საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიცია


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: იზორია ლევან, ლებანიძე მარინა
თემატური კატალოგი სამართალდამცავი ორგანოები
წყარო: იზორია ლევან ლებანიძე მარინა
    საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიცია : [ქართ. და ინგლ. ენ.] / ლევან იზორია, მარინა ლებანიძე ; [სარედ. ჯგ.: ზურაბ გუნცაძე, ირინა სამსონია] - [თბ. : Alpe, 2005] - 97გვ. ; 20სმ. - - გადაბრუნებული წიგნი. - : [ფ.ა.]   [MFN: 31384]
 
UDC:  351.74/76(479.22)
F 73.513/3 - ხელუხლებელი ფონდი

საავტორო უფლებები: © ფონდი ALPE
თარიღი: 2005
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: ოქტომბერი 2005 WWW.ALPE. GE გამომცემელი: ფონდი ALPE თბილისი, ალ. ჭავჭავაძის ქუჩა 8/33 ტელ: 995 32 92 29 14, 99 65 12 ფაქსი: 995 32 92 05 96 ელ. ფოსტა: office@alpe.ge www.alpe.ge სარედაქციო ჯგუფი: ზურაბ გუნცაძე ირინა სამსონია დიზაინერი: მაია ჭილაშვილი წიგნში გამოცემული თვალსაზრისი შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ევროკომისიის ოფიციალურ შეხედულებებს



1 საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის არსი და პრინციპები

▲back to top


შესავალი

პოსტკომუნისტურ ქვეყნებში პოლიციის წარსული უკავშირდება მისი, როგორც რეპრესიული ორგანიზაციის როლს, რომლის მთავარ ფუნქციას წარმოადგენდა არადემოკრატიული რეჟიმების დაცვა. გარდამავალი დემოკრატიის საზოგადოებებში, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტები ჯერ კიდევ მყიფეა და კონონის უზენაესობა, როგორც საზოგადოებრივ ურთიერთობათა მარეგულირებელი ფუნდამენტური პრინციპი, დამკვიდრების სტადიაშია, თეორიულად, ყოველთვის შეიძლება არსებობდეს იმის საფრთხე, რომ ხელისუფლებას გაუჩნდეს პოლიციის ძველი, ტრადიციული გზით გამოყენების ცდუნება.

ამ ფაქტორის და გასული ათწლეულის პოლიციური პრაქტიკის არც თუ სახარბიელო მემკვიდრეობის გათვალისწინებით, აუცილებელია პოლიციური სრულიად ახლებული გააზრება, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან.

ეს კი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პოლიციის განთავისუფლებას მმართველობითი აპარატის დაცვის ვალდებულებებისგან და მისი მოვალეობების მკაფიო გამიჯვნას სამხედრო ფუნქციისაგან.

თანამედროვე პოლიცია, უპირველეს ყოვლისა, ფოკუსირებული უნდა იყოს საზოგადოებაზე და მის საჭიროებაზე. პოლიციის მთელი საქმიანობა უნდა განიხილებოდეს, როგორც საზოგადოებრივი სერვისის განხორციელება, რომელიც დაეფუძნება ანგარიშვალდებულებას და ადამიანის უფლებების პატივისცემას.

კონცეფცია, რომლის მიხედვითაც საზოგადოება პოლიციის საქმიანობის ეპიცენტრშია, ,,საზოგადოებაზე ორიენტირებულ პოლიციად“ მოიხსენიება. მოდელთან დაკავშირებით, ასევე ხშირია ,,პარტნიორობაზე დაფუძნებული პოლიციის“ (policing in partnarship) და ,,დემოკრატიული პოლიციის“ (democratic policing) ტერმინების გამოყენებაც.

საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის კონსორციუმი¹ საზოგადოებაზე ორიენტირებულ პოლიციას (სოპ) განმარტავს, როგორც ,,პოლიციასა და საზოგადოებას შორის იმგვარ თანამშრომლობას, რომელიც უზრუნველყოფს დანაშაულთან და წესრიგის დარღვევასთან დაკავშირებული პრობლემების განსაზღვრას და საზოგადოების ყველა ელემენტის მონაწილეობას ამ პრობლემის გადაჭრის გზების ძიებაში“.

სოპ-ს² გაცილებით ფართოდ ესმის პოლიციის როლი და მას მხოლოდ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას კი არ უკავშირებს, არამედ მის უშუალო ფუნქციად საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნებას და მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასაც მიიჩნევს, რაც კრიმინალისგან თავისუფალი გარემოს უზრუნველყოფას გულისხმობს.

სოპ-ი ეფუძნება იმის აღიარებას, რომ მხოლოდ პოლიციის რესურსები საკმარისი არ არის დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისათვის, მართლწესრიგის დარღვევის აღკვეთის და მოქალაქეთათვის ხარისხიანი ცხოვრების აუცილებელი პირობების შესაქმნელად.³ პოლიცია წარმატებული რომ იყოს, მას აუცილებლად ესაჭიროება საზოგადოების აქტიური მხარდაჭერა და ის დიდი რესურსი, რომელსაც ეს უკანასკნელი ფლობს. სოპ-ი პოლიციის პარტნიორად განიხილავს საზოგადოებას, რომელიც საზოგადოებრივი უსაფრთხოების და კეთილდღეობის მისაღწევად განხორციელებული პოლიციური საქმიანობის თანამონაწილეა.

ამდენად, სიმშვიდის, წესრიგისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით პოლიცია თავის პროფესიულ საქმიანობას ახორციელებს საზოგადოებასთან პარტნიორობის გზით. იგი პასუხისმგებელია დანაშაულის პრევენციასა და მისი რაოდენობის შემცირებაზე, მაგრამ პოლიციასთან ერთად საზოგადოებაც საკუთარ თავზე იღებს თავის წილ პასუხისმგებლობას.

ამგვარი მიდგომა ჯერ კიდევ 1829 წელს ლონდონის პოლიციის ერთ-ერთი დამაარსებლის, რობერტ პილის მიერ იქნა ხაზგასმული. იგი პოლიციის როლზე საუბრისას აღნიშნავდა: ,,ურთიერთობის შენარჩუნება საზოგადოებასთან რეალობად აქცევს იმ ისტორიულ ტრადიციას, როდესაც პოლიცია საზოგადოებაა და საზოგადოება კი - პოლიცია. პოლიცილები საზოგადოების წევრები არიან და ისინი იმისთვის იღებენ ანაზღაურებას, რომ მუდმივად კონცენტრირებულნი იყვნენ იმ მოვალეობების შესრულებაზე, რომლებიც საზოგადოების თითოეულ წევრს აკისრია საზოგადოების ინტერესებიდან და კეთილდღეობიდან გამომდინარე.“

საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის განსაზღვრება

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ სოპ-ის დეფინიცია. საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიცია არის:

● ხედვა, შეხედულებების სისტემა, რომელიც აზროვნების გარკვეულ სტილს აყალიბებს;

● ორგანიზაციული სტრატეგია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს პოლიციას და საზოგადოებას ერთობლივი ძალისხმევით გადაწყვიტონ დანაშაულის, საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების საკითხები. როდესაც საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის შესახებ ვსაუბრობთ, ცნება ,,საზოგადოება“ ფართოდ უნდა იქნას გაგებული. კერძოდ, მხედველობაში უნდა მივიღოთ შემდეგი სამი ფაქტორი: გეოგრაფიული (განსაზღვრულ ადგილას მცხივრები ან მომუშავე ადამიანები); იდენტურობა ან მსგავსი მახასიათებლები (მაგალითად, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფები, გარკვეული ასაკისა და სოციალური ფენის წარმომადგენლები); საერთო პირობები და საჭიროებები (ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ერთიანდებიან საერთო მიზნის მისაღწევად ან პრობლემის გადასაჭრელად). ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც მეტ-ნაკლებად ავლენენ დასახელებული ფაქტორებიდან რომელიმეს, შეიძლება მოვიაზროთ ,,საზოგადოებად“ საზოგადოებაზე ორიენტირებულ პოლიციასთან მიმართებაში.

საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის ხედვა ეფუძნება იმის რწმენას, რომ ადამიანები იმსახურებენ უფლებას, თავიანთი მხარდაჭერისა და მონაწილეობის სანაცვლოდ გარკვეული გავლენა იქონიონ პოლიციაზე. ეს ხედვა ასევე ეფუძნება იმ თვალსაზრისს, რომ საზოგადოებაში არსებული პრობლემების გადაწყვეტა მოითხოვს პოლიციის და საზოგადოების მხრიდან ისეთი ინოვაციური გზების ძიებას, რომლებიც უფრო მეტად შეესაბამებიან საზოგადოების მოლოდინს და მოთხოვნებს, ასევე გაცილებით მეტს მოიცავს, ვიდრე მხოლოდ ცალკეულ დანაშაულებასა თუ ინციდენტებზე ფოკუსირება.

მთელ რიგ ქვეყნებში საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის კონცეფცია განვითარდა პროფესიული პოლიციური სერვისისა და პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოების ჩამოყალიბების მიმართულებით, რაც ეფუძნება მათ შორის ღია და ანგარიშვალდებულ პარტნიორობას.

საზოგადოების როლი, ამ თვალსაზრისით, მდგომარეობს საზოგადოების ინფორმირებული და აქტიური წევრების მხრიდან პოლიციის საქმიანობის შესახებ მოსაზრებების გამოთქმაში, მათ მიერ ექსპერტული დახმარების თუ სხვა რესურსების შეთავაზებაში, ასევე თავიანთ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღებაში. პოლიციისა და საზოგადოების ამგვარი პარტნიორობა იმ პრობლემის გადაწყვეტის საშუალებას იძლევა, რომელიც საზოგადოებას ყველაზე მეტად აღელვებს. იგი ასევე კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ განხორციელდეს რესურსების მობილიზება გრძელვადიან პერსპექტივებზე გათვლით. ეს კი სრულიად განსხვავდება იმგვარი მიდგომისაგან, როდესაც პოლიცია სრულიად მარტო, რეაქტიულად მოქმედებს ცალკეულ დანაშაულებზე თუ ინციდენტებზე, რაც მხოლოდ მოკლე პერიოდში მისაღწევ მიზანზეა ორიენტირებული.

ამდენად, ჩვენ შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის ფუნდამენტური პრინციპები:

● პოლიციური ფუნქციების განხორციელება, რომელიც ეფუძნება შეთანხმებას და არა იძულებას;

● საზოგადოების ნაწილად და არა საზოგადოების მიღმა ყოფნა;

● საზოგადოებასთან ერთად საზოგადოების საჭიროებების განსაზღვრა;

● სხვადასხვა სტრუქტურებთან და საზოგადოებასთან პარტნიორული თანამშრომლობა;

● პოლიციის საქმიანობის მორგება საზოგადოების საჭიროებაზე;

● ხარისხიანი სერვისის უზრუნველყოფა;

● ანგარიშვალდებულება განხორციელებულ ,,სერვისთან“ დაკავშირებით.

დასახელებული პრინციპები შეიძლება ტრანსფორმირებულ იქნას საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის მახასიათებლების პარადიგმად. სოპ-ი უნდა იყოს:

● სერვისი და არა რეპრესიული ფუნქციის განმახორციელებელი ორგანიზაცია;

● ანგარიშვალდებული კანონისა და საზოგადოების წინაშე;

● ღია და ადვილად იდენტიფიცირებადი4;

● პროფესიული;

● ადამიანებზე კონცენტრირებული, რომელიც ასევე მოიცავს გარკვეულ დელიკატურ მიდგომას სქესის, ასაკის, სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენელთა მიმართ;

● ხარისხიანი სერვისის მიმწოდებელი, რაც გულისხმობს შედეგიან და ეფექტურ მუშაობას;

● ხელმისაწვდომი;

● რჩევის მიმცემი;

● ქმედებებში პროაქტიული და პრევენციული.

გარდამავალი საზოგადოებებისათვის დამახასიათებელია მნიშვნელოვანი სოციალური ცვლილებები და კატაკლიზმები, რომლის დროსაც ხშირად ადგილი აქვს დანაშაულებათა მკვეთრ ზრდას. როდესაც ამ სოპ-ის განხორციელების შესაძლებლობების შესახებ საუბრობენ, კრიტიკოსები სოპ-ს ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ იგი დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით სუსტია, მაგრამ ამგვარი მოსაზრების გაზიარება არ შეიძლება. საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიცია არ ნიშნავს დანაშაულისადმი ,,რბილ“ მიდგომას. პირიქით, სოპ-ი გაცილებით მკაცრ მოთხოვნებს უყენებს პოლიციას დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, ვინაიდან საზოგადოება ამგვარი პოლიციის მიმართ უფრო მომთხოვნია. გარდა ამისა, პოლიციამ უნდა მოახერხოს საზოგადოების შიშისგან განთავისუფლება, ხოლო კრიმინალებში შიშის გამოწვევა. სოპ-ი ითვალისწინებს ისეთ გონივრულ მოქმედებებს, როცა ,,აქტიური“ კრიმინალები მუდმივ სამიზნეს წარმოადგენენ ისე, რომ უზრუნველყოფილია მათი ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვება.

განსხვავებები ტრადიციულ და საზოგადოებაზე ორიენტირებულ პოლიციას შორის

ტრადიციულ და საზოგადოებრივ პოლიციას, უპირველეს ყოვლისა, განასხვავებს ორგანიზაციული მოწყობა. ტრადიციული პოლიცია მკაცრი ცენტრალიზებულობით გამოირჩევა, რაც გულისხმობს იმას, რომ ძირითადი საქმიანობა ხორციელდება ერთი ან რამდენიმე მსხვილი განყოფილების მიერ, ასევე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება მხოლოდ იერარქიის სათავეში მყოფ ხელმძღვანელებს აქვთ. ოპერატიულ დონეზე მყოფი პოლიციის თანამშრომლები გადაწყვეტილების მიღების პროცესს ფაქტობრივად ჩამოცილებულნი არიან. ორგანიზაცია დახურულია და რაიმე სახის ინფორმაციის მიღება შეუძლებელია თუ არა, ძალზე რთულია.

ამისგან განსხვავებით, სოპ-ის პრინციპებზე დაფუძნებული პოლიცია დეცენტრალიზირებულია. ოპერატიულ, ძირითად პოლიციურ საქმიანობას ახორციელებენ პოლიციის განყოფილებები, რომლებიც უფლებამოსილნი არიან იმოქმედონ გარკვეულ ტერიტორიაზე. ადგილზე მომუშავე პოლიციის თანამშრომელს აქვს შესაბამისი გადაწყვეტილებების თავისუფლად მიღების უფლება. პოლიციის დაწესებულება გამჭვირვალეა, საჯარო ინფორმაცია კი საზოგადოებისათვის ადვილად ხელმისაწვდომი.

ტრადიციული პოლიცია დაშორებულია საზოგადოებას. ადამიანები პოლიციას აღიქვამენ სადამსჯელო დაწესებულებად და მის მიმართ უნდობლობით და შიშით არიან განმსჭვალულნი. თანამედროვე სოპ-ის პრინციპებით მოქმედ პოლიციასა და საზოგადოებას შორის კი გაცილებით მცირე დისტანციაა. პოლიცია ცდილობს მჭიდრო კონტაქტი ჰქონდეს საზოგადოებასთან. ეს უკანასკნელი კი პოლიციას აღიქვამს არა მტრულ დაწესებულებას, რომლისგანაც თავის რაც შეიძლება შორს დაჭერას ცდილობს, არამედპარტნიორად და მზად არის მასთან თანამშრომლობისათვის.

იმ დროს, როცა ტრადიციული გაგებით მხოლოდ პოლიციაა ვალდებული და პასუხისმგებელი ებრძოლოს დანაშაულს, სოპ-ი მიიჩნევს, რომ ეს პასუხისმგებლობა გარკვეულწილად საზოგადოებამაც უნდა იტვირთოს, ანუ პოლიცია აღარ განიხილება დანაშაულის წინააღმდეგ მარტო მებრძოლ ორგანიზაციად.

ტრადიციული პოლიცია ხასიათდება დანაშაულზე რეაქტიული პასუხით. ამის საწინააღმდეგოდ, სოპ-ი ხაზს უსვამს პროაქტიული ქმედებების აუცილებლობას, როგორც პრობლემების გადაწყვეტის და დანაშაულის თავიდან აცილების პირობას. სოპ-ის მიზანია შემცირებულ იქნას დანაშაულთა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევათა რიცხვი, უზრუნველყოფილ იქნას მოსახლეობის უსაფრთხო გარემოში ცხოვრება, ასევე საზოგადოებაში დაძლეულ იქნას დანაშაულის მიმართ შიში და გაუმჯობესდეს პოლიციისა და მოქალაქეთა ურთიერთობები. ამ მიზნების განხორციელებას სამი არსებითი კომპონენტი უზრუნველყოფს. ესენია: საზოგადოების ჩართულობა, პრობლემების გადაწყვეტა პარტნიორობის საფუძველზე და პოლიციის ორგანიზაციული ტრანსფორმაცია. ქვემოთ ჩვენ განვიხილავთ იმას, თუ როგორ უნდა იქნას გაგებული აღინიშნული ელემენტები სოპ-ის კონტექსტში, რომელიც იმავდროულად უშუალოდ ეხება სოპ-ის იმპლემენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებსაც.

გთავაზობთ კანადური ხედავს კლასიკურ და საზოგადოებაზე ორიენტირებულ პოლიციასთან დაკავშირებით, რაც მოცემულია კითხვა-პასუხის ფორმით.

კითხვები

პასუხები

კლასიკური პოლიცია

საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიცია

როგორ განვმარტოთ პოლიცია?

იგი წარმოადგენს სახელმწიფოებრივ ინსტიტუტს, რომლის უმთავრესი ვალდებულება კანონიერების დაცვა და მისი უზრუნველყოფაა.

პოლიცია და საზოგადოება განუყოფელი მთლიანობაა.

პოლიციელები არიან ადამიანები, რომლებიც ანაზღაურებას იღებენ თანამოქალაქეების ინტერესების დაცვაზე ორიენტირებულ დავალებათა შესრულებაში.

როგორია ურთიერთობა პოლიციასა და სხვა სახელმწიფო სამსახურებს / დაწესებულებებს შორის?

პოლიცია არაა ისეთივე სახელმწიფო სამსახური, როგორც სხვები. ამიტომ, ძნელია სხვა სამსახურებთან თანამშრომლობა. ხშირად გარკვეული პრიორიტეტების გამო ისინი ერთმანეთში ვერ თანხმდებიან

პოლიცია ისეთივე სახელმწიფო სამსახურია, როგორც სხვები. მას უნდა ჰქონდეს თავისი ადგილი ადგილობრივ საპარტნიორო ქსელში და მონაწილეობდეს იმ საქმიანობაში, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოებრივი ურთიერთობების გაუმჯობესებას

რაში მდგომარეობს პოლიციის პრიორიტეტული როლი?

მისი ძირითადი ამოცანაა თავი მოუყაროს მასალებს დანაშაულის გასახსენებლად

მას აკისრია ფართო მისია, რომელიც მიმართულია პრობლემათა გადაჭრისაკენ

არის პოლიციის ეფექტურობის საზომი?

დამნაშავეთა დადგენა და მათი დაკავება

დანაშაულისა და უწესრიგობის აღმოფხვრა

რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი?

დანაშაული, რომელიც მეტად მასშტაბურია (მაგალითად, ბაკის ძარცვა) და ის, რომელიც ძალადობას უკავშირდება

პრობლემები, რომლებიც მეტად აწუხებს მოსახლეობას, მიუხედავად მათი შინაარსისა

ძირითადად რითია დაკავებული პოლიცია?

დანაშაულებრივი შემთხვევებით

მოსახლეობის პრობლემებით და მათი გადაჭრით

რა განსაზღვრავს პოლიციის ეფექტურობას?

რეაგირების სისწრაფე

მოსახლეობასთან თანამშრომლობა

როგორ ესმის პოლიციას სამსახურებრივი დავალებები?

იგი მხოლოდ მაშინ დაინტერესდება შემთხვევით, თუ სახეზეა ,,ნამდვილი“, პრიორიტეტული საპოლიციო საქმე

როგორც სასიცოცხლო ფუნქციას და ხელსაყრელ შემთხვევას იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს მისი ურთიერთობა მოსახლეობასთან

რა არის პოლიციური პროფესიონალიზმი?

სწრაფი და ეფექტური რეაქცია მძიმე დანაშაულზე

შესაძლებლობა იმისა, რომ იქონიოს კონტაქტი მოსახლეობასთან მათი პრობლემების გადაჭრის მიზნით

რა ტიპის მონაცემია ყველაზე მნიშვნელოვანი?

ცნობები კრიმინალურ შემთხვევებზე (განსაკუთრებული დანაშაულის ან სერიული კრიმინალური შემთხვევების შესწავლა)

ცნობები დანაშაულის სუბიექტებზე (ინფორმაცია კრიმინალურ ინდივიდთა ან ჯგუფთა საქმიანობაზე)

რაში მდგომარეობს პოლიციელის პასუხისმგებლობა?

პოლიციელი პასუხისმგებელია იმ ინსტრუქციების აღსრულებაზე, რომლებიც მას მიეწოდება იერარქიული წესით

მისი საქმიანობა ხორციელდება ადგილზე და ფასდება მოსახლეობის კანონიერ საჭიროებათა აღსრულების შესატყვისად

როგორია მასმედიასთან ურთიერთობის სამსახურის როლი?

ოპოზიციებში მონაწილე პოლიციელთა დაცვა მასმედიის ზეწოლისგან იმ ზომით, რომ მათ შეძლონ საქმის შესრულება

მოსახლეობასთან კომუნიკაციის ძირითადი საშუალების მხარდასაჭერად მცდელობათა კოორდინირება

როგორ მოვლენად მიიჩნევს პოლიცია სამართლებრივ დევნას?

როგორც საპოლიციო საქმის მნიშვნელოვან მიზანს

როგორც ერთ-ერთ საშუალებას სხვა მრავალთა შორის

საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის კონცეფციიდან გამომდინარე მოვალეობების გაცნობიერება პოლიციის და საზოგადოების მიერ

სოპ-მოითხოვს ინტენსიურ მხარდაჭერას საზოგადოების ყველა სექტორის მხრიდან, რათა საზოგადოებისა და პოლიციის ერთობლივი საქმიანობით უზრუნველყოფილი იყოს იმ ადგილობრივი პრობლემების უფრო ეფექტური გადაწყვეტა, სადაც პოლიცია მოქმედებს. საკითხის ამგვარი განსაზღვრა ცხადია, უფრო პროაქტიულ მდგომარეობას მოითხოვს, სადაც პარტნიორობის პრინციპი დომინირებს. ასევე, აუცილებელია პოლიციისა და სხვა სისხლისსამართლებრივი ინსტიტუტების საქმიანობის კოორდინირება და ურთიერთმხარდაჭერა.

შეიძლება ითქვას, რომ სოპ-ი არის ახალი ტიპის ხელშეკრულება პოლიციასა და საზოგადოებას შორის, რის საფუძველზეც პოლიცია მოწოდებულია ემსახუროს საზოგადოებას, რომელიც თავის მხრივ, ასევე გარკვეულ პასუხისმგებლობას იღებს კანონიერების განხორციელების უზრუნველყოფაზე.

ურთიერთობის ეს ახალი ფორმა მხარეთა ურთიერთნდობასა და პატივისცემას ეფუძნება, ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია პოლიციის იმგავარი იმიჯი, რომელიც საზოგადოებას პოზიტიურად და პოლიციასთან სათანამშრომლოდ განაწყობს. ამასთან, მეტად მნიშვნელოვანია, რომ როგორც პოლიციის, ისე საზოგადოების მხრიდან სწორად იქნას გააზრებული და აღქმული ვალდებულებები. პოლიციამ უნდა იცოდეს, რომ:

სოპ-ი, თავის მხრივ, მოითხოვს ორგანიზაციულ სტრატეგიას, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ პოლიციის თითოეული წევრი პრაქტიკულად ახორციელებდეს სოპ-ის პრინციპებს. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია პოლიციის ყველა თანამშრომლის მიერ (მიუხედავად რანგისა) იმის გაცნობიერება, რომ ,,ყოფილი პოლიციური საქმიანობა საზოგადოებაზე ორიენტირებული უნდა იყოს“, ასევე პოლიციის ორგანოების ყოველი თანამშრომლის მიჩნევა საზოგადოებაზეორიენტირებული პოლიციის ოფიცრად;

● ეს მოითხოვს მნიშვნელოვან ცნობებს პოლიციის ორგანიზაციაში. უპირველესად, ეს უკავშირდება პოლიციის ტრადიციული და იერარქიაზე დამყარებული ორგანიზება, სადაც ძალაუფლება რანგირებას და თანამდებობას უკავშირდება, უნდა შეიცვალოს ისე, რომ ოპერატიულ დონეზე ,,წინა ხაზზე“ მყოფ პოლიციის თანამშრომელს ჰქონდეს საკმარისი ავტონომია გადაწყვეტილების მიღებისას. ერთი მხრივ, ეს მოითხოვს მნიშვნელოვან ორგანიზაციულ ცვლილებებს პოლიციაში, მეორე მხრივ კი იგი უკავშირდება პოლიციელებისადმი და მათი პროფესიული გადაწყვეტილებისადმი გაზრდილ ნდობასა და პატივისცემას;

სოპ-ი მოითხოვს პოლიციის მზადყოფნას მობილიზება გაუკეთოს თავის რესურსებს, რათა შესწევდეს იმის უნარი, რომ იყოს ხარისხიანი სერვისის მიმწოდებელი;

სოპ-ისთვის ასევე აუცილებელია, რომ ორგანიზაციის თითოეულ წევრს გაცნობიერებული ჰქონდეს არა მხოლოდ საზოგადოებრივი პრობლემების გადაწყვეტაში ინოვაციური საშუალებების გამოყენების საჭიროება, არამედ საზოგადოების განათლება და ინფორმირება პოლიციური საქმიანობის განხორციელების პროცესში;

სოპ-ი ახორციელებს ნდობას ინვესტირებასპოლიციის საქმიანობის განხორციელების ქვედა, ოპერატიულ დონეზე - როგორც პოლიციის თანამსრომლებში, ისე ადგილობრივ მოსახლეობაში, იყენებს რა მატ გამოცდილებას, ექსპერტულობას და ცოდნას ადგილობრივი პრობლემების გადაწყვეტისას;

სოპ-ი ცდილობს გაიზარდოს საზოგადოების ყველა ჯგუფის, კერძოდ, გაჭირვებული და დაუცველი ფენების, ასევე ქალები, ბავშვებისა და მოხუცების საჭიროებები. თუკი დანაშაულთა მაღალი მაჩვენებელი შემცირდება და სოციალური და ეკონომიკური განვითარების უკეთესი პირობები შეიქმნება, ეს კი თავისთავად ცხადია, ხელს შეუწყობს საზოგადოების ყველა ფენაში ცხოვრების სტანდარტების გაზრდას.

თავის მხრივ საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ:

● საზოგადოება, მოქალაქეები არა მხოლოდ უფლებებით უნდა სარგებლობდნენ, არამედ საკუთარ თავზე იღებდნენ გარკვეულ ვალდებულებებსაც, რაც პარტნიორული მიდგომიდან გამომდინარე, პრობლემის იდენტიფიცირებას, მისი გადაწყვეტის გზების ძიებისა და პრიორიტეტების განსაზღვრას უნდა გულისხმობდეს. სოპ-ი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოითხოვს პერმანენტულ და აქტიურ თანამშრომლობას, რაშიც ადგილობრივი საზოგადოებრივი სექტორის ყველა წარმომადგენელი უნდა მონაწილეობდეს;

სოპ-ი უზრუნველყოფს ტექნოლოგიის გონივრულ გამოყენებას, მაგრამ ამავე დროს განამტკიცებს იმის რწმენას, არაფერია ხელმიუწვდომელი, როცა ადამიანები გარკვეული მიზნის მისაღწევად თავდაუზოგავად და ერთობლივი ძალისხმევით მუშაობენ. ცალკეული პოზიტიური ინიციატივები, როგორებიცაა მსხვერპლის დახმარების, დანაშაულის პრევენციის, სკოლების ჩართულობის პროგრამები, თავის მხრივ, ხელს უწყობენ პრობლემების გადაწყვეტას და მოქალაქეთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას დანაშაულისაგან უსაფრთხო გარემოს შექმნის გზით;

სოპ-ის პროექტის დაწყების დროისათვის შესაძლოა უკვე ფუნქციონირებდნენ სხვადასხვა სტრუქტურები (ორგანიზაციები, ასოციაციები, ჯგუფები), რომელთა გამოყენება შეიძლება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პარტნიორობის სფეროში. მათ რიცხვს შეიძლება მივაკუთნოთ, მაგალითად ბიზნეს-ორგანიზაციები (მაგალითად, სავაჭრო პალატა, ბიზნესმენთა ასოციაციები), პროფკავშირები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებთან (მაგალითად, ღარიბები, ქალები, ვაბვშვები, ინვალიდები) მუშაობენ, ასევე საქველმოქმედო და საერთაშორისო ორგანიზაციები, ადგილობრივი მმართველობის და თვითმმართველობის ორგანოები, არაფორმალური ლიდერები, როგორებიც არიან ოჯახის ან გვარის უფროსები და სხვა. ამ ორგანიზაციების წარმომადგენელთაგან შეიძლება დაფუძნდეს პოლიციისა და საზოგადოების საკონსულტაციო ჯგუფი, რომელსაც რეალური გავლენა ექნება ადგილზე სოპ-ის პრინციპების განხორციელებაზე და რომელიც გარკვეულწილად უზრუნველყოფსპოლიციის ანგარიშვალდებულებას.

● ამ ორგანიზაციების ცოდნის, გამოცდილების რესურსების მობილიზება და გამოყენება აუცილებელია საზოგადოების უსაფრთხოებისა და პრობლემების ერთობლივად გადაწყვეტის მიზნით. თუმცა, ეს შეიძლება საკმაოდ რთული მისაღწევი აღმოჩნდეს იმ საზოგადოებებში, სადაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არსებობდა პოლიციისადმი უნდობლობა და შიში.

_______________

1. Community Policing Consortium - აშშ-ში მოქმედი ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს კვლევებს და პროგრამებს სოპ-ის სფეროში

2. ამ აბრევიატურას საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის აღსანიშნავად გამოვიყენებთ

3. აქ იგულისხმება კრიმინალისაგან თავისუფალი/დაცული გარემოს უზრუნველყოფა

4. იგულისხმება ფორმიანი პოლიციელის არსებობა

2 საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის მოდელი

▲back to top


როგორც უკვე აღვნიშნეთ, სოპ-ის ძირითადი მახასიათებლები პრინციპებისა და ფილოსოფიის ელემენტების, ასევე მართვის შესაბამისი სტრატეგიისა და მისი განხორციელების გეგმის ნაზავია. ამის გათვალისწინებით, შესაძლოა განისაზღვროს სოპ-ის მოდელი, რომელიც ოთხ კომპონენტს მოიცავს. ქვემოთ მოცემული მოდელი ზედმიწევნით არ ასახავს ყველა დეტალს, მაგრამ წარმატებული სოპ-ის არსებით შემდგენელ ნაწილს წარმოადგენს. საუბარია შემდეგ ოთხ კომპონენტზე:

● ფილოსოფია/ხედვა;

● საჭირო ორგანიზაციული სტრუქტურა;

● მენეჯმენტის პოლიტიკა;

● მისი განხორციელების ოპერატიული სტრატეგია.

ფილოსოფია / ხედვა

სოპ-ის ამ კომპონენტისათვის მნიშვნელოვანია შემდეგი გარემოებების არსებობა:

● გეოგრაფიულ ფაქტორზე ფოკუსირება, რაც გულისხმობს სექტორულ (უბნის) ფარგლებში განხორციელებულ პოლიციურ საქმიანობას, რომელიც სრულიად განსხვავდება სამუშაო საათებით (რვასაათიანი ცვლა) განსაზღვრულისაქმიანობისაგან;

● ძირითადი სერვისის განხორციელება საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ;

● აქცენტის გაკეთება არა მოკვლევიდან ეფექტებზე გათვლილი დანაშაულის აღკვეთის ღონისძიებების განხორციელებაზე, არამედ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე სიმშვიდის, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის პრიორიტეტად განსაზღვრა;

● საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების შექმნა, რომლებიც ორიენტირებულნი იქნებიან დანაშაულის შემცირებაზე, მის პრევენციასა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ღონისძიებებზე;

● ურთიერთობების ისეთი მოდელის ამოქმედება, რომელიც საზოგადოებასთან პარტნიორობას ეფუძნება;

● სოციალურ პრობლემებზე ყურადღების გამახვილება;

● პოლიციისა და საზოგადოების ჩართვა ერთობლივ სამუშაო პროცესში, რომელიც ეფუძნება ორმხრივ პასუხისმგებლობას.

ორგანიზაციული სტრუქტურა

● მთავარია, აქცენტები გაკეთდეს არა რანგირებაზე, არამედ ფუნქციების ზუსტ განსაზღვრასა და გამიჯვნაზე;

● უნდა განხორციელდეს უფლებამოსილების გადაცემა ოპერატიულ დონეზე, რაც არსებითი ელემენტებია სოპ-ის პრინციპისა, რომლის მიხედვითაც ,,ადგილობრივი პოლიცია ადგილობრივ საჭიროებებს ერგება“.

● მეტი ავტონომიის მინიჭება ადგილობრივი პოლიციის ხელმძღვანელობისთვის, რომელიც უნდა მოიცავდეს ბიუჯეტის განკარგვის უფლებასაც;

● უფრო გონივრული რანგირების სისტემის შემოღება, სადაც იქნება შედარებით მცირერიცხოვანი მენეჯმენტის შტატი და უფრო მეტი ,,ოპერატიული“, ,,წინა ხაზზე მდგომი“ თანამშრომელი;

● ნაკლები ფუნქციური სპეციალიზაცია, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ოპერატიული დონის ოფიცრებს - საპატრულო პოლიციელებს და ხელმძღვანელებს გააჩნდეთ ფართო სპექტრის მქონე მრავალი საკითხის გადაჭრის უნარი და უფლებამოსილება.

მენეჯმენტის პოლიტიკა

● შიდა და გარე კომუნიკაცია ნიშნავს, რომ მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს ქვედა ოპერატიულ დონეზე, რათა უზრუნველყოფილ იქნას სწარაფი და ეფექტური რეაგირება. ასევე, მნიშვნელოვანია ფორმალური პროცედურების შემცირება და გამარტივება;

● ხელმძღვანელი პირების უფებამოსილება მათ სამსახურებრივ რანგზე კი არ უნდა იყოს დამოკიდებული, არამედ თანამშრომლობის შესაბამის პროფესიულ ცოდნაზე, გამოცდილებაზე, პასუხისმგებლობის გრძნობასა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევების ფლობის ხარისხზე;

● სამსახურებრივი კარიერა დამოკიდებული უნდა იყოს წარმატებულ საქმიანობასა და მიღწეულ შედეგებზე;

● ადამიანური რესურსების პოლიტიკა ორიენტირებული უნდა იყოს არა სასჯელზე, არამედ წახალისებასა და მოტივაციაზე;

● უნდა არსებობდეს განზრახვა და ნება ,,ხარისხიანი მენეჯმენტის“ დანერგვისათვის;

● მენეჯმენტი უნდა იყოს პროაქტიული;

● სერვისის განხორციელებისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს რესურსებისა და პასუხისმგებლობის დეცენტრალიზაცია.

სოპ-ის განხორციელების ოპერატიული სტრატეგია

● პოლიციის საქმიანობასთან დაკავშირებით არსებული სიტუაციის ყოვლისმომცველი ანალიზი;

●სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და სოპ-ის მიმართულებების დასახვა;

სოპ-ის საცდელი პროექტის განხორციელება შჶრჩეულ ზონებში (არეალებში) და ცალკეული ინიციატივების პილოტირება;

● პრობლემების გადაწყვეტის ხედვის პროექტი;

● საგანგებო მდგომარეობებზე სწრაფი რეაგირების მექანიზმების შექმნა;

● გონივრული, ინტელექტუალური მართვის განხორციელება;

სოპ-ის შესაძლებლობების ზრდა და ტრენინგ-პროგრამების შემუშავება მიზნობრივი ჯგუფებისათვის;

● გუნდურობაზე დამყარებული ხედვის შემუშავება;

● ხილვადი, ადვილად ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე პატრულირების უზრუნველყოფა განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში;

● საზოგადოების როლის ზრდა - დანაშაულებათა კონტროლი საზოგადოებისათვის თანამონაწილეობისა და კოოპერირების შესაძლებლობების მინიჭებით;

● რეალურად ფუნქციონირებადი პარტნიორული ქსელის ფორმირება.

სოპ-ის პრინციპების იმპლემენტირებისთვის მნიშვნელოვანია შესაბამისი მექანიზმების არსებობა, რომელიც დიაგრამის სახით შემდეგნაირად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ:

პოლიცია ახორციელებს სტრატეგიული მენეჯმენტის გარდაქმნას, რომელსაც ექნება განსაზღვრული მისია და ხედვა. განისაზღვრება საქმიანობის არსებითი სფეროები. მოხდება კოოპერატიული სტრატეგიის ფორმულირება, ასევე სტრატეგიის განვითარების გეგმისა და ბიზნეს გეგმის შემუშავება

პოლიცია ახორციელებს გარკვეულ შიდა და გარე ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია სოპ-ის იმპლემენტაციისკენ

შედეგები

შიდა ღონისძიებები

გარე ღონისძიებები

პოლიციის სამსახურის ხარისხის გაუმჯობესება;

პროფესიული და ანგარიშვალდებული პოლიციური სერვისი;

სამართლისადმი ხემისაწვდომობა;

გაუმჯობესებული ურთიერთობები პოლიციასა და საზოგადოებას შორის;

ხანგრძლივვადიანი გადაწყვეტილებები;

მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობა;

უსაფრთხო სკოლები/გზები და სხვ.

არასრულწლოვანთა დანაშაულის შემცირებაზე მიმართული პროგრამები;

უბნების საზოგადოებრივი ზედამხედველობა.

ორგანიზაციული რესტრუქტურიზაცია;

ხელმძღვანელობა;

პრიორიტეტებისა და მიზნების იდენტიფიცირება;

რესურსების რეალოკაცია;

სერვისის სულისკვეთების მიღწევა;

კორუფციის დაძლევა;

პასუხისმგებლობის, უფლებამოსილებისა და ანგარიშვალდებულების დელეგირება;

კოორდინირება, შეთანხმებულობა და კონსულტირება.

რეგიონული/ადგილობრივი კონტექსტის (პირობების) საფუძვლიანი შესწავლა;

საზოგადოების ჩართულობა;

კოორდინირება, შეთანხმებულობა და კონსულტირება;

ადგილობრივი ქსელი;

სტრატეგიული პარტნიორობის ფორმირება;

საზოგადოების კონტაქტი და კავშირი;

საჭიროებაზე დაფუძნებული სერვისის მიწოდება.

3 საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიცია და რეფორმა პოლიციის ორგანიზაციაში

▲back to top


იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის წარმატებულიიმპლემენტაცია, მისი ფილოსოფია, პრინციპები და მახასიათებლები უნდა იქცეს პოლიციის ორგანიზაციულ ნაწილად, რომელმაც ასახვა უნდა ჰპოვოს შესაბამის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში. აქედან გამომდინარე, პოლიციამ უნდა უზრუნველყოს, რომ:

● კარგად ესმოდეს მისი მომხმარებლის, ანუ საზოგადოების წევრების, რომელსაც იგი ემსახურება;

● კარგად ერკვეოდეს თავის სამოქმედო ტერიტორიასთან დაკავშირებულ საკითხებში, როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ კონტექსტებში;

● ადექვატური რეაგირება მოახდინოს საზოგადოების მოლოდინებზე;

● ჩამოაყალიბოს ნათელი და თანმიმდევრული ამოცანები;

● ჩამოაყალიბოს საერთო მიზნები სისხლისსამართლებრივი სისტემის ყველა ინსტიტუტისათვის;

● მკაფიოდ განსაზღვროს მენეჯმენტის უფლებამოსილების ფარგლებში;

● უზრუნველყოს თანამშრომლების პროფესიული მომზადება და მოტივირება;

● შეძლოს ეფექტური კომუნიკაცია;

● გამოაქვეყნოს ინფორმაცია განხორციელებული საქმიანობის შესახებ;

● განახორციელოს საქმიანობის მონიტორინგი;

● მოახდინოს სწრაფი რეაგირება ცვლილებებზე, ან თავად გაუწიოს მათ ინიცირება.

სტრატეგიული მენეჯმენტის პროცესის პიველ ნაბიჯად არჩევა მიუთითებს, რომ პოლიციას ნათლად არჩევა მიუთითებს, რომ პოლიციას ნათლად აქვს წარმოდგენილი პრიორიტეტები და გზები, რომლითაც იგი აპირებს სოპ-ის განხორციელებას. დასაწყისში შეიძლება სასარგებლო იყოს გამოკვლევის ჩატარება პოლიციის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების განსაზღვრის მიზნით.

მისიის განცხადება

მისიის განცხადება მოკლედ უნდა იყოს ფორმულირებული, სადაც უნდა ჩანდეს ის მიზანი, რომლის მიღწევასაც ცდილობს პოლიცია, როგორც ორგანიზაცია.

ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა

მნიშვნელოვანია, რომ პოლიციამ განსაზღვროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, კერძოდ ის, თუ რა არის მისი უმთავრესი ფუნქცია და რა სფეროებზე უნდა გააკეთოს ფოკუსირება. ეს სფეროები მჭიდროდ უნდა უკავშირდებოდეს სოპ-ის პრინციპებს. ამის საილუსტრაციოდ შემდეგი მაგალითები შეგვიძლია მოვიყვანოთ:

● საზოგადოებრივი უსაფრთხოება და პარტნიორობა;

● ოცდაოთხსაათიანი პროაქტიული სერვისი;

● საზოგადოების უსაფრთხოებისათვის ფორმიანი პოლიციის პატრულირების უზრუნველყოფა.

კორპორატიული სტრატეგია

კორპორატიული სტრატეგია საჭიროა იმის საჩვენებლად, რომ პოლიციის ორგანიზაცია ერთიანია იმაში, რისი მიღწევაც მას უნდა, ასევე იმისათვის, რომ დადგინდეს, თუ რა არის პოლიციის, როგორც ორგანიზაციის პრიორიტეტები და მიზნები გრძელვადიან პერსპექტივაში.

სტრატეგიული განვითარების გეგმა

სტრატეგიული განვითარების გეგმა საჭიროა იმისთვის, რომ განისაზღვროს, თუ რა მიზნები უნდა იქნას მიღწეული დროის მოცემული პერიოდის განმავლობაში (ჩვეულებრივ, ეს 3-5 წელს მოიცავს), ასევე დადგინდეს მონიტორინგის და შეფასების მექანიზმები.

სამოქმედო გეგმა

სამოქმედო გეგმა ყველაზე დეტალური ნაწილია სტრატეგიული მენეჯმენტის ფორმირებისას, სადაც უნდა აისახოს დადგენილი ღონისძიებები. მისი ძირითადი ელემენტები უნდა მოიცავდეს შემდეგს:

● სად ვართ? საით მივდივართ? საითკენ გვინდა რომ წავიდეთ? - უნდა მოხდეს მიზნებისა და პრიორიტეტების ფორმულირება;

● როგორ უნდა მივაღწიოთ დასახულ მიზანს? - სამოქმედო გეგმა უნდა მოიცავდეს დაგეგმილი ღონისძიებების დეტალური აღწერის, ასევე იმ ფაქტორებს, რომლებმაც გარკვეული ზეგავლენა შეიძლება იქონიონ მათ განხორციელებაზე;

● რა რესურსები გვესაჭიროება? - განმარტება, თუ როგორ უნდა იქნას გამოყენებული არსებული რესურსები, რათა გეგმა ამოქმედდეს;

● როგორ უნდა განისაზღვროს, თუ რამდენად წარმატებულნი ვართ? - უნდა დადგინდეს კრიტერიუმები, რითაც შესაძლებელი იქნება შესრულებული საქმიანობის შეფასება, ასევე უნდა განისაზღვროს შეფასების ძირითადი ინდიკატორები.

4 საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის პრინციპების იმპლემენტაცია

▲back to top


სოპ-ის განხორციელების პირობები

სოპ-ის იმპლემენტაციამდე განხილულ უნდა იქნას ძირეული საკითხები, რისკ-ფაქტორები, შესაძლო პრბლემები და მათი გადაჭრის გზები.

სოპ-ისთვის მნიშვნელოვანია ზედა, სტრატეგიული და ტაქტიკური დონის მენეჯმენტის მზადყოფნა და ნება რეფორმების განხორციელებისათვის და სოპ-ის წარმატებული იმპლემენტაციისათვის. ამასთან, საკმარისი არ არის მხოლოდ უმაღლესი პოლიციური ხელმძღვანელობის ნება და განწყობა. საჭიროა ყველა რეგიონულ, მუნიციპალურ თუ რაიონების (უბნების) დონეზე პოლიციისა და სამთავრობო სტრუქტურების ხელმძღვანელობის ნება და მზაობა. ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორია საზოგადოების მხრიდან პოზიტიური დამოკიდებულების და მხარდაჭერის არსებობა.

სერიოზული დაბრკოლებები შეიძლება შეიქმნას გარკვეული რისკ-ფაქტორების რეალურად განხორციელების შემთხვევებში. კერძოდ, პოლიტიკური ნების არქონა უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, არასაკმარისი ინფორმირებულობა სოპ-ის შესახებ, ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებები და დამოკიდებულება სხვადასხვა დონის ხელმძღვანელობას შორის, იმის თაობაზე, თუ რას წარმოადგენს სოპ-ი და რა სარგებლობის მოტანა შეუძლია მას.

ხელმძღვანელობის ნების არარსებობის პირობებში წარუმატებლობისთვისაა განწირული ძალისხმევაც, რომელიც ქვედა დონიდან მომდინარეობს. ასევე, გასათვალისწინებელია შესაძლო დაპირისპირებები სხვადასხვა ხელმძღვანელ პირთა და ლიდერებს შორის, რომელთა პოლიტიკური გეგმები და პრიორიტეტები განსხვავებულ ხედვას ეფუძნება, რამაც შეიძლება შეაფერხოს რეფორმა. გასათვალისწინებელია ის საფრთხეც, რომელიც უკავშირდება სხვადასხვა დონის ხელმძღვანელობის მიერ შექმნილ დაბრკოლებებს და იმ ლიდერების იგნორირებას, რომელთაც უნარი შესწევთ განახორციელონ ძირეული გარდაქმნები.

ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების უმეტესი ნაწილი თავიდან იქნება აცილებული, თუ უმაღლესი ხელმძღვანელობა უშუალოდ ითავებს სოპ-ის იმპლემენტაციის პროცესის მართვას. ეს შეიძლება გამოიხატოს მაგალითად, შსს მინისტრის მოადგილის მიერ იმ საცდელი უბნის მონახულებაში, სადაც ხორციელდება სოპ-ი. ასევე, სასარგებლოა ისეთი პრაქტიკის დანერგვა, როცა ადგილობრივი ხელმძღვანელობისაგან იგი უშუალოდ იღებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა გაკეთდა, რა წარმატებებს მიაღწიეს, ან რა წარუმატებლობას ჰქონდა ადგილი. მინისტრის მოადგილის მხრიდან ასეთი ქმედება მიუთითებს იმაზე, რომ ზემდგომი სტრატეგიულ დონეზე მყოფი ხელმძღვანელი ქვემდგომ ხელმძღვანელს ანგარიშვალდებულს ხდის. ამასთან, ამ უკანასკნელს შესაძლებლობა აქვს უშუალოდ გაუზიაროს მოსაზრებანი, რომელთაც იგი, თავისი გამოცდილებიდან და პრაქტიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

მნიშვნელოვანია იმ ლიდერების გამოყოფა ხელმძღვანელობის სისტემაში, რომლებიც სრული მხარდაჭჶრით სარგებლობენ და რომელთაც უნარი შესწევთ განახორციელონ ცვლილებები. გარდა ამისა, უნდა მოხდეს იმ ხელმძღვანელ პირთა იდენტიფიცირება, რომლებიც ხელს უშლიან ან აბრკოლებენ რეფორმებს, ასევე იმ უარყოფითი შედეგების განსაზღვრა, რაც მათ საქმიანობას მოჰყვება.

ადგილობრივი გარემოებების გათვალისწინება

ადგილობრივი პოლიცია კარგად უნდა ერკვეოდეს ადგილზე არსებულ პრობლემებსა და მათთვის დამახასიათებელ თავისებურებებში. კერძოდ, უნდა იცნობდეს ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს, ასევე უნდა იცნობდეს ადგილობრივ ინსტიტუტებს და კავშირი ჰქონდეს მათთან. ადგილობრივ პოლიციას გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ სოპ-ი უმთავრესად ნიშნავს საზოგადოების კონსოლიდირებას და მისი სხვადასხვა ჯგუფების თანამშრომლობას საერთო პრობლემების მოგვარების მიზნით.

სოპ-ის განხორციელებისას თავიდან უნდა იქნას აცილებული უკვე არსებული ნეგატიური პრაქტიკის გამოყენება. ამასთან, არ უნდა იქნას შემოღებული და თავსმოხვეული ისეთი მოდელი და მექანიზმები, რომლებიც აბსოლუტურად უცხოა ადგილობრივი მიკროკულტურისათვის და არ შეესაბამება ადგილობრივ საჭიროებებს და პირობებს. სოპ-ის განხორციელებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ადგილზე არსებული პრობლემური ფაქტორები, რომლებიც განსხვავებული ეთნიკური, რელიგიური, პოლიტიკური თუ ენობრივი ჯგუფების არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება. ეს გარემოება უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს და სოპ-ის იმპლემენტაციისას გარკვეული დელიკატური მიდგომა უნდა იქნას შემუშავებული.

სასარგებლოა დამოუკიდებელი კვლევის, შეფასების ჩატარება, რომელიც შეეხება პოლიციის ორგანიზაციულ სტრუქტურას, ფუნქციებსა და პოლიციისადმი დამოკიდებულებას. ასეთი კვლევა რეფორმის საწყის ეტაპზე უნდა განხორციელდეს.

მნიშვნელოვანია არსებული სტრუქტურების იდენტიფიცირება და თავად ამ სტრუქტურებში თუ ჯგუფებში გარკვეული გავლენების მქონე პირების, ან პირთა ჯგუფის განსაზღვარა, მათი ლეგიტიმაციის ხარისხის დადგენა, ასევე მათი პოზიტიური თუ ნეგატიური ზეგავლენის განჭვრეტა, რაც შეიძლება გამოვლინდეს სოპ-ის იმპლემენტაციის პროცესში. მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ თავად პოლიციელებიც საზოგადოების წევრები არიან და, აქედან გამომდინარე, მათაც გარკვეულწილად გავლენა (პოზიტიური/ნეგატიური) შეუძლიათ მოახდინონ სოპ-ის განხორციელებაზე.

პოლიციის საქმიანობის ადგილზე განხორციელების პრიმატი მოითხოვს უფლებამოსილების და პასუხისმგებლობის დელეგირებას პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაზე. კონტროლის ამგავრი დეცენტრალიზაცია მოითხოვს ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელებას და ეხება ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი პოლიციელების როლის ახლებურ გააზრებასა და განსაზღვრას, რაც უპირველესად გულისხმობს უფრო კონსულტატიურ და თანამონაწილეობაზე დაფუძნებულ მართვას და ხელმძღვანელობას, რომელიც სრულიად განსხვავდება არსებული იერარქიული დამოუკიდებლობისაგნ.

დეცენტრალიზებული პოლიცია ასევე მოითხოვს რესურსების იმგვარად განაწილებას, რომ ის შეესაბამებოდეს ადგილებზე არსებულ სიტუაციას და არ ეფუძნებოდეს შიდა იერარქიულ სტუქტურას, რანგირებას და სტატუსს.

არსებულმა სტრუქტურებმა შეიძლება გარკვეული დახმარების გაწევაც შეძლონ იმის განსაზღვრაში, თუ რომელი მექანიზმები შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი სოპ-ის ეფექტური დაწყებისა და განხორციელებისათვის.

დროთა განმავლობაში შეიძლება შეიქმნას საზოგადოების უსაფრთხოებაზე ფოკუსირებული ისეთი ფორმალური სტრუქტურები, როგორებიცაა მაგალითად, ადგილობრივი დანაშაულის პრევენციის კომისია, ადგილობრივი სკოლების/გზების უსაფრთხოების პროგრამა, ადგილობრივი სამეზობლო და /ან ბიზნესის მეთვალყურეობის სისტემა და სხვა, და რაც მთავარია, პოლიციისა და საზოგადოების საკონსულტაციო ჯგუფი.

უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ მოდელს, რომელიც კონკრეტულ ადგილზე ყველაზე უკეთ იმუშავებს და არა იმას, რომელიც წარმატებულად არის მიჩნეული. უნდა დადგინდეს ის სოციალური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური გარემოებები, რომელთაც შეიძლება გარკვეული შემაფერხებელი როლი ითამაშონ სოპ-ის განხორციელებისას. უზრუნველყოფილი უნდა იყოს ის, რომ სოპ-ი კი არ ამწვავებდეს, არამედ, პირიქით ხელს უწყობდეს არსებული დაძაბულობის განმუხტვას. გათვალისწინებული უნდა იყოს არსებული ჯგუფების მაქსიმალური წარმომადგენლობა და მონაწილეობა პოლიციისა და საზოგადოების ფორუმებში, რათა რეალურად იქნას უზრუნველყოფილი მათი პრობლემების გათვალისწინება და უფლებების დაცვა.

რეგიონული კონტექსტის გაგება

დანაშაულებებთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემა რეგიონული ხასიათისაა და სახელმწიფოს საზღვრებით არ შემოიფარგლება. მაგალითად, ტრეფიკინგი - ადამიანების (მათ შორის, ლტოლვილების), ნარკოტიკების, იარაღის არაკონტროლირებადი გადაადგილება.

უარეს შემთხვევაში, ქვეყანა ვერ უმკლავდება დესტაბილიზაციის გამომწვევ ფაქტორებს, რომლებიც სხვა ქვეყნებიდან შეიძლება მომდინარეობდეს, მაგალითად, როგორიცაა შეიარაღებული კონფლიქტი, ან ორგანიზებული დანაშაული, რომელთაც ადგილი აქვთ მეზობელ ქვეყნებში.

საზღვრის დაცვის პოლიციას, საბაჟოებს და საემიგრაციო სამსახურებს არა აქვთ შესაძლებლობა გააკონტროლოს ან გაუმკლავდნენ ამ პრობლემებს სხვადასხვა მიზეზების გამო (მაგალითად, რესურსების ნაკლებობა, კორუფცია ან სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებს შორის ცუდი კოორდინაცია).

უნდა ითქვას, რომ რეგიონულ ან საზღვარგარეთიდან მომდინარე პრობლემებთან დაკავშირებით შჶიძლება მიმართონ რეგიონულ ან სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც თავიანთი მანდატის ფარგლებში შესაბამის საკითხებზე მუშაობენ.

ამ სახის პრობლემების წარმატებით გამკლავებისათვის შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება და ისეთი სტრუქტურების გაძლიერება, როგორებიცაა საზღვრის დაცვის პოლიცია, საბაჟო და საემიგრაციო სამსახურები. ამგვარი სტრატეგიის არსებობა უთუოდ ყურადსაღები უნდა იყოს სოპ-ის დანერგვის პროცესში, რომელიც მხედველობაში იღებს რეგიონულ, თუ საზღვარგარეთიდან მომდინარე პრობლემებს. ამ შემთხვევაშიც, მეტად სასარგებლოა კვლევის ჩატარება, რომელიც რეგიონული უსაფრთხოებისა კრიმინალური პრობლემების ანალიზისკენ იქნება მიმართული.

სერვისის ხარისხის გაუმჯობესება

სოპ-ი პოლიციის საქმიანობას განიხილავს, როგორც პროფესიული სევისის განხორციელებას, რომელიც პასუხობს საზოგადოების საჭიროებებს, ამ მომსახურების ხარისხი განისაზღვრება მრავალი ფაქტორით. ესენია: შესაძლებლობა, რესურსები, ტრენინგი, აღჭურვილობა, შენობები და სხვა, მაგრამ ამ ყველაფერზე მაღლა დგას მომსახურების მიმწოდებლის (პოლიციის) მიმართება ხარისხის მნიშვნელობასთან და მისი მუდმივი სურვილი, რომ იგი უმჯობესდებოდეს.

პოლიციის პროფესიული მომსახურების ხარისხის დამაბრკოლებელ გარემოებად შეიძლება იქცეს არასაკმარისი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლების არსებობა და რეკრუტირების (სამსახურში მიღების) არასათანადო პროცედურები.

ასევე, უარყოფით გავლენას ახდენს ფინანსური, ტექნიკური რესურსების და აღჭურვილობის ნაკლებობა, ცუდად განვითარებული ინფრასტრუქტურა, არასათანადო კომუნიკაციის საშუალებები და მექანიზმები, რაც აბრკოლებს როგორც პოლიციის ეფექტურ კავშირს საზოგადოებასთან, ისე შიდაუწყებრივ კომუნიკაციას თავად პოლიციაში.

დამაბრკოლებელი ფაქტორებია: ხელისუფლების წარმომადგენელთა ავტორიტეტული და მოუქნელი მართვის სტილი, რაც თავისთავად გამორიცხავს და აფერხებს ცვლილებებს და სერვისის გაუმჯობესებას; არასათანადო წარმოდგენის ქონა იმაზე, თუ რა არის რეალურად ,,საზოგადოებრივი მომსახურების გაწევა“, სერვისის გაუმჯობესების მოტივაციის არქონა, რისი მიზეზეიც შეიძლება იყოს ის გარემოება, რომ ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები, რომელთაც აქვთ გარანტირებული სამუშაო სიცოცხლის ბოლომდე, ყოველგვარ ცვლილებაში ბოლომდე, ყოველგვარ ცვლილებაში ხედავენ არა სარგებელს, არამედ მხოლოდ დამატებით დატვირთვას და თავის ტკივილს.

მომსახურების სტანდარტების გაუმჯობესებისათვის საჭიროა, რომ პოლიციის სერვისი ხელმისაწვდომი იყოს საზოგადოებისათვის. პოლიციამ უნდა გამოაქვეყნოს სერვისის სტანდარტები, რომლებსაც იგი უნდა აკმაყოფილებდეს საქმიანობის განხორციელებისას და რომელთა საფუძველზეც იგი ვალდებულებას იღებს იყოს ანგარიშვალდებული.

პოლიციამ უნდა უზრუნველყოს იმის ტექნიკური შესაძლებლობა, რომ მოსახლეობამ უკუკავშირი დაამყაროს მასთან. პოლიციამ უნდა გამოავლინოს მზადყოფნა იმისთვის, რომ ადექვატური რეაგირება მოახდინოს სამართლიან კრიტიკაზე.

ძალიან სასარგებლო შეიძლება იყოს მოდელური პოლიციის განყოფილებების განვითარება და პოლიციის განყოფილებების, როგორც სერვისის პირველადი მიმწოდებელი ადგილის ორგანიზება, ასევე ,,მოქალაქეთა წიგნის“ შემოღება იმ მიზნით, რომ ყოველმა პოლიციელმა იცოდეს, თუ რას ელის მისგან საზოგადოება და რასთან დაკავშირებით იქნება იგი ანგარიშვალდებული.

მნიშვნელოვანია შიდა და გარე მონიტორინგის მექანიზმების შემოღება, რომელთაც უნდა უზრუნველყონ საჩივრების განხილვა და უკუკავშირი საზოგადოებასთან, რათა ეს უკანასკნელი ინფორმირებული იყოს იმის შესახებ, თუ რა რეაგირება ამა თუ იმ საჩივარს. ასევე, სასარგებლოა შიდა სისტემის/მექანიზმის არსებობა, რომელიც პოლიციელებს შესაძლებლობას მისცემს წარმოადგინონ თავიანთი წინადადებები თუ ინიციატივები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.

სამართლისადმი ხელმისაწვდომობა

სოპ-ი ქვეყნის სისხლისსამართლებრივი და უშიშროების სისტემის განუყოფელი ნაწილია, რაც ამ სისტემის ყოველი ელემენტის კორპორატიულ, შეთანხმებულ და ურთიერთმხარდამჭერ მიდგომას მოითხოვს. პროგრესი, რომელიც სოპ-ის დანერგვით მიიღწევა, შეიძლება ნაკლებად ეფექტური და ნაკლებად შედეგიანი იყოს არა კომპეტენტური, კორუმპირებული, უსამართლო სასამართლო სისტემის არსებობის პირობებში, რომლის მიმართაც საზოგადოებას ნდობა არა აქვს. სოპ-ის ინიციატივები ფაქტობრივად ვერ განხორციელდება იმ შემთხვევაშიც, თუკი უშიშროების სისტემა არ იქნება ანგარიშვალდებული. ნეგატიურ ფაქტორს წარმოადგენს, თუ სისხლისსამართლებრივი სისტემის და უშიშროების / საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინსტიტუტების მხრიდან არ არსებობს ნება და სურვილი, მნიშვნელოვანიკავშირი ჰქონდეთ სამოქალაქო პოლიციის ორგანიზაციასთან. სოპ-ის ძალისხმევა შეიძლება შეასუსტოს სასამართლო, სისხლისსამართლებრივი და პოლიციის სისტემების შეუთანხმებელმა და არაკოორდინირებულმა მოქმედებამ.

აღნიშნული დაბრკოლებების გათვალისწინების საფუძველზე მნიშვნელოვანია იმგვარი ნდობის ატმოსფეროს შექმნა პოლიციას, სისხლისსამარტლებრივი სისტემის სხვა ინსტიტუტებსა და უშიშროების / საზოგადოებრივი უსაფრთხოების სექტორებს შორის, რომელიც ხელს შეუწყობს მათ ღია თანამშრომლობას, ასევე საერთო მიზნებისა და პრიორიტეტების განსაზღვრას.

საკითხები, რომლებიც უნდა განიხილებოდნენ საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის განხორციელებისას

აუცილებელია პოლიციის ორგანიზაციის ყველა დონეზე არსებობდეს ერთიანი კორპორაციული და ორგანიზაციული სისტემის განცდა. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება და პოლიცია უნარიანი აღმოჩნდეს შეინარჩუნოს სოპ-ი მას შემდეგ, რაც გარე დახმარება შეწყდება ან შემცირდება.

საზოგადოება და პოლიცია აღჭურვილნი უნდა იყვნენ უფებამოსილებით, რათა ჰქონდეთ პირდაპირი, პოზიტიური გავლენა ადგილობრივ, საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან ყველა საკითხებზე და აქედან გამომდინარე, უზრუნველყოფდნენ იმას, რომ ადამიანები უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს. პოლიციელთა პროფესიული კავშირების/ასოციაციების შექმნა (დიდ ბრიტანეთში, მაგალითად, არსებობს პილიციის ფედერაციაც) ასევე ხელს უწყობს პოლიციელებში კორპორატიულობის განცდას.

თითოეული თანამშრომლის მიერ იმის გაცნობიერება, რომ ერთ ორგანიზაციას ეკუთვნის, უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. დამაბრკოლებლად შეიძლება იქცეს მართვის სხვადასხვა დონის განსხვავებული ინტერესები (ეს შეიძლება იყოს ლიდერობის ხაზგასმული გამოხატულება ცალკეული ხელმძღვანელი პირების მხრიდან).

ამ პრინციპებს ზიანი მიადგება მაშინაც, თუ რეფორმები გარედანაა თავსმოხვეული და ადგილებზე ნაკლები მონაწილეობა და მხარდაჭერაა, თუ პოლიციის პერსონალი ნაკლებადაა გარკვეული მიმდინარე რეფორმაში და ნათლად არ წარმოუდგენია იმ ცვლილებების არსი, რომელიც სოპ-ს უკავშირდება, ესეც შეიძლება შემაფერხებელ გარემოებად იქცეს.

ყოველივე ამის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია სოპ-ის სტრატეგიის შემუშავება და მისი გაცნობის უზრუნველყოფა პოლიციელებისათვის. ასევე, შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს საზოგადოებისა და პოლიციის საკონსულტაციო სტრუქტურების შექმნა.

მნიშვნელოვანია პოლიტიკური (საცდელი) ფრაზის არსებობა, ვინაიდან ასეთი დიდი მასშტაბის ცვლილების განხორციელება მენეჯმენტის ფრთხილ, ეტაპობრივ ტრანსფორმაციას მოითხოვს. პილოტური ფაზის არსებობა საშუალებას იძლევა ადრეულ ეტაპზევე აღმოჩნდეს დაბრკოლებები, რომლებიც გათვალისწინებულნი იქნებიან ძირითადად და ფართომასშტაბიან სტადიაზე გადასვლისას.

სოპ-ისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანურ რესურსებს. პრიორიტეტული უნდა იყოს იმ თანამშრომელთა გამოვლენა, რომელთაც უნარი შესწევთ უხელმძღვანელონ ცვლილებებს, ვინაიდან მათი არსებობა სოპ-ის წარმატებული იმპლემენტაციის საფუძველია. მათ მხარდასაჭერად გამოყენებულ უნდა იქნას სხვადასხვა პრაქტიკული საშუალებები. (მაგალითად, არსებული რესურსების მიზნობრივი გამოყენება შეთანხმებული პრიორიტეტების შესაბამისად, ფინანსური საშუალებების გამოყოფა და სხვა).

პოლიციის ორგანიზაციის შიგნით უზრუნველყოფილი უნდა იყოს აღიარება, რაც ითვალისწინებს შესაბამის შემთხვევაში დაწინაურებას, გაზრდილი სტატუსის შესაბამის წევრობას (მაგალითად, სოპ-ის მრჩეველთა საბჭოს წევრად არჩევა), სპეციალური ტრენინგებისათვის შერჩევა (მათ შორის უცხოეთში პრესტიჟულ კურსებში მონაწილეობა), თანამშრომელთა ოფიციალური აღიარება (,,წლის საუკეთესო უბნის ინსპექტორის“ წოდების მინიჭება, ისეთი წახალისება, როცა ხდება არა მხოლოდ პოლიციელის აღიარება და დაჯილდოვება, არამედ მისი ოჯახის წევრებისაც. მაგალითად, ოჯახური შვებულების საგზურის გადაცემა).

დამატებითი ადამიანური და ტექნიკური რესურსების გამოყოფა, რომელიც სოპ-ის განხორციელებისთვისაა საჭირო, შეიძლება სირთულეებს უკავშირდებოდეს. ამიტომ, მნიშვნელოვანია გარკვეული პროპორციის დაცვა პოლიციის საერთო ბიუჯეტთან მიმართებაში და სოპ-ის განხორციელებისათვის აუცილებელი რესურსების უზრუნველყოფა.

5 პოლიციის ძალები და პოლიციის სერვისი

▲back to top


პოლიციის ძალების ხსენება აჩენს ასოციაციას პოლიციის იმგვარ იმიჯთან, რომელიც დაკავშირებულია პოლიციის მიერ დანაშაულის კონტროლთან, კანონის განხორციელებასთან და ისეთ კატეგორიასთან, როგორიცაა ,,ძლიერნი ამა ქვეყნისანი“. პოლიციის სამსახური (სერვისი) კი, უპირველესად, მომხმარებელთა მომსახურებასთან დაკავშირებულ ასოციაციებს იწვევს. სერვისისადმი სრული მხარდაჭერა თანამედროვე პოლიციის საქმიანობის განუყოფელი ნაწილია, რომელიც უშუალოდ უკავშირდება უსაფრთხო გარემოს შექმნას, როგორც პოლიციის საბოლოო მიზანს. თანამედროვე პოლიცია აქცენტს აკეთებს დაზარალებულზე/მსხვერპლზე და არა კანონდარღვევაზე. იგი არა ხელისუფლების სათავეში მყოფ თანამდებობის პირთა, არამედ ხალხის სამსახურშია.

სოპ-ი აქტიურად რთავს საზოგადოებას პოლიციის საქმიანობაში, რათა შემცირდეს დანაშაულების რაოდენობა, განხორციელდეს დანაშაულის პრევენცია და გაიზარდოს დანაშაულის გახსნის მაჩვენებლები. ეს არის პარტნიორობა პოლიციასა და საზოგადოებას შორის, რომელიც უზრუნველყოფს, რომ პოლიციამ მუდმივად განახორციელოს ხარისხიანი სერვისის მიწოდება საზოგადოებისათვის.ეს, ამავე დროს ეხმარება პოლიციას, რათა მან მოახდინოს პოლიციას, რათა მან მოახდინოს იმ პრობლემების განსაზღვრა და გადაჭრა, რომლებიც აქტუალურია და რომლებიც საზოგადოებას ყველაზე მეტად აღელვებენ.

მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა პოლიცია და საზოგადოება რეალურად ურთიერთთანამშრომლობს საერთო მიზნების მისაღწევად, მოქალაქეებში მკვიდრდება რწმენა და ნდობა პოლიციის მიმართ. ამგვარი ნდობა ეხმარება პოლიციას უკეთ ემსახუროს საზოგადოებას, შეასრულოს თავისი ამოცანები, რათა ,,დაიცვას და ემსახუროს“ და მიიღოს ლეგიტიმაცია საზოგადოების მხრიდან.

სერვისის მენტალიტეტი

ფილოსოფია, რომელიც სოპ-ს უმაგრებს ზურგს, არის იმის შეგნება და გაცნობიერება, რომ ოპერატიული პოლიციური საქმიანობის განხორციელების დროს მხედველობაში უნდა იქნას მიღებული საზოგადოების განწყობა და სურვილები. ეს, ამავე დროს, ითვალისწინებს თანამშრომლობას ადგილობრივი პრობლემების გადაჭრისას, როცა საზოგადოებასთან პარტნიორობით უკეთესი რეზულტატის მიღება შეიძლება. ამდენად, ესაა მიდგომა, რომელიც პოლიციას სერვისის განსახორციელებლად, ხოლო საზოგადოებას ამ სევისისმიმღებას, მომხმარებლად განიხილავს.

პირადპირი კლიენტები

პირდაპირი (უშუალო) კლიენტები ის ხალხია, ვისთანაც პოლიციის თანამშრომელს სერვისის მიწოდების თუ პრობლემების გადაწყვეტის დროს ყოველდღიური შეხება აქვს. იგი მოიცავს, ცალკეულ მოქალაქეებს (ეჭვმიტანილს, დაზარალებულს, მოწმეს და ა.შ.), მოქალაქეთა ჯგუფებს, შიდა კლიენტებს (პოლიციის ცენტრებს, რეგიონულ და რაიონულ განყოფილებებს, ცალკეულ თანამშრომლებს და (სხვ), ასევე სხვადასხვა სააგენტოებს და დეპარტამენტებს.

არაპირდაპირი კლიენტები

არაპირდაპირ კლიენტებს ის ადამიანები შეადგენენ, რომლებთანაც პოლიციის თანამშრომელი უშუალო შეხებაში არ არის, მაგრამ რომელთაც პირდაპირ უკავშირდება პოლიციის სამსახურის მიერ განხორციელებული ამა თუ იმ ღონისძიების შედეგები. მათ რიცხვს შეიძლება მივაკუთვნოთ ბიზნესის წარმომადგენლები (მაგალითად, როცა ადგილზე გავრცელებულია კომერციული ობიექტების ქურდობის ფაქტები), ინტერესთა ჯგუფები (მაგალითად, ქალთა ორგანიზაციები, რომლებიც ოჯახური ძალადობის ფაქტებით არიან შეშფოთებულნი).

კლიენტების გაცნობა

პოლიციის თანამშრომელი მუდმივად უნდა ზრუნავდეს საზოგადოებასთან სამუშაო ურთიერთობების შენარჩუნებაზე, რათა თავად შეაფასოს, რამდენად ეხმარება პოლიციის მიერ გაწეული საქმიანობა საზოგადოების უსაფრთხოებას. ინტენსიური კონტაქტი საზოგადოებასთან ხელს უწყობს ნდობის ჩამოყალიბებას. ნდობის მოპოვების პარალელურად კი პოლიციისათვის უფრო ადვილად ხელმისაწვდომი ხდება ის ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი დანაშაულთან და შიდა ორგანიზაციულ პრობლემებთან ბრძოლას. ამდენად, საზოგადოებასთან უშუალო კონტაქტი წარმატებული და ეფექტური საქმიანობის წინაპირობაა.

განწყობის ჩვენება

პოლიციის თანამშრომლის მიერ მისი მზაობის დემონსტრირება საზოგადოებასთან ერთად გადაწყვიტოს ამ უკანასკნელისათვის აქტუალური საკითხები, მნიშვნელოვანია ორივე მხარისათვის. პოლიციის მხრიდან ამ შეტყობინების საზოგადოებამდე მისაწვდენად მნიშვნელოვანია შედეგი პრინციპების დაცვა:

● მიუკერძოებლობა და ყველას მიმართ პატივისცემით მოპყრობა;

● ანგარიშვალდებულება;

● პრობლემების ერთობლივი გადაწყვეტა;

● კულტურული მგრძნობიარობა;

● საზოგადოების უსაფრთხოების გაზრდა;

● პარტნიორობა და კონსულტირება;

● ღია და პატიოსანი ურთიერთობა;

● რესურსების ეფექტური და გონივრული გამოყენება;

● ხარისხიანი და დროული სერვისი.

6 სოპ-ი პრაქტიკაში

▲back to top


საზოგადოების ჩართულობა

რობერტ პილის ფრაზა - „პოლიცია არის საზოგადოების შემადგენელი ნაწილი, ხოლო საზოგადოება პოლიციისგან განუყოფელია“ - ასახავს სოპ-ის არსებით მახასიათებელს: პოლიცია საზოგადოებისგან განცალკევებულად კი არ უნდა არსებობდეს, არამედ მისი პარტნიორი უნდა იყოს. ტრადიციული პოლიციის საქმიანობის სტილზე უარის თქმის საფუძველი სწორედ იმის აღიარება იყო, რომ პოლიციას მარტო არ შეუძლია დანაშაულის კონტროლი და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთა. სოპ-ის დროს კი პარტნიორობა საზოგადოებასა და პოლიციას შორის უზრუნველტოფს მოსახლეობის მიერ პასუხისმგებლობის აღებას მათი საცხოვრებელი უბნის ფარგლებში შექმნილ სიტუაციაზე.

პოლიციამ უნდა შეძლოს საზოგადოების შესაძლებლობების სტიმულირება, რათა უბანში კარგი მდგომარეობა იყოს და დაიცვას იგი დამნაშავე ელემენტებისაგან. ურთიერთობაში მნიშვნელოვანი ელემენტია პოლიციის ორგანიზაციის საქმიანობა, რომელიც უზრუნველყოფს უშუალო ურთიერთობას ადგილობრივ მაცხოვრებლებთან. პოლიციის განყოფილებები ხშირად აღწევენ მჭიდრო კავშირებს მოქალაქეებთან სხვადასხვა ღონისძიებების გამოყენებით. მათ შორის აღსანიშნავია ხანგრძლივი პერიოდით პოლიციის თანამშრომლების მიმაგრება რომელიმე ტერიტორიაზე, ასევე ქვეითი და ველო-პატულირების განხორციელება, მცირე ზომის პოლიციის განყოფილებების შექმნა, საზოგადოებასთან რეგულარული შეხვედრებისორგანიზება, განსხვავებული მიზნობრივი ჯგუფებისთვის გათვალისწინებული სხვადასხვა პროგრამების განხორციელება (მაგალითად, საგანმანათლებლო პროგრამები სკოლებში, მოხალისეთა პროექტები). მაგრამ რამდენად მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ეს პროგრამები, საჭიროა სხვა სახის საქმიანობაც იმისთვის, რომ პოლიციასა და საზოგადოებას შორის მყარი პარტნიორობა ჩამოყალიბდეს. ერთ-ერთი ასეთი არსებითი მიმართულებაა თანამშრომლობის პროგრამები პრობლემების გადაწყვეტის სფეროში. ამგვარი თანამშრომლობა შესაძლებლობას იძლევა განისაზღვროს საზოგადოებისთვის ყველაზე უფრო მტკივნეული და საჭირბოროტო პრობლემათა წრე, გამოიკვეთოს პრიორიტეტები, შემუშავდეს და განხორციელდეს გონივრული და ადექვატური სამოქმედო გეგმა. პოლიციისა და საზოგადოების ნამდვილი პარტნიორობა შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად იქნას მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები პოლიციის ორგანიზაციის პოლიტიკის, პრაქტიკის და მიმართულებების მიხედვით. მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხი პოლიციის განყოფილებების საქმიანობაში მონაწილეობის კუთხით და, შესაბამისად, მონაწილეობის ფორმები შეიძლება სხვადასხვა იყოს (მაგალითად, მოსახლეობის წარმომადგენლები შეიძლება მონაწილეობდნენ პოლიციის განყოფილების უფროსთან არსებულ მრჩეველთა საბჭოს მუშაობაში, ასევე ისინი შეიძლება მონაწილეობას იღებდნენ პერსონალის შერჩევაში, დაწინაურებაში, განყოფილების პოლიტიკის განსაზღვრაში, საჩივრების განხილვაში და ა.შ.).

მოსახლეობის მხრიდან პოლიციის სამსახურის მიმართ მოლოდინი და სურვილები, ასევე გარკვეული წინადადებები თუ მოთხოვნები შეიძლება საკმაოდ ბევრი და, ამასთან, მრავალფეროვანი იყოს. საჭიროა შრომატევადი სამუშაოს ჩატარება, რათა შეირჩეს ისეთი საკითხები, რომელთაგან თითოეული იქნება ერთდროულად რეალურიც, გონივრულიც და პრიორიტეტულიც. როგორც ლობრეგა-ჰოსპიტალეს (ესპანეთი) მაგალითი აჩვენებს, ამ პროცესში შეიძლება აქტიურად ჩაერთოს არასამთავრობო სექტორი.

ლობრეგა-ჰოსპიტალე მუშათა პატარა ქალაქია, რომელიც მდგომარეობს ბარსელონასთან ახლოს. მძლავრმა ინდუსტრიალიზაციამ გამოიწვია დემოგრაფიული ნახტომი და რთული სოციალური შედეგები მოუტანა ქალაქს (ტერიტორიის სივიწროვემ განაპირობა, რომ შექმნილიყო მჭიდრო საცხოვრებელი ზონა, მაღალსართულიანი სახელების კომპლექსი, რომელიც არ ექვემდებარება ჰარმონიული ურბანიზაციის არავითარ წესს).

80-იან წლებში არსებული პრობლემა მეტად გამწვავდა ეკონომიკური კრიზისის გამო, რამაც წარმოშვა უმუშევრობა და, თავის მხრივ, დასაბამი მისცა წვრილმან დამნასავეობას.

მუნიციპალური პოლიცია შედგება დაახლოებით 300 პოლიციელისაგან, რომელთა შორის 130 ირიცხება საზოგადოებაზე ორიენტირებულ პოლიციაში. ის დაყოფილია 12 საუნბო შენაერთად, რომლებიც, თავის მხრივ, შედგებიან 10-14 პოლიციელისაგან. თითოეულ შენაერთს მეთაურობს უმცროსი სერჟანტი. პოლიციელები განსაზღვრულ უბნებზე წყვილებად მუშაობენ, დილის ექვსი საათიდან საღამოს ათ საათამდე.

ლობრეგა-ჰოსპიტალეში მოსახლეობის მოლოდინთა/სურვილთა საკმაოდ დიდი კრებულის რაციონალიზაცია მიღწეულ იქნა არასამტავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით.

ქსელი, რომელიც ადრეც არსებობდა, შედგება დაახლოებით 400 ასოციაციისაგან. იგი არის კარგად კოორდინებული და აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სფეროში.

საკმაოდ კარგად ფუნქციონირებამდე ქსელმა საშუალება მისცა პოლიციას, დაყრდნობოდა მას და აემოქმედებინა მოსახლეობის მოლოდინთა/სურვილთა შეფასებისა და მასზე რეაგირების საიმედო სისტემა.

ასოციაციებიო თავად არჩევენ იმ წინადადებებს და სირთულეებს, რომლებიც მოსახლეობის მიერ პოლიციის სამსახურის მიმართ გამოითქმება. ისინი ასევე კრებენ და აფასებენ ინფორმაციას, რომელიც უკვე განხორციელებულ ღონისძიებებს შეეხება. ამასთან, ასოციაცია იძლევა პრაქტიკულ შესაძლებლობას იმისათვის, რომ ფიზიკური პირები გაერთიანდნენ საერთო მიზნის მისაღწევად და აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიციისა და საზოგადოების ერთობრივ პროექტებში.

პოლიციის განყოფილებებმა უნდა ჩამოაყალიბონ პარტნიორობა არა მხოლოდ ადგილობრივ მცხოვრებლებთან, არამედ ცალკეულ ორგანიზაციებთან, კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებთან. ორგანიზაციული სტრუქტურები, როგორც წესი, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამასტან, მათ გააჩნიათ საკმაოდ კარგი რესურსები, რომელთა ეფექტურად მიმართვაც შეიძლება პრობლემების გადაწყვეტისკენ. ასეთ კერძო და საჭირო დაწესებულებებს შეიძლება მიეკუთვნებოდნენ ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და ფონდები, ასევე ინტერესთა ჯგუფები (მაგალითად, ნარკომანიის და ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კავშირი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საზოგადოება და სხვა).

განსაზღვრული ტერიტორიულიბადე

ტერიტორია (ოლქი), სადაც ხორციელდება სოპ-ი, შეიძლება დაიყოს სექტორებად, რაც საშუალებას იძლევა, რომ განხორციელდეს საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის შეკავშირებული, კორდინირებული ქმედება. იგი იმნაირად უნდა იყოს ორგანიზებული, რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს პოლიციის ყოველდგიური ფიზიკური ყოფნა, ეფექტური სამსახური საზოგადოებრივი დანიშნულების ადგილებსში, დაბებსა თუ უბანში.

ოლქის ყველა სამსახურის ორგანიზაცია და ფუნქციონირების ფორმა განსაზღვრულია შემდეგი ტერიტორიული დაყოფიდან გამომდინარე:

სექტორი

ტერიტორიული ერთეული, სადაც მზადდება, იგეგმება და საიდანაც იწყებს ფუნქციონირებას საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის მისია. სექტორი საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის საორგანიზაციო დონეა. იგი მის სემადგენელ უბნებზე სხვადასხვა მატერიალური და ადამიანური რესურსების ამოქმედების და კოორდინაციის საშუალებას იძლევა.

უბანი

საბაზისო ადგილი, სადაც ხორციელდება საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის სამსახური. უბანი ის ადგილია, სადაც სამოქმედოდ ჩაერთვებიან საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის რიგითი თანამშრომლები.

შეიძლება შეიცვალოს უბნის კონფიგურაცია ან მოსახლეობა, მაგრამ საპოლიციო სამსახურის შინაარსი ყოველთვის შესაბამისობაში უნდა იყოს უბნის პრობლემებთან.

მიუხედავად ტერიტორიული დაყოფისა, სექტორები და უბნები ორიენტირებულია კოორდინირებულ და ერთიან მოქმედებაზე.

თითოეული დონის განსაზღვრა გულდასმითი ანალიზის შედეგად ხდება, რომლის დროსაც მხედველობაში მიიღება შემდეგი ფაქტორები:

● ისტორიული, სოციოლოგიური და დემოგრაფიული გარემოებები, თავისებურებათა გათვალისწინების და ოპტიმალური ტერიტორიული დაყოფის მიზნით;

● ეკონომიკური საქმიანობა, სამრეწველო და სავაჭრო დანიშნულების ობიექტები, გართობის ადგილები;

● დამნაშავეობა და დანაშაული თავის სხვადასხვა ასპექტში; დამნაშავეობის სამიზნეები და კრიმინოგენული ადგილები;

● ურბანიზაცია, საცხოვრებელი მასივის თავისებურებები, ინფრასტრუქტურა და გზები, გადაადგილების საშუალებები;

● ისეთი ტერიტორიული დაყოფა, რომელსაც აღიარებს მოსახლეობა.

უნდა მოხდეს ინფორმაციული და სტატისტიკური საშუალებების ფართოდ გამოყენება, და თუ ეს აუცილებელია, ადაპტირება ტერიტორიულ დაყოფასთან. ეს საშუალებები წარმოადგენს ინფორმაციისა და ანალიზის ოპერატიულ ინსტრუმენტებს პოლიციელთა ორიენტირებისა და მათი ყოველდღიური ქმედების სამართავად. გარდა ამისა, იგი საშუალებას იძლევა, რომ უზრუნველყოფილი იყოს მონაცემთა ცენტრალიზაცია და მისი ხელახალი გადანაწილება საჭიროების მიხედვით, სამსახურის ზედამხედველობა, კარტოგრაფიული დაფების, ბილბორდების (საინფორმაციო დაფების) შექმნა, ასევე შედეგების შეფასება.

უბნის ინსპექტორის საქმიანობის ფორმები

მეტად მნიშვნელოვანია, რომ უბნის ინსპექტორი ფლობდეს ტაქტიკურ უნარ-ჩვევებს და მეთოდებს, რაც მას პრობლემების საზოგადოებასთან ერთად გადაწყვეტაში დაეხმარება.

გვინდა ყურადღება გავამახვილოთ ოთხ ფორმაზე, რომლებიც საკმაოდ ეფექტურია უბანში მომუშავე პოლიციის თანამშრომლებისათვის. ესენია:

● ადგილის (უბნის) პროფილის შემუშავება;

● სასარგებლო კონტაქტების და ეფექტური ურთიერთობის დამყარება;

● ადგილობრივი საზოგადოების მობილიზება დანაშაულის შემცირების ღონისძიებებში მონაწილეობისათვის;

● ერთობრივი პრობლემების მოგვარების პროაქტიული ღონისძიებების შემუშავება.

დასახელებული საქმიანობის განხორციელება უბნის ინსპექტორისაგან მრავალმხრივ პროფესიულ უნარ-ჩვევებს მოითხოვს, რომელთა გარეშეც წარმოუდგენელია სოპ-ის პრინციპების განხორციელება.

ერთ-ერთი პირველი ამოცანა, რომელიც უბნის ინსპექტორმა უნდა შეასრულოს, მას შემდეგ რაც იგი მის სამოქმედო ტერიტორიაზე იქნება გამწესებული, არის ადგილის (უბნის) პროფილის შედგენა. უბნის ინსპექტორის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მას უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს ადგილობრივ დაწესებულებებთან და მაცხოვრებლებთან. მისი საქმიანობის ეფექტურობისთვის მეტად მნიშვნელოვანია, რომ მას ხელთ ჰქონდეს ისეთი ინსტრუმენტი, რომელიც მუშაობას გაუადვილებს. უბნის ინსპექტორმა კრგად უნდა იცოდეს ადგილობრივი ინფრასტრუქტურა, ადგილზე არსებული ორგანიზაციების (როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო) ფუნქციები, კომპეტენციის სფერო და სხვ. თუ მისთვის ამგვარი ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ იქნება, მისი მოქმედება ყოველთვის იქნება რეაქტიული და არა სოპ-ისთვის შესაბამისი - პროაქტიული.

უბნის პროფილი წარმოადგენს მონაცემების და ინფორმაციის მოცულობით კრებულს, რომელსაც უბნის ინსპექტორი იყენებს როგორც გზამკვლევს თავის ყოველდღიურ საქმიანობაში.

პროფილი შეიძლება იყოს ბლოკნოტის, ორგანაიზერის, სწრაფჩამკერის ფორმის. თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება შესაძლებლობას იძლევა შემუშავდეს პროფილის ელექტრონული ვერსია, რომელიც კომპიუტერში განთავსდება. თუმცა, უბნის პროფილის ყველაზე უფრო გავრცელებული ფორმა არის ისეთი სხვადასხვაგვარი ფორმატების კომბინირება, როგორებიცაა წერილობითი ანგარიშები, ფოტოები, რუკები, ინდიკატორული ტაბლოები, კომპიუტერული რეესტრი და სხვ.

პოლიციის თანამშრომელი არ უნდა შეიზღუდოს პროფილის ამა თუ იმ ფორმით წარმოებაზე მითითებით. პირიქით, იგი მაქსიმალურად თავისუფალი უნდა იყოს და წახალისდეს კიდეც, რათა რაც შეიძლება შემოქმედებითად და პრაქტიკულად მიუდგეს პროფილის შედგენას.

ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რასაც უბნის პროფილი უნდა აკმაყოფილებდეს არის ის, რომ იგი უნდა შეიცავდეს შეძლებისდაგვარად ამომწურავ ინფორმაციას, რომლის განახლებაც სისტემატურად უნდა ხდებოდეს. ამასთან, იგი ადვილად უნდა იკითხებოდეს და გამოიყენებოდეს რეგულარულად. პროფილი უნდა იყოს სასარგებლო „ცოცხალი“ და არა ისეთი დოკუმენტი, რომელიც ერთხელ შეავსეს და მერე თაროზე შემოდეს. ზედამხედველი უნდა ამოწმებდეს უბნის პროფილის ხარისხს და იმას, თუ რამდენად და როგორ ხდება მისი გამოყენება.

უბნის პროფილის შემუშავება უნდა ხდებოდეს არა ერთბაშად, არამედ ნაბიჯ-ნაბიჯ. ამოცანის შესრულება მოითხოვს როგორც გარკვეულ კვლევა-ძიებას, ისე პოლიციის თანამშრომლის მიერ კომუნიკაციის და ადამიანებთან ურთიერთობის კარგ უნარ-ჩვევებს.

უბნის პროფილი საშუალებას აძლევს პოლიციის თანამშრომელს დროის მოკლე მონაკვეთში გაერკვეს უბნის თავისებურებებში და მიიღოს ამომცურავი და დეტალური ინფორმაცია იმ ტერიტორიის და მოსახლეობის შესახებ, რომელიც მის სამუშაო უბანს წარმოადგენს.

უბნის პროფილი უნდა შეიცავდეს:

● რუკებს და ფოტოსურათებს;

● ადგილის აღწერილობას;

● დეტალებს მნიშვნელოვანი პირების და ადგილების შესახებ;

● დეტალებს სხვადასხვა დაწესებულებების და საჯარო ორგანიზაციების შესახებ;

● დეტალებს მნიშვნელოვანი კონტაქტების შესახებ;

● დეტალებს დანაშაულებათა შესახებ;

● დახმარების სამსახურებს.

რუკები/გეგმები

პროფილი უნდა შეიცავდეს რუკებსა და დიაგრამებს, რომლებიც ასახავენ ადგილს, მის ცალკეულ ტერიტორიას, შენობებს, გზებს და უბნის ინსპექტორისათვის საინტერესო სხვა ობიექტებს.

უბნის წერილობითი აღწერა

პროფილი უნდა შეიცავდეს უბნის და მისი ძირითადი ადგილების თხრობით აღწერილობას. იგი შეიძლება დაიწეროს როგორც თავად უბნის ინსპექტორის მიერ პირადი დაკვირვების და კვლევის შედეგად, ისე სხვა წყაროების გამოყენების საშუალებითაც. ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მონაცემებს უბნის მოსახლეობის შესახებ (რაოდენობა, ეთნიკური, რელიგიური შემადგენლობა, სოციალური ჯგუფები და სხვ.), ასევე ადგილზე მოქმედი კომერციული სტრუქტურების თაობაზეც. მოცემული უნდა იყოს ინფორმაცია გასართობი დაწესებულებების და ღონისძიებების შესახებ, რომელიც რეგულარულად ეწყობა. აქვე უნდა იყოს მოცემული ინფორმაცია ადგილის ისტორიის და თანამედროვე განვითარების ტენდენციების შესახებ, რომლებიც გარკვეულ გავლენას ახდენენ ადგილობრივ მოსახლეობის მენტალიტეტზე და ცხოვრების დონეზე.

მნიშვნელოვანი ადამიანების და ადგილების სურათები და დეტალები

უბნის ინსპექტორი რეგულარულად უნდა აგროვებდეს ფოტოსურათებს და მონაცემებს იმ ადამიანების, ადგილების და საკითხების შესახებ, რომელნიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ადგილობრივ ცხოვრებაში (მაგალითად, პოლიტიკოსები და სამოქალაქო სექტორის აქტივისტები, ადგილები, სადაც ხშირად ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები, ხალხის მასიური თავშეყრის ადგილები და სხვა). აღნიშნული მასალა ხელს უწყობს ადგილობრივი სიტუაციაში უკვე გარკვევას. მათი გამოყენება შეიძლება იდენტიფიცირების პროცედურების და ბრიფინგების დროსაც.

ამ სახის ინფორმაციის შეგროვებისათვის მრავალი წყაროს გამოყენება შეიძლება (მაგალიტად, გაზეტები, მედია, საჯარო მასალები, ადგილობრივი ბიბლიოთეკა და სხვა).

ადგილობრივი ორგანიზაციების დეტალები

მნიშვნელოვანია ყველა საჯარო დაწესებულების შენობის და მოწყობილობების, ინვენტარის შესახებ დეტალური ინფორმაციის შეგროვება. ასეთებია: სკოლები, ახალგაზრდული კლუბები, ბიბლიოთეკები, სოციალური მომსახურების ცენტრები, ბინის მესაკუთრეთა ასოციაციები, სახელმწიფო დაწესებულებები. ასევე, უნდა შეგროვდეს იმ პირთა სახელები, მისამართები და ტელეფონის ნომრები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მოძრაობის, ეკოლოგიის, მსხვერპლთა დაცვის, ავტომობილების სადგომების და სხვა საკიტხებზე. ამ პუნქტში მოცემული უნდა იყოს ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ნაგავსაყრელები, ქუჩის განათება და სხვ.

მნიშვნელოვანი და საჭირო საკონტაქტო ინფორმაცია

პროფილში შეტანილი უნდა იყოს ისეთი დეტალებიც, როგორებიცაა ტელეფონის ნომრები, საჭირო ოფისების (პირების) სამუშაო საათები და მისამართები. ამ პუნქტში შეიძლება შევიდეს ინფორმაცია შენობების მეპატრონეთა და დაცვის სამსახურის, ექიმების, სამაშველო სამსახურების, მოხალისეთა ორგანიზაციების, ადგილობრივი პრესისა და მედიის წარმომადგენლობის შესახებ. სხვადასხვა დანაშაულთან დაკავშირებული დეტალების, პრობლემური („ცხელი“) ადგილების, განმეორებითი დანაშაულის მსხვერპლთა, დამნასავეთა, რომლებიც ხშირად ჩადიან დანაშაულს, მოძიება შეიძლება ისეთ საყურადღებო მასალებში, როგორიცაა პოლიციის ანგარიშები, დანაშაულის ტენდენციები და ანალიზი, გამოკვლევები და სხვა, რომლებიც შეიცავენ ინფორმაციას დანაშაულებთან, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევებსა და, ზოგადად, ანტისოციალურ მოვლენებთან დაკავშირებით. ამ მასალებში ასევე მოცემულია ე.წ. „ცხელი ადგილები,“ სადაც სისტემატურად აქვს ადგილი რაიმე ინციდენტს, ოქმების მსხვერპლის და დამნაშავის შესახებ, სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ჯგუფები და ინდივიდები, მაცხოვრებლებთან რეგულარული შეხვედრები და ადგილობრივი საზოგადოებრივი კვლევის შედეგები შეიძლება იქცნენ დამატებითი ინფორმაციის წყაროდ და უფრო ნათელი და ყოვლისმომცველი სურათი წარმოადგინონ იმის შესახებ, თუ რა სიტუაციაა უბანში, ვიდრე პოლიციის ხელთ არსებული მასალებშია მოცემული.

კომუნიკაციის დამყარებისათვის საჭირო დამხმარე ინფორმაცია

უბნის პროფილში ასევე უნდა შევიდეს მნიშვნელოვანი ადგილობრივი ინფორმაცია უბნის შესახებ, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს პოლიციისა და საზოგადოების ეფექტურ კომუნიკაციას. აქვე უნდა იყოს მოთავსებული ინფორმაცია უბანში არსებულ განცხადებათა დაფების, ადგილობრივი შეხვედრების ადგილების შესახებ. პროფილის აღნიშნული განყოფილება უნდა შეიცავდეს იმ პირთა მონაცემებს, რომლებიც მზად არიან დაეხმარონ პოლიციას შესაბამისი სიახლეების და ინფორმაციის გავრცელებაში.

ზემოთ მოყვანილი ჩამონათვალი, ცხადია, არ არის ამომცურავი, ვინაიდან უბნის სპეციპიკიდან გამომდინარე, შეიძლება არსებობდეს სხვა ტიპის ინფორმაციაც, რომელიც შესაბამისი იქნება პროფილისათვის. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული უნბის ინსპექტორის უნარზე, თავად განსაზღვროს, თუ რა სახის ინფორმაცია იქნება მისთვის საჭირო, რათა ეფექტურად განახორციელოს სამსახურებრივი მოვალეობანი თავის უბანზე და ასევე დაადგინოს, თუ საიდან შეიძლება ამ ინფორმაციის მოპოვება.

და ბოლოს, მთავარია, რომ უბნის ინსპექტორს ახსოვდეს არსებითი პრინციპი პროფილთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს პროფილის მუდმივ განახლებას და სრულყოფას. შეიძლება ითქვას, რომ უბნის პროფილზე მუშაობა არასდროს მთავრდება.

მნიშვნელოვანი კონტაქტების და ეფექტური ურთიერთობის დამყარება

სრულიად ნათელია, რომ უბნის ინსპექტორი უნდა ფლობდეს კარგ კომუნიკაციურ უნარ-ჩვევებს, რათა შეძლოს საზოგადოების ყველა სეგმენტთა ეფექტური კონტაქტის დამყარება.

უბნის ინსპექტორმა წარმატებულად რომ შეძლოს ურთიერთობების დამყარება, უპირველეს ყოვლის, საჭიროა კარგად მოფიქრებული სამოქმედო გეგმა, რომელიც საზოგადოებას დაანახებს პოლიციის თანამშრომლის სურვილს:

● შეხვდეს მათ;

● მოისმინოს მათი პრობლემები;

● განუმარტოს მათი პრიორიტეტები პოლიციის სხვა თანამშრომლებს;

● საჭიროების შემთხვევაში, განუმარტოს პოლიციის საქმიანობა;

● მიაწოდოს მათ ინფორმაცია და გაუზიაროს იდეების გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში;

● მათთან ერთად შექმნას პრობლემების გადაწყვეტის მექანიზმი.

უბნის ინსპექტორი უნდა ფლობდეს იმ ტექნისკას, რომელიც კონტაქტების დამყარებისათვის არის საჭირო. ჩვენ მოვიყვანთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას, რომელიც შესაძლოა პოლიციის თანამშრომლებს დაეხმაროს და წარმოდგენა შეუქმნას უკვე არსებულ ფორმებზე. უბნის ინსპექტორს უნდა ჰქონდეს გულსაბნევი, სადაც მითითებული იქნება მისი სახელი და თანამდებობა, ასევე სავიზიტო ბარათები, კითხვარები, ბროშურები დანაშაულის პრევენციის და სხვა თემების შესახებ, მოსაწვევი ბარათები და სხვა საშუალებები, რომელიც ხელს უწყობს კონტაქტების ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებას. მოკლედ შევეხებით ზემოთ ჩამოთვლილი საშუალებების საჭიროებას.

სამკერდე ნიშანი სახელის მითითებით

სამკერდე ნიშანი, რომელზეც პოლიციის თანამშრომლის სახელია მითითებული, წარმოადგენს საზოგადოებაში მისი იდენტიფიცირების მარტივ და ეფექტურ საშუალებას. იგი ხელს უწყობს გარკვეული ბარიერების მოშლას, რომელიც მოქალაქეს პოლიციის მიმართ აქვს. თუ რამე სერიოზული მიზეზი არ არსებობს, პოლიციის თანამშრომელმა ყველა ურთიერთობა დაიწყოს საკუტარი თავის წარდგენით.

სავიზიტო ბარათები და საინფორმაციო ბარათები

წარმატებული ბარათები კონტრაქტების დამყარებისა და შენარჩუნებისათვის არის საზოგადოებაში სავიზიტო ბარათების, ან მცირე საინფორმაციო ბარათების გავრცელება. ამგვარი ბარათები შეიძლება შეიცავდნენ:

● პოლიციის თანამშრომლის სახელს, რანგს, თანამდებობას, უფლებამოსილების სფეროს და, შესაძლოა, ფოტოსურათსაც;

● ოფისის მონაცემებს, ტელეფონის ნომრებს, ინფორმაციას სამუშაო საათების, რეგულარული სჰეხვედრების ადგილის და დროის შესახებ, სადაც, ჩვეულებისამებრ, შეიძლება პოლიციის თანამშრომლის ნახვა;

● მოკლე, რეზიუმეს სახის ინფორმაციას პოლიციის თანამშრომლის როლის შესახებ, ასევე მის მოკლე ბიოგრაფიულ და პროფესიულ მონაცემებს;

● საინფორმაციო ბარათებში უბნის ინსპექტორის როლთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ იგი მჭიდროდ უნდა თანამშრომლობდეს ადგილობრივი საზოგადოების ყველა სექტორთან, იქნება ეს მოსახლეობა, ბიზნესის წარმომადგენლები, სახელმწიფო დაწესებულებები თუ სხვა ჯგუფები, რათა უზრუნველყოფილ იქნას უსაფრთხო გარემო და პრობლემების ეფექტური გადაწყვეტა

საზოგადოებრივი აზრის კვლევა და კიტხვები

იმისათვის, რომ ახალი, გაუმჯობესებული და ნაყოფიერი ურთიერთობა შედგეს, საზოგადოება უნდა დარწმუნდეს, რომ მის პრობლემებს პოლიცია ითვალისწინებს და სერიოზულად ეპყრობა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ უბნის ინსპექტორმა მოიძიოს ინფორმაცია განუცხადებელ დანაშაულტა და სხვა შემთხვევების შესახებ, რომლებიც მოსახლეობას აღელვებს და მათში გარკვეულ შიშს იწვევს სისტემატური უშუალო კონტაქტი (ბინებში ვიზიტი), საზოგადოებრივი აზრის კვლევა, კითხვარების შევსება გამოყენებულ უნდა იქნას საზოგადოებაში არსებული განწყობის, შიშის თუ პრობლემების დასადგენად.

ასეთი სახის გამოკითხვისათვის კარგ ნიმუშს წარმოადგენს მონრეალის საქალაქო პოლიციის სამსახურის მიერ შედგენილი კითხვარი, რომელიც გამოიყენება მოსახლეობაში უბნების მასშტაბით საფრთხისა და პოლიციის მიმართ მოლოდინის შესაფასებლად. ვფიქრობ, რომ ეს კითხვარი, გარკვეულწილად, შესაძლოა საყურადღებო იყოს საქართველოში ამგვარი გამოკითხვების ჩატარებისას, რის გამოც მას სრული სახით გთავაზობთ.

ეს კითხვარი დაურიგდა მონრეალის ერთ-ერთ უბნის, ლა კოტ დე ლა ნეჟის მოსახლეობას 1996 წელს და მას შემდეგ რეგულარულად გამოიყენება. ამ სახის კითხვარს ის უპირატესობა აქვს, რომ აქ არ იზღუდება გამოკითხული პირის შესაძლებლობა ჩამოაყალიბოს თავისი მოსაზრებები და შეფასებები ამა ტუ იმ საკითხთან მიმართებაში.

ამ ტიპის კითხვარი, რომლის გამოყენებაც რეგულარულად არის შესაძლებელი, პოლიციის ერთგვარ საკონსულტაციო ურთიერთობის ფორმას წარმოადგენს მოსახლეობასთან. ამასთან, წლების მანძილზე მოპოვებული მონაცემების ანალიზი შეიძლება გამოყენებულ იქნას საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის შეფასების ერთ-ერთ ინსტრუმენტად.

პოლიციის განყოფილების ცოდნა

● იცით თუ არა, სად არის განთავსებული პოლიციის პოსტი (განყოფილება) თქვენს უბანში? თუ იცით, საიდან შეიტყვეთ?

● ბოლო ერთი წლის განმავლობაში გქონდათ თუ არა ურთიერთობა თქვენი უბნის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებთან? თუ გქონდათ, შეგიზლიათ თუ არა ამ პოლიციების ცნობა?

● ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოგიწიათ თუ არა განმეორებით მისვლა თქვენი უბნის პოლიციის განყოფილებაში? თუ ასეა, რა გარემოებაში?

ცვლილებები უბანში და საპოლიციო სამსახური

● რა პრობლემები შეგიძლიათ დაასახელოთ, რომლებიც ყველაზე მეტად აღელვებენ თქვენი უბნის მოსახლეობას?

● რა განვითარება ჰპოვა უკანასკნელი წლების განმავლობაში ქვემოთ დასახელებულმა პრობლემებმა თქვენს უბანში? (ქურდობა, ყაჩაღური თავდასხმები, ვანდალიზმი, მაწანწალობის შემთხვევები, ნარკოტიკებით ვაჭრობა).

● იგრძნობა თუ არა საპატრულო პოლიციის ყოფნა თქვენს უბანში 24 საათის განმავლობაში? რამდენად თვალსაჩინოა იგი?

საფრთხის განცდა

● მარტო რომ დადიოდეთ თქვენს უბანში, იგრძნობდით თავს უშიშრად? ღამით?

● რომ გქონდეთ საშუალება, გადაწყვეტდით თუ არა უბნის დატოვებას?

● ბოლო სამი ცლის განმავლობაში მიგიღიათ თუ არა პრევენციული ზომები იმ დანაშაულების წინააღმდეგ, რაც საქმეს უქმნიდა თქვენს საცხოვრებელს, თქვენს სატრანსპორტო საშუალებას ან თავად თქვენ? თუ ასეა, რის დასაცავად მიიღეთ ზომები და როგორ?

● შეგიძლიათ დაასახელოთ დანაშაულის პრევენციის პროგრამა, რომელსაც პოლიცია თქვენს უბანში ახორციელებს?

დანაშაული და პოლიციის ნდობა

● უკანასკნელი წლების მანძილზე, თქვენი აზრით, რამდენჯერ გაიზარდა დანაშაულთა რიცხვი თქვენს უბანში?

● როგორ შეაფასებდით მიმდინარე წლის დანაშაულის დონეს თქვენს უბანში?

● სხვა უბნებთან შედარებით, როგორ შეაფასებდით თქვენს უბანში მომხდარი დანაშაულის ფაქტების რაოდენობას?

● პირადად რომ გადაეყაროთ კრიმინალურ პრობლემას უბანში, რომლის გადაჭრაც არაა მაინცდამაინც სასწრაფო, ვის შეატყობინებდით პირველად? რაც შეეხება იმ პრობლემას, რომელიც არაა კრიმინალური ხასიათის?

● ყოფილხართ თუ არა თქვენს უბანში დანაშაულის ფაქტის მოწმე?

● თქვენი აზრით, რომელია ის კრიმინალური თუ სხვა ხასიათის ძირითადი 3 პრობლემა თქვენს უბანში , რომლის გადაწყვეტაც პრიორიტეტული უნდა იყოს ახლო მომავლისათვის?

● თქვენი აზრით, ახერხებს თუ არა ქვეითი პატრული თქვენი უბნის პრობლემების გადაჭას?

მოსახლეობის ჩართვა უბნის ცხოვრებაში

● უკანასკნელი წლების განმავლობაში ყოფილხართ თუ არა მიწვეული პოლიციის მიერ იმ კრებაზე, სადაც სჯა-ბააი იქნებოდა უბნის პრობლემებზე?

● პოლიციელმა რომ მიგიწვიოთ კრებაზე, სადაც განიხილება თქვენი უბნისთვის საჭირბოროტო საკითხები, დათანხმდებოდით წასვლას?

● მიგიღიათ თუ არა მონაწილეობა უკანასკნელი წლის განმავლობაში თქვენი უბნის კოლექტიური ორგანოების მიერ ორგანიზებულ საქმიანობაში?

● შეგიძლიათ თუ არა დაასახელოთ თქვენს უბანში განხორციელებული საქმიანობა, სადაც პოლიციაც იღებს მონაწილეობას?

კმაყოფილება პოლიციის მიმართ

● როგორ შეაფასებდით პოლიციის ეფექტურობას, როცა საქმე ეხება თქვენი უბნის პრობლემების მოგვარებას?

● რამდენად ხართ კმაყოფილი იმ პოლიციელთა მუშაობის სტილით, რომლებიც თქვენი უბნის პრობლემების მოგვარებას ცდილობენ?

● იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ან თქვენს ახლობელს შეხება გქონდათ პოლიციასთან, როგორ შეგიძლიათ დაახასიათოთ მისი თქვენდამი/თქვენი ახლობლის მიმართ დამოკიდებულება?

● თქვენი აზრით, რამდენად ხარისხიანია თქვენი უბნის პოლიციის საქმიანობა?

● რამდენად სცემს პატივს და იცავს უბნის პოლიცია კანონს?

● რამდენად სწრაფად რეაგირებს იგი მოსახლეობის შეტყობინებაზე?

● არის თუ არა უბნის პოლიცია ღია და ამჟღავნებს თუ არა დიალოგის სურვილს მოსახლეობასთან?

● აწვდის თუ არა უბნის პოლიცია მოსახლეობას ინფორმაციას დანაშაულის პრევენციის ღონისძიებათა შესახებ?

დაზარალებულის როლში ყოფნა

● თქვენი ამ უბანში ცხოვრების განმავლობაში ყოფილხართ თუ არა დანაშაულის ან მისი მცდელობის მსხვერპლი?

● შეატყობინეთ თუ არა ამ ფაქტების შესახებ პოლიციას?

საჯარო ინფორმაცია

უბნის ინსპექტორმა უნდა მოამზადოს ინფორმაცია, რომელიც მას შეუძლია საზოგადოებასთან რეგულარული საჯარო შეხვედრების დროს გაავრცელოს. ეს ინფორმაცია შეიძლება ეხებოდეს დანაშაულის პრევენციის საკითხებს, ასევე საზოგადოების მოწოდებას მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სახის პროგრამებსა თუ ღონისძიებებში.

ცხადია, პოლიციის თანამშრომელმა უნდა გაითვალისწინოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმების მრავალფეროვნება და გამოიყენოს ისინი. კერძოდ, ადგილობრივი პრესა და ტელევიზია, რადიო, საჯარო განცხადებების დაფები და სხვა.

მეტად მნიშვნელოვანია ის, რომ პოლიციის თანამშრომელი კონტაქტების დამყარების კუთხითაც პროაქტიულიც იყოს. მან უნდა შეძლოს საზოგადოებას თავისი ინიციატივით წარუდგინოს თავი და დაამყაროს მასტან ურთიერთობა, რომელიც მას და საზოგადოებას შორის რეგულარულ კავშირს უზრუნველყოფს დანაშაულთან, საზოგადოებრივ წესრიგთან და იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც საზოგადოებას აღელვებენ.

ადგილობრივი საზოგადოების მობილიზება

არსებობს მრავალი მეთოდი, რომლითაც შესაძლებელია პრობლემების მოგვარების და დანაშაულის პრევენციის მიმართულებით განხორციელებულ მუშაობაში მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა. შესაძლებელია ე.წ. სამეზობლო (უბნის) ფორუმებისა და კომიტეტების დაფუძნება, მოხალისე მოქალაქეების მონაწილეობა ადგილობრივი პატრულირების განხორციელებაში, ასევე პოლიციაში შემოსული საჩივრების და სატელეფონო ზარების მიღებაში. მოქალაქეებმა მონაწილეობა შეიძლება მიიღონ პოლიციის ტრეინინგებშიც. შესაძლებელია სპეციფიკური პროგრამების ორგანიზება მოსახლეობის ჩართულობის ელემენტის გათვალისწინებით (მაგალითად, უბნის ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა კულტურულ-სპორტული ღონისძიებების მოწყობა).

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საზოგადოების პოლიციის საქმიანობაში ჩართვის ფორმები უამრავია. მთავარია, ისე მოხდეს მათი ჩამოყალიბება და განვიტარება, რომ ხელი შეუწყონ პოლიციისა და საზოგადოების პარტნიორობას, ადგილობრივი პრობლემების მოგვარებას, ინფორმაციის ღია და პატიოსან ურთიერთგაცვლას.

უბანში მომუშავე პოლიციელს უნდა შეეძლოს შეადგინოს სამოქმედო პროგრამა, რომელსაც იგი ეტაპობრივად, თანამიმდევრულად განახორციელებს. ამ პროგრამასჰი გამოკვეთილი უნდა იყოს შემდეგი ეტაპები:

● პირველადი ღონისძიებები;

● სპეციალური ღონისძიებები;

● საზოგადოების ჩართულობის შენარჩუნება და შეფასება.

მოკლედ განვიხილოთ თითოეული მათგანი.

პირველადი ღონისძიებები

ისევე, როგორც ნებისმიერ პროექტში, ამ შემთხვევაშიც ძალიან მნიშვნელოვანია პირველადი ღონისძიებების როლი, ის დეტალები, რომელიც პროექტის ამ ფაზაში განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. კერძოდ:

● გათვალისწინებული უნდა იყოს პრობლემების და საკითხების გამოქვეყნება, რომლისკენაც იქნება პროექტი მიმართული;

● უნდა განისაზღვროს პირები (ორგანიზაციები), რომელთან მონაწილეობა უნდა მიიღონ პროექტის განხორციელებაში;

● პროექტის დაწყებისას უნდა მოხდეს შეხვედრის ორგანიზება ყველა იმ საპასუხისმგებლო პირის მონაწილეობით, რომელთაც გარკვეული შეხება ექნებათ პროექტთან;

● უნდა განისაზღვროს ვადა, რომლის განმავლობაშიც უნდა განხორციელდეს პროექტი და მისი ცალკეული ღონისძიებები;

● უნდა განისაზღვროს პროექტის განხორციელების ადგილები.

სპეციფიკური ღონისძიებები

არსებობს მრავალი ფორმა, რომელთა საშუალებითაც შეიძლება საზოგადოების რესურსების გამოყენება ადგილობრივი დანაშაულის და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლაში. დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლებელია სხვადასხვა სქემიდან სასარგებლო ელემენტის გამოყენება და ადგილობრივი სპეციფიკის მხედველობაში მიღებით მისი გამოყენება. ამ შემთხვევაში, არსებითია უბნის ინსპექტორის უნარ-ჩვევა, რომ მან შეძლოს ამ სქემების მოპოვება და მათგან საუკეთესოს გამოყენება საზოგადოებასთან კონსულტირების გზით.

მას შემდეგ, რაც უბნისათვის ყველაზე შესაფერისი სქემა იქნება შერჩეული, მნიშვნელოვანია მისი სათანადო განხორციელებისა და სიცოცხლისუნარიანობისთვის. ასევე, უზრუნველყოფილ უნდა იქნას მონტორინგის და შეფასების სათანადო მექანიზმების შემუშავება იმის განსასაზღვრად, თუ რამდენად წარმატებულია პროექტი.

საზოგადოების ჩართულობის შენარჩუნება

ნებისმიერი პროექტი, რომელიც საზოგადოების მონაწილეობას ითვალისწინებს, საჭიროებს მონიტორინგს და, შეძლებისდაგვარად, ხშირ შეფასებას. პროექტის შეფასებისას, პირველ ყოვლისა, ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, თუ რამენადაა იგი მიმართული ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა დანაშაულის მიმართ საზოგადოებაში არსებული შიში, ცხოვრების დონე, პოლიციისა და საზოგადოების ურთიერთობა.

როგორც ყველა ურთიერთობაში, ღია კომუნიკაცია ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს წარმატების პირობას. გულწრფელობა ინფორმაციის გაცვლისას ხშირად მოითხოვს ისეთი ფაქტორის გათვალისწინებას, როგორიცაა პოლიციის მოქმედებების შესაბამისობა საზოგადოებაში არსებულ მოლოდინთან. პოლიციამ, ასევე, უნდა უზრუნველყოს ისეთი მექანიზმების არსებობა, რომლებიც შესაძლებელს გახდიან უკუკავშირს საზოგადოების მხრიდან. ამ მხრივ, მეტად ეფექტური შეიძლება იყოს ინტერნეტის გამოყენება.

ინტერაქტიულობითა და ოპერატიულობით გამორჩეული ისეთი ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალება, როგორიც ინტერნეტია, ბევრ ქვეყანაში საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს. ინტერნეტს ნამდვილად შეუძლია გაამარტივოს დიალოგი პოლიციასა და საზოგადოებას შორის და უზრუნველყოს ამ უკანასკნელის დაუბრკოლებელი უკუკავშირი. ქვემოთ მოყვანილი რამდენიმე მაგალითი თვალსაჩინოს ხდის პოლიციის მიერ ინტერნეტის შესაძლებლობის გამოყენებას.

● კანადაში, ჰალიფაქსის პოლიციამ მოსახლეობას შესთავაზა „Netwatch”-ის პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ დაინტერესებულმა პირმა ელ-ფოსტით მიიღოს ზუსტი ინფორმაცია დამნაშავეობის იმ ფაქტებზე (ფოტოები, დეტალები ინციდენტზე და ა.შ), რომელიც ცადენილია მისთვის „საინტერესო“ უბანში;

● კანადაში, ვინიპეგის პოლიცია ინტერნეტში აქვეყნებს ზოგად და ტერიტორიულ სტატისტიკას, რაც საშუალებას იძლევა, მოხდეს ერთი უბნის მონაცემების მეორესთან შედარება;

● სტატისტიკას დანაშაულის სახეების მიხედვით;

● პოლიციის მიერ მიღებულ გამოძახებათა რაოდენობას გასული წლის მანძილზე;

● პოლიციის შემადგენლობის საშუალო ასაკს და მუშაობის სტაჟს;

● ტეხასში ჯასპერ ქაუნტის შერიფი ახდენს მისი საქმიანობის ყოველდღიური ანგარიშის განთავსებას ინტერნეტში;

● ტასმანიაში ავსტრალიის პოლიციამინტერნეტ-გვერდზე განათავსა ყველაზე უფრო მოთხოვნადი ფორმულარები: განცხადება ქურდობაზე, ნებართვის აღება დემონსტრაციის მოწყობაზე და ა.შ.

შეფასების შედეგად შეიძლება გადაწყდეს პროექტის შეწყვეტა. ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია პირუთვნელად მოხდეს იმ მიზეზების აღნიშვნა, რომელთაც პროექტის წარუმატებლობა გამოიწვიეს. ამგვარი რეაგირება დაიცავს მომავალ საპარტნიორო პროექტებს. ზოგჯერ პროექტის არაეფექტური განხორციელების მიზეზს წარმოადგენს არასათანადო კვალიფიკაცია, რესურსების ნაკლებობა და არასაკმარისი მხარდაჭერა ან მისი არსებობა. ამ შემთხვევაში, სათანადო ღონისძიებების გატარებამ (მაგალითად, ახალი რესურსების ჩართვა, სათანადო კვალიფიკაციის პირთა მონაწილეობა) შეიძლება დადებითად იმოქმედოს პროექტზე.

მონიტორინგმა და შეფასებამ უნდა უზრუნველყოს იმის განსაზღვრა,

● თუ რამდენად აღწევს პროექტი დასახულ მიზნებს;

● საჭიროა თუ არა ახალი მონაწილეების ჩართვა;

● თუ რამდენად არიან მონაწილეები დარწმუნებულნი იმაში, რომ მათი ცოდნა და უნარ-ჩვევები სრულად გამოიყენება;

● თუ რამდენად მოქმედებს საზოგადოების მხრიდან მონაწილეთა აღიარება და წახალისება მათი მოტივების მიზნით:

● საჭიროა თუ არა საზოგადოების უფრო მეტი ინფორმირება პროექტის შესახებ.

შეფასების შედეგად შეიძლება გამოიკვეთოს ისეთი მოქმედებების განხორციელების აუცილებლობა, როგორებიცაა პოლიციის განყოფილებებში საინფორმაციო ვიზიტები, პოლიციის ექსპერტ-სპიკერების შეხვედრების ორგანიზება საზოგადოების წარმომადგენლებთან, პოლიციის განყოფილების უფროსის მადლობის წერილები საზოგადოების აქტიური წევრების მისამართით, მოხალისეების ფოტოსურათების პრესაში გამოქვეყნება და სხვა შესაფერისი ფორმების მოძებნა, რომლებიც უზრუნველყოფენ მოხალისეობის პოპულარიზაციას და პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.

აღნიშნული და სხვა მსგავსი ღონისძიებები ხელს შეუწყობენ პროექტის მონაწილეების მოტივაციის ზრდას. თუმცა, ცხადია, მარტო მოტივირებული ადამიანების არსებობა პროექტის წარმატებისათვის საკმარისი არაა. ამიტომ, ადგილობრივი პოლიცია და თავად საზოგადოებაც პროაქტიული და ინოვაციური უნდა იყოს რესურსების მოძიებისა და პროექტის მხარდაჭერის უზრუნველყოფის საქმეში.მათ ყველა შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინონ და გამოიყენონ. მაგალითად, ახალი რესურსების მოძიების პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს ისეთი შესაძლებლობები, როგორებიცაა ადგილობრივი სკოლის, ან საჯარო შეხვედრებისათვის, ისეთი კომპიუტერული ფირმის არსებობა, რომელსაც შესაძლებლობა აქვს ნახმარი კომპიუტერები და პრინციპები გადასცეს პროექტს, კომპანიის მოძიება, რომელმაც შეიძლება უზრუნველყოს შესაბამისი აღჭურვილობა. (მაგალითად, ავეჯი, მობილური ტელეფონი და სხვა).

პოლიცია და საზოგადოება უნდა იყოს ინოვაციური და შემოქმედებითი (და რაც მთავარია, ყოველთვის ეთიკური), როცა საქმე პროექტისთვის შესაბამისი რესურსების მოძიებას ეხება.

ამდენად, უბნის ინსპექტორი უნდა ფლობდეს პროფესიულ ცოდნას და უნარ-ჩვევებს, რომლებიც საჭიროა დანაშაულის შემცირებისა და პრევენციისკენ მიმართული, საზოგადოებასთან პარტნიორობაზე დამყარებული პროექტების განხორციელებისათვის.

პრობლემების გადაწკვეტისკენ მიმართული პროაქტიული და ერთობლივი საქმიანობა

საზოგადოება პოლიციისგან მოელის პრობლემების ეფექტურ გადაწყვერას, დანაშაულის შემცირებისკენ მიმართულ აქტიურ ღონისძიებებს და უსაფრთხოების გრძნობის დამკვიდრებას. იმ დროს, როდესაც დანაშაულებათა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევების პრობლემა არსებობს, რაც მოსახლეობის შეშფოთებას იწვევს, პოლიციის პირდაპირი მოვალეობაა საზოგადოების და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების მხარდაჭერით შეძლოს მისი გადაწყვეტა.

ქვეყნებში, რომელთაც საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, პრობლემების ერთობლივი გადაწყვეტის მრავალი ფორმა არსებობს. ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად შეგვიძლია ჰარტფორდის (აშშ) კონფლიქტების მარეგულირებელი კომიტეტების საქმიანობა მოვიყვანოთ.

1987 წელს ჰორტფორდის მერმა შექმნა კომისია, რომელსაც ევალებოდა ქუჩის ბანდების ფენომენის შესწავლა და ანალიზი. ამ კომისიის საბოლოო ანგარიში, რომელიც 1989 წელს იქნა წარმოდგენილი, დასკვნის სახით აღნიშნავდა, რომ მხოლოდ საპოლიციო სამსახურებს არ შეუძლიათ დამნაშავეობის ამ სახეობის აღკვეთა.

ამის შემდეგ სასარგებლოდ მიიჩნიეს მოსახლეობის აქტიური მონაწილეობა აღნიშნული სოციალური მოვლენის წინააღმდეგ ბრძოლაში.ამგვარმა მონაწილეობამ სტიმული მისცა საპოლიციო სამსახურებს, დაემყარებინათ პარტნიორული ურთიერთობა სამთავრობო ორგანოებსა და კომპეტენტურ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის.

1986-96 წლებში ეს ქალაქი ფიგურირებდა იმ ათ ამერიკულ ქალაქს შორის 100 000-ზე მეტი მცხოვრებით (ფარტფორდი ითვლის 124 000 მაცხოვრებელს), სადაც დამნაშავეობის მაჩვენებელი ყველაზე მარალი იყო.

1985 წლიდან 90-იანი წლების დასაწყისამდე ჰარდფორდი მოიცვა თავისი ისტორიის მანძილზე ყველაზე საშინელმა დაპირისპირებამ ბანდებს შორის. ამ მოვლენამ გამოიცვია დიდი უკმაყოფილება მოსახლეობაში, რომელიც უჩიოდა საპოლიციო სამსახურების არაეფექტურობას, რასაც თან ერთვოდა როგორც კომუნიკაციისა და კოორდინაციის დეფიციტი პოლიციის სამსახურებს შორის, ისე მთელი რიგი ნაკლოვანებები მუშაობაში.

ქუჩის ბანდების მოვლენასთან დაკავშირებული დამნაშავეობის შემცირება პოლიციის უმთავრესი ამოცანა გახდა. მუნიციპალიტეტის ჩვიდმეტივე უბანში შეიქმნა კომფლიქტების მარეგულირებელი კომიტეტები. მათი მისია მდგომარეობდა ერთ მხრივ იმაში, რომ გაენალიზებინათ ქუჩის ბანდების მოვლენა, რაც მეტად დამახასიათებელი იყო მათი უბნებისათვის, ხოლო მეორე მხრივ, დაეკვალიანებინათ სხვადასხვა სამსახურები, რათა წამოეწყოთ ერთობლივად გათვლილი სამოქმედო სტრატეგია.

ძალთა კონცენტრაციის ასეთი ტაქტიკა წინასწარ დასახულ ფარგლებში ლოკალიზებულ ნიშნულზე შესაძლებელი გახადა იმან, რომ კომიტეტის წევრები კარგად იცნობდნენ თავიანთ უბნებს და მის მოსახლეობას.

კონფლიქტის მარეგულირებელი კომიტეტები იკრიბებოდნენ ყოველთვიურად, რათა განეხილათ და ემსჯელათ თავიანთ გამოცდილებაზე, გაეცვალათ ინფორმაცია და კიდევ უფრო განემტკიცებინათ თანამშრომლობა.

1992 წელს შექმნილი სპეცრაზმი მიზნად ისახავდა მუნიციპალურ პოლიციასთან და ფედერალურ შენაერთებთან ერთად ქუჩის ბანდებთან დაკავშირებული პრობლემების შემდგომი გამწვავების თავიდან აცილებას.

სპეცრაზმის მიერ ჩატარებულმა ოპერაციებმა მიზნად დაისახა ბანდების ალაგმვა და მათი სათანადო დასჯა (1992 წლის ივნისიდან 1993 წლის ოქტომბრამდე განხორციელდა 1200-ზე მეტი დაპატიმრება).

ამდენად, ამოქმედდა საპარტნიორო აქტივისტების ქსელი, კონფლიქტების მარეგულირებელი კომიტეტები და ჰარტფორდის პოლიცია, ასევე მასთან არსებული სპეცრაზმი.

სტატისტიკურმა მონაცემებმა აჩვენა ამ ტიპის სამართალდარღვევების მკვეთრი რეგრესი. 1986-96 წლებში ჰარტფორდში დაფიქსირდა დამნაშავეობის უპრეცედენტო კლება. კერძოდ:

● დანაშაულთა მთლიანი რიცხვის კლება 30%-ით;

● ქონების მიმართ გამოვლენილი დანაშაულის კლება 31%-ით;

● მძიმე დანაშაულის კლება 24%-ით.

დამნაშავეობის პრევენციის ეროვნულმა საბჭომ დაასახელა ქალაქი ფარტფორდი იმ ექვს ამერიკულ ქალაქს შორის, რომლებიც დაფიქსირდა დამნაშავეობის ყველაზე ეფექტური კლება უკანასკნელი 10 წლის მანძილზე.

თანამედროვე საზოგადოებებში პოლიციის სერვისის შეფასება ხდება სწორედ ამ უკანასკნელის მიერ შესაბამისი სურვილის და შესაძლებლობების გამოვლენის მიხედვით.

ეს მიუთითებს იმის აუცილებლობაზე, რომ პოლიციის თანამშრომელი ფლობდეს პრობლემების გადაწყვეტის პროფესიულ უნარ-ჩვევებს.

ჩვენ განვიხილავთ SARA-ს სახელით ცნობილ მოდელს, რომელსაც დღესდღეობით ბევრი ქვეყნის პოლიცია იყენებს. მანამდე კი მოკლედ მიმოვიხილავთ იმას, თუ რას გულისხმობს „პრობლემებზე ორიენტირებული პოლიცია.“

7 პრობლემებზე ორიენტირებული პოლიცია (Problem-Oriented Policing)

▲back to top


ტერმინი „პრობლემებზე ორიენტირებული პოლიცია“ (Problem-Oriented Policing) პირველად აშშ-შიდამკვიდრდა. იგი შემოღებულ იქნა ჰერმან გოლდშტაინის მიერ 1979 წელს. გოლდშტაინი კრიტიკულად იყო განწყობილი პოლიციის საქმიანობის მიმართ, რომელიც მხოლოდ ინციდენტებზე რეაგირებით შემოიფარგლებოდა და მიუთითებდა პრევენციული ღონისძიებების მნიშვნელობაზე, რომელიც არა მხოლოდ პოლიციის, არამედ სხვა დაწესებულებების აქტიურ მონაწილეობასაც მოითხოვდა.

70-იანი წლების მიწურულს მკვლევარები, პოლიციის პროფესიონალები, პოლიტიკოსები ინტერესდებიან პოლიციის ეფექტურობის გაზრდის პრობლემით. ამ პერიოდის კვლევებში აღინიშნებოდა ის სუსტი მხარეები, რომელიც ტრადიციულ პოლიციურ საქმიანობას ჰქონდა. ამან სტიმული მისცა ახალი მიდგომის ჩამოყალიბებას, რაც გულისხმობს პოლიციის საქმიანობის ცალკეული დეტალების გამოკვლევას იმ მიზნით, რომ ცალკეული პრობლემები, რომელთაც პოლიცია აწყდება, შესწავლილ იქნან ახალი და ეფექტური სტრატეგიის შემუშავების მიზნით. პრობლემებზე ორიენტირებული პოლიცია, როგორც ამას გოლდშტაინი აღნიშნავდა, პრევენციული საქმიანობის განხორციელებისას არ არის დამოკიდებული სისხლისამართლებრივი სისტემის სხვა ორგანიზაციების რესურსების გამოყენებაზე. ამასთან, პრობლემაზე ორიენტირებული პოლიცია აქტიურად რთავს თავის საქმიანობაში სხვადასხვა სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ორგანიზაციებს, საზოგადოების ჯგუფებს თუ ცალკეულ ინდივიდებს, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეუძლიათ შეიტანონ პრობლემების რაოდენობის შემცირებაში. გარდა ამისა, პრობლემებზე ორიენტირებულ პოლიციას აქვს ნება, განახორციელოს ახალი სტრატეგია, დეტალურად და მკაცრად შეაფასოს მისი ეფექტურობა და გააკეთოს მიღწეული შედეგების ანგარიში. ეს ღონისძიებები დაეხმარება პოლიციის სხვა სტრუქტურულ ერთეულებს, გაითვალისწინონ წარმატებული მოდელი, რაც, თავის მხრივ, პროფესიული პოლიციის ჩამოყალიბებას და განვითარებას უწყობს ხელს.

პრობლემებზე ორიენტირებული პოლიციის ძირითადი ელემენტები შეიძლება შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ:

● პრობლემა უფრო მეტად უნდა იქნას მიჩნეული პოლიციის საქმიანობის ძირითად ელემენტად, ვიდრე დანაშაული, შემთხვევა თუ საჩივარი;

● პრობლემა შეეხება და გარკვეულ ზიანს აყენებს არა მხოლოდ პოლიციას, არამედ, უმთავრესად, მოქალაქეს. პრობლემები, რომლებიც მხოლოდ პოლიციას შეეხება მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ ტერმინთან მიმართებაში ისინი არარელევანტურია;

● პრობლემებზე რეაგირება ნიშნავს უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ მათი შედარებით სწრაფი მოგვარება. აქ, უპირველესად, იგულისხმება იმ პირობებზე და გამომწვევ მიზეზებზე რეაგირება, რომლებიც ქმნიან პრებლემებს;

● პოლიციის თანამშრომლებმა სისტემატურად უნდა გაანალიზონ პრობლემები, სანამ მას გადაწყვეტენ. პოლიციის თანამშრომლებმა და პოლიციის განყოფილებებმა უნდა შეიმუშავონ ანალიზის გარკვეული პრაქტიკა და სისტემა;

● პრობლემის ანალიზი არ უნდა იყოს რთული;

● პრობლემების აღწერა უნდა მოხდეს შეძლებისდაგვარად დეტალურად და ისინი სხვადასხვა სპეციფიკური ასპექტების მიხედვით უნდა დაჯგუფდნენ. პრობლემა შეიძლება არ აღმოჩნდეს ის, რაც ერთი შეხედვით პრობლემად შეიძლება ჩაითვალოს;

● პრობლემების გაგება და შეფასება უნდა მოხდეს სხვადასხვა ინტერესთა გადაკვეთის გათვალისწინებით. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ცალკეულ ინდივიდებს და ჯგუფებს განსხვავებულად წარმოუდგენიათ პრობლემები და მათი გადაჭრის გზები;

● პრობლემებთან დაკავშირებით გატარებული ღონისძიებები და მიღებული პრაქტიკა უნდა შეფასდეს და მისი ნაკლებად ეფექტურობის შესახებ ხმამაღლა გაცხადდეს, რათა გამოიძებნოს მათი გადაჭრის უფრო წარმატებული გზა;

● თავდაპირველად, ყველა შესაძლო რეაგირების ფორმა, თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო, ყურადღების გარეშე არ უნდა დარჩეს. შეთავაზებული წინადადება უნდა ეყრდნობოდეს პრობლემის ანალიზს და პრაქტიკას;

● პოლიცია უნდა შეეცადოს პროაქტიული მიდგომით გადაწყვიტოს პრობლემა და არ შემოიფარგლოს მხოლოდ დანაშაულზე და კანონდარღვევაზე რეაგირებით;

● პოლიციის განყოფილებებმა უნდა უზრუნველყონ თანამშრომლების მიერ გადაწყვეტილებების მიღების მეტი თავისუფლება. ამასთან, პოლიციის თანამშრომლები ანგარიშვალდებულნი უნდა იყვნენ თავიანთი საქმიანობასთან დაკავშირებით;

● რეაგირების ახალი ფორმების ეფექტურობა უნდა შეფასდე და გაზიარებულ უნდა იქნას პოლიციის სხვა თანამშრომლებთან/განყოფილებებთან, რათა სისტემატურად ხდებოდეს ინფორმაციის გავრცელება იმის თაობაზე, თუ რამ გაამართლა და რამ - არა.

პრობლემაზე ორიენტირებული პოლიციის კონცეფციის საილუსტრაციოდ შეიძლება გამოდგეს შემდეგი მაგალითი: პოლიცია იღებს რამდენიმე სატელეფონო შეტყობინებას, რომლებიც ეხება პარკში ნარკოტიკებით ვაჭრობის და ვანდალიზმის ფაქტებს. ჩვეული რეაგირება იქნება პოლიციის თანამშრომლების გაგზავნა, რომლებიც ადგილზე დააკავებენ კანონდამრღვევებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პოლიცია პრობლემაზე ორიენტირების კონცეფციას და მეთოდიკას იყენებს, იგი დამატებით ინფორმაციას მოიძიებს, რათა პრობლემის წარმოშობის და ხელშეწყობის მიზეზებს მიაგნოს. კერძოდ, გაესაუბრება ახლომდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებს და პარკში ხშირად მყოფ პირებს, ყურადღებას გაამახვილებს დროის იმ მონაკვეთზე, როცა შემთხვევა მოხდა, დაადგენს ვინ არიან კანონდამრღვევები და რატომ აირჩიეს მათ პარკის ტერიტორია, შეისწავლის პარკის ცალკეულ ადგილებს და ბუნებრივი პირობების თავისებურებებს. მიღებული მასალა შეიძლება გამოყენებულ იქნას პრობლემაზე რეაგირების მომზადების საფუძვლად. მიუხედავად იმისა, რომ იძულების გამოყენება შესაძლო რეაგირების ფორმის კომპონენტი იქნება, იგი ტრადიციული რეაგირებისაგან განსხვავებით, მხოლოდ პოლიციას არ შეეხება. მასში შესაძლოა ჩართულნი იყვნენ ადგილობრივი მაცხოვრებლები, პარკის ადმინისტრაცია, გამწვანების/რეკრიაციის სამსახურის წარმომადგენლები და სხვები.

პრობლემებზე რეაგირებისას მოსახლეობის (კერძოდ, არასრულწლოვანების) ჩართვის წარმატებული პროექტი იყო განხორციელებული დიუსელდორფში (გფრ).

1971 წელს ამოქმედებულია ეს პროგრამა დაეყრდნო ერთ-ერთი ასოციაციის წინადადებას, რომლის მიზანიც იყო საგზაო მოძრაობისა და ავტომობილისტთა ქცევის გაუმჯობესება. ის ასევე, მიზნად ისახავდა საპრევენციო კამპანიას და არასრულწლოვანებისთვის საგზაო უსაფრთხოების სისტემის უკეთ გაცნობას. პროექტი ითვალისწინებდა არასრულწლოვანების ნებაყოფილობით ჩართვას საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საქმიანობაში.

ეს ტრაგედია ეფუძნებოდა იმ შეხედულებას, რომ შესაძლებელია არასრულწლოვანთა შორის დამნაშავეობის მნიშვნელოვანი შემცირება, თუ მოხდება ახალგაზრდების თავისუფალი დროის გონივრული ორგანიზება, ასევე, არასრულწლოვანებისთვის ალტრუისტულ აქციებში ჩართვის საშუალების მიცემა, რაც, თავის მხრივ, მათში სოლიდარობის და ურთიერთთანადგომის სულისკვეთებას გააძლიერებდა.

პროექტის დაწყების დროისათვის დიუსელდორფში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, აღინიშნებოდა საგზაო შემთხვევების ძალიან მაღალი მაჩვენებელი. პროექტი მიზნად ისახავდა:

● ახალგაზრდების ჩართვას საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობაში;

● მათი პასუხისმგებლობის და საზოგადოებრივი სოლიდარობის განვითარებას.

პროექტში მონაწილეობდა პოლიცია და დაახლოებით 1200 14-დან 20 წლამდე (როგორც ვაჟები, ისე გოგონები) არასრულწლოვანი.

საბაზისო სწავლება მიმდინარეობდა გამოსასვლელ დღეებში. ამასთან, სამი თვის განმავლობაში სისტემატურად ტარდებოდა ტრეინინგები (უფრო პრაქტიკული ხასიათის - პირველი დახმარების, შემთხვევათა მართვის, საავარიო - სარემონტო დახმარებით სამუშაოების წარმოების შემთხვევები). ამ ტრენინგებს აწყობდნენ პოლიციის ოფიცრები ან საგზაო უსაფრთხოების ექსპერტები. იგი მთავრდებოდა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდებით. სტაჟირება ეწყობოდა იმ მიზნით, რომ მსურველებისათვის მიეცათ თავიანთი ცოდნის პრაქტიკულად გამოვლენის საშუალება.

იმისათვის, რომ ადვილად ამოსაცნობნი ყოფილიყვნენ, ასევე თვალსაჩინოებისა და ართიანი გარეგნული იერისათვის მოხალისეებს ეცვათ უნიფორმა, ჰქონდათ საკუთარი სამკერდე ნიშანი, რაცია და მანათობელი ჯოხი.

ორგანიზაცია მიმსგავსებული იყო სამხედრო მოდელს. კერძოდ, მისი სტრუქტურის შემადგენელ ნაწილს რაზმები წარმოადგენდნენ. რეგულარულად წარმოებდა ფიზიკური წვრთნა. დაწინაურება ხდებოდა დამსახურების მიხედვით, თითოეულის მიღწევის გათვალისწინებით და იერარქიული საფეხურების დაცვით.

ახალგაზრდები მსახურობდნენ გამოსასვლელ დღეებში და ზოგჯერ კვირის სხვა დღეებშიც (1997 წლისათვის სამუშაო დრომ 1 1000 საათი შეადგინა). მოხალისეები იღებდნენ ე.წ. „ჯიბის ფულს“ (დაახლოებით 15 გერმანულ მარკას ერთ სრულ დრეზე). მათთვის მგზავრობა უფასო იყო (ემსახურებოდათ ავტობუსი, რომელსაც ისინი სამუშაო ადგილზე და შემდეგ სახლში მიჰყავდა). უნიფორმა პროგრამის მონაწილეებს გადაეცემოდათ დროებით სარგებლობაში.

ამ პროგრამამ ხელი შეუწყო ახალგაზრდებს შორის დამნაშავეობის მნიშვნელოვნად შემცირებას. შესამჩნევად იკლო საგზაო შემთხვევათა რიცხვმაც.

ეს მოდელი მოწონებული და გაზიარებულ იქნა გერმანიის სხვა მიწებიც მიერაც.

პრობლემებზე ორიენტირებული პოლიციის გამოყენება შეიძლება პოლიციის ორგანიზაციის სხვადასხვა დონეების მუშაკთა მიერ საზოგადოების წინაშე მდგარი სხვადასხვა მასშტაბის პრობლემების გადაჭრის დროს. იგი შეიძლება გამოყენებულ იქნას იმ შემთხვევებში, როცა პრობლემა მთელ საზოგადოებას შეეხება და მოითხოვს პოლიციის მაღალი დონის თანამშრომელთა, საზოგადოების, მთავრობის მონაწილეობას და მათ განკარგულებაში არსებულ რესურსებს. მისი გამოყენება საშუალო დონის პრობლემების გადაწყვეტის დროსაც შეიძლება (მაგალითად, უბნის ან პოლიციის რაიონულ განყოფილებაში არსებული პრობლემები). ამავე დროს, იგი შეიძლება ლოკალიზებულ დონეზეც გამოიყენებოდეს (მაგალითად, ინდივიდი ან ადამიანების მცირერიცხოვანი ჯგუფი, ან პატარა ადგილი), როდესაც საკმარისია მინიმალური რესურსი - მხოლოდ რამდენიმე პოლიციელი.

პრობლემების გადაწყვეტის მოდელი (SARA)

პრობლემების გადაწყვეტისას ფოკუსირება უნდა მოხდეს მისი წარმოშობის მიზეზების ფესვებზე და იმ პირობებზე, რომლებიც ხელს უწყობენ დანაშაულის და უწესრიგობის ზრდას.

პრობლემების გადაწყვეტისას აქტიურად გამოიყენება ე.წ. SARA- ს მეთოდი. ეს აბრევიატურა წარმოადგენს პირველ ასოებს სიტყვებისას: სკანირება (Scanning), ანალიზი (Analysis), რეაგირება/პასუხის გაცემა (Response) შეფასება (Assessment)

სკანირება

სკანირება უკავშირდება პოლიციის მიერ პრობლემების იდენტიფიცირებას (გამოვლენას, დადგენას). მნიშვნელოვანია, რომ პოლიციის თანამშრომელს შეეძლოს რეალურადპრობლემური საკითხების იდენტიფიცირება. პრობლემა შეიძლება განიმარტოს, როგორც იმგვარი მოვლენა, რომელიც უკავშირდება დანაშაულს, უწისრიგობას, ასევე ნებისმიერი რამ, რაც პროცენტულად საშიში ან მიუღებელია საზოგადოებისათვის. პრობლემას, რომელიც იმსახურებს პოლიციის თანამშრომლის ყურადღებას, შეიძლება ადგილი ჰქონდეს მაშინ, როცა:

● შემოსულია ორი ან მეტი საჩივარი/სატელეფონო შეტყობინება ერთსა და იმავე საკითხთან დაკავშირებით;

● იგი უკავშირდება ერთსა და იმავე ადგილს, ბიზნეს-საქმიანობას, საცხოვრებელ უბანს, ან სამეზობლოს;

● იკვეთება სხვადასხვა სატელეფონო შეტყობინებათა მსგავსება ან უწესრიგობის სერიოზული ხასიათი;

● საჩივარში დაფიქსირებული შემთხვევა ზიანის ან არასასიამოვნო შედეგების მომტანია უბნისათვის ან მომჩივნისათვის;

● იგი უარყოფით გავლენას ახდენს მოქალაქეთა უსაფრთხო, ნორმალურ ყოფაზე და ცხოვრების დონეზე.

ანალიზი

ანალიზის დროს ხორციელდება:

● იმ მოვლენების და პირობების განსაზღვრა და გაგება, რომლებიც წინ უსწრებენ ან თან სდევს პრობლემას;

● შესაგროვებელი მონაცემების განსაზღვრა;

● იმის მოძიება, თუ რა არის ცნობილი არსებული პრობლემების შესახებ;

● იმის აღწერა, თუ როგორ ხდება რეაგირება აღნიშნულ პრობლემაზე და რა სუსტი და ძლიერი მხარეები გააჩნია არსებულ პრაქტიკას;

● რპობლემის სპეციფიკის შეძლებისდაგვარად ვიწროდ განსაზღვრა;

● იმ რესურსების/მეთოდების განსაზღვრა, რომელთა გამოყენება ხელს შეუწყობს პრობლემის უფრო ღრმა ანალიზს;

● პრობლემის არსებობის შესახებ სამუშაო ჰიპოთეზის შემუშავება.

შეიძლება ითქვას, რომ ანალიზი პრობლემების გადაწყვეტის უმნიშვნელოვანესი რგოლია. ანალიზისას დეტალური პასუხები უნდა გაეცეს კითხვებს: ვინ? რა? რატომ? როდის? სად? როგორ?

ამასთან, უნდა მოხდეს ინფორმაციის წყაროების მოძიება, რათა მასალა რაც შეიძლება ამომცურავი იყოს და ასახავდეს რეალურ სიტუაციას. ინფორმაციის წყაროდ შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც ოფიციალური ინფორმაცია (პოლიციის ანგარიშები, მოხსენებები, სხვა სახელმწიფო დაწესებულებების ინფორმაცია), ისე ინტერვიუების გზით მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც პოლიციის თანამშრომელმა შეიძლება მიიღოს მოსახლეობისაგან, მომსახურების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებიდან, დაზარალებულისგან, ეჭვმიტანილისგან და სხვა. ასევე, სასარგებლო შეიძლება აღმონდეს ის ინფორმაცია, რომელიც ქვეყნდება პრესაში და ინტერნეტში და შეიძლება ცნობილი გახდეს საზოგადოებასთან სხვადასხვა ორგანიზებული შეხვედრების დროს.

რეაგირება

სტრატეგია მიმართული უნდა იყოს პრობლემის მიზეზის აღმოფხვრისაკენ. რეაგირება იმდენად ადექვატური და ეფექტური უნდა იყოს, რომ მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს მდგომარეობა და შეამციროს იმავე პრობლემასთან დაკავშირებით პოლიციაში მომმართველ ადამიანთა რაოდენობა.

ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამოყენებულ იქნას ყველა ის რესურსი, რომელიც პრობლემის მოგვარებაზე გარკვეულ გავლენას მოახდენს.

რეაგირება იმგვარად უნდა იქნას მომზადებული, რომ მან უზრუნველყოს პრობლემის გრძელვადიანი გადაწყვეტა. ამისათვის საჭიროა:

● ყველა შესაძლო რეაგირების ფორმის ჩამოყალიბება;

● იმის მოძიება, თუ რა გამოცდილება არსებობს კონკრეტული პრობლემის მოგვარების საკითხში;

● ალტერნატიულ რეაგირებებს შორის საუკეთესო ვარიანტის შერჩევა;

● სამოქმედო გეგმის შედგენა და პასუხისმგებელ პირთა განსაზღვრა;

● სამოქმედო გეგმაში კონკრეტული მიზნების განსაზღვრა;

● დაგეგმილი საქმიანობების განხორციელება.

შეფასება

შეფასებისას მნიშვნელოვანია იმ ფაქტორების განსაზღვრა, რომლებმაც უზრუნველყვეს წარმატება, ან პირიქით - წარუმატებლობა. შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნას სტატისტიკური მონაცემების შედარება. ასევე, მნიშვნელოვანია მოქალაქეთა დამოკიდებულების/უკუკავშირის შეფასება. შეფასების ფაზისათვის მნიშვნელოვანია ინფორმაციის წყაროებთან და რესურსებთან კონტაქტის შენარჩუნება. ამდენად, შეფასებისას ხდება:

● იმის განსაზღვრა, თუ რამდენად სრულად განხორციელდა სამოქმედო გეგმა;

● გეგმის დაწყების წინ და შემდგომ არსებული ხარისხობრივი და რაოდენობრივი მონაცემების შეგროვება;

● იმის განსაზღვრა, მიღწეულ იქნა თუ არა მიზანი, ანუ შესრულდა თუ არა დასახული ამოცანა;

● დასახული გეგმის უკეთ განხორციელების მიზნით ახალი სტრატეგიის განსაზღვრის საჭიროება;

● მიმდინარე, რეგულარული შეფასების განხორციელება ხანგრძლივი ეფექტურობის მიღწევის მიზნით.

8 პრობლემების ანალიზის სამკუთხედი

▲back to top


მიუხედავად იმისა, რომ SARA-ს მოდელი სასარგებლო შეიძლება იყოს პრობლემებთან დაკავშირებული მიდგომის შემუშავებისთვის, პრაქტიკაში ხშირად სირთულეს უკავშირდება თავად იმის განსაზღვრა, თუ რეალურად რა წარმოადგენს პრობლემას. პრობლემის ანალიზის სამკუთხედი, რომელიც ასევე მოიხსენება, როგორც დანაშაულის სამკუთხედი, უზრუნველყოფს რეგულარული დანაშაულების და კანონდარღვევების პრობლემათა წრის განსაზღვრას. ამ სქემის მიხედვით, დანაშაული და კანონდარღვევა იმ დროს ხდება, როცა (1) პოტენციური დამნაშავე და (2) შესაბამისი სამიზნე ერთმანეთს ხვდებიან (3) იმ დროს და იმ ადგილზე, სადაც არ იმყოფება ძალა, რომელიც მსხვერპლს დაიცავს. ამდენად, პრობლემის ანალიზის სამკუთხედის მარტივი სქემა ამგვარად გამოიყურება:

0x01 graphic

დამნაშავეთა ქმედება ზოგჯერ შეიძლება აღკვეთილ იქნას სხვა პირთა მიერ, რომლებიც თავიანთი სამსახურებრივი ვალდებულებების განხორციელების დროს აწყდებიან კანონდამრღვევს, ასევე მსხვერპლი და დამნაშავის სამიზნე შეიძლება დაიცვას დაცვამ. ხშირ შემთხვევაში, ადგილების დაცვის უზრუნველყოფა ხდება მენეჯერების მიერ. პრობლემის გადაწყვეტის გზების ძიებისას მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ როგორ მოხვდნენ დამნაშავე და მსხვერპლი იმ ადგილას, სადაც დანაშაულის ფაქტი მოხდა. ამასთან, მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად ეფექტურად კონტროლდება პოტენციური დამნაშავის ქმედება, ესა თუ ის ადგილი და რამდენად დაცული იყო დამნაშავის სამიზნე/მსხვერპლი. პრობლემის ანალიზის სამკუთხედში სუსტი ადგილის განსაზღვრა კონკრეტული პრობლემის კონტექსტში მიმართულების მიმცემი იქნება შესაბამისი რეაგირების ღონისძიებების შემუშავებისას. ამდენად, სრული ფრომით სამკუთხედი ამგვარად შეგვიძლია წარმოვსახოთ:

0x01 graphic

ასე რომ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ SARA-ს მოდელი წარმოადგენს ეფექტურ ინსტრუმენტს პრობლემების გადაწყვეტისას.

უსაფრთხოების საკითხები

როდესაც პოლიციის თანამშრომელი მოიპოვებს ინფორმაციას და ახდენს პარტნიორობის ქსელის ფორმირებას, მან მხედველობაში უნდა მიიღოს უსფრთხოების ფაქტორები. კერძოდ უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოებანი, რომელთაც შეიძლება საფრთხე შეუქმნან მას ან საზოგადოების უსაფრთხოებას, ასევე უნდა გაითვალისწინოს, არსებობს თუ არა გარკვეული რისკი საზოგადოებრივი და კერძო საკუთრების უსაფრთხოებისთვის, არის თუ არა ინფორმაციაში, რომელიც შეიძლება გავრცელდეს, კონფიდენციალურობის, დელიკატურობის ელემენტები. თუკი შესაბამისი საფრთხეები გამოიკვეთა, პოლიციის თანამშრომელმა რისკის შესამცირებლად უნდა გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, რათა დაცული იქნან ადამიანები, საზოგადოებრივი და კერძო საკუთრება და არ დაუშვას საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა.

თუ რა მოხდა რისკ-ფაქტორების სათანადოდ გათვალისწინება და ამან ნეგატიური შედეგები გამოიწვია, ეს სერიოზულად შელახავს პოლიციის იმიჯს. პოლიციის რეპუტაციის, მის მიმართ ნდობის აღდგენა კი საკმაოდ რთული იქნება.

ეთიკა

არსებითია, რომ პოლიციის მოქმედებები შეესაბამებოდეს პროფესიულ სტანდარტებს და ეთიკის ნორმებს მაშინაც, როცა იგი საზოგადოებასთან ერთად ჩართულია პრობლემების გადაწყვეტის პროცესში.

უბნის ინსპექტორს კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული, რომ საზოგადოების თვალში იგი პოლიციის მთელი ორგანიზაციის სახეა. აქედან გამომდინარე, ყოველგვარი ქმედება, იქნება ეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, არაეთიკური საქციელი თუ სხვა, საზოგადოებაში პოლიციის მიმართ უნდობლობის გაჩენას უწყობს ხელს. ამდენად, პოლიცია ფხიზლად და ყურადღებით უნდა ადევნებდეს თვალს პოლიციის თანამშრომლების ქმედებას, ითვალისწინებდეს საზოგადოებრივ აზრს და უფრთხილდებოდეს პოლიციის სამსახურის ავტორიტეტს.