაფეფების თავისუფლებასაც გულისხმობს. ჩვენი ცხოვრების ჩვენივე საქციელთან შეჯერებას, სურვილების და ქცევის თავისუფლებას, იმ დრომდე ვიდრე ჩენი ქმედება სხვებს ზიანს არ აყენებს, თუნდაც სხვებამა ჩვენი საქციელი სულელურად, გარყვნილად ან მცდარად შეაფასონ. მესამე - ეს პრინციპი, თითოეული ინდივიდის თავისუფლებიდან გამომდინარეობს ინდივიდების ნებისმიერი მიზნისთვის გაერთიანების უფლებე, რომელსაც სხვა ადამიანებისათვის ზიანი არ მოაქვს. რა თქმა უნდა, თუ აღნიშნული ინდივიდები სრულფასოვანნი არიან და ძალდატანების, ან მოტყუების შედეგად არ ერთიანდებიან.

საზოგადოება, რომელიც ზემოაღნიშნული თავისუფლების პრინციპებს არ იცავს და პატივს არ სცემს, არ წარმოადგენს თავისუფალ საზოგადოებას, როგორი მმართველობის ფორმაც არ უნდა ჰქონდეს მას. საზოგადოება, სადაც თავისუფლების პრინციპების დაცვა არ წარმოადგენს უპირობო და აბსოლუტურ ღირებულებას, სრულყოფილად თავისუფალ საზოგადოებად ვერ ჩაითვლება. თავისუფლება ისაა, როცა ჩვენი ქონების მართვა, ჩვენივე შეხედულებებითაა შესაძლებალი და არ ვცდილობთ ის სხვებს ჩამოვართვათ, ან მის შეძენაში ხელი შევუშალოთ. ყოველი ადამიანი თავისი, როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური და სულიერი ჯანმრთელობის საუკეთესო დამცველია. იმის ნაცვლად, რომ სხვების ნებას დაჰყვნენ, ადამიანები საუკეთესოდ სწავლობენ სხვათა დარწმუნებით იცხოვრონ ისე, როგორც თავად სურთ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს დოქტირნა ახალი სულაც არ გახლავთ და ზოგიერთისთვის ტრუიზმის მაგალითს წარმოადგენს, დამკვიდრებული შეხედულების საყოველთაო ტენდენციას მხოლოდ ის უპირისპირდება. საზოგადოებამ, იმის მცდელობას, რომ ხალხი იძულებული გაეხადა მის შეხედულებებს მორგებოდა, იმდენივე ძალისხმევა მოახმარა, რამდენიც სოციალურ სრულყოფილებას. ანტიკური ქვეყნები, საზოგადოებრივი ძალაუფლების პიროვნების ავტონომიაში დასაშვებად იმ მიზეზით მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოსთვის, თითოეული მოქალაქის ფიზიკური და გონებრივი დისციპლინა ღირებულებას წარმოადგენდა. ძლიერი მტრებით გარშემორტყმული პატარა რესპუბლიკებისათვის, რომლებიც შიდა არეულობისა თუ გარეშე მტრის თავდასხმის, მუდმივი საფრთხის ქვეშ არიან და მათთვის ძალების ოდნავი მოდუნებაც კი შეიძლაბა საბედისწერო აღმოჩნდეს, ასეთი სახის აზროვნება შეიძლაბა მისაღებიც გახდეს. ამდენად, საკუთარ თავს იმის ნებას ვერ მისცემენ, რომ იმ დრომდე დაიცადონ, სანამ თავისუფლება მათ თავად იხსნის. თანამედროვე მსოფლიოში პოლიტიკური ხელისუფლების გაცილებით დიდმა მასშტაბებმა, და, უპირველეს ყოვლისა, სულიერი და მიწიერი ძალაუფლების დიფერენციაციამ, რომლებიც სხვადასხვა ფორმით წარმართავენ ადამიანის ცნობიერებას, პირად ცხოვრებაში ჩარევა მნიშვნელოვნად შეზღუდა. თუმცა, გაბატონებული აზრისაგან გადახვევა რომ არ მომხდარიყო, საზოგადოებას მყარად ეჭირა მორალური ზეწოლის ბერკეტები. რელიგიას, რომელმაც მორალური შეგნების ჩამოყალიბებაზე ყველზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, თითქმის ყოველთვის მართავდა პურიტანიზმის სული, ან იერარქიული ამბიცია, რომელიც ადამიანთა ქცევის ყველა ასპექტის გაკონტროლებას ცდილობდა. ზოგიერთ თანამედროვე რეფორმატორს, რომლებსაც თავი რელიგიების მოწინააღმდეგეებად მოაქვთ, სულიერი დომინაციის უფლებას, ეკლესიასა და სექტებზე არანაკლები მონდომებით ქადაგებენ. კერძოდ, მ. კომტეს ნაშრომში (Traite de Politique Positive) სოციალური მოწყობის სისტემა, მიზნად ისახავს საზოგადოების მიერ ინდივიდზე დესპოტური ძალაუფლების დამკვიდრებას, რაც ანტიკურ ფილოსოფოსებს შორის, ყველაზე თავგამოდებულ მომხრესაც კი არ მოუვიდოდა თავში.

გარდა ცალკეული მოაზროვნეების ზემოთხსენებული დოგმებისა, მსოფლიოში შეინიშნება საზოგადოების მხრიდან ინდივიდზე გავლენის ზრდის ყოვლად გაუმართლებელი ტენდენცია. ეს საზოგადოების შეხედულებებზე ძალდატანებისა და თვით კანონმდებლობის გზით ხორციელდება. ამიტომ, რამდენადაც მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებები, ინდივიდის ძალაუფლების შეზღუდვის ხარჯზე აძლიერებს საზოგადოებას, აღნიშნული აგრესიის ფორმის უკვალოდ გაქრობა ნაკლებად სავარაუდოა. პირიქით, ეს აგრესია უფრო და უფრო საშიში ხდება. მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნებიან ისინი, მმართველები თუ ჩვეულებრივი მოქალაქეები, ადამიანის ბუნებისათვის დამახასიათებელი დადებითი თუ უარყოფითი თვისებები ასაზრდოებს მათ სურვილს - სხვებს მოახვიონ თავზე საკუთარი შეხედულებები ქცევის ნორმების შესახებ. ძალაუფლებისაკენ სწრფვა ამ სურვილებს კიდევ უფრო აძლიერებს. ქვეყნად კი ხელისუფლება არა თუ მცირდება, არამედ იზრდება კიდეც და თუ მორალური მრწამსის ძლიერი ბარიერით არ შევაჩერეთ, არსებულ პირობებში ის ზრდას გააგრძელებს.

არგუმენტებისათვის უპრიანი იქნება, ზოგად თეზისზე პირდაპირ გადასვლის ნაცვლად, პირველ რიგში, მის ცალკეულ სფეროებს თუ განვიხილავთ. უპირველეს ყოვლისა, მსურს გამოვყო ფიქრის თავისუფლება, რომელშიც წერისა და საუბრის თავისუფლების მონათესავე სფეროებს ვერ დავაცალკევებთ. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფლების ეს სფეროები, რელიგიური შემწყნარებლობისა და თავისუფალი ინსტიტუტების მქონე ყველა ქვეყნის პოლიტიკური მორალის ნაწილს წარმოადგენს, მისი ფილოსოფიური და პრაქტიკული საფუძვლები ალბათ ნაკლებად ცნობილია და მოსალოდნელზე ნაკლებად დაფასებულია. სათანადოდ გაანალიზებული საფუძვლები, მათი შედარებით ფართო გამოყენების საშუალებას იძლევა და საკითხის დეტალური შესწავლა საუკეთესო მეგზური იქნება თეორიის უკეთესად გასაგებად. იმედია, მკითხველები მომიტევებენ თუ ჩემს თეორიაში ახალს ვერაფერს აღმოაჩენენ. ვბედავ და გთავაზობთ კიდევ ერთ დისკუსიას იმ საკითხზე, რომელიც უკანასკნელი სამი საუკუნის განმავლობაში ასე ხშირად იქნა განხილული.

თარგმნეს:
მაკა წულუკიძემ და ლელა ვადაჭკორიამ

6 თავისუფლების ისტორია ანტიკურ ხანაში

▲back to top


ლორდი ემერიხ ედვარდ დალბერგ ექტონი (1834-1902)

ლორდი ექტონი სრულიად გამორჩეული ფიგურაა ვიქტორიანული ეპოქის ინგლისისათვის. ის იყო კათოლიკე, რაც იშვიათობა იყო ინგლისის მაღალ საზოგადოებაში და არ იზიარებდა შეხედულებებს, რომლებიც ქვეყნის პროგრესს ნაციონალიზმს და დემოკრატიას უკავშირებდნენ. ის ადიდებდა თავისუფლებას და ამხელადა ხელისუფლების ძალმომრეობას. მისი განთქმული ფრაზააძალაუფლება რყვნის, აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად!“ მან მიიღო რელიგიური განათლება, აქტიურად თანამშრომლობდა კათოლიკურ წრეებთან და ამავდროულად, ლიბერალი იყო. მისი ნააზრევი სწორედ ქრისტიანობისა და თავისუფლების ერთიანობის დასაბუთებას მიეძღვნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა მისი ცნობილი გამოსვლები ბრიჯნორთის ინსტიტუტის წევრების წინაშე 1877 წლის 26 თებერვალს, როდესაც მან წარმოთქვა სიტყვათავისუფლების ისტორია ქრისტიანულ ხანაში 28 თებერვალს, როდესაც მან მიმოიხილათავისუფლების ისტორია ქრისტიანულ ხანაში“. მან გამოსცა ლიბერალური კათოლიკური ჟურნალი, სადაც მიმდინარეობდა სოციალური, პოლიტიკური და თეოლოგიური დისკუსიები და სახელი გაითქვა, როგორც რელიგიური და პოლიტიკური თავისუფლების დამცველმა. მისი აზრით, სწორედ ეკლესია იყო ის ძალა, რომელმაც განაპირობა მეცნიერული, ისტორიული და ფილოსოფიური სიმართლის კვლევა და ხელი შეუწყო ინდივიდის თავისუფლებას. მის შესახებ ინფორმაცია მოიპოვება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.acton.org

თავისუფლება, რელიგიის მსგავსად, ერთდროულად კეთილშობილი საქმეების მიზეზსაც და დანაშაულის საზოგადო წინაპირობასაც წარმოადგენს. ეს ასეა მას შემდეგ, რაც 2460 წლის წინ ათენში მისი პირველი მარცვალი დაითესა და ვიდრე თანამედროვე ადამიანი მის მოსავალს მოიმკიდა. თავისუფლება ზრდასრული ცივილიზაციის დახვეწილი ნაყოფია და მას შემდეგ მხოლოდ ერთი საუკუნეა გასული, რაც თავისუფლების მნიშვნელობის მცოდნე ერებმა მყარად გადაწყვიტეს თავისუფლები გამხდარიყვნენ. ყოველ ეპოქაში, მისი სრულყოფა ბუნებრივი მტრების მიერ ფერხდებოდა; უხამსობით და ცრურწმენით; დაპყრობის წყურვილით და ადვილად სავალი გზების ძიებით; ძლიერი პიროვნებების სწრაფვით ძალაუფლებისაკენ; დუხჭირი ადამიანების მიერ ლუკმაპურისათვის ბრძოლით. ხანგრძლივი მონაკვეთების განმავლობაში, მას უხეშად ახშობდნენ, როდესაც ქვეყნებს ბარბაროსობისა და უცხოელი დამპყრობლებისაგან ათავისუფლებდნენ. აგრეთვე, როდესაც გადარჩენისათვის მუდმივი ბრძოლა, ადამიანების ყოველგვარ ცნობისწადილს და პოლიტიკაში გათვითცნობიერებულობას ახშობდა. უბიძგებდა რა მათ, რომ საფლავზე გაეცვალათ დაბადებით ბოძებული უფლება და ასეთ ხვედრს შერიგბულები, ვერ აცნობიერებდნენ დაკარგულის ფასეულობას. თავისუფლების გულწრფელი მეგობრები, ყველა დროში იშვიათობას წარმოადგენდნენ და მისი გამარჯვებები იმ უმცირესთა დამსახურება იყო, რომლებიც ხშირად მათგან სრულიად განსხვავებული მიზნების მქონე უცხოურ სამხედრო დანაყოფებთან შეკავშირებით აღწევდნენ წარმატბებს. ხოლო ეს კავშირი, რომელიც ყოველთვის სახიფათოა, ხანდახან დამღუპველი იყო, რადგან მოწინააღმდეგეებს დაპირისპირების დამატებით საფუძველს და თავისუფლების დამკვიდრებაში წარმატების დაყვედრების საშუალებას აძლევდა. არც ერთი წინააღმდეგობა არ ყოფილა ისე მუდმივი და რთული გადასალახი, როგორც ჭეშმარიტი თავისუფლების არსის განსაზღვრასთან დაკავშირებული დაბნეულობა და გაურკვევლობა. თუკი არაკეთილგანწყობილმა დამოკიდებულებამ დიდი ზიანი მიაყენა თავისუფლებას, ყალბმა იდეებმა იგი კიდევ უ ფრო დაამახინჯეს. თავისუფლების მიღწევები მისსავე შედეგებს - ცოდნის გაღრმვებასა და კანონების გაუმჯობესებას მიეწერა. ინსტიტუტების ისტორია, ხშირ შემთხვევაში, თაღლითობისა და იმედგაცრუების ისტორიაა; რადგან მათი ღირსება დამოკიდებულია მათ წარმომშობ იდეებზე და მასაზრდოებელ სულზე, აგრეთვე იმ ფორმაზე, რომელსაც ისინი უცვლელად ინარჩუნებენ, მაშინაც კი, როდესაც არსი იკარგება.

თანამედროვე პოლიტიკიდან მოყვანილი რამდენიმე ცნობილი მაგალითი ახსნის თუ რატომ სცილდება ჩემი დასაბუთებების ძირითადი ნაწილი კანონმდებლობის ჩარჩოებს. ხშირად ამბობენ, რომ კონსტიტუციამ თავის სრულყოფილებას 1679 წელს მიაღწია, როდესც მიღებული იქნა Habeas Corps-ის აქტი (კანონი განსაზღვრავდა დაპატიმრებულთა სასამართლოში წარდგენის წესებს). ჩარლზ მეორემ კი პარლამენტისაგან საკუთარი დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში წარმატებას მხოლოდ ორი წლის შემდგ მიაღწია. 1789 წელს, როდესაც სახელმწიფოს მმართველები ვერსალში შეიკრიბნენ, ესპანური კორტესი, რომელიც Magna Charta-ზე ძველია და უფრო მეტი ავტორიტეტის მქონე ვიდრე ჩვენი თემთა პალატა, მოწვეული იქნა ისეთი ინტერვალით, რომ ამ დროის განმავლობაში თაობები შეიცვალა. თუმცა, მათ მაშინვე სთხოვეს მეფეს, რომ მათთან თათბირისგან თავი შეეკავებინა, ხოლო საკუთარი რეფორმები, თავისივე სიბრძნითა და უფლებამოსილებით განეხორციელებინა. საყოველთაო მოსაზრებით, არაპირდაპირი არჩევნები კონსერვატიზმის ნიშანია. მაგრამ საფრანგეთის რევოლუციის ყველა კრება, არაპირდაპირი გზით იქნა არჩეული. შეზღუდული საარჩევნო უფლება კიდევ ერთი უსაფრთხოების გარანტია მონარქიისათვის. მაგრამ ჩარლზ X-ის პარლამენტმა, რომელიც 90 000 ამომრჩევლის მიერ იქნა არჩეული, მონარქიას მაშინ შეებრძოლა და დაამხო კიდეც, როდესაც ლუი-ფილიპეს პარლამენტი, რომელიც 250 ათასი ამომრჩევლის მიერ იყო არჩეული, მონურად კვერს უკრავდა რეაქციონერი მინისტრების პოლიტიკას, რომელთა შორის მომხდარმა ფატალურმა განხეთქილებამ რაც რეფორმების უარყოფიდან მომდინარობდა, განაპირობა მონარქიის გაცამტვერება. გიზოს (Guizot) მიერ მიღებულ ხმათა უმრავლესობა სახელმწიფო მოხელეთა 129 ხმით იქნა მიღწეული. კანონმდებელი ანაზღაურების გარეშე გასაგებ მიზეზთა გამო უფრო დამოუკიდებელია, ვიდრე კონტინენტური ევროპის კანონმდებლები, რომლებიც გასამჯელოს იღებენ. მაგრამ ამერიკის შემთხვევაში, უგუნურება იქნება, რომ კანონმდებელი ისე შორს გაიგზავნოს როგორც აქედან კონსტანტინეპოლია, დედაქალაქთაგან ყველაზე ძვირ ქალაქში, თორმეტი თვის განმავლობაში საცხოვრებლად. კანონმდებლობის მიხედვით, ფაქტობრივად, პრეზიდენტი, რომელიც ფილადელფიის კონვენციით მინიჭებული უფლებებით კვლავ სარგებლობს, პრეზიდენტ ვაშინგტონის მემკვიდრეა. სინამდვილეში, ამჟამინდელი პრეზიდენტი უფლებამოსილების თვალსაზრისით განსხვავდბა რესპუბლიკის დამფუძნებელი მამების მიერ შემოღებული თანამდებობის პირისაგან ისევე, როგორც მონარქია - დმოკრატიისაგან; დღეს მისგან, საჯარო სმსახურში დასაქმებული 70 ათასი მოხელის შეცვლას მოელიან. მაშინ, როცა ორმოცდაათი წლის წინ, ჯონ ქვინსი ადამსმა (Jon Quinsi Adams) მხოლოდ ორი ადამიანი გაათავისუფლა. სასამართლო მოხელეების მოსყიდვა აშკარად გაუმართლებელია, თუმცა ძველ ფრანგულ მონარქიაში ამ უმსგავსო პრაქტიკამ წარმოშვა ერთადერთი გაერთიანება, რომელსაც მეფესთან დაპირისპირება ძალუძდა. ოფიციალური კორუფცია, რომელსაც თანამეგობრობის გაპარტახება შეუძლია, გარკვეულ შვებას აძლევს ხალხს რუსული აბსოლუტიზმის პირობებში. არის პირობები, რომელშიც გარდაჭარბებული არ იქნება გამოაცხადო, რომ მონობა თავისუფლებისაკენ მიმავალ გზაზე გარკვეული მონაკვეთია. აქედან გამომდინარე, დღეს ჩვენ ისე არ ვწუხვართ ყავლგასულ ბრძანებულებებსა და კანონებზე, როგორც ადანმიანთა ცოცხალ აზრებზე. საუკუნის წინ სრულიად ნათელი იყო, რომ ვისაც არ უნდა ჰქონოდა სამეფო სასამართლოს თავმჯდომარის სამდივნოს უფროსთან ერთი მიღება. იძულებული იყო, სამი მიღების გადასახადი გადაეხადა, მაგრამ ამ საზიზღრობას ყურადღებას არავინ აქცევდა, სანამ ერთერთმა ახალგაზრდა იურისტმა არ გამოთქვა მოსაზრება, რომ კარგი იქნებოდა ეჭვის თვალით შეეხედათ და შეესწავლათ ამ მანკიერი სისტემის ყოველი ნაწილი, რომელშიც ამგვარი მდგომარეობა იყო გაბატონებული. დღე, როდესაც ამ სურვილმა გაანათა ჯერემი ბენთამის (Jeremy Bentham) მტკიცე და სუფთა გონება, დასამახსოვრებელი გახდა მთელი ადმინისტრაციული სისტემისა და მრავალი საზოგადო მოღვაწისათვის. ადვილად მოსაძებნია აბზაცი წმინდა ავგუსტინეს (St. Augustine) ქმნილებებიდან ან გროციუსის (Grotius) გამონათქვამი, რომელიც ორმოცდაათი პარლამენტის გადაწყვეტილების მნიშვნელობას გადაწონის და ჩვენთვის უპრიანია, მივმართოთ ციცერონისა (Cicero) და სენეკას (Seneca), ვინეტსა (Vinet) და ტოქვილის (Toqueville) შრომებს, ვიდრე ლიკურგეს (Lycurgus) კანონებს, ან საფრანგეთის კანონების ხუთ კრებულს.

თავისუფლებაში მე ვგულისხმობ რწმენას, როცა ყველა ადამიანი დაცული იქნება, რათა აკეთოს რაც მას საკუთარ მოვალეობად მიაჩნია, ხელისუფლებისა და უმრავლესობის, ადათ-ჩვევებისა და მოსაზრებების ზეგავლენის მიუხედავად. სახელმწიფო უფლებამოსილია, რომ მხოლოდ მისდამი უშუალოდ დაქვემდბარებულ სფეროებში დაადგინოს წესრიგი და გამიჯნოს კეთილი და ბოროტი საკუთარი უფლებამოსილებების საზღვრებს მიღმა, სახელმწიფოს შეუძლია მხოლოდ არაპირდაპირი დახმრება ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევაში, იმ გავლენების გაძლიერებით, რომლებიც სასარგებლოა ცდუნების დასაძლევად და რელიგიიდან, განათლებიდან და დოვლათის განაწილებიდან მომდინარობს. ანტიკურ ხანაში სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებდა მისთვის არადამახასიათებელ უფლებამოსილებებს და პირადი თავისუფლების სამბრძანებლოში იჭრებოდა. შუა საუკუნეებში სახელმწიფოს საკმაოდ მცირე უფლებები ჰქონდა და შევიწროებას სხვებისგან განიცდიდა. თანამედროვე სახელმწიფოებს, როგორც წესი, ორივე უკიდურესობა ახასიათებთ. ყველაზე დამაკმაყოფილებელი დასტური, რომლითაც ვიგებთ, სახელმწიფო ნამდვილად თავისუფალია თუ არა, უმცირესობათა უფლებების დაცულობის ხარისხია. თავისუფლება, განმარტების თანახმად, რელიგიის აუცილებელი წინაპირობა და დამცველია. ამის პირველი მაგალითები რჩეული ერის ისტორიის აღწერაში გვიხდება, რომლებიც ჩემი საკითხის საილუსტრაციოდ გამოდგება. ისრაელთა ხელისუფლება ერთგვარი ფედერაცია იყო, რომელსაც აერთიანებდა არა პოლიტიკური ძალაუფლება, არამედ ეროვნული და სარწმუნოებრივი ერთიანობა. ის ეფუძნებოდა არა ძალმომრეობას, არამედ ნებაყო ვილობით შეთანხმებას. თვითმმართველობის პრინციპი გამოიყენებოდა არა მარტო ყველა ტომში, არამედ ყველა ჯგუფში, რომელიც 120 ოჯახს მაინც აერთიანებდა. კანონის წინაშე არანაირი წოდებრივი უპირატესობა ან უთანასწორობა არ არსებობდა. მონარქია იმდენად შორს იდგა თემის უმანკო სულისკვეთებისაგან, რომ სამუელი (Samuel), მას ისეთი საყურადღებო საჯარო აღშფოთებით და გაფრთხილებით შეეწინააღმდეგა, რომ მისი სიმართლე აზიის სამეფოთაგან ყველა და ევროპის სამეფოთა უმრავლესობის ისტორიამ ზედმიწევნით დაადასტურა. სამეფო ტახტი შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა და მონარქი მოკლებული იყო უფლებას ყოფილიყო კანონმდებლი იმ ხალხთა შორის, რომლებიც კანონმდებლებად მხოლოდ ღმერთს აღიარებდნენ. მათთვის ამოსავალი წერტილი იყო კონსტიტუციის პირველყოფილი სიწმინდის აღდგენა და ხელისუფლების შესაბამისობაში მოყვანა ზეცაში დაწესებულ სრულყოფილებისადმი. ზეშთაგონებული ადამიანები, რომლებიც ყოველთვის გამოჩნდებოდნენ, რომ ექადაგათ უზურპატორისა და ტირანის წინააღმდეგ, მუდმივად აცხადებდნენ, რომ ღვთის მიერ დაწესებული კანონები ცოდვიანი მმართველობისთვისაც უზენაესი იყო და არსებულ ხელისუფლებას, მეფეს და სასულიერო პირებს, ხალხის ბელადებს მოუხმობდნენ, აეღორძინებინათ ის ძალები, რომლებიც ხალხის მასის მოუსყიდავ სინდისში თვლემდა. ამგვარად, იუდეველი ერის ამ მაგალითზე ჩამოყალიბდა პარალელური თვისება, რომლებშიც თავისუფლება განხორციელდა. ეს იყო ეროვნული ტრადიციისა და კანონის უზენაესობის რწმენა; პრინციპი, რომლის მიხედვით კონსტიტუცია გამომდინარეობს პირველსაწყისიდან და ვითარდება არა არსებითი ცვლილებებით, არამედ თანმიმდევრულად; შესაბამისად, ყველა პოლიტიკური ორგანო, გამოცდილი და გარდაქმნილი უნდა იქნას ღვთიური კანონის შესაბამისად. ამ ორი პრინციპის მოქმედებას, თანხმობით იქნება ეს თუ დაპირისპირებით, დაკავებული აქვს ის მთლიანი სივრცე, რომელშიც ჩვენ ვარსებობთ.

წინააღმდგობა ღვთიური ძალმოსილებით აღჭურვილ თავისუფლებასა და ადამიანური ძალაუფლების ზღვარდაუდებლობას შორის, 622 წელს უბედურებით დასრულდა. იერუსალიმში განხორციელდა მნიშვნელოვანი მცდელობა, რომ მომხდარიყო სახელმწიფოს რეფორმა და განხორციელდა მნიშვნელოვანი მცდელობა, რომ მომხდარიყო სახელმწიფოს რეფორმა და განმტკიცება. იეჰოვას ტაძრის უმაღლესმა სასულიერო პირმა, აღადგინა მიგდებული და დაკარგული სამართლის წიგნი, რომლის დაცვისა და აღსრულების აღთქმა საკუთარ თავზე აიღო, როგორც მეფემ ისე ხალხმა. მაგრამ შეზღუდული მონარქიისა და კანონის უზენაესობის ეს ადრეული მაგალითი, ხანგრძლივი ვერ აღმოჩნდა და არც დამკვიდრდა. თავისუფლების დამამკვიდრბელი ძალების ძიება ამ დროიდან სხვაგან უნდა გაგრძელდს. სწორედ 586 წელს, როდესაც აზიურმა დესპოტიზმმა იერუსალიმი დაამხო, რომელიც აღმოსავლეთში თავისუფლების გუშაგი უნდა გამხდარიყო, დასავლეთში გამოიძებნა ახალი ადგილი, რომელიც დაცული იყო ზღვით, მთებითა და გმირული სულით, სადაც აღმოცენდა ის სახელმწიფოებრივი ხე, რომლის ჩრდილში ვარსებობთ და რომლის უძლეველმა იარაღმა, საკმაოდ ნელა, მაგრამ მტკიცედ დაიპყრო ცივილიზებული მსოფლიო.

ცნობილი გამოთქმის თანახმად, რომელიც ევროპის კონტინენტის განთქმულ მწერალ ქალს ეკუთვნის - თავისუფლება უძველესი დროიდან მოდის და ეს დესპოტიზმია, რაც არის ახალი მაქსიმის, აღნიშნული ჭეშმარიტების მტკიცება თანამედროვე ისტორიკოსთა საამაყო მიზნად იქცა. საბერძნეთის ჰეროიკული ხანა, ამას ამტკიცებს და ის ტევტონური ევროპისთვისაც თვალშისაცემად მართალია. არიული ერების ადრეულ ისტორიას, სადაც არ უნდა დავაკვირდეთ, ყველგან აღმოვაჩენთ ყლორტებს, რომლებისგანაც ხელსაყრელ პირობებსა და შრომისმოყვარე კულტურის პირობებში თავისუფალი საზოგადოებები შეიძლება განვითარებულიყო. მათ საერთო წუხილში იგრძნობა გარკვული საერთო დაინტერესება, გარე ძალაუფლებისადმი ნაკლები მოწიწება და სახელმწიფოს ფუნქციისა და უზენაესობის არასრულყოფილი გააზრება. პირობებში, როდესაც ქონებისა და შრომის გნაწილება დასრულებული არ იყო, საზოგადოება ნაკლებად იყო დაყოფილი კლასებისა და შესაძლებლობების მიხედვით მანამ, სანამ საზოგადოების წინაშე არ დადგა ცივილიზაციის კომპლექსური პრობლემები. იგი თავს არიდებდა დესპოტიზმს ისევე, როგორც რელიგიური ნიშნით ერთგვაროვანი საზოგადოებისათვის არ იყო დამახასიათებელი სარწმუნოებრივი დევნა. ზოგადად, პატრიარქალური ხანის ფორმებმა ვერ შეძლეს აბსოლუტიზმის ფორმის სახელმწიფოების წამოქმნის შეჩერება; როდესაც ცხოვრების განვითარებით წარმოქმნილმა სირთულეებმა და ცდუნებებმა თავი იჩინეს. ერთი გამონაკლისის გარდა, რომელსაც დღეს არ შევეხები, თითქმის არც ერთი პატრიარქალური წყობა არ გადარჩენილა. უფრო გვიანდელ ხანაში, ქრისტეს დაბადებამდე ექვსასი წლით ადრე აბსოლუტიზმს სრული გასაქანი მიეცა. აღმოსავლეთში მისი წარმოშობა არმიებისა და სამღვდელოების შეუზღუდავი ძალაუფლებით იყო გამოწვეული. დასავლეთში, სადაც არ იყო წმინდა წიგნები, რომელთაც განსწავლული მთარგმნლები სჭირდებოდათ, სასულიერო პირებმა ვერ მოიპოვეს წამყვანი პოზიციები და როდესც მონარქების დამხობა ხდებოდა, მათ ადგილს სისხლით არისტოკრატბი იკავებდნენ. ამას რაც მოჰყვა, მრავალი თაობის განმავლობაში, იყო ერთი კლასის უხეში ბატონობა მეორეზე, კერძოდ, მდიდრების მიერ ღარიბთა დამცირება და წიგნიერთა მიერ უსწავლელთა ჩაგვრა. ამგვარმა სულისკვეთებამ უშუალო ასახვა ჰპოვა არისტოკრატიული წარმოშობის, მეტად გონიერი და დავეწილი პოეტის, თეოგნისიუსის (Theognis) შემოქმედებაში, რომელიც აღიარებდა, რომ პოლიტიკურ მოწინააღმდგეთა სისხლი სწყუროდა. ამგვარ მჩაგვრელთაგან გათავისუფლების სანაცვლოდ, მრავალ ქალაქში ხალხი შვებას რევოლუციური უზურპატორების, შედარებით ასატან ტირანიაში ნახულობდა. ამან ახალი გარეგნული სახე და ახალი ენერგია მიანიჭა ამ ბოროტებას. ტირანები, ხშირად, შთამბეჭდავი ნიჭისა და შესაძლებლობების პიროვნებანი იყვნენ მათი მსგავსნი, ვინც მე-14 საუკუნეში იტალიურ ქალაქებს დეპატრონნენ; მაგრამ არსად არ არსბობდა უფლებები, რომლებიც კანონით და ძალაუფლბის გადანაწილებით დაცული იქნებოდა.

ასეთი საყოველთაო დაცემისგან მსოფლიო ყველაზე გამორჩეულმა ერებმა გადაარჩინეს. ათენი, რომელიც სხვა ქალაქების მსგავსად, პრივილეგირებული კლასის მიერ დომინირებულ საზოგადოებას წარმოადგენდა, ძალადობას მოერიდა და კანონმდებლობის დაზუსტება სალონს (Salon) მიანდო. ისტორია ცხადყოფს, რომ ეს ყველაზე წრმატებული არჩევანი აღმოჩნდა. სალონი იყო არა მარტო უჭკვიანესი ადამიანი, მთელს ათენში, არამედ ყველაზე ღრმა პოლიტიკური მოაზროვნე ანტიკურ ეპოქაში. მშვიდობიანი, უსისხლო რვოლიუცია, რომლითაც მან მოახდინა ქვეყნის გათავისუფლება, პირველი ნაბიჯი იყო მის მოღვაწობაში, რომელსაც ჩვენი საუკუნე მეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. მანვე დააწესა ძალაუფლება, რომლმაც საზოგადოების განახლებაში ყველაზე დიდი როლი შეასრულა, ყოველივე იმის გარდა, რაც რელიგიიდან მომდინარეობს. არისტოკრატიამ კანონმდებლობის შექმნისა და აღსრულების უფლება მოიხვეჭა. ეს უფლება მათ მხოლოდ იმ სიმდიდრის სანაცვლოდ მიისაკუთრეს, რაც დაბადბიდან მათ პრივილეგიას წარმოადგნდა მდიდრებს რომელთაც ჰქონდათ მხოლოდ საშუალება, რომ ეტვირთათ საჯარო სამსახურისათვის საჭირო გადასახადები და ეწარმოებინათ ომები, სალონმა გაუნაწილა ძალაუფლების ის ნაწილი, რომელიც მათ მიერ შეტანილი წვლილის შესაბამისი იყო. უღარიბესი ფენები გათავისუფლდნენ პირდაპირი გადასახადებისაგან, თუმცა, ამის გამო, მათ საჯარო სამსახურში ყოფნის უფლება ჩამოერთვათ. სალონმა მათ მისცა ხმის უფლება, მაგისტრატების არჩევისას, რომლის წევრები მათზე მაღალი კლასების წარმომადგენლებიდან ირჩეოდნენ და ეს უკანასკნელნი ანგარიშვალდებულნი გახადა მათ წინაშე. ეს, უდავოდ, უმნიშვნელო დათმობა, ძლევამოსილი ცვლილებების დასაწყისი იყო. მან დაამკვიდრა მოსაზრება, რომ ადმიანს უნდა ჰქონდეს იმათი არჩევის უფლება, რომელთა სამართლიანობასა და სიბრძნესაც ის იძულებულია მიანდოს საკუთარი კეთილდღეობა, ოჯახი და სიცოცხლე. ამ მოსაზრებამ თავდაყირა დააყენა შეხედულებები ადამიანის ძალაუფლების შესახებ, რამაც მორალური ძალაუფლების გვლენა დაამკვიდრა იქ, სადაც მთელი პოლიტიკური ძალაუფლება ძალმომრეობაზე იყო დამყარებული. ხელისუფლბამ, რომელიც შეთანხმების გზით იყო შექმნილი, იძულებაზე დამყარებული ხელისუფლება ჩაანაცვლა და ეს პირამიდა, როომელიც აქამდე წვეროს ეყრდნობოდა, ახალ ფუძეზე დააფუძნა. ყოველი მოქალაქის საკუთარი უფლებების დამცველად გადაქცევით, სალონმა სახელმწიფოში დემოკრატიის ელემენტები შემოიტანა. მისი თქმით, მმართველის უდიდესი წარმატება, სახალხო მთავრობის შექმნაა. იმის გათვალისწინებით, რომ არც ერთი ადამიანის ბოლომდე ნდობა არ შეიძლება, მან ხელისუფალნი იმ ადამიანთა კონტროლს დაუქვემდებარა, რომელთათვისაც ისინი იღწვოდნენ.

იმ დრომდე ცნობილი ერთადერთი საშუალება, პოლიტიკური არასტაბილურობის თავიდან ასაცილებლად ძალაუფლების კონცენტრაცია იყო. სალონი იმავე ეფექტის მიღებას, ძალაუფლების გდანაწილების გზით შეეცადა. მან უბრალო ხლხს იმდენი ძალაუფლება მისცა, რამდენიც მისი აზრით, მათ შეეძლოთ რომ გამოეყენებინათ, რათა სახელმწიფო ნებელობითი მმართველობიდან დაცული ყოფილიყო. „დემოკრატიის არსი იმაშია“, ამბობდა იგი, რომ ,,დაემორჩილო არა პიროვნებას, არამედ კანონს“ სალონი იმ პინციპს აღიარებდა, რომ პოლიტიკური ფორმები საბოლოო ან უცვლელი არ არის და გარმოებებს უნდა მიესადაგებონენ; მან საკუთარი კონსიტუციის რევიზია მემკვიდრეობითობის დაცვით და თან სტაბილურობის დაკარგვის გარეშეც, ისე კარგად მოახერხა, რომ მისი გარდაცვალებიდან საუკუნეთა შემდეგ, ატიკელი ორატორები ათენური სამართლის ძირითად სტრუქტურას მას მიაწერდნენ და მის ციტირებას ახდენდნენ. განვითარების მიმართულება, სოლონის იმ ფუძემდებლური დოქტრინით იყო განპირობებული, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური ძალაუფლება საზოგდოებისადმი გაწეული სამსახურის შესამამისი უნდა ყოფილიყო. სპარსეთის ომში დემოკრატიამ დაჩრდილა პატრიციების წესრიგი, სამხედრო ფლოტი, რომელმაც ეგეოსის ზღვიდან აზიელები განდევნა, მეტწილად ღარიბი ათენელებისაგან შედგებოდა. ამ კლასმა, რომლის ფასეულობებმა სახელმწიფო გადაარჩინეს და დაიცვეს ევროპული ცივილიზაცია, მოიპოეს ნდობები, რამაც გაზარდა პრივილეგიები. სახელმწიფო სამსახურები, რომლებზეც მდიდრების მონოპოლია ვრცელდებოდა ღარიბებისათვის ხელმისაწვდომი გახდა და იმისათვის, რომ მათ ჰქონოდათ ძალაუფლების შესაბამისი წილი, მათი მიღება უმაღლესი თანამდებობების გარდა, ყველა სხვა სამსახურში იქნა დაშვებული.

იმ დროს, როდესაც ანტიკური ტიპის ძალაუფლება დაცემას განიცდიდა, არ არსებობდა მორალისა და პოლიტიკური უფლებების დადგნილი ჩარჩოები, რომ უზრუნველყოფილიყო საზოგდოების მოქნილობა ცვლილებებზე სწრაფი რეაგირების მიზნით. არასტაბილურობა, რომელმაც არსებული სტრუქტურები მოიცვა, მთავრობის როგორც ასეთის, ძირეულ პინციპებს ემუქრებოდა. ხალხის ნდობაში გარკვეული ეჭვი გაჩნდა, მაგრამ ეჭვი ჯერ კიდევ არ განაპირობებდა ცოდნის აღმოცენებას. იყო დრო, როდესაც საზოგდოებრივი და პირდი ვალდებულებები ღმერთების ნება-სურვილთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ის დრო წარსულს ჩაბარდა. პალასიუსმა (Pallas), ათენელების ზეციურმა ქალღმერთმა და მზის ღმერთმა, რომლის მისნებიც პარნასის ორ მწვერვალს შორის განლაგებული ტაძრიდან ქადაგებდნენ, ბერძენი ერისათვის უამრავი რამ გააკეთა, რომ მას რელიგიის უზენაესობა შეენარჩუნებინა; მაგრამ როდესაც საბერძნეთის განათლებულმა მოღვაწეებმა საკუთარი ღმა ცოდნა გამოიყენეს, რომ გაეაზრებინათ სისტემა, რომლისადმი რწმენა მემკვიდრეობით ჰქონდათ მიღებული. მალევე აღმოაჩინეს, რომ მათი ღმერთების შეხედულებები რყვნიდნენ ცხოვრებას და ახდენდნენ ხალხის გონების დეგრადირებას, რის გამოც რელიგია ვეღარ გამოდგებოდა სახალხო მორალის საყრდენად. მორალური ქცევის წესები, რომლებიც უკვე აღარ მომდინარობდა ღმერთებიდან, ჯერ კიდევ არ მოიძებნებოდა წიგნებში. არ არსებობდა საყოველთაოდ აღიარებული კოდექსი ან მორალური დოქტრინა, რომელიც განმარტებული იქნებოდა მცოდნე ადამიანების ან წმინდანთა მსგავსი მორალური რეპუტაციის მოღვაწეთა მიერ, შორეული აღმოსავლეთის მასწავლებელთა მსგავსად, რომელთა მოძღვრებანი ამჟამადაც ნახევარი კაცობრიობის მიერააა გაზიარებული. მოვლენათა ახლოდან დაკვირვების ანალიზის და ზუსტი განსჯის მცდელობა ნგრევის აუცილებლობის აღიარებით იწყებოდა. მხოლოდ მოგვიანებით დადგება დრო, როდესაც კარისა და აკადემიის ფილოსოფოსები იმდენად თანმიმდევრულად და ღრმად მოახდენენ სიბრძნისა და ღირსების ინტეგრირებას სისტემაში, რომ ეს მეტად გააადვილებს ქრისტიანი წმინდანების ამოცანას. მაგრამ ეს დრო ჯერ არ დამდგარა.

ეჭვისა და გარდაქმნების ეპოქა, რომლის დროსაც ბერძნებმა ბუნდოვანი მითოლოგიის წარმოგენებიდან მეცნიერების თვალისმომჭრელ შუქზე გადაინაცვლეს, პერიკლეს (Perikles) ხანა იყო. იმდროინდელი ძალისხმევა მიმართული იყო დასუსტებული ხელიუფლების მითითებების გარკვეული ჭეშმარიტებებით შესაცვლელად, რაც კაცობრიობის საერო ისტორიაში, ელინ ბრძენთა გონებრივი ენერგიის ათვისების უდიდესი ეპოქის დასაწყისი იყო. ამ მოძრაობას უნდა ვუმადლოდეთ, ჩვენი ფილოსოფიური და პოლიტიკური აზროვნების საუკეთსო ნაწილს, მიუხედავად იმ უსაზღვრო პროგრესისა, რომელიც ქრისტიანობამ დააგვირგვინა. პერიკლე ათენური მთავრობის ხელმძღვანელი, იყო პირველი სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც ძველი ტრადიციების, პოლიტიკური გავლენის სწრაფი შესუსტების პრობლემას შეეჯახა. იმ დროისათვის არ დარჩენილა არც ერთი პოლიტიკური ან მორალური ძალაუფლების მქონე მოღვაწე, რომელიც არ შეძრა ცვლილებათა მოლოდინმა, რომელიც ჰაერში ტრიალებდა. შეუძლებელი გახდა რომელიმე წინამძღოლის სრული ნდობა; არ არსებობდა ხელმოსაჭიდი კრიტერიუმი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნებოდა ხალხში გავრცელებული შეხედულებების გასაკონტროლებლად ან უკუსაგდებად. არ არსებობდა მათი მართებულობის დასადგენი ტესტი. პრაქტიკული საჭიროებების გამო, თავად ხალხი იყო კეთილისა და ბოროტების შესახებ ცოდნის მატარებელი. შესაბამისად ხალხი ფლობდა ძალაუფლებას.

პერიკლეს პოლიტიკური ფილოსოფია, სწორედ ამ დასკვნას ემყარებოდა. მან ენერგიულად უარყო ყველა მტკიცებულება, რომელსაც სიმდიდრის და მდიდარი ფენის უპირატესობის შესახებ წარმოდგენა ემყარებოდა. ანტიკურ დოქტრინას, რომ ძალაუფლება მიწის ფლობიდან მომდინარეობს, მან დაუპირისპირა მოსაზრება, რომ ძალაუფლება ისე უნდა იყოს განაწილებული, ყველა ადამიანისათვის თანაბარი უსაფრთხოება განაპირობოს. წესი, რომლის მიხედვით, თემის ერთმა ნაწილმა მეორე უნდა მართოს, ან ერთმა კლასმა უნდა დააწესოს კანონები სხვებისათვის, მან ტირანულად გამოაცხადა. პრივილეგიების გაუქმების შედეგი მხოლოდ მდიდრებიდან ღარიბებისაკენ ძალაუფლების გადაცემა იქნებოდა. თუკი პერიკლე მდაბიო წარმომავლობის ათენელებისათვის მოქალაქეობის მიღების შეზღუდვით ცვლილების გაწონასწორბას არ მოახდენდა. ამ ღონისძიებით ხალხი, რომელიც მესამე ფენას წარმოაგენდა დაყვანილ იქნა 14 ათას მოქალაქემდე და რაოდენობით მაღალ ფენას გაუტოლდა. პერიკლე აცხადებდა, რომ ყველა, ვინც საზოგადო საქმეში არ იღებდა მონაწილეობას საერთო კეთილდღეობას ვნებდა. სიღარიბის გამო, საზოგადო საქმეს არავინ არ უნდა გამოკლებოდა, მას ის სახელმწიფო ფონდებიდან დაფინანსებით უზრუნველყოფდა; მისი ადმინისტრაციის ფედერალურ შემოწირულობათა მოცულობა შეიძლება 2 მლნ. ოქროს სტერლინგით შეფასდეს. მისი გავლენის მთავარი იარაღი ორატორული ნიჭი იყო. იგი მართავდა დარწმუნებით და ყველაფერი ღია დებატებით წყდებოდა, ყოველგვარი გავლენა გზას უთმობდა გონებისა და არგუმენტების სიძლიერეს, რომ კონსტიტუციის მიზანი, არა ვინმეს ინტერესების გაბატონება, არამედ მისგან თავდაცვაა; აგრეთვე ის, რომ საჭიროა თანაბარი ზრუნვა, როგორც მშრომელთა თავისუფლებაზე, ისე ქონების უსაფრთხოებაზე და რომ აუცილებელია მდიდრების დაცვა შურისაგან, ხოლო ღარიბების - ჩაგვრისგან, ხაზს უსვამს, რომ საბერძნეთის სახელმწიფოებრივი მმართველობის ხელოვნებამ უმაღლეს დონეს მიაღწია. ყოველივე ეს გაჭირვებით შენარჩუნდა იმ დიდი პატრიოტის გარდაცვალების შემდეგ, რომელმაც მას საფუძველი ჩაუყარა. მომდევნო ისტორია სავსე იყო მცდელობით, რომ დარღვეულიყო ძალაუფლების ბალანსი - ფულის, მიწის, ან რიცხოვნობისადმი უპირატესობის მინიჭებით. მომდევნო თაობები, რომელნიც ვეღარასოდეს გაუტოლდნენ ნიჭიერებაში, იმ მოღვაწეთა თაობას, რომლის წარმომადგენელთა შრომები - პოეზიაში, ორატორულ ხელოვნებაში, ისტორიაში, ფილოსოფიასა და პოლიტიკაში დღესაც შურს იწვევს მსოფლიოში და მიუღწეველ მწვერვალებად რჩება. მაგრამ ამ თაობამ ვერ შვა პერიკლეს მემკვიდრე და მომდევნო თაობის ვერც ერთმა მოღვაწემ ვერ შესძლო მისი საქმის გაგრძელება.

გადამწყვეტი ნაბიჯი, ერების პროგრესში იყო ის, რომ ათენური კონსტიტუციით აღიარებულ იქნა პრინციპი, რომლის მიხედვით, ყოველ ინტერესს, არსებობისა და გამოხატვის უფლება უნდა ჰქონოდა. ამ შემთხვევაში, საკუთარი ინტერესების განხორციელების საშუალება არჩევნებში დამარცხებულებს არ ეძლეოდათ. კანონი ვერ ზღუდავდა უმრავლესობის ტრიუმფს და, შესაბამისად, ვერ იცავდა უმცირესობას მათი სათვალავიდან ამოგდებისაგან. როდესაც პერიკლეს მძლავრი გავლენა აღმოიფხვრა, კლასობრივი ბრძოლა, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გაგრძელდა. მას შემდეგ, რაც პელოპონესის ომში მაღალი ფენის წარმომადგენლები გაიჟლიტნენ, მდაბიოებმა სრული უპირატესობა მოიპოვეს. ათენელების მოუსვენარი და მაძიებელი სული ყოველი ინსტიტუტის შინაგანი ბუნებისა დ თითოეული პრინციპების შედეგების ახსნას ითხოვდა. მათი აზროვნების წესმა არნახულად სწრაფდ განვლო ბავშვური არასრულყოფილებიდან მიხრწნილებამდე.

სოლონის მიერ სახალხო ხელისუფლების დამკვიდრების პირველ ნაბიჯებს და სახელმწიფოს დაცემას ორი თაობა აშორებს. მათი ისტორია იძლევა იმის კლასიკურ მაგალითს თუ რა შეიძლება დაემუქროს დმოკრატიას, განსაკუთრებით ხელსაყრლ პირობებშიც კი. ათენელები არამარტო მამაცნი და სამშობლოს მოყვარულნი გახლდნენ და მსხვერპლის გაღებაც შეეძლოთ, არამედ ისინი ყველაზე რელიგიურები იყვნენ ბერძენთა შორის. ისინი აღმერთებდნენ კონსიტუციას, რომელმაც მათ სიმდიდრე, თანაბარუფლებიანობა და სიამაყის გრძნობა უბოძა. ისინი ეჭვქვეშ არასოდეს აყენებდნენ უდიდეს უფლებებს, რომლებიც ასამბლეას ჰქონდა მინიჭებული. ისინი იტანდნენ მეტად განსხვავებულ აზრს და უპირობოდ აღიარებდნენ სიტყვის თავისუფლებას, მათი ჰუმანურობა მონების მიმართ, იმ დროის ყველაზე განათლებული არისტოკრატების მხრიდანაც კი იწვევდა გაღიზიანებას. ამგვარად, ათენელები იყვნენ ერთადეთნი, რომლებმაც მნიშვნელოვანი დემოკრატიული ინსტიტუტები განავითარეს. მაგრამ მონარქიის შეუზღუდავმა ძალაუფლებამ, რომელიც ცნობიერებაზე ცუდ ზეგავლენს ახდენს, გულს აქვავებს და ლახვარს სცემს, თავისი გაიტანა და ძირი გამოუთხარა განთქმნულ ათენურ დემოკრატიას. ცუდია იყო დაჩაგრული უმცირესობის მიერ, მაგრამ უფრო უარსესია, დაიჩაგრო უმრავლესობისაგან, რადგან მასებში არსებობს დაფარული ძალაუფლება, რომლის გამჟღავნებისას, უმცირესობას შეწინააღმდგება არ ძალუძს. მაგრამ ხალხის ჭეშმარიტი ნების წინააღმდგ არ არსებობს არანაირი იარაღი, თავის დახსნა, ღალატის გარდა. საკანონმდებლო, სასამართლო და ნაწილობრივ აღმასრულებელ ხელისუფლებას, ათენელების ყველაზე მრავალრიცხოვანი, მდაბიოთა ფენა აერთიანებდა. იმდროინდელი გაბატონებული ფილოსოფიის თანახმად, არ არსებობდა სახელმწიფოს კანონებზე უზენაესი კანონი, ხოლო სახელმწიფოში კანონზე მაღლა კანონმდებელი იდგა.

იმავე მოსაზრებების თანახმად, სუვერენულ ხალხს ჰქონდა უფლება, ყველაფერი მოემოქმედა, მისი ძალაუფლების ფარგლებში და არანაირი წესით არ იზღუდებოდა, საკუთარი მიზანშეწონოლობის გარდა. ერთ-ერთ შემთხვევაში, ათენელთა კრებამ დაუშვებლად მიიჩნია მათთვის აეკრძალათ, რომ მათი ნება-სურვილი რაიმე სახის ჩარჩოში მოქცეულიყო. მათი შემზღუდავი არანაირი კანონი არ არსებობდა. არ ემორჩილებოდნენ არცერთ კანონს, რომელიც მათ მიერ მიღებული არ იყო. ამ თვალსაზრისით თავისუფალი ათენლები ტირანები გახდნენ და მათი მთავრობა, რომელიც ევროპული თავისუფლების პიონერად მოგვევლინა, ანტიკური ხანის ყველა ბრძენის მიერ შესაშური ერთსულოვნებით იქნა დაგმობილი. მათ დაანგრიეს საკუთარი ქალაქი, როდესაც კამათის გამო ბაზრის ტერიტორიაზე ომი გააჩაღეს. ისევე, როგოროც საფრანგეთის რევოლუციის დროს, მათ საკუთარ დამარცხებულ მხედართმთავრებს სიკვდილი მიუსჯეს. იმგვარი უსამართლობით ექცეოდნენ მათ დაქვმდებარებაში მყოფ ზღვისგაღმა ტერიტორიებს, რომ დაკარგეს იმპერია. ისინი აყაჩაღებდნენ მდიდრებს, რომლებიც ამის გამო ქვეყნის მტრებთან გაერთიანდნენ. საკუთარი ბოროტება მათ სოკრატეს წამებით დააგვირგვინეს.

როდესაც აბსოლუტურმა ძალაუფლებამ თითქმის მეოთხედი საუკუნე გაძლო, სახელმწიფოს არსებობაც კი კითხვის ქვეშ დადგა და დაღლილ-დაქანცულმა ათენელებმა მათი დაკნინების ნამდვილი მიზეზი აღიარეს. მათ გაიაზრს, რომ თავისუფლების, სამართლისა და თანაბარუფლებიანობისათვის აუცილებელია, რომ დემოკრატიამ, შეზღუდოს საკუთარი თავი ისევე, როგორც ოლიგარქიამ. მათ გადაწყვიტეს წარსულში გამოცდილ გზას დაბრუნებოდნენ და არსებული წესრიგი აღედგინათ, როდესაც ძალაუფლების მონოპოლია, არც მდიდრებს და არც ღარიბებს არ გააჩნდათ. რესტავრაციის პირველი ცდა კრახით დასრულდა, რომელიც მხოლოდ თუკიდიდეს (Thucydudes) გამო არის აღსანიშნავი, რომლის პოლიტიკური მოსაზრებები ყოველთვის საინტერესო იქნება. ამის შემდეგ ისეთი მთავრობა ჩამოყალიბდა, რომელზედაც უკეთესი ათენს არასდროს ჰყოლია. მოხერხდა დაპირისპირებული მხარეების მორიგება და ისტორიაში პირველი ამნისტია გამოცხადდა. მათ ურთიერთშეთანხმებით მართვა გადაწყვიტეს. კანონებს, რომლებიც ტრადიციულად გამოიყენებოდა, კოდექსის სახე მიეცა და სუვენერული ასამბლეის არცერთი ასეთი აქტი, ძალაში არ შედიოდა, რომლის შესახებაც აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა. აბსოლუტურად აღიარებული კონსტიტუციის მუხლები, რომელთა ხელშეუხებლობა აუცილებელი იყო და დროის მოთხოვნების დეკრეტები მკვეთრად გაიმიჯნა; კანონმდებლობა დამოუკიდებელი გახდა ხალხის წიაღში პერიოდულად წარმოშობილი ნების გამოხატვისაგან. ათენელთა მონანიება რესპუბლიკის გადასარჩენად საკმაოდ გვიან მოხდა. მიუხედავად ამისა, ეს ისტორიული გაკვეთილი მუდამჟამს გამოსადეგი იქნება. ის გვასწავლის, რომ მთელი ხალხის ხელისუფლება, როგორც ყველაზე მრავალრიცხოვანი და ძლიერი კლასის ინტერესების გამომხატველი ხელისუფლება, არის იმავე ხასიათის ბოროტება, როგორც წმინდა სახის მონარქია. ამიტომ, თითქმის იმავე მიზეზებიდან გამომდინარე, იმ ინსტიტუტების არსებობას მოითხოვს, რომლებმაც ის საკუთარი თავისაგან უნდა დაიცვას და მოსაზრებების რევოლუციური ცვალებადობიდან, განაპირობოს კანონის მუდმივი უზენაესობა.

ათენის თავისუფლების წარმოშობისა და დაცემის პარალელურად იმავე პრობლემით რომი იყო დაკავებული, რომელიც მათ უფრო მეტი კონსტრუქციულობით უდგებოდა და წარმატებაც უფრო ხანგრძლივი იყო. მაგრამ საბოლოოდ, მისი მცდელობები ბევრად უფრო დიდი კატასტროფით დასრულდა. ის, რაც ათენში არგუმენტის ძალით წყდებოდა, რომში დაპირისპირებულ მხარეებს შორის ბრძოლით მიმდინარეობდა. პოლიტიკური აზროვნება არ იყო მიმზიდველი დაუნდობელი რომაელებისათვის. მიზნის მისაღწევად ისინი სირთულეების თავიდან ასარიდებლად, ყველაზე ბრძნული გზით არ სარგებლობდნენ, არამედ ანალოგიურ შემთხვევებში ერთხელ უკვე გამოყენებულ გზებზე ფიქრობდნენ და ყურადღებას აქცევდნენ არა გარკვეულ მომენტში მათ წინაშე მდგარი კონკრეტული ამოცანის თავისებურებას, არამედ წინა გამოცდილებას. მათი ხასიათი უბიძგებდა, რომ საკუთარი კანონმდებლობის წარმომავლობა ადრეული ხანისათვის მიეწერათ, ხოლო სურვილმა - დაემტიკიცებინათ მათი ინსტიტუტების უცვლელობა და უარეყოთ განახლების საჭიროება, რომის მეფეთა ლეგენდარული ისტორია შეთხზა. მათი წარსულთან მჭირდო ურთიერთობის მტკიცე სურვილი პროგრესს აფერხებდა. ცვლილებები მხოლოდ უკიდურესი იძულების გამო ხდებოდა და იგივე კითხვებს ბადებდა მანამ, სანამ მათი გადაწყვეტა ხერხდებოდა. რესპუბლიკის კონსტიტუციური ისტორია ერთის მხრივ არისტოკრატების ძალისხმევისგან შედგებოდა, რომლებიც ჭერშმარიტ რომაელებად მხოლოდ საკუთარ თავს აცხადებდნენ. ერთის მხრივ იმიტომ, რომ საკუთრივ შეენარჩუნებინათ ძალაუფლება, რომელიც მეფეთაგან ჰქონდათ მიტაცებული. ხოლო მეორეს მხრივ, რათა თავი დაეცვათ პრლებემების მცდელობისაგან, მიეღოთ ძალაუფლების თანაბარი წილი. ეს დაპირისპირება, რომლის დაძლევას მოუსვენარმა და მიზანმიმართულმა ათენელებმა ერთი თაობა მოანდომეს, რომაელებმა ორი საუკუნის განმავლობაში ვერ გადალახეს; იმ დროიდან მოყოლებული, როცა პლებეებს ქალაქის გამგეობაში მონაწილეობის უფლება წაართვეს, ისინი ბეგარას იხდიდნენ და გასამრჯელოს გარეშე შრომობდნენ, ვოდრე 285 წლამდე, სანამ პოლიტიკურად თანაბარ უფლებებს მოიპოვებდნენ. ამას მოჰყვა უპრეცედნტო დიდებისა და აყვავების 150 წელი; შემდეგ კი, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი კონფლიქტი, რომელიც კომპრომისის შედეგად იყო მოგვარებული და თეორიულდა გადაწყვეტილიც, ყოველგვარ საფუძველს მოკებული ახალი ბრძოლა გაჩნდა.

უღარობესი ოჯახების მასა, რომელთა გაღატაკება განპირობებული იყო დაუსრულებელ ომებში სამხედრო სამსახურის გამო იმდენად დაკნინდა, რომ არისტოკრატიის იმ ორი ათასამდე მდიდარ ადამიანზე დამოკიდებული შეიქმნა, რომლებმაც სახელმწიფოს უდიდესი სამფლობელოები გაიყვეს. როდესაც გაჭირვება აუტანელი გახდა, გრაკხი (Gracchi) შეძლებულ კლასებზე ზეწოლით მის შემსუბუქებას შეეცადა, რადგან სახელმწიფო მიწების გარკვეული ნაწილი უბრალო ხალხისათვის გადაეცათ. ძაველმა და ცნობილმა არსიტოკრატიამ, რომელსაც მემკვიდრეობაც და თანამდებობებიც ხელს უწყობდათ, მტკიცე წინააღმდეგობა გამოხატა, მაგრამ მათ, დათმობების ხელოვნებაც იცოდნენ. უფრო გვიანდელ და ეგოისტურ არისტოკრატიას ეს უნარი არ გააჩნდა. ხალხის ხასიათი, დაპირისპირების დაუნდობელი ხასიათის გამო შეიცვალა. პოლტიკური ძალაუფლებისათვის ბრძოლა ისეთი გაწონასწორებული ხერხებით მიმდინარეობდა, რომ თავისი ხარისხით ინგლისში პარტიულ დავებს შეესაბამებოდა. მაგრამ მატერიალური მიზნით წარმოებული ბრძოლა, ისეთივე დაუნდობელი იყო, როგორც საფრანგეთში სახალხო დაპირისპირებები. მდიდრების მიერ 22 წლის განმავლობაში უგულვებელყოფილი ხალხი, რომელთაგან 320 ათასი, სახელმწიფოს ულუფის კმაყოფაზე იყო, მზად აღმოჩნდა, რომ ნებისმიერ წინამძღოლს გაჰყოლოდა, რომელიც რევოლუციით იმის მოპოვებას შეპირდებოდა, რისი მოპოვებას კანონიერი გზით შეუძლებელი იყო.

მაშინდელი სენატი, რომელიც მოძველებულ და სავალალო მდგომარეობაში მყოფ წესრიგს იცავდა, საკმაოდ ძლიერი იყო იმისათვის, რომ ნებისმიერი სახალხო ლიდერი დაემარცხებინა. ასე იყო მანამ, სანამ იულიუს კეისარმა (Julius Caesar), რომელიც უმაგალითო მმართველობითი ნიჭით გამოირჩეოდა, იმ ჯარის, რომელსაც იგი უმაგალითო მოპყრობის დროს უძღვებოდა, და შიმშილამდე მისული ხალხის მხარდაჭერით, რომელიც მან მოიმხრო უკიდეგანო ხელგაშლილობით, გარკვეული უსისხლო და არაძალადობრივი ღონისძიებების მეშვეობით, რესპუბლიკა მონარქიად გადააქცია.

იმპერია რესპუბლიკურ ფორმებს, იოკლეტიანეს (Diocletian) მმართველობამდე ინარჩუნებდა. თუმცა იმჯპერატორთა ნება, ისევე არ ექვემდებარებოდა კონტროლს, როგორც ხალხის ნება, ტრიბუნების (Tribunes) გამარჯვების დროს. მათი ძალაუფლება, სრულიად ნებაყოფლობითი იყო მაშინაც, როდესაც ბრძნულად გამოიყენებოდა. მიუხედავად ამისა, რომის იმპერია, რესპუბლიკაზე უფრო თავისუფალი იყო. მე შემთხვევით არ მიმაჩნია, რომ რომის რომის იმპერატორებს შორის იყვნენ ისეთები, რომლებიც მათ დიდ ძალაუფლებას კარგად იყენებდნენ. მაგალითად ნერვა (Nerva), რომელზედაც ტაციტუსმა (Tacitus) თქვა, რომ იგი, კარგად ათავსებდა თავისუფლებასა და მონარქიას, რაც სხვა შემთხვევებში შეუთავსებელია; ან იმპერიის მეხოტბეების განცხადებები, რომ მასში დემოკრატიის სრულყოფილებაა გაცხადებული. სიმართლე რომ ითქვას, ეს საუკეთესო შემთხვევაში, ცუდად დაფარული და ოდიოზური დესპოტიზმი იყო. ფრიდრიხ დიდიც დესპოტი (Frederic the Great) იყო, თუმცა იგი თავისუფალ დისკუსიასა და შემწყნარებლობას ემხრობოდა. ბონაპარტეც (Bonapartes) დესპოტი იყო, თუმცა არც ერთი ლიბერალი მმართველი არ ყოფილა ისე მისაღები ხალხის მასებისათვის, როგორც ნაპოლეონ პირველი (Napoleon I), განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან 1805 წელს პირველი რესპუბლიკა დაამხო და ნაპოლეონ მესამე (Napoleon III) თავისი დიდების მწვერვალზე 1859 წელს. ამის მსგავსად, რომის იმპერიას გააჩნდა ისეთი ღირსებები, რომლებიც შორიდან და განსაკუთრებით დიდი დროის გასვლის შემდეგ, იმაზე უფრო მეტად იზიდავს ადამიანს, ვიდრე სასახლის ირგვლივ გამეფებული ტრაგიკული ტირანია. ღარიბებს მიეცათ ის, რასაც ისინი რესპუბლიკისგან უშედეგოდ ითხოვდნენ. მდიდრები ცხოვრობდნენ უკეთ, ვიდრე ტრიუმვირატის დროს. რომის მოქალაქის უფლებები გავრცელდა პროვინციების მოსახლეობაზე. რომის ისტორიის იმპერიულ ეპოქას, ეკუთვნის რომის საუკეთესო ლიტერატურა და თითქმის მთელი სამოქალაქო სამართალი. სწორედ იმპერიის დროს მოხდა მონობის უღლის შემსუბუქება, რელიგიური შემწყნარებლობის დამკვიდრება, სახელმწიფო სამართლის ჩამოყალიბების დაწყება და ქონებრივის სამართლის დახვეწეილი სისტემის წარმოქმნა. კეისრის მიერ დამხობილი რესპუბლიკ, თავისუფალი სახელმწიფოს გარდა, ყველაფერი იყო. იგი მშვენივრად უზრუნველყოფდა მოქალაქეთა უფლებების უსაფრთხოებას, მაგრამ რიგითი ადამიანების უფლებებს უგულვებელყოფდა. თავისუფალი რომაელები უფლებამოსილები იყვნენ, შემაძრწუნებლად უსამართლოდ მოქცეოდნენ საკუთარ შვილებს, მოვალეებს, მონებს, და პატიმრებს. ის სიღრმისეული იდეები უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, რომლებიც არ აისახებოდნენ მუნიციპალური სამართლის წიგნებში, მაგრამ ცნობილი იყვნენ ბერძენი ბრძენკაცებისათვის ნაკლებად იყვნენ მიღებული მხედველობაში, უფრო მეტიც, ამ იდეების მომცველი ფილოსოფია არაერთხელ გამოცხადდა კანონგარეშედ, როგორც ამბოხისა და ურწმუნობის მასწავლებელი.

დიდი ხნის წინ, 155 წელს, ათენელი ფილოსოფოსი კარნეადესი (Carneades) რომში პოლიტიკური მისიით გაემგზავრა. სამსახურებრივ საქმიან შეხვედრებს შორის შუალედებში, იგი ორჯერ გამოვიდა საჯარო სიტყვით, რომ მისი ქვეყნის უვიც დამპყრობლებისათვის ატიკურ სკოლებში დახვეწილი კამათის ხიბლი გაეზიარებინა. პირველ დღეს, იგი ბუნებრივი სამართლის შესახებ საუბრობდა. მეორე დღეს, ის იმავე სამართლის არსებობას უარყოფდა, აცხადებდა რა, რომ ბოროტებისა და სიკეთის ყველა მცნება, სიკეთის კანონის განსაზღვრებიდან გამომდინარეობდა. იმ სამახსოვრო დროიდან დაწყებული, დამარცხებული ხალხის სიბრძნემ, დამპყრობთა მოჯადოება შეძლო. რომაელთა ყველაზე გამორჩეული მოაზროვნენი - სციპიონი (Scipio) და ციცერონი ( Cicero) ბერძნული ზეგავლენით ჩამოყალიბდნენ, ხოლო მათი იურისტები - ზენოს (Zeno) და ქრისიპუსის ( Chysippus) მიმდევრები გახდნენ.

თუ მეორე საუკუნეს გავმიჯნავთ იმ დრომდე, როდესაც ქრისტიანობის გავლენა უკე საგრძნობი ხდება, ანტიკური პოლიტიკის უკვე ჩვენეული შეფასება, იმჟამად მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით არასრულყოფილი იქნება. გაბატონებული შეხედულებები თავისუფლების შესახებ არ იყო სრულყოფილი, ხოლო მათი განხორციელებისაკენ მიმართული ძალისხმევა, მნიშვნელოვნად სცდებოდა მიზანს. ანტიკური ხანის მოაზროვნეებს ძალაუფლების საკითხების მოწესრიგება უკეთ შეეძლოთ, ვიდრე თავისუფლების. მათ იმდენი განსაკუთრებული უფლება მიანიჭეს სახელმწიფოს, რომ ადამიანს ფეხის მოსაკიდებელი ადგილიც არ დარჩა, საიდანაც ის შეძლებდა უარეყო ამის კანონიერება ან საკუთარი საქმიანობის საზღვრები დაედგინა. თუ გამოვიყენებ ხატოვან ანაქრონიზმს, კლასიკური სახელმწიფოს ნაკლი ის იყო, რომ ეკლესია და სახლემწიფო ერთ მთლიანობას წარმოადგენდა. მორალი არ იყო გამიჯნული პოლიტიკისაგან, ხოლო პოლიტიკა - მორალისაგან. ამსთან რელიგიაში, მორალსა და პოლიტიკაში, მხოლოდ ერთი კანონმდებელი და ერთი ხელისუფალი იყო. ხელისუფლება, რომელიც დაუშვებლად ცოტას აკეთებდა განათლებისათვის, მეცნიერებისათვის, ღარიბთა და უძლურთათვის ან ადამიანთა სულიერი მოთხოვნილებებისათვის, მიუხედავად ყველაფრისა, აცხადებდა, რომ ყველა თავის მოვალეობასა და დანიშნულებას პირნათლად ასრულებდა. ცალკეული პიროვნებები და ოჯახები, ასოციაციები და ჯგუფები იმდენად მიწიერები იყვნენ, რომ სუვენერულ ძალაუფლებას, საკუთარი მიზნების განსახორციელებლად იყენებდნენ. რაც მონა იყო მისი მფლობელის ხელში, ის იყო ადამიანი თემის ხელში. ყველაზე წმინდა მოვალეობებიც კი, უკან უხევდნენ საზოგადოებრივ საჭიროებების წინაშე - ხატოვნად რომ ითქვას მგზავრები გემის გამო არსებობდნენ. კერძო ინტერესების უგულვებელყოფის გამო და ხალხის მორალური კეთილდღეობისა და ყოფითი პირობების გაუმჯობესების მიზნით, როგორც რომმა, ისე საბერძნეთმა დაანგრია სასიცოცხლოდ აუცილებელი, ის არსებითი ელემენტები, რომელთა გარეშე სახელმწიფოს კეთილდღეობა წარმოუდგენელია - ისინი გაცამტვერდნენ ოჯახების რღვევისა და ქვეყნის მოსახლეობის გაჩანაგების გამო. რომი და საბერძნეთი გადარჩნენ არა ინსტიტუტების, არამედ მათი იდეების სახით და მათი იდეების გამო, განსაკუთრებით მართვის ხელოვნებაში და ისინი არიან

,,გარდაცვლილი, მაგრამ სკიპტრებმომარჯვებული სუვერენები, რომლებიც ჯერ კიდევ მართავენ ჩვენ სულებს, თავიანთი განსასვენებლიდან“.

მათში, მართლაც რომ შესაძლებელია ყველა იმ შეცდომის, რომელიც ძირს უთხრის პოლიტიკურ საზოგადოებრივ ცხოვებას - კომუნიზმის, უტილიტარიანიზმის, ტირანიისა და ხელმძღვანელობის, უკანონობისა და თავისუფლების შეხამების კვალის პოვნა.

მოსაზრებას, რომ ადამიანი პორველქმნილ ბუნებაში ძალადობისა და კანონის გარეშე ცხოვრობდა, კრიციასს (Critias) ეკუთვნის. კომუნიზმი, მისი ზოგადი სახით, შემოთავაზებულია სინოპელი დიოგენეს (Diogenes of Sinope) მიერ. სოფისტების (Sophists) თანახმად, არ არ არსებობს მიზანშეწონილობაზე უზენაესი ვალდებულება და სიკეთე სიამოვნების გარეშე. კანონი სუსტი ადამიანის მოგონილია, რათა გაძარცვოს მასზე უკეთესები და არ შეარგოს უპირატესობით სამართლიანი ტკბობა. სჯობს სხვა დაჩაგრო, ვიდრე თვითონ დაიჩაგრო; და რადგან არ არსებობს იმაზე მეტი სიკეთე, ვიდრე ბოროტების დასჯის გარეშე ჩადენა, შესაბამისად არ არსებობს იმაზე უარესი ბოროტება, რომ სამაგიეროს გადახდის შესაძლებლობის გარეშე იჩაგრებოდე. სდამართალი ლაჩრული სულის ნიღაბია; უსამართლობა სიტყვიერი სიბრძნეა; პასუხისმგებლობა, მორჩილება, თავგანწირვა, თაღლითური სიყალბეა. ხელისუფლება უზენაესია. მას შეუძლია საკუთარი ნებით განაგოს; არავის ძალუძს მის მიერ მიყენებული ზიანის გასაჩივრება; მაგრამ რამდენადაც ის არ ექვემდებარება იძულებას და დასჯას, ყოველთვის თავისუფალია თავნებობისათვის. ბედნიერება, ძალაუფლების მოპოვებასა და მორჩილების აუცილებლობის გათავისუფლებაში მდგომარეობს, ხოლო ის, ვინც ტახტს, ღალატითა და მკვლელობით მოიპოვებს, უმწიკვლო რეპუტაციას იმსახურებს.

ეპიკურე (Epicurus) მცირედით განსხვავდებოდა მსგავსი რევოლუციური დესპოტიზმის მქადაგებლისაგან. ყველა საზოგადოება - ამბობდა იგი - დაფუძნებულია შეთანხმებაზე ურთიერთმფარველობის შესახებ. სიკეთე და ბოროტება ჩვეულებრივი ცნებებია, რადგან ზეცის რისხვა სამართლიანსაც და უსამართლოსაც თანაბრად ატყდება. ცოდვის უარყოფა არა საქციელშია, არამედ შედეგებში, რომელსაც ცოდვილი მოიმკის. ბრძენკაცები კანონებს, საკუთარი თავის დაცვისათვის იგონებენ და არა შესაბოჭად; შესაბამისად, როდესაც ისინი მათ წამგებიანობაში რწმუნდებიან, აუქმებენ მათ. ყველაზე განთქმულ მეტაფიზიკოსთა არალიბერალური მოსაზრებები, გამოხატულია არისტოტელეს (Aristotle) ნათქვამში, რომ ყველაზე უარესი მთავრობის ნიშანი ისაა, რომ იგი აძლევს თავისუფლებას იცხოვროს, როგორც მოესურვება.

თუ თქვენ მხედველობაში გაქვთ სოკრატე (Socrates) რომელიც გამორჩეულია წარმართთა შორის, ის მიიჩნევდა, რომ რამდენადაც უცნობია ადამიანის შეფასების საუკეთესო კრიტერიუმი, არ არსებობს უკეთესი დამხმარე სახელმძღვანელო, ვიდრე ქვეყნის კანონებია. რაც შეეხება პლატონს (Plato) რომლის დიდებულ დოქტრინაში, იმდენად იყო ქრისტიანობის წარმოქმნა განჭვრეტილი, რომ მრავალ ცნობილ თეოლოგს სურდა მისი შრომების აკრძალვა, რათა ადამიანები ამით არ დაკმაყოფილებულიყვნენ და გულგრილნი არ გამხდარიყვნენ, ზეციური სწავლების მიმართ. ეს მას მიეცა წინასწარმეტყველური ხილვა სამართლიანი კაცის შესახებ, რომელსაც დაადანაშაულებდნენ, დასჯიდნენ და ჯვარზე გაკრულს ჯოხით სცემდნენ. მიუხედავად მისი ყველაზე გამორჩეული ინტელექტისა, რაც კი როდესმე დაჯილდოებულა კაცობრიობა, ის მაინც უჭერდა მხარს ოჯახის ინსტიტუტის გაუქმებასა და ბავშვებზე ზრუნვას, თემის მოვალეობად მიიჩნევდა. არისტოტელე (Aristotle) კი, ანტიკური ეპოქის ყველაზე დიდი მორალისტი, არ თვლიდა, რომ მეზობელი ხალხის დაპყრობა მათი მონებად ქცევის მიზნით, ბოროტება იყო. უფრო მეტიც, თუ თანამედროვე გენიოსების პოლიტიკურ დოქტრინებს გავითვალისწინებთ, რომლებიც არანაკლებ აბსურდული და კრიმინალური ხასიათისა არიან, თქვენთვის აშკარა გახდება, რა ეკლიანია ჭეშმარიტებისაკენ მიმავალი გზა. წმინდა მიზანშეწონილობა, ისევე, როგორც ტრადიცია, უძლურია რომ გადაწყვიტოს მმართველობის თავისუფლების პრობლემა. მის გადაწყვეტას ხანგრძლივი, მრავალი, მწვავე გამოცდილების მიღება სჭირდება; იმ მეთოდების გამოყენება, რომლითაც ღთიურმა სიბრძნემ ერები გაანათლა - დაეფასებინათ და მიეღოთ თავისუფლების პასუხისმგებლობა. ჭეშმარიტი ფილოსოფია ასწავლის:

,,აღიარე მარადიული განგება
და დაადასტურე ღვთის გზები მოკვდავებისკენ“.

მათი მხოლოდ შეცდომების სიღრმის გადმოცემით, შეგიქმნიდით ძალიან არაზუსტ წარმოდგენას ანტიკური ხანის სიბრძნე, რომ არ მივიჩნევდე - მათი ქცევის წესები შესრულებაზე უკეთესი არ იყო. სანამ საზოგადოებრივი მოღვაწენი, სენატორები და სახალხო კრებები, უხეში შეცდომების მაგალითებით გვამარაგებდნენ, იქმნებოდა კეთილშობილი ლიტერატურა, რომელშიც შემოინახა შეუფასებელი პოლიტიკური ცოდნა და რომელშიც არსებული ინსტიტუტები წარმოჩნდა სათანადო შორსმჭვრეტელობით. მოსაზრება, რომელზედაც თითქმის ყველა ანტიკური ხანის მოღვაწე თანხმდებოდა იყო ის, რომ ხალხს აქვს მართვის უფლება. მაგრამ ისინი უძლურნი არიან, რომ დამოუკიდებლად მართონ. ამ წინააღმდეგობის დასაძლევად, ხელისუფლებაში, ხალხის მონაწილეობის გასაზრდელად და მონოპოლიის დასაძლევად, მათ ძალზედ ზოგადი სახით, შერეული კონსტიტუციის თეორია შექმნეს. ის ამავე საკითხზე ჩვენი შეხედულებებისაგან განსხვავდებოდა, რადგან ამჟამინდელი კონსტიტუცია, მონარქიების შეზღუდვას ემსახურებოდა, ხოლო იმ თეორიის დემოკრატიის გაძლიერება იყო გამიზნული. ეს იდეა პლატონის დროს წარმოიშვა, თუმცა იგი უარყოფდა მას. ეს იყო დრო, როდესაც ადრეული მონარქიები და ოლიგარქები.დაემხო; იგი განაგრძობდა არსებობას, კიდევ დიდხანს მას შემდეგ. რაც რომის იმპერიის მიერ, ყველა იმჟამინდელი დემოკრატია შთაინთქა. მაგრამ როგორც კი ერთპიროვნული მებატონე ძალაუფლების ნაწილს თმობდა, იგი ამას მასზე აღმატებული ძალისადმი დათმობად მიიჩნევდა, ხოლო როდესაც სუვენერული ხალხი, საკუთარ, განსაკუთრებულ უფლებებს თმობდა, ის მსხვერპლად სწირავდა გონიერებას. ყველა დროში დადასტურდა, რომ შეზღუდვის დაწესება ძალით უფრო იოლია ვიდრე დარწმუნებით.

ანტიკური ეპოქის მწერლები ხედავდნენ, რომ მმართველობის თითოეული სახე, ცალკე აღებული, მიდრეკილია უფლებების გადაჭარბებისაკენ და დაპირისპირებას იწვევს. მონარქია ეფლობა დესპოტიზმში; არისტოკრატია მჭიდროვდება ოლიგარქიამდე. დემოკრატიის განმსაზღვრელი კი, რაოდენობრივი უპირატესობა ხდება. მაშასადამე ისინი მიიჩნევდნენ, რომ სხვადასხვა პრინციპის ერთმანეთთან შეხამებით, შესაძლებელი გახდებოდა თვითნგრევის ბუნებრივი პროცესის შეჩერება. მაგრამ მონარქიის, დემოკრატიისა და არისტოკრატიის შეჯერება, რაც მრავალი მწერლის იდეალი იყო და მათი აზრით არსებობდა კართაგენში, სპარტასა და რომში, სინამდვილეში ანტიკური ხანის ფილოსოფოსების მიერ, განუხორციელებელი, გამოგონილი ქიმერა იყო. ტაციტუსმა (Tacitus), სხვებისაგან ყველაზე გამორჩეულმა, ბოლოს აღიარა კიდეც, რომ შერეული კონსტიტუცია, თეორიული მომხიბვლელობის მიუხედავად, პრაქტიკულად მეტად რთული განსახორციელებელი და კიდევ უფრო რთული შესანარჩუნებელი იყო. მისი პესიმისტური დასკვნა, შემდგომ გამოცდილებას არ უარყვია.

ასეთი ექსპერიმენტი, იმაზე უფრო ხშირი იყო, ვიდრე მე შემიძლია მოგითხროთ. ამისათვის იმ რესურსების კომბინირებაც იქნა გამოყენებული, რომლებიც ანტიკური ხანისათვის უცნობი იყო. ესენია: ქრისტიანობა, საპარლამენტო მმართველობა, თავისუფალი პრესა. თუმცა ჯერჯერობით არ ყოფილა შემთხვევა, ამგვარი დაბალანსებული კონსტიტუციისა, რომელსაც ერთ საუკუნეზე მეტი გაეძლო. თუკი მას სადმე წარმატებისთვის მიუღწევია, თანამედროვე სამყაროში, ჩვენი ქვეყანა არის. ჯერჯერობით არ ვიცით, რამდენ ხანს დაიცავს ჩვენი ერის სიბრძნე წონასწორობას. ფედერალური კონტროლი, ისევე ცნობილი იყო ანტიკურ ხანაში, როგორც კონსტიტუციური. ყველა მათი რესპუბლიკის მმართველობის ტიპი გულისხმობდა, რომ ქალაქის მმართველობა ხორციელდებოდა მისი მაცხოვრებლების მიერ, რომლებიც იკრიბებოდნენ რომელიმე საჯარო ადგილას. ადმინისტრაცია, რომელიც მრავალ ქალაქს აერთიანებდა, მათთვის ცნობილი იყო, მხოლოდ როგორც იძულების ერთერთი ფორმა, რომელსაც სპარტა იყენებდა მესინიანელების, ათენის - კონფედერატების, ხოლო რომი - იტალიის სამართავად. რესურსები, რომლებიც თანამედროვე ეპოქაში, დიდი ხალხების მიერ, ერთი ცენტრიდან საკუთარი თავის სამართავად გამოიყენება, მაშინ არ არსებობდა. თანაბარუფლებიანობა, მხოლოდ ფედერალიზმის მეშვეობით შეიძლება იყოს შენარჩუნებული; იგი მაშინდერლ პერიოდში უფრო ხშირი იყო, ვიდრე ამჟამად. თუ ძალაუფლების განაწილება, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებს შორის, მონარქიის შეზღუდვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა, სხვადასხვა სახელმწიფოებს შორის ძალაუფლების განაწილება, დემოკრატიის უზრუნველყოფის საუკეთესო საშუალებაა. სახელისუფლო ცენტრებისა და განხილვების შესაძლებლობის გაზრდით, ვრცელდება პოლიტიკური ცოდნა და ხელი ეწყობა ჯანმრთელი და დამოუკიდებელი აზრის გამოთქმას. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ანტიკური ხანის პრაქტიკულ გენიას უნდა მიეწეროს, იგი წარმოშვა აუცილებლობამ და მისი თვისებები, თეორიაში ნაკლებადაა შესწავლილი.

როდესაც ბერძნებმა, საზოგადოების პრობლემათა გააზრება დაიწყეს, არსებული რეალობა მიიღეს და მის ახსნასა და დასაბუთებას ეცადნენ. მათში შემეცნების სურვილმა გაიღვიძა, რომელიც ჩვენ, მოვლენებში ეჭვის შეტანას გვიმძაფრებს. ადრეული ხანის ფილოსოფოსებიდან, ყველაზე ცნობილმა - პითაგორამ (Pythagoras) - შექმნა პოლიტიკური თეორია, რომელიც მიზნად ისახავდა ძალაუფლების შენარჩუნებას, განათლებული კლასის მიერ და ამით აკეთილშობილებდა მმართველობის ფორმას, რომელიც ჩვეულებრივ ხალხის გაუთვითცნობიერებლობასა და მტკიცე კლასობრივ ინტერესებს ეყრდნობოდა. იგი მორჩილებისა და სუბორდინაციას ქადაგებდა და ყურადღებას, პირველ რიგში არა უფლებებზე, არამედ მოვალეობაზე ამახვილებდა; წინ რელიგიას სწევდა და არა პოლიტიკას. მისი სისტემა, რომლის ნაკლოვანებებს უკვე შევეხეთ, რევოლუციის შედეგად დაემხო.

მაგრამ ორი ეპოქის მიჯნაზე, პითაგორას ადრეულ მიმდევარ მკაცრ დიდაქტიკოსებსა და პითაგორას თეორიების გამაქარწყებლებს შორის იდგა ფილოსოფოსი, რომელიც არც ერთ უკიდურესობას არ უერთდებოდა. მისი გამოთქმები ძნელად გასაგები იყო დღევანდლამდე. ჰერაკლიტე (Heraclitus of Ephesus), თავის წიგნს დიანას ტაძარში ინახავდა. წიგნი დაიკარგა, ისევე როგორც თავად ტაძარი და სალოცავი, მაგრამ რამდენიმე ფრაგმენმტი გადარჩა და რუდუნებით იქნა შეგროვებული და შესწავლილი, მეცნიერთა, ცნობილ მოღვაწეთა, ფილოსოფოსთა და პოლიტიკოსთა მიერ, რომლებიც ამ საუკუნის მოვლენათა ეპიცენტრში იმყოფებოდნენ. წინა თაობის ყველაზე აღიარებულმა ლოგიკოსმა, ყველა მისი პოსტულატი გაიზიარა, ხოლო ევროპის კონტინენტის სოციალისტთა შორის, ყველაზე გამოჩენილმა აგიტატორმა, მის ხსოვნას 840-გვერდიანი ნაშრომი მიუძღვნა.

ჰერაკლიტე ჩიოდა, რომ მასისათვის სამართლიანობა ფუჭი ცნებაა და არა უწყოდა, რომ ერთი კაცი ათასს სჯობს; მაგარამ ის მაინც ეგუებოდა არსებულ წესრიგს, თუმცა არ ეთაყვანებოდა მას. ის ამბობდა, რომ კამათი საწყისი და ყველაფრის სათავეა. სიცოცხლე მუდმივი მოძრაობაა, ხოლო მისი შეჩერება - სიკვდილის ტოლფასი. არავის ძალუძს, ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ შესვლა, რადგან წყალი ყოველთვის მიედინება, მყისიერად ჩაივლის და არასოდეს მოედინება ხელმეორედ. ერთადერთი, რაც ცვლილებათა მორევში მუდმივი და უცვლელია, უნივერსალური და სუვენერული გონებაა, რომელიც შეიძლება ყველასათვის გასაგები არ იყოს, მაგრამ ყველასათვის საერთოა. კანონების დღეგრძელობა, არა ადამიანის ხელისუფლებიდან, არამედ ღირსებიდან მომდინარეობს, რომელსაც მათ ერთი კანონიდან - ღვთის განგებიდან წარმომავლობას სძენს. მისი ზემოთმოყვანილი მოსაზრებები, პოლიტიკური ხასიათის ჭეშმარიტებებს გვაგონებენ, რომლებიც წმინდა წიგნებშია მოცემული და ჩვენ ყველაზე განათლებულ თანამედროვეთა აზროვნებამდე მივყავართ, რომლებიც დინჯ კომენტარსა და განმარტებას საჭიროებენ. სამწუხაროდ ჰერაკლიტე, ისეთი რთულად გასაგებია, რომ მისი გააზრება სოკრატესაც კი გაუჭირდა, ამიტომ მე რა თქმა უნდა, პრეტენზიას ვერ გამოთქვამ, რომ მათ უკეთ ავხსნი.

ჩემი მიმართვის თემა, პოლიტიკური მეცნიერება რომ ყოფილიყო, ყველაზე დიდ ადგილს პლატონსა და არისტოტელეს დავუთმობდი. პირველის „კანონები“, ხოლო მეორის „პოლიტიკა“ - რამდენადაც საკუთარ გამოცდილებას შემიძლია დავეყრდნო, წარმოადგენენ წიგნებს, რომლებიდანაც ვიგებთ ყველაფერს, პოლიტიკის ძირითადი პრინციპების შესახებ. სიღრმე, რომლითაც აზრის ეს ბუმბერაზები, საბერძნეთის ინსტიტუტის არსს აანალიზებდნენ და გვიანდელ ლიტერატურაში, მათ ნაკლოვანებებს ავლენდნენ, აღარ განმეორებულა; არც ბერქის (Burke), არც ჰამილთონის (Hamilton) და გასული საუკუნის პოლიტიკაზე დაწერილი საუკეთესო შრომების ავტორების; არც ჩვენი საუკუნის გამოჩენილ მოღვაწეთა - ტოკვილისა (Tocqueville) და როშერის (Roscher) მიერ. მაგრამ პლატონი და არისტოტელე, იყვნენ ფილოსოფოსები, რომლებიც არა შეუზღუდავ თავისუფლებას, არამედ განათლებულ მთავრობას უჭერდნენ მხარს. მათ, კარგად უწყოდნენ თავისუფლებისათვის ბრძოლის არასწორი გზით წარმართვის დამანგრეველი შედეგების შესახებ და ამიტომ გადაწყვიტეს, რომ მისთვის, საერთოდ არ ებრძოლათ; არამედ ძლიერი მმართველობით დაკმაყოფილებულიყვნენ, რომელიც ადამიანთა ბედნიერებას და მატერიალურ კეთილდღეობას უზრუნველყოფდა.

მაჟამად, თავისუფლება და კარგი მთავრობა ერთმანეთს არ გამორიცხავს. არსებობს მშვენიერი მიზეზი, თუ რატომ უნდა თანაარსებობდნენ ისინი; თუმცა ისინი აუცილებლად ერთად როდი მიაბიჯებენ. თავისუფლება არ წარმოადგენს საშუალებას, უფრო მაღალი პოლიტიკური მიზნის მისაღწევად - იგი თავად არის უზენაესი პოლიტიკური მიზანი. ის საჭირო არა კარგი საზოგადოებრივი მმართველობისათვის, არამედ სამოქალაქო საზოაგდოებისა და ინდივიდუმთა უსაფრთხოებისათვის. თავისუფლების მაღალ ხარსხს, ზოგჯერ უნიჭობის აყვავებისკენ და ცრურწმენის გამეფებისკენ მივყავართ; მას შეუძლია სასარგებლო კანონმდებლობის მიღება შეაჩეროს, საომარი მზადყოფნა შეამციროს და იმპერიის საზღვრები შეკვეცოს. შესაძლოა წარმატებით დავასაბუთოთ რომ ინგლისში, ან ირლანდიაში გონიერი დესპოტიზმის დამყარების შედეგად შესაძოა მრავალი რამ გაუარესდეს, მაგრა, ზოგიერთი სფეროს მართვა, შესაძლოა გაუარესდეს კიდეც. რომაელთა ხელისუფლება უფრო განათლებული იყო ავგუსტუსისა (Augustus) და ანტონიუსის (Antoninus) დროს, ვიდრე სენატის, მარიუსის (Marius), ან პომპეუსის (Pom-Pey) პეიოდში. თავისუფალი ადამიანი, უპირატესობას თუნდაც ღარიბ და სუსტ, მაგრამ სამაგიეროდ თავისუფლ და არა აყვავებულ, მდიდარ, მაგრამ ამავდროულად დამონებულ ქვეყანას ანიჭებს. სჯობს თავისუფალი ალპების კონფედერაციის მოქალაქე იყო, რომელის გავლენას ალპების ვიწრო საზღვრებს ვერ ცდება, ვიდრე ძლევამოსილი და ავტოკრატიული მმართველობის ტიპის მქონე ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ნახევარ აზიას და ვროპას შიშის ზარს სცემს. თუმცა მეორე მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ თავისუფლება ვერ შეცვლის ყველაფერ იმას, რაც ადამიანს ესაჭიროება, ამიტომ უნდა მოხდეს მისი გარკვეული სახით შეძღუდვა; განვითარებული ცივილიზაცია, უზრდის ვალდებულებებს და უფლებებს სახელმწიფოს და მასზე შეზღუდვებს აწესებს. გათვითცნობიერებულ და განათლებულ საზოგადოებას, შეუძლია ჩაწვდეს აუცილებელი იძულების სარგებლიანობას, რომელიც განვითარების დაბალ საფეხურზე მყოფი საზოგადოებისათვის, ძნელი გასააზრებელი იქნებოდა. ლიბერალური პროგრესი არ არის გარკვეული, ან განუსაზღვრელი რამ, არამედ იმისკენაა მიმართული, რომ საზოგადოება თავისუფალი იყოს მანამ, სანამ არ იგრძნობს შეზღუდვების დაწესების სარგებლიანობას. თავისუფალ ქვეყანას, შესაძლოა ნაკლები საშუალება ქონდეს რელიგიის გავრცელებისათვის, დანაშაულის აღსაკვეთად, უძლურთა დასახმარებლად, ან იმისათვის, რომ უზენაესი პოლიტიკური მიზნების განხორციელება, უფრო მაღალი მორალური მიზნების მისაღწევად გადადოს, ვიდრე ქვეყანას, რომელიც არ ერიდება, რომ საგანგებო შემთხვევებს პიროვნების თავისუფლების შეზღუდვითა და ძალაუფლების კონცენტრაციით დაუპირისპირდეს. ჩვენი არგუმენტი, არ შეიცავს წინააღმდეგობას ამ მოსაზრებებთან. ჩვენ თავისუფლების შედეგთან კი არა, მის მიზეზთან გვაქვს საქმე. ჩვენ ვეძებთ გავლნას, რომელმაც ნებელობითი ხელისუფლება კონტროლს დაუქვემდებარა, მიუხედავად იმისა, თუ როგორ მოხდა ეს, ძალაუფლების გადანაწილების გზით, თუ იმ ძალაუფლების მოხმობით, რომელიც აღემატება ყველა ხელისუფლებას. საბერძნეთის უდიდეს ფილოსოფოსებს ნამდვოლად არ ქონდათ ამის პრეტენზია.

ისინი, ვინც კაცობრიობა, დესპოტური მმართველობისადმი მორჩილებისაგან გაათავისუფლა, სტოიკოსები იყვნენ. მათი განათლებული და ამაღლებული მოსაზრებები იქცა ხიდად ანტიკურსა და ქრისტიანულ სახელმწიფოს შორის. მათ გზა გაუკვალეს თავისუფლებას. ისინი ხედავდნენ რამდენად ნაკლებია ალბათობა, რომ ყველა ქვეყნის კანონმდებლობა ბრძნული და სამართლიანი იყოს; ხოლო ხალხის ერთიანი ნება-სურვილი და ეროვნული თანხმობა არ არის დაზღვეული შეცდომებისგან. სტოიკოსებმა შეძლეს გაეფართოებინათ თვალთახედვა და საზოგადოებრივი ცხოვრების მარეგულირებელი წესების მიღმა გაეხედათ. მათ კაცობრიობას ამცნეს, რომ არსებობს ნება, რომელიც კაცთა კოლექტიურ ნებაზე მაღლა დგას და კანონი, რომელიც სოლონისა და ლიკურგეს კანონზე უზენაესია. ისინი მთავრობის ავკარგიანობას ადგენდნენ იმის მიხედვით, თუ რამდენად შეესაბამებოდა მისი პრინციპები, უზენაესი კანონმდებლის მიერ განსაზღვრულს. ის, რასაც უნდა დავემორჩილოთ და რომელსაც ყოველგვარი სამოქალაქო ხელისუფლება უნდა დავუქვემდებაროთ, ყოველი მიწიერი ინტერესი უნდა შევწიროთ, არის მარადიული კანონი, რომელიც თავად ღმერთივით სრულყოფილი და მუდმივია, მისი ბუნებისაგან მომდინარეობს და განაგებს ზეცასა და დედამიწას, ყოველ ერს.

მნიშველოვანია დადგინდეს არა ის, თუ რა მითითებებს იძლევა ხელისუფლება, არამედ ის, რა მითითებებს უნდა იძლეოდეს. კაცობრიობის სინდისის წინააღმდეგ არანაირი მითითება არ გამოდგება. ღვთის წინაშე ერთია, ბარბაროსი და ბრძენი, მონა და მისი მფლობელი, რადგან ყველა დაბადებისთანავე თანასწორია, წარმოადგენს რა უნივერსალურ თანამეგობობას მოქალაქეს, რომელიც მსოფლიო ოჯახის წევრებს, ღვთის შვილებს აერთიანებს. ჭეშმარიტი გზამკვლევი არის არა გარეშე ძალა, არამედ ღვთის ხმა, რომელიც ჩვენს სულებში სახლდება, იცნობს ჩვენს აზრებს, რომელსაც მთელ ჭეშმარიტებას და შექმნილ სიკეთეს ვუმადლით, რადგან ბოროტების ჩადენა ნებაყოფილობითია, ხოლო სიკეთე, ზეციური წმინდა სულისგან მომდინარეობს.

ფილოსოფოსების აზრით, ღვთიური სწავლების აზრი ისაა, რომ დაწერილი კანონების შესრულება საკმარისი არაა. არც ის, რომ ყველას კუთვნილი მისცე. არამედ საჭიროა, რომ მათ მივცეთ დამსახურებულზე მეტი, რათა გულუხვი და მადლიანი ვიყოთ, თავი დავდოთ სხვებისთვის სიკეთის საკეთებლად, ხოლო სამაგიერო - საკუთარი თავის უარყოფასა და დამდაბლებაში ვეძიოთ, ვმოქმედებდეთ რა თანაგრძნობით და არა პირადი ინტერესებით. შესაბამისად, სხვებს ისე უნდა მოვექცეთ, როგორც გსურთ, რომ მოგვექცნენ. მტრებს სიკვდილამდე სიკეთით ვუხდით, მიუხედავად მათი უღირსობისა თუ უმადურობისა. ვებრძოლოთ ბოროტებას, როგორც ასეთს, მაგრამ ადამიანებთან ურთიერთობაში მშვიდობა შევინარჩუნოთ. სჯობს იჩაგრებოდე, ვიდრე ჩაგრავდე. ჭეშმარიტი თავისუფლება, აცხადებენ სტოიკოსებიდან ყველაზე ცნობილები, ღვთისადმი მორჩილებაში მდგომარეობს. სახელმწიფო, რომელიც ამ პრინციპებით იმართება, რომაულსა და ბერძნულ თავისუფლებაზე გაცილებით თავისუფალია, რადგან რელიგიურ შემწყნარებლობას უხსნის კარს და მონობას აუქმებს. ზენონი (zeno) ამბობდა, რომ ადამიანის სხვის საკუთრებად ქცევა არ იყო დასაშვები არც დატყვევებით და არც სყიდვით.

ეს დოქტრინები, იმპერიის დიდი იურისტების მიერ იქნა მიღებული და გამოყენებული. მათი თქმით, ბუნების კანონი, დაწერილ კანონზე უზენაესია და მონობა ბუნების კანონს ეწინააღმდეგება. ადამიანებს, სურვილისამებრ მოქცევის ან სხვების ხარჯზე მოგების მიღების უფლება არ აქვთ. ანტიკურ მოღვაწეთა პოლიტიკური სიბრძნე იმდაგვარია, რომ ეხება თავისუფლების საფუძვლებს, როგორც ამას მათ წარმომადგენელთა შორის უდიდესნი, ციცერონი, სენეკა (Seneca) და ალექსანდრიელი იუდეველი ფილო (Philo, a Jew of Alexandria) გადმოცემდა. მათი შრომები ჩვენს შთაბეჭდილებას სიდიადით ახდენენ, რომელიც მათ, ღვთის სიტყვის განცხადება შეამზადეს მოციქულთა მისიის წინა ხანაში. წმინდა ავგუსტინე (St. Augustine) სენეკას ციტირებისას აღფრთოვანებით აღნიშნავდა „რომელ ქრისტიანს შეეძლო ეთქვა მეტი, ვიდრე ამ წარმართმაო?“ განათლებულმა წარმართებმა შეძლეს სრულყოფილების იმ ხარისხის მიღწევა, რომელიც შესაძლებელი იყო ახალი, ქრისტიანული ეპოქის დადგომამდე. ჩვენ ვნახეთ, თუ როგორი გავლენა ჰქონდა ელინური აზროვნების სიდიადეს და მშვენიერებას, რამაც ახალი ეპოქის საზღვრამდე მოგვიყვანა. გვიანდელ კლასიკოსებს შორის საუკეთესონი, თითქმის ქრისტიანობის ენაზე საუბრობდნენ და მის სულისკვეთებას ესაზღვრებოდნენ.

ჩემსს მიერ მოტანილი ყველა კლასიკური ლიტერატურული ქმილებიდან სამი რამ მინდა გამოვყო: წარმომადგენლობითი მმართველობა, მონების განთავისუფლება და სინდისის თავისუფლება. მართალია არსებობდა ხალხის მიერ არჩეული ქალაქები; ქალაქების კონფედერაციები, რომელთა მსგავსი ლიგები აზიაში, ისე როგორც ევროპაში მრავლად იყო და რომლებიც საკუთარ დელეგატებს ფედერალურ საბჭოებში აგზავნიდნენ. თუმცა არჩეული პარლამენტის ხელისუფლება, თეორიულადაც კი უცნობი მოვლენა იყო. შემწყნარებლობის განსაზღვრული ხარისხი, პოლითეისტურ ბუნებას შეესაბამებოდა. სოკრატე აცხადებდა, რომ იგი, ჯერ ღმერთის და მერე ათენელების მორჩილი იყო. სტოიკოსები კანონზე მაღლა ბრძენკაცს აყენებდნენ და ამ პრინციპს სავსებით ხმამაღლა აჟღერებდნენ. მაგრამ პირველად ამის განცხადება და დაკანონება, მოხდა არა პოლითეისტურ და ფილოსოფიურ საბერძნეთში, არამედ ინდოეთში, პირველი ბუდისტი მეფის, ასოკას (Asoka) მიერ, ქრისტეს დაბადებამდე 250 წლით ადრე.

მონობა, შეუწყნარებლობაზე ბევრად მეტად, იყო ანტიკური ცივილიზაციის თანმდევი, მარადიული წყევლა. მიუხედავად იმისა, რომ მონობის სამართლიანობა, არისტოტელეს დროიდან ეჭვქვეშ იდგა და ფარულად თუ ღიად, რამდენიმე სტოიკოსმა დაგმო, ბერძენ-რომაელთა მორალური ფილოსოფია და პრაქტიკა, მთლიანად მხარს უჭერდა მას. თუმცა, არსებობდნენ არაჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც ამ და სხვა საკითხებში სრულიად იგივეს წინასწარმეტყველებდნენ, რაც მომავალში დამკვიდრდა. ფილოს ალექსანდრიელი, ერთ-ერთი მწერალი, რომლის შეხედულებები საზოგადოებაზე ყველაზე პროგრესული იყო. ის არამარტო თავისუფლებას, არამედ მატერიალურ თანასწორობას უჭერდა მხარს. მას სჯეროდა, რომ გარკვეული უხამსი ელემენტებისაგან თავისუფალი შეზღუდული დემოკრატია, წარმოადგენდა ხელისუფლების საუკეთესო სახეს და მთელ მსოფლიოში გავრცელდებოდა. თავისუფლების ქვეშ, ის ღვთისადმი მორჩილებას გულისხმობდა. ფილო, თუმცა მოითხოვდ, რომ მონის მდგომარეობა მის უფრო მაღალ ბუნებას უნდა შეესაბამებოდეს, არ გმობდა მონობას, როგორც ასეთს. მან აღწერა პალესტინის ესენელთა ჩვევები, რომლებშიც გაერთიანეული იყო არაებრაელთა და ებრაელთა რწმენა. ისინი შეურყვნელი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, ცივილიზაციით გარშემორტყმულნი და იყვნენ პირველები, რომლებმაც უარყვეს მონობა, როგორც მოვლენა და პრაქტიკა. მათ ჩამოაყალიბეს, რელიგიაზე დამყარებული საზოგადოება და არა სახელმწიფო. მათი რიცხვი კი 4000-ს არ აღემატებოდა. ეს მაგალითი ადასტურებს, თუ რა სიმაღლეზე შეიძლება აიტანონ საზოგადოების განვითარების კონცეფცია, რელიგიურმა ადამიანებმა ახალი აღთქმის დახმარების გარეშე, ეს მაგალითი საშუალებას იძლევა, რომ მკაცრი განაჩენი გამოეტანოს მათ თანამედროვეებს.

ეს არის დასკვნა, რომლისაკენ ჩვენ კვლევას მივყავართ. ძნელი მოსაძებნია ჭეშმარიტება პოლიტიკაში ან ადამიანთა უფლებებში, რომლებიც არ მოიპოვება არაებრაელთა და ებრაელთა მიერ შექმნილ შრომებში; რომელიც არ იქნება ჩამოყალიბებული იმდაგვარი სინატიფით, რომ მისი გაუმჯობესება შემდგომი მოღვაწეებისათვის შესაძლებელი ყოფილიყო. შემიძლია მრავალი საათის განმავლობაში ვისაუბრო და მოგიყვანოთ პასაჟები, ბუნების კანონზე და ადამიანთა ვალდებულებებზე, იმდენად საზეიმო და რელიგიურზე, რომ თუმცა ისინი, აკროპოლისის თეატრიდან და რომაელთა ფორუმიდან მოდიან, თქვენ წარმოიდგინეთ, თითქოს ქრისტიანული ეკლესიების ჰიმნებსა და წმინდანების ქადაგებას უსმენთ. თუმცა, მიუხედავად დიდებული კლასიკოსი მასწავლებლის - სოფოკლეს, პლატონისა და სენეკას მაქსიმებისა და საზოგადოებრივი ღირსების დიადი მაგალითებისა, რომლებიც თითოეულ ადამიანს პირზე ეკერა, მათში არ იყო ძალაუფლება, რომ ცივილიზაციის დაღუპვა აეცილებინათ, რომლისთვისაც უამრავ პატრიოტთა სისხლი დაიღვარა და ამდენი გენიოსი მწერალი ამაოდ დაშვრა. ანტიკური ეპოქის სახელმწიფოთა თავისუფლებები, ულმობელი და გარდაუვალი დესპოტიზმის შედეგად გაცამტვერდა. მათი არსებობა შეწყდა, როდესაც გალილეიდან ახალი ძალა წამოვიდა. მან გააკეთა ყოველივე, რაც საჭირო იყო ადამიანის შემეცნების ამაღლებისათვის, რათა როგორც საზოგადოება, ისე პიროვნება, უფრო სრულყოფილი გამხდარიყო.

არასწორი იქნებოდა, თუ შევეცდებოდი, წარმომეჩინა ის უთვალავი არხი, რომლითაც ქრისტიანობამ სახელმწიფოებრიობაში შეაღწია. პირველი შთამბეწდავი ფენომენი ის აუჩქარებლობა იყო, რომელიც გამოვლინდა და ასე შესამჩნევი გახდა. თუ დავაკვირდებით ნებისმიერი ნებისმიერი ერის ცხოვრებას, ცივილიზაციის მრავალ ეტაპზე და თითქმის ყველა მთავრობის დროს, ქრისტიანობას არ ჰქონდა პოლიტიკური დოქტრინისათვის დამახასიათებელი, არცერთი ნიშანი და მისი ყოვლისმომცველი მისია პიროვნების მიმართ, არასდროს იხილავდა ხელისუფლების საკითხს. ადრინდელი ხანის ქრისტიანები სახელმწიფოსთან კავშირს გაურბოდნენ, თანამდებობის პასუხისმგებლობას ერიდებოდნენ და აგრეთვე ჯარში სამსახურსაც არ თანხმდებოდნენ. ზეიმობდნენ რა ზეციური ქვეყნის მოქალაქეობას, მათ გამოუვალ მდგომარეობამდე მიიყვანეს იმპერია, რომელიც კვლავ მძლავრი ჩანდა წინააღმდეგობის გასაწევად, მაგრამ იმდენად კორუმპირებული იყო, რომ არ ძალუძდა შეეცვალა მისი ის ინსტიტუტები, რომლებიც ჯერ კიდევ წარმართულ ეპოქაში იქმნებოდნენ და მაშინდელი სიამაყის საგანს წარმოადგენდნენ, ხოლო საკუთარი ძალაუფლების წყაროს, იმ წარმართული ღმერთებისგან იღებდნენ, რომლებსაც ქრისტიანები ეშმაკებს ეძახდნენ. მათ ხელები, წამებულთა სისხლით იყო დასვრილი. მათი აღორძინება უიმედო საქმე იყო და ამიტომ, განწირულნი იყვნენ განადგურებისათვის. ისინი ისეთ შიშს მოეცვა, რომ მათთვის სახელმწიფოს დასასრული ეკლესიის დასასრულს ნიშნავდა; არავინ წარმოადგენდა იმ უსაზღვრო გავლენას სულიერ და სოციალურ სფეროზე, რომელიც მომავალში ამ რელიგიამ მიპოვა დამანგრეველთა ერში, რომელმაც დასცა და შეურაცხყო ავგუსტუსის (Augustus) და კონსტანტინეს (Constantine) იმპერია. საზოგადო ინტერესები, კერძო ინტერესებთან შედარებით, მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო. ბევრმა წყალმა ჩაიარა მანამ, სანამ მათ გააცნობიერეს თუ რაოდენ დიდი იყო ძალაუფლების ტვირთი მათ რწმენაში. ისინი მხოლოდ ქრიზოსტომოსის (Chrysostom) დროისათვის მოვიდნენ აზრამდე, რომ მონები გაეთავისუფლებინათ.

თუმცა თავდაჯერებულობისა და მსხვერპლშეწირვის დოქტრინები, რომლებიც პოლიტიკური ეკონომიის საფუძველია, როგორც ახალ აღთქმაში, ისე ,,ხალხთა სიმდიდრეში“ ერთნაირად გარკვევით იყო მოცემული, დღევანდლამდე მაინც გაუცნობიერებელი რჩებოდა. ტერტულიანი (Tertullian) ამაყობდა ქრისტიანებისადმი პასიური მორჩილებით. მელიტოსი (Melito) წარმართ იმპერატორს სწერდა, რომ მას არ ჰქონდა უფლება უსამართლო ბრძანებები გადაეცა; ქრიეტიანულ ეპოქაში, ოპტატუსი (Optatus) ფიქრობდა, რომ ვინც არ დაეთანხმებოდა ბატონის დანაშაულებრივ ბრძანებას, ღვთის დონემდე მაღლდებოდა, მაგრამ მისი პოლიტიკური ქვიეტიზმი, უნივერსალური არ იყო. ორიგენი (Origen), ადრეული ეპოქის მნიშვნელოვანი მწერალი, ტირანიის დამხობის მიზნით შეტქმულებას ამართლებდა.

მეოთხე საუკუნის შემდეგ, მონობის წინააღმდეგ დეკლარაციები მნიშვნელოვანი და უწყვეტი გახდა. თეოლოგიური, თუმცა ჯერ კიდევ არასრულყოფილი შეხედულებებით აღჭურვილი ცნობილი მოღვაწეები, მეორე საუკუნეში დაჟინებით საუბრობდნენ თავისუფლებაზე, ხოლო მეოთხე საუკუნეში - თანასწორობაზე. პოლიტიკაში ერთი არსებითი და გარდაუვალი ტრანსფორმაცია მოხდა. სახალხო ხელისუფლება უკვე არსებობდა, ისევე როგორც შერეული და ფედერალური მთავრობები, მაგრამ არ არსებობდა არც შეზღუდული ხელისუფლება და არც სახელმწიფო, რომლის ხელისუფლების მასშტაბები, სხვაგვარად იქნებოდა განსაზღვრული და არა თავისივე ნებით. ეს იყო დიდი პრობლემა, რომელიც ფილოსოფოსებმა წამოჭრეს და ვერცერთმა სახელმწიფო მოღვაწემ ვერ გადაწყვიტა. იმათ, ვინც აღიარებდნენ უზენაესი ძალის არსებობას, ხელისუფლების წინაშე მეტაფიზიკური ბარიერი კი აღმართეს, მაგრამ არ იცოდნენ, თუ როგორ გადაექციათ ის რეალურად. ის, რისი გაკეთებაც შეეძლო სოკრატეს, ტირანიისადმი წინაარმდეგ, მისი დემოკრატიად გარდაქმნის მიზნით, იდეალებისათვის საკუთარი თავის გაწირვას წარმოადგენდა. სტოიკოსებს მხოლოდ რჩევა მიეცათ გონიერი ადამიანებისათვის, პოლიტიკისაგან თავი შორს დაეჭირათ და ეს დაუწერელი კანონი გულით ეტარებინათ, მაგრამ ქრისტემ გარდაცვალებამდე 3 დღით ადრე, ტაძარში მისი ბოლო სტუმრობისას თქვა: ,,მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთისა ღმერთს“ და ამ სიტყვებით სამოქალაქო ხელისუფლებას მოუწოდა სინდისიერებისკენ, მიანიჭა რა მნას ღვთაებრიობა, რაც მას არასოდეს ჰქონია და საზღვრები, რომელიც მას არასოდეს უცვნია, აბსოლუტიზმზე უარის თქმასა და თავისუფლების შემოსვლას ნიშნავდა.

ღმერთი ჩვენ არა მხოლოდ გვასწავლის, არამედ გვაძლევს მისი სიტყვების შესრულების ძალას. მოსაზრება, რომ უნდა შენარჩუნდეს უზენაესი სფეროს აუცილებელი ხელშეუხებლობა, აგრეთვე ის, რომ მთელი პოლიტიკური ძალაუფლება გარკვეული ჩარჩოებით შეიძღუდოს, უკვე იქვა დაუდეგარ მოაზროვნეთა შთაგონებად და მსოფლიოში ყველაზე ენერგიული და უნივერსალური მოაზროვნე ადამიანთა მუდმივ საზრუნავად. ახალმა კანონმა, სულიერებამ და ძალაუფლებამ, მისცეს თავისუფლებას ის მნიშვნელობა და ფასეულობა, რომელიც მას არ გააჩნდა ფილოსოფიაში ან ბერძენ-რომაელთა კონსტიტუციებში მანამდე, სანამ ღვთიური სიმართლე გაგვათავისუფლებდა.

თარგმნეს:
გიორგი გეგუჩაძემ და პაატა შეშელიძემ

7 ოდა თავისუფლებას

▲back to top


ჰენრი ჯორჯი (1839-1897)

ამერიკელი ეკონომისტი, ჟურნალისტი და რეფორმატორი პოლიტიკოსი, ჰენრი ჯორჯი, ყველაზე მეტად ცნობილია მისი დაჟინებული მაგრამ ამაო მოთხოვნიტ დაწესებულიყო მხოლოდ ერთი, მიწის გადასახადი და მხოლოდ ამ გზით დაფინანსებულიყო მთავრობის საქმიანობა. მან ეს იდეა 1871 წელს გამოქვეყნებულ პამფლეტში „ჩვენი მიწა და მიწათმოწყობის პოლიტიკა“ გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო ახალი იდეა და უკვე გაჟღერებული ჰქონდათ დავიდ რიკარდოს, ჯეიმს და ჯონ სტიუარტ მილებს, მას დიდი გამოხმაურება მოყვა. ჯორჯის პოპულარულობა უაღრესად გაიზარდა, მას შემდეგ რაც მან 1879 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი „პროგრესი და სიღარიბე“ და მას სულ მცირე დააკლდა, რომ ნიუ-იორკის მერად არჩეულიყო გაერთიანებულ მშრომელთა პარტიიდან. მიუხედავად იმისა, რომ ის სათანადოდ აფასებდა თავისუფლების მნიშვნელობას კაცობრიობის განვითარებისათვის, მან ვერ გაანალიზა, რომ პიროვნული თავისუფლება ნაწარმოების საშუალებებზე და კონკრეტულად, მიწაზე კერზო საკუთრების გარეშე შეუძლებელია. მან ვერც ღია საბაზო ეკონომიკის როლი დაინახა, სიღარიბის აღმოფხვრის საქმეში და შესაძლებლად მიიჩნევდა, სახელისუფლებო ჩარევას „სამართლიანი თანასწორობის“ დასამყარებლად. შესაბამისად, ის აკრიტიკებდა მიწაზე კერძო საკუთრებას და მიიჩნევდა, რომ სიღარიბე შეურამყოფელი იყო იუდაველურ-ქრისტიანული ცივილიზაციისათვის. სწორედ ამ იდეებითაა განმსჭვალული „ოდა თავისუფლებას“, რომელიც მან პირველად 1877 წლის, 4 იანვარს, სან ფრანცისკოში გამოსვლის დროს წაიკითხა. შემდგომში აღნიშნული ნაწარმოები შეტანილ იქნა მისი ნაშრომის „პროგრესი და სიღარიბე“ ერთ-ერთ თავში, სახელწოდებით - „მთავარი სიმართლე“. მისი გვიანდელი შრომებია: „პროტექცია და თავისუფალი ვაჭრობა“, 1886, „ღია წერილი პაპს“, 1891, „პოლიტიკური ეკონომიკის საგანი“ 1897. მის შესახებ ინფორმაცია მოიპოვება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.henrygeorgefoundation.org; www.genrygeorge.org.

ჰენრი ჯორჯმა

ჩვენ პატივს მივაგებთ თავისუფლების სახელს და არსს. თავისუფლებას ხოტბას ვასხამთ და სათაყვანებელ ძეგლებს ვუგებთ. თავისუფლება სრულად ითხოვს ჩვენს სამსახურს. თავისუფლება! ეს არის სიტყვა, რომელიც სასწაულებს ახდენს. ეს არის სიტყვა, რომელიც სმენას ატკბობს, რადგან თავისუფლება სამართლიანობას ნიშნავს, ხოლო სამართლიანობა ბუნების კანონია. სიჯანსაღის, სიმეტრიისა და ძლიერების, ძმობისა და თანამშრომლობის კანონი.

ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ თავისუფლებამ თავისი მისია უკვე ამოწურა, გააუქმა რა მემკვიდრეობითი პრივილეგიები და ადამიანებს ხმის მიცემის უფლება მიანიჭა; ვინც ფიქრობენ, რომ მათ ყოველდღიურ ცხოვრებასთან არავითარი შეხება აღარ აქვთ, ალბათ არასოდეს განუცდიათ მისი სიდიადე, და ბრიყვებად თუ თვლიან იმ პოეტებს, რომლებიც რაფსოდიებს უმღეროდნენ თავისუფლებას და მის დამცველებსაც, რომლებიც თავს წირავდნენ მისთვის.

როგორც მზეა სიცოცხლის და სინათლის წყარო, როგორც მზის სხივები გამოსჭვივიან ღრუბლებიდან, ასაზრდოებენ ყოველგვარ მოძრაობასა და განვითარებას, წარმოშობენ არსებობისა და მშვენიერების დაუსრულებელ განშტოებებს, რომლებიც მის გარეშე მხოლოდ ცივი და ინერტული მასა იქნებოდა, ასევეა თავისუფლება - კაცობრიობისთვის. ადამიანებს აბსტრაქციის გამო, სულაც არ უშრომიათ და არც თავი გაუწირავთ აბსტრაქციისათვის. თავისუფლებისთვის მებრძოლნი კი ყველა თავს სწირავდნენ.

თავისუფლება და სიმდიდრე, ცოდნა, გამომგონებლობა, ეროვნული ძლიერება, ეროვნული დამოუკიდებლობა ცალ-ცალკე მცნებებად განიხილება, მაგრამ თავისუფლება ამ ყველაფრის სათავეა, საზრდოა, აუცილებელი პირობაა. თავისუფლება გამომგონებლობის გენიაა, ეროვნული ძლიერების საფუძველია, ეროვნული დამოუკიდებლობის სულია. სადაც ტავისუფლება ჰყვავის, იქ სიმდიდრე იზრდება, ცოდნა ფართოვდება, გამომგონებლობა ადამიანთა შესაძლებლობებს ზრდის, ღირსება ფასდება და თავისუფალი ერი სულიერად და მატერიალურად ვითარდება, ისევე როგორც საული - ყველაზე აღმატებული და პატიოსანი მის ძმებს შორის. სადაც თავისუფლება ჭკნება, იქ სიკეთეც კვდება, სიმდიდრე ქრება, გამომგონებლობა იხუთება, და ოდესღაც უდიდესი კულტურის მქონე ძლევამოსილი იმპერიები, უფრო თავისუფლების მოყვარე ველურების უმწეო მსხვერპლად იქცევიან.

თავისუფლების მზე მხოლოდ და მხოლოდ ხანმოკლედ თუ გაიელვებს ხოლმე ადამიანებს შორის, მაგრამ ეს ხომ თავისუფლებამ დაუდო სათავე მთელი კაცობრიობის პროგრესს.

თავისუფლება მონების რასას ეწვია, რომლებიც ეგვიპტური შოლტის ქვეშ გმინავდნენ და უბიძგა მათ მონობის უღელი გადაეგდოთ. მან გამოაწრთო ეგვიპტელები უდაბნოში და საბოლოოდ, დამპყრობელთა მასად აქცია. მოზაიკური კანონის თავისუფალმა სულმა, მათ მოაზროვნეები უმაღლეს მწვერვალებამდე აიტაცა, სადაც მათ ღმერთის მთლიანობა შეიცნეს. თავისუფალმა სულმა ისეთი მუხტი შეიტანა მათ პოეტებში, რომ დღესაც კი, მათი პოეზია აზროვნების უდიდესი ზეიმის ნიმუშს წარმოადგენს. თავისუფლება ფინიკიის ნაპირზე დაბრძანდა, სადაც გიბრალტარის სრუტეს ჩაუარეს ზღვის ხომალდებმა უცნობ ოკეანესთან შესარკინებლად. თავისუფლებამ მხოლოდ მკრთალი ნათელი უწყალობა საბერძნეთს და მარმარილომ იდეალური მშვენიერების ფორმების ძიება დაიწყო, სიტყვები უსათუთესი ფიქრის ინსტრუმენტად გადაიქცნენ და თავისუფალ ქალაქებში, თავისუფლებამ თავისი სხივები მოავლო ოთხი აკრი მიწის პატრონ იტალიელ გლეხებს და დაბადა ძლიერება, მოვიდა ძალა და დაიპყრო მსოფლიო. სხივებმა გერმანელი მებრძოლების ფარებიდანაც გამოანათეს და ავგუსტუსიც აატირეს საკუთარი ლეგიონების დაკარგვის გამო.

ერთ ღამეს, თავისუფლების ონავარმა სხივებმა, კიდევ ერთხელ შეანათეს სიბნელეში ჩანთქმულ, თავისუფალ ქალაქებს. მივიწყებული ცოდნა გაცოცხლდა, თანამედროვე ცივილიზაცია დაიბადა და ახალი მსოფლიო წარმოჩინდა. როგორც თავისუფლება იზრდებოდა, ისევე იზრდებოდა ხელოვნებაც, სიმდიდრეც, ძალაც, ცოდნაც, ბრწყინვალებაც. ყველა ერის ისტორიაში შეიძლება წავიკითხოთ მსგავსი სიმართლე. ეს იყო თავისუფლების დიდი ქარტიის სული, რამაც დაამარცხა კრესი და აგინკურტი და დიდი რევოლუციის შედეგად ფრანგი გლეხები გაათავისუფლა. ტიუდორების დესპოტიზმმა ბიძგი მისცა თავისუფლების აღორძინებას, რომელმაც ელისაბედის ხანა გააბრწყინა. ეს იყო სული, რომელმაც მარცვალი დატესა თავისუფლების დიდი ხნის აღმოსაცენებლად. უძველესი თავისუფლების ენერგიამ გაერთიანებისთანავე უდიდესი ძლიერება მოუტანა ესპანეტშ და სისუსტის უმძიმეს მორევში ჩასძირა, როგორც კი ტირანიამ სძლია თავისუფლებას. შეხედეთ საფრანგეთს! მეჩვიდმეტე საუკუნის ტირანიამ მოსპო ყოველგვარი ინტელექტუალური ენერგია, მაგრამ იგი მეთვრამეტე საუკუნეში ახალი ძალით გაიფურჩქნა „დიდი რევოლუციის“ შედეგად. ფრანგი გლეხების გათავისუფლებამ სათავე დაუდო მის საოცარ ძლიერებას.

ვენდოთ მას?

როგორც უწინ, ასევე ახლა, ფარული ძალები უთანასწორობის წარმოშობით ანადგურებენ თავისუფლებას. ჰორიზონტზე ღრუბლები დაშვებას იწყებენ. თავისუფლება კვლავ გვიხმობს საშველად. ჩვენ მას ბოლომდე უნდა გავყვეთ, მთლიანად უნდა მივენდოთ. თავისუფლება მთლიანად უნდა შევითვისოთ, სხვა შემთხვევაში, მას ვერ შევინარჩუნებთ. ის, რომ ადამიანებმა არჩევნებში უნდა მიიღონ მონაწილეობა, სულაც არ არის საკმარისი. ის რომ, ისინი კანონის წინაშე თანაბარნი უნდა იყვნენ, ასევე არ არის საკმარისი. მათ უნდა ჰქონდეთ თავისუფლება, ისარგებლონ ცხოვრების შესაძლებლობებით. თუ ეს ასე არ მოხდა, თავისუფლებას საფრთხე დაემუქრება და მისი კაშკაშა მზე, მოციმციმე სხივებს უკან გაიხმობს. თუ ეს ასე არ მოხდა, მოვა სიბნელე და ის ძალები, რომლებიც პროგრესის შვილები იყვნენ, დესტრუქციულ ძალებად გადაიქცევიან. ეს უნივერსალური კანონია. ეს საუკუნეების გაკვეთილია. სოციალური სტრუქტურა ვერ დადგება ფეხზე, თუ ის სამართლიანობაზე აგებული არ არის.

ჩვენი საწყისი სოციალური წყობა სამართლიანობის უარყოფაა. ვაძლევთ რა უფლებას ერთ პიროვნებას ფლობდეს მიწას, რომელზეც უნდა იცხოვრონ და რომლითაც უნდა ისარგებლონ სხვა ადამიანებმა, ჩვენ ვხდით მათ ერთზე დამოკიდებულს და დამოკიდებულობის ხარისხი მატერიალურ პროგრესთან ერთად მატულობს. ყველა ცივილიზებულ საზოგადოებაში ერთეულები სძალავენ მასებს, მათ შრომის ნაყოფს. ეს აკანონებს მონობას, უფრო მძიმეს და საშინელს, ვიდრე მრავალი საუკუნის წინ არსებულ მონობას. პოლიტიკური თავისუფლება პოლიტიკურ დეპოზიტიზმად გარდაიქმნება, დემოკრატიულ ინსტიტუტებს ანარქიულ ინსტიტუტებად გადაქცევა ემუქრება. სწორედ ეს აქცევს მატერიალური პროგრესის სიკეთეს - წყევლად. სწორედ ეს აიძულებს ხალხს, თავი შეაფარონ ხმაურიან სარდაფებს და გადავსებულ სახლებს, რაც ავსებს ციხეებსა და ბორდელებს, რაც ადამიანებს ახალ სურვილებს უღვიძებს და გაუმაძღრობის ამაობათა ძიებისკენ უბიძგებს. ეს არის მოვლენა, რომელიც ქალს სრულყოფილ ქალობასა და სინაზეს ართმევს, რასაც მოაქვს ბავშვების სიხარული და დილის უმანკოება.

ასეთ საწყისებზე აგებული ცივილიზაცია დიდხანს ვერ იარსებებს. სამყაროს გარადაუვალი კანონები ამას კრძალავს. მკვდარი იმპერიების ნანგრევები ცხადყოფს და იდუმალი ხმა, რომელიც ყველა ჩვენთაგანის სულშია, გვეუბნება, რომ ეს ასე არ უნდა იყოს. ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ „კეთილი ნება“, უფრო მეტია, ვიდრე „ქველმოქმედება“. ეს თვით სამართლიანობაა, რომელიც ჩვენგან ამ შეცდომის გამოსწორებას ითხოვს. სამართლიანობას ვერ უარყოფთ, სამართლიანობას ვერ ავუქცევთ გვერდს, ნუთუ თავს, მხოლოდ ლიტურგიებით და ლოცვებით დავიმშვიდებთ? ნუთუ ვაპირებთ თავი ავარიდოთ უცვლელი კანონის წესებს - ავაშენებთ ეკლესიებს, მაშინ როცა ბავშვები ტირიან და დედები კი გლოვობენ? მისი ენა შეიძლება ღმერთის ტკბილ გალობად გეჩვენოთ, მაგრამ ის ღვთის გმობაა, რომელიც სიღარიბის ტანჯვითა და ულმობლობით შეურაცხყოფს უზენაესის ამოუცნობ კანონებს, რომელიც მიწიერი ქალაქების დანაშაულსა და გახრწნილობის ტვირთს მამას ჩვენსას აკისრებს. ჩვენ უფალს შეევურაცხყოფთ. ჩვენ ცილს ვწამებთ სიმართლეს, უზენაეს სამართალს. გულმოწყალე ადამიანი უკეთესად მართავდა მსოფლიოს, სამართლიანი ადამიანი უბრალოდ ფეხით გასრესდა ამ შხამიანი ჭიანჭველების ბუდეს. ღმერთი კი არა, ჩვენ ვართ პასუხისმგებელნი იმაზე, რომ ცივილიზაციას გარყვნილება და უბედურება სტანჯავს. შემოქმედი უხვად გვწყალობს, ჩვენ ყველას საკმარისზე მეტ წყალობას გვჩუქნის.

ყველგან, ცივილიზაციის ყველა კუთხეში, იმდენ ტანჯვასა და სიღარიბეს ნახავთ, რომ შეუძლებელია გული არ დაგმძიმდეთ, თუ კი, რა თქმა უნდა, თვალებს არ დახუჭავთ და ნერვებს არ გაიმაგრებთ. ჩვენ კი ვბედავთ და ვევედრებით შემოქმედს, რომ ტანჯვა შეგვიმსუბუქოს. დავუშვათ, რომ ღმერთმა შეისმინა ჩვენი ვედრება და მისი ნებით სამყარო ახლებურად გაბრწყინდა, ჰაერი ახალი სურნელებით დაიჟღინთა, მიწა განოყიერდა, ერთი მცენარის მაგივრად ორი აღმოცენდა, და ერთი თესლმა ორმოცდაათის ნაცვლად ასი მოგვცა. რა, ამით სიღატაკე მოისპობა?! ან გაჭივებას ეშველება?! არამც და არამც! ჩვენ მხოლოდ დროებით სარგებელს მივიღებთ. ახალი ძალების წინსვლა მატერიალურ სამყაროში მხოლოდ მიწის მეშვეობითაა შესაძლებელი. მიწა კი, იმ კლასების კეძო საკუთრებაა, რომლებმაც შემოქმედის ბოძებული მონოპოლიზირება უკვე მოახდინეს და რომლებსაც, ასევე სურთ ღმერთის ახალი ძღვენის მონოპოლიზებაც. ამით, მხოლოდ მიწის მფლობელები იხეირებენ. მიწის გადასახადები დაიზრდება, მაგრამ ხელფასები კვლავ არ ასცდება შიმშილობის ზღვარს.

ეს არ არის მხოლოდ პოლიტ-ეკონომიური ანალიზის შედეგად მიღებული დასკვნა. ეს, ჩვენივე გამოცდილებით დამოწმებული ფაქტია. ეს ჩვენ ვიცით, რადგან ეს ჩვენ ვნახეთ. ჩვენს თვალწინ, ჩვენს დროში, ძალამ, რომელიც დგას ყველაზე მაღლა, რომელიც სულდგმულობს და არსებობს ყველაფერში, ძალა, რომელმაც შექმნა ყველაფერი, ძალა, რომელმაც მოგვცა ის, რაც მის გარეშე არასოდეს გვექნებოდა, ძალამ, რომლის სრული გამოხატულება ეს სამყაროა, ადამიანებისთვის წყალობა კიდევ უფრო უხვად გადმოაფრქვია. თითქოსდა ბუნების ნაყოფიერება ერთი ასად გადაიქცაო. ერთერთის გონებაში დაიბადა აზრი, რომელმაც კაცობრიობისათვის სასარგებლო ნაკადული გადაკეტა. მეორეს ყურში საიდუმლოდ ჩასჩუჩულეს ის, რაც სინათლეს აქრობს. სამრეწველო სამსახურებმა რკინის იარაღი აღმართეს და ფოლადის თითები აათამაშეს, რომლებმაც სიმდიდრის დაგროვებაზე დაახლოებით იგივე ეფექტი მოახდინეს, როგორიც ბუნების ნაყოფიერების გაზრდამ. რა მივიღეთ შედეგად? უბრალოდ ის, რომ მთელ ამ სარგებელს მიწის მფლობელები იხვეჭენ. ჩვენი საუკუნის უდიდეს აღმოჩენებს და გამოგონებებს სრულიადაც არ გაუზრდიათ ხელფასები და არ შეუმსუბუქებიათ შრომა. შედეგად მივიღეთ ის, რომ ცოტა გამდიდრდა, ხოლო ბევრად მეტი, უფრო უმწეო გახდა.

ნუთუ ვაპირებთ დაუსჯელად შევეგუოთ იმას, რომ ძლიერნი ამა ქვეყნისანი შემოქმედის წყალობას ასე უსინდისოდ ითვისებენ? ნუთუ ეს ხელწამოსაკრავი საკითხია, რომ მშრომელ ხალხს მუდმივად უნდა წაართვან მათი ნაშრომი, ხოლო გაუმაძღრობა კი სიმდიდრეში იოფლებოდეს? რომ ბევრი გაჭირვებაში ცხოვრობდეს, ცოტა კი მაძღრობით კვდებოდეს? გადახედეთ ისტორიას, ყველა გვერდზე წაიკითხავთ მაგალითს, რომ ასეთი უსამართლობა არასოდეს დარჩენილა დაუსჯელი, რომ ნემეზიდა, რომელიც ყურადღებით ადევნებს თვალს სამართლიანობის აღსრულებას, მუდამ ფხიზლადაა და არასოდეს ყოყმანობს. მიმოიხედეთ გარშემო! ნუთუ ეს მდგომარეობა კიდევ უნდა გაგრძელდეს? ჩვენ შეიძლება კიდევ ვთქვათ „ჩვენს შემდეგ ქვა ქვაზე ნუ დარჩენილაო!“ მაგრამ საქმე არც მთლად მასეა: სახელმწიფოს საყრდენები უკვე ირყევა, და საზოგადოების საძირკველი თრთის და კანკალებს დაგუბებული ენერგიის ფეხქვეშ. მოდის დრო, თუ უკვე არ დადგა, როდესაც ახალი ძალით იფეთქებს პროტესტი.

მაშინ, როდესაც პროგრესი ქვეყნად ახალ ენერგიას წარმოშობს, დედამიწაზე ახალი ძალები მოდიან, რომლებიც ან უფრო მაღალ დონეზე აგვიტაცებენ, ან გვშთანთქავენ, ისევე როგორც უამრავი ერი, ცივილიზაცია შთაინთქა. ეს არის ცრუ ილუზია, რომელიც წინ მოუძღვის სრულ ნგრევას, რომელიც სახალხო მღელვარებებში ეფემერული მიზეზების წარმავალ ეფექტს ხედავს. დემოკრატიული იდეებისა და საზოგადოების არისტოკრატული ნაწილს შორის შეურიგებელი კონფლიქტია. აქ, ამერიკაში, ისევე როგორც, ევროპაში, ჩვენ უბრალოდ ვეღარ მივცემთ ადამიანებს უფლებას მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, ჩვენ ვეღარ მივცემთ საშუალებას ჩვენს ბავშვებს განათლება მიიღონ სახელმწიფო სკოლებში და შემდეგ პატიოსანი შრომით ცხოვრების საშუალება მოვუსპოთ. ჩვენ ვეღარ მივცემთ ჩვენს თავს უფლებას, გავაგრძელოთ ადამიანთა ხელშეუხებელი უფლებების შესახებ ქადაგება და შემდეგ, ამ ადამიანებს, შემოქმედის მიერ ბოძებულზე უფლება წავართვათ. ამ წუთებშიც ახალი ღვინო ძველ ბითლებში დუღილს იწყებს, და სტიქიის ძალები საბრძოლველად ერთიანდებიან!

მაგრამ, სანამ ჯერ კიდევ გვაქვს დრო, თუ მივმართავთ სამართლიანობას, თუ ჩვენ ვენდობით თავისუფლებას და შევითვისებთ მას, დღევანდელი საფრთხე გაქრება, მავნე ძალები კი სულიერი სიმაღლის მოციქულებად იქცევიან. იფიქრეთ, რა ძალებს ვფლანგავთ. იფიქრეთ ცოდნის უსასრულო, ჯერ კიდევ დაუპყრობელ მწვერვალებზე. იფიქრეთ იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც წინ გადაგვეშლება, ამ საუკუნის საოცარი გამოგონებანი მხოლოდ და მხოლოდ მომავალი აღმოჩენების ნიშანია. თუ დავამარცხებთ გაჭირვებას, თუ გაუმაძღრობა კეთილშობილურ სურვილებად გადაიქცევა, თუ უთანხმოება მთესველს ეჭვსა და შიშს თანასწორუფლებიანობაზე დამყარებული მეგობრობა შეცვლის, თუ მდაბალთ შვებას მივანიჭებთ, ვინ შეძლებს გაზომოს ცივილიზაციის სიმაღლეები! სიტყვებით შეუძლებელია ფიქრების გადმოცემა! ქაღალდზე ფიქრების სიტყვებით გადმოტანა ძნელია. ეს იქნება ოქროს ხანა, რომელსაც პოეტები უმღერიან და უმაღლესი სწავლულნი მეტაფორებში გამოხატავენ! ეს იქნება საოცარი სურათი, რომლის სხივები ყოველთვის თან სდევდა ადამიანებს. ეს არის ის, რაც მან დახუჭული თვალებით დაინახა პატმოსთან, როცა იგი ტრანსში იყო. ეს იქნება ქრისტიანობის უმაღლესი წერტილი - ღვთის ქალაქი მიწიერ სამყაროში, იასპის კედლებით და მარგალიტის კარით! ეს იქნება მშვიდობის ხელმწიფის მეფობა!

თარგმნა
მაკა წულუკიძემ

8 ლიბერალიზმის კულტურული იდეალი

▲back to top


ვილჰელმ რიოპკე (1899-1966)

თვალსაჩინო გერმანელი ეკონომისტი, რომლის წევრობასაც ერთმანეთს ეცილებიან ე.წ. „ავსტრული“, „ორდო-ლიბერალური“ და „ნეო-ლიბერალური“ ეკონომიკური სკოლები. მან სამეცნიერო კარიერა სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ თეორიაში კოლექტივიზმის წინააღმდეგ ბრძოლას შეალია, რიოპკე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ისეთ პოლიტიკურ შეხედულებებს, რომლებიც კულტურული, ეკონომიური და სოციალური სისტემების პოლიტიკურ კონსოლიდაციას მოითხოვდა. შესაბამისად, როგორც ფაშიზმისა და ყოველგავრი სოციალისტური ტენდენციების უკომპრომისო მოწინააღმდეგე, იგი 1933 წელს განერიდა გერმანიას და მოღვაწეობა ჯერ თურქეთში, ხოლო შემდეგ შვეიცარიაში განაგრძო. ის მეგობრობდა ეკონომიკური თავისუფლების მომხრე გამოჩენილ ეკონომისტებთან, მათ შორის „ორდო-ლიბერალ“ ვალტერ ეუკენთან, ფრანც ბიომთან, ალექსანდრ როსტოვთან და ლუდვიგ ერჰარდთან. აგრეთვე, „ავსტრიელ“ ლუდვიგ ფონ მიზესთან და ფრიდრიხ ფონ ჰაიეკთან, ისევ როგორც „ჩიკაგოელ“ მილტონ ფრიდმანთან და სხვებთან. მათთან ერთად, 1947 წელს, მან მონაწილეობა მიიღო ე.წ. „მონტ პელერინის“ საზოგადოების დაარსებაში, რომლის მიზანი იყო თავისუფლების იდეალების დაკნინების მიზეზების კვლევა და მათი აღორძინება. ამავე პრობლემას მიეძღვნა ნაშრომი „ლიბერალიზმის კულტურული იდეალი“, რომელიც 1947 წელსვე გამოქვეყნდა და შეიძლება მიჩნეულ იქნეს, როგორც ლიბერალიზმის ახლებური გააზრების დასაწყისად. რიოპკეს ნაშრომებმა და რეკომენდაციებმა, სადაც „სოციალური საბაზრო ეკონომიკის“ თეორიული და პრაქტიკული ასპექტები იყო გაანალიზებული, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გერმანიის ეკონომიკური და პოლიტიკური აღმავლობა, რაც „გერმანული ეკონომიკური სასწაულის“ სახელითაა ცნობილი და კონრად ადენაუერისა და ლუდვიგ ერჰარდის ქრისტიანულ-დემოკრატიული მთავრობის მიერ იქნა წამოწყებული 1948 წლიდან. თუმცა მან, როგორც თავისუფალი ბაზრისა სოციალური წესრიგის ეთიკური საფუძვლების საუკეთესო მკვლევარმა მალე დაინახა ეკონომიკური რეფორმების „გადაჭარბებული სოციალური“ ხასიათი და გადაჭრით აუპირისპირდა სოციალიზმთან კომპრომისების პოლიტიკას. მისი საკვანძო ნაშრომებია: „თავისუფალი საზოგადოების ეკონომიკა“ და „ჰუმანური საზოგადოება“, „თანამედროვეობის სოციალური კრიზისი“ , „ სამოქალაქო საზოგადოების მორალური კრიზი“, „საერთაშორისო ეკონომიკური დეზინტეგრაცია“, „ფაშიზმის ეკონომიკა“, „ეკონომიკური წესრიგის პრობლემები“ და ა.შ. მის ესახებ ინფომაცია მოიპოვება შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: www.mises.org/ropke.asp; www.wilhelm-roepke-schule.de; www.fnf.org.za/Liberal?Thinkers/roepke.htm

ჩვენი თანამედრვე სამყარო, უდავოდ სულ უფრო და უფრო ემსგავსება იდეოლოგიების მასკარადს, სადაც ზუსტად არავინ იცის, ვინ იმალება სიტყვიერი ნიღბების მიღმა. ჩვენი ყოველდღიური სიტყვების მარაგი სავსეა შემაშფოთებელი რაოდენობის ისეთი გამოთქმებით, როგორებიცაა: „დემოკრატია“, „კაპიტალიზმი“, „სოციალიზმი“, „ფაშიზმი“ და ა.შ. ისინი ანადგურებენ ენის აზრს, ესე იგი ადამიანებს შორის თანამშრომლობას შეხედულებების ზუსტი გადაცემის მეშვეობით. იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც დასამალი არაფერი გააჩნიათ, დიდი მადლი იქნებოდა, მასკარადი ერთი წლით რომ გაუქმებულიყო. ამგვარად, თითოეული იძულებული იქნებოდა ესაუბრა ახალი, გაუცვეთელი ფრაზებით; გამოეყენებინა თანამედროვე პოლიტიკური ლექსიკონი და მარტივად ეთქვა ის, რასაც გულისხმობდა. რადგანაც ამ იდეას განხორციელება არ უწერია, მით უფრო აუცილებელია დროდადრო ამაზე დაფიქრება და პოლიტიკური პრობლემებიდან იმ სიტყვიერი ნიღბების ჩამოგლეჯა, რომელთა მიღმაც ისინი იმალებიან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საზოგადოების სულიერი სიწმინდის მისაღწევად, ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი მოთხოვნაა, განზოგადოებული პოლიტიკური ტერმინებიდან ინ ნალექის ჩამოწმენდა, რომელიც გადადის წიგნიდან წიგნში; სიტყვიდან სიტყვაში; მოწინავე სტატიიდან - მოწინავე სტატიაში; წინასაარჩევნო სიტყვიდან, წინასაარჩევნო სიტყვაში, საუბრიდან - საუბარში;

ამ ტერმინებიდან ყველაზე უცნაური ბედი, შესაძლოა, ჰქონდა სიტყვას „ლიბერალიზმი“. სინმადვილეში, იმდენად უცნაური, რომ ამ სიტყვის ისტორია შეგვეძლო წარმოგვედგინა, როგორც უკანასკნელი თაობების სულიერი და სოციალური ისტორია. ის, ასზე მეტი წლის წინათ წარმოიშვა, ესპანეთის სამოქალაქო ომის მორევში, როგორც „სერვილისმოს“ (Servilisomo) საპირისოპირო ღირსეული განსაზღვრება. შემდეგ ის მთელს დასაველთში იქცა იმ პოლიტიკური, ეკონომიკური და სულიერი მოძრაობების საამაყო ნიშანსვეტად, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიული წესრიგის პირობებში, პროგრესის იდეალისადმი ერთგულნი არიან. (ლუდვიგ ფონ მიზეზის მიხედვით, სახელწოდება „ლიბერალიზმი“ წარმოიშვა სიტყვიდან „თავისუფლება“, ხოლო ლიბერალიზმის ოპოზიციური პარტიის დასახელება, თავდაპირველად იყო „Serville”, რაც „მონურს“ ნიშნავს. ორივე სახელწოდება ესპანეთში წარმოიშვა, XIX საუკუნის პირველ დეკადაში, კონსტიტუციური ბრძოლის დროს). მიუხედავად მისი შემადგენლობის მრავალფეროვნებისა, აქ შეკრებილ ჯარს, რომელიც სხვადასხვა ქვეყანასა და მრავალ სოციალურ ფენას წარმოადგენდა, ჰქონდა რაღაც საერთო. ასე რომ შეიძლებოდა დანამდვილებით გვესაუბრა ლიბერალიზმის ეპოქაზე.

„ლიბერალიზმი“ იყო ისეთი რამ, რისი აღიარებაც სიამაყით შეიძლებოდა და რასაც ხალხის ფართო მასები რეკომენდაციად იღებდა. „ლიბერალურად“ იწოდებოდა ინგლისის უძლიერესი პარტია რომელიც თავისი მნიშვნელობით, მხოლოდ მეორე უდიდეს პარტიას, კონსერვატორთა პარტიას თუ შეედრებოდა. თვით ჩესტერტონიც კი, რომელიც უმოწყალოდ და როგორც დღეს ვაღიარებთ, არც თუ უსაფუძვლოდ, აკრიტიკებდა მრავალს იმისგან, რაც ლიბერალური ხანის შედეგად გვეჩვენება, ამბობდა - „We Liberals1 („ჩვენ, ლიბერალები“).

რა ხდება დღეს? ძნელია იპოვო ქვეყანა, სადაც სიტყვა „ლიბერალიზმი“ თავისი ძველი, სრული მნიშვნელობით შემორჩა. კიდევ უფრო მეტია იმ ქვეყნების რიცხვი, სადაც მრავალწლიანი პროპაგანდის შედეგად, „ლიბერალიზმი“ ყოველივე უარყოფითისა და მოძველებულის სინონიმად იქცა. ვინმე შპენგლერის მტკიცებულება, რომ ლიბერალიზმი „უხეიროთა საქმეს“2 წარმოადგენს, რომელიც გერმანიაში და უპირველეს ყოვლისა, ამ ქვეყნისთვის ჩამოყალიბდა, მიუხედავად გადამეტებისა, გამოხატავდა ისეთ აზროვნებას, რომელიც არ იყო უცხო პრაქტიკულად არცერთი ქვეყნისათვის, სულ უფრო მეტი ადამიანი ეგუებოდა იმ აზრს, რომ სიტყვასთან „ლიბერალიზმი“ უნდა გაიგივებულიყო ეკონომიკური სიხისტე, ბურჟუაზიული სიმაძღრე, სოციალური დაუნდობლობა, უმაღლესი ფასეულობების არარსებობა. იმისათვის, რომ მთლიანად გამოხატოს თავისი ზიზღი, ბევრს არ აშინებს მისდიოს განსაკუთრებით საბედისწერო პოლიტიკური რომანტიკოსების მაგალითს და ბოროტგანზრახულად იჩურჩულოს სიტყვა „ლიბერალური“.

განსაკუთრებით საგულისხმოა დაკვირვება, რომ ჩვენი დროის ყველა ტოტალიტარული მოძრაობა ლიბერალიზმში თავის მოწინააღმდეგეს ხედავდა და მასთან სისხლიანი ბრძოლა ერთი წამითაც არ შეუწყვეტია, ძალადობის, ცილისწამებისა და ბილწსიტყვაობის მეშვეობით. თანამედროვე ტირანებმა, მიუხედავად იმისა, თუ რას უწოდებენ ისინი საკუთარ თავს: ფაშისტებს, ნაციონალ-სოციალისტებს ან კომუნისტებს, რამენაირი წარმატების მომტანი მოსახვევის მუდმივ ძიებაში, უკვე ყველა ნიღაბი მოირგეს. ისინი გვარწმუნებდნენ, რომ არიან სოციალისტები, დემოკრატები ანდა რომანტიკოს-კორპორატივისტები და ღმერთმა იცის კიდევ ვინ. ხანდახან ისინი იმდენად ცინიკურნი არიან, რომ ქრისტიანობისადმი პატივისცემასაც კი ადასტურებენ, მაგრამ ისინი ლიბერალიზმთან კეკლუცობას ყოველთვის ერიდებოდნენ. თუ ამ ხალხს დანებება არ სურდა, ისინი ზუსტად აქ უნდა გაჩერებულიყვნენ, „ლიბერალიზმი“ ხომ მუსოლინისათვის „მასონებს“ ნიშნავდა; ჰიტლერისთვის - „ებრაელებს“, „მოლაყბეებს“ და „ინტელექტუალებს“, ხოლო ლენინისათვის „საძულველ ბურჟუაზიას“. ჩვენი საზოგადოების ამ ფსიქიკურად დაავადებული ბოშებისთვის, ლიბერალიზმი ბურჟუაზიის იმ სამყაროს განასახიერებდა (ამ სიტყვის გერმანული ანალოგი „Burgertum” არ შეიცვას უარყოფით, ან ზიზღის მომგვრელ ქვეტექსტს - მთარგმნელის შენიშვნა), რომელიც მათთვის იმაზე უფრო ცხადი და ნაკლებად მისაწვდომი იყო, ვიდრე ტიბეტი. მიუხედავად ამისა, ისინი, საკუთარი ცინიკური პრაგმატიზმიდან გამომდინარე, შესაძლოა, ლიბერალიზთან დროებით არშიყსაც არ მორიდებოდნენ. თუკი, ამისგან ელოდნენ რაიმე ეფექტს, რომელიც ხალხის მასებზე გავლენას მოახდენდა. მაგრამ როგორც მასების „სულის ფსიქოლოგიის“ უბადლო მცოდნეებმა, რომელსაც ისინი ძალიან კარგად გამოხატავდნენ, ძალიან კარგად უწყოდნენ, რომ ლიბერალური აზრების მეშვეობით პიროვნების შემწყნარებლობის, თავისუფლებისა და სამართლის შესახებ, მასასთან გარიგება შეუძლებელია. ხალხის ვნების გაღვივება, მათ ნაციონალისტური და სოციალისტური ლოზუნგებით არჩიეს, რაც მასის სულისკვეთებას უფრო შეესაბამებოდა და რომელთა ნაზავიც მსოფლიოს ამფეთქებელ დინამიტად იქცა. მართლაც, ყოველი მხრიდან გალანძღული ლიბერაზლიმის მდგომარეობა, მისი პოლიტიკური გავლენის საყოველთაო დაცემას შეესაბამება.

პრაქტიკულად აღარ არსებობს ქვეყანა, შესაძლოა შვეიცარიის, ბელგიისა და შვედეთის გარდა, სადაც ლიბერალიზმს არ გაუვლია მასობრივი პარტიების ერთგული ორგანიზაციებისა და პოლიტიკური ვნებების წნეხის ქვეშ. ინგლისში, თავის სამშობლოში, ლიბერალებმა, როგორც ორგანიზაციულმა პარტიამ, თითქმის საერთოდ დაკარგა მნიშვნელობა. ზოგიერთ მას გარკვეული წონა კიდევ შემორჩა, როგორც იმ პირთა გაერთიანებას, რომელთა ნაციონალური პრესტიჟი წარმოადგენს გარკვეულწილად კომპენსაციას, ამომრჩეველთა კლებადი ხმების სანაცვლოდ. ლიბერალიზმის, როგორც ორგანიზებული პოლიტიკური მოძრაობის დაღმასვლაზე ბევრად მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ის აღარ განსაზღვრავს თანამედროვე ეპოქის კულტურულ იდეალებს. შინაგანი კრიზისაგან დასუსტებულმა და საკუთარი წარუმატებლობისგან თავბრუდახვეულმა ლიბერალიზმმა, საკუთარი მისიის სიმძიმისაგან გონი დაკარგა. იქაც კი, სადაც საკუთარ თავს ჯერ კიდევ ლიბერალებს უწოდებენ, ბოლო ათწლეულების ანტილიბერალურმა პროპაგანდამ, ეს ხალხი იმდენად დააშინა, რომ უმეტესობას, საკუთარი სუფთა ნამუსისა და ტრადიციების დაცვის სიმამაცე აღარ შერჩა. ამიტომაც, ისინი მოწინააღმდეგეებს ერთი მეორის მიყოლებით უთმობენ პოზიციებს.

ასეთია საქმის ვითარება, რომლისთვისაც თვალის გასწორება, ყველაზე მეტად შეეფერება ლიბერალიზმის ტემპერამენტს, როგორც ასეთს, რომელიც მნიშვნელოვად ეწინააღმდეგება ფანატიზმს და სიმართლის ნებისმიერ დამახინჯებას. სრულიად აშკარაა ის ჭეშმარიტება, რომ ჩვენი საზოგადოების კრიზისი, ლიბერალიზმის კრიზისს ემთხვევა. რამდენადაც საზოგადოების კრიზისი, რომელიც მთელი ჩვენი კულუტურული ტრადიციების ნგრევის ტოლფასია, აღმავლობისა და უკეთესი მომავლის ნაცვლად მხოლოდ ომს, უბედურებას და მონობას გვჩუქნის. ამიტომ ლიბერალიზმისათვის შეიძლება პატივად ჩავთვალოთ, რომ იგი სამართალთან, მშვიდობასთან, თავისუფლებასთან და კეთილდღეობასთან ერთად, საზოგადოებრივი კრიზისის მსხვერპლი გახდა. ამის გამო უნდა ვაღიაროთ, რომ არ შეგვიძლია გავაკეთოთ რაიმე იმაზე უკეთესი, ვიდრე ლიბერალიზმის დროში, როგორც ეჭვშეუტანელი სიმართლის, ჩვენი ცივილიზაციის სიკეთეებისა და იდეალების სიმაღლეზე აწევა და მისი ნებისმიერი შეტევისაგან დაცვა. ლიბერალიზმის დაცემა, როგორც სავარაუდო იყო, სამართლის, მშვიდობისა და თავისუფლებისაგან განდგომის ტოლფასი იქნებოდა. მაშინ ჩვენ ისღა დაგვრჩენოდა, რომ მის მიერ მიტოვებულ სამლოცველოებთან ხელები გაგვესავსავებინა და მის მთელი დანაშაული, სხვა ხალხის უგუნერებასა და ბოროტებისათვის დაგვებრალებინა. წმინდა ადამიანური თვალსაზრისით ამდაგვარი საქციელი გასაგებია, მას შეიძლება ეწოდოს, როგორც რაინდული და ვაჟკაცური, ისე თვითნებური და უგუნური. ყოველ შემთხვევაში, ვისაც სურს არსებულ პრობლემებს თვალებში სერიოზულად და საღად ჩახედოს და დღევანდელი სიტუაცია კეთილსინდისიერად შეაფასოს, ამდაგვარი საქციელი დაუშვებელია. ლიბერალიზმის კრიტიკული შეფასება რეკომენდირებული უნდა იყოს ლიბერალისათვის, რადგან იგი არაფრისმომცემ ჩივილს, ანაცვლებს წახალისებასა და იმედს. საქმე მხოლოდ ხალხის უგუნურებასა და ბოროტებაში რომ ყოფილიყო, მაშინ ლიბერალებს, მათ შეცვლაზე უნდა დაემყარებინათ იმედი. მაგრამ თუ - ლიბერალები მივლენ დასკვნამდე, რომ მნიშვნელოვანწილად თავადაც არიან დამნაშავეები, მათ აღარ დასჭირდებათ იმედის დამყარება იმაზე, რომ სხვები შეიცვლებიან და საკმარისი იქნება, თუ ისინი თავად გარდაიქმნებიან. გავიხსენოთ რას მოუწოდებს დემოსთენე ათენელებს მესამე ფილიპიკაში: „ის, რაც ჩვენთვის ყველაზე ძალიან მავნე იყო წარსულში, მომავალში ყველაზე უფრო სასარგებლო იქნება. რანაირად? რამდენადაც თქვენ არაფერი, აბსოლუტურად არაფერი, გააკეთეთ იქიდან, რისი გაკეთებაც აუცილებელი იყო, ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით ამ სავალალო მდგომარეობაში. თქვენ რომ მაშინ გაგეკეთებინათ ყველაფერი ის, რაც საჭირო იყო და თუ იმ შემთხვევაშიც, ყველაფერი იქნებოდა ისე ცუდად, როგორც ახლაა, მაშინ უკეთესობის არანაირი იმედი არ იქნებოდა.“

სინამდვილეში, ჩვენ ბედნიერებად უნდა ჩავთვალოთ, თუ გაირკვეოდა, რომ ლიბერალიზმი საზოგადოებრივი კრიზისის, არც თუ ისე უცოდველი მსხვერპლი გახდა, რომ იგი მნიშვნელოვან პოსტულატებში შეცდა და მას აქვს კრიზისის დაძლევის უფლება, შეცდომების გამოსწორების გზით. შესაძლოა, რომ ის სულაც არ იყო საზოგადოებრივი კრიზისის მსხვერპლი და თვითონვე უწყობდა ხელს კრიზისის წარმოშობას, საკუთარი შეცდომებით? ეს ასეც რომ იყოს, და თანამედროვე საზოგადოების კრიზისი, ერთდროულად ლიბერალიზმის გაწმენდითა და შინაგანი გაახალგაზრდავებით, ხელი შეეწყობოდა მთელი საზოგადოების კრიზისის დაძლევას? ხომ არ ძევს ღრმა აზრი იმაში, რომ საზოგადოებრივი კრიზისი ლიბერალიზმის კრიზისს დაემთხვა?

ურღვევი ლიბერალიზმის არსი

ახლა, როცა ლიბერალიზმის არსი ამოცნობა და მისი შეცდომების განსაზღვრა გვსურს, დაე გვიხელმძღვანელონ ამ მეტად სერიოზულმა და იმავდროულად იმედის მომცემმა კითხვებმა. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ არ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ლიბერალიზმის მთელი ნაირსახეობა. ძნელი იქნება იმაზე მეტის გაკეთებაც, ვიდრე იმ კურიოზული ფაქტის აღნიშვნა, რომ შვეიცარიის კონსერვატიული პარტია თავისი პოლიტიკური მსოფლმხედველობის განსასაზღვრად, იყენებს იგივე სიტყვას, რასაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ის პოლიტიკოსები ხმარობენ, რომელთაც ევროპაში სოციალ-დემოკრატებს ვუწოდებთ. როდესაც ჩვენ თავს ვიზღუდავთ ძირითადი დებულებებით, ჩვენ გვსურს მოვახდინოთ ძალიან მნიშვნელოვანი გამიჯვნა და ლიბერალიზმზე ორმაგი მნიშვნელობით ვისაუბროთ: ერთის მხრივ, როგორც ძალიან ფართო და საერთო იდეაზე, რომელიც აღნიშნავს დასავლეთის კულტურას მთლიანად; ხოლო მეორეს მხრივ, უფრო ვიწრო და სპეციფიკური თვალსაზრისით, როგორც გასული საუკუნის სულიერ, პოლიტიკურ და სოციალურ მოძღვრებაზე, რომელიც საერთო იდეიდან აღმოცენდა და შეზავებული იყო განსაზღვრული ისტორიული მოვლენებით. პირველი განსაზღვრებით, ლიბერალები ვართ იმდენად, რამდენადაც ვიცავთ ამ ინსტიტუტებსა და ღირებულებებს, რომლებიც ჩვენ შეუცვლელი გვგონია, ისეთ დამანგრეველ ძალებთან დასაპირისპირებლად, როგორებიცაა: კოლექტიზივიზმი, ტოტალიტარიზმი და ნაციონალ-სოციალიზმი. თუ ავიღებთ სიტყვის მეორე მნიშვნელობას, ჩნდება კითხვას: საერთოდ შეუძლია კი ვინმეს იყოს ლიბერალი? პირველ შემთხვევაში ლიბერალიზმი არის ღირსეული ასაკის ძლიერი ღერძის მქონე ხე, რომლის ტოტების ქვეშაც ყველანი ერთად იმ გრძნობით ვიკრიბებით, რომ რაღაც საერთო გვაქვს დასაცავი. მიუხედავადა იმისა რა გვქვია ჩვენ: კონსერვატორები თუ სოციალისტები, დემოკრატები თუ ლიბერალები, პროტესტანტები თუ კათოლიკეები. თუმცა მეორე შემთხვევაში, ლიბერალიზმი ამ ხეზე ყველაზე ახალგაზრდა და ამავდროულად, ყველაზე ძლიერი ყლორტია. დღეს ბევრი ეკითხება საკუთარ თავს - ველური ხომ არ იყო ის ყლროტი? ამ ამაყი ხის მოჭრის სურვილი, ნამდვილად დიდი დანაშაული იქნებოდა, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ არ მოგწონს მისი ყლორტი. მიუხედავად იმისა, ამ ბოროტების აღსასრულებლად, მაინც ათასობით ნაჯახი აღიმართა.

როცა ჩვენ ვსაუბრობთ უფრო ფართოდ გაგებული ლიბერალიზმის შესახებ, ყველამ იცის თუ რა იგულისხმება. თითოეული, ვინც ამ ღირებულებებს და იდეალებს იზიარებს, მზადაა დაიცვას ისინი, როგორც ჩვენი კულტურისთვის უკანასკნელი და ყველაზე ღირებული რამ. ის, ვისაც შეუძლია ამის გაკეთება, შეძლებს ერთდროულად პატივი სცეს ამ დედაბოძს, როგორც საუკუნეების სახელოვან ქმნილებას, რომელიც ათასწლეულებზე უფრო საიმედოა. მას ეცოდინება, რომ საუბარია მემკვიდრეობის შესახებ, რომელიც დასავლურ კულტურასთან ერთად წარმოიშვა. მისი საფუძველი შექმნეს არა ფილოსოფოსებმა - განმანათლებლებმა, არამედ კონიკურმა ბრძნებმა, სტოიკოსებმა, ციცერონმა და ანტიკური ხანის დანარჩენმა მოაზროვნეებმა, რომლებმაც გზამკვლევ ვარსკვლავებად საერთო ადამიანურ ცნობიერებასა და ინდივიდის სულის აბსოლუტურობაში წარმოშობილი ადამიანური მიიჩნიეს, აგრეთვე დაინახეს ადამიანების განუკითხაობის მიღმა იდეების სამყაროს არსებობა და აღიარეს, სახელმწიფოს მიერ ბუნებრივი წესრიგის ხელშეუხებლობა.3 ის, რაც დაიწყეს, ამ „animal naturaliter christianal” - ებმა, ქრისტიანობამ დაასრულა და ჩვენ გადმოგვცა, როგორც ქრისტიანობის ბუნებრივი სამართალი. მხოლოდ ქრისტიანობამ განახორციელა გარდატეხა და ხალხი, როგორც ღვთის შვილები, გაათავისუფლა სახელმწიფოს კლანჭებისაგან. Gilermo Ferrero - ს სიტყვებით, განადგურა ანტიკური სახელმწიფოს „esprit pharaonique” (ფრანგ. „ფარაონების სული“).

ისევ და ისევ გაკვირვებით ჟღერდა კითხვა, რატომ განსხვავდება ასე ძალიან, ანტიკური ხანის თავისუფლების პოლიტიკური განსაზღვრება, თანამედროვე გაგებისაგან: იქ ადგილი აქვს კოლექტიური თავისუფლების გაგებას, რომელიც გულისხმობს „ხალხის უზენაესობას“ და მოგვიანებით კვლავ გვხვდება რუსოს ნაშრომებში, აფუძნებს რა თანამედროვე დემოკრატიზმს, რომლის გაგება არ ეწინააღმდეგება პოლისის მეშვეობით ინდივიდის სულის დამორჩილებას. აქ კი, აშკარად ჩანს დასავლური წარმოდგენა თავისუფლებაზე, როგორც ადამიანის პიროვნულ უფლებაზე, რომელიც სახელმწიფოს ბარიერებს უქმნის და რომლებსაც მივყავართ ინდივიდუუმის, ოჯახის, უმცირესობის, ოპოზიციის და ყველა რელიგიური დაჯგუფების უფლებებისაკენ. ყველაფერ ამაზე, ისევ და ისევ გვიწევდა პასუხის გაცემა, რომ კედელი, რომელიც ამ შემთხვევაში ანტიკურ ხანას ჩვენგან გამოყოფს, - ქრისტიანობაა, რომლის მადლიერნიც უნდა ვიყოთ ფრაზისათვის - „კეისარს-კეისრისა, ღმერთს-ღმრთისა“, როცა ჩვენ დავუმატებთ ყველაფერს, რასაც ქრისტიანობა ღმერთს მიაწერს, მაშინ ეს გამოთქმა გამოხატავს იმას, რასაც ჩვენ ვგულისხმობთ, როცა ვლაპარაკობთ ლიბერალიზმის შესახებ, როგორც საერთო და ყოვლისმომცველ აზრზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, საქმე გვაქვს ანტიკური ხანის და ქრისტიანობის მემკვიდრეობასთან, ერთიც და მეორეც ლიბერალიზმის რალიზმის ჭეშმარიტი წინამორბედია. ამის მიზეზია ის გარემოება, რომ ისინი წარმოადგენენ სოციალურ ფილოსოფიას, რომელნიც ინდივიდსა და სახელმწიფოს შორის დაძაბულობას აწესრიგებენ ყოველი ადამიანისათვის ბოძებული გონების მეშვეობით და საკადრისი სიამაყით აღიარებენ მას მიზნად და არა საშუალებად. ამდაგვარად მიიღწევა სახელწმიფოს ძალაუფლებისა და ინდივიდის თავისუფლების გამიჯვნა. ამ გაგებით ციცერონის ნაშრომიდან „Corpus Juris” და თომა აქვინელის „შედეგები“-დან, შეიძლება შეადგინო ლიბერალიზმის ანთოლოგია, რომლითაც ხელმძღვანელობა დღესაც შეიძლება. დღემდე ეს ღირსეული მოძღვრება ჩვენამდე აღწევს ყველა იმ ბარიერის გავლით, რომელსაც კათოლიკური ეკლესიის სოციალური სწავლების ყველა დამახინჯება წარმოშობს.

იდეებით აღსავსე სამყაროში, რა თქმა უნდა არსებობს ძალა, რომელიც დიალექტიკურ პროცესში, კვლავ და კვლავ ცდილობს, ლიბერალიზმის გამოდევნას საკუთარი ჩარჩოებიდან. ლიბერალიზმისათვის დამახასიათებელი ეს ძალა, გონების მოხმობის გზით ადამიანის თვითგანთავისუფლებაში მდგომარეობს და გულისხმობს წინააღმდეგობების მოცილებას, ადამიანის ემანსიპაციასა და მისი ავტონომიურობის მიღწევას. ქრისტიანობის ბუნებრივ სამართალში ეს ძალა კიდევ მართვადია, თუმცა სქოლასტიკის ზოგიერთ მიმართულებაში, შეუძლებელია ამბოხის მცდელობები არ შეამჩნიო და ისეთი ადამიანები, როგორიცაა მაგალითად აბაელარდი (Abaelard), ერაზმუსის (Erazmus) წაინამორბედად მოგეჩვენოს. შემდგომში, ლიბერალიზმი, სულ უფრო სწრაფად და სულ უფრო მეტი გამბედაობით იძენს თანამედროვე ნაკვთებს. ის სულ უფრო ნაკლებად უხმობს გონიერებას და ეგუება ინდივიდის თავისუფლების მზარდ შეზღუდვებს. შესაბამისად, რაც უფრო შორს მიყვება იგი ამ დინებას, მით უფრო უახლოვდება იმ საშიშ მორევს, რომელიც მას საბოლოოდ შთანთქავს.

განვითარების ამ სარისკო მიმართულებებმა არ უნდა შეგვიქმნას მცდარი შეხედულება, თითქოს ლიბერალიზმის არსი ფაქტების გაზვიადებაში მდგომარეობს. ამის უფრო მკაფიოდ გამოსახატავად, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ლიბერალიზმი არის არა ქრისტიანობის მოღალატე, არამედ მისი კანონიერი, სულიერი მემკვიდრე და მხოლოდ ისტორიული რეტროსპექტივების შემოკლებას შეუძლია მიგვიყვანოს „ლიბერალიზმისა“ და „ლიბერტინიზმის“ აღრევამდე. სოციალური ფილოსოფიის სფეროში იგი ანსახიერებს ყოველივე საუკეთესოს, რისი შექმნაც მოასწრო დასავლურმა აზროვნებამ სამი ათასი წლის განმავლობაში: ბუნებრივი სამართალი, პიროვნების კულტურა, ყოვლისმომცველობა. ხოლო თუკი ყოველთვის არ ვიცოდით ქრისტიანული მოძღვრების გავლენის მასშტაბი ყველაზე რადიკალურ, გვიან ლიბერალურ კრიტიკოსებსა და რაციონალისტებზე, დღეს ეს უკვე ნათლად ჩანს.

მაგრამ ლიბერალიზმი უძრავი დოგმატი არ არის. პირიქით, ის ყოველთვის შემოქმედ ძალას წარმოადგენს, რომელიც ისევ და ისევ იცავს დასავლეთს უძრაობისაგან. ის ყოველთვის ამხელს ტყუილსა და ძალადობას და თავისუფლებასა და შეზღუდულობას შორის ჭიდილს უზრუნველყოფს, რომელიც ჩვენი ცივილიზაციის დიდებასა და საშიშროებას წარმოადგენს, უზრუნველყობის ხარისხზე დამოკიდებულებით, რომლითაც ეს ძალა ჩვენზე მოქმედებს, ვიღებთ ლიბერალიზმის იმ ხარისხებს, რომლის ერთ ბოლოშიც ვეჭვობთ, რომ შეიძლება ეს კონსერვატივიზმი იყოს, ხოლო მეორე ბოლოში - ანარქიზმი.

ლიბერალიზმის მრავალფეროვნებას როცა ვაცნობიერებთ, შესაძლებელია ჩამოვთვალოთ მისი უმთავრესი ნიშნები და ისინი ერთმანეთს დავუკავშიროთ.

რა არის ლიბერალიზმი? ის „ჰუმანურია“ იმ გაგებით, რომ ადამიანის იმ ბუნებიდან გამომდინარეობს, რომელსაც სიკეთის კეთება შუძლია და რომელიც მხოლოდ საზოგადოებაში ვლინდება; ადამიანის დანიშნულებიდან, რომელიც მატერიალურ არსებობაზე მაღლა დგას; პატივისცემიდან, რომელსაც ყოველი ადამიანი თავისი უნიკალურობის გამო იმსახურებს და კრძალავს მის, როგორც „საშუალების“ გამოყენებას და დამცირებას. ლიბერალიზმი იმიტომ არის ინდივიდუალისტური, უკეთესად რომ ვთქვათ პერსონიფიცირებული რომ იგი ესატყვისება ქრისტიანულ მოძღვრებას იმის შესახებ, რომ ყოველი ადამიანის სული უშუალოდ ღმერთს ეკუთვნის და მასვე დაუბრუნდება, როგორც ერთიანი მთელი. ამიტომ უმაღლესი ყოფიერება (Wirkliche) ცალკეული ადამიანია და არა საზოგადოება მთლიანად, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ადამიანი თავისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას მხოლოდ იმ საზოგადოებაში, მის სამსახურსა და თავგანწირვაში ეძებდეს.4 ამიტომაა ლიბერალიზმი „ანტი-ავტორიტარული“, ანუ მიუხედავად მზადყოფნისა მისცეს კეისარს-კეისრისა, ის კეთილგონიერად ერიდება საზოგადოების შესახებ ყველა იმ რომანტიკულ შეხედულებას, რომელიც სახელმწიფოს თვალსაჩინო მისტიკურ კულტად, სუპერორგანიზმად ან თუნდაც ღმერთად აქცევს და მამაცად ეწინააღმდეგება მას, როცა იგი იმაზე მეტს მოითხოვს, ვიდრე კეისარს ეკუთვნის.

ამიტომაა ლიბერალიზმი უნივერსალური; ანუ ჰუმანურობასთან და ანტიავტორიტარულობასთან პატივს სცემს ადამიანის პიროვნებას, როცა იგი სახელმწიფოს გაღმერთებას ეწინააღმდეგება, ის უძალიანდება პატრიოტიზმის ნაციონალიზმად გადაქცევას და ამდაგვარად, მაკიაველიზმად და იმპერიალიზმად. ყველაფერთან ერთად, იგი რაციონალურია იმაშიც, რომ როგორც ჰუმანისტი, ყველა ადამიანს მიაწერს გონებას და როგორც პერსონალისტი, მასში „ადამიანის უდიდეს ძალას ხედავს“. მაგრამ როცა ანტიავტორიტარული და უნივერსალური სოციალური ფილოსოფოსი, გონებას აქცევს მოსამართლედ რომლის წინაშეც ადამიანურმა უგუნურობამ, სიცრუემ და ქილიკმა პასუხი უნდა აგოს. თითქმის ამოუწურავია ის კითხვები, რომლებიც ლიბერალიზმის თითოეულ მნიშვნელობასთანაა დაკავშირებული. ჩვენი შემდგომი კვლევებისათვის გვინდა ავიღოთ მხოლოდ ერთი მათგანი, რადგან მხოლოდ ასე შევძლებთ ნათელი მოვფინოთ ზოგიერთ მცდარ შეხედულებას და განვსაზღვროთ ნათესაური კავშირი ლიბერალიზმსა და დემოკრატიას შორის, როცა ჩვენ ვაჩვენებთ ლიბერალიზმის ანტიაავტორიტარიზმის ხარისხს, ამით გვინდა ყოველთვის ბოლომდე გადაულახავი უნდობლობა გამოვხატოთ, რომელსაც ყველა დროში განიცდის ნამდვილი ლიბერალი, ნებისმიერი სახის ძალაუფლების: პოლიტიკურის, სულიერის თუ ეკონომიკურის კონცენტრაციის მიმართ. იაკობ ბუხკარტი (Jacob Burckhardt) იმეორებდა შლოსერის (Sclosser) ფრაზას, იმის შსახებ, რომ ზალაუფლება თავისთავად ბოროტებაა, ჭეშმარიტ ლიბერალურ აზრს კი უკიდურესი ფორმით აძლევს განმარტებას. ისეთი კათოლიკე-ლიბერალები, როგორებიცაა ა. დე ტოკვილი (A. de Tocquueille) და ლორდი ექთონი (Lord Acton), იგივეს ფიქრობენ ამასთან დაკავშირებით.5

აქედან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ საყვედური იმის შესახებ, თითქოს ლიბერალიზმი ზედმეტად ოპტიმისტურადაა განწყობილი ადამიანის ბუნების მიამრთ, არასწორია. ლიბერალიზმისათვის არაა დამახასიათებელი რუსოს ოპტიმიზმი, რომელიც მიდის ანტილიბერალურ დასკვნამდე, მაგრამ „პასკალის სკეპტიციზმი“ სხვადასხვა ვარიანტის რეალიზაციის საშუალებას იძლევა: L'homme n'est ni ange ni bete; et Malheur veut que qui vent fair l'ange fait l'abete”6. მას ისევე როგორც პასკალს სჯერა, როგორც ადამიანის „grdaeur7 ასევე „bassesse8 და რადგანაც იგი ანგარიშს უწევს ორივეს და მისი ყველა ქმედება მიმართულია იმისკენ, რომ შეძლებისდაგვარად წაუყენოს ადამიანებს ისეთი პირობები, რომლებიც არ აცდუნებენ მათ, და არც საშუალებას მისცემენ, რომ წინააღმდეგობის გარეშე დაიკმაყოფილონ თავიანთი მიწიერი ვნებები. მას არ სჯერა ისეთი ეკონომიკური და სოციალური სისტემის პრაქტიკულობის, რომლებიც წმინდანებსა და გმირებს მოიცავს. ეფექტიანია, მხოლოდ ის სისტემა, რომელიც ვერ ხედავს, რომ არ შეიძლება ადამიანების ცხოვრების ზედმეტად გართულება ამდაგვარად ლიბერალი სავსებით ეთანხმება მორალური თეოლოგიის პრინციპებს. იგი რელისტია, რომელსაც არ უკვირს „შავი ბაზრების“, იმ შემთხვევაში თუ სახელწმიფომ ინფლაციის ხელშემწყობი „უგუნური ფინანსური პოლიტიკით“ წინასწარ შექმნას ამისათვის პირობები. მას სჯერა, რომ დედამიწა უკეთ ბრუნავს, როცა არ უჩრიან ღერძს, „წისქვილის ქვას, როცა ის ფქვავს“ (მოსეს მეხუთე წიგნი 25,4). ის ხედავს, რომ გარკვეული ინსტიტუტების მეშვეობით შესაძლებელია ინდივიდუალური ინტერესების კოორდინირება საერთო ინტერესებთან. ერთ ასეთ წარმოებულ ინსტიტუტად მას მიაჩნია საკუთრება, ხოლო მეორედ - კონკურენცია, თუ ისინი მართლაც ახდენენ მოცემულ კოორდინაციას. გარდა ამისა, ასვე წარმატებულად მიაჩნიათ იმ ავტომატურ და უპიროვნო თანხმობისა და ანაზღაურების სისტემა, რომელიც შეეფერება პასუხისმგებლობაზე, საკუთრებასა და კონკურენციაზე დამყარებულ ეკონომიკას. ლიბერალი თვლის პრაქტიკულად ამ სისტემას არა ოპტიმისტობის, არამედ რეალისტობის გამო. ფრანგი ფილოსოფოსი წერს: Tout systeme..social qui contribute a rende necessaries, pour la majorite des homes et dans la conduite ordinaire de leur vie, des virtues essentielement aristocratiques, s'avere par la malsain9. შეიძლება მან არ იცოდა, რომ ამით ლიბერალური სოციალური ეთიკის ფორმირება უზრუნველყო.

ლიბერალი ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებს ძალაუფლების ნებისმიერ კონცენტრაციას, რადგან იცის, რომ ძალაუფლებას, როემლიც არ კონტროლდება საპირისპირო ძალების მეშვეობით, ყოველთვის ბოროტად გამოიყენებენ. იგი ადამიანის თავისუფლების გადარჩენის მხოლოდ ერთ რეალურ საშუალებას ხედავს, რაც დეცენტრალიზაციასა და ხელისუფლების კონკურენციის შექმნაში გამოიხატება. იგი აშენებს ინსტიტუციონალურ ბარიერს იაკობინიზმის საშიშროების წინააღმდეგ, რომელშიც ყოველი ელემენტი ლიბერალიზმის ბეჭდითაა აღნიშნული. რადგანაც ისინი ძალაუფლების მქონე გაერთიანებებისაგან ხალხის დასაცავად მოქმედებენ. აქედან გამომდინარე, ყველაზე ჯანსაღ და ძლიერ დემოკრატიებად ისინი ითვლებიან, ვინც შემდეგ გამაწონასწორებელ და გამაძლიერებელ ინსტიტუტებს ეყრდნობა; პარლამენტის ძალაუფლების შეზღუდვა, სახელწმიფოს ფედერალური მოწყობა, ადგილობრივი თვითმმართველობა, ორპალატიანი სისტემა, ხელისუფლების მკაცრი დანაწილება, საზოგადოების დანაწევრება, მონარქია ან სისტემა პრეზიდენტის ფართო უფლებებით, მაგრამ უპირველეს ყოვლისა სამართლებრივი სახელმწიფოს ურღვევი იდეა და ისეთი სული, რომელიც პიროვნულ თავისუფლებას არ გაცვლის თანასწორობის იდეაზე. ესენი ის დემოკრატიები არიან, რომლებმაც თანაბარი მნიშვნელობით აღიარეს დემოკრატიული მიდგომა ხელისუფლების აღსრულების წესზე და ლიბერალური აზრი მისი შინაარსის განსაზღვრის შესახებ.

ხალხის ძალაუფლების და მისი თავისუფლების აღრევა, რომელიც საფუძვლად უდევს იაკობიანიზმს, თავის სულიერ მეწყვილეს პოულობს ლიბერალიზმის და დემოკრატიზმის არევაში. ყველაფერი შეიძლება იქამდეც მივიდეს, რომ ლიბერალიზმი უსამართლოდ დაადანაშაულონ იმაში, რაც სინმადვილეში დემოკრატიის ბრალია. სამწუხაროდ, სხვა ყველაფერთან ერთად, უამრავი უბედურების მომტანი თანამედროვე ნაციონალიზმი, ლიბერალური აზრის ბუნებრივ შედეგად ითვლება. სინმადვილეში კი, ამ მახინჯი ბავშვის მამობაში დემოკრატია უნდა დავადანაშაულოთ. თავად ლიბერალებსაც შეუძლიათ შესცოდონ, რაც ჩანს იმ როლში, რომელიც XIX საუკუნის გერმანულმა ლიბერალიზმმა, ანუ იმან, რაც ამ სახელწოდებით ინიღბებოდა, ითამაშა გერმანული ნაციონალიზმის აღმოცენებაში.10 ლიბერალიზმს ასევე შეიძლება ვუწოდოთ დეცენტრალიზმი, ხოლო მის მოწინააღმდეგე ბანაკს, რომელშიც ნაციონალიზმი, აბსოლუტიზმი და ავტორიტარული კონსერვატივიზმი ერთიანდებიან - ცენტრალიზმი. კარგი იქნებოდა, თუ ამ გასაგებ გამოთქმებს მომავალში უფრო ხშირად გამოვიყენებდით. მაშინ უფრო ადვილი გასაგები იქნებოდა, ყოველი ჩვენგანი, სინმადვილეში რომელ ჯგუფს მიეკუთვნება და ეს გაუგებრობა ტერმინებში, ცოტათი მაინც შემცირდებოდა. აქედან გამომდინარეობს ისიც, რომ ცენტრალისტური ლიბერალიზმი საკუთარ თავს უარყოფს.

როდესაც ლიბერალი დეცენტრალიზაციის იდეას ყველა სფეროში წარმოადგენს, იგი მთელი კაცობრიობის გამოცდილებიდან მომდინარე სიბრძნით ხელმღძვანელობს. ამგვარად ის ხდება ხელისუფლების დანაწილების, ფედერალიზმის, ადგილობრივი თვითმმართველობის, თავისუფალ სფეროებში სახელწმიფოს ჩაურევლობის, „corps intermediaries” (Montskuieu), სულიერი თავისუფლების, საკუთრების, როგორც ეკონომიკური არსებობის ნორმალური ფორმის, ეკონომიკური და სოციალური დეცენტრალიზაციის, მცირე და საშუალო მეწარმეობის, ეკონომიკური და სულიერი კონკურენციის, ეკლესიების უნივერსალურობის და სოციალური დიფერენციაციის იდეის დამცველი. ამგვარად, ის ხდება პოლიტიკური, ეკონომიკური და სულიერი ცენტრალიზმის, მონოპოლიის (მათ შორის სახელმწიფოს), კოლექტივიზმის, გიგანტური სისტემების, მასიურობის, მეგაპოლისების, სიმდიდრის დაგროვების და იმპერიალიზმის შეურიგებელი მოწინააღმდეგე.

ასე განისაზღვრება ლიბერალიზმისა და დემოკრატიის ახლონათესაური დამოკიდებულება, რომელიც გარკვეულ დაძაბულობას არ არის მოკლებული და შეიძლება ღია დაპირისპირებაში გადაიზარდოს მაშინ, როცა მონტესკიეს სიტყვებით, „არსებობს საშიშროება ხალხის ძალაუფლება საკუთარ თავისუფლებაში აგერიოს“.11 საქმე იმაში კი არ არის, რომ ლიბერალის აზრს ემთხვევა ის, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმურობის ერთადერთ წყაროდ, ის ხალხის თანხმობას მიიჩნევს და ეთანმხება ლინკოლნის სიტყვებს: „No man is good enough to govern another man without that other's consent” („არ არსებობს ადამიანი, რომელიც იმ დონეზე კარგია, რომ მართოს სხვა ადამაინები მისი თანხმობის გარეშე“). ამ თვალსაზრისით ლიბერალი ამავდროულად დემოკრატიცაა. მაგრამ რამდენადაც იგი ადამიანის პიროვნებიდან და მისი უფლებებიდან გამოდის, მისთვის მთავარია არამარტო ის, თუ ვინ იქნება ხელისუფალი, არამედ ისიც, რომ იგი ტირანად არ იქცეს.12 მმართველობის სხვა ფორმებთან შედარებით, დემოკრატიაში, მას ყველაზე მეტად სწორედ ამის ეშინია. იმის მისტიკური რწმენა და მასების გაბრუება, რომ ხალხს საკუთარი თავის დამონება არ შეუძლია, მარტივად შეიძლება დარჩეს მუხრუჭების გარეშე, რომლებიც სხვა შემთხვევაში ამოქმედდებოდა. შედეგად, სახელმწიფო გარდაიქმნებოდა დაუოკებელ ტირანად საშინაო საკითხებში და შეიარაღებულ ბრბოდ - საგარეო ურთიერთობებში.

ლიბერალი არის მონტესკიეს და არა რუსოს მომხრე, „Esorit des Lois” და არა „Contrat Social“, წიგნისა, რომელსაც ერთ-ერთმა უდიდესმა ლიბერალმა მოაზროვნემ ბენჯამინ კონსტანმა (Benjamin Constant) Le Plpus terrible auxiliare de tous genres despotisme (ყველაზე საშინელი დამხმარე საშუალება ყველა სახის დესპოტიზმისათვის)13. რამდენადაც თავის რეალისტურ ანტროპოლოგიაში არ სწამს „ბრძენი და კეთილი ხალხისა“ („Le people sage et vertuex“), რომელიც დემოკარტიული მისტიკის საფუძველია და ეჭვის თვალით უყურებს ძალაუფლების ნებისმიერი კონცენტრაციას, ამიტომ ძალის ნებისმიერი ბოროტი გამოყენება ხალხში სუვერენობით ინიღბება და ტირანულ სახელმწიფოს ყოველთვის შეუძლია წაგვიყენოს დემოკრატიულობის ალიბი.14 ლიბერალმა იცის, რომ ერთადერთი გამოსავალი საპირისპირო ძალების არსებობა და დეცენტრალიზაციაა.

მომავალი ლიბერალიზმის კრიტიკა

ჩვენ მივადექით ლიბერალიზმის ყველაზე მნიშვნელობან კითხვას, რომელიც აუცილებლად უნდა აწუხებდეს მას, ვინც ლიბერალიზმის ამაღლებულ, პარტიებისა და კონფესიების კამათისაგან მოშორებულ იდეებს აღიარებს და ვისაც ჭკუიდან გადაჰყავს ერთი კითხვის გამო, შეუძლია კი მას საერთოდ უწოდოს საკუთარ თავს ლიბერალი? რა მოუვიდათ ამ ტრადიციებს ბოლო ორი ასწლეულის განმავლობაში? რა ყლორტები იზრდებოდნენ ჩვენს ხეზე?

ჩვენ ახლა მოგვიწევს მკაცრად ვისაუბროთ შეცდომების შესახებ და მთლიანად დავრწმუნდეთ იმაში, რომ ლიბერალიზმის დღევანდელი კრიზისი თანამედროვე საზოგადოების კრიზისის ნაწილი, რომელშიც ბრალი განვითარების მცდარი გზის გამო ლიბერალიზმსაც მიუძღვის. რადგანაც ჩვენ, ამ პრობლემის ამ პრობლემის გადაჭრისას საკმაოდ კორექტულები უნდა ვიყოთ, საჭიროა სამი პრობლემის მაგალითზე ჩამოვთვალოთ უმთავრესი აზრები. პირველი ეს არის ლიბერალიზმის დამოკიდებულება გონების ფუნქციასთან, მეორე - დამოკიდებულება საზოგადოებასთან და მესამე ეკონომიკასთან. ამგვარად, ლიბერალიზმი წარმოგვიდგება შესაბამისად, როგორც რაციონალიზმი, ინდივიდუალიზმი და ეკონომიკური ლიბერალიზმი. ამასთან დაკავშირებით განვიხილოთ, რამდენად დამღუპველი იყო ჭეშმარიტი გზიდან აცდენის შედეგები.

რაც შეეხება რაციონალიზმს, მე აღარაფერი მაქვს დასამატებელი იმისათვის, რაც აღვწერე ჩემს წიგნებში „თანამედოვეობის საზოგადოებივი კრიზისი“ და „ჰუმანური საზოგადოება“. ძალიან იშვიათად ვხვდებით ლიბერალიზმის ასეთ საშიშ გაორებას, როგორც ამ საკითხში. თუმცაღა ეს ძალიან ცოტას თუ მოწმობს ნაციონალიზმის, ისევე როგორც ადამიანის ყველა სხვა მისწრაფების წინააღმდეგ, საღად აღიქვას ჩვენი ცხოვრების მუდმივი სიძნელეები. - თუმცა, სწორედ ამ გაორებას მივყავდით, ბოლო ასწლეულების განმავლობაში მცდარი შეხედულებებისაკენ, რომლის საშინელ შედეგებსაც მხოლოდ დღეს ვაცნობიერებთ. ლიბერალურ რაციონალიზმს შეუძლია გამოდევნოს ლიბერალიზმის ფუნქციები და გადაიქცეს პროცესად, რომელიც ხრწნის ლიბერალიზმს და საბოლოო ჯამში აუქმებს მას. გონება „ადამიანის უდიდესი ძალა“ წარმოადგენს დასავლური ცივილიზაციის მნათობს, რომელიც აერთიანებს ადამიანებს არა ცხოველურ, არამედ უმღლესი სულიერების დონეზე და რჩება ყოველთვის ლიბერალიზმის უძვირფასეს ნაწილად. როცა ჩვენ ზედმეტად ვუახლოვდებით ამ მნათობს, გონების გამოყენების დაშვებულ ზღვრებს ვცილდებით და „ფაეტონივით“ ვენარცხებით ძირს. მაშინ ლიბერალი იქცევა რაციონალისტად, რომელსაც აღარ სწამს არანაირი ობიექტური ნორმების და თავისუფალი გონებით, ეჭვქვეშ აყენებს და ხრწნის მათ. ლიბერალს, როგორც მუდმივ რევოლუციონერს, სწამს, რომ ყოველთვის ყველაფერი შეიძლება დაიწყო თავიდან და არაფერი იცის“ ღმერთის სიყვარულის შესახებ, რომელიც გონებაზე მაღლა დგას“. მან ისიც არ იცის, რომ ადამიანი დაკავშირებულია ისტორიასთან და ბუნებასთან, რომელიც მუდმივ ანგარიშგასაწევია, მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ადამიანს გააჩნია ტექნიკური აზროვნება და ფლობს უდიდეს ძალას, თუნდაც ატომური ბომბის სახით, რომელსაც შეუძლია რამდენიმე წამში გაანადგუროს მთელი ცივილიზაცია. იმავდროულად, იგივე რაციონალისტი უგუნურად ეწინააღმდეგება საზოგადოების სულიერ პრობლემებს. ამიტომ ჩვენ მივალთ მოთმინების იმ ფორმამდე, რომელიც აღარ წარმოადგენს უსიტყვო მორჩილებასა და გრძელსულოვნებას. XIX საუკუნის ფრანგი ესეისტი ლ.ვენილოტი სავსებით სამართლიანად დასცინოდა მოთმინების მაგდაგვარ ფორმას და ამბობდა: „როცა მე ყველაზე სუტი ვარ, მოვითხოვ თქვენგან თავისუფლებას იმიტომ, რომ ეს თქვენი პრინციპია, ხოლო გართმევთ მას, როცა მე ყველაზე ძლიერი ვარ, იმიტომ, რომ ეს ჩემი პრინციპია“, და როგორც ერთერთი მოძღვარი ამბობდა „მიმტევებელი ქმარი-ცუდი პატრონია“.

მაშინ ჩვენ მივალთ ისეთ რელატივიზმამდე, რომელიც ანადგურებს ყველა ღირებულებას და ნორმას, თავისი აზროვნებით წარმოაჩენს მხოლოდ საკუთარ თავს; ისეთ მატერიალიზმამდე, რომელიც საუბრობს მატერიალურ საწარმოო ურთიერთობებთან სულიერ შეთანწყობაზე; ისეთ ფსიქოლოგიზმამდე, რომელიც შესაძლებლად მიიჩნევს იდეების ბინძურ გამოაშკარავებას და ისეთ მოვლენებამდე რომლებსაც ეჭვი ეპარებათ პოზიტივიზმისა - სამართალში, ესთეტიზმისა - ობიექტურ სილამაზეში, პრაგმატიზმისა - ობიექტურ ბოროტებასა და სიკეთეში, იდეოლოგზმისა - იდეურობაში. მაშინ ჩვენ გადავალთ სამოქალაქო წყობიდან, რომელშიც ისევე როგორც ევროპის ისტორიის საუკეთესო წლებში, პროგრესული ძალები უნდა გაერთიანდნენ კონსერვატორულ ძალებთან, ბურჟუაზიაში, რომელიც ავლენს დეკადენტობის ყველა ნიშანს, ამ დროს დადგება მომენტი, როცა terrible simplificateur საბოლოოდ დაანგრევს შინაგანად გამოფიტულ და რამდენიმე ფრაზით შენარჩუნებულ სამყაროს. ლიბერალური ცივილიზაცია შეიცვლება არალიბერალური ჯოჯოხეთით, რომლის „ბარბაროსად“ წოდება პატიოსანი ველურებისთვისაც კი, შეურაცხმყოფელი იქნებოდა.

ძნელი წარმოსადგენი არაა რა ნაყოფს გამოისხამს ლიბერალიზმი, როცა პოლიტიკურ ძალაუფლებას ჩაიგდებს ხელში. მათემატიკურ ლოგიკას არ შესწევს უნარი აღიქვას საზოგადოების ისტორიული გონი და არც მისი გეომეტრიული აღნაგობა. მისი ეს ლოგიკა წარმოშობს რევოლუციურ აზროვნებას, რომელსაც იმ რწმენისაკენ მივყავართ, რომ მანქანისა და ატომური ბომბის გაკეთებასთან ერთად, საზოგადოების ხელოვნურად შექმნაც შეიძლება. ამ შემთხვევაში ადამიანი, როგორც ჰომო ფაბერი, დაგვისაკუთრებს უბრალო მოკვდავებს იმისათვის, რომ გაგვხადოს ეკონომიკური, მორალური და პოლიტიკური ექსპერიმენტებისა და გეგმების ობიექტად, რომლის შედეგებსაც ვინმე თავხედი მიისაკუთრებს და მაშინ გავხდებით ზუსტად იმ საშიში ინდივიდების მსხვერპლნი, რომელნიც ჩვენში მხოლოდ ცხენის ძალას, კატალიზატორს, მოლეკულას, საჯიშე საქონელს ან ვირთხებს ხედავს. ჩვენ ვთხოვთ მათ არ გააკეთონ ეს, თუნდაც იმ ფილოსოფოსის ხათრით, რომელსაც თანაბრად შეიძლება ვუწოდოთ, როგორც ჰუმანიზმი, ასევე ქრისტიანობა და ნამდვილი ლიბერალიზმი. რამდენადაც რაციონალისტურ ლოგიკას არ სურს გაიგოს ადამიანური ბედნიერების ეს ძვირფასი პირობები, რომელიც ბუნებასთან, სამსახურთან, საზოგადოებასთან ურთიერთობისას ვლინდება, აქედან გამომდინარეობს ურბანისტული აზროვნების უუნარობა, გაიგოს ბუნებრივი წესრიგის ფორმა და დიდ ქალაქებში, ქარხნებსა და პროლეტარულ მასებში პროგრესის ნიშნებზე და მწარმოებლურობის ზრდის საშუალებებზე მეტი დაინახოს.

ახლა კი ჩვენ დავინახავთ, რომ ასეთი რაციონალიზმი ამახინჯებს ადამიანსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობებს. თუ ჩვენ გავბედავთ და ამ დამახინჯებას ინდივიდუალიზმს ვუწოდებთ, მივხვდებით, რომ მისი ფატალური შეცდომა ორგვარია: პირველ რიგში ის უარყოფს ჭეშმარიტებას, რომელიც შეიძლება ყველაზე ნაკლებად შენიშნოთ ტიონიესის (Tőnnies) „საზოგადოების და საზოგადოებრიობის“ ურთიერთდაპირისპირებაში, და ყველაზე მეტად იმ ფაქტის ცნობაში, რომ საზოგადოება არის ცალკეული ნაწილების ჯამისაგან განცალკევებული მთლიანობა; რომ არსებობს სოციალური ინტეგრაციის სტანდარტული აღნიშვნა, მისი ნაწილების შეერთება, რომელიც შეესაბამება ჯანსაღ საზოგადოებას და რომელიც ერთადერთია, ვინც პასუხს აგებს თავისუფლებისა და წესრიგის გაწონასწორებაზე. როცა ლიბერალური ინდივიდუალიზმი ამ ფაქტს ყურადღებას არ აქცევდა, ამით ძლიერ უწყობდა ხელს თანამედროვე საზოგადოების გახრწნას. ამასთანაა დაკავშირებული სხვა, არანაკლებდამღუპველი შეცდომა, რომელსაც ჩვენ შევხვდით ლიბერალიზმის პასივის ანგარიშისას და აქ ეს შეცდომა ისევ ჩნდება. საქმე შემდეგში მდგომარეობს: ის, ვინც საზოგადოებას ინდივიდუუმების უბრალო გაერთიანებად თვლის, რომელიც შეიმეცნება ცალკეული პირის ლოგიკური აზროვნებით, აუცილებლად იხიბლება იმით, რომ ჯერ ერთი, საზოგადოებაში არ უნდა იქნეს დაშვებული ყოველივე ის, რაც არ წარმოადგენს ცალკეული ინდივიდის ცნობიერების ნაყოფს, ანუ არაფერს, რაც არაა დაგეგმილი და უამრავი ინდივიდუალური გადაწყვეტილების უნებლიე პროდუქტია, როგორიცაა მაგალითად რკინის ფასი, ვალუტის კურსი ან სესხის პროცენტი; და მეორე, ადამიანის გონებას შეუძლია არამარტო ჩაწვდეს საზოგადოებისა და ეკონომიკის მთლიანობის პირობებს, არამედ ისინი საერთო გეგმის მიხედვით მართოს.15

ლიბერალიზმის საფუძველზე წარმოშობილი ინდივიდუალიზმის ამ შედეგს სასწაული რამ დაემართა: ლიბერალიზმმა საკუთარი თავი უარყო და იქცა კოლექტივიზმად. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ისეც ცალკეული პიროვნების და გონის დამცველად გვევლინება, სინამდვილეში ამახინჯებს ლიბერაზლიმის ყველა ჭეშმარიტ იდეალს და მისი მარქსიზმამდე - კოლექტივიზმის ყველაზე გავრცელებულ ფორმამდე, რომელსაც მისმა შემქნელმა „წითელმა პრუსიელმა“, ისეთი ანტილიბერალური დაღი დაასვა, რომ ამის შემდეგ სოციალიზმის ისტორია, ორი შეურიგებელი პრინციპის ბრძოლაა, მთელი თავისი შეცდომებითა და ტანჯვით. ეს არის იმ ადამიანების ისტორია, რომლებმაც ზუსტად არ იციან ვის მხარეს იმყოფებიან.

ამგვარად, ჩენ შევეხეთ მესამე პრობლემას: ლიბერალიზმის ეკონომიკურ შედეგებს. აქ შეიძლებოდა გაურკვევლობისათვის და კამათისთვის მხარი აგვექცია, თუ ყველა მხარე, მათ შორის ლიბერალ;ების ბანაკიც, შეიგნებდა, რომ ე.წ. კლასიკური ლიბერალიზმის იდეალი - თვისუფალი საბაზრო ეკონომიკა, არ წარმოადგენს სულიერი და პოლიტიკური ლიბერალიზმის უპირველეს მიზანს. საფონდო ბირჟები, ან თავისუფალი სავალუტო ბაზრები, არ წარმოდგენს იმ მიზანს, რომელთა გულისთვისაც ბარიკადების აღმართვა ღირს. მშვენივრად შეიძლება წარმოვიდგინოთ ისეთი ლიბერალური საზოგადოება, რომელიც ძირითადად არაფრის მომთხოვნი გლეხებისაგან შედგება, რომლებმაც არ იციან არც საფონდო ბირჟა, არც ბანაკები და არც ვალუტა. შესაძლებელია ასეთი საზოგადოება საუკეთესო ყოფილიყო. შეიძლება ასეთი ხედვა, ზოგიერთ მცდარ შეხედულებას სპობს და გვაჩვენებს, რომ საერთო და ეკონომიკური ლიბერალიზმი - „ლიბერალიზმი“ (Liberalizmo) და „ლიბერიზმი“ (Liberizmo) კროსეს ენაში - არ არის ერთი და იგივე და არ არაინ აუცილებლად ერთმანეთთან დაკავშირებულნი. ეს არაფერს ცვლის იმასთან მიმართებით, რომ ისეთ მაღალგანვითარებულ ეკონომიკაში, სადაც მოქმედებს შრომის საერთაშორისო დანაწილება, მხოლოდ საბაზრო ეკონომიკას შეუძლია განსაზღვროს ბაზარზე ისეთი წესრიგი, რომელიც დაიცავს სულიერი და პოლიტიკური ლიბერალიზმის იდეალებს. ეს მაშინ, როდესაც კოლექტივიზმი აუცილებლად დაიწყებს სახელმწიფოებრივი, სამართლებრივი და კულტურული ლიბერალური სისტემების ნგრევას მაშინაც კი, როცა იგი არა უგვანო ანტი-ლიბერალი სოციალისტების, არამედ სასიამოვნო შესახედაობის „ლიბერალების“, ანუ ანტიტოტალიტარული ძალის მიერ ხორციელდება. ლიბერალისთვის, ისევე როგორც „ლიბერალი“ სოციალისტისათვის, საკითხი ეკონომიკური სისტემის შესახებ, წარმოადგენს მხოლოდ იარაღს საერთო ეკონომიკური მიზნების მისაღწევად. ეჭვგარეშეა ის, რომ ამ კამათში სოციალისტი ლიბერალი ტყუის მანამ, სანამ იმ სოციალისტებისგან, რომელთა გადარწმუნებაც შეუძლებელია, უკეთეს შემთხვევაში - დაპირებებისა, ხოლო უარეს შემთხვევაში ცუდი განწყობის გამოხატვის გარდა არაფერი გვესმის.16 იმ სოციალისტების რიცხვი, რომლებთანაც საბოლოო მორიგება შესაძლებელია, იქნება იმდენად დიდი, რამდენადაც ლიბერალი დაიწყებს ეკონომიკური ლიბერალიზმის სერიოზული შეცდომების ხაზგასმას. მაგრამ ეს იქნება ლიბერალიზმი, რომელიც მხარს უჭერს საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს იმ ფორმით, რომლებიც სადღეისოდ სავსებით უსაფუძვლოა. ამის მიზანი იქნება სოციალისტებთან გაერთიანება და იმ მდგომარეობის კრიტიკა, რომელიც ასეთი ლიბერალიზმის შედეგია.

ამგვარი მშვიდობის დამყარება ორივე მხარისათვის უფრო იოლი უნდა იყოს, იმის გაგების შემდეგ, რომ ლიბერალებს და ლიბერალ სოციალისტებს ჰყავთ ძალიან ბევრი საერთო სულიერი წინაპარი, რომლებიც ერთად ხელმძღვანელობდნენ იმ ქვეყნის შენებაში, რომელიც შეიძლება დღეს დაინგრეს და ჩაიტანოს თან ყველაფერი ის, რაც ორივე მხარისთვის თანაბრად ძვირფასია. მაგრამ ამასთან ერთად წარმოიშვა ისეთი სიტუაცია, რომ აუცილებელი გახდა საერთო ფრონტში არამარტო ლიბერალი და ლიბერალური სოციალისტი ჩაერთოს, არამედ ყველა, ვინც იზიარებს სეკულარული ლიბერალიზმის იდეებს, მაგრამ არა თავად ტერმინს. თუ ეს ყველაფერი გასაგებია, მაშინ ჩვენ შეიძლება ისეთ გადაწყვეტილებამდე მივიდეთ, რომელიც ჩვენ ყოველდღიურ კამათზე, გაცვეთილ სახელებსა და იდეოლოგიებზე მაღლა აგვიყვანს. მაგრამ ამ სიმაღლეს ჩვენ მივაღწევთ იმ შემთხვევაში თუ უმკაცრესი კონტროლის შემდეგ დამამძიმებელ, ზედმეტ ტვირთს მოვიშორებთ და მხოლოდ ღირებულით შემოვიფარგლებით. მაშინ ჩვენ აუცილებლად აღვნიშნავთ, რომ ჩვენმა უმრავლესობამ გადაწყვიტა სულის ასეთი შემოსვა რომელიც მე აღვწერე და ლიბერალიზმის კულტურული იდეალი ვუწოდე. არასწორია, როდესაც ზოგიერთი მას სხვანაირად უწოდებს.

შენიშვნები:

1 როგორც მაგალითად მის წიგნში „ერეტიკოსები“ (ლონდონი, 1905)

2 ო.შპენგლერი, “Preussentrum und Sozialismus” 1920, გვ.34

3 როცა ერნსტ ტროლჩი (Naturrecht und Humanitat in der Weltpolitik, Welwirschafliches Archiv, 1992/3. S.489) ამბობს, რომ ქრისტიანობა იწოვდა ანტიკურ მსოფლმხედველობას, როგორც „დამატება იმქვეყნიურ ცხოვრებასა და სამყაროს დასასრულისაკენ მიმართულ ეთიკაზე, უძლურს სოციალურ პრობლემებთან დაკავშირებით.“ ამიტომ შეიძლება ამის არასწორად გაგება. დიდი ბედნიერება იყო ის, რომ ბიბლია არ შეიცავს ისეთ უძრავ სოციალურ კოდექსს, როგორსაც შეიცავს ყურანი, მისი მადლით ავიცილეთ თავიდან მუსლიმანური სამყაროს თეოკრატიული უძრაობა. სამაგიეროდ, ქრისტიანობა არამარტო „იწოვდა“ ანტიკური სოციალისტური ფილოსოფიის მოძღვრებებს, არამედ კონსერვატულადაც აჩერებდა მათ. ასევე თავისი მოძღვრების მეშვეობით ისინი აბსოლუტურად ახალი და მყარ ფუნდამენტზე დააყენა.

4 იხილეთ, E. Gassi, Verteidigung des individualien Lebens, Bern. 1947.

5 შლოერისა და ბუხკარტის ფრაზას შეიძლება დაუპირისპიროთ ექთონის სიტყვები „power tends to corrupt, and absolute power corrupts absolutely” Historical Esseys and Studies, London 1907, s. 504) (ძალაუფლება რყვნის, აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად) ეს აზრი იყო გამოხატული სხვა ლიბერალის ფრაზაში „Then first lesson of histoir is that liberty depends on the devision of pover. The danger is not that particular class in unfit to govern-every class is unfit to govern …True liberty multiplicity of checking forces” (მერი დრიუს მიხედვით) ექტონი, გოდსონი და სხვები უკვე ციტირებული (1946, 12 დეკემბრის) „Daily Telegraph” „ისტორიის პირველი გაკვეთილი მდგომარეობს იმაში, რომ თავისუფლება ძალაუფლების დანაწილებაზეა დამოკიდებული. საშიშროება არის არა იმაში, რომ გარკვეულ კლასს არ შეუძლია მართოს, - არცერთ კლასს არ შეუძლია მართოს. ჭეშმარიტი თავისუფლება დამოკიდებულია მაკონტროლებელი ძალების სიმრავლეზე.“

6 ადამიანი არც ანგელოზია, არც მხეცი.“ (ფრ.)

7 „gradeur” - დიდება (ფრ.)

8 „bassesse“ - სიმდაბლე, სიბოროტე (ფრ.)

9 Gustave Tribon, Diagnostics, არის 1942, გვ. 153.

„მიუღებელი აღმოჩნდება ნებისმიერი სოციალისტური სისტემა, რომელიც ხელს უწყობს იმას, რომ ადამიანთა უმრავლესობის ყოველდღიურ ცხოვრებაში აუცილებელი გახადოს ძირითადად არისტოკრატიული სიკეთეები.“ (ფრ.)

10 ნაციონალიზმის საწამლავი გერმანიაში გახდა იმიტომ, რომ აქ საფრანგეთის რევოლუციის დემოკრატიული იმპულსი ესადაგებოდა რომანტიკის იმპულსს. ამ თვლსაზრისით მნიშვნელოვან ანალიზს იმსახურებს ტროჩკეს (Treischke) შეხედულებების ევოლუცია „Die Freheit”. (თავისუფლება);

11 Comme dams les democraties ie people paraiy a pres faire ce qu'il veut, on a mis la berte dans ces sortes des governments et on a confudu ia pouvoir du people avec la liberte du people” ((Montesquiei, Esprit des Lois” წიგნი XI, თავი II)

12 „C'est la degree de forse, et non les despositaires de cette force qu'il faut accuser. C'est contre et non contre le bras qu'il faut sevir. Il y a des masses trop peantes pour la main des hornes”. (B.Constan. Oevres politiques, Ed. Louamdre, Paris 1874, გვ. 3)

13 იქვე, გვ.5

14 მხოლოდ ეს დემოკრატიული მისტიკა აღწერს თანამედროვე სოციალიზმის აბსურდულ აზრს, რომ მუშების გამოყოფა, წარმოების საშაულებებისაგან შეიძლება მხოლოდ წარმოებების სახლმწიფოს ხელში გადასვლით. ეს ალბათ უკანასკნელია, რაც შეიძლება მოიფიქრო ამ პრობლემის გადასაჭრელად.

15 ნახეთ: F.A. Hayek, Individualizm. True and False, Oxford, 1946, და იგივე ავტორი: The use of knowledge in Sosiety, American Economic Review, September, 1945.

16 ისეთმა ავტორმაც კი, როგორიც ი.შუმპეტერია, (Kapitalizmus, Socializus unda Dekratie, Bern 1946) განიცადა წარუმატებლობა სოციალისტური თეზისის გადარჩენის მცდელობისას.

თარგმნეს
ნინო გორგაძემ და პაატა შეშელიძემ

9 თანასწორუფლებიანობის და არათანასწორუფლებიანობის შესახებ

▲back to top


ლუდვიგ ჰენრიხ ელდერ ფონ მიზესი (1881-1973)

კარლ მენგერისა და ეუგენ ბემ-ბავერკის მიმდევარი, „ავსტრიული ეკონომიკური სკოლისმეორე ტალღის თვალსაჩინო წარმომადგენელი, ლუდვიგ ფონ მიზესი განსაკუთრებული პიროვნებაა ეკონომიკისა და სოციალური ფილოსოფიის ისტორიაში. დაბადებით ავსტრიის იმპერიის მოქალაქეს, ფაშიზმისა და ყოველგვარი ტოტალიტარიზმის უკომპრომისო მოწინააღმდეგეს, ცხოვრების ნახევარზე მეტის გატარება უცხოეთში, ჯერ შვეიცარიაში, შემდეგ შეერთებულ შტატებში მოუწია. მისმა გენიალურმა და მრავალმხრივმა შრომებმა - ადამიანის მოღვაწეობის საფუძვლებისა და ლოგიკის, ფულად-საკრედიტო სისტემის, სავაჭრო ციკლების, ლიბერალიზმის, ეკონომიკური ისტორიისა და თეორიების, ბიუროკრატიის ფუნქციონირების, სახელმწიფოს ეკონომიკური როლის და სხვა მრავალი მომიჯნავე საკითხის შესახებ, რომლებიც რაციონალისტურ და უტილიტარულ კონტინენტურ ტრადიციას ეფუძნებოდნენ, მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანა მე-20 საუკუნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ აზროვნებაში. განსაკუთრებულია მისი წვლილი მრავალსახოვანი სოციალიზმის ეკონომიკური უნიადაგობისა და ანტიჰუმანური არსის მხილების საქმეში. ჯერ კიდევ 1919 წელს, როდესაც ის უკვე იყო ორი მნიშვნელოვანი წიგნის,ფულისა და კრედიტის თეორია“ (1912) დაერი, სახელმწიფო და ეკონომიკა“ (1919) ავტორი, მიზესმა გამოაქვეყნა სტატიაეკონომიკური გათვლები სოციალისტურ თანამეგობრობაში“. ამ ნაშრომის მიხედვით, სოციალიზმის პირობებში, როდესაც წარმოების საშუალებებზე, კაპიტალზე, მიწაზე და ბუნებრივ რესურსებზე კერძო საკუთრება არ არსებობს, წარმოიქმნება .. „გათვლებისპრობლემა: ღია ბაზარზე გაცვლების გარეშე, ადამიანები მოკლებულნი არიან ფასების დადგენის მექანიზმს; რის გამოც, ინვესტიციები და რესურსები და რესურსები იფლანგება და სოციალისტური ეკონომიკის ფუნქციონირება შეუძლებელი ხდება. საკითხის კვლევა მიზესმა გააგრძელა 1922 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში - „სოციალიზმი“, 1927 წელს გამოქვეყნებულ უტილიტარული პოლიტ-ეკონომიკური ფილოსოფიის მანიფესტშილიბერალიზმიდა მისი შემოქმედების საკვანძო ნაშრომშიადამიანის მოღვაწეობა“, რომელიც ჯერ 1940 წელს გერმანულად, ხოლო შემდეგ 1949 წელს ინგლისურად გამოიცა. 1947 წელს, სტატიაშიდაგეგმილი ქაოსი“, მიზესი ყურადღებას ამახვილებს სოციალიზმის, როგორც ადამიანური პატვიმოყვარეობის გამოვლინებაზე და ცივილიზაციისათვის მის დამანგრეველ შედეგებზე. 1950 წელს მან გამოაქვეყნა სტატიაპოპულისტური პოლიტიკა - გზა სოციალიზმისაკენ“, სადაც ამხილა იმ დროისათვის ახალფეხადგმული .. „სოციალურად ორიენტირებულისახელმწიფოს პოლიტიკა. თავისუფლებისა და თანასწორობის იდეების აღრევის სავალალო შედეგებს ეხმიანება მისი ნაშრომითანასწორუფლებიანობის და არათანასწორუფლებიანობის შესახებ', რომელიც 1961 წელს გამოქვეყნდა. მიზესი ყურადღებას ამახვილებდა, რომ ადამიანებს შორის ბუნებრივი განსხვავება ნიჭსა და ქმედითუნარიანობაში, არ არის ეკონომიკური ფორმაციის ბრალი და ამიტომ არ შეიძლება, რომ აღმოფხვრილი იქნეს სოციალური რეფორმებით. საყურადღებოა, მისი, როგორც ეკონომიკური პოლიტიკის მრჩევლის და თეორეტიკოსის საქმიანობა. სწორედ მისი რეკომენდაციები დაედო საფუძვლად I მსოფლიო ომის შემდგომი ავსტრიის ეკონომიკურ პოლიტიკას. მის ლექციებსა და გამოსვლებს ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ, ისმენდა მისი თანამედროვე გამოჩენილი პოლიტიკოსები, მეცნიერები, მეწარმეები, როგორც შეერთებულ შტატებში, ისე ევროპასა და ლათინურ ამერიკაში. მისი ნააზრევი, აგრეგირებული ფორმით, თავმოყრილია 1979 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნებულ სტატიაშიეკონომიკური პოლიტიკა: გამოცდილება დღეისათვის და ხვალისათვის“. მიზესის გავლენით და უშუალო მხარდაჭერით, ეკონომიკის უდიდეს მკვლევარებად ჩამოყალიბდნენ - ფრიდრიხ ფონ ჰაიეკი, ფრიც მახლუპი, ვილჰელმ რიოპკე, მარი როტბარდი, ჰანს სენჰოლცი, ჯორჯ რაისმანი, რალფ რაიკო, ლეონარდ ლიჯიო, ისრაელ კირცნერი და სხვები. მის შესახებ ინფორმაცია მოიპოვება შემდეგ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.mises.org

1

მოძღვრება ბუნებრივი სამართლის შესახებ, რომელიც მე-18 საუკუნეში, ადამიანის უფლებათა შესახებ დეკლარაციით იყო შთაგონებული, არ ითვალისწინებდა აშკარად მცდარ მტკიცებულებას, რომ ყველა ადამიანი ბიოლოგიურად თანაბარია. ის ადასტურებდა, რომ ყველა ადამიანი იბადება თანასწორუფლებიანი და ადამიანის მიერ შექმნილი რომელიმე კანონით, ამ თანასწორუფლებიანობის გაუქმება შეუძლებელია, რადგან ის ხელშეუხებელი, ანუ უფრო სწორად განუყოფელია. მხოლოდ ინდივიდუალური თავისუფლებისა და თვითგარკვევის დაუნდობელი მტრები, ტოტალიტარიზმის მომხრეები, თანასწორუფლებიანობას კანონის წინაშე თავისებურ ინტერპრეტაციას უკეთებენ და განიხილავენ მას, როგორც ვითომდა ყველა ადამიანის ფსიქიკური და ფიზიოლოგიური თანასწორობიდან წარმოებულს.

1789 წლის 3 ნოემბერს, საფრანგეთში მიღებული დეკლარაცია, ადამიანის და მოქლაქეების უფლებათა შესახებ, აღნიშნავდა, რომ ყველა ადამიანი დაბადებით თანაბარუფლებიანია. თუმცა, ტერორის რეჟიმის დაწყების წინა დღეს, ახალი დეკლარაცია, რომელმაც 1793 წლის 24 ივნისს კონსტიტუცია ჩაანაცვლა, აცხადებდა, რომ ყველა ადამიანი თანაბარია „par la nature“ (ე.ი. ბუნებით). ამ დროიდან მოყოლებული, ეს თეზისები, ბიოლოგიური გამოცდილების საწინააღმდეგოდ, წარმოადგენენ „მემარცხენეობის“ ერთერთ დოგმას. მაგალითად, ენციკლოპედიაში სოციალური მეცნიერებების შესახებ, ჩვენ ვკითხულობთ, რომ „ჩვილები დაბადებისთანავე თანასწორუფლებიანები არიან, როგორც ფორდების დინასტიის ყველა წევრი, მათი მემკვიდრეობის მიუხედავად“.1

რაც არ უნდა იყოს, არ შეიძლება იქნას უარყოფილი ის ფაქტი, რომ ადამიანები, ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობებიდან გამომდინარე დაბადებით თანაბარნი არ არიან. ის, რომ ზოგიერთები თანამოძმეებს ჯანმრთელობით და გამძლეობით, ჭკუით და საზრიანობით, ენერგიით და გამბედაობით სჯობნიან და ამის გამოც უფრო შესაფერისები არიან ამქვეყნიური საქმიანობისათვის - ფაქტია, რომელიც მარქსის მიერადაც იყო აღიარებული. ის საუბრობდა „ინდივიდუმების ნიჭის უთანაბრობაზე და აქედან გამომდინარე, მწარმოებლურ შესაძლებლობაზე (Leistungsfahigkeit), როგორც „ბუნებრივ პრივილეგიაზე“ და „არათანაბარ ინდივიდუუმებზე (ისინი არ იქნებოდნენ განსხვავებულები, რომ არ ყოფილიყვნენ არათანაბარი)“.2 ცნობილი ფსიქოლოგიური მოძღვრების ტერმინებით შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთებს, გააჩნიათ უნარი სხვებზე უკეთ შეეგუონ სიცოცხლისათვის ბრძოლის პირობებს. ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია - ყოველგვარი ღირებულებითი შეფასების გარეშე - ამ შეხედულებიდან გამომდინარე, განვასხვავოთ აღმატებული (Superior) და დაქვემდებარებული (Inferior) ადამიანები.

ისტორია გვიჩვენებს, რომ უძველესი დროიდან, აღმატებული ადამიანი მოგებას თავისი უპირატესობიდან იღებს, ხელისუფლების მიტაცებისა და მასზე დაბალმდგომი ადამიანების მასის დამორჩილების საშუალებით. მოცემულ საზოგადოებაში არსებობს კასტების იერარქია. ერთის მხრივ - მათი მსახურები, ვასალები, ყმები, მონები, უმიწოები და უმდაბლესი არსებები. დაქვემდებარებულთა მოვალეობა - საკუთარი პატრონებისათვის მძიმე და მოსაყირჭებელი სამუშაოების შესრულებაა. საზოგადოებრივი ინსტიტუტების მიზანია, მმართველ უმცირესობას, არისტოკრატებს, ხელმწიფეებს და მათ ამალას, განსაკუთრებული მოგება მოუპოვონ.

ასეთი იყო საქმის ვითარება მთელს მსოფლიოში მანამ, სანამ ორთავემ, როგორც მარქსისტებმა ისე კონსერვატორებმა არ მოგვახსენეს, რომ - „ბურჟუაზიული მომხვეჭელობა“, რომელიც საუკუნეების მანძილზე გრძელდებოდა და მსოფლიოს მრავალ ნაწილში, ისევე გრძელდება, ძირს უთხრის „ძველი კეთილი დღეების“ პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ სისტემას. საბაზრო ეკონომიკა, ანუ „კაპიტალიზმი“, რადიკალურად ცვლის კაცობრიობის ეკონომიკურ და პოლიტიკურ წყობას.

ნება მიბოძეთ ზოგიერთ კარგად ცნობილი ფაქტები შევაჯამო. იმ დროს, როდესაც წინაკაპიტალისტურ პირობებში აღმატებული ადამიანი იყო პატრონი, რომელსაც ქვეშევრდომი მასები უნდა ემსახურებოდნენ, კაპიტალიზმის დროს, მას არ აქვს სხვა შესაძლებლობა მიიღოს მოგება თავისი აღმატებულობიდან, გარდა იმ შესაძლებლობისა, რომ საუკეთესოდ მოემსახუროს, ნაკლებად ნიჭიერი უმრავლესობების სურვილების დაკმაყოფილებას. ბაზარზე ეკონომიკური ძალაუფლებით აღჭურვილნი არიან მომხმარებელნი. ისინი იმით, რომ იძენენ ან თავს იკავებენ შეძენისაგან, ულტიმატუმის ფორმით კარნახობენ, თუ რა უნდა იყოს წარმოებული, ვის მიერ და როგორ; როგორი ხარისხის და რა რაოდენობით. მეწარმეები, კაპიტალისტები და მიწათმფლობელები, რომლებმაც ვერ მოახერხეს, ყველაზე უკეთ და იაფად დაეკმაყოფილებინათ მომხმარებლის ჯერ კიდევ დაუკმაყოფილებელი სურვილებიდან ყველაზე გადაუდებელნი, იძულებულნი არიან, დატოვონ ბიზნესი და დათმონ თავიანთი პრივილეგირებული პოზიციები. ბიზნეს-ოფისებში და ლაბორატორიებში, ყველაზე გამჭრიახი გონების ადამიანები დაკავებულნი არიან იმით, რომ სამეცნიერო ძიებების გზითა და ყველაზე რთული მიღწევების გამოყენებით, დანერგონ ტექნიკური სიახლეები და შექმნან უფრო სრულყოფილი მოწყობილობები, იმ ხალხისათვის, რომელთაც ამ ნივთების შექმნისათვის საჭირო თეორიებზე წარმოდგენაც კი არა აქვთ. რაც უფრო დიდია საწარმო, მით უფროა ის იძულებული, რომ საკუთარი წარმოება მასების ანუ მათი პატრონების ცვალებად სურვილებს და კაპრიზებს მოარგოს. კაპიტალიზმის ფუნდამენტალური პრინციპია - მასების უზრუნველყოფისათვის მასიური წარმოება. სწორედ მასების მხარდაჭერა განაპირობებს წარმოების ზრდას. საზოგადოდ, საბაზრო ეკონომიკაში ადამიანი მბრძანებელია. ის მომხმარებელია, რომელიც „ყოველთვის მართალია“.

პოლიტიკურ სივრცეს თუ შევადარებთ, წარმომადგენლობითი ხელისუფლება იმავე პრინციპით მუშაობს, როგორც ბაზარი, სადაც წარმმართველი ძალა მომხმარებელია. სახელისუფლო მოხელე დამოკიდებულია ამომრჩეველზე, ისევე როგორც მეწარმე და ინვესტორი - მომხმარებელზე. ისტორიული პროცესი, როდესაც კაპიტალისტური წარმოების წესი ცვლის წინაკაპიტალისტურ მეთოდებს, იგივეა, რაც სახალხო მმართველობის - დემოკრატიის მიერ, მეფეთა აბსოლუტური მმართველობისა და მმართველობის, სხვა ნაკლებადგანვითარებული ფორმების შეცვლა. ყოველთვის, როდესაც სოციალიზმი აძევებს საბაზრო ეკონომიკას, მმართველის ადგილს ავტოკრატია იბრუნებს. არა აქვს მნიშვნელობა, თუ რომელი დესპოტიზმი - სოციალისტური თუ კომუნისტური არის შენიღბული ე.წ. „პროლეტარიატის დიქტატურით“ ან „სახალხო დემოკრატიით“ ან „ფიურერის იდეებით“. ეს ყოველთვის ნიშნავს, რამდენიმეს მიერ მრავლის დამორჩილებას.

ძნელად თუა შესაძლებელი, რომ უფრო სწორად განიმარტოს კაპიტალისტურ სამყაროში გაბატონებული მდგომარეობა, ვიდრე კაპიტალისტებს და დამქირავებლებს უწოდონ „მმართველი“ კლასი, რომელიც მიდრეკილია წესიერი ხალხის მასების „ექსპლუატაციისაკენ“. ჩვენ არ დავსვამთ საკითხს იმის შესახებ, თუ რა სახით შეეცდებოდა ნებისმიერი წარმოების ორგანიზებით დაკავებული საქმიანი ადამიანი, რომ გამოეყენებინა თავისი „უპირატესობა“ კაპიტალიზმის პირობებში. კაპიტალიზმის დროს, ისინი ერთმანეთს, საქმიანი თვისებებით ნაკლებად დაჯილდოვებული ხალხის მასის მომსახურებაში ეჯიბრებიან. მათი ყველა მცდელობის მიზანი - მომხმარებლის მომსახურების მეთოდების სრულყოფაა. სწორედ ამიტომ, ყოველ წელს, თვეს, კვირას, ბაზარზე ჩნდება, რაღაც ისეთი რაც ადრე არ არსებობდა და ის მალე ყველასათვის ხელმისაწვდომი ხდება.

„შრომის პროდუქტიულობა“ გაამრავალფეროვნა არა ფიზიკურად მშრომელთა ძალისხმევის გაზრდამ, არამედ მომჭირნე ადამიანთა კაპიტალის დაგროვებამ და მეწარმეთა მიერ მისმა მიზანმიმართულად გამოყენებამ. ფიზიკური შრომის გარეშე ადამიანი, როგორც მოაზროვნე არსება ვერ გადარჩებოდა. მაგრამ ის, რაც მას ცხოველზე აღამაღლებს, არა ფიზიკური შრომა და მოსაყირჭებელი სამუშაოების შესრულებაა, არამედ აწონილ-დაწონილი მსჯელობა, იმ მომავლი მოთხოვნილების განჭვრეტა, რომელიც ყოველთვის უცნობია. წარმოების დამახასიათებელი ნიშანია ის, რომ მისი მოქმედების ხასიათი გონებით ყალიბდება. ეს - აქტი არ შეიძლება სემანტიკის მიერ იგნორირებული იყოს, რომლისთვისაც სიტყვა „შრომა“, მხოლოდ ფიზიკურ შრომას ნიშნავს.

2

იმ ფილოსოფიასთან უპირობოდ დათანხმება, რომელიც აქცენტს ადამიანების თანდაყოლილ უთანასწორობაზე აკეთებს, მრავალი ადამიანის გრძნობას ეწინააღმდეგება. ადამიანები უხალისოდ ეგუებიან, რომ მათი საქმიანობის შედეგი არ შეესაბამება ხელოვნებაში, მეცნიერებაში, ლიტერატურაში, ბოლოს და ბოლოს, მათივე სპეციალობაში გამოჩენილი ადამიანების მიღწევებს და რომ ისინი, არ არიან სპორტული ღონისძიებების ჩემპიონების მსგავსნი. მაგრამ ისინი არ არიან მზად, რომ სხვადასხვა ადამიანურ საქმეებში და ურთიერთობებში თავიანთი არასრულყოფილება აღიარონ. მათი გაგებით, ყველა, ვინც ბაზარზე მათზე წინ წავიდა, ანუ წარმატებული მეწარმეები და საქმოსნები, უპირატესობას მხოლოდ უწესობის შედეგად აღწევენ. თვითონ ისინი კი, მადლობა ღმერთს, ზედმეტად გულწრფელები და შეგნებულები არიან იმისათვის, რომ მართვის ამ უზნეო მეთოდებს მიმართონ, რომლებიც მათი აზრით, ერთმნიშვნელოვნად განაპირობებენ ადამიანის წარმატებებს კაპიტალისტურ გარემოში.

ჯერ კიდევ არსებობს ლიტერატურის ყოველდღიურად მზარდი დარგი, რომელიც აღშფოთებულად უმსგავსოდ წარმოაჩენს ადამიანს, როგორც არასრულფასოვან ტიპს; ესაა წიგნები მომხმარებლის ჩვევებზე და რეკლამის საეჭვო მავნებლობაზე. თუმცა რა თქმა უნდა, არც თავად ავტორები და არც საზოგადოება, რომელიც საჯაროდ მიესალმება მათ ნაწერებს, არ ამტკიცებენ რომ, ის რაც ნაწერებშია გადმოცემული, ფაქტების ნამდვილ შინაარსს ასახავს.

როგორც ეს წიგნები მოგვითხრობენ, ტიპიური ამერიკელი შინაგანად უვარგისია სახლის მეპატრონის უმარტივესი ყოველდღიური ამოცანები შეასრულოს. ის არ ყიდულობს იმას, რაც საოჯახო საქმეების გასაძღოლადაა საჭირო. დამახასიათებელი სისულელის გამო, ისინი ადვილად ეგებიან ბიზნესმენების ხრიკებსა და ტყუილებს და უსარგებლო ნივთებს იძენენ. ბიზნესის მთავარი ინტერესია სარგებელი არა მომხმარებლის მართლაც საჭირო ნივთების უზრუნველყოფის შედეგად მიიღოს, არამედ ის, რომ მომხმარებელს შეაჩეჩოს ისეთი საქონელი, რომელსაც ისინი არასოდეს შეიძენდნენ, რომ შეძლებოდათ „მედისონ ავენიუ“-ს ფსიქოლოგიურ ხრიკებთან შეწინააღმდეგება. საშუალო ადამიანის დამახასიათებელი ნებისყოფისა და ინტელექტის განუკურნებელი სისუსტე, მის, როგორც მყიდველის საქციელს „ბავშვურს“ ხდის.3 ისინი, - გამყიდველების გაიძვერობის ადვილი ნადავლი ხდებიან.

ვერც ამ მხურვალე მამხილებელი სიტყვების ავტორები და ვერც მკითხველები აცნობიერებენ, რომ მათი დოქტრინა ნიშნავს, რომ ერის უმეტესობა წარმოადგენს ჭკუანაკლულებს, რომლებსაც საკუთარ საქმეებზე ზრუნვა არ შეუძლიათ და რომლებსაც უკიდურესად სჭირდებათ მამობრივი მზრუნველობა. მათ ისეთი შური და სიძულვილი გააჩნიათ წარმატებული ბიზნესმენებისადმი, რომ ვერ ხედავენ, თუ როგორ ეწინააღმდეგება მათ მიერ აღწერილი მომხმარებლის ქცევა ყველაფერს იმას, რასაც „კლასიკური“ სოციალისტური ლიტერატურა ჩვეულებრივ პროლეტარიატის უპირატესობაზე ქადაგებს. სწორედ უფროსი თაობის სოციალისტები მიაწერდნენ ინტელექტისა და ხასიათის სრულყოფილებას „ხალხს“, აგრეთვე „მშრომელ და მომსახურე მასებს“, ანუ „ფიზიკურ მშრომელებს“. მათ თვალში ისინი „ბავშვები“ კი არა, არამედ მსოფლიოში ყოველივე საუკეთესოს პირველშემქმნელები და კაცობრიობისათვის, უკეთესის მშენებელნი არიან.

რა თქმა უნდა მართალია, რომ საშუალო ადამიანი, საშუალო ბიზნესმენთან შედარებით საზოგადოდ, მრავალმხრივ არასრულფასოვანია. უპირველესყოვლისა მეტყველებს მის შეზღუდულ უნარზე იფიქროს, იმუშაოს და ამასთან დაკავშირებით მონაწილეობა მიიღოს, კაცობრიობის ერთიან, ნაყოფიერ ძალისხმევაში. ადამიანების უმეტესობას, რომლებიც დამაკმაყოფილებლად ასრულებენ მოსაყირჭებელ სამუშაოებს, იმ საქმიანობის მუდმივი მომლოდინეები იქნებიან, რომლებიც მცირედით მეტ ინიციატივასა და აზროვნებას თხოულობენ. თუმცა ისინი ისეთი გონებასუსტები არ არიან, რომ მეტნაკლებად წარმატებით ვერ გაუძღვენ საოჯახო საქმეებს. ქმარი, რომელსაც ცოლი აგზავნის სუპერმარკეტში „პურისათვის და რომელიც ბრუნდება უკან, საყვარელი დასაყოლებლებით დატვირთული,“4 რა თქმა უნდა ტიპიური არაა. თუმცა, არც ის დიასახლისია ტიპიური, რომელიც ნივთს, შიგთავსის მიუხედავად, მხოლოდ იმიტომ ყიდულობს, რომ „შეფუთვა მოეწონა“.5

საერთოდ მიღებულია, რომ საშუალო ადამიანი გემოვნებით არ გამოირჩევა. შესაბამისად ბიზნესი, რომელიც მთლიანად ასეთი ადამიანების მასებზეა დამოკიდებული, იძულებულია ბაზარზე მდარე ლიტერატურა და ხელოვნება გამოიტანოს. (კაპიტალისტური ცივილიზაციის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს, თუ როგორ გახადოს მაღალხარისხიანი მიღწევები იმ სოციალური გარემოსათვის ხელმისაწვდომი, რომელშიც „ჩვეულებრივი მოკვდავები“ დომინირებენ). უფრო მეტიც, ცნობილია, რომ ადამიანის მიერ საკუთარი მავნე ჩვევების დაკმაყოფილებას არასასურველი შედეგები მოაქვს. დიდი ანტიკაპიტალისტური კამპანიების წამომწყებნი, რომ უგემოვნება და ადამიანის მავნე ჩვევების სახიფათო წაქეზება, ისევე როგორც ჩვენი დროის სხვა ნაკლოვანებები, უბრალოდ წარმოქმნილნი არიან საზოგადოებრივი ურთიერთობებით ან საქონელბრუნვით „კაპიტალის“ სხვადასხვა დარგებში: ომები იწყება „სიკვდილით მოვაჭრე“ თავდაცვითი წარმოებების მიერ, ხოლო ალკოჰოლიზმი პროვოცირებულია ალკოჰოლის მწარმოებელი კაპიტალისტის, მითიური „ვისკის ტრესტისა“ და ლუდის გამომხდელის მიერ.

ეს ფილოსოფია დამყარებულია არა მარტო დოქტრინაზე, რომელიც ადამიანებს ისე წარმოსახავს, როგორც მიამიტ ძუძუმწოვრებს, რომლებიც შეიძლება ადვილად იყვნენ ჩათრეულნი ცბიერ გადამყიდველთა მოდგმის ხრიკებში; არამედ დამატებით ხელმძღვანელობს ყოველგვარ აზრს გამოცლილი თეორემით, რომლის მიხედვით, ბიზნესისათვის არახელსაყრელია იმ ნივთების გაყიდვა, რომელიც მომხმარებელს მართლაც სჭირდება და რომელსაც ეს უკანასკნელი არ იყიდდა, გადამყიდველთა ხრიკებით რომ არ იყოს მოჯადოებული; ხოლო მეორეს მხრივ წამგებიანია, მხოლოდ იმ ნივთების გაყიდვა, რომელიც მცირედ ან საერთოდ არ სჭირდება მომხმარებელს, ან აშკარად მავნეა, მაგრამ დიდ მოგებას იძლევა. თუკი ამ მიდგომას არ მივიღებთ, არც იმის დასკვნის მიზეზი იქნებოდა, რომ საბაზრო კონკურენციაში ცუდი ნივთების გამყიდველები, კარგი საქონლის გამყიდველებს სჯობნიან. ასეთივე დახვეწილი ხრიკები, რომლის საშუალებითაც მარჯვე მოვაჭრეები მყიდველებს არწმუნებენ, შეიძლება გამოყენებული იყოს მათ მიერაც, ვინც ბაზარს კარგ და ღირებულ საქონელს სთავაზობს; მაგრამ, როცა კარგი და ცუდი საქონელი ერთმანეთს თანაბარ პირობებში ეჯიბრება, კარგი საქონლის გაყიდვის შანსების პესიმისტურად შეფასების მიზეზი არ არსებობს. ე.ი. სანამ გამყიდველები, ორივე სახის საქონლის მიმართ - კარგისაც და ცუდისაც - თანაბრად გამოიყენებენ თავიანთ მითიურ ხრიკებს, უპირატესობა მხოლოდ საუკეთესო საქონელს მიენიჭება.

ჩვენ არ გვჭირდება განვიხილოთ მრავალი ლიტერატურული ნაწარმოების მიერ წამოჭრილი პრობლემა, მყიდველების ვითომდა სისულელის შესახებ და მათ საჭიროებაზე, იყვნენ დაცულები მზრუნველი მთავრობის მიერ. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ის ფაქტია, რომ ყველა ადამიანის თანასწორუფლებიანობის შესახებ პოპულარული დგომის საწინააღმდეგოდ, „მემარცხენე“ ლიტერატურის უდიდესი ნაწილი, მხარს უჭერს თეზისს, რომ საშუალო ადამიანი ყოველდღიური, ჩვეულებრივი საქმეების მართვისას უვარგისია.

3

დოქტრინა ადამიანების თანდაყოლილი ფიზიკური და ინტელექტუალური თანასწორობის შესახებ, ლოგიკურად განმარტავს, რომ განსხვავებები მოაზროვნე არსებებს შორის, დაბადების შემდგომი ზეგავლენითაა გამოწვეული. განსაკუთრებით ყურადღება ექცევა განათლების მნიშვნელობას. როგორც ამბობენ კაპიტალისტურ სამყაროში, უმაღლესი განათლება ეს ის პრივილეგიაა, რომელიც მხოლოდ „ბურჟუების“ შვილებს გააჩნიათ. შესაბამისად საჭიროა, რომ თითოეული ბავშვი სკოლაში იქნეს დაშვებული და ამის შედეგი, საყოველთაო განათლება იქნება.

ხელმძღვანელობდა რა ამ პრინციპით, შეერთებულმა შტატებმა კეთილშობილური ექსპერიმენტი წამოიწყო, რომ ყველა ბიჭუნა და გოგონა განათლებულ პიროვნებად გადაექცია. ყველა ახალგაზრდა მამაკაცსა და ქალს, 6-დან 18-წლამდე სკოლაში უნდა ევლო და შემდეგ, რაც შეიძლებ, ბევრ მათგანს გაეგრძელებინა სწავლა კოლეჯში. შემდეგ, უნდა გამქრალიყო ინტელექტუალური და სოციალური განსხვავება, განათლებულ უმცირესობასა და იმ უმეტესობას შორის, რომლის განათლებაც არასაკმარისი იყო. განათლება აღარ უნდა ყოფილიყო პრივილეგია; ის, ყველა მოქალაქის მონაპოვრად უნდა ქცეულიყო.

სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ეს პროგრამა მართლაც განხორციელდა. უმაღლესი სკოლების, მასწავლებლების და სტუდენტების რიცხვი გაიზარდა. თუ, ეს ტენდენცია შემდგომშიც გაგრძელდება, რეფორმის მიზანი მიღწეული იქნება, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლას ყველა ამერიკელი დაამთავრებს.

მაგრამ ამ გეგმის წარმატება საკმაოდ მოჩვენებითია. ამის საშუალებით მიღწეულ იქნა მხოლოდ ის, რომ მაშინ, როცა შენარჩუნებული იქნა დასახელება „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა“, მთლიანად გაუფასურდა პედაგოგიური და სამეცნიერო ღირებულება. ძველი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა დიპლომებს მხოლოდ იმ სტუდენტებს აძლევდა, რომლებსაც, იმ ზოგიერთ საგანში, რომელიც ძირითადად ითვლებოდა, ცოდნის აუცილებელი მინიმუმი ჰქონდა მიღებული. ეს მათი ჩამოშორების საშუალებას იძლეოდა, ვისაც სათანადო მოთხოვნების შესრულებისათვის, უნარი და საშუალება არ ჰყოფნიდა. მაგრამ უმაღლესი სკოლების ახალ რეჟიმში, იმ საგნების არჩევის საშუალება, რომლის შესწავლაც მათ სურდათ, სულელი და ზარმაცი ხალხის მიერ არასწორად იქნა გამოყენებული. მოსწავლეების უმრავლესობამ გვერდი აუარა, არა მარტო ისეთ ფუნდამენტალურ საგნებს, როგორიცაა ელემენტალური არითმეტიკა, გეომეტრია, ფიზიკა, ისტორია და უცხო ენები, არამედ ბიჭები და გოგონები, ყოველწლიურად იღებენ რა სასწავლებლის დიპლომებს და ვერ პასუხობენ ინგლისურის მართლწერისა და კითხვის მოთხოვნებს. აღსანიშნავი ფაქტია, რომ ზოგიერთმა უნივერსიტეტმა საჭიროდ ჩათვალა სტუდენტებისათვის, კითხვის ჩვევის სრულყოფის სპეციალური კურსები შემოიღო. ხშირად მძაფრი დებატები, ზოგადსაგანამანათლებლო სკოლებში სწავლის კურსის შესახებ, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება, ნათლად ამტკიცებს, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ, ახალგაზრდების მხოლოდ შეზღუდული რიცხვი გამოდგება ინტელექტუალურად და ფსიქოლოგიურად. დანარჩენ სკოლადამთავრებულთათვის სასწავლო კლასებში გატარებული წლები უქმად არის დაკარგული. თუკი ვინმე დაბლა სწევს აკადემიურ სტანდარტს უმაღლეს სკოლებსა და კოლეჯებში, მხოლოდ იმისათვის, რომ ნაკლებად ნიჭიერი და ნაკლებად მონდომებული ახალგაზრდობისათვის, დიპლომების მიღება ხელმისაწვდომი გახადოს. ეს, მხოლოდ ვნებს იმ უმცირესობას, რომელსაც განათლების სათანადოდ გამოყენება შეუძლია.

ამერიკული განათლების უკანასკნელი ათწლეულის გამოცდილება, იმ ფაქტს ადასტურებს, რომ არსებობს თანდაყოლილი განსხვავება, ადამიანების ინტელექტუალურ შესაძლებლობებს შორის, რომლის აღმოფხვრაც საყოველთაო განათლებისაკენ მიმართული ძალისხმევით შეუძლებელია.

4

თავგანწირული, მაგრამ უიმედო ცდები, გადაარჩინონ თეზისები ყველა ადამიანის დაბადებით თანასწორობის შესახებ, მიუხედავად ეჭვგარეშე საწინააღმდეგო მტკიცებულებებისა, განპირობებულია იმ საჭიროებებით, რომელსაც კარნახობს არასრულყოფილი და უვარგისი დოქტრინა, სახლხო ხელისუფლებასა და უმცირესობის მიერ უმრავლესობისადმი მორჩილებაზე.

ეს დოქტრინა ცდილობს, რომ სახალხო ხელისუფლების კანონიერება, ყველა ადამიანი თანაბარია, ყველა პიროვნება მონაწილეობს იმ გენიალურობის შექმნაში, რომელიც ანათლებს და ასაზრდოებს კაცობრიობის ინტელექტუალურ, ხელოვნებისა და პოლიტიკური ისტორიის უდიდეს გმირებს. მხოლოდ დაბადების შემდგომი, მავნე ზეგავლენა იცავს პროლეტარებს უდიდესი ადამიანების გენიალურ ქმედებებთან გათანაბრებისაგან. ამიტომ, როგორც ტროცკი ამბობდა,6 ერთხელაც კაპიტალიზმის ეს საზიზღარი სისტემა, სოციალიზმისაკენ დასახულ გზას გაივლის, „საშუალო ადამიანი გაუთანაბრდება არისტოტელეს, გოეთეს ან მარქსს“. ხმა ერისა - ხმა ღვთისაო, ის ყოველთვის მართალია. თუკი ადამიანებს შორის განსხვავება წარმოიშობა, რომელიმემ, რა საკვირველია, უნდა დაუშვას, რომ მათ შორის ცდებოდა. ძნელია გვერდი აუარო დასკვნას, რომლის მიხედვითაც, უფრო მისაღებია ის აზრი, რომ უმრავლესობასთან შედარებით უმცირესობა ცდება. უმრავლესობა ყოველთვის მართალია, რადგანაც რაოდენობრივად უფრო მეტია და როგორც ასეთი, შობილია „მომავლის ტალღით“.

ამ დოქტრინის მხარდამჭერებმა ნებისმიერი ეჭვები მასების მორალურ და ინტელექტუალურ სიმაღლესთან დაკავშირებით, უნდა განიხილონ, როგორც დესპოტიზმის, წარმომადგენლობითი მთავრობით შეცვლის ცდა.

მე-19 საუკუნის ლიბერალების, მათ შორის ყველაზე თანმიმდევრული, მანჩესტერელებისა და laissez faire, ანუ ჩაურევლობის მომხრე ფრანგების მიერ გამოთქმულ დასაბუთებებს წარმომადგენლობითი მთავრობის სასარგებლოდ, საერთო არაფერი ჰქონდათ დოქტრინასთან, ადამიანების ბუნებრივად თანდაყოლილი თანასწორობის და უმრავლესობის ზეადამიანური შთაგონებების შესახებ. მათი დასაბუთება იმ ჭეშმარიტებას ეყრდნობა, რომელიც ყველაზე ნათლად დევიდ იუმმა გვიჩვენა. მისი არსი იმაში, რომ ისინი, ვინც სახელისუფლო საჭესთანაა, ყოველთვის ქმნიან პატარა უმცირესობას იმ უმრავლესობის საწინააღმდეგოდ, რომლისკენაც მიმართულია მათი მითითებები. ამ თვალსაზრისით, მმართველობის ნებისმიერი სისტემა უმცირესობის მიერ დადგენილ წესრიგს ეყრდნობა. ის შენარჩუნდება მანამ, სანამ მართულ ხალხს სწამს, რომ მათთვის მომქმედ ხელისუფალთა ერთგულება უმჯობესია, ვიდრე მათი შეცვლის მცდელობა იმ ადამიანებით, რომლებიც მზად იქნებიან მმართველობის განსხვავებული მეთოდები გამოიყენონ. თუ ეს აზრი გაქრება, უმრავლესობის უკმაყოფილება აჯანყებაში გადაიზრდება, ძალით შეცვლის საძულველ მართველებსა და მათ სისტემას და ჩაანაცვლებს მათ სხვა ხალხითა და სისტემით. მაგრამ, თანამედროვე საზოგადოების რთული სამეურნეო აპარატი დაუცველი იქნებოდა ისეთ გარემოში, სადაც უმრავლესობას საკუთარი სურვილის განხორციელების იარაღად, მხოლოდ რევოლუცია დარჩებოდა. წარმოამდგენლობითი მთავრობის მიზანია, თავი აარიდოს მშვიდობის ძალადობრივი დარღვევის განმეორადობას და შეასუსტოს მისი უარყოფითი გავლენა მორალურ, კულტურულ და მატერიალურ კეთილდღეობაზე. სახალხო მმართველობა ე.ი. წარმომადგენლების არჩევითობა, მშვიდობიან ცვლილებებს შესაძლებელს ხდის. ის სახალხო აზრის შეთანხმებას და იმ პრინციპებს ეყრდნობა, რომლის შესაბამისადაც სახელმწიფო საქმეები იწარმოება. უმცირესობის უმრავლესობისადმი მორჩილების წესი მათთვისაა, ვისაც სჯერა თავისუფლების არა როგორც მეტაფიზიკური პრინციპისა, რომელიც წარმოებულია ბიოლოგიური ფაქტების მიუღებელი დამახინჯებიდან, არამედ თავისუფლების, როგორც კაცობრიობის ცივილური ძალისხმევის დაცვის ხერხისა, უწყვეტი, მშვიდობიანი განვითარებისათვის.

5

დოქტრინამ, ყველა ადამიანის თანდაყოლილი ბუნებრივი თანასწორობის შესახებ მე-19 საუკუნეში „ხალხის“ ფსევდორელიგიური მისტიციზმი გამოაძევა, რამაც საბოლოოდ იგი „საშუალო ადამიანის“ უპირატესობის დოგმად გარდაქმნა. ყველა ადამიანი დაბადებულია თანასწორად, მაგრამ საუბედუროდ, ზემდგომი კლასების წევრები, ძალაუფლების საცდუნებლებითა და იმ ფუფუნებისადმი მიდრეკილებით გახრწნილები აღმოჩდნენ, რომელიც თავის თავს თვითონვე შეუქმნეს. დასანანია, რომ ზარალი, რომელსაც კაცობრიობა განიცდის, მყრალი უმცირესობის დანაშაულებებითაა გამოწვეული. ერთხელაც ეს ავისმთესველები დაკარგავენ ქონებას და ადამიანის საქმეებს, საშუალო ადამიანის თანდაყოლილი დიდსულოვნება გააკონტროლებს. ეს იქნება სიამოვნება, იციცხლო სამყაროში, სადაც გაბატონებული ხალხის უსაზღვრო დიდსულოვნება და თანდაყოლილი ნიჭი იმეფებს. კაცობრიობის წიაღში ბევრია ისეთი, ვისაც საყოველთაო ბედნიერებაზე არც უოცნებია.

რუსი სოციალ-რევოლუციონერებისათვის, ამ იდუმალებამ რუსული მართლმადიდებლობის ღვთისმოსავი წეს-ჩვეულებები ჩაანაცვლა. კ. მარქსის მიმდევრებმა, რუსმა სოცია-დემოკრატებმა, უხერხულობა იგრძნეს მათი ყველაზე სახიფათო კონკურენტების ამ ენერგიული გამოხტომებისაგან. მაგრამ მარქსის მიერ აღწერილი ნეტარი ცხოვრების პირობები, ,,კომუნისტური საზოაგდეობის უმაღლეს ფაზაში“7 კიდევ უფრო დამაჯერებელი იყო. სოციალ-რევოლუციონერების ამოძირკვის შემდეგ, ბოლშევიკებმა თვითონ მოიწონეს საშუალო ადამიანის კულტი, როგორც მათი პარტიული ბოსების მცირე ხროვის განუსაზღვრელი დესპოტიზმის მთავარი იდეოლოგიური შენიღბვა.

სახასიათო განსხვავება სოციალიზმის (კომუნისმის, დაგეგმვის, სახელმწიფო კაპიტალიზმის ან ნებისმიერი სხვა სინონიმის, ვისაც როგორ ურჩევნია) საბაზრო ეკონომიკისაგან (კაპიტალიზმისაგან, წარმოების კერძო სისტემისაგან, ეკონომიკური თავისუფლებისაგან) შემდეგს წარმოადგენს: საბაზრო ეკონომიკის დროს პიროვნებები, როგორც მომხმარებლები აღმატებულნი არიან და და თავისი შესყიდვებით,ან მათზე უარის თქმით განსაზღვრავენ, რა უნდა იყოს წარმოებული, მაშინ, როდესაც სოციალიზმის დროს, ყველაფერი ეს მთავრობის მიერაა განსაზღვრული. კაპიტალიზმის დროს, მომხმარებელი არის ადამიანი, ვის უზრუნველყოფასაც ესწრაფვიან მომწოდებლები და ვისაც, გაყიდვის შემდეგ ეუბნებიან ,,მადლობას“ და ,,გეთაყვას“, ,,კიდევ მობრძანდით“. სოციალიზმის დროს, ,,ამხანაგი“ იღებს მას, რასაც ,,უფროსი ძმა“ გაიმეტებს მისთვის და ამასთანავე, ის ვალდებულია იყოს მადლობელი ყოველივე ამისათვის. კაპიტალისტურ დასავლეთში ცხოვრების საშუალო დონე შეუდარებლად მაღალია, ვიდრე კომუნისტურ აღმოსავლეთში. მაგრამ ფაქტია ისიც, რომ კაპიტალისტურ ქვეყნებში იმ ხალხთა რიცხვი, მათ შორის ე.წ. მოაზროვნეთა უდიდესი ნაწილი, რომლებიც მიისწრაფვიან სახელმწიფო ზედამხევდელობის მითიური სიკეთეებისაკენ, ყოველდღიურად იზრდება.

უშედეგო იქნება ადამიანებისათვის იმის ახსნა, თუ როგორია სინამდვილეში სოციალისტური სისტემის დროს საშუალო ადამიანის, როგორც მწარმოებლის და ასევე, როგორც მომხმარებლის გონებრივი შესაძლებლობების გამოყენების პირობები. მასების ინტელექტუალური არასრულფასოვნება, ყველაზე მეტად მაშინ იჩენს თავს, როდესაც ისინი მიზანმიმართულად ცდილობენ იმ სისტემის ლიკვიდაციას, რომელშიც თავად არიან აღმატებულები და მათ ყველაზე ნიჭიერი ადამიანების ნაღები ემსახურება და როდესაც ისინი ამ სისტემაში დაბრუნებაზე დარდობენ, რომლის დროსაც ელიტა მათ ფეხქვეშ გათელავს.

მოდით თავს ნუ მოვიტყუებთ. სოციალიზმის პროგრესი ჩამორჩენილ ერებს შორის, რომელთაც არასოდეს გადაუბიჯებიათ პრიმიტიური ბარბაროსობის საფეხურისათვის და რომელთა ცივილიზაცია გაჩერდა რამოდენიმე საუკუნის წინ, არ არის ის, რაც წარმოაჩენს ტოტალური მსოფლმხედველობის ტრიუმფალურ უპირატესობას. ჩვენი დასავლური შეზღუდულუბის ბრალია, რომ სოციალიზმი ასეთ დიდ ნახტომს აკეთებს. ნებისმიერი პროექტი, რომელიც ზღუდავს ეკონომიკის ე.წ. „კერძო სექტორს“, უაღრესად მომგებიანად განიხილება, როგორც წინსვლა და თუ ხვდება წინააღმდეგობა - მხოლოდ ფრთხილი და მოკრძალებული და მხოლოდ დროის მოკლე მონაკვეთში. ჩვენ მწყობრდ მოვემართებით „წინ“ სოციალიზმის განხორციელებისაკენ.

6

კაცობრიობის მომავალზე თავის ოპტიმისტურ შეფასებაში, მე-18 და მე-19 საუკუნეების ლიბერალები ეფუძნებოდნენ დაშვებას, რომ გამოჩენილი და პატიოსანი ადამიანების უმცირესობას, ყოველთვის ექნებოდა მოხერხება, რომ დარწმუნების გზით წაძღოლოდნენ მშვიდობისა და აყვავებისაკენ არასრულყოფილთა უმრავლესობას. ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ ასეთი ელიტა ყოველთვის ააცილებდა მასების შეუბუმბლავი ბარტყებისა და დემაგოგების ხელმძღვანელობას და დაეხმარებოდა იმ პოლიტიკის ამოცნობაში, რომელიც უბედურებით უნდა დამთავრებულიყო. ჩვენ შეგვიძლია უპასუხოდ დავტოვოთ ის კითხვა, თუ რაში იყო ოპტიმისტების შეცდომა - ელიტის თუ მასების გადაჭარბებულ შეფასებაში, ან იქნებ ორივესი ერთად. ნებისმიერი შეფასების შემთხვევაში ფაქტია, რომ ჩვენი თანამედროვეების უდიდესი ნაწილი ფანატიკურად ემხრობა ისეთ პოლიტიკას, რომლის მიზანიც კაპიტალისტური წესრიგის გაუქმებაა. არადა ეს საზოგადოებრივი წყობა ერთადერთია, რომლის დროსაც მოქალაქეების ყველაზე გონებამახვილი ნაწილი იძულებულია, მასებს ყველაზე უკეთესი გზით მოემსახუროს. მასები ე.წ. მოაზროვნეების ჩათვლით, მხურვალედ იცავენ საპირისპირო სისტემას, რომლის დროსაც ისინი არ იქნებიან ბრძანების გამცემი მომხმარებლები, მაგრამ მფარველად ყოვლის შემძლე ავტორიტეტები ეყოლებათ. ასეთ შემთხვევაში, არსებითი არ არის, რომ ეს ეკონომიკური სისტემა საშუალო ადამიანს შეაპარეს დასახელებით „ყველას მოთხოვნილების მიხედვით“; ხოლო დასახელებით ,,სახალხო დემოკრატია“, მისი გარდაუვალი პოლიტიკური და კონსტიტუციური შედეგი, შეუზღუდავი ავტოკრატია იმ ხალხისა, რომლებმაც საკუთარი თავი ხელისუფლებად დანიშნეს.

წარსულში, სოციალიზმის და მისი ხელშემწყობების - ყველა სახის ინტერვენციონისტების ფანატიკურ პროპაგანდას, ჯერ კიდევ უპირისპირდებოდნენ მცირერიცხოვანი ეკონომისტები, სახელმწიფო მოღვაწეები და მეწარმეები. მაგარმ საბაზრო ეკონომიკის ამგვარი, უმეტესწილად უსუსური და შეუსაბამო დაცვაც კი მთლიანად შეწყდა. ამერიკული სნობიზმის და „არისტოკრატიზმის“ ციტადელები, მოდური, უხვად უზრუნველყოფილი უნივერსიტეტები და მდიდარი დაწესებულებები, დღეს, „სოციალური“ რადიკალიზმის ნოყიერ ნიადაგს წარმოადგენდნენ. მილიონერებმა და არა „პროლეტარებმა“ წამოიწყეს „ახალი კურსი“ და ყველაზე მიზანმიმართულად დაუჭირეს მხარი მას თანმდევ „პროგრესულ“ პოლიტიკას. კარგადაა ცნობილი, რომ რუსი დიქტატორი, თავისი პირველი ვიზიტით შეერთებულ შტატებში, უფრო ბანკირებისა და დიდი კორპორაციების პრეზიდენტების გულთბილობით იქნა მიწვეული, ვიდრე სხვა ამერიკელებისა.

ამ ,,პროგრესული“ ბიზმესმენების არგუმენტების აზრი ასეთია - ,,მე მაქვს მაღალი მდგომარეობა. მე, საკუთარი საქმიანი თვისებებით და მონდომებით დავიკავე ჩემი ადგილი ბიზნესში. ჩემმა თანდაყოლილმა ნიჭმა, ჩემმა მონდომებამ, რომ შემესწავლა დიდი წარმოების მართვა და ჩემმა გულმოდგინებამ, ამიყვანა ამ სიმაღლეზე. ეს ჩემი პირადი ღირსებები, ნებისმიერ ეკონომიკურ სისტემაში შემიწყობდა ხელს, რომ გავმხდარიყავი წარმოების მნიშვნელოვანი დარგის ხელმძღვანელი. ჩემთვის ასევე მისაღები იქნებოდა, დამეკავებინა ასეთივე პოზიცია სოციალისტურ თანამეგობრობაში. მაგრამ ჩემი ყოველდღიური სამუშაო, სოციალიზმის დროს გაცილებით ნაკლებად დამქანცველი და გამაღიზიანებელი იქნებოდა. მე აღარ ვიცხოვრებდი იმის შიშით, რომ კონკურენტებმა შეიძლება ბაზრიდან გამაძევონ, უკეთესი და იაფი საქონლის შეთავაზებით. მე აღარ ვიქნებოდი იძულებული დამეთმო მომხმარებლის ექსცენტრიული და უმიზეზო სურვილებისათვის. მივცემდი მათ იმას, რასაც მე - ,,ექსპერტი“ გადავწყვეტდი. მე დიდი სიამოვნებით გავცვლიდი ბიზნესმენის ნერვების გამანადგურებელ სამუშაოს, წყნარ და ღირსეულ სახელმწიფო სამსახურზე. ჩემი ცხოვრებისა და მუშაობის სტილი, დაემსგავსებოდა უფრო წარსული დროების დიდებულის ფეოდალურ ქცევას, ვიდრე თანამედროვე კორპორაციის თავსატკივარით გაწამებული ხელმძღვანელის ფორიაქს. ჩემის აზრით, არ ჩანს მიზეზი, რომლის გამოც სოციალიზმს უნდა შევეწინააღმდეგო. მსოფლიოს ყველა კუთხეში, ნაციონალიზირებული წარმოებების ადმინისტრატორები და სტუმრად მყოფი რუსი ოფიციალური პირები, მთლიანად ეთანხმებიან ჩემს აზრს“.

რა თქმა უნდა, ყვლა ამ კაპიტალისტისა და დამქირავებლის მიერ საკუთარი თავის მოტყუებაში არ არის უფრო მეტი აზრი, ვიდრე ეს ყველა კატეგორიის სოციალისტებისა და კომუნისტების ოცნებებშია.

7

დღევანდელი იდეოლოგიური კურსის მიხედვით, ერთნი ელოდებიან, რომ რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, შეიძლება ავად სახსენებელ 1984 წლამდე, ყველა ქვეყანა მიიღებს სოციალისტურ სისტემას. საშუალო ადამიანი გათავისუფლდება საკუთარი ცხოვრების მართვის მოსაწყენი რუტინისაგან. ავტორიტეტები ეტყვიან მას, რა უნდა გააკეთოს და რა არა, დააპურებენ, დააბინავებენ, ჩააცმევენ, გაანათლებენ და უზრუნველყოფენ გართობით. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ისინი იმას გაათავისუფლებენ საკუთარი ყვინის გამოყენებისგან. ყველა მიიღებს ,,მოთხოვნილების მიხედვით“. მაგრამ ის თუ რა უნდათ ყოველ ცალკეულ პიროვნებას, განისაზღვრება ავტორიტეტების მიერ. ისე, როგორც ადრეული ეპოქები იყო, უმაღლესი ხელისუფალი აღარ მოემსახურება მასებს, არამედ იქნება გაბატონებული და მმართველი.

ეს შედეგი ჯერ კიდევ არ არის გარდაუვალი. ეს არის მიზანი, რომლისკენაც ჩვენი თანამედროვე მსოფლიოს წავყვან ტენდენციებს მივყავართ. მაგრამ ტენდენციები შეიძლება შეიცვალოს, რადგან აქამდე ყოველთვის იცვლებოდა. სოციალიზმის თაყვანისცემაც შეიძლება შეიცვალოს სხვა რამით. ამ ცვლილებების მოხდენა - მოზარდი თაობის ამოცანაა.

შენიშვნები:

1. ჰ. კალენი, ,,ბიჰევიორიზმი“, საზოგადოებრივი მეცნიერების ენციკლოპედია, წიგნი 11, გვ. 498;

2. გოთას მიწის სოციალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამის კრიტიკა (წერილი ბრეკს, 5 მაისი, 1875);

3. ვ. პაკარდი, ,,ჩვილები მომხმარეელთა ქვეყანაში“, ფარული მარწმუნებლები (კარდინალის გამოცემები, 1957, გვ. 90-97);

4. ვ. პაკარდი, იქვე, გვ. 95;

5. ვ. პაკარდი, იქვე, გვ. 93

6. ლ. ტროცკი, ლიტერატურა და რევოლუცია, რ. სტუნსკი (ლონდონი, 1925, გვ. 156);

7. წერილი ბრეკს, 5 მაისი, 1875. V გამოცემა, 1961 წლის გაზაფხული, 139-147

თარგმნეს:
ელენე გაგუამ და პაატა შეშელიძემ

10 ლიბერალიზმი

▲back to top


ფრიდრიხ ოგიუსტ ფონ ჰაიეკი (1899-1992)

ავსტრიული წარმოშობის იურისტმა, ეკონომისტმა და სოციალურმა ფილოსოფოსმა, ,,ავსტრიული ეკონომიკური სკოლისუთვალსაჩინოესმა წევრმა, ფრიდრის ოგიუსტ ფონ ჰაიეკმა, სახელი კეინსიანური კეთილდღეობის სახელმწიფოს კონცეფციისა და ფაშიზმის, კომუნიზმის, სოციალიზმისა და სხვა ტოტალიტარული სისტემების საფუძვლიანი და თანმიმდევრული კრიტიკით გაითქვა. ღრმად მეცნიერულმა კვლევებმა, ორიგინალურმა მიდგომებმა და მიზანმიმართულმა ბრძოლამ თავისუფლების იდეალებისათვის, მას უდიდესი აღიარება მოუტანა, რისი დასტურიც იყო 1974 წელს ნობელის პრემია ეკონომიკაში. შორს არ იქნება ჭეშმარიტებასთან, თუ ვიტყვით, რომ ის იყო ერთერთი უპირველესი იმათგან, რომელთა თეორიულმა შრომებმა და პრაქტიკულმა მოღვაწეობამ იდეოლოგიუირად გააშიშვლა და განაიარაღა სოციალიზმი, რამაც თავის მხრივ განაპირობა ცივი ომის დასასრული და სოციალისტური ბანაკის დაშლა 80-90 წლებში. მისი მემკვიდრეობა კომპლექსური და მრავალმხრივია. უპირველეს ყოვლისა, ჰაიეკი პოპულარულია მრავალსახოვანი ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ მიმართული უკვდავი ნაშრომით ,,გზა ბატონყმობისაკენ“, რომელიც 1944 წელს გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და იმთავითვე მიიქცია საყოველთაო ყურადღება. 1989 წელს ის კვლავ დაუბრუნდა ტოტალიტარიზმის თემას, როდესაც გამოაქვეყნა ,,დამღუპველი თავდავიწყება: ,,სოციალიზმის შედეგები“. ამ ნაშრომით, ჰაიეკმა გარკვეულ წილად შეაჯამა მისი შემოქმედება და საბოლოოდ ჩამოაყალიბა .. ,,სპონტანური წესრიგის თეორია“. შრომებში ,,ინდივიდუალიზმი და ეკონომიკური წესრიგი“ (1949) და ,,მეცნიერების კონტ-რევოლუცია“ (1952) და სხვ. ჰაიეკი აანალიზებს კაპიტალიზმის შესაძლებლობას ,,მცდელობებისა და შეცდომებისგზით დახვეწოს ადამიანების შეზღუდული ცოდნა და გაზარდოს ინფორმირებულობა. შრომებში - ,,თავისუფლების კონსტიტუცია“ (1960) და ,,კანონი, საკანონმდებლო ორგანო და თავისუფლება“ (1973) ის აშიშვლებს წინააღმდეგობებს ძალაუფლებასა და თავისუფლებას შორის. ნაშრომში ,,ლიბერალიმი“, რომელიც მან 1973 წელს იტალიური ენციკლოპედიისათვის დაწერა, ის გადმოსცემს ლიბერალიზმის ისტორიის და თეორიის ანალიზს, აგრეთვე აყალიბებს ლიბერალური პოლიტიკური სისტემის საკუთარ ხედვას. განსაკუთრებით საყურადღებოა მისი შრომები ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ხარვეზებსა და მათ მიერ გამოწვეული სავაჭრო ციკლების შესახებ: ,,მონეტარული თეორია და სავაჭრო ციკლები“ (1933), ,,მონეტარული ნაციონალიზმი და საერთაშორისო სტაბილურობა“ (1937), ,,მოგება, პროცენტი და ინვესტიციები“ (1939), ,,წმინდა კაპიტალის თეორია“ (1940), ,,ფულის დენაციონალიზება“, (1975). მის შესახებ ინფორმაცია მოიპოვება შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე:

შესავალი

თავი 1. ლიბერალიზმის განსხვავებული კონცეფციები

ცნება ,,ლიბერალიზმი“ სხვადასხვა მნიშვნელობით გამოიყენება და ხშირად, მათ შორის საკმაოდ მცირე მსგავსებაა. თუმცა. ყველა განმარტება ახალი იდეებისადმი გახსნილობას გულისხმობს, მათ შორის ისეთი იდეებისადმი, რომლებიც ამ ცნებას მე-19 საუკუნესა და მე-20 საუკუნის დასაწყისში პირდაპირ ეწინააღმდეგებოდნენ. წინამდებარე ნაშრომში ზოგადად განვიხილავთ პოლიტიკურ იდეათა ფართო ნაკადს, რომელიც ლიბერალიზმად იწოდებოდა და რომელიც იმ დროს ყველაზე გავლენიან ინტელექტუალურ მიმდინარეობად ითვლებოდა. ეს მიმდინარეობა, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობდა დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, სათავეს ორი სხვადასხვა წყაროდან იღებს. აღნიშნული ორი წყარო და ტრადიციები, რომელთაც ისინი აძლევენ დასაბამს, ერთმანეთთან სხვადასხვა ხარისხითაა შერწყმული და არცთუ ისე შეხმატკბილებულად თანაარსებობს. მათი მკვეთრი განცალკევების გარეშე, ლიბერალური მოძრაობის განვითარების შესწავლა შეუძლებელია.

ერთ-ერთი ტრადიცია, რომელიც ცნება ,,ლიბერალიზმზე“ უფრო ძველია, სათავეს იღებს კლასიკურ ანტიკურ ხანაში და თანამედროვე ხაზით მე-17 საუკუნის ბოლოსა და მე-18 საუკუნეში ყალიბდება, როგორც ინგლისელი ვიგების („ვიგები“ პოლიტიკური პარტია დიდ ბრიტანეთში. რედ. შენიშვნა) პოლიტიკური დოქტრინა. ამ მიმდინარეობამ გამოიმუშავა პოლიტიკური ინსტიტუტის მოდელი, რომლის მიხედვით მოხდა მე-19 საუკუნის ევროპული ლიბერალიზმის ჩამოყალიბება. ,,კანონებს დამორჩილებულმა მთავრობამ“ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების პიროვნული თავისუფლება უზრუნველყო. რაც შთაგონების წყაროდ იქცა ევროპის ქვეყნებისათვის, სადაც გამეფებულ აბსოლუტიზმს უკვე წაშლილი ჰქონდა შუა საუკუნეთა თავისუფლების კვალი, რომელიც ბრიტანეთში ჯერ კიდევ კარგად იყო შემონახული. თუმცა, ევროპის ქვეყნების მიერ ეს ინსტიტუტები ინტერპრეტირებულ იქნა იქნა ბრიტანეთში გამეფებული ევოლუციური კონცეფციებისაგან სრულად განსხვევებული ფილოსოფიური ტრადიციის ფონზე. სახელდობრ, მათი რაციონალისტური, ან კონსტრუქტივისტული შეხედულებებიდან გამომდინარე, რაც საზოგადოების საყოველთაო გარდაქმნას, მიზანშეწონილობის პრინციპის შესაბამისად მოითხოვდა. ეს მიდგომა ახალი რაციონალისტური ფილოსოფიისგან გამომდინარეობდა, რომელიც რენე დეკარტის (ბრიტანეთში თომას ჰობსის) მიერ იქნა ჩამოყალიბებული და გავლენის პიკს მე-18 საუკუნის ფრანგ განმანათლებელთა ფილოსოფოსების მეშვეობით მიაღწია. ვოლტერი და რუსო იმ ინტელექტუალური მოძრაობის ყველაზე გავლენიან მოღვაწეებს წარმოადგენდნენ, რომელთაგანაც ევროპული, ანუ კონსტრუქტივისტული ლიბერალიამის ტიპი იღებს სათავეს. საფრანგეთის რევოლუციით დასრულებული ამ მოძრაობის ძირითადი პრინციპი, ბრიტანული ტრადიციისაგან განსხვავებით, იყო არა განსაზღვრული პოლიტიკური დოქტრინა, არამედ ზოგადი გონებრივი მიდგომა, რომლის მიხედვით საჭირო იყო ყოვლგვარი ცრურწმენისა და დოგმისაგან გათავისუფლება, რაც საბუთდებოდა რაციონალური გზით და აგრეთვე, „მეფეთა და მღვდელთა“ ბატონობისაგან თავის დაღწევა. ამ მოძრაობის არსს, საუკეთესოდ, შესაძლოა, სპინოზას მიერ გამოთქმული ფრაზა გამოხატავს - „თავისუფალია ადამიანი, რომელიც მხოლოდ საკუთარი გონების კარნახით იღებს გადაწყვეტილებას“.

აზროვნების ამ ორმა მიმდინარეობამ, იმის ძირითადი საფუძველი შექმნა, რასაც მე-19 საუკუნეში „ლიბერალიზმი“ ეწოდა. მისი ძირითადი პოსტულატები იყო აზრის, სიტყვისა და პრესის თავისუფლება, რაც არ იყო საკმარისი კონსერვატიული და ავტორიტარული შეხედულებებისადმი საერთო ოპოზიციის შესაქმნელად და ამიტომ, საერთო მოძრაობად ვერ ჩამოყალიბდებოდა. ლიბერალიზმის მომხრეთა უმრავლესობა, აგრეთვე, ემხრობა პიროვნების ქმედების თავისუფლებასა და მათ შორის თანასწორობის გარკვეულ ხარისხს, მაგრამ უფრო დაწვრილებითი ანალიზის შედეგად, ეს თანხმობა მხოლოდ სიტყვიერ დონეზე ხორციელდება, რადგან ძირითადი ცნებები, როგორებიცაა ,,თავისუფლება“ და ,,თანასწორობა“, სხვა მნიშვნელობით გამოიყენებოდა. მაშინ, როდესაც უფრო ძველი ბრიტანული ტრადიციის შესაბამისად, პიროვნების თავისუფლება ნიშნავდა, რომ ადამიანი კანონით უნდა ყოფილიყო დაცული სხვების მხრიდან იძულებისგან. კონსტიტუციური ტრადიცია ძირითად მნიშვნელობას ყოველი ჯგუფის თვითგარკვევას და მმართველობის ფორმის დადგენას ანიჭებდა. ამან გამოიწვია კონტინენტური მოძრაობის ადრეული დაკავშირება და თითქმის გაიგივება დემოკრატიულ მოძრაობასთან. საკითხის ასეთი ხედვა, ბრიტანული ლიბერალური ტრადიციისაგან განსხვავებული ამოცანების გადაწყვეტას უკავშირდება.

ამ იდეების ჩამოყალიბების პერიოდში მე-19 საუკუნემდე, ცნება ,,ლიბერალიზმი“ ჯერ კიდევ არ გამოიყენებოდა. მე-18 საუკუნის გვიანდელი პერიოდისათვის ზედსართავმა ,,ლიბერალური“, თანდათანობით ის პოლიტიკური მნიშვნელობა მიიღო, როდესაც იგი გამოიყენებოდა იმგვარ ფრაზებში, როგორიცაა ადამ სმითის მიერ გამოყენებული: ,,თანასწორობის, თავისუფლებისა და სამართლიანობის ლიბერალური გეგმა“. პოლიტიკურ მოძრაობაში ,,ლიბერალიზმის“ ცნება პირველად ჩნდება 1812 წელს, როდესაც ის გამოყენებულ იქნა ესპანეთის ლიბერალების პარტიის მიერ და ოდნავ მოგვიანებით, კიდევ ერთხელ გაჟღერდა საფრანგეთში, როდესაც იქაც გაჩნდა პარტია ანალოგიური სახელწოდებით. ბრიტანეთში ეს სიტყვა ფართოდ ,,ვიგებისა“ და ,,რადიკალების“ ერთ პარტიაში გაერთიანების შემდეგ გავრცელდა, რომელიც 1840-იანი წლების დასაწყისიდან ,,ლიბერალურ პარტიად“ მოიხსენიება. ნიშანდობლივია, რომ ,,რადიკალები“ ძირითადად შთაგონებულები იყვნენ ჩვენს მიერ აღწერილი კონსტიტუციური ტრადიციით, ამიტომ ინგლისის ,,ლიბერალური პარტია“, მისი გავლენის ზენიტშიც კი, წარმოადგენდა ორი ნასესხები ტრადიციის შერწყმას.

ამ ფაქტებიდან გამომდინარე, არ იქნებოდა მართებული ცნება, ,,ლიბერალი“ რომელიმე ერთი ტრადიციისათვის გამოგვეყენებინა. შესაბამისად, მათ ხშირად ყოფენ ერთი მხრივ ,,ინგლისურ“, ,,კლასიკურ“, ან ,,ევოლუციონისტურ“ და მეორე მხრივ ,,კონტიტნენტურ“, ანუ ,,კონსტრუქტივისტულ“ სახეობებად. შემდგომ ისტორიულ ექსკურსში ორივე სახეობა იქნება განხილული, მაგრამ რადგან განსაზღვრულ პოლიტიკურ დოქტრინად მხოლოდ პირველი გადაიქცა, შემდგომი სისტემატური განხილვა სწორედ მას დაეთმობა.

უნდა აღინიშნოს, რომ ა.შ.შ.-ში ლიბერალიზმის განვითარების პროცესი განსხვავდებოდა მე-19 საუკუნის ევროპაში მიმდინარე ანალოგიური პროცესისაგან. ევროპაში მოძრაობა ნაციონალიზმისა და სოციალიზმის უფრო ადრინდელ მოძრაობებს ეპაექრებოდა და განვითარების კულმინაციას 1870-იან წლებში მიაღწია, რის შემდეგ მის გავლენა ნელ-ნელა ქვეითდებოდა. თუმცა, საზოგადოებრივი ცხოვრების კლიმატის განმსაზღვრელ რჩებოდა 1914 წლამდე. მიზეზი იმისა, თუ რატომ არ განვითარდა ანალოგიური მოძრაობა ა.შ.შ.-ში ის იყო, რომ ამ ქვეყნის შექმნისთანავე მის ინსტიტუტებში უკვე ჩაიდო ევროპული ლიბერალიზმის ძირითადი პრინციპები და ნაწილობრივ იმის გამოც, რომ პოლიტიკური პარტიების განვითარების სპეციფიკური გარემო-პირობები ხელს არ უწყობდა ამ იდეოლოგიურ პლატფორმაზე დაფუძნებული პარტიების წარმოშობას. მართლაც, იმას რასაც ევროპაში ეძახდნენ ,,ლიბერალს“, ამერიკაში უწოდებდნენ ,,კონსერვატორს“. ამავე დროს ცნება ,,ლიბერალი“ იქნა გამოყენებული იმის აღსანიშნავად, რასაც ევროპაში ,,სოციალიზმს“ უწოდებდნენ. თუმცა, ჭეშმარიტებას წარმოადგენს ისიც, რომ არცერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც ევროპაში თავს ,,ლიბერალურს“ უწოდებს, აღარ მიჰყვება მე-19 საუკუნის ლიბერალურ პრინციპებს.

ისტორიული ექსკურსი

თავი 4. კონტინენტური ლიბერალიზმის განვითარება

ფრანგ განმანათლებელთა რადიკალური იდეები იმ სახით, რომლითაც ისინი გამოყენებულნი იქნენ ტურგოს, კონდორესესა და აბე სიეიესის მიერ, ფართოდ დომინირებდა საფრანგეთისა და მიმდებარე კონტინენტური ქვეყნების პროგრესულ აზროვნებაში რევოლუციისა და ნაპოლეონის ომების დროს, მაგრამ ნამდვილ ლიბერალურ მოძრაობაზე შეიძლება საუბარი იყოს მხოლოდ რესტავრაციის შემდგომ პერიოდში. საფრანგეთში მან კულმინაციას ივლისის მონარქიის დროს (1830-48 წლები) მიაღწია. თუმცა, ამის შემდეგ მხოლოდ ვიწრო ელიტის კუთვნილება გახდა. მნიშვნელოვანი მცდელობა ბრიტანული ტრადიციის სისტემატიზაციისა და მისი კონტინენტურთან მიახლოებისა განხორციელდა ბენჟამენ კონსტანის მიერ და შემდეგში განვითარებულ იქნა 1830-იან და 1840-იან წლებში, ,,დოქტრინარებად“ ცნობილი ჯგუფის მიერ, გიზოს ხელმძღვანელობით. მათი პროგრამა, რომელიც ,,გარანტიზმის“ სახელწოდებით გახდა ცნობილი, არსებითად მათვრობის კონსტიტუციური შეზღუდვის დოქტრინას წარმოადგენდა. ის გაზიარებული იყო მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის კონტინეტური ლიბერალური მოძრაობის ძირითადი ნაწილის მიერ და ახლად შექმნილი ბელგიური სახელმწიფოს 1831 წლის კონსტიტუციის საფუძვლადაც კი იქნა გამოყენებული. ამ ტრადიციის ჩამოყალიბებაში, რომელიც ბრიტანეთიდან მომდინარეობდა, ყველაზე მნიშვნელოვანი როლი შესაძლოა ფრანგ ლიბერალურ მოაზროვნე ალექსის დე ტოკვილს ეკუთვნის.

თვისება, რომელიც გამოარჩევდა კონტინენტზე გამეფებულ ლიბერალიზმს ბრიტანულისაგან მდგომარეობდა იმაში, რომ ის თავიდანვე აღწერდა თავისუფალი აზროვნების მნიშვნელობას. თუმცა ეს, ძირითადად ძლიერ ანტიკლერიკალიზმში, ანტი-რელიგიურობასა და ზოგადად, ანტიტრადიციულ მიდგომებში გამოიხატებოდა. არამარტო საფრანგეთში, არამედ სხვა კათოლიკურ ევროპულ ქვეყნებშიც, რომის ეკლესიასთან განუწყვეტელი კონფლიქტი ლიბერალიზმისათვის იმდენად დამახასიათებელი თვისება გახდა, რომ მრავალი ადამიანისათვის სწორედ ეს გახდა მისი უპირველესი განმსაზღვრელი ნიშანი. განსაკუთრებით საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც კათოლიკური ეკლესიის პოზიციები შეირყა, გამწვავდა ბრძოლა მოდერნიზმის წინააღმდეგ და შესაბამისად, ლიბერალური რეფორმის ძირითადი მოთხოვნების წინააღმდეგ.

მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში, 1848 წლის რევოლუციამდე, ლიბერალური მოძრაობა საფრანგეთში, დასავლეთსა და ცენტრალური ევროპის ქვეყნების უმრავლესობის მსგავსად, უფრო მეტად იყო დაკავშირებული დემოკრატიულ მოძრაობასთან, ვიდრე ბრიტანული ლიბერალიზმი. ამ ახალმა ტალღამ და სოციალისტურმა მოძრაობამ, ლიბერალიზმზე დიდი ზეგავლენა მოახდინა საუკუნის მეორე ნახევარში. ლიბერალიზმს არ უთამაშია დიდი როლი საფრანგეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში, საუკუნის 30-40-იანი წლების ხანმოკლე პერიოდის გარდა, როდესაც ლიბერალურმა ჯგუფებმა თავისუფალი ვაჭრობისათვის მოძრაობა წამოიწყეს. აღსანიშნავია, რომ ფრანგ მოაზროვნეებს არც 1848 წლის შემდეგ შეუტანიათ ამ დოქტრინის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი.

გარკვეულად უფრო მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გერმანიის ლიბერალურმა მოძრაობამ და მან უფრო დიდი განვითარება ჰპოვა მე-19 საუკუნის 80-იან წლებამდე. თუმცა ამ იდეებმა, ბრიტანული და ფრანგული ლიბერალიზმის დიდი ზეგავლენით მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადეს, სამი უდიდესი ადრეული გერმანელი ლიბერალის, ფილოსოფოს იმანუილ კანტის, განმანათლებლისა და საზოგადო მოღვაწის ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტისა და პოეტ ფრიდრიხ შილერის მეშვეობით. კანტმა დევიდ ჰიუმის მსგავსი თეორია გამოიმუშავა, სადაც ძირითადად ყურადღებას, კანონის კონცეფციაზე, როგორც პიროვნების თავისუფლების დაცვის მექანიზმზე და მის უზენაესობაზე ამახვილებდა (ანუ Rechtsstaat გერმ.). ჰუმბოლდტი მის ადრეულ ნაშრომში „მთავრობის სფეროსა და ვალდებულებებზე“ (1792 წელი), ავითარებს სახელმწიფოს მოწყობის სქემას, რომელშიც მას კანონისა და წესრიგის დაცვა ევალება. თავდაპირველად ამ წიგნის მხოლოდ მცირე ნაწილი დაიბეჭდა, მაგრამ, როდესაც სრულად გამოქვეყნდა და ითარგმნა ინგლისურად (1854), დიდი ზეგავლენა მოახდინა არამარტო გერმანიაზე, არამედ ისეთ განსხვავებულ მოაზროვნეებზე, როგორებიც იყვნენ ჯონ სტიუარტ მილი ინგლისში და ლაბულიე საფრანგეთში. პოეტმა შილერმა, ალბათ ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა, გერმანიის პროგრესულ საზოგადოებაში პიროვნული თავისუფლების იდეალების შესახებ ცოდნის გავრცელების თვალსაზრისით.

პრუსიაში ლიბერალური პოლიტიკისაკენ მოძრაობა, ფრაიჰერ ფონ შტაინის რეფორმების პერიოდში დაწყო. თუმცა, მას ნაპოლეონის ომების შემდეგ რეაქციის პერიოდი მოჰყვა. ლიბერალურმა მოძრაობამ მხოლოდ 1830-იან წლებში დაიწყო ხელახალი განვითარება. უნდა აღინიშნოს, რომ თავიდან ლიბერალიზმი მჭიდროდ უკავშირდებოდა ქვეყნის გაერთიანებისაკენ მიმართულ ნაციონალისტურ მოძრაობას, ისევე როგორც იტალიაში. ზოგადად, გერმანული ლიბერალიზმი ძირითადად კონსტიტუციონალური მოძრაობა იყო, რომელიც ჩრდილოეთ გერმანიაში გარკვეულად უფრო ბრიტანული მაგალითის მიხედვით ვითარდებოდა მაშინ, ნროდესაც სამხრეთ გერმანიაში უფრო ფრანგული მოდელი ახდენდა გავლენას. აღნიშნული გარემოება აირეკლა მთავრობის უფლებების შეზღუდვის საკითხისადმი განსხვავებულ მიდგომებში: ჩრდილოეთ გერმანიაში ის კანონის უზენაესობის (Rechtsstaat) საკმაოდ მკაცრი კონცეფციის საფუძველი იქცა, ხოლო სამხრეთში, უფრო ფრანგული მოდელის მსგავსი იყო და ხელისუფლებებს შორის კომპეტენციის დაყოფის გულისხმობდა; მაგალითად, ადმინისტრაციასა და სასამართლოებს შორის. თუმცა სამხრეთში და განსაკუთრებით ბადენ-ვიურტენბერგში უფრო აქტიურ ლიბერალურ თეორეტიკოსთა წრე ფომ როტეკისა და ველკერის შტაატლეხიცონის ირგვლივ ჩამოყალიბდა და 1848 წლის რევოლუციის წინა პერიოდში გერმანიის ლიბერალური აზროვნების ცენტრად იქცა ზემოხსენებული რევოლუციის მარცხმა კვლავ რეაქციის მოკლე პერიოდი გამოიწვია, მაგრამ 1860-იან და 1870-ანი წლების ადრეულ პერიოდში გერმანია სწრაფი ტემპებით მიემართებოდა ლიბერალური წესრიგისაკენ. ამ პერიოდში მოხდა იმ ლიბერალური და კონსტიტუციური რეფორმების დასრულება, რომლებიც მიზნად ისახავდნენ კანონის უზენაესობის უზრუნველყოფას. 1870-ანი წლების შუა მონაკვეთი უნდა ჩაითვალოს პერიოდად, რომლის დროსაც მოხდა ლიბერალური მოძრაობის მიერ უდიდესი გავლენის მოპოვება ევროპაშიო და ამ გავლენის აღმოსავლეთით გავრცელება. 1878 წელს, პროტექციონიზმისაკენ დაბრუნებასთან და იმავდროულად, ბისმარკის მიერ წამოწყებულ სოციალურ პოლიტიკასთან ერთად, უკუსვლა დაიწყო. ლიბერალურმა პარტიამ, რომელიც წელზე ოდნავ მეტი ხნის განმავლობაში ძლიერ პოზიციებს ფლობდა, სწრაფა დაიწყო დაღმასვლა.

გერმანისა და იტალიაში ლიბერალური მოძრაობის დაღმასვლა დაემთხვა მის მიერ ეროვნული გაერთიანების მოძრაობასთან კავშირის გაწყვეტას, ხოლო გაერთიანების შემდგომ მთელი ყურადღება ახალი სახელმწიფოს გაძლიერებას დაეთმო, რის გამოც ლიბერალისტურმა მოძრაობამ მეტწილად წაართვა ლიბერალიზმს „პროგრესული“ პარტიის პოზიცია და შესაბამისად მუშათა კლასის აქტიური ნაწილის მხარდაჭერა.

თავი 5. კლასიკური ბრიტანული ლიბერალიზმი

მე-19 საუკუნის უდიდეს ნაწილში, დიდი ბრიტანეთი წარმოადგენდა ევროპულ ქვეყანას, რომელიც ყველაზე ახლოს იდგა ლიბერალური პრინციპების განხორციელებასთან, რომლებსაც მხარს უჭერდა არამარტო ლიბერალური პარტია, არამედ მოსახლეობის უმრავლესობა. კონსერვატორებიც კი, ზოგჯერ ლიბერალური რეფორმების გამტარებლებად გვევლინებოდნენ. დიდი მნიშვნელოვნების მოვლენები, რომლებიც ლიბერალური წესრიგის მოდელად უნდა გამხდარიყვნენ დანარჩენი ევროპისათვის, იყო კათოლიციზმის ლეგალიზება 1829 წელს, აგრეთვე, 1832 წლის რეფორმების აქტი და კონსერვატორ სერ რობერტ პილის მიერ, მარცვლეულის შესახებ შესახებ აქტის გაუქმება 1846 წელს. იმ დროიდან მოყოლებული ლიბერალიზმის ძირითადი მოთხოვნები კმაყოფილდებოდა. ამ მხრივ მთავარი ყურადღება თავისუფალ ვაჭრობაზე გამახვილდა. მოძრაობა, რომელიც ვაჭართა პეტიციით 1820 წელს დაიწყო და გაგრძელდა 1836-1846 წლებში მარცვლეულის შესახებ კანონის საწინააღმდეგო ლიგის შექმნით, წარმოადგენდა რადიკალთა ჯგუფის მიმდინარეობას, რომლებმაც რიჩარდ კობდენის და ჯონ ბრაითის ხემძღვანელობით ჩამოაყალიბეს იმაზე უკიდურესი „laissez faire” (ფრ. - ნება მიბოძეთ ვიმოქმედოთ. რედ. შენიშ.) მიდგომა, ვიდრე ამას ადამ სმითისა და მისი მიმდევრების ლიბერალური პრინციპები მოითხოვდა. მათი პოზიცია თავისუფალ ვაჭრობასთან მიმართებაში ძლიერ ანტი-იმპერიალისტურ, ანტი-ინტერვენციონალისტულ და ანტი-მილიტარისტულ მიდგომასთან და ხელისუფლების ჩარევის უარყოფასთან იყო დაკავშირებული. სახელმწიფო ხარჯების ზრდა განიხილებოდა როგორც არასასურველი ინტერვენციის მასშტაბის ზრდის შედეგი, ოკეანის გაღმა მიმდინარე მოვლენებში. ისინი ოპოზიციურად იყვნენ განწყობილნი ცენტრალური ხელისუფლების ძალაუფლების ზრდისადმი და ყოფის გაუმჯობესებას ადგილობრივი მთავრობებისა და ნებაყოფლობითი ორგანიზაციების მოქმედებისგან ელოდნენ. „მშვიდობა, ეკონომიკა და რეფორმა“ იყო იმ პერიოდის ლიბერალური ლოზუნგი, რომლის დროსაც „რეფორმაში“ უფრო მეტად გულისხმობდნენ მოძველებული პრივილეგიებისა და ტრადიციების გაუქმებას, ვიდრე დემოკრატიის განვითარებას, რაც მოძრაობამ მიზნად მხოლოდ 1867 წლის მეორე რეფორმისტული აქტის დროს დაისახა. მოძრაობამ აპოგეას საფრანგეთში 1860 წელს კობდენის შეთანხმების დადებით მიაღწია. აღნიშნული შეთანხმება კომერციულ შეთანხმებას წარმოადგენდა, რომელსაც შედეგად, ბრიტანეთში თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარება უნდა მოჰყოლოდა, რაც ყველას აზრით მალევე საყოველთაოდ უნდა გავრცელებულიყო. ამავე პერიოდში ბრიტანეთში ლიბერალური მოძრაობის მოწინავე ფიგურად ყოფილი ხაზინის კანცლერი და შემდგომში პრემიერ-მინისტრი გლედსონი მოგვევლინა, რომელმაც ფართო აღიარება მოიპოვა, როგორც ლიბერალური პრინციპების გამტარებელმა. განსაკუთრებით 1865 წელს, პალმერსტონის გარდაცვალების შემდეგ, საგარეო პოლიტიკაში მის ყველაზე ცნობილ თანამოაზრე ჯონ ბრაითთან ერთად. ასევე, მის სახელთანაა დაკავშირებული ძლიერი მორალური და რელიგიური შეხედულებების მქონე ბრიტანული ლიბერალიზმის ადრინდელი არსის აღდგენა.

მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, ინტელექტუალურ წრეებში ინტენსიურად განიხილებოდა ლიბერალიზმის ძირითადი პრინციპები. ფილოსოფოს ჰერბერტ სპენსერის იდეებმა, უკიდურესი ინდივიდუალიზმისა და მინიმალური სახელმწიფოს შესახებ, ფონ ჰუმბოლდტის იდეებში ჰპოვა გამოძახილი. მაგრამ, ჯონ სტიუარტ მილის ცნობილ ნაშრომში „თავისუფლების შესახებ“ (1859 წელი) ძირითადი კრიტიკა უფრო მეტად მიმართული იყო გაბატონებული აზრის ტირანიის, ვიდრე მთავრობის ჩარევის წინააღმდეგ. სამართლიანი განაწილებისა და ძირითადად სოციალისტური იდეებისადმი თანაგრძნობით განმსჭვალულ ზოგიერთ მის სხვა ნაშრომში, ნიადაგი შეექმნა ლიბერალური ინტელექტუალების თანდათანობით გადასვლას ზომიერი სოციალიზმისაკე. ეს ტენდენცია საგრძნობლად გაძლიერდა ფილოსოფოს გრინის მიერ, რომელიც ყურადღებას, ძირითადად, სახელმწიფოს დადებით როლზე ამახვილებდა და ამით, თავისუფლების ნეგატიური კონცეფციის მომხრე უფრო ადრეული ხანის ლიბერალებს ეწინააღმდეგებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ მე-19 საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში ლიბერალურ ბანაკში ლიბერალური დოქტრინების კრიტიკა მკვეთრად დამკვიდრდა და ლიბერალურმა პარტიამ დაკარგა მშრომელების ახალი მოძრაობის მხარდაჭერა, ლიბერალური იდეები მაინც დიდხანს დომინირებდნენ მე-20 საუკუნის ჩათვლით და მათ შეძლეს ხელი შეეშალათ პროტექციონისტული იდეების აღორძინებისათვის. თუმცა, ლიბერალურმა პარტიამ ვერ შეძლო ინტერვენციონისტებისა და იმპერიალისტური ელემენტების მოზღვავების შეჩერება. ალბათ, ძველებური ტიპის უკანასკნელ ლიბერალურ მთავრობად კემპბელ ბანერმანის მთავრობა შეიძლება ჩაითვალოს (1904 წელი), რომლის ძველ ლიბერალურ პრინციპებთან ნაკლებად იყვნენ თავსებადი. თუმცა მთლიანობაში უნდა ითქვას, რომ ბრიტანული ლიბერალური ეპოქა პირველ მსოფლიო ომამდე გაგრძელდა და მხოლოდ ომის გამო მოხდა ლიბერალური იდეების გავლენის შესუსტება.

სისტემურობა

თავი 7. თავისუფლების ლიბერალური კონცეფცია.

რადგან მხოლოდ „ბრიტანული“ ანუ ევოლუციური ტიპის ლიბერალიზმმა შეძლო, რომ ჩამოეყალიბებინა განსაზღვრული პოლიტიკური პროგრამა, ლიბერალიზმის პრინციპების სისტემური წარმოდგენისათვის უპრიანია მათზე კონცენტრაცია „კონტინენტურ“ ანუ კონსტრუქტივისტულ ტიპზე, მხოლოდ შედარებითი ანალიზის საწარმოებლად ვისაუბრებთ. ეს ფაქტი აგრეთვე მოითხოვს იმ მოსაზრების უარყოფას, რომ არ არის კავშირი ეკონომიკურსა და პოლიტიკურ ლიბერალიზმს შორის (გამომუშავებული იქნა იტალიელი ფილოსოფოსის, ბენედეტო კროჩეს მიერ, როგორც სხვაობა „ლიბერალიზმსა“ და „ლიბერიზმს“ შორის), რაც ხშირად არის ხაზგასმული კონტინენტურ ტრადიციაში, მაგრამ ბრიტანული ტიპის ლიბერალიზმში არ გვხვდება. ბრიტანული ტრადიციის მიხედვით ეკონომიკური და პოლიტიკური ლიბერალიზმი განუყოფელია, რადგან მთავრობის ძალაუფლებით შეზღუდვა, მთავრობის პიროვნების ეკონომიკური საქმიანობის კონტროლისა და მართვის საშუალებას ართმევს, მაშინ, როცა მთავრობისათვის ამგვარი უფლების მინიჭებას მივყავართ პიროვნების არჩევანის თავისუფლების შეზღუდვამდე. ამ უკანასკნელის ხელშეუხებლად შენარჩუნება კი ყველა ლიბერალის სურვილია. კანონმდებლობით უზრუნველყოფილი თავისუფლება გულისხმობს ეკონომიკურ თავისუფლებას, მაშინ, როდესაც ეკონომიკური კონტროლი, როგორც სხვა მიზნის მიღწევის საშუალებების კონტროლი, ყველანაირ თავისუფლებას ზღუდავს.

სწორედ აქ ინიღბება განსხვავება ლიბერალიზმის ყველა ნაირსახეობისათვის, პიროვნების თავისუფლების საერთო მოთხოვნასა და მასში ნაგულისხმევ პიროვნებისადმი პატივისცემის მოთხოვნას შორის. ლიბერალიზმის აყვავების ეპოქაში თავისუფლების აღნიშნულ კონცეფციას გამოკვეთილი მნიშვნელობა ჰქონდა - კერძოდ, უპირველეს ყოვლისა თავისუფალი პიროვნება არ უნდა ყოფილიყო იძულების ობიექტი. მაგრამ საზოგადოებრივი იძულება, რომელიც მას ამგვარი ძალდატანებისაგან იცავდა, ყველა ადამიანზე ვრცელდებოდა, რათა ერთმანეთის მიმართ იძულებისაგან შეეკავებინა. თავისუფლება ყველასათვის მიღწევადი იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანტის ცნობილი ფორმულის შესაბამისად, ერთი პიროვნების თავისუფლება, სხვა ადამიანთა თავისუფლებას არ შეზღუდავდა. შესაბამისად, თავისუფლების ლიბერალური კონცეფცია კანონით დაცულ თავისუფლებაში მდგომარეობდა, რომელიც ყოველი ადამიანის თავისუფლებას შეზღუდავდა, რათა ყველასათვის თავისუფლებისათვის ერთი და იგივე ხარისხი უზრუნველეყო. ეს ნიშნავდა არა ბუნებრივ თავისუფლებას, როგორც ამას ზოგჯერ უწოდებენ, ან პიროვნების იზოლირებულ თავისუფლებას, არამედ საზოგადოებაში შესაძლებელ თავისუფლებას, რომელიც შესაბამისი ნორმებით სხვების თავისუფლების უზრუნველსაყოფადაა შეზღუდული. ამ მხრივ ლიბერალიზმი ანარქიზმისგან მკვეთრად უნდა გამოიყოს. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ლიბერალიზმი იძულების ნაწილობრივ აუცილებლობას აღიარებს, გარკვეულ მინიმუმის ფარგლებში, რათა თავიდან იქნას აცილებული ერთი პიროვნების ან პიროვნებათა ჯგუფის მიერ სხვების მიმართ ნებისმიერი იძულება. ეს შესაბამისი კანონებით შემოსაზღვრულ თავისუფლებას ნიშნავს, რომელიც პიროვნებას თავიდან ააცილებს სხვების მხრიდან იძულების ობიექტად ქცევას, თუ ის საზღვრებს არ გასცდება.

აღნიშნული თავისუფლება შეიძლება უზრუნველყოფილ იქნას მხოლოდ მათთვის, ვისაც მისი დამცავი კანონების მორჩილება ძალუძს. მხოლოდ ზრდასრული და ქმედუნარიანი პიროვნება, რომელსაც შეუძლეა პასუხი აგოს საკუთარ ქმედებებზე, შეიძლება თავისუფლების მფლობელად ჩაითვალოს მაშინ, როცა ბავშვებისა და გონებრივი შეზღუდვების მქონე პირების მიმართ სხვადასხვა სახეობის ზედამხედველობა აუცილებლად ითვლება. თავისუფლების უზრუნველმყოფი წესების დარღვევის შემთხვევაში, პიროვნებამ შეიძლება პასუხი თავისუფლების დაკარგვით აგოს, ხოლო კანონმორჩილმა პირიქით, თავისუფლებით ისარგებლოს.

აღნიშნული თავისუფლება ამგვარად ყველა პიროვნებას აქვს ბოძებული, ვინც შეძლებს პასუხისმგებელი იყოს საკუთარ ქმედებებზე მაშინ, როცა კანონმდებლობით დაცვა მიზნის მიღწევაში დახმარებას ნიშნავს. მთავრობა ამ ძალისხმევის კონკრეტულ შედეგებზე პასუხისმგებელი ვერ იქნება. პიროვნებისათვის პირობების შექმნა, რათა მან გამოიყენოს საკუთარი შესაძლებლობები მის მიერ არჩეული მიზნების მისაღწევად, შეიძლება იმ საუკეთესო ქმედებად ჩაითვალოს, რისი შესრულებაც მთავრობას ნამდვილად ძალუძს პიროვნების სასარგებლოდ და ამავდროულად სხვებისთვის კეთილდღეობის მოსაპოვებლად. საუკეთესო შედეგი, რაც ერთი ადამიანის თავისუფლებამ შეუძლია მოუტანოს ყველა სხვა ადამიანს, არის პიროვნების საუკეთესო თვისებების რეალიზაციის ხელშეწყობა.

თავისუფლების ლიბერალურ კონცეფციას ხშირად და მართებულადაც, ნეგატიური კონცეფციის სახით წარმოაჩენდნენ. მშვიდობისა და სამართლიანობის მსგავსად, იგი ნაკლები ბოროტების პრინციპს გულისხმობს, როდესაც შექმნილია შესაძლებლობები და არა სარგებლის მიღების გარანტიები. თუმცა შესაძლებლობების შექმნაში მოსალოდნელია იმგვარი პირობების შექმნაც იგულისხმებოდეს, რომლებიც სასურველი შედეგის მიღების ალბათობას გაზრდიან. მაშასადმე, ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებების მოსპობა და არა ვალდებულება, რომ საზოგადოებამ ან სახელმწიფომ პიროვნებას კონკრეტული, მზა შედეგები მიაწოდოს. ამგვარი კოლექტიური ქმედებები, თუმცა არაა გამორიცხული აუცილებლობის შემთხვევაში, ან როდესაც ითვლება, რომ ეს ეფექტური გზაა მომსახურების გაუმჯობესებისათვის, მაგრამ დასაშვებია მხოლოდ მიზანშეწონილობის და კანონით განსაზღვრული თანასწორი თავისუფლების პრინციპებიდან გამომდინარე. ლიბერალური დოქტრინის გავლენის შესუსტება, რომელიც 1870 წლებიდან დაიწყო, მჭიდრო კავშირშია თავისუფლების ცნების რეინტერპრეტაციასთან და პიროვნებისათვის მიზნის მისაღწევად საჭირო საშუალებათა მრავალგვარობის უზრუნველყოფასთან.

თავი 8. კანონის ლიბერალური კონცეფცია

აზრი, რომელიც გატარებულია ლიბერალურ კონცეფციაში „თავისუფლების კანონით დაცვის“, ანუ ნებელობითი ძალმომრეობის უარყოფის შესახებ, იძენს მნიშვნელობას, რომელიც ამ კონტექსტში ეძლევა მცნებებს „კანონი“ და „ნებელობითი“. ეს ნაწილობრივ შეიძლება მიეწეროს ამ ცნებების განსხვავებულ გამოყენებას, რაც ლიბერალურ ტრადიციაში არსებული კონფლიქტითაა განპირობებული, ერთის მხრივ ვინც თვლის, რომ თავისუფლება შეიძლება, მხოლოდ კანონის ფარგლებში არსებობდეს (ჯონ ლოკი: ვინ შეიძლება იყოს თავისუფალი, როდესაც ყველა ადამიანის ნება შეიძლება მასზე დომინირებდეს?) და მეორეს მხრივ, კონტინენტურ ლიბერალებს შორის, რომელთა შორისაა ჯერემი ბენთამი, რომლის სიტყვებით: ,,ყოველი კანონი ბოროტებაა, რადგან ყოველი კანონი თავისთავად თავისუფლების დარღვევაა.“

რა თქმა უნდა, მართებულია, რომ კანონს თავისუფლების წართმევა შეუძლია. მაგრამ კანონმდებლობის ყოველი პროდუქტი როდია კანონი იმ მნიშვნელობით, რასაც მას ჯონ ლოკი, დევიდ ჰიუმი, ადამ სმითი, ემანუელ კანტი და გვიანდელი ინგლისელი ,,ვიგები“ ანიჭებდნენ და თავისუფლების გარანტად მიიჩნევდნენ. კანონზე საუბრისას მათ მხედველობაში ჰქონდათ კანონი, როგორც თავისუფლების აუცილებელი გარანტი, რომელშიც შედიოდა მხოლოდ განმსაზღვრელი საურთიერთობო წესები, რომლებიც შეადგენდნენ კერძო და კონსტიტუციურ სამართალს და არა საკანონმდებლო ორგანოს მიერ გამოცემული ყველა ნორმატიული აქტი. იმისათვის, რომ აქტი ჩათვლილიყო კანონად, იმ გაგებით, როგორადაც ის ბრიტანულ ლიბერალურ ტრადიციაში იგულისხმებოდა და თავისუფლების პირობების აღწერა, მას ინგლისური პრეცედენტული სამართლის მსგავასი ატრიბუტები უნდა ჰქონოდა არ იყო აუცილებელი საკანონმდებლო პროდუქტის სახე მიეღო; პიროვნების ქცევის ზოგადი მარეგულირებელი წესები, რომლებიც მომავალ უამრავ შემთხვევებს გაითვალისწინებდნენ, განსაზღვრავდნენ პიროვნებისათის მნიშვნელოვან სფეროებს და მაშასადამე, უნდა იყოს არსებითად აკრძალვების ხასიათის და არა სპეციალური ბრძანაბები. ამგვარად, ისინი საკუთრების ინსტიტუტისგან უნდა ყოფილიყვნენ ინსპირირებული. ამ საზღვრებით უნდა შემოსაზღვრულიყო სამართლიანი ქცევის წესები, რომლის მიხედვით პიროვნებას უნდა ჰქონოდა საშუალება, მის მიერ არჩეული მიზნის მისაღწევად საკუთარი ცოდნა და უნარ-ჩვევები გამოეყენებინა.

აქედან გამომდინარე, მთავრობის იძულების ფუნქცია შემოფარგლული უნდა ყოფილიყო ამ საურთიერთობო წესებით. ლიბერალური ტრადიცია უკიდურესი მიმდინარეობის გარდა, არ უკრძალავდა მთავრობას სხვა სამსახური გაეწია მოქალაქისათვის, ამაში იგულისხმებოდა, რომ ამგვარი სამსახურის გაწევა მთავრობას, მხოლოდ მის ხელთ არსებული რესურსების მეშვეობით და არა კერძო პირების იძულების გზით უნდა მოეხდინა, ანუ სხვა სიტყვებით რომ ითქვას, კერძო პირთა საკუთრება მთავრობის მიერ საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებული არ უნდა ყოფილიყო. ამ თვალსაზრისით საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილება ისევე საკამათო შეიძლება ყოფილიყო, როგორც რომელიმე თითმპყრობლის დადგენილება. მართლაც, საკანონმდებლო ორგანოს მიერ გამოცემულრი ნებისმიერი აკრძალვა, ან ბრძანება კონკრეტული პიროვნების ან ჯგუფების მიმართ, რომელიც არ შეესაბამებოდა უნივერსალური მიზანშეწონილობის კანონს, განიხილებოდა როგორც თვითნებობა. ამგვარად, ძველი ლიბერალური ტრადიციის მიხედვით, ხელისუფლების ძალადობრივი ქმედება თვითნებობად იქცევა, თუ ის ემსახურება საკუთრივ მთავრობის გარკვეულ მიზანს ან ნებას და არ გამომდინარეობს იმ უნივერსალური წესიდან, რომელიც საჭიროა რომ უზრუნველყოფილი იქნეს ურთიერთთანამშრომლობის ზოგადი წესრიგი, რომელიც თავის მხრივ განპირობებულია მოქმედი საურთიერთობო წესებით.

თავი 9. კანონი და ქმედებების სპონტანური თანმიმდევრობა.

მნიშვნელობა, რომელიც ლიბერალურმა თეორიამ მიანიჭა სამართლიანი საურთერთობო წესების დადგენას, ეფუძნება მოსაზრებას, რომ სწორედ მათი არსებითი გავლენა განაპირობებს იმ თვითგენერირებად, ანუ სპონტანურ წესრიგს, რომელიც ყალიბდება იმ განსხვავებული პიროვნებებისა და ჯგუფების ქმედებების შედეგად, რომელთაგანაც თითოეული საკუთარი ცოდნის საფუძველზე ესწრაფვის საკუთარ მიზნებს.

ამას მე-18 საუკუნის ლიბერალური ტრადიციის დიდ ფუძემდებლების დევიდ ჰიუმისა და ადამ სმითის შრომებიც მოწმობს, რომლებიც ინტერესების ბუნებრივ ჰარმონიას კი არ აღიარებდნენ, არამედ მოჰყავდათ არგუმენტი, რომ სხვადასხვა პიროვნებათა განსხვავებული ინტერესების ქცევის გარკვეული წესებით უნდა შეჯერებულიყვნენ, ან როგორც მათი თანამედროვე ჯოშუა თაკერი აცხადებს: ,,საკუთარი თავისადმი სიყვარულს, საყოველთაო მამოძრავებელ ძალას ისეთი მიმართულება უნდა მიეცეს, რომ საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილება საზოგადოებრივი ინტერესების განხორციელებისკენ იყოს მიმართული.“ მე-18 საუკუნის ზემოთხსენებული მოღვაწენი ისევე იყვნენ დაინტერესებულების კანონის ფილოსოფიით, როგორც ეკონომიკური წესრიგით. მათი კონცეფციები კანონის არსის შესახებ და საბაზრო მექანიზმის თეორია ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდებოდნენ. მათი გაგებით, რომ მხოლოდ კანონის ზოგიერთი პრინციპის, უპირველეს ყოვლისა, კერძო საკუთრებისა და კონტრაქტის სავალდებულოობის აღიარება, განაპირობებდა ცალეკეულ პიროვნებებს სამოქმედო გეგმების იმდაგვარ შეთანხმებას, რომ მათი გეგმების განხორციელება საუკეთესოდ ყოფილიყო დაცული. როგორც მოგვიანებით ეკონომიკურმა თეორიამ უფრო ნათლად წარმოაჩინა, ამგვარი ორმხრივი ან მარავალმხრივი შეჯერება, ხალხს საშუალებას მისცემდა ერთმანეთისათვის სამსახური გაეწიათ, სხვადასხვა ცოდნისა და შესაძლებლობების გამოყენების გზით თავიანთი მიზნების მისაღწევად.

სამართლიანი საურთიერთობო წესების დანიშნულება იყო არა კერძო პირების ძალისხმევის ორგანიზება, რომელიმე შეთანხმებული მიზნის მისაღწევად, არამედ ქმედებათა ზოგადი წესრიგის უზრუნველყოფა, რომლის მეშვეობით თითოეული შეძლებდა, რაც შეიძლება მეტად ესარგაბლა სხვა პიროვნებების ძალისხმევისგან, საკუთარი მიზნების განხორციელების დროს. ამგვარი სპონტანური წესრიგის ჩამოყალიბებისათვის ხელსაყრელი სამართლიანი საურთიერთო წესები ითვლებოდა წარსულში დიდი ხნის ექსპერიმენტების შედეგად. თუმცა ითვ;ებოდა, რომ მათი სრულყოფა შეიძლებოდა და გაუჯობესება, ნაბიჯ-ნაბიჯ გამოცდილების დაგროვების პარალელურად უნდა მომხდარიყო, როდესაც ცვლილების შეტანის სარგებლიანობა გამოჩნდებოდა.

თვითრეგულირებადი სპონტანური წესრიგის უდიდეს უპირატესობად ითვლებოდა არა მხოლოდ ის, რომ მისი მეშვეობით პიროვნებებს თავისუფლად შეეძლოთ საკუთარი, თუნდაც ეგოისტური ან ალტრუისტული მიზნებისაკენ სწრაფვა, არამედ ისიც, რომ მისი მეშვეობით შესაძლებელი იყო კონკრეტული გარემოებების შესახებ დროსა და სივრცეში ფართოდ გაფანტული იმ ცოდნის გამოყენება, რომელსაც მხოლოდ სხვადასხვა პიროვნებები ფლობდნენ და შეუძლებელი იუო, რომ ერთპიროვნულად განეჭვრიტა რომელიმე ხელისუფალს. მზარდი ცოდნის სწორედ ამგვარი გამოყენება და არა ეკონომიკური საქმიანობის ცენტრალიზებული მართვის სხვა რომელიმე სისტემა იძლევა საბოლოო ჯამში დოვლათის იმ მრავალფეროვნებას, რაც ნებისმიერ სხვა საშუალებით შეიძლებოდა რომ შექმნილიყო.

მაგრამ, თუ აღნიშნული წესრიგის დამყარების მინდობა ბაზრის სპონტანური ძალებისთვის, რომლებიც შესაბამისი კანონების შეზღუდვებს ემორჩილებიან, უფრო ყოვლისმომცველ წესრიგს დაიცავს და კონკრეტული გარემობებების მიმართ უფრო სრულ ადაპტაციას განაპირობებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ წესრიგის კონკრეტული შემადგენელი ფაქტორები კი არ დაექვემდებარებიან კონტროლს, არამედ ძირითადად შემთხვევითობას დაექვემდებარებიან.

კანონმდებლობას და სპეციალურ ინსტიტუტებს, რომლებიც აყალიბებენ საბაზრო წესრიგს, მხოლოდ ზოგადი აბსტრაქტული ხასიათის მიმართულებების მიცემა შეუძლიათ, მაგრამ ვერ ახდენენ სპეციფიკურ გავლენას ცალკეულ პიროვნებებზე თუ ჯგუფებზე.

ამ წესრიგის გამართლებისთვის ისიც საკმარისია, რომ ის ზრდის შანსებს ყველასათვის და ყოველი ინდივიდის წარმატებას, პირველ რიგში, მისსავე წარმატებაზე დამოკიდებულს ხდის. ამასთან, ყოველი პიროვნებისა თუ ჯგუფის წარმატება კვლავ რჩება იმ გარემობებეზე დამოკიდებული, რომლებიც არავის კონტროლს არ ექვემდებარება. ადამ სმითიდან მოყოლებული, საბაზრო ეკონომიკაში ცალკეულ პიროვნებათა მონაწილეობა მიამსგავსეს თამაშს, რომლის შედეგები ნაწილობრივ მონაწილის უნარ-ჩვევებზე და ძალისხმევაზეა დამოკიდებული, ხოლო ნაწელობრივ იღბალზე. ინდივიდები თანხმდებიან თამაშზე, რადგან ასეთი გზით ისინი მიიღებენ უფრო მეტს, ვიდრე ნებისმიერი სხვა მეთოდით. მაგრამ, ამაგვდროულად, ყოველი ინდივიდის საბაზრო წილი შეიძლება ყოველგვარი შემთხვევითობის მსხვერპლი გახდეს და ნამდვილად არ არსებობს გარანტია, რომ მისი სუბიექტური შეფასება ყოველთვის ადექვატურად იქნება გაზიარებული სხვების მიერ.

ლიბერალური სამართლიანობის კონცეფციის სხვა პრობლემების განხილვისათვის, აუცილებელია ამ კონსტიტუციური პრინციპების გარჩევა, რომლებშიც კანონის ლიბერალური კონცეფციაა გათვალისწინებული.

თარგმნეს:
გიორგი გეგუჩაძემ და ლელა ვადაჭკორიამ

11 ამერიკული კლასიკური ლიბერალიზმი

▲back to top


ლეველ როქველი

ლეველინ როქველი თანამედროვეავსტრიული ეკონომიკური სკოლისამერიკული ფრთის ერთ-ერთი ლიდერი, ლიბერტარიანელი პოლიტიკოსი, აქტიური ჟურნალისტი და შედეგიანი ორგანიზატორია. იგი, ალაბამას შტატში, ოუბურნში განლაგებული მიზეზის სახელობის ინსტიტუტის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, აგრეთვე კალიფორნიაში, ბურლინგემში განლაგებული ლიბერტარიანული კვლევების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტია. რამოდენიმე მნიშვნელოვანი წიგნის რედაქტორს, ბრწყინვალე პუბლიცისტსა და ორატორს, გამოქვეყნებული აქვს ათასობით სტატია, რომელშიც მეტად სხარტად, მახვილ-გონივრულად, ზუსტად და აქტიურად აქვს გაანალიზებული ადამიანის თავისუფლების, მისი სამეურნეო საქმიანობის ხელშეუხებლობისა და სხვებთან მშვიდობიანი თანაარსებობის პრობლემები, თანამედროვე ეკონომიკისა და პოლიტიკაში. მისი შეხედულები, დღევანდელობის პრობლემა სახელმწიფოს როლის გადამეტება და ადამიანის თავისუფლების დაკნინებაა. ამ საკითხს ეხმიანება მისი ნაშრომიამერიკული კლასიკური ლიბარალიზმი“, რომელიც 1996 წელსაა დაწერილი და გარკვეულწილად, მისი პოლიტიკური შეხედულებების შემჭიდროებულ ვერსიას წარმოადგენს. ის, საკუთარი საქმიანობით, რუდუნებით და თამნიმდევრულობით, ამტკიცებს, რომ შესაძლებელია სახელმწიფოსაგან დაუხმარებლად, კერძო სემოწირულობებისა და საკუთარი სამეცნიერო პროდუქციის - წიგნების, ბროშურების, სამეცნიერო ჟურნალების რეალიზებითა და ფასიანი ლექცია-სემინარების მოწყობით მიღებული შემოსავლებით, მოქმედებდეს კვლევითი დაწესებულება - მიზეზის ინსტიტუტი. ამასთან, წარმოადგენდეს თანამედროვეავსტრიელიდალიბერტარიანულითეორიების კვლევის უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ცენტრს, სადაც ყოველწლიურად, ციდნის გაღრმავებისა და დაუვიწყარი გამოცდილების მირების საშუალება აქვს ათასობით ადამიანს, მათ შორის საქართველოდან. მის შემოქმედების, ისევე როგორც მიზესის ინსტიტუტის შესახებ ინფორმაცია მოიპოვება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.mises.org; www.lewrokwell.com; www.worldnetdaily.com/news/archives.asp?author_id=25

შესავალი

ყოველ ოთხ წელიწადში, როცა ნოემბრის საპარლამენტო არცევნები ახლოვდება, მე ერთადერთი ოცნება მაქვს, არ მაინტერესებდეს და არ ვღელავდე, თუ ვის აირჩევენ და ვინ იქნება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. უფრო მეტიც, არ მჭირდებოდეს, რომ ვიცოდე და ვღელავდე. არ ვიყო ვალდებული ხმა მივცე, ან რაიმე ყურადღება დავუთმო საარჩევნო კამპანიის დებატებს. შემეძლოს უგულებელვყო ყველა საარჩევნო რეკლამა და ასეთი ქმედებით, არ ვრისკავდე ჩემი ოჯახის, ან ქვეყნის კეთილდღეობით. ჩემი თავისუფლება და საკუთრება კი იმდენად დაცული იყოს, რომ საერთოს არ ჰქონდეს მნიშვნელობა, თუ ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში. პრეზიდენტის სახელის ცოდნაც არ უნდა მჭირდებოდეს.

ჩემს ოცნებაში, პრეზიდენტი უფრო მეტად სიმბოლურ დატვირთვას ატარებს და იგი, ჩემთვის და ჩემი თემისთვის, თითქმის უხილავია. მის განკარგულებაში არაა საზოგადოებრივი დოვლათი. იგი არ ხელმძღვანელობს რომელიმე მარეგულირებელ დეპარტამენტს. მას არ ძალუძს დაგვბეგროს გადასახადებით; გააგზავნოს ჩვენი შვილები უცხო ქვეყანათა ომებში; თავისი სურვილისამებრ გადაანაწილოს დოვლათი მდიდრებზე ან ღარიბებზე; მოსამართლეების დანიშვნით, ჩვენი თვითმმართველობის უფლება წაგვართვას; მართოს ცენტრალური ბანკი, რომელიც განუსაზღვრელად ზრდის ფულის მიწოდებას და ხელოვნურად იწვევს საწარმოო აღმავლობებისა და ჩავარდნების ციკლს; ან საკუთარი სეხედულებებით წამდაუწუმ ცვალოს კანონები, მისთვის სასურველი, საგანგებო ინტერესთა ჯგუფების წახალისების, ან არასასურველთა - დასჯის მიზნით.

პრეზიდენტის საქმიანობა

შტატებს შორის საკამათო საკითხების გადაწყვეტას თუ არ ჩავთვლით, პრეზიდენტის საქმეს პრაქტიკულად არანაირი ძალაუფლება არ სჭირდება. მან უბრალოდ ზედამხედველობა უნდა გაუწიოს ერთიციცქნა მთავრობას. მისი ტანამდებობა, ფაქტობრივად, წარმოადგენს მხოლოდ ერთ-ერთ მუდმივ რგოლს, იმ სახელისუფლებო ჯაჭვიდან, რომელსაც ექვემდებარებიან სახელმწიფო მოხელეები, როგორც მის ირგვლივ, ისე ათასობით მოსამსახურე, შტატისა თუ ადგილობრივ დონეზე. იგი იცავს კანონის მკაცრ მოთხოვნებს, რადგან ყოველთვის ახსოვს, რომ მისი დაუმორჩილებლობის ან ძალაუფლების გაფართოების ნებისმიერ მცდელობას, იმპიჩმენტი და მისი კრიმინალად აღიარება მოჰყვება.

მაგრამ იმპიჩმენტი ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან მას და მის სავარძელს, საფრთხე თითქმის არ ემუქრება. ამასთანავე პრეზიდენტი განსაკუთრებული თვისებების მატარებელი ადამიანია. იგი, საზოგადოების ბუნებრივი ელიტის პატივისცემით სარგებლობს. ესაა პიროვნება, რომლის პატიოსნებაში ყველა დარწმუნებულია, ვინც კი მას ოდესმე იცნობდა. ის, ყველაზე კარგად წარმოაჩენს, თუ რას ნიშნავს იყო ამერიკელი. პრეზიდენტი შეიძლება იყოს მდიდარი მემკვიდრე, წარმატებული საქმოსანი, უაღრესად განათლებული ინტელიგენტი, ან ცნობილი ფერმერიც კი. მიუხედავად ყველაფრისა, მისი ძალაუფლება მინიმალურია. მას მოხელეთა ერთი ციდა ჯგუფი აბარია, რომელიც ძირითადად ისეთი ოფიციალური საკითხების მოგვარებითაა გაკავებული, როგორიცაა განკარგულებების ხელმოწერა და შტატების შეხმძღვანელ პირებთან შეხვედრების დაგეგმვა.

პრეზიდენტობა არაა ის თანამდებობა, რომელზედაც აშკარად დიდი მოთხოვნაა. ის დროებითია, მაგრამ მაინც ითვლება საპატიოდ. იმისთვის, რომ ეს მართლაც არ გაცდეს ამ ჩარჩოს, პიროვნება, რომელიც ვიცე-პრეზიდენტადაა არჩეული, წარმოადგენს პრეზიდენტის მთავარ ოპონენტს. შესაბამისად, იგი ყოველთვის ახსენებს ქვეყნის მეთაურს, რომ მისი შეცვლა ადვილად შეიძლება. აქედან გამომდინარე ვიცე-პრეზიდენტის სამსახური საკმაოდ ძლიერია, მაგრამ არა ხალხთან მიმართებაში, არამედ იმით, რომ იგი მუდმივად ზედამხედველობს და ზღუდავს ხელისუფლებას.

ჩემნაირი ადამიანებისათვის, რომელთა ინტერესთა სფერო პოლიტიკის მიღმაა, სულ ერთია ვინ იქნება პრეზიდენტი. არც იგი და არც ვინმე სხვა, მისი ქვეშევრდომთაგანი, ჩემს ცხოვრებაზე არანაირ გავლენას არ ახდენს. მისი ავტორიტეტი ძირითადად საზოგადოა და გამომდინარეობს იქედან, თუ რამდენად სცემს მას პატივს საზოგადოების ელიტა. მისი ავტორიტეტი ისევე ადვილად იკარგება, როგორც მოიპოვება. ასე რომ ნაკლებად შესაძლებელია, რომ ის ბოროტად იქნეს გამოყენებული.

ეს პიროვნება არჩეულია არაპირდაპირი გზით, შტატების რჩეული ხმოსნების მიერ, რომელთა მიმართ ერთადერთი პირობა არსებობს - ხმოსანი არ შეიძლება ფედერალური ბიუროკრატი იყოს. იმ შტატებში, სადაც მაჟორიტარული წესით აძლევენ ხმას, ყველა მოქალაქეს, ან მცხოვრებს როდის უნდა შეეძლოს მონაწილეობის მიღება. ის ადამიანები, რომლებიც ხმას აძლევენ, უნდა შეადგენდნენ მოსახლეობის მცირე ნაწილს, რომლებიც საზოგადოების სანუკვარი ინტერესებიდან საუკეთესოს გამოხატავენ. ანუ ის ადამიანები, რომელნიც ფლობენ საკუთრებას, რომლებსაც აქვთ ოჯახები და მიღებული აქვთ განათლება. ეს ამომრცევლები ირცევენ ადამიანს, რომლის საქმე, მხოლოდ ქვეყნის უსაფრთხოებაზე, სტაბილურობასა და თავისუფლებაზე ფიქრი და ზრუნვაა.

უხილავი მთავრობა

იმ ადამიანების თავისუფლება, ვისაც არც არცევნებში მიუღია მონაწილეობა და არც პოლიტიკა აინტერესებს, დაცულია. მათ არ გააჩნიათ რაიმე საგანგებო უფლებები, თუმცა მათი პიროვნების, საკუთრებისა და თვითმმართველობის უფლებები ეჭვქვეშ არასოდეს დგება. ამის გამო ისევე, როგორც პრაქტიკული მიზნებისათვის, მათ შეუძლიათ დაივიწყონ პრეზიდენტიც და დანარჩენი ფედერალური მთავრობაც. მათი არსებობა ხომ, თითქმის შეუმჩნეველია. ხალხი მათ პირდაპირ გადასახადებს არ უხდის. პრეზიდენტი არ ეუბნება და არ მიუთითებს მათ, თუ როგორ უნდა წარმართონ თავიანთი ცხოვრება. იგი მათ საზღვარგარეთ ომებსჰი არ აგზავნის; არ არეგულირებს სკოლებს; არ უხდის პენსიებს; არ ქირაობს მათ, მათივე თანამოძმეებზე საჯაშუშოდ. მტავრობა თითქმის სრულიად უხილავია.

ის პოლიტიკური განხილვები, რომლებშიც მე მონაწილეობას ვიღებ, ქალაქის ან შტატის დონეზე მიმდინარეობს და საგადასახადო, საგანმანათლებლო, კრიმინალურ, საზოგადოებრივი წარმოების თუ ემიგრაციის საკითხებს მოიცავს. ერთადერთი გამონაკლისია ეროვნული თავდაცვა, ვინაიდან პრეზიდენტი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია. თუმცა აქაც, ის კონგრესის მიერ ომის შესახებ განცხადების მირებაზეა დამოკიდებული. ეს კი უცხოელი დამპყრობლებისაგან საზღვრების დაცვაზე მეტს არ მოითხოვს, რაც შედარებით ადვილი ამოცანაა ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით; რაც იმ ოკეანესაც გულისხმობს, რომელიც ჩვენ დანარჩენი მსოფლიოსაგან და მისი განუწყვეტელი ომებისაგან გვყოფს.

ჩემს ოცნებაში, არსებობს ვაშინგტონის ხელისუფლების წარმომადგენელტა ორი სახე: - წარმომადგენელთა პალატის წევრები, ანუ სხვადასხვა შტატების წარმომადგენელთა მიერ შემდგარი უზარმაზარი თავყრილობა, რომელიც მოსახლეობის ზრდასთან ერთად იზრდება და შტატების კანონმდებელთა მიერ არცეული სენატი. პალატა არსებობს იმისათვის, რომ ფედერალურ სენატს მეთვალყურეობა გაუწიოს, ხოლო ფედერალური სენატი იმისათვის მუშაობს, რომ ქვეყნის აღმასრულებელს მეთვალყურეობდეს.

საზოგადოებაზე საკანონმდებლო ძალაუფლების ზეგავლენა უმნიშვნელოა. კონგრესმენს მცირე სტიმული გააჩნია, რომ ხელისუფლების ძალაუფლება გაზარდოს, რადგან თავად ის ჩვეულებრივი მოქალაქეა. ჩემი შტატიდან არჩეულ წარმომადგენელთა პალატის წევრი, ჩემი სახლიდან სულ რაღაც ერთი მილის დაშორებით ცხოვრობს. ის ჩემი მეზობელი და მეგობარია. მე არ ვიცნობ ჩემს ფედერალურ სენატორს და მისი ცნობა არც მჭირდება, რადგან იგი შტატის იმ კანონმდებლის წინაშეა პასუხისმგებელი, რომელსაც თავის მხრივ მე ვიცნობ.

აქედან გამომდინარე, ჩემს ოცნებაში, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისას თითქმის არაფრით ვრისკავ. აღარ აქვს მნიშვნელობა თუ ვინ გაიმარჯვებს, ხელშეუხებელი და დაცული მრჩება ჩემი თავისუფლება და საკუთრება.

უკიდურესი დეცენტრალიზაცია

ამ ქვეყნის პოლიტიკა უკიდურესად დეცენტრალიზებულია, ხოლო საზოგადოება თავისუფალი ეკონომიკური კავშირებითაა გაერთიანებული. მას ამთლიანებს ასევე ვაჭრობის სისტემა, რომელიც ორმხრივ სარგებელზეა დაფუძნებული და ადამიანებს საშუალებას აძლევს, ურთიერთობა სურვილის მიხედვით დაამყარონ, გამოიგონონ, დააგროვონ და სურვილისამებრ იმუშაონ. ეკონომიკა არ არის კონტროლირებადი, ან შებოჭილი რომელიმე ბერკეტით, ან რაიმე ცენტრალიზებული ბრძანების ზეგავლენით.

ხალხი უფლებამოსილია შეინარჩუნოს რასაც გამოიმუშავებს. ამასთან ფული, რომელსაც საზოგადოება სავაჭროდ იყენებს უნდა იყოს მყარი, ოქროს საშუალებით უზრუნველყოფილი და სტაბილური მსყიდველობითი უნარის მქონე. კაპისტალისტებს, საქმიანობის ცამოცკება და შეწყვეტა სურვილისამებრ შეუძლიათ. მშრომელებს აქვთ თავისუფლება, ხელი მოჰკიდონ იმ სამუშაოს, რომელიც სურთ, ამასთან, ნებისმიერ ასაკში და სასურველი ანაზღაურებით. საქმოსნებს ორი მიზანი აქვთ - მომხმარებლებს მოემსახურონ და მოგება მიიღონ.

ქვეყანაში არ არსებობს დასაქმების კონტროლი, საკანონმდებლო შეღავათები, სოციალური გადასახადები და სხვა სახის რეგულირებები. ამის გამო ყველა იწაფება იმაში, რაც მას საუკეთესოდ გამოსდის. საქონლისა და მომსახურების ნებაყოფილობითი, მშვიდობიანი ურთიერთგაცვლა კი, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბითაა შესაძლებელი, მუდმივად მზარდ კეთილდღეობას განაპირობებს.

ის, თუ რა გარეგნულ სახეს მიიღებს მეურნეობა - აგროსამრეწველოს, ინდუსტრიალურს, თუ მაღალ-ტექნოლოგიურს, ფედერალური მთავრობისათვის მნიშვნელობა არა აქვს. ვაჭრობა უფლებამოსილია ბუნებრივად და თავისუფლად განვითარდეს და ყველას ესმის, რომ იგი მესაკუთრეობის და არა მოხელეების მიერ უნდა იყოს მართული. ფედერალურ მთავრობას, რომც უნდოდეს, შიდა გადასახადების შემოღება არ შეუძლია. მნიშვნელოვნად მცირეა საშემოსავლო გადასახადი და უცხო ერებთან ვაჭრობა, კონკურენტული და თავისუფალია.

თუკი შემთხვევით, თავისუფლების ეს სისტემა დაცემას დაიწყებს, ჩემს საკუთარ პოლიტიკურ თემს, იმ შტატს, სადაც მე ვცხოვრობ აქვს არჩევანი: - ფედერალურ მთავრობას გამოეყოს, ჩამოაყალიბოს ახალი ხელისუფლება და შეუერთდეს სხვა შტატების მსგავს ქმედებებს. კანონი მიწის შესახებ სწორედ ასეთი განცალკევების ნებისდამრთველ ნორმას უთვალისწინებს. რადგან სწორედ ეს მოთხოვნა იყო ერთ-ერთი უმთავრესი იმ გარანტიებიდან, რომელმაც ფედერაციის დაარსება უზრუნველყო. მართლაც, ხანდახან, შტატები განცალკევებით იმუქრებიან, რათა ფედერალურ მთავრობას აჩვენონ თუ ვინ არის უფროსი.

ეს სისტემა იმ ფაქტს ადასტურებს, რომ პრეზიდენტი, ამერიკელი ხალხის პრეზიდენტი სულაც არ არის, და კიდევ უფრო ნაკლებად მათი მბრძანებელი. არამედ იგი, უბრალოდ „შეერთებული შტატების“ პრეზიდენტია. იგი მსახურობს მხოლოდ მათი ნებართვით და ისიც მეტადრე, როგორც პოლიტიკური თემების მიერ შექმნილი ამ ნებაყოფილობითი კავშირის სიმბოლური თავკაცი. ამ პრეზიდენტს არ შეუძლია შეძღუდოს შტატების უფლებები, გაცილებით ნაკლებად ლახავს მათ უფლებებს პრაქტიკაში, რადგან ის ამით სამოხელეო ფიცს დაარღვევს და რისკავს, კინწისკვრით არ იქნეს გაძევებული.

ცენტრალიზებული მართვის გარეშე მომქმედ ამ საზოგადოებაში, დომინანტური სოციალური ავტორიტეტის ფუნქციას, კერძო ასოციაციების ფართო ქსელი ასრულებს. მაგალითად, რელიგიური საზოგადოებები საზოგადოებრივ და პირად ცხოვრებაზე უზარმაზარ გავლენას ფლობენ ისევე, როგორც სამოქალაქო ჯგუფები და ნებისმიერი სახის საზოგადოების ლიდერები. სწორედ ისინი ქმნიან საზოგადოებრივ ურთიერთობათა იმ დიდ და ნამდვილ ნაირსახეობას, სადაც ყველა ინდივიდი და ჯგუფი პოულობს ადგილს.

პოლიტიკური დეცენტრალიზაციის, ეკონომიკური თავისუფლების, თავისუფალი ვაჭრობისა და თვითმმართველობის ასეთი კომბინაცია დღითიდღე, ყველაზე წარმატებულ, დივერსიფიცირებულ, მშვიდობიან და სამართლიან საზოგადოებას ქმნის, რაც კი მსოფლიოს ოდესმე სცოდნია.

არანაირი უტოპია

ეს უტოპიაა? არსებითად, ეს მეტი არაფერია, თუ არა შედეგი ჩემი თავდაპირველი დაშვებისას, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის ძალაუფლება იმდენად შეზღუდულია, რომ მნიშვნელოვანია არაა ვიცოდე, ვინ არის იგი. ეს ნიშნავს თავისუფალ საზოგადოებას, რომელიც ვინმეს მიერ კი არ იმართება, არამედ იმართება უშუალოდ მისი წევრების - მოქალაქეების, მშობლების, მშობლებისა თუ მეწარმეების შესაძლებლობების მიხედვით.

შესაძლებელია თქვენ უკვე მიხვდით, ჩემი ოცნება სწორედ იმ მიზნის მიღწევაა, რომელიც დამფუძნებელი მამების მიერ, ჩვენი სისტემის შექმნით იყო დასახული. ის შეერთებული შტატების კონსტიტუციით შეიქმნა. ანდა, უკიდურეს შემთხვევაში, ეს ის სისტემაა, რომელიც ამერიკელთა უდიდესი უმრავლესობის რწმენით, შეერთებული შტატების კონსტიტუციის მეშვეობით იქნა ჩამოყალიბებული. რამდენადაც განსხვავებული არ უნდა იყოს ის დღეს, წინათ ის მსოფლიოს უდიადესი, თავისუფალი რესპუბლიკა იყო.

ეს იყო ქვეყანა, სადაც ხალხი საკუთარ თავს მართავდა და საკუთარი მეურნეობის თავადვე დაგეგმვა შეეძლო. ის ქვეყნის დედაქალაქიდან არ იგეგმებოდა. პრეზიდენტი არასოდეს იჩენდა ზედმეტ ყურადღებას ამერიკელი ხალხის ყოფიერი პრობლემების მიმართ, რადგან ფედერალურ მთავრობას ამის შესახებ არაფერი ჰქონდა სათქმელი. ეს საკითხი თავად ხალხის პოლიტიკური გაერთიანებების არჩევანს იყო მინდობილი.

სანამ კონსტიტუცია რატიფიცირებულ იქნებოდა, ზოგიერთს მასში ეჭვი ეპარებოდა. ასეთი მოსაზრების ადამიანებს ანტი-ფედერალისტებს უწოდებდნენ. ამ უკანასკნელთ არ მოსწონდათ კონფედერაციის მუხლების უკიდურესი დეცენტრალიზაციის საწინააღმდეგოდ მიმართული ცვლილებები. მათი შიშის გასაქარვებლად და დასარწმუნებლად, რომ ფედერალური მთავრობა მკაცრად შეძღუდული იყო, დამფუძნებელმა მამებმა ფედერალური ზალაუფლება, შემდგომში უფლებათა დეკლარაციით შემოფარგლეს. ამ დოკუმენტის მიზანი, სულაც არ იყო შტატების უფლებების გაზრდა. ის არც შეხებია მათ. უფლებათა დეკლარაციამ უბრალოდ, უკიდურესად შეზღუდა ცენტრალური მთავრობის გავლენა ცალკეულ ინდივიდებზე და მათ გაერთიანებებზე.

როგორც ალექსის დე ტოკვილმა შენიშნა, 1830 წლამდე ამერიკის შეერთებული შტატების ცხოვრებაზე დაკვირვების შედეგად, „ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს ძალაუფლება, რომელიც თუმცა გარკვეულწილად გაუცხოებულია სოციალური ორგანიზმისაგან, მაგრამ მაინც წარმართვას მას და აიძულებს, რომ აღმავალი განვითარების გზას მისდიოს. სხვაგან მმართველი ძალა დაყოფილია ადამიანთა ფენებს შორის. მაგრამ შეერთებულ შტატებში მსგავსი არაფერი ჩანს. იქ საზოგადოება, საკუტარ თავს თავადვე და ტავისივე შეხედულებით მართავს“ და „იშვიათად თუ შეხვდებით პიროვნებას, რომელიც ფიქრობდეს, ან კიდევ უფრო ნაკლებად, საუბრობდეს“ სხვა რომელიმე სისტემის შესახებ.

თავად პრეზიდენტის ინსტიტუტის შესახებ, ტოკვილი აღნიშნავდა, რომ „მისი ზალაუფლება დროებითი, შეზღუდული და დაქვემდებარებულია“ და „ჯერჯერობით, არც ერთ კანდიდატს არ გაუღვიძებია ხალხში სახიფათო ენთუზიაზმი და ცეცხლოვანი აღფრთოვანება თავის სასარგებლოდ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მანამ, სანამ ის ხელისუფლებას ხელმძღვანელობს, მას მხოლოდ შეზღუდული ძალაუფლება აქვს, მცირე შესაძლებლობები და უმნიშვნელო დიდება, რომლითაც ის საკუტარ მეგობრებში იამაყებდა. სახელმწიფოში მისი გავლენა ძალიან პატარაა საიმისოდ, რომ მან ააყვავოს, ან დააქციოს ის სფეროები, რომლებიც მის ძალაუფლებას სცდება“.

ასეთი ამერიკა არასოდეს შეურიგდება ისეთ ძალმომრეობას, როგორიცაა ე.წ. „კანონი - ამერიკელები, შრომისუუნაროთა მხარდამხარ“. ეს არის კანონი, რომელიც შეერთებული შტატების ყოველი ადგილობრივი, საზოგადოებრივი შენობის დაპროექტების წესებს განსაზღვრავს. ის ანიჭებს ვეტოს უფლებას ყველა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც დასაქმების საკითხებს ეხება. ის ავალდებულებს ადამიანებს, არ გაუწიონ ანგარიში სხვა ადამიანების შესაძლებლობებს ყოველდღიურ სამეურნეო საქმიანობაში. ყოველივე ეს, მხოლოდ ბიუროკრატების მთელი ჯარის მიერაა თავსმოხვეული, რომელნიც იურისტებთან მხარდამხარ საქმიანობენ და იციან, თუ როგორ გამდიდრდნენ სისტემის მანიპულირების შედეგად.

ეს კანონი, ერთი უბრალო მაგალითია იმ ათიათასიდან, რომელიც მოქმედებს. არადა, ასეთ რამეს მართლაც რომ ვერ წარმოიდგენდნენ დამფუძნებელი მამები. თუმცა მათი შეხედულება გამოწვეული იყო არა იმით, რომ მათ ხეიბრები სძულდათ, ან ფიქრობდნენ, რომ ასეთი ადამიანები გამორცეულად დაცაგრულნი, ან წახალისებულნი უნდა ყოფილიყვნენ. არამედ უბრალოდ დამფუძნებელი მამები იზიარებდნენ ხელისუფლებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების შესახებ შეხედულებებს, რომელნიც მსგავსი კანონის დაშვებასაც კი უარყოფენ. თავდაპირველად „ლიბერალიზმიც“ სწორედ ამ ფილოსოფიურ მიმდინარეობას ეწოდა.

ლიბერალიზმი

მე-18 და მე-19 საუკუნეებში, ლიბერალიზმის ცნება საზოგადოდ, საზოგადოებრივი ცხოვრების ფილოსოფიას ნიშნავდა, რომელსაც შემდეგი პრინციპი გააჩნდა - საზოგადოებებს და მათ კომპონენტებს, რაიმე სახის ცენტრალური მმართველობა და კონტროლი არ სჭირდებათ, რადგან საზოგადოებები, ჩვეულებრივ, საკუთარ თავს მართავენ, საკუთარ წევრთა ნებაყოფილობითი და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გზით. დგეს ამგვარ ფილოსოფიას ლიბერალიზმს ვერ ვუწოდებთ, ვინაიდან ეს ცნება, დემოკრატიული ტოტალიტარიზმის მიერ იქნა მითვისებული. იმისთვის, რომ ეს ფილოსოფია ხელახლა, ჩვენი დროის შესატყვისად წარმოვაჩინოთ, ჩვენ მას, ახალი სახელი - „კლასიკური ლიბერალიზმი“ უნდა ვუწოდოთ.

კლასიკური ლიბერალიზმი ისეთ საზოგადოებას აღნიშნავს, სადაც ცემი ოცნება რეალობაა. სადაც ჩვენ, პრეზიდენტის სახელის ხსენება სულაც არ გვესაჭიროება. სადაც არჩევნების შედეგები მნიშვნელოვანი არაა, რადგან საზოგადოება კანონების და არა ადამიანების მიერ იმართება. როდესაც ჩვენ არ გვეშინია ჩვენი მთავრობის, რადგან მას ჩვენგან, არც არაფერი მიაქვს, და არც - მოაქვს. არამედ ის გვანებებს, რომ ჩვენი ცხოვრება, საზოგადოებრივი ყოფა და მომავალი, თავადვე განვსაზღვროთ.

ჩვენს ქვეყანაში, მთავრობაზე და საზოგადოებაზე ასეთი წარმოდგენა ისევე დაინგრა, როგორც უმრავლეს ქვეყნებში. თუმცა ჩვენს შემთხვევაში, შეერთებული შტატების პრეზიდენტი, არა მხოლოდ დიდი ზალაუფლების მქონე პირია, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმ დაწესებულებების რაოდენობასა და მათში დასაქმებულთა რიცხვს, რომლებსაც ის ხელმძღვანელობს, არამედ მთელ დედამიწაზე ყველაზე გავლენიანი და ძლევამოსილი ადამიანიც.

ხელისუფლების საწინააღმდეგო?

ცხადია, ჩემი შენიშვნები სეიძლება გაგებულ იქნეს, როგორც ხელისუფლების საწინააღმდეგო. ჩვენ ხომ ყოველთვის და ყოველდღე გვეუბნებოდნენ, რომ ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების საწინააღმდეგო აზროვნებას ამჟღავნებენ, საზოგადოებისათვის საშიშნი არიან. მაგრამ როგორც ჯეფერსონი კენტუკის რეზოლუციებში წერდა, თავისუფალი ხელისუფლება დამყარებულია ეჭვზე და არა ნდობაზე. „ძალაუფლების საკითხებში, ადამიანის მიმართ ნდობის შესახებ მოდი აღარ ვილაპარაკოთ, არამედ კონსტიტუციის ჯაჭვით შევბოჭოთ ის“. ან, როგორც მედისონმა თქვა, ჟურნალ ფედერალისტში - „უნდა იყოთ ერთობ ეჭვიანი ყველა ადამიანის მიმართ, რომელიც ძალაუფლებას ფლობს“. ჩვენ შეგვიძლია ამ ყველაფერს დავუმატოთ, რომ კიდევ უფრო მეტად ეჭვიანი უნდა ვიყოთ იმ მთავრობის მიმართ, რომელიც ქირაობს სამ მილიონ კბილებამდე შეიარაღებულ ადამიანს. ეს ის დამოკიდებულებაა, რომელსაც კლასიკური ლიბერალიზმი ნერგავს. ასეთი აზროვნება ტავისუფლებისკენ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც ადამიანს და საზოგადოებას აძლევს შესაძლებლობას, რომ საკუთარი ცხოვრება განაგოს.

ჩვენ დაუსრულებლად შეგვიძლია ჩამოვთვალოთ დამფუძნებელი მამების ვითომდა „ანტისახელისუფლებო“ განცხადებები. სწორედ მათ ჩამოაყალიბეს კლასიკური ლიბერალიზმის თეორიები საზოგადოებრივი საქმიანობის შესახებ. მაგრამ ეს ტეორიები მე-18 საუკუნის შუა და ბოლო პერიოდში, ახალი ტიპის აბსოლუტიზმის გავლენის ქვეშ მოექცა, რომლის წინასწარმეტყველიც რუსო გახლდათ. მისი აზრით, დემოკრატიული მთავრობა ხალხის საზოგადო ნებას გამოხატავდა და ამიტომ ყოველთვის მართალი იყო. შესაბამისად, ხელისუფლებას აბსოლუტური, ცენტრალიზებული ძალაუფლება უნდა ჰქონოდა, რომელიც ჭარბად შეიარარებულ და ერთგვაროვან ელიტარულ ეროვნულ სახელმწიფოებზე გავრცელდება.

მეოცე საუკუნე რუსოს ხანა იყო. ხოლო მარქსისა და კეინსის ეტატისტური მოძღვრებების მეშვეობით, ის ყველაზე სისხლიან საუკუნედ იქცა ადამიანთა ისტორიაში. ხელისუფლებაზე ამ დროის შეხედულებანი მკვეთრად უპირისპირდება კლასიკურ ლიბერალურს. მათი მიხედვით საზოგადოებას საკუთარი თავის მართვა არ შეუძლია. საზოგადო მენის მიუხედავად, პლორეტარიატის ინტერესები იქნება ეს თუ ადამიანთა ეკონომიკური გეგმები, ხელისუფლებაში საჭიროა ერისა და მისი მეტაურის ორგანიზება და განსახიერება. არადა, სწორედ ასეთი იყო სეხედულება ხელისუფლების შესახებ, რომელსაც დამფუძნებელი მამები დესპოტურად მიიჩნევდნენ და ცდილობდნენ, რომ აღმოეფხვრათ, სანამ ის ფესვებს გაიდგამდა.

რა თქმა უნდა, დამფუძნებელ მამებს სრული წარმატება არ მოუპოვებიათ. ომიანობის ორმა საუკუნემ, ეკონომიკურმა კრიზისებმა, ცუდათ გააზრებულმა საკონსტიტუციო შესწორებებმა, ხელისუფალთა უზურპაციამ, კონგრესის დათმობებმა, და იურიდიულმა იმპერიალიზმმა, ბიძგი მისცა ხელისუფლების ისეთი ფორმის ჩამოყალიბებას, რომელიც როგორც დამფუძნებელი მამების გეგმას, ისე კლასიკურ ლიბერალიზმს მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგებოდა. დღესდღეობით ფედერალურ ხელისუფლებას, რომელსაც სათავეში პრეზიდენტი უდგას, პრაქტიკულად განუსაზღვრელი შესაძლებლობები აქვს, რომ დააწესოს გადასახადები, არეგულიროს, აკონტროლოს, და ხალხის ცხოვრებაზე სრულიად დომინირებდეს.

არალიბერალური პრეზიდენტი

როდესაც კონსტიტუცია დაიწერა, ქვეყნის დედაქალაქი, ვაშინგტონი, ერთ ბინძურ მდელოს წარმოადგენდა, რამოდენიმე შენობით. ხოლო ამერიკული საზოგადოება - ყველაზე თავისუფალ საზოგადოებას მსოფლიოში. დღეს იგი დედამიზის ზურგზე უმდიდრესი დასახლებაა, რადგან მსოფლიოში უდიდეს ხელისუფლებას მასპინძლობს. ამერიკელთა თავისუფლება კი - სადაო საკითხი გახდა.

შეერთებული შტატების მთავრობის განკარგულებაში, ყველაზე მეტი ადამიანი, რესურსები და ძალაუფლებაა. ის გაცილებით მეტს და გაცილებით უფრო დეტალურად არეგულირებს ვიდრე, რომელიმე მთავრობა ამ პლანეტაზე. მსოფლიოს ისტორიაში მისი სამხედრო იმპერია ყველაზე დიდი და გავრცობილია. მის წლიურ საგადასახადო შემოსავლებთან შედარებით, ყოფილი საბჭოთა კავშირის ერთობლივი შემოსავალიც კი ჯუჯად მოსჩანს.

ამერიკული ფედერალიზმი ლამისაა ცარიელ სიტყვად იქცა და რეალობასთან საერთო თითქმის არარაფერი დარჩა. დროდადრო გაისმის განცხადებები შტატებისთვის ძალაუფლების დაბრუნების შესახებ, ან ამ უფლებამოსილების აღკვეთის შესახებ, რომელიც დაფინანსებას მოკლებულია. მაგრამ ასეთი განცხადებები სერიოზულად არ უნდა მიიღოთ. სინამდვილეში შტატები ცენტრალური ხელისუფლების დამატებებად იქცა, იმ უფლებამოსილებების მადლით, რომლის გამოც მათ საშუალება უჩნდება ქრთამებიც აიღონ და სასურველი პროგრამებიც განახორციელონ.

ინდივიდი, ოჯახი, თემი - ეტატისტური დროების წინა საზოგადოების ძირითადი ელემენტები, ფედერალური მთავრობის ყმებამდე დაკნინდნენ და მხოლოდ იმის უფლება გააჩნიათ, რასაც მათთვის ხელისუფლება იმეტებს. ისინი იძულებულნი არიან საყოველთაო კოლექტივისტური წესრიგის ფარგლებში იმოქმედონ. სამწუხაროდ ამის შეცვლის სურვილი, ეროვნული მასშტაბის არც ერთ პოლიტიკურ ფიგურას, ჯერჯერობით არ გასჩენია.

საზოგადოების უკმაყოფილება

მიუხედავად ყველაფრისა, რეალობა ისაა, რომ ხალხი ასეთი მდგომარეობით უკმაყოფილოა. ცივი ომის განმავლობაში საზოგადოებას აჯერებდნენ, რომ საკუთარი თავისუფლების დიდი ნაწილი მსხვერპლად გაეღოთ ისეთი მისიისათის, როგორსაც კომუნიზმის დამარცხება წარმოადგენდა. მანამდე კი იყო პირველი მსოფლიო ომი, დეპრესია და მეორე მსოფლიო ომი. ამ საუკუნეში მხოლოდ ორჯერ გახდა შესაძლებელი, გვეცხოვრა ისეთი კრიზისების გარეშე, რომელთა დროს ხელისუფლებას, დამფუძნებელი მამების მიერ მოცემული გარანტიების შეზღუდვის უფლება გააჩნდა.

ამის შედეგად, საზოგადოების აზრი ახლა სახელისუფლებო ძალაუფლების შემცირებას მხარს მხურვალედ უჭერს. პრაქტიკულად, ამ ქვეყანაში ყველა პოლიტიკოსს, რომელსაც არჩევნებში გაუმარჯვია, ამომრჩევლისათვის პირობა აქვს მიცემული, რომ ამ მიმართულებით რაიმეს გააკეთებდა. თუმცაღა შედეგები ნაკლებად შთამბეჭდავი იყო. 80-იან წლებში რესპუბლიკური პარტიის გამარჯვების შემდეგ გადასახადები და ხარჯები გაცილებით გაიზარდა. გაიზარდა უცხოური დახმარების ბიუჯეტიც. სახელმწიფოს რეგულირება უფრო ყოვლისმომცველი გახდა, ვიდრე ოდესმე. რესპუბლიკელების საკანონმდებლო ინიციატივებმა - ფერმების გაშვილების თუ სამედიცინო დახმარების შესახებ ხელისუფლების ძალაუფლება კი არ შეკვეცა, არამედ გაზარდა.

ყოველივე ამას ბევრი მიზეზი აქვს, მათგან არც თუ უმნიშვნელოა კონგრესის მმართველთა ორპირობა და მათი მოკავშირე კონსერვატიული პრესის ნიჭიერება, რომელიც მათ იდეოლოგიურ მხარდაჭერას უწევს. ჯერ თავად ახალარჩეული რესპუბლიკელები, რომლებსაც მედია ახასიათებს, როგორც იდეოლოგიის დამცველებს, იმსახურებენ გაკიცხვას, რადგან მოწინააღმდეგე მონსტრებთან დასაპირისპირებლად თანმიმდევრული ფილოსოფიური ლოგიკა აკლდათ.

მაგალითისთვის განვიხილოთ დაბალანსებული ბიუჯეტის შემთხვევა. ყოველი პოლიტიკოსი სახელისუფლებო ძალაუფლების შემცირებას ითხოვს. ახალბედები ირწმუნებიან, რომ მხარს ამასვე დაუჭერენ. მაგრამ მათ საქმეში დაუყოვნებლივ ცხვირს ყოფენ პოლიტიკური ჯგუფები. როდესაც ახალბედები გადასახადების შემცირებას მოითხოვენ, ელიტის წარმომადგენლები დააცხრებიან მათ და მიუთითებენ, რომ ეს საბიუჯეტო დეფიციტს გაზრდის. შესაბამისად, ახალბედები მაშინვე დგებიან პრობლემის წინაშე - როგორ შეუსაბამონ თავიანთი ფინანსური კონსერვატიზმი, მათსავე სურვილებს გადასახადების შემცირების შესახებ?

გაუგებრობა ინტელექტუალური შეცდომისგანაა გამოწვეული. პირველობა ხელისუფლების შეკვეცას უნდა მიენიჭოს. ეს ნიშნავს, რომ გადასახდები უნდა შემცირდეს ყველგან, ყოველთვის და რაც შეიძლება მეტად. კლასიკურ ლიბერალიზმში კარგად განსწავლულებმა იციან, რომ ხელისუფლებებს შეუძლიათ გამოიყენონ დაბალანსებული ბიუჯეტი და ამავდროულად, შეინარჩუნონ როგორც საკუთარი პარატის რიცხოვნული სიდიდე, ისე მზარდი გავლენა. მაღალი გადასახადები, როგორც წესი, დეფიციტს არ ამცირებს და თუკი მაინც ახერხებს, ეს დიდხანს არ გაგრძელდება. ფედერალური ბიუჯეტი შინამეურნეობის საბუღალტრო ჩანაწერების წიგნი არაა. ის გიგანტური გადამანაწილებელი მანქანაა.

ეს ფაქტი კლასიკური ლიბერალიზმის ინტელექტუალური ტრადიციის შორსმჭვრეტელობას წარმოაჩენს. ხელისუფლებას არა აქვს სხვა ძალაუფლება და სხვა რესურსები გარდა იმისა, რასაც ის უპირველეს ყოვლისა ხალხისაგან იღებს.

კერძო საწარმოთაგან განსხვავებით, ხელისუფლებას რაიმეს შექმნა არ შეუძლია. ყველაფერი, რაც მას აქვს, მან კერძო წარმოებიდან უნდა ამოიღოს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მე-18 საუკუნისა და მე-19 საუკუნის უდიდეს მონაკვეთში კარგად იყო გაგებული, დავიწყებულ იქნა მე-20 საუკუნეში, რომელმაც სახელი გაითქვა სოციალიზმით, ეტატიზმით, უძრაობით, ნაციზმით, კომუნიზმით, ტოტალური ომებით, მუდმივი სოციალური რეფორმიზმით, რუზველტისეული ე.წ. ,,ახალი ლიბერალიზმის,“ რაც სინამდვილეში კარგად ნაცნობი ,,ძვალი სოციალიზმი“ იყო და საყოველთაო კეთილდღეობის დამკვიდრების სხვა მცდელობებით.

ნასწავლი გაკვეთილები

ოცდამეერთე საუკუნეს გარიჟრაჟზე, უპრიანია გავარკვიოთ თუ რა გვასწავლა განვლილმა წლებმა?

სოციალიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი უარყოფა, ლუდვიგ ფონ მიზესისგან მომდინარეობს. 1922 წელს გამოქვეყნებულმა მისმა თხზულაბამ ,,სოციალიზმის“ კარგი ადამიანები, ცუდი დოქტრინებისაგან შემოაბრუნა. ეს ნაშრომი არასოდეს უარუყვია იმ ათასობით მარქსისტსა და ეტატისტს, რომლებიც მას ეცნობოდნენ, ამ წიგნისათვის, მიზესი წინასწარმტყველად მოინათლა, თავად იმ სოციალ-დემოკრატების მიერ, რომლებიც წლების მანძილზე აკრიტიკებდნენ მას.

უფრო ნაკლებად ცნობილია თხზულება, რომელიც სამი წლის შემდეგ გამოჩნდა. ეს იყო ლუდვიგ ვონ მიზესის წიგნი ,,ლიბერალიზმი.“ „ამჯერად, რაკი მან ერთხელ უკვე შეუტია ეტატიზმს, საჭიროდ ჩათვალა აზრი გამოეთქვა აზრი ალტერნატივების შესახებაც. ეს იყო ყველი თაობის კლასიკური ლიბერალური პროგრამების პირველი მასშტაბური რეკონსტრუქცია.

თავისი წიგნის წინასიტყვაობაში მიზესმა აღნიშნა, რომ მე-18 და მე-19 საუკუნეების ყალიბის ლიბერალიზმმა უდიდესი შეცდომა დაუშვა. იგი ცდილობდა არა მარტო მატერიალურ სამყაროზე, არამედ სულიერ საკითხებზეც ესაუბრა. მიზესი აღნიშნავდა, რომ ლიბერალებმა უმრავლეს შემთხვევაში საკუთარი თავი ეკლესიას დაუპირისპირეს, რისი უარყოფითი შედეგი იყო თავისუფალი ბაზრისა და თავისუფალი ვაჭრობის წინააღმდეგ ეკლესიის განწყობა.

ამგვარი საპირისპირო ეფექტის თავიდან ასაცილებლად, მიზესმა ნათელი მოჰფინა ლიბერალიზმის განმარტებას. იგი ამბობს, რომ „ლიბერალიზმი“ დოქტრინაა, რომელიც ერთობლიობაში სწავლობს ადამიანთა მიწიერ ყოფას. ის გარდა გარეგანი წინსვლისა და მატერიალური კეთილდღეობისა, მხედველობაში არაფერს იღებს. მათ შორის, არც ადამიანთა შიდა, სულიერ, თუ მეტაფიზიკურ მხარეს.

ცხადია ადამიანთა ცხოვრება უფრო მეტია, ვიდრე ჭამა-სმა და რაიმე მატერიალური ფასეულობების შეძენა. სწორედ ამიტომ ლიბერალიზმს არც უცდია ცხოვრების სრულყოფილ თეორიად წარმოეჩინა თავი. ამის გამო, ის არ შეიძლება თეოლოგებისა და კონსერვატორების მიერ იყოს გაკენწლილი, მით უფრო, რომ ის წმინდა, საერთო იდეოლოგისაა და მხოლოდ ისეთ საკითხებს ეხება, რომლებიც ყოფიერ ურთიერთობებს შეესაბამება და სხვას არაფერს. მიზესის ლიბერალიზმში არაფერია ისეთი, რაც ლიბერალური ადამიანისათის მიუღებელი იქნებოდა, რადგან მიზესი იზიარებს, რომ საზოგადოების ყოფიერი კეთილდღეობა მორალურად მიუღებელი არაა.

კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც მიზესმა ტრადიციული ლიბერალიზმის დოქტრინაში შეიტანა, ეს იყო ეკონომიკის კაპიტალისტურ წესრიგთან მისი პირდაპირი დაკავშირება. ძველი ლიბერალიზმი ძალიან ხშირად ბრწყინვალედ იცავდა თავისუფალ სიტყვას და თავისუფალ; პრესას, მაგრამ თითქმის სრულებით უგულებელყოფდა მის ყველა მნიშვნელოვან ეკონომიკურ შემადგენელს.

მიზესის მიერ ლიბერალიზმისა და კაპიტალიზმის პირდაპირმა დაკავშირებამ, დიდ წვლილი შეიტანა ლიბერალთა პოზიციის იმ ყალბი ფორმისაგან გამიჯვნაში, რომელიც ამაერიკასა და ევროპაში მანამდე არსებობდა. ეს ყალთაბანდური ლიბერალიზმი აცხადებდა, რომ სამოქალაქო თავისუფლებები და სოციალიზმი შესაძლოა თავსებადი ყოფილიყო.

მაგრამ მიზესი ამტკიცებდა, რომ თავისუფლება განუყოფელია. თუ ხელისუფლება დიდი და საკმარისად ძლევამოსილია, რომ ვაჭრობის თავისუფლება შეაჩეროს, დაბეჭდოს ფული, ან დააფინანსოს მასობრივი საზოგადოებრივი სამუშაოები, იქ უკვე ერთი ნაბიჯია დარჩენილი, რომ მან სიტყვისა და პრესის კონტროლი დაიწყოს და საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტებში ჩარეთოს.

საკუთრება

ლუდვიგ ფონ მიზესის ყველაზე ცნობილი ფრაზა, რომელმაც მსოფლიო ინტელიგენცია ერთდროულად კიდეც გააოგნა და სულიც შტაბერა, იყო: ,,თუ ლიბერალიზმის პროგრამას ერთი სიტყვით გადმოვცემთ, ეს იქნება ,,საკუთრება.“ საკუთრებაში მიზესი გულისხმობდა არა მარტო საზოგადოების ყველა დონეზე კერძო საკუთრებას, არამედ თავად მესაკუთრეების მიერ მის კონტროლსაც.

ამ ერთი მოთხოვნით ცხადი ხდება, რომ საკუთრება და მასზე კონტროლი, კერძო პირების ხელში უნდა იყოს, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, თუ რამდენად აუცილებელია, რომ ხელისუფლება მნიშვნელოვნად იყოს შეზღუდული. თუკი ხელისუფლებას შეუძლია იმუშაოს მხოლოდ იმ რესურსების დახმარებით, რომელსაც იგი სხვებისგან იღებს, და თუკი ყველა რესურსი, კერძო პირების და ჯგუფების საკუთრებასა და განკარგულებაში იქნება - ხელისუფლება შეზღუდულია.

თუკი კერძო საკუთრება დაცულია, ჩვენ შეგვიძლია ჩავთალოთ, რომ საზოგადოება ყველა სხვა საკითში ასევე თავისუფალი და წარმატებულია. საზოგადოებას არ შეუძია მართოს საკუთარი თავი, თუკი საკუთრებას თავად მისი წევრები არ ფლობენ და განკარგავენ. ამის საპირისპიროდ, თუკი საკუთრება ხელისუფლების ხელშია, მის მიერ საზოგადოების მართვა კატასტროფული შედეგებით დამთავრდება.

თუკი კერძო საკუთრება მკაცრადაა დაცული, ხელისუფლება ვერ ისარგებლებს სოციალური კრიზისით, რომ გაზარდოს ძალაუფლება, როგორც ამას იგი აკეთებს ომების, დეპრესიისა და ბუნებრივი კატასტროფების დროს.

თავისუფლება

ლიბერალური საზოგადოების მეორე ბურკი, როგორც მიზესი ამბობს, არის თავისუფლება. ანუ ადამიანები არც ერთმანეთის მონები არიან და არც ხელისუფლების. არამედ ისინი საკუთარ თავს განაგებენ და შეუძლიათ საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილება თავისუფლად ესწრაფონ მანამ, სანამ ისინი სხვისი საკუთრების უფლებებს არ შელახავენ. მეტად მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მშრომელებს აქვთ თავისუფალი არჩევანის უფლება, - მათ აქვთ შესაძლებლობა კონტრაქტი ნებისმიერ დამქირავებელთან გააფორმონ. ან თავად გახდნენ დამქირავებლები.

საკუთრებისა და თავისუფლების შერწყმით, ადამიანებს შესწავთ ძალა და უნარი, ყველა მნიშვნელოვანი თვისება გამოავლინონ და თავისი საკუთრება დაიცვან. მე შემიძლია ჩემს საკუთრებასთან ახლოს არ მივუშვა სხვა, ისევე როგორც მას შეუძლია არ მიმიშვას მე. არავინაა ვალდებული ივაჭროს ჩემთან და არც მე ვარ ვალდებული ვივაჭრო სხვასთან. ეს უარის, ანუ განზე გადგომის უფლებაა და ის ზოგადად ვაჭრობის უფლებასთან ერთად სოციალური მშვიდობის გასაღებია. თუკი ჩვენ არ შეგვიძლია შევარჩიოთ ჩვენი თანამშრომლობის ფორმა, ჩვენ არ ვართ თავისუფალნი.

გაერთიანებების თავისუფლების შეზღუდვამ, განსაკუთრებით ე.წ. დისკრიმინაციის საწინააღმდეგო კანონების ფორმით, რისი საუკეთესო მაგალითია ანტიტერორისტული კანონმდებლობა, სოციალური წინააღმდეგობების ზრდა გამოიწვია. ასეთი კანონები საზოგადოების კლასიკურ ლიბერალურ ხედვას არ შეესაბამება პროფესიული კავშირების მსგავსი ძალდატანებითი გაერთიანებები, ასევე არ შეიძლება სასარგებლო იყოს, არც მასში მონაწილე მხარეებისთვის, არც მთელი საზოგადოებისთვის.

ამ თემის ირგვლივ ყოველი მსჯელობა აუცილებლად წინ წამოწევს თანასწორობის საკითხს. აქ კიდევ ერთ გაუმჯობესებას ვხვდებით. რომელიც მიზესმა ლიბერალიზმის წინარე მოდელებთან შედარებით შემოიტანა. ადრეული ლიბერალები ზედმეტად იყვნენ შეყვარებულნი თანასწორობის იდეაზე, და არა მარტო იურიდიული გაგებით, არამედ რეალურად იმედოვნებდნენ და ძალისხმევას არ აკლებდნენ, რომ შეექმნათ საზოგადოებს კლასების გარეშე, რაც უაზრობად მოსჩანს.

როგორც მიზესმა ბრძანა ,,კაცობრიობის ყოველი ძალისხმევა, რომელიც მიმართული იქნება ადამიანების გათანაბრებისაკენ - განწირულია. ადამიანები არიან და ყოველთვის უთანასწორონი იქნებიან.“ მისი მტკიცებით, არ შეიძლება, რომ ადამიანებს ერთნაერი სიმდიდრე, ან თუნდაც ერთნაირი შესაძლებლობები მიეცეთ გამდიდრებისათის. ყველაზე საუკეთესო, რაც საზოგადოებამ თავის წევრებს შეიძლება გაუკეთოს ისაა, რომ დააწესოს საურთიერთობო წესები, რომლებიც მის საზღვრებში იმოქმედებენ. ეს კანონები, ხელისუფალთა ჩათვლით, არავის გამოარჩევს.

მადლობა ღმერთს ყოველთვის იქნება მდიდარი, და ასევე ყოველთვის იქნება ღარიბი. ეს მოსაზრებები, რა თქმა უნდა, არ შემოიფარგლება, რომელიმე კერძო საზოგადოებით და გერმოებებით, მაგრამ პოლიტკის მხრიდან, სავსებით უგულვებელყოფილია. საერთოდ კი, ადამიანური მოწყალების და არა მთავრობის საქმეა, რომ იზრუნოს ღარიბებზე, და დაიცვას ისინი დემაგოგიური პოლიტიკური კამპანიებისაგან, რომლებიც ძირითადად თავისუფლებებს ემუქრებიან.

ლიბერალურ საზოგადოებაში ხელისუფლება არ ერევა ინდივიდების ურთიერთობაში; არ ილტვის, რომ რაიმე ფორმით გადაანაწილოს არსებული სიმდიდრე; არ ანიჭებს უპირატესობას რომელიმე ცალკეულ რეგიონს ან ტექნოლოგიურ ჯგუფს; არ ავლებს ზღვარს მშვიდობიან მანკიერებასა და სიკეთეს შორის ცენტრალური ხელისუფლება არანაირად არ მართავს საზოგადობას ან ეკონომიკას.

მშვიდობა

კლასიკური ლიბერალიზმის მესამე ბურჯი მშვიდობაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ომისადმი მხოლოდ სიძულვილი შეიძლება არსებობდეს, და როცა ომი მაინც იჩენს თავს, ის არ შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც გმირული მოვლენა. ეს ყველასათვის ტრაგიკული ფაქტია. ჩვენ ჯერ კიდევ ვისმენთ, თუ რაოდენ კარგია ომი ეკონომიკისათვის. რუდოლფ ბურნე ამბობდა, რომ „ომი სახელმწიფოს ჯანმრთელობაა.“ თუმცა, იგი ყველგან და ყოველთვის ფლანგავს და ანგრევს რესურსებს.

ასევეა იმპერია, ამერიკელები წინააღმდეგობას უწევდნენ გადამთიელი საბჭოელების გამოჩენას თავის ნახევარსფეროში. მაგრამ ჯერ კიდევ არავინ დაფიქრებულა, თუ როგორ გრძნობენ იაპონელები თავს იაპონიაში, როდესაც იქ ამერიკელთა დიდი სამხედრო დანაყოფები იმყოფებიან. კი მაგრამ ეს ჯგუფები და გემები, თუ თვითმფრინავი და ატომური იარაღი ,,იცავს“ იაპონიას? ვისგან? არა, ჩვენ უბრალოდ ვაგრძელებთ ამ ქვეყნის ოკუპაციას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

თუ გსურს რომ ადამიანის ნამდვილი ბუნება შეიცნო, დაივიწყე ის, რასაც იგი საკუთარი თავის შესახებ ამბობს და დაუკვირდი მის დამოკიდებულებას, სხვა ადამიანების მიმართ. ეს პრინციპი ხელისუფლების შემთხვეაშიც ამართლებს. ჩვენ შეგვიძლია დავივიწყოთ მთავრობის განცხადებები, და მარტივად შევხედოთ თუ როგორ ეპყრობა იგი სხვებს. კლასიკური ლიბერალური სახელმწიფო ისაა, რომელიც იცავს საკუთარი მოქალაქეების უფლებას ივაჭრონ უცხო ქვეყნებთან. ის არანაირ საერთაშორისო კონფლიქტს არაა მოწყურებული. არც იმას მოითხოვს, რომ საკუთარი ქვეყნის წარმატებული მწარმეობლების პროდუქცია, ვინმემ ძალით შეიძინოს.

ნამდვილი ლიბერალური მთავრობის მესვეურნი სხვა ქვეყნის მთავრობებს დახმარებას არ უგზავნიან, არ ქრთამავენ, არ ატუსაღებენ, არ კლავენ მათ მმართველებს. არ აძლევენ მითითებებს სხვა მთავრობებს, თუ როგორი სახელმწიფო უნდა ჰქონდეთ, ან როგორ ჩაერთონ გლობალურ წესრიგში და მსოფლიოში თავისი უფლებები გამოხატონ. თუმცა, სწორედ ამ ქმედებებს მიმართავს აშშ 1930 წლიდან მოყოლებული. ჩვენი მმართველები ფიქრობენ, რომ მათ აუცილებლად უნდა მოქრთამონ, ან დაბომბონ ვინმე, ან ეს ორივე ერთდროულად გააკეთონ. სხვა შემთხვევაში ჩვენ შეიძლება ღრმა იზოლაციონიზმში ჩავვარდეთ.

ჯონათან ქვითნიმ, ამერიკის საგარეო პოლიტიკა ასეთნაირად დაახასიათა - იგი გვთხოვს წარმოვიდგინოთ, რომ ყოველ რამოდენიმე თვეში ჩვენ სეირნობას ვიწყებთ კორპუსებში და ვაკაკუნებთ ყოველ კარზე. ერთ სახლთან ჩვენ მეზობელს ვუცხადებთ ,,მე შენ მომწონხარ, ინებე 1000 დოლარი.“ შემდეგ კართან ჩვენ იგივეს ვაკეთებთ. მაგრამ მესამე სახლთან ჩვენ ვამბობთ ,,მე შენ არ მომწონხარ, მე შენ არ დაგეხმარები.“ შემდეგ ჩვენ მოსაცმელიდან ვიღებთ იარაღს და მას და მის ოჯახს ვხვრეტთ.

ასე დავუყვებით სახლებს, ყოველ რამოდენიმე თვეში, ვურიგებთ რა ფულს ზოგიერთს, ზოგიერთს კი - სიკვდილს, ხოლო გადაწყვეტილებებს არა რაიმე წესის, არამედ იმ დროისათვის ჩვენი ინტერესებისდა მიხედვით ვიღებთ.“

ჩემი აზრით მაინცდამაინც პოპულარულნი არ უნდა ვიყოთ. შეიძლება დაფიქრდე იმაზე, რომ შემდეგში შენ შეიძლება ნახო ,,ანტი-ამერიკული“ გამოსვლა ტელევიზიით. მისი მონაწილე ხალხი შეიძლება იღებდეს კიდეც ჩვენ დახმარებას, მაგრამ ისინი აგრეთვე შეიძლება ფიქრობდნენ, რომ შეიძლება აღმოჩნდნენ ჩვენი ,,გულისხმიერი“ ჩარევის მორიგი ობიექტები: ერაყის, ჰაიტის, სომალის შემდეგ.

კლასიკური ლიბერალიზმისათვის საერთაშორისო პოლიტიკა, სულაც არ არის უცხო. ის შეიძლება გამოიხატოს ჯორჯ ვაშინგტონის სიტყვებით, ,,ვაჭრობა ყველასთან, მაგრამ ძალმომრეობა - არავის მიმართ.“

დაბრუნება ანუ ხელახლა დამკვიდრება

ეს სამი ელემენტი - საკუთრება, თავისუფლება და მშვიდობა - ლიბერალიზმის პროგრამის საფუძველს წარმოადგენს. ისინი იმ ფილოსოფიის ბირთვს წარმოადგენენ, რომელმაც შეიძლება, ჩვენი დაკარგული სოციალური სტაბილურობა და კეთილდღეობა აღადგინოს.

მე, აქ ლიბერალიზმის პროგრამის მხოლოდ ზედაპირული მიმოხილვა გავაკეთე. ძალიან ბევრია სათქმელი მონეტარულ პოლიტიკაზე, სავაჭრო ხელშეკრულებებზე, სოციალური დაზღვევის საქმეებზე და ასე შემდეგ. მაგრამ თუკი, ჩვენი პოლიტიკური კლასი გაიგებს თავისუფლებას, საკუთრებისა და მშვიდობის არსს, ჩვენ თავს გაცილებით კარგად ვიგრძნობთ, და მე უფრო მყარად ვიქნები დარწმუნებული იმაში, რომ შემდეგი თაობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში, ვაშინგტონში მოვა, თვალყურს მიადევნებს და მოუფრთხილდება ამ ჯილდოს - თავისუფლებას.

,,ლიბერალიზმი“ - წერდა მიზესი, ცდილობს მისცეს ადამიანებს, მხოლოდ ერთი რამ, მშვიდობიანი, შეუზღუდავი სწრაფვა ყოფიერი კეთილდღეობისაკენ, დაიცვას ისინი გარე საფრთხისაგან და ტანჯვისაგან სოციალურ ინსტიტუტებს შესაძლებლობების ფარგლებში. შეამციროს მწუხარება და გაიზარდოს ბედნიერება, ეს არის მისი მიზანი.“

იმუშავებს კი კლასიკური ლიბერალიზმი ჩვენს დროში? დაფიქრდით დღევანდელი საზოგადოების საკამათო საკითხებზე. სადღეისოდ ცხოვრების ნებისმიერი სფერო, რომელშიც ჩართულია ადამიანი, სახელმწიფოს ჩარევის რომელიმე ფორმითაა შეზღუდული. დღევანდელი კონფლიქტები, ერთადერთი სურვილის გარშემოა თავმოყრილი, რომ ერთმა მეორის საკუთრება რამენაირად ხელში ჩაიგდოს და ამისთვის პოლიტიკური ძალადობრივი მეთოდები გამოიყენოს. იქნება კი ჩვენი საზოგადოება უფრო მშვიდობიანი და წარმატებული, თუკი იგი ლიბერალურ პროგრამას ამოირჩევს? ეს კითხვა ამ შემთხვევაში თავისთავს პასუხობს.

ახლა კი უკან მივუბრუნდეთ ჩემს ოცნებას. მე არ ვიცი და არც მაინტერესებს საპრეზიდენტო პოლიტიკური კამპანიები, რადგან ისინი არაფერს ნიშნავენ. ჩემი თავისუფლება და საკუთრება იმდენად დაცულია, რომ გულახდილი თუ ვიქნები, არა აქვს მნიშვნელობა ვინ გაიმარჯვებს. მაგრამ იმისათვის, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ, არც ერთ ჩვენთაგანს არ შეუძლია თავი აარიდოს ჩვენი დროის პოლიტიკურ, ან ინტელექტუალურ ბატალიებს. ერთხელაც იქნება, ამ ქვეყანაში კლასიკური ლიბერალიზმის ხედვა ხელახლა დაფუძნდება, მე მჯერა, ეს შესაძლებელია და ასეც იქნება, ჩვენ არ გვაქვს დასვენების უფლება.

თარგმნეს:
თეა ბიწაძემ და პაატა შეშელიძემ

12 წინ - თავისუფლებისაკენ! (ანუ ცოტა რამ იმაზე, თუ რატომ ვიყავი კომუნისტური ტოტალიტარიზმის წინააღმდეგი და რატომ არ ვეთანხმები ე. წ. სოციალურად ორიენტირებული სახელმწიფოს კონცეფციას)

▲back to top


პაატა შეშელიძე

პაატა შეშელიძე იდგა იმ ახალგაზრდების რიგში, ვინც 1989 წელს ერთ-ერთმა პირველმა აღიმაღლა ხმა კომუნისტური საგანმამათლებლო სისტემის წინააღმდეგ. მაშინდელი ძალისხმევა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მნიშვნელოვანი რეფორმებით გასრულდა: შესაძლებელი გახდა საბაზრო ეკონომიკის კანონზომიერებების სწავლება. უნივერსიტეტის ,,მაკროეკონომიკის“ სასწავლო კურსის წარჩინებით დამთავრების შემდეგ მას არ განელებია არც ანტისოციალისტური განწყობილებები და არც ცოდნის გაღრმავებისა და გავრცელების სიურვილი. მან რამოდენიმეჯერ მიიღო საერთაშორისო სტიპენდია და გაიარა სამეცნიერო სტაჟირებები და ტრენინგები სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო დაწესებულებებში, მათ შორის, კოლორადოს უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო ინსტიტუტში (ა.შ.შ., კოლორადო, ბოლდერი); მიზესის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტში (ა.შ.შ., ალაბამა, ოუბურნი); თეოდორ ჰეუსის აკადემიაში (გ. ფ. რ., გუმერსბახი), ის, როგორც ეკონომიკური ცოდნის გავრცელების საზოგადოება ,,ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ პრეზიდენტი, დაკავებულია მრავალმხრივი სამეცნიერო, პუბლიცისტური და საზოგადოებრივი საქმიანობით. გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი საგაზეთო სტატია და 75-ზე მეტი საჯარო ლექცია და მოხსენება - ეკონომიკის, პოლიტიკის და სოციალური ფილოსოფიის საკითხებში.

1994 წლის იანვარი

„თავისუფლება, რაშიც არ უნდა მდგომარეობდეს ის, როგორც წესი, თანდათან იკარგება.“1

პოლიტიკურ სისტემაში, სადაც საზოგადოების პოლიტიკური ნება კონცენტრირებულია ცენტრალურ ხელისუფლებაში და ნებისმიერი გარდაქმნა, უნიფიცირებული გეგმით მიმდინარეობა, ცალკეული დარგების სპეციალისტები, მაგალითად: ეკონომისტები პოლიტოლოგები, ფილოსოფოსები, სოციოლოგები, ბიოლოგები, ფიზიკოსები, ლიტერატორები და სხვაბი, მათ შორის მეტად და დამსახურებულები, იოლად ყალიბდებიან ,,კარის არამკითხე მრჩევლებად და მთხოვნელ-მეხოტბეებად.“ ეს აუცილებლად გულისხმობს, ათასგვარი კომპრომისებისადმი მზადყოფნას, ხელისუფლების საამებლად.

მაგალითად, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ რონალდ რეიგანმა (1980-1988 წლები) ფართომასშტაბიანი ეკონომიკური გარდაქმნები წამოიწყო, (რისი ძირითადი კომპონენტი იყო, 1981 წლის აგვისტოში კონგრესის მიერ მიღებული გადაწყვეტილება - გადასახადების საერთო დონის 30%-დან 23% შემცირებისა და სოციალური გადასახადებისათვის რეგრესული ხასიათის მიცემის შესახებ.2 ამ პოლიტიკას მოგვიანებით ე.წ. ,,რეიგანომიკა“3 ეწოდა) მისი ეკონომიკური მრჩევლები, რომლებიც მიწოდების წახალისების ხელშემწყობი ეკონომიკური პოლიტიკის გატარების მომხრეები იყვნენ, (ე.წ. ,,Supply-siders”) საჯაროდ აცხადებდნენ, რომ ეკონომიკური რეფორმით გათალისწინებულ ძირითად მოთხოვნებში გადასახადების შემცირების შეტანა, განპირობებული იყო საგადასახადო შემოსავლების გაზრდის აუცილებლობით. მათი აზრით, შედეგად, ეს შესაძლებელს გახდიდა სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა პროექტებისა (მაგალითად, ,,ვარსკვლავური ომების“) და წამოწყებების დაფინანსების გაზრდას.

რა თქმა უნდა, გადასახადების დაკლებამ, ცალკეულ ადამიანებს, ახალ თუ ძველ, უხეირო თუ წარმატებულ საწარმოებს, საშუალება მისცა, რომ წელში გამართულიყვნენ და გაეფართოვებინათ სამეურნეო საქმიანობა. სათანადო გადაწყვეტილებებიდან, რამოდენიმე ხნის შემდეგ, დასაბეგრი ბაზის გაზრდის კვალობაზე, სახელმწიფოს შემოსავლები მართლაც გაიზარდა. [თუმცა, ამავდროულად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ხარჯები და არა მარტო საგადასახადო შემოსავლების შედეგად. ხარჯები ფინანსდებოდა ფულის ბეჭდვითა და სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით. შედეგად ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი, მანამდე არნახულ ტრილიონებს (!) გაუტოლდა]. ასე რომ, არგუმენტაცია თითქოს გამართლებული იყო. მაგრამ ეს არგუმენტაცია, რომ მცდარი გამომდგარიყო, გადასახადების დაკლება შეცდომა იქნებოდა? განა, სხვისი შემოსავლების და ქონების ექსპროპრაციაზე [რაც არის სინამდვილეში გადასახადები] უარის თქმა, შეიძლება მცდარი გადაწყვეტილება იყოს? მითუმეტეს გასათვალისწინებელია, რომ გადასახადის გადამხდელები - კანონმორჩილი, მშრომელი და წარმატებული ადამიანებია, რომლებიც ქმნიან კიდეც ქვეყნის დოვლათს.

„აზროვნების გაორება გულისხმობს არა იმის მტკიცებას რაც
არ გწამს, არამედ იმის რწმენას, რაც სიმართლე არაა!“4

ასეთ და სხვა მსგავს შემთხვევებში, მაამებლური კომპრომისის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მონოლითური პოლიტიკური მმართველობის პირობებში, მოწინავე და ზნეობრივი იდეებიც კი აუცილებელია ისე შეიფუთოს და გასაღდეს, თითქოს ეს სახელმწიფოს, ანუ სინამდვილეში, ხელმწიფე-ბიუროკრატების „კეთილშობილური“ გეგმების საუკეთესოდ განხორციელებისათვის იყო საჭირო. არადა, ყოველივე ამას, მუდმივად კვებავს უჩინო „პროფესიონალების“ ფარული სურვილი - ისეთივე „მნიშვნელოვანები“ გახდნენ, როგორც მათი „ბატონი-ხელისუფალნი“ არიან.

ერთადერთი და სრულიად გარდაუვალი, რაც კი შეიძლება მოყვეს პატივმოყვარე დარგობრივ სპეციალისტებისა და ძალაუფლებაზე დახარბებული პროფესიონალი პოლიტიკოსების ალიანსს, მორიგი, „გადამწყვეტი“ სოციალური-რეფორმაციაა. რაც, თავის მხრივ, გულისხმობს სხვა ადამიანების ცხოვრების საკუთარ გემოზე „მოწესრიგების“ სურვილს და სხვა არაფერია, თუ არა ნაბიჯი ტოტალიტარიზმისაკენ.

შესაძლოა, ტოტალიტარიზმის დამკვიდრება არ შედიოდეს სოციალ- რეფორმატორთა გეგმაში, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს მათი მიზნიდან - შეგნებულად მართონ საზოგადოება და ყოველგვარი მანქანებით, ერთიან გეგმას დაუმორჩილონ ის. მოვლენათა ლოგიკა გულისხმობს, რომ საზოგადოება, მთელი თავისი მრავალფეროვნებით და თითოეული ცალკეული პიროვნება, თავისი განუმეორებლობით, გარდაუვალად იქნება შთანთქმული სახელმწიფო ბიუროკრატიისა და მორჩილი ე.წ. ძალისმიერი ინსტიტუტების მიერ. შედეგად, იზეიმებს ტოტალიტარიზმი!

ასეთი წამოწყების ერთ-ერთი მაგალითი, კომუნიზმის მშენებლობის საბჭოური ექსპერიმენტი იყო, რომელსაც შეეწირა: საქართველოს დამოუკიდებლობა; ასიათასობით ქართველი - ქვეყნის განათლებული, წარმატებული და ბუნებით წარჩინებული სოციალური ელიტა; ტერიტორიები; თავისუფლებისმოყვარეობა; ტრადიციები; კერძო მესაკუთრული და სამეწარმეო უნარ-ჩვევები; რწმენა [სადღეისოდ, ქართველების უმეტესობა ფაქტიურად რადიკალი ათეისტია! განსაკუთრებით ნათლად ეს არჩევნებში ჩანს, როდესაც ხმების უმრავლესობას, რეგულარულად აგროვებენ მემარცხენე და უპრინციპო პოპულიზმის მიმდევარი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პირდებიან რომ სხვას - „მდიდარს“ წაართმევენ და ამით ყველას - „ღარიბს“ დააპურებენ. აგრეთვე სხვასდასხვა აგრესიული სექტების გატაცება: „იეღოველობა“, „მკალავიშვილიანობა“ და ა.შ.] და ა.შ. საქართელო, თითქმის 70 წელი იყო მოკლებული იყო, ცივილიზაციასთან თავისუფალ ურთიერთობას, რამაც გამოუსწორებელი დაღი დაასვა ადამიანურ ურთიერთობებს და პოლიტიკურ კულტურას.

„არსებობს ორი ალტერნატივა: ან თავისუფალი საზოგადოება, ან ტოტალიტარული წყობა. მესამე გზა, ანუ კონვერგენცია ეს აბსურდი და თავის მოტყუებაა; შეუძლებელია თავისუფლების მხარდამჭერი ინსტიტუტებისა და ტოტალიტარიზმის, დროებითი, ან შემთხვევითი თანაარსებობა, საბოლოოდ თავისუფლების უზრუნველმყოფი ინსტიტუტების უკუგდების გარეშე“.5

სოციალურ რეფორმებს, რომელიც, როგორც წესი ადამიანებისათვის ძვირფასი იდეალების დაცვით არის მოტივირებული, [მათ შორის იყო კომუნიზმის მშენებლობაც] საქმე მიჰყავთ ისეთ შედეგებამდე, რომლებიც ძირეულად განსხვავდებიან ჩაფიქრებულისაგან.

ამ გზაზე დადგომა ნიშნავს, რომ ყველაფერი გასრულდება მოვლენათა შემდეგი გარდაუვალი თანმიმდევრობით: ერთიანი გეგმით ხელმძღვანელობა ნიშნავს, რომ ხელისუფლება ერთვება მრავალი ცალკეული ტექნიკური პრობლემის გადაწყვეტაში, რომ არ დაუშვას „გადაცდომები“ ნათელი მომავლისაკენ სავალი გზიდან. მალე ირკვევა, რომ ხანგრძლივი, შეთანხმებებისაკენ, [ან გარიგებებისაკენ მაინც] მიდრეკილი დემოკრატიული პროცედურები ქმედითუუნარონი არიან. მიმდინარე „რევოლუციის“ გენერალური ხაზის „სიწმინდე“ სათანადოდ დაუცველი რჩება, იმ მრავალრიცხოვანი „ხალხი მტრებისაგან“, რომლებსაც „როგორღაც სხვანაირად“ ესმით საქმის ვითარება და „რატომღაც“, საკუთარი ჯიბე ურჩევნიათ „საზოგადო“ [სინამდვილეში - ხელისუფალთა] საქმეს. შესაბამისად, გეგმით დადგენილი მიზნების რეალიზების წინაპირობა, ხელისუფლების კიდევ უფრო მეტი კონცენტრაცია ხდება. [კომუნისტების დროს, ამ სისტემას „ტკბილხმოვანებისათვის, დემოკრატიული ცენტრალიზმი“ ეწოდებოდა]. რეალური ხელისუფლება თავს იყრის ყოვლისმწდომ „ექსპერტთა“ [მაგალითად, კომუნიზმის რაობის მცოდნე იდეოლოგ-პოლიტიკოსთა] მცირე ჯგუფის ხელში.6

მიუხედავად იმისა, რომ „ხალხის სახელით“ ინიღბება, ცენტრალიზებული მართვის სისტემა, მხოლოდ „ზემდგომთა“ ნების განხორციელებას ემსახურება. გადაწყვეტილებები ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, მიზანშეწონილობიდან გამომდინარე მიიღება. მყარი სამართლებრივი წესები და ნორმები, კონკრეტული ინსტრუქციებით და მიწერილობებით იცვლება; სამართლის უზენაესობა - პოლიტიკური ძალაუფლების უზენაესობით; მართვის შეზღუდული ფორმები - შეზღუდვით. ხოლო რამდენადაც, ინდივიდუალური ინიციატივა, პიროვნულ პასუხისმგებლობას გულისხმობს, შეცდომების დაშვება კი „თამაშიდან“ გასვლის ტოლფასია. თანდათან, ცხოვრების უფრო და უფრო მეტ ასპარეზზე, მკვიდრდება პრინციპი - „ბოსმა ყველაფერი იცის, ბოსი ყოველთვის მართალია“. ადამიანები, დეგრადირდებიან უნებისყოფო არსებებამდე, რომლებიც მორჩილად ელოდებიან „პირველის“ ინსტრუქციებს და მოთმინებით „უძრაობენ“.

მყარდება „შიშველი მიზანშეწონილობის“7 სამეფო. ის, შეუთავსებელია რაიმე სახის აბსოლუტური ეთიკური წესებისა და ნორმების არსებობასთან. რადგან ახალი საზოგადოების ზნეობრივ იდეალებად მიიჩნევა მხოლოდ ის, რაც ხელისუფალთა მიერ დასახული მიზნების [ვთქვათ, კომუნიზმის, ან სტაბილურობის] მიღწევას ემსახურება, ამისათვის გამოყენებული ხერხებისა და მეთოდების მიუხედავად [მიზანი ამართლებს საშუალებებს!]. ამიტომ, სულ მალე ინგრევა თავისუფალი საზოგადოების დამახასიათებელი ყოფითი ეთიკური ნორმები, ხოლო რელიგია სავსებით ზედმეტი და უსაგებლო ხდება, როგორც „გამაბრუებელი ოპიუმი“. ის კნინდება და ექვემდებარება მოკვდავთა კანონებს. უკვე ხელისუფალნი წყვეტენ - ვინ, სად და როგორ უნდა ილოცოს.

მაგრამ სახელისუფლო ორგანოებს არ ძალუძთ, რომ ყოველი ცალკეული შემთხვევისათვის მიიღონ კანონები, ბრძანებულებები, დირექტივები. ამიტომ, წარმოქმნილ სიცარიელეებს, კვაზიმორალური პრინციპები ავსებს. ეს გულისხმობს, რომ ყველა სახის დირექტივები გათვალისწინებულია მხოლოდ „ქვემდგომებისათვის“ და ექვემდებარებიან ნებელობით ცვლილებებს - გარემოებებისა და „ზემდგომების“ განწყობილებების მიხედვით. რაც უფრო მაღალია პოლიტიკური იერარქიის საფეხური, მით უფრო დაბალია კანონმორჩილების საჭიროება და მით უფრო მაღალია ცდუნება უგულვებელყო ადამიანურობა.

სოციალური რეფორმირების გეგმა, საკუთარ თავში, მოიცავს უპირატესობებისა და პრიორიტეტების მთელ სისტემას: ის განსაზღვრავს, თუ რა არის უკეთესი და რა უარესი; რა არის საჭირო და რა არა; რა არის სასარგებლო და რა არა. ეს კი, თავის მხრივ ამკვიდრებს ადამიანთა შორის უთანასწორობას, უგულვებელყოფს რა მათ თვითმყოფად მოთხოვნილებებს. გეგმა, [მათ შორის საბჭოური - ხუთწლიანი] სინამდვილეში ამკვიდრებს დისკრიმინაციას, ადამიანების თანასწორობა კანონის მიმართ ფორმალური ხდება, რადგან ვერ პოვებს რეალიზებას: ის რაც, ერთი ადამიანისათვის გეგმითაა ნებადართული, მეორისათვის აკრძალულია. ამასთან, ერთს აქვს სრული უფლება „უბრძანოს“ და მეორეს - მხოლოდ ვალდებულება რომ „შეასრულოს“.

ზნეობრივი ზღუდეების არსებობის გამო, მოქმედებაში მოდის უკუშერჩევის პროცესი: სისტემის წიაღში სიცოცხლისუნარიანობას იჩენენ და წარმატებებს აღწევენ „ყველაზე უარესები“, ანუ ისინი ვინც თავისუფალია „ზედმეტი“ ზნეობრივი ჩვევებისაგან [გავყიდი დედას, გავყიდი მამას, თუკი პარტია მიბრძანებს ამას!] და მერყეობის გარეშე მიდიან ყველაზე ბინძურ საქმეებზეც8, რომ „არსებობისათვის ბრძოლაში გადარჩნენ“, არადა, სისტემაში, სადაც „ადამიანი ადამიანისათვის მგელია“, წარმატებას ყველაზე პირსისხლიანი მტაცებლები აღწევენ და არა კრავები.

ამ ლოგიკის დასადასტურებლად, საჭიროა სულ მცირედი, თუნდაც საქართველოს ისტორიის გახსენება. [მაგალითად მე-20 საუკუნის პირველ დეკადებში სოციალ-დემოკრატების ბოლშევიკური ფრთის, ანუ კომუნისტების მიერ დასახული იქნა მიზნად, მთელი საზოგადოების ცხოვრების ორგანიზება ერთიანი გეგმით - კომუნიზმის ასაშენებლად. უკვე 20-იანი წლებიდან, ეს გეგმა სოციალ-დემოკრატების ბოლშევიკური ფრთის მიერ, მიზანმიმართულად იქნა განხორციელებული. საბაზრო წესრიგი, შეგნებული გეგმიური მართვით შეიცვალა, რამაც აუცილებლად გამოიწვია, თავისუფალი საზოგადოების ყველა საყრდენის - თავისუფალი აზროვნების, პირადი თავისუფლების, ზნეობრიობის, სამართალდაცვის, ხელისუფლების შეზღუდულობის თანდათანობით ნგრევა. ყოველივე ამან განაპირობა, საქართველოში კულტურისა და ცივილიზაციის ერთიანი დაცემა: ერთმანეთის დასმენის, დაჩაგვრის, უგულვებელყოს და ურთიერთის პირად ცხოვრებაზე და ქონებაზე თვალის ცეცების სენი, დღემდე განუკურნებელია. საქართელოს ხელისუფლებაში მოსვლის ყოველი მომდევნო მსურველი, ვიდრე დღემდე, „საქმეს“ წინამორბედის „ტახტიდან ჩამოგდებით“ და მისი „კლანის“ განადგურებით იწყებდა. ამასთან საოცარ „გამომგონებლობას“ იჩენდა, საკუთარი თანამოქალაქე „კლასობრივი მტრებისა“ და მათ ქონებაზე „მზრუნველობის“ საკითხებში].

ნიშანდობლივია, რომ სახელისუფლო „ტახტის“, როგორც ასეთის ჩამოგდება, სოციალ-რეფორმატორთაგან, თავში არავის მოსდის. მათ ის სჭირდებათ. იქ მათი პატივმოყვერეობა კმაყოფილდება. შესაბამისად, ისინი მზად არიან ეკლიანი გზაც კი გაიარონ, ოღონდ „ტახტის“ გაქექილი საჯდომი დაყნოსონ.

„აბსურდია, რომ სახელმწიფოს ჩარევა შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ ეკონომიკური ურთიერთობებით და თავისუფლება იქნეს შენარჩუნებული პირად ცხოვრებაში“.9

წარმოების ცენტრალიზებული მართვის პირობებში, ადამიანი ხდება დამოკიდებული სახელმწიფოზე, როგორც მისთვის სასიცოცხლო გადაწყვეტილებების მიღებისას, ისე საკუთარი მიზნების მიღწევისათვის, საჭირო საშუალებების შერჩევაში.

საქმე ისაა, რომ სახელმწიფოს სახელით წყდება, თუ ვინ რა უნდა აწარმოოს და ვის, რა უნდა ერგოს. ადამიანი იზღუდება არა მარტო სამომხმარებლო თვალსაზრისით, არამედ პროფესიის არჩევის, საქმიანობის, ცხოვრების ადგილისა და პირობების თვალსაზრისითაც. ეს ნიშნავს, რომ იშლება ადამიანის პირადი ცხოვრების საზღვრები, სადაც ადამიანები საკუთარ გადაწყვეტილებებზე, თვითონ არიან პასუხისმგებლები. ხშირ შემთხვევებში, ადამიანები უკვე აღარ არიან თავისუფლები, მიიღონ გადაწყვეტილებები იმაზეც კი, თუ ვისზე დაქორწინდნენ და რამდენი შვილი იყოლიონ [მაგალითად, კომუნისტურ ჩინეთში].

რამდენადაც ადამიანების ერთ აზრზე მოქცევა, გაერთგვაროვნება, აიოლებს დასახული მიზნების შესრულებას, სახელმწიფო ცდილობს, გააკონტროლოს არა მარტო რესურსები, ნივთები, არამედ ადამიანები - მათი გონება და სულები. საზოგადოება ერთთავად პოლიტიზირებული ხდება დაკავებული ისეთი თემების განხილვით, რომელთა არც ვითარება და არც გადაწყვეტა, მას არ ეხება და არც ეხელეწიფება. შესაბამისად, „რეფორმირებადი საზოგადოების“ სრულყოფილი წევრები ხდებიან, მხოლოდ ისინი, ვინც იზიარებს ანდა უსიტყვოდ ეგუება გარდაქმნების დადგენილ გეგმას [ვთქვათ, კომუნისტური, ან სხვა რომელიმე რევოლუციის იდეალებს].

ყოველი ადამიანი და ყოველი მოვლენა, ფასდება იმისდა მიხედვით, თუ რამდენად ემსახურება ის მოცემულ ამოცანას - „ნათელი [მაგალითად, კომუნისტური] მომავლის მშენებლობის საერთო საქმეს“, ასეთ სისტემაში, გაბატონებულ აზრთან არდათანახმება, ნიშნავს არდათანხმებას სახელმწიფოსთან, ანუ პოლიტიკურ აქციას. ეს კი, დასჯადია და ისჯება კიდეც, როგორც „ხალხის მტრობა“ და „მავნებლობა“ [როგორც დგინდება, მარტო საბჭოურმა ექსპერიმენტალიზმმა, ჯამში 100 მილიონზე მეტი ადამიანის ბედი და სიცოცხლე შეიწირა!].

მეცნიერება, ხელოვნება და სპორტიც კი, ასევე დგება „სოციალური დაკვეთის“ სამსახურში. ყველაფერი, რაც ამის მიღმაა, სახელდება წმინდა ხელოვნებად, აბსტრაქტულ მეცნიერებად და უარიყოფა. საზოგადოებრივი დისციპლინები, „სოციალური მითების“ ფაბრიკებად გარდაიქმნებიან. კვდება თავისუფალი სიტყვა, თავისუფალი აზრი. ყალიბდება ახალი ადამიანი - „ყოვლისმომცველი რეფორმატორული ორგანიზაციის წევრი, არსება“ [მაგალითად, „ჰომოსოვეტიკუსი“], რომელსაც ამ გამარჯვებული კოლექტივის წევრობა, უცვლის სინდისს.

ხდება გარდაუვალი ფსიქოლოგიური ძვრა: ღირსებები, რომელთაც ეყრდნობოდა თავისუფალი საზოგადოება - დამოუკიდებლობა, თვითმყოფადობა, გამბედაობა, საკუთარი მრწამსის დაცვის სურვილი - კვდებიან. ადამიანები, ნებისმიერი, თუნდაც პირადი პრობლემის გადაწყვეტისას, სახელმწიფოსაგან, ანუ ბიუროკრატიისაგან, ნებართვის ან წყალობის მიღებას ეჩვევიან. ადამიანის პიროვნებისა და საზოგადოების განადგურების პროცესი შეუჩერებლად მიმდინარეობს. საბოლოოდ, ის ისეთ ტოტალიტარულ წყობაში ტრანსფორმირდება, სადაც ადამიანები არა მარტო ყოფით, არამედ მენტალურადაც მონები არაინ.

„სოციალური რეფორმიზმის“ მიმდევარი სახელმწიფო, ეს საზოგადოებრივი ცხოვრების ასპარეზზე მოთამაშე ისეთი ინსტიტუტია, რომელიც არა მარტო ადგენს და ნებელობით ცვლის საურთიერთობო წესებს, არამედ რეპრესიის მუქარით აიძულებს ყველას, რომ დაემორჩილონ მას.

„არაფერია, უფრო არაპოპულარული სადღეისოდ, ვიდრე თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, ე.ი. კაპიტალიზმი. ადამიანის განვითარებას არა მითიური „მატერიალური ძალები“, [როგორც ეს სოციალისტებს სჯერათ] არამედ გონება და იდეები განსაზღვრავენ. სოციალიზმის და დესპოტიზმის გავლენის გაფართოების ტენდენციის შესაჩერებლად, საჭიროა ჯანსაღი აზრი და სულიერი გამბედაობა!“10

ეკონომიკური თვალსაზრისით, ნებისმიერი ტიპის გეგმიური რეფორმიზმი, [მათ შორის მრავალსახოვანი სოციალიზმი], აუცილებლად იწვწვს კეთილდღეობის შეფერხებას და საყოველთაო გაღარიბებასაც კი. საქმე ისაა, რომ, ნებისმიერი ცენტრალიზებული სისტემა, საკუთარ თავში გულისხმობს ტექნიკურ და დროით ხარვეზებს ინფორმაციულ უზრუნველყოფაში, რაც გამორიცხავს მოთხოვნილებების და მათი დაკმაყოფილების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების სინქრონიზაციას.11 ხოლო სოციალისტური სისტემა, ზემოთქმულის გარდა ხასიათდება ე.წ. „გათვლის ქაოსით“, რაც გულისხმობს, რომ წარმოების საშუალებებზე კერძო საკუთრებისა და მათი საბაზრო გაცვლების გარეშე, შეუძლებელია სამეურნეო ფასების დადგენა და შესაბამისად, სამეურნეო რესურსების [მათ შორის დამიანურის] ეფექტური გადაადგილება დროსა და სივრცეში.12 [აი რატომ არის დასაჩქარებელი პრივატიზება. 100%-ით პრივატიზება!].

არადა ადამიანის ყველა უფლებისა და თავისუფლების საფუძველი, ეკონომიკური თავისუფლებაა, რომლის უგულვებელყოფაც, ცივილიზაციის ფასეულობათა სისტემის დაცემას იწვევს. ერთიანი მიზანდასახვა, შესაძლებელია მხოლოდ ნებაყოფლობით; მშვიდობიანი გზებით; ურთიერთსარგებლიანობის საფუძველზე, რაც თავისთავად, „უარის“ (!) უფლებას გულისხმობს.

ამდენად, მთელ საზოგადოებას, არ შეუძლია იცხოვროს ერთიანი თავსმოხვეული გეგმით. აბსურდულია თავად სოციალური რეფორმის იდეაც კი - რაკი ის უშვებს, რომ „უარის უფლების რეალიზება, ადამიანის სიცოცხლისა და საკუთრებისათვის საზიანო შეიძლება იყოს. სისტემის რეპრესიული აპარატის წნეხისაგან ფიზიკურად გადარჩენილებისათვის, დისიდენტობა - ტოტალიტარიზმთან შერიგებით მთავრდება. [ასეთი იყო საბჭოური „გულაგებიდან“ გადარჩენილთა უმრავლესობის ხვედრი] ეს გარდაუვალობა შესანიშნავადაა აღწერილი ჯორჯ ორუელის უკვდავ ნაწარმოებში „1984“, რომელიც 1948 წელს შეიქმნა.

ნებისმიერი ქმედება, რომელიც ადამიანურ მსხვერპლს საჭიროებს და ე.ი. კაცთმოძულეობას აღვივებს, არაეთიკური და ზარალის მომტანია. მისი ინიციატორები შინაგანად ტირანები, ვამპირები და კანიბალები არიან: ისინი ხომ თავიანთი თანამოქალაქეების სიცოცხლის, ბედის და საკუთრების ექსპლუატაციის ხარჯზე იხანგრძლივებენ არსებობას.

არადა, ბუნებრივია, საზოგადოების წევრები საჭიროებენ არჩევანს, რომ უკეთესად დაიკმაყოფილონ საკუთარი ინტერესები. ამის ასპარეზს, მათ მხოლოდ „საბაზრო ეკონომიკა“, ანუ კაპიტალიზმი აძლევთ!

„საბაზრო ეკონომიკა არის წარმოების საშუალებების კერძო საკუთრებაზე დაფუძნებული, შრომის დანაწილების სოციალური სისტემა. მიუხედავად იმისა, რომ მასში, თითოეული მოქმედება თავისი ინტერესებისათვის, ამ მოქმედების შედეგები მიმართულია იმისაკენ, რომ საუკეთესოდ დააკმაყოფილოს, როგორც საკუთარი, ისე მის გვერდით მდგომის მოთხოვნილებები. შედეგად ბაზარი ინდივიდუმების საქმიანობას მიმართავს იქით, სადაც ისინი, ყველაზე უკეთ მოემსახურებიან თავისსავე მსგავს მომხმარებელს.“13

თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, ანუ დებიუროკრატირიზებული კაპიტალიზმი, აგებულია მომხმარებლის ინტერესების დაკმაყოფილებაზე. ის ადამიანების ნებაყოფლობით თანამშრომლობას გულისხმობს, რომელიც მიმართულია დოვლათისა და მომსახურების ურთიერთსასარგებლო გაცვლაზე და ეფუძნება იმ სოციალურ ინსტიტუტებს, რომლებიც საუკეთესოდ წყვეტენ ამ ამოცანას. ეს არის სისტემა, სადაც ხელი ეწყობა ადამიანების მიერ საკუთარი ნიჭისა და უნარჩვევების გამომჟღავნებას და დოვლათის მზარდი ოდენობითა და ხარისხით წარმოებას. ის აგებულია არაძალადობაზე და თავისი არსით მაღალ-ეთიკურია. ამ გაგებით, ის ეხმიანება ახალ აღთქმას და მისი სიბრძნის ცხოველუნარიანობის დასტურად გამოდგება.

არ უნდა იქნეს დავიწყებული და უგულვებელყოფილი, რომ სწორედ კერძო საკუთრება და მასთან დაკავშირებული ეთიკური და კულტურული ნორმები იყო და რჩება, ადამიანის დამონებაზე, მის სიცოცხლეზე და ქონებაზე ძალადობრივი ექსპერიმენტების განხორციელების მოსურნე სხვადასხვა ყაიდის სოციალისტური დოქტრინების მთავარი სამიზნე.

კაპიტალიზმი, ძირეულად მიუღებელია ხელისუფლებამოწყურებული ადამიანებისათვის, რამდენადაც ის არ საჭიროებს და არც გუობს ადმინისტრაციულ ჩარევას, ბიუროკრატიულ მართვას, ინსტიტუციონალურ კონსტრუქტივიზმს, ეთიკის უარყოფას და ამდენად, პოლიტიკური დიქტატის ასპარეზსს არ წარმოადგენს.

შესაბამისად, სწორედ იმიტომ იყო საჭირო კომუნიზმის, ანუ ადამიანებზე ტოტალური პოლიტიკური ბატონობის სისტემის, უარყოფა და თავისუფლებისკენ ნაბიჯის გადადგმა.

„კომუნიზმი, ანუ „განვითარებული სოციალიზმი“ არ წარმოადგენს კაპიტალიზმის ალტერნატივას. მეტიც, ის არ წარმოადგენს ალტერნატივას არც ერთი სისტემისადმი, რომელშიც ხალხს შეეძლება იცხოვროს ადამიანურად. ამის ხაზგასმა წარმოადგენს ეკონომიკური მეცნიერების ამოცანას, ზუსტად ისე, როგორც ბიოლოგიისა და ქიმიის ამოცანაა, განმარტოს, რომ ციანიდის კალიუმი სინამდვილეში საწამლავია და არა საკვები. ...სოციალიზმი განუხორციელებელია, რადგან ადამიანს არ ძალუძს მისი, როგორც საზოგადოებრივი სისტემის განხორციელება. არჩევანის საგანია კაპიტალიზმი ან ქაოსი. ადამიანი, რომელიც არცევს დალიოს ჭიქა რძე თუ ჭიქა კალიუმის ციანიდი, აკეთებს არჩევანს არა ორ სასმელს შორის, არამედ სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის. საზოგადოება რომელიც აკეთებს არჩევანს კაპიტალიზმსა და სოციალიზმს შორის, სინამდვილეში ირჩევს არა საზოგადოების განვითარების ამა თუ იმ გეზს, არამედ, საზოგადოებრივ თანამშრომლობას ან საზოგადოების განადგურებას“.14

„მენტალური მონობიდან გასათავისუფლებლად არის ერთადერთი გზა: გონება უნდა იქნეს გამოყენებული, როგორც ამომავალი წერტილი ყოველ დისკუსიაში; მოთხოვნა, კანონი და ტრადიციები უნდა იქნენ უარყოფილნი, როგორც ბაზისი არგუმენტებისათვის. სიმართლის ძიებისას, ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი ანალიზისათვის, კრიტიკის, კითხვებისათვის, და საკუთარი აზრის დასაცავად“.15

თითოეული ადამიანის მოღვაწეობის თავისუფლება შეზღუდულია სხვა ადამიანების თავისუფლების ხელშეუხებლობით. სხვა სიტყვებით, ადამიანი უფლებამოსილია განკარგოს თავისი სიცოცხლე, საკუთრება და მის ხელთ არსებული სხვა რესურსები, მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ის არ ხელყოფს სხვა ადამიანის სიცოცხლეს, საკუთრებას და მის ხელთ არსებულ სხვა რესურსებს, ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ. აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ ადამიანისათვის ხელსაყრელია თავისი სიცოცხლე და ქონება განკარგოს, ისე, რომ არ ხელყოს სხვა ადამიანის სიცოცხლე და ქონება, ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ. მეტიც, ადამიანი მისთვის სავალალო შედეგების გარეშე, არათუ ვერ გაუკეთებს, არამედ ვერც უსურვებს სხვა ადამიანს იმას, რასაც ის არ ისურვებდა საკუთარი თავისათვის.

ამ წესის დაცვა წარმოადგენს ყოველი ცალკეული ადამიანის პირად ინტერესს, მიუხედავად იმისა, აცნობიერებს ან იყენებს ის ამას თუ არა, სწორედ ასეთი გზით არის შესაძლებელი, რომ ყველაზე ნაკლები დანახარჯებით იქნეს უზრუნველყოფილი, თითოეული მათგანის ხელშეუხებლობა.

მაგალითად, თუ ადამიანი სამართლიანად მიიჩნევს სხვა ადამიანის დაბეგვრას, დაყაჩაღებას, მოტყუებას, გაუპატიურებას, დამონებას ან მოკვდინებას, ეს ავტომატურად გულისხმობს, რომ მან უნდა აღიაროს სხვების მიერ პირადად მისი დაბეგვრის, დაყაჩაღების, მოტყუების, გაუპატიურების, დამონებისა და მოკვდინების შესაძლებლობის სამართლიანობაც.

ყოველივე ამის გამო, ადამიანს თავისი მოღვაწეობისას, თავისივე კეთოლდღეობის უზრუნველსაყოფად სჭირდება იმის გათვალისწინება, რომ პატივი სცეს სხვათა სიცოცხლეს, ღირსებას და საკუთრებას, არა კაც ჰკლას! არა იპაროს! არა ცილი სწამოს! არა იმრუშოს! და ა.შ. მაშასადამე, სხვა ადამიანებთან თანამშრომლობის ურთიერთსარგებლიანობის პრინციპით მოწესრიგების ამოცანა უბიძგებს თითოეულ ადამიანს, რომ ურთიერთობებში უპირატესობა მიანიჭოს ნებაყოფლობითობას და არა ძალადობას.

იგივე ნიშნავს, რომ ადამიანისათვის სასარგებლოა არა ყოველგვარი მოღვაწეობა, მაგალითად ე.წ. აბსოლუტური, ანუ მექანიკური თავისუფლება აკეთოს ის, რაც მას სურს, მათ შორის თავს დაესხას სხვას და მიითვისოს მისი ქონება. არამედ, თავისუფლება იღვაწოს ისე, რომ განკარგოს მხოლოდ ის, რაც საკუთრივ მისია, სხვების „სიცოცხლისა“ და „ქონების“ მიმართ იძულების გარეშე.

მეტიც, სიტყვას „თავისუფლება“ გააჩნია ნეგატიური გაგება და განიმარტება როგორც დამოუკიდებლობა, შეუზღუდაობა გარეგანი ცდუნებებისაგან. ამდენად, ადამიანური მოღვაწეობის თავისუფლება გულისხმობს თავისუფლებას ძალმომრეობის გამოყენებისაგან, ამასთან, არა მარტო სხვა ადამიანების, არამედ საკუტარი „სიცოცხლისა“ და „ქონების“ მიმართაც; ისევ როგორც თავისუფლებას არა მარტო სამართლებრივი (მაგალითად, გარიგებების შეუსრულებლობა, ქურდობა, ყაჩაღობა, მკვლელობა და ა.შ.), არამედ მორალური დანაშაულისაგანაც (სიცრუე, მრუშობა, ცილისწამება და ა.შ.).

ადამიანი, რომელიც მავნე მიდრეკილებებით და აღვირახსნილობით ზიანს აყენებს საკუთარ ჯანმრთელობას და რეპუტაციას, ხელს უშლის ღვთისაგან ბოძებული ნიჭის გამოვლენას, აკნინებს საკუთარ ღირსებას და ქარს ატანს შესაძლებლობებს, ისეთივე დამნაშავეა, როგორიც ყოველი სხვა მოძალადე. თუმცა, ადამიანის ზნეობრივ მსაჯულად სხვა ადამიანი [და ვერც მათ მიერ შექმნილი სახელმწიფო] ვერ გამოდგება.

შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის მოღვაწეობის თავისუფლება ნიშნავს „თავისუფლებას ცოდვისაგან“. სწორედ ეს უდევს საფუძვლად, ერთგვარ არაძალადობის კოდექსს, ბუნებით წესრიგს, რომელიც თავისი არსით უკომპრომისო და შეუვალია. ეს არის ადამიანების ურთიერთანამშრომლობის ეთიკური საფუძველი. ყველგან, სადაც ირღვევა მოცემული დებულებები, ირღვევა ადამიანის მოღვაწეობის სარგებლიანობის მაქსიმიზაციის ხელშეწყობის პირობები, რაც თავის მხრივ აფერხებს პროგრესს, ამცირებს საერთო კეთილდღეობას და აკნინებს კულტურას.

ადამიანების ურთიერთთანამშრომლობის ეთიკური პრინციპები თავის თავში მოიცავს ეკონომიკურ კანონებს, ამდენად ცხადია, რომ მათი პოლიტიკური მანიპულირება შეუძლებელია. პირიქით, ეკონომიკური კანონების უგულვებელყოფა პოლიტიკური გეგმების კარნახს იწვევს.

,,სოციალიზმის იდეა, ეს ადამიანური სულის ერთი ყველაზე პატივმოყვარე ნაყოფია. იგი იმდენად დიდებული და კადნიერია, რომ მართლზომიერად გამოიწვია უდიდესი აღტაცება. ჩვენ უფლება არა გვაქვს, სოციალიზმი დაუდევრად უგულვებელვყოთ, ჩვენ უნდა უარვყოთ იგი - თუ გვინდა რომ მსოფლიო ვიხსნათ ბარბაროსობისაგან“. 16

ხშირად მიიჩნევენ, რომ „პოლიტიკა შესაძლებლის კეთების ხელოვნებაა“ და „მიზანი ამართლებს საშუალებებს“. როგორც წესი, ეს გულისხმობს, რომ შესაბამის საზოგადოებებში, ეთიკური პრინციპების უგულვებელმყოფელი „წმინდა წყლის“ პოლიტიკოსები დომინირებენ, რომელთა გეგმებს, თითქმის ყოველთვის, საკუთარი მოსახლეობის სიცოცხლეზე, პირად ცხოვრებაზე, სარჩო-საბადებელზე და ქონებაზე ბატონობის სურვილის სახე აქვს. პოლიტიკოსი, რომელიც აღიარებს ამგვარ „რეალ-პოლიტიკას“, ტირანობის საუკეთესო კანდიდატია.

ამავდორულად „იქ, სადაც ჯერ კიდევ სულდგმულობს თავისუფლების სული და არ მინავლებულა კერძო მესაკუთრეობის ინსტიქტი, რომლებიც არ იძლევიან ტოტალიტარიზმის ერთბაშად დამყარების საშუალებას, ,,კომუნიზმი“, ანუ ე.წ. ,,მებრძოლი სოციალიზმი“ იცვლება ე.წ. ,,მცოცავი სოციალიზმით“. ეს უკანასკნელი, ,,საყოველთაო კეთილდღეობის საზოგადოების“ სახელითაა ცნობილი და ,,სოციალურად ორიენტირებული სახელმწიფოს“ კონცეფციის საფუძველია“.

,,საყოველთაო კეთილდღეობის საზოგადოების“ შემთხვევაში საუბარია არა ეკონომიკის, არამედ შემოსავლების სოციალიზაციაზე.“ სახელმწიფო, რომელიც, როგორც წესი, დემოკრატიულ პრინციპებს ეყრდნობა, გამოიყენება ,,სამართლიანი“ გადანაწილების მექანიზმად. ის მოქმედებს საგადასახადო ბერკეტების, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სოციალური პროგრამების ორგანიზებისა და სხვა ადმინისტრაციული ხერხების გამოყენების გზით. გარდამავალ ეკონომიკებში, ამას ერთვის ინსაიდერულ გამორჩენაზე გათვლილი პრივატიზება და საყოველთაო კორუფცია.

სხვა სიტყვებით, გარკვეულ იდეალურ სქემას ექვემდებარება არა წარმოება, როგორც ეს გეგმური ეკონომიკის პირობებში იყო, არამედ გადანაწილება. ეს კი, მხოლოდ ანელებს ტოტალიტარიზმისაკენ მოძრაობას, მაგრამ ვერ აღკვეთს მას.

,,არცერთ ცხოველუნარიან საზოგადოებას, არ შეუძლია ყოველი ადამიანის ანაზღაურება მათი თვითშეფასების მიხედვით. საზოგადოება, რომელშიც ყოველი წევრი გამოდის, როგორც რომელიმე ორგანიზებული ჯგუფის წევრი, რომლის მიზანია აიძულოს ხელისუფლება, რომ მიიღოს მისგან მხარდაჭერა იმის მიღწევაში, რაც მას სურს, თვითგანადგურებადია.“17

ნიშანდობლივია, რომ ,,კეთილდღეობის საზოგადოების“ პირობებში დასახული მიზანი: დოვლათის სამართლიანი გადანაწილება, თავისთავად აბსურდულია. ეს იმ მარტივი მიზეზის გამოა, რომ დოვლათის ფასეულობა არც გადანაწილდება, არც გადაიცემა და არც გაიყოფა. ფასეულობა ინდივიდუალური შეფასების პროდუქტია. ის რაც ფასეულია ერთისთვის შეიძლება უმნიშვნელო იყოს სხვისთვის. (ახალი აღთქმა გვასწავლის, რომ ღორებს ფერხთით არ უნდა დავუყაროთ თვალ-მარგალიტი!). ის რაც სამართლიანია ერთისთვის, შესაძლოა უსამართლო იყოს სხვისთვის გათანაბრებითი სამართლიანობის გამოდევნებას იოლად მივყავართ ტოტალიტარული სისტემის დამკვიდრებამდე: ის ვინც თვლის, რომ ყველას თანაბრად უნდა გაუყოს, იმავდროულად თვლის, რომ თვითონ ცოტა მეტი ერგება, რადგანაც ის ასეთი ,,სამართლიანი და მოწყალეა“.

,,საყოველთაო კეთილდღეობის საზოგადოება“, ეს არის პრივილეგიებისთვის ვაჭრობის სისტემა, რომელსაც ორგანიზებას უწევენ სპეციალური ინტერესების ჯგუფები და ამომრჩეველთა ხმებზე დახარბებული პოლიტიკოსები.

ამ ჯგუფებში, შემოსავლები ყალიბდება არა საბაზრო პრინციპით, (ანუ გაწეული სამსახურის ნებაყოფლობითი ანაზღაურების გზით, სადაც წარმატებას აღწევენ ისინი, ვინც ყველაზე მეტი ხარისხით და ყველაზე ნაკლებ ფასად აკმაყოფილებენ მომხმარებლის ინტერესებს), არამედ პოლიტიკური პროცესებით: ყოველი ასეთი ჯგუფი მოითხოვს, რომ მათი ანაზღაურება (პრივილეგიები) გაიზარდოს და ამისათვის, ლეგიტიმური იქნეს მათ მიერ სხვა ჯგუფების შემოსავლებისა და ქონების ექსპროპრაცია და მათთვის სასარგებლოდ გადანაწილება, რადგან მიაჩნიათ, (ან უნდათ რომ სხვებს მოაჩვენონ), რომ ისინი უკეთესად გამოხატავენ საზოგადოების ინტერესებს. მათი გაწეული შრომა უფრო სასარგებლო და შესაბამისად, ძვირიცაა. ანაზღაურება კი - არასოდეს არაა საკმარისი.

ასეთი ჯგუფების შემოსავლები, საბაზრო მოთხოვნაზე არ არის დამოკიდებული, არამედ მათ მიერ სახელიუფლებო ბერკეტების მიტაცებაზე და ძალაზე - გამოსტყუონ ხელისუფლებას პრივილეგიები და დაფინანსება, სხვადსხვა პროგრამებისათვის. ძალაუფლება გამოიხატება მათ უნარში, რაც შეიძლება მეტი გავლენა იქონიონ, სხვა ადამიანების შემოსავლების გადანაწილებაზე. ხელისუფლების უუნარობა, რომ მართოს ეს ჯგუფები, იწვევს მის პარალიზებას.

„დრო არც კი უნდა დაკარგო იმ ადამიანებთან კამათში, რომლებიც თვლიან, რომ ხეირს მუქთად ეწევიან. 18

„კეთილდღეობის საზოგადოება“, ადრე თუ გვიან, ერთი შეხედვით მოულოდნელად, მაგრამ აუცილებლად, ჩაეფლობა ტოტალიტარიზმის ჭაობში. უპირველეს ყოვლისა ეს გამოწვეულია ადამიანების ფსიქოლოგიის ცვლილებით, როდესაც ისინი ეჩვევიან სახელმწიფოს პატერნალისტურ „მზრუნველობას“. ასეთი სახელმწიფო, ადამიანების გონებაში ამკვიდრებს, კაპიტალიზმის, ანუ საკუთარი ხარჯით ცხოვრების ძიძღს და სხვისი ხარჯით ცხოვრების სიყვარულს, რაც არის კიდეც სინამდვილეში სოციალიზმი.

სწორედ რომ ,,მცოცავი სოციალიზმის“ ფაზაშია სადღეისოდ საქართველო, ისევე როგორც მთელი დასავლეთის ცივილიზებული სამყარო.

სახელმწიფოზე დამოკიდებულების ჩვევა, პირადი ინიციატივისა და პასუხისმგებლობის დაქვეითება, განაპირობებს საზოგადოების პოლიტიკური ინსტიტუტების ცვლილებას. ისინი ინერტულები და კორუმპირებულები ხდებიან. კარგავენ უნარს, რომ ,,მამა-მარჩენალი ხელისუფალისაგან“ დამოუკიდებლად, საკუთარ ეზო-ყურეს მაინც მოუარონ, დაასუფთაონ და გაამწვანონ; საბავშვო მოედანი მოაწესრიგონ, ან სახურავი და ლიფტი შეაკეთონ.

,,კეთილდღეობის საზოგადოების“ მშენებელი სახელმწიფოს ბიუჯეტი, მუდმივად იზრდება და შესაბამისად, კერძო დოვლათის სულ უფრო მეტი და მეტი სოციალიზაცია მიმდინარეობს. შედეგების თვალსაზრისით, არა აქვს მნიშვნელობა, ეს ხდება უშუალოდ გადასახადებით, სესხებით, ფულის საბეჭდი დაზგის ამუშავების თუ ლიცენზიების გაყიდვით. მთავარია, რომ კერძო დოვლათის ექსპროპრიაციას და მის პოლიტიკური შეხედულებებით გადანაწილებას, ტოტალური და მზარდი ხასიათი აქვს.

ამ სისტემის პოლიტიკოსები, რომლებიც ხვდებიან პრობლემას, პოლიტიკაში დარჩენის პატივმოყვარე სურვილის გამო, ვერ ამბობენ უარს გადანაწილებით პროექტებზე. სხვის ჯიბეებში ფათური, მათი ძირითადი ხელობაა, რომლის შეგნებული თუ შეუგნებელი შეუსრულებლობა, პოლიტიკური კარიერის დასასრულის ტოლია. გმირები და წმინდანები კი, ამ ,,საქმეში“ თითქმის არ არიან!

,,მცოცავი სოციალიზმის“ პირობებში, სახელმწიფო მიუთითებს მეწარმეებს არა იმას თუ რა აწარმოონ, არამედ იმას, თუ რა არ შეუძლიათ, რომ მათ აკეთონ. მაგრამ ეს მითითებები გარდაიქმნებიან ისეთ ადმინისტრაციულ ბარიერებად, რეგლამენტაციების ქსელად და მონოპოლიური სისტემებად, რომ საბაზრო ეკონომიკის შემოქმედი ძალები პარალიზებულები აღმოჩნდებიან.

გადანაწილების სასურველი სტრუქტურის მისაღწევად, სახელმწიფომ უნდა მიმართოს ამა თუ იმ ფასებისა (მაგალითად: ელექტრო ენერგიის, გაზის, წყლის, ტელეფონის, სხვა კომუნალური მომსახურებების, განათლების, სამედიცინო მომსახურებების, ხელფასებისა და პენსიების - მინიმალური განაკვეთების და ა.შ) და შემოსავლების კონტროლს; დააწესოს საგანგებო საგადასახადო სქემები და შეღავათები; დააფინანსოს სოციალური დახმარების პროგრამები, რომლებიც მიმართულია ცალკეული, პოლიტიკურად ხელსაყრელი ჯგუფების კეთილდღეობის (ცხადია, სხვა ჯგუფების ხარჯზე) შესანარჩუნებლად, დაადგინოს ვაჭრობის წესები და სამუშაოზე დაქირავების პირობები.

მაგრამ, როგორც იქ, სადაც ვაჭრობის კანონებს ხელისუფლება აწესებს, პირველი რაც საჭიროა, რომ გაკეთდეს, ეს ხელისუფლების მოსყიდვაა. ამდენად, ხელისუფლება, განიცდის ზეწოლას სხვა ჯგუფებისაგან, რომლებიც ცდილობენ მიიღონ ასეთივე შეღავათები და დახმარებები. როგორც კი, გადასახადებიდან განთავისუფლდებიან ერთი საწარმოს, (თუნდაც ყველასაგან სათაყვანებელი საფეხბურთო კლუბის) ან თუნდაც ერთი დარგის მეწარმეები, (თუნდაც მეპურეები) მაშინვე იგივე მოთხოვნა გაუჩნდებათ სხვა, უპირველეს ყოვლისა მომიჯნავე საქმიანობის მქონე ჯგუფებს, როგორკი, ერთ რეგიონს გაეწევა სუბსიდირებაა, მოითხოვს მეორე.

„კეთილდღეობის საზოგადოება“ თანდათანობით აქტიურ პოლიტიკური ქმედებებში ითრევს საკუთარ მოქალაქეებს, რომლებიც იყოფიან და იქსაქსებიან პრივილეგიების მაძიებელ ჯგუფებად, მოძრაობებად „წილისთვის“. ასეთი ჯგუფები ყალიბდება ინტერესების, სქესის, ასაკის, ქონებრივი მდგომარეობის მიხედვით; ეთნიკური, ტომობრივი, პროფესიული თუკი სხვა ნიშნებით. მათ შორის გარდაუვალად წარმოიშვება შეურიგებელი კონფლიქტი (და არა საბაზრო კონკურენცია!) შეზღუდული რესურსების გადანაწილებისათვის. ყველა მათგანისთვის, „წარმატება“, სხვის ხარჯზე ცხოვრების მოწყობას ნიშნავს.

შესაბამისად, „კეთილდღეობის საზოგადოება“, საზოგადოების წიაღში, მარადიულ ბრძოლას გულისხმობს. ამასთან, უმცირესობების კოალიციები, გაცილებით რადიკალურნი და შეურიგებელნი არიან და შანტაჟი მათი ცხოვრების წესად - თვითიდენთიფიკაციისა და შემოსავლების წყაროდ ყალიბდება (ასეთი პროცესების შედეგია აგრესიული სეპარატიზმი, იზოლაციონიზმი, რელიგიური ექსტრემიზმი, სექსიზმი, კულტურული ნიჰილიზმი და ა.შ.).

ასეთი სისტემისათვის პერმანენტული და დაუსრულებელი რეფორმები, ანუ ,,რეფორმის რეფორმა“ - ცხოვრების ყოველდღიურობაა. (მაგალითად, თანამედროვე საქართველოში ერთი ქარგაზე მოჭრის მცდელობად, შეიძლება მიჩნეულ იქნეს განათლების, ჯანდაცვის, სოცუზრუნველყოფის, საპენსიო, საბანკო, სადაზღვევო, სასამართლო, ადმინისტრაციული და სხვა რეფორმები. ანუ ყველა ის სფერო, სადაც ბიუროკრატია ანახლებს საკუთარი ჩარევის წესებს. სეგმენტის ყოველი ახალი ხელმძღვანელი, ახალ რეფორმას თუ არა, ძველი რეფორმის ახალ ეტაპს მაინც იწყებს. როდის და რა შედეგით უნდა დამთავრდეს ექსპერიმენტები, - გაუგებარია).

,,კეთილდღეობის საზოგადოების“ მშენებელი სახელმწიფოს გაფართოების შეჩერება შეუძლებელია. გარკვეულ ეტაპზე, საბაზრო ეკონომიკა და მისი დამახასიათებელი წესრიგი გარდაიქმნება შუალედურ ე.წ. კორპორაციულ (იგივე სინდიკალისტურ, ანუ ოლიგარქიულ, ანუ კლანურ) სისტემად.

ამ ეტაპზე, სახელმწიფო საკმარისად ძლიერია, რომ დაითრგუნოს ცალკეული ადამიანები, მაგრამ კორპორაციების წინააღმდეგ ის უკვე უძლურია. მალე, თავად „პოლიტიკური კორპორაციები“ მოდიან სახელმწიფოს სათავეში. ეს პროცესი წააგავს „უსიხლო“, მაგრამ ღვარძლიან და ურთიერთდაუნდობელ სამოქალაქო ომს, სადაც ყველა ყველას წინააღმდეგია და არავის არავისი წარმატება არ სურს.

რამდენადაც მდგრადია საბაზრო და ტოტალიტარული სისტემები, იმდენად არამგრადი და მოუწესრიგებელია კორპორატიული. მას დიდხანს გაძლება არ ძალუძს. ის წარმოშობს უფრო მეტ პრობლემას, ვიდრე წყვეტს. უკმაყოფილება რევოლუციის, ანუ პრობლემის ერთი ხელის დაკვრით გადაწყვეტის სურვილს ამძაფრებს.

„მღელვარე მასა“ მიესალმება რადიკალურ ქმედებებს; მშვიდად ხვდება უკანონობასა და ძალმომრეობას, რომელიც „ძველის“ დასანგრევად და „ახლის“ ასაშენებლად გამოიყენება. „მშრომელი ხალხის“ ექსპლუატარორებისა და „ხაზინის ქურდების“ დაპატიმრებები (და მათგან „პენსიების დასარიგებელი სახსრების“ სასამართლოს გარეშე გამოძალვა) პირველ ეტაპზე მაინც, მასის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. მათ ეს სიკეთედ მიაჩნიათ. სწორედ ეს ხსნის გზას ტოტალიტარიზმისაკენ.

ყოფის გაუმჯობესების საკითხში რეალური წარმატებების არარსებობა, კიდევ უფრო ამწვავებს მდგომარეობას. ხელის შემშლელ გარემოებათა რიცხვი იზრდება. ხელისუფლება ითხოვს უფლებების გაზრდას. „საზოგადოებრივი აზრი“ დიქტატურის დამყარებაზეც კი თანახმაა: ის ხომ აღმერთებს ადამიანებს, რომლებიც პირდებიან (და ასრულებენ კიდეც!) საპყრობილეების გამოტენას, წინა, უნიათო და კორუმპირებული რეჟიმის წარმომადგენლებით.

ამ ორომტრიალში ჩართულ ადამიანებს არ ესმით, რომ ,,კეთილდღეობის საზოგადოების“ წიაღში მიმდინარეობს ხელისუფლებისათვის ბრძოლა, ურთიერთგანადგურებადი პროცესი. პოლიტკური კონკურენცია კვლავ და კვლავ ტოტალიტარულ სისტემას ქმნის და შესაბამისად, გამარჯვება ისევ და ისევ, ყველაზე მზაკვარ და უპასუხისმგებლო ადამიანებს რჩებათ.

„სოციალიზმი, ფაქტიურად და ლოგიკურადაც კი შეუძლებელია“ 20

„კეთილდღეობის საზოგადოების“ მშენებლობას, აუცილებლად მივყავართ ტოტალიტარულ სოციალიზმამდე, რომელიც „არავის სურდა“, მაგრამ „ასე გამოვიდა“.

ეს პროცესი საკმაოდ ნელია, ამიტომ სამწუხაროდ, ბევრი ჯერ კიდევ ვერ ხედავს, როგორ მიექანებიან უფსკრულისაკენ, ყველაზე განვითარებული „კეთილდღეობის საზოგადოებები“ და მათთან ერთად საქართველო.

გადანაწილებული პრივილეგიებით ქვიშაზე აგებულ ოქროს კოშკების მსხვრევის გამო, კარს მომდგარი მსოფლიო მასშტაბის ეკონომიკური დეპრესია და ეთნიკურ-რელიგიური კონფლიქტები, ტოტალიტარიზმს ხელახლა უხსნიან გზას ხელისუფლებისაკენ (გახსოვდეთ: ჰაიდერი, ლე პენი, ფორტრანი, ტონდო, კიაერგარდი, ბოსი, ჟირინოვსკი და სხვები! ).

ამრიგად, ვისაც არ სურს, რომ ქვეყანა ტოტალიტარულ მორევში საბოლოოდ იქნეს ჩათრეული, დროა, დაუყოვნებლივ და საბოლოოდ უთხრას უარი, როგორც „მებრძოლ“ (კომუნისტურ), ისე „მცოცავ“ („საყოველთაო კეთილდღეობის საზოაგდეობის მშენებელ“) სოციალიზმს.

გასული თვეების მოვლენები ცხადყოფს, რომ საქართველომ უკვე საბოლოოდ გადალახა კრიტიკული ზღვარი კლანური თვითნებობიდან, სრული დიქტატურის დამყარების შესაძლებლობისაკენ.

ამასთან, ახალი ტოტალიტარიზმი სწორედ ხალხის უძრაობით დაღლილი, „გაბრაზებული“ ხალხის გულწრფელი ნებით, ალალი ძალისხმევით და უმწიკვლი დემოკრატიული პროცედურებით შეიძლება დამყარდეს, რომელსაც სჯერა კერპებისა და არ სჯერა, რომ ღვთის ნაპერწკალი საკუთარ სულებში უნდა გააღვივონ. (ნურავის დაავიწყდება, რომ იულიუს კეისარი, კალიგულა, ნაპოლეონი, მუსოლინი, ჰიტლერი და სხვა. მრავალი პირსისხლიანი დიქტატორი, სწორედ დემოკრატიული გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში).

ამიტომ, დღეს სანამ ჯერ კიდევ შეიძლება შემობრუნება გონებისაკენ, როგორც არასოდეს, აუცილებელია, ლორდი ექტონის სიტყვების ყოველდღიური შეხსენება: ,,ხელისუფლება რყვნის, აბსოლუტური ხელისუფლება რყვნის - აბსოლუტურად“. ამასთან, თავისუფლების მეხოტბე ფრიდრიხ ფონ ჰაიეკისადმი ყურის მიგდება: ,,საკმარისია, სახელმწიფო სულ მცირედით მაინც ჩაერიოს საზოგადოების ცხოვრებაში, რომ ტოტალიტარული სისტემის ჩამოყალიბება გარდაუვალი გახდება. მას, ვისაც სურს, რომ შეეწინააღმდეგონ ტოტალიტარიზმს, არ უნდა გაჩერდნენ ერთ ადგილზე, მათ უნდა იმოძრაონ წინ - თავისუფლებისაკენ!“ 21

მე დავამატებდი: წინ, თავისუფლებისაკენ - ადამიანების სიცოცხლეზე და ქონებაზე, ბატონობის სურვილის ცოდვისაგან დამოუკიდებლობის მოპოვების გზით! თავისუფლებისაკენ - ქრისტიანული ქმედებებისათვის ასპარეზის მიცემის გზით!

გამოენებული ლიტერატურა:

  1. დევიდ ჰიუმი, „ადამიანის შემეცნების საკითხიათვის“, 1748;

  2. ფრანკ აკერმანი, „მუქარა ჩვენი ქონების მიმართ: 80-იანი წლების ეკონომიკური პოლიტიკა, www.questia.com/PM.qst?a=o&d=96979782, 1984

  3. ფრანკ აკერმანი, „რიტორიკა რეალობის წინააღმდეგ“, www.questia.com/PM.qst?a=o&d=96980010, 1982;

  4. ჯორჯ ორველი „1984“, 1948;

  5. ფრიდრიხ ფონ ჰაიეკი, დამღუპველი თავდაჯერებულობა: სოციალიზმის შეცდომები“, (1989 წელი);

  6. ფრიდრიხ ფონ ჰაიეკი „გზა ბატონყმობისკენ“, 1944;

  7. იქვე;

  8. იქვე;

  9. იქვე;

  10. ლუდვიგ ფონ მიზესი, „სოციალიზმი: ეკონომიკური და სოციოლოგიური ანალიზი“, (1922 წელი;

  11. ფრიდრიხ ფონ ჰაიეკი, „გზა ბატონყმობისკენ“ 1944;

  12. ლუდვიგ ფონ მიზესი, „ადამიანის მოღვაწეობა“ 1948

  13. იქვე;

  14. იქვე;

  15. ჯორჯ რეიჯერი „ამერიკული ოცნების აღორძინებისათვის“, 1977 წელი;

  16. ლუდვიგ ფონ მიზესი, „ადამიანის მოღვაწეობა“, 1948;

  17. ო' რურკე, „ზნედაცემული პარლამენტი“, 1991;

  18. ჯორჯ რეიჯერი, „ამერიკული ოცნების აღორძინებისათვის“, 1977 წელი;

  19. ფრიდრიხ ფონ ჰაიეკი, „გზა ბატონყმობისკენ“ 1994;

  20. ფრიდრიხ ფონ ჰაიეკი, „დამღუპველი თავდაჯერებულობა: სოციალიზმის შეცდომები“, (1989 წელი);

  21. ფრიდრიხ ფონ ჰაიეკი, „გზა ბატონყმობისკენ“ 1944.