
![]() |
||
|
![]() |
მსოფლიო ეკონომიკა |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: ოქროცვარიძე ავთანდილ , ლაჭყეპიანი თენგიზ, ოქროცვარიძე ლალი |
თემატური კატალოგი ეკონომიკა |
წყარო: ISBN 978-9941-0-2395-8 |
თარიღი: 2010 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: WORLD ECONOMY საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი მსოფლიო ეკონომიკა დამხმარე სახელმძღვანელო თბილისი-2010 UDC(უაკ) 338,43(100) სახელმძღვანელოში გადმოცემულია მეცნიერ-ეკონომისტების შეხედულებები მსოფლიო ეკონომიკის შესახებ, განხილულია მსოფლიო მეურნეობის განვითარებისა და მეგაეკონომიკის წარმოშობის, ტრანსნაციონალიზაციის და ეკონომიკის ინფორმატიზაციის საკითხები, მსოფლიო ქვეყნების ეკონომიკის ანალიზი, რომელთა შესწავლის გარეშე თანამედროვე გლობალური მსოფლიო მეურნეობრივი სისტემის სრული წარმოდგენა შეუძლებელია. გაანალიზებულია მსოფლიო კონტინენტების, რეგიონებისა და ცალკეული სახელმწიფოების მიხედვით აქტუალური პრობლემები. მოცემულია მსოფლიო მიწის ფონდებისა და მიწათსარგებლობის სტრუქტურა, სხვა და სხვა გეოგრაფიულ ზონებში სასოფლო-სამეურნეო სპეციალიზაციის მიმათულებები, განხილულია ცალკეული სახელმწიფოების ბუნებრივ-კლიმატური პირობები, ნიადაგობრივი და მცენარეული საფარი, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების მოცულობა, წარმოების ორგანიზაციის სხვადასხვა ფორმები, გატარებული აგრარული რეფორმები და სხვ. სახელმძღვანელო გათვალისწინებულია უმაღლესი სასწავლებლების ეკონომიკური სპეციალობის სტუდენტებისათვის. იგი შედგენილია საგნის-,, მსოფლიო ეკონომიკის“, შესაბამისი პროგრამის მიხედვით. მასში მოყვანილი ციფრობრივი და სატატისტიკური მასალა დიდ დახმარებას გაუწევს აღნიშნული საკითხებით დაინტერესებულ სტუდენტებსა და სპეციალისტებს. სახელმძღვანელოს მიმართ გამოთქმული ყოველი საქმიანი შენიშვნა და წინადადება მიღებულ და გათვალისწინებულ იქნება შემდგომ გამოშვებაში. რეცენზენტები: სრული პროფ. მ. ბახია პროფ. გ. დოღონაძე რედაქტორი: ეკონომიკის მეცნიერაბათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი: გ. ნიკოლეიშვილი სახელმძღვანელო დაიბეჭდა შპს სტამბაში ,,ზეკარი“ მისამართი: ქ. თბილისი, ასათიანის №7 |
![]() |
1 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიოში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ეკონომიკა რთული მრავალწახნაგოვანი პრობლემაა, რომელშიც შერწყმულია არა მარტო ეკონომიკური, არამედ სოციალური და პოლიტიკური ასპექტებიც.
სასურსათო პროდუქციის წარმოება ადამიანის მიზანდასახული საქმიანობის უძველესი ფორმაა, მიუხედავად ამისა თანამედროვე ცივილიზაციის პირობებშიც კი ამ პრობლემის დაძლევა მოითხოვს მსოფლიოს მთელი მოსახლეობის ერთობლივ ძალისხმევას. მასობრივი შიმშილობა, რომელიც ზოგჯერ გლობალურ ხასიათს იღებს, ძვირად უჯდება კაცობრიობას, იგი ხშირად გადაიზრდება მწვავე სოციალურ კონფლიქტებში, რაც მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში ანტაგონისტურ დაპირისპირებას იწვევს.
ამა თუ იმ ქვეყნის სურსათით უზრუნველყოფაზე დიდ გავლენას ახდენს ბუნებრივი ფაქტორები, ვინაიდან სასოფლო-სამეურნეო წარმოების დამოკიდებულება კლიმატზე და ნიადაგობრივ საფარზე მსოფლიოს მრავალი რეგიონისათვის ჯერ კიდევ რჩება გადმწყვეტ ფაქტორად. ხშირია გვალვები, წყალდიდობები, სხვადასხვა სახის ეპიდემიური დაავადებები, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლა მნიშვნელოვან კაპიტალურ დაბანდებებს მოითხოვს, რაც აზია-აფრიკისა და ლათინური ამერიკის ბევრ სახელმწიფოს დღეისათვის არ გააჩნია.
სასურსათო პრობლემის ანალიზისა და არსის გარკვევისას გასათვალისწინებელია როგორც ტექნიკური, ბიოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური, ისე პოლიტიკური ფაქტორებიც. უნდა გვახსოვდეს, რომ საზოგადოების უზრუნველყოფას საკვები პროდუქტებით საბოლოო ანგარიშით მაინც სასოფლო-სამეურნეო წარმოების მოცულობა განსაზღვრავს, ეს უკანასკნელი კი მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ამა თუ იმ ქვეყნის საერთო ეკონომიკურ განვითარებაზე, საზოგადოების თითეული წევრის სყიდვითუნარიანობაზე, მომსახურებისა და სარეალიზაციო ქსელის სწორ ორგანიზაციასა და სხვა ფაქტორებზე.
საწარმოო, ეკონომიკური, სოციალური და სხვა საკითხები მჭიდროდ არიან დაკავშირებული ერთმანეთთან და საზოგადოების განვითარების ამა თუ იმ ეტაპზე, წინა პლანზე შეიძლება გამოვიდეს ესა თუ ის ფაქტორი, ან ფაქტორთა ჯგუფი.
ამასთან მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ კონკრეტულ სიტუაციაში მოცემული ქვეყნის, რეგიონის, კონტინენტის სასურსათო მდგომარეობაზე გავლენას ახდენს პოლიტიკური მოვლენებიც. სასურსათო პროდუქტების არა მარტო დეფიციტი, არამედ ჭარბწარმოებაც კი იწვევს კრიზისულ მოვლენებს როგორც მოსახლეობის გადახდიუნარიანობის დეფიციტს, ისე პირიქით. გარდა ამისა, სასურსათო პროდუქტების ჭარბწარმოება, რომელსაც ადგილი აქვს განვითარებულ ქვეყნებში, ზოგჯერ იწვევს მისი წარმოების დროებით ლიკვიდაციასაც.
სასურსათო პრობლემის განხილვისას, მხედველობაში მისაღებია ისიც, რომ ცალკეული ქვეყნები საკვების მოხმარების დონით ერთმანეთისაგან განსხვავდებიან, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს სასოფლო-სამეურნეო წარმოების მოცულობაზე.
სასურსათო პრობლემის გლობალურობა განისაზღვრება არა მარტო იმით, რომ იგი ამა თუ იმ კუთხით ეხება მსოფლიოს ყველა ქვეყანას, არამედ სპეციფიკური თავისებურებებითაც, რაც იმაში მდგომარეობს, რომ სასურსათო პრობლემის გაუმჯობესება მარტო სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარებით შეუძლებელია, იგი მჭიდრო კავშირშია ეკონომიკის სხვა დარგებთან, რომელთა დახმარებისა და უშუალო ჩარევის გარეშე შეუძლებელია მისი გადაწყვეტა, სურსათის წარმოებაზე განსაკუთრებით დიდ გავლენას ახდენს ქვეყნის ენერგეტიკული და ნედლეული რესურსების პოტენციალი, აგრეთვე საერთაშორისო პოლიტიკური სიტუაცია.
შიმშილის წინააღმდეგ კაცობრიობის მიერ გამოცხადებული ბრძოლა განპირობებულია არა მარტო ჰუმანიზმით, არამედ თანამედროვე ცივილიზაციის მოთხოვნებითაც. მხოლოდ ფიზიკურად დაკმაყოფილებულ ადამიანს შეუძლია შექმნას მსოფლიო მნიშვნელობის ხელოვნების ნიმუშები, გააკეთოს უმნიშვნელოვანესი აღმოჩენები და ხელი შეუწყოს ტექნიკურ პროგრესს.
მსოფლიოში არსებობს სასოფლო-სამეურნეო წარმოებისათვის ხელსაყრელი და არახელსაყრელი რეგიონები, რომლებიც მხოლოდ იმ შემთხვევაში იძლევიან პროდუქციის მეტ-ნაკლები რაოდენობით წარმოების საშუალებას, თუ ბუნებრივ ფაქტორებთან გონივრულადაა შეთანაწყობილი ადამიანების მიზანდასახული შრომა. სწორედ ამიტომ სასურსათო პრობლემის გადაწყეტისათვის მთავარია აგრეთვე ადამიანის შრომის ფაქტორი.
![]() |
2 თავი I. მსოფლიო ეკონომიკის თეორიები, მეგაეკონომიკის წარმოშობა, მსოფლიო მეურნეობის სუბიექტები და შრომის საერთაშორისო დანაწილება. |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
2.1 1.1. მსოფლიო ეკონომიკის თეორიები“ |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოში „მსოფლიო სოფლის მეურნეობის ეკონომიკის,“ როგორც სასწავლო დისციპლინის შესწავლა განაპირობა XX საუკუნის დასასრულიდან მსოფლიოში მიმდინარე სოციალურმა და ეკონომიკურმა მოვლენებმა. XXI საუკუნის დასაწყისში მსოფლიო ეკონომიკა ხდება არა მხოლოდ ეკონომიკური მეცნიერების დარგი და მნიშვნელოვანი სასწავლო დისციპლინა, არამედ პრაქტიკული ცოდნის კომპლექსიც, ვისაც სურს მიაღწიოს წარმატებას სწრაფად გლობალიზირებად სამყაროში.
მსოფლიო ეკონომიკის პრობლემების მიმართ 90-იან წლებში გაზრდილი ინტერესი აიხსნება იმით, რომ ჩვენი ქვეყანა სწრაფად ჩამოვიდა ცალკე აღებულ ქვეყანაში განვითარებული სოციალიზმისა და კომუნიზმის მშენებლობის პირველგზამკვლევის და, ასე ვთქვათ, მესიანური გზიდან, და გადაინაცვლა საბაზრო ეკონომიკისა და კაპიტალისტურ ურთიერთობათა კარგად გატკეპნილ გზაზე. ახლა უკვე აუცილებელი გახდა იმის შესწავლა, თუ როგორ მოძრაობდნენ და მოძრაობენ ამ გზაზე მოწინავე ქვეყნები და რა არის შესაძლებელი მათგან გადმოვიღოთ. მსოფლიო ეკონომიკის სფეროში გამოკვლევათა სიმძიმის ცენტრმა, ბუნებრივია, ქვეყნის ანალიზის მხარეს გადაინაცვლა. ამასთან, გამოიკვეთა განვითარებულ საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში შემუშავებულ მოდელთა და მექანიზმთა, ჩვენს საკმაოდ თავისებურ სინამდვილეში, გამოყენების საკმაოდ პრაგმატული მიზანი.
აქედან გამომდინარეობს მსოფლიო ეკონომიკის ინტერპრეტაცია, როგორც „ეროვნულ მეურნეობათა ერთობლიობა“ ან „ეკონომიკათა ერთობლიობა“, რაც მიღებულია თანამედროვე სახელმძღვანელოებში.
ზემოაღნიშნული სალექციო თემა „მსოფლიო ეკონომიკის თეორიები“, როგორც ყველა სხვა თეორია, ამა თუ იმ ზომით, აშკარად თუ ფარულად, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ხსნის რა მსოფლიო ეკონომიკის განვითარებას, იყენებს დიალექტიკურ კანონზომიერებებს.
მსოფლიო ეკონომიკის თეორიებს განანსხვავებენ: მამოძრავებელი ძალებით,რომლებიც საფუძვლად დევს მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში და თვისობრივი მახასიათებლებით, რომლებიც განსაზღვრავენ სტაბილურობის, ზრდის პეროიდიზაციას.
ცალკე კლასად შეიძლება გამოვყოთ ნაწილობრივი ტექნოლოგიურ-ფაქტორული თეორიები. ერთ-ერთი ტექნოლოგიური თეორია შემოთავაზებულ იქნა ლ. მორგანის შრომაში „ძველი საზოგადოება“. მასში კაცობრიობის ევოლუციის აღწერილი შვიდი სტადიიდან თითოეული უკავშირდებოდა განსაზღვრულ ტექნოლოგიურ ინოვაციას - ცეცხლის დაუფლებას, მშვილდისრის გამოგონებას და ა.შ. წმინდა ტექნოლოგიური მიდგომის გაგრძელება გახდა ენერგეტიკული თეორიები, რომლებმაც კაცობრიობის ეკონომიკური განვითარება დაუკავშირა ენერგიის ახალი ფორმების ათვისებას: ცეცხლის, ორთქლის, ელექტრობის, თერმობირთვულ ენერგიას. ახლა ეს თეორიები მოდიფიკაციას განიცდიან, შემოაქვთ რა განსახილველად ენერგიის წყაროთა შეზღუდულობა და მათი გამოყენების ეკოლოგიური შეზღუდვები.
სხვადასხვა მოდიფიკაციაში არსებობს ბუნებრივი ფაქტორების თეორია, რომელიც ეკონომიკური სისტემის გენეზისს და ევოლუციას ხსნის არსებული ბუნებრივ-კლიმატური რესურსებით. ამ თეორიებში ქვეყნის ტექნოლოგიური და კულტურული განვითარება აიხსნება მისი გეოგრაფიული მდებარეობით, კლიმატური თავისებურებებით და ა.შ.
მალთუსიდან დაწყებული ყველა მეცნიერი ცდილობდა ეკონომიკური განვითარების ახსნას დემოგრაფიული ფაქტორებით. რუსი მეცნიერი მ. კლუჩევსკი ამტკიცებდა, რომ ქვეყნის მოსახლეობა- ეს საერთოდ ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელია.
დემოგრაფიულ თეორიებს მჭიდროდ ემიჯნებიან ის თეორიები, რომლებიც განვითარებას ხსნიან აგრარული ტექნოლოგიების სრულყოფითა და სასურსათო რესურსების შესაბამისი ზრდით. მართლაც, სწორედ ნეოლითის ხანაში მიწათმოქმედებაზე გადასვლამ მისცა ბიძგი კაცობრიობის ისტორიაში პირველ დემოგრაფიულ აფეთქებას, ხოლო XX ს-ში „მწვანე რევოლუციამ“ ხელი შეუწყო ჩვენს დროში მოსახლეობის მძაფრ ზრდას. თუმცა, ბუნებრივია, მოსახლეობის ზრდა უპირველესად განპირობებული იყო ცხოვრების დონის საერთო ზრდით და მედიცინაში წარმატებებით.
მთელ რიგ თეორიებს სხვადასხვა ვარიანტში წინა პლანზე გამოაქვთ საკომუნიკაციო-საინფორმაციო ფაქტორები. ლ. მეჩნიკოვმა განვითარების ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორად შემოგვთავაზა საწყალოსნო მიმოსვლის გზები. მისი აზრით, კაცობრიობა საზღვაო კავშირების ამა თუ იმ ფორმის გამოყენების მიხედვით იყოფა: სამდინარო პერიოდი, რომელიც შეესაბამება ტრადიციული კლასიფიკაციით ძველ მსოფლიოს; საზღვაო პერიოდი (შუასაუკუნეების) და ოკეანური პერიოდი (ახალი და უახლესი დრო).
თანდათან ტრანსპორტის ფაქტორიდან პირველობა გადავიდა კავშირგაბმულობის ტექნოლოგიებზე, იქმნება სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ევოლუციის ასეთი ჯაჭვი: გზები, რკინიგზის ტრანსპორტი, ფოსტა, თვითმფრინავი, ტელეგრაფი, ტელეტაიპი, ტელეფაქსი, ელექტრონული ქსელი. ეჭვს არ იწვევს, რომ იგი თან სდევდა ეკონომიკურ ევოლუციას.
XXს-ის ბოლოს გაბატონდა ინფორმაციული ფაქტორის თეორია. ბევრი მეცნიერი, მაგალითად, კანადელი სოციოლოგი ხ. მაკ-ლიუენი, საზოგადოების განვითარებას ხსნის საინფორმაციო ტექნოლოგიების სრულყოფით ჩვეულებრივი ადამიანური ენის გაჩენიდან საბეჭდ დაზგამდე და შემდეგ კომპიუტერამდე, ინტერნეტამდე. საინფორმაციო ტექნოლოგიები მართლაც ახდენს უზარმაზარ (თუმცა არა ერთადერთ და სავსებით არა ყველაფრის ამხსნელ) გავლენას თანამედროვე მეგაეკონომიკაზე.
ძალიან თანამედროვე გახდა ფინანსური თეორიები, რომლებიც აფუძნებენ საყოველთაო განვითარებას ფინანსურ ტექნოლოგიებში, პირველი გადამცვლელებიდან თანამედროვე კომპიუტერულ ბანკინგამდე. მათ შორის არიან საკმაოდ ორიგინალურნიც. მაგალითად, ამერიკელი მკვლევარი ჩ. ადამსი ისტორიის ყველა დიდ მოვლენას-რომის იმპერიის დაშლას, ესპანეთის დაცემას, ა.შ.შ-ში დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას, საფრანგეთის დიდ რევოლუციას - ხსნის ადამიანთა უკმაყოფილებით, რომელიც გამოწვეული იყო არსებული საგადასახადო სისტემით და საგადასახადო ინოვაციების აუცილებლობით.
კ. ბიუხერმა შემოგვთავაზა, ასე ვთქვათ, მარკეტინგული თეორია. მის საფუძვლად აღებულია გზის სიგრძე მწარმოებლიდან მომხმარებლამდე. აქედან გამოიყოფა სტადიები: ჩაკეტილი საშინაო მეურნეობის, რომელიც თავისთვის აწარმოებს ყოველივე აუცილებელს, საქალაქო მეურნეობის, სადაც მწარმოებელი მუშაობს შეკვეთაზე და სახალხო მეურნეობის, სამუშაოთი უცნობი ბაზრისათვის.
ტექნოლოგიურ-ფაქტორულ თეორიებს იდელოგიურად ემხრობა მ. ვებერის ნაწილობრივი კონცეფცია, რომელიც უკავშირებდა პროგრესის რწმენის სისტემას, კერძოდ, კაპიტალიზმის გავრცელება-განვითარებას.
განვითარების კომპლექსური თეორიები იკვლევს მეტ-ნაკლებად ფაქტორთა სრულ სისტემას და განსაზღვრავს განვითარების სტადიურობას მათ შეთავსებებში ცვლილებების მიხედვით.
ამ ჯგუფიდან ჩვენთვის ყველაზე ახლოსაა და ნაცნობია მარქსისტული თეორია, რომლის თანახმადაც კაცობრიობა თანდათანობით გადის გზას ეკონომიკური ფორმაციიდან (ეკონომიკური ურთირთობების მდგრადი სისტემა) მეორისაკენ: პირველყიფილი საზოგადოება, მონათმფლობელობა, ფეოდალიზმი, კაპიტალიზმი და ბუნებრივია, გარდაუვლად კომუნიზმი. მამოძრავებელ ძალად მარქსიზმ- ლენინიზმი თვლიდა კლასთა ბრძოლას, რომლებადაც იყოფოდა მოსახლეობა მათი დამოკიდებულებით წარმოების საშუალებებისადმი. ერთმენეთის მოწინააღმდეგე კლასები წარმოადგენდნენ უკიდურეს პოზიციებს, რომლებიც თავიანთი ბრძოლით განსაზღვრავენ განვითარებას. ისტორიული პროცესი აიხსნებოდა შემდეგნაირად: ტექნოლოგიურ სრულყოფილებათა გავლენით იზრდება მწარმოებლური ძალები (რაოდენობრივი ფაქტორი); თანდათანობით მათ უჭირთ და ვეღარ ეტევიან არსებული ეკონომიკური ურთიერთობების ჩარჩოებში; კლასი, რომელიც დაინტერესებულია ეკონომიკურ ურთიერთობათა შეცვლით, რევოლუციურად იპყრობდა ძალაუფლებას; ხდებოდა გადასვლა ახალ ფორმაციაზე (რაოდენობის გადაზრდა თვისებაში) და ასე შემდეგ სპირალისებურად უცვლელად ზევით („უარყოფის უარყოფა“). კ. მარქსი მთელი ცხოვრება სულით ჰეგელიანელი იყო, თუმცა თავის ახალგაზრდობის გმირის მოძღვრება მან ძალიან გადააკეთა.
მოდიფიკაციის თეორია, ისევე როგორც მარქსიზმი, გამოდის კაცობრიობის ისტორიაში არსებული ყველა საზოგადოების ბიოპოლარული სტრუქტურიდან. თუმცა ამ პოლუსებში არ არის კლასები, არამედ კონსერვატიული ჯგუფები ან მოდერნიზებულად განწყობილი ინდივიდები, რომლებიც მართავენ განვითარებას. ამ ორ ურთიერთდაპირისპირებულთა ბრძოლაში არსებობს ეკონომიკური განვითარებისათვის მუდმივი სტიმულები. აქ პირველ რიგში წამოიწევა ცვლილებათა ადამიანური მექანიზმები ეკონომიკასა და საზოგადოებაში. მრავალი ქვეყნისათვის დამახასიათებელია ორპარტიული ბრძოლის პრაქტიკა, როცა ერთი პარტია რეფორმატორულია, მეორე კი - კონსერვატორული, მოაქვთ როგორც ამ თეორიის სამართლიანობის მნიშვნელოვანი დასაბუთება. დღესდღეობით მოდერნიზაციის კონცეფცია ეფუძნება ინსტიტუციონალურ ეკონომიკურ თეორიას. ხდება ყურადღების კონცენტრირება ფასეულობათა სისტემაზე, რომელზეც იღებს ორიენტაციას ადამიანის ეკონომიკური საქმიანობა.
საინტერესო და მრავალმხრივ პარადოქსული თეორია წამოსწია ლ. გუმილიოვმა, რომელმაც სამყაროს მემკვიდრეობითი აღქმა გადაიტანა მეცნიერების სფეროში. მისი განვითარების თეორიას საფუძვლად უდევს ეთნოსის ძალიან განზოგადებული და მოდერნიზებული ცნება: გუმილიოვი იძლევა ამ ძველი ცნების მეტად ორიგინალურ ახსნას: ეთნოსი - ესაა ადამიანთა დიდი ჯგუფი, რომლის ყოველი წევრი იოლად ახდენს თავის იდენტიფიცირებას მასთან და უშუალოდ გამოყოფს თავისიანებს სხვებისგან. ნათელია, რომ ესოდენ ზოგადი განსაზღვრება შეიძლება ეკუთვნოდეს არა მარტო ეროვნულად ერთგვაროვან, არამედ საერთოდ ნებისმიერ თვითიდენტიფიცირებულ ჯგუფებს, ეთნოსი ცხოვრობს თავისი ცხოვრებით, გადის რა ფაზებს, რომელიც დამახასიათებელია ადამიანის ორგანიზმისათვის: დაბადება, ზრდა, დაბერება, სიკვდილი. ყოველ ეთნოსში მამოძრავებელი ძალაა პანსიონარიები - პიროვნებები, რომელთაც გააჩნიათ ძალაუფლებისა და საქმიანობის დიდი წყურვილი, ჩადებული გენეტიკურად და გადაცემული მემკვიდრეობით. ეთნოსში მათ უპირისპირდება ჯგუფები, რომლებიც ილტვიან უფრო მშვიდი ცხოვრებისაკენ. პანსიონარობის დონე განსაზღვრავს ეთნოსის განვითარების სტადიას, რომლის ასაკს გუმილიოვი საშუალოდ აფასებს ათას წლად. მომაკვდავი ეთნოსის ბაზაზე შეიძლება წარმოიშვას ახალი. ეთნოსები ქმნიან სუპერეთნოსებს, რომელთა ურთიერთქმედება ბადებს ისტორიულ პროცესს. ვღებულობთ საკმაოდ მწყობრ სურათს. განსაკუთრებით დამაჯერებლად არ გამოიყურება ეთნოსის პანსიონარობით პირველადი დამუხვტა. ავტორმა ვერ მონახა იმაზე უკეთესი, რომ პანსიონარობა მიეწერა რაღაც კოსმოსური გამოსხივების გავლენისათვის, რომელმაც შექმნა მასობრივი გენეტიკური მუტაციები პანსიონარობის მიმართულებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ სარტყელში, რომელიც მოექცა გამოსხივების ქვეშ. მოცემული ელემენტი არსებითად აფუჭებს ამ ორიგინალურ და მომხიბლავ თეორიას.
ფრიად საინტერესოდ წარმოგვიდგება ვ. ოიკენის კონცეფცია „სამეურნეო წესების შესახებ“. იგი თვლიდა, რომ არსებობს ორი ტიპის სუფთა, „იდეალური“ ეკონომიკური სისტემა - ცენტრალიზებურად მართვადი და საბაზრო. თითოეულ ამ იდეალურ ტიპს ახასიათებს ექვსი ძირითადი პარამეტრი: „მოთხოვნილებები, ბუნება, შრომა ხელმძღვანელობისა და შესრულებისათვის, ტექნიკური ცოდნა, მზა და მომწიფებული დოვლათის მარაგები, მეურნეობის სოციალური და სამართლებრივი ორგანიზაცია“. ამ პარამეტრების განსაზღვრული შეთავსებების დაფიქსირებისას შეიძლება მივიღოთ სუფთა ფორმები, რომელთა რიცხვი მცირეა, მაგრამ ყველგან რეალურად არსებული სამეურნეო წესრიგი მიიღება, როგორც ამ სუფთა ფორმების შეთავსება და მათი რიცხვი უკვე უზარმაზარია. ამგვარად, კვლავ რეალიზდება იდეა ეკონომიკური სისტემების სფეროში მათემატიკურ კორდინატთა სისტემის ერთგვარი მსგავსებისა ბაზისთან, შესაბამის წმინდა ფორმებთან.
ცივილიზაციის თეორია, რომელიც გულისხმობს მონათესავე ხალხების ერთობლიობას, გაერთიანებულს საერთო კულტურით, ისტორიული ბედით, ეკონომიკური და სოციალურ-პოლიტიკური ურთიერთობებით, აკავშირებს განვითარების პროცესებს ცივილიზაციების მოდიფიკაციებთან ისტორიული პროცესის მსვლელობაში და ლიდერი ცივილიზაციების ცვლასთან.
ეს თეორია იყო წამოწეული ნ. დანილევსკის (1869) მიერ, განვითარებული ო. შპენგლერის (1918) მიერ და დეტალურად შემუშავებული ცნობილი ინგლისელი ისტორიკოსის ა. ტოინბის (1934-1961) მიერ, რომელმაც დაწვრილებით აღწერა სამი თაობის 21 ცივილიზაცია. სულ არსებობდა დაახლოებით 30 ცივილიზაცია, რომელთა დიდი ნაწილი დაიღუპა, რადგან ცივილიზაციები, ისევე როგორც გუმილიოვისეული ეთნოსები, იბადებიან, ცოცხლობენ და კვდებიან. პირველი ლოკალური ცივილიზაციები წარმოიშვა, როგორც ცნობილია, III-II საუკუნეებში ჩვენს ერამდე ხმელთაშუაზღვისპირეთში, შუამდინარეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. შემდეგ ისინი გავრცელდა პრაქტიკულად მთელ დასახლებულ მსოფლიოში. ჩვენი წელთააღრიცხვის მიხედვით XX ს-ის შუახანებში დარჩა მესამე თაობის ხუთი ცოცხალი ცივილიზაცია: დასავლური, მართმადიდებლურ- ქრისტიანული (სამხრეთ- აღმოსავლეთ ევროპა და რუსეთი), ისლამური, ინდუისტური და შორეულაღმოსავლური.
ცივილიზაციური თეორიის გამგრძელებელი ს. ჰანტინგტონი (1998) გამოყოფს უკვე 8 თანამედროვე ცივილიზაციას: დასავლურს, ლათინოამერიკულს, ისლამურს, ჩინურს, ინდუისტურს, მართლმადიდებლურს, ბუდისტურს და იაპონურს.
ისტორიულად არსებული ყველა თეორიის ძირითადი მიზანი ძალაუფლებისკენ (ხელისუფლებისკენ) სწრაფვა იყო, სწორედ ეს იყო მათი ძირითადი მიზანი.
ძალაუფლება ფართო გაგებით - ესაა შესაძლებლობა განახორციელოს საკუთარი ნება და საკუთარი სურვილები რაიმეს ან ვინმეს მიმართ, იგი შეიძლება იყოს კანონიერი და უკანონო, ეფუძნებოდეს ძალას, გავლენას, ტრადიციებს (მშობლების ძალაუფლება და ა.შ.) ან სხვა არაფორმალურ ინსტიტუტებს.
სწრაფვა ძალაუფლებისაკენ, ე.ი. საკუთარი შესაძლებლობების გაფართოებისაკენ სხვადასხვა სფეროში ერთ-ერთი ძირითადია, რომელიც ჩადებულია უპირობო რეფლექსების დონეზე (და ამ გაგებით ირაციონალური) ადამიანური ქცევის (და არა მხოლოდ ადამიანური) მოტივაციისა.
საჭიროა აქვე აღინიშნოს, რომ ეკონომიკურ თეორიაში ცნება „ძალაუფლება“ ყოველთვის როდი შეესაბამება სავსებით იმ მნიშვნელობას, რომლითაც იგი ყოველდღიურად იხმარება. სიტყვა „ძალაუფლება“ ადამიანებისათვის მჭიდროდ ასოცირდება საზოგადოებისა და წარმოების ორგანიზაციის იერარქიის შესახებ წარმოდგენებთან, „უფროსი-ხელქვეითის“ ტიპის ურთიერთობებთან. ასეთი გაგებით სიტყვები „სწრაფვა ძალაუფლებისკენ“ - ეს არის სურვილი გახდე უფროსი, შეიძინო უფრო მაღალი მდგომარეობა საზოგადოების იერარქიულ სტრუქტურაში, გაიკეთო კარიერა და ა.შ. აქედან მომდინარეობს ნეგატიური დამოკიდებულება ძალაუფლებისაკენ სწრაფვის მიმართ, როგორც კარიერისტული სურვილებისაკენ, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ძალიან ხშირად მიიღწეოდა არც თუ მორალურად სუფთა მეთოდებით.
ეკონომიკურ თეორიაში და ფილოსოფიურ შრომებში, რომლებიც ეძღვნება ძალაუფლებას ამ ცნებას გააჩნია უფრო ფართო გაგება. ადამიანი ან ნებისმიერი სხვა ორგანიზმი დაბადებისთანავე იძენს ბუნებრივი სურვილების და ინსტიქტური მოთხოვნილებების ნაკრებს, რომელთა შორისაა მოთხოვნილება წყლისა და საკვებისადმი, ასევე სწრაფვა ცხოვრების შენარჩუნება-დაცვისადმი, გვარის გაგრძელებისაკენ და ა.შ.
ადამიანის მოთხოვნილებათა და სურვილთა ერთი ნაწილი წარმოადგენს თანდაყოლილს და ინსტიქტურს, მეორე ნაწილი კი ყალიბდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ადამიანებს შეიძლება განუვითარდეთ სულ სხვადასხვაგვარი სურვილები და მოთხოვნილებები, რომლებიც ბევრად განსაზღვრავს მათი ეკონომიკური ქცევის მოდელებს. ანალოგიურია მდგომარეობა სხვა რთულ ორგანიზმებთანაც. საერთო აქ არის ერთი - სხვა ადამიანებთან, ორგანიზმებთან, გარემომცველ გარემოსთან და ბოლოს საკუთარ თავთან ბრძოლის აუცილებლობა საკუთარი მისწრაფებების დასაკმაყოფილებლად და გარემოებებიდან გამომდინარე, სხვადასხვაგვარი მიზნების მისაღწევად. ვინაიდან წინასწარ შეუძლებელია განვჭვრიტოთ, რა სურვილები და მოთხოვნილებები წამოიჭრება მომავალში, ქცევის კარგ და რაციონალურ სტრატეგიად წარმოგვიდგება მოქმედება, რომელიც მიმართულია შესაძლებლის სფეროს მაქსიმალურ გაფართოებაზე „სურვილისა და მოთხოვნილებების სივრცეში“.
ძალაუფლების ზონის - ამ სფეროს გაფართოებისაკენ სწრაფვა ბუნებამ ჩაუნერგა ყველა ორგანიზმს ინსტიქტის დონეზე. სწორედ ამ საერთო ინსტიქტს უწოდებენ სწრაფვას ძალაუფლებისაკენ. ამგვარად, ყოველ ორგანიზმს დაბადებიდან სიკვდილამდე ახასიათებს ინსტიქტი თავისი შესაძლებლობების გასაზრდელად და სხვა ორგანიზმებთან საბრძოლველად, ძალაუფლების ზომის და ამ შესაძლებლობათა სფეროს საზღვრების გასაფართოებლად.
სურვილი ძალაუფლებისკენ, როგორც ძალაუფლების ზონის გაფართოებისა და შენარჩუნებისათვის, რომელშიც მას თავისუფლად შეუძლია თავისი სურვილების დაკმაყოფილება, საკმაოდ მრავალგვარად შეიძლება გამოვლინდეს. სხვაგვარად ეს არის სხვა ძლიერი და საკმაოდ რთული ინსტიქტებისათვის დამახასიათებელი თვისება.
იმისათვის, რომ ადამიანმა შეძლოს საიმედოდ გაიმაგროს თავისი, სხვებისთვის წართმეული ძალაუფლების ზონა, არსებობს უამრავი ეკონომიკური ინსტიტუტი და პირველ რიგში საკუთრების ინსტიტუტი. ამავე მიზანს ემსახურება, საბოლოო ჯამში, ყოველგვარი სამხედრო, სამეცნიერო და სხვა წოდებები, ჯილდოები და ა.შ. ეს Gჟღერს რამდენადმე უჩვეულოდ, მაგრამ მეცნიერი, მწერალი, მხატვარი ყველა იბრძვის სამეცნიერო ავტორიტეტისათვის, პოპულარობისათვის, აუდიტორიისათვის და ა.შ. ამოძრავებთ რა მათაც იგივე ინსტიქტი საკუთარი გავლენის გაფართოებისა (სურვილი ძალაუფლებისა), ისევე როგორც ბიზნესმენსაც, რომელიც ცდილობს თავისი წარმოების გაფართოებას და გასაღების ახალი ბაზრების დაპყრობას.
ნებისმიერი ეკონომიკური თეორიის ძირითადი საკითხი - ესაა საკითხი ცალკეულ ადამიანთა ეკონომიკური ქცევის შესახებ, ეკონომიკური ძალაუფლების თეორია ამ კითხვაზე უნივერსალურ და კონკრეტულ პასუხს სცემს ადამიანის ეკონომიკური ქცევა ძირითადად განპიროვნებულია მისი სწრაფვით ეკონომიკური ძალაუფლების გადიდებისაკენ, ძალაუფლების ზონის გაფართოებისაკენ.
ცალკეულ პიროვნებათა ეკონომიკური ძალაუფლების ნება-სურვილი, ე.ი. ძალაუფლების ეკონომიკურ სფეროში, რომელიც განსაკუთრებით აშკარადაა გამოხატული ადამიანებში, რომელთაც მეწარმეებს უწოდებენ, ეკონომიკის ძირითად მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. მაგრამ სხვა ბევრად უფრო დიდი ნაწილი „ჩვეულებრივი“ ადამიანებისაც ასევე ილტვიან ძალაუფლებისაკენ. მატერიალური ინტერესი, სურვილი იმისა, რომ მეტი გამოიმუშაოს, დაწინაურდეს სამსახურში, აიმაღლოს თავისი კვალიფიკაცია და ხელფასი, გამოწვეულია ისევ იმავე სწრაფვით, გაიფართოვოს თავისი შესაძლებლობანი, ე.ი. სწრაფვით ძალაუფლებისაკენ, ამ სიტყვების ზემოთ გაგებული განსაზღვრებით.
ძალაუფლების სტრუქტურის ანატომირება აუცილებელია ეკონომიკური სუბიექტების და, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკის განვითარების განსაზღვრულ ოლიგარქიათა ქცევის გასაგებად და პროგნოზირებისათვის, ინსტიტუტების კონსტრუირების მიზნით, რომლებიც მათ ინდივიდუალურ სახელისუფლებო სწრაფვას წარმართავენ საზოგადოებრივი ინტერესების კალაპოტში. იდეალში, ეკონომიკური ძალაუფლების მოდელის და შესაბამისად, ბაზრის მონაწილეთა ქცევის მოდელების დეტალურად შემუშავებისას, აგრეთვე თეორიულ - სათამაშო მიდგომების და კონსტრუქციების გამოყენებისას, შეიძლება მივაღწიოთ საზოგადოების გლობალურ მიზნებთან ინდივიდუალური ეკონომოკიკური ძალაუფლების ლოკალური მიზნების რაციონალურ შერწყმასა და მთლიანად ეკონომიკური სისტემის ეფექტიანობის ამაღლებას სახელმწიფოს მიერ რეგლამენტირებული ეკონომიკური ცხოვრების წესების დახმარებით.
ეკონომიკური ძალაუფლება მიიღწევა შემდეგი ხუთი ელემენტის:
- ფინანსური სიმძლავრის;
- საინფორმაციო გავლენის;
- კოალიციური ძალის;
- სახელმწიფოსთან კავშირების;
- ძალისმიერი ზეწოლის საშუალებების;
ამ ურთიერთდაკავშირებული ფაქტორების შეთანხმება განაპირობებს ადამიანის ან რაიმე ჯგუფის ძალაუფლების განსაზღვრულ ზომას. ამასთან ძალაუფლების წარმოქმნის ფორმულაში ყველა ხუთი ფაქტორი თანაბარმნიშვნელოვანია და რეალური ძალაუფლება განისაზღვრება იმ ფაქტორით, რომელიც მოცემულ პირს აქვს დეფიციტური.
ამგვარად ეკონომიკური განვითარების ძირითად წამყვან ძალას წარმოადგენს ყველა ადამიანისათვის დამახასიათებელი სწრაფვა ძალაუფლებისაკენ; ეკონომიკური ევოლუცია ცალკეულ ადამიანებსა მათ მრავალგვაროვან ჯგუფებს შორის ეკონომიკური ძალაუფლებისათვის ბრძოლის შედეგია; ცალკეულ ადამიანთა მსგავსად ტექნოლოგიური, ეკონომიკური ინსტიტუტები და ცივილიზაციები იბრძვიან ეკონომიკური ძალაუფლებისათვის და ეს ბრძოლა საფუძვლად უდევს ტექნოლოგიურ, ინსტიტუციონალურ და ცივილიზაციურ ევოლუციას; მსოფლიო ეკონომიკის განვითარება სტიმულირდება მუდმივი ბრძოლით სახელმწიფოსა და ბაზარს შორის, ე.ი. პირთა ჯგუფებს შორის, რომლებიც ეკონომიკური ძალაუფლებისათვის ბრძოლაში ეყრდნობიან ამ ორ ინსტიტუტს; მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ტრაექტორია შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც რამდენიმე ტალღისებური პროცესის სუპერპოზიცია: ეკონომიკური კონიუნქტურის მოკლე ტალღების, ტექნოლოგიური და სტრუქტურულ-ტექნოლოგიური კონტრატიევისეული ტალღების, აგრეთვე ინსტიტუციონალური, ეკონომიკურ-პოლიტიკური და ზეგრძელი ცივილიზაციის ტალღები.
კითხვები ცოდნის შემოწმებისათვის
1. დაახასიათეთ ლ. მორგანის შრომის „ძველი საზოგადოების“ მიხედვით ტექნოლოგიური ფაქტორული თეორიები;
2. დაახასიათეთ მალთუსისა და რუსი მეცნიერის მ. კლუჩევსკის შეხედულებები;
3. დაახასიათეთ ლ. მეჩნიკოვის შეხედულებები;
4. დაახასიათეთ ხ. მაკლიუენის, ჩ. ადამსის კ. იუხერის შეხედულებები;
5. დაახასიათეთ მარქსისტული თეორიები;
6. დაახასიათეთ ლ. გუმილოვის, ვ. ოიკენის თეორიები;
7. დაახასიათეთ ნ. დანილევსკის, ო. შპენგლერის, ა. ტოინბის ცივილიზაციების აღწერები;
8. დაახასათეთ ს. ჰანტიგტონის თეორია, როგორც ცივილიზაციური თეორიის გამგრძელებელი.
![]() |
2.2 1.2. „მსოფლიო მეურნეობის განვითარება და მეგაეკონომიკის წარმოშობა“ |
▲ზევით დაბრუნება |
XX საუკუნის ბოლოს მსოფლიო ეკონომიკაში სოლიდური ადგილი დაისაკუთრა გლობალური მასშტაბის ეკონომიკურმა სისტემამ, რომელიც მეგაეკონომიკის სახელწოდებით არის ცნობილი. ჩვენთვის ძალიან საინტერესოა გავიგოთ თუ რა არის, რას წარმადგენს, ან თუნდაც რით განსხვავდება ის მსოფლიო ეკონომიკისაგან? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად აუცილებელია ჩავატაროთ მცირე ექსკურსი კიბერნეტიკასა და სისტემათა თეორიაში. კიბერნეტიკა როგორც მეცნიერება რთული სისტემების მართვის შესახებ ნორბერტ ვინერის შრომებში ჩამოყალიბდა XX საუკუნის შუა ხანებში და მოიხსენიება ხომალდის მართვის ხელოვნების თვალსაზრისით, ხოლო გადატანითი მნიშვნელობით ადამიანის მართვასაც გულისხმობდა ჯერ კიდევ პლატონის მოღვაწეობის პერიოდში.
ყველა კიბერნეტიკულ სისტემას, რომელთაც შეიძლება მივაკუთნოთ პრაქტიკულად ყველა რთული მართვადი სისტემა, საფუძვლად უდევს უკუკავშირის პრინციპი. იგი შემდგომში მდგომარეობს: ნებისმიერ სისტემას გააჩნია საინფორმაციო შესასვლელი, რომელზეც მოდის ზემოქმედება, და გასასვლელი, რომელიც თავისთავად წარმოადგენს თავად სისტემის ზეგავლენას გარემოზე. ინფორმაციის შესვლისას სისტემა გამოიმუშავებს განსაზღვრულ მართვად ზემოქმედებას, რომელიც გამოიხატება განსაზღვრულ მოქმედებათა შერჩევაში გარემოს მიმართ.
ამასთან, რთულ სისტემებს განსაზღვრული მიზნები გააჩნიათ. ეს ეხება როგორც ტექნიკურ სისტემებს, რომელთა ფუნქციონირების მიზნები მათი შემქმნელების მიერაა განსაზღვრული, ასევე ცოცხალ ორგანიზმებს, რომლებმაც გამოიმუშავეს მიზნები და ქცევითი რეაქციები ევოლუციის პროცესში, უპირველეს ყოვლისა, გარემომცველ სამყაროში თვითგადარჩენის (ჰომეოსტაზისის) და ძალაუფლებისათვის ბრძოლის მიზნებიდან გამომდინარე.
არსებობს უამრავი ტექნიკური მოწყობილობა, რომელთა ქცევა ერთხელ და სამუდამოდ განსაზღვრულია და არც გარემომცველი სამყაროს მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ისინი მოქმედებენ განსაზღვრული ინსტრუქციის, პროგრამის მიხედვით. ყველა ცოცხალი არსება კი პრაქტიკულად სრულიად სხვაგვარადაა შექმნილი. ევოლუციის პროცესში მათ შეძლეს გამოემუშავებინათ ადრე განსაზღვრული ქცევიდან გადახვევის უნარი, რათა მისი ვარირება მოეხდინათ იმისდა მიხედვით, თუ როგორ ზემოქმედებდა მათზე გარემომცველი სამყარო. ამისათვის აუცილებელია ჩავკეტოთ კავშირი გარემოსთან და სისტემას საინფორმაციო სიგნალი გადავცეთ იმის შესახებ, თუ როგორ იცვლება იგი სისტემის ამა თუ იმ მოქმედებების დროს. ცოცხალ სისტემას გარემოს მდგომარეობის მუდმივი გაზომვის, ასევე საკუთარი მოქმედებებისდა მიხედვით მის ცვლილებებზე თვალყურის დევნის ორგანოები (რეცეპტორები და ნერვული სისტემა) გააჩნია. ეს ერთი შეხედვით მარტივი მექანიზმი, რომელსაც უკუკავშირი ეწოდა, შეადგენს არაცოცხალთან შედარებით ცოცხალის ძირითად კონკურენტულ უპირატესობას.
ჩვეულებრივ ცოცხალ ორგანიზმს უნარი აქვს გარემოს მდგომარეობის მიხედვით მეტ- ნაკლებად შეცვალოს თავისი ქცევა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყოველ ახალ ზემოქმედებაზე იგი საპასუხო რეაქციას გამოიმუშავებს. ამასთან, თუ ზემოქმედება არასასურველია, მაშინ რეაქცია მიმართულია მის საკომპენსაციოდ. ასეთი ქცევა ორგანიზმს საშუალებას აძლევს გადარჩეს და შენარჩუნდეს როგორც ერთიანი მთელი, მისი საკუთარი სიცოცხლის განმავლობაში. ორგანიზმებს და, უფრო ფართოდ, სისტემებს, რომელთაც ასეთი შესაძლებლობები გააჩნია, ჰომეოსტატიკურს უწოდებენ.
ეკონომიკური ევოლუცია ბევრად წააგავს ცოცხალი ბუნების ევოლუციას. მისი მსვლელობის დროს ისახებოდა, ვითარდებოდა და კვდებოდა მრავალრიცხოვანი ინსტიტუტი და ორგანიზაციული ფორმა. ამ პროცესის შედეგად კონკურენციას უძლებდა, სრულყოფილი ხდებოდა და რჩებოდა ყველაზე უფრო სიცოცხლისუნარიანი, განსაზღვრული გაგებით, ეფექტიანი ორგანიზაციები და ინსტიტუტები. ამიტომ ბაზარმა ეკონომიკური ევოლუციის პროცესში შეიძინა არა მარტო თვითრეგულირების უნარი, არამედ თვითსრულყოფისაც. ბაზარი გაქვავებული სტრუქტურა კი არაა, არამედ რთული, განვითარებადი ინსტიტუტია, რომელიც მნიშვნელოვნად იცვლიდა თავის ფორმებს კაცობრიობის ეკონომიკური ისტორიის მანძილზე.
ამგვარად, შუასაუკუნეებში არსებული ბაზარი სრულებითაც არ ჰგავს XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დამდეგის ბაზარს, ხოლო იგი, თავის მხრივ რადიკალურად განსხვავდება თანამედროვე ბაზრისგან. სწორედ ევოლუციურად ცვალებადი ბაზარი ობიექტურად განაპირობებს სიძნელეებს ეკონომიკურ თეორიაში, რომელიც ცდილობს ერთგვაროვნად აღწეროს ეს ინსტიტუტი მისი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. კერძოდ, აქედან მოდის ზოგიერთი ეკონომისტის მიერ ბაზრის არსებობის უარყოფა სოციალიზმის დროს და „თავისუფალი“ ბაზრის დაპირისპირება მის მკაცრად რეგულირებად გეგმურ ფორმასთან.
ეკონომიკურ მეცნიერებასა და ლიტერატურაში არსებობს 500- ზე მეტი დასახელების სხვადასხვა, ხშირად ერთმანეთის გამომრიცხავი ბაზრის განსაზღვრება. ასე მაგალითად, მას დღემდე უწოდებენ: „პუნქტს, სადაც საქონლის გადაცემა ხდება ხელიდან ხელში“ ან „ბაზარი - კვების და სხვა პროდუქტებით საცალო ბაზრობის ვაჭრობის ადგილია“ და ა.შ.
ვფიქრობთ, ყველაზე უფრო თანამედროვე და მისაღები შეიძლება იყოს ასეთი განსაზღვრება: „ბაზარი ნებისმიერი ურთიერთქმედებაა, რომელშიც შედიან ადამიანები ერთმანეთთან სავაჭროდ“.
ყველა ეს განსაზღვრება ასახავს საბაზრო სისტემის ცალკეულ ასპექტებს. მაგალითად, პირველ ორში საუბარი ეხება ბაზრის ინფრასტრუქტურას და ამ გაგებით ისინი სავსებით კორექტულია. „ბაზრის“ ბოლო განსაზღვრება ყველაზე უფრო ადეკვატურად ასახავს ამ ცნებას, თავის თავში მოიცავს ამ ცვალებადი და მრავალწახნაგოვანი ეკონომიკური ინსტიტუტის ყველაზე მეტ საერთო ნიშნებს, შეესაბამება სისტემათა ზოგად თეორიას. ამ თეორიის პოზიციიდან რთული სისტემა გახდება ამგვარი, როგორც კი მისი ფუნქციური და სტრუქტურული დიფერენციაცია მოხდება ქვესისტემებად, რომელთა შორისაც წარმოიშობა მდგრადი გაცვლითი ურთიერთმოქმედება.
რა თქმა უნდა, ბაზრის ფორმები და მექანიზმები მნიშვნელოვნად სახეცვლილებებს განიცდის, უპირველეს ყოვლისა, ტექნოლოგიური განვითარების დონესთან ადაპტაციის გზით. სწორედ ამიტომაც პოსტინდუსტრიული და საინფორმაციო საზოგადოების ბაზრები რადიკალურად განსხვავდება კაპიტალიზმის ჩამოყალიბების პერიოდის თავისუფალი კონკურენციის ბაზრისაგან.
კიბერნეტიკის შესახებ ჩვენი მოკლე ისტორიული ექსკურსის დასასრულს ხაზს გაუსმევთ რთული სისტემის კიდევ ერთ მნიშვნელოვან კრიტერიალურ ნიშანს. რთული სისტემის თეორიის ძირითადი პოსტულატი მდგომარეობს იმაში, რომ რთული სისტემები არ დაიყვანება უფრო მარტივთა ერთობლიობაზე. მაგალითად, ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირება შეუძლებელია გავიგოთ მისი უჯრედების კანონზომიერებათა შესწავლით; პოპულაციის ქცევა განსხვავებულია მასში შემავალი ინდივიდების ქცევისაგან; ადამიანთა საზოგადოება, რომელსაც განვითარების თავისი კანონზომიერებები გააჩნია, სრულებით არ დადის ცალკეული პიროვნებების ქცევის განმსაზღვრელ კანონებამდე.
მეგაეკონომიკის წარმოშობა, ისევე როგორც ნებისმიერი ახალი არსის, რომელიც ევოლუციური პროცესის შედეგად ჩნდება, არ შეიძლება აბსოლუტურად ზუსტად დავათარიღით. იგი გახდა ნიშნებისა და თვისებების დაგროვების თანდათანობითი შედეგი, რომელიც მსოფლიო ეკონომიკის წიაღში გაჩნდა XX საუკუნის მთელი ნახევრის განმავლობაში.
იმავე პერიოდში წარმოიშვა და განმტკიცდა სრულიად ახალი ეკონომიკური მოვლენები და განვითარდა ზოგადპლანეტარული პროცესები ეკონომიკაში, იდეოლოგიაში, ეკოლოგიასა და სოციალურ სფეროში, რომლებიც ეხება დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ადამიანს. ამიტომ ეწოდა მათ გლობალური.
გლობალიზაცია ჩვენი ეპოქის უდავოდ საკვანძო ტერმინია. თუკი გავაანალიზებთ ეკონომიკურ, ეკოლოგიურ, სოციოლოგიურ, პოლიტოლოგიურ, სამეცნიერო და პუბლიცისტურ ნაშრომებს, მაშინ ეს ტერმინი პირველ ადგილზე გამოვა გამოყენების სიხშირით. ამ ცნებით არსებითად გაჟღენთილია თანამედროვეობა, მას ყველა გრძნობს, მაგრამ ნათელი და ერთმნიშვნელოვანი განსაზღვრება დღემდე არაა ჩამოყალიბებული. როგორც ჩანს ეს დაკავშირებულია პროცესთა სირთულესთან და მრავალფეროვნებასთან.
გლობალიზაცია არის ისტორიულ მასშტაბში სხვადასხვა ცივილიზაციის თანდათანობით მზარდი ურთიერთქმედების და ურთიერთშეღწევის პროცესი, რომელიც ჩამოყალიბდა მეტ-ნაკლებად მდგრად ტერიტორიულ საზღვრებში, განსაზღვრული ეთნოსების ბაზაზე.
გლობალიზაცია პლანეტარული მასშტაბით მიმდინარე ურთიერთდაკავშირებული პროცესების კომპლექსია, რომელთაგან თითოეულში არსებობს თვითრეგულაციის მექანიზმები.
მაშ ასე, თანამედროვე მსოფლიო შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც ურთიერთზეგავლენის მქონე და ნაწილობრივ თვითრეგულირებადი პროცესების ხლართი. ამგვარად, გლობალურმა პროცესებმა თანდათანობით, ევოლუციურად შექმნა უკუკავშირის საერთოპლანეტარული კონტურები. სწორედ ეს გვაძლევს ახალი ეკონომიკური არსის წარმოშობის კონსტანტირების საშუალებას, რომელსაც მეგაეკონომიკა ეწოდება.
მეგაეკონომიკა ერთიანი გლობალური ეკონომიკური სისტემაა, რომელიც უკუკავშირის მექანიზმების საფუძველზე თვითრეგულირდება.
მოქმედ პირთა - მეგაეკონომიკის მონაწილეთა შორის ძირითად როლს თამაშობენ ეროვნული სახელმწიფოები; ტრანსეროვნული კაპიტალი, კერძოდ, ტრანსეროვნული კორპორაციები და ტრანსეროვნული ბანკები; აგრეთვე, მსხვილი ქალაქები და მეგაპოლისები; ქვეყანათა ბლოკები; საერთაშორისო ორგანიზაციები; ოფშორები და ა.შ.
თანამედროვე მსოფლიოს გლობალიზაციის საფუძველს შეადგენს საინფორმაციო- საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. ინფორმატიზაცია თავისთავად წარმოადგენს გლობალიზაციის ძირითად მამოძრავებელ ძალას. ერთიანი საინფორმაციო სივრცის და საინფორმაციო სტანდარტების წარმოშობა და განვითარება უზრუნველყოფს მსოფლიოს ფინანსური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური და კულტურული ერთიანობის ზრდას.
ინფორმატიზაცია გახდა მსოფლიომეურნეობრივი სისტემის და განსაკუთრებით, ფინანსური სფეროს გლობალიზაციის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი.
ინფორმატიზაციის განვითარებამ უზრუნველყო ფინანსური სისტემის გლობალიზაცია და სპეციფიკური, გლობალური, კომპიუტერული ფინანსური ბაზრების განვითარება. ინფორმატიზაცია ეფუძნება სავსებით განსაზღვრულ ტექნიკურ ბაზას და უპირველეს ყოვლისა, კავშირგაბმულობის საშუალებათა უსწრაფეს განვითარებას.
რაც არ უნდა პარადოქსულად მოგვეჩვენოს, გლობალიზაციის პროცესები იდეოლოგიის სფეროდან დაიწყო. გლობალიზაციის განსახორციელებლად აუცილებელია მთელ მსოფლიოში იცავდნენ საბაზრო თამაშის და საზოგადოებრივი ქცევის ერთიან წესებს, რომელთაც ინსტიტუტებს უწოდებენ. ამიტომ ეკონომიკური გლობალიზაციის პროცესების პარალელურად, ხან დაგვიანებით, ხან გასწრებით მიმდინარეობს ფორმალური (კანონები, ნორმატივები) და არაფორმალური (ტრადიციები, წეს-ჩვეულებები, ქცევის დაუწერელი წესები) ინსტიტუტების გლობალიზაცია.
სამართლებრივ სფეროში ეს პროცესი ვლინდება ეროვნულთან შედარებით საერთაშორისო სამართლის ნორმათა პრიმატის აღიარებაში, მრავალი საკანონმდებლო ნორმების და პრინციპების სტანდარტიზაციაში, ეროვნულ- სამართლებრივ სისტემათა დაახლოებაში, ინგლისურენოვანი ქვეყნების ზოგადი სამართლის პრინციპების და კონტინენტური ევროპული სამართლის თანდათანობით ურთიერთშეღწევაში.
ინსტიტუტთა გლობალიზაციაში დიდ როლს თამაშობს საერთაშორისო ორგანიზაციები, პირველ რიგში, გაერო და მისი შვილობილი-ორგანიზაციები, აგრეთვე ეკონომიკური და ფინანსური დაწესებულებები, ისეთები, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და სხვ.
მასობრივი ინფორმაციის პრაქტიკულად საყოველთაო, ელექტრონულ საშუალებათა მძლავრი ზემოქმედებით ყველგან და განსაკუთრებით მეგაპოლისებში, ასევე მსხვილ ქალაქებში ვითარდება საქმიანი და ყოფითი ქცევის ერთგვაროვანი სტანდარტები, ასე მაგალითად, ტელევიზიამ და კინომ შეცვალა ოჯახის ფასეულობათა წარმოშობა და ა.შ.
მნიშვნელოვანია ის, რომ ფორმალური და არაფორმალური ინსტიტუტები უკვე წარმოადგენენ ერთიან მართვად გლობალურ კონტურს. არაფორმალურ ინსტიტუტთა (წეს-ჩვეულებების, ყოფითი ქცევის წესების) გლობალიზაციამ მსოფლიო მოსახლეობა სასურველი ცხოვრების შესახებ წარმოდგენათა განსაზღვრულ სტანდარტიზაციამდე მიიყვანა. დღესდღეისობით მთელი მსოფლიო მოიხმარს სტანდარტულ, მსოფლიო სასურსათო გიგანტების მიერ გავრცელებულ საკვებს. მთელი მსოფლიო მისდევს მოდის სტანდარტებს, რომლებიც გამომუშავებულია უმსხვილეს ცენტრებში. ამასთანავე, იგი იძულებით, მაგრამ განუწყვეტლივ ადევნებს თვალს ტელე და სხვა რეკლამებს, რომლებიც უკვე ეკონომიკის წამყვან დარგად იქცა. ერთი და იგივე სარეკლამო რგოლები მთელ მსოფლიოს უჩვენებს ამა თუ იმ საქონელს, რითაც დაბეჯითებით აწინაურებენ ეროვნულ ბაზრებზე უმსხვილეს კორპორაციათა ნაწარმს. სარეკლამო კომპანიებში უკვე აქტიურად ჩაერთნენ ინტერნეტკომპანიები, რომლებიც მალე თვალსაჩინო ადგილს დაიკავებენ სარეკლამო ბიზნესში.
იმისათვის, რომ წარმატება გვქონდეს ბაზარზე, ნებისმიერი საქონელი უნდა იყოს „დატრიალებული“ სარეკლამო კომპანიის მიერ. ამასთან რეკლამაზე დანახარჯები სულ უფრო დიდ ნაწილს შეადგენს საქონლის საბოლოო ფასზე. სამაგიეროდ ყოველი სიახლე წამიერად ვრცელდება მთელ მსოფლიოში და კოლოსალური შემოსავლები მოაქვს მისი შემქმნელებისთვის.
გლობალური მოხმარება მჭიდროდ ესადაგება გლობალურ გასაღებას. მარკეტინგული და გასაღების ტექნოლოგიები ერთიანია მთელ მსოფლიოში. პლანეტის ყოველ წერტილში მყიდველი ეჯახება ერთგვაროვან სერვისს და მარკეტინგულ მიდგომას.
საქონელზე ხარისხობრივი ცვლილებები, მყიდველთა ახალი უპირატესობანი, ისევე როგორც გასაღების ახალი ტექნოლოგიები, მყისვე ვრცელდება მთელ პლანეტაზე. მოხმარების გლობალიზაციის და სტანდარტიზაციის ბაზაზე ახალ ხარისხს იძენს საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო ბაზრები.
იდეოლოგიის, ინსტიტუტების და მოხმარების გლობალიზაცია შესანიშნავ პირობებს ქმნის ძირითადი სასაქონლო ბაზრების გლობალიზაციისათვის. განვითარებული ქვეყნების უმრავლესობა უკვე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მონაწილეს წარმოადგენს, ე.ი. დათანხმდნენ თავისი ბაზრების ლიბერალიზაციას, სავაჭრო შეზღუდვათა შემცირებას ან მოხსნას და ვაჭრობის საერთო წესების აღიარებას.
დღესდღეისობით საერთაშორისო ვაჭრობა უკვე უზარმაზარ მაშტაბებს მოიცავს. ახლა მისი მოცულობა შეფასებულია 12 ტრილიონ დოლარად, ხოლო საერთაშორისო მომსახურების მოცულობა - 1,5 ტრილიონ დოლარად.
სასაქონლო ბაზრების გლობალიზაციას აქტიურად უერთდება ინტერნეტის შესაძლებლობანი. „ელექტრონულ ბაზარზე“ მონაწილეობას წარმოების ხელმძღვანელები განიხილავენ კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფის, ასევე, მაღალი რენტაბელობის მიღწევის გადამწყვეტ ფაქტორად და სხვ. ამჟამად მსოფლიოს 70%- ზე მეტ საწარმოს გააჩნია თავისი გვერდები (სერვისები) ინტერნეტში, რომლის მეშვეობითაც აქტიურად სთავაზობს თავის პროდუქციას, პოულობს ხელსაყრელ მომწოდებლებს, პარტნიორებსა და ინვესტორებს. ახლა ეს უკვე აუცილებელი პირობა ხდება წარმოების წარმატებისათვის, ვინაიდან გლობალური „ელექტრონული ბაზარი“ ვითარდება ფეთქებადი სახით. ყოველწლიურად ორმაგდება მისი მოცულობა.
1999 წელს გლობალური „ელექტრონული ბაზრის“ მოცულობა შეფასდა 10 მილიარდ დოლარად, მაგრამ 2003 წლისათვის იგი, სპეციალისტების გამოთვლებით გაიზარდა მრავალჯერ და შეადგინა 900 მილიარდი დოლარი.
ფინანსების გლობალიზაცია- ეს საყოველთაო გლობალიზაციის ერთ- ერთ ყველაზე თვალში საცემი ელემენტია. პლანეტარული ელექტრონული ქსელების საშუალებით ფინანსური ნაკადების მეყსეულად გადაადგილების შესაძლებლობამ კარდინალურად შეცვალა საერთაშორისო სამეურნეო საქმიანობის პირობები.
დღესდღეობით ყოველდღიური ბანკთაშორისი ოპერაციები დაახლოებით 1,5 ტრილიონ დოლარს შეადგენს. 1987 წელს შეადგინა 600 მილიარდი დოლარი, 1989 წელს - 800 მილიარდი და 1993 წელს - 1 ტრილიონი.
კაპიტალის საერთაშორისო მოძრაობა სესხების, კრედიტების, ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის, სავალუტო ოპერაციების და ა.შ. სახით 50-ჯერ აჭარბებს საერთაშორისო ტვირთბრუნვას. ამჟამად საერთაშორისო ვაჭრობაში ჩადებულ თითო დოლარზე მოდის წმინდა ფინანსურ ბრუნვაში ჩართული 8- 9 დოლარი.
ფინანსური ბაზრები თავისთავად წარმოადგენს ყველაზე მაღალტექნოლოგიურ მართვად კონტურს თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკაში, სადაც ყველაზე უფრო ორგანულად უერთდება ერთმანეთს საბაზრო და ქსელური კომპიუტერულ- საინფორმაციო ტექნოლოგიები.
თანამედროვე საბაზრო ეკონომიკისათვის მნიშვნელოვანია არა მარტო მოთხოვნისა და მიწოდების კონტური, არამედ დაგროვება-ინვესტირების. გლობალიზებული ეკონომიკისათვის აუცილებელია როგორც დაგროვების, ასევე ინვესტირების რეგულირებადი კონტური. დაგროვებათა ტრადიციულ წყაროებს წარმოადგენს შინამეურნეობათა დანაზოგები, საწარმოთა დაგროვების ფონდები და სახელმწიფო რეზერვები. საბანკო სისტემა, სადაზღვევო კომპანიები, საპენსიო და საინვესტიციო ფონდები ამ საშუალებების მობილიზებას და ინვესტირებას ახდენს სხვადასხვა მიმართულებით.
ლიბერალური იდეოლოგიის გავლენით, ინსტიტუტების და მოხმარების გლობალიზაციით ბოლო წლებში სწრაფად ვითარდება შრომის ბაზრების გლობალიზაცია.
განვითარებული ქვეყნები ჯერჯერობით კეთილგანწყობილნი არიან ყოფილი სოციალისტური ქვეყნებიდან „ტვინების გადაქაჩვის“ მიმართ. თუმცაღა, მიწოდების თანდათანობითმა ზრდამ შეიძლება მიგვიყვანოს ფასების დაცემამდე და კვალიფიციური სამუშაო ძალის შემცირებამდე. ამასთანავე, ინტერნეტის განვითარებასთან ერთად გაჩნდა ღარიბი ქვეყნების კვალიფიციური სამუშაო ძალის გამოყენების შესაძლებლობა სამეცნიერო კვლევებსა და საპროექტო სამუშაოებში კომპიუტერული ქსელის გამოყენებით, ქვეყნიდან გაუმგზავრებლად.
ტრანსპორტის სიიაფისა და ასევე, ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების გამო სამუშაო ძალამ შეიძინა მაღალი მობილურობა. ჩამოყალიბდა გლობალური შრომის ბაზრის კონტური. ამასთან, თანამედროვე პირობებში საჭიროა ცალ-ცალკე განვიხილოთ კვალიფიციური და არაკვალიფიციური შრომის ბაზრები.
მეცნიერება, როგორც შემოქმედებითი მოღვაწეობის სფერო, ყოველთვის გლობალური იყო. მეცნიერი საჭიროებს სამეცნიერო გარემოს და სხვა მეცნიერებთან მუშაობის გარეშე ეფექტიანად მუშაობა არ შეუძლია. ცოდნა შეიძლება დაიბადოს მხოლოდ ინფორმაციიდან და ცოდნიდან. ამიტომ მეცნიერს აუცილებლად სჭირდება საინფორმაციო გარემო და სამეცნიერო საზოგადოება, რომელსაც უნარი ექნება მიმართულება მისცეს, განიხილოს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეაფასოს მისი მიღწევები. საბოლოო ჯამში სამეცნიერო წრეში სახელის და გავლენის მოპოვებით მეცნიერი ზოგჯერ თავისი ქვეცნობიერის დონეზე ახერხებს მისი მძიმე და ჩვეულებრივ არცთუ მაღალანაზღაურებადი შრომის მოტივაციას.
თუმცა მხოლოდ XX საუკუნის მეორე ნახევარში გახდა მეცნიერება წარმოების ახალი ცოდნისა და ტექნოლოგიების დარგი. ამჟამად სამეცნიერო და ტექნოლოგიური ინოვაციები გახდა წარმოების ზრდის საფუძველი და კომპანიის კონკურენტუნარიანობის ძირითადი ელემენტი. სახელმწიფო და კორპორაციები იბრძვიან საუკეთესო ძალების მოსაზიდად. წამყვანი სახელმწიფოები საკმაოდ გულუხვად ახდენენ არა მარტო ტექნოლოგიური კვლევების ასიგნებას, არამედ ფუნდამენტური მეცნიერებისაც და, უბრალოდ, მეცნიერთა ურთიერთობასაც კი კონფერენციების, სიმპოზიუმების და ა.შ. სახით. ცნობილია, რომ ქვეყნის ეკონომიკის ზრდა მით უფრო წარმატებულია, რაც უფრო მეტ წილს ხარჯავს იგი მშპ- დან მეცნიერებაზე.
ამჟამად მეცნიერების ძირითად დარგებში ჩამოყალიბდა მძლავრი ცენტრები სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების, უნივერსიტეტების, სამეცნიერო ფონდების სახით. მსოფლიოში მეცნიერთა გადაადგილება გახდა თავისუფალი. ამჯერადაც ინტერნეტი ქმნის იდეალურ პირობებს მეცნიერთა შორის იდეებისა და ინოვაციების გასაძლიერებლად.
დღეს მეცნიერება და ინოვაცია ქმნის ერთიან გლობალურ კომპლექსს, რომელშიც ახალი მიღწევები და აღმოჩენები, მიუხედავად შეზღუდვებისა და აკრძალვებისა, საკმაოდ სწრაფად ხდება მსოფლი მეცნიერების კუთვნილება და საყოველთაო სამეცნიერო- ტექნიკური პროგრესის გაძლიერების ფაქტორი.
თანამედროვე ეტაპზე მეტად აქტუალური თემაა ეკოლოგიური გლობალიზაცია. ბუნებრივ გარემოს გააჩნია წონასწორობის შენარჩუნების საკმაოდ განსხვავებული მექანიზმები. თუმცა ბოლო წლების მძლავრი ანთროპოგენული ზემოქმედება იმდენად დიდია თავისი მასშტაბებით, რომ ბუნებრივ კომპენსატორული მექანიზმები არასაკმარისი აღმოჩნდება. კაცობრიობამ ან უნდა შეამციროს თავისი ნეგატიური ზემოქმედება ბუნებაზე, ან გააძლიეროს ბუნებრივ კომპენსატორული მექანიზმები ხელოვნურთა ხარჯზე.
ამგვარად, ჩვენს მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგად შეიძლება გამოვყოთ შემდეგი ძირითადი საკითხები:
1. ნებისმიერ რთულ სისტემას გააჩნია თვითრეგულაციის ანუ ჰომეოსტაზისის თვისება, ე.ი. ყოველ გარე ზემოქმედებაზე იგი გამოიმუშავებს მისთვის განსაზღვრულ საკომპენსაციო რეაქციას. სწორედ ეს თვისება აძლევს მას ერთიან სისტემად დარჩენის საშუალებას. ბაზარი თავისთავად წარმოადგენს ეკონომიკური ევოლუციის შედეგად შექმნილ ეკონომიკურ სისტემათა თვითრეგულაციის მექანიზმს.
2. გლობალიზაციის პროცესის ზეგავლენით XX საუკუნის 70-იან წლებში მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში მოხდა თავისებური ნახტომი და იგი ურთიერთმოქმედი ეროვნული ეკონომიკების ერთობლიობად, ერთიან პლანეტარულ ეკონომიკურ ორგანიზმად- მეგაეკონომიკად გადაიქცა.
3. მეგაეკონომიკის ერთიანობას უზრუნვეყოფს თვითრეგულირების ათი ძირითადი კონტური: გლობალური მასშტაბით მოქმედი იდეოლოგიის სფერო, ფორმალური და არაფორმალური ინსტიტუტები, საქონლის, ფინანსური და საინვესტიციო, სამუშაო ძალის, ინოვაციების ბაზრები, ეკოლოგიურ პრობლემათა სფერო და ტრანსეროვნული ეკონომიკა.
კითხვები ცოდნის შემოწმებისათვის
1. დაახასიათეთ რა განსხვავებაა XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დამდეგს არსებული ბაზარის და თანამედროვე ბაზრის განმარტებებს შორის;
2. დაახასიათეთ მეგაეკონომიკის წარმოშობის მიზეზები;
3. დაახასიათეთ გლობალიზაციის არსი;
4. დაახასიათეთ ინფორმატიზაცია, როგორც ფინანსური სფეროს გლობალიზაციის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი;
5. დაახასიათეთ გლობალიზაციაში საერთაშორისო ორგანიზაციების და ინსტიტუტების როლი.
![]() |
2.3 1.3. მსოფლიო მეურნეობის სუბიექტები და შრომის საერთაშორისო დანაწილება“ |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ძირითადი ზამბარა - ესაა ორი უდიდესი ინსტიტუტის ბრძოლა, რომელიც კაცობრიობას შეუქმნია: სახელმწიფოსა და ბაზრის, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ესაა იმ ძალთა ბრძოლა, რომლებიც ამ ინსტიტუტების უკან დგას, კონკრეტულ ადამიანთა და ჯგუფთა ბრძოლა, რომლებიც თავის მიზანს- ძალაუფლების გაფართოებას აღწევენ ან სახელმწიფოს, ან საბაზრო მექანიზმების, ძირითადად კი ფულზე ძალაუფლების საშუალებით.
მეგაეკონომიკაში თავად ფულის როლი არსებითად შეიცვალა. პოლიტეკონომიის კურსიდან ცნობილია, რომ ფული სამ ძირითად ფუნქციას ასრულებს: ღირებულების, გაცვლის და დაგროვების ფუნქციებს. კლასიკურ პოლიტეკონომიაში ფული მიზნის მიღწევას ემსახურება, მაგრამ თავად მიზანს არ წარმოადგენს. იგი გაცვლისათვის გამოიყენება და საცვლელი ღირებულება გააჩნია, მაგრამ საკუთარი ღირებულება არ გააჩნია. ფული სულ უფრო ხშირად წარმატების ერთადერთ საზომად გამოდის. იგი ძალაუფლების ძირითადი წყაროცაა და რამდენადაც ძალაუფლება თვითმიზანს წარმოადგენს, იმდენად თვითმიზანი და დამოუკიდებელი ფასეულობა ხდება ფული. ამგვარად, თანამედროვე მსოფლიომოწყობის დროს ფული ჭარბი ფასეულობა გახდა, ხოლო ფულისა და მოგებისათვის დევნა უზარმაზარი რაოდენობის ეკონომიკურად აქტიურ ადამიანთა ცხოვრების მიზნად იქცა. თუკი 10-20 წლის წინ იაპონიაში, კორეასა და სხვა ქვეყნებში პირად ურთიერთობებს მოგებასთან შედარებით უპირატესობა ენიჭებოდა, ხოლო სოციალიზმის ქვეყნებში ფული და მოგება საერთოდ მეორეხარისხოვან ფაქტორებად ითვლებოდა, ახლა, კომუნიზმის და 90-იანი წლების მსოფლიო ფინანსური კრახის შემდეგ, ფული და მოგება საყოველთაო თვითკმარ ფასეულობებად იქცა. თუკი ადრე საწარმოთა კერძო მფლობელები ხშირად არა მხოლოდ მოგების, არამედ სხვა მიზნებით ხელმძღვანელობდნენ, ამჟამად მსხვილი სააქციო კორპორაციების, მათი აქციონერების და მენეჯერების მიზანი მხოლოდ მოგებაა.
აქციონერები დივიდენდებით და კომპანიის საბაზრო ღირებულების ზრდით არიან დაინტერესებული, ხოლო ერთიც და მეორეც მოგებასთან პირდაპირ კავშირშია. ტრანსეროვნული კომპანიების მენეჯერების წარმატების ერთადერთი და მათი საქმიანობის უნივერსალური საზომი მოგება ხდება. ამიტომ დღეს ტრანსეროვნული კაპიტალი ბევრად მეტად, ვიდრე მისი ეროვნული წინამორბედები, თავისთავად ფულის სრულ ძალაუფლებას ასახავს და მისი განვითარების თვითმიზანია.
თვით ეროვნული სახელმწიფოებიც კი თავის ძალაუფლებას სულ უფრო უკავშირებენ არა მათთვის ტრადიციულ ძალისმიერ მეთოდებს, არამედ ფინანსურ სიძლიერეს.
ამგვარად, მეგაეკონომიკის წარმოშობასთან ერთად ძალაუფლებისათვის ბრძოლა ძირითადად ფინანსების სფეროში გადაინაცვლებს და ძირითად აქტიორებად, ე.ი. ბრძოლის მოქმედ პირებად ეროვნული სახელმწიფოები და ტრანსეროვნული კაპიტალი იქცევა.
სახელმწიფოები არსებითად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან თავისი ეკონომიკური და სამხედრო ძლიერებით, მსოფლიო ეკონომიკაში როლით, საგარეო პოლიტიკითა და ორგანიზაციების მოდელებით. ისინი თავიანთი საგარეო ეკონომიკური პოლიტიკით ცდილობენ მსოფლიო ბაზრებზე გავლენის მოხდენას.
მსოფლიო ბაზარი არასტაბილურობის მუდმივი წყაროა, ამიტომ სახელმწიფოები შიდა ბაზრებს უპირველეს ყოვლისა მისი მკვეთრი რხევებისგან იცავენ. თანამედროვე ეკონომიკას განვითარებული ქვეყნების კარგად რეგულირებად შიდა ბაზრებთან და თავისუფალ, არავის მიერ რეგულირებად და ამიტომ არასტაბილურ მსოფლიო ბაზართან აქვს საქმე.
რეგულირების რა ეკონომიკური მექანიზმები აქვს სახელმწიფოებს ხელში, როგორც მეგაეკონომიკის სუბიექტებს?
საგარეო ეკონომიკურ გარემოზე, საქონლის მსოფლიო ბაზრებსა და კაპიტალზე ზემოქმედებისათვის სახელმწიფოებს შემდეგი ძირითადი ინსტრუმენტები გააჩნია:
1) საიმპორტო და საექსპორტო ბაჟი. ამ ბაჟთა დონეების მიხედვით სახელმწიფოები იყოფა თავისუფალი ვაჭრობის პრინციპების და პროტექციონიზმის მიმდევრებად.
2) არასატარიფო საგარეო ეკონომიკური რეგულირების მეთოდები. ვინაიდან დღეს პროტექციონიზმის ზრდა საზოგადოების, გავლენიანი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, უპირველეს ყოვლისა კი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წინააღმდეგობას აწყდება, ბევრი ქვეყანა შიდა ბაზრის დაცვის სხვადასხვაგვარი მიჩქმალული ზომების გამოყენებაზე გადადის. მაგალითად, სანიტარული და ეკოლოგიური მოთხოვნები შემოტანილ პროდუქციაზე მკაცრდება, დგინდება ფარული კვოტები და ა.შ.
3)საგადასახადო პოლიტიკა. სხვადასხვა საგადასახადო ბაჟის დაწესების გზით სახელმწიფოს შეუძლია აქტიურად იმოქმედოს როგორც საქონლის ნაკადებზე ისე კაპიტალის გადაადგილებაზე.
4) სავალუტო კურსის პოლიტიკა. სახელმწიფოს ეროვნული ვალუტის კურსის რეგულირების რიგი ქმედითი ინსტრუმენტები გააჩნია. მათ ხელში, უფრო სწორად კი, ცენტრალური ბანკების, რომლებიც ხშირად ინარჩუნებენ შედარებით დამოუკიდებლობას, ისეთი მძლავრი ინსტრუმენტი აქვთ, როგორიცაა სავალუტო ემისია.
5) სავალუტო რეგულირება. სავალუტო რეგულირება თავისთავად წესების და საბაჟო რეჟიმების ნაკრებს წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც კაპიტალი შეიძლება შემოვიდეს და ქვეყნიდან გავიდეს როგორც ფულადი ფორმით, ისე სხვა აქტივების ფორმით. კაპიტალის გაპარვა უმრავლესი განვითარებადი ქვეყნის უბედურებას წარმოადგენს და მათ ამ გაპარვის შესამცირებლად უამრავი საშუალება მოიგონეს, თუმცა მათ შორის საკმარისად ეფექტიანი მაინც ვერ იპოვეს.
6) რეფინანსირების განაკვეთები, სასესხო პროცენტი ან სააღრიცხვო განაკვეთი. კაპიტალების ბაზრებზე საკმაოდ ქმედითად შეუძლია სახელმწიფოს გავლენის მოხდენა, ასწევს ან დასწევს განაკვეთებს, გასცემს კრედიტებს ან იღებს სესხს.
სახელმწიფო ყველა ზემოთ დასახელებულ ზომებს კომპლექსურად უნდა იყენებდეს, ვინაიდან ისინი ურთიერთდაკავშირებულია და შეუძლია ერთმანეთის მოქმედება გააძლიეროს ან შეასუსტოს.
დამოუკიდებელი ტრანსეროვნული კაპიტალის და მეგაეკონომიკის წარმოშობისა და განვითარების დროს შესამჩნევი გახდა ერთი საინტერესო, პარადოქსული ტენდენცია. ქვეყანათა ეკონომიკური ბლოკების გაერთიანებისკენ თითქმის საყოველთაო სწრაფვის დროს აღმოჩნდა, რომ მეგაეკონომიკაში, სადაც მსხვილ სახელმწიფოთა ძალისმიერი შესაძლებლობები ტრანსეროვნული კაპიტალით და საერთაშორისო ორგანიზაციების მფარველობით წონასწორდება, პატარა ქვეყნებს თავი ეკონომიკურად შესანიშნავად შეუძლიათ იგრძნონ. წარმოების მასშტაბების ეფექტი ერთი ქვეყნის ჩარჩოებში ტრანსეროვნული წარმოების შესაძლებლობებით ამჟამად იოლად კომპენსირდება, ხოლო ტრანსეროვნული ინტეგრაცია სავსებით ცვლის შიდა ეროვნულს.
ტრანსეროვნული კაპიტალი მეგაეკონომიკის წარმოშობის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. დღესდღეობით ძირითადად უკვე ჩამოყალიბდა საკმაოდ თავისებური მსოფლიო მოწყობის სისტემა, რომლის დროსაც ტრანსეროვნული კორპორაციები მსოფლიო სამრეწველო წარმოების დაახლოებით ნახევარს აკონტროლებენ.
მსხვილი ტრანსნაციონალების ეკონომიკური სიმძლავრე საშუალო სახელმწიფოების მთლიან შიდა პროდუქტს ედრება, და ისინი თავის ნებას ბევრ ქვეყანას კარნახობენ. თავისი ტრანსეროვნული საქმიანობის განხორციელებით ისინი მართლაც საერთაშორისო წარმოების ჩამოსაყალიბებლად ეკონომიკურ წინამძღვრებს ქმნიან ერთიანი საბაზრო და საინფორმაციო სივრცით, კაპიტალის, სამუშაო ძალის, სამეცნიერო-ტექნიკური, საკონსულტაციო და სხვა მომსახურების საერთაშორისო ბაზრით.
დღესდღეობით ტრანსეროვნული კაპიტალი პრაქტიკულად მეურვეობისგან განთავისუფლდა და ეროვნულ სახელმწიფოთა იურისდიქციიდან გამოვიდა. იგი მსოფლიოში ყველაზე უფრო შემოსავლიანი ბაზრების ძიებაში თავისუფლად გადაადგილდება.
თუკი მკაცრი ფინანსური კონტროლის პირობებში სახელმწიფოს ეროვნული სავალუტო ბაზრის რეგულირება შეეძლო, ფინანსური ბაზრების ლიბერალიზაციის და სავალუტო კონტროლის შერბილების პირობებში ტრანსეროვნულ კაპიტალს შესაძლებლობა მიეცა სურვილის შემთხვევაში პრაქტიკულად ნებისმიერი სახელმწიფოს ფინანსური ბაზრები დაანგრიოს.
ამჟამად ტრანსეროვნული კაპიტალების ერთობლივი სავალუტო რეზერვები რამდენჯერმე მეტია, ვიდრე ცენტრალური ბანკის რეზერვები ერთად აღებული. მეგაპოლისებთან ტრანსეროვნული კავშირების შექმნა, რომლებშიც კორპორაციის „ბირთვი“ განთავსდება, თავისთავად მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ახალ ტენდენციას წარმოადგენს.
მეგაეკონომიკის მნიშვნელოვან მონაწილეს და ტრანსეროვნული კაპიტალის უცვლელ მოკავშირეს ოფშორები წარმოადგენს. პრაქტიკულად ნებისმიერი ტრანსეროვნული ფინანსური სქემა ოფშორზე გადის. ახლა მსოფლიოში 100-ზე მეტი ოფშორული ზონა არსებობს, რომელთა შორის უმსხვილესს პანამა წარმოადგენს (რეგისტრირებულია 337 ათასი ოფშორული კომპანია), ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები (208 ათასი კომპანია) და ირლენდია (150 ათასი კომპანია). ოფშორები ტრანსეროვნულ კაპიტალს საშუალებას აძლევენ თავი აარიდონ დაბეგვრას, როგორც საბაზო ქვეყანაში, ისე მიმღებ სახელმწიფოში.
ისინი ტრანსეროვნული კაპიტალების შიდაკორპორაციულ ანგარიშებში უმნიშვნელოვანეს რგოლს წარმოადგენენ, რომელთაც შიდა, არასაბაზრო, ტრანსფერტული ფასების მანიპულირებით მოგების დიდი ნაწილი იმ ოფშორებში გადააქვს, სადაც ამ მოგებაზე გადასახადები მინიმალურია. გამომდინარე აქედან შეიძლება დავასკვნათ ასეთი, რამ: მეგაეკონომიკის ძირითად მოთამაშეებს სახელმწიფოები, ტრანსეროვნული კაპიტალი, საერთაშორისო ორგანიზაციები, რეგიონული ორგანიზაციები და ბლოკები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მეგაპოლისები და მსხვილი ინდივიდუალური მეწარმეები წარმოადგენენ; სახელმწიფო თავისი ეკონომიკური მიზნების მისაღწევად იყენებს ბაჟს, არასატარიფო რეგულირების მეთოდებს, გადასახადებს, სავალუტო კურსის პოლიტიკას, სავალუტო რეგულირებას, კრედიტების ბაზრის რეგულირების ზომებს და ა.შ.;
ტრანსეროვნული კაპიტალი ეკონომიკური ძალით სახელმწიფოების თანასწორი გახდა. დღეს ეროვნული სახელმწიფოების ხელთ არსებული ფინანსური რესურსები ტრანსეროვნული კაპიტალის რეგულირებისა და თავისუფალი გადაადგილების შესაჩერებლად არასაკმარისია, და ცალკეული ქვეყნების ეკონომიკებისათვის შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს.
მეგაეკონომიკის ცენტრი განვითარებული ქვეყნები და მეგაპოლისებია, სადაც ტრანსეროვნული კაპიტალის ბაზირება ხდება, ხოლო პერიფერია - დანარჩენი მსოფლიო. ცენტრში თავმოყრილია კაცობრიობის ძირითადი ინტელექტუალური, საინფორმაციო და ფინანსური რესურსები, ხოლო პერიფერიული ქვეყნები ძირითადად სპეციალიზდება სტანდარტული საქონლის მასობრივ წარმოებაზე, მოპოვებასა და სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავებაზე.
მეგაეკონომიკის მეგაპოლისებსა და ცენტრის ქვეყნებში 1 მილიარდი მოსახლეობა ცხოვრობს, თანაც არც თუ ისე ცუდად. მასში შედის ა.შ.შ-ტები, დასავლეთ ევროპის ქვეყნები, იაპონია და ზოგიერთი სხვა განვითარებული ქვეყანა. ეს სახელმწიფოები ძირითადად ჩრდილოეთითაა განლაგებული, ამიტომ ცენტრისა და პერიფერიის ურთიერთობის პრობლემას ხშირად „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ პრობლემას უწოდებენ. თანამედროვე მსოფლიო მოწყობა ამ სუბიექტებს საშუალებას აძლევს მოიხმაროს მსოფლიოს ბუნებრივი რესურსების 80%, აწარმოოს ეკოლოგიურად საშიში ნარჩენების 80%-ზე მეტი და იცხოვროს უდარდელად. ერთი შეხედვით ამგვარი მოწყობა უსამართლოა, თუმცა იგი ევოლუციის პროცესში გამომუშავდა და მომხდარი ფუნქციების განაწილებაც კანონზომიერია. სიღარიბე და სპეციალიზაცია დაბალკვალიფიციურ და იაფ სამუშაოებზე პერიფერიის ქვეყნებს აიძულებს რესურსების კონცენტრირება მეცნიერების და ახალი ტექნოლოგიების განვითარებისათვის ცენტრში მოახდინოს.
ნიჭიერი, წინდახედული ადამიანები და მეცნიერები მთელი მსოფლიოდან მიდიან მეგაეკონომიკის მეგაპოლისებსა და ცენტრის ქვეყნებში, სადაც ისინი შესაძლებლობებს პოულობენ შემოქმედებითი შრომისა და ღირსეული ცხოვრებისათვის. ალბათ ევოლუციით ნაპოვნი მსოფლიომოწყობა რაციონალურია კაცობრიობის შეზღუდული რესურსების გამოყენების თვალსაზრისით, ტექნოლოგიური პროგრესისა და ეკონომიკური ზრდისათვის, თუმცა იგი სასტიკია სუსტების მიმართ.
საჭიროა კი პერიფერიის ქვეყნებისათვის მსოფლიოს გარდაქმნა, თუკი ყველაფერი ასე რაციონალურია? რა თქმა უნდა, დიახ! ევოლუცია ხომ ცალკეულ, კონკრეტულ ადამიანთა და მათ ჯგუფთა ნების ზეგავლენით ყალიბდება. თუკი დღეს პერიფერიული ქვეყნები თავისთავში იპოვიან ძალას და ნებისყოფას არსებული მეგაეკონომიკის მოწყობა თავის სასარგებლოდ შეცვალონ, მაშინ ისინი ევოლუციურ ბრძოლაში გამარჯვებას და თავად ევოლუციის მსვლელობის შეცვლას შეძლებენ. მათი ნების გავლენით მეგაეკონომიკა ახალ წონასწორობაში მოვა და სხვა მსოფლიომოწყობა შეიქმნება, რომელიც უკვე პასუხობს შეცვლილ ძალთა თანაფარდობას. მაგრამ თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ არსებული მსოფლიომოწყობა ჯერჯერობით ოპტიმალურია. ოპტიმალურობის შემოწმება შეიძლება მხოლოდ მსოფლიოს გადაწყობისათვის ბრძოლაში, რომელიც ევოლუციური პროცესის უმნიშვნელოვანეს შემადგენელს წარმოადგენს.
დიდი სამრეწველო რევოლუციის დროიდან ერის სიმდიდრის ჩამოყალიბების საქმისათვის ბრძოლაში ბაზარი რეალური დამხმარე ხდება. პირველ ხანებში ევროპის განვითარებული ქვეყნები იყენებდნენ რა სამხედრო უპირატესობას, თავის „პარტნიორებს“ თავს ახვევდნენ საკუთარი, თავიანთთვის ხელსაყრელ სავაჭრო ურთიერთობებს. მას შემდეგ დაიწყო ფასების დისპარიტეტის ჩამოყალიბება - ერთი ხალხების გამდიდრების და მეორეთა გაღარიბების ძირითადი პირობა - ერთი მხრივ, სოფლის მეურნეობის პროდუქციასა და ნედლეულს და მეორე მხრივ, სამრეწველო წარმოების პროდუქციას შორის. მაშინ ბაზარმა ვაჭრობის დისპარიტეტის უზრუნველყოფა დაიწყო სამხედრო-პოლიტიკური ზომებითა და მისთვის დამახასიათებელი საინფორმაციო მეთოდებით.
ამგვარად, რიგ ქვეყნებში მომსახურების, ახალი ტექნოლოგიების და საქონელთა უახლესი ნიმუშების წარმოების კონცენტრაცია მიმდინარეობს, რომელთა მიწოდებაც სუპერმაღალი ფასებით ხდება. ამასთან, დასავლური ტიპის საზოგადოების არსებობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბაზარზე სულ ახალ-ახალი საქონლის გატანა, ვინაიდან ასეთი საქონლის წარმოება სხვადასხვაგვარ მომსახურებასთან ერთად განვითარებული ქვეყნების სპეციალიზაცია გახდა. საქონლის წარმოება, რომელიც ტრადიციული და მასობრივი ხდება, ტრანსეროვნული კორპორაციების არხებით გადადის იაფი მუშახელის მქონე ქვეყნებში.
ახალი საქონლისათვის საჭიროა გასაღების ბაზრების მუდმივად უზრუნველყოფა, ხოლო ამისათვის კი აუცილებელია ადამიანთა ცხოვრების და აზროვნების სტილის შეცვლა, რომელიც გონიერ ადამიანს ეკონომიკურ ადამიანად გადააქცევდა, სულ ახალ-ახალი საქონლის მოხმარებაზე რომ იქნებოდა გადასული. ამ შემთხვევაში, ზემოაღნიშნულის წარმატებით განხორციელებაში მოდა და რეკლამა გვეხმარება. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ მსოფლიოში ყოველწლიურად რეკლამაზე დაახლოებით 1 ტრილიონი დოლარი იხარჯება და როგორც ჩანს, არც ისე ტყუილ- უბრალოდ.
ხელსაყრელი ფასებისათვის საკმარისი არაა მხოლოდ ფასები ავწიოთ საკუთარ საქონელზე, საჭიროა კიდევ შედარებით გავაუფასუროთ სხვათა ფასები. ამ წესის თანახმად, ყოველგვარი საშუალებებით ამცირებენ ფასებს განვითარებული ქვეყნების საქონელზე, როგორიცაა: სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, ნედლეული, ენერგორესურსები და სამუშაო ძალა.
ამგვარად, თანამედროვე მსოფლიომოწყობის ერთ- ერთ საფუძველს წარმოადგენს მაღალი ფასები მეცნიერებატევად საქონელზე და დაბალი - ნედლეულსა და სტანდარტულ, მასობრივ საქონელზე, რომლებიც ძირითადად განვითარებად ქვეყნებში იწარმოება. ფასების ეს დისპარიტეტი მაღალგანვითარებული ქვეყნების ეკონომიკური შესაძლებლობების სტაბილურობისა და მდგრადობის ერთ- ერთი შემადგენელი ნაწილია. თუმცაღა განვითარებულ ქვეყნებშიცაა სოფლის მეურნეობის წარმოება და კვლავ რჩება ტრადიციული საქონლის წარმოებაც. სოციალური სტაბილურობის შესანარჩუნებლად და ამასთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო და სხვა ტრადიციულ საქონელზე საკმაოდ დაბალი ფასების მხარდასაჭერად საჭიროა ამ საქონლის საკუთარი მწარმოებლების გულუხვი სუბსიდირება. მათი პროდუქცია, რომელიც პრაქტიკულად სანახევროდ სახელმწიფოს მიერაა გადახდილი სხვადასხვა დოტაციითა და სუბსიდიით, შემდგომში ეფექტიანად გამოიყენება მსოფლიო ბაზარზე კონტროლის განსახორციელებლად.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რომლებიც ტრანსნაციონალური კომპანიების მიერ შთანთქმის მრავალი ფორმით ხორციელდება, მეგაეკონომიკის მოწყობაში თავისთავად კიდევ ერთ მექანიზმს წარმოადგენს. განვითარებად ქვეყნებში საწარმოო პროცესის ნაწილის გატანით ტრანსეროვნული კომპანიები ადგილობრივ პირობებს, რესურსებსა და იაფ მუშახელს იყენებენ ძირითადად მასობრივი მოხმარების საქონლის საწარმოებლად, მათ შორის განვითარებული ქვეყნებისთვისაც, ტრანსეროვნული კომპანიების ბაზირების ქვეყნების ჩათვლით. ბევრი განვითარებადი ქვეყნისათვის, ტრანსეროვნული კორპორაციები, წარმოების ახალ ტექნოლოგიებზე გადასვლის ერთ-ერთ საშუალებად რჩება და ისინი ამას მადლიერებით იღებენ.
თავისი დარგების თანამედროვე ტექნოლოგიური გადაიარაღებისა და დროდადრო ბიუჯეტში წარმოქმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად განვითარებად ქვეყნებს მუდმივად უხდება ფულის სესხება. ფასების პარიტეტის და ფინანსური და ინტელექტუალური ტუმბოების შედეგად, თითქმის ყველა განვითარებადი ქვეყანა, მიუხედავად უზარმაზარი პროცენტების რეგულარული გადახდისა, ხდება განვითარებული ქვეყნების და საერთაშორისო სავალუტო ინსტიტუტების მუდმივი მოვალე. ამჟამად მათი ვალები დაახლოებით 2 ტრილიონ დოლარადაა შეფასებული, ხოლო პროცენტები მათზე ისეთია, რომ ვალი გამუდმებით იზრდება. ამიტომ, პროცენტების დასაფარავად განვითარებად ქვეყნებს კვლავ ფულის სესხება უხდებათ.
მაშასადამე, განვითარებული ქვეყნები თავისი ტრანსნაციონალური კომპანიების მეშვეობით პირდაპირ ინვესტიციებს ახორციელებენ განვითარებად ქვეყნებში. რა თქმა უნდა, არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი პირდაპირი ინვესტიციები განვითარებად ქვეყნებს შორისაც, მაგრამ ისინი ძირითადად ერთმანეთის კომპენსირებას ახდენს. განვითარებული ქვეყნები სხვაგან იმავე რაოდენობის ინვესტირებას ახდენენ, რამდენსაც ღებულობენ. იმავდროულად ისინი ძვირადღირებული მეცნიერებატევადი საქონლის, მომსახურების და ტექნოლოგიების ექსპორტირებასაც ახდენენ.
განვითარებად ქვეყნებში, ისევე როგორც ტრანსეროვნული კომპანიების შვილობილ-საწარმოებში და დამოუკიდებელ კომპანიებში, მასობრივი მოთხოვნის საქონელი იწარმოება, რომლებიც შედარებით დაბალკვალიფიციურ შრომასა და იაფ სამუშაო ძალას საჭიროებს. ამასთან, მათი ექსპორტის საგანი სოფლის მეურნეობის პროდუქცია და ნედლეულია. პრაქტიკულად ყველა მზარდი ეკონომიკა ორიენტირებას ექსპორტზე ახდენს და უპირველეს ყოვლისა - მსოფლიოში ყველაზე ტევად ამერიკულ ბაზარზე. შეიძლება იმის დასაბუთება, რომ ამერიკული ბაზრის თუნდაც რომელიმე სეგმენტის დაპყრობა იქნებოდა ყველა ახალი განვითარებადი ქვეყნის ჩამოყალიბების დაწყების აუცილებელი პირობა, დაწყებული 60-იანი წლების იაპონიიდან, დამთავრებული ახლანდელი ჩინეთით.
თავისი მასობრივი საქონლის განვითარებული ქვეყნების ტექნოლოგიასა და მეცნიერებატევად საქონელზე გაცვლის შედეგად განვითარებად ქვეყნებს ჩვეულებრივ განსაზღვრული, ზოგჯერ კი საკმაოდ მნიშვნელოვანი სავაჭრო ბალანსის დადებითი სალდო გააჩნია. ე.ი. ისინი ყიდიან მეტი თანხით, ვიდრე ყიდულობენ. ამ გზით დაგროვილი ფული ორი ძირითადი არხით გაედინება: პირველ რიგში, ვალებზე პროცენტების გადასახდელად და მეორე, განვითარებული ქვეყნების იმავე ტრანსეროვნული კომპანიების აქციების ყიდვაზე. ამგვარად, საქონლის გატანისგან მიღებულ ფულს განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობა და საწარმოები კვლავ იმავე ტრანსეროვნული კომპანიების აქციებში დებენ, რომლებიც ამ ფულით განვითარებადი ქვეყნების ახალ საწარმოებს ყიდულობენ. უმსხვილესი კორპორაციების აქციები იზრდება, იზიდავენ ახალ პორტფელურ ინვესტიციებს, მათ შორის განვითარებადი ქვეყნებიდან.
თანამედროვე მეგაეკონომიკის მოწყობა იმდენად რაციონალური და იმავედროულად მომგებიანია განვითარებული ქვეყნებისათვის, რომ ბევრს, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნების პოლიტიკოსებს, მისი ხასიათი ხელქმნილი ეჩვენება. აქედან წარმოიშობა ჰიპოტეზები რაღაც ყოვლისშემძლე ჯგუფის არსებობაზე, რომელმაც ყველაფერი ასე გონივრულად და თავისთვის ხელსაყრელად მოიწყო. სინამდვილეში მეგაეკონომიკის თანამედროვე მოწყობა იმავე ევოლუციური ძალებისა და ობიექტური ეკონომიკური კანონების შედეგია, რომლის მიხედვითაც ვითარდება ცოცხალი და არა ცოცხალი ბუნება. მიმდინარეობს დაუნდობელი ბრძოლა ძალაუფლებისათვის ადამიანებს, საწარმოებს და ხალხებს შორის - ეს ამოძრავებს მსოფლიოს, ქმნის და სრულყოფს მსოფლიომოწყობას. აქედანაა ამ მოწყობის სილამაზე და რაციონალურობა. ამგვარად:
1) ეკონომიკური ევოლუციის შედეგად ჩამოყალიბებულმა მსოფლიომოწყობამ თანამედროვე მსოფლიო მკვეთრად გაყო მდიდარ ცენტრად და ღარიბ პერიფერიად. ცენტრი აწარმოებს ძვირფას, მეცნიერებატევად საქონელს, ახალ ტექნოლოგიებს, მომსახურებას და ცვლის მათ იაფ, მასობრივ და სანედლეულო საქონელზე, რომელთაც პერიფერიული ქვეყნები აწარმოებენ.
2) გარდა ამისა, მდიდარი განვითარებული ქვეყნები მთელი მსოფლიოდან იზიდავენ საუკეთესო ინტელექტუალურ რესურსებს და განვითარებადი ქვეყნებიდან იღებენ უზარმაზარ თანხებს პროცენტების სახით მიცემული კრედიტებისათვის.
კითხვები ცოდნის შემოწმებისათვის
1. დაახასათეთ რეგულირების რა ეკონომიკური მექანიზმები აქვთ ხელში სახელმწიფოებს, როგორც მეგაეკონომიკის სუბიექტებს;
2. დაახასიათეთ ტრანსეროვნული კაპიტალი, როგორც ეროვნულ სახელმწიფოთა იურისდიქციიდან გამოსული კაპიტალი;
3. დაახასიათეთ რეკლამის მნიშვნელობა ფასების რეგულირებაზე;
4. დაახასიათეთ რა როლს ასრულებენ სახელმწიფო სუბსიდიები და დოტაციები მსოფლიო ბაზარზე კონტროლის დაწესების მიზნით სახელმწიფოს მიერ;
5. დაახასიათეთ ინვესტიციების როლი განვითარებადი და განვითარებული ქვეყნებისათვის;
6. დაახასათეთ მეგაეკონომიკის თანამედროვე მოწყობა, რომელ ევოლუციურ ძალებსა და ობიექტურ ეკონომიკურ ძალებზეა დამოკიდებული.
![]() |
3 თავი II. ტრანსნაციონალიზაცია, ეკონომიკური ინფორმატიზაცია და ინფორმატიზაციის განვითარების წამყვანი ტენდენციები. |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.1 2. 1. „ტრანსნაციონალიზაცია როგორც მსოფლიო მეურნეობის განვითარების წამყვანი ტენდენცია“ |
▲ზევით დაბრუნება |
ტრანსნაციონალიზაცია უდავოდ წარმოადგენს თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთ წამყვან ტენდენციას. ეკონომიკურად იგი განპირობებულია კაპიტალის გადადინების შესაძლებლობითა და აუცილებლობით იმ ქვეყნებიდან, სადაც მისი შედარებით ჭარბი ოდენობაა, ქვეყნებში, სადაც მისი დეფიციტია, სამაგიეროდ ჭარბადაა წარმოების სხვა ფაქტორები (შრომა, მიწა, სასარგებლო წიაღისეული), რომლებიც არ შეიძლება იყოს გამოყენებული რაციონალურად კვლავწარმოებით პროცესებში კაპიტალის უკმარისობის გამო. ამგვარად, ობიექტურად ტრანსნაციონალიზაციას მივყავართ მსოფლიო კვლავწარმოებითი პროცესების რაციონალიზაციასთან და ეკონომიკური პირობების გათანაბრებასთან სხვადასხვა ქვეყანაში.
ტრანსნაციონალიზაცია, უპირველეს ყოვლისა, კაპიტალის მოძრაობაა ორ ან რამდენიმე ქვეყანას შორის, ამიტომ საკვანძო ტერმინი ამ პრობლემაში ინვესტიციებია. ზოგადად რომ ვთქვათ, ინვესტიციები კაპიტალის დაბანდებაა ეკონომიკის სხვადასხვა დარგის ორგანიზაციებსა და წარმოებებში. იგი იყოფა მოკლევადიან (კაპიტალის დაბანდება ერთ წლამდე ვადით), საშუალო და გრძელვადიან (ერთ წელზე მეტი ვადით დაბანდება) ინვესტიციებად.
დაბანდების მიმართულების მხრივ განანსხვავებენ ინვესტიციებს:
1) ფიზიკურ კაპიტალში, კერძოდ, მოწყობილობების, მანქანების, შენობებისა და ინფრასტრუქტურის სახით;
2) ფიქტიურ კაპიტალში, რომელიც გამოხატულია ფასიან ქაღალდებსა და არამატერიალურ აქტივებში (სავაჭრო მარკა, პატენტები, ლიცენზიები და ა.შ.;
3) ადამიანურ კაპიტალში (საწარმოს თანამშრომელთა მომზადება, პერსონალის განვითარება, თანამშრომელთა ცხოვრების ხარისხის ამაღლება);
4) ტექნოლოგიური კაპიტალი, სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო დაფინანსების ფორმით.
ინვესტიციები შეიძლება განახორციელონ როგორც ეროვნულმა ოპერატორებმა, რომელთაც შეიძლება ეწოდოს რეზიდენტები, ასევე უცხოელებმა (არარეზიდენტებმა). კერძოდ, თვით წარმოება ახდენს საამორტიზაციო გადარიცხვებს და დებს საკუთარ საშუალებებს განვითარებაში, ე.ი. ახორციელებს თვითინვესტიციებს.
კაპიტალის საერთაშორისო მოძრაობაში განანსხვავებენ ოფიციალურ (სახელმწიფო) და კერძო ინვესტიციებს. უცხოური ინვესტიციები შეიძლება იყოს პირდაპირი და პორტფელური. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ერთი ქვეყნის საწარმოს საშუალებების დაბანდებაა სხვა ქვეყნის საწარმოში მასზე განსაზღვრული ხარისხის გრძელვადიანი გავლენის მოპოვების მიზნით. პირდაპირ უცხოურ ინვესტიციაში ყოველთვის მონაწილეობს ქვეყანა დონორი, რომლის რეზიდენტი ახდენს ინვესტირებას და ქვეყანა-რეციპიენტი ანუ მიმღები ქვეყანა, რომლის წარმოებაში იდება საშუალებები. პირდაპირ უცხოური ინვესტიციის განმასხვავებელი თვისებაა, უცხოური იურიდიული პირის მიერ საწარმოს მართვის ეფექტიანი კონტროლის განხორციელების შესაძლებლობა.
პირდაპირისგან განსხვავებით, პორტფელური ინვესტიციები კაპიტალის დაბანდებაა ფასიან ქაღალდებში, რომელიც არ აძლევს ინვესტორს რეალურ საშუალებას გააკონტროლოს ინვესტირების ობიექტი. პორტფელური ინვესტიციები ხშირად მოკლევადიანია, ხოლო პირდაპირი ყოველთვის გრძელვადიანი ინვესტიციებია.
უცხოური კაპიტალით შეიძლება საწარმოები შეიქმნას შემდეგი ფორმებით:
- ფილიალი-საწარმო, რომელიც მთლიანად ეკუთვნის ინვესტორ-არარეზიდენტს;
- ქალიშვილი კომპანია, რომელშიც არარეზიდენტი ფლობს 50%-ზე მეტ კაპიტალს;
- ასოცირებული კომპანია, რომელშიც ინვესტორი ფლობს 10-დან 50%-მდე კაპიტალს.
საერთაშორისო კორპორაცია მსხვილი კომპანიის ორგანიზაციის ფორმაა, რომელიც ახორციელებს პირდაპირ ინვესტიციებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. გამოყოფენ ორი სახის საერთაშორისო კორპორაციებს:
ტრანსეროვნული კორპორაცია - სათაო კომპანია ეკუთვნის ერთ ქვეყანას, ხოლო პირდაპირი ინვესტიციები ხორციელდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. 2. მრავალეროვნული კორპორაცია - სათაო კომპანია ეკუთვნის ორი ან მეტი ქვეყნის კაპიტალს, ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები აგრეთვე მთელ მსოფლიოში ხორციელდება.
თანამედროვე საერთაშორისო კორპორაციების დიდ უმეტესობას გააჩნია ტრანსეროვნული კორპორაციის ფორმა, ამიტომ ტრანსნაციონალიზაციას უკავშირებენ ძირითადად სწორედ ამ ფორმას.
ტრანსეროვნული კორპორაციები დღეს წარმოდგენილია დაახლოებით 60 ათასი ძირითადი (დედა) კომპანიით, მათი 500 ათასზე მეტი საზღვარგარეთული ფილიალით და დამოუკიდებელი კომპანიებით მთელ მსოფლიოში. ტრანსეროვნული კორპორაციები სულ უფრო დიდ გავლენას ახდენენ საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა სისტემაზე და მსოფლიო ეკონომიკაზე მთლიანობაში. ისინი აკონტროლებენ მსოფლიო სამრეწველო წარმოების თითქმის ნახევარს; საგარეო ვაჭრობის 63%-ს; აგრეთვე, ახალ ტექნიკაზე, ტექნოლოგიასა და ნოუ-ჰაუზე პატენტების და ლიცენზიების დაახლოებით 4/5-ს.
ტრანსეროვნული კორპორაციების ხელშია ხორბლის, ყავის, სიმინდის, ხე-ტყის მასალების, თამბაქოს, ჯუთის და რკინის მადანის მსოფლიო ბაზრის 90%, სპილენძის და ბოქსიტების ბაზრის - 85%, ჩაის და ყავის - 80%, 75% ბანანების, ნატურალური კაუჩუკის, ნავთობის ნედლეულის ბაზრის. ამერიკული ექსპორტის ნახევარს ახორციელებენ ამერიკული და უცხოური ტრანსეროვნული კორპორაციები. დიდ ბრიტანეთში ეს წილი აღწევს 80%-ს, სინგაპურში - 90%-ს. გადასახადთა დიდი ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია ახალი ტექნოლოგიების ტრანსპერტთან, ხორციელდება ტრანსეროვნული კორპორაციების შიგნით.
ყველა პირდაპირი უცხოური ინვესტიციის დაახლოებით ნახევარი ხორციელდება შერწყმისა და შთანთქმის მეშვეობით, უპირატესად განვითარებული ქვეყნების ფირმებს შორის. საინტერესოა, რომ ა.შ.შ. ბოლო წლებში სულ პირველ ადგილზეა მოზიდული უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოცულობის მიხედვით.
აზიური ქვეყნები „იპყრობენ“ ყველა განვითარებად ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის დაახლოებით 2/3-ს. იმავდროულად აფრიკული ქვეყნების უმრავლესობა, მიუხედავად მათი მდიდარი ბუნებრივი რესურსებისა, თითქმის არ იზიდავს უცხოურ კაპიტალს.
არსებობს საკმაოდ მკაფიოდ გამოხატული ტენდენცია-რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, მით მეტად ახორციელებს არა მარტო პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, არამედ იღებს კიდეც მათ. ეს ტენდენცია უშუალოდ გამოხატულია ისეთ მაჩვენებელში, როგორიცაა საზღვარგარეთ მოცემული ქვეყნის დაგროვილი პირდაპირი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის შეფარდება იმავე ქვეყანაში უცხოურ ინვესტიციებთან.
ტრანსეროვნული კორპორაციების განვითარება უშუალო გავლენას ახდენს მსოფლიო ეკონომიკის ზრდაზე. შეიძლება გამოვყოთ მსოფლიო ეკონომიკაზე ტრანსეროვნული კორპორაციების გავლენის რამდენიმე ძირითადი მიმართულება:
1. ტრანსეროვნული კორპორაციები ბევრად განსაზღვრავენ საქონლისა და მომსახურების მსოფლიო ბაზრის დინამიკასა და სტრუქტურას, კონკურენტუნარიანობის დონეს.
2. ტრანსეროვნული კორპორაციები აკონტროლებენ კაპიტალის საერთაშორისო მოძრაობასა და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. ისინი ძირითადი ინვესტორები არიან განვითარებად ქვეყნებში და აქტიურად ახდენენ გავლენას მათ ეკონომიკურ განვითარებაზე, იმავდროულად გააჩნიათ გავლენის ფართო სფეროები განვითარებულ ქვეყნებში. ეს საშუალებას იძლევა ვისაუბროთ იმაზე, რომ თანამედროვე ტრანსეროვნულ კორპორაციებს უნარი შესწევთ გავლენა მოახდინონ რეგიონების ეკონომიკური განვითარების დონეზე.
3. ტრანსეროვნული კორპორაციები დიდ როლს თამაშობენ ტექნოლოგიების და ცოდნის გადაცემაში, ამავდროულად ისინი მათ კონცენტრირებას უკეთებენ საკუთარ სამეცნიერო ცენტრებშიც. ტრანსეროვნული კორპორაციების საწარმოო და ფინანსური შესაძლებლობების წყალობით ისინი თავიანთ ხელში აქცევენ ყველაზე მეცნიერებატევად საწარმოებს. ტრანსეროვნული კორპორაციები ამუშავებენ უახლესი სახეობის პროდუქციას ყველაზე კარგი სამომხმარებლო თვისებებით, რითაც წარმოების ტექნოლოგიური განვითარების პროცესს უწყობენ ხელს.
4. ტრანსეროვნული კორპორაციები საერთაშორისო შრომითი მიგრაციის სტიმულატორები არიან. ისინი ხელს უწყობენ პროფესიული ცოდნის გავრცელებას, გამოცდილების გაცვლის პროცესს სხვადასხვა ქვეყნის თანამშრომლებს შორის. ამით კი შრომის საერთაშორისო ბაზარი იქმნება, რომლისთვისაც დამახასიათებელია ქვეყნიდან პერსონალის პროფესიული მომზადების კონვერგენციის პროცესები.
ამგვარად, ტრანსეროვნული კორპორაციები რამდენიმე საკვანძო პროცესის მამოძრავებელი ძალაა თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკაში. ისინი დადებით გავლენას ახდენენ სხვადასხვა ქვეყნის და რეგიონის ეკონომიკაზე, აგრეთვე ხელს უწყობენ საწარმოო, სამეცნიერო და ტექნოლოგიურ კავშირებს სხვადასხვა ქვეყნის და რეგიონის საწარმოებს შორის. ისინი თამაშობენ განმსაზღვრელ როლს საერთაშორისო კონკურენციის პროცეში, ამასთან, თანამშრომლობენ და მეტოქეობას უწევენ მცირე და საშუალო ბიზნესს.
მსოფლიოში წამყვანი ადგილი უკავიათ კვლავ ა.შ.შ-ის ტრანსეროვნულ კორპორაციებს. მისმა საზღვარგარეთულმა ფილიალებმა და ქალიშვილმა კომპანიებმა შეადგინეს ახალი მძლავრი სისტემა, რომელსაც ზოგჯერ ამერიკის მეორე ეკონომიკას უწოდებენ. მნიშვნელოვანი ტენდენცია ხდება ა.შ.შ-ში და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ე.წ. ახალი ეკონომიკის სახით დამოუკიდებელი კომპლექსების გამოჩენა და გამოყოფა, რაც წარმოდგენილია საინფორმაციო კომპანიების მიერ და მიდის განვითარების ინოვაციური გზით. ახალი ეკონომიკის ზრდის ტემპები მნიშვნელოვნად აჭარბებს ტრადიციული ეკონომიკის ზრდის ტემპებს.
ტრანსნაციონალიზაციის ფენომენმა 60-იანი წლებიდან დაწყებული ეკონომიკის დაჟინებული ყურადღება მიიპყრო. დღეისათვის ტრანსნაციონალიზაციის თეორიამ განვლო განვითარების უკვე საკმაოდ გრძელი გზა. მიუხედავად ამისა, საკმაოდ დასრულებული და ამ რთული მოვლენის ყველა ასპექტის ამხსნელი თეორია ჯერ კიდევ არაა. ჩვენ მოკლედ შევჩერდეთ ტრანსნაციონალიზაციის ძირითად თეორიებსა და კონცეფციებზე.
1. ტექნოლოგიური კონცეფცია წამოაყენა ცნობილმა ამერიკელმა ეკონომისტ- ინსტიტუციონალისტმა ჯ. გელბრეითმა. ის თვლის, რომ ტრანსეროვნული კორპორაციები ავითარებს თავის უცხოურ სტრუქტურებს ძირითადად საზღვარგარეთ თავისი რთული ტექნიკური პროდუქციის მომსახურებისა და გასაღების გასაფართოებლად, საგარანტიო მომსახურების ორგანიზაციის და პრომოუშენ-კომპანიების ხარჯზე.
2. მონოპოლისტური უპირატესობის თეორია წამოაყენა ს. ჰაიმერმა და განავითარა- ჩ. კინდლებერგერმა. თავად მონოპოლისტური კონკურენციის ცნება შემოიტანა და გამოიკვლია ე. ჩემბერლინმა. სასაქონლო ბაზრის მონოპოლიზაციის პირობებში კომპანია ცდილობს გამოიყენოს კონკურენციის განსაკუთრებული სახე, გამოყოფს რა თავის საკუთარ საქონელს განსაკუთრებულ ჯგუფად რეკლამის და სხვა ღონისძიებების გამოყენების გზით, საქონლის ბაზარზე გასატანად. ეს საქონელი ხდება განსაკუთრებული და მასზე საბაზრო კონკურენციის საერთო კანონები არ ვრცელდება.
როცა კორპორაცია გამოდის უცხოურ ბაზარზე, იგი ბუნებრივია, ეჯახება იქ უკვე მოქმედ ადგილობრივ კორპორაციებს, რომელთაც გააჩნიათ რიგი უპირატესობანი, ვინაიდან კარგათ იცნობენ საკუთარ ბაზარს, მომხმარებლის გემოვნებას და კავშირი აქვთ ადგილობრივ ადმინისტრაციასთან. ამიტომ ერთ- ერთი საშუალებაა, დაიპყრო ბაზრის რომელიმე სეგმენტი, მონოპოლისტური კონკურენციის მეთოდების გამოყენებაში მდგომარეობს.
3. პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის თეორია, რომელიც შემუშავებულია ფრანგი ეკონომისტის რ. ვერნონის მიერ, ემყარება ნებისმიერი საქონლის მიერ ბუნებრივი სასიცოცხლო ციკლის გავლის შესახებ პოსტულატს, რომელიც შედგება სამი თანმიმდევრული სტადიისაგან: ინოვაციის, სიმწიფის და სტანდარტიზაციის ფაზებისაგან.
4. დამწევი ციკლის თეორია და „მფრინავი ბატების“ პარადიგმა. იაპონელი მეცნიერი კ. აკამაცუ იაპონიის მრეწველობის სხვადასხვა დარგების შესწავლის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე მათი განვითარების სამფაზიანობის შესახებ. ყოველი დარგის პირველ ფაზაში იზრდება უცხოური საქონლის იმპორტი ქვეყანაში. მეორე ფაზაში იგი შესუსტებას იწყებს საკუთარი იმპორტშემცვლელი წარმოების წარმოებისა და განვითარების გამო, რომელიც განსაზღვრულ მომენტში უსწრებს იმპორტს მოცულობის მიხედვით. მესამე ფაზა უკავშირდება დარგის ექსპორტის განვითარებას სხვა ქვეყნებში. ამ სამი ფაზის შემდეგ ყალიბდება პირობები ადგილობრივი კორპორაციების და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ტრანსნაციონალიზაციისათვის. იმპორტის, იმპორტისშემცვლელი წარმოების და დარგის ექსპორტის მოცულობების გრაფიკები რომანტიკოს იაპონელს ველური ბატების გუნდების ჩამოყალიბებას ახსენებდა, ამიტომაც უწოდა კონცეფციას „მფრინავი ბატების“ პარადიგმა.
5. ოლიგოპოლისტური დაცვის თეორია, რომელიც შემოგვთავაზა ფ. ნიკერბოკერმა (1978), ტრანსნაციონალიზაციის განვითარებას ხსნის აგრეთვე ლიდერებთან დევნით, მაგრამ უკვე ტრანსეროვნულ კორპორაციებს შორის. 187 ამერიკული კორპორაციის შესახებ ემპირიული მონაცემების საფუძველზე ოცი წლის მანძილზე მან აღმოაჩინა ის , რომ ოლიგოპოლისტურ დარგებში, სადაც ეროვნული ბაზრის დიდ ნაწილს აკონტროლებს ოთხიდან შვიდი კორპორაცია, ერთ-ერთი კონკურენტული კომპანიის ტრანსეროვნული ნახტომიდან 3-7 წლის შემდეგ უცხოურ ბაზრებზე აუცილებლად მოდიან მისი საშინაო კონკურენტები. ამ თეორიაში ტრანსნაციონალიზაციის მნიშვნელოვან ფაქტორად ითვლება კონკურენტული დევნა ლიდერ კომპანიაზე.
6. ჰეკშერ-ოლინის თეორია ასაბუთებს წარმოების ფაქტორების გადაადგილების ეფექტიანობას ერთი ქვეყნიდან მეორეში. ამ თეორიის ძირითადი კანონი, რომელიც მისი ავტორების სახელს ატარებს, გვამცნობს, რომ ქვეყნებს, რომელთაც ესა თუ ის წარმოების ფაქტორები ჭარბად აქვთ, ექნებათ შედარებითი უპირატესობანი იმ საქონლის და მომსახურების ექსპორტში, რომელიც დაფუძნებულია წარმოების მოცემული ფაქტორების ინტენსიურ გამოყენებაზე.
7. ინტერნალიზაციის თეორია, რომელიც წარმოდგენილია ინგლისელი ეკონომისტების- რ. ბაკლის და დ. კასონის მიერ, დაფუძნებულია იმ პოსტულატებზე, რომ ტრანსეროვნული კორპორაციების ძირითად კონკურენტულ უპირატესობას წარმოადგენს მთლიანი ინტერნალური (შიდა) სტრუქტურა, რომლის დროსაც კორპორაციაში შემუშავებული ნოუ- ჰაუ მიუწვდომელია კონკურენტებისათვის.
8. ჯ. დანინგის (1981) ეკლექტიკური თეორია მიზნად ისახავს ცალკეული „საუკეთესო“ ელემენტების გაერთიანებას, რომლებიც აღებული იყო სხვადასხვა წინამორბედი თეორიებიდან ტრანსნაციონალიზაციის ყოველმხრივი ახსნისათვის.
9. ერის ინვესტიციური განვითარების გზების თეორია აგრეთვე იყო შემოთავაზებული ჯ. დანინგის მიერ ჰოლანდიელ მეცნიერ ნარულოისთან (1994) ერთად. ამ თეორიის თანახმად, განვითარებული ქვეყნები გადიან ხუთ ეტაპს, რომელთა კლასიფიკაციურ ნიშნებს წარმოადგენს მზადყოფნა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიღებისა და ექსპორტირებისათვის.
ამგვარად, ტრანსნაციონალიზაციის თეორია შეიძლება გავყოთ ორ ჯგუფად. პირველს მიეკუთვნება ტრანსეროვნული კორპორაციების ევოლუციის თეორიები, რომლებიც გვიჩვენებენ იმ ეტაპების კანონზომიერებებს, რასაც გაივლიან ისინი და მიმღები ქვეყნები ეკონომიკური ევოლუციის მსვლელობისას. ესენია პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის, დამწევი ციკლისა და ოლიგოპოლისტური დაცვის, აგრეთვე, ერის ინვესტიციური განვითარების გზების თეორიები. მეორე ჯგუფის თეორიები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ტრანსნაციონალიზაციის მოტივაციის სხვადასხვა ფაქტორებს. მას შეიძლება მივაკუთვნოთ ტექნოლოგიური კონცეფცია, მონოპოლისტური უპირატესობების კონცეფციის თეორია, ინტერნაციონალიზაციის თეორია, ეკლექტიკური თეორია და ერის კონკურენტული უპირატესობის თეორია.
ტრანსეროვნული კაპიტალი ვერ გახდებოდა დამოუკიდებელი, მსოფლიო ეკონომიკის მოთამაშე, მისი მოთხოვნების მიმართ საკუთარი ადექვატური ტრანსეროვნული საბანკო სისტემის შექმნის გარეშე. ეროვნული სახელმწიფოს მეურვეობისგან განთავისუფლებულებმა და ფაქტობრივად მათი იურისდიქციიდან გამოსულმა ტრანსეროვნულმა კაპიტალმა ხანგრძლივი ეკონომიკური ევოლუციის პროცესში შექმნა ფინანსური ინსტიტუტები-ტრანსეროვნული ბანკები, რომლებიც ასრულებენ ყველა ძირითად ფინანსურ ფუნქციას, რაც აუცილებელია ტრანსეროვნული კორპორაციების მოძრაობის და საქმიანობის უზრუნველსაყოფად.
ტრანსეროვნული ბანკების ჩამოყალიბება მიმდინარეობდა თანდათანობით, მთლიანობაში ტრანსეროვნული კორპორაციების ევოლუციის კვალდაკვალ. საბანკო კაპიტალის ტრანსნაციონალიზაციის ძირითადი მასტიმულირებელი მოტივებია: მისი კონცენტრაცია, რომელიც დაკავშირებულია ეროვნულ ბაზრებზე გაძლიერებულ კონკურენციასთან; ტრანსეროვნული კორპორაციების უზრუნველყოფის აუცილებლობა ფინანსური რესურსებით, ევროვალუტის და ასევე სხვა გლობალური, ფინანსური ბაზრების ჩამოყალიბება; გლობალური საინფორმაციო-ფინანსური ქსელების შექმნა, რომლებიც რევოლუციურად აიოლებდნენ და აიოლებენ კაპიტალის გადაადგილების პროცესებს.
დღესდღეობით ჩამოყალიბდა სამი ძირითადი რეგიონი, სადაც კონცენტრირებულია საერთაშორისო ბანკები - ა.შ.შ., დასავლეთ ევროპა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია. მძაფრი კონკურენტული ბრძოლის შედეგად საერთაშორისო ფინანსური ცენტრების როლი დაუმკვიდრდათ ისეთ ქალაქებს, როგორიცა ნიუ-იორკი, ლონდონი, ციურიხი, ტოკიო, ლუქსემბურგი, ჰონკონგი და სხვები. ფაქტობრივად დღეს არსებობს 13 ფინანსური ცენტრი, რომელიც მოიცავს დაახლოებით 1000 ფილიალისა და უცხოური ბანკების განყოფილებას, როგორც წესი ისინი მიეკუთვნება მრეწველურად განვითარებულ ქვეყნებს. ჩამოყალიბდა თავისებური საერთაშორისო ფინანსური მექანიზმი, რომელიც იყენებს რა სპეციალიზებულ ელექტრონულ ქსელს (swift, Global Costadien და სხვ.), მოქმედებს დღედაღამ და არეგულირებს მსოფლიო ფინანსური ნაკადების და მსოფლიო სავალუტო ბაზრების მოძრაობას.
მსხვილი ბანკები ისწრაფვიან საზღვარგარეთ თავისი განყოფილებების ან ფილიალების შესაქმნელად. თუმცაღა ეს გზა ძალიან ძვირია. ამიტომ ბანკები იძულებულნი არიან დაამყარონ მჭიდრი ურთიერთობები საზღვარგარეთ არსებულ ბანკებთან კორესპონდენტების სახით. წარმოიშობა ურთიერთანგარიშსწორების სისტემა. ამ ანგარიშებმა მიიღეს სახელწოდება „ლორო“ (მათი-ჩვენთან) და „ნოსტრო“ (ჩვენ-მათთან).
ტრანსეროვნული ბანკები, რომლებიც ძირითადად ჩამოყალიბებულია მრეწველურად განვითარებული ქვეყნების უმსხვილესი კომერციული ბანკების ბაზაზე, ბატონობენ სასესხო კაპიტალების ეროვნულ და საერთაშორისო ბაზრებზე.
განსაკუთრებული მძაფრი კონკურენცია ბოლო წლებში გაიშალა ამერიკულ და ევროპულ ტრანსეროვნულ ბანკებს შორის. საბანკო სტრუქტურებს შორის დაიწყო შერწყმისა და შთანთქმის მძლავრი ტალღა.
დღესდღეობით ფართო გავრცელება ჰპოვეს ოფშორულმა ბანკებმა. მათ გარეშე არ სრულდება პრაქტიკულად არც ერთი ტრანსეროვნული ბანკების ოპერაცია. პრინციპში, ოფშორული ბანკების ორგანიზაცია ხდება დაახლოებით იმავე მიზნებით, როგორც ოფშორული კომპანიები. მათგან მთავარი დაბეგვრის მინიმიზაციაა.
ოფშორულ ბანკს აქვს შემდეგი თავისებურებები:
1. მას უფლება არა აქვს იმუშაოს ბანკის რეგისტრაციის ქვეყნის რეზიდენტებთან.
2. რეგისტრაციისათვის გადახდილი საწესდებო კაპიტალის საჭირო სიდიდე ბევრად ნაკლებია, ვიდრე სხვა ქვეყნებში.
3. ბანკს ეძლევა გადასახადებისაგან პრაქტიკულად სრული თავისუფლება.
4. რეზერვირებისა და სხვა საბანკო ნორმატივების მოთხოვნები ოფშორებში, როგორც წესი, ნაკლებად მკაცრია, ვიდრე სხვა ქვეყნებში, ხოლო სავალუტო კონტროლი საზღვარგარეთულ ოპერაციებზე არ არსებობს.
ოფშორულმა ბანკებმა შექმნეს ტრანსეროვნული ბანკების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფენა. თანამედროვე პირობებში მსოფლიოში პრაქტიკულად ტრანსეროვნული კაპიტალის ვერც ერთი ფინანსური სქემა მათ გარეშე ვერ იმოქმედებს.
ამგვარად, ტრანსეროვნული ბანკები ტრანსეროვნული კორპორაციების ძირითადი პარტნიორებია. ჩვეულებრივ, ტრანსეროვნულ ბანკებს, როგორც მინიმუმი, ერთი ფილიალი აქვთ პლანეტის რომელიმე ფინანსურ ცენტრში და ერთი - ოფშორულ ზონებში. ისინი ფულს ატრიალებენ მსოფლიოს ფინანსური ბაზრებისა და ოფშორების მეშვეობით, სადაც მთელი მოგება რჩება; აძლევენ კრედიტებს ტრანსეროვნულ კორპორაციებს ან ეროვნულ კორპორაციებს იმაზე მეტი პროცენტით, ვიდრე განახორციელეს ფინანსური რესურსების მობილიზაცია.
ტრანსეროვნული კორპორაციების ორგანიზაციულ-მმართველობითი ქსელები და საინფორმაციო-კომპიუტერული გლობალური ქსელები, რომლებიც პარალელურად ვითარდებოდა, აღმოჩნდნენ სტრუქტურით ერთმანეთის იზომორფულები და ეფუძნებიან ორგანიზაციის მსგავს პრინციპებს. გლობალურმა საინფორმაციო-ფინანსურმა ქსელმა ხელი შეუწყო ტრანსეროვნული კორპორაციების მართვის ანალოგიური ქსელების შექმნას და სხვადასხვა ქსელური ტრანსეროვნული კორპორაციების ორგანიზაციასაც.
ტრანსეროვნული კორპორაციების ეკონომიკურ ეფექტიანობაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს შიდა კორპორაციული პოლიტიკა, კორპორაციის ფილოსიფია და საწარმოებში მიღებული შრომის ეთიკა. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ამ საკითხებში ლიდერობდნენ იაპონური ტრანსეროვნული კორპორაციები, რომელთაც შეძლეს გამოეყენებინათ საკუთარი ეროვნული ტრადიციები საწარმოებში კორპორაციული სულის შესაქმნელად, შრომის მწარმოებლურობის არსებითი ზრდისა და გამოშვებული პროდუქციის ხარისხის ასამაღლებლად. კანასკნელ წლებში დასავლეთის ტრანსნაციონალურმა კორპორაციებმა მოახერხეს დაწეოდნენ იაპონურ ტრანსეროვნულ კორპორაციებს, აიღეს მათი მენეჯმენტის სფეროდან რიგი მიღწევები და განახორციელეს ეროვნულ პირობებთან და ინსტიტუტებთან ადაპტაცია.
კითხვები ცოდნის შემოწმებისათვის
1. დაახასიათეთ უცხოური კაპიტალით შექმნილი საწარმოო ფორმები;
2. დაახასიათეთ ტრანსეროვნული კორპორაციების ძირითადი მიმართულებები, რომლებიც გავლენას ახდენენ მსოფლიო ეკონომიკაზე;
3. დაახასიათეთ დაბანდებების მიმართულებების მიხედვით ინვესტიციები;
4. დაახასიათეთ ტრანსნაციონალიზაციის ძირითადი თეორიები და კონცეფციები;
5. დაახასიათეთ სამი ძირითადი რეგიონი, სადაც კონცენტრირებულია საერთაშორისო ბანკები;
6. დაახასიათეთ ოფშერული ბანკების თავისებურებანი.
![]() |
3.2 2.2. „ეკონომიკის ინფორმატიზაცია და ინფორმატიზაციის ეკონომიკა“ |
▲ზევით დაბრუნება |
ინფორმაცია, ინფორმატიკა, ინფორმატიზაცია, ინფორმაციული ტექნოლოგიები - ეს სიტყვები იმდენად მყარად დამკვიდრდა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ ხშირად მათ ისე ვიყენებთ, ზოგჯერ არც ვუფიქრდებით მათ ზუსტ მნიშვნელობას. ამ დროს მეცნიერებაში ძალიან მნიშვნელოვანია ძირითადი ტერმინების ზუსტად განსაზღვრა. დავიწყოთ ინფორმატიკით. იგი თავისთავად წარმოადგენს ინფორმაციის მიღების, გადაცემის და მეცნიერული დამუშავების ჯგუფს. ტექნოლოგიებს, რომლებიც გამოიყენებიან ადამიანური ცოდნის ამ დარგში, დღეს მიღებულია ვუწოდოთ ინფორმაციული ტექნოლოგიები.
ინფორმატიზაცია წარმოადგენს ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების პროცესს, რომელიც მიმდინარეობს საერთო ცივილიზაციის განვითარების პარალელურად.
კაცობრიობის წარმოშობა აღინიშნება პირველი საინფორმაციო რევოლუციით. შეიძლება ბევრი ვიკამათოთ იმაზე, თუ როგორ გამოეყო საღი ადამიანი მსოფლიო ბუნებას-პირველი შრომის იარაღის გამოგონების წყალობით, თუ დანაწევრებული მეტყველებით. და მაინც, ენა პირველ უდიდეს საინფორმაციო გამოგონებას წარმოადგენს. იგი, ამასთანავე, არის ეროვნული ცნობიერების პირველი მოდელი, ვინაიდან ენის ძირითად ცნებებში და მის ლინგვისტურ თავისებურებებში ყოველთვის აისახება ერის ლოგიკის და აზროვნების ხაზი.
მეორე ინფორმაციული რევოლუცია, რომელიც მოიცავს დამწერლობის გამოგონებას, პირველისაგან გამოყოფილია რამდენიმე ათასი წლის პერიოდით. მეორე საინფორმაციო რევოლუციის წყალობით შესაძლებელი გახდა დიდი რაოდენობის ადამიანების შეერთება ცოდნასთან, განსაკუთრებით პროფესიულთან, და ისიც საკმაოდ შეკუმშულ ვადებში.
მესამე საინფორმაციო რევოლუციის არსი შეიძლება გამოვხატოთ ერთი სიტყვით - წიგნების ბეჭდვა. მან უპრეცედენტო გავლენა იქონია ურბანიზაციის პროცესზე, არნახულად მძლავრ ტექნოლოგიურ რევოლუციაზე, რომელიც დროში იყო შეკუმშული, მოამზადა დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები და სხვადასხვა კულტურა და ცივილიზაცია დააყენა გლობალიზაციის გზაზე. სწორად შენიშნა დ. რობერტსონმა, წიგნების ბეჭდვის გარეშე კოლუმბი ვერ აღმოაჩენდა ამერიკას.
ახალი საინფორმაციო ტექნოლოგია საშუალებას იძლეოდა ინფორმაციას და ცოდნას იოლად გადაელახა ნებისმიერი სივრცობრივი, დროითი და კულტურულ- ცივილიზაციური ბარიერი. მან, ფაქტობრივად, სამრეწველო რევოლუცია და კაპიტალიზმის განვითარება მოამზადა. წიგნების ბეჭდვამ ერთიანი ევროპული მეცნიერების წარმოშობა ტექნოლოგიურად უზრუნველყო. გასაკვირი არაა, რომ სწორედ ამ პერიოდს განეკუთვნება პირველი სამეცნიერო მიმართულებების ჩასახვა ეკონომიკურ მეცნიერებაში.
მეოთხე საინფორმაციო რევოლუცია დაკავშირებულია ტელეგრაფის, რადიოს, ტელეფონის და ტელევიზორის შექმნასთან. მეოთხე რევოლუციის მთავარი, საზოგადოებრივად შესაგრძნობი შედეგი გახდა სივრცის გადალახვა. მსოფლიო პატარა გახდა. მის ერთ ბოლოში მიმდინარე მოვლენებმა უშუალო საინფორმაციო გავლენის მოხდენა დაიწყო პლანეტის სხვა, საკმაოდ მოშორებული კუთხეების ეკონომიკის და საზოგადოების მდგომარეობაზე. იდეების გაცვლამ გლობალური ხასიათი შეიძინა და საოცრად დაჩქარდა.
მეხუთე საინფორმაციო რევოლუციას შეიძლება ვუწოდოთ კომპიუტერული და ტელეკომუნიკაციური. იგი თავისთავში მოიცავს: სხვადასხვა კლასის კომპიუტერების გაჩენას, რომელთაც შეუძლიათ წამში ასობით მილიონი და მილიარდი ოპერაციის გაკეთება; მძლავრი დამამახსოვრებელი მოწყობილობების შექმნას; მონაცემთა და ცოდნის გიგანტური, ავტომატიზებული ბაზების ჩამოყალიბებას, მუდმივ შევსებას და გაფართოებას, რომლებიც ასობით ათას ინფორმაციის გიგაბაიტს ითვლიან, რომელთაც პრაქტიკულად არა აქვთ შემდგომი განვითარებისათვის საზღვარი და რომელიც მისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული მომხმარებლისათვის, რომელიც ფლობს გლობალურ ქსელებთან შეერთებულ პერსონალურ კომპიუტერებს.
მეხუთე ტელესაკომუნიკაციო და კომპიუტერული რევოლუციის დაწყებისთანავე, სოციალურად მნიშვნელოვანი ინფორმაციის საინფორმაციო ტექნოლოგიები და ნაკადები გლობალური, სოციალურ-კულტურული და ცივილიზაციური განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა.
თუკი მეოთხე საინფორმაციო რევოლუციის მთავარ შედეგს წარმოადგენდა სივრცის, ხოლო მეხუთისა - დროის დაძლევა, გადაცემული და გადამუშავებული ინფორმაციის გიგანტური სიჩქარისა და მოცულობის წყალობით, მაშინ შესაბამისი ტექნოლოგიური რევოლუციებისათვის ყველაზე ფუნდამენტურ შედეგებს ახალი რესურსები წარმოადგენენ, ე.ი. ელექტრობის, ნავთობპროდუქტების (მეოთხესათვის) და ატომური ენერგიის (მეხუთე ტექნოლოგიებისათვის) გამოყენება მთავარი წყაროს სახით.
იმავდროულად, მასთან ერთად იზრდება წარმოების სიჩქარე და ტრანსპორტის მოძრაობა მომსახურების და მართვის სფეროში. ყოველივე ამას თან ახლავს ხარისხობრივად ახალი ხელოვნური მასალების შექმნა, ეკოლოგიურად სუფთა წარმოების დანერგვა, ჩაკეტილი ტექნოლოგიების, წარმოების და მართვის ავტომატიზირებული სისტემების ჩამოყალიბება. საინფორმაციო და ტექნოლოგიური რევოლუციები ერთიანდება საერთო ნაკადად, რომელსაც სამეცნიერო-ტექნიკურ რევოლუციას უწოდებენ. იგი გიგანტური გავლენის მოხდენას იწყებს ყველა ცივილიზაციურ და კულტურულ პროცესზე, გლობალური მასშტაბით.
ბოლო 100-150 წლის განმავლობაში საინფორმაციო და ტექნოლოგიური რევოლუციების გადაკვეთა და მზარდი შერწყმა, ახალი ათასწლეულის დასაწყისში მათი სავარაუდო სრული ინტეგრაცია ნიშნავს, რომ თვით გლობალური ტრანსფორმაციის სისტემაში ხარისხობრივად ახალი ეტაპი დგება და იგი, უეჭველია, ფუნდამენტური და პრინციპული სახით დაკავშირებულია ყველაზე განსაკუთრებულ როლთან, რომლის თამაშსაც მეცნიერება და მეცნიერებატევადი ტექნოლოგიები გლობალური ტრანსფორმაციის სისტემაში იწყებენ.
უკვე აშკარად გამოიკვეთა მეექვსე საინფორმაციო რევოლუციის ნიშნები, რომელიც დაფუძნებულია ადამიანური ცოდნის საექსპერტო სისტემებსა და ხელოვნური ინტელექტის სხვა საშუალებების გლობალიზაციაზე. ამ პროცესების განვითარებისას გაიმარჯვებს ის ქვეყანა, რომელიც შეძლებს საუკეთესო ფორმით გამოიყენოს თავისი სამეცნიერო პოტენციალი.
ტრადიციულად ეკონომიკურ მეცნიერებაში ითვლებოდა, რომ ეკონომიკის ზრდა დამოკიდებულია სამ ძირითად ფაქტორზე: მიწასა და სხვა ბუნებრივ რესურსებზე, კაპიტალზე, რომელიც მოიცავს ძირითადი შემადგენლის სახით საწარმოო საშუალებებს და შრომაზე. თანამედროვე პირობებში მათ დაემატა ახალი, მეოთხე ფაქტორი-საინფორმაციო. ეკონომიკის ზრდა გადამწყვეტი ხარისხით ცოდნისა და ინფორმაციის გამოყენებაზეა დამოკიდებული, განსაზღვრავს რა ინოვაციურ განვითარებას და მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესს. რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, უფრო ძლიერ გამოიყენება მის განვითარებაში საინფორმაციო ფაქტორი და, პირიქით. ამგვარად, საინფორმაციო ფაქტორი განსაზღვრავს ამა თუ იმ ქვეყნის წარმატებას ეკონომიკაში.
ჩვეულებრივ ეკონომიკის საინფორმაციო სექტორს მიაკუთვნებენ საინფორმაციო საქმიანობის არა ყველა სახეს, არამედ მხოლოდ საინფორმაციო საქონლის და მომსახურების უშუალო წარმოებას. არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ საბოლოო განმტკიცებული აზრი იმის თაობაზე, თუ რას მოიცავს ეს სექტორი, ჯერჯერობით არ ჩამოყალიბებულა. უდავოა, რომ სექტორის ბირთვს საინფორმაციო ინდუსტრია შეადგენს, ე.ი. კომპიუტერული ტექნიკის წარმოება, ინფორმატიზაციის, კომუნიკაციის და საპროგრამო პროდუქტების საშუალებები. გარდა ამისა, ინფორმაციულ სექტორში მუდმივად რთავენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, სხვადასხვა საინფორმაციო-საკონსულტაციო ორგანიზაციებს, სამეცნიერო და საპროექტო-საკონსტრუქტორო ორგანიზაციებს, სარეკლამო და მარკეტინგულ სააგენტოებს.
თავის მხრივ ინფორმაციულ ინდუსტრიაში საინფორმაციო და ტელესაკომუნიკაციო ტექნოლოგიების სეგმენტებს გამოყოფენ. ვინაიდან თანამედროვეობის წამყვან ტენდენციას ინფორმატიზაციის სხვადასხვა საშუალებათა კონვერგენცია წარმოადგენს, ეს ორი სეგმენტი აშკარად გამიჯნული არ არის.
ამ სეგმენტთა ერთობლიობას, რომლებიც შეადგენენ საინფორმაციო ინდუსტრიას, საინფორმაციო-ტელესაკომუნიკაციო ტექნოლოგიებსაც უწოდებენ. სტატისტიკის მიზნებისათვის გამომუშავებულ იქნა სპეციალური შეთანხმება ევროკავშირის სტანდარტების მოთხოვნათა ფარგლებში, ვაჭრობის სტატისტიკის სფეროში, საინფორმაციო ინდუსტრიის ძირითად განსაზღვრებებზე. მიღებული კლასიფიკაციის შესაბამისად, საინფორმაციო ტექნოლოგიებს მიაკუთვნებენ:
1. ტექნიკური უზრუნველყოფის კომპონენტების (გამომთვლელ სისტემებს და ქსელებს, საოფისე სისტემებს, დამუშავების საშუალებებს, მონაცემთა გადაცემას და ა.შ.) ან სააპარატო საშუალებების (კომპიუტერული მოწყობილობა) წარმოებას;
2. პროგრამული უზრუნველყოფის (სისტემური, გამოყენებითი, დამხმარე) ან პროგრამული პროდუქტების წარმოებას;
3. სხვადასხვა სახის მომსახურების წარდგენას (გამოთვლითი, ქსელური, საინფორმაციო, ტექნიკური).
დავუბრუნდეთ საინფორმაციო ინდუსტრიის კლასიფიკაციას. გარდა საინფორმაციო ტექნოლოგიებისა, მასში საკომუნიკაციო ტექნოლოგიებიც შედიან. მათ ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობასა და საკომუნიკაციო მომსახურებას მიაკუთვნებენ. ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობის კლასიფიკაცია ჩვეულებრივ მოხმარების კატეგორიების მიხედვით ხორციელდება. პირველ ჯგუფში, გამოიყოფა მომხმარებლის შენობაში დამონტაჟებული აპარატურა. მას მიეკუთვნება: კერძო ტელეფონები, ორგანიზაციების ავტომატური სატელეფონო სადგურები, ტელეფაქსები, ტელეტაიპები და ა.შ. მასში შედის მობილური ფიჭური ტელეფონები, რადიოტელეფონები, პეიჯერები და სხვა მოწყობილობა.
მეორე ჯგუფი აერთიანებს მოწყობილობას, რომელიც საკომუნიკაციო მომსახურებას უზრუნველყოფს: ლოკალური, საკვანძო, მაგისტრალური და ფიჭური კომუტატორები.
სტატისტიკა საკომუნიკაციო მომსახურებას მიაკუთვნებს მომსახურებას კერძო სატელეფონო ხაზებით, მონაცემთა კომუტაციით, აგრეთვე, მოწყობილობის დადგმას და ა.შ.
რაიმე კონკრეტული დარგის ეკონომიკით დაინტერესებისას, აუცილებელია გვქონდეთ განსაზღვრული წარმოდგენა მასში გამოყენებული ტექნოლოგიების შესახებ.
ეს თითქოსდა ტრივიალური მტკიცება უფრო სამართლიანია საინფორმაციო დარგისათვის, რომლის ტექნოლოგიები თანამედროვე წარმოების საშუალებების სათავეში დგანან. საინფორმაციო ტექნოლოგიები დღეს წარმოების და საზოგადოების ყველა სფეროში შედიან, ამიტომ ეკონომიკის ინფორმატიზაციის შესწავლისას აუცილებელია შევჩერდეთ ინფორმატიზაციის ძირითად ტექნოლოგიებზე.
ცივილიზებული კაცობრიობა ყოველთვის ძალიან გულდასმით ეკიდებოდა ინფორმაციის შენახვას, რითაც იგი არსებითად განსხვავდება არაცივილიზებულისაგან. კომპიუტერების გაჩენასთან ერთად მალვე დაიწყო ცივილიზებულმა საზოგადოებამ მისი ათვისება და პრაქტიკაში დანერგვა. დიდი პროგრესი განიცადა მონაცემთა ბაზების შექმნამ. ისინი განსხვავდებიან საინფორმაციო ბაზებისაგან, რომ ინფორმაცია მათში გადატანილია ელექტრონულ მატარებლებზე. პროგრამულად რეალიზებულ კატალოგებს და ინფორმაციის ძიების მექანიზმებს მონაცემთა მართვის სისტემებს უწოდებენ.
საინფორმაციო ტექნოლოგიის განვითარების მნიშვნელოვან ტენდენციას წარმოადგენს ინფორმატიკის საშუალებათა კონვერგენცია. ეს ტერმინი ნიშნავს კავშირის - სხვადასხვა ტექნოლოგიასა და კომპიუტერულ ტექნოლოგიებს შორის - საზღვრების წაშლას. უკვე დღეს წარმატებით მოქმედებენ საოჯახო კომპიუტერული სისტემები, რომლებიც მოიცავენ მართვად კომპიუტერს, ფაქსს, ტელევიზორს, მუსიკალურ ცენტრს, ტელეფონსა და სხვა ელექტრო ხელსაწყოებს. მობილური ტელეფონი იოლად ირთვება ინტერნეტში, ელექტრონულ ფოსტაში და ა.შ. მობილური ტელეფონების და კომპიუტერების ნარევის ბაზაზე ვითარდება ვიდეოტელეფონები.
თანდათან ნათელი ხდება, რომ პერსონალური კომპიუტერი იმ სახით, რომელსაც მივეჩვიეთ, კვდება. ყველა პროგრამული და ტექნიკური უზრუნველყოფის შეკრების იდეა ერთ მაგიდაზე, რომელიც გაბატონებულია პერსონალური კომპიუტერის ეპოქაში, ადგილს უთმობს ქსელური კომპიუტერის პარადიგმას. იგი იღებს ყველა აუცილებელ პროგრამულ უზრუნველყოფას ლოკალური ქსელებიდან და ინტერნეტიდან, კომპიუტერ-სერვერთა მეხსიერებიდან, ქსელურ კომპიუტერზე ინახება მხოლოდ მინიმალური პროგრამული უზრუნველყოფა ქსელში გასაშვებად. ასეთი ვარიანტის დროს არ არის სახლის კომპიუტერში დიდი მეხსიერების და უკვე ჩვეული „ვინჩესტერის“ ქონის აუცილებლობა. ქსელური კომპიუტერის ფასი არ გადააჭარბებს 300 დოლარს, რაც მის გამოყენებას იაფსა და კონკურენტუნარიანს გახდის, აგრეთვე არაა საჭირო ბევრის დახარჯვა პროგრამულ უზრუნველყოფაზე.
ინფორმატიკის საშუალებათა ტექნოლოგიური კონვერგენცია განაპირობებს უმსხვილეს კორპორაციათა შერწყმას ამ სფეროში. 2000 წლის დამდეგს მსოფლიოში უმსხვილესმა საინფორმაციო კომპანიამ „ამერიკა ონ-ლაინმა“ გამოაცხადა შერწყმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების სფეროში გიგანტთან-კორპორაცია „თაიმ უორნერთან“. ახალი მეგაკორპორაცია, რომელმაც მიიღო სახელწოდება „აოლ თაიმ უორნერ ინკორპორეიტედ“, გახდა უმსხვილესი მსოფლიოში, საერთო ღირებულებით 350 მლრდ. დოლარი. მისი ყოველწლიური მოგება, სპეციალისტების პროგნოზის მიხედვით შეადგენს სულ მცირე 30 მლრდ. დოლარს.
80- იან წლებში ა.შ.შ-ში დაიწყეს სხვადასხვა კომპიუტერების ქსელის შექმნა, უპირატესად კი სამხედრო დანიშნულებისა: „არპანეტ“, „მილენტ“, „ბიტენტ“ და სხვა. 1986 წელს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა შეიმუშავა „ენ-ეს-ეფნეტ“ ქსელი, რომელმაც დააკავშირა რამდენიმე სუპერკომპიუტერი ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში. ამ ქსელის უნიკალურობა მდგომარეობს არა მარტო მის მასშტაბებში და უნივერსალურობაში, არამედ ეკონომიკურ შინაარსში. ინტერნეტი არავის ეკუთვნის, მთლიანობაში მისი პროექტი არავის შეუდგენია, ის არის ორგანიზაცია, რომელიც მის განვითარებაზე პასუხს აგებს. ინტერნეტი - ქსელთა ევოლუციის შვილობილია. ქსელები იქმნება სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ სხვადასხვა მიზნით. მათი სრულყოფა და გაერთიანება ერთმანეთთან ხდება ყველასათვის განსაზღვრული ჩართვის და მონაცემთა გადაცემის საერთო წესების საფუძველზე, რომელთაც რატომღაც ოქმებს უწოდებენ. აი ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ იზრდება და ვითარდება ინტერნეტი. იგი ჯერჯერობით არავის მიერ რეგულირდება და სწორედ ეს წარმოადგენს მის განუმეორებელ თავისებურებას.
ინტერნეტი- ესაა ეკონომიკური ლიბერალიზმი, ხორცშესხმული ქსელურ სანფორმაციო ტექნოლოგიაში. შესაძლებელია, სწორედ ამიტომ ის ასე ბუნებრივად და თავისუფლად შევიდა ეკონომიკური ცხოვრების ყველა სფეროში.
თანამედროვე ინტერნეტი წარმოადგენს დაახლოებით 5 მლნ. საბაზო ელექტროგამომთვლელი მანქანების ქსელს, რომლებიც შეერთებულია „სწრაფი“ ოპტიკურბოჭკოვანი კავშირის ხაზებით. იგი აერთიანებს 90 ათას ქსელურ სტრუქტურას მსოფლიოს 100 სახელმწიფოში. ინტერნეტით მოსარგებლეთა რიცხვი ფანტასტიკური სისწრაფით იზრდება და უკვე შეიძლება ჩაითვალოს ჩამოყალიბებულად ადამიანთა ახალი გაერთიანება, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ინტერნეტით და რომელსაც დაუკავშირეს თავისი პროფესიონალური და ყოველდღიური საქმიანობა. ამ ადამიანთა წრე სწრაფად იზრდება, მოიცავს რა მთელ ინტელექტუალურ და მსოფლიოს საქმიან ელიტას.
თანამედროვე ინფორმატიკის ეკონომიკა დაფუძნებულია ორ ურთიერთშემავსებელ პროცესზე: ინფორმატიკის საშუალებათა გაიაფება და, უპირველეს ყოვლისა, კომპიუტერებისა და ინფორმაციის გადაცემის მომსახურების ღირებულების შემცირება. ორივე ეს ფაქტორი იწვევს კომპიუტერთა რიცხვის ლავისებურ ზრდას და კომპიუტერული ქსელების არნახულად სწრაფ გაფართოებას, რასაც თავის მხრივ მივყავართ მათი მოხმარების გაიაფებისკენ.
ინტერნეტი მიეკუთვნება კაცობრიობის ტექნოლოგიური აღმოჩენების მცირე რიგს (ბორბალი, ორთქლი, ელექტროობა), რომლებმაც რევოლუციურად შეცვალეს არა მარტო ეკონომიკური წყობა, არამედ საზოგადოებრივი ცხოვრებაც. მან ლოგიკურად დაასრულა ინფორმაციული ტექნოლოგიების (რადიო, ტელეფონი, ტელევიზია, კომპიუტერი) მთელი ოჯახის განვითარება, რამაც განაპირობა ინფორმაციული საზოგადოების შექმნა.
ინტერნეტის გარეშე არ იქნებოდა მეგაეკონომიკა, მაგრამ სწორედ ობიექტურად განპირობებულმა მსოფლიო ეკონომიკის გადასვლის პროცესმა მეგაეკონომიკაში გამოიწვია ინტერნეტის სიცოცხლისუნარიანობა.
დღეს ინტერნეტ-ეკონომიკა და ტრანსეროვნული კაპიტალი წარმოადგენენ გამარჯვებული ლიბერალიზმის სიმბოლოებს: ინტერნეტი პრაქტიკულად არავის მიერ კონტროლირდება და ვითარდება როგორც სრულიად დამოუკიდებელი სისტემა.
მოცემულ ისტორიულ ეტაპზე გაბატონებული ინფორმაციული ტექნოლოგიები მრავალმხრივ განსაზღვრავენ ხელისუფლების სტრუქტურას, მართვის ტიპსა და საზოგადოებრივი ცხოვრების ფორმებს.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებების განვითარება, რადიო და ტელეარხების გაფართოების შესაძლებლობა, ვიდეომაგნიტაფონების გამოჩენა, ასევე მძლავრი და სწრაფი ასლის გადაღების ტექნიკა, ტოტალურ რეჟიმებს არყევდა, რომელმაც არ იცოდა უცხო იდეოლოგიასთან ბრძოლის სხვა საშუალება, გარდა აკრძალვისა. საბოლოო ჯამში, საინფორმაციო ომი მოიგო დასავლეთმა და აღმოსავლეთ ევროპის ტოტალური რეჟიმები დაემხო.
დასავლეთის დემოკრატიამ ტოტალიტარულ რეჟიმებზე უკეთ ისწავლა რადიო და ტელეარხების, როგორც საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების საშუალების გამოყენება. მათ თავიდანვე არ ეშინოდათ ამის, ნათლად ხედავდნენ რა იმას, რომ მრავალნაირი და დაუმუშავებელი ინფორმაციის სიჭარბე პრაქტიკულად მოსახლეობისათვის მისი არქონის ტოლფასია. არ არის საჭირო რაღაცით ხელისუფლებისათვის მავნე აზრის ჩახშობა, უბრალოდ მათთან ერთად კარგია მიიტანო მოსახლეობამდე კიდევ ორი ათეული სხვადასხვა და ძირითადი საწინააღმდეგო აზრი. მაშინ იგი ჩაიძირება საინფორმაციო ხმაურში და აღარ ხდება საშიში. კაპიტალი არ კრძალავს, უბრალოდ ყიდულობს მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს.
XX საუკუნის ბოლო მეოთხედში წარმოიშვა საინფორმაციო-ფინანსური ოლიგარქია, რომელიც პრაქტიკულად აკონტროლებს პლანეტის საინფორმაციო და ფინანსური ნაკადების 90%-ზე მეტს. ბუნებრივია, ტყუილია, ვიფიქროთ, რომ არის პირთა რომელიღაც ჯგუფი, რომელიც ზის და წყვეტს, რა ინფორმაცია და როდის მიაწოდოს მსოფლიოს. არანაირი იატაკქვეშა, ჩრდილოვანი მსოფლიო ხელისუფლება, რომელიც საზოგადოებრივ ცნობიერებას აკონტროლებს, არ არსებობს. უბრალოდ ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს, სასტიკად რომ უწევენ ერთმანეთს კონკურენციას და თან ებრძვიან, ბევრ საკითხში ობიექტურად ერთნაირი ინტერესები და საერთო იდეოლოგიური პოზიციები აქვთ.
კომპიუტერული ქსელების პრინციპული უპირატესობა, როგორც ახალი ნაირსახეობა მასობრივი ინფორმაციული საშუალებებისა, არის ინფორმაციული ზემოქმედების ინდივიდუალიზირებისა და პერსონიფიცირების შესაძლებლობა. უკვე ახლა კომპიუტერული ფირმები თანდათან ქმნიან ყოველი ინდივიდუალური მომხმარებლის სახეს, სწავლობენ მის გემოვნებას, ურჩევენ რა იყიდონ, რა ნახონ და ა.შ.
ამგვარად, თანამედროვე მიღწევები ინფორმატიკაში ძალიან შთამბეჭდავია, მას ფაქტიურად განვითარების საზღვრები არა აქვს, ის უკიდეგანოდ ვითარდება და შედეგებიც ალბათ შესაბამისი იქნება.
კითხვები ცოდნის შემოწმებისათვის
1. დაახასიათეთ ინფორმაციული რევოლუციები;
2. დაახასიათეთ ევროკავშირის სტანდარტების მიხედვით, რომელ საინფორმაციო ტექნოლოგიებს მიაკუთვნებენ;
3. დაახასიათეთ ინფორმატიკის საშუალებათა კონვერგენცია;
4. დაახასიათეთ თანამედროვე ინტერნეტი;
5. დაახასიათეთ XX საუკუნის ბოლოს წარმოშობილი საინფორმაციო-ფინანსური ოლიგარქია.
![]() |
4 თავი III. მსოფლიო ეკონომიკის საგანი და ამოცანები. |
▲ზევით დაბრუნება |
საგანი „მსოფლიოს ეკონომიკა“ მრავალპროფილიანია, რომლის სპეციფიკას განსაზღვრავს თითოეული ქვეყნის ბუნებრივ-კლიმატური და ნიადაგობრივი პირობები, სპეციალისაცია და სხვ., უდიდესია სოფლის მეურნეობის როლი კაცობრიობისათვის. იგი აწარმოებს როგორც უშუალოდ მოხმარების პროდუქტს მოსახლეობისათვის, ისე მრავალი სახის ნედლეულს მრეწველობისათვის, ხოლო მრეწველობაში მზადდება სასოფლო სამეურნეო მანქანა იარაღები. მაღალპროდუქტიული მსოფლიოს სოფლის მეურნეობა ადამიანთა პროგრესის და შემდგომი განვითარების აუცილებელი პირობაა.
მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის დონე მსოფლიოს სხვადასხვა რეგოინისათვის ერთნაირი არ არის. იგი კონკრეტულია მოცემული ქვეყნისათვის და მჭიდროდაა დაკავშირებული ბუნებრივ-კლიმატურ, სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ფაქტორებთან. საზოგადოებისათვის აუცილებელია ყველა იმ საწარმოო პროცესებისა და მოვლენების შესწავლა, რომელიც ახასიათებს ამა თუ იმ ქვეყნის ან რეგიონის სოფლის მეურნეობას.
„მსოფლიოს ეკონომიკა“, ეკონომიკური მეცნიერების მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც მაღალგანვითარებულ ქვეყნებში კარგა ხანია წარმოადგენს მეცნიერული კვლევის საგანს. საგნის შესწავლა მჭიდროდ უკავშირდება იმ საწარმოო თუ სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებს, რომლებიც მიმდინარეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
საგნის შესწავლის ობიექტს წარმოადგენს სასოფლო- სამეურნეო პროდუქტების წარმოების პირობები და მოცულობა მსოფლიოს ქვეყნებში, იქ მიმდინარე საწარმოო პროცესები, სპეციფიკური თავისებურებანი, თითოეული ქვეყნის (ან ქვეყნების ჯგუფის) საწარმოო სპეციალიზაციის პირობები და ძირითადი მიმართულებები, წარმოების ორგანიზაციული ფორმები, გატარებული აგრარული რეფორმების ხასიათი, ეფექტიანობა და სხვა საკითხები.
„მსოფლიოს ეკონომიკა“ შეისწავლის სამრეწველო პროდუქციის, სასოფლო- სამეურნეო წარმოების თავისებურებებს მსოფლიოს რეგიონებისა და ქვეყნების მიხედვით, განსაზღვრავს თითოეული მსხვილი რეგიონის ან ქვეყნის ადგილსა და მნიშვნელობას მსოფლიოს მასშტაბით, სწავლობს უმნიშვნელოვანესი სახეობის პროდუქტების წარმოების მსოფლიო განაწილებას და იმ კანონზომიერებებს, რომლის შედეგადაც ჩამოყალიბდა სასოფლო-სამეურნეო სპეციალიზაციის მიმართულებანი. საგნის მიზანია მსოფლიოს მასშტაბით წარმოების სხვადასხვა საშუალებებისა და შრომითი რესურსების გამოყენების კანონზომიერებების, სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის, სპეციალიზაციის ბუნებრივი ზონების შესწავლა და იმ მოვლენების ანალიზი, რომლებმაც ხელი შეუწყვეს დღეს არსებული საწარმოო ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
რიგ შემთხვევაში საჭიროა სასოფლო-სამეურნეო წარმოების შესწავლა განსხვავებულ სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემების მიხედვით, რაც საშუალებას იძლევა დავინახოთ ყველა პოზიტიური და ნეგატიური ტენდენციები, რომლებიც ახასიათებს წარმოების კაპიტალისტურ, სოციალისტურ და განვითარებადი ქვეყნების სოფლის მეურნეობას.
„მსოფლიოს ეკონომიკას“ აქვს თავისი ამოცანები, რომლებიც უპირველეს ყოვლისა მდგომარეობს იმაში, რომ ხელი შეუწყოს მსოფლიოს მასშტაბით მძიმე, მსუბუქი. მომპოვებელი მრეწველობის, მომსახურეობის სფეროს, სასოფლო-სამეურნეო წარმოების შესწავლას, მკითხველს მიაწოდოს საჭირო მასალა თითოეული ქვეყნის ფართობის, მოსახლეობის რაოდენობის, კლიმატური პირობების, ნიადაგობრივი და მცენარეული საფარის შესახებ; აჩვენოს უმნიშვნელოვანესი სახეობის სასოფლო-სამეურნეო წარმოების თავისებურებები, ნიადაგებისა და სავარგულების სტრუქტურები, მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქციის წარმოების მოცულობები და სხვ.
ყოველივე ეს უნდა წარმოაჩინოს არა მარტო მოვლენებისა და ფაქტების აღწერით, არამედ თითოეულ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური, სოციალური პროცესებისა და მოვლენების ღრმა ანალიზით, სასოფლო- სამეურნეო წარმოების ეკონომიკური კანონზომიერებების გათვალისწინებით.
საგნის შესწავლა ეყრდნობა ეკონომიკურ მეცნიერებაში მიღებულ ცნობილ მეთოდებსა და ხერხებს, რომელთა მეშვეობით წარმოებს სტატისტიკური მასალების მოპოვება და დამუშავება.
მიუხედავად ტექნიკური რევოლუციისა, რომელმაც განვითარებულ ქვეყნებში მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან გარდაქმნა სასოფლო-სამეურნეო წარმოების შინაარსი, დღეისათვის მსოფლიო მოსახლეობის ნახევარზე მეტი მაინც დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში, თუმცა, უნდა ითქვას, რომ თანამედროვე მსოფლიომ დაკარგა ის საწარმოო ერთგვაროვნება, რომელიც ახასიათებდა მე-18 და მე-19 საუკუნეებს. ამის მიზეზი გახლდათ მრეწველობის ახალი დარგების განვითარება, რომლებიც მოითხოვდნენ დიდი რაოდენობით შრომით რესურსებს. წარმოების განვითარების ყველა ეტაპზე მეურნეობის სხვა დარგებისათვის შრომითი რესურსების შევსების ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა სოფლის მოსახლეობა. ნათქვამის ნათელსაყოფად საკმარისია ითქვას, რომ დღეისათვის მეტნაკლებად განვითარებულ სამრეწველო ქვეყნებში აქტიური მოსახლეობის ხვედრითი წილი, რომელიც დაკავებულია სასოფლო სამეურნეო წარმოებაში, 25%-მდე შემცირდა, ხოლო ევროპასა და ამერიკის მაღალგანვითარებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 5-10%-ია.
სხვა მდგომარეობაა განვითარებად ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის არა მარტო 50%-ი, არამედ ზოგიერთ ქვეყანაში 3/5-ია დაკავებული სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ქვეყნებიდან სოფლის მოსახლეობის ქალაქად მიგრაციის დინამიკა ყოველწლიურად იზრდება, მაგრამ იმდენად მაღალია მშობიარობა, რომ მიგრაციის პროცენტი სოფლად დასაქმებულთა საერთო რაოდენობაზე გავლენას ვერ ახდენს. სოფლის მოსახლეობის ქალაქისკენ მიგრაციას უმთავრესად სოციალური საფუძველი აქვს, კერძოდ, სოფლის საერთო განვითარების დაბალი დონე, არასრულყოფილი სამედიცინო მომსახურება, პრიმიტიული საყოფაცხოვრებო პირობები, ჩამორჩენილი სასოფლო-სამეურნეო წარმოება, რომელიც უმთავრესად ხელით შრომას ემყარება და სხვ.
სასოფლო- სამეურნეო საქმიანობის საფუძველია მიწის ფონდები, რომლებიც წარმოადგენს წარმოების ყველაზე მთავარ და შეუცვლელ საშუალებას. მიწის ფონდების სტრუქტურა და პროდუქტიულობა ყოველთვის ურთიერთ მჭიდრო კავშირშია და განაპირობებენ ერთმანეთს.
მიუხედავად ამისა, სოფლის მეურნეობაში მიწა ადამიანის მიერ გამოიყენება სხვადასხვაგვარად. ამიტომ მნიშვნელოვანია მიწის სწორი კლასიფიკაცია, ანუ საერთო მიწის ფონდიდან სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გამოყოფა. თვითონ სიტყვა „სავარგული“ მიუთითებს პროდუქტიული მიწის დანიშნულებაზე, ე.ი. საკითხი ეხება იმას, თუ რისთვის არის მიზანშეწონილი მიწის ამა თუ იმ ნაკვეთის გამოყენება-სახნავად, სათიბად და საძოვრად და ა.შ.
ყველა ქვეყანაში მიღებულია მიწის ფონდების სასურველი კლასიფიკაცია, რომელიც ყოველთვის არ ემთხვევა სხვა ქვეყნის ანალოგიურ მაჩვენებელს, რაც განპირობებულია თითოეული ქვეყნის ბუნებრივი პირობებით და მათი მოთხოვნილებით სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე (მის სახეობაზე).
დედამიწაზე (ანტარქტიდის გამოკლებით) ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უჭირავს ხმელეთის 1/3, რაც აბსოლუტურ მაჩვენებელში 5,5 მილიარდ ჰექტარს შეადგენს. აღნიშნული ფართობიდან დამუშავებულ მიწებზე მოდის 1,5 მილიარდი ჰა, აქედან სახნავს უჭირავს 1 მილიარდი ჰა, მრავალწლიან ნარგავებს - 0,4 მილიარდი ჰა.
ზემოთ მოყვანილი მაჩვენებლები მიახლოებითია, ვინაიდან მსოფლიოში ჯერ კიდევ არ არსებობს მიწის ფონდების აღრიცხვის სრულყოფილი სტატისტიკა, ხოლო რიგ ქვეყნებში საერთოდ არ არის ასეთი აღრიცხვა. ეს იმით არის გამოწვეული, რომ აფრიკა-აზიის უმრავლეს ქვეყნებში წარმოებას პრიმიტიული ხასიათი აქვს, რაც ნაკლებნაყოფიერი მიწების მიტოვებასა და ახალი ფართობების ათვისებაში მდგომარეობს.
საერთოდ, ხელოვნურმა მორწყვამ უდიდესი როლი შეასრულა მიწათმოქმედების განვითარებაში. განსაკუთრებით ეფექტიანია იგი გვალვიან ზონაში, სადაც მზის ენერგიის უდიდესი რაოდენობაა. მსოფლიოში მიწათმოქმედებისათვის გამოყენებული ფართობის 15%-ი სარწყავია, რომელზეც იწარმოება მსოფლიოს სასაოფლო-სამეურნეო პროდუქციის 50%, ეს ფაქტი ნათლად მიუთითებს მელიორაციის გონივრული გამოყენების უდიდეს შესაძლებლობებზე.
მიწა წარმოადგენს სივრცობრივ ბაზისს ყველა სახის საზოგადოებრივი საქმიანობისათვის და ძირითად საშუალებას ეკონომიკის მთელი რიგი დარგებისათვის, პირველ რიგში კი სოფლის მეურნეობისათვის.
მიწა, როგორც წარმოების ძირითადი საშუალება, ხასიათდება სპეციფიკური თავისებურებებით, რითაც იგი განსხვავდება წარმოების სხვა საშუალებებისგან. უპირველესად, მიწა არის ბუნების პროდუქტი და მისი როგორც წარმოების ძირითადი საშუალების, წარმოების სხვა საშუალებით შეცვლა, შეუძლებელია. ნაყოფიერების მიხედვით მიწა არ არის ერთგვაროვანი, წარმოადგენს რა წარმოების მუდმივ საშუალებას, მიწის ნაყოფიერება მისი ექსპლუატაციის ხასიათისა და ხარისხის შედეგად იცვლება, იგი ან უმჯობესდება, ან პირიქით, კარგავს თავის თვისებებს.
სწორედ ნაყოფიერების თვისებამ განსაზღვრა მისი განსაკუთრებული როლი საზოგადოების საწარმოო ძალების განვითარებაში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა. ადამიანი და მიწა ყოველთვის იყო, არის და მომავალშიც იქნება დედამიწაზე ცხოვრებისა და პროგრესის გადამწყვეტი ფაქტორი. ყველა საზოგადოებრივ ფორმაციას ახასიათებს მიწათმფლობელობისა და მიწათსარგებლობის მისთვის დამახასიათებელი ფორმები, რომლებიც განსაზღვრავენ მიწის რესურსების გამოყენების ხასიათსა და ეფექტიანობას. იგი ქვეყნებისა და რეგიონების მიხედვით განსხვავებულია. ამასთან ერთად, მიწის რესურსების სარგებლობის მთელი რიგი ასპექტები საერთოა მსოფლიოს ყველა ხალხებისათვის, რაც უპირველესად მისი რესურსების დაცვაა სხვადასხვა ბუნებრივი პროცესებისაგან. მიწის რესურსებით სარგებლობის მსოფლიოში მიღებული პრინციპებია: პროდუქტიული მიწების ინტენსიური გამოყენება, მიწათსარგებლობის ბრუნვაში დამატებითი ფართობების ჩართვა, დამუშავებული ფართობების დაცვა და ზრუნვა მათი ნაყოფიერების შენარჩუნებისა და ამაღლებისათვის. მიწის რესურსების ეკონომიკური და რაციონალური გამოყენება, მისი დაცვა და ნაყოფიერების შენარჩუნება, თანამედროვე მსოფლიო მოსახლეობის უპირველესი ზრუნვის საგანია. ყოველივე ზემონათქვამი ძირითადად განსაზღვრავს საწარმოო ძალების განვითარებაში მიწის განსაკუთრებულ როლსა და ადგილს. მიწის რესურსების შეზღუდულობა და შეუცვლელობა, მოსახლეობის რაოდენობის განუხრელი ზრდის გათვალისწინებით, აუცილებელს ხდის მის ეფექტიანად გამოყენებას მსოფლიოს ყველა ქვეყანაში.
მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ მიწა ამავე დროს ბიოსფეროს მთავარი ელემენტია, რომელიც შრომის საყოველთაო საშუალებაა და წარმოადგენს სივრცობრივ ბაზისს ყველა საწარმოო ძალების ფუნქციონირებისათვის. ამიტომ მისი გამოყენება და ექსპლუატაცია უნდა ეყრდნობოდეს მეცნიერულ საფუძველს, ხოლო მისი მოვლა- გამოყენებისათვის ზრუნვა მთელი კაცობრიობის ვალია.
დღეისათვის, მსოფლიოში დამუშავებულია მიწის საერთო რესურსების მხოლოდ 10,8%. აქედან, საძოვრებისა და სათიბების წილად მოდის 23,2%. ამრიგად, სასოფლო-სამეურნეო სავარგულთა საერთო რაოდენობა ჯამში (სახნავი და საძოვარ-სათიბები) 34% შეადგენს.
მსოფლიოში დამუშავებული მიწის ფართობის 60% მოდის ევროპასა და აზიაზე. მოსახლეობის ზრდის ტენდენცია და აქედან გამომდინარე მიწით უზრუნველყოფის მაჩვენებლის შემცირება აუცილებელს ხდის ახალი მიწების ათვისებას. დამუშავებული მიწის ფართობების საკმაოდ დიდი რაოდენობა გვალვიან ზონაშია, რაც იწვევს მათი მორწყვის აუცილებლობას. მე-19 საუკუნის დასაწყისისათვის სარწყავი მიწათმოქმედება წარმოდგენილი იყო 8 მლნ. ჰა, XX საუკუნის დასაწყისისათვის 40 მლნ. ჰა-ზე, ხოლო დღეისათვის იგი 280 მლნ ჰა-ს უდრის.
ამრიგად, მსოფლიოში ირწყვება სახნავი ფართობის მხოლოდ 15,2%. სწორედ ეს მიწებია სტაბილური სასოფლო-სამეურნეო წარმოების ძირითადი ბაზა, რომლებიც აღარ განიცდიან ბუნებრივი და კლიმატური პირობების მავნეობას და იძლევიან მყარ პროდუქციას.
მიწით ყველაზე ნაკლებუზრუნველყოფილი რეგიონებია ევროპისა და აზიის ქვეყნები, მაგრამ ეს მაჩვენებლები შეფარდებითია, ვინაიდან შეიძლება ამა თუ იმ რეგიონში ერთ სულ მოსახლეზე მიწით უზრუნველყოფის მაჩვენებელი მაღალი იყოს, მაგრამ აღნიშნული მიწების პროდუქტიულობა იმდენად დაბალი, რომ ნაყოფიერების თვალსაზრისით მათი გამოყენების კოეფიციენტი რამდენჯერმე ჩამორჩებოდეს სხვა ქვეყნის ანალოგიურ მაჩვენებელს.
ყველა ქვეყანაში დამუშავებული მიწები და საძოვრები წარმოადგენენ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების საფუძველს, მაგრამ მათი გამოყენების ინტენსივობა, არა მარტო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, არამედ ერთი ქვეყნის შიგნითაც განსხვავებულია.
საწარმოო შედეგების მიხედვით განსხვავება გამოწვეულია აგრეთვე წარმოების საშუალებებზე საკუთრების ფორმებით ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქვეყნის განსხვავებული სოციალურ-ეკონომიკური წყობითაც, რაც დიდ გავლენას ახდენს მოცემული ქვეყნის არა მარტო წარმოების დარგობრივ სტრუქტურაზე, არამედ მის ეკონომიკურ მაჩვენებლებზეც.
განსხვავებულმა სოციალურმა წყობამ დაამკვიდრა სასოფლო-სამეურნეო წარმოების განსხვავებული სისტემები და ეს ლოგიკურია, ხოლო რაც შეეხება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის სხვადასხვა წესს, იგი უფრო მყარი აღმოჩნდა. აღსანიშნავია, ისიც რომ სოფლის მეურნეობის დარგობრივ სტრუქტურაზე, მის მიმართულებაზე დიდ გავლენას ახდენს ამათუ იმ რეგიონის შრომითი რესურსებით უზრუნველყოფა, მოსახლეობის კვების ტრადიციები, სიახლოე გასაღების ბაზრებთან და სხვა ფაქტორები.
ამრიგად, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში სასოფლო-სამეურნეო წარმოების სპეციალიზაციას და მიმართულებას განაპირობებს მრავალი ფაქტორი, რომელთა სწორად განსაზღვრა, წარმოების ეფექტიანობის საწინდარია.
მსოფლიოს სოფლის მეურნეობა წარმოდგენილია განსხვავებული საწარმოო ფორმებით და გეოგრაფიული ზონებით. დღემდე არსებობდა სოციალისტური, კაპიტალისტური და განვითარებადი ქვეყნების სოფლის მეურნეობის საწარმოო ფორმები, ამასთან ერთად ჩამოყალიბდა სხვადასხვა სახის პროდუქციის წარმოების გეოგრაფიულოი ზონები.
თანამედროვე მსოფლიოში გამოკვეთილია სასოფლო-სამეურნეო წარმოების რამდენიმე გეოგრაფიული ზონა, რომელსაც საფუძვლად ძირითადად უდევს ბუნებრივ- კლიმატური პირობები, წარმოების ტრადიცია, სიახლოე ბაზრებთან და ა.შ. არსებობს მარცვლეულის, მეცხოველეობის, შერეული, მერძეული და მებაღეობა- მებოსტნეობის გეოგრაფიული ზონები.
მარცვლეულის, ძირითადად, ხორბლის-გეოგრაფიული ზონა წარმოდგენილია ზომიერი მშრალი კლიმატის რაიონებში, სადაც ხელსაყრელი პირობებია აღნიშნული პროდუქტების წარმოებისათვის, კერძოდ, დაბალია მოსახლეობის სიმჭიდროვე და არის კომპლექსური მექანიზაციისათვის დიდი ფართობები, ამ ზონისათვის მექანიზაცია წარმოადგენს საფუძველს.
მეცხოველეობის გეოგრაფიული ზონა წარმოდგენილია გვალვიან ფართობებზე და ძირითადად მდებარეობს მარცვლეულის წარმოების ზონის გვერდით. ზონა მჭიდროდაა დაკავშირებული როგორც შიდა ისე მსოფლიო ბაზართან და ძირითადად წარმოდგენილია პირუტყვის მაღალპროდუქტიული ჯიშების გამოზრდით (განსაკუთრებით, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ცხვრის).
შერეული გეოგრაფიული ზონა წარმოდგენილია სამიწათმოქმედო და მეცხოველეობის მეურნეობების სახით, რომელიც დამახასიათებელია შედარებით ზომიერი გეოგრაფიული სარტყლისათვის. მეცხოველეობა ამ ზონისათვის აუცილებელი და შემოსავლების მიხედვით ძირითადი დარგია, მიწათმოქმედებაში მთავარი ადგილი უჭირავს საკვებ კულტურებს, ა.შ.შ-ში ეს უპირველესად სიმინდის კულტურაა (10% მსოფლიო წარმოებიდან), შემდეგ მოდის სოია, იონჯა და ა.შ.
მერძეული მეცხოველეობის გეოგრაფიული ზონა განვითარებულია ტენიან რაიონებში, რომლებსაც ახასიათებთ შედარებით დაბალი ტემპერატურული ჯამი და მცენარეთა მოკლე სავეგეტაციო პერიოდი, რაც მხოლოდ იმის საშუალებას იძლევა, რომ მინდვრის კულტურები დაითესოს მწვანე საკვებად. მერძეული მეცხოველეობის ტიპიური რეგიონებია: ა.შ.შ-ში ვისკონიისა და ახალი ინგლისის შტატები, ევროპაში-სკანდინავიის ქვეყნები, განსაკუთრებით ნორვეგია. მერძეული მეცხოველეობა მოითხოვს გასაღების ბაზრებს-წარმოებასთან რაც შეიძლება ახლოს და განვითარებულ საგზაო (განსაკუთრებით საავტომობილო) კომუნიკაციებს. მერძეული მიმართულება ორი მიმართულებით ვითარდება - რძის წარმოება მოსახლეობის უშუალო მოხმარებისათვის და-რძის წარმოება, როგორც ნედლეული გადამამუშავებელი მრეწველობისათვის.
მებაღეობისა და მებოსტნეობის გეოგრაფიული ზონა ჩამოყალიბდა მსხვილ ქალაქებთან და სამრეწველო ცენტრებთან ახლოს. ხილი და ბოსტნეული კულტურები, როგორც წესი გარკვეულ პირობებს უყენებენ წარმოებას და სხვა კულტურებისგან განსხვავებით რეაგირებენ ბუნებრივ ფაქტორებზე. სწორედ ამიტომ, მათი მოვლა-მოყვანა დაკავშირებულია მნიშვნელოვან სახსრებთან, საჭიროა სათბურების, ინტენსიური სარწყავი სისტემისა და სხვა სახის დამხმარე ნაგებობების მშენებლობა, ამიტომ ითვლება ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურების პროდუქცია ძვირადღირებულად.
ამრიგად, მსოფლიოს სოფლის მეურნეობის საწარმოო ფორმების ჩამოყალიბება დაკავშირებულია სოციალურ-პოლიტიკურ მოვლენებთან, ხოლო გეოგრაფიული ზონებისა - უმთავრესად ბუნებრივ-კლიმატურ პირობებთან და წარმოების ისტორიულად ჩამოყალიბებულ ფორმებთან.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სოფლის მეურნეობის ძირითადი მიზანია კვების პროდუქტების წარმოება მოსახლეობისათვის და ნედლეულისა - გადამამუშავებელი მრეწველობისათვის. მსოფლიოს ყველა ქვეყანა ჩართულია სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში, მათ შორის ისეთებიც რომლებსაც თითქმის არ გააჩნიათ თავისუფალი მიწები (ჰონკონგი, სინგაპური და სხვ.). თანამედროვე მსოფლიოში არც ერთი პრობლემა არ დგას ისე მწვავედ, როგორც საკვები პროდუქტების წარმოების. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი შიმშილობის ზღვარზეა, 24 ქვეყანა კვების პროდუქტების იმ რაოდენობას აწარმოებს, რომ სრულად დაიკმაყოფილოს საკუთარი მოთხოვნილება და მხოლოდ 8 ქვეყანა აწარმოებს ჭარბ პროდუქციას.
ძირითად სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას, უპირველეს ყოვლისა განეკუთვნება მარცვლეული და მეცხოველეობის პროდუქტები, რომელთა გარეშეც შეუძლებელია ადამიანის არსებობა.
მსოფლიოს მოსახლეობის გამოსაკვებად მთავარი და გადამწყვეტია მარცვლეული, რომელიც მოიხმარება, როგორც კვების ძირითადი პროდუქტი უშუალოდ მოსახლეობისათვის და ფურაჟი - პირუტყვისათვის. მარცვლეულის მსოფლიო წარმოებაში წამყვანი ადგილი უჭირავს ხორბლის, ბრინჯისა და სიმინდის კულტურებს. თითოეული მათგანის წლიური წარმოების მოცულობა მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 320-350 მლნ. ტონაა. ამრიგად, მარცვლეულის მსოფლიო წარმოება 1-1,1 მილიარდ ტონას შეადგენს, რაც ერთ სულზე გაანგარიშებით 200 კილოგრამია წელიწადში.
მნიშვნელობით მეორე კულტურაა ბრინჯი, რომლის მსოფლიო წარმოების 90% მოდის აზიის ქვეყნებზე. ბრინჯი სასურსათო პროდუქტია, მისი ნამჯა კი შეიძლება გამოყენებული იქნეს პირუტყვის საკვებად. ბრინჯის წარმოების უდიდესი რეგიონებია სამხრეთ აღმოსავლეთ აზია, ინდოეთის სამხრეთი ნაწილი, ლათინური ამერიკის ქვეყნები, სადაც ამ კულტურის 2-3 მოსავალს იღებენ წელიწადში. ბრინჯის წარმოებაში ჯერ კიდევ სჭარბობს ხელით შრომა, იგი ძალზედ შრომატევადია და ძირითადად მოითხოვს სარწყავ მიწებს.
სხვა მარცვლეული კულტურებიდან აღსანიშნავია ქერი, რომლის მსოფლიო წარმოება 160-180 მლნ. ტონაა წელიწადში, აქედან, 1/3 იწარმოება ევროპის ქვეყნებში.
ჭვავის მსოფლიო წარმოება დაახლოებით 40მლნ. ტონაა წელიწადში, იგი გავრცელებულია დასავლეთ ევროპაში. გამოიყენება ლუდისა და საკონდიტრო წარმოებაში, აგრეთვე საფურაჟედ. მსოფლიოში ქერისა და მარცვლეულის წარმოება უმთავრესად მექანიზებულია.
მსოფლიო მასშტაბით მარცვლეულის წარმოება ერთ სულზე გაანგარიშებით დიდი კონტრასტულობით ხასიათდება. მაგალითად, აზიაში ერთ სულზე აწარმოებენ 180-200 კგ მარცვლეულს, ხოლო ჩრდ. ამერიკასა და ავსტრალიაში 900-1000კგ. (ზოგიერთ ქვეყნებში ეს მაჩვენებლები 60 კგ- ს არ აღემატება).
მარცვლეულის შემდეგ კვების ძირითად პროდუქტად ითვლება კარტოფილი, განსაკუთრებით- ევროპასა და ამერიკის ქვეყნებში. კარტოფილის გავრცელების რეგიონები ემთხვევა მარცვლეულის გავრცელების რეგიონებს. სულ მსოფლიოში აწარმოებენ 320- 350 მლნ. ტონა კარტოფილს წელიწადში.
მოსახლეობისათვის მეტად მნიშვნელოვანია მცენარეული ზეთი, რომლის მსოფლიო წარმოება 40 მლნ. ტონაა, რაც წლიურად შეადგენს ადამიანის მიერ მოხმარებული ცხიმის 50%-ს. მცენარეული ზეთის 27-28% მოდის არახისსა და სოიაზე, 12-14% - მზესუმზირისა და ბამბის მარცვალზე, 6% - ზეითუნზე.
კვების მნიშვნელოვანი პროდუქტია შაქარი, რომელიც მიიღება შაქრის ლერწმისა და შაქრის ჭარხლისაგან. შაქრის მსოფლიო წარმოების 30% მოდის ლათინურ ამერიკაზე, იგი გავრცელებულია აგრეთვე სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, საქარი ძირითადად გამოიყენება როგორც კვების პროდუქტი მოსახლეობისათვის. ამ პროდუქტით მსოფლიოს მოსახლეობა დაკმაყოფილებულია მხოლოდ 50- 60%- ით, უმრავლეს ქვეყანაში შაქრის ნედლეულის მოვლა- მოყვანა მექანიზებულია.
მეცხოველეობის პროდუქტების წარმოება ძირითადად თავმოყრილია განვითარებული ქვეყნების ზომიერ კლიმატურ-გეოგრაფიულ სარტყელში. მერძეული მიმართულების მეცხოველეობა კონცენტრირებულია ევროპის ჩრდილოეთ ნაწილში, ა.შ.შ-ში და კანადაში. მეხორცული მეცხოველეობა, მერძეულისაგან განსხვავებით, ძირითადად ეყრდნობა ბუნებრივ საძოვრებსა და სათიბებს. ხორცის მსოფლიო წარმოება შეადგენს 115-120 მლნ. ტონას წელიწადში.
მეცხოველეობის პროდუქტების შევსების დიდი რეზერვია მეფრინველეობა, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონშია წარმოდგენილი. განსაკუთრებით განვითარებულია იგი მსხვილი ქალაქებისა და სამრეწველო ცენტრების საგარეუბნო ზონებში. განვითარებულ ქვეყნებში მეფრინველეობა სამრეწველო საფუძველზე არსებობს. ფრინველის ხორცით მსოფლიოს მოსახლეობა შედარებით უკეთ არის უზრუნველყოფილი, ვიდრე სხვა სახის ხორცით.
ამრიგად, კვების პროდუქტების წარმოების მსოფლიო გეოგრაფია იმაზე მიგვანიშნებს, რომ მოსახლეობისათვის სასურსათო პრობლემის გადაწყვეტა სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხია და იგი მთელი პლანეტისაგან ერთობლივ ძალისხმევას საჭიროებს. პრობლემას ართულებს ისიც, რომ მსოფლიოს მოსახლეობის მატების ტემპი ჯერ კიდევ ჭარბობს კვების პროდუქტების წარმოების მატების ტემპს და ეს პროცესი გაღრმავების ტენდენციით ხასიათდება.
კითხვები ცოდნის შემოწმებისათვის
1. გააკეთეთ მსოფლიო სოფლის მეურნეობის ეკონომიკის ზოგადი მიმოხილვა;
2. დაახასიათეთ მსოფლიო მიწის ფონდები;
3. დაახასიათეთ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში სასოფლო-სამეურნეო წარმოების სპეციალიზაცია და მიმართულებები;
4. დაახასიათეთ მსოფლიო სოფლის მეურნეობის საწარმოო ფორმები და გეოგრაფიული ზონები.
![]() |
5 თავი IV. ,,ევროპის ქვეყნების ეკონომიკა“ |
▲ზევით დაბრუნება |
1.ევროპა
![]() |
5.1 4.1. ევროპის ქვეყნების ეკონომიკა. |
▲ზევით დაბრუნება |
ევროპას უჭირავს ევრაზიის მატერიკის ნაწილი, ურალის ქედიდან დასავლეთით. მისი ტერიტორიის ნახევარზე მეტი მოდის ყოფილ სსრკ-ზე (5,9 მლნ. კვ. კმ.), დანარჩენი (4,9 მლნ. კვ. კმ.) ევროპის იმ სახელმწიფოებზე, რომლებიც მდებარეობენ ყოფილ სსრკ- ის დასავლეთით. ევროპაში შედის კუნძული ირლანდია (ატლანტიის ოკეანეში) და შპიცბერგერის არქიპელაგი (ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში).
დასავლეთ ევროპას უჭირავს ხმელეთის უმნიშვნელო ნაწილი (4%25), რომელზეც ცხოვრობს 475 მლნ. კაცი, რაც მსოფლიოს მოსახლეობის 13%25, ხოლო მისი წილი მსოფლიო სამრეწველო პროდუქციის წარმოებაში - 32,8%25-ია.
ევროპის ხალხები წარმოადგენენ მსოფლიო ცივილიზაციის მემკვიდრეებს. სწორედ აქ - ძველი საბერძნეთისა და რომის ანტიკურ საზოგადოებაში შეიქმნა ის განუმეორებელი ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები: ხელოვნებაში, არქიტექტურაში, ფილოსოფიაში, რომლებიც დღესაც ანცვიფრებენ კაცობრიობას.
დასავლეთ ევროპის ბუნებრივი პირობები გამოირჩევა რელიეფის მრავალფეროვნებით, ზღვის ჰავის ძლიერი გავლენით, მოზაიკური ლანდშაფტით, აგრეთვე მოსახლეობის სიმჭიდროვით, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მაღალი დონით, სადაც ადამიანმა თავისი მიზანდასახული საქმიანობით მნიშვნელოვნად შეცვალა ბუნებრივი ლანდშაფტი, მცენარეული საფარი და ა.შ.
ევროპის კლიმატურ პირობებს განსაზღვრავს ატლანტიისა და ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის სიახლოე, მძლავრი თბილი დინებები, მზის სხივების სიუხვე. ყოველივე ეს ქმნის მეტად ხელსაყრელ რეჟიმს სამეურნეო საქმიანობისათვის, როგორც მის უკიდურეს ჩრდილოეთით, ისე სამხრეთის ქვეყნებში. ბუნებრივი პირობები ქმნიან აგრეთვე ხელსაყრელ გარემოს ტყეებისა და სხვა მცენარეული საფარის განვითარებისათვის. ტყეებს უჭირავს დასავლეთ ევროპის ტერიტორიის 1/3, ისინი შეიცავენ სამრეწველო ხე-ტყის დიდ მარაგს და დადებითად მოქმედებენ კლიმატის კვლავწარმოებაზე.
დასავლეთ ევროპაში მკვეთრადაა გამოკვეთილი ურბანიზაციის პროცესი. მოსახლეობის 3/5 ცხოვრობს ქალაქებში, ხოლო ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა გერმანია, ბელგია, შვეცია, ეს მაჩვენებლები 80%25-ს აღემატება, რაც დაკავშირებულია მრეწველობისა და მომსახურების სფეროს განვითარების მაღალ დონეზე. რეგიონის მაღალგანვითარებულ ქვეყნებში დღეისათვის არ არსებობს განსხვავება სოფელსა და ქალაქს შორის, მათი ცხოვრების დონე თითქმის გათანაბრდა.
დასავლეთ ევროპის მეურნეობამ ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში მიაღწია განვითარების მაღალ დონეს. მაგალითად, მეღვინეობა იტალიასა და სამხრეთ საფრანგეთში დაამკვიდრეს ძველმა რომაელებმა, მათვე დაარსეს პირველი ლითონმომპოვებელი და გადამამუშავებელი საწარმოები მაშინდელ ინგლისში. კაპიტალიზმის განვითარების პირველი აკვანიც დასავლეთ ევროპაში დაირწა, მას მოჰყვა კოლონიური და დამპყრობლური ომები, რამაც უზარმაზარი სიმდიდრე შესძინა ევროპის მაღალგანვითარებულ ქვეყნებს. ამერიკის ახალი კონტინენტის აღმოჩენა და მისი ათვისება დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებმა დაიწყეს.
დღეისათვის, დასავლეთ ევროპა მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევებით და ცხოვრების დონით მსოფლიოს ერთ- ერთი მაღალგანვითარებული რეგიონია. აქ მიეცა დასაბამი თანამედროვე მეცნიერების პრიორიტეტულ მიმართულებებს, რომლებიც შემდეგ მსოფლიოს ცივილიზებული სამყაროს კუთვნილება გახდა. დასავლეთ ევროპის მეურნეობის საფუძველია ინდუსტრია, რომლის წილად მოდის ევროპროდუქტის 75- 80%25, სოფლის მეურნეობის ხვედრითი წილი 5- 8%25 შეადგენს, დანარჩენი კი მოდის მომსახურების სფეროზე.
მჭიდროდ დასახლებულ დასავლეთ ევროპაში სასოფლო-სამეურნეო მიწების მეტად შეზღუდული რაოდენობაა. მსოფლიოს ამ რეგიონში მიწით უზრუნველყოფის მაჩვენებელი სახნავის სახით შეადგენს 0,18 ჰა-ს, ერთ სულზე გაანგარიშებით. მიუხედავად ამისა შრომის მაღალი ნაყოფიერებით, მექანიზაციის, ქიმიზაციისა და მელიორაციის განვითარებით შეიქმნა მაღალპროდუქტიული სასოფლო- სამეურნეო წარმოება, რომელმაც მთლიანად უზრუნველყო რეგიონის მოთხოვნილება კვების პროდუქტებზე. შრომის ენერგოშეიარაღების საშუალო მაჩვენებელი 82 ცხენის ძალას უდრის, მაღალია ელექტროენერგიის გამოყენების მაჩვენებელიც, მინიმუმამდეა შემცირებული დანაკარგები. მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის საშუალებით მიწას და მცენარეებს განიხილავენ როგორც მართვად ცოცხალ ორგანზმებს, სწორედ ამიტომ სავარგულთა ნაყოფიერების საშუალო მაჩვენებელი აქ ყველაზე მაღალია მსოფლიოში. იგივე ითქმის პირუტყვის პროდუქტიულობაზეც. ფურის საშუალო წლიური წველადობა 4800 ლიტრია, ხოლო ცხიმიანობის პროცენტს მართავენ საკვების რაციონის მეშვეობით.
წარმოებაში იყენებენ კოპერირების ხელსაყრელ ფორმებს, ფართოდ არის დანერგილი ხანგრძლივი ოჯახური იჯარა, ევროპულ სახელმწიფოებში არსებობს გადამამუშავებელი საწარმოების ხშირი ქსელი, როგორც წესი, მათი საწარმოო მოცულობები დიდი არ არის, მაგრამ წარმოება მთლიანად ავტომატიზებულია და იმართება კომპიუტერების მეშვეობით.
დასავლეთ ევროპის სასოფლო-სამეურნეო წარმოების სტაბილიზაციაში დიდი როლი შეასრულა „ევროპის ბაზარმა“, რომელიც წარმოადგენს ამ რეგიონში შემავალი ქვეყნების ნებაყოფლობით გაერთიანებას. ევროპული ბაზარი ახდენს პროდუქტების რაციონალურ გადანაწილებას სხვადასხვა ქვეყნებს შორის, ხელს უწყობს ეკონომიკურად მისაღებ სპეციალიზაციას, არეგულირებს ფასებს, აიძულებს სახელმწიფოებს საჭიროების შემთხვევაში დოტაცია გამოუყონ ამა თუ იმ სახის პროდუქციის მწარმოებლებს, ქმნის ევროპულ საწარმოო და სადაზღვეო ფონდს, რაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლებს ბუნებრივი პირობებისაგან დამოუკიდებელს ხდის. ყოველივე ამან დაარეგულირა ამა თუ იმ სახის პროდუქტების წარმოების მოცულობა სხვადასხვა ქვეყნებში და შექმნა მათი წარმოებისათვის ყველაზე ხელსაყრელი პირობები.
დღეისათვის დასავლეთ ევროპას სხვა რეგიონებში გააქვს წარმოებული სასოფლო- სამეურნეო პროდუქციის გარკვეული ნაწილი, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და ყოფილ საბჭოთა კავშირში, მათ შორის ხორცი და მისი პროდუქტები, ქათმის ხორცი, კვერცხი, მარცვლეული, ხილი და ა.შ.
დასავლეთ ევროპაში წარმოდგენილია რამდენიმე ეკონომიკური რეგიონი, რომელშიც გაერთიანებულია ერთნაირ ბუნებრივ-კლიმატურ პირობებში მყოფი სახელმწიფოები, მათი განხილვა საშუალებას მოგვცემს გავერკვეთ, თითოეული რეგიონის და სახელმწიფოს, ეკონომიკურ და სასოფლო- სამეურნეო წარმოების თავისებურებებში.
![]() |
5.2 4.2. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკა. |
▲ზევით დაბრუნება |
აღმოსავლეთ ევროპა (პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, რუმინეთი, სერბეთი, ჩერნოგორია, ხორვატია, სლოვენია, მაკედონია, ბოსნია, ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, ალბანეთი) - საზღვარგარეთული ევროპის ოთხი მსხვილი რეგიონის ერთ- ერთი რაიონია. მის წილად მოდის ტეროტორიის 1/4. უკანასკნელ პერიოდამდე რეგიონში შემავალ ქვეყნებს ახასიათებდა ერთიანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური სტრუქტურები. ყველა ისინი განეკუთვნებოდნენ ე.წ. „სოციალისტური სისტემის“ ბანაკის ქვეყნებს, სადაც მიწაზე და წარმოების სხვა საშუალებებზე არსებობდა სახელმწიფოს მონოპოლია და წარმოებისათვის საჭირო ეს უმნიშვნელოვანესი ელემენტები ითვლებოდა სახელმწიფო (ან როგორც მას ხშირად უწოდებენ საერთო-სახალხო) საკუთრებად.
წარმოების სოციალისტური წესის დამკვიდრება მოხდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მმართველობის კომუნისტური სისტემების შემოღების შედეგად. მართალია სასოფლო- სამეურნეო წარმოებაში ომამდელ პერიოდთან შედარებით შეიმჩნევა გარკვეული დადებითა ძვრები, მაგრამ ეს არაა წარმოების სოციალისტური სისტემის უპირატესობის შედეგი, იგი გამოწვეულია მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით, ევროპულ ქვეყნებში, მატერიალურ-ტექნიკური პროგრესით, მეცნიერების განვითარებით, სოფლის მეურნეობის სპეციალისტების კვალიფიკაციის მაღალი დონით და ა.შ. დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მიღწეული პროგრესი უმნიშვნელოა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იგი ხელოვნურად დამუხრუჭდა წარმოების სოციალისტური სისტემების მეშვეობით.
საქმეს ვერ უშველა სოციალისტური ქვეყნების ეკონომიკური განვითარების შექმნამაც, რომელმაც დაამუშავა შრომის ე.წ. სოციალისტური დანაწილების პრინციპები, განსაზღვრა სპევიალიზაციის ზონები, შექმნა სასოფლო-სამეურნეო მანქანათმშენებლობის, მინერალური სასუქების წარმოების ერთიანი სისტემა, დააწესა შეღავათიანი სავაჭრო ტარიფები, დაარეგულირა საქონლის ინტენსიური გაცვლა და სხვ. მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა, სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტი მაინც უმნიშვნელო იყო, სოციალისტური ბანაკის ქვეყნები განიცდიდნენ სასურსათო პროდუქციის დეფიციტს, რაც ძირითადად გამოწვეული იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში არსებული დიდი სასურსათო დეფიციტით. დაბალი იყო ენერგოშეიარაღებისა და ენერგოუზრუნველყოფის მაჩვენებლები. წარმოებული პროდუქციის თვითღირებულება კი მაღალი იყო. იგი ზოგ შემთხვევაში მნიშვნელოვნად სჭარბობდა შესასყიდ ფასებს, დარღვეული იყო მატერიალური დაინტერესების პრინციპი, შრომის შედეგების განაწილება წარმოებდა ცენტრალიზებული წესით, სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი პრინციპებით. მატერიალური მომარაგების სახელმწიფოებრივმა სისტემამ და შექმნილმა ბიუროკრატიულმა სამმართველო აპარატმა, მოშალა წარმოებისათვის საჭირო ხელმძღვანელობის ოპერატიულობა, გაზრდილი არამწარმოებლური ხარჯებიც დიდ ტვირთად აწვებოდა წარმოებული პროდუქციის თვითღირებულებას. მმართველობის არასწორმა ინფრასტრუქტურამ არევ-დარევა გამოიწვიეს ანგარიშგების სისტემაშიც, რამაც უმეტესად შექმნა განუკითხაობის ატმოსფერო. ყოველივე ამას ზედ დაერთო გარე სამყაროსთან სოციალისტური ქვეყნების ხანგრძლივი ეკონომიკური იზოლაციაც.
![]() |
5.3 4.3. დასავლეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკა. |
▲ზევით დაბრუნება |
დასავლეთ ევროპა (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ირლანდია, საფრანგეთი, მონაკო, ნიდერლანდი, ბელგია, ლუქსემბურგი, შვეიცარია, ლიხტენშტეინი, ავსტრია) - მისი ქვეყნები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდებიან ტერიტორიის სიდიდით და მოსახლეობის რაოდენობით. რეგიონის საერთო ფართობი შეადგენს 1313,6 ათას კვ. კმ-ს, მოსახლეობა - 220 მლნ-ს. დასავლეთ ევროპის სამი დიდი სახელმწიფო: გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი შედიან მსოფლიოს ყველაზე მაღალგანვითარებული ქვეყნების ექვსეულში.
რეგიონის ბუნებრივი პირობები მრავალფეროვანია, ტერიტორიის ნახევარი დაბლობია და მოიცავს მთელ ჩრდილოეთს, სამხრეთი კი უმთავრესად მთაგორიანია და უჭირავს ალპების მთიანი მასივის დიდი ნაწილი. რეგიონის კლიმატი რბილია, ყველაზე ცივი თვის საშუალო თვიური ტემპერატურა მერყეობს 0+8 გრადუსამდე, თუმცა მაღალმთიან ზონაში ტემპერატურა - 8-16 გრადუსამდე ეცემა. დასავლეთ ევროპა კარგადაა უზრუნველყოფილი წყლის რესურსებით, მდინარეთა ქსელი საკმაოდ ხშირია, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში მაინც იგრძნობა საყოფაცხოვრებო და მტკნარი წყლის დეფიციტი. რეგიონის ნიადაგები ძირითადად საშუალო და დაბალი ნაყოფიერებით ხასიათდება, ამიტომ სასურველი საწარმოო ეფექტის მისაღწევად საჭიროა აგროტექნიკის მაღალი დონე. რაციონალური მიწათმოქმედების შედეგია ის, რომ ეს ქვეყნები მარცვლეულის, კარტოფილისა და სხვა კულტურების მაღალ მოსავალს იღებენ. დასავლეთ ევროპა ხასიათდება მცირე მიწიანობით. ერთ სულზე გაანგარიშებით სახნავი 0,1-დან 0,13 ჰა-მდეა, სწორედ ამიტომ ინტენსიფიკაცია იყო და დღესაც რჩება რეგიონული სოფლის მეურნეობის განვითარების ძირითად მიმართულებად.
დასავლეთ ევროპაში კულტურული ლანდშაფტი და მცენარეული საფარი დომინირებს, მხოლოდ მაღალმთიან ზონაში გვხვდება ველური მცანარეები. ტყეებს უჭირავს რეგიონის 1/5, თუმცა არის ქვეყნები, რომლებშიც ტყის საფარი ტერიტორიის 3%25 (ირლანდია), 7,5%25 (დიდი ბრიტანეთი) არ აღემატება. ერთ სულზე გაანგარიშებით ტყის ფართობი შეადგენს 0,15 ჰა-ს, რაც 8-ჯერ ჩამორჩება მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს.
დასავლეთ ევროპის ქვეყნების განვითარების მაღალმა დონემ, დასაბამი მისცა ამ ქვეყნებში პროგრესული დარგების განვითარებას: ელექტრონიკის, ქიმიის, ენერგეტიკის, მანქანათმშენებლობისა და ა.შ. განვითარების მაღალმა დონემ დადებითი როლი შეასრულა სოფლის მეურნეობაშიც. მსოფლიოს სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, მიუხედავად არახელსაყრელი ნიადაგობრივი პირობებისა, მათ შესძლეს ტექნიკური პროგრესის ფონზე მიეღწიათ მაღალი საწარმოო მაჩვენებლისათვის. მოქნილმა შესასყიდმა ფასებმა, რომელიც დიფერენცირებული იყო რეგიონების მიხედვით, საშუალება მისცა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლებს, მიეღწიათ მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლისათვის.
![]() |
5.4 4.4. ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკა. |
▲ზევით დაბრუნება |
ჩრდილოეთ ევროპა (ფინეთი, შვეცია, ნორვეგია, დანია, ისლანდია) - აერთიანებს სკანდინავიის ქვეყნებს და ფინეთს. იგი წარმოდგენილია საკმაოდ დიდ, მაგრამ ნაკლებ დასახლებულ რეგიონში. მის წილად მოდის დასავლეთ ევროპის ტერიტორიის 1/4¼, ხოლო მოსახლეობის 1/20; საშუალო სიმჭიდროვე ერთ კვ. კმ-ზე 5 კაცია, გვხვდება დაუსახლებელი რაიონებიც, განსაკუთრებით, სკანდინავიის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით, თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოსახლეობის სიმჭიდროვე აღნიშნული რეგიონის ისეთ ქვეყანაში, როგორიც დანიაა, ერთ-ერთი მაღალია ევროპაში.
სახელმწიფოებრივი წყობილებით, ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები ორ ჯგუფად შეიძლება დავყოთ. შვეცია, ნორვეგია და დანია კონსტიტუციურ-მონარქიული ქვეყნებია, ხოლო ფინეთი და ისლანდია-რესპუბლიკები. საერთო ამ ქვეყნებისთვის გახლავთ ის, რომ ისინი განეკუთვნებიან საზღვაო სახელმწიფოებს. ზღვას უკავშირდება აღნიშნული ქვეყნების ყველა ძირითადი ეკონომიკური რაიონები. მაგალითად, 50 კილომეტრიან ზღვისპირა ზოლშია მოთავსებული ფინეთისა და შვეციის სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო წარმოების ნახევარზე მეტი, ნორვეგიისა და დანიის მრეწველობის 4/5, ხოლო სოფლის მეურნეობის 3/4. ზღვისპირა ზოლშია მოთავსებული ისლანდიის მთელი ეკონომიკა. ზღვის პირასაა გაშენებული აღნიშნული ქვეყნების დედაქალაქებიც.
ჩრდილოეთ ევროპის ბუნებაც მრავალფეროვანია, დიდია ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანისა და ატლანტიის ოკეანის გავლენა. რეგიონის ტერიტორიის ნახევარზე მეტი უჭირავს ტყეებს, მარტო შვეციის, ფინეთის და ნორვეგიის ტყეებზე მოდის დასავლეთ ევროპის ტყეების 1/3. ტყეები, მდინარეებთან და ტბებთან ერთად წარმოადგენენ ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების უდიდეს სიმდიდრეს.
რეგიონის დარგობრივი სტრუქტურები ჩამოყალიბდა სპეციფიკურ ვითარებაში, კერძოდ, საერთაშორისო კაპიტალის კონკურენციის პირობებში, რომელმაც საშუალება მისცა რეგიონის ქვეყნებს განევითარებინათ რეგიონისათვის მისაღები, პრიორიტეტული დარგები, რამაც ეს ქვეყნები ჩააყენა ცივილიზებული ქვეყნების რიგში. სპეციალიზებული დარგების პროდუქციის ექსპორტით, რეგიონი პირველ ადგილზე გამოვიდა ევროპაში. ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკური სტრუქტურების ფორმირება მიმდინარეობდა მაღალხარისხოვანი პროდუქციის სპეციალიზაციის გზით, დარგების განვითარებისას გამოიყენება ერთის მხრივ ბუნებრივი რესურსები, მოსახლეობის მაღალი პროფესიონალიზმი და მეორე მხრივ, მეცნიერულ- ტექნიკური პროგრესის მიღწევები.
ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების სოფლის მეურნეობას მკვეთრად გამოხატული მეცხოველეობის მიმართულება აქვს. მისი ხვედრითი წილი მთლიან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაში 75-78%25-ია. აღნიშნული ქვეყნები არა მარტო იკმაყოფილებს საკუთარ მოთხოვნილებებს სასოფლო-სამეურნეო წარმოების პროდუქციაზე, არამედ მეცხოველეობის პროდუქტების უდიდესი ნაწილი გააქვთ კიდეც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. განსაკუთრებით კარგი პირობებია სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის სამხრეთ შვეციასა და დანიაში. ფინეთში ძირითადი სასოფლო-სამეურნეო პროვინციები მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ დასავლეთით. აღნიშნულ ქვეყნებში ძირითადად გავრცელებულია ფერმერული მეურნეობები. ფერმები მდებარეობენ განცალკავებულად, მათი სპეციალიზაცია მკვეთრად გამოკვეთილია. იშვიათად იყენებენ დაქირავებულ შრომას, ფერმის სიდიდე გამომდინარეობს ფერმერის ოჯახის შემადგენლეობიდან.
აღნიშნული რეგიონის ქვეყნებისათვის დამახასიათებელია ის, რომ აქ არ გვხვდება მრავალფეროვანი სოფლის მეურნეობა, იშვიათია მრავალწლიანი ნარგავები. სოფლის მეურნეობა კარგადაა შეთანაწყობილი სატყეო მეურნეობასთან და თითქმის ავსებენ ერთმანეთს. ყველა ფერმერი ფლობს ტყის საკმაოდ დიდ რაოდენობას და თვითონ ეწევა ყველა სახის სამუშაოებს.
![]() |
5.5 4.5. სამხრეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკა. |
▲ზევით დაბრუნება |
სამხრეთ ევროპა (პორტუგალია, იტალია, ესპანეთი, გიბრალტარი, ანდორა, სან- მარინო, ვატიკანი, მალტა, საბერძნეთი) - მსოფლიოს განსაკუთრებულ რეგიონს წარმოადგენს, რომლის ქვეყნები მდებარეობენ ევროპის კონტინენტის-პირინეის, აპენინისა და ბალკანეთის ნახევარკუნძულებზე, მხოლოდ იტალია იჭრება უმნიშვნელოდ ევროპის მატერიკზე. განვითარებისა და ცივილიზაციის საერთო დონით ისინი განეკუთვნებიან ტიპიურ ევროპულ სახელმწიფოებს.
სამხრეთ ევროპის ქვეყნები მდებარეობენ დაახლოებით ერთ მერიდიანზე, ამიტომ მათი ბუნებრივ-კლიმატური პირობები ბევრად ემთხვევა ერთმანეთს და ისტორიულადაც მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული ერთმანეთთან. ფართო გაგებით სამხრეთ ევროპა გარდა აღნიშნული ქვეყნებისა, გულისხმობს აგრეთვე სამხრეთ საფრანგეთს, ყოფილი იუგოსლავიის სანაპირო ზოლს, ალბანეთს, კუნძულ კორსიკას, თურქეთის ევროპულ ნაწილს. აღნიშნულ ზონაში წარმოდგენილი ქვეყნები ერთმანეთს არ ესაზღვრებიან, საერთოს მათთვის წარმოადგენს ხმელთაშუა ზღვა. რეგიონის ქვეყნებიდან ხუთი რესპუბლიკაა (იტალია, საბერძნეთი, პორტუგალია, სან-მარინო, მალტა), ორი მონარქიული (ესპანეთი, ვატიკანი), ხოლო ანდორა იმყოფება ორი ქვეყნის (ესპანეთისა და საფრანგეთის) პროტექტორატის ქვეშ. საყურადღებოა ისიც, რომ რეგიონში შემორჩა ინგლისის კოლონია გიბრალტარის სახით.
სამხრეთ ევროპა კაცობრიობის განვითარების ერთ-ერთი უძველესი რეგიონია, სადაც საფუძველი ჩაეყარა ევროპულ ცივილიზაციას, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა მსოფლიოს განვითარების ბედზე. ჩრდილოეთ აფრიკის სიახლოემ მნიშვნელოვნად განაპირობა სამხრეთ ევროპის ბუნებრივი პირობების ჩამოყალიბება, განსაზღვრა სოფლის მეურნეობის მიმართულებები და ხასიათი.
სამხრეთ ევროპა ყველაზე მთიანი რეგიონია ევროპაში, მთებს უჭირავს ტერიტორიის 3/4. დაბლობი 22-25%25-ს შეადგენს, რომელიც წარმოდგენილია ზღვისპირა სანაპირო ზოლით. რეგიონის ერთ-ერთი მთავარი ბუნებრივი რესურსია კლიმატი, რომელიც ხელსაყრელია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის. აქ ვხვდებით სითბოსმოყვარულ სუბტროპიკულ კულტურებს. ხმელთაშუა ზღვის კლიმატი ხელს უწყობს მიწათმოქმედების განვითარებას. რეგიონში ჭარბობს მშრალი, ცხელი ზაფხული, რბილი, წვიმიანი ზამთარი, ადრეული გაზაფხული და გრძელი, თბილი შემოდგომა. ხშირია ძლიერი, შხაპუნა წვიმები, ზამთრობით იშვიათად მოდის თოვლი, რომელიც დიდხანს არ დევს. დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ კლიმატი უფრო კონტინენტურია. მიუხედავად ტენის საკმაო რაოდენობისა, რეგიონი წყლის რესურსებით არ არის კარგად უზრუნველყოფილი, სუსტადაა წარმოდგენილი მდინარეთა ქსელი და მათ არახელსაყრელი მდებარეობა აქვთ, ამიტომ ცდილობენ წყლის რესურსების რაციონალურად გამოყენებას, მით უმეტეს, რომ მათ სარწყავი მნიშვნელობაც აქვთ.
ხმელთაშუა ზღვის ზონაში გავრცელებულია მარადმწვანე, გვალვაგამძლე მცენარეული საფარი, რომელიც ჩრდილოეთით თანდათანობით კონტინენტური კლიმატის შესაფერის სახეს იღებს.
ბუნებრივი მცენარეული საფარი პირველყოფილი ფორმით შენარჩუნებულია მხოლოდ მთიან ნაწილში. რეგიონის დანარჩენ რაიონებში ადამიანის ჩარევამ მნიშვნელოვნად შეცვალა იგი. მაგალითად, 4-5 ათასი წლის წინათ ტყე სამხრეთ ევროპაში წარმოდგენილი იყო ტერიტორიის 80%25-ზე, დღეისათვის კი მათი რაოდენობა 20%25-მდე შემცირდა. კულტურული მიწათმოქმედებისათვის დამატებითი ფართობების ათვისების აუცილებლობამ აიძულა ადამიანი გაეჩეხა ტყე. ნიადაგები არ არის მდიდარი ჰუმუსით, იგი უმთავრესად ქვა-ღორღიანია, საჭიროა დამატებითი სამუშაოების ჩატარება, რათა ხელოვნურად გავზარდოთ მათი ნაყოფიერება. წარმოდგენილია ტყის ყავისფერი ნიადაგები, ბევრია გაშიშვლებული ქვიანი მასივები. სანაპირო ზოლში ვხვდებით ხელოვნურად შექმნილ ნიადაგობრივ საფარს (განსაკუთრებით ხმელთაშუა ზღვის საკურორტო ზოლში). ქვაღორღიანობა მნიშვნელოვნად ართულებს სასოფლო- სამეურნეო სამუშაოების ჩატარებას. აღსანიშნავია ისიც, რომ სამხრეთ ევროპის ქვეყნებში ჩაეყარა საფუძველი ევროპულ კულტურულ მიწათმოქმედებას, რაც უპირველესად განპიროვნებული იყო მისი ბუნებრივი და გეოგრაფიული პირობებით.
კითხვები ცოდნის შემოწმებისათვის
დაახასიათეთ ზოგადად ევროპის ქვეყნების სოფლის მეურნეობის ეკონომიკა;
დაახასიათეთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სოფლის მეურნეობის ეკ-კა;
დაახასიათეთ დასავლეთ ევროპის ქვეყნების სოფლის მეურნეობის ეკ-კა;
დაახასიათეთ ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების სოფლის მეურნეობის ეკ-კა;
დაახასიათეთ სამხრეთ ევროპის ქვეყნების სოფლის მეურნეობის ეკონომიკა.
![]() |
6 თავი V. რუსეთის ფედერაციის ეკონომიკა. |
▲ზევით დაბრუნება |
2. რუსეთის ფედერაცია
![]() |
6.1 5.1. რუსეთის ფედერაციის სოფლ ეკონომიკა. |
▲ზევით დაბრუნება |
რუსეთის ფედერაციული სახელმწიფო, ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში, იგი წარმოდგენილია 17 მლნ. კვ. კმ-ზე და უჭირავს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიის 2/3, დასავლეთით იგი ესაზღვრება ფინეთს, ნორვეგიას, ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ბელორუსიას, პოლონეთს, სამხრეთ-დასავლეთით უკრაინას, სამხრეთით-საქართველოს, აზერბაიჯანსა და ყაზახეთს, სამხრეთ-აღმოსავლეთით-მონღოლეთს, ჩინეთსა და კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას.
ფედერაციის შემადგენლობაში შედის 16 ავტონომიური რესპუბლიკა, ესენია: ბაშკირეთი (ბაშკირტოსტანი) ბურიატია, დაღესტანი., ყაბარდო-ბალყარეთი, კალმიკია, კარელია, კომი (სახა), მარიისკი, მორდოვა, ჩრდილოეთ-ოსეთი, თათრეთი (ტატარსტანი), ტუვა, უდმურტეთი, ჩუვაშეთი, იაკუტია, ინგუშეთი. მის შემადგენლობაში შედის აგრეთვე ჩეჩნეთი, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა, თუმცა რუსეთი ამ გადაწყვეტილებას არ ცნობს. რუსეთის ფედერაციის სუბიექტებია აგრეთვე 6 მხარე, 49 გუბერნია, 5 ავტონომიური ოლქი და 10 ავტონომიური წარმონაქმნი.
რუსეთის ფედერაციის ბუნებრივ-კლიმატური პირობები მრავალფეროვანია, მის ტერიტორიაზე წარმოდგენილია დროის 11 სარტყელი, ქვეყანაში შევხვდებით აღმოსავლეთ ევროპის დაბლობებს, ურალის ქედს, ჭაობიან სივრცეებს, ციმბირის ტაიგას, ტუნდრას, კურილიისა და კამჩატკის ვულკანებს, კასპიისპირეთის უდაბნოს, ჩრდილოეთ კავკასიისა და ყუბანის შავმიწებს და სხვ.
რუსეთი მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით. მის ტერიტორიაზე რკინის, ნავთობის, ქვანახშირის, იშვიათი და ფერადი ლითონების, ბოქსიტების, ურანის, ალმასის, ნიკელის და ა.შ. უდიდესი საბადოებია.
არანაკლები მნიშვნელობისაა ნაყოფიერი ცენტრალური შავმიწა ნიადაგიანი ველები, ჩრდილოეთ კავკასიის, ვოლგისპირეთის, სამხრეთ ურალის, დასავლეთ ციმბირის სამიწათმოქმედო ზონები, არაშავმიწანიადაგების მელიორილებული მიწები, ბუნებრივი სათიბები.
უზარმაზარია რუსეთის ტყის მასივები, რომლებიც ტაიგის სახით წარმოდგენილია ქვეყნის ჩრდილოეთ ოლქებში, დიდია მტკნარი წყლის მარაგები, განვითარებულია მდინარეული ქსელი, მის ტერიტორიაზეა ისეთი დიდი მდინარეები, როგორიცაა ვოლგა, ობი, ირტიში, ენისეი, ლენა, ამური. მაგრამ მიუხედავად ამისა, ვხვდებით მშრალ სტეპებსა და ნახევრადუდაბნოებს, რომლებიც განიცდიან წყლის დიდ დეფიციტს. ნალექების რაოდენობაც არათანაბარია, ბევრია ჭარბტენიანი რაიონები, სადაც წლის განმავლობაში 1800-2000 მმ ნალექი მოდის, მაგრამ ვხვდებით რაიონებს, სადაც მათი რაოდენობა 80-120 მმ-ს არ აღემატება წელიწადში.
უზარმაზარ სივრცეზე გადაჭიმულ სახელმწიფოში, კლიმატიც მრავალფეროვანია, უკიდურეს ჩრდილოეთში ზამთრის ტემპერატურა - 30-40 გრადუსს აღწევს. დაფიქსირებულია კუნძულ ტისკის მიდამოებში მსოფლიოში ყველაზე დაბალი ტემპერატურაც -58 გრადუსი. ამ რეგიონებში ზაფხულის ტემპერატურა -5-დან +18-მდე მერყეობს. გვხვდება შედარებით ზომიერი ტემპერატურული რაიონებიც (ცენტრალური რუსეთი, ევროპული ნაწილის სამხრეთი ოლქები), სადაც ზამთრის ტემპერატურა -8-12 გრადუსია, ხოლო ზაფხულის +20+28 გრადუსი. სამხრეთ პროვინციები, კერძოდ ჩრდილოეთ კავკასია, ასტრახანის მხარე, ხასიათდება შედარებით რბილი ზამთრით -1-6 გრადუსი და ცხელი ზაფხულით +26+31 გრადუსი. უნდა აღინიშნოს, რომ ტემპერატურული იზოთერმის მრუდი საკმაოდ დახლართულია, ვინაიდან ერთნაირი ტემპერატურის მქონე რეგიონები ზოგჯერ სრულიად განსხვავებულ მერიდიანებში მდებარეობენ.
რუსეთს აქვს სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების საინტერესო ისტორია, რომელიც სათავეს იღებს ჩვენი წელთაღრიცხვის მეათე საუკუნის დასასრულიდან. VIII საუკუნის დასაწყისში მის ტერიტორიაზე არსებობდა რამდენიმე სამთავრო, 1147 წელს დაარსდა ქ. მოსკოვი, შეიქმნა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები სამთავრობოების სახით, რომლებმაც მალე განიცადეს მონღოლთა ურდოების შემოსევები. ამ სისხლისმღვრელ ომებში დაწინაურდა მოსკოვის სამთავრო, რომელმაც შეძლო სხვა სამთავროების გაერთიანება მონღოლების წინააღმდეგ, რაც საბოლოო ანგარიშით, რუსეთის სახელმწიფოს ჩამოყალიბებით დამთავრდა. XVI საუკუნეში რუსეთის ტერიტორია წარმოდგენილი იყო საკმაოდ დიდ ფართობზე, ინტენსიურად იზრდებოდა იგი აღმოსავლეთით მდებარე აუთვისებელი მიწების ხარჯზე, დაარსდა ისეთი ქალაქები, როგორიცაა: ვორონეჟი, სამარა, სარატოვი, ცარიცინი. დაიწყო მოსახლეობის მიგრაცია აღმოსავლეთით მდებარე ახალი მიწების ასათვისებლად. ეს პროცესი გრძელდებოდა XVIII საუკუნეშიც, რომლის დასასრულს ათვისებულ იქნა თითქმის მთელი შორეული აღმოსავლეთი. რუსეთი სამხედრო თვალსაზრისით საკმაოდ მომაგრდა, დაიწყო ბრძოლა დასავლეთითა და სამხრეთით მდებარე ტერიტორიებისათვის. XVIII საუკუნის 50-იანი წლებიდან, რუსეთმა რამდენიმე სახმელეთო და საზღვაო ბრძოლა მოიგო დასავლეთ შვედეთთან, ხოლო სამხრეთით - ოსმალეთთან. დაიწყო ინტენსიური ურთიერთობები ევროპასთან. პეტრე I-ის დროიდან ქვეყანა ევროპული ყაიდის სახელმწიფო ხდება და სულ უფრო აქტიურ როლს თამაშობს ევროპულ პოლიტიკაში. ამავე პერიოდს განეკუთვნება რუსეთის სამხედრო პოტენციალის გაძლიერება და იგი ანგარიშგასაწევი ძალა გახდა ევროპის უძლიერესი სახელმწიფოებისათვის. მომდევნო პერიოდში, რუსეთის იმპერიამ დაიწყო სხვათა ტერიტორიების ანექსია და ძალით მიერთება. ასე მოხდა საქართველოს მიმართაც, რომელსაც 1783 წლის ტრაქტატით, რუსეთთან ხელშეკრულება ჰქონდა დადებული, რომელიც 1801 წელს იმპერატორმა პავლე I-მა დაარღვია და მოახდინა ჩვენი ქვეყნის ანექსია და რუსეთთან შეერთება. რუსეთი დამპყრობლურ ომებს აგრძელებდა დასავლეთის მიმართულებითაც. მან შეიერთა პოლონეთი, ფინეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, უფრო ადრე - უკრაინა და ბელორუსია, შედარებით მოგვიანებით შუა აზიის სახანოები დაიპყრო და შეუერთა იმპერიას. თებერვლისა და ოქტომბრის რევოლუციების შემდეგ რუსეთის შემადგენლობიდან, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები, გავიდნენ ფინეთი, პოლონეთი, ბალტიისპირეთისა და ამიერკავკასიის ქვეყნები. პირველმა ორმა, ევროპის დახმარებით შეინარჩუნა დამოუკიდებლობა. ლიტვა, ლატვია და ესტონეთი 1940 წელს ხელმეორედ იქნა ოკუპირებული, ხოლო ამიერკავკასიას იგივე ბედი ეწია უფრო ადრე, 1920-1921 წლებში.
1991 წელს რუსეთმა, სხვა მოკავშირე რესპუბლიკების მსგავსად, გამოაცხადა დამოუკიდებლობა და დაადგა დემოკრატიული განვითარების გზას, თუმცა იმპერიულ ზრახვებსა და ჩვევებს ბოლომდე ვერ შეელია და შექმნა სახელმწიფოთაშორისი გაერთიანებები დსთ-სა და სხვათა სახით.
დღევანდელი რუსეთი, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში. მართალია, წარმოების ეფექტიანობის თვალსაზრისით იგი მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებს, მაგრამ უზარმაზარი სივრცე, ჯერ კიდევ აძლევს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ექსტენსიური განვითარების საშუალებას, ყამირი და ნასვენი მიწების სახით სასოფლო-სავარგულთა გაზრდის საკმაოდ დიდი მარაგიც აქვს.
რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი პირობები მრავალპროფილიანი სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებას იძლევა. განსხვავებულმა კლიმატმა და რელიეფმა განაპირობა ნიადაგების მრავალფეროვნებაც, რომლებიც მოითხოვს სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის არა მარტო რეგიონალურ აგროტექნიკას, არამედ სასოფლო-სამეურნეო მანქანების სპეციალურ სისტემებსაც.
რუსეთის ფედერაციის უმრავლეს ოლქებსა და მხარეებში ნიადაგობრივ-კლიმატური პირობები ხელსაყრელია სასოფლო-სამეურნეო წარმოებისათვის. დღეისათვის ქვეყნის ტერიტორიის 40%25, ანუ 660 მლნ. ჰა. შეიძლება ათვისებული იქნეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, 220 მლნ. ჰა-ზე მეტი მოდის მუდმივ ექსპლუატაციაში მყოფ მიწებზე, აქედან სახნავი შეადგენს 135 მლნ. ჰა-ს, რომლიდანაც ნახევარზე მეტი დათმობილი აქვს მარცვლოვან კულტურებს, მათი საერთო მოსავალი ყოველწლიურად 110-120 მლნ. ტონაა. სახნავის უდიდესი ნაწილი მდებარეობს აღმოსავლეთ ევროპის დაბლობზე, დასავლეთ ციმბირში და არაშავმიწანიადაგიან ზოლში.
რუსეთს კარგი პირობები აქვს სარწყავი მიწათმოქმედების განვითარებისთვის, დღეისათვის მელიორირებული მიწების რაოდენობა 18 მლნ. ჰა-ს შეადგენს, უახლოეს პერსპექტივაში ისინი შეძლებენ 22-25 მლნ. ჰა სახნავის მორწყვას. დაშრობილი მიწების რაოდენობაა 8,4 მლნ. ჰა, საძოვრებზე მოდის 65 მლნ. ჰა, ხოლო სათიბებზე - 30 მლნ. ჰა.
რუსეთის ტერიტორიის 43%25, ანუ 728 მლნ. ჰა ტყეს უჭირავს, რომლის მასივებშიც ვხვდებით სახნავისა და სათიბების საკმაოდ პროდუქტიულ ფართობებს. რუსეთის წილად მოდის მსოფლიოში დამზადებული ხე-ტყის 17%25.
რუსეთის სოფლის მეურნეობის ერთიან კონტექსტში შესწავლა გართულებულია მისი მრავალფეროვნებისა და უზარმაზარი სივრცის გამო. მაგალითად, ის, რაც დამახასიათებელია მარცვლეულის წარმოებისათვის ჩრდილოეთ კავკასიისა და შავმიწანიადაგიანი ოლქებისათვის და განსაზღვრავს ამ რეგიონებისათვის აგროტექნიკურ წესებს, შეიძლება მიუღებელ იყოს იმავე სახის პროდუქციის წარმოებისათვის დასავლეთ ციმბირისა და სხვა რაიონებისათვის. ასეთი მდგომარეობა მხოლოდ რამდენიმე პარამეტრის დადგენის საშუალებას იძლევა, რომელთა ერთიანობაც, სხვა ფაქტორების გათვალისწინებით გვაძლევს ამ უზარმაზარ ქვეყანაში მიმდინარე სასოფლო-წარმოების საერთო სურათს.
მიწათმოქმედებას რუსეთში საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს, რომელმაც XIX საუკუნეში მიიღო მსხვილი მემამულური მეურნეობების ფორმა, წარმოების პრიმიტიული მეთოდებით ხდებოდა დამატებითი ფართობების ათვისება, რასაც უმთავრესად აღწევდნენ იაფი მუშახელის წყალობით. ევროპის ბაზარზე რევოლუციამდელი რუსეთი ცნობილი იყო, როგორც მარცვლეულის და განსაკუთრებით ხორბლის ექსპორტიორი ქვეყანა. ამ მხრივ, იგი სერიოზულ კონკურენციას უწევდა ამერიკის კონტინენტიდან შემოტანილ ხორბალს. სტატისტიკური მონაცემებით იმდროინდელი რუსეთი აწარმოებდა მსოფლიოში წარმოებული აღრიცხული მარცვლეულის 27%25-ს. ხარისხობრივი მაჩვენებლით რუსული ხორბალი ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ხშირად განსაზღვრავდა ევროპულ ბაზარზე მარცვლეულის ფასს.
სსრ კავშირის დაშლამდეც რუსეთი წარმოადგენდა მარცვლეულის მწარმოებელ ერთ-ერთ დიდ რეგიონს მსოფლიოში, 1986-1990 წლებში წარმოებულ იქნა 635 მლნ. ტონა. მარცვლეული, ანუ საშუალოდ ყოველწლიურად 110-115 მლნ. ტონა. ეს კი მთლიანად იმპერიაში წარმოებული მარცვლეულის 58%25-ს შეადგენდა. მარცვლეულის წარმოება დღესაც სოფლის მეურნეობის წამყვანი მიმართულებაა, ხორბლის, ქერის, სიმინდის, ჭვავის ქვეშ დაკავებულია ქვეყნის სახნავის 2/3. მარცვლეულის მთავარი მწარმოებელი რეგიონებია: ყუბანი, დონი, ვოლგისპირეთი, სამხრეთ ურალი, დასავლეთ ციმბირი. 1990 წელს 68,7 მლნ. ჰექტარზე იყო წარმოდგენილი მარცვლეული კულტურები, საერთო მოსავალმა შეადგინა 110 მლნ. ტონა, მოსავლიანობამ კი 15,6 ც, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მარცვლეულის მწარმოებელ წამყვან ქვეყნებთან შედარებით. ამის მიზეზია ის, რომ რუსეთში მარცვლეული კულტურებიდან 70%25 წარმოდგენილია ურწყავ მიწებზე, ასეთ ფართობებზე კი მოსავლიანობა 7-9 ც-ს არ აღემატება. დაბალი მოსავლიანობის შედეგად რუსეთში წარმოებული მარცვლეული ძვირადღირებულია და აქედან გამომდინარე საერთაშორისო ბაზარზე ნაკლებად კონკურენტუნარიანი.
50-იანი წლებიდან, რუსეთში დაიწყო სამელიორაციო სისტემების მშენებლობა და 1990 წლისათვის მელიორირებული მიწების რაოდენობამ 18 მლნ. ჰა შეადგინა, რომელზეც საჰექტარო მოსავლიანობა 30-40 ცენტნერს აღწევს. 1970 წლიდან დაიწყეს ბრინჯის თესვაც, რომლის გავრცელების ძირითადი რეგიონებია: ჩრდილოეთ კავკასია, ვოლგისპირეთი, შორეული აღმოსავლეთი, თუმცა ჯერ-ჯერობით მისი ხვედრითი წილი მარცვლეულის საერთო მასაში დაბალია. მიუხედავად დაბალი მოსავლიანობისა, რუსეთი მარცვლეულის წარმოებით მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ის, ჩინეთისა და ინდოეთის შემდეგ.
1990 წელს სათესი ფართობის სიდიდე 117 მლნ. ჰა იყო. 2008 წელს იგი შემცირდა 76,9 მლნ. ჰა-მდე. მართალია სათესი ფართობი შემცირებულია მაგრამ წარმოების მოცულობა 2008 წლისათვის უმნიშვნელოდ არის შეცვლილი და იგი შეადგენდა 108,2 მლნ. ტონას, ხოლო საშულო საჰექტარო მოსვლიანობა თუ იყო 15,6 ც-რი, 2008 წლისათვის იგი გაიზარდა 23,8 ცენტნერამდე. რაც იმაში მდგომარეობს, რომ წლების მიხედვით იზრდება მარცვლეულის წარმოების ინტენფიკაციის დონე.
ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია ტექნიკური კულტურების წარმოება, რომელთა ნათესებიც 8,7 მლნ. ჰა-ს შეადგენს. ტექნიკური კულტურებიდან ძირითადია შაქრის ჭარხალი, მზესუმზირა, სოია და კანაფი. 2008 წელს შაქრის ჭარხალს ეკავა 0,8 მლნ. ჰა, მზესუმზირას-6,2 მლნ, კარტოფილს-2,1 მლნ, დანარჩენი მოდიოდა სოიაზე, კანაფზე, ეთერზეთებზე. შაქრის ჭარხლის წარმოების მხრივ, ყოფილ საბჭოთა კავშირში, რუსეთი მხოლოდ უკრაინას უთმობდა პირველობას. აღნიშნული კულტურა ძირითადად წარმოდგენილი იყო ცენტრალურ შავმიწანიადაგიან ზოლში, შედარებით მცირე მოცულობით კი ჩრდილოეთ კავკასიასა და ვოლგისპირეთში. შაქრის ჭარხლის წარმოების საერთო მოცულობა 29 მლნ. ტ-ს შეადგენდა, საშუალო მოსავლიანობა კი 210 ტ-ს. წარმოებული ჭარხლის 75%25 მოდის გადამუშავებაზე, ხოლო დანარჩენი იხმარება მეცხოველეობის საკვებად (მცირე ნაწილს იყენებენ ფარმაკოლოგიასა და კოსმეტიკაში).
წამყვანი ზეთოვანი კულტურაა მზესუმზირა, რომლის საერთო წარმოება 2008 წელს 7,4 მლნ. ტონა, ხოლო მოსავლიანობა-11,9 ცენტნერი იყო. მზესუმზირის წარმოება ყველაზე ეფექტურია ჩრდილოეთ კავკასიაში, ცენტრალურ შავმიწანიადაგიან და ვოლგისპირეთის რაიონებში. მზესუმზირა რუსეთისათვის ტრადიციული კულტურაა, დღესაც იშვიათად მოიძებნება სოფელი, სადაც იგი არ მოჰყავდეთ, ტრადიციულად რუსეთში მზესუმზირის ზეთს კუსტარული წესით აწარმოებედნენ და ეს მეთოდი დღესაც ინტენსიურად გამოიყენება.
სოიას ინტენსიური წარმოება რუსეთში 30-იანი წლებიდან იწყება. განსაკუთრებით კი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ამ კულტურამ ოკუპირებული უკრაინიდან და ბელორუსიიდან, შორეულ აღმოსავლეთის რაიონებში გადაინაცვლა. დღეისათვის სოიას წარმოების ძირითადი რეგიონი ამურისპირეთია, თუმცა ბოლო დროს იგი გავრცელდა ვოლგისპირეთში და ცენტრალურ შავმიწანიადაგიან ოლქებშიც.
კარტოფილი რუსეთის მოსახლეობის კვების ერთ-ერთი ძირითადი პროდუქტია, იგი მოჰყავთ თითქმის ყველა რეგიონში (გარდა ტუნდრისა), კარტოფილის ქვეშ 2008 წელს დაკავებული იყო 2,1 მლნ. ჰა, საერთო წარმოება 28,8 მლნ. ტონას, ხოლო მოსავლიანობა 137 ცენტნერს შეადგენდა, თუმცა მოსავლიანობის მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით, მკვეთრად განსხვავდება.
მებაღეობა და მევენახეობა რუსეთისათვის არ წარმოადგენდა ტრადიციულ დარგს და მას ადრე მოყვარული ხასიათი ჰქონდა. დღეისათვის ახალი სელექციური ჯიშების დანერგვით მიაღწიეს ხილის ზოგიერთი სახეობის გავრცელების არეალის შედარებით ჩრდილოეთ ოლქებისაკენ გადაწევას, თესლოვანებიდან ძირითადად წარმოდგენილია ვაშლი და მსხალი. ურკოვანებიდან-ქლიავი, ბალი და სხვა. 1990 წელს მეხილეობის ქვეშ დაკავებული იყო 650 ათასი ჰა, საერთო მოსავალი 2,7 მლნ ტონას შეადგენდა. მევენახეობა წარმოდგენილი იყო 147 ათას ჰა-ზე და საერთო მოსავალი 500 ათას ტონას უდრიდა. 2008 წელს ხილის წარმოების მოცულობა შემცირდა და შეადგინა 2,4მლნ. ტონა, ხოლო ყურძნის წარმოება 268 ათასი ტონა, რაც 1990 წელთან შედარებით ყურძნის წარმოების მოცულობა თითქმის განახევრდა, რის ძირითად მიზეზად უნდა ჩაითვალოს ვენახის პლანტაციების მწყობრიდან გამოსვლა და სანერგე მეურნეობების შემცირება.
შედარებით უკეთაა წარმოდგენილი ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურები. დღესაც ფუნქციონირებს სსრკ-ს დროინდელი მებოსტნეობა-მებაღეობის სპეციალიზებული მეურნეობები, რომლებიც დიდი ქალაქებისა და სამრეწველო ცენტრების ირგვლივაა გაშენებული. ბოსტნეულ-ბაღჩეულ კულტურებს მოსახლეობა უმთავრესად ხმარობს ნატურალური სახით, მცირე რაოდენობით წარმოებს მათი გადამუშავებაც მარინადების სახით. ბოსტნეულის საერთო მოსავალი 2008 წელს 13 მლნ. ტონას შეადგენდა, წარმოების მოცულობა ... ტონა, ხოლო საჰექტარო მოსავლიანობამ 196 ც-რი შეადგინა.
შაქრი ჭარხლის წარმოების მხრივ, ყოფილ სსრკ-ში, რუსეთი მხოლოდ უკრაინას უთმობდა პირველობას. აღნიშნული კულტურა ძირითადად წარმოდგენილი იყო ცენტრალურ შავმიწანიადაგიან ზოლში, შედარებით მცირე მოცულობით კი ჩრდილოეთ კავკასიასა და ვოლგისპირეთში. 2008 წლისათვის შაქრის ჭარხლის წარმოების საერთო მოცულობა 29 მლნ. ტონას შეადგენდა, საშუალო მოსავლიანობა კი 210 ტ-ნას.
თუ მემცენარეობაში კარგადაა გამოკვეთილი მარცვლეული კულტურების წარმოება, ჩამოყალიბებულია მარცვლეულის მწარმოებელი მსხვილი რეგიონები, მეცხოველეობა, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, არ იძლევა მსხვილ საწარმოო რეგიონებად ჩამოყალიბების საშუალებას. მეცხოველეობაში წამყვანია რქოსანი პირუტყვი რომლის სულადობა 2008 წელს 21 მლნ, ხოლო ძროხების რაოდენობამ 9,1 მლნ. სული შეადგინა. 1990 წლისათვის წარმოებული იქნა 8,5 მლნ. ტონა ხორცი, 50 მლნ. ტონა რძე, ხოლო 2008 წელს ხორცის წაროებამ 6,3 მლნ.ტონა და რძისამ 32,4 მლნ. ტონა, რაც ძირითადად გამოიწვია სულადობის შემცირებამ. მეცხოველეობა ძირითადად ვოლგისპირეთში, ქვეყნის ევროპული ნაწილის ცენტრალურ ოლქებში, დასავლეთ ციმბირში, ურალსა და ჩრდილოეთ კავკასიაშია წარმოდგენილი. მსხვილი სამრეწველო ცენტრებისა და დიდი ქალაქების ირგვლივ კარგადაა განვითარებული მერძეული მეცხოველეობა.
მეღორეობა რუსეთისათვის ტრადიციული დარგია. ღორების სულადობა 1990 წელს მერყეობდა 39-40 მლნ-დე. 2008 წელს კი მათი რაოდენობა 16,2 მილიონამდე შემცირდა. მეღორეობის ძირითადი რეგიონები ჩრდილოეთ კავკასია, ვოლგისპირეთი და აღმოსავლეთ ციმბირია, რომლებშიც ამ დარგს სამრეწველო ხასიათი აქვს, თუმცა იგი, ოდითგანვე ყველა გლეხურ მეურნეობაში იყო წარმოდგენილი. ღორის სულადობის შემცირება, ძირითადად საკვების შემცირებით არის გამოწვეული, რაც მარცვლეულის წარმოების შემცირების შედეგია.
რუსეთისათვის მეცხვარეობა ასევე ტრადიციული დარგია, მისი გავრცელების არეალი მთისწინა რაიონები და სტეპებია. მეცხვარეობას ინტენსიური ხასიათი აქვს მუსულმანი მოსახლეობით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში. იგი ძირითადად ჩრდილოეთ კავკასიაში, ვოლგისპირეთსა და აღმოსავლეთ ციმბირის რეგიონებშია განვითარებული. 1990 წლისათვის ცხვრის სულადობა 60,6 მლნ. სულს შეადგენდა, 2008 წელს კი მათი რაოდენობა 21,7 მილიონამდე შემცირდა, ამის ძირითადი მიზეზია ყაზახეთში არსებული საძოვრების, რომელსაც ციმბირის რეგიონი იყენებდა, ბრუნვიდან ამოვარდნა.
რუსეთის ჩრდილოეთით მისდევენ მეირმეობას, რომლის სულადობაც 4 მილიონია. ირმის ხორცი, რძე, ჩრდილოეთის მცხოვრებთა კვების ძირითადი პროდუქტებია. რუსეთში მეცხენეობის კარგი ტრადიციები არსებობდა, დღესაცაა შემორჩენილი მეფის რუსეთის დროინდელი ცხენსაშენები, რომლებიც არ კარგავენ ჯიშიანი ცხენების მოშენების ტრადიციას.
მეცხოველეობის პროდუქციის გადასამუშავებლად შექმნილია მძლავრი ხორცკომბინატები, რომლებიც ამზადებენ ძეხვეულს, კონსერვებს და სხვა სახის პროდუქციას. გარდა ამისა, ქვეყანაში განვითარებულია ტყავის გადამამუშავებელი საწარმოები, რომლის მზა პროდუქციის ნაწილი მიდის ექსპორტზე.
მეფრინველეობაც რუსეთის სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგია. იგი გლეხურ მეურნეობებში ოდითგანვე იყო განვითარებული. ამაზე მეტყველებს ძველი რუსეთის სტატისტიკური მონაცემებიც. დღეისათვის მეფრინველეობა ინდუსტრიულ საფუძველზეა, შექმნილია თანამედროვე ტიპის მძლავრი მეფრინველეობის ფაბრიკები, რომლებშიც რამდენიმე მილიონი ფრთა ფრინველია. 1990 წელს რუსეთში 660 მლნ. ფრთა ფრინველი იყო. 2008 წელს კი მათი რაოდენობა 405 მლნ-მდე შემცირდა, რამაც გამოიწვია წარმოებული ფრინველის ხორცის და კვერცხის შემცირება, შესაბამისად: ხრცმა შეადგინა - 2,2 მლნ.ტონა და კვერცხის წარმოებამ 47,9 მილიონი ცალი.
მეცხოველეობა რუსეთში წარმოდგენილია მსხვილი კომპლექსების სახით, რომელთა უმრავლესობაში ფართოდაა დანერგილი მექანიზაცია, ცოტაა თანამედროვე ავტომატიზებული სისტემებით აღჭურვილი ფერმები, რომლებიც ჯერჯერობით მხოლოდ მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის ოლქებშია.
ძირითადი დარგების გარდა, ქვეყნის სამხრეთ პროვინციაში განვითარებულია მეფუტკრეობა, აქაური თაფლი ხასიათდება კარგი გემოვნებითი და სამკურნალო თვისებებით.
მოსახლეობის სურსათის ბალანსში განსაკუთრებულ როლს თამაშობს თევზი და თევზის პროდუქტები. მეთევზეობას სამრეწველო ხასიათი აქვს, სსრკ-ს თევზჭერის ფლოტილია, რომელსაც უმთავრესად რუსეთი დაეპატრონა, თევზის რეწვას აწარმოებს არა მარტო მიმდებარე ზღვებსა, შიდა ტბებსა, წყალსაცავებსა და მდინარეებში, არამედ მსოფლიო ოკეანეებში. საუკეთესო ხარისხის თევზი და რუსული ხიზილალა საკმაო რაოდენობით გააქვთ მსოფლიო ბაზარზე, სადაც მათზე დიდი მოთხოვნილებაა.
თანამედროვე რუსეთი ყოფილ რესპუბლიკებს შორის შედარებით უკეთაა უზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით. ენერგოშეიარაღება 42 ცხენის ძალაა. რუსეთისათვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიწოდებას ემსახურება რამდენიმე სატრაქტორო ქარხანა, მათ შორის ჩელიაბინსკისა და ვოლგოგრადის საყოველთაოდ ცნობილი ქარხნები.
რუსეთში კარგადაა წარმოდგენილი სასოფლო-სამეურნეო განათლება და მეცნიერება. სპეციალისტების მომზადებას ემსახურება 100-მდე უმაღლესი სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი, რომლებიც წარმოდგენილია თითქმის ყველა ოლქსა და რეგიონში. სამეცნიერო საქმიანობას ძირითადად ახორციელებს რუსეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, რომლის კვლევითი ინსტიტუტებისა და სხვა ქვედანაყოფების ქსელი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზეა წარმოდგენილი.
კითხვები ცოდნის შემოწმებისათვის
1 დაახასიათეთ რუსეთის ფედერაციის ბუნებრივ-კლიმატური და ნიადაგობრივი პირობები;
2. დაახასიათეთ რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის სპეციალიზაცია და ორგანიზაციული წყობა;
3.დაახასიათეთ მემცენარეობის პროდუქციის წარმოწბის მოცულობა, ფართობი და მოსავლიანობა;
4. დაახასიათეთ რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობაში არსებული მეცხოველეობის პროდუქტიულობის მაჩვენებლები.
5. დაახასიათეთ შრომის მწარმოებლურობის და ენერგოშეიარაღების დონე.
![]() |
7 თავი VI. „ბალტიისპირეთის ქვეყნების ეკონომიკა“ |
▲ზევით დაბრუნება |
3.ბალტიისპირეთის ქვეყნები
![]() |
7.1 6.1. ბალტიისპირეთის ქვეყნების ეკონომიკა. |
▲ზევით დაბრუნება |
ბალტიისპირეთში მდებარეობს სამი დამოუკიდებელი ქვეყანა - ესტონეთი, ლატვია და ლიტვა. მათი საერთო ფართობი 174 ათასი კვ. კმ-ია, რაც ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიის 1%25-ზე ნაკლებია, მოსახლეობა კი თითქმის 8 მილიონია.
აღნიშნული რესპუბლიკები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ სსრკ-ს საგარეო ვაჭრობის სატრანსპორტო მომსახურებაში. ამ ქვეყნებში არსებული საზღვაო გზებით მყარდებოდა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები სსრკ-სა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის. ბალტიისპირეთი წარმოადგენდა იმპერიისათვის დასავლეთის საზღვაო ჭიშკარს, რომლის მეშვეობითაც იგი უკავშირდებოდა მსოფლიო ოკეანეს, აქვე არსებობდა სსრკ-ს თევზჭერის საზღვაო ბაზებიც.
ბალტიისპირეთის ქვეყნების ბუნებრივ-ეკონომიკური პირობები და რელიეფი თითქმის ერთნაირია, მსგავსია მათი სოფლის მეურნეობის საწარმოო სპეციალიზაციაც. რეგიონში, სასოფლო-სამეურნეო წარმოების ძირითად დარგს მეცხოველეობა, განსაკუთრებით კი მერძეული მესაქონლეობა და საბეკონე მეღორეობა წარმოადგენს, მემცენარეობა კი უმთავრესად მეცხოველეობისათვის დამხმარე დარგია, რომელიც მას უზრუნველყოფს საკვები ბაზით.
ამ ქვეყნებს ისტორიული თვალსაზრისით ბევრი რამ აქვთ საერთო. მათ მიწა-წყალზე ბატონობდნენ ტევტონელი რაინდები, შვედები, დანიელები. XVIII საუკუნეში, რუსეთსა და შვედეთს შორის ე.წ. ჩრდილოეთის ომების დამთავრების შემდეგ, მთელი ბალტიისპირეთი ფინეთთან ერთად შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში.
ბალტიისპირეთის ქვეყნების მრეწველობის სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, კერძოდ კი მეცხოველეობის პროდუქციის გადამამუშავებელ მრეწველობას. აღნიშნული ქვეყნების სოფლის მეურნეობისათვის დამახასიათებელია წარმოების მაღალი დონე, მეცხოველეობა წარმოდგენილია მსხვილი კომპლექსებით, რომელიც დღესაც შენარჩუნებულია. მაღალია წარმოების ენერგოშეიარაღება.
![]() |
7.2 6.2. ესტონეთის ეკონომიკა, |
▲ზევით დაბრუნება |
ესტონეთი - მდებარეობს ბალტიის ზღვის ჩრდილო-დასავლეთით. ესტონეთის ფართობი 45,1 ათასი კვ. კმ-ია, მოსახლეობა 1,65 მილიონი, დედაქალაქია ტალინი. ესტონეთის კლიმატზე ძლიერ გავლენას ახდენს ბალტიის ზღვა. ქვეყნის დიდი ნაწილი ვაკეა, ზღვის დონიდან დაახლოებით 50 მეტრი. სასარგებლო წიაღისეულიდან ვხვდებით ფოსფორიტებს, საწვავ ფიქალებს, ტორფს, თიხას, ისინი განთავსებულია ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში. სამხრეთში გვხვდება პატარ-პატარა ბორცვები, ტბები, რაც ალამაზებს ლანდშაფტს.
ქვეყნის მეურნეობის სპეციალიზაციას განსაზღვრავს გეოფრაფიული მდებარეობა, ბუნებრივი პირობები და ისტორიული გამოცდილება. ზღვისპირა რაიონებში განლაგებულია ზღვასთან დაკავშირებული დარგები, ქვეყანაში არსებობს ლითონდამამუშავებელი და მანქანათმშენებელი ქარხნები, მსუბუქი მრეწველობისა და სასურსათო კომბინატები, ხის დამამუშავებელი საწარმოები. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ფიქალმომპოვებელ და ფიქალდამამუშავებელ მრეწველობას.
მოკავშირე რესპუბლიკებს შორის საქონელგაცვლაში ესტონეთი მონაწილეობდა არა მარტო სამრეწველო პროდუქციით, არამედ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციითაც, ძირითადად გაჰქონდათ ძეხვეული, ახალი ხორცი, რძისა და თევზის პროდუქტები.
ქვეყანა კარგადაა უზრუნველყოფილი ტყით, რომელიც წარმოდგენილია ტერიტორიის 40%25-ზე, ძირითადად წიწვოვანი ტყეები, ბევრია მინდვრები და ტყე-მინდვრები, რომლებიც წარმოიქმნა ტყის გაჩეხვის შემდეგ. სანაპიროსთან ზღვისპირა მინდვრებია, რომელთა ნაყოფიერება ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. საინტერესოა ფლორა და ფაუნა, ქვეყანაში ბევრი ნაკრძალია, რომელშიც ინტენსიურად მიმდინარეობს ბუნების დაცვის ღონისძიებები, მათი რაოდენობა ქვეყნის ტერიტორიის 6,7%25-ს შეადგენს, რომლებშიც შედის როგორც ზღვისპირეთი, ისე ტყეპარკები, ტბები და მდინარეები.
მოსახლეობის 68%25 ესტონელებია, მათ გარდა აქ ცხოვრობენ რუსები, ბელორუსები, პოლონელები, ლიტველები, ლატვიელები. სტატისტიკური მონაცემებით მუშებისა და მომსახურეების რაოდენობა აქტიური მოსახლეობის 93%25-ია, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია მომუშავეთა 6,9%25.
ესტონეთის ეკონომიკის საფუძველს შედაგენს მრეწველობა, რომლის წილად მოდის ნაციონალური შემოსავლის 64,4%25, 50 წლის განმავლობაში სამრეწველო პროდუქცია 50-ჯერ გაიზარდა. სოფლის მეურნეობის ხვედრითი წილი 15,6%25-ია, ამ პერიოდში ზრდის მაჩვენებელი 70%25-ს აღემატება. ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ერთობლივი საზოგადოებრივი პროდუქტისა და ნაციონალური შემოსავლის მხრივ, ესტონეთი ერთ-ერთ პირველ ადგილზე იყო ყოფილ სსრკ-ში.
ესტონეთის სახალხო სამეურნეო კომპლექსში მეორე ადგილზეა სოფლის მეურნეობა, სასოფლო-სამეურნეო მიწის ფონდების გამოყენების ინტენსივობით იგი გამოირჩეოდა სსრკ-ს სხვა რესპუბლიკებისგან, თუმცა, უნდა ითქვას, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების გარკვეული რაოდენობა მოითხოვს მუდმივ ყურადღებას და დაშრობითი სამუშაოების ჩატარებას.
ესტონეთის სოფლის მეურნეობის სპეციალიზაცია ძირითადად მერძეულ-მეხორცული მეცხოველეობა და მეღორეობაა, კარგადაა წარმოდგენილი აგრეთვე მეფრინველეობა და მეცხვარეობა, მეცხოველეობა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაში 70%25-თაა წარმოდგენილი. მეცხოველეობის ინტენსიურმა განვითარებამ გარკვეული ცვლილებები შეიტანა მემცენარეობის პროდუქციის სტრუქტურაშიც, კერძოდ, სათეს ფართობში გაიზარდა საკვები კულტურების ქვეშ დაკავებული ნათესები.
მეცხოველეობაში პირველ ადგილზეა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენება, ხოლო მეორეზე კი - მეღორეობა, რომლის ფერმებიც დაყოფილია ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. ღორის ხორციდან ამზადებენ საუკეთესო ხარისხის ბეკონს, რომელზედაც საკმაოდ დიდი მოთხოვნილებაა.
მეცხვარეობა არაა წარმოდგენილი ისე ფართოდ, როგორც მეცხოველეობის სხვა დარგები. იგი წარმოადგენდა ესტონელებისათვის ტრადიციულ დარგს.
კარგადაა განვითარებული მეფრინველეობა, მას სამრეწველო ხასიათი აქვს. ქვეყანაში 8 მილიონი ფრთა ფრინველია, რომლებიც ძირითადად მსხვილი მეფრინველეობის კომპლექსებითაა წარმოდგენილი.
როგორც იყო აღნიშნული, მემცენარეობა სოფლის მეურნეობის დამხმარე დარგია, რომელშიც მარცვლეულის წარმოებას გაბატონებული მდგომარეობა უჭირავს. მარცვლეულში სჭარბობს ქერი და ჭვავი, ხორბლის წარმოება 250 ათას ტონას შეადგენს.
კარტოფილიც ტრადიციული კულტურაა ესტონელებისათვის, მის ქვეშ 1998 წელს დაკავებული იყო 180 ათასი ჰა, საერთო მოსავალმა შეადგინა 9500 ათასი ტონა. ერთწლიანი კულტურებიდან განვითარებულია აგრეთვე მებოსტნეობა, რომელიც ძირითადად დიდ ქალაქებსა და სამრეწველო ცენტრების საგარეუბნო მეურნეობების სახითაა წარმოდგენილი. განვითარებულია დახურული გრუნტის მებოსტნეობაც.
აღსანიშნავია ისიც, რომ მარცვლეულისა და კარტოფილის წარმოება მთლიანად მექანიზებულია, ამ მიზნით შექმნილია სპეციალიზებული მექანიზებული რგოლები. მრავალწლიანი ნარგავები ქვეყანაში მეხილეობითაა წარმოდგენილი. მეხილეობაში სჭარბობს კურკოვნები, თუმცა ხშირად ვხვდებით მსხლისა და ვაშლის პატარ-პატარ ბაღებსაც.
ზღვა, ისტორიულად დიდ როლს თამაშობდა ქვეყნის სასურსათო ბალანსში. ესტონეთში რამდენიმე მსხვილი მეთევზეობის გაერთიანებაა, რომლებიც თევზჭერას ოკეანეებშიც ეწევა, საკმაოდ დიდია თევზის მარაგი შიდა წყლებში, ტბებსა და მდინარეებში. ესტონელებს კვების სტრუქტურაში თევზსა და ზღვის პროდუქტებს საკმაოდ მაღალი ხვედრითი წონა აქვთ.
დღევანდელი ესტონეთის სოფლის მეურნეობა ფერმერულ ყაიდაზეა მოწყობილი, რომელიც ყოველწლიურად განვითარებას განიცდის.
![]() |
7.3 6.3. ლატვიის ეკონომიკა. |
▲ზევით დაბრუნება |
ლატვია - ქვეყნის ტერიტორია 63,7 ათასი კვ.კმ-ია, მოსახლეობა 2,7 მილიონი, დედაქალაქია რიგა.
ლატვიის ტერიტორია, მთლიანად ვაკეა და ბუნებრივი კონტრასტებით არ ხასიათდება, აქ ერთმანეთს ცვლის შესანიშნავად მოვლილი მინდვრები, ქვიშიანი დაბლობები და ჭაობები. ლანდშაფტს განუმეორებელ სილამაზეს მატებს მრავალრიცხოვანი, სარკესავითი კრიალა ტბა და მდინარე.
ლატვია ღარიბია სასარგებლო წიაღისეულით, აქვს ჰიდროენერგორესურსების გარკვეული მარაგი, ტორფი, სამშენებლო ქვიშა, თიხა და ზოგიერთი სხვა მინერალები, შედარებით უკეთაა წარმოდგენილი ტყის მასივები.
ქვეყანას გააჩნია კარგად განვითარებული მრეწველობა და საკმაოდ მაღალ დონეზეა მექანიზებული სოფლის მეურნეობა, განვითარებულია როგორც სარკინიგზო, ისე საავტომობილო ტრანსპორტი.
ბუნებრივ-კლიმატური პირობების ჩამოყალიბებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს ბალტიის ზღვა. იგი განსაზღვრას ქვეყნის ლანდშაფტს, მის მწვანე საფარს, ნალექების რაოდენობას და ა.შ. ქვეყნის რელიეფი არათანაბარია, ტერიტორიის 26%25 მაღლობზეა, ხოლო დანარჩენი უჭირავს დაბლობს, სანაპირო ზოლშია ბალტიისპირეთის დაბლობი.
სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უჭირავს ქვეყნის ტერიტორიის 40%25, სახნავს-27%25. ტენიანი კლიმატის პირობებში, სასაოფლო-სამეურნეო მიწების 85%25 მოითხოვს დაშრობას, მათ შორის 50%25 სახნავია. ამასთან დაკავშირებით ქვეყანაში ჩატარდა დიდი მელიორაციული სამუშაოები. მიწების დაშრობა მიმდინარეობს დახურული დრენაჟით, რაც გარდა უზარმაზარი დაფინანსებისა, კვალიფიციურ ტექნიკურ შესრულებასაც მოითხოვს.
ტყეს ქვეყნის ტერიტორიის 40%25 უჭირავს, ჭარბობს ნაძვის, ფიჭვის და არყის ტყეები. ბევრია დაცული ტყის მასივები (მთელი ფართობის 55%25), არსებობს სპეციალური დანიშნულების ტყეები, რომლებიც ქალაქების ირგვლივაა, ნაკრძალები, სამონადირეო მეურნეობები, ნიადაგდაცვითი ტყეები, საკურორტო ტყეები და სხვ.
ქვეყნის ტერიტორიის 8%25 მოდის ჭაობზე, რომლის დაშრობა საკმაოდ დიდი ინტენსივობით მიმდინარეობს.
ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის, არა მარტო ხელსაყრელი ბუნებრივი პირობებია განმსაზღვრელი, არამედ ისიც, რომ რუსეთის იმპერიაში კაპიტალისტური წარმოება პირველად ბალტიისპირეთის რეგიონებიდან დაიწყო. უმოკლეს პერიოდში ლატვია აგრარულ-სანედლეულო რეგიონიდან, გადაიქცა ერთ-ერთ განვითარებულ ინდუსტრიულ რეგიონად, თანამედროვე მრეწველობითა და მექანიზებული სოფლის მეურნეობით.
სოფლის მეურნეობის განვითარების მაღალ დონეზე მიუთითებს ისიც, რომ მრეწველობაში კვების ინდუსტრიის კომპლექსი წარმოებული პროდუქციის მოცულობით - მეორე, სამრეწველო-საწარმოო პერსონალის რაოდენობით - მესამე, ხოლო სამრეწველო-საწარმოო ძირითადი ფონდების სიდიდით მეოთხე ადგილზეა. აღნიშნულ კომპლექსში წამყვანია ხორცის, რძისა და თევზის გადამამუშავებელი საწარმოები. აღსანიშნავია, რომ ხორცის, რძისა და თევზის კომბინატები მუშაობს ადგილობრივ ნედლეულზე. თევზის რეწვა წარმოებს არა მარტო ბალტიის ზღვაში, არამედ მსოფლიო ოკეანეებში. ლატვიაში ძლიერი თევზჭერის ფლოტია, მთელი თავისი სახმელეთო ინფრასტრუქტურით.
სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში ჩართულია ქვეყნის ტერიტორიის 60%25, ანუ 3,9 მლნ. ჰა, აღნიშნული ფართობის 2/3 სასოფლო-სამეურნეო სავარგულია. მნიშვნელოვნად იზრდება სოფლის მეურნეობის მატერიალური ბაზა.
სოფლის მეურნეობის ძირითადი მიმართულება მეცხოველეობაა, რასაც ხელს უწყობს არა მარტო ტრადიციები, არამედ ბუნებრივ-კლიმატური პირობებიც. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენებას, მეღორეობას.
კარგადაა განვითარებული მეფრინველეობა, რომელიც ბალტიისპირეთის სხვა რესპუბლიკების მსგავსად, სამრეწველო საფუძველზეა. ლატვიაში ერთ-ერთი პირველი შეიქმნა მეფრინველეობის ფაბრიკები, რომლებშიაც წარმოდგენილი იყო ამ დარგისათვის საჭირო ყველა საწარმოო ციკლი (ინკუბატორები, საკვების დამამზადებელი საამქროები, წიწილების გამოზრდა, საკვერცხე მეფრინველეობა და ა.შ.)
ლატვიაში ჰყავთ დაახლოებით 300 ათასი სული ცხვარი, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია ინტენსიური სასოფლო-სამეურნეო წარმოებისათვის დღეისათვის გამოუყენებელ რეგიონებში.
მეცხოველეობა მოითხოვს მტკიცე საკვებ ბაზას, რომელიც უზრუნველყოფილია ადგილობრივი რესურსებით. მემცენარეობა წარმოადგენს მეცხოველეობისათვის დამხმარე დარგს და სოფლის მეურნეობის საერთო პროდუქციის სტრუქტურაში 10%25-ითაა წარმოდგენილი.
მემცენარეობაში წამყვანია მარცვლეული კულტურები. საშუალო მოსავლიანობა 24,4 ცენტნერია. გარდა ამისა, მოჰყავთ შაქრის ჭარხალი, რომლის ქვეშ დაკავებულია 140 ათასი ჰა. მისი მოსავლიანობა დაახლოებით 250 ცენტნერია. ერთ-ერთი მთავარი საკვები კულტურა, როგორც მოსახლეობისათვის, ისე მეცხოველეობისათვის, კარტოფილია, იგი ტრადიციულად მოჰყავთ ქვეყანაში. ერთწლიანი კულტურებიდან ლატვიაში კარგადაა წარმოდგენილი ბოსტნეული. იგი ძირითადად გაადგილებულია დიდი ქალაქების საგარეუბნო მეურნეობაში, წარმოდგენილია როგორც ღია, ისე დახურული გრუნტის სახით. შედარებით კარგადაა განვითარებული პომიდორისა და კიტრის წარმოება.
მრავალწლიანი ნარგავებიდან მისდევენ მეხილეობას, თუმცა იგი შედარებით სუსტადაა განვითარებული.
ლატვიაში ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან მისდევენ მეფუტკრეობას, დღესაცაა იგი წარმოდგენილი კერძო სექტორში. ასევე, განვითარებულია მეყვავილეობა, რომელსაც სამრეწველო ხასიათი აქვს.
უნდა აღინიშნოს, რომ სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარების ექსტენსიური გზა ქვეყანაში თითქმის ამოწურულია. ახალი ფართობების ათვისება ძირითადად წარმოებს ჭაობებისა და ძნელად მისადგომი მიწების ხარჯზე, რაც დიდ კაპიტალურ დაბანდებას მოითხოვს და არაა ხელსაყრელი. ლატვიის სოფლის მეურნეობის განვითარების ძირითადი გზა ინტენსიფიკაციაა, კერძოდ მექანიზაცია და ქიმიზაცია.
ლატვიაში, ერთ-ერთი პირველი შეიქმნა აგროსამრეწველო კომპლექსები. არსებობდა აგრეთვე სრულყოფილი სტრუქტურებით ჩამოყალიბებული აგროფირმები, კერძოდ აგროსამრეწველო-სავაჭრო ქვედანაყოფების სახით.
ლატვია მთლიანად იკმაყოფილებს საკუთარ მოთხოვნილებებს კვების პროდუქტებზე.
![]() |
7.4 6.4. ლიტვის ეკონომიკა. |
▲ზევით დაბრუნება |
ლიტვა - მდებარეობს ბალტიისპირეთის სამხრეთით, ქვეყნის ტერიტორია 65,2 ათასი კვ. კმ-ია, მოსახლეობა-3,8 მლნ, დედაქალაქია ვილნიუსი.
1900 წლამდე ლიტვა აგრარული ქვეყანა იყო, რომლის მოსახლეობის 84%25 სოფლად ცხოვრობდა. ამ პერიოდიდან ინტენსიურად დაიწყო ქვეყანაში კაპიტალიზმის დამკვიდრება, სასოფლო-სამეურნეო წარმოებაშიც თანდათანობით ფეხს იკიდებდა ინდუსტრიული შრომა, ხოლო გამოთავისუფლებული შრომითი რესურსები გამოიყენებოდა სხვა დარგების განვითარებისათვის.
სოფლის მეურნეობის კარგი პირობებია, ტერიტორია ძირითადად ვაკეა, საშუალო აბსოლუტური სიმაღლე 99 მეტრს არ აღემატება, ყველაზე მაღალი წერტილი ზღვის დონიდან 292 მეტრია, ბალტიის ზღვის ზოლში მდებარე დაბლობი, ქვეყნის სიღრმეში იჭრება 15-20 კმ სიგანით და კარგ ფონს ქმნის სასოფლო-სამეურნეო წარმოებისათვის.
კლიმატი ცვალებადია, ამის მიზეზია ატლანტისა და ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანეების ძლიერი გავლენა. ლიტვა მდიდარია მიწისქვეშა წყლებითაც, რომელსაც ფართოდ იყენებენ საყოფაცხოვრებო, სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და სხვა დანიშნულებით.
ტერიტორიის 45%25 ეწერ-კორდიანი ნიადაგებია, 4%25-ყომრალი, ყველაზე ნაყოფიერია კორდიან-კარბონატული მიწები, რომლებსაც ქვეყნის ტერიტორიის 8%25 უჭირავს. აღსანიშნავია ის, რომ მიწების საკმაოდ დიდი რაოდენობა ეროზირებულია, მიუხედავად იმისა, რომ ტარდება გარკვეული სამუშაოები (ქარსაფარი ზოლების გაშენება და სხვ), პრობლემა დღესაც გადაუჭრელია.
ტყეებს ლიტვის ტერიტორიის 27,6%25 უჭირავს, აქედან 42%25 ახალგაზრდა ნარგავებია, ჭარბობს ნაძვი (37,2%25) და თელა (23,0 %25). ქვეყნის ტერიტორიის 17%25 უჭირავს საძოვრებს. ტყის მასივებშიც ბევრია მინდვრები, რომელთა სტატისტიკური აღწერა მოუწესრიგებელია. ბოლო დროს მომრავლდა ნაციონალური ნაკრძალები და პარკები, დიდ ყურადღებას აქცევენ გარემოს დაცვისა და ეკოლოგიურ პრობლემებს, ლიტვის ფლორისა და ფაუნის ბევრი წარმომადგენელი წითელ წიგნშია შეტანილი.
ქვეყნის ლანდშაფტის ბუნებათსარგებლობა შემდეგ სურათს იძლევა: აგრარულ კულტურულ ლანდშაფტებს უჭირავს ტერიტორიის 60%25, რეკრეაციებს - 15%25, სამრეწველო ტყეებს-15%25, ურბანიზებულ და სარეზერვოებს-10%25. პერსპექტივაში გათვალისწინებულია ტყის ლანდშაფტის 35%25-ით გაზრდა, რაც აუცილებელია საკურორტო-სარეკრეაციო ტერიტორიისათვის.
ქვეყნის ძირითადი მოსახლეობა ლიტველებია-80%25, ცხოვრობენ აგრეთვე რუსები 8,9%25, პოლონელები-7,3%25, ბელორუსები-1,7%25.
ეკონომიკური თვალსაზრისით ლიტვა ყოფილ სსრკ-ში, საკმაოდ კარგად განვითარებულ რესპუბლიკას წარმოადგენდა, აქ იყო ინდუსტრიის ისეთი დარგები, როგორიცაა: ჩარხთმშენებლობა, გემთმშენებლობა, ხელსაწყოთმშენებლობა, ელექტროტექნიკური და რადიოტექნიკური მრეწველობა, სასოფლო-სამეურნეო მანქანათმშენებლობა, ქიმიური, მიკრობიოლოგიური, ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობა, თევზის გადამამუშავებელი კომბინატები და სხვა.
კარგადაა განვითარებული სოფლის მეურნეობაც, რომელიც ეფუძნება წარმოების მექანიზაციის, ქიმიზაციისა და ელექტროფიკაციის მაღალ დონეს. ეფექტურად იყენებენ მეცნიერულ მიღწევებს, გამოირჩევა წარმოების მაღალი კულტურითა და ორგანიზაციით.
ლიტვის სასოფლო-სამეურნეო ლანდშაფტისათვის ტიპიურია მარცვლეულის, კარტოფილის, შაქრის ჭარხლის, საკვები კულტურების, საძოვრების დიდი ფართობები. თვით ნიადაგობრივ-კლიმატური პირობებიც ხელსაყრელია, როგორც მიწათმოქმედებისათვის, ისე მეცხოველეობისათვის. სულ სასოფლო-სამეურნეო სავარგული 3,6 მლნ. ჰექტარია, აქედან სახნავი მიწები 68,6%25-ია, საძოვრები - 19%25, სათიბები-9,8%25, ბაღები - 1,5%25. სახნავი მიწები წარმოდგენილია დიდი ფართობებით, რაც კომპლექსური მექანიზაციის კარგ საშუალებას იძლევა, ამ კუთხით ქვეყანაში ჩატარდა დიდი მოცულობის მიწათმოწყობის სამუშაოები. ინტენსიურად მიმდინარეობს დაჭაობებული მიწების დაშრობა.
სოფლის მეურნეობის სასაქონლო პროდუქციის სტრუქტურაში წამყვანია მეცხოველეობა, რომლის წილად მოდის წარმოებული პროდუქციის 85%25, მემცენარეობა 15%25-თაა წარმოდგენილი.
მეცხოველეობაში ძირითადად მსხვილი კომპლექსებია, რომლებშიც ყველა პროცესი მექანიზებულია. ძირითადი დატვირთვა მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე მოდის. მეორე დარგი კი მეღორეობაა, რომელიც ლიტვისათვის ოდითგანვე ტრადიციულს წარმოადგენდა. ღორის ხორცი ძირითადად იგზავნება გადამუშავებაზე, ძეხვეულის გარდა ამზადებენ ღორის შაშხს და ქონს.
ქვეყანაში დაახლოებით 120 ათასი სული ცხვარია, რომელიც ძირითადად ბალტიის ზღვისპირა საძოვრებზეა. ბატკნის ხორცს საკვებად ნაკლებად იყენებენ, ცხვარი მატყლის საწარმოებლად ჰყავთ. ტყავი მიდის ქურქების დასამზადებლად, მეცხვარეობა ქვეყნისათვის შედარებით ახალი დარგია.
განვითარებულია მეფრინველეობა. აქ განცალკავებულად წარმოებს საბროილერო და კვერცხმდებელი ფრინველის მოვლა, აქვთ მაღალმექანიზებული ინკუბატორები და სასაკლაოები. მეფრინველეობის კომპლექსები უზრუნველყოფილია სამაცივრო დანადგარებით.
მარცვლეულის ქვეშ დაკავებულია 1,5 მლნ. ჰა. ძირითადად მოჰყავთ ხორბალი, ქერი, ჭვავი, სოია. ნათესებიდან 41%25 მოდის საკვებ კულტურებზე, კერძოდ, სიმინდსა და არის მოვლილი, თითქმის არ გვხვდება სარეველები, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლის ქიმიურ საშუალებებთან ერთად, უნარიანად იყენებენ ბიოლოგიურ საშუალებებს.
ტექნიკური კულტურებიდან, 350 ათას ჰა-ზე წარმოდგენილია შაქრის ჭარხალი. ჭარხალს იყენებენ როგორც შაქრის საწარმოებლად ისე მეცხოველეობისათვის. ტრადიციული კულტურაა კარტოფილი, რომლის ქვეშ დაკავებულია 136 ათასი ჰა.
ქვეყანაში განვითარებულია როგორც ღია, ისე დახურული გრუნტის ბოსტნეულის წარმოება, მოჰყავთ კიტრი, პომიდორი, კომბოსტო, მწვანილები. ლიტვაში შემოაქვთ ბოსტნეული, მხოლოდ ხმელი სუნელების სახით.
ქვეყნის სასურსათო ბალანსში დიდ როლს ასრულებს მეთევზეობა, რომელიც მათთვის ტრადიციული დარგია. ლიტვის სოფლის მეურნეობაში მაღალია ენერგოშეიარაღების მაჩვენებელი.
კითხვები ცოდნის შემოწმებისათვის
1. დაახასიათეთ ბალტიისპირეთის ქვეყნების სოფლის მეურნეობის ეკონომიკა;
2. დაახასიათეთ ესტონეთის სოფლის მეურნეობის ეკონომიკა;
3. დაახასიათეთ ლატვიის სოფლის მეურნეობის ეკონომიკა;
4. დაახასიათეთ ლიტვის სოფლის მეურნეობის ეკონომიკა
![]() |
8 თავი VII. ბელორუსიის ეკონომიკა. |
▲ზევით დაბრუნება |
4. ბელარუსია
ბელორუსია (ახლა ბელარუსი) ყოფილი სსრკ-ს დასავლეთით მდებარე სახელმწიფოა, რომელიც დამოუკიდებელი განვითარების გზას დაადგა 1991 წლიდან. იგი მდებარეობს მდინარეების დნეპრისა და დასავლეთ დვინის შუა წელში. მის ტერიტორიაზე გაედინება აგრეთვე ნემანი და ბუგი. ტერიტორია 207,6 ათასი კვ. კილომეტრია, მოსახლეობა - 9750 ათასი კაცი, დედაქალაქი - მინსკი.
ბელარუსს ჩრდილოეთიდან სამხრეთით მისი სიგრძე 560, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთით 650 კმ-ია. აქ გადის უმნიშვნელოვანესი სარკინიგზო, საავტომობილო და საჰაერო გზები, ნავთობისა და გაზის სადენები, რომელთა მეშვეობითაც დღევანდელი რუსეთი უკავშირდება ევროპის ქვეყნებს.
ბელარუსი ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება ლატვიას, ჩრდილო-აღმოსავლეთით - რუსეთს, სამხრეთით - უკრაინას, დასავლეთით - პოლონეთსა და ლიტვას. იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ მაღალგანვითარებულ რესპუბლიკას თანამედროვე ინდუსტრიითა და სოფლის მეურნეობით. აწარმოებდა კავშირში წარმოებული ტრაქტორების 16-%25-ს, მეტალის დამამუშავებელი ჩარხების - 14%25-ს, მოტოციკლეტების - 20%25-ს, ქიმიური ნართის - 22%25-ს, მინერალური სასუქების - 12%25-ს, სელის ნაწარმის - 11%25-ს, ტრიკოტაჟის - 8%25-ს. მასზე მოდიოდა ყოფილი სსრკ-ს კარტოფილის წარმოების 15%25 და სელის წარმოების 25 %25. ბელარუსში დამზადებული პროდუქცია, გარდა მოკავშირე რესპუბლიკებისა, იგზავნებოდა მსოფლიოს 100 ქვეყანაში. ეს იყო იმპერიის დასავლეთით მდებარე ძლიერი რაიონი, რომელიც დიდ გავლენას ახდენდა ყოფილი სსრკ-ის ეკონომიკურ პოტენციალზე.
ქვეყანაში ცხოვრობს 9.8 მლნ. ადამიანი, აქედან ბელარუსები შეადგენენ მოსახლეობის 79%25-ს, რუსები - 12%25-ს, პოლონელები - 4,2%25-ს, უკრაინელები - 2,4%25-ს, ებრაელები - 1,4%25-ს. მოსახლეობის რაოდენობით ყოფილ სსრკ-ში, მეხუთე ადგილზე იმყოფებოდა, ხოლო საერთო პროდუქციის წარმოებით - მესამე ადგილზე.
ბუნებრივი პირობებით ბელარუსი წააგავს რუსეთის ევროპული ნაწილის შუა ზონას. დასვლეთიდან აღმოსავლეთისაკენ და ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადის ბალტიისა და შავი ზღვის აუზების წყლის გამყოფი მაღლობი ზონა, ტერიტორია ძირითადად ვაკეა. აბსოლიტური სიმაღლეები არ აღემატება 150-250 მ-ს. აქ მდებარეობს პოლესის დაბლობი, რომლის დიდი ნაწილი დაჭაობებულია, კლიმატი ერთგვაროვანია, ზამთარში ყველაზე თბილი რაიონები სამხრეთ-აღმოსავლეთითაა დადებითი ტემპერატურით. ყველაზე ცივი რაიონი ვიტებსკის ოლქია -7,8 გრადუსი. აბსოლიტური მინიმალური ტემპერატურა დაფიქსირებულია -35 გრადუსი. ივლისის საშუალო ტემპერატურა 20 გრადუსია, აბსოლიტური მაქსიმუმი +38 გრადუსი.
კლიმატი ყველა იმ კულტურათა მოყვანის საშუალებას იძლევა, რომელიც დამახასიათებელია აღმოსავლეთ ევროპის დაბლობისათვის. შესანიშნავად იზრდება საშემოდგომო ხორბალი და ჭვავი, კარტოფილი და წიწიბურა, პარკოსნები და სელი, საკვები ბალახები, ხარობს ალუბალი, ქლიავი, ვაშლი, მსხალი.
ბელარუსი კარგადაა უზრუნველყოფილი მდინარეებით. მისი ტერიტორიის გავლით ბალტიის ზღვაში ჩაედინება მდინარეები ნემანი, დასვლეთი დვინა, ბუგი, ლოვატი,. სამხრეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთის მდინარეები, დნეპრის შენაკადებია და მასთან ერთად ჩაედინება შავ ზღვაში.
სოფლის მეურნეობაში გამოყენებული მიწების ნახევარზე მეტი ჭარბტენიანია. ამის მიზეზია ის, რომ ორშტეინის ფენა შედარებით ახლოსაა (60-70 სმ), რაც აფერხებს ნიადაგის მიერ წყლის გატარებას.
ბელარუსი მდებარეობს ტყის ზონაში. ტერიტორიის 1/3 ტყეებს უჭირავს, გავრცელებულია 28 სახეობის ტყის მცენარე, ტყეების ნახევარი ნაძვნარია. გარდა ამისა, არის მუხა, ფიჭვი, თხმელა და სხვა.
დღევანდელი ბელარუსი ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა. მისი სამრეწველო პოტენციალი საკმაოდ მაღალია. თუ 1913 წელს ბელორუსიაზე მოდიოდა მაშინდელი რუსეთის ნაციონალური შემოსავლიდან 38%25, 1990 წელს ბელორუსიის ხვედრითი წილი ყოფილ სსრკ-ს ნაციონალურ შემოსავალში 10,1%25 იყო, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე წარმოების მოცულობით იგი პირველ ადგილზეც კი იმყოფებოდა. ეკონომიკური პოტენციალით ყოფილ სსრკ-ში ბელარუსი მეოთხე ადგილზე იყო რუსეთის, უკრაინის და ყაზახეთის შემდეგ. ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია ძირითადად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოხდა, როდესაც ინტენსიურად დაიწყო გაჩანაგებული სახალხო მეურნეობის აღდგენა. მის ტერიტორიაზე განლაგდა გერმანიიდან გამოტანილი სამრეწველო საწარმოების საკმაოდ დიდი ნაწილი, რამაც მნიშვნელოვნად დააჩქარა ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია.
განვითარების საერთო ტემპებმა თავისი გავლენა მოახდინა სოფლის მეურნეობაზეც, რომელიც გადაიქცა მაღალმექანიზებულ დარგად. ამას ხელი შეუწყო სასოფლო-სამეურნეო მანქანათმშენებლობამ და ტრაქტორმშენებლობამ, რომელიც რესპუბლიკის ერთ-ერთი მთავარი დარგები გახდნენ.
სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უჭირავს ქვეყნის ტერიტორიის თითქმის ნახევარი. ძირითადად ათვისებულია ბორცვები და მათთან მიმდებარე ტერიტორიები, ბელარუსის პირობებში მიწების პროდუქტიულობის შენარჩუნებისა და გაზრდის ძირითადი ინსტრუმენტია მელიორაცია, კერძოდ, მიწების დაშრობა. ამჟამად ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო სავარგულთა მეოთხედი მელიორირებულია. დაშრობითი სამუშაოებისათვის უნარიანად იყენებენ დახურულ დრენაჟს. შემუშავებულია დაჭაობებული და ჭარბტენიანი ნიადაგების სასოფლო-სამეურნეო ათვისების რაციონალური მეთოდები.
ბელარუსის სოფლის მეურნეობა მრავალდარგოვანია, რომლის ძირითადი პროფილი მეცხოველეობაა, სადაც იქმნება სოფლის მეურნეობის სასაქონლო პროდუქციის 80%25. მეცხოველეობაში წამყვანია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, სადაც გამოკვეთილია მერძეულ-მეხორცული მიმართულება. მსხვილ სპეციალიზბულ კომპლექსებში, საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობების ფერმებში, ძირითადად ჰყავდათ მერძეული მიმართულების შავ-თეთრი, ლატვიური და ადგილობრივი წითელი ჯიშის პიორუტყვი, პოლესის რაიონში, სადაც სათიბების დიდი ფართობებია და ქალაქის მოსახლეობა თითქმის არ არის. განვითარებული იყო ასევე მეხორცული მეცხოველეობა. 1990 წლის მონაცემებით, ბელორუსიაში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა 7,7 მლნ. სულს შეადგენდა, მ.შ. მეწველი ძროხა - 2,8 მლნ.-ს, მიღებულ იქნა 6,9 მლნ. ტონა რძე, რომელშიც ცხიმიანობა 3,0 პროცენტს, ხოლო საშუალო წველადობა 2580 ლიტრს უდრიდა, რაც საკავშირო მაჩვენებელზე ოდნავ უკეთესი იყო. 2008 წლისათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა შეადგენდა 4,1 მლნ. სულს შეადგენდა. მათ შორის ძროხა - 1,4 მლნ სულს და აწარმოებდა 842 ათ, ტონა ხორცს და 6,3 მლნ ტონა რძეს, მართალია მცირდება, როგორც მფრპ-ის ისე ძროხების სულადობა მაგრამ იზრდება ხორცისა და რძის წარმოები მოცულობა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ბოლო წლებში განსაკუთრებული ყურადღება მიექცა მეცხოველეობაში სასელექციო მუშაობას. რადგან წინა წლებში მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა, არა მარტო საშუალო ევროპულ, არამედ ბალტიისპირეთის ქვეყნების მაჩვენებლებსაც. მიზეზი კი ის იყო, რომ მსხვილფეხა პირუტყვი ძირითადად ჰყავთ ბაგურ კვებაზე. ძოვების ინტენსივობა წელიწადში 80-90 დღეა, მიუხედავად იმისა, რომ ფერმები თანამედროვე ტიპისაა, მაინც ხშირი იყო პირუტყვის დაავადებების შემთხვევები, მოწოდებული საკვების ყუათიანობაც ჩამორჩებოდა ტექნოლოგიურ სტანდარტებს. თუმცა არის მეცხოველეობის კომპლექსები, რომელთა პროდუქტიულობა საკმაოდ მაღალია, მაგალითად, მინსკის ახლოს მდებარე ბურკინის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის კომპლექსში, რომელიც მერძეული მიმართულებისაა, წველადობა 4000 ლიტრამდე აღწევს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ არსებობს პროდუქტიულობის ზრდის საკმაოდ დიდი რეზერვები. მეცხოველეობაში მნიშვნელობით მეორე დარგია მეღორეობა, რომლის პროდუქტიულობაც საკმაოდ მაღალია. შექმნილია მეღორეობის სამრეწველო კომპლექსები, რომლებიც სახორცე და საბეკონე მიმართულებისაა. ამზადებენ მაღალი ხარისხის შაშხს, ძეხვეულს, ღორის ქონს. მეღორეობას მისდევენ სოფლის მოსახლეობაც, რომელიც ძირითადად ღორის შაშხს ამზადებენ. ჰყავთ ადგილობრივი ჯიშის ღორი, რომელიც კარგადაა შეგუებული ბუნებრივ პირობებს. სუქებაზე დაყენებული ღორის სადღეღამისო მატება ერთ-ერთი მაღალი იყო ყოფილ სსრკ-ში. 1990 წელს ბელარუსიაში 5,2 მლნ. სულზე მეტი ღორი ჰყავდათ. ხორცის საეთო წარმოებაში მეღორეობაზე მოდიოდა 40%25-ზე მეტი, 2008 წლისათვის ღორის სულადობა შეადგენდა 3,7 მლნ სულს, ხოლო წარმოებულ იქნა 362,7 ათ. ტონა ხორცი.
მეფრინველეობა სამრეწველო საფუძველზეა. ამ დარგს დიდი ხნის ისტორია აქვს. ფრინველიდან ძირითადია ქათმები, ჰყავთ აგრეთვე ბატები და იხვები, რომელთათვისაც იყენებენ როგორც ხელოვნურ საგუბარებს, ისე ტბებს. 1990 წელს ფრინველის საერთო რაოდენობა 47,4 მლნ. ფრთას აღემატებოდა, აქედან 82,9%25 მოდიოდა ქათამზე. მიუხედავად საწარმოო მიმართულებისაა, თითქმის ყველა კოლმეურნეობასა და საბჭოთა მეურნეობაში იყო წარმოდგენილი მეფრინველეობის ფერმა, მაგრამ სასაქონლო პროდუქცია იქმნებოდა მეფრინველეობის მსხვილ კომპლექსებში. საკმაოდ მაღალი იყო კვერცხმდებლობა, საშუალო მაჩვენებელი 253 ცალს შეადგენდა, რაც საკავშირო მაჩვენებელზე მაღალი იყო. 1990 წელს აწარმოეს 3978 მლნ. ცალი კვერცხი. ფრინველის ხორცი და კვერცხი დიდი რაოდენობით გაჰქონდათ ყოფილ რესპუბლიკებში. 2008 წლისათვის აწარმოეს 3312 მლნ. კვერცხი და ... მლნ მლნ. ტონა ხორცი.
ქვეყანაში 2008 წლისათვის 126 ათასი სული ცხვარია, რომელიც ხასიათდება გრძელბეწვიანობით. მეცხვარეობა წარმოდგენილია ისეთ ფართობებზე, რომელთა სამრეწველო ათვისებაც შედარებით გაძნელებულია. ესაა პოლესიეს ტერიტორია და მასთან მიმდებარე ბორცვები.
დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ბელარუსიამ ძირითადად შეინარჩუნა პროდუქტიული პირუტყვის რაოდენობა, მსხვილი მეცხოველეობის კომპლექსები. ზოგიერთი მათგანი გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად, რომლებშიც საკონტროლო პაკეტები სახელმწიფომ დაიტოვა. რქოსანი პიტუტყის ნაწილი გადანაწილდა გლეხებზე, რომლებიც თანდათანობით გადადიან ფერმერულ მეურნეობებზე. მათ რძლევათ სახელმწიფო სუბსიდიები და შეღავათიანი კრედიტები. თუმცა ბელარუსმა ჯერ კიდევ ვერ მიაღწია მეცხოველეობის პროდუქტების წარმოებაში სსრკ-ს დროინდელ დონეს, პირიქით, მნიშვნელოვნად იკლო წველადობამ, ხორცის წარმოებამ, პრობლემებია პროდუქციის რეალიზაციაში და შეიქმნა შიდა ბაზრის დაკარგვის საშიშროებაც. ყოველივე ამან გარკვეული კორექტივები შეიტანა მეცხოველეობის სტრუქტურაში. 2008 წელს პირუტყვის სულადობა შემცირდა 4,1 მლნ.-დე. მ.შ. ძროხებისა - 1,4 მლნ. სულამდე, ღორების - 3,7 მლნ.-დე, ფრინველისა - 31,2 მლნ. ფრთამდე. მიუხედავად მეცხოველეობაში სულადობისა, არ მცირდება ხორცისა და რძის წარმოების მოცულობა, კერძოდ: გაზრდილია შესაბამისად: ხორცის- 28%25-ით და რძისა - 24%25-ით. უნდა აღინიშნოს, რომ ბელორუსიის მოსახლეობა თითქმის მთლიანად იკმაყოფილებს საკუთარ მოთხოვნილებას სასურსათო პროდუქტებზე, კერძოდ: მარვლეული მოდის- 931 კგ.-ი, კარტოფილი- 904 კგ.-ი, ბოსტნეული- 237 კგ.-ი, ხორცი- 87 კგ.-ი, რძე- 643 ლიტრი და კვერცხი-342 ცალი.
მემცენარეობა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საერთო წარმოებაში 20%25-ითაა წარმოდგენილი და ძირითადად მომსახურეობას უწევს მეცხოველეობას. სათესი ფართობების ნახევარი უჭირავს მარცვლოვან კულტურებს: ჭვავს, საშემოდგომო და საგაზაფხულო ხორბალს, ქერს, წიწიბურას. მარცვლოვანი კულტურები მოჰყავთ თითქმის ყველა რაიონში. დიდია განსხვავება მოსავლიანობაში, არის რაიონები, სადაც ეს მაჩვენებელი 31,0ც.-რია, ზოგან კი 19-21 ც-რს არ აღემატება. საშუალო მაჩვენებელი კი 35,2 ც-რი იყო. 2008 წელს მარცვლეულის ქვეშ დაკავებული იყო 3,3 მლნ. ჰა, საერთო მოსავალი შეადგენდა 9,5 მლნ. ტონას, რაც ერთ სულზე გადაანგარიშებით წელიწადში 931 კგ-ია. ბელორუსია საკუთარ მოთხოვნილებებს სასურსათო მარცვლეულზე ძირითადად იკმაყოფილებდა, რაც შეეხება საფურაჟე მარცვლეულს, იგი გაჰქონდა კიდეც სხვა რესპუბლიკებში.
ერთწლიანი კულტურებიდან მოჰყავთ შაქრის ჭარხალი, მაგრამ ხშირი ღრუბლიანობის გამო ხარისხი ( შაქრიანობა) არაა მაღალი. ჭარხალს ძირითადად იყენებენ მეცხოველეობაში, მცირე ნაწილი მიდის გადასამუშავებლად. 2008 წელს ჭარხლის ქვეშ დაკავებული იყო 2025 ათ. ჰა., საშუალო მოსავლიანობა 439 ც-ი, ხოლო საერთო მოსავალი 4,6 მლნ. ტონას შეადგენდა. მარცვლეულის მსგავსად შაქრის ჭარხლის მოსავლიანობაც წლების მიხედვით ზრდით ხასიათდება.
ბელორუსია კარტოფილის ერთ-ერთი დიდი მწარმოებელი იყო ყოფილ სსრკ-ში, აქედან იგზავნებოდა ეს პროდუქტი სხვა რესპუბლიკებში, მათ შორის საქართველოში. კარტოფილი ტრადიციული კულტურაა. იგი მოჰყავთ ქვეყნის ყველა ზონასა და რაიონში. ამ კულტურის ქვეშ 2008 წელს დაკავებული იყო 1,9 მლნ. ჰა-ზე მეტი, საერთო მოსავალი 8,9 მლნ. ტონა იყო, ხოლო მოსავლიანობა 221 ც-რს შეადგენდა. ბელორუსული კარტოფილი კარგი გემოვნებითი თვისებებით ხასიათდება მებოსტნეობა და მებაღჩეობა ბელარუსთა ტრადიციული საქმიანობაა. თითქმის ყველა გლეხურ მეურნეობაში ჰქონდათ ბოსტანი, რომელშიც მოჰყავდათ არა მარტო ბოსტნეული, არამედ ბაღჩეული კულტურები ( კომბოსტო, სტაფილო, და ა.შ.).
2008 წელს ბელორუსიაში აწარმოეს 2,3 მლნ. ტონა ბოსტნეული, საშუალო მოსავლიანობა შეადგენდა 234 ცენტნერს. დღეისათვის ბოსტნეუ-ბაღჩეულის კულტურები ყველა ფერმასა და გლეხურ მეურნეობაშია წარმოდგენილი. ახალმა ეკონომიკურმა ურთიერთობებმა უზრუნველყო ბელორუსიის სოფლის მეურნეობის დარგებში პროდუქტიულობის მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლები, რაც ძირითადში გამოიწვია საჰექტარო მოსავლიანობის ზრდამ.
მეხილეობა, მართალია, არ ითვლება ბელარუსიისათვის ტრადიციულ დარგად, მაგრამ იგი კარგადაა განვითარებული, განსაკუთრებით საკარმიდამო ნაკვეთებზე. მინსკის ირგვლივ რამდენიმე მეურნეობაში არსებობს ქლიავისა და ალუბლის სამრეწველო ბაღები, გვხვდება აგრეთვე ვაშლისა და მსხლის ბაღებიც, გლეხურ მეურნეობებში ძირითადად მოჰყავთ მსხალი, ვაშლი და ქლიავი. 2008 წელს მეხილეობის ქვეშ 141 ათასი ჰა იყო დაკავებული, აქედან მსხმოიარე - 130 ათასი ჰა, საერთო მოსავალმა შეადგინა 780 ათასი ტონა, რაც საკმაოდ კარგ მაჩვენებლად ითვლება ისეთი ქვეყნისათვის, რომელშიც მეხილეობა არ წარმოადგენს წამყვან დარგს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მაჩვენებლით ბელორუსია უსწრებდა მეხილეობის ისეთ ტრადიციულ რესპუბლიკებს, როგორიცაა საქართველო, უზბეკეთი, სომხეთი, აზერბეიჯანი.
ბელარუსში კარგი პირობებია სელის წარმოებისათვის, იგი ძირითადად ქვეყნის ჩრდილოეთ რაიონშია და მეცხოველეობის მეურნეობებთანაა შეთანაწყობილი, სელით ბელარუსი რუსეთის ოლქებსაც ამარაგებდა.
ბელარუსის სოფლის მეურნეობა ინდუსტრიულ საფუძველზეა. მემცენარეობის ძირითადი კულტურების ( მარცვლეული, კარტოფილი, ჭარხალი) მოვლა-მოყვანა მთლიანად მექანიზებულია. შექმნილია სპეციალური ტექნიკა, რომელსაც შეუძლია შეასრულოს საჭირო სამუშაოები მძიმე ნიადაგებზეც კი: მსხვილ სასოფლო-სამეურნეო საწარმოებში ჩამოყალიბებულია კომპლექსური მექანიზაციის ბრიგადები და რგოლები. 2008 წელს ბელარუსიაში 135 ათას ტრაქტორზე მეტი იყო, რომელთა სიმძლავრე 10,9 მლნ. ცხ. ძალას შეადგენდა, ენერგოშეიარაღება 31,7 ცხ. ძალას უდრიდა, რაც დაახლოებით საკავშირო მაჩვენებლის ტოლია, სოფლის მეურნეობაში გამოყენებული ენერგეტიკული საშუალებების საერთო სიმძლავრე 12,7 მლნ. ცხ. ძალაა. ენერგოშეიარაღებით ბელარუსი ჩამორჩება, რუსეთს, ყაზახეთს, ლიტვას, ლატვიას, ესტონეთს. ამის მიზეზია ის, რომ სოფლის მეურნეობის ძირითადი პროდუქცია იქმნება მეცხოველეობაში, რომელშიც მოძრავი ენერგეტიკული საშუალებების გამოყენება შეზღუდულია და ძირითადად სტაცოინალური მანქანებია გამოყენებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ენერგეტიკულ საშუალებებში 8-9%25-ით წარმოდგენილია ცოცხალი გამწევი ძალაც, რომლებიც უმთავრესად დასაქმებულნი არიან საწარმოებში.
თანამედროვე ბელორუსი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელიც დსთ-ს აქტიური წევრია. ყოფილ სსრკ-ში იგი წარმოდგენილი იყო როგორც მეცხოველეობის პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გაჰქონდა თითქმის ყველა რესპუბლიკაში. თუ შევადარებთ ბელარუსს მის დასავლეთით მდებარე ევროპულ ქვეყნებს, დავინახავთ, რომ წარმოების დონით იგი უახლოვდება მათ დონეს. ყოველივე ეს იმაზე მიუთითებს, რომ ბელარუსს შესძლებლობა ეძლევა დასვლეთის ბაზარზე შეღწევისა და თავის ადგილის დამკვიდრებისა.
ბელარუსმა ბალტიის ქვეყნების მსგავსად, შეინარჩუნა მსხვილი მექანიზებული კომპლექსები, მოახდინა მათი ნაწილობრივი პრივატიზაცია, გაატარა რეფორმები აგრარულ სფეროში, რასაც მოჰყვა გარკვეული პოზიტიური შედეგები. მაგრამ მაინც მტკივნეულად მიმდინარეობს ფერმერული და გლეხური მეურნეობების დამკვიდრება, სახელმწიფო სანახევროდაც ვერ აგვარებს იმ პრობლემებს, რომლებიც აგრალურ სფეროში არსებობს. უნდა ითქვას, რომ ქვეყანა ჯერ კიდევ ძიების პროცესშია, იგი ცდილობს რუსეთთან და სხვა ქვეყნებთან ინტეგრირებას, მაგრამ ეს პროცესი ჯერ კიდევ ნელა მიმდინარეობს.
![]() |
9 თავი VIII. უკრაინის ეკონომიკა. |
▲ზევით დაბრუნება |
უკრაინა ტერიტორიით, რუსეთის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელმწიფოა ევროპაში. იგი აღემატება საფრანგეთს, 2-ჯერ ინგლისს, 1,7-ჯერ გერმანიას. მოსახლებით კი ჩამოუვარდება მათ. ქვეყნის ტერიტორია 603,7 ათასი კვ. კმ-ია, მოსახლეობა - 46,4 მლნ., დედაქალაქია კიევი.
უკრაინა რუსეთის სამხრეთ-დასვლეთით მდებარეობს იგი ესაზღვრება: დასვლეთით- პოლონეთსა და სლოვაკიას, სამხრეთ-დასვლეთით - უნგრეთსა და რუმინეთს, ჩრდილოეთით - ბელარუსს, ჩრდილო -აღმოსავლეთით - რუსეთს, სამხრეთ-დასვლეთით - მოლდოვას, სამხრეთი საზღვარი გადის შავი და აზოვის ზღვებზე, სადაც მდებარეობენ ისეთი დიდი პორტები, როგორიცაა: ოდესა, ილიჩევსკი, ნიკოლაევი. უკრაინის ბუნებრივ-გეოგრაფიული მდებარეობა ძალზე ხელსაყრელია ეკონომიკის განვითარებისა და მოსახლეობის ცხოვრებისათვის, ქვეყანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნების ეკონომიკურ ურთიერთობებში, აქ გადის რკინიგზის და საავტომობილო მაგისტრალები, ნავთობისა და გაზის მილსადენები, ელექტროგადმცემი ხაზები და სხვა კომუნიკაციები.
ყოფილ სსრკ-ში, საერთო პროდუქციის წარმოების მიხედვით, უკრაინას მეორე ადგილი მეკავა (რუსეთი შემდეგ), განსაკუთრებით დიდი იყო მისი როლი შავსა და ფერად მეტალურგიაში, რკინისა და ქვანახშირის მოპოვებაში, მაგისტრალური თბომავლების, ტრაქტორების, ექსკავატორების, სასოფლო-სამეურნეო მანქანების, ელექტროტექნიკური და კვების მრეწველობის მანქანებისა და რიგი სხვა პროდუქტების წარმოებაში.
უკრაინელი ერის ეთნიკური ჩამოყალიბება მოხდა აღმოსავლეთ სლავური მოსახლეობის ხარჯზე, რომლებიც ადრე ერთიან ძველ რუსულ სახელმწიფოში შედიოდნენ. უკრაინელი ერის ფორმირება მეტად ხანგრძლივი პროცესი იყო და მოიცავდა რამდენიმე ეტაპს. XII-XIII საუკუნეებში იქმნება ახალი ეკონომიკური რეგიონები და გამოიკვეთა სამი აღმოსავლეთ სლავური ეთნიკური ჯგუფი - რუსული, უკრაინული და ბელორუსული, რომელიც შემდეგ საფუძვლად დაედო აღნიშნული ერბის ჩამოყალიბებას. XIV-XV საუკუნეებში ძველი რუსული სახელმწიფოები დაიშალა ცალკეულ ფეოდალურ სამთავროებად, რომელთა შორის თანდათანობით დაწინაურდა რუსული სამთავრობოები, კერძოდ, სუზდალისა და მოსკოვის სახელმწიფოები.
უკრაინა მდებარეობს აღმოსავლეთ ევროპის ზომიერი სარტყლის სამხრეთ-დასავლეთიტ, რაც განსაზღვრავს მის ბუნებრივ-კლიმატურ პირობებს. ქვეყნის ტერიტორიის 70%25 ვაკეა, 25%25 - მაღლობი, ხოლო 5%25 მოდის მთებზე. დასავლეთით მდებარეობს უკრაინის კარპატების მთიანი მასივი, ხოლო უკიდურეს სამხრეთით - ყირიმის მთები. ქვეყნის ჩრდილოეთი უჭირავს უკრაინის პოლესიეს, მის შემადგენობაშია აგრეთვე მიმდებარე მიმდებარე დაბლობიც, დნეპრის მარცხენა ნაპირი უჭირავს დნეპრისპირეთის დაბლობს, ხოლო სამხრეთი - შავიზღვისპირეთის დაბლობს.
უკრაინის კლიმატი ზომიერი კონტინენტურია, დასვლეთით ტენიანია, სამხრეთით - მშრალი, საშუალო-წლიური ტენიანობა რეგიონების მიხედვით მერყეობს 300-600 მმ-დე. ზამთარი, სამხრეთ-დასავლეთით 55-75, ხოლო ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 120-130 დღეს გრძელდება, იცის ყინვებიც. ზაფხულობით ხშირია მტვრიანი ქარები, გვხვდება ხანგრძლივი გვალვაც, რომელსაც ზოგჯერ მოსდევს კოკისპირული წვიმები.
უკრაინის ტერიტორიაზე 71 ათასი მდინარე და ნაკადულია, რომელთა საერთო სიგრძე 248 ათასი კილომეტრია, ძირითადი მდინარეებია: დნეპრი, დნესტრი, სამხრეთ ბუგი, დუნაი. დნეპრი ევროპაში სიგრძით მესამე მდინარეა - 2285 კმ, აქედან 1205 კმ მოედინება უკრაინის ტერიტორიაზე, მისი აუზი მოიცავს ქვეყნის ტერიტორიის ნახევარს, მდინარეები ძირითადად თოვლით იკვებება და გამოიყენება წყალმომარაგებისა და რწყვებისათვის, მათი ჰიდრორესურსები 45 მლრდ. კვტ.საათს უდრის.
უკრაინის ტერიტორიაზე კარგადაა გამოკვეთილი გეოგრაფიული ზონალობა, რომელიც განსაკუთრებით ეტყობა ნიადაგსა და მცენარეულ საფარს.
უკრაინის პოლესიე შედის ევროპის ფართოფოთლოვან ზონაში. სამხრეთ უკრაინის დიდი ნაწილი განეკუთვნება სტეპის ზონას, ვხვდებით ტყე-სტეპის გამოკვეთილ ზონასაც.
ქვეყანაში მიწათსარგებლობის ათვისების კოეფიციენტი საკმაოდ მაღალია: სახნავი მიწების 65%25 შავმიწებია, 17%25 - ნაცრისფერი ტყის ნიადაგები, 7%25 - კორდიან-ეწერი, 4%25 - წაბლისფერი, ხოლო 8%25 - სხვა სახის ნიადაგები.
უკრაინაში გვხვდება 4000 დასახელების მცენარე, ფლორისა და ფაუნის ბევრი წარმომადგენელი შეტანილია წითელ წიგნში.
ტყეს ქვეყნის ტერიტორიის 15%25 უჭირავს, დიდ ყურადღებას აქცევენ ტყის გაშენებას, დამუშავებულია ტყის მოწყობის სახელმწიფოებრივი პროგრამები, ხელოვნურად გაშენებულმა ფართობმა 4 მლნ. ჰა-ს გადააჭარბა, ბევრია ნაკრძალები და პარკები, რომლებიც წარმოადგენს აგრეთვე დასვენების ზონას, არსებობს 18 სამონადირეო მეურნეობაც.
უკრაინისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს შავ ზღვას, იგი ქვეყნისათვის არა მარტო სატრანსპორტო და ტვირთზიდვის საშუალებაა, არამედ დიდ გავლენას ახდენს კლიმატზე. ზღვის სანაპირო გადაჭიმულია 1150 კმ-ზე. მისი მთავარი ღირსებაა ის, რომ იგი არ იყინება და მასზე არა მარტო ნაოსნობა, არამედ თევზჭერაც მთელი წლის განმავლობაში წარმოებს. ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია აზოვის ზღვაც, რომელშიც ზაფხულში წყლის ტემპერატურა 28-30 გრადუსსაც კი აღწევს.
უკრაინა მრავალეროვანი ქვეყანაა. აქ ცხოვრობენ არა მარტო უკრაინელები, რომელთა ხვედრითი წილი 79%25-ია, არამედ რუსები - 21,1%25, ებრაელები - 1,3%25, ბელარუსები, მოლდოველები, პოლონელები, ბულგარელები. დაახლოებით 6 მლნ. უკრაინელი ცხოვრობს ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიაზე, საკმაოდ არიან ისინი აშშ-სა და კანადაში. საშუალო სიმჭიდროვე ერთ კვ.კმ-ზე 83 კაცია. აქტიური მოსახლეობის 75%25 დასაქმებულია საწარმოო სფეროში, ხოლო 25%25 მომსახურეობის სფეროში. მრეწველობასა და მშენებლობაში დასაქმებულია 39,5%25, სოფლის მეურნეობაში - 22,5%25, ტრანსპორტზე - 8%25, ვაჭრობასა და საზოგადოებრივ კვებაში 7,7%25.
უკრაინა ეკონომიკურად მაღალგანვითარებული ქვეყანაა, რომელსაც აქვს მძლავრი ინდუსტრია და მაღალმექანიზებული სოფლის მეურნეობა. ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროს, უკრაინა უდიდეს როლს ასრულებდა, როგორც იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული რეგიონი. განსაკუთრებული იყო მისი როლი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაში, ჩრდილოეთ კავკასიასთან ერთად იგი იმპერიის ბეღელს წარმოადგენდა.
უკრაინა მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით, კერძოდ, ქვანახშირით, მარგანეცით, რკინის მადნით; აღმოჩენილია ნავთობისა და გაზის საბადოები. ქვეყანაში არის გრაფიტი, კალციუმი, მაგნეზიტი, საამშენებლო ფიქალები, თიხა, გრანიტი და ა.შ. საკმაოდ დიდია ჰიდროენერგორესურსებიც, რომელთა ნაწილიც უკვე ათვისებულია. ყოფილ სსრკ-ში უკრაინის მრეწველობა მაღალრენტაბელური დარგია,სადაც განვითარებულია ტრაქტორმშენებლობა, ჩარხმშენებლობა, რომელთა დიდი ნაწილი იგზავნებოდა ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებში.
ქვეყანაში ხელსაყრელი კლიმატური პირობებია სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის, ძირითადად წარმოდგენილია შავმიწანიადაგიანი სასოფლო-სამეურნეო ზონები. ქვეყნის საერთო ტერიტორიიდან 42,7 მლნ. წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, აქედან 34,4 მლნ. ჰა სახნავია, რომელიც დღეისათვის მთლიანად ათვისებულია, სასოფლო-სამეურნეო მიწების ზრდა წარმოებს დაჭაობებული მიწების ათვისების ხარჯზე.
მიუხედავად მაღალი ტენიანობისა და მდინარეების ხშირი ქსელისა, ქვეყანა ჯერ კიდევ განიცდის წყლის დეფიციტს, ამიტომ ყოველწლიურად იზრდება სარწყავი მიწათმოქმედების ზონა. მიუხედავად ურბანიზაციის მაღალი ტემპებისა, უკრაინის სოფლის მეურნეობა კარგადაა უზრუნველყოფილი შრომითი რესურსებით. სოფლად ცხოვრობს 18,3 მლნ. კაცი, აქედან 69%25 დასაქმებულია უშუალოდ სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში.
ნაყოფიერი მიწები, ზომიერი თბილი კლიმატი, სოფლის მოსახლეობის მაღალი კვალიფიკაცია, განვითარებული გადამამუშავებელი მრეწველობა, ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, განაპირობებს უკრაინის სოფლის მეურნეობის მრავალდარგიანობას, მის მაღალ საწარმოო ეფექტს, უკრაინაში არსებობს მძლავრი აგროსამრეწველო კომპლექსი, რომლის ინფრასტრუქტურაში, გარდა ნედლეულის წარმოებისა და გადამუშავებისა, წარმოდგენილია შესაბამისი მანქანათმშენებლობაც. უკრაინის სოფლის მეურნეობის განვითარებას რამოდენიმე ეტაპი ახასიათებს, პირველი- რევოლუციამდელი სოფლის მეურნეობა, მეორე - სამამულო ომამდელი სოფლის მეურნეობა, მესამე - სამამულო ომის შემდგომი სოფლის მეურნეობა და მეოთხე - დამოუკიდებელი უკრაინის სოფლის მეურნეობა. რევოლუციამდელი სოფლის მეურნეობისათვის დამახასიათებელი იყო შეძლებული გლეხური მეურნეობების პრიორიტეტული განვითარება, რომლებიც აწარმოებდნენ სასაქონლო პროდუქციის 70%25-ზე მეტს, რევოლუციის შემდგომი ეტაპი ხასიათდებოდა საპირისპირო პროცესებით, როდესაც დაიწყო შეძლებული გლეხების გაკულაკება, უმრავლეს შემთხვევაში მათი მეურნეობების გაჩანაგება და კოლმეურნეობების ძალდატანებით შექმნა, რომელსაც თან სდევდა სასტიკი რეპრესიები, შედეგად მივიღეთ ის, რომ უკრაინა მოიცვა 30-იან წლებში შიმშილმა, რომლის შედეგადაც მრავალი ადამიანი დაიღუპა, მესამე პერიოდი შედარებით ნაყოფიერია, ომის შემდეგ საოფლო-სამეურნეო წარმოების აღდგენა მოხდა მატერიალური ბაზის განმტკიცების პირობებში, დაიხვეწა წარმოების ორგანიზაციული ფორმები, რასაც მოჰყვა წარმოების დაჩქარებული ტემპებით განვითარება და 1970 წლისათვის უკრაინის სოფლის მეურნეობა, ერთ-ერთი მაღალმექანიზებული და მაღალრენტაბელური დარგი გახდა. მეოთხე ეტაპი, ყოფილი რესპუბლიკების მსგავსად ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, დაიწყო გეგმური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა, კერძოდ, გლეხური და ფერმერული მეურნეობების ორგანიზაცია, რასაც თან სდევს საწარმოო სპეციალიზაციის ცვლილება, რაც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს.
სასოფლო-სამეურნეო საწარმოების მიერ გამოყენებული მიწისა და სახნავის ფართობით, უკრაინა ყოფილ სსრკ-ში მესამე ადგილზე იმყოფებოდა რუსეთისა და ყაზახეთის შემდეგ. 2008 წლისათვის სულ იყო 15636 ათ, ჰა-არი მარცვლეულის ნათესი ფართობი, საიდანაც წარმოებული იქნა 53290 ათ. ტონა მარცვალი და მოსავლიანობამ შეადგინა 34,6 ც-რი. აგროტექნიკური ღონისძიებების გატარების შედეგად, რომლის საფუძველს მექანიზაცია, ქიმიზაცია და მელიორაცია წარმოადგენდა, მნიშვნელოვნად გაიზარდა მოსავლიანობა. თუ 1933 წელს საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა არ აღემატებოდა 13-16 ც-ნერს, 2008 წელს ეს მაჩვენებელი 34,6 ც-მდე, ე.ი. თითქმის 2,6-ჯერ გაიზარდა. შეიცვალა მარცვლეულის სტრუქტურაც, მასში წამყვანი პოზიცია საშემოდგომო კულტურებმა დაიკავა, რომლის წილადაც მოდიოდა წარმოებული მარცვლეულის თითქმის ნახევარი. გაიზარდა სიმინდის წარმოებაც, რომელიც მოსავლიანობით ხორბალს აღემატებოდა, მის ქვეშ ათვისებული იქნა დამატებითი ფართობები. - გაორმაგდა ქერის, ჭვავის, წიწიბურასა და პარკოსნების წარმოება.
საკმაოდ დიდი ფართობები იყო ათვისებული შაქრის ჭარხლის ქვეშ, ადრე აღნიშნული კულტურა თითქმის არ მოჰყავდათ, 1945 წლიდან დაიწყო შაქრის ჭარხლის კომბინატების მშენებლობა, რამაც გაზარდა შაქრის ჭარხლი წარმოება, რომელსაც სხვადასხვა წლებში 60 მლნ. ტ-მდეც კი აწარმოებდნენ. უკრაინულ ჭარხალს საქართველოც იღებდა, კერძოდ აგარის შაქრის კომბინატისათვის. 1970-იანი წლებიდან შემცირდა შაქრის ჭარხლის წარმოება, რაზედაც გავლენა მოახდინა კუბიდან დიდი რაოდენობით შემოტანილმა შაქარმა. 1990 წელს აწარმოეს 44,5 მლნ. ტ. ჭარხალი, რომლის 60%25 მოხმარდა შაქრის წარმოებას, დანარჩენი კი დაიხარჯა მეცხოველეობაზე, მაღალი იყო მოსავლიანობაც და იგი 275 ცენტნერს აღწევდა. 2008 წელს შაქრის ჭარხლის წარმოება 3-ჯერ შემცირდა და 13,4 მლნ. ტონა შეადგინა. ამის მიზეზია ფართობის 380 ათ. ჰა-მდე და მოსავლიანობის 35,,4 ცენტნერამდე შემცირება.
შედარებით ახალი კულტურაა მზესუმზირა. 1913 წელს იგი მხოლოდ შიდა მოხმარებისათვის იწარმოებოდა, ძირითადად გლეხურ მეურნეობებში, მზესუმზირის მასიური წარმოება დაიწყო 30-იანი წლებიდან თავდაპირველად, კოლმეურნეობებსა საბჭოთა მეურნეობებში, ცალკეული ნათესების სახით, შემდეგში შეიქმნა სპეციალიზებული მეურნეობებიც, 1990 წელს უკრაინაში აწარმოეს 44,2 მლნ. ტ. მზესუმზირა, რომლის მოსავლიანობამ 27,0 ც. შეადგინა, მზესუმზირა მთლიანად იგზავნებოდა ზეთის სახდელ ქარხნებში. 2008 წელს მისი წარმოება მართალია 13,4 მლნ. ტონამდე შემცირდა, მაგრამ აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოსავლიანობა 35,4 ც-მდე გაიზარდა.
მნიშვნელოვანი სასურსათო და ტექნიკური კულტურაა კარტოფილი, რომლის წარმოების ძირითადი რაიონები ჩრდილოეთით, ბელორუსიის საზღვართან მდებარეობს, კერძოდ, პოლესიეს და ტყესტეპის ზონაში. 1990 წელს აწარმოეს 16,7 მლნ. ტონა კარტოფილი, საშუალო მოსავლიანობამ 11,7 ცენტნერი შეადგინა, ხოლო 2008 წელს კი კარტოფილის წარმოება გაიზარდა 19,5 მლნ. ტონამდე. საერთო მოსავლის ზრდაზე ძირითადად გავლენა მოახდინა საჰექტარო მოსავლიანობის ზრდამ, რომელიც 138 ცენტნერს შეადგენდა. უკრაინაში კარტოფილის გადამამუშავებელი რამდენიმე საწარმო მოქმედებს, რომლებიც კარტოფილის ფქვილისა და დაფასოებულ კარტოფილს უშვებს.
ასევე კარგადაა წარმოდგენილი მებოსტნეობა-მებაღეობა, ყოველწლიურად მოჰყავდათ დაახლოებით 7,3-7,6 მლნ. ტონა ბოსტნეული. განვითარებულია როგორც ღია, ისე დახურული გრუნტის წარმოება, განსაკუთრებით დიდი ქალაქებისა და სმრეწველო ცენტრების საგარეუბნო მეურნეობებში და საკურორტო ზონებში. შექმნილია სპეციალიზებული მეურნეობებიც, ჩამოყალიბებულია აგროსამრეწველო კომპლექსები. 2008 წელს აწარმოეს 7,9 მლნ. ტონა ბოსტნეული, საშუალო მოსავლიანობა 174 ცენტნერს უდრიდა. 70-იანი წლებიდან დაიწყო თამბაქოს წარმოებაც, კერძოდ ყირიმში, კარპატებში, დნეპისპირეთში, აღნიშნული კულტურების ქვეშ ფართობები ზრდის ტენდენციით ხასიათდება.
უკრაინაში არსებობდა მარცვლეულის, კარტოფილის, მზესუმზირის მსხვილი სპეციალიზირებული მეურნეობები, რომლებშიც აგროტექნიკური სამუშაოები მექანიზირებულად სრულდებოდა, ჩამოყალიბებული იყო კომპლექსური ბრიგადები და რგოლები.
მემცენარეობის მნიშვნელოვანი დარგია მებაღეობა და მევენახეობა, რომლებიც მოსახლეობას უზრუნველყოფს ახალი ხილით და სუფრი ყურძნით, ხოლო საკონსერვო და ღვინის მრეწველობას - მაღალხარისხოვანი ნედლეულით. მებაღეობა ოდითგანვე ითვლებოდა ტრადიციულ დარგად, თუმცა სამრეწველო ხასიათი ძირითადად 30-იანი წლებიდან მიიღო, როდესაც დაიწყო კურკოვანი და თესლოვანი ხილის მასიური გაშენება.
მებაღეობა-მევენახეობის ძირითადი რაიონებია: ყირიმი, კარპატები და შავი ზღვისპირეთი. 1990 წელსათვის მეხილეობის ქვეშ დაკავებული იყო 927 ათასი ჰა, აქედან მოსავლიანი 728 ათასი ჰა, საერთო მოსავალმა შეადგინა 3,43 მლნ. ტონა, ხოლო მოსავლიანობამ 46,7 ცენტნერი. 2008 წელს ხილის წარმოება შემცირდა 1,9 მლნ. ტონამდე, ხოლო მოსავლიანობა 30 ცენტნერამდე, 60 ათასი ჰექტარით შემცირდა აგრეთვე მევენახეობის ქვეშ დაკავებული ფართობები. 1990 წელს 210 ათას ჰა-ს შეადგენდა. მ.შ. მოსავლიანი - 140 ათასი ჰა-რი, საერთო მოსავალი ო,87 მლნ. ტონას, მოსავლიანობა - 57,4 ცენტნერს. 2008 წელს ყურძნის წარმოება შემცირდა 0,5 მლნ. ტონამდე და ამის ძირითადი მიზეზი იყო მოსავლიანობიოს 37 ცენტნერამდე შემცირება.
მევენახეობის ძირითადი რაიონია ყირიმი, სადაც რამდენიმე სპეციალიზებული მეურნეობაცაა, აქვეა შექმნილი აგროსამრეწველო გაერთიანებებიც, რომლებშიც ნედლეულის წარმოებასთან ერთად, გაერთიანებულია ღვინის ქარხნებიც. ყირიმში ამზადებენ როგორც სუფრის, ისე სამარკო ღვინოებს, რომლებიც საკმაოდ მაღალი ხარისხისაა და მოწონებით სარგებლობდა ყოფილ სსრკ-ში. აღსანიშნავია, რომ ყირიმში სამრეწველო მევენახეობა და მეღვინეობა განვითარდა ქართველი სპეციალისტების დახმარებით 30-იან წლებში. აქვე ამზადებენ აგრეთვე ყურძნის წვენს, რომელიც იგზავნებოდა სხვა რესპუბლიკებშიც. ხილიდან უმთავრესად მოჰყავთ ვაშლი, მსხალი, ალუბალი. ეს უკანასკნელი ადგილობრივი ჯიშისაა და ხასიათდება კარგი გემოვნებითი თვისებებით. მეხილეობის რაიონებში განვითარებულია საკონსერვო წარმოებაც, განსაკუთრებით პოპულარულია ხილ-ფაფები და ხილის ნატურალური წვენები.
უკრაინაში მოჰყავთ აგრეთვე ეთერზეთები და სამკურნალო მცენარეები. მაგალითად, ყირიმში ვარდის დიდი პლანტაციები აქვთ და საუკეთესო ვარდის ზეთსაც ამზადებენ.
უკრაინის სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მეცხოველეობას. სათესი ფართობების თითქმის 32%25 მოდის საკვებ კულტურებზე. ძირითადად ჰყავთ ადგილობრივი ჯიშის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და ღორი. მესაქონლეობა წარმოდგენილია ყველა რეგიონში. ქალაქგარეთა ზონასა და პოლესიეში სჭარბობს მერძეული მიმართულება, კარპატებსა და ტყე-სტეპებში - მეხორცულ მერძეული და მერძეულ-მეხორცული მიმართულება, სტეპის ზონაში ზონაში მხოლოდ მერძეულ-მეხორცული მიმართულებაა. 1990 წელს უკრაინაში 25,2 მლნ. სული რქოსანი პირუტყვი ჰყავდათ. აქედან 8,5 მლნ. - ფური. ამ მაჩვენებლით იგი მეორე იყო ყოფილ სსრკ -ში და ერთ-ერთი პირველი ევროპაში. რძის წარმოებამ 24,5 მლნ. ტონა შეადგინა, საშუალო წველადობამ კი 2874 ლიტრი, რაც გაცილებით დაბალი იყო ბალტიისპირეთის რესპუბლიკების მაჩვენებლებთან და თითქმის 2-ჯერ დაბალი ევროპის ქვეყნებთან შედარებით. 2008 წელს პირუტყვის სულადობა 5,5 მლნ., ხოლო ძროხებისა 3,1 მლნ. სულამდე შემცირდა, წარმოებული რძის რაოდენობა კი 11,7 მლნ. ტონამდე, რაც 1990 წლის მაჩვენებელთან შედარეწბით 12,9 მლნ. ტონით ნაკლები იყო, ხოლო რაც შეეხება წველადობას იგი გაზრდილია და შეადგენს 3799 ლიტრს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ განსაკუთრებულ ყუეადღებას უთმობენ მეცხოველეობაში სასელექციო მუშაობას. მართალიამეწველი ძროხების სულადობა 2008 წლისათვის 1990 წელთან შედარებით შემცირებულია 5,4 მლნ. სულით, ხოლო ძროხისა 2,5 მლნ. ტონით. მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, საშუალო წლიური წველადობა გაზრდილია 32%25-ით. 1990 წელს აწარმოეს 4,4 მლნ. ტონა ხორცი, 2008 წელსათვის იგი შემცირებული და შეადგენს 1,9 მლნ. ტონას. რაც შეეხება მეღორეობას 1990 წელს ღორის სულადობა თუ შეადგენდა 19,9 მლნ.სულს იგი 2008 წლისათვის შემცირებულია 6,5 მლნ. სულამდე. ამის მიზეზი უნდა ვეძებოთ საკვები ბაზის უქონლობაში, კერძოდ, მიზეზი მარცვლეულისა და ჭარხლის წარმოების შემცირებაა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია მეფრინველეობა, რომელშიც ძირითადია ქათამი, ჰყავთ აგრეთვე იხვი და ბატი, მას სამრეწველო ხასიათი აქ ვს, მეფრინველეობის ფაბრიკებში ყველა სამრეწველო პროცესი მექანიზებულია. განსაკუთრებით კარგად იყო განვითარებული აღნიშნული დარგი, ლვოვისა და უჟგოროდის ოლქებში. 1990 წელს უკრაინაში 255,1 მლნ. ფრთა ფრთა ფრინველი ჰყავდათ, საშუალო კვერცხმდებლობა 208 ცალს შეადგენდა, ხოლო საერთო წარმოება 16,2 მლრდ.-ს. 2008 წელს ფრინველის რაოდენობა 169,3 მლნ ფრთამდე შემცირდა, ხოლო კვერცხის წარმოება 14,9 მლდ. ცალამდე, ამ შემთხვევაშიც შემცირების ძირითადი მიზეზი საკვები ბაზის შემცირებაა.
მეცხვარეობას საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს, იგი განვითარებული იყო როგორც მთიან, ისე სტეპის ზონაში და უირიმის ცენტრალურ რაიონებში. ცხვრის სულადობა 1990 წელს 9 მლნ. იყო. მატყლის დამზადება კი 28,9 ათასი ტონას შეადგენდა. 2008 წელს კი ცხვრის სულადობა 1,6 მლნ., ხოლო მატყლის წარმოება 2,1 ათას ტონამდე შემცირდა, ამის მიზეზია ის, რომ დაიშალა მეცხვარეობის მიმართულების კოლმეურნეობები, ცხვრის დიდი რაოდენობა გადავიდა კრძო სექტორში, რომელთა გარკვეული ნაწილი აღრიცხვის გარეშე დარჩა.
უკრაინის სოფლის მეურნეობის ტექნიკური შეიარაღება ჩამორჩებოდა საშუალო-საკავშირო და ზოგიერთი რესპუბლიკის მაჩვენებელს, მაგალითად, 1990 წელს ყოფილ სსრკ-ში ენერგოშეიარაღება 32,8 ცხ. ძალას შეადგენდა, უკრაინაში კი 26,7-ს. ამ მაჩვენებლით იგი მე-6 ადგილზე იყო მოკავშირე რესპუბლიკებს შორის და საგრძნობლად ჩამორჩებოდა ესტონეთის (69,9 ცხ. ძალა), ლატვიის (50,8), ლიტვის (48,2), ყაზახეთის (46,0), რუსეთის (42,6) მაჩვენებლებს. ტრაქტორების რაოდენობა 446,8 ათას ცალს უდრიდა, რაც მხოლოდ 76%25-ით უზრუნველყოფდა მოთხოვნილებას.
სულ სოფლის მეურნეობაში ენერგეტიკული სიმძლავრეების რაოდენობა 35230 ათას ცხ. ძალას შეადგენდა, რაც სსრკ-ში არსებული სასოფლო-სამეურნეო სიმძლავრეების 10%25 -ს უდრიდა, მაშინ როდესაც უკრაინა აწარმოებდა სსრკ-ში წარმოებული მარცვლეულის 20,1%25-ს, ხორცის - 22%25-ს, კარტოფილის - 27%25-ს, სოფლის მეურნეობაში 112,2 ათასი კომბაინი და 142,6 ათასი სატვირთო ავტომობილი იყო, რაც 80%25-ითაც ვერ აკმაყოფილებდა მოთხოვნილებას.
დიდი ყურადღება ექცეოდა მსხვილი აგროსამრეწველო გაერთიანებების შექმნას. ესტონეთის შემდეგ, პირველად უკრაინაში შეიქმნა აგროსამრეწველო სავაჭრო გაერთიანებები. კარგ მდგომარეობაში ჰქონდათ სასაწყობო მეურნეობები, რაც მინიმუმამდე ამცირებდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის დანაკარგებს. უკრაინაში იყო განლაგებული შავი ზღვის თევზჭერის ფლოტის ბაზები, რომლებიც საკავშირო დაქვემდებარებაში იყვნენ. ადგილობრივი მოხმარების თევზის რეწვას კი შესაბამისად თევზჭერის კოლმეურნეობები ეწეოდნენ, როგორც შავ ზღვაზე, ისე შიდა წყლებსა და მდინარეებში.
უკრაინაში ძნელად მიმდინარეობდა გარდაქმნის პროცესი, გაძნელდა მსხვილი სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისა და აგროსამრეწველო კომპლექსების პრივატიზაცია, 1994 წელს გატარდა აგრარული რეფორმა, რომელმაც სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. უკრაინა მჭიდროდ იყო ინტეგრირებული რუსეთთან და სხვა რესპუბლიკებთან, აღნიშნული კავშირების გაწყვეტამ ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩააყენა. ამდენად უკრაინა ინტენსიურად ცდილობს აღადგინოს კავშირები, როგორც ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებთან, ისე მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან და მათ შორის საქართველოსთან, რადგან ტრადიცულად უკრაინას შეუძლია მოგვაწოდოს მარცვლეული და მეცხოველეობის პროდუქტები, სანაცვლოდ კი გაიტანოს ჩაისა და ღვინის პროდუქცია, აგრეთვე ციტრუსები.
![]() |
10 თავი IX. მოლდავეთის ეკონომიკა. |
▲ზევით დაბრუნება |
მოლდავეთი (ახლა მოლდოვა), საბჭოთა კავშირის ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკაა, მდებარეობს უკრაინის სამხრეთ-დასავლეთით, ორი მდინარის - დნესტრსა და პრუტს შორის. დასავლეთით მას ესაზღვრება რუმინეთი, სსრკ-ს დაშლის შემდეგ მან გამოაცხადა დამოუკიდებლობა და დაადგა თავისუფალი განვითარების გზას. იგი ლამაზი პატარა ქვეყანაა, ტერიტორია 33,8 ათ. კვ. კმ-ია, მოსახლეობა 4,2 მილიონი, დედაქლაქია - კიშინოვი.
ბუნება მრავალფეროვანია, ერთმანეთს ცვლის ლამაზი მაღლობები და თვალუწვდენელი ველები, ტყე და სტეპის ლანდშაფტი, იგი მზიანი ქვეყანაა, რომელიც ანათებს მკაფიოდ და დიდხანს, რაც ცხოვრებისა და საქმიანობისათვის სასურველ კლიმატს ქმნის.
მოლდოვას ბუნებას განსაზღვრაბს კარპატების მთიანი სისტემის სიახლოვე და რელიეფის მრავალფეროვნება, ეს უკანასკნელი გავლენას ახდენს აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო დარგების სპეციალიზაციასა და გაადგილებაზე. ტერიტორიის 35%25 მოდის წყალგამყოფ ველებზე და მდინარეულ ტერასებზე, რომლებიც მდებარეობს დნესტრსა და პრუტს შორის, სწორედ ეს მიწებია ყველაზე ნაყოფიერი და გამოიყენება აქტიური სასოფლო-სამეურნეო წარმოებისათვის, მათთვის დამახასიათებელია ის, რომ არ განიცდის ეროზიის გავლენას. აქ არის გაადგილებული ძირითადი მინდვრის კულტურები და ხეხილის ბაღები. ზომიერი დაქანების ფერდობებზე (2-6*) მოდის ქვეყნის ტერიტორიის 37%25, სადაც გაშენებულია ვენახები, მისდევენ ნიადაგდაცვით თესლბრუნვებს.ტერიტორიის 20%25 მოდის 6 გრადუსზე მეტი დაქანების ფერდობებზე. მდინარეთა სანაპირო ზოლზე მოდის ტერიტორიის 8%25, სადაც ძირითადად ბოსტნეული და ბაღჩეულია განლაგებული.
მოლდოვას კლიმატზე გავლენას ახდენს თბილი და ტენიანი ციკლონები, რომლებიც მოდის ატლანტიკის ოკიანიდან, ხშირია ხმელთაშუა ზღვიდან შემოჭრილი წვიმიანი ღრუბლები იანვრის საშუალო ტემპერატურა -3-5 გრადუსია, ივლისისა კი +20-22 გრადუსი. ზოგჯერ ზაფხულის ტემპერატურა 30 გრადუსსაც აღწევს. სჭარბობს თბილი და ტენიანი ჰაერის მასები, რომლებიც ატლანტიკური წარმოშობისაა, მზიანი დღეების რაოდენობა 230-245-ია, რომლებთანაც კარგადაა შეთანაწყობილი ნალექების რაოდენობა, რაც ხელს უწყობს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მაღალმოსავლიანობას. ყველაზე დიდი მდინარე დნესტრი იწყება კარპატებში და მოლდოვას ტერიტორიაზე 650 კმ-ს გადის, მეორე დიდი მდინარეა პრუტი, ისიც კარპატებში იღებს სათავეს და გადის მოლდოვას ტერიტორიაზე. ამ მდინარეთა შენაკადებზე აშენებულია 1600 წყალსაცავი, რომლებიც გამოიყენება რწყვისათვის. ამ მიზნით კარგად იყენებენ აგრეთვე გრუნტის წყლებს. მოლდოვაში სარწყავი სისტემების თანამედროვე ქსელი აქვთ და ეფექტურადაც იყენებენ მას.
ქვეყნის ყველაზე დიდი სიმდიდრე ნაყოფიერი ნიადაგებია, რომლებიც შემადგენლობით განსხვავდება ერთმანეთისაგან, რაც მრავალფეროვანი სოფლის მეურნეობის განვითარების საშუალებას იძლევა. ტერიტორიის ¾ დაფარულია მსოფლიოში ყველაზე ნაყოფიერი ნიადაგებით - შავმიწებით, ასეთი ნაყოფიერების ნიადაგები კი ყოფილ კავშირის არცერთ რესპუბლიკაში არაა.
ტყეს ტერიტორიის 10%25 უჭირავს, თუმცა საუკუნის დასაწყისში მისი რაოდენობა 30%25 -ზე მეტი იყო. ტერიტორიის ათვისების ინტენსივობამ გამოიწვია ფლორისა და ფაუნის ზოგიერთი წარმომადგენლის შემცირება. დიდ ყურადღებას უთმობენ დაცულ ტერიტორიებს, რომლებიც წარმოდგენილია ნაკრძალების სახით, სადაც ვხვდებით ირმებს, შვლებსა და სხვა გარეულ ცხოველებს.
ქვეყნის მოსახლეობა მრავალფეროვანია, მოლდოველები შეადგენენ მოსახლეობის 64%25-ს, ისინი უმთავრესად სოფლად ცხოვრობენ, რუსების რაოდენობა 12,8%25-ია, ბევრია უკრაინელი -14,2%25. მათ გარდა ცხოვრობენ გაგუაზები, ბელორუსები და სხვები.
მოლდოვას ეკონომიკაში მრეწველობას უჭირავს 56,6%25, სოფლის მეურნეობას - 26%25, დანარჩენი მოდის ტრანსპორტზე, კავშირგაბმულობაზე, ვაჭრობაზე და ა.შ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყანაში განვითარდა მრეწველობის თანამედროვე დარგები, კერძოდ, ხელსაწყოთმშენებლობა, ელექტროენერგეტიკა, მაგრამ ძირითად დარგს მაინც კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობა წარმოადგენს, რომლებიც ნედლეულს სასოფლო-სამეურნეო წარმოებიდან იღებენ. კვების მრეწველობის ქვედარგებია ღვინის, კონსერვის, შაქრის წარმოება, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით. 1990 წლისათვის მოლდოვაში მოქმედებდა 124 ღვინის პირველადი გადამუშავების და რამდენიმე ჩამომსხმელი ქარხანა. აქ მზადდებოდა დაახლოებით 22 -23 მლნ. დეკალიტრი ღვინო, მოლდოვა აწარმოებდა სსრკ-ში წარმოებული ხილის კონსერვის 20%25 -ს, 1990 წელს აწარმოეს 0,5 მლნ. ტონა შაქარი.
სასოფლო-სამეურნეო წარმოების თვალსაზრისით, მოლდოვა ითვლებოდა ერთ-ერთ მაღალგანვითარებულ რესპუბლიკად ყოფილ სსრკ-ში, აქ არსებობდა 366 კოლმეურნეობა, 413 მეურნეობა, 245 მეურნეობათაშორისო საწარმო, 98 ქარხანა-მეურნეობა, 82 მეფრინველეობის ფაბრიკა, 17 სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რესპუბლიკური გაერთიანება. ყველა სასოფლო-სამეურნეო საწარმოს ჰქონდა მძლავრი ენერგეტიკული და სარემონტო ბაზა. საშუალოდ ერთ მეურნეობაზე მიმაგრებული იყო 2,8 ათ. ჰა, აქედან 1,8 ათასი სახნავი იყო.
განსაკუთრებულ აღმავლობას სოფლის მეურნეობამ მიაღწია 1980-იან წლებში. ამ პერიოდში გამოიკვეთა სოფლის მეურნეობის საწარმოო სპეციალიზაცია და იგი გახდა მევენახეობა-მეღვინეობის რესპუბლიკა. მოლდოვამ დამატებით მიიღო 3 ათ. ტრაქტორი, 100 კომბაინი, 2 ათ. ავტომანქანა, 4,2-ჯერ გაიზარდა საწარმოო ფონდები.
50-იან წლებში შეიქმნა მეურნეობა-ქარხნის ტიპის პირველი აგროსამრეწველო გაერთიანებები, რომლებმაც პრაკტიკულად დაადასტურა ასეთი ინტეგრაციის პერსპექტიულობა. ამ პეროდში შეიქმნა გაერთიანებები - „მლდავღვინო“, „მოლდავხილბოსტნეული“, „მოლდავეთერზეთები“, რომლებიც იძლეოდა რესპუბლიკაში წარმოებული ღვინის პროდუქტის 35%25-ს, კონსერვის - 27%25-ს, ეთერზეთების -10%25-ს. 1975 წლიდან დაიწყომეურნეობათაშორისო გარეთიანებების შექმნა, რომელთა რაოდენობა 1990 წლისათვის 300-ს აღემატებოდა.
მოლდოვას სოფლის მეურნეობის საერთო პროდუქციაში 65,7%25 მოდიოდა მემცენარეობაზე, 34,3%25 - მეცხოველეობაზე. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოიყენება ქვეყნის ტერიტორიის 86,4%25,ანუ 2,9 მლნ. ჰა. სახნავი ძირითადად ჩრდილო-აღმოსავლეთის რაიონებშია, ხოლო ხეხილისა და ვენახის ფართობები დნესტრისპირეთსა და ცენტრალურ რაიონებში, 60-ანი წლებიდან სახნავის ხვედრითი წილი შემცირდა 227 ათას ჰა-რით და გაიზარდა მრავალწლიანი ნარგავების ფართობი 207 ათასი ჰა-ით.
მემცენარეობის საერთო და სასაქონლო პროდუქციის წარმოებაში წამყვანია მევენახეობა და მეხილეობა. მევენახეობას დიდი ხნის ისტორია აქვს, ჯერ კიდევ XIX საუკუნის დასაწყისში ჰქონდა სამრეწველო ხასიათი ღვინის დამზადებას, რომლის პროდუქციაც იგზავნებოდა რუსეთის ცენტრალურ ოლქში. 1900 წლისათვის ვენახის ქვეშ დაკავებული იყო 83 ათასი ჰა. და იგი დიდი მემამულური მეურნეობების სახით იყო წარმოდგენილი. 1990 წელს კი ვენახის ფართობები 251 ათას ჰა-დე გაიზარდა, აქედან მსხმოიარე იყო 175 ათასი ჰა-რი, ხოლო 2008 წლისათვის ვენახის მოსავლიანი ფართობი მცირდება და იგი შეადგენდა 137 ათას ჰა-რს. მოლდოვა ძირითადად სუფრის ღვინოებს ამზადებს, გავრცელებულია მუსკატური, ალიგოტე, რქაწითელი, რომელიც საქართველოდანაა შეტანილი, რისლინგი და ყურძნის სხვა სახეობები.
1990 წელს მოლდოვა თუ აწარმოებდა 940 ათას ტონა ყურძენს, მომდევნო წლებში წარმოებამ იკლო და 2008 წლისათვის 635,5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 305 ათასი ტონით ნაკლებია 1990 წლის მაჩვენებელზე. შემცირდა მოსავლიანობაც, 1990 წელს იგი 53,8 ცენტნერს, ხოლო 2008 წლისათვის 40,1 ც.-რი შეადგინა. ბოლო წლებში ყურძნის წარმოების შემცირება ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ შემცირებულია მოსავლიანი ვენახის ფართობი 112 ათასი ჰა-რით, რომელიც სხვა კულტურების ქვეშ მოექცა და ამორტიზებული ვენახის განახლება არ მოხერხდა ვაზის ნერგის უქონლობის გამო.
მეხილეობაც მაღალგანვითარებული დარგია, 1950 წლიდან ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაოები ძველი ბაღების წესრიგში მოსაყვანად და ახალი ბაღების გასაშენებლად, რომლის დროსაც ფართოდ იყენებდნენ ბაღების გაშენების პროგრესულ მეთოდებს, რომელსაც შედეგად მოჰყვა ის, რომ დღეისათვის ქვეყანაში ხილის სამრეწველო ბაღები აქვთ. 1950 წელს ხილის ქვეშ დაკავებული იყო 43 ათასი ჰა, 1990 წელს კი 206 ათასი ჰა, აქედან მსხმოიარე 126 ათასი ჰა. სულ აწარმოეს 0,9 მლნ. ტონა ხილი, საშუალო მოსავლიანობამ 46,8 ც შეადგინა. 2008 წლისათვის კი შემცირებულია და იგი შეადგენდა 370,5 ათას ტონას, რაც ძირითადად გამოიწვია ფართობის შემცირებამ. ამიტომ მიმდინარეობს მუშაობა სანერგე მეურნეობების აღსადგენად.
ვენახის და ხილის ბაღები ჰქონდათ ყველა კოლმეურნეობაში, რომლებიც უმთავრესად მრავალდარგოვან მეურნეობებს წარმოადგენდნენ და ამ დარგებს წამყვანი პოზიცია ეკავათ, არსებობდა აგრეთვე მევენახეობისა და მეხილეობის სპეციალიზებული მეურნეობები.
სათესი ფართობის 20%25 უჭირავს ტექნიკურ კულტურებს, გავრცელებულია მზესუმზირა, რომელიც მოჰყავთ ყველგან, სამხრეთ რაიონებში სადაც სპეციალიზებული მეურნეობებიცაა. 1985 წელს აწარმოეს 380 ათასი ტონა მზესუმზირა, ხოლო 2008 წლისათვის მისი წარმოება 371,9 ათას ტონამდე შემცირდა. მზესუმზირა ერთ-ერთი პრიორიტეტული კულტურაა, მოლდავური წარმოემის ზეთი კარგი ხარისხისაა, იგი იგზავნებოდა როგორც სოციალიტური ბანაკის ქვეყნებში, ისე დასავლეთ ევროპაში. მოლდავურ ზეთზე დღესაც დიდი მოთხოვნილებაა. ტექნიკური კულტურებიდან მეორეა შაქრის ჭარხალი, რომლის ქვეშაც 2008 წელს დაკავებული იყო 228 ათასი ჰა-რი, საშუალო მოსავლიანობამ 42 ტონა, ხოლო საერთო მოსავალმა 960,7 ათასი ტონა შეადგინა.
მოლდოვა მთლიანად უზრუნველყოფს საკუთარ მოთხოვნილებას შაქრზე. მნიშვნელოვანი ტექნიკური კულტურაა - თამბაქო, რომლის საერთო მოსავალი 2008 წლისათვის 3,9 ათას ტონას შეადგენდა, მოლდავური თამბაქოს ნაწარმი დიდი მოწონებით სარგებლობდა საკავშირო ბაზარზე. სამრეწველო ხასიათი აქვს ეთერზეთების წარმოებას, გავრცელებულია ყაზანლიკისა და ყირიმის ვარდი, სხვა ეთერზეთოვანი კულტურები.
ნათესი ფართობების ნახევარი მოდის მარცვლეულზე. 1990 წელს მარცვლეულის ქვეშ დაკავებული იყო 750 ათასი ჰა, საერთო მოსავალი 2,5 მლნ. ტ. რაც ყოფილ კავშირში მეექვსე მაჩვენებელი იყო. მაღალი იყო მოსავლიანობაც - 33,0 ც და ამ მაჩვენებლებით იგი პირველ ადგილზე იყო მოკავშირე რესპუბლიკებს შორის. ძირითადი მარცვლეული კულტურებია ხორბალი, სიმინდი და ჭვავი. მოლდავეთი მთლიანად უზრუნველყოფს საკუთარ მოთხოვნილებებს სასურსათო და საფურაჟე მარცვლეულზე. 1991 წელს ქვეყანამ აწარმოა 3,1 მლნ. ტონა მარცვალი, მოსავლიანობამ 37 ც-რი, ხოლო 2008 წელს - 1,8 მლნ. ტ., მოსავლინობა კი 13 ცენტნერი იყო, რაც არცთუ ისე კარგ მაჩვენებლად უნდა ჩაითვალოს.
მოლდოვაში კარგი პირობებია მებოსტნეობისათვის, რომელთა ქვეშ ფართობი ყოველწლიურად იზრდება, მაგალითად, თუ 1950 წელს ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურების ქვეშ დაკავებული იყო 23 ათასიჰა, 1990 წელს 70 ათას ჰა-რს შეადგენდა და აწარმოეს 1,2 მლნ. ტონა ბოსტნეული, ხოლო 2008 წლისათვის წარმოებულ იქნა 376,3 ათასი ტონა ბოსტნეული. ე.ი. 824 ათასი ტონით შემცირდა, ამის მზეზად უნდა ჩაითვალოს ის, რომ მოლდოვამ დაკარგა გასაღების ბაზარი, რომელიც ძირითადად საბჭოთა სივრცით იყო წარმოდგენილი. მოლდოველთა ტრადიციული საკვებია კარტოფილი, რომლის საერთო მოსავალი 2008 წელისათვის 270 ათასი ტონა შეადგინა, რითაც საკუთარ მოთხოვნილებას ძირითადად იკმაყოფილებს.
მოლდოვაში ინტენსიური სასოფლო-სამეურნეო წარმოებაა. მიუხედავად იმისა, რომ აქ მიედინება საკმაოდ წყალუხვი მდინარეები, სასოფლო-სამეურნეო ფართობის დიდი ნაწილი მოითხოვს მორწყვას, ვაკე რელიეფი, უახლესი სამელიორაციო ტექნიკის ფართოდ გამოყენების საშუალებას იძლევა, იზრდება მინერალური სასუქების გამოყენება.
სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვანი დარგია მეცხოველეობა, რომელშიც გამოკვეთილია რქოსანი პირუტყვი, მეღორეობა და მეფრინველეობა, მეცხოველეობა სამრეწველო საფუძველზეა, ჰყავთ ჯიშიანი პირუტყვი და აქვთ მექანიზებული ფერმები. 1990 წელს მოლდოვაში 1,1 მლნ. სული რქოსანი პირუტყვი ჰყავდათ, მათ შორის 400 ათასი მეწველი ძროხა, აწარმოეს 1,5 მლნ. ტ. რძე, საშუალო წველადობა 3500 ლიტრი იყო, პირუტყვი ჰყავთ როგორც ძოვებაზე, ისე ბაგურ კვებაზე. მოწველილი რძის 95%25 მოდის გადამუშავებაზე. მომდევნო წლებში, პირუტყვის სულადობამ იკლო და 2008 წელს 218 ათას სულამდე შემცირდა. მ.შ. ძროხების რაოდენობამ შეადგინა 160 ათასი სული, რძის წარმოება განახევრდა და 16,6 ათასი ტონა შეადგინა, ამის მიზეზია, როგორც სულადობის, ასევე წველადობის მკვეთრი შემცირება. მსხვილი მეცხოველეობის კომპლექსებიდან პირუტყვი გადავიდა კერძო სექტორში, რომლებმაც ჯერ-ჯერობით ვერ შექმნეს პირუტყვის მოვლისა და შენახვის სათანადო პირობები, რამაც მათი სულადობის მკვეთრი შემცირება გამოიწვია. მოლდოვა რძისა და რძის პროდუქრებზე მთლიანად იკმაყოფილებს თავის მოთხოვნილებას.
2008 წლისათვის ჰყავდათ 866 ათასი ცხვარი და ამზადებდნენ 2,2 ათას ტონა ხორცს, ასევე ქვეყანაში 1990 წელს ჰყავდათ 2,0 მილიონამდე ღორი, რომელიც წარმოდგენილი იყო როგორც ინდივიდუალურ, ისე სპეციალიზებულ მეურნეობებში და ამზადებდნენ 313 ათას ტონამდე ხორცს, ხოლო 2008 წლისათვის ჰყავდათ 299 ათასი სული და აწარმოებდნენ 35,1 ათას ტონას.
განვითარებულია მეფრინველეობა, ჯერ კიდევ 60 -იანი წლებიდან შეიქმნა მსხვილი მეფრინველეობის ავტომატიზებული კომპლექსები. ფრინველის რაოდენობა 1990 წელს 24 მლნ. ფრთაზე მეტი იყო, საშუალო კვერცხმდებლობა 200 ცალს შეადგენდა, ხოლო საერთო წარმოება კი 1511 მლნ, ცალს. 2008 წლისათვი ფრინველის რაოდენობა 18,8 მლნ. ფრთამდე შემცირდა, ხოლო კვერცხის წარმოება 207 მილიონ ცალამდე.
მიუხედავად იმისა, რომ 80-იან წლებში მათ მიიღეს დამატებითი ტექნიკა, მოლდოვას სოფლის მეურნეობის ტექნიკური შეიარაღება მაინც დაბალი იყო. 1990 წელს ენერგოშეიარაღება 22,3 ცხ. ძალას უდრიდა, 10 ცხ. ძალით ნაკლები იყო საკავშირო მაჩვენებელზე. ენერგოშეიარაღების შედარებით დაბალი მაჩვენებელი გამოწვეულია უმთავრესად იმით, რომ მევენახეობასა და მებაღეობაში ზოგიერთი ტექნოლოგიური პროცესი ჯერ კიდევ ხელით სრულდება და ძირითადად ენერგეტიკული სიმძლავრეები გამოიყენება მარცვლეული კულტურებისათვის, რომლებშიც ყველა პროცესი მექანიზებულია.
მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვა დაადგა კაპიტალისტური განვითარების გზას, დღესაც შენარჩუნებულია მსხვილი სახელმწიფო მეურნეობები და კოლმეურნეობები. ინდივიდუალურ სექტორში გვხვდება, როგორც გლეხური მეურნეობები, ისე ნებაყოფილობით შექმნილი კოოპერაციული გაერთიანებები. მოლდოვაში ადგილი არ ჰქონია სავარგულთა დატაცებას, აქ ორჯერ გაატარეს აგრარული რეფორმები, რომლის დროსაც მსხვილი სასოფლო-სამეურნეო საწარმოების ბაზაზე შეიქმნა აგროფირმები, ხოლო მიწების გარკვეული ნაწილი გადაეცა გლეხებს, გლეხური ფერმერული მეურნეობების მოსაწყობად.
საქართველოსა და მოლდოვას პარტნიორული თანამშრომლობის საშუალება აქვთ შავიზღვის აუზის ქვეყნების ფარგლებში, მოლდოვას შეუძლია საქართველოს მიაწოდოს 0,5-0,7 მლნ. ტონა სასურსათო და საფურაჟე მარცვლეული, ხოლო საქართველოდან გაიტანოს ჩაის პროდუქცია და ციტრუსები.
![]() |
11 თავი X. „ამიერკავკასიის ქვეყნების ეკონომიკა“ |
▲ზევით დაბრუნება |
5. ამიერკავკასია
![]() |
11.1 10.1. ამიერკავკასიის ქვეყნების ეკონომიკა |
▲ზევით დაბრუნება |
ამიერკავკასია თავისი გეოგრაფიული მდებარეობით უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ-ეკონომიკურ რეგიონს წარმოადგენს. აქ გადაიკვეთება არა მარტო შავი და კასპიის ზღვების აუზის ქვეყნების ინტერესები, არამედ ევროპის, აზიისა და აფრიკის ქვეყნების სტრატეგიული და ეკონომიკური ინტერესებიც. ამიერკავკასია მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ქვეყნების გზაჯვარედინზე მდებარეობს, აქედან უკავშირდება ჩინეთი, იაპონია და შუა აზია ევროპის ქვეყნებს. რუსეთი - თურქეთს, ირანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს. ამიერკავკასიაზე გადის უმნიშვნელოვანესი სარკინიგზო, საჰაერო და საკომუნიკაციო მაგისტრალები. კიდევ უფრო გაიზარდა მისი, როგორც სატრანსპორტო დერეფნის როლი კასპიის დიდ ნავთობთან დაკავშირებით. ყოფილ სსრკ-ში კავკასია ასრულებდა უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ და სტრატეგიულ როლს. რუსეთის იმპერიის სამხედრო მანქანა კავკასიიდან აკონტროლებდა ინდოეთის ოკეანეს და სპარსეთის ყურეს- ნავთობმომპოვებელ არაბულ რეგიონებს.
ამიერკავკასიაში სამი დამოუკიდებელი ქვეყანაა: საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი, ისინი კავკასიის დიდი ქედის სამხრეთით, შავსა და კასპიის ზღვებს შორის არსებულ ტერიტორიაზე მდებარეობს. რეგიონს სამხრეთით ესაზღვრება თურქეთი და ირანი, ხოლო ჩრდილოეთით - რუსეთი.
ამიერკავკასიის ტერიტორია 186,1 ათასი კვ. კმ-ია, რაც ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიის 0,8%25-ია, ხოლო მოსახლეობა 16,5 მილიონია.
ამიერკავკასია მრავალეროვანი რეგიონია. აქ ცხოვრობენ ქართველები, აზერბაიჯანელები, სომხები, გარდა ამისა აფხაზები, ოსები, ებრაელები, ლეკები, ბერძნები, ქურთები, რუსები, უკრაინელები.
ამიერკავკასიაში აბორიგენი მოსახლეობის ფორმირება დაიწყო ჯერ კიდევ III-I ათასწლეულებში ჩვენს წელთააღრიცხვამდე. უხსოვარი დროიდან იყვნენ ამ ტერიტორიაზე ურარტუს, კოლხიდის, იბერიის, ალბანეთის სახელმწიფოები. ეს რეგიონები განეკუთვნება მსოფლიო ცივილიზაციის იმ კერებს, სადაც ადრე დაიწყო კულტურული მიწათმოქმედება, მეჯოგეობა. ამიერკავკასია ითვლება ვაზის ერთ-ერთ სამშობლოდ, ჯერ კიდევ III ათასწლეულში ჩვენს წელთააღრიცხვამდე მათ უკვე იცოდნენ მეტალის დნობა. მსოფლიოს 14 დამწერლობიდან ორი, ქართული და სომხური კავკასიაში შეიქმნა ჯერ კიდევ ჩვენს წელთააღრიცხვამდე. კავკასიაში ქართველებმა და სომხებმა მე-4 საუკუნეში აღიარეს ქრისტიანული რელიგია, აქვე აღმოცენდა მაჰმადიანური რელიგიის უძველესი კერებიც.
კავკასია ოდითგანვე წარმოადგენდა დიდი ომებისა და ბრძოლების გამუდმებულ სარბიელს, იქმნებოდა და ინგრეოდა დიდი კავკასიური სახელმწიფოები, ერთიანდებოდა და ითიშებოდა ხალხები, ამიერკავკასიის ისტორიას ახსოვს როგორც მძლავრი, ისე დაქუცმაცებული პატარ-პატარა ფეოდალური სახელმწიფოები. XIX საუკუნის დასაწყისში კი იგი მომძლავრებული რუსეთის იმპერიის მსხვერპლი ხდება და აქედან მოყოლებული თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში მისი შემადგენელი ნაწილი.
![]() |
11.2 10.2. საქართველოს ეკონომიკა; |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველო - ყოფილ სსრკ-ს ევროპული ნაწილის სამხრეთით მდებარე ქვეყანაა. მისი ტერიტორია 69,7 ათასი კვ. კმ-ია, მოსახლეობა, 4,4 მილიონი, დედაქალაქია თბილისი. საქართთველოში სამი ავტონომიური ფორმირება შედის, აჭარის - დედაქალაქი ბათუმი, აფხაზეთის- დედაქალაქი სოხუმი, სამხრეთი ოსეთი - დედაქალაქი ცხინვალი (მაგრამ, ორი უკანასკნელის მიმართ ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკება მათი სტატუსის განსაზღვრისათვის).
საქართველოს ჩრდილოეთის საზღვარი გადის კავკასიონის ქედზე და იგი რუსეთის ფედერაციას ესაზღვრება, კერძოდ, კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეებს, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებს: ყაბარდო-ბალყარეთს, ჩრდილოეთ ოსეთს, ინგუშეთს, დაღესტანს და ჩეჩნეთს ( ამ უკანასკნელმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა, მაგრამ რუსეთმა ჯერ-ჯერობით დიდი მსხვერპლის და ზეწოლის ხარჯზე შეინარჩუნა). აღმოსავლეთით მისი საზღვარი გადის სომხეთის სახელმწიფოსთან; სამხრეთ აღმოსავლეთით - აზერბეიჯანთან, სამხრეთით - თურქეთთან, ხოლო დასავლეთით მას ეკვრის შავი ზღვა.
საქართველო მთიანი ქვეყანაა, ტერიტორიის 2/3 მთებს უჭირავს, ჩრდილოეთით მდებარე კავკასიონის ქედის ზოგიერთი მწვერვალის სიმაღლე 5000 მეტრს აღემატება, სამხრეთ საქართველოს მესხეთის, თრიალეთისა და ჯავახეთის მთიან მასივს და ზეგანს უჭირავს, საქართველოს ცენტრალური ნაწილი სურამის ქედზე მოდის, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილად ყოფს ქვეყანას, სურამის ქედი აერთიანებს კავკასიონს სამხრეთის მთიანეთთან, აღმოსავლეთით საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის დაბლობი, აგრეთვე ალაზნის ველი, რომელთა სიმაღლე ზღვის დონიდან 500-700 მეტრს შეადგენს, დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ნაწილი უწირავს იმერეთისა და კოლხეთის დაბლობს.
საქართველოს მთიანი რელიეფი მნიშვნელოვნად აფერხებს ამ რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას, ვინაიდან იგი ნაკლებადაა დასახლებული. ქვეყნის ძირითადი მოსახლეობა ზღვის დონიდან 600-800 მეტრ სიმაღლემდე ცხოვრობს. აქვეა წარმოდგენილი ქალაქები, სამრეწველო ცენტრები, სასოფლო-სამეურნეო კულტურების ნათესები, მიუხედავად შეზღუდული პირობებისა, ქვეყნის ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობები მაინც ხელსაყრელია ეკონომიკის ძირითადი დარგების, მ.შ. სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის.
ყოფილ სსრკ-ში ე.წ. შრომის საკავშირო დანაწილებაში, საქართველო წარმოდგენილი იყო, როგორც მსუბუქი და კვების მრეწველობის პროდუქციის, შავი მეტალების, აზოტოვანი სასუქების, სხვადასხვა სახის მანქანათმშენებელი (მ.შ. ელექტრომავლების, სატვირთო ავტომობილების, ელექტროტექნიკური მოწყობილობების) მწარმოებელი რესპუბლიკა. საქართველოში წარმოებული კონსერვები, ციტრუსი, ხილი, ღვინო, კონიაკი, ჩაი და სხვა დიდი რაოდენობით იგზავნებოდა არა მარტო ყოფილ რესპუბლიკებში, არამედ საზღვარგარეთაც.
საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთ უძველესი ქვეყანაა, რომელსაც მდიდარი ისტორია აქვს. როგორც არქეოლოგიური მონაცემები მოწმობენ, საქართველოს ტერიტორია ჯერ კიდევ ქვის ხანაში იყო დასახლებული, მისი მოსახლეობა მისდევდა ნადირობას, მეთევზეობას, მომდევნო პერიოდში თანდათანობით გადავიდნენ მეჯოგეობასა და მიწათმოქმედებაზე. უკვე VI საუკუნეში ჩვ. წელთაღრიცხვამდე შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოყალიბდა კოლხთა სახელმწიფო, რომელშიც მაღალ დონეზე იყო მიწათმოქმედება, მევენახეობა, ხელოსნობა, მომდევნო პერიოდში უკვე ორგანიზებული ხასიათი მიიღო ნართის წარმოებამ. კოლხები კარგი ზღვაოსნებიც იყვნენ, აქვეა აღმოჩენილი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ფულის მონეტები, რომლებიც ჯერ კიდევ ჩვენ წელთ აღრიცხვამდე, ღირებულების ერთეულს წარმოადგენდა სახელწოდებით კოლხური თეთრი (ვერცხლის მონეტა), რომლის ერთ მხარეს გამოსახული იყო კოლხური სახელმწიფოს გერბი, ხოლო მეორეზე - მეფის პროფილი.
კოლხეთის მდიდარ სახელმწიფოს იცნობდნენ შავი და ხმელთაშუა ქვეყნები. ამავე პერიოდს განეკუთვნება არგონავტების ცნობილი მოგზაურობა ოქროს ვერძის მოსაპოვებლად, რითაც დასტურდება, რომ კოლხებს ოქროს მოპოვების ორიგინალური ხერხიც ჰქონიათ. ჩვენ წელთაღრიცხვამდე VIII-VI საუკუნეებში კოლხეთი დალაშქრეს ძველმა ბერძნებმა, რომლებმაც დაარსეს საპორტო ქალაქები ფაზისი (ფოთი), ფიჭვნარი (ქობულეთი), დიოსკურია (სოხუმი), პოტიუმი (ბიჭვინთა). კოლხეთს ახსოვს პონტოელი და რომაელი ლეგიონერებიც, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლა გამუდმებით მიმდინარეობდა. ჩვ. წელთაღრიცხვამდე IV საუკუნეში ჩამოყალიბდა ქართის ტომები,რომლებსაც შემდეგ „ქართველებად“ მოიხსენიებდნენ მეზობელ ქვეყნებში. მათ თანდათანობით გადმოინაცვლეს კოლხეთიდან აღმოსავლეთით და დაარსეს ქართული სახელმწიფო იბერიის სახელწოდებით, რომლის დედაქალაქიც იყო მცხეთა. ბერძენი მოგზაურის სტრაბონის მონაცემებით იბერია მჭიდროდ დასხლებული ქვეყანა ყოფილა, უამრავი ციხე-ქალაქებით და მდიდარი სოფლებით, მოსახლეობა მისდევდა მიწათმოქმედებას, მეღვინეობას, მესაქონლეობას, იცოდნენ ფქვილის დამზადება, პურის გამოცხობა და სხვა. მავე პერიოდს განეკუთვნება ტერასები, რომლებიც მთიანი ფერდობების სამიწათმოქმედო ათვისების ბრწყინვალე ნიმუშებს წარმოადგენს. მომძლავრებულმა ქართლის სამეფომ დაიწყო დასავლეთით მდებარე ქართული ტომებით დასახლებული მიწა-წყლის შემოერთება, რომელიც ახალი წელთაღრიცხვის შემდეგაც გრძელდებოდა. სე ჩაეყარა საფუძველი ერთიანი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. ჩვენი წელთაღრიცხვის II საუკუნეში დასავლეთ საქართველოში შეიქმნა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო ეგრისი, ანუ ლაზეთი. ძველი ბერძნული ხელნაწერები გვამცნობენ, რომ ჯერ კიდევ ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში ქართველებმა იცოდნენ კულტურული მიწათმოქმედება, ისინი აღწერენ რაიონის ჭალებში მდებარე ბაღ-ვენახებს, ხილის სახეობას, მიწათმოქმედების მაღალ დონეს. იგივე ბერძნული წყაროები გვამცნობენ იმ მაღალი კულტურისა და ცივილიზაციის შესახებ, რომლებიც შექმნეს ქართველებმა, პირველი ხელნაწერი წიგნი საქართველოში III საუკუნეში გამოჩნდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქართული ანბანი გაცილებით ადრე შეიქმნა. უკვე IV საუკუნეში ქართველობა ქრისტიანობას ეზიარა და ამ პერიოდიდან დაიწყო საეკლესიო წიგნების წერაც. კოლხეთში აღმოჩენილია ღვინის თიხის ჭურჭელი (ჭური), რომელის ხნოვანებაც II საუკუნეს მიეკუთვნება, აღმოჩენილია, აგრეთვე, ღვინით სავეს ჭურები, პროდუქციის ანალიზმა ცხადყო, თუ რა მაღალ ტექნოლოგიურ დონეზე იდგა მეღვინეობა საქართველოში. დღესაც გაოცებას იწვევს ქართული წარმოშობის სამთო სასოფლო-სამეურნეო იარაღები, კერძოდ, სახნისი, რომელიც თავისი რთული და სრულყოფილი კონსტრუქციით თანამედროვე ტექნიკის ნიმუშად შეიძლება ჩაითვალოს, ენდემურია ქართული დოლის პური, ქართული ჯიშის მოკლეფეხებიანი პირუტყვი, ასე კარგად, რომ ეგუება მთიან პირობებს, მეათე საუკუნიდანაა ცნობილი ქართული ფუტკარი და თაფლი, რომელიც დიდი რაოდენობით გაჰქონდათ საზღვარგარეთის ქვეყნებში.
ქართული სახელმწიფოს მშვიდობიან მშენებლობას, ხშირად არღვევდნენ უცხოელი დამპყრობლები. რომთან, ირანთან, არაბეთთან, ბიზანტიელებთან ბრძოლას არა მარტო ადამიანები ეწირებოდნენ, არამედ ქვეყანაც, ჩანაგდებოდა ეკონომიკა, მატერიალური კულტურის ძეგლები.
VIII-IX საუკუნეებში საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე ფეოდალური სახელმწიფო იყო, დასავლეთ საქართველოს ეწოდებოდა აფხაზეთის სამეფო და იგი მოიცავდა მთელ ტერიტორიას ლიხნის მთიდან დასავლეთისაკენ. მისი დედაქალაქი ქუთაისი იყო. აღმოსავლეთ საქართველოში გამოყოფილი იყო კახეთის, ჰერეთის, ქართლის ძლიერი სამთავროები, სამხრეთით - ტაო-კლარჯეთი, მაგრამ ყველა ისინი ქართული წარმოშობის სახელმწიფოები იყო, ერთიანი დამწერლობით, რელიგიითა და ენით. X საუკუნეში დაიწყო საქართველოს გაერთიანება, რომელიც დამთავრდა ბაგრატ III-ის დროს, შეიქმნა ერთიანი, ძლიერი ცენტრალიზებული სახელმწიფო, რომელმაც თავის ძლიერების მწვერვალს მეფე დავით აღმაშენებლისა და მისი შვილის თამარ მეფის დროს მიაღწია. ეს იყო საქართველოს ისტორიის ბრწყინვალე პერიოდი, საქართველოს მეფეების გავლენა მთელ კავკასიაზე ვრცელდებოდა. ქვეყანამ დაიწყო აღმამშენებლობა. გაჰყავდათ გზები, აშენებდნენ ხიდებს, ტაძრებს, ქალაქებს, განვითარდა ხელოსნობა და ვაჭრობა., დაიწყო საგანმანათლებლო საქმიანობა, ჩამოყალიბდა კულტურისა და განატლების დიდი ცენტრები გელათისა და იყალთოს აკადემიების სახით, ამ პერიოდში შეიქმნა მსოფლიო რენესანსის შედევრი პოემა „ვეფხისტყაოსანი“ და მისი ავტორი შოთა რუსთაველი შევიდა მსოფლიო ლიტერატურის კორიფეთა სიაში. ამავე პერიოდს განეკუთვნება ქართული მიწათმოქმედების ახალ საფეხურზე აყვანა, ჩაისახა მისი მეცნიერული საფუძვლები. დღესაცაა შემორჩენილი მსოფლიოში უძველესი ალაზნის სარწყავი სისტემა, რომლის სიგრძეც 119 კმ-ია; იგი თანამედროვეებს აოცებს საინჟინრო გადაწყვეტილებით, სირთულეებითა და ორიგინალობით. ამ სარწყავ სისტემას ორიგინალი არ ჰქონდა იმდროინდელ მსოფლიოში. ამავე პერიოდს განეკუთვნება ორიგინალური ნიადგდაცვითი ღონისძიებები, რომელთა ანალოგიც ძნელად თუ მოიძებნება.
საქართველო უდიდესი სავაჭრო ქვეყანა გახდა, აქ იყრიდა თავს საქარავნო გზები, რომლებიც ჩინეთსა და შუა აზიას აკავშირებდა ევროპასთან, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებთან, ახლო აღმოსავლეთთან, საქართველოს დედადაქალაქი თბილისი ერთ-ერთ უდიდეს ქალაქად ითვლებოდა, საქართველო ვაჭრობდა რუეთთან, ირანთან,სირიასთან, ინდოეთთან, ეგვიპტესთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან.
XI- XII საუკუნეებიდან იწყება საქართველოს ისტორიის შავბნელი პერიოდი, როდესაც დაიწყო თათარ-მონღოლთა შემოსევები, XI საუკუნის მიწურულს თემურ-ლენგმა საქართველო მიწასთან გაასწორა, აოხრდა ქალაქები, აიჩეხა ბაღ-ვენახები, მოიშალა მეურნეობა, ხალხი მთებში გაიხიზნა. XII საუკუნის დასასრულს საქართველო დაიყო სამ სამეფოდ (ქართლის, კახეთის, იმერეთის) და ოთხ სამთავროდ (სამცხე-საათაბაგო, სამეგრელო, გურია, აფხაზეთი). XII-XVI საუკუნეში გახშირდა თურქეთისა და ირანის შემოსევები, რომლებმაც თითქმის ყოველწლიური ხასიათი მიიღო, ქვეყანა გაჩანაგდა, ამას დაერთო ლეკიანობაც. ხუთი საუკუნის განმავლობაში ქართველ კაცს ხმალი ქარქაშში არ ჩაუგია, იგი ერთდროულად იყო მეომარიც და მეურნეც. იმ პერიოდში ბევრი გმირის სახელი ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში, ასე დასრულდა XVIII საუკუნეც. ბოლო შემოსევა საქართველომ 1795 წელს აღა-მაჰმად ხანისაგან განიცადა, რომელმაც პირისაგან მიწისა აღგავა თბილისი. შემდეგ იწყება რუსეთის „მფარველობის“ ხანა, რომელსაც ოფიციალურად საფუძველი ჩაეყარა გეორგევსკის ტრაქტატით 1783 წელს, რასაც 1801 წელს მოჰყვა საქართველოს სრული ანექსია და რუსეთის იმპერიისათვის შეერთება. იწყება რუსეთის იმპერიაში საქართველოს ყოფნის ხანგრძლივი პერიოდი, რომლის დროსაც საქართველო ეზიარა ევროპულ კულტურას, ქვეყანამ დაისვენა დაიწყო მეურნეობრიობის აღდგენა. ამ ერთი შეხედვით სასიკეთო ძვრებს, თან მოჰყვა ქართული სახელმწიფოებრიობის მოსპობა, კოლონიალიზმისათვის დამახასიათებელი სისასტიკე,გარუსება, ქართული ენის აკრძალვა, რუსებისა და უცხო ტომების ჩამოსახლება, საუკეთესო მიწების მიტაცება, რუსულმა კაპიტალმა მთლიანად დაიპყრო საქართველოს ეკონომიკა და საბოლოო ანგარიშით საქართველოს ძალდატანებითი ჩაყენება რუსეთის იმპერიის სამსახურში. რუსეთთან შეერთების პირველი დღიდანვე დაიწყო ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობა ქართული სახელმწიფოებრიობის აღსადგენად 1917 წლის რევოლუციის შემდეგ, საქართველომ 1918 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა, ქართულმა სახელმწიფომ 1921 წლამდე იარსება, რომლის შემდეგ კომუნისტურმა რუსეთმა საქართველოს ხელმეორე ანექსია მოახდინა და იგი მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსით შეიყვანა კომუნისტურ იმპერიაში. დაიწყო კომუნისტური დიქტატურის ხანგრძლივი პერიოდი, რომელიც 1991 წლამდე გაგრძელდა. ამ პერიოდიდან დაიწყო საქართველოს ისტორიაში ახალი ერა, საქართველო თავისუფალი, დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო გახდა.
საქართველოს გეოგრაფიულმა მდებარეობამ, რთულმა რელიეფმა, ვერტიკალურმა ზონალობამ განსაზღვრეს ბუნების მრავალფეროვნება. ტერიტორიის 80%25 უჭირავს ქედებს და კავკასიონის უმაღლეს მწვერვალებს, აქ წარმოდგენილია ბუნებრივი ზონები ტენიანი სუბტრობიკებიდან დიდი კავკასიონის მთიანეთამდე. საქართველოს სიამაყეა შავი ზღვისპირეთის და სუბტროპიკული მიწათმოქმედება, ქვეყანაში შეხვდებით ალპურ საძოვრებს, ტერასულ მეურნეობებს და სხვა.
სოფლის მეურნეობის მრავალფეროვნება თავის გამოხატულებას პოულობს მის სპეციალიზაციაშიც, არსებობს სასოფლო-სამეურნეო საწარმოო სპეციალიზაციის 11 ზონა, რვა ქვეზონით, ასეთი მრავალფეროვნება არ ახასიათებდა ყოფილ სსრკ-ს არც ერთ რესპუბლიკას, ნიშანდობლივია ისიც, რომ საქართველოში გადის მსოფლიო სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის უკიდურესი ჩრდილოეთი საზღვარი.
სტატისტიკური მონაცემებით სასოფლო-სამეურნეო წარმოებისათვის გამოიყენება ქვეყნის ტერიტორიის 16,1%25 და მათი რაოდენობა აბსოლუტურ მაჩვენებელში 3,2 მლნ. ჰექტარია. მათ შორის სახნავი 800 ათასი, მრავალწლიანი ნარგავები 360 ათასი, სათიბები 200 ათასი და საძოვრები 1,8 მლნ. ჰა. ყოფილ სსსკ-ში საქართველო ითვლებოდა ერთ-ერთ მცირემიწიან რესპუბლიკად, ერთ სულზე სახნავი ფართობის ჰა მიხედვით, რაც დაახლოებით გერმანიის, იაპონიის, ჰოლანდიის და ბელგიის მონაცემების ტოლია. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოსათვის დამახასიათებელია ნაკვეთების მრავალკონტურიანობა, იშვიათია ერთიანი გამასივებული ნაკვეთები, რომლებიც მექანიზაციის ეფექტური გამოყენების საშუალებას იძლევა. დასამუშავებელი ნაკვეთების საშუალო პარამეტრები 2,3 ჰექტარია, ბევრია ნახევარჰექტრიანი და უფრო მცირე მოცულობის ნაკვეთებიც, პრობლემურია ისიც, რომ დამუშავებაში მყოფი მიწების 35 %25 მდებარეობს 8 გრდუსზე და მეტი დაქანების ფერდობებზე, რაც აძნელებს მათ ათვისებას და ექსპლოატაციას, ანალოგიურ მდგომარეობაშია სათიბ-საძოვრებიც, რომელთა 43%25 ძნელად მისადგომია და ამდენად ნაკნებად ეფექტურიც.
სათესი ფართობებიდან 2008 წელს 329,3 ათასი ჰა ეჭირა მარცვლეულს, რომელთა ნათესები (ხორბალი, ქერი) ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ, კახეთსა და ქართლის რაიონებში, ხოლო დასავლეთ საქართველოში მარცვლეულიდან მოჰყავთ სასურსათო და საფურაჟე სიმინდი. მარცვლეულის საერთო წარმოება საუკეთესო წლებში 640-680 ათასი ტ. იყო, საშუალო მოსავლიანობა - 23,4 ცენტნერი, რაც ყოფილ სსრკ-ში საშუალო მაჩვენებლად ითვლებოდა. მარცვლეული მოჰყავთ, როგორც სარწყავ, ისე ურწყავ მიწებზე, იგი უმთავრესად წარმოდგენილი იყო კოლმეურნეობებში, ზოგიერთ მათგანში როგორც ძირითადი და დამხმარე დარგი. ყოელწლიურად საქართველოს შემოჰქონდა 1,8-1,9 მლნ. თონა მარცვლეული, რაც მარცვლის საერთო მოხმარების 70%25-ს აღემატებოდა. დღეისათვის შემუშავებულია მარცვლის წარმოების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს საკუთარი მარცვლის 1,1-1,2 მლნ. ტ-დე წარმოებას. 1995 წელს წარმოებულ იქნა 525 ათასი ტონა, ანუ 1985 წლის მაჩვენებლის 82,0%25, ხოლო 2008 წლისათვის მარცვლის მოცულობამ შეადგინა 1264 ათსი ტონა, აქედან ადგილზე წარმოებული იყო 435 ათასი ტონა და საჰექტარო მოსავლიანობა 1,8 ტონა, ხოლო შემოტანილი იქნა 629 ათასი ტონა, მოსახლეობის ერთ სულზე მოხმარებული იყო 112 კგ. ფქვილი, რამაც შეადგინა 952 კკალ დღეში და თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტმა შეადგინა 12%25-ი.
2000 წელს ნათესი ფართობიდან 37 ათასი ჰა. ეკავა კარტოფილს, საერთო მოსავალი შეადგენდა 514 ათას ტ-ნას, ხოლო მოსავლიანობა 8,9 ტ-ა. კარტოფილის წარმოების ძირითადი რაიონებია ქვემო ქართლი და ჯავახეთი. საქართველოს ყოველწლიურად ე.წ. საკავშირო ფონდში ყოველწლიურად გაჰქონდა 65-68 ათასი ტონა ადრეული კარტოფილი, ხოლო შემოჰქონდა 40-42 ათასი ტონა, ძირითადად საქართველოში დისლოცირებული რუსეთის არმიისათვის. საქართველომ საკუთარი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად უნდა აწარმოოს 650-700 ათასი ტონა კარტოფილი. დღეისათვის კარტოფილის წარმოება თითქმის მთლიანად კერძო მეურნეობებშია მოქცეული, 2008 წლისათვის ქვეყანის მარაგი იყო 325 ათ.ტონა კარტოფილი, აქედან ადგილზე იწარმოა 193 ათასი ტ-ნა, ხოლო იმპორტის სახით შემოტანილ იქნა 32 ათასი ტონა. ერთ სულ მოსახლეზე კარტოფილის წლიური მარაგი შეადგენდა 48 კგ-ს და თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი იყო 86%25.
Bბოსტნეულის ქვეშ 2000 წელს დაკავებული იყო 37,9 ათასი ჰა, საერთო წარმოება 354 ათას ტონას აღემატებოდა, საშუალო მოსავლიანობა კი 9,3ტ. 2008 წელს ბოსტნეულის ქვეშ არსებული ფართობი შემცირდა 26,1 ათას ჰექტრამდე, ხოლო წარმოების მოცულობა 165 ათას ტონამდე და საჰექტარო მოსავლიანობა 5,9ტონა. საქართველო აწარმოებდა ადრეულ ბოსტნეულს, რომელიც გაჰქონდა ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებში, იგი უმთავრესად ღია გრუნტში მოჰყავდათ. საკუთარი მოთხოვნილებისათვის ქვეყანას სჭირდება 750-800 ათასი ტონა პროდუქცია. ბოსტნეულის წარმოება კონცენტრირებული იყო, როგორც შერეულ (მებოსტნეობა-მეცხოველეობის, მებოსტნეობა-მეხილეობის0 მეურნეობებში, ისე ინდივიდუალურ სექტორში. ქვეყნის მოსახლეობის მომარაგების 70%25 მოდიოდა ინდივიდუალირ სექტორზე, ამჟამადაც აღნიშნული პროდუქციის წარმოების 95%25 მოდის გლეხურ მეურნეობებზე. მებოსტნეობის გავრცელების არეალი ძირითადად საგარეუბნო ზონებია, აღმოსავლეთ საქართველოში-გარდაბნისა და მარნეულის, ხოლო დასავლეთ საქართველოსათვის - წყალტუბოს რაიონი, ბოსტნეულით საქართველოს სრულად შეუძლია დააკმაყოფილოს თავისი მოთხოვნილება კარტოფილზე, ხოლო თუ მას სამრეწველო ხასიათს მივცემთ, მაშინ შესაძლებელი გახდება აღნიშნული პროდუქციის გატანაც უცხოეთის ქვეყნებში, კარგი პირობებია ბაღჩეული კულტურებისთვისაც, აღმოსავლეთ საქართველოში ძირითადად მოჰყავთ საზამთრო, ხოლო დასავლეთში-გოგრა და სითბოსა და ტენნის მოყვარული მცენარეები.
ტექნიკური კულტურებიდან აწარმოებდნენ შაქრი ჭარხალს, რომელსაც ძირითადად იყენებდნენ შაქრის ფხვნილის მისაღებად. 1990 წელს საქართველოში წარმოებული იქნა 55 ათასი ტონა, ხოლო საშუალო მოსავლიანობა შეადგენდა 488 ცენტნერს, ჭარხლის გარკვეული რაოდენობა შემოჰქნდათ უკრაინიდან და ბელორუსიიდან. 2008 წლისათვის შაქრის ჭარხლის ადგილობრივი წარმოება ამოღებულია წარმოებიდან, რაც ერთ-ერთ უარყოფით მაჩვენებლად უნდა ჩაითვალოს ქვეყნისათვის. ასევე მცირე რაოდენობით აწარმოებდნენ მზესუმზირას, 2008 წელს წარმოების დონე იყო 15 ათასი ტონა, ხოლო სხვა რესპუბლიკებიდან შემოტანილი კი 15-18 ათასი ტონას შეადგენდა.
ჭარხლის წარმოებაში ძირითადად დაკავებული იყო შიდა ქართლის რაიონები (გორი, ქარელი, ხაშური ნაწილობრივ ცხინვალის ზონაც), ხოლო მზესუმზირას აწარმოებდნენ კახეთის რეგიონში.
დამოუკიდებელ საქართველოში გარკვეული პერსპექტივები გაჩნდა ერთწლიანი კულტურების, კერძოდ, მარცვლეულის წარმოებისათვის, რომლის მოცულობის ზრდა ძირითადად უნდა მოხდეს ხორბლისა და სიმინდის ხარჯზე.
2008 წლისათვის ნათესი ფართობებიდან 9,3 ათასი ჰა მოდიოდა საკვებ კულტურებზე, რომელთა პროდუქტიულობა და ყუათიანობა საგრძნობლად ჩამორჩება ევროპის (მ.შ. აღმოსავლეთ ევროპის) ქვეყნების მაჩვენებლებს.
საქართველო უპირველეს ყოვლისა, მრავალწლიან ნარგავთა ქვეყანაა. კოლხეთში შემოსული ძველი ბერძნებიც ხომ ქართულმა ბაღ-ვენახებმა გააოცეს, მრავალწლიანი ნარგავების ქვეშ 1985 წლისათვის დაკავებული იყო 360 ათასი ჰექტარი, აქედან მევენახეობაზე მოდიოდა 128 ათასი ჰექტარი, მ.შ. მსხმოიარე იყო 113 ათასი ჰექტარი. 1988 წელს აწარმოეს 815 ათასი ტონა ყურძენი, რაც ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებში აზერბეიჯანის შემდეგ მეორე მაჩვენებელი იყო, საშუალო მოსავლიანბა შეადგენდა 80,0 ცენტნერს, რაც მხოლოდ სომხეთის მაჩვენებელს ჩამორჩებოდა და უტოლდებოდა აზერბეიჯანისას. საქართველოში გავრცელებულია ვაზის 500-მდე ჯიში, რომლებიც გამოიყენება სამარკო ღვინოების დასამზადებლად. მხოლოდ საქართველოში მოდის ყურძნის ისეთი სახეები, რომლებიც გამოიყენება უნიკალური ღვინოების ქინძმარაულის (ყვარელი), ხვანჭკარას (რაჭა), იზაბელას (გურია, სამეგრელო, აფხაზეთის, მანავის (გურჯაანი, თელავი), კახური სუფრის (კახეთის რაიონები) დასმზადებლად. სამწუხაროდ ამ უნიკალური ღვინოების წარმოება თითქმის შეწყდა სანედლეულო ბაზის გაჩანაგების გამო. კერძოდ, როგორც ავღნიშნეთ საქართველოში არსებული 113 ათასი ჰა მსხმოიარე ვენახის ფართობიდან დღეს შემორჩენილი გვაქვს მხოლოდ 30 ათასი ჰექტარი. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები ყვარლისა და ამბროლაურის რაიონებში ქინძმარაულისა და ხვანჭკარის ვენახების აღსადგენად. საქართველოში ამზადებდნენ 35 სახის ორდინალურ ღვინოს, 11 სახის კონიაკს. ქართული ღვინის პროდუქცია დიდი მოწონებით სარგებლობდა ყოფილ საკავშირო ბაზარზე, მას მსოფლიო აღიარება ჰქონდა, რაც დასტურდება მედლების იმ კოლექციით, რომელიც გამოფენებსა და აუქციონებზე აქვს მიღებული. საქართველოში ღვინის პირველადი დამუშავების 112 ქარხანა, ქართული ღვინის ჩამოსხმას ემსახურებოდა 10 ადგილობრივი და 7 ყოფილ სსრკ-ს სხვადასხვა რეგიონში არსებული ქარხნები. თბილისში არსებობდა თანამედროვე ტიპის შამპანური ღვინოებისა და სამარკო კონიაკის ქარხნები, რომელთა პროდუქციაც საკმაოდ მაღალი ავტორიტეტით სარგებლობდა მსოფლიო ბაზარზე. 1985 წელს ექსპლოატაციაში შევიდა თერჯოლის შამპანურის ქარხანა, რომელმაც მალე ნახა აღიარება.
მევენახეობა წარმოდგენილი იყო როგორც მსხვილი სახელმწიფო მეურნეობების სახით (1988 წელს არსებობდა 27 მეურნეობა), ისე კოლმეურნეობებსა და ინდივიდუალურ სექტორში. არსებობდა რამდენიმე მეურნეობა - ქარხანაც, რომელთა საწარმოო ციკლში შედიოდა, როგორც ნედლეულის წარმოება, ისე მისი პირველადი გადამუშავება.
1990 წლიდან მნიშვნელოვნად შემცირდა ყურძნის წარმოება, დაიშალა მეურნეობები და კოლმეურნეობები, მოხდა ვენახის ფართობების გადანაწილება გლეხურ მეურნეობებზე,. ქვეყანაში 1991-1994 წლებში გამეფებულმა ქაოსმა მკვეთრად შეამცირა ყურძნის წარმოება, ინდივიდუალურ სექტორში წარმოებული პროდუქცია ვერ საღდებოდა, ღვინის ქარხნებს აღარ გააჩნდათ ფულადი სახსრები ყურძნის შესაძენად, რადგან ქარხნებში არსებული დიდი ოდენობით ღვინო-მასალა და საკონიაკე სპირტები გაძარცვული იქნა იმდროინდელი დროებითი მთავრობის და არაფორმალურად ჩამოყალიბებული მხედრიონის მიერ, შემცირდა წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია, შიდა ბაზარზე გამოჩნდა უცხოური წარმოების ღვინოები, ფეხი მოიკიდა ფალსიფიცირებულმა პროდუქციამ, ყოველივე ამას შედეგად მოჰყვა ის, რომ 1985 წელს აწარმოეს 914,9 ათასი ტონა ყურძენი, ხოლო 1995 და 2008 წელებში კი 39 ათასი ტონა და 176 ათასი ტონა, რაც 1985 წლის მაჩვენებლის 4,3%25 და 19,2%25-ი იყო. ამის მიზეზი იყო არა მარტო ვენახის ფართობების შემცირება, არამედ ისიც, რომ არ არსებობს სანერგე ბაზა, ვერ ტარდება ამორტიზებული ზვრების შეცვლა, სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი ნერგი არაკონდიციურია, ამას ემატება ისიც, რომ სიძვირის გამო თითქმის არ ტარდება აგროტექნიკური სამუშაოები, კერძოდ, რიგთაშორის დამუშავება, სასუქებისა და შხამქიმიკატების შეტანა, მოშლილია სარწყავი სისტემა, იმის გამო, რომ ყურძენს ვერ ყიდიან, გლეხები თვითონ ამზადებენ ღვინოს, ამდენად წარმოებული ყურძნის ეს რაოდენობა ოფიციალური სტატისტიკის მიღმა რჩება. ამჟამად მიმდინარეობს ფულადი სახსრების ძიება მათ აღსადგენად, საქართველოში ნაკლებად სდებენ ინვესტიციებს უცხოელი ინვესტორები, რადგან ყურძნის წარმოება გარკვეულ სირთულეებთან (ბუნებრივი პირობები, პრდუქციის სწრაფბრუნვადობა და ა.შ.) არის დაკავშირებული.
ასევე, უმოქმედოდაა მეღვინეობის სამრეწველო ბაზა. ღვინის ქარხნების დიდი ნაწილი გაჩერებულია, ქართული ღვინის პრესტიჟი კატასტროფულად დაეცა, თითქმის აღარ გამოდის ქართული შამპანური, ვერ საღდება ქრთული კონიაკი. 1990 წელს წარმოებულ იქნა 16,2 მლნ. დეკალიტრი ღვინო, 1995 წელს კი 6,2 მლნ. ეს მაჩვენებელიც წინა წლებიდან შემორჩენილი ღვინომასალის ხარჯზეა მიღებული. კონიაკის წარმოება 2,1 მლნ. დეკალიტრიდან 0,15 მლნ. დეკალიტრამდე, ანუ 7%25-მდე შემცირდა, შამპანურის წარმოება - 1,81 მლნ. დეკალიტრიდან 0,46 მლნ. დეკალიტრამდე, ანუ 7,7%25-დე.
ღვინის მრეწველობის საწარმოებიდან უმრავლესობა გაკოტრებულია. შედაებით უკეთ მუშაობენ სააქციო საზოგადოება სამება, თელიანი ველი და ზოგიერთი კერძო ფირმა, რომელთაც შეძლეს პროდუქციის ექსპორტი სხვა ქვეყნებში, მაგრამ ჯერ კიდევ ეს ზღვაში წვეთია. ამჟამად მიმდინარეობს საგარეო ბაზრებზე გასასვლელად გზების ძიება. საქართველო უკვე გაერთიანებულია მეღვინეთა და მევენახეთა საერთაშორისო ასოციაციაში, მონაწილეობას იღებს საერთაშორისო გამოფენებსა და დეგუსტაციებში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მალე დავიბრუნებთ ძველ პრესტიჟს და გავალთ საერთაშორისო ბაზარზე.
საქართველოში კარგი ხარისხის ხილი მოდის, საქვეყნოდაა ცნობილი ქართული ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ატამი, კომში, ლეღვი, ალუბალი, ცალკე გამოყოფის ღირსია სუბტროპიკული მეურნეობა. ბაღებს 1985 წელს 128 ათასი ჰექტარი ეჭირა, საერთო მოსავალი 700-750 ათას ტონას აღწევდა, მაღალი იყო მოსავლიანობაც (70 ცენტნერი), ქართული ხილი იგზავნებოდა ბალტიისპირეთში, რუსეთში, ფინეთში, პოლონეთში,. კარგად იყო ორგანიზებული მისი შენახვა და ტრანსპორტირება, მოქმედებდა ხილის დამახარისხებელი საამქროები. მეხილეობის ძირითადი ზონაა აღმოსავლეთ საქართველოში - ქართლი, ხოლო დასავლეთ საქართველოში - იმერეთი. დღეისათვის სამრეწველო ხილის ბაღების 46%25 გამხმარი ან ამორტიზებულია. 2008 წლისათვის აწარმოეს 158 ათასი ტონა ხილი, ანუ 1985 წლის დონის 22%25. თითქმის აღარ შემორჩა სამრეწველო ბაღები, პროდუქციის 90%25-ს აწარმოებს გლეხური მეურნეობები.
საქართველოში კონტინენტური ხილის 20 სახეობა და 115 ჯიშია, ამჟამად მიმდინარეობს ბრძოლა ხილის უნიკალური ჯიშების გადასარჩენად. მეხილეობის დაცემის ძირითადი მიზეზები იგივეა, რაც მევენახეობაში.
ციტრუსებიდან გავრცელებულია მანდარინი, აგრეთვე ლიმონი, ფორთოხალი, გრეიფრუტი. არსებობდა ციტრუსების წარმოების სპეციალიზებული მეურნეობები, ძირითადად აფხაზეთში, აჭარასა და სამეგრელოში. 1985 წელს ციტრუსებს ეკავა 21,5 ათასი ჰექტარი, აქედან 4,3 ათასი მოდიოდა საკარმიდამო ნაკვეთებზე. საქართველო აწარმოებდა 250-300 ათას ტონა ციტრუსებს. 1990 წელს ციტრუსების წარმოებისათვის საუკეთესო წელი იყო და ქვეყანამ მიიღო 300 ათასი ტონა პროდუქცია. 2008 წელს კი მხოლოდ 55,2 ათასი ტონა, ანუ 1990 წელის დონესთან შედარებით 20%25. ამის მიზეზია არა მარტო მოსავლიანობის დაცემა, არამედ ისიც, რომ ციტრუსოვანი პლანტაციების გარკვეული ნაწილი მოექცა აფხაზეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომლიდანაც სტატისტიკური მონაცემების მიღება გაძნელებულია. უნდა აღინიშნოს იმის შესახებაც, რომ ციტრუსები მალფუჭად პროდუქციას წარმოადგენს, იგი ნაკლებად ექვემდებარება ტრნსპორტირებას და შენახვას. ადრე რესპუბლიკიდან მისი გატანა ხდებოდა სპეციალური ვაგონებით, 1991 წელიდან კი ციტრუსების ქვეყნის გარეთ გატანა თითქმის აღარ ხდებოდა, თუ გამონაკლისს არ ჩავთვლით 2009 წელს, როდესაც შეფუთული სახით დაახლოებით 38,2 ათასი ტონა მანდარინი გატანილი იქნა უკრაინის გარდა სომხეთში, უზბეკეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, მოლდავეთში, აზერბაიჯანში, ჩეხეთში და კუვეიტში. სულ კი აჭარაში მოკრეფილია 76,4 ათასი ტონაზე მეტი. ამასთან განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ადგილზე პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებას, რომელსაც ხელი შეუწყო ქობულეთში და ხელვაჩაურში გახსნილმა ციტრუსების გადამამუშავებელმა საწარმოებმა.
საქართველოში მოდის საუკეთესო ხარისხის ციტრუსოვანი ხილი, ქართველი სელექციონერების მიერ გამოყვანილია ლიმონის ახალი, დაავადება და ყინვა გამძლე ჯიში - ,,დიოსკურია“, რომელმაც სახელმწიფო პრემია მიიღო (ფ. მამფორია, შ. სურგულაძე, ნ. ქარქაშაძე). ,,დიოსკურიას“ პლანტაციები გაშენებული იყო აფხაზეთის ეშერის მეციტრუსეობის მეურნეობაში, რომელმაც მსოფლიო აღიარება ჰპოვა.
საქართველოს ციტრუსები გაჰქონდა არა მარტო ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში, არამედ ფინეთში, გერმანიაში, პოლონეთში, შვეციაში. მეციტრუსეობა საკმაოდ შემოსავლიანი დარგია და ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ციტრუსოვანი ნარგავების პასპორტიზაციისათვის და პლანტაციების აღსადგენად.
ქვეყნის ეკონომიკაში განსაკუთრებული ადგილი ეჭირა მეჩაიეობას, იგი სოფლის მეურნეობის მაპროფილებელი და მაღალრენტაბელური დარგი იყო და მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა დასავლეთ საქართველოს, როგორც სოფლის მეურნეობის შემოსავლებს, ისე საწარმოო სპეციალიზაციას. საქართველო აწარმოებდა სსრკ-ში წარმოებული ჩაის 95%25-ს. შექმნილი იყო ჩაის მოვლა-მოყვანის, საკადრო და სამეცნიერო უზრუნველყოფის სრული ინფრასტრუქტურა, საქართველო იდგა ჩაის მსოფლიო მწარმოებელი ქვეყნების რიგში, წარმოებული პროდუქციის რაოდენობით თურქეთთან ერთად მე-4-5 ადგილზე იმყოფებოდა. ქართველმა მეცნიერებმა (შ. კერსელიძე და სხვები) შექმნეს ჩაის მოვლა-მოყვანის სასოფლო-სამეურნეო მანქანები; შემუშავებული და დანერგილი იყო ჩაის ფოთლის გადმუშავების ახალი ტექნოლოგიური ხაზები, რითაც მნიშვნელოვნად ზრდიდა მზა პროდუქციი ხარისხს და ასორტიმენტს.
1988 წლის მონაცემებით, ჩაის კულტურით დაკავებული იყო 18,2 ათასი ჰა, იგი ძირითადად წარმოდგენილი იყო მექანზებული მეურნეობების სახით და კოლმეურნეობებში. ვერტიკალური ზონალობის მიხედვით ამ კულტურის გავრცელების ზღვარი 850 მეტრია ზღვის დონიდან, პლანტაციები გაშენებული იყო როგორც შპალერული, ისე ჭადრაკული წესით.
საუკეთესო წლებში საქართველოში აწარმობდნენ 582 ათას ტონა ხარისხოვან ჩაის ფოთოლს, რაც მზა პროდუქციაში 145 ათას ტონა ხმელ ჩაის იძლეოდა. მოსავლიანობა ერთ-ერთი მაღალი იყო მსოფლიოში და 10 ტონას აჭარბებდა, თუმცა სავეგეტაციო პერიოდი (ინდოეთის, ჩინეთის და შრილანკის და ზოგიერთი ქვეყნებისაგან განსხვავებით) გაცილებით მოკლეა და 6 თვეს არ აღემატება. მეჩაიეობაში იყენებდნენ სამამულო აგროტექნიკას და მეცნიერბის უახლოეს მიღწევებს, ძირითადად გავრცელებული იყო მაღალყლორტიანი ახალი ქართული ჩაის ჯიში, გამოყვანილი ქართველი სელექციონერების მიერ (ქ. ბახტაძე). ქართული ჩაი თავისი არომატით და გემოვნებითი თვისებებით მსოფლიოში საუკეთესოდ ითვლებოდა. იგი გამარჯვებულია საერთაშორისო დეგუსტაციებსა და აუქციონებში, თუმცა ბოლო დროს ქართული ჩაის პრესტიჟი, ხარისხის გაუარესების გამო მნიშვნელოვნად დაეცა. 1991 წლიდან დაიწყო ჩაის პლანტაციების გაჩანაგება, მას ნაკლებად შეეხო პრივატიზაცია, არ საღდებოდა დამზადებული პროდუქცია, რამაც დარგი გადახდისუუნარო გახადა, ამას მოჰყვა გლეხობის დაინტერესბის შემცირება აღნიშნული კულტურისადმი. ბოლო წლების განმავლობაში პლანტაციათა უმრავლესობაზე არ ჩატარებულა აგროტექნიკით გათვალისწინებული სამუშაოები, მოიშალა სანერგე ბაზა, მწყობრიდან გამოვიდა სპეციალური ტექნიკა, სარემონტო სამუშაოების ჩატარებას მოითხოვს ჩაის ფაბრიკები, რომელთა რაოდენობაც 88-ს აღწევდა. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მკვეთრად შეამცირა ჩაის ფოთლის დამზადება. თუ 1988 წელს წარმოებულ იქნა 582 ათასი ტონა ჩაის ნედლეული, 2008 წლისათვის აღნიშნულმა მაჩვენებელმა 5,4 ათასი ტონა შეადგინა, რაც 1988 წლის მაჩვენებლის 0,009%25-ია. ამჟამად მიმდინარეობს ორგანიზაციული ხასიათის ღონისძიებებს გატარება მდგომარეობის გამოსასწორებლად. უშუალოდ მწარმოებელ რეგიონებში იქმნება სააქციო საზოგადოებები, მასიური ხასიათი მიიღო არა მარტო ჩაის ფაბრიკების, არამედ ჩაის პლანტაციების პრივატიზაციამ, უკვე გაჩნდა საზღვარგარეთის ფირმებთან ერთობლივი საწარმოების შექმნის პერსპექტივები. ქვეყანა ატარებს რადიკალურ ღონისძიებებს, რათა უმოკლეს ვადაში მეჩაიეობა კვლავინდებურად ერთ-ერთი შემოსავლიანი და მაღალრენტაბელური დარგი გახდეს.
1992 წლიდან საქართველოში დაიწყო აგრარული რეფორმის განხორციელება. 1990 წლამდე ქვეყანაში არსებობდა 601 სახელმწიფო მეურნეობა და 1341 კოლმეურნეობა. დღეისათვის მათ ბაზაზე ჩამოყალიბდა წარმოების ახალი ორგანიზაციული ფორმები წვრილგლეხური მეურნეობების და სხვათა სახით.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 1991 წელს საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა, რასაც მოჰყვა ერთი სახელმწიფო ეკონომიკური ფორმაციის სოციალიზმის, მეორე ფორმაციით შეცვლა კაპიტალიზმით.
საბჭოთა პერიოდში ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კავშირები, როგორც შიდა, ისე გარე შესაბამისობაში უნდა მოსულიყო არსებულ კონსტიტუციასთან და საკანონმდებლო ბაზასთან, რასაც აუცილებლივ სჭირდებოდა გარკვეული გარდამავალი პერიოდი. მაგრამ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლება, არაკანონიერი გზით განდევნილ იქნა საქართველოდან, რასაც მოჰყვა არსებული ორგანიზაციული ფორმების, საბჭოთა მეურნეობების და კოლმეურნეობების ძარცვა და განადგურება, ასევე მოხდა მიწის ფართობების არასწორი პრივატიზაცია, რასაც ხელი შეუწყო იმ დროს შექმნილმა რეფორმატორთა ჯგუფმა.
ზემოთ აღნიშნულმა ქაოსმა გამოიწვია ის, რომ იმ დროს ვისაც მიუწვდებოდა ხელი წარმოების ძირითად საშუალებებზე (ტრაქტორებზე, კომბაინებზე და სხვა საშუალებებზე) დაიტაცეს და თავიაანთ საკუთრებაში მოაქციეს, ხოლო მიწის ფართობები მცირე ზომის ნაკვეთების სახით პირადსაკუთრებაში გაუნაწილეს სოფლის მოსახლეობას. მოსახლეობა აღმოჩნდა ტრაქტორების, კომბაინების და სხვა ძირითადი საშუალებების გარეშე, რამაც გამოიწვია მიწის ფართობების გაყამირება და სასოფლო-სამეურნეო სავაგულიდან არასასოფლო სამეურნეო სავარგულში გადასვლა. ე.ი. მათ, ნაჩქარევად, გარდამავალი პერიოდის გვერდის ავლით განახორციელეს აგრარული რეფორმები, რასაც მოჰყვა მანქანა-ტრაქტორების დატაცება-განადგურება, რომელიც ჯართის სახით გატანილ იქნა საზღვარგარეთის ქვეყნებში. უნდა აღინიშნოს, რომ 1991 წელს არჩეულ კანონიერ ხელისუფლებას შემუშავებული ჰქონდა სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა მეურნეობების საფუძველზე სააქციო საზოგადოებების შექმნას, რომლის მეპაიე-წევრებიც საბჭოთა მეურნეობების მუშები და კოლმეურნეობების კოლმეურნე წევრები გახდებოდნენ და მათ უსასყიდლოდ გადაეცემოდათ, როგორც ძირითადი საშუალებები (ტრაქტორები, კომბაინები და სხვა იარაღები), ასევე მიწის ფართობები იმის და მიხედვით კომლიდან რამდენი ძირითადი მუშა ან კოლმეურნე წევრი მუშაობდა მოქმედ მეურნეობებში. ეს კი საშუალებას იძლეოდა შენარჩუნებულიყო დიდი კონფიგურაციის მიწის ფართობები და ძირითადი საშუალებებიც თავს მოიყრიდა სააქციო საზოგადოებების ავტოპარკებში და აღარ დაიქსაქსებოდა, რაც ხელს შეუწყობდა კომპლექსური მექანიზაციის გამოყენებას, ეკონომიკური ეფექტიანობის ამაღლებას და რაც მთავარია მიღებული მოგება მეპაიეებზე განაწილდებოდა საპაიო შენატანების ოდენობის პროპორციულად.
აგრარული რეფორმის განხორციელების პროცესში სამხედრო გადატრიალების გზით მოსულ ხელისუფლებას აგრარულ სექტორში დაშვებული აქვს გამოუსწორებელი შეცდომები, რომლებიც დღესაც სირთულეს წარმოადგენს მათ გადასაწყვეტად.
გამოსავალი ერთია, რადგან საქართველო მიეკუთვნება აგრარულ ქვეყანას, ხელისუფლებამ განსაკუთრებული პროტექციონიზმი უნდა გასწიოს სოფლის მეურნეობის დარგების განვითარებისათვის, რადგან სოფლის მეურნეობა ხასიათდება გარკვეული თავისებურებებით და ხშირად უცხოელი ინვესტორები ზემოთაღნიშნულ სექტორში ინვესტიციების დაბანდებაზე თავს იკავებენ. ამიტომ უპირველეს ყოვლისა უნდა გადაწყდეს სოფლის მეურნეობის მიმართულებით ოპტიმალური ორგანიზაციული ფორმების განვითარება. ეს იქნება სააქციო საზოგადოებები, კოოპერაციული გაერთიანებები თუ ფერმერული მეურნეობები სადაც დიდ როლს ითამაშებს კომპლექსური მექანიზაცია, რაც საშუალებას იძლევა დროის ერთეულში იწარმოოს დიდი მოცულობის და მაღალხარისხოვანი პროდუქცია.
სასოფლო-სამეურნეო წარმოების დაფინანსებისათვის შექმნილი იყო „აგრობანკი“, რომელმაც თავისი ფუნქცია ვერ შეასრულა ქვეყანაში, რადგან მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი სასოფლო-სამეურნეო წარმოების კრედიტებით უზრუნველყოფაში უმნიშვნელო იყო.
საქართველოში საკმაოდ კარგად იყო განვითარებული მეცხოველეობა. არსებობდა მეცხოველეობის მსხვილი კომპლექსები, რომლებშიც პირუტყვი ძირითადად ბაგურ კვებაზე იყო. ასევე მეცხოველეობა წარმოდგენილი იყო კერძო სექტორშიც, ამჟამად თითქმის ყველა გლეხურ მეურნეობაში ჰყავთ ძროხა, თხა, ცხვარი, ღორი, ფრინველი. 1985 წელს ორივე სექტორში იყო 1,7 მლნ. მსხვილფეხარქოსანი პირუტყვი, აქედან 65%25-საზოგადოებრივ სექტორში, ხოლო დანარჩენი ინდივიდუალურ სექტორში. 1990 წელს რქოსანი პირუტყვის რაოდენობა 1,4 მილიონამდე, ხოლო 2008 წელს 1,04 მილიონამდე შემცირდა. ფურების რაოდენობა ამ წელს 560 ათასი სული შეადგინა. რქოსანი პირუტყვის მსხვილი კომპლექსები არსებობდა თბილისთან ახლოს მდებარე საგარეუბნო მეურნეობებში, კერძოდ, გარდაბნისა და მარნეულის რაიონებში, ასევე წარმოდგენილი იყო აბაშისა და გურჯაანის რაიონებში. სადც ჰყავდათ როგორც ადგილობრივი, ისე შავ-თეთრი და სტეპის ჯიშები, მსხვილფეხარქოსან პირუტყვში 650 ათასი სული მეწველი ფური იყო, საშუალო წველადობა - 1 660 ლიტრი. ამ მაჩვენებლებით რესპუბლიკა ერთ-ერთ ბოლო ადგილზე იყო ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებს შორის და საგრძნობლად ჩამორჩებოდა საშუალო-საკავშირო მაჩვენებლებს. დაბალი პროდუქტიულობის ერთ-ერთი მიზეზი იყო სუსტი საკვები ბაზის ქონა. საქართველოს საფურაჟე მარცვლის სახით შემოჰქონდა 0,9-1,0 მლნ ტ მარცვალი. მიუხედავად ამისა, საკვებით უზრუნველყოფა ფიზიოლოგიური ნორმის მიხედვით მხოლოდ 76%25-ს შეადგენდა, რომლის კალორიულობაც ნორმატიულზე დაბალი იყო. არც მოსახლეობაში არსებული პირუტყვი გამოირჩეოდა მაღალი პროდუქტიულობით, რომელთა საშუალო წლიური წველადობა 1500-1700 ლიტრს არ აღემატებოდა. ამ შეთხვევაშიც მიზეზი საკვების დაბალი ყუათიანობა იყო. პირუტყვი იშვიათად გაჰყავდათ ძოვებაზე, ვინაიდან საძოვრების ნორმალური ექსპლოატაცია მხოლოდ მაისის თვეში იყო შესაძლებელი, შემდეგ გვალვის გამო, ბალახი ხმებოდა. გარდა ამისა, პირუტყვის სულადობაც არ იყო ოპტიმალური, საქართველოს საკუთარი რესურსებით შეუძლია გამოკვებოს 1,0-1,2 მლნ. სული რქოსანი პირუტყვი, დარღვეულია ჯოგის სტრუქტურაც, მასში მეწველი ფურების რაოდენობა 1/3 იყო. ამ მაგალითზეც ნათლად ჩანს დაგეგმვის ის მანკიერი სტილი, რომელიც ახასიათებდა წარმოების სოციალისტურ სისტემას, როდესაც რესპუბლიკას ჰქონდა პირუტყვის სულადობის გეგმა, რომლის შესრულებაც სავალდებულო იყო, თუმცა მეცნიერული გაანგარიშებები მიგვანიშნებდნენ იმას, რომ საქართველოს არ შეეძლო აღნიშნული რაოდენობის პირუტყვის შენახვა-გამოკვება. დაბალი იყო რძის ცხიმიანობაც. იგი 2,5%25-ს არ აღემატებოდა. 1985 წელს მოწველილი იყო 684 ათასი ტონა რძე, 1990 წელს 510 ათასი ტონა და 2008 წლისათვის 695 ათასი ტონა. არასრული მონაცემებით დღეისათვის ქვეყანაში 1,1 მლნ სული რქოსანი პირუტყვია, მათგან ფური - 560 ათასი სული. 2008 წლისათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით წელიწადში 26 კგ.-ს შეადგენდა და მისი თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი იყო 47%25-ი.
მეცხვარეობა ტრადიციულად მთის ზონებშია. კერძოდ, ყაზბეგის, დუშეთის, თიანეთის, ახალგორის რაიონებში, თუმცა ცხვარი ქვმო ქართლში, კახეთში და სამცხე-ჯავახეთშიც ჰყავთ, ხოლო თხა - სამეგრელოსა და აფხაზეთის რაიონებში. ცხვრის ფარა 1985 წელს 2,0 მლნ. სულს შეადგენდა. 1990 წელს მისი რაოდენობა 1,6 მლნ. სულამდე, ხოლო 2008 წელს დაახლოებით 603,6 ათასამდე შემცირდა. 1985 წელს მატყლის საერთ ნაპარსი 6,3 ათას ტონას, ხოლო ერთ ცხვარზე გაანგარიშებით 2,1 კგ-ს უდრიდა, რაც საკავშირო ანალოგიურ მაჩვენებელს 25%25-ით ჩამორჩებოდა. 2008 წლისათვის სულ აწარმოეს 3,9 ათასიტონა ხორცი, ხოლო 1,7 ათასი ტონა მატყლი. ცხვრის ფარა ძირითადად საზოგადოებრივ მეურნეობებში, უმთავრესად კოლმეურნეობებში იყო. დღეისათვის მან კერძო სექტორში გადაინაცვლა, ზუსტი აღრიცხვა არ არსებობს, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ცხვრის რაოდენობა ოფიციალურ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე 100-120 ათასი სულით მეტია. ზაფხულობით ცხვრის ძოვება წარმოებს მთის საძოვრებზე, ძირითადად დიდი და მცირე კავკასიონის ფერდობებზე, ზამთრობით კი შირაქში ზამთრის საძოვრებზე. საქართველოში ცხვრისაგან ნაპარსი მატყლის გარდა, ამზადებენ ე.წ. „გუდის“ ყველს, რომელიც თავისი გემოვნებითი თვისებებით, ერთ-ერთი საუკეთესოა, მასზე დიდია მოთხოვნილება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, ხოლო რაც შეეხება ცხვრის ხორცს გამოიყენება მოსახლეობის საკვებად, განსაკუთრებით კი მთის რაიონებში და ქვემო ქართლში. 2008 წლისათვის ცხვრისა და თხის ხორცის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში 1 კგ.-ია და თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი ძალიან დაბალია.
მეღორებას ოდითგანვე მისდევდა ქართველი ხალხი. ზამთრის პერიოდში ღორის ხორცი კვების ერთ-ერთ ძირითად პროდუქტს წარმოადგენდა. ღორი ჰყავდათ თითქმის ყველა ქრისტიანული სარწმუნოების გლეხურ მეურნეობებში. არსებობდა აგრეთვე მეღორეობის მსხვილი კომპლექსებიც, გარდა ამისა, კოლმეურნებებისა და საბჭოთა მეურნეობების უმრავლესობაში არსებობდა მეღორეობის ფერმები. სამწუხაროდ, საკვები ბაზა მეღორეობის განვითარებისათვის მწირია. 1985 წლის მონაცემებით საქართველოში 1,2 მლნ. სული ღორი იყო, უნდა ვივარაუდოთ, რომ უფრო მეტიც უნდა ყოფილიყო, ვინაიდან ინდივიდუალურ გლეხურ მეურნეობებში არსებული ღორების სულადობის აღრიცხვა არასრულყოფილად მიმდინარეობდა. 1990 წელს ღორების სულადობა 880 ათასამდე, ხოლო 2008 წლისათვის 86,4 ათას სულამდე შემცირდა, რაზეც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა უკანასკნელ წლებში საქართველოში ღორის ავადმყოფობის გავრცელებამ, რამაც გამოიწვია ღორის სულადობის დიდი რაოდენობით დაცემა. მოსახლეობა დიდი რაოდენობით მოიხმარს გოჭსა და ბურვაკის ხორცს, შემწვარი გოჭი ქართული ტრადიციული სუფრის აუცილებელ ატრიბუტად ითვლება. სამწუხაროდ, დღეისათვის უმოქმედოდაა მეღორეობის მსხვილი კომპლექსების უმრავლესობა, ამის მიზეზია როგორც ავღნიშნეთ საკვები ბაზის სიმწირე და ღორის სულადობის მასიური დაცემა. 2008 წლისათვის ღორის ხორცის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში 6 კგ-ია და თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 47%25-ს შეადგენდა.
საქართველოში 1985 წლის მონაცემებით 24,3 მლნ. ფრთა ფრინველი იყო. 1990 წელს - 18, ხოლო 2008 წელს - 6,7 მილიონი. თუ შეუდარებთ ერთმანეთს 2008 წლის მაჩვენებლებს, 1985 წლისას დავინახავთ, რომ ფრინველის რაოდენობა 3,6-ჯერ შემცირდა. მეფრინველეობა წარმოდგენილი იყო მეფრინველეობის დიდი კომპლექსების სახით. ასეთი კომპლექსები არსებობდა თბილისის შემოგარენში, ოჩამჩირეში, გაგრაში, ქვემო ქართლსა და სხვ. Gგარდა ამისა მეფრინველეობის ფერმები თითქმის ყველა კოლმეურნეობასა და საბჭოთა მეურნეობაში იყო. მოსახლეობაში კი მეფრინველეობა სახეობების მიხედვით იყო წარმოდგენილი (ქათმები, იხვები, ბატები, ინდაურები.). მსხვილი მეფრინველეობის კომპლექსები წარმოდგენილები იყვნენ თანამედროვე ტიპის ავტომატიზებული საწარმოების სახით. 1988 წელს საქართველოში აწარმოეს 823 მლნ. ცალი კვერცხი, კვერცხმდებლობა კი 170-ს უდრიდა, რაც საკავშირო მაჩვენებელს 18%25-ით ჩამორჩებოდა. 2008 წელს კვერცხის წარმოება 437,5 მილიონამდე შემცირდა, ხოლო ხორცის წარმოების მოცულობა 12,9 ათას ტონამდე. რაზეც განსაკუთრებული გავლენა იქონია 1992-1995 წლებში ქვეყანაში არსებულმა მდგომარეობამ, კერძოდ, გაძარცული და განადგურებული იქნა მეფრინველეობის მსხვილი კომპლექსები და მეფრინველეობის ფერმები.
საქართველოში დიდი რაოდენობით ხმარობენ არა მარტო კვერცხს, არამედ ფრინველის ხორცს. წიწილის ხორცი კი დელიკატესად ითვლება. 2008 წლისათვის ფრინველის ხორცის წლიური მოხმარება მოსახლეობის ერთ სულზე შეადგენდა 11 კგ.-ს, ხოლო თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი იყო 26%25-ი. კვერცხის წლიური მოხმარება იყო 91 ცალი და თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი კი 95%25-ი.
1985 წელს საქართველოში აწარმოეს 165,4 ათასი ტონა ხორცი, საიდანაც 37%25 მოდიოდა მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე, 42%25 -ღორის ხორცზე, ხოლო დანარჩენი - ცხვარსა და ფრინველზე. 1990 წელს აწარმოეს 162 ათასი ტონა ხორცი, ხოლო 2008 წელს - 53,7 ათასი ტონა. ღოგორც ვხედავთ, ხორცის წარმოების მაჩვენებელი მცირდება, თუმცა წარმოებული ხორცის რაოდენობა მთლიანად რჩება საქართველოში და ამასთან ერთად იმპორტის სახით შემოტანილი იქნა 62,1 ათასი ტონა. მაგრამ ჯერ კიდევ სრულად ვერ ვიკმაყოფილებთ საკუთარ მოთხოვნილებას ხორცზე და მის პროდუქტებზე.
2008 წლისათვის ყველა სახის ხორცის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე შეადგენდა: 26კგ.-ს; რძისა - 162 ლიტრს; 91 ცალ კვერცხს. ე.ი. საქართველოს მოსახლეობის თვითუზრუნველყოფა ზემოთაღნიშნულ პროდუქტებზე შესაბამისად შეადგენდა: 47%25; 94%25; 95%25.
საქართველოს სოფლის მეურნეობა, თავისი ტექნიკური შეიარაღებით ერთ-ერთ ბოლო ადგილზე იდგა ყოფილ კავშირში. ენერგოშეიარაღება 10 ცხ. ძალას შეადგენდა, მაშინ, როცა საშუალო-საკავშირო - 32,6 ცხ. ძალას, აზერბაიჯანის და სომხეთის შესაბამისად 13 და 14 ცხ. ძალას უდრიდა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ კოლონიალურ პოლიტიკაზე, რომელსაც რუსეთი ატარებდა მოკავშირე რესპუბლიკების მიმართ. ამის შედეგი იყო ის, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქციის დანახარჯების სტრუქტურაში ცოცხალი შრომის ხვედრითი წილი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო ყოფილ კავშირში. ტრაქტორების რაოდენობა ფიზიკურ ერთეულებში შეადგენდა 28,8 ათასს, მათი საერთო სიმძლავრე - 1,8 მლნ.ცხ. ძალას, სულ სოფლის მეურნეობაში გამოყენებული სიმძლავრეები არ აღემატებოდა 2,0 მლნ.ცხ. ძალას, მაშინ როდესაც საჭირო იყო 3,3 მილიონი, ხოლო 2007 წლისათვის ტრაქტორების რაოდენობა ფიზიკურ ერთეულებში 40 ათას ერთეულს შეადგენდა. მ.შ. კომბაინი იყო- 200 ცალი.
1995-1997 წლებში გატარებული მიწის რეფორმის შედეგად კერძო საკუთრებაშია გადაცემული სასოფლო-სამეურნეო სავარგულთა 50%25, სახნავის - თითქმის 100%25, სათიბის - 85%25 და ა.შ.
სამწუხაროდ მიწის რეფორმამ, რომელმაც უნდა გადაჭრას მოსახლეობის კვების პროდუქტებით, ხოლო გადამამუშავებელი მრეწველობის ნედლელით მომარაგების პრობლემა, ვერ უზრუნველჰყო ამ მიზნების შესრულება, ჯერ-ჯერობით ვერ დადგინდა მიწათმფლობელობისა და მიწათსარგებლობის ჩვენთვის მისაღები ფორმები. რეფორმას არ მოჰყოლია მიწების ნაყოფიერების ამაღლება, ვერ ჩამოყალიბდა მიწისა და მასთან დაკავშირებული ბუნებრივი რესურსების დაცვის მექანიზმები.
აგრარული სექტორის განვითარება შეუძლებელია სახელმწიფოს დახმარების გარეშე, ჯეროვნად ვერ გამოიკვეთა სახელმწიფოს როლი სასოფლო-სამეურნეო წარმოების რეგულირების, ფინანსური სისტემის, საგარეო ვაჭრობისა და სოციალური სფეროს საკითხებში. სასოფლო-სამეურნეო წარმოების სახელმწიფო რეგულირების ძირითადი მიმართულება უნდა გახდეს ქვეყნისათვის საჭირო ეკონომიკური დონის შენარჩუნება. საბაზრო კონიუნქტურის შესწავლა და სტაბილიზაცია, შიდა ბაზრის დაცვა, წარმოებული პროდუქციით კონკურენტუნარიანი მონაწილეობა საგარეო ვაჭრობაში.
საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტში მზადდება კვალიფიციური კადრები აგრობიზნესის მართვის და სასოფლო-სამეურნეო სხვა მიმარეთულებით და ბევრი ახალგაზრდა სწავლობს საზღვარგარეთ.
![]() |
11.3 10.3. აზერბაიჯანის ეკონომიკა |
▲ზევით დაბრუნება |
აზერბაიჯანი - ამიერკავკასიის აღმოსავლეთით მდებარე სახელმწიფოა, რომლის ტერიტორიაც განთავსებულია მთავარ და მცირე კავკასიონებს შორის. ჩრდილოეთით იგი ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას, კერძოდ, დაღესტანს, დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით საქართველოსა და სომხეთს, სამხრეთით - ირანსა და თურქეთს, აღმოსავლეთით კი კასპიის ზღვას.
აზერბაიჯანი ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სახელმწიფოა. მისი ტერიტორია 86,6 ათასი კვ.კმ-ია, ხოლო მოსახლეობა 8,6 მილიონი, დედაქალაქია ბაქო. მის შემადგენლობაში შედის ყარაბახისა და ნახჩევანის ავტონომიებიც.
მრავალფეროვანია მისი ბუნება. აქ შევხვდებით როგორც ტენიანი სუბტროპიკების ზონას (ლენქორანი, ტალიში), ისე დიდი კავკასიონის მუდმივთოვლიან მწვერვალებს. მრავალრიცხოვანი მდინარეები ენერგეტიკული რესურსების დიდ მარაგს შეიცავს და საკმაოდ მოხერხებულიცაა სარწყავი სისტემებისათვის.
აზერბაიჯანი მდიდარია ბუნებრივი რესურსებით. ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში დაიწყო ნავთობის მოპოვება. უკანასკნელ წლებში კი აღმოაჩინეს ამ მეტად მნიშვნელოვანი ნედლეულის უდიდესი მარაგები კასპიის ზღვაში, კერძოდ, აზერბაიჯანთან მიმდებარე წყლებში. აქვეა აღმოჩენილი გაზის საკმაოდ დიდი საბადოებიც. გარდა ამისა აზერბაიჯანს აქვს ალუმინი, სპილენძი, ოქრო, მოლიბდენი, სამშენებლო მასალები (მარმარილო, ტუფი, დოლომიტი). არა მარტო აზერბაიჯანის ეკონომიკისათვის, არამედ კავკასიის რეგიონისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ახლად აღმოჩენილი ნავთობის საბადოები, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ევროპაში შეიმჩნევა ენერგეტიკული კრიზისი. აზერბაიჯანის ნავთობის ტრანსპორტირების რამდენიმე მარშრუტი არსებობს, რომელთა შორის ყველაზე მოკლე და ეკონომიკურად ხელსაყრელი, საქართველოზე გამავალი მარშუტია. კასპიის დიდი ნავთობის საქართველოზე გატარება, ამ მიზნით შავი ზღვის პორტების გამოყენება გარკვეულ ეკონომიკურ დივიდენდებს მოუტანს საქართველოსაც.
ადამიანის საქმიანობის პირველი ნიშნები დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განეკუთვნება ჩვენს წელთააღრიცხვამდე III ათასწლეულს, ადრინდელ ეპოქაში მოსახლეობის საქმიანობა მჭიდროდ უკავშირდებოდა კასპიის ზღვას, აქედან იღებს სათავეს მათი სამეურნეო საქმიანობაც.
აზერბაიჯანი მთიანი ქვეყანაა, რომლის ტერიტორიის 2/3 მთებს უჭირავს, როგორიცაა დიდი და მცირე კავკასიონი, ყარაბახისა და ტალიშის მთიანეთი, გარდა ამისა, ქვეყანაში კასპიის ზღვისპირეთში არსებობს დაბლობები, რომლებიც ზღვის დონეზე დაბლა მდებარეობს. აზერბაიჯანი სეისმურ ზონაში იმყოფება, აქ ხშირია მიწისძვრები, რომელთა სიმძლავრე იშვიათად აღემატება 3-4 ბალს.
ქვეყნის კლიმატური სარტყელი გადის სუბტროპიკულ და კონტინენტურ განედზე, რომელთა ფორმირებაზეც დიდ გავლენას ახდენს ზაფხულობით დასავლეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან შემოჭრილი ტენიანი ტროპიკული ჰაერი, ხოლო ზამთრობით აღმოსავლეთიდან შემოჭრილი ჰაერის ცივი მასები.
სამეურნეო საქმიანობაზე დიდ გავლენას ახდენს კასპიის ზღვა, რომელიც, გარდა იმისა, რომ მდიდარია წიაღისეულით (ნავთობი, გაზი), მნიშვნელოვანი სატრანსპორტო არტერიაცაა და საკმაოდ მდიდარია თევზით. დაბლობში ბევრია არტეზიული ჭა, რომლებიც მდინარეულ წყლებთან ერთად გამოიყენება სარწყავად. მრავალფეროვანია ნიადაგის საფარი, ვხვდებით როგორც მთის ყავისფერ ნიადაგებს, ისე ნახევრადუდაბნოს ნაცრისფერ და სუბტროპიკებში ყვითელ ნიადაგებს, გარდა ამისა, არის ყავისფერი, მთის შავმიწები, წაბლისფერი და სხვა სახის ნიადაგები. მრავალფეროვანია მცენარეული საფარიც, ვხვდებით 4100 დასახელების მცენარეს, რომელთაგან 9%25 ენდემურია. განსაკუთრებით საინტერესოა მდინარეების მტკვარსა და არაქსს შორის მდებარე ნახევრად უდაბნო, რომელზეც ძირითადად წარმოდგენილია ენდემური ფლორა. მრავალფეროვანია ცხოველთა სამყაროც, ვხვდებით 12 ათასამდე დასახელების ცოცხალ არსებას, რომელთაგან 10 ათასამდე უხერხემლოა.
ქვეყნის ტერიტორიის 11%25 მოდის ტყეებზე, რომლებიც ძირითადად მთებშია წარმოდგენილი. არსებობს ხე-მცენარეების უნიკალური სახეობები, ტერიტორიის 7,5%25 მოდის ტყე-ბუჩქნარებზე, რომლებიც უმთავრესად ნახევრად უდაბნოებსა და გვალვიან ზონებშია წარმოდგენილი. დიდია ტყეების ნიადაგდაცვითი როლი, ქვეყანაში ბევრია ნაკრძალი, მისი ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლები წითელ წიგნშია შეტანილი.
აზერბაიჯანი ინდუსტრიული ქვეყანაა, რომელიც ე.წ. შრომის საკავშირო დანაწილებაში წარმოდგენილი იყო ნავთობით, გაზით, ნავთობ-გადამამუშავებელი, ქიმიური, მანქანათმშენებელი, სამთო-მომპოვებელი მრეწველობით, მეტალურგიით, ხოლო სოფლის მეურნეობა - მევენახეობით, მეხილეობით, მებოსტნეობით, მეაბრეშუმეობითა და მეთამბაქოეობით.
საერთო ეროვნულ შემოსავალში 2/3 მოდის მრეწველობაზე, 1/6-სოფლის მეურნეობაზე, 1/10-მშენებლობაზე, დანარჩენი - ვაჭრობასა და სხვა დარგებზე.
მრავალდარგოვანია აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობა, მოჰყავთ როგორც ერთწლიანი (მარცვლეული), ისე მრავალწლიანი (ვენახი, ხილი, ციტრუსები) კულტურები, კარგადაა წარმოდგენილი ტექნიკური კულტურებიც, მოჰყავთ თამბაქო, ბამბა, კარტოფილი. ტრადიციულია მათთვის მეცხოველეობაც, ჰყავთ როგორც მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ისე ცხვარი, ფრინველი, ფუტკარი. აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობა მთლიანად უზრუნველჰყოფდა მოსახლეობის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას კვების პროდუქტებზე, ხოლო ზოგიერთი სახის გადამამუშავებელ მრეწველობას - ნედლეულით.
ქვეყნის კლიმატური პირობები, სითბური მარაგი, სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა, მზიანი დღეების რაოდენობა (241), ნიადაგობრივი პირობები, იძლევა იმის საშუალებას, რომ აწარმოონ მაღალხარისხოვანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია. აზერბაიჯანს გააქვს ექსპორტზე შემდეგი დასახელების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია: ადრეული ბოსტნეული, ხილი, სუფრის ყურძენი, ბაღჩეული (ნესვი, საზამთრო), თამბაქო და სხვა. ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო სავარგულთა რაოდენობა 4,2 მლნ. ჰექტარია, აქედან სახნავი - 1,9 მილიონი ჰექტარი, სათიბი - 113 ათასი, საძოვარი 2,1 მლნ. ჰა. აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობა დიდადაა დამოკიდებული მელიორაციაზე, შექმნილია საკმაოდ ძლიერი, თანამედროვე ტიპის სამელიორაციო ქსელი.
სათეს ფართობში პირველ ადგილზეა მარცვლეული კულტურები: ხორბალი, სიმინდი, ქერი, ჭვავი. დიდი ყურადღება ექცევა ბამბის წარმოებას, რომელსაც განვითარების დიდი ისტორია აქვს.
სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი უძველესი დარგია მეაბრეშუმეობა, რომელსაც დღესაც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ.
დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ქვეყანა დაადგა განვითარების საბაზრო ეკონომიკის გზას, მთლიანად შეიცვალა საკუთრების ფორმები, წინა პლანზე წამოიწია კერძო სექტორმა, ქვეყანა განთავისუფლდა ე.წ. გეგმიური ეკონომიკის მარწუხებისაგან, თანდათანობით იცვლება მისი სპეციალიზაციაც, იგი საკუთარი ინტერესების შესატყვისი ხდება.
![]() |
11.4 10.4. სომხეთის ეკონომიკა |
▲ზევით დაბრუნება |
სომხეთი - ამიერკავკასიაში სამხრეთით მდებარე ქვეყანაა, რომელიც წინა აზიის გეოგრაფიული რეგიონის ზღვარზეა და მოიცავს სომხეთის მთიანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს, ჩრდილოეთი საზღვარი გადის საქართველოსთან და აზერბაიჯანთან, სამხრეთი - ნახჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან (აზერბაიჯანი), დასავლეთი და სამხრეთი თურქეთსა და ირანთან.
სომხეთი, ფართობით საქართველოზე ორჯერ, ხოლო აზერბაიჯანზე 2,5-ჯერ პატარაა, ქვეყნის ტერიტორია 29,8 ათასი კვ. კილომეტრია, მოსახლეობა 3,3 მილიონი, დედაქალაქია ერევანი.
სომხეთი მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანაა, რომელიც მდებარეობს რუსეთის ცენტრალური ოლქებისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების გზაჯვარედინზე.
კონტრასტულია მისი ლანდშაფტი, სადაც ცვლის მაღალი მთები და ღრმა ქვაბულები, ვულკანური პლატო და პიტალო კლდეები, ნახევრად უდაბნოები და ალპური სათიბები, წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეები, ქვეყნის სიმბოლოა მაღალი, მუდმივი თოვლით დაფარული მწვერვალები.
ნიადაგობრივი საფარი მრავალფეროვანია, ვხვდებით ნახევრად უდაბნოს ყავისფერ და ნაცრისფერ ნიადაგებს, რომლებიც, მორწყვის შემთხვევაში, კარგ მოსავალს იძლევა, აგრეთვე წაბლისფერ ნიადაგებს, რომლებიც ბაღ-ვენახებისათვის გამოიყენება, მაღალმთიან ზონაში კი არის მთის შავმიწები და ტყის ნიადაგები.
ქვეყანაში 3200 დასახელების მცენარეა, 10 ათასამდე უხერხემლოების, ხოლო 450-მდე ხერხემლიანი ცხოველების სახეობაა. ქვეყანა ღარიბია ტყეებით, ძირითადად ვხვდებით ბუჩქოვან მცენარეებს. ტყეებსა და ბუჩქებს უჭირავს ქვეყნის ტერიტორიის 11%25, ისინი ძირითადად ჩრდილო-აღმოსავლეთის და სამხრეთ რეგიონებშია, ჭარბობს ფოთლოვანი ტყეები - წიფელა, მუხა, ბევრია ტყის ხილი.
სასარგებლო წიაღისეულიდან ქვეყანაში მოიპოვება - სპილენძი, ალუმინი, რკინა, მოლიბდენი, მცირე რაოდენობით ოქრო. ბევრია სამშენებლო ქვები და ბუნებრივი ნედლეული ქიმიური მრეწველობისათვის.
დღევანდელი სომხეთი ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, პირველ მსოფლიო ომამდე მოსახლეობის 90%25 დაკავებული იყო სოფლის მეურნეობაში, ეს იყო მეფის რუსეთის ერთ-ერთი ჩამორჩენილი პროვინცია, სადაც ერთ სულზე გაანგარიშებით ნაციონალური შემოსავალი 3-ჯერ ნაკლები იყო, ვიდრე საშუალოდ რუსეთის იმპერიაში. დღევანდელ სომხეთში საზოგადოებრივი პროდუქციის ღირებულების 67%25 მოდის მრეწველობაზე, 11%25 - სოფლის მეურნეობაზე, 11%25 - მშენებლობაზე და ა.შ. შრომის საკავშირო დანაწილებაში სომხეთი წარმოდგენილი იყო მანქანათმშენებლობით, ფერადი მეტალურგიით, ქიმიური, მსუბუქი და კვების მრეწველობით, სამშენებლო მასალებით, ხოლო სასოფლო-სამეურნეო შრომის დანაწილებაში მევენახეობა, მეხილეობა, მებოსტნეობით. სომხეთში მდებარეობს ამიერკავკასიაში ერთადერთი ატომური ელექტროსადგური.
სოფლის მეურნეობის ბუნებრივი ბაზა შეზღუდულია, რაც სპეციფიკურ პრობლემებს ქმნის. ქვეყნის ტერიტორიის საერთო ფართობიდან 47%25-ია სასოფლო-სამეურნეო სავარგული, 1/3 უჭირავს კლდეებს, ხრამებს, ქვა-ღორღიან მინდვრებს, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო წარმოებისათვის გამოუყენებელია, 13%25 უჭირავს ტყეებს და ბუჩქებს, ხოლო 5%25 წყლის ქვიშაა.
სოფლის მეურნეობის სტრუქტურაში მემცენარეობის ხვედრითი წილი 52%25, ხოლო მეცხოველეობის - 48%25-ია. ზოგჯერ ეს მაჩვენებლები საპირისპიროდ იცვლება. ნიადაგობრივ-კლიმატური პირობების მრავალფეროვნება განსაზღვრავს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მრავალდარგიანობასაც, რომელიც ისტორიულად დამახასიათებელი იყო სომხეთისათვის. ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შეიცვალა სოფლის მეურნეობის სპეციალიზაცია. სარწყავი მიწების დიდი ნაწილი დაეთმო მევენახეობას, მეხილეობას, სამხრეთული ბოსტნეულის წარმოებას.
გარდა მემცენარეობისა გავრცელებულია მეცხოველეობა, რომელიც სომხეთისთვის ისტორიული დარგია. ეწევიან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენებას, მეცხვარეობას, მეღორეობას, მეფრინველეობას. ინდივიდუალურ სექტორში განვითარებულია მეფუტკრეობა.
სომხეთი ინტენსიურად ჩაება საერთოკავკასიური ეკონომიკური სივრცის პრობლემების დამუშავებაში და იქ თვალსაჩინო როლს ასრულებს.
კითხვები ცოდნის შემოწმებისათვის;
დაახასიათეთ ამიერკავკასიის ქვეყნების სოფლის მეურნეობის ეკონომიკა
დაახასიათეთ საქართველოს სოფლის მეურნეობის ეკონომიკა;
დაახასიათეთ აზერბეიჯანის სოფლის მეურნეობის ეკონომიკა;
დაახასიათეთ სომხეთის სოფლის მეურნეობის ეკონომიკა;
![]() |
12 თავი XI. „აზიის ქვეყნების ეკონომიკა“ |
▲ზევით დაბრუნება |
6. აზია
![]() |
12.1 11. 1. აზიის ქვეყნების ეკონომიკა. |
▲ზევით დაბრუნება |
აზია მსოფლიოს ყველაზე დიდი რეგიონია, რომელსაც უჭირავს ხმელეთის 1/3. მისი ფართობი (ყოფილი სსრკ-ს გამოკლებით) 27,6 მლნ. კვ. კმ-ია, მოსახლეობა - 3,75 მილიარდი. რეგიონის გეოგრაფიული მდებარეობა და მისი სიდიდე განაპირობებს ბუნებრივი პირობების მრავალფეროვნებას. იგი ხუთ გეოგრაფიულ სარტყელში მდებარეობს. ზომიერში, სუბტროპიკულში, ტროპიკულში, სუბეკვატორულსა და ეკვატორულში. აზიაშია მსოფლიოს უდიდესი მთიანი სისტემები და აგრეთვე ყველაზე მაღალი წერტილი - ჯომოლუნგმაც (8848 მეტრი). მის ტერიტორიაზე განლაგებულია მსოფლიოს 46 ქვეყანა, მათ შორის ისეთი მაღალგანვითარებული ქვეყანა, როგორიც იაპონიაა. სასოფლო - სამეურნეო პროდუქციის მსოფლიო წარმოებაში აზიის წილად მოდის ჯუთის 97%25, ნატურალური კაუჩუკის - 91%25, ბრინჯის- 84%25, ჩაის- 76%25 და ა.შ. აზია მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით. მის წილად მოდის ნავთობის მსოფლიო მოპოვების 45%25.
აზია ხასიათდება დიდი ტემპერატურული სხვადასხვაობით, ვხვდებით რეგიონებს, სადაც იანვრის თვის ტემპერატურა - 20 გრადუსს აღწევს, სამხრეთით კუნძულ იავაზე ამავე თვის ტემპერატურა +35 გრადუსია. აზია მდიდარია წყლის რესურსებით, თუმცა ვხვდებით საკმაოდ დიდ რეგიონებს, სადაც მდინარე საერთოდ არ არის, ხოლო ატმოსფერული ნალექების რაოდენობა 50 მმ არ აღემატება.
აზიაში ვხვდებით ჰუმუსით მდიდარ ნიადაგებს, რომლებიც სასოფლო- სამეურნეო წარმოებისათვის მეტად ხელსაყრელია, თუმცა არსებობს უდაბნოსა და ნახევრად უდაბნოს ტიპის უზარმაზარი, სრულიად უსიცოცხლო რეგიონებიც. მრავალფეროვანია მცენარეული საფარიც. აზიაში წარმოდგენილია მსოფლიოს ყველა ზონისათვის დამახასიათებელი მცენარეები, ბევრია ენდემური ჯიშებიც, რომლებიც მხოლოდ ლოკალურადაა გავრცელებული.
![]() |
12.2 11.2 სამხრეთ-დასავლეთ აზიის ქვეყნების ეკონომიკა. |
▲ზევით დაბრუნება |
სამხრეთ-დასავლეთ აზია (ავღანეთი, ირანი, თურქეთი, სირია, ლიბანი, იორდანია, ერაყი, საუდის არაბეთი, იემენის არაბული რესპუბლიკა, იემენის სახალხო- დემოკრატიული რესპუბლიკა, ომანი, არაბთა გაერთიანებული ემირატი, ბახრეინი, კატარი, კუვეიტი, ისრაელი, კვიპროსი) - მოიცავს ახლო და შუა აღმოსავლეთს: მცირე აზიის ნახევარკუნძულს, სომხეთისა და ირანის მთიანეთს, მესოპოტამიას, არაბეთის ნახევარკუნძულს, სპარსეთის ყურისა და წითელი ზღვის კუნძულებს. საერთო ფართობი 6 მლნ. კვ. კმ-ია (აზიის კონტინენტის 15%25), რეგიონში ცხოვრობს 180 მილიონი კაცი.
რეგიონის ლანდშაფტი ერთგვაროვანია, ჭარბობს უდაბნოები, ნახევრად უდაბნოები, მთიანი ველები. მათ ფონზე გამოირჩევა თოვლიანი მწვერვალები, მწვანეში ჩაფლული მდინარეების ხეობები, გრუნტის წყლების ირგვლივ ოაზისები. განვითარებულია სარწყავი მიწათმოქმედება, მომთაბარე და ნახევრად მომთაბარე მეცხოველეობა.
სამხრეთ-დასავლეთი აზია უძველესი ცივილიზაციის აკვანია - პალესტინაში ჯერ კიდევ IX-VIII საუკუნეში ჩვენს წელთააღრიცხვამდე ეწეოდნენ მიწათმოქმედებასა და მეცხოველეობას; მესოპოტამიაში ჩვენს წელთააღრიცხვამდე 4 ათასი წლის წინათ ჰქონდათ სარწყავი მიწათმოქმედება; მცირე აზიაში აღმოჩენილია უძველესი მეტალურგიის კერები; IV-I საუკუნეში ჩვენს ერამდე, რეგიონის ქვეყნებში შეიქმნა პირველი მიწათმფლობელური სახელმწიფოები; პალესტინასა და მესოპოტამიაში ჩამოყალიბდა უძველესი რელიგიური მოძღვრებანი: ქრისტიანული, იუდაიზმი და ისლამი. მომდევნო პერიოდებში შეიქმნა უდიდესი არაბული იმპერიები. რეგიონის ქვეყნების განვითარება შეფერხდა ჩვენი წელთააღრიცხვის შუა საუკუნეებში, რასაც ხელი შეუწყო მომთაბარე ტომების შემოჭრამ, ხოლო მოგვიანებით-ევროპული ქვეყნების ექსპანსიამ. აზიის ძირითადი რელიგია ისლამია, მხოლოდ კვიპროსზე - მოსახლეობის 80%25 და ლიბანში - 40%25 არის ქრიასტიანობის მიმდევარი.
რეგიონის ტეროტორიაზე ჭარბობს პრიმიტიული მიწათმოქმედება, ირიგაციის ფართო ქსელით და მომთაბარე მესაქონლეობით. მიწათმოქმედების ძირითადი იარაღებია: ხის კავი, თოხი და სხვა. საცხოვრებლად იყენებენ თიხის დაბალ სახლებს- ბანიანი სახურავითა და მიწის იატაკით. დაბალია მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა, დიდია ბავშვთა სიკვდილიანობის დონე, მოსახლეობის უმრავლესობა გაუნათლებელია.
ყოველივე ზემონათქვამი არ ეხება ნავთობითა და სხვა წიაღისეულით მდიდარ ქვეყნებს, რომელთა მოსახლეობის ცხოვრების დონე არა მარტო მიუახლოვდა ევროპის განვითარებულ ქვეყნებს, არამედ ზოგ შემთხვევაში გადააჭარბა კიდეც: (ისრაელი, კვიპროსი და ნაწილობრივ თურქეთიც).
არათანაბარია ურბანიზაციის პროცესიც, ზოგ ქვეყანაში იგი ძალზედ მაღალია. მაგალითად, ისრაელში ქალაქად ცხოვრობს მოსახლეობის 80%25, კუვეიტში, ყატარში, ბახრეინში - 70%25, ხოლო ავღანეთში, საუდის არაბეთსა და იემენის არაბთა რესპუბლიკაში მოსახლეობის მხოლოდ 10%25. მთლიანად, რეგიონში სოფლად ცხოვრობს მოსახლეობის 60%25-ზე მეტი, რეგიონის 10%25 მომთაბარეობს.
სოფლის მოსახლეობა უმთავრესად ჯერ კიდევ ნახევრად ფეოდალურ პირობებში ცხოვრობს. გლეხების უმრავლესობა ან უმიწაწყლოა, ან მოჯამაგირე, რომელთაც მემამულისგან მიწა მიცემული აქვთ იმ პირობით, რომ მის საფასურად ემსახუროს მიწის მფლობელს. ურთიერთობის ეს ფორმა ძალზედ გავრცელებულია ავღანეთში, საუდის არაბეთში, ირანში და სხვა ქვეყნებში.
რეგიონის ქალაქის მოსახლეობა ძირითადად შედგება ხელოსნების, წვრილი ვაჭრებისა და ფაბრიკა- ქარხნების მუშებისაგან, (2/3 ხელით შრომაზეა). ბევრია ნავთობით მდიდარი ქვეყნები. გამოკვლეული ნავთის მარაგი 50 მილიარდი ტონაა, რაც კაპიტალისტური მსოფლიოს ნავთობის მარაგის 70%25-ია. 1985 წელს რეგიონში ამოღებული იქნა 1,2 მილიარდი ტონა ნავთი. ამავე რეგიონში ბუნებრივი გაზის უდიდესი მარაგია (10 ტრილიონი კუბმეტრი), რაც კაპიტალისტური მსოფლიოს მარაგის 33%25-ს შეადგენს. არის სხვა ბუნებრივი სიმდიდრეებიც: რკინა, სპილენძი, მანგანუმი, ტყვია, თუთია, მოლიბდენი, ბოქსიტები, ფოსფორიტები და სხვა.
რეგიონის ქვეყნებში მოჰყავთ ძვირფასი სასოფლო-სამეურნეო ნედლეული, რომლითაც პროდუქციის ზოგიერთი სახეობის მიხედვით წამყვანი ადგილი უჭირავთ მსოფლიოში, მაგალითად, თურქეთი მოხერის ტიპის ძაფის ყველაზე დიდი ექსპორტიორია, ავღანეთს მსოფლიო ბაზარზე გააქვს ყველაზე საუკეთესო კარაკული, მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო ხარისხის ყავა მოდის იემენში, ფინიკის მსოფლიო წარმოების 80%25 მოდის ერაყზე, ირანს მსოფლიო ბაზარზე ყველაზე მეტი რაოდენობის ნავთობპროდუქტები გააქვს და ა.შ.
საყოველთაოდ ცნობილია აღნიშნული ქვეყნების კუსტარული ნაკეთობანი და სხვა. რეგიონის ქვეყნებს აქვთ ყველა პირობა იმისათვის, რათა შექმნან მრავალდარგოვანი ნაციონალური მრეწველობა, ნავთობმომპოვებელ ქვეყნებს დაუგროვდათ უზარმაზარი რაოდენობის თავისუფალი კაპიტალი, რომელთა დაბანდებაც განვითარებული ქვეყნების ეკონომიკაში უდიდეს მოგებას იძლევა.
![]() |
12.3 11.3.სამხრეთ აზიის ქვეყნების ეკონომიკა. |
▲ზევით დაბრუნება |
სამხრეთ აზია (ინდოეთი, პაკისტანი, ბანგლადეში, ნეპალი, ბუტანი, შრი-ლანკა, მალდივიის რესპუბლიკა) - აზიის კონტინენტის უმსხვილესი გეოგრაფიული რეგიონია, რომლის ბუნებრივი საზღვრები მკვეთრად არის გამოსახული ჩრდილოეთით- ჰიმალაისა და ყარაყუმის მსოფლიოში უმაღლესი მთიანი სისტემით, აღმოსავლეთით- ბირმის მთიანი მასივით, დასავლეთით-ჰინდიკუშის და ირანის მთიანეთით, სამხრეთით კი- ინდოეთის ოკეანის ზღვებით.
სამხრეთ აზიის ფართობი 4,4 მლნ. კვ. კმ-ია, მოსახლეობა - 1,4 მილიარდამდე. აქ მდებარეობს შვიდი სახელმწიფო, რომლებიც ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდებიან, როგორც ფართობით, ისე მოსახლეობის რაოდენობით. მაგალითად, ინდოეთზე მოდის რეგიონის ფართობის 3/4, მოსახლეობის - 70%25, ხოლო მალდივიის რესპუბლიკა სულ 300 კვ. კმ-ია და მოსახლეობა - 150 ათასი.
თითქმის ორი საუკუნის მანძილზე, რეგიონის ქვეყნები წარმოადგენდნენ დიდი ბრიტანეთის კოლონიას, მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო მათი განთავისუფლება. 1947 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა ინდოეთმა და პაკისტანმა, 1948 წელს - შრი-ლანკამ, 1965 წელს - მალდივიის კუნძულებმა, 1971 წელს პაკისტანს გამოეყო ბანგლადეში. კოლონიურმა ბატონობამ რეგიონის სოფლის მეურნეობის სპეციალიზაცია დაუქვემდებარა მეტროპოლიის ინტერესებს. დღესაც ამ ქვეყნების ეკონომიკური განვითარების დონე ძალზე დაბალია, ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე გაანგარიშებით მერყეობს 80 - (ნეპალი, ბუტანი, ბანგლადეში) - 200 (ინდოეთი, შრი-ლანკა) დოლარამდე.
სამხრეთ აზიის შემადგენლობაში შედის აგრეთვე ინდუსატის ნახევარკუნძული, ინდო- განგის დაბლობი, კუნძული შრი-ლანკა, მალდივიის და სხვა მცირე კუნძულები. ამ რეგიონში მოქცეულია მსოფლიოს უმაღლესი მთები, ტროპიკული უდაბნოები, ჭარბტენიანი მდინარეების ხეობები, სახნავი მიწების უზარმაზარი მასივები, ტერასებით დასერილი ფერდობები. მთელი რეგიონისათვის დამახასიათებელია სუბეკვატორული კლიმატი, რომელზეც დიდ გავლენას ახდენს ჩრდილოეთით მდებარე უზარმაზარი მთის მასივები, მათ შორის 33 მწვერვალს 7000 მეტრი და მეტი სიმაღლე აქვს, ისინი ჩრდილოეთიდან დამცველ რკალად აკრავს რეგიონის ქვეყნებს და იცავს მათ ჩრდილოეთის ცივი ჰაერის დინებისაგან. ზაფხულობით სამხრეთ აზიაში ტენიანი ჰაერი ბატონობს, ზამთარში კი მშრალი კონტინენტური კლიმატია. ტემპერატურული პირობები თითქმის მთელი წლის განმავლობაში ყველგან ხელს უწყობს მცენარეთა ვეგეტაციას, თუმცა, ნალექების რაოდენობით რეგიონის ცალკეული რაიონები ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავდებიან. მაგალითად, ინდოეთის ჩრდილო- აღმოსავლეთით ჩერაპუჯნი არის მსოფლიოში ყველაზე ტენიანი ადგილი, სადაც წლიური ნალექების რაოდენობა 12000 მმ- ია, ხოლო მისგან დასავლეთით იმავე განედზე მდებარე სინდში- თითქმის სულ არ მოდის წვიმა. რეგიონის ცალკეულ რაიონებში ხშირია თქეში წვიმები. ტემპერატურა ცალკეული რაიონების მიხედვით მერყეობს 0-დან +40 გრადუსამდე.
სამხრეთ აზიაში მრავალი მდინარე მიედინება, მათ შორის ყველაზე წყალუხვია განგი, ინდი და ბრახმაპუტრა. წვიმების დროს მდინარეთა კალაპოტი რამდენიმე მეტრით იმატებს და ფარავს დიდ ტერიტორიებს, რაც იწვევს ხშირ წყალდიდობებს. რეგიონი მდიდარია აგრეთვე მიწისქვეშა წყლებითაც.
მრავალფეროვანია მისი ლანდშაფტი, ვხვდებით როგორც მაღალმთიან შიშველ ქარაფებს, ისე გაუვალ ტროპიკულ ტყეებს, ძვირფასი ჯიშის ხეებით. ადამიანის სამეურნეო საქმიანობამ მნიშვნელოვნად შეცვალა რეგიონის ლანდშაფტი, თითქმის ყველგან ვხვდებით ბუნებრივ-კლიმატური პირობებისათვის დამახასიათებელ კულტურულ მცენარეებს.
სამხრეთ აზია განეკუთვნება მსოფლიოში მჭიდროდ დასახლებულ რეგიონს. მისი ტერიტორია შეადგენს ხმელეთის 3,3%25, რომელზეც ცხოვრობს მსოფლიოს მოსახლეობის 20%25. რეგიონის დასახლება მოხდა უხსოვარი დროიდან. მოსახლეობა განსხვავდება როგორც რასობრივად, ასევე საქმიანობით, ტრადიციებით, რელიგიით. რეგიონის ყველა ქვეყანა განვითარებადი სახელმწიფოების რიცხვს განეკუთვნება, თუმცა, ეკონომიკური განვითარებით ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან.
![]() |
12.4 11.4.აღმოსავლეთ და ცენტრალური აზიის ქვეყნები ეკონომიკა. |
▲ზევით დაბრუნება |
აღმოსავლეთ და ცენტრალური აზია (მონღოლეთი, ჩინეთი, კორეის სდრ, იაპონია და სხვა)- მსოფლიოს უდიდესი გეოგრაფიული რეგიონია, რომლის ტერიტორია 12 მლნ. კვ. კმ- ია, ხოლო მოსახლეობა - 1,75 მილიარდი კაცი. რეგიონის ტერიტორიაზე მდებარეობს მონღოლეთის, ჩინეთის, კორეის ჩინეთთან მიმდებარე ტერიტორიები (ჰონკონგი, მაკაო), იაპონია.
რეგიონის ბუნების მრავალფეროვნებას განაპირობებს ტერიტორიის სიდიდე. იგი დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია 6 ათას კმ-ზე, ხოლო ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 4 ათას კმ-ზე. ბუნებრივი პირობები კონტრასტულია. რეგიონის ტეროტორიაზე მდებარეობს მსოფლიოს უდიდესი მთიანი მასივი- ჰიმალაი, თავისი უმაღლესი მწვერვალებით, ამავე რეგიონშია უდიდესი დაბლობები ერთგვაროვანი პეიზაჟებით, ვხვდებით უდაბნოებსა და ტროპიკულ ტყეებს, დიდ მდინარეებს და მშრალ ტბებს. აღმოსავლეთ ნაწილში, რომელიც წყნარ ოკეანეს ესაზღვრება, მძლავრობს მშრალი, კონტინეტური კლიმატი, დიდია მუსონების გავლენა. ზაფხულის მუსონებს მოჰყვება ნალექი, რომელთა რაოდენობა 1000-2000 მმ-დეა, აღმოსავლეთ პროვინციებში ნალექების რაოდენობა მცირდება 300-400 მმ-მდე. რეგიონის კუნძულოვანი ტერიტორიები უფრო ტენიანია. მაგალითად, იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოზე ნალექების რაოდენობა 3000 მმ. აღწევს.
ნალექებზეა დამოკიდებული რეგიონის მდინარეთა ქსელის სიხშირე და წყალუხვობაც. აღმოსავლეთ პროვინციებში და კუნძულებზე მდინარეთა ქსელი შედარებით ხშირი და წყალუხვია, ვიდრე რეგიონის დასავლეთით, სადაც მდინარეთა ქსელი მეჩხერია, ხოლო უდაბნოსა და ნახევრად უდაბნოებში იგი საერთოდ არაა. მდინარეთა წყალუხვობა დამოკიდებულია ნალექების რაოდენობაზე. უდიდესი მდინარეებიც კი, რომლებიც იწყებიან ჰიმალაის მთის ყინულოვან მასივებში, თავიანთი წყლის დებეტით ძირითადად დამოკიდებულია ნალექების რაოდენობაზე. თავისებური კლიმატური პირობებით ხასიათდება რეგიონის დასავლეთი და ცენტრალური ნაწილი (ტიბეტი, მონღოლეთი), სადაც იანვრის საშუალო ტემპერატურა უარყოფითია (0 გრადუსზე ქვევით), ნალექები თითქმის არ არის, ზამთარი უთოვლოა, იცის დიდი ყინვები, ზაფხულობით კი პირიქით, სიცხეა, ტემპერატურა 40 გრადუსზე ზევით ადის.
მცენარეთა საფარიც მრავალფეროვანია, ვხვდებით მარადმწვანე ტყის მასივებს, უდაბნოს ტიპის ბუჩქოვან მცენარეებს, აღმოსავლეთ ნაწილში წარმოდგენილია სამი ბუნებრივი სარტყლის-ზომიერის, სუბტროპიკულისა და ტროპიკულის მცენარეულობა.
რეგიონში მცხოვრებთა ეთნიკური შემადგენლობა მრავალფეროვანია. ყველაზ მრავალრიცხოვანი და უძველესი წარმოშობის ხალხებია ჩინელები, რომლებიც აქ დასახლებულან ჩვენს წელთააღრიცხვამდე V საუკუნეში. რეგიონში ცხოვრობენ მონღოლები, ტიბეტელები, კორეელები, იაპონელები, რომლებიც ითვლებიან აბორიგენულ მოსახლეობად. გარდა ამისა ცხოვრობენ ინდოელები, ფილიპინელები, ინდონეზიელები, ნეპალელები და სხვები. რეგიონში დაახლოებით 60-მდე ეთნიკური ჯგუფია წარმოდგენილი, რომლებიც სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ. დიდია მოსახლეობის მატების ტემპი. ყოველწლიურად რეგიონის მოსახლეობა 50 მილიონით იზრდება. ზოგიერთ პროვინციაში ძალზედ დიდია სიმჭიდროვე, მაგალითად, კუნძულ ტაივანზე ეს მაჩვენებელი 500 კაცს აღემატება ერთ კვ. კმ-ზე, თუმცა არის პროვინციები და ქვეყნები, სადაც ეს მაჩვენებელი დაბალია (ტიბეტი, მონღოლეთი). მოსახლეობის უმრავლესობა ცხოვრობს სოფლად, თუმცა სახელმწიფოების მიხედვით ეს მაჩვენებელი მკვეთრად განსხვავდება, მაგალითად, იაპონიაში სჭარბობს ქალაქის მოსახლეობა, მაშინ როდესაც ჩინეთში ქალაქად მხოლოდ მოსახლეობის 1/5 ცხოვრობს.
რეგიონის ბუნებრივი რესურსები ხელსაყრელია მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის, აქ წარმოდგენილია ბუნებრივი სიმდიდრეებიც, აღმოჩენილია ნავთი, რკინა, ოქრო, ფოსფორი, ნიკელი, სპილენძი, ქვანახშირი და სხვა, რომლებიც აუცილებელია მრეწველობის განვითარებისათვის. თუმცა ბუნებრივი სიმდიდრეები სხვადასხვანაირადაა განაწილებული, მაგალითად, ისეთი მაღალგანვითარებული ქვეყანა, როგორიც იაპონიაა, ძალზედ ღარიბია ბუნებრივი რესურსებით.
რეგიონის ქვეყნებში განვითარებულია სოფლის მეურნეობაც, რომლის როლი და მნიშვნელობა ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია. მაგალითად, მონღოლეთსა და ჩინეთში სოფლის მეურნეობა ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს დარგს წარმოადგენს, იაპონიაში კი იგი ძალზე მცირე წონითაა წარმოდგენილი.
![]() |
12.5 11.5. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ეკონომიკა. |
▲ზევით დაბრუნება |
სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია (ვიეტნამი, ლაოსი, კამპუჩია, ტაილანდი, ბირმა, მალაიზია, სინგაპური, ბრუნეი, ინდონეზია, ფილიპინები) - აღნიშნული რეგიონი მდებარეობს ევრაზიის მატერიკის უკიდურეს სამხრეთით, მიმდებარე კუნძულების ჩათვლით მისი საერთო ფართობი 4,5 მლნ. კვ. კმ- ია, მოსახლეობა 420 მილიონი. რეგიონის ტერიტორიის ნახევარი მოდის ინდოჩინეთის ნახევარკუნძულზე, რომელიც სიდიდით მესამეა მსოფლიოში. აქვეა უზარმაზარი კუნძულოვანი მასივები, რომლებსაც უწოდებენ მალაიზიის არქიპელაგებს. კუნძულების საერთო რაოდენობა 1500-მდეა, მათ შორის 5 ისეთია, რომელთა ფართობი აღემატება 100 ათას კვ. კმ. ესენია: კალიმანტანი (750 ათასი კვ. კმ), სუმატრა, სულავერი, იავა და ლუსონი. რეგიონი ორი ოკეანის - ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების შესაყარზეა.
სამხრეთ-დასავლეთ აზია წარმოადგენს ბუნებრივ ხიდს ევრაზიასა და ავსტრალიას შორის. აქ გადის მნიშვნელოვანი საზღვაო და საჰაერო კომუნიკაციები. ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა და აგრეთვე ბუნებრივი სიმდიდრეები იმთავითვე იპყრობდნენ განვითარებული კაპიტალისტური ქვეყნების ყურადღებას. პირველად ევროპელები აქ გამოჩნდნენ XVI საუკუნეში (პორტუგალია, ესპანეთი, ჰოლანდია), მომდევნო პერიოდში მათ შეუერთდნენ სხვა ევროპული ქვეყნებიც (საფრანგეთი, ინგლისი, ა.შ.შ.), ცოტა მოგვიანებით კი - იაპონია.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რეგიონის პოლიტიკური რუქა მნიშვნელოვნად შეიცვალა, ბევრი ქვეყანა გახდა დამოუკიდებელი, განსხვავებულად წარიმართა მათი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებაც. სახელმწიფოების ნაწილი დაადგა განვითარების სოციალისტურ გზას (ჩრდ. ვიეტნამი, ლაოსი, კამბოჯა), მათ ეს რეჟიმები თავს მოახვია ყოფილმა საბჭოთა კავშირმა.
სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ბუნებრივი პირობები მრავალფეროვანია, რასაც განსაზღვრავს როგორც მთიანი რელიეფი, ისე ოკეანეებისა და ზღვების სიახლოე. თუმცა, მცენარეული საფარითა და ცხოველთა სამყაროს მიხედვით, მათ საერთო ბევრი აქვთ, რამაც განაპირობა აღნიშნული რეგიონის ცალკე ერთეულად ჩამოყალიბება. ბევრი საერთო აქვს რეგიონის მატერიკისა და კუნძულოვან ნაწილებს, მათთვის დამახასიათებელია რელიეფური დანაწევრება, მსგავსი ნიადაგები, მთიანი მასივების ერთნაირი სტრუქტურები და სხვ.
რეგიონი მდებარეობს ორ კლიმატურ სარტყელში: ეკვატორულში და სუბეკვატორულში. საშუალო წლიური ტემპერატურა მაღალია (+26 გრადუსი), ნაკლებად შეიმჩნევა სეზონური რყევადობა (2-3 გრადუსი), თუმცა გვხვდება შედარებით მკაცრი კლიმატიც, მაგალითად, ჩრდილოეთ ვიეტნამში ზამთრის ტემპერატურა +1 გრადუსია. რეგიონში ყველაზე ცხელი თვე აპრილია (+30 გრადუსი). ძალზედ დიდია მუსონების გავლენა. დასავლეთი ნაწილი უფრო ტენიანია, ვიდრე აღმოსავლეთი. მოდის თოვლიც, ინდოჩინეთის დასავლეთ ნაწილში ნალექების რაოდენობა 3000 მმ- ს აღწევს, ხოლო აღმოსავლეთით კი- 1500- 2000 მმ. შედარებით სიმშრალეა ბირმის შიდა რაიონებში (1000 მმ- მდე). რეგიონის კუნძულოვან ნაწილში ნალექების რაოდენობა თანაბარია, ვიდრე მის მატერიკულ ნაწილში, ხშირია ტაიფუნები, განსაკუთრებით, ფილიპინებზე.
დიდი მდინარეები, მხოლოდ მატერიკზეა, რომელთა სათავე ჰიმალაის მთებშია, მათ შორის ყველაზე დიდი (4500კმ) და წყალუხვია მეკონგი, რომელიც ამავე დროს წარმოადგენს მსხვილ სატრანსპორტო არტერიასაც. რაც შეეხება კუნძულოვან ნაწილს, აქ არ გვხვდება დიდი და წყალუხვი მდინარეები, თუმცა მდინარეთა ქსელი აქაც კარგადაა განვითარებული, რეგიონში ტბები ცოტაა და პატარა სიდიდის, მაგრამ საკმაოდ მდიდარია თევზებით.
რეგიონის ნიადაგებისათვის საერთოა ის, რომ მათი წარმოქმნა მოხდა მაქსიმალური ტენიანობისა და ტემპერატურის პირობებში. ჭარბობს ვულკანური წარმოშობის ნიადაგები, რომლებიც მაღალი ნაყოფიერებით გამოირჩევიან.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია მდიდარია მცენარეული საფარით. აქ არის ენდემური მცენარეები, უზარმაზარი ტროპიკული ტყის მასივები და გაუვალი ჯუნგლები. ზოგიერთი ხე-მცენარის სიმაღლე 30- 35 მეტრია, ტყეებს უჭირავს რეგიონის 1/2. იგი ჟანგბადის წარმოქმნის მსოფლიო მნიშვნელობის რეგიონია. გვხვდება ცალკეული რაიონები, სადაც ტყის წილად მოდის ტერიტორიის 9/10.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მოსახლეობა დიდი ეთნიკური სიჭრელით ხასიათდება, გვხვდება როგორც ადგილობრივი, ისე სხვა რეგიონებიდან შემოსული ეთნიკური ჯგუფები, რეგიონში ყველაზე მეტი ვიეტნამელია.
სამხრეთ- აღმოსავლეთ აზია ეკონომიკურად ჯერ კიდევ სუსტადაა განვითარებული, მისი ძირითადი მიმართულება აგრარულ- სანედლეულოა. მრეწველობა სუსტადაა განვითარებული, ხელსაყრელი ბუნებრივი პირობების მიუხედავად, სასოფლო- სამეურნეო წარმოების მიერ ათვისებული მიწების რაოდენობა დიდი არ არის.
კითხვები ცოდნის შემოწმებისათვის
1. დაახასიათეთ აზიის ქვეყნების სოფლის მეურნეობის ეკონომიკა;
2 დაახასიათეთ სამხრეთ-დასვლეთ აზიის ქვეყნების სოფლის მეურნეობის ეკონომიკა;
3. დაახასიათეთ აღმოსავლეთ და ცენტრალური აზიის ქვეყნების სოფლის მეურნეობის ეკონომიკა;
4. დაახასიათეთ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების სოფლის მეურნეობის ეკონომიკა.
![]() |
13 თავი XII. შუა აზიის ქვეყნების ეკონომიკა. |
▲ზევით დაბრუნება |
7.აზია
შუა აზია მდებარეობს კასპიის ზღვის აღმოსავლეთით, ჰიმალაის მთიანი მასივის ჩრდილოეთ კალთებზე, გეოგრაფიულად ამ ზონას მიეკუთვნება ოთხი სახელმწიფო--- უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და თურქმენეთი, შუა აზიას აკუთვნებენ აგრეთვე ყაზახეთს, ყოფილ სსრკ-ში აღნიშნულ რეგიონს განიხილავდნენ ორ ეკონომიკურ ზონად- შუა აზია (ოთხი რესპუბლიკით) და ყაზახეთი.
![]() |
13.1 12.1 უზბეკეთის ეკონომიკა. |
▲ზევით დაბრუნება |
უზბეკეთი - შუა აზიის რეგიონის ერთ-ერთი დიდი სახელმწიფოა, რომლის ფართობი - 447,4 ათას კვ. კმ-ა. ტერიტორიით იგი აღემატება დასავლეთ ევროპის ისეთ დიდ სახელმწიფოებს, როგორიცაა - ინგლისი, გერმანია, ესპანეთი. მოსახლეობა - 23.4 მლნ., დედაქალაქია-ტაშკენტი.
ქვეყანა დიდი მანძილითაა დაცილებული ოკიანეებს და სხვა ბუნებრივ წყალსაცავებს, ამიტომ მისი კლიმატი ცხელი და მშრალია, მკვეთრად კონტინენტური, რაც გავლენას ახდენს ლანდშაფტზე.
მნიშვნელოვანი იყო უზბეკეთის როლი სასოფლო-სამეურნეო შრომის საკავშირო დანაწილებაში. მის წილად მოდიოდა სსრკ-ში წარმოებული ბამბის 2/3, აბრეშუმის პარკის - 1/2, კარაკული ტყავის - 1/3, ბრინჯის-1/5, აგრეთვე ხილი, ყურძენი, ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურები დიდი რაოდენობით.
უზბეკეთი რამოდენიმე ბუნებრივ-ეკოლოგიურ სარტყელს მოიცავს. ტერიტორიის აღმოსავლეთი ნაწილი, ძირითადად უდაბნოა, რომელიც ყიზილყუმის სახელითაა ცნობილი, სამხრეთით წარმოდგენილია ეფემერული უდაბნოს სუბტროპიკული ზონა, აღმოსავლეთი საკმაოდ მდიდარია ტყე-მცენარეებით, აქ ცხოვრობს მოსახლეობის ძირითადი ნაწილი, აქვეა დიდი ქალაქები, სამრეწველო ცენტრები და ძირითადი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
კლიმატური პირობები საშუალებას იძლევა სარწყავ მიწებზე განავითარონ მებამბეობა, მევენახეობა, სუბტროპიკული კონტინენტური მეხილეობა. ურწყავი მიწები , მცირე რაოდენობითაა და განლაგებულია მთიანი მასივების ფერდობებზე. უზბეკეთი შუა აზიის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა, 23,4 მლნ. მოსახლეობიდან ქალაქად ცხოვრობს 8,9 მლნ., ხოლო სოფლად 14,5 მილიონი შრომისუნარიანი მოსახლეობიდან 3,5 მლნ. დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში, ხოლო 1,1 მლნ, - მრეწველობაში.
უზბეკეთი ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, რომელშიც წამყვანია მრავალდარგოვანი მრეწველობა, რომლის წილად მოდის ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის 35%25, ხოლო სოფლის მეურნეობის ხვედრითი წილი 20-21%25-ს შეადგენს. სოფლის მეურნეობა ქვეყნის მაღალგანვითარებული დარგია, რომელშიც წამყვანია მიწათმოქმედება, მის წილად მოდის წარმოებული სასოფლო- სამეურნეო პროდუქციის 3/4. უზბეკეთის სოფლის მეურნეობა ხასიათდება გამოკვეთილი სპეციალიზაციით, რომელსაც კარგი მატერიალური ბაზაც გააჩნია სამელიორაციო და ტექნიკური საშუალებების სახით.
უზბეკეთი ბამბის მწარმოებელი ერთ-ერთი დიდი ქვეყანაა. ბამბის სარეკორდო მოსავალი ქვეყანამ 1981 წელს მიიღო და 6,3 მლნ. ტონა შეადგინა. ბამბის გავრცელების ძირითადი რეგიონებია სურხანდარიის, კაშკადარიის და ბუხარის ოლქები.
უზბეკეთში კარგადაა განვითარებული მეხილეობა, მევენახეობა, მებოსტნეობა-მებაღჩეობა, გარდა ამისა მოჰყავთ მარცვლეული, კარტოფილი და მისდევენ მეცხოველეობას.
![]() |
13.2 12.2. ყირგიზეთის ეკონომიკა |
▲ზევით დაბრუნება |
ყირგიზეთი - ყირგიზეთი, შუა აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქვეყანაა. ყირგიზეთის ტერიტორია 198 ათასი კვ. კმ-ა, მოსახლეობა 4,4 მილიონი. დედაქალაქი- ბიშკეკი. იგი მთაგორიანი ქვეყანაა, რომლის ქედებიც განეკუთვნება ტიან-შანისა და პამირ-ალტაის მთიან სისტემას.
ყირგიზეთის მტები დიდ როლს ასრულებს შუა აზიის რეგიონში, აქ ხდება 50-%25-ით რეგიონის მდინარეული ქსელის ფორმირება, რასაც ხელს უწყობს არა მარტო მაღალი მთები, რომლებიც აკავებს დასავლეთიდან წამოსულ ტენს, არამედ ისიც, რომ მთის მწვერვალები მუდმივად თოვლიანია, რაც კვებავს მდინარეების სათავეებს.
კლიმატი ძირითადად მშრალია, მკვეთრად კონტინენტური, ნალექების რაოდენობა 100-120 მმ-დან 400 მმ-დეა, ხოლო ცალკეულ ადგილებში 700-1000 მმ-მდეც ლზრდება. ყირკიზეთშია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღრმა და მაღალმთიანი ტბა ისიყ-ყული, ლამაზი საძოვრები, ქედები და ხევები.
თანამედროვე ყირკიზეთი განვითარებული ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, სადაც წამყვანია მრეწველობა.
ქვეყნის კლიმატი კონტინენტურია, ცხელი ზაფხულითა და ცივი ზამთრით, ივლისის საშუალო ტემპერატურა 25 გრადუსზე მეტია, ხოლო იანვრის საშუალო ტემპერატურა დაბლობში - 4-9, მთებში - 10-20 გრადუსამდეა, ამდენად ნალექების განაწილება არათანაბარია, ქვეყნის დასვლეთ რაიონებში იგი ძირითადად მოდის ზამთრის პერიოდში, ჩრდილოეთით ზაფხულობით, ხოლო ცენტრალურ ნაწილში გაზაფხულსა და შემოდგომაზე. ნალექების რაოდენობა 200-400მმ-ია. ქვეყანა ხასიათდება ხშირი ჰიდროგრაფიული ქსელით, აღრიცხულია 28 ათასზე მეტი მდინარე და ნაკადული. წყლის რესურსების საერთო მოცულობა საკმაოდ დიდია, აქედან 70-%25 მოდის ტბებზე.
სასოფლო-სამეურნეო წარმოება მრავალდარგოვანია, რომელშიც მკვეთრადაა გამოკვეთილი მეცხოველეობის წამყვანი როლი. ყირგიზეთი ყოფილ სსრკ-ში წარმოებული მატყლის მიხედვით მეოთხე ადგილზე იმყოფებოდა. სულ სოფლის მეურნეობაზე მიმაგრებულია 10,5 მლნ.ჰა, აქედან სავარგულია 6,8 მლნ., მათგან სახნავი - 1,3 მლნ. სათიბი - 100 ათასი ჰა, საძოვარი - 5,3 მლნ.
მემცენარეობიდან მოჰყავთ მარცვლეული, კერძოდ, ხორბალი, ქერი, ბრინჯი, სიმინდი, ტექნიკური კულტურებიდან- კარტოფილი, თამბაქო და სხვა. შედარებით ახალი დარგია მეთამბაქეობა და მებამბეობა. 1996 წელს თამბქოს ფართობის ქვეშ იყო 11 ათასი ჰა.
ყირკიზეთის ბუნებრივი პირობები, მეხილეობის განვითარების კარგ საშუალებებს იძლევა. აქაური ხილი ხასიათდება შაქრიანობის მაღალი პროცენტით, არომატით, ტრანსპორტაბელობით.
ვითარდება მევენახეობაც, განსაკუთრებით მთების აღმოსავლეთ კალთებზე. მოჰყავთ საქიშმიშე ყურძენი, ამზადებენ ყურძნის წვენს, 1990 წელს ვენახის ქვეშ დაკავებული იყო 10 ათასი ჰა, აქედან მსხმოიარე 7 ათასი ჰა. სულ წამოებულ იქნა 27 ათასი ტონა.
მეცხოველეობა ქვეყნის ტრადიციული დარგია. ყირკიზები ჯერ კიდევ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მისდევდნენ მომთაბარე მეჯოგეობას, განსაკუთრებით განვითარებული იყო მეცხვარეობა, ჩინგისხანის მემატიანეთა გადმოცემით, ამ ქვეყანაში დამზადებული შალის ქსოვილს მონგოლები ჯარის შესამოსავად იყენებდნენ.
ყირკიზეთის მეცხოველეობაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მეცხვარეობას. ცხვარი ოდითგანვე წარმოადგენდა სოფლის მცხოვრებთა სიმდიდრის მნიშვნელოვან საზომს. მეფისდროინდელ ყირკიზეთში 10 ათასიანი ცხვრის ფარის ყოლა ჩვეულებრივ მოვლენად ითვლებოდა. 1985 წელს ცხვრის სულადობამ 11,3 მილიონი შეადგინა, ხოლო მატყლის წარმოებამ - 48 ათასი ტონა. 1990 წლისათვის სულადობა 10 მილიონამდე შემცირდა, ხოლო მატყლის წარმოება - 39 ათას ტონამდე.
პირუტყვის სულადობის შემცირებამ თავისი გავლენა იქონია ხორცის დამზადებაზე, რომლის რაოდენობაც დინამიკაში მცირდება. თუ 1985 წელს ყველა სახისხორცის წარმოება 285 ათას ტონას შეადგენდა, რომელშიც 44-%25 ცხვრის ხორცი იყო, 1990 წელს ეს მაჩვენებელი 225 ათას ტონამდე, ხოლო 1996 წელს 186 ათას ტონამდე შემცირდა. გარდა ამისა ყირკიზეთში მისდევენ მეფუტკრეობას და მეაბრეშუმეობას, აქაური თაფლი კარგი ხარისხისაა, მეფუტკრეობას მომთაბარე ხასიათი აქვს და იგი ინდივიდუალურ სექტორში იყო განვითარებული.
თანამედროვე სასოფლო -სამეურნეო წარმოება შეუძლებელია სათანადო ტექნიკის გარეშე. ყირკიზეთი ტექნიკური აღჭურვილობით ერთ ერთ ბოლო ადგილზე იყო ყოფილ სსრკ-ში. მთლიანად ენერგეტიკული სიმძლავრეები, რომელსაც სოფლის მეურნეობა იყენებდა. 1985 წელს 3,8 მლნ. ცხ. ძალას უდრიდა, ხოლო მომდევნო წლებში ეს მაჩვენებელი უფრო შემცირდა. ძალზე დაბალი იყო ენერგოშეიარაღებაც და იგი 16,6 ცხ. ძალას უდრიდა, რაც 16.0 ცხ. ძალით ჩამორჩებოდა საკავშირო მაჩვენებელს.
![]() |
13.3 12.3. ტაჯიკეთის ეკონომიკა |
▲ზევით დაბრუნება |
ტაჯიკეთი, შუა აზიის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქვეყანაა, რომლის ტერიტორია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ 700 კილომეტრი, ხოლო ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 350 კილომეტრზეა გადაჭიმული, ქვეყნის ტერიტორია 143,1 ათასი კვ. კილომეტრია, მოსახლეობა 5,9 მილიონია. ცხოვრობენ: 60%25 ტაჯიკები, 23%25 უზბეკები, გარდა ამისა ცხოვრობენ სხვა ეროვნების წარმომადგენლები. დედაქალაქია - დუშანბე.
ტაჯიკეთი მთიანი ქვეყანაა, იგი პამირის მთიან სისტემაში შედის. აქ წამოდგენილია ყოფილ სსრკ-ში ყველაზე მაღალი მწვერვალები. მთებს ქვეყნის ტერიტორიის 9/10 უჭირავს, მკვეთრადაა გამოხატული ვერტიკალური ზონალობა, რაც გავლენას ახდენს კლიმატზე, ე.ი. ქვეყნის ბუნებას განსაზღვრავს მთები, რომლებიც მთლიანად პამირის მთლიანი სისტემის ნაწილია.
ქვეყანაში აღმოჩენილია ოქრო, ვერცხლი, მოლიბდენი, ტყვია, თუთია, სპილენძი, სხვადასხვა სახის მარილები, დღეისათვის ექსპლოატაციაშია 70- მდე დიდი შახტი, ამჟამად მიმდინარეობს სერიოზული გეოლოგიური ძიებები, რომლებშიც უცხოეთის ფირმებიცაა ჩართული.
სასოფლო-სამეურნეო მიწებზე მოდის ქვეყნის ტერიტორიის 34%25, ანუ 4,9 მლნ. ჰა. ირწყვება 640 ათასი ჰა, თუმცა მორწყვა 1,5 მლნ, ჰექტარზეა შესაძლებელი.
სოფლის მეურნეობის ძირითადი დაგია მებამბეობა, მეაბრეშუმეობა, მებაღეობა, მევენახეობა, მთის ქვედა კალთებზე კი მარცვლეულის წარმოება და მეცხოველეობა.
ტაჯიკეთი ითვლება მცირე მიწიან ქვეყნად, სახნავი ქვეყნის ტერიტორიის 19%25-ია, აქედან მხოლოდ ნახევარია შედარებით გამასივებული ნაკვეთები, - 3,0 ჰა და ზევით, ბევრია მცირეკონკურიანი ნაკვეთები, რომელთა სიდიდე არ აღემატება 0,5 ჰა-ს. მკვეთრადაა გამოხატული ვერტიკალური ზონალობაც, ხშირია 6 გრადუსზე მეტი დაქანების საწარმოო ნაკვეთები.
მიუხედავად ამისა, ქვეყანა უმრავლესი სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე საკუთარ მოთხოვნილებას იკმაყოფილებს, ხოლო ბამბის ბოჭკოს, თამბაქოს, ბოსტნეულ-ბაღჩეულს, ხილს და ყურძენს სხვა რეგიონებშიც აგზავნის.
სოფლის მეურნეობისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბამბის კულტურა, რომლის საშუალო მოსავალი რესპუბლიკაში შეადგენდა 1980-1990 წწ-ში 800 ათას ტონაზე მეტს, რაც ერთ ჰა-ზე გადაანგარიშებით 30 ცენტნერს უდრიდა.
ასევე ქვეყანაში განვითარებულია მარცვლეულის წარმოება, მარცვლეული კულტურების ქვეშ 1985 წ. იყო 210 ათასი ჰა. მიწის ფართობი, აქედან სარწყავი მხოლუდ 44 ათასი ჰა-რი იყო, რომელზეც მოსავლიანობა 22,3 ცენტნერს აღწევდა. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში ნათესი ფართიბის შემცირებასთან ერთად იკლო მოსავალმაც.
ტაჯიკეთში მეხილეობის განვითარებისათვის კარგი პირობებია, ძირითადად გავრცელებულია სითბოს მოყვარული მცენარეები: ატამი, გარგალი, ლეღვი, მოჰყავთ მაღალი ხარისხის მსხალი და ვაშლი.
მევენახეობა ერთ-ერთ წამყვან დარგად ითვლება, თუმცა ვენახის ფართობებს 1985 წელს მხოლოდ 30 ათასი ჰა. ეკავა. ამის მიზეზია ის, რომ ვენახი ძირითადად პირად მეურნეობებში იყო წარმოდგენილი, მხოლოდ ბაშკევის ველზე არსებობდა 4 მევენახეობის სპეციალიზებული მეურნეობა.
ტაჯიკეთში კარგად იყო განვითარებული მეცხოველეობა, ჰყავდათ, როგორც რქოსანი პირუტყვი, ისე ცხვარი და თხა. 1985 წელს რქოსანი პირუტყვის რაოდენობა 1,4 მლნ. სულს უდრიდა. აქედან ძროხა 0,5 მილიონი იყო, საშუალო წველადობა 2432 ლიტრს შეადგენდა, რაც საშუალო საკავშირო მაჩვენებელს უტოლდებოდა.
ქვეყანაში 1985 წელს 3,3 მლნ. სული ცხვარი და თხა იყო, აწარმოებდნენ 5 ათას ტონაზე მეტ მატყლს, ხოლო 2008 წლისათვის შესაბამისად ეს მაჩვენებლები შეადგენდა 2,2 მლნ სულს და 2,8 ათას ტნაზე მეტ მატყლს.
სასოფლო-სამეურნეო წარმოების მექანიზაციის დონით, ტაჯიკეთი მხოლოდ საქართველოს უსწრებდა. ენერგოშეიარაღება 13,5 ცხ. ძალას უდრიდა, რაც თითქმის 2,6-ჯერ ჩამორჩებოდა საკავშირო საშუალო მაჩვენებელს.
ისევე, როგორც ყოფილი რესპუბლიკები, ტაჯიკეთიც გადავიდა ურთიერთობის და წარმოების საბაზრო პირობებზე. გატარდა აგრარული რეფორმები, თანდათან ფეხს იკიდებს ფერმერული და გლეხური მეურნეობები.
![]() |
13.4 12.4. თურქმენეთის ეკონომიკა |
▲ზევით დაბრუნება |
თურქმენეთი, შუა აზიის ქვეყანაა, რომელიც კაპიის ზღვისპირა სახელმწიფოების ჯგუფს განეკუთვნება, ყოფილ საბჭოთა კავშირში უკიდურესად სამხრეთით მდებარე რესპუბლიკა იყო. თურქმენეთის ტერიტორია 488 ათასი კვ. კილომეტრია. მოსახლეობა - 4,6 მლნ,.
თურქმენეთის ბუნებრივი პირობები არაა ხელსაყრელი ადამიანის ცხოვრებისატვის, მისი ტერიტორიის 80%25-ი უჭირავს ყარაყუმის ცნობილ უდაბნოს., რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ 880 კმ. ხოლო ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 450 კმ-ზეა გადაჭიმული. კლიმატი ცხელი და მკვეთრად კონტინენტლურია, ზამთარი თბილი, ზაფხული ძალიან ცხელი და მშრალი. სითბოს სიუხვე განაპირობებს, სითბოსმოყვარულ მიწათმოქმედებასაც. ნალექები მცირე რაოდენობითაა, მთებში იშვიათია ყინული, ამიტომ ქვეყანა მტკნარი წყლის დიდ დეფიციტს განიცდის. არახელსაყრელმა ბუნებრივმა და კლიმატურმა პირობებმა განსაზღვრა სასოფლო-სამეურნეო წარმოების ხასიათი, მისი გადაადგილება და ცალკეული რაიონების სპეციალიზაცია.
ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო სავარგულთა 97%25 მოდის ყარა-ყუმის უდაბნოს სივრცეზე, რომელიც ძალზე მწირია მცენარეული საფარით და გამოიყენება საძოვრად საკარაკულე მეცხვარეობისათვის. უდაბნოში არსებულ ოაზისებში მისდევენ მიწათმოქმედებასაც, ძირითადად მოჰყავთ ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურები, ყურძენი, ზოგჯერ ბამბაც, განვითარებულია მეაბრეშუმეობაც.
ქვეყნის ეკონომიკა, სამრეწველო ცენტრები და მსხვილი მაშტაბის სასოფლო-სამეურნეო წარმოება თავმოყრილია ქვეყნის ჩრდილო-დასვლეთით მდ. ამუდარიის სანაპირო ზოლში და სამხრეთით მთიანი სისტემის ჩრდილოეთ კალთებზე, ყველა დიდი ქალაქი და სამრეწველო ცენტრებიც ამ ზონაშია წარმოდგენილი.
თურქმენეთის ეკონომიკაში დიდ როლს ასრულებს ბუნებრივი სიმდიდრეები, აღმოჩენილია გაზის უდიდესი საბადოები, ყოფილ სსრკ-ში წარმოებული გაზის 16,2%25 თურქმენეთზე მოდიოდა, ამჟამად ამოქმედდა გაზის რამოდენიმე საბადო, საკმაო რაოდენობითაა ნავთობი, რკინა, ფერადი მეტალები, ვოლფრამი, სამშენებლო ფიქალები და სხვ. შრომის ე.წ. საკავშირო დანაწილებაში თურქმენეთი წარმოდგენილი იყო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციითაც. იგი აწარმოებდა ბამბის საკავშირო წარმოების 12,5%25-ს, მატყლის-3,5%25-ს, საკარაკულე ტყავის-20%25-ს, აბრეშუმის პარკის 10%25-ს.
დღევანდელი თურქმენეთი ინდუსტრიული ქვეყანაა, ერთობლივ საზოგადოებრივ პროდუქტში მრეწველობის ხვედრითი წილია-45%25, სოფლის მეურნეობის-21%25, მშენებლობისა- 15%25. კარგადაა განვითარებული სათბობ-ენერგეტიკული და მსუბუქი მრეწველობა, რომლებიც მთელი სამშენებლო პროდუქციის 65 %25-ს იძლევა.
მიუხედავად არახელსაყრელი ბუნებრივი და კლიმატური პირობებისა, თურქმენეთის სოფლის მეურნეობაც კარგად განვითარებულ დარგად ითვლება. ქვეყანაში წარმოდგენილია, როგორც მეცხოველეობა, ისე მემცენარეობა. თუ ომის შემდგომ პერიოდში მეცხოველეობის ხვედრითი წილი ორჯერ სჭარბობდა მემცენარეობას, 1990 წლისათვის მდგომარეობა საპირისპიროდ შეიცვალა, წარმოებული პროდუქციიდან 71%25 მოდიოდა მემცენარეობაზე, ხოლო 29%25 მეცხოველეობაზე.
2008 წელს მარცვლეულის ქვეშ დაკავებული იყო 649 ათასი ჰექტარი, საერთო მოსავალი 1,2 მლნ ტონას შეადგენდა, მოსავლიანობა - 18,5 ცენტნერს, ამით თურქმენეთმა გადაწყვიტა ქვეყნის მარცვლეულით მომარაგების პრობლემა.
ტექნიკური კულტურებიდან წარმოდგენილია ბამბა, კარტოფილი და ბოსტნეული. 2008 წელს ბამბის ქვეშ იყო 623 ათასი ჰა., საერთო წარმოება კი შეადგენდა 1,45 მლნ. ტონას, ხოლო მოსავლიანობა შეადგენდა 23,3 ცენტნერს.
ასევე თურქმენეთი მაღალი ხარისხის ბაღჩეულითაა ცნობილი, განსაკუთრებით ნესვითა და საზამთროთი, რომლებიც ინახება და ტრანსპორტაბელურიცაა, ასევე მოჰყავთ ხილი და ყურძენი, 2008 წელს ხილის წარმოება 39 ათას ტონას უდრიდა, ხოლო საშუალო მოსავლიანობა 27,0 ც-რს.
ვენახის ფართობი 2008 წელს 30 ათასი ჰექტარი იყო, ყურძნის მთლიანი მოსავალი შეადგენდა 163 ათას ტონას და მოსავლიანობა - 54 ცენტნერს.
თურქმენეთში ოდითგანვე იყო წარმოდგენილი მეცხოველეობა, განსაკუთრებით კი მეცხვარეობა, ასევე აქლემები და ცხენები, რომლებიც წარმოადგენდნენ ცოცხალ გამწევ ძალას, ხოლო დღეისათვის მათ იყენებენ, როგორც უდაბნოში გადაადგილების საშუალებას.
2008 წლისათვის რქოსანი პირუტყვის სულადობა 1,2 მილიონს აღწევდა, აქედან 300 ათასი მეწველი ძროხა იყო. რძის წარმოების მოცულობა 727 ათასი ტონა შეადგენდა, პირუტყვის სულადობის ზრდის მთავარი ფაქტორია ის, რომ თურქმენეთმა გეზი აიღოს საკუთარი წარმოებით მოსახლეობის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და ამას მიაღწია კიდეც.
ცხვრის რაოდენობა 2008 წლისათვის 6,6 მლნ. სულამდე გაიზარდა, ხოლო მატყლის წარმოება 19.3 ათასი ტონა შეადგინა.
ფრინველის რაოდენობა 2008 წელს 6,9 მლნ. ფრთას უდრიდა, ხოლო კვერცხის წარმოება 270 მლნ. ცალს უდრიდა, ფრინველი ჰყავთ, როგორც მსხვილ მეფრინველეობის კომპლექსებში, ასევე წარმოდგენილია მცირე ფერმების სახით.
2008 წელს სულ სოფლის მეურნეობაში გამოყენებული ენერგეტიკული სიმძლავრეები 3,6 მლნ. ცხ. ძალას უდრიდა, რაც ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელი იყო ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებს შორის.
უნდა აღინიშნოს, რომ თურქმენეთის რესპუბლიკა თანდათანობით გადადის ფერმერულ და გლეხურ მეურნეობებზე. თუ 1990 წელს ქვეყანაში მხოლოდ 100 ინდივიდუალურ-გლეხური მეურნეობა იყო, 2008 წელისათვის მათი რაოდენობა 13000 -მდე გაიზარდა, ხოლო მათზე მიმაგრებული მიწის ფართობი -120 ათას ჰა-დე. აქედან სავარგულია 98,1 ათასი ჰა-რი, ხოლო სახნავი-82,9 ათასი ჰა, რომელიც ძირითადად სარწყავია. უნდა აღინიშნოს, რომ ყოველ წლიურად იზრდება ფერმერთა ხვედრითი წილი საერთო პროდუქციის წარმოებაში, განსაკუთრებით თვალსაჩინოა მისი როლი მეცხოველეობის პროდუქციის წარმოებაში.
კითხვები ცოდნის შემოწმებისათვის
დაახასიათეთ უზბეკეთის სოფლის მეურნეობის ეკონომიკა;
დაახასიათეთ ყირკიზეთის სოფლის მეურნეობის ეკონომიკა;
დაახასიათეტ ტაჯიკეთის სოფლის მეურნეობის ეკონომიკა;
დაახასიათეთ თურქმენეთის სოფლის მეურნეობის ეკონომიკა.
![]() |
14 თავი XIII. ყაზახეთის ეკონომიკა. |
▲ზევით დაბრუნება |
8. ყაზახეთი
ყაზახეთი, არა მარტო აზიის, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანაა. იგი აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ 3 ათას, ხოლო ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 2 ათას კმ-ზეა გადაჭიმული. ტერიტორია 2,71 მლნ. კვ. კმ-ია, მოსახლეობა 16 მლნ. დედაქალაქი - ალმა-ატა (შემდგომში - აკმოლინი).
ყაზახეთის ბუნება კონტრასტულია, მწვანე ოაზისებს ცვლის უსიცოცხლო უდაბნოები, ჯერ კიდევ გაუტეხავი ყამირი, რომელთა უმრავლესობა ზღვის დონეზე დაბლა მდებარეობს, ქვეყნის როდესაც ვსაუბრობთ ყაზახეთზე, წარმოგვიდგება უდიდესი სამხრეთით 7000 მეტრიანი მწვერვალებია. მაშინ როდესაც ქვეყნის ჩრდილოეთით ჯერ კიდევ მკაცრი ყინვებია, სამხრეთით უკვე ყვავილობს ხეხილის ბაღები. ქვეყნის კლიმატი მკვეთრად კონტინენტურია, მის ფორმირებაზე გავლენას ახდენს ის, რომ ტერიტორია ჩრდილოეთიდან არაა დაცული ცივი არკტიკული ჰაერის მასებისაგან.
ყაზახეთში ნაყოფიერი მიწების საკმაოდ დიდი მარაგებია, ყოფილ სსრკ-ში სასოფლო-სამეურნეო სავარგულთა საერთო რაოდენობიდან, ყაზახეთზე მოდის 33%25, მ.შ. სახნავის - 16%25, სათიბის - 15%25, საძოვრის - 54%25. ყაზახეთი აწარმოებდა ყოფილ სსრკ-ში წარმოებული მარცვლეულის - 14%25-ს. იგი მეორე ადგილზე იყო ცხვრის, ხოლო მესამეზე რქოსანი პირუტყვის სულადობით.
ყაზახეთი მდიდარია წიაღისეულით, აქ მოიპოვება შავი, ფერადი და იშვიათი მეტალები, ქვანახშირი, ტყვია, ვერცხლი, ვოლფრამი, ალუმინი, ბოლო დროს თენგისის რაიონში აღმოაჩინეს ნავთობისა და გაზის უდიდესი საბადოები. თვალუწვდენელი სტეპები, ათვისებული ყამირი მიწები. ქვეყნის მხოლოდ 15%25 მოდის მთებზე, რომლებიც აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. ოდითგანვე, რომელიც სასოფლო-სამეურნეო თვალსაზრისითგამოიყენება, ეს არის უკიდურესი სამხრეთი, რომელიც სარწყავი მიწათმოქმედების ზონას წარმოადგენს და ყველაზე ხელსაყრელია ადამიანი ცხოვრებისათვის.
კლიმატი მშრალი, კონტინენტალურია, ნალექები არათანაბრადაა განაწილებული, მთიან ზონაში იგი 800-1000 მმ-ს აღწევს, დაბლობში 200-300 მმ-ს, ხოლო უდაბნოში 100-150 მმ-ს.
ქვეყანას დიდი ეკონომიკური პოტენციალი გააჩნია, რაც განპირობებულია ბუნებრივი რესურსებისა და სასარგებლო წიაღისეულის სიუხვით, ყაზახეთში თითქმის ყველა სახის წიაღისეულია, მათ შორის დიდი რაოდენობით: ნავთობი, ოქრო, სპილენძი, გაზი, ნიკელი, ვოლფრამი, სამშენებლო ფიქალები და სხვა.
ყაზახეთის ეკონომიკას დიდი ბიძგი მისცა სამამულო ომის დროს გერმანელების მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოტანილმა სამრეწველო საწარმოებმა, რომელთა ამუშავებასაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა სჭირდებოდა, იმ პეროდიდან იწყება ყაზახეთში დიდი ინდუსტრიის განვითარება. აშენდა შავი და ფერადი მეტალურგიის გიგანტები, დაიწყო ალუმინის წარმოება და სხვა.
კარგადაა განვითარებული სოფლის მეურნეობა, მათ შორის მეცხოველეობაც, რომელიც ძირითადად ძოვებაზეა და პირუტყვიც ადგილობრივ კლიმატთან კარგადაა შეგუებული, მაგალითად უდაბნოს, ნახევრად უდაბნოს და სტეპის მიწები, რომლებზეც თხლადაა თოვლის ფენა, გამოიყენება ზამთრის საძოვრებად, ზაფხულობით კი გვალვიანობის დროს პირუტყვს მიერეკებიან მთის იალაღებზე.
სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის 55%25 მოდის მეცხოველეობაზე, 45%25 - მემცენარეობაზე, რაციონალურადაა დარგთა შეთანაწყობა, მსხვილ მეცხოველეობის მეურნეობებში წარმოდგენილია მემცენარეობის დარგები და პირიქით.
სასოფლო-სამეურნეო წარმოებაზე მიმაგრებულია 181 მლნ. ჰა. რომლიდანაც სასოფლო-სამეურნეო სავაგულია 161,5 მლნ. აქედან სახნავი-28,7 მლნ., სათიბი—4,0მლნ., ხოლო საძოვარი - 125 მილიონი ჰა. როგორც ვხედავთ, სავარგულთა სტრუქტურაში საძოვრების წილად მოდის - 77%25.
2008 წელს მარცვლეულის ქვეშ დაკავებული იყო 25,2 მლნ. ჰა. ყველა სახის მარცვლეულის წარმოება 28 მლნ. ტონას აღემატებოდა. მარცვლეულის წარმოება ძირითადად ურწყავ მიწებზეა, მხოლოდ ხორბლის ნათესების მცირე ნაწილი ირწყვება და ამ ფართობებზე მოსავლიანობაც შესაბამისად 20-22 ცენტნერია, ურწყავ მიწებზე კი ეს მაჩვენებელი 5-6 ცენტნერს არ აღემატება.
გაიზარდა ფართობები აგრეთვე ტექნიკური კულტურების ქვეშ 702 ათას ჰა-მდე. ბამბის ქვეშ დაკავებული იყო 123,4 ათასი ჰა. მოსავლიანობა შეადგენდა 26 ც-ს, ხოლო საერთო მოსავალი - 308 ათასი ტ-ნა.
ყაზახეთი შაქრის ჭარხლის მწარმოებელ რესპუბლიკასაც წარმოადგენს. 2წელს ამ კულტურის ქვეშ დაკავებული იყო 70 ათასი ჰა, მოსავლიანობა 264 ც-რი იყო, რაც საშუალო მაჩვენებლად ითვლებოდა, საერთო წარმოება კი 1888 ათასი ტონა.
ერთ-ერთ პერსპექტიულ ტექნიკურ კულტურას წარმოადგენდა მზესუმზირა, რომლის ქვეშ, 2008 წელს დაკავებული იყო 112 ათასი ჰა, საერთო წარმოებამ 93 ათასი ტ-ნა შეადგინა, მოსავლიანობამ კი 9,0 ც.
კარტოფილის წარმოებისათვის ქვეყანაში შედარებით კარგი პირობებია, 2008 წელს ამ კულტურის ქვეშ დაკავებულმა ფართობმა შეადგინა 191 ათასი ჰა, საშუალო მოსავლიანობა უდრიდა 115 ც-ს, რაც საკავშირო მაჩვენებელს უტოლდებოდა, საერთო წარმოებამ შეადგინა 2,1 მლნ. ტონა.
ბოსტნეული ძირითადად დიდი ქალაქებისა და მსხვილი სამრეწველო ცენტრების საგარეუბნო ზონაში მოჰყავთ, 2008 წელს იგი წარმოდგენილი იყო 68 ათას ჰა-ზე, მოსავლიანობამ 161 ცენტნერი, ხოლო საერთო მოსავალმა 1,8 მლნ. ტონა შეადგინა.
ქვეყანაში მოჰყავთ აგრეთვე თამბაქო, ეთერზეთები, სამკურნალო მცენარეები, რომელთა წარმოებისთვისაც ხელსაყრელი პირობებია სამხრეთით მდებარე პროვინციებში.
მეცხოველეობა ყოველთვის იყო სასოფლო-სამეურნეო წარმოების მთავარი და შემოსავლიანი დარგი, რომლის განვითარებასაც ხელს უწყობს ბუნებრივი საძოვრების სიუხვე თუმცა პროდუქტიულობა არაა მაღალი, მაგრამ საკვები ბაზის სიიაფე, წარმოებული პროდუქციის დაბალი თვითღირებულების მნიშვნელოვანი ფაქტორია.
2008 წელს ქვეყანაში 9,2 მლნ. სული რქოსანი პირუტყვი ჰყავდათ, რომლის 30%25, ანუ 3,1 მლნ. სული ძროხა იყო. საშუალო წველადობა 1993 ლიტრს შეადგენდა. უნდა აღინიშნოს, რომ ბაგურ კვებაზე მყოფი პირუტყვის წველადობა 2,3-ჯერ მაღალი იყო, მაგრამ მათი ხვედრითი წილი რქოსან პირუტყვში 18-20%25-ს შეადგენდა. მეცხოველეობის მსხვილი კომპლექსები განლაგებულია დიდი ქალაქებისა და სამრეწველო ცენტრების ირგვლივ და მათი უშუალო ფუნქციაა მოსახლეობის რძითა და რძის პროდუქტებით მომარაგება.
ყაზახეთში 1990 წელს ცხვრის სულადობა 35,6 მლნ. სული იყო, ხოლო მატყლის წარმოება 107,5 ათას ტონამდე, მომდევნო წლებში მცირდება როგორც ცხვრის სულადობა, ისე წარმოებული მატყლის რაოდენობაც. 2008 წელს სულადობა 19,6 მლნ.-დე შემცირდა, ხოლო მატყლის წარმოება 42,2 ათას ტონამდე. მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ საზოგადოებრივ მეურნეობებში არსებული ცხვარი ან დაიკლა, ან კერძო სექტორში გადავიდა.
ყაზახეთში წარმოდგენილია მეღორეობაც, ძირითადად ჩრდილოეთის ოლქებში, სადაც რუსი ეროვნების მოსახლეობა სჭარბობს. ცელინოგრადისა და კუსტანაის ოლქებში მეღორეობის მსხვილი კომპლექსები დღესაც ფუნქციონირებს, რომლებშიც ღორების სულადობა 50-80 ათას სულს აღემატება.
კარგად იყო განვითარებული მეფრინველეობაც, რომლის საერთო რაოდენობა 1985 წელს 55,4 მლნ. ფრთას შეადგენდა. მეფრინველეობა მსხვილი კომპლექსების სახით არსებობდა და განლაგებული იყო ძირითადად მარცვლეულის მწარმოებელ რეგიონებში. საშუალო წლიური კვერცხმდებლობა 220 ცალს აღწევდა. 2008 წელს ფრინველის რაოდენობა 60 მლნ. ფრთამდე გაიზარდა, ხოლო კვერცხის წარმოება 4185 მლნ. ცალამდე, კვერცხმდებლობის მაჩვენებელმა 238 ცალი შეადგინა.
ყაზახეთში მაღალმექანიზებული სასოფლო-სამეურნეო წარმოება იყო. განსაკუთრებით ბევრი ტექნიკა მიიღეს ყამირი და ნასვენი მიწების ათვისების პერიოდში, სწორედ ამ დროს აშენდა სატრაქტორო და სასოფლო-სამეურნეო მანქანათმშენებლობის ქარხნები. 1985 წელს ტრაქტორების რაოდენობა თუ იყო 248 ათასი ცალი და ენერგოშეიარაღების დონე იყო 46,0 ცხ. ძალა, 2008 წლისათვის იგი შემცირებულია და იგი შესაბამისად შეადგენს 117 ათასი ტრაქტორია აღრიცხული და ენერგოშეიარაღების დონეც შესაბამისად შემცირებულია და შეადგენს 18,6 ცხ. ძალას. ყაზახეთში ჩატარდა აგრარული რეფორმები, რომლის ძალითაც პრიორიტეტი მიეცა გლეხურ და ფერმერულ მეურნეობებს. ასევე იქმნება აგროფირმები.
კითხვები ცოდნის შემოწმებისათვის.
ყაზახეთი, რომელი სამრეწველო-მოპოვებითი წიაღისეული სიმდიდრით გამოირჩევა;
დაახასიათეთ ყაზახეთის დარგობრივი სტრუქტურა;
დაახასიათეთ ყაზახეთის სოფლის მეურნეობაში არსებული მექანიზაციის დონე;
ყაზახეთის სოფლის მეურნეობაში რა ფორმით განხორციელდა აგრარული რეფორმები.
![]() |
15 თავი XIV. „ავსტრალიისა და ოკეანიის ეკონომიკა“ |
▲ზევით დაბრუნება |
9.ავსტრალია
აღნიშნული რეგიონი მოიცავს უზარმაზარ სივრცეს, რომელშიც შედის საკუთრივ ავსტრალიის კონტინენტი-კუნძულ ტასმანიით, ახალი გვინეის კუნძულის ნახევარი, ავსტრალიის აღმოსავლეთით მდებარე კუნძულები, რომლებიც მიმოფანტულია წყნარ ოკეანეში უზარმაზარ სივრცეზე და ახალი ზელანდია, ამავე რეგიონს განეკუთვნება აგრეთვე ანტარქტიდა.
![]() |
15.1 14.1. ავსტრალიის ეკონომიკა. |
▲ზევით დაბრუნება |
ავსტრალია რეგიონში ერთადერთი სახელმწიფოა მსოფლიოში, რომელსაც მთელი კონტინენტი უჭირავს. მართალია იგი დედამიწის ხმელეთზე ყველაზე პატარა ნაწილია მსოფლიოს ხუთ კონტინენტს შორის, მაგრამ მისი სიდიდე ერთ სახელმწიფოს პირობაზე მეტად შთამბეჭდავია (ავსტრალიელებს აქვთ ასეთი გამონათქვამი, რომ - „ამ ტერიტორიაზე დიდი ბრიტანეთი 33-ჯერ დაეტეოდაო“). ავსტრალიის კავშირი გარდა კონტინენტისა მოიცავს კუნძულ ტასმანიას და მიმდებარე პატარა კუნძულებს. ქვეყნის ტერიტორია 7,7 მლნ. კვ. კმ-ია, მოსახლეობა - 18 მილიონი, დედაქალაქია - კანბერა.
ავსტრალია მთლიანად სამხრეთ ნახევარსფეროში მდებარეობს, მისი სახელწოდების თარგმანიც ასეთია „სამხრეთის ამოუცნობი მიწა“. ბოლო პერიოდამდე თვლიდნენ, რომ ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით კონტინენტის 1/3 უნაყოფო და უპერსპექტივო იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში ამ ადგილებში აღმოაჩინეს რკინის, ბოქსიტების, ქვანახშირის, ურანის და სხვა წიაღისეულის უდიდესი მარაგი, რამაც ავსტრალია მსოფლიოს უდიდესი რესურსმატარებელი ქვეყნების რიგში ჩააყენა.
ვარაუდობენ, რომ პირველად ადამიანი ავსტრალიის ტერიტორიაზე გამოჩნდა 40 ათასი წლის წინათ. რაზედაც მიუთითებს ნივთიერი მტკიცებები, რომლებიც აღმოჩენილია ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში. ევროპელები ავსტრალიაში პირველად XVII საუკუნეში მოვიდნენ. 1770 წელს ინგლისელმა ზღვაოსანმა ჯ. კუკმა აღმოაჩინა ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპირო, რომელიც მან ინგლისის სამფლობელოდ გამოაცხადა, ამ პერიოდისათვის ინგლისმა უკვე დაკარგა თავისი კოლონიები ჩრდილოეთ ამერიკაში. თავდაპირველად კონტინენტს იყენებდნენ გადასახლების მიზნით. გადასახლებულთა პირველი პარტია 1787 წელს ჩამოიყვანეს, მათი რაოდენობა 850 კაცს შეადგენდა. ისინი დასახლდნენ დღევანდელი სიდნეის ტერიტორიაზე, 1793 წელს ქვეყანაში ჩამოვიდა თავისუფალ ინგლისელთა პირველი ჯგუფები. მალე ინგლისმა მთელი ავსტრალია თავის კოლონიად გამოაცხადა; XX საუკუნის მიწურულს დაიწყო ავსტრალიის ინტენსიური ათვისება, 1851-1861 წლებში ავსტრალიის მოსახლეობა 405 ათასიდან 1,2 მილიონამდე გაიზარდა. ქვეყნის ათვისებას თავდაპირველად სასოფლო-სამეურნეო ხასიათი ჰქონდა. მე-20 საუკუნის დასაწყისში ავსტრალიამ ინგლისის დომინიონის სტატუსი მიიღო, ხოლო 1931 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
ავსტრალიის ბუნება მრავალი თავისებურებებით ხასიათდება, რომლითაც იგი განსხვავდება პლანეტის სხვა რეგიონებისაგან. ავსტრალიაში ნალექების რაოდენობა 5-ჯერ ნაკლებია ვიდრე აფრიკაში და 8-ჯერ ნაკლებია ვიდრე სამხრეთ ამერიკაში. ბევრია უდაბნო და უდაბნოს ტიპის ადგილები. აღმოსავლეთით არის მთები, რომელსაც ავსტრალიის ალპებს უწოდებენ, მათი საშუალო სიმაღლე 900-დან 1000 მეტრამდეა, ყველაზე მაღალი მწვერვალი 2230 მეტრია. ავსტრალიის ალპების გაგრძელებაა კუნძულ ტასმანიის მთები.
ავსტრალიის მთებმა დიდი როლი შეასრულეს ქვეყნის სამეურნეო ათვისების თვალსაზრისით. თავდაპირველი დასახლებები შეიქმნა ზღვისპირა მთის კალთებზე, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა ამ რეგიონის ათვისება. სწორედ ამიტომ დღევანდელ ავსტრალიაში ყველაზე დასახლებული და ეკონომიკურად განვითარებული რაიონები ქვეყნის აღმოსავლეთ პროვინციებშია. კონტინენტის სანაპირო არ არის დასერილი, ამიტომ ცოტაა ნავსადგურებისათვის ვარგისი ყურეები. ოკეანეს და მიმდებარე ზღვებს დიდი მნიშვნელობა აქვს ავსტრალიის ეკონომიკისათვის. იგი არის ქვეყნის დამაკავშირებელი დანარჩენ სამყაროსთან.
ავსტრალია მდებარეობს სამ თბილ კლიმატურ სარტყელში. ჩრდილოეთით-სუბეკვატორული, ცენტრალურ ოლქში-ტროპიკული და სამხრეთით-სუბტროპიკული, მხოლოდ კუნძულ ტასმანიის დიდი ნაწილი მდებარეობს ზომიერ სარტყელში.
ავსტრალიაში მდინარეთა ქსელი დიდი არ არის: ქვეყნის ტერიტორიის 60%25-ზე არ არის არც ერთი დიდი მდინარე (ზოგან მიწისქვეშა წყლები ამოდის ზედაპირზე და მიედინება რამდენიმე კილომეტრის მანძილზე). მდინარეთა ქსელი შედარებით კარგადაა წარმოდგენილი კუნძულ ტასმანიაზე და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში. ზოგიერთი მდინარე სანაოსნოდაც კი გამოიყენება. ავსტრალია ღარიბია ტბებით, მხოლოდ აქა-იქ არის მცირე სიდიდის ტბები, რომლებიც წვიმის წყლებით იკვებებიან. კონტინენტის თავისებურება მდგომარეობა იმაში, რომ იგი მდიდარია მიწისქვეშა (გრუნტის) წყლებით, რომელსაც უნარიანად იყენებენ სამეურნეო დანიშნულებისათვის.
მცენარეთა საფარი თავისებურია, რაც გამოწვეულია იმით, რომ ქვეყანა დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა იზოლაციაში. ავსტრალიაში აღრიცხული 12 ათასი მცენარეთა სახეობიდან, 9 ათასი ენდემურია, მათ შორის ბევრია უნიკალური. ნიადაგობრივი საფარიც მრავალფეროვანია. წარმოდგენილია თითქმის ყველა ტიპის ნიადაგი, რომელთა ნაწილი მაღალი ნაყოფიერებით ხასიათდება.
ავსტრალიის მოსახლეობა ძირითადად იმიგრაციის შედეგადაა ჩამოყალიბებული. ისინი ინგლისელებისა და ირლანდიელების შთამომავლები არიან, მათი რაოდენობა ქვეყნის მოსახლეობის 80%25-ს აღემატება. მათ გარდა ცხოვრობენ ევროპის სხვა ქვეყნებიდან გადმოსახლებულებიც. ავსტრალიაში არიან აბორიგენებიც, რომლებიც ქვეყნის მოსახლეობის 1%25-ს შეადგენენ. დღეისათვის მათი რაოდენობა 150-180 ათას არ აღემატება. ისინი ჯერ კიდევ პირველყოფილი თემური წყობილების დროიდან ცხოვრობენ. ავსტრალია ხასიათდება ურბანიზაციის მაღალი პროცენტით. მარტო ქვეყნის ორ ქალაქში - მელბურნსა და სიდნეიში ცხოვრობს მოსახლეობის ნახევარი.
ავსტრალიამ საკმაოდ მოკლე დროში (70-80 წელი) გაიარა ეკონომიკური განვითარების რთული გზა, იგი აგრარული ნედლეულის მწარმოებელი ქვეყნიდან გადაიქცა მაღალგანვითარებულ ინდუსტრიულ ქვეყანად, რასაც ხელი შეუწყო იმან, რომ ქვეყანას არ დასჭირვებია გაევლო ევროპისათვის დამახასიათებელი ეკონომიკური განვითარების ეტაპები (ხელოსნური, მანუფაქტურული და ა.შ.). დღევანდელი ავსტრალია მსოფლიოს ყველაზე მაღალგანვითარებულ 10 ქვეყანაში შედის.
ავსტრალიის სოფლის მეურნეობა კაპიტალისტური ტიპისაა და ემყარება მექანიზაციის მაღალ დონეს. ქვეყანაში თავიდანვე ჩამოყალიბდა მსხვილმასშტაბიანი მიწათმოქმედება, რომელიც დასაწყისს ჯერ კიდევ კოლონიზაციის პირველი პერიოდიდან იღებს. მიწის დიდი ნაკვეთები პირველად მიიღეს დაცვის ოფიცრებმა, შემდეგ კი დანარჩენმა. ავსტრალიაში სოფელი არ არსებობს, აქ ფერმერული მეურნეობებია, რომლებისთვისაც დამახასიათებელია მსხვილმასშტაბიანი სასაქონლი წარმოება.
ფერმები, რომლებიც მიწების დიდ მარაგებს ფლობენ, უმთავრესად გვალვიან რაიონებში მდებარეობენ, სადაც წარმოებას ექსტენსიური ხასიათი აქვს, ხოლო ფერმები რომელთაც წარმოების ინტენსიური მეთოდები გააჩნიათ, მდებარეობენ ქვეყნის სამხრეთ- აღმოსავლეთ და სამხრეთ- დასავლეთ სანაპირო ზოლში. ასეთი ფერმები აწარმოებენ ბოსტნეულს, ხილს, ჰყავთ სუქებაზე დაყენებული პირუტყვი და სხვ. საგარეუბნო ტიპის ფერმები მსხვილი ქალაქებისა და სამრეწველო ცენტრების მახლობლად არსებობენ. მათი საწარმოო სპეციალიზაცია განპირობებულია სასოფლო- სამეურნეო პროდუქციაზე ქალაქების მოთხოვნილებისდა მიხედვით.
რასაკვირველია ფერმების დაყოფა ფართობების მიხედვით პირობითია. ხშირად პატარა ფერმა, რომელიც ეწევა ინტენსიურ წარმოებას და მდებარეობს ხელსაყრელ ადგილას უფრო მეტ შემოსავალს იძლევა, ვიდრე დიდი მოცულობის ფერმები. ავსტრალიელი მეცნიერების მონაცემებით ერთ ჰექტარ კულტურულ სარწყავ საძოვარს შეუძლია გამოკვებოს 25 ცხვარი, მაშინ როდესაც ერთი ცხვრისათვის 40 ჰექტარამდე ნახევრად მშრალი ტიპის საძოვარია საჭირო.
ავსტრალია შედარებით გვიან დაადგა ტექნიკური რევოლუციის გზას. სოფლის მეურნეობაში ომის შემდგომ პერიოდში შეიქმნა სასოფლო- სამეურნეო მანქანათმშენებლობა, დაიწყო მინერალური სასუქების წარმოება და სხვ. ინტენსიფიკაციის პროცესი არათანაბრად მიმდინარეობს, უმთავრესად იგი მოიცავს ისეთ დარგებს, როგორიცაა: მერძეული და მეხორცული მეცხოველეობა, მებოსტნეობა, მეხილეობა, მევენახეობა, ბამბისა და ბრინჯის წარმოება და სხვა სასურსათო და ტექნიკური კულტურების მოყვანა. რაც შეეხება მარცვლეულის მეურნეობას და მეცხოველეობას, რომელიც საძოვრებს ემყარება, ეს დარგი ჯერ კიდევ განვითარების ექსტენსიურ სტადიაშია.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ავსტრალია წარმოადგენს ყველაზე ნაკლებტენიან კონტინენტს, რაც იწვევს ხელოვნური რწყვის აყცილებლობას, არა მარტო გვალვიან რეგიონში, არამედ სამხრეთ-აღმოსავლეთის ჭარბტენიან ზონაშიც კი (მაგალითად, ხორბლის საშუალო მოსავლიანობა ურწყავ მიწებზე 11-15 ცენტნერია, ხოლო სარწყავზე - 50-60 ცენტნერი).
იმასთან დაკავშირებით, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქცია დღესაც წარმოადგენს ავსტრალიის ექსპორტის საფუძველს, მთავრობა უდიდეს ყურადღებას უთმობს მის განვითარებას. ქვეყანაში შექმნილია სოფლის მეურნეობის მომსახურების სამეცნიერო და ექსპერიმენტული ცენტრები, ყველა უნივერსიტეტში არსებობს სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტები, ფერმერებს ეძლევათ კრედიტები, დოტაციები, სახელმწიფო არეგულირებს სასაქონლო პროდუქციის რეალიზაციის საქმეს და სხვ.
ავსტრალიის სოფლის მეურნეობაში ძირითადი დარგი სოფლის მეურნეობაა, პირველ რიგში, მომთაბარე (ძოვებაზე მყოფი) მეცხოველეობა. მასზე მოდის ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ღირებულების 68%25-მდე, ხოლო მიწათმოქმედებაზე მხოლოდ - 32%25. მეცხოველეობაში წამყვანია მეცხვარეობა.
ავსტრალია მსოფლიოში პირველ ადგილზეა ცხვრის სულადობითა და მატყლის წარმოებით. ქვეყანაში 200 მილიონამდე ცხვარია, რომლის რაოდენობაც ყოველწლიურად იზრდება. ცხვრის ფარაში დომინირებს მირინოსის ჯიშის ცხვრები (70%25- მდე), რომლებიც იძლევიან მაღალი ხარისხის მატყლს, ხორცსა და საკარაკულე ტყავს. ეს ჯიში ცუდად იტანს ტენიან კლიმატს, ამიტომ იგი ძირითადად წარმოდგენილია მშრალ, ცენტრალურ ოლქებში.
მეცხოველეობაში წარმოდგენილია მეხორცული და მერძეული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვით. შექმნილია სპეციალური კომპანიები, რომელთა ხელშია არა მარტო პროდუქციის წარმოება, არამედ მისი რეალიზაცია, ტრანსპორტირება, დამუშავება და სხვ. მათ ეკუთვნით საძოვრები, სასაკლაოები, ხორცკომბინატები, სატრანსპორტო საშუალებები და ა.შ. მეხორცული მეცხოველეობა განვითარებულია ძირითადად ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზონაში. პირუტყვს აძოვებენ ბუნებრივ საძოვრებზე. ვხვდებით კულტურულ, სარწყავ საძოვრებსაც. იყენებენ კომბინირებულ საკვებსაც. ასეთ ფერმებში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ერთი წლის ასაკში აღწევს უკვე სტანდარტულ წონას და აგზავიან ხორცკომბინატებში. ძროხისა და ხბოს ხორცის წარმოებითა და ექსპორტით ავსტრალიას პირველი ადგილი უჭირავს მსოფლიოში.
კარგადაა განვითარებული მერძეული მეცხოველეობა, რომელიც ხასიათდება ინტენსიფიკაციის მაღალი დონით. თბილი კლიმატი საშუალებას იძლევა მერძეული პირუტყვი მთელი წლის განმავლობაში ჰყავდეთ ძოვებაზე. სპეციალიზებული მერძეული ფერმები არ არის დიდი, საშუალოდ მათ 130-140 ჰექტარი უჭირავთ, რომელიც გამოიყენება ინტენსიურად. ასეთ მეურნეობებში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ საძოვრების მოვლას, რომელსაც ამუშავებენ აგროტექნიკის უკანასკნელი მიღწევების მიხედვით. ფართოდ იყენებენ კომბინირებულ- კონცენტრირებულ საკვებს. ჰყავთ მაღალპროდუქტიული პირუტყვი, რომელთა წველადობა 5000 ლიტრს აღემატება. მაღალია მექანიზაციის დონე, პირუტყვის წველისა და მისი მოვლის სხვა პროცესები ხორციელდება ავტომატიზებულად. მერძეული მიმართულების მეცხოველეობა განვითარებულია მაღალტენიან სანაპირო ზოლში.
სპეციალიზაციის მიხედვით მერძეული ფერმები ორ ჯგუფად შეიძლება დაიყოს: პირველი, ემსახურება რძის წარმოებას, უშუალოდ მოხმარებისათვის, ხოლო მეორე- ყველ- კარაქის წარმოებას. საგარეუბნო ზონის ფერმები გაერთიანებულნი არიან კოოპერატივებში, რომლებიც უმთავრესად პროდუქციის რეალიზაციას ემსახურებიან.
მერძეულ მეცხოველეობასთან მჭიდროდაა დაკავშირებული მეღორეობა, რომელიც იყენებს რძის ნარჩენებს. მისგან ამზადებენ ბეკონს და საკმაოდ დიდი რაოდენობით გააქვთ საზღვარგარეთ.
ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში 25 მილიონამდე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და 60 მილიონამდე ღორია.
ამ მაჩვენებლებით ქვეყანა ერთ-ერთ პირველ ადგილზეა მსოფლიოში.
ავსტრალიაში კარგადაა განვითარებული მეფრინველეობაც, ძირითადად ჰყავთ ქათმები და ინდაურები, მცირე ოდენობით - ბატები. მეფრინველეობის ფერმები მცირე მოცულობისაა და ვიწრო სპეციალიზაციით ხასიათდება, ერთში ზრდიან ქათმებს, მეორეში - კვებავენ საბროილერო წიწილებს, მესამეში-აგროვებენ კვერცხს და ა.შ. მეფრინველეობის პროდუქციის დიდი ნაწილი მიდის ექსპორტზე.
მეცხოველეობის სხვა დარგებიდან წარმოდგენილია მეცხენეობა, ჰყავთ აქლემებიც, მისდევენ მეფუტკრეობას, რომლის პროდუქციაც დიდი რაოდენობით გააქვთ საზღვარგარეთ.
დღევანდელ ავსტრალიაში სავარგულების 65%25 მეცხოველეობის ფერმებზე მოდის, რომელთაგან უდიდესი ნაწილი (91%25-მდე) უჭირავს ბუნებრივ საძოვრებს. სათესი ფართობის რაოდენობა 3%25-ს არ აღემატება, აქედან 55%25 უჭირავს ხორბალს, 6%25 - კულტურულ საძოვრებს (დათესილია საკვები ბალახები).
საექსპორტო ხორბლის კულტივირება ქვეყანაში დაიწყო XIX საუკუნის ბოლოს, მანამდე მას ადგილობრივი მნიშვნელობა ჰქონდა. ხორბალი მოჰყავთ ურწყავ მიწებზე. ამ კულტურის გავრცელების რეგიონში ნალექების რაოდენობა 250-500 მმ არ აღემატება. ხორბალი ძირითადად წარმოდგენილია სამხრეთ პროვინციებში, თესავენ იმ მიწებზე რომლებიც 2-3 წლის განმავლობაში დაკავებული იყო ბალახებით. ხორბლის წარმოებას უმთავრესად ექსტენსიური ხასიათი აქვს. ავსტრალიაში დიდ სელექციურ მუშაობას ეწევიან, მიღებულია გვალვაგამძლე ხორბლის ჯიში, რომელიც მყარ მოსავალს იძლევა. ხორბლის წარმოების დონე საშუალებას იძლევა დიდი რაოდენობით გაიტანონ იგი ექსპორტზე.
გარდა ხორბლისა მერძეული მიმართულების ფერმებში დიდ ყურადღებას აქცევენ საკვები კულტურების წარმოებას, მოჰყავთ ქერი, ჭვავი, სიმინდი და სხვა მარცვლეული კულტურები.
მემცენარეობის მნიშვნელოვანი დარგია მებაღეობა და მევენახეობა. მოჰყავთ ტროპიკული და სუბტროპიკული ხილი. ეს დარგები ძირითადად წარმოდგენილია კუნძულ ტასმანიაზე და მატერიკის სამხრეთ შტატებში. დიდი რაოდენობით მოჰყავთ ანანასი, ბანანი, მანგო, ატამი, ქლიავი, ალუბალი, აგრეთვე ციტრუსები და სხვ. ამავე ზონაშია წარმოდგენილი სამრეწველო და სუფრის ყურძნის წარმოება. ხილი ნატურალური და გადამუშავებული წვენების სახით ძირითადად მოიხმარება შიდა ბაზარზე, ნაწილი გააქვთ საექსპორტოდ.
დიდი ქალაქებისა და სამრეწველო ცენტრების საგარეუბნო ზონაში წარმოდგენილია მებოსტნეობა, რომელიც გამოირჩევა საკმაოდ მრალფეროვანი ასორტიმენტით, მებოსტნეობის მეურნეობები უმეტესად ავტომატიზებულია, რაც მინიმუმამდე ამცირებს ცოცხალი შრომის გამოყენებას.
ტექნიკური კულტურებიდან მოჰყავთ შაქრის ლერწამი, რომლის ნათესების 95%25 გაადგილებულია ყველაზე თბილ კვისლენდის შტატში. შაქრის წარმოების მიხედვით ავსტრალიას უჭირავს მეხუთე, ხოლო ექსპორტის მიხედვით-პირველი ადგილი მსოფლიოში. გარდა აღნიშნულისა, მოჰყავთ თამბაქო, ბამბა და სხვა ტექნიკური კულტურები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი გააქვთ საზღვარგარეთ.
ავსტრალიაში არ არსებობს ფერმა და სასოფლო-სამეურნეო საწარმო, რომლის პროდუქციის 80%25 მაინც არ იყოს სასაქონლო. საექსპორტო პროდუქციის უდიდესი ნაწილი გააქვთ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, აგრეთვე იაპონიაში, ფილიპინებზე, ინდონეზიაში და სხვა რეგიონებში. ავსტრალია რაციონალური სასოფლო-სამეურნეო წარმოების შესანიშნავი ნიმუშია.
![]() |
15.2 14.2. ოკიანეთის ეკონომიკა |
▲ზევით დაბრუნება |
10. ოკიანეთი
ოკეანეთი-წარმოადგენს კუნძულებისა და არქიპელაგების უზარმაზარ რეგიონს, რომელიც მდებარეობს წყნარი ოკეანის ცენტრალურ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ოკეანეთი შედგება 7 ათასი კუნძულისაგან, რომელთა შორის ორი: ახალი გვინეა (829 ათას კვ. კმ) და ახალი ზელანდია (270,7 ათ.კვ.კმ., მოსახლეობა 4184 ათასი, რომელიც აგრეთვე შედის ოკეანიის გეოგრაფიულ ცნებაში) წარმოადგენენ შედარებით დიდ კუნძულებს. ოკეანიის საერთო ფართობი 1,3 მილიონი კვ. კმ-ია, აქ მდებარეობს პატარ-პატარა სახელმწიფოები, რომელთა უმრავლესობამ დამოუკიდებლობა ბოლო ათწლეულში მიიღო, დანარჩენები ჯერ კიდევ სხვა სახელმწიფოთა მფლობელობაში ითვლებიან, ზოგიერთი იმდენად პატარაა, რომ გეოგრაფიულ რუკაზეც კი ჭირს მათი აღნიშვნა. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა რაოდენობა 14-მდეა. მათ შორის შედარებით დიდი სახელმწიფოების ჯგუფს განეკუთვნება: პაპუა, ახალი გვინეა (ფართობი 462 ათასი კვ. კმ, მოსახლეობა - 250 ათასი), ვანუატუ (ფართობი-12,2 ათასი კვ. კმ, მოსახლეობა- 226 ათასი), ახალი კალედონია (ფართობი - 18,6 ათასი კვ. კმ, მოსახლეობა- 242 ათასი), ფიჯი (ფართობი- 18 ათასი კვ. კმ, მოსახლეობა - 600 ათასი), მიკრონეზია (ფართობი- 10,7 ათასი კვ. კმ, მოსახლეობა - 111 ათასი) და სხვ.
ოკეანეთს ყოფენ სამ ისტორიულ- ეთნოგრაფიულ ოლქად: მელონეზია - ახალი გვინეით, მიკრონეზია და პოლინეზია - ახალი ზელანდიით.
მელონეზია მდებარეობს ოკეანიის დასავლეთ ნაწილში, რომლის საერთო ფართობია 969 ათასი კვ. კმ. აქედან 6/7 მოდის ახალ გვინეაზე. პოლინეზია გადაჭიმულია უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთიდან აღმოსავლეთ საზღვრებამდე. ახალი ზელანდიის გამოკლებით მისი ფართობია 26 ათასი კვ. კმ, აქედან 17 ათასი მოდის ჰავაის კუნძულებზე. მიკრონეზიას უჭირავს რეგიონის ჩრდილო-დასავლეთი მხარე, საერთო ფართობი 2,6 ათასი კვ. კმ-ია, მაგრამ ეს კუნძულები გაფანტულია უზარმაზარი წყლის სივრცეზე, რომლის ფართობი 14 მლნ. კვ. კმ-ია.
ოკეანიის მოსახლეობის საერთო რაოდენობა 10 მილიონამდეა. აქედან მელონეზიაში ცხოვრობს 5 მილიონი, პოლინეზიაში - 4,5 მილიონი და მიკრონეზიაში - 0,5 მილიონი. რეგიონის ხალხების ისტორიული განვითარება წარმოადგენს უნიკალურ შემთხვევას, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ათასი წლების განმავლობაში ოკეანიაში დიდ სივრცეზე მიმოფანტული კუნძულები იზოლირებულად ვითარდებოდნენ. ევროპელებმა ოკეანია აღმოაჩინეს XVI საუკუნეში. ამ დროს ბევრ კუნძულზე უკვე მისდევდნენ მიწათმოქმედებას და თევზჭერას, მათ უკვე იცოდნენ იალქნიანი ნავების მშენებლობა, ხშირად 100 კმ-ზეც კი გადაადგილდებოდნენ ოკეანეში, რაც გარდა გამბედაობისა, ზღვაოსნობის ცოდნასაც მოითხოვდა. ოკეანიის მოსახლეობა ევროპელების მოსვლამდე არ იცნობდა მეტალს, მათი იარაღი ქვის ხანის დროინდელი იყო. შედარებითი იზოლაცია გრძელდებოდა XVIII საუკუნის ბოლომდე, თუმცა დღესაც ხდება ზოგიერთი ტომის აღმოჩენა, რომლებიც ჯერ კიდევ პირველყოფილი თემური წყობილების პირობებში ცხოვრობენ. მომდევნო პერიოდებში ოკეანიის კუნძულებს თანმიმდევრულად ეპატრონებოდნენ ევროპის ქვეყნები: ინგლისი, ესპანეთი, ჰოლანდია, პორტუგალია, მაგრამ მმართველობის ორგანოების შეცვლას არ ცდილობდნენ. მაშინდელ პირობებში უზარმაზარ სივრცეზე გაფანტული კუნძულები საინტერესო არ იყო მათთვის.
ოკეანეთის ბუნებრივ-კლიმატური პირობები მრავალფეროვანია, საერთოს წარმოადგენს ის, რომ ისინი შედიან ტროპიკულ ან სუბტროპოკულ სარტყელში. ბუნებრივი პირობებით ოკეანია არ წარმოადგენს ერთიან რეგიონს, კუნძულების ნაწილი მდებარეობს ეკვატორზე, სადაც მხოლოდ ცხელი ზაფხულია. ტერიტორია რომელზეც მდებარეობს კუნძულები მოიცავს 60 მილიონ კვ. კმ, რაც უფრო მეტია ვიდრე ევრაზია ერთად აღებული. ამასთან, ოკეანეთის ხმელეთის ფართობი 6-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ყველაზე პატარა მატერიკის- ავსტრალიის ფართობი. კუნძულების მცირე მიწიანობა და მათი დიდი მანძილებით ერთმანეთისაგან სიშორე გავლენას ახდენს მათ ბუნებრივ პირობებზეც. თითოეული კუნძული წარმოადგენს განსაკუთრებულ ბუნებრივ ტერიტორიულ კომპლექსს, სადაც განვითარებულია თავისებური, განუმეორებელი ეკოლოგიური სისტემები და არსებობს მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი ნიადაგები, მცენარეული საფარი, ცხოველთა სამყარო და სხვ. განსხვავებულია კუნძულების წარმოშობა, ვხვდებით ვულკანური, მატერიკული, ბიოგენური და სხვა წარმოშობის კუნძულებს.
ოკეანეთი მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, მათ შორის სასარგებლო წიაღისეულით, რომელიც ჯერ კარგად არ არის შესწავლილი, ვხვდებით ქვანახშირს, ბუნებრივ გაზს და სხვა წიაღისეულს. რეგიონის უმრავლეს კუნძულებზე ნაყოფიერი ნიადაგებია, რომლებიც ძირითადად ვულკანური წარმოშობისაა, წარმოდგენილია თითქმის ყველა სახის ნიადაგები.
ოკეანეთის ეკონომიკა სუსტადაა განვითარებული. რეგიონი ძირითადად აგრარული ხასიათისაა, რომლის საფუძველს ტროპიკული მიწათმოქმედება შეადგენს, მოჰყავთ ბოსტნეული, ხილი, მისდევენ მეცხოველეობას. ამ რეგიონში უმთავრესად ვითარდებოდა ის მცენარეულობა, რომლითაც დაინტერესებულები იყვენენ მეტროპოლიები.
ესაა ქოქოსის პალმა, ტროპიკული ხილი და სხვ. უმრავლეს ქვეყნებში წარმოებას ნატურალური ხასიათი აქვს. პროდუქცია ძირითადად მოჰყავთ საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილოებლად, მცირე რაოდენობით ყიდიან. ბევრ ქვეყანაში არსებობს მსხვილი მეურნეობები, რომლებიც შექმნილი იყო ჯერ კიდევ კოლონიური ბატონობის პირობებში. დღეისათვის ამ მეურნეობებში მოჰყავთ სასაქონლო ხასიათის ყავა, კაკაო, ქოქოსის პალმა, ბანანი და სხვ. ბევრია გლეხური მეურნეობები, რომლებიც წარმოდგენილია მრავალდარგოვანი პროდუქციით. უმრავლეს შემთხვევაში წვრილგლეხური მეურნეობები არ მონაწილეობენ საექსპორტო პროდუქციის შექმნაში.
რეგიონში მემცენარეობიდან მთავარი კულტურაა ბრინჯი, რომელიც მოჰყავთ ეკვატორულ ზონაში. კუნძულებზე მდინარეები თითქმის არ არის (ძირითადად, წყაროები და მიწისქვეშა წყლებია), მაგრამ ბრინჯის ყანები მაინც ირწყვება, რისთვისაც იყენებენ გრუნტის წყლებს. გავრცელებულია სიმინდიც, რომელიც მოსახლეობის უმეტესობისთვის კვების ძირითადი პროდუქტია, მოჰყავთ პარკოსანი კულტურები, უმთავრესად ლობიო და სოია.
ტექნიკური კულტურებიდან მოჰყავთ ბამბა, რომელსაც ადგილობრივი მნიშვნელობა აქვს, თამბაქო, რომლის დიდი ნაწილი გააქვთ საზღვარგარეთ, შაქრის ლერწამი, რომლის გადამუშავებაც პრიმიტიული ხერხით წარმოებს და პროდუქციას იყენებენ შიდა მოხმარებისათვის. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ხელსაყრელი ბუნებრივი პირობებისა, ოკეანიის მთელ რიგ ქვეყნებს შემოაქვს კვების პროდუქტები, კერძოდ - მარცვლეული (ბრინჯი და ხორბალი). რეგიონის ქვეყნებში წარმოდგენილია აგრეთვე მეცხოველეობაც, ჰყავთ მცირე რაოდენობით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, რომელსაც უმთავრესად იყენებენ როგორც ცოცხალ გამწევ ძალას, მათი პროდუქტიულობა დაბალია. შედარებით კარგადაა განვითარებული მეცხვარეობა. ოკეანიის ზოგიერთ ქვეყანაში განვითარებულია მეღორეობა, რომელიც წარმოდგენილია თითქმის ყველა გლეხურ მეურნეობაში. პოპულარობით სარგებლობს გოჭის ხორცი, რომელიც კვების ძირითადი პროდუქტია აღნიშნული რეგიონის მოსახლეობისათვის. მეფრინველეობას არა აქვს სამრეწველო ხასიათი, იგი წარმოდგენილია მხოლოდ ინდივიდუალურ სექტორში და გამოიყენება საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
თევზის პროდუქტებზე მოდის ოკეანეთის მოსახლეობის კვების რაციონის 50%25- მდე. მიმდებარე ზღვის წყლები შეიცავენ თევზის კოლოსალურ მარაგს.
კითხვები ცოდნის შემოწმებისათვის
დაახასიათეთ ავსტრალიის სოფლის მეურნეობის ეკონომიკა;
დაახასიათეთ ოკიანიის სოფლის მეურნეობის ეკონომიკა.
![]() |
16 თავი XV. „ამერიკის ეკონომიკა“ |
▲ზევით დაბრუნება |
11.ამერიკა
![]() |
16.1 15.1. ამერიკის ეკონომიკა. |
▲ზევით დაბრუნება |
ამერიკის კონტინენტი ევროპელებმა გაიცნეს ევროპის, აზიის და აფრიკის შემდეგ. იგი გიგანტურ ნახევარვარსკვლავადაა გადაჭიმული ატლანტიისა და წყნარ ოკეანებს შორის. მისი სიგრძე 14 ათასი კმ-ია (კუნძულების ჩათვლით 15,5 ათასი კმ), რაც მერიდიანის სიგრძის 3/5-ია. კონტინენტის სიგანე სიგრძეზე გაცილებით ნაკლებია, იგი არათანაბარია. მაგალითად, კანადაში ეს მაჩვენებელი 6 ათას კმ-ს აღემატება, ხოლო შუაწელში (პანამასთან) 100 კმ-მდე წვრილდება. სწორედ აქ გაიჭრა პანამის არხი, რომლის სიგრძე 80 კმ-ია. ეს არის უდიდესი მნიშვნელობის საზღვაო გზა, რომელიც ატლანტიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებს ერთმანეთთან აკავშირებს.
ამერიკის ტერიტორია დაახლოებით 42,5 მლნ. კვ. კმ-ია, ხოლო გრელანდიის ჩათვლით 44,5 მლნ. კვ. კმ. იგი სიდიდით მსოფლიოს მხოლოდ ყველაზე დიდ კონტინენტს - აზიას ჩამორჩება და ბევრად აღემატება აფრიკას, ევროპასა და ავსტრალიას. ამერიკა ორი ნაწილისაგან შედგება, ჩრდილოეთ ამერიკას უჭირავს 24,3 მლნ. კვ. კმ: (გრელანდიის გარეშე), ხოლო სამხრეთ ამერიკას - 18 მლნ. კვ. კმ: (გეოგრაფიული მცნებაა აგრეთვე ცენტრალური ამერიკა, რომელსაც ლათინურ ამერიკასაც უწოდებენ).
ევროპელებისათვის ამერიკა ცნობილი გახდა ქრისტეფორე კოლუმბის აღმოჩენის შემდეგ - 1492 წლის 12 ოქტომბერს, როდასაც მან მიაღწია პატარა კუნძულს, რომელსაც შემდეგ სალვადორი დაარქვა, მატერიკული ამერიკა აღმოჩენილი იქნა 1498 წელს (ახლანდელი ვენესუელის მიდამოები). XV საუკუნის დასაწყისში დაიწყო ამერიკის ათვისება ევროპელების მიერ. 1535 წელს დაიპყრეს ინკების სახელმწიფო, რომელიც დღევანდელ პერუს, ბოლივიისა და ეკვადორის ტერიტორიაზე მდებარეობდა. დამპყრობლებს ხელთ ჩაუვარდათ აურაცხელი სიმდიდრე. დაიწყო ახალი სამყაროს კოლონიზაციის პროცესი, განსაკუთრებით აქტიურობდნენ ინგლისელები, (ჩრდილოეთ ამერიკაში). პორტუგალიელები და ესპანელები (ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში). XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო ამერიკული კოლონიების ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის. 1776 წელს გამოცხადდა ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობა.
თანამედროვე ამერიკის ქვეყნების მოსახლეობის ფორმირებაში უდიდესი როლი შეასრულეს ევროპიდან გადმოსახლებულმა ხალხმა და აგრეთვე აფრიკის კონტინენტიდან ჩამოყვანილმა მონებმა. მცირეოდენობით არიან ადგილობრივი მოსახლენიც. მათი ხვედრითი წილი მოსახლეობის საერთო რაოდენობაში 0,5 %25-ია. დღევანდელი ამერიკის მოსახლეობა ეთნიკურად არაერთგვაროვანია, ბევრია აზიიდან (განსაკუთრებით ჩინეთიდან) გადმოსახლებულებიც.
ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ჩრდილოეთ ამერიკა (აშშ, კანადა), ბევრად უსწრებს წინ სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს, რაც თავის გამოხატულებას პოულობს ეკონომიკის სტრუქტურაში, ერთ სულზე ნაციონალური პროდუქციის წარმოებაში, პრიორიტეტული დარგების განვითარებაში, სასოფლო- სამეურნეო პროდუქციის წარმოების მოცულობაში და ა.შ.
ამერიკის მოსახლეობის საერთო რაოდენობა 600 მლნ. აღწევს, აქედან ჩრდილოეთ ამერიკაში ცხოვრობს 250 მილიონი, ხოლო სამხრეთ ამერიკაში - 350. ჩრდილოეთ ამერიკაში მაღალია ურბანიზაციის პროცესი.
ბუნებრივ-კლიმატური პირობებით ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებული რეგიონებია, რაც უპირველესად გამოიხატება იმაში, რომ ჩრდილოეთ ამერიკის უდიდესი ნაწილი მდებარეობს ზომიერ ბუნებრივ სარტყელში, ხოლო სამხრეთ ამერიკა - ტროპიკულ სარტყელში. ეს გარემოება თავის ასახვას პოულობს სასოფლო-სამეურნეო წარმოების სტრუქტურასა და ხასიათში, წარმოების ინტენსივობაში, სასოფლო-სამეურნეო წარმოების სპეციალიზაციაში და ა.შ.
ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების (განსაკუთრებით აშშ) განვითარება დაიწყო გასული საუკუნის ბოლო ათწლეულიდან. ეკონომიკის განვითარების ტემპმა განსაკუთრებით იმატა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ხოლო ლათინური ანუ სამხრეთ ამერიკა მეორე მსოფლიო ომამდე ეკონომიკურად ჩამორჩენილ რეგიონს წარმოადგენდა, მისი განვითარება დაიწყო XX საუკუნის მეორე ნახევრიდან, როდესაც ინტენსიურად დაიწყო აღნიშნული რეგიონის ბუნებრივ სიმდიდრეთა ათვისება, მოხდა კაპიტალის კონცენტრაცია სტრატეგიული მიმართულების დარგების განსავითარებლად, გზა გაეხსნა უცხოურ კაპიტალს. ლათინური ამერიკის ქვეყნებმა ფეხი მოიკიდეს მსოფლიო ბაზარზე. სოფლის მეურნეობა დაადგა ინდუსტრიული განვითარების გზას, მთელ რიგ ქვეყნებში ჩამოყალიბდა ოპტიმალური სპეციალიზაციის საფუძვლები, რამაც სასოფლო-სამეურნეო წარმოებას რაციონალური ხასიათი მისცა. განვიხილოთ ცალ-ცალკე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა- ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული რეგიონები, როგორც წარმოების ხასიათით, ისე საწარმოო ძალების განვითარების საერთო დონით.
![]() |
16.2 15.2. ჩრდილოეთ ამერიკის ეკონომიკა. |
▲ზევით დაბრუნება |
ჩრდილოეთ ამერიკა (ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, გრელანდია) - მდებარეობს ორი სახელმწიფო: ამერიკის შეერთებული შტატები და კანადა. ამავე რეგიონში შედის ბერმუდის, სენპერისა და მიქელონის კუნძულები. გეოგრაფიულად მასში შედის აგრეთვე მსოფლიოში ყველაზე დიდი კუნძული გრელანდია, რომლის ფართობი 2 მლნ. კვ. კმ-ს აღემატება. ჩრდილოეთ ამერიკა ინგლისურენოვანი რეგიონია, მისი ფართობი 19,4 მლნ. კვ. კმ-ია, მოსახლეობა - 250 მილიონი. დღემდე ტერიტორიის მხოლოდ ნახევარია ათვისებული, ესაა აშშ და კანადის სამხრეთი ნაწილი. რეგიონის დანარჩენ ნაწილში მოსახლეობა ნაკლებადაა დასახლებული, ხოლო სამრეწველო ათვისებას ჯერ კიდევ ლოკალური ხასიათი აქვს. ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტი მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, ბევრია მაღალნაყოფიერი მიწები-შესანიშნავი ბუნებრივი პირობებით, მრავალფეროვანი სასარგებლო წიაღისეულით, ხე-ტყისა და ჰიდრორესურსების დიდი მარაგით და ა.შ. ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაცია წარმოებს რაციონალურად, მომჭირნეობით.
ჩრდილოეთ ამერიკის ბუნება მრავალფეროვანია. აქ წარმოდგენილია როგორც სუბტროპიკული ზონა, ისე ტუნდრის მეტად მკაცრი და სუსხიანი კლიმატი, სამხრეთში - მექსიკის ყურის ტროპიკული წყლები და ჩრდილოეთში-არქტიკის ყინულები. კლიმატის შეცვლა მკვეთრია. მაგალითად, ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის ტუნდრიდან დიდი ტბების მიდამოებამდე ბუნება მკვეთრად იცვლება ფოთლოვანი და წიწვოვანი ზონით, უფრო სამხრეთით მდინარე მისისიპის ქვედა წელში-სუბტროპიკული ზონით და ა.შ. ჩრდილოეთ ამერიკის ბუნება რამდენადმე წააგავს რუსეთის ევროპული ნაწილის ჩრდილოეთის ბუნებას, დიდი ტბების ლანდშაფტი-ბალტიისპირეთის ქვეყნების ლანდშაფტს, კანადის მშრალი სტეპი- ყაზახეთის ჩრდილოეთ ოლქებს (ცელინოგრადის ოლქი), ხოლო ამერიკის უდაბნოები და ნახევრად უდაბნოები - სამხრეთ ყაზახეთისა და თურქმენეთის უდაბნოებს.
ჩრდილოეთ ამერიკის რელიეფი მრავალფეროვანია. ევრაზიასთან შედარებით რეგიონი ნაკლებად მთიანია. მთებისა და დაბლობების შეფარდება ასეთია: 1/2. მთიანი მასივები ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთით მდებარეობს, (სანაპირო ზოლში): მატერიკის ცენტრალური ნაწილი ზღვის დონიდან 200-500 მეტრის სიმაღლეზეა მოთავსებული, რაც სამეურნეო საქმიანობისათვის ოპტიმალურია. მთავარი მთიანი სისტემა - კორდილიერები, წარმოდგენილია დასავლეთით, იგი გადაჭიმულია ალასკიდან სამხრეთით. მისი ყველაზე მაღალი წერტილია მაკ-კინლი. კლიმატური თავისებურებებით ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორია ერთმანეთისაგან განსხვავებულია, მაგალითად, კანადაში ძირითადად ზომიერი და სუბარქტიკული კლიმატია, ხოლო აშშ-ში - სუბტროპიკული და ზომიერი. კანადაში, ზაფხულის ყველაზე ცხელ პერიოდშიც კი ტემპერატურა 20 გრადუსზე ზევით არ ადის, მაშინ როდესაც აშშ თითქმის მთელ ტერიტორიაზე 20 გრადუსი საშუალო ტემპერატურად ითვლება (ფლორიდაში იგი 27-28 გრადუსამდეა). კონტინენტის ჩრდილოეთით არახელსაყრელი დღეების რაოდენობა 300-მდეა, ხოლო სამხრეთ კანადის- სასაზღვრო რაიონში ეს მაჩვენებელი 180-მდე მცირდება, აშშ სამხრეთში კი არახელსაყრელი დღეები თითქმის არ არსებობს.
აღნიშნული მაჩვენებლები მნიშვნელოვნად განაპირობებენ სასოფლო-სამეურნეო წარმოების ხასიათს. მაგალითად, კანადაში სასოფლო-სამეურნეო წარმოებისათვის კარგი პირობებია ზომიერ სარტყელში, სადაც მოჰყავთ ხორბალი, კარტოფილი, ქერი, ხოლო აშშ-ში გარდა აღნიშნული კულტურების მოჰყავთ სიმინდი, სოია, ბამბა, ბრინჯი და სუბტროპიკული კულტურები.
წელიწადის სხვადასხვა დროს კლიმატის თავისებურებანი სხვადასხვანაირად ვლინდება, ზამთრის ამინდი არ არის მყარი, იგი ან თბილი ან მეტად მკაცრია (იმის მიხედვით, თუ როგორი ქარები გაბატონდება). ზაფხული, ზონების მიხედვით შეიძლება იყოს მშრალი და ცხელი.
ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნები უზრუნველყოფილია წყლის რესურსებით. რეგიონზე მოდის მსოფლიო ჩამონადენის 18%25. მიუხედავად ამისა, ორივე ქვეყანა განიცდის მტკნარი, სასმელი წყლის დეფიციტს, რაც გამოწვეულია არა იმით, რომ წყლის რესურსები ნაკლებია, არამედ იმით, რომ ხარჯი არის ძალიან დიდი. ჩრდილოეთ ამერიკაში ბევრია დიდი, წყალუხვი მდინარეები, ტბები. საკმაოდ დიდია გრუნტის წყლის მარაგიც.
ჩრდილოეთ ამერიკის ბუნება ადამიანის ზემოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად შეიცვალა. მრავალფეროვანია მისი მცენარეული საფარი, დაწყებული ტუნდრის ბალახეული და ბუჩქოვანი მცენარეულობიდან, დამთავრებული - სამხრეთის სუბტროპიკული და ტროპიკული მცენარეულობით, გვხვდება უდაბნოს ტიპის მცენარეული საფარიც, ტყეებს ადრე რეგიონის ტერიტორიის 1/3 ეჭირა, მაგრამ კოლონიზაციისა და დეკოლონიზაციის პერიოდში მომხდარმა ძვრებმა მნიშვნელოვნად შეამცირეს მათი ფართობი. დღეისათვის, ტყეს უჭირავს საერთო ფართობის მხოლოდ 1/4 ანუ 25%25.
ჩრდილოეთ ამერიკაში კარგად არის განვითარებული სოფლის მეურნეობა, როგორც მემცენარეობა ასევე მეცხოველეობა. ზემოაღნიშნული დარგები გამოირჩევიან განვითარების ინტენსიფიკაციის მაღალი დონით, რაც მეტყველებს დარგში მეცნიერებისა და ტექნიკის თანამედროვე მიღწევების აქტიურ და წარმატებულ გამოყენებაზე. სოფლის მეურნეობის პროდუქტები აღნიშნული რეგიონიდან დიდი რაოდენობით გააქვთ საზღვარგარეთ, განსაკუთრებით მარცვლეული, შაქარი და ა.შ. სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია აქტიური მოსახლეობის 10-12 %25. სასოფლო-სამეურნეო წარმოება ფერმერული ხასიათისაა, სადაც წარმოდგენილია, როგორც მცირე ასევე დიდი ზომის ფერმები. მათი სიდიდე განისაზღვრება წარმოებული პროდუქციის რაოდენობით, დაკავებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფართობით და ა.შ.
![]() |
16.3 15.3. სამხრეთ ამერიკის ეკონომიკა. |
▲ზევით დაბრუნება |
12. ლათინური ამერიკა
სამხრეთ ამერიკა (ვენესუელა, კოლუმბია, ეკვადორი, არგენტინა, პარაგვაი, ურუგვაი, ბრაზილია, გაიანა, სურინამი.) - ლათინური ამერიკის ნაწილია, რომელიც პანამის სამხრეთით მდებარეობს. მას უჭირავს ამერიკის კონტინენტის სამხრეთი ნახევარსფერო, მიმდებარე კუნძულებით. ჩრდილოეთით იგი ესაზღვრება კარიბის ზღვას, აღმოსავლეთით - ატლანტიის ოკეანეს, სამხრეთით-მაგელანის სრუტეს, დასავლეთით- წყნარ ოკეანეს. მატერიკის ტერიტორია 17,65 მლნ. კმ-ია. (მიმდებარე კუნძულების საერთო ფართობი 0,57 მლნ. კმ-ია): მოსახლეობა - 241 მილიონი. სამხრეთ ამერიკის ქვეყნები ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ტერიტორიის სიდიდით, მოსახლეობის რაოდენობით, ბუნებრივი რესურსებით, ეკონომიკური პოტენციალით.
ევროპელების გამოჩენამდე სამხრეთ ამერიკაში სახლობდნენ მრავალრიცხოვანი ინდიელი ტომები. 1542 წელს ესპანელებმა ჩამოაყალიბეს დამოუკიდებელი პერუს სახელმწიფო, მომდევნო პერიოდში კიდევ ორი სახელმწიფო ჩამოყალიბდა დღევანდელი კოლუმბიისა და ვენესუელის ტერიტორიებზე. ფაქტიურად, ზემოთ დასახელებული და შემდგომში შექმნილი სახელმწიფოები წარმოადგენენ ესპანეთისა და პორტუგალიის ყოფილ კოლონიებს. 1810-1826 წწ. დაიწყო სამხრეთ ამერიკელთა ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის, რომლის შედეგად ყველა კოლონიურმა სახელმწიფომ დამოუკიდებლობა მოიპოვა.
სამხრეთ ამერიკის ბუნება მრავალფეროვანია, აქ ვხვდებით მსოფლიოში ყველაზე გრძელი მთების სისტემას-ანდების სახით, აქ მდებარეობს ყველაზე მაღლივი ჩანჩქერი-ანხელი, ყველაზე დიდი ამაზონის დაბლობი, ყველაზე წყალუხვი მდინარე- ამაზონი და ა.შ. თვით კონტინენტის მოყვანილობა წააგავს ვაზის მტევანს, რომელიც თითქოს ყუნწითაა პანამის ყელზე ჩამოკიდებული. ანდების მთიანი მასივი მდებარეობს კონტინენტის დასავლეთით. აღმოსავლეთი მხარე უჭირავს დაბლობს. მაგალითად, ამაზონის დაბლობის ფართობი 5 მლნ. კვ. კმ-ია. ტემპერატურა მატერიკის მასშტაბით ცვალებადია, შედარებით ზომიერია იგი სამხრეთით, საშუალო თვიური ტემპერატურა +28 გრადუსია, ხოლო ზოგან 46 გრადუსს აღწევს. სამხრეთით ზამთრის ტემპერატურა +10 გრადუსია, თუმცა ზოგან - 30 გრადუსამდეც ეცემა.
სამხრეთ ამერიკა უხვტენიანობით ხასიათდება, მდებარეობს რა ეკვატორულ სარტყელში, აქ ხშირია გამუდმებული ტროპიკული წვიმები. დასავლეთის სუბტროპიკული ზონა ანტიციკლონების გავლენის ქვეშაა მოქცეული, ზაფხული მშრალია, ხოლო ზამთარი წვიმიანი. აღმოსავლეთით ნალექების რაოდენობა იზრდება, მთელი წლის განმავლობაში წვიმს. ყველაზე მეტი ნალექი კოლუმბიაში - 10 ათასი მმ, ჩილეს სამხრეთით - 7 ათასი მმ, დასავლეთ ამაზონზე - 4 ათასი მმ. გვხვდება გვალვიანი რაიონებიც, სადაც ნალექების რაოდენობა 300 მმ არ აღემატება. მთლიანად მატერიკზე ნალექების რაოდენობა ყველაზე მაღალია მსოფლიოში, მარტო ამაზონის აუზის წილად მოდის ჩამდინარე წყლების მსოფლიო მარაგის 8%25.
რეგიონის ნიადაგობრივ-მცენარეული საფარიც დაკავშირებულია ჭარბტენიანობასთან, ხშირია გაუვალი მარადმწვანე ტყეები (ამაზონის აუზში). ნიადაგობრივი საფარი წარმოდგენილია მოწითალო-ყვითელი მიწებით. სამხრეთით მცენარეული საფარი თხელდება. უკიდურეს სამხრეთით გავრცელებულია ბალახოვანი სავანები, რომლებიც ხასიათდებიან მაღალი პალმის ტყეებით. მატერიკის ტროპიკული ნაწილის ნიადაგები ქვიშნარია - ბუჩქოვანი, ეკლიანი მცენარეებით. კონტინენტის აღმოსავლეთით სუბტროპიკული ზონაა, რომელიც წარმოდგენილია ბალახოვანი მცენარეულობით. ანდების მთისძირში მრავალფეროვანი კაქტუსების უზარმაზარი მასივებია. ანდების ნიადაგობრივ-მცენარეული საფარი იცვლება ვერტიკალური ზონალობის მიხედვით. მრავალფეროვან ცხოველურ სამყაროში გვხვდება ენდემური ჯიშებიც.
სამხრეთ ამერიკის ქვეყნების მოსახლეობის ფორმირება ხდებოდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულთა ხარჯზე. ემიგრაციის განსაკუთრებით ძლიერი ტალღა მატერიკს მოაწყდა მეცხრამეტე საუკუნეში, როდესაც იტალიიდან, ესპანეთიდან, პორტუგალიიდან ჩამოსახლებულთა რაოდენობამ საშიში ხასიათი მიიღო. მომდევნო პერიოდში მოსახლეობის ზრდა ბუნებრივი მატების ხარჯზე მიმდინარეობდა.
სამხრეთ ამერიკის რეგიონის ხელსაყრელი ბუნებრივი გარემო კარგ პირობებს ქმნის სოფლის მეურნეობის დარგების. არსებობს უდიდესი შესაძლებლობა მსოფლიოში ცნობილ კულტურულ მცენარეთა უმრავლესობის მოყვანა-წარმოებისათვის, რომელიც გავრცელებულია ზომიერ სუბტროპიკულ და ტროპიკულ სარტყელში. უმრავლეს ქვეყანაში წლის განმავლობაში შესაძლებელია 2-3 მოსავლის აღებაც კი. მარტო ბრაზილიას თავისი ბუნებრივი შესაძლებლობებით შეუძლია გამოკვებოს 1,5 მილიარდი ადამიანი; ტყე-მცენარეული საფარი, თავისი სიდიდითა და სიმდიდრით, ერთ-ერთი უმდიდრესია მსოფლიოში და იგი ჟანგბადის კვლავწარმოების უდიდესი წყაროა პლანეტაზე. რეგიონი მდიდარია წიაღისეული ნედლეულით, რომელთა ნაწილი ჯერ არ არის გამოკვლეული. ამასთან ერთად, აღსანიშნავია ისიც, რომ სამხრეთ ამერიკის ქვეყნების განვითარების დღევანდელი დონე სრულიად არ შეეფერება აქ არსებულ პოტენციალურ შესაძლებლობებს. თვით ქვეყნებიც განვითარებისა და ცხოვრების დონით მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. მიუხედავად ხელსაყრელი ბუნებრივ-კლიმატური პირობებისა, სამხრეთ ამერიკის ქვეყნები (არგენტინის გარდა) მნიშვნელოვან სახსრებს ხარჯავენ სხვადასხვა სახის სურსათის იმპორტისათვის, თუმცა მათ მსოფლიო ბაზარზე გააქვთ ტრადიციული პროდუქცია- კაკაო, ყავა, სუბტროპიკულ ხილი და სხვა.
![]() |
16.4 15.4. ლათინური (ცენტრალური) ამერიკის ქვეყნების ეკონომიკა. |
▲ზევით დაბრუნება |
13. ცენტრალური ამერიკა
ლათინური (ცენტრალური) ამერიკა (მექსიკა, გვატემალა, გონდურასი, კუბა, ნიკარაგუა, პანამა, კოსტა-რიკა, სალვადორი, იამაიკა და სხვ. - უწოდებენ ქვეყნების ჯგუფს, რომლებიც განლაგებულნი არიან აშშ-ის სამხრეთით. მასში შედიან სამხრეთ ამერიკის კონტინენტის ქვეყნები და ოკეანეში მდებარე კუნძულები, თვით ანტარქტიდამდე. აღნიშნულ რეგიონს ხშირად ლათინურ ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნებსაც უწოდებენ.
ლათინური ამერიკა მსოფლიოს ერთ-ერთი მსხვილი რეგიონია, მასში მოქცეულია 30-მდე ქვეყანა. ფართობი 20,1 მლნ. კვ. კმ, ხოლო მოსახლეობა 400 მილიონი. ლათინური ამერიკის ტერიტორია მერიდიანის მიმართულებით გადაჭიმულია მრავალ ათას კილომეტრზე, გადის რა ატლანტიისა და წყნარი ოკეანის სივრცეებზე.
ლათინური ამერიკის ქვეყნების მოსახლეობის 63%25 ლაპარაკობს ესპანურად, ხოლო დანარჩენი პორტუგალიურად. მოსახლეობის 3%25 ცხოვრობს პატარ- პატარა ქვეყნებში, რომლებშიც ოფიციალური ენა ფრანგული, ინგლისური ან ჰოლანდიურია, იმისდა მიხედვით თუ ვის მფლობელობაში იყო დამოუკიდებლობამდე ესა თუ ის ქვეყანა.
მსოფლიოს სხვა რეგიონებისაგან ლათინური ამერიკა განსხვავდება ეთნოკულტურით, ბუნებრივი, სამეურნეო და სოციალურ-კულტურული თავისებურებებით. რეგიონის სახელწოდება წარმოსდგება მისი კოლონიზაციის ხასიათისაგან, ჩრდილოეთ ამერიკისაგან განსხვავებით, რომლის კოლონიზაცია ანგლოსაქსური ჯგუფის ქვეყნებმა მოახდინეს, ლათინური ამერიკის ქვეყნები დაიპყრეს ლათინური წარმოშობის (პორტუგალია, ესპანეთი, იტალია) ქვეყნებმა.
ლათინური ამერიკის ქვეყნები განვითარებადი ქვეყნების ჯგუფს განეკუთვნებიან, მაგრამ ამავე ჯგუფის სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიაღწიეს დამოუკიდებლობას, მათ გაიარეს დამოკიდებლობის საკმაოდ დიდი გზა. სწორედ ამიტომ აღნიშნული რეგიონის ქვეყნების უმრავლესობაში გამოკვეთილია განვითარების კაპიტალისტური გზა, მისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშნებით: მრეწველობის განვითარებით, ქალაქის მოსახლეობის რაოდენობით, ჩამოყალიბებული საგარეო ეკონომიკური ურთიერთობებით და ა.შ.
ფართობითა და მოსახლეობის რაოდენობით რეგიონის ქვეყნები მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, მაგალითად, ბრაზილია, რომელსაც უჭირავს რეგიონის ფართობის 2/5, 400-ჯერ მეტია სალვადორზე, ხოლო 150-ჯერ მეტი მეზობელ გაიანას მოსახლეობაზე. გაიტში, რომლის განვითარების დონე ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალია, მოსახლეობის შემოსავალი 10-ჯერ და ზოგჯერ 100-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე ლათინური ამერიკის განვითარებად ქვეყნებში (არგენტინა, ჩილე, მექსიკა და ა.შ.).
აღნიშნული ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაზე გავლენა მოახდინა იმანაც, რომ ისინი სხვა განვითარებად ქვეყნებთან შედარებით უფრო ადრე ჩაერთნენ მსოფლიო საერთაშორისო ვაჭრობაში. მაგალითად, კოლნიური პერიოდიდან ისინი ევროპისათვის წარმოადგენდნენ ძვირფასი მეტალების მიწოდების ძირითად რეგიონებს. დღესაც, ლათინური ამერიკის ქვეყნების ექსპორტის 4/5 მოდის სამთო- მომპოვებელ მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაზე, სწორედ ამიტომ ლათინური ამერიკის ქვეყნების მოსახლეობის ცხოვრების დონე დიდადაა დამოკიდებული მსოფლიო საბაზრო ფასების კონიუნქტურაზე.
დღევანდელი ლათინური ამერიკის ყველა ქვეყანა, წარსულში კოლონიური სახელმწიფო იყო, რომლებმაც დამოუკიდებლობას გასული საუკუნის დასაწყისში თავგანწირული ბრძოლების შემდეგ მიაღწიეს. აღსანიშნავია ის, რომ დამოუკიდებლობის შემდეგაც ისინი ჩართული დარჩნენ ყოფილი მეტროპოლიების ეკონომიკაში და დღესაც ეს კავშირები საკმაოდ ძლიერია. მჭიდროდ არიან დაკავშირებული ჩრდილოეთ ამერიკასთან და პირველ რიგში ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომლის წილადაც მოდის ამ ქვეყნების ექსპორტის 55-60%25.
ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს სპეციფიკური ნიშნები ახასიათებთ, რაც გამოიხატება არა მარტო ლანდშაფტისა და ბუნებრივი პირობების განსხვავებით, არამედ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თავისებირებებითაც. უპირველეს ყოვლისა, ესაა ამერიკის ყველაზე მეტად დანაწევრებული რეგიონი, რომლის ბუნება და ფლორა კონტრასტულია. აქ ვხვდებით მუდმივად მწვანე ტროპიკულ ტყეებსა და დაჭაობებულ დაბლობებს, ქარისმიერი ეროზიისაგან გამოფიტულ ხირხატიან ნიადაგებს და ნაყოფიერ სავანეებს და ველებს, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით კი ძლიერს ან უკიდურესად ჩამორჩენილ სახელმწიფოებს.
ამგვარად, ეკონომიკური თვალსაზრისით ამერიკის ქვეყნები ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავდებიან. ჩრდილოეთ ამერიკა გაცილებით კარგადაა განვითარებული ვიდრე სამხრეთი და ცენტრალური ამერიკა, ეს ეხება როგორც სოფლის მეურნეობის ასევე ეროვნული მეურნეობის სხვა დარგებს.
კითხვები ცოდნის შემოწმებისათვის
დაახასიათეთ ამერიკის სოფლის მეურნეობის ეკონომიკა;
დაახასიათეთ ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების სოფლის მეურნეობის ეკონომიკა;
დაახასიათეთ სამხრეთ ამერიკის ქვეყნების სოფლის მეურნეობის ეკონომიკა;
დაახასიათეთ ლათინური (ცენტრალური) ამერიკის ქვეყნების სოფლის მეურნეობის ეკონომიკა;
![]() |
17 თავი XVI. „აფრიკის ქვეყნების ეკონომიკა“ |
▲ზევით დაბრუნება |
14. აფრიკა
![]() |
17.1 16.1. აფრიკის ქვეყნების ეკონომიკა |
▲ზევით დაბრუნება |
აფრიკას განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობა უჭირავს, ეკვადორი მას შუაზე ჰყოფს. კონტინენტი მთელი წლის განმავლობაში იღებს მზის სითბოს ძალიან დიდ რაოდენობას, ზაფხული უმრავლეს რეგიონებში წვიმიანია, ზამთარი - მშრალი და თითქმის უნალექო. აფრიკის ტერიტორია 29,2 მლნ. კვ.კმ-ია, მას უჭირავს მსოფლიო ხმელეთის 1/5, აფრიკაზე გადის მსოფლიო მნიშვნელობის კომუნიკაციები, ჩრდილოეთით იგი ესაზღვრება ხმელთაშუა ზღვას. ევროპისაგან კონტინენტი გამოყოფილია გიბრალტარის ვიწრო სრუტით (14 კმ), მის ტერიტორიაზე გადის სუეცის არხი.
მსოფლიო ცივილიზაციის უძველესი კერა აფრიკაში აღმოცენდა VII-III ათასწლეულში ჩვენს ერამდე. მისი აკვანი დაირწა ძველ ეგვიპტეში. მე-20 საუკუნის დასაწყისში კლასობრივი სახელმწიფოები უკვე არსებობდნენ ჩრდილოეთ აფრიკაში. მსოფლიოში არ მოიძებნება კონტინენტი, რომელიც ისე დაზარალებულიყოს კოლონიზაციისაგან, როგორც აფრიკა. XVII-XVIII საუკუნეებში მონობით ვაჭრობამ დააცარიელა აფრიკის მთელი რიგი რეგიონები, კონტინენტის კოლონიური დაყოფა დამთავრდა XX საუკუნეში, ამ პერიოდისათვის თითქმის მთელი აფრიკა კოლონიური უღლის ქვეშ აღმოჩნდა, მხოლოდ მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან დაიწყო აფრიკის დეკოლონიზაციის პროცესი, რომელიც გაგრძელდა 25 წლის განმავლობაში. 80-იანი წლებისათვის მსოფლიოს რუკაზე გაჩნდა აფრიკის 50 დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომლებსაც ეჭირათ ტერიტორიის 86%25. დაიწყო სოციალური გარდაქმნები, რომლებიც მეტნაკლები წარმატებებით მიმდინარეობდა ყველა ქვეყანაში. აღსანიშნავია ისიც, რომ აფრიკის სახელმწიფოების ნაწილი (10 ქვეყანა) სოციალისტური ორიენტაციის გზას დაადგა, სადაც გამეფებული იყო დიქტატორული რეჟიმები, მხოლოდ მსოფლიოს სოციალისტური სისტემის დანგრევის შემდეგ დაადგნენ ისინი დამოუკიდებელი, თავისუფალი განვითარების გზას.
აფრიკა მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით, მრავალფეროვანია მისი ფაუნა და ფლორა, კონტინენტზე ბევრია ნაყოფიერი ნიადაგები, აქ სახლობს მსოფლიოს მოსახლეობის 10%25, მიუხედავად ამისა, იგი ჯერ კიდევ ყველაზე ჩამორჩენილ კონტინენტად ითვლება და აქ მდებარე სახელმწიფოების უმეტესობა განეკუთვნება მსოფლიოში ყველაზე ჩამორჩენილ სახელმწიფოების რიცხვს. მსოფლიო სამრეწველო პროდუქციის წარმოებაში აფრიკის ხვედრითი წილი 1%25 არ აღემატება, სასოფლო - სამეურნეო წარმოებაში - 12%25 (მიუხედავად იმისა, რომ აფრიკის ქვეყნების უმრავლესობა აგრარულია), მსოფლიო ვაჭრობაში - 4%25. 1980 წელს კონტინენტის ნაციონალური პროდუქტის სიდიდე 260 მილიარდი დოლარი იყო, აქედან 115 მილიარდი მოდიოდა ნავთობმომპოვებელ ქვეყნებზე, ეს დაახლოებით იმდენია, რამდენსაც შეადგენს ინგლისის ნაციონალური შემოსავალი, მაშინ როდესაც აფრიკა იძლევა მსოფლიო ალმასების მოპოვების 95%25, პლატინის-89%25, ოქროს - 75%25, მარგანუმის - 58%25, ურანის - 35%25, ფოსფორიტების - 30%25, ბოქსიტების - 17%25 და ა.შ.
თანამედროვე აფრიკის მოსახლეობის 67%25 ცხოვრობს და საქმიანობს სოფლად, რომლის პროდუქციის ხვედრითი წილი ერთობლივ ნაციონალურ პროდუქტში 50%25-ია. აფრიკის წილად მოდის მსოფლიოში დამუშავებული მიწების 14%25, საძოვრების - 26%25, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობის - 13%25, ცხვრისა და თხის სულადობის - 18%25, თუმცა ძირითადი პროდუქტების წარმოების მიხედვით (მარცვლეული, ხორცი, რძე, კარაქი, თევზი), მისი ხვედრითი წონა არ აღემატება 3-5%25, მხოლოდ ტროპიკული მიწათმოქმედების ზოგიერთი პროდუქციის წარმოებაში უჭირავს მას მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ადგილი (ყავა - 10%25, კაკაო - 66%25), სოფლის მეურნეობა ტექნიკური აღჭურვილობის თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილია.
აფრიკის კონტინენტზე ერთადერთი ინდუსტრიული ქვეყანაა სამხრეთ აფრიკის კავშირი, რომლის წილად მოდის კონტინენტის ნაციონალური შემოსავლის 21%25, სასარგებლო წიაღისეულის- 50%25, რკინიგზის ტვირთბრუნვის - 60%25, ავტომობილების პარკის - 43%25 და სხვ. დღევანდელი აფრიკა ძირითადად ნედლეულის მწარმოებელ რეგიონს წარმოადგენს, რომელიც მას გააქვს ევროპის მაღალგანვითარებულ ქვეყნებში. აფრიკის უმრავლეს რეგიონებში მწვავედ დგას სასურსათო საკითხი, მისი მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ცხოვრობს აბსოლუტური საცხოვრებელი მინიმუმის ზღვარს ქვევით, დაბალია განათლებისა და კულტურის დონე.
აფრიკაში ბევრია ისეთი ქვეყანა, რომელსაც არა აქვს გასავალი ზღვაზე, მათ წილად მოდის ტერიტორიის 25 და მოსახლეობის 14 პროცენტი. აფრიკის ტერიტორიის ნახევარი მოდის უდაბნოებსა და ნახევრად უდაბნოებზე (14 მლნ. კვ. კმ). აქედან მარტო საჰარის უდაბნოზე მოდის 8 მილიონი კვ. კმ. ამავე დროს აქვე ვხვდებით ტროპიკული ტყის უზარმაზარ მასივებს, რომელიც სიდიდით მხოლოდ ამაზონის აუზს ჩამოუვარდება და მდებარეობს მდინარე კონგოს აუზში, არის თოვლიანი მწვერვალებიც, რომელთა შორის უმაღლესი - კილიმანჯაროს მთა 5895 მეტრი სიმაღლეზე მდებარეობს. აფრიკის კონტინენტზე მიედინება მსოფლიოში ყველაზე გრძელი მდინარე ნილოსი და აღმოსავლეთ ნახევარსფეროში ყველაზე წყალუხვი-კონგო. აფრიკის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 750 მეტრია, აქ ბევრია მთაგრეხილი და ნაყოფიერი დაბლობებიც, არათანაბარია ნალექების განაწილება, ზოგიერთ რეგიონში იგი 50-100 მმ (საჰარაში 10-20 მმ), ხოლო სამხრეთის ტროპიკულ ზონაში 3500-4000 მმ აღწევს (გვხვდება რეგიონები, სადაც 450 მმ ნალექი მოდის).
აფრიკის ნიადაგობრივ საფარს, რომელზეც განვითარებულია მცენარეულობა, უჭირავს კონტინენტის 2/3, დანარჩენი მოდის უდაბნოებსა და ნახევრად უდაბნოებზე. ნიადაგები ქვა-ღორღიანია, უმთავრესად წარმოდგენილია წითელი, ყვითელმიწა- წითელი, რუხი-წითელი მიწები. ძირითადად აფრიკის ნიადაგები არ არის ხელსაყრელი სასოფლო-სამეურნეო წარმოებისათვის, ვინაიდან ღარიბია ჰუმუსით. სახნავად ვარგისია აფრიკის ტერიტორიის 1/3, თუმცა მათი უდიდესი მდებარეობს გვალვიან, მშრალ რეგიონებში, რაც დღეისათვის შეუძლებელს ხდის მათ სრულ სამეურნეო ათვისებას.
აფრიკა მდინარეთა ქსელით და წყალუხვობით ჩამორჩება მხოლოდ აზიასა და სამხრეთ ამერიკას, მაგრამ აქ იგი არათანაბრადაა განაწილებული. გვხვდება ჭარბტენიანი რეგიონები, თუმცა გვხვდება ისეთებიც, სადაც 1000კმ. რადიუსშიც კი არ არის მდინარე. ყველა აფრიკული მდინარე იკვებება წვიმის წყლებით.
მრავალფეროვანია აფრიკის მოსახლეობა, ერთსა და იმავე ქვეყნებშიც კი, ხშირად წარმოდგენილია რამდენიმე ათეული ეთნიკური ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან არა მარტო კულტურით, არამედ ენითაც. მიუხედავად იმისა, რომ აფრიკის მოსახლეობა არ არის მრავალრიცხოვანი, აქ მაინც ჭარბადაა თავისუფალი შრომითი რესურსები, რომლებიც მიემგზავრებიან განვითარებულ ქვეყნებში სამუშაოდ.
სოფლის მეურნეობა აფრიკის უმრავლეს ქვეყანაში ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს, სასოფლო-სამეურნეო წარმოება გამოირჩევა არა მარტო სიჭრელით, არამედ საწარმოო სპეციალიზაციითაც, ძალზედ რთული და მრავალფეროვანია აგრარული ურთიერთობები, დასამუშავებლად ვარგისი მიწების საკმარისად დიდი რაოდენობა ჯერ კიდევ დასავლეთის ქვეყნების სახელმწიფო- მონოპოლისტური კაპიტალის ხელშია, თუმცა დამოუკიდებელი სახელმწიფოების უმრავლესობამ გაატარა რეფორმები, რომლის მეშვეობითაც სავარგულთა უდიდესი ნაწილი გადავიდა ადგილობრივი მოსახლეობის ხელში. ესაა მიწები, რომელიც ფეოდალების, რელიგიური ორგანიზაციებისა და გლეხების ხელშია, აგრეთვე სახელმწიფო მიწები, რომელთა რაოდენობაც საკმაოდ მაღალი ხვედრითი წილითაა წარმოდგენილი. ამავე დროს აღსანიშნავია ისიც, რომ რიგ ქვეყნებში ჯერ კიდევ არსებობს ტომებისა და თემების მიწები, რომელთა განმკარგულებლები არიან მოცემული ტომის წევრები ან მათი ბელადები. სასაქონლო-ფულადი ურთიერთობების განვითარებამ მნიშვნელოვნად შეარყია მიწების ტომობრივი კუთვნილება, დაიშალა იგი წვრილ მეურნეობებად, მაგრამ ტომების გავლენა ამა თუ იმ რეგიონში ჯერ კიდევ დიდია.
იმ ქვეყნებში, სადაც მიწის მესაკუთრეა სახელმწიფო ან კერძო პირი, ფართოდ გამოიყენება საიჯარო ურთიერთობები. ამავე დროს გავრცელებულია ნატურალური იჯარა, იყენებენ სხვა ფორმებსაც. სულ უფრო იზრდება საიჯარო ურთიერთობებში ფულადი ფორმების როლი. გავრცელებულია მოკლევადიანი იჯარა, რაც არ იწვევს მოიჯარის დაინტერესებას რათა შეინარჩუნოს ნიადაგის ნაყოფიერება და იზრუნოს მასზე. ასეთ პირობებში თითქმის არ იყენებენ რაციონალურ თესლბრუნვას და სხვა პროგრესულ აგროტექნიკას.
ზოგიერთ რეგიონებში არსებობს მსხვილი პლანტატორული მეურნეობები, რომლებიც ჯერ კიდევ წარმოადგენენ საზღვარგარეთული კომპანიების საკუთრებას. ისინი უმთავრესად საექსპორტო პროდუქციას ამზადებენ და როგორც წესი, ხასიათდებიან მონოკულტურით. პლანტატორული მეურნეობებისათვის დამახასიათებელია ისიც, რომ მათში დასაქმებული მუშაკები, საკარმიდამო ნაკვეთების სახით ფლობენ მიწების მცირე რაოდენობას, რომელიც ხელს უწყობს მათი სასურსათო პრობლემების გადაწყვეტას.
მთელ რიგ ქვეყნებში არსებობენ კარგად ორგანიზებული ფერმერული მეურნეობები, რომლებიც იმყოფებიან, როგორც ყოფილი კოლონისტების, ისე ადგილობრივი მსხვილი მიწათმფლობელების საკუთრებაში.
თავისებური სოციალური ურთიერთობებით ხასიათდებიან მეცხოველეობის რაიონები, რომელიც ემყარება პირუტყვზე ამა თუ იმ ტომის კოლექტიურ საკუთრებას, მაგრამ ეს ურთიერთობები დღეისათვის თანდათანობით ირღვევა. გამოიკვეთა მესაკუთრეების ზედა ფენა, რომელიც ფლობს საძოვრებისა და პირუტყვის გაცილებით დიდ რაოდენობას, ვიდრე ჩვეულებრივი წევრები.
როგორც უკვე იყო აღნიშნული, აფრიკის მთელ რიგ რეგიონებში ნალექები თითქმის არ მოდის, ამიტომ მიწათმოქმედება ასეთ მიწებზე შესაძლებელია მხოლოდ ხელოვნური მორწყვის პირობებში, ამიტომ ვინც კონტროლს უწევს წყლის რესურსებს, ის აკონტროლებს მიწასაც. დღეისათვის რეგიონის მშრალ ქვეყნებში წყალი სახელმწიფო საკუთრებად არის გამოცხადებული.
აფრიკული ქვეყნების სოციალური ჩამორჩენილობა, თავის გამოხატულებას პოულობს უპირატესად სოფლის მეურნეობაში, რომლის ტექნიკური შეიარაღება უმრავლეს ქვეყნებში პირველყოფილ მდგომარეობაშია, მიწის დამუშავება წარმოებს თოხისა და ზოგჯერ წამახვილებული ჯოხის მეშვეობით, შედარებით უკეთესი ბაზა აქვთ ყოფილ პლანტატორულ მეურნეობებს, რომლებიც წარმოების კაპიტალისტურ მეთოდებს იყენებენ.
მინიმალურია სასუქების გამოყენების დონეც. აფრიკა, რომელიც იძლევა ბუნებრივი ფოსფორის მსოფლიო წარმოების 1/3, თავად მინერალური სასუქის სახით მოიხმარს მხოლოდ 3%25, ასეთ დონეზეა აზოტის გამოყენებაც.
ტროპიკულ აფრიკაში ჯერ კიდევ ბატონობს ე.წ. „საახოე“ მიწათმოქმედება, რომლის დროსაც დასამუშავებლად ამორჩეულ ნაკვეთზე ტარდება წინასწარი სამუშაოები, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ასეთ ნაკვეთს ბალახებისა და ტყე-ბუჩქნარებისაგან გასაწმენდად ჯერ გადაწვავენ და მხოლოდ ამის შემდეგ წარმოებს განთავისუფლებული ნაკვეთის დამუშავება. ასეთ ნაკვეთებზე მოსავლიანობა ცხადია დაბალია. ტროპიკული აფრიკის სახელმწიფოები ყველაზე მწვავედ განიცდიან სურსათის დეფიციტს. ამის მიზეზია ის, რომ ეს ქვეყნები სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში იყენებენ მიწათმოქმედების ყველაზე ჩამორჩენილ მეთოდებს.
აფრიკის მიწათმოქმედება ისტორიულად ორი მიმართულებით ვითარდებოდა. ეს მიმართულებები განსაკუთრებით გამოიკვეთა მე-19 საუკუნის შუა პერიოდიდან. წარმოების ნაწილს აქვს ადგილობრივი მოხმარების ხასიათი, რომელიც ხმარდება შიდა ბაზრების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, ხოლო ნაწილი საექსპორტოა, რაც ძირითადად პლანტატორულ მეურნეობებშია გაადგილებული (ტექნიკური კულტურები). აფრიკაში ბევრი ისეთი კულტურაა, რომელიც სხვა რეგიონებში არ გვხვდება. ერთ- ერთი მათგანია მანიოკი. ამ კულტურას უჭირავს 7 მილიონ ჰექტარამდე ნაკლებპროდუქტიული მიწები. საერთო წარმოება 44 მლნ. ტონაა, რომელიც ძირითადად გადის საექსპორტოდ. მანიოკის წარმოებით აფრიკას პირველი ადგილი უჭირავს მსოფლიოში. გავრცელებულია აგრეთვე: ბატატი, რომელიც ხასიათდება მოკლე სავეგეტაციო პერიოდით, ამ კულტურას უჭირავს 3 მილიონ ჰექტარზე მეტი ფართობი. საერთო მოსავალი დაახლოებით 25 მლნ. ტონამდეა. მანიოკი და ბატატი უმთავრესად მოჰყავთ ცენტრალურ აფრიკაში.
სავანის ზონაში, სადაც იცის ტროპიკული წვიმები და არის მშრალი პერიოდებიც, გავრცელებულია ფეტვი და სორგო, გარდა ამ რეგიონებისა ეს კულტურები მოჰყავთ აფრიკის თითქმის ყველ ქვეყანაში. აფრიკაზე მოდის ამ კულტურების მსოფლიო წარმოების 1/4¼ და უჭირავს 30 მლნ. ჰექტარამდე ფართობი. მათი საერთო მოსავალი 22- 23 მილიონი ტონაა. მთავარი მწარმოებლებია ნიგერია და ეთიოპია.
ადგილობრივი მოხმარების კულტურებს წარმოადგენს: ხორბალი, ქერი, ჭვავი, სიმინდი, ბრინჯი. ხორბალი ძირითადად მოჰყავთ ეგვიპტეში, ალჟირში, მაროკოში, ტუნისში, სამხრეთ აფრიკის კავშირში. სიმინდი- ეთიოპიაში, ეგვიპტეში, სამხრეთ აფრიკის კავშირში; ბრინჯი - ეგვიპტეში და კუნძულ მაგადასკარზე. ქერი - მაროკოსა, ალჟირსა და ეთიოპიაში. მარცვლეულიდან წამყვანია ხორბალი, რომლის საერთო წარმოება 18-19 მლნ. ტონაა, მომდევნო ადგილზეა სიმინდი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის კვების ძირითადი პროდუქტია. ბოლო პერიოდში გაიზარდა ბრინჯის ნათესები. სამხრეთ-დასავლეთ და ეკვატორული აფრიკის იმ ქვეყნებში, რომლებმაც დაიწყეს სარწყავი მიწების ათვისება, უმთავრესად განავითარეს ბრინჯის წარმოება. მიუხედავად იმისა, რომ ამა თუ იმ სახით აფრიკის თითქმის ყველა ქვეყნებშია კულტივირებული მარცვლეული კულტურები, მათი პროდუქცია მხოლოდ სანახევროდ თუ აკმაყოფილებს კონტინენტის მოსახლეობის მოთხოვნილებებს.
იმ სასოფლო-სამეურნეო კულტურების რაოდენობა, რომლებიც საექსპორტო პროდუქციას იძლევიან, საკმაოდ ბევრია. მთელ რიგ ქვეყნებში მოჰყავთ ზეთოვანი კულტურები, განსაკუთრებით არახისი, მიწის თხილი, ზეითუნის ხე და სხვა. არახისის სამშობლოა სამხრეთ ამერიკა. იგი ევროპაში შემოიტანეს პორტუგალიელებმა და გაავრცელეს. განსაკუთრებით დიდია მისი პლანტაციები დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში. არახისი მნიშვნელოვანი საექსპორტო სასოფლო- სამეურნეო კულტურაა, რომელსაც უკავია დაახლოებით 6,5 მლნ. ჰექტარი ფართობი. საერთო მოსავალი 5 მლნ. ტონამდეა, რაც მსოფლიო წარმოების 1/3-ია. არახისის წარმოების ნახევარი მოდის სენეგალსა და ნიგერიაზე.
საკმაოდ დიდია ზეითუნის ხის პლანტაციები, განსაკუთრებით ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში. ზეითუნის ზეთის წარმოების 50%25 იძლევა ტუნისი. საექსპორტო პროდუქციას წარმოადგენს (ბურუნდი, კენია, ტანზანია, რუანდა) ყავა და კაკაო (ჩრდილო-დასავლეთ აფრიკის ქვეყნები), განსაკუთრებით გავრცელებულია კაკაო. აფრიკის ქვეყნებზე მოდის ამ პროდუქციის მსოფლიო წარმოების 2/3.
ყავა წარმოშობით აფრიკული კულტურაა. ვარაუდობენ, რომ მისი სამშობლოა ეთიოპიის პროვინცია კეფე. აფრიკა იძლევა ყავის მსოფლიო წარმოების 30%25, იგი ძირითადად გავრცელებულია ანგოლაში, უგანდაში, ზაირში, ეთიოპიაში.
ტექნიკური კულტურებიდან კარგადაა წარმოდგენილი თამბაქო და ბამბა. თამბაქო რეგიონში შემოტანილი იქნა XVI საუკუნეში პორტუგალიელების მიერ. დღეისათვის იგი მოჰყავთ ტროპიკული აფრიკის უმრავლეს ქვეყნებში, უმთავრესად საკუთარი მოთხოვნილებებისათვის-გლეხურ მეურნეობებში, ზიმბაბვეში კი მას საექსპორტო ხასიათი აქვს.
დიდი მნიშვნელობა აქვს ბამბის კულტურას, რომელსაც უჭირავს 5 მილიონამდე ჰექტარი ფართობი. აფრიკა აწარმოებს ბამბის მსოფლიო წარმოების 1/7, აქედან ნახევარს-ეგვიპტე, შემდეგ მოდის სუდანი, სადაც მოჰყავთ უმაღლესი ხარისხის ბამბა. ბოჭკოვანი კულტურებიდან მნიშვნელოვანია აგავა. იგი იძლევა მნიშვნელოვანი სახის პროდუქციას, რომელსაც იყენებენ ზღვაოსნობაში თოკებისა და სხვა საჭიროებისათვის, აღნიშნული პროდუქციის მსოფლიო წარმოების 2/3 მოდის აფრიკის ქვეყნებზე, ძირითადად ტანზანიაზე.
ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში და აგრეთვე სამხრეთ აფრიკის კავშირში განვითარებულია მევენახეობა, ღვინის წარმოებაში კონტინენტზე პირველ ადგილზეა ალჟირი, რომელიც ეწევა აღნიშნული პროდუქციის ექსპორტს, თუმცა ბოლო პერიოდში დაიწყეს ვაზის კულტურის გაჩეხვა. მიზეზი ისაა, რომ მუსულმანური რწმენით ღვინის სმა აკრძალულია, ხოლო მსოფლიო ბაზარზე აღნიშნული პროდუქციის გატანა დიდი კონკურენციის გამო გაძნელდა.
აფრიკის სუბტროპიკებში დიდი რაოდენობით მოჰყავთ ფორთოხალი, მანდარინი, ლიმონი, გრეიფრუტი, რომელიც ძირითადად ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში (ეგვიპტე, ლიბია, ალჟირი, მაროკო, ტუნისი) არის წარმოდგენილი და ევროპის ბაზარზე გააქვთ წვენების სახით.
მიწათმოქმედების მსგავსად აქ მრავალი საუკუნის ისტორია აქვს მეცხოველეობასაც. შინაური ცხოველების მოშენებას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აფრიკის მოსახლეობისათვის. აფრიკის ყველა ქვეყანაში მეცხოველეობას ექსტენსიური ხასიათი აქვს და ჯოგი მთელი წლის განმავლობაში ძოვებაზე ჰყავთ. ზოგ შემთხვევაში მას მომთაბარე, ხოლო ზოგჯერ ნახევრად მომთაბარე ხასიათი აქვს. სუდანში განვითარებულია მეცხვარეობა და მეთხეობა, მაროკოსა და ალჟირში- მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და ა.შ. ზოგ ქვეყანაში მეცხოველეობას ადგილობრივი მნიშვნელობა აქვს, ზოგში კი იგი სასაქონლო პროდუქციასაც იძლევა. სამხრეთ აფრიკის კავშირსა და კენიაში გავრცელებულია ევროპული ტიპის ფერმები, რომლებიც უმთავრესად ევროპიდან ჩამოსულ მოსახლეობას ეკუთვნის.
ქალაქებისა და სამრეწველო ცენტრების ზრდამ შესაბამისი ბიძგი მისცა სასაქონლო მეცხოველეობის განვითარებას, შეიქმნა საგარეუბნო ზონა, გამოიკვეთა მათი საწარმოო მიმართულება, პრიორიტეტული გახდა მეფრინველეობისა და მერძეული მეცხოველეობის განვითარება. მთელი რიგი ქვეყნებისათვის მეცხოველეობა გადამწყვეტ როლს თამაშობს ეკონომიკაში. ასეთი ქვეყნებია: ეთიოპია, მავრიტანია, სომალი, სუდანი, სამხრეთ აფრიკის კავშირი. რაც შეეხება მეცხოველეობისპროდუქტების ექსპორტს, იგი წარმოდგენილია მხოლოდ მატყლითა და ტყავით.
აფრიკის უმრავლეს ქვეყნებში ცუდად დგას პირუტყვის სულადობის აღრიცხვის საკითხი. არსებობს მხოლოდ მიახლეობითი სტატისტიკა. მეცხოველეობა ხასიათდება დაბალი პროდუქტიულობით, რაც აუცილებელს ხდის ხორცისა და ხორცის პროდუქტების, აგრეთვე რძის ფხვნილისა და შესქელებული რძის შემოტანას ევროპის ქვეყნებიდან და ავსტრალიიდან.
აფრიკის მოსახლეობის კვების ბალანსის შევსების მნიშვნელოვანი წყაროა მეთევზეობა, რომლის დიდი მარაგი არსებობს კონტინენტის სანაპირო წყლებში. მთელ რიგ ქვეყნებში თევზჭერას დიდი ტრადიციები აქვს, დღესაც ზღვისპირა ქვეყნების მოსახლეობისათვის იგი ძირითად და წამყვან დარგს წარმოადგენს. თევზის პროდუქციას ადგილობრივი მოხმარების მნიშვნელობა აქვს, ზოგიერთი მოსახლეობის კვების ბალანსში მის წილად მოდის 30-40%25. მხოლოდ სამხრეთ აფრიკის კავშირს, ლიბერიას, მაროკოს ჰყავს თევზსაჭერი ფლოტილიები, დანარჩენ ზღვისპირა ქვეყნებში ამ დარგს ჯერ კიდევ პრიმიტიული ხასიათი აქვს.
კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის თანამედროვე ტიპის საწარმოები არის აფრიკის მხოლოდ ზოგიერთ ქვეყანაში. ძირითადად პროდუქციის გადამუშავება წარმოებს მცირე სიმძლავრის, უმთავრესად კუსტარულ საწარმოებში, ამიტომ დამზადებული პროდუქციის ხარისხიც დაბალია და ის მსოფლიო ბაზარზე ვერ უწევს კონკურენციას განვითარებული ქვეყნების ანალოგიური ხასიათის პროდუქციას.
ამრიგად, აფრიკის კონტინენტი სასოფლო- სამეურნეო წარმოების თვალსაზრისით წარმოადგენს ჯერ კიდევ აუთვისებელ რეგიონს, რომლის შესაძლებლობები გამოყენებულია მხოლოდ 35- 40%25- ით. სათანადო კაპიტალური დაბანდებისა და რაციონალური მიწათმოქმედების შემთხვევაში, აფრიკას შეუძლია მნიშვნელოვნად შეავსოს მსოფლიო ბაზარი სოფლის მეურნეობის პროდუქტებით.
კითხვები ცოდნის შემოწმებისათვის
დაახასიათეთ აფრიკის ქვეყნების სოფლის მეურნეობის ეკონომიკა;
დაახასიათეთ აფრიკის ბუნებრივ-კლიმატური და ნიადაგობრივი პირობები;
დაახასიათეთ აფრიკის სოფლის მეურნეობის სპეციალიზაცია და ორგანიზაციული წყობა;
დაახასიათეთ აფრიკის სასოფლო -სამეურნეო პროდუქციის წარმოების მოცულობა დარგების მიხედვით;
აფრიკის ქვეყნები საკუთარი წარმოებით სასურსათო პროდუქტებზე იკმაყოფილებენ თუ არა მოთხოვნილებას, თუ ვერ იკმაყოფილებენ რომელი ქვეყნებიდან შემოაქვთ იმპორტის სახით.
![]() |
18 ტესტები |
▲ზევით დაბრუნება |
1. რა სახის ინვესტიციები არსებობს:
ა) პირდაპირი და პორტფელური;
ბ) პირდაპირი და ირიბი;
გ) პირდაპირი და ფარული;
დ) პორტფელური და ირიბი.
2. ინფლაციის უკუპროცესია:
ა) სტაგნაცია;
ბ) დევალვაცია;
გ) სტაგფლაცია;
დ) დეფლაცია.
3. რა აისახება კანონ 20/80-ში:
ა) ნებისმიერ საქმიანობაში რესურსების პირველდაწყებითი 20%25-იანი დაბანდება იძლევა 80%25-იან ეფექტს;
ბ) ეკონომიკური რეცესიის დროს მოთხოვნა მიწოდების საშუალო თანაფარდობას;
გ) შრომისა და კაპიტალის მწარმოებლურობის კლება;
დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.
4. რა და რა მრუდისაგან შედგება მარშალის ჯვარი:
ა) ინფლაციის და უმუშEვრობის მრუდები;
ბ) მოთხოვნის და მიწოდების მრუდები;
გ) მოთხოვნილების და მიწოდების მრუდები;
დ) მოთხოვნა, მიწოდების და უმუშევრობის და უმუშევრობის დონის განმსაზღვრელი მრუდები.
5. რომელ მეცნიერს ეკუთვნის გამონათქვამები უხილავი ხელის და ფეხის ეფექტების შესახებ?
ა) ადამ სმიტი;
ბ) მარშალი;
გ) ჯ. კლარკი;
დ) დ. რიკარდო.
6. რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა უდიდესი მეცნიერი და ფილოსოფოსი ფ. ჰეგელი:
ა) მე-20 საუკუნეში;
ბ) მე-19 საუკუნეში;
გ) მე-21 საუკუნეში;
დ) მე-18 საუკუნეში.
7. რომელია დიალექტიკის წამყვანი კანონი?
ა) რაოდენობრიობის გადასვლა თვისობრივში;
ბ) უარყოფის უარყოფა;
გ) დაპირისპირებულთა ერთიანობის და ბრძოლის კანონი;
დ) დაპირისპირებულთა ერთიანობის კანონი.
8. რომელ მეცნიერს ეკუთვნის ტექნიკური ინოვაციების თეორია?
ა) ჩ. ადამსს;
ბ) ლ. მორგანს;
გ) კ. ბიუხერს;
დ) ლ. მენჩიკოვს.
9. რას ნიშნავს ტექნოლოგიური ინოვაციები?
ა) ახალი ტექნოლოგია;
ბ) ტექნოლოგიური პროცესების შენელება;
გ) ტექნოლოგიური პროცესების სტაბილურობა;
დ) ტექნოლოგიური პროცესების გლობალიზაცია.
10. რას ნიშნავს ცივილიზაციის თეორია?
ა) მონათესავე ხალხების ერთობლიობას;
ბ) მონათესავე ხალხების სოციალურ-პოლიტიკურ ურთიერთობას;
გ) იგი აკავშირებს მონათესავე ხალხების განვითარების პროცესებს ცივილიზაციების მოდიფიკაციებთან ისტორიული პროცესების მსვლელობაში;
დ) იგი გულისხმობს მონათესავე ხალხების ერთობლიობას. გაერთიანებულ საერთო კულტურას, ისტორიული ბედით, ეკონომიკური და სოციალურ-პოლიტიკური ურთიერთობებით აკავშირებს განვითარების პროცესებს ცივილიზაციების მოდიფიკაციებთან ისტორიული პროცესების მსვლელობაში.
11. ეკონომიკური ევოლუციის შედეგად შეიქმნა სრულიად ახალი გლობალური მასშტაბის ეკონომიკა, რომელსაც ეწოდა:
ა) გიგაეკონომიკა;
ბ) გლობალური ეკონომიკა;
გ) მეგაეკონომიკა;
დ) ჰიპერეკონომიკა.
12. რომელმა მეცნიერმა ჩამოაყალიბა მეცნიერება - კიბერნეტიკა?
ა) ნორბერტ ვინერმა;
ბ) მალთუსმა;
გ) ლ. გუმილიოვმა;
დ) მ. კლუცჩევსკიმ.
13. რა წარმოადგენს კიბერნეტიკის მთავარ მიზანს ნორბერტ ვინერის აზრით?
ა) რთული სისტემების მართვა;
ბ) ხომალდების მართვა;
გ) მსოფლიოს მართვა;
დ) ადამიანების მართვა.
14. ყველა კიბერნეტიკულ, ანუ რთულ სისტემას საფუძვლად უდევს?
ა) რეაგირების უნარი;
ბ) უკუკავშირის პრინციპი;
გ) ინფორმაციის ათვისების უნარი;
დ) კავშირის პრინციპი.
15. ყველა კიბერნეტიკულ სისტემას გააჩნია?
ა) საინფორმაციო შესასვლელი;
ბ) საინფორმაციო გასასვლელი;
გ) ზემოთ ხსენებული ორივე;
დ) არცერთი პასუხი არაა სწორი.
16. რეგულირების რა ეკონომიკური მექანიზმები აქვს სახელმწიფოს ხელში, როგორც მეგაეკონომიკის სუბიექტს?
ა) მხოლოდ საიმპორტო ბაჟი, საექსპორტო ბაჟი და სავალუტო რეგულირება;
ბ) მხოლოდ სავალუტო კურსის პოლიტიკა რეფინანსირების განაკვეთები, სასესხო პროცენტი ან სააღრიცხვო განაკვეთი;
გ) მხოლოდ, არასატარიფო საგარეო ეკონომიკური რეგულირების მეთოდები, საიმპორტო და საექსპორტო ბაჟი;
დ)საიმპორტო ბაჟი, საექსპორტო ბაჟი, არასატარიფო საგარეო ეკონომიკური რეგულირების მეთოდები, სავალუტო კურსის პოლიტიკა, სავალუტო რეგულირება, რეფინანსირების განაკვეთები, სასესხო პროცენტი ან სააღრიცხვო განაკვეთი.
17. საიმპორტო და საექსპორტო ბაჟთა დონეების მიხედვით სახელმწიფო როგორი ტიპის თავისუფალი ვაჭრობის მიმდევრებად იყოფა?
ა) „ფრიტრეიდერების“ და პროტექციოინიზმის მიმდევრებად;
ბ) მხოლოდ „ფრიტრეიდერების“ მიმდევრად;
გ) მხოლოდ პროტექციოინიზმის მიმდევრად;
დ) არცერთი პასუხი არაა სწორი.
18. დაასახელეთ რომელი დებულებაა სწორი?
ა) სხვადსხვა საგადასახდაო ბაჟის დაწესების გზით სახელმწიფოს შეუძლია აქტიურად იმოქმედოს როგორც საქონლისნაკადზე ისე კაპიტალის გადაადგილებაზე;
ბ).სხვადსხვა საგადასახდაო ბაჟის დაწესების გზით სახელმწიფოს შეუძლია აქტიურად იმოქმედოს მხოლოდ კაპიტალის გადაადგილებაზე;
გ) სხვადსხვა საგადასახდაო ბაჟის დაწესების გზით სახელმწიფოს შეუძლია აქტიურად იმოქმედოს მხოლოდ საქონლის ნაკადზე;
დ) არცერთი პასუხი არაა სწორი.
19. რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს ფულის ემისიამ?
ა) ეროვნული კურსის დაცემა;
ბ) ეროვნული კურსის გაზრდა;
გ) არანაირ გავლენას არ მოახდენს ეროვნულ კურსზე;
დ) არცერთი პასუხი არაა სწორი.
20. როგორი მეთოდებით შეუძლია სახელმწიფოს კაპიტალის ბაზარზე გავლენის მოხდენა?
ა) მხოლოდ, ასწევს განაკვეთებს და გასცემს კრედიტებს;
ბ) მხოლოდ დასწევს განაკვეთებს და და იღებს სესხს;
გ) მხოლოდ ასწევს განაკვეთებს და იღებს სესხს;
დ) ასწევს ან დასწევს განაკვეთებს, გასცემს კრედიტებს ან იღებს სესხს.
21. რომელი ქვეყნებისათვის არის მომგებიანი ტრანსნაციონალიზაცია?
ა) ქვეყნები, რომელთა კორპორაციები ახორციელებენ ამ ინვესტიციებს;
ბ) ქვეყნები, რომლებიც იღებენ ამ ინვესტიციებს;
გ) ორივე ქვეყნისათვის;
დ) არცერთი ქვეყნისათვის.
22. უცხოური ინვესტიციები შეიძლება იყოს:
ა) პირდაპირი და ირიბი;
ბ) პირდაპირი და პორტფელური;
გ) პირდაპირი და ობიექტური;
დ) პირდაპირი და სუბიექტური.
23. უცხოური კაპიტალით საწარმოები შეიძლება შეიქმნას შემდეგი ფორმებით:
ა) ფილიალი, ქალიშვილი კომპანია, ასოცირებული კომპანია;
ბ) ფილიალი, ვაჟიშვილი კომპანია, ასოცირებული კომპანია;
გ) კოოპერატივი, ვაჟიშვილი კომპანია, ასოცირებული კომპანია;
დ) კოოპერატივი, ქალიშვილი კომპანია, ფრანჩაიზი.
24. მიკროეკონომიკა შეისწავლის:
ა) წარმოების დანახარჯებს და მოგებას;
ბ) კონკრეტულ ბაზრებს;
გ) სავალუტო კურსს;
დ) ბაზრის მონაწილეთა ქცევის კანონზომიერებას.
25. (წეპ) წმინდა ეროვნული პროდუქტი გაიანგარიშება ფორმულით:
ა) მშპ - საამორტიზაციო ანარიცხები;
ბ) მშპ - მეპ;
გ) ეშ - ირიბი გადასახადები;
დ) მშპ - გადასახადები + ეშ.
26. „ოქროს აქციები“ აძლევს მესაკუთრეს:
ა) დივიდენდების მიღების საშუალებას;
ბ) საწარმოს გაკოტრების შემთხვევაში წილის მიღების უფლებას;
გ) უფლებას იძლევა წარმოების ნაწილის საკუთრებაზე;
დ) ვეტოს უფლებას.
27. რისი ჰიბრიდია სტაგფლაცია:
ა) ინფლაცია+დეფლაცია;
ბ) სტაგნაცია+დევალვაცია;
გ) სტაგნაცია+ინფლაცია;
დ) დევალვაცია+დეფლაცია.
28. რას ნიშნავს დევალვაცია:
ა) ფასების ზრდას და მოთხოვნის შემცირებას;
ბ) ფულადი მასის გაუფასურებას;
გ) ეკონომიკური უძრაობის სინონიმია;
დ) ერთი ვალუტის კურსის შემცირება მეორეს მიმართ.
29. რას ნიშნავს ვ. ოიკენის კონცეფცია „სამეურნეო წესების შესახებ“:
ა) იგი თვლიდა, რომ არსებობს ორი ტიპის სუფთა, „იდიალური“ ეკონომიკური სისტემა - ცენტრალიზებულად მართვადი და საბაზრო;
ბ) იგი თვლიდა, რომ არსებობს სამი ტიპის ეკონომიკური სისტემა. სუფთა, იდიალური ეკონომიკური სისტემა - ცენტრალიზებულად მართვადი, საბაზრო და შერეული;
გ) იგი თვლიდა, რომ არსებობს ერთი სუფთა, „იდიალური“ ეკონომიკური სისტემა - საბაზრო;
დ)იგი თვლიდა, რომ სუფთა, „იდიალური“ სისტემა არ არსებობს.
30. რას ნიშნავს ენერგეტიკული თეორია?
ა) ენერგეტიკული თეორიების შესწავლას და გამოკვლევას;
ბ) ენერგიის ახალი ფორმების ათვისებას (სითბური, ელექტრონული, ბირთვული);
გ) მხოლოდ სითბური ენერგიის ათვისებას;
დ) მხოლოდ ბირთვული ენერგიის ათვისებას.
31. რითი ხსნის ბუნებრივი ფაქტორების თეორია საზოგადოების ევოლუციას?
ა) ბუნებრივი რესურსებით;
ბ) კლიმატური რესურსებით;
გ) გეოგრაფიული მდებარეობით;
დ) ბუნებრივ-კლიმატური პირობებით და გეოგრაფიული მდებარეობით.
32. ვინ იყვნენ დემოგრაფიული თეორიის წარმომადგენლები?
ა) მალთუსი, ა. სმიტი;
ბ) ა. სმიტი, ლ გუვილიოვი;
გ) მალთუსი, მ. კლუჩევსკი;
დ) ა. სმიტი, ლ. გუმილიოვი.
33. როდის ჩამოყალიბდა მეგაეკონომიკა?
ა) მე-19 საუკუნის ბოლოს;
ბ) მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში;
გ) მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში;
დ) 21-ე საუკუნის დასაწყისში.
34. გლობალიზაციის მთავარი პრინციპებია:
ა) თვთრეგულირება;
ბ) მასში გაერთიანებული სისტემების ურთიერთდაკავშირებულობა;
გ) ზემოთხსენებული ორივე;
დ) არცერთი პასუხი არაა სწორი.
35.რას გულისხმობს ინსტიტუციონალური გლობალიზაცია?
ა) ერთიანი ინსტიტუტების ჩამოყალიბებას, რომლებიც შექმნიან საზოგადოების საერთო წესებს;
ბ) ერთიანი ინსტიტუტების შექმნას, რომლებიც ჩამოაყალიბებენ საბაზრო თამაშების წესებს;
გ) ერთიანი ინსტიტუტების შექმნას, რომლებიც გააკონტროლებენ ბაზარს და უზრუნველყოფენ საბაზრო წესების სრულ დაცვას;
დ) ყველა პასუხი სწორია.
36. მასების ინსტიტუციონალური გლობალიზაციის სფეროში გასაერთიანებლად გამოყენებულია:
ა) ტელევიზია და რეკლამები;
ბ) კონცერტები და შოუები;
გ) ზემოთ ხსენებული ორივე;
დ) არცერთი პასუხი არაა სწორი.
37. რომელი ქვეყნის ეკონომიკა დაანგრია ჯორჯ სოროსმა?
ა) შვეიცარიის;
ბ) დანიის;
გ) სლოვენიის;
დ) არცერთის.
38. რომელი დებულებაა ჭეშმარიტი?
ა) როდესაც მსხვილი ტრანსნაციონალების ეკონომიკური სიმძლავრე საშუალო სახელმწიფოების მშპ-ს ედრება;
ბ) მსხვილი ტრანსნაციონალების ეკონომიკური სიმძლავრე საშუალო სახელმწიფოების მშპ-ზე ნაკლებია;
გ) მსხვილი ტრანსნაციონალების ეკონომიკური სიმძლავრე საშუალო სახელმწიფოების მშპ-ზე მეტია;
დ) არცერთი პასუხი არაა სწორი.
39. რა საშუალებას აძლევს ოფშერები ტრანსეროვნულ კაპიტალს?
ა) თავი აარიდონ დაბეგვრას მხოლოდ საბაზრო ქვეყნებში;
ბ) თავი აარიდონ დაბეგვრას მხოლოდ მიმღებ სახელმწიფოებში;
გ) თავი აარიდონ დაბეგვრას, როგორც საბაზრო ქვეყნებში ისე მიმღებ სახელმწიფოებში;
დ) ობშერები არანაირ საშუალებას არ აძლევს ტრანსეროვნულ კაპიტალს.
40. რომელი დებულებაა ჭეშმარიტი?
ა) ხელსაყრელი გაცვლისათვის საკმარისია ავწიოთ მხოლოდ ფასები საკუთარ საქონელზე, რათა კიდევ გავაუფასუროთ სხვათა ფასები;
ბ) ხელსაყრელი გაცვლისათვის საკმარისი არაა მხოლოდ ფასები ავწიოთ საკუთარ საქონელზე, საჭიროა კიდევ შედარებით გავაუფასუროთ სხვათა ფასები;
გ) ხელსაყრელი გაცვლისათვის საკმარისია შევამციროთ საკუთარი ფასები.
დ) ყველა პასუხი არასწორია.
41. რა ორგანიზაციულ-ეკონომიკურ ფორმას ატარებს პირველი თაობის ტეკ-ები?
ა) კარტელები, კოოპერატივები, ამხანაგობები და კონცერნები;
ბ) სინდიკატები, კორპორაციები, ფრანჩაიზები და კონგლომერატები;
გ) კარტელები, სინდიკატები, ტრესტები;
დ) ტრესტები, კოოპერატივები, სინდიკატები და ამხანაგობები.
42. რა ორგანიზაციულ-ეკონომიკურ ფორმას ატარებენ მესამე თაობის ტეკ-ბი?
ა) ტრესტების და კორფორაციების;
ბ) კონცერნების და კონგლომერატების;
გ) კოოპერატივების დაკონცერნების;
დ) კარტელების და ამხანაგობების.
43.რაში მდგომარეობს ღირებულების პარადოქსი?
ა) ზოგიერთი საქონლისათვის ფასის გაზრდა იწვევს მოთხოვნის შემცირებას;
ბ) ადამიანისთვის უაღრესად აუცილებელი წყალი თითქმის უსარგებლო ბრილიანტზე ბევრად იაფი ღირს;
გ) რესურსებზე ფასების ზრდა ზრდის საქონლის ღირებულებას;
დ) არსებობს ისეთი საქონელი, რომელზედაც ღირებულების გაზრდას მივყავართ მოთხოვნის გაზრდამდე;
44. რა არის ფული?
ა) ფული არის დოვლათი, რომელიც სხვა დანარჩენ დოვლათთა ღირებულების საზომი საშუალების ფუნქციას ასრულებს;
ბ) არის მატერიალური დოვლათი;
გ) არის დოვლათი, რომელიც სხვა დოვლათთა ფასის ნსაზომი საშუალების ფუნქციას ასრულებს;
დ) ფული ფასიანი ქაღალდია.
45. ფიზიოკრატისტების აზრით სიმდიდრის საფუძველს შეადგენს:
ა) სოფლის მეურნეობა;
ბ) საგარეო ვაჭრობა;
გ) ექსპორტი+იმპორტი;
დ) ნებისმიერი შრომა.
46. რომელი მეცნიერის კანონი უდევს საფუძვლად მთელ ნეოკლასიკურ ეკონომიკას?
ა) ადამ სმიტის უხილავი ხელის კანონი;
ბ) ჯ. კლარკის;
გ) სეის პირველი კანონი;
დ) გოსენის მეორე კანონი.
47. აგრარული თეორიების ძირითად მიზანს წარმოადგენს:
ა) მსოფლიო მოსახლეობის სასურსათო პროდუქტებით უზრუნველყოფა;
ბ) ახალი აგრარული ტექნოლოგიების შეძენა;
გ) არსებული აგრარული ტექნოლოგიების შენარჩუნება;
დ) ახალი აგრარული ტექნოლოგიების ათვისება და მოსახლეობის კვების პროდუქტებით უზრუნველყოფა.
48. ლ. მეჩნიკოვის თეორიის მიხედვით საზღვაო კავშირები იყოფა:
ა) სამდინარო საზღვაო პერიოდს;
ბ) სამდინარო და საოკიანო პერიოდს;
გ) საზღვაო პერიოდს;
დ) სამდინარო, საზღვაო და საოკიანო პერიოდი.
49. რომელია კავშირგაბმულობის წამყვანი ტექნოლოგიები:
ა) ფოსტა, ტელეგრაფი;
ბ) ტელეფონი, ელექტრონული ქსელი და ფოსტა;
გ) ელექტრონული ქსელი;
დ) ფოსტა, ტელეგრაფი, ტელეფონი, ელექტრონული ქსელი.
50. რომელ საუკუნეში გაბატონდა ინფორმაციული ფაქტორის თეორია:
ა) 21-ე საუკუნის პირველ ნახევარში;
ბ) მე-20 საუკუნის ბოლოს;
გ) მე-19 საუკუნის დასაწყისში;
დ) მე-20 საუკუნის დასაწყისში.
51. ამერიკელი მკვლევარი ჩ. ადამსი ყველა დიდ მოვლენას და ფინანსური თეორიების აუცილებლობას ხსნიდა:
ა) რომის იმპერიის დაშლით;
ბ) უკუკავშირებსა და ესპანეთის დაცემას და საფრანგეთის დიდი რევოლუციით ხსნიდა ადამიანთა უკმაყოფილებას, რომელიც გამოწვეული იყო არსებული საგადასახადო სისტემით და საგადასახადო სისტემის სრულყოფას მოითხოვდა;
გ) არსებული საგადასახადო სისტემით;
დ) რომის იმპერიის დაშლით, ესპანეთის დაცემით, აშშ-ს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლით, საფრანგეთის დიდი რევოლუციით - ხსნის ადამიანთა უკმაყოფილებას, რომელიც გამოწვეული იყო არსებული საგადასახადო სისტემით და საგადასახადო ინოვაციების სრულყოფას მოითხოვდა.
52. რას გულისხმობს სამუშაო ძალის გლობალიზაცია?
ა) იმას, რომ სამუშაო ძალა გლობალურად უნდა იქნეს გამოყენებული;
ბ) იმას, მსოფლიო დღეს სამუშაო ძალის გარეშე დარჩება;
გ) იმას, რომ სამუშაო ძალის მიგრაცია ხდება განუვითარებულ სახელმწიფოებში;
დ) იმას, რომ სამუშაო ძალის მიგრაცია ხდება ხდება განვითარებულ ქვეყნებში.
53. რა პრობლემები ექმნება განითარებულ ქვეყნებში ადგილობრივ მუშა ძალას, როდესაც ხდება ჩამოსული მუშახელის მოზღვავება?
ა) ხშირად ხდება რასობრივი კონფლიქტები;
ბ) ვერ ხერხდება მათი ტრადიციების შეთანხმება;
გ) ადგილობრივ მუშახელს უჩნდება სერიოზული კონკურენტი, ჩამოსული იაფი მუშახელის სახით, რაც იწვევს სოციალურ პრობლემებს;
დ) არცერთი პასუხი არაა სწორი.
54. რამ გამოიწვია ის გარემოება, რომ დღეს აშშ-ს მოსახლეობის 10-%25-ს ემიგრანტები შეადგენს?
ა) აქ ხელფასები 10-20-ჯერ მაღალია ვიდრე განვითარებად ქვეყნებში;
ბ) აქ ადამიანი თავისუფალია;
გ) იმან, რომ დეოკრატიის დონე მაღალია;
დ) იმან, რომ ამერიკაში არ არსებობს სიღარიბე.
55. მეცნიერების და ინოვაციების გლობალიზაცია გულისხმობს:
ა) მეცნიერების მსოფლიო ერთიანობას თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით და მათ ერთიან განვითარებას;
ბ) მეცნიერების აუცილებელი დარგების განვითარებას;
გ) მეცნიერული სამყაროს ერთი ორგანოს მმართველობის ქვეშ მოქცევას;
დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.
56. რომელი დებულებაა სწორი?
ა) ახალი საქონლისათვის არაა საჭირო გასაღების ბაზრეწბის მუდმივად უზრუნველყოფა, ხოლო ამისათვის კი აუცილებელია ადამიანთა ცხოვრების და აზროვნების სტილის შეცვლა;
ბ) ახალი საქონლისათვის საჭიროა გასაღების ბაზრების მუდმივად უზრუნველყოფა, ხოლო ამისათვის კი აუცილებელია ადამიანთა ცხოვრების და აზროვნების სტილის შეცვლა;
გ) ახალი საქონლისათვის საჭიროა გასაღების ბაზრების მუდმივად უზრუნველყოფა, ხოლო ამისათვის კი არაა აუცილებელი ადამიანთა ცხოვრების და აზროვნების სტილის შეცვლა;
დ). ახალი საქონლისათვის არაა საჭირო გასაღების ბაზრების მუდმივად უზრუნველყოფა, ხოლო ამისათვის კი არაა აუცილებელი ადამიანთა ცხოვრების და აზროვნების სტილის შეცვლა.
57. რომელი დებულებაა ჭეშმარიტი?
ა) საინფორმაციო წყობასა დასაზოგადოებაზე გადასვლისას, უპირველეს ყოვლისა მკვეთრად მცირდებამშპ-ის სტრუქტურაში მომსახურების წილი;
ბ) საინფორმაციო წყობასა და საზოგადოებაზე გადასვლისას უპირველეს ყოვლისა არ იცვლება მშპ-ის სტრუქტურაში მომსახურების წილი;
გ) საინფორმაციო წყობასა და საზოგადოებაზე გადასვლისას უპირველეს ყოვლისა მკვეტრად იზრდება მშპ-ის სტრუოტურაშიმომსახურების წილი;
დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.
58. რომელი დებულებაა ჭეშმარიტი?
ა) ტრანსეროვნული კაპიტალი მსოფლიოში ყველაზე უფრო შემოსავლიანი ბაზრების ძიებაში თავისუფლად გადაადგილდება;
ბ) ტრანსეროვნული კაპიტალი მსოფლიოში ყველაზე უფრო შემოსავლიანი ბაზრების ძიებაში შეზღუდვებით გადაადგილდება;
გ) ტრანსეროვნული კაპიტალი მსოფლიოში ყველაზე უფრო გასავლიანი ბაზრების ძიებაში თავისუფლად გადაადგილდება;
დ) ტრანსეროვნული კაპიტალი მსოფლიოში ყველაზე უფრო გასავლიანი ბაზრების ძიებაში შეზღუდვებით გადაადგილდება;
59. რა და რა ფაზებისაგან შედგება პროდუქციის სასიცოცხლო ციკლის თეორია?
ა) ინოვაციის, სტანდარტიზაციის და სიმწიფის ფაზებისაგან;
ბ) ინოვაციის, იდიოლოგიის და მეცნიერების ფაზებისაგან;
გ) სტანდარტიზაციის, ინოვაციის და მეცნიერების ფაზებისაგან;
დ) სიმწიფის, სტანდარტიზაციის და იდიოლოგიის ფაზებისაგან.
60. რომელი თეორია ამტკიცებს, თუ ერთ ქვეყანაში შედარებით ჭარბადაა კაპიტალი, ხოლო მეორეში-ნედლეული ან შრომა, მაშინ კაპიტალის გადაადგილება იძლევა ყველა ფაქტორის გამოყენების ეფექტიანობის ზრდას:
ა) მონოპოლისტური უპირატესობის თეორია;
ბ) მფრინავი ბატების პარადიგმა;
გ) ფიშერ-ოლეინის თეორია;
დ) ინვესტიციური განვითარების გზების თეორია.
61. რა არის ოფშერული ბანკის ძირითადი მიზანი?
ა) შემოსავლების მინიმიზაცია;
ბ) დაბეგვრის მაქსიმიზაცია;
გ) შემოსავლების მაქსიმიზაცია;
დ) დაბეგვრის მინიმიზაცია.
62. რა განსხვავებაა ფიუჩერულსა და ფორვარდულ კონტრაქტებს შორის?
ა) ფორვარდულისაგან განსხვავებით ფიუჩერულში კონკრეტული პარტნიორი ცნობილი არ არის;
ბ) ფიუჩერული მოკლე ვადიანი კონტრაქტია, ხოლო - ფორვარდული ხანგრძლივ ვადიანი;
გ) ფიუჩერული კონტრაქტებისაგან განსხვავებით ფორვარდული კონტრაქტები იდება, მხოლოდ თავისუფალ მეწარმეთა შორის;
დ) არცერთი პასუხი სწორი არ არის.
63. ასოციაცია ეს არის.
ა) გაკოტრების ზღვარზე მისული ფირმების გაერთიანება გადარჩენის მიზნით;
ბ) საწარმოთა გაერთიანება;
გ) მეწარმეთა გაერთიანება სახელშეკრულებო ვალდებულებათა საფუძველზე;
დ) ფიზიკურ პირთა გაერთიანება ნებაყოფილობითი თანამშრომლობის მიზნით.
64. სეის კანონი: მოთხოვნა ტოლია მთელი მიწოდებისა. რა არ იყო გათვალისწინებული სეის მიერ ამ კანონში?
ა) ინვესტიციების არსებობა;
ბ) წონასწორობის წერტილი მოთხოვნასა და მიწოდებას შორის;
გ) დანაზოგის არსებობა;
დ) რესურსების ალტერნატიული ღირებულება.
65. კ. ბიუხერმა შემოგვთავაზა მარკეტინგული თეორიის შესახებ:
ა) მის საფუძვლად აღებული უნდა იყოს მწარმოებლური გზის სიგრძე;
ბ) წარმოების წრებრუნვა;
გ) გზა მწარმოებლიდან მყიდველამდე;
დ) ბაზრის მარკეტინგული შესწავლა.
66. რას ნიშნავს ძალაუფლება ფართო გაგებით?
ა) ესაა შესაძლებლობა განახორციელო საკუთარი ნება და სურვილი რაიმეს მიმართ;
ბ) ესაა შესაძლებლობა განახორციელო საკუთარი ნება ვინმეს მიმართ;
გ) ესაა შესაძლებლობა განახორციელო საკუთარი ნება ვინმეს მიმართ. იგი შეიძლება იყოს კანონიერი და უკანონო, ეფუძნებოდეს ძალას, გავლენას, ტრადიციებს ან სხვა არაფორმალურ ინსტიტუტებს.
დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.
67. ეკონომიკური ძალაუფლება მიიღწევა შემდეგი ელემენტების შეერთებით:
ა) ფინანსური სიმძლავრის, საინფორმაციო გავლენის და ძალისმიერი ზეწოლის საშუალებით;
ბ) საინფორმაციო გავლენის, სახელმწიფოსთან კავშირით და ფინანსური სიმძლავრით;
გ) საინფორმაციო გავლენით, ფინანსური სიმძლავრით და კოალიციური ძალით;
დ) ფინანსური სიმძლავრით, საინფორმაციო გავლენით, კოალიციური ძალით, სახელმწიფოსთან კავშირით, ძალისმიერი ზეწოლის საშუალებით.
68. რას ნიშნავს ტექნოლოგიების ევოლუცია?
ა) ადამიანის ევოლუცია;
ბ) ცივილიზაციის წარმოშობა-განვითარებას;
გ) საბაზრო ეკონომიკის განვითარებას;
დ) ცოცხალი ორგანიზმების ევოლუციას, რითიც ამტკიცებს კიბერნეტიკის დიდ ვარაუდს-ყველა რთული სისტემის თანასწორობაზე, მათთვის ყველა საერთო კანონზომიერების წინაშე.
69. რას გულისხმობს ეკოლოგიური გლობალიზაცია?
ა) რესურსების ერთიან გამოყენებას;
ბ) ერთიან ბრძოლას ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად;
გ) მოპოვებითი მრეწველობის შეზღუდვას;
დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.
70. მეგაეკონომილის დანიშნულებაა:
ა) შექმნას ერთიანი ეკონომიკური სისტემა;
ბ) შექმნას ერთიანი პოლიტიკური და სოციალური სისტემა;
გ) შექმნას ერთიანი იდიოლოგიური სამყარო;
დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.
71. კონვერგენტული ეკონომიკური სისტემა მოიცავს:
ა) საგეგმო საწყისებს;
ბ) საბაზრო საწყისებს;
გ) საგეგმო და საბაზრო საწყისებს;
დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.
72.რომელი დებულებაა ჭეშმარიტი?
ა) დღესდღეობით ტრანსეროვნული კაპიტალი პრაკტიკულად მეურვეობისაგან არაა განთავისუფლებული და ეროვნულ სახელმწიფოთა იურისდიქციიდან გამოვიდა;
ბ) დღესდღეობით ტრანსეროვნული კაპიტალი პრაკტიკულად მეურვეობისაგან განთავისუფლებულდა და ეროვნულ სახელმწიფოთა იურისდიქციიდან გამოვიდა;
გ) დღესდღეობით ტრანსეროვნული კაპიტალი პრაკტიკულად მეურვეობისაგან არაა განთავისუფლებული და ეროვნულ სახელმწიფოთა იურისდიქციიდან არ გამოვიდა;
დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.
73. ეკონომიკური ევოლუციის შედეგად ჩამოყალიბებულმა მსოფლიო მოწყობამ თანამედროვე მსოფლიო მკვეთრად გაყო:
ა) მდიდარ ცენტრად;
ბ) ღარიბ ცენტრად;
გ) მდიდარ და ღარიბ ცენტრად;
დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.
74. რის ხარჯზე იმარჯვებენ ტებ-ები ადგილობრივ ბანკებთან კონკურენციაში?
ა) სესხზე დაბალი პროცენტის შეთავაზებით;
ბ) სესხზე მაღალი პროცენტის შეთავაზებით
გ) დაბალი კრედიტის შეთავაზებით;
დ) მაღალი კრედიტის შეთავაზებით.
75. რომელმა ეკონომიკურმა კონცეფციამ მისცა ბიძგი ტეკ-ებს;
ა) კაპიტალიზმმა;
ბ) ლიბერალიზმმა;
გ) მერკანტილიზმმა;
დ) ფიზიოკრატიზმმა.
76. რომელი ქვეყნები შედის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შემადგენლობაში?
ა) პოლონეთი, უნგრეთი, რუმინეთი, საფრანგეთი, იუგოსლავია, ბულგარეთი, ალბანეთი, გერმანია;
ბ) ჩეხეთი, სლოვაკეთი, გერმანია, ბულგარეთი, უნგრეთი, ალბანეთი, პოლონეთი, ინგლისი, რუმინეთი;
გ) პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, რუმინეთი, იუგოსლავია, ბულგარეთი, ალბანეთი;
დ) ყველა პასუხი სწორია.
77. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სოფლის მეურნების დარგებიდან,რომელია წამყვანი მთლიანი პროდუქციის მიხედვით;
ა) მემცენარეობა;
ბ) მეცხოველეობა;
გ) მებოსტნეობა;
დ) ყველა პასუხი სწორია.
78. რომელი ქვეყნები შედის დასავლეთ ევროპის შემადგენლობაში?
ა) ინგლისი, გერმანია, ირლანდია, პოლონეთი, საფრანგეთი;
ბ) საფრანგეთი, ბელგია, ლუქსემბურგი, შვეიცარია, რუმინეთი;
გ) ინგლისი, გერმანია, ირლანდია, საფრანგეთი, მონაკო, ჰოლანდია, ბელგია, ლუქსემბურგი, შვეიცარია, ლიხტენშტეინი, ავსტრია;
დ) ყველა პასუხი სწორია.
79. ჰოლანდია განვითარების მიხედვით, რომელ სახელმწიფოებს მიეკუთვნება?
ა) ინდუსტრიალ-აგრარულს;
ბ) განვითარებადს;
გ) ჩამორჩენილს;
დ) არცერთი პასუხი სწორი არ არის.
80. ჰოლანდიის სოფლის მეურნეობის ენერგოშეიარაღების დონე რამდენ ცხენის ძალას შეადგენს?
ა) 127 ცხ. ძალას;
ბ) 126 ცხ. ძალას;
გ) 105ცხ. ძალას;
დ) ყველა პასუხი სწორია.
81. როგორ განვსაზღვრავთ მემცენარეობაში წარმოების ეკონომიკურ ეფექტიანობას?
ა) წარმოებული პროდუქციის მოცულობის მიხედვით;
ბ) საჰექტარო მოსავლიანობის მიხედვით;
გ) მექანიზაციის მაღალი დონით;
დ) არცერთი პასუხი სწორი არ არის.
82. რომელი ქვეყნები შედი ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში?
ა) ფინეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, დანია, ისლანდია;
ბ) ფინეთი, შვეცია, ნორვეგია, დანია, ისლანდია;
გ) ფინეთი, შვეცია, ნორვეგია, საფრანგეთი, ისლანდია;
დ) ყველა პასუხი სწორია.
83. შვეციის სოფლის მეურნეობაში სპეციალიზაციის მიხედვით ძირითადი დარგი რომელია?
ა) მებოსტნეობა;
ბ) მემცენარეობა;
გ) მეცხოველეობა;
დ) ყველა პასუხი სწორია.
84. რა სახის პროდუქტები გააქვს ნორვეგიას სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებიდან საექსპორტოდ?
ა) მეცხოველეობის და მეთევზეობის;
ბ) მარცვლეული და ხილი;
გ) ბოსტნეული;
დ) ყველა პასუხი სწორია.
85. ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების სოფლის მეურნეობის საერთო პროდუქციის მოცულობაში მეცხოველეობის პროდუციას რა პროცენტი უკავია?
ა) 30-%25-ი;
ბ) 75-78-%25-ი;
გ) 55-%25-ი;
დ) ყველა პასუხი სწორია.
86. რომელი ქვეყნები შედის სამხრეთ ევროპაში?
ა) პორტუგალია, იტალია, ბულგარეთი, რუმინეთი, ესპანეთი, ვატიკანი, გიბრარტარი, საბერძნეთი;
ბ) პორტუგალია, იტალია, ესპანეთი, გიბრარტარი, ანდორა, სან-მარინო, ვატიკანი, მალტა, საბერძნეთი;
გ) პორტუგალია, იტალია, ესპანეთი, იუგოსლავია, ანდორა, სანმარინო, ვატიკანი;
დ) ყველა პასუხი არა სწორია.
87. ავსტრალიაში სასოფლო სამეურნეო სავარგულების რამდენი პროცენტი მოდის მეცხოველეობის ფერმებზე?
ა) 30-%25;
ბ) 50-%25;
გ) 65-%25;
დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.
88. ავსტრიის სოფლის მეურნეობის მიმართულების ფერმები დაახლოებით რა პროცენტის სასაქონლო პროდუქციას აწარმოებენ მთლიან სასაქონლო პროდუქციაში?
ა) 30-%25-ი;
ბ) 50-%25-ი;
გ) 80-%25;
დ) არცერთი პასუხი სწორი არ არის.
89. ჩრდილოეთ ამერიკის სოფლის მეურნეობის დარგები, როგორი განვითარების დონით ხასიათდებიან?
ა) მაღალი ინტენსიფიკაციის დონით;
ბ) დაბალი ინტესიფიკაციის დონით;
გ) საშუალო ინტესიფიკაციის დონით;
დ) ყველა პასუხი სწორია.
90. ენერგოშეიარაღების დონე რამდენ ცხენის ძალას შეადგენს აშშ-ი?
ა) 90-ცხ. ძალას;
ბ) 100-ცხ. ძალას;
გ) 105 ცხ. ძალას;
დ) ყველა პასუხი სწორია.
91. სამხრეთ ამერიკაში, რომელი ქვეყნები შედის?
ა) ვენესუელა, კოლუმბია, გრელანდია, ეკვადორი, არგენტინა, პარაგვაი, ურგვაი, ბრაზილია, გაიანა, სურინამი და გვინეია;
ბ) ვენესუელა, კოლუმბია,ეკვადორი, არგენტინა, პარაგვაი, ურგვაი, ბრაზილია, გაიანა, სურინამი, გვინეია;
გ) ვენესუელა, ბრაზილია, კანადა, ეკვადორი, არგენტინა, ურგვაი;
დ) ყველა პასუხი სწორია.
92. რომელ წელს ჩამოაყალიბეს ესპანელებმა დამოუკიდებელი პერუს სახელმწიფო?
ა) 1500 წელს;
ბ) 1542 წელს;
გ) 1550 წელს;
დ) არცერთი პასუხი სწორი არ არის.
93. ბრაზილის თავისი ბუნებრივი შესაძლებლობიდან გამომდინარე, რამდენი ადამიანის გამოკვება შეუძლია ყოველ წლიურად?
ა) 1,5 მილიარდი ადამიანის;
ბ) 1 მილიარდი ადამიანის;
გ) 5 მილიარდი ადამიანის;
დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.
94. აფრიკის ქვეყნებიდან, რომელ ქვეყნებშია განვითარებული მევენახეობა?
ა) ჩრდილოეთ აფრიკაში ალჟირში და სამხრეთ აფრიკის კავშირში;
ბ) აღმოსავლეთ აფრიკაში - ზამბია;
გ) ცენტრალურ აფრიკაში - გაბონი;
დ) არცერთი პასუხი სწორი არ არის.
95. აფრიკის კონტინენტის რა ნაწილია სასოფლო-სამეურნეო წარმოების თვალსაზრისით გამოყენებული?
ა) 50-60 %25-ით;
ბ) 35-40 %25-ით;
გ) 40-50 %25-ით;
დ) ყველა პასუხი სწორია.
96. რუსეთის ფედერაციაში, რომელი რეგიონებია მარცვლეულის ძირითადი მწარმოებლები?
ა) ყუბანი, დონი;
ბ) ვოლგისპირეთი, დასავლეთ ციმბირი;
გ) ყუბანი, დონი, ვოლგისპირეთი, სამხრეთ ურალი, დასავლეთ ციმბირი;
დ) ყველა პასუხი სწორია.
97. რუსეთის ფედერაციის სოფლ;ის მეურნეობაში ენერგოშეარაღების დონე რამდენ ცხენის ძალას შეადგენს?
ა)30 ცხ. ძალას;
ბ)42 ცხ. ძალას;
გ) 48 ცხ. ძალას;
დ) ყველა პასუხი სწორია.
98. ბალტიისპირეთის ქვეყნების სოფლის მეურნეობაში, რომელი დარგია ძირითადი და რომელი დამხმარე?
ა) მემცენარეობაა წამყვანი, ხოლო მეცხოველეობა დამხმარე;
ბ) მეცხოველეობაა ძირითადი, ხოლო მემცენარეობა დამხმარე;
გ) მებოსტნეობა;
დ) ყველა პასუხი არასწორია.
99.ამიერკავკასიის ქვეყნებში, რომელ წლებში განხორციელდა აგრარული რეფორმები?
ა) 1992-2000 წლებში;
ბ) 1990-2000 წლებში;
გ) 1989-2000 წლებში;
დ) ყველა პასუხი სწორია.
100. ყაზახეთის სოფლის მეურნეობის დარგებიდან, რომელი დარგია წამყვანი და რომელი დამხმარე?
ა) მეღორეობა;
ბ) მეცხოველეობა;
გ) მემცენარეობა;
დ) ყველა პასუხი სწორია.
![]() |
19 ტესტების პასუხები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
20 გამოყენებული ლიტერატურა |
▲ზევით დაბრუნება |
1. აბრალავა ა. ეროვნული ეკონომიკა და გლობალიზაცია; მონოგრაფია, თბ. 2005 წ;
2. ბასილიცა თ. სილაგაძე, ჩიკვაძე თ. პოსტსოციალისტური ტრანსფორმაცია. საქართველოს ეკონომიკა XXI საუკუნის მიჯნაზე. თბ. 2001 წ;
3. ბარათაშვილი ე. ზარანდია ჯ. - საქართველოს რეგიონული განვითარების ეკონომიკა თბ. 2007 წ;
4. მოვსესიანი ა. გ., ოგნივცევი ს. ბ. -,, მსოფლიო ეკონომიკა“ 2003წ;
5. ივანოვი ტ. - „ მსოფლიო ტყის რესურსები“, 1999წ;
6. ქარქაშაძე ნ. - „მსოფლიო სოფლის მეურნეობა“, 1993წ;
7. ქარქაშაძე ნ. - ,,დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების სოფლის მეურნეობა“, 1998წ;
8. ქეშელაშვილი ო.-„საქართველოს სოფლის მეურნეობის საწარმოო სპეციალიზაციის განახლებული ზონალური სქემა“ თბ. 2009;
9. ზლობინი ი. „ მსოფლიოს სოციალური ბაზარი“, 1998წ;
10. ჩალაბაევი ნ. - „ინტენსიური წარმოება და საბაზრო ურთიერთობები“, 1998წ;
11. გრიჟასი რ. „მსოფლიო ეკონომიკა“, 2000წ;
12. კოსტიუკი ვ. „ეკონომიკური სწავლების ისტორია“, 1997წ;
13. კოღუაშვილი პ., ზიბზიბაძე გ., ,,სოფლის მეურნეობის ეკონომიკა“, თბ. 2006;
14. სმიტი ა. „ხალხის სიმდიდრის ბუნების და მიზეზების გამოკვლევა,“ 1992წ;
15. კაპიცა დ. „განვითარებადი ქვეყნები“, 1990წ;
16. ძნელაძე დ. - „მსოფლიო ეკონომიკა“, თბ.. 1997წ;
17. ოქროცვარიძე ა. - „მიწა, როგორც რესურსი და მისი გამოყენების ეკონომიკური ეფექტიანობა საქართველოში, ,,სამეც. შრომათა კრებული“, ტ.XXXVII, თბ. 2005წ;
18. ოქროცვარიძე ა., ვადაჭკორია მ., ოქროცვარიძე ლ., დამხმაერე სახელმძღვანელო-„საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები“, თბ., 2009.
19. ოქროცვარიძე ა. - „ავტორთა ჯგუფთან ერთად,, წარმოების ორგანიზაცია სასოფლო-სამეურნეო საწარმოებში“, (გაერთანებებში),. თბ. 1990წ;
20. თოდუა გ., შ. ვეშაპიძის რედაქციით- „მსოფლიო ეკონომიკა“, თბ. 2001წ;
21. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წელიწდეული თბ. 2009 წ.
22. ხურცილავა მ., ხარაიშვილი ნ. და სხვ. - „სოფლის მეურნეობის ეკონომიკა“, თბ. 2009.
23. Серова Е. „Аграрнаиая Економика“ М.1999.
24. Agricultural Fact Book U.S. Department of Agriculture, Office of Communications,1998, pp. 269.
25 .Bromley D. W. Environment and Economy: Property Rights and Public Policy., Oxford: Basil Blackwell,1991.
26. Fan F. Ruttan V. Induced technical change in centrally planned economies. Agricultural Economics, Vol.6, pp.301-314.
27. rank Ellins -Peasant Economics Farm households and agrarian development, second edition, Cambridge University press 1993, pp.309.
28. William A., Geveran Jr. The World Almanac and book of facts 2001, Printed in U.S.A. 2001y.pp. 1008.