![]() |
მედია და კანონი |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ადეიშვილი ზურაბ |
თემატური კატალოგი სამართალი|სახელმწიფო სამართალი |
საავტორო უფლებები: © თავისუფლების ინსტიტუტი |
თარიღი: 2004 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: [რედ.: თამარ კინწურაშვილი, დავით ზურაბიშვილი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2004 - 225გვ. ; 18სმ. - : უფ. [MFN: 20512] თავისუფლების ინსტიტუტი თბილისი 2004 ეს გამოცემა თამარ კინწურაშვილმა განახორციელა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური დახმარებით, საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოსგან (IREX) მიღებული გრანტის მეშვეობით. მიუხედავად ამისა, მხოლოდ თამარ კინწურაშვილი აგებს პასუხს ამ გამოცემის შინაარსზე. მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX), ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლობის (USAID) ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ოფიციალურ პოზიციას. რედაქტორები: თამარ კინწურაშვილი დავით ზურაბიშვილი დიზაინი: ბესიკ დანელია |
![]() |
1 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
თვითგადარჩენის კანონი გაცილებით
მაღლა დგას, ვიდრე დაწერილი კანონი
ჯეფერსონი
რამდენიმე წლის წინათ, როცა აქტიურ ჟურნალისტიკაში ვიყავი ჩაბმული, მეც და ჩემს კოლეგებსაც ნაკლებად მიგვიწვდებოდა ხელი ისეთ სახელმძღვანელოებზე, რომლებიც მედია-სამართალს და საერთოდ, მედიასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მიმოხილვას ეხებოდა. ცოდვა გამხელილი სჯობს და, მას შემდეგ არც ქართველი ჟურნალისტების ბიბლიოთეკა გამდიდრებულა დიდად და არც მედიის წარმომადგენელთა სამართლებრივი ცოდნა. შესაძლოა, სწორედ იმიტომ, რომ სხვა სფეროების მსგავსად, ჟურნალისტიკასაც დაწერილ კანონებზე მეტად ხშირად თვითგადარჩენის კანონები წარმართავდა.
იდეა, შექმნილიყო სახელმძღვანელო, რომელიც, ერთის მხრივ, კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებზე გაამახვილებდა ყურადღებას, მეორეს მხრივ კი, მედიის წარმომადგენლებს კანონთან ურთიერთობაში გაუწევდა მეგზურობას, საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭოს (IREX) ეკუთვნის. ამ იდეის განხორციელება კი თავისუფლების ინსტიტუტისა და მედია სამართლისა და ადმინისტრაციული სამართლის ექსპერტის ზურაბ ადეიშვილის თანამშრომლობის შედეგად მოხერხდა. კანონმდებლობის მიმოხილვას, რომლის ავტორი ზურაბ ადეიშვილია, ვლად დაედო საინფორმაციო საშუალებათა ხელმძღვანელებისა და მათი ადვოკატების გამოკითხვა. აღნიშნული გამოკითხვა გასულ წელს თბილისსა და საქართველოს ექვსს ქალაქში (ახალციხე, გორი, თელავი, ფოთი, ქუთაისი, ყვარელი) ჩატარდა.
49 საინფორმაციო საშუალების* წარმომადგენლის გამოკითხვის შედეგების საფუძველზე შესაძლოა საუბარი იმ ძირითად ტენდენციებზე, რომლებიც კანონის მოქმედების თუ უმოქმედობის შედეგად ქართულ მედიასთან მიმართებაში იჩენს თავს:
ადვოკატები, იურიდიული სამსახურები. ერთეული გამონაკლისების გარდა, ცენტრალური საინფორმაციო საშუალებების უმეტესობას საკუთარი ადვოკატი ან იურიდიული სამსახური ჰყავს. განსხვავებული სიტუაციაა რეგიონებში, სადაც მედიასაშუალებებს ან საერთოდ არ ჰყავთ ადვოკატი, ან მთლიანად არიან დამოკიდებული არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებაზე.
სასამართლო დავები. ცენტრალური მედიის წინააღმდეგ ძირითადად სასამართლოს ცალკეული მოხელეები მიმართავდნენ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის, ასევე მათ მიმართ ცილისმწამებლური ცნობების გავრცელების ბრალდებით. ერთეულ შემთხვევებს შეიძლება მივაკუთვნოთ საავტორო უფლებებთან, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან და სახელფასო დავალიანებასთან დაკავშირებული სასამართლო დავები.
რეგიონალური მედიიდან ცალკე აღნიშვნის ღირსია ქუთაისის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, რომლებიც თანამდებობის პირებთან კონფლიქტის მხრივ (პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვასთან დაკავშირებული სასამართლო საქმეები) არ ჩამოუვარდებიან ცენტრალურ მედიას. ასევე უნდა აღინიშნოს ქუთაისში გასულ წელს გამართული ერთ-ერთი გახმაურებული სასამართლო პროცესი, რომელიც ტექნიკური საბაბით რადიოსადგურის („ძველი ქალაქი“) დახურვას ისახავდა მიზნად. რაც შეეხება სხვა ტიპის სასამართლო პროცესებს, რეგიონებისთვის ძირითადად დამახასიათებელი იყო საკუთრებითი ხასიათის დავები.
შემთხვევას, როცა ჟურნალისტმა („თავისუფალი სიტყვა“, ფოთი) თავად მიმართა ფოთის პროკურატურას ორი საჩივრით ფოთის ყოფილი მერის მიერ მის წინააღმდეგ განხორციელებული არაერთი მუქარისა და ხულიგნური ქმედების გამო, არავითარი სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია.
ინფორმაციის საჯაროობა. ისევე როგორც ცენტრალური, რეგიონალური საინფორმაციო საშუალებების უმეტესობა აცხადებს, რომ ინფორმაციის მოპოვების პრობლემა მათ არ შექმნიათ. გარდა იმ საინფორმაციო საშუალებებისა, რომელთაც სპეციფიკიდან გამომდინარე (გასართობი არხები, შემეცნებითი პროგრამები) არ სჭირდებათ ინფორმაციის მოპოვება, ამ კატეგორიაში ისეთებიც (ყოველდღიური გაზეთები, საინფორმაციო ტელეგადაცემები) ხვდებიან, რომლებსაც ყოველდღიურად უწევთ თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულება, ანუ ინფორმაციის მოპოვება.
ცენტრშიც და რეგიონშიც შეგვიძლია დავასახელოთ ისეთი საინფორმაციო საშუალებები, რომელთაც ინფორმაციის მოპოვების პრობლემა შეექმნათ, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ ისარგებლეს ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებით და ინფორმაციის გამოთხოვას სასამართლოს მეშვეობით არ შეეცადნენ. ამას, როგორც ცენტრალური, ასევე რეგიონალური მედიის წარმომადგენლები რამოდენიმე მიზეზით ხსნიან: ერთი, რომ ინფორმაციის გამოთხოვის პროცესი დროში იწელება, („ინფორმაციას გაწვდიან, მაგრამ დაგვიანებით“). მეორე, ანუ ალტერნატიული გზა, რომელსაც ჟურნალისტები ადმინისტრაციულ კოდექსზე უფრო ხშირად მიმართავენ, არის ინფორმაციის პირადი ანუ კულუარული ურთიერთობებით მოპოვება. ინფორმაციის მოპოვების ეს ფორმა თავისთავად საძრახისი არ არის, როდესაც საქმე საზოგადოებრივად ღირებულ ინფორმაციას შეეხება, თუმცა გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს. კულუარული ურთიერთობა, როგორც წესი, ორმხრივ ვალდებულებებს გულისხმობს და გარიგებას ესაზღვრება. არ არის გამორიცხული, რომ გარიგებათა პრაქტიკამ საბოლოო ჯამში უფრო დიდი ზიანი მიაყენოს მედიის თავისუფლების ხარისხს და გადაწონოს ის საზოგადოებრივი სიკეთე, რომელიც საზოგადოების დროულ ინფორმირებას მოაქვს.
დასახელებული 49 საინფორმაციო საშუალებიდან უნდა აღინიშნოს ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტმა („თავისუფალი სიტყვა“, ფოთი) ინფორმაციის მოპოვება სასამართლოში ჩივილის მუქარით შესძლო. რეგიონებში ადგილი ჰქონდა ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც კანონის არცოდნის გამო, ჟურნალისტები საჯარო დაწესებულებებიდან კანონით აკრძალულ კომერციული ხასიათის ინფორმაციას ითხოვდნენ.
ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად ცენტრალური საინფორმაციო საშუალებები სახელმწიფო კანცელარიასა და სამართალდამცავ სტრუქტურებს ასახელებენ; რეგიონალური მედია კი - ადგილობრივი მმართველობის სხვადასხვა სტრუქტურებს, პროკურატურას, პოლიციას, კონტროლის პალატას.
აღნიშნული მონაცემები იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ მედიასაშუალებები ადმინისტრაციულ კოდექსს ნაკლებ იყენებენ. ამის მიზეზი ზოგ შემთხვევებში კოდექსის არცოდნაა, ზოგ შემთხვევებში კი ის, რომ ჟურნალისტები სჯერდებიან ინფორმაციას, მათ შორის კულუარულს, რომელთაც „მზა“ სახით აწვდიან და ნაკლები მოთხოვნილება აქვთ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვებაზე.
კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები. საინფორმაციო საშუალებათა უმეტესობა ერთსულოვანია იმ საკითხში, რომ კანონი პრესის შესახებ ბევრ ხარვეზს შეიცავს. ამ მოსაზრებას იზიარებენ მედიასაშუალებათა ადვოკატებიც, რომლებიც, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის დახვეწის აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას.
საინფორმაციო საშუალებათა უმეტესობისათვის ასევე აქტუალურია საგადასახადო კანონმდებლობის ლიბერალიზაციის საკითხიც.
საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ მედიის წარმომადგენელთა უმეტესი ნაწილი ნაკლებად არის გაცნობიერებული მოქმედ კანონმდებლობაში. არის შემთხვევები, როცა საინფორმაციო საშუალებათა წარმომადგენლები ჟურნალისტური თვითრეგულირების საკითხებს საკანონმდებლო რეგულირების სფეროს მიაკუთვნებენ, ზოგ შემთხვევაში კი პირიქით, საგადასახადო კოდექსსა და შრომის კანონმდებლობას არასაკანონმდებლო რეგულირების სფეროში მოიაზრებენ. გაცილებით მძიმე მდგომარეობაა რეგიონალურ მედიაში, სადაც ათ რესპონდენტს საერთოდ გაუჭირდა კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბარი.
სწორედ გამოკითხვის შედეგად გამოვლენილი ამ პრობლემების დაძლევას და არსებული ვაკუუმის შევსებას ისახავს მიზნად ეს სახელმძღვანელო, რომლის პირველი ნაწილი კანონმდებლობის მიმოხილვას ეთმობა; მეორე ნაწილი კი მოქმედ კანონებსა და მათ ანოტაციას; ასევე თავისუფლების ინსტიტუტის მიერ მომზადებულ კანონპროექტებს, რომელთა მიღების აუცილებლობას მოქმედ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები გვკარნახობს და რომლებმაც საერთაშორისო ექსპერტების მაღალი შეფასებები დაიმსახურეს.
დასასრულს, მადლობა მინდა გადავუხადო საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭოს, რომლის მხარდაჭერითაც შესაძლებელი გახდა ამ სახელმძღვანელოს გამოცემა და „მედია და კანონის“ ავტორს ზურაბ ადეიშვილს, რომელმაც პოპულარული ენით გადმოსცა ის, რაც არაიურიდიული დიპლომის მქონე კაცს შესაძლოა, აბრაკადაბრად მოჩვენებოდა.
იმედს ვიტოვებ, რომ აღნიშნული სახელმძღვანელო საინფორმაციო საშუალებებს კანონთან ურთიერთობას გაუიოლებს.
თამარ კინწურაშვილი
_______________________
* იხ. გვ. 225
![]() |
2 თავი I. საქართველოს კანონმდებლობა გამოხატვის თავისუფლების შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
შესავალი
1995 წელს კონსტიტუციის მიღებისა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტების რატიფიცირების საფუძველზე, საქართველოში პირველად შეიქმნა სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით თანამედროვე დასავლურ ფასეულობებზე დაფუძნებული საკანონმდებლო ჩარჩოს ჩამოყალიბების შესაძლებლობა. 1999 წელს საქართველო გახდა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანა და შესაბამისად, იგი შეუერთდა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას.
გამოხატვის თავისუფლებას განსაკუთრებული ადგილი უკავია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სისტემაში, რადგან სწორედ ის განაპირობებს სხვა უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შესაძლებლობას. სწორედ ამიტომაც გამოხატვის თავისუფლება განსაკუთრებული დაცვით სარგებლობს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული სტანდარტები ვრცელდება, სიტყვის თავისუფლების მარეგულირებელი ქართული კანონმდებლობა საკმაოდ წინააღსაქართველოს კანონმდებლობა გამოხატვის თავისუფლების შესახებ წინააღმდეგობრივია. მიუხედავად მრავალი მცდელობისა, ვერ მოხერხდა ახალი საკანონმდებლო აქტის მიღება, რომელიც ამ სფეროში სერიოზულ გარანტიებს შექმნიდა. სიტყვისა და პრესის თავისუფლების შესახებ კანონპროექტის განხილვას, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 1999 წელს პირველი მოსმენით მიიღო, ოთხი წლის განმავლობაში არავითარი პროგრესი არ განუცდია. უფრო მეტიც, ბოლო პერიოდში შეინიშნება რევანშისტული ტენდენციებიც, რასაც 2003 წლის ივნისში პირველი მოსმენით მიღებული სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილებებიც ადასტურებს, რომლის მიხედვითაც, საქართველოში უნდა დაბრუნებულიყო ცილისწამებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საბჭოური დებულებები.
წინააღმდეგობრივ კანონმდებლობასთან ერთად სიტუაციას სასამართლო პრაქტიკის არაერთგვაროვნებაც ართულებს. სასამართლო ზოგ შემთხვევაში იღებს ევროსასამართლოს მიერ დაწესებულ სტანდარტებთან შესაბამისს გადაწყვეტილებებს. თუმცა, ამ გადაწყვეტილებების გვერდით არცთუ იშვიათად ხდება ისეთი გადაწყვეტილებების გამოტანა, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას და რეალურ საფრთხეს უქმნის სიტყვის თავისუფლებას საქართველოში.
მიუხედავად ამგვარი ტენდენციებისა, საზოგადოებაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლება ყველაზე უფრო დაცულ უფლებას წარმოადგენს. ბევრი მიიჩნევს, რომ ჩვენს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება გარანტირებულია და მას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. თუ ამ მოსაზრებაში ჭეშმარიტების მარცვალი დევს, ეს კანონმდებლობით ან სასამართლო პრაქტიკით შექმნილი გარანტიებით ნამდვილად არ არის განპირობებული. ამის მიზეზი ხელისუფლების სისუსტეში უნდა ვეძებოთ, რომელსაც არ შესწევს უნარი, ეფექტურად ებრძოლოს რაიმე მოვლენას. სუსტი ხელისუფლება უუნაროა, მიიღოს ისეთი ეფექტური ზომები, რომლებიც ადამიანის ბუნებით უფლებას - სიტყვის თავისუფლებას დათრგუნავდა, ისევე როგორც უუნაროა, ებრძოლოს კონტრაბანდას, კორუფციას და აშ. ამავე დროს ხელისუფლება, რომელსაც საზოგადოების ნდობა არ გააჩნია, ვერასოდეს გაბედავს, იერიში მიიტანოს თავისუფალ მედიაზე, ხოლო თუ გაბედავს, ეს შეიძლება მისთვის სავალალოდ დასრულდეს. ამის საუკეთესო მაგალითს 2001 წლის შემოდგომით განვითარებული მოვლენებიც წარმოადგენს. მაგრამ, არის თუ არა კანონმდებლობით და სასამართლო პრაქტიკით შექმნილი საკმარისი გარანტიები იმისათვის, რომ პოპულარული ხელისუფლების შემოტევას გაუძლოს ამ კითხვაზე დადებითი პასუხის გაცემა გაძნელდება. სწორედ ამიტომაც, დღეს დემოკრატიული საზოგადოების სასიცოცხლო ინტერესს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო გარანტიების შექმნა წარმოადგენს.
რომელი საკანონმდებლო აქტები აწესრიგებს გამოხატვის თავისუფლების შესახებ დებულებებს?
გამოხატვის თავისუფლების შესახებ ნორმები მხოლოდ ერთ რომელიმე საკანონმდებლო აქტში არ არის კონცენტრირებული. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება გარანტირებულია როგორც კონსტიტუციითა და საერთაშორისო დოკუმენტებით, ისე საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით. ქვემოთ ჩვენ ჩამოვთვლით ყველზე უფრო მნიშვნელოვან საკანონმდებლო აქტებს, რომლებიც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არეგულირებს.
საქართველოს კონსტიტუცია
საქართველოს კონსტიტუცია ქვეყნის ძირითადი კანონია, რომელიც 1995 წლის 24 აგვისტოსაა მიღებული. კონსტიტუციით შექმნილ სიტყვის თავისუფლების გარანტიებს არსებითი მნიშვნელობა გააჩნია, რადგან ის სხვა საკანონმდებლო აქტების შინაარსს განაპირობებს. საქართველოს კონსტიტუცია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას 19-ე და 24-ე მუხლებით აწესრიგებს.
როცა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დასაცავად თბილისში ხალხმრავალი დემონსტრაციები მოეწყო, რასაც შედეგად მთავრობის გადაყენება მოჰყვა. |
საქართველოს კანონი „პრესისა და მასობრივი ინფორმაციის
სხვა საშუალებების შესახებ“
ეს კანონი მასმედიის სფეროს მარეგულირებელ სპეციალურ საკანონმდებლო აქტს წარმოადგენს, რომელიც 1991 წლის 10 აგვისტოსაა მიღებული. 1994 წლის 28 ოქტომბრის, 1997 წლის 28 ოქტომბრისა და 1997 წლის 25 ნოემბრის შესწორებების საფუძველზე, აღნიშნულმა კანონმა უმნიშვნელო ცვლილებები განიცადა.
„პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ“ კანონი პოსტკომუნისტური ეპოქის გარიჟრაჟზეა მიღებული და შესაბამისად, მასში ბევრი დეკლარაციული და რუდიმენტული დებულებაა. სამწუხაროა, მაგრამ თავად აღნიშნული კანონი არ ქმნის მის მიერ განმტკიცებული უფლებების განხორციელების სამართლებრივ მექანიზმებს. იგრძნობა საბჭოური საკანონმდებლო კულტურის დიდი ზეგავლენა კანონის გარკვეულ დებულებებზე, რომლებიც დღეს უკვე ანომალიას წარმოადგენენ. მაგალითად, ის არეგულირებს ისეთ შიდასარედაქციო საკითხებს, როგორიცაა სარედაქციო წესდება, რედაქტორს, რედაქციასა და დამფუძნებელს შორის ურთიერთობა, ან თუნდაც საქართველოში უცხოელი ჟურნალისტების მოღვაწეობა და ა.შ. კანონის ანაქრონიზმის დასტურად კიდევ ერთი, სახელდობრ მე-17 მუხლის მოყვანაა შესაძლებელი:
„ცალკეულ ორგანიზაციებს ან მოქალაქეთა ჯგუფებს შეუძლიათ შექმნან დამოუკიდებელი საწარმო სამეურნეო ანგარიშზე და ხელშეკრულების საფუძველზე გაავრცელონ ნებისმიერი პერიოდული გამოცემა. ყველა ასეთი საწარმო საჭიროებს სპეციალურ რეგისტრაციას კანონით დადგენილი წესით”; „ბეჭდვითი გამოცემის ტირაჟს განსაზღვრავს დამფუძნებელი. საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს გაზარდოს ან შეამციროს სახელმწიფო დოტაციაზე მყოფი ნებისმიერი პერიოდული გამოცემის ტირაჟი.“
საბაზრო ეკონომიკის მარეგულირებელი ფუნდამენტური კანონების მიღების პირობებში, ცხადია, დღის წესრიგში დგება საერთოდ კანონის ამგვარი ნორმების არსებობის მიზანშეწონილობის საკითხი.
სამოქალაქო კოდექსი
სამოქალაქო კოდექსი 1997 წელსაა მიღებული და სამართლებრივი რეფორმის ერთ-ერთ უმთავრესს მონაპოვარს წარმოადგენს. ეს საკანონმდებლო აქტი ითვალისწინებს სამოქალაქო პასუხისმგებლობის ფორმებს ინფორმაციისათვის, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს, ლახავს პატივსა და ღირსებას. კოდექსი ასევე ითვალისწინებს ასეთი ინფორმაციის გავრცელების შედეგად მიღებული ქონებრივი თუ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს.
სისხლის სამართლის კოდექსი
კოდექსი მიღებულია 1999 წლის ივნისში. ის ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას კანონით აკრძალული ზოგიერთი ინფორმაციის გავრცელებისათვის, კერძოდ:
ცილისწამებისათვის;
სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის გამჟღავნებისათვის;
ომის პროპაგანდისათვის, ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებისათვის და ა.შ.
საქართველოს კანონი „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.
კანონი 2001 წლის 28 სექტემბერსაა მიღებული. იგი მიზნად ისახავს არასრულწლოვანთა დაცვას იმ მავნე ზეგავლენისაგან, რომელიც კინო, ვიდეო, ტელეფილმების ჩვენებას და ნაბეჭდ პროდუქციას უკავშირდება.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
კოდექსი მიღებულია 1998 წლის აპრილში და მის ძირითად ამოცანას სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა არ წარმოადგენს. ეს კოდექსი ჩვენთვის იმითაა საყურადღებო, რომ იგი წყაროს კონფიდენციალურობასთან დაკავშირებულ დებულებებს შეიცავს.
მორალური |
საქართველოს კანონი „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“
კანონი 1999 წლის 23 ივლისსაა მიღებული და საყურადღებოა იმით, რომ აწესრიგებს სამაუწყებლო ლიცენზიის გაცემის, შეჩერებისა და გაუქმების წესსა და პირობებს.
საქართველოს კანონი „რეკლამის შესახებ“
კანონი მიღებულია 1998 წლის 18 თებერვალს. ის აწესრიგებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში რეკლამის განთავსების საკითხებს, კერძოდ:
ადგენს რეკლამის განთავსების სიხშირესა და პერიოდულობას;
კრძალავს არასათანადო რეკლამის განთავსებას;
აწესებს პასუხისმგებლობას კანონმდებლობის დარღვევით რეკლამის გავრცელებისათვის.
საქართველოს კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“
ეს კანონი მიღებულია 1999 წელს და მის უმთავრესს მიზანს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვა წარმოადგენს.
საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები
საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის შესაბამისად, საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი საქართველოს კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება, შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ უპირატესი იურიდიული ძალა აქვს. თუ რომელიმე კანონი ან კანონქვემდებარე აქტი საერთაშორისო ხელშეკრულებას ეწინააღმდეგება, მაშინ მოქმედებს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დებულებები. ყველა ამ ხელშეკრულებას პირდაპირი მოქმედების ძალა გააჩნია.
საქართველოს რატიფიცირებული აქვს ისეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო დოკუმენტები, როგორიცაა 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, 1950 წლის ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ევროპის კონვენცია, 1966 წლის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტი. ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ევროპის კონვენციის რატიფიცირების შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, ყველა შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის ამოწურვის შემდეგ, მიმართონ ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს, თუ საქართველოში ამ კონვენციით გარანტირებული რომელიმე უფლება, მათ შორის სიტყვის თავისუფლება, დაირღვევა. კონვენციით გათვალისწინებული სიტყვის თავისუფლება დაცულია იმ მოცულობით, როგორც ეს განმარტებულია სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკით.
![]() |
3 თავი II.სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გარანტიები |
▲ზევით დაბრუნება |
რა საკანონმდებლო აქტებითაა გარანტირებული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება?
ძირითად საკანონმდებლო აქტს, რომლითაც სიტყვის თავისუფლებაა გარანტირებული, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია. იგი ასევე ითვალისწინებს საჯარო დაწესებულებებში დაცული ინფორმაციის თავისუფლად მიღების შესაძლებლობას და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ფარგლებსა და წესს.
კონსტიტუციის მე-19 მუხლში აღნიშნულია, რომ:
„ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება.“
საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლი კი აცხადებს, რომ:
„ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით.“
პირის უფლება, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია ნებისმიერი საშუალებით, გულისხმობს იმას, რომ არავის არ სჭირდება წინასწარი ნებართვა ინფორმაციის შეგროვების, დამუშავების ან გავრცელებისათვის. კონსტიტუცია, ისევე როგორც საერთაშორისო დოკუმენტები, კრძალავს სახელმწიფოს მხრიდან რაიმე სახის კონტროლს ინფორმაციის გავრცელების თანამედროვე საშუალებებზე. გამონაკლისს წარმოადგენს სამაუწყებლო სიხშირის გამოყენება, რაც ბუნებრივად ამოწურვადი რესურსია.
კონსტიტუციის მე-19 მუხლი კი ყველას იცავს პასუხისმგებლობისაგან ინფორმაციის გავრცელებისათვის. სახელდობრ:
„დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ“.
წერილობით, ზეპირად და ა.შ. |
![]() |
4 თავი III. ინფორმაციის თავისუფლება |
▲ზევით დაბრუნება |
სახელმწიფო მოქალაქეთა მიერ გადახდილი გადასახადებით ფინანსდება. შესაბამისად, საზოგადოებას აქვს სრული უფლება, იცოდეს, თუ რას საქმიანობს ესა თუ ის სახელმწიფო ორგანო. ამავე დროს ხალხი ვერ მიიღებს სრულფასოვან მონაწილეობას სახელმწიფოს მართვაში, თუ იგი არ ფლობს სრულყოფილ ინფორმაციას ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობის შესახებ. ამისათვის კი აუცილებელია, რომ საზოგადოებას ხელი მიუწვდებოდეს ხელისუფლების ორგანოებში დაცულ ინფორმაციაზე. სახელმწიფო ორგანოთა გამჭვირვალობა დემოკრატიული მმართველობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს.
აქვს თუ არა ჟურნალისტს სახელმწიფოსაგან ინფორმაციის მიღების უფლება?
აქვს.
ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მოთხოვნა ვრცელდება არამარტო სახელმწიფო დაწესებულებებზე, არამედ ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოზე, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ყველა ამ დაწესებულებას საჯარო დაწესებულებას უწოდებს.
მაგალითად, სახელმწიფო უნივერსიტეტები, ფოთის პორტი,ნოტარიუსთა პალატა და ა.შ, გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა. მაგალითად, პარლამენტი, სახელმწიფო კანცელარია, სამინისტრო, სახელმწიფო დეპარტამენტი, საქვეუწყებო დაწესებულება, მარეგულირებელი კომისია, სასამართლო და ა. შ. |
საკრებულო, მერია, |
საჯარო დაწესებულებად ჩაითვლება აგრეთვე ნებისმიერი პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო უფლებამოსილებებს ამ უფლებამოსილებების განხორციელებისას.
საჯარო დაწესებულებად ასევე ჩაითვლება სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირი, ასეთი დაფინანსების ფარგლებში.
საჯარო დაწესებულებებში დაცული რა სახის ინფორმაციაა ღიაა?
ყველა, გარდა საიდუმლოდ აღიარებული ინფორმაციისა.
კოდექსის მიხედვით, საქართველოს ყველა მოქალაქეს, უცხოეთის მოქალაქეს, იურიდიულ პირს აქვს უფლება, მოითხოვოს საჯარო დაწესებულებაში არსებული, აგრეთვე მათ მიერ მიღებული, შექმნილი ან გაგზავნილი ნებისმიერი ინფორმაცია.
საჯარო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს ყველა ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც კანონის შესაბამისად, აღიარებულია სახელმწიფო, კომერციულ, პროფესიულ ან პირად საიდუმლოებად.
საჯარო დაწესებულებას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში აქვს უფლება, გაასაიდუმლოს ესა თუ ის ინფორმაცია. ასეთ შემთხვევებში საჯარო დაწესებულებამ უნდა დაასაბუთოს, რომელი ნორმის საფუძველზე მოხდა ინფორმაციის გასაიდუმლოება. გასაიდუმლოებულ ინფორმაციას უნდა მიენიჭოს გრიფი „საიდუმლო“. საიდუმლო ინფორმაციათა შორის ყველაზე მნიშვნელოვანს სახელმწიფო საიდუმლოება წარმოადგენს. ამა თუ იმ ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევა „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს 1996 წლის კანონის შესაბამისად უნდა მოხდეს. ამ კანონის მიხედვით, თანამდებობის პირთა მხოლოდ შეზღუდულ წრეს გააჩნია სახელმწიფო საიდუმლოებად ამა თუ იმ ინფორმაციის მიკუთვნების უფლებამოსილება.
მაგალითად, შ.პ.ს. „რემონტს“ მიენიჭა მანქანების ტექნიკური დათვალიერების დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილება. იგი ვალდებულია, უზრუნველყოს ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.
|
მაგალითად, ჟურნალი „დილა“ ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს 10 000 ლარს. ჟურნალის საერთო წლიური ბიუჯეტი შეადგენს 50 000 ლარს. ჟურნალის გამომცემელი საჯარო დაწესებულებად ითვლება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების განკარგვის ნაწილში და ვალდებულია, საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს ყველა ინფორმაცია ბიუჯეტიდან მიღებული თანხების განკარგვისა და მიღებული შედეგის შესახებ. თუმცა, ჟურნალის რედაქცია არ არის ვალდებული, გასცეს ინფორმაცია სხვა წყაროებიდან მიღებული თანხების განკარგვასთან დაკავშირებით. |
შესაძლებელია თუ არა საჯარო დაწესებულებაში დაცული კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის მიღება?
კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვლება ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც კომერციული ღირებულება გააჩნია. ეს ინფორმაცია შეიძლება იყოს გეგმის, პროცესის, ფორმულის სახის და უნდა ეხებოდეს საქონლის წარმოებას, გადამუშავებას, მომზადებას ან მომსახურების გაწევას. ეს ინფორმაცია შეიძლება წარმოადგენდეს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს.
კომერციულ საიდუმლოებას ასევე მიეკუთვნება ნებისმიერი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა, ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას ბაზარზე.
ზოგჯერ, კანონი პირდაპირ ითვალისწინებს ინფორმაციის კომერციული საიდუმლოებისათვის მიკუთვნების საკითხს. ასეთ შემთხვევაში, საჯარო დაწესებულება, რომელიც ამ ინფორმაციას მიიღებს, ვალდებულია, ავტომატურად ცნოს ის კომერციულ საიდუმლოებად. სხვა შემთხვევაში, ინფორმაცია კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვლება მხოლოდ შესაბამისი პირის მოთხოვნის საფუძველზე. როდესაც პირი გადასცემს ინფორმაციას საჯარო დაწესებულებას, მან იქვე უნდა მიუთითოს, სურს თუ არა ამ ინფორმაციის შინაარსის კონფიდენციალობის უზრუნველყოფა. თუ პირი ინფორმაციის წარდგენისას არ მიუთითებს, რომ მის მიერ წარდგენილი ინფორმაცია მის კომერციულ საიდუმლოებას განეკუთვნება, ეს ინფორმაცია ღია გახდება ნებისმიერი მსურველისათვის.
მაგალითად, გამაგრილებელი სასმელის ნაყენის ფორმულა, პოლიეთილენის პარკების წარმოების პროცესი და ა.შ. მაგალითად, ახალი სამკურნალო პრეპარატის შემადგენლობა. |
მაგალითად, რა უჯდება ერთი ბოთლი ღვინის წარმოება შპს „შიოს მარანს“, რომელ რეგიონში ყიდის ის ყველაზე უკეთ ან ყველაზე ცუდად თავის პროდუქციას, რა რაოდენობის პროდუქციას აწარმოებს და რა მოგება აქვს მას წლის განმავლობაში. |
მაგალითად, ინფორმაცია გადახდილი გადასახადების შესახებ. |
კომერციულ საიდუმლოდ მიჩნეულ ინფორმაციას დაედება გრიფი „საიდუმლოდ“ და ის გარეშე პირთათვის ხელმიუწვდომელი გახდება.
შეიძლება თუ არა საჯარო დაწესებულებაში დაცული პირადი საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის მიღება?
არა, გარდა ცალკეული გამონაკლისებისა.
კერძო პირების შესახებ საჯარო დაწესებულებაში დაცული ყველა ინფორმაცია დახურულია, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ეს ბუნებრივიცაა, რადგანაც პირად ცხოვრებაში ჩაურევლობა კონსტიტუციითაა გარანტირებული. კონსტიტუციის მე-20 მუხლის თანახმად, ადამიანის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია, ხოლო 41-ე მუხლის შესაბამისად, დახურულია „ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან.“
არავის აქვს უფლება, მოითხოვოს საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა დაავადება გადაიტანა ამა თუ იმ კონკრეტულმა პირმა, როგორია მისი შემოსავალი, რამდენ გადასახადს იხდის ის და ა.შ.
პირად საიდუმლოებად უნდა ჩაითვალოს აგრეთვე ნებისმიერი სხვა ინფორმაცია,რომელიც პირის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა. ასეთი ინფორმაცია საჯარო დაწესებულებამ ავტომატურად უნდა ჩათვალოს პირად საიდუმლოებად და ხელმიუწვდომელი გახადოს სხვა საჯარო დაწესებულებისა და კერძო პირებისთვის. ჟურნალისტმა ასეთი ინფორმაცია შეიძლება მიიღოს მხოლოდ ამ პირის წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
მაგალითად, პირის მისამართი, ასაკი, ეროვნება და ა.შ. |
ზოგიერთი პერსონალური მონაცემი ყველასათვის ხელმისაწვდომია. მაგალითად, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, ამომრჩეველთა სიები, ანუ ამომრჩეველთა შესახებ გარკვეული ინფორმაცია საჯაროა და უნდა გამოქვეყნდეს. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, ღიაა იმ თანამდებობის პირთა პერსონალური მონაცემები, რომლებიც ავსებენ ქონებრივ და საფინანსო დეკლარაციებს, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის შესაბამისად. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, გაიგოს რა შემოსავალი აქვს მინისტრს ან პარლამენტის წევრს, რამდენ გადასახადს იხდის ის, ნასამართლევია თუ არა, როგორია მისი ოჯახური მდგომარეობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა და ა.შ. ღიაა აგრეთვე პარლამენტის წევრობის კანდიდატთა, ასევე სხვა თანამდებობის პირების შესახებ საჯარო დაწესებულებებში დაცული ინფორმაცია.
პერსონალური ინფორმაცია, რომელიც პირად საიდუმლოებას შეიცავს, დახურულია საზოგადოებისათვის. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი ინფორმაცია დახურულია პირისათვის, რომელზეც ეს ინფორმაცია არსებობს. პირის უფლება, დაუბრკოლებლად გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მის შესახებ არსებულ ინფორმაციას, გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით.
შეიძლება თუ არა კერძო დაწესებულებებიდან ინფორმაციის მიღება?
არა.
ინფორმაციის თავისუფლების მოთხოვნა მხოლოდ საჯარო დაწესებულებებზე ვრცელდება. სააქციო საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება თუ კავშირი ვალდებული არ არის, ჟურნალისტს მიაწოდოს ინფორმაცია მათი საქმიანობის შესახებ. ისინი კერძო დაწესებულებებს წარმოადგენენ და სახელმწიფოს დაფინანსებაზე არ იმყოფებიან. კერძო დაწესებულებად ჩაითვლება აგრეთვე ნებისმიერი საწარმო, თუნდაც მასში სახელმწიფო 100% წილს ფლობდეს.
მაგალითად, დეპუტატი, მინისტრი, გამგებელი, პროკურორი, მოსამართლე, სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე და ა.შ. |
ამავე დროს, თუ კერძო დაწესებულებამ მიიღო სუბსიდია სახელმწიფოსაგან, მაშინ ამ თანხის ხარჯვის შესახებ ინფორმაცია, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ყველასათვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს.
შეიძლება თუ არა საჯარო დაწესებულების სხდომებზე დასწრება?
დიახ.
საჯარო ინფორმაციის შექმნა და დამუშავება მხოლოდ ოფიციალური დოკუმენტების მეშვეობით არ ხორციელდება. საჯარო დაწესებულების სხდომების დროს ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის წარმოდგენა და შეფასება ხდება. საჯარო დაწესებულებათა სხდომები ღიაა. საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, რა პოზიცია გამოხატა კოლეგიური საჯარო დაწესებულების წევრმა სხდომის დროს, რა სახის საკითხები იხილება სხდომაზე, მოხდა თუ არა საკითხის ყოველმხრივი განხილვა სხდომის დროს და როგორ მივიდა კოლეგიური საჯარო დაწესებულება საბოლოო გადაწყვეტილებამდე. ამ ინფორმაციის გარეშე შეუძლებელია კოლეგიური საჯარო დაწესებულების წევრის და მთლიანად დაწესებულების მუშაობის შეფასება. სწორედ ამიტომ კოდექსი მოითხოვს, რომ ჟურნალისტებისა და მთლიანად საზოგადოებისათვის ყველა საჯარო დაწესებულების სხდომა ღიად წარიმართოს. კოლეგიურ საჯარო დაწესებულებად ჩაითვლება ისეთი დაწესებულება, სადაც გადაწყვეტილების მიღება ხდება კოლეგიურად ორი ან მეტი პირის მიერ კენჭისყრის საფუძველზე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესით. ამასთან, არ არის აუცილებელი, რომ სხდომას ოფიციალური სახე ჰქონდეს. სხდომა ღიაა, თუკი კოლეგიური საჯარო დაწესებულების წევრები იკრიბებიან გადაწყვეტილების არა მარტო მიღების, არამედ მომზადების მიზნითაც.
მაგალითად, თბილისის მერიამ ს/ს „თბილგაზს“ გადაურიცხა სუბსიდია, მოსახლეობის მიერ მოხმარებული გაზის ხარჯების დასაფარად. |
მაგალითად, პარლამენტი, სამინისტროს კოლეგია, ქალაქ თბილისის საკრებულო და ა.შ. |
იმისათვის, რომ საზოგადოებამ შესძლოს მისთვის საინტერესო სხდომაზე დასწრება, სხდომის გამართვისა და განსახილველი საკითხების შესახებ მას წინასწარ უნდა ეცნობოს. რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველმა საჯარო დაწესებულებამ სხდომამდე ერთი კვირით ადრე უნდა გამოაცხადოს სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის შესახებ, ხოლო თუკი სხდომაზე განზრახულია საიდუმლო საკითხების განხილვა, აგრეთვე სხდომის დახურვის თაობაზე გადაწყვეტილების შესახებ.
შესაძლებელია, წარმოიშვას სხდომის დაუყოვნებლივი გამართვის აუცილებლობა. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში, ერთკვირიანი ვადის დაცვა ვერ მოხერხდება. ამიტომ, გადაუდებელი აუცილებლობისას, კოდექსი ითვალისწინებს სხდომის გამართვას, წინასწარი გამოცხადების ვადის დაცვის გარეშე. როგორც კი წარმოიშვება სხდომის დადგენილ ვადაზე ადრე გამართვის აუცილებლობა და შესაბამისს გადაწყვეტილებასაც მიიღებენ, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, დაუყოვნებლივ გამოაცხადოს გადაუდებელი სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის შესახებ. ანუ კოდექსი არ უშვებს საზოგადოების ინფორმირების გარეშე სხდომის გამართვის შესაძლებლობას. თუ გადაუდებელ სხდომაზე საიდუმლო ინფორმაციები უნდა განიხილონ, სხდომის დახურვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება წინასწარ უნდა მოხდეს, რის შესახებაც ასევე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საზოგადოებას.
დაუშვებელია სხდომაზე დასასწრებად საგანგებო მოსაწვევის მოთხოვნა. სხდომაზე დასწრების მსურველთა შეზღუდვა შეიძლება დაწესდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ფიზიკურად შეუძლებელია ყველა მსურველის სხდომის დარბაზში მოთავსება. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება დაწესდეს სხდომაზე დასწრების სპეციალური წესი. ისეთმა საჯარო დაწესებულებებმა, რომელთა სხდომების მიმართ საზოგადოების ინტერესი მუდმივად მაღალია, უნდა შექმნან ფართო საზოგადოებისათვის სხდომათა ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა.
კოდექსი ითვალისწინებს სხდომის დახურვის შესაძლებლობას, თუკი ეს აუცილებელია სახელმწიფო, კომერციულ ან პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად. თუ სხდომის დღის წესრიგში შეტანილია რამოდენიმე საკითხი, რომელთაგან მხოლოდ ნაწილი შეიცავს საიდუმლო ინფორმაციას, ასეთ შემთხვევაში უნდა დაიხუროს არა მთლიანად სხდომა, არამედ მხოლოდ სხდომის ის ნაწილი, რომლის დროსაც საიდუმლო ინფორმაცია განიხილება.
მაგალითად, უშიშროების საბჭომ მიიღო ინფორმაცია აფხაზეთში სიტუაციის გამწვავების შესახებ, რაც დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს. ასეთ შემთხვევაში, პრეზიდენტი უფლებამოსილია, სამი საათის განმავლობაში დანიშნოს უშიშროების საბჭოს დახურული სხდომა. მაგრამ ინფორმაცია სხდომის ადგილის, დროის, დღის წესრიგისა და სხდომის დახურვის შესახებ საზოგადოებას აუცილებლად დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს. |
მაგალითად, სხდომაზე დასასწრებად დაიშვებიან ის პირები, რომლებმაც შედარებით ადრე გამოთქვეს სხდომაზე დასწრების სურვილი ან უპირატესობა მიეცემათ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს და ა.შ. |
მაგალითად, სხდომის პირდაპირი ტელე- ან რადიოტრანსლაცია. |
რა ვადებში უნდა გასცეს ინფორმაცია საჯარო დაწესებულებამ?
თანამედროვე საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის ინფორმაციის სწრაფი გაცვლა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ბევრი ინფორმაცია კონკრეტული პირებისათვის ღირებულია მხოლოდ დროის ხანმოკლე მონაკვეთში. ამიტომაც, მათთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, ამ ინფორმაციაზე რაც შეიძლება სწრაფად მიუწვდებოდეთ ხელი. კოდექსის მოთხოვნით, საჯარო ორგანომ ინფორმაცია უნდა გასცეს დაუყოვნებლივ, ინფორმაციის მოთხოვნისთანავე.
სიტყვა „დაუყოვნებლივ“ ნიშნავს იმას, რომ ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადების რეგისტრაციისთანავე, ეს განცხადება უნდა მოხვდეს ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირთან.
ყველა საჯარო დაწესებულებაში უნდა არსებობდეს სპეციალურად ინფორმაციის გაცემაზე უფლებამოსილი პირი, რომელიც ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეუდგეს ამ განცხადების განხილვას და გადაწყვეტილება იმავე დღეს მიიღოს.
მაგალითად, თუ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილება ორი საკითხი: საგადასახადო შემოსავლების გეგმის მიმდინარეობისა და კონფლიქტის ზონაში თავდაცვის სამინისტროს დანაყოფების გადაადგილების შესახებ. უშიშროების საბჭოს სხდომა უნდა დაიხუროს მხოლოდ მეორე საკითხის განხილვისას. |
თუ ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს ამ საჯარო დაწესებულებაში სხვა მოვალეობებიც გააჩნია, მან ჯერ ინფორმაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს და შემდეგ დაუბრუნდეს სხვა უფლებამოსილებების შესრულებას.
თუ ერთი და იმავე დღეს ადმინისტრაციულ ორგანოში ერთბაშად რამოდენიმე განცხადება შევა, ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი მათ შესვლის რიგითობის მიხედვით განიხილავს.
რიგ შემთხვევებში, ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცემა შეუძლებელია. ამიტომაც, გამონაკლისის სახით, კოდექსი ითვალისწინებს ინფორმაციის გაცემის ათდღიან ვადას. ათდღიან ვადას უნდა მიმართონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
ა) მოთხოვნის სრულყოფილად დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია ინფორმაციის მოძიება სხვა დასახლებულ პუნქტში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფიდან.
ბ) მოთხოვნის სრულყოფილად დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია ინფორმაციის მოპოვება სხვა საჯარო დაწესებულებიდან.
გ) აუცილებელია სხვადასხვა ტიპის, ერთმანეთთან დაუკავშირებელი დოკუმენტების მოძიება და დამუშავება.
დ) მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის კანონმდებლობა მოითხოვს, რომ ჩატარდეს კონსულტაციები სხვა დასახლებულ პუნქტში არსებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან სხვა საჯარო დაწესებულებასთან.
ათდღიანი ვადის აუცილებლობის შემთხვევაში, ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ინფორმაციის მომთხოვნს. ასევე ის უნდა გააფრთხილონ, თუ ზუსტად რამდენი დღე დასჭირდება ინფორმაციის გაცემას.
მაგალითად, მოქალაქეთა მდგომარეობის რეგისტრაციის სამსახურის ცენტრალურ არქივში შესულია მოქალაქის მოთხოვნა. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის კი აუცილებელია ოზურგეთის მოქალაქეთა რეგისტრაციის განყოფილებიდან დამატებითი ინფორმაციის მიღება. |
მაგალითად, იუსტიციის სამინისტროში შესულია განცხადება რომელიმე ლიცენზიის შესახებ ინფორმაციის მიღების მოთხოვნით. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის კი აუცილებელია სოფლის მეურნეობის სამინისტროში არსებული უწყებრივი სალიცენზიო საჯარო რეესტრიდან დამატებითი ინფორმაციის მიღება. |
მაგალითად, მოქალაქეთა მდგომარეობის რეგისტრაციის სამსახურში შევიდა მოთხოვნა 2001 წელს ქორწინებათა და განქორწინებათა საერთო რაოდენობის, დაქორწინებულთა საშუალო ასაკის შესახებ ინფორმაციის გაცემის თაობაზე. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის შესაბამისმა სამსახურმა უნდა შეისწავლოს საკმაო მოცულობის დოკუმენტები, რაც გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული; |
ისევე როგორც ინფორმაციის გაცემის, ასევე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს. მოქალაქეს, რომელიც ინფორმაციას მოითხოვს, რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეატყობინონ ინფორმაციის გაცემის შესაძლებლობის შესახებ. ეს გადაწყვეტილება წერილობითია და შესაძლებელია მისი სასამართლოში გასაჩივრება.
ვალდებულია თუ არა საჯარო დაწესებულება გასცეს ინფორმაცია ზეპირი მოთხოვნის საფუძველზე?
არა.
იმისათვის, რომ პირმა მისთვის სასურველი საჯარო ინფორმაცია მიიღოს, მან უნდა წარადგინოს წერილობითი განცხადება შესაბამისს საჯარო დაწესებულებაში. საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია, გასცეს ინფორმაცია ზეპირი მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ ეს ამ დაწესებულების უფლებაა და არა მოვალეობა. ამავე დროს, საჯარო დაწესებულებას არა აქვს უფლება, მოსთხოვოს პირს ინფორმაციის მოთხოვნის მოტივის ან მიზნის დასახელება.
რა ფორმით შეიძლება ინფორმაციის მიღება?
საჯარო დაწესებულებაში საჯარო ინფორმაცია სხვადასხვა ფორმით შეიძლება ინახებოდეს - დოკუმენტის, ნახაზის, ნახატის, მაკეტის, ელექტრონული და ა.შ. სახით. შესაბამისად, ნებისმიერ პირს ხელი უნდა მიუწვდებოდეს ყველა ამ ფორმით არსებულ ინფორმაციაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ინფორმაციის გარკვეული ნაწილი საზოგადოებისათვის ხელმიუწვდომელი გახდებოდა.
თუ საჯარო ინფორმაცია რამოდენიმე ფორმით არსებობს, პირს უფლება აქვს, თვითონ აირჩიოს, რა სახით სურს ინფორმაციის მიღება. პირს აგრეთვეუფლება აქვს, დედანში გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში არსებულ დოკუმენტებს. თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. დოკუმენტის დედანში გაცნობა უნდა მოხდეს უშუალოდ აღნიშნულ საჯარო დაწესებულებაში. ზოგიერთი დოკუმენტის დედანი იმდენად ძველია ან ხშირადაა გამოყენებაში, რომ იქმნება მისი განადგურების ან დაზიანების საფრთხე. ზოგიერთ დოკუმენტს უზარმაზარი ისტორიული ან მხატვრული ღირებულება გააჩნია, რაც მისი დაცვის განსაკუთრებულ რეჟიმს მოითხოვს. სწორედ ამიტომ, საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით, პირი დედანს გაეცნობა სათანადო ზედამხედველობის ქვეშ ან დედანის ნაცვლად პირს გადაეცემა სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტის ზუსტი ასლი.
მაგალითად, საქართველოს განათლების მინისტრის №103 ბრძანება, რომლის გაცნობასაც მოქალაქე ქუროძე მოითხოვს, არსებობს როგორც ოფიციალურად ხელმოწერილი დოკუმენტის, ასევე ელექტრონული ვერსიის სახით. მოქალაქე თვითონ აირჩევს ამ ბრძანების მიღების ფორმას: მას შეუძლია, მოითხოვოს დოკუმენტის ასლი ან ელექტრონული ვერსია. მას ასევე შეუძლია, მოითხოვოს ინფორმაცია ორივე ფორმით. |
პირს აგრეთვე უფლება აქვს, მოითხოვოს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ვერსიის გაცნობა ამავე საჯარო დაწესებულებაში, დაწესებულების ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
უნდა გადაიხადოს თუ არა ჟურნალისტმა მიღებული ინფორმაციის საფასური?
მხოლოდ ასლის გადაღებისათვის აუცილებელი დანახარჯი. კოდექსის შესაბამისად, დოკუმენტის ასლის გაცემისათვის რაიმე გადასახადის თუ სხვა სახის გადასახდელის დაწესება დაუშვებელია. ასევე ანაზღაურებას არ ექვემდებარება საჯარო დაწესებულების მიერ გაწეული მომსახურება. ერთადერთი, რისი ანაზღაურების ვალდებულებაც ასლის მიმღებ პირს გააჩნია, არის დოკუმენტის ასლის გადაღებისათვის აუცილებელი თანხა. აქ საუბარია ქაღალდის და ტექნიკურ საშუალებათა დანახარჯზე, რაც არ გულისხმობს საჯარო მოხელის შრომის ანაზღაურებას, მოგებას და ა.შ.
შეიძლება თუ არა ინფორმაციის გაცემაზე უარის გასაჩივრება?
დიახ.
თუ ადმინისტრაციული ორგანო გაასაიდუმლოებს რაიმე დოკუმენტს, ეს არ ნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილების გადასინჯვა შეუძლებელია. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს აღნიშნული გადაწყვეტილება როგორც სასამართლოში, ასევე ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში. სარჩელით/საჩივრით დაინტერესებულ პირს შეუძლია, მოითხოვოს, ერთის მხრივ, მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა, ხოლო, მეორეს მხრივ, როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება.
ინფორმაციის თავისუფლების თავთან დაკავშირებით საჯარო დაწესებულებასა და კერძო პირს შორის წარმოქმნილი დავის დროს მტკიცების ტვირთი მთლიანად საჯარო დაწესებულებას ეკისრება.
ამ ნორმის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ადმინისტრაციული ორგანო უნდა მოქმედებდეს კანონმდებლობის ზუსტი დაცვით და გადაწყვეტილების მიღებისას უნდა დაასაბუთოს, რომელი საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო თავის საქმიანობას კანონმდებლობის საფუძველზე არ ახორციელებს, საერთოდ ზედმეტია სამართლებრივ სახელმწიფოზე საუბარი.
თუ სასამართლოში გასაჩივრებულია ინფორმაციის გასაიდუმლოების კანონიერება, სასამართლო უფლებამოსილია, იმსჯელოს საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილების კანონიერებაზე. ამისათვის, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ის გამოითხოვს როგორც გასაიდუმლოებულ ინფორმაციას, ასევე იმ ადმინისტრაციული წარმოების საქმის მასალებს, რომელთა საფუძველზეც საჯარო დაწესებულებამ მიიღო გადაწყვეტილება ინფორმაციის გასაიდუმლოების შესახებ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს ხელი მიუწვდება ნებისმიერ დოკუმენტზე, მათ შორის, გასაიდუმლოებულ ინფორმაციაზე. ეს ბუნებრივიცაა, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ვერ შესძლებდა საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებას. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ასეთი სარჩელი მან ჩვეულებრივი წესით ღია სხდომაზე უნდა განიხილოს. თუ სასამართლო ღია სხდომაზე განიხილავს საქმეს, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაშიც კი, საზოგადოებისათვის ცნობილი გახდება გასაიდუმლოებული ინფორმაციის შინაარსი. ასეთ საკითხზე საჯარო განხილვის ჩატარება ყოველგვარ აზრს დაუკარგავდა ინფორმაციის გასაიდუმლოებას და შესაძლოა, მნიშვნელოვანი საფრთხეც შეექმნა საჯარო ან კერძო პირის კანონიერი ინტერესებისათვის. ამიტომაც, კოდექსი უშვებს ასეთი საქმის დახურულ სასამართლო სხდომაზე, საზოგადოების მონაწილეობის გარეშე განხილვის შესაძლებლობას. უფრო მეტიც, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად, შესაძლებელია, მოეწყოს in camera განხილვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეს უფლება არა აქვს, განხილვის პროცესში გაეცნოს საიდუმლო ინფორმაციას. თუ სასამართლო მხარის სარჩელს დააკმაყოფილებს, მაშინ როგორც უკანონოდ გასაიდუმლოებული ინფორმაცია, ისე საქმის მასალებიც სრული მოცულობით ხელმისაწვდომი გახდება მხარისათვის და საზოგადოებისათვის.
აქ იგულისხმება როგორც ინფორმაციის გაცემაზე უარის, ისე ინფორმაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებები. |
მორალური |
მაგალითად, მოქალაქე ქილიამ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს მისი ყველა თანამშრომლის ვინაობისა და მისამართის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით, რაზეც სამინისტრომ უარი განუცხადა. თუ გადაწყვეტილება სასამართლოში გასაჩივრდება, სამინისტროა ვალდებული, მოუხმოს საკმარისს მტკიცებულებებს იმის დასადასტურებლად, რომ ინფორმაციის გაცემაზე უარი კანონის მოთხოვნებს შეესაბამება. თუ სამინისტრო გადაწყვეტილების კანონიერების დასტურად საკმაო მტკიცებულებებს ვერ წარმოადგენს, გადაწყვეტილება გაუქმდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოქალაქე ქილია ვერ დაასაბუთებს სამინისტროს გადაწყვეტილების კანონსაწინააღმდეგო ხასიათს. |
![]() |
5 თავი IV. გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა |
▲ზევით დაბრუნება |
არის თუ არა რაიმე ინფორმაციის გავრცელება შეზღუდული?
დიახ
გამოხატვის თავისუფლება აბსოლუტური არ არის. საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, კერძოდ, კონსტიტუციის 24-ე მუხლის შესაბამისად, სიტყვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. ხოლო კონსტიტუციის 19-ე მუხლის შესაბამისად, სიტყვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს სხვათა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად.
კონსტიტუციის თანახმად, ინფორმაციისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს შეზღუდვა მიზნად ისახავს სხვა პირის ან საერთოდ მთელი საზოგადოების ინტერესების დაცვას. ცხადია, ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან რაიმე შეზღუდვის დადგენა საკუთრივ სიტყვის თავისუფლების უფლების პარალიზების ტოლფასი უნდა იყოს. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ კანონის არასწორი ინტერპრეტაცია, გასათვალისწინებელია სამი პირობა, რომელიც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისათვის ერთდროულად უნდა არსებობდეს:
1. აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან საკუთარი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობის გამოსარიცხად, დაუშვებელია კანონქვემდებარე აქტით სიტყვის თავისუფლების შემზღუდველი ნორმების მიღება. ამდენად, ერთ-ერთი მთავარი პირობა შეზღუდვის კანონით დაწესებაა.
2. შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მიზნად ისახავს სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას, დანაშაულის ანდა კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილებას, სხვათა უფლებებისა და ღირსების დაცვას. არ შეიძლება დაწესდეს სიტყვის თავისუფლების რაიმე შეზღუდვა, თუ ის ზემოთ ჩამოთვლილ მიზნებს არ ემსახურება. სხვა რაიმე მიზნით ამ უფლების შეზღუდვა დაუშვებელია.
3. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა ამავდროულად დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებლობას უნდა წარმოადგენდეს. თავისთავად სახელმწიფო უშიშროების ან სხვა პირის უფლებების დაცვის კეთილშობილური მიზანი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისათვის საკმარისი არ არის. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა კონსტიტუციურად ჩაითვლება, თუ ის აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) შეზღუდვა გამომდინარეობს კანონიერების პრინციპისა და სამართლებრივი სახელმწიფოს იდეისაგან;
ბ) შეზღუდვა მიზნად ისახავს რომელიმე კანონიერი ინტერესის დაცვას;
გ) ასეთი შეზღუდვა აბსოლუტურად აუცილებელია იმ სოციალური სიკეთის გადასარჩენად, რომლის დასაცავადაც ეს შეზღუდვა დაწესდა. ამავე დროს, დაცული სიკეთე უნდა აღემატებოდეს შეზღუდვით გამოწვეულ ზიანს. ე.ი. შეზღუდვა მიზნის პროპორციული უნდა იყოს და აუცილებელია მათ შორის სათანადო ბალანსის დაცვა. „აუცილებელია“ დემოკრატიულ საზოგადოებაში ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვამ არ უნდა გამოიწვიოს ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების გაუქმება. შეზღუდვა არ უნდა იყოს მიმართული დემოკრატიული ფასეულობების საწინააღმდეგოდ, პირიქით, მის მიზანს სწორედ ამ ფასეულობათა უზრუნველყოფა უნდა წარმოადგენდეს.
„პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ“ კანონის შესაბამისად კი, დაუშვებელია ყალბი ცნობების გავრცელება, მოქალაქეთა და ორგანიზაციათა განზრახ შეურაცხყოფა და ცილისწამება. თუმცა, ამ ჩანაწერმა სხვადასხვა კანონებში სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია განიცადა. სამოქალაქო, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსები, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, რეკლამის შესახებ და ა.შ. კანონები აზუსტებენ იმ ინფორმაციათა წრეს, რომელთა გავრცელებაც არ შეიძლება. ჩვენ მათ დეტალურად ქვემოთ განვიხილავთ.
კანონით აკრძალული ინფორმაციის გავრცელებისათვის შეიძლება დადგეს როგორც სისხლისსამართლებრივი, ისე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი და სამოქალაქო პასუხისმგებლობა. მათ შესახებაც ჩვენ ქვემოთ ვისაუბრებთ.
დაშვებულია თუ არა ცენზურა?
საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს ცენზურას, ანუ კონსტიტუცია გამორიცხავს გამოსაქვეყნებელ ინფორმაციასთან დაკავშირებით წინასწარ კონტროლს ინფორმაციის საშუალებებზე. არავის აქვს უფლება, აუკრძალოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებას, გამოაქვეყნოს ინფორმაცია ან აიძულოს იგი რაიმე ინფორმაციის გამოქვეყნებაზე.
ამავე დროს, საქართველოს კონსტიტუცია შესაძლებლად მიიჩნევს ცენზურის გამოყენებას, თუ საფრთხე ექმნება სახელმწიფო უშიშროებას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირის კანონიერ ინტერესებს. თუმცა, ხელისუფლების ასეთი უფლებამოსილება, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აუცილებლად კანონში უნდა იყოს პირდაპირ გათვალისწინებული. დღესდღეობით კანონი, რომელიც ცენზურის შესაძლებლობას უშვებს, მიღებული არ არის. შესაბამისად, თუ დაისმება საკითხი იმის შესახებ, შეიძლება თუ არა აიკრძალოს რაიმე ინფორმაციის გაშვება ან გავრცელებამდე მისი მედიასაშუალებიდან ამოღება, პასუხი ცალსახაა - არა. იმ შემთხვევებშიც კი, როცა წინასწარ ცნობილია მასობრივი ინფორმაციის საშუალების მიერ აკრძალული ინფორმაციის გამოქვეყნების შესაძლებლობა, დაუშვებელია წინასწარი შეზღუდვები ინფორმაციის გავრცელებაზე. მხოლოდ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგაა შესაძლებელი კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება, რაც პირის სისხლის ან სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაში გამოიხატება. თუმცა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლი სარჩელის უზრუნველყოფის ერთ-ერთ ღონისძიებად გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვას ასახელებს. შესაძლებელია, ამ ნორმის იმგვარი ინტერპრეტაცია, თითქოს სასამართლოს შეუძლია, პირს აუკრძალოს რაიმე ინფორმაციის გავრცელება. ამ ნორმის ამგვარი განმარტების სისწორეზე მსჯელობა საკმაოდ რთულია, რადგანაც პრაქტიკაში ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.
არსებობს თუ არა პასუხისმგებლობა სინამდვილესთან შეუსაბამო ინფორმაციის გავრცელებაზე?
სამოქალაქო კოდექსის 18-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ:
„პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს იმ ცნობების უარყოფა, რომლებიც ლახავს მის პატივს, ღირსებას, პირადი ცხოვრების საიდუმლოებას, პირად ხელშეუხებლობას ან საქმიან რეპუტაციას, თუ ამ ცნობების გამავრცელებელი არ დაამტკიცებს, რომ ისინი სინამდვილეს შეეფერება. იგივე წესი გამოიყენება ფაქტობრივი მონაცემების არასრულად გამოქვეყნებისათვის, თუკი ამით ილახება პირის პატივი, ღირსება ან საქმიანი რეპუტაცია.“
სამოქალაქო კოდექსის ეს დებულება ცხადყოფს, რომ პასუხისმგებლობა უნდა დადგეს ორ შემთხვევაში:
თუ გავრცელებული ინფორმაცია არასწორია. თუ დადგინდება, რომ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს შეესაბამება, პასუხისმგებლობა არ დადგება.
თუ გავრცელებული ინფორმაცია არასრულია. ნებისმიერი სახის არასრული ინფორმაციის გამოქვეყნებისათვის, ბუნებრივია, პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი არ დადგება. ეს ნორმა გულისხმობს პირის შესახებ ცნობების არასრულად გამოქვეყნებას ისეთი სახით, რომ საზოგადოებას ცალსახად არასწორი შთაბეჭდილება ექმნება მოცემული მოვლენის ან ფაქტის შესახებ. თუმცა, ვერც ამ გარემოებას ჩავთვლით საკმარისად პასუხისმგებლობის დასაკისრებლად. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ აუცილებელია, ინფორმაციის არასრული სახით გამოქვეყნება პირის პატივის, ღირსების ან საქმიანი რეპუტაციის შელახვას იწვევდეს.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თუკი რეალურად სახეზე არ იქნება ზიანი, ზედმეტია ინფორმაციის გავრცელებისათვის პასუხისმგებლობაზე საუბარი. პასუხისმგებლობაზე საუბარი შესაძლებელია დადგეს მაშინ, როდესაც ინფორმაციის გავრცელებით
შეილახება:
პირის პატივი და ღირსება;
პირადი ცხოვრების საიდუმლოება;
პირადი ხელშეუხებლობა;
ან საქმიანი რეპუტაცია.
პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შელახვა გულისხმობს პირის შესახებ ისეთი ცნობების გავრცელებას, რომლებიც შეიცავენ მტკიცებას მათ მიერ კანონის ან მორალის ნორმების დარღვევის, უღირსი საქციელის ჩადენის შესახებ. აქ შეგვიძლია ვისაუბროთ ისეთ შემთხვევებზეც, როდესაც არასწორი ინფორმაციის გავრცელება, თავისი უმნიშვნელო შინაარსის გამო ვერ გამოიწვევს პირის პატივისა და ღირსების შელახვას. გავრცელებული ინფორმაცია ზოგჯერ ისედაც ცნობილია საზოგადოებისათვის და შესაბამისად, პირის ღირსების ან საქმიანი რეპუტაციისათვის რაიმე დამატებითი ზიანის მიყენება პრაქტიკულად შეუძლებელია.
შესაძლებელია თუ არა პირის იძულება, გაავრცელოს ის ინფორმაცია, რომლის გავრცელებაც მას არ სურს?
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გარანტირებულია პირის უფლება, არ აიძულონ, გამოთქვას თავისი აზრი საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ. ამ კონსტიტუციური დებულების მიუხედავად, სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს გავრცელებული ცნობების უარყოფას, როგორც შელახული პატივის ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის აღდგენის ფორმას. კანონში არ არის ცხადად მითითებული, თუ ვის ევალება ამ ცნობების უარყოფა. დამკვიდრებული პრაქტიკით, ცნობების უარყოფის ვალდებულება, როგორც წესი, ინფორმაციის გამავრცელებელს და მასობრივი ინფორმაციის შესაბამისს საშუალებას ეკისრება.
თუნდაც გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამებოდეს. |
მაგალითად, ისმის კითხვა, თუ საჯარო ფიგურას საზოგადოებაში კორუმპირებულის რეპუტაცია ისედაც აქვს, შეიძლება კი მისი კორუმპირებულობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ კიდევ უფრო მეტად შელახოს ამ პირის რეპუტაცია? |
სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად:
„თუ პირის პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის ან პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემლახველი ცნობები გავრცელებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მაშინ მათი უარყოფაც უნდა მოხდეს ამავე საშუალებებით. თუ ამგვარ მონაცემებს შეიცავს ორგანიზაციის მიერ გაცემული საბუთი, მაშინ ეს საბუთი უნდა შეიცვალოს და ამის შესახებ ეცნობოს დაინტერესებულ პირებს.“
თუკი პირის პატივის, ღირსების ან საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობები მასობრივი ინფორმაციის საშუალებებითაა გავრცელებული, არასწორი ცნობების უარყოფაც იმავე საშუალებებით უნდა მოხდეს. ცხადია, აქვე იგულისხმება გავრცელებული არასრული ცნობების შევსება სინამდვილის შესატყვისი ცნობებით, რომლებიც ამავდროულად აქარწყლებენ გავრცელებულ არასრულ, პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შემლახავ ცნობებს. გავრცელებული ცნობების უარყოფა მედიის საშუალებებში ადეკვატური ფორმით უნდა მოხდეს. კანონში არ არის გათვალისწინებული ისეთი შემთხვევები, როდესაც მასობრივი ინფორმაციის საშუალება წყვეტს ფუნქციონირებას და უარყოფის გამოქვეყნება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება, ამდენად ბუნდოვანია, თუ სად უნდა მოხდეს გავრცელებული ცნობების უარყოფა.
იმ შემთხვევაში, როდესაც ინფორმაცია გავრცელებულია ორგანიზაციის მიერ გაცემული დოკუმენტის მეშვეობით და არა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, უნდა მოხდეს ამ დოკუმენტის გამოცვლა და შესაბამისი პირებისათვის გადაგზავნა.
პირს, რომლის პატივი, ღირსება ან საქმიანი რეპუტაცია შეილახა, შეუძლია, თავდაპირველად უშუალოდ საინფორმაციო საშუალებას მიმართოს, გავრცელებული ინფორმაციის საპასუხო ცნობების გამოქვეყნების მოთხოვნით. იმ შემთხვევაში, თუ საინფორმაციო საშუალება ნებაყოფლობით არ გამოაქვეყნებს პასუხს, მაშინ ამ უკანასკნელს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს პასუხის გამოქვეყნების იძულების მოთხოვნით. სწორედ სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას გავრცელებული არასწორი ცნობების უარყოფის გამოქვეყნების თაობაზე.
ადეკვატური გაშუქება გულისხმობს უარყოფის განთავსებას გაზეთის იმავე გვერდზე, იმავე ფორმატით, იმავე საეთერო დროს და ა.შ. |
გავრცელებული ცნობების უარყოფა არ ითვალისწინებს მხოლოდ ისეთ შემთხვევებს, როდესაც ინფორმაციის გამავრცელებელი ბრალეულად მოქმედებს. არასწორი ინფორმაციის გავრცელება საკმარისია იმისათვის, რომ ინფორმაციის გამავრცელებელს გავრცელებული ცნობების უარყოფა დაეკისროს.
სამოქალაქო პასუხისმგებლობის ეს ფორმა ანტიკონსტიტუციურ და არაპროპორციულ ზომად მიგვაჩნია. კარგი იქნებოდა, თუ არასწორი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში, პირი ვალდებული იქნებოდა, გამოექვეყნებინა სასამართლო გადაწყვეტილება ან დაზარალებული პირის პასუხი.
არსებობს თუ არა არასწორი ინფორმაციის გავრცელებისათვის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძვლები?
არასწორი ინფორმაციის გავრცელება ყოველთვის არ იწვევს პასუხისმგებლობას. ზოგიერთ შემთხვევაში, ინფორმაციის გამავრცელებელმა შეიძლება არც კი იცოდეს, რომ გავრცელებული ცნობები სინამდვილესთან შეუსაბამოა. კანონი ზუსტად განსაზღვრავს იმ შემთხვევებს, როდესაც ჟურნალისტს არ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა არასწორი ცნობების გავრცელებისათვის, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ინფორმაცია გავრცელებულია. ჟურნალისტს არ შეიძლება პასუხი მოეთხოვოს, თუკი:
- ამ ცნობებს შეიცავდა ოფიციალური ინფორმაცია.
- ინფორმაცია მოწოდებულია საინფორმაციო სააგენტოების, სახელმწიფო ორგანოების ან საზოგადოებრივი ორგანიზაციების პრესსამსახურების მიერ.
განზრახ ან გაუფრთხილებლად |
მაგალითად: თუ ტელეკომპანიამ ინფორმაცია მინისტრის მიერ მოწოდებული ცნობების საფუძველზე გაავრცელა. თუ გავრცელებული ინფორმაციის წყარო სახელმწიფო უწყების ადმინისტრაციული აქტია (მაგალითად საკრებულოს გადაწყვეტილება) ან რაიმე სხვა დოკუმენტი, სახელმწიფო ორგანოს მიერ გადაცემული ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, ასეთ შემთხვევაში არასწორი ინფორმაციის გავრცელებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა. |
მაგალითად, თუ ჟურნალისტმა საინფორმაციო სააგენტოს ან თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა სამხედრო ინციდენტის თაობაზე, ასეთ შემთხვევაში არასწორი ინფორმაციის გავრცელებაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება არა ჟურნალისტს, არამედ შესაბამისს პრესსამსახურს ან საინფორმაციო სააგენტოს. |
- ინფორმაცია სიტყვა-სიტყვით იმეორებს სხვადასხვა ოფიციალურ თავყრილობებზე პასუხისმგებელ პირთა გამოსვლებს.
- რესპონდენტმა პირდაპირ ეთერში, წინასწარი ჩაწერის გარეშე, გააკეთა განცხადებები.
კანონმდებლობაში არსებულ ამ ჩამონათვალთან ერთად დგება საკითხი, რამდენად ევალება სიზუსტის დაცვა ჟურნალისტს, როდესაც ის მნიშვნელოვან საჯარო ინტერესთან დაკავშირებით ან საჯარო პირზე ავრცელებს ინფორმაციას. როგორც აშშ უზენაესი სასამართლოს ცნობილ გადაწყვეტილებაშია მითითებული, საჯარო პირების საქმიანობას იმდენად დიდი საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს, რომ მათი საქმიანობის თაობაზე გავრცელებული არასწორი ინფორმაციისათვის პირი არ უნდა აგებდეს პასუხს იგივე წესით, რაც ჩვეულებრივი მოქალაქისათვის არის დადგენილი. ამერიკის შეერთებულ შტატებში საჯარო პირს მხოლოდ მაშინ შეუძლია ჟურნალისტს აგებინოს პასუხი არასწორი ინფორმაციის გავრცელებისათვის, როდესაც თავად ეს საჯარო პირი დაამტკიცებს, რომ ჟურნალისტმა იცოდა ამ ინფორმაციის სინამდვილესთან შეუსაბამობის თაობაზე და მიუხედავად ამისა, ბოროტი განზრახვით მაინც გაავრცელა ის.
„თავისუფალი დისკუსია არ არის დაზღვეული შეცდომებისაგან და ასეთი შეცდომები გარდაუვალია. …ამიტომაც ზოგიერთი მადისკრედიტებელი გამონათქვამი დაცული უნდა იყოს, თუ ჩვენ არ გვინდა, პრესას საარსებო არეალი ჩავუხშოთ.“
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ დასაშვები კრიტიკის ფარგლები საჯარო პირების მიმართ გაცილებით ფართოა, ვიდრე კერძო პირების მიმართ. პრესას არ უნდა გაუნელდეს სურვილი, მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ დისკუსიაში, თავისი წვლილი შეიტანოს საზოგადოებრივი მნიშვნელობის პრობლემათა საჯარო განხილვაში და ამით შეასრულოს მასზე დაკისრებული საზოგადოების „დარაჯის“ ფუნქცია.
მაგალითად: თუ ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ფრაქციის სხდომაზე მინისტრს თანხის მითვისებაში დასდო ბრალი, პასუხისმგებლობა ამ პოლიტიკოსს უნდა დაეკისროს, და არა ჟურნალისტს, რომელმაც ზუსტად გადმოსცა მომხდარი. |
სამწუხაროდ, საჯარო საკითხების გაშუქებისას ან საჯარო პირებთან მიმართებაში ქართული კანონმდებლობა ამგვარ გამონაკლისს არ იცნობს. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით ევროპის სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს საქართველოში პირდაპირი მოქმედების ძალა გააჩნიათ. სასურველია, რომ კანონმდებლობაში შევიდეს ცვლილება, რომლის შედეგადაც, საჯარო პირების შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისათვის ჟურნალისტი გათავისუფლდება პასუხისმგებლობისგან. ცხადია, იმ შემთხვევაში, თუკი ჟურნალისტისთვის წინასწარ არ იყო ცნობილი გავრცელებული ინფორმაციის სინამდვილესთან შეუსაბამობა და არ მოქმედებდა ბოროტი განზრახვით.
აგებს თუ არა პირი პასუხს პატივისა და ღირსების შემლახველი მოსაზრების ან შეფასებითი მსჯელობის, აგრეთვე შეურაცხმყოფელი ან უხამსი გამონათქვამების გავრცელებისათვის?
სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ისეთი ინფორმაციის გავრცელებისათვის, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება. სინამდვილეს შეიძლება შეესაბამებოდეს ან არ შეესაბამებოდეს ფაქტი, მაგრამ არა მოსაზრება, შეურაცხმყოფელი ან უხამსი გამონათქვამი. ასეთი გამონათქვამების, აგრეთვე მოსაზრებების სინამდვილესთან შესაბამისობა-შეუსაბამობის ობიექტური დამტკიცება შეუძლებელია. მოსაზრება (შეხედულება) გამოხატავს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მოვლენის, ფაქტის ან პიროვნების მიმართ.
შეურაცხყოფას წარმოადგენს პირის პატივისა და ღირსების შელახვა, გამოხატული უწესო ფორმით. სამოქალაქო კოდექსი არ იცნობს პასუხისმგებლობას შეურაცხმყოფელი განცხადებებისათვის, თუნდაც ასეთი განცხადება ზიანს აყენებდეს პირის პატივსა და ღირსებას.
უხამსობა არის განცხადება, რომელიც არ შეიცავს რაიმე კულტურულ, პოლიტიკურ, მხატვრულ ან სამეცნიერო ღირებულებას, უხეშად ლახავს საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს და მიზნად ისახავს პირის პატივისა და ღირსების შელახვას.
სამწუხაროდ, ქართული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს პასუხისმგებლობას უხამსობის შემცველი ინფორმაციის გავრცელებისათვის. საზოგადოება დაცული უნდა იყოს ისეთი გამონათქვამებისაგან, რომლებიც აშკარად შეურაცხყოფენ რიგით მკითხველსა თუ მსმენელს და არ შეიცავენ პოლიტიკურ, სამეცნიერო, მხატვრულ ან ლიტერატურულ ღირებულებას. სასურველია, თუ ეს ხარვეზი მომავალში გამოსწორდება, უხამსობისათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის გათვალისწინების გზით.
შეიძლება გადაჭრით ითქვას, რომ სამოქალაქო კოდექსი ცალსახად საუბრობს პასუხისმგებლობაზე არასწორი ფაქტების გავრცელებისათვის, რაც გამორიცხავს სამოქალაქო პასუხისმგებლობას როგორც შეხედულების (მოსაზრების) გამოთქმისათვის, ასევე შეურაცხმყოფელი განცხადებებისათვის. მეორეს მხრივ, იბადება შეკითხვა - რამდენად შესაძლებელია პასუხისმგებლობის დაკისრება შეფასებითი მსჯელობისათვის, ანუ ისეთი მსჯელობისათვის, რომელიც ფაქტებიდან გამომდინარეობს.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე შესაძლებლად მიიჩნია ასეთი მსჯელობისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება. ეს გადაწყვეტილება საკმაოდ საკამათოა, რადგანაც პირს პასუხისმგებლობა ეკისრება არა შეფასებისათვის, არამედ იმ არასწორი ფაქტების გავრცელებისათვის, რომელთაც ეს შეფასება ეყრდნობოდა. თუ ინფორმაციის გამავრცელებელს კეთილსინდისიერად მოჰყავს ფაქტები, ამ ფაქტების კომენტირებისათვის მას პასუხისმგებლობა არ უნდა დაეკისროს.
პრაქტიკაში საკმაოდ რთულია მოსაზრებასა და ფაქტებს შორის ზღვარის გავლება. იმისათვის, რომ ეს გამიჯვნა მოხდეს, პასუხი უნდა გაეცეს რამოდენიმე საკითხს:
მაგალითად, „იმის გამო, რომ პეტრე სისტემატურად სცემდა ნ.მ.-ს, ამ უკანასკნელმა სწორედ ამიტომ მოიკლა თავი.“
|
- შეიძლება თუ არა გავრცელებული ინფორმაციის სინამდვილესთან შესაბამისობის დადგენა?
- რა აზრს დებს საზოგადოება მოცემულ სიტყვასა თუ ტერმინებში?
- რა კონტექსტში იყო გამოყენებული ესა თუ ის სიტყვა ან გამოთქმა? აქ იგულისხმება როგორც კონკრეტული, ისე ზოგადი სოციალური კონტექსტი.
მოსაზრებად ჩაითვლება, მაგალითად, შემდეგი ხასიათის გამონათქვამები:
- სახელმწიფო მოხელე, რომელმაც ხელი მოაწერა უცხოეთის ქვეყნის ჯარების საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნას, ქვეყნის მოღალატე და ნაძირალაა;
- პარლამენტარი, რომელიც რელიგიურ უმცირესობათა საქმიანობის წინააღმდეგია, ფაშისტი და სისხლისმსმელია;
- მოსამართლემ არაპროფესიული და იდიოტური გადაწყვეტილება გამოიტანა, იგი თავისი საქმიანობით ჩირქს სცხებს მართლმსაჯულებას;
- ეს ჟურნალისტი მიკერძოებული ინფორმაციის გავრცელებაშია შემჩნეული და მას საზოგადოებაში ცრუპენტელას რეპუტაცია აქვს.
პასუხისმგებლობის დაკისრება აქ მოყვანილ რომელიმე გამონათქვამზე არ შეიძლება, რადგან ყველა შემთხვევაში სახეზეა მოსაზრება, და არა ფაქტი. ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებაში საქმეზე ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ აღნიშნულია:
მაგალითად, პეტრე ყველაზე გაუნათლებელი ადამიანია.
|
მაგალითად, სიტყვა ქურდი საზოგადოებაში ყოველთვის არ ნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს.
|
„აზრის გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ საფუძველს, საზოგადოების პროგრესისა და საზოგადოების თითოეული წევრი თვითრეალიზაციის ერთ-ერთ მთავარ პირობას წარმოადგენს. სიტყვის თავისუფლებამოიცავს არა მარტო „ინფორმაციას“ ან „იდეას“, რომელსაც კეთილგანწყობით ხვდებიან ან რომელიც ნეიტრალურია, არამედ ისეთ ინფორმაციასაც, რომელიც შეურაცხმყოფელი, შოკის მომგვრელი ან ამაღელვებელია. სწორედ ასეთია შემწყნარებლობის, ლიბერალიზმისა და პლურალიზმის მოთხოვნები, რომელთა გარეშეც „დემოკრატიული საზოგადოება“ წარმოუდგენელია.“
არსებობს თუ არა პასუხისმგებლობა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევისათვის?
საქართველოს კონსტიტუცია იცავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. სახელდობრ, მე-20 მუხლში ნათქვამია:
„ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო ან სხვა სახის ტექნიკური საშუალებებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.
სპეციალური კანონი, რომელიც აწესრიგებს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებულ ამ დებულებას დღესდღეობით საქართველოში არ მოქმედებს. სპეციალური კანონის არარსებობა არ ნიშნავს, რომ პირის პირად ცხოვრებაში ჩარევა დაშვებულია.ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია მედიის წარმომადგენელთათვის.
ნებართვის აღება არ არის აუცილებელი იმ შემთხვევაში, თუკი:
მაგალითად, თუ მედიასაშუალებას სურს რომელიმე კერძო პირის გამოსახულების (სურათის, ვიდეოფილმის და ა.შ.) გამოქვეყნება, ამისათვის მან აღნიშნული პირის ნებართვა უნდა აიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ უკანასკნელს უფლება აქვს, დასვას მისი გამოსახულების გამავრცელებლის პასუხისმგებლობის საკითხი. |
- პირი საჯარო ფიგურას წარმოადგენს. საჯარო პირად ჩაითვლება მაღალი თანამდებობის პირი; პირი, რომელიც ზეგავლენას ახდენს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე; აგრეთვე პირი, რომელიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა გარკვეული მოვლენის გამო.
- ფოტო ან ვიდეოფირი გადაღებულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე.
- დაკავშირებულია მართლმსაჯულების, პოლიციის, სამეცნიერო, სასწავლო ან კულტურულ მიზნებთან.
- პირმა პოზიორობისათვის მიიღო საზღაური.
სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი სამართლებრივი დაცვის ერთ-ერთ ობიექტად პირადი ცხოვრების საიდუმლოებას და პირად ხელშეუხებლობას მიიჩნევს. როგორც ზემოთ ვნახეთ, სამოქალაქო პასუხისმგებლობა არ შეიძლება დადგეს, თუ ინფორმაცია სინამდვილეს შეესაბამება. ამასთან პირადი ცხოვრების საიდუმლოების დარღვევა ნებისმიერ შემთხვევაში გამოიწვევს პასუხისმგებლობას, თუნდაც გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს შეესაბამებოდეს. ადამიანს უნდა ჰქონდეს იმის გარანტია, რომ მის პირად ცხოვრებაში არავინ ჩაერევა და მისი კერძო ცხოვრების დეტალებს არავინ გამოამზეურებს საჯაროდ. პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის გამოქვეყნებისას, პირს უნდა ჰქონდეს უფლება, დასვას იმ მედიასაშუალების სამოქალაქო პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დაარღვია და მოითხოვოს მისგან მიყენებული ზიანის ანაზღაურება. კანონის ეს წინააღმდეგობრივი ნორმა შესწორებას საჭიროებს.
ამავე დროს უნდა არსებობდეს გამონაკლისი საჯარო პირებთან მიმართებაში, რათა ჟურნალისტებმა მათ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელება შესძლონ. მით უმეტეს, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი მაღალი თანამდებობის პირების პერსონალურ მონაცემებს პირად საიდუმლოებად არ განიხილავს და ამ ინფორმაციას საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომად აცხადებს.
მაგალითად, მინისტრი, პარლამენტის წევრი და ა.შ. |
მაგალითად, მიტინგზე, თეატრში, კონცერტზე და ა.შ. |
მაგალითად, ძებნილის სურათის გამოქვეყნება მასობრივი ინფორმაციის საშუალებით. მაგალითად, გახდა მის მსოფლიო, გამოქვეყნდა ფოტომოდელის გამოსახულება. |
შეიძლება თუ არა პირის ქმედების ან საუბრის ფარული ჩაწერა?
ეს კითხვა განსაკუთრებით აქტუალური გახდა იმ აურზაურის გამო, რომელიც გასულ წელს წარმოებულ ჟურნალისტურ გამოძიებებს მოჰყვა. ფარული ჩაწერის მოწინააღმდეგეებს არგუმენტად კონსტიტუცია მოჰყავთ და ამბობენ, რომ ფარული ჩაწერისათვის აუცილებელია მოსამართლის ნებართვა. მათ ავიწყდებათ, რომ ეს კონსტიტუციური აკრძალვა სახელმწიფო სტრუქტურებს ეხებათ და სწორედ ისინი არ არიან უფლებამოსილნი მოქალაქეთა პირად ცხოვრებაში ასეთი ჩარევა განახორციელონ. კერძო პირების მიმართ კი მოქმედებს პრინციპი: რაც აკრძალული არ არის, ნებადართულია. ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა, შეაგროვოს ინფორმაცია ყველგან და ყველა საშუალებით, გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. ეს გამონაკლისები შესაბამისობაში უნდა იყოს კონსტიტუციის 19-ე და 24-ე მუხლებთან. არ არსებობს კანონი, რომელიც კრძალავს ფარულ ჩაწერას. შესაბამისად, ფარული ჩაწერა ნებადართულია. უფრო მეტიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საჯარო ადგილებში ასეთი ფოტო და ვიდეოგადაღება სამოქალაქო კოდექსით ნებადართულია. თუმცა, არსებობს გარკვეული გამონაკლისები:
- დაუშვებელია ფარული ჩაწერა ისეთ საჯარო ადგილებში ან სხვა პირის კერძო ტერიტორიაზე, სადაც ეს პირი დარწმუნებულია, რომ მისი პირადი ხელშეუხებლობა და პირადი საიდუმლოება დაცულია.
- დაუშვებელია ფარული ჩაწერის განხორციელება კერძო პირთა მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე.
მაგალითად, საზოგადოებრივ |
მაგალითად, არ შეიძლება ჟურნალისტმა ფარული კამერა დააყენოს პირის სახლში, თავად ამ პირის თანხმობის გარეშე. |
- დაუშვებელია მოქალაქეთა კერძო საუბრების ჩაწერა. ჟურნალისტს უფლება არა აქვს, სპეციალური მოწყობილობების გამოყენებით მოისმინოს კერძო პირთა საუბრები.
ზემოთქმული არ ნიშნავს იმას, რომ კერძო ტერიტორიაზე ან კერძო საუბრების ჩაწერა საერთოდ არ შეიძლება. ჟურნალისტს უფლება აქვს, ჩაიწეროს თავისი საუბარი სხვა პირთან, თუნდაც ის ამ დროს კერძო მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდეს. ჟურნალისტს ასევე შეუძლია, ჩაიწეროს თავისი სატელეფონო საუბარი სხვა პირთან, ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე. ამ შემთხვევაში ჟურნალისტი თავისი პირადი საიდუმლოების დაფიქსირებას ახდენს. ნებისმიერ პირს აქვს უფლება, განახორციელოს თავისი თავის აუდიო თუ ვიდეო გადაღება. პირს ასევე შეუძლია, გაავრცელოს ნებისმიერი ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში სწორედ ასეთ ქმედებასთან გვექნება საქმე, თუ ჟურნალისტი ფარულად ჩაიწერს საკუთარ საუბარს სხვა პირთან და შემდეგ მას გამოაქვეყნებს.
შეიძლება თუ არა ფარული ჩანაწერის მტკიცებულებად გამოყენება?
დიახ.
ამავე დროს, სისხლის სამართლის და სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსების შესაბამისად, არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ეს მტკიცებულებები მოსამართლემ უნდა შეაფასოს შინაგანი რწმენით. ბოლო პერიოდში მოცემულ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ მწვავე დებატები მიმდინარეობდა. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ფარულ ჩანაწერს იურიდიული ძალა არა აქვს, რადგანაც იგი უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულებაა. ფარული ჩანაწერი უკანონო მტკიცებულებად მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ იგი განხორციელებულია სამართალდამცავი ორგანოების მიერ კანონით დადგენილი მოთხოვნების გარეშე.
შესაძლებელია თუ არა კომპენსაციის მოთხოვნა პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის გავრცელებით მიღებული ზიანისათვის?
დიახ.
არასწორი ან არასრული ინფორმაცის გავრცელება ზოგჯერ იწვევს არა მარტო პირის პატივის, ღირსების ან საქმიანი რეპუტაციის შელახვას, არამედ გარკვეულ ქონებრივ ზიანსაც.
სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილი მიუთითებს, რომ ზიანი ანაზღაურდება, თუ იგი გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით. თუ გავრცელებული არასწორი ცნობების უარყოფისათვის ბრალეულობა აუცილებელი არ იყო, მოცემულ შემთხვევაში მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის განზრახვის ან გაუფრთხილებლობის არსებობა აუცილებელია.
ზიანის ანაზღაურება შესაძლებელია ორი ფორმით:
- პირმა უნდა მოითხოვოს მისთვის ფაქტობრივად მიყენებული ქონებრივი
ზიანის ანაზღაურება ან
- მოითხოვოს მისთვის იმ მოგების გადაცემა, რომელიც ხელმყოფს წარმოექმნა. ანუ აქ იგულისხმება ის შემოსავალი, რომელიც ინფორმაციის გამავრცელებელმა არასწორი ინფორმაციის გავრცელებით მიიღო. ამ შემთხვევაში მოსარჩლეს აქვს არჩევანის საშუალება: თუ მან უმნიშვნელო ქონებრივი ზიანი განიცადა, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია ხელმყოფის მიერ მიღებულ მოგებაზე, მაშინ მოსარჩლემ შეიძლება, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ხელმყოფის მიერ მიღებული მოგების ფორმით. თუ ხელმყოფის მიერ მიღებული მოგება უმნიშვნელოა, მოსარჩლისათვის მიყენებულ ქონებრივ ზიანთან შედარებით, მაშინ უფრო მიზანშეწონილი იქნება, პირმა მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს.
მაგალითად, მედიასაშუალებით გავრცელდა ცნობა იმის თაობაზე, რომ ბანკი „ქისა“ გაკოტრდა და მას არავითარი ფულადი რესურსი აღარ გააჩნია. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შედეგად, ბანკის ყველა საქმიანმა პარტნიორმა შეწყვიტა მასთან ურთიერთობა. ცხადია, რომ ასეთ შემთხვევაში საწარმოს შესაძლოა, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგეს როგორც მიღებული ქონებრივი დანაკლისის, ასევე სამომავლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით. თუ დადასტურდება გავრცელებული ინფორმაციის სიმცდარე, ანუ ის, რომ ბანკი ფინანსურ სიძნელეებს არ განიცდიდა, ბუნებრივია, განიხილება საკითხი, ექვემდებარება თუ არა არამართლზომიერი ქმედებით (არასწორი ინფორმაციის გავრცელებით) მიყენებული ზიანი ანაზღაურებას. |
მათ შორის, ხელიდან |
მაგალითად, მოგება, რომელიც არასწორი ინფორმაციის შემცველმა გაზეთმა ან ჟურნალმა რეალიზაციის შედეგად მიიღო. |
ქონებრივი ზიანის ანაზღაურება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გავრცელებული ცნობები სინამდვილესთან აშკარა შეუსაბამობაშია და სახეზეა პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი არასწორი ინფორმაციის გავრცელებასა და დამდგარ ქონებრივ ზიანს შორის.
შესაძლებელია თუ არა სინამდვილესთან შეუსაბამო ინფორმაციის გავრცელებით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება?
დიახ.
სამოქალაქო კოდექსი ასეთ შესაძლებლობას ითვალისწინებს. ქონებრივი ზიანის ანაზღაურების პარალელურად ან/და მისგან დამოუკიდებლად მოსარჩლეს შეუძლია, მოითხოვოს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანი გულისხმობს იმ სულიერ ტკივილს, რაც მოსარჩლემ მის შესახებ არასწორი ინფორმაციის გამოქვეყნების შედეგად განიცადა.
საკმაო სირთულეს წარმოადგენს მორალური ზიანისათვის ფულადი კომპენსაციის ოდენობის დადგენა. სამოქალაქო კოდექსი საუბრობს „გონივრულ და სამართლიან“ ანაზღაურებაზე. ამ დროს გასათვალისწინებელია მოსარჩლის პიროვნება, ბრალის ხარისხი, ხელმყოფის სოციალური სტატუსი, ხელყოფის სიმძიმე და ა.შ. კოდექსის კომენტარებში აღნიშნულია, რომ:
„მორალური ზიანის ანაზღაურების პირველ უმთავრესს მიზანს არ ხელყოფილი უფლების რესტიტუცია შეადგენს, რომელიც, შეუძლებელია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია, არამედ სულიერი თუ ხორციელი ტკივილის ან ხელყოფილი პიროვნული სიკეთი დადებითი ემოციებით შეცვლა. ფულადმა კომპენსაციამ უნდა უზრუნველყოს ახალი დადებითი ემოციების მეშვეობით დაზარალებულის სულიერი გაწონასწორება და სრულფასოვანი ჩართვა სოციალურ ურთიერთობაში. აღნიშნული შეადგენს მორალური ზიანის სატისფაქციის შინაარსს.“
მორალური |
სულიერი |
მორალური ზიანის ასანაზღაურებლადაც აუცილებელია, არსებობდეს ინფორმაციის
გამავრცელებლის ბრალი.
ვის ეკისრება მტკიცების ტვირთი გავრცელებული ინფორმაციის სინამდვილესთან შესაბამისობაზე?
გავრცელებული ცნობების სინამდვილეს ინფორმაციის გამავრცელებელი ამტკიცებს. პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის შესახებ სამოქალაქო სარჩელის განხილვის დროს მოსარჩლე ვალდებულია ამტკიცოს, რომ ასეთი ცნობები გავრცელებულია, მაგრამ მას არ ეკისრება ვალდებულება, ამტკიცოს შეესაბამება თუ არა ეს ცნობები სინამდვილეს. მტკიცების ტვირთის დაკისრება მხოლოდ ცნობების გამავრცელებელზე ამ უკანასკნელს გარკვეულად დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს. განსაკუთრებით, როდესაც საქმე საჯარო პირების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ეხება. როგორც წესი, უმრავლესს დემოკრატიებში ასეთ შემთხვევებში მტკიცების ტვირთი ეკისრება არა ინფორმაციის გამავრცელებელს, არამედ თავად საჯარო პირს. ასეთი ნორმა უზრუნველყოფს ჟურნალისტის მოქმედების მეტ თავისუფლებას, რათა მან დაუბრკოლებლად შესძლოს საჯარო პირების შესახებ საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ეს ნორმა, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვან კორექტირებას და დასავლურ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას საჭიროებს. თუ ვინმეს გავრცელებულ ინფორმაციასთან მიმართებაში პრეტენზია აქვს, მან თავადვე უნდა ამტკიცოს აღნიშნული ინფორმაციის სინამდვილესთან შეუსაბამობა.
ეს არის დებულება, რომელიც მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის სიტყვის თავისუფლებას საქართველოში. |
დაწესებულია თუ არა შეზღუდვები არასრულწლოვანთათვის ინფორმაციის მიწოდებისას?
დიახ.
„მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჭიროა არასრულწლოვანთა დაცვა იმ მავნე ზეგავლენისაგან, რომელიც დაკავშირებულია კინო, ვიდეო, ტელეფილმების ჩვენებასა და ნაბეჭდ პროდუქციასთან. კანონმდებლობა არასრულწლოვანად მიიჩნევს პირს, რომელსაც 18 წლის ასაკს არ მიუღწევია.
რა ჩაითვლება მავნე ზეგავლენად?
მავნე ზეგავლენად ჩაითვლება ისეთი ფილმის ჩვენებით, ან ნაბეჭდი პროდუქციის გავრცელებით მიღებული ზემოქმედება, რომელმაც შეიძლება, ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანის ფსიქიკურ ან/და ფიზიკურ ჯანმრთელობას, მის გონებრივ, მორალურ და სოციალურ განვითარებას.
არასრულწლოვანებზე მავნე ზემოქმედების მომხდენად შეიძლება ჩაითვალოს ფილმი, რომელიც შეიცავს სექსუალური ურთიერთობის, ძალადობის, ნარკოტიკების დამზადებისა და უკანონო მოხმარების ამსახველ სცენებს.
სექსუალური ურთიერთობის ამსახველი სცენების შემცველი ფილმის ჩვენება შესაძლებელია გამონაკლისს შემთხვევებში: თუ ფილმი სამეცნიერო, საგანმანათლებლო ან საინფორმაციო ხასიათისაა, ხოლო სექსუალური ურთიერთობის ამსახველი დეტალები კი მოცემულია მხოლოდ იმ სახით, რომელიც აუცილებელია საგანმანათლებლო და საინფორმაციო საკითხების ილუსტრირებისათვის. ასეთი ფილმების ჩვენების ნებართვას იძლევა საქართველოს განათლების ან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
კანონი ფილმებს ოთხ კატეგორიად ჰყოფს:
ფილმი, რომლის ჩვენება შეზღუდულია 18 წლის ასაკამდე;
ფილმი, რომლის ჩვენება შეზღუდულია 15 წლის ასაკამდე;
ფილმი, რომლის ჩვენება აკრძალულია 12 წლის ასაკამდე;
ფილმი, რომლის ჩვენებაც არ იზღუდება.
ამ კატეგორიების შესაბამისად, მათ ენიჭებათ შესაბამისი აღმნიშვნელი ნიშნები - „18“ წრეწირში, „15“ წრეწირში, „12“ წრეწირში და ლათინური ასო „U“ წრეწირში.
ფილმებისათვის კატეგორიების მინიჭება უნდა მოხდეს საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე.
მავნე ზეგავლენად ჩაითვლება აგრეთვე ნაბეჭდ პროდუქციაში მოცემული სექსუალური ურთიერთობის ამსახველი მასალა. გამონაკლისის დაშვება ამ შემთხვევაშიც საქართველოს განათლების ან შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებითაა შესაძლებელი, თუ მასალა სამეცნიერო, საგანმანათლებლო ან საინფორმაციო ხასიათისაა, ხოლო სექსუალური ურთიერთობის ამსახველი დეტალები კი მოცემულია მხოლოდ იმ სახით, რომელიც აუცილებელია საგანმანათლებლო და საინფორმაციო საკითხების ილუსტრირებისათვის.
მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმებისა და ნაბეჭდი პროდუქციის რეესტრს ადგენს საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი.
რა შეზღუდვები არსებობს მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დასაცავად?
ტელემაუწყებელი ვალდებულია, 7-დან 24-საათამდე არ მოახდინოს იმ ფილმის დემონსტრირება, რომლის ჩვენება შეზღუდულია 18 წლამდე; 7-დან 23 საათამდე - იმ ფილმისა, რომლის ჩვენება შეზღუდულია 15 წლამდე; 7-დან 22 საათამდე კი - იმ ფილმისა, რომლის ჩვენება შეზღუდულია 12 წლამდე. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება კოდირებულ სატელევიზიო არხებზე.
აკრძალულია არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმების და ნაბეჭდი პროდუქციის გარე ვაჭრობა. აქ იგულისხმება ვაჭრობა დროებითი სადგომებიდან, ავტომანქანიდან, შენობის გარეთ განლაგებული დახლიდან.
დაუშვებელია მავნე ზეგავლენის მომხდენი ნაბეჭდი პროდუქციის არასრულწლოვანისათვის მიყიდვა. სრულწლოვანისათვის ასეთი პროდუქციის მიყიდვა დასაშვებია მხოლოდ შეფუთული სახით და გარეკანზე წარწერით „აკრძალულია 18 წლამდე“.
![]() |
6 თავი V. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა კანონსაწინააღმდეგო ინფორმაციის გავრცელებისათვის |
▲ზევით დაბრუნება |
გათვალისწინებულია თუ არა სიხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ცილისწამებისათვის?
დიახ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 148-ე მუხლი ასეთ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. სახელდობრ:
„ცილისწამება დანაშაულის დაბრალებით ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ორას საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე“.
ეს იმას ნიშნავს, რომ პატივისა და ღირსების შემლახველი არასწორი ცნობების გავრცელება ყოველთვის არ იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. იმისათვის, რომ ქმედება სისხლისსამართლებრივ ცილისწამებად ჩაითვალოს, აუცილებელია შემდეგ გარემოებათა არსებობა:
გავრცელებული ცნობა უნდა იყოს მცდარი.
ამავდროულად ის ზიანს უნდა აყენებდეს პირის პატივსა და ღირსებას.
ინფორმაციის გამავრცელებელმა წინასწარ უნდა იცოდეს გავრცელებული ინფორმაციის სიმცდარე და შეგნებულად ავრცელებდეს ამ ინფორმაციას, ანუ აუცილებელია, რომ ჟურნალისტი პირდაპირი განზრახვით მოქმედებდეს. პასუხისმგებლობა ცილისწამებისათვის გამორიცხულია იმ შემთხვევებში, როდესაც პირი განზრახ არ ავრცელებს მცდარ ინფორმაციას.
გავრცელებულ ინფორმაციაში უნდა იყოს პირის შესახებ ისეთი ცნობა, რომელიც მას დანაშაულის ჩადენაში ამხელს. თუ გავრცელებული ცნობა პირის დანაშაულებრივ ქმედებას არ ეხება, მცდარი ინფორმაციის შემთხვევაშიც კი, პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დადგება.
ცილისწამებაზე საქმის აღძვრის უფლებამოსილება არც მოკვლევის ორგანოს, არც გამომძიებელს და არც პროკურორს არ გააჩნია. ცილისწამებაზე საქმის აღძვრა მხოლოდ დაზარალებულის საჩივრის საფუძველზე შეიძლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ცილისწამებაზე მხოლოდ კერძო სისხლისსამართლებრივი დევნაა შესაძლებელი. დაზარალებულს, რომელსაც სურს, პასუხი აგებინოს ცილისმწამებლური ცნობების გამავრცელებელს, შეუძლია, სარჩელით მიმართოს რაიონულ სასამართლოს და მოითხოვოს პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაყენება. რაიონული სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ან სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.
იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებული უარს იტყვის სარჩელზე და შეურიგდება ბრალდებულს, სისხლის სამართლის საქმე აუცილებლად შეწყდება. შერიგება დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, თვით საკასაციო წესით საქმის განხილვისას, მანამ, ვიდრე მოსამართლეები სასამართლოს სათათბირო ოთახში გავლენ.
პროკურორს ორ შემთხვევაში აქვს ცილისწამებასთან დაკავშირებული საქმეების განხილვაში მონაწილეობის უფლება: დაზარალებულის მოთხოვნით; ან საკუთარი ინიციატივით, თუ საქმე განსაკუთრებული საზოგადოებრივი მნიშვნელობისაა.
სამოქალაქო საქმეებისგან განსხვავებით, ცილისწამებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებში მტკიცების ტვირთი მთლიანად ბრალდების მხარეს ეკისრება. სისხლის სამართლის საქმეებში ინფორმაციის გამავრცელებელი თავად არ ამტკიცებს თავის უდანაშაულობას და გავრცელებული ცნობების სინამდვილესთან შესაბამისობას. აქედან გამომდინარე, პირი, რომელიც სხვა პირის სისხლისსამართლებრივი წესით დასჯას მოითხოვს, გაცილებით რთულ მდგომარეობაში იყენებს საკუთარ თავს, ვიდრე სამოქალაქო სამართალწარმოების შემთხვევაში, სადაც მტკიცების ტვირთი ცნობების გამავრცელებელზე მოდის. იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარისათვის გაცილებით რთულია შელახული პატივის, ღირსების ან საქმიანი რეპუტაციის დაცვა სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოების გზით, პრაქტიკაში ამ ტიპის საქმეები მეტწილად სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილება.
აღსანიშნავია, რომ ძველი სისხლის სამართლის კოდექსით ცილისწამება ბევრად უფრო ფართოდ იყო გაგებული და შეგნებულად ცრუ მონაჭორის გავრცელების ყველა შემთხვევის დასჯას ითვალისწინებდა. დღეს მოქმედი კანონმდებლობა კი დასჯადად ცილისწამების მხოლოდ ერთ სახეს აცხადებს.
აგებს თუ არა პირი პასუხს შეურაცხყოფისათვის?
არა.
ძველი სისხლის სამართლის კოდექსი შეურაცხყოფის სისხლისსამართლებრივ დასჯასაც ითვალისწინებდა. შეურაცხყოფად ითვლებოდა სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით. ახალმა სისხლის სამართლის კოდექსმა ადრე არსებულ კონცეფციაზე უარი თქვა, და შეურაცხყოფა დანაშაულად აღარ განიხილება. თუმცა, ერთადერთი ფორმა, რომელიც კოდექსს შემორჩა, სასამართლოს უპატივცემულობის გამო დასჯაა. სახელდობრ, კოდექსის 366-ე მუხლის თანახმად:
„სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით, - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებრივად სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა ტუსაღობით ვადით ორიდან ოთხ თვემდე.
იგივე ქმედება, რაც გამოიხატა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის ან მსაჯულის შეურაცხყოფით, - ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა ტუსაღობით ვადით სამიდან ექვს თვემდე.“
კოდექსის ეს მუხლი მრავალ შეკითხვას ბადებს და ცალსახაა, რომ თანამედროვე დასავლურ სტანდარტებს არ შეესაბამება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ნორმის მიხედვით ნათელი არ არის, სასამართლოსადმი უპატივცემულობა მარტო სასამართლო სხდომის დროსაა დასჯადი, თუ სხვაგანაც.
მეორეს მხრივ, სასამართლოსადმი უპატივცემულობას ადგილი აქვს, თუ პირი შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებს სამართალწარმოების ნებისმიერი მონაწილის - როგორც ბრალდებულის, დაზარალებულის, მოწმის, ექსპერტის, ბრალმდებლის თუ სხვათა მიმართ. ამავე დროს დამამძიმებელ გარემოებად ითვლება მოსამართლის ან მსაჯულის შეურაცხყოფა.
უნდა ითქვას, რომ ამგვარი მიდგომა აბსოლუტურად მიუღებელია. სასამართლოსადმი უპატივცემულო დამოკიდებულების შემთხვევაში, მოსამართლეს უფლება უნდა ჰქონდეს, მიიღოს შესაბამისი ზომები, თუმცა ეს არამც და არამც არ ნიშნავს სასამართლოსადმი უპატივცემულობის გამო სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ზომების მიღებას. განსაკუთრებით მიუღებელია ის გარემოება, რომ დაკონკრეტებული არ არის, თუ სად შეიძლება ჩაითვალოს დანაშაულად ამგვარი ქმედება - სასამართლო სხდომის დროს, თუ სასამართლოს მიღმა. არაადეკვატურია ასევე ის ფაქტორიც, რომ მოსამართლის და მსაჯულის შეურაცხყოფა განიხილება ცალკე, დამამძიმებელ გარემოებად.
ისჯება თუ არა ომის პროპაგანდა?
დიახ.
მოწოდება აგრესიული ომის გაჩაღებისაკენ სისხლის სამართლის 405-ე მუხლის მიხედვით, დასჯად ქმედებას წარმოადგენს, სახელდობრ:
„საქვეყნოდ მოწოდება აგრესიული ომის გაჩაღებისაკენ, - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე;
იგივე ქმედება ჩადენილი საინფორმაციო საშუალებით ან სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ, - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.“
გააძევოს პირი დარბაზიდან, დააკისროს მას ჯარიმა ან შეუფარდოს ადმინისტრაციული დაპატიმრება. ცხადია, თუ პირის ქმედება იმავდროულად სხვა დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს. |
თავისთავად ომისაკენ მოწოდების დანაშაულად განხილვა არ შეიძლება. საზოგადოებას აქვს უფლება, იმსჯელოს თავდაცვითი ომის წარმოების ან ძალის მეშვეობით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თაობაზე. თუ რომელიმე უცხო სახელმწიფოს სამხედრო ძალებმა დაარღვიეს სახელმწიფო საზღვარი და განახორციელეს სამხედრო ოპერაცია ქვეყნის ტერიტორიაზე, როგორც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ასევე ჩვეულებრივ მოქალაქეებსაც აქვთ სრული უფლება, გამოხატონ თავიანთი პოზიცია თავდაცვითი ომის დაწყების აუცილებლობის შესახებ და მოუწოდონ ხელისუფლებას ასეთი ომის დაწყების თაობაზე. აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებით ქართულ საზოგადოებაში განსხვავებული შეხედულებები არსებობს, მათ შორის საკმაოდ რადიკალურიც, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ შეხედულების ავტორების წინააღმდეგ შესაძლებელია სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. დანაშაულად ჩაითვლება მხოლოდ აგრესიული ომისაკენ მოწოდება. ანუ ისეთი მოწოდება, რომელიც ითვალისწინებს სხვა ქვეყნის ტერიტორიის დაკავებას, სხვა ქვეყანაზე სამხედრო აგრესიის განხორციელებას და ა.შ. ამ შემთხვევაშიც, ჩვენი აზრით, აუცილებელია დადგინდეს, რამდენად შეუძლია ამ მოწოდებას გამოიწვიოს ასეთი აგრესია ან დაძაბოს სიტუაცია. ანუ მოწოდება უნდა შეიცავდეს მყისიერ და უშუალო საფრთხეს. უწყინარ სიტუაციაში ან პრივატულ საუბრებში გაკეთებული ამ ტიპის განცხადებები, რომლებიც რეალურად მხოლოდ პირის პოზიციას გამოხატავს და არ არის მიმართული პირდაპირ და მყისიერად აგრესიული ქმედებების გამოწვევისაკენ, არ უნდა ჩაითვალოს დანაშაულად. მოწოდება დასჯადია, თუ იგი საქვეყნოდ კეთდება.
დასჯადია თუ არა ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება?
დიახ.
სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად,
„საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, ანდა ასეთი მოწოდების შემცველი მასალის გავრცელება, აგრეთვე ამ მიზნით შეიარაღებისაკენ მოწოდება, - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.“
თავისთავად კონსტიტუციური წყობის შეცვლისაკენ მოწოდება დანაშაულად არ ჩაითვლება. ნებისმიერ მოქალაქეს აქვს სრული უფლება, არ მოსწონდეს არსებული კონსტიტუციური წყობა და მხარს უჭერდეს სხვა ტიპის სახელმწიფო ფორმებს.
ამასთანავე მოქალაქეს აქვს უფლება, საჯაროდ გამოხატოს თავისი პოზიცია და აწარმოოს პროპაგანდა კონსტიტუციური წყობის შეცვლის მიზნით, ცხადია, მხოლოდ კონსტიტუციური გზით, რაც მშვიდობიანი ფორმებით მოქმედებას გულისხმობს. დასჯადია მხოლოდ ის მოწოდება, რომელიც კონსტიტუციური წყობის ძალადობრივ შეცვლას გულისხმობს. თანამედროვე ცივილიზებულ ქვეყნებში დანაშაულად არ ითვლება მარტოოდენ კონსტიტუციური წყობის შეცვლის მოწოდება. დანაშაულის ნიშნებზე მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი საუბარი, როცა მოწოდება რეალურ და სერიოზულ საფრთხეს ქმნის, რაც უშუალო და მყისიერ ძალადობაში გამოიხატება.
რა პასუხისმგებლობას იწვევს სხვა პირის ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევა?
საქართველოს კონსტიტუცია იცავს პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. ქვეყნის ძირითადი კანონის თანახმად, არავის აქვს პირის ცხოვრებაში უკანონოდ ჩარევის უფლება. სისხლის სამართლის კოდექსი დასჯადად აცხადებს ისეთ დანაშაულს, როგორიცაა:
მაგალითად, პროლეტარიატის დიქტატურას, მონარქიას, თეოკრატიას და ა.შ. |
„პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ შენახვა ან გავრცელება, _ ისჯება ჯარიმით ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ გამოყენება ან გავრცელება ამა თუ იმ ხერხით გავრცელებულ ნაწარმოებში, მასობრივი მაუწყებლობით ან საჯარო გამოსვლისას, - ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.“
კანონი კრძალავს პირადი ან ოჯახური საიდუმლოების შემცველი ცნობების უკანონოდ შეგროვებას ან გავრცელებას. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე არ შეიძლება საუბარი იმ შემთხვევაში, როცა პირს კანონით აქვს მინიჭებული პირადი ან ოჯახური საიდუმლოს შეგროვების ან გავრცელების უფლება.
პირადი და ოჯახური საიდუმლოების დაცვის ვალდებულება მართალია, ყველაზე ვრცელდება, მაგრამ განსაკუთრებული ვალდებულებები ამ მხრივ სახელმწიფო ორგანოებს აკისრიათ. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას კანონი და შესაბამისად:
არ ჩაერიოს პირის პირად ცხოვრებაში;
არ შეაგროვოს პირის შესახებ ინფორმაცია, კანონით ზუსტად განსაზღვრული შემთხვევების გარდა;
არ გაამჯღავნოს სახელმწიფო უწყებებში კანონიერად დაცული, პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი პირდაპირ ავალებს აღნიშნულ უწყებას ამ ინფორმაციის გაცემას.
მაგალითად, სტატისტიკის დეპარტამენტს კანონით ევალება მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ჩასატარებლად პირადი მონაცემების შეგროვება; ხოლო საგადასახადო ინსპექტორს - პირის შემოსავლების შესახებ. საჯარო თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ბიურო კი, კანონის საფუძველზე, გასცემს მაღალი თანამდებობის პირების დეკლარაციებს, რომლებიც შეიცავენ პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას. |
აქ ყურადღება უნდა გავამახვილოთ ერთ ასპექტზე, რომელმაც შესაძლოა, ჟურნალისტურ პრაქტიკაში იჩინოს თავი: კერძოდ, ჟურნალისტმა, ან ნებისმიერმა მოქალაქემ შეიძლება შემთხვევით მოიპოვოს ინფორმაცია სხვა პირის შესახებ; შესაძლოა, ასეთი ინფორმაცია, ზეპირი ან დოკუმენტური სახით, მას კანონდარღვევით გადასცეს სხვა პირმა. ასეთ შემთხვევებში, ცხადია, ვერც ჟურნალისტს, ვერც მოქალაქეს ვერ აუკრძალავ გაავრცელოს ცნობები იმის შესახებ, რაც მოისმინა, დაინახა ან შეიტყო. ასეთ შემთხვევებში ზედმეტია საუბარი რაიმე სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე. პირი არ უნდა დაავალდებულო, არ გაავრცელოს ინფორმაცია, რომელიც მან საჯარო ადგილას შეაგროვა. მით უმეტეს, როცა საქმე ჟურნალისტებს ეხებათ, რომელთა პროფესიული ვალი რეალობის ობიექტური ასახვაა. პირმა პასუხი არც ისეთი ინფორმაციის გავრცელებაზე უნდა აგოს, რომელიც სხვა პირის ან მასობრივი ინფორმაციის საშუალების მიერაა უკვე გავრცელებული.
სისხლის სამართლის კოდექსი არ აწესებს რაიმე გამონაკლისს საჯარო პირების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე. იქედან გამომდინარე, რომ საჯარო პირების გავლენა საზოგადოების ცხოვრებაზე ძალზედ დიდია, შესაბამისად, გაზრდილია მათ მიმართ საზოგადოების ინტერესი. საზოგადოებას გააჩნია უფლება, ფლობდეს სრულყოფილ ინფორმაციას საჯარო პირის პიროვნების შესახებ. ამდენად, მათ შესახებ პირადი საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულად არ უნდა ჩაითვალოს. მით უფრო, რომ საჯარო დაწესებულებებში თანამდებობის პირების შესახებ დაცული პირადი საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია ყველასათვის ხელმისაწვდომია.
აგებს თუ არა ჟურნალისტი პასუხს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისათვის?
სახელმწიფო საიდუმლოებას განეკუთვნება ისეთი ინფორმაციაა, რომლის გამჟღავნებაც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრვი უსაფრთხოების ინტერესებს. ამა თუ იმ ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიკუთვნების საკითხს წყვეტს უფლებამოსილი თანამდებობის პირი, რომელიც კანონით დადგენილი წესით ასაიდუმლოებს ინფორმაციას და ანიჭებს მას გრიფს „საიდუმლო“. სახელმწიფო საიდუმლოება ხელმისაწვდომია მხოლოდ საჯარო მოხელეთა მკაცრად განსაზღვრული წრისათვის. სწორედ მათი მოვალეობაა სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა, რაც, ცხადია, შესაბამისი ინფორმაციის გამჟღავნებისათვის პასუხისგებასაც გულისხმობს.
შემთხვევით დაინახოს, გაიგონოს, ხელში ჩაუვარდეს დოკუმენტი |
თუნდაც სხვასთან ისაუბროს |
ქუჩაში, თეატრში და ა.შ |
დაინახა, მოისმინა და ა.შ |
ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს საკითხი, რომელიც უშუალოდ მედიის პასუხისმგებლობას ეხება. შეკითხვაზე, თუ რამდენად აგებს ჟურნალისტი პასუხს სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის გამოქვეყნებაზე, რომელიც მას ხელში ჩაუვარდა, პასუხი სისხლის სამართლის კოდექსის 320-ე მუხლში უნდა ვეძებოთ:
„სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ ან გაუფრთხილებლად გახმაურება იმის მიერ, ვინც ასეთი საიდუმლოება იცოდა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო ან ვისაც ის გაანდეს, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია საქართველოს ინტერესებისათვის მძიმე შედეგი, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.“
აღნიშნული ნორმა სუბიექტთა საკმაოდ ფართო წრეს ეხება და შესაძლებლობას იძლევა, სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებისათვის პასუხი აგოს არა მარტო სახელმწიფო მოხელემ, არამედ ნებისმიერმა პირმა, მათ შორის ჟურნალისტმა, რომელსაც ეს საიდუმლოება გაანდეს. თუ ჟურნალისტმა გამოაქვეყნა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, დადგეს ჟურნალისტის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. თანაც პასუხისმგებლობა დადგება არა მხოლოდ სპეციალური მიზნის ან განზრახვის არსებობის, აგრეთვე გაუფრთხილებლობის შემთხვევაშიც. თუმცა, კანონის ეს ნორმა შეიძლება სხვაგვარადაც განიმარტოს: სიტყვები „ვისაც ის გაანდეს“ გულისხმობს იმ პირებს, ვისაც სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა კანონით ევალება. იმ შემთხვევაში, თუ ჟურნალისტს შემთხვევით ჩაუვარდა ხელში ინფორმაცია, გრიფით „საიდუმლო“ ან იგი საჯარო მოხელემ მას კანონის მოთხოვნათა დარღვევით გადასცა, ჟურნალისტი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან.
ამ ნორმის სხვაგვარი ინტერპრეტაცია არ უნდა მოხდეს. თუკი დავუშვებთ იმის შესაძლებლობას, რომ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია ჟურნალისტმა მოიპოვოს, რატომ გამოვრიცხავთ იმის ალბათობას, რომ ამ კატეგორიის ინფორმაცია მტრული სახელმწიფოს სპეცსამსახურის ხელში აღმოჩნდება. მედიასაშუალებებში ასეთი ინფორმაციის გამოქვეყნებამ, შესაძლოა, გარკვეული ინდიკატორის როლი შეასრულოს და დაანახოს საზოგადოებას, თუ რამდენადაა დაცული ქვეყანაში სახელმწიფო საიდუმლოება. თუ სახელმწიფო საიდუმლოება იოლად ხელმისაწვდომია, საზოგადოებას სრული უფლება აქვს, ეს პრობლემა საჯარო მსჯელობის საგნად აქციოს. სახელმწიფო საიდუმლოს დაცვა პირველ რიგში სახელმწიფო მოხელის მოვალეობა უნდა იყოს, და არა ჟურნალისტის, რომელმაც უნდა მიაწოდოს საზოგადოებას მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ინფორმაცია.
ისჯება თუ არა პორნოგრაფიული შინაარსის ნაწარმოების გავრცელება?
დიახ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის შესაბამისად:
„პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის, გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადება, გავრცელება ან რეკლამირება, აგრეთვე ასეთი საგნით ვაჭრობა ანდა მისი შენახვა გაყიდვის ან გავრცელების მიზნით, - ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.“
აღნიშნული დებულება მიუთითებს, რომ პორნოგრაფიული ნაწარმოებების ბრუნვა შეზღუდული კი არ არის, არამედ საერთოდ აკრძალულია. გამონაკლისს წარმოადგენს სპეციალური პირობების დაცვით სრულწლოვანებისთვის ასეთი ტიპის ნაწარმოებების მიწოდება. სწორედ ამიტომაც, კოდექსის ეს დებულება პრაქტიკაში ხშირად ირღვევა. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ცივილიზებულ ქვეყნებში პორნოგრაფიულ ნაწარმოებთა გავრცელება შესაძლებელია, მაგრამ განსაკუთრებული წესების დაცვით და ისიც მხოლოდ სრულწლოვანებზე. ამავე დროს, კანონმდებლობაში არ არსებობს ცნების „პორნოგრაფიული ნაწარმოების“ განმარტება. ეს კიდევ უფრო უწყობს ხელს ამ მუხლთან დაკავშირებით პრაქტიკის არაერთგვაროვნებას. ამ ცნების დაზუსტება საკმაოდ რთულია მწირი და წინააღმდეგობრივი პრაქტიკის საფუძველზე. თუმცა, საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ პორნოგრაფიულად ჩაითვლება ნაწარმოები, რომელსაც არ გააჩნია პოლიტიკური, მხატვრული, ლიტერატურული ან სამეცნიერო ღირებულება, შეიცავს სექსუალური ურთიერთობის ამსახველ ნატურალისტურ სცენებს და იწვევს მსმენელის/მკითხველის ქვენა ინსტიქტების გაღვიძებას.
ჩვენი აზრით, კოდექსის ეს მუხლი მეტ დაზუსტებას და სიცხადეს მოითხოვს. სადაოა აგრეთვე სანქციათა ოდენობა.
ისჯება თუ არა ძალადობის ან სისასტიკის პროპაგანდა?
დიახ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის შესაბამისად:
„დამზადება, გავრცელება, ჩვენება ან შენახვა გავრცელებისა და ჩვენების მიზნით კინოფილმისა, ვიდეოფილმისა ან სხვაგვარი ნაწარმოებისა, რომელიც პროპაგანდას უწევს ძალადობის ან სისასტიკის კულტს, - ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.“
თავისთავად სისასტიკის ან ძალადობის შემცველი სცენის გავრცელება ან ჩვენება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი არ არის. ასეთი სცენები მრავალ ნაწარმოებშია და მას შეიძლება მხატვრული ღირებულებაც გააჩნდეს. აქ საუბარია განზრახ დანაშაულზე, რომლის მიზანია საზოგადოებაში ძალადობის ან სისასტიკის, როგორც ადამიანური ურთიერთობის ფორმის დანერგვაზე. ძალადობის ან სისასტიკის შემცველი სცენის ჩვენება დანაშაულად მხოლოდ მაშინ უნდა ჩაითვალოს, თუ ეს ქმედება მიზნად ისახავს ძალადობის თუ სისასტიკის კულტის პროპაგანდას. აღსანიშნავია, რომ ეს მუხლი პრაქტიკულად მკვდარ ნორმას წარმოადგენს და კოდექსის მიღების შემდეგ სასამართლოს ამ მუხლის საფუძველზე არც ერთი გამამტყუნებელი განაჩენი არ გამოუტანია.
![]() |
7 თავი VI. მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა დაფუძნება და საქმიანობის შეწყვეტა |
▲ზევით დაბრუნება |
სჭირდება თუ არა მასობრივი ინფორმაციის საშუალებას რეგისტრაცია?
მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მეწარმეთა კანონით გათვალისწინებული რეგისტრაციის ზოგადი წესი ვრცელდება, რადგან საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სპეციალურ სარეგისტრაციო მოთხოვნებს მედიასაშუალებებისთვის. „პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი ადგენს:
„1. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ მხოლოდ რეგისტრაციის შემდეგ.
2. რეგისტრაციის წესს განსაზღვრავს საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“.
3. თუ მასობრივი ინფორმაციის საშუალება რაიმე მიზეზის გამო არ ფუნქციონირებს ერთი წლის განმავლობაში, აუცილებელია მისი ხელმეორედ რეგისტრაცია.“
1994 წელს შეტანილი შესწორებების საფუძველზე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიმართ სრულიად სამართლიანად გავრცელდა მეწარმეთა კანონით დადგენილი ზოგადი მოთხოვნები, სახელდობრ: მასობრივი ინფორმაციის საშუალება შეიძლება დარეგისტრირდეს მეწარმეთა შესახებ კანონით გათვალისწინებული ერთ-ერთი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით. თუ საწარმო უკვე დაფუძნებულია, მასობრივი ინფორმაციის ახალი საშუალების ცალკე რეგისტრაცია აუცილებელი არ არის. საწარმოს უფლება აქვს, განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რაც კანონით აკრძალული არ არის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კანონის ამ მუხლის პირველი და მესამე პუნქტები სრულიად ზედმეტი და მნიშვნელოვნად მოძველებულია.
ზემოხსენებული მე-7 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი რეგისტრაციის მოთხოვნა ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე მეწარმეთა შესახებ კანონსაც. ინფორმაციის გავრცელებისათვის რაიმე სახელმწიფო ნებართვა ან რეგისტრაცია აუცილებელი არ არის. ფაქტობრივად, საქმე გვაქვს ანომალიურ ნორმასთან, რომელიც ეწინააღმდეგება საერთოდ მეწარმეთა კანონის კონცეფციას. ამ კონცეფციის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობის დაწყებისას მეწარმე გადის რეგისტრაციას, რის შემდეგაც მისი საქმიანობის ცალკეული მიმართულებების რეგისტრაცია სავალდებულო არ არის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კანონმდებლობა უშუალოდ მასობრივი ინფორმაციის რეგისტრაციაზე პასუხისმგებელ ცალკე ორგანოს არ იცნობს და ამდენად, თუ ვინმე ახალი გაზეთის გამოშვებას აპირებს, ძნელი წარმოსადგენია, სად უნდა მოხდეს გაზეთის დარეგისტრირება. ინფორმაციის გავრცელება და მეწარმეობა განსხვავებული ცნებებია. ადამიანს უნდა ჰქონდეს, ყოველგვარი რეგისტრაციების გარეშე, ინფორმაციის თავისუფალი გავრცელების უფლება. თუ ინფორმაციის გავრცელება, მოგების მიღების მიზნით, არაერთჯერად საქმიანობას ანუ მეწარმეობას წარმოადგენს, მხოლოდ ამ შემთხვევაში წარმოიშობა მეწარმედ დარეგისტრირების აუცილებლობა.
ასეთივე ანომალიას წარმოადგენს ამ მუხლის მე-3 პუნქტი. თუ კანონის თანახმად, სავალდებულო არ არის მასობრივი ინფორმაციის საშუალების ცალკე რეგისტრაცია, არც მისი ხელახალი რეგისტრაცია უნდა იყოს სავალდებულო, იმისდა მიუხედავად, რა ვადით იყო შეწყვეტილი ამ საინფორმაციო საშუალების ფუნქციონირება. საგადასახადო აღრიცხვიანობის საკითხს აწესრიგებს საგადასახადო კანონმდებლობა, რომელსაც უნივერსალური მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი საქმიანობისათვის, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვისაც.
ინდივიდუალური საწარმო, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება. |
ახალი გაზეთის, ჟურნალის და ა.შ. |
კანონის ეს დებულება ასევე ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, რომლის მეათე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულია:
„ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას - ჰქონდეს მოსაზრებანი და მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები საჯარო ხელისუფლების ჩარევის გარეშე და საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი არ შეუშლის ხელს სახელმწიფოებს, მოითხოვონ ლიცენზირება მაუწყებლობის, ტელევიზიისა და კინოწარმოებისათვის.“
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბეჭდვითი მედიის გავრცელებისათვის რაიმე შეზღუდვის დაწესება დაუშვებელია. შესაბამისად ანომალიას წარმოადგენს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ კანონის მე-9 და მე-10 მუხლებიც, რომელთა მიხედვით, შესაძლებელია რეგისტრაციაზე უარის თქმა ან რეგისტრაციის გარეშე, გამონაკლისის სახით გარკვეული ინფორმაციის გავრცელება. თუ რეგისტრაცია მეწარმეთა შესახებ კანონით ხორციელდება, მაშინ რეგისტრაციაზე უარის თქმაც იმავე კანონის შესაბამისად უნდა ხორციელდებოდეს. რეგისტრაციის გარეშე ინფორმაციის გავრცელება ზოგადად არის დასაშვები და არა გამონაკლისის სახით. რეგისტრაცია აუცილებელი უნდა იყოს უკანონო მეწარმეობის და გადასახადებისაგან თავის არიდების აღსაკვეთად და იგი არ უნდა გახდეს ინფორმაციის გავრცელების სავალდებულო წინაპირობა. შესაბამისად, ეს მუხლები უნდა გაუქმდეს, რადგანაც ისინი ეწინააღმდეგებიან კონსტიტუციას, საერთაშორისო ნორმებსა და მოქმედ კანონმდებლობას.
საგადასახადო ორგანოში აღრიცხვაზე აყვანას და მოხსნას. |
|
მათ შორის სარეგისტრაციო |
შეიძლება ცალსახად ითქვას, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, გაავრცელოს ნებისმიერი ინფორმაცია, ყოველგვარი ნებართვის თუ რეგისტრაციის გარეშე. თუ ვინმე ამ საქმიანობას არაერთჯერადი მოგების მიზნით ეწევა, იგი უნდა დარეგისტრირდეს „მეწარმეთა შესახებ“ კანონის შესაბამისად. მეწარმედ დარეგისტრირებულ პირს არ სჭირდება დამატებითი რეგისტრაცია, თუ ის ახალ ან დამატებით გაზეთს თუ ჟურნალს გამოსცემს.
აუცილებელია თუ არა მასობრივი ინფორმაციის საშუალების ლიცენზირება?
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია სალიცენზიო მოთხოვნების არსებობას დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ მაუწყებლობასა და კინოწარმოებასთან მიმართებაში. ტელერადიოკომპანიების მიერ მაუწყებლობის განხორციელების საკითხი ბეჭდვითი მედიისგან განსხვავებულად რეგულირდება. იმის გათვალისწინებით, რომ ტელერადიომაუწყებლობა ბუნებრივად შეზღუდული რესურსის სიხშირული სპექტრის მეშვეობით ხორციელდება, ასეთი საქმიანობის დასაწყებად აუცილებელია სამაუწყებლო ლიცენზიის აღება. სალიცენზიო მოთხოვნები აუცილებელია, ტექნიკური პრობლემების თავიდან ასაცილებლად.
კავშირგაბმულობის და ფოსტის შესახებ კანონის თანახმად, სამაუწყებლო ლიცენზიას გასცემს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზია არ გაიცემა:
უცხო ქვეყნის დაწესებულებებზე;
უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე;
უცხო ქვეყანაში დარეგისტრირებულ იურიდიულ პირებზე, მათ ფილიალებსა თუ წარმომადგენლობებზე;
საქართველოში დარეგისტრირებულ იურიდიულ პირებზე, სადაც უცხო ქვეყნის დაწესებულებებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, უცხოეთში დარეგისტრირებულ იურიდიულ პირებს 50%-ზე მეტი წილი აქვთ.
მათ შორის გაზეთის თუ |
სიხშირეების გადაფარვა |
კომისია ლიცენზიას გასცემს საერთო, სპეციალიზებულ ან სატრანზიტო ტელერადიომაუწყებლობაზე. მაუწყებლობა სპეციალიზებულია თუ ტელერადიოკომპანია გადასცემს მხოლოდ ერთი თემატიკის პროგრამებს. საერთო ლიცენზიის მოსაპოვებლად ტელე/რადიოკომპანიამ უნდა გადასცეს არანაკლებ ორი თემატიკის პროგრამები. სატრანზიტო მაუწყებლობის ლიცენზია მოეთხოვებათ იმ ტელე/რადიოკომპანიებს, რომლებიც თავის ეთერში უცვლელი სახით გადასცემენ მხოლოდ და მხოლოდ სხვა ტელე/რადიოკომპანიების პროგრამებს.
სიხშირული სპექტრის გამოყენებით ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზია გაიცემა კონკურსის საფუძველზე. კომისია ვალდებულია, კონკურსის ჩატარებამდე არაუგვიანეს ორი თვით ადრე გამოაცხადოს კონკურსის ჩატარებისა და მისი ძირითადი პირობების შესახებ. კომისიის საკონკურსო განცხადებაში მითითებული უნდა იყოს:
ტელე/რადიომაუწყებლობის სახე,
მაუწყებლობის გეოგრაფიული არეალი,
მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა,
თემატიკა,
მინიმალური ტექნიკური მახასიათებლები,
სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა,
გამარჯვებულისათვის მისანიჭებელი ქულების რაოდენობა და ა.შ.
კონკურსში გამარჯვებული შეირჩევა შემდეგი მახასიათებლების მიხედვით:
ტექნიკური - ლიცენზიის მაძიებელთა შორის უპირატესობა ენიჭება მას, ვინც თანამედროვე ტექნოლოგიებს ნერგავს და იყენების.
ფინანსური - ამ შემთხვევაში ხდება სამაუწყებლო საქმიანობის ბიზნეს გეგმათა შედარება.
მხოლოდ სპორტული, |
მაგალითად, ტელეკომპანია „მე-15 არხი“ თავის ეთერს მთლიანად უთმობს EURONEWS-ის ტელეპროგრამებს. |
პროგრამირების ასპექტი - ამ ასპექტის შეფასებისას კომისია ითვალისწინებს, თუ რამდენად შეესაბამება ლიცენზიის მაძიებლის სამაუწყებლო კონცეფცია კომისიის მიერ გამოცხადებულ პრიორიტეტებს.
ამ ასპექტების მიხედვით ლიცენზიის თითოეულ მაძიებელს ენიჭება შესაბამისი ქულა. მაუწყებლობის ლიცენზიას კი მოიპოვებს კონკურსის ის მონაწილე, რომელიც ქულათა მაქსიმალურ რაოდენობას დააგროვებს. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსის ორი ან მეტი მონაწილე ქულათა თანაბარ ოდენობას მოიპოვებს, კონკურსში გამარჯვებულად ჩაითვლება ის კონკურსანტი, რომელიც სალიცენზიო გადასახადის მაქსიმალურ ოდენობას გადაიხდის. ლიცენზიის გაცემის შესახებ მიღებული კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
შეიძლება თუ არა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მონოპოლიზება?
არა.
საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლი კრძალავს მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციას, როგორც სახელმწიფოს, ასევე ცალკეული პირების მხრიდან. ეს აკრძალვა გარკვეული პასუხია სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებულ იმ ტოტალურ კონტროლზე, რომელსაც კომუნისტური რეJიმის დროს პრესის მიმართ ჰქონდა ადგილი. კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისად, კანონი პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ კრძალავს მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მონოპოლიზებას. კერძოდ, კანონის მე-6 მუხლი ადგენს, რომ:
„არც ერთი დამფუძნებლის საერთო წილი ერთი და იმავე სახის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში არ უნდა აღემატებოდეს 25 პროცენტს“.
მაგალითად, ერთ-ერთი პრიორიტეტი შეიძლება იყოს ადგილობრივი პროდუქციის ხვედრითი წილი ტელე/რადიო გადაცემებში. |
უნდა აღინიშნოს, რომ აქ არ იგულისხმება აკრძალვა რომელიმე კონკრეტული მასობრივი ინფორმაციის საშუალების 25 პროცენტიან წილზე. ცხადია, ნებისმიერ პირს აქვს უფლება, ფლობდეს რომელიმე კონკრეტული გაზეთის, ან ჟურნალის გამომცემელი საწარმოს წილის ასივე პროცენტს. აქ იგულისხმება ბაზარზე საგაზეთო ან საჟურნალო ბიზნესის ერთ მეოთხედზე მეტის გაკონტროლება. კანონის ეს აკრძალვა ვრცელდება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებზეც.
მონოპოლიას კრძალავს კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ კანონიც. აღნიშნული კანონის თანახმად, ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზია არ შეიძლება გაიცეს პირზე, რომელიც კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში ამოწურვადი რესურსის სახეობის საერთო მოცულობის 50%-ის ან მეტის მფლობელი გახდება მოცემულ ტერიტორიაზე. ბეჭდური მედიისგან განსხვავებით, სადაც 25 პროცენტიანი აკრძალვის წესი მოქმედებს, ტელერადიომაუწყებლობაში განსხვავებული წესია დადგენილი.
შეუძლია თუ არა სახელმწიფოს მასობრივი ინფორმაციის საშუალების საქმიანობის შეჩერება?
ზოგადი წესის თანახმად, მეწარმის საქმიანობის შეჩერება ან შეწყვეტა მაშინაა შესაძლებელი, თუ მოცემული საქმიანობისათვის სალიცენზიო ან სანებართვო მოთხოვნები არსებობს. თუ იურიდიული პირი ლიცენზიით ან ნებართვით გათვალისწინებულ მოთხოვნებს არღვევს, მხოლოდ მაშინ შეიძლება მეწარმის საქმიანობის შეჩერების ან შეწყვეტის საკითხის დაყენება. მასობრივი ინფორმაციის საშუალების საქმიანობის შეჩერების ან შეწყვეტის შესაძლებლობა მხოლოდ მაუწყებელთა მიმართებაში უნდა მოქმედებდეს, რადგანაც მხოლოდ მათ სჭირდებათ ლიცენზირება თავიანთ საქმიანობაში. ამ ზოგადი წესის მიუხედავად, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა შესახებ კანონი მედიის საქმიანობის შეჩერებისა და შეწყვეტის დამოუკიდებელ საფუძვლებს ადგენს. მასობრივი ინფორმაციის საშუალების შეჩერება გულისხმობს ბეჭდვითი გამოცემის ერთი ან რამდენიმე ნომრის აკრძალვას, აგრეთვე განკარგულებას ტელერადიომაუწყებლობის დროებითი შეწყვეტის შესახებ. შეჩერების მაქსიმალური ვადა ერთი თვეა.
მაგალითად, ჟურნალი „თბილისელები“. |
„პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ“ კანონის შესაბამისად, თუ მასობრივი ინფორმაციის საშუალება ავრცელებს კანონსაწინააღმდეგო ინფორმაციას, შეიძლება დადგეს მისი საქმიანობის შეჩერების ან შეწყვეტის საკითხი. კერძოდ, კანონის მე-12 მუხლი ადგენს:
„მასობრივი ინფორმაციის საშუალების საქმიანობა შეიძლება შეჩერდეს ან შეწყდეს, თუ განმეორებით დაირღვა კანონი, რითაც ხელი ეწყობა დანაშაულს, საფრთხე ექმნება სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას“.
ლიცენზიის შეჩერებისას ტელერადიოკომპანიას ეკრძალება მაუწყებლობა მოცემულ პერიოდში. ტელერადიომაუწყებლობის საშუალებას ლიცენზია შეუჩერდება, თუ იგი:
არ ასრულებს ლიცენზიის პირობებს;
ლიცენზიის გაცემიდან ერთი წლის განმავლობაში არ ახორციელებს პრაქტიკულ საქმიანობას, რაც იმას ნიშნავს, რომ ლიცენზიის მიღების შემდეგ ერთი წელი სამაუწყებლო კომპანია ეთერში არ გადის. იმის გათვალისწინებით, რომ სიხშირე ბუნებრივად შეზღუდული რესურსია, მისი გამოუყენებლობა არ შეიძლება;
არღვევს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და ქართული კანონმდებლობის მოთხოვნებს; სხვაგვარად ხელყოფს ადამიანის უფლებებს, თავისუფლებებს ან კანონიერ ინტერესებს; საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ ტელერადიოკომპანიის საქმიანობით შეილახა მისი უფლებები, უფლება აქვს, მიმართოს კომისიას კონკრეტული ტელე/რადიოკომპანიისათვის ლიცენზიის შეჩერების მოთხოვნით.
მაგალითად, მაუწყებლობის თემატიკა, მინიმალური ხანგრძლივობა, გეოგრაფიული დაფარვის ზონა ან მომსახურების ხარისხი არ შეესაბამება ლიცენზიით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. საარჩევნო კოდექსი, კავშირგაბმულობისა და ფოსტის, საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის, რეკლამის, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ. |
ლიცენზიის შეჩერების ვადა არაუმეტეს სამი თვეა. ანუ ეს ვადა გაცილებით მეტია, ვიდრე „პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ“ კანონით დადგენილი ერთთვიანი მონაკვეთი. ხარვეზის ადრეულ ეტაპზე აღმოფხვრის შემთხვევაში, კომისია უფლებას მისცემს მაუწყებელს, ხარვეზის აღმოფხვრისთანავე გააგრძელოს მაუწყებლობა.
პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა შესახებ კანონის შესაბამისად, გადაწყვეტილებას მასობრივი ინფორმაციის საშუალების შეჩერების შესახებ იღებს მარეგისტრირებელი ორგანო ანუ სასამართლო. თუმცა, სამაუწყებლო ლიცენზიის შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. ეს შეუსაბამობა კიდევ ერთხელ ადასტურებს „პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ“ კანონის არქაულობას.
შეუძლია თუ არა სახელმწიფოს მასობრივი ინფორმაციის საშუალების დახურვა?
დიახ.
როგორც „პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ“ კანონის ზემოთ მოყვანილი მე-12 მუხლი ცხადყოფს, ასეთი ზომის მიღება შესაძლებელია.
მასობრივი ინფორმაციის საშუალების აკრძალვის უფლებამოსილება მხოლოდ სასამართლოს გააჩნია, თუმცა კანონი არ განსაზღვრავს, თუ ვის აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს მასობრივი ინფორმაციის საშუალების აკრძალვის მოთხოვნით. როდესაც საუბარია ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის საფრთხის შექმნაზე, ცხადია, ამგვარ საკითხებზე მოსარჩლედ კერძო პირი ვერ გამოვა. მეორეს მხრივ, არც ერთ სახელმწიფო ორგანოს არა აქვს მასობრივი ინფორმაციის საშუალების აკრძალვის მოთხოვნით სასამართლოსადმი მიმართვის უფლებამოსილება. შესაბამისად, სადაოა, როგორ შეძლებენ ოფიციალური უწყებები ამ საკითხებზე სასამართლოში სარჩელის აღძვრას.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებების საქმიანობის შეჩერება ან აკრძალვა შესაძლებელი უნდა იყოს ორ შემთხვევაში:
I. აკრძალვა ან შეჩერება დასაშვები უნდა იყოს საშიში სამართალდარღვევის ჩადენისას. ამგვარი შესაძლებლობის შესახებ ჩვენ უკვე ზემოთ ვისაუბრეთ.
II. მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა აკრძალვა ან საქმიანობის შეჩერება უნდა მოხდეს მეწარმეთა შესახებ კანონის საფუძველზე და ამ მიზნით სხვა რაიმე დამატებითი მოთხოვნა უნდა გამოირიცხოს, რადგანაც მედიასაშუალებები ჩვეულებრივ საწარმოს წარმოადგენენ და შესაბამისად, მათი დახურვა მეწარმეთა შესახებ კანონით დადგენილი პროცედურით უნდა მოხდეს.
ვფიქრობთ, მეორე მიდგომა გაცილებით გამართლებულია, რადგანაც ყოველ კონკრეტულ სამართალდარღვევას კონკრეტული სანქცია უნდა მოჰყვეს. არ შეიძლება ზოგადად ინფორმაციის თავისუფალი გავრცელების უფლების აკრძალვა. მით უფრო, რომ მედიასაშუალების დახურვით მიზნის მიღწევა შეუძლებელია, რადგან ერთი საშუალების დახურვა სრულებითაც არ გამორიცხავს შესაძლებლობას, პირმა ახალი მედია საშუალება დააფუძნოს და გააგრძელოს თავისი მოღვაწეობა. პრაქტიკულად, ბეჭდვითი მედიის საქმიანობის შეჩერება ან შეწყვეტა არაეფექტურ ნაბიჯს წარმოადგენს. შესაბამისად, ჩვენ მიუღებლად მიგვაჩნია პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა შესახებ კანონში ისეთი დებულებების არსებობა, რომლებიც მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა შეჩერებასა თუ შეწყვეტას ითვალისწინებენ. შესაძლოა, მოხდეს აღნიშნული დებულებების ბოროტად გამოყენება, რაც თავისუფალი მედიის შეზღუდვაში გამოიხატება.
ბეჭდვითი მედიისგან განსხვავებით, გამართლებულია ის დებულებები, რომლებიც სამაუწყებლო ლიცენზიების შეჩერება-გაუქმების საკითხებს არეგულირებენ. ტელე/რადიომაუწყებელთათვის დადგენილია საქმიანობის შეწყვეტის დამატებითი მოთხოვნები. როგორც უკვე აღვნიშნეთ, თავიანთი საქმიანობის განხორციელებისათვის მათ ტელე/რადიომაუწყებლობის ლიცენზია ესაჭიროებათ. სწორედ ლიცენზიის პირობების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს ლიცენზიის გაუქმების საფუძველი, რაც გათვალისწინებულია კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ კანონით.
თუ ტელერადიოკომპანია კომისიის მიერ დადგენილ ვადაში არ აღმოფხვრის მითითებულ ხარვეზს, მაშინ კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაუქმების შესახებ, ეს კი ტელე/რადიომაუწყებლობის საქმიანობის შეწყვეტას ნიშნავს. ლიცენზია ასევე უქმდება, ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლის, ტელეკომპანიის ლიკვიდაციის, ან თავად ტელეკომპანიის მოთხოვნის შემთხვევაში.
სამაუწყებლო ლიცენზიები |
![]() |
8 თავი VII. ჟურნალისტის სტატუსი |
▲ზევით დაბრუნება |
ვინ ჩაითვლება ჟურნალისტად?
“პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ” კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, “ჟურნალისტი არის პირი, რომელიც აგროვებს, ქმნის, არედაქტირებს ან ამზადებს მასალებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოსაქვეყნებლად და აქვს სათანადო რწმუნება ან არის ჟურნალისტთა რეგისტრირებული კავშირის წევრი.”
კანონის ეს ნორმა საკმაოდ მოძველებულია, რადგანაც საკანონმდებლო დონეზე ამ ცნების განმარტების აუცილებლობა არ არსებობს. ნებისმიერ პირს აქვს უფლება, თავისუფლად შეაგროვოს და გაავრცელოს ინფორმაცია, აგრეთვე ეწეოდეს ჟურნალისტურ საქმიანობას ყოველგვარი ნებართვის, ლიცენზიის ანდა ჟურნალისტური კავშირის წევრობის გარეშე. ამიტომაც, კანონის ამ ნორმამ დაკარგა თავისი მნიშვნელობა. კანონის რუდიმენტულობას ადასტურებს ამ მუხლის მეორე წინადადებაც:
„ჟურნალისტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის მიერ ჩამოყალიბებული პრინციპებით.“
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტში ჟურნალისტის ცნება განმარტებული არ არის.
რა უფლებები გააჩნია ჟურნალისტს?
ჟურნალისტს უფლება აქვს, შეაგროვოს ინფორმაცია ნებისმიერი ფორმით. მას შეუძლია განახორციელოს აუდიო, ვიდეო ან ფოტოგადაღება. ტექნიკური საშუალების გამოყენება შეიძლება აიკრძალოს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით.
„პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ“ კანონის მიხედვით:
„ჟურნალისტს უფლება აქვს თავისი მოვალეობის შესრულებისას შევიდეს ნებისმიერ დაწესებულებასა და ორგანიზაციაში, შეხვდეს თანამდებობის პირებს.“
გარკვეულწილად მოძველებულია კანონის ეს ნორმაც. არავინ დაობს, რომ ჟურნალისტს უფლება აქვს, შევიდეს სახელმწიფო დაწესებულებებში, მაგრამ გარკვეული შეზღუდვები, რომლებიც დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან ან სახელმწიფო საიდუმლოების დაცვასთან, ამ შემთხვევაშიც მოქმედებს. მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია კერძო საკუთრებას მიკუთვნებულ ტერიტორიაზე უნებართვო შესვლის აკრძალვის კონსტიტუციური მოთხოვნა. შესაბამისად, რადგანაც საზოგადოებრივ ორგანიზაციებს კერძო სამართლის იურიდიულ პირთა სტატუსი გააჩნიათ, ამ დაწესებულებებში შესვლა მათი ნებართვის გარეშე არ შეიძლება.
მაგალითად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 12-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად: „სასამართლო სხდომაზე კინო და ფოტო გადაღების, აუდიო და ვიდეოჩაწერის აკრძალვა დაიშვება მხოლოდ სასამართლოს მოტივირებული გადაწყვეტილებით.“ |
ზედმეტია საუბარი კანონის ისეთ აბსურდულ ნორმაზე, რომელიც სტიქიური უბედურების ზონებში ჟურნალისტის დაუბრკოლებლად ჩასვლასა და იქ მიმდინარე პროცესების გაშუქებას ითვალისწინებს.
ჟურნალისტს ასევე აქვს უფლება, მოითხოვოს ავტორობის საიდუმლოს შენახვა. მას შეუძლია ინფორმაცია ფსევდონიმის გამოყენებით ან თავისი სახელის მითითების გარეშე გაავრცელოს. თუმცა, საკუთარი ვინაობის მითითების გარეშე გავრცელებული ინფორმაცია არ ათავისუფლებს ჟურნალისტს პასუხისმგებლობისაგან, თუ გავრცელებული ცნობები არასწორი აღმოჩნდება, ლახავს სხვა პირის პატივს, ღირსებას ან საქმიან რეპუტაციას, ან სულაც სისხლის სამართლის დანაშაულს განეკუთვნება. თუ ინფორმაცია გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, რომელსაც არ სურს ავტორის ვინაობის გამჟღავნება, მაშინ ინფორმაციის გავრცელებისათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობა თავად საინფორმაციო საშუალებას დაეკისრება.
რა უპირატესობას ანიჭებს ჟურნალისტს აკრედიტაცია?
მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს უფლება აქვთ, ჟურნალისტი წინასწარ მიავლინონ სახელმწიფო ორგანოებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში. ისინი ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ ჟურნალისტი სამუშაო პირობებით. კანონის თანახმად, საგანგებო სიტუაციებში საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია დროებით შეზღუდოს ჟურნალისტის ეს უფლებები. ალბათ, კანონის ეს დებულებაც მნიშვნელოვან კორექტირებას საჭიროებს. უპირველესად, არასწორია საზოგადოებრივი ორგანიზაციების დავალდებულება. მეორეც, გაურკვეველია, რა იგულისხმება სამუშაო პირობების შექმნაში. ცხადია, სახელმწიფო უწყება ვალდებულია, ხელი არ შეუშალოს ჟურნალისტს თავისი პროფესიული მოვალეობის შესრულებაში, მაგრამ ეს სულაც არ ავალდებულებს რომელიმე უწყებას, ჟურნალისტს სამუშაო პირობები შეუქმნას.
„პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შესახებ საქართველოს კანონი“ ითვალისწინებს მასობრივი ინფორმაციის წარმომადგენელთა სახელმწიფო დაწესებულებებში, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციებში აკრედიტაციის შესაძლებლობას. ამ კანონის ხარვეზიანობას და ყავლგასულობას ამ მუხლის შინაარსიც ადასტურებს. კანონით არ არის განსაზღვრული, თუ რა მოთხოვნები არსებობს აკრედიტაციისათვის, შესაძლებელია თუ არა აკრედიტაციის გაუქმება და რა განსაკუთრებულ უპირატესობას ანიჭებს ჟურნალისტს აკრედიტაცია? კანონის ეს ნორმა აკრედიტირებულ ჟურნალისტს ანიჭებს შესაბამის დაწესებულებაში სხდომებზე დასწრებისა და ინფორმაციის გაცნობის უფლებას. თუმცა, ეს უფლება, ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე, ყოველგვარი აკრედიტაციის გარეშე, ნებისმიერ მოქალაქეს ისედაც გააჩნია. რაც შეეხება საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, გაუგებარია, რატომ უნდა იყოს ვალდებული, დაუშვათ, არასამთავრობო ორგანიზაცია, მოახდინოს მასთან მუშაობის მსურველი ჟურნალისტის აკრედიტაცია. ეს ნორმა აშკარად მოძველებულია.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აკრედიტაცია საარჩევნო პროცესის დროს, როდესაც კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში გარეშე პირის ყოფნა აკრძალულია. სწორედ ამიტომ, საარჩევნო კოდექსის თანახმად, არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებში ყოფნისა და საარჩევნო პროცესზე დაკვირვების უფლება მხოლოდ აკრედიტირებულ ჟურნალისტებს აქვთ. აკრედიტაციის მისაღებად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებამ კენჭისყრამდე არაუგვიანეს 10 დღით ადრე, წერილობით უნდა მიმართოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ან ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს. კომისიის თავმჯდომარემ სამ დღეში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება აკრედიტაციის შესახებ, ხოლო გადაწყვეტილების მიღებიდან ორი დღის განმავლობაში მასობრივი ინფორმაციის საშუალების წარმომადგენლებზე უნდა გასცეს სათანადო მოწმობები. კანონი ამ შემთხვევაში ერთადერთ შეზღუდვას ითვალისწინებს: ერთსა და იმავე მასობრივი ინფორმაციის საშუალებას უფლება აქვს, ერთ საარჩევნო უბანზე ჰყავდეს არა უმეტეს 3 წარმომადგენლისა.
თუ მედიასაშუალებას მხოლოდ ერთი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ უბნებში სურს დასწრება. |
თუ მასობრივი ინფორმაციის საშუალება ერთზე მეტი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებულ უბნებში აპირებს დასწრებას. |
აქვს თუ არა ჟურნალისტს უფლება, არ გაამხილოს ინფორმაციის წყარო?
წყაროს კონფიდენციალურობა ნიშნავს ჟურნალისტის უფლებას, არ დაასახელოს იმ პირის ვინაობა, ვინც მას ინფორმაცია მიაწოდა. წყაროს კონფიდენციალურობა ჟურნალისტის საქმიანობის მნიშვნელოვანი გარანტიაა. საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს შესახებ ინფორმაციის შეგროვებისას, ბუნებრივია, ჟურნალისტი ეყრდნობა სხვადასვა წყაროს, რომელთაგან გარკვეულ ნაწილს არ სურს, გაამჟღავნოს საკუთარი ვინაობა. ზოგჯერ ეს არის საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღების ერთადერთი შესაძლებლობა. არის შემთხვევები, როდესაც ინფორმაციის წყარო ამა თუ იმ სახელმწიფო ორგანოს, ან თუნდაც მნიშვნელოვანი ინსტიტუტის წარმომადგენელია, რომლის ქმედებას - გათქვას ესა თუ ის ინფორმაცია - სხვადასხვა მოტივი უდევს საფუძვლად.
ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციის მიღება განსაკუთრებით ეფექტურია ჟურნალისტური გამოძიების დროს. ეს უფლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჩვენს ქვეყანაში, სადაც ადმინისტრაციულ ორგანოთა ტოტალური ძალადობის პირობებში, ანონიმურობისა და ხელშეუხებლობის გარანტიის გარეშე ძალზე ძნელად თუ დათანხმდება პირი, გასცეს ინფორმაცია.
პრესისა და მასობრივი ინფორმაცის სხვა საშუალებების შესახებ კანონის 24-ე მუხლის თანახმად, ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ინფორმაციის მიმწოდებელ პირთა კონფიდენციალობა. თუ ინფორმაციის წყაროს ანონიმურობის დაცვა ჟურნალისტის ვალდებულებაა, მაშინ, ბუნებრივია, ვერავინ დაავალდებულებს მას, გაამჟღავნოს ეს ინფორმაცია.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი წყაროს კონფიდენციალობის პრინციპს მხოლოდ ნაწილობრივ აღიარებს. კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით:
„სასამართლოს უფლება აქვს მოწმის მოვალეობისაგან გაათავისუფლოს ჟურნალისტები, თუ მათ იკისრეს ვალდებულება, არ გაამჟღავნონ მიღებული ინფორმაციის წყარო და პუბლიკაციის ავტორის სახელი ან გამოქვეყნებული მასალის შინაარსი.“
გამოდის, რომ ინფორმაციის წყაროს დაცვის უფლებას ჟურნალისტს სასამართლო ანიჭებს. ფაქტობრივად, ამ უფლების მოსაპოვებლად, ჟურნალისტმა შესაბამისი შუამდგომლობით უნდა მიმართოს სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვალდებული იქნება, ჩვენება მისცეს პროცესის მწარმოებელ ორგანოს. კანონი არ მიუთითებს, თუ რა კრიტერიუმების საფუძველზე უნდა მიენიჭოს ან არ მიენიჭოს ჟურნალისტს წყაროს გასაიდუმლოების პრივილეგია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში სასამართლოს ძალიან ფართო დისკრეციული უფლებამოსილებები აქვს მინიჭებული. საკმაოდ ბუნდოვანია ისიც, თუ როგორ უნდა ამტკიცოს ჟურნალისტმა, აქვს თუ არა მას ნაკისრი ინფორმაციის წყაროს კონფიდენციალურად შენახვის ვალდებულება.
რადგანაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი „პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ“ კანონზე გაცილებით გვიან არის მიღებული, საკანონმდებლო კოლიზიის დროს სწორედ მას ენიჭება უპირატესი იურიდიული ძალა. სამწუხაროდ, ამით მნიშვნელოვანი პრობლემა ექმნება „პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ“ კანონით განმტკიცებულ წყაროს კონფიდენციალობის უფლების სრულყოფილ გამოყენებას.
ისჯება თუ არა ჟურნლისტის საქმიანობაში ჩარევა?
ჟურნალისტი თავის საქმიანობაში თავისუფალია. არავის აქვს უფლება, ჩაერიოს ჟურნალისტის საქმიანობაში, აიძულოს ის გამოაქვეყნოს რაიმე ინფორმაცია ან უარი თქვას ინფორმაციის გამოქვეყნებაზე. ჟურნალისტური საქმიანობის თავისუფლება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მისი დარღვევა სისხლისსამართლებრივ დანაშაულს იწვევს. „პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ“ კანონის 26-ე მუხლის თანახმად:
„სახელმწიფო ორგანოების, თანამდებობის პირების, ნებისმიერი საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ ჟურნალისტის ან რედაქციის კანონიერი პროფესიული საქმიანობის დაბრკოლება, ჟურნალისტთა და რედაქტორთა იძულება, შეცვალონ ან უარი თქვან ინფორმაციის გავრცელებაზე, ისჯება შრომის ანაზღაურების ოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე ჯარიმით, ძალდატანების განმეორებით მცდელობის შემთხვევაში - შრომის ანაზღაურების 70 მინიმალური ოდენობიდან 145 მინიმალურ ოდენობამდე ჯარიმით ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.“
ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც სისხლისსამართლებრივი სანქცია მოცემულია არა სისხლის სამართლის კოდექსში, არამედ სხვა კანონში, რაც თავისთავად სისხლის სამართლის კოდექსის პრინციპებს ეწინააღმდეგება. ანალოგიურ დებულებებს ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც:
„ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან, - ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებრივად სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ორმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით,- ისჯება ჯარიმით ან ტუსაღობით ვადით ორ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.“
ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობისათვის ხელის შეშლა შეიძლება ორგვარად გამოიხატოს:
ჟურნალისტის იძულება, გამოაქვეყნოს რაიმე ინფორმაცია;
ჟურნალისტის იძულება, თავი შეიკავოს ისეთი ინფორმაციის გამოქვეყნებისაგან, რომელიც ხელმყოფი პირის ინტერესებში არ არის.
იძულება გამოხატული ძალადობის მუქარაში ან ამ მიზნით სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება, ითვლება დამამძიმებელ გარემოებად და გაცილებით მძიმე სასჯელს ითვალისწინებს.
თუმცა, განსხვავებული |
რა ვალდებულებები გააჩნია ჟურნალისტს/მასობრივი ინფორმაციის საშუალებას?
უფლებებთან ერთად ჟურნალისტს გარკვეული ვალდებულებები გააჩნია. სახელდობრ, იგი ვალდებულია, შეამოწმოს მის მიერ მოპოვებული ინფორმაციის უტყუარობა, დაიცვას კანონი და პატივი სცეს მოქალაქეთა და ორგანიზაციათა კონსტიტუციურ უფლებებს, დააკმაყოფილოს ინფორმაციის მიმწოდებელ პირთა თხოვნა, მათი ავტორობის არგამჟღავნების ან, პირიქით, მითითების შესახებ, თუ ასეთი ინფორმაცია პირველად ქვეყნდება. ჟურნალისტი ვალდებულია, სურვილის შემთხვევაში, მიუთითოს ინფორმაციის წყაროს ვინაობა.
ამავე დროს გარკვეულ მოთხოვნებს პერიოდული პრესის გამოცემებიც უნდა აკმაყოფილებდნენ. „პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების შესახებ“ კანონის მე-15 მუხლი განსაზღვრავს იმ სავალდებულო მონაცემებს, რომელთაც ეს გამოცემები უნდა შეიცავდნენ:
გამოცემის სახელწოდება;
დამფუძნებლის, გამომცემლის და რედაქტორის ვინაობა;
გამოშვების რიგითი ნომერი და თარიღი;
რედაქციისა და სტამბის მისამართი;
ფასი და ტირაჟი;
ინდექსი.
გაუგებარია კანონის ის მოთხოვნაც, რომელიც ავალდებულებს ყველა პერიოდულ გამოცემას, უფასო საკონტროლო ეგზემპლარები გადასცენ საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურს, საქართველოს პარლამენტს, ცენტრალურ ბიბლიოთეკებსა და საცავებს.
კანონი ასევე ავალდებულებს ტელე/რადიომაუწყებლობის რედაქციებს, გადაცემის ეთერში გასვლიდან ერთი თვის განმავლობაში, შეინახონ მასალის ჩანაწერები. შესაძლოა, ტელე/რადიო ეთერით გადაიცეს სინამდვილის შეუსაბამო ინფორმაცია, რომელიც ლახავს პირის პატივს, ღირსებას ან საქმიან რეპუტაციას. იმისათვის, რომ დადგინდეს ასეთი ინფორმაციის ეთერში გასვლის ფაქტი, აუცილებელია ეთერში გასული ინფორმაციის დაცვა, რაც საშუალებას იძლევა, ზუსტად გაირკვეს, რა სახის ინფორმაცია გავიდა ეთერში. ერთი თვის გასვლის შემდეგ ტელე/რადიო კომპანიას აქვს უფლება, გაანადგუროს ეს მასალა.
მაგალითად, გაზეთი „დრონი“ |
ტექსტი, ფირი |
ტელე/რადიომაუწყებელი ვალდებულია, დაიცვას საერთაშორისო ხელშეკრულებები და ქართული კანონმდებლობა; კვირაში ერთხელ გამოაქვეყნოს მომდევნო კვირის სამაუწყებლო ბადე, დაიცვას ლიცენზიით განსაზღვრული პირობები.
![]() |
9 თავი VIII. რეკლამის განთავსება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში |
▲ზევით დაბრუნება |
რა სახის შეზღუდვებია დაწესებული რეკლამის განთავსებაზე?
რეკლამა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შანსი მხოლოდ იმ გამომცემელს/მაუწყებელს აქვს, რომელსაც სარეკლამო შემოსავლებით არსებობა არ შეუძლია. შესაბამისად, რეკლამის სფეროში რაიმე შეზღუდვის არსებობა უშუალოდ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე აისახება და ზეგავლენას ახდენს სიტყის თავისუფლებაზე.
რეკლამის შესახებ საქართველოს კანონი კრძალავს არასათანადო რეკლამის გავრცელებას. არასათანადო რეკლამა გულისხმობს არაკეთილსინდისიერ, არაეთიკურ, არასარწმუნო, აშკარად ყალბ რეკლამას. აკრძალულია ისეთი რეკლამის გავრცელება, რომელიც შეიცავს კონკურენტი საწარმოს საქონელთან ან მომსახურებასთან არაკორექტულ შედარებას; ახდენს სხვა პირების დისკრიმინაციას, შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი ან შეურაცხმყოფელი სიტყვების და შედარებების გამოყენებით არღვევს საყოველთაო ზნეობის ნორმებს.
არ შეიძლება ისეთი საქონლის რეკლამირება, რომლის წარმოება და რეალიზაცია აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით ან საჭიროებს სპეციალურ ნებართვას ან ლიცენზიას, მაგრამ ასეთი ნებართვა ან ლიცენზია მიღებული არა აქვს.
აკრძალულია რეკლამაში ფიზიკური პირის გამოსახულების ან სახელის გამოყენება, თავად ამ პირის ნებართვის გარეშე.
რეკლამა არ უნდა უბიძგებდეს მოქალაქეებს ძალადობის, აგრესიის ან ქაოსისაკენ; არ უნდა მოუწოდებდეს მათ საშიში ქმედებებისაკენ, რომელთაც შეუძლიათ ზიანი მიაყენონ ადამიანის ჯანმრთელობას ან დაემუქრონ მის უსაფრთხოებას.
თუ მედიასაშუალებეში ერთდროულად ხდება მომხმარებლის ყურადღების გამახვილება საქონლის ნიშანზე, მის მწარმოებელზე ან გამყიდველზე, მაუწყებელი ვალდებულია, წინასწარ მიუთითოს, რომ მაყურებელს/მსმენელს/მკითხველს საქმე რეკლამასთან აქვს სარეკლამო ტიხარი არ უნდა განთავსდეს საბავშვო ან რელიგიურ გადაცემებში, პრეზიდენტის გამოსვლის, პარლამენტის პლენარული სხდომების, ოფიციალური და სახელმწიფო ღონისძიებების ტრანსლაციის დროს, აგრეთვე იმ გადაცემებში, რომელთა ხანგრძლივობა 15 წუთზე ნაკლებია.
კანონი ასევე უშვებს გადაცემის მსვლელობის დროს რეკლამის გაშვების შესაძლებლობას. რეკლამის ამ ფომათა შორის ყველაზე გავრცელებულია ე. წ. „მოძრავი სტრიქონი“. ასეთ შემთხვევაში კანონი მოითხოვს, რომ დაფარვის სახის რეკლამირებისას, მათ შორის მოძრავი სტრიქონის გამოყენების დროს, რეკლამის ზომა არ აღემატებოდეს კადრის ფართის 7 პროცენტს.
კანონი ასევე არეგულირებს რეკლამის გაშვების სიხშირეს ერთი გადაცემის განმავლობაში. კანონის ეს შეზღუდვები საკმაოდ დაუსაბუთებელია, თუმცა ამის მიუხედავად, ეს შეზღუდვები არსებობს.
ვინ ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს რეკლამის სფეროში?
საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახური
ანტიმონოპოლიურ სამსახურსა უფლება აქვს, გაუგზავნოს დამრღვევს მიწერილობა, რეკლამის კანონის ნორმათა დარღვევის შეწყვეტის მოთხოვნით. ანტიმონოპოლიური სამსახური ახორციელებს გამაფრთხილებელ ღონისძიებებსა და აღკვეთს არასათანადო რეკლამას. იგი უფლებამოსილია, რეკლამის დამრღვევს დააკისროს ადმინისტრაციული სახდელი. ანტიმონოპოლიური სამსახური უფლებამოსილია, მოსთხოვოს რეკლამის კანონმდებლობის დამრღვევს კონტრ-რეკლამის გავრცელება.
ანტიმონოპოლიური სამსახური უფლებამოსილის, მიმართოს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით.
რა ვალდებულებები გააჩნია რეკლამის, დამკვეთს/მწარმოებელს/გამავრცელებელს?
რეკლამის დამკვეთი/მწარმოებელი/გამავრცელებელი ვალდებულია, შეინახოს სარეკლამო მასალები ან მათი ასლები, აღნიშნულ მასალებში შეტანილი ყველა ცვლილებების ჩამოთვლით. შენახვის ვადა რეკლამის უკანასკნელად გავრცელების დრიდან აითვლება და 2 თვეს გასტანს. თუ ამ პერიოდის განმავლობაში სარეკლამო მასალა სადაო გახდა, საჭიროა მისი შენახვა დავის გადაწყვეტამდე.
კანონი რეკლამის დამკვეთს/მწარმოებელს/გამავრცელებელს ავალდებულებს, ითანამშრომლოს ამ სფეროს მაკონტროლებელ ორგანოსთან - ანტიმონოპოლიურ სამსახურთან ან წარუდგინოს მას ის ინფორმაცია, რაც კონტროლის განსახორციელებლადაა აუცილებელი. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ შემთხვევებზე ვრცელდება სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ კსანონის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც მეწარმის (მათ შორის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების) შესამოწმებლად აუცილებელია მოსამართლის ნებართვა-ბრძანება. თუ მაკონტროლებელი ორგანო ამ ბრძანებას არ წარმოპადგენს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებას უფლება აქვს, უარი განაცხადოს შესაბამისი ინფორმაციის წარდგენაზე.
ვინ აგებს პასუხს „რაკლამის შესახებ“ კანონის ნორმათა დარღვევისათვის?
რეკლამის დამკვეთი, რეკლამის მწარმოებელი და რეკლამის გამავრცელებელი. მათ შორის პასუხისმგებლობა გამიჯნულია.
რეკლამის დამკვეთი პასუხს აგებს რეკლამის შესაქმნელად წარმოდგენილი ინფორმაციის შინაარსზე, თუ დამტკიცდა, რომ ეს დარღვევა რეკლამის მწარმოებლის ან გამავრცელებლის მიზეზით მოხდა.
რეკლამის მწარმოებელი პასუხს აგებს რეკლამის წარმოებაზე, გაფორმებასა და მომზადებაზე.
რეკლამის გამავრცელებელი მასობრივი ინფორმაციის საშუალება პასუხს აგებს კანონმდებლობის დარღვევაზე იმ ნაწილში, რაც შეეხება რეკლამის გავრცელების დროს, ადგილს საშუალებებს.
რა პასუხისმგებლობას ითვალისწინებს კანონი „რეკლამის შესახებ?
თუ პირი ჩათვლის, რომ გავრცელებული არასათანადო რეკლამით შეილახა მისი პატივი, ღირსება ან საქმიანი რეპუტაცია, მას უფლება აქვს, სარჩელით მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს გავრცელებული არასათანადო რეკლამის უარყოფა და მიყენებული ზიანის კონპენსაცია.
რეკლამის გამავრცელებელს შეიძლება დაეკისროს ადმინისტრაციული სახდელი კანონმდებლობის დარღვევისათვის. კერძოდ, კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად, რეკლამის გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 250-დან 500 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირისა - 500-დან 1500 ლარამდე. არასათანადო რეკლამის განთავსება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას რეკლამის სრული ღირებულების ოთხმაგი ოდენობით, ხოლო იურიდიუილი პირის - რეკლამის სრული ღირებულების შვიდმაგი ოდენობით. ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებულნი არიან, შეასრულონ რეკლამის დარვევის აღკვეთის თაობაზე სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის მიწერილობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1592 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირები დაჯარიმდებიან 300-დან 600 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირები - ათასიდან სამი ათას ლარამდე.
პასუხისმგებლობის დაკისრებასთან ერთად, დამრღვევი ვალდებულია, აღკვეთოს კანონმდებლობის დარღვევა. ანტიკორუფციული სამსახურის გადაწყვეტილებით, მას ასევე შეიძლება დაეკისროს კონნტრრეკლამის განთავსება. თუ რეკლამის დამკვეთი/მწარმოებელი/გამავრცელებელი აღიარებს კანნმდებლობის დარღვევის ფაქტს, მას მას შეიძლება გამავრცელებელი არასათანადო რეკლამის უარყოფა ან კონტრრეკლამის გავრცელება დაევალოს. კონტრრეკლამა უნდა განთავსდეს ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ დადგენილ ვადაში. კონტრრეკლამის ხარჯები მთლიანად დამრღვევს ეკისრება. შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში,სამსახურს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება დარღვევის რეკლამის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერების თაობაზე.
![]() |
10 თავი IX. საავტორო და მომიჯნავე უფლებები |
▲ზევით დაბრუნება |
ინფორმაციის გავრცელება შეიძლება შეიზღუდოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზეც. ამ შეზღუდვების მიზანია, დაიცვას საავტორო ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები, რომლებიც წარმოიშობა მეცნიერების, ლიტერატურის და ხელოვნების ნაწარმოებთა შექმნისა და გამოყენების დროს; აგრეთვე მომიჯნავე უფლება, დაკავშირებული შემსრულებელთან, ფონოგრამის, ვიდეოგრამის და მაუწყებლობის ორგანიზაციებთან. ასეთი შეზღუდვების დაწესება სხვა პირთა უფლებების დაცვითაა გამართლებული, რადგანაც ასეთ დროს საქმე გვაქვს არა მარტო ინფორმაციის გავრცელების უფლებასთან, არამედ სხვა პირთა საკუთრებასთან და მათ ქონებრივ უფლებებთან. ასეთი უფლებების დაცვა აუცილებელია კანონით გათვალისწინებული წესითა და მოცულობით და მათი დარღვევა ინფორმაციის გავრცელების საჯარო ინტერესით ვერ გამართლდება.
ამ მიმოხილვაში ჩვენს ამოცანას არ შეადგენს ინტელექტუალური სამართლის საკითხების დეტალური შესწავლა და გაანალიზება. ქვემოთ ჩვენ ძალიან მოკლედ წარმოგიდგენთ იმ უმთავრესს საკითხებს, რომელთა გათვალისწინება მოეთხოვება ინფორმაციის გამავრცელებელს სხვა პირთა საავტორო და მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებული ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან გადაცემის რეპროდუქციისას.
ვინ ჩაითვლება ნაწარმოების ავტორად?
ზოგადი წესის შესაბამისად, პირი, რომელიც სათანადო წესით აღნიშნულია, როგორც ნაწარმოების ორიგინალის ან ასლის ავტორი, ითვლება ნაწარმოების ავტორად, თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება. ეს წესი ვრცელდება ასევე ნაწარმოების ფსევდონიმით გამოქვეყნების დროსაც, თუ ავტორი ამ ფსევდონიმით საყოველთაოდ ცნობილია. ამ წესს ავტორობის პრეზუმფცია ეწოდება. ნაწარმოებს შეიძლება ჰყავდეს როგორც ერთი ავტორი, ასევე რამოდენიმე თანაავტორი.
საავტორო უფლება ნაწარმოების შექმნის მომენტიდანვე წარმოიშობა. საავტორო უფლების წარმოშობისა და პირის ავტორად მიჩნევისათვის აუცილებელი არ არის ნაწარმოების რეგისტრაცია, სპეციალური გაფორმება ან სხვა ფორმალობების დაცვა. ამავე დროს, საავტორო უფლების მფლობელს შეუძლია, ნაწარმოები რეგისტრაციაში გაატაროს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ რეესტრში. რეგისტრაციის შედეგად, რეგისტრანტს მიეცემა სპეციალური სერთიფიკატი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ საავტორო უფლების წარმოშობისათვის ასეთი რეგისტრაცია აუცილებელი არ არის, მით უმეტეს, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ რეგისტრაცია თავისთავად არ წარმოშობს ავტორობის პრეზუმფციას.
აუდიოვიზუალური ნაწარმოების ავტორებად ითვლებიან დამდგმელი რეJისორი, სცენარის ავტორი, დიალოგების ავტორი, ტექსტიანი ან უტექსტო მუსიკალური ნაწარმოების ავტორი, რომელიც სპეციალურად ამ აუდიოვიზუალური ნაწარმოებისათვის არის შექმნილი.
საავტორო უფლებები არ ვრცელდება ოფიციალურ დოკუმენტებზე, სახელმწიფოს ოფიციალურ სიმბოლოებზე, აგრეთვე ინფორმაციებზე ფაქტებისა და მოვლენების შესახებ.
დადგენილია თუ არა საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მოქმედების ვადები?
დიახ.
საავტორო უფლება ნაწარმოების შექმნისთანავე წარმოიშობა და მოქმედებს ავტორის სიცოცხლეში და მისი გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში. საავტორო უფლება ნაწარმოებზე, რომელიც ფსევდონიმით ან ანონიმურად გამოქვეყნდა, მოქმედებს 70 წლის განმავლობაში მისი მართლზომიერად გამოქვეყნების თარიღიდან. თუ ნაწარმოების ავტორი ამ ვადაში თავის ვინაობას გაამხელს, მაშინ ნაწარმოებზე საავტორო უფლება მოქმედებს ავტორის გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში.
მომიჯნავე უფლების მოქმედების ვადაა 50 წელი, რომლის ათვლა ხდება პირველი შესრულების, ეთერში პროგრამის პირველი გასვლის ანდა ფონოგრამის/ვიდეოგრამის პირველი ჩაწერის მომენტიდან.
რა შეზღუდვების დაწესების უფლება აქვს ავტორს ან საავტორო უფლების მფლობელს?
ნაწარმოების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ავტორი ან საავტორო უფლების მფლობელი. საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ავტორს ან ნაწარმოების განსაკუთრებული გამოყენების უფლების მფლობელს უფლება აქვს:
„განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს:
ა) ნაწარმოების რეპროდუცირება;
ბ) ნაწარმოების ორიგინალის ან ასლების საზოგადოებაში გავრცელება გაყიდვის ან გაქირავების, საკუთრების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის გზით;
გ) ნაწარმოების ეგზემპლართა იმპორტირება გავრცელების მიზნით, იმ ეგზემპლართა ჩათვლით, რომლებიც დამზადებულია ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობით;
დ) ნაწარმოების საჯარო ჩვენება. ეს უფლება არ გამოიყენება თუ საჯარო ჩვენება არის სამოქალაქო ბრუნვაში გაშვებული ნაწარმოების კანონიერი შესყიდვის შედეგი;
ე) ნაწარმოების საჯარო შესრულება;
ვ) ნაწარმოების საჯარო გადაცემა, ეთერში ან კაბელით;
ზ) ნაწარმოების თარგმნა;
თ) ნაწარმოების გადამუშავება.“
კანონები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და ა.შ. |
დროშა, გერბი, ჰიმნი, ფულადი ნიშნები დ ა.შ. |
ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს უფლება აქვს, მიიღოს საავტორო ჰონორარი მისი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისათვის. კანონით ფიქსირებული არ არის ჰონორარის ოდენობა და მისი დადგენა ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება.
შესაძლებელია თუ არა განსაკუთრებულ შემთხვევებში ნაწარმოების გამოყენება ავტორის თანხმობის გარეშე?
დიახ.
კანონით ზუსტად განსაზღვრულ გამონაკლისს შემთხვევებში. ნაწარმოების გავრცელებასთან დაკავშირებით საავტორო უფლებები აბსოლუტური არ არის. ნაწარმოებების გამოყენება ავტორის ნებართვის გარეშე შესაძლებელია კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ავტორის თანხმობის და მისთვის ჰონორარის გადახდის გარეშე ფიზიკურ პირს შეუძლია, გამოქვეყნებული ნაწარმოების რეპროდუქცირება პირადი სარგებლობისათვის.
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონის 23-ე მუხლი ასევე შესაძლებლად მიიჩნევს ნაწარმოების გამოყენებას ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე, იმ პირობით, თუ აუცილებლად იქნება მითითებული გამოყენებული ნაწარმოების ავტორი და დასესხების წყარო:
„ა) მართლზომიერად გამოქვეყნებული ნაწარმოების ან ორიგინალიდან ან თარგმანიდან ციტირება სამეცნიერო, კვლევითი, პოლემიკური, კრიტიკული და საინფორმაციო მიზნებისათვის, მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც გამართლებულია ციტირების მიზნით, გაზეთებიდან და ჟურნალებიდან მოკლე ნაწყვეტების ბეჭდვითი მიმოხილვისათვის რეპროდუცირების ჩათვლით;
ბ) მართლზომიერად გამოქვეყნებული ნაწარმოებიდან მოკლე ნაწყვეტების გამოყენება ილუსტრაციის სახით, გამოცემებში, რადიოდა ტელეგადაცემებში, სასწავლო ხასიათის ფონო და ვიდეოჩანაწერებში, მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც განსაზღვრულია განსაზღვრული მიზნით;
გ) მიმდინარე ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ დ რელიგიურ საკითხებზე პერიოდულ გამოცემებში მართლზომიერად
გამოქვეყნებული სტატიების ან ეთერში გადაცემული მსგავსი ნაწარმოების რეპროდუქცირება ჟურნალ-გაზეთების მეშვეობით ან საჯარო გადაცემა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი რეპროდუცირება ან საჯარო გადაცემა სპეციალურად არ არის აკრძალული ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის მიერ.
დ) მიმდინარე მოვლენების პროცესში დანახული ან მოსმენილი ნაწარმოების რეპროდუცირება ან საჯარო გადაცემა მიმდინარე მოვლენათა მიმოხილვაში მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც გამართლებულია საინფორმაციო მიზნით.
ე) საჯაროდ წარმოთქმული პოლიტიკური მოხსენების, სიტყვის, ლექციის, მიმართვის, ქადაგების და მსგავსი ნაწარმოების რეპროდუცირება ჟურნალ-გაზეთების მეშვეობით ან საჯარო გადაცემა მხოლოდ იმ მოცულობით, რაც გამართლებულია საინფორმაციო მიზნით.“
მაგალითად, სტუდენტს აქვს საკუთარი მოხმარებისათვის სახელმძღვანელოს ასლის გადაღების უფლება. |
შეიძლება თუ არა საავტორო უფლების სხვა პირისათვის გადაცემა?
დიახ.
საავტორო უფლების არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ ნაწარმოები ხელშეუხებელია და მისი გამოყენება საერთოდ არ შეიძლება. საავტორო უფლებების სხვა პირზე გადაცემა შესაძლებელია როგორც ხელშეკრულების საფუძველზე, ისე მემკვიდრეობის წესით.
ავტორის გარდაცვალების შემდეგ საავტორო უფლებები გადადის ანდერძით ან კანონით მემკვიდრეებზე. მემკვიდრეობით არ გადაიცემა ავტორობის, სახელისა და ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლებები.
თუ ნაწარმოების ავტორი დიმიტრი ქემერტელიძეა, მისი გარდაცვალებისას ნაწარმოების ავტორად ისევ დიმიტრი ქემერტელიძე უნდა ჩაითვალოს და არა მისი შვილი ივანე ქემერტელიძე, რომელსაც საავტორო უფლებები მემკვიდრეობით გადაეცა. |
ავტორს უფლება აქვს, ხელშეკრულების საფუძველზე, სიცოცხლეშივე გადასცეს თავისი ნაწარმოების გამოყენების უფლება სხვა პირს. ასეთი ხელშეკრულება აუცილებლად წერილობით უნდა გაფორმდეს. პერიოდულ ბეჭდვით გამოცემაში ნაწარმოების გამოყენების საავტორო ხელშეკრულება შეიძლება ზეპირადაც დაიდოს. ზეპირად შეიძლება დაიდოს აგრეთვე ნაწარმოების ტელევიზიით ან რადიოთი ერთჯერადი გადაცემის ხელშეკრულება.
საავტორო ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს გამოსაყენებელი ნაწარმოების ზუსტ აღწერას, ნაწარმოების გამოქვეყნების კონკრეტულ სახეს, უფლების გადაცემის ვადას და ტერიტორიას, ჰონორარის ოდენობის განსაზღვრის წესს ან ჰონორარის ოდენობას გამოყენების ყოველი სახისათვის, მისი გადახდის წესსა და ვადას, აგრეთვე სხვა პირობებს, რომლებსაც მხარეები არსებითად მიიჩნევენ.
თუ ხელშეკრულებაში არ არის განსაზღვრული უფლების გადაცემის გეოგრაფიული არეალი, ხელშეკრულებით გადაცემული უფლება მოქმედებს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.
თუ ხელშეკრულებით უფლების გადაცემის ვადა არ არის მითითებული, ავტორს უფლება აქვს, გააუქმოს ხელშეკრულება მისი დადებიდან 3 წლის გასვლის შემდეგ. მოსარგებლეს ამის თაობაზე უნდა ეცნობოს ხელშეკრულების გაუქმებამდე 6 თვით ადრე.
კანონი უშვებს ხელშეკრულებით გადაცემული უფლებების მოსარგებლის მიერ მესამე პირისათვის გადაცემის შესაძლებლობასაც, რასაც ხელშეკრულება პირდაპირ უნდა ითვალისწინებდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი გადაცემა უკანონოდ ჩაითვლება.
შეიძლება თუ არა საავტორო უფლების ექსკლუზიურად ერთი პირისათვის გადაცემა?
დიახ.
ძალიან ბევრი მეწარმე, მაუწყებელი თუ ბეჭდვითი პრესის გამომცემელი დაინტერესებულია, რომ ესა თუ ის ნაწარმოები ექსკლუზიური წესით გაავრცელოს, ფინანსური თუ სხვა მოსაზრებებიდან გამომდინარე. თუ პირს ამგვარი უფლების მიღება სურს, მან ავტორთან უნდა გააფორმოს განსაკუთრებულ უფლებათა გადაცემის საავტორო ხელშეკრულება. განსაკუთრებული ლიცენზიის არსებობისას მხოლოდ ლიცენზიანტს გააჩნია ნაწარმოების გამოყენების და გავრცელების უფლება. მასვე შეუძლია, ავტორისაგან დამოუკიდებლად აკრძალოს ნაწარმოების ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით გამოყენება სხვა პირთა მიერ. ეს უფლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის ყველაზე უკეთესად უზრუნველყოფს ნაწარმოების გამოყენების უფლების ექსკლუზიურობას. თუმცა, ავტორსაც აქვს უფლება, აუკრძალოს სხვა პირებს ნაწარმოების გამოყენება, თუ ამ უფლების დაცვას ლიცენზიანტი არ ახორციელებს.
თუ პირებს შორის დადებული ხელშეკრულება განსაკუთრებულ ლიცენზიას არ გულისხმობს, ასეთი ხელშეკრულება ჩვეულებრივ ლიცენზიად უნდა ჩაითვალოს, რომლის მიხედვითაც, ავტორი ლიცენზიანტს ნებას რთავს, გამოიყენოს ნაწარმოები იმ პირთა თანაბრად, რომლებმაც მიიღეს ასეთი ნაწარმოების იმავე სახით გამოყენების უფლება. ჩვეულებრივი ლიცენზიის მფლობელს უფლება არა აქვს, აუკრძალოს სხვა პირს ნაწარმოების გამოყენება. ასეთი აკრძალვის უფლება მხოლოდ ავტორს გააჩნია.
რა ჩაითვლება კონტრაფაქციულ ეგზემპლარად?
კონტრაფაქციულად ითვლება ნაწარმოების, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის ეგზემპლარი, რომელთა დამზადება ან გავრცელება იწვევს საავტორო ან მომიჯნავე უფლებების დარღვევას.
ე.წ. განსაკუთრებული ლიცენზია |
მათ შორის, ავტორის |
მაგალითად, ავტორს უფლება აქვს, ჩვეულებრივ უფლებათა გადაცემის საავტორო ხელშეკრულების საფუძველზე, თავისი ლექსის გამოქვეყნების უფლება მისცეს როგორც ჟურნალ „დილას“, ისე ჟურნალ „მნათობს“. |
კონტრაფაქციულად ითვლება აგრეთვე საქართველოში დაცული იმ ნაწარმოების, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის ეგზემპლარები, რომლებიც იმპორტირებულია ქვეყანაში საავტორო ან მომიჯნავე უფლებათა მფლობელების თანხმობის გარეშე იმ სახელმწიფოდან, სადაც ისინი არასოდეს ყოფილან დაცული ან სადაც მათი დაცვა შეწყვეტილია.
კონტრაფაქციული ეგზემპლარების აღმოჩენის შემთხვევაში, ისინი სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე უსასყიდლო ჩამორთმევას ექვემდებარებიან. კონტრაფაქციული ეგზემპლარები უნდა განადგურდეს ან გადაეცეს საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელს.
რა პასუხისმგებლობას ითვალისწინებს საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევა?
საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ კანონის 58-ე მუხლის I პუნქტი გვაუწყებს:
„ამ კანონით გათვალისწინებულ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დარღვევა იწვევს სამოქალაქო, სისხლისსამართლებრივ და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას. საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დარღვევისათვის იურიდიული პირი პასუხს აგებს სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად“.
დამრღვევი პირის მიერ სამოქალაქო წესით ზიანის ანაზღაურება არ გამორიცხავს მის შემდგომ სისხლის თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ ნორმებს შეიცავს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კოდექსის“ 1571-ე, 1572-ე, 1573-ე მუხლები. კოდექსის მიხედვით, ნაწარმოების, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის ეგზემპლარის უკანონო რეპროდუცირება, გაყიდვის, გაქირავების ან გამოყენების მიზნით, გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან ათას ლარამდე, რეპროდუცირებული ეგზემპლარების კონფისკაციით. იგივე ქმედება ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში ანალოგიური ქმედებისათვის შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი, გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან სამი ათას ლარამდე, რეპროდუცირებული ეგზემპლარების კონფისკაციითურთ. კონფისკებული რეპროდუცირებული ეგზემპლარები ექვემდებარება განადგურებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი გადაეცემა საავტორო ან მომიჯნავე უფლების მფლობელს, მისივე მოთხოვნის საფუძველზე.
მაგალითად, მუსიკალური მაღაზია რეალიზაციას უკეთებს კომპაქტ-დისკს, რომელიც წარმოადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დარღვევით შექმნილ ცნობილი პოპვარსკვლავის ალბომს. |
თუ ეს უკანასკნელი ამას მოითხოვს:
კოდექსი ასევე ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ეგზემპლარზე მითითებული ინფორმაციის გაყალბებისათვის. გარდა აღნიშნულისა, დაწესებულია ასევე პასუხისმგებლობა ნაწარმოების, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის ეგზემპლარებზე საავტორო უფლების მფლობელის მიერ დასმული დაცვის ნიშნის შეცვლაზე ან მის განადგურებაზე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 189-ე მუხლის შესაბამისად:
„სხვის მეცნიერულ, ლიტერატურულ ან ხელოვნების ნაწარმოებზე, გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელზე, სამრეწველო ნიმუშზე ან ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის სხვა შედეგზე საავტორო უფლების ანდა ამ უფლების მომიჯნავე უფლების მითვისება, აგრეთვე ავტორის საავტორო უფლების სხვა მფლობელის ან მომიჯნავე უფლების მფლობელის გარეშე ასეთი ნაწარმოების უკანონოდ გამრავლება გავრცელების მიზნით, გავრცელება, განკარგვა, საჯაროდ შესრულება, იმპორტირება, ექსპორტირება ან სხვაგვარად გამოყენება, - ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაო ვადით ორ წლამდე.“
![]() |
11 თავი X. დასასრული |
▲ზევით დაბრუნება |
ჩვენ მიმოვიხილეთ ის ძირითადი კანონები, რომლებიც საქართველოში მედიის საქმიანობას არეგულირებენ. თუმცა, თუ ხელისუფლება მოინდომებს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას, შესაძლოა ისეთი კანონების განხილვაც მოგვიწიოს, როგორიცაა ვთქვათ, „კურორტებისა და საკურორტე ადგილების სანიტარული დაცვის ზონების შესახებ“, ან თუნდაც „სარკინიგზო კოდექსის“ ან კიდევ რაიმე აბსურდული ნორმატიული აქტის. სამწუხაროდ, პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ასეთ ანომალიურ სიტუაციებთან მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს ჩვენს სინამდვილეშიც უხდებათ შეხება.
ასე მაგალითად, ჩვენ ზემოთ აღვნიშნეთ, რომ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ კანონის თანახმად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის გაცემის ან შეჩერების უფლება აქვს მხოლოდ მარეგულირებელ კომისიას. კანონის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ:
„ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელებისათვის არ ესაჭიროება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოებისაგან რაიმე სხვა ლიცენზია ან ნებართვა, გარდა კანონით დადგენილი ლიცენზიებისა და ნებართვისა.”
ამავე დროს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა გამოსცა ბრძანებულება, რომელიც ტექნიკური მოწყობილობის მფლობელებს სანიტარული პასპორტების აღებას ავალდებულებდა. პასპორტების გაცემა სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციას დაევალა. სამინისტროს მიერ სანიტარული პასპორტის მოთხოვნა შეიძლება ჩაითვალოს დამატებით ნებართვად, რადგანაც, როგორც ბრძანებიდან ჩანს, ასეთი პასპორტის გარეშე მაუწყებელი ვერ განახორციელებს მაუწყებლობას. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მინისტრის ბრძანებას არ შეიძლება ჰქონდეს კანონზე უპირატესი ძალა.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შეზღუდვის მიზნით, ხშირად იყენებენ საგადასახადო კოდექსსაც. არსებული საგადასახადო ტარიფების პირობებში, სიტყვის თავისუფლების ფინანსური ბერკეტებით შეზღუდვის ცდუნება ყოველთვის იარსებებს. ამდენად, გარდამავალ ეტაპზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის დაწესებული საგადასახადო განაკვეთები ლიბერალიზაციას დაგამარტივებას საჭიროებს.
გადასახედია სახელმწიფოს საბიუჯეტო პოლიტიკა იმ ნაწილშიც, რომელიც ზოგიერთი მასობრივი ინფორმაციის საშუალების ბიუჯეტიდან პირდაპირ დაფინანსებას ითვალისწინებს. ბიუჯეტის კანონი ეწინააღმდეგება მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თანასწორობის პრინციპს, რითაც ხდება მედიის სხვა საშუალებების არათანასწორ პირობებში ჩაყენება. ქვეყანამ უარი უნდა თქვას იმ საბჭოურ ტრადიციაზე, რასაც ე.წ. სამთავრობო მედიის საშუალებათა არსებობა ჰქვია და ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი ტელევიზიის ჩამოყალიბებასა და ზოგადად მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის თავისუფალი ბაზრის განვითარებას.
„ლიტერატურული საქართველო“ „დროშა“ |