![]() |
ინსტრუქტორის უნარ-ჩვევები (სტუდენტის სახელმძღვანელო) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი სამართალდამცავი ორგანოები |
საავტორო უფლებები: © ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" |
თარიღი: 2001 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: საავტორო უფლება ©2001 ღია საზოგადოების ინსტიტუტი. ყველა უფლება დაცულია. გამოცემა მომზადებულია ღია საზოგადოების ინსტიტუტის მიერ. ამ გამოცემის არცერთი ნაწილი არანაირი ფორმითა და საშუალებით არ შეიძლება გავრცელებულ, გამოყენებულ ან გადაცემულ იქნეს ღია საზოგადოების ინსტიტუტის წერილობითი თანხმობის გარეშე. |
![]() |
1 1 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
1.1 1.1 სწავლების ახალი მეთოდები |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიციელთა სწავლების ტრადიციული მეთოდი გულისხმობს სახელმძღვანელოებით სწავლებას. ტრადიციული სწავლების დროს, ძირითადად, საუბრობს ინსტრუქტორი, ხოლო სტუდენტები პასიურ როლს ასრულებენ.
ამჟამად მკვიდრდება სწავლების თანამედროვე მეთოდები, რომლებშიც ძირითადი ყურადღება ექცევა პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას. სწავლების პროცესი ხორციელდება პოლიციის ყოველდღიური მუშაობის კონტექსტში.
პოლიციელთა ყოველდღიური მუშაობის გაშუქება კლასში ვიდეომასალების გამოყენებით ხორციელდება. ვიდეოჩანაწერები, ინსტრუქციებისა და ანიმაციის თანხლებით არსებობს დისკების სახით. დამატებითი ინფორმაცია ასევე მოცემულია სახელმძღვანელოებში. სასწავლო მასალების ასეთ კომბინაციას ეწოდება მულტიმედიური.
პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლებისთვის აუცილებელია, სტუდენტები აქტიურ როლს თამაშობდნენ. ისინი ეუფლებიან უნარ-ჩვევებს პოლიციის პრაქტიკიდან რეალური შემთხვევების იმიტაციით.
სწავლების ახალი მეთოდებისა და სასწავლო მასალების გარდა, ინსტრუქტორიც უნდა დაეუფლოს ახალ უნარ-ჩვევებს. დისკებზე ჩაწერილი სასწავლო პროგრამა ,,ინსტრუქტორის უნარ-ჩვევები“ ეძღვნება მულტიმედიის გამოყენებასა და სასწავლო პროცესში როლური თამაშების ჩატარებას, პროგრამაში მოცემულია ინსტრუქტორის მუშაობის შესახებ ბევრი ვიდეომასალა.
დამხმარე სახელმძღვანელო შედგება 3 ნაწილისგან. პირველ ნაწილში (II თავი) განმარტებულია სწავლების ზოგადი სტრატეგია. მეორე (III თავი) და მესამე (IV-VII) ნაწილებში ძირითადი ყურადღება ეთმობა მულტიმედიური საშუალებებისა და სასწავლო როლური თამაშების გამოყენებას.
![]() |
2 2 სწავლების ზოგადი სტრატეგია |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
2.1 2.1 სწავლების მიზნები |
▲ზევით დაბრუნება |
ადამიანები რომელიმე პროგრამას სწავლობენ კონკრეტული მიზნით: მათ სურთ რაიმეს შესწავლა, რის შედეგადაც შეძლებენ რაიმეს გაკეთებას, რისი გაკეთებაც ადრე არ შეეძლოთ. პროფესიული სწავლების დროს ეს მიზანი უფრო კონკრეტულია, სტუდენტებს სურთ დაეუფლონ გარკვეულ პროფესიას. პოლიციის აკადემიის სტუდენტების მიზანია გახდნენ პოლიციელები. თუმცაღა ეს მიზანი ძალიან ფართოა იმისთვის, რომ ინსტრუქტორმა ის სწავლების სახელმძღვანელო პრინციპად გამოიყენოს. ამიტომ უნდა განისაზღვროს სწავლების კონკრეტული მიზანი.
2.1.1 სწავლების მიზნების ორი სახე
სწავლების დროს შეიძლება გაიმიჯნოს სწავლების ძირითადი მიზანი და სწავლების ამოცანები.
ძირითადი მიზანი
ძირითადი მიზანი უკავშირდება შედეგებს, რომელთაც სტუდენტები სწავლების დასრულების შემდეგ მიაღწევენ. ძირითადი მიზანი არ შეიცავს ზუსტ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა უნდა ისწავლონ სტუდენტებმა. ქვემოთ მოცემულია ზოგადი მიზნის, როგორც პოლიციელის სწავლების საწყისი ნაწილის, მაგალითი:
აღნიშნული პროფესიული სწავლების კურსი სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, დამოუკიდებლად განახორციელონ პოლიციელის ფუნქცია სამართალდამცავ ორგანოებში.
სწავლების ამოცანები
სწავლების ამოცანები კონკრეტული მოქმედების მკაფიო და არაორაზროვანი განსაზღვრებაა, რომლის დემონსტრირებაც სტუდენტს შეუძლია სასურველი შედეგის მიღწევის დასამტკიცებლად. ასეთი აღწერილობის დროს გამოიყენება ზმნები, რომლებიც იძლევა ქცევაზე დაკვირვების შესაძლებლობას და მკაფიოა. ქვემოთ მოცემულია სწავლების ამოცანები, როგორც პოლიციელის ზოგადი სწავლების, მაგალითი: სტუდენტს შეუძლია, ავტო-საგზაო დარღვევებისთვის დაჯარიმების დროს, აარჩიოს გასაუბრების შესაფერისი მოდელი და საუბარი აწარმოოს ისე, რომ ,,გასაუბრებისას სტანდარტული წესებში“ აღწერილი ფრაზები, იყოს მკაფიოდ აღქმადი.
2.1.2 სწავლების ამოცანების ფუნქცია
სწავლების ამოცანებს რამდენიმე ფუნქცია აქვს. მნიშვნელოვანი ფუნქციები მოიცავს შემდეგს:
1. სწავლების შინაარსის განსაზღვრის საშუალება;
2. სწავლების სასურველი შედეგების ასახვა და ტესტების შემუშავების დროს დამხმარე საშუალებები;
3. სწავლების მეთოდების არჩევის საშუალებები;
4. სტუდენტებსა და ინსტრუქტორებს შორის კომუნიკაციის საშუალებები.
სწავლების შინაარსის განსაზღვრა
საერთოდ, სწავლების მიზნის განსაზღვრა ეყრდნობა საფუძვლიან ანალიზს იმის შესახებ, თუ რას გააკეთებს ადამიანი სასწავლო დავალების თვალსაზრისით. სწავლების შინაარსის ჩამოყალიბება სწავლების ამოცანების სახით ხელს უწყობს პროფესიული მოთხოვნების შესაბამის სასწავლო პროცესს. თუ სასწავლო ამოცანები არ არის განსაზღვრული, შეიძლება მიჩნეულ იქნეს, რომ სწავლების შინაარსი ძალიან ზოგადი ან ძალიან ვიწროა.
სწავლების სასურველი შედეგების განსაზღვრა
მენეჯერებს, ინსტრუქტორებსა და სტუდენტებს სურთ იცოდნენ, სასწავლო პროგრამას მივყავართ თუ არა სასურველ შედეგამდე. სწავლების ამოცანების განსაზღვრა ხელს უწყობს იმის განსაზღვრას, მიღწეულია თუ არა სასურველი შედეგი. ამ საფუძველზე შესაძლებელია შეფასების მეთოდების განსაზღვრა, მაგალითად: ობიექტური მონაცემებისთვის ტესტებისა და გამოცდების სახით.
საიმედო შეფასების მეთოდის მისაღებად სწავლების ამოცანები უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, ისინი უნდა:
1. შეიცავდეს ქცევის აღწერას, რომლის დემონსტრირებაც სტუდენტმა უნდა შეძლოს;
2. აღწერდეს იმ პირობებს, რომლებშიც ასეთი ქცევა უნდა იქნეს დემონსტრირებული;
3. შიცავდეს შეფასების მეთოდებს, იმის შესაფასებლად სტუდენტმა საკმარის დონეზე მიაღწია თუ არა სასურველ შედეგებს.
სწავლების ამოცანები, რომლებიც ამ კრიტერიუმებს შეესაბამება, მყარი საფუძველია ტესტების, გამოცდებისა და შეფასებისთვის, თუმცა სწავლების ყველა სასურველი შედეგი არ შეიძლება ასეთი სახით აღიწეროს. მაგალითად: სწავლების ამოცანა, რომელიც სტუდენტების მხრიდან სასურველ დამოკიდებულებას გულისხმობს, თავისთავად არ უკავშირდება ქცევას, რომლის დაკვირვებაც შესაძლებელია. სტუდენტების დამოკიდებულება - ,,იყვნენ გახსნილები და პატივისცემით მოეპყრან სხვა ადამიანის გრძნობებს“ - ძნელია აისახოს სწავლების ამოცანაში ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი დაკვირვება და გაზომვა. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ასეთი ქცევისა და დამოკიდებულების ინდიკატორების უკეთ ფორმულირება. ,,სხვა ადამიანს მისცე საუბრის საშუალება“ და ,,თანხმობის ნიშნად თავის დაქნევა“ შეიძლება იყოს სტუდენტის დამოკიდებულების შეფასების ინდიკატორი. ამ ინდიკატორების არსებობა ვლინდება გასაუბრებაზე როლური თამაშის დროს.
სწავლების მეთოდების შერჩევა
ამოცანების ფორმულირება ასევე ემსახურება სწავლების მეთოდებისა და სწავლების საშუალებების გამოყენების განსაზღვრას. მაგალითად, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების სწავლების დროს საჭირო მეთოდები განსხვავდება ავტო-საგზაო დარღვევების დროს დაჯარიმების სწავლების მეთოდებისგან.
ქვემოთ მოცემულია კლასიფიკაცია, რომელიც განსაზღვრავს ინსტრუქტორის უნარ-ჩვევების კურსის კონკრეტულ ამოცანებს.
სწავლების მიზანი
ცოდნა
ფაქტები
პროცედურა
კონცეფცია
პრინციპი
უნარ-ჩვევები
შეცნობითი
ფსიქომოტორული
რეაქციული
ინტერაქტიული
ამოცანების შესრულებაზე მიმართული სწავლების მიზანი ყოველთვის მოიცავს ორივე კომპონენტს - ცოდნასა და უნარ-ჩვევებს. ცოდნა უკავშირდება ინფორმაციის მიღებასა და დამახსოვრებას. ასეთ ინფორმაციას განეკუთვნება ფაქტები, პროცედურები, კონცეფცია და პრინციპები. ამ ცოდნის მიღება შესაძლებელია მოსმენის, შესწავლის, დაზეპირებისა და სხვა გზებით.
მეორე მხრივ, უნარ-ჩვევები გამომუშავდება სავარჯიშოებისა და გამოცდილების შეძენით, ამასთან, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მიღებული ცოდნაც. გამოიყოფა უნარ-ჩვევების შემდეგი კატეგორიები:
- შემეცნებითი უნარ-ჩვევები: მაგალითად, გადაწყვეტილების მიღება, რაციონალური აზროვნება, პრობლემის გადაჭრა
- ფსიქომოტორული უნარ-ჩვევები: მოქმედების შესრულება და მეთოდების გამოყენება
- რეაქციული უნარ-ჩვევები: ღირებულებებითი სისტემის ან მოლოდინის შესაბამისი მოქმედების შესრულება
(მაგალითად, გარკვეული დამოკიდებულება, ურთიერთობა)
- ინტერაქტიული უნარ-ჩვევები: სოციალური, კომუნიკაციისა და მართვის უნარ-ჩვევები
ამოცანის თითოეული ტიპისთვის აუცილებელია სასწავლო საქმიანობის სფეროში გამოხატული გარკვეული მიდგომების დამკვიდრება. შემდეგ ნაწილში მოცემულია სხვადასხვა მეთოდების განმარტება.
სწავლების ამოცანების კომუნიკაციური ფუნქცია
კვლევების შედეგები ცხადყოფს, რომ უკეთეს შედეგს აღწევს ის ინსტრუქტორი, რომელმაც იცის გაკვეთილის ბოლოს რა სახის ქცევის დემონსტრირება უნდა მოახდინონ სტუდენტებმა. გარდა ამისა, თუ სტუდენტებმა იციან რა უნდათ, ისინი უფრო აქტიურად მოიპოვებენ საჭირო ინფორმაციას და უკეთ აფასებენ როგორც საკუთარ, ისე სხვა სტუდენტების მოქმედებასა და ქცევას. მათ შეაქვთ ცვლილებები საკუთარ ქცევაში და ახდენენ ინსტრუქტორის ქცევის კორექტირებას. სტუდენტები, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ სწავლების ამოცანები და მათ ინსტრუქტორებთან ერთად განიხილავენ, სწავლის დროს უფრო მოტივირებულნი არიან.
![]() |
2.2 2.2 სწავლების მეთოდები |
▲ზევით დაბრუნება |
მას შემდეგ, რაც გაირკვევა რისი ცოდნა სჭირდებათ სტუდენტებს და რა ისწავლეს სწავლების შედეგად, წარმოიშობა კითხვა ,,როგორ უნდა განხორციელდეს სწავლების დასახული ამოცანები?“
ინსტრუქტორის მიერ შერჩეული სწავლების მეთოდები დამოკიდებულია:
ამოცანის ტიპზე: შემეცნებითი, ფსიქომოტორული, რეაქციული ან ინტერაქტიული
სტუდენტებზე: ჯგუფში სტუდენტთა რაოდენობა, ასაკი, არსებული გამოცდილება და ცოდნა
გარე ფაქტორებზე: შეზღუდული დრო, ფული ან სივრცე და ა.შ.
პოლიციელთა სწავლების დროს სწავლების მეთოდებსა და პროცესში უნდა აისახოს პრაქტიკული და პრაგმატული ორიენტაცია. რაც იმას ნიშნავს, რომ:
● სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ იდეები და კონცეფცია აქციონ პრაქტიკად;
● სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ კონცენტრირება მოახდინონ პოლიციის მუშაობის რეალურ პრობლემებზე;
● სტუდენტები უმალვე იღებენ პასუხებს კითხვებზე, რომლებიც სწავლების პროცესში ებადებათ.
სტუდენტების აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფისთვის უმჯობესია პროგრამისა და ყოველი გაკვეთილის განმავლობაში სწავლების სხვადასხვა მეთოდების გამოყენება. კარგ ინსტრუქტორს შეუძლია სწავლების სხვადასხვა მეთოდების გამოყენება და მოულოდნელი სიტუაციების წარმოქმნის შესაძლებლობის წინასწარ განსაზღვრა. სწავლების მნიშვნელოვან მეთოდებს წარმოადგენს:
● ლექცია
● ჩვენება და პრაქტიკა
● განხილვა
● დავალებების განაწილება
● ადგილზე გაცნობა
● ყოველდღიურ სიტუაციებზე როლური თამაშები
მოცემულ ნაწილში აღწერილია პირველი ხუთი მეთოდი, როლური თამაში კი განხილულია IV- VII თავებში.
2.2.1 ლექცია
ლექციაზე ინსტრუქტორი სტუდენტებს ინფორმაციას აწვდის თხრობისა და განმარტების ფორმით. ხანდახან ინსტრუქტორი ასევე იძლევა შეკითხვების დასმის შესაძლებლობასაც, თუმცა, ძირითადად, ეს თხრობის ბოლოს ხდება. ინსტრუქტორი აქტიურ როლს ასრულებს, სტუდენტები კი პასიურს.
დადებითი მხარეები
● ლექცია შესაძლებელია ჩაუტარდეს სტუდენტთა დიდ ჯგუფს
● მარტივი ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია სწრაფად
● ლექციის მომზადება ძალიან დიდ დროსა და ძალისხმევას არ მოითხოვს
უარყოფითი მხარეები
● ინსტრუქტორმა შეიძლება ძალიან დიდ ხანს ისაუბროს
● სტუდენტებმა შესაძლოა მოადუნონ ყურადღება
● ინსტრუქტორმა შესაძლოა ერთ გაკვეთილზე ძალიან დიდი მოცულობის ინფორმაცია მიაწოდოს სტუდენტებს. სტუდენტებთან ურთიერთქმედების არქონის გამო, ინსტრუქტორმა შეიძლება ვერ შენიშნოს, რომ სტუდენტები ვეღარ აღიქვამენ მასალას
● ცოდნისა და ინფორმაციის გარდა ლექციით სხვა რამის გადაცემა შეუძლებელია
ლექციის სრულყოფის საშუალებები
● არასოდეს წაიკითხოთ მთლიანი წინადადებები თქვენი ჩანიშვნებიდან, გამოიყენეთ მხოლოდ მთავარი სიტყვების სქემა
● სტუდენტებს სასწავლო მასალა მიაწოდეთ სქემატური სახით დაფაზე, ქაღალდზე, სლაიდებზე, დისკზე და ა.შ.
● ლექციაზე ყოველი ათი წუთის შემდეგ შეცვალეთ საქმიანობა, მაგალითად: დასვით კითხვები, ჩაატარეთ განხილვა, მიეცით დავალება და ა.შ.
● შექმენით დასამახსოვრებელი ისტორია ნათელი მაგალითებით, მოვლენების მოულოდნელი განვითარებით, ამასთან, გამოავლინეთ ენთუზიაზმი.
2.2.2 ჩვენება და პრაქტიკა
ჩვენების დროს ინსტრუქტორი მოსწავლეებს აჩვენებს როგორ მუშაობს ან როგორ უნდა გაკეთდეს რამე. ჩვენების (დემონსტრაციის) მეთოდი უფრო ეფექტურია თუ ამ დროს სრულდება შემდეგი მნიშვნელოვანი მოქმედებები:
- შესავალი
ინსტრუქტორი განმარტავს ჩვენების მიზანსა და აღნიშნული პროცედურის მნიშვნელობას. ინსტრუქტორი ხსნის იმ მოქმედებებს, რომლის დემონსტრირებასაც ახდენს
- ჩვენება
ინსტრუქტორი განმეორებით ხსნის პროცედურას, თუმცა ამჯერად ის ასევე ახდენს სხვადასხვა ნაბიჯების ჩვენებას. ინსტრუქტორმა უნდა:
● გაამახვილოს ყურადღება ყველაზე მთავარ მოქმედებებზე, დაასახელოს ისინი და სტუდენტებს მისცეს მათი გამეორების ან ჩაწერის დავალება;
● განმარტოს ახალი ცნებები;
● შეეცადოს აამოქმედოს სტუდენტების გრძნობის ყველა ორგანო;
● წაახალისოს სტუდენტების მხრიდან კითხვების დასმა.
- მოქმედების შესრულება
თუ სტუდენტებმა უნდა ივარჯიშონ მოქმედებების შესრულებაში, მნიშვნელოვანია:
● სტუდენტებს მიეცეთ საშუალება მოქმედებები შეასრულონ უმალვე ჩვენების (დემონსტრირების) შემდეგ;
● სასწრაფოდ გაასწოროთ შეცდომები, რათა სტუდენტებმა არ მიმართონ მცდარ პროცედურას;
-გამეორება
● ზოგადი და პოზიტიური უკუკავშირი. ამ ეტაპზე სტუდენტებმა სავარჯიშოს შესრულების დროს უნდა დაასახელონ სათანადო მოქმედებები
რთული მოქმედებები ან უნარ-ჩვევები უმჯობესია დაიყოს შემადგენელ ნაწილებად. ინსტრუქტორმა სტუდენტებს ჯერ ცალკეული კომპონენტები უნდა შეასწავლოს, ხოლო შემდეგ გააერთიანოს ისინი. სრული მოქმედება ყველა კომპონენტის შესრულებით ასევე უნდა გამყარდეს პრაქტიკით.
დადებითი მხარეები
● სტუდენტები ასრულებენ აქტიურ როლს. სტუდენტები ჩვენებას ხშირად მიიჩნევენ საინტერესო სავარჯიშოდ.
● ჩვენება იძლევა საშუალებას, უმალვე ნათელი გახადოს სასწავლო მასალის მნიშვნელობა და შინაარსი;
● რთული სასწავლო მასალის ახსნისთვის სასარგებლოა ჩვენების მეთოდის გამოყენება.
უარყოფითი მხარეები
● სწავლების ეს მეთოდი გამოიყენება მხოლოდ სტუდენტების მცირე ან საშუალო ჯგუფთან მუშაობისას;
● ამ მეთოდს სჭირდება დიდი დრო, პრაქტიკული მოდელები და მასალები შეიძლება ძვირადღირებული იყოს.
ჩვენების მეთოდების სრულყოფის საშუალებები
● წინასწარ მოამზადეთ პრაქტიკული და საჩვენებელი მასალები. ეს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ გაკვეთილის შეწყვეტა ან გაჭიანურება;
● შეძლებისგადვარად გამოიყენეთ რეალურ პრაქტიკაში გამოყენებადი მასალები. ამისათვის შესაძლოა გაკვეთილი საკლასო ოთახის გარეთაც ჩატარდეს;
● შექმენით ისეთი გარემო, რომელიც ყველა სტუდენტს მისცემს საშუალებას ყველაფერი ნახოს და მოისმინოს. მიეცით სტუდენტებს საშუალება, ადგნენ თავიანთი ადგილებიდან და დადგნენ მათთვის მოსახერხებელ ადგილას;
● თავდაპირველად ჩვენება ჩაატარეთ განმარტებების გარეშე და სტუდენტებს მიეცით გაანალიზებისა და საკუთარ გამოცდილებაზე სწავლის საშუალება. ამ გზით, ისინი ყოველმხრივ გაეცნობიან სასწავლო მასალას.
2.2.3 ჯგუფში დისკუსია
დისკუსია ან განხილვა არის კონკრეტულ თემაზე საუბარი სტუდენტებს ანდა სტუდენტებსა და ინსტრუქტორს შორის.
დისკუსიის დროს ინსტრუქტორმა შეიძლება შეასრულოს წამყვანის როლი და კითხვების მეშვეობით სტუდენტები წაიყვანოს გარკვეული მიმართულებით (სტრუქტუირებული დისკუსია). მეორე მხრივ, ინსტრუქტორმა შეიძლება ითამაშოს შუამავლის როლიც, ამ შემთხვევაში ის ხელს შეუწყობს დისკუსიას, რომელსაც სტუდენტები დამოუკიდებლად წარმართავენ.
დისკუსიის ჩასატარებლად საჭირო პირობები
- დისკუსიაში მონაწილეობისათვის სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ საწყისი ცოდნა ან გარკვეული გამოცდილება;
- დისკუსიის განვითარებისა და მასში ყველა სტუდენტის მონაწილეობისათვის აუცილებელია საკმარისი დროის გამოყოფა;
- დისკუსია უნდა მიმდინარეობდეს გარკვეული გეგმით, მაგალითად:
- კითხვის ჩამოყალიბება
- აზრის გამოთქმა
- მოსაზრებების განხილვა
- დასკვნა.
დისკუსიის ჩატარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები
დისკუსიის ჩატარება რამდენიმე ფაზას მოიცავს. ქვემოთ მოცემულია თითოეულ ფაზაზე განსახორციელებელი საქმიანობები:
შესავალი
- განსაზღვრეთ დისკუსიის მიზნები. მაგალითად, დისკუსიის მიზანი შეიძლება იყოს გარკვეულ საკითხზე სტუდენტების ინფორმირებული აზრის ჩამოყალიბება ან დისკუსიის პროცესში გარკვეული ამოცანის გადაჭრა.
- განსაზღვრეთ დისკუსიის ჩატარების პროცედურა, რომელიც შეიძლება შემდეგი სახის იყოს: ინსტრუქტორი სვამს ამოცანას, შემდეგ კი დისკუსიის თითოეული მონაწილე გამოთქვამს საკუთარ აზრს, მხოლოდ ამის შემდეგ იწყება დისკუსია.
- მოკლედ აღწერეთ ის წინადადება, რომელიც დისკუსიის საფუძველს წარმოადგენს. თუ ეს ამოცანაა, მაშინ აუცილებელია ინფორმაციის შეგროვების ფაზაზე გადასვლა.
- დასვით კითხვა ან სტუდენტებს დაავალეთ, წაიკითხონ პირობები.
- გააკეთეთ ხანმოკლე შესვენება (5 წამი) და სტუდენტებს დაავალეთ მათი მოსაზრებების ჩამოწერა.
ორიენტაცია
- თითოეულ სტუდენტს მიეცით აზრის გამოხატვის საშუალება და წაახალისეთ ისინი. ამასთან, უყურეთ მათ თვალებში, ყურადღებით მოუსმინეთ და თავის დაქნევით წაახალისეთ. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია:
- დაიმახსოვროთ ყველაზე არაორდინალური მოსაზრებები, მაგრამ არ დაუშვათ ამ ეტაპზე დისკუსიის გაჩაღება;
- წარმართოთ დისკუსია შეძლებისდაგვარად არავერბალური საშუალებებით, მაგალითად, შემდეგი სტუდენტის მიმართულებით თავის დაქნევით ან მათი მონაწილეობის წამახალისებელი ჟესტებით.
განმარტება და შემუშავება
- სხვადასხვა მოსაზრებების გაცნობის შემდეგ, დაუბრუნდით სტუდენტს, რომელმაც ყველაზე არაორდინალური მოსაზრება გამოთქვა და რომელზეც სხვა სტუდენტებს სურთ რეაგირება. გაიმეორეთ მისი მოსაზრება და სთხოვეთ მას, განმარტოს მისი შეხედულება.
- მიეცით სხვა სტუდენტებს საშუალება, გამოთქვან კომენტარები.
- დისკუსია შეიძლება გაგრძელდეს. ჩარევა განახორციელეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
- სტუდენტები აწყვეტინებენ ერთმანეთს საუბარს;
- სტუდენტებს არ აქვთ შესაძლებლობა გამოთქვან აზრი;
- დისკუსია დაშორდა თემას, ამ შემთხვევაში განაზოგადეთ თემასთან დაკავშირებული მოსაზრებები და დისკუსია წარმართეთ საჭირო მიმართულებით. განაზოგადეთ ძირითადი საკითხები ან წინააღმდეგობები და მიეცით სტუდენტებს განზოგადების დასრულების საშუალება.
- არ მიიღოთ მონაწილეობა დისკუსიაში.
დასკვნა
- დისკუსია დაასრულეთ იმ დასკვნებით, რომელთაც სტუდენტები ეთანხმებიან. არ აიძულოთ ისინი, უმჯობესია დასკვნებს საკუთარი სურვილისამებრ დამოუკიდებლად დაეთანხმონ.
- ნაყოფიერი მუშაობისთვის ყველას მადლობა გადაუხადეთ.
ჯგუფში განხილვის, დისკუსიის დადებითი მხარეები
● ეს მეთოდი სასარგებლოა სტუდენტების მოტივაციისა და დამოკიდებულების შესაცვლელად;
● ამ მეთოდის დახმარებით სტუდენტები ეუფლებიან უნარ-ჩვევებს, რომლებიც აუცილებელია მათთვის, როგორც გუნდის წევრებისთვის, გარდა ამისა, მიიღწევა გარკვეული ინტერაქტიული (სოციალური, კომუნიკაციური და ლიდერული) მიზნებიც;
● სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ მუშაობაში.
უარყოფითი მხარეები
● ბევრ სტუდენტს უჭირს აზრის გამოთქმა დიდი ჯგუფის წინაშე;
● ინსტრუქტორს შეიძლება გაუჩნდეს დისკუსიაში დომინირების ცდუნება;
● დისკუსიას ხშირად დიდი დრო სჭირდება;
● ეს მეთოდი ნაკლებად ეფექტურია დიდ ჯგუფთან მუშაობისას (დისკუსიის მონაწილეთა მაქსიმალური რიცხვია 20 ადამიანი). შესაძლებელია ინსტრუქტორმა პრობლემის განხილვა სტუდენტებს დაავალოს მცირე ჯგუფებში, რის შემდეგაც ამ მცირე ჯგუფების წარმომადგენლები გამოხატავენ მცირე ჯგუფის მოსაზრებას მთლიანი ჯგუფის წინაშე. მნიშვნელოვანია ასეთი ჯგუფური სავარჯიშოების წინასწარ კარგად განსაზღვრა.
ბრეინსთორმი (გონებრივი სავარჯიშო)
ბრეინსთორმი განხილვის განსაკუთრებული სახეა. ამ შემთხვევაში სტუდენტებს შეუძლიათ პრობლემის გადაჭრის შესახებ გამოთქვან ყველაფერი, რაც მოაფიქრდებათ. დისკუსიის წამყვანი იწერს ყველა გამოთქმულ მოსაზრებას. ამ ეტაპზე კრიტიკა დაუშვებელია. გამოთქმული იდეის მიზანშეწონილობა განიხილება მხოლოდ გონებრივი სავარჯიშოს ჩატარების შემდეგ. ეს მეთოდი ხანდახან იწვევს კონსტრუქციული იდეების წარმოქმნას.
პლენარული განხილვა
დისკუსიის კიდევ ერთ განსაკუთრებულ სახეს წარმოადგენს პლენარული განხილვა. ექსპერტული ჯგუფის შექმნა და ერთი ან რამდენიმე ექსპერტის მიერ აზრის გამოხატვა შეიძლება სასარგებლო იყოს სტუდენტების მიერ თემასთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებების მოსმენისა და აწონ-დაწონვისთვის. ასეთი მიდგომა განსაკუთრებით ეფექტურია როცა ექსპერტები სხვადასხვა ასპექტებზე სპეციალიზდებიან მათი პროფესიული მომზადების ან სხვადასხვა ქვეყნებში მუშაობის შედეგად. ინსტრუქტორმა უნდა შეასრულოს ხელმძღვანელის როლი, რომელიც ხელს უწყობს აქტიურ მონაწილეობას, უზრუნველყოფს მონაწილეთა ინტერესების დაკმაყოფილებას, შედეგების შეჯამებას და დისკუსიის შედეგად დასკვნების გამოტანას.
2.2.4 დავალებების განაწილება
დავალების განაწილების დროს სტუდენტები შეიძლება დაიყოს მცირე ჯგუფებად. ეფექტური დავალება უნდა შეიცავდეს შემდეგ ელემენტებს:
- იმ საქმიანობის აღწერა, რომლითაც უნდა დაკავდეს სტუდენტი;
- სწავლების ამოცანის განსაზღვრა, რომლის გადაჭრასაც ისახავს მიზნად დავალება;
- დავალების შესრულების საბოლოო შედეგის განსაზღვრა, მაგალითად, ჯგუფის მოსაზრებების დაფაზე დაწერა, ამოცანის გადაჭრა ან ჯგუფის წარმომადგენელის მიერ შედეგების გაცნობა და ა.შ.
- დავალების შესასრულებლად მიცემული დროის განსაზღვრა.
დავალებების განაწილების დადებითი მხარეები
- სტუდენტების მუშაობის მეშვეობით ინსტრუქტორი იღებს უკუკავშირს (შედეგს) და ამოწმებს რამდენად არის მიღწეული სწავლების მიზნები;
- სტუდენტები მუშაობენ სასწავლო მასალაზე და შესაბამისად სწავლობენ ან გამოიმუშავებენ უნარ-ჩვევებს;
- სწავლების პროცესში სტუდენტები აქტიურ მონაწილეობას იღებენ.
დავალების შესრულების ხელშეწყობა
იმ დროს, როდესაც სტუდენტები ასრულებენ დავალებას, ინსტრუქტორი შეიძლება დადიოდეს ოთახში და, საჭიროების შემთხვევაში, ეხმარებოდეს მათ. ასეთი დახმარების საჭიროება ნაკლებია, თუ დავალება სწორად იქნა მიცემული. დავალება აუცილებლად უნდა განიხილოთ მისი შესრულების შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში სტუდენტები მალევე დაკარგავენ დავალებაზე მუშაობის სტიმულს. ასეთივე პრინციპი ვრცელდება საშინაო და ინდივიდუალურ დავალებებზეც. თუ მეცადინეობის დროს არ რჩება დავალების განხილვის დრო, ინსტრუქტორს შეუძლია ისინი სახლში წაიღოს და წერილობითი სახით ჩამოაყალიბოს კომენტარები. შემდეგ გაკვეთილზე კი, მას შემდეგ რაც ინსტრუქტორი დაარიგებს დავალებაზე შენიშვნებსა და კომენტარებს, საკმარისი იქნება კითხვებზე პასუხის გაცემა და შესრულებული სამუშაოს შედეგების განზოგადება.
2.2.5 ადგილზე გაცნობა
შესაბამის დაწესებულებებსა და გარკვეულ ადგილებში ჯგუფური ვიზიტები შეიძლება ღირებული აღმოჩნდეს სწავლებისთვის. ვიზიტის მიზანი წინასწარ უნდა განისაზღვროს და სტუდენტებს ინსტრუქტაჟი უნდა ჩაუტარდეთ იმაზე, თუ რაზე გაამახვილონ ყურადღება და როგორ ჩაინიშნონ დაკვირვების შედეგები შემდგომი განხილვისთვის.
![]() |
2.3 2.3 სასწავლო მასალები და საშუალებები |
▲ზევით დაბრუნება |
გაკვეთილზე ინსტრუქტორს შეუძლია რამდენიმე ინსტრუმენტი გამოიყენოს. სასურველია ეს ინსტრუმენტები ზემოქმედებდნენ სტუდენტების სხვადასხვა გრძნობებზე. ეს ზრდის დამახსოვრების შესაძლებლობებს და ხელს უწყობს სასწავლო მასალის გათავისებას. დღემდე ინსტრუქტორები ძირითადად იყენებდნენ ტრადიციულ ინსტრუმენტებს, როგორიცაა წერილობითი მასალები, მოდელები, დაფა, პლაკატები და ხანდახან ვიდეომასალასაც. ამ ნაწილში ჩვენ მოკლედ მიმოვიხილავთ ამ ინსტრუმენტებს. ამჟამად, ტრადიციულ ინსტრუმენტებთან ერთად უფრო ფართოდ გამოიყენება მულტიმედიური საშუალებები. მულტიმედიური საშუალებების გამოყენებით სწავლება უფრო დეტალურად არის განხილული მესამე თავში.
2.3.1 წიგნები, სასწავლო გეგმები, კონსპექტები, დასარიგებელი მასალები (ჰენდაუთები)
წინასწარ წაკითხული ტექსტი სტუდენტებს ეხმარება საწყისი ცოდნის მიღებაში. თუმცა ეს მეთოდი გათვლილია ინტერესზე, რომელიც ხშირად ჯერ კიდევ არ არის აღძრული. სასურველია ყოველი გაკვეთილის შემდეგ სასწავლო მასალის განზოგადებული წერილობითი მასალის დარიგება, რათა სტუდენტებს გაკვეთილის დროს არ მოუხდეთ ახალი მასალის დაკონსპექტება. ამ გზით სტუდენტები მიიღებენ მასალას, რომლის გამოყენებაც შეეძლებათ. თვით ინსტრუქტორი სახელმძღვანელოები ხშირად შედგება ამგვარი ინსტრუმენტებისგან სწავლების ამოცანებთან, სავარჯიშოებთან და ტესტებთან ერთად.
2.3.2 რუქა, მოდელი, მინიატურა და ა.შ.
ეს ინსტრუმენტები გამოიყენება საჩვენებლად და სასწავლო მასალის დემონსტრირებისთვის. ხშირად ამგვარი ინსტრუმენტების მოსამზადებლად დიდი დრო და ძალისხმევაა საჭირო, თუმცა მათი გამოყენება მრავალჯერადად შეიძლება.
2.3.3 დაფა
საკლასო დაფის გამოყენება ძალიან ადვილია. რამდენიმე რჩევა:
- ძირითადად გამოიყენეთ საკვანძო სიტყვები;
- დაფაზე დახატეთ სქემები;
- სქემების, ნახატებისა და წარწერებისთვის გამოიყენეთ მთლიანი დაფა;
- დაფაზე წერის დროს არ ისაუბროთ.
2.3.4 ფორმატები (ფლიპ ჩარტი)
ფორმატი (ფლიპ ჩარტი) იგივე ფუნქციას ასრულებს, რასაც დაფა, თუმცა ფორმატის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ინსტრუქტორს შემდეგ გაკვეთილზე განმეორებით შეუძლია მათი გამოყენება უკვე არსებული წარწერებით. გარდა ამისა, სტუდენტებს შეუძლიათ ასეთ ქაღალდებზე დაწერონ ჯგუფური მუშაობის დროს შესრულებული დავალების შედეგები, რომლებსაც შემდეგ მთელ ჯგუფს წარუდგენენ.
2.3.5 პროექტორი
ფუნქციურად პროექტორიც საკლასო დაფის დანიშნულებას ატარებს. მისი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ სლაიდების მომზადება შესაძლებელია როგორც წინასწარ, ასევე ადგილზე. ჩანაწერებით სლაიდები შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაკვეთილის ბოლოსაც მასალის გამეორების ან განზოგადების მიზნით. სტუდენტებს ასევე შეუძლიათ გამოიყენონ სლაიდები ჯგუფური მუშაობის დროს შესრულებული დავალების შემდეგ მთელ ჯგუფის წინაშე წარსადგენად.
სლაიდებზე შეიძლება ნახატებისა და ტექსტების დატანა. შესაძლებელია მისი დაბეჭდვაც. რამდენიმე რჩევა:
- პროექტორთან მუშაობის დროს ზურგი არ შეაქციოთ სტუდენტებს და სულ ეკრანს არ უყუროთ;
- როცა პროექტორს არ იყენებთ, გამორთეთ ის.
2.3.6 საშუალებები: დადებითი და უარყოფითი მხარეები
|
დადებითი
|
უარყოფითი |
დაფა |
● შეიძლება ეტაპობრივად წარადგინოთ მასალა, დაფაზე დაიტანოთ სქემები და მიმოიხილოთ ისინი. |
●დიდ ოთახებში გამოსაყენებლად რთულია
● ნაწერის წაშლის შემდეგ მისი აღდგენა შეუძლებელია.
|
ქაღალდი |
● გამოიყენება მცირე და საშუალო ჯგუფებთან მუშაობისას
● ინფორმაციას შეიძლება დაუბრუნდეთ
● გამოსადეგია ჯგუფური მუშაობისას
|
● დიდ ჯგუფთან სამუშაოდ არ გამოიყენება
● ნაკლები შესაძლებლობაა ეტაპობრივად წარმოადგინოთ ინფორმაცია |
პროექტორი |
● სლაიდები შესაძლოა მომზადდეს წინასწარ
● შეიძლება ხშირი გამოყენება
● ინფორმაციის ეტაპობრივად წარდგენა შესაძლებელია
● კარგად გამოიყენება ჯგუფური მუშაობის დროს
● გამოსადეგია დიდ ჯგუფთან მუშაობისას
|
● ნაკლებად გამოსადეგია რთული სქემების წარსადგენად
ხმაურობს
● ინსტრუქტორს ხშირად ავიწყდება პროექტორის გამორთვა
|
წერილობითი მასალები |
●გამოიყენება დიდ ჯგუფთან მუშაობისას
● შესაძლებელია მისი სახლში წაღება,
● შეიძლება მომზადდეს წინასწარ
● გამოიყენება ჯგუფური მუშაობის დროს |
● აუცილებელია დავალების შემდგომ მისი განხილვა
● წინასწარ დარიგება
●ფაქტობრივად შედეგს არ იძლევა
|
2.3.7 დავალებებს, სწავლების მეთოდებსა და სასწავლო საშუალებებს შორის კავშირი
სწავლების ამოცანებს, სწავლების მეთოდებსა და საშუალებებს შორის კავშირი არსებობს. განსაზღვრული დავალების შესრულება უფრო ადვილი ხდება სწავლების გარკვეული მეთოდების გამოყენებით. მაგალითად ფორტეპიანოზე დაკვრის სწავლა შეუძლებელია ლექციის მოსმენით, ამისთვის აუცილებელია პრაქტიკა და დემონსტრირება.
შემეცნებითი მიზნები
ცოდნის გადაცემა:
ლექცია, დემონსტრაცია, თვითშესწავლა, ნახვა, საუბარი, პლენარული განხილვა, სლაიდები, ფილმები, რადიო, ტექსტის საფუძველზე განხილვა. გაგება: ლექცია, დემონსტრაცია, თვითშესწავლა, ფილმები, დისკუსია პრობლემის გადაჭრაზე, მაგალითების განხილვა, სიტუაციის განხილვა, როლური თამაშები.
ემოციური მიზნები
იგულისხმება ნებისმიერი გამოცდილება, რომლის დროსაც სტუდენტი განიცდის გარკვეულ ემოციას. როლური თამაშები, მაგალითების განხილვა, დისკუსია, გონებრივი სავარჯიშო, თვითშესწავლა, გამოცდილების გაზიარება, ფილმები, ექსკურსია.
ფსიქომოტორული პერცეფციული მიზნები
დემონსტრაცია და პრაქტიკა, როლური თამაშები, თვითშესწავლა.
სოციალური მიზნები
ნებისმიერი მეთოდი, რომლის დროსაც სტუდენტები მუშაობენ ერთად, ასევე ყველა მეთოდი, რომელიც გამოიყენება ემოციური მიზნების მისაღწევად.
დაინტერესება და მოტივაცია
დემონსტრაცია, ფილმები, ტელემასალა, სლაიდები, მაგალითების განხილვა, გამოცდილების გაზიარება, სწავლების მიზნების განხილვა, ექსკურსია, გამოფენა, როლური თამაშები.
![]() |
2.4 2.4 მეცადინეობისთვის მზადება |
▲ზევით დაბრუნება |
გაკვეთილისთვის მომზადება გულისხმობს შემდეგს:
- სწავლების ამოცანების განსაზღვრა
- სამიზნე ჯგუფის ცოდნის დონის განსაზღვრა
- სწავლების შინაარსის განსაზღვრა
- სასწავლო მასალებისა და საშუალებების შერჩევა
- სასწავლო გეგმის შედგენა
2.4.1 სწავლების ამოცანების განსაზღვრა
აუცილებლად მკაფიოდ უნდა განისაზღვროს სწავლების ამოცანები და მათი კავშირი სწავლების ამოცანებთან. მომზადების დანარჩენი ნაწილი ეფუძნება ამ მიზანს. სწავლების ამოცანის ფორმულირება არის პასუხი კითხვაზე ,,რა უნდა იცოდნენ ან რა უნდა შეეძლოთ სტუდენტებს მეცადინეობის შემდეგ, რა ან რისი გაკეთება არ იცოდნენ მანამდე?“
2.4.2 სტუდენტთა ჯგუფის ცოდნის დონის განსაზღვრა
უნდა განისაზღვროს სწავლების ამოცანებთან დაკავშირებით აღნიშნულ თემაზე უკვე რა იციან სტუდენტებმა. ეს აუცილებელია ცოდნის არსებული დონის შესაბამისად ახალი მასალის სწავლებისთვის. თუ თქვენ არ გაქვთ ინფორმაცია სტუდენტების ცოდნის დონეზე, დაიწყეთ გაკვეთილი ზოგადი კითხვებით და გაკვეთილი მოამზადეთ ისე, რომ შეგეძლოთ მისი ჩატარება სტუდენტების ცოდნის განსაზღვრული დონის შესაბამისად.
2.4.3 სწავლების შინაარსის განსაზღვრა
სწავლების ამოცანების შესასრულებლად რა ცოდნა და უნარ-ჩვევები უნდა შეასწავლოთ სტუდენტებს? სწავლების ამოცანების შესასრულებლად აუცილებელია სტუდენტმა გაითავისოს ინფორმაცია. ინფორმაცია შეიძლება სხვადასხვა წყაროდან იქნეს მიღებული.
ინფორმაციის წყაროებია: სახელმძღვანელოები, ჟურნალები, ექსპერტებთან საუბარი, დავალების ანალიზი, ფილმები, ფოტოები და ა.შ. ინფორმაციის წყაროს ასევე განეკუთვნება სტუდენტის გამოცდილება, მსგავსი სიტუაციები, სტუდენტის ცოდნა სხვა საგნებში, თქვენი გამოცდილება და ცოდნა, სტატიები, ლიტერატურა და ა.შ.
ამგვარად შესაძლებელია სასწავლო მასალის დიდი ოდენობის შეგროვება. ხშირად ასეთი ინფორმაცია არასრულია, არათანმიმდევრული, ხანდახან კი - წინააღმდეგობრივიც. ინფორმაციის ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანია შემდეგი კრიტერიუმები:
- ინფორმაციის წარდგენამ უნდა მოახდინოს სტუდენტების სტიმულირება, რომ გააგრძელონ პროგრამის შესწავლა;
- წარდგენილი ინფორმაცია მიმართული უნდა იყოს სწავლების ამოცანის მისაღწევად;
- წარდგენილი ინფორმაცია ადაპტირებული უნდა იყოს სტუდენტის ცოდნის დონის შესაბამისად;
- სტუდენტებს უნდა ესმოდეთ ინფორმაციის სტრუქტურა.
2.4.4 სასწავლო საშუალებების, ინსტრუმენტების არჩევა
შემდეგი ნაბიჯი იმის გადაწყვეტაა, თუ როგორ გსურთ სტუდენტებისთვის ცოდნის გადაცემა, რა მეთოდს გამოიყენებთ და ამისთვის რა ინსტრუმენტები (წიგნები, ვიდეო, დასარიგებელი მასალა და ა.შ.) გესაჭიროებათ. დეტალური ინფორმაცია მოცემულია 2.3 თავში. ინსტრუმენტები და საშუალებები მზად უნდა იყოს გაკვეთილის დასაწყისისთვის.
2.4.5 სასწავლო გეგმის შედგენა
გაკვეთილის გეგმა მოიცავს სტრუქტურას, სხვადასხვა სასწავლო მასალისთვის განკუთვნილ დროსა და სწავლების მეთოდებს. სასწავლო გეგმის შემუშავება სასარგებლოა სხვადასხვა თვალსაზრისით, კერძოდ:
- მთელი გაკვეთილის განმავლობაში ინსტრუქტორისთვის დამხმარე სახელმძღვანელოდ;
- სასწავლო გეგმის გამოყენება შესაძლებელია განმეორებით და ასევე მისი გამოყენება შეუძლია სხვა ინსტრუქტორსაც;
- სასწავლო გეგმა შეიძლება დაიხვეწოს და სწავლების დროს მიღებული გამოცდილების საფუძველზე გაუმჯობესდეს.
გაკვეთილისთვის მზადებასთან დაკავშირებული პრობლემები
- ინსტრუქტორს ერთ გაკვეთილზე სურს განიხილოს ძალიან დიდი მასალა;
- არასწორად გათვლილი დრო;
- ინსტრუქტორს ავიწყდება შეფასებისა და ტესტირების ჩატარება;
- ინსტრუქტორი კითხულობს თავის ჩანიშნვნებს ნაცვლად იმისა, რომ იურთიერთოს სტუდენტებთან (ეს ხდება მაშინ, თუ თქვენ ყველაფერს იწერთ);
- ინსტრუქტორი ძალიან მკაცრად იცავს დაგეგმილი გაკვეთილის მსვლელობას. მოულოდნელ სიტუაციებში რეაგირებისთვის აუცილებელია მოქნილობა.
გაკვეთილის გეგმის ფორმა
გაკვეთილის გეგმა იწერება სქემატური სახით რამდენიმე გრაფით, ზოგადად ეს გრაფები მოიცავს:
დრო |
სწავლების ამოცანები |
მეთოდი |
საშუალებები |
9.00 |
სტუდენტების ყურადღების მიპყრობა |
ლექცია პროგრამაზე |
დღის წესრიგი ფურცლებზე |
9.15 |
სტუდენტების ინფორმირება ამოცანებზე |
ლექცია |
დასარიგებელი მასალა (ჰენდაუთები) |
9.30 |
ახალი მასალის დამახსოვრებისა და გამყარების სტიმულირება |
დისკუსია |
- |
…… |
|
|
|
ა) გაკვეთილის თითოეული ნაწილისთვის დაგეგმილი დრო;
ბ) სწავლების ამოცანები, რომელიც მიღწეულ უნდა იქნეს გაკვეთილზე, სასწავლო სიტუაციის სტრუქტურა. ამ გრაფაში ჩამოთვლილია სწავლების ისეთი ელემენტები, როგორიცაა:
1) სტუდენტების ყურადღების მიპყრობა
2) სწავლების ამოცანების შესახებ სტუდენტების ინფორმირება
3) ახალი მასალის დამახსოვრების ან ცოდნის გამყარების სტიმულირება
4) მასალის პრეზენტაცია
,,მეთოდის“ გრაფაში ჩასაწერი შესაძლო ვარიანტები:
● ლექცია
● ახალი ცნებების ანალიზი
● განხილვა
● მაგალითის განხილვა
● ჯგუფური დავალება
● დემონსტრირება და პრაქტიკა
5) სასწავლო ინსტრუქციის წარდგენა
6) საქმიანობის სტიმულირება
,,მეთოდის“ გრაფაში ჩასაწერი შესაძლო ვარიანტები:
● კითხვების დასმა
●მოქმედების შესრულებისთვის მოწვევა
● დავალების განაწილება
7) საქმიანობის შედეგებზე დაყრდნობით უკუკავშირი (საპასუხო რეაგირება)
8) საქმიანობის შეფასება
9) ცოდნის გადაცემისა და დამახსოვრების ხელშეწყობა
გ) სწავლების მეთოდები
დ) ინსტრუმენტები, საშუალებები.
გრაფების შევსება დამოკიდებულია პირად შეხედულებაზე. ზოგიერთი ინსტრუქტორი გაკვეთილის გეგმაში ასევე ასახავს სწავლების შინაარსაც (თეორია, დავალების აღწერა და ა.შ.), თუმცა ამას თავისი ნაკლიც აქვს, კერძოდ:
- სასწავლო გეგმა მოუწესრიგებელი ხდება
- ინსტრუქტორს გაკვეთილის დროს შეიძლება სასწავლო გეგმაში ჩახედვისა და იქიდან ამ გეგმის ნაწილის წაკითხვის სურვილი გაუჩნდეს.
- სწავლების ამოცანებს შესაძლოა ნაკლები დრო დაეთმოს.
![]() |
2.5 2.5 მეცადინეობის დაწყება |
▲ზევით დაბრუნება |
2.5.1 შესავალი
მეცადინეობის დასაწყისი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია. კარგი დასაწყისი ხშირად განაპირობებს გაკვეთილის წარმატებით გაგრძელებას. დასაწყისი მოიცავს მეცადინეობის პირველ 5 წუთს, რომელსაც ყველა მონაწილე ესწრება. ამ ხუთი წუთის განმავლობაში ინსტრუქტორი უნდა დაეხმაროს სტუდენტებს, ცოტა ხნით დაივიწყონ რა ხდება კლასის გარეთ გაკვეთილამდე და გაკვეთილის შემდეგ და მათი ყურადღება მიაპყროს იმაზე, რაც კლასში მოხდება. ინსტრუქტორმა ყურადღება უნდა მიაქციოს სტუდენტების მდგომარეობასაც, როგორია მათი ენერგია? დაღლილები და გაფანტულები არიან თუ აქტიურები და ყურადღებიანები? ინსტრუქტორს შეუძლია ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შესაბამისი ფორმით მიიპყროს სტუდენტების ყურადღება.
2.5.2 გაკვეთილის დაწყების პრაქტიკული წესები
გაკვეთილის დასაწყისისთვის პირველი წესი - საუბრის დაწყებიდან ორი წუთის განმავლობაში არ დაარიგოთ სასწავლო მასალა. ასეთი მკვეთრი დასაწყისი ნაკლებად ეფექტურია, ის ადვილად შეიძლება იქცეს წარუმატებლობად ან უკვე ნესწავლის გამეორებად, იმიტომ რომ სტუდენტებმა ჯერ კიდევ ვერ მოასწრეს კონცენტრირება. უკეთესი (და ბოლოს და ბოლოს უფრო სწრაფი) მეთოდი იქნება კონცენტრაციისთვის მცირე დროის გამოყოფა, წინა გაკვეთილზე განხილული მასალის მოკლე შეჯამება, ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, რას შევისწავლით დღეს, როგორი იქნება პროცედურა და ა.შ. გაკვეთილის დაწყება შესაძლებელია ხანმოკლე საუბრით ან კითხვით სტუდენტების მდგომარეობისა და განწყობის შესახებ. ამის გაკეთება აჯობებს იმ შემთხვევაში, თუ თქვენი აზრით, სტუდენტები ძალიან დაბნეულები არიან და თქვენ გსურთ გაიგოთ რა აწუხებთ მათ.
მეცადინეობის დასაწყისში ყურადღება გაამახვილეთ ხუთ ელემენტზე:
● დაძაბულობის განმუხტვა. ყურადღება მიაქციეთ სტუდენტების განწყობასა და მდგომარეობას.
● სტუდენტებს გააცანით სწავლების მიზნები, აუხსენით რა მოხდება გაკვეთილზე და როგორ უნდა ისარგებლონ სასწავლო მასალებით. შეძლებისდაგვარად, სტუდენტებმა აქტიური როლი უნდა ითამაშონ.
● ახალი მასალა დააკავშირეთ მანამდე შესწავლილთან. ასევე შეეცადეთ გააღვიძოთ სტუდენტების უკვე მიღებული ცოდნა ან გამოცდილება. უმჯობესია საწყის წერტილად აიღოთ სტუდენტებისთვის უკვე ნაცნობი მაგალითები.
● გამოავლინეთ ენთუზიაზმი თქვენს საგანთან დაკავშირებით. ნამდვილი ენთუზიაზმი გადამდებია.
● წაახალისეთ სტუდენტების ენთუზიაზმი და აქტიურობა, აღნიშნეთ მათი წვლილი და სერიოზულად აღიქვით. მაგალითად, თუ ისინი სვამენ კითხვას, მიაწოდეთ ინფორმაცია და ამგვარად მოკლედ აღნიშნეთ მათი წვლილის შესახებ.
![]() |
2.6 2.6 ყურადღების შენარჩუნება |
▲ზევით დაბრუნება |
სტუდენტების ყურადღების შენარჩუნება ის საკითხია, რომელზეც უნდა იზრუნოთ მთელი მეცადინეობის განმავლობაში. გამოცდილ ინსტრუქტორში იღვიძებს მეექვსე გრძნობა, რომელიც მას საშუალებას აძლევს შეაფასოს სტუდენტების ყურადღების დონე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ინსტრუქტორმა ყველა ღონეს უნდა მიმართოს სტუდენტების ყურადღების მაქსიმალური დონის შესანარჩუნებლად, უმჯობესია, მან იგრძნოს, როცა სტუდენტები ყურადღებას ადუნებენ. როგორც წესი, ადამიანები ნაკლებად ყურადღებიანები არიან, თუ დიდი დროის განმავლობაში ერთი და იგივე საქმიანობით არიან დაკავებულები. ყველაზე საინტერესო ლექციაც კი ყველაზე მოსაწყენად ან რთულად აღიქმება, თუ ლექტორი პერიოდულად არ ცვლის მდგომარეობას, არ აკეთებს პაუზებს ან ინტონაციას არ ცვლის.
2.6.1 პირდაპირი მეთოდი
პირდაპირი, მაგრამ კონფრონტანციული მეთოდია მოდუნებული ყურადღების აქტივირება, ეს ყურადღების აშკარა მიპყრობაა. მაგალითად შეგიძლიათ თქვათ: ,,ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზოგიერთი სტუდენტი გაერთო, ასეა? რა უნდა ვქნათ?“. ამ მეთოდის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ შეახსენებთ სტუდენტებს მეცადინეობის დროს მათი როლისა და ვალდებულების შესახებ, რის შედეგადაც მათ შესაძლოა გააცნობიერონ დაკისრებული მოვალეობები. კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ ინსტრუქტორმა შეიძლება სტუდენტების ყურადღების მოდუნების მიზეზების შესახებ ღირებული ინფორმაცია მიიღოს. ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს პირადი მიზეზებით, ან შეიძლება უკავშირდებოდეს საგანსა და სწავლების მეთოდებს. ამ მეთოდის გამოყენებისთვის მნიშვნელოვანია მზად იყოთ ნებისმიერ რეაქციასა და ინფორმაციაზე რეაგირებისთვის.
ეს ძლიერი მეთოდია, მან შეიძლება მეცადინეობის შეწყვეტაც კი გამოიწვიოს. მისი გამოყენება ხშირ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული, ვინაიდან თქვენ არ გჭირდებათ ზედმეტი დისკუსია. ეს მეთოდი გამოიყენეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა მეთოდები არაეფექტურია. ასეთი ირიბი მეთოდები აღწერილია ქვემოთ.
2.6.2 ირიბი მეთოდი
არავერბალური ურთიერთობა
თავისა და ხელების მოძრაობა, ასევე მდგომარეობის შეცვლა ის მოქმედებებია, რომელიც აძლიერებს ინფორმაციის ეფექტურ გადაცემას. იგივე ეხება ხმის ცვლასაც: მაღალი ტონი, ინტონაცია და პაუზა.
კლასში განლაგება, გარემო
არავინ გაიძულებთ, ყოველთვის სტუდენტების წინაშე იდგეთ. თქვენ შეგიძლიათ გადაადგილდეთ საკლასო ოთახის ბოლოში, დადგეთ ცენტრში ან ნაპირას და ასეთი გზით მიიპყროთ მოდუნებული ყურადღება. სტუდენტები ასევე ეჩვევიან ერთსა და იმავე ადგილს. შესთავაზეთ მათ, შეიცვალონ მდგომარეობა, მაგალითად, შეცვალეთ ოთახში განლაგება ან მიეცით ჯგუფური დავალება, რომლის შესრულებაც მათ, როგორც საკლასო ოთახში, ისე გარეთაც შეუძლიათ.
ყურადღების კონცენტრირება
სიტყვების წყობა და ჟესტები ასევე იპყრობენ ყურადღებას. მაგალითისთვის გამოდგება შემდეგი ფრაზები: ,,ნახეთ რა წერია ამ ფურცლებზე.“ ,,ყურადღებით მოისმინეთ, რასაც ვამბობთ.“ ეს მითითებები შეიძლება გავამყაროთ ასევე შესაბამისი ჟესტებით, ხელით ჩვენებით ან მითითებით.
ურთიერთქმედების სხვადასხვა ფორმები
მიუხედავად იმისა, რომ ლექცია ინფორმაციის გადაცემის უძველესი გზაა, ეს ფორმა ყოველთვის ყველაზე ეფექტური არ არის. განსაკუთრებით მაშინ, თუ ლექცია ძალიან დიდხანს გრძელდება. ამასთან, მოსმენისთვის სტუდენტებს დიდი ძალისხმევა სჭირდებათ. უმჯობესია, არ ილაპარაკოთ 10 წუთზე მეტი, შემდეგ კი გადახვიდეთ ურთიერთქმედების სხვა ფორმაზე. მაგალითად, შეიძლება თემასთან დაკავშირებით კითხვის დასმა, თემის განხილვის შეთავაზება ან დავალების მიცემა.
დუმილის ძალა
დუმილს სიტყვებსა და წინადადებებს შორის რამდენიმე ფუნქცია შეიძლება ენიჭებოდეს. მაგალითად, ასეთი პაუზა შეიძლება მიუთითებდეს გაკვეთილის ნაწილის დასრულებაზე ან იმაზე, რომ გაკვეთილის გაგრძელებამდე საჭიროა ცოტა დაფიქრება. პაუზა ხშირად ფუნქციურია, ის ყველას აძლევს დროს დასაფიქრებლად, როგორც სტუდენტებს, ისე ინსტრუქტორს, მაგალითად მასალის გასახსენებლად.
პაუზა იძლევა კითხვის დასმის ან შენიშვნის გაკეთების შესაძლებლობას. საუბარს თუ გააგრძელებთ, კითხვებსა და შენიშვნებს ვერ მოისმენთ, ამიტომ მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ და სტრატეგიულად გამოიყენოთ პაუზები.
დუმილმა შესაძლოა გვიბიძგოს ფიქრისა და განსჯისაკენ, თუმცა ის შეიძლება სახიფათოც იყოს. ხშირად, ადამიანებს სჭირდებათ იმ ფაქტთან შეგუება, რომ დუმილი დასაშვებია და რომ მისი გამოყენება საჭიროა განსჯისათვის. დუმილთან დაკავშირებული ხიფათის თავიდან აცილების გზაა იმის თქმა, თუ რას აკეთებს ამ წუთში. ,,ახლა ვფიქრობ, როგორ გავაგრძელო“, ,,ახლა რაღაცაზე დავფიქრდი, მაგრამ აზრი გამიწყდა“, ,,კითხვები ხომ არ გაქვთ ან ყველაფერი გასაგებია?“, ,,ახლა რა გავაკეთოთ, წინადადებები ხომ არ გაქვთ?“
სტუდენტების მიერ აღქმის განსხვავებული სახეები
ინფორმაციის გადაცემა უკეთ ხდება, როცა ადამიანი ხედავს და ისმენს. მიუხედავად ამისა, სტუდენტები ექცევიან სწავლების შეზღუდული მეთოდის ქვეშ, მაგალითად ლექცია, როცა მათ მოსმენა უხდებათ. კარგია თუ ამას თან ახლავს გამოსახულებაც. დახატეთ რაიმე დაფაზე ან ფორმატზე, აჩვენეთ ვიდეოფრაგმენტი. დუმილი შეინარჩუნეთ, როცა სტუდენტები რამეს კითხულობენ, წერენ ან უყურებენ. მიეცით მათ საკმარისი დრო, ხშირად უფრო მეტი დროა საჭირო, ვიდრე თქვენ საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე გგონიათ.
![]() |
2.7 2.7 როგორ დავსვათ კითხვები |
▲ზევით დაბრუნება |
სწავლებისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მეთოდია გამოკითხვა. კითხვების გამოყენება შესაძლებელია მეცადინეობაში სტუდენტების აქტიური ჩართვისათვის. ეს ეფექტური გზაა აზროვნებისა და განსჯისათვის. არსებობს კითხვის რამდენიმე ტიპი.
2.7.1 კითხვების ტიპები
შესავალი კითხვები
ასეთი კითხვები გამოიყენება დისკუსიის დასაწყისში. კითხვა არ არის მიმართული თეორიული ცოდნის შესამოწმებლად, მან სტუდენტებს უნდა უბიძგოს მათი აზრისა და შეხედულების გამოთქმისკენ, რათა დაიწყოთ დისკუსია. მაგალითი: ,,ვის სურს ამ საკითხთან დაკავშირებით აზრის გამოთქმა?“, ,,ამაზე რას ფიქრობთ?“.
დამაზუსტებელი კითხვები
ეს კითხვა დაისმება იმისთვის, რომ სტუდენტებმა უფრო დეტალურად გამოიკვლიონ კონრეტული თემა.
მაგალითი: ,,ამაზე რას იტყოდით. . .?“ ,,რას გულისხმობთ. . . ?“
ალტერნატიული კითხვები
ეს კითხვები აიძულებს სტუდენტებს, საკითხს ან სიტუაციას სხვა თვალით შეხედონ.
მაგალითად: ,,კიდევ სად შეიძლება მოხდეს იგივე?“ ,,კიდევ სად გამოიყენება ეს მეთოდი?“
ინდუქციური კითხვები
ამ შემთხვევაში სტუდენტებმა ერთ მოვლენასთან დაკავშირებით გაკეთებული დასკვნები უნდა განაზოგადონ სხვა მოვლენებთან მიმართებით. მაგალითი: ,,როგორ ფიქრობთ, თქვენს მიერ მოყვანილი მაგალითი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ისეთ სიტუაციაში, როგორიცაა . . . ?“
დედუქციური კითხვები
ასეთი კითხვა უნდა დაისვას მაშინ, როცა დასკვნა უნდა გაკეთდეს კონკრეტული საკითხიდან გამომდინარე. მაგალითი: ,,ამის საფუძველზე რა დასკვნის გაკეთება შეიძლება?“
2.7.2 რჩევები კითხვის დასმისთვის
პაუზა
კითხვის დასმის შემდეგ, სანამ პასუხზე გადახვალთ, საჭიროა რამდენიმეწამიანი პაუზა.
აზრის გამოთქმის საშუალების მიცემა
აზრის გამოხატვის საშუალება მიეცით როგორც აქტიურ, ისე პასიურ სტუდენტებს.
პასუხისადმი პოზიტიური დამოკიდებულება
არ გამოთქვათ უარყოფითი დამოკიდებულება არასწორი პასუხებთან მიმართებაში.
დასვით შემდეგი კითხვები, სანამ სტუდენტი არ მოგცემთ ისეთ პასუხს, რომლის შეფასებაც დადებითად შეგეძლებათ.
აქცენტები
სუსტი ან არასწორი პასუხის შემთხვევაში დასვით მითითებითი კითხვები, რათა სტუდენტს უბიძგოთ სწორი მიმართულებისკენ.
შემდგომი განმარტება
სთხოვეთ სტუდენტს, შეავსოს ნაწილობრივ სწორი პასუხი.
გამოყენების განხილვა
სთხოვეთ სტუდენტს, მიღებული ცოდნა დაუკავშიროს მის სამომავლო საქმიანობას.
კითხვის დასმა
დასვით კითხვა, რომელზეც პასუხი შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს. არ გაიმეოროთ კითხვა, მაგრამ მიეცით სხვადასხვა სტუდენტებს პასუხის გაცემის შესაძლებლობა.
კითხვა, რომლებზეც გავრცობილი პასუხი უნდა გაიცეს
კითხვა ისეთი სახით ჩამოაყალიბეთ, რომ მასზე არ შეიძლებოდეს მხოლოდ ,,დიახ“ ან ,,არა“ პასუხის გაცემა.
სამი რამ, რასაც უნდა ერიდოთ
● ხშირად არ გაიმეორეოთ თქვენს მიერ დასმული კითხვა
● არ უპასუხოთ საკუთარ კითხვას
● არ გაიმეოროთ სტუდენტების პასუხები
![]() |
2.8 2.8 მოტივაცია |
▲ზევით დაბრუნება |
სტუდენტი ისწავლის იმ შემთხვევაში, თუ:
- უნდა სწავლა
- აინტერესებს საგანი
- ესმის, რატომ უნდა ისწავლოს ეს საგანი
- აქვს მონაწილეობის შესაძლებლობა
- აქვს საშუალება, თავისებურად იმუშაოს
- შეუძლია სხვებთან ერთად მუშაობა
2.8.1 რა აღძრავს სწავლის სურვილს
სტუდენტი გრძნობს მოტივაციას, თუ მას შეუძლია საკუთარი თავის იდენტიფიცირება სწავლების ამოცანებთან. პრობლემა არ წარმოიქმნება, თუ სტუდენტს შეუძლია დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს სწავლების ამოცანები ან ენთუზიაზმით ეკიდება ინსტრუქტორის მიერ შემოთავაზებულ ამოცანებს. ეს არის შინაგანი მოტივაცია, რომელიც შიგნიდან მოდის და პირდაპირ უკავშირდება სწავლების მიზნებს.
თუ თქვენ ასწავლით სტუდენტს იმას, რაც მას აინტერესებს, ნაკლებად სავარაუდოა მისი მხრიდან წინააღმდეგობის გამოვლენა. ამ დროს თქვენ შესაძლოა შექმნათ ისეთი მასტიმულირებელი ფაქტორები, რომლებიც არ უკავშირდება სწავლების მიზნებს (გარეგანი მოტივირების ფაქტორები). მაგალითის სახით შეიძლება დასახელებულ იქნეს დასჯის ან წახალისების პერსპექტივა, შეფასება ან სტუდენტებს შორის კონკურენცია.
სტუდენტებს ყოველთვის არ აქვთ შესაძლებლობა დამოუკიდებლად აირჩიონ ის, რასაც შეისწავლიან. ხშირად მას სჭირდება ხელის წაკვრა, სანამ შეაფასებს სწავლების შინაარს. როგორც წესი, ზრდასრული სტუდენტების მოტივაცია დაფუძნებულია როგორც შინაგან, ასევე გარეგან ფაქტორებზე. მაშინაც კი, როცა ზრდასრულ სტუდენტს სწავლების ამოცანები მნიშვნელოვნად და საინტერესოდ მიაჩნია, ის სწავლობს სხვა მიზნების მისაღწევად, მაგალითად, სამსახურში დაწინაურება, ჩინის ამაღლება ან ხელფასის მომატება. ამ შემთხვევაში სწავლა აღიქმება სხვა მიზნის მისაღწევად დამხმარე საშუალებად.
2.8.2 მოტივირება
ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტის მოტივირება, განსაკუთრებით სწავლების დასაწყისში, სწავლების ახალ ფაზაზე ან რთული და ძნელი საკითხის შესწავლისას, ამისათვის არსებობს შემდეგი საშუალებები:
1. განმარტეთ სწავლების მიზნები, სტუდენტისთვის მათი მნიშვნელობა და სარგებელი.
2. დაუკავშირეთ ახალი უნარ-ჩვევები იმ უნარ ჩვევებს, რომელთაც სტუდენტი უკვე ფლობს ან რომლის შესახებაც მან იცის.
3. დაუკავშირეთ მასალა იმ სიტუაციას, რომელშიც აღმოჩნდა სტუდენტი.
4. მიეცით სტუდენტებს შესაძლებლობა, სწავლების პროცესში აქტიური როლი შეასრულონ.
5. დასვით კითხვები, მიეცით დავალება და სტუდენტებს მიეცით საშუალება, დამოუკიდებლად შეისწავლონ მასალა.
6. გამოავლინეთ ენთუზიაზმი, ის გადამდებია.
7. წაახალისეთ სტუდენტების კითხვები, რომლებიც გამოხატავენ შესასწავლი მასალისადმი ინტერესს. ეს ეხება ინტერესის სხვა გამოვლინებასაც, როგორიცაა წიგნების კითხვა, მითითება შესასწავლ მასალაზე, რომელსაც სტუდენტი დამოუკიდებლად გაეცნო (მაშინაც კი თუ ეს თქვენს შეხედულებას არ ემთხვევა).
8. მუდმივად ჩართეთ მოულოდნელი ელემენტები. დასვით დამაინტრიგებელი კითხვები, მიეცით მოულოდნელი დავალებები, მეცადინეობა დაიწყეთ საინტერესო ინფორმაციით.
9. შეინარჩუნეთ სტუდენტების ყურადღება. იმოძრავეთ, ცვალეთ სწავლების მეთოდები, დაყავით სტუდენტები მცირე ჯგუფებად და ა.შ.
10. სტუდენტი დროდადრო უნდა გრძნობდეს, რომ მან წარმატებას მიაღწია. უკუკავშირის დროს ისაუბრეთ სტუდენტის პროგრესზე, მან უნდა იგრძნოს თქვენგან, რომ მართლაც ისწავლა რაიმე სასარგებლო.
![]() |
3 3. მულტიმედიური საშუალებების გამოყენება |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.1 3.1 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
სწავლების პროცესში მულტიმედიური საშუალებების გამოყენება ხელს უწყობს პრაქტიკულ მუშაობაზე ორიენტირებულ აქტიურ სწავლებას. პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება არ ნიშნავს იმას, რომ ნაკლები თეორია განიხილება. სასწავლო მასალა უშუალოდ უნდა უკავშირდებოდეს პოლიციის პრაქტიკულ მუშაობას და ისეთი სახით უნდა იქნას წარმოდგენილი, რომ სტუდენტებისთვის ნათელი გახდეს რამდენად ღირებული და გამოყენებადია ის. ამრიგად, საწყისი წერტილია პოლიციის პრაქტიკული საქმიანობა. ამ ტიპის სწავლებისას კარგ შედეგს იძლევა ვიდეომასალის გამოყენება.
ვიდეომასალები უბიძგებს სტუდენტებს განსჯისა და დისკუსიაში მონაწილეობისაკენ, რის შედეგადაც სტუდენტები უფრო აქტიურად მონაწილეობენ სწავლების პროცესში და უკეთ ითავისებენ სასწავლო მასალას. გარდა ამისა, ვიდეოსიუჟეტების გამოყენება შესაძლებელია თეორიის განმარტებისა და მისი დაკონკრეტებისთვის.
სწავლების ამოცანების შესაბამისად, ვიდეომასალის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა სახით:
● ვიდეოდისკუსია:
|
ვიდეოსიუჟეტები გამოიყენება სასწავლო მასალის შესაბამის ნაწილზე დისკუსიისათვის. სტუდენტები დეტალურად ეცნობიან აღნიშნულ თემებს და უყალიბდებათ საკუთარი აზრი. მხოლოდ ამის შემდეგ ხსნის ინსტრუქტორი თეორიულ მასალას. |
● ვიდეოინსტრუქცია: |
ვიდეოგამოსახულება გამოიყენება სალექციო მასალის ილუსტრირებისთვის |
● ვიდეოტესტი:
|
სტუდენტების მიერ მასალის ათვისებისა და გაგების შესამოწმებლად ინსტრუქტორი ვიდეო-სიუჟეტებთან დაკავშირებით სვამს კითხვებს. |
● ვიდეოსავარჯიშო: |
ვიდეოსიუჟეტი გამოიყენება პრაქტიკული სავარჯოშოებისთვის |
![]() |
3.2 3.2 დისკუსია ვიდეოსიუჟეტების მიხედვით |
▲ზევით დაბრუნება |
3.2.1 შესავალი
ვიდეოსიუჟეტების მიხედვით, დისკუსიის დროს ვიდეოგამოსახულება გამოიყენება განსაზღვრულ თემაზე დისკუსიის დასაწყებად. ჯგუფის ყურადღება მთლიანად მიმართულია განსახილველი თემისკენ. ეს თემა ხდება კარგად აღსაქმელი და ცოცხალი, რადგანაც ნაჩვენები სიტუაცია პოლიციელთა ყოველდღიური პრაქტიკიდანაა აღებული და შეესაბემება სტუდენტების პირად გამოცდილებასაც. კონკრეტულ სიტუაციებთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხების გაცემა უფრო ადვილია.
მაგალითი
ინსტრუქტორს სურს დისკუსია გამართოს იმაზე, თუ ,,როგორ უნდა მოვიქცეთ თითქოს უწყინარ, მაგრამ პოტენციურად სახიფათო სიტუაციებში”. ასეთ შეკითხვაზე პასუხის გაცემა რთულია, რადგან სტუდენტმა მსგავს სიტუაციებზე „ზოგადად” უნდა იფიქროს, ყოველგვარი გასაღებისა და მინიშნების გარეშე. ვიდეოსიუჟეტის ნახვის შემდეგ უფრო ადვილია ისეთ კითხვაზე პასუხის გაცემა, როგორიცაა ,,რას ფიქრობთ ამ სიტუაციაში პოლიციელის ქცევაზე?”, რადგან სტუდენტს შეუძლია იპოვოს პასუხი თვითონ ვიდეოსიუჯეტში. ნანახის საფუძველზე სტუდენტს შეუძლია თქვას: ,,ჩემი აზრით, ეს კარგია, ეს კი ცუდია”. დისკუსიის მომდევნო ეტაპზე უკვე შეიძლება უფრო განზოგადებული ინფორმაციის განხილვაც.
ვიდეოსიუჟეტების მიხედვით, დისკუსია სათანადო მეთოდია იმ შემთხვევაში, თუ მეცადინეობისას ძირითადი ყურადღება ეთმობა აზრის ჩამოყალიბებასა და გაცნობიერებას. ვიდეოსიუჟეტების მიხედვით, დისკუსია შედგება შემდეგი ეტაპებისგან:
- მომზადება
- შესავალი
- ვიდეოსიუჟეტის ჩვენება
- შეფასება
ეს ეტაპები განხილულია ქვემოთ მოცემულ მაგალითში.
მაგალითი
ინსტრუქტორი ია სიმონიშვილი სტუდენტებს პოლიციის აკადემიაში ასწავლის ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას. დღეს მას სურს განიხილოს სიტუაცია, რომელიც ერთი შეხედვით არც ისე სერიოზულია, თუმცა შესაძლოა ძალიან სახიფათოდაც იქცეს. დისკუსიის დასაწყებად მას სურს ვიდეოსიუჟეტის გამოყენება, რომელშიც საბოლოოდ პოლიციელი ესვრის მოქალაქეს
3.2.2 მომზადება
ვიდეოსიუჟეტების მიხედვით დისკუსიისთვის მომზადება შედგება რამდენიმე ეტაპისგან:
მიზანი
უპირველეს ყოვლისა განსაზღვრეთ დისკუსიის მიზანი. ეს უნდა უკავშირდებოდეს გარკვეულ უნარ-ჩვევებს ან ცოდნას, რომელსაც სტუდენტი დაეუფლება მეცადინეობის ბოლოს, მაგალითად: ,,გაუაზრებელი მოქმედების რისკის გათავისება“.
თემები
შემდეგ განსაზღვრეთ, რა თემების განხილვა გსურთ. თემების დეტალური განხილვა უფრო ცოცხალს ხდის დისკუსიას.
მოიფიქრეთ, რა კითხვებს დაუსვამთ ჯგუფს კონკრეტულ თემაზე. ეს დაგეხმარებათ დისკუსიის წარმართვისა და დასმული ამოცანების შესრულებაში. თუ გამიზნულია გარკვეული ქცევის ზეგავლენის აღქმა, რეკომენდებულია შემდეგი სახის კითხვების დასმა: ,,თქვენი აზრით, როგორ აღიქვამს ეს ადამიანი ასეთ ქცევას?”, ,,თქვენ რას იგრძნობდით, ასე რომ მოგქცეოდნენ?”
მზად იყავით სტუდენტების მიერ დასმული შეკითხვებისთვისაც.
გაჩერებები და ვიდეოსიუჟეტის ნაწილ-ნაწილ ჩვენება
განსაზღვრეთ, მთლიანი სიუჟეტის ჩვენება გსურთ, თუ მისი ნაწილის. არჩევანი დამოკიდებულია სიუჟეტში მოცემული ინფორმაციის ოდენობაზე. მიზანშეწონილი არ არის არც სიუჟეტის ფრაგმენტის ჩვენება და არც დიდი მოცულობის სადისკუსიო მასალის წარდგენა.
სიუჟეტის ნაწილის არჩევა და სიუჟეტის ჩვენების შეჩერება დამოკიდებულია იმ თემებზე, რომელთა განხილვაც გსურთ. მაგალითად ,,გასაუბრების სტანდარტული ინსტრუქციის“ ჩვენებისას მიზანშეწონილი არ არის რომელიმე სიუჟეტის შუაში გაჩერება. უფრო ლოგიკური იქნება ჩვენების შეწყვეტა ერთი სიუჟეტის დასრულების შემდეგ მეორეს დაწყებამდე.
თუ სიუჟეტი გრძელია, უმჯობესია ჯერ ის მთლიანად აჩვენოთ, შემდეგ კი განმეორებით აჩვენოთ სცენები თანმიმდევრობით, კადრის გაჩერების შემდეგ კი თითოეულ ფრაგმენტზე გამართოთ დისკუსია.
სცენარი
და ბოლოს, მოამზადეთ გაკვეთილის გეგმა. აღწერეთ, როგორ აჩვენებთ მასალას, რა თემებს განიხილავთ და რა კითხვების დასმა არის შესაძლებელი. გაკვეთილის გეგმის შედგენა განაპირობებს გაკვეთილის თანმიმდევრულ და ლოგიკურ აგებას, სქემის შენარჩუნებას და ხელს უწყობს შემდეგი გაკვეთილებისთვის მოზადებას.
3.2.3 ვიდეოსიუჟეტის წარდგენა
ვიდეოსიუჟეტის წარდგენა რამდენიმე ეტაპად ხდება.
თემა და მიზანი
პირველ რიგში, ახსენით გაკვეთილის ძირითადი თემა და მიზანი (მიზნები).
დაინტერესების გაზრდა
შემდეგ განმარტეთ თემის მნიშვნელობა. შეძლებისდაგვარად მოიყვანეთ ცხოვრებისეული მაგალითები.
პროცედურა
განმარტეთ, როგორ წარიმართება მეცადინეობა, მაგალითად, თავდაპირველად სრულ სიუჟეტს აჩვენებთ და შემდეგ ნაწილ-ნაწილ, თუ დროდადრო შეწყვეტთ ჩვენებას, რომ სტუდენტებს შეეძლოთ კომენტარების გამოთქმა და ნანახის განხილვა. ასე სტუდენტებს წინასწარ ეცოდინებათ, რა მოხდება გაკვეთილზე.
ყურადღების კონცენტრირება
და ბოლოს, უთხარით სტუდენტებს, სიუჟეტის რა ნაწილებზე უნდა გაამახვილონ ყურადღება. ეს დაეხმარებათ მათ სიუჟეტის გარკვეულ ნაწილებზე ყურადღების კონცენტირებაში.
მონაწილე |
ქართული ტექსტი |
ინსტრუქტორი |
დილა მშვიდობისა. დღეს ჩვენ ვნახავთ ვიდეოფილმს, ფილმი ერთი შეხედვით მშვიდ სიტუაციებზეა, რომლებიც ბოლოში საკმაოდ სახიფათო აღმოჩნდება.
ალბათ, გაზეთებიდან გახსოვთ პოლიციელის მიერ მოხუცი, დაბნეული კაცის მოკვლის ისტორია, არა? პოლიცია მეზობლებმა გამოიძახეს. ამ კაცის მიმართ გამოთქვეს პრეტენზიები და განაცხადეს მის მიერ გამოწვეული უსიამოვნების თაობაზე.
ფილმი მსგავს შემთხვევაზეა. ჩვენ ორჯერ ვნახავთ სიუჟეტს. პირველად ფილმს სრულად ვნახავთ, თავიდან ბოლომდე და მოკლედ განვიხილავთ მას. მეორედ ფილმს ვნახავთ ფრაგმენტულად, მაგრამ დეტალურად განვიხილავთ.
ფილმის ნახვისას ყურადღება გაამახვილეთ ქცევის ტაქტიკურ საკითხებზე. რა თქმა უნდა, სამართლებრივი ასპექტებიც ძალიან საინტერესოა და მოგვიანებით შეგვიძლია ესეც განვიხილოთ, მაგრამ, გთხოვთ ძირითადი ყურადღება მიაქციეთ ტაქტიკურ ასპექტებს, რა არის კარგი და რა - ცუდი. ფილმის ნახვის დროს გააკეთეთ ჩანიშვნები |
3.2.4 ვიდეოსიუჟეტის ჩვენება
სიუჟეტის ჩვენების დროს ყურადღება მიაქციეთ შემდეგს:
მდგომარეობა და ქცევა
თქვენ ისეთი მდგომარეობა უნდა გეკავოთ, რომ შეგეძლოთ სიუჟეტისთვის თვალის დევნება და სტუდენტების რეაქციის დანახვა. მიეცით სტუდენტებს მაგალითი, სიუჟეტს ინტერესით ადევნეთ თვალი. ჩვენების დროს არ ისაუბროთ, ეს სტუდენტებს ყურადღებას გაუფანტავს.
რეაქციაზე დაკვირვება
დააკვირდით სტუდენტების რეაქციას. ჩვენების დროს მათ რეაქცია შეიძლება გამოხატონ როგორც ვერბალური, ისე არავერბალური გზით. ამ რეაქციებს შეიძლება დაუბრუნდეთ განხილვის დროს.
სიუჟეტის შეწყვეტა და მისი ნაწილ-ნაწილ ჩვენება
ხანმოკლე დროით შეწყვიტეთ ჩვენება და კადრი გააჩერეთ. ფრაგმენტებთან მუშაობის დროს მნიშვნელოვანია იმ ნაწილის შინაარსის აღნიშვნა, რომელსაც სტუდენტები ნახავენ, რათა მათ სწორად მოახდინონ ფრაგმენტის ინტერპრეტირება.
მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ თქვათ: ,,ჩვენ ვნახავთ დაპირისპირების საწყის ეტაპს, რომელიც ხდება პოლიციელის მიერ შეტყობინების მიღების შემდეგ და იწყება შემთხვევის ადგილთან მიახლოვებისას.“
შეჯამება
განაზოგადეთ და შეაჯამეთ ნანახი, განსაკუთრებით მაშინ, თუ გრძელი სიუჟეტი იქნა ნაჩვენები. შეჯამება უნდა იყოს მოკლე, რათა სტუდენტებმა ყურადღება არ მოადუნონ და არ დაეკარგოთ აზრის გამოთქმის სურვილი.
3.2.5 შეფასება
ვიდეოსიუჟეტის ჩვენების შემდეგ განხილვა 4 ფაზისგან შედგება.
- ორიენტაცია
- განმარტება
- შემუშავება
- დასკვნები
ორიენტაცია
ორიენტაციის ფაზაზე გამოითქმება პირველი კომენტარები ნაჩვენები ვიდეოფრაგმენტის შესახებ.
ეს კომენტარები დისკუსიის საფუძველია. მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტმა სტუდენტმა მიიღოს მონაწილეობა ამ ფაზაში.
ინსტრუქტორს სტუდენტების დისკუსიაში მონაწილეობის წახალისებისთვის რამდენიმე მეთოდი შეუძლია გამოიყენოს.
მიდევნების მეთოდი:
4 მიდევნება შედგება ,,ღია“ შეკითხვების დასმისაგან, როდესაც კითხვებზე შეუძლებელია უპასუხოთ ,,დიახ“ ან ,,არა“.
მაგალითი: რას ფიქრობთ ამ სიტუაციაში პოლიციელის ქცევაზე?
- დამაზუსტებელი შეკითხვების დასმა სტუდენტების კომენტარების საფუძველზე;
- სტუდენტების კომენტარებისადმი ინტერესის გამოხატვა თავის დაქნევით, სიტყვიერად და მზერით;
- სტუდენტების კომენტარების შეჯამება და განზოგადება.
კიდევ ერთი მეთოდი გულისხმობს შემდეგს:
- ვიდეოსიუჟეტის ნახვის დროს სტუდენტების შენიშნული რეაქციის შეხსენება;
- კითხვით მიმართვა სტუდენტისთვის, რომელსაც ჯერ არ გამოუთქვამს საკუთარი აზრი;
- ნებისმიერი მონაწილეობის წახალისება და მოწონება;
- ,,წრეში ბურთის გადაცემის“ მეშვეობით ერთი სტუდენტისთვის შესაძლებლობის მიცემა, სხვა სტუდენტის შენიშვნაზე გააკეთოს კომენტარი.
შესაძლო ჩარევა |
ჯგუფის შესაძლო პასუხები |
აი ფილმიც ვნახეთ, რა კომენტარს გააკეთებდით? |
მათ არ უნდა მიეცათ ამ ადამიანისთვის სამზარეულოში შესვლის საშუალება. ჰოლშივე უნდა აეყვანათ. |
კარგით, სხვა მოსაზრებებიც არის? |
დიახ, ჩემი აზრით ისინი ასე არ უნდა შესულიყვნენ სახლში, მე ვფიქრობ, რომ ტაქტიკური და სამართლებრივი თვალსაზრისით მათ შესვლის არასწორი გზა აირჩიეს! რას გულისხმობ ,,არასწორში“! |
მაპატიე, გიორგი, ახლა მე მინდა პირველი კომენტარები მოვისმინო. ახლავე არ დავიწყოთ დისკუსია, კარგი? მოგვიანებით ყველაფერს განვიხილავთ. გისმენ, პეტრე. |
|
|
ჩემი აზრით, ის არცთუ ისე თანმიმდევრულად მართავდა სიტუაციას |
განმარტება
ამ მოქმედების მიზანია სტუდენტების კონცეფციისა და შეხედულებების გარკვევა იმისთვის, რომ განსახილველ თემასთან დაკავშირდებით შემუშავდეს სხვადასხვა მოსაზრებები.
ინსტრუქტორი სტუდენტებს მათი პასუხების საფუძველზე უსვამს კითხვებს, ამ გზით ის სვამს დამაზუსტებელ კითხვებს, როგორიც ამ მაგალითშია: ,,რას გულისხმობთ ,,არათანმიმდევრულში?“
შესთავაზეთ სტუდენტებს მათი გამონათქვამების კონკრეტიზირება. ამის მიზანია სხვადასხვა მოსაზრებების დაკონკრეტება და დაზუსტება. ასევე, ყურადღება მიაქციეთ, რომ სტუდენტების სიტყვიერი კამათი ფიზიკურ შეურაცხყოფაში არ გადაიზარდოს. თქვენ გამუდმებით მოგიწევთ არბიტრის როლის შესრულება, რათა სტუდენტებს მიეცეთ აზრის გამოთქმის საშუალება.
მოსაზრებები დააჯგუფეთ თემატურად და დაალაგეთ ისინი მნიშვნელობის მიხედვით.
შემდეგ მკაფიოდ განმარტეთ ეს თემატური ჯგუფები და მიუთითეთ, რა თანმიმდევრობით მოხდება მათი განხილვა.
შესაძლო ჩარევა |
ჯგუფის შესაძლო პასუხები |
რას გულისხმობთ ,,არცთუ ისე თანმიმდევრულადში“?
|
ჩემი აზრით, როცა მან ქალს მიმართა, ის ძალიან დაბნეული იყო.
|
კარგი, გმადლობთ. აქამდე რაც მოვისმინე ის არის, რომ პოლიციელები უფრო სწრაფად უნდა შესულიყვნენ და ის, რომ ისინი საერთოდ არ უნდა შესულიყვნენ და რომ ისინი თავიდანვე უკეთ უნდა მომზადებულიყვნენ. სწორია? ასეა? ამ შენიშვნების გათვალისწინებით, მოდით, კიდევ ერთხელ ვნახოთ ვიდეოსიუჟეტი, ოღონდ, ამჯერად ჩვენ მას ნაწილ-ნაწილ ვნახავთ. |
|
შემუშავება
ამ ფაზის განხილვისთვის გამოიყოფა ერთი კონკრეტული თემა. აირჩიეთ ერთი თემა და ის უფრო კონკრეტულად განმარტეთ, შემდეგ კი ამ თემის საფუძველზე გამოყავით, რა კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი.
შესაძლო ჩარევა |
ჯგუფის შესაძლო პასუხები |
ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ შეტყობინების ფაზა, რას ფიქრობთ, ამ ეტაპზე პოლიციელების მოქმედებებზე? გისმენთ, ქეთი? |
|
|
პოლიციელები ისე იქცეოდნენ, თითქოსდა მათ არ აინტერესებდათ ის სამუშაო, რომელიც უნდა შეესრულებინათ |
რას გულისხმობთ ,,არ აინტერესებდათ-ში?“ |
|
|
ისინი სხვა საკითხებზე ჭორაობდნენ, მანქანებზე, ფეხბურთზე. ჩემი აზრით, ისინი უნდა მომზადებულიყვნენ გამოძახებაზე რეაგირებისთვის და იმ სამუშაოსთვის, რისი შესრულებაც ადგილზე მოუწევდათ |
შესაძლო ჩარევა |
ჯგუფის შესაძლო პასუხები |
კიდევ ვინმეს ხომ არ სურს აზრის გამოთქმა? |
რისთვის უნდა მომზადებულიყვნენ? მათ არ იცოდნენ, რა ხდებოდა. შეუძლებელია იცოდე, იქ რა ხდება. ტელეპატები ხომ არ არიან. სწორია. |
დიახ, ლექსო |
დიახ. მაგრამ მე მგონია, რომ მათ, სულ მცირე, გამოძახების გადამოწმება მაინც შეეძლოთ. ხომ გესმით. მათ უნდა ეკითხათ, ადრე ხომ არ იყო მსგავსი პრობლემები ამ მისამართზე. ამ გამოძახებამდე ხომ შეიძლებოდა არსებულიყო სხვა პრობლემები და ძალადობის ისტორიები. მათ ამის გარკვევა შეეძლოთ. |
კარგით, თქვენ თქვით, რომ მათ მორიგესგან შეეძლოთ დამატებითი ინფორმაციის მოპოვება. მოსამზადებლად კიდევ რისი გაკეთება შეეძლოთ? |
|
|
როგორც უკვე ავღნიშნე, მომზადებულიყვნენ. რა შეიძლებოდა მომხდარიყო, ეფიქრათ, რა სიტუაციაში შეეძლოთ აღმოჩენილიყვნენ.
მაგრამ, მორიგესგან მეტი ინფორმაციაც რომ მიეღოთ, არ ვიცი, უკეთესად როგორ უნდა მომზადებულიყვნენ. სანამ ადგილზე არ მივიდნენ და მოწმეს არ გაესაუბრნენ, მათ არ იცოდნენ ადგილზე რა ხდებოდა. |
დიახ, ქეთი. შეგიძლია ახსნა? |
ჩემი აზრით, ეს აშკარაა. იქ ორი პოლიციელი იყო, და ისევე როგორც ჩვენც, ერთ-ერთ მათგანს უკეთ შეუძლია ადამიანებთან გასაუბრება. აეღო საკუთარ თავზე ინიციატივა და ესაუბრა დაზარალებულთან. მე მაინც ვფიქრობ, მათ რომ სცოდნოდათ რასთან ექნებოდათ საქმე, რომ მომზადებულიყვნენ ამისთვის, ასეთი უწესრიგობა არ იქნებოდა, ეს უბრალოდ არ მოხდებოდა |
შეფასება
დისკუსიის დასასრულს ინსტრუქტორმა უნდა შეაჯამოს განხილვის დროს გამოთქმული მოსაზრებები და ჩამოაყალიბოს დასკვნები.
შეამოწმეთ შედეგების სიზუსტე და ხარისხი. მართლა გამოიყენებენ თუ არა მათ პოლიციელები? ეფექტური იქნება ეს შედეგები? იმის გასარკვევად, თუ რამდენი სტუდენტი ეთანხმება ამ დასკვნებს, მიეცით მათ ცოტა დრო მოდუნებისა და აზრის გამოთქმისთვის, თუ ისინი არ ეთანხმებიან დასკვნებს ან, თუ კითხვები გაუჩნდათ.
შესაძლო ჩარევა |
ჯგუფის შესაძლო პასუხები |
მოდით დავწეროთ აქამდე მოსმენილი კომენტარები შეტყობინების ფაზასთან დაკავშირებით. ლექსომ ახსენა ინფორმაციის მოპოვება. ინფორმაცია ადრე ამავე მისამართზე მომხდარი შემთხვევების შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია. შემდეგ ქეთიმ აღნიშნა ფუნქციების განაწილება. ამასთან შეიძლება გაითვალისწინო პირადი თვისებები ან უბრალოდ გადაწყვიტოთ წინ ვინ წავა ან ვინ წავა უკან, ასეა? კიდევ რამეს ხომ არ იტყვით შეტყობინების ფაზაზე? დიახ? |
|
|
ჩემი აზრით ამ სიტუაციის სამართლებრივი ასპექტებიც უნდა განვიხილოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ პოლიციელს არა აქვს სახლში ასე შეჭრის უფლება. |
ძალიან კარგი, დავწერ, რომ შესაძლებელია სიტუაციის წინასწარი სამართლებრივი შეფასება. კარგით, ახლა შეტყობინების ფაზისთვის რეკომენდაციების მშვენიერი ჩამონათვალი გვაქვს. ინფორმაციის მოპოვება, ფუნქციების განაწილება და სამართლებრივი შეფასება. ყველა ეთანხმება? |
|
მიხეილ და გიორგი? |
დიახ მე მაინც ვერ გავიგე, რაც თქვით, ის კი მესმის, მაგრამ შემთხვევის ადგილზე მისვლამდე და მოწმეებთან გასაუბრებამდე, არ მესმის, კარგად როგორ უნდა მოემზადო. |
გასაგებია თქვენი კრიტიკა. თქვენ თვითონვე ნახავთ, რომ გამოცდილებასთან ერთად შემთხვევის ადგილი უფრო ადვილად წარმოსადგენია. რა თქმა უნდა, არ არსებობს ორი ერთნაირი სიტუაცია, მაგრამ გარკვეული ელემენტების განჭვრეტა მაინც შესაძლებელია. საერთოდ არაფრის ცოდნას, ყოველთვის სჯობს, რაიმე ინფორმაცია გქონდეთ |
დიახ, ვხვდები |
![]() |
4 4. სწავლება ვიდეოსიუჟეტის დახმარებით |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
4.1 4.1.1 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
სწავლება ვიდეოსიუჟეტების დახმარებით გულისხმობს ვიდეოგამოსახულებების თეორიული მასალის ილუსტრირებისთვის გამოყენებას. სწავლება ვიდეოსიუჟეტების დახმარებით ყველაზე ხშირად გამოიყენება მაშინ, როდესაც მიზანი ინფორმაციის გადაცემაში მდგომარეობს. ვიდეოგამოსახულებები სტუდენტებს არ აძლევს საშუალებას, მოახდინონ შესასრულებელი მოქმედების თავისებური ინტერპრეტირება. გარდა ამისა, პოლიციელთა ყოველდღიური პრაქტიკა აჩვენებს, რამდენად შეესაბამება თეორია სტუდენტების მუშაობას.
გარკვეულ მონაკვეთებში ჩვენების შეწყვეტით თქვენ შეგიძლიათ სტუდენტების ყურადღება მიაპყროთ მნიშვნელოვან ასპექტებს.
აუდიოვიზუალური მასალა სტუდენტებს ეხმარება ახალი მასალის დამახსოვრებაში. ინფორმაციის დამახსოვრება უფრო ადვილია, თუ მისი წარდგენა რამდენიმე ფორმით ხდება, მაგალითად, ზეპირად, წერილობითი ან ვიზუალური ფორმით.
4.1.2 მეთოდი
ვიდეოსიუჟეტების დახმარებით სწავლების დროს რამდენიმე მეთოდი გამოიყენება.
პირველი მეთოდი - ჯერ ახსენით ახალი მასალა, შემდეგ კი ილუსტრირებისთვის აჩვენეთ ვიდეოსიუჟეტი. ამ მეთოდის შედეგად ვიდეოსიუჟეტის მაყურებელთა ყურადღება უფრო კონცენტრირებულია და მათ შეუძლიათ აღიქვან წინასწარ მოთხრობილი თეორიული დებულებები.
ამ მეთოდისგან განსხვავებით, ასევე, შეიძლება ვიდეოსიუჟეტის ჩვენებით დაწყება, შემდეგ კი თეორიული მასალის ახსნა. ეს მეთოდი განსაკუთრებით მიზანშეწონილია სტუდენტებისთვის ახალი თემის გაცნობის დროს. თეორიის მოსმენამდე, ისინი ნახავენ სიტუაციას, რომელშიც თეორია არის გამოყენებული.
მესამე შესაძლებლობა მოიცავს პირველი ორი მეთოდის უპირატესობებს, ეს მთლიანი ისტორიის გაცნობაა. ინსტრუქტორი იწყებს ვიდეოსიუჟეტის დემონსტრირებას, დროდადრო წყვეტს ჩვენებას და სტუდენტებს მოუთხრობს შესაბამისი ნაწილის შესახებ, შემდეგ კი აგრძელებს სიუჟეტის დემონსტრირებას.
მეოთხე მეთოდი გულისხმობს ახალი მასალის ილუსტრირების სახით ვიდეოსიუჟეტის მხოლოდ გარკვეული ფრაგმენტების ჩვენებას.
ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომელ მეთოდს აირჩევთ, სასურველია ამ მეთოდებიდან სწორი დასკვნების გამოტანა. მეთოდის განმარტების დროს წარადგინეთ თემა, დააინტერესეთ სტუდენტები და მოკლედ განუმარტეთ პროცედურა.
![]() |
4.2 4.2 ვიდეოტესტი |
▲ზევით დაბრუნება |
ვიდეოტესტის ჩატარების დროს სტუდენტებს მიეცით დავალება ნახონ ფრაგმენტი და ჩამოაყალიბონ კონკრეტული კითხვები, რომლებიც უნდა გაითვალისწინონ ჩვენების დროს. ჩვენების შემდეგ სტუდენტებს მიეცით დრო კითხვებზე პასუხის გასაცემად. მოისმინეთ კითხვები, საჭიროების შემთხვევაში მოახდინეთ მათი გავრცობა და კორექტირება. ვიდეოტესტის გამოყენება შესაძლებელია ახალი მასალის გაცნობის შემდეგ იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად სწორად გაიგეს სტუდენტებმა ახსნილი მასალა.
მაგალითი: ინსტრუქტორი სტუდენტებს მოუთხრობს საუბრის წარმოების ძირითადი მეთოდების შესახებ. შემდეგ ის სტუდენტებს აჩვენებს სიუჟეტს ამ მეთოდების გამოყენებით. ინსტრუქტორი სთხოვს სტუდენტების ჯგუფს, ყურადღებით დააკვირდეს პოლიციელის მიერ ინფორმაციის მოპოვების პროცესს. დავალება მდგომარეობს იმაში, რომ სტუდენტებმა ვიდეოსიუჟეტიდან უნდა მოიყვანონ ,,ღია“ შეკითხვების, მითითებითი კითხვებისა და ა.შ. მაგალითები.
![]() |
4.3 4.3 ვიდეოსავარჯიშო |
▲ზევით დაბრუნება |
ვიდეოსავარჯიშო სტუდენტებს აძლევს უნარ-ჩვევების გამომუშავების ან თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საშუალებას. ამ მიზნით, ნებისმიერი ფრაგმენტის გამოყენება არის შესაძლებელი.
მაგალითად: ინსტრუქტორი სტუდენტებს აჩვენებს პოლიციელსა და მოქალაქეს შორის დაპირისპირების სცენას გარკვეულ მომენტამდე, როცა პოლიციელი მზად არის, რეაგირება მოახდინოს მოქალაქის ქცევაზე ან სიტყვებზე. ამ მომენტში ინსტრუქტორი წყვეტს ჩვენებას და სტუდენტების გარკვეულ ჯგუფს ან კონკრეტულ სტუდენტს სთხოვს, განაგრძოს მოქმედება. სტუდენტმა უნდა აჩვენოს, თვითონ როგორ მოიქცეოდა მსგავს სიტუაციაში.
ეს მეთოდი მიმართულია სტუდენტების მიმართ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაზე.
![]() |
5 5 როლური თამაში: შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
როლური თამაში (პრაქტიკული ტრეინინგი) ხელს უწყობს აქტიურ და პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას.
მოვალეობის შესრულებისას პოლიციელებს უხდებათ სხვადასხვა ტიპის ქცევის გამოიყენება. ქცევის თეორიული მასალის გაცნობა არ ნიშნავს, რომ სტუდენტები შეძლებენ მის პრაქტიკაში გამოყენებას.
ამიტომ მნიშვნელოვანია ქცევის უნარ-ჩვევების გამომუშავება რეალობის მსგავს გარემოში. კლასში პრაქტიკული სიტუაციების შექმნას ეწოდება როლური თამაში, რომლის დროსაც მონაწილეები გამოიმუშავებენ მათი პროფესიიდან გამომდინარე შესაძლო სიტუაციებში მოქმედების უნარ-ჩვევებს.
როლური თამაშები ეხმარებათ სტუდენტებს გაიგონ ადამიანებს შორის დამოკიდებულების ფსიქოლოგია და მოქმედების რამდენჯერმე შესრულებით გამოიმუშავონ შესაბამისი უნარ-ჩვევები. როლური თამაშების მეშვეობით სტუდენტებისთვის გასაგები ხდება მათ ქცევასთან დაკავშირებული შესაძლო რისკი. ამის მაგალითად შესაძლოა დასახელდეს სტუდენტების მიერ მათი რასობრივი ან გენდერული დამოკიდებულების გაცნობიერება, რომელიც მათ ქცევასა და დამოკიდებულებაში ვლინდება.
ამ მეთოდის გამოყენების შედეგად სწავლების მაღალი შედეგის საფუძველია რეალური გარემო, მოქმედების გამეორებისა და რეპეტიციის შესაძლებლობა, სხვა მონაწილის პირდაპირი რეაქცია ასეთ მოქმედებაზე.
როლური თამაშები უნდა გამოიყენოთ რეალურ სიტუაციებში არსებული სამუშაო უნარ-ჩვევების გამომუშავებისთვის. სტუდენტებისთვის უკვე ნაცნობი უნდა იყოს მათთვის შეთავაზებული სიტუაცია და უნდა ესმოდეთ, სწავლობდენ ამას. მათი მოტივაცია გაზრდის შესაძლებლობას, რომ ისინი პროფესიულ საქმიანობაში გამოიყენებენ მიღებულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს.
როლურ თამაშში მონაწილეობისთვის სტუდენტს სითამამე ესაჭიროება. მსმენელები შესაძლოა აღმოჩნდნენ მოულოდნელ სიტუაციაში, ამავდროულად, ისინი კოლეგებისა და ინსტრუქტორის მხრიდან მუდმივი დაკვირვების ქვეშ არიან. ხშირად ძნელია რეალობისა და თამაშის გამიჯვნა, როდესაც რომელიმე მონაწილე ემოციას ავლენს. ამასთან დაკავშირებით, ამ მეთოდის გამოყენებისას აუცილებელია გამოცდილი ინსტრუქტორის მონაწილეობა, რომელმაც თვალყური უნდა ადევნოს და სწორი მიმართულებით წარმართოს პროცესი.
როლური თამაშის ვიდეოჩანაწერის გაკეთებამ შესაძლოა უფრო გაზარდოს ამ მეთოდის ეფექტურობა. ჩანაწერი ინსტრუქტორსა და სტუდენტებს საშუალებას აძლევს უფრო ღრმად და დეტალურად გაანალიზონ თამაში. გარდა ამისა, თამაშში მონაწილე სტუდენტებს შეუძლიათ სხვა თვალით შეაფასონ საკუთარი მოქმედებები.
უფრო დაძაბული სიტუაციებისთვის, როცა აუცილებელია ძლიერი ემოციის გამოვლენა, შესაძლოა პროფესიონალი მსახიობების მოწვევაც, ამას სხვა უპირატესობაც აქვს. შემდეგ თავებში უფრო დეტალურად არის განხილული როლური თამაშის მეთოდი ახსნილია, როგორ უნდა მოხდეს უკუკავშირის გამოყენება და როლურ თამაშში მონაწილეობისათვის პროფესიონალი მსახიობების მოწვევა.
![]() |
6 6. როლური თამაში |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.1 6.1 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
როლური თამაშის დროს კლასში შესაძლებელი ხდება პოლიციის ყოველდღიური საქმიანობიდან სიტუაციების გათამაშება. სტუდენტები ასრულებენ როგორც პოლიციელების, ისე მოქალაქეების როლს ამ მეთოდით სწავლების მთავარი მიზანია სტუდენტებმა იგრძნონ, რას ნიშნავს გარკვეული მოქმედებების შესრულება და ჩაატარონ ალტერნატიული ქცევის ექსპერიმენტი.
ამ მეთოდის კიდევ ერთი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ სტუდენტებს ჩვეულებრივი მოქალაქის როლის შესრულებისას, შეუძლიათ მოქალაქის ადგილზე წარმოიდგინონ თავი, საკუთარ თავზე გამოსცადონ პოლიციელის მოქმედების შედეგი და დაინახონ, როგორ აღიქვამს მათ ქცევას რიგითი მოქალაქე.
რა თქმა უნდა, პოლიციელს, რომელიც სრულად ახდენს საკუთარი თავის იდენტიფიცირებას მის სამსახურთან, უჭირს სიტუაციის სხვა ადამიანის თვალით დანახვა.
მიუხედავად ამისა, სტუდენტების რეაქცია როლურ თამაშში ძალიან ჰგავს იმ რეაქციას, რომელიც რეალურ ცხოვრებაში ვლინდება. გარდა იმისა, რომ როლური თამაში უსაფრთხო გარემოში ქცევის უნარ-ჩვევების გამომუშავებას უწყობს ხელს, ის ასევე იწვევს პოზიციის ან დამოკიდებულების შეცვლასა და ცნობიერების ამაღლებას. როლური თამაშები ასევე გამოიყენება სადემონსტრაციო მასალად და ინფორმაციის განხილვის ,,ცოცხალ“ წყაროდ.
სწავლების მეთოდის სახით როლური თამაშის გამოყენებამდე, აუცილებელია მომზადდეს კონკრეტული სცენარი. ამის შესახებ ინფორმაცია მოცემულია შემდეგ ნაწილში.
როლური თამაშის ჩატარების ფაზა 5 ელემენტისაგან შედგება: მომზადება, შესავალი, როლური თამაში, შეფასება და დასკვნა. 5.3 - 5.6 ნაწილებში აღწერილია თითოეული ფაზის განხორციელებისთვის აუცილებელი ღონისძიებები და შესაბამისი საილუსტრაციო მაგალითები.
მაგალითი
პოლიციელებს მოქალაქეებთან ურთიერთობის დამყარება სხვადასხვა სიტუაციებში უხდებათ.
● ავტო-საგზაო დარღვევების დროს ჯარიმის გამოწერისას;
● ცუდი ამბის, მაგალითად ახლო ნათესავის ავარიის ან გარდაცვალების შესახებ შეტყობინებისას;
● დანაშაულის გამოძიებისას მოქალაქის დაკითხვისას.
ასეთ შემთხვევებში პოლიციელს აქვს ზუსტი ინფორმაცია, რაც მას აძლევს საშუალებას, განსაზღვროს მოქალაქისთვის ინფორმაციის მიწოდების თანმიმდევრობა.
თუ მოქმედების შესრულებამდე, პოლიციელს სჭირდება მოქალაქისგან ინფორმაციის მიღება, მაგალითად, როცა მოქალაქე ითხოვს დახმარებას, აუცილებელია გარკვეული პროცედურის დაცვა, რათა ინფორმაციის მიღება ხდებოდეს სისტემურად და თანმიმდევრულად. ეს პროცედურა აღწერილია ,,გასაუბრების ჩატარების სტანდარტულ წესებში“.
ინსტრუქტორი ია სიმონიშვილი პოლიციის აკადემიაში ასწავლის კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს. წინა გაკვეთილზე მან სტუდენტებთან ერთად განიხილა ძარცვის შედეგად დაზარალებულ მოქალაქესთან ურთიერთობისას სტანდარტული წესების გამოყენების საკითხი. დღეს მას სურს როლური თამაშის ჩატარება, რათა სტუდენტებმა გამოიმუშავონ ასეთ სიტუაციებში საჭირო უნარ-ჩვევები.
![]() |
6.2 6.2 როლური თამაშის შემუშავება |
▲ზევით დაბრუნება |
როლური თამაშის შემუშავების ორი შესაძლებლობა არსებობს. თქვენ შეგიძლიათ უკვე არსებული როლური თამაშის მოდიფიცირება ან ახალი როლური თამაშის სცენარის შემუშავება. ნებისმიერ შემთხვევაში როლური თამაში გარკვეულ პირობებს უნდა პასუხობდეს. ეს პირობები განხილულია პირველ პარაგრაფში. მეორე პარაგრაფში ახსნილია როლური თამაშის შემუშავება, მესამე პარაგრაფში კი აღწერილია არსებული როლური თამაშის მოდიფიცირების შესაძლებლობები.
6.2.1 კარგი როლური თამაშისთვის აუცილებელი პირობები
პირველი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ უნდა ჩამოაყალიბოთ ნათელი და კონკრეტული მიზანი. ასე ბევრ დროს აღარ დაკარგავთ.
მოცემული ორი მაგალითი გვიჩვენებს განსხვავებას სწორად განსაზღვრულ მიზანსა და ზოგადი ხასიათის მიზანს შორის.
სწორი ფორმულირება
სტუდენტები შეძლებენ გასაუბრების სტანდარტული წესების გამოიყენებას როლურ თამაშში მოქალაქესთან საუბრის დროს, რომელსაც სურს ძარცვის შესახებ განაცხადოს.
არასწორი ფორმულირება
სტუდენტები შეძლებენ სწორად ჩამოართვან მოქალაქეს ჩვენება ძარცვის შემთვევასთან დაკავშირებით.
უკანასკნელ მაგალითში ინსტრუქტორი სტუდენტებისგან ერთბაშად ძალიან ბევრს ითხოვს. შესაბამისად, შეფასებაც ბუნდოვანი იქნება. გაუგებარია, რა უნდა იყოს შეფასების საფუძველი: სტანდარტული წესები, მეთოდები, საუბრის ატმოსფერო თუ სხვ.
მეორე პირობა იმაში მდგომარეობს, რომ როლური თამაში უნდა შეესაბამებოდეს სტუდენტების ცოდნასა და გამოცდილებას. სიტუაცია სტუდენტებისთვის ნაცნობი უნდა იყოს, რათა მათ შეძლონ მისი გათამაშება.
მესამე პირობა უკავშირდება როლებს. როლურ თამაშში ძალიან ბევრი როლი არ უნდა იყოს. გარდა ამისა, ყოველთვის არ არის საჭირო თითოეული როლის ხასიათისა და ემოციის აღწერა.
მეოთხე და ბოლო პირობა უკავშირდება დამკვირვებლებისთვის დავალების ფორმულირებას. ეს ეხმარება თამაშში როლის გარეშე დარჩენილ სტუდენტებს, განსაზღვრონ, მიღწეულ იქნა თუ არა დასახული მიზნები, შესაბამისად, თამაშს გარეთ დარჩენილი სტუდენტებიც გარკვეულწილად სწავლობენ როლური თამაშის განმავლობაში. დამკვირვებლები აკვირდებიან სხვა ადამიანის ქცევას და ეს მნიშვნელოვანი ნაწილია საკომუნიკაციო და სოციალური უნარ-ჩვევების დასაუფლებლად.
6.2.2 როლური თამაშის შემუშავება
როლური თამაშის შემუშავებისას მნიშვნელოვანია სისტემური მიდგომა, ქვემოთ მოცემულია 9 სტადიისგან შემდგარი მოდელი. ეს მოდელი დაგეხმარებათ კარგი როლური თამაშის შემუშავებაში.
9 სტადია:
1. მიზნის განსაზღვრა;
2. პირველადი მდგომარეობის ანალიზი;
3. სწავლის შინაარსის განსაზღვრა;
4. როლური თამაშის ფუნქციის განსაზღვრა;
5. წინასწარ კარგად ჩამოყალიბებულ და ჩამოუყალიბებელ როლურ თამაშებს შორის არჩევანი;
6. სიტუაციის მოფიქრება;
7. როლების შექმნა;
8. დამკვირვებლებისთვის დავალების მომზადება;
9. აღწერილობების შედგენა.
ქვემოთ მოცემულია განმარტებები თითოეული სტადიისთვის, როლური გათამაშების დაწყებამდე თითოეულმა მონაწილემ უნდა იცოდეს საერთო სიტუაცია და საკუთარი როლი.
მიზნის განსაზღვრა
თუ ინსტრუქტორი გაკვეთილს მკაფიო მიზნის განსაზღვრის გარეშე დაიწყებს, არც მას და არც სტუდენტებს არ ექნებათ სასურველ შედეგზე წარმოდგენა. ასეთ სიტუაციებში შეფასების კრიტერიუმები სრულიად განუსაზღვრელია.
ამგვარად, სწავლების ამოცანის ფორმულირებას ორი ფუნქცია ენიჭება. პირველ რიგში, ამოცანა ან მიზანი სტუდენტებს უქმნის წარმოდგენას სასურველ შედეგზე. მეორე ფუნქცია კი ის არის, რომ განსაზღვრული მიზანი ინსტრუქტორს ეხმარება მოდელის შემდეგ სტადიებზე გადასვლაზე.
მაგალითი
სტუდენტი-პოლიციელებისთვის როლური თამაშის ერთ-ერთი მიზანი:
სტუდენტები შეძლებენ გასაუბრების სტანდარტული წესების გამოიყენებას როლურ თამაშში მოქალაქესთან საუბრის დროს, რომელსაც სურს ძარცვის შესახებ განაცხადოს.
პირველადი მდგომარეობის ანალიზი
როლური თამაშის შემუშავებისას მნიშვნელოვანია პირველადი მდგომარეობის ანალიზი, რომელიც მოიცავს:
- აღნიშნულ თემაზე სტუდენტების ცოდნას;
- მათ პრაქტიკულ გამოცდილებას;
- სტუდენტების მიერ ,,როლური თამაშის“ არსის გაგებას;
- დამკვირვებლის როლის შესრულების გამოცდილებას;
- მათ მიერ უკუკავშირის გამოხატვას.
მაგალითი
როცა ინსტრუქტორი გადაწყვეტს როლური თამაშის ჩატარებას, მას უკვე სტუდენტებისთვის ახსნილი უნდა ჰქონდეს მასალა გასაუბრების სტრანდარტული წესების შესახებ. იგი ვარაუდობს, რომ სტუდენტებს აქვთ მცირე პრაქტიკული გამოცდილება, რადგან ისინი ახლა სწავლობენ. თუმცა ინსტრუქტორი მიიჩნევს, რომ სიტუაცია, რომელიც ძარცვის შესახებ შეტყობინებას გულისხმობს, სტუდენტებისთვის უცხო არ უნდა იყოს. ინსტრუქტორი ვარაუდობს, რომ სტუდენტებს მანამდე როლურ თამაშში მონაწილეობა არ მიუღიათ, ესე იგი, მან კლასს უნდა აუხსნას დამკვირვებლების ფუნქციისა და უკუკავშირის შესახებ.
სწავლის შინაარსის განსაზღვრა
შემდეგი ეტაპი არის სწავლის შინაარსის განსაზღვრა, რაც შეესაბამება დასმულ ამოცანას.
მაგალითი
პირველ სტადიაზე ინსტრუქტორმა ჩამოაყალიბა შემდეგი მიზანი: ,,სტუდენტები შეძლებენ გასაუბრების სტანდარტული წესების გამოყენებას როლურ თამაშში მოქალაქესთან საუბრის დროს, რომელსაც სურს ძარცვის შესახებ განაცხადოს.“
მეორე სტადიაზე ინსტრუქტორმა გაანალიზა საწყისი სიტუაცია: სტუდენტებმა მოისმინეს გასაუბრების სტანდარტული წესების ახსნა, თუმცა მათ კარგად არ იციან, როგორ უნდა გამოიყენონ ეს ინსტრუქცია.
ინსტრუქტორმა გადაწყვიტა, რომ საჭიროა კიდევ ერთხელ გაიმეორონ გასაუბრების სტანდარტული წესები. მან მოამზადა პლაკატი შემდეგი წარწერით:
- ურთიერთობის დამყარება
- ინფორმაციის მიღება
- მიდევნება
- წარმართვა
- მოქმედების შესრულება/ანგარიში
- დასრულება
ინსტრუქტორი გეგმავს სტანდარტული წესების გამეორებას, შემდეგ კი - როლური თამაშის ჩატარებას.
როლური თამაშის ფუნქციის განსაზღვრა
როლურ თამაშს სამი ფუნქცია აქვს. პირველ რიგში, სტუდენტებს შეუძლიათ ქცევის ახალი ფორმის გავარჯიშება. მეორეც, როლური თამაშის განმავლობაში სტუდენტებს შეუძლიათ კონკრეტული უნარ-ჩვევების პრაქტიკა მიიღონ. მესამეც, როლური თამაში სტუდენტებს აძლევს გარკვეული საუბრის წარმოების ანალიზის საშუალებას. წინასწარ უნდა განისაზღვროს კონკრეტულად რა მიზანს ემსახურება მოცემული როლური თამაში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახსნისა და შეფასების ეტაპებისთვის. თუ მიზანს გარკვეული ქცევის გამომუშავება წარმოადგენს, შეფასება მიმართული უნდა იყოს იმ სირთულეებზე, რომელთაც სტუდენტები თამაშის დროს წააწყდნენ. თუ მიზანი უნარ-ჩვევების გამომუშავებაა, განსაკუთრებული ყურადღება შეფასების დროს სტუდენტების მიერ მოქმედებათა შესრულებას უნდა დაეთმოს.
მაგალითი
ინსტრუქტორმა განსაზღვრა, რომ როლური თამაშის ფუნქციაა ახალი მასალის, სტანდარტული წესების პრაქტიკაში გამოყენება (ე.ი ქცევის ახალი ფორმის გავარჯიშება), შეფასების სტადიაზე მას სურს, სტუდენტებმა განიხილონ ის პრობლემები, რომელთაც როლური თამაშის დროს წააწყდნენ და ამ პრობლემათა გადაჭრის შესაძლებლობაზე ისაუბრონ.
წინასწარ კარგად ჩამოყალიბებულ და ჩამოუყალიბებელ როლურ თამაშებს შორის არჩევანი
არსებობს როლური თამაშის ორი სახე - სტრუქტურული (წინასწარ კარგად ჩამოყალიბებული) და არასტრუქტურული (წინასწარ ჩამოუყალიბებელი).
არასტრუქტურული თამაში სრულად მონაწილეებზეა დამოკიდებული. ასეთი თამაშის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ სტუდენტები აქტიურ მონაწილეობას იღებენ. თუმცა ინსტრუქტორის მხრიდან დიდი ძალისხმევა არის საჭირო, მან უნდა მართოს თამაში და თამაშის ფარგლებში მოათავსოს სტუდენტების სპონტანური მოქმედებები.
სტრუქტუირებული თამაშის დროს ინსტრუქტორს წინასწარ აქვს ჩამოყალიბებული ზოგადი სიტუაცია და როლები. ამ მიდგომის უპირატესობაა ის არის, რომ ინსტრუქტორს შეუძლია თამაშის მართვა დასახული მიზნისა და ამოცანების მეშვეობით. გარდა ამისა, ინსტრუქტორს შეუძლია უკეთ მოემზადოს თამაშის შეფასებისთვის. ამ მიდგომის ნაკლოვანება ის არის, რომ სტუდენტებმა შესაძლოა სიტუაცია რეალობისგან გამიჯნონ.
სტრუქტურულ და არასტრუქტურულ როლურ თამაშს შორის არჩევანის გაკეთებისას შეეცადეთ პასუხი გასცეთ შემდეგ კითხვებს:
● თამაშის მიზანი ახალი უნარ-ჩვევების გამომუშავებაა თუ საუბრის (დიალოგის) ანალიზი?
● როლურ თამაშში მოცემული სიტუაცია ყველა სტუდენტისთვის ნაცნობი იქნება თუ არა?
● აქვთ თუ არა სტუდენტებს გამოცდილება, რომლის გამოყენებაც პრაქტიკაში შეეძლებათ?
● აქვთ თუ არა სტუდენტებს როლურ თამაშში მონაწილეობის გამოცდილება?
თუ ყველა ამ კითხვაზე დადებითი პასუხი გაეცით, მაშინ უმჯობესია არჩევანი არასტრუქტურული თამაშის სასარგებლოდ გააკეთოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უპრიანი იქნება სტრუქტურული თამაშის ჩატარება. არასტრუქტურული თამაშის არჩევის დროს ყოველთვის მზად გქონდეთ სტრუქტურული თამაშის ვარიანტი, რათა აუცილებლობის შემთხვევაში სწრაფად გადაერთოთ თამაშის მეორე სახეზე.
მაგალითი
მეოთხე კითხვაზე პასუხის გასაცემად ინსტრუქტორმა უნდა გამოიყენოს წინა 4 კითხვაზე მიღებული ინფორმაცია. პირველი კითხვის დროს, ინსტრუქტორმა განსაზღვრა, რომ როლური თამაშის მიზანია ახალი ქცევის სახის გავარჯიშება. ამიტომ პირველ კითხვაზე ის უარყოფით პასუხს სცემს. მეორე კითხვაზე პასუხი დადებითია, წარმოდგენილი სიტუაცია ნაცნობია სხვა სტუდენტებისთვის.
იმდენად, რამდენადაც სტუდენტები ჯერ კიდევ სწავლობენ, ნაკლებად სავარაუდოა მათ ჰქონდეთ პრაქტიკულ სიტუაციებში მოქმედების გამოცდილება, შესაბამისად მესამე კითხვაზე პასუხი უარყოფითია. და ბოლოს, სტუდენტებს როლურ თამაშებში მონაწილეობის მწირი გამოცდილება აქვთ, ასე რომ მეოთხე კითხვაზე პასუხიც უარყოფითია.
ამ პასუხების საფუძველზე, ინსტრუქტორი არჩევანს სტრუქტუირებული როლური თამაშის სასარგებლოდ აკეთებს, მოიფიქრებს სიტუაციას და თავადვე შეიმუშავებს როლებს.
სიტუაციის მოფიქრება
სიტუაციის მოფიქრებისას მნიშვნელოვანია კარგი როლური თამაშის ჩატარების მეორე პირობის გათვალისწინება: სიტუაცია უნდა შეესაბამებოდეს სტუდენტების ცოდნასა და გამოცდილებას, გარდა ამისა, სტუდენტებს უნდა შეეძლოთ მისი გათამაშება.
კარგი სიტუაცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
- გარემო, რომელშიც ხდება სიტუაცია, ნაცნობი უნდა იყოს სტუდენტებისთვის;
- როლი და როლური თამაშებიც ასევე ნაცნობი უნდა იყოს სტუდენტებისთვის;
- შერჩეული გარემო რეალურობის თავლსაზრისით მისაღები უნდა იყოს პარნიორებისთვის;
- თამაშში დასმული პრობლემა ან საკითხი, უცხო არ უნდა იყოს სტუდენტებისთვის;
- სტუდენტებს მათი თეორიული მომზადების შესაბამისად უნდა შეეძლოთ დასმული პრობლემის ან საკითხის გადაჭრა.
მაგალითი
როლური თამაშის საწყისი წერტილია ის თეორიული მასალა,
რომლის განხილვაც ინსტრუქტორს სურს, ეს არის სტანდარტული წესები. ინსტრუქტორმა უნდა აარჩიოს სიტუაცია, რომელშიც გამოყენებული იქნება ეს წესები. მაგალითად, იმ მოქალაქესთან საუბარი, რომელიც პოლიციის განყოფილებაში დანაშაულის შესახებ განაცხადის გასაკეთებლად მოვიდა. ინსტრუქტორი უფრო კონკრეტულ არჩევანს აკეთებს, ის ირჩევს სიტუაციას, როდესაც მოქალაქე მისი სახლის ძარცვის შესახებ შეტყობინების გასაკეთებლად მოდის. ამ ეტაპზე მას სურს განიხილოს სტანდარტული წესების პირველი ორი ეტაპი: ურთიერთობის დამყარება და ინფორმაციის მიღება.
ქვემოთ მოცემულია სიტუაცია, რომელიც ინსტრუქტორს წარმოუდგენია. აღნიშნული შემთხვევა ხდება თბილისში პოლიციის განყოფილებაში. X პოლიციელი მუშაობს მაგიდასთან, ამ დროს განყოფილებაში შემოდის მოქალაქე პეტრიაშვილი, მას სურს პოლიციას მისი სახლის გაძარცვის შესახებ შეატყობინოს. მოქალაქე უახლოვდება პოლიციელის მაგიდას და იწყებს საუბარს.
როლების შექმნა
როლების აღწერაც უნდა შეესაბამებოდეს სტუდენტების ცოდნასა და გამოცდილებას, გარდა ამისა თამაშში ძალიან ბევრი როლი არ უნდა იყოს. სასურველია თამაშში არ იყოს 4 როლზე მეტი, ეს მართვადს ხდის თამაშს როგორც ინსტრუქტორის, ისე სტუდენტების მხრიდანაც. თუმცა უმჯობესია როლურ თამაშში იყოს 2 როლი.
როლი უნდა პასუხობდეს 6 კრიტერიუმს:
- როლი ნაცნობი უნდა იყოს სტუდენტებისთვის;
- როლი უნდა იძლეოდეს რეალისტური მოქმედებების შესაძლებლობას შექმნილი გარემოს ფარგლებში;
- პოლიციის როლი არ უნდა შეიცავდეს ემოციური ან ხასიათის თავისებურებების აღწერას. პოლიციელის როლის შემსრულებელ სტუდენტს მაქსიმალურად რეალისტურად უნდა შეეძლოს მოქცევა, რადგან შეფასების საგანი ამ შემთხვევაში სტუდენტის მიერ ემოციის გამოვლენა არ არის. სტუდენტი, შეძლებისდაგვარად, საკუთარ თავს უნდა თამაშობდეს. თუმცა მოქალაქის როლის შექმნის დროს, შესაძლებელია ემოციური და ხასიათის თავისებურებების აღწერა. პირიქით, თუ თქვენ გსურთ, რომ მოქალაქის როლის შემსრულებელი სტუდენტი რეალურადაც გაუმკლავდეს ემოციებს, ასეთი ტიპის სავარჯიშო მას დაეხმარება კიდეც.
- როლის აღწერაში არ უნდა იყოს ბევრი ინსტრუქცია, რათა ამან სტუდენტები თამაშის დროს არ დააბნიოს.
- როლის აღწერის ბოლოს მიუთითეთ, როგორ უნდა დაიწყოს თამაში.
- მოქალაქის როლის შემსრულებლის აღწერილობა შეიძლება მოიცავდეს ინსტრუქციას პასუხების შესახებ, რათა მოქალაქემ ადექვატური რეაგირება მოახდინოს პოლიციელის სწორ ან არასწორ მოქმედებაზე.
მაგალითი
ინსტრუქტორმა უნდა შეიმუშაოს ორი როლი: პოლიციელის და მოქალაქე პეტრიაშვილის. სიტუაციის აღწერილობის შესაბამისად ის ადგენს შემდეგ როლებს
როლის აღწერა (პოლიციელი)
თემა: ძარცვის შესახებ შეტყობინება
როლი: პოლიციელი
თქვენ თამაშობთ საკუთარ თავს და წარმოადგენთ პოლიციელს, რომელიც თბილისის ერთ-ერთ პოლიციის განყოფილებაში მუშაობს. თქვენ სამსახურში იმყოფებით, ამ დროს განყოფილებაში შემოდის მოქალაქე, რომელსაც უნდა დანაშაულის შესახებ განაცხადოს.
თქვენი ამოცანაა სწორად მოიქცეთ ასეთ სიტუაციაში. გამოიყენეთ ,,ურთიერთობის დამყარებისა“ და ,,ინფორმაციის შეგროვების“ მეთოდები. გააგრძელეთ მანამ, სანამ ჩვენებას არ ჩაიწერთ.
მოემზადეთ გასაუბრებისთვის. მოიფიქრეთ, რა სახის ინფორმაციის მიღება გესაჭიროებათ, რა კითხვები უნდა დაუსვათ მოქალაქეს და ა.შ. |
როლის აღწერა (მოქალაქე)
თემა: ძარცვის შესახებ შეტყობინება როლი: მოქალაქე თქვენ ხართ მოქალაქე პეტრიაშვილი, რომელიც პოლიციის განყოფილებაში საკუთარი ბინის გაძარცვის შეტყობინებით მივიდა. თქვენ ძალიან აღელვებული ხართ. თქვენ მოგპარეს რადიო, ტელევიზორი, გადაატრიალეს მთელი სახლი. თქვენი ცოლი ისეა შეშინებული, რომ სახლში დაბრუნების ეშინია. ბოლო პერიოდში თქვენს რაიონში რამდენიმე ძარცვა მოხდა, მაგალითად გაძარცვეს თქვენი და და მეზობლები.
თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიციელებმა თანადგომა გამოავლინონ.
ინსტრუქცია მოქალაქე პეტრიაშვილისთვის
1. გამოხატა თუ არა პოლიციელმა თქვენი ემოციური მდგომარეობის მიმართ პატივისცემა და შევიდა თუ არა თქვენს მდგომარეობაში? თუ არა თქვენ დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებთ დამშვიდებას.
2. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ პოლიციელი არ გისმენთ, განაგრძეთ თხრობა. თქვენ გინდათ, რომ მან გაიგოს მომხდარის შესახებ. თქვენ გსურთ, რომ მან მოისმინოს თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხი.
3. თუ პოლიციელმა თქვენი ნდობა მოიპოვა, შეასრულეთ მისი მითითებები. |
დამკვირვებლებისთვის დავალების მომზადება
თამაშს გარეთ დარჩენილი სტუდენტებისთვის დამკვირვებლის როლის მინიჭებას 4 ფუნქცია აქვს. პირველ რიგში, თამაშს გარეთ დარჩენილი სტუდენტები ვალდებულნი არიან, ყურადღებით ადევნონ თამაშს თვალი და ამ გზით აქტიური მონაწილეობა მიიღონ. მეორეც, დამკვირვებლებს შეუძლიათ რაღაც მაინც ისწავლონ თამაშის განმავლობაში. დამკვირვებლებისთვის სწავლის მიზნების საფუძველზე ამოცანის სწორი დასმა ხელს უწყობს იმ სტუდენტების სწავლას, რომლებიც არ მონაწილეობენ როლურ თამაშში. გარდა ამისა, დაკვირვების შედეგები გამოიყენება შეფასების სტადიაზე. ეს ეხმარება ინსტრუქტორსა და სტუდენტებს, ჩაატარონ ანალიზი და შეაფასონ რამდენად იქნა შესრულებული დასმული ამოცანა. მესამეც, დამკვირვებლების დავალების საფუძველზე, თამაშის მონაწილეებმა იციან, რა ელემენტებს ექნება შეფასებისთვის მნიშვნელობა. და ბოლოს, დავალება დამკვირვებლის როლში ყოფნაზე ინსტრუქტორს ეხმარება მომზადებასა და შეფასებაში.
მაგალითი
ინსტრუქტორმა დაკვირვებისთვის მოამზადა ორი დავალება. პირველი დავალება ეხება პოლიციელის მიერ საუბრისას მეთოდების გამოყენებას. მეორე დავალებაში ძირითადი აქცენტი გადატანილია ჟესტებზე, ესე იგი როგორც პოლიციელის, ისე მოქალაქის მოძრაობებზე, ჟესტებსა და მიმიკებზე.
დავალება დამკვირვებლებისთვის
დამკვირვებლების I ჯგუფის დავალება
თემა:
ძარცვის შესახებ შეტყობინება დავალება: საუბრის წარმართვის მეთოდი
თქვენი დავალებაა ყურადღება მიაქციოთ ინფორმაციის მოპოვების/შეგროვების ფაზაზე გამოყენებულ საუბრის წარმართვის მეთოდებს.
- როდის იყენებს პოლიციელი მიდევნების მეთოდს?
- როგორია ამ მეთოდის გამოყენების შედეგები?
- როდის იყენებს პოლიციელი მიმართვის მეთოდს?
როგორია ამ მეთოდის შედეგები?
|
დამკვირვებლების II ჯგუფის დავალება
თემა: ძარცვის შესახებ შეტყობინება
დავალება: ,,ჟესტების ენა“
თქვენი დავალება მდგომარეობს ორივე მონაწილის „ჟესტებზე“ დაკვირვებაში.
- რას გეუბნებათ პოლიციელის ჟესტები?
- როგორ მოქმედებს მისი ჟესტები მოცემულ სიტუაციაზე?
- რაზე მიუთითებს მოქალაქის ჟესტები?
- რას ფიქრობთ ორივე მონაწილის მიერ გამოყენებულ ჟესტების ენასა და მის ურთიერთქმედებაზე?
|
აღწერილობის მომზადება
აღწერილობა სტუდენტებს ძალიან ეხმარება სწორად მოქმედებაში. შესაძლებელია რამდენიმე სახის აღწერილობის მომზადება, ერთ-ერთი მაგალითი მოცემულია ქვემოთ.
კარგი აღწერილობა მნიშვნელოვანია ორი მიზეზის გამო. სტუდენტები როლური თამაშის წინ ხშირად ნერვიულობენ და დაძაბულები არიან. ამიტომ, შესაძლოა მათ საკმარისი ყურადღებით არ მოისმინონ ინსტრუქტორის განმარტებები. ასეთ შემთხვევაში ფურცელზე დაწერილი ინსტრუქცია უზრუნველყოფს დავალების სრულად გაგებას. გარდა ამისა, კარგი აღწერილობა დამატებითი სასწავლო მასალის ფუნქციასაც ასრულებს.
კარგ აღწერილობაში მოცემულია შემდეგი ინფორმაცია:
1. სიტუაციის ზოგადი აღწერა:
- როლური თამაშის თემა
- მიზანი
- თეორიაზე მითითება ან ქცევის წესები
- მეთოდი
- დრო
- სიტუაციის აღწერილობა
- საკითხის ან პრობლემის გადაჭრა
2. როლის აღწერილობა:
- ასაკი და სახელი (თუ მსახიობი საკუთარ თავს არ თამაშობს)
- ფუნქცია
- ადგილი დაწესებულებაში (თუ ეს საჭიროა)
- საკითხზე ან პრობლემაზე შეხედულება
- ქცევისა და ხასიათის თავისებურებები
3. დავალება დამკვირვებლებისთვის
- დაკვირვების მიზანი
- მსახიობის სახელი, რომელსაც უნდა დააკვირდეს
- კითხვები
- პასუხის მაგალითი
,,ძარცვის შესახებ შეტყობინება“ შემუშავებული როლური თამაში მოცემულია ,,ა“ დანართის სახით.
6.2.3 არსებული როლური თამაშის ადაპტირება
ხშირად ნაცვლად ახალი როლური თამაშის შემუშავებისა, შესაძლებელია უკვე არსებული თამაშის ხელახლა გამოყენება ან ადაპტირება. ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო იქნება თამაშის მხოლოდ მცირედი შეცვლა, სხვა შემთხვევებში კი მისი უფრო მნიშვნელოვანი დამუშავება. აღნიშნულ პარაგრაფში განმარტებულია, როდის და როგორ უნდა მოხდეს როლური თამაშის ადაპტირება. ქვემოთ მოყვანილია სიტუაციების მაგალითები, როდესაც შესაძლებელია არსებული თამაშის ადაპტირება:
- სწავლების ამოცანა სხვა არის, მაგრამ შესაძლებელია არსებული სიტუაციისა და როლების აღწერილობის გამოყენება. ამ შემთხვევაში საჭირო იქნება დამკვირვებლების დავალებაში ცვლილების შეტანა.
- სწავლების ამოცანა იგივეა, მაგრამ სამიზნე ჯგუფი განსხვავებულია. ამ შემთხვევაში ახალი მიზნობრივი ჯგუფიდან გამომდინარე საჭიროა სიტუაციისა და როლების აღწერის ადაპტირება.
- როლური თამაშის ფუნქცია შეიცვალა, მაგალითად ახალი ქცევის გავარჯიშების ნაცვლად მისი ფუნქციაა ახალი უნარ-ჩვევების გამომუშავება, ამ შემთხვევაში ცვლილება უნდა განხორციელდეს დამკვირვებლების დავალებაში.
![]() |
6.3 6.3 მომზადება |
▲ზევით დაბრუნება |
ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს როლური თამაშისთვის მზადებას. წინააღმდეგ შემთხვევაში სტუდენტებს მოუწევთ ლოდინი, სანამ თქვენ მოიფიქრებთ, როგორ უნდა შეიცვალოს კლასში განლაგება. სტუდენტებს ისედაც ეშინიათ როლურ თამაშში მონაწილეობის, თქვენც თუ დაბნეული იქნებით, ეს უფრო დაძაბავს სიტუაციას. შეეცადეთ, რომ საკითხებმა, რომლებიც უშუალოდ არ უკავშირდება როლურ თამაშს, ხელი არ შეგიშალოთ საქმიანობაში.
სწორი მომზადება ორი სახის საქმიანობას მოიცავს:
- საკლასო ოთახის მომზადება როლური თამაშის ჩატარებისთვის;
- დაფაზე ან ფორმატზე ინსტრუქციის დაწერა.
6.3.1 როლური თამაშისთვის საკლასო ოთახის მომზადება
სტუდენტებისა და ინსტრუქტორებისთვის უფრო მოსახერხებელი ისეთ ოთახში მუშაობაა, სადაც სივრცე არსებობს, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ სივრცის გარკვეულ ნაწილს ვიდეოაპარატურა იკავებს და თუ არ გსურთ, რომ დამკვირვებლებმა ხელი შეუშალონ თამაშის მონაწილეებს.
იდეალური იქნებოდა დამატებითი ოთახი, სადაც წინასწარ ჩაატარებდით მოსამზადებელ სამუშაოებს და თამაშს.
კლასის მოწყობა შესავლისა და შეფასების დროს უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას ყველა სტუდენტი ხედავდეს ერთმანეთსა და ინსტრუქტორს. ქვემოთ მოცემულ ნახატზე ნაჩვენებია ოთახის მომზადების ორი ვარიანტი , ე.წ. ,,ცხენის ნალი“ და ,,ნახევარწრე“.
1=ნალი (A=მონაწილე 1, B=მონაწილე 2, T=მაგიდა, TR=ინსტრუქტორი) 2=ნახევარწრე
როლური თამაშის ჩატარების დროს დამკვირვებლებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა კარგად დაინახონ მომხდარი. ეს წინასწარ უნდა შეამოწმოთ. გარდა ამისა, მსახიობები თქვენ მთელი თამაშის განმავლობაში უნდა გხედავდნენ.
6.3.2 ინსტრუქციის დაწერა დაფაზე ან ფორმატზე
როლური თამაშის წესები დაწერეთ დაფაზე ან ფორმატზე. ეს ვიზუალური გამოსახულება სტუდენტებს დაეხმარებათ ყურადღების კონცენტრირებაში, ისევე როგორც შესავლისა და მომზადების სტადიების გაგებაში, ხოლო ინსტრუქტორს ასეთი ჩანაწერი დაეხმარება იმაში, რომ მხედველობიდან არ გამორჩეს რომელიმე ეტაპი.
ფორმატზე ან დაფაზე დაწერეთ შემდეგი:
თემა
მიზანი
გამოყენება
როლი
მეთოდი
![]() |
6.4 6.4 როლური თამაშის შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
როლური თამაშის პირველი ფაზაა შესავალი. იმდენად, რამდენადაც თქვენი სტუდენტების უმრავლესობა ჯერ კიდევ არ იცნობს როლურ თამაშებს, მნიშვნელოვანია ამ ცნების განმარტება. თუ ამას არ გააკეთებს, შეიძლება ამან უარყოფითი გავლენა მოახდინოს როლური თამაშის ჩატარებაზე.
შესავალი რამდენიმე ეტაპს მოიცავს:
- როლური თამაშის შესავალი;
- მსახიობების (მონაწილეების) არჩევა;
- თამაშის შესახებ ინფორმაციის გაცნობა;
- მონაწილეთა მომზადება;
- დამკვირვებლების მომზადება.
6.4.1 როლური თამაშის შესავლი
დაიწყეთ ფაქტობრივი შესავლით, არ დაგავიწყდეთ, ჩართოთ:
- თემის მოკლე მიმოხილვა;
- მითითება თეორიასა და უნარ-ჩვევებზე, რომლებიც სტუდენტებმა უნდა გამოიყენონ;
- სიტუაციის აღწერა;
- დასახულის მიზნის განმარტება;
- როლური თამაშის ფუნქციის აღწერა;
- როლური თამაშის ჩატარების ახსნა;
- საჭირო დროის მიახლოებით მითითება.
მაგალითი
გამარჯობა. ჩვენ უკვე განვიხილეთ, როგორ უნდა მოვუსმინოთ დანაშაულის შედეგად დაზარალებული ადამიანის განცხადებას. ჩვენ ვნახეთ მაგალითი, როცა თავიდან ადამიანი ცდილობდა გაეკონტროლებინა საკუთარი ემოციები, მაგრამ მოულოდნელად ძალიან აღელდა. დღეს, ჩვენ შევეცდებით დავეუფლოთ ასეთ სიტუაციებში აუცილებელ უნარ-ჩვევებს და ამას როლური თამაშებით გავაკეთებთ.
რომელიმეს ადრე მიგიღიათ როლურ თამაშებში მონაწილეობა? მაშინ, ახლა მოკლედ გაგაცნობთ წესებს და თამაშის პროცესში უფრო დეტალურად აგიხსნით. გასაგებია?
ასევე მინდა შეგახსენოთ საუბრის წარმოების ნორმატიული ინსტრუქცია. თამაშის დროს გახსოვდეთ ამის შესახებ.
(ფაზის აღწერა)
დღეს ჩვენ გავითამაშებთ სცენას. მოქალაქე მოდის პოლიციის განყოფილებაში დანაშაულის შესახებ განცხადების გასაკეთებლად.
როლური თამაშის მიზანია პრაქტიკის გავლა. ამჯერად ჩვენ გავავარჯიშებთ იმ უნარ-ჩვევებს, რომელთაც აქამდე ვსწავლობდით, ვაკვირდებოდით და ვიხილავდით. ამჯერად კი ამას პრაქტიკულად განვახორციელებთ.
როლური თამაშით პრაქტიკას გავივლით მხოლოდ პირველ ორ ფაზაზე - ურთიერთობის დამყარებასა და ინფორმაციის შეგროვებაზე. ოქმის შედგენას და განცხადების ჩაწერას ამჯერად არ გავაკეთებთ. კონცენტრირებას პირველ ორ ფაზაზე მოვახდენთ
● მსახიობების შერჩევა
მეორე ეტაპზე ხდება მსახიობების შერჩევა.
ჰკითხეთ სტუდენტებს ვის სურს პირველმა მიიღოს თამაშში მონაწილეობა. შემდეგ კი გაარკვიეთ ვის რომელი როლის შესრულება სურს.
ხშირად სტუდენტები თავს იკავებენ როლურ თამაშში მონაწილეობის მიღებისაგან. ინსტრუქტორი გაგებით უნდა მოეკიდოს თითოეული სტუდენტის ემოციებს, მოუხსნას მათ დაძაბულობა და, ამგვარად, აამაღლოს სტუდენტებში საკუთარი თავის რწმენა.
აუხსენით სტუდენტებს, რომ ყველას მოუწევს თამაშში მონაწილეობა და რაც უფრო მალე დაიწყებენ თამაშს, მით უფრო მალე დაასრულებენ. ხაზი გაუსვით იმასაც, რომ ეს სასწავლო პროცესია და შესაძლებელია შეცდომების დაშვება. თუ როლური თამაშის მსურველი არ გამოვლინდა, თქვენ თვითონ დაასახელეთ თამაშის მონაწილეები.
ინსტრუქტორი |
ამ თამაშში ორი როლი გვაქვს - პოლიციელის და მოქალაქის, რომელიც დანაშაულის შესახებ განცხადების გასაკეთებლად მიდის პოლიციის განყოფილებაში. |
|
ორივე როლისთვის მე მოვამზადე ინსტრუქცია, მონაწილეებს ორი წუთი ეძლევათ მოსამზადებლად.
|
|
პოლიციელი კონცენტრირებას ახდენს ნორმატიულ ინსტრუქციაზე, მოქალაქეს კი მივცემ დამატებით ინფორმაციას მომხდარის შესახებ, რომლის მოსაყოლადაც მოვიდა პოლიციაში |
|
კარგით, მოდით ავირჩიოთ, ვინ იქნება პირველი. ვიცი, რომ ცოტათი ყველანი ნერვიულობთ. სახეზე გეტყობათ, რომ ძალიან არ გინდათ თამაში. ეს გასაგებიცაა. ყველას ეშინია არა? ყველას ეშინია კოლეგების თვალწინ შეცდომების დაშვების. |
|
შეცდომების დაშვება შეიძლება. შეცდომების არ შეგეშინდეთ. არ მინდა ძალიან დაძაბულები იყოთ. უბრალოდ ითამაშეთ და თუ საჭიროა, შეცდომებიც დაუშვით. ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ შეცდომები და გავარკვიოთ, როგორ შეიძლება მათი გამოსწორება. ასე რომ, თქვენი შეცდომები დაგვეხმარება |
|
კარგით, აბა პირველი ვინ იქნება? ვინც პირველი დაიწყებს, პირველივე დაასრულებს |
|
დიახ? ლექსო? კარგით, მადლობა. კიდევ ერთი ადამიანი გვჭირდება. |
|
არავის უნდა?მაშინ მე მომიწევს არჩევა. მე ავირჩევდი . . გიორგის? შეგიძლიათ? |
გიორგი |
კი ბატონო. |
ინსტრუქტორი |
მადლობთ. ვინ იქნება პოლიციელი? თქვენ? მაშინ თქვენ მოქალაქე იქნებით |
● ინფორმაცია თამაშის შესახებ
შემდეგი ეტაპია თამაშისა და მისი შემდგომი შეფასების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მიწოდება.
თავდაპირველად აღწერეთ სიტუაცია, შემდეგ განმარტეთ, როგორ დაიწყება თამაში და როდის დასრულდება ის. ასევე აღნიშნეთ, რომ საჭიროების შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ შეაწყვეტინოთ თამაში.
ინსტრუქტორი |
ერთ წუთში მოსამზადებლად დროს მოგცემთ, როცა დაბრუნდებით, ოთახის განლაგება შეცვლილი დაგხვდებათ. ეს იქნება პოლიციის განყოფილება. აქ იქნება მაგიდა, ვითომ ეს ფანჯარაა. გიორგი იქნება მოქალაქე, რომელიც განცხადების გასაკეთებლად მოდის, არა? სანამ გავაგრძელებთ, კიდევ ერთი საკითხი, როგორც მე ვთქვი, ჩვენ მხოლოდ მოქმედების შესრულებამდე, ოქმის შედგენამდე ვითამაშებთ. თუმცა შესაძლოა თამაში მანამდეც გავაჩერო მონაწილეთათვის დამატებითი მითითებების მისაცემად ან დამკვირვებლებისთვის კითხვების დასასმელად და კომენტარების გასაკეთებლად. გასაგებია? |
● მონაწილეთა მომზადება
სთხოვეთ თამაშის მონაწილეებს (მსახიობებს) აუდიტორიის წინ გამოვდინენ, მიეცით მათ მოკლე ინსტრუქტაჟი და დაურიგეთ ფურცლები როლების აღწერილობით. თამაშის დაწყებამდე მიეცით მათ დრო მოსამზადებლად.
ინსტრუქტორი (არიგებს მასალებს) |
კარგით, აი თქვენი აღწერილობები, ეს პოლიციელისთვის, ეს კი მოქალაქისთვის. ახლა შეგიძლიათ ოთახიდან გახვიდეთ, იფიქრეთ თქვენს როლებზე, ოღონდ ერთმანეთთან არ განიხილოთ. კარგით? როლურ თამაშში, თქვენ ერთმანეთისთვის უცნობები უნდა იყოთ. მე კი ამ დროს დამკვირვებლებს მათ დავალებას ავუხსნი. |
● დამკვირვებლების მომზადება
შემდეგ ეტაპზე დამკვირვებლებს უნდა აუხსნათ, რას ელით მათგან და რას უნდა მიაქციონ ყურადღება. კონკრეტული ინსტრუქციის შედეგად შეფასების დროს უფრო კონკრეტულ უკუკავშირს ვიღებთ. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ დამკვირვებლებს სთხოვოთ, საკუთარი თავი წარმოიდგინონ თამაშის მონაწილეთა ადგილას. თქვენ ასევე შეგიძლიათ მათ სთხოვოთ, დააკვირდნენ საუბრის წარმოების კონკრეტულ მეთოდებს და მათ მოქმედებას. დამკვირვებლებმა თამაშის განმავლობაში სიმშვიდე უნდა შეინარჩუნონ. ბოლოს შეამოწმეთ, რამდენად გაიგეს დამკვირვებლებმა დავალება.
ამ ეტაპზე მონაწილეებს ასევე უნდა განუმარტოთ უკუკავშირის წესები, რომლითაც მათ უნდა იხელმძღვანელონ შეფასების დროს, თამაშის დასრულების შემდეგ.
1. უკუკავშირი მიმართული უნდა იყოს როლური თამაშის მონაწილის ქცევაზე და არა მის პიროვნებაზე.
არასწორი |
ძალიან უხეშად იქცევით. |
სწორი |
ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში სხვა ადამიანს უტაქტოდ მოექეცით.
|
2. უკუკავშირი უნდა იყოს აღწერილობითი და არა შეფასებითი.
არასწორი |
თქვენ არასწორი შეკითხვა დასვით! |
სწორი |
ჩემი აზრით, აჯობებს უფრო კონკრეტული და ,,ღია“ შეკითხვები დასვათ, ასე მეტ ინფორმაციას მიიღებთ |
3. უკუკავშირის დროს ფორმულირება კონკრეტული უნდა იყოს.
არასწორი |
ყველაფერი გააფუჭეთ |
სწორი |
არ მიეცით დაზარალებულს ამბის მოყოლის საშუალება, თქვენ მას აწყვეტინებდით საუბარს |
4. უკუკავშირი უნდა მოიცავდეს რჩევებს შეცდომების გამოსწორებისათვის.
არასწორი |
თქვენ მოქალაქეს ბევრი ლაპარაკის საშუალება მიეცით |
სწორი |
თქვენ მოქალაქეს ბევრი ლაპარაკის საშუალება მიეცით, ალბათ უმჯობესია შეაჩეროთ, როცა შეუსაბამო ინფორმაციას გაწვდით |
5. უკუკავშირი უნდა ეხებოდეს ქცევას, რომლის შეცვლაც მონაწილეს შეუძლია.
არასწორი |
როცა დაზარალებულმა რთული კითხვა დასვა, თქვენ დაიბენით, ეს არაპროფესიონალიზმის შთაბეჭდილებას ტოვებს. |
სწორი |
როცა დაზარალებულმა რთული კითხვა დასვა, თქვენ დაიბენით.უმჯობესია კითხვას პასუხი არ გასცეთ და აუხსნათ, რომ ამ კითხვაზე პასუხი არ იცით. |
ο როლური თამაში
მონაწილეთა მომზადების შემდეგ დაიწყეთ როლური თამაში. ამასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი ასპექტებია თვითონ თამაში და ინსტრუქტორის ჩარევის შესაძლებლობა.
![]() |
7 7. თამაში |
▲ზევით დაბრუნება |
თამაში დაიწყეთ მონაწილეთა მოწვევით. შეამოწმეთ, მზად არიან თუ არა ისინი და ხომ არა აქვთ შეკითხვები. საჭიროების შემთხვევაში მიეცით რჩევები. აჩვენეთ მონაწილეებს და დამკვირვებლებს, რომელი ადგილი უნდა დაიკავონ და ანიშნეთ სტუდენტებს თამაშის დაწყება.
ინსტრუქტორი |
გიორგი და ლექსო, შეგიძლიათ დაბრუნდეთ. მზად ხართ? |
|
შეკითხვები ხომ არ გაქვთ? |
ლექსო |
დიახ, არ ვიცი, ფეხზე უნდა ვიდგე თუ დავჯდე? |
ინსტრუქტორი |
თვითონ აირჩიე, შენთვის რაც უფრო მოსახერხებელი და ბუნებრივი იქნება. |
ლექსო |
მაშინ ვიდგები |
ინსტრუქტორი |
კი ბატონო დაიკავეთ ადგილები |
ინსტრუქტორი |
გიორგი, შეგიძლია წარმოიდგინო რა დაგემართა და რას გრძნობ? |
გიორგი |
დაახლოებით |
ინსტრუქტორი |
უბრალოდ წარმოიდგინე, რომ შენი სახლი გაძარცვეს, წაიღეს ტელევიზორი, ვიდეო, ბებიის ძვირფასეულობა. შენი ცოლი ძალიან შეწუხებულია, მას სახლში შესვლის ეშინია. ასე რომ, ძალიან შეწუხებული და აღელვებული ხართ, კარგით? |
გიორგი |
დიახ |
ინსტრუქტორი |
წარმატებებს გისურვებთ |
ინსტრუქტორი
|
პოლიციელი მზად არის? მოქალაქე? დამკვირვებლებო, მზად ხართ? |
როლური თამაშის დროს მუდმივად ადევნეთ თვალყური თამაშის მიმდინარეობას, იდექით მაქსიმალურად ახლოს, რათა აუცილებლობის შემთხვევაში მონაწილეებმა დახმარებისთვის ადვილად მოგმართონ. როდესაც იგრძნობთ, რომ დრო ამოიწურა ან დასახული მიზანი უკვე მიღწეულია, ოსტატურად შეაჩერეთ თამაშის მსვლელობა. სტუდენტებს გარკვევით ანიშნეთ, რომ შეწყვიტონ თამაში. თამაშის შესაწყვეტად შეარჩიეთ შესაფერისი დრო. მადლობა გადაუხადეთ სტუდენტებს მათი მონაწილეობისთვის და შეტანილი წვლილისთვის და სთხოვეთ დაუბრუნდნენ თავიანთ ადგილებს.
ინსტრუქტორი |
კარგით, გმადლობთ, ამით დავასრულოთ. |
|
აბა, თავს როგორ გრძნობდით? |
გიორგი |
რთული იყო. |
ინსტრუქტორი |
კარგით, გმადლობთ, შეგიძლიათ დასხდეთ |
მიეცით საშუალება მონაწილეებსა და დამკვირვებლებს გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები. უმჯობესია, დასაწყისში პოლიციელებს მისცეთ აზრის გამოთქმის საშუალება, შემდგომ კი - მოქალაქეებს. ამ დროს მიზანშეწონილი არ არის განხილვა და შეფასებების გაკეთება, ამ ეტაპზე მონაწილეებს შეუძლიათ ემოციები გამოხატონ და გამოვიდნენ როლებიდან.
![]() |
8 8. ჩარევა |
▲ზევით დაბრუნება |
როლური თამაშის დროს შეიძლება აუცილებელი გახდეს თამაშში ჩარევა. ამიტომ, საჭიროა მოსალოდნელი ჩარევის შესახებ მონაწილეების წინასწარ ინფორმირება, მაგალითად, როლური თამაშის დაწყებამდე, შესავალ ნაწილში.
ჩარევის სამი სახე არსებობს.
პირველ რიგში, როლური თამაშის მონაწილეებს შეიძლება თავად დასჭირდეთ ინსტრუქტორის დახმარება და ანიშნონ მას, რომ ისინი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ეს ხშირად სპონტანურად ხდება. შესაძლებელია ასევე სტუდენტებთან წინასწარ მოლაპარაკება, რომ აუცილებლობის შემთხვევაში მათ შეუძლიათ მოითხოვონ როლური თამაშის შეჩერება.
მეორეც, ჩარევა შესაძლებელია ინსტრუქტორის ინიციატივითაც, თუკი მონაწილეები თავიანთ როლებს გასცდნენ ან თუ როლური თამაში საერთოდ აღარ ექვემდებარება კონტროლს. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია თამაშის შემდგომ წარმართვასთან დაკავშირებით ინსტრუქციის მიცემა. ასევე შესაძლებელია მონაწილის სხვა სტუდენტით ჩანაცვლება.
და ბოლოს, ინსტრუქტორის ჩარევა შესაძლებელია, თუკი მონაწილე არ ასრულებს ინსტრუქტორის მითითებებს. ჩარევა უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, რათა სტუდენტმა მაშინვე მიიღოს უკუკავშირი, შეიტყოს მისი არასწორი მოქმედების შესახებ და ჰქონდეს სიტუაციის გამოსწორების შესაძლებლობა. მიუთითეთ სტუდენტებს ის ადგილი, სადაც მოხდა როლური თამაშის შეწყვეტა და განაგრძეთ თამაში.
ჩარევის I მაგალითი
ინსტრუქტორი |
კარგით, აქ გავჩერდეთ |
(მიმართავს მიხეილს) |
მიხეილ, ვიცით, რომ ძალიან მხიარული და ხუმარა ხართ, მაგრამ არა მგონია, ასე რამე ისწავლოთ, ან თქვენ (მიმართავს დამკვირვებლებს), რაშია საქმე? |
მიხეილი |
არ მესმის, ამას რატომ ვაკეთებთ, ეს ხომ რეალური არ არის, სისულელეა |
ინსტრუქტორი |
რა თქმა უნდა, ეს რეალური არ არის, მაგრამ კარგი საშუალებაა უნარ-ჩვევების გასავითარებლად. იმიტომ, რომ თქვენს წინაშე რეალური ადამიანი დგას, თქვენც რეალური ხართ, თქვენ რეაგირებას ახდენთ მასზე, ის კი - თქვენზე. ჩვენ კი შეგვიძლია დაგაკვირდეთ და ჩვენი რეაქცია გამოვხატოთ. შესაბამისად, გავავარჯიშოთ ჩვენი უნარები. ეს თქვენზეა დამოკიდებული, გამოიყენებთ თუ არა სწავლის ამ საშუალებას? თუ გირჩევნიათ უკანა მერხზე იჯდეთ და მხოლოდ თქვენმა კოლეგებმა იმუშაონ? |
მიხეილი |
მეც ვიმუშავებ. კიდევ ერთხელ ვცდი. |
ინსტრუქტორი |
დარწმუნებული ხართ? აზრი არა აქვს, თუ სერიოზულად არ ითამაშებთ |
მიხეილი |
არა, სერიოზულად ვითამაშებ. |
ინსტრუქტორი |
კარგი |
პავლე |
თავიდან შემოვიდე? |
ინსტრუქტორი |
დიახ, თუ შეიძლება. ისევ მიუახლოვდით მაგიდას, კარგით |
ჩარევის II მაგალითი
ინსტრუქტორი |
კარგით, მადლობთ, აქ შევჩერდეთ. |
ანა |
უკაცრავად. |
ინსტრუქტორი (მიმართავს ანას) |
მე მეჩვენება, რომ ცოტა დაიბენით, არა? |
ანა |
დიახ |
ინსტრუქტორი |
საშიში არაფერია, ყველაფერი რიგზეა |
|
რა დაგემართათ? |
ანა |
დავიბენი, არ ვიცი, როგორი რეაგირება მოვახდინო მის ემოციურ ამბავზე, რთულია |
ინსტრუქტორი |
კარგით, დამშვიდდით. ეს რეალურ სიტუაციასთან შედარებით უკეთესია. ყველაფერი რიგზეა |
ანა (დაიმორცხვა) |
კარგით. |
ინსტრუქტორი |
მარტივად შეხედეთ ამას. თქვენ უბრალოდ უსმენთ მის მონათხრობს. წარმოიდგინეთ, რომ მეგობარი გიყვებათ მომხდარის შესახებ. უბრალოდ მოუსმინეთ და ნახავთ, რა ინფორმაცია გაქვთ და დამატებით რისი გარკვევა გჭირდებათ და ჰკითხეთ ამის შესახებ. |
ანა |
კარგით |
ინსტრუქტორი |
ეს ძალიან ადვილია. აბა, ისევ სცდით? |
ანა |
არა, მირჩევნია დავჯდე. |
ინსტრუქტორი |
გინდათ დაჯდეთ? |
ანა |
იქნებ ვინმემ სხვამ |
ინსტრუქტორი |
კარგით, მაშინ ცოტა ხანს დაისვენეთ და მოგვიანებით ისევ სცადეთ |
![]() |
9 9. შეფასება |
▲ზევით დაბრუნება |
მას შემდეგ, რაც მონაწილეები თავიანთ ადგილებს უბრუნდებიან, დგება შეფასების დრო. ამ სტადიაზე ინსტრუქტორი არბიტრის როლში გამოდის. ეცადეთ, თავად ნაკლებად ისაუბროთ.
სწავლების ფსიქოლოგიის თანახმად, სასწავლო სიტუაცია ძალზედ წარმატებულია, როდესაც სტუდენტებს ეძლევათ რაიმეს გაკეთების (მაგალითად, როლურ თამაშში მონაწილეობა) ან განხილვის (შეფასება) შესაძლებლობა. როლურ თამაშში მხოლოდ რამდენიმე სტუდენტი მონაწილეობს, შეფასების სტადიაზე კი ყველა სტუდენტს აქვს საშუალება ჩაერთოს განხილვაში. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შეფასებაში მონაწილეობა მიიღონ იმ სტუდენტებმა, რომლებიც როლურ თამაშში არ მონაწილეობდნენ.
როლური თამაშის მონაწილეებმა უკვე გამოთქვეს საკუთარი შეხედულებები უშუალოდ თამაშის შემდეგ. ახლა კი დადგა განხილვის დრო. განხილვის სტადიაზე თქვენ, როგორც არბიტრმა ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგ ასპექტებს:
- მონაწილეთა (მსახიობების) რეაქცია (კომენტარები);
- დამკვირვებლების რეაქცია (კომენტარები);
- დასკვნები.
![]() |
10 10. მონაწილეთა რეაქცია |
▲ზევით დაბრუნება |
დაიწყეთ თამაშის მონაწილეთა კომენტარებით. მიეცით საშუალება, თავად შეაფასონ შესრულებული დავალება. პირველ რიგში, სიტყვა მიეცით პოლიციელის როლის შემსრულებელ სტუდენტს, შემდეგ კი მოისმინეთ მოქალაქის როლის შემსრულებელი სტუდენტის აზრიც. სთხოვეთ მას, აღწეროს რა შთაბეჭდილება მოახდინა მასზე პოლიციელის ქცევამ.
ინსტრუქტორი |
ჩვენ ვნახეთ პირველი როლური თამაში. მოდით, ჯერ თამაშის მონაწილეებმა გამოთქვან საკუთარი აზრი, შემდეგ კი დამკვირვებლებს მოვუსმინოთ. კარგით? |
(მიმართავს ლექსოს) |
ლექსო, თქვენ პოლიციელი იყავით, რას გრძნობდით? |
ლექსო |
მე მომეჩვენა, რომ მოქალაქე ზედმეტად ემოციური და დაბნეული იყო. როდესაც შეკითხვებს ვუსვამდი, შეუსაბამო პასუხს მცემდა |
ინსტრუქტორი |
გიორგი, როგორც დაზარალებული რას გრძნობდით? |
გიორგი |
მე მომეჩვენა, რომ პოლიციელი არ მაძლევდა ყველაფრის თქმის საშუალებას. როდესაც შევეცადე ამ ამბის ემოციური მხარე გადმომეცა, ჩემი ცოლის აღელვებისა და ყველაფრის გაძარვცის შესახებ მომეთხრო, ის უაზრო კითხვებით მაწყვეტინებდა საუბარს. უდროო და დამაბნეველ კითხვებს მისვამდა. |
![]() |
11 11. დამკვირვებლების რეაქცია |
▲ზევით დაბრუნება |
მნიშვნელოვანია დამკვირვებლების დაუყოვნებლივ ჩართვა შეფასების პროცესში, ამიტომ თამაშის მონაწილეთა მოკლე კომენტარების შემდეგ, სწრაფად გადადით დამკვირვებლების კომენტარებზე. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იყოს ოთხი ფაქტორი.
პირველ რიგში, დაკმვირვებლებმა მათი ყურადღება უნდა მიმართონ თამაშის მონაწილეებზე და არა ინსტრუქტორზე. ეს თამაშის მონაწილეებს მისცემს საშუალებას პირდაპირი რეაგირება მოახდინონ დამკვირვებლების კომენტარებზე.
მეორეც, აზრის გამოთქმის საშუალება უნდა მიეცეს ყველა დამკვირვებელს. კარგი იქნება, თუ დამკვირვებლები რიგ-რიგობით გამოთქვამენ აზრს თითოეული დავალების პირველ საკითხზე. პირველი გამოსვლის შემდეგ, სხვა სტუდენტებსაც გაუადვილდებათ განხილვაში მონაწილეობის მიღება.
მესამეც, მნიშვნელოვანია, რომ კომენტარები გაკეთდეს უშუალოდ იმ საკითხებზე დაყრდნობით, რომელიც წარმოადგენდა დამკვირვებელთა დავალებას. მეოთხეც, უკუკავშირი უნდა მოხდეს დადგენილი წესების ფარგლებში. შეფასების ეტაპზე სასურველია სტუდენტებისთვის უკუკავშირის წესების კიდევ ერთხელ შეხსენება.
ინსტრუქტორი |
კარგით, გმადლობთ. ახლა კი დამკვირვებლებს მოვუსმინოთ |
(მიმართავს დამკვირვებლებს) |
პირველი ჯგუფი აკვირდებოდა პოლიციელის მიერ გამოყენებულ მეთოდებს, აბა რას გვეტყვით? დიახ, გისმენთ |
პავლე |
მე მგონი, ყველაფერი აურია, მან მოქალაქეს ყველაფერზე დაუსრულებლად ლაპარაკის საშუალება მისცა |
ინსტრუქტორი |
მაპატიეთ, მაგრამ იქნებ სხვაგვარად აგვიხსნათ რას ნიშნავს ,,ყველაფერი აურია“ ცოტა გაუგებარია. უფრო კონკრეტულად შეგიძლიათ აგვიხსნათ? |
პავლე |
ჩემი აზრით, მან ვერ შეძლო საჭირო ინფორმაციის მოპოვება. როცა მოქალაქე ყვებოდა, პოლიციელი არასათანადო და უდროო კითხვებს სვამდა. |
ინსტრუქტორი |
კარგია, ეს ნამდვილად არის უკუკავშირი, მადლობთ. პირველი ჯგუფიდან კიდევ ვინმეს ხომ არ სურს აზრის გამოთქმა? დიახ, ანა, გისმენთ. |
![]() |
12 12. დასკვნა |
▲ზევით დაბრუნება |
ბოლოს, ჯგუფთან ერთად ფორმატზე (ფლიპ ჩარტზე) ჩამოწერეთ ძირითადი დასკვნების ნუსხა. ამ გზით თქვენ შეამოწმებთ, როგორ აითვისეს სხვადასხვა სტუდენტებმა მასალა. ეს დასკვნები შესაძლოა შემდეგი როლური თამაშის ამოსავალ წერტილადაც იქცეს. თუ მიზანი არ იქნა მიღწეული, ან თუ გსურთ, მონაწილეებს მისცეთ შესაძლებლობა გაითვალისწინონ შეფასებისას გამოთქმული რჩევები, შეგიძლიათ გაიმეოროთ როლური თამაში.
ინსტრუქტორი |
კარგი წინადადებაა. როცა ადამიანი შეუჩერებლივ ძალიან ბევრს ლაპარაკობს, თქვენ საუბარს მიმართულება უნდა შეუცვალოთ, აჯობებს ადამიანი გააჩეროთ და პირდაპირ უთხრათ ამის შესახებ. მაგალითად: ,,მაპატიეთ, რომ გაწყვეტინებთ, მაგრამ მოდით დავუბრუნდეთ“... და უბრუნდებით იმ საკითხს, რაც თქვენ გაინტერესებთ. |
|
ხომ ასეა? ინიციატივის ხელში აღების კიდევ ერთი გზაა, შეაჯამოთ და განაზოგადოთ მეორე ადამიანის ნათქვამი. ეს ადამიანს აგრძნობინებს, რომ თქვენ მას უსმენთ. ის ნაკლებად გაიმეორებს ერთსა და იმავეს, დამშვიდდება და უკეთ აღიქვამს თქვენს ნათქვამს. |
|
ამ გზით შესაძლებელია საუბარი დასასრულს მიუახლოვოთ. ბოლოს კი შეგიძლიათ კონკრეტული კითხვები დასვათ. შეგიძლიათ დააზუსტოთ ის დეტალები, რაც საუბრისას გამორჩა. |
|
მოდით, ლექსო და გიორგი, კიდევ ერთხელ სცადეთ. თანახმა ხართ? მაშინ დავიწყოთ |
![]() |
13 13. დასასრული |
▲ზევით დაბრუნება |
როლური თამაშის გამოყენებით გამართული გაკვეთილის ბოლო უნდა იყოს კარგად ფორმულირებული და არაორაზროვანი. ამასთან, უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი 4 ფაზა:
- შეაჯამეთ სწავლების შედეგები ფორმატზე (ფლიპ ჩარტზე) ჩამოწერილი ძირითადი დასკვნების საფუძველზე. აუცილებლობის შემთხვევაში შეგიძლიათ გაუზიაროთ სტუდენტებს თქვენი დაკვირვებებიც;
- ჯგუფს შეახსენეთ წინასწარ განსაზღვრული მიზნები და განიხილეთ, რამდენად იქნა ეს მიზნები მიღწეული;
- შეახსენეთ სტუდენტებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწავლების შედეგები მათი პროფესიული მოღვაწეობისათვის.
- და ბოლოს, დაასრულეთ როლური თამაშის გაკვეთილი.
ინსტრუქტორი
|
დღეს ჩვენ განვიხილეთ რამდენიმე მეთოდი, რომელიც გამოიყენება ემოციურ ადამიანთან საუბრისას. ერთი შეხედვით, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ეს გაცილებით მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე დასაწყისშივე წამყვანის მეთოდის გამოყენება. მაგრამ, როგორც ვნახეთ, ეს მეთოდი საუბრის ბოლოს უფრო ეფექტურია. იმიტომ რომ, თუ მოქალაქე ემოციებისგან დაიცალა, თქვენ უფრო თანმიმდევრულ ინფორმაციას მოისმენთ, მოქალაქე კი თავს უფრო კომფორტულად იგრძნობს. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებული ძალიან დიდ ხანს საუბრობს, შეგიძლიათ თავაზიანათ და ფრთხილად შეაცვლევინოთ მიმართულება კითხვის დასმით, გასაგებია? კარგით |
![]() |
14 14. უკუკავშირისთვის ვიდეოჩანაწერის გამოყენება |
▲ზევით დაბრუნება |
ο შესავალი
როლური თამაში შეგიძლიათ ჩაიწეროთ ვიდეოზე. შეფასების ეტაპზე ვიდეოჩანაწერის გამოყენებამ შესაძლოა არსებითად აამაღლოს სწავლების შედეგები, თუ კი ვიდეოჩანაწერის მიზანი სწორად არის განსაზღვრული და სათანადოდ ხორციელდება. თუ თქვენ გსურთ ვიდეოჩანაწერის გამოყენება, წინასწარ უნდა განსაზღვროთ მისი ფუნქცია. ქვემოთ მოცემულია ვიდეოჩანაწერის გამოყენების სწორი მეთოდი.
● ვიდეოჩანაწერის ფუნქცია
როლური თამაშის განმავლობაში ვიდეოჩანაწერის გამოყენებას სამი ფუნქცია აქვს. ვიდეოჩანაწერი სტუდენტებს აძლევს საშუალებას, დაინახონ საკუთარი თავი ისე, როგორც მათ სხვები ხედავენ. ჩანაწერის მეშვეობით სტუდენტებს შეუძლიათ ნახონ, რა გავლენას ახდენს მათი მოქმედება სხვებზე, შესაბამისად, მათ შეუძლიათ ისწავლონ საკუთარ შეცდომებზე. და ბოლოს, ინსტრუქტორსა და სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა სრულად და დეტალურად ნახონ როლური თამაში. ვიდეოჩანაწერის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ სრულად შეიძლება სინამდვილეში მომხდარის ასახვა. ხშირად, სტუდენტები სხვის დაკვირვებაში მხოლოდ მას შემდეგ რწმუნდებიან, როცა თავად ნახავენ და მოისმენენ. გარდა ამისა, ჩანაწერი იძლევა გარკვეული ფრაგმენტების ნახვის შესაძლებლობასაც. ბევრი სტუდენტისთვის რთულია, მაგალითად, არავერბალური ქცევის დაკვირვება და ანალიზი. განმეორებითი ჩვენების დროს დაკვირვების კონკრეტული დავალებით სტუდენტებს შეუძლიათ ასეთი ქცევის ამოცნობა. და ბოლოს, ვიდეოჩანაწერის გამოყენება შეიძლება სტუდენტის პროგრესის საჩვენებლადაც. განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა სასწავლო პროგრამა ხანგრძლივია და შეგიძლიათ ძველი ჩანაწერების გამოყენება სტუდენტის მიღწევების დემონსტრირების მიზნით. ვიდეოჩანაწერის მეშვეობით უკუკავშირის დროს სტუდენტები უკეთ აცნობიერებენ საკუთარ არავერბალურ და ვერბალურ ქცევას და მათ ზემოქმედებას სხვა ადამიანებზე. შემდეგ ნაწილში აღწერილია როლური თამაშის ვიდეოჩანაწერის სწორად გამოყენების მეთოდი. ამასთან, აუცილებელია ოთხი ეტაპის გამოყოფა: მომზადება, შესავალი, როლური თამაში და შეფასება. საქმიანობის სხვადასხვა სახეების ილუსტრირებისთვის გამოიყენეთ 5.1. ნაწილში მოყვანილი მაგალითი.
ο მომზადება
როლური თამაშისთვის შესაფერისი ოთახის შერჩევისა და ფორმატზე (ფლიფ ჩარტზე) ინსტრუქციის ჩამოწერის გარდა, უკუკავშირის ვიდეოჩანაწერის სახით გამოყენებისთვის მოსამზადებელ სტადიაზე მნიშვნელოვანია დამატებით ორი ფაქტორის გათვალისწინება: კამერის დასაყენებელი ადგილის შერჩევა და ვიდეო-აპარატურის შემოწმება.
● კამერის ადგილი
ვიდეოკამერისა და მონიტორის დასამონტაჟებელი ადგილის შერჩევისას აუცილებელია თამაშის მონაწილე სტუდენტებზე კამერის ზემოქმედებისა და შეფასების ეტაპზე ჩანაწერის ფუნქციის გათვალისწინება. როგორც წესი, კამერის წინ სტუდენტები დისკომფორტს გრძნობენ. ეს უნდა იქნეს გათვალისწინებული ოთახის მომზადების დროს. სასურველია ნაკლები რაოდენობს აპარატურის გამოყენება. აპარატურა უნდა დამონტაჟდეს იმგვარად, რომ არ მიიქციოს სტუდენტების ყურადღება. შემდგომი შეფასების მიზნით კამერა უნდა იდგეს დამკვირვებლების თვალის დონეზე. კამერა კიდევ ერთი დამკვირვებლის ფუნქციას ასრულებს, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში შეუძლია დაფიქსირებულის განმეორება. ამ პირობების გათვალისწინება განაპირობებს აპარატურისთვის იდეალური ადგილის შერჩევას. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რჩევა:
- კამერა განათავსეთ იმ დამკვირვებლის მხრების დონეზე, რომელიც ზის;
- კამერა ისე განათავსეთ, რომ ჩაწერა ხდებოდეს იმავე მხრიდან, რომლიდანაც დამკვირვებლები აკვირდებიან მოვლენებს;
- შეამოწმეთ, რომ დამკვირვებლები არ ეფარებოდნენ კამერას;
- საჭიროების შემთხვევაში მაგიდაზე დაამაგრეთ მიკროფონი;
- დარწმუნდით, რომ ჩაწერის მიმდინარეობის ინდიკატორი თქვენი მხედველობის არეშია.
- შეფასების დროს მონიტორი დადგით ისე, რომ ყველა სტუდენტმა კარგად დაინახოს გამოსახულება.
მე-3 სურათზე ნაჩვენებია ოთახის განლაგება (А=1 მონაწილე, B=2 მონაწილე, Т=მაგიდა, ТR=ინსტრუქტორი, С=კამერა):
● ვიდეოაპარატურის შემოწმება
არ დაგავიწყდეთ ვიდეოაპარატურის წინასწარ შემოწმება. ეს დაგეხმარებათ, თავი აარიდოთ იმ შეცდომებს, რაც შეიძლება გამოიწვიოს მიკროფონის ჩაურთველობამ ან ობიექტივის დახურვამ.
ყველა ფუნქციის შესამოწმებლად მიზანშეწონილია ხანმოკლე ჩანაწერის გაკეთება. ნახეთ ეს ჩანაწერი:
ხმისა და გამოსახულების შესამოწმებლად;
იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად კარგად ჩანს მსახიობის მიერ არჩეული პოზიცია და როგორ მიეწოდება ხმა კამერას;
დამკვირვებლების კადრში მოხვედრისა და მათ მიერ გამოსახულებისა ან ხმის გადაფარვის თავიდან აცილების მიზნით.
ο შესავალი
შესავალ ნაწილში შეატყობინეთ სტუდენტებს, რომ აპირებთ ვიდეოჩანაწერის გამოყენებას. მოკლედ, მაგრამ გასაგებად აუხსენით, რისთვის კეთდება ჩანაწერი და როგორ აპირებთ მის გამოიყენებას. აუცილებლად უთხარით, რომ ვიდეოჩანაწერი გამოყენებული იქნება მხოლოდ კონკრეტულ მეცადინეობაზე და დასრულების შემდეგ ის წაიშლება.
ინსტრუქტორი |
გამარჯობათ, დღეს ისევ როლური თამაში გვექნება, ოღონდ ამჯერად მას ვიდეოკამერაზე ჩავიწერთ. ვიდეოზე ჩაწერას თავისი უპირატესობა აქვს. მონაწილეებს შეეძლიათ თავიანთი თამაშის ნახვა. ისინი ზუსტად იმას ნახავენ, რასაც ჩვენ, დამკვირვებლები, თამაშის დროს ვხედავთ. ასე რომ, ერთსა და იმავე საკითხზე ვისაუბრებთ. ამასთან, შეგვიძლია თამაში უფრო დეტალურად ვნახოთ, უკან დავბრუნდეთ და ნებისმიერი სცენა გავიმეოროთ. ასე რომ, ეს ძალიან სასარგებლო მოწყობილობაა. მესმის, რომ ზოგიერთს ეს არ ესიამოვნება, ვიდეოჩანაწერზე საკუთარი თავის ნახვის შემდეგ ადამიანმა შეიძლება უხერხულობა იგრძნოს. შეიძლება იფიქროთ, რომ დიდი ცხვირი ან პატარა ყურები გაქვთ, ხმაც უცნაურად ჟღერს. მაგრამ, ჩვენ სავსებით ნორმალურად გთვლით, ასეთებს ყოველდღე გხედავთ. თქვენს ყურებსა და ცხვირს არაფერი მოსვლია. თანაც, ჩანაწერის შენახვას არ ვაპირებთ და მეცადინეობის ბოლოს წავშლით. |
ο როლური თამაში
შემდეგი ეტაპი თავად როლური თამაშია. უკუკავშირის მიზნით ვიდეოჩანაწერის გამოყენებისთვის აუცილებელია დამატებითი მოქმედებების შესრულება. სანამ მონაწილეებს თამაშის დაწყების ნიშანს მისცემთ, ჩართეთ კამერა. თამაშის დროს გააკეთეთ ჩანიშნვნები და ჩაიწერეთ ინდიკატორის მონაცემები, ეს დაგეხმარებათ საჭირო სცენების სწრაფად მოძებნაში. ჩაწერის დროს არ დაგავიწყდეთ მონიტორის გამორთვა, რათა სტუდენტებმა მასზე არ გადაიტანონ ყურადღება.
ο შეფასება ვიდეოჩანაწერის უკუკავშირის გამოყენებით
შესავალი
შეფასების სტადიის მთავარი ამოცანაა მონაწილეთა პოლიციელსა და მოქალაქეს შორის ურთიერთკავშირის ანალიზი. ვიდეოჩანაწერის მეშვეობით უკუკავშირისა და განხილვის დაგეგმისთვის უნდა გაითვალისწინოთ, რომ შესაძლოა ამას უფრო მეტი დრო დასჭირდეს, ვიდრე შეფასებას ვიდეოჩანაწერის გარეშე.
οზედმიწევნით დაგეგმეთ განხილვა და სწორად გათვალეთ დრო. განხილვა, როგორც წესი, ორჯერ ან სამჯერ უფრო მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე თამაში. თუმცა შეფასების ეტაპი დროში ზედმეტად არ უნდა გაიწელოს. თქვენ უნდა შეარჩიოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი და არსებითი სასწავლო ელემენტი და მთელი ყურადღება ამ საკითხებს დაუთმოთ. ხანგრძლივი და უსისტემო განხილვა სტუდენტებს ღლის და ამგვარად, სწავლის პროგრესს აფერხებს.
როლური თამაშის ჩატარებისა და განხილვის ზოგადი პრინციპები ზემოთ უკვე იქნა განხილული. შემდეგ პარაგრაფში შევეხებით განხილვის დროს ვიდეოჩანაწერის გამოყენების საკითხს.
● განხილვა ვიდეოჩანაწერის გამოყენებით
ვიდეოჩანაწერი ,,შემუშავების“ ეტაპზე უნდა გამოიყენოთ, მას შემდეგ, რაც როლურ თამაშთან დაკავშირებით გამოითქმება ზოგადი კომენტარები. ამ ეტაპზე გამოთქმული დაკვირვებების დეტალური ანალიზისთვის შესაძლებელია ჩანაწერის ფრაგმენტების გამოყენება.
ამ ეტაპზე მიმართეთ შემდეგ პროცედურას:
● ჩართეთ ჩანაწერი და Aშეაჩერეთ კადრი მნიშვნელოვან მოვლენაზე. კომენტარი გაუკეთეთ მას. თუ ჩანაწერი 5 წუთზე მეტ ხანს გრძელდება, ჯერ მთლიანი სცენა აჩვენეთ, რათა სტუდენტებს საუბრის მიმდინარეობის სწორად გაგება შეეძლოთ.
● შემდეგ აარჩიეთ ფრაგმენტები განხილვისთვის;
- სთხოვეთ სტუდენტებს კომენტარები გააკეთონ აღნიშნულ ფრაგმენტთან დაკავშირებით. თქვენ შეგიძლიათ აარჩიოთ ნებისმიერი სტუდენტი, როგორც პოლიციელის ან მოქალაქის როლის შემსრულებელი, ისე დამკვირვებელიც. თქვენც შეგიძლიათ კომენტარის გაკეთება. საერთოდ, არსებობს წესი, რომ ,,ბოლოს აზრს გამოთქვას ის, ვინც უფრო მეტ ინფორმაციას ფლობს“, ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ აზრს გამოთქვამს პოლიციელის როლის შემსრულებელი სტუდენტი, შემდეგ მოქალაქის როლის შემსრულებელი სტუდენტი, შემდეგ დამკვირვებლები და ბოლოს ინსტრუქტორი. გამოცდილების შეძენასთან ერთად, თქვენ თვითონვე მიხვდებით, როდის არის უმჯობესი ამ წესიდან გადახვევა.
ქვემოთ მოცემულია შეფასების სტადიის დასაწყისის საჩვენებელი მაგალითი. ზოგადი შეფასების მაგალითი მოცემულია ნაწილში 5.6.
განხილვის დაწყება
ინსტრუქტორი |
მადლობთ, დაბრძანდით, თუ შეიძლება. ჯერ მოკლედ განვიხილოთ ახლახანს ნანახი როლური თამაში. უბრალოდ პირველ კომენტარებს მოვუსმინოთ, შემდეგ კი ნაწილ-ნაწილ ვნახოთ ვიდეოჩანაწერი. მე ჩემთვის მონიშნული მაქვს გათამაშების საინტერესო ადგილები. თუ სურვილი გაქვთ, კიდევ ერთხელ ნახოთ რომელიმე ნაწილი, მანიშნეთ. ახლა კი მოკლე განხილვით დავიწყოთ. ლექსო, გისმენთ |
პირველი კომენტარების შეჯამება და შემუშავების ფაზაზე გადასვლა
ინსტრუქტორი |
ვიდეოფირზე თქვენი როლური თამაში ჩავიწერე. ახლა ვნახავთ, მაგრამ მანამდე შევაჯამოთ ჩვენი საუბარი, ეს დაგვეხმარება ნანახის უკეთ აღქმაში.
პოლიციელის როლის შემსრულებელმა ლექსომ თქვა, რომ რთული იყო მოქალაქის საუბრის მიმართულების შეცვლა, ასეა, არა? მოქალაქე ძალიან ბევრს ლაპარაკობდა, თქვენ კი არ იცოდით, როგორ მოქცეულიყავით.
გიორგი, ჩვენი დაზარალებული, ამბობს, რომ პოლიციელი არ იყო ყურადღებიანი |
გიორგი |
დიახ.. |
ინსტრუქტორი |
ეს თქვენი აზრია. ჩვენ ერთსა და იმავე სიტუაციაზე ორი განსხვავებული მოსაზრება მოვისმინეთ. მოდით, ეს მოგვიანებით გავაანალიზოთ. პირველმა ჯგუფმა, რომელიც პოლიციელის მიერ გამოყენებულ მეთოდებს აკვირდებოდა, აღნიშნა, რომ პოლიციელმა სათანადოდ ვერ გამოიყენა მიდევნების მეთოდი, როცა მოქალაქე ძალიან ბევრს ლაპარაკობდა. მეორე ჯგუფი, რომელიც ჟესტების ენას აკვირდებოდა, აღნიშნავს, რომ პოლიციელი ამ სიტუაციაში თავს კომფორტულად არ გრძნობდა, თითქოს მოქალაქე მას აღიზიანებდა. კიდევ ერთხელ ვნახოთ სამივე ფრაგმენტი და კიდევ ერთხელ განვიხილოთ სიტუაცია |
ინსტრუქტორი წყვეტს ვიდეოჩვენებას
ინსტრუქტორი: (მიმართავს მოქალაქეს) |
ეს იყო პირველი ფრაგმენტი. როგორ მოგწონთ საკუთარი თავი ეკრანზე? ნორმალურია? |
გიორგი |
არცთუ ისე კარგია |
ინსტრუქტორი: (მიმართავს პოლიციელს) |
ლექსო, ამ ფრაგმენტის ნახვის შემდეგ, რას ფიქრობთ თქვენს ქცევაზე? რა შენიშნეთ? |
ლექსო (მხრებს იჩეჩავს) |
როგორც მეგონა, არ ვიყავი ისე გახსნილი და ყურადღებიანი. ამის მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ თან ჩანაწერებს ვაკეთებდი და ოქმს ვადგენდი |
ინსტრუქტორი: (მიმართავს მოქალაქეს) |
გიორგი, ახლა როცა ჩანაწერს უყურებთ, გახსოვთ რას გრძნობდით თამაშში მონაწილეობისას? |
გიორგი |
მე გაღიზიანებული ვიყავი იმიტომ, რომ ჩემი აზრით, მას ჩემს მონათხრობზე უფრო მეტად თავისი ქაღალდები აინტერესებდა. მე მეჩვენებოდა, რომ ის საერთოდ არ მისმენდა. |
ინსტრუქტორი : (მიმართავს პოლიციელს) |
რას იტყვით ამაზე? ასე იყო? უსმენდით?
|
ლექსო |
ის რაზეც საუბრობდა, პირდაპირ კავშირში არ იყო საქმესთან. ამიტომ, მე შემდეგი კითხვისთვის ვემზადებოდი. |
ქეთი |
ჩემი აზრით, ეს ძალიან შესამჩნევი იყო, უყურადღებოდ იქცეოდი |
ინსტრუქტორი: (მიმართავს მოქალაქეს) |
გიორგი, გახსოვთ რამ მოახდინა გავლენა თქვენზე, თქვენს მონათხრობზე? |
გიორგი |
მე მინდოდა კიდევ ერთხელ მომეყოლა, გამემეორებინა. |
ინსტრუქტორი |
საინტერესოა, მოდით ვნახოთ, შემდეგ რა მოხდა |
ინსტრუქტორი აჩვენებს შესაბამის ფრაგმენტს.
ინსტრუქტორი: |
აბა, რა მოხდა? |
ანა |
მოქალაქე მართლაც იმეორებს თავის ამბავს! |
ინსტრუქტორი |
დიახ, ასე მოხდება, თუ თქვენ მას ყურადღებას არ მიაქცევთ. მოქალაქეს ჰგონია, რომ მას არ უსმენენ და ისევ თავიდან იმეორებს ყველაფერს. კარგი მაგალითია. როგორ შეეძლია მას, როგორც პოლიციელს, აღედგინოს სიტუაციაზე კონტროლი? |
გიორგი |
მას შეეძლო ეჩვენებინა, რომ მისმენს, მაგალითად შეეძლო ჩემს მიერ ნათქვამი შეეჯამებინა ან შეეწყვიტა ჩემი საუბარი, ოღონდ კონსტრუქციულად, ან რამე ამის მსგავსი გაეკეთებინა. |
ინსტრუქტორი |
კარგი აზრია, მადლობთ. |
|
მოდით, მომდევნო ფრაგმენტიც ვნახოთ. |
ინსტრუქტორი აჩვენებს ბოლო ვიდეოფრაგმენტს.
ინსტრუქტორი (მიმართავს მოქალაქეს) |
გიორგი, თავს როგორ გრძნობდით? |
გიორგი |
ძალიან აშკარაა, რომ ის შეტევაზე გადმოვიდა. მე ჩემს პირადულ და მტკივნეულ საკითხზე ვესაუბრებოდი, ის კი საუბარს არ მაცდიდა. ამის გამო თავს უფრო მეტად დაზარალებულად ვგრძნობდი. |
ინსტრუქტორი: (მიმართავს პოლიციელს) |
თქვენ როგორ ხედავთ ამ სიტუაციას? |
ლექსო |
არა მგონია, რომ შეტევაზე გადავედი. მე არ მახსენდება მისი მტკივნეული რეაქცია. მაგრამ ახლა ვხედავ, რომ მას შეეძლო არასწორად გაეგო. |
ინსტრუქტორი |
დიახ, შეეძლო არასწორად გაეგო, იმიტომ რომ თქვენ კითხვა დასვით ქვეტექსტით. კარი კარგად ჩაკეტეთ? თითქოსდა შეეძლო კარი სულ არ ჩაეკეტა, ასეა? |
ინსტრუქტორი |
იქნებ სხვანაირადაც შეიძლებოდა კითხვის დასმა, ნაკლებად აგრესიულად? |
პავლე |
ჩემი აზრით, ლექსოს უფრო რბილად უნდა ესაუბრა . . მან ძალიან კარგი კითხვა დასვა, მაგრამ სათანადო დრო ვერ შეარჩია, რახან კითხვა უდროოდ იყო დასმული, გიორგის მოეჩვენა, რომ ლექსო შეტევაზე გადავიდა |
ინსტრუქტორი |
ძალიან კარგია, მადლობთ. კიდევ ხომ არ არის შეკითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით? |
15. როლური თამაში პროფესიონალი მსახიობის მონაწილეობით
ο შესავალი
მსახიობების მონაწილეობით განხორციელებულ როლურ თამაშებში მოქალაქის როლს პროფესიონალი მსახიობები ასრულებენ. უცნობ ადამიანთან (ძალიან რეალისტურად მოთამაშე) ერთად როლურ თამაშში სტუდენტები უფრო რეალურად აღიქვამენ მომხდარს და ისე იქცევიან, როგორც ყოველდღიურ სამუშაო სიტუაციაში.
სტუდენტის ქცევის კონფრონტაცია მეტად ინტენსიურია. ასეთი თამაშის რეალობასთან მიახლოება უფრო ამაღლებს სწავლების ეფექტურობას.
შეფასების ეტაპზე პროფესიონალ მსახიობებსაც შეაქვთ წვლილი, რადგან მათ უკეთ შეუძლიათ განმარტონ პოლიციელის მოქმედების მნიშვნელობა და მისი გავლენა საკუთარ ქცევაზე. საკუთარი როლიდან გამომდინარე, პროფესიონალ მსახიობს შეუძლია კონკრეტულად მოგითხროთ რას გრძნობდა პოლიციელის ქცევასთან დაკავშირებით. პროფესიონალი მსახიობისგან მიღებული უკუკავშირი სტუდენტებს ეხმარებათ დასახულ მიზანთან შეუსაბამო ქცევის გამოსწორებაში, უბიძგებს მათ სწორი ქცევისკენ, რადგან მას ყურადღება ექცევა.
პროფესიონალ მსახიობს უნდა მიაწოდოთ პერსონაჟის აღწერილობა, მისი განწყობა და თამაშის დასაწყისისთვის არსებული მდგომარეობა. მაგრამ მსახიობი ვერ მიიღებს სრულ სცენარს თავიდან ბოლომდე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არსი იმაში მდგომარეობს, რომ პროფესიონალის ქცევა როლურ თამაშში განისაზღვრება სტუდენტი-პოლიციელის ქცევით. შესაბამისად, პროფესიონალი მსახიობი თამაშობს ინტუიციურად და ახდენს იმპროვიზებას, მისი მოქმედებები სტუდენტი-მსახიობის მოქმედებების შედეგია.
აღნიშნულ ნაწილში განვიხილავთ კონკრეტულ მოქმედებებს, რომლებიც აუცილებელია პროეფესიონალ მსახიობთან მუშაობისას ოთხივე სტადიაზე, ანუ მომზადების, შესავლის, როლური თამაშისა და შეფასების ეტაპზებზე. კონკრეტული ნაბიჯების ილუსტირირებისათვის მოყვანილია კონკრეტული მაგალითები, აღწერილობები მოცემულია ქვემოთ.
მაგალითი
ინსტრუქტორი პოლიციის აკადემიაში სტუდენტებს ასწავლის კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს. წინა მეცადინეობის დროს ის სტუდენტებს მოუთხრობდა მოქალაქის ემოციებთან გამკლავების შესახებ. დღეს მას სურს სტუდენტებმა პრაქტიკაში გამოიმუშაონ ემოციურ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებთან საუბრისას აუცილებელი უნარ-ჩვევები. ინსტრუქტორი იწვევს პროფესიონალ მსახიობ ქალს პარკში გაძარცვული ქალის როლის შესასრულებლად.
|
ο მომზადება
მომზადების ეტაპზე მნიშვნელოვანია მსახიობთან პირველი შეხვედრა. წინასწარ აუხსენით მსახიობებს რა თემებს სწავლობენ სტუდენტები და სწავლების რომელ მიზნებზე გსურთ ყურადღების გამახვილება, რაში შეიძლება გამოვლინდეს აღქმასთან დაკავშირებული სირთულეები. მსახიობებმა ასევე უნდა იცოდნენ სასწავლო პროგრამის რა ნაწილზე მუშაობთ და როგორია სტუდენტების მომზადების დონე.
დეტალურად განიხილეთ მსახიობთან შერჩეული როლური თამაში და ის როლი, რომლის შესრულებაც მას მოუწევს.
ο შესავალი
შესავალში მსახიობს მიეცით საშუალება საკუთარი თავი წარუდგინოს სტუდენტებს და აუხსნას, რომ ის იმპროვიზირებულად ითამაშებს, რათა უფრო ბუნებრივი რეაგირება მოახდინოს პოლიციის მოქმედებებზე. სტუდენტებმა უნდა გაიგონ, რომ მსახიობების მიზანი მათი დაბნევა ან მოტყუება არ არის, ისინი უბრალოდ სასწავლო პროცესში ეხმარებიან მათ.
პროფესიონალ მსახიობთან მუშაობის თავისებურება ის არის, რომ მოქალაქის როლი მხოლოდ დასახული მიზნის მიღწევისთვის კი არ იყოს გამოსადეგი, არამედ ადაპტირებადი იყოს კონკრეტული პოლიციელის ხასიათისა და სასწავლო საჭიროებების მიხედვით.
ინსტრუქტორი |
დღეს კიდევ ერთი როლური თამაში გვექნება, ოღონდ მოქალაქის როლს პროფესიონალი მსახიობი შეასრულებს. ეს იმას ნიშნავს, რომ თამაში უფრო რეალისტური იქნება. თქვენ პირველად მოგიწევს მუშაობა უცნობ ადამიანთან და არა მეგობართან ან კოლეგასთან. იმედია ამით იგრძნობთ, რომ თქვენ მართლა მუშაობთ და რომ ეს ყველაფერი რეალურია. ლია, შეგიძლიათ საკუთარი თავი გააცნოთ? |
მსახიობი |
გამარჯობათ, მე ლია პეტრიაშვილი ვარ, ქუთაისში დავიბადე, მაგრამ 10 წელია უკვე აქ ვცხოვრობ. მე პროფესიონალი მომღერალი ვარ, თეატრში ვმუშაბდი, დროდადრო ტელევიზიაშიც. უკვე ორი წელია ამ ინსცენირებებში ვმონაწილეობ. მე მომწონს, ეს საქმე კარგად გამომდის. |
ინსტრუქტორი |
მადლობთ, ლია. მოდით, უფრო დეტალურად გაგაცნობთ, რას შეიძლება მსახიობისგან მოელოდეთ. ის ზუსტად ისევე ითამაშებს მოქალაქის როლს, როგორც თქვენ თამაშობდით გუშინ. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ლია მსახიობობის ოსტატობას სწავლობდა. ასე რომ, მან კარგად იცის, რას შეიძლება ადამიანი გრძნობდეს და ფიქრობდეს, როგორ შეიძლება რეაგირებდეს თქვენს მოქმედებებზე. |
(მიმართავს მსახიობს) |
რამეს ხომ არ დაამატებდით? |
მსახიობი |
დიახ, უნდა აღინიშნოს, რომ მე აქ თვენს გასაღიზიანებლად და დასაბნევად არ მოვსულვარ,. აქ ვარ იმიტომ, რომ თქვენ მინდა დაგეხმაროთ. ასე რომ, ეს პრაქტიკის გავლის კარგი საშუალებაა თქვენთვის. |
|
ეს კარგი შესაძლებლობაა. თქვენი მოქმედებები, ჩემზე გავლენას ახდენს. ჩვენ გვაქვს როლი და ვიცით ჩვენი გმირის განცდები, მაგრამ ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. მე ძალიან ადვილად ვექცევი გავლენის ქვეშ, თუ თქვენ ჩემს დასამშვიდებლად რაიმეს გააკეთებთ, მე დავმშვიდდები, მაგრამ თუ ისეთ რამეს გააკეთებთ, რამაც შეიძლება უხერხულობა გამოწივიოს, ჩემი გმირი გაბრაზდება. თქვენ ნახავთ რეალურ სიტუაციაში როგორ გავლენას ახდენს ადამიანზე თქვენი მოქმედებები. |
ინსტრუქტორი |
დიახ, გამოვლინება ფიზიკური არასდროს იქნება. ის თქვენზე ფიზიკურ თავდასხმას არ განახორციელებს. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. და კიდევ ერთ საკითხს მინდა შევეხო, ლიამ აღნიშნა, რომ მისი გმირი შეიძლება გაბრაზდეს, ესეც მნიშვნელოვანია. გახსოვდეთ, რომ სწორედ გმირი გაბრაზდება თქვენზე და არა პირადად ლია. და კიდევ ერთი, თუ თამაშის დროს რაიმეს იგრძნობთ, მაგალითად, უხერხულობას ან დაღლას, შეგიძლიათ შესვენება მოითხოვოთ. შეგიძლიათ ასე მანიშნოთ, ან უბრალოდ მითხრათ (ინსტრუქტორი სტუდენტებს აჩვენებს ნიშანს). ასეთ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ თამაში და იმის მიხედვით ვიმოქმედოთ, გექნებათ თუ არა თამაშის გაგრძელების სურვილი. კარგით?
|
ο როლური თამაში
ყურადღებით ადევნეთ თვალი როლური თამაშის მიმდინარეობას, არ გაერთოთ. ყურადღებით დააკვირდით პოლიციელის როლის შემსრულებელი სტუდენტის მოქმედებებს და მის რეაქციას პროფესიონალი მსახიობის ქცევაზე. თვალყური ადევნეთ მსახიობს, რათა მან არ გადააჭარბოს. წინასწარ მოელაპარაკეთ, როგორ მიანიშნებთ მსახიობს, თუ ჩათვლით, რომ უმჯობესია მისი რეაქცია დაცხრეს.
ο შეფასება
ამ ეტაპზე ხდება მონაწილეებისა და მსახიობების ურთიერთქმედების ანალიზი. ამ ეტაპში მონაწილეობის მისაღებად ჩართეთ მსახიობიც. მისი როლის შესაბამისად, მსახიობს შეუძლია ზუსტად ახსნას, როგორ აღიქვამდა, იგებდა და გრძნობდა პოლიციელის როლის შემსრულებელი სტუდენტის ქცევას. და ბოლოს, თითოეული როლური თამაშის დასასრულს სთხოვეთ მსახიობსა და სტუდენტს ერთმანეთს ხელი ჩამოართვან. ხანდახან თამაშის მონაწილეები საკუთარი როლის ემოციური გავლენის ქვეშ ექცევიან. ხელის ჩამორთმევა კი ზღვარს ავლებს თამაშსა და რეალობას შორის და საშუალებას აძლევს მონაწილეებს ერთმანეთი რეალურ ადამიანებად აღიქვან.
მსჯელობა
ინსტრუქტორი |
მოდით, განვიხილოთ და მოვისმინოთ ორი მონაწილის მოსაზრება. |
ინსტრუქტორი: (მიმართავს პოლიციელს) |
ლექსო, როგორ ჩაიარა დაზარალებულთან გასაუბრებამ? |
ლექსო |
საკმაოდ რთული იყო. |
ინსტრუქტორი |
უფრო კონრკეტულად გვითხარით რა იყო რთული? |
ლექსო |
ძალიან ვჩქარობდი, ინფორმაცია მჭირდებოდა დამნაშავის საპოვნელად. მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა. |
ინსტრუქტორი |
ინფორმაციის მოპოვება რთული იყო იმიტომ, რომ თქვენ გრძნობდით დროის ნაკლებობას? |
ლექსო |
დიახ, ასეა |
ინსტრუქტორი |
კიდევ რამეს ხომ არ დაამატებდით? |
ლექსო |
რთული იყო იმიტომაც, რომ ის სულ ოხრავდა და კვნესოდა. ამის გამო კონკრეტული ინფორმაციის მიღება შეუძლებელი იყო. სულ ოხრავდა . . . და არ ვიცოდი, რა მექნა. |
ინსტრუქტორი |
მადლობთ, ახლა მსახიობს მოვუსმინოთ. უფრო ახლოს მობრძნადით. თქვენ როგორ შეაფასებდით სიტუაცია? |
მსახიობი |
პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ ქალი დაბნეულია, მას არ ესმის, რა ხდება, ყველაფერი არარეალურია. |
მსახიობი |
თქვენ ძალიან თავაზიანი იყავით, მაგრამ მე ნაკლებად გაინტერესებდით. მე ფეხი მაწუხებდა და მასზე ვნერვიულობდი, თქენ კი მხოლოდ დამნაშავეზე ფიქრობდით. |
ინსტრუქტორი |
თქვენ ამბობთ, რომ ძალიან აღელვებული იყავით და ვერ გრძნობდით პოლიციელის მხრიდან, რომ მას აწუხებდა თქვენი გასაჭირი? |
მსახიობი |
დიახ, ასეა. |
მსახიობი (მიმართავს პოლიციელს |
ვფიქრობ, რომ ყურადღების გადატანის მცდელობა და ჩემთვის სკამზე ჩამოჯდომის შეთავაზება ძალიან კარგი იდეა იყო. მაგრამ, თქვენ ცოტა უხეში იყავით. მე ვცდილობდი ცოტა აზრზე მოვსულიყავი |
|
შემდეგ თქვენ მომიბოდიშეთ და მე ვიფიქრე, რომ ყურადღება მომაქციეთ. ერთი წუთით დავმშვიდდი, მაგრამ თქვენ ისევ განაგრძეთ დამნაშავის შესახებ შეკითხვების დასმა. როგორ გამოიყურებოდა ის და სხვა. ჩემთვის ეს უკვე ნამეტანი იყო. |
ინსტრუქტორი |
აუხსენით, რატომ არ შეგეძლოთ თავდამსხმელის გარეგნობის აღწერა? პოლიციელმა რამდენჯერმე გთხოვათ ამის გაკეთება. |
მსახიობი |
როგორც უკვე ვთქვი, ძალიან აღელვებული ვიყავი. ჩემი ფეხი მადარდებდა, ეს კი ძალიან სწრაფად მისვამდა კითხვებს. მე ფიქრის დრო არ მქონდა და ვგრძნობდი, რომ ჩემგან რაღაცას ელოდა. არ შემეძლო მოდუნება და დამშვიდება. |
ინსტრუქტორი: (მიმართავს ყველას) |
კარგით, გმადლობთ. ახლა კი დამკვირვებლების ჯერია. ვის სურს ნანახზე აზრის გამოთქმა? იქნებ შეძლოთ ამ სიტუაციის დაკავშირება ჩვენს მიერ უკვე განხილულ ემოციების მართვის თეორიასთან? |
შეჯამება
ინსტრუქტორი |
მოდით, შევაჯამოთ შედეგები. პოლიციელი გრძნობს, რომ დრო აღარ რჩება და ინფორმაციის მიღება ძალიან სწრაფად სჭირდება. |
|
ამავე დროს ვხედავთ, რომ დაზარალებული ძალიან შეძრწუნებულია, მას არ შეუძლია ზუსტი ფაქტების მოყვანა. |
|
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოქალაქეს დამშვიდებისთვის უფრო მეტი დრო უნდა მისცეთ. თქვენ შეგიძლიათ მას დაეხმაროთ საღად აზროვნებაში, თუკი ყურადღებიანი იქნებით, აგრძნობინებთ, რომ მისთვის დახმარების გაწევა გსურთ. |
|
მაგალითად, კარგი აზრი იყო, მისთვის სკამზე ჩამოჯდომის შეთავაზება. ამის შემდეგაც უნდა გაგეკეთებინათ რაიმე თავაზიანი ჟესტი. |
|
შეგეძლოთ გამოგეხატათ თქვენი მისდამი თანაგრძნობა, მაგალითად გეთქვათ: ,,ვხედავ, რომ ძალიან აღელვებული ხართ“ და სხვა. |
|
კიდევ რამდენჯერმე თუ გაივარჯიშებთ, გაგიადვილდებათ და პრაქტიკაში გამოყენებასაც შეძლებთ. |
|
ამჯერად, ვფიქრობ, საკმარისია. |
|
ყოველი როლური თამაშის შემდეგ მე მონაწილეებს ვთხოვ, ერთმანეთს ხელი ჩამოართვან. ახლა ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მაგრამ შესაძლებელი იყო, რომ სიტუაცია დაძაბულიყო. |
|
და თანაც ლექსოსა და ლიასთვის ხელის ჩამორთმევა თამაშის დასრულების მანიშნებელია. გაუწოდეთ ერთმანეთს ხელი, თუ შეიძლება. |
მსახიობი |
ლექსომ კარგად იმუშავა, კარგი დასაწყისია. |
ლექსო |
მადლობთ დახმარებისთვის |
მსახიობი |
მალე თქვენი ჯერიც დადგება! |
ინსტრუქტორი |
დღეისთვის სულ ეს არის. ყველას დიდი მადლობა. |
![]() |
15 დანართი ა ,,შეტყობინება ძარცვის შესახებ“- როლური თამაშის აღწერა |
▲ზევით დაბრუნება |
სიტუაციის ზოგადი აღწერა
თემა: |
ძარცვის შესახებ განაცხადის მიღება |
ამოცანა: |
პოლიციის განყოფილებაში დანაშაულის შესახებ განცხადების გასაკეთებლად მოსული მოქალაქისგან ინფორმაციის მიღებისას სტუდენტებმა უნდა შეძლონ, სწორად გამოიყენონ დაზარალებულთან გასაუბრების მეთოდი. |
თეორია |
გასაუბრების სტანდარტული წესები. კონცენტრაცია უნდა მოხდეს პირველ ორ ფაზაზე: ურთიერთობის დამყარება და ინფორმაციის შეგროვება. |
მეთოდი |
- შესავალი - თეორიული მასალის გადაცემა - მონაწილეებისა და დამკვირვებლების შერჩევა - ინფორმაცია თამაშის შესახებ - მომზადება - თამაშის ჩატარება - შეფასება
|
ხანგრძლივობა |
- შესავალი: 10 წუთი - მომზადება: 10 წუთი - თამაში: 10 წუთი - განხილვა: 20 წუთი |
სიტუაციის აღწერა |
მოქმედება ხდება თბილისში, ერთ-ერთ პოლიციის განყოფილებაში. X (სტუდენტის სახელი) პოლიციელი მაგიდასთან მუშაობს, როცა განყოფილებაში მოქალაქე პეტრიაშვილი შემოდის. მოქალაქეს სურს განაცხადოს მისი სახლის ძარცვის შესახებ. ის უახლოვდება პოლიციელს და იწყებს საუბარს. |
დავალება: |
მოქალაქე პოლიციის განყოფილებაში მიდის მისი სახლის ძარცვის შესახებ განცხადების გასაკეთებლად. თქვენ, როგორც პოლიციელმა, უნდა მიიღოთ გარკვეული ინფორმაცია, რათა შემდეგ იმუშაოთ ამ საქმეზე. გამოიყენეთ გასაუბრების სტანდარტული წესები, რათა საუბარი წარიმართოს თანმიმდევრულად და ეფექტურად. |
როლების აღწერა
როლის აღწერა (პოლიციელი)
თემა: ძარცვის შესახებ განაცხადი
როლი: პოლიციელი ითამაშეთ ბუნებრივად, თქვენ წარმოადგენთ პოლიციელს, რომელიც თბილისის ერთ-ერთ პოლიციის განყოფილებაში მუშაობს. თქვენ სამსახურში იმყოფებით. ამ დროს განყოფილებაში შემოდის მოქალაქე, რომელსაც უნდა დანაშაულის შესახებ განაცხადოს.
თქვენი ამოცანაა სწორად მოიქცეთ ასეთ სიტუაციაში. გამოიყენეთ ,,ურთიერთობის დამყარებისა“ და ,,ინფორმაციის შეგროვების“ მეთოდები. გააგრძელეთ მანამ, ვიდრე ჩვენებას არ ჩაიწერთ. მოემზადეთ გასაუბრებისთვის. მოიფიქრეთ, რა სახის ინფორმაციის მიღება გესაჭიროებათ, რა კითხვები უნდა დაუსვათ მოქალაქეს და ა.შ. |
როლის აღწერა (მოქალაქე)
თემა: ძარცვის შესახებ განცხადება
როლი: მოქალაქე
თქვენ ხართ მოქალაქე პეტრიაშვილი, რომელიც პოლიციის განყოფილებაში საკუთარი ბინის გაძარცვის ფაქტზე განცხადების შესატანად მივიდა.
თქვენ ძალიან აღელვებული ხართ. თქვენ მოგპარეს რადიო, ტელევიზორი, გადაატრიალეს მთელი სახლი. თქვენი ცოლი ისეა შეშინებული, რომ სახლში დაბრუნების ეშინია.
ბოლო პერიოდში თქვენს რაიონში რამდენიმე ძარცვა მოხდა, მაგალითად, გაძარცვეს თქვენი და და მეზობლები.
თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიციელებმა თანადგომა გამოავლინონ.
ინსტრუქცია მოქალაქე პეტრიაშვილისთვის.
4. გამოხატა თუ არა პოლიციელმა თქვენი ემოციური მდგომარეობის მიმართ პატივიეცემა და გაგება? თუ არა, თქვენ დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებთ დამშვიდებას.
5. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ პოლიციელი არ გისმენთ, განაგრძეთ თხრობა. თქვენ გინდათ, რომ მან გაიგოს მომხდარის შესახებ.
|
თქვენ გსურთ, რომ მან მოისმინოს თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხი.
6. თუ პოლიციელმა თქვენი ნდობა მოიპოვა, შეასრულეთ მისი მითითებები.
|
დავალება დამკვირვებლებისთვის
დამკვირვებლების I ჯგუფის დავალება
თემა: ძარცვის შესახებ განცხადება
დავალება: საუბრის წარმართვის მეთოდი
თქვენი დავალებაა ყურადღება მიაქციოთ ინფორმაციის მოპოვების/შეგროვების ფაზაზე გამოყენებულ საუბრის წარმართვის მეთოდებს.
- როდის იყენებს პოლიციელი მიდევნების მეთოდს? - როგორია ამ მეთოდის გამოყენების შედეგები? - როდის იყენებს პოლიციელი მიმართვის მეთოდს? - როგორია ამ მეთოდის შედეგები? |
დამკვირვებლების II ჯგუფის დავალება
თემა: ძარცვის შესახებ განცხადება
დავალება: ,,ჟესტების ენა“
თქვენი დავალება მდგომარეობს ორივე მონაწილის „ჟესტების” დაკვირვებაში.
- რას გეუბნებათ პოლიციელის ჟესტები?
- როგორ მოქმედებს მისი ჟესტები მოცემულ სიტუაციაზე?
- რაზე მიუთითებს მოქალაქის ჟესტები?
- რას ფიქრობთ ორივე მონაწილის მიერ გამოყენებულ ჟესტების ენასა და მის ურთიერთქმედებაზე |