![]() |
მონაწილეობა სკოლის თვითმმართველობაში (სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელო IX-XII კლასებისათვის. მოსწავლის წიგნი) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: გოგლიჩიძე ალუდა |
თემატური კატალოგი განათლება|სახელმძღვანელოები |
წყარო: ISBN 978-9941-15-521-5 |
საავტორო უფლებები: © Project Harmony, Inc. |
თარიღი: 2011 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: კონსულტანტები: ნათია ნაცვლიშვილი ქეთევან ჯანუაშვლი სამუშაო ჯგუფის ლიდერი: ნინო ბესელია სახელმძღვანელოში გამოყენებული მასალების მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით გიორგი გახელაძეს. რედაქტორი: დიანა ყასუმაშვილი დიზაინერი: მართა თაბუკაშვილი დამკაბადონებელი: თინათინ ბერბერაშვილი ყველა უფლება დაცულია სახელმძღვანელო დასაბეჭდად მომზადდა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში. სახელმძღვანელო მომზადდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ძალისხმევის საფუძველზე. ერთპიროვნული პასუხისმგებლობა მოცემულ სახელმძღვანელოში ასახული ინფორმაციისა და მასში გამოთქმული მოსაზრებების თაობაზე ეკისრებათ ავტორებს და ის არ წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს. |
![]() |
1 წინასიტყვაობა |
▲ზევით დაბრუნება |
2010 წელს საქართველოში დაიწყო სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. პროგრამას მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
პროგრამის მიზანია, გააუმჯობესოს სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხი და დაეხმაროს ახალგაზრდებს ცოდნის ამაღლებაში, გაააქტიუროს მათი მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში.
ამ მიზნის მისაღწევად პროგრამის ფარგლებში შეიქმნა 4 დამხმარე სახელმძღვანელო სამოქალაქო განათლების სწავლებისათვის, ჩატარდა პედაგოგთა ტრენინგები, შეიქმნა სასკოლო სამოქალაქო კლუბები, გაიცა მცირე გრანტები მოსწავლეთა, პედაგოგთა და მშობელთა სამოქალაქო ინიციატივებისათვის, დაფუძნდა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი, მოეწყო სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკები, შეიქმნა სამოქალაქო განათლებისა და სამოქალაქო ინიციატივების ორი ვებპორტალი www.civics.ge და www.initiatives.ge, ჩატარდა მოსწავლეთა ტრენინგები სოციალურ მედიაში და დაარსდა სამოქალაქო განათლების ბიბლიოთეკები.
წინამდებარე სახელმძღვანელო ერთ-ერთია იმ დამხმარე სახელმძღვანელოების სერიიდან, რომლებიც პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. იგი მოგაწვდით ბევრ საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას, საშუალებას მოგცემთ თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობაში გამოიყენოთ მიღებული ცოდნა, მონაწილეობა მიიღოთ სკოლის თვითმმართველობაში სკოლისათვის მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარების მიზნით. კარგი მოქალაქეობის პრინციპების პრაქტიკულ საქმიანობაში განხორციელებით თქვენ მიიღებთ მონაწილეობას საქართველოს, როგორც ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობასა და განვითარებაში.
მომავალი წარმატებების სურვილით,
PH International - საქართველო
![]() |
2 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
ამ სახელმძღვანელოს მიზანია, მოსწავლეებს, სკოლის თვითმმართველობაში მონაწილეობის საშუალებით, ჩამოუყალიბდეთ დემოკრატიული ღირებულებები, განუვითარდეთ აქტიური მოქალაქის უნარ-ჩვევები.
სახელმძღვანელო დაეხმარება მოსწავლეებს, გაიაზრონ თავიანთი უფლებები, მოვალეობები და პასუხისმგებლობები ჯერ კიდევ სკოლაში, რათა სამომავლოდ მზად იყვნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური და გააზრებული მონაწილეობის მისაღებად.
სახელმძღვანელოში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა უშუალო მონაწილეობა სკოლის საქმიანობასა და ცხოვრებაში, აქტიური ჩართვა საკუთარი განათლების პროცესში, საკლასო გარემოს შექმნაში, სკოლაში არსებული პრობლემის გადაჭრასა თუ სასკოლო ღონისძიებებში. სახელმძღვანელოში განხილულია სკოლის თვითმმართველობის სტრუქტურა და ფუნქციები, აღწერილია თვითმმართველობის არჩევის პროცედურები და მექანიზმები, მოყვანილია თვითმმართველობის მიერ პრაქტიკულად განხორციელებული მაგალითები, საუბარია მოსწავლის ადგილსა და შესაძლებლობებზე სკოლის თვითმმართველობის სხვადასხვა რგოლში. სახელმძღვანელო დაეხმარება ახალგაზრდებს კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და მოსწავლეთა თვითმმართველობის შესაძლო მრავალფეროვნების გაცნობიერებაში. მოსწავლის წიგნში შესული მასალები მეტწილად დაფუძნებულია საპროექტო სწავლებაზე, რაც ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების ოპტიმალური საშუალებაა.
წინამდებარე სახელმძღვანელოში კონკრეტულად იქნება საუბარი თვითმმართველობის თემასთან დაკავშირებულ ცნებებზე, ტერმინებსა და პროცესებზე, შევეხებით სკოლის დემოკრატიზაციისა და დეცენტრალიზაციის პროცესებს, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის თემებს. ამდენად, სახელმძღვანელოში განხილული თემები და პრაქტიკული სავარჯიშოები დაგეხმარებათ, უკეთ გაიაზროთ სკოლის საქმიანობაში მონაწილეობის აუცილებლობა და დასახოთ სასკოლო პრობლემების გადაჭრის გზები.
![]() |
3 როგორ გამოვიყენოთ სახელმძღვანელო |
▲ზევით დაბრუნება |
სახელმძღვანელო შედგება 5 ძირითადი თემისაგან, ესენია:
თემა 1 - მონაწილეობა;
თემა 2 - სკოლის თვითმმართველობის სტრუქტურა და ფუნქციები;
თემა 3 - მოსწავლის ადგილი და მონაწილეობის შესაძლებლობები სკოლის სხვადასხვა თვითმმართველობაში;
თემა 4 - თვითმმართველობის პრაქტიკული განხორციელება;
თემა 5 - როგორ ვირჩევთ სკოლის თვითმმართველობის ორგანოებს.
![]() |
4 თემა 1. მონაწილეობა |
▲ზევით დაბრუნება |
სკოლის თვითმმართველობა არის სკოლის დემოკრატიული მართვის სისტემა, რომელშიც ჩართულნი არიან მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები, თემისა და სასკოლო საზოგადოების სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფები. სკოლის თვითმმართველობის საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა ზოგადი განათლების სფეროში ბოლო წლებში განხორციელებული მართვის სისტემის დემოკრატიზაციისა და დეცენტრალიზაციის ფონზე.
მოსწავლეთა სკოლის თვითმმართველობაში მონაწილეობასთან უშუალოდ დაკავშირებული საკითხების განხილვამდე, სასურველია, პირველ რიგში, განვიხილოთ საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის თემა და მასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები.
წინამდებარე თემის მიზანია:
დააზუსტოთ, ვინ და რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი სკოლაში;
გაიგოთ, რას ნიშნავს მონაწილეობა და როგორ ჩაერთოთ სასკოლო თუ საზოგადოებრივ საქმიანობაში;
აღმოაჩინოთ, თუ როგორ მონაწილეობთ სკოლის ცხოვრებაში;
მონაწილეობა მიიღოთ თქვენთვის მნიშვნელოვან სასკოლო ღონისძიებებში.
თქვენ და სკოლა
თქვენ უკვე საშუალო საფეხურის მოსწავლე ხართ და სასკოლო ცხოვრების საკმაოდ ხანგრძლივი გამოცდილება დაგიგროვდათ. უკვე გაცნობიერებული გაქვთ, რომ სკოლა გარკვეული ტიპის საზოგადოებაა. სკოლაში, ცოდნის მიღებასთან ერთად, მიმდინარეობს თქვენი მოქალაქედ აღზრდისა და ჩამოყალიბების პროცესი. სკოლა აერთიანებს საზოგადოების დიდ ნაწილს - მასწავლებლებს, მშობლებს, მოსწავლეებს, სკოლის დირექციასა და დამხმარე პერსონალს. მათთან ყოველდღიური ურთიერთობით იძენთ საზოგადოებაში წარმატებულად ცხოვრების გამოცდილებას და გამოიმუშავებთ დამოკიდებულებებს სხვადასხვა საგნისა და მოვლენის მიმართ. სასკოლო ცხოვრების ყველა პროცესი: სწავლება-სწავლა, უფლება-მოვალეობების გაცნობიერება, თანატოლებსა და უფროსებთან ურთიერთობები, თავისუფალი დროის ორგანიზება, დამოკიდებულება სასკოლო ინფრასტრუქტურასა და ინვენტართან, განისაზღვრება თითოეული თქვენგანის ინტერესებით, სურვილებით, საჭიროებებითა და მოთხოვნილებებით ამ პროცესებისადმი.
ლექსიკონი
ინფრასტრუქტურა (ლათ. infra - ქვედა, ქვე; structura - ნაგებობა, განლაგება) - ურთიერთდაკავშირებული მომსახურე სტრუქტურების კომპლექსი, რომლებიც გარკვეული ამოცანის (პრობლემის) გადაჭრას უზრუნველყოფს. ეს შეიძლება იყოს სატრანსპორტო საშუალებები, სკოლები, ფაბრიკები და ა.შ.
დავალება 1.1
სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი საკითხები
სასკოლო ცხოვრებიდან გამოყავით თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები. ამისათვის დაიყავით წყვილებად და, მეწყვილესთან ერთად, გაიხსენეთ, ვინ და რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი სკოლაში? სცადეთ, თქვენი პასუხები მოკლედ დააფიქსიროთ აზრობრივ რუკაზე.
დავალება 1.2
საერთო ინტერესები და მოთხოვნილებები
თქვენს თანაკლასელებთან ერთად, მცირე ჯგუფში განიხილეთ და პასუხი გაეცით შემდეგ კითხვებს:
რა არის თქვენი ერთობლივი საქმიანობა და რამდენად ხანგრძლივია თქვენი კლასის ერთიანობა?
რა არის თქვენი საერთო ინტერესები და სურვილები?
რა საერთო საჭიროებები და მოთხოვნილებები გაქვთ კლასში/სკოლაში?
რა საერთო ღირებულებები გაქვთ კლასში/სკოლაში?
გაქვთ თუ არა კლასში/სკოლაში ქცევის განმსაზღვრელი საერთო ნორმები?
როგორ ფიქრობთ, კლასის/სკოლის რომელი პრობლემის ირგვლივ ითანამშრომლებდით კლასელები?
პასუხების შეჯერების შემდეგ აირჩიეთ ჯგუფის წევრი, რომელიც კლასს წარუდგენს თქვენს საერთო დასკვნებს.
მონაწილეობის მოთხოვნილება და პრაქტიკა
აქტიურად რომ ჩაერთოთ სასკოლო ცხოვრებაში, მონაწილეობა უნდა მიიღოთ სკოლაში მიმდინარე პროცესებში. ამისათვის უნდა გაიაზროთ, თუ რას ნიშნავს მონაწილეობა.
ტერმინი „მონაწილეობა“ ბავშვის უფლებათა კონვენციით განსაზღვრული უფლებაა. აღნიშნული ტერმინი ნიშნავს მოსწავლეების/ბავშვების, როგორც სოციალური ჯგუფის ჩართვას გადაწყვეტილების მიღებაში და, სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემების გადაჭრისას, ჯგუფურ, ერთობლივ, ნებაყოფლობით საქმიანობას.
მონაწილეობა ადამიანს ეხმარება, გაიაზროს საკუთარი შესაძლებლობები, საჭიროებები, როლები, სარგებელი და პასუხისმგებლობა.
კითხვა: დაფიქრდით და გაუზიარეთ მეწყვილეს - მიგიღიათ თუ არა მონაწილეობა ოჯახში ან სკოლაში რაიმე პრობლემის გადაწყვეტაში. მაგ., მიგიღიათ თუ არა მონაწილეობა სკოლაში სწავლის საკითხებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებათა მიღებაში. დაასაბუთეთ, რატომ არის ამგვარი მონაწილეობა საჭირო.
ხშირად ახალგაზრდებს აქვთ იმის შეგრძნება, რომ უფროსები არ უსმენენ, პატივს არ სცემენ, უგულებელყოფენ მათ შეხედულებებს, აზრებს, გადაწყვეტილებებს. ამასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია სხვადასხვა კვლევის შედეგები, რომ ახალგაზრდების ჩართულობა ოჯახისა და საზოგადოებრივ საქმიანობაში ხელს უწყობს პიროვნების თვითდამკვიდრებას და მას წარმატებაზე ორიენტირებულს ხდის.
მონაწილეობა - სხვებთან ერთად მოქმედება რაიმე საქმეში, სხვებთან ერთად ყოფნა რამეში.
ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, 1986წ.
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია,
ენათმეცნიერებისინსტიტუტი.
მოსწავლეთა მონაწილეობა, ჩართულობა საზოგადოებრივ თუ ოჯახურ საქმიანობაში სხვადასხვაგვარად ხდება - ზოგჯერ უფროსები ბავშვებით მანიპულირებენ, ანუ ბავშვებს აკეთებინებენ იმას, რაც თავად მიაჩნიათ საჭიროდ, ისე, რომ მათ არც ეკითხებიან აზრს, ისინი არ იცნობენ შესასრულებელი საქმიანობის მიზანს, ფრაგმენტულად არიან ჩართულნი სამუშაო პროცესში. ზოგჯერ ბავშვები მღერიან, ცეკვავენ და სხვა, მაგრამ არ იციან, რატომ აკეთებენ ამას. ზოგჯერ ეს მათი სურვილის საწინააღმდეგოდაც ხდება. რეალურად, მოზარდი ახალ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს იძენს მაშინ, როდესაც პროექტის შექმნის ინიციატივა მისგან მოდის. ამ შემთხვევაში მოსწავლეები/ბავშვები თანამშრომლობენ უფროსებთან, რომლებიც მრჩევლების როლში არიან.
საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება არის ადამიანის უფლებათა ძირითადი პრინციპი, ასევე, იგი აქტიური მოქალაქეობის მნიშვნელოვანი მახასიათებელია.
ბავშვის უფლებათა კონვენციაში განსაზღვრულია ბავშვის მონაწილეობის სფეროები. ბავშვებს აქვთ:
უფლება, რომ გამოხატონ თავიანთი შეხედულებები მათთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე და რომ მათი შეხედულებები სათანადოდ იქნეს გათვალისწინებული (მუხლი 12);
სიტყვის თავისუფლება, რომელიც მოიცავს ნებისმიერი სახის მიუკერძოებელი ინფორმაციის მოძიებისა და მიღების უფლებას (მუხლი 13);
აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება (მუხლი 14);
გაერთიანებისა და შეკრების უფლება (მუხლი 15);
ეროვნული და საერთაშორისო წყაროებიდან მასალებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება (მუხლი 17);
საზოგადოების კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება (მუხლი 31).
ბავშვის უფლებათა კონვენციის განმარტების თანახმად, ბავშვი არის თვრამეტ წლამდე ასაკის ნებისმიერი პირი და აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
დავალება 1.3
მონაწილეობის კიბე
სამოქალაქო მონაწილეობა ყოველთვის და ყველგან ერთნაირი არ არის - განსხვავებულია მისი მასშტაბი და ხარისხი. გაეცანით „მონაწილეობის კიბეს“ (იხ. დანართი 1.1) და განსაზღვრეთ, რომელ საფეხურზე იმყოფება თქვენი კლასი, სკოლა მონაწილეობის კიბეზე. ჩამოაყალიბეთ, რა არის საჭირო წარმატებული მონაწილეობის მისაღწევად?
![]() |
4.1 დანართი 1.1. |
▲ზევით დაბრუნება |
მონაწილეობა
მონაწილეობის არსი კარგად არის განმარტებული მოდელში „მონაწილეობის კიბე“. ნიუიორკის უნივერსიტეტის პროფესორი, სოციოლოგი როჯერ ჰარტი აღწერს მონაწილეობის რვასაფეხურიან კიბეს.
მონაწილეობის კიბე
„მონაწილეობის კიბეზე“ პირველი სამი ეტაპი არის მანიპულირება, დეკორაცია და სიმბოლიზმი. მანიპულაციის დროს ბავშვები აკეთებენ ან ამბობენ იმას, რასაც უფროსები სთავაზობენ. ისინი ასრულებენ მიცემულ დავალებას, მაგრამ არ ესმით, რას და რატომ აკეთებენ. ბავშვებს ეკითხებიან, რას ფიქრობენ ამა თუ იმ საკითხზე. ზოგჯერ უფროსები მათ აზრს უსმენენ, მაგრამ არ ეუბნებიან, რა გავლენა იქონია მათმა აზრმა საბოლოო შედეგზე. როდესაც ბავშვები გაუცნობიერებლად მონაწილეობენ უფროსების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში, მათ არ ესმით, რა ფუნქცია აკისრიათ და რა არის პრობლემა. სიმბოლურობის საფეხურზე ბავშვს ეკითხებიან აზრს, მაგრამ საკუთარი შეხედულებების გამოთქმა სიმბოლურ ხასიათს ატარებს.
ყველაზე პროგრესული საფეხურებია „უფროსების მიერ ინიცირებული“ მონაწილეობა და „ბავშვის მიერ ინიცირებული და მართული“ პროექტები.
კითხვა: დაფიქრდით, როგორ უნდა მოხდეს ახალგაზრდების წახალისება, რომ მათ მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო პროცესებში და როგორ არის შესაძლებელი მათი დაცვა უფროსების მხრიდან პოლიტიკური მანიპულირებისგან?
საერთაშორისო გამოცდილება და
შესაბამისი დოკუმენტები
საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოზარდების მონაწილეობის კუთხით მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, სადაც ზოგიერთი კანონმდებელი და პოლიტიკოსი სისტემატურად გადის კონსულტაციებს ახალგაზრდებთან. მაგალითად, ლონდონში ქალაქის მერი რჩევას ეკითხება მოზარდებს, თუ როგორ გახადონ ქალაქი ახალგაზრდებისთვის უფრო შესაფერისი, განსაკუთრებით, ისეთ სფეროებში, როგორიც არის ტრანსპორტი, სათამაშო მოედნები, უსაფრთხოება და რა ღონისძიებები გაატარონ ინტერნეტძალადობის წინააღმდეგ.
შოტლანდიაში დაიწყო საზოგადოებრივ პარტნიორთა ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც იკვლევს, თუ როგორ შეიძლება იქცეს აქტიური საზოგადოებრივი თანამშრომლობა ბავშვებისა და ახალგაზრდების მარგინალიზაციის დაძლევის ეფექტურ საშუალებად. განხორციელებული პროგრამები, შემუშავებული მეთოდოლოგიები და საბოლოო შედეგები შეჯამებულ იქნა სახელმძღვანელოს სახით.
ბავშვებს ყველაზე აქტიურად ადგილობრივ და ეროვნულ პროცესებში ჩართვა შეუძლიათ, მაგრამ, ასევე, შეუძლიათ საერთაშორისო დონეზე მიიღონ მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მაგალითად, გაეროს (გაერთიანებული ერების ორგანიზაცია) მიერ ჩატარებული კვლევა „ბავშვთა მიმართ ძალადობა“ ბავშვებისა და მოზარდების მონაწილეობით განხორციელდა. ბავშვები ჩართულნი იყვნენ რეგიონულ კონსულტაციებში და მათი რეკომენდაციებიშეიტანეს ამ კონსულტაციების შედეგად მიღებულ შემაჯამებელ დოკუმენტებში. მართალია, ორგანიზატორებისთვის რთული იყო მათთვის უჩვეულო პროცესის წარმართვა, მაგრამ ახალგაზრდების ჩართულობამ ხელი შეუწყო ღირებული შედეგის მიღებას.
საერთაშორისო საზოგადოება ცდილობს, ხელი შეუწყოს მომავალი თაობის ჩართვას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მაგალითისათვის, ამ მიზნით, ევროპის საბჭოს მიერ 1992 წელს გამოიცა ევროპის ქარტია ახალგაზრდების ადგილობრივ და რეგიონულ ცხოვრებაში მონაწილეობის შესახებ. ეს უნიკალური დოკუმენტი ხელს უწყობს ახალგაზრდების ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ასევე მნიშვნელოვანია გაეროს ბავშვთა ფონდის საქმიანობაც, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ზრუნავს ბავშვთა უფლებებისა და კეთილდღეობისათვის. აღნიშნული მიმართულებით ერთ-ერთ მნიშვნელოვან დოკუმენტად რჩება ბავშვთა უფლებების კონვენცია, რომელიც გაეროს მიერ 1989 წელს იქნა მიღებული.
ლ ე ქ ს ი კ ო ნ ი
ლექსიკონი
ინტერნეტძალადობა - ინტერნეტძალადობა, რასაც ასევე უწოდებენ „კიბერ ბულინგს“, ელექტრონულ ძალადობას, ტექნოლოგიების გამოყენებით ძალადობის განხორციელების ფორმაა.
მარგინალიზაცია - მარგინალი - საზოგადოების ნაწილი, რომელიც არ იზიარებს საზოგადოების მთავარ ღირებულებებს და არ მონაწილეობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
დავალება 1.4
საპროექტო ჯგუფების ფორმირება
წინა სავარჯიშოებში თქვენ უკვე გაიაზრეთ თქვენი საჭიროებები და სურვილები. გააანალიზეთ თქვენი/თქვენი კლასის ერთობლივი საქმიანობა, საჭიროებები, ინტერესები, მოთხოვნილებები, საერთო ღირებულებები; გააანალიზეთ თქვენი ადგილი მონაწილეობის კიბეზე.
სავარჯიშოზე მუშაობის დაწყებამდე ინდივიდუალურად იფიქრეთ შემდეგ საკითხებზე:
თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი/პრობლემა სკოლის ცხოვრებაში, რომლის მოგვარება ან გაუმჯობესებაც გჭირდებათ ან გსურთ;
ასევე ჩამოაყალიბეთ, თუ როგორ არის შესაძლებელი ამ საკითხის გაუმჯობესება;
როგორ ფიქრობთ, ვინ შეიძლება დაინტერესდეს ამ საკითხით: თანაკლასელები, სხვა მოსწავლეები, მასწავლებლები თუ ოჯახის წევრები?
მოცემული სავარჯიშო 4 ეტაპად უნდა შესრულდეს:
პირველ ეტაპზე, გთხოვთ, ინდივიდუალურად, ქაღალდის ფურცლებზე დააფიქსიროთ ის საჭიროებები/პრობლემები/აქტუალური საკითხები (ანუ გრძელვადიანი მიზნები), რომელთა გადაჭრაზეც თქვენ ინდივიდუალურად ან ჯგუფთან ერთად იზრუნებთ.
მეორე ეტაპზე, მას შემდეგ, რაც ფურცლებზე დააფიქსირებთ საკუთარ ინტერესებს (პრიორიტეტულ საკითხებს), გთხოვთ, ისინი განათავსოთ ისეთ ადგილზე (მაგალითად, კედელზე), სადაც ყველა შეძლებს, გაეცნოს შერჩეულ პრიორიტეტებს. ამავდროულად, პროცესის ფასილიტატორი/მასწავლებელი ყველასათვის დასანახ ადგილზე (მაგალითად, დაფა, ფლიფჩარტი) ჩამოწერს ყველა არაერთგვაროვან პრობლემას/საკითხს, რომელიც კლასში მოსწავლეებმა დააფიქსირეთ (შინაარსობრივად მსგავსი პრობლემა/საკითხი არ უნდა განმეორდეს).
მესამე ეტაპზე, პრიორიტეტული საკითხების საერთო „ნუსხის“ შექმნის შემდეგ მცირე ჯგუფებში თქვენთვის ყველაზე აქტუალურ საკითხს დააფიქსირებთ აზრობრივ რუკაზე, ისევე, როგორც ეს გააკეთეთ დავალება 1.1-ის შესრულების პროცესში.
ვიდრე თქვენ მიერ შერჩეული საკითხებიდან/პრობლემებიდან შეარჩევთ საერთო ინტერესის საკითხებს/პრობლემებს (პროექტის სამიზნე პრობლემას) გვსურს, თქვენი ყურადღება გავამახვილოთ ზემოხსენებული ტერმინების (მოთხოვნილება, საჭიროება და სურვილი) მნიშვნელობასა და მათ ურთიერთდამოკიდებულებაზე, რაც, ჩვენი აზრით, დაგეხმარებათ არჩევანის გაკეთებაში. მათ შორის ურთიერთკავშირს გთავაზობთ სქემის სახით:
მცირე ჯგუფებში გაიაზრეთ მოთხოვნილების განმარტება და განიხილეთ თქვენს მცირე ჯგუფში შემუშავებული აზრობრივი რუკა. სცადეთ, გამოყოთ რგოლებში ჩაწერილი საკითხებიდან რომლები უკავშირდება საჭიროებებს და რომლები - სურვილებს.
ჯგუფში მსჯელობისას, შეთანხმდით და შეჯერებული, დასაბუთებული მოსაზრებები გადაიტანეთ ვენის დიაგრამაზე.
ყოველივე ამის შემდეგ ჯგუფებში უნდა გამოკვეთოთ საერთო ინტერესის მქონე საკითხები/პრობლემები და მათი პრეზენტაციების შემდეგ თქვენ უნდა განაწილდეთ საპროექტო ჯგუფებში.
მეოთხე ეტაპზე, თითოეულმა საპროექტო ჯგუფმა უნდა მოიფიქროთ საკუთარი პროექტის სახელწოდება და შეიმუშაოთ პროექტზე მუშაობის ზოგადი გეგმა. აქვე გაითვალისწინეთ, რომ პროექტზე მუშაობა მომავალში შესაძლოა გახდეს მოსწავლეთა კლუბის ფორმირების წინაპირობა და თქვენი თანამშრომლობა უფრო გახანგრძლივდეს. პროექტზე მუშაობის დაწყების წინ გაეცანით დანართ 1.2-ს (გზამკვლევი პროექტის მომზადებისათვის).
![]() |
4.2 დანართი 1.2 |
▲ზევით დაბრუნება |
წინამდებარე გზამკვლევში მოკლედ არის აღწერილი, თუ როგორი უნდა იყოს პროექტის სტრუქტურა და შინაარსი. ამ თემაზე უფრო დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მოიპოვოთ ვებგვერდზე: www.initiatives.ge
გზამკვლევი პროექტის მომზადებისათვის
I. ინფორმაცია პროექტის განმახორციელებლის შესახებ
1. პროექტის სახელწოდება;
2. პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის დასახელება;
3. პროექტის ხელმძღვანელი: სახელი, გვარი, თანამდებობა, დაბადების თარიღი, მისამართი (ფაქტობრივი), სახლის ტელეფონი, მობილური ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა;
4. პროექტის ხანგრძლივობა;
5. ჩამოთვალეთ პროექტში ჩართული ყველა პიროვნება და მათი ფუნქციები;
6. მოთხოვნილი თანხა;
7. თანამონაწილეობის თანხა.
II. პროექტის აღწერა:
1. პროექტის მიზანი და მოსალოდნელი შედეგები - კონკრეტულად აღწერეთ, აღნიშნული მიზნის მისაღწევად ვინ, რას, სად და როდის შეასრულებს. აგრეთვე, სასურველიამიუთითოთ, რა გავლენა შეიძლება იქონიოს თქვენ მიერ განხორციელებულმა პროექტმა ამა თუ იმ სფეროზე, საზოგადოებაზე და ა.შ.
2. საჭიროებების/პრობლემების აღწერა - დეტალურად აღწერეთ ის პრობლემები, რომელთა გადაჭრისკენაც არის მიმართული თქვენი პროექტი;
3. განხორციელების გზები/დაგეგმილი ღონისძიებები - რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად;
4. პროექტის ბენეფიციარები - ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები? ჩამოთვალეთ
ბენეფიციარების რაოდენობა ცალ-ცალკე (მაგ., პედაგოგები - 20; მოსწავლეები -100; მშობლები - 70);
5. პროექტის რისკები - ჩამოთვალეთ ის შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას;
6. პროექტის მდგრადობა - აღწერეთ პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ.
III. პროექტის შესრულების განრიგი საპროექტო წინადადებას თან უნდა ახლდეს პროექტის შესრულების განრიგი. ის უნდა მოიცავდეს პროექტის დროში განაწილებულ გეგმას. მასში ეტაპებად უნდა აისახოს პროექტის განხორციელებისთვის ჩასატარებელი საქმიანობა, განაწილებული თვეების (დღეების, კვირების, კვარტალების და ა.შ.) მიხედვით, თქვენი პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე. დროის ტაბულა ძალზე მოხერხებულია ვადების საჩვენებლად. მაშინ, როდესაც ერთსა და იმავე დროს სხვადასხვა რამ არის დაგეგმილი, მასზე ეს შეიძლება თვალსაჩინოდ და გასაგებად გამოისახოს. ტაბულა იმითაცაა ხელსაყრელი, რომ მოვლენათა თანმიმდევრობას ასახავს იმ შემთხვევაშიც, თუ დაფინანსებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იმაზე გვიან მიიღებთ, ვიდრე ვარაუდობდით.
პროექტის მიზანი:
გულისხმობს ფართო, ზოგად დებულებას იმის შესახებ, თუ რის მიღწევა გსურთ. პროექტის მიზანს უნდა წარმოადგენდეს ისეთი სასურველი გარემოს ან პირობების შექმნა, რომელიც ლოგიკურ კავშირში იქნება (მიმართული იქნება) ზემოთ აღწერილ პრობლემასთან.
განხორციელების გზები გულისხმობს კიდევ უფრო კონკრეტულ ნაბიჯებს თქვენ მიერ დასმული ამოცანების შესასრულებლად. განხორციელების გზები არის პროცესი, რომელმაც უნდა უპასუხოს კითხვებს: 1) „როგორ?“ - როგორ განახორციელებთ თქვენი პროექტის ამოცანებს? 2) „ვინ?“ - ვინ მონაწილეობს თქვენი პროექტის განხორციელებაში და 3) „რა?“ რა არის მათი ფუნქციები პროექტში?
მოსალოდნელი შედეგები: აღწერეთ ის მოსალოდნელი შედეგი, რაც მოჰყვება თქვენი პროექტის წარმატებით განხორციელებას. სასურველია, შედეგები შემდეგნაირად დაყოთ: ა) რაოდენობრივი მაჩვენებლები; ბ) თვისებრივი მაჩვენებლები.
ბენეფიციარები (მიმღებები /მოსარგებლეები) - ადამიანების ის ჯგუფია, რომელიც უშუალოდ მიიღებს სარგებელს პროექტის განხორციელების შედეგად.
IV. ბიუჯეტი
ბიუჯეტი პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. იგი ლოგიკურად უნდა უკავშირდებოდეს პროექტის ამოცანებს. თქვენი პროექტის ბიუჯეტის შედგენისას, აუცილებლად უნდა დაიცვათ შემდეგი წესები:
ბიუჯეტს უნდა ჰქონდეს ცხრილის სახე (იხ. ბიუჯეტის ნიმუში);
თუ დაფინანსების წყარო რამდენიმეა, შესაბამისად, ცხრილს უნდა დაემატოსსვეტი, სადაც მითითებული იქნება: ა) დაფინანსების წყარო, ბ) დაფინანსების საგანი (სამუშაო/მომსახურება) და გ) თანხის რაოდენობა;
ბიუჯეტი უნდა შეიცავდეს მხოლოდ იმ სამუშაოებს/მომსახურების სფეროებს, რომლებიც შეესაბამება პროექტის ამოცანებს (ქვემოთ მოყვანილი სამუშაოები/
მომსახურების სფეროები მხოლოდ მაგალითებია) არ შეიტანოთ ბიუჯეტში ის პუნქტები, რომლებიც არ არის აუცილებელი, არ არის არსებითი, ან არ მიესადაგება თქვენს პროექტს;
ბიუჯეტის პუნქტებზე ფასები/ღირებულება უნდა მიეთითოს ეროვნულ ვალუტაში;
აღჭურვილობის ჩამონათვალში კომპიუტერულ, აუდიო, ვიდეო თუ სხვა სახის ტექნიკაზე აუცილებლად უნდა მიეთითოს კონფიგურაცია, საფირმო დასახელება და მოდელის ნომერი;
აღჭურვილობაზე თუ მომსახურებაზე მითითებული ფასები უნდა იყოს საფუძვლიანი და ბაზრის შესატყვისი.
პროექტის ბიუჯეტი (ნიმუში)
პროექტის სათაური:
პროექტის განხორციელების თარიღები:
![]() |
5 თემა 2. სკოლის თვითმმართველობის სტრუქტურა და ფუნქციები |
▲ზევით დაბრუნება |
ამ თავში მოცემული მასალა დაგეხმარებათ სკოლის თვითმმართველობის სტრუქტურისა და ფუნქციების გაცნობაში, თვითმმართველობის ორგანოების მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის გააზრებაში. სახელმძღვანელოს ამ ნაწილში ჩვენ განვმარტავთ, თუ როგორ უკავშირდება სკოლის თვითმმართველობის სტრუქტურა და ფუნქციები ისეთ ცნებებსა და პროცესებს, როგორიცაა დემოკრატიზაცია და დეცენტრალიზაცია, ასევე, გავცემთ პასუხს კითხვაზე, რატომ არის აქტუალური სკოლებში თვითმმართველობა ზოგადად და, მათ შორის, მოსწავლეთა თვითმმართველობა.
თემასთან დაკავშირებული საკითხების გაცნობამდე გთავაზობთ, დამოუკიდებლად გასცეთ რამდენიმე კითხვას პასუხი:
როგორ გესმით, რას ნიშნავს ტერმინი თვითმმართველობა?
თქვენი აზრით, რას ნიშნავს საჯარო სკოლის თვითმმართველობა?
როგორია სკოლაში თვითმმართველობის სტრუქტურა და რა არის მისი ფუნქციები?
გაიხსენეთ თვითმმართველობის სხვადასხვა რგოლის ფუნქციების ცხოვრებაში რეალიზების მაგალითები;
გაიხსენეთ, მიგიღიათ თუ არა მონაწილეობა სკოლის თვითმმართველობის სტრუქტურების მუშაობაში და გაქვთ თუ არა წარმატებული და წარუმატებელი გამოცდილება ამ მხრივ.
ლექსკონი
დეცენტრალიზაცია - მმართველობის სისტემა, როდესაც ცენტრალური ხელისუფლების ზოგიერთი ფუნქცია გადაეცემა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, ზოგადად, როდესაც იერარქიულ კიბეზე უფლება- მოვალეობები გადაეცემათ „ზემოდან“ „ქვემოთ“.
დიაგრამა 2.1. საჯარო სკოლის მმართველობითი სისტემა
სკოლის დემოკრატიული მართვა მრავალი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთ აქტუალურ საკითხს წარმოადგენს. სკოლის დემოკრატიული მართვის სისტემა გულისხმობს მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლების, თემისა და სასკოლო საზოგადოების სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფის აქტიურ ჩართვას სკოლის ცხოვრებასა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შემუშავებაში, ასევე, მართვისპროცესში მათთვის გარკვეული უფლებების მინიჭებას.
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებშიც ათასობით ახელმწიფო თუ კერძო სკოლა უჭერს მხარს სკოლებში მოსწავლეთა ვითმმართველობების არსებობას. მოსწავლეთა ჩართვა თვითმმართველობის როცესებში ხელს უწყობს მოზარდების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას, რაც, თავის მხრივ, დემოკრატიის ერთ-ერთი გარანტია.
2005 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ, რომლის მიხედვითაც მნიშვნელოვან სიახლეს საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოების, თვითმმართველობის სხვადასხვა ინსტიტუტის, მათ შორის, მოსწავლეთა თვითმმართველობის ფორმირება წარმოადგენს. აღნიშნული კანონის მიღებით, განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელებმა მკვეთრად აიღეს კურსი ზოგადი განათლების მართვის სისტემის დემოკრატიზაციისა და დეცენტრალიზაციისაკენ. სწორედ დეცენტრალიზებული მართვის მოდელის დანერგვის შედეგად, 2005 წლიდან სკოლა, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, ადმინისტრაციული და ფინანსური კუთხით, გახდა ავტონომიური ორგანიზაცია, რაც საკანონმდებლო განმარტებით ნიშნავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თვითმმართველობას, რომლის სუბიექტები საჯარო სკოლაში არიან: სამეურვეო საბჭო, დირექცია, პედაგოგიური საბჭო, მოსწავლეთა თვითმმართველობა, დისციპლინური კომიტეტი, ასევე, სააპელაციო კომიტეტი - ასეთის არსებობის შემთხვევაში (დიაგრამა 2.1). ამ კუთხით განხორციელებული რეფორმის შედეგად, სახელმწიფო სკოლები საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით დარეგისტრირდნენ დამოუკიდებელ ორგანიზაციებად, გახსნეს საკუთარი საბანკო ანგარიშები, გადაეცათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება, სასკოლო სასწავლო გეგმის ფარგლებში დამოუკიდებლად აკონკრეტებენ ეროვნულ სასწავლო გეგმას და სხვა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ სკოლების დემოკრატიზაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. აქ იგულისხმება სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევა, რომლის შემადგენლობაშიც არიან მშობლები და პედაგოგები. სამეურვეო საბჭო ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტსა და შინაგანაწესს, ითანხმებს სასკოლო სასწავლო გეგმას, ირჩევს სკოლის დირექტორს და სხვა.
2.1. სკოლის თვითმმართველობა და
ადგილობრივი თვითმმართველობა
თვითმმართველობა არის სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირებისა და დემოკრატიის არსებობის გამომხატველი ერთერთი ნიშანი, რომლის დროსაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები (ინდივიდები, არასამთავრობო ორგანიზაციები, არაფორმალური გაერთიანებები და კოალიციები) მონაწილეობას იღებენ ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღებაში. ტერმინის განმარტებისას უნდა გავითვალისწინოთ, თუ რა განსხვავებაა სკოლის თვითმმართველობასა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის. ზოგადად, სკოლის თვითმმართველობაში მოიაზრება მართვის იმ ინსტიტუტების არსებობა (სამეურვეო საბჭო, მოსწავლეთა თვითმმართველობა...), რომლებიც უზრუნველყოფს სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფის, ამ შემთხვევაში, მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლებისა და სხვათა ჩართვას სკოლის მართვის პროცესში, ხოლო „ადგილობრივი თვითმმართველობის“ შემთხვევაში, თვითმმართველობა არის საზოგადოებრივი მმართველობის ისეთი ფორმა, რომლის დროსაც გარკვეული ტერიტორიის მცხოვრებლები ქმნიან თემს, რომელსაც სცნობს და იურიდიულ სტატუსსაც ანიჭებს ცენტრალური ხელისუფლება.
დღეისათვის სკოლის თვითმმართველობასა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის ურთიერთობა დარეგულირებულია ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით, რომლის მიხედვითაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო:
ა) ხელს უწყობს სკოლას ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობის
ეფექტიანად განხორციელებაში და ამ მიზნით იღებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს, ადგენს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოსაყოფი, სასკოლო სასწავლო გეგმის შესასრულებლად საჭირო, დამატებითი ფინანსური სახსრების ოდენობას;
ბ) ხელს უწყობს საჯარო სკოლებში სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებული, ეროვნული სასწავლო გეგმის გარდა საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროგრამების განხორციელებას;
გ) უზრუნველყოფს მოსწავლეთა კოორდინირებულ სოციალურ და სამედიცინო მომსახურებას;
დ) იღებს ზომებს სკოლიდან გარიცხული მოსწავლეების მიერ ზოგადი განათლების მიღების უზრუნველსაყოფად;
ე) იღებს ზომებს იმ მოსწავლეთა მიერ ზოგადი განათლების მიღების უზრუნველსაყოფად, რომელთაც ავადმყოფობის გამო ან სხვა საპატიო მიზეზით არ შეუძლიათ საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობა;
ვ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში უზრუნველყოფს მოსწავლეთა სკოლაში ტრანსპორტირებას;
ზ) იღებს კანონმდებლობით განსაზღვრულ ზომებს მოსწავლეთა სკოლაში დასწრების უზრუნველსაყოფად;
ლექსიკონი
ინტერესთა კონფლიქტი - შეიძლება განიმარტოს, როგორც სიტუაცია, როდესაც პირს ან კორპორაციას უკავია ისეთი მდგომარეობა, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია პირადი ან კორპორაციული სარგებლის მიღება.
თ) უფლებამოსილია გამოითხოვოს ყველა სახის ინფორმაცია, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფინანსური სახსრების განკარგვასთან არის დაკავშირებული;
ი) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფარგლებში ფინანსური დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილია მიმართოს სკოლის სამეურვეო საბჭოს დირექტორისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის დაყენების წინადადებით, ხოლო სამეურვეო საბჭოს უმოქმედობის შემთხვევაში - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამეურვეო საბჭოს დათხოვნის ან/და დირექტორისათვისუფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის წინადადებით;
კ) უფლებამოსილია მის ტერიტორიაზე არსებულ სკოლაში დანიშნოს სამეურვეო საბჭოს წევრი;
კ') აფუძნებს სკოლამდელ სააღმზრდელო, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო-სააღმზრდელო და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით;
ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა ეს დოკუმენტი აქტიურად გამოიყენონ საკუთარი უფლებების რეალიზების კონტექსტში და, საჭიროების შემთხვევაში, ითანამშრომლონ ადგილობრივ თვითმმართველობასთან.
2.2. სკოლების დემოკრატიზაცია და
შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფა
სკოლის თვითმმართველობის სტრუქტურული ერთეულების მიერ თვითმმართველობის ფუნქციების ეფექტური განხორციელებისათვის გადამწყვეტია სკოლის მართვის სისტემის დემოკრატიზაცია, ხოლო მართვის სისტემისა და, ზოგადად, სკოლის დემოკრატიზაციისათვის მნიშვნელოვანია მმართველობით რგოლებს შორის ფუნქციებისა და ძალაუფლების გონივრული გადანაწილება, ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მექანიზმების არსებობა.
l e q s i k o n i
ლექსიკონი
ინტერესთა კონფლიქტი - შეიძლება განიმარტოს, როგორც სიტუაცია, როდესაც პირს ან კორპორაციას უკავია ისეთი მდგომარეობა, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია პირადი ან კორპორაციული სარგებლის მიღება.
მართვის სისტემის დემოკრატიზაცია -
ფუნქციების გადანაწილება
სკოლის დონეზე დემოკრატიზაციის პროცესი მოიცავს მართვის პროცესში მოსწავლეების, მშობლებისა და პედაგოგების ჩართვასა და სკოლის სტრუქტურულ ერთეულებს შორის ფუნქციების/ძალაუფლების გადანაწილებას/გამიჯვნას. საჯარო სკოლის მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის, ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულებაზე, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესსა და ფინანსების მიზნობრივ ხარჯვაზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია დაწესებულების დირექტორი, შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და სტრუქტურული ერთეულის წევრი, ხოლო საჯარო სკოლის თითოეული სტრუქტურული ერთეული პასუხისმგებელია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე (საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ, მუხლი 35, პუნქტი 1, 2).
დიაგრამა 2.2 საბიუჯეტო საქმიანობის ეტაპები
სკოლის სტრუქტურულ ერთეულებს შორის ფუნქციების განაწილების მკაფიო გამოვლინების მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ საბიუჯეტო პროცესში ფუნქციების განაწილების მექანიზმი (დიაგრამა 2.2), კერძოდ, სკოლის ბიუჯეტის სამუშაო ვერსიას შეიმუშავებს სკოლის დირექტორი, ხოლო მისი დამტკიცება სამეურვეო საბჭოს ფუნქციაა. დამტკიცებული ბიუჯეტის რეალიზება სკოლის დირექტორის ფუნქციაა, მაგრამ ამ პროცესის შეფასებას სამეურვეო საბჭო ახდენს.
ფინანსების მართვის პროცესში სამეურვეო საბჭოსათვის ასეთი მნიშვნელოვანი ფუნქციების მინიჭება არის მცდელობა, სკოლის მართვის პროცესში ბიუროკრატიული კონტროლი ნაწილობრივ ჩანაცვლდეს საზოგადოებრივი კონტროლით. სწორედ მშობლების, მოსწავლეების, მასწავლებლების, ადგილობრივი ვითმმართველობის, განათლებისა და ეცნიერების სამინისტროს, ქველმოქმედების ამწევთა წარმომადგენლების ჩართვა ამეურვეო საბჭოს მუშაობაში უზრუნველყოფს აჯაროობისა და გამჭვირვალობის რინციპის საფუძველზე საჯარო სკოლების მართვას, რაც, ასევე ანონის მოთხოვნაა (საქართველოს კანონი ზოგადი განათლების
შესახებ, მუხლი 35, პუნქტი 4).
ინფორმაციის საჯაროობა და საჯარო
ინფორმაცია
სკოლის დემოკრატიზაციის მნიშვნელოვანი წინაპირობა და, მავდროულად, შედეგი არის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების რინციპების დამკვიდრება, რისი მიღწევაც საჯარო ინფორმაციის ავისუფლების გარეშე შეუძლებელია. სკოლაში ინფორმაციის აჯაროობა და ხელმისაწვდომობა ზოგადი ადმინისტრაციული ოდექსის III თავის მოთხოვნაა, რომელიც საჯარო სკოლასაც ეხება: ებისმიერ ადამიანს, მოტივისა და დასაბუთების გარეშე, შეუძლია კოლიდან, როგორც ადმინისტრაციული ორგანოდან, გამოითხოვოს ებისმიერი საჯარო ინფორმაცია.
აქვე უნდა დავძინოთ, რომ კოდექსის შესაბამისად, ადმინისტრაციულ რგანოში თავმოყრილი ნებისმიერი ინფორმაცია არ რის საჯარო. საჯარო ინფორმაციის სახეები ჩამოთვლილია ზოგადი დმინისტრაციული კოდექსის 42-ე მუხლში.
კოდექსის მე-40 მუხლი ადგენს, რომ საჯარო აწესებულება ვალდებულია, ნებისმიერ ირზე, სათანადო პროცედურების დაცვის ირობით გასცეს საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ, აგრამ გარკვეული ფაქტორების ემთხვევაში ინფორმაციის გაცემის მაქსიმალური ადა 10 დღეა.
საჯარო სკოლის დირექტორი ვალდებულია, ოფიციალურად დანიშნოს სკოლაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი და, ასევე, ვალდებულია, განსაზღვროს სკოლაში საჯარო ინფორმაციის ადგილი, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ოფიციალური ინფორმაციის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) საჯაროდ გამოცხადება. ეს ადგილი უნდა იყოს ღია და ყველასათვის ხელმისაწვდომი.
ინტერესთა კონფლიქტი და ნეპოტიზმი
სკოლაში თვითმმართველობის პრინციპების ეფექტურად განხორციელების პროცესში მნიშვნელოვანია ინტერესთა კონფლიქტისა და ნეპოტიზმის თავიდან აცილება. სკოლის სტრუქტურულ ერთეულებს შორის ფუნქციების განაწილება სწორედ ამ მიზანს ემსახურება, კერძოდ, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად:
სამეურვეო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს სკოლის დირექციის წევრი;
სამეურვეო საბჭოში, როგორც მოსწავლის მშობელი, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც ამავე სკოლასთან აქვს შრომითი ურთიერთობა;
საჯარო სკოლის მიერ დადებული გარიგების, გარდა შრომითი ხელშეკრულებისა, მეორე მხარე არ შეიძლება იყოს სკოლის დირექტორი, დირექციის სხვა წევრი, სამეურვეო საბჭოს წევრი ან ამ პირთა ახლო ნათესავი (ამ კანონის მიზნებისათვის „ახლო ნათესავი“ გულისხმობს „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს);
საჯარო სკოლის დირექტორსა და მის ახლო ნათესავს შორის შრომითი ხელშეკრულების დასადებად სავალდებულოა სამეურვეო საბჭოს თანხმობა. თუ სამეურვეო საბჭოს წევრი გარიგების მეორე მხარის ახლო ნათესავია, იგი არ მონაწილეობს კენჭისყრაში;
საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს, დისციპლინური კომიტეტის და სააპელაციო კომიტეტის წევრები არ შეიძლება იყვნენ ერთმანეთის ახლო ნათესავები. გამონაკლისის დაშვება შეიძლება აქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ანხმობით, მცირეკონტინგენტიან სკოლებში.
მოსწავლის, მასწავლებლისა და მშობლის
საჩივრის განხილვა
მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს უფლება აქვთ, წერილობითი აჩივრით მიმართონ სკოლის დირექტორს, კანონმდებლობით ათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში, მისთვის ასეთი დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 2 კვირის ვადაში, დირექტორმა რეაგირება და საჩივრის განხილვა უნდა უზრუნველყოს საჩივრის შეტანიდან 2 კვირის ვადაში.
საჩივართან დაკავშირებით, დირექტორის გადაწყვეტილება და მისი ქმედება ან უმოქმედობა შეიძლება გასაჩივრდეს სამეურვეო საბჭოში, გადაწყვეტილების გაცნობიდან 2 კვირის ვადაში. სამეურვეო საბჭო ვალდებულია, საჩივარი განიხილოს 1 თვის ვადაში. საჩივარი არ განიხილება, თუკი მასში არ არის მითითებული შემდეგი რეკვიზიტები: ა) განმცხადებლის ვინაობა და მისამართი; ბ) უფლების დარღვევის არსი; გ) მოთხოვნის არსი (საჯარო სკოლის წესდება, მუხლი 15).
სკოლის თვითმმართველობის განხორციელების სხვა საკითხებზე გადასვლამდე, გთავაზობთ დეტალურად გავეცნოთ საჯარო სკოლის თვითმმართველობის სუბიექტების სტრუქტურასა და ფუნქციებს:
დიაგრამა 2.3. სამეურვეო საბჭოს სტრუქტურა
2.3. სამეურვეო საბჭო
საქართველოს საჯარო სკოლებში თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანო არის სკოლის სამეურვეო საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედის თანაბარი რაოდენობით არანაკლებ 3-3 და არაუმეტეს 6-6 მშობელი და პედაგოგი/პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 1 წარმომადგენელი (სათათბირო ხმის უფლებით), ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს 1 წარმომადგენელი და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული 1 წარმომადგენელი. სამეურვეო საბჭოში შეიძლება შეყვანილი იქნას სკოლისათვის ქველმოქმედების გამწევ პირთაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არჩეული 1 წევრი, ხოლო იმ სკოლის სამეურვეო საბჭოში, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებასა და განათლებას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შეიძლება დაინიშნოს 1 წევრი
(დიაგრამა №2.3).
სამეურვეო საბჭოში მშობლებისა და პედაგოგების არჩევა ხდება 3 წლის ვადით. საბჭოში წევრთა რაოდენობის კუთხით, მცირეკონტინგენტიანი სკოლებისათვის შეიძლება გაკეთდეს გამონაკლისი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით. მშობლებისაგან არჩეული წევრები თანაბრად უნდა წარმოადგენდნენ სკოლაში არსებულ თითოეულ საფეხურს. საბჭოს წევრები ზედიზედ მხოლოდ ორჯერ შეიძლება იქნენ არჩეულნი.
რაც შეეხება სამეურვეო საბჭოს ფუნქციებს, ის:
1) ირჩევს სკოლის დირექტორს;
2) სკოლის დირექტორის წარდგინებით, ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს;
3) ამტკიცებს დირექტორის მიერ მომზადებულ წლიურ ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას;
4) სკოლის დირექტორის წარდგინებით, ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს;
5) გამოხატავს თანხმობას პედაგოგიური საბჭოს მიერ შემუშავებული სასკოლო სასწავლო გეგმის, სასწავლო მასალის, სახელმძღვანელოების ნუსხის თაობაზე;
6) აკონტროლებს სკოლის დირექციის მიერ ფინანსების ხარჯვასა და ქონების განკარგვას;
7) ინახავს და აღრიცხავს სამეურვეო საბჭოში მშობელთა და პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენელთა არჩევნების ბიულეტენებსა და ოქმებს;
8) სკოლის წესდებით გათვალისწინებული წესით, განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს;
9) ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს.
სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია:
1) შრომითი ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, ხელშეკრულება შეუწყვიტოს სკოლის დირექტორს;
2) ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, სასწავლო წლის დამამთავრებელი გამოცდების ჩატარების მიზნით, დაავალოს დირექტორს, მიმართოს გამოცდების ეროვნულ ცენტრს და დადოს შესაბამისი ხელშეკრულება;
3) მოსთხოვოს სკოლის დირექტორს, ვადამდე შეუწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება მასწავლებელს ხელშეკრულების პირობების დარღვევისას, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენისას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;
4) წესდებით გათვალისწინებული წესით, დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებების შესახებ საჩივრები თავად განიხილოს ან შექმნას სააპელაციო კომიტეტი;
5) სამეურვეო საბჭო განიხილავს აგრეთვე საჩივრებს, რომლებიც ეხება დირექტორის მიერ დისციპლინურ გადაცდომებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს;
6) ითანხმებს სკოლის დირექტორის მიერ წარმოდგენილ სკოლის წესდების პროექტს.
სამეურვეო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სამეურვეო საბჭოს წევრთა ხმების უმრავლესობით, ხოლო ხმების თანაბრად გადანაწილების შემთხვევაში - გადამწყვეტია სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
ლექსიკონი
დისციპლინური გადაცდომა - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესით განსაზღვრული წესების დარღვევა.
2.4. პედაგოგიური საბჭო
საქართველოს საჯარო სკოლებში მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო არის სკოლის პედაგოგიური საბჭო, რომელიც აერთიანებს სკოლის ყველა მასწავლებელსა და მასწავლებლობის მაძიებელს. საბჭოს ყველა წევრი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი, ხოლო გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, არანაკლებ საერთო ხმების (სიითი შემადგენლობის) ერთი მესამედისა. საბჭოს წევრთა ერთ მესამედს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მოიწვიოს პედაგოგიური საბჭოს სხდომა, მოითხოვოს სამეურვეო საბჭოში მათი წარმომადგენლის მოსმენა.
პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც აირჩევა 3 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს. საბჭოში მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე იქმნება ცალკეული სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ასრულებენ საბჭოს დავალებებს და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე. საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომაზე დამსწრეთა ვინაობა, კენჭისყრის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე.
საჯარო სკოლის პედაგოგიური საბჭო: 1) ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, დირექტორის მონაწილეობით, შეიმუშავებს და, სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით, ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმას; 2) საჭიროების შემთხვევაში, დირექტორთან შეთანხმებით, ამტკიცებს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას; 3) სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით, სწავლების საფეხურებისა და საგნების შესაბამისად, ამტკიცებს სასწავლო მასალას, მათ შორის, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ გრიფმინიჭებულ, პედაგოგების მიერ შერჩეულ, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხას; 4) ირჩევს თავის წარმომადგენლებს სამეურვეო საბჭოში; 5) უფლებამოსილია, ვადამდე გადაირჩიოს თავისი წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოში.
2.5. დირექცია
სკოლის დირექცია შედგება სკოლის დირექტორის, მისი მოადგილის/ მოადგილეებისა და ბუღალტრისაგან. დირექტორი ირჩევა 6 წლის ვადით. ერთ სკოლაში პიროვნების დირექტორად არჩევა შეიძლება ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
იმისათვის, რომ სკოლის თვითმმართველობის ფარგლებში არ მოხდეს ფუნქციების აღრევა, მნიშვნელოვანია, ასევე, ვიცოდეთ სკოლის დირექტორის ფუნქციებიც, რომელიც - მართავს სკოლას, წარმოადგენს სკოლას მესამე პირებთან ურთიერთობებში, უფლებამოსილია დადოს გარიგებები; სამეურვეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს სკოლის შინაგანაწესს, სკოლის ბიუჯეტს, განსაზღვრავს სკოლის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკას, სკოლის განვითარების სტრატეგიასა და სკოლის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას; შეიმუშავებს საშტატო განრიგს; მონაწილეობს პედაგოგიური საბჭოს მიერ სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში; უზრუნველყოფს პედაგოგებთან ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას, დებს ხელშეკრულებებს სკოლის ტექნიკურ პერსონალთან; უფლებამოსილია, ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება მასწავლებელთან ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურებისას; ყოველი წლის 10 დეკემბრამდე აბარებს ანგარიშს სკოლის სამეურვეო საბჭოს ფინანსური საქმიანობისა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ; განკარგავს თანხებს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული სკოლის ბიუჯეტის მიხედვით; განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს; ზედამხედველობს დაწესებულების სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს; გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს; ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას.
2.6. მოსწავლეთა თვითმმართველობა
მოსწავლეთა თვითმმართველობა წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც იქმნება ზოგადი განათლების შესახებ კანონისა და სკოლის წესდების შესაბამისად (საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ, მუხლი 47, პუნქტი 1). მოსწავლეები საკუთარ თვითმმართველობებს საბაზო და საშუალო საფეხურის დონეზე ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით.
მოსწავლეთა თვითმმართველობა:
1) შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლის შინაგანაწესის შესახებ;
2) უფლებამოსილია, სამეურვეო საბჭოს წარუდგინოს წინადადებები სკოლისათვის მნიშვნელოვან ყველა საკითხთან დაკავშირებით;
3) ირჩევს თავის წარმომადგენელს სამეურვეო საბჭოში;
4) სკოლის წესდებით დადგენილი წესით და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მონაწილეობს მოპოვებული გრანტის განკარგვაში;
5) წევრთა ერთი მეხუთედის ინიციატივით ქმნის სასკოლო კლუბებს;
6) საშუალო საფეხურზე ირჩევს თავის წარმომადგენელს დისციპლინურ კომიტეტში.
დისციპლინური კომიტეტი
საჯარო სკოლაში დისციპლინური გადაცდომის განხილვის მიზნით, სამეურვეო საბჭო ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, რომლის შემადგენლობაში თანაბარი რაოდენობით შედის პედაგოგი, მშობელი და საშუალო საფეხურის მოსწავლე. დაუშვებელია დისციპლინური კომიტეტის სპეციალური შემადგენლობის მოწვევა კონკრეტული შემთხვევის განხილვის მიზნით.
სკოლაში დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებების გასაჩივრების მიზნით, სამეურვეო საბჭოს მიერ შესაძლებელია შეიქმნას სააპელაციო კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში პედაგოგი, მშობელი და საშუალო საფეხურის მოსწავლე თანაბარი რაოდენობით შედიან. საჯარო სკოლაში სააპელაციო კომიტეტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ფუნქცია არის დისციპლინური კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე საჩივრების განხილვა (საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ, მუხლი 35, პუნქტი 2). სააპელაციო კომიტეტმა, აგრეთვე, შეიძლება განიხილოს საჩივრები, რომლებიც ეხება დირექტორის მიერ დისციპლინურ გადაცდომებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს. დაუშვებელია სააპელაციო კომიტეტის სპეციალური შემადგენლობის მოწვევა კონკრეტული შემთხვევის განხილვის მიზნით.
კითხვები თემის გააზრებისათვის:
თქვენ გაეცანით სკოლის მმართველობის სტრუქტურას. მასზე დაყრდნობით, უპასუხეთ ქვემოთ მოცემულ კითხვებს:
1. თქვენი აზრით, რატომაა წარმოდგენილი მოსწავლეთა თვითმმართველობაში ცალ-ცალკე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები?
2. თქვენი აზრით, რატომაა მოსწავლეების წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოსა და დისციპლინურ კომიტეტში?
2.9. კონფლიქტურ სიტუაციებში მოქმედების ფორმები
სკოლის ცხოვრებასა და მართვის პროცესში, სხვადასხვა ფორმით, განსხვავებული ინტერესების მქონე მრავალი ინდივიდი და ჯგუფი მონაწილეობს, რომელთაც, რიგ შემთხვევებში, შეიძლება ურთიერთგამომრიცხავი მიზნები და ინტერესები ჰქონდეთ. სწორედ ამიტომ არის კონფლიქტი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ კონფლიქტურ სიტუაციებში.
კონფლიქტურ სიტუაციაში გამოიყოფა მოქმედების ხუთი ფორმა, ესენია:
1) კონფლიქტიდან გასვლა/გაქცევა; 2) კონკურენცია ანუ მოგება/დამარცხება; 3) კომპრომისი; 4) კონსენსუსი; 5) თანამშრომლობა ანუ მოგება/მოგება. მოქმედების ყოველ ფორმას გარკვეულ სიტუაციებში თავისი ნაკლი და უპირატესობები აქვს.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რა შემთხვევაშია გამართლებული ან გაუმართლებელი კონფლიქტურ სიტუაციაში მოქმედების თითოეული ფორმა. მაგალითად, კონფლიქტიდან გასვლა/გაქცევა გამართლებულია თუ ის არ ეხება თქვენთვის მნიშვნელოვან ინტერესებს, ხოლო სხვა შემთხვევაში, ასეთი მოქმედებით, თქვენ შეიძლება დაკარგოთ სიტუაციაზე კონტროლის ბერკეტები და ვერ უზრუნველყოთ კონფლიქტის მოგვარება თქვენთვის სასურველი შედეგით.
კონფლიქტურ სიტუაციაში მოგება/დამარცხების პრინციპით მოქმედებას შესაძლოა საგრძნობი და შთამბეჭდავი შედეგები სწრაფად მოჰყვეს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ის შეიძლება გარკვეული სირთულეების მომტანი იყოს - ერიდეთ დამარცხებულებს!
კონფლიქტურ სიტუაციებში კომპრომისი ერთი შეხედვით ოპტიმალური მიდგომაა. ამ დროს მხარეები საერთო შეთანხმების მისაღწევად დათმობაზე მიდიან. გასათვალისწინებელია, რომ ამ შემთხვევაში მხარეები არათანაბარ პირობებში არ იმყოფებოდნენ, რადგან უკან დახევამ, დათმობამ, შეიძლება გამოიწვიოს რომელიმე მხარის მეტად „დაზარალება“.
კონფლიქტურ სიტუაციებში მოქმედების ჩამოთვლილ ფორმებთან შედარებით, კონსენსუსის პრინციპი ყველაზე პროგრესული და სრულფასოვანი მიდგომაა, მაგრამ მისი ნაკლი შეიძლება იმაში მდგომარეობდეს, რომ საბაზისო საკითხებსა და პრინციპებზე შეთანხმებამ, შესაძლოა, ვერ გამორიცხოს უთანხმოება კონკრეტული საკითხების გადაწყვეტისას.
მიდგომა მოგება/მოგება, ანუ თანამშრომლობის განწყობა, საუკეთესო საშუალებაა კონფლიქტური სიტუაციების მართვისათვის.
ლექსიკონი
კონსენსუსი - თანხმობა საბაზისო საკითხებსა და პრინციპებზე.
კომპრომისი - ურთიერთდათმობა,
დავალება 2.1
მოქმედების ფორმები კონფლიქტურ სიტუაციაში
კონფლიქტურ სიტუაციებში მოქმედების ფორმებს შორის უპირატესობებისა და სისუსტეების უკეთ დანახვის მიზნით, წყვილებში გაუზიარეთ ერთმანეთს, ჩამოთვლილი 5 ვარიანტიდან ჩვეულებისამებრ მოქმედების რომელ ფორმას ირჩევთ თქვენ, ანუ კონფლიქტის გადაჭრის დროს, კონფლიქტის მოგვარების რომელ ფორმას ანიჭებთ უპირატესობას. ასევე იმსჯელეთ იმაზე, თუ რომელ სიტუაციაში იყო გამართლებული ან გაუმართლებელი თითოეული ეს მოქმედება. მოიყვანეთ შესაბამისი პრაქტიკული მაგალითები.
დავალება 2.2
საკანონმდებლო ტესტი - თვითმმართველობის სტრუქტურა
მოცემული სავარჯიშოს საშუალებით, თქვენ განიმტკიცებთ საჯარო სკოლის თვითმმართველობის სტრუქტურული მოწყობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების შესახებ ცოდნას. დავალება მომზადებულია ტესტური ფორმით, სადაც მოცემულია სამი ტიპის ტესტური დავალება: 1) ერთი შესაძლო სწორი პასუხით; 2) მცდარია ან ჭეშმარიტი ფორმულირებებით და 3) ერთზე მეტი სწორი პასუხით.
I) ერთი შესაძლო სწორი პასუხი - ქვემოთ მოცემულ სავარჯიშოებში შემოთავაზებული ვარიანტებიდან მხოლოდ ერთია სწორი ვერსია. გულდასმით წაიკითხეთ სავარჯიშო და გამოიცანით სწორი პასუხი:
1. სამეურვეო საბჭოს წევრი შეიძლება იქნას:
ა) არჩეული ზედიზედ მხოლოდ ერთხელ;
ბ) არჩეული ზედიზედ მხოლოდ ორჯერ;
გ) არჩეული ზედიზედ მხოლოდ სამჯერ.
2. პედაგოგიური საბჭო არის სკოლის მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო, რომელშიც შედის:
ა) სკოლის პედაგოგთა უმრავლესობა;
ბ) სკოლის პედაგოგთა კვალიფიცირებული უმრავლესობა და მასწავლებლობის მაძიებელთა უმრავლესობა;
გ) სკოლის ყველა პედაგოგი და მასწავლებლობის მაძიებელი.
3. პედაგოგიური საბჭო გადაწყვეტილებას იღებს:
ა) ხმების კვალიფიცირებული უმრავლესობით, არანაკლებ საერთო ხმების მესამედისა;
ბ) ხმების უმრავლესობით, არანაკლებ სიითი ხმების მესამედისა;
გ) ხმების უბრალო უმრავლესობით, არანაკლებ საერთო ხმების მესამედისა.
4. მოსწავლეთა თვითმმართველობა წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც:
ა) არის მოსწავლეთა წარმომადგენლობითი ორგანო;
ბ) არის დანიშვნითი ორგანო;
გ) არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო.
II) მცდარია ან ჭეშმარიტი - გაეცით კითხვას პასუხი, ქვემოთ მოცემული ფორმულირება მცდარია თუ ჭეშმარიტი, სრულად ან ნაწილობრივ. თუ მიიჩნევთ, რომ ის ნაწილობრივ მცდარია ან ჭეშმარიტი, დააკონკრეტეთ, რა ნაწილს ეხება ეს მოსაზრება და რატომ?
5. სამეურვეო საბჭოში არჩეულ მშობელთა და პედაგოგთა რაოდენობა არ უნდა იყოს 9-ზე ნაკლები და 12-ზე მეტი, მაგრამ შესაძლებელია იყოს არათანაბარი რაოდენობით. მშობლების მიერ არჩეული წევრები თანაბრად უნდა წარმოადგენდნენ სკოლაში არსებულ თითოეულ საფეხურს.
III) ერთზე მეტი სწორი პასუხი - ქვემოთ მოცემულ პასუხებში ერთზე მეტი სწორი პასუხია, გამოიცანით ისინი:
6. სკოლის სამეურვეო საბჭო არის სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანო, რომელიც შედგება:
ა) მშობლების მიერ 3 ან 6, სამი წლით არჩეული წარმომადგენლისგან;
ბ) პედაგოგიური საბჭოს მიერ 3 ან 6, სამი წლით არჩეული წარმომადგენლისგან;
გ) საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობიდან არჩეული ერთი წარმომადგენლისგან;
დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლისაგან;
ე) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლისაგან, სათათბირო ხმის უფლებით.
7. სკოლის დირექცია შედგება შემდეგი წევრებისაგან:
ა) სკოლის დირექტორი;
ბ) დირექტორის მოადგილე/მოადგილეები;
გ) სამურნეო ნაწილის გამგე;
დ) ბუღალტერი.
დავალება 2.3
საკანონმდებლო ტესტი თვითმმართველობის ფუნქციებზე
მოცემული დავალებები ემსახურება საჯარო სკოლაში თვითმმართველობის ფუნქციების მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების შესახებ ცოდნის განმტკიცებას.
დავალება მომზადებულია ტესტური ფორმით, სადაც მოცემულია დავალებები შესაძლო ერთი სწორი პასუხით.
1. მოსწავლეთა თვითმმართველობა:
ა) შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლის შინაგანაწესის შესახებ;
ბ) შეიმუშავებს წერილობით რეკომენდაციებს სკოლის შინაგანაწესის შესახებ;
გ) შეიმუშავებს ზეპირ და, ასევე, წერილობით რეკომენდაციებს სკოლის შინაგანაწესის შესახებ.
2. მოსწავლეთა თვითმმართველობა:
ა) უფლებამოსილია, სამეურვეო საბჭოს წარუდგინოს წინადადებები სკოლისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე;
ბ) უფლებამოსილია, სამეურვეო საბჭოს წარუდგინოს წინადადებები მოპოვებული გრანტის განკარგვასთან დაკავშირებით;
გ) ვალდებულია, სამეურვეო საბჭოს წარუდგინოს წინადადებები მოპოვებული გრანტის განკარგვასთან დაკავშირებით.
3. მოსწავლეთა თვითმმართველობა:
ა) წევრთა ერთი მესამედის ინიციატივით ქმნის სასკოლო კლუბებს;
ბ) წევრთა ერთი მეხუთედის ინიციატივით ქმნის სასკოლო კლუბებს;
გ) წევრთა ერთი მეათედის ინიციატივით ქმნის სასკოლო კლუბებს.
4. მოსწავლეთა თვითმმართველობა:
ა) საშუალო საფეხურზე ირჩევს თავის წარმომადგენელს სამეურვეო საბჭოში;
ბ) საშუალო საფეხურზე ირჩევს თავის წარმომადგენელს დისციპლინურ კომიტეტში;
გ) საშუალო საფეხურზე ირჩევს თავის წარმომადგენელს სააპელაციო კომიტეტში.
დავალება 2.4
თვითმმართველობის ფუნქციები
სავარჯიშოს მიზანია სკოლის სტრუქტურის სრულფასოვნად გააზრება და თვითმმართველობის ფუნქციებისა და მუშაობის უკეთ გაცნობა. სავარჯიშო წარიმართება საერთო ჯგუფში დისკუსიის სახით და მოსწავლეებმა უნდა გასცეთ პასუხი შემდეგ კითხვებს:
1) რამდენად იცნობთ სკოლის თვითმმართველობის სტრუქტურებს და რა იცით მათი საქმიანობის შესახებ. თუ აღმოჩნდა, რომ კლასის დიდმა ნაწილმა არ იცის, თუ რას საქმიანობს, მაგალითად, სამეურვეო საბჭო, უნდა გასცეთ პასუხი კითხვას - რატომ?
2) სკოლის თვითმმართველობის ფუნქციებიდან, რომელი სრულდება, რა ხარისხით და რომელი ფუნქციების შესახებ შეიტყვეთ ინფორმაცია პირველად, წინამდებარე სასწავლო პროგრამის ფარგლებში.
დავალება 2.5
თვითმმართველობის სტრუქტურის გრაფიკულად გამოსახვა
მოცემული სავარჯიშოს მიზანია, დაგეხმაროთ სკოლის თვითმმართველობის სტრუქტურის ვიზუალურად წარმოსახვასა და წაკითხული ტექსტების უკეთ გააზრებაში, სხვადასხვა მმართველობით რგოლსა და ინტერესთა ჯგუფს შორის კავშირ-ურთიერთობების სრულფასოვნად გააზრებაში.
სავარჯიშო უნდა შესრულდეს 2 ეტაპად: პირველ ეტაპზე, გთხოვთ, სამუშაო შეასრულოთ 6-7 წევრისაგან შემდგარ მცირე ჯგუფებში, ხოლო მეორე ეტაპზე კლასს წარუდგინოთ მცირე ჯგუფებში შემუშავებული დიაგრამების პრეზენტაციები.
სავარჯიშოს შესრულებამდე გულდასმით გაეცანით დიაგრამა 2.4-ზე გამოსახულ ტერმინებს/ დასახელებებს, რომლებიც, თუ კარგად გააანალიზებთ, შეიძლება 2 კატეგორიად გაყოთ: 1) სტრუქტურული ერთეულები/მმართველობითი ორგანოები (სამეურვეო საბჭო, მოსწავლეთა თვითმმართველობა და სხვა) და 2) ინტერესთა ჯგუფები (მოსწავლეები, მშობლები და სხვა). თქვენი ამოცანაა, აღნიშნულ სტრუქტურულ ერთეულებსა და ინტერესთა ჯგუფებს შორის დაადგინოთ კავშირი და სქემატურად გამოსახოთ ისინი.
დიაგრამა 2.4. საჯარო სკოლის თვითმმართველობის სტრუქტურა
დავალება 2.6
მოსწავლეთა თვითმმართველობის სტრუქტურა
სავარჯიშოს მიზანია მოსწავლეთა თვითმმართველობის სტრუქტურის გაანალიზება და მისი განვითარების ხედვის ფორმირება. სავარჯიშოს შესრულების პირველ ეტაპზე უნდა განაწილდეთ მცირე ჯგუფებში და, პირველ რიგში, გრაფიკულად წარმოადგინოთ თქვენი სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის სტრუქტურა, ხოლო არსებული სტრუქტურის შექმნის შემდეგ უნდა შექმნათ, თქვენი შეხედულების მიხედვით, მისი გაუმჯობესებული ვარიანტი. მეორე ეტაპზე თქვენს ნამუშევრებს კლასის წინაშე წარმოადგენთ და განმარტავთ თქვენეული გაუმჯობესებული სტრუქტურის შემუშავების წინაპირობებსა და მიზეზებს.
სიტუაციური მაგალითი 2.1
კურსდამთავრებულები სამეურვეო საბჭოში
ქ. თბილისის ერთ-ერთი სკოლის დირექციას წერილობით მიმართა სკოლის კურსდამთავრებულთა ერთმა ნაწილმა, რომელსაც 50-ზე მეტი კურსდამთავრებული აწერდა ხელს. წერილში კურსდამთავრებულები აღწერდნენ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მათ, დაახლოებით, 10000 ლარამდე ფინანსური დახმარება გაუწიეს სკოლას და რომ მათ აქვთ სურვილი, თავიანთი წარმომადგენლის საშუალებით, ჩაერთონ სკოლის სამეურვეო საბჭოს მუშაობაში და უფრო აქტიურად დაეხმარონ სკოლას.
სკოლის დირექტორი მიესალმა კურსდამთავრებულთა ინიციატივას და შუამდგომლობით მიმართა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს, რომელმაც დააკმაყოფილა კურსდამთავრებულთა თხოვნა და მათი წარმომადგენელი დაამატა სამეურვეო საბჭოს სიას.
კითხვები:
1. კანონიერი იყო თუ არა კურსდამთავრებულთა თხოვნა?
2. მართლზომიერი იყო თუ არა კურსდამთავრებულთა განცხადებაზე რეაგირება?
გაეცით კითხვებს პასუხი და მოიყვანეთ თქვენი პოზიციის გამამყარებელი არგუმენტები.
სიტუაციური მაგალითი 2.2
პედაგოგთა წარმომადგენლები დისციპლინურ კომიტეტში
ქ. გორის X სკოლის პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე მასწავლებელთა სიითი შემადგენლობის 1/10-მა წერილობით დააყენა საკითხი დისციპლინურ კომიტეტში 3 ახალი წარმომადგენლის არჩევის ინიციატივის შესახებ. ინიციატორებმა ამის მიზეზად სკოლაში დისციპლინური კუთხით შექმნილი პრობლემები დაასახელეს და არგუმენტად შესაბამისი, ბოლო 3 წლის სტატისტიკის შედარებითი ანალიზი მოიყვანეს. მათ, ამავდროულად, დაასახელეს მათთვის სასურველი 3 კანდიდატი.
პედაგოგიური საბჭოს სხდომას 46 მასწავლებლიდან 23 ესწრებოდა, აქედან აღნიშნულ ინიციატივას და შესაბამის 3 კანდიდატურას 14-მა მასწავლებელმა დაუჭირა მხარი. პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარემ საბჭოს გადაწყვეტილება შესაბამისი ოქმით დაადასტურა.
კითხვები
1. რამდენად მართლზომიერი იყო მასწავლებელთა ინიციატივა?
2. როგორ შეაფასებთ პედაგოგიური საბჭოს ქმედებას? გაეცით კითხვებს პასუხი და მოიყვანეთ თქვენი პოზიციის გამამყარებელი არგუმენტები.
სიტუაციური მაგალითი 2.3
დისციპლინის მართვა
ხაშურის ხ სკოლის VII კლასი არ გამოირჩეოდა სანიმუშო დისციპლინით, მაგრამ კლასში არსებულ პრობლემებს დამრიგებელი არ ახმაურებდა და თვითონ ცდილობდა მათ მოგვარებას.
ერთხელ თანაკლასელებს შორის კამათი ჩხუბში გადაიზარდა და სავალალო შედეგით დასრულდა. კლასის ერთ-ერთ მოსწავლეს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, რის გამოც სკოლაში სიარული ვერ შეძლო. აღნიშნულის გამო, მისმა მშობელმა საჩივარი შეიტანა დირექციაში და მოითხოვა VII კლასის დამრიგებლის დასჯა. ვინაიდან VII კლასის დამრიგებელი კარგი სპეციალისტი იყო, დირექტორი შემოიფარგლა მარტო პირად საქმეში საყვედურის შეტანით. დირექტორის ეს გადაწყვეტილება მშობელს არ მოეწონა და საჩივარი ამჯერად სამეურვეო საბჭოს დისციპლინურ კომიტეტს წარუდგინა. კომისიამ მშობლის საჩივარი განიხილა და დირექტორს დაავალა, შეეწყვიტა ხელშეკრულება აღნიშნულ პედაგოგთან. დირექტორმა ეს გადაწყვეტილება არ შეასრულა, ამის გამო სამეურვეო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, შეეწყვიტა ხელშეკრულება სკოლის დირექტორთან და გაათავისუფლა იგი დაკავებული თანამდებობიდან.
ლექსიკონი
დისციპლინა [ლათ. Disciplina] - მტკიცედ დადგენილი ქცევის წესი, რომლის დაცვაც სავალდებულოა ამა თუ იმ საზოგადოების (კლასი, კოლექტივი, სკოლა, თემი, ჯგუფი და სხვა) ყველა წევრისათვის.
კითხვები
1. მოიყვანეთ არგუმენტები, რა დარღვევებმა მიიყვანა დირექტორი შექმნილ მდგომარეობამდე?
2. სწორად იმოქმედა თუ არა სამეურვეო საბჭომ გადაწყვეტილების მიღებისას?
გაეცით კითხვებს პასუხი და მოიყვანეთ თქვენი პოზიციის გამამყარებელი არგუმენტები.
სიტუაციური მაგალითი 2.4
მოსწავლეთა მონაწილეობა შინაგანაწესის შემუშავებაში
მოსწავლეთა თვითმმართველობის მნიშვნელოვანი ნაწილი აქტიურად ცდილობდა, რომ სკოლის შინაგანაწესში არასაპატიო გაცდენების კონკრეტულ რაოდენობაზე დისციპლინური სახდელი ყოფილიყო მსუბუქი. ამასთან დაკავშირებით ჩატარებული საინფორმაციო კამპანიის შედეგად, მათ მოაგროვეს სკოლის მოსწავლეთა უმრავლესობისაგან მხარდაჭერის ხელმოწერები, მაგრამ დირექციამ მათი პოზიცია არ გაიზიარა და სამეურვეო საბჭოს წინაშე დასამტკიცებლად საპირისპირო ჩანაწერის შემცველი შინაგანაწესის სამუშაო ვერსია წარადგინა, რომელიც საბჭომ გაიზიარა.
შინაგანაწესის ამოქმედების შემდეგ მოსწავლეთა ერთმა ნაწილმა არაკანონიერად ჩათვალა დისციპლინურ გადაცდომაზე რეაგირების მექანიზმები და დირექციის მიერ მისი გამოყენების პირველსავე შემთხვევაში, აპელაციის მიზნით მიმართა სააპელაციო კომიტეტს.
ლექსიკონი
დისციპლინური სახდელი - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესით განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომისათვის გათვალისწინებული ზემოქმედების ზომა.
კითხვები
1. როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა მოიქცეს დისციპლინური კომიტეტი?
2. როგორ შეაფასებთ მოსწავლეთა თვითმმართველობის მოცემული ნაწილის, დირექციისა და სამეურვეო საბჭოს ქმედებებს?
გაეცით კითხვებს პასუხი და მოიყვანეთ თქვენი პოზიციის გამამყარებელი არგუმენტები.
![]() |
5.1 დანართი 2.1 ამონარიდი სამართლებრივი რეგულაციებიდან |
▲ზევით დაბრუნება |
მუხლი 37. სამეურვეო საბჭო (საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ)
1. სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არა უმეტეს 12 წარმომადგენლისაგან, საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული 1 წარმომადგენლისაგან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნული 1 წევრისაგან, ხოლო იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებასა და განათლებას, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული 1 წევრისაგან. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოში დანიშნოს 1 წევრი. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს სამეურვეო საბჭოს მიერ სკოლისათვის დადასტურებულად ქველმოქმედების გამწევ პირთაგან (ასეთების არსებობის შემთხვევაში) არჩეული 1 წევრი. სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობის განსაზღვრისას მცირეკონტინგენტიანი სკოლებისათვის გამონაკლისის დაშვება შეიძლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით. მშობლებისგან არჩეული წევრები თანაბრად უნდა წარმოადგენდნენ სკოლაში არსებულ თითოეულ საფეხურს. სამეურვეო საბჭოს წევრი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
2. სამეურვეო საბჭოს მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოსაგან არჩეული წევრების რაოდენობა განისაზღვრება სკოლის წესდებით.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლება აქვს წარგზავნოს წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოში, რომელიც სათათბირო ხმის უფლებით სარგებლობს.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლება აქვთ ნებისმიერ დროს გამოიწვიონ თავიანთი წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოდან.
5. სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს. იგი წარმოადგენს სკოლას დირექტორთან ურთიერთობებში. საბჭოს თავმჯდომარე მონაცვლეობით აირჩევა საბჭოს შემადგენლობაში მშობლებისგან და პედაგოგიური საბჭოსგან არჩეულ წევრთაგან და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლისაგან, არა უმეტეს მათი უფლებამოსილების ვადისა. სამეურვეო საბჭოს წევრი - მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელი არ შეიძლება არჩეულ იქნეს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ.
5'. სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლებამოსილება აქვს სამეურვეო საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს ან სამეურვეო საბჭოში ამ კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნულ წარმომადგენელს. სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია სიითი შემადგენლობის უმრავლესობით აირჩიოს სხდომის თავმჯდომარე, რომელიც ამ რიგგარეშე სხდომაზე ახორციელებს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებებს.
6. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
7. სამეურვეო საბჭო იკრიბება სასწავლო წლის განმავლობაში 3-ჯერ მაინც, ყოველი მესამედის დასაწყისში.
მუხლი 38. სამეურვეო საბჭოს ფუნქციები (საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ)
1. სამეურვეო საბჭო:
ა) ამ კანონის 42-ე მუხლით გათვალისწინებული წესით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სკოლის დირექტორს, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. ეს წესი არ ვრცელდება იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებასა და განათლებას;
ბ) სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს, აგრეთვე ამტკიცებს დირექტორის მიერ მომზადებულ წლიურ ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტს, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებასა და განათლებას, ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ხოლო ბიუჯეტის პროექტს შეიმუშავებენ ამ დაწესებულების დირექტორი და სამეურვეო საბჭო;
გ) სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, რომელიც ამომწურავად განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას და მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს, სკოლიდან გადაყვანის პირობებს;
დ) გამოხატავს თანხმობას პედაგოგიური საბჭოს მიერ შემუშავებული სასკოლო სასწავლო გეგმის, სასწავლო მასალის, მათ შორის, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ გრიფმინიჭებული, პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხის თაობაზე;
ე) აკონტროლებს სკოლის დირექციის მიერ ფინანსების ხარჯვასა და ქონების განკარგვას;
ვ) უფლებამოსილია შრომითი ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულება შეუწყვიტოს სკოლის დირექტორს;
ზ) ინახავს და აღრიცხავს სამეურვეო საბჭოში მშობელთა და პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენელთა არჩევნების ბიულეტენებსა და ოქმებს;
თ) სკოლის წესდებით გათვალისწინებული წესით განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს;
ი) უფლებამოსილია, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, სასწავლო წლის დამამთავრებელი გამოცდების ჩატარების მიზნით დაავალოს დირექტორს, მიმართოს გამოცდების ეროვნულ ცენტრს და დადოს შესაბამისი ხელშეკრულება;
კ) უფლებამოსილია მოსთხოვოს სკოლის დირექტორს, ვადამდე შეუწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება მასწავლებელს ხელშეკრულების პირობების დარღვევისას, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენისას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;
ლ) დისციპლინური გადაცდომების განხილვის მიზნით, სკოლის წესდებით გათვალისწინებული წესით ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, რომლის შემადგენლობაში შედის თანაბარი რაოდენობის მასწავლებელი, მშობელი და საშუალო საფეხურის მოსწავლე. სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია წესდებით გათვალისწინებული წესით დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებების შესახებ საჩივრები თავად განიხილოს ან შექმნას სააპელაციო კომიტეტი. სააპელაციო კომიტეტი, სამეურვეო საბჭო განიხილავს აგრეთვე საჩივრებს, რომლებიც ეხება დირექტორის მიერ დისციპლინურ გადაცდომებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს. დაუშვებელია დისციპლინური კომიტეტის ან სააპელაციო კომიტეტის სპეციალური შემადგენლობის მოწვევა კონკრეტული შემთხვევის განხილვის მიზნით;
მ) ითანხმებს სკოლის დირექტორის მიერ წარმოდგენილ სკოლის წესდების პროექტს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს სამეურვეო საბჭო იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ხოლო „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას - სიითი შემადგენლობის ორი მესამედით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ (გარდა წლიურ ანგარიშთან დაკავშირებული ფუნქციებისა და „ბ“ ქვეპუნქტის მეორე წინადადებისა) და „ვ“ ქვეპუნქტების მოქმედება არ ვრცელდება იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებასა და განათლებას.
მუხლი 46. პედაგოგიური საბჭოს ფუნქციები (საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ)
პედაგოგიური საბჭო:
ა) ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს და სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმებს;
ა') საჭიროების შემთხვევაში, დირექტორთან შეთანხმებით ამტკიცებს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას;
ბ) სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით, საფეხურებისა და საგნების შესაბამისად ამტკიცებს სასწავლო მასალას, მათ შორის, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ გრიფმინიჭებული, პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხას;
გ) ირჩევს თავის წარმომადგენლებს სამეურვეო საბჭოში;
დ) უფლებამოსილია ვადამდე გადაირჩიოს თავისი წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოში.
მუხლი 41. დირექცია (საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ)
1. სკოლის დირექცია შედგება სკოლის დირექტორის, მისი მოადგილის/მოადგილეებისა და ბუღალტრისაგან.
2. დირექტორად შეიძლება განწესდეს ამ კანონის შესაბამისად არჩეული ან დანიშნული საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, 3 წლის მუშაობის სტაჟი, აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ მიუღწევია 65 წლის ასაკისთვის. დირექტორი ირჩევა/ინიშნება 6 წლის ვადით. ერთ სკოლაში პირის დირექტორად არჩევა/დანიშვნა შეიძლება ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
2'. ამ კანონის 27-ე მუხლის 1'' პუნქტით გათვალისწინებული დაწესებულების:
ა) დირექტორი შეიძლება იყოს სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. მასზე არ ვრცელდება ამ კანონის VIII თავით დირექტორისათვის დადგენილი უფლება-მოვალეობები, გარდა იმავე თავის 43-ე მუხლით გათვალისწინებული ფუნქციებისა;
ბ) დირექტორის, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის და დირექტორის მოადგილის დანიშვნა და განთავისუფლება რეგისტრირდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
3. დირექტორი არჩევიდან/დანიშვნიდან 2 კვირის ვადაში ნიშნავს იმ მოადგილეს, ხოლო მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში - სკოლის იმ თანამშრომელს, რომელიც დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში შეასრულებს დირექტორის მოვალეობას, და ამ მონაცემს აგზავნის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სარეგისტრაციოდ.
4. დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის ან დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების 60 სასწავლო დღის განმავლობაში განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უფლებამოსილია დანიშნოს და გაათავისუფლოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნამდე დირექტორის ფუნქციებს ასრულებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში რეგისტრირებული პირი.
4'. ახალი დირექტორის არჩევა ან დანიშვნა იწვევს დირექტორის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილების შეწყვეტას.
5. დირექტორის თანამდებობა შეუთავსებელია ნებისმიერ სხვა ანაზღაურებად საქმიანობასთან იმავე სკოლაში. გამონაკლისის სახით, დირექტორი, თუ მას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვს პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების უფლება, უფლებამოსილია ეწეოდეს პედაგოგიურ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით, მასწავლებლის სრული პედაგოგიური დატვირთვის მესამედამდე, შესაბამისი ანაზღაურებით. მაღალმთიანი რეგიონებისა და მცირეკონტინგენტიანი სკოლებისათვის გამონაკლისის დაშვება შეიძლება შესაბამისი საპატიო მიზეზის არსებობისას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით.
6. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს პროფილურ სახელოვნებო განათლებასა და მომზადებას, დაწესებულების სამხატვრო ხელმძღვანელმა შეიძლება განახორციელოს დირექტორის უფლებამოსილებანი.
მუხლი 48 - მოსწავლეთა თვითმმართველობის ფუნქციები (საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ) მოსწავლეთა თვითმმართველობა:
ა) შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლის შინაგანაწესის შესახებ;
ბ) უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოს წარუდგინოს წინადადებები სკოლისათვის მნიშვნელოვან ყველა საკითხთან დაკავშირებით;
გ) ირჩევს თავის წარმომადგენელს სამეურვეო საბჭოში;
დ) სკოლის წესდებით დადგენილი წესით და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მონაწილეობს მოპოვებული გრანტის განკარგვაში;
ე) წევრთა ერთი მეხუთედის ინიციატივით ქმნის სასკოლო კლუბებს.
![]() |
6 თემა 3. მოსწავლის ადგილი და მონაწილეობის შესაძლებლობები სკოლის სხვადასხვა თვითმმართველობაში |
▲ზევით დაბრუნება |
სახელმძღვანელოს მოცემულ ნაწილში ჩვენი მიზანია, ვისაუბროთ, თუ რა ადგილი და შესაძლებლობები შეიძლება ჰქონდეს მოსწავლეს სკოლის თვითმმართველობის ფარგლებში, ასევე, სამართლებრივი ნორმების გარდა, რა განაპირობებს მოსწავლეთა აქტიურობასა და მონაწილეობას სკოლის ცხოვრებასა და მართვის პროცესებში.
3.1. მონაწილეობა სამეურვეო საბჭოს მუშაობაში
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საშუალო საფეხურის (მე-10, მე-11, მე-12 კლასების) მოსწავლეთა თვითმმართველობის ავმჯდომარე არის სამეურვეო საბჭოს წევრი და, შესაბამისად,მისი საშუალებით, მოსწავლეები ჩართულნი არიან ყველა იმ საკითხის მართვის პროცესში, რომელიც სამეურვეო საბჭოს ფუნქციონირებას განეკუთვნება (სკოლის ბიუჯეტისა და შინაგანაწესის დამტკიცება, დირექტორის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა, დირექტორის არჩევა თუ სხვა). ამდენად, კანონმდებლობა მოსწავლეებს საკმაოდ ფართო უფლებებს ანიჭებს, მაგრამ რამდენად არის ეს უფლებები ხარისხიანად რეალიზებული მოსწავლეების მიერ, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშანს ბადებს.
პრაქტიკაში შესაძლოა, მოსწავლეებს არც გთხოვდნენ და გთავაზობდნენ აღნიშნული საკითხების მართვაში მონაწილეობას, ასევე, დიდი ალბათობით შეიძლება გავაკეთოთ პროგნოზი, რომ არც თქვენ, მოსწავლეები ითხოვთ საკუთარი უფლებების რეალიზებას ამ მიმართულებით.
პრაქტიკამ აჩვენა, რომ ახალგაზრდა თაობას, მათ შორის, კონკრეტულად, მოსწავლეებს სკოლის მართვის პროცესებში გააქტიურებისა და ჩართვისათვის სჭირდებათ გარკვეული ინიცირება/პროვოცირება, ხელშეწყობა და სათანადო გარემოს შექმნა და ამაში უფროსების, პედაგოგების, დირექციის წარმომადგენლების, მშობლების, მასმედიის, ზოგადად, საზოგადოების როლი მნიშვნელოვანია.
დიაგრამა 3.1. მოსწავლეთა მონაწილეობა სკოლის
თვითმმართველობაში
3.2. მონაწილეობა დისციპლინური კომიტეტის მუშაობაში
სამეურვეო საბჭოს ფარგლებში მოსწავლეთა წარმომადგენლის (საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარის) მონაწილეობით, როგორც უკვე დავრწმუნდით, მოსწავლეებს სკოლის ცხოვრებისა და მართვის მრავალ საკითხში შეუძლიათ მონაწილეობა და გავლენის მოხდენა. სამეურვეო საბჭოს გარდა, სკოლის თვითმმართველობაში მოსწავლეების უშუალო მონაწილეობა განსაზღვრულია დისციპლინური კომიტეტის ფარგლებშიც, რომლის ფუნქცია არის სკოლაში დისციპლინური გადაცდომების განხილვა.
სკოლის ცხოვრებაში დისციპლინის მარ თვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დისციპლინურ კომიტეტში თანაბარი რაოდენობით უნდა იყვნენ წარმოდგენილნი მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები.
3.3. თვითმმართველობის პროცესში მონაწილეობის სამართლებრივიგარანტიები
სკოლის თვითმმართველობის სტრუქტურებში (სამეურვეო საბჭო და დისციპლინური კომიტეტი) მოსწავლეების მონაწილეობა მხოლოდ სამეურვეო საბჭოსა და დისციპლინური კომიტეტის ფუნქციონირების საკითხებს არ მოიცავს, ზოგჯერ იგი სხვა ფორმითაც ხდება. ამგვარი მონაწილეობა კანონს უნდა შეესაბამებოდეს. ამრიგად, თქვენ უნდა იცოდეთ ის სამართლებრივი ნორმები, რომლებიც თვითმმართველობის პროცესში მონაწილეობას განაპირობებს.
უფროსი თაობის წარმომადგენლები (პედაგოგები, მშობლები...) ხშირად გამოხატავენ უკმაყოფილებას იმის გამო, რომ მოზარდები კარგად იცნობენ და იყენებენ საკუთარ უფლებებს, თუმცა მოვალეობები დავიწყებული აქვთ. ბუნებრივია თვითმმართველობის პროცესში წარმატებული მონაწილეობისათვის თქვენ უნდა იცოდეთ თქვენი ფლებები და შეგეძლოთ მათი დაცვა, ასევე გაცნობიერებული ნდა გქონდეთ საკუთარი მოვალეობები და ერკვეოდეთ სხვადასხვა ამართლებრივ შეზღუდვაში. მაგალითად, სკოლას უფლება აქვს ასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე არადისკრიმინაციულ აფუძველზე შეზღუდოს გარეშე პირთა უფლებები და თავისუფლებები, სევე სკოლამ შეიძლება დაადგინოს სასკოლო დროს ან სკოლის ერიტორიაზე მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლის, აგრეთვე ათი გაერთიანებების უფლებებისა და თავისუფლებების არადისკრიმინაციული ა ნეიტრალური შეზღუდვის წესები ზოგადი განათლების ესახებ კანონის მოთხოვნათა შესასრულებლად, აგრეთვე, თუ არსებობს აფუძვლიანი და გარდაუვალი საფრთხე:
ა) ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და საკუთრების უსაფრთხოებისა;
ბ) ნარკოტიკების, ალკოჰოლის ან თამბაქოს მოხმარების, ან უკანონო მედების წახალისებისა;
გ) უხამსობის ან ცილისწამების გავრცელების, ეთნიკური ან რელიგიური უღლის გაღვივების, დანაშაულის ან ძალადობისაკენ წაქეზებისა;
დ) სასწავლო პროცესის მსვლელობის, სკოლის საქმიანობის ან კოლის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილებისათვის ხელის შეშლისა.
მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლის უფლებებისა და თავისუფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს გონივრული, პროპორციული, მინიმალური და უნდა განხორციელდეს მხოლოდ დადგენილი წესის საფუძველზე, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის სრული დაცვით, ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურით. დაუშვებელია მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლის უფლებებისა და თავისუფლებების იმგვარი შეზღუდვა, რომელიც არსებითად მათი გაუქმების ტოლფასია. ნებისმიერი შეზღუდვა ან რეგულირება შეიძლება ითვალისწინებდეს მათი უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელების ადგილის, დროისა და ფორმის ისეთ ნეიტრალურ შეზღუდვებს, რომლებიც გავლენას არ ახდენს ინფორმაციის ან იდეების შინაარსზე ან გამომხატველობით ეფექტზე და ტოვებს ალტერნატიული გზებით მათი განხორციელების ეფექტიან შესაძლებლობას. დაუშვებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის პოლიტიზება (საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ, მუხლი 8/2,3,4; 11/1; 13/1).
სახელმძღვანელოს ამ ნაწილში გთავაზობთ ინფორმაციას თქვენი უფლებების შესახებ. გთავაზობთ, რომ მათი განხილვის პროცესში აქტიურად იფიქროთ და გააანალიზოთ, თუ რა მდგომარეობაა თქვენს კლასში/სკოლაში და რა შეიძლება გააკეთოთ არსებული სიტუაციის გასაუმჯობესებლად. ნებისმიერი მიმართულებით პრობლემ(ებ)ის აღმოჩენა შეიძლება გახდეს მომავალში თქვენი საპროექტო აქტივობის წინაპირობა.
ლექსიკონი
დისკრიმინაცია (ლათ. Discriminatio, განსხვავება) - ნიშნავს ადამიანების უთანასწორო, არასამართლიან მოპყრობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს მიმართულია რაიმე ნიშნით განსხვავებული ადამიანების ჯგუფის წინააღმდეგ. კერძოდ, დისკრიმინაცია შეიძლება იყოს რასობრივი, ეთნიკური, სქესობრივი, რელიგიური და ა.შ.
ზოგადი განათლების მიღების უფლება
ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. გახსოვდეთ, რომ დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა ნებისმიერი მოზარდისათვის (ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მუხლი 9/1).
ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
მოსწავლეს, ასევე მშობელსა და მასწავლებელს, უფლება აქვთ, მიიღონ სკოლაში არსებული ნებისმიერი ინფორმაცია, გარდა პირადი საიდუმლოების შემცველი ინფორმაციისა, ასევე უფლება აქვთ, ფლობდნენ ინფორმაციას თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე მათი შეზღუდვის საფუძვლების შესახებ. სკოლა ვალდებულია, ყოველ ახალ მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს გააცნოს მათი უფლებები და თავისუფლებები, ასევე სკოლა ვალდებულია, უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვისას, მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს გონივრულ ვადაში განუმარტოს შეზღუდვის საფუძველი (საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ, მუხლი 10/1, 2, 3; 11/2).
აზრის გამოთქმა გადაწყვეტილების მიღებისას
მოსწავლეს (ასევე მშობელსა და მასწავლებელს) უფლება აქვს, მოითხოვოს და მიიღოს სკოლის მიერ მასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტისას მისი აზრის მოსმენისა და განხილვაში უშუალოდ ან წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობის შესაძლებლობა (ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მუხლი 11, პუნქტი 3).
გამოხატვის თავისუფლება
მოსწავლეს (ასევე მშობელსა და მასწავლებელს) უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით, სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე მოიძიოს, მიიღოს, შექმნას, შეინახოს, დაამუშაოს ან გაავრცელოს ნებისმიერი ინფორმაცია და იდეა, აგრეთვე გამოიყენოს სკოლის რესურსები ინფორმაციისა და იდეების მოსაძიებლად, მისაღებად, შესაქმნელად, შესანახად, დასამუშავებლად ან გასავრცელებლად, საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით. მოსწავლეს უფლება აქვს გამოთქვას საკუთარი აზრი და მოითხოვოს მისი პატივისცემა (ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მუხლი 14, პუნქტი 1, 2).
შემოწირულობების მოზიდვა
მოსწავლეს (ასევე მშობელსა და მასწავლებელს) უფლება აქვს საქველმოქმედო მიზნებისათვის, დადგენილი წესით მოიზიდოს ნებაყოფლობითი შემოწირულობები. სკოლა ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ფინანსური სახსრების ან სხვა სიკეთის გამოძალვა (ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მუხლი 14, პუნქტი 4).
ნეიტრალურობა და არადისკრიმინაციულობა
დაუშვებელია სკოლის მიერ საკუთარი უფლებამოსილებისა და რესურსების იმგვარად გამოყენება, რამაც შეიძლება პირდაპირ ან ირიბად გამოიწვიოს მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლის, აგრეთვე მათი გაერთიანებების რაიმე დისკრიმინაცია (ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მუხლი 13).
სკოლის მიერ ნებისმიერი განმასხვავებელი ქმედება ან გამონაკლისის დაშვება ჩაითვლება დისკრიმინაციად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ასეთი ქმედება ან გამონაკლისი სამართლიანი და გონივრულია, ემსახურება თითოეული პირისა და ჯგუფის თავისუფალი განვითარებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას.
სკოლა ვალდებულია, დაიცვას და ხელი შეუწყოს მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის შემწყნარებლობისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრებას, განურჩევლად მათი სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური და მსოფლმხედველობრივი კუთვნილებისა (საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ, მუხლი 13/5,6).
შეკრების თავისუფლება
მოსწავლეებს, ასევე მშობლებსა და მასწავლებლებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე აქვთ სკოლის ტერიტორიაზე კანონით დადგენილი წესით შეკრების თავისუფლება. დაუშვებელია, სკოლამ წარმართოს ან აკონტროლოს შეკრების მსვლელობა მათი სურვილის საწინააღმდეგოდ. სკოლას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, დაესწროს მოსწავლეთა შეკრებას.
გარეშე პირს უფლება აქვს, დაესწროს მოსწავლეთა შეკრებას მხოლოდ მათი მიწვევით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა,რაც დაკავშირებულია სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან (ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მუხლი 15, პუნქტი 1, 2, 3).
გაერთიანების თავისუფლება
მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს აქვთ კანონით დადგენილი წესით გაერთიანების თავისუფლება. დაუშვებელია, სკოლა ჩაერიოს მათი გაერთიანების საქმიანობაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. დაუშვებელია, გარეშე პირმა წარმართოს ან აკონტროლოს მოსწავლეთა გაერთიანება. მათ გაერთიანებებს უფლება აქვთ, თანაბარ პირობებში, დისკრიმინაციის გარეშე, დადგენილი წესით, სასკოლო დროს ან სკოლის ტერიტორიაზე ისარგებლონ კანონით დაცული და სკოლის მიერ აღიარებული ყველა უფლებითა და თავისუფლებით, აგრეთვე სკოლის ყველა რესურსით (ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მუხლი 8, პუნქტი 1, მუხლი 16, პუნქტი 1, 2, 3).
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა
მოსწავლის, ისევე როგორც მშობლისა და მასწავლებლის პირადი ცხოვრება, ხელშეუხებელია. მათ არ შეიძლება მოეთხოვოთ, გაამჟღავნონ ინფორმაცია თავიანთ პირად ცხოვრებაზე. სკოლას უფლება აქვს, მოსთხოვოს მოსწავლეს და მასწავლებელს, გაიარონ სამედიცინო შემოწმება დაავადებებზე, ალკოჰოლზე, ნარკოტიკებზე. ასეთ შემთხვევაში, სკოლა ვალდებულია, უზრუნველყოს შესაბამისი სამედიცინო შემოწმების გავლის ხელმისაწვდომობა.
დაუშვებელია მოსწავლის და მასწავლებლის პირადი ცხოვრების, კერძო კომუნიკაციის, აგრეთვე მოსწავლისა და მასწავლებლის პირად სარგებლობაში გადაცემული, სკოლის საკუთრებაში არსებული ქონების ხელშეუხებლობის უფლების თვითნებური შეზღუდვა (ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მუხლი 17, პუნქტი 1, 4, 5).
რწმენის თავისუფლება
მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს კანონით დადგენილი წესით აქვთ რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება, ნებისმიერი ან არც ერთი რწმენისა თუ მსოფლმხედველობის ნებაყოფლობით არჩევის და შეცვლის უფლება.
დაუშვებელია, მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს დაეკისროთ ისეთი ვალდებულებების შესრულება, რომლებიც ძირეულად ეწინააღმდეგება მათ რწმენას, აღმსარებლობას ან სინდისს, თუ ეს არ ლახავს სხვათა უფლებებს, ან ხელს არ შეუშლის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიღწევის დონის დაძლევას. საჯარო სკოლის ტერიტორიაზე რელიგიური სიმბოლოების განთავსება არ უნდა ემსახურებოდეს არააკადემიურ მიზნებს.
დაუშვებელია საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის ან იძულებითი ასიმილაციის მიზნებისათვის გამოყენება. ეს ნორმა არ ზღუდავს საჯარო სკოლაში სახელმწიფო დღესასწაულებისა და ისტორიული თარიღების აღნიშვნას, აგრეთვე ისეთი ღონისძიების ჩატარებას, რომელიც მიმართულია ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დამკვიდრებისაკენ (საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ, მუხლი 13/2).
ლექსიკონი
ინდოქტრინაცია - მეცნიერული ან ფილოსოფიური თეორიის, სისტემის შემსწავლელი მეცნიერება.
პროზელიტიზმი - მისწრაფება თავის სარწმუნოებაზე სხვების მოქცევისაკენ.
იძულებითი ასიმილაცია - ერების ნების საწინააღმდეგოდ ურთიერთშერწყმა, შეერთება, ათქვეფა.
უმცირესობების უფლებები
სკოლა თანასწორობის პრინციპის საფუძველზე იცავს ეროვნული უმცირესობების წევრების ინდივიდუალურ და კოლექტიურ უფლებას, თავისუფლად ისარგებლონ მშობლიური ენით, შეინარჩუნონ და გამოხატონ თავიანთი კულტურული კუთვნილება (საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ, მუხლი 13/7).
მოსწავლეთა დამატებითი/სპეციფიკური საჭიროებები
მოსწავლეთა უფლებების ჩამონათვალში ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებთან ერთად არის სპეციფიკური ხასიათის საჭიროებების დაკმაყოფილებისაკენ მიმართული გარანტიები, მათ შორის, არის მოსწავლეთა უზრუნველყოფა პანსიონის ტიპის სასწავლებლებით, სადაც მოსწავლეები უნდა იყვნენ უზრუნველყოფილნი საცხოვრებელი პირობებით, მკურნალობით და კვებით (საჯარო სკოლის წესდება, მუხლი 23). თუ მოსწავლეებს ასეთი საჭიროებების დაუკმაყოფილებლობის გამო ხელი ეშლებათ განათლების მიღების უფლების რეალიზებაში, მათ შეუძლიათ ეს საკითხი დააყენონ არა მარტო სკოლის ხელმძღვანელობის, არამედ ადგილობრივი ხელისუფლების წინაშეც, მიმართონ სამეურვეო საბჭოში ადგილობრივი ხელისუფლებისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებს.
მოსწავლეთა დამატებითი/სპეციფიკური საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, კანონმდებლობის შესაბამისად, ქვეყანაში არსებობს სკოლები, რომლებიც ახორციელებენ სპეციალურ და კორექციულ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებს, აგრეთვე, მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო საქმიანობას (საჯარო სკოლის წესდება, მუხლი 24).
თუ ზემოთ ჩამოთვლილი და/ან კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება ირღვევა, თქვენ შეგიძლიათ იზრუნოთ შელახული უფლებების დასაცავად კანონმდებლობის ფარგლებში, გამოიყენოთ თქვენი მონაწილეობა სამეურვეო საბჭოში, შექმნათ სათანადო პროექტები და უზრუნველყოთ ადვოკატირების კამპანია თქვენი ინტერესების ლობირებისათვის. ამ საკითხებთან დაკავშირებით, წინამდებარე სახელმძღვანელოში მოცემული იქნება როგორც თეორიული მასალა, ასევე პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისაკენ მიმართული სავარჯიშოები.
სიტუაციური მაგალითი 3.1
მოსწავლეთა ინიციატივა ლიტერატურული ჟურნალის გამოცემის შესახებ
თბილისის X სკოლის მე-3 საფეხურის მოსწავლეთა ჯგუფმა გადაწყვიტა გამოეცა ლიტერატურული ჟურნალი და შესაბამისი პროექტით მიმართა სკოლის დირექციას. პროექტის მიხედვით, მოსწავლეები სკოლისაგან ითხოვდნენ ჟურნალის პირველი ნომრის გამოცემის ხარჯების დაფინანსებას, ხოლო მომდევნო გამოცემების ხარჯებს ჟურნალის გაყიდვებიდან ამონაგები სახსრები დაფარავდა. მათი აზრით, მთავარი იყო ჟურნალის კარგად რეკლამირება და ამისათვის განსაზღვრული ჰქონდათ, მისი პრეზენტაცია სკოლის გარეთ, პრესტიჟულ გარემოში მოეწყოთ. ამავდროულად, გეგმავდნენ ჟურნალის პირველი ნომრის მნიშვნელოვანი ნაწილის რეალიზებას, რამეთუ მათი მოლოდინით პრეზენტაციაზე სტუმრების საკმარისი რაოდენობა მივიდოდა. ჟურნალის წარმატებისა და მისი მომგებიანობის კუთხით, მოსწავლეებს, თვითდაფინანსების გარდა, რამდენიმე კერძო კომპანიის ფინანსური დახმარების იმედი ჰქონდათ (სიტყვიერი დაპირების საფუძველზე).
სკოლის დირექციამ მოიწონა მოსწავლეთა ინიციატივა, მაგრამ მიიჩნია, რომ პროექტის დეტალები ბოლომდე არ იყო გათვლილი და ის გარკვეულ რისკებს შეიცავდა, კერძოდ, დირექციამ მიიჩნია, რომ უმჯობესი იქნებოდა პრეზენტაციის სკოლაში გაკეთება, რაც ხარჯებს შეამცირებდა, ხოლო რამდენადაც სტუმრების დიდი ნაწილი, მოსწავლეების გათვლით, საკუთარი სკოლის მოსწავლეები, მშობლები და კურსდამთავრებულები უნდა ყოფილიყვნენ, პრესტიჟული გარემო მათთვის გადამწყვეტი არ უნდა ყოფილიყო.
ასევე, დირექციამ პროექტის სისუსტედ მიიჩნია ჟურნალის შემდგომი დაფინანსების პერსპექტივა პოტენციური პარტნიორების მხრიდან, რამეთუ არ არსებობდა ჟურნალის ნიმუში, თუნდაც ელექტრონული ვერსია და ასევე არ არსებობდა თანამშრომლობის ნების გამომხატველი რაიმე წერილობითი დოკუმენტი (ხელშეკრულება, მემორანდუმი, წერილი).
მიუხედავად იმისა, რომ დირექციას პროექტი არ მიაჩნდა სიცოცხლისუნარიანად, მას სურდა, წაეხალისებინა მოსწავლეთა ინიციატივა და გამოხატა მზადყოფნა ჟურნალის პირველი ნომრის გამოცემასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად, რამეთუ წლის ბიუჯეტში არსებობდა სახსრები მოსწავლეთა ინიციატივების დასაფინანსებლად.
კითხვები
1. როგორ შეაფასებთ მოსწავლისა და დირექციის ქმედებებს?
2. რომელ სამართლებრივ ნორმებს ეხმიანება მოცემული მაგალითი?
3. თქვენი აზრით, როგორ უნდა ემოქმედათ მოსწავლეებს?
გაეცით კითხვებს პასუხი და მოიყვანეთ თქვენი პოზიციის გამამყარებელი არგუმენტები.
საბოლოო ჯამში, მოსწავლეებმა არ გაითვალისწინეს დირექციის შენიშვნები და რეკომენდაციები და პრეზენტაცია სკოლის გარეთ მოაწყვეს საკუთარი სახსრებით. დირექციის მიერ დასახელებული რისკები რეალისტური აღმოჩნდა და პრეზენტაციაზე არც ერთი პოტენციური პარტნიორი არ მოვიდა, რის შედეგადაც პროექტის ავტორები დარწმუნდნენ პროექტის პირობების გადახედვის აუცილებლობაში და გადაწყვიტეს მისი ხელმეორედ დაგეგმვა.
სიტუაციური მაგალითი 3.2
თეატრალური სტუდიის ჩამოყალიბება
X სკოლის უფროსკლასელების დიდი სურვილი იყო, მოეწვიათ რეჟისორი და ჩამოეყალიბებინათ თეატრალური სტუდია, რადგან მოსწავლეთა გარკვეული რაოდენობა შემოქმედებითი ნიჭით იყო დაჯილდოებული და აპირებდნენ თეატრალურ უნივერსიტეტსა და სამხატვრო აკადემიაში სწავლის აგრძელებას.
მოსწავლეები მიიჩნევდნენ, რომ თეატრალური სტუდია თავის წვლილს შეიტანდა იმ ცოდნის მიღებასა და უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, რომელიც გამოადგებოდათ სასურველ სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად. მოსწავლეები იმედოვნებდნენ, რომ თეატრალური წარმოდგენების დადგმით სხვადასხვა დრამატურგისა და მწერლის შემოქმედების უკეთ გაცნობისა და საკუთარი თვალსაწიერის გაფართოების საშუალება მიეცემოდათ.
სკოლის ბიუჯეტის სიმცირის გამო, დირექციამ ვერ დააკმაყოფილა მათი თხოვნა, რადგან სცენის დეკორაციები, სასცენო ფორმები და რეჟისორის ანაზღაურება დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. ამ ფონზე მოსწავლეებმა სურვილი გამოთქვეს, სკოლაში წარემართათ ნებაყოფლობითი შემოწირულობების მოზიდვის კამპანია, საჭირო თანხის მიღების მიზნით. დირექციამ და სამეურვეო საბჭომ განიხილა ეს საკითხი, რადგან, სკოლის შინაგანაწესის თანახმად, აკრძალული იყო ეს ქმედება, ამიტომ ნება არ დართო, თვითონ შეეკრიბათ საჭირო თანხები.
კითხვები
1. როგორ შეაფასებთ მოსწავლეების, დირექციისა და სამეურვეო საბჭოს ქმედებებს?
2. რომელ სამართლებრივ ნორმებს ეხმიანება მოცემული მაგალითი?
3. თქვენი აზრით, როგორ უნდა ემოქმედათ მოსწავლეებს და თქვენ რა გამოსავალს ნახავდით აღნიშნულ სიტუაციაში?
გაეცით კითხვებს პასუხი და მოიყვანეთ თქვენი პოზიციის გამამყარებელი არგუმენტები
სიტუაციური მაგალითი 3.3
კლასის როლი მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმატებაში
X სკოლის მე-10 კლასი გამოირჩეოდა მეგობრულობით, მაღალი აკადემიური მოსწრებით, განსაკუთრებული აქტიურობით სკოლის ცხოვრებაში. მათი ინიციატივით, სკოლის თვითმმართველობაში ღირსეული კანდიდატების არჩევისათვის მოეწყო შეხვედრები და საუბრები კლასებთან თვითმმართველობის მნიშვნელობისა და არსის გააზრებისათვის. მათი დამსახურება იყო, რომ ხ სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა გამოირჩეოდა მთელ რაიონში.
მე-10 კლასი ხშირად აწყობდა მიზნობრივ ექსკურსიებს. ესწრებოდნენ სპექტაკლებსა და შემოქმედებით საღამოებს, რომლის შემდეგაც კლასელები ერთად განიხილავდნენ სპექტაკლებს, ერთმანეთს უზიარებდნენ თავიანთ შთაბეჭდილებებს. ისინი შემოქმედებითი საღამოების მოწყობის აქტიური ინიციატორები იყვნენ სკოლაში. მოსწავლეები ნებაყოფლობით, თავიანთი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, იღებდნენ პასუხისმგებლობას, თანაკლასელებს დაეძლიათ სწავლაში არსებული სხვადასხვა პრობლემა. მათი ინიციატივით, მოსწავლეთა თვითმმართველობა ხშირად ატარებდა სპორტულ შეჯიბრებებს, რაც განტვირთვის კარგი საშუალება იყო.
მე-10 კლასის მოსწავლეები მიისწრაფვოდნენ, სკოლაში ყოფილიყვნენ გამორჩეულები, რისთვისაც შემუშავებული ჰქონდათ კლასის შინაგანაწესი.
კითხვები
1. როგორ შეაფასებთ მე-10 კლასის მოსწავლეთა საქმიანობას და რომელ სამართლებრივ ნორმებს ეხმიანებოდა მათი საქმიანობა?
2. გააანალიზეთ აღნიშნული სიტუაცია და ახსენით, რა იყო მათი წარმატების მიზეზი?
გაეცით კითხვებს პასუხი და მოიყვანეთ თქვენი პოზიციის გამამყარებელი არგუმენტები.
სიტუაციური მაგალითი 3.4
გამოხატვის უფლება
მოსწავლემ მობილურით გადაიღო კლასში შესვენების დროს მომხდარი ძალადობა - უწყინარი ჭიდაობის დროს დაზიანდა რამდენიმე მერხი. ეს მასალა მოსწავლემ განათავსა პოპულარულ ვებგვერდზე, სადაც მიუთითა სკოლის დასახელება. მასალა სკოლის წარმომადგენლებმა ნახეს, რასაც დიდი აღშფოთება მოჰყვა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მოსწავლეთა თვითმმართველობაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გაჩნდა. პროცესში ჩართული პედაგოგები მოსწავლის დასჯას მოითხოვდნენ, რამეთუ, მათი აზრით, მოსწავლემ სკოლის ავტორიტეტი შელახა. იგივე პოზიცია გაიზიარეს კლასის მშობლებმა.
სკოლის დირექცია გაეცნო შექმნილ ვითარებას და მიიჩნია, რომ მოსწავლის მხრიდან რაიმე არამართლზომიერ ქმედებას ადგილი არ ჰქონია, რასაც არ დაეთანხმა მასწავლებლების ერთი ჯგუფი და საკითხი შესასწავლად სამეურვეო საბჭოს წინაშე დააყენა.
კითხვები
1. როგორ ფიქრობთ, მოსწავლის მხრიდან ჰქონდა თუ არა ადგილი რაიმე სახის დარღვევას?
2. რას ფიქრობთ პედაგოგების, მშობლებისა და დირექციის პოზიციებსა და ქმედებებზე?
3. რამდენად საფუძვლიანი იყო სამეურვეო საბჭოს წინაშე საკითხის დაყენება?
გაეცით კითხვებს პასუხი და მოიყვანეთ თქვენი პოზიციის გამამყარებელი არგუმენტები.
სიტუაციური მაგალითი 3.5
დირექტორის როლი თვითმმართველობის რეალიზებაში
ქ. თბილისის ერთ-ერთ სკოლაში რამდენიმე კანდიდატს შორის სამეურვეო საბჭომ დირექტორად აირჩია პიროვნება, რომელსაც ორი წლის დამთავრებული ჰქონდა პრესტიჟული უნივერსიტეტი, პერსპექტიული ახალგაზრდა ჩანდა და, ამავე დროს, კანდიდატებს შორის სკოლის განვითარების საუკეთესო გეგმა წარმოადგინა.
ახლად არჩეული დირექტორი გაეცნო პედაგოგებს და ახალი სასწავლო წლიდან ხელშეკრულებები გააფორმა მათთან. მან ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და მიზეზის გარეშე 6 თვის შემდეგ გაათავისუფლა მოადგილეები და ბუღალტერი. პედაგოგიურმა საბჭომ ახალ სასწავლო წელს, დამსწრე პედაგოგების ხმების ერთი მესამედით, აირჩია ახალი თავმჯდომარე. დირექტორმა პედაგოგიურ საბჭოს წარუდგინა სასკოლო სასწავლო გეგმა, სკოლის ბიუჯეტი და სკოლის შინაგანაწესი. ის თავისი გუნდით შეუდგა მუშაობას. დირექტორმა მოსწავლეებს შორის დიდი პატივისცემა დაიმსახურა. მოსწავლეები, სხვადასხვა საკითხის მოსაგვარებლად ხშირად მიმართავდნენ მას. განსაკუთრებით ხშირად ითხოვდნენ ექსკურსიების დაფინანსებას და ისიც სკოლის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით აკმაყოფილებდა მათ თხოვნას.
დირექტორი პერიოდულად აბარებდა ანგარიშს სკოლის პედაგოგიურ და სამეურვეო საბჭოს გაწეული მუშაობის, ფინანსური საქმიანობისა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ.
გარკვეული პერიოდის შემდეგ ზემდგომმა ორგანოებმა შეამოწმეს სკოლა და აღმოჩენილი დარღვევების გამო დირექტორი გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან.
კითხვები
1. მოცემული სიტუაციიდან გამომდინარე, თქვენი აზრით, ჰყავდა თუ არა სკოლას კომპეტენტური სამეურვეო და პედაგოგიური საბჭოები?
2. მოცემული სიტუაციიდან გამომდინარე, რა დარღვევების აღმოჩენა შეძლო სკოლაში კომისიამ?
3. თქვენი აზრით, კანონიერი იყო თუ არა დირექტორის გათავისუფლება და რატომ?
გაეცით კითხვებს პასუხი და მოიყვანეთ თქვენი პოზიციის გამამყარებელი არგუმენტები.
დავალება 3.1
იგავ-არაკი „რამდენი ადამიანი იყო აბანოში“
ღირსეული ადამიანი პასუხისმგებლობით ეკიდება საზოგადოებრივ საქმეს
ქსენოფმა აბანოში წასვლა გადაწყვიტა და ეზოპეს უთხრა: წადი და ნახე, აბანოში ბევრი ხალხია თუ არაო.
დაბრუნდა ეზოპე და უთხრა: მივედი და იქ ერთადერთი ადამიანი ვნახეო.
ქსენოფს გაუხარდა, წავიდა აბანოში და რას ხედავს?! იქაურობა სავსეა ხალხით.
დაბრუნდა და ეზოპეს უსაყვედურა, - რატომ მომატყუეო.
- ტყუილი ნამდვილად არ მითქვამს. აბანოს წინ ქვა ეგდო. ვინც კი გამოიარა, ყველამ ფეხი წამოჰკრა, ყურადღება არავინ მიაქცია და გზა განაგრძო. მხოლოდ ერთი კაცი მოიქცა სხვაგვარად: ქვას ფეხი რომ წამოჰკრა, აიღო და გადააგდო. ჰოდა, მეც ამიტომ ვიფიქრე, აქ ხალხი ბევრია, მაგრამ ადამიანი მხოლოდ ეს ერთი კაცია-მეთქი.
წაიკითხეთ იგავ-არაკი და გაეცით პასუხები შეკითხვებს:
როგორი პიროვნება მიიჩნია ბრძენმა ეზოპემ „ადამიანად“? დაასაბუთეთ.
რა თვისებები უნდა ჰქონდეს ეზოპესეულ ადამიანს?
რაში მდგომარეობს “ერთი კაცის” პასუხისმგებლობა?
როგორ გადაჭრა პრობლემა კაცმა?
როგორ ხართ ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში? დაასაბუთეთ.
ხომ არ არიან თქვენ გარშემო “ყველას” მსგავსი ადამიანები? რა შედეგი მოაქვს გულგრილობას?
დავალება 3.2
იგავ-არაკი „გაბზარული ქოთანი“
ყველას აქვს უფლება, თავისი შესაძლებლობის გათვალისწინებით მიიღოს მონაწილეობა საერთო საქმეში!
ინდოეთში ერთი მეთულუხჩე ცხოვრობდა. ორი დიდი ქოთანი ჰქონდა კეტის ბოლოზე ბაწრით ჩამოკიდებული. გაიდებდა კეტს მხარზე, წყალზე ქოთნებს აავსებდა და უკან ბრუნდებოდა. ერთი ქოთანი გაბზარული იყო, წყალი იპარებოდა და მეთულუხჩეს ადგილზე ნახევარი ქოთანი წყალიც ვერ მიჰქონდა მაშინ, როდესაც მეორე ქოთანი პირთამდე იყო სავსე და პატრონს ერთ წვეთ წყალსაც არ აკლებდა.
თითქმის ორი წელი გავიდა და მეთულუხჩეს ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ქოთან-ნახევარი წყალი მიჰქონდა სახლში. მთელი ქოთანი ქედმაღლურად უყურებდა გაბზარულს, თავი მოჰქონდა მასთან და ვერ გაეგო, რატომ არ იშორებდა თავიდან პატრონი ასეთ უსარგებლო ნივთს. გაბზარული ქოთანი კი გულით წუხდა, რომ ის სამუშაოს ნაწილსაც ვერ ასრულებდა. ბოლოს ვერ აიტანა მთელი ქოთნის დამამცირებელი მზერა და წყაროსთან რომ მივიდნენ, პატრონს მოწიწებით უთხრა: - მრცხვენია ჩემი ნაკლისა და ბოდიში უნდა მოგიხადო.
- რისთვის, რაზე მებოდიშები? - გაუკვირდა მეთულუხჩეს.
- მთელი ორი წელი სახლამდე ნახევარი მიმაქვს იმ წყლისა, რაც წესით უნდა მიმქონდეს, - გულწრფელი სინანული ისმოდა ქოთნის ჩურჩულში. მეთულუხჩეს შეეცოდა ძველი გაბზარული ქოთანი. საერთოდ, გულჩვილი იყო და მუდამ ცდილობდა, ენუგეშებინა მწუხარებაში მყოფი. მან სიყვარულით გადაუსვა ხელი ქოთანს და უთხრა:
- ახლა ჩვენ სახლში დავბრუნდებით. მიაქციე, გეთაყვა, ყურადღება იმ ულამაზეს ყვავილებს, გზის პირას რომ იზრდებიან.
მართლაც, აღმართი რომ აიარეს და გზაზე გავიდნენ, გაბზარულმა ქოთანმა პირველად შეამჩნია საუცხოო ყვავილები და ცოტა ხანს ტკბებოდა მათი მშვენებით, მაგრამ მალე ისევ იმაზე დაიწყო ფიქრი, რა უბადრუკი იყო თვითონ და კვლავ ცრემლები გადმოყარა იმის გამო, რომ სახლამდე წყლის ნახევარი ვერ მიჰქონდა.
მაშინ მეთულუხჩემ ქოთანს აუხსნა:
შენ რომ წუწუნით გულგაწყალებული არ იყო, შეამჩნევდი, რომ ის საუცხოო ყვავილები, ასე რომ ალამაზებენ აქაურობას, გზის იმ ნაპირზე გაიზარდნენ, საითაც შენ ხარ ჩამოკიდებული კეტზე. როგორ გგონია, არ ვიცოდი, გაბზარული რომ ხარ? მაგრამ შენი ნაკლი ჩემთვის სასარგებლოდ გამოვიყენე: დავთესე ყვავილები გზის იმ მხარეს, საითაც შენ ხარ ჩემს მხარზე გადადებული და ყოველდღე, როცა წყაროდან ვბრუნდებოდი, სწორედ შენ რწყავდი ამ ყვავილებს. მთელი ორი წელი მუდამ მაქვს ლამაზი თაიგული, რომ სიცოცხლე გავიხალისო და შენ რომ არა, საიდან ვიქნებოდი ამ სილამაზის მფლობელი?! და ამიტომაა, რომ მჭირდები სწორედ ისეთი, როგორიც ხარ.
წაიკითხეთ იგავ-არაკი და გაეცით პასუხები შეკითხვებს:
რა არის იგავის შეგონება?
გაიხსენეთ სიტუაცია, როდესაც თქვენ ან თქვენს ახლობელს რაიმე ნიშნის მიხედვით არ მიგიღიათ მონაწილეობა რაიმე ღონისძიებაში?
როგორ იმოქმედა „გარიყვამ“ თქვენზე ან თქვენს ახლობლებზე? დაასაბუთეთ.
რას იწვევს ადამიანისადმი ამგვარი დამოკიდებულება?
დავალება 3.3
თვითმმართველობაში საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების შეფასება
წინამდებარე სავარჯიშოს მიზანია, შეაფასოთ, თუ რამდენად აცნობიერებთ საკუთარ სკოლაში, თვითმმართველობის ფარგლებში, საკუთარ ადგილსა და შესაძლებლობებს.
სავარჯიშო განხორციელდება 2 ეტაპად, 4 თემაზე/საკითხზე. ეს თემებია: 1) შინაგანაწესი; 2) ბიუჯეტი; 3) სასკოლო სასწავლო გეგმა; 4) სასკოლო ფინანსები და/ან ქონება.
პირველ ეტაპზე, თქვენ უნდა შეაფასოთ თქვენსავე სკოლაში არსებული მდგომარეობა იმ უფლებების გამოყენების შესახებ, რომელიც კანონმდებლობით აქვთ მინიჭებული მოსწავლეებს სკოლის თვითმმართველობის პროცესებში მონაწილეობისათვის:
1) შინაგანაწესი - რამდენად იცნობთ საკუთარი სკოლის შინაგანაწესს (აქვს თუ არა სკოლას ის?), როგორ აფასებთ მოქმედ შინაგანაწესს, ამდენად ასახავს ის თქვენს კანონიერ და სამართლიან ინტერესებს, ამდენად იყავით მოსწავლეები ჩართულნი შინაგანაწესის ამუშაო ვერსიის და/ან მასში ცვლილებებისა და/ან დამატებების ომზადებაში, განხილვასა თუ მიღებაში და თუ თქვენ არ მიგიღიათ ონაწილეობა ამ პროცესებში (არ მომხდარა თქვენი უფლებების რეალიზება), გაეცით პასუხი კითხვას - რატომ?
2) ბიუჯეტი - რამდენად იცნობთ საკუთარი სკოლის ბიუჯეტს, ოგორ აფასებთ მიმდინარე წლის ბიუჯეტს, რამდენად განსხვავდება ის წინა წლების ბიუჯეტისაგან, რამდენად ასახავს ის თქვენს კანონიერ და სამართლიან ინტერესებს, რამდენად იყავით მოსწავლეები ჩართულნი ბიუჯეტის სამუშაო ვერსიის და/ან მასში ცვლილებების მომზადებაში, განხილვასა თუ მიღებაში და თუ თქვენ არ მიგიღიათ მონაწილეობა ამ პროცესებში (არ მომხდარა თქვენი უფლებების რეალიზება) გაეცით პასუხი კითხვას- რატომ?
3) სასკოლო სასწავლო გეგმა - რამდენად იცნობთ სასკოლო სასწავლო გეგმას, რამდენად ასახავს ის თქვენს კანონიერ და სამართლიან ინტერესებს, რამდენად იყავით მოსწავლეები ჩართულნი სასკოლო სასწავლო გეგმის მომზადების, განხილვისა თუ მიღების პროცესებში და თუ თქვენ მონაწილეობა არ მიგიღიათ ამ პროცესებში (არ მომხდარა თქვენი საკუთარი უფლებების რეალიზება), გაეცით პასუხი კითხვას - რატომ?
4) სასკოლო ფინანსები და/ან ქონება - რამდენად იცნობთ სკოლის ფინანსებისა და ქონების მართვის შესახებ ანგარიშებს, როგორ აფასებთ მათ, რამდენად არის ისინი ინფორმაციული და თქვენთვის გასაგები, რამდენად იყავით მოსწავლეები ჩართულნი აღნიშნული ანგარიშების განხილვის პროცესში და თუ არა (არ განგიხორციელებიათ საკუთარი უფლებების რეალიზება), გაეცით პასუხი კითხვას - რატომ?
სავარჯიშოს შესრულების მეორე ეტაპზე მცირე ჯგუფებმა უნდა მოახდინოთ საკუთარი ჯგუფის შედეგების პრეზენტაცია.
გთხოვთ, თქვენ მიერ შემუშავებული დასკვნები/პრეზენტაციები შეინახოთ, რადგან მათზე მუშაობას მოგვიანებით გააგრძელებთ.
![]() |
7 თემა 4. თვითმმართველობის პრაქტიკული განხორციელება |
▲ზევით დაბრუნება |
სახელმძღვანელოს მოცემულ თავში გვსურს, განვიხილოთ მოსწავლეთა თვითმმართველობების პრაქტიკული განხორციელების საკითხები, გაგაცნოთ საქართველოს რეალობაში და, ასევე, საერთაშორისო დონეზე ამ კუთხით დაგროვილი წარმატებული პრაქტიკა. ჩვენ შევეხებით მოსწავლეთა თვითმმართველობისა და მოსწავლეების საქმიანობის დაგეგმვის, მოსწავლეების გააქტიურებისა და სკოლის ცხოვრებაში/მართვაში აქტიურად ჩართვის საკითხებს, მოსწავლეთა თვითმმართველობების მართვის პრინციპებს, სამართლებრივ რეგულაციებს, სტრუქტურის მოწყობის საკითხებს, მოსწავლეთა კლუბების გამოცდილებას, შევაჯამებთ პირველი თემის განხილვის პროცესში შექმნილი საპროექტო ჯგუფების მუშაობას, გავაანალიზებთ მოსწავლეთა თვითმმართველობების ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვან და ხელისშემწყობ გარემო ფაქტორებს და, ასევე, შევეხებით მათი საქმიანობის შეფასების ინსტრუმენტებს, მეთოდოლოგიასა და პრაქტიკას.
4.1. მოსწავლეთა თვითმმართველობის პრაქტიკული საქმიანობის დიაპაზონი
მოსწავლეთა თვითმმართველობის საქმიანობა მეტად მრავალფეროვანი შეიძლება იყოს და ის კონკრეტული სკოლის რეალობიდან უნდა გამომდინარეობდეს. მოქმედი კანონმდებლობა მოსწავლეებს თვითმმართველობის ფორმით აძლევს საშუალებას, სულ მცირე, მონაწილეობა მიიღონ სკოლის ცხოვრების ისეთი საკითხების მართვაში, როგორიცაა სკოლის ბიუჯეტისა და შინაგანაწესის დამტკიცება, სასკოლო სასწავლო გეგმის შეთანხმება, დისციპლინური საკითხების მართვა და სხვა, მაგრამ, კანონმდებლობით განსაზღვრული საკითხების გარდა, მოსწავლეებს აქვთ უფლება, მოსწავლეთა თვითმმართველობის ფარგლებში იმუშაონ ნებისმიერ საკითხზე, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, შექმნან კლუბები და სხვადასხვა გაერთიანებები, შექმნან და განახორციელონ პროექტები, მოაწყონ აქციები, სემინარები, გამოფენები და სხვადასხვა ღონისძიება. შედეგად, მოსწავლეთა თვითმმართველობის საქმიანობის დიაპაზონი საკმაოდ გაფართოვდება.
4.2. საქმიანობის დაგეგმვა
ნებისმიერი ორგანიზაცია არის ადამიანთა გაერთიანება, რომლებიც ერთიანდებიან გარკვეული მიზნ(ებ)ის მისაღწევად. ამ შემთხვევაში საჯარო სკოლების ძირითადი მიზნები განსაზღვრულია ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებით, რომელიც 2004 წელს შეიმუშავა საქართველოს მთავრობამ და დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა.
სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის საქმიანობაც მნიშვნელოვნად განპირობებულია აღნიშნული დოკუმენტის ცხოვრებაში რეალიზების აუცილებლობით და, როგორც უკვე შევისწავლეთ, რეგულირდება ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონით.
მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ საკუთარი ფუნქცია-მოვალეობების განხორციელება მართვის პროცესის უზრუნველყოფის გარეშე შეუძლებელია, ამდენად, სასურველია, გვახსოვდეს, რომ სპეციფიკის მიუხედავად, ნებისმიერი ორგანიზაციის თუ პროექტის მართვის პროცესში ხელმძღვანელის/მენეჯერის საქმიანობა ოთხი ფუნქციით განისაზღვრება: დაგეგმვა (ორგანიზაციის მისიის, სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა, სამოქმედო გეგმის შემუშავება), ორგანიზება (ორგანიზაციული სტრუქტურის შექმნა, ფუნქციების გადანაწილება, სამუშაო პროცესებისა და პროცედურების განსაზღვრა), განხორციელება (ადამიანური რესურსების მოზიდვა, კოორდინირება და მოტივირება ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად) და კონტროლი (წარმატების ინდიკატორების, შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის შექმნა, განსაზღვრა იმისა, თუ რამდენად იქნა მიღწეული მიზნები).
მოსწავლეთა თვითმმართველობის პრაქტიკული განხორციელების კონტექსტში, პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ თვითმმართველობას უნდა ჰქონდეს გააზრებული საკუთარი მისია, დანიშნულება, გრძელვადიანი მიზნები. ამის გაკეთება, მით უმეტეს, შესაძლებელია იმ ფონზე, რომ სკოლა საკმაო ხარისხით ავტონომიურია, მას შეუძლია, თავისი შეხედულებებისამებრ დააკონკრეტოს ეროვნული სასწავლო გეგმა, აწარმოოს ეკონომიკური საქმიანობა, უზრუნველყოს სტანდარტზედა მომსახურება საკუთარი მოსწავლეებისათვის (მათ შორის, ფასიანი), დამოუკიდებლად განკარგოს საკუთარი ქონება და ფინანსები.
საკითხების წარმოდგენილი ფორმით შემოთავაზება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ პრაქტიკაში ხშირად ორგანიზაციის საქმიანობის დაგეგმვა წესდების/დებულების ან სტრუქტურის შექმნით იწყება, რაც შეცდომას წარმოადგენს. თვითმმართველობის საქმიანობაში ჩართულ მოსწავლეებს კარგად უნდა ესმოდეთ, რომ მათი საქმიანობის დაგეგმვისათვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმ მიზნების განსაზღვრა, რომელთა მიღწევისათვის ერთიანდებიან ერთ ორგანიზაციაში, ხოლო სტრუქტურა და წესდება/დებულება სწორედ რომ მიზნებიდან უნდა გამომდინარეობდეს და მათი მიღწევისათვის საუკეთესო პირობებსა და გარემოს უნდა ქმნიდეს.
პრაქტიკაში მოსწავლეთა თვითმმართველობის რეალიზების ფარგლებში სხვადასხვა გაერთიანების შექმნისა და განვითარებისათვის, ხედვისა და მისიის ფორმირების შემდეგ, დასახული გრძელვადიანი მიზნების რეალიზებისათვის მნიშვნელოვანია, უზრუნველყოთ არსებული სიტუაციის შეფასება და გასცეთ პასუხი კითხვას - სად იმყოფებით? ამის შემდეგ კი უნდა დაიგეგმოს მიზნების რეალიზებამდე მისასვლელი საუკეთესო გზები, გაკეთდეს სტრატეგიული არჩევანი, განისაზღვროს სათანადო სტრატეგია და შემუშავდეს სამოქმედო გეგმა, რომელიც უნდა მოიცავდეს დროში გაწერილ მედებებს, ბიუჯეტს, მონიტორინგისა და შეფასების სისტემას.
4.3. მოსწავლეთა თვითმმართველობის სტრუქტურა
ჩვენ უკვე განვიხილეთ მოსწავლეთა თვითმმართველობის საქმიანობის სავალდებულო მიმართულებები, მისი ფუნქციები, მაგრამ ამის მიუხედავად, ნებისმიერი სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობამ შესაძლოა განსხვავებული სტრუქტურა შეიმუშაოს, რათა, განსაზღვრული ფუნქციების გარდა, თვითმმართველობის ფარგლებში სრულიად განსხვავებული საქმიანობა დაიგეგმოს, განსხვავებული კლუბები და გაერთიანებები ჩამოყალიბდეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მაგალითის სახით გთავაზობთ ერთერთი საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის სტრუქტურის ამსახველ სქემას 4.1.
სქემა 4.1. მოსწავლეთა თვითმმართველობის სტრუქტურის ნიმუში
4.4. მოსწავლეთა თვითმმართველობის მუშაობის რეგულაცია
სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის მუშაობა საჭიროა რეგულირდებოდეს დემოკრატიული პრინციპების დაცვით, საჯაროობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპების გატარებით შემუშავებული და მოსწავლეთა საერთო კრებაზე დამტკიცებული დებულებით/წესდებით.
მოსწავლეთა თვითმმართველობის დებულება კონკრეტული სკოლის შემთხვევაში ინდივიდუალურად მიიღება, არ არსებობს რაიმე უნივერსალური ან სავალდებულო სტანდარტული მოდელი და ნიმუში. ასეთი ცენტრალიზებული რეგლამენტის არარსებობის მიუხედავად, ალბათ, შესაძლებელია, ჩამოვაყალიბოთ ის მოთხოვნები, რომლებსაც ხარისხიანი დებულება უნდა აკმაყოფილებდეს.
დებულებისათვის მინიმალური მოთხოვნები შეიძლება იყოს შემდეგი: ის უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სკოლის დასახელების, დებულების ემუშავების სამართლებრივი საფუძვლებისა და წინაპირობების, ისი მიღების წესის, წევრობის, წევრობის სტატუსის მინიჭებისა და ჩამორთმევის, მართვის მექანიზმების, სტრუქტურის, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, ადამიანური და ფინანასური რესურსების მართვის, წესდებაში ცვლილებების შეტანის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ.
პრაქტიკაში მოსწავლეთა თვითმმართველობის, კლუბებისა თუ სხვა გაერთიანებების დებულებაზე მუშაობის პროცესში სხვათა გამოცდილების გაზიარების მიზნით, შეგიძლიათ შეისწავლოთ სკოლების ვებგვერდები და გაეცნოთ სხვადასხვა ალტერნატივას.
4.5. თვითმმართველობის საქმიანობა /ადვოკატირების კამპანია
მოსწავლეთა თვითმმართველობის განხორციელების ფარგლებში კონკრეტული შესაძლო საქმიანობების დემონსტრირებამდე საჭიროდ მიგვაჩნია, პრაქტიკული სავარჯიშო შევასრულოთ იმ ფუნქციების რეალიზების კუთხით, რომელიც მოსწავლეთა თვითმმართველობას კანონმდებლობით აქვს მინიჭებული.
მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა, თვითმმართველობის რეალიზების ფარგლებში, საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დაცვის პროცესში უზრუნველყონ არა მარტო არსებული სიტუაციის ობიექტური შეფასება/ანალიზი, არამედ შეძლონ, სკოლის ხელმძღვანელებს/სამიზნე ჯგუფებს შესთავაზონ არსებული სიტუაციის გაუმჯობესების, პრობლემების გადაჭრის, მათი აზრით, საუკეთესო გზები/ალტერნატივები.
საკუთარი უფლებების უკეთ რეალიზებისათვის მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა შეძლონ არა მარტო მომავლის ხედვის ფორმირება, არამედ იზრუნონ მათი ლობირებისათვის, ცხოვრებაში რეალიზებისათვის და ამისათვის შეძლონ ადვოკატირების/მხარდაჭერის კამპანიის წარმართვა, საზოგადოებრივი აზრის ფორმირება და სამიზნე აუდიტორიაზე ზეგავლენის მოხდენა.
ლექსიკონი
ლობირება - ინტერესთა ჯგუფისათვის გაწეული გარკვეული შუამდგომლობა რაიმე საქმიანობაში ხელშეწყობისათვის.
დავალება 4.1
ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვა
სკოლის სხვადასხვა თვითმმართველობაში მოსწავლის ადგილისა და შესაძლებლობების შესახებ სახელმძღვანელოს მე-3 თავის დამუშავებისას თქვენ შეასრულეთ დავალება 3.3,რომლის ფარგლებშიც, მცირე ჯგუფებში მუშაობის შედეგად, შეაფასეთ თქვენსავე სკოლაში არსებული მდგომარეობა იმ უფლებების გამოყენების შესახებ, რომელიც ეხება სკოლის ბიუჯეტისა და შინაგანაწესის დამტკიცების, სასკოლო სასწავლო გეგმის შეთანხმების, სკოლის ფინანსებისა და ქონების მართვაზე ანგარიშგების პროცესში მოსწავლეთა, სულ მცირე, საშუალო საფეხურის მოსწავლეთა წარმომადგენლის, მონაწილეობას.
წინამდებარე სავარჯიშოს ფარგლებში, თქვენ უნდა მოახდინოთ ერთგვარი რეაგირება აღნიშნულ ეტაპზე გაკეთებულ დასკვნებზე, ჩამოაყალიბოთ მომავლის ხედვა - რისი შეცვლა მიგაჩნიათ საჭიროდ და როგორ:
1) შინაგანაწესი - რისი შეცვლა ან დამატება გსურთ სკოლის შინაგანაწესში და როგორ გეგმავთ მათ რეალიზებას?
2) ბიუჯეტი - რის შეცვლა, რისი ასახვა ან რისი დამატება გსურთ სკოლის მიმდინარე ან მომდევნო წლის ბიუჯეტში და როგორ გეგმავთ დასახული მიზნების რეალიზებას?
3) სასკოლო სასწავლო გეგმა - რისი შეცვლა, ასახვა ან დამატება გსურთ სასკოლო სასწავლო გეგმაში და როგორ გეგმავთ დასახული მიზნების რეალიზებას?
4) სასკოლო ფინანსები და/ან ქონება - რა ინფორმაციის ასახვა გსურთ დირექტორის მიერ მომზადებულ წლიურ სასკოლო ანგარიშში ფინანსების და/ან ქონების მართვის კუთხით, როგორი გინდათ გახდეს აღნიშნული ანგარიშები და როგორ გეგმავთ დასახული მიზნების რეალიზებას?
ამ შემთხვევაშიც თქვენ უნდა განაწილდეთ მცირე ჯგუფებში და დაიწყოთ მოცემული დავალების შესრულება.
პირველ ეტაპზე, თქვენ უნდა ჩამოაყალიბოთ ხედვა, რის შეცვლა გინდათ, ხოლო მომდევნო ეტაპზე თქვენ უნდა დაგეგმოთ, თუ როგორ აპირებთ თქვენ მიერ შემუშავებული ალტერნატივ(ებ)ის (ხედვის/წინადადებების) ლობირებას, ცხოვრებაში რეალიზებას, ანუ თქვენ უნდა დაგეგმოთ ადვოკატირების კამპანია.
კონკრეტული პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზის განსაზღვრისათვის, თქვენ უნდა გაიაზროთ რაც შეიძლება მეტი ალტერნატივა, ანუ მაქსიმალურად უნდა შეავსოთ „ალტერნატივათა კალათა“. ამ სამუშაოს შესრულება ყველაზე ეფექტურია „გონებრივი იერიშის“ აქტივობის გამოყენებით, რომლის დროსაც ჯგუფის ნებისმიერი წევრი გამოთქვამს ნებისმიერ მოსაზრებას, წინადადებას, ალტერნატივას სხვა წევრების მხრიდან ყოველგვარი დადებითი თუ უარყოფითი შეფასების, ემოციების, კომენტარებისა და რეპლიკების გარეშე, ხოლო გარკვეული დროის გასვლის ან იდეების ამოწურვის შემდეგ ჯგუფში აფასებთ შემუშავებულ ალტერნატიულ ვარიანტებს და ირჩევთ საუკეთესოს.
ალტერნატივების შეფასებისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ე.წ. „SWOT“ ანალიზის მეთოდი, რაც ორგანიზაციის შიდა და გარე ფაქტორების ანალიზს მოიაზრებს. შიდა ფაქტორების ანალიზი გულისხმობს შიდა ორგანიზაციული ფაქტორების ანალიზს, რომელთა კლასიფიცირება შეიძლება ორ კატეგორიად განხორციელდეს - ორგანიზაციის ძლიერი და სუსტი მხარეები. ორგანიზაციის გარე ფაქტორები მოიცავს სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური, დემოგრაფიული, იურიდიული და საერთაშორისო ფაქტორების ანალიზს, რომელთა კლასიფიცირება ასევე ორ კატეგორიად ხდება - შესაძლებლობებად და საფრთხეებად.
ლექსიკონი
ადვოკატირება - საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის მეთოდი, რომლის გამოყენება შესაძლებელია საზოგადოებისათვის სასარგებლო ცვლილებების ინიცირებისათვის.
„SWOT“ ანალიზის ფარგლებში არსებული კითხვები |
|
ძლიერი მხარეები
|
სუსტი მხარეები
|
შესაძლებლობები
|
საფრთხეები
|
როგორც უკვე ვთქვით, თქვენს სამუშაო ჯგუფში კონკრეტული პრობლემის მოგვარების ხედვის/წინადადებების ანუ საუკეთესო ალტერნატივის შემუშავების შემდეგ თქვენ უნდა იზრუნოთ მათ ლობირებაზე და უნდა დაგეგმოთ შესაბამისი ადვოკატირების კამპანია, რომლის ფარგლებშიც უნდა განსაზღვროთ თქვენი კამპანიის სამიზნე აუდიტორია, ანუ ის პიროვნებები, რომლებზეც ზეგავლენის მოხდენას ცდილობთ, ამ შემთხვევაში ასეთი პირები შეიძლება იყვნენ სკოლის დირექციის და/ან სამეურვეო საბჭოს წევრები. გახსოვდეთ, რომ მათ მხარი უნდა დაუჭირონ თქვენს ინიციატივას.
ამავდროულად, სამიზნე აუდიტორიაზე ზეგავლენის მოხდენისათვის თქვენ დაგჭირდებათ ერთგვარი საზოგადოებრივი მხარდაჭერა, საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, რისთვისაც შესაძლოა შექმნათ ე.წ. ალიანსები იმ პიროვნებებთან, ინტერესთა ჯგუფებთან, რომელთაც ექნებათ ნება, მხარი დაუჭირონ იმავე პრობლემის მოგვარებას, რომელზეც თქვენ მუშაობთ.
თქვენი კამპანიის შესახებ სათანადო აუდიტორიის ეფექტურად ინფორმირების მიზნით, უნდა შეიმუშაოთ შეტყობინება/სლოგანი, რომლის საშუალებითაც მკაფიოდ გამოხატავთ, რის მიღწევა გსურთ, რატომ გსურთ ამის მიღწევა, როგორ სთავაზობთ ამის მიღწევას და რა ქმედებისაკენ მოუწოდებთ აუდიტორიას. სლოგანი უნდა იყოს მოკლე და ნათელი, ზუსტი და მძლავრი, დამაჯერებელი, ადვილად დასამახსოვრებელი და მიზანმიმართული. ასევე, შეიძლება შეიმუშაოთ კამპანიის ლოგო.
შეტყობინების შექმნის შემდეგ განსაზღვრეთ, თუ რა გზით მიაწვდით მას სამიზნე აუდიტორიას, ეს იქნება პრესკონფერენცია, შეხვედრები, შეკრებები, სკოლის გაზეთი, ვებგვერდი, სკოლის რადიო (ასეთების არსებობის შემთხვევაში) თუ სხვა.
დაგეგმილი კამპანიის რეალიზებისათვის განსაზღვრეთ საჭირო რესურსები. ყოველივე ამის შემდეგ, თქვენ უნდა განახორციელოთ დაგეგმილი კამპანია, ხოლო კამპანიის პარალელურად უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მონაცემების მობილიზება და შეფასება მისი მიმდინარეობის შესახებ.
ლექსიკონი
ლოგო - შეტყობინების გადმოსაცემად შექმნილი ვიზუალური გამოსახულება (ნახატი, ფოტო), მოდელი, სიმბოლო.
სლოგანი - შეტყობინება კამპანიის თემის გადმოსაცემად.
შიდსით დაავადებულთა
სოლიდარობის საერთაშორისო
სიმბოლო
გარემოს დაცვის მიზნით
რესურსების მრავალჯერადი
გამოყენების საერთაშორისო სიმბოლო
4.6. მოსწავლეთა კლუბები, კომისიები /პროექტების შექმნა
მოსწავლეთა თვითმმართველობის ფარგლებში ჩართულობა მრავალი ფორმით შეიძლება განხორციელდეს და ის, თუ რა მიმართულებით შეიქმნება კლუბი, კომისია ან სხვა ტიპის გაერთიანება, სრულებით არის დამოკიდებული მოსწავლეთა ინტერესებსა და უნარზე, გაერთიანდნენ ამა თუ იმ მიზნის მისაღწევად.
ქართული რეალობიდან გამომდინარე, გთავაზობთ მოსწავლეთა გაერთიანებების სხვადასხვა ვარიანტს: სასკოლო სამოქალაქო კლუბი; ლიტერატურული კლუბი; საერთაშორისო ურთიერთობების (ნატოს, ევროკავშირის, გაეროს) კლუბი; კლუბი „რა? სად? როდის?“; დებატების კლუბი; სკოლის გაზეთი; სკოლის რადიო; ჟურნალისტური კლუბი; მოსწავლეთა სამართლებრივი აღზრდისა და სამართალდარღვევათა პროფილაქტიკის კომისია; სასწავლო-შემოქმედებითი კომისია; ზნეობრივი, ესთეტიკური და ეთიკური აღზრდის კომისია; შრომითი, ეკონომიკური და ეკოლოგიური აღზრდის კომისია; ეროვნულ-პატრიოტული, რწმენის კულტურის აღზრდისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების კომისია; სკოლისგარეშე დაწესებულებებთან ურთიერთობის კომისია; ფიზკულტურულ-სპორტული და ტურისტულმხარეთმცოდნეობითი აღზრდის კომისია და სხვა.
თვითმმართველობის პრაქტიკული განხორციელების ფარგლებში მნიშვნელოვანია პროექტების შექმნისათვის საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების არსებობა. მოსწავლეების მოთხოვნებზე მისადაგებული საპროექტო განაცხადის ფორმა შეგიძლიათ მოიძიოთ ვებპორტალზე: http://www.Initiatives.ge, ხოლო პროექტის წერის და მართვის სახელმძღვანელო - ვებპორტალზე: http://www.civics.ge.
მოსწავლეთა თვითმმართველობის ფარგლებში, შესაძლოა, მრავალი სხვადასხვა მიმართულების პროექტის განხორციელება იყოს დაგეგმილი. სასურველია, რომ თვითმმართველობა ახდენდეს ინფორმაციის თავმოყრას და უზრუნველყოფდეს მის ხელმისაწვდომობას. ამისათვის კარგი იქნება, თუ მოსწავლეთა თვითმმართველობას, სკოლის დირექციის დახმარებით, გამოყოფილი ექნება სპეციალური ადგილი ინფორმაციის განთავსებისათვის. ასეთი ადგილი უნდა იყოს ყველასათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი.
დავალება 4.2
მოსწავლეთა კლუბების ფორმირება
მოცემული სავარჯიშოს ფარგლებში თქვენ შეგიძლიათ იმუშაოთ მოსწავლეთა კლუბის ფორმირების საკითხებზე, კერძოდ, შეგიძლიათ კლუბის შექმნა რომელიმე კონკრეტული საპროექტო ჯგუფის ფარგლებში, ასევე შეგიძლიათ სხვადასხვა საპროექტო ჯგუფის გაერთიანება, ან სულაც, მათი ინდივიდუალური ინტერესების გაერთიანებით შექმნა.
სავარჯიშოს პირველ ეტაპზე თქვენ უნდა შეძლოთ ინტერესების გამოკვეთა და დაჯგუფება, თუ რა კლუბების შექმნას უხელმძღვანელებდით/მიიღებდით მონაწილეობას მის შექმნაში, ან უბრალოდ ჩაერთვებოდით მის მუშაობაში.
მცირე ჯგუფებში განაწილების შემდეგ თქვენ უნდა დაიწყოთ კლუბის/ორგანიზაციის მომავლის ხედვის/კონცეფციისა და მისიის ფორმირება. კონკრეტულ ჯგუფში რაიმე კონკრეტული საკითხის/პრობლემის ირგვლივ თქვენი გაერთიანების მოტივი არის, შეცვალოთ ის სურათი/მდგომარეობა, რომელიც არ გაკმაყოფილებთ და მიგაჩნიათ, რომ ერთობლივად, ძალების/რესურსების გაერთიანებით ამას უფრო ეფექტურად შეასრულებთ. ამდენად, თქვენ წინაშე დგას გამოწვევა, ჯგუფიდან ჩამოაყალიბოთ გუნდი, რომლის ფარგლებშიც წევრებს შორის ფუნქციები გადანაწილებულია, გავლილია დამკვიდრების პროცესი და ლიდერი გამოკვეთილია, არსებობს სამუშაოს შესრულებისათვის მზაობა და ეფექტურად ხდება შედეგების შეფასება. ხედვისა და მისიის ფორმირებით, თქვენ ერთგვარად უნდა გაამართლოთ თქვენი ორგანიზაციის შექმნა/არსებობა, რისთვის არსებობს ის და რა არის მისი უშუალო საქმე.
მისიის განცხადება პასუხობს შემდეგ კითხვას: რისთვის არსებობს ორგანიზაცია/კლუბი? რა შეიძლება გააკეთოს მან იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს იმ იდეალური სამყაროს შექმნას, რომელიც მომავლის ხედვაშია აღწერილი; როგორ შეიძლება რომ ეს გაკეთდეს - მისიაში მოცემულია ორგანიზაციის შეხედულება ამ საკითხებზე. ის ასახავს ორგანიზაციის ძირითად, გრძელვადიან მიზნებს, ღირებულებებს და იმ ძირითად მიდგომებს, რომელთა გამოყენებითაც გეგმავს სამიზნე პრობლემ(ებ)ის გადაჭრას.
ხედვისა და მისიის ფორმირების შემდეგ თქვენ უნდა ჩამოყალიბდეთ, თუ რა პროექტების განხორციელებას გეგმავთ და რა გზით აპირებთ ამას. ამის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ჩამოყალიბდეთ კლუბის შინაგანაწესის სტრუქტურასა და მის ძირითად პოსტულატებზე.
სავარჯიშოს დასრულების ბოლოს უნდა უზრუნველყოთ თქვენი კლუბის პრეზენტაცია კლასის წინაშე.
ლექსიკონი
ორგანიზაციის მომავლის ხედვა - ორგანიზაციის მიერ დანახული სასურველი მომავლის სურათი, ის რაც ჯერჯერობით არარეალურია, მაგრამ რისი წარმოდგენაც შეუძლიათ ორგანიზაციის წევრებს და რისი მიღწევაც საბოლოოდ სურთ.
4.7. მოსწავლეთა თვითმმართველობების საქმიანობის გარემო
მოსწავლეთა თვითმმართველობის პრაქტიკული რეალიზებისათვის მნიშვნელოვანია, რომ სწორად იყოს შესწავლილი ის გარემო, რომელშიც თვითმმართველობა ფუნქციონირებს. ამ მიზნით გვსურს, გაგაცნოთ ორი ინტერნეტპორტალი: 1) ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის განვითარების ვებპორტალი - http://www.Initiatives.ge და 2) სამოქალაქო განათლების ვებპორტალი - http://www.civics.ge, რომელთა საშუალებით, თქვენ მიიღებთ უამრავ საინტერესო და აქტუალურ ინფორმაციას თვითმმართველობის პრაქტიკაში განხორციელებისათვის.
ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის განვითარება -Initiatives.ge არის წამყვანი ინტერნეტპორტალი საქართველოში, რომელიც მხარს უჭერს ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის განვითარებას. პორტალი შეიქმნა იმისათვის, რომ შთააგონოს, გააძლიეროს, დააკავშიროს და მობილიზება გაუწიოს ისეთ ახალგაზრდებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი ცვლილებების შესასრულებლად, სწამთ თავიანთი შესაძლებლობების და, ამას გარდა, სხვებსაც კარგ მაგალითს მისცემენ.
აღნიშნული ვებპორტალის საშუალებით, თქვენ მიიღებთ ინფორმაციას მცირე გრანტების კონკურსის შესახებ, რომლის ფარგლებშიც თქვენ შეგიძლიათ, მიიღოთ გრანტი კონკრეტული პროექტების განსახორციელებლად. ასევე, თქვენ შეძლებთ საინტერესო იდეების შესახებ ინფორმაციის გაცვლას, რესურსების მარტივად და ეფექტურად მობილიზებას; შეძლებთ თქვენი თავისუფალი დროისა და ნიჭის საზოგადოებრივი საქმიანობის სასარგებლოდ გამოყენებას საერთო ინტერესების მქონე თანატოლებთან ერთად.
სამოქალაქო განათლების ვებპორტალი - http://www.civics.ge შექმნილია სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International. ვებპორტალის მიზანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება სამოქალაქო განათლების შესახებ.
4.8. საერთაშორისო გამოწვევები მოსწავლეთა თვითმმართველობებისათვის
მოსწავლეების მიერ თვითმმართველობის რეალიზებისათვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო დონეზე არსებული გამოცდილების გაზიარება. ამისათვის გვსურს, გაგიზიაროთ ევროპული გამოცდილება, კერძოდ, გაგაცნოთ ევროპის სკოლების მოსწავლეთა გაერთიანების საორგანიზაციო ბიუროს (OBESSU) საქმიანობა, ომელიც წარმოადგენს ევროპაში ეროვნული აშუალო განათლებისა და პროფესიული განათლების კოლის მოსწავლეებს შორის თანამშრომლობის აფუძველს. იგი დაარსდა 1975 წლის აპრილში ქ. დუბლინში, რლანდიაში და აერთიანებს ევროპის 25-ზე ეტი ქვეყნის ეროვნულ ორგანიზაციას. გაერთიანების ველა წევრი არის თავისუფალი, დემოკრატიული, წარმომადგენლობითი კოლების მოსწავლეთა ორგანიზაცია.
ორგანიზაციის განაცხადში წერია, როგორც OBESSU-ს წევრები, ჩვენ ვდგავართ ერთად იმისათვის, რომ:
წარმოვადგინოთ ევროპის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეთა ხედვა;
დავიცვათ და გავაუმჯობესოთ ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა ევროპაში;
გავაუმჯობესოთ პირობები საჯარო სკოლებში;
ასევე, ხელი შევუწყოთ სკოლის მოსწავლეების თანამშრომლობასა და ურთიერთგაგებას, რათა ბოლომდე აღმოიფხვრას დისკრიმინაცია და უსამართლობა ევროპის სკოლებში.
OBESSU-ს ყველა წევრი ქვეყანა გენერალურ ასამბლეაზე იკრიბება, რომ გადაწყვიტოს:
წევრი ორგანიზაციების საქმიანობა;
ორგანიზაციების პოლიტიკური მდგომარეობა;
დაადგინოს ფორმები და წესები;
ვინ იქნება პასუხისმგებელი შემდეგი გენერალური ასამბლეის ორგანიზებაზე.
OBESSU-ს გამგეობა („ბორდი“) შედგება 5 წევრისგან, რომელთაც განაწილებული აქვთ წევრი ორგანიზაციები და უზრუნველყოფენ მათთან კონტაქტს.
ორგანიზაციის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს შემდეგი სტრუქტურა:
მონიტორინგის კომიტეტი: ირჩევს წევრი ორგანიზაციებისაგან გენერალური ასამბლეის მონიტორინგის საბჭოს, ასევე, წერს ანგარიშებს ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ.
მრჩეველთა კომიტეტი: იმის გამო, რომ OBESSU არის სკოლის მოსწავლეთა გაერთიანება, ორგანიზაციაში მუდმივად მიმდინარეობს წევრების ცვლა, ამიტომ მრჩეველთა კომიტეტი უზრუნველყოფს ორგანიზაციის მუშაობის უწყვეტობას.
სამუშაო ჯგუფები: ორგანიზაციაში არსებობს სხვადასხვა სამუშაო ჯგუფი, რომელიც ზრუნავს გლობალური პრობლემების მოგვარებაზე.
სამდივნო: სამდივნო განიხილავს და ამყარებს ორგანიზაციის ფარგლებში არსებულ კავშირებს, ასევე, ხელს უწყობს ორგანიზაციის სხვა ორგანიზაციებთან დაკავშირებას (www.obessu.org).
ევროპის სკოლების მოსწავლეთა გაერთიანების საორგანიზაციო ბიუროსთან (OBESSU) საქართველოს მოსწავლეთა დაკავშირება და მისი წევრობის სტატუსისათვის ზრუნვა წინამდებარე სახელმძღვანელოზე მუშაობის პროცესში დაიწყო. მოცემული ეტაპისათვის საქართველოში შექმნილია საქართველოს სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებათა ალიანსის დაარსების საინიციატივო ჯგუფი, რომელიც არის OBESSU-ს საკონტაქტო ორგანიზაცია საქართველოში და ზრუნავს მისი სრულფასოვანი წევრის სტატუსის მოპოვებაზე (www.gssua.ge).
დავალება 4.3
პროექტების პრეზენტაციები
პირველ თემაზე მუშაობის დროს თქვენ შექმენით საპროექტო ჯგუფები და დაიწყეთ ზრუნვა კონკრეტული პროექტების შექმნისათვის. მოცემული სავარჯიშოს ფარგლებში ყოველმა ჯგუფმა უნდა განახორციელოს საკუთარი პროექტის პრეზენტაცია. სასურველია, ერთმანეთს გაუზიაროთ პროექტის შექმნის პროცესში დაგროვილი გამოცდილება, არსებობდა თუ არა რაიმე სახის სირთულეები და როგორ დაძლიეთ ისინი, რა გამოცდილება დააგროვეთ და რას ურჩევდით სხვებს.
![]() |
8 თემა 5. როგორ ვირჩევთ სკოლის თვითმმართველობის ორგანოებს |
▲ზევით დაბრუნება |
წინამდებარე თავში მოცემულია ინფორმაცია, რომელიც გაგაცნობთ სკოლის თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების სისტემას, პროცედურებსა და მექანიზმებს. სახელმძღვანელოს ამ ნაწილში ჩვენი მიზანია, არა მარტო სკოლის თვითმმართველობის სტრუქტურების არჩევნების მარეგულირებელი ნორმების შესწავლა, არამედ მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნებისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დახმარებაც.
სახელმძღვანელოს მეორე თავში ჩვენ მოკლედ აღვწერეთ საქართველოს ზოგადი განათლების სფეროში განხორციელებული და მიმდინარე დემოკრატიზაციისა და დეცენტრალიზაციის წინაპირობები, ამ პროცესის მიმდინარეობის გარკვეული ასპექტები, ვისაუბრეთ თვითმმართველობების სტრუქტურებსა და მათ ფუნქციებზე, მაგრამ მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ სკოლაში დემოკრატიული მართვის სისტემის დამკვიდრებისათვის თვითმმართველობის ორგანოების არსებობისა და სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფისათვის (მშობლები, პედაგოგები, მოსწავლეები და სხვა) ძალაუფლების განაწილების გარდა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ისეთი პროცედურების არსებობას, რომლებიც უზრუნველყოფს მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლების აქტიურ ჩართვას თვითმმართველობის განხორციელების პროცესში, არჩევანის თავისუფლებას, ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნას, პირადი პასუხისმგებლობის ხარისხის ზრდას, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მოქნილი სისტემის დამკვიდრებას. ამისათვის მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა პირებმა იცოდნენ, თუ როგორ უნდა აირჩიონ ან/და როგორ შეიძლება იყვნენ არჩეულნი შესაბამის თვითმმართველობით სტრუქტურებში.
ამდენად, სახელმძღვანელოს წინამდებარე ნაწილში ჩვენ განვიხილავთ სამეურვეო საბჭოს, დისციპლინური კომიტეტის, პედაგოგიური საბჭოსა და მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევის წესებსა და პროცედურებს.
5.1. სამეურვეო საბჭოს წევრთა არჩევა
მოცემული სახელმძღვანელოს მეორე თავში ჩვენ ვისაუბრეთ სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაზე, რომელთა შორის სამეურვეო საბჭოში წარმომადგენლ(ებ)ის არჩევის პროცედურა პირდაპირი გაგებით ვრცელდება მშობლებზე, პედაგოგებზე, ხოლო მოსწავლეთა თვითმმართველობის შემთხვევაში ირიბად, რამეთუ საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩეული თავმჯდომარე ავტომატურად შედის სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში.
სამეურვეო საბჭოში მშობელთა წარმომადგენლების არჩევნები ტარდება საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით და საფეხურების მიხედვით, მოსწავლეთა მშობლების თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპების დაცვით. არჩევნებში ამომრჩევლები თანასწორ საფუძველზე მონაწილეობენ და ყოველ ამომრჩეველს აქვს ერთი ხმის უფლება. მოსწავლის მშობლებს ან კანონიერ წარმომადგენლებს (შემდგომში მშობლებს) აქვთ ერთი ხმა თითო მოსწავლეზე.
სამეურვეო საბჭოში პედაგოგების წარმომადგენელთა არჩევნებში ხმის მიცემის უფლება აქვს იმავე სკოლის სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული და გაუთვალისწინებელი საგნის ყველა მასწავლებელს (შემდგომში - მასწავლებელი). შესაბამისად, სამეურვეო საბჭოს არჩევნებში კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ მასწავლებელს და მშობელს.
სამეურვეო საბჭოს არჩევნები პირდაპირია და წევრებს ამომრჩევლები ირჩევენ უშუალოდ, ხოლო არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით და აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას.
სამეურვეო საბჭოს არჩევას დეტალურად არეგულირებს 2006 წლის 17 იანვარს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ №30 ბრძანებით დამტკიცებული დებულება საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრის არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ.
საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნების ჩატარების ხელშეწყობისა და ზედამხედველობის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ნიშნავს არჩევნების კოორდინატორს, ხოლო საარჩევნო პროცესს უშუალოდ ხელმძღვანელობს და ორგანიზებას უკეთებს საარჩევნო კომისია.
საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესის დეტალური გაცნობა მოსწავლეებისათვის კიდევ უფრო სასარგებლო შეიძლება იყოს მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნების პროცესში გარკვეული მიდგომებისა და გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით. კერძოდ, ანალოგიური ორგანოს ფორმირების პროცესში მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა გაითვალისწინოთ ინტერესთა კონფლიქტის თემა. აღნიშნული კომისიის შემადგენლობაში მონაწილეობის უფლება არ აქვს იმავე სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატს, სკოლის დირექტორს, დირექტორის მოადგილეს, ბუღალტერს/სამეურნეო ნაწილის გამგეს, სხვა სკოლის საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატს, ასევე, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირს. კომისიის წევრთა რაოდენობა დამოკიდებულია სკოლაში მოსწავლეთა კონტინგენტზე და სხვადასხვა პროპორციით მასში წარმოდგენილია საშუალო საფეხურის მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი და გარეშე პირი.
სკოლა - 1000 მოსწავლემდე |
სკოლა - 1000 მოსწავლეზე მეტი |
საშუალო საფეხურის 1 მოსწავლე |
საშუალო საფეხურის 1 მოსწავლე |
1 მასწავლებელი |
2 მასწავლებელი |
1 მშობელი |
2 მშობელი |
2 გარეშე პირი |
3 გარეშე პირი |
საარჩევნო კომისიის წევრი - გარეშე პირი (შემდგომში - გარეშე პირი) არ შეიძლება იყოს არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი პირი, ასევე, ამავე სკოლის მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი, მათი ახლო ნათესავი.არჩევნებამდე 21 დღით ადრე, არა უგვიანეს 16 დღისა, კომისიის წევრობის კანდიდატების რეგისტრაციას ახორციელებს სკოლის დირექტორი.
არჩევნებზე დაკვირვება
სამეურვეო საბჭოს არჩევნების პროცესში მოსწავლეთა მონაწილეობა, სხვა ალტერნატივებთან ერთად, შეიძლება განხორციელდეს დამკვირვებლის სტატუსით (დამოუკიდებელი დამკვირვებელი - მუხლი 14, პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი), რომელსაც უფლება აქვს:
ა) კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს საარჩევნო ტერიტორიაზე, შეუზღუდავად გადაადგილდეს საარჩევნო ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან;
ბ) მიიღოს მონაწილეობა საარჩევნო ყუთების შემოწმებაში მათ დალუქვამდე და მათი გახსნის შემდეგ;
გ) დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენების გაცემას და დამოწმებას, კენჭისყრის პროცესისათვის ხელის შეუშლელად;
დ) დაესწროს ხმების დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურებს;
ე) დააკვირდეს საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და სხვა დოკუმენტების შედგენას;
ვ) საჩივრით მიმართოს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ხმის მიცემისა და კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებულ დარღვევებზე;
ზ) შესაბამისი დებულებით დადგენილი წესით გაასაჩივროს კოორდინატორის ქმედება სამინისტროში/შესაბამის სამინისტროში;
თ) დააკვირდეს საარჩევნო ყუთს, საარჩევნო ყუთში ბიულეტენის ჩაყრას, საარჩევნო ყუთების გახსნას, ბიულეტენების დათვლას და ოქმების შედგენას;
ი) გაეცნოს საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს.
დამკვირვებელს ეკრძალება:/
ჩაერიოს საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში;
გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა მიერ ნების თავისუფალ გამოვლენაზე;
აგიტაცია გაუწიოს ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ;
კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდეს სამკერდე ნიშნის გარეშე;
დაარღვიოს ამ დებულების სხვა მოთხოვნები.
კანდიდატების რეგისტრაცია
საარჩევნო კომისია ყველა პასიური საარჩევნო უფლების მქონე პირს, როგორც კანდიდატს, ატარებს რეგისტრაციაში, განცხადების საფუძველზე, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) სახელი, გვარი; ბ) დაბადების თარიღი; გ) კანდიდატთა რომელ კატეგორიაში შედის (მასწავლებელი თუ მშობელი); დ) ავტობიოგრაფია (CV);
ე) საარჩევნო პროგრამა (ნებაყოფლობითია);
ვ) 2 ფოტოსურათი; ზ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი) ასლი.
წინასაარჩევნო კამპანია და აგიტაცია
კანდიდატებს რეგისტრაციაში გატარებისთანავე აქვთ უფლება, ჩაატარონ წინასაარჩევნო კამპანია, რომლის დროსაც ყველა კანდიდატი სარგებლობს თანასწორი უფლებით. არჩევნების დღის გარდა, წინასაარჩევნო კამპანიისა და აგიტაციის წარმართვის უფლება, ასარჩევი კანდიდატების გარდა, აქვთ მათ მხარდამჭერ პირებს (სამეურვეო საბჭოს არჩევნების დროს მხარდამჭერი შეიძლება იყოს სკოლის მოსწავლეც), რომელთაც უფლება აქვთ, გასწიონ წინასაარჩევნო აგიტაცია კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ.
წინასაარჩევნო კამპანიასა და აგიტაციაში მონაწილეობის მიღების უფლება არა აქვთ:
ა) საარჩევნო კომისიის წევრებს;
ბ) სკოლის დირექციას;
გ) დამკვირვებლებს და დამხმარე პერსონალს.
წინასაარჩევნო კამპანია და აგიტაცია შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებით (კრებები და შეხვედრები ამომრჩევლებთან, საჯარო დებატები და დისკუსიები), ბეჭდური სააგიტაციო მასალების გამოცემა-გავრცელებით, წინასაარჩევნო მოწოდებების, განცხადებების, ფურცლებისა და ფოტომასალის დამზადებისა და გავრცელების გზით, აგრეთვე, კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი სხვა საშუალებით. აკრძალულია მათი გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა.
წინასაარჩევნო კამპანიამ და აგიტაციამ არ უნდა შეუშალოს ხელი სასწავლო პროცესს. იკრძალება გაკვეთილებზე საარჩევნო კამპანიისა და აგიტაციის ჩატარება, აგრეთვე, ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელიც ხელყოფს წესრიგს სკოლაში ან ზიანს აყენებს მის ქონებას.
სკოლის დირექტორს უფლება არ აქვს, უარი უთხრას კანდიდატებს ან მათ მხარდამჭერებს წინასაარჩევნო კამპანიისა და აგიტაციისათვის საკლასო ოთახით, დარბაზებით და/ან სკოლის სხვა ქონებით სარგებლობისათვის. ყველა კანდიდატისათვის სკოლის ფართით სარგებლობა უნდა იყოს თანაბრად ხელმისაწვდომი.
სკოლის დირექციას ეკრძალება სამეურვეო საბჭოს არჩევნების პროცესში ჩარევა ან/და ხელის შეშლა.
არჩევნების დღე და არჩევნების შედეგები
დამკვირვებლებს, ისევე როგორც საარჩევნო კომისიის წევრს, უფლება აქვთ, ამომრჩეველს ფარული კენჭისყრისათვის მოწყობილ ადგილას შესვლამდე და ბიულეტენის საარჩევნო ყუთში ჩაგდებამდე მოსთხოვონ, უჩვენოს, რომ მას ხელთ აქვს მხოლოდ ერთი საარჩევნო ბიულეტენი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში ამომრჩევლის ორი ან მეტი შვილი სწავლობს, იგი ვალდებულია, წარუდგინოს ამის დამადასტურებელი საბუთი და შესაბამისი რაოდენობის ბიულეტენი, ხოლო ამომრჩეველი ვალდებულია, დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა.
არჩევნების დღეს კენჭისყრის დამთავრების შემდეგ ხმების დათვლის პროცესს შეიძლება დაესწროს 3 დამკვირვებელი, მათ შორის 1 მშობელი, 1 მასწავლებელი და ერთიც სხვა დამკვირვებელი. აღნიშნული 3 პიროვნების შერჩევა ხდება ურთიერთშეთანხმებით, ხოლო თუ დამკვირვებლები ვერ შეთანხმდნენ, მათგან სამ მეთვალყურეს წილისყრით გამოავლენს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
დამკვირვებელს, რომელიც ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს სკოლის მოსწავლეც, სხვა უფლებებთან ერთად, არჩევნების პროცედურული დარღვევების შემთხვევაში, აქვს უფლება, შეიტანოს საჩივარი.
5.2. დისციპლინური კომიტეტის არჩევა
დისციპლინურ კომიტეტს 1 წლის ვადით, დამსწრეთა უმრავლესობით, ირჩევს სამეურვეო საბჭო.
დისციპლინური კომიტეტის წევრობის კანდიდატურის წარდგენის
უფლება აქვს:
ა) სამეურვეო საბჭოს მშობლების მიერ არჩეულ წევრს;
ბ) პედაგოგიურ საბჭოს;
გ) საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობას.
5.3. პედაგოგიური საბჭოს არჩევა
პედაგოგიური საბჭოს დონეზე არჩევნები არ ტარდება მისი წევრობის სტატუსის მოსაპოვებლად, რამეთუ მის შემადგენლობაში სკოლის ყველა პედაგოგი შედის. პედაგოგები, ერთი მხრივ, ირჩევენ თავის წარმომადგენლებს სამეურვეო საბჭოში და, ასევე, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 3 წლის ვადით ირჩევენ პედაგოგიური საბჭოს ხელმძღვანელს - პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარეს.
არჩევნების პროცესში ყველა პედაგოგი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით, ხოლო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. არჩევნების, ისევე როგორც საბჭოს ნებისმიერი სხდომის დღის წესრიგი, სხდომაზე დამსწრეთა ვინაობა, კენჭისყრის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე.
5.4. მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევა
საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ტარდება სასწავლო წლის დაწყებიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში, რომელსაც ნიშნავს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე. საბაზო (7-9 კლასები) და საშუალო (10-12 კლასები) საფეხურებიდან მოსწავლეთა თვითმმართველობაში თითოეული კლასის მოსწავლეები ირჩევენ თითო წარმომადგენელს (დიაგრამა 5.1.) მომდევნო სასწავლო წელს თვითმმართველობის ახალი არჩევნების ჩატარებამდე. ასევე, საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეთა თვითმმარ დასრულებისთანავე.
არჩევნებში თითო საარჩევნო ხმის უფლებით მონაწილეობის მიღების უფლება აქვს, შესაბამისად, საბაზო და საშუალო საფეხურის ყველა მოსწავლეს.
კანდიდატების რეგისტრაცია
მოსწავლეებმა, რომელთაც სურთ შესაბამისი საფეხურის თვითმმართველობაში არჩევა, არჩევნებამდე არა უგვიანეს 3 დღით ადრე რეგისტრაცია უნდა გაიარონ საკუთარი კლასის დამრიგებელთან, მისი არარსებობის შემთხვევაში კი - სკოლის დირექტორთან.
დიაგრამა 5.1. მოსწავლეთა თვითმმართველობა
წინასაარჩევნო კამპანია და აგიტაცია
მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრობის კანდიდატების მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოებაზე ვრცელდება საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოებისათვის დადგენილი წესი.
ხმის მიცემა
აღნიშნული საფეხურების დონეზე თითოეულ კლასში მოსწავლე ხმას აძლევს 1 კანდიდატს, შესაბამისი საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობაში ასარჩევად. მაგალითისათვის, მე-7 ან მე-9 კლასის მოსწავლე საკუთარი კლასის დონეზე ხმას აძლევს კანდიდატს საბაზო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობაში ასარჩევად, ხოლო მე-10, მე-11 ან მე-12 კლასის მოსწავლე საკუთარი კლასის დონეზე ხმას აძლევს კანდიდატს საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობაში ასარჩევად.
კლასის დონეზე ორგანიზებულ არჩევნებში გამარჯვებულად ჩაითვლება ის მოსწავლე, რომელიც კლასში ხმების მეტ რაოდენობას მოიპოვებს.
იმ სკოლებში, სადაც საბაზო ან საშუალო საფეხურზე, თითოეულზე, კლასების რაოდენობა არ აღემატება სამს, თითოეული კლასის მოსწავლე ხმას აძლევს 3 კანდიდატს, შესაბამისი საფეხურის თვითმმართველობაში ასარჩევად. ამ შემთხვევაში გამარჯვებულად ითვლება კლასში ხმების უმეტესი რაოდენობის მქონე 3 კანდიდატი
თვითმმართველობის თავმჯდომარის არჩევა
აღნიშნული საფეხურების დონეზე თითოეულ კლასში მოსწავლე ხმას აძლევს 1 კანდიდატს, შესაბამისი საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობაში ასარჩევად. მაგალითისათვის, მე-7 ან მე-9 კლასის მოსწავლე საკუთარი კლასის დონეზე ხმას აძლევს კანდიდატს საბაზო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობაში ასარჩევად, ხოლო მე-10, მე-11 ან მე-12 კლასის მოსწავლე საკუთარი კლასის დონეზე ხმას აძლევს კანდიდატს საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობაში ასარჩევად.
კლასის დონეზე ორგანიზებულ არჩევნებში გამარჯვებულად ჩაითვლება ის მოსწავლე, რომელიც კლასში ხმების მეტ რაოდენობას მოიპოვებს.
იმ სკოლებში, სადაც საბაზო ან საშუალო საფეხურზე, თითოეულზე, კლასების რაოდენობა არ აღემატება სამს, თითოეული კლასის მოსწავლე ხმას აძლევს 3 კანდიდატს, შესაბამისი საფეხურის თვითმმართველობაში ასარჩევად. ამ შემთხვევაში გამარჯვებულად ითვლება კლასში ხმების უმეტესი რაოდენობის მქონე 3 კანდიდატი
თვითმმართველობის თავმჯდომარის არჩევა
თვითმმართველობის წევრები არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან 7 დღის ვადაში, საკუთარი შემადგენლობიდან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ირჩევენ შესაბამისი საფეხურის თვითმმართველობის თავმჯდომარეს, რომელიც ხელმძღვანელობს საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობას. საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე წარმოადგენს მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელს სამეურვეო საბჭოში.
სიტუაციური მაგალითი 5.1
სამეურვეო საბჭო
ქ. თელავის X საჯარო სკოლაში, რომელშიც 1500 მოსწავლე სწავლობს, დაიწყო სამეურვეო საბჭოს წევრთა არჩევნებისათვის მზადება, 18 მაისს გამოიკრა განცხადება, დირექტორმა დირექციის წარმომადგენლებისაგან დააკომპლექტა კომისია და წევრობის მსურველ კანდიდატებს მიეცათ რეგისტრაციის შესაძლებლობა. წესდების თანახმად, განისაზღვრა არჩევნების თარიღი - 20 ივნისი და განცხადების წარდგენის ვადა - არჩევნებამდე არა უგვიანეს 10 დღისა. კლასებში მშობელთა კრებებზე, რომლებსაც დირექტორი ესწრებოდა, აირჩიეს კანდიდატები ღია კენჭისყრით. ასევე, მოსწავლეთა თვითმმართველობამ ჩაატარა არჩევნები თავიანთი კანდიდატის გამოსავლენად. სკოლის კოლექტივმა საერთო კრებაზე სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებად დაასახელა პედაგოგები.
არჩეულმა კანდიდატებმა დათქმულ ვადებში შეიტანეს განცხადებები, რომლებსაც თან ერთვოდა მათზე ინფორმაცია: სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, რომელი საფეხურის კანდიდატი იყო, ავტობიოგრაფია (CV), 2 ფოტოსურათი და პირადობის მოწმობის ასლი. ზოგიერთმა წარადგინა საარჩევნო პროგრამა, რომელიც გამოიკრა სკოლაში.
საარჩევნო კომისიაში თითოეულმა კანდიდატმა წარადგინა თავისი ინტერესების დამცველი დამკვირვებლის მონაცემები.
წევრობის კანდიდატებმა და მათმა მხარდამჭერებმა დაიწყეს აგიტაცია, მაგრამ სკოლის დირექტორი ზოგიერთ კანდიდატს ზღუდავდა სხვადასხვა მოტივით, სრულად გამოეყენებინათ სკოლის ფართი. თავის მხრივ კი, სასურველ კანდიდატებს ხელს უწყობდა ამომრჩევლებთან შეხვედრებში, დისკუსიების წარმართვაში, რაც ხშირად აფერხებდა სასწავლო პროცესს და იწვევდა ქაოსს.
არჩევნები ჩატარდა დანიშნულ დღეს პირდაპირი, ფარული, თანასწორი კენჭისყრით. ზოგიერთი კანდიდატის დამკვირვებელს საარჩევნო კომისიამ არ მისცა უფლება, მოეთხოვა ამომრჩევლისთვის, ეჩვენებინა საარჩევნო ბიულეტენი, რათა დარწმუნებულიყო, რომ მას მხოლოდ ერთი ბიულეტენი ჰქონდა ყუთში ჩასაგდებად.
არჩევნების დამთავრების შემდეგ კომისიამ ხმების დათვლისა და შეჯამების დროს, სხვადასხვა მოტივით, შერჩევით მისცა დამკვირვებლებს დასწრების უფლება. ოქმში დაფიქსირდა, რომ: I საფეხურზე აირჩიეს 1 მასწავლებელი და 1 მშობელი; II საფეხურზე - 2 მასწავლებელი და 2 მშობელი, ხოლო III (საშუალო) საფეხურზე - 3 მასწავლებელი, 2 მშობელი, სამეურვეო საბჭოში მოსწავლეთა მხრიდან შევიდა საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარედ არჩეული მოსწავლე, ასევე სამეურვეო საბჭოში შევიდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის თითო-თითო წარმომადგენელი.
ახლად არჩეული სამეურვეო საბჭო მალევე შეიკრიბა და წევრების 1/3-ის ხმებით სამი წლის ვადით აირჩია დისციპლინური კომიტეტის წევრები: 1 მშობელი, 1 პედაგოგი და 1 საშუალო საფეხურის მოსწავლე.
გარკვეული პერიოდის შემდეგ განათლების სამინისტროში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შევიდა მშობლებისა და პედაგოგების საჩივარი თელავის X სკოლაში სამეურვეო საბჭოს წევრთა არჩევნებზე დარღვევების შესახებ, სადაც ასევე დაფიქსირებული იყო დირექტორის მხრიდან მისთვის სასურველი კანდიდატების არჩევისათვის ხელშეწყობის ფაქტები.
გამოიყო კომისია საჩივარში დაფიქსირებული საკითხების შესასწავლად, რომლის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე გაუქმდა აღნიშნულ სკოლაში არჩევნების შედეგები და დაინიშნა ხელახალი არჩევნები.
კითხვები
1. მოცემულ სიტუაციურ მაგალითში რა დარღვევებსა და გადაცდომებს ჰქონდა ადგილი? (წარმოიდგინეთ, რომ ხართ კომისიის წევრი, აღმოჩენილ დარღვევებს გაუსვით ერთი ხაზი, ხოლო კანონიერ ქმედებებს - ორი.)
2. რა სანქციებს გამოიყენებთ, გარდა არჩევნების შედეგების გაუქმებისა, დარღვევების აღმოჩენისას.
გაეცით კითხვებს პასუხი და მოიყვანეთ თქვენი პოზიციის გამამყარებელი არგუმენტები.
სიტუაციური მაგალითი 5.2
მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევა
ქ. სიღნაღის ერთ-ერთ სკოლაში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყო. სწავლის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ VIII-IX კლასის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, ჩაეტარებინათ სასკოლო ტურნირი მინი-ფეხბურთსა და კალათბურთში, მაგრამ გაირკვა, რომ სკოლაში არ იყო არჩეული ახალი თვითმმართველობა და წინა წელს არჩეულმა წევრებმა უარი თქვეს საორგანიზაციო სამუშაოების ჩატარებაზე.
გამომდინარე იქიდან, რომ ტურნირში მონაწილეობა თვითონაც უნდოდათ, აღნიშნული კლასების მოსწავლეებმა ჩამოაყალიბეს საინიციატივო ჯგუფი, კლასებში ჩაატარეს კრებები არჩევნებისათვის კანდიდატების გამოსავლენად. არჩეულმა კანდიდატებმა რეგისტრაცია გაიარეს არჩევნების წინა დღეს, ზოგმა კლასის დამრიგებელთან, ზოგმა კი - სკოლის დირექტორთან.
მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ წინასაარჩევნო კამპანიაში, აწყობდნენ დისკუსიებს, კედელზე აკრავდნენ კანდიდატის პროგრამებს, ორგანიზებას უკეთებდნენ ამომრჩეველ მოსწავლეებთან შეხვედრებს. მე-7-მე-12 კლასებიდან დასახელებული კანდიდატების არჩევნები ჩატარდა ნოემბრის ბოლოს და ახლადარჩეულმა თვითმმართველობამ ორი კვირის შემდეგ აირჩია თავმჯდომარე, წევრების 1/3-ის ხმების კენჭისყრით. საბაზო და საშუალო საფეხურის თავმჯდომარეები მოემზადნენ სამეურვეო საბჭოს მუშაობაში ჩართვისა და მოსწავლეთა ინტერესების დაცვისათვის.
მოსწავლეთა თვითმმართველობამ ტურნირი დეკემბერში ჩაატარა, მაგრამ მასში, მიუხედავად ადრინდელი მონდომებისა, ყველა კლასს არ მიუღია მონაწილეობა, რადგან ისინი დაკავებულები იყვნენ საახალწლო კარნავალის მოწყობით.
კითხვები
1. თქვენი აზრით, კანონიერადაა თუ არა არჩეული სკოლის თვითმმართველობა? ცალ-ცალკე ამოიწერეთ დარღვევები და სწორი ქმედებები.
2. რა სამართლებრივ უზუსტობებს/გადაცდომებს ჰქონდა ადგილი მოცემულ
სიტუაციაში?
3. რა სამართლებრივი გზა არსებობდა ტურნირის ოპერატიულად ჩატარებისათვის?
გაეცით კითხვებს პასუხი და მოიყვანეთ თქვენი პოზიციის გამამყარებელი არგუმენტები.
დავალება 5.1
საკანონმდებლო ტესტი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით
წინამდებარე სავარჯიშო ემსახურება საჯარო სკოლაში თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების შესახებ ცოდნის გამყარებას.
სავარჯიშო მომზადებულია ტესტური ფორმით, სადაც მოცემულია 2 ტიპის ტესტური დავალება: 1) შესაძლო ერთი სწორი პასუხით (ქვემოთ მოცემულ სავარჯიშოებში შემოთავაზებული ვარიანტებიდან მხოლოდ ერთია სწორი ვერსია, გულდასმით წაიკითხეთ სავარჯიშო და გამოიცანით სწორი პასუხი); 2) ერთზე მეტი სწორი პასუხით (ქვემოთ მოცემულ პასუხებში ერთზე მეტი სწორი პასუხია, გამოიცანით ისინი).
1. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ შეიძლება არჩეული იყოს:
ა) მშობელი;
ბ) მასწავლებელი;
გ) მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელი;
დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი;
ე) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი.
2. მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმარველობაში ირჩევენ:
ა) აკადემიური და დისციპლინური მაჩვენებლების საფუძველზე;
ბ) ღია კენჭისყრით;
გ) კლასების მიხედვით, პროპორციული წარმომადგენლობის პრინციპის
დაცვით.
3. საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები, რომლის ჩატარების თარიღს ნიშნავს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ტარდება:
ა) სასწავლო წლის დაწყებიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში;
ბ) სასწავლო წლის დაწყებამდე არა უგვიანეს 1 თვის ვადაში;
გ) სასწავლო წლის დაწყებიდან არა უგვიანეს 1 კვირის ვადაში.
4. საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეთა თვითმმართველობებში მომდევნო სასწავლო წელს სამეურვეო საბჭოს მიერ მოსწავლეთა შესაბამისი თვითმმართველობის ახალი არჩევნების ჩატარებამდე:
ა) თითოეული პარალელური კლასის მოსწავლეები ირჩევენ თითო წარმომადგენელს;
ბ) თითოეული კლასის მოსწავლეები ირჩევენ თითო წარმომადგენელს;
გ) თითოეული კლასის მოსწავლეები ირჩევენ სამ-სამ წარმომადგენელს.
5. საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობების არჩევნებში:
ა) საბაზო და საშუალო საფეხურის ყველა მოსწავლე ვალდებულია, მიიღოს მონაწილეობა;
ბ) მონაწილეობის მიღების ვალდებულება აქვს შესაბამისი საფეხურების მხოლოდ მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეს;
გ) მონაწილეობის მიღების უფლება აქვს შესაბამისი საფეხურების ყველა მოსწავლეს.
6. საბაზო და საშუალო საფეხურების თითოეული კლასის მოსწავლე ხმას აძლევს:
ა) ერთ კანდიდატს;
ბ) ორ კანდიდატს;
გ) სამ კანდიდატს.
7. სკოლებში, სადაც საბაზო ან საშუალო საფეხურზე, თითოეულზე, კლასების რაოდენობა არ აღემატება სამს, თითოეული კლასის მოსწავლე შესაბამისი საფეხურის თვითმმართველობაში ასარჩევად ხმას აძლევს:
ა) 1 კანდიდატს;
ბ) 3 კანდიდატს;
გ) 5 კანდიდატს.
8. არჩევნებში გამარჯვებულად ჩაითვლება:
ა) კლასში ხმების უმეტესი რაოდენობის მქონე 1 კანდიდატი;
ბ) კლასში ხმების უმეტესი რაოდენობის მქონე 3 კანდიდატი;
გ) საბაზო ან საშუალო საფეხურზე ხმების უმეტესი რაოდენობის მქონე 1 კანდიდატი;
დ) საბაზო ან საშუალო საფეხურზე ხმების უმეტესი რაოდენობის მქონე 3 კანდიდატი.
9. სკოლებში, სადაც საბაზო ან საშუალო საფეხურზე, თითოეულზე, კლასების რაოდენობა არ აღემატება სამს, არჩევნებში გამარჯვებულად ჩაითვლება:
ა) კლასში ხმების უმეტესი რაოდენობის მქონე 1 კანდიდატი;
ბ) კლასში ხმების უმეტესი რაოდენობის მქონე 3 კანდიდატი;
გ) საბაზო ან საშუალო საფეხურზე ხმების უმეტესი რაოდენობის მქონე 1 კანდიდატი;
დ) საბაზო ან საშუალო საფეხურზე ხმების უმეტესი რაოდენობის მქონე 3 კანდიდატი.
10. მოსწავლეები, რომელთაც სურთ, არჩეულნი იყვნენ საბაზო ან საშუალო საფეხურის თვითმმართველობაში, რეგისტრაციას გადიან:
ა) შესაბამისი კლასის დამრიგებელთან, არჩევნების ჩატარებამდე არა უგვიანეს 1 დღით ადრე;
ბ) შესაბამისი კლასის დამრიგებელთან არჩევნების ჩატარებამდე არა უგვიანეს 3 დღით ადრე, დამრიგებლის არარსებობის შემთხვევაში კი - სკოლის დირექტორთან;
გ) შესაბამისი კლასის დამრიგებელთან არჩევნების ჩატარებამდე არა უგვიანეს 5 დღით ადრე, დამრიგებლის არარსებობის შემთხვევაში კი - სკოლის დირექტორთან.
11. კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის უფლება აქვთ:
ა) ასარჩევ კანდიდატებს;
ბ) ასარჩევი კანდიდატების მხარდამჭერ პირებს;
გ) საარჩევნო კომისიის წევრებს;
დ) სკოლის დირექციას;
ე) დამკვირვებლებს და დამხმარე პერსონალს.
12. წინასაარჩევნო კამპანია და აგიტაცია შესაძლებელია განხორციელდეს:
ა) სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებით (კრებები და შეხვედრები ამომრჩევლებთან, საჯარო დებატები და დისკუსიები);
ბ) ბეჭდური სააგიტაციო მასალების გამოცემა-გავრცელებით;
გ) წინასაარჩევნო მოწოდებების, განცხადებების, ფურცლებისა და ფოტომასალის დამზადებისა და გავრცელების გზით;
13. წინასაარჩევნო კამპანიამ და აგიტაციამ:
ა) შესაძლოა ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს, თუ ის წინასწარ არის შეთანხმებული სკოლის დირექტორთან;
ბ) დაუშვებელია გაკვეთილებზე საარჩევნო კამპანიისა და აგიტაციის ჩატარება;
გ) დაუშვებელია ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელიც ხელყოფს წესრიგს სკოლაში ან ზიანს აყენებს მის ქონებას.
14. თვითმმართველობის წევრები, არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან, შესაბამისი საფეხურის თვითმმართველობის თავმჯდომარეს, რომელიც ხელმძღვანელობს საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობას:
ა) ირჩევენ 5 დღის ვადაში, საკუთარი შემადგენლობიდან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით;
ბ) ირჩევენ 7 დღის ვადაში, საკუთარი შემადგენლობიდან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით;
გ) ირჩევენ 9 დღის ვადაში, საკუთარი შემადგენლობიდან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
5.5. ინსტრუქცია მოსწავლეთ თვითმმართველობის არჩევნების ორგანიზებისათვის სკოლაში
„მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნების სახელმძღვანელო ინსტრუქცია“ სარეკომენდაციო დოკუმენტის სახით მომზადდა „დიალოგისა და შესაძლებლობათა განვითარების ხელშეწყობა ეფექტური ეროვნული საარჩევნო პროცესებისათვის“ პროექტის ფარგლებში, რომლის პილოტირებაც 2009 წელს განხორციელდა ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის 10 სკოლაში.
პროექტი განხორციელდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი თანამშრომლობით, რომელიც დაფინანსებული გახლდათ ევროკავშირის, ცესკოსა (საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომიტეტი) და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ.
არჩევნების1 ორგანიზების განსხვავებული მოდელები
მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნების ორგანიზება სკოლებში სხვადასხვაგვარად არის შესაძლებელი. ჩვენ გთავაზობთ ორ განსხვავებულ წესს.
მოდელი I არჩევნების ორგანიზების პირველი მოდელი გულისხმობს საკლასო საარჩევნო კომისიების შექმნას და არჩევნების გამართვას ცალ-ცალკე თითოეულ კლასში. ამ შემთხვევაში ყოველ კლასში ეწყობა ცალკე საარჩევნო უბანი, საკუთარი საარჩევნო ყუთით და სხვა ატრიბუტიკით.
მოდელი II მეორე მოდელის მიხედვით, იქმნება ერთი სასკოლო საარჩევნო კომისია, რომელშიც შევა ყველა კლასის თითო წარმომადგენელი, მთელ სკოლაში იქმნება ერთი უბანი, იდგმება ერთი საარჩევნო ყუთი და ყოველი კლასისთვის განსხვავებული ფერის ბიულეტენები იბეჭდება, რათა ხმების დათვლის დროს არ მოხდეს მათი აღრევა.
შერეული მოდელები სკოლებს, საკუთარი სპეციფიკის გათვალისწინებით, შეუძლიათ აირჩიონ ამ მოდელთაგან ერთი, ან შექმნან შერეული მოდელი, მაგალითად: მე-12 რამდენიმე განაყოფი (პარალელური) კლასისთვის შეიქმნას ცალკე უბანი თავისი საარჩევნო კომისიით, მე-11 კლასებისთვის - ცალკე უბანი და საარჩევნო კომისია და ა.შ. კლასების დაჯგუფება შესაძლებელია საბაზო და საშუალო საფეხურების მიხედვითაც. ასეთ შემთხვევებში, თითო პარალელური კლასიდან საარჩევნო კომისიაში შევა თითო წარმომადგენელი (თუ პარალელური კლასი მხოლოდ ორია, კლასიდან საარჩევნო კომისიაში ორი წევრი შევა, რადგან კომისიაში სამ წევრზე ნაკლები არ უნდა იყოს).
_________________
1 აქ და შემდეგშიც წინამდებარე ინსტრუქციის ფარგლებში „არჩევნებში“ იგულისხმება სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები.
პირველი კვირა
საარჩევნო კომისიები
კომისიების შექმნა
არჩევნების ორგანიზებულად და გამჭვირვალედ ჩატარება საარჩევნო კომისიების საქმეა. კომისიების ორგანიზებულობაზე ბევრად არის დამოკიდებული, რამდენად სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდება არჩევნები. სკოლებში არჩევნებისთვის მზადება, უმჯობესია, დაიწყოს კლასის და/ან სკოლის საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებით. მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა იცოდნენ, რომ თუ სურთ, იმუშაონ საარჩევნო კომისიაში, არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ როგორც კანდიდატები, ვინაიდან სკოლის თვითმმართველობის წევრობის კანდიდატობისა და კომისიის წევრობის შეთავსება დაუშვებელია.
თუ სკოლაში არჩევნები ტარდება პირველი მოდელის მიხედვით, თითოეული კლასი ირჩევს კომისიის სამ წევრს, რომელთაგან მომავალში თავად კომისია ერთს თავმჯდომარედ აირჩევს, ერთს კი - კომისიის მდივნად.
კომისიის სამი წევრის არჩევა შესაძლებელია სამოქალაქო განათლების ან ისტორიის გაკვეთილზე მასწავლებლის დახმარებით, შემდეგი პროცედურების დაცვით:
მოსწავლეები ასახელებენ კანდიდატებს (შესაძლებელია საკუთარი კანდიდატურის დასახელებაც).
სამი კანდიდატის დასახელების შემთხვევაში, შემდგომი პროცედურები აღარ ტარდება და კომისიის წევრთა მოვალეობას დასახელებული სამი კანდიდატი შეასრულებს.
სამზე მეტი კანდიდატის დასახელების შემთხვევაში, ტარდება ფარული რეიტინგული გამოკითხვა შემდეგი წესის დაცვით:
ა) კომისიის წევრობის ყველა კანდიდატის სახელი დაიწერება ერთნაირიფერისა და ზომის ფურცლებზე, რომელთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს რეიტინგულ გამოკითხვაში მონაწილე მოსწავლეების რაოდენობას. აღნიშნული ფურცლები დაურიგდებათ მოსწავლეებს და თითოეული მათგანი შემოხაზავს მხოლოდ სამი კანდიდატის სახელს. კომისიის წევრობის თითოეული კანდიდატისთვის მიცემული ხმები დაჯამდება. კომისიის წევრი გახდება ის სამი კანდიდატი, რომელიც რეიტინგული გამოკითხვის შედეგად მიიღებს ყველაზე მეტ ხმას.
ბ) თუ სარეიტინგო გამოკითხვის შედეგად, კომისიის წევრთა კანდიდატებიდან კომისიის მესამე წევრი ვერ გამოვლინდა ხმათა ანაბარი რაოდენობის გამო, მოეწყობა სარეიტინგო გამოკითხვის მეორე ტური მხოლოდ იმ კანდიდატების მონაწილეობით, რომლებმაც სარეიტინგო გამოკითხვის I ტურში თანაბარი ქულები დააგროვეს. საარჩევნო კომისიების წევრთა შერჩევისას, სასურველია, დავიცვათ გამოკითხვის ფარულობა.
სკოლაში არჩევნების მეორე მოდელის მიხედვით ჩატარების შემთხვევაში, ყალიბდება სკოლის საარჩევნო კომისია და თითოეული კლასი შეარჩევს მხოლოდ ერთ წევრს. კლასიდან სკოლის საარჩევნო კომისიის წევრის გამოსავლენად ასევე ტარდება რეიტინგული გამოკითხვა.
სკოლაში არჩევნების შერეული მოდელის მიხედვით ჩატარების შემთხვევაში, ყალიბდება ნაკადის საარჩევნო კომისია (მაგ., მე-7, მე-8, მე-9 კლასების კომისია ცალკე და მე-10, მე-11, მე-12 კლასების კომისია ცალკე) და თითოეული კლასი შეარჩევს მხოლოდ ერთ წევრს. კლასიდან სკოლის საარჩევნო კომისიის წევრის გამოსავლენად ასევე ტარდება რეიტინგული გამოკითხვა.
კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის არჩევა, წევრებს შორის ფუნქციების განაწილება
საარჩევნო კომისიების შექმნის შემდეგ, პირველსავე სხდომაზე აუცილებელია წევრებს შორის ფუნქციების გადანაწილება. კომისია ღია კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს და კომისიის მდივანს. კანდიდატურის დასახელება შეუძლია კომისიის ნებისმიერ წევრს. შესაძლებელია როგორც საკუთარი კანდიდატურის დასახელება, ისე საკუთარი კანდიდატურისთვის ხმის მიცემა. თუ კომისიის თავმჯდომარის და/ან მდივნის არჩევა ხმათა უმრავლესობით ვერ მოხერხდა, მაშინ ფუნქციების განაწილება მოხდება წილისყრით: კომისიის ერთ-ერთი წევრი ქაღალდის ერთნაირ ფურცლებზე დაწერს: „კომისიის თავმჯდომარე“, „კომისიის მდივანი“ და „კომისიის წევრი“. ფურცლები გადაიკეცება ისე, რომ შეუძლებელი იყოს წარწერის წაკითხვა და ჩაიყრება ყუთში ან დაიყრება მაგიდაზე. თითოეული წევრი რიგრიგობით ამოიღებს თითო ფურცელს და შეასრულებს იმ ფუნქციას, რომელიც წილისყრით შეხვდა.
კომისიის წევრთა ფუნქციების გამოვლენის შემდეგ კომისია გახსნის „საარჩევნო ჟურნალს“, რომელსაც აწარმოებს კომისიის მდივანი. ჟურნალში ჩაიწერება კომისიის წევრთა სახელები და შესაბამისი ფუნქციები. საარჩევნო ჟურნალში შევა ყველა განცხადება/საჩივარი, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე კენჭისყრის დღეს.
უშუალოდ არჩევნების მსვლელობისას, კომისიის მდივანი შეითავსებს რეგისტრატორის მოვალეობას და გასცემს ბიულეტენებს, თავმჯდომარე შეითავსებს საარჩევნო ყუთზე ზედამხედველის ფუნქციას, ხოლო მესამე წევრი იქნება ნაკადის მომწესრიგებელი.
ანალოგიურად მოხდება სკოლის ერთიან საარჩევნო კომისიაში II მოდელი) თავმჯდომარისა და მდივნის არჩევა. რეგისტრატორის, აკადის მომწესრიგებლისა და საარჩევნო ყუთზე ზედამხედველის უნქციები შეიძლება განაწილდეს ფარული წილისყრით ან კენჭისყრით, ურვილის მიხედვით.
მეორე კვირა
საარჩევნო სიების შედგენა
მას შემდეგ, რაც კომისია დაკომპლექტდება და თავმჯდომარესა და მდივანს აირჩევენ, იწყება საარჩევნო სიებზე მუშაობა. იმისდა მიუხედავად, ომელ მოდელს იყენებს სკოლა არჩევნების ორგანიზებისთვის, ოველი კლასის სია შედგება ცალ-ცალკე. კლასის საარჩევნო სიას საფუძვლად უდევს საკლასო ჟურნალი. სიის საბოლოო სახით ჩამოყალიბებისთვის კომისიამ უნდა შეამოწმოს, ხომ არ გადავიდა კლასიდან, ან გადმოვიდა კლასში რომელიმე მოსწავლე ისე, რომ ეს არ ასახულა საკლასო ჟურნალში. დაზუსტებულ სიას ხელს აწერენ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი და შედგენიდან არა უგვიანეს მეორე დღისა, გამოაკრავენ სკოლაში თვალსაჩინო ადგილას. სასურველია, რომ სკოლის დირექციამ გამოყოს საარჩევნო განცხადებების დაფა, სადაც შესაძლებელი იქნება, გამოიკრას ყველა კლასის საარჩევნო სია. შემდგომში ამავე დაფაზე განთავსდება არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია.
მესამე კვირა
კანდიდატების რეგისტრაცია
კლასის ყველა მოსწავლეს, საარჩევნო კომისიის წევრის გარდა, უფლება აქვს, დარეგისტრირდეს კანდიდატად და კენჭი იყაროს. სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციისათვის მსურველმა მოსწავლემ საარჩევნო კომისიას უნდა მიმართოს განცხადებით. კანდიდატად დარეგისტრირება შეიძლება მოხდეს მხოლოდ განცხადების საფუძველზე, თუმცა საუკეთესო კანდიდატების გამოსავლენად კლასმა, წინასწარი შეთანხმებით, შეიძლება დააწესოს შეზღუდვები მინიმალურ აკადემიურ მოსწრებაზე, დისციპლინურ სახდელებზე, მხარდამჭერთა მინიმალურ რაოდენობაზე და ა.შ.
კანდიდატობის მსურველის განცხადებას ჩაიბარებს კომისიის თავმჯდომარე ან მდივანი. კანდიდატი დარეგისტრირებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც საარჩევნო კომისია საარჩევნო ჟურნალში შესაბამის ჩანაწერს გააკეთებს და კანდიდატს გადასცემს ფურცელს, სადაც ეწერება, რომ რეგისტრირებულია კანდიდატად. აღნიშნულ ფურცელს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.
მეოთხე კვირა
დამკვირვებლები
დამკვირვებლები არიან საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც აკვირდებიან, რამდენად სამართლიანად და გამჭვირვალედ ტარდება არჩევნები. სკოლებში დამკვირვებლებად შეიძლება მოვიწვიოთ არასამთავრობო ორგანიზაციები. დამკვირვებლობის მსურველმა ორგანიზაციებმა წინასწარ უნდა მიმართონ საარჩევნო კომისიას. კომისია მათ გაატარებს რეგისტრაციაში (ორგანიზაციის დასახელებას და დამკვირვებელთა მონაცემებს შეიტანს საარჩევნო ჟურნალში) და გადასცემს სამკერდე ნიშნებს წარწერით - „დამკვირვებელი“. ერთ კომისიაში დამკვირვებლად რეგისტრაცია ავტომატურად აძლევს დამკვირვებელს უფლებას იმავე სკოლის სხვა კლასებში განახორციელოს დაკვირვება. დამკვირვებლებს უფლება აქვთ, საარჩევნო კომისიის წევრებს მიუთითონ დარღვევებზე, დაწერონ საჩივრები საარჩევნო პროცედურების დარღვევის შესახებ და დაარეგისტრირონ იგი საარჩევნო ჟურნალში, მაგრამ უფლება არ აქვთ, ჩაერიონ არჩევნების პროცესში და ხელი შეუშალონ საარჩევნო კომისიის წევრების საქმიანობას.
საარჩევნო კამპანიის წარმოება
კანდიდატები საარჩევნო კამპანიას იწყებენ საარჩევნო კომისიაში კანდიდატად რეგისტრაციის გავლისთანავე. მათ შეუძლიათ, დაბეჭდონ და გაავრცელონ საკუთარი პროგრამები. კამპანიის წარმოებისთვის დასაშვებია კომუნიკაციის ნებისმიერი სამართლიანი მეთოდი. არ შეიძლება მოსყიდვის, შანტაჟის, იძულების, მუქარისა და სხვა ძალადობრივი ხერხების გამოყენება. თუ ასეთი შემთხვევები გამოვლინდა და დადასტურდა, იმ კანდიდატს, რომელმაც საარჩევნო კამპანიისას ძალადობრივ მეთოდებს მიმართა, კომისია რეგისტრაციას გაუუქმებს.
კენჭისყრის ოთახის მოწყობა
კენჭისყრის ოთახში იდგმება, სულ ცოტა, რეგისტრატორის ერთი მაგიდა, ფარული კენჭისყრის კაბინა და საარჩევნო ყუთი. კომისიის მდივანი/რეგისტრატორი მაგიდასთან ზის და გასცემს საარჩევნო ბიულეტენებს. ფარული კენჭისყრის კაბინის მოსაწყობად საკლასო ოთახის ერთ-ერთ კუთხეში შეიძლება დაიდგას მერხი, მასზე კი დაიდოს მუყაოს მოზრდილი ყუთი, რათა შეუძლებელი იყოს გვერდებიდან იმის დანახვა, რომელ კანდიდატს მისცა ხმა ამომრჩეველმა.
საარჩევნო ყუთებით კომისიების მომარაგებას უზრუნველყოფენ შესაბამისი საარჩევნო ოლქები. ყუთი დაიდგმება სკამზე. მის გვერდით მუდმივად უნდა იმყოფებოდეს საარჩევნო ყუთის ზედამხედველი (კომისიის თავმჯდომარე) და აკონტროლოს, რომ ერთმა ამომრჩეველმა ყუთში ერთ ბიულეტენზე მეტი არ ჩააგდოს.
ბიულეტენებისა და შემაჯამებელი ოქმების დაბეჭდვა
არჩევნების მომზადების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია საარჩევნო ბიულეტენების დაბეჭდვა. ბიულეტენები უნდა დაიბეჭდოს დროულად, მაგალითად, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, ამომრჩეველთა რაოდენობაზე 5-6 ეგზემპლარით მეტი, რათა გაფუჭებული ბიულეტენის ნაცვლად კომისიამ ახალი ბიულეტენი გასცეს. თუ ამომრჩეველს ბიულეტენი შემთხვევით გაუფუჭდება (მაგალითად, შემოხაზა ორი კანდიდატი ან გაეხა ბიულეტენი), გაფუჭებულ ბიულეტენს დაუბრუნებს კომისიას, რომელიც გასცემს ახალს, გაფუჭებულს კი გაანადგურებს. ამის შესახებ კომისიის მდივანი საარჩევნო ჟურნალში შეიტანს ჩანაწერს ამომრჩევლის სახელისა და გვარის აღნიშვნით.
ბიულეტენების გარდა, კომისია წინასწარ ბეჭდავს არჩევნების შემაჯამებელ ოქმს. ოქმში აღინიშნება ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა, რამდენმა მოსწავლემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, რამდენი ხმა მიიღო თითოეულმა კანდიდატმა, ასევე გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობა და გამარჯვებული კანდიდატის სახელი.
კენჭისყრის ჩატარება
კენჭისყრის დაწყებამდე საარჩევნო კომისია უნდა დარწმუნდეს, რომ საარჩევნო ყუთი ცარიელია და დალუქოს ყუთი. ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი თითო-თითოდ ან ორ-ორად შემოუშვებს ამომრჩევლებს კენჭისყრის ოთახში. კომისიის მდივანი/რეგისტრატორი იღებს ერთ ბიულეტენს, ხელს აწერს უკანა მხრიდან და გადასცემს ამომრჩეველს. ამომრჩეველი ხელმოწერით ადასტურებს ბიულეტენის მიღებას და შედის ფარული კენჭისყრის კაბინაში. კაბინაში ამომრჩეველი შემოხაზავს მისთვის სასურველი კანდიდატის სახელს (დასაშვებია ყველა არასასურველი კანდიდატის სახელის ადახაზვა და მხოლოდ ერთის დატოვება), გადაკეცავს ბიულეტენს და ჩაუშვებს აარჩევნო ყუთში. ყუთთან დგას აარჩევნო ყუთის ზედამხედველი/კომისიის თავმჯდომარე და აკონტროლებს,რომ ამომრჩეველმა ყუთში ერთ ბიულეტენზე მეტი არ ჩაუშვას. ხმის იცემის შემდეგ ამომრჩეველი ტოვებს ენჭისყრის ოთახს.
საჩივრების მიღება, განხილვა და გადაწყვეტილების მიღება
არჩევნების მიმდინარეობისას კომისია იღებს საჩივრებს, რომლებიც ეხება არჩევნების ჩატარების პროცედურების დარღვევებს. კომისიისთვის საჩივრით მიმართვა შეუძლია იმ კლასის მოსწავლეს, რომელშიც კომისია ატარებს არჩევნებს, ან დამკვირვებელს. კომისია კოლეგიალურად განიხილავს თითოეულ საჩივარს და გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით.
საარჩევნო ყუთების გახსნა, ხმების დათვლა, შედეგების შეჯამება, ოქმის შევსება და შედეგების გამოქვეყნება
კენჭისყრის დასრულების შემდეგ კომისია დამკვირვებლების თანდასწრებით ამოწმებს საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობას. თუ ლუქის მთლიანობა დარღვეულია, კომისია ადგენს ამის მიზეზს. თუ ლუქის მთლიანობა შემთხვევით დაირღვა, კომისია გახსნის ყუთს და შეუდგება ხმების დათვლას. მაგრამ თუ საარჩევნო ყუთის ლუქის დარღვევა არჩევნების შედეგებს ეჭვქვეშ აყენებს, კომისია დანიშნავს ხელახალ არჩევნებს.
თუ ლუქის მთლიანობა არ არის დარღვეული, კომისია ხსნის საარჩევნო ყუთს და იწყებს ხმების დათვლას. თითოეული სუბიექტის ხმები ითვლება ცალ-ცალკე. კომისიის წევრები აჯამებენ თითოეული კანდიდატისთვის მიცემული ხმების რაოდენობას და მონაცემები შეაქვთ შემაჯამებელ ოქმში. ასევე, შემაჯამებელ ოქმში შეაქვთ ბათილი ბიულეტენების რაოდენობა.
ბიულეტენი ბათილია თუ:
ამომრჩეველი არ შემოხაზავს არც ერთ სუბიექტს;
ამომრჩეველი გადახაზავს ყველა სუბიექტს;
ამომრჩეველი შემოხაზავს ერთზე მეტ სუბიექტს;
საარჩევნო ყუთში აღმოჩნდება სხვა კლასისათვის განკუთვნილი საარჩევნო ბიულეტენი.
შემაჯამებელ ოქმს ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი და მას დაუყოვნებლივ გამოაკრავენ სკოლის განცხადებების დაფაზე. შემაჯამებელი ოქმის გამოკვრისთანავე, გამარჯვებული კანდიდატი ითვლება კლასის წარმომადგენლად სკოლის თვითმმართველობაში.
იმ შემთხვევაში, თუ ერთზე მეტმა კანდიდატმა დააგროვა ხმათა თანაბარი რაოდენობა, კომისია ამ კანდიდატების მონაწილეობით დანიშნავს ხელახალ არჩევნებს. ხელახალი არჩევნები შეიძლება დაინიშნოს რჩევნებიდან 1 ან 2 დღის შემდეგ, მაგრამ სწავლის დაწყებიდან რა უგვიანეს ერთი თვისა.
დანართები:
კენჭისყრის ოთახის მოწყობის სქემა
საარჩევნო ბიულეტენის ნიმუში
შემაჯამებელი ოქმის ნიმუში
საარჩევნო ღონისძიებების კალენდარი (ვადები) სწავლის დაწყებიდან:
1-ლი კვირა - კლასის/სკოლის საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება;
მე-2 კვირა - სიების შედგენა;
მე-3 კვირა - კანდიდატების რეგისტრაცია, საარჩევნო კამპანიის წარმოება;
მე-4 კვირა - საარჩევნო კამპანიის წარმოება, არჩევნები.
დანართი .5.1
კენჭისყრის ოთახის მოწყობის სქემა
დანართი .5.2
ბიულეტენის ნიმუში
დანართი .5.3
სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი
დავალება 5.2
პრაქტიკული სავარჯიშო (არჩევნების სიმულაცია) მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნების თემაზე
წინამდებარე სავარჯიშოს მიზანია, მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების გზების პრაქტიკული განხორციელება.
სავარჯიშო 3 ეტაპად უნდა განახორციელოთ: 1) მოსამზადებელი სამუშაოები, 2) არჩევნების წარმართვა, 3) სიმულაციის შეჯამება და შეფასება.
თუ ივარაუდებთ, რომ საჯარო სკოლების დიდ უმრავლესობაში, კლასში, საშუალოდ, 25 მოსწავლე ირიცხება, სავარჯიშოს სპეციფიკიდან გამომდინარე, საორიენტაციოდ კლასის ნახევარი უშუალოდ ჩართული იქნება არჩევნების მომზადების პროცესში (საარჩევნო კომისია, კანდიდატი, მხარდამჭერი, დამკვირვებელი) და “აქტიურ” როლს შეასრულებს, ხოლო მეორე ნახევარი იქნება ამომრჩევლის პოზიციაში და “პასიურ” როლს შეასრულებს. აქტიურ როლში მყოფ მოსწავლეთა რაოდენობა, ანუ ამა თუ იმ როლის შესასრულებლად მონაწილეთა რაოდენობა შეიძლება შეიცვალოს კონკრეტულ კლასში მოსწავლეთა რაოდენობიდან გამომდინარე.
მოსამზადებელი სამუშაოები
მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელების ეტაპზე უნდა გაიყოთ შემდეგ სამუშაო ჯგუფებად:
1) საარჩევნო კომისია;
2) კანდიდატები და მხარდამჭერები;
3) დამკვირვებლები.
საარჩევნო კომისიის შექმნისათვის გთავაზობთ, მიმართოთ „მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნების სახელმძღვანელო ინსტრუქციის“ ფარგლებში შემოთავაზებულ ე.წ. პირველ მოდელს, როდესაც კლასი ირჩევს კომისიის 3 წევრს. აქვე გვსურს, შეგახსენოთ, რომ აღნიშნული ინსტრუქცია მოცემულ ეტაპზე (წინამდებარე სახელმძღვანელოს შექმნის ეტაპზე) არ წარმოადგენს შესასრულებლად სავალდებულო დოკუმენტს, მაგრამ დემოკრატიული პროცედურების უკეთ შესწავლის მიზნით, გთავაზობთ მის გამოყენებას სავარჯიშოდ.
მოსამზადებელ ეტაპზე შესაძლოა 3-ზე მეტმა მოსწავლემ გამოხატოს საარჩევნო კომისიის მუშაობაში ჩართვის სურვილი, რომელთაგან ზემოთ შემოთავაზებული პროცედურების გამოყენებით უნდა შეირჩეს 3 მონაწილე. საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების შემდეგ უნდა მოხდეს როლების განაწილება და სხვადასხვა მოსამზადებელი სამუშაოს შესრულება: კენჭისყრის ოთახის მოწყობა, კანდიდატების რეგისტრაცია, ბიულეტენების დაბეჭდვა, შემაჯამებელი ოქმის სამუშაო ვერსიის მომზადება და სხვა.
სამუშაო ჯგუფში, სასურველია, აირჩეს 2 ან 3 კანდიდატი, ხოლო ყოველ კანდიდატს ჰყავდეს 2 ან 3 მხარდამჭერი. კანდიდატებისა და მხარდამჭერების რაოდენობა შეიძლება შეიცვალოს კლასში მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით.
მოსამზადებელ ეტაპზე კანდიდატებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია და მხარდამჭერებთან ერთად მოამზადონ/დაგეგმონ წინასაარჩევნო კამპანია.
არჩევნების დამკვირვებელი შეიძლება იყოს საზოგადოების წარმომადგენელი, ნებისმიერი ინტერესთა ჯგუფის წარმომადგენელი. სავარჯიშოს ფარგლებში დამკვირვებლის როლი შეიძლება შეასრულოს ორმა ან სამმა მოსწავლემ.
მოსამზადებელ ეტაპზე დამკვირვებლებმა უნდა გაიარონ სათანადო რეგისტრაცია და მოემზადონ საკუთარი მოვალეობის შესასრულებლად (საჩივრისათვის სტანდარტული ფორმის შემუშავება, არჩევნების შეფასების კრიტერიუმების შემუშავება, შეფასების ანკეტის შექმნა და სხვა). მათი ამოცანაა არჩევნებზე დაკვირვება და არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარების უზრუნველყოფა.
არჩევნების ორგანიზება
სიმულაციის მეორე ეტაპზე კანდიდატები და მათი მხარდამჭერები უზრუნველყოფენ საარჩევნო კამპანიის წარმოებას, რომლის დასრულების შემდეგაც საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს კენჭისყრის ჩატარებას.
დამკვირვებლებს უფლება აქვთ, საარჩევნო კომისიის წევრებს მიუთითონ დარღვევებზე, დაწერონ საჩივრები საარჩევნო პროცედურების დარღვევის შესახებ და დაარეგისტრირონ იგი საარჩევნო ჟურნალში, მაგრამ უფლება არ აქვთ, ჩაერიონ არჩევნების პროცესში და ხელი შეუშალონ საარჩევნო კომისიის წევრების საქმიანობას.
არჩევნების დასრულების შემდეგ მოხდება საარჩევნო ყუთების გახსნა, ხმების დათვლა, შედეგების შეჯამება, ოქმის შევსება და შედეგების გამოქვეყნება.
სიმულაციის ამ ეტაპზე ადგილი შეიძლება ჰქონდეს საჩივრების მიღებას, განხილვას და გადაწყვეტილების მიღებას, როგორც არჩევნების მიმდინარეობის პროცესში, ასევე მისი დასრულების შემდეგ, შედეგებთან დაკავშირებით. ასეთი შესაძლებლობების რეალიზება სიმულაციის მონაწილეთა ფანტაზიაზე და შემოქმედებით ნიჭზეა დამოკიდებული.
არჩევნების სიმულაციის პროცესში თითოეულამა თქვენთაგანმა შესაძლებელია აირჩიოს სხვადასხვა როლი. მთავარია, სავარჯიშოს შესრულებისას არჩევნების მსვლელობის ყველა შესაძლო სიტუაციის ინსცენირება მოხდეს, რათა შეძლოთ მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანა.
სიმულაციის შეჯამება და შეფასება
სავარჯიშოს შესრულების ამ ეტაპზე უმჯობესია, რომ უფრო მეტად „პასიურ“ როლში მყოფი მოსწავლეები, ე.წ. ამომრჩევლები ჩაერთონ და დეტალურად გააანალიზონ, როდის, რა დარღვევებს, გადაცდომებს, შეცდომებსა და წარმატებებს ჰქონდა ადგილი. სასურველია, რომ არჩევნების სიმულაცია განხილული იყოს მოქმედი სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით და შემუშავდეს კონკრეტული რეკომენდაციები არჩევნების მარეგულირებელი ნორმების დასახვეწად.
![]() |
9 ანბანური ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
ადვოკატირება - საზოგადოებრივ ცხოვრებაში შემოსული შედარებით ახალი კონცეპტი, საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის მეთოდი, რომლის გამოყენება შესაძლებელია საზოგადოებისათვის სასარგებლო ცვლილებების ინიცირებისათვის. საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა შეიძლება გულისხმობდეს როგორც ორგანიზაციის მიერ შემუშავებული პოლიტიკის, პოზიციისა და პროგრამების ცვლილებას, ისე - იდეების შემუშავებას ამ ინტერესების დასაცავად, ან მათ შეთავაზებას საზოგადოებისათვის. ამას გარდა, საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა ნიშნავს საზოგადოების მხრივ ხმის ამაღლებას, მნიშვნელოვანი საკითხებისათვის თვალყურის დევნებას და, შესაბამისად, გადაწყვეტილებების მიმღებთაგან მათი გადაჭრის მოთხოვნას.
გაერო - გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.
განვითარების მიზნები - ზოგჯერ მოხსენიებული, როგორც „ზოგადი მიზნები“, ადგენს ჩარჩოებს, რომლის ფარგლებშიც უნდა განხორციელდეს პროექტი. იგი გვიჩვენებს პროექტის მიმართულებებს. სექტორის ან ქვესექტორის პროგრამის ამ გრძელვადიან მიზნებს ეწოდება განვითარების მიზნები. მრავალი სპეციფიკური (ან კონკრეტული) პროექტის მიზანი უზრუნველყოფს პროექტის განვითარების (ზოგადი) მიზნების
მიღწევას.
გრანტი - ის ფულადი თანხა, რომელსაც იძლევიან დონორები გარკვეული პროგრამების განხორციელებისათვის.
გუნდი - იგივე ჯგუფი, ურთიერთდაკავშირებული და გაერთიანებული საერთო მიზნით.
დისციპლინა (ლათ. Disciplina) - მტკიცედ დადგენილი ქცევის წესი, რომლის დაცვაც სავალდებულოა ამა თუ იმ საზოგადოების (კლასი, კოლექტივი, სკოლა, თემი, ჯგუფი და სხვა) ყველა წევრისათვის. აქედან იწარმოება სიტყვები: დისციპლინური, სადისციპლინო, უდისციპლინო და ა.შ.
დისციპლინური გადაცდომა - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესით განსაზღვრული წესების დარღვევა.
დისციპლინური სახდელი - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესით განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომისათვის გათვალისწინებული ზემოქმედების ზომა.
დეცენტრალიზაცია - მმართველობის სისტემა, როდესაც ცენტრალური ხელისუფლების ზოგიერთი ფუნქცია გადაეცემა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, ზოგადად, როდესაც იერარქიაში „ზემოდან“
უფლება-მოვალეობები გადაეცემათ „ქვემოთ“.
დისკრიმინაცია (ლათ. Discriminatio, განსხვავება) - ნიშნავს ადამიანების უთანასწორო, არასამართლიან მოპყრობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს მიმართულია რაიმე ნიშნით განსხვავებული ადამიანების ჯგუფის წინააღმდეგ. კერძოდ, დისკრიმინაცია შეიძლება იყოს რასობრივი, ეთნიკური, სქესობრივი, რელიგიური და ა.შ.
დონორი - ყველა ის ორგანიზაცია თუ პირი, რომელიც არის თქვენი საქმიანობის პოტენციური დამფინანსებელი. ეს შესაძლოა იყოს კერძო ან სახელმწიფო, ადგილობრივი ან საერთაშორისო ფონდი, საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია, მსხვილი მწარმოებელი კომპანია (კორპორაცია), სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამა, კერძო პირი და ასე შემდეგ. ფონდში ხშირად რამდენიმე პროგრამა მოქმედებს. ცალკეული პროგრამის ხელმძღვანელს კოორდინატორი ეწოდება.
ეროვნული უმცირესობა - მოცემულ ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის არადომინირებული ნაწილი, რომელიც უმრავლესობისაგან განსხვავდება თნიკური, რელიგიური თუ ლინგვისტური მახასიათებლებით და სურს შეინარჩუნოს საკუთარი თვითმყოფადობა.
თემი - ორი ან მეტი რეგისტრირებული დასახლების გაერთიანება, რომელსაც აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის ერთიანი ორგანო და ადმინისტრაციული ცენტრი.
ინფრასტრუქტურა - ლათ. infra - ქვედა, ქვე; ლათ. structura - ნაგებობა, განლაგება) - ურთიერთდაკავშირებული მომსახურე სტრუქტურების კომპლექსი, რომლებიც გარკვეული ამოცანის (პრობლემის) გადაჭრას უზრუნველყოფს. ტერმინი ტიპურად მიუთითებს ტექნიკურ სტრუქტურებზე, რომლებიც საზოგადოების ფუნქციონირებას უჭერს მხარს, მაგალითად, გზები, წყალგაყვანილობა, კანალიზაცია, ელექტროგადამცემი ხაზები, სატელეკომუნიკაციო ქსელები და სხვა. ასევე შეიძლება იყოს სატრანსპორტო საშუალებები, სკოლები, ფაბრიკები და ა.შ.
ინტერესთა კონფლიქტი - შეიძლება განიმარტოს, როგორც სიტუაცია, როდესაც პირს ან კორპორაციას უკავია ისეთი მდგომარეობა, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია პირადი ან კორპორაციული სარგებლის მიღება.
ინდიკატორები - არის რეალისტური, შეფასებადი წარმატების კრიტერიუმი, რომელიც პროექტის მენეჯერს საშუალებას აძლევს, შეაფასოს და მონიტორინგი გაუწიოს პროექტის მიზნებსა და შედეგებს. ინდიკატორები აყალიბებენ მკაფიო კრიტერიუმებს მონიტორინგისა და შეფასებისათვის. ლოგიკური მატრიცა მოიცავს „ობიექტურად კონტროლირებად ინდიკატორებს“, რომლებიც გამოიყენება პროექტში ჩართული ყველა მხარის მიერ პროექტის განხორციელების პროცესისა და შედეგების ეფექტური კონტროლისათვის.
ინდოქტრინაცია - პოლიტიკური იდეის, დოქტრინის, სწავლების მიზანდასახული გავრცელება საზოგადოებაში, ან საზოგადოებრივ ფენაში გარკვეული საზოგადოებრივი ცნობიერების ჩამოსაყალიბებლად.
ინტერესთა ასიმილაცია ერების ნების საწინააღმდეგოდ ურთიერთშერწყმა, შეერთება, ათქვეფა.
ინტერნეტძალადობა - ინტერნეტძალადობა, რასაც ასევე უწოდებენ „კიბერ ბულინგს“, ელექტრონულ ძალადობას, ტექნოლოგიების გამოყენებით ძალადობის განხორციელების ფორმაა. მოძალადეს შეუძლია მსხვერპლზე იძალადოს ანონიმურად მაგ., ელექტრონული ფოსტით (დროებითი ელექტრონული მისამართის გამოყენებით), სატელეფონო გზავნილით, სოციალური ქსელების მეშვეობით და სხვ. ამგვარი აგრესია შესაძლებელია შეუმჩნეველი დარჩეს მშობლების, უფროსების მხრიდან ნაკლები კონტროლის გამო.
კონკრეტული მიზნები - მიგვითითებს იმ მიზნებზე, რომლებიც პროექტის ფარგლებში უნდა იქნეს მიღწეული. კონკრეტული (სპეციფიკური) მიზნები გვიჩვენებს, თუ რა სპეციფიკური შედეგი იქნება მიღწეული პროექტის ფარგლებში მისი წარმატებული განხორციელების შემთხვევაში. პროექტს შეიძლება ჰქონდეს ერთი ან მეტი კონკრეტული მიზანი. პროექტის კონკრეტული მიზნები უნდა იყოს სპეციფიკური, შეფასებადი, ზუსტი, რეალისტური და დროში განსაზღვრული. კონკრეტული მიზნები ზოგჯერ სპეციფიკურ მიზნებად მოიხსენიება.
კონსენსუსი - თანხმობა საბაზისო საკითხებსა და პრინციპებზე, რამაც შეიძლება დასაშვები გახადოს შეუთანხმებლობა დეტალებსა და კონკრეტულ საკითხებზე.
კონტრიბუცია -შენატანი.
კომპრომისი - ურთიერთდათმობა, საკუთარი და სხვისი ინტერესების ნაწილობრივი დაკმაყოფილება.
ლობირება - ინტერესთა გარკვეული ჯგუფისათვის გაწეული შუამდგომლობა რაიმე საქმიანობაში ხელშეწყობისათვის.
ლოგო - შეტყობინების გადმოსაცემად შექმნილი ვიზუალური გამოსახულება (ნახატი, ფოტო), მოდელი, სიმბოლო.
მარგინალიზაცია მარგინალი - საზოგადოების ნაწილი, რომელიც არ იზიარებს საზოგადოების მთავარ ღირებულებებს და არ მონაწილეობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
მარგინალური ჯგუფი - მარგინალობის ცნებით, ჩვეულებრივ, აღინიშნება ის ინდივიდები თუ ჯგუფები, რომელთა ფასეულობები და ქცევის მოდელები ზუსტად და მკაფიოდ არ თავსდება რომელიმე კულტურულ სივრცეში, არამედ ქმნის გარდამავალ საფეხურს ამ სივრცეებს შორის... სოციალური ჯგუფის გარეთ მყოფი, გაძევებული.
მასწავლებლობის მაძიებელი - პირი, რომელმაც დადგენილი წესით გაიარა რეგისტრაცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში და მუშაობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში მასწავლებლობის მაძიებელი სარგებლობს მასწავლებლისათვის გათვალისწინებული თითქმის ყველა უფლებითა და შეღავათით. შეზღუდვა ეხება მხოლოდ შრომის ანაზღაურების ოდენობას და მონაწილეობას საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩევნებში.
მისიის განცხადება - ასახავს ორგანიზაციის ძირითად, გრძელვადიან მიზანს, ღირებულებებს და იმ ძირითად მიდგომებს, რომელთა გამოყენებითაც გეგმავს სამიზნე პრობლემ(ებ)ის გადაჭრას.
ნეპოტიზმი - თანამდებობის პირთა მიერ თავიანთი ნათესავების, ახლობლების მფარველობა; „ნათლიმამობა“, „მამიდაშვილობა“.
ორგანიზაციის მომავლის ხედვა ორგანიზაციის მიერ დანახული სასურველი მომავლის სურათი. ის, რაც ჯერჯერობით არარეალურია, მაგრამ რის წარმოდგენაც შეუძლიათ ორგანიზაციის წევრებს და რის მიღწევაც საბოლოოდ
სურთ. მათ გააზრებული აქვთ, რომ ამგვარი მდგომარეობა თავისით არ მიიღწევა.
პროგრამა - პროგრამის შემუშავება ხდება გრძელვადიანი გეგმის ერთი ან რამდენიმე კომპონენტის განხორციელებისათვის დადგენილი ბიუჯეტისა და დროის ფარგლებში. პროგრამა მიზნად ისახავს განვითარების მიზნების შესრულებას. პროგრამა მრავალ პროექტს შეიძლება მოიცავდეს; პროექტების სპეციფიკური მიზნები ხელს უწყობს განვითარების მიზნების მიღწევას.
პროექტი - პროექტს, პროგრამისაგან განსხვავებით, უფრო შეზღუდული ბიუჯეტი და ვადები აქვს. ის შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც განსაზღვრული ბიუჯეტისა და დროის ფარგლებში სპეციფიკური ან კონკრეტული მიზნის მიღწევისათვის აუცილებელი, დაგეგმილი ღონისძიებების ერთობლიობა, რომელთაგანაც ყალიბდება პროგრამა.
პროექტის მიზანი - იმის გათვალისწინებით, თუ რა კონტექსტში იხმარება ტერმინიმიზანი, იგი მიუთითებს პროექტის ზოგად მიმართულებებს. ამ შემთხვევაში, მისი ფორმულირება ხდება, როგორც ზოგადი განაცხადისა გრძელვადიანი ხედვის შესახებ (იხ. განვითარების მიზნები). აღნიშნული ტერმინი, ასევე, შეიძლება აღნიშნავდეს უფრო სპეციფიკურ მოკლევადიან მიზანს ან შედეგს, რომელიც პროექტის ფარგლებში უნდა იქნეს მიღწეული; ამ შემთხვევაში, მისი ფორმულირება ხდება, როგორც დეტალური, სპეციფიკური და შეფასებადი განაცხადისა, რომელიც მოიცავს სპეციფიკურ და შეფასებად კრიტერიუმებს პროექტის წარმატების შესაფასებლად (იხ. კონკრეტული მიზნები).
პროექტის ციკლი - წარმოადგენს პროცესს, რომელსაც პროგრამის ან პროექტის აწყისი იდეა გადის შედეგების საბოლოო შეფასებამდე. აღნიშნული როცესის სხვადასხვა ეტაპი წარმოდგენილია, როგორც ირკულარული ნაკადი პროცესის განმეორებადი ხასიათის აქცენტირების მიზნით. პროექტის ციკლის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ერთი პროგრამის ან პროექტის შედეგები და გამოცდილება შემდეგი პროგრამის ან პროექტის განხორციელების საფუძველია.
პროექტის ციკლის მართვა - პროექტის განხორციელების პროცესის სხვადასხვა ფაზის მართვის მეთოდები, პროექტის თავდაპირველი იდეიდან დაწყებული საბოლოო შედეგების ანგარიშიდან შედეგების გამოყენებით დამთავრებული. „მართვა“ შეეხება პროექტის განხორციელების პროცესში დაგეგმვასა და რესურსების განაწილებას.
პროზელიტიზმი - მისწრაფება თავის სარწმუნოებაზე სხვების მოქცევისაკენ. პიროვნების რელიგიურ რწმენაში ჩარევის ნებისმიერი, პირდაპირი თუ არაპირდაპირი მცდელობა, რაც მიზნად ისახავს ამ რწმენის დაკნინებას ნებისმიერი სახის ცდუნების ან მორალური თუ მატერიალური დახმარების დაპირების მეშვეობით, ცრუ საშუალებებით ან შესაბამისი პირის გამოუცდელობის, ნდობის საჭიროების, დაბალი ინტელექტის ან გულუბრყვილობის გამოყენებით.
რესურსები - აუცილებელია ღონისძიებების განსახორციელებლად. მათი აღწერა, ჩვეულებრივ, მოიცავს ინფორმაციას თანხების, პერსონალის, აღჭურვილობის, შენობებისა და ინფრასტრუქტურის შესახებ.
სამოქმედო გეგმა - ჩვეულებრივ, სამოქმედო გეგმა მოიცავს გრძელვადიან სამუშაო გეგმას სექტორის ან ქვესექტორის პროგრამის განვითარების მიზნის მისაღწევად. მასში ჩამოთვლილია ძირითადი ღონისძიებები, მათი განხორციელების თანმიმდევრობა და მოსალოდნელი შედეგები გარკვეული დროის ფარგლებში მიზნის მისაღწევად. ზოგიერთი სააგენტო აღნიშნულ ტერმინს იყენებს პროექტის დოკუმენტის სამუშაო გეგმის აღსანიშნავად. ტერმინები „საქმიანობის გეგმა“ ან „განხორციელების გეგმა“ ზოგჯერ აღნიშნული ტერმინის სინონიმებად მოიხსენიება.
სამუშაო გეგმა - ნიშნავს შედარებით დეტალურ, ჩვეულებრივ, მოკლევადიან, განხორციელების გეგმას. მასში წარმოდგენილია თანმიმდევრული ღონისძიებები, რომელთა განხორციელებაც საჭიროა განსაზღვრული დროის ფარგლებში პროექტის ერთი ან რამდენიმე შედეგის მისაღებად. ზოგიერთ სამუშაო გეგმაში მითითებულია ის მხარეები, რომლებიც პასუხიმგებელნი არიან ღონისძიებების განხორციელებაზე. სამუშაო გეგმის შედგენისას გამოიყენება ცხრილები. პროექტის დოკუმენტი, ჩვეულებრივ, მოიცავს სამუშაო გეგმას პროექტის განხორციელების პერიოდისათვის. პროექტის განხორციელების ეტაპზე სამუშაო გეგმების შემუშავება ხდება რეგულარულად პროექტის ღონისძიებების უფრო მოკლე პერიოდების დაგეგმვისა და მონიტორინგისათვის.
სლოგანი - შეტყობინება კამპანიის თემის გადმოსაცემად.
სპეციალური ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა - განსაკუთრებული, საგანგებო დანიშნულების მქონე პროგრამა.
სტრატეგია - წარმოადგენს მიზნის ან მიზნების მიღწევის გზას. პროექტის განსაზღვრის ეტაპზე ხდება ალტერნატიული სტრატეგიების შეფასება მთელი რიგი კრიტერიუმების მეშვეობით, როგორიცაა, მაგალითად, განვითარების მოსალოდნელი გავლენა, სიცოცხლისუნარიანობა, განხორციელებადობა (ტექნიკური, მმართველობითი, ფინანსური თვალსაზრისით), სურვილი (პოლიტიკა, დაინტერესებული მხარეები), რისკები და სხვა პროექტის შეფასების სპეციფიკური კრიტერიუმები (მაგ., სიღარიბის შემცირება).
ღონისძიება ღონისძიება წარმოადგენს აქტივობას ან მცირე ამოცანას, რომელიც უნდა განხორციელდეს პროექტის თანამშრომლების მიერ პროექტის შედეგების მისაღებად. თითოეული შედეგის მისაღებად, ჩვეულებრივ, აუცილებელია მთელი რიგი ღონისძიებების განხორციელება. ღონისძიებები მეტ-ნაკლებად დეტალურად არის აღწერილი პროექტის დოკუმენტსა და სამუშაო გეგმაში.
შედეგები - ღონისძიებების არსებითი, სპეციფიკური და პირდაპირი პროდუქტი. ღონისძიებების განხორციელებას შესაბამის კონტექსტში თან სდევს მოსალოდნელი შედეგების მიღება. მრავალი შედეგი ხელს უწყობს კონკრეტული მიზნების განხორციელებას. „შედეგი“ ასოცირდება რაოდენობასთან. ხანდახან გამოიყენება სხვა ტერმინებიც, რომლებიც ხარისხობრივ და რაოდენობრივ განზომილებებს აღნიშნავს. იხ. „რესურსები“.
ჯგუფი - ადამიანთა ერთობლიობა, გაერთიანებული სიტუაციური გარემოებებით.
OBESSU - ევროპის სკოლების სტუდენტთა გაერთიანების საორგანიზაციო ბიურო.
UNICEF - გაეროს ბავშვთა ფონდი.
![]() |
10 გამოყენებული ლიტერატურა |
▲ზევით დაბრუნება |
1. ბრძანება №448 - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ
2. განათლების სისტემის დეცენტრალიზაციისა და მართვის სისტემის განვითარების პროექტი - კვლევის საერთო ანგარიში, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“, 2000
3. განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი, პროექტი „დევნილთა ინტეგრაცია განათლების გზით“, ტრენინგის მასალები, 2008
4. განმარტებითი ლექსიკონი განათლების სპეციალისტებისათვის, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი (I, II ნაწილი), 2007
5. გვარამაძე ნინო, მიწიშვილი ნინო, თანამშრომლობა საზოგადოებრივი სარგებლისათვის, თბილისი, 2011
6. გოგლიჩიძე ალუდა, კობახიძე მაგდა, ლაცაბიძე გიორგი, დამხმარე სახელმძღვანელო სკოლის დირექტორებისათვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, თბილისი, 2010
7. დანიდა, ლოგიკური მიდგომა: მონაწილეობითი განვითარების მოქნილი ხერხები, კოპენჰაგენი: საგარეო საქმეთა სამინისტრო (1996 წლის თებერვალი)
8. დებულება საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრის არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ (განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №30 ბრძანება)
9. ეროვნული სასწავლო გეგმა, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, 2010-2011
10. ერქომაიშვილი ვახტანგ, „რა არის სამოქალაქო საზოგადოება?“ საერთაშორისო საზოგადოება სამართლიანი არჩევნები, სამოქალაქო განათლების ბიბლიოთეკა, თბილისი 1997
11. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, 2005
12. „კომპასიტო“ - სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა განათლების სფეროში ბავშვებისთვის; ქართული თარგმანი © 2009 ადამიანის უფლებათა საგანმანათლებლო ცენტრი /ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში; ინგლისურენოვანი პუბლიკაცია © ევროპის საბჭო 2007, მეორე გამოცემა 2009
13. მაგნენი ანდრე, განათლების პროექტები: შეფასება, დაფინანსება და მართვა, პარიზი: იუნესკო განათლების დაგეგმვის საერთაშორისო ინსტიტუტი (1991)
14. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, სკოლის დირექტორის სტანდარტი, 2010
15. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, 1999
16. საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ, 2004
17. სკოლის მართვის სახელმძღვანელო, თავისუფლების ინსტიტუტი, თბილისი, 2007
18. საქართველოს შრომის კოდექსი, 2006
19. „უცხო სიტყვათა ლექსიკონი“, გამომცემლობა მერიდიანი, 2007
20. Х. Корнелиус Ш. Фэйр. Выигратъ может каждый. Москва, 1992
21. http://www.civics.ge
22.http://www.civics.ge/uploads/library/Instruction for School Students Self-governance%25 20Elections.pdf
23.http://www.ifc.org/ifcext/gcgp.nsf/AttachmentsByTitle/PB4/$FILE/4ConflictofInterest.pdf
24. http://www.initiatives.ge/index.php
25. http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=4219
26. www.obessu.org 121
![]() |
11 გამოყენებული ფოტოები |
▲ზევით დაბრუნება |
27. გვ. 10, გვ. 15, გვ. 17, გვ. 79, გვ. 78, გვ. 105 © აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლა
28. გვ. 82. გვ. 82 © OBESSU
29. გვ. 96 © ევროპული სკოლა
30. გვ. 106 © ნინო კაკაბაძე