![]() |
ლიბერალიზმი და ძალაუფლება |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი ეკონომიკა |
წყარო: ISBN 99940-23-84-5 |
საავტორო უფლებები: © ახალი ეკონომიკური სკოლა |
თარიღი: 2004 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: კრებული / მთ. რედ.: პაატა შეშელიძე] ; ეკონ. ცოდნის გავრცელების საზ-ბა "ახალი ეკონ. სკოლა-საქართველო", ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი - თბ. : ენა და კულტურა, 2004 - 136გვ. ; 20სმ. - (თაფისუფლების ბ-კა; წ. 2, 2004 წელი) - - კუდაბზიკეთი/აკაკი წერეთელი. სახელმწიფოს დამოკიდებულება პიროვნებისადმი/ბენჯამინ თაკერი. უდიდესი პოლიტიკური ცრურწმენა/ჰერბერტ სპენსერი. კერპად ქცეული სახელმწიფო/ფრანც ოპენჰაიმერი. ჩვენი მტერი, სახელმწიფო/ალბერტ ჯეიმ ნოკი. გზა ბატონყმობისაკენ/ფრიდრიხ ოგიუსტ ფონ ჰაიეკი. პოპულისტური პოლიტიკა-გზა სოციალიზმისაკენ/ლუდვიგ ჰენრიხ ელდერ ფონ მიზესი. სახელმწიფოს ანატომია/მარი ნ. როტბარდი. მონარქიისა და დემოკრატიის პოლიტიკური ეკონომია და მოსაზრება ბუნებითი წესრიგის შესახებ/ჰანს ჰერმან ჰოპე. -: [ფ.ა.] [MFN: 21427] UDC: 32.001 + 330.8 + 330.82 + 321 + 342.721 + 342.739 + 342.518 |
![]() |
1 * * * |
▲ზევით დაბრუნება |
„თავისუფლების ბიბლიოთეკის“ ეგიდით, ლიბერალი მოაზროვნეების ნაშრომების კრებულის გამოცემა არის მცდელობა, რომ ქართველი მკითხველისათვის ხელმისაწვდომი გახდეს ცხოველმყოფელი ცოდნის კიდევ ერთი მძლავრი ნაკადი.
აგრეთვე, ეს არის შეხსენება, რომ განათლების მთავარი დანიშნულებაა: ღვთის ჭვრეტა, რწმენისა და ადამიანის ღირსების პატივისცემა, თავშეკავებულობა, - როგორც პასუხისმგებლობის გრძნობა და მზადყოფნა - აიღო პასუხისმგებლობა, გამოიჩინო თანადგომა და იყო გონებაგახსნილი ყველაფრისადმი, რაც არის ჭეშმარიტი, კეთილი და მშვენიერი.
ამავდროულად, ეს არის გაფრთხილება მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს, თუ რა ახლოს ვდგავართ უფსკრულთან, როდესაც უგულვებელვყოფთ პირადი თავისუფლებისა და კერძო საკუთრების ხელშეუხებლობას; ეჭვგარეშე ვენდობით „ხალხის ნებას“ და ხელისუფალთა უანგარობას.
წარმატებად მივიჩნევთ თუ წინამდებარე კრებულში თავმოყრილი მოსაზრებები მსჯელობის საგანი გახდება, ხოლო მკითხველს სურვილი გაუჩნდბა, რომ აქ გამოქვეყნებული ავტორების სხვა ნაშომებსაც გაეცნოს.
![]() |
2 მოკლე ცნობები ეკონომიკური ცოდნის გავრცელების საზოგადოება „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
ზოგადი ინფორმაცია:
ეკონომიკური ცოდნის გავრცელების საზოგადოება „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველო“ არის მეცნიერი და პრაქტიკოსი ეკონომისტების, პედაგოგების, ავტორების, პოლიტიკოსების და სხვა მონათესავე საქმიანობით დაკავებული პირების ნებაყოფილობითი არასამთავრობო გაერთიანება.
საზოგადოება დაფუძნდა 2001 წლის აგვისტოში, ქ. ოუბურნში, ალაბამას შტატი, ა.შ.შ., ხოლო ოფიციალურად ასოციაციის სტატუსით 2003 წლის 2 აპრილს დარეგისტირდა, გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით 1/9-48.
მიზნები და ამოცანები:
თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის შესახებ ცოდნის გავრცელება;
ეკონომიკური განათლების თავისუფალი სამეურნეო გარემოს მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა;
ეკონომისტების ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერა მათ სამეცნიერო, პოლიტიკურ თუ სამეურნეო საქმიანობაში;
ადამიანების თავისუფლების, ღირსებისა და საკუთრების დაცვის ხელშემწყობი გარემო-პირობების სრულყოფა;
კერძო პირებისა და მათი ნებაყოფილობითი, არაძალადობრივი გაერთიანებების და სამეურნეო საქმიანობის მხარდაჭერა;
საჯარო საგანმანათლებლო ეკონომიკური რესურს-ცენტრის შექმნა;
ქართულენოვანი ეკონომიკური ელექტრონული გვერდის მომზადება და სამეცნიერო პერიოდიკის გამოშვება;
საქართველოში არსებული ეკონომიკური ლიტერატურის ელექტონული კატალოგის შექმნა;
მოწინავე ეკონომიკური სკოლების წარმომადგენელ ავტორთა წიგნების, სახელმძღვანელოების და სხვა ტიპის ეკონომიკური ლიტერატურის შეგროვება, თარგმნა, ნაბეჭდი და ელქტრონული ვერსიების პერიოდული გამოცემა;
სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის რადიო და სატელევიზიო გადაცემების მომზადება, პუბლიცისტიკის მხარდაჭერა;
ეკონომისტების კვალიფიკაციის ასამაღლებელი ლექცია-სემინარების, სტაჟირების, ვიქტორინების, ოლიმპიადების, კონკურსების და სხვა სახის ღონისძიებების მოწყობა;
მსოფლიოს მოწინავე სამეცნიერო ცენტრებთან კავშირ-ურთიერთობების დამყარება;
სასწავლო პროგრამებისა და მეთოდოლოგიების შემუშავება;
ეკონომიკური განათლების სისტემის მონიტორინგი;
მონაწილეობა ეკონომიკური ტერმინოლოგიის დახვეწაში;
მონაწილეობა სამეცნიერო ხარისხების მინიჭების სისტემის სრულყოფაში;
მონაწილეობა ეკონომიკური საკითხების საჯარო განხილვებში;
ეკონომიკური ხასიათის რჩევებისა და რეკომენდაციების მომზადება;
საქართველოს ეკონომიკური გზამკვლევების შემუშავება უცხოელებისათვის.
შეთავაზება თანამშრომლობისათვის:
აღნიშნული მიზნებისა და ამოცანების პოპულარიზაციისა და მათი განხორციელებისათვის საზოგადოება მზადაა:
ითანამშრომლოს აღნიშნული პრობლემების გადაწყვეტით დაინტერესებულ ყველა მხარესთან;
მიიღოს საქმიანი რჩევები და წინადადებები ახალი მიმართულებებით მუშაობის წარმართვის შესახებ;
განიხილოს კონკრეტული ერთობლივი პროექტები და გასწიოს კონსულტაციები;
აღმოუჩინოს კვალიფიციური დახმარება და რეალური მხარდაჭერა კერძო პირებს, მეწარმეებს, საგანმანათლებლო დაწესებულებების, სხვადასხვა არასამთავრობო თუ სამთავრობო ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც თავისი საქმიანობით ცდილობენ ან დააპირებენ ხორცი შეასხან ამ მიზნებისა და ამოცანების შესაბამის გეგმებს.
საზოგადოების ხელმძღვანელობა მადლიერი იქნება ნებისმიერი პირის, რომელიც გამოიჩენს ყურადღებას ეკონომიკური ცოდნის გავრცელების საზოგადოება „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ საქმიანობის მიმართ და თავისი მორალური და მატერიალური მხარდაჭერით უზრუნვლყოფს მისი მოღვაწეობის გამრავალფეროვნებას და ნაყოფიერების გაზრდას.
![]() |
3 წინასიტყვაობა: პიროვნება და ხელისუფლება |
▲ზევით დაბრუნება |
პაატა შეშელიძე
დაიბადა 1968 წელს. 1992 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის „მაკროეკონომიკის“ სპეც-ჯგუფი, რომლის დაფუძნების იდეის ჩამოყალიბებასა და რეალიზებაში, სათანადო სასწავლო პროგრამის შექმნაში მიღებული აქვს პირადი მონაწილეობა.
ხვადასხვა წლებში მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტში, საქართველოს პარლამენტში, ფინანსთა სამინისტროში, საგზაო ფონდში. იყო საქართველოს სახელმწიფო რადიოს პროგრამა „პიკის საათის“ ეკონომიკური ექსპერტი (1991- 1995 წლებში). როგორც დამოუკიდებელი ექსპერტი და პუბლიცისტი თანამშრომლობდა გაზეთებთან „რეზონანსი“, „ევროპა“, „7 დღე“, „ახალი ტალღა“, „თემი“, „ახალი 7 დღე“, „ჯორჯიან თაიმსი“, ახალი ვერსია“ და სხვ. გამოქვეყნებული აქვს 60-ზე მეტი სტატია და ინტერვიუ ეკონომიკისა და პოლიტიკის საკითხებზე.
1989 წლიდან აქტიურად არის ჩართული ეკონომიკური განათლების სრულყოფასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ღონისძიებებში. არის ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ერთ - ერთი დამფუძნებელი (1989 წლის აპრილი). ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის წევრი (1994 წლიდან). მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებაში, რომელიც მიეძღვნა ეკონომიკურ თეორიებსა და სწავლების პრობლემებს, ეკონომიკური რეფორმების საკითხებს. 1994 წელს სტაჟირება გაიარა ქ. ბოლდერში, კოლორადოს უნივერსიტეტთან არსებული ეკონომიკის ინსტიტუტში (კოლორადოს შტატი, ა.შ.შ.), 2001 წლს - ლუდვიგ ფონ მიზესის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტში (ქ. ოუბურნი, ალაბამას შტატი, ა.შ.შ), ხოლო 2003 წელს - გუმერსბახში (გერმანია), თეოდორ ჰეუსის აკადემიაში. 2001 წლიდან არის ეკონომიკური ცოდნის გავრცელების საზოგადოება „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი. 2001-2004 წლებში ამ ორგანიზაციის ეგიდით ჩატარებული აქვს 20-ზე მეტი საერთაშორისო და 60-ზე მეტი ნაციონალური და რეგიონალური სემინარი ეკონომიკურ საკითხებში. 2004 წლიდან არის კრებულ „თავისუფლების ბიბლიოთეკის“ თანადამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
2004 წლის აგვისტო
„წარსულში ლიბერალიზმის დანიშნულება მეფეების ხელისუფლების შეზღუდვა იყო. ჭეშმარიტი ლიბერალიზმის დანიშნულება პალამენტების ძალაუფლების შეზღუდვა იქნება“. ჰერბერტ სპენსერი, „უდიდესი პოლიტიკური ცრურწმენა“
უკვე დიდი ხანია, რაც პიროვნება თავისუფალი აღარ არის.
მასზე პრეტენზიას ხელისუფლება აცხადებს. ადრე ეს, როგორც წესი, მონარქია იყო. დღეს კი, როგორც წესი, საპარლამენტო რესპუბლიკაა.
ის მას მოქალაქედ, ანუ საკუთრებად აქცევს: აღრიცხავს, დამღავს და პასპორტს ანიჭებს.
ის აძლევს ცნობაზე იმაზე, რომ დაიბადა და იმაზეც, რომ გარდაიცვალა.
ის უფარგლავს გადაადგილების საზღვრებს.
ის უსაზღვრავს სწავლის ვადებს.
ის უთითებს ქორწინების ასაკს და ამოწმებს თავად ქორწინებას.
ის რთავს ნებას, რომ იმუშაოს, ისწავლოს, ასწავლოს, შექმნას და აწარმოოს.
ის უდგენს მუშაობის წლებს.
ის უწესებს საურავებს და გადასახადებს.
ის უყალიბებს სავალუტო კურსს, წარმოებისა და ვაჭრობის პირობებს.
ის იჭერს და პატიობს.
ის იწვევს სამხედო სამსახურში და აგზავნის ომში.
ის განადიდებს და აბითურებს.
ის მას მართავს.
ხელისუფლება თავიდან ბოლომდე ჩართულია ყველაფერში, რაც ადამიანის ირგვლივაა და ყველაფერს, რასაც ადამიანი აკეთებს - ის მეთვალყურეობს, განაგებს და განიკითხავს.
პიროვნება მარტო არასოდეს არ არის.
ხელისუფლება მუდმივად ზემოქმედებს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ეს არც დღისით და არც ღამით არ წყდება: ადამიანი მაღვიძარას ზარით იღვიძებს, რომელიც საწარმოო რეგულირებას ექვემდბარება; მუსიკა და ჭორ-მართალი, რომელიც ისმენს ლიცენზირებული რადიო ან ტელე სადგურით გადმოიცემა, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება დახურონ; პირს იბანს სახელმწიფოს მიერ მიწოდებული წყლით; კბილს იხეხავს ლიცენზირებული კბილის პასტით; ტანსაცმლის გაუთოვებისას იყენებს სახელმწიფო ტარიფით ნაყიდ ელექტრო ენერგიას; საკვებს იმზადებს სახელმწიფო ტარიფით ნაყიდი ბუნებრივი აირით; ცხოვრობს სხ ლში, სადაც სახურავი და ლიფტები პირადად ქვე ყნის პრეზიდენტის შეკეთებულია; მგზავროს ტრანსპორგტით, რომელსაც სახლმწიფო ტექდათვალიერების დამღა ადევს.
გზები და ხიდები, მეტრო და რკინიგზა, ტყე-პარკები, ტბები და მდინარეები, რომლითაც ის სარგბლობს, ასევე სახელმწიფოს ეკუთვნის, ისევე რო გორც პოლიციელბი, მოსამართლეები და სხვა ჯურის მოხელეები, რომლებიც მისი სახელით აჯარიმებენ, ქრთამს სძალავენ ან, უბრალოდ, ატყუებენ, რომ ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ უფასოა.
სიგარეტსაც კი ჯანმრთელობის სამინისტროს გაფრთხილება ახლავს, რომელიც მისი ნების, წადილის და განწყობილების საწინააღმდეგოდ სიკვდილსა და ავადმყოფობას ახსენებს, თითქოს სხვა შემთხვევაში, იგივე სამინისტროს, უკვდავებისა და ჯანმრთელობის გარანტირება შეეძლოს.
რასაკვირველია, შეიძლება პიროვნებას ხელისუფლების იმედი ჰქონდეს, რომ ის მას საკუთარი შეცდომებისაგან დაიცავს და ამიტომ, ხელისუფლებას ყველაფერი დაუთმოს და აპატიოს. მაგრამ სიმართლე ისაა, რაზეც ამერიკელი ეკონომისტი ჯეიმს ოსტროვსკი მიუთითებდა, როდესაც თანამოქალაქე რონალდ რეიგანის პრეზიდენტობის კანდიდატობისას, მის საარჩევნო ეკონომიკურ პლატფორმაზე მუშაობდა: „თანამედროვე საქხელმწიფო, მისი ბუნებიდან გამომდინარე საქმეში ჩაუხედავი, თვითმომსახურე, ნუნიათო, უპასუხისმგებლო, პროვოკაციული, ძვირი, ზანტი და მომაკვდინებელია“ და შესაბამისად, მისი უფლება-მოვალეობების მკვეთრი შემცირებისაკენ მოუწოდებდა.
რასაკვირველია, შეიძლება პიროვნებას იმედი ჰქონდეს, რომ არჩევნების სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარება განსაზღვრავს პირადად მის და მისი ქვეყნის შემდგომ კეთილდღეობას და რომ თითოეულ მიცემულ ხმას, შეუძლია გააუმჯობესოს საზოგადოების ცხოვრბის პირობები. მაგრა მ სიმართლე ისაა, რომ ცხოვრე ბის პირობების გა უმჯობესება არჩევნებში ხმის უბრალო მი ცემით შეუძლებელია, რადგან შედეგად ხმა შეილება მიიღონ და ხელისუფლების სათავებისალ კენ გზა გაეხსნათ „სოციალისტებს“, „კომუნისტებს“, „ნაცისტებს“, „რელიგიურ ექსტრემისტებს“, „სეპარატისტ-იზოლაციონისტებს“, ოლიგარქიის, ფეოდალური განუკითხაობის, კლანური მმართველობის და დიქტატურის მომხრეებს, სხვათა ნაშრომის ექსპროპრიაცია გადანაწილებაზე ორიენტირებულ და ადამიანის უფლებების ფეხით მთელავ პოლიტიკურ კორპორაციებს, რომლებიც პიროვნებას ჭანჭიკად თვლიან და შესაბამისადაც იყენებენ.
მაშასადამე, წინამდებარე კრებული, პიროვნებისა და სახელმწიფოს ურთიერთობების ხელახალი, კრიტიკული გააზრებისთვისაა მოწოდებული. ის წარმოაჩენს კლასიკურ ლიბერალურ ხედვას, რომ საჭიროა ხელისუფლების ძალაუფლების შეზღუდვა და იხილავს იმის შესაძლებლობებსაც, რომ ხელისუფლება საერთოდ გაუქმდეს არსებული სახით.
მისი ამოცანააა - სახელმწიფოს ანატომიაში გარკვევა; იმ პოპულისტური პოლიტიკის გამოაშკარავება, რომელიც სოციალისტური ბატონყმობისკენ მიგვიძღვის. ასევე, იმ უდიდესი პოლიტიკური ცრურწმენის უარყოფა, რომ სახელმწიფო კერპია და იმაზე დაფიქრება, რომ შეიძლება პირიქით, ყოველივე იმის მტერია, რაც ბუნებით წესრიგს მოაქვს. ხელისუფლება - ხომ ის ერთადერთი მაგიური საკითხია, რომელსაც ვერანაირად ვერ ერგება პიროვნების გონების გასაღები. სახელმწიფო - ხომ ყველაფრის მუქთად მოკვარახჭინების ბოლო იმედია, რადგან სხვა ცხოვრებისეულ შემთხვევასთან მიმართებაში, კუდაბზიკელებსაც კი კარგად ესმით, რომ „უფასო ყველი, მხოლოდ სათაგურშია“.
![]() |
4 კუდაბზიკეთი |
▲ზევით დაბრუნება |
აკაკი წერეთელი (1840 -1915)
შესაძლოა, აკაკი წერეთლის ცხოვრების ბიოგრაფიულ მონაცემებს და მხატვრულ შემოქმედებას ქართველი მკითხველის წინაშე წარდგენა არ ჭირდება. თუმცა მისი სოციალური და პოლიტიკური შეხედულებები ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გააზრებული. შესაძლოა იმიტომ, რომ მისი დროიდან მოყოლებული, საქართველოში მუდამჟამს ყველაფერი ის ვითარდებოდა, როგორც წინამდებარე იგავ-არაკში, ან, როგორც თავად უწოდებს „ზღაპრულ მოთხრობაშია“ გადმოცემული.
ზღაპრული მოთხრობა
გამოქვეყნდა 1899 წელს
იყო და არა იყო რა. იყო დრო, როცა ადამიანს ყველა გრძნობაზე უფრო შიშის გრძნობა ჰქონდა გამოფხიზლებული და ყოველგვარ საშიშ-საზარელ არსებას, გინდ სულიერი ყოფილიყოს და გინდ უსულო, ყოვლის შემძლებლად ისახავდა, აღმერთებდა და თაყვანსა სცემდა. მრავალღმერთობის დრო იყო და ყოველ ერს თავისი შესაფერი ღმერთი ჰყავდა: ზოგს ლომი, ზოგს სპილო, ზოგს გველეშაპი, ზოგს დიდი გველი და სხვანი. ერთი სიტყვით, ვისთვისაც რა უფრო საშიში და საფრთხილო იყო, იმას ემონებოდნენ. სხვათა შორის, იყო ერთი ქვეყანაც „კუდაბზიკეთი“, ოდესმე სახელგანთქმული და მოწონებული, მაგრამ ბოლოს კი ისე დაცემული და დაჩიავებული, რომ მისი მკვიდრები ნაცარქექიობის მეტს ვეღარას ახერხებდნენ: უჯდნენ კერას და ერთმანეთს უჩუჩხურებდნენ. მათთვის რაღა საჭირო იყო ან ლომი, ან ვეშაპი, რომ მათი მაწუხებელი ჭიაღუაც დიდი რამე ეგონათ? და მოინდომეს მკბენარის თაყვანისცემა, მაგრამ არ იცოდნენ ვისთვის მიეცათ უპირატესობა: ტილისათვის თუ რწყილისათვის? ზოგს ის მოსწონდა, ზოგს ეს! არჩევანზე მივიდა საქმე. კუდაბზიკელები ორად გაიყვნენ. ერთმა მხარემ ტილი გამოიყვანა თავის კანდიდატად და მეორემ რწყილი. ვერ შეთანხმდნენ, მოუვიდათ ჩხუბი და ნაცარმტუტი აადინეს დაერიენ ერთმანეთს და და აღარ ზოგავდნენ. იმ საბრალოებს სულ კერას ძირში ეძინათ, არაფერს არ დასდევდნენ, არა ეინტერესებოდათ რა, და მხოლოდ სამ წელიწადში ერთხელ, არჩევნების დროს გამოაჭყეტდნენ თვალებს ბეცად, ახორხოზდებოდნენ, აჭიჭყინდებოდნენ, ერთმანეთს ნაცარს აყრიდნენ თვალებში და არჩევნებს რომ მორჩებოდნენ, ისევ ისე ჩვეულებრივად მიეგდებოდნენ კერას ძირას... ცარიელი გუდა ადვილი გასაბერავია!.. კაციც ასეა: რაც უფრო ცარიელი აქვს თავი და გული, უფრო მალე იბერება და თავის თავიც დიდ რამედ მოაქვს. კუდაბზიკების ქვეყანაშიც ეს სენი საერთოდ იყო მოდებული; ათში ცხრა იბერებოდა და სხვის თვალში ბეწვს ეძებდა, თავისაში დვირესაც ვეღარ ხედავდა. დიდი და პატარა ენად იყო გადაქცეული; ტიტინობდნენ და ლაქლაქობდნენ! ერთი მათგანი რომ იტყოდა, მაგალითად, „შარშან ზამთარში კურდღელი მოთოვაო“, მეორე დაუმოწმებდა: „მართალიაო! და შიგადაშიგ შველიც გამოურიაო“. ყველა ტრაბახობდა, ყველა თავის თავზე ლაპარაკობდა, გაისმოდა განუწყვეტელი „მე, მე და მეო!“ ასე რომ, ბრმას რომ ყური დაეგდო, იფიქრებდა: აქ სწორედ სადღაც თხის ჯოგიაო. მართალია, თითო-ოროლა შეგნებული და ქვეყნისთვის გულშემატკივარი მათშიაც ერია, მაგრამ იმ არევ-დარევაში და საერთო ხორხოზში ვინღა რას გაიგონებდა, რომ ყურთასმენა აღარსად იყო.
- თქვე უბედურო ნაცარქექიებო, მოეგეთ გონებას, - ურჩევდნენ შეგნებულები საბრალო თანამემამულეებს, - რა დროს ეგ წილადობილააა?.. რას გადაჰყოლიხართ მაგ „რწყილობია-ტილობიას“? ისე როგორ დაგაბრმვათ ცოდვამ, რომ ცხვირს იქით ვეღარასა ხედავთ? ქვეყანას ნადირ-მხეცები შემოსევიან, ლამის გაგვანადგურონ, ერთი ტყვილა შემქაქანებელიც არსადა სჩანს და თქვენ კი ჭიანჭველეთში გინდათ თავი ისახელოთ და ისიც უკუღმართობითო!..
- არ შეიძლება, არ შეიძლება! - ყვიროდნენ ნაცარქექიები, ჩვენც კაცები ვართ, ქუდი გვხურავს და ულვაშები გვასხია!.. სხვებს თუ ჰყავთ სათაყვანო და არჩევნებში შედიან, ჩვენ რაღა ვართო?
- კი ბატონო! მაგრე იყოსო, - უპასუხებდნენ შეგნებულები. - აარჩიეთ, მაგრამ მისთანა კი, რომ ვარგოდეს რამედ და ქვეყნის გამოსადეგი იყოს რამეშიო!.. თუ მართლა მწერ-ბუზებს იქით გზა აღარა გაქვსთ რა, ფუტკარი აირჩიეთ: ის მაინც თაფლსა და სანთელს აკეთებს; ან აბრეშუმის ჭია, დარაიას რომ გაძლევსთ! ან წურბელა, ცუდი სისხლის სხეულიდან გამომწოვიო და სხვანი...
- ეჰ, არა, არა! - გაიძახოდნენ ნაცარქექიები, - ფუტკარი მოუსვენარია, გარეთ დაბზუის აქეთ-იქეთ და ჩხვლეტაც მწარედ იცის, ყაჭის ჭია მყრალია, წურბელი მოსისხარიაო და სხვანი. ბატონი ტილი და ბატონი რწყილი კი განუშორებლად სულ ჩვენთან არიან და მხოლოდ ამ ორ გვარს ეკუთვნის და შეშვენის ჩვენი თაყვანისცემაო! ამ ორს იქით გზა არა გვაქვს. ან ერთი უნდა ავირჩიოთ და ან მეორე და საქმე მხოლოდ ჯობინობაზე არის მიმდგარიო!
- სად თქვენი კანდიდატი და სად ჩვენიო? გაიძახონენ ტილაძეები. - თქვენი ერთი გიჟი ვინმეა, მოუსვენარი, ხან აქ არის, ხან იქ, ერთ ალაგას ვერ მიისწრებ, ვერ გააჩერებ! ხან აქ შეძვრება და ხან იქ, დღედაღამ მოსვენებას არ იძლევა! სადაც არ გგონია, იქ გაჩნდება, სადაც არ ელი, იქ გიკბენს და თუ შეგატყო. ჩემი დაჭერა გინდათო, ისკუპებს და ცხრა მთას გადაევლება! ჩვენი კანდიდატი კი მშვიდობიანი, დარბაისელი, დამჯდარი ხასიათის, მორიდებულ-მოკრძალებული; შორს წასვლის თავი არა აქვს!.. მართალია, ხანდახან ჩუმად იკბინება, ისე რომ ტანს მოგაფხანინებს, მაგრამ თუ შეგატყო აღშფოთება, შეინანებს და იქვე სადმე ნაოჭში მიიმალებაო.
- ეგ ღირსება კი არ არის წუნიაო, - უპასუხებდნენ რწყილაძეები, - ჩვენი კანდიდატი კი მარდია, ცოცხალი, მიხტი-მოხტის, ხან იქ შეძვრება, ხან აქ!.. გაგაღვიძებს, გამოგაფხიზლებს და გაგაშფოთებსო!.. თქვენი კი საზიზღარი რამ არის ყოვლად საბრალო!
ასე ამგვარად, თავისებურად თავთავისას გაიძახოდნენ ორივე მხრით მოპირდაპირეები და მათ ბრძოლას დასასრული აღარ ჰქონდა. ბრძოლაც ხომ ახირებული იყო ამ ნაცარქექიებისა! არ იყო მისთანა უპატიური რამ, ერთმანეთისთვის არ შეეწამებინათ და არც უშვერი რამ, ერთმანეთისთვის რომ არ ეკადრებინათ! ამ არჩევნების დროს რომ „კუდაბზიკეთი გენახათ, იტყოდით: ქვეყანას სწორედ მტერი შემოჰსევია და ხალხიც საომრად მომზადებული დახვედრას უპირებს, რომ სამშობლო გადაარჩინოსო. მაგრამ რა ბრძანებაა!! ის მხოლოდ „რწყილობია-ტილობიას“ თამაში იყო! ამ არეულობის დროს გარეშე მტერმა ისარგებლა და სიცილით გაიძახოდა: „წამკიდებელო, წაჰკიდეო, ორივეს თავი წასწყვიტეო!..“ და მართლაც რომ „კუდაბზიკეთი“ დღითი-დღე სიგლახაკეში ვარდებოდა: ტურა-მელები ფრინველებს იპარავდნენ, მგლები - ოთხფეხს იტაცებდნენ და დათვი იქაურობას ტორავდა და ანადგურებდა, - ერთი სიტყვით, პატრონი აღარავინ იყო! ბოლოს ჩავარდა ქვეყანა იმისთანა განსაცდელში, რომ ტილიც დაავიწყდათ და რწყილიც!.. დიდი და პატარა ტირილით გაიძახოდა: „გვიშველეთ, ვინ ხართ მამაციო?!“ დაგვიანებული „ვაი! ვაი!“ და „გვიშველეთ“ კარგად მოგეხსენებათ, ვერაფერი მალამოა წყლულისათვის, და საბრალო ნაცარქექიების სატკივარსაც აღარა ეშველა რა!.. მაშინ კი ჩაფიქრდნენ, ჩახვდნენ გონებაში და სთქვეს: რა გვემართება? სწორედ გაღალული ვართ, თვალი გვკრეს და დაგვაჩაჩანაკესო! შემლოცველი უნდა სადმე მოვნახოთო! - აქეთ ეცენ, იქით ეცენ, მოიყვანეს ერთი მკითხავი და გამოალოცვიეს „თვალყვისათვალნაკრავისა“. ბებერმა სამჯერ პირჯვარი გამოისახა, სამჯერ თავი გააქნია, სამჯერ თვალებში მიაფურთხა ნაცარქექიებს, სული შეუბერა და მოჰყვა:
ნაცარქექია, ქექია, ფუჭო, ტყუილავ-ბექია,
რას მიგდებულხარ კერასა, თავი რად გაგიქექია?
ტილზე ნუ ჰფიქრობ, მოშორდი, რწყილს აუარე გვერდიო!
რად გინდა პრიშტი-პრუშტები და სომხის ეფრემ-ვერდიო?
ნუ ჰკარგავ, შენი რაცა გაქვს, ნურც ეხარბები სხვისასა!...
ადექი, ნაცარქექია, ნუ მიგდებულხარ კერასა,
ჭიანჭველებში ნუ ეძებ დაკარგულ ბედისწერასა!..
ეს რომ შეულოცა, თავზე ხატის ნაბანი გადაასახა ნაცარქექიებს, და რადგანაც ნაცარქექიები პირდაღებული შეჰყურებდნენ მკითხავს, წყალი ნახევარზე მეტი პირში ჩაესხათ... მეტი მოუვიდათ და კინაღამ დაიხრჩვენ... აუვარდათ ხველა. ბებერმა ხელახლა გამოისახა პირჯვარი და სულთამბრძოლის შეულოცა.
„ცისა და ქვეყნის შუამავალი, დედა მარიამ იჯდა სამოთხისა კარსა და ლოცვილობდა. მოვიდა წმინდა გიორგი, თაყვანის სცა და მოახსენა: დედაო ღვთისაო! მოვიარე ფეხდაფეხ შენი წილხვედრი, ვნახე დაცემული, დავარდნილი, სადაც აღარცა ძველი ძველობს და არც რა ახალია“. ატირდა დედა მარიამ და ცრემლი მისი მაარგალიტად ეყრებოდა ქვეყანასა ზედა. მივიდა იესო და შეეკითხა: „დედაო, რას სტირი, ვის იგლოვ? ცასა და ქვეყანასა?“. - „ვსტირ ჩემ საწილოსა! ვიგლოვ ჩემ სადედოფლოსა, დღეს დაცემულსა, დავრდომილსა და შენგან დავიწყებულს, ხელაღებულსა!“ - არა, დედაო ჩემო, მე როგორ დავივიწყებ შენს სადედოფლოსა? ხელს ვით ავიღებ შენს წილ-ხვედრზდა?.. მხოლოდ გამოვსცდი იობის განსაცდლითა, რომ უმეტესად გავჰკურნო და ავამაღლო! წყეულიმცა იყოს ეშმაკი მისდამი შეჩენილი და ფუ მის ავის თვალით შემყურესა!..“ გაიხარა მარიამმმა, შეწყვიტა ცრემლები და ღიმილი ტკბილი ქვეყნად ნათლად მოჰფინა. ამინ“.
![]() |
5 სახელმწიფოს დამოკიდებულება პიროვნებისადმი |
▲ზევით დაბრუნება |
ბენჯამინ თაკერი (1854-1936)
ბენჯამინ თაკერი, გამოჩენილი ანარქისტი და რეფორმისტი აშშ-ში, სამხრთ დარმოუთში, მასაჩუსეტსის შტატში დაიბადა. 1870-73 წლებში ის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში სწავლობდა, თუმცა თანდათან სოციალური რეფორმების საჭიროების კვლევას უფრო დიდი ყურადღება დაუთმო და გამოკვეთილ ინდივიდუალისტ ანარქისტად ჩამოყალიბდა. მან მიატოვა სკოლა, საფრანგეთს გაემგზავრა და ფრანგ ანარქო-სოციალისტ პიერ ჟოზე პრუდონთან განაგრძო მუშაობა, რომელიც თაკერისთვის ავტორიტეტად იყო ქცეული. 1876 წელს მან საკუთარი ხარჯებით გამოსცა პრუდონისათვის მიძღვნილი შრომა, სათაურით „რა არის საკუთრება?“ თაკერმა 1877 წელს ჟურნალი „რადიკალური მიმოხილვა“ დაარსა. თუმცა მის მიერ გამოცემული ყველაზე უფრო ცნობილი ჟურნალი „თავისუფლბა“ გახლდათ, რომელიც 1881-1908 წლებში რგულარულად გმოიცემოდა.
თაკერმა, როგორც ბრწყინვალე პოლემისტმა მრავალი შრომა მიუძღვნა თავისუფლების სკითხს, როდესაც იგი 1877 წელს „ბოსტონ გლობში მუშაობდა“ და შემდომში, როდესაც „ნიუ იორკის საინჟინრო ჟურნალს“ გამოსცემდა.
ნაწყვეტი წიგნიდან „პიროვნული თავისუფლება საზოგადოებისგან“
ნოემბერი, 1890 წელი
ქვემოთ მოცემულია სიტყვა, რომელიც ბენჯამინ თაკერმა სალემში (მასაჩუსეტსის შტატი) უნიტარულ ღვთისმსახურთა ინსტიტუტში ჩატარებულ ყოველწლიურ სხდომაზე 1890 წლის 14 ოქტომბერს წარმოთქვა. იმის გამო, რომ მასში ზუსტად და ზედმიწევნითაა განხილული საგანი, ის უსათუოდ მიიპყრობს ნებისმიერი სტუდენტის ყურადღებას, რომელიც ანარქიას ეცნობა.
ქალბატონებო და ბატონებო,
პატივი, რომელიც მომაგეთ იმით, რომ მომიწვიეთ და დღეს თქვენს წინაშე გამოსვლის უფლება მომეცით, რათა ვისაუბრო ,,სახელმწიფოს დამოკიდებულებაზე პიროვნებისადმი“, შესაძლოა დაკავშირებულია იმასთან, რომ გარკვეულმა გარემოებებმა თანამედროვე ანარქიზმის აშკარა მიმდევრად მაქციეს. აღნიშნული თეორია კი სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრების აღწერის საკმაოდ გამოსადეგ საფუძველს ქმნის. შესაბამისად, ვაპირებ, რომ ამ თეორიიდან გამომდინარე გესაუბროთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც საფუძვლად უდევს ან მჭიდროდ უკავშირდება ამ თაობის წინაშე მდგარ თითქმის ყველა ყოფით პრობლემას. ბაჟის, გადასახადების, ფინანსების, საკუთრების, ქალის, ქორწინების, ოჯახის, საარჩევნო უფლების, განათლების, გამოგონებების, მწერლობის, მეცნირების ხელოვნების, პირადი ქცევებისა და ხასითის, რელიგიისა და ეთიკის მომავალი დამოკიდებული იქნება კაცობრიობის მიერ გამოტანილ დასკვნებზე, იმის შესახებ თუ რატომ და რამდნად არის ვალდებული პიროვნება, რომ სახელმწიფოს ემორჩილებოდეს.
ამ საკითხების განხილვისათავის ანარქიზმი, უპირველეს ყოვლისა, ცნებების განმარტების აუცილებლობას ხედავს. პოლიტიკური ცნებების გავრცელებული მნიშვნელობები საფუძვლიანი მეცნიერული კვლევებისათვის გამოუსადგარია. რასაკვირველია, ცნებების მიღებულ მნიშვნელობაზე უარის თქმას ის საშიშროება ახლავს, რომ შესაძლოა ახალი განმარტებები უმრავლესობამ არასწორად გაიგოს, რადგან, ჩვეულებრივ, ის მათ ჯიუტად ვერ ამჩნევს. გარდა ამისა, კომპეტენტური პირების თვალსაზრისით ახალი განმარტებები შეიძლება კიდევ უფრო უარესი გამოსავალი აღმოჩნდეს, რადგან შესატყვისის არამართებული ინტერპრეტაციის გამო გაუგებრობებს იწვევს. მაგალითად, ავიღოთ ცნება „სახელმწიფო“, რომელიც ჩვენი დღევანდელი განხილვის ძირითადი საგანია. ეს სიტყვა ყველას პირზე აკერია. მაგრამ რამდენმა იცის მისი ზუსტი მნიშვნელობა? ხოლო იმათ შორის, ვისაც ამ სიტყვის შინაარსი ესმის, რამდენად განსხვავებულია მისი ინტერპრეტაცია? ცნებით „სახელმწიფო“ ერთდროულად მოვიხსენიებთ ინსტიტუტებს, რომლებიც ემსახურებიან აბსოლუტიზმს მის უკიდურეს გამოვლინებაში და ინტიტუტებს, რომლებიც მეტ-ნაკლები ძალადობის გარდა არაფერს იყენებენ ან ინსტიტუტებს, რომლებიც, ამასთან ერთად, გარკვეულ წილად მფარველობენ და იცავენ. მაგრამ იმაზე, თუ რომელია სახელმწიფოს ძირითადი ფუნქცია: იძულება თუ დაცვა, ნაკლებად ვინმემ თუ იცის ან დარდობს. სახელმწიფოს ზოგიერთი მომხრე ძალადობას მის ძირითად ნიშან-თვისებად მიიჩნევს, თუმცა „ადმინიტრირების“ ნებით ნიღბავს და სურს, რომ ეს ყველა შესაძლებელ ცხოვრებისეულ შემთხვევაზე გაავრცელოს. სხვები, პირიქით, მთავარ დანიშნულებად დაცვას ასახელებენ და სურთ, რომ ის პოლიციური მოვალეობებით შემოფარგლოს. მესამენი თვლიან, რომ ეს ცნება ამ ორივე მახასიათებლის, ძალადობისა და დაცვის სხვადასხვა ზომით შერწყმას გულისხმობს, რაც ყოველი კერძო შემთხვევიდან გამომდინარე საჭიროებას ან ძალაუფლებით აღჭურილი პირების ახირებას უნდა მიესადაგოს.
ანარქისტებს, რომლებიც განსხვავებული შეხედულებების პირისპირ აღმოჩნდნენ და რომელთა დანიშნულება ძალადობისა და მისგან გამომდინარე ბოროტების აღმოფხვრაა, თავის მოვალეობად თვლიან, რომ ცნებებს, რომელთა გამოყენება სჭირდებათ და, განსაკუთრებით, სიტყვებს „სახელმწიფო“ და „მთავრობა“ ზუსტი და საყოელთაოდ გასაგები მნიშვნელობა უნდა მიანიჭონ. მიზანმიმართული მცდელობების შედეგად, ყველა იმ ინსტიტუტს, რომელიც „სახელმწიფოდ“ მოიხსენიებოდა, მათ ორი საერთო ნიშანი მოუძებნეს: პირველი - ძალადობა, ხოლო მეორე, გარკვეულ ტერიტორიაზე, ისევე როგორც ყველაფერზე, რაც მის ფარგლებში არსებობს, სრული ძალუფლების განხორიელებისაკენ სწრაფვა. ძალადობას ორმაგი დანიშნულება აქვს: ერთი მხრივ, სახელმწიფოს მიერ თავის ქვეშევრდომებზე ყოვლისმომცველი ბატონობა, ხოლო მეორე მხრივ საზღვრების გაფართოება. ის, რომ მეორე პრინციპი საერთოა ყველა სახელმწიფოსთვის, ჩემი აზრით, უარყოფილი ვერ იქნება, ყოველ შემთხვევაში მე არ ვიცნობ არც ერთ სახელმწიფოს, რომელიც თავის ფარგლებში მოწინააღმდეგე სახელმწიფოს მოქმედებას მოითმენდა; ხოლო ქვეყანა, რომელიც ამას უშვებს, წყვეტს არსებობას და სახელმწიფოდ ვეღარ ჩაითვლება. ერთსა და იმავე სივრცეზე ორი სახელმწიფოს მიერ ძალაუფლების განხორციელება თავისთავად შეუთავსებელია. მაგრამ ის, რომ პირველი ელემენტი ანუ იძულება ყველა სახლმწიფოსთვის საერთო ნიშანი იყო და არის სავარაუდოდ გაზიარებული იქნება. მიუხედვად იმისა, მე არ ვეცდები, რომ თავს სპენსერის დაკვნა მოგახვიოთ, რომელიც ყოველდღიურად სულ უფრო მეტ მხარდაჭერას იძენს და იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფო ძალადობით წარმოიშვა და მას შემდეგ არსებობს ძალადობის ინსტიტუტი. მის მიერ თავდაცვითი მოვალეობების შესრულება, მოგვიანებით, აუცილებლობამ გამოიწვია, ხოლო მათი სახელმწიფოს დანიშნულებად აღიარებამ, მიუხედავად იმისა, რომ უეჭველად სახელმწიფოს გაძლიერებას ისახავდა მიზნად, სინამდვილეში და პრინციპში სახელმწიფოს ნგრევა გამოიწვია. მისი მნიშვნელობის ზრდა სხვა არაფერია თუ არა სახელმწიფოს გაუქმებისაკენ მიმარული მოძრაობა. ამის გამო, ანარქისტები ასკვნიან, რომ თავდაცვა ძალადობისგან განსხვავებით სახელმწიფოს არსებითი დანიშნულება არ არის.
ახლა პასუხი გავცეთ კითხვას, რა არის ძალადობა? ძალადობა, უბრალოდ, ხელისუფლების განსხვავებული სახელია. ძალადობა, დაპყრობა, ხელისუფლება - ურთიერთჩანაცვლებადი ცნებებია. ხელისუფლების არსი კონტროლში ან კონტროლის მცდელობაში მდგომარეობს. ის ვისაც სხვისი კონტროლი სურს, მმართველი, მოძალადე ან დამპყრობელია. მოვლენის არსი უცვლელია მაშინაც, როდესაც ერთი მეორეზე კრიმინალურ თავდასხმას ანხორციელებს; მაშინაც, როცა ერთი, ყველა დანარჩენს თანამედროვე დემოკრატიის პირობებში ხელმძღვანელობს. მეორე მხრივ, ის, ვინც სხვა ადამიანის მიერ მასზე გაბატონების მცდელობებისგან თავს იცავს, არის არა მოძალადე, ან მმართველი, არამედ, უბრალოდ, საკუთარი თავის დამცველი. ხოლო ამგვარი წინააღმდეგობის ბუნება არ იცვლება არც მაშინ, როდესაც ერთი მეორეს კრიმინალური თავდასხმისაგან იცავს, არც მაშინ, როდესაც მავანი თავს ყველა დანარჩენისაგან იცავს, არ ემორჩილება რა დამამცირებელ კანონებს და არც მაშინ, როდესაც ყველა ერთს უპირისპიდება, როგორც მგალითად, დესპოტის წინააღმდეგ აჯანყების დროს, ან როდესაც თემის წევრები ნებაყოფილობით ერთიანდებიან, რომ კრიმინალს ებრძოლონ.
ეს განსხვავება ძალადობასა და წინააღმდეგობის გაწევას, მართვასა და თავდაცვას შორის არსებითია. მის გარეშე ვარგისი პოლიტიკური ფილოსოფია არ შეიძლბა, რომ არსებობდეს. ანარქისტები საჭირო განმარტებებს სწორედ ამ განსხვავებიდან და სხვა აწ უკვე განხილული საკითხებიდან გამომდინარე აყალიბებენ. მაშასადამე, ანარქისტებისათვის ხელისუფლება მშვიდობიანი პიროვნების გარეშე ნებისადმი მორჩილებაა. ხოლო სახელმწიფოს ანარქისტული განმარტება შემდეგნაირია: ცალკეულ პიროვნებაზე ან პიროვნებათა ჯგუფზე გაბატონება მოცემულ მიწა-წყალზე მათი ხელმძღვანელობის პატივმოყვარე განზრახვით.
განხილულ საკითხთან მიმართებაში, არის კიდევ ერთი ცნება, რომლის მნიშვნელობაც განმარტებას მოითხოვს. ეს არის სიტყვა „პიროვნება“. ჩემი აზრით, აქ გარკვეული სირთულეები გვხვდება. თუმცა, თუ მხედველობაში მეტაფიზიკოსების გარკვეულ ეშმაკურ გააზრებებს არ მივიღებთ, მავანთ შეუძლიათ, რომ ეს ცნება ყოველგვარი გაუგებრობის გარეშე გამოიყენონ.
საზოგადოდ, ის თუ რამდენად მისაღებია ზემოთმოცემული განმარტებები ამჟამად ნაკლებად მნიშვნელოვანია. მინდა აღვნიშნო, რომ ეს განმარტებები მიღებულია მეცნიერული კვლვის შედეგად და მოსაზრების ნათლად გადაცემას ემსახურება. ანარქისტები, რომლბიც ზრუნავდნენ, რომ ნათლად გადმოეცათ საკუთარი მოსაზრებები, სწორედ ამგვარად განმარტებული ცნებების მეშვეობით მოითხოვდნენ საკუთარი შეხედულებების განსჯას.
ამასთან დაკავშირებით ისმის სრულიად სამართლიანი კითხვა იმის თაობაზე, თუ რა კავშირი უნდა არსებობდეს სახელმწიფოსა და პიროვნებას შორის? ზოგადი ხერხი, რომელიც ამ კავშირის დადგენაში გამოიყენება, ეთიკის თეორიის იმ ნაწილის გამოყენებაა, რომელიც ზნეობრივი ვალდებულებების საფუძველს მოიცავს. ამ ხერხს ანარქისტები არ ენდობიან. ისინი პირწმიდად უარყოფენ მოსაზრებას დაბადებით ბოძებული უფლებებითა და მოვალეობებით განპირობებული ზნეობრივი ვალდებულების არსებობის შესახებ. ისინი ყველა ვალდებულებას განიხილავენ არა როგორც ზნეობრივ, არამედ როგორც საზოგადოებრივ ვალდებულებას და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი პიროვნება მათ შეგნებულად და ნებაყოფილობით აღიარებს. თუ ადამინი სხვა ადმიანებთან ხელშკრულებას დებს, მაშინ ეს უკანასკნელნი უფლებამოსილნი არიან, რომ მას პირობის შესრულება მოსთხოვონ. მაგრამ რამდენადაც ანარქისტებს ეს ესმით, ასეთი ხელშეკრულების გარეშე, ღვთის ან ნებისმიერი სხვა სახის ძალუფლების წინაშე არც ერთ ადამიანს არ აკისრია რაიმე ვალდებულება. ანარქისტები არა მარტო უტილიტარისტები, არამედ ეგოისტებიც არიან, ამ სიტყვის ყველაზე ფართო და ყოვლისმომცველი მნიშვნელობით.
თუკი უფლებები წინასწარ არის განსაზღვრული, მაშინ საქმე მხოლოდ მათ განხორციელებაშია. ნებიმიერ პიროვნებას, სახელად ბილ სიქსს თუ ალექსანდრე რომანოვს, ისევე როგორც ადამიანების ნებისმიერ ჯგუფს, თუნდაც ჩინელ მეაბრეშუმეებს ან ამერიკელ კონგრესმენებს, სათანადო ძალაუფლბის შემთხვევაში აქვთ უფლება, რომ მოაკვდინონ ან დაიმორჩილონ სხვა ადამიანები და მთელი სამყარო საკუთარ მიზნებს დაუქვემდებარონ. საზოგადოების უფლება დაიმონოს პიროვნება და პიროვნების უფლება დაიმონოს საზოგადოება მხოლოდ ძალაუფლების უთანაბრობით განსხვავდება. ეს მიდგომა ერთნაირად უთხრის ძირს რელიგიისა თუ ზნეობის ყველა სისტემას, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ეს საკითხი იმთავითვე აღიარებას მოიპოვებს საზოგადოებაში, რომლის წინაშე გამოვდივარ დღეს და არც ჩემს ხელთ არსებული დრო მაძლევს საშუალებას, რომ მისი სიცოცხლისუნარიანობა ძირფესვიანად ან თუნდაც ზერელედ შევამოწმო ეთიკის საფუძვლების დაწვრილებითი განხილვის გზით. მათ, ვისაც სურთ, რომ უკეთ გაეცნონ ამ საკითხს, ვურჩევ წაიკითხონ ღრმადმეცნიერული ნაშრომი გერმანულ ენაზე ,,Der Einzige und sein Eigenthum”, რომელიც წლების წინ ნაკლებად ცნობილი ავტორის, კასპარ შმიდტის მიერ დაიწერა. მისი ფსევდონიმი მაქს შტირნერი იყო. ამ წიგნმა, რომელიც მხოლოდ რამდენიმე მეცნიერმა წაიკითხა, ვერ ჰპოვა სათანადო აღიარება, მაგრამ იგი იმსახურებს ხელახალ აღმოჩენას, რასაც შესაძლოა ეპოქალური მნიშვნელობა ჰქონდეს.
ეს რომ უფლების საკითხი ყოფილიყო, ანარქისტების შეხედულებით, მხოლოდ ძალის საკითხი იქნებოდა. მაგრამ, საბედნიეროდ, ეს უფლების საკითხი არ არის: ეს არის მიზანშეწონილობის, ცოდნისა და მეცნიერების საკითხი; ეს არის საზოგადოებაში თანაცხოვრების მეცნიერება. კაცობრიობის იმ ჭეშმარიტების ხანგრძლივი და თანდათანობით გააზრებაა, სადაც ადამიანი საზოგადოებისაგან მოგებული ზუსტად იმდენად რჩება, რამდენადაც თავისუფალია თავად საზოგადოება. აგრეთვე მნიშვნელოვანია იმ კანონზომიერების აღმოჩენაც, რომ საზოგადობის მარადიულობისა და შეხმატკბილების პირობა პიროვნული თავისუფლების მაღალი ხარისხის და თავისუფლებაში თნასწორობის შეთვისებაა. ყოველი მომდევნო თაობის პიროვნება თავის წინამორბედზე უფრო ნათლად აცნობიერებდა, რომ მეზობელი მისთვის არა მტერი, არამედ მეგობარი იყო, თუკი ეს ერთობლივად იქნებოდა აღიარებული. მათ შეეძლოთ ერთმანეთს დახმარებოდნენ, რომ უფრო უკეთესი, სრულყოფილი, ბედნიერი ცხოვრება მოეწყოთ, ხოლო ეს ურთიერთმომსახურების შესაძლებლობა გაიზრდებოდა, თუკი ერთმანეთის შეზღუდვა, ხელის შეშლა და ჩაგვრა შეწყდებოდა. მაშ რატომ ვერ უნდა მომხდარიყო ურთიერთშეთანხმება, რომ ყველას ერთმანეთისათვის საკუთარი ცხოვრებით არსებობის საშუალება მიეცათ, თუკი არც ერთი ადამიანი არ შეეცდებოდა, რომ ის ზღვარი გადაელახა, რომელიც მათ თვითმყოფადობას განაპირობებდა?“ სწორედ ამგვარი განსჯის შედეგია, რომ კაცობრიობა ქმედითი საზოგადოებრივი ხელშეკრულების დადებას ესწრაფვის, რომელიც წარმოადგენს არა საზოგადოებრივი გამოცდილების შედეგს, მისი წინდაუხედაობისა და შეცდომების ნაყოფს. აშკარაა, რომ ეს ხელშეკრულება, ეს საზოგადოებრივი კანონი, სრულყოფილებამდე განვითარების შემთხვევაში, გამორიცხავს ყოველგვარ ძალადობას, თავისუფლებაში თანასწორობის ხელყოფას, ნებისმიერი სახის ბატონობას. ამ ხელშეკრულების სახელმწიფოში, როგორც ძალადობის განსახიერების ანარქისტულ განსაზღვრებასთან მიმართებით განხილვის შემთხვევაში, ჩვენ დავინახავთ, რომ სახელმწიფო უპირისპირდება საზოგადოებას, ხოლო გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოება პიროვნების არსებობისა და განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა, თავისთავად დავასკვნით, რომ სახელმწიფოსა და პიროვნებას, ისევე როგოროც პიროვნებასა და სახელმწიფოს ექნებათ დაპირისპირება მანამ, სანამ სახელმწიფო იარსებებს.
ამ საკითხთან დაკავშირებით ანარქისტებს უეჭვლად დაუსვამენ კითხვას „მაგრამ რა უნდა ვუყოთ იმ პიროვნებებს, რომლებიც მიუხედავად ყველაფრისა, ჯიუტად უგულვებელყოფენ საზოგადოებრივ კანონს და მეზობლებზე გაბატონებას ცდილობენ?“ ანარქისტების პასუხი იქნებოდა, რომ სახელმწიფოს გაუქმების შედეგად ისეთი თავდცვითი გაერთიანებები წარმოიშვებოდნენ, რომლებიც არა იძულების წესით, არამედ ნებაყოფილობით იარსებებდნენ და მოძალადეებისგან თავდასაცავად ნებისმიერ აუცილებელ საშუალებას გამოიყენებდნენ. „მაგრამ ეგ ხომ სწორედ ისაა, რაც უკვე გვაქვს,“ შეეპასუხებიან ანარქისტებს, „გამოდის, რომ სინამდვილეში თქვენ მხოლოდ სახელწოდების შეცვლა გსურთ?“ მაგრამ ასე გულუბრყვილონი ნუ იქნებით, გეთაყვა. შეიძლება კი, თუნდაც ერთი წამით მოვიტყუოთ თავი და ჩავთვალოთ, რომ სახელმწიფო თუნდაც ისეთი, როგორიც ამჟამად ამერიკაში არსებობს, მხოლოდ თავდაცვითი ინსტიტუტია? რასაკვირველია არა, მიუხედავდ იმისა, რომ ხშირად სეხელმწიფოს აღიქვამენ მხოლოდ მისი ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინებით: პოლიციელით ქუჩის კუთხეში. ამ მტკიცებულების ნაკლის გამოვლენა დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს. თუნდაც იმიტომ, რომ სახელმწიფოს პირველივე ქმედება სავალდებულო გადასახადების დაწესებისა და აკრეფის შესახებ, თავისთავად უკვე იძულებაა, თავისუფლებაში თანასწორობის ხელყოფაა და როგორც ასეთი, განაპირობებს ყოველ მომდევნო ქმედებას, თუნდაც ისეთს, რომელსაც წმინდა თავდაცვითი ხასიათი აქვს, ხაზინაში ნებაყოფილობით შეტანილი თანხებით რომ ანაზღაურდება. თავისუფლებისას, თანასწორობის კანონის მიხედვით, როგორ შეიძლება გამართლებულ იქნას პიროვნების მიერ საკუთარი შრომით მიღებული შემოსავლების ნაწილის ჩამორთმევა მისივე დაცვის უზრუნველსაყოფად, რომელიც მას არც კი უთხოვია და შესაძლოა არც სჭირდება? ხოლო თუკი ეს უხეში ძალმომრეობის შედეგია, რა უნდა ეწოდოს იმგვარ კონფისკაციას, როდესაც დაზარალებული პურის მაგივრად ქვას, ხოლო დაცვის მაგივრად ჩაგვრას იღებს? ადამიანის იძულება, გადაიხადოს გადასახადი მისივე თავისუფლების შეზღუდვისათვის, ყველა სიკეთესთან ერთად დაცინვაცაა. მაგრამ სახელმწიფო სწორედ ამას აკეთებს. წაიკითხეთ „კონგრესის ჩანაწერები“, გადახედეთ არსებულ კანონმდებლობას, შეისწავლეთ ჩვენი სამართლებრივი წიგნები, გააანალიზეთ თითოეული კანონი ცალ-ცალკე და გაარკვიეთ რამდენად შეესაბამებიან ისინი თავისუფლებაში თანასწორობის მოთხოვნას, შედეგად თქვენ აღმოაჩენთ, რომ კანონმდებლობის თითქმის ცხრა მეათედი, მიზნად ისახავს არა ძირითადი საზოგადოებრივი კანონის აღსრულებას, არამედ პიროვნებების პირადი უნარ-ჩვევების შეზღუდვას ან კიდევ უარესი, ქმნის და ასულდგმულებს სავაჭრო, სამრეწველო, ფინანსურ ან მესაკუთრულ მონოპოლიებს, რომლებიც მშრომელებს თავიანთი ნაშრომის იმ მნიშვნელოვან ნაწილს ართმევენ, რომელიც მათ ჭეშმარიტად თავისუფალ ბაზარზე ერგებათ. „იყო მართული“, ამბობს პრუდონი, „ნიშნავს გაკვირდებოდნენ, შეგისწავლიდნენ, გითვალთვალებდნენ, მიმართულებას გაძლევდნენ, კანონმორჩილებას გთხოვდნენ, გზღუდავდნენ, გამოწმებდნენ, შთაგაგონებდნენ, დაგმოძღვრავდნენ, გაფასებდნენ, გზომავდნენ, გკიცხავდნენ და გიძღოდნენ ისეთი არსებები, რომელთაც სათანადო არც ნებართვა, არც ცოდნა და არც ღირსება გააჩნიათ. იყო მართული ნიშნავს, რომ ყველა მოქმედება, ყველა საქონელგაცვლა გაგაცხადებინონ, აღგანუსხინონ, აღგარიცხვინონ, დაგითვალონ, დაგიდამღონ, გაგიზომონ, დაგინომრონ, შეგიფასონ, ნებართვა მოგაპოვებინონ, დაგიწუნონ, დაუშვან, მიგითითონ, და გაზღვევინონ, გადააკეთონ, სახე უცვალონ, შეასწორონ. იყო მართული საზოგადოებრივი სარგებლიანობისა და საზოგადო ინტერესების მომიზეზებით ნიშნავს, რომ ცხოვრობდე სამოწყალოდ, ჩაგჩიჩინებდნენ, გყვლეფდნენ, გჩაგრავდნენ, გბატონობდნენ, გაცუცურაკებდნენ, გფიტავდნენ, გძარცვავდნენ, ხოლო უმცირსი წინააღმდეგობის გაწევისას პირველივე ჩივილზე დაგჩაგრონ, დაგაჯარიმონ, დაგამცირონ, გაგაწბილონ, დაგაჩოქონ, აქეთ-იქეთ გათრიონ, გცემონ, განგაიარაღონ, შეგბოჭონ, დაგატუსაღონ, გესროლონ, დაგვხვრიტონ, განგსაჯონ, გაგასამართლონ, დაგგმონ, გადაგასახლონ, მსხვერპლად შეგწირონ, გაგყიდონ, დაგაღლატონ და რაც ყველაზე მთავარია, გაგამასხარაონ, გაგაბიაბურონ წყობიდან გამოგიყვანონ, პატივი აგყარონ“. ამასთან, დარწმუნებული ვარ, რომ იმ მომქმედ კანონებზე მითითება არ დამჭირდება, რომლებიც პრუდონის ყველა ზემოთმოყვანილ ბრალდებას ადასტურებენ. ყოველივე ამის შემდეგ, რამდენად გაუაზრებელი იქნება იმის მტკიცება, რომ არსებულ პოლიტიკურ წყობას პირწმინდად თავდაცვითი ხასიათი აქვს და, შესაბამისად, არაფერი აერთიანებს მოძალადე სახელმწიფოსთან, რისი გაუქმებაც ანარქისტებს სურთ.
ზემოთქმულს სხვა მოსაზრებამდე მივყავართ, რომელიც პიროვნული ძალადობის უმნიშვნელოვანეს საკითხს ეხება, რაც თავის მხრივ სამხილია ანარქისტების მოწინააღმდეგეებისათვის. მაგრამ ამ სავალალო მოვლენის წინაპირობა განა სწორედ რომ ზემოთქმული მიდგომა არ არის?
მე სადღაც გამიგონია თუ წამიკითხავს, რომ ერთ-ერთ საქველმოქმედო დაწესებულებაში შემდეგი წარწერა ყოფილა: „ეს საავადმყოფო კეთილმორწმუნე ადამიანმა ააშენა, მაგრამ მან გააღარიბა ისინი, ვისაც ეს საავადმყოფო დასჭირდა“.
იგივე შეიძლება ითქვას ჩვენს სატუსაღოებზე: ისინი სავსეა კრიმინალებით, რომელთა დამნაშავეებად ჩამოყალიბება ჩვენმა „უბიწო“ სახელმწიფომ თავისი უსამართლო კანონებით, ყოვლისმთქვლეფავი მონოპოლიებით და ყოველივე ამის გამო წარმოქმნილი შემაძრწუნებელი საზოგადოებრივი პირობებით განაპირობა. ჩვენ მრავალ კანონს ვქმნით, რომელიც დამიანების კრიმინალებად ქცევას უწყობს ხელს, ხოლო შემდეგ იმ უმცირესობას აყალიბებს, რომელიც მათ სჯის. გადაჭარბებული იქნება მოელოდეთ, რომ ახალი საზოგადოებრივი პირობები, რომელიც წარმოებასა და დოვლათის გადანაწილებაში ყოველგვარი ჩარევის შეწყვეტის შემდეგ წარმოიშობა, ადამიანის ჩვევებსა და მიდრეკილებებს იმდენად შეცვლის, რომ ჩვენი სატუსაღოები და საპყრობილეები, პოლიციები და ჯარისკაცები, ერთი სიტყვით ყველაფერი რაც ემსახურება ჩვენს თავდაცვას ზედმეტი გახდება? ეს არის ის, რისაც ანარქისტებს განსაკუთრებით სჯერათ. მიუხედავად იმისა, რომ უტოპიუად ჟღერს ყოველივე ეს მყარ ეკონომიკურ საფუძველს ეყრდნობა. თუმცა დღეს დრო არ გვეყოფა, რომ განვიხილოთ ანარქისტების მოსაზრებები მევახშეობასთან დამოკიდებულებაში და აქედან გამომდინარე სიღარიბეზე, ისევე როგორც მონოპოლისტურ, განსაკუთრებით საბანკო პრივილეგიებზე. დრო არც იმის წარმოჩენას ეყოფა, თუ როგორ აპირებს ანარქიზმის პრინციპებზე აღზრდილი ინტელიგენტი უმცირესობა, გამოიყენოს უფლება არ დაემორჩილოს სახლმწიფოს (რაც თავის მხრივ სპენსერის ნაშრომში „სოციალური უძრაობა“ ასე ნიჭიერად და დამაჯერებლად არის დასაბუთებული). ეროვნული და სახელმწიფო ბანკების შეზღუდვების მიმართ აღზრდილი ზიზღის შეგრძნებით დააფუძნოს ურთიერთდახმარების ბანკი, არსებული მონოპოლიებისათვის კონკურირების გაწევის მიზნით, რაც, შესაძლოა, პირველი მძლავრი ნაბიჯი აღმოჩნდეს მევახშეობისა და სახელმწიფს გაუქმებისაკენ. ეს ნაბიჯი, რაოდენ მარტივიც არ უნდა ჩანდეს, ყველა დანარჩენს მისცემს დასაბამს.
ნახევარი საათი ძალიან ცოტა დროა სახელმწიფოსა და პიროვნების დამოკიდებულების განსახილველად. აქვე მინდა მოგიბოდიშოთ, რომ მხოლოდ მოკლედ შევეხე საკითხებს, რომელთა განხილვასაც მთელი ნარკვევები სჭირდება. თუკი მოვახერხე, რომ გასაგებად ჩამომეყალიბებინა მტკიცებულებები - ჩემი მიზანი აღსრულებულია. მაგრამ დასასრულისათვის, იმ იმედით, რომ მოსაზრება ჭეშმარიტი საზოგადოებრივი ხელშეკრულების შესახებ უფრო ნათლად ჩაიბეჭდება თქვენს გონებაში, თავს უფლებას მივცემ და პრუდონის შრომიდან კიდევ ერთ ამონარიდს წაგიკითხავთ. აქვე აღვნიშნავ, რომ სწორედ პრუდონს უნდა ვუმადლოდე იმას რაც ვიცი ან ვფიქრობ ამ საკითხთთან დაკავშირებთ. უპირისპირებდა რა ძალაუფლებას თავისუფალ შეთანხმებასთან, მან თავის ნაშრომში „ზოგადი მოსაზრებები რევოლუციის შესახებ მე-19 საუკუნეში“ აღნიშნა:
„ამ ორ წყობილებას შორის არსებული სხვაობის გასარკვევად, შეგვიძლია მათი მოქმედების ხერხები განვიხილოთ“.
„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ძალაუფლების წესის დამკვიდრებაში იყო ათი მცნების ქადაგება. ანგელოზის ხმა სინას მთის ძირას განრთხმულ ადამიანს უბრძანებს:
„მე ვარ უფალი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე“;
„არა ჰქმნა თავისა შენისა კერპი... არა თაყვანისცე მათ, არცა მსახურებდე მათ“;
„მოიხსენე დღე იგი შაბათი წმინდა ჰყავ იგი... დღე იგი... არს უფლისა ღმერთისა შენისა“;
„პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა...“
„არა კაც-ჰკლა“;
„არა იმრუშო“;
„არა იპარო“;
„არა ცილი-სწამო..“;
„არა გული გითქმოდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა...“.
„რადგან უფალი განაგებს და სწორედ მან შეგქმნა ისეთი, როგორიც ხარ. უფალი არის ერთადერთი სუვერენი, ერთადერთი ბრძენი, ერთადეთი უზენაესი. უფალი გსჯის და გწყალობს. მისი ნებაა მოგანიჭოს ბედნიერება და უბედურება“.
„ყველა კანონმდებლობამ მიიღო შესაბამისი სახე: ყველა ვინც ადამიანს მიმართავს, უზენაესის მიდგომას იყენებს. ივრითი მომავალ დროში მიმართავს, ლათინური ბრძანებითში, ბერძნული განუსაზღვრელ დროში. განსხვავებულად არც თანამედროვენი იქცევიან. საპარლამენტო ტრიბუნა ისევე შეუცდომელი და დამთრგუნველია, როგორც მოსე სინას მთაზე. როგორიც არ უნდა იყოს კანონი, ვისი ბაგედანაც არ უნდა მოდიოდეს ის, იგი წმინდაა, რამდენადაც ის წინასწარმტყველის მიერ იქნა გაცხადებული, რაც ჩვენთვის სადღეისო უმრავლესობას ნიშნავს“.
„არ შეიკრიბოთ“.
„არ დაბეჭდოთ“.
„არ იკითხოთ“.
„პატივი ეცით თქვენს წარმომადგენლებს და მოხელეებს, რომლებიც ბრმა კენჭისყრამ ან სახელმწიფომ გარგუნათ“.
„შეასრულეთ კანონები, რომლებიც მათი სიბრძნითაა შექმნილი“.
„პატიოსნად გადაიხადეთ გადასახადები“.
„გიყვარდეთ ხელისუფლება, თქვენი მეუფე და ღმერთი მთელი გულით, სულითა და გონებით, რადგან ხელისუფლებამ თქვენზე უკეთ იცის რას წარმოადგენთ, რად ღირხართ, რა არის თქვენთვის უკეთესი. ამასთან, იმიტომაც გიყვარდეთ, რომ მას ურჩების დასჯისთვის, ხოლო მორჩილთა მეოთხე თაობამდე დაჯილოვებისათვის საჭირო ძალაუფლება აქვს“.
„რევოლუციასთან დაკავშირებით სულ სხვა საკითხია“.
„პირველადი და საბოლოო მიზეზების ძიების ამოცანა - ეკონომიკური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებიდან ამოღებული იქნა“.
„წინსვლის იდეა ფილოსოფიაში უზენაესის იდეამ ჩაანაცვლა“.
„რევოლუციას გამოცხადება მოჰყვება.“
„გონება, რომელსაც გამოცდილება უწყობს ხელს, ბუნებისა და საზოგადოების კანონებს ადამიანისთვის ნათელს ხდის, ხოლო შემდეგ უსაბუთებს, რომ ეს კანონები თავისთავად აუცილებლობაა. ისინი ადამიანს არც შეუქმნია და ვერც თავს მოვახვევთ. მათი აღმოჩენა თანდათანობით მოხდა და მე ვარსებობ, რათა ისინი დავადასტურო“.
„თუ დაიცავთ სამართლიანი და კეთილი იქნებით“.
„თუ დაარღვევთ,ბოროტი და ცოდვიანი იქნებით“.
„სხვა მიზეზს არ გთავაზობთ“.
„თქვენს მიმდევრებში უკვე რამდენიმემ აღიარა, რომ ყველასთვის და თითოეულისთვის კანონიერება უმჯობესია, ვიდრე უკანონობა: ისინი შეთანხმდნენ ერთმანეთთან რომ ერთად დაიცვან რწმენა და უფლებები, - რაც გულისხმობს ისეთ წესრიგს, რომელსაც საგანთა ბუნება კარნახობს მათ და რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს მათი კეთილდღეობა, უსაფრთხოება და მშვიდობა“.
„გსურთ თუ არა შეუერთდეთ მათ შეთანხმებას და მათი საზოგადოების წევრი გახდეთ?“
„გვპირდები თუ არა, რომ პატივს მიაგებ შენი ძმების ღირსებასა და დოვლათს?“
„გვპირდები თუ არა, რომ არ მიითვისებ სხვისი შრომის შედეგებსა და ქონებას ძალადობის, სიცრუის, მევახშეობის ან სპეკულაციის გზით?“
„გვპირდები თუ არა, რომ არასდროს იცრუებთ სასამართლოში, მეურნეობაში ან ნებისმიერ სხვა საქმეში?“
„შეგიძლიათ მიიღოთ ან უარყოთ ეს პირობები?“
„თუ უარყოფით - ველურად ჩაითვლებით, ადამიანთა მოდგმას ჩამოშორდებით და ეჭვის საგანი გახდებით. არაფერი დაგიცავთ. ოდნავი შეურაცხყოფისთვისაც კი პირველივე გამვლელმა შეიძლება თქვენს წინააღმდეგ ყოველგვარი საბაბის გარეშე ხელი ისეთი სისასტიკით აღმართოს, თითქოს ამას ცხოველის წინაამდეგ აკეთებს“.
„ამის საპირისპიროდ, თუკი ხელშეკრულებას შეუერთდებით, თავისუფალ ადამიანთა ნაწილი გახდებით. ყველა ძმურ ურთიერთობაში შემოვა, ერთგულებას, მეგობრობას, დახმარებას სამსახურს და მომსახურებას დაგპირდება. მათი ან თქვენი მიზეზით, გულგრილობის, ვნების ან ბოროტი განზრახვის გამო ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, თქვენ ერთმანეთის წინაშე პასუხისმგებელნი ხართ ზიანზე ისევე, როგორც უთანხმოებებზე და საშიშროებაზე, რომელიც თქვენი ქმედების შედეგად წარმოიშვა. ეს პასუხისმგებლობა შეიძლება ჩადენილი საქციელის სიმძიმის მიხედვით გაიზარდოს და დანაშაულის განმეორებისას, ხშირად იზოლირებით ან სიკვდილით ისჯება“.
„კანონი ნათელია, კიდევ უფრო ნათელია სასჯელი მისი შეუსრულებლობისათვის. სამი მუხლი, რომელიც ერთ მთლიანს შეადგენს არის საზოგადოებრივი ხელშეკრულება. იმის მაგივრად, რომ ერთგულება უფალსა და მის რჩეულს შეჰფიცონ, მოქალაქე ფიცს დებს სინდისის, საკუთარი ძმებისა და კაცობრიობის წინაშე. ამ ორ ფიცს შორის იგივე სხვაობაა, როგორც მონობასა და თავისუფლებას რწმენასა და მეცნიერებას, სასამართლოსა და სამართალს, მევახშეობასა და შრომას, მთავრობასა და ეკონომიკას, ყოფნასა და არყოფნას, ღმერთსა და ადამიანს შორის“.
თარგმნა გოგი გეგუჩაძემ
![]() |
6 უდიდესი პოლიტიკური ცრურწმენა |
▲ზევით დაბრუნება |
ჰერბერტ სპენსერი (1820-1903)
ბრიტანელი ფილოსოფოსი და სოციოლოგი ჰერბერტ სპენსერი ვიქტორიანული ეპოქის ინტელექტუალური ლიდერია.
იგი დაიბადა ქალაქ დერბიში. 1837-41 წლებში რკინიგზის ინჟინრად მუშაობდა, ხოლო შემდგომში სოციალური ფილოსოფიით დაინტერესდა და 1848-53 წლებში ჟურნალ „ეკონომისტთან“ დაიწყო თანამშრომლობა.
სპენსერის ფილოსოფია კონტის პოზიტივისტური ფილოსოფიის გაგრძლებას წარმოადგნს, თუმცა იგი ამ ფაქტს უარყოფდა. სპენსერის შეხედულებებზე გავლენა დევიდ იუმისა და ჯონ სტიუარტ მილის აგნოსტიციზმმა, კანტიანელობამ და შელინგისა და შოტლანდიური სკოლის ნატურფილოსოფიამ მოახდინა.
მან ევოლუციური ფილოსოფიის განვითარებით და გამოყენებით გაითქვა სახელი, „სინთეზურ ფილოსოფიას“ უწოდებდა და განსაკუთრებული პოპულარობა ჩარლზ დარვინისადმი მეტოქეობამ შესძინა.
სპენსერს ფილოსოფია მოვლენების კანონების ცოდნის მაქსიმალურ განზოგადებად მიაჩნდა, ანუ სპენსერის მიხედვით, ფილოსოფია კერძო მეცნიერებებისგან რაოდენობრივი და განზოგადების კანონების ცოდნით განსხვავდებოდა. სპენსერის აზროვნების ამოსავალი წერტილია სამყაროს შეცნობად და შეუცნობად სფეროებად დაყოფა (ამაში აშკარად კანტის გავლენა იგრძნობა). სპენსერი მიიჩნევდა, რომ შესაძლოა მხოლოდ გრძნობად აღქმათა ისეთი გარეგანი ურთიერთობების ცნობა, როგორებიცაა მსგავსებები, განსხვავებები და სხვ., მაგრამ შეუძლებელია ჩავწვდეთ მოვლენის არსს.
სპენსერი სოციოლოგიაში ორგანიცისტული სკოლის დამაარსებლად მიიჩნევა. საზოგადოების სოციალურ დაყოფასა და მთლიანად მისი განვითარების მექანიზმის არსებობას სპენსერი ადამიანის ორგანოთა ფუნქციონირების მექანიზმის ანალოგიად განიხილავდა. სოციალური განვითარების კანონად სპენსერი თვითგადარჩენის კანონს მიიჩნევდა, რომელიც ადაპტირებულ საზოგადოებებში შეიძლება რომ არსებობდეს. ადაპტირებულ საზოგადოებაში იგი სოციალურ კლასებად მკვეთრად დაყოფილ საზოგადოებას მოიაზრდებდა. სპენსერს, როგორც სოციალიზმის მოწინააღმდგეს, რევოლუცია საზოგადოებრივი ორგანიზმის „სნეულებად“ მიაჩნდა.
ეთიკის საკითხებში სპენსერი იზიარებდა უტილიტარიზმის პოზიციას. იგი მიიჩნევდა, რომ ზნეობის საკითხები დაკავშირებულია სარგებლიანობასთან, რომელიც თავის მხრივ, მოთხოვნილებების დაკმაყოფილების აუცილებლობიდან გამომდინარეობს.
ეთიკის საკითხებში, სპენსერი იზიარებდა უტილიტარიზმის პოზიციას. იგი მიიჩნევდა, რომ ზნეობის საკითხები დაკავშირებულია სარგებლიანობასთან, რომელიც თავის მხრივ, მოთხოვნილებების დაკმაყოფილების აუცილებლობიდან გამომდინარეობს.
საზოგადოდ, სპენსერის შეხედულებები დიდ გავლენას ახდენდა ვიქტორიანული ეპოქის ბრიტანეთზე. შემდგომში მისმა ფილოსოფიამ გავლენა იქონია ემპირიოკრიტიციზმსა და ნეოპოზიტივიზმზე.
თანამედროვე ფილოსოფოსთა წრეებში, უპირველეს ყოვლისა, მისი პოლიტიკური მოძღვრებებია პოპულარული. ეს განსაკუთრებით ეხება ბუნებითი უფლებების დაცვას და უტილიტარული პოზიტივიზმის კრიტიკას. მისი იდეები ლიბერტარიანელი მოაზროვნეების, მაგალითად, თანამედროვეობის ერთერთი გამორჩეული მოაზროვნის, რობერტ ნოზიკის მიერ იქნა ხელახლა გააზრებული და წამოწეული.
სპენსერის ძირითადი ნაშრომებია: „სახელმწიფოს უპირველესი სფეროები“, ,,ფსიქოლოგიის პრინციპები“, „ბიოლოგიის პრინიპები“, „ორგანული განვითარების პრინციპები“, ადამიანი სახელმწიფოს წინააღმდეგ“, „სოციოლოგიის საზრისი“ და სხვა.
წარსულში უდიდესი პოლიტიკური ცრურწმენა მეფეების ღვთით ბოძებულ უფლებებს აღიარებდა. დღევანდელობის უდიდესი პოლიტიკური ცრურწმენა პარლამენტების ღვთით ბოძებულ უფლებებზე ღაღადებს. როგორც ჩანს, მოულოდნელად, მირონი მეფიდან პარლამენტარზე გადავიდა და თავად მათ, ისევე როგორც მათ დადგენილებებს, ღვთიური კურთხევა უბოძა.
რაოდენ უგუნურადაც არ უნდა მივიჩნევდეთ, უნდა ვაღიაროთ, რომ მეფეების მირონცხებულობის ამბავი უფრო სარწმუნო იყო, ვიდრე პარლამენტების. თუ თვალს იმ დროს გადავავლებთ, როდესაც მეფე ღმერთად აღიქმებოდა ან იმ ხანას, როდესაც ის ღვთის მემკვიდრედ ითვლებოდა, ან დროს, როდესაც იგი ღვთის მიერ დანიშნულად მიიჩნეოდა, მის მიმართ მდუმარე მორჩილებას დავინახათ. ეს იყო მაშინ, როდესაც ლუი XIV-ს დროს მოღვაწე ბოსეს მსგავსი თეოლოგები თვლიდნენ, რომ მეფეები იყვნენ „ღმერთები და ღვთაებრივი ხელშეუხებლობის თანაზიარნი“ და მაშინაც, როცა ბრიტანული ტორების (კონსერვატიული) პარტიის წევრებს შორის წარსულში გავრცელებული შეხედულების მგავსად, „მეფე ზეცის წარმომადგენლად“ მიიჩნეოდა. სრულიად ნათელია, რომ ასეთი წინაპირობიდან გარდაუვალი დასკვნა გამომდინარეობდა - სახელისუფლებო ძალაუფლება შეზღუდვას არ ექვემდებარებოდა. მაგრამ თანამედროვე შეხედულებებით, ამგვარი ღვთიური უფლებამოსილება არ არსებობს. ღვთიურ წარმოშობაზე ან ღვთის რჩეულობაზე პრეტენზიას მოკლებულ საკანონმდებლო ორგანოს საკუთარი ძალაუფლების შეუზღუდავად გასაზრდელად ზებუნებრივი გამართლება არ გააჩნია, ხოლო მიწიერი დასაბუთების ძიება წარმატებით არასოდეს დასრულებულა. ამიტომაც, საკანონმდებლო ორგანოს უსაზღვრო ძალაუფლებისადმი რწმენა ისეთი მძაფრი არ იყო, როგორც ძველად - მეფეთა შეუზღუდავი ძალაუფლებისადმი.
საყურადღებოა, რომ ხშირად ადამიანები გარკვეულ მოძღვრებებს მას შემდეგ მისდევენ, რაც სიტყვიერად დაგმობილი აქვთ, ანუ ისინი შინაარსს, გარეგნული იერ-სახის უარყოფის მიუხედავად აღიარებენ. თეოლოგიაში მსგავსი რამ კარლაილს შეემთხვა. მას შემდეგ, რაც სტუდენტობისას, მისი აზრით, მშობლების მსოფლმხედველობის გარეგნული ნიშნები უარყო, არსისადმი ერთგულება მაინც შეინარჩუნა, რასაც ასაბუთებს მისეული შეხედულებები მსოფლიოზე, ადამიანებზე და მათ ქცევაზე, რომლებიც კვლავ ყველაზე მკაცრი შოტლანდიელი კალვინისტების შეხედულებების მსგავსია. მეცნიერებაში მსგავსი მოვლენის მაგალითი სერ ჩარლზ ლიელია, რომელმაც გააერთიანა ნატურალიზმი გეოლოგიაში და ზებუნებრივი - ბიოლოგიაში. მაშინ, როდესაც მან, როგორც გეოლოგიაში ერთგვაროვნების მოძღვრების წამყვანმა მიმომხილველმა, მოსესეული კოსმოგონია მთლიანად უგულვებელყო, დიდხანს იცავდა მიდგომას, რომელიც ორგანული სახის უჩვეულო ქმნილებების არსებობას ქადაგებდა, რაც შეუძლებელია მოსესეული კოსმოგონიის გარდა სხვა წყაროდან მომდინარეობდეს; ის მხოლოდ ცხოვრების უკანასკნელ ნაწილში დაეთანხმა დარვინის მტკიცებულებებს. როგორც ზემოთ აღინიშნა, მსგავსი შემთხვევები პოლიტიკაში გვხვდება. საყოველთაოდ აღიარებული მოძღვრება, რომელსაც ტორები, ვიგები და რადიკალები ერთნაირად იზიარებენ და ამტკიცებს, რომ ხელისუფლების უფლებამოსილება შეუზღუდავია, სათავეს ძველ დროში იღებს, როდესაც ითვლებოდა, რომ კანონგამრიგე ღვთის ნებით მოქმედებდა. ეს მოძღვრება ჯერ კიდევ ძალაშია, თუმცა თავად რწმენა კანონგამრიგის ღვთისგან კურთხევაზე წარსულს ჩაბარდა. „იცით, პარლამენტის გადაწყვეტილებით ყველაფერი შესაძლებელია“, ეუბნებიან მოქლაქეს, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან ზოგიერთი თვითნებური ჩარევის მართებულობაში ეჭვი ეპარება, რაზეც მოქალაქე ვეღარაფერს პასუხობს. მას თავში არ მოსდის იკითხოს საიდან, როდიდან და რანაირად წარმოიშვა ეს ყოვლისშემძლეობა, რასაც მხოლოდ ბუნებრივი საზღვრები აკავებს.
აქ ჩვენ სწორედ ეს საკითხი უნდა გავარკვიოთ. დასაბუთების არარსებობის გამო ნება მოგვეცით დავსვათ კითხვა: წარსულში ლოგიკურ ჭეშმარიტებად მიიჩნეოდა, რომ მიწიერი მმართველისათვის, რომელიც ამავდროულად ზეციური მმართველის მოადგილე იყო, ყველაფრის დაქვემდებარება მოვალეობა იყო, მაგრამ რა მიზეზი არსებობს იმისათვის, რომ ყველა საკითხი იმ მმართველ კონსტიტუციურ თუ რესპუბლიკურ ძალას დავუქვემდებაროთ, რომელსაც ზეციური წარმომავლობა არ გააჩნია? ნათელია, რომ ეს საკითხი გვავალდებულებს პოლიტიკური ძალაუფლების შესახებ ძველი და ახალი მოძღვრებები კრიტიკულად გავიაზროთ. იმ საკითხების ხელახალი განხილვა, რაც დიდი ხანია გადაწყვეტილად ითვლებოდა, შესაძლოა მოითხოვდეს გარკვეულ გამართლებას, მაგრამ ზემოთ მოცემულ მოსაზრებაში დამაკმაყოფილებლად არის განმარტებული, რომ მოცემული საყოველთაოდ აღიარებული მოძღვრება არამყარ საფუძველს ეფუძნება ან, საერთოდ, უსაფუძვლოა.
სუვერენიტეტის ცნება არის ის, რაც უპირელეს ყოვლისა, წამოაჩენს თავის თავს, ხოლო ამ ცნების კრიტიკული განხილვა, იმგვრად, როგორც ამას ისინი აკეთებენ, ვინც დასაბუთების გარეშე სუვერენიტეტის ზებუნებრივ წარმოშობას არ ეთანხმება, ჰობსის მტკიცებულებებისაკენ გვაბრუნებს.
ნება გვიბოძეთ ვაღიაროთ ჰობსის მოსაზრება, რომ ,,ერთიანი ძალაუფლების გარეშე, რომელიც ადამიანებს მორჩილებაში ამყოფებთ, ყველა ყველას წინააღმდეგ ომის მდგომარეობაში ცხოვრობს“,1 მიუხედავად იმისა, რომ ის მართებული არ არის, რადგან არსებობენ გარკვეული მცირერიცხოვანი არაცივილიზებული საზოგადოებები, რომლებშიც მშვიდობა და შეხმატკბილებული ცხოვრება ყოველგვარი „ერთიანი ძალაუფლების გარეშე, რომელიც ადამიანებს მორჩილებაში ამყოფებთ“ იმაზე ბევრად უკეთესად ნარჩუნდება, ვიდრე სხვა საზოგადოებებში, სადაც ამგვარი ძალაუფლება არსებობს. ნება მოგვეცით დავუშვათ მისი მართებულბა იმაშიც, რომ ურთიერთმოთანამშრომლე ადამიანების მმართველი ძალაუფლებისადმი მორჩილება საკუთარ რიგებში წესრიგის დაცვის სურვილის შედეგია. თუმცა, სინამდვილეში, როგორც წესი, ეს თავდაცვითი ან დაპყრობითი ომების დროს ხელმძღვანელის მიმართ დაქვემდებარების აუცილებლობიდან არის გამოწვეული, რაც სულ არ არის აუცილებელი და, მით უმეტეს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ პიროვნებებს შორის წესრიგის დაცვის საკითხს უკავშირდებოდეს. ნება გვიბოძეთ, ყოველგვარი დასბუთების გარეშე კიდევ ერთხელ დავუშვათ, რომ მუდმივი დაპირისპირებებით გამოწვეული ბოროტების თავიდან ასაცილებლად, ომელიც სხვა შემთხვევაში უსასრულოდ გაგრძელდებოდა, თემის წევრებმა ან შეთანხმებას უნდა მიაღწიონ ან ხელშეკრულება უნდა დადონ, რომლის მიხედვით, საკუთარი თავისუფლების ნაწილს დათმობენ და აღიარებული მმართველი ძალაუფლების ნებას დაემორჩილებიან.2 ამასთან, უნდა დაუშვან აგრეთვე ისიც, რომ მათი შთამომავლები ამ შეთანხმებით მუდმივად იქნებიან შეზღუდული. ნება გვიბოძეთ, ამ ვარაუდებს არ შევეწინააღმდეგოთ და ყურადღება ჰობსის დასკვნებზე გადავიტანოთ: „იქ, სადაც წინასწარი შეთანხმება არ არსებობს, არც უფლებებია განსაზღვრული და ყველას ყველაფრის უფლება აქვს. შესაბამისად, არ არსებობს ქმედება, რომელიც შეიძლება უსამართლოდ ჩაითვალოს. მაგრამ, როცა შეთანხმება მიიღწევა, მაშინ მისი დარღვევა უსამართლობას ნიშნავს. მაშასადამე, სიტყვა უსამართლობის მნიშვნელობა სწორედ შეთანხმების დარღვევას გულისხმობს... შესაბამისად, სამართლიანობისა და უსამართლობის დადგენამდე, რაღაც მაიძულებელი ძალუფლება უნდა არსებობდეს, რომელიც ადამიანებს საკუთარი შეთანხმებების შესრულებას ისეთი სასჯელის მუქარით მოსთხოვს, რომელიც ამ შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში ნავარაუდევ სარგებელს გადაწონის3.
იყო კი ხალხის ბუნება ჰობსის დროს ამდენად უკეთური, რომ მაიძულებელი ძალაუფლებისა და სასჯელის მუქარის გარეშე შეთანხმების შეუსრულებლობის შესახებ მისეული ვარაუდის გამართლებად გამოდგეს? ჩვენს დროში „სამართლიანობისა და უსამართლობის დადგენა“ მაიძულებელი ძალაუფლების აღიარების გარეშეც შესაძლებელია. ჩემს მეგობრებს შორის შემიძლია ბევრი ისეთი დავასახელო, რომელთა მიმართაც სრული ნდობა მაქვს, რომ შეთანხმებებს ყოველგვარი სასჯელის მუქარის გარეშე შეასრულებენ და რომელთათვისაც სამართლიანობის მოთხოვნილება მაიძულებელი ძალაუფლების პირობებშიც ისეთივე უეჭველი იქნება, როგორც ამჟამად. მიუხედვად იმისა, რომ ჰობსის მტკიცებულებებს სახელმწიფო ხელისუფლებაზე აღნიშნულ დაუსაბუთებელ ვარაუდებზე მეტად არაფერი ამახინჯებს. მისი დაშვებებისა და დასკვნების გაზიარების შემთხვევაში, იძულებული ვიქნებით კიდევ ორი მნიშვნელოვანი თანმდევი გარემოება აღვნიშნოთ.
პირველი არის ის, რომ სახელმწიფო ხელისუფლება შეიქმნა, როგორც მიზნის მიღწევის საშუალება და თავად მიზნების განსაზღვრისათვის არ გამოდგება: თუკი მიზანი განსაზღვრული არ არის, სავარაუდოდ, ხელისუფლება არც არსებობს. მეორე ის არის, რომ მიზანი, რომლისთვისც ხელისუფლება არსებობს - სამართლის აღსრულება - მიუკეძოებელი ურთიერთობების შენარჩუნებაა. გამართლება არა ქვს მოქალაქეებზე სხვა სახის იძულებას, გარდა იმისა, რაც მათი პირდაპირი თავდაცვის საჭიროებებიდან გამომდინარეობს ან მათი შეთანხმებების დარღვევით გამოწვეულ არაპირდაპირი ძალადობისაგან იცავს. ეს ყოველივე, გარეშე მტრებისგან თავდაცვის დამატებით, წარმოადგენს იმ დანიშულებებს, რომელსაც ჰობსი სუვერენულ ხელისუფლებას მიაწერს.
ჰობსი აბსოლუტურ მონარქიას უჭერდა მხარს. მისი თანამედროვე, მოტრფიალე, ოსტინი კი თავის მიზნად ისახავს, რომ კანონის ძალაუფლება ერთი პიროვნების, ან თემის სიდიდის მიხედვით განსაზღვრულ პიროვნებათა გარკვეული ჯგუფის უსაზღვრო სუვერენიტეტზე დაყრდნობით დაასაბუთოს. ოსტინი, თავდაპირველად სამხედრო სამსახურში იყო და გულახდილად აღიარებს, რომ მის სამართლებრივ მოღვაწეობაში შეიძლება აღმოჩენილი იყოს ის „მარადიული კვალი, რომელიც იმ დროიდან დარჩა“. არადა, მაშინ, როდესაც გამაღიზიანებელი პედანტურობით, უსასრულო განმასხვავებელი ნიშნებით, განსაზღვრებებითა და განმეორებებით არ ინიღბება, რაც მხოლოდ მისი მოძღვრების შინაარსის შენიღბვას ემსახურება, ჩვენ აღმოვაჩენთ თუ რას ნიშნავს ყოველივე ეს. ცხადია, რომ ოსტინი სამოქალაქო და სამხედრო ძალაუფლების აღრევას ახდენს: დასაბუთებულად მიიჩნევს, რომ წარმოშობისა და მნიშვნელობის თვალსაზრისით, ერთიც და მეორეც უეჭველია. პოზიტიური სამართლის დასასაბუთებლად, ის ძალაუფლების აბსოლუტური სუვერენიტეტისაკენ გვაბრუნებს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება მისი განხორციელების მსურველი: მონაქი, არისტოკრატი თუ დემოკრატიული საარჩევნო უფლების მქონე ადმიანების უფრო დიდი ჯგუფი. ასეთ ჯგუფს ის, აგრეთვე, სუვერენს უწოდებს, თემის დანარჩენ წევრებთან მიმართებაში, რომლებიც შესაძლებლობების არქონის ან სხვა მიზეზებით, კვლავ ქვეშევრდომებად რჩებიან. მმართველი უწყების უსაზღვრო ძალაუფლებას, რომელსაც მიუხედავად იმისა მარტივია თუ რთული, მცირეა თუ დიდი, ის მაინც სუვერენს უწოდებს, რადგან დადგენილად ან, უფრო სწორედ, დასაბუთებულდ მიიჩნევს. მას, რასაკვირველია, არ უჭირს, რომ მის მიერვე მიღებული დადგენილებების სამართლებრივი ძალმოსილება დაამოწმოს. ამას ის პოზიტიურ სამართალს უწოდებს, მაგრამ პრობლემის გადაწყვეტის თვალსაზრისით, ეს არის ნაბიჯი უკან და თავად პრობლემა მოუგვარებელი რჩება. სინამდვილეში გასარკვევია თუ რა არის სუვერენიტეტი? რა განაპირობებს ერთი პიროვნების, ამ მცირე ჯგუფის ან თუნდაც დიდი ჯგუფის სხვებზე უპირობოდ გაბატონებას? ოპონენტმა შეიძლება თავდაჯერებულად განაცხადოს: „ჩვენ გავიზიარებთ თქვენს მიდგომას პოზიტიური სამართლის შეუზღუდავი სუვერენობიდან გამომდინარეობის შესახებ: თანმიმდევრობა სრულიად აშკარაა. მაგრამ კეთილი ინებეთ და, უპირველეს ყოვლისა, თქვენი შეუზღუდავი სუვერენობა დაასაბუთეთ“.
ამ მოთხოვნაზე პასუხი არ არსებობს. ოსტინის დაშვების განხილვა ასაბუთებს, რომ მის მოძღვრებას ჰობსის მოძღვრებაზე უკეთესი საფუძვლები არ გააჩნია. თუკი ძალაუფლების ღვთისგან მომდინარეობა ან ღვთისაგან ხელდასმულობა საყოველთაოდ გაზიარებული არ არის, არც ერთპიროვნულ და არც ჯგუფურ მმართველობს არ შეუძლია, რომ მოიხვეჭოს იმგვარი უფლებამოსილებები, რაც შეუზღუდავ ძალაუფლებას გულისხმობს.
„მაგრამ ცხადია, რომ უმრავლესობას გააჩნია უდავო უფლებები, რაც მათ მიერ არჩეულ პარლამენტსც უდავო უფლებებით აჯილდოვებს“ - ხმამაღლა აცხადებენ ისინი.
დიახ, ახლა, სწორედ რომ საქმის არსს მივადექით. პარლამენტის ღვთაებრივი ბუნება უმრავლესობის ღვთაებრივ უფლებას ნიშნავს. ძირითადი დასკვნა, რომელიც კანონმდებლებმა და ჩვეულებრივმა ადამიანებმა ამ მოსაზრებიდან გამოიტანეს, უმრავლესობის შეუზღუდავ უფლებებს გულისხმობს. ეს არის თანამედროვე მოძღვრება, რომელსაც ყველა აღიარებს, როგორც თავისთავად ნათელ ჭეშმარიტებას. მიუხედავად ამისა, ჩემი აზრით, მისი კრიტიკული განხილვა ნათელყოფს, რომ თანამედროვე მოძღვრება ძირეულ ცვლილებას მოითხოვს.
1854 წლის ოქტომბერში, ედინბურგის მიმოხილვაში დაბეჭდილ ნარკვევში, რომელსაც „რკინიგზის მორალი და რკინიგზის პოლიტიკა“ ეწოდება, საშუალება მქონდა, რომ უმრავლესობის ძალაუფლების საკითხი სააქციო საზოგადოებების მაგალითზე გამერჩია და იქ მოყვანილი დასკვნა საქმის არსს საუკეთესოდ გადმოსცემს:
„თუკი ადამიანებს, რომლებიც გარკვეულ პირობებში, ამა თუ იმ მიზნისთვის თანამშრომლობენ, განსხვავებული მოსაზრებები გაუჩნდებათ, სამართალი უმრავლესობის ნების აღსრულებასა და უმცირესობის სურვილის უგულვებელყოფას მოითხოვს, რაც საყოველთაოდ მიღებულ წესს წარმოადგენს. ეს წესი იმდენად მკვიდრია და, ეთიკური თვალსაზრისით, იმდენად იშვიათად განუხილავთ, რომ ამასთან დაკავშირებით უბრალო ეჭვის გამოთქმაც კი გაკვირვებას იწვევს. ჯერ კიდევ საჭიროა მცირეოდენი დაკვირვება, რომ აშკარა გახდეს - ეს მოსაზრება უკვე ხსენებულ პოლიტიკურ ცრურწმენაზე ბევრად უკეთესი არაა. მტკიცებულებები, რომლებიც დაასაბუთებს, რომ უმრავლესობის ნება, მისი აბსურდულობიდან გამომდინარე, სრულიად პირობითი ცნებაა, რომელიც მხოლოდ საგანგებო შემთხვევაში გამოდგება, შეიძლება ადვილად მოიძებნოს. ნება გვიბოძეთ რამოდენიმე მაგალითი მოვიყვანოთ: წარმოვიდგინოთ, რომ რომელიმე საქველმოქმედო საზოგადოების საერთო კრებამ მატერიალური დახმარების გარდა, კათოლიციზმის განქიქების მიზნით, კარდაკარ მოსიარულე მქადაგებლების დაქირავებაც გადაწყვიტა. სამართლიანი იქნება თუ არა, რომ ამ მიზნით იმ კათოლიკეების შემოწირულობებიც იქნეს გამოყენებული, რომლებიც გაერთიანებას გულმოწყალების გამოვლენის სურვილიდან გამომდინარე შეუერთდნენ? წარმოვიგინოთ, რომ წიგნის მოყვარულთა გაერთიანების წევრების უმრავლესობამ, არსებული გარემოებების გათვალისწინებით წიგნის კითხვაზე უფრო მნიშვნელოვნად, იარაღის სროლაში ვარჯიში მიიჩნიოს, გერთიანებას დანიშნულება შეუცვალოს და არსებული თანხით დენთი, ტყვიები და სამიზნეები შეიძინონ. შეიზღუდება თუ არა ამ გადაწყვეტილებით დანარჩენი წევრების უფლებები? ან წარმოვიდგინოთ, რომ ავსტრალიაში ოქროს მოპოვების შესახებ საყურდღებო ცნებების გამო, მიწათმფლობელთა ასოციაციის წევრთა უმრვლესობამ გადაწყვიტოს, რომ საზოგადოების ქონება ავსტრალიაში ოქროს ძიებისთვის აუცილებელი აღჭურვილობის შესაძენად და ხარჯების დასაფარად გამოიყენოს?
ნაკლებად თუ ვინმე გამოიჩენს გაბედულებას, რომ ამ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხი გასცეს. რატომ? იმიტომ, რომ ყველამ უნდა გააცნობიეროს თუ რაოდენ უსამართლოა გაერთიანებაში შესული ადამიანის იძულება აკეთოს ის, რაც საზოგადოებაში მისი გაწევრიანების მიზანს არ შეესაბამება. ყოველ ასეთ შემთხვევაში უმცირესობის წევრებს შეეძლოთ, რომ უმრავლესობის ძალმომრეობას მართებულად შეპასუხებოდნენ: „ჩვენ თქვენთან განსაზღვრული საქმიანობის მიზნით გავერთიანდით; სახსრები და დრო სწორედ ამ საქმის განვითარებას შევწირეთ; ამასთან დაკავშირებულ ყველა საკითხში უმრავლესობის ნებას მდუმარედ ვიღებდით, მაგრამ სხვა საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ არ შევთანხმებულვართ. თუკი თქვენ დაგვარწმუნეთ, რომ განსაზღვრული მიზნის მისაღწევად დაგვკავშირებოდით, ხოლო შემდეგ, დაუკითხავად, მიზნად სხვა რამ დაისახეთ, გამოდის, რომ ჩვენი მხარდაჭერა მოტყუებით მიგიღიათ; თქვენ ის, დაწერილი ან დუწერელი, შეთანხმებები დარღვიეთ, რისი ერთგულებიც ჩვენ ვართ; ასე რომ, ჩვენ სრული უფლება გვაქვს, რომ უმრავლესობის ნებას აღარ დავემორჩილოთ“.
ცხადია, ეს არის ამ საკითხის ერთადერთი გონივრული ახსნა. ზოგადი წესი, რასაც სამართლიანი მმართველობა გულისხმობს, ის არის, რომ გაერთიანების წევრები უმრავლესობის ნებას ნებაყოფილობით მხოლოდ გაერთიანების მიზანთან დაკავშირებულ საკითხებში ემორჩილებიან. ასეთი საზღვრების დადგენა მხოლოდ ხელშეკრულებას შეუძლია. თავად ხელშეკრულების ბუნება ითვალისწინებს, რომ მის მონაწილეებს უნდა ესმოდეთ თუ რა უნდა აკთონ; ხოლო ისინი, ვინც სხვებთან კავშირში განსაზღვრული მიზნებით შედიან, ვალდებულნი არ არიან იმ სხვა საქმეებშიც ჩაერთონ, რომლებიც შეიძლება, რომ გაერთიანებამ იტვირთოს. აქედან გამომდინარე, დადებული ხელშეკრულება სხვა საკითხებზე არ შეიძლება გავრცელდეს. ხოლო მაშინ, როდესაც კავშირსა და მის წევრებს შორის არანაირი ხელშეკრულება არ არებობს, რომელიც სხვა საკითხებისადმი დამოკიდებულებას განსაზღვრავს, უმრავლესობის მხრიდან უმცირესობაზე ზეწოლა, სხვა არაფერია თუ არა ტირანია,.
ბუნებრივია, თუკი ამგვარი გაუგებრობები უმრვლესობის ძალაუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს ახლავს, სადაც გაერთიანებისაკენ მიმართული ქმედებები მათ ძალაუფლებას ზღუდავს, არ არის გასაკვირი, რომ კიდევ უფრო მეტი გაუგებრობა იყოს იქ, სადაც გაერთიანებისაკენ სწრაფვას საერთოდ არ ექნებოდა ადგილი. თუმცა იგივე წესები აქაც იმოქმედებს. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ გაერთიანების წევრები მზად არიან „უმრავლესობის ნებას მხოლოდ იმ მიზნების მიღწევაში დაემორჩილონ, რაც მათ აერთიანებთ“. მე ვასაბუთებ, რომ ეს ჭეშმარიტებაა, როგორც ერის, ისე კომპანიის შემთხვევში.
ამ მოსაზრებას შემდეგი თვალსაზრისი უპირისპირდება: „რადგნ არსებობს საქმე, რომელიც სახელმწიფოს მოქალაქეებს აერთიანებთ - ანუ როცა არც არის და არც არასოდეს ყოფილა განსაზღვრული მიზნები, რისთვისაც ეს ერთობლიობა შეიქმნა, არც არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს და, შესაბამისად, უმრავლესობის ძალაუფებაც უსაზღვროა“.
აშკარაა, რომ საზოგადოებრივ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, ჰობსისა და რუსოს ვარაუდები უსაფუძვლოა. მეტიც, ასეთი ხელშეკრულება თუკი ერთხელ დაიდო, არ შეიძლება, რომ მან გარიგებულთა შთამომავლობა შეზღუდოს. უფრო მეტიც, შეიძლება ვინმემ თქვას, რომ იმგვარი ძალაუფლებრივი ცენტრების არარსებობის შემთხვევაში, რომელთა მორჩილება გაერთიანების ყველა წევრს მოეთხოვება, უმრავლესობას ვერაფერი შეაკავბს, უმცირესობის მიმართ ძალა რომ გამოიყენოს. მოსაზრებას მოსაზრებით უნდა გაეცეს პსუხი: კერძოდ, თუკი უმრავლესობის ძალუფლების უპირატესობის გამართლება შეიძლება, მაშინ დესპოტის ძალაუფლების დასაბუთებაც შეიძლება, რომლის უკან ორგანიზებული არმია დგას ანუ ეს ორივე მოსაზრება ერთნაირი სახის დამაჯერებლობის იქნებოდა. აქ მინდა მოვიძიო უმრავლესობისადმი უმცირსობის მორჩილების საბაბი, რომელიც მხოლოდ ძლევამოსილებაზე არ იქნება დამყარებული.
ოსტინიც კი, რომელსაც დიდი სურვილი აქვს პოზიტიური სამართლის უზნეობა დაამკვიდროს და აღიარებს მონარქიას, არისტოკრატიას, კონსტიტუციას ან ხალხს, როგორც აბსოლუტურ უზენაესობის მქონე ძალაუფლების წყაროს, იძულებულია გარკვეული მორალური შეზღუდვები დაუშვას, რომლებიც საზოგადოებასთნ მიმართებაში ხელისუფლებას უნდა გააჩნდეს, როდესაც იგი აყალიბებს სუვერენობის მკაცრ მოძღვრებას, რომელშიც აცხადებს, რომ სახელისუფლო ორგანო „უფლებამოსილია ხალხის პოლიტიკური თავისუფლების ნაწილი მისი შეხედულებისამებრ მიითვისოს“, იგი იქვე აღნიშნავს, რომ „მთავრობა შეიძლება თავად იყოს შეზღუდული პოზიტიური მორალის მიერ და სკუთარ ქვეშევრდომებს ვეღარ წაართვას პოლიტიკური თავისუფლება, რომელიც მათ, მის მიერ აქვთ მინიჭებული ან დატოვებული“4 შესაბამისად, უმრავლესობის აბსოლუტური ძალაუფლების დასაბუთებისათვის საჭიროა არა ძალისმიერი, არამედ მორალური დასაბუთება.
ეს სკითხი, მაშინვე, შემდეგ მოსაზრებას გამოიწვევს: „რა თქმა უნდა, ხელისუფლების შემზღუდველი შეთანხმებების არარსებობის შემთხვევაში არც მისი შემკავებელი გარემოებები არსებობს. უფრო სამართლიანი იქნებოდა, უმრვლესობასა და უმცირესობასაც თავთავიანთი გზა რომ ჰქონდეთ“ საყურადღებოა, რომ მანამ, სანამ მას უფრო ანგარიშგასაწევი მოსაზრება არ დაუპირისპირდება, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში უმრავლესობის ძალაუფლება უმცირესობაზე საერთოდ არ არსებობს. უმრავლესობა-უმცირესობის უფლება-მოვალეობების გაყოფა თანამშრომლობიდან გამომდინარეობს და თუ თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება არ არსებობს, მაშინ, არც ამგვარი უფლება-მოვალეობები არსებობს.
აქ მსჯელობა ჩიხში შედის. არსებულ ვითარებაში ზნეობეივი საფუძველი, რომელიც უმრავლესობის უმცირესობაზე ბატონობას გაამართლებდა ვერ იძებნება. მაგრამ შემდგომი განხილვა ამ სირთულის გადაწყვეტის გზას მაინც წარმოაჩენს. თუ ურვყოფთ ყვლა ჰიპოთეტურ შეთანხმებას, რომელიც შეიძლება დაიდოს და ვიკითხვთ, რომელ შეთანხმებას მიანიჭებდნენ ცალსახა უპირატესობას მოქალაქეები, ჩვენ სრულიად ერთმნიშვნელოვან პასუხს მივიღებთ და მასთან ერთად საკმარისად ნათელ დასაბუთებას, თუ რა საკითხბზე ვრცელდება უმრავლესობის ძალაუფლება და რაზე არ ვრცელდება.
თუკი ყველა ინგლისელს კითხავდნენ ითანამშრომლებდნენ თუ არა ისინი რელიგიის გავრცელების მიზნით, იმ შემთხვევაში, როცა უმრავლესობას მრწამსის არჩევისა და ღვთისმსახურების განხორციელების გზების დადგენის უფლება მიეცემოდა, მათი მხრიდან მტკიცე წინააღმდეგობას წავაწყდებოდით. აგრეთვე თუ კითხავდნენ, რამდენად დაემორჩილებოდნენ ისინი უმრავლესობას სამოსის არჩევაში, თითქმის ყველა უარს იტყოდა. ამის მსგავსი შედეგები იქნებოდა თუ ხალხს ვკითხავდით, დაემორჩილებოდნენ თუ არა ისინი უმრავლსობის აზრს სასმელის არჩევაში. ასეთივე დამოკიდებულება იქნებოდა მრავალ საკითხთან მიმართებაში, რომელთაც ადამიანების უმრავლესობა პირად საქმედ თვლის. რა მისწრაფებებიც არ უნდა იყოს ადამიანის თანამშრომლობის, ან მათი ზდამხედველობის საგანი, სრული ერთსულოვნების მიღწევა თითქმის შეუძლებალია. ცხადია, რომ საზოგადოებრივი თანამშრომლობის საკითხები ნათლად უნდა იყოს ჩამოყალიბებული, ვიდრე ვინმესგან მათი მორჩილების შესახებ თანხმობის მიღება იქნება შესაძლებელი. ამასთან დაკავშირებით, განმეორებით უნდა ითქვას, რომ ადამიანის ცხოვრებაში მრავალი სფერო არსებობს, სადაც უმრავლესობის ძალაუფლება უარყოფილი იქნება და, შესაბმისად, ვერც უმრავლესობის ძალაუფლება განხორციელდება უმცირესობაზე.
ახლა შევაბრუნოთ კითხვა და გავარკვიოთ, რა მიზნით უნდა ითანამშრომლონ ადამიანებმა? არავინ შემეკამათება, რომ კვაკვერების გარდა (რომლებსაც თავის დროზე სასარგებლო საქმეები აკეთეს და რომელთა რიცხვი ამჟამად ძლიერ შემცირდა) გარეშე ძალადობის მოსაგერიებლად თავდაცვითი ომის წარმოებისათვის გაერთიანების წინააღმდეგი არავინ გამოვა. შესაბამისად, მიზნის მისაღწევად საჭირო ქმედებებში უმრავლესობის ნებას ყველა დაემორჩილება. სრული ერთსულოვნების მიღწევა შესაძლებელია გარეშე და შიდა მტრების წინააღმდეგ თავდაცვის საკითხებშიც. კრიმინალების გამოკლებით ყველას სურს, რომ საკუთარი თავი და ქონება სათანადოდ დაცული იქონიოს. მოკლედ, ყველას სურს, რომ საკუთარი სიცოცხლის, ქონების და მათი თავისუფალი გამოყენების თვისუფლება შეინარჩუნოს. ადამიანისათვის სრულიად ნათელია, რომ მხოლოდ ყოველივე ამის უზრუნველყოფა შეუძლებელია. პიროვნება უძლურია გარეშე მტრების წინააღმდეგ თუ თანამოძმეებთან არ გაერთიანდა. ასევე შეუძლ;ებელი, სახიფათო და უნაყოფო იქნება შიდა მტრებთან ბრძოლა თანამშრომლობის გარეშე. აგრეთვე ყველასთვის მისაღებია, რომ საცხოვრებელი ტერიტორიის გამოყენების საკითხში ითანამშრომლოს. პირველყოფილი სათემო საკუთრების შენარჩუნების შემთხვევაში, თითოეული პიროვნების ან მათი ჯგუფის მიერ მიწის ნებისმიერი სახის გამოყენება თემთან უნდა ყოფილიყო შეთანხმებული. თუნდაც დღეს, როდესაც კერძო მიწათმფლობელობის გაფართოების გამო ეს საკითხი ძალზედ გართულებულია, სახელმწიფო ჯერ კიდევ რჩება მიწების უზენაეს მესაკუთრედ (კანონმდებლობის მიხედვით ყველა მიწათმფლობელი სატახტო მიწების მოიჯარედ ითვლება), რომელსაც შეუძლია ნებისმიერ დროს გამოთხოვოს მიწა ან დააკანონოს იძულებითი შესყიდვები ე.წ. სამართლიან ფასად. დასკვნა, რომელიც შეიძლება ყოველივე ამის შედეგად გაკეთდეს არის ის, რომ უმრავლესობის ნება მხოლოდ მაშინ განხორციელდება, როდესაც სახელმწიფოს, კერძო პირებს და მათ კომპანიებს შორის გარკვეული ხელშეკრულება იარსებებს.
ამჟამად ამ საკითხში დაწვრილმანება და განსხვავებების დადგენა საჭირო არ არის. მიმდინარე საჭიოროებისათვის საკმარისია ვაღიაროთ უეჭველი ჭეშმარიტება, რომ არსებობს უამრავი სფერო, სადაც რთული და წარმოუდგენელია საყოველთაო თანხმობის მიღწევა, ხოლო ძალიან ცოტაა საკითხი, სადაც ასეთი თანხმობა მიიღწევა. სწორედ ამაში ძევს უმრავლესობის ნების განხორციელებისა და უარყოფის პირობები.
თუმცა განხილული საკითხიდან აშკარად გამომდინარეობს მომევნო კითხვა: რა უფლებები გააჩნია თავად გაერთიანებას და მის შემადგენელ ნაწილებს? აქვს კი თემს პიროვნების წინააღმდეგ მუდმივმომქმედი უფლებები? ან აქვს კი პიროვნებას გარკვეული უფლებები, რომლებიც მას თემისგან დაიცავს? ამ საკითხების განხილვა მთელი პოლიტიკური ტრადიციის ქსოვილის გამომზეურებას მოითხოვს, განსაკუთრებით კი იმ მოსაზრებების კვლევას, რომლებმაც ხელისუფლების მოქმედების საზღვრები უნდა დაადგინოს. აქვე მნიდა, რომ გავრცლებულისგან განსხვავებული შედეგების მოლოდინით, ფარული წინააღმდეგობების ხელახალი განხილვა შემოგთავაზოთ.
პროფესორი ჯევონსი თავის ნაშრომში „სახელმწიფოს დამოკიდებულება შრომისადმი“ ამბობს - „პირველი ნაბიჯით უნდა გავერიდოთ მოსაზრებას, რომ საზოგადოებრივ სფეროში ზოგადი უფლებების მგავსი საკითხები არსებობს“. ინტელექტუალური საკუთრებისადმი მიძღვნილ სტატიაში მეთიუ არნოლდს მსგავსი რწმენა აქვს გამოხატული: ,,ავტორს არა აქვს თავისივე ნაშრომზე საკუთრების გავრცელების ბუნებითი უფლება, მაშასადამე, არც მომავალ ნაშრომსა და შეძენაზე ფლობს ბუნებით უფლებებს“ ახლახან კარგი რეპუტაციის მქონე ყოველკვირეულ ჟურნალში სტატიას გავეცანი, რომელშიც ეწერა, „კიდევ ერთხელ იმის დასაბუთება, რომ არ არსებობს „ბუნებითი უფლება“ ფილოსოფიური აზროვნების ფუჭი კარგვა იქნებოდა“. საზოგადო მოღვაწეები და იურისტები ამ ციტატებში გადმოცემულ შეხედულებებს კიდევ უფრო ამძაფრებენ, როდესაც ვარაუდობენ, რომ მხოლოდ გაუნათლებელ მასებს შეუძლიათ „ბუნებითი უფებების“ აღიარება.
სხვათა შორის, შესაძლოა ვინმემ ჩათვალოს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებული გამონათქვამები უფრო ნაკლებად დოგმატური იქნება თუ გავითვალისწინებთ, რომ სამართალმცოდნეთა მთელი კონტინენტური სკოლა ინგლისელი კოლეგებისაგან განსხვავებულ შეხედულბებს ინარჩუნებს. ბუნებითი უფლებების გაგება გერმანული იურისპრუდენციის ქვაკუთხედს წარმოადგენს. გერმანული ფილოსოფიის შესახებ რა თვალსაზრისიც არ უნდა არსებობდეს, მას სიღრმის ნაკლებობას ვერავინ დასწამებს. მოძღვრება, რომელიც გავრცელებულია სხვებისაგან გამორჩეულ ადამიანებს შორის, რომლებსაც ზედაპირულ მოაზროვნეებს ვერავინ უწოდებს, არ უნდა იქნეს უარყოფილი, თითქოს ეს მხოლოდ ჩვეულებრივი შეცდომა იყოს.
ზემოთმოყვანილ ციტატებში უარყოფილ მოსაზრებებთან ერთად საწინააღმდეგო მტკიცებულებებიც არსებობს. მოდით, განვიხილოთ და ჩავწვდეთ მათ.
მივმართოთ ბანთამს. მის ნაშრომებში საწინააღმდეგო მტკიცებულებები საკმარისად ნათლადაა ჩამოყალიბებული. იგი მოგვითხრობს, რომ მთავრობა საკუთარ მოვალეობებს „ისეთი უფლებების შექმნით ახორციელებს, რომლებიც ეხება პიროვნების უსაფრთხოებას, ღირსების ხელშეუხებლობას, საკუთრების დაცვას და ა.შ.“6 ეს მოძღვრება, რომ მეფეთა ღვთით მონიჭებული ძალაუფლებიდან მომდინარეობდეს, ამაში შეუთავსებელი არაფერი იქნებოდა, რადგან საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს ძალაუფლება ანტიკური პერუდან, სადაც ინკა ,,იყო წყარო, რომლიდანაც საღამო მოედინებოდა“7 ან შოადან (აბისიანიაში), სადაც ითვლებოდა, რომ მეფე ყველა პიროვნებისა და მთელი სამყაროს ბატონი იყო“8 ან დაჰომისაგან, რომლის მიხედვით ყველა ადამიანი „მეფის მონაა“9, ყოველივე ერთმანეთს კარგად ეთავსება. მაგრამ ბენთამი, რომელიც ჰობსისაგან განსხვავებით, არ იყო აბსოლუტური მონარქიის მომხრე, სახალხო მმართველობის სასარგებლოდ წერდა. მის მიერ მომზადებულ კონსტიტუციაში10 ის აღნიშნავს, რომ სუვერენიტეტი ხალხს კუთვნის და ამტკიცებს, რომ უკეთესია, „სუვერენული უფლება მიეცეს სწორედ იმ ხალხის რაც შეიძლება დიდ ნაწილს, ვისი ბედნიერებისთვისაც არის შერჩეული აღნიშნული მიზანი“, რადგან „მათ უკეთ მოეხსენებათ ამ მიზნის მიღწევის გზა“.
ახლა მიაქციეთ ყურადღება რა ხდება, როდესაც ამ ორ მოძღვრებას გავაერთიანებთ. სუვერენული ძალაუფლებით აღჭურვილი ხალხი ერთობლივად ნიშნავს წარმომადგენლებს და აყალიბებს მთავრობას, რომელიც თავის მხრივ უფლებებს ქმნის და სუვერენული ხალხის ცალკეულ წარმომადგენლებს ანიჭებს, რომელმაც იგი თავად შექმნა. ასეთია პოლიტიკური ჯამბაზობის საოცარი მაგალითი! ბატონი მეთიუ არნოლდი, ზემოთხსენებულ სტატიაში ასკვნის, რომ „საკუთრება კანონის ქმნილებაა“ და მოგვიწოდებს „თავად საკუთრების მეტაფიზიკურ მოჩვენებას მოვერიდოთ. მართლაც მეტაფიზიკურ მოჩვენებებს შორის ხსენებული ჯამბაზობის არსი ყველაზე ბნელით მოცულია.
ბენთამის მოსაზრების უსაფუძვლობას, მისი ნებისმიერი კუთხიდან განხილვა ასაბუთებს. მთავრობა, ამბობს იგი, საკუთარ საქმიანობას „უფლებების შექმნით“ იწყებს. სიტყვა „შექმნას“ ორი მნიშვნელობა აქვს. ერთი - არაფრისაგან რაღაცის „შექმნას“ ნიშნავს, ხოლო მეორე - უკვე არსებულისათვის ფორმისა და შინაარსის მიცემას. ბევრის შეხედულებით, არ არსებობს არანაირი ზებუნებრივი ძალაც კი, რომელსაც შეუძლია, რომ არაფრისგან რამე შექმნას. შესაბამისად ძნელად თუ ვინმე აღიარებს, რომ ასეთი ძალაუფლება ადამიანებისაგან შემდგარ ხელისუფლებას ექნება. მეორე განმარტების მიხედვით, ხელისუფლება იმ გაგებით „ქმნის“, უკვე არსებულს ახალ სახეს აძლევს. ამ შემთხვევაში ისმის კითხვა: „რა იყო მანამდე?“ მართლაც სიტყვა „შექმნა“ გაუთვითცნობიერებელ მკითხველში განმარტებას ითხოვს. ბენთამი ცნებების სიზუსტის მომხრე იყო და წიგნში, რომელსაც „შეცდომების წიგნი“ ეწოდება, გამოყოფილი ჰქონდა თავი სახელწოდებით „არასწორი ტერმინები“. ამიტომ უცნაურია, სწორედ ის იძლევა იმის მაგალითს, თუ რას იწვევს ცნების არასწორი გამოყენება.
თუმცა, ნება მიბოძეთ, ამაზე ყურადღება აღარ გავამახვილოთ და ბენთამის შეხედულების დამცველ მოსაზრებებს მივუბრუნდეთ.
ვთქვათ, რომ თავდაპირველად ყველა უფლება და ძალაუფლება განუყოფელი მთლიანობის სახით გააჩნდა სუვერენ ხლხს, ხოლო შემდგომ, ხალხმა ის მის მიერვე დანიშნულ ხელისუფლებას მიანდო, როგორც ამას ოსტინი იტყოდა, შემდგომი განკარგვის მიზნით. თუკი, როგორც დვინახეთ გამონათქვამი „უფლებებს ხელისუფლება ქმნის“ მხოლოდ ფრთიანი გამოთქმაა, მაშინ ბენთამის შეხედულების ერთადერთი ახსნა შემდეგში მდგომარეობს: პიროვნებების უმრავლესობა, რომელთაც საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება სურთ და როგორც ერთობლიობას, შესაბამის საშუალებებზე მიუწვდებათ ხელი, გავლენას ახდენენ ცალკეული ადამიანის ქმედებებზე და ქმნიან ხელისუფლებას, რომელიც მიუთითებს გზებს და ადგენს პირობებს, რომლითაც პიროვნებებმა უნდა იმოქმედონ, რათა საკუთარი მოთხოვნილებები დაიკმაყოფილონ. მოდით განვიხილოთ ეს საკითხი. ყოველი ადამიანი ორმხრივად შეიძლება იყოს განხილული: როგორც კეძო პირი, ის მთავრობის ხელქვეითია, ხოლო როგორც საზოგადოების წევრი - სუვერენული ხალხის ნაწილი, რომელიც ხელისუფლებას ნიშნავს. მაშასადამე, როგორც კერძო პირი, ის ერთერთი იმათთაგანია, რომელთაც უფლებები ენიჭებათ, ხოლო როგორც საზოგადოების წევრი, ერთერთი იმათთაგანი, ვინც თავად ანიჭებს უფლებებს, გამომდინარე იქედან, რომ ხელიუსუფლებას ის აყალიბებს.
ვნახოთ, რას ნიშნავს ეს აბსტრაქტული გამოთქმა. დავუშვათ, რომ საზოგადოება მილიონი წევრისაგან შედგება, რომლებიც ვარაუდის თანახმად ერთობლივად განკარგავენ არამარტო საცხოვრის სივრცეს, არამედ ყველა ქმედებასა და შედეგს: ყველაფერში თანხმობის მიღწევაა საჭირო. რა იქნება ამის შედეგი? თითოეული პირი, მაშინ როდესაც არ ფლობს საკუთარი შრომის არანაირ შედეგებს, როგორც საზოგადოების წევრი, სხვების შექმნილის ერთ მემილიონედს განკარგავს. ეს გარდაუვალი შედეგია. რამდენადაც ხელისუფლება, ბენთამის აზრით, სხვა არაფერია თუ არა ხალხის წარმომადგენელი, უფლებები, რომელსაც იგი ანიჭებს, სწორედ ის უფლებებია, რომლებიც თავდაპირველად მას სუვერენმა ხალხმა მიანიჭა. თუ ასეა, ამგვარი უფლებები სრული სახით ხალხს ეკუთვნის, რომელიც მას ხელისუფლებას ანიჭებს, ხოლო ხელისუფლება თავის მხრივ, მას პიროვნებებს ანიჭებს ამგვარად, ყოველი პიროვნება როგორც საზოგადოების წევრი ფლობს უფლებების ერთ მემილიონედს მაშინ, როდესაც მას არ გააჩნია უფლებები, როგორც კერძო პირს. კერძო პირის უფლებებს ის მაშინ იძენს, როდესაც მილიონიანი საზოგადოების ყველა დანარჩენი წევრი უერთდება მას და პირიქით, როდესაც ის უერთდება ყველა დანარჩენს.
ამგვარად, როგორი განმარტებაც არ უნდა მიეცეს, ბენთამის მოსაზრება გაუგებრობის ქსელში გვხვევს.
სამართლის შესახებ გერმანელი სწავლულების საწინააღმდეგო მოსაზრებების უგულვებელყოფის მიუხედავად და საკუთარი მოსაზრებების ყოველგვარი გააზრება-განხილვის გარეშეც, ბენთამის მიმდევრები ბუნებითი უფლებების მოძღვრებას ნაკლები სიმძაფრით ეკიდებოდნენ.
მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ტომების ცხოვრება გვაჩვენებს, რომ სანამ ხელისუფლება ჩამოყალიბდებოდა, ურთიერთობები წეს-ჩვეულებებით წესრიგდებოდა. ბეჩუანები „დიდი ხნის წინათ დაწესებული წეს-ჩვეულებებით ხელმძღვანელობდნენ“11 კორანა ჰოტენტოტებს შორის გავრცელებული აზრით, რომლებიც თავიანთ „ბელადებს უფრო ეგუებოდნენ, ვიდრე ემორჩილებოდნენ,12 „როდესაც უძველესი წეს-ჩვეულებები ირღვევა, ყველა თვითნებობს“13 არაუჩანები ხელმძღვანელობენ „საწყისი წეს-ჩვეულებებით და დაუწერელი შეთანხმებებით“14. ყირგიზებში უხუცესების განსჯა „დიდი ხნის წინათ საყოველთაოდ აღიარებულ წეს-ჩვეულებებს ეფუძნება.15 ასევეა დიაკების შემთხვევაში, როგორც რაჯაჰ ბრუკი გვიამბობს „წეს-ჩვეულება ძალდატანების გარეშე კანონად იქცა“ და მისი დარღვევა ჯარიმით ისჯება“.16 პირველყოფილი ადამიანისთვის წეს-ჩვეულებები იმდენად წმინდაა, რომ მისი უზენაესობის მიმართ არანაირი კითხვა არ ებადება, ხოლო როდესაც ხელისუფლება იქმნებოდა, მას წეს-ჩვეულებები ზღუდავდნენ. მადაგასკარზე მეფე მხოლოდ იმ საკითხებს წყვეტს „რომლებზც კანონი, წეს-ჩვეულება ან გამოცდილება“ არ მოქმედებს.17 რაფლი ადასტურებს, რომ იავაზე „ქვეყნის წეს-ჩვეულებები“ მმართველთა ძალაუფლებას ზღუდავს.18
სუმარტაზე ხალხი ასევე „არ აძლევს უფლებას ბელადებს შეცვალონ წეს-ჩვეულებები“ 19, ხოლო მათი შეცვლის მცდელობას ზოგჯერ მეფის ტახტიც კი ეწირებოდა.20 წეს-ჩვეულებები, რომლებიც ხელისუფლების ჩამოყალიბებამდე შეიქმნა და რომლებსაც ხელისუფლება ექვემდებარება, აღიარებენ გარკვეულ პიროვნულ უფლებებს - უფლებებს, რომლებიც ადამიანს ქმედებისა და შემოსავლის მიღების საშუალებას აძლევს. იქაც კი, სადაც საკუთრების უფლება ყველაზე ნაკლებადაა აღიარებული, შრომითი და საბრძოლო იარაღის, პირადი ნივთების მესაკუთრეობა არსებობს. ამასთან, როგორც წესი საკუთრებითი უფლებების აღიარება ბევრად უფრო მეტ ასპექტზე ვრცელდება. ჩრდილო-ამერიკელ ინდიელებს შორის, მაგალითად სნეკების ტომში, რომლებსაც ხელისუფლება არ გააჩნიათ, ცხენებზე კერძო საკუთრება არსებობს. ჩიპევიანების ტომში, სადაც თანამედროვე გაგებით „მუდმივი ხელისუფლება“ არ არსებობს, კერძო ხაფანგში მოხვედრილი ნადირი კერძო საკუთრებად ითვლება.21 შეიძლება ასობით მაგალითის მოყვანა, რომელიც ეთებში, კომანჩებში, ესკიმოსებში და ბრაზილიელ ინდიელებში - ქოხებზე, საყოფაცხოვრებო ნივთებსა და სხვა პირადი მოხმარების საგნებზე კერძო საკუთრებას ეხება. მრავალ არაცივილიზბულ ხალხში, დამუშავებულ მიწაზე მოყვანილ ნაყოფზე კერძო საკუთრბა ვრცელდება, თუმცა საკუთრივ მიწაზე ეს უფლება არ ვრცელდება, მათი წინაპრების წეს-ჩვეულებების მიხედვით“.22 თუმცა არ არის საჭირო, რომ მტკიცებულებები მხოლოდ არაცივილიზებული ხალხების ცხოვრებაში ვეძებოთ, ადრეული ცივილიზაციებიც საკმარისად ბევრ დამადასტურებელ ცნობას გვაძლევს. ბენთამსა და მის მიმდევრებს თითქოს გამორჩათ, რომ ჩვენი „საერთო სამართალი“ „არსებული წეს-ჩვეულებების“ განხორციელებაა. მან მხოლოდ ჩარჩოში მოაქცია ის, რაც მანამდე არსებობდა. ამგვარად, ჭეშმარიტება და ვარაუდები სრულიად გნსხვავდება. ჭეშმარიტებაა, რომ საკუთრების უფლება სამართალზე ბევრად ადრე იქნა აღიარებული, ვარაუდის მიხედვით კი, საკუთრების უფლება კანონმა განსაზღვრა“.
ბენთამის მოსაზრების ჭეშმარიტების შემთხვევაში, რაც გულისხმობს, რომ ხელისუფლების საქმის არსი „უფლებების შექმნა და მათი პიროვნებებისათვის მინიჭებაა“, შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ სხვადასხვა ხელისუფლების მიერ მინიჭებულ უფლებებს საერთო არაფერი ექნებათ. მათი გადაწყვეტილებების განმსაზღვრელი საერთო ნიადაგია არსებობის გამო, სხვადასხვა ხელისუფლების გადაწყვეტილებებს შორის მსგავსების ალბათობა ნაკლები იქნებდა. მაგრამ სინამდვილეში მსგავსება დიდია, სადაც კი არ უნდა გაიხეო, ხელისუფლება ერთსა და იმავე სახის ძალადობას კრძალავს, და შესაბამისად, ამგვარი ძალადობის გამო არსებულ უკმაყოფილების გამომხატველ საჩივრებს განიხილავს. იკრძალება მკვლელობა, ქურდობა, ცოლ-ქმრული ღალატი: ამგვარად იგულისხმება რომ მოქალაქეების გარკვეული უფლებების დარღვევა დაუშვებელია. საზოგადოების განვითარებასთან ერთად თანდათან პიროვნების პატარ-პატარა მოთხოვნების დაკმაყოფილება იწყება, რაც ხელშეკრულებების დარღვევის, ცილისწამებისა და ცრუმოწმეობისაგან თავდაცვის საშუალებას იძლევა. ერთი სიტყვით შედარებები აჩვენებენ, რომ კანონმდებლობის სხვადასხვა ნაწილებს შორის განსხვავების მიუხედავად, ისინი არსობრივად ერთმანეთს ემსგავსებიან. რაზე მიგვანიშნებს ეს? მსგავსება შემთხვევითი არ უნდა იყოს. მსგავსება გამოწვეული იმით, რომ უფლებების ეგრეთწოდებული „შექმნა“ სხვა არაფერია თუ არა იმ მოთხოვნების სამართლებრივი აღიარება და უკეთესად განსაზღვრა, რომლებიც ბუნებრივად ჩამოყალიბდნენ ადამიანების პიროვნული მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, მათი იძულებითი თანაცხოვრების მანძილზე.
შედარებითი სოციოლოგია სხვა სახის მაგალითების განხილვით მსგავსი დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა. საზოგადოების წინსვლასთან ერთად, სახელმწიფოს საქმე, არამარტო ადამიანის უფლებების დადასტურება, არამედ მოძალადეებისგან მათი დაცვაც ხდება. მუდმივმოქმედი ხელისუფლების შექმნამდე და ხშირ შემთხვევაში მის სათანადო სრულყოფამდეც, თითოეული პიროვნება საკუთარ უფლებებს თავადვე, ან ოჯახის წევრებთან ერთად იცავდა. თანამედროვე ველური ტომების მსგავსად, ცივილიზებული ხალხების წარსულში და ამჟამინდელი ევროპის ნაკლებად განვითარებულ კუთხეებში - მკვლელობებისათვის სასჯელის დაწესება კერძო განმგებლობის საკითხია: „სისხლის აღების წმიდათაწმინდა მოვალეობა“ რომელიმე ახლო ნათესავს ეკისრება.
ამის მსგავსად, განვითარების ადრეულ ეტაპზე ნებისმიერი სახის ძალმომრეობასა და ქონების ხელყოფაზე სამაგიეროს გადახდა, თითოეული პიროვნების ან ოჯახის ამოცანას წარმოადგენდა. მაგრამ საზოგადოების წინსვლასთან ერთად, უმაღლესი მმართველი ძალა სულ უფრო მეტს აკეთებდა, რომ დაეცვა პიროვნებებისა და მათი ქონების უსაფრთხოება, აგრეთვე მათი უფლებები, რომლებიც ხელშეკრულებებიდან გამომდინარეობდნენ. თავდაპირველად ხელისუფლება მხოლოდ სხვა გაერთიანებებისგან თავდაცვის, ან პირიქით, მათზე თავდასხმით იყო დაკავებული, მაგრამ შემდეგში პიროვნებების ერთმანეთისგან დაცვით დაკავდა. იმაში დასარწმუნებლად, რომ ყოველი პიროვნების ცხოვრებისეული მიზნის მიღწევაში დახმარება, სულ უფრო და უფრო ხდება სახელმწიფოს საქმიანობის ქვაკუთხედი, საჭირო არაა, რომ გავიხსენოთ ის დრო, როდესაც ხალხი ჩვეულებისამებრ იარაღს ატარებდა ან ის, რომ თანამედროვე პოლიციის ქმედითუნარიანობის გაუმჯობესებით პიროვნული და ქონებრივი უსაფრთხოება გაიზარდა და ან ის აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფოს საქმიანობის ქვაკუთხედი, საჭირო არაა, რომ გავიხსენოთ ის დრო, როდესაც ხალხი ჩვეულებისამებრ იარაღს ატარებდა ან ის, რომ თანამედროვე პოლიციის ქმედითუნარიანობის გაუმჯობესებით პიროვნული და ქონებრივი უსაფრთხოება გაიზარდა და ან ის აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფოს დახმარება მცირე სესხების გასტუმრებაში გაფართოვდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საზოგადოების წინსვლის კვალობაზე, ე.წ. ბუნებითი უფლებების აღიარებასთან ერთად, ხელისუფლებაც მეტად ზრუნავს მათზე: ხელისუფლება სულ უფრო და უფრო დგება ამ არსებითი წინაპირობების სამსახურში, რომლებიც პირად კეთილდღეობას განსაზღვრავენ.
აღნიშნულ ვითარებას ერთობ ახლომდგომი და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ცვლილება მოყვა. ადრეულ ეტაპზე, კერძოდ მაშინ, როდესაც სახელმწიფო ჯერ კიდვ უფრო უძლური იყო პიროვნება ძალადობისგან დაეცვა, მრავალი თვალსაზრისით ის თავად იყო მოძალადე. ეს უძველესი საზოგადოებები, რომლებიც ისე განვითარდნენ, რომ თავიანთი არსებობის შესახებ წერილობითი წყაროები დატოვეს, გამონაკლისის გარეშე დამპყრობ საზოგადოებებს წარმოადგენდნენ და სამხედრო რეჟიმის თავისებურებები ახასიათებდათ. ასე მაგალითად: სამხედრო დანაყოფების ქმედითუნარიანობის მიღწევის საჭიროებიდან გამომდინარე, ყოველი ჯარისკაცი, რომელიც სრული მორჩილებით ხასიათდებოდა, სათანადო ბრძანების გარეშე მოკლებული იყო დამოუკიდებელი მოქმდების უნარს. მაშასადამე, მეომარი საზოგდოებისათვის აუცილებელი იყო, რათა პიროვნებები ერთიერთდაქვემდებარებაში ყოფილიყვნენ. კერძო ინტერესები - საზოგადოს ემორჩილებოდა, ხოლო პიროვნებებს მოქმედების თავისუფლება დაკარგული ჰქონდათ. ყოველივე ამის ერთი შედეგი სამხედრო წესრიგის დამკვიდრება იყო, რომელიც ჯარსა და საზოგადოებაზე თანაბრად ვრცელდბოდა და ურთიერთობების პირობებს დაწვრილებით ადგენდა. მმართველის მითითეთები, რომლებიც ღვთივკურთხეულად ითვლებოდა, პიროვნული თავისუფლების შესახებ მოსაზრებებით შეზღუდული არ იყო. ცალკეული ადამიანების საქმიანობა, მათი კვება და კერძების მომზადების ხერხი, წვერის ტარების წესი, ტანსაცმლის ფერი, მარცვლეულის მოყვანის გზები და ა.შ. მკაცრად იყო განსაზღვრული. ყოვლისმომცველი ზედამხედველობის აღნიშნული წესი, რომელსაც უძველესი აღმოსავლური სახელმწიფოები იყენებდნენ, საბერძნეთშიც ფართოდ გამოიყენებოდა და უმაღლეს მწვერვალს სპარტაში, ყველაზე მილიტარიზებულ ქალაქ-სახელმწიფოში მიაღწია. ასევე იყო შუასაუკუნეების ევროპაშიც, სადაც ომები მათი თანმდევი პოლიტიკური გამოვლინებებითა და შეხედულებებით დაუსრულებელ ხასიათს ატარებდა და სახელმწიფოს ძალადობრივი ჩარევის შემაკავებელი ზღუდეები ძნელად თუ მოიძებნებოდა: სოფლის მეურნეობა, წარმოება, ვაჭრობა ყოველმხრივ ზედამხედველობას ექვემდებარებოდა. რელიგიური რწმენა და მსახურება დადგენილი წესებით სრულდებოდა. მმართველები გასცემდნენ ნებართვებს ტყავეულის ტარებაზე, ვერცხლის გამოყენებაზე, წიგნების გამოშვებაზე, მტრედების ყოლაზე და ა.შ. თუმცა სამრეწველო საქმიანობის განვითრებასთან ერთად, დაქვემდებარებაზე აგებული ურთირთობები ხელშეკრულებითმა ურთიერთობებმა შეცვალა. თანდათან შემცირდა ადამიანების საქმიანობაში ჩარევა. კანონმდებლობამ თანდათან შეწყვიტა მიწათმოქმედების პირობების განსაზღვრა, გააუქმა საქონლის სულადობისა და მიწის ფართობის შეფარდების მოთხოვნები, უარი თქვა მრეწველობაში გამოყენებული მასალების განსაზღვრაზე, თვი ანება ფასებისა და ხელფასების დაწესებას, შეწყვიტა ჩაცმა-დახურვისა და გართობის (გარდა აზარტული თამაშობებისა) პირობების დადგენა, უარი თქვა იმპორტ-ექსპორტზე ჯარიმებისა და ბაჟების დაწესებაზე, ისევე როგორც რელიგიური რწმენის, პოლიტიკური შეხედულებებისა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაზე. ამგვარად, პიროვნების თავისუფალი მოქმედების უფლება თანდათან გაძლიერდა და თანდათან სახელმწიფოს მიერ მასზე ზედმხედველობის უფლებაც გადაფარა. სახელმწიფოს მცდელობა პიროვნების პირადი სივრცე მასში სხვების ჩარევისაგან დაეცვა, თანდათან მის საქმეებში სრული ჩაურევლობით შეიცვალა.
ჩვენ ჯერ არც კი აღგვინიშნავს ყველა ის მოვლენა, რომელიც იგივეს ადასტურებს და თვით კნონმდებლობის შესწორება-გაუმჯობესებაში აისახა. ისევე, როგორც მათი განხორციელებების შენიშვნებსა და ჩანართებში.
„ჯერ კიდევ მე-15 საუკუნეში, - ამბობს პროფესორი პოლოკი - არსებობდა მოსამართლე, რომელიც საერთო სამართლის საფუძველზე, ერთერთ საქმესთან დაკავშირებით აცხადებდა, რომ მისი უმაგალითო ხასიათიდან გამომდინარე, იგი „ბუნებრივი სამართლის პრინციპების თანახმად უნდა გადაწყვეტილიყო, რომელიც ყოველი სხვა კანონის საფუძველია“, რის შემდეგაც „ვესტმისტერის სასამართლოს შეეძლო და უნდა ეხელმძღვანელა აღნიშნული წესით“23 კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ ჩვენი სამართლებრივი წყობა თავდაპირველად საერთო სამართლის ნაკლოვანებების, მისი უსმართლობების გამოსასწორებლად იყო ჩამოყალიბებული და პიროვნების საკუთრებითი უფლებების არსებობას სამართლებრივი დადგენილებებისაგან დამოუკიდებლობას აღიარებდა. ამჟამინდელი შესწორებები, რომლებიც დრო და დრო წინააღმდეგობის მიუხედავად შედის კანონმდებლობაში, გამომდინარეობენ სამართლის შესახებ თანამედროვე შეხედულებებიდან, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ კანონიდან გამომდინარეობენ, ეწინააღმდეგებიან მას. მაგალითად: ახლახან მიღებული კანონი, რომელიც გათხოვილ ქალს საკუთარი შემოსავლებით შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლებას ანიჭებს, აშკარად გამომდინარეობს დახარჯული შრომისა და მისგან მიღებულ სარგბელს შორის ბუნებრივი კავშირიდან, რაც უნდა შენარჩუნდეს ნებისმიერ შემთხვევაში. განხილული კანონი არ ქმნის უფლებას, არამედ უფლების აღიარება ქმნის კანონის განახლების საფუძველს.
ამგვარად, ხუთი განსხვავებული ისტორიული მტკიცებულება თავს იყრის სწავლებაში, რომელშიც აღრეულია გავრცელებული განმარტებები უფლებების შესახებ და, შესაბამისად, შეიცავენ ნაწილს, რომელსაც უარი უნდა ეთქვას, როგორც ჭეშმარიტბისაგან შორს მდგომს.
ნება მიბოძეთ, ბუნებითი უფლებების შესახებ კითხვა პოლიტიკური სარბიელიდან მეცნიერულ, ცხოვრებისეულ სარბიელზე გადავიტანოთ. ამით მკითხველი არ უნდა შეწუხდეს, რადგან მსჯელობისათვის მარტივი და ნათელი მაგალითებიც სრულიად საკმარისია. პირველ რიგში განვიხილავთ პიროვნულ, ხოლო შემდეგ საზოგადოებრივი ცხოვრების ზოგადი პირობებს. ჩვენ ვიპოვით, რომ ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე დასკვნამდე მივალთ.
ცხოველთა ცხოვრებაში დაზიანებები ჩვეულებრივი ამბავია, რაც წყლულების მოშუშების საჭიროებას გულისხმობს და ამისთვის კვებაა საჭირო. კვება - საკვების მოპოვებას გულისხმობს, რაც, როგორც წესი, გადაადგილებისა და მიხტომის უნარის გარეშე შეუძლებელია. შესაბამისი მიზნების მისაღწევად, გადაადგილების თავისუფლებაა საჭირო. თუკი ძუძუმწოვარს ჩაკეტილ, მცირე სივრცეში მოათავსებთ, ან კიდურებს გაუთოკავთ, ან კიდევ, მის მიერ მოპოვებულ საკვებს წაართმევთ, მის გარდაუვალ სიკვდილს გამოიწვევთ. გარკვეული ზღვარის გადალახვის შემდეგ, აღნიშნული პირობების შეუსრულებლობა სასიკვდილო შედეგით მთავრდება. ის, რაც ზოგადად ძუძუმწოვრების ცხოვრებას ეხება, რა თქმა უნდა ადამიანზეც ვრცელდება.
თუ გულგატეხილობა შეგვიპყრობს და ჩავთვლით, რომ ცხოვრება ზოგადად ბოროტებაა და მას ბოლო უნდა მოეღოს, მაშინ ცხოვრების უზრუნველსაყოფად საჭირო მოქმედებებისათვის ეთიკური საზღვრები აღარ იარსებებს: ყოველნაირი კითხვა აზრს კარგავს. მაგრამ თუ ცხოვრებას იმედიანი თვალით შევხედავთ ან მელიორისტების მიდგომას გავიზიარებთ, რომლებიც სათანადო ძალისხმევის შემთხვევაში საცხოვრისის გაუმჯობესების შესაძლებლობას ხედავენ, თუ ვიტყვით, რომ ცხოვრება მთლიანობაში უფრო მეტ სიამოვნებას იძლევა, ვიდრე მწუხარებას, ან თუ მივიჩნევთ, რომ მომავალში უფრო მეტი სიამოვნება იქნება ვიდრე წუხილი, მაშინ ცხოვრების შესანარჩუნებლად განხორციელებული ქმედებები გამართლებული იქნება და შესაბამისი მიზნები მათი მიღწევისათვის გამოყენებულ საშუალებებს გაამართლებს. ისინი ვინც თვლიან, რომ ცხოვრება ფასეულია, თავისთავად მიიჩნევენ, რომ ადამიანი შეზღუდული არაფრით უნდა იყოს, რომ ის შეინარჩუნოს. სხვა სიტყვებით, თუკი რამეზე ითქმება, რომ „სწორია“, მაშინ ის უნდა აღსრულდეს და მაშასადამე, გამოდის, რომ მის აღსასრულებლად ყველაფერი „ნებადართულია“. მოძღვრება „ბუნებითი უფლებების“ შესახებ აშკარად გამომდინარეობს იმ ჭეშმარიტების აღიარებიდან, რომ თუ ცხოვრება დასაბუთებას მოითხოვს, მაშინ მისი შენარჩუნებისათვის აუცილებელი ქმედებების დასაბუთებაც უნდა არსებობდეს და მაშასადამე, უნდა დასაბუთდეს ის თავისუფლებები და უფლებებიც, რომლებიც ამ მოქმედებებს შესაძლებელს ხდიან.
ადამიანის გარეშე ეთიკური საფუძვლების განხილვა მოკლებულია აზრს. მოვლენის ეთიკური მხარე ვლინდება მხოლოდ მაშინ, როდესაც გავიხილავთ თუ რისი გაკეთება არის დასაშვები ადამიანისათვის, რომ მან სიცოცხლე შეინარჩუნოს და რისი არა. განსხვავება ურთიერთობებში გამოვლინდება.
ახლობლებსა და თუნდაც უცხოებს შორის ურთიერთობებში შესაძლოა ქმედებები ერთმანეთში გადაიკვეთოს, ამიტომ გარკვეული პირობების არარსებობის შემთხვევაში, რომელიც ერთი-მეორის უფლებამოსილებებს დაადგენდა, გარკვეული ურთიერთმისაღები შეზღუდვების დაწესება აუცილებლი ხდება. მიზნის მიღწევის არაეთიკური ხერხები ეთიკურს უთმობს გზას, როდესაც დგინდება თუ რის კეთებაა შესაძლებელი სხვების უფლებების შეულახავად და რისი არა.
ეს უპირობო დასკვნა, არაცივილური ხალხების ქცევის მაგალითებითაც დასტურდება. ზოგადად, სამოქმედო ასპარეზისა და მასთან დაკავშირებული გრძნობებისა და მოსაზრებების ურთიერთშეზღუდვა ჯგუფებს შორის ურთიერთდამოკიდებულებისაგან გამომდინარეობს. ჩვეულებრივ მათი ჩამოყალიბება დაკავშირებული უნდა ყოფილიყო ტომებს შორის საარსებო სივრცეების საზღვრების დადგენასთან და მათი დარღვევის შემთხვევაში, თავდაცვის აუცილებლობასთან. ტყეში მცხოვრები ვედაჰების ტომში, რომლებსაც პოლიტიკური ორგანიზაცია არ ჰქონდათ, ტყის გარკვეული მონაკვეთები მცირე კლანებს შორის იყო განაწილებული და მათი საზღვრები ხელშეუხებელი იყო“.24 მმართველობის არმქონე ტასმანიის ტომებზე გაგვიგონია, რომ „მათ შორის სანადირო მიწები განაწილებული იყო და დაუპატიჟებელი სტუმრები განდევნილი უნდა ყოფილიყვნენ“.25 მაშასადამე ტომების მიერ ერთმანეთის მიწებზე უნებართვო შეჭრა შეტაკებებს იწვევდა და შესაბამისად, დროთა განმავლობაში, საზღვრების დადგენა და სათანადო უფლებების აღიარება აუცილებელი ხდებოდა. ეს ეხებოდა, როგორც თითოეულ დასახლებულ სივრცეს, ისე იქ მოსახლე ჯგუფს. ერთი ტომის წარმომადგენლის მკვლელობა, რომელიც სამართლიანად თუ უსამართლოდ მიეწერებოდა მეორე ტომის, ან ჯგუფის წარმომადგენელს, „სისხლის აღების წმიდათაწმიდა მოვალეობის“ დაუყონებლივ აღსრულებას მოითხოვდა. შესაბამისად, ამგვარი ურთიერთანგარიშსწორების უსასრულოდ გაგრძელების ალბათობა, შემდგომ ძალადობაზე გარკვულ შეზღუდვებს აწესებდა. მაშასადამე, ადრეულ ცივილიზაციებში, სადაც პოლიტიკურ ერთეულებს, რომელთა ამოცანაც საცხოვრისისა და საკუთრების დამოუკიდებლად დაცვა იყო, წარმოადგენდნენ არა პიროვნებები, არამედ კლანები და ტომები, ასეთი მიზეზები საშუალებების მსგავსად მოქმედებდნენ. ურთიერთშეზღუდვები, რომლებიც მცირე თემებს შორის ურთიერთობებისას ბუნებრივად წარმოიშვებოდნენ ხოლმე, თემების ცალკეული წევრების ურთიერთობებშიც იჩენდნენ თავს. შესაბამისად, ყველაფერი, რაც ახასიათებდა პირველ შემთხვევას, ახასიათებს მეორეს. ჯგუფებში ძლიერის მიერ სუსტის ჩაგვრისადმი მიდრეკილების მიუხედავად, შემზღუდველ გარემოებას წარმოადგენდა იმის შეგნება, რომ ამას სავალალო შედეგები შეიძლება მოყოლოდა. ტერნერი ტანეზის შესახებ ამბობდა, რომ „ღალატი და სხვა დანაშაულობები შიდა სიმართლის შიშით იყო შეზღუდული“.26 ფიცროი მოგვითხრობს, რომ პატაგონელი, რომელიც „არ დააზიანებდა ან არ შეურაცხყოფდა მეზობელს, თავადაც არ ხდებოდა მსგავსი ძალადობის მსხვერპლი“; ანუ პირადი ანგარიშსწორება დაზიანების საზღაური იყო. ჩვენ წაგვიკითხავს, რომ უაუპებს „კანონები თითქმის არ ჰქონდათ, მაგრამ ის, რასაც ისინი მიმართავდნენ მკაცრი შურისძიება იყო, რაც თვალი თვალის წილ და კბილი კბილის წილ წესის დაცვას გულისხმობდა“.28 ეს წესი მკაცრად და მკაფიოდ განსაზღვრავდა, თუ რისი კეთება შეეძლო თემის თითოეულ წევრს უსაფრთხოდ და რისი არა. ამასთან, დაედსტურებინა იმ ქმედებების კანონიერება, რომლებიც გარკვეულ ჩარჩოებს არ სცილდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მათ მუდმივი „მმართველობა არ ჰქონდათ“, ამბობს სქულკრაფტი ჩიპევეიანელების შესახებ, „ყოველი ადამიანი, როგორც საკუთარი ოჯახის ბატონ-პატრონი, მეტ-ნაკლებად ემორჩილებოდა ქცევის გარკვეულ წესებს, რომლებიც მათი საერთო კეთილდღეობისკენ იყო მიმართული“29 და ერთერთი მთავარი მათგანი კერძო მესაკუთრეობის აღიარება იყო.
ის, თუ როგორ შეიძლება ქმედებების ურთიერთშემზღუდავ „ბუნებით უფლებებში“ ნაგულისხმებ მოსაზრებებამდე და გრძნობებამდე მიგვიყვანოს, უფრო მკაფიოდ ერთი-ორი მშვიდობიანი ტომის ცხოვრების მაგალითზე შეიძლება იქნას დანახული, რომელთაც ან მხოლოდ პირობითი ხელისუფლება გააჩნიათ, ან საერთოდ არ ემორჩილებიან არანაირ მმართველობას. გარდა იმ მაგალითებისა, რომლებიც შედარებით მშვიდობიან და ცივილურ თოდას, სანთლის, ლეფჩას, ბოდოს, ჩაკმას, იაკუნების და არაფუნების ტომებში ერთი-მეორის უფლებების ზედმიწევნით აღიარებას ადასტურებს, საბუთდება, რომ სრულიად ველური ტყის ვედაჰების ტომიც კი, „ერთი ინდივიდის მიერ მეორის უმიზეზოდ დარტყმა, შეურაცხყოფის მიყენება ან მოტყუება“30 წარმოუდგენელი იყო. ამგვარად, მიზეზების განხილვისა და ფაქტების მოპვების შედეგად სრულიად ნათელი ხდება, რომ ყველა დადებითი მოვლენა, რაც ცხოვრების გაგრძელებას უწყობს ხელს, ცხოვრების კანონებიდან გამომდინარეობს. ხოლო ყველა უარყოფითი მოვლენა, რომელიც მას ეთიკურ ხასიათს სძენს საზოგადოებრივი შერწყმის შედეგებიდან გამომდინარეობს.
წარმოდგენა ხელისუფლების მიერ უფლებების შექმნის შესახებ ძალიან შორსაა სიმართლისაგან. პირიქით, მეტ-ნაკლებად ნათლად ჩამოყალიბებული უფლებები ხელისუფლების ჩამოყალიბებისა და მის მიერ ძალადობრივი პოლიტიკის განხორციელების კვალობაზე - მონათმფლობელობის, საზოგადოებრივი ფენებისა და იერარქიის დამკვიდრებასთან ერთად ხდება. უფლებების აღიარება შინაარსს კვლავ იძენს მხოლოდ მაშინ, როდესაც ძალადობა კლებულობს და ხელისუფლების ძალაუფლების დონე მცირდება.
იგივე შედეგს მივიღებთ, თუ ინდივიდის ცხოვრებიდან საზოგადოებრივი ცხოვრების განხილვას დავუბრუნდებით.
მიუხედავად იმისა, რომ პირველყოფილ ადამიანებს ჯგუფურად ცხოვრებას თანადგომის აუცილებლობა კარნახობდა, უფრო მნიშვნელოვანი ის გამოცდილება იყო, რომელიც თანამშრომლობის უპირატესობის აღიარებიდან გამომდინარეობდა. რა პირობებში იყო შესაძლებელი ამგვარი თანამშომლობის აღმოცენება? აშკარაა იმ პირობებით, რომ ყველა მხარე გარკვეულ სარგებელს მიიღებდა. როგორც წინათ მოცემულ მაგალითებში იყო ნაჩვენები ისინი ერთიანდებოდნენ ისეთი მიზნის მისაღწევად, რომლის მიღწევა ცალ-ცალკე შეუძლებელი ან რთული იყო. იმ შეგნებამდე მისვლა იყო საჭირო, რომ ნადში ერთ-ერთი ოჯახის დახმარების შედეგად ყველა მასში მონაწილე თავ-თავიანთ ჯერზე იხეირებდა.
შემდგომში, როდესაც შრომის დანაწილება განხორციელდა და ბარტერული საქონელგაცვლა წარმოიშვა, შეთანხმება გულისხმობდა, რომ ყოველი პიროვნება მის საკუთრებაში არსებული გარკვეული დოვლათის ნამატის სანაცვლოდ, მისთვის საჭირო რამის შესაბამის დოვლათს მიიღებდა. ხოლო თუ ერთი პიროვნება მეორეს რაიმე ნივთს გადასცემდა, მაგრამ სამაგიეროდ არაფერს მიიღებდა, მომავალ გაცვლებში მონაწილეობისგან თავს შეიკავებდა. ეს იქნებოდა იმ ნაკლებად სახარბიელო მდგომარეობაში დაბრუნება, როდესაც ყველა თავისთვის აწარმოებდა საჭირო დოვლათს. აქედან გამომდინარე, თანამშრომლობის შესაძლებლობა დამოკიდებულია დაწერილი და დაუწერელი შეთანხმებების შესრულებაზე.
ყოველივე ეს სამრეწველო ურთიერთობების ჩამოყალიბებისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო, რამაც საზოგადოებრივი ცხოვრების შემდგომი განვითარება უზრუნველყო. თუმცა სამხედრო იძულებაზე დამყარებული ურთიერთობები, მუდმივი ომებით ჩამოყალიბებულ იერარქიულ წყობასთან ერთად, დიდად აფერმკრთალებდა ხელშეკრულებით ურთიერთობებს, რომლებიც მხოლოდ ნაწილობრივ იყო ძალაში.
ხელშეკრულებების შესრულება კვლავ სავალდებულო იყო თავისუფალი ადამიანებისათვის, ისევე როგორც იმ მცირე ჯგუფების ხელმძღვანელებისათვის, რომლებმაც ადრეული საზოგადოებები ჩამოაყალიბეს. აგრეთვე, გარკვეულ წილად, თავად იმ მცირე ჯგუფების წევრებს შორის, რადგან მათი, როგორც ჯგუფების გადარჩენა, საკუთარი წევრების უფლებების აღიარებას გულისხმობდა და ეს მონებზეც ვრცელდებოდა, რომლებსაც შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ საკმარისი ტანსაცმელი, საკვები და უსაფთხოება მიეღოთ. ხოლო როდესაც ომები წყდებოდა და ვაჭრობა ვითარდებოდა, ნებაყოფილობითი თანამშრომლობა უფრო მეტად ცვლიდა იძულებით თანამშრომლობას. ამასთან, შეთანხმებებზე დამყარებული გაცვლითი ურთიერთობების მეშვეობით, რაც ომიანობის გამო შეფერხებული იყო, საზოგადოებრივი ცხოვრება თანდათანობით კვლავ წელში გაიმართა. ამან, თავის მხრივ შესაძლებელი გახადა სამრეწველო ურთიერთობების გაფართოება, რამაც მსხვილი ერები ჩამოაყალიბა.
ხელშეკრულებების შესრულების შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა და საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვანი გამოცოცხლება შეიმჩნეოდა. ხელშეკვრულების პირობების შეუსრულებლობა არა მხოლოდ თითო-ოროლა შეთანხმებულ მხარეს ვნებდა, არამედ იმჟამად მაღალგანვითარებული საზოგადოების მთლიან კლასებსა და ფენებს, მწარმოებლებსა და გამყიდველებს, რომლებიც შრომის დანაწილებამ წარმოშვა. საბოლოოდ, ამგვარი დარღვევები ზიანს მთელ საზოგადოებასა და ყველა ცალკეულ პიროვნებას აყენებდა. იკითხეთ რა პირობით ხდება ბირმინგემში სამრეწველო დაზგების წარმოება ან სტაფორდშირის ნაწილში მეთუნეობის, ხოლო ლანკაშირში ბამბის წარმოების განვითარება? იკითხეთ რა პირობით მოყავს ხორბალი და მისდევს მესაქონლეობას სოფლის მოსახლეობა? ეს ჯგუფები მხოლოდ მაშინ შეძლებენ არსებობას, როდესაც თითოეულ მათგანს საკუთარი ნაწარმის სხვების ნაწარმზე გაცვლა შეიძლება. თანდათან ბარტერული გაცვლები, ფულის მეშვეობით არაპირდაპირმა გაცვლებმა შეცვალა. ხოლო თუ ვიკითხავთ, როგორ ხდება ფულის ოდენობის გამოანგარიშება, რომელიც თითოეულმა მწარმოებელმა საკუთარი ნაწარმის სანაცვლოდ უნდა მიიღოს, პასუხი იქნება: შეთანხმების პირობების თანახმად. თუ ლიდსი საკუთარი ბამბეულის ნაწარმის სანაცვლოდ, სოფლის მეურნეობის მწარმოებელი მხარეებიდან სათანადო რაოდენობის საკვებს ვერ მიიღებს, ის დაიმშევა და ბამბეულს ვეღარ აწარმოებს. თუ სამხრეთ უელსი აწარმოებს ფოლადს და შეთანხმებით გათვალისწინებულ ტანსაცმლის ქსოვილს ვერ მიიღებს, მისი მრეწველობა უნდა გაჩერდეს. ზუსტად ასე ყველგან და ყოველთვის მხარეების ურთიერთდამოკიდებულება, რომელსაც საზოგადოებრივ და პირად ურთიერთობებში ვხედავთ, შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ყველა მონაწილე შეთანხმებით განსაზღვრულ სამუშაოს ასრულებს და სამაგიეროდ, სხვებისგან შეთანხმებისამებრ იღებს იმ რაოდენობის ნაწარმს, რომელიც დანახარჯების ანაზღაურებისა და ზრდა განვითარებისთვისაა საჭირო. გაცვლის პირობები კი მოლაპარაკებებით განისაზღვრება. უფრო მეტიც, შეთანხმების შესრულბა განაპირობებს, რომ ბაზარზე განსხვავებული მოთხოვნილებები შესაბამისი ნაწარმით კმაყოფილდება. ვთქვათ, დანები და ხორბალი დიდი რაოდენობით იწარმოება, ხოლო ლანცეტები და მდოგვის თესლი - მცირე მოცულობით. წონასწორობა იმით მყარდება, რომ ერთგვაროვანი ნაწარმის გარკვეუ ოდენობაზე მეტი დამზადება აზრს დაკარგავს, რადგან მასში არავინ გადაიხდის იმავე თანხას. სწორედ ეს ზღუდავს ამაო შრომით დანახარჯებს იმ დოვლათის დამზადებაზე, რომლის მოხმარებაც საზოგადოებას არ სურს.
საბოლოოდ, უნდა აღვნიშნოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ: პირობა, რომლის დაკმაყოფილებაზე ცალკეული წარმოებების მუშების კეთილდღეობაა დამოკიდებული, იმაში მდგომარეობს, რომ ხელშეკრულბების დადება ნებაყოფილობითი უნდა იყოს, ხოლო მათი შესრულბა კი - სავალდებულო. მით უმეტეს, რომ საზოგადოების მხრიდან შრომის სულ უფრო მეტი დანაწილების მოთხოვნა არსებობს. თუ, ნედლეულის ნაკლებობის გამო, ლანკაშირი ვერ შეძლებდა ბამბეულის ნაწარმის ჩვეული ოდენობით მიწოდებას, ხოლო იორკშირი ხელშეკრულების პირობებით იძულებული იქნებოდა, რომ არ გაეზარდა საკუთარი მაუდის საფასური, რაც მათზე გაზრდილი მოთხოვნით იქნებოდა გამართლებული, ამ შემთხვევაში მაუდის წარმოებაში კაპიტალდაბანდებების ზრდა ხელსაყრელი აღარ იქნებიოდა, მანქანა-დანადგარებისა და მუშა-ხელის ოდენობა აღარ გაიზრდებოდა და, შესაბამისად, წარმოების ზრდაც შეწყდებოდა: ყოველივე ამის შედეგი იქნებოდა ის, რომ აღნიშნული დოვლათის ნაკლებობის გამო მთელი თემი დაზარალდებოდა. თუ რა ზარალი შეიძლება მიადგეს ქვყანას მისი ქვეშევრდომების მხრიდან ხელშეკრულებების შეუსრულებლობით, რკინიგზასთან დაკავშირებულ საკითხში საფრანგეთისა და ინგლისის შედარებისას ჩანს. აქ, ინგლისში, პირველადი დაბრკოლებები საკანონმდებლო სფეროში გაბატონებული კლასების მხრიდან წარმოიშვა, თუმცა მათ ხელი ვერ შეუშალეს კაპიტალისტებს, რომ ინვესტიციები განეხორციელებინათ, ინჟინრებს რომ ორგანიზაციული ნიჭი გამოევლინათ და დაქირავებულებს რომ სამუშაოები შეესრულებინათ. ინვესტიციების მაღალმა ამონაგებმა, დაქირავებულების დიდმა მოგებამ და ინჟინრების ღირსეულმა ხელფასებმა განაპირობა, რომ ფული, ძალ-ღონე და უნარ-ჩვევები რკინიგზის მშენებლობისკენ წარიმართა, რამაც სწრაფად განავითარა სარკინიგზო ქსელი და მნიშვნლოვნად გაზარდა ჩვენი ეროვნული კეთილდღეობა. მაგრამ, როდესაც ბატონმა მ. ტიერმა, საფრანგეთის საზოგადოებრივი სამუშაოების მინისტრმა, რომელიც ბატონ ვინიოლთან ერთად ინგლისში რკინიგზის მოსანახულებლად ბრძანდბოდა, წასვლის წინ განაცხადა, რომ მისი აზრით „რკინიგზა საფრანგეთისთვის სასარგებლო არ იქნებოდა“.31 შედეგად, ხელშეკრულებების დადების თავისუფლბის შეზღუდვის თანმდევი პოლიტიკის გატარების გამო, „რვიდან-ათი წლით“ გადაიდო კეთილდღეობის იმ დონის მიღწევა, რომელიც საფრანგეთის განვითარების შემდეგ მიიღო.
რას ნიშნავს ყოველივე ეს? ეს ნიშნავს, რომ ჯანსაღი საქმიანობისა და საწარმოო დარგების, პროფესიების და დასაქმების საბაზრო მოთხოვნასთან შესაბამისობაში მოსაყვანად. რაც საზოგადოების სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებისა და ხელშეწყობისათვის არის აუცილებელი, პირველ რიგში საჭიროა, რაც შეიძლება ნაკლებად შეიზღუდოს პიროვნებებს შორის ხელშეკრულებების დადების თავისუფლება, ხოლო შემდეგ, უზრუნველყოფილი უნდა იყოს არსებული ხელშეკრულებების შესრულება. როგორც დავინახეთ, თითოეული პიროვნების საქმიანობა ბუნებრივად ექვემდებარება ზედამხედველობას, როდესაც სხვებთან თანამშრომლობას იწყებს და ამას ურთიერთშეზღუდვის ხასიათი აქვს. ამასთან, შეზღუდვები არ ვრცელდება ნებაყოფილობით დადებულ ხელშეკრულებებზე: ამ შემთხვევაში ეს ნებაყოფილობით სქმიანობაში ჩარევა იქნებოდა, რისი უფლებაც თითოეულ პიროვნებას გააჩნია, თუკი ამით სხვების შესაბამისი უფლებები სრულადაა აღიარებული და დაცული. შემდეგ, ჩვენ ვნახეთ, რომ ადამიანების უფლებების შეზღუდვა შეთანხმებების შეუსრულებლობას გულისხმობს. რადგან შეთანხმების დარღვევა არაპირდაპირი ძალადობაა. თუ დახლის ერთ მხარეს მდგომი მომხმარებელი დახლის მეორე მხარეს მდგომ გამყიდველს შილინგის ღირებულბის საქონელს სთხოვს, იღებს საქონელს და ნავარაუდევი ხელშეკრულების დარღვევით, ფულის გადაუხდელად მიდის, მისი საქციელი არაფრით განსხვავდება ქურდობისაგან. ყოველ ამგვარ შემთხვევაში პიროვნება ზარალდება, რადგან ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე კარგავს იმას, რასაც ფლობდა და ხვდება მდგომარეობაში, როდესაც შრომა იმ სარგებლის მიღების გარეშე დაიხარჯა, რომელიც ცხოვრების შენარჩუნების აუცილებელი პირობაა.
ამრიგად, ყოელივე ამის შედეგი არის ის, რომ პიროვნებების უფლებების აღიარება და უზრუნველყოფა, ამავდროულად, ჯანსაღი საზოგადოებრივი პირობების აღიარებასა და უზრუნვლყოფას ნიშნავს. ორივე შემთხვევაში სწორედ ესაა არსებითი პირობა.
მანამ, სანამ ყურადღებას გამოყენებითი მნიშვნელობის მქონე საკითხებზე გავამახვილებდეთ, უნდა დავაკვირდეთ, თუ როგორ იყრიან თავს ცალკეული დასკვნები ერთ ზოგად დასკვნაში, რომელიც თავდაპირველად ჩრდილში იყო მოქცეული. შევხედოთ მათ შებრუნებული თანმიმდევრობით.
ჩვენ ახლახან დავასკვენით, რომ პიროვნების ცხოვრების აუცილებლი წინაპირობა ამავდროულად საზოგადოებრივი ცხოვრების წინაპირობას წარმოადგენს. საზოგადოების ცხოვრება, რომელი კუთხიდანაც არ უნდა განვიხილოთ, დამოკიდებულია პიროვნების უფლებების დაცვაზე. თუ საზოგადოების ცხოვრება მისი წევრების ცხოვრების ჯამია, შესაბამისი დასკვნის გამოტანა რთული არ იქნება. თუ მას შევხედავთ, როგორც პიროვნებების მრავალფეროვან საქმიანობას, რომელიც ხორციელდება ურთიერთდამოკიდებულებების საფუძველზე, მაინც მათი ჯამი იზრდება ან მცირდება, თუ შესაბამისი პიროვნული უფლებები უზრუნველყოფილია ან, პირიქით, დაუცველია.
ადამიანის ეთიკურ-პოლიტიკური მოსაზრებებისა და გრძნობების შესწავლას მსგავს დასკვნამდე მივყავართ. განსხვავებულმა პირველყოფილმა ხალხებმა გვიჩვენეს, რომ სანამ ხელისუფლება ჩამოყალიბდებოდა, ძველი წეს-ჩვეულებები კერძო ულებებს აღიარებდნენ და მათი შენარჩუნების აუცილებლობას ასაბუთებდნენ. კანონები სხვადასხვა ხალხის მიერ დამოუკიდებლად იქნა შემოღებული, რისი საფუძველიც პიროვნებების, მათი საკუთრებისა და თავისუფლების ხელყოფაზე გარკვეული შეზღუდვების დაწესება იყო, რაც გამომდინარეობდა პიროვნების უფლებების არა ხელოვნურად შექმნილი, არამედ სრულიად ბუნებრივი წყაროდან. საზოგადოებრივ განვითარებასთან ერთად, წეს-ჩვეულებებით დადგენილი უფლებები უფრო მკაფიოდ და სრულყოფილად ჩამოყალიბდა კანონებში. ამავდროულად, მათ განხრციელებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლება თავის თავზე სულ უფრო მეტად იღებდა. იმ დროს, როდესაც ხელისუფლება აუმჯობესებდა უფლებების დავის ხერხებს, ის ძალადობას იშვიათად იყენებდა და პიროვნების ცხოვრებაში სულ უფრო და უფრო ნაკლებად ერეოდა. დასასრულს, უნდა აღინიშნოს, რომ ძველად კანონები განახლებას განიცდიდნენ, რათა თანასწორობის შესახებ მიმდინარე წარმოდგენებთან შესაბამისობაში მოსულიყვნენ. უნდა აღინიშნოს, რომ კანონმდებლები იმჟამადაც თანასწორობის შესახებ იმ მოსაზრებებით ხელმძღვანელობენ, რომლებიც არა კანონმდებლობიდან, არამედ იმ წარმოდგენებიდან გამომდინარეობენ, რომელსაც კანონი უნდა მოერგოს.
მაშასადამე, ჩვენ ვიღებთ ეთიკურ-პოლიტიკურ მოძღვრებას ,,რომლის სამართლიანობა დასტურდება, როგორც კვლევით, ისე ისტორიით. რა შეიძლება გვქონდეს ამის წინააღმდეგ? არის თუ არა ეს მხოლოდ თვალისმომჭრელი თეორია, რომლის დასაბუთება შეუძლებელია? ერთი მხრით, როდესაც აღმოვაჩენთ, რომ როგორც პიროვნების, ისე საზოგადოების ცხოვრების ძალისხმევასა და სარგებელს შორის ბუნებრივი კავშირი, რომელიც ხელისუფლების შექმნამდე იყო აღიარებული, განუწყვეტლივ განიცდიდა განახლებასა და თვითგანახლებას, აგრეთვე კანონებსა და ეთიკურ მოთხოვნებში იკავებდა ადგილს. მეორე მხრით, ისინი, ვინც ბუნებით უფლებებს უარყოფდნენ, ძალაუნებურად აღიარებდნენ, რომ უფლებები კანონების მეშვეობით ხელოვნურად არიან შექმნილნი, რაც არამარტო არ დასტურდება წარსულის მაგალითებით, არამედ თავისავად წარმოადგენენ დამანგრეველი ძალის მოსაზრებებს: მისი დასაბუთების მცდელობა იმდენად წარმოუდგენელია, რომ აბსურდამდეც კი მიდის.
ეს არ არის სრული სურათი. ზოგადი ხაიათის მქონე გავრცელებული მიდგომის მეცნიერულ ნიადაგზე დაფუძნება, უმრავლესობისა და უმცირესობის სურვილებს შორის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ საღი აზრის ჩამოყალიბებისკენ გვიბიძგებს. ირკვევა, რომ თანამშრომლობის ის სახეები, რომლებშიც მონაწილეები ნებაყოფილობით ერთიანდებიან და რომელთა განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს უმრავლესობის ნება სამართლიანად წყვეტს, პიროვნული და საზოგადოებრივი ცხოვრების პირობების უზრუნველსაყოფადაა მოწოდებული. საზოგაოების დაცვა ყველა გარეშე დამპყრობისაგან, საბოლოო ჯამში ცალკეული პიროვნების საკუთრებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფას ნიშნავს, რაც მისი მიზნებისა და სურვილების უკეთესად დაკმაყოფილებას ემსახურება.
აშკარად იგივე მიზანი, ანუ უწესრიგობისგან თავის არიდება უდევს საფუძვლად ყოველი ადამიანის დაცვას შინაური მტრისაგან, მკვლელებისაგან, რომლებიც საკუთარ მეზობლებსაც არ ზოგავენ. აქედან გამომდინარე, რომ როგორც პირადი, ისე საზოგადოერივი ცხოვრების უზრუნველსაყოფად უმრავლესობისადმი უმცირესობის დაქვემდებარება სამართლიან ხასიათს ატარებს, რაც თავისუფლებისა და საკუთრების უფლებების ხელყოფისგან უკეთეს დაცვას გულისხმობს. ამავე დროს, შეიძლება ითქვას, რომ უმცირეობის უმრავლესობისადმი ამგვარი დაქვემდებარება სამართლიანობას კარგავს, როდესაც საქმე ეხება არა პიროვნებისა და მისი უფლებების დაცვას, არამედ მის მიმართ იძულებას, რადგან ამ დროს სასიცოცხლო მნიშვნელობის პირობა ირღვევა, რომლის ხელყოფაც დაუშვებელია.
ამგვარად, ისევ მივედით იმ მოსაზრებამდე, რომ პარლამენტის წევრებისა და უმრავლესობისათვის ღვთისგან ბოძებული უფლებების მიკუთვნება, უბრალოდ ცრურწმენაა. მაშინ, როდესაც ადამიანმა სახელმწიფო ძალაუფლების წყაროს შესახებ ძველი მოძღვრება უარყო, შეინარჩუნა რწმენა სახელმწიფოს უსაზღვრო ძალაუფლებისადმი, რომელიც ძველ მოძღვრებას ახასიათებდა, მაგრამ ახალს არასწორად მიეწერა. ქვეშევრდომებზე შეუზღუდავი უფლება, რომელიც მმართველ პირს - „ღვთის მოადგილეს“ მიეწერებოდა. ამჟამად მმართველ ორგანოს, „ღვთაებრივი ძალის მოადგილეს“ მიეწერება, რისი სამართლიანობის დასაბუთებასაც არავინ ცდილობს.
მოწინააღმდეგეებმა შესაძლოა ჩათვალონ, რომ ხელისუფლების წარმოშობასა და მისი ძალაუფლების შეზღუდვებზე მსჯელობა უბრალო კირკიტია. მათ შეიძლება განაცხადონ, რომ „ხელისუფლება უფლებამოსილია ყველა მის ხელთ არსებული ან სავარაუდოდ ხელმისწვდომი სშუალება გამოიყენოს, რომ ხალხი ბედნიერი გახადოს. მისი მიზანი უნდა იყოს სარგებლიანობა და სასურველი შედეგის მისაღწევად ნებისმიერ საშუალებას უნდა მიმართოს. ხალხის კეთილდღეობა არის უზენაესი და კანონმდებლები არ უნდა იყვნენ შეზღუდულები კითხვებით, თუ რა წყაროდან მომდინარეობს და რა მასშტაბისაა მათი ძალაუფლება“. არსებობს თუ არა აქ რაიმე გამოსავალი? ან იქნებ საკითხი დახურულად უნდა გამოვაცხადოთ?
ძირითადი კითხვა, რომელიც პასუხს ითხოვს არის ის, თუ რამდენად ახლოსაა ჭეშმარიტებასთან უტილიტარისტების მოძღვრება მისი გავრცელებული სახით. უნდა ითქვას, რომ გავრცელებული სახით აღნიშნული მოძღრება ჭეშმარიტებას არ შეესაბამება. უტილიტარისტები მორალისტების მოსაზრებების მსგავსად და პოლიტიკოსების კანონების შესაბამისად, რომლებიც მათ ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად ბაძავენ, ის გულისხმობს, რომ სარგებლიანობა შუალედური მონაცემებისა და სავარაუდო შედეგების მარტივი შეფასების შედეგად უნდა განისაზღვროს. უტილიტარიზმის მართებული ინტერპრეტაციის თანახმად, ადამიანმა და საზოგადოებამ გამოცდილების გააზრების შედეგად მიღებული ზოგადი დასკვნებით უნდა იხელმძღვანელოს. „კარგი ან ცუდი შედეგები არ შეიძლება სრულიად შემთხვევითი იყოს, ისინი განპირობებულია საგნების ბუნებითა და შინაარსით“; ხოლო ზნეობის შემსწავლელი მეცნიერების საქმეა გამოიკვლიოს, ცხოვრების რა კანონები და რა პირობები განაპირობებენ ბედნიერებას და რა - უბედურებას.“32 თანამედროვე უტილიტარული აზროვნება, თანამედროვე პოლიტიკის მსგავსად, ბუნებრივ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებთან შეთავსებულ ცნობიერებას ავლენს. ჩვეულებრივი მიდგომა გულისხმობს, რომ აშკარა დაბრკოლების არარსებობის შემთხვევაში საკითხები შეიძლება ნებისმიერი გზით გადაწყდეს. ამასთან უპასუხოდ რჩება კითხვა, რამდენად ეთანხმება ან ეწინააღმდეგება ამ მოვლენათა ბუნებრივ განვითარებას.
წინამდებარე განხილვამ გვიჩვენა, რომ სარგებლიანობა და, შესაბამისად, ხელისუფლების ქმედებების მართებულობა მონაცემების ზედაპირული მიმოხილვითა და მათგან პირველადი შთაბეჭდილების მიხედვით კი არ უნდა დადგინდეს, არამედ მოვლენების საფუძვლიანი გამოკვლევით. საწყისი მონაცემები, რომლებიც სარგებლიანობის შესახებ ყოველი მსჯელობის დროს უნდა იქნას გამოყენებული, არის ის ჭეშმარიტება, რომ ცხოვრება შედგება და ამავდროულად უზუნველყოფილია გარკვეული ქმედებებით. ამგვარი ქმედებები კი საზოგადოებაში აუცილებლად ურთიერთშეზღუდული უნდა იყოს, დაწესებულ საზღვრებში უნდა მოექცეს და თითოეულის მიერ დაცული უნდა იქნეს: აღნიშნული საზღვრების დაცვა, საბოლოო ჯამში, საზოგადოებრივი ცხოვრების ზედამხედველი დაწესებულების მოვალეობა ხდება. თუ თითოეული პიროვნება, რომელიც ისარგებლებს გარკვეული თავისუფლებით, რომელიც სხვების თავისუფლებით იქნება შემოსაზღვრული, თანამოქალაქეებისაგან საკუთარი მომსახურების საზღაურად იღებს იმდენივეს, რამდენსაც, მსგავსი მომსახურების გაწევისთვის, სხვას უხდიან; თუ შეთანხმებები საყოველთაოდ სრულდება და ყოველ მხარეს მიეწოდება ის საქონელი ან მომსახურება, რომელიც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, ხოლო ყოველი პიროვნება თავს დაცულად გრძნობს, რადგან შეუძლია საკუთარი შრომის ნაყოფით დაიკმაყოფილოს ცხოვრებისეული მოთხონილებები, მაშინ პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების სასიცოცხლო პრინციპები დაკმაყოფილებულია. უფრო მეტიც, შენარჩუნებულია საყოფაცხოვრებო წინსვლის ძირითადი პრინციპი, რადგანაც ასეთ პირობებში წინ წავლენ და გამრავლდებიან უფრო მეტი დამსახურების მქონე პიროვნებები. ამგვარად, არა ემპირიულად ნავარაუდევი, არამედ გონებით შეფასებული სარგებელი უზრუნველყოფს პიროვნებების უფლებებს და, შესაბამისად, უარყოფს ყოველივე იმას, რაც მას ეწინააღმდეგება.
ამჟამად, ჩვენ მივედით საბოლოო დაბრკოლებამდე, რომელიც კანონმდებლობის მხრიდან პიროვნების ცხოვრებაში ჩარევის გზაზე არსებობს.
ყოველი წინადადება პიროვნების ცხოვრებაში ჩარევის შესახებ, რომელიც არ არის განპირობებული ურთიერთშეზღუდვების დაცვის აუცილებლობით, სხვა არაფერია თუ არა მცდელობა, რომ ცხოვრების პირობების გაუმჯობესება მისი საფუძვლების მოშლით მოხდეს. როდესაც ზოგიერთს ეკრძალება ლუდის შეძენა, იმიტომ, რომ სხვები არ დათვრნენ, კანონმდბლები თვლიან, რომ შედეგად უფრო მეტ სიკეთეს მიიღებენ ვიდრე ბოროტებას, როდესაც ჩვევასა და შედეგებს შორის ბუნებრივ ურთიერთობებში ჩაერევიან. ხელისუფლება, რომელიც მრავალი ადამიანის შემოსავლის ნაწილს იღებს, რათა ხალხი, რომელმაც მეტროპოლიაში წარმატებას ვერ მიაღწია, კოლონიებში გადაასახლოს, ან მუშების საცხოვრებლად უკეთესი შენობები ააშენოს, ან ბიბლიოთეკები და საჯარო მუზეუმები გააუმჯობესოს და ა.შ., სამარადჟამოდ დასაბუთებულად თვლის, რომ საზოგადო ბედნიერების ზრდა თავად ამ ბედნიერების პირობების უგულებელყოფის შედეგად მიიღწვა. პირობების, რომელიც გულისხმობს, რომ ყველამ უნდა იგემოს ბედნიერება, რომელსაც ძალადობის გამოყენების გარეშე გაწეული შრომით დაიმსახურებს. სხვა შემთხვევებში, ჩვენ სხვებს ნებას არ ვაძლევთ, რომ ასე იოლად შეგვაყარონ ნაცარი თვალებში. როდესაც ვაღიარებთ, რომ საკუთრება ხელშეუხებელი უნდა იყოს ცალკეული დამნაშავეების მხრიდან, ჩვენ არ ვკითხულობთ მშიერი კაცი, რომელიც მცხობელისგან პურს იპარავს, იმაზე უფრო მეტ თუ ნაკლებ სარგებელს იღებს, ვიდრე ის ზარალია, რომელიც მცხობელს ადგება, როდესაც პურს იპარავენ: ჩვენ განვიხილავთ არა უშუალო შედეგებს, არამედ ზოგად ზიანს, რომელიც საკუთრების ხელშეუხებლობის წესის დარღვევას შეიძლება მოჰყვეს, მაგრამ როდესაც სახელმწიფო კერძო პირებისაგან იღებს თანხებს ან მათ უფლებებს ზღუდავს, ჩვენ მხოლოდ უშუალო და პირდაპირ შედეგებს განვიხილავთ და უგულებელვყოფთ სახლმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებებში მუდმივი ჩარევის გრძელვადიან და არაპირდაპირ შედეგებს. ჩვენ არ ვიღებთ მხედველობაში, რომ ასეთი დარღვევების მრავალჯერადი განმეორებით და მათი შედეგების ერთიმეორეზე დამატებით, ცხოვრების პირობები შეიძლება ძლიერ გაუარესდეს.
მდგომარეობა კიდევ უფრო უარესდება, როდესაც პოლიტიკა ადამიანის უფლებებში კიდევ უფრო მეტი ჩარევისკენ იხრება. ყველა ვინც საფრანგეთის რევოლუციის წინა მდგომარეობას დე ტოკვილისა და მადამ ტენის ნაშრომებით სწავლობს, ადვილად დაინახავს იმ უდიდეს საფრთხეს, რომელიც ადამიანების საქმიანობის ძირისძირობამდ მართვის მცდელობაში გამოიხატებოდა და სათანადო საზედამხედველო უწყების შესანახად მათი ნაშრომის იმდენად დიდ წილს მოიხმარდა, რომ ცხოვრება მალე აუტანელი გახდა. იმ დროის ემპირიული უტილიტარიზმი, როგორც დღევანდლი ემპირიული უტილიტარიზმი რაციონალური უტილიტარიზმისაგან იმით განსხვავდებოდა, რომ ყოველ მომდევნო შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ ადამიანების რომელიმე ფენის სქმეებში ჩარევის შედეგებს იკვლევდა და ამგვარი ჩარევების ჯამურ გავლენას ზოგადად ადამიანების ცხოვრებაზე ყურად არ იღებდა. ხოლო თუ ჩვენ ვიკითხავთ, რითი იყო გამოწვეული ეს შეცდომა მაშინ და რატომ მეორდება ამჟამად, აღმოვაჩენთ, რომ ეს იმ პოლიტიკური ცრურწმენის შედეგი იყო, რომლის მიხედვით ხელისუფლების ძალაუფლებაა ექვემდებარება შეზღუდვებს.
როდესაც ის „ღვთაებრიობა“ რომელიც „მეფეს იფარავდა“ და მისი მემკვიდრეობის ნიშნად მომაჯადოებელი შარავანდედის სახით ედგა გვირგვინად, თითქმის წარსულს ჩაბარდა და ნათლად გამოჩნდა ის, რომ ხალხის მიერ მართულ სახელმწიფოში, ხელისუფლება მხოლოდ მმართველთა კომიტეტია, ასევე გამოჩნდა, რომ მმართველთა კომიტეტს თვითმყოფადი ძალაუფლება არ გააჩნია. დასკვნა, რომლამდეც აუცილებლად მივდივართ იმაში მდგომარეობს, რომ ხელისუფლებას ენიჭება იმათგან, ვინც მას ნიშნავს და უფლებამოსილებების ფარგლებს უდგენს. აქედან კიდევ ერთი დასკვნა გამომდინარეობს. კერძოდ ის, რომ კანონებს, რომლებსაც ხელისუფლება იღებს, თავისთავად რამე განსაკუთრებული ზეციური ძალმოსილება არ გააჩნიათ, ხოლო ის, რაც გააჩნიათ - ეთიკიდან გამომინარეობს, რაც საყოფაცხოვრებო პირობებით ჩამოყალიბებული ადამიანური ცხოვრების კანონებს ეფუძნება. ამრიგად, შედარება შემდეგ სახეს იღებს: კანონები, რომლებც არ ეყრდნობიან ეთიკურ საფუძველს ძალმოსილებას მოკლეული არიან და შესაბმისად, შესაძლებელია მათი ეჭვქვეშ დაყენება.
წარსულში ლიბერალიზმის დანიშნულება მეფეების ხელისუფლების შეზღუდვა იყო. მომავალში ჭეშმარიტი ლიბერალიზმის დანიშნულება პარლამენტების ძალაუფლების შეზღუდვა იქნება.
თარგმნა გოგი გეგუჩაძემ
__________________
1.ჰობსი, რჩეული ნაწერები, III ტომი, გვ. 112-3.
2. იქვე, გვ. 159.
3. იქვე, გვ. 130-1.
4. სამართალმცოდნეობის დაზუსტებული საგანი (მეორე გამოცემა), გვ. 241.
5. ორკვირიანი მიმოხილვა, 1880 წელი, XXVII გამოცემა, გვ. 322.
6. ბენთამის შრომები, I გვ. 301.
7. პრესლკოტი, „პერუს დაპყრობა“, I წიგნი, I თავი.
8. ჰარისი, „ეთიოპიის მაღლობები“ II ტომი, გვ. 226.
9. ბარტონი, „დაჰომების მეფე გალელეს მისია“, ტომი I, გვ. 226.
10. ბენთამის შრომები, IX ტომი, გვ. 97.
11. ვ. ჯ. ბურჩელი, „მოგზაურობა სამხრეთ აფრიკის შუაგულში“, I ტომი, გვ. 544.
12. აბროსეტი და დაუმა , „სასწავლო მოგზაურობა“, გვ. 27.
13. გ. ა. თომპსონი, „მოგზაურობა და თავგადასავლები სამხრეთ აფრიკაში“, II ტომი, გვ. 30.
14. გ.ა. თომპსონი, „ამერიკის გეოგრაფიული და ისტორიული ლექსიკონი“, I ტომი, გვ. 405.
15. ალექს მიტჩელი, „მოგზაურობა ციმბირის გარშემო“, გვ. 248.
16. ბრუკი, „ათი წელი სარდვაკში“, I ტომი, 129.
17. ელისი, „მაგადასკარის ისტორია“, I ტომი, 337.
18. სერ თ. ს. რაფლასი, „იავას ისტორია“ I ტომი, 274.
19. ვ. მარსდენი, „სუმატრის ისტორია“, გვ.217.
20. ჯ. ბიჩმენი, „ასანტე ანდ ოქროს სანაპირო“, გვ.90.
21. ჰ. რ. სკულსკრაფტი, მოგზაურობა მისისიპის სათავეებისკენ“, გვ.177
22. კოლფი. „მოგზაურობა დომგაში“, გვ.161.
23. „სამართალმცოდნეობის მეთოდები: შესავალი ლექცია ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში“, 1882 წლის 31 ოქტომბერი.
24. ტენანტი, „ცეილონი, კუნძულის აღწერა“, II ტომი, გვ. 440.
25. ჯ. ბონვიკი, „ტასმანიელების წარმოშობა და ყოველდღიური ცხოვრება“, 83.
26. პოლინეზია, გვ. 86.
27. სახიფათო მოგზაურობა და მწევარი, III ტომი.
28. ა. რ. ვალასი, „მოგზაურობა ამაზონსა და რიო ნეგროზე“, გვ.499.
29. ჰ. რ. სკულსკტაფტი, „მოგზაურობა მისისიპის სათავეებისკენ“, გვ. 117.
30. ბ. ფ. ჰარშორნი, „ორკვირიანი მიმოხილვა“, 1976 წლის მარტი, ჰ. ს. სირი, „ცეილონი და ცეილონელები“, ტომი 219.
31. ს. ბ. ვინიოლის წერილი, 1969-70, გვ. 53.
32. ეთიკის საკითხები, თავი 21, 56 და 62.
![]() |
7 კერპად ქცეული სახელმწიფო |
▲ზევით დაბრუნება |
ფრანც ოპენჰაიმერი (1864-1943)
ფრანც ოპენჰაიმერი ბერლინში დაიბადა. 1881-1885 წლებში ფრაიბურგსა და ბერლინში მედიცინას ეუფლებოდა, ხოლო 1886-1895 წლებში პრაქტიკას ბერლინში გადიოდა, სადაც1890 წლიდან პარალელურად სოციალ-პოლიტიკური და სოციალური ეკონომიკის პრობლემატიკის შესწავლა დაიწყო და სახელიც გაითქვა. სადღეისოდ ის ე.წ. „ლიბერალური სოციალიზმის“ ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება. აღნიშნული იდეები ოპენჰაიმერს ყველაზე უკეთ აქვს გადმოცემული მის მთავარ ნაშრომში „სახელმწიფო“.
შემდგომში ის ჟურნალისტურ საქმიანობასეწევა და გამოცემს ჟურნალს „Weit am Montag”. 1909 -1917 წლებში ბერლინში კერძო მასწავლებლად მუშაობს, ხოლო 1917 წელს ბერლინში საპატიო პროფესორის წოდება ენიჭება. 19919-1929 წლებში მაინის ფრანკფურტის უნივერსიტეტის სოციოლოგიისა და თეორიული ეროვნული ეკონომიკის პროფსორის კათედრა უჭირავს. 1934-36 წლებში მასწავლებლად მუშაობს პალესტინაში. 1936 წელს ამერიკის სოციოლოგიის საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს. 1938 წელს იაპონიაში, კობის უნივერსიტეტში მასწავლებლობს, რომლის შემდეგაც აშშ-ში, ლოს ანჯლესში მიემგზავრება, როგორც პოლიტიკური ემიგრანტი. 1942 წელს ის „ამერიკის სოციოლოგიისა და ეკონომიკის ჟურნალის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამომცემელი ხდება, რომლის მეშვეობით „სოციოლოგიისა და პოლიტიკური მეცნიერების კლასიკოსად ყალიბდება, რომელიც გვეხმარება გავაცობიეროთ. თუ როგორი ცოცხალი, ფასეული და, ამავე დროს, მყიფეა დემოკრატიული ინსტიტუტები.“
გამოქვეყნდა „ეროვნებათა მიმოხილვაში“, 2, 1927, გ ვ. 13-26.
რა არის სახელმწიფო? ყველა ცდილობს, რომ მისგან კერპი შექმნას. ზოგი მას თაყვანს სცემს, როგორც ყველაზე კეთილისმყოფელ ღვთაებას, რომლიც ადამიანს მთელი სულითა და გულით უნდა უყვარდეს, მაშინ როდესაც სხვებისთვის ის ყველაზე დიდი ბოროტებაა, კაცობრიობის წყევლა და ჯოჯოხეთში დაბრუნებას იმსახურებს.
რა არის სინამდვილეში ამ უკიდურესობებს შორის? პასუხი, რომელიც ამ კითხვაზე გავეცი ჩემს ნაშრომში „სოციოლოგიის სისტემა“ (System der Soziologie) გულისხმობს, რომ სახელმწიფო ადამიანთა შორის არაერთგვაროვანი ურთიერთობების ნაზავია, ძალმომრეობის და სამართლიანობის უხეირო შერწყმა.
ადამიანთა შორის ურთიერთობების ორი მარტივი სახესხვაობა არსებობს: პირველს ვუწოდებ „ჩვენ“ ურთიერთობებას, რადგან მასში საკუთარი პიროვნების, ანუ „მეს“-ს შემეცნება მივიწყებული ან სულაც უგულებელყოფილია და ადგილს კოლექტიურ, ანუ „ჩვენ“ თვითშეგნებას უთმობს. საკუთარ შეფასებებში, განსჯაში და საქციელში პიროვნება განუყოფელ ერთობაში ერწყმის თავისივე თანატომელებს და თავს გრძნობს არა უბრალოდ ამ მთლიანობის ნაწილად, არამედ წევრად. პირველყოფილ ხანაში ამგვარი კოლექტიური ცნობიერება და კოლექტიური ინტერესი ტომის შიგნით ერთი და იმავე კლანის ან დაჯგუფების წევრებს შორის ურთიერთობებში არსებობდა. ურთიერთობების მეორე სახესხვაობა, ურთიერთობა „არა ჩვენიანი“ სხვადასხვა ტომის, ან კლანის წევრებსა და გარეშე პირებს, აგრეთვე განსხვავებული კლანებისა და დაჯგუფებების წევრებს შორის იკვეთებოდა. ამ ურთირთობაში პიროვნული და კოლექტიური თვითშეგნება მკვეთრად უპრისპირდება უცხო კლანის თვითშეგნებას.
„ჩვენ“ სახის ურთიერთობა მხარს მშვიდობას, ზნეობრიობასა და ბუნებით სამართალს უჭერს. ჯგუფი, რომელშიც ასეთი ურთიერთობებია გამეფებული, მეტ-ნაკლებად ესადაგება იმას, რასაც ტიონი „ბუნებრივ თემს“ უწოდებს და რის შესახებაც წერს: „სათემო ცხოვრება ერთობლივი მფლობელობა და მოხმარებაა, საერთო დოვლათის განკარგვა და სარგებლობა. მისწრაფება ფლობისა და მოხმარებისაკენ თავდაცვისა და ერთობისკენ სწრაფვას განაპირობებს.“ იქ სადაც ადგილი ამგვარ მოვლენას აქვს, თემის წევრებს შორის ურთიერთობები თანამშრომლობის სახეს ატარებს.
„არა-ჩვენიანი“ სახის უთიერთობები, მეორე მხრივ, გაუცხოების გრძნობით ხასიათდება, ეს ნიშნავს, რომ უცხოს „ჩვენნაირი“ უფლებები არ აქვს და მის მიმართ „ჩვენ არანაირი მოვალეობები არ გვაქვს. თუმცა აუცილბელი არაა, რომ ამის შედეგი ყველა ყველას წინააღმდეგ მიმართული ის მუდმივი ომი ყოფილიყო, რითიც ეპიკურეს მიმდევრებისა და ჰობსის აზრით კაცობრიობის ისტორია დაიწყო, ხოლო რაცენჰოფერს „აბსოლუტური ძალმომრეობის“ ხანად წარმოუდგენია. პირიქით, თვალსაჩინოა ავსტრალიის მაგალითი, სადაც პირველყოფილ პირობებში მცხოვრები სხვადასხვა ტომისა და კლანის წარმომადგენლები მშვიდობინად ურთიერთთანამშრომლობენ. ამ დროისთვის იქ ომი თავისთავად მიზნად ჯერ კიდევ არ ქცეულა, არამედ შეძლებისდაგვარად თავიდან არის აცილებული. ამასთან, არა უცხოელთა მეცადინეობით, არამედ თავად ტომების ინტერესებიდან გამომდინარე. კლანები რიცხობრივად ისე მცირენი არიან, რომ ომში თუნდაც რამდენიმე წევრის დაკარგვა ძალზე მნიშვნელოვნად ასუსტებს მათ და გარკვეულ შემთხვევებში მათ არსებობასაც საფრთხეს უქმნის. ამგვარად, „არა-ჩვენიანებთან“ ურთიერთობის საფუძველს თავიდანვე არა ძალმომრეობა, არამედ ის ცივი გულგრილობა წარმოადგენდა, რომელსაც პირველყოფილი ადამიანი ასევე ცხოველების მიმართ იჩენდა. ეს იყო სრული უყურადღებობა უცხოს კეთილდღეობისა და უბედურების მიმართ. მაშინ, როდესაც „ჩემსა“ და „ჩვენ“ ინტერესებს რამე ემუქრება, „მისი“ - არაფრად ითვლბა. „უცხოსთვის“ საკუთრებისა და სიცოცხლის წართმევა ცოდვად არ მიიჩნევა. ცოდვის გაგება მხოლოდ თანატომელებთან მიმართებაში მოქმედებს.
პრეისტორიულიდან ისტორიულ დროში გადასვლა მიგრაციითა და დაპყრობებით აღინიშნა. იმ დროისთვის კლანები გამსხვილდნენ დ ტომებად ჩამოყალიბდნენ, ამასთან მრავალ შემთხვევაში ომთაშორისი კავშირებიც კი შექმნეს. აქა-იქ, მათ საკუთრებაში არსებული მიწები, ძალიან მცირე და არანაყოფიერი იყო, რომ მათი დამუშავება პრიმიტიული ხერხებით გაგრძელებულიყო, ხოლო ეს ექსპანსიისკენ მიდრეკილებას წარმოშობდა. უფრო მრავალრიცხოვანი და კარგად შეიარაღებული ან ტაქტიკურად უკეთესად მომზადებული და უფრო დისციპლინირებული ტომი, სხვა ტომს უტევდა და იპყრობდა. მსოფლიოს ყველა კუთხეში სახელმწიფოები სწორედ ასე ყალიბდებოდა. ძველ მსოფლიოში სახელმწიფოების აღმოცენების განმსაზღვრელ ძალებს მესაქონლე და მათგან წამოსული მეთევზე ხალხები წარმოადგენდნენ; ახალ მსოფლიოში სახელმწიფოს ჩამოყალიბებში ქმედითი ძალები უკეთ გნვითარებული მონადირე ხალხები არიან. პასიურ ფაქტორებს, როგორც წესი, ნაკლებად განვითარებული მიწათმოქმედები წარმოადგენენ, რომლებიც მიწას საკუთარი ხელით ამუშავებდნენ. მიწის კავით დამუშავება სახელმწიფოს წარმოშობის შემდეგ იწყება, როდესაც მეცხოველეობით დაკავებული ხალხის მიერ ისეთი ცხოველები, როგორებიცაა ცხენი, ვირი და აქლემი გამწევ ძალად იქნა გამოყენებული. დაპყრობისა და სხვა კლანების დამორჩილების მიზანი ყველგან ერთი დ იგივე იყო: ექსპლუატაცია. დაპყრობილებს დამპყრობლბისთვის უსასყიდლოდ უნდა ემუშავათ, ან ხარკი ეხადათ. ფორმა, რომელიც ექსპლუატაციას გულისხმობდა, ბატონობა იყო, რაც ადრეული ხანის წინამძღოლობასთან არ უნდა იქნეს გაიგივებული, რადგან ეს უკანასკნელი ექსპლუატაციას არ ეყრდნობოდა. ბატონობა კი წინამძღოლოასთან შერწყმული ექსპლუატაციაა.
ბატონყმობის დამკვიდრების კვალობაზე ორი განუყოფელი ინსტიტუტი ჩამოყალიბდა: კლასობრივი დაყოფა და მსხვილი მიწათმფლობელობა. მსხვილ მიწათმფლობელობას არსებითი ეკონომიკური მნიშვნელობა არ აქვს თუ მას შემოსავალი არ მოაქვს, გარდა იმისა, ამ დროს არსებობს დამოკიდებული მუშათა კლასი, რომელიც მიწას მფლობელის სასარგებლოდ ამუშავებს, რომელც თავად არ შრომობს.
პირიქით, მუშათა კლასი მხოლოდ იქ ყალიბდება, სადაც მსხვილი მიწათმფლობელობა ისეთი სამართლებრივი ფორმით არსებობს, რომ მიწის უდიდესი ნაწილი თავისუფალი განახლებისთვის ხელმიუწვდომელია. ასე რომ უმიწაწყლო მოსახლეობის უდიდესი ნაწილი იძულებულია ბატონის სამსახურში ჩადგეს, რათა შიმშილით არ დაიხოცოს. მიწათმფლობელობისა და კლასობრივი უპირატესობის იგივეობა ენაშიც აისახება: გერმანელი ტომების დაპყრობების შედეგად შექმნილ სახელმწიფოებში წარჩინებულ ფენას „ადელს“ (ADEL) უწოდებდნენ, რაც ხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა მსხვილ მიწათმფლობელს.
საქმის მთელი ვითარება ეკონომიკური ცნებებით უნდა იქნას აღწერილი, რომ სწორად იქნას გაგებული. დამპყრობთა მხრიდან ეს არის საკუთარი ეკონომიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისკენ მიმართული ქმედება. ისინი დაპყრობილ მოსახლეობაზე ზედამხედველობას ზუსტად იმავე ხერხებით და იმავე მიზნებით აწესებენ, რომლებსაც ადრეულ ხანაში იყენებდნენ, როდესაც მომთაბარე ყაჩაღები იყვნენ და საკუთარი ეკონომიკური საჭიროებებისათვის მეზობელ ტომებს საქონლისა და ცხენების ფარებს ძალით ართმევნენ. თუმცა ამჯერად მოპოვებული საკუთრება რუდუნებით უნდა იმართოს, რომ ის არ გაიფლანგოს და დაზიანდეს. ადამიანთა ბრბო საქონლის ფარასავით უნდა იქნას დაცული მტრებისგან, რომლებსაც მისი მიტაცება სურთ. ამასთან, ისევე, როგორც საქონლის ფარას სჭირდება ყურადღება, რომ შესაძლებლობის მიხედვით გაუმჯობესდეს მისი ჯანმრთელობისა და კვების მდგომარეობა, ასევე აუცილებელია, რომ ადამიანებიც არ გადაგვარდნენ და შრომისუნარიანობა არ დაკარგონ. ამ ამოცანების შესასრულებლად მმართველთა კლასმა, რომელიც სახელმწიფოს დაარსებისთანავე ჩამოყალიბდა, ერთდროულად ორი ამოცანის გადაწყვეტა უნდა ითავოს: დაიცვას საზღვარი და უზრუნველყოს კანონიერება. საზღვარი სხვა ომისმოყვარე მეკობრე ტომებისაგან უნდა იქნას დაცული, როგორც სტეპის, ის ზღვის მხრიდან. კანონიერება ქვეშევრდომთა მხრიდან ამბოხის ნებისმიერი მცდელობის შემთხვევაში დაცული ისევ უნდა იქნას, როგორც თავად მმართველი კლასის სხვა წარმომადგენლების თვითნებობისას, რამაც შეიძლება ქვეშევრდომთა შრომის ნაყოფიერება შეამციროს. მაშასადამე სახლმწიფო არის საზოგადოება, რომელიც კლასებად არის დაყოფილი და გააჩნია ინსტიტუტები, რომ დაიცვას საზღვრები და უზრუნველყოს კანონიერება. მისი გარეგნული სახე ბატონობა, ხოლო შინაარსი ექსპლუატაციაა. სვა სიტყვებით, სახელმწიფო ბატონობისა და ექსპლუატაციის მექანიზმია.
სოციოლოგია დღემდე თითქმის ყოველთვის სახელმწიფოს საქმიანობის მხოლოდ ერთ მხარეს ხედავდა. ის სახელმწიფოს განიხილავდა მხოლოდ როგორც მშვიდობისა და კანონიერების დამცველს. მართლაც, საყოვლთაოდ აღიარებულია, რომ სახელმწიფოს შექმნამდე მშვიდობა და სამართალი არ არსებობდა. არა და, ეს უდიდესი შეცდომააა, რადგან სახელმწიფოს შექმნამდე არსებული საზოგადოება თავის ტერიტორიას, ისევე როგორც მის წევრებს და მათ საკუთრებას მთელი ძალით იცავდა. აგრეთვე ერთობ ქმედითი იყო მისი მცდელობა, რომ საკუთარ წევრებს შორის თანასწორუფლებიანობა დაეცვა. სახელმწიფომ, უბრალოდ, ეს ორი მოვალეობა წინა საზოგადოებრივიწყობილებიდან მემკვიდრეობით მიიღო, რაც ნებისმიერი საზოგადოებრივი წარმონაქმნისთვის ჩვეულებრივი საზრუნავია, თუკი მას არსებობა სურს. ძველი სოციოლოგიის მიერ ნალოლიავები ზემოთმოყვანილი მცდარი მოსაზრება სახელმწიფოს კერპად ქცევას განაპირობებს, რაც სახელმწიფოს თაყვანისცემის სახეს იღებს. მშვიდობას და კანონიერებას საზოგადოებისათვის უდიდესი მოგება მოაქვს. შესაბამისად, ივარაუდება, რომ სახელმწიფო, რომელიც მშვიდობისა და კანონიერების არათუ უბრალო მცველად, არამედ მათი განხორციელების ერთადერთ საშუალებად მოიაზრება, ყველანაირ სიკეთეზე მეტი თავად უნდა იყოს. თუმცა სინამდვილეში სახელმწიფო სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოება, რომლის ერთი ნაწილი მეორის ხარჯზე პარაზიტულ ცხოვრებას ეწევა. გამარჯვებული ჯგუფი თავის თავს ისევე ანადგურება, როდესაც ქვეშევრდომებს ჩაგრავს, როგორც ბარონ მიუნჰაუზენის მგელი, რომელსაც ცხენი შემოეჭამა და იძულებული გახდა, რომ მისი უღელი დაედგა და ჭაპანიც თავად გაეწია. მსგავსად ამისა გამარჯვებულმა ჯგუფმა საზოგადოებრივი მანქანა ისე უნდა მართოს, რომ მას ყველაზე მთავარი დანიშნულებების შესრულებაში ხელი არ შეუშალოს.
აქვე აღვნიშნავ, რომ საზოგადოების უმდაბლესი ფენების ყველაზე მკვეთრი საზოგადოებრივი მოძღვრება, რომელსაც ანარქიზმი წარმოადგენს, აგრეთვე მცდარ, თუმცა საპირისპირო მიდგომას ეყრდნობა. ეს მოძღვრება სახელმწიფოს განიხილავს, როგორც ექსპლუატაციისა და ბატონობის მექანიზმს და მასში მშვიდობისა და სამართლიანობის დამცველს ვერ ხედავს. შესაბამისად, მას სახელმწიფოსგან სრულიად გათავისუფლება სურს და გადაჭარბებულად აფასებს რა ადამიანის ბუნების კეთილგონიერებას, სჯერა, რომ მშვიდობა და კანონიერება თავისთავად დაისადგურებს და შენარჩუნდება. ეს, აგრეთვე, სახელმწიფოს კერპად გადაქცევაა, ოღონდ ამჯერად სახელმწიფო არა ღვთაებად, არამედ ეშმაკადაა წარმოდგენილი. ასე რომ, მოძღვრებათაგან არც ერთი არ გამოდგება.
სახელმწიფოს შექმნასთან ერთად, სამყაროში ცოდვაც გაჩნდა. დამპყრობლებმა და დაპყრობილებმა ერთიანი საზოგადოება შექმნეს, რომელშიც ძირითადად სახელმწიფოს თვდაცვითი მოვალეობების გავლენით, კოლექტიური, ანუ „ჩვენ“ თვითშეგნება სწრაფად დამკვიდრდა. ამ მოვლენის დადებითი მხარე ისაა, რომ ეს თვითშეგნება სხელმწიფოს ყველა წევრზე ვრცელდება, მიუხედავად კლასობრივი კუთვნილებისა, ხოლო უარყოფითი მხარე ის არის, რომ ყველა ვინც არ მიეკუთვნება ამ სახელმწიფოს „არა-ჩვენიანებად“ მოიზრებიან. ეს ორი ჯგუფი, რომელიც სახელმწიფოს ქმნის, ერთმანეთში ურთიერთქორწინებებით თუ სხვა კავშირებით ითქვიფება, ერთსა და იმავე ენაზე მეტყველებენ, ერთსა და იმავე ღმერთს ეთაყვანებიან, შედეგად, სულ ერთიან ტრადიციებს აყალიბებენ, რომლებიც მტრებზე ერთობლივად მოპოვებულ სახელოვან გამარჯვებებს ეყრდნობა. მოკლედ, მაკ დუგლასის სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი კარგად ორგანიზებულ ჯგუფად გარდაიქმნებიან. ამგვარი ჯგუფის შიგნით, რაც არ უნდა იყოს, მეგობრული განწყობა უნდა სუფევდეს, მშვიდობა, ზნეობა და ბუნებითი წესრიგი უნდა იყოს - წესიგი, რომელიც სამართლიანობის თანდაყოლილ გრძნობას დაეფუძნება, ხოლო სამართლიანობა კი იმას ნიშნავს, რომ ყველას ღირსება თანაბრად არის აღიარებული ეს არ არის ცხოვრებისგან მოწყვეტილი ფილოსოფოსის ახირება, რომელსაც თავისი შეხედულებების მიხედვით სურს, რომ ცხოვრება მოაწყოს. ეს თავად ზნეობრიობის მოთხოვნაა, რომელიც ყველა ჩვენთაგანში სინდისის სახით გარკვევით და შეუმცდაარად ღაღადებს. დიდი ხნის წინ არისტოტელემ ბრძანა, რომ ადამიანი, რომელიც ცივილურ არსებად ველურ ჯოგში გაიწვრთნა, საზოგადოებრივი ცხოველია. ეს ნიშნავს, რომ ის იმ უპირობო ვალდებულებას გრძნობს, რომლის მიხედვით თავის თანატომელებს თანაბარ არსებებად აღიარებს, თითოეული მათგანის პირად ღირსებას პატივს სცემს და მათ, თავისუფალ და არა სხვისი ნების მორჩილ არსებებად იღებს. ამიტომაა, რომ „ჩვენ“ ცნობიერების მქონე ნებისმიერი ჯგუფის შიგნით ბატონობა და ექსპლუატაცია ცოდვად ითვლება.
ამ მოსაზრების სიმართლის დამტკიცება ზოგად ფილოსოფიური წიაღსვლების გარეშეც ორგვარად შეიძლება. პირველი დასაბუთება შემდეგი სახისაა: წარმოვიდგინოთ, რომ ყველაზე ამპარტავან არისტოკრატებს, დაბალი ფენების წარმომადგენლების უდიდეს მოძულეს, დილეგში ჩააგდებენ, აშიმშილებენ, შეურაცხყოფოფენ და სცემენ. ის ბედის განაჩენს მიიღებს არა მორჩილად, როგორც ღვთის მიერ მოვლენილ სასჯელს, არამედ გაღიზიანებითა და აღშფოთებით აღიქვამს, როგორც ენით აუწერელ უსამართლობას. მეორე დასაბუთება კი ის არის, რომ ყველა მმართველმა კლასმა არსებული უსამართლობის გასამართლებლად საგანგებო კლასობრივი მოძღვრება შეიმუშავა და ის საკუთარ თავზე და ქვემდგომ კლასებზე იმგვარად განავრცო, რომ არსებული ვითარება სამართლიანობის ზეიმად წარმოეჩინა. ამგვარად, კატეგორიული იმპერატივი (უპირობო ვალდებულება) აღიარებულია მაშინაც კი, როდესაც ის უარიყოფა.
აღნიშნულის გამართლების მცდელობა ჯერ კიდევ პლატონს ეკუთვნის. ის ბრძანებდა „თანასწორობა თანასწორობისათვის, უთანასწორობა უთანასწორობისათვის“. მმართველი კლასების მიერ შექმნილი ყველა კლასობრივი მოძღვრებების ძირითადი არსი სწორედ ამაში მდგომარეობს. სადაც კი იყო ან არის საჭიროება, რომ ყველაზე უკიდურესი კლასობრივი წყობა, მაგალითად, მონობა გაამართლონ, მოსაზრება, რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენებოდა და გამოიყენება ეკუთვნის არისტოტელეს და ის შემდეგში მდგომარეობს: „ბარბაროსები ბუნებით მონები არიან და მხოლოდ იმიტომ არსებობენ, რათა უფრო კეთილშობილ ერს, ელინებს ემსახურონ.“ დაბეჯითებით შეიძლება ვარაუდი, რომ ამერიკის სამხრეთი შტატების პლანტატორები, რომლებსაც არისტოტელე არც კი გაუგიათ, ზანგებთან მიმართებაში ამავეს იტყოდნენ, ისევე როგორც მიწათმფლობელები საკუთარ ყმებზე და მსახურებზე. იმავე „შესაქმეშიც“ კი ვკითხულობთ: რომ ღმერთმა უპირველეს ყოვლისა სამი რასა შექმნა - ხმელ-ხმელი, მომხიბლავი არისტოკრატები, ამტანი და ტლანქი მიწათმოქმდები და მოუხერხებელი, ბრიყვი და მიამიტი ყმები. ყველა რასობრივი მოძღვრება თვისთავად უსამართლობის გამართლების მცდელობას წარმოადგენს. იგივე შეიძლება ითქვას გავრცელებულ „ანტი-სემიტიზმზე“. თანამედროვე აღმოჩენების თანახმად, ფოლკლორში გამოყენებული ეროვნული ტანსაცმელი და თავად სიმღერები სხვა არაფერია, თუ არა არისტოკრატების ყოფილი ჩაცმულობა და მათ კარზე ნამღერი სიმღერები, რომლებიც შემდეგ ხალხში გავრცელდა, ამის მსგავსად, საყოველთაოდ ცნობილი რასობრივი მოძღვრებები სხვა არაფერია, თუ არა მმართველი კლასების კასობრივი მოძღვრებები, რომლებიც შემდგომ ხალხში გავრცელდა და ძალზედ გააუარესა მდგომარეობა. ბრბოს ყალბი ამპარტავნობა, რომელსაც ეგრეთ წოდებული „არიული“ სისხლის გამო სხვებთან შედარებით საკუთარი ბუნებრივი უპირატესობისა და არისტოკრატიულობის სჯერა, ემსგავსება ადრეული არისტოკრატიის მიერ საკუთარი უპირატესობის რწმენას „ცისფერი“ სისხლის გამო.
მიუხედავად იმისა, რომ ოდნავ სხვანაირად არის შეფერილი, ბურჟუაზიული კლასობრივი მოძღვრებაც საბოლოო ჯამში იგივე შინაარსისაა: ბურჟუაზია დაბალ კლასებზე უპირატესობას სიმდიდრის მეშვეობით იპოვებს და, შესაბამისად,, ფეოდალური სახელმწიფოს ორ მმართველ კლასს თავადაზნაურობასა და სამღვდელოებას უპირისპირდება. მათზე გმარჯვების შემდეგ კი, თავისივე კლასის იმ წარმომადგენლებს უპირისპირდება, რომლებიც ვერ დაწინაურდნენ, ანუ ე.წ. პროლეტარიატს. აქაც იგივე დევიზი „თანასწორობა თანასწორობისათვის, უთანასწორიობა უთანასწორობისათვის“ მოქმედებს. თუმცა ამ შემთხვევაში უთანასწორობა არა რასობრივ კუთვნილებაში, არამედ ნიჭიერებიდან გამომდინარეობს. მიიჩნეოდა, რომ ღირსებებს, რომლებსაც მეწარმისთვის წარმატება მოაქვს: რუდუნებას, პუნქტუალობას, სიფხიზლეს და მომჭირნეობას შედეგად იქამდე ერთგვაროვანი მასის დაყოფა მოსდევს, უპირველს ყოვლისა შემოსავლების, ხოლო შემდგომ, საკუთრების მოცულობის მიხედვით, რაც თანდათანობით განსხვავებული საზოგადოებრივი კლასების ჩამოყალიბებას იწვევს.
ეს სწორედ ის „თავდაპირველი დაგროვების კანონია“, რომელიც მარქსმა „კაპიტალის“ ცნობილ პასაჟში გააქილიკა, როგორც ბებერი ცოლის ზღაპარი: „ის პოლიტ-ეკონომიაში ისეთივე მნიშვნელოვან როლს თამაშობს, როგორც თეოლოგიაში ადამიანის დაცემა. ადამმა ვაშლი შეჭამა და მთელი კაცობრიობა ცოდვაში ჩააგდო... დიდი ხნის წინ, ერთის მხრივ, მეტად გონებამახვილი, ინტლექტუალური და მოხერხებული ელიტა არსებობდა და მორე მხრივ პარაზიტი, რომელიც ანიავებდა იმას რაც ჰქონდა და იმაზე მეტსაც... ამგვარად, მოხდა ისე, რომ პირველები სიმდიდრეს აგროვებნენ, ხოლო უკანასკნელებს საკუთარი ტყავის გარდა სხვა არაფრი დარჩათ. მასების სიღარიბე სწორედ ადამიანის დაცემიდან მომდინარეობს, რომლებიც მიუხდავად იმისა, რომ შრომობენ მაინც არაფერი აქვთ გასაყიდი საკუთარი თავის გარდა. იქედანვე იღებს სათავეს მცირეთა სიმდიდრე, რომელიც იზრდება მიუხედაად იმისა, რომ თავად მისი მფლობელები დიდი ხანია არ მუშაობენ“.
დასაბუთების ამგვარი მცდელობა ისევე უსაფუძვლოა, როგორც დამხობილი ბურბონების მომხრეების მიერ დასაბუთებად მათი კეთილშობილების მოხმობა. პირველ რიგში ყველა სფუძველი არსებობს, რომ გაკეთდეს დასკვნა: ნიჭის განაწილება ადამიანებს შორის ძირეულად არ განსხვავება ისეთი თვალსაჩინო სახასიათო თვისებების განაწილებისგან, როგორიცაა ფიზიკური განვითარება, ჯან-ღონე, გრძნობიერება და ა.შ. ინტელექტუალური განსხვავევებები, სამწუხაროდ, პირდაპირ ვერ გაიზომება, მაგრამ თუკი მათ გამო განსხვავდბა შემოსავალი კრასუსსა და სიცილიელ მონას შორის, ან როკფელერსა და აღმოსავლეთ ლონდონის პროლეტარიატს შორის, მაშინ ინტელექტუალური განსხვავება უნდა ყოფილიყო არა ისეთი, როგორიც გულივერსა და ლილიპუტებს ან ბრობდინგელ გიგანტებს შორის არსებობდა, არამედ ისეთი, როგორიც ლილიპუტებსა და ბრობდინგელ გიგანტებს შორის. მეორე რიგში ხაზგასმულია, რომ თუნდაც ნიჭიერებაში ასეთი მძლავრი სხვაობა არსებულიყო, იგი მაინც ვერ მისცემდა ბიძგს შემოსავლების ასეთ განსხვავებასა და მნიშვნელოვანს არ გახდიდა კლასების ჩამოყალიბებას, სანამ გლეხის მიჯრით მიწყობილ მცირე და საშუალო მეურნეობებს მთლიანად არ ექნებოდათ დკავებული მთელი დედამიწის სარწყავი მიწები, როგორც ამას ჟან-ჟაკ რუსო აღნიშნავდა. ეს იმ ჭეშმარიტბას წარმოადგენს, რომელიც ყველა ბურჟუასა და სოციალისტისთვის მისაღებია. დიდმა ტიურგომ ბრძანა „მანამ, სანამ შრომისმოყვარე ადამიანს აქვს შესაძლებლობა იპოვოს მიწის ნაკვეთი, რომელსაც დამოუკიდებლად დაამუშავებს, იგი არ ეცდება, რომ ვინმემ სხვაზე იმუშაოს“. ადამ სმითი, ეკონომიკური მეცნიერების მამა, სრულიად ნათლად აყალიბებს, რომ სანამ მიწა არ არის მთლიანად დაკავებული, არ შეიძლბა არსებობდეს მუშათა კლასი, მიწის იჯარა და კაპიტალზე მოგება. კარლ მარქსი ზუსტდ ისეთივე შეხედულებას „კაპიტალის“ პრველი ტომის უკანასკნელ თავში გადმოსცემს. „იქამდე, სანამ ერთი ადამიანი მაინც შეძლებს, რომ მიწის ნაკვეთი კერო საკუთრებად და პირადი მოხმარების საგნად აქციოს“, მოჯამაგირეთა კლასი და, მაშასადამე, კაპიტალიზმი არ არსებობს.
მიუხედავად ამისა ცხადია, რომ მუშათა კლასი და კაპიტალიზმი ბოლო ხუთი საუკუნის განმავლობაში არსებობს. შესაბამისად, ზემოთქმული შეხედულებებიდან გამომდინარე არ უნდა არსებობდეს თავისუფალი მიწა, რომელიც ხელმისაწვდომი იმ ადამიანებისათვის იქნებოდა, ვისაც ის სჭირდება. პასუხგასაცემია ერთადერთი კითხვა: არის თუ არა მიწა დაკავებული იმგვარად, როგორც ეს „ბებერი ცოლების“ ზღაპარშია მოცემული და რომლისაც ტურგოსა და ადამ სმითს სჯერათ. მართლაც სახლდებოდნენ თავისუფალი მიწათმომქმედები ერთმანეთის გვერდით იქამდე, სანამ მთელი მიწა არ დაფარეს? პასუხი ამ კითხვაზე მარტივი გამოთვლით შეიძლება. ზუსტად შეგვიძლია ვივარაუდოთ, თუ მიწის რა ფართობი ესაჭიროება გლეხს, რომელსაც არა აქვს საშუალება დაიქირავოს დამხმარე მუშახელი. საშუალოდ ეს ერთ ჰექტარს, ანუ კომლზე 5-7 ჰექტარს შეადგენს. თუ დამუშავებული მიწების ფართობს ამ მონაცემზე გავყოფთ, გამაოგნებელ აღმოჩენას გავაკეთებთ: თავისუფალი მიწათმომქმედების ოდენობა, რომლებსაც უნდა ეცხოვრათ დედანმიწაზე ამ მოსაზრების შესაბამისად, მსოფლიოს მოსახლეობის ოდენობას ოთხჯერ ან რვაჯერ (დასამუშავებლად ვარგისი მიწების შესახებ სხვადასხვა გეოგრაფის მიერ მოცემული მონაცემების განსხვავების გამო) გადააჭარბებდა. თუკი მსოფლიოს რომელიმე ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანას, მგალითად, გერმანიას განვიხილავთ, ამოვაჩენთ, რომ იქ არსებულზე ორჯერ მეტი მიწათმომქმედისთვის საკმარისი სამეურნეო მიწაა, ხოლო სოფლის მოსახლობის ნახევარზე მეტი მიწის არმქონე პროლეტარიატისგან შედგება. ამასთან, მიწათმფლობეთა შორის უმრავლესობას შადგენენ ისინი, ვისი ნაკვეთიც იმდენად მცირე ზომისაა, რომ ვერ აკმაყოფილეთ და ამიტომ თავის რჩენის მიზნით იძულებულნი არიან, რომ დამატებით სხვებს მოჯამაგირედ დაუდგნენ.
ამგვარად, თუკი დედამიწის ან ერთი დიდი ქვეყნის დასახლება რუსოს ვარაუდის მიხედვით მოხდებოდა, მაშინ დედამიწის მხოლოდ ერთი მეოთხედი ან ერთი მერვედი, ხოლო გერმანიის მსგავსი ქვეყნის შემთხვევაში ნახევარზე ნაკლები იქნებოდა დაკავებული; შესაბამისად, მუშათა კლასის ჩამოყალიბება და სიმდიდრის მცირეთა ხელში დაგროვება საუკუნეების, ეგებ ათასწლეულების განმავლობაშიც კი ვერ დაიწყებოდა, ნიჭიერებაში დიდი განსხვავების მიუხედავად.
მაშასადამე, მიწის სრული ათვისება რუსოს ვარაუდისაგან განსხვავებული გზით უნდა მომხდარიყო. მხოლოდ ერთი ასეთი შესაძლებლობა არსებობს: მასები მიწიდან უნდა განდევნილიყვნენ. ის მსხვილი მამულების სახით სმართლებრივად უნდა დაქვემდებარებოდა დამპყრობელთა კლასს, იმისათვის, რომ მუშათა კლასი ჩამოყალიბებულიყო და მოგებისა და დაგროვების დონე გაზრდილიყო. ზემოთ აღინიშნა, რომ მუშათა კლასის ჩამოყალიბება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც მსხვილი მიწათმფლობელობის სამართლებრივი აღიარების პირობებში, აღარ არსებობს მიწა, რომლის ათვისება თავისუფლად შეიძლება რაც მზარდ მოსახლეობას შიმშილისაგან თავის დასაღწევად იძულებულს ხდის, რომ მებატონეზე იმუშაონ. ამრიგად, ეს მოსაზრება დამტკიცებულად შიძლება ჩაითვალოს.
ეს მოსაზრებები თანამედროვე სახელმწიფოს ბუნებასა და მოქმედების ხერხებს თვალსაჩინოს ხდიან. უკვე ითქვა, რომ ყოველი სახელმწიფო ბატონობისა და ექსპლუატაციის მექანიზმია. ეს მართებულია თანამედროვე სახელმწიფოსთან მიმართებაშიც. ექსპლუატაციის სახე, რომელიც ამ ორივე პრინციპს აერთიანებს და იცავს კაპიტალიზმს წარმოადგენს. კაპიტალიზმი მიწების თავისუფალი გამოყენების შეაძლებლობის პირდაპირი შედეგია.
თუკი ეს ჭეშმარიტება აქამდე გაცნობიერებული ვერ იქნა, ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ კაპიტალიზმის ბუნება და წარმოშობა ძალიან ვიწროდ იქნა გაგებული. ბურჟუაზიული სოციოლოგია და უფრო მეტად ბურჟუაზიული ეკონომიკური მეცნიერება, რომელიც ამ საკითხში, ისევე როგორც სხვა მრავალ საკითხში თითქმის მონურად მისდევდა სოციალისტურ მიდგომებს - მოჯადოებული იყო რა იმით, რაც ქალაქებში ხდებოდა, ის მთელ ყურადღებას მრეწველობას უთმობდა და სოფლად მიმდინარე მოვლენებს ყურადღებას არ აქცევდა - თუმცა უბრალო დამკვირვებლისთვისაც სრულიად ნათელი უნდა იყოს, რომ სამოქალაქო და საბითუმო ვაჭრობა, ისევე როგორც მრეწველობა ეროვნული ეკონომიკის ხის მეორადი წანაზარდებია, რომლის ზრდა, აყვავება და დაცემა მჭიდროდაა დაკავშირებული ხის მთავარი ღერძის ზრდაზე, აყვავებასა და დაცემაზე, რაც სასოფლო სამეურნეო საქონლის ბაზარს წამოადგენს. აღნიშნული შეცდომიდან გამომდინარე, მას სწამს, რომ კაპიტალიზმი ისტორიულად სასაწყობო მეურნეობებისა და წარმოებების გნვითარების კვალობაზე წარმოიშვა, ხოლო მისი სრულყოფილი განვითარება ქალაქებში ორთქლის ძრავაზე მომუშავე მანქანების ათვისებასთანააა დაკავშირებული. კაპიტალიზმი სამანქანო მეურნეობასთან გაიგივდა. თუმცა სინამდვილეში, კაპიტალიზმი უფრო ადრინდელი და უფრო გავცელებული მოვლენაა. კაპიტალიზმი არსებობს ყველგან, სადაც დამქირავებლებს შესაძლებლობა აქვთ, რომ განვითარებული ფინანსური სისტემის მეშვეობით ბაზარზე გამოსატანი დოვლათის წარმოების მიზნით განკარგონ ჩაგრული პროლეტარების შრომა. აუცილებელი არაა, რომ ექსპლუატირებული მშრომელები თავისუფალი მოქალაქეები იყვნენ. ისინი შეიძლება მონებიც კი იყვნენ, სწორედ ამიტომააა, რომ ხშირად საუბრობენ კაპიტალისტურ მონათმფლობელობაზე ანტიკურ საბერძნეთსა და რომში. ისინი შეიძლება აგრეთვე ყმები, მსახურები ან მიწაზე მიჯაჭვული სოფლის პროლეტარიატის წარმომადგენლებიც იყნენ. სინამდვილეში თანამედოვე კაპიტალიზმი ყველგან სოფლად დაიწყო, როგორც მიწაზე მიჯაჭვული მშრომელების ექსპლუატაციის სისტემა. ბროდნიცი, მის მიერ აღწერილ ინგლისის ეკონომიკურ ისტორიაში დამაჯერებლად ასაბუთებს, რომ ეს მოსაზრება სრული ჭეშმარიტებაა ინგლისისათვის - კლასიკური კაპიტლისტური ქვეყნისთვის. ამ ქვეყნის მშრომელები პიროვნული თავისუფლებით შუა საუკუნეებიდან მოყოლებული სარგებლობდნენ, მაგრამ მათ გადაადგილების თავისუფლება არ ჰქონდათ, რადგან ეკლესიური კანონები მამულებიდან გამგზავრებას ზღუდავნენ, ხოლო გილდიებისა და კორპორაციების წესები ქალაქში გადასახლებას თითქმის შეუძლებელს ხდიდნენ. ამგვარად, სასოფლო-სამეურნო კაპიტალიზმი, ქალაქის ბაზრებზე საკვებით ვაჭრობა, სამრეწველო კაპიტალიზმს ასეული წლებით წინ უსწრებდა და ეს უკანასკნელი ძალიან ნელა და გაუბედავად მკვიდრდებოდა და სინამდვილეში არც კი განვითარდა მანამ, სანამ გადაადგილების თავისუფლება არ იქნა მიღწეული.
ის, რაც გერმანიაში მოხდა, ზუსტად ამის მგავსი რამ იყო. გეორგ ფრიდრიხ კნაპმა დაასკვნა, რომ „ელბის აღმოსავლეთით არსებული უდიდესი საკარმიდამო მამულები თანამედროვეობის პირველ კაპიტალისტურ მეურნეობებს წარმოადგენდნენ“. ამ შემთხვევაში სოფლის მეურნეები იყვნენ მიწაზე მიჯაჭვული და ეს ღია ანუ სამართლებრივი იძულების გზით იქნა მიღწეული. იქაც სასოფლო-სამურნეო კაპიტალიზმი სამრეწველო კაპიტალიზმზე საუკუნეებით ადრე გაჩნდა და იქაც იგი ძალიან ნელა და გაუბედავად დამკვიდრდა. ამასთან, იქაც ვერ განვითარდა სრულად, სანამ გერმანიაში შტეინისა და ჰარდენბერგის განთავისუფლების კანონების, ავსტრია-უნგრეთში და რუსეთში კი ბატონყმობის გაუქმების შემდეგ, გადაადგილების თავისუფლება არ იქნა დაშვებული.
ეს იმ გზის მოკლე მონახაზია, რომელიც კპიტალიზმმა და თანამედროვე სახელმწიფომ განვლო და რისი ცოდნაც ამ მოვლენების გაგებას გააადვილებს.
კაპიტალიზმის ახსნის ყველა წინა მცდელობა საწყის წერტილად მრეწველობას განიხილავდა. ისინი ამ მოვლენის გამომწვევ ისეთ მიზეზს იკვლევდნენ, რომელიც ყველაფერ დანარჩენს განაპირობებდა, კერძოდ, შრომით ბაზარზე მუშახელის მუდმივ ზრდას, განსაკუთრებით ქალაქის პირობებში. ყველა ამგვარი განმარტება, როგორც ბურჟუაზიული, განსახლების მალთუსისეული კანონი, ისე მანქანების მიერ მუშახელის ჩანაცვლების სოციალისტური ახსნა, განწირული აღმოჩნდა, ამ უკანასკნელზე საუბარი საჭიროც არაა, რადგან ის სადღეისოდ უკვე უარყოფილია და, მართლაც რომ, ყოვლად გამოუსადეგარია. მეორე განმარტება ყველა სტატისტიკურ მონაცემს ეწინააღმდეგება. ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულ მშრომელთა და დამქირავებელთა რაოდენობა მთელ მოსახლეობასთან შედარებით წარმოუდგენლად გაიზრდა. მუშახელის გარედან შემოდინება რომ არა, საშუალო ხელფასი ამჟამინდელზე ბევრად მეტი იქნებოდა.
თუმცა ამგვარი შემოდინება ყოველთვის არსებობდა. ეს სოფლის ხარჯზე ხდებოდა. ამასთან, ძირითად წყაროს სწორედ დიდი საკარმიდამო მამულები შეადგენდნენ. ეს სტატისტიკურად 1874 წელს ფონ დერ გოლცის მიერ იქნა დამტკიცებული. იგივე შეიძლება ასევე დედუქციური ხერხით იქნეს დადგენილი. დიდი საკარმიდამო მამულების დღიურ მუშებზე „ერთი მიმართულებით მზარდი ზეწოლის“ კანონი მოქმედებდა, რაც მათ მასობრივ მიგრაციას იწვევდა.
კაპიტალიზმის ისტორია ამ გზით და მხოლოდ ამ გზით შეიძლება იქნეს გაგებული მისი განვითარების ყველა მონაკვეთი. პირველ რიგში, მთელ მსოფლიოში ადრეული სამრეწველო კაპიტალიზმის საშინელებები უნდა აღინიშნოს. მანამ, სანამ თავისუფალი გადაადგილების უფლება არ იქნა მიღწეული, მრეწველობა ძალიან ნელა ვითარდებოდა. მხოლოდ თითოოროლა წვრილი საწარმო არსებობდა, რომელსაც თუმცა მცირერიცხოვანი, მაგრამ შედარებით მაღალანაზღაურებადი მუშახლი ჰყავდა. ეს იყო დრო, როდესაც სოფლიდან თავისუფალი გადაადგილება შესაძლებელი გახდა. უკმაყოფილების ფიალა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ივსებოდა, გადმოიღვარა, რადგან აგრარული კაპიტალიზმის პირობებში სოფლის პროლეტარიატი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე და ზოგჯერ ფიზიოლოგიურ მინიმუმზე დაბლა ცხოვრობდა. მუშახელის ამგვარმა მოზღვავებამ შრომითი ბაზარი გააჯერა და უფრო გამოცდილი მუშათა კლასის ხელფასების შემცირება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ მიგრაციამ შეამცირა სოფლის პროლეტარიატი, ქალაქების სწრაფმა ზრდამ საკვებზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. შესაბამისად, საკვების ფასი გაიზარდა და სოფლის მეურნეობაში უფრო ნაყოფიერი ხერხების დამკვიდრება გამოიწვია. ეს არა მხოლოდ მანქანების გამოყენებას ნიშნავდა, არამედ მუშახელზე მოთხოვნის ზრდას, ამან კი ხელფასებს ზრა გამოიწვია. სოფლის მეურნეობაში ხელფასების ზრდამ, თავის მხრივ, გავლენა მრეწველობის განვითარებაზეც იქონია და მრეწველობაში დასაქმებული მუშახელის ხელფასის ზრდაზეც. ასობით ათასი მუშახელის სოფლიდან ქალაქში მუდმივი გადასახლების გამო, განსაკუთრებით გაიზარდა შეფარდება სასოფლო სამურნეო პროლეტარიატასა და ქალაქელ პროლეტარიატს შორის - ამ უკანასკნელის სასარგებლოდ. შრომის ბაზარზე ზეწოლა თანდათანობით გაძლიიერდა, მიუხედავად იმისა, რომ სოფლიდან ქალაქებში მუშახელის გადასვლის აბსოლუტური ოდენობა შენარჩუნდა, შემდგომ დაიკლო კიდეც, როგორც კი მოთხოვნის პირველმა ტალღამ ჩაიარა.
ეს იმ შემზარავი სიდუხჭირის საკმაოდ მარტივი და სრულყოფილი ახსნაა, რომელიც სამრეწვლო კაპიტალიზმს მისი არსებობის პირველ ათასწლეულებში ახლდა თან. ამასთან, ყველა იმ ქვეყნის მშრომელების ხელფასების და საცხოვრბელი პირობების თანდათანობით გაუმჯობესების მიზეზები, სადაც კი კაპიტალისტური წესრიგი მეტ-ნაკლებად მაინც დამკვიდრდა. სინამდვილეში მსგავსი სასწაული შესაძლებელი გახადა არა პროფკავშირულმა მოძრაობამ, როგორც ბევრი თვლის, არამედ სოფლიდან მუშახელის შემოდინების შემცირებამ, ხოლო შედეგები, კიდევ უფრო უკეთესი იქნებოდა, რომ არა ემიგრანტების მოზღვავება სამეურნეო თვალსაზრისით ნაკლებად განვითარებული ქვეყნებიდან, სადაც ჯერ კიდევ მსხვილი მემამულეობა და, შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო კაპიტალიზმი ყვაოდა.
ეს ვარაუდი სრულიად დასტურდება კაპიტალიზმის გამაოგნებელი განვითარებით აშშ-ში, განსაკუთრებით კი ამ ბოლო 10 წელიწადში. იქ იმ მშრომელების უმრავლესობის შემოსავლებისა და ცხოვრების დონემ, რომლებმაც ქვეყნის საურთიერთობო ენას ალღო აუღეს და მისი საზოგადოებრივი პირობები გააცნობიერეს, იმგვარ სიმაღლეს მიაღწია, რომ მათ ახსნას ვერც ბურჟუაზიული და ვერც მარქსისტული მოძღვრებები ვერ შეეჭიდებიან. ოცი წლის წინ ნარკვევებში, რომლის სახელწოდება იყო „რას ნიშნავს ჩვენთვის რუსეთის აგრარული რეფორმები?“1 მე ვწერდი შემდეგს: ძველი ფეოდალური მსოფლიოს აგრარულ კონსტიტუციაში მნიშვნელოვანი ბოროტების სრულიად ადვილად ამოსაცნობი ფესვებია ჩამალული, რომლისგანაც ახალი მსოფლიო ზარალდება. თავისუფლება ვერსად აყვავდება, სანამ მონობა ჯერ კიდევ სადმე მაინც არსებობს. თავისუფლება ისეთი გადამდებია, რომ ოკეანეებსა და მთებსაც იოლად გადალახავს ხოლმე. წარმოიდგინეთ, რომ რუსეთის ან აღმოსავლეთ ევროპის აგრარული რეფორმის გამო, ამერიკაში მასობრივი იმიგრაცია თუნდაც ათწლეულით შეწყდა, რა დაემართებოდა ამერიკულ კაპიტალიზმს? ქალაქისა და სოფლის მშრომელების ისედაც მაღალი ხელფასები წარმოუდგენლად გაიზრდებიოდა; შიდა ბაზრის მხრიდან საკვებსა და სამრეწველო საქონელზე ისედაც დიდი მოთხოვნა თავბრუდამხვევ სიმაღლეს მიაღწევდა; მუშახელი ყველაზე ძვირი საქონლი გახდებოდა“. ეს წინასწარმეტყველება ზედმიწევნით ახდა. ჩემს წინ დევს 1926 წელს დაბეჭდილი წიგნი, რომელიც დაწერა ნიქსონ კარვერმა, ჰარვარდის უნივერსიტტის პროფესორმა, რომელსაც ეწოდება: „თანამედროვე ეკონომიკური რევოლუცია აშშ-ში“. მე-8 გვერდზე შემდეგი მონაკვეთია: „ომით გამოწვეული იმიგრაციის შესამჩნევი შემცირების გამო, რასაც კანონმდებლობის გამკაცრებაც მოჰყვა, ჩვენმა დაქირავებულმა მშრომელებმა კეთილდღეობაში იმაზე მეტი წილის მიღება მოახერხეს, რაც კი შეიძლებოდა, რომ მშრომელს როდესმე გამოემუშავებინა.“ ავტორი ნათლად ხედავს და ვერ უარყოფს, რომ ამერიკული კაპიტალიზმი, რომელიც მიუხედავად მისი ვარდისფერი ოპტიმიზმისა, მხოლოდ იმიგრაციით აიხსნება: „მსოფლიო ომის წინ, ორმოცი წლის განმავლობაში მილიონობით უბრალო მუშის იმპორტირებას ვახდნდით. ჩვენ არ შემოგვიყვანია დამქირავებლებისა და კაპიტალისტების მნიშვნელოვანი რაოდენობა“ ამის გამო შრომის ბაზარზე მიწოდებამ მოთხოვნას გადააჭარბა. მაგრამ „ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც შავი მუშების ნაკადი მნიშვნელოვან წილად შევამცირეთ და თითქოს შევაჩერეთ, ჩვენ ნელ-ნელა იმ დატვირთვებისაგან ვთავისუფლდებით, რომელთა გამოც სულ მცირე ორი თაობის განმავლობაში ვიტანჯებოდით“. მიღებული შედეგები თავისთავად არაჩვეულებრივი იყო, კანადიდან და განსაკუთრებით მექსიკიდან ჯრ კიდევ უამრავი მუშახელი, ძირითადად უმიწაწყლო გლეხები შემოდიან, რომლებიც არამარტო არაკვალიფიცირებულნი და განსხვავებული რასისანი არიან, არამედ იმდენად გაუნათლებელნი. რომ ცივილიზებული ცხოვრების პირობებზე მორგების უნარს მოკლებულნი არიან. იმავდროულად მშრომელები, რომლბიც ადგილობრივ მოსახლეობაში აითქვიფნენ, უკვე ცხოვრების ისეთი მაღლი დონით სარგებლობენ, რომ მათი ბედი შეიძლება გერმანიის მსგავსი ქვეყნის საშუალოზე მაღალი კლასის წარმომადგენლბს შეშუედებოდათ. კალატოზი, რომელიც ნიუ-იორკში სხვადასხვა სამუშაოს ასრულებს. დღეში 14 დოლარს იღებს. ანუ 25 სამუშაო დღეზე გაანგარიშებით, თვეში 1500 გერმანულ მარკას. ყველანირი სტატისტიკა აჩვენებს, რომ მუშებს არამხოლოდ შეუძლიათ, რომ ყოველდღიურ ხარჯებს აუვიდნენ, არამედ შეუძლიათ, რომ მნიშვნელოვანი კაპიტალიც დააგროვონ. მუშათა ბანკები ერთი მეორის მიყოლებით ფუძნდება და ყველა მათგანი ქმედით მონაწილეობას იღებს მათი დამფუძნებელი კლასის კეთილდღეობის ამაღლებასა და მრეწველობის დაფინანსებაში. ბრეიდის ცნობით, აშშ-ში სამრეწველო მუშებისათვის წლიურად გადახდილმა ხელფასებმა 25 მლრდ. დოლარი შეადგინა, ხოლო დაგროვებულმა თანხამ 6-7 მლრდ. დოლარი. მაშინაც კი, თუ ეს ციფრები გადაჭარბებულია, მუშათა ბანკებში დაახლოებით ამდენი თანხის ბრუნვაც კი, მალე მშრომელებს შეაძლებინებს, რომ მრეწველობის საკმაოდ დიდი წილი გააკონტროლონ და ფასების და ხელფასების პოლიტიკა მუშების სასარგებლოდ განსაზღვრონ. დღესაც კი შეიძლება დამტკიცებულ იქნას, რომ ყველა დიდი და გავლენიანი კომპანიების აქციების უმეტესობა მუშებისა და თანამშრომლების ხელშია.
ყველა შეძლებს გააცნობიეროს საშიშროება, რომელიც ასეთმა ტენდენციამ შეიძლება გამოიწვიოს. ყველას მოეხსენება, რომ გარკვეულ გარემოებებში და დაუნდობელი კატაკლიზმების ხელში, ერთობლივი საწარმოები ძალიან ხლსაყრელია იმისათვის, რომ იქიდან წვრილი აქციონერები საბირჟო ხრიკების მეშვეობით განიდევნონ. თუმცა ეს არ არის გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნას. გადამწყვეტი ფაქტორი არის ის, რომ მუშებმა უნდა შეძლონ ასეთი თანხების დაგროვება, ხოლო გამოცდილებამ გაჭირვების შემთხვევაში მათი უსაფრთხო და მომგებიანი განთავსება უნდა ასწავლოს. ამ მხრივ საუკეთესო საშუალება მშრომელთა ბანკებისთვის სათანადო რეგულირების სისტემის შექმნაა, რაც სანდო ექსპერტების ზედამხედველობას დაექვემდებარება. ევროპლი მუშების დანაზოგი რაც, მიუხედავად იმისა, რომ ცალ-ცალკე აღებული ძალიან ცოტა ჩანს, ჯამში დიდ კაპიტალს შეადგენს, ამჟამად იმდენად უხეიროდაა დაბანდებული, რომ სინამდვილეში მათივე ჯაჭვების გამოსაჭედად გამოიყენება. შემნახველ ბანკებს, რომლებშიც მათი დანაზოგები იყო განთავსებული, არ ჰქონდათ საშუალება, რომ მათ მოკლევადიანი თამასუქების გაცემისა და საქალაქო უძრავ ქონებაზე გრძელვადიანი საგირავნო სესხების გარდა სხვა მომსახურება გაეწიათ. ამგვარად, მათი გაზრდილი ფინანსური კაპიტალი მუშათა კლასის ყველაზე დიდი მტრის სავალუტო სპეკულანტებისა და მიწის გადამყიდველების კლასების გაძლიერებაში ჰქონდათ დაბანდებული.
დავუბრუნდეთ აშშ-სა და პროფესორ კარვერს, სრულიად ცხადია, რომ ამერიკელები ჯერ კიდევ არ თვლიან, რომ დიდი მამულები წარსულში არსებული ყველა ბოროტების წინაპირობაა და რომელიც, მიუხედავად მდგომარეობის გაუმჯობესებისა, ჯერ კიდევ მოქმედებს. კარვერი რამდენიმე სიტყვით უარყოფს იმ უდიდესი მნიშვნელობის ფაქტს, რომ ორი ასწლეულის განმავლობაში სახელმწიფომ ეროვნული საუნჯის - მიწის უდიდესი ნაწილი მიისაკუთრა, ანუ უმაღლეს კლასს ჩააბარა, რომ დაბალი ფენები მისგან მოეწყვიტა და ამგვარად, მათგან მათთვის ასე საჭირო მუშათა კლასი შეექმნა. ჩემს „სოციოლოგიის სისტემაში“ (III, გვ. 540), აღვწერე ეს დამანგრეველი პრაქტიკა, რომელიც არამარტო ამერიკაში, არამედ ყველა ევროპულ კოლონიაში იყო გაბატონებული. ეს არის ნამდვილი მიზეზი იმისა, თუ რატომ მოხდა, რომ თაობების განმავლობაში ამერიკაში გადასული მიგრანტების სრული უმრავლესობა დიდ ქალაქბში რჩებოდა, მიუხედავად იმისა, რომ თავიანთ სამშობლოში სოფლის მეურნეობით იყვნენ დაკავებულები. მაინც საიდან ჩამოდიოდნენ ისინი? აღმოჩნდა, რომ ძირითადად ყველა მათგანი იმ ევროპის ქვეყნებიდან იყვნენ, სადაც დიდი მამულები იყო. უპირვლეს ყოვლისა აღმოსავლეთ გერმანიიდან, ირლანდიიდან, ინგლისიდან, გარდა ამისა პოლონეთიდან, რუსეთიდან, რუმინეთიდან, შვედეთიდან, სამხრეთ იტალიიდან და ა.შ. ევროპის სასოფლო-სამეურნეო ქვეყნებმა ამერიკაში მიგრანტთა უდიდეს ნაკადს მხოლოდ მცირედი თუ შემატეს. რაც შეეხება მექსიკას, ეს არის უზარმაზარი მამულების ქვეყანა. ამის გამო იყო, რომ მიუხედავად უდიდესი ფართობისა და გაფანტული მცირე მოსახლეობისა, ხალხი იძულებული იყო, რომ გადასახლებულიყო, რადგან სამშობლოში ცხოვრების საშუალებები შეზღუდული იყო. შემდეგი შედეგი იყო ის, რომ ისინი ითვლებოდნენ მოჯამაგირეებად, ანუ „უსულო ცხოველებად“ ისევე, როგორც სოფლის მუშები ყველა ქვეყანაში, სადაც ვრცელი საკარმიდამო მამულები არსებობს. ისაიას სიტყვების ციტირება რომ მოვახდინოთ: „ვაი მათ, ვინც სახლის სახლთან შეერთებით, მიწის მიწასთან შეტყუპებით, კვლავ უადგილოდ დარჩება, რომ დედამიწის ზურგზე მარტო ვერ დამკვიდრდება“.
ამით, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცებულებების ჯაჭვი გასრულებულია. უკვე ითქვა, რომ სახელმწიფო იძულებითი დაპყრობის შედეგია, რომელიც საზოგადოების ზურგზე პარაზიტულად ცხოვრობს და დაარსებისთანავე ქმნის ორ ინსტიტუტს: კლასობრივ დაყოფას და მსხვილ მესაკუთრეობას. კლასებად დაყოფა დანგრეული იქნა 1649 წლის ინგლისის, 1789 წლის საფრანგეთის და 1917 წლის რუსეთის დიდი რევოლუციებით. მსხვილი მესაკუთრეობა დღემდე საბოლოოდ მხოლოდ რუსეთში გაუქმდა. ამ ქვეყანაში რევოლუციას თან სდევდა საქმიანობა, რომელიც არამარტო უსარგებლო, არამედ უჩვეულოდ დამანგრეველი იყო, რაც ერთადერთი მიზეზია იმისა, რომ ამ რეგიონმა, რომელიც შეერთებულ შტტებს უტოლდება ბუნებრივი რესურსებით, განვითარების მაღალ დონეს მიაღწია.
სხვა ერების წინაშე ისევ დგას ამოცანა, რომ მათი წიაღიდან პრიმიტიული ძალადობის ეს უკანასკნელი ნაშთიც ამოძირკვონ და საშუალო კლასის მიერ მოწყობილი რევოლუცია დაასრულონ, რამაც ამქვეყნად ის ნამდვილი თავისუფლება უნდა მოიტანოს, რომელიც არ არსებობს იქ, სადაც რუსოს სიტყვებით რომ ვთქვათ : „ზოგი იმდენად მდიდარია, რომ სხვას ყიდულობენ; ზოგიერთი კი ისე ღარიბია, რომ იძულებულნი არიან თავის თავი სხვებს მიყოდონ“.
ამჟამად განვიხილეთ თანამედროვე სახელმწიფოს ბუნება და მომავალი. სინამდვილეში ის კაპიტალიზმის მამოძრავებელი მექანიზმია. მაგრამ ისტორიის ანალიზიდან ცხადი ხდება, რომ კაპიტალიზმი არც იმდენად ცუდია და არც იმდენად კარგი როგორც ზოგჯერ წარმოუდგენიათ. ამგვარად, კაპიტალისტური სახელმწიფო არ იმსახურებს არც სათაყვანებელ და არც საძაგებელ კერპად ქცევას. მას არ სჭირდება არც ამაღლება და არც მიწაში ჩაფლვა. ის მონობისა და თავისუფლების უკანონო შვილია. უდიდესი ამოცანა, რომელიც ჩვენს წინაშე დგას, მონობის ნაშთების მოსპობა და თავისუფლების მოპოვებაა. ჩვენი მემკვიდრეები იცხოვრებენ ისეთი რეჟიმის პირობებში, რომელიც იმდენად იქნება სახელმწიფო, რამდენადაც მას ექნება დადგენილი კანონები, პასუხისმგებელი ინსტიტუტები და ძალაუფლება მათ აღსასრულებლად, თუმცა ამავდროულად არ იქნება დაფუძნებული ექსპლუატაციასა და ბატონობაზე, ისტორიულად ცნობილი ყველა სახელმწიფოს მსგავსად.
თარგმნა გოგი გეგუჩაძემ
![]() |
8 ჩვენი მტერი, სახელმწიფო |
▲ზევით დაბრუნება |
ალბერტ ჯეიმ ნოკი (1870-1945)
გამოჩენილი ამერიკელი მოაზროვნე ალბერტ ჯეიმ ნოკი სკრანტონში, პენსილვანიის შტატში დაიბადა.
მთელი მისი მოღვაწეობა თავისუფლების ძიებისათვის ბრძოლას მიეძღვნა. მის თითოეულ ნაშრომში აშკარა მოწოდება ისაა, რომ ადამიანის ცხოვრება კოლექტივის მიერ ნაკლებ სანქცირებული იყოს, სადაც ნოკი, უპირველესად, სახელმწიფოსა და სახელმწიფოს ჩარევას მოიაზრებს. სახელმწიფო, მისი აზრით, ადამიანის უპირველესი მტერია, რაც არ უნდა კეთილშობილურ თვისებებს ისახავდეს იგი მიზნად.
ფაქტია, ამით ნოკი სასტიკად დაუპირისპირდა იმ დროისათვის გავრცელებულ „საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს“ ჩანასახოვან იდეებს. „მომაკვდინებელი საფრთხე ემუქრება ცივილიზაციას: სახელმწიფო ჩარევა, ყოველგვარი სპონტანური საზოგადოებრივი მცდელობების შევიწროვება სხელმწიფოს მიერ; შეიძლბა ითქვას, რომ ამგვარი ჩარევა იმგვარი ისტორიული ქმედების ჩაკვლას ემსახურება, რომელიც განუწყვეტლივ სიმყარეს აძლევდა, კვებავდა და აცოცხლებდა ადამიანის სვე-ბედს“ - წერდა მისი შრომების გავლენის ქვეშ მყოფი გამოჩენილი ესპანელი მოაზროვნე ხოსე ორტეგა ი გასეტი 1922 წელს.
სწორედ ამგვარი იდეების შეუდარებელი გამომხატველი გახლდათ ალბერტ ჯეიმ ნოკი. მისი ძირითადი ნაშრომებია: „ჩვენი მტერი, სახელმწიფო“, „მითი დამნაშავე ერის შესახებ“, „ჯეფერსონი“, ჰენრი ჯორჯი: ესეები და ა.შ.
გამოქვეყნდა 1935 წელს, იბეჭდება პირველი ორი თავი
თავი I
I
(აუცილებელია გვხსოვდეს, რომ ბატონი ნოკი ამ ნაშრომს ამერიკის პრეზიდენტ ფრანკლინ დელანო რუზველტის ე.წ. „სახელმწიფო გადატრიალების“ და ე.წ. „ახალი მიდგომის“ წამოწყებისთანავე ქმნიდა. ის, რაც მან იწინასწარმეტყველა - აღსრულდა! რაც მეტად ვუახლოვდებით 21-ე საუკუნეს, მით მეტად ახლოს ვართ დიქტატორული სოციალისტური სახელმწიფოს ჩამოყალიბებასთან).
თუ საზოგადოებრივ საქმეებში ღრმად ჩავიხედავთ, აღმოვაჩენთ, ერთ არსებით მოვლენას. კერძოდ იმას, რომ საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის ძალაუფლების ყოვლისმომცველი გადანაწილება მიმდინარეობს. ცივილიზაციის მკვლევარის ყურადღების საგანს სწორედ ეს საკითხი წარმოადგენს. მისთვის მხოლოდ მეორადი და ზედაპირული მნიშვნელობა აქვს ისეთ მოვლენებს, „როგორიცაა ფასების დადგენა“. „ხელფასების დაწესება“, „ინფლაცია“, „საბანკო პოლიტიკა“, „სოფლის მეურნეობის რეგულირება“, ისევე როგორც სახელმწიფო პოლიტიკის სხვა მსგავს თემებს, რომლებიც გაზეთების პუბლიცისტებისა და პოლიტიკოსების ყოველდღიური განხილვის საგანს წარმოადგენს.
ეს მოვლენები ყოველდღიური მნიშვნელობისაა, რის გამოც საზოგადოებრივ ყურადღებას მთლიანად იპყრობენ, თუმცა ყველა მათგანს ერთი და იგივე რამ აერთიანებს, ესაა სახელმწიფო ძალაუფლების ზრდა და, შესაბამისად, საზოგადოებრივი ძალაუფლების შემცირება.
სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ნათლად გააზრებული არ არის, მსგავსად იმისა, რომ სახელმწიფოს საკუთარი ფული არ გააჩნია, მას არც საკუთარი ძალაუფლება გააჩნია. მთელ ძალაუფლებას, რომელსაც ის ფლობს, მას საზოგადოება ანიჭებს, გარდა ამისა, რასაც ამა თუ იმ საბაბით, დრო და დრო, თავადვე მიიტაცებს ხოლმე; სახელმწიფოს მიერ ძალაუფლების მოპოვების სხვა არანაირი წყარო არ არსებობს. შესაბამისად, სახელმწიფოს ძალაუფლების ყოველი გაფართოება როგორც ნებაყოფილობითი, ისე ძალადობრივი საზოგადოების ძალაუფებას მნიშვნელოვნად კვეცს. სახელმწიფოს ძალაუფლების გაძლიერება, საზოგადოებრივი ძალაუფლების შესაბამისი და თითქმის თანაბარი შემცირების გარეშე, არასოდეს მომხდარა და შეუძლებლიცაა რომ მოხდეს.
უფრო მეტიც, გამოდის რომ სახელმწიფოს მიერ ძალაუფლების ნებისმიერი გამოყენება არა მხოლოდ ამცირებს იმავე მიმართულებით საზოგადოებრივ ძალისხმევას, არამედ ამავე დანიშნულებით საზოგადოებრივი ძალისხმევის გამოყენების სურვილსაც კი. ქალაქ ნიუ-იორკის მერმა გეინორმა ყველა გააოცა, როდესაც კორესპონდენტს, რომელიც პრეტენზიებს გამოთქვამდა პოლიციის არაეფექტური მუშაობის შესახებ, მიუთითა, რომ ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება დააპატიმროს დამნაშავე და წარადგინოს სასამართლოს წინაშე. „ინგლისისა და ამერიკის შეერთებული შტატების კანონები“, განმატავდა ის, „ძალიან წინდახედულია იმ თვალსაზრისით, რომ პოლიციას არ ანიჭებს უფრო მეტ უფლებებს, ვიდრე ნებისმიერ მოქალაქეს“. არადა, სახელმწიფოს მიერ პოლიციის მეშვეობით ამ უფლების გამოყენება იმდენად მუდმივი იყო, რომ მოქალაქეები არათუ განწყობილნი არ იყვნენ მის გამოსაყენებლად, არამედ 10 ათასიდან ერთმაც კი არ იცოდა, რომ ეს უფლება ჰქონდა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, უეცრად თავს დამტყდარ უბედურებებს აქამდე საზოგადოების ძალისხმევის მობილიზების საშუალებით უმკლავდებოდნენ. ფაქტობრივად, (ცალკეული ინსტიტუციონალური წარმონაქმნების გარდა, როგორებიცაა: მოხუცებულთა სახლი, ფსიქიკურად დაავადებულთა თავშესაფარი, ქალაქის საავადმყოფო და ღარიბთა თავშესაფარი) სიღარიბე, უმუშევრობა, „დეპრესია“ და სხვა მსგავსი სხვა უკეთურობები სახელმწიფოს არანაირად არ ეხებოდა, ისინი საზოგადოებრივი ძალისხმვის გამოყენებით წყდებოდა. თუმცა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბ-ნი რუზველტის მმართველობის დროს ხელისუფლებამ საკუთარ თავზე აიღო ეს მოვალეობა, როდესაც მან საჯაროდ წარადგინა ისტორიაში უმაგალითო მოძღვრება, რომლის მიხედვით სახელმწიფო ვალდებულია საკუთარი მოქალაქეები საარსებო საშუალებებით უზრუნველყოს. პოლიტიკის მკლევარებმა, რასაკვირველია ამაში მხოლოდ ეშმაკური წინადადება დაინახეს, რომლის მიზანი სახელმწიფო ძალაუფლების უსაზღვროდ გაზრდა იყო. თითქმის ასეთივე ქმედება, რასაც დიდი ხნის წინ, 1794 წელს, ამერიკის შეერთბული შტატების ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ჯეიმს მედისონმა უწოდა „ძველი ხრიკი, რომლითაც მთავრობა ყოველ შემთხვევას ძალაუფლების გაფართოების წყაროდ გარდაქმნის“. დრომ დაადასტურა, რომ იგი მართალი იყო. რუზველტისეული „ახალი მიგომის“ გავლენა სახელისუფლებო და საზოგადოებრივ ძალაუფლებას შორის წონასწორობის დარღვევაზე ისევე სრულიად ცხადია, როგორც გავრცელებული შეცდომის შედეგები, რომელიც აღარ უხმობს საზოგადოებრივ ძალისხმევას ამ პრობლემების მოსაგვარებლად.
საზოგადოებრივი ძალისხმევის გარდაქმნა სახელისუფლებო ძალაუფლებად, უმეტესწილად, სწორედ ამ გზით ხდება და თავის თავსაც ამ გზით ამკვიდრებს.1 როდესაც ჯონსთაუნის წყალდიდობა დაიწყო, საზოგადოებრივ ძალისხმევას დაუყოვნებლივ მოუხმეს და ის კანონიერად და გონივრულად იქნა გამოყენებული. ფულად გამოხატულებაში საზოგადოებრივი ძალისხმევის მასშტაბი იმდენად დიდი იყო, რომ როდესაც ყველაფერი მოწესრიგდა, დაახლოებით მილიონი დოლარის დანაზოგი დარჩა. ახლა რომ მგავსი კატასტროფა მოხდეს, საზოგადოებრივი ძალისხმევა არა მხოლოდ უძლური აღმოჩნდება იგივე მოქმედებისათვის, არამედ საერთო ინსტიქტის მიხედვით, პრობლემის გადაჭრას სახელმწიფოს მიანდობს. არა მხოლოდ საზოგადოებაა გადაგვარებული ამ ზომამდე, არამედ მასთან ერთად, ამ მიმართულებით მოქმედების სურვილიც კი საერთოდ გადაგვარებულია. მიიჩნევა, რომ თუკი სახელმწიფოს ასეთი საკითხები თავისი საქმიანობის საგნად აქვს გადაქცეული და ის საზოგადოებრივი საშუალებები აქვს მითვისებული, რომელიც მათ გადასაჭრელად არის საჭირო, მაშინ სახელმწიფომ თვითონვე უნდა მიხედოს მათ. ჩვენ შეგვიძლია ეს საყოველთაო გადაგვარება დაახლოებით შევაფასოთ ჩვენივე განწყობით, რომელიც მათხოვრის მოახლოებისას გვიჩნდება. წინათ, ჩვენ შეიძლება დავხმარებოდით კიდეც მას რაიმეთი, დღეს კი ჩვენ მას სახელმწიფო დახმარების უწყების ანაბარად ვტოვებთ. სახელმწიფომ მიმართა საზოგადოებას: შენ არ გაგაჩნია შესაბამისი ძალა, რომ საგანგებო შემთხვევებს გაუმკლავდე, ან ამას, ჩემი აზრით, უხეიროდ აკეთებ. ამიტომაც მე შენ ამის შესაძლებლობას ჩამოგართმევ და საკუთარი ნება-სურვილით გამოვიყენებ. ამდენად, როდესაც მათხოვარი გვთხოვს 25 ცენტს, ჩვენ ინსტიქტურად ვამბობთ, რომ სახელმწიფომ უკვე მიისაკუთრა 25 ცენტი ჩვენგან მის სასარგებლოდ და ამიტომაც მან სახელმწიფოს უნდა მიმართოს.
მსგავსი შედეგები მოსდევს მრეწველობასა და ვაჭრობაში სახელმწიფოს ნებისმიერ უშუალო ჩარევას. როდესაც სახელმწიფო ხელფასებისა და ფასების დაწესებაში ერევა ან კონკურენციის პირობებს ადგენს, სინამდვილეში მეწარმეს ეუბნება, რომ ის საზოგადოებრივ ძალაუფლებას არასწორად იყენებს და, შესაბამისად, სთავაზობს ამ ძალაუფლების მისთვის დათმობას და საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენებას. მეწარმე კი ინსტიქტურად ანდობს სახელმწიფოს შედეგებზე ზრუნვას. ამის მარტივ დასაბუთებად მახსენდება საგანგებო დანიშნულების ქსოვილების ერთ-ერთი მწარმოებლის სიტყვები, როდესაც მან მითხრა, რომ წამგებიან ქარხანას 5 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა, რადგანაც ძნელბედობის ჟამს მუშების მიუსაფარად დატოვება არ უნდოდა. მაგრამ ახლა, როდესაც მას სახელმწიფო კარნახობს, თუ როგორ მართოს საკუთარი მეურნეობა, პასუხისმგებლობა სახელმწიფომ სიამოვნებით უნდა აიღოს.
საზოგადოებრივი ძალაუფლების სახელმწიფო ძალაუფლებად გადაქცევის პროცესი ყველაზე ნათლად, ალბათ, ისეთ შემთხვევებში ჩანს, რომლებშიც სახელმწიფოს ჩარევა უშუალოდ კონკურენტული ხასიათისაა. ბოლო ათწლეულების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნებში სახელმწიფო ძალაუფლების გაძლიერება იმდენად სწრაფად მიმდინარეობს და იმდენად მრავალფეროვანია, რომ დღეს ჩვენ უკვე იმის მოწმე ვართ თუ როგორ გახდა სახელმწიფო ტელეგრაფისტი, ტელეფონისტი, რადისტი, იარაღის მწარმოებლი, რკინიგზის მშენებელი, მფლობელი და მეისრე, წვრილი მოვაჭრე, თამბაქოს და ნავმისადგომების მშენებელი, სახლების მშენებელი, მთავარი განმანათლებელი, გაზეთების მფლობელი, საკვების მწარმოებელი, სადაზღვეო დილერი და ა.შ. ეს სია საკმაოდ ვრცელია.2
სრულიად ნათელია, რომ კერძო მწარმოებლები შესუსტდებიან, შესაბამის დარგებში სახელმწიფო ჩარევის ზრდის შესაბამისად. საზოგადოებრივი ძალების სახელმწიფო ძალაუფლებასთან კონკურენცია ყოველთვის წამგებიანია, რადგან სახელმწიფოს შეუძლია კონკურენციის პირობების საკუთარ თავზე იმგვარად მორგება, რომ გამორიცხოს საზოგადოებრივი შესაძლებლობების სათანადო გამოყენება; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას შეუძლია საკუთარი თავისთვის მონოპოლიური უფლებების მინიჭება. ამის მაგალითი მრავლადაა. მათ შორის ჩვენთვის ყველაზე ნაცნობ საფოსტო გზავნილებზე სახელმწიფო მონოპოლიაა. სახელმწიფო დადგნილების საფუძველზე, ამ სახის საქმიანობიდან საზოგადოებრივი ძალისხმევა პროცესუალურად არის ჩამოშორებული, მიუხედაად იმისა, რომ მას ბევრად უფრო იაფად და უფრო უკეთესადაც შეეძლო მისი განხორციელება, ყოველ შემთხვევაში, ამ ქვეყანაში მაინც. სახელმწიფოს ინტერესების გატარების თვალსაზრისით, ამ მონოპოლიის დადებითი მხარეები მეტად თავისებურია. სავარაუდოდ, საფოსტო მომსახურების ასეთ მასშტაბურ და ყოვლისმომცველ მფარველობას, სახელმწიფო სამსახურის საჭიროებების სახელით ესოდენ დიდი როდენობის ხალხის დასაქმება, ქვეყნის ყველა გზაჯვარედინზე საკუთარი წარმომადგენლის ჩაყენებას, სხვა ვერავინ შეძლებდა. ის, რომ ხელისუფლების საყოფაცხოვრებო სამსახურის ხელმძღვანელი რეგულარულად ინიშნება ფოსტის მინისტრად, არავითარ შემთხვევაში არ არის უბრალო დამთხვევა.
ამდენად, სახელმწიფო ყოველ შემთხვევას საკუთარი ძალაუფლების გაფართოებისათვის იყენებს და ამას ყოველთვის საზოგადოებრივი ძალის ხარჯზე აკეთებს, რითაც ხალხს დამთმობ ხასიათს უვითარებს. იბადებიან ახალი თაობები, რომლებიც შეგუებულნი არიან, როგორც ამერიკული ლექსიკონები განმარტავენ, „მორგებულნი“ არიან სახელმწიფო ძალაუფლების ზრდას და ისინი ამ პროცესს ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამენ. სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტი შეხმატკბილებულად ადასტურებს ამ ტენდენციებს. ისინი ერთიანდებიან იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ძალაუფლების თანმიმდევრულ სახელმწიფო ძალაუფლებად გარდაქმნა წარმოაჩინონ, არა როგორც მხოლოდ ჩვეულებრივი მოვლენა, არამედ როგორც საზოგადოების კეთილდღეობისათვის მეტად საჭირო და სასარგებლო რამ.
II
ამჟამად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სახელმწიფო ძალაუფლების ზრდას სამი ძირითადი მაჩვენებელი წარმოაჩენს.
პირველი, ეს სახელმწიფო ძალაუფლების ცენტრალიზაციის დონის მაჩვენებელია. ყველაზე მცირე პოლიტიკური ერთეულების პრაქტიკულად ყველა სუვერენული უფლება-მოვალეობა, რომლებიც მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევია, უკვე ფედერალური ორგანოების მიერ არის შთანთქმული. ამგვარად, სახელმწიფო ძალაუფლება არა მხოლოდ ვაშინგტონშია კონცენტრირებული, არამედ მისი სადავეები იმდენადაა თავმოყრილი აღმასრულებელი ორგანოს პირველი პირის ხელში, რომ არებული წყობა ერთპიროვნული მმართველობის სახეს იძენს. ნომინალურად ეს რესპუბლიკური მმართველობაა, მაგრამ რეალურად - თვითმპყრობლობა. ეს საცნაური ანომალიაა, მაგრამ ერთობ სახასიათო დაბალი ინტელექტუალური მონაცემების მქონე ხალხისთვის. ერთპიროვნული მმართველობა აქ არ ხორციელდება იტალიის, რუსეთის ან გერმანიის მსგავსად, რადგანაც სახელმწიფო ჯერჯერობით ამას არ საჭიროებს. მეტიც, აქ ეს სრულებითაც არაა აუცილებელი, მაშინ როდესაც ხსენებულ ქვეყნებში ამის საჭირობა არსებობს. მაგრამ ერთპიროვნული მმართველობა ყოველთვის ერთპიროვნული მმართველობაა, მისი გამოყენების მასშტაბი კი, უშუალოდ, პოლიტიკური გონიერების საკითხია და მთლიანად ვითარებაზეა დამოკიდებული.
ეს წყობა დამყარდა ახლებური და უჩვეულო სახელმწიფო გადატრიალების საშუალებით, რომელიც მხოლოდ მდიდარ ქვეყანაშია შესაძლებელი. ის განხორციელდა არა ძალადობით, როგორც ნაპოლეონის შემთხვევაში, არა ტერორიზმით, როგორც მუსოლინის შემთხვევაში, არამედ მოსყიდვის საშუალებით. ამდენად, მას შეილება სახელმწიფო გადატრიალების ამერიკული სახესხვაობა ეწოდოს.3
ჩვნი ეროვნული საკანონმებლო ორგანო, საფრანგეთის 1851 წლის ეროვნული კრებისაგან განსხვავებით, იარაღის ძალით კი არ დაუმხიათ, არამედ საჯარო ფულადი სახსრების მართვიდან გამოდევნეს. 1934 წლის ნოემბრის არჩევნებში ნათლად გამოჩნდა, რომ სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ძალაუფლების თავმოყრა შემდეგი გზებით განხორციელდა: ყველაზე მცირე პოლიტიკური ერთეულების შესაბამისი უფლება-მოვალეობები აღმასრულებელი ორგანოს პირველი პირის პირადი მეთვალყურეობით შეიკვეცა.4
ეს არის ყველაზე გასაოცარი მოვლენა, რომლის მსგავსიც, შესაძლოა, არასოდეს ყოფილა; და მისი ხასიათი და შედეგები უდიდეს ყურადღებას იმსახურებს.
მეორე მაჩვენებელი ამჟამად განსაკუთრებით შესამჩნევი ბიუროკრატიული მიდგომების გავრცელების მასშტაბს ავლენს. ბოლო 2 წლის განმავლობაში ვაშინგტონში დაარსებული ახალი საბჭოების, ბიუროების და კომისიების რიცხვი, ამ საკითხის აქტუალობას ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს. ისინი დაახლოებით 90 000 ახალ თანამშრომელს ითვლიან, რომლებიც დამატებით არიან დანიშნულნი სახელმწიფო სექტორის გარედან და ამბობენ, რომ ვაშინგტონში მათი ერთიანი ფედერალური სახელფასო ფონდი თვეში 3 მლნ. დოლარს აჭარბებს.5
თუმცა ეს, შედარებით, უმნიშვნელო შემთხვევაა. ცენტრალიზებული ხელისუფლების ზეწოლა მთელი ძალით არის მიმართული შედარებით დაბალ რგოლებში დასაქმებული ყოველი ოფიციალური პირისა და ახალფეხადგმული პოლიტიკოსების ფედერალური ბიუროკრატიის დამთმობ და კორუმპირებულ აგენტად გადაქცევისაკენ. აქ საყურადღებო შედარება შეიძლება ფლავიუსების დინასტიის არსებობის ბოლო და მის შემდგომ პერიოდის რომის იმპერიასთან გაკეთდეს. ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებები და მოვალეობები, რომლებიც ადრე ძალიან მნიშვნელოვანი იყო პროვინციებში და, უფრო მეტიც, მუნიციპალიტეტებშიც კი, უფრო მეტად დათმობების, ვიდრე ჩახშობის შედეგად განიავდა. იმპერიული ბიუროკრატია, რომელსაც მე-2 საუკუნემდე შედარებით მოკრძალებული უფლებამოსილება ჰქონდა, სწრაფად იზრდებოდა და ადილობრივმა პოლიტიკოსებმა მასთან საერთო ენის გამონახვის უპირატესობები სწრაფად დაინახეს. რომში ჩასვლისას ისინი ქედს იხრიდნენ, როგორც ვაშინგტონში ჩასვლისას. ახლა გუბერნატორები, კონგრესმენობის კანდიდატები და მათი მსგავსნი იქცევიან. მათ თვალი მუდმივად რომზე ეჭირათ და მათი აზრი მუდმივად რომის გარშემო ტრიალებდა, რადგანაც აღიარებისა დაწინაურებისაკენ გზა რომზე გადოდა. გამოუსწორებელმა მლიქვნელობამ, როგორც პლუტარქე ამბობს, ისინი დაამსგავსა იპოქიონდრიით შეპყობილ ადამიანებს, რომელიც ექიმთან შეთანხმების გარეშე ჭამას ან აბაზანის მიღებასაც ვერ ბედავენ.
მესამე მაჩვენებელი სიღარიბისა და სიღატაკის მუდმივ პოლიტიკურ მოგებად გადაზრდის მასშტაბს ავლენს. 2 წლის წინ, ჩვენი ხლხის დიდი ნაწილი მძიმე მდგომარეობაში იყო. ეჭვგაერეშეა, რომ გარკვული თვალსაზრისით ეს უშუალოდ მათი ბრალი არ იყო. თუმცა ახლა ცხადია, რომ მათი შემთხვევის განხილვისას, როგორც ხალხის, ასევე პოლიტიკოსების აზრით, დამსახურებულად ღარიბებსა და დაუმსახურებლად ღარიბებს შორის გამყოფი ხაზი მკვეთრად გავლებული არ იყო. იმ პერიოდში ხალხის განწყობა ამაღლებული იყო და გაბატონებული უმწეობა ფარული სულიერი მღელვარებით იყო შეფასებული, როგორც იმის დასაბუთება, რომ ზოგადად საზოგადოება მოექცა თავის მსხვერპლთ ცუდად და არავინ მიიღო ყოველივე, როგორც ბუნებრივი სასჯელი სიხარბის, უგუნურების ან რეალური შეცდომების გამო, რაშიც სიმართლე უფრო იყო. საზოგადოებისაგან სახელმწიფოს მიერ ძალაუფლების მითვისების დასაჩქარებლად, სახელმწიფო ინსტიქტურად იყენებდა ყოველ შემთხვევას, საკუთარი ძალაუფლების გაფართოების წყაროდ და სწრაფად მოქმედებდა ამ მდგომარეობის უპირატესობის გამოსაყენებლად. ეს ყველაფერი საჭირო იყო იმისთვის, რომ აღნიშნული წარუმატებლობები ფასდაუდებელ პოლიტიკურ ბერკეტად გადაექცია და მოეხდინა იმ პოლიტიკური მოძღვრების განცხადება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ვალდებულებას იღებს ყოველი მოქალაქე საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოს; რაც შესაბამისად, მიღწეულ იქნა კიდეც. ამან დაუყოვნებლივ წარმოშვა საარჩევნო ხმის უფლების მქონე და სახელწიფოს კმაყოფაზე მყოფი ადამიანების უზარმაზარი მასა - საზოგადოების ხარჯზე სახელმწიფო ძალაუფლების გაძლიერების უმნიშვნელოვანესი წყარო.6
III
იქმნება შთაბეჭდილება, რომ სახელმწიფო ძალაუფლების გაძლიერება, რომელიც 1932 წლიდან მიმინარეობს, პირობითი და დროებითია; ხოლო საზოგადოებრივი ენერგიის შესაბამისი გამოფიტვა, საგანგებო შემთხვევის გამო, ვალის გაღებას ჰგავს და ამდენად არ ღირს ამ ფაქტის ასე გამოწვლილვით განხილვა. მაგრამ არსებობს ყველა წინაპირობა, რომ ეს აზრი საფუძველს მოკლებულია. ეჭვგარეშეა, რომ ამჟამინდელი რეჟიმი ამა თუ იმ სახით შეიცვლება. მართლაც, ეს ასეც უნდა მოხდეს, რადგანაც ამას თავად ხელისუფლების თავმოყრის პროცესი მოითხოვს. მაგრამ, მართლაცდა, მნიშვნელოვანი ცვლილებების მოლოდინი, ისტორიულ მაგალითებს მოკლებულია, ის ერთობ უპრეცედენტო იქნება და ამდენად, როგორც ჩანს, ნაკლებად სავარაუდოა. მნიშვნელოვან ცვლილებაში მე სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის ძალაუფლების ჭეშმარიტ განაწილებას ვგულისხმობ.
მოვლენათა ბუნებიდან გმომდინარე, არ არსებობს რაიმე მიზეზი, რის გამოც ასეთი ცვლილება უნდა განხორციელდეს და არსებობს ყველა მიზეზი იმისათვის, რომ ის არ განხორციელდეს. ჩვენ ვნახავთ სხვადასხვანაირ თვალსაჩინო ურთიერთდათმობებს საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის, მაგრამ სულიად დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ არც ერთი მათგანი სახელმწიფო ძალაუფლების არსებითი შემცირებისკენ არ იქნება მიმართული.
მაგალითად, ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ მალე ვიხილავთ ღარიბ-ღატაკთა სახელით მოქმედ პოლიტიკურად ორგანიზებულ მძლავრ გავლენიან ჯგუფებს, რომლებიც პირდაპირის ნაცვლად, არაპირდაპირ მიიღებენ ანაზღაურებას, რადგან მასების დაუდევარ მიდრეკილებას საკუთარი საგანძურის ძარცვისადმი სახელმწიფო დიდხანს ვერ წაუყრუებს. პირდაპირი სუბსიდირების მეთოდი, ანუ უშუალოდ ანგარიშსწორება, აუცილებლად არაპირდაპირ მეთოდს გაუხსნის გზას, რომელიც „საყოფაცხოვრებო კანონმდებლობის“ სახელით მოიხსენიება; ანუ იმას, რაც სახელმწიფო პენსიების, დაზღვევის და სხვადასხვა კომპენსაციების რთულ ერთობლიობას გულისხმობს. ეს არის მოჩვენებითი დათმობა, რომელიც აუცილებლად ჭეშმარიტ დათმობად გამოცხადდება და ეჭვგარეშეა, რომ სწორედ ასე იქნება აღიარებული. მაგრამ არის კი ეს დათმობა? მართლაც ამცირებს ის სახელმწიფო ძალაუფლებას და ზრდის საზოგადოებრივს? აშკარაა, რომ შედეგი სრულიად საპირისპიროა. ის მიდრეკილია სახელმწიფო ძალაუფლების უშუალოდ ამ ნაწილის საფუძვლიანი შეკავშირებისაკნ და გზას უხსნის მის განსაზღვულ გაფართოებას, „ახალი მიდგომებისა“ და სახელ მწიფოს მიერ ე.წ. „საყოფაცხოვრებო კანონების“ მუდმივი გამოგონებთ, რაც ძალიან იოლი საქმიანობაა. შესაძლოა ვინმემ დაკვირვების შედეგად დაამატოს, რომ თუკი მზარდი საყოფაცხოვრებო კანონმდებლობის გავლენა სახელმწიფო ძალაუფლების ჯამურ ერთობლიობაზე არახელსაყელი, ან თუნდაც ნულის ტოლი იქნებოდა, პრინცი დე ბისმარკი და ბრიტანელი ლიბერალი პოლიტიკოსები, 40 წლის წინ რაიმე მსგავსსაც კი ძნელად თუ გამოიყენებდნენ.
ამდენად, როდესაც ცივილიზაციის მკვლევარს შანსი ეძლევა დააკვირდეს ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ან სხვა ნებისმიერ მოჩვენებით დათმობას, რომელიმე საკითხის მიმართ,8 იგი შეიძლება დაკმაყოფილდეს ერთი შეკითხვის დასმით - რა გავლენა აქვს ამას სახელმწიფო ძალაუფლების ჯამურ ერთობლიობაზე? პასუხი, რომელსაც ის ამ შეკითხვას თავადვე გასცემს, მას მკაფიოდ აჩენებს დათმობა ნამდვილია თუ მოჩვენებითი და ეს ზუსტად ის არის, რისი ცოდნაც მას სურს.
ამავე საკითხთან მიმართებაში, არსებობს ასევე მოსაზრება, რომლის მიხედვით, თუკი საგრძნობი დათმობები თავისთავად არ განხორციელდება, მათი გამოწვევა ერთ-ერთი პარტიისათვის ხმის მიცემის და სხვა პარტიის ჩაგდების საშუალებით შეიძლება. ეს იდეა ემყარება გარკვეულ ჰიპნოზებს, რომელიც, როგორც გმოცდილება გვიჩვენებს, საფუძველს მოკლებულია. პირველი ჰიპოთეზა მდგომარეობს იმაში, რომ კენჭისყრის ძალით, როგორც ამას რესპუბლიკური პოლიტიკური თეორია ასაბუთებს, ამომრჩევლებს შეუძლიათ ამ საკითხებზე გავლენა იქონიონ. მაგრამ აშკარა და ცნობილი ფაქტია, რომ ეს სიმართლისგან ძალიან შორსაა. რესპუბლიკური წყობილება სინამდვილეში იმპერიულ წესს ემყარება, რომელშიც პროფესიონალი პოლიტიკოსები პრეტორეანული დაცვის ადგილს იჭერენ. ისინი დრო და დრო იკრიბებიან, იღებენ გადაწყვეტილებებს იმაზე თუ რა და როგორ შეიძლება, რომ „აქედან მიიღონ“ და „ვინ არის ამის გამკეთებელი; ხოლო ამომრჩეველი, ხმის მიცემისას მათ მითითეთებს ითვალისწინებს. ამ პირობებში ადვილია სახელმწიფო ძალაუფლების დათმობების სასურველი შთბეჭდილება შექმნა, არსებითი საფუძვლის გარეშე. ჩვენი ისტორია გამოყენებითი პოლიტიკის ამაზე ბევრად უფრო რთული პრობლემების ძალიან იოლად გადაჭრის უამრავ მაგალითს გვაჩვენებს. ვარაუდებში, რომლებიც ითვალისწინებენ „პოლიტიკური ქმედების“ რწმენას, იგულისხმება ვარაუდი, რომ სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესები თანხვედრია, ყოველ შემთხვევაში თეორიულ დონეზე მაინც. არადა, ისინი საწინააღმდეგო ხასიათისაა და პრაქტიკაში ის წინააღმდეგობრიობა იმდენად მრავალ შემთხვევაში ვლინდება, რამდენადაც გარემოებები ამის საშუალბას იძლევა.
თუმცა, ამ ეტაპზე, საკითხებში ღრმად ჩახედვის გარეშე, ალბათ საკმარისია შევნიშნოთ, რომ ჭეშმარიტად ერთპიროვნული მმართველობა, უზარმაზარი და თან მზარდი ბიუროკრატიის და სახელმწიფოს კმაყოფაზე მცხოვრები ხმის უფლების მქონე ადამიანების უდიდესი მასის მართვა სხვადასხვა ელფერის პოლიტიკოსებისთისაც მისაღებია. როგორც ჩანს, ეს საკითხები საარჩენო თვალსაზრისით ისევე აინტერესებს რესპუბლიკელს, როგორც დემოკრატს, კომუნისტს, ფერმერ-ლეიბორისტს, სოციალისტს, ან სხვა ნებისმიერ პოლიტიკოსს. ეს თვალნათლივ გამოჩნდა 1934 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს, იმ პოლიტიკოსების მიდგომიდან, რომლებიც წარმოადგენენ ოპოზიციურ პარტიებს. ამჟამად, ეს კიდევ უფრო კარგად იმ სიჩქარეში ვლინდება, რომელსაც ლიდერები მათი პარტიების, როგორც ისინი უწოდებენ, „რეორგანიზაციის“ მიმართ იჩენენ. ადამიანი შეიძლება არ აქცვდეს ყურადღებას მათ სიტყვებს, მაგრამ მათი ქმედებები უბრალოდ გულისხმობს, რომ სახელმწიფო ძალუფლების ზრდა კვლავ გრძელდება და რომ ისინი აცნობიერებენ ამას. ამასთან, რადგან ასეთი ვითარებაა შექმნილი, ისინი ემზადბიან, რაც შეიძლება ხლსაყრელად წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები ზედამხეველობისა და მართვის უნარიანობის თვალსაზრისით. სულ ეს არის ის, რასაც რესპუბლიკური პარტიის „რეორგანიზაცია“ გულისხმობს და ყველაფრი ის, რაც მასშია ჩაფიქრებული. თავისთავად, ეს სავსებით საკმარისია იმის წარმოსაჩენად, რომ პარტიული ადმინისტრაციის საშუალებით რეჟიმის მნიშვნელოვანი ცვლილების ნებისმიერი მოლოდინი თავის მოტყუებაა. პირიქით, ნათელია, რომ პარტიული კონკურენცია ნებისმიერ შემთხვევაში უკვე დამკვიდრებულ სახეს შეინარჩუნებს: ეს იქნება შეჯიბრი კიდევ უფრო მეტად სრულყოფილი ზედამხედველობისა და ყოვლისმომცველი მმართველობის დაწესებისთვის, რაც ბუნებრივად გამოიწვევს უფრო მეტ ცენტრალიზაციას, ბიუროკრატიული მიდგომების კიდევ უფრო მეტად გავრცლებას და სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფი ამომრჩევლების მიმართ უფრო მეტ დათმობებს. მოვლენათა ასეთი განვითარება მკაცრად ასახავს ისტორიულ კანონზომიერებას, ამავდროულად მოსალოდნელია, რომ ბუნებრივ კანონზომიერბადაც იქნეს აღქმული, რაც სინამდვილეში არის კიდეც.
სწორედ აქედან მომდინარეობს, რომ კოლექტივისტების მიზანი ამ ქვეყანაში ალბათ მიღწეული იქნება და ეს მიზანი არის საზოგადოებრივი ძალისხმევის სრული ჩახშობა, სახელმწიფოს მიერ მისი სრული შთანთქმის შედეგად. მათი მოძღვრების საფუძვლები გასული საუკუნის იდეალისტი ფილოსოფოსების ვითომდა რელიგიური ლოცვა-კურთხევით იყო ჩამოყალიბებული და დანერგილი იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ამ მოძღვრებას აღიარებენ, როგორც სიტყვით ისე ქმედებით ის ვლინდება გამოთქმებში, რომელიც თითქმის იდეალისტი ფილოსოფოსების გამონათქვამების მსგავსია. ამდენად, მაგალითად, როდესაც ჰიტლერი ამბობს, რომ „სახელმწიფოეზე დომინირებს, ვინაიდან ერს მხოლოდ ის წარმოადგენს“, ამით ის გაცილებით გასაგები ენით იმეორებს ჰეგელის გამონათქვამს: „სახელმწიფო არის ზოგადი სუბსტანცია, სადაც ინდივიდები სხვა არაფერია თუ არა უბრალო შემთხვევითობა“. ან როდესაც მუსოლინი ამბობს „ყველაფერი სახელმწიფოსთვის, არაფერი სხელმწიფოს გარეშე, არაფერი სხელმწიფოს წინააღმდეგ“, ის, უბრალოდ, გამარტიებულად გადმოსცემს ფიხტეს შეხედულებას: „სახელმწიფო არის უზენაესი ძალა, უმაღლესი ინსტანცია, რომელიც აპელაციას არ ექვემდებარება და აბსოლუტურად დამოუკიდებელია“.
ალბათ, უადგილო არ იქნება თუკი შევნიშნავთ, რომ კოლექტივიზმის სხვადასხვა შემორჩენილი ფორმა ძირითადად ერთმანეთის მსგავსია. ფაშიზმს, ბოლშევიზმსა და ჰიტლერიზმს შორის არსებული ზედაპირული განსხვავებები ჟურნალისტების და პუბლიცისტების ყურადღების საგანია. გულმოდგინე მკვლევარი9 კი მათი ერთი საფუძვლის მქონე შეხდულებებს ხედავს, რომლებიც საზოგადოებრივი ძალაუფლების სახელმწიფო ძალაუფლებად სრულ გარდაქმნას გულისხმობენ. როდესაც ჰიტლერი დ მუსოლინი, ამ პროცესის დასჩქარებლად გაუფასურებულ და გაყალბებულ მისტიციზმს იყენებენ, მკვლევარი მაშივე ძველი ნაცნობის, ჰეგელის თვალსაზრისს იხსენებს: „სახელმწიფო დედამიწაზე ღვთიურ იდეას განასახიერებს“ და ის მართალიც იქნება. ჟურნალისტს და მგრძნობიარე მოგზაურს შეუძლია დასკვნები „ბოლშევიზმის ახალი რელიგიიდან“ საკუთარი სურვილის მიხედვით გამოიტნოს; მკვლევარი კი კმაყოფილდება იმით, რომ ნათლად აღნიშნავს იმ პროცესის ნამდვილ ბუნებას, რომლის დანერგვა სახელისუფლებო მითითებებით ხდება.
IV
ეს პროცესი, ანუ საზოგადოებრივი ძალაუფლების სახელმწიფო ძალაუფლებად გარდაქმნა, ამერიკის შეეთებულ შტატებში იმ მასშტაბით არ განხორიელებულა, როგორც სხვაგან; მაგალითად, რუსეთში, იტალიაში ან გერმანიში. თუმცა ორი რამ უნდა შევნიშნოთ. პირველი, ის დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა და მისი განხორციელების ტემპი ბოლო ხანებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამ ქვეყანაში მისი განხორციელების განსხვავება, სხვა ქვეყნებთან შედარებით, მის არასანახაობით ხასიათში იდო. 1823 წ. ბ-ნი ჯეფერსონი წერდა, რომ არ არსებობს საფრთხე, რომლისაც მას ისევე ეშინია, როგორც „მთავრობის ცენტრალიზაციის, უმაღლესი სასამართლოს უხმაურო საშუალბებით“. ეს სიტყვები ახასიათებს სახელმწიფოს გაფართოებისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს. ყველა მათგანი იყო უხმაურო და ამდენად, მეტისმეტად დატვირთულ, უყურადღებო და არაცნობისმოყვარე ხალხში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევდა. 1932 წლის სახელმწიფო გადატრიალებაც კი უხმაუროდ და განგაშის გარეშე მოხდა.. რუსეთში იტალიაში, გერმანიაში სახელმწიფო გადატრიალება ძალისმიერი და სანახაობითი იყო, რაც ბუნებრივიცაა. მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ასე არ მომხდარა. სახელმწიფოს მიერ საყოველთაობის ნიღბით გამართული უშინაარსო მასხარაობა და უმიზნო აურზაური იმდენად არასანახაობრივად წარიმართა, რომ მისი ნამდვილი ბუნება შეუმჩნეველი დარჩა და გააზრებული ჯერაც კი არ არის. უფო მეტიც, მომავალი ხელისუფლების შეკავშირების ხერხიც ასევე უხმაურო და შეუმჩნეველი იყო. ეს, უბრალოდ, იყო პროზაული და უსახური „საბაზრო ვაჭრობა“, რომელსაც ხანგრძლივმა და ერთფეროვანმა პოლიტიკურმა გამოცდილებამ მიგვაჩვია. უფრო ღარიბი და მომჭირნე ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმარს, ბ-ნი ფარლის მოქმედება 1934 წლის ადგილობრივი საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, შესაძლოა, შთამბეჭდავ სანახაობადაც კი ჩაეთვალა, თუმცა ჩვენზე ამგვარი შთაბჭდილება არ მოუხდენია. ყოველივე ჩვენთვის იმდენად ნაცნობი და ჩვულებრივი იყო, რომ უბრალო შენიშვნაც კი არავის დასცდენია. უფრო მეტიც, პოლიტიკური ჩვევა გვიბიძგბდა, რომ ნებისმიერი არაკეთილგანწყობილი შენიშვნა, რომელსაც მოვისმენდით, პარტიული ან ფულადი (ან ორივე ერთად) გამორჩენის სურვილისთვის მიგვეწერა. ჩვენ ამას განვიხილავთ, როგორც სწორხზოვანი ადამიანების ღვარძლიან განმაჩენს და რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ამ აზრის ჩამოყალიბებისათვის ხელი შეეწყო.
მეორე საკითხი, რაც უნდა აღინიშნოს არის ის, რომ გარკვეული გამონათქვამები, სიტყვათა ზოგიერთი წყობა წარმოადგენს დაბრკოლებას, რათა აღვიქვათ საზოგადოებრივი ძალაუფლების გარდაქმნა სახელმწიფო ძალაუფლებად რამდენად შორს წავიდა. გამონათქვამებისა და სახელწოდებების ზეწოლით მახინჯდბა ჩვენი საკუთარი წარმოდგენები დათმობებისა და თანხმობის მნიშვნელობაზე. ჩვენ შევეჩვიეთ გარკვეული პოეტური ვედრების განმეორებას, და თუ ის რიტმული იქნება, ჩვენ გულგრილი ვიქნებით მათში სიმართლისა და მოვლენისადმი გამოვლენილი დამოკიდებულების მიმართ, ჰიტლერისა და მუსოლინის მიერ სახელმწიფოს შესახებ ჰეგელის მოძღვრების ხელახალი გაჟღერება, ჩვენთვის აშკარად შეურაცხმყოფელია და ერთმანეთს ვულოცავთ, რომ თავისუფლები ვართ „დიქტატორის ტირანიის უღლისგან“. ვერც ერთი ამერიკელი პოლიტიკოსი ვერ იოცნებებდა, რომ ჩვენი ერთგვაროვანი ვედრება რაიმე ამდაგვარით შეეწყვიტა. მაგალითად, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ გაოგნება, რომელსაც გამოიწვევდა ბ-ნი რუზველტის საჯარო განცხადება: „სახელმწიფო მოიცავს ყველაფერს და არაფერს აქვს ფასი სახელმწიფოს გარეშე. სახელმწიფო ქმნის სამართალს“. თუმცა ამერიკელი პოლიტიკოსი, თუკი ის ამ მოძღვრებას სხვა სიტყვებით ჩამოაყალიბებს, შეძლებს ყოველგვარი წინააღმდეგობებისა და ზედმეტი შეკითხვების გარეშე კიდევ უფრო შორს წავიდეს ვიდრე მუსოლინი. დავუშცვათ, რომ ბ-ნ რუზველტს უნდა დაეცვა საკუთარი რეჟიმი ჰეგელის გამონათქვამების საჯაროდ განმეორებით: „მხოლოდ სახელმწიფო უზრუნველყოფს სამართალს, რადგან ის ყველაზე ძლიერია“. ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენს, რომ ჩვენი საზოგადოება ამას მიიღებს გულისრევის გრეშე. და მაინც, რამდენად უცხოა ეს მოძღვრება სინამდვილეში ჩვენი სზოგადოებისათვის? ნათელია, რომ არც ისე უცხო.
საქმე ის არის, რომ თეორიისა და საზოგადოებრივი საქმეების დაკავშირების თვალსაზრისით, ამერიკელი ყველაზე ნაკლებად ფილოსოფიური არსებაა. საკუთარი საქციელის გონებრივი განსჯა მისთვის საშინლად აუტანელია. მას ურჩევნია გრძნობებს მიეცეს. ის გულგრილია მოვლენის არსის მიმართ, თუკი მას შეუძლია იმ გამონათქვამების გამეორება, რომლებსაც მას ჩასჩიჩინებდნენ და თუკი მას შეუძლია უსმინოს ბუნდოვან ვედრებას, მაშინ მას არავითარი შეუსაბამობა არ შეაწუხებს. ის ამ შეუსაბამობას არც კი გააცნობიერებს.
ყველაზე უნარიანი და გამჭრიახი დამკვირვებელი, იმ მრავალთა შორის, რომლებიც გასული საუკუნის დასაწყისში ევროპიდან ჩვენს შესასწავლად ჩამოვიდნენ, იყო პიროვნება, რომელიც რაღაც მიზეზის გამო მივიწყებული იქნა, მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებით ამჟამინდელ ვითარებაში ის უფრო ფასეულია ჩვენთვის, ვიდრე დე ტოკვილი, ბრისი, ტროლოპისი და შატობრიანი ერთად აღებული. ეს იყო ცნობილი პოლიტეკონომისტი მიშელ შევალიე. პროფესორი ჩინარდი, თავის საუკეთესო ბიოგრაფიულ ნაშრომში ჯონ ადამსის შესახებ, ყურადღებას ამახვილებს შევალიეს დაკვირვებაზე, რომ ამერიკელ ხალხს „მწყობრით მიმავალი ჯარის საბრძოლო სულისკვეთება აქვს“. ამ გამონათქვამის შინაარსზე, რაც უფრო მეტდ დავფიქრდებით, მით უფრო ნათლად დავინახავთ, თუ რამდენად შორსაა ასეთი ხედვა იმისგან, რასაც ჩვენი პუბლიცისტები „ამერიკულ ფსიქოლოგიას“ უწოდებენ. არადა, ის ზუსტად აღწერს თავისებურებას, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ.
მწყობრით მიმავალ ჯარს არანაირი ფილოსოფია არ გააჩნია. ის საკუთარ თავს განიხილავს, როგორც დროებით ქმნილებას. ის საკუთარ საქციელს გონებით არ განსჯის, დაუყოვნებელი შედეგის მქონე შემთხვევების გარდა. როგორც ტენისონმა შენიშნა, ასეთი მოქმედების წინააღმდეგ საკმაოდ მკაცრი ოფიციალური აზრიც კი არსებობს: „მათ არც კი აქვთ გაცნობიერებული თუ რატომ“. გრძნობებით ხელმძღვანელობა კი სულ სხვა საკითხია და რაც უფრო ხშირად გამოიყენება, მით უკეთესია. ის ფრთაშესხმულია ქცევის თვალშისაცემად საგანგებო წესებით, ერთობ საგულდაგულოდ შექმნილი ატრიბუტებით, როგორებიცაა დროშები, მუსიკა, უნიფორმა, დეკორაციები და მეგობრობის თავისებური სახესხვაობა, რომელიც წინდახედულად არის დანერგილი. თუმცა „საგანთა გონის“ მიმართ ნებისმიერ მიდგომაში, ანუ როგორც პლატონი ამბობს „საგანთა ჭეშმარიტი ბუნების დანახვის უნარსა და მონდომებაში, მწყობრად მიმავალი ჯარის გუნება-განწყობილება ერთობ წააგავს განვითარება შეფერხებულისას - ის ჯიუტი, გამოუსწორებელი და სავალალოდ მიამიტი რჩება.
ამერიკელთა წინა თაობებმა, როგორც მარტინ ჩაზელვიტმა აღნიშნა, აღნიშნული მიამიტობა გამორჩეულად დამახასიათებელ ღირსებად აღიარეს და ძალიან ამაყობდნენ, რომ ეს იყო სახასიათო ნიშანი რჩეული ხალხისა, რომელთაც ბედად ერგოთ თავიანთი შეუდარებელი მიღწევების ბრწყინვალებაში სამუდამოდ იცხოვრონ. ბაონმა ჯეფერსონ ბრიკმა, გენერალმა ჩოკმა და პატივცემულმა ელიაჰ პოგრამმა, თავიანთ თანამემამულეებში შესანიშნავად ჩანერგეს ის იდეა, რომ ფილოსოფია მთლიანად უსარგებლო რამ არის და საგანთა არსის კვლევა სისუსტის მაჩვენებელი და უადგილოა. შურიანმა და შესაძლოა გარყვნილმა ფრანგმა შეიძლება ის თქვას მწყობრით მიმავალი ჯარის საბრძოლო სულისკვეთებაზე, რაც მოესურვება, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ ასეთმა დამოკიდებულებამ მიგვიყვანა იქამდე, სადაც ახლა ვართ და მოგვცა შედეგი, რომელიც გვაქვს. დააკვირდით ათვისებულ კონტინეტს, შეხედეთ ჩვენს მრეწვლობასა და ვაჭრობას, ჩვენს რკინიგზებს, გაზეთებს, ფინანსურ კომპანიებს, სკოლებს, კოლეჯებს, რასაც გნებათ! თუკი ეს ყველაფერი გაკეთდა ფილოსოფიის გარეშე, თუ ჩვენ ამ შეუდარებელ სიდიადეს საგანთა არსის კვლევისადმი ყურადღების მიქცევის გარეშე მივაღწიეთ, ნუთუ ეს იმაზე არ მეტყველებს, რომ ფილოსოფია და თეორია, უბრალოდ, ილუზიაა და პრაქტიკული ადამიანების მიერ განხილვის ღირსიც არაა? მწყობრით მიმავალი ჯარის საბოლოო სულისკვეთება ჩვენთვის ერთობ მისაღებია, და ამით კიდეც ვამაყობთ.
დღევანდელი თაობა ასეთი დამაჯერებლობით არ საუბრობს, ის ფილოსოფიის მიმართ აგდებულ დამოკიდებულებას კიდევ უფრო ნაკლებად გამოხატავს; ზოგი საეჭვოდაც კი მიიჩნევს, იმ აზრს, რომ შესაძლოა, თანამედროვე პირობებში სულაც არ იყოს ზედმეტი საგანთა არსის კვლევა. ეს განსაკუთრებით სუვერენიტეტისა და მმართველობის თეორიას ეხება. სახელმწიფო საქმეების მდგომარეობამ ყველა ქვეყანაში, გნსაკუთრებით კი ჩვენს საკუთარში, განხილვის საგნად აქცია მიმდინარე პოლიტიკა, პოლიტიკოსების ხასიათი და განვითრების დონე, მთავრობის ამა თუ იმ ფორმისა ან მოქმედების სტილის შედარებითი ღირსებები. ეს ემსახურებოდა სახელმწიფოსადმი, როგორც თეორიული თვალსაზრისით აშკარად უცვლელი ბუნების ინსტიტუტისადმი, ყურადღების მიქცევის ამოცანას, მიუხედავად მისი ფორმებისა და მოქმედების ხასიათის მრავალგვარობისა. ეს გვაფიქრებინებს, რომ საკითხის კვლევა არ არის დაკავშირებული იმ ნიშან-თვისებების განხილვასთან, რომელიც განასხვავებს რესპუბლიკურ, ერთმმართველ, კონსტიტუციურ, კოლექტივისტურ, ჰიტლერულ, ბოლშევიკურ ან ნებისმიერი სახის სახელმწიფოს. ის თავად სახელმწიფოს არსთან არის დაკავშირებული.
V
საყურადღებო სირთულე ჩნდება იმ ინსტიტუტების ჭეშმარიტი ბუნების განსჯაში, რომელშიც ადამიანი და მისი წინაპრები დაიბადნენ. ადამიანი მათ იღებს, როგორც ბუნებრივ მოვლენას და მათთან მისადაგებას რეფლექსურად ახდენს. ადამიანი იშვიათად ფიქრობს ჰაერზე ვიდრე არ შენიშნავს რაიმე ხელსაყრელ თუ არახელსაყრელ ცვლილებას, მხოლოდ ამის შემდეგ დაფიქრდება მასზე საგანგებოდ; ის ფიქრობს არა უბრალოდ ჰაერზე, არამედ სუფთა ჰაერზე, მსუბუქ ჰაერზე ან მძიმე ჰაერზე. ასევეა გარკვეული საზოგადოებრივი ინსტიტუტების შემთხვევაშიც. ვიცით, რომ ისინი არსებობენ და მრავალგვარად ზემოქმედებენ ჩვენზე; მაგრამ არ ვკითხულობთ, როგორ გაჩნდნენ ან რა იყო მათი თავდაპირველი მნიშვნელობა ან სინამდვილეში რაში მდგომარეობს მათი უმთავრესი დანიშნულება. და მაშინაც კი, მათი გავლენა ჩვენზე იმდენად არაკეთილსასურველია, რომ მათ წინააღმდეგ ვჯანყდებით, ჩვენი თვალსაწიერი ვერ ცდება მათ მაგიერ იგივე ინსტიტუტების სახეშეცვლილი ნაირსახეობის დანერგვის განხილვას, ამდენად, კოლონიალური ამერიკა, რომელიც მონარქიული სახელმწიფოს მიერ იყო დაჩაგრული, რესპუბლიკურ სახელმწიფოს ქმნის; გერმანია რესპუბლიკურ სახელმწიფოს ჰიტლერული სახელმწიფოს სასარგებლოდ უარყოფს; რუსეთი თვითმპყრობელურ სახელმწიფოს კოლექტივისტურ სახელმწიფოზე ცვლის; იტალია კონსტიტუციურ სახელმწიფოს „ტოტალიტარული“ სახელმწიფოთი ანაცვლებს.
საყურადღებოა აღინიშნოს, რომ 1935 წელს, რიგითი ადამიანი სახელმწიფოს, როგორც მოვლენის, მიმართ ისეთივე გულგრილია, როგორც ვთქვათ, 1500 წელს ეკლესიის მიმართ იყო. სახელმწიფო მაშინ იყო ძალიან სუსტი ინსტიტუტი, ეკლესია კი - ძალიან ძლიერი. პიროვნება ისევე იბადებოდა ეკლესიაში, როგორც მისი წინაპრები თაობების მანძილზე, ზუსტდ ისეთივე ოფიციალურად დოკუმენტირებული ხერხით, როგორც ახლა სახელმწიფოში იბადება. ის ისევე იბეგრებოდა ეკლესიის სასარგებლოდ, როგორც ამჟამად სახელმწიფოს სასარგებლოდ. ნავარაუდევი იყო, რომ ის მიიღებდა ეკლესიის ოფიციალურ თეორიასა და მოძღვრებას, დაემორჩილებოდა მისეულ წესრიგს და, ზოგადად, გააკეთებდა ყველაფერს, რასაც მას ეკლესია უბრძანებდა; ისევ და ისევ ზუსტად იმდაგვარი მითითებებით, რომელსაც ახლა სახელმწიფო აწესებს. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ეკლესია მას მნიშვნელოვნად შეავიწროებდა, როგორც ამას დღეს სახელმწიფო აწესებს. ამ ყველაფრის მიუხედავად, როგორც ჩანს, მაშინდელ „საეკლესიო მოქალაქეს“, დღევანდელი „სახელმწიფო მოქალაქის“ მსგავსად, აზრადაც არ მოსდიოდა, რომ გაერკვია თუ რა სახის ინსტიტუტი მოითხოვდა მის ერთგულებას. ის საკუთარ თვზე გავრცელებულ შეფასებას მორჩილად იღებდა; იღებდა ყველაფერს ისე, როგორც აწვდიდნენ უკვე დადგენილი ღირებულებებით. მაშინაც კი, როდესაც იგი 50 წლის გასვლის შემდეგ აჯნყდა, მან, უბრალოდ, ეკლესიის ერთი სახესხვაობა განსხვავებულით შეცვალა: კათოლიკური კალვინისტურით, ლუთერანულით, ცვინგლიანურით და კიდევ რითი არა. ისევე, როგორც თანამედროვე სახელწიფოს მოქალაქე, სახელმწიფოს ერთ სახესხვაობას მეორით ცვლის. „საეკლესიო მოქალაქე“ თავად ინსტიტუტის არსს არ იკვლევდა, და მას დღეს არც „სახელმწიფო მოქალაქე“ იკვლევს.
ამ ნაშრომში ჩემი მიზანი იყო დამესვა შეკითხვა იმის შესახებ, რომ საზოგადოებრივი ძალაუფლების დაკნინება, რომელსაც ყველგან ვაწყდებით, ხომ არ აღძრავს სურვილს ვიცოდეთ უფრო მეტი ვიდრე ვიცით, იმ ინსტიტუტის ძირითადი ბუნების შესახებ, რომელიც ძალაუფლების მისაკუთრებას ასე სწრაფად და ასეთი მოცულობით ახდენს.10 ერთ-ერთმა ჩვენმა მეგობარმა მოგვიანებით მითხრა, რომ თუ საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების კორპორაციები არ მოაწესრიგებენ გზებს, სახელმწიფო ჩამოართმევს მათ ამ საქმიანობას და თავად წარმართავს მას. ის საოცრად ამაღლებული სრულყოფილების გრძნობით საუბრობდა. ზუსტად ასევე ილაპარაკებდა, ვფიქრობდი ჩემთვის, მე-15 საუკუნის ბოლოს „საეკლესიო მოქალაქე“ ეკლესიის მხრიდან ზოგიერთ ყოფიერ საკითხში მოსალოდნელ ჩარევასთან დაკავშირებით; მაშინ გამიჩნდა სურვილი გამეგო, ხომ არ ჰქონდა მას რაიმე უფრო სრულყოფილი და გონივრული თეორია სახელმწიფოს შესახებ, ვიდრე მის პროტოტიპს ექნებოდა ეკლესიის შესახებ. გულწრფლად რომ ვთქვა, დარწმუნებული ვარ, არ ექნებოდა. მისი ფსევდო-კონცეფცია მეტწილად ეფუძნებოდა სახელმწიფოს გაუაზრებელ აღიარებას, საკუთარივე განსაზღვრებებით და შეფასებებით. და მან იმ მიგომით წარმოაჩინა, რომ საზრიანობით „სახელმწიფო მოქალაქეების“ უდიდესი უმრავლესობისგან არაფრით გამოირჩეოდა.
მეჩვენება, რომ საზოგადოებრივი ძალაუფლების შემცირებასთან ერთად, რომელიც განსაზღვრული სიჩქარით მიმდინარობს, „სახელმწიფო მოქალაქემ“ ყურადღებით უნდა შეისწავლოს იმ ინსტიტუტის ძირითადი ბუნება, რომელიც ამ პროცესს ახორციელებს. მან საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს, აქვს თუ არა რაიმე თეორია სახელმწიფოს შესახებ და თუ აქვს, შეუძლია თუ არა იყოს დარწმუნებული, რომ მას ისტორია ასაბუთებს. ამას იგი დაუყოვნებლივ ვერ შეძლებს, რადგან მას საფუძვლიანი შესწავლა სჭირდება. პირველ რიგში, მან უნდა იკითხოს როგორ წარმოიშვა სახელმწიფო და რატომ; როგორ მოხდა ეს და რა მიზანი ჰქონდა მას? ეს ძალიან მარტივი შეკითხვა ჩანს, მაგრამ ის პასუხს ასე მარტივად ვერ იპოვის. ამის შემდეგ, მან უნდა იკითხოს, ისტორია სახელმწიფოს ძირითად დანიშნულებად რას თვლის? შემდეგ, ფიქრობს თუ არა, რომ „სახელმწიფო“ და „მთავრობა“ერთმნიშნელოვნად სინონიმური მცნებებია? ის მათ ასეთ კონტექსტში იყენებს, მაგრამ არის ეს ასე? არსებობს რაიმე მუდმივი დამახასიათებელი ნიშნები, რომელიც სამთავრობო ინსტიტუტს სახელმწიფო ინსტიტუტისაგან განასხვავებს? ბოლოს კი, იტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, მან უნდა გადაწყვიტოს, სახელმწიფო განიხილოს როგორც საზოგადოებრივი თუ ანტი-საზოგადოებრივი ინსტიტუტი?
ახლა უკვე საკმაოდ ნათელია, რომ თუკი 1500 წელს „სეკლესიო მოქალაქე“ ამგვარ ძირეულ კითხვებზე ჩაფიქრდებოდა, მისი ცივილიზაცია ბევრად უფრო ადვილი და მიმზიდველი გზით განვითარდებოდა. და დღევანდელი სახელმწიფოს მოქალაქისათვის მისი გამოცდილება, შესაძლოა, სასარგებლო აღმოჩენილიყო.
თავი II
I
ცივილიზაციის წარსულის კვლევა, პოლიტიკური წყობის ორ ძირეულად განსხვავებული სახესხვაობის არსებობას წარმოაჩენს. ეს განსხვავება არა ხარისხობრივი, არამედ უფრო თვისობრივია. ეს სულაც არ გულისხმობს, რომ ცივილიზაციის ერთი სახესხვაობა უფრო დაბალ დონეს შეესაბამება, მეორე კი უფრო მაღალს; თუმცა, როოგორც წესი ეს სწორედ ასეა მიღებული, მაგრამ შეცდომით კიდევ უფრო ნაკლები საფუძველი არსებობს, რომ ორვე სახესხვაობა ერთი და იმავე რიგის მოვლენის განშტოებებად განიხილებოდეს - საერთო სახელით „მთავრობა“ თუმცაღა, ისევ და ისევ, სულ ახლო წარსულშიც კი, სწორედ ასე ხდებოდა, რაც ყოველთვის იწვევდა დაბნეულობასა და გაუგებრობას.
ამ შეცდომის და მისი შედეგების კარგ მაგალითს თომას პეინი გვაწვდის. მისი პამფლეტის დასაწყისში, რომელსაც „საღი აზრი“ ეწოდება, პეინი ერთმანეთისაგან განახვავებს საზოგადოებასა და მთავრობას. თუკი საზოგადოების არსებობა ნებისმიერ სახელმწიფოში ღვთიური მადლია, მისი თქმით „მთავრობა, თუნდაც მისი საუკეთესო სახით, სხვა არაფერია თუ არა აუცილებელი ბოროტება; ხოლო ყველაზე უარეს შემთხვევაში, სავსებით აუტანელი რამ“ სხვა მონაკვეთში ის მთავრობაზე საუბრობს, როგორც „საშუალებაზე, რომლის საჭიროებაც განპირობებულია იმით, რომ ზნეობრივ ძალას არ შეუძლია მსოფლიოს მართვა“. შემდეგ ის ცდილობს წარმოაჩინოს თუ როგორ და რატომ შეიქმნა მთავში, სავსებით აუტანელი რამ“ სხვა მონაკვეთში ის მთავრობაზე საუბრობს, როგორც „საშუალებაზე, რომლის საჭიროებაც განპირობებულია იმით, რომ ზნეობრივ ძალას არ შეუძლია მსოფლიოს მართვა“. შემდეგ ის ცდილობს წარმოაჩინოს თუ როგორ და რატომ შეიქმნა მთავრობა. მისი წარმოშობის მიზეზი საზოგადოების საერთო აზრსა და შეთანხმებაში ძევს; „მთავრობის არსი და მიზანი“, ამბობს ის, არის „თავისუფლება და უსაფრთხოება“. გარეგანი დაკვირვებით, მთავრობა ხელსაწყოა, რომელიც საზოგადოების საერთო მოთხოვნილებების, პირველ რიგში თავისუფლებისათვის, და მეორე - უსაფრხოებისათვის გამოყენება. ის ამაზე უფრო შორს არ მიდის და პიროვნების ცხოვრებაში არა უშუალო, არამედ მხოლოდ არაპირდაპირ ჩარევას ითვალისწინებს, მისივე თავისუფლებისა და უსაფრთხოების დასაცავად. იქმნება შთაბეჭდილება, რომ პეინის შეხედულებით სამთვრობო კოდექსი ლეგენდარული მეფე პაუსოლისას უნდა ჰგავდეს, რომელმაც თავის ხალხს მხოლოდ ორი მოთხოვნა დაუწესა: პირველი იყო „არავის ავნო“, და მეორე - „შემდეგ მოიქეცი, როგორც ინებებ“; ხოლო მთავრობის მთელი საქმიანობა, მხოლოდ ამ კოდექსის დასაცავად უნდა იყოს მიმართული.
აქამდე პეინი თანმიმდევრულია, როგოც გულწრფელი. ამის შემდეგ, ის ბრიტანულ პოლიტიკურ წყობას თავს ისეთი მიდგომებით ესხმის, რომლებიც ლოგიკურად არადამაჯერებელია. ამის გამო უკმაყოფილება უადგილოა, რადგანაც ის წერდა, როგორც პამფლეტისტი და ყველამ იცის, რომ ამას განსაკუთრებული წარმატებით აკეთებდა. მიუხედავად იმისა, რომ საკითხის არსი მდგომარეობს იმაში, რომ როცა ის ბრიტანულ წყობაზე საუბობს, ის საუბრობს პოლიტიკური წყობის ისეთ სახესხვობაზე, რომელიც არსებითად განსხვავებულია იმისაგან, რომელიც მან ეს-ესაა აღწერა; განსხვავებულია წარმოშობით, მიზნებით, ძირითადი დანიშნულებითა და იმ ინტერესთა წყობით, რომელსაც ის ასახავს. ის არ შექმნილა საზოგადობის საერთო აზრითა და შეთანხმებით; ის დაპყრობისა და მითვისების გზით წარმოშვა.11
ბრიტანული პოლიტიკური წყობის მიზანი, რომელიც „თავისუფლებასა და უსაფრთხოებაზე“ ფიქრისგან მეტად შორს იყო, რაიმე მსგავსსაც კი არ ითვალისწინებდა. ის ძირითადად კლასის მიერ მეორის მუდმივ ეკონომიკურ ჩაგვრას განიხილავდა და დასშვებად თავისუფლებისა და უსაფრთხობის მხოლოდ ის დონე მიაჩნდა, რომელიც ამ ძირითად მიზანს შეესაბამებოდა; ის კი სინამდვილეში, ძალიან დაბალი იყო. არსებული წყაროების მთავარი დანიშნულება ან გამოყენება იყო არა სრული ჩაურევლობა პიროვნების ცხოვრებაში, იმ სახით, როგორც ამას პეინი აღწერდა, არამედ უხეში და უსასრულო პირდაპირი ჩარევა, რომელთაგან ყველა საზოგაოების მჩაგვრელ-მესაკუთრეთა და უპოვართა კლასებად დაყოფის შენარჩუნებას ემსახურებოდა. მასში ასახული ინტერესები არა საზოგადოებრივი, არამედ ერთთავად ანტი - საზოგადოებრივი იყო. ხოლო ისინი, ვინც ამ პოლიტიკურ წყობას ხელმძღვანელობდნენ, თუკი მათ ეთიკის სტანდარტებით განვსჯით, რომელიც კერძო პირების მიმართ გამოიყენება პროფესიონალი კრიმინალების კლასისაგან არაფრით გამოირჩევიან.
მაშასადამე, ნათელია, რომ ჩვენ გვაქვს პოლიტიკური წყობის ორი გამორჩეული სახესხვაობა, რომელიც მხედველობაში უნდა მივიღოთ. ასევე ნათელია, რომ როდესაც მათი წარმოშიბა განიხილბა, შეუძლებელია დადგენილი იქნეს, თუ რომელი რომლის გაუკუღმართებაა. ამდენად, როდესაც ორივე სახესხვაობას მოვიხსენიებთ, ისეთი სართო სახელწოდებიოთ, როგორიცაა „მთავრობა“, ჩვენ ლოგიკურ სირთულეებს ვაწყდებით. სირთულეებს, რომელთა შესახებ მტ-ნაკლებად ნათელი წარმოდგენა ამ თემაზე მომუშავე ყველა ატორს ჰქონდა, მაგრამ რომელთა გადაწყვეტა, ამ საუკუნის უკანასკნელ წლებამდე, არც ერთ მათგანს არ უცდია. მაგალითად, ბ-ნი ჯეფერსონი შენიშნავდა, რომ ინდიელთა მონადირე ტომებს, რომლებსც ადრეულ პერიოდში ხშირად ხვდებოდა, მაღალგანვითარებული და არაჩვეულებრივი საზოგადოებრივი წყობა ჰქონდათ, მიუხეავდ იმისა, რომ „მთავრობის გარეშე“ ცხოვობდნენ. ამ საკითხის განხილვისას, ის მადისონს წერდა, რომ „ეს არის პრობლემა, რომელიც ჩემთვის ბუნდოვანია, რადგან ეს მდგომარეობა არ არის საუკეთესო“, მაგრამ ეჭვს გამოთქვამდა, რომ ის შეუსაბამო იყო მოსახლეობის დიდი რაოდენობისათვის“ სკულკრაფტი შენიშნავდა, რომ ჩიპევას ტომს, მიუხედავად მაღალგანვითარებული საზოგადოებრივი წყობისა, მუდმივი „მთავრობა“ არ ჰყავთ; იმ დროს, როდესაც პერკმენი „პონტიაკის შეთქმულების“ წინასიტყვაობაში აღწერს იგივე მოვლენას, ის აშკარად გაოცებულია მისი უჩვეულობით.
პეინის თეორია მთავრობის შესახებ ბ-ნი ჯეფერსონის მიერ დამოუკიდებლობის დეკლარაციაში“ ჩამოყალიბებულ თეორიას ზუტად ემთხვევა. მოძღვრება ბუნებითი უფლებების შესახებ, რომელიც დკლარაციაში იგულისხმება, ასევე ვლინდება ე.წ. „საღ აზრში“.12 პეინის შეხედულება „მთავრობის არსისა და მიზნის“ შესახებ ზედმიწევნით გამოხატავს დეკლარაციის მიდგომას, რომ მთავრობები ადამიანების მიერ სწორედ ამ უფლებების განხორციელბის მიზნით არიან დაწესებულნი“. მეტიც, პიენის თვალსზარისი მთავრობის წარმოშობის შესახებ იმაში მდგომარეობს რომ „მისი ძალაუფლების ერთადერთი წყარო მართულთა თანხმობაა“ ამგვარად, თუ პეინის ან დამოუკიდებლობის დეკლარაციებს გამოვიყენებთ, სრულიად აშკარაა, რომ ვირჯინიელ ინდიელებს გარკვეული სახის მმართველობა გააჩნდათ. ბ-ნი ჯეფერსონის პირადი დაკვირვებებიც ამას ცხადყოფენ. მათი პოლიტიკური წყობა, რამდენადაც მარტივი არ უნდა ყოფილიყო, თავის დანიშნულებას ასრულებდა. მათი სამართლებრივი დაწესებულებები ინდივიდისთვის თავისუფლების და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საკმარისი იყო და უმკლავდებოდა ისეთ საზოგადოებრივ დანიშნულებებს, როგორებიცაა: თაღლითობა, ქურდობა შეურაცხყოფა, მრუშობა, მკვლელობა.
პერკმენის სკულკრაფტისა და სპენსერის მიერ აღწერილ სხვადასხვა ინდიელ ტომებზეც იგივე ითქმის, რასაკვირველია, თუკი თავისუფლების დეკლარაციის ენა რაიმეს ნიშნავს, ყველა ამ ხალხს მთავრობა გააჩნდა: ამასთან, ყველა ხსენებული ავტორი ცხადყოფს, რომ მთავრობები საკუთარი დანიშნულების შესრულბაში საკმაოდ ქმედითუნარიანნი იყვნენ.
ამდენად, როდესაც ბ-ნი ჯფერსონი ამბობს, რომ ინდიელები „მთავრობის გარეშე“ არსებობდნენ, ალბათ, მისთვის ცნობილი სახესხვაობის მთავრობის არარსებობას გულისხმობს. ხოლო, როდესაც სკულკრაფტი და სპნსერი „მუდმივ“ და „გამოკვთილ“ მთავრობაზე ლაპარაკობენ, მათი სიტყვებიც ამ მნიშვნელობით უნდა იქნას გაგებული.
მიუხედვად ყველაფრისა, მთავრობის ეს სახესხვაობა, ყოველთვის არსებობდა და კვლავაც არსებობს, და ზუსტად ეხმიანება როგორც პეინის, ისე დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიდგომებს. თუმცა, ეს ისეთი სახესხვაობაა,რომელზეც დაკირვების შანსი ჩვენს უმეტესობასაც იშვიათად ჰქონია. ეს მოვლენა არ შეიძლება რომ განუვითარებლობის დამახასიათბელ ნიშნად იყოს განხილული, რადგანაც ინსტიტუციონალური სიმარტივე არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ჩამორჩენილობას და დაბალ დონეს. ისიცწარმატებით იქნება ნაჩვენები, რომ გარკვულწილად ასეთი ხელისუფლების მქონე ხალხი, ცივილური ხასიათის გამომუშავებაში შედარებით წინაც კი არის წასული. ამ საკითხთან დაკავშირებით ბ-ნი ჯეფერსონის, ისევ როგორც პერკმენის მოსაზრება ყურადღებას იმსახურებს, თუმცა, მმართველობის აღნიშნული სახესხვაობა, მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლობის დეკლარაციაშიც კი არის ასახული, იმდენად ძირეულად განსხვავდება იმისგან, რაც ისტორიის განმავლობაში იყო და კვლავაც არის გაბატონებული მსოფლიოში, რომ მეტი სიცხადისათვის ორივე მათგანს სხვადასხვა სახელი უნდა ეწოდოს. არსობრივად ისინი იმდენად განსვავებულები არიან, რომ მათ შორის მკვეთრი ზღვრის გავლება, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომელიც საკუთარი უსაფთხობის მიზნით ცივილიზაციამ უნდა გადაწყვიტოს. ამდენად, ის რომ ერთს ეწოდოს მთავრობა და მეორეს უბრალოდ, სახელმწიფო, არავითარ შემთხვევაში არ არის არც შემთხვევითი და არც მეცნიერული ახირება.
II
არისტოტელე, რომელიც სახლმწიფოს ცნებას მთავრობის ცნებაში ურევდა, ფიქრობდა, რომ სახელმწიფო ოჯახების ბუნებრივი დაჯგუფების შედეგად წარმოიშვა. სხვა ბერძენმა ფილოსოფოსებმა, რომლებიც იგივე გაურკვევლობვის ქვეშ მოექცნენ, გარკვულწილად საფუძველი შეუქმნეს რუსოს, რომ სახელმწიფოს წარმოშობა საზოგადობის ბუნებით და პიროვნების გუნება-განწყობილებით აეხსნა; ამავე დროს, მათი მოწინააღმდეგე სკოლის თვალსაზრისმა, რომ პიროვნება ბუნებით ანტისაზოგადოებივი მიდრეკილებების მიმართ იძულებითი დათმობის შედეგი იყო. კიდევ ერთი შეხედულება ადამ სმიტის მოძღვრებიდან გამოსჭვივის დ სახელმწიფოს წარმოშობას გარკვეული პიროვნებების გართიანებას უკავშირებს, რომლებიც გამოირჩევიან თვალსაჩინო სამეურნეო ღირსებებით: მუყაითობით, გამჭრიახობით და მომჭირნეობით. იდელისტი ფილოსოფოსები, რომლებიც ამ საკითს კანტის ტრანსცენდენტალიზმს სხვადასხვაგვარად უსადაგებდნენ, კიდევ სხვა დსკვნამდე მივიდნენ. სწორედ ასე გამოაშკარავდა კიდევ ერთი თუ ორი განსხვავებული შეხედულება, რომლებიც ალბათ ჭეშმარიტებასთან უფრო ნაკლებად ახლოს იყვნენ, ვიდრე რომელიე ზემოთ ნახსენები მოსაზრება.
ყველა ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით ძირეული სირთულე ძევს არა მათ სავარაუდო ხასიათში, არამედ იმ საქმეში ჩაუხედავ დაკვირვებებში, რომლებსაც ისინი ეყრდნობიან. მათ ამ საკითხის ძირითადი სახასიათო ნიშანი აკლიათ. მაგალითად, როგორც ჯერ კიდევ ახლო წარულში, ყვლა შეხედულებას მალარიის შესახებ, აკლდა საკვანძო ცოდნა მისი გადამტანი კოღოს შესახებ, ან კიდევ, მოსაზრებებს შავი ჭირის შესახებ კლდა საკვანძო ცოდნა მისი გადამტანი პარაზიტი ვირთხის შესახებ. ისტორიული მეთოდის გამოყენება სახელმწიფოს საკითხის კვლევასთან დაკავშირებით მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო.13
ეს მეთოდი საშუალებას იძლევა სახელმწიფოს, როგროც მოვლენის, შესახებ პირველი ისტორიულად დასაბუთებული წყაროების გამოჩენის დროიდან იქნეს შესწავლილი, მისთვის დამახიათებლი ნიშნებით და და სათანადო დასკვნებით. ადრეული ავტორების ნაშრომებში, ჯერ კიდევ სტრაბონიდან მოყოლებული, ეს მეთოდი იმდენად აშკარად გამოიყენებოდა, რომ გასაკვირია, ასე დიდხანს რატომ აღარ მიმართავდნენ მას. მაგრამ ყველა ასეთ შემთხვევაში ისევე, როგორც მალარიისა და ტიფის შემთხვევაში, როგორც კი სახასიათო ნიშნები ერთხელ მაინც დადგინდება, ყელაფერი იმდენად ცხადი ხდება, რომ ყოველთვის გაკვირვებას იწვვს, თუ რატომ იყო იგი ამდენი ხანი შეუმჩნეველი. სახლწიფოს შემთხვევაში, ალბათ საუკეთეო, რაც ადმიანს შეუძლია თქვას არის ის, რომ საჭირო იყო „დროების სულში“ ჩაწვდომა და უფრო სწრაფად ეს არ შეიძლებოდა, რომ მომხდარიყო.
ისტორიის ერთმნიშვნელოვანი დასკვნა არის ის, რომ სახელმწიფო მუდმივად დაპყრობისა და მიტაცების გზით წარმოიშობოდა. ისტორიისთვის ნაცნობი არც ერთი პრიმიტიული სახლმწიფოც კი არ წარმოშობილა სხვა გზით.14 დადასტურებულია, რომ ვერც ერთ პრიმიტიულ სახელმწიფოს ვერ ექნებოდა სხვა წარმომავლობა.15 მეტიც, სახელმწიფოს უცვლელი ნიშან-თისება ერთი კლასის მიერ მეორის ეკონომიკური ჩაგვრაა. ამ თვალსაზრისით, ყველა სახელმწიფო, რომელიც ისტორიისთვის არის ცნობილი კლასორივი სახელმწიფოა. მისი წარმოშობის თვალსაზრისით, ოპენჰეიმერი სახელმწიფოს ახასიათებს, როგორც ინსტიტუტს „რომელშიც დამპყობი ჯგუფი დამარცხებულ ჯგუფს იმ ძირითადი განზრახვით აერთიანებს, რომ სამუდამოდ უზრუნვლყოს გამარჯვებულთა ბატონობა დამარცხებულებზე და დაიცვას საკუთარი თავი შიდა აჯანყებისა და გარე თავდასხმებისგან. ამგვარი ბატონობის საბოლოო მიზანი ხვა არაფერია თუ არა გამარჯვებული ჯგუფის მიერ დამარცხებულთა ეკონომიკური ჩაგვრა.“
ამერიკელმა სახელმწიფო მოღვაწემ, ჯონ ჯეიმ, მთელი მოძღვრება დაპყრობების შესახებ წარმატებით გადმოსცა ერთ წინადადებაში: „ერები ზოგადად“ თქვა მან, „ყოველთვის გაეშურებიან საომრად, როდესაც ამაში რაიმე სახეიროს დალანდავნ“ ნებისმიერი ეკონომიკური დოვლათის ან ბუნებრივი წიაღისეულის მნიშვნელოვანი მარაგი, ეს არის ბიძგი დაპყობისაკენ. სარჩოს დახარბებული დამპყრობლების ხერხი მარტივი იყო: მთელი ავლა-დიდების მითვისება და ყოფილი მფლობელების განადგურება ან საკმარისად შორს განდევნა. თუმცა, მალე ყოფილი მფლობელების დამორჩილება და მათი სამუშაო ძალად გამოყენება, ზოგადად უფრო მომგებიანად ჩაითვალა და, შესაბამისად „მარტივი ხერხებიც“ დაიხვეწა. განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც ყოფილი მფლობელების დამორჩილება განუხორციელბელი ან არამომგებიანია, აღნიშნული „მარტივი ხერხები“ დროადრო და ახლა კი გამოიყენება, როგორც მაგალითად, ესპანელების მიერ სამხრეთ ამერიკაში ან ჩვენ მიერ ინდიელების წინააღმდეგ. მაგრამ ეს გამონაკლისი შემთხვევებია; დაპყრობის დახვწილი ხერხები იმთავითვე გამოიყნება და ყოვლთვის მათი პირველი გამოჩენა სახელმწიფოს წარმოქმნის მანიშნებელია. მოყავს რა მაგალითები რანკეს დაკვირვებებიდან ჰიკსოს ტომის მწყემსების დაპყრობითი ხერხების შესახებ, რომლებმაც დაახლოებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2000 წელს ეგვიპტის სახელმწიფო დააარსეს გამპლოვიცი შენიშნავს, რომ რანკეს სიტყვები კარგად აჯამებს კაცობრიობის პოლიტიკურ ისტორიას.
მართლაც, დაპყრობის ხერხები არასოდეს განსხვავდება.
„ჩვენ ყველგან ვხედავთ შეიარაღებული ადამიანების საბრძოლოდ შემართულ ჯგუფს, რომელიც შედარებით მშვიდობიანი ხალხის საზღვრებში იჭრება, იპყრობს მათ და აარსებს სახელმწიფოს, საკუთარი უზენაესი განმგებლობით. მესოპოტამიაში დარბევას დარბევა მოჰყვებოდა, სახელმწიფოს სახელმწიფო ცვლიდა: ბაბილონელები, ამორიტები, ასირიელები, არაბები, მიდიელები, სპარსელები, მაკდონელები, პართელები, მონგოლები, სელჯუკები, თათრები; ნილოსის დაბლობში - ჰიკსოსები, ნუბიელები, სპარსელები, ბერძნები რომაელები, არაბები, თურქები; საბერძნეთში დორიანული სახელმწიფოები განსაკუთრებულ მაგალითს წარმოდგენდნენ; იტალიაში - რომაელები, ოსტგოთები, ლომბარდიელები, ფრანკები, ბურგუნდიელები, ნორმადიელები; ბრიტანეთში - საქსონები, ნორმადიელები.“ ყველა მოცემულ შემთხვევაში, ჩვენ გვხვდება პოლიტიკური წყობა, რომელსაც ერთი და იგივე წარმომავლობა და მიზანი აქვს, კერძოდ: დამპყრობთა მიერ დამარცხებულთა ეკონომიკური დაქვემდებარება.
ანუ ყველგან, ერთი მნიშვნელოვანი გამონაკლისის გარდა, სადაც კი ეკონომიკური ბატონობა, რაიმე მიზეზის გამო, განუხორციელებელი ან არამომგებიანი იყო, სახელმწიფო არასოდეს ჩამოყალიბებულა. მთავრობა კი არსებობდა, მაგრამ სახელმწიფო - არასოდეს. მაგალითად, ამერიკელ მონადირე ტომებს, რომელთა წყობა ასე აბნევს ჩვენს მიერ ხსენებულ დამკვირვებლებს, არასოდეს შეუქმნათ სახელმწიფო, რადგანაც არ არსებობს გზა რომლის საშუალბითაც მონადირეებს ეკონომიკურად დამოუკიდებელს გახდი და შენთვის ნადირობას აიძულებ.16 რასაკვირველია, დაპყრობა და მიტაცება შესაძლბელი იყო, მაგრამ მას არავითარი ეკონომიკური მოგება არ ახლდა, რადგანაც მითვისების გზით მოძალადეთა ქონებას ძალიან ცოტა რამ თუ დაემატებოდა; ყველაზე მტი, რაც შეიძლებოდა, რომ ამას მოჰყოლოდა, არაკეთილმოსურნეთა მიმართ ანგაარიშწორება იყო. მსგავსი მიზეზების გამო, პირვლყოფილ მიწათმოქმდებს სახელმწიფო არასოდეს შეუქმნიათ. მათი მეზობლების ეკონომიკური სიმდიდრე მტისმეტად უმნიშვნელო და წარმავალი იყო იმისათვის, რომ მათი ინტერესი გამოეწვია.17 თავისუფალი მიწების სიუხვის გათვალისწინებით, მეზობლების დამონება განსაკუთებით არახელსაყრელი იყო, თუნდაც მხოლოდ წესრიგის დაცვის გამო.18
ახლა უკვე ადვილია იმის დანახვა, თუ რაოდენ დიდია განსხვავება მთავრობის ინსტიტუტსა, როგორც პეინისა და თავისუფლების დეკლარაციის მიერ არის გაგებული, და სახელმწიფოს ინსტიტუტს შორის. სავსებით დასაშვებია, რომ მთავრობა წარმოშობილიყო ისე, როგორც ამას პეინი, არისტოტელე, ჰობსი, ანუ რუსო ვარაუდობდა. მაგრამ სახელმწიფო არათუ არასოდეს წარმოშობილა, რომელიმე ამ გზით, არამედ შეუძლებელიცაა რომ ასე წარმოშობილიყო.
მთავრობის ბუნება და დანიშნულება, როგორც ეს პერკმენის, სკულკრაფტის და სპენსერის მიერ არის წარმოდგენილი, საზოგადოებრივი ხასიათისაა. ბუნებითი უფლებების აღიარებაზე დაყრდნობით, მთავრობა უზრუნველყოფს პიროვნების ამ უფლებებს და ჩარევას მხოლოდ მათი დარღვევის შემთხვევებში ანხორციელებს, ხდის რა ამით სამართალს უფრო იაფს და ადვილად ხელმისაწვდომს. ამაზე შორს ის აღარ მიდის.
თავის მხრივ, სახელმწიფო, როგორც წარმოშობის, ასევე თავისი ძირითადი დანიშნულების მიხედვით, პირწმინდად ანტი-საზოგადოებრივია. ის ეფუძნება არა ბუნებითი უფლებების აღიარებას, არამედ მოსაზრებას, რომ ინდივიდს არავითარი უფლებები არა აქვს, გარდა იმისა, რაც მას სახელმწიფომ შეიძლება, რომ დროებით მიანიჭოს. ის სამართალს ყოველთვის ძვირს და ძნელად მისაწვდომს ხდის, ხოლო საკუთარ თავს სამართალსა და საზოგადო მორალზე მუდმივად მაღლა აყენებს, როცა კი ეს მას უპირატესობას ანიჭებს.19 საზოგადობრივი ძალაუფლების განვითარების ხელშწყობისაგან ასე შორს მდგომი, როგორც მედისონი ამბობდა, ყველა შემთხვევას მუდმივად საზოგადოებრივი ძალაუფლების შემცირებისა და სახელმწიფო ძლაუფლების გაზრდის წყაროდ იყენებდა.20
როგორც ზიგმუნდ ფროიდმა შენიშნა, შეუძლებელია ითქვას, რომ სახელმწიფოს როდესმე დანაშაულის აღკვეთა სურდა, ის მხოლოდ დანაშაულის ჩადენაზე საკუთარ მონოპოლიას იცავდა. მაგალითად, ბოლო რუსეთსა და გერმანიაში ვხედავთ, თუ როგორი სიშმაგით ებრძვის სახელმწიფო კერძო პირების მიერ მისი მონოპოლიის ხელყოფას, მაშინ როცა თავად სახელმწიფო უსირცხვილოდ იყენებს ამავე მონოპოლიას. თუკი ნებისმიერ სახელმწიფოს ავიღებთ და მისი ისტორიის თითოეულ მონაკვეთს ყურადღებით განვიხილავთ, აღმოჩნდება, რომ მათი დამაარსებლების, მმართველებისა და მფლობელების საქმიანობას, პროფესიული კრიმინალური დაჯგუფებების საქმიანობისგან ძნელად თუ ვინმე გამოარჩევს.
III
ასეთია იმ ინსტიუტის წარმომავლობა, რომელიც ამჟამად ფართოდ არის გავრცელებული და საზოგადოებრივ ძალაუფლებას სახელმწიფო ძალაუფლებად გულმოდგინედ გარდაქმნის.21 ამის აღიარება იმ გრძელი გზის დასაწყისია, რომელიც თანამედროვ სახელმწიფოს მიერ გამოვლენილი ყელა თუ არა, უმრავლესი ნაკლის გამოსწორებისთვის არის გასავლლი. მაგალითად, ის ძალიან ნათლად განმარტავს იმ აშკარა და ცნობილ ჭეშმარიტებას, რომ სახელმწიფო ყოველთვის ნელა და უგულოდ მიემართება ყველა იმ შედეგისკენ, რომელიც საზოგადობისათვის სარგებლობას მოიტანს, ხოლო სწრაფად და ცოცხლად ელტვის იმას, რაც მისთისაა ხელსაყრელი. საზოგადოებრივი მიზნების განხორციელებიკენ მას არსდროს გადაუდგამს ნაბიჯი საკუთარი ნებით, არამედ მხოლოდ ძლიერი ზეწოლით, მაშინ როცა ანტი-საზოგადოებრივი ქმედებებისკენ ძალდაუტანებლად იხრება.
მეცხრამეტე საუკუნის ინგლისელები ამ მოვლენით სამართლიანად შეშფოთდნენ, როდესაც გულმოდგინედ დააკვიდნენ ბრიტანეთის სახელმწიფოს მიერ საზოგადობივი ძალაუფლების სწრაფ დაკნინებას. ერთერთი მათგანი ჰერბერტ სპენსერი იყო. მან გამოაქვეყნა ნარკვევბის მთლი რიგი, რომელიც შემდგომში ერთ ოქმად იქნა შეკრული, სახელწოდებით „ადამიანი სახელმწიფოს წინააღმდეგ“. ჩვენი სახელმწიფო სამსახურების პირობებში იმ სახით რა სახითაც დღეს ისინი არსებობენ, საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ არც ერთ ამერიკელ პუბლიცისტს არ უცდია ზედმიწევნით აეხსნა ამ ნარკვევების შინაარსი, თუნდაც სპენსერის მიერ ინგლისის ისტორიიდან მოყვანილი მაგალითების ამერიკის ისტორიული მაგალითებით უბრალო ჩანაცვლების გზით. არადა, ეს რომ სათანადოდ გაკეთებულიყო, ის იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე შესაბამისი და საჭირო ნამუშევარი, რომლის გამოცემაც იმ დროისთვის შესაძლებელი იქნებოდა.23
ეს ნარკვევები იმდროინდელ ინგლისში სახელწიფო ძალუფლების ზრდის გარკვეული კანონზომიერებების შესწავლას მიეძღვნა. ნარკვევში - „გადაჭარბებული კანონშემოქმედბა“ სპენსერი შენიშნავს ჩვენთვის კარგად ნაცნობ მოვლენას,23 რომ როდესაც სახელმწიფო ძალაუფლება საზოგადოებრივი მიზნებისათვის გამოიყენება, მისი მოქმედება მუდმივად „ნელი, სულელური, მფლანგველური, შეუხამებელი, მანკიერი და დამაბრკოლებელია“. ის თითოეულ საკითხს რამდენიმე თავს უძღვნის, აგროვებს რა მთელ რიგ მტკიცებულებებს. მისი მსჯელობის დამთავრებასთან ერთად, საკამათოც არაფერი რჩება, რადგანაც შეუძლებელია რაიმე დაამატო. უფრო მეტიც, ის ასაბუთებს, რომ სახელმწიფო საზოგადოების წინაშე მის მიერ ე.წ. „ეჭვგარეშე მოვალეობებსაც“ კი არ ასრულებს; პიროვნების ელემენტაულ უფლებებსაც კი სათანადოდ არ იცავს. რადგანაც ეს სიმათლე და ჩვენთვისაც უბრალოდ ნაცნობი გამცდილებაა - სპენსერი ვერანაირ მიზეზს ვერ ხედავს იმისათვის, რომ მეორეხარისხოვანი საზოგადოებრივი მიზნებისთვის სახელმწიფო ძალაუფლების უფრო ეფექტურ გამოყენებას მოელოდეს: „გვქონდა ჩვენ, ზერელედ მაინც, დასაბუთებული ხელისუფების გონივრულობა, როგორც მსაჯულებსა და დამცველებს, იმის ნავლად, რომ მასში მუხანათობა და სისასტიკე აღმოგვეჩინა და აღელვებული გავრიდებოდით, რაც იმის გარკვეული ხელშეწყობა იყო, რომ ვინ მე სხვას ეხეირა ამ შესაძლებლობებით“.
თუმცა იქვე აღნიშნავს, ეს არის წორედ ის ამაზრზენად უხამსი იმედი, რომელსაც საზოგადოება მუდმივად ეჭიდება. ამასთან, ეჭიდება მიუხდავად იმისა, რომ მისი მოჩვენებითობა ყოველდღიურად დასტურდება. ის მიუთითებს ჩვენთვის ყველასთის კარგად ნაცნობ გადახრაზე, რომელიცგაზეთების მიერ მუდმივად შუქდბა. აიღეთ ერთ-ერთი გაზეთი, ამბობს სპენსერი, და თქვენ შესაძლოა იპოვით წამყვან სარედაქტორო სტატიას, რომელიც ნათელს ჰფენს რომელიმე სახელმწიფო უწყების კორუფციას, გულგრილობას ან არასწორ მენეჯმენტს. შემდეგ, თვალი შევავლოთ მომდევნო სვეტს და არ არის გამორიცხული, რომ სახელმწიფოს ზედამხედველობის გაძლიერების მოწოდებები წაიკითხოთ.24... ამდენად, მაშინ, როდესაც ყოველი დღე წარუმატებლობას ცხადყოფს, იქვე, ყოველ დღე, ხელახლა ჩნდება რწმენა, რომ სასურველი მიზნის მისაღწევად პარლამეტი გადაწყვეტილებსა და სათანადო მოხელეების გარდა სხვა არაფერია საჭირო.25 კაცობრიობის ასეთი უწყვეტი რწმენა უკეთესად სხვაგან არსად არ ვლინდება.“
აუცილებელი არაა აღინიშნოს, რომ სპენსერის მიერ სახელმწიფოს ანტი-საზოგადოებრივი ქცევის ასახსნელად მოყვანილი მიზეზები მთლიანად ძალაშია, მაგრამ ჩვენ, უბრალოდ, შეგვიძლია დავაკვირდეთ, რამდენად გამყარდება ისინი ისტორიული მეთოდის აღმოცენებით; როდესაც სპენსერი თავის ნაშრომს წერდა, ეს მეთოდი არ გამოიყენებოდა. ეს აღმოჩენები არის აშკარა გამოხატულება, რომ სახელმწიფოს ქცევა, რომლის შესახებაც სპენსერი უკმაყოფილებას ამჟღავნებდა, მკაცად ისტორიულია. როდესაც მე-18 საუკუნის ქალაქელმა ვაჭრებმა მიწათმფლობლი დიდგვაროვნები ჩაანაცვლეს სახელმწიფოს მართვაში, ამით მათ სახელმწიფოს ხასიათი არ შეუცვლათ; მათ უბრალოდ საკუთარ მოთხოვნილბებს მოარგეს და განუზომლად გააძლიერეს იგი.26 სავაჭრო სახელმწიფო, დიდგვაროვანთა სახელმწიფოს მსგავსად ანტი-საზოგადოებრივ, პირწმინდად კლასობრივ სახელმწიფოდ რჩჶბოდა; უცვლელი იყო მისი მიზანი და დანიშნულება, თუმცა ესადაგებოდა იმ ახალ მოთხოვნებს, რომლთა დაკმაყოფილებისთვისაც იყო მოწოდებული. ამიტომაც, მის მიერ საზოგადოებივი ამოცანების ამაზრზენ მომსახურებაში, რისთვისაც სპენსერი მას ბრალს უყენებს, სახელმწიფო საკუთარი ხასიათისადმი ერთგულებას ავლენს.
სპენსერი არ განმარტავს თუ რას ნიშნავს მისი აზრით „კაცობრიობის მარადიული რწმენა“ სახელმწიფოს მიმართ, გიზოს მრავალმნიშვნელოვანი დაკვირვების შესახებ საუბრით კმაყოფილდება და ხაზს უსვამს რომ „პოლიტიკური მანქანის თვითმყოფადი ძალაუფლები რწმენა“ სხვა არაფერია თუ არა „უდიდესი ცრურწმენა“. ეს რწმენა ძირითადად იმ უზარმაზარი ავტორიტეტის შედეგია, რომელიც სახელმწიფომ ამ ბოლო ერთი ან ცოტა მეტი საუკუნის განმავლობაში მოიპოვა, მას შემდეგ რაც უარყო მოძღვრება ღვთაებრივი კანონებით ხელმძღვანელობის შესახებ. ალბათ ზედმეტი იქნება სახელმწიფოს მიერ საკუთარი ავტორიტეტის შესაქმნელად გამოყენებული სხვადასხვა ხერხების განხილვა; ბევრი მათგანი კარგად არის ნაცნობი, ხოლო მათი გამოყენება - კარგად გაცნობიერებული. თუმცა მაინც არსებობს ერთი რამ, რაც გარკვეულწილად რესპუბლიკური სახელმწიფოსთვის არის დამახასიათებლი. რესპუბლიკანზმი პიროვნებას საშუალებას აძლევს თავი დაირწმუნოს, რომ სახელმწიფო მისი შექმნილია, რომ სახელმწიფოსქმედება მისი ქმედებაა, რომ სახელმწიფოს თვითგამოხატვა მისი წარმოჩენა და როდესაც სახელმწიფო აღზევდება, ისიც აღზევდება, რესპუბლიკური სახელმწიფო ამ რწმენას მთელი ძალით ამკვიდრებს, აცნობირებს რა, რომ ეს არის ყველაზე შედეგიანი საშუალება მისი გავლენის გასაძლიერებლად. ლინკოლნის გამოთქმა „ხალხისაგან, ხლხის მიერ, ხალხისთვის“ ალბათ ყველაზე შედეგიანი პროპაგანდისტული გამოთქმა იყო, რომელიც ოდესმე რესპუბლიკური სახელმწიფოს სახელის განსადიდებლად წარმოთქმულა.
ამდენად, საკუთარი მნიშვნელობის პიროვნული შეგრძნება უბიძგებს პიროვნებას, რომ მკაცრად დაუპირისპირდეს აზრს სახლმწიფოს ანტი-საზოგადოებრივი ბუნების შესახებ. ის სახელმწიფოს მარცხს და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას თითქოსდა მშობლის თვალით უყურებს და მას ეთიკის განსაკუთრებული კოდექსით ხელმძღვანელობის უპირატესობას ანიჭებს. უფო მეტიც, ის მუდმივად ელოდება, რომ სახელმწიფო ისწავლის საკუთარ შეცდომებზე და გამოსწორდბა. იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოს მიდგომა საზოგადობრივი მიზნებისადმი მოუქნელი, ხარჯიანი და მანკიერია - იმ დაშვებითაც კი, რომელიც სპენსერს საჯარო მოხელემ გაანდო, რომლის მიხედვით, რაც არ უნდა იყოს სახელმწიფო, საქმე გავაქვს უმსგავსობასთან - ის ვერ ხედავს მიზეზს თუ რატომ ხდება, რომ გამოცდილბისა და პასუხისმგებლობის გაფართოების შედეგად, სახელმწიფოს გამოსწორება მაინც არ ხერხდება.
რაღაც ამის მსგავსი, კოლექტივიზმის ძირითად პრინციპში იგულისხმება. მიეცით სახელმწიფოს მთელი საზოგადოებრივი ძალაუფლბის მითვისების საშუალბა და მისი ინტერესები საზოგადოების ინტერესებს დაემსგავსება. იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოს ანტი-საზოგადოებრივი წარმომავლობა აქვს, და რომ ის მთელი მისი ისტორიის მანძილზე თანმიმდვრულად ანტისაზოგადოებრივ ხასიათს ატარებს, მიეცით მას საშუალება, სრულად გამოდევნოს საზოგადოებრივი ძალაუფლება და ასეთი გზით მისი ხასიათი შეიცვლება. ის საზოგადოებას შეერწყმება და შესაბამისად, საზოგადოების შედეგიანი და მიუკერძოებელი ნაწილი გახდება, მოკლედ რომ ვთქვათ, ისტორიული სახელმწიფო გაქრება და მხოლოდ მთავრობა დარჩება. ეს მიმზიდელი იდეაა. იმის იმედმა, რომ ეს როგორმე რეალურ ცხოვრბაში განხოციელდება, რამდენიმე წლის წინ „რუსული ექსპერიმენტი“ მიმზიდვლი გახდა კეთილშობილი პიროვნებებისათის, რომლებიც თავს სახელმწიფოს მიერ უიმედოდ დათრგუნულად გძნობდნენ. მაგრამ სახელმწიფოს ქმედებების უფრო ღრმად შესწავლა გვიჩვენებს, რომ ეს იდეა, რამდენადაც მიმზიდვლი არ უნდა იყოს, ნამსხვრევებად იშლება ეკონომიკის რკინისებური კანონის წინაშე, რომლის მიხედვითაც ადამიანი ყოვლთვის ცდილობს საკუთარი მოთხოვნილებები და სურვილები, რაც შეიძლება ნაკლები ძალისხმვის საშუალებით დაიკმაყოფილოს. ვნახოთ თუ როგორ ხდება ეს.
IV
ადამიანის მოთხოვნებისა და სურვილების დაკმაყოფილების მხოლოდ ორად ორი ხერხი ანუ საშუალება არსებობს. ერთი არის სიმდიდრის შექმნა და გაცვლა; ეს ეკონომიკური საშუალებაა.27 და მეორე - სხვების მიერ შექმნილი სიმდიდრის ანაზღაურების გარეშე მითვისება; ეს პოლიტიკური საშუალებაა. პოლიტიკური საშუალების მარტივი გამოყენება, როგორც უკვე ვნახეთ, ხდებოდა დაპყრობის, ჩამორთმევის, მითვისებისა და მონური ეკონომიკის დანერგვის საშუალებით. დამპყრობელი დაპყრობილ ტერიტორიას გამარჯვებულთა შორის ანაწილებდა, რომლებიც ამის შემდეგ თავიანთ მოთხოვნებს და სურვილებს დამონებული მცხოვრებლების შრომის მითვისების შედეგად იკმაყოფილებდნენ.28 ნებისმიერმა ფეოდალურმა და სავაჭრო სახელმწიფომ უბრალოდ აიტაცა და თანმიმდევრულად განავითარა ჩაგვრის ხასიათი, მიზანი და საშუალებები, რომელიც მათ პირვლელყოფილმა სახელმწიფომ მემკვიდრეობით დაუტოვა; სინამდვილში ისინი უბრალოდ პირველყოფილი სახელმწიფოს უფრო განვითარებულ ტიპს წარმოადგენენ.
ამდენად, პირველყოფილი, ფეოდალური თუ სავაჭრო სახელმწიფო, პოლიტიკური საშუალებების ერთობლიობაა. რადგანაც ადამიანი მიდრეკილია მოთხოვნები და სურვილები მინიმალური ძალისხმევით დაიკმაყოფილოს, ის პოლიტიკურ საშუალებებს გამოიყენებს, ყველგან, სადაც კი მოახერხებს. ამასთან, თუკი ეს შესაძლებელი იქნება, ის მხოლოდ პოლიტიკურ საშუალებებს გამოიყენებს, თუ არა და ეკონომიკურ საშუალებებთან ერთად. თანამედროვე სახელმწიფოს ექსპლუატორულ საშუალებებს მიმართავს, ესაა ტარიფები, შეღავათები, საიჯარო მონოპოლია და სხვა მსგავსი საშუალებები. ელემენტარული დაკვირვებაც ააშკარავებს, რომ ეს მისი უპირველესი ინსტიქტია. ასე რომ, რამდენ ხანსაც პოლიტიკური საშუალებების ერთობლიობა იარსებებს და მაღალ-ცენტრალიზებული ბიუროკრატიული სახელმწიფო იმოქმედებს, როგორც ეკონომიკური შესაძლებლობების მთავარი გამანაწილებელი, ექსპლუატაციის არბიტრი, იმდენივე ხანს წარმატებულად გაგრძელდება ამ ინსტიქტის წარმოჩენა. პროლეტარული სახელმწიფო, სავაჭრო სახელმწიფოს მსგავსად, უბრალოდ შეცვლიდა ქსპლუატაციის სფეროს და არავითარი ისტორიული საფუძველი არ არსებობს ვიფიქროთ, რომ კოლექტიური სახელმწიფო მისი წინამორბედებისგან განსხვავებით მნიშვნელოვნად გამორჩეული იქნებოდა.29 ამდენად, ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ რუსულმა ექსპერიმენტმა“ ძველი სახელმწიფოს ნანგრევებზე, მაღალცენტრალიზებული ბიუროკრატიული სახელმწიფოს აღმოცენებამდე მიგვიყვანა, რომელმაც ექსპლუატაციის ყველა საშუალბა ხელუხლებად და გამოყენებისათვის მზადყოფნაში დატოვა. ამდენად, ახლახანს მოყვანილი ძირეული ეკონომიკური კანონის გათვალისწინებით, იმის მოლოდინი, რომ კოლექტივიზმი სახლმწიფოს ხასიათს მნიშვნელოვნად შეცვლის - მოჩვენებითია.
ამდენად, ისტორიული მიდგომის გამოყენებით მიღებული აღმოჩენები განამტკიცებს სპენსერის მიერ გამოთქმულ მთელ რიგ პრაქტიკულ მოსაზრებებს სახელმწიფოს მიერ საზოგადოებრივ სფეროში შეჭრის შესახებ. მაგალითად, როდესაც სპენსერი ასკვნის, რომ „სახელმწიფო ორგანიზაციებში კორუფცია გარდაუვალია“, ისტორიული მეთოდი ნათლად წარმოაჩენს ამის მიზეზს და „საგანთა ბუნებიდან“ გამომდინარე ასაბუთებს, თუ რატომ უნდა ყოფილიყო ეს მოსალოდნელი. ხოლო, როდესაც ფროიდი მიუთითებს სახელმწიფო ეთიკასა და კერძო ეთიკას შორის შემაშფოთებელ განსხვავებაზე - მისი დაკვირვებები ამ თემაზე ძალზე ღრმა და დაწვრილებითია - ისტორიული მეთოდი კვლავ გვაწვდის საუკეთესო მიზეზებს იმისა თუ რატომ უნდა იყოს შესწავლილი ეს განსხვავება.30 როდესაც ორტეგა ი გასეტი ამბობს, რომ სახელმწიფო არის ის უმაღლესი რამ, რაც მიიღება ძალადობისა და პირდაპირი ზემოქმედების შედეგად, როდესაც ეს უკანასკნელნი მაგალითად არიან დაწესებული“, ისტორიული მეთოდი კიდევ ერთხელ გვაძლევს საშუალებას გავიგოთ, რომ ეს განმარტება მეტად შეესაბამება იმას, რც შესაძლოა ვინმემ აპრიორულად განაცხადოს.
უფრო მეტიც, ეს ისტოიული მეთოდი ადასტურებს მნიშვნელოვან ფაქტს, რომ დიაბეტის ან პარაზიტული დაავადებების მსგავსად, სახელმწიფოს მიერ საზოგადოებრივი ძალაუფლების შესუსტება გარკვეული ზღვრის გავლით შემდეგ კონტროლს აღარ ექვემდებარება. ისტორიაში არ არსებობს მაგალითი, როდესაც ამ ზღვრის გადაცდენის შემდეგ, ეს დაკნინება სრული და სამუდამო კოლაფსით არ დასრულებულიყოს. ზოგიერთ შემთხვევებში რღვევის პროცესი ნელი და მტკივნეულია. სიკვდილმა თავისი დაღი დაასვა რომს მეორ საუკუნის ბოლოს, მაგრამ ანტონენის შემდეგ ის გარკვეული დროით გამოვიდა სავალალო მდგომარეობიდან. ათენი კი სწრაფად დაეცა. ზოგიერთი ავტორის აზრით ევროპა სახიფათოდ მიუახლოვდა ამ ზღვარს, თუ უკვე არ გადასცდა მას, მაგრამ თანამედროვეთა შეფასებას ალბათ დიდი ღირებულება არა აქვს. ეს ზღვარი ალბათ უკვე მიღწეულია ამერიკაში, ან შეიძლება არც არის; ისევ და ისევ, ჭეშმარიტება მიუწვდომელია - საფუძვლიანი მაგალითები ორივე შემთხვევაში არსებობს. თუმცა ორ რამეში შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ: პირველი - ამ ზღვართან მერიკის მიახლოება დამღუპველი სისწრაფით მიმდინარეობს; და მეორე - ამ სისწრაფით გამოწვეული საფრთხის გააზრების ან მისი შეჩერების სურვილის არავითარი ნიშანწყალი არ არსებობს.
თარგმნა მაკა წულუკიძემ
_______________
1. 1935 წ. ივლისში გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ გამოკითხული 76.8%25 დადებითად იყო განწყობილი ამ აზრის მიმართ, რომ ყოველი ადამიანის სამუშაოთი უზრუნველყოფა სახელმწიფოს მოვალეობაა; 20,1%25 წინააღმდეგი იყო, ხოლო 3,1%25 არ ქონდა კონკრეტული პასუხი.
2. ამ ქვეყანაში სახელმწიფო ამჟამად აწარმოებს ავეჯს, ფქვავს ფქვილს, აწარმოებს სასუქს აშენებს სახლებს, ყიდის საფერმერო პროდუქციას, რძის ნაწარმს, ქსოვილებს, კონსერვებს და ელექტრონულ აპარატურას; მართავს დასაქმების სააგენტოებს და იპოთეკური კრედიტების ოფისებს; აფინანასებს ექსპორტს და იმპორტს; სოფლის მეურნეობას. ასევე მართავს სადაზღვეო ვალდებულებების მიმოქცევას, საკაბელო და რადიო კომუნიკაციების სისტემებს, ფასდაკლების დონეს, ნავთობის და ელექტროენერგიის წარმოებას, სავაჭრო კონკურენციას, ალკოჰოლის წარმოებას და გაყიდვას, საზღვაო მიმოსვლას და სარკინიგზო ქსელს.
3. რომის ისტორიაში ადგილი ჰქონდა ამის მსგავს მოვლენას, თუ ამ ისტორიის ყველა დეტალი მართალია, ჯარმა დიდიუს იულიანსს იმპერატორობა დაახლოებით 5 მილიონ დოლარად მიჰყიდა. ფული ხშირად ყოფილა გამოყენებული სახელმწიფო გადატრიალების მექანიზმის ასამუშავებლად, მაგრამ, ვფიქრობ, ამ ორი შემთხვევის გარდა ძალაუფლების პირდაპირი შესყიდვა უცნობია.
4. დღეს, როდესაც ამას ვწერ, გაზეთებში იუწყებიან, რომ პრეზიდენტი აპირებს გამოსცეს ბრძანება ლუიზიანაში ფედერალური დახმარების შესაწყვეტად, რათა აიძულოს სენატორი ლონგი დათანხმდეს მის პირობებს. თუმცა არსად მინახავს რაიმე კომენტარი ამგვარი პროცედურის მართებულობასთან დაკავშირებით.
5. თეატრალურ ბიზნესში ჩართული ჩემი მეგობარი მეუბნება, რომ სალარო შემოსავლების თვალსაზრისით, ვაშინგტონი ამჟამად საუკეთესო თეატრალური, საკონცერტო და ზოგადად გართობის ქალაქია აშშ-ში, ბევრად უკეთესი ვიდრე ნიუ-იორკი.
6. 1936 წლის მოახლოებული საარჩევნო კამპანიის სახასიათო შტრიხი, რომელიც ყველაზე მეტად დააინტერესებს ცივილიზაციის მკვლევარს, იქნება პრეზიდენტის განკარგულებაში მყოფი 4 მილიარდ დოლარიანი დახმარების ფონდის გამოყენება ანუ როგორ იქნება ის განაწილებული მფარველობის საფუძველზე.
7. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ამ სახის შემთხვევებშიც არსებობს მერყეობა და რომ ის შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანია. მაგალითად, უზენაესი სასამართლოს მიერ ეროვნული აღორძინების კანონის გაუქმება არაფერს ნიშნავს პიროვნული მმართველობის არსის შეფასებისთვის. საკითხი, რომელიც დგას ამ შემთხვევაში არის არა ის, თუ რამდენად მცირეა ახალი პიროვნული მმართველობის დონე იმასთან შედარებით ვიდრე ამ გადაწყვეტილების მიღებამდე იყო, არამედ რამდენად აღემატება ის 1932 წლამდე და მის წინა წლებში არსებულ დონეს.
8. როგორც, მაგალითად, ეროვნული აღორძინების კანონის საჩვენებელი გაუქმება.
9. ეს წიგნი არის სასწავლო პროგრამის გარკვეული სახე ან ლექციების ნაწყვეტები ამერიკის ისტორიის და პოლიტიკის მკვლევარებისათვის - უმეტესწილად ასპირანტებისათვის - და ამდენად გულისხმობს, რომ ეს თემები მეტ-ნაკლებად ნაცნობია. თუმცა რამდენიმე შენიშვნა, რომელიც დავურთე ნებისმიერ მკითხველს საკმარისად გაარკვევს ამ საქმეში.
10 შესაბამისი და ნაწილობრივი წარმოდგენა იმის შესახებ თუ რა მოცულობაზეა ლაპარაკი, შეიძლება შეგექმნათ იმ ფაქტის მიხედვით, რომ ამჟამად გადასახადებიდნ მიღებული ამერიკის სახელმწიფო შემოსავალი მთლიანი ეროვნული შემოსავლის დაახლოებით ერთ მესამედს შეადგენს! ეს მოიცავს დაბეგვრის ყველა სახეს, როგორც პირდაპირს ასევე არაპირდაპირს, ადგილობრივს და ფედერალურს.
11. რა თქმა უნდა, პეინს კარგად ესმოდა ეს. ის ამბობს: „ფრანგი ნაძირალა, რომელიც შეიარაღებულ ბანდიტებთან ერთად მოვიდა და თავი გამოაცხადა ინგლისის მეფედ, იქ მცხოვრებთა სურვილის წინააღმდეგ, უბრალოდ თაღლითია“ თუმცა ის დაბეჯითებით არ ამტკიცებს ამას, და მისი მიზნების გათვალისწინებით, ეს არც არის მოსალოდნელი.
12. „ადამიანთა უფლებებში“ პეინი ასევე თანმიმდევრულია ამ მოძღვრების მიმართ, როგორც დამოუკიდებლობი სდეკლარაცია; თავის ბროშურაში რამდენიმე ადგილზე ამტკიცებს, რომ ყველა სამოქალაქო უფლება ეფუძნება ბუნებრივ უფლებებს და მათგან გამომდინარეობს.
13. ქ. გრაცის უნივერსიტეტის პროფესორი გამპლოვიცი და მის შემდეგ, ოპენჰეიმერი, პოლიტიკის პროფესორი ფრანკფურტიდან. ამ თავში მე მათ აზრს გავყევი. ამ გალილეოების აღმოჩენები იმდენად აზიანებს სახელმწიფოს იმიჯს, რომ ზოგადად პროფესიული ავტორიტეტი ძალიან ფრთხილია მათთან მიმართებაში და ბუნებრივიცაა ამჯობინებს მათთვის ფართო ასპარეზის დათმობას. მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს უმნიშვნელო შემთხვევაა. ღირსეული და გამორჩეული გამონაკლისები გვხვდება ვიერკანდთან, ვილჰელმ ვუნდთან და გერმანული ეკონომიკური მეცნიერების თავშეკავებულ პატრიარქთან ადოლფ ვაგნერთან.
14. თანამდროვე ხერხების განხოციელების ბრწყინვალე მაგალითია მან ჩოუ კოუ-ს ახალი სახელმწიფოს შექმნა ჩინეთის მანჯურიაში. და კიდევ ერთი მაგალითი იტალიის სახელმწიფოებრივი ქმედებების შედეგად, შესაძლოა ეთიოპიაში დაიბადოს.
15. ამ მოსაზრებების მათემატიკა ძალიან საინტერესოა. მისი მხატვრული შეჯამება მოცემულია ოპენჰეიმერის ნაშრომში, Der Staat, თავი I და ისინი დეტალურადაა დამუშავებული მის Theorie der Rainen und Politischen Oekonomie-ში.
16. გარდა, რა თქმა უნდა მიწათმფლობელობის უპირატესობისა სახელმწიფო სისტემის ქვეშ, მაგრამ დაპყრობის თვალსაზრისით ეს არ იქნებოდა მონადირე ტომების მცდელობის საგანი. როდაილენდის ისტორიკოსი ბიკნელი ვარაუდობს, რომ ინდიელების ხელშეკრულებებით გამოწვეული სირთულეების საფუძველი იყო ის ფაქტი, რომ ინდიელებს არ ესმოდათ მიწათმფლობელობის სახელმწიფო წყობა, რადგან მსგავსი რამ არასოდეს ჰქონიათ. მათ მხოლოდ იცოდნენ, რომ მათ მსგავსად, თეთრკანიანებსაც სერთო მოხმარების მიწები ჰქონდათ. საინტერესოა შევნიშნოთ, რომ მეთევზეთა ტომებმა ჩრდილო-დასავლეთით შექნმნეს საელმწიფო. მათმა საქმიანობამ ეკონომიკური ექსპლუატაცია გახადა, როგორც პრაქტიკული, ასევე მომგებიანი და მათ მიმართეს დაპყრობას და კონფისკაციას მის დასამკვიდრებლად.
17. უცნაურია, რომ ასე ცოტა ყურადღება ექცევა განსხვავებულ იმუნიტეტს, რომელიც პატარა და ღარიბ ხალხებს გააჩნიათ სახელმწიფო ინტერესების დიდი დაპირისპირებების შუაგულში. მაგალითად, უკანასკნელი ომის დროს შვეიცარია, რომელსაც არაფერი აქვს მოსაპარად ღირებული, არასოდეს ყოფილა დარბეული ან შეწუხებული ვინმეს მიერ.
18. ამ თვალსაზისით საინტერესოა მარქსის ნარკვევი კოლონიზაციის შესახებ, განსაკუთრებით მისი დაკვირვება, რომ ეკონომიკური ექსპლუატაცია განუხორციელებადია ვიდრე მიწის ექსპროპრიაცია არ მოხდება. აქ ის სრულად ეთანხმება ფუნდამენტალისტ ეკონომისტებს ტიურგოს, ფრანკლინით და ჯონ ტეილორით დაწყებული თეოდორ ჰერტზაკასა და ჰენრი ჯორჯის ჩათვლით. თუმცა, როგორც ჩანს მარქსი ვერ ხედავდა, რომ საკუთარმა მსჯელობამ მას გარკვული პრობლემები შეუქმნა, რადგანაც ამით ის უფრო მეტს აკეთებს ვიდრე ფაქტის დაფიქსირებაა.
19. ჯონ ბრაიტმა თქვა, რომ მან იცოდა თუ რამდენიმე კარგი საქმე გააკეთა ბრიტანეთის პარლამენტმა, მაგრამ არ იცოდა ერთი შემთხვევაც კი, როდესაც მან ეს გააკეთა უბრალოდ იმიტომ, რომ რაღაც კარგი გაეკეთებინა.
20. მედისონი, „გააზრებანი“, წიგნი I.
21. ამ ქვეყანაში რამდენიმე საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი დარგის მდგომარეობა ამ პროცესის საკმაოდ კარგ მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს. სახელმწიფოს ჩარევამ იმდენად გამოფიტა საზოგადოებრივი ძალაუფლება, რომ მისი გამოყენება უკვე იმ ზღვარზეა, რომელზეც ის უკვე განუხორციელებადია. იტალიაში სახელმწიფო ამჟამად შთანთქავს მთლიანი ეროვნული შემოსავლის 50%25. იტალია, როგორც ჩანს თავის უძველესი ისტორიის სენტიმენტალურ რეპეტიციას გადის, რადგანაც მეორე საუკუნის ბოლოს საზოგადოებრივი ძალაუფლება იმდენად გადაზრილი იყო სახელმწიფო ძალაუფლებაში, რომ არავის შეეძლო რაიმე საქმიანობის წარმოება. აღარ არსებობდა საკმარისი საზოგადოებრივი ძალაუფლება სახელმწიფო გადასახადების გასასტუმრებლად.
22. ყველაზე სამარცხვინო არის ის, რომ ამ საუკუნეში არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ შემდგარიყო წარმომადგენლობითი ინტელექტუალური განხილვა სახელმწიფოს მიერ საზოგადოებრივი ძალაუფლების მითვისების ზრდის წინააღმდეგ: განხილვა, რომლის უკანაც დგას სოლიდური ისტორია და ფილოსოფია. შესაბამისად, კოლექტივიზმის შედეგები ახლა უკვე ნათელია. კოლექტივიზმმა ისიც კი მოახერხა, რომ თავის განმარტებათა ლექსიკონი თავს მოგვახვია; ჩვენ ყველა ვლაპარაკობთ ჩვენი ეკონომიკური სისტემის, მაგალითად, როგორც „კაპიტალისტურის“ შესახებ, მაშინ როდესაც არასოდეს არსებულა და არც შეიძლება წარმოვიდგინოთ წყობა, რომელიც არ არის კაპიტალისტური.
23. გუშინ სახელმწიფოს მიერ აშენებული გზის მონაკვეთზე გავიარე. ის 87,348.56 ამერიკული დოლარი დაჯდა. საზოგადოებრივი ძალაუფლება, რომელსაც კონტრაქტორი წარმოადგენდა ღია ტენდერში მას ააშენებდა 38,668.20 აშშ დოლარად. განსხვვება დაახლოებით 100%25-ის ტოლია!
24. ყველა საგაზეთო კომენტარს, რომელიც კი წამიკითხავს ახლახანს მომხდარი საზღვაო კატასტროფის შესახებ გამონაკლისის გარეშე მივყავდით ზუსტად ამგვარ წინადადებებამდე!
25. ე.წ. „მშრალ კანონთან“ დაკავშირებული ჩვენი უახლესი გამოცდილება თითქოს უსაფუძვლოს უნდა ხდიდეს ამ აზრს. მაგრამ როგორც ჩანს ასე არაა.
26. ეს აზრი კარგად არის გაშუქებული ესპანელი ფილოსოფოსის ორტეგა ი. გასეტის მიერ „მასათა ამბოხში“, თავი XIII (ინგლისური თარგმანი), სადაც ის ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ამბობს, რომ სახელმწიფოს მიერ საზოგადოებრივი ძალაუფლბის სწრაფი გამოფიტვა არის „ყველაზე დიდი საფრთხე, რომელიც დღეს ცივილიზაციას ემუქრება“. ის ასევე კარგ წარმოდგენას გვიქმნის თუ რას შეიძლება მოველოდეთ როდესაც მესამე, ეკონომიკურად გაჭირვებული კლასი, თავის მხრივ საკუთარ თავზე იღებს სახელმწიფოს მექანიზმს, როგორც ვაჭართა კლასმა გააკეთა არისტოკრატიასთან მიმართებაში. ეჭვგარეშეა, იმასთან დაკავშირებითაც რაც ამჟამად ამ ქვეყანაში ხდება, შეუძლებელია შემდეგ პროგნოზზე უკეთესის გაკეთება: „ადამიანი-მასა ფაქტობრივად დარწმუნებულია, რომ თავად არის სახელმწიფო, და ის უფრო და უფრო შეეცდება ნებისმიერი საბაბით აამუშაოს მისი მანქანა, რათა მის ქვეშ გათელოს ნებისმიერი შემოქმედებითი უმცირესობა, რომელიც მას წინ აღუდგება - რა სფეროშიც არ უნდა იყოს - პოლიტიკა, იდეოლოგია, ინდუსტრია“.
27. ოპენჰეიმერი Der Staat თავი I. სერვისებიც, რა თქმა უნდა, არის ეკონომიკური გაცვლის საგანი.
28. ამერიკაში, სადაც აბორიგენი მონადირეები არ ექვემდებარებოდნენ ექსპლუატაციას, სამეურნეო კომპანიები - theVirginia Company Massachusetts Company, Dutch West India Company, the Calverts და ა.შ. მისდევდნენ ინგლისიდან და ევროპიდან ექსპლოატირებადი ადამიანური მასალის იმპორტის ტრადიციულ მეთოდს და მათ ასევე დააარსეს მონური შრომის ეკონომიკა აფრიკიდან იმპორტის საშუალებით. ამ ფაზის საუკეთესო აღწერა ჩვენს ისტორიაში არის ბერდის „ამერიკული ცივილიზაციის ამბოხი“, ტომი 1, გვ. 103-109. მოგვიანებით ექსპლოატირებადი მასალის უზარმაზარმა მასამ მოახდინა საკუთარი თავის იმპორტი იმიგრაციის გზით. ვალენტინის ახელმძღვანელოში 1859 წ-ისთვის აღნიშნულია, რომ 1847-1858 პერიოდში 2,486, 463 იმიგრანტმა გაიარა ნიუ-იორკის პორტში. ამ კონკურენციამ შეამცირა მონური ეკონომიკა ქვეყნის ინდუსტრიულ სექციებში და ჩაანაცვლა სახელფასო ეკონომიკით. უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოების განწყობა ამ რეგიონებში მონურ ეკონომიკას არ უპირსპირდებოდა, ვიდრე ის წამგებიანი არ გახდა.
29. მაგალითად, თუ დავუშვებთ, რომ ბ-ნი ნორმან ტომასი და სოლიდური კოლექტივისტური კონგრესი, სოლიდური კოლექტივისტური უზენაესი სასამართლოთი, უნდა გამხდარიყო ჩვენი უსაშველოდ მძლავრი საექსპლოატაციო აპარატის მემკვიდრე, ფანტაზიის განსაკუთრებული უნარი არ იქნება საჭირო შედეგის პროგნოზირებისთვის.
30. 1933 წ. აპრილში ამერიკის სახელმწიფომ გამოსცა ნახევარი მილიარდის ღირებულების მცირეფასიანი ქაღალდები, რათა მოეზიდა ინვესტიციები საწყალი ადამიანებისაგან. მან პირობა დადო, რომ ოქროთი გადაიხდიდა როგორც ძირითად თანხას, ასევე საპროცენტო განაკვეთს - მაშინდელი ღირებულებით. სამი თვის შემდეგ სახელმწიფომ უკან წაიღო თავის დაპირება. პიროვნების მიერ ჩადენილი ასეთი საქციელი, როგორც ფროიდი ამბობს, სამუდამოდ შელახავდა მის სახელს და ის არაფრით იქნებოდა თაღლითზე უკეთესი, ხოლო ეს რომ პიროვნებათა ჯგუფს ჩაედინა, ისინი პროფესიულ-კრიმინალური კლასის კატეგორიაში მოექცეოდნენ.
![]() |
9 გზა ბატონყმობისკენ |
▲ზევით დაბრუნება |
ფრიდრიხ ოგიუსტ ფონ ჰაიეკი (1899-1992)
ეკონომისტმა, პოლიტიკურმა ფილოსოფოსმა და იურისტმა „ავსტრიული ეკონომიკური სკოლის“ უთვალსაჩინოესმა წევრმა, ფრიდრიხ ოგიუსტ ფონ ჰაიეკმა თავის ზრდასრული ცხოვრების თითქმის ნახევარი მშობლიურ ავსტრიაში, გერმანულ ცნობიერებასთან მჭიდრო კავშირში გაატარა. შემდეგ ის დიდ ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ბოლოს, დასავლეთ გერმანიაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.
მან ერთ-ერთმა პირველმა აღიმაღლა ხმა კეინსიანური კეთილდღეობის სახელმწიფოს კონცეფციისა და ტოტალიტარიზმის საფთრთხეების წინაშე. წინასწარ განჭვრიტა იმ ბოროტების შედეგები, რომლებიც ნებისმიერი ელფერის (კომუნისტური, ფაშისტური, ნაცისტური თუ კიდევ სხვა) სოციალიზმის განხორციელების მცდელობას მოსდევს.
ღრმად მეცნიერულმა კვლევებმა, ორიგინალურმა მიდგომებმა და თავისუფლების იდეალებისათვის მიზანმიმართულმა ბრძოლამ, მას უდიდესი აღიარება მოუტანა, რისი დასტურიც ეკონომიკურ მეცნიერებაში შეტანილი წვლილისათვის 1974 წლს მინიჭებული ნობელის პრემია იყო.
შორს არ იქნება ჭეშმარიტებისაგან თუ ვიტყვით, რომ ის იყო ერთ-ერთი უპირველესი იმათგან, რომელთა თეორიულმა შრომებმა და პრაქტიკულმა მოღვაწეობამ სოციალიზმი იდეოლოგიურად გააშიშვლა და განაიარაღა, რამაც თავის მხრივ დააჩქარა ცივი ომის დასასრული და სოციალისტური ბანაკის დაშლა 80-90 წლებში.
მისი მემკვიდრეობა კომპლექსური და მრავალმხრივია. უპირველეს ყოვლისა, ჰაიეკი პოპულარულია ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ მიმართული უკვდავი ნაშრომით „გზა ბატონობისაკენ“, რომელიც 1944 წელს გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და იმთავითვე ანტიტოტალიტარული ინტელექტუალური მოძრაობის ბიბლიად იქცა. ნაშრომში ჰაიეკმა გააშიშვლა ტოტალიტარული სახელმწიფოს რეალური, ანტიადამიანური ბუნება. ჰაიეკის მიხედვით ტოტალიტარიზმი უზნეობასა და ძალმომრეობას ეფუძნება, „მომხიბვლელი“ პროპაგანდით ადამიანებს ჭაობში ითრევს, ზომბებად აქცევს და ცრუ, უტოპიური კოლექტივისტური იდეების სამსახურში აყენებს. სინამდვილეში კი ადამიანის წარმატების არსი მისი თვითმყოფადობისა და შემოქმედების გათავისუფლებაში ძევს და არა კოლექტივისადმი მორჩილებასა და მსხვერპლთშეწირვაში..
1989 წელს ის კვლავ დაუბრუნდა ტოტალიტარიზმის თემას, როდესაც გამოაქვეყნა „დამღუპველი თავდავიწყება: სოციალიზმის შეცდომები“. ამ ნაშრომით, ჰაიეკმა გარკვეულ წილად შეაჯამა საკუთარი შემოქმედება და საბოლოოდ ჩამოაყალიბა საზოგადოებრივი ცხოვრების ე.წ. „სპონტანური წესრიგის თეორია“.
სრული სახით გამოქვეყნდა 1944 წელს, ხოლო წინამდებარე თარგმანი წარმოადგენს შემოკლებულ ვერსიას, რომელიც 1945 წლის აპრილში „რიდერს დაიჯესტში“ გამოქვეყნდა.
გერმანელი ნაციონალ-სოციალისტების მიერ მე-19 საუკუნის 30-ან და 40-ან წლებში განხორციელებული ძალმომრეობის მნიშვნელოვანმა მასშტაბებმა, გააძლიერა იმის რწმენა, რომ დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში შეუძლებელი იქნება ტოტალიტარული სისტემის ჩამოყალბება. მაგრამ ნება მოგვეცით, გავიხსენოთ - ჯერ კიდევ 30-იანი წლების დასაწყისში იმის ალბათობა, რომ ასეთი რამ გერმანიაში მოხდებოდა, წარმოუდგნელი იყო არა მხოლოდ თავად გერმანელთა ცხრა-მეათედისათვის, არამედ ყველაზე უფრო მტრულად განწყობილი უცხოელი დამკვირვებლებისთვისაც კი.
უამრავი თავისებურება, რომელიც მაშინ აღიქმებოდა, როგორც „სახასიათოდ გერმანული“, ამჟამად ამერიკასა და ინგლისს ერთნაირად ახასიათებთ. უამრავი ნიშანი, მაგალითად, ხელისუფლების გაზვიადებული თაყვანისცემა; „გარდაუვალობისადმი“ მორჩილება; ყველაფრის „მოწესრიგებით“ (ახლა ამას „დაგეგმარებას ვუწოდებთ) გატაცება, მომავალში გერმანიის შემთხვევის მსგავსი მიმართულებით განვითარების შესაძლბლობაზე მიუთითებს.
საფრთხის არსს და შესაძლო შედეგებს, ამ ქვეყნებში კიდევ უფრო ცუდად აღიქვამენ, ვიდრე გერმანიაში აცნობიერებდნენ. მთავარი უბედურება კი, კვლავ იმის არდანახვაა, რომ გერმანიაში მეტწილად სოციალისტური მრწამსით აღტკინებული ადამიანების კეთილგანწყობამ გაუხსნა გზა ნაცისტურ ძალებს, რომლებიც ყოველივე იმას ემსახურებოდნენ, რაც მათთვის მიუღებელი იყო. ცოტა ვინმე თუ აცნობიერებს, რომ ფაშიზმისა და მარქსიზმის აღზევება, წინარე პერიოდის სოციალისტური ტენდენციების საწინააღმდგოდ მიმართული უკუქმედება კი არა, არამედ მათი გარდაუვალი შედეგი იყო. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ზემოთხსენებული მოძრაობების ლიდერების დიდმა ნაწილმა, იტალიელი მუსოლინიდან მოყოლებული (ფრანგი ლავალისა და ბრიტანელი ქვისლინგის ჩათვლით), მოღვაწეობა დაიწყეს, როგორც სოციალისტებმა და დაამთავრეს, როგორც ფაშისტებმა ან ნაცისტებმა.
სადღეისოდ, დემოკრატიულ ქვეყნებში, იმათი უმრავლესობა, ვისაც გულწრფელად სძაგს ნაციზმის ყოველგვარი გამოვლინება, სინამდვილეში იმ იდეალებს ემსახურება, რომელთა განხორციელებაც უშუალოდ ხსნის გზას საძულველ ტირანიამდე. მათი უმეტესობა, ვისი შეხედულებებიც მოვლენათა განვითარებაზე გავლენას ახდენს, მნიშვნელოვანწილად, სოციალისტები არიან. მათ სჯერათ, რომ ჩვენი ეკონომიკური ცხოვრება „გონივრულად მართვადი“ უნდა იყოს და კონკურენციას - „ეკონომიკური დაგეგმარება“ უნდა ჩაენაცვლოს. მაგრამ განა შეიძლება წარმოვიდგინოთ იმაზე უფრო დიდი ტრაგედია, ვიდრე ჩვენდა უნებურად, იმის სრულიად საწინააღმდეგო ნაყოფის მიღებაა, რისკენაც ასე ვილტვოდით, როდესაც მიზანმიმართულად ვცდილობდით, რომ ჩვენი მომავალი უმაღლესი იდეალების მიხედვით მოგვეწყო?
დაგეგმარება და ძალაუფლება
საკუთარი მიზნების მისაღწევად დამგეგმარებლებს ისეთი ძალაუფლება სჭირდებათ, რომლის მსგავსი მანამდე არ ყოფილა და ადამიანების ერთი ჯგუფის მიერ სხვებზე უშუალო ბატონობას გულისხმობს. მათი წარმატება დამოკიდებული იქნება მოპოვებული ძალაუფლების მოცულობაზე. შესაბამისად, ეკონომიკური საქმიანობის ცენტალიზებული მართვა თავისუფლების დათრგუნვას მოითხოვს. ამ პროცესს გარკვეულ წილად დემოკრატია უშლის ხელს. ამიტომ, დაგეგმარებასა და დემოკრატიას შორის დაპირისპირება გარდაუვალი ხდება.
ბევრ სოციალისტს სავალალო ილუზია ჰქონდა, რომ თუკი კერძო პირებს იმ ძალაუფლებას ჩამოართმევდნენ, რომლითაც ისინი ინდივიდუალისტურ წეს-წყობილებაში სარგებლობდნენ და მას საზოგადოებას გადასცემდნენ, ამგვარად თავად ძალაუფლბაც მოისპობოდა. მათ მხედველობიდან გამორჩათ ის, რომ ძალაუფლების იმგვარი კონცენტრირება, როდესაც მისი გამოყენება მხოლოდ ერთადერთი გეგმის განხორციელებისთვისაა შესაძლებელი, მის არა უბრალო გადაცემას, არამედ უსაზღვროდ გაფართოებას გულსხმობს.
ცალკეული ადამიანის ხელში მთელი იმ ძალაუფლების მოქცევით, რომელიც წარსულში თითოეულის მიერ საკუთარი შეხედულებით გამოიყენებოდა, ძალაუფლების მასშტაბი უსაზღვროდ და მანამდე არნახულად იზრდება. ამასთან იმდენად, რომ თითქმის ძირეულად ცვლის მის ხასიათს.
სრულიად მცდარია იმის მტკიცება, რომ ის ყოვლისმომცველი ძალაუფლება, რომელსაც ცენტრალური საგეგმო კომიტეტი ახორციელებს, „არ იქნება კიდევ უფრო დიდი, ვიდრე ძალაუფლება, რომლითაც კერძო სტრუქტურების დირექტორთა საბჭოები სარგებლობენ“. უნდა აღინიშნოს, რომ კონკურენტულ საზოგადოებაში, ვერავინ სარგებლობს იმ ძალაუფლების მცირედი ნაწილითაც კი, რომლითაც ცენტრალური საგეგმო კომიტეტი ისარგებლებს. ძალაუფლების დეცენტრალიზება ნიშნავს ძალაუფლების აბსოლუტური მოცულობის მნიშვნელოვან შემცირებას, ხოლო კონკრტული წეს-წყობილება კი არის ის ერთადერთი წეს-წყობილება, რომელიც ერთი ადამიანის მიერ მეორეზე ძალაუფლების განხორციელების შესაძლებლობას მინიმუმამდე კვეცს. ვის შეუძლია სერიოზულად დაეჭვდეს, რომ იმ მილიონერის ძალაუფლება, რომელიც შესაძლოა ჩემი დამქირავებელიც კი იყოს, განუზომლად უფრო ნაკლებია, ვიდრე დაბალჩინოსანი ბიუროკრატის შესაძლებლობები, რომლის ხელშიცაა სახელისუფლო იძულების აპარატი და რომლის კეთილგონიერებაზეცაა დამოკიდებული თუ როგორ ვიცხოვრო და ვიშრომო?
ნებისმიერ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ინგლისში თვით ყველაზე ცუდად ანაზღაურებად არაპროფესინალ მუშას გაცილებით მეტი თავისუფლება აქვს, რომ ცხოვრება თავისი სურვილისამებრ მოიწყოს, ვიდრე ბევრ მეწარმეს ნაცისტურ გერმანიაში ან შედარებით უკეთესი ანაზღაურების მქონე ინჟინერსა და მენეჯერს რუსეთში. ამერიკის შეერთებულ შტატებს და ინგლისში ადამიანს თითქმის არანაირი წინააღმდგობა არ გადაეღობება თუკი მას სურს, რომ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი ან პროფესია, ხმამაღლა გამოთქვას თავისი შეხედულებები ან ამა თუ იმ სახით გაატაროს თავისი თავისუფალი დრო. მის ფიზიკურ უსაფრთხოებასა და თავისუფლებას არ ემუქრება ისეთი საშიშროება, რომელიც მას უხეში ძალით მიაჯაჭვავს იმ საქმეს და გარემოს, რომელიც უმაღლესი ხელისუფლების მიერ მისთვის არის განსაზღვრული.
ჩვენს თაობას დაავიწყდა, რომ რომ კერძო საკუთრებაზე დაფუძნებული წეს-წყობილება თავისუფლების ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტიაა. ეს კი ასეა მხოლო დ იმიტომ. რომ წარმოების საშუალებების განმგებლობა გადანაწილებულია უამრავ დამოუკიდებულად მოქმედ ადამიანს შორის, რომელთაც შეუძლიათ თვითონვე გადაწყვიტონ თუ როგორ უნდა მოიქცნენ. როდსაც წარმოების საშუალებები მხოლოდ ერთ ხელშია მოქცეული, თუნდაც ეს იჰყოს „საზოგადოება“, როგორც ერთიანი მთლიანობა ან დიქტატორი, ვინც არ უნდა ახორციელებდეს ამ ზედამხდველობას, ის ჩვენზე სრულ ძალაუფლებას ფლობს. ის, რასაც ეკონომიკური ძალაუფლბა ეწოდება, შეიძლება კიდეც იყოს ძალდატანების საშუალება კერძო პირების ხელში, მაგრამ ის ადამიანის მთელ ყოფაზე ვერასოდეს გავრცელდება. მაგრამ მაშინ, როცა ეკონომიკური ძალაუფლება ცენტრალიზებულია, როგორც პოლიტიკური ძალაუფლების ერთგვარი იარაღი, ის ისეთი ხარისხის დამოკიდებულებას ამკვიდრებს, რომელიც მონობისგან ძნელად თუ გამოირჩევა. კარგად არის ნათქვამი, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ერთადერთი დამქირავებელი სახელმწიფოა, ოპოზიციაში ყოფნა შიმშილით სიკვდილს ნიშნავს.
საფრთხის წინაპირობა
სოციალიზმისა და ტოტალიტარიზმის გამოვლინების ყველა ფორმისგან განსხვავებით, ინდივიდუალიზმი თითოეული პიროვნების მიმართ ქრისტიანულ პატივისცემასა და რწმენაზეა დაფუძნებული და გულისხმობს, რომ სასურველია, ადამიანმა თავისუფლად განავითაროს ღმერთის მიერ საკუთრივ მისთვის ბოძებული ნიჭი და მიდრეკილებები. ეს ფილოსოფია რენესანსის პერიოდში ჩაისახა, ხოლო შემდეგ ის დაიხვეწა და იმ სახით გავრცელდა, რომელსაც ჩვენ დასავლურ ცივილიზაციად ვიცნობთ. საზოგადოების განვითარების ზოგადი მიმარულება ცალკეული პიროვნებების იმ მარწუხებიდან გამოთავისუფლებაში მდგომარეობდა, რომლებიც მათ ფეოდალურ საზოგადოებაში ბოჭავდა.
შესაძლებელია, რომ ამ მარწუხებიდან ადამიანის პიროვნული ენერგიის გამოთავისუფლების ყველაზე თვალსაჩინო შედეგი მეცნიერების გასაოცარი აღმავლობა იყო. მხოლოდ სამეწარმეო თავისუფლებამ გახსნა გზა ახალი ცოდნის თავისუფლად გამოყენებისაკენ; თან მხოლოდ მას შემდეგ, რაც თითოეულისათის, ვინც კი მზად იყო საკუთარი პასუხისმგებლობით ემოქმედა, ხელმისაწვდომი გახდა ყვლაფერი ის, რაც მეცნიერებამ იმ უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯების შედეგად შექმნა, რამაც ბოლო 150 წლის მანძილზე მნიშვნელოვნად შეცვალა სამყაროს იერსახე. ამ ზრდა-განვითარების შედეგებმა ყოლგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ყველგან, სადაც კი მოხდა ამ წინააღმდეგობების აღმოფხვრა, რომლებიც პიროვნებების გამჭრიახობის თავისუფალ გამოვლენას ეღობებოდნენ, ადამიანებს თავიანთი მზარდი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალება სწრაფად გაუჩნდათ. მე-20 საუკუნის დასაწყისისათვის, დასავლურ სამყაროში, მშრომელმა ადამიანმა ყოფიერი კეთილღეობის, უსაფრთხოებისა და პიროვნული დამოუკიდებლობის ისეთ დონეს მიაღწია, რომ 100 წლის წინ ამის შესაძლებლობაც კი ძნელად წარმოსადგენი იყო.
ამ წარმატების შედეგი ადამიანებს შორის საკუთარ ბედ-იღბალზე ზემოქმედების ახლებური შეგრძნების გაღვივება და იმ რწმენის განმტკიცება იყო, რომ მათ შეეძლოთ თავიანთი ყოფა-ცხოვრება უსაზღვროდ გაეუჯობესებინათ. ის, რაც იქნა მიღწეული, აღიქმებოდა ერთხელ და სამუდამოდ უზრუნველყოფილ და მარადიულ მიღწევად; ხოლო განვითარების ტემპი ითვლებოდა არადამაკმაყოფლილებლად. მეტიც, ის წანამძღვრები, რომელთაც ასეთი წინსვლა შესაძლბელი გახადეს, კიდევ უფრო სწრაფი წინსვლის წინაღობად იქნა მიჩნეული. შეიძლება ითქვას, რომ ლიბერალიზმის თვალსაჩინო წარმატბა თვითონვე ხდებოდა მისივე კრახის მიზეზიც.
არცერთი კეთილგონიერი პიროვნება არ ეჭვობდა, რომ მე-19 საუკუნის ეკონომიკურ მიდგომებზე დაფუძნებული აღმავლობა მხოლოდ დასაწყისი იყო, რადგან არსებობდა წინსვლის უზარმაზარი შესაძლებლობები იმ მიმართულებით, საითკენაც მაშინ ვმოძრაობდით. თუმცა ამჟამად გამეფებული შესაძლებლობების შესაბამისად, უკვე აღარ ისმის კითხვა, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ თავისუფალ საზოგადოებაში სპონტანურად წარმოქმნილი ენერგია უფრო უკეთესად. შედეგად, ჩვენ განვიზრახეთ ამ ძალებისგან გამიჯვნა და მათი „კოლექტიურობითა“ და ,,მიზანმიმართული“ მითითებებით ჩანაცვლება.
საყურადღებოა, რომ ლიბერალიზმი ყველაზე სრულად გერმნიაში უარყვეს. ეს გამოვლინდა, როგორც საკუთრივ სოციალიზმის უფრო რადიკალური სახესხვაობის (ნაციზმის) განხორციელებაში, ისე უმეტეს წილად „მოწესრიგების“ და „დაგეგმარების“ მცდელობებში. მე-19 საუკუნის ბოლო მეოთხედის და მე-20 საუკუნის პირველი მეოთხედის განმავლობაში, გერმანია საკმაოდ წინ წავიდა, როგორც სოციალიზმის თეორიის, ისე მისი პრაქტიკული განხორციელების გზაზე. თანაც იმდენად დაწინაურდა, რომ ის საკითხები, რაზეც საბჭოურ რუსეთში ასე ფართოდ მსჯელობდნენ, გერმანელებმა დიდი ხანია უკან მოიტოვეს. გერმანელები ნაციზმის აღმოცენებამდე გაცილებით ადრე აკრიტიკებდნენ ლიბერალიზმსა და დემოკრატიას, კაპიტალიზმსა და ინდივიდუალიზმს.
გერმანელი და იტალიელი სოციალისტები ნაცისტებზე დიდი ხნით ადრე იყენებდნენ იმ ხერხებს, რომლებიც მოგვიანებით ნაცისტებმა და ფაშისტებმა უფრო შედეგიანად გამოიყენეს. პირველად სოციალისტებმა დანერგეს პრაქტიკაში ისეთი პოლიტიკური პარტიის იდეა, რომელიც თრგუნავდა პიროვნების თვითმყოფადობის ყველა გამოლენას და მოიცავდა მის ნებისმიერ საქმიანობას აკვნიდან - საფლავამდე, მოითხოვდა რა, რომ ადამიანს ყველაფერში პარტიის შეხედულებებით ეხელმძღვანელა. სწორედ სოციალისტები და არა ფაშისტები იყვნენ პირველები, რომლებმაც მცირეწლოვანი ბავშვების პოლიტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანება დაიწყეს, რომ მათი აზროვნება ემართათ. პირველები არა ფაშისტები, არამედ სწორედ სოციალისტები იყვნენ, ვინც სპორტისა და სხვა თამაშების, ფეხბურთისა და ტურიზმის ორგანიზება ისეთი პარტიული კლუბების სახით განიზრახეს, სადაც წევრები სხვა პოლიტიკური შეხედულებებისგან დაცული იქნებოდნენ. პირველად სოციალისტებმა მოითხოვეს, რომ პარტიის წევრებს თავი სხვებისგან მისალმების ხერხით და მიმართვის ფორმებით გამოერჩიათ. სწორედ მათ შექმნეს ტოტალიტარული პარტიის პროტოტიპი, რომელსაც სტრუქტურა „უჯრედების“ სახით ექნებოდა ორგანიზებული და წევრების პირად ცხოვრებაზე პერმანენტული თვალთვალის მექანიზმებს გამოიყენებდა.
ჰიტლერის ძალაუფლებაში მოსვლის დროისთის, გერმანიაში ლიბერალიზმი უკვე მკვდარი იყო და ის სოციალიზმმა მოკლა.
ძალიან ბევრი ადამიანისათვის, ვინც სოციალიზმიდან ფაშიზმში გადასვლის უშუალო მოწმე გახდა, ამ ორ წყობას შორის კავშირი უფრო მკაფიო შეიქმნა, მაგრამ დემოკრატიულ ქვეყნებში ხალხის უმეტესობას სოციალიზმისა და თავისუფლების შერწყმის შესაძლებლობისა კვლავ სწამდა. მათ ვერ წარმოედგინათ, რომ დემოკრატიული სოციალიზმი, ბოლო რამდენიმე თაობის უდიდესი უტოპია, არა მარტო განუხორციელებელია, არამედ კიდევაც რომ ეცადო და ძალისხმევა არ დაიშურო მის მისაღწევად, იძლევა ისეთ შედეგს, რომელიც სრულებით განსხვავდება ჩანაფიქრისაგან - ემხობა თავად თავისუფლება. მოსწრებულად ითქვა, რომ „ის რაც ხელისუფლებას ყოველთვის გარდაქმნის ამქვეყნიურ ჯოჯოხეთად, ადამიანმა თავის სამოთხედ გადაქცევა სცადა“.
შემაშფოთებელია ინგლისსა და ამერიკაში იგივე სურათის დანახვა, თუ როგორ უხეშად არღვევენ და უპატივცემულოდ ეპყრობიან ძველებური ყაიდის ლიბერალიზმის ყოველგვარ გამოვლინებას. „კონსერვატიული სოციალიზმი“ იყო დევიზი, რომლის დროშის ქვეშაც მწერალთა დიდმა ნაწილმა შეამზადა გარემო, სადაც გერმანელმა ნაციონალ-სოციალისტებმა წარმატებული კარიერა შეიქმნეს. სწორედ „კონსევატიული სოციალიზმი“ განსაზღვრავს დღევანდელობასაც.
დაგეგმარების ლიბერალური გზა
დაგეგმარების პოპულარობა მეტწილად იმ ფაქტიდან გამომდინარეობს, რომ რა თქმა უნდა, ყველას ჩვენი საერთო პრობლემების, შეძლებისამებრ, წინასწარი განჭვრეტა სურს. კამათი დაგეგმარების დღევანდელ მომხრეებსა და ლიერალებს შორის ეხება არა იმას, თუ რაოდენ მიზანსწრაფულია ჩვენი საქმიანობის დაგეგმარება, არამედ იმას, თუ რომელია საუკეთესო გზა ასეთი ქმედების განსახორცილებლად. საკითხი ისმის ასე: ან შევქმნით ისეთ გარემოპირობებს, რომელიც გასაქანს მისცემს თითოეული პიროვნების ცოდნასა და ინიციატივას, რომ მათ რაც შეიძლება წარმატებულად დაგეგმონ საკუთარი ცხოვრება; ან მთელი სამეურნეო ცხოვრება „დადგენილი გეგმის“ მიხედვით უნდა ვმართოთ, რაც ნიშნავს, საზოგადოებრივი რესურსების წინასწარგამიზნულ განკარგვას იმგვარად, რომ ის მიესადაგოს საგეგმო კომიტეტის წევრების შეხედულებას, იმის შესახებ, თუ ვის რა უნდა ერგოს ყოველ ცალკეულ შემთხვვაში“.
მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთისაგან იქნეს გამორჩეული წინააღმდეგობა დაგეგმარების უახლესი ტიპისა და დოგმატურად გაგებული laissez faire (ფრ.- ნება მიბოძეთ ვიმოქმედოთ. რედ. შენიშვნა) მიდგომის მიმართ. ლიბერალური მტკიცებულებები არ გულისხმობენ მოვლენათა შენარჩუნებას არსებული სახით; ისინი უპირატესობას ანიჭებენ კონკურენციის საუკეთესო შესაძლებლობების გამოყენებას, როგორც ადამიანთა ძალისხმევის კოორდინირების საშუალებას. ეს მოსაზრება დაფუძნებულია იმის რწმენაზე, რომ ეფექტური კონკურენციის პირობების შექმნა ცალკეული პიროვნებების ძალისხმევის ხელშეწყობის საუკეთესო შესაძლებლობაა. ლიბერალიზმი განსაკუთრებულად აღნიშნავს, რომ კონკურენციის ნაყოფიერებისათვის მოხერხებული საკანონმდებლო ჩარჩოების აუცილებელი და არც ძველი და არც ამჟამად არსებული კანონები საბედისწერო ხარვეზებისგან დაცული არ არის.
მიუხედავად ყველაფრისა, ლიბერალიზმი ეწინააღმდეგება იმას, რომ ეკონომიკური საქმიანობა კონკურნციის მაგივრად დირექტიულ მართვას დაექვემდბაროს. ის აღიარებს კონკურენციას, როგორ პირველმნიშვნელოვანს, არა მარტო იმიტომ, რომ ყოველმხრივ შედეგიანი მეთოდია, არამედ იმიტომ, რომ ის ერთადერთი მეთოდია, რომელიც არ მოითხოვს ხელისუფების მიერ ძალადობრივ ან ნებელობით ჩარევას. ლიბერალიზმი ემიჯნება „გონიერი საზოგადოებრივი ზედამხედველობის“ საჭიროებას და ცალკეულ პიროვნებებს შანსს აძლევს, რომ თავად გადაწყვიტონ, რამდენად შეესაბამება მათი კონკრეტული საქმიანობის ანაზღაურება სათანადო ძალისხმევასა და დანახარჯებს.
კონკურენციის დადებითი შედეგების გამოყენებას ხელს არ უშლის გარკვეულ საკითხებში სახელმწიფოს ჩარევა. მაგალითად, სამუშაო საათების საზღვრებისა და ზოგიერთი სანიტარული ნორმის დადგენა, საყოფაცხოვრებო უზრუნველყოფის მრავალმხრივ მზარდი სისტემის დანერგვა, შესაძლებელია, სრულიად შეესატყვისებოდეს კონკურენციის წესების დაცვას. მაგრამ არის აგრეთვე ის სფეროებიც, სადაც კონკურენტული წყობა გნუხორციელებელია. მაგალითად, ტყის გაჩეხვის მავნე შედეგები, ან საწარმოო გამონაბოლქვთან დაკავშირებული ფაქტორები მხოლოდ კერძო მესაკუთრის უფლებების განხილვით ვერ შემოიფარგლება. მაგრამ ის ფაქტი, რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ სახელისუფლებო მითითებები იქ, სადაც კონკურენცია სრულყოფილად ვერ მუშაობს, სავსებით არ ამტკიცებს იმას, რომ ჩვენ უნდა ჩავახშოთ კონკურენცია იქ, სადაც შესაძლებელია მისი ამოქმედება, იმ პირობების შექმნა, რომელიც კონკურენციას შესაძლებლობების ფარგლებში შედეგიანს გახდის, გაყალბებებისა და თაღლითობისაგან დაცვა, მონოპოლიების აღკვეთა - წარმოადგენს იმ ამოცანებს, რომელთა გადაწყვეტა ქმნის ფართო და უეჭველ ასპარეზსს სახელისუფლებო მოღვაწეობისათვის.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია მოინახოს რაღაც „შუალედური გზა“ კონკურენციასა და ცენტრალურ მართვას შორის. თუმცა, ერთი შეხედვით, ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს, ან სხვა რა უნდა მოუვიდეთ თავში მოაზროვნე ადამიანებს. მხოლოდ „საღი აზრის“ მოხმობა ამ საკითხში არასაიმედოა. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია კონკურენციასთან გარკვეული ხასიათის სახელისუფლებო რეგულირების შეხამება, ეს სავსებით შეუთავსებელია ჩვენთვის მისაღები ნებისმიერი მასშტაბის დაგეგმარებასთან, ისე რომ მან არ შეწყვიტოს წარმოების ქმედითი მმართველის ფუნქციის შესრულება.
ორივე, როგორც კონკურენცია, ისე ცენტრალური მართვა, უმოქმედო და უშედეგო იარაღად გადაიქცევა, თუ ისინი არასრულყოფილად გამოიყენება, და ამიტომ მათი შერწყმა ნიშნავს, რომ ვერც ერთი ვერ იმუშავებს.
დაგეგმარებისა და კონკურენციის შეხამება შესაძლებელია მხოლოდ თვით კონკურენციის ხელშეწყობის და არა კონკურენციის შეფერხების დაგეგმარებაში. დაგეგმარება, რომლის წინააღნდეგაც მთელი ჩვენი კრიტიკაა მიმართული, სწორედ რომ კონკურენციის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებაა.
უდიდესი უტოპია
ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ იმათ უმრავლესობას ვინც დემოკრატიულ ქვეყნებში მოითხოვდა მთელი ეკონომიკური საქმიანობის ცენტრალური მმართველობისადმი დაქვემდებარებას, კვლავ სჯერათ, რომ სოციალიზმისა და პიროვნული თავისუფლების შეხამება შესაძლებელია. თუმცა ბევრი მოაზროვნის მიერ სოციალიზმი ჯერ კიდევ ადრეულ პერიოდში თავისუფლების მესაფლავედ აღიქმებოდა.
ამჟამად, არც თუ ისე კარგად ახსოვთ, რომ სოციალიზმი თავიდანვე აშკარად ავტორიტარული იყო. ის წარმოიშვა საფრანგეთის რევოლუციის ლიბერალური ტენდენციების საწინააღმდეგოდ სრულიად ღიად მიმართულ რეაქციად. ფრანგი ავტორები, რომლებმაც დასაბამი მისცეს მას, ვერც კი წარმოდგენდენ, რომ მათი იდეების განხორციელება მხოლოდ ძლიერ დიქტატორულ მთავრობას შეეძლებოდა. სენ-სიმონი იყო პირველი დაგეგმარების მომხრეთა შორის, რომელმაც იწინასწარმეტყველა, რომ ისინი, ვინც მის მიერ შეთავაზებულ საგეგმო კომიტეტებს არ დაემოჩილებოდა, „პირუტყვად ჩაითვლებოდა“.
არავის დაუნახავს ისე მკაფიოდ, ვიდრე დიდ ფრანგ პოლიტიკურ მოაზროვნეს დე ტოკვილს, რომ დემოკრატია სოციალიზმთან შეურიგებელ წინააღმდებაშია. „დემოკრატია აფართოებს ინდივიდუალური თავისუფლების სივრცეს“, - ამბობდა ის. „დემოკრატია თითოეულ ადამიას უნარჩუნებს ყველა დამახასიათებელ ღირებულებას“ - თქვა მან 1848 წელს, „მაშინ, როდესაც სოციალიზმი ადამიანს მხოლოდ ნივთად, მხოლოდ არითმეტიკულ ერთეულად წარმოადგენს. დემოკრატიას და სოციალიზმს არაერთი აქვს საერთო გარდა ერთი სიტყვისა - თანასწორობა. მაგრამ ხაზგასმულია განსხვავება: დემოკრატია ისწრაფვის თანასწორობისაკენ თავისუფლებაში, სოციალიზმი თანასწორობას შეზღუდვასა და მორჩილებაში ხედავს.“
ამ ეჭვების გასაქარვებლად და თავიანთი პოზიციების ყველაზე ძლიერი პოლიტიკური მოტივით - „თავისუფლებისკენ ლტოლვით“, გასამყარებლად, სოციალისტები „ახალი თავისუფლების“ ქადაგებას მიეძალნენ. სოციალიზმი იყო ის, რასაც „ეკონომიკური თავისუფლება“ უნდა მოეტანა, რომლის გარეშედაც პოლიტიკურ თავისუფლბას გახვრეტილი შაურიანის ფასიც კი არა აქვს.
ამ არგუმენტისათვის მეტი დამაჯერებლობის მისანიჭებლად სიტყვა „თავისუფლება“ დაუქვემდებარეს შინაარსობრივ ცვლილებას. ეს სიტყა ადრე ნიშნავდა თავიუფლებას ძალადობისგან; ერთი ადამიანის ნებელობითი ძალაუფლებისგან მეორეზე. ახლა კი ამ სიტყვამ შეიძინა სხვა დატვირთვა. ახლა ის ნიშნავს თავისუფლებას სიდუხჭირისაგან, თავის დაღწევას იმ ზღუდეებიდან, რომლებიც მუდმივად კვეცენ ყველა ჩვნთაგანის არჩევანის ასპარეზს. ასე გაგებული თავისუფება კი, რა თქმა უნდა, არაფერი იყო, თუ არა ს სიმდიდრის ხელახალი გადანაწილების შესახებ ძველი მოთხოვნის განახლებული გამოვლინება.
მტკიცება იმისა, რომ გეგმიური ეკონომიკა თვალსაჩინოდ ნაყოფიერი იქნებოდა, ვიდრე კონკრეტული წყობა, მკვლევართა უმეტესობის მიერ თანმიმდევრულად იქნა უარყოფილი. თუმცაღა, დაგეგმარებისკენ ყველაზე მეტად სწორედ ეს ცრუ იმედი გვიბიძგებს.
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სოციალისტების დაპირება უფრო მეტი თავისუფლების შესახებ წმინდა და გულწრფელია, გასულ წლებში დამკვირვებლები ერთი მეორის მიყოლებით გამოთქამდნენ გაოცებას სოციალიზმის გაუთვალისწინებელი შედეგებით, გარემოებების იმ არაჩვეულებრივი მსგავსებით, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში „კომუნიზმისა“ და „ფაშიზმის“ შედეგებს ახასიათებს. როგორც ეს მწერალმა პიტერ დაკერმა გამოხატა 1939 წელს, „მარქსიზმის მეშვეობით თავისუფლებისა და თანასწორობის მიღწევის რწმენის სრულმა გაქარწყლებამ რუსეთი აიძულა, რომ დადგომოდა თავისუფლების უარყოფისა და და უთანასწორობის ტოტალიტარული საზოგადოებისაკენ მიმავალ იმავე გზას, რომელც მის კვალდაკვალ გერმანიამაც გაიარა. კომუნიზმი და ფაშიზმი არსობრივად ერთი და იგივე სულაც არ არის. ფაშიზმი არის საფეხური, რომელიც მიღწეული იქნა მას შემდეგ, რაც კომუნიზმის სიყალბე დადასტურდა და ეს სიყალბე ისევე დადასტურდა რუსეთში, როგორც პრე-ჰიტლერულ გერმანიაში“.
არანაკლებ მნიშვნელოვანია 1933 წლამდე გერმანიის კომუნისტური და ფაშისტური მოძრაობების შემადგენლობის ხარისხზე და სამსახურებრივ იერარქიაზე ინტელექტუალური დაკვირვება. ის, თუ რამდენად იყო შესაძლებელი ახალგაზრდა კომუნისტების გადასვლა ნაცისტების ბანაკში ან პირიქით - ნაცისტებიდან კომუნისტების ბანაკში, ყველასთვის, განსაკუთრებულად კი ორივე პარტიის პროპაგანდისტებისათვის კარგად იყო ცნობილი. კომუნისტები და ნაცისტები უფრო ხშირდ ერთმანთს უპირისპიდებოდნენ, ვიდრე სხვა პარტიებს და ეს, უბრალოდ, იმიტომ ხდებოდა, რომ ისინი ერთმანეთს ერთი და იგივე შეხედულებების ადამიანებისათვის ყურადღებისა და მხარდაჭერისათვის ეცილებოდნენ და ერთმანეთს საძულველ ერეტიკოსებს უწოდებდნენ. მათმა საქმიანობამ აჩვენა თუ რამდენად ახლოს იყვნენ ისინი ერთმანეთთან. ორივესთვის ჭეშმარიტი მტერი ძველი ტიპის ლიბერალი იყო, რომელთნაც მათ საერთო არაფერი ჰქონდათ. მაშინ, როდესაც ნაცისტებისათვის კომუნისტები და კომუნისტბისათის ნაცისტები, ხოლო ამ ორივესთვის სოციალისტები, განიხილებოდნენ შესაძლო ახალწვეულებად, რომლებისგანაც მათი პარტიული მშენებლობისთვის საჭირო მასალა უნდა დამზადებულიყო, ყველა მათგანისთის ცხადი იყო, რომ ყოველგვარი კომპრომისი მათ შორის, ისევე როგორც იმათთან, ვისაც პირადი თავისუფლების რწმენა ჰქონდა, შეუძლებლი იყო.
ის, რაც მათ ჩვენ თავისუფლებისკენ მიმავალ გზად წარმოგვიდგინეს ფაქტიურად არის პირდაპირი გზა ბატონყმობისკენ. ძნელი არაა იმის დანახვა, თუ რა შედეგი გვექნება, როცა დემოკრატია დაგეგმარების მიმართულებას დაადგება. დაგეგმარების მიზანი ზოგიერთების მიერ ისეთი გაურკვეველი ტერმინებით განიმარტება, როგორიცაა „საზოგადო კეთილდღეობა“. იქ, სადაც ხალხმა არ იცის, თუ როგორი იქნება საბოლოო შედეგი, რეალური თანხმობა არ მიიღწევა. ხალხის თანხმობა იმაზე, რომ უნდა განხორციელდეს ცენტრალიზებული დაგეგმარება, საბოლოო შედეგების შესახებ შეთანხმების გარეშე, უცილობლად დაემსგავსება სიტუაციას, როდესაც ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ერთმანეთს ავალდებულებს იმოგზაურონ ერთად, მოგზაურობის მარშრუტის შეუთანხმებლად: ყოველივე ამის შედეგად, შესაძლოა ყოველმა მათგანმა იძულებით იმოგზაუროს იქ, სადაც მათ უმრავლესობას საერთოდ არ სურდა მოგზაურობა.
დემოკრატიულ საკრებულოებს არ შეუძლიათ დაემსგავსონ საგეგმო კომიტეტებს. მათ არ შეუძლიათ უზრუნველყონ შეთანხმებები ყველა საკითხზე - ეროვნული რესურსების გამოყენების ყველა მიმართულებაზე - რამეთუ არსებობს მოქმედების უამრავი შესაძლებლობა. მაშინაც კი, თუკი კონგრესი შეძლებს, მუხლობრივი განხილვისა და ყოველ საკითხში კომპრომისის მიღწევის გზით ზოგიერთი პროგრამის განხორციელებაზე შეთანხმდეს, ეჭვგარეშეა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მაინც არავის დააკმაყოფილებს.
ასეთი ხერხით ეკონომიკური გეგმის დასახვა კიდევ უფრო ნაკლებად შესალებელია, ვიდრე მაგალითად, წარმატებული საომარი კამპანიის დაგეგმარება დემოკრატიული პროცედურებით. სტრატეგიულად გარდაუვალი გახდება, რომ სათანადო გადაწყვტილებების მომზადება ექსპერტებს დეკისროთ. და მაშინაც კი, როდესაც ამ მიზანშეწონილობიდან გამომდინარე დემოკრატია წარმატებას აღწევს მეურნეობის ცალკეული სექტორების დაგეგმაებაში, კვლავ პრობლემად რჩება ამ ცალკეული გეგმების შერწყმა-შეთანხმება. თანდათანობით სულ უფრო განმტკიცდა მოთხოვნა, რომ ზოგიერთ მმართველ ორგანოს ან ცალკეულ პიროვნებას მიეცეს ძალაუფება იმოქმედოს საუთარი პასუხისმგებლობით. ეკონომიკური დიქტატორის მოსვლისთის ცრემლის ღვრა დამახასიათებლი საფეხურია დაგეგმარების მიმართულებით მოძრაობისას.
ამრიგად, საკანონმდებლო ორგანო შემოიფარგლება იმ პიროვნებათა შერჩევით, რომლებსაც პრაქტიკულად აბსოლუტური ძალაუფლება მიენიჭებათ ხოლო მთლიანად წეს-წყობილება დიქტატურის ისეთი ტიპისკენ გადაიხრება, რომლის დროსაც მთავრობის ხლმძღვანელი თავის პოზიციბს პერიოდულად სახალხო არჩევნებით გაამყარებს, მაგრამ სადაც მას ექნება სრული ძლაუფლება თავისი ბრძანების შესაბამისად, ამომრჩეველთა ხმები დანამდვილებით წარიმართოს იმ მიმართულებით, რომელი მას სჭირდება.
დაგეგმარება განაპირობებს დიქტატურას, რადგან დიქტატურა არის ძალადობის ყველაზე ეფექტური ხერხი და მეტად საჭირო, თუკი აუცილებელია, რომ ცენტრალური დაგეგმარება ფართო მასშტაბებით გახდეს შესაძლებელი. არანაირი გამართლება არ აქვს ფართოდ გავრცელებულ აზრს იმის შესახებ, რომ რაკი ძალაუფლება მოპოვებულია დემოკრატიული პროცედურებით, ის არ შეიძლება იყოს ნებელობითი; ძალაუფლების წყაროს არ შეუძლია ხელისუფლება ნებელობისაგან დაიცვას; დიქტატურისგან თავის დასაცავად, თავად ხელისუფლება უნდა იყოს შეზღუდული.
„პროლეტარიატის ჭეშმარიტი დიქტატურა“, მაშინაც კი, როდესაც მას დემოკრატიული ფორმა აქვს, თუკი გამოყენებული იქნება ეკონომიკური სისტემის მართვისათვის, სავარაუდოდ ისევე სრულად გაანადგურებს ადამიანების პიროვნულ თავისუფლებას, როგორც ყველა მანამდე არსებული ავტოკრატიული წყობა.
პიროვნული თავისუფლება შეუძლებელია შეეგუოს ერთი კონკრეტული მიზნის უზენაესობას, რომელსაც მთელი საზოგადოება მუდმივად უნდა დაექვემდებაროს. გარკვეულ წილად, ეს ფაქტი ომის დროს თვად გამოვცადეთ, როდესაც გადაუდებელი და დამთრგუნავი აუცილებლობის მიმართ აბსოლუტურად ყველაფრის დაქვემდებარება იყო ის საფასური, რომელიც ჩვენ გადავიხადეთ, რომ საკუთარ თავისუფლებას გრძელვადიანი პერსპექტივით გავფრთხილებოდით. მაღალფარდოვანი გამონათქვამები იმის შესახებ, რომ მშვიდობის მისაღწევად საჭიროა ყველაფრის ისე კეთება, როგორც ეს ომში გამარჯვების მისაღწევად ვისწავლეთ, სრული შეცდომაა; თუკი ომის დროს კეთილგონივრულია თავისუფლების დროებითი შეზღუდვა, რომ მომავალში ის უფრო დაცული იყოს; ეს სრულიად სხვა საკითხია, როდესაც საქმე ეხება გეგმიური ეკონომიკის ინტერესებისადმი თავისუფლების მუდმივ შეზღუდვას.
მათთვის, ვინც თვალი ადევნა სოციალიზმის ფაშიზმად გარდაქმნას მე-20 საუკუნის პირველ ორ მეოთხედში, კავშირი ამ ორ წეს-წყობილებას შორის სრულიად ცხადია. სოციალისტური პროგრამის რეალიზება თავისუფლების განადგურებას ნიშნავს. დემოკრატიული სოციალიზმი, ბოლო რამდენიმე თაობის უდიდესი უტოპია, უბრალოდ განუხოციელებელია.
რატომ ექცევა სათავეში ყველაზე უარესი?
ეჭვს არ იწვევს ის, რომ ინგლისური და ამერიკული „ფაშიზმი“ იტალიური და გერმანული სახესხვაობებისაგან დიდად განსხვავდება; უეჭველია ისიც, რომ თუ წეს-წყობილებათა დანერგვა ძალადობის გარეშე მოხდებოდა, ჩვენ შესაძლოა უკეთესი პოლიტიკური წინამძღოლიც კი მიგვეღო. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში ფაშისტური წეს-წყობილება ჩვენში ძლიერ განსხვავებული ან გაცილებით ნაკლებ აუტანლი აღმოჩნდება, ვიდრე მისი პროტოტიპები იტალიასა და გერმანიაში. არსებობს სარწმუნო მიზეზები, რომ ტოტალიტარული სისტემების ყველაზე ცუდი თავისებურებები, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გამვლინდება.
ზუსტად ისე, როგორც დემოკრატი სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც ცდილობს ეკონომიკური ცხოვრების დაგეგმარებას, სულ მალე აღმოჩნდება იმ ალტერნატივის წინაშე, რომ ან უნდა მოიპოვოს დიქტატორული ძალაუფლება ან შეეგუოს მისივე გეგმების სრულ კრახს, ტოტალიტარული მიდრეკილებების წინამძღოლიც, ასევე მალე უზენაესობასა და წარუმატებლობას შორის არჩევანის წინაშე დადგება. სწორედ ამ მიზეზითაა განპირობებული, რომ ტოტალიტარიზმისაკენ მიდრეკილ საზოგადოებაში წარმატებებს, როგორც წესი უპრინციპო, არაკეთილსინდისიერი პიროვნებები აღწევენ. ის, ვინც ამას ვერ ხედავს, ჯერ კიდევ ვერ წვდება იმ უფსკრულის სიღრმეს, რომელიც ტოტალიტარიზმს ინდივიუალისტური დასავლური ცივილიზაციისგან ასებითად აშორიშორებს.
ტოტალიტარულმა ლიდერმა გარშემო ისეთი ადამიანები უნდა შემოიკრიბოს, რომლებიც ნებაყოფილობით ემორჩილებიან იმგვარ დისციპლინას, რომელიც უნდათ, რომ ხალხის დანარჩენ ნაწილს თავს ძალით მოახვიონ. სოციალიზმის განხორციელება მხოლოდ იმ მეთოდებითაა შესაძლებელი, რომელიც თავად სოციალისტთა უმრავლსობის მიერ არის უარყოფილი. ეს არის გაკვეთილი, რომელიც წარსულში მოღვაწე მრავალი რეფორმატორის საქმიანობისაგან უნდა ვისწავლოთ. ადრეული პერიოდის სოციალისტურ პარტიებს თავიანთი დემოკრატიული იდეალები ბოჭავდენ; ისინი არ მიმართვდნენ დაუნდობელ მეთოდებს იმისთვის, რომ გადაეწყვიტათ მათ მიერ არჩეული ამოცანები. ნიშანდობლივია, რომ გერმანიისა და იტალიის შემთხვევაშიც, ფაშიზმის აღზევება სოციალისტური პარტიების მიერ სახელისუფლებო პასუხისმგებლობის თავიდან არიდებით იყო განპნირობებული. ისინი გულწრფელად არ იყენებდნენ იმ მეთოდებს, რომელთაც თვითონ გაუკვალეს გზა. ისინი კვლავ იმედოვნებდნენ, რომ მოხდებოდა სასწაული და უმრავლესობა მთელი საზოგადოების გარკვეული გეგმის მიხედვით ორგანიზების იდეას საკუთრი ნებით დათანხმდებოდა. სხვებს კი უკვე გარკვული ჰქონდათ, რომ გეგმიურ საზოგადოებაში მოვლენათა განვითარება დამოკიდებული იქნებოდა არა იმაზე, თუ რას დაეთანხმებოდა ხალხის უმრავლესობა, არამედ იმაზე, თუ ვისგან შეიქმნებოდა ყველაზე დიდი ჯგუფი, რომლის წევრებიც საზოგადოების ნებისმიერი საქმიანობის ერთ კალაპოტში მოქცევის მიზნთ საკმარისად შეთანხმებულად იმოქმედებდნენ.
არსებობს სამი ძირითადი მიზეზი, რის გამოც ნებისმიერ საზოგადოებაში აღტკინებულ თანამოაზრეთა ასეთი მრავალრიცხოვანი ჯგუფი, არა საუკეთესო, არამედ ყველაზე უარესი წარმომადგენლებისაგან ყალიბდება.
პირველი, რაც უფრო მაღალია პიროვნებების განათლება და ინტელექი, მით უფრო მრავალფეროვანია მათი გემოვნება და შეხედულებები. თუ ჩვენ გვსურს. რომ შეხედულებების ერთგვაროვნების უფრო მაღალი ხარისხი აღმოვაჩინოთ, დაკვირვებისთვის უფრო დაბალი ზნეობრივი და ინტელექტუალური სტანდარტები უნდა დავაწესოთ და მივმართოთ იმ ფენებს, სადაც პრიმიტიული ინსტიქტები ბატონობენ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანთა უმრავლესობას დაბალი ზნეობრივი სტანდარტები აქვს; ეს მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ ერთგვაროვანი ღირებულებების მქონე ადამიანთა ყველაზე დიდ ჯგუფს სწორედ დაბალი ზნეობრივი მოთხოვნები გააჩნია.
მეორე, ვინაიდან ეს ჯგუფი არ არის საკმარისად დიდი იმისათვის, რომ წინამძღოლთა მიზანსწრაფვას მხარი სათანადოდ აუბას, ის იძულებულია იმავე პრიმიტიული მსოფლმხედველობის საფუძველზე საკუთარ რიგებში კიდევ უფრო მეტი ადამიანი მიიღოს.
მან მხარდაჭერა დამჯერი და დამყოლი ადამიანებისგან უნდა მიიღოს, რომლებსაც საკუთარი თავის რწმენა არა აქვთ და მზად არიან შეხედულებათა უკვე გამზადებული წყობა მიიღონ, თუკი მათ ამას საკმარისად ხშირად და ხმამაღლა ჩასჩიჩინებენ. ესენი ბუნდოვანი და არასრულყოფილი შეხედულებების მქონე მერყევი ადამიანები იქნებიან, რომლებიც თავიანთი სულიერი აღტკინებითა და ემოციური მდგომარეობით მზად არიან ტოტალიტარულ პარტიას მიენდონ.
მესამე. მომხრეების შეთანხმებულ ორგანიზმად შესადუღაბებლად ლიდერმა საერთო ადამიანურ სისუსტეებს უნდა მოუხმოს. როგორც ჩანს, ადამიანებს უფრო უადვილდებათ ნეგატიური პროგრამის ირგვლივ შეთანხმება, ვთქვათ მტრის საერთო სიძულვილიდან ან შეძლებულებისადმი შურიდან გამომდინარე, ვიდრე რომელიმე პოზიტიური ამოცანის მიზანდასახვა.
დაპირისპირება „ჩვენს“-სა და „მათ“ -ს შორის მუდამ გამოიყენება მათ მიერ, ვინც ფართო მასების მორჩილებას ესწრაფვის. სამიზნე „მტერი“ შიძლება ქვეყნის გარეთ ან ქვეყნის შიგნით იყოს, მაგალითად, როგორც „ებრაელი“ გერმანიაში ან „კულაკი“ რუსეთში. ნებისმიერ შემთხვევაში ამ ხერხს უდიდესი უპირატესობა აქვს, რადგან წინამძღოლს მოქმედების უფრო მეტ თავისუფლებას ანიჭებს, ვიდრე ნებისმიერი პოზიტიური პროგრამა.
ტოტალიტარულ ჯგუფში ან პარტიაში წარმატების მიღწევა მნიშვნელოვანწილად უზნეო საქციელისათვის მზადყოფნაზეა დამოკიდებული. პრინციპი - შედეგი ამართლებს საშუალებებს, რომელიც ინდივიდუალურ ეთიკაში განიხილება როგორც ყოველგვარ ზნეობაზე უარის თქმა, კოლექტივისტურ ეთიკაში აუცილებლად მთავარ სამოქმედო დებულებად გარდაიქმნება. არ არსებობს ისეთი რამ, რომლის გასაკეთებლადაც ჭეშმარიტი კოლექტივისტი მზად არ იყოს, თუკი ეს „საერთო კეთილდღეობას“ ემსახურება; რადგან მისთვის სწორედ „საერთო კეთილდღეობა“ არის ის ერთადერთი კრიტერიუმი, რომელიც განსაზღვრავს თუ რა უნდა იყოს განხორციელებული.
თუკი თქვენ ერთხლ მაინც აღიარეთ, რომ იმდივიდი მხოლოდ საშუალებაა, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს იმ დიადი ერთობის მიზნების მისაღწევად, რასაც საზოგადოება ან ერი ეწოდება, მაშინ ამას აუცილებლად მოყვება იმ ტოტალიტარულ შესაძლებლობათა უმრავლესობის აღიარებაც რაც მანამდე ასე გვაშფოთებდა. შეურიგებლობა და განსხვავებული აზრის დაუნდობელი ალაგმვა, თვალთმაქცობა და დასმენა, ცალკეულ პიროვნებათა ცხოვრებისა და ბედნიერებისადმი სრული გულგრილობა, კოლექტივიზმის არსებითი და გარდაუვალი მახასიათებლებია. ქმედებები, რომელიც ყველა ჩვენი გრძნობის ამბოხს იწვევს, მაგალითად ტყვეების დახვრეტა, ან მოხუცებისა და ავადმყოფების მოკვდინება, აიხსნება, როგორც უბრალო მიზანშეწონილობა. ასობით ათასი ადამიანის დედაბუდიანად აყრა და გადასახლება პოლიციის ძალისმიერ ინსტრუმენტად გადაიქცა, რომელსაც თითქმის ყველა ეთანხმებოდა, თვით მსხვერპლთა გარდა.
იმისათვის, რომ ტოტალიტარული სახელმწიფოსთვის სასარგებლო მსახური გახდეს, ადამიანი მზად უნდა იყოს ყველა მისთვის ნაცნობი ზნეობრივი კანონის უარსაყოფად, თუკი ეს მისთვის დადგენილი შედეგის მისაღწვად საჭიროდ მოეჩვენება. ტოტალიტარული მანქანა დაუნდობლობისა და უპრინციპობისთვის ხელსაყრელ გარემო-პირობებს ქმნის. არც გესტაპო და არც საკონცენტრაციო ბანაკების ადმინისტრაცია, არც პროპაგანდის სამინისტრო და არც SA ან SS სპეც-სამსახურები (ან მათი რუსული ანალოგები) ჰუმანური გრძნობების გამოვლენისთვის შესაფერის ადგილებს არ წარმოადგენენ. თუმცა ტოტალიტარულ სახელმწიფოში მაღალი თანამდებობებისკენ გზას სწორედ ასეთ ადგილებში თავის გამოჩენა ხსნის.
გამოჩენილი ამერიკელი ეკონმისტი, პროფესორი ფრენკ ნაითი სამართლიანად აღნიშნავს, რომ კოლექტივისტური სახელმწიფოს ხელისუფლებამ „სურვილის არსებობა-არარსებობის მიუხედავად ასე უნდა იმოქმედოს და ალბათობა იმისა, რომ ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს ექნებათ გამორჩეული ხასიათი, რაც მათ არ გამოაყენებინებთ ძალაუფლებას, ისევე დაბალია, როგორც იმის ალბათობა, რომ უკიდურესად სათნო გულის მქონე პიროვნებამ მონათა პლანტაციებში მკაცრი ზედამხედველობის თანამდებობა მიიღოს“.
შემდეგი მოსაზრება, რომელიც შეიძლება ჩამოყალიბდეს, გულისხმობს: კოლექტივიზმი ნიშნავს სიმართლის დასასრულს. ტოტალიტარული სისტემის ეფექტური მუშაობისთვის არასაკმრისია, რომ ყველა იქნეს იძულებული დამგეგმარებლების მიერ დასახული მიზნების განხორციელებისთვის იმუშაოს; არსებითი ისაა, რომ ხალხმა ეს მიზნები უნდა გაითავისოს. ეს კი საინფორმაციო წყაროების სრული კონტროლითა და მიზანმიმართული აგიტაცია-პროპაგანდით მიიღწევა.
ყველაზე ეფექტური გზა ხალხის იმ მდგომარეობამდე მისაყვანად, რომ მათ აღიარონ იმ ღირებულბების სამართლიანობა, რომელსაც თვითონვე უნდა ემსახურონ, მდგომარეობს მათ დარწმუნებაში, რომ ეს ზუსტად ის ღირებულებებია, რომელსაც ისინი მანამდე ფლობდნენ, მაგრამ შესაძლოა ვერ ხვდებდნენ და არ აცნობიერბდნენ. ამ მიზნის მისაღწვად ყველაზე ეფექტური მეთოდი ძველი სიტყვების და მათი შეცვლილი მნიშვნელობით გამოყენებაა.
ტოტალიტარული რეჟიმის ზოგიერთი თვისებურება გარეშე დამკვირებლისათვის ისევე დამაბნეველია, როგორც ენის სრული გაუკუღმართება, რაც ჯერ კიდე ახასიათებს მთელ ინტელექტუალურ გარემოს.
სიტყვა „თავისუფლება“ ამ თვალსაზრისით ყველაზე მეტად დაზარალებულია. ტოტალიტარულ სახელმწიფოებში მას ასევე ხშირად იყენებენ, როგორც ყველგან სხვაგან. მართლაც, შესაძლებელია ითქვას, რომ ყველგან, სადაც კი თავისუფლება, იმ სახით როგორადაც ეს ჩვენ გვესმის, განადგურებული იქნა, ეს ხალხისთვის რაღაც ახალი სახის თავისუფლების დაპირების სანაცვლოდ მოხდა. თვით ჩვენ შორისაც არიან დამგეგმარებლბი, რომლებიც ჩვენ გვპირდებიან „კოლექტიურ თავისუფლებას“, რომელიც ისევე მტკნარი სიცრუა, როგორც ტოტალიტარული პოლიტიკოსების მიერ ნათქვამი ნებისმიერი სხვა რამ. „კოლექტიური თავისუფლება“ ეს არის არა საზოგადოების ცალკეული წევრების თავისუფლება, არამედ თვით დამგეგმარებელთა განუსაზღვრელი თავისუფლება საზოგადოებას ისე მოექცნენ, როგორც მათ მოეპრიანებათ. ეს არის უკიდურესობმდე მიყვანილი თავისუფლებისა და ძალაუფლების აღრევა.
უმრავლესობისთვის დამოუკიდებელი აზროვნების საშუალების შეზღუდვა ძნელი არ არის. მაგრამ უმცირესობა, რომელიც კრიტიკისადმი მიდრეკილებას ინარჩუნებს, აგრეთვე ჩაჩუმებული უნდა იქნეს. საზოგადოებრივი კრიტიკა ან თუნდაც ეჭვების გამოხატვა ძირშივე უნდა იყოს აღმოფხვრილი, რადგან ამას შეუძლია შეასუსტოს რეჟიმის მხარდაჭერა. სიდნეი და ბეატრიჩე ვებები რუსულ საწარმოებში მდგომარეობის შესახებ ასე მოგვითხრობდნენ: „სანამ საქმე აღმავლობას განიცდის, დაგეგმარების წარმატებულობისადმი ნებისმიერი ეჭვის საჯაროდ გამოთქმა, არაკეთილგანწყობილი ქმედება და ღალატიც კია, რადგან ამან გავლენა შესაძლოა დანარჩენ მოსამსახურეთა ნებასა და ძალისხმევაზე იქონიოს.“
კონტროლი ვრცელდება იმ საგნებზეც, რომლებსაც ერთი შეხედვითაც კი შეიძლება, რომ პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდეთ. მაგალითად ალბათობის თეორიას დაუპირისპირდნენ, როგორც „სემიტურ შეტევას ქრისტიანულ და ჭეშმარიტ გერმანულ საგანთა წყობაზე“, აგრეთვე იმიტომ, რომ ის „უპირისპირდება დილექტურ მატერიალიზმს და მარქსისტულ დოგმატიკას“. ყველა ქმედება გამართლებული უნდა იყოს გააზრებული საზოგადოებივი მიზნით. ადგილი არ უნდა ჰქონდეს სპონტანურ, უმართავ ქმედებას. რადგან ამას შეიძლება გაუთვალისწინებელი შედეგები მოყვეს, რომლებიც გეგმით უზრუნველყოფილი არ არის.
ეს წესები სპორტულ თამაშებსა და გართობაზეც კი ვრცელდება. მე მკითხველს ვუტოვებ გამოსაცნობად, თუ სად დაითანხმეს მოჭადრაკეები, რომ ოფიციალურად გამოეცხადებინათ: ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავუსვათ წერტილი ჭადრაკის ნეიტრალიტეტს, ჭადრაკისვე სასიკეთოდ.“
შესაძლოა, ყველაზე შემაშფოთებელი ის ფაქტი იყოს, რომ ინტელექტუალური თავისუფლების მიმართ უპატივცემულობის გამოვლენა მხოლოდ ტოტალიტარული სისტემის ჩამოყალიბების შედეგი კი არაა, ის ყველგან თავს იჩენს, სადაც კოლექტივისტურ რწმენას ხელგაშლილი ეგებებიან. ყველაზე მეტად დამთრგუნველი იმასთან შეგუებაა რაც სოცილიზმის სახელთანაა დაკავშირებული და ოპოზიციური იდეებისადმი შეუწყნარებლობის ღიად ქადაგებას გულისხმობს. კოლექტივისტური აზროვნების ტრაგედიაა ის, რომ მის მიერ კეთილგონიერების გაიდეალება კეთილგონიერებისვე განადგურებით სრულდება.
კოლექტივიზმის გაბატონების შედეგად, ზნეობრივი ღირებულებების ცვლილების გამომწვევი მიზეზი განსჯის საგანგებო საზრდოს იძლევა. ეს არის ღირსებები, რომელსაც სულ უფრო და უფრო ნაკლებად სცემენ პატივს ბრიტანეთსა და ამერიკაში, არადა ანგლო-საქსებს სიმაყით აღსავსე თვითგამორჩეულობის შეგრძნება ზუსტად ამ ღირსებების გამო ჰქონდათ და უპირატესობის შეგრძნებას აძლევდათ. ეს ღირსებები იყო დამოუკიდებლობა და თვითდაჯერებულობა. პირადი ინიციატივა და ადგილობრივი პასუხისმგებლობა, ნებაყოფილობითი საქმიანობის წარმატებისადმი რწმენა, მეზობლის საქმებში ჩაურევლობა და განსხვავებულისადმი შემწყნარებლობა, და აგრეთვე ხელისუფლებისა და მოხელეთა ძალაუფლების ჯანსაღი შეზღუდვა.
თითქმის ყველა წეს-ჩვეულება და ინსტიტუტი, რომლებმაც ინგლისსა და ამერიკაში ეროვნული ხასიათი და ერთიანი ზნეობრივი გარემო ჩამოაყალიბეს, ამავდროულად კოლექტივიზმს და მის ცენტრალურ ტენდენციებს ეწინააღმდეგებონენ.
დაგეგმარება კანონის უზენაესობის საწინააღმდეგოდ
თავისუფალ ქვეყანას არაფერი განასხვავებს ისე თვალნათლივ დესპოტურისაგან, როგორც კანონის უზენაესობის სახელით ცნობილი პრინციპების დაცვა. საქმის ტექნიკური მხარის განხილვას თავს თუ ავარიდებთ, ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობა ნებიმიერ ქმედებაში შეზღუდულია წინასწრ დაწესებული და გაცხადებული კანონმდებლობით - წესებით, რომლებიც საშუალებას იძლევიან, რომ წინასწარ იქნეს განჭვრეტილი ის, თუ როგორ გამოიყენებს ხელისუფლება თავის ძალაუფლებას ამა თუ იმ კონკრეტულ ვითარებაში. შესაბამისად, თითოეული კონკრეტული პიროვნება სწორედ ამ ცოდნაზე დაფუძნებით შეძლებს საკუთარი საქმიანობის დაგეგმვას. ამრიგად, თამაშის ცნობილი წესების ფარგლებში, ყოველი ცალკეული პიროვნება თავისუფალია, რომ ესწრაფვოდეს საკუთარ მიზნებს და იყოს დარწმუნებული, რომ ხელისუფლების ძალაუფლება მისი ძალისხმევის გასაქარწყლებლად არ იქნება გამოყენებული.
ეკონომიკს სოციალისტური დაგეგმარება, სრულიად საწინააღმდეგოს გულისხმობს. საგეგმო კომიტეტი საკუთარ თავს ზოგადი წესით ვერ შეზღუდავს და ძალის გამოყენებაზე უარს ვერ იტყვის. როდესაც სახელმწიფო წყვეტს, თუ რამდენი ღორი უნდა გაიზარდოს, ან რამდენი ავტობუსი უნდა მოძრაობდეს, რომელი ქვანახშის მაღარო უნდა აითვისონ, ან რა ფასში უნდა გაიყიდოს ფეხსაცმელი, შეუძლებელია ყველფრის წინასწარი განჭვრეტა. ყოველდღიური შემთხვევითობები მოვლენათა განვითარებაზე არსებით გავლენას ახდენს. ამასთან, ასეთი გადაწყვეტილებების მიღებისას, აუცილებელია სხვადასხვა პიროვნებებისა და ჯგუფების ინტერესების გაწონასწორება.
საბოლოოდ კი, საგეგმო კომიტეტში თავმოყრილი გარკვეული ადამიანები საკუთარი შეხედულებებით წყვეტენ, თუ რომელი პიროვნებებისა თუ ჯგუფების ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია და ეს შეხედულებები, შემდეგში, ქვეყნის კანონმდბლობის ნაწილი ხდება. საკმაოდ ცნობილი ფაქტია, რომ რაც უფრო მეტს „გეგმავს“ ხელისუფლება, მით უფრო რთულია საკუთარი ცხოვრების დაგეგმარება ცალკეული პიროვნებებისთვის. ამ ორ მიდგომას შორის მნიშვნეელოვანი განსხვავებაა. ეს იგივეა, რაც განსხვავება საგზაო ნიშნების დადგმასა და ხალხისათვის იმის მითითებას შორის თუ რომელი გზა უნდა იარჩიონ მათ.
მეტიც, ცენტრალური დაგეგმარების პირობებში, ხელისუფლება ვერ იქნება მიუკერძოებელი. სახელმწიფო აღარ წარმოადგენს იმ მცირე უტილიტარულ მექანიზმს, რომელიც მიმართულია დაეხმაროს ცალკეულ პიროვნებებს მათი განუმეორებელი თვითმყოფადობის განვითარებაში და ისეთ წარმონაქმნად გადაგვარდება, რომლებიც საკუთარი შეხედულებით არჩევს, თუ რას მიანიჭოს უპირატესობა სხვადასხვა ადამიანების კერძო მოთხოვნებს შორის და ნებას აძლევს ერთ ადამიანს აკეთოს ის, რასაც მეორეს უკრძალავს. ამასთან, ცენტრალური დაგეგმარება გულისხმობს, რომ საკანონმდებლო გზით დადგინდეს, თუ როგორი უნდა იყოს ცალკეული ადმიანების ფულადი უზრუნველყოფა და თუ რა ქონებას უნდა ფლობდეს ყოველი განსხვავებლი კატეგორიის ადამიანი.
კანონის უზენაესობა, ანუ ხელისუფლების მიერ გარკვეული ადამიანებისათვის დადგენილი საკანონმდებლო პრივილეგიების არარსებობა, კანონის წინაშე თანასწორობის ის გარანტიაა, რომელიც მთავრობის ნებელობით ძალმომრეობას უპირისპირდება. მნიშვნელოვანია ის, რომ სოციალისტები (და ნაცისტები) ყოველთვის უკმაყოფილებას გამოხატავდნენ „ზოგადი“ სამართლის მიმართ, რითაც ისინი უარყოფდნენ კანონებს, რომლებიც არ საზღვრავენ ცალკეული ადამიანების კეთილდღების საკითხებს. ამის საწინააღმდეგოდ ისინი „კანონის სოციალიზაციას“ მოითხოვდნენ და მოსამართლეთა დამოუკიდებლობას ეწინააღმდეგებოდნენ.
გეგმიურ საზოგადოებაში კანონმა ყველა იმ მიზანსწრაფვისა და ჩანაფიქრის ლეგალიზება უნდა მოახდინოს, რომელიც ხელისუფლების ძალადობრივ ქმედებებს მოსდევს. თუ კანონი ამბობს, რომ ამა თუ იმ გამგეობას, ან მმართველ ორგანოს შეუძლია აკთოს ის, რაც მას სურს, მაშინ ყველაფერი, რასაც ასეთი გამგეობა ან მმართველი ორგანო აკეთებს, ლეგარულად ჩაითვლება - თუმცა ამგვარი ქმედება კანონის უზენაესობას სრულებითაც არ ნიშნავს. შეუზღუდავი ძალაუფლების ხელისუფლების პირობებში შესაძლებელია, რომ ყველაზე დესპოტური წესებიც კი კანონად იქცეს; ამ გზით დემოკრატია შესაძლოა გადაიზარდოს ყველაზე სრულყოფილ დესპოტიზმში, რაც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ.
კანონის უზენაესობის შეგნება მხოლოდ ლიბერალურ ეპოქაში აღმოცენდა და ამ დროის ერთ-ერთი უდიდესი აღმოჩენაა. ის კანონებში განსახიერებული თავისუფლებაა. როგორც იმანუილ კანტი მბობდა: „კაცი თავისუფალი არის, თუ მას არა პიროვნების, არამედ მხოლოდ და მხოლოდ კანონის მორჩილება სჭირდება“.
არის კი დაგეგმარება „გარდაუვალი“?
აშკარაა, რომ დამგეგმარებელთა მცირერიცხოვანი ჯგუფი დღეს კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ ცენტრალური დაგეგმარება სასურველია. მათი უმრავლესობა ამტკიცებს, რომ ჩვენ იძულებულები ვართ დავემორჩილოთ მოვლენათა ასეთ განვითარებას იმ გარმოებების გამო, რომლებიც არ ექვემდებარებიან ჩვენს კონტროლს.
ყველაზე ხშირი იმის მომიზეზებაა, რომ ცნტრალური დაგეგმარების გარეშე შეუძლებელია თანამედროვე ცივილიზაციის სირთულეების დაძლევა. ეს არგუმენტი კონკურენციის მექანიზმის ფუნქციონირების შესახებ სრულიად არასწორ შეხედულებას ეფუძნება. არადა, სწორედ თანამედოვე პირობების სირთულე განაპირობებს, რომ კონკურენცია არის ის ერთადერთი მეთოდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ქმედებების კოორდინირების ადეკვატურობის მიღწევა.
იქ, სადაც მდგომარეობა იმდენად მარტივია, რომ ცალკეულ პიროვნებას, ან გამგეობას შეუძლია ფაქტების ეფექტური გამოკვლევა, არ წარმოიშვება სირთულეები კონტროლსა და დაგეგმარებაში. მაგრამ როგორც კი მხედველობაში მისაღები ფაქტორები მატულობს და კომპლექსური ხდება, უკვე ერთ ცენტრს აღარ შეუძლია, რომ მათ კვალში მისდიოს. სხვადასხვა საქონელზე მოთხოვნა-მიწოდების მუდმივად ცვალებადი პირობები ვერასოდეს იქნება სრულყოფილად ცნობილი ერთი ცენტრისათვის და ვერც ამას შეძლებს, რომ საკმარისად სწრაფად დაექვემდებაროს მის რეაგირებას.
ფასების წეს-წყობილება მხოლოდ კონკურენციის პირობებში წარმოაჩენს ყველა მნიშვნელოვან მონაცემს. ვერც ერთი სხვა ეკონომიკური წყობა ვერ პასუხობს ამ ამოცანას. მეწარმე, რომელიც თვალს მხოლოდ განსაზღვრული ნაწარმის ფასების დინამიკას ადევნებს, საკუთარი საქმიანობის მომხმარებლების მოთხონილებებთან მისადაგებას იოლად ახერხებს. მსგავსად ინჟინრისა, რომელიც მხოლოდ ზოგიერთ მაჩვენებელზე დაკვირვებით ახერხებს, რომ მექანიზმის მოქმედებას მიადევნოს თვალყ-ური.
ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტის ამ მეთოდთან შედარებით, რაც დეცენტრალიზაციას და ამასთან ერთად ფასების სისტემის ავტომატურ კოორდინაციას გულისხმობს, ცენტრალური მართვის მეთოდი წარმოუდგენლად მოუხერხებელი, პრიმიტიული და შებოჭილია. გაზვიადებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ თუკი ჩვენი საწარმოო სისტემის ზრდის უზრუნველსაყოფად, იძულებული გავხდებოდით მიგვემართა ცენტრალური დაგეგმარებისათვის, ის ვერასოდეს მიაღწევდა მრავალფეროვნებისა და მოქნილობის იმ ხარისხს, რომელიც ამჯერად აქვს. თნამედროვე ცივილიზაცია შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ არ საჭიროებს ყველაფრის ერთ ქარგაზე მორგებას. კონკრეტულ წყობაში შრომის დანაწილება იმაზე ბევრად უფრო სრულყოფილადაა განხორციელებული, ვიდრე ეს წინასწარი დაგეგმარების პირობებში იქნებოდა შესაძლებელი. ეკონომიკური სისტემის ყოველი შემდგომი გართულება კონკრეტული ხერხების გამოყენებას ადრინდელზე უფრო მეტად მნიშვნელოვანს ხდის, ხოლო ცენტრალური მმართველობის აუცილებლობას და მიზანმიმართული კონტოლის საჭიროებას კიდევ უფრო აკნინებს.
ასევე ამტკიცებენ, რომ ტექნოლოგიურმა ცვლილებებმა კონკურენცია შეუძლებელი გახადა სულ უფრო მეტ სფეროში და ერთადერთი არჩევანი, რომელიც ჩვენ დაგვრჩა არის არჩევანი კერძო მონოპოლიების მიერ პროდუქციის კონტროლსა და მთავრობის მიერ განხორციელებულ მართვას შორის. თუმცა, მონოპოლიების ზრდა წარმოადგენს არა იმდენად ტექნოლოგიური წინსვლის გარდაუვალ გამოძახილს, რამდენადაც ქვეყნების უმრავლესობაში განხორციელებული პოლიტიკის შედეგს.
ამ სიტუაციის ყველაზე საყურადღბო კვლევა ეროვნული ეკონომიკის დროებით კომიტეტს ეკუთვნის, რომელიც გადაჭარბებულ ლიბერალურ მიდრეკილებებში ნამდვილად ვერ იქნება დადანაშაულებული. კომიტეტი ადგენს: საწარმოთა უმრავლესობის შესაძლებლობები წარმოჩენილი ვერ იქნა. ცენტრალიზებული მართვის ხერხებმა, რომლებსაც სავარაუდოდ კონკურეცია უნდა ჩაენაცვლებინათ, თავადვე განიცადეს წარუმატებლობა მრავალ სფეროში... არ შეიძლება დაეთანხმო იმ დასკვნას, რომ წარმოების მასშტაბების გაზრდით მიღებული უპირატესობა აუცილებლად გამოიწვევს კონკურენციის გაუქმებას... გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო პოლიტიკის უშუალო დახმარებით მონოპოლიები ხშირად საიდუმლო მოლაპარაკებებისა და შეთანხმებების გზით ყალიბდება. კონკურენტული პირობები შეიძლება აღდგეს მხოლოდ მაშინ, როცა ასეთი შეთანხმებები გაუქმდება და სათანადო პოლიტიკა შეიცვლება.
ნებისმიერი ვინც აკვირდება, თუ როგორი თანმიმდევრულობით ესწრაფვიან მონოპოლისტები სახელმწიფოს დახმარებას საკუთარი კონტროლის ეფექტურობის გასაზრდელად, მცირედითაც არ დაეჭვდება, რომ მოვლენათა ასეთ განვითარებაში გარდაუვალი არაფერია.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ძლიერმა პროტექციონისტურმა პოლიტიკამ მონოპოლიების ზრდას ხელი შეუწყო. გერმანიაში კი, კარგად მოფიქრებული პოლიტიკის წყალობით, 1878 წლიდან კარტელების რიცხვი მუდმივად იზრდება. სწორედ აქ განხორციელდა სახელმწიფოს დახმარებით „მეცნიერული დაგეგმარებისა” და „წარმოების მიზანმიმართული ორგანიზების” პირველი ფართომასშტაბიანი ექსპერიმენტები, რომლებმაც განაპირობეს კიდეც უდიდესი მონოპოლიების ჩამოყალიბება. გერმანიაში კონკურენციის შეზღუდვა წარმოადგენდა წინსწარ გათვლილი პოლიტიკის შედეგს, რომელიც განხორციელდა იმ იდეალის მისაღწევად, რასაც ახლა დაგეგმარება ეწოდება.
უდიდესი საფრთხე ძევს ორი უძლიერესი ჯგუფის, ორგანიზებული მეწარმეებისა და ორგანიზებული მშრომელების პოლიტიკაში, რომლებიც მხარს უჭერენ წარმოების მონოპოლისტურ ორგანიზებას. მონოპოლიების ზრდა ორგანიზებული მეწარმეების და ორგანიზებული მშრომელების კარგად მოფიქრებული თანამშრომლობის შედეგია, რომლის შედეგადაც მშრომელების პრივილეგირებული ჯგუფები ინაწილებენ მეწარმეთა მონოპოლიურ მოგებას საზოგადოებისა და განსაკუთრებით იმ მშრომელების ხარჯზე, რომლებიც ნაკლებად ორგანიზებულ საწარმოო დარგებში არიან დასაქმებული. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ არ გვაქვს მიზეზი ვიფიქროთ, რომ მოვლენათა ასეთი განვითარება გარდაუვალია.
მოძრაობა დაგეგმარებისკენ წარმოადგენს მიზანმიმართული პოლიტიკური ქმედებების შედეგს და არანაირი გარეშე აუცილებლობა არ გვაიძულებს ამას.
შესაძლებელია დაგეგმარებამ გაგვათავისუფლოს საზრუნავისაგან?
დამგეგმარებელთა უმეტესობას, ვინც გულისყურით ეკიდება თავიანთი ამოცანების პრაქტიკულ ასპექტებს, მცირედი ეჭვიც არ ეპარება იმაში, რომ გეგმიური ეკონომიკა დიქტატორული გზებით უნდა იმართოს, ხოლო ურთიერთდამოკიდებულ ღონისძიებათა რთულ ერთობლიობას მოხელე ექსპერტები უნდა ხელმძღვანელობდნენ, რომელთა წინამძღოლის ხელში მოქცეული განუზომელი ძალაუფლება დემოკრატიულმა პროცდურებმა არ უნდა შეზღუდოს. დამგემარებლები გვამშვიდებენ იმით, რომ მთავრობის დირექტივები „მხოლოდ“ ეკონომიკურ საკითხებს შეეხება. ასეთ დაპირებებს თან სდევს ის რჩევაც, რომ ჩვენი სიცოცხლის ნაკლებად მნიშვნელოვან ასპექტებში თავისუფლების დათმობით ჩვენ შევძლებთ თავისუფლებას მივაღწიოთ სხვა, უფრო მაღალი ღირებულებების წვდომაში. ამის საფუძველზე ხალხი, ვინც ვერ იტანს პოლიტიკურ დიქტატურას, ხშირად ხმამაღლა მოითხოვს დიქტატურას ეკონომიკურ სფეროში. ვინ იქნება წინააღმდეგი, თუკი დაგეგმარება ნამდვილად გაგვათავისუფლებს ნაკლებად მნიშვნელოვანი საზრუნავისაგან და აქედან გამომდინარე გაგვიადვილებს არსებობას, რომ უფრო მშვიდად ვიცხოვროთ და მაღალფარდოვანი გააზრებებით დავკავდეთ?
საუბედუროდ, წმინდა ეკონომიკური მიზნები არ შეიძლება გამოცალკევდეს სხვა ცხოვრებისეული მიზნებისგან. ის, რაც მცდარად „ეკონომიკურ მოტივად იწოდება, უბრალოდ ბედნიერებისაკენ ზოგად სწრაფვას ნიშნავს. თუ ჩვენ ძალ-ღონეს ფულისთვის ვხარჯავთ, ეს იმიტომ, რომ ფული გვაძლევს უდიდეს არჩევანს, რომ დავტკბეთ საკუთარი საქმიანობის ნაყოფით. თუკი ერთხელ გამოვიმუშავებთ, ჩვენ თავისუფალნი ვართ, რომ ფული ისე დავხარჯოთ, როგორც მოგვესურვება.
გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი ფულადი შემოსავლები შეზღუდულია, ჩვენ ვგრძნობთ იმ საზღვრებს, რომელიც გვაყოვნებს შედარებით სიღარიბეში, ამიტომ ბევრს სძულს ფული, როგორც ამ შეზღუდვათა სიმბოლო. სინამდვილეში, ფული, ეს არის თავისუფლების ერთ-ერთი უძლიერესი იარაღი, რომელიც ადამიანის მიერააა გამოგონილი. სწორედ ფული ხსნის გზას არჩევანის იმ თავბრუდამხვევი მრავალფეროვნებისკენ, რომელსაც თანამედროვე საზოგადოება სთავაზობს უბრალ;ო ადამიანებს - ეს არჩევანი დღეს ბევრად უფრო დიდია იმაზე, რაც სულ რამოდენიმე თაობის წინ მხოლოდ მდიდრებისათვის იყო ხელმისაწვდომი.
ჩვენ უკეთ გავიგებთ ფულის სამომხმარებლო დანიშნულებას, თუ რეალურად წარმოვიდგენთ რა მოხდებოდა, თუკი მრავალი სოციალისტის სახასიათო წინადადების მიხედვით „ფინანსურ მოტივებს“ არაეკონომიკური მოტივები“ ჩაენაცვლება. თუ ყველა ჯილდო, ფულადი ანაზღაურების ნაცვლად, საგანგებო პრივილეგიის მინიჭების გზით გაიცემა, ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ ამ „წყალობის“ მიმღებს არჩევანის გაკეთების უფლება უკვე აღარ ექნება. ამიტომ ის, ვინც აწესებს ჯილდოს, განსაზღვრავს არა მარტო მის მოცულობას, არამედ მისი გამოყენების წესსაც.
ე.წ. ეკონომიკური თავისუფლება რომელსაც დამგეგმარებლები დაგვპირდნენ, უფრო ზუსტად ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა გაგვიადვილდეს საკუთარი ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტა და აგვერიდოს ყველაზე მწარე ხვედრი, რასაც ცხოვრება გვიმზადებს. გამომდინარე იქიდან, რომ თანამედროვე პირობებში ჩვენ თითქმის მთლიანად გარეშე პირების მომსახურებაზე ვართ დამოკიდებული, ეკონომიკური დაგეგმარება ძალაუნებურად ჩვენი ცხოვრების ყველა საკითხს შეეხება. ძნელად თუ მოიძებნება ჩვენი ცხოვრების რომელიმე ასპექტი, პირველადი საყოფაცხოვრებო საჭიროებებიდან დაწყებული, ოჯახთან და მეგობრებთან ურთიერთობების, ჩვენი საქმიანობის თავისებურებების გათვალისწინებისა და თავისუფალი დროის გამოყენების ჩათვლით, რომ დამგეგმარებელმა არ ისარგებლოს თავისი „მიზანმიმართული ჩარევის“ უფლებით.
დამგეგმარებელთა ზეგავლენა ჩვენს პირად ცხოვრებაზე ნაკლებშესამჩნევი ძნელად თუ გახდება, თუკი ხელისუფლება წარმოებაზე კონტროლს შეინარჩუნებს, ხოლო მომხმარებელს შემოსავლების საკუთარი სურვილით განკარგვის მხოლოდ მინიმალური თავისუფლება ექნება. ჩვენი არჩევანის თავისუფლება კონკრეტულ საზოგადოებაში ემყარება იმ ფაქტს, რომ თუ ერთი პიროვნება უარს იტყვის დააკმაყოფილოს ჩვენი სურვილები, ჩვენ შეგვიძლია სხვას მივმართოთ, მაგრამ მონოპოლისტების წინაშე - მის მოწყალებაზე ვართ დამოკიდებული. ხოლო ხელისუფლება, რომელიც მართავს მთელ ეკონომიკურ ურთიერთობებს ყველაზე ძლევამოსილი მონოპოლისტია, რისი წარმოგენაც კი შეიძლება.
მას უნდა ჰქონდეს სრული ძალაუფლება გადაწყვიტოს თუ რა უნდა გვერგოს და რა ვადებში. მან არა მარტო უნდა განსაზღვროს, თუ რა საქონელი და მომსახურება უნდა იყოს ხელმისაწვდომი და რა რაოდენობით, არამედ უნდა მართოს კიდეც მათი განაწილება რეგიონებსა და ჯგუფებს შორის; ამასთან შეეძლოს, თუკი მოისურვებს, რომ საკუთარი სურვილის შესაბამისად მიანიჭოს უპირატესობა ამა თუ იმ პიროვნებას. არა ჩვენი საკუთარი, არამედ ვიღაც სხვა პიროვნების შეხედულება იმაზე, თუ რა უნდა მოგვწონდეს და რა არა, განსაზღვრავს იმას, თუ რა უნდა მივიღოთ.
ხელისუფლების ნება კიდევ უფრო მეტად განსაზღვრავს და წარმართავს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას, თუკი ჩვენ სადმე ვმუშაობთ. ჩვენი უმრავლესობისთვის, დრო, რომელსაც სამსაურში ვხარჯავთ, ცხოვრების უდიდეს ნაწილს წარმოადგენს. ხოლო ჩვენი სამსახური, როგორც წესი განსაზღვრავს, თუ სად და როგორი ხალხის გარემოცვაში ვცხოვრობთ, აქედან გამომდინარე სამუშაოს არჩევის თავისუფლება ჩვენთვის ალბათ უფრო მნიშვნელოვანიც კია საკუთარი ბედნიერებისთვის, ვიდრე მოცალეობის ჟამს ჩვენი შემოსავლის განკარგვის თავისუფლება.
საუკეთესო ქვეყანაშიც კი, ზოგადი სახით ასეთი თავისუფლება ბუნებრივად შეზღუდულია. ხალხის ძალზე მცირე რაოდენობას აქვს მრავალფეროვნი არჩევანის საშუალება. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მაინც გვაქვს გარკვეული არჩევანი, არა ვართ აბსოლუტურად მიჯაჭვული ჩვენთვის მიჩენილ სამუშაო ადგილზე და თუ რაიმე აუტანელი გახდება, ან თუ სხვა რაიმე მიიპყრობს ჩვენს გულისყურს, ყოველთვის არის იმის შესაძლებლობა, რომ გარკვეული მსხვერპლის ფასად ახალ მიზანს მივაღწიოთ. შესაძლოა ცუდია, რომ მხოლოდ მანქანის ჭანჭიკი იყო, მაგრამ კიდევ უარესია, როცა აღარ გაქვს ამ მდგომარეობიდან გასვლის საშუალება, თუკი მიჯაჭვულები ვართ იმ ადგილს და ხელმძღვანელებს, რომლებიც მოგვიჩინეს.
ჩვენს თანამედროვე სამყაროში არსებობს უამრავი საშუალება გავაუმჯობესოთ არჩევანის შესაძლებლობა, მაგრამ „დაგეგმარება“ აუცილებლად საწინააღმდეგო მიმართულებით იმოქმედებს. დამგეგმარებელმა უნდა გასცეს ნებართვა ვაჭრობისა და სხვა საქმიანობის წამოწყებაზე, ან დაადგინოს გადახდის ვადები, ან ორივე ერთად. დაგეგმარების ყველა ცნობილ შემთხვევაში უპირველეს ყოვლისა ასეთი კონტროლი და შეზღუდვები წესდებოდა.
კონკურენციის პირობებში ნივთების უმეტესობას ფასი ადევს. ხშირად საშინლად მაღალი ფასიც კი. ჩვენ მსხვერპლად ერთი ნივთი უნდა გავიღოთ, რომ მივიღოთ მეორე ალტერნატივა, მაშასადამე, არა არჩევანის თავისუფლება, არამედ ბრძანება და აკრძალვაა, რომელიც აღსრულებული უნდა იქნეს.
ის, რომ ხალხს სურს თავიდან აიცილოს მძიმე სინამდვილისაგან თავს მოხვეული მწარე ხვედრი, გასაკვირი არაა. მაგრამ ძალიან ცოტას თუ უნდა, რომ თავი აარიდოს არჩევანს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ მაგივრად, ეს სხვებმა გააკეთონ. ხალხს მხოლოდ ის სურს, რომ არჩევანის გაკეთება სულ არ იყოს საჭირო. ისინი სავსებით მზად არიან დაიჯერონ, რომ არჩევანი სულაც არ არის აუცილებელი და რომ ის, უბრალოდ, გამოწვეულია იმ განსაკუთრებული ეკონომიკური სისტემით, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ის რაზეც ისინი სინმდვილეში სწუხან ეკონომიკური პრობლემა არის.
სასურველ ილუზიას, რომ ეს ნამდვილად აღარ არის ეკონომიკური პრობლემა, ხელი შეუწყო იმის მტკიცებამ, რომ გეგმიური ეკონომიკა უფრო ნაყოფიერი იქნება, ვიდრე კონკურენტული წყობა. ეს მტკიცება პრობლემის მკვლევართა უმეტესობის მიერ მეტ-ნაკლები თანმიმდევრულობით უარყოფილი იქნა. სოციალისტური შეხედულებების მქონე ბევრი ეკონომისტი ახლა მხოლოდ იმას იმედოვნებს, რომ გეგმიური საზოგადოება ისეთივე ეფექტური და შედეგიანი იქნება, როგორც კონკრეტული წეს-წყობილებაა. ისინი დაგეგმარების პრინციპს იმიტომ იცავნ, რომ ის საშუალებას მოგვცემს უზუნველვყოთ სიმდიდრის უფრო მიუკერძოებელი განაწილება. ხოლო თუკი გვინდა, რომ გამიზნულად დავადგინოთ ის, თუ ვის რა უნდა ერგოს, რომ ჩვენ მთლიანი ეკონომიკური წეს-წყობილება დაგეგმარებას უნდა დავუქვმდებაროთ.
რა პრინციპით ან ვალდებულებებით უნდა იხელმძღვანელოს მთავრობამ, როდესაც ის ახორციელებს სიმდიდრის განაწილებას? არსებობს კი გარკვეული პასუხი იმ უამრავ კითხვაზე, თუ რა შედარებითი უპირატესობები წამოიწევს წინ?
ამ კითხვაზე პასუხს მხოლოდ ერთი ზოგადი პრინციპი, ერთი მარტივი წესი იძლევა. ესაა ყოველი ცალკეული პიროვნების სრული თანასწორობა. ეს მიზანი განაწილებითი სამართლიანობის ბუნდოვან იდეას სულ ცოტა ნათელს მაინც მოჰფენდა. მაგრამ ხალხი, საზოგადოდ, ასეთი სახის მექანიკურ თანასწორობას სასურველად არ მიიჩნევს და სოციალიზმიც, არა სრულ თანასწორიობას, არამედ „უფრო მეტ თანასწორობას“ ჰპირდება.
ეს ფორმულა პრაქტიკულად ვერც ერთ კითხვას ვერ სცემს პასუხს. ის ვერ გვათავისუფლებს, ყოველ კერძო შემთხვევაში, თითოეული პიროვნების ან ჯგუფის დამსახურებების შეფასების აუცილებლობისაგან და, თან, ვერც ამ გადაწყვეტილების მიღებას ამარტივებს. ერთადერთი, რაზეც ის მოგვითხრობს სინამდვილეში, არის ის, თუ როგორ წავართვათ მდიდარს რაც შეიძლება მეტი. ხოლო, როგორც კი საქმე ნარჩენების განაწილებაზე მიდგება, პრობლემა ისეთივე რჩება, როგორც „უფრო მეტი თანასწორობის“ ფორმულის არაარსებობის შემთხვევაში.
ნათქვამია, რომ პოლიტიკური თავისუფლება ეკონომიკური თავისუფლების გარეშე მოკლებულია მნიშვნელობას. ეს, რასაკვირველია, სრული სიმართლეა, მაგრამ არა იმ გაგებით, როგორითაც მას დაგეგმარების მომხრეები იყენებენ. ეკონომიკური თავისუფლება, რომელიც ნებისმიერი სხვა სახის თავისუფლების წინაპირობაა, ვერ იქნება თავიუფლება ეკონომიკური საზრუნავიდან, რასაც სპეციალისტები გვპირდებიან. ეკონომიკური პრობლემებიდან თავის დაღწევა შესაძლებელი მხოლოდ არჩევანის უფლების ჩვენთვის მონდობით არის. ეს უნდა იყოს ეკონომიკური ქმედების ისეთი თავისუფლება, რომელიც არჩევანის უფლებასთან ერთად, გულისხმობს შესაბამისი უფლების გამოყენების რისკსა და პასუხისმგებლობას.
უსაფრთხოების ორი სახესხვაობა
ყალბად გაგებული „ეკონომიკური თავისუფლების“ მსგავსად, თუმცა უფრო სამართლიანად, ეკონომიკური უსაფრთხოება ყოველთვის ჭეშმარიტი თავისუფლების აუცილებელ პირობად არის წარმოდგენილი. გარკვეულწილად, ეს მართალიცაა და მნიშვნელოვანიც. დამოუკიდებელი აზროვნება ან ხასიათის სიმყარე იშვიათად თუ ვლინდება იმათ შორის, ვისაც არ შეუძლია თავისივე ძალისხმევით გაიკვლიოს გზა.
მაგრამ არსებობს უსაფრთხოების ორი სახესხვაობა: ყველას უზრუნველყოფა საარსებო მინიმუმით ან ცხოვრების ისეთი პირობების დაცვა, რომელშიც თითოეული პიროვნება ან ჯგუფი თვითმყოფადობის გამოვლენის უფლებით სარგებლობს.
ერთი შეხედვით, იმ საზგადოებაში, რომელმაც მიაღწია სიმდიდრის გარკვეულ დონეს, არ არსებობს საფუძველი, რომ პირველი სახესხვაობის უსაფრთხოება თავისუფლებისთვის საფრთხის შექმნის გარეშე ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდეს. ეს არის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საკმარისი მინიმალური ოდენობის საკვები, თავშესაფარი და ტანსაცმელი. აგრეთვე თითქოს არ არსებობს არავითარი მიზეზი, თუ რატომ არ უნდა დაგვეხმაროს სახელმწიფო-საყოფაცხოვრებო დაზღვევის ყოვლისმომცველი სისტემის შექმნაში რომელიც ცხოვრების იმ ბედუკუღმართობებისგან დაგვიცავს, რომელთა წინაშეც ცოტა ვინმე თუ არის სათანადოდ უზრუნველყოფილი.
მაგრამ თავისუფლებას, სწორედ, უსაფრთხოების პირველი სახესხვაობა უთხრის ძირს. სინამდვილეში ის გამიზნულია, რომ ცალკეული პიროვნებებისა და მათი ჯგუფების შემოსავლები კლებისგან დაიცვას.
თუკი, როგორც ეს სულ უფრო მეტსა და მეტ შემთხვევში ხდება. ცალკეული ხელობების წარმომადგენლებს, რომელთა მდგომარეობა უმჯობესდება, ნება ეძლევათ, რომ ხელფასებისა ან მოგების სახით წარმოდგენილი საკუთარი მაღალი შემოსავლების დაცვის მიზნით, შესაბამის საქმიანობაში სხვების ჩართვა არ დაუშვან, მაშინ იმ ხელობების წარმომადგენლებს, რომლებზედაც მოთხოვნა მცირდება, მკვეთრად ეზღუდებათ სამოქმედო ასპარეზი და ეს ყოველივე უმუშევრობის ზრდას იწვევს.
აქ კი არ შეიძლება მცირედი ეჭვი არსებობდეს, რომ ყოველივე ეს ძირითადად უსაფრთხოებისათვის ბრძოლის ბოლო ათწლეულებში გამოყენებული იმ მეთოდების შედეგია, რომლებმაც უმუშევრობა და დაუცველობა მნიშვნელოვნად გაზარდა.
იმ ადამიანების მდგომარეობის სრული უიმედობა, რომლებიც პოლიტიკური მფარველობის მიღმა დარჩნენ, შესაძლოა მხოლოდ იმათგან იქნეს სათანადოდ შეფასებული, ვისაც ეს თავად აქვს გამოცდილი. ტოტალიტარულ საზოგადოებაში ასეთი ადამიანების ყოველგვარი აღმასვლა შეჩერებულია. არასოდეს არ ჰქონია ადგილი ერთი კლასის მიერ მეორის უფრო დაუნდობელ ჩაგვრას, ვიდრე კონკურენციის „რეგულირების“ შედეგად, მეწარმეთა უფრო უზრუნველყოფილი ნაწილის მიერ შედარებით ნაკლებად წარმატებულების მიმართ ხორცილდება. ზოგიერთმა ლოზუნგმა იმდენივე ზიანი და მსხვერპლი მოიტანა, რამდენიც ფასების განსაზღვრისა და გადასახადების სტაბილიზაციის გაიდეალებამ, რომელიც იცავს რა ზოგიერთების შემოსავლებს, თანდათან უფრო არასაიმედოს ხდის დანარჩენის მდგომარეობას.
ინგლისსა და ამერიკაში, საგანგებო პრივილეგიებმა, განსაკუთრებით კონკურენციის „რეგულირების“ სახით გარკვეული ფასებისა და ხელფასების „სტაბილურობამ“, მზარდი მნიშვნელობა შეიძინა. ერთი ჯგუფისთვის საგანგებო პირობების შექმნის ყოველი მცდელობა აუარესებს დანარჩენების მდგომარეობას. თუ თქვენ გარკვეულ ნაწილს უზრუნველყოფთ ნამცხვრის განსაზღვრული ოდენობით, მაშინ დანარჩენების წილი პროპორციულად შემცირდება ნამცხვრის მთლიან ზომასთან შედარებით. ამასთან, უსაფრთხოების მნიშვნელოვანი შემადგენელი, რომელსაც კონკურენტული წყობა გვთავაზობს, ანუ შესაძლებლობათა დიდი მრავალფეროვნება, უფრო და უფრო მცირდება.
შემზღუდველი ზომების მეშვეობით, უსაფრთხოების მისაღწევად სახელმწიფოს ხელშეწყობით განხორციელებულმა ზოგადმა ძალისხმევამ, დროის გარკვეულ პერიოდში საზოგადოების პროგრესული ტრანსფორმაცია განაპირობა, რაშიც ისევე, როგორც ბევრ სხვა საკითხში გერმანია პირველობდა და სხვა ქვეყნები უკან მიყვებოდნენ. ასეთი განვითარება დაჩქარებულ იქნა სოციალისტური მოძღვრების განსხვავებული ეფექტით. ნებისმიერი ხასიათის საქმიანობაში ეკონომიკური რისკისა და ზნეობრიობის წინასწარგამიზნული უგულვებელყოფა იყო ნახტომი ისეთი ზომებისაგან, რომელიც ამართლებდა რისკს, თუმცა ძალიან ცოტას თუ შეეძლო მისი დაგემოვნება.
ჩვენ არ შეგვიძლია ვუსაყვედუროთ ჩვენს ახალგაზრდობას, როდესაც ისინი სამეწარმეო რისკთან შედარებით უპირატესობას ანიჭებენ დაცულ, ანაზღაურებად თანამდებობდეს მას შემდეგ, რაც მათ სიყმაწვილიდანვე ესმით, რომ ეს არის უფრო საპატივსაცემო, უანგარო და მიუკერძოებელი საქმიანობა. სამეწარმეო სულისკვეთება წარმოდგენილი იყო, როგორც სამარცხვინო, ხოლო მოგების მიღება, როგორც უზნეობა; სადაც 100 პიროვნების სამუშაოდ აყვანა იყო ექსპლუატაცია, ხოლო იმავე რაოდენობის ადამიანებზე მბრძანებლობა სასიქადულო საქმე.
შედარებით ასაკიან ხალხს შესაძლოა ეს გაზვიადებულად მოეჩვენოს, მაგრამ უნივერსიტეტის მასწავლებლის ყოველდღიური გამოცდილება მცირე ეჭვს თუ ტოვებს, რომ ანტი-კაპიტალისტური პროპაგანდის შედეგად, საზოგადოებრივი ღირებულებები მნიშვნელოვნად შეიცვალა, თუმცა ჯერ შენარჩუნებულია ამა თუ იმ სახით. ისმის კითხვა, ხომ არ დავანგრევთ ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილებისკენ მიმართული ინსტიტუციონალური ცვლილებებით იმ ღირებულებებს, რომლებსაც კვლავ უფრო მეტად ვაფასებთ?
ძირეული წინააღმდეგობა, რომელთანაც ჩვენ საქმე გვაქვს მდგომარეობს საზოგადოების ორგანიზების ორ სახესხვაობის შეუთავსებლობაში, რომელთაც ხშირად მოიხსენიებენ, როგორც სავაჭროს და სამხედროს.
სამხედრო ნაწილში, სამუშაო და სამხედრო პირი ერთნაირად არის დაქვემდებარებული ხელმძღვანელზე და ეს არის ერთადერთი წყობა, რომელშიც პიროვნებამ შეიძლება თავი მოიტყუოს იმით, რომ გააჩნია სრული ეკონომიკური უსაფრთხოება. თუმცაღა, ასეთი უსაფრთხოება, მიუხედავად ყველაფრისა, განუყოფელია თავისუფლების შეზღუდვებისა და მხედრული ცხოვრების იერარქიული მმართველობისგან და ეს არის ყაზარმული უსაფრთხოება.
საზოგადოებაში, რომელიც აღიარებს თავისუფლებას, ძნელი წარმოსადგენია ადამიანების უმრავლესობა უსაფრთხოების ამ ფასად შესაძენად იყოს მზად. მაგრამ პოლიტიკა, რომელსაც დღეს ანიჭებენ უპირატესობას, სწრაფად ჰქმნის პირობებს, რომელშიც უსაფრთხოებისკენ სწრაფვა უფრო ძლიერდება, ვიდრე თავისუფლების სიყვარული.
თუ ჩვენ არ ვანგრევთ პიროვნულ თავისუფლებას, კონკურენცია არ უნდა შეიზღუდოს. დავუშვათ, რომ თანაბარი საარსებო პირობები ყველასთვის იქნება უზრუნველყოფილი; მაგრამ კეთილი უნდა ვინებოთ და ვაღიაროთ, რომ ამავდროულად ცალკეული კლასებისთვის ყოველგვარი პრივილეგიები უნდა გაუქმდეს, რომ უარყოფილი იქნეს ყველა წინაპირობა, რომელიც ხელს უშლის ახალმოსულებს, რომ საერთო კეთილდღეობა გაიზიარონ და შესაბამისი პირობები სათავისოდაც უზრუნველყონ.
შესაძლებელია, საკამათო არ იყოს ზოგიერთი საჭიროებისგან სათანადო დაცვა პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანი რომ უნდა გახდეს, მაგრამ არაფერია უფრო დამღუპველი, ვიდრე თნამედროე ინტელექტუალურ ლიდერთა საქციელი, რომლებიც უსაფრთხოებას თავისუფლების ხარჯზე განადიდებენ. ფაქტის საჯაროდ აღიარებისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს იმის ხელახლა გათავისებას, რომ თავისუფლების მისაღწევად საჭიროა ფასის გადახდა და ჩვენ, როგორც თვითმყოფადი არსებები მისი შენარჩუნებისათვის გარკვეული მატერიალური მსხვერპლის გასაღებად მზად უნდა ვიყოთ.
ჩვენ უნდა აღვადგინოთ ის რწმენა, რომელსაც ეფუძნებოდა თავისუფლება ანგლო-საქსურ ქვეყნებში და რომელიც ბენჟამინ ფრანკლინმა გამოხატა არა მხოლოდ ერების, არამედ ჩვენდამი, როგორც ცალკეული პიროვნებებისადმი განკუთვნილ გამონათქვამში: „ისინი, ვინც დათმობენ ძირითად თავისუფლებას დროებითი უსაფრთხოების მოსაპოვებლად, არ იმსახურებენ არც თავისუფლებას და არც უსაფრთხოებას“.
უკეთსი სამყაროსკენ
უკეთესი სამყარო რომ ავაშენოთ, ჩვენ უნდა გვქონდეს სიმამაცე ყველაფერი ახლიდან დავიწყოთ. ჩვენ გზა ყველა იმ წინაღობისგან უნდა გავასუფთაოთ, რომლითაც ბოლო დროს ადამიანთა წინდაუხედაობამ ჩვენი სავალი ბილიკი ჩახერგა და გამოვათავისუფლოთ პიროვნებათა შემქმედებითი ენერგია. ჩვენ უნდა შევქმნათ პროგრესისათვის ხელსაყრელი პირობები და არა „დაგეგმარებული პროგრესი“.
მაგრამ ისინი ვინც მზად არიან, რომ განახლებისთვის აუცილებელი სიმამაცე გამოიჩინონ, იმათ რიგებში როდი არიან, ვინც „დაგეგმარებას“ მისტირის და არც მათთან დგას, ვინც „ახალ წესრიგს“ ქადაგებდა და ვისაც ჰიტლერის ხელმეორედ განსახიერებაზე უკეთესი რამის მოფიქრება არ ძალუძს, რაც თავის მხრივ, სხვა არაფერია, თუ არა მე-20 საუკუნის პირველი 40 წლის ტენდენციების გაგრძელება. სწორედ ისინი, ვინც ყველაზე ხმამაღლა მისტიროდა გეგმიურ ეკონომიკას, ყველაზე მეტად არიან იმ იდეების გავლენის ქვეშ, რომელთაც გამოიწვიეს მეორე მსოფლიო ომი და ჩვენი მტანჯველი უბედურებების უმეტესი ნაწილი.
თავისუფალი ადამიანების სამყაროს შექმნის მცდელობის მთავარი სახელმძღვანელო პრინციპი უნდა იყოს: პიროვნული თავისუფლების პოლიტიკა, როგორც ერთადერთი ჭეშმარიტად პროგრესული პოლიტიკა.
თარგმნა ლელა ჯანგულაშვილმა
თარგმნის უფლებისათვის მადლობას ვუხდით ბატონ ჯონ ბლუნდელს
![]() |
10 პოპულისტური პოლიტიკა - გზა სოციალიზმისკენ |
▲ზევით დაბრუნება |
ლუდვიგ ჰენრიხ ელდარ ფონ მიზესი (1881-1973)
კარლ მენგერისა და ეუგენ ბემ-ბავერკის მიმდევარი „ავსტრიული ეკონომიკური სკოლის“ მეორე ტალღის თვალსაჩინო წარმომადგენელი, ლუდვიგ ფონ მიზესი განსაკუთრებული პიროვნებაა ეკონომიკისა და სოციალური ფილოსოფიის ისტორიაში.
დაბადებით ავსტრიის იმპერიის მოქალაქეს, ფაშიზმისა და ყოველგვარი ტოტალიტარიზმის უკომპომისო მოწინააღმდეგეს, ცხოვრების ნახევარზე მეტის გატერება უცხოეთში, ჯერ შვეიცარიაში, შემდეგ კი შეერთებულ შტატებში მოუწია.
მისმა გენიალურმა და მრავალმხრივმა შრომებმა - ადამიანის მოღვაწეობის საფუძვლებისა და ლოგიკის, ფულად-საკრედიტო სისტემის, სავაჭრო ციკლების, ლიბერალიზმის, ეკონომიკური ისტორიისა და თეორიების, ბიუროკრატიიის ფუნქცინირების, სახელმწიფოს ეკონომიკური როლის და სხვა მრავალი მომიჯნავე საკითხის შესახებ, რომლებიც რაციონალისტურ და უტილიტარულ კონტინენტურ ტრდიციას ეფუძნებოდნენ, გარდატეხა შეიტანეს მე-20 საუკუნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ აზროვნებაში.
მისი საკვანძო შრომებია „ფულისა და კრედიტის თეორია“ (1912), „ერი, სახელმწიფო და ეკონომიკა (1919), „სოციალიზმი“ (1927), „ადამიანის მოღვაწეობა“, რომელიც ჯერ 1940 წელს გერმანულად, ხოლო შემდეგ 1949 წელს ინგლისურად გამოიცა, „დაგეგმილი ქაოსი“ (1947) და სხვა მრავალი.
ფასდაუდებლია მისი, როგორც პედაგოგის მოღვაწეობა, მის ლექცია-სემინარებს ესწრებოდა მე-20 საუკუნის მრავალი გამოჩენილი ეკონომისტი და პოლიტიკური მოღვაწე.
განსაკუთრებულია მისი წვლილი მრავალსახოვანი სოციალიზმის ეკონომიკური უნიადაგობისა და ანტიჰუმანური არსის მხილებაში.
გამოქვეყნდა 1950 წელს
შესავალი
ყველა ნაირსახეობის სოციალიზმისა და კომუნიზმის ძირითადი არსი გულისხმობს, რომ საბაზრო ეკონომიკა ანუ კაპიტალიზმი წარმოადგენს წეს-წყობილებას, რომელიც ხალხის უდიდესი უმრავლესობის სასიცოცხლო ინტერესებს სასტიკი ინდივიდუალისტების უმცირესობის სასარგებლოდ ხელყოფს, ხოლო მასებს სულ უფრო მზარდი სიღატაკისთვის სწირავს; შესაბამისად, მშრომელთა გაღარიბებას, დამონებას, შევიწროებას, დაკნინებას და ექსპლუატაციას იწვევს, მაშინ როდესაც უსაქმური და გამოუსადეგარი მუქთამჭამელების კლასს ამდიდრებს.
ეს მოძღვრება კარლ მარქსის ქმნილება არ გახლდათ. ის მარქსის ასპარეზზე გამოჩენამდე ბევრად ადრე წარმოიშვა. მისი ყველაზე შედეგიანი გამავრცელებლები არა მარქსისტი ავტორები, არამედ ისეთი პიროვნებები იყვნენ, როგორებიცაა კარლლაილი და რუსკინი, ბრიტანელი ფაბიანელები, გერმანელი პროფესორები და ამერიკელი ინსტიტუციონალისტები. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ ეჭვი ამ მოძღვრების სისწორეში, მხოლოდ რამოდენიმე ეკონომისტმა შეიტანა, რომლებიც ძალიან მალე გააჩუმეს და უნივერსიტეტების, პრესის პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელობის, აგრეთვე პირველ რიგში, სახელმწიფო სამსახურის მიღმა დატოვეს. საზოგადოებრივმა აზრმა კაპიტალიზმისადმი უარყოფითი განაჩენი ყველანაირი პირობის გარეშე მთელი სიგრძე-სიგანით მიიღო.
1. სოციალიზმი
მაგრამ პრაქტიკული, პოლიტიკური დასკვნები, რომლებსაც ხალხი ამ მოძღვრებიდან იღებდა, რა თქმა უნდა ერთგვაროვანი არ იყო. ერთი ჯგუფი აცხადებდა, რომ კაპიტალიზმის უკეთურობებიდან თავის დასაღწევად მხოლოდ ერთი გზა არსებობს, კერძოდ, მისი სრული ამოძირკვა. ისინი წარმოების საშუალებებზე კერძო მფლობელობის საზოგადოებრივი მფლობელობით ჩანაცვლებას უჭერდნენ მხარს. მიზნად ისახავენ განახორციელონ ის, რასაც სოციალიზმს, კომუნიზმს, დაგეგმარებას, ან სახელმწიფო კაპიტალიზმს უწოდებენ. არადა, ყველა ეს ტერმინი, ერთსა და იმავეს ნიშნავს: მომხმარებელი, თავის გადაწყვეტილებით შეიძინოს თუ თავი შეიკავოს, ვეღარ განსაზღვრავს თუ რა უნდა აწარმოოს, რა რაოდენობით და რა ხარისხით. ამიერიდან, მთელი სამეწარმეო საქმიანობა ცენტრალურმა ხელისუფლებამ ერთპიროვნულად უნდა წარმართოს.
2. ინტერვენციონიზმი
მეორე ჯგუფი ნაკლებად რადიკალურია. ისინი სიტყვით სოციალიზმს კაპიტალიზმზე არანაკლებ უარყოფენ. უპირატესბას კი მესამე წეს-წყობილებას ანიჭებენ, რომელიც მათივე განცხადებით, ისევე შორსაა კაპიტალიზმისგან, როგორც სოციალიზმისგან, ხოლო როგორც საზოგადოების ეკონომიკური მოწყობის მესამე გზა, ამ ორი სისტემის შორის გადის. ამასთან, ორივე მათგანის უპირატესობის შერწყმის მცდელობისას, თითოეულის უარყოფით მხარეებს გვერდს უვლის. ეს მესამე წეს-წყობილება ცნობილია, როგორც ინტერვენციონიზმი. ამერიკულ პოლიტიკურ ტერმინებში ის უფრო მეტად პოპულისტურ პოლიტიკად მოიხსენიება. ის, რაც ამ მესამე წეს-წყობილებას ხალხის უმრავლესობაში პოპულარულს ხდის, რთული პრობლემების ხედვის უჩვეულო მდგომარეობაში მდგომარეობს. როგორც ისინი მიიჩნევენ ორი კლასი, ერთი მხრივ, კაპიტალისტები და მეწარმეები, ხოლო მეორე მხრივ მოჯამაგირეები, კაპიტალისტური მოგებისა და სამეწარმეო საქმიანობის შედეგების გადანაწილებაზე დავობენ. ორივე მხარე თავისთვის მთელ წილს ითხოვს. ახლა, ეს შუამავლები გვირჩევენ, ნება მოგვეცით, ორკლასს შორის სადავო სიმდიდრის თანაბარი განაწილებით, მშვიდობა დავამყაროთო. სახელმწიფო, როგორც მიუკერძოებელი მსაჯული, უნდა ჩაერიოს, კაპიტალისტების სიხარბე ალაგმოს და მოგების ნაწილი მშრომელ კლასებს გაუნაწილოს. ამრიგად, გაუმაძღარი კაპიტალიზმის დამხობა შესაძლებელი იქნება, ამოუპირავი ტოტალიტარული სოციალიზმის აღზევების გარეშე.
თუმცა, საკითხისადმი ამგვარი მიდგომა მთლიანად მცდარია. კაპიტალიზმსა და სოციალიზმს შორის ნადავლის განაწილების შესახებ დაპირისპირება უთანხმოების შედეგი არ არის. საკამათოა ის, რომ საზოგადოების ეკონომიკუი მოწყობის ორი მონახაზიდან, რომელი - კაპიტალიზმი თუ სოციალიზმი, შეეფერება უფრო უკეთესად იმ შედეგების მიღწევის ამოცანას, რაც საერთო აზრით, ე.წ. ეკონომიკური საქმიანობის საბოლოო მიზანს წარმოადგენს და მოხმარების საგნებითა და მომსახურებით საუკეთესო ხარისხით უზრუნველყოფას გულისხმობს.
კაპიტალიზმს ამ მიზნების მიღწევა კერძო მეწარმეობით და ინიციატივით სურს, რაც საზოგადოების მიერ შეძენისაგან თავის შეკავების შესახებ ბაზარზე მიღებული გადაწყვეტილების უზენაესობას ექვემდებარება.
სოციალისტებს ცალკეული პიროვნებების გეგმების ცენტრალური ხელისუფლების ყოვლისმომცველი გეგმით ჩანაცვლება სურთ. მათ უნდათ, რომ ხელისუფლების განსაკუთრებული მონოპოლიით შეცვალონ ის, რასაც მარქსი „წარმოების ანარქიას“ უწოდებდა. დაპირისპირება არსებული დოვლათის გადანაწილების ხერხს როდი ეხება. ის ყოველივე იმის წარმოების ხერხს გულისხმობს, რაც ხალხს სიამოვნებას ანიჭებს.
ეს ორი მიდგომა შეუთავსებელია და მორიგების საშუალებას არ იძლევა. დაპირისპირების შეკავება შეუძლებელია. როგორც ითქვა, ან მომხმარბლის საბაზრო მოთხოვნა გადაწყვეტს, თუ რა მიზნით და როგორ უნდა მოხდეს წარმოების ფაქტორების გამოყენება, ან ამ საკითხებზე ხელისუფლება იზრუნებს. ამ ორი საწინააღმდეგო მიდგომის დაპირისპირებას ვერაფერი შეამსუბუქებს. ისინი ერთმანთს გამორიცხავენ. ინტერვენციონიზმი კაპიტალიზმსა და სოციალიზმს შორის ოქროს შუალედი არ არის. ის საზოგადოების ეკონომიკური წყობის მესამე სისტემის მონახაზს წარმოადგენს და სათანადოდაც უნდა შეფასდეს.
3. როგორ მუშაობს ინტერვენციონიზმი
მოცემული მსჯელობის ამოცანა კაპიტალიზმისა და სოციალიზმის ღირსებების განხილვა არ არის. ამჯერად მხოლოდ ინტერვენციონიზმს შევეხები. ამასთან, არ ვაპირებ ინტერვენციონიზმის უნებურ შეფასებას, რომელიმე წინასწარ აკვიატებული მიდგომით. ჩემი ერთადერთი სურვილია ვაჩვენო, თუ როგორ მუშაობს ინტერვენციონიზმი და შესაძლებელია თუ არა, რომ საზოგადოების ეკონომიკური მოწყობის სამაგალითო წეს-წყობილებად იქნეს განხილული.
ინტერვენციონისტები ხაზს უსვამენ, რომ ისინი წარმოების სშუალებებზე კერძო მფლობელობის, მეწარმეობის და საბაზრო გაცვლების შენარჩუნებას გეგმავენ. მაგრამ მათივე მომდევნო განცხადებით, აუცილებელია ამ კაპიტალისტური ინსტიტუტების შეზღუდვა, რომ მათ ვერ შეძლონ პანიკის გავრცელება და ადამიანების უმრავლესობის არასამართლიანი ექსპლუატაცია. ხელისუფლების მოვალეობაა მესაკუთრეების სიხარბე მითითებებითა და აკრძალვებით შეზღუდოს, რათა მათი მომხვეჭელობით უქონელთა კლასები არ დაზარალდნენ. შეუზღუდავი (laissez-faire) კაპიტალიზმი ბოროტებაა, მაგრამ მისი უკეთურობების აღსაკვეთად კაპიტალიზმის სრული ამოძირკვა საჭირო არ არის. შესაძლებელია, რომ კაპიტალისტური წეს-წყობილება კაპიტალისტებისა და მეწარმეების საქმიანობაში ხელისუფლების ჩარევით გაუმჯობესდეს. ხელისუფლების მხრიდან წარმოების ამგვარი მოწესრიგება, ტოტალიტარული სოცილიზმისგან თავდაცვისა და კაპიტალიზმის იმ შესაძლებლობების გადარჩენის ერთადერთი ხერხია, რომელთა შენარჩუნებაც ღირს. იმ ფილოსოფიის საფუძველზე, ინტერვენციონისტები სხვადასხვა ღონისძიებებს მიმართავენ. მოდით, ერთ-ერთი მათგანი, კერძოდ, ფასების კონტროლის მეტად გავრცელბული საკითხი ავირჩიოთ.
4. როგორ მიგვიძღვის ფასების კონტროლი სოციალიზმისკენ
ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ გარკვეული ნაწარმის, ვთქვათ, რძის ფასი ძალიან მაღალია. მას სურს შესაძლებელი გახადოს, რომ ღარიბმა თავის ბავშვებს მეტი რძე მისცეს. ამიტომ ფასის ზედა ზღვარს ადგენს და რძის ფასს თავისუფალ ბაზარზე არსებულ განაკვეთზე დაბლა აწესებს. შედეგი არის ის, რომ რძის „ზღვრული“ მწარმოებლები, რომლებიც რძეს ყველაზე მაღალი ხარჯებით აწარმოებდნენ, ახლა უკვე ზარალსაც განიცდიან. რამდენადაც, ვერც ერთი ფერმერი თუ ბიზნესმენი ვერ შეძლებს ზარალიანი წარმოების გაგრძელებას, ისინი წარმოებას წყვეტენ და ბაზარზე რძეს აღარ ყიდიან. თავიანთ ძროხებს და საკუთარ უნარ-ჩვევებს კი უფრო ხელსაყრელი დანიშნულებით გამოიყენებენ. მაგალითად, კარაქის, ყველის ან ხორცის წარმოებას მიჰყოფენ ხელს. მომხმარებლის განკარგულებაში კი, უფრო ნაკლები რძე აღმოჩნდება და არა მეტი, როგორც ჩაფიქრებული იყო. ეს, რა თქმა უნდა, ხელისუფლების მიზნებს ეწინააღმდეგება. მას სურდა, რომ გარკვეული ადამიანებისათვის რძე უფრო ხელმისაწვდომი გაეხადა. მაგრამ, ჩარევის შედეგად, რძის წარმოება შემცირდა. ცხადია, რომ ხელისუფლებისა და მისი მხურვალე მხარდამჭერების შეხედულებამ წარუმატებლობა განიცადა. შექმნილი ვითარება, იმავე ხელისუფლების აზრით, კიდევ უფრო ნაკლებად სასურველია ვიდრე მისი წინამორბედი, რომლის გაუმჯობესებაც იყო გათვალისწინეული.
ახლა, ხელისუფლება არჩევანის წინაშე დგას. მას შეუძლია თავისივე დადგენილების გაუქმება და რძის ფასის გაკონტროლების შემდგომი მცდელობებისაგან თავის შეკავება. მაგრამ თუ კი ის მაინც შეეცდება, რომ შეინარჩუნოს რძის ფასი იმაზე დაბლა, ვიდრე ამას თავისუფალი ბაზარი დააწესებდა და მიუხედავად ყველაფრისა სურს, რომ თავიდან აიცილოს რძის წარმოების შემცირება, მან იმ მიზეზების აღმოფხვრა უნდა სცადოს, რომლებიც „ზღვრული“ მეწარმეების საქმიანობას არამომგებიანს ხდის. მან პირველ დადგენილებას, რომელიც მხოლოდ რძის ფასს ეხებოდა, მეორე დადგენილება უნდა მიამატოს, რომელიც რძის წარმოებისათვის საჭირო საწარმოო ფაქტორებზე ისეთ დაბალ ფასებს დააწესებს, რომ რძის „ზღვრული“ მწარმოებლები ზარალისაგან აღარ გაიტანჯებიან და ამიტომ წარმოების გაფართოებიდან თავს აღარ შეიკავებენ. მაგრამ ამჯერად ისტორია კიდევ მცირდება, ხოლო ამის უკან ისევ ხელისუფლება დგას. თუკი მას მარცხის აღიარება და ფასწარმოქმნაში ნებისმიერი ჩარევისაგან თავის შეკავება არ სურს, ის კიდევ უფრო შორს უნდა წავიდეს და იმ საწარმოო ფაქტორების საწარმოებლადაა საჭირო. ამრიგად, ხელისუფლება იძულებულია სულ უფრო შორს წავიდეს და ნაბიჯ-ნაბიჯ დააწესოს ფასები ყველა სამომხმარებლო საქონელსა და საწარმოო ფაქტორზე, მათ შორის სამუშაო ძალაზე, ისევე როგორც ნედლეულზე, ხოლო ყოველი მეწარმე და ყოველი მუშა დაავალდებულოს, რომ იხელმძღვანელონ დადგენილი ფასებითა და ხელფასებით. ვერც ერთი სამეურნეო დარგი ვერ დაუსხლტება ფასების და ხელფასების ყოველისმწვდომ კონტროლს და იმ ვალდებულებას, რომ მხოლოდ წარმოება იმ მოცულობებით შეზღუდოს, რომლის ხილვაც ხელისუფლებას სურს. თუკი რომელიმე დარგი შეზღუდვების მიღმა აღმოჩნდება, მხოლოდ იმის გამო, რომ იქ არასასიცოცხლო მნიშვნელობის ან სულაც ფუფუნების საგნებს აწარმოებენ, კაპიტალი და მუშახელი თანდათან იქეთ გადაინაცვლებს. ამით კი იმ საქონლის წარმოება შემცირდება, რომელზედაც ხელისუფლებამ დაბალი ფასები საგანგებოდ დააწესა, რადგან მიიჩნევდა, რომ მასების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად აუცილებელია მათი ხელმისაწვდომობის გაზრდა.
მაგრამ, როგორც კი წარმოების კონტროლი ყოვლისმომცველი გახდება, საბაზრო ეკონომიკის შესახებ შეკითხვები აღარ უნდა დაისვას. მოქალაქეები, მათ მიერ შეძენისა ან შეძენისგან თავის შეკავების შესახებ ბაზარზე მიღებული გადაწყვეტილებებით ვეღარ საზღვრავენ თუ რა უნდა იქნეს წარმოებული და როგორ. ამ საკითხების მოგვარების უფლება ხელისუფლებას გადაეცემა. ეს კაპიტალიზმი აღარ არის; ეს ხელისუფლების მიერ ყოვლისმომცველი დაგეგმარებაა, ეს სოციალიზმია.
5. Zwangswirtschaft ყაიდის სოციალიზმი
რა თქმა უნდა სიმართლეა, რომ ამ ყაიდის სოციალიზმი კაპიტალიზმის ნიშნებს და გარეგნულ სახეს ინარჩუნებს. ის, ერთი შეხედვით, საწარმოო საშუალებებზე კერძო საკუთრებას, ფასებს, ხელფასებს, საპროცენტო განაკვეთებს და მოგებას თითქოს არც კი ეხება. თუმცა, სინამდვილეში, ხელისუფლების შეუზღუდავი თვითნებური მითითებების გარდა, ანგარიში არაფერს ეწევა. ხელისუფლება მეწარმეებს და კაპიტალისტებს მიუთითებს, თუ რა უნდა აწარმოონ და რა რაოდენობისა და ხარისხის, რა ფასად იყიდონ და ვისგან, რა ფასად გაყიდონ და ვის მიყიდონ. ის მშომელებს უსაზღვრავს, თუ რა ანაზღაურება მიიღონ და სად იმუშაონ. საბაზრო გაცვლა მხოლოდ თვალმაქცობა ხდება. ფასი, ხელფასი და საპროცენტო განაკვეთები ხელისუფლების მიერ განისაზღვრება, ამიტომ ისინი თავიანთ სახელს მხოლოდ გარეგნულად ამართლებენ; სინამდვილეში ისინი, უბრალოდ, რაოდენობრივად ასახავენ ხელისუფლების მითითებებს. წარმოებას არა მომხმარებელი, არამედ ხელისუფლება წარმართავს. თითოეული მოქალაქის შემოსავალს ხელისუფლება განსაზღვრავს, ის თითოეულს მიუთითებს ადგილს, რომელზედაც ვალდებულია, რომ იმუშაოს. ეს კაპიტალიზმის გარეგნული ნიშნებით შენიღბული სოციალიზმია. ასეთია. Zwangswirtschaft-ი ჰიტლერის გერმანულ სახელმწიფოში და გეგმიური ეკონომიკა დიდ ბრიტანეთში.
6. გერმანული და ბრიტანული გამოცდილება
ჩემს მიერ წარმოდგენილი სოციალური ტრანსფორმაციის მონახაზი მხოლოდ თეორიული განზოგადება არ გახლავთ. ის თანმიმდევრულად ასახავს იმ მოვლენებს, რომლებმაც გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში სოციალიზმი დაამკვიდრა.
გერმანელებმა, პირველი მსოფლიო ომის დროს, მომხმარებლისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საგნების მცირე ჯგუფზე ფასის განსაზღვრით დაიწყეს. ამ ღონისძიებების გარდაუვალმა ჩავარდნამ ისინი აიძულა, რომ უფრო და უფო შორს წასულიყვნენ იქამდე, ვიდრე ომის მეორე ნახევარში ე.წ. ჰინდერბურგის გეგმას შექმნიდნენ. ჰინდერბურგის გეგმის შინაარსში კი მომხმარებლების არჩევანის თავისუფლება და მეწარმეთა ინიციატივა გათვალისწინებული არანაირად აღარ იყო. ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა უპირობოდ ექვემდებარებოდა ხელისუფლების უშუალო განმგებლობას. ომში კაიზერის სრულ კრახთან ერთად, იმპერიული ადმინისტრაციის მთელი აპარატი და ეს გრანდიოზული გეგმაც გაცამტვერდა. მაგრამ, როდესაც 1931 წელს გერმანიის კანცლერი ბრიუნინგი ფასების კონტროლის პოლიტიკას დაუბრუნდა და მისი მემკვიდრეები, უპირველეს ყოვლისა ჰიტლერი, ჯიუტად აგრძელებდნენ მას, ყველაფერი ისევე განმეორდა. დიდი ბრიტანეთი და ყველა სხვა ქვეყანა, რომლებმაც პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ფასების კონტროლი შემოიღეს, მსგავსი წარუმატებლობის წინაშე აღმოჩნდნენ. ისინიც იძულებული იყვნენ, სულ უფრო და უფრო შორს წასულიყვნენ მცდელობაში, რომ პირველადი გადაწყვეტილება აემოქმედებინათ. მაგრამ ისინი ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზე იმყოფებოდნენ, როცა ომში გამარჯვებამ და საზოგადოების წინააღმდეგობამ ფასების კონტროლის ყველა მცდელობა შეაჩერა.
მეორე მსოფლიო ომის დროს ყველაფერი სხვანაირად წარიმართა. დიდმა ბრიტანეთმა ზოგიერთ სასიცოცხლო მნიშვნელობის ნაწარმზე ზღვრული ფასები ისევ დააწესა და იძულებული იყო ეს გეზი შეენარჩუნებია მანამ, სანამ ეკონომიკური თავისუფლება ქვეყნის მთელი ეკონომიკის სრული კონტროლით არ შეიცვალა. როცა ომი დასრულდა დიდი ბრიტანეთი სოციალისტური თანამეგობრობა გახლდათ.
უნდა გვახსოვდეს, რომ ბრიტანული სოციალიზმი არა ბატონი ათლის ლეიბორისტული მთავრობის, არამედ უინსტონ ჩერჩილის ომისდროინდელი კონსერვატიული მთავრობის მიღწევა იყო. ის, რაც ლეიბორისტულმა პარტიამ წამატებით გააკეთა, თავისუფალ ქვეყანაში სოციალზმის დამკვიდრება კი არა, არამედ ომის დროს და მის შემდეგ უკვე ჩამოყალიბებული სოციალიზმის შენარჩუნება იყო. ეს ყოველივე ინგლისის ბანკის, ნახშირის საბადოების დ სხვა წარმოებების ნაციონალიზაციით გმოწვეულმა სენსაციამ დაჩრდილა. თუმცა, დიდ ბრიტანეთს სოციალისტური ქვეყანა უნდა ეწოდოს, არა ზოგიერთი წარმოების ესპროპრიაციისა და ნაციონალიზირების გამო, არამედ იმიტომ, რომ ყველა მოქალაქის ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა ხელისუფლებისა და მისი უწყებების სრული კონტროლის საგანი გახდა. ხელისუფლება სმეურნეო დარგებს შორის კაპიტალისა და სამუშაო ძალის გადანაწილებას ხელმძღვანელობს. ის განსაზღვრავს თუ რა უნდა იწარმოოს. ყველა სამეურნეო სქმიანობის მიმართ ხელისუფლების უზენაესობა საგანგებოდაა დაკანონებული. ხალხი კი მეურვის მდგომარეობამდე იქნა დაკნინებული და ბრძანებებს უდრტვინველად ემორჩილება. ბიზნესმენებს, ყოფილ მეწარმეებს მხოლოდ მეორეხარისხოვანი მოვალეობები შემორჩათ. ის, რისი გაკეთებაც მათ თავისუფლად შეუძლიათ, სახელისუფლო უწყებების გადაწყვეტილებების განხოციელებაზე ზრუნვაა, ისიც მკაცრად განსაზღვრულ სამოქმედო ფარგლებში.
ის, რისი გაცნობიერებაც სავალდებულოა, მდგომარეობს იმაში, რომ ზღვრული ფასების დაწესებით, თუნდაც ზოგიერთ ნაწარმზე, ჩაფიქრებული მიზანი ვერ მიიღწევა. პირიქით, ამით მიიღება შედეგები, რომლებიც ხელისუფლების თვალსაზრისით კიდევ უფრო უარესია იმათზე, რომელთა შეცვლაც უნდოდა. თუკი ხელისუფლება გარდაუვალი, მაგრამ არასასურველი შედეგების ასაცილებლდ აღებულ გეზს უფრო და უფრო გაყვება, ის კაპიტალიზმის და თავისუფალი მეწარმეობის წეს-წყობილებას საბოლოოდ ჰინდერბურგის ყაიდის სოციალისტურ წეს-წყობილებად გარდაქმნის.
7. კრიზისი და უმუშევრობა
იგივე ითქმის საბაზრო მოვლენებში ნებისმიერი სხვა სახის ჩარევის შემთხვევებზეც.
მინიმალურ სახელფასო განაკვეთებს, მიუხდავად იმისა, სახელისუფლებო დადგენილებითა და ძალისხმევითაა დაწესებული, თუ მშრომელთა კავშირების ზეწოლითა და მოძალეობით, შედეგად მოსდევს მასიური უმუშევრობა, რომელიც გრძელდება წლიდან-წლამდე მანამ, სანამ ხელფასების თავისუფალი ბაზრის განაკვეთზე ზემოთ დაწესების მცდელობები გრძელდება.
სიმართლეა, რომ საპროცენტო განაკვეთის დაქვეითების მცდელობა, კრედიტის გაფართოებით, ხელს უწყობს სამეურნეო სქმიანობის გარკვეულ გამოცოცხლებას. მაგრამ, ამგვარად მიღწეული კეთილდღეობა მხოლოდ ხელოვნური ქმნილებაა და გარდაუვალ ეკონომიკურ დაცემას და დეპრესიას განაპირობებს. კრედიტის გაფართოებითა და ინფლაციით ნაშოვნი იოლი ფულით მოწყობილი ორგიის რამდენიმე წელიწადი ხალხს ძვირად დაუჯდება.
უმეცარი ხალხის თვალში, დეპრესიისა და მასიური უმუშევრობის პერიოდების მონაცვლეობამ კაპიტალიზმს სახელი გაუტეხა. თუმცა ეს მოვლენები თავისუფალი ბაზრის მოქმედების შედეგი არ არის. პირიქით, ის ხელისუფლების კეთილი განზრახვების, მაგრამ უგუნური ჩარევის შედეგებია. სახელფასო განაკვეთების გასაზრდელად და ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად, მოსახლეობის ზრდასთან შედარებით კაპიტალის დაგროვების დაჩქარების გარდა სხვა საშუალება არ არსებობს. ხელფასების გაზრდის ერთადერთი საშუალება კი საწარმოს პროდუქტიულობის ერთ სულ მოსახლეზე ინვენსტიციების ზრდის ხარჯზე ამაღლებაა. იმას, რომ ამერიკაში სახელფასო განაკვეთი ევროპისა და აზიის სახელფასო განაკვეთებს ბევრად აღემატება, განაპირობებს ის, რომ ამერიკელი მშრომელების მძიმე შრომა და ძალისხმევა მეტი და უკეთესი ხელშეწყობითაა შემსუბუქებული. ერთადერთი, რაც კარგ ხელისუფლებას ხალხის საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად შეუძლია გააკეთოს არის ის, რომ დააწესოს და შეინარჩუნოს ინსტიტუციონალური წყობა, სადაც წარმოების ტექნოლოგიური მეთოდების გაუმჯობესებისათვის ახალი კაპიტალის დაგროვების არანაირი შეზღუდვა არ იარსებებს. კაპიტალიზმმა ამას წარსულშიც მიაღწია და მომავალშიც კვლავ მიაღწევს, თუკი უვარგისი პოლიტიკა ხელს არ შეუშლის.
8. ორი გზა სოციალიზმისაკენ
ინტერვენციონიზმი ვერ იქნება განხილული ეკონომიკურ წეს-წყობილებად, რომელიც დიდხანს იარსებებს. ის მხოლოდ რამოდენიმე წარმატებული ნაბიჯის მეშვეობით კაპიტალიზმის სოციალიზმად გარდაქმნის გზაა. სწორედ ეს განასხვავებს მას კომუნისტების მცდელობისგან, სოციალიზმს ერთი ნახტომით მიუახლოვდნენ. ეს განსხვავება ეხება არა პოლიტიკური მოძრაობის საბოლოო მიზანს, არამედ ტაქტიკას, რომელიც აუცილებელია იმ მიზნის მისაღწევად, რომლისკენაც ორივე ჯგუფი ილტვის.
კარლ მარქსი და ფრიდრიხ ენგელსი წარმატებით გვთავაზობდნენ სოციალიზმის განხორციელების ამ ორივე გზას.
1848 წელს, კომუნისტურ მანიფესტში, მათ ჩამოაყალიბეს კაპიტალიზმის სოციალიზმად გარდაქმნის ეტაპობრივი გეგმა. პროლეტარიატი უნდა ამაღლებულიყო მმართველი კლასის მდგომარეობამდე და გამოეყენებინა თავისი პოლიტიკური უპირატესობა „რათა ბურჟუაზიისგან მთელი კაპიტალი გამოეგლიჯა“. ეს, ამბობდნენ ისინი, „საკუთარი უფლებებისა და ბურჟუაზიული წარმოების წესის დაუნდობელი ხელყოფის გარეშე ვერ მოხდება; შესაბამისად, ისეთი სამოქმედო საშუალებები უნდა იყოს გამოყენებული, რომლებიც ერთი შეხედვით ეკონომიკურად შეუსაბამო და გამოუსადეგარი სჩანან, მაგრამ მოქმედებაში საკუთარ თავს აჭარბებენ“. ამ განწყობილებით ისინი ათი გადაუდებელი ღონისძიების მაგალითს განიხილავენ.
მოგვიანებით მარქსმა და ენგელსმა აზრი შიცვალეს. თავის მთავარ ტრაქტატში, „Das Capital” (კაპიტალი), რომელიც პირველად გამოქვეყნდა 1867 წელს, მოვლენებს სხვაგვარად უყურებდა. სოციალიზმი „ბუნების შეუვალი კანონის“ ძალით დამკვიდრდება, მაგრამ ვერ გამოვლინდება, ვიდრე კაპიტალიზმი სრულ სიმწიფეს არ მიაღწევს. კაპიტალიზმის განადგურების ერთადერთი გზა, თავად კაპიტალიზმის დაჩქარებული ევოლუციაა. მშრომელთა კლასის უდიდესი აჯანყება, მხოლოდ ამის შემდეგ მიაყენებს მას საბოლოო დარტყმას და მარადიულ კეთილდღეობას დაამკვიდრებს.
მარქსის ეს გვიანი მოძღვრება და მარქსიზმის ორთოდოქსული სკოლა ყოველგვარ პოლიტიკას უარყოფს, რომელიც ცდილოს შეზღუდოს, მოაწესრიგოს და გააუმჯობესოს კაპიტალიზმი. ასეთი პოლიტიკა, მათი განცხადებით, არა მარტო უსარგებლოა, არამედ მავნებელიც. მათ ურჩევნიათ არ შეაჩერონ კაპიტალიზმის პერიოდის დადგომა, მისი მომწიფება, ხოლო შედეგად მისი დანგრევაც. ამიტომაც, ისინი არიან არა პროგრესის მომხრეები, არამედ მისი მოწინააღმდეგეები. ამ მოსაზრებამ განაპირობა გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ ბისმარკის სოციალური დაცვის დაკანონების წინააღმდეგ ხმის მიცემა და გრმანიის თამბაქოს ინდუსტრიის ნაციონალიზაციის ბისმარკისეული გეგმის ჩაშლა. იგივე მიდგომის მიხედვით, ამერიკული „ახალი მიდგომა“ კომუნისტებმა მონათლეს, როგორც მუშების ჭეშმარიტი ინტერესებისათვის მეტად საზიანო.
ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ დაპირისპირება ინტერვენციონისტებსა და კომუნისტებს შორის მარქისის მიერ ადრეულ ასაკში და შემდეგ მოგვიანებით ჩამოყალიბებულ მოძღვრებებს შორის შეურიგებლობის გამოხატულებაა. ეს არის კონფლიქტი 1848 წლის მარქსს, - როგორც კომუნისტური მანიფესტის ავტორს და 1867 წლის მარქსს, - როგორც კაპიტალის ავტორს შორის. და მართლაც, პარადოქსულია ის, რომ დოკუმენტს, სადაც მარქსი მხარს უჭერდა თანამედროვე ვითომდა ანტიკომუნისტების პოლიტიკას, ეწოდება კომუნისტური მანიფესტი.
კაპიტალიზმის სოციალიზმად გარდაქმნის ორი გზა არსებობს.
პირველი ეს არის ფერმების, ქარხნების, მაღაზიების კონფისკაცია და მათი ხელისუფლების ბიუროკრატიული აპარატით მართვა. „მთლიანი საზოგადოება“ , ამბობს ლენინი, ხდება „ერთი სამსახური და ერთი ქარხანა თანაბარი სამუშაოთი და ანაზღაურებით,“ მთელი ეკონომიკა იმუშავებს „როგორც ფოსტა“ და ყოველ „მზარეულს იოლად შეეძლება მისი მართვა“.
მეორე გზა ჰინდენბურგის გეგმის მიდგომას ეყრდნობა და ის საყოველთაო კეთილდთღეობის სახელმწიფოსა და დაგეგმარების ჭეშმარიტად გერმანული სახესხვაობაა. ის ყველა საწარმოს და პიროვნებას აიძულებას, რომ წარმოების მართვის მთავარ სახელისუფლო საბჭოს მკაცრ მითითებებს დაემორჩილოს. სწორედ ასეთი იყო ეროვნული მრეწველობის აღორძინების შესახებ კანონის განზრახვა, რომელმაც 1933 წელს მეწარმეობას შინაარსი გამოაცალა, ხოლო უზენაესი სასამართლო არაკონსტიტუციურად გამოაცხადა. ასეთია მოსაზრება, რომელიც კეძო მეწარმეობის დაგეგმარებით ჩანაცვლების მცდელობაში იგულისხმება.
9. უცხოური ვალუტის კონტროლი
გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მსგავს ინდუსტრიულ ქვეყნებში მეორე სახესხვაობის სოციალიზმის განხორციელების მთავარ ხერხს უცხოური ვალუტის კონტოლი წარმოადგენს. ეს ქვეყნები ვერ ახერხებენ, რომ თავიანთი ხალხი მხოლოდ შიდა რესურსებით გამოკვებონ და შემოსონ. მათ დიდი რაოდენობით საკვები და ნედლეული უცხოეთიდან უნდა შემოიტანონ. სათანადო ხარჯების ანაზღაურებისთვის კი სრულიად გარდაუვალი აუცილებლობაა გარკვეული ნაწარმის უცხოეთში გაყიდვა, რომელიც თავის მხრივ უმეტესად უცხოური ნედლეულისგან მზადდება. ასეთ ქვეყნებში თითქმის ყველა სამეურნეო გარიგება, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, განპირობებულია ექსპორტით ან იმპორტით, ან ორივეთი ერთად. შესაბამისად, უცხოური ვალუტის ყიდვა- გაყიდვაზე ხელისუფლების მონოპოლია, ნებისმიერ სამეუერნეო საქმიანობას დამოკიდებულს ხდის იმ სააგენტოს კეთილგონიერებაზე, რომელსაც უცხოური ვალუტის კონტროლი აქვს დვალებული.
ამერიკის შეერთებული შტატების მდგომარეობა სხვა ქვეყნებთან შედარებით განსხვავებულია. საგარეო ვაჭრობის მოცულობა ქვეყნის ვაჭრობის მთელ მოცულობასთან შედარებით მცირეა. უცხოური ვალუტის კონტროლი ამერიკული ბიზნესის უდიდეს ნაწილზე მხოლოდ უმნიშვნლოდ იმოქმედებს. ამიტომაც, ჩვენი დამგეგმარებლების მონახაზებში საკითხი უცხოური ვალუტის კონტროლის შესახებ ძნელად თუ მოიძებნება. მათი ძალისხმევა ფასების, ხელფასების, საპროცენტო განაკვეთებისა და ინვესტიციების კონტროლისკენ, აგრეთვე შემოსავლებისა და მოგების შეზღუდვებისკენ არის მიმართული.
10. პროგრესული გადასახადები
თუკი, ფედერალური საშემოსავლო გადასახადის განაკვეთების ევოლუციას გადავხედავთ, 1913 წელს, მისი დაწესებიდან დღემდე, ძნელად თუ ვინმე ივარაუდებს, რომ ეს გადასახადი საშუალო ამომრჩევლის შემოსავლის ნამატის 100 პროცენტს ერთხელაც არ შთანთქავს. მარქსი და ენგელსი სწორედ ამას გულისხმობდნენ, როცა „კომუნისტურ მანიფესტში“ „სწრაფად პროგრესირებადი ანუ საფეხურებრივი გადასახადების“ დაწესების აუცილებლობაზე საუბრობდნენ.
„კომუნისტურ მანიფესტში“ გამოთქმული კიდევ ერთი აზრი „მემკვიდრეობის ყველა უფლებების გაუქმებას“ ეხებოდა. ამ დროისათვის, არც დიდ ბრიტნეთში და არც ამერიკის შეერთებულ შტატებში კანონები ამ დონემდე არ გაუარესებულა. მაგრამ ისევ და ისევ, თუკი მემკვიდრეობაზე დაწესებული გადასახადების ისტორიას გადავხედავთ, იძულებული ვიქნებით გავაცნობიეროთ, რომ ისინი სულ უფრო და უფრო ეხმიანებიან მარქსის დასახულ მიზანს. მემკვიდრეობის გადასახადები, რომლებიც დაწესებულია ფუფუნების საგნებზე, გადასახადად აღარ უნდა ჩაითვალოს. ისინი კონფისკაციის საშუალებებად უნდა შეფასდეს.
ფილოსოფია, რომელიც პროგრესული საგადასახადო განაკვეთების სისტემის საფუძველში ძევს, გულისხმობს, რომ შეძლებული კლასების შემოსავლებისა და ავლა-დიდების ხელყოფა უსასრულოდ არის შესაძლებელი. ის რის გაცნობიერებასაც ამ გადასახადების მომხრეები ვერ ახერხებენ, არის ის, რომ საშემოსავლო გადასახადებისგან გადარჩენილი უდიდესი ნაწილი კი არ დაიხარჯება, არამედ დაზოგილი და დაბანდებული იქნება. სინამდვილეში, ეს საგადასახადო პოლიტიკა არა მხოლოდ კაპიტალის შემდგომ დაგროვებას აბრკოლებს, არამედ არსებული კაპიტალის გაფლანგვასაც იწვევს. სადღეისოდ დიდ ბრიტნეთში საქმის ვითარება სწორედ ასეთია.
11. გეზი სოციალიზმისკენ
უკანასკნელი ოცდაათი წლის განმავლობაში მოვლენათა განვითარება გვიჩვენებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში თანმიმდევრულად თუმცა გარკვეული წყვეტილობებით, მიმდინარეობს ბრიტანული და გერმანული ყაიდის სოციალიზმის დმკვიდრება. შეერთებული შტატები, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიასთან შედარებით, გვიან ჩაეფლო ამ წუმპეში და ბოლომდე გასვრილი დღესაც არ არის. მაგრამ თუკი პოლიტიკის გეზი არ შეიცვლება, საბოლოო შედეგი მხოლოდ უმნიშვნელოდ იქნება განსხვავებული იმისგან, რაც ბატონი ათლის ინგლისსა და ჰიტლერის გერმანიაში მოხდა. პოპულისტურ პოლიტიკას არ ძალუძს მყარი ეკონომიკური სისტემის შექმნა. ის სოციალიზმის ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელების ხერხია.
12. სოციალიზმის დამკვიდრება გარდაუვალი
რა თქმა უნდა, ეს შედეგი გარდაუვალი არ არის. შესაძლებელია გეზი ისევე შეიცვალოს, როგორც ეს ისტორიის მრავალ სხვა შემთხვევაში მომხდარა. მარქსისტული სწავლების მიხედვით სოციალიზმის „ბუნების შეუვალი კანონის“ ძალით დამკვიდრება, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გამოთქმული უნებლიე ეჭვია. მაგრამ პრესტიჟი, რომლითაც ეს თვითკმაყოფილი წინასწარმეტყველი ტკბება, არა მხოლოდ მარქსისტებთან, არამედ უამრავ ვითომდა არა-მარქსისტებთან ერთად, სოციალიზმის დამკვიდრების ძირითად საშუალებას წარმოადგენს. ის დამარცხებულის სულისკვეთებას იმათ შორისაც ავრცელებს, ვინც სხვა შემთხვევაში სოციალისტურ მუქარას ღირსეულად შეებძოლებოდა. საბჭოთა კავშირის ყველაზე დიდი მოკავშირე არის სწავლება იმის შესახებ, რომ „მომავლის ტალღა“ მიგვიძღვის სოციალიზმისკენ და ამიტომაც „კეთილგონივრულია“, რომ თანაგრძნობით მოვეკიდოთ ყველა ღონისძიებას, რომელიც საბაზრო ეკონომიკის მოქმედებას სულ უფრო და უფრო შეზღუდავს.
ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი, რომელიც „მკაცრი ინდივიდუალიზმის“ საუკუნეს უნდა უმადლოდეს ცხოვრების ამ ახალ დონეს, რომლისთვისაც როდესმე რომელიმე ერს მიუღწევია, საზოგადოებრივი აზრი ჩაურევლობის (Iaissez-faire) პოლიტიკას უარყოფითად აფასებს. ბოლო ორმოცდაათი წლის განმავლობაში, კაპიტალიზმის დასადანაშაულებლად და რადიკალური ინტერვენციონიზმის, საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოსა და სოციალიზმის მხარდასაჭერად ათასობით წიგნი გამოიცა. რამოდენიმე წიგნი, რომელიც თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის კანონზომიერების სათანადოდ ახსნას შეეცადა, საზოგადოების ყურადღების არეში ძნელად თუ მოექცა. მათი ავტორები ჩრდილში დარჩნენ, მაშინ, როცა ისეთი ავტორები, როგორებიც არიან ვებლენი, კომონსი, ჯონ დივი და ლასკი გულუხვად დაჯილდოვდნენ. ასევე ცნობილი ჭშმარიტებაა, რომ კანონმდებლობა ისევე, როგორც ჰოლივუდის კინოწაარმოება, არანაკლებ კრიტიკულია თავისუფალი მეწარმეობის მიმართ, ვიდრე მხატვრული ლიტერატურის უმრავლესი ნიმუში. ამ ქვეყანაში მრავლადაა გამოცემები, რომლებიც ეკონომიკურ თავისუფლებას თავს გააფთრებით ესხმიან. ამასთან, ნაკლებად თუ მოიძებნება ჟურნალი, სადაც იმ კაპიტალისტურ წეს-ყობილებას დაიცავენ, რომელიც ხალხის უმრვლესობას აწვდის ჯანსაღ საკვებს და თავშესაფარს, ავტომობილებს, მაცივრებს, რადიო-მიმღებებს და მრავალ სხვა ნივთს, რომლებსაც სხვა ქვეყნების მოქალაქეები ფუფუნების საგნებად მოიხსენიებენ.
საქმის ასეთი ვითარება გამოწვეულია იმით, რომ კერძო მეწარმეობის სისტემის მოფრთხილებისთვის, ძალიან მცირე რამ გაკეთდა. ისინი, ვინც წარმატებას ზეიმობდნენ, როცა ცოტა ხნით მაინც გადაავადეს „განსაკუთრებით დამღუპველი ზომების მიღება“, ანუ სინამდვილეში კაპიტალიზმის შებოჭვა გაახანგრძლივეს, პოპულისტური პოლიტიკის მომხრეები არიან. ისინი ყოველთვის უკან იხევენ და დღეს იმ საშუალებებს მიმართავენ, რომლებსაც ათი-ოცი წლის წინ მიუღებლად ჩათვლიდნენ. რამდენიმე წლის შემდეგ კი, ისინი მდუმარედ უარყოფენ იმ საშუალებებს, რომლებიც ახლა მათთვის ეჭვგარშეა. მხოლოდ იდეოლოგიის ძირეული შეცვლა შეუშლის ხელს ტოტალიტარული სოციალიზმის დამკვიდრებას. ჩვენ არ გვჭირდება არც ანტი-სოციალიზმი და არც ანტი-კომუნიზმი. საჭიროა იმ სისტემის ღია და გამოკვეთილი მხარდაჭერა, რომელსაც უნდა ვუმადლოდეთ იმ სიმდიდრეს, რომელიც ჩვენს დროებას, შედარებით, შეზღუდულ პირობებში განვლილი საუკუნეებისგან გამოარჩევს.
თარგმნა ლელა ჯანგულაშვილმა
თარგმანის უფლებებისთვის მადლობას ვუხდით ქალბატონ ბეტინა გრეივსს
![]() |
11 სახელმწიფოს ანატომია |
▲ზევით დაბრუნება |
სახელმწიფოს ანატომია*
მარი ნ. როტბარდი (1926-1995)
მარი როტბარდის მოღვაწეობამ ავსტრიული ეკონომიკური სკოლის მოძღვრება ახალ საფეხურზე აიყვანა და საზოგადოებაში მისი პოლიტიკური გავლენა მნიშვნელოვნად გაზარდა. თავისი 45 წლიანი მუშაობის პერიოდში როტბერდმა მოახერხა გამოექვეყნებინა 25 წიგნი და ასობით სტატია, რომელნიც მიმართული იყო სოციალიზმის, სტატიზმის, რელატივიზმისა და სციენტიზმის წინააღმდეგ.
როტბარდი ნიუ იორკის უნივერსიტეტში ლუდვიგ ფონ მიზესს დაემოწაფა და სიცოცხლის ბოლომდე მისი იდეების ერთგული დარჩა.
როტბარდის მთავარი ნაშრომებია: „ადამიანი, მეურნეობა და სახელმწიფო“, „ამერიკის დიდი დეპრესია: მიზეზები და მისი განკურნების გზები“, „თავისუფლების შეზღუდვა“, „თავისუფლების ეთიკა“, „ბაზარი და ძალაუფლება“ და სხვა მრავალი.
როტბარდისთვისაც მიზესის მსგავსად, ადამიანი არა ეკონომიკური, არამედ მოღვაწე არსებაა, რომელსაც დროის და რესურსების სიმცირის პირობებში უხდება ცხოვრებისეული ამოცანების გადაწყვეტა.
საყურადღებოა, რომ მისი ეკონომიკური და მსოფლმხედველობრივი შეხედულებები ხშირად ქცეულა სხვადასხვა პოლიტიკური ადმინისტრაციის მოქმედების საფუძველი. ის აქტიურად თანამშრომლობდა, როგორც რონალდ რეიგანის, ისე ჯორჯ ბუშ უფროსის პოლიტიკურ გუნდებთან და ამავდროულად, ამერიკის ლიბერტარიანული მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო.
რა არის სახელმწიფო?
სახელმწიფო თითქმის საყოვლთაოდ აღიარებული საზოგადოებრივი სამსახურის ინსტიტუტია. ზოგიერთი თეორეტიკოსი სახელმწიფოს პატივს მიაგებს, როგორც საზოგადოების მწვერვალს: სხვები მასში კეთილგანწყობილ, თუმცა საზოგადოებრივი მიზნების მიღწევისათვის ხშირად შეუსაბამო ორგანიზაციას ხედავენ; მაგრამ თითქმის ყველა მიიჩნევს, რომ ის კაცობრიობის კეთილდღეობის მისაღწევად აუცილებელი საშუალებაა. საშუალება, რომელიც „კერძო სექტორის“ წინააღმდეგ და სასიცოცხლო სახსების მოსაპოვებლად, კონკურენციაში მის დასამარცხებლად უნდა იყოს მიმართული. დემოკრატიის აღზევებასთან ერთად, სახელმწიფოს გაიგივება საზოგადოებასთან იქამდე გაიზარდა, ვიდრე ჩვეულებრივ მოვლენად არ იქცა ყველა კეთილგონიერი მოძღვრებისა და საღი აზრის შეურაცხმყოფელი ისეთი შეხედულებების მოსმენა, როგორიცაა „ხელისუფლება ჩვენ ვართ“. ხელსაყრელ კრებით ტერმინს „ჩვენ“ შესაძლობლობა მიეცა, რომ პოლიტიკური ცხოვრების სინამდვილე იდეოლოგიურ საბურველში გაეხვია. თუკი „ხელისუფლება ჩვენ ვართ“, მაშინ ყველაფერი, რასაც ხელისუფლება ცალკეულ პიროვნებას უკეთებს, არა მხოლოდ ძალდაუტანებელი და სამართლიანია, არამედ სათანადნო პიროვნების თვალსაზრისით „ნებაყოფილობის“ გამოვლენაცაა. თუკი ხელისუფლება ეფლობა უზარმაზარ ვალში, რომელიც ერთი ჯგუფის სასარგებლოდ მეორის დაბეგვრის გზით უნდა იქნეს გადახდილი, მაშინ ამგვარი დამთრგუნველი მდგომარეობა ინიღბება გამონათქვამით, რომ „ჩვენ ჩვენთვისვე ვსესხულობთ“; თუკი ხელისუფლება მამაკაცს სავალდებულო სამხედრო სამსახურში იწვევს, ან განსხვავებული შეხედულებების გამო ციხეში ამწესებს, მაშინ ის „ამას მისთვისვე აკეთებს“ და ამიტომაც ითვლება, რომ შეუსაბამო არაფერი მომხდარა. ასეთი მიდგომით, ნებისმიერი ებრაელი, რომელიც ნაცისტური მთავრობის მიერ იქნა მოკლული, სინამდვილეში არ მოუკლავთ; პირიქით, როგორც ჩანს მათ „თვითმკვლელობა ჩაუდენიათ“, რამდენადაც ისინი ხელისუფლებას თავადვე წარმოადგენდნენ (რომელიც დემოკრატიულად იყო არჩეული) და შესაბამისად, ყველაფერი, რაც ხელისუფლებამ მათ მიმართ გააკეთა, ნებაყოფილებით იქნა მიღებული. მავანი შეიძლება არც თვლიდეს, რომ ამ საკითხის დაჟინება აუცილებელია და ხალხის უდიდესი ნაწილი ამ მცდარ მიდგომას მეტ-ნაკლებად, მაგრამ მაინც იზიარებს.
აქედან გამომდინარე, ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება იმას უნდა მივაქციოთ, რომ „ჩვენ“ ხელისუფლება არ ვართ და ხელისუფლება „ჩვენ“ არ არის. ხელისუფლება არც ერთ შემთხვევაში არ „წარმოადგენს“ ხალხის უმრავლესობას.1 მაგრამ თუნდაც წარმოადგენდეს და ამასთან, ხალხის 70%25-მა დანარჩენი 30%25-ის მოკვდინება გადაწყვიტოს, ეს კვლავ მკვლელობა იქნება და არა გაჟლეტილი უმცირესობის ნებაყოფილობითი თვითმკვლელობა.2 ამ არსებითი ჭეშმარიტების მისაჩქმალად, არანაირი მექანიკური მეტაფორა, ამ საქმესთან არანაირი კავშირის მქონე გაცვეთილი გამოთქმა, რომ „ჩვენ ერთი მთლიანობა ვართ“, არ უნდა იყოს დაშვებული.
თუკი სახელმწიფო არ შედგება „ჩვენგან“, თუ ის არ არის „საზოგადოებრივი ოჯახი“, რომელიც საერთო პრობლემებს ერთობლივად წყვეტს, თუ ის არ არის მასონების თავშეყრის ადგილი ან სასოფლო კლუბი, აბა რა არის ის? ძალიან მოკლედ, სახელმწიფო საზოგადოებაში არსებული ის ორგანიზაციაა, რომელიც მოცემული ტერიტორიის ფარგლებში იძულებისა და ძალმომრეობის გამოყენების მონოპოლიის შენარჩუნებას ცდილობს; კერძოდ, ეს ერთადერთი ორგანიზაციაა საზოგადოებაში, რომელიც თავის შემოსავალს იღებს არა ნაბაყოფილობითი შემოწირულებობებით ან მის მიერ უკვე გაწეული მომსახურეობის საფასურის ანაზღაურებით, არამედ ძალდატანებით. მაშინ, როცა სხვა პიროვნებები ან ინსტიტუტები შემოსავლის მისაღებად დოვლათსა და მომსახურებას აწარმოებენ და ძალდატანებულად და ნებაყოფილობით ყიდიან სხვებზე, სახელმწიფო თავის შემოსავალს ძალადობის გამოყენებით იღებს; ანუ ციხეში ჩასმისა და იარაღით დაშინების გზით.3 იყენებს რა იძულებასა და ძალმომრეობას შემოსავლის მისაღებად, სახელმწიფო, როგოც წესი, თავისი ქვეშევრომების სხვა ქმედებებზე ზემოქმედებისა და მართვისაკენ დგამს ნაბიჯს. მავანმა შეიძლება იფიქროს, რომ ამის დასამტკიცებლად მთელი ისტორიის მანძილზე და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ყველა სახელმწიფოზე უბრალო დაკვირვებაც საკმარისი იქნებოდა; მაგრამ სახელმწიფოს საქმიანობას მითების იმდენად მხუთავი საბურველი აკრავს, რომ გარკვეული დაზუსტება აუცილებელია.
რა არის სახელმწიფო?
ადამიანი სამყაროს შიშველი ევლინება და მას გონება სჭირდება, რომ ბუნებისგან ბოძებული ძღვენის გამოყენება ისწავლოს და ამასთან, იმ სახით, იმ ხერხით და იმ ადგილას გადაამუშაოს, რომელიც მისი სურვილების დაკმაყოფილებისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის საუკეთესო იქნება. ერთადერთი გზა, რომლითაც ადამიანს შეუძლია ეს აკეთოს, საკუთარი გონებისა და ენერგიის გამოყენებაა, საარსებო სახსრების გადამუშავებისა (წარმოება) და სხვების მიერ შექმნილ ნაწარმზე გაცვლის (ვაჭრობა) მიზნით. ადამიანმა აღმოაჩინა, რომ ერთმანეთში ნებაყოფილობითი საქონელ-გაცვლების შემთხვევაში ნაყოფიერება და აქედან გამომდინარე, საქონელგაცვლების ყველა მონაწილის ცხოვრების დონე შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს. ადამიანისთვის ერთადერთი „ბუნებრივი“ გამოსავალი იმისთვის, რომ გადარჩეს და ყოფიერ კეთილდღეობას მიაღწიოს, მთელი მისი გონიერებისა და ენერგიის წარმოებისა და საქონელგაცვლითი ურთიერთობებისკენ მიმართვაში მდგომარეობს. უპირველეს ყვლისა, ის ამ მიზანს ბუნებრივი სახსრების მოპოვებით აღწევს, ხოლო შემდეგ მათი გადამუშავებით (მათში „საკუთარი შრომის ჩადებით“, როგორც ამას ლოკი აღნიშნავს), რათა ისინი თავის კერძო საკუთრებად აქციოს და სხვების მიერ ასეთივე ხერხებით მოპოვებულ საკუთრებაზე გაცვალოს. შესაბამისად, ადამიანს შინაგანი მოთხოვნილებებით ნაკარნახევი საზოგადოებრივი გზა, „საკუთრების უფლებებისა“ და ამ უფლებების გაჩუქებისა ან გაცვლისთვის „თავისუფალი ბაზრის“ ჩამოყალიბების გზაა. ადამიანებმა სწორედ ამ გზაზე ისწავლეს, თუ როგორ არიდებოდნენ შეზღუდული საარსებო სახსრებისათვის „ჯუნგლების“ ხერხით ბრძოლას, როდესაც ერთ ადამიანს მხოლოდ მეორეს ხარჯზე შეუძლია რამე მოიპოვოს და სანაცვლოდ, მშვიდობიანი და ჰარმონიული წარმოებისა და საქონელგაცვლის პირობებში, ამ საარსებო სახსრების გამრავალფეროვნების გზები აღმოაჩინეს.
უდიდესი გერმანელი სოციოლოგი ფრანც ოპენჰაიმერი მიუთითებდა, რომ სიმდიდრის მოსაპოვებლად ორი ურთიერთგამომრიცხავი გზა არსებობს. პირველს, ზემოთხსენებული წარმოებისა და საქონელგაცვლის გზას, ის „ეკონომიკურ ხერხს“ უწოდებდა. მეორე გზა კი უფრო მარტივია, რადგან ის არ მოითხოვს წარმოებას; ეს სხვისი დოვლათისა და მომსახურების იძულებითა და ძალმომრეობით მიტაცების გზაა. ეს არის ცალმხრივი მითვისებისა და სხვისი საკუთრების ქურდობის ხერხი, რომელსაც ოპენჰაიმერი გამდიდრების „პოლიტიკურ საშუალებას“ უწოდებდა. გასაგები უნდა იყოს ის, რომ წარმოების მიზნით გონებისა და ენერგიის მშვიდობიანი გამოყენება ადამიანისთვის „ბუნებრივი“ გზაა: დედამიწაზე კაცობრიობის გადარჩენისა და აყვავების აუცილებელი წინაპირობა. ასევე ცხადი უნდა იყოს ის, რომ ძალადობრივი, ექსპლუატატორული საშუალებები ბუნებრივ კანონს ეწინააღმდეგება; ეს სხვა არაფერია თუ არა პარაზიტობა, რადგან ნაცვლად იმისა, რომ წარმოებას რამეს მატებდეს, მისგან თავად ისრუტავს. „პოლიტიკური ხერხების“ გამოყენებით დოვლათი პარაზიტი და დესტრუქციული პიროვნებებისკენ ან მათი ჯგუფისკენ გადანაწილდება, რაც არამარტო შექმნილი ნაწარმის ნაწილის მიტაცებას გულისხმობს, არამედ ამასთან ერთად ამცირებს მწარმოებლის მონდომებას გამოუშვას იმაზე მეტი, ვიდრე საკუთარი თავის სარჩენად სჭირდება. საბოლოო ჯამში, ქურდი თავის ყოფას იმ წყაროს ამოხაპვითა და ამოყორვით ანადგურებს, საიდანაც ეს რესურსი მოდის. თუმცა, გარდა ამისა, დროის მოკლე მონაკვეთებშიც კი მტაცებელი საკუთარი ადამიანური არსების წინააღმდეგ მოქმედებს.
ახლა, ჩვენ შეგვიძლია უფრო სრულყოფილად გავცეთ პასუხი კითხვას - რა არის სახელმწიფო? სახელმწიფო, ოპენჰაიმერის სიტყვებით „პოლიტიკურ საშუალებათა ორგანიზაციაა“; იგი მოცემულ ტერიტორიაზე მიტაცების პროცესის სიტემატიზაციას წარმოადგენს.4 დანაშაული, საუკეთესო შემთხვევაში გამოყენებული და შემთხვევითია, ხოლო პარაზიტობა - წარმავალი; მოძალადეობრივი, პარაზიტული ცხოვრება ნებისმიერ დროს მსხვერპლის წინააღმდეგობის შედეგად შეიძლება აღიკვეთოს. სახელმწიფო კი კერძო საკუთრების დატაცების დაკანონებულ, ორგანიზებულ და სისტემატიზებურ არხს წარმოადგენს; ის საზოგადოების პარაზიტული კასტისთვის სრულიად გარკვეულ, უსაფრთხო და შედარებით მშვიდობიან საცხოვრისს უზრუნველყოფს.5 ვინაიდან მიტაცებას ყოელთვის თავისუფალი ბაზარი უძღვის წინ. სახელმწიფო „საზოგადოებრივი კონტრაქტის საფუძველზე“ არასოდეს შექმნილა; ის ყოველთვის დაპყრობისა და ექსპლუატაციის შედეგად ჩნდებოდა. ამის კლასიკური მაგალითი დამპყრობელი ტომის მოქმედებაა, რომელიც დაპყობილი ხალხის ძარცვისა და განადგურების საუკუნეებით გამოცდილი ხერხის გამოყენებისაგან თავს იკავებს, ვინაიდან აცნობიერებს, რომ ძარცვის დროში განვრცობა უფრო გრძელვადიანი და უსაფრთხო ბატონობის საშუალებას იძლევა, ხოლო საერთო მდგომარეობა უფრო ასატანი გახდება, თუკი დაპყრობილ ტომებს ცხოვრებისა და წარმოების საშუალება დამპყრობლებთან თანაცხოვრების პირობებში მიეცემათ, ამ უკანასკნელთა სასარგებლოდ ყოველწლიური ბეგარის გადახდის საფასურად.6 სახელმწიფოს შექმნის ერთი ხერხი შეიძლება შემდეგნაირად აღიწეროს: ყაჩაღების ჯგუფმა ძალის გამოყენებით სამხრეთ „რურიტანიის“ გარკვეული ნაწნილის დამორჩილება და გარკვეული დროის მანძილზე ამ ძალაუფლების შენარჩუნება შეძლო. ამასთან, ყაჩაღების ბელადმა თავი „სუვერენული და დამოუკიდებელი „სამხრეთ რურუტანიის“ სახელმწიფოს მეფედ“ გამოაცხადა; მაშასადამე, თუკი ის და მისი მემკვიდრეები შეძლებენ თავიანთი განმგებლობის შენარჩუნებას, დროთა განმავლობაში, ახალი სახელმწიფო „ეროვნებათა ოჯახს“ შეუერთდება და ყაჩაღთა ყოფილი ხელმძღვანელები კანონიერ დიდგვაროვნებად გარდაიქმნებიან.
როგორ ინარჩუნებს სახელმწიფო თავსის თავს?
სახელმწიფოს დაარსებიდანვე მმართველი ჯგუფის ანუ „კასტის“ მთავარი საზრუნავი თავიანთი ძალაუფლების შენარჩუნება ხდება.7 ვინაიდან ძალმომრეობა მათი modus operandi ანუ მოქმედების წესია, მათთვის ყველაზე მთავარ და მუდმივ საზრუნავს იდეოლოგია წამოადგენს. მმათველობის შენარჩუნებისათვის ნებისმიერ ხელისუფლბას (არა მხოლოდ „დემოკრატიულ“ ხელისუფლებას) თავისი ქვეშევდომების უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება. აღსანიშნავია, რომ აუცილებელი არ არის, ამას აქტიური ენთუზიაზმის სახე ჰქონდეს; სრულიად შესაძლებელია, რომ ეს ბუნებრივი გარდაუვალობის წინაშე პასიურ დათმობას დაემსგავსოს. მაშასადამე, მხარდაჭერა გარკვეული აღიარების სახით აუცილებელია; წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო მოხელეთა უმცირესობას, საბოლოო ჯამში საზოგადოების უმეტესობის აქტიური წინააღმდეგობა გადაწონის. ვინაიდან მიტაცება მხოლოდ წარმოების ნამატიდან არის შესაძლებელი, შეუვალი ჭეშმარიტებაა, რომ სახელმწიფოს შემადგენელი კლასები - დაქირავებული ბიუროკრატია (და დიდგვაროვანნი) - ქვეყნის მოსახლეობის უმცირესობას უნდა წარმოადგენდნენ, თუმცა, რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ მოსახლეობის მნიშვნელოვან ჯგუფებში უამრავი მომხრე შეიძინონ. ამიტომ, მმართველთა უმთავრეს ამოცანას მოსახლეობის უმრავლესობის ქმედითი მხარდაჭერის ან მორჩილების მუდმივი უზრუნველყოფა წარმოადგენს.8. 9
რა თქმა უნდა, მხარდაჭერის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ხერხი კანონიერი ეკონომიკური ინტერესების შექმნაში მდგომარეობს,. შესაბამისად, მეფე მარტო ვერ შეძლებს მართვას; მას მოხელეთა მნიშვნელოვანი ჯგუფი უნდა ჰყავდეს, რომელიც ისარგებლებს ამ კანონების პირობებით. მაგალითად, სახელმწიფო აპარატის წევრები, როგორიცაა დაქირავებული ბიუროკრატია ან გაძლიერებული დიდგვაროვნები.10 თუმცა, ეს ხერხი მხოლოდ სამეფო ტახტის ყველაზე თავდადბული მომხრეების უმცირესობას უზრუნველყოფს, ხოლო უმრავლესობის მხარდაჭერის მოსაპოვებლად უხვი სუბსიდიებისა და პრივილეგიების გაცემაც კი არასაკმარისია. ხელისუფლების მნიშვნელობის აღიარებისათვის, უმრავლეობა იდეოლოგიურად დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მისი ხელისუფლება კარგი, გონიერი და, უკიდურეს შემთხვევაში, გარდაუვალია. ამასთან, უდავოდ, უკეთესია ვიდრე ყველა სხვა სავარაუდო ალტერნატივა. ხალხში ამ იდეოლოგიის გავრცელება „ინტელექტუალთა“ სასიცოცხლო საზოგადოებრივი ამოცანაა. ადამიანთა მასები სხვებისგან დამოუკიდებლად, ვერც საკუთარ იდეებს აყალიბებენ და ვერც მათ ჭეშმარიტ არსს ჭვრეტენ. ისინი მორჩილად მიყვებიან იმ იდეებს, რომლებიც ინტლექტუალთა გარკვეული წრის მიერ ყალიბდება და ვრცელდება. შესაბამისად, საზოგადოებრივ აზრს ინტელექტუალები აყალიბებენ. ხოლო რამდენადაც ეს არის სწორედ ის მოსაზრება, რომელიც სახელმწიფოს ყველაზე მეტად სჭირდება, სახელმწიფოსა და ინტელექტუალებს შორის ძირძველი კავშირის საფუძველი ცხადი ხდება.
აშკარაა, რომ სახელმწიფოს ინტელექტუალები ესაჭიროება. თუმცა არც ისე ცხადია, თუ რისთვის სჭირდებათ სახელმწიფო ინტელექტუალებს. სიმარტივისთვის, ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ თავისუფალ ბაზარზე ინტელექტუალების საარსებო წყარო სათანადოდ დაცული არასოდეს არ არის. ასეთ შემთხვევაში ისინი ხალხის მასების ღირებულებებსა და არჩევანზე უნდა იყვნენ დამოკიდებული, ხოლო მასებს სწორედ ის ახასიათებთ, რომ საზოგადოდ მათი დაინტერესება ინტელექტუალური საკითხებით ძალიან დაბალია. მეორე მხრივ, სახელმწიფო ინტელექტუალებს სახელმწიფო აპარატში დაცულ და მუდმივ სამსახურს სთავაზობს, რაც მათ შემოსავლებითა და პრესტიჟით უზრუნველყოფს. ასეთ შემთხვევაში, სამოხელეო აპარატის შემადგენელ ნაწილად გადაქცეული ინტელექტუალები, ხელისუფალთა სამსახურისთვის ღირსეულად დაჯილდოვდებიან.11
სახელმწიფოსა და ინტელექტუალებს შორის ალიანსი სიმბოლურად მე-19 საუკუნეში ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორების დაუოკებელ სურვილში წარმოჩინდა, რაც „ჰოჰენცოლერის სამეფო სახლის ინტელექტუალური დაცვის“ ჩამოყალიბებას გულისხმობდა. სადღეისოდ, ნება მოგვეცით, მარქსისტული მიმდინარეობის გამოჩენილი მეცნიერის მიერ, პროფესორ ვითფოგელის ძველი აღმოსავლური დესპოტიზმის შესახებ გამოქვეყნებული კრიტიკული შრომის მიმართ ბრალდებას მივაქციოთ ყურადღება: „ცივილიზაია, რომელსაც ვიტფოგელი ასე მწვავედ ესხმის თავს, იყო ის, რომელსაც შეეძლო პოეტებისა და მეცნიერების ოფიციალურ პირებად გადაქცევა“12 უამრავი მაგალითიდან სახელმწიფოს თანამედროვე სტრატეგიის გამოყოფა შეგვიძლია, რომლიც „ცნიერების“ ხელისუფლების ძალადობის იარაღად, სამხედრო სამსახურის „პატივცემულ“ ლაქიად გადაქცევისკენაა მიმართული.13 ოფიციალური, ანუ „კარის“ ისტორიკოსობა აგრეთვე იქცა „საპატიო“ თანამდებობად. მისი დანიშნულება ხელისუფალთა შეხედულებების გავრცელებაა, როგორც საკუთარი, ისე წინაპრების ქმედებების შესახებ.14
სახელმწიფოსა და მის ინტელექტუალებს უამრავი სხვადასხვა არგუმენტი ჰქონდათ, რომ ქვეშევრდომები მათი მმართველობისადმი მორჩილებაში დაერწმუნებინათ. ძირითადად არგუმენტები შეიძლება შემდეგნაირად დაჯამდეს; ა) სახელმწიფოს მმართველები დიდებული და ბრძენი ადამიანები არიან (ისინი „ღვთის ნებით განაგებენ“, ისინი ხალხთა შორის „რჩეულნი“ არიან, ისინი „სამეცნიერო ექსპერტები“ არიან), გაცილებით უფო დიადნი და გონიერნი, ვიდრე ღირსეულნი, თუმცა საკმაოდ ზერელე ქვეშევრდომები; ბ) ხელისუფლების განსაზღვრული მმართველობა გარდაუვალი, სრულიად აუცილებელი და გაცილებით უკეთესია, ვიდრე ენით აუწერელი ბოროტება, რომელიც მის დამხობას მოყვება. კავშირი სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ერთობ წარმატებული იდეოლოგიური მეთოდი იყო. მმართველი ან ღვთის მიერ იყო კურთხეული ან, როგორც აღმოსავლური დესპოტიებში ერთპიროვნული მმართველობის უამრავ შემთხვევაში - თავად იყო ღმერთი და აქედან გამომდინარე, ნებისმიერი წინააღმეგობა მისი მმართველობის მიმართ ღვთისგმობად მიიჩნეოდა. სახემწიფო საქმეებში სასულიერო პირების მონაწილეობის ინტელექტუალური დანიშნულება ხალხის მხარდაჭერისა და თაყვანიცემის მოპოვებ იყო.15
კიდევ ერთი წარმატებული ხერხი, ნებისმიერი განსხვავებული მმართველობისა თუ უმთავრობობის სისტემების მიმართ შიშის ჩანერგვა იყო. ისე იყო მოწყობილი, რომ მოქმედი მმართველები მოქალაქეებს იმ სასიცოცხლო მომსახურებთ უზრუნველყოფდნენ, რისთვისაც ისინი ყველაზე უფრო მადლიერნი უნდა დარჩენილიყვნენ: ცალკეული დამნაშავეებისა და მკვლელებისგან დაცვა-მიტაცებაზე საკუთარი მონოპოლიის შესანარჩუნებლად, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებდა კერძო და უსისტემო დამნაშავეობის მინიმალური დონის შესანარჩუნებლად. სახელმწიფო თავისი უსაფრთხოების მიმართ ყოველთვის ყურადღებიანი იყო. გასულ საუკუნეებში, სახელმწიფო განსაკუთრებული წარმატებით „სხვა“ სახელმწიფოების მმართველებისადმი შიშის ჩანერგვას ახერხებდა. ვინაიდან დედამიწა სხვადასხვა სახელმწიფოებს შორის იყო დანაწილებული, სახელმწიფო მცდელობა მიმართული იყო საკუთარი თავის იმ ტერიტორიასთან გაიგივებისკენ, რომელსაც თავად მართავდა. ვინაიდან, ადამიანთა უმეტესობას საკუთარი სამშობლო უყვარს, შესაბამისი მიწისა და იქ მცხოვრები ხალხის სახელმწიფოსთან გაიგივება ბუნებრივი პატრიოტიზმის სახელმწიფოს სასაგებლოდ ასამოქმედებელი საშუალება იყო. თუკი „რურიტანიას“ თავს „ვოლდავია“ დაესხმებოდა, სახელმწიფოსა და მის ინტელექტუალთა პირველი ამოცანა „რურიტანელთა“ დარწმუნება იყო, რომ ეს თავდასხმა მთლიანად ხალხის და არა მხოლოდ მმართველი კასტის წინააღმდეგ იყო მიმართული. ამ გზით, მმართველებს შორის დაპირისპირება იმ ხალხებს შორის ომად გადაიქცა, რომლებიც საკუთარი მმართველობის დასაცავად იმ მცდარი რწმენით გამოდიოდნენ, რომ თითქოს ხელისუფალნი იცავდნენ მათ. დასავლურ ცივილიზაციაში „ნაციონალიზმის“ამგვარი მექანიზმის წარმატება მხოლოდ გასულ საუკუნეებში გამოიკვეთა; არც თუ დიდი ხნის წინ კი, ქვეშევრდომთა უმრავლესობა ომებს დიდებულთა შორის უსარგებლო კინკლაობად მიიჩნევდა.
იდეოლოგიური იარაღი, რომლითაც საუკუნეების განმავლობაში სახელმწიფო სარგებლობდა მრავალფეროვანი და დახვეწილი იყო. ერთ-ერთი საუკეთესო იარაღი ტრადიცია იყო. რაც უფრო დიდხანს ინარჩუნებდა თავს სახელმწიფო წყობილება, მით უფრო ძლიერი იყო ეს იარაღი. აქედან გამომდინარე, საუკუნეების განმავლობაში, X დინასტია ან Y სახელმწიფო მათი ტრადიციების საფუძველზე ფასდებოდა.16 წინაპართა ზოგადი თაყვანისცემა, წარსულის მავან მმართველთა არც თუ ისე დახვეწილ თაყვანისცემაში გადაიზარდა. სახელმწიფოსთვის ყველაზე დიდი საფრთხე დამოუკიდებელი ინტელექტუალური კრიტიკაა. არ არსებობს უფრო უკეთესი მეთოდი კრიტიკის ჩასახშობად, ვიდრე თავდასხმა ყოველ განსხვავებულ აზრზე და ყოველ პიროვნებაზე, რომელიც ახალ ეჭვს გამოთქვამს, იმ მოტივით, რომ თითქოს ის მკრეხელურად ხელყოფს მისსავე წინაპართა სიბრძნეს. კიდევ ერთი ქმედითი იდეოლოგიური იარაღი, პიროვნების დათრგუნვა და საზოგდოებაში კოლექტივიზმის აღზევებაა. რამდენადაც ნებისმიერი წესი საჭიროებს უმრავლესობის აღიარებას, ნებისმიერი იდეოლოგიური საფრთხე, რომელიც შეიძლება ამ წესს დაემუქროს, აუცილებლად ერთი ან რამდენიმე დამოუკიდებლად მოაზროვნე პიროვნებისაგან აღმოცენდება. ახალი იდეა, მით უმეტეს ახალი კრიტიკული იდეა, აუცილებლად უმცირესობის შეხედულებიდან ვითარდება; ამიტომ სახელმწიფომ ნებისმიერი ახალი იდეა, რომელსაც შეუძლია მიიპყროს მასების ყურადღება, ჩანაახშივე უნდა გააქილიკოს და მოსპოს. ისეთი გამონათქვამები, როგორნიცაა „უსმინეთ მხოლოდ თქვენს ძმებს“ ან „ანგარიში გაუწიეთ საზოგადოებას“ პიროვნული თვითმყოფადობის ჩახშობის იარაღად იქცა.17 ამ გზით, მასები ნაბიჯს ვერასოდეს გადადგამენ, თავიანთი ბატონების ნების გარეშე.18 სახელმწიფოსთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი მმართველობა გარდაუვალ აუცილებლობად წარმოაჩინოს; იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ხელისუფლების მმართველობა მოსაწონი არააა, მის მიმართ მხოლოდ პასიური კრიტიკა ისმის, იმ ცნობილი აზრის დასტურად, რომ „სიკვდილი და გადასახადები“ გარდაუვალია. ამის ერთ-ერთი ხერხი, პიროვნული თავისუფლების საპირისპიროდ ისტორიული დეტერმინიზმის გამოყენებაა. თუ ჩვენ X დინასტია გვმართავს, ეს ისტორიის ულმობელი კანონების (ან ღვთის ნების, ან უზენაესის, ან მატერიალური საწარმოო ძალების) შედეგია და არც ერთ უსუსურ ინდივიდს არ ძალუძს შეცვალოს ეს შეუვალი განკარგულება. სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ ქვეშევრდომებს „ისტორიული შეთქმულებების თეორიების“, ისევ როგორც თავად „შეთქმულბისა“ და მათი მიზეზების ძიებისადმი და ისტორიულ დანაშაულებებზე პასუხისმგებელი პირების გამორკვევისადმი ზიზღი ჩაუნერგოს. თუკი რამენაირად, სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი ნებისმიერი ტირანია, ან მოღალატეობა, ან დაპყრობითი ომები, გამოწვეული იყო არა სახელმწიფო მმართველობით, არამედ საიდუმლო და უხილავი „საზოგადოებრივი ძალებით“, ან სამყაროს უკუღმართობით, და როგორღაც მიმდინარე მოვლენებზე ყველა პასუხისმგებელის („ჩვენ ყველა მკვლელები ვართ“ ღაღადებს ერთ-ერთი ლოზუნგი), მაშინ ხალხის შეშფოთებასა და დანაშაულისადმი შეწინააღმდეგებას არავითარი აზრი არ აქვს. გარდა ამისა, „შეთქმულების თეორიებზე“ თავდასხმა ნიშნავს, რომ ქვეშევრდომები უფრო ადვილად ირწმუნებენ მოსაზრებებს „საყოველთაო კეთილდღეობის“ შესახებ, რომელსაც სახელმწიფო ყოველთვის წინ წამოწევს, როცა თავის ძალადობრივ ქმედებებში მათი ჩარევა სურს. „შეთქმულების თეორიას“ შეუძლია, რომ სხელმწიფოს იდეოლოგიური პროპაგანდის მიმართ მოსახლეობის ეჭვი გამოიწვიოს და სისტემა მწყობრიდან გამოიყვანოს.
სახელმწიფოს ნება-სურვილისადმი ქვეშევრდომების დამორჩილების კიდევ ერთი ნაცადი და გამოცდილი ხერხი, მათში დანაშაულის შეგრძნების გაღვიძებაა. პირადი კეთილდღეობის ნებისმიერ ზრდას თავს ესხმიან, როგორც „უსაზღვო სიძუნწეს“, „მატერიალიზმს“, ან „მეტისმეტ სიმდიდრეს“; მოგების ძიებას უპირისპირდებიან, როგორც „ექსპლუატაციას“ და „მევახშეობას“; ურთიერთსასარგებლო საქონელგაცვლები ფასდება, როგორც „ეგოიზმი“. ასეა თუ ისე, დასკვნა ყოველთვის გულისხმობს, რომ კერძოდან „საზოგადოებრივ სექტორში“ სულ უფრო მეტი სასიცოცხლო სახსრები უნდა გადაიქაჩოს. დანაშაულის შეგრძნება საზოგადოებას სწორედ ასეთ ქცევას აიძულებს. ამდენად, როცა პიროვნებები „ეგოისტურ სიძუნწეს“ ავლენენ, ივარაუდება, რომ საქონელგაცვლებში სახელმწიფო მმართველთა ტლანქი ჩარევა, მათი მხრიდან ამაღლებული და უფრო კეთილშობილური მიზნებისადმი ერთგულებაზე მიუთითებს. თითქოს პარაზიტული მტაცებლობა, მშვიდობიან და ნაყოფიერ საქმიანობასთან შედარებით, უფრო მორალური და ესთეტიკურად ამაღლებული საქციელია.
დღევანდელ სეკულარულ დროში, სახელმწიფოსადმი ღვთისგან ბოძებულ უფლებებს ახალი ღმერთის - მეცნიერეიბისადმი ვედრებაც დაემატა. სახელმწიფო ამჯერად ექსპერტების მიერ უმაღლეს სამეცნიერო დონეზე გათვლილ ქმნილებად გამოცხადდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, რომ გასულ საუკუნესთან შედარებით „გონებას“ თითქოს უფრო ხშირად უხმობენ, სინამდვილეში ეს პიროვნებათა ჭეშმარიტი შესაძლებლობებისა და მათი თავისუფალი ნების გამოვლენისკენ მოწოდებას როდი წარმოადგენს. არამედ ისევ და ისევ კოლექტივიზმისა და დეტერმინიზმის სახესხვაობაა, რომელიც კვლავ კრებით მაჩვენებლებს იყენებს და ხელისუფალთა მიერ პასიურ ქვეშევრდომთა ძალადობრივ მანიპულირებას გულისხმობს.
სამეცნიერო ცნებების მზარდმა გამოყენებამ, სახელმწიფოს სამსახურში მდგომ ინტელექტუალებს სახელმწიფო მმართველობის განდიდების არქაული გზა გაუხსნა, რაც ხალხში მხოლოდ ირონიას იწვევდა. ქურდი, რომელიც თავის საქციელს მსხვერპლის ქმედითი დახმარების სურვილით ამართლებდა, რაც ნაქურდალის საცალო ვაჭრობის გამოსაცოცხლებლად გამოყენებას გულისხმობს, ცოტას თუ დაარწმუნებს. მაგრამ თუკი თეორია კეინსიანური განტოლებათა სისტემითა და „მულტიპლიკაციის ეფექტის“ შთამბეჭდავი განმარტებებით ინიღბება, სამწუხაროდ მას დამაჯერებლობა ემატება. შედეგად, საღი აზრი ისევ და ისევ ითრგუნება. ასე რომ ეს ამოცანა ყველა დროში თავისებურად წყდება.
ამრიგად, იდეოლოგიურ მხარდაჭერას სახელმწიფოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. სახელმწფო მუდმივად უნდა ეცადოს, რომ სზოგადოება თავის „ლეგიტიმურობაში“ დაარწმუნოს და საკუთარი საქმიანობა ჩვეულებრივი ყაჩაღების მოქმედებისაგან გამოარჩიოს. მისი გაუნელებელი თავდასხმები „საღ აზრზე“ შემთხვევითი არაა, რის შესახებაც ბატონი მენკენი ნათლად მიგვანიშნებდა:
„საშუალო ადამიანი, მიუხედავად თავისი მრავალი შეცდომისა, სულ მცირე, თვალნათლივ, იმას მაინც ხედავს, რომ ხელისუფლება არის რაღაც, რაც მისგან და მისი მსგავსი ადამიანებისგან განცალკევებით არსებობს; ამასთან, ეს არის განცალკევებული, დამოუკიდებელი და მტრული ძალა, რომელიც მის კონტროლს მხოლოდ ნაწილობრივ ექვემდებარება და მისთვის დიდი უბედურების მოტანა შეუძლია. არის თუ არა მისი უმნიშვნელობის დასაბუთება, რომ ყველგან, სახელმწიფოს გაძარცვა უფრო ნაკლები მნიშვნელობის დნაშაულად მიიჩნევა, ვიდრე ცალკეული ადამიანის ან თუნდაც კორპორაციის გაქურდვა? ის, რაც ყოველივე ამის უკან ძევს, ჩემი აზრით, ხელისუფლებასა და მის მიერ მართულ ადამიანთა შორის ღრმა ანტაგონიზმის შეგრძნებაა. მას აღიქვამენ არა როგორც სამოქალაქო კომიტეტს, რომელსაც ირჩევენ, რომ მთელი მოსახლეობის კომუნალური მომსახურება უზრუნვლყოს, არამედ როგორც განცალკევებულ და დამოუკიდებელ კორპორაციას, რომელიც ძირითადად თავისი წევრების სასარგებლოდ დანარჩენი მოსახლეობის ექსპლუატაციისთვის არის განკუთვნილი... როდესაც კერძო მოქალაქე იძარცვება, ღირსეული ადამიანი თავისივე შრომისა და რუდუნების ნაყოფს კარგავს. როცა სახელმწიფო იძარცვება, ყველაზე უარესი, რაც ამ დროს ხდება ის არის, რომ ზოგიერთ თაღლითსა და უსაქმურს გართობისათვის უფრო ცოტა ფული რჩება, ვიდრე მანამდე ჰქონდა. თვალსაზრისი, რომ ეს ფული გამომუშავებული ჰქონდათ, არასოდეს ყოფილა გაზიაებული. გონიერი ადამიანების უმრავლესობისათვის ეს სასაცილოცაა“19
როგორ აჭარბებს სახელმწიფო თავის უფლებამოსილებებს?
როგორც ბერტრან დე ჟუვენელმა გონივრულად აღნიშნა, საუკუნეთა მანძილზე ადამიანები სახელმწიფო მმართველობაზე თვალყურის დევნებასა და მისთვის უფლებამოსილების საზღვრების დადგენის მიზნით მრავალგვარ კონცეფციას აყალიბებდნენ. ხოლო სახელმწიფო, თავის ინტელექტუალი მოკავშირეების მეშვეობით, ერთიმეორის მიყოლებით ახერხებდა ამ კონცეფციების თავისი გადაწყვეტილებებისა და ქმედებების ლეგიტიმურობისა და ღვთისმოსაობის დასადასტურებლად გამოეყენებინა. თავდაპირველად, დასავლეთ ევროპაში ღვთით ბოძებული სუვერენიტეტის კონცეფცია ამყარებდა შეხედულებას, რომ მეფეებს მხოლოდ ღვთიური კანონის თანახმად შეუძლიათ მართონ. მეფეებმა ეს კონცეფცია გამოიყენეს მათი ნებისმიერი ქმედების ღვთისგან მომდინარეობის დასადასტურებლად. საპარლამენტო დემოკრატიის კონცეფცია ჩაისახა, როგორც აბსოლუტურ მონარქიაზე სახალხო მეთვალყურეობის ხერხი, ხოლო დასრულდა პარლამენტით, რომელიც სახელმწიფოს შემადგენელ მნიშვნელოვან ნაწილად იქცა და რომლის ყველა გადაწყვეტილება სავსებით სუვერენულია. როგორც ბერტრან დე ჟუვენელი ასკვნის:
სახელმწიფოს უფლებამოსილების შეზღუდვის ესა თუ ის ხერხი სახელმწიფო სუვერენიტეტის მოძღვრების არაერთ ავტორს აქვს დამუშავებული. მაგრამ საბოლოოდ, ყველა ასეთმა მოძღვრებამ, ადრე თუ გვიან, თავისი საწყისი მნიშვნელობა დაკარგა და ხელისუფლების დამხმარე მძლავრ ბერკეტად გადაიქცა.20
ყველა სხვა მოძღვრების მსგავსად: ჯონ ლოკთან და ადამიანის უფლებების დეკლარაციაში ასახული პიროვნების „ბუნებითი უფლებები“, გადაიქცა რიგით მოთხოვნად „მუშაობის უფლებებზე“; უტილიტარიზმმი თავისუფლების მხარდაჭერას განზე გაუდგა და სახელმწიფოს მხრიდან თავისუფლების ხელყოფისადმი წინააღმდეგობის გაწევის უაზრობის დასაბუთება მიჰყო ხელი და ა.შ.
რა თქმა უნდა, ყველაზე პატივმოყვარე მცდელობა, რომ ხელისუფლება შეეზღუდათ და რაღაც საზღვრებში მოექციათ, ადამიანის უფლებების დკლარაცია და ამერიკის კონსტიტუციის სხვა შემზღუდველი მონაკვეთები იყო. მათში წერილობით დადგენილი სახელისუფლო საზღვრები ძირეულ კანონად გადაიქცა, რომელთა ინტერპრეტაციის უფლება სასამართლოს მიენიჭა, ხელისუფლების ყველა სხვა განშტოებებისგან დამოუკიდებლად. ყველა ამერიკელისათვის ცნობილია, რომ გასული საუკუნის განმავლობაში კონსტიტუციური შეზღუდვები განუწყვეტლივ მცირდებოდა. მაგრამ პროფესორ ჩარლზ ბლეკის მსგავსი გამჭრიახობა ცოტას თუ აღმოაჩნდა, რომ ამ პროცესში დაენახა, თუ როგორ შეძლო სახელმწიფომ, თავად სამართლის შემზღუდველი ბუნების საკუთარი მოქმედებების ლეგიტიმურობის მინიჭების ხერხად გადაქცევა. თუკი სამართლებრივი გადაწყვეტილება „არაკონსტიტუციურობის“ შესახებ შეიძლება ხელისუფლების ძალუფლების შესაზღუდად იქნეს გამოყენებული, „კონსტიტუციურობის“ შესახებ აშკარა თუ ფარული განჩინება, წარმოადგენს უძლიერეს იარაღს მოსახლეობის დასარწმუნებლად, რომ კიდევ უფრო გაძლიერებული სახელმწიფო ძალაუფლება აღიარონ.
პროფესორი ბლეკი თავის ანალიზს ნებისმიერი ხელისუფლებისთვის „ლეგიტიმურობის“ გადამწყვეტ მნიშვნელობაზე მითითებით იწყებს. ლეგიტიმურობა გადამწყვეტი უმრავლესობის მიერ ხელისუფლებისა და მისი ქმედებების აღიარებას ნიშნავს.21 ლეგიტიმურობის აღიარება მნიშვნელოვანი პრობლემა ხდება ისეთ ქვეყანაში, როგორიც ამერიკს შეერთებული შტატებია, სადაც ,,ქმედითი შეზღუდვები ჩანერგილია იმ თეორიაში, რომელსაც სახელმწიფიო ეფუძნება“. ის, რაც აუცილებელია ამატებს ბლეიკი, არის საშუალებები, რითაც ხელისუფლება მოსახლეობის დარწმუნებას შესძლებს, რომ მისი მზარდი ძალაუფლება ჭეშმარიტად „კონსტიტუციურია“ და ბლეიკის დასკვნით, სამართლებრივი ზედამხედვ ელობის მთავარი ისტორიული დაიშნულება სწორედ ეს იყო.
ნება დავრთოთ ბლეიკს, რომ საკითხი თავად წარმოგვიდგინოს:
„მთავრობისათვის უდიდესი რისკი ნდობის დაკარგვა და მოსახლეობაში დამცირების გრძნობის ფართოდ გავრცელებაა, ხოლო ხელისუფლების მიერ ზნეობრივი ძალაუფლების დაკარგვა, როგორც ასეთი, შესაძლებელია ძალდატანების, ინერციის ან მიმზიდველი და დროული ალტერნატივის არარსებობის გამო დიდხანს შენარჩუნდეს. შეზღუდული ძალაუფლების მქონე ხელისუფლების პირობებში მცხოვრები თითქმის ყველა ადამიანი, ადრე თუ გვიან, ხელისუფლების გარკვეულ ზემოქმედებას განიცდის, რასაც პირადი შეხედულებით აფასებს, როგორც ხელისუფლების მიერ ძალაუფლების გადამეტებას ან მთავრობის უშუალო შეზღუდვების დარღვევას. ადამიანს სამხედრო სავალდებულო სამსახურში იწვევენ, თუმცა კონსტიტუციაში სამხედრო ვალდებულების შესახებ არაფერი მოიპოვება... ფერმერს ეუბნებიან, თუ რამდენი ხორბლის მოყვანა შეუძლია; მას სჯერა და ხედავს, რომ მასთან ერთად, ზოგიერთ პატივსაცემ ადვოკატსაც სწამს, რომ ხელისუფლებას არ აქვს უფლება უთხრას მას, თუ რამდენი ხორბლის მოყვანა შეუძლია, ისევე როგორც ვერ მიუთითებს, თუ ვისზე დააქორწინოს თავისი ქალიშვილი. ფედერალურ ციხეში ადამიანს თავისი სათქმელის გამო ამწესებენ, რომელიც თავის საკანში ბოლთას სცემს და იმეორებს... „კონგრესმა არ უნდა მიიღოს კანონი, რომელიც შეზღუდავს სიტყვის თავისუფლებას“... მეწარმეს ეუბნებიან, თუ რა საკითხი შეუძლია ან ვალდებულია, რომ წამოჭრას კარაქის თქვეფის შესახებ. საკმაოდ რეალურია საფრთხე, რომ ყველა (და ვინ მიეკუთვნება მათ რიცხვს?) ხელისუფლების შეზღუდვის კონცეფციას ამავე შეზღუდვების ზრდის მაჩვენებელ ყოველდღიურობას (როგორც თვითონ ხედავს) დაუპირისპირებს და ცალსახად წამოჭრის საკითხს ხლისუფლების სტატუსის ლეგიტიმურობის შესახებ“.22
ამ საფრთხის თავიდან აცილება ჩაფიქრებულია სახელმწიფოს მიერ განსახილველად წარმოგენილი იმ მოძღვრებით, რომ კონსტიტუციისადმი შესაბამისობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლებას მხოლოდ ერთი უწყება უნდა ფლობდეს და ეს უწყება, საბოლოოდ, ფედერალური ხელისუფლების ნაწილი უნდა იყოს.23 ფედერალური მართლმსაჯულების მოჩვენებითი დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანწილად განაპირობებს, რომ ხალხის უმრავლსობისათვის მისი საქმიანობა „წმინდა წერილის“ გამოცხადების ტოლფასია. გარდა ამისა, არანაკლები სიმართლეა ის, რომ მართლმსაჯულება ხელისუფლების აპარატის ნაწილი და მისივე აღმასრულებელი და საკანონმდებლო განშტოებების მიერ შეკოწიწებული უწყებაა. ბლეკი ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფოს მიერ საკუთარი თავის მოსამართლედ აღზევება, მისსავე კეთილდღეობას ემსახურება და ხელყოფს მართლმსაჯულების ძირეულ პრინციპს, რისი მიზანიც სამართლიანი გადაწყვტილების მიღებაა. ამასთან, უხეშად უარყოფს ნებისმიერ ალტერნატიულ შესაძლებლობას.24
„შემდგომი პრობლემა ისაა“, ამატებს ბლეკი, „რომ მოიძებნოს სახელისუფლო გადაწყვეტილებების მიღების ისეთი ბერკეტები, რომლებიც შესაძლო მინიმუმამდე შეამცირრებს უკმაყოფილებას იმ ფაქტისადმი, რომ მთავრობა თვითონაა თავისივე ქმედებების მოსამართლე. ამ მიღწევის შემდეგაც, თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ იმედი იქონიოთ, რომ თეორიულად ჯერ კიდევ საფუძვლიანი უკმაყოფილება ძალას დაკარგავს და მართლმსაჯულება აღიარებას მოიპოვებს“25.
საბოლოოდ ბლეკი ასკვნის, რომ სახელმწიფოს მიერ თავისივე საკეთილდღეოდ განხორციელებული მართლმსაჯულების შედეგად სამართლიანობის და კანონიერების მიღწევა „რაღაც ჯადოსნობაა“.26
როდესაც ამ მოსაზრებას, უზენაესი სასამართლოსა და „ახალი მიდგომის“ მომხრეებს შორის ცნობილ დაპირისპირებასთან დაკავშირებით იყენებს, პროფესორი ბლეკი „ახალი მიდგომის“ მომხრე კოლეგებს სასამართლო წინააღმდეგობის აუცილებლობის ძაგებისას არაშორსმჭვრეტელობაში ადანაშაულებს:
„უზენაესი სასამართლოსა და „ახალი მიდგომის“ შესახებ გავრცელებულ შეხედულებას, მიუხედავად იმისა, რომ საქმის ვითარებას სათანადოდ გადმოსცემს, ყურადღება მთავარიდან განზე გადააქვს... ის წინ არსებულ სიძნელეებს წამოსწევს; სრულებით ივიწყებს იმას, თუ როგორ შემოტრიალდა ყველაფერი ასე სავალალოდ. ამ ყველაფრის შედეგი იყო (რასაც ხაზი მინდა გავუსვა) ის, რომ ოცდაოთხი თვის წინააღმდგობის შემდეგ... უზენაესმა სასამართლომ, კანონში ყოველგვარი ცვლილებების შეტანის გარეშე, თნხმობა გასცა „ახალი მიდგომის“ განხორციელებასა და ამერიკის მთელი ხელისუფლების ახლებურ მოწყობაზე“.27
ამ გზით, უზენაესმა სასამართლომ ამერიკელთა დიდ ნაწილს, რომელთაც ჰქონდათ საფუძვლიანი კონსტიტუციური სამხილები „ახალი მიდგომის“ მიმართ, წინააღმდგობის ყოველგვარი საფუძველი მოუსპო:
„რა თქმა უნდა, ყველა არ იყო კმაყოფილი. ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩაურევლობის (laissezfaire) შესახებ ბონი პრინც ჩარლის კონსტიტუციური მოთხოვნები, მეოცნებე ფანატიკოსების გულებს ისევ აღელვებს და დამთრგუნველი გაურკვევლობის სამფლობელოში აბრუნებს. თუმცა საზოგადოების მნიშვნელოვან ანგარიშგასაწევ ნაწილს ეჭვი უკვე აღარ ეპარება, რომ კონგრესის კონსტიტუციური უფლება იყო ემოქმედა ისე, როგორც ეს მან ეროვნული ეკონომიკის მიმართ გააკეთა. ჩვენ არ გვქონდა სხვა საშუალება, უზენაესი სასამართლოს გარდა, რომ „ახალი მიდგომისთვის“კანონიერება მიგვენიჭებინა“.28
ბლეკის აღიარებით, ერთერთი მთავარი პოლიტიკური თეორეტიკოსი, რომელმაც მეტწილად წინასწარვე გააცნობიერა ხელისუფლების კონსტიტუციური შეზღუდვების იდეაში ბზარის არსებობა, ჯონ ს. კალჰოუნი იყო. კალჰოუნი კი არ დაკმაყოფილდა „სასწაულით“, არამედ კონსტიტუციური პრობლემის ძირფესვიან განხილვას შეეცადა. თავის გამოკვლევაში, კალჰოუნმა მსგავსი კონსტიტუციური შეზღუდვების დარღვევის სახელმწიფოსთვის სახასიათო მიდრეკილება წარმოაჩინა:
„მიღებულ კონსტიტუციას ნამდვილად მრავალი და გასათვალისწინებელი უპირატესობა აქვს, მაგრამ დიდი შეცდომაა იმის ვარაუდი, რომ ხელსუფლების ძალაუფლების განმსაზღვრელი და შემზღუდველი დებულებების უბრალო დაწესება, მათი აღსრულების იმედით, იმის გარკვევის გარეშე, თუ ვის დასაცავად არიან ისინი შემოღებულნი, საკმარისი იქნება მთავარი, ან გაბატონებული ჯგუფის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად. ხელისუფლებაში მოსული ჯგუფები, იმ კონსტიტუციაზე დაყრდნობით, რომელიც სახელმწიფოს მიერ საზოგადოების დაცვას აუცილებელს ხდის, მხარს დაუჭერენ კონსტიტუციის მიერ მათთვის მეტი ძალაუფლების მინიჭებას და შეეწინააღმდეგებიან მათთვის რაიმე შეზღუდვების დაწესებას... მცირე ზომის, ან უფრო სუსტი ჯგუფი ამის საწინააღმდეგნო მიმართულებას აირჩევს და შეზღუდვების შემოღებას, გაბატონებული ჯგუფებისგან თავის დასაცავ აუცილებელ საშუალებად მიიჩნევს... მაგრამ სინამდვილეში არანაირი საშუალება არ არსებობს, რომლითაც ისინი მმართველ ჯგუფს შეზღუდვების დაცვას აიძულებენ, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი, რომელიც მათ რჩებათ კონსტიტუციის გამკაცრებაა... გაბატონებული ჯგუფი ამას ლიბერალურ კონსტიტუციას დაუპირისპირებს... ეს იქნება კონსტრუქცია კონსტრუქციის წინააღმდეგ - ერთი ხელისუფების ძალაუფლების საზღვრებს დააწესებს , მეორე კი, უსაზღვროდ გააფართოვებს მათ. მაგრამ რა სავარაუდო სარგებელი მოაქვს სუსტი ჯგუფისთვის მკაცრ შეზღუდვებს, გაბატონებული ჯგუფის ლიბერალურ მიდგომასთან შედარებით, როცა ამ უკანასკნელს ექნება სრული ძალაუფლება საკუთარი მიდგომა განახორციელოს, ხოლო სუსტი კი, ყველანაირად მოკლებული იქნება ამგვარ შესაძლებლობას? ასეთი უთანასწორო დავის შედეგი საეჭვო არაა. შეზღუდვების მომხრე ჯგუფი ზემაღალ ძალაუფლებას მიიღებს... ყველაფერი კი კონსტიტუციის უარყოფით დამთავრდება... შეზღუდვები გაუქმდება და ხელისუფლება უსაზღვრო ძალაუფლებას მოიპოვებს“.29
ერთ-ერთი პოლიტიკური მეცნიერი, რომელსაც კონსტიტუციის კალჰოუნისეული კვლევა მოსწონდა პროფესორი ჯ. ალენ სმიტი გახლდათ. სმიტი შენიშნავდა, რომ კონსტიტუცია ხელისუფლების ყოველგვარ ძალაუფლებაზე თვალყურის დევნებისა და გაწონასწორების მიზნით იყო შექმნილი და უზენაესი სასამართლო, როდესაც კანონის ინტერპრეტირების მონოპოლიური უფლება მიენიჭა, მხოლოდ მოგვიანებით შეიქმნა. თუკი, ფედერალური ხელისუფლება პიროვნების უფლებებში ცალკეული შტატების ჩარევის აღსაკვეთად შეიქმნა, თავად ფედერალური ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ვინღა აღკვეთს? სმიტი აღნიშნავდა, რომ კონსტიტუცია ყველა სახელისუფლო შტოზე თვალყურის მისადევნებლად და მათ გასაწონასწორებლად შეიქმნა, თითოელი მათგანის ძალაუფლების შეზღუდვის მიზნით, რათა საბოლოო ინტერპრეტაციის უფლება არც ერთ მათგანს არ ჰქონოდა: „ხალხი თვლიდა, რომ ახალ ხელისუფლებას თავისი უფლებამოსილების განსაზღვრა არ უნდა შეძლებოდა, რადგან ეს მას კონსტიტუციის ზემოთ დააყენებდა.“30
კალჰოუნის მიერ მოწოდებული გამოსავალი, რომელიც შემდგომ, მე-20 საუკუნეში, სმიტის მიერ იყო გამეორებული, რა თქმა უნდა, „პარალელური უმრავლესობის“ ცნობილ მოძღვრებას გულისხმობდა. თუკი ქვეყანაში ნებისმიერი თვალსაჩინო უმცირესობა, მით უმეტეს შტატების მთავრობები, დარწმუნდებოდნენ, რომ ფედერალური მთავრობა უფლებამოსილებას აჭარბებდა და უმცირეობის უფლებებში ერეოდა, უმცირესობას შეეძლებოდა ძალაუფლების ამგვარი გამოყენება არაკონსტიტუციურობის გამო აეკრძალა. ეს თეორია სახელმწიფო ხელისუფლებასთან მიმართებაში, შტატების იურისდიქციის ფარგლებში, ფედერალური კანონისა და მმართველობის „ნულიფიკაციას“ გულისხმობდა.
თეორიულად, ამგვარ კონსტიტუციურ წყობას უნდა უზრუნველყო, რომ ფედერალური ხელისუფლება შეაკავებდა შტატების მთავრობების მიერ ადამიანების პიროვნული უფლებების ნებისმიერ ხელყოფას, ხოლო თავის მხრივ შტატები, ფედერალური ძალაუფლების გადამეტებიდან დაიცავდნენ პიროვნებებს. და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შეზღუდვები არსებულზე უეჭველად უფრო შედეგიანი იქნება, კალჰოუნის მიერ შემოთავაზებულ გამოსავალში კვლავ უამრავი სირთულე და წინააღმდეგობაა. მართლაც, თუ კი ქვემდებარე ინსტიტუტს ვეტოს კანონიერი უფლება ექნება, მასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მაშინ რატომ უნდა შევჩერდეთ შტატებზე? რატომ არ უნდა მივანიჭოთ ვეტოს უფლება სოფლებს, ქალაქებს, ოლქებს? უფრო მეტიც, საკუთარი მოთხოვნები არა მხოლოდ კერძო პირებს, არამედ პროფესიულ, საზოგადოებრივ და სხვა მრავლ გაერთიანებას აქვს. რა ბედი ეწვევა ხაბაზის, მძღოლის და ნებისმიერ სხვა პროფესიის პირის მოთხოვნებს? მათ არ უნდა შეეძლოთ, რომ საკუთარ ცხოვრებაში სხვების ჩარევაზე უარი განაცხადონ? ყოველივე ამას ერთ მნიშვნელოვან დასკვნამდე მივყავართ: „ნულიფიკაციის“ თეორია სინამდვილეში მხოლოდ თავად სახელმწიფო დაწესებულებების უფლებამოსილებების დადგენას გულისხმობს. მოდით ნუ დავივიწყებთ, რომ ფედერალური და შტატების ხელისუფლება, ისევე როგორც მათი განყოფილებები, კვლავ სახელმწიფოს წარმოადგენენ და, შესაბამისად, კვლავ სახელმწიფოს და არა ცალკეული მოქალაქეების საჭიროებებით ხელმძღვანელობენ. რა დაიცავს კალჰოუნის სისტემას იმგვარი უკუქმედბისგან, როცა შტატები, მორჩილად ითმენენ ფედერალურ ხელისუფლების ძალმომრეობას? ან რა შეაკავებს ფედერალურ და შტატების ხელისუფლებებს, მოსახლეობის ერთობლივი ექსპლუატაციის მიზნით, ერთმანეთთან ურთიერთმომგებიანი კავშირების ჩამოყალიბებისგან? ხოლო თუ კერძო პროფესიულ ჯგუფებს ხელისუფლებაში გარკვეული „ფუნქციონალური“ წარმომადგენლობა ეყოლებათ, რა შეუშლის მათ ხელს, რომ თავიანთი მდგომარეობა გარკვეული სუბსიდიებისა და განსაკუთრებული პრივილეგიების მოსაპოვებლად ან საკუთარი წევრების კარტელებში იძულებით გასაწევრიანებლად არ გამოიყენონ?
მოკლედ, კალჰოუნი თავის მოსაზრებას პარალელიზმის შესახებ სკმარისად ღრმად არ განავრცობს: მას ის ცალკეული პიროვნებების დონემდე არ დაყავს. თუკი ყოველივე ამის მიზანია, რომ პიროვნების უფლებები იყოს დაცული, მაშინ კონკრეტული „პარალელიზმის თეორია“ ვეტოს უფლებას თითოეულ პიროვნებას უნდა ანიჭებდეს: ანუ, „ერთსულოვნების პრინციპი“-ს გარკვეულ სახესხვაობად აქცევდეს. კალჰოუნი ალბათ თვისდაუნებურად სწორედ ამას გულისხმობდა, როცა წერდა, რომ „ხელისუფლბის ამოქმედება ან მისი ქმედითუნარიანობის შენარჩუნება საყოველთაო ერთსულოვანი თანხმობის გარეშე შეუძლებელია“31 მაგრამ ამგვარ მსჯელობას განსახილველი საგნიდან შორს მივყავართ. მით უმეტეს, რომ ამის მიღმა ისეთი პოლიტიკური წესწყობილება დგას, რომელსაც „სახელმწიფო“ ძნელად თუ შეიძლება ეწოდოს.32 ერთი მხრივ, რამდენადაც შტატთან მიმართებაში „ნულიფიკაცია“ უნდა გულისხმობდეს თითოეული ადამიანის უფლებას გამოეყოს იმ შტატს, რომელშიც ცხოვრობს.33
ამრიგად, სახლმწიფომ, ყოველგვარი შეზღუდვების მიუხედავად, თავისი უფლებამოსილების ფარგლების გაფართოების განსაცვიფრებელი უნარი გამოავლინა. რამდენადაც სახელმწიფო კერძო კაპიტალის იძულებითი მითვისების ხარჯზე არსებობს, და რამდენადაც მისი გაფართოება აუცილებლად გამოიწვევს კერძო პირებისა და კერძო კორპორაციების ცხოვრებაში ზღვარგადაცილებულ შეჭრას, თამამად უნდა ვთქვათ, რომ სახელომწიფო სიღრმისეულად და არსებითად ანტიკაპიტალისტური ინსტიტუტია. გარკვეულწილად, ჩვენი მიდგომა იმ მარქსისტულ შეხედულებებს ეწინააღმდეგება, რომელიც სახელმწიფოს, დღევანდელი მმართველი კლასის, სავარაუდოდ, კაპიტალისტების „აღმასრულებელ კომიტეტად“ მიიჩნევს. არადა, სახელმწიფო, ანუ პოლიტიკური საშუალებების გაერთიანება, მმართველი კლასის (ანუ მმართველი კასტის) შექმნის პირველწყააროს თავადვე წარმოადგენს და ყოველთვის ჭეშმარიტი კერძო კაპიტალის წინააღმდეგაა მიმართული. ჩვენ შეგვიძლია, რომ იგივე ჟუვენელის სიტყვები გავიმეოროთ:
„ისეთ წამოწყებებს, როგორიცაა ნაციონალიზაცია, საშემოსავლო გადასახადი და ა.შ., მხოლოდ ისინი მიიჩნევენ გარკვეული მოძღვრების ბუნებრივ ნაყოფად, ვისაც საკუთარი თავის გარდა არაფერი ახსოვთ და არაფერი უწყიან იმაზე, თუ როგორ ვლინდებოდა ძალაუფლება ათასწლეულების მანძილზე. სინამდვილეში, ეს ხელისუფლების სრულიად ჩვეულებრივი გამოვლინებაა და თავისი არსით ჰენრი VIII-ს მიერ მონასტრების კონფისკაციისგან სრულებით არ განსხვავდება. ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე პრინციპი მუშაობს: ხელისუფლების წყურვილი და სიმდიდრისკენ სწრაფვა. ამასთან, ყველა ამგვარ ქმედებას ერთი და იგივე რამ ახასიათებს: ნადავლის გამანაწიულებელთა სწრაფი მატება. მიუხედავად იმისა, სოციალისტურია თუ არა, ძალაუფლება მუდამ უნდა ებრძოდეს კაპიტალისტურ ძალებს და ძარცვავდეს მათ მიერ დაგროვებულ დოვლათს; ამგვარი ქმედებით ის თავისივე ბუნების კანონს აღასრულებს“. 34
რისი ეშინია სახელმწიფოს?
ის, რისიც სახელმწიფოს უპირველეს ყოვლისა ეშინია, მისი საკუთარი ძალაუფლებისა და არსებობის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი საფუძვლიანი მუქარაა. სახელმწიფოს დასასრულის დადგომა ორი მთავარი გზითაა შესაძლებელი: ა) სხვა სახელმწიფოს მიერ რევოლუციური გადატრიალების მოწყობით - მოკლედ, ომით ან რევოლუციით. ომი და რევოლუცია, როგორც ორი ძირითადი საფრთხე, სახელმწიფოს მმართველებს მუდმივად სრული ძალისხმევის გამოვლენისა და მოსახლეობაში მაქსიმალურიი პროპაგანდის გაწევისკენ უბიძგებთ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სახელმწიფოს დასაცავად ხალხის მობილიზების ნებისმიერი ხერხი ისე უნდა იქნას გამოყენებული, რომ მათ ყოველთვის სწამდეთ, თითქოს საკუთარ თავს იცავენ. ამ იდეის სიყალბე ნათელი ხდება მაშინ, როცა სამხედრო ვალდებულების აღსრულება მოეთხოვებათ იმათ, ვინც საკუთარი თავის „დაცვაზე“ უარს ამბობს, მაგრამ ამის მიუხედავად, იძულებული არიან შეუერთდნენ სახელმწიფოს შეიარაღებულ დაჯგუფებას: ზედმეტია იმის დამტკიცება, რომ საკუთარი სახელმწიფოს მხრიდან ამგვარი იძულებისგან არანაირი „თავდაცვა“ არ დაიშვება.
ომში სახელმწიფოს ძალაუფლება თავის უმაღლეს მწვერვალს აღწევს, ხოლო „თავდაცვის აუცილებლობასა“ და „საგანგებო მდგომარეობის“ მომიზეზებით, მას შეუძლია მოსახლეობას იმგვარი ტირანია მოახვიოს, რომელიც მშვიდობიან დროს აუცილებლად ღია დაპირისპირებას გამოიწვევდა. ამრიგად, ომს ხელისუფლებისთვის ბევრი სარგებელი მოაქვს. მართლაც, ყველა თანამედროვე ომმა დაპირისპირებულ ხალხებს მემკვიდრეობად გაზრდილი სახელმწიფო ტვირთი დაუტოვა. გარდა ამისა, ომი სახელმწიფოს აძლევს გარკვეული სამოქმედო სივრცეების დაპყრობის თავბრუდამხვევ საშუალებას, სადაც ის მონოპოლიურ უფლებამოსილებებს ახორციელებს. რენდოლფ ბერნი უეჭველად მართალი იყო, როდესაც წერდა, რომ „ომი სახელმწიფოს ჯანმრთელობაა“, მაგრამ ომმა ნებისმიერ ცალკეულ სახელმწიფოს, ან ჯანმრთელობა, ან სასიკვდილო ზიანი შეიძლება მოუტანოს.35
ვარაუდი, რომ სახლმწიფო უფრო მეტად საკუთარი და არა თავისი ქვეშევრდომების თავდაცვითაა დაკავებული, ჩვენ შეგვიძლია შემდეგი კითხვის დასმით გამოვცადოთ: რომელ დანაშაულს დევნის და სჯის სახელმწიფო უფრო მეტი მონდომებით - იმას, რომელიც კერძო პირების წინააღმდეგ არის მიმართული თუ იმას, რომელიც სახელმწფოს აზიანებს? სახლმწიფოს ლექსიკონში ყველაზე მძიმე დანაშაულებებად თითქმის ყოველთვის მოიხსენიება არა კერძო პირების ან მათი საკუთრების ხელყოფა, არამედ ის ქმედებები, რომლებიც თავად სახელმწიფოს კეთილდღეობას უქმნიან საფრთხეს. მაგალითად: ღალატი, დეზერტირობა, შეთქმულება, გადატრიალება, სახელმწიფო მოღვაწეების მკვლელობა და ისეთი ეკონომიკური დანაშაულებები სახელმწიფოს წინააღმდეგ, როგორიცაა ყალბი ფულის გამოშვება ან შემოსავლის დაბეგვრისაგან თვის არიდება.
ან შევადაროთ ის მონდომება, რომლითაც სახელმწიფო პოლიციელზე თავდამსხმელს ეძებს, იმ ძალისხმევას, რომელსაც სახელმწიფო ჩვეულებრივ მოქალაქეზე თავდამსხმელის პოვნას უთმობს.
მეტიც, ნიშანდობლივია, რომ სახელმწიფო ღიად ანიჭებს უპირატესობას საკუთარ თავდაცვას, როდესაც საჯარო გაფიცვის ორიოდე მონაწილეს „გონივრული საფუძველის“ (raison d`etre) არ ქონის მომიზეზებით უწევს წინააღმდეგობას.36
როგორ ეპყრობიან სახელმწიფოები ერთმანეთს?
ვინაიდან დედამნიწა სხვადასხვა სახელმწიფოებს შორისაა დანაწილებული, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები მათი დროისა და ენერგიის უდიდეს ნაწილს უნდა იკავებდეს. სახელმწიფოს ძალაუფლების გაფართოებისკენ ბუნებრივი მიდრეკილება ახასიათებს, ხოლო მისი საზღვრების გაფართოება ტერიტორიების დაპყრობით ხორციელდება. იმ შემთხვევის გარდა, როდესაც ტერიტორია ჯერ კიდევ უპატრონო ან უკაცრიელია, ნებისმიერი მსგავსი გაფართოება სხვადასხვა სახელმწიფოს მმართველებს შორის ინტერესთა გარდაუვალ კონფლიქტს ბადებს. ნებისმიერ მოცემულ ტერიტორიაზე, დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში მხოლოდ მმართველთა ერთ ჯგუფს შეუძლია საკუთარი მონოპოლიის გავრცელება: X სახელმწიფოს მიერ გარკვეულ ტერიტორიაზე სრული ძალაუფლების მოპოვება, მხოლოდ Y სახელმწიფოს გაძევებითაა შესაძლებელი. ომი, მიუხედავად იმისა, რომ ძალზე საფრთხილო ღონისძიებაა, ყოველთვის იქნება სახელმწიფოს მისწრაფების საგანი, რომელსაც დროდადრო მშვიდობიანობის მონაკვეთები ჩაენაცვლება და სახელმწიფოებს შორის კავშირების და შეთანხმებების მონაცვლეობა ახასიათებს.
ჩვენ ვნახეთ, რომ სახელმწიფოს შეზღუდვის „საშინაო“ მცდელობებმა, მე-17 საუკუნიდან მე-19 საუკუნის ჩათვლით, ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულება კონსტიტუციონალიზმში ჰპოვა. „საგარეო ურთიერთობებში“ შესაბამისი მცდელობების შედეგი „საერთაშორისო სამართლის“ განვითარება იყო, განსაკუთრებით ისეთ საკითხებში, როგორიცაა „ომის სამართალი“ და „მიუმხრობლობის უფლებები“.37 საერთაშორისო სამართლის საკითხები თავიდან პირწმინდად კერძო განმგებლობაში იყო და იმ მევაჭრეთა და დახლიდართა ინტერესებიდან მომდინარეობდა, რომელთაც საკუთარი უსაფრთხოებისა და ქონების დაცვა და წარმოქმნილი უთანხმოებების სამართლიანი განსჯა სურდათ. ამის მაგალითია „საზღვაო სამართალი“ და „სავაჭრო სამართალი“. საყურადღებოა, რომ წესებს თვით სახელმწიფოებიც ნებაყოფილობით აყალიბებენ და არა რომელიმე ზესახელმწიფოს კარნახით. „ომის კანონის“ საგანი სახლმწიფოთაშორისო ხელყოფისგან თავად სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა და, ასეთი ხერხით, უდანაშაულო „მოხელეთა“ განადგურებისა და სიღატაკისგან გადარჩენა იყო. „მიუმხრობლობის უფლებების“ განვითარების მიზეზი კი, კერძო სამოქალაქო პირების თუნდაც მტრულად განწყობილ სახელმწიფოებთან ვაჭრობის ერთ-ერთი მეომარი მხარის მიერ ხელყოფისაგან დაცვა იყო. მაშინ უმნიშვნელოვანესი მიზანი ნებისმიერი საომარი მოქმედებების ასპარეზის შეზღუდვა, კერძოდ კი, ომის გამანადგურებელი ზემოქმედებისაგან მიუმხრობელი და თუნდაც მეომარი ქვეყნების კერძო მოქალაქეების დაცვა იყო.
იურისტი ფ.ჯ.პ. ვიელი სანახაობრივად აღწერს ისეთ „ცივილიზებულ ომს“ რომელიც იტალიაში მე-15 საუკუნის ხანმოკლე მონაკვეთში წარიმართა: „შუასაუკუნეების ისტორიაში მდიდარი მეწარმეები და მოვაჭრეეები ფულის შოვნითა და ცხოვრებით ტკბობით მეტისმეტად იყვნენ გართულნი, რომ სამხედრო სამსახურის სიმძიმეები და საფრთხე თავის თავზე აეღოთ. ამიტომ მათ პრაქტიკაში შემოიღეს მეომართა დაქირავება, რომლებიც მათ სასარგებლოდ იბრძოლებდნენ, ხოლო რამდენადაც ისინი მომჭირნე, საქმიანი ადამიანები იყვნენ, დაქირავებულებს სამსახურის აღსრულებისთანავე ითხოვდნენ. შესაბამისად, ომებს თითოეული შემთხვევისთვის საგანგებოდ დაქირავებული მეომრები აწარმოებდნენ... პირველად მოხდა, რომ სამხედრო სამსახური შემოსავლიან და შედარეით უსაფრთხო პროფესიად იქცა. იმ პერიოდში გენერლები ერთმანეთის პირისპირ მანევრირებდნენ და ხშირად საკმაოდ დახვეწილ ხელოვნებასაც ავლენდნენ, მაგრამ როცა ერთ-ერთი შედარებით უპირატსობას აღწევდა, მეორე ან უკან იხევდა ან ნებდებოდა. აღიარებული წესი გულისხმობდა, რომ ქალაქის გაძარცვა მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა, თუკი ის წინააღმდეგობას გასწევდა: ყოველთვის შეიძლებოდა ხელშეუხებლობის გამოსყიდვა... ამის ბუნებრივი შედეგი ის იყო, რომ წინააღმდეგობას არც ერთი ქალაქი აღარ სწევდა. სრულიად ნათელი იყო, რომ ხელისუფლებას, რომელიც სისუსტის გამო ვერ იცავდა თავის მოქალაქეებს, მათი მორჩილებისთვის საფასური უნდა გადაეხადა. სამოქალაქო პირებს ნაკლებად ეშინოდათ იმ საომარი მოქმედებებისგან მომდინარე საფრთხის, რომელშიც მხოლოდ პროფესიონალი სამხედროები იღებდნენ მონაწილეობას“.38
მე-18 საუკუნის ევროპაში, სახელმწიფოს მიერ წარმოებული ომებისგან კერძო მოქალაქის თითქმის სრული განცალკევების მაგალითები წინ ნეფმა წამოსწია:
„ომიანობის ჟამს, დიდი ხნის განმავლობაში საფოსტო კავშირიც კი ვერ იზღუდებოდა წარმატებით. წერილები, ყოველგვარი ცენზურის გარეშე, იმდენად თავისუფლად იგზავნებოდა, რომ მე-20 საუკუნის გონებასაც კი გააოცებდა. დაპირისპირებული ხალხების წარმომადგენლები სადავო საკითხებს ერთმანეთთან მოლაპარაკებებით წყვეტდნენ, ან ურთიერთშეხვედრებისას, ან მიმოწერით, რომელსაც არა მტრული, არამედ მეგობრული განწყობილებით აწამოებდნენ. თანამედროვე შეხედულებას, რომ მეომარი ქვეყნების ქვეშევრდომები ნაწილობრივ მაინც აგებენ პასუხს მათი მმართველების საქციელზე, ნაკლებად თუ ვინმე იზიარებდა. არც მეომარი მხარეების მმართველებს ჰქონდათ რაიმე მყარი საფუძველი, რომ საკუთარი ქვეშევრდომებისთვის მოწინააღმდეგის ქვეშევრდომებთან ურთიერთობები აეკრძალათ. რეალურ ნიადაგზე თვალთვალისა და დევნის ძველი ინკვიზიციური ხერხები უარყოფილ იქნა, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებზე სამართლებრივი მეთვალყურეობის დაწესება წარმოუგენელიც კი გახდა. პასპორტები თავდაპირველად ომიანობის დროს პიროვნების უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად შეიქმნა. მე-18 საუკუნის განმავლობაში, ევროპელი იშვიათად თუ გადადებდა თავის მოგზაურობას იმ უცხო ქვეყანაში, რომელსაც მისი ქვეყანა ეომებოდა“39
ხოლო ვაჭრობას, სულ უფრო და უფრო მეტად აღიარებდნენ, როგორც ორივე მხარისთვის ხელსაყრელ საქმიანობას. მე18 საუკუნის ომები, მეორე მხრივ, „მტრებთან ვაჭრობის“ მნიშვნელოვანი მოცულობებითაა გაწონასწორებული.40
ის, თუ რამდენად შორს მოიტოვეს სახელმწიფოებმა ომების წარმოების ცივილური წესები მე-20 საუკუნეში, აქ განხილვას არ საჭიროებს. ტოტალური ომების თანამედროვე ეპოქაში, საყოველთაო ნგრევის გამომწვევ ტექნოლოგიებთან ერთობლიობაში, სახელმწიფო აპარატის მიერ თვით მოსაზრება ომის შეზღუდვის შესახებ, კიდევ უფრო უცნაურად და მოძველებულად გვეჩვენება, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია თავდაპირველი სახით.
როდესაც სახელმწიფოები არ ომობდნენ, ხშირად უთანხმოების მინიმუმამდე დასაყვანად შეთანხმებების მიღწევაა აუცილებელი. საოცრად დიდი აღიარება „შეთანხმებების უზენაესობის“ ასლს წარმოასდგენს, მაგრამ შეთანხმებასა და ჭეშმარიტ ხელშეკრულებას შორის საერთო არაფერია. ხელშეკრულება კერძო საკუთრებაზე უფლებების ურთიერთგაცვლას გულისხმობს. ვინაიდან ხელისუფლება, ამ სიტყვის ჭეშმარიტი მნიშვნელობით, არ ფლობს მთელ „თავის“ ტერიტორიას, ვერც ერთი შეთანხმება, რომელსაც ის დადებს, საკუთრბის უფლებას ვერ შეიძენს. მაგალითად, თუ ბატონი ჯონსი ბატონ სმიტს მიწას მიყიდის ან მისცემს, ჯონსის მემკვიდრეები კანონიერად ვერ შეძლებენ დააცხრნენ სმიტის მემკვიდრეებს და ეს მიწა თავის საკუთრებად გამოაცხადონ. საკუთრების უფლება უკვე გადაცემულია. მოხუცი ჯონსის ხელშეკრულება ავტომატურად ვრცელდება ახალგაზრდა ჯონსზე, რადგან მფლობელმა საკუთრება უკვე სხვას გადასცა და ახალგაზრდა ჯონსს, ამიეიდან საკუთრების უფლების მოთხოვნა აღარ შეუძლია. ახალგაზრდა ჯონსს შეუძლია მოითხოვოს მხოლოდ ის, რაც მან მემკვიდრეობით მოხუცი ჯონსისგან მიიღო. ხოლო მოხუც ჯონსს შეუძლია უანდერძოს მხოლოდ ის, რასაც ჯერ კიდევ ფლობს. მაგრამ თუ, ერთ მშვენიერ დღეს, მაგალითად რურიტანიის ხელისუფლება იძულებული ან თუნდაც მოსტყიდული იქნება ვალდავიის ხელისუფლების მიერ და მას თავისი ტერიტორიის გარკვეულ ნაწილს დაუთმობს. აბსურდულად ჟღერს, რომ „შეთანხმების უზენაესობის საფუძველზე, ამ ორი სახელმწიფოს მმართველები ან თვით მოსახლეობა ვერასდროს მოითხოვს რურიტანიასთან ხელახალ გაერთიანებას. არც ერთი სახელმწიფო არ ფლობს არც მიწას და არც მასზე მცხოვრებ ხალხს. შესაბამისად, არც ერთი ხელუისუფლება არ შეიძლება, რომ წარსულით იყოს ხელფხშეკრული. ამის მსგავსად, რევოლუციურ ხელისუფლებას, რომელმაც რურიტანიის მეფე ჩამოაგდო, ძნელად თუ მოეთხოვება პასუხისმგებლობა მეფის ქმედებებისა და ვალების გამო, ვინაიდან ხელისუფლება, პირმშოსგან განსხვავებით, თავისი წინამორბედის საკუთრების ჭეშმარიტი „მემკვიდრე“ არ არის.
ისტორია, როგორც სრბოლა სახელმწიფო ძალაუფლებასა და საზოგადოებრივ ძალაუფლებას შორის
ზუსტად ისე, როგორც ადამიანებს შორის ურთიერთობაში იკვეთება ორი ძირითადი და ურთიერთგამომრიცხავი წესი: მშვიდობიანი თანამშრომლობა ან იძულებითი ექსპლუატაცია, წარმოება ან მიტაცება, კაცობრიობის ისტორიაც, განსაკუთრებით მისი ეკონომიკური ისტორიაც, შესაძლებელია წარმოდგენილი იქნას, როგორც ამ ორი წესის დაპირისპირება. ერთი მხრივ, ეს არის ნაყოფიერი წარმოება, მშვიდობიანი საქონელ-გაცვლა და თანამშრომლობა; მეორე მხრივ, იძულება და ყველა საზოგადოებრივ ურთიერთობაზე გავლენის დამყარება. ალბერტ ჯეი ნოკმა ამ დაპირისპირებულ ძალებს მოხერხებულად უწოდა „საზოგადოებრივი ძალაუფლება“ და სახელმწიფო ძალაუფლება“41.
საზოგადოებრივი ძალაუფლება ადამიანების მიერ ბუნებაზე ზემოქმედების ზალაუფლებას გულისხმობს, მათ მიერ ბუნებრივი რესურსების გადამუშავებასა და ბუნების კანონების წვდომას ყველა მონაწილის სასარგებლოდ. საზოგადოებრივი ძალაუფლება ეს არის ბუნებრივი წესრიგი, როდესაც ყოფიერი კეთილდღეობა ადამიანების მიერ ურთიერთსასარგებლო საქონელგაცვლების შედეგად მიიღწევა. სახელმწიფო ძალაუფლება, როგორც ვნახეთ, უკვე შექმნილი დოვლათის ძალადობრივ და პარაზიტულ მიტაცებას გულისხმობს. ის საზოგადოების შრომის ნაყოფს სახელმწიფო არამწარმოებელი (სინამდვილეში წარმოების წინააღმდეგი) მმართველების სასარგებლოდ ისრუტავს. მაშინ, როცა საზოგადოებრივი ძალაუფლება ბუნებაზე ვრცელდება, სახელმწიფო ძალაუფლება ადამიანებაზე ხორციელდება. ისტორიულად, ადამიანების საწარმოო და შემოქმედებითი ძალისხმევა გამუდმებით პოულობს ახალ-ახალ გზებს, რომ ბუნება კაცობრიობის სასარგებლოდ გარდაქმნას. დრო და დრო საზოგადოებრივი ძალაუფლება სახელმწიფო ძალაუფლებას წინ უსწრებდა და სახელმწიფოს მიერ საზოგადოებაზე ზეწოლის ხარისხი ძალზედ მცირე იყო. მაგრამ ყოველთვის, დროის დიდი თუ მცირე შუალდის შემდეგ, სახელმწიფო ახალ ნაბიჯს დგამდა, რათა საზოგადოებრივი ძალაუფლება კიდევ ერთხელ შეელახა და შეევიწროებინა.42 თუ მე-17 საუკუნიდან მე-19 საუკუნემდე, დასავლეთის მრავალი ქვეყნისთვის, საზოგადოებრივი ძალაუფლების დაწინაურებისა და შედეგად თავისუფლების, მშვიდობისა და ყოფიერი კეთილდღეობის მოპოვების ჟამი იყო, მე-20 საუკუნე უპირატესად წარმოადგენდა დროებას, როცა სახელმწიფო ძალაუფლება გაძლიერდა, რასაც ლოგიკურად მოჰყვა მონობის, ომისა და ნგრევის დაბრუნება.43
მე-20 საუკუნეში, კაცობრიობა კიდევ ერთხელ დადგა სახელმწიფოს სახიფათო აღზევების წინაშე. სახელმწიფოსი, რომელიც ახლა უკვე ადამიანთა შემოქმედებითი ძალისხმევის ნაყოფითაა შეიარაღებული. მან ის მიითვისა და საკუთარი მიზნების შესაბამისად დაამახინჯა. ბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ადამიანები ცდილობდნენ სახელმწიფოსთვის კონსტიტუციური და სხვა შეზღუდვები მოერგოთ, მაგრამ ყველა ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. საუკუნეების მანძილზე სახელმწიფო წყობილების ნაირ-სახეობების მრავალჯერადი ცვლის, მიდგომებისა და ინსტიტუტების ურიცხვი რაოდენობით გამოყენების მიუხედავად, ვერც ერთმა ვერ მიაღწია მიზანს სახელმწიფოზე ზედამხედველობის დაწესების თვალსაზრისით. სრულიად ნათელია, რომ სახელმწიფოს საკითხი გადაწყვეტიდან ისე შორსაა, როგორც არასდროს. ალბათ, აუცილებელია გამოსავლის ახალი გზების ძიება, თუკი სახელმწიფო საკითხს საბოლოო და წარმატებული გადაწყვეტა ოდესმე უწერია.44
თარგმნა ლელა ჯანგულაშვილმა
საავტორო უფლებები ეკუთვნის ლუდვიგ ფონ მიზესის ინსტიტუტს, ქ. ოუბურნი, ალაბამას შტატი, ა.შ.შ. თარგმნის უფლებისთვის მადლობას ვუხდით ქალბატონ ჯუდი ტომესენს, ლუდვიგ ფონ მიზესის ინსტიტუტის გამოცემების დირექტორს.
________________
* მარი ნ. როტბარდი, „ეგალიტარიანიზმი, როგორც ამბოხი ბუნების წინააღმდეგ და სხვა ნარკვევები“ (ოუბურნი, ალაბამი, აშშ., მიზესის ინსტიტუტი, 2000 (1974), გვ. 55-88.
1. ამ თავში შეუძლებელია „დემოკრატიის“ წინააღმდეგობივი ხასიათისა და შეცდომების განხილვა. საკმარისია მხოლოდ იმის აღნიშვნა, რომ ინდივიდის ნამდვილი „წარმომადგენელი“ ყოველთვის მის ბრძანებებს ექვემდებარება, ნებისმიერ დროს შეიძლება მისი დათხოვა და ის ხელმძღვანელის ინტერესებსა და სურვილებს ვერ შეეწინააღმდეგება. ნათელია, რომ დემოკრატიის პირობებში „წარმომადგენელი“ ვერასდროს შეითავსებს ასეთ მოვალეობებს და ეს მხოლოდ ლიბერტარიანულ საზოგადოებაშია შესაძლებელი.
2. სოციალ-დემოკრატები ხშირად არ ეთანხმებიან იმას, რომ დემოკრატია, ანუ მმართველობის უმრავლესობით არჩევა, ლოგიკურად გულისხმობს უმრავლესობის მიერ უმცირესობისთვის გარკვეული თავისუფლების მინიჭებას, იმ მიზეზით, რომ უმცირესობა ერთ მშვნიერ დღეს შეიძლება უმრავლესობა გახდეს. ეს არგუმენტი განსაკუთრებით უადგილოა იქ, სადაც უმცირესობა ვერასდროს შესძლებს გახდეს უმრავლესობა, მაგალითად, როცა ის განსხვავებულ რასობივ ან ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენს.
3. იოსებ ა. შუმპტერი, „კაპიტალიზმი, სოციალიზმი და დემოკრატია“ (ნიუ-იორკი: ჰარპერი და ძმები, 1942), გვ. 198. კერძო და სახელმწიფო სფეროებს შორის დაპირისპირება სინამდვილეში იმიტომ გაღრმავდა, რომ სახელმწიფოს შემოსავლის წყარო კერძო სექტორში კერძო მიზნებისთვის შექმნილი დოვლათი იყო და პოლიტიკური ძალების მიერ მათი ამ მიზნებისგან ჩამოშორება ხდებოდა. იმ მოძღვრების არსებობა, რომელიც გადასახადებს საკლუბო საწევროს ან მომსახურების საფასურს ადარებს, ადასტურებს, რომ სოციალური მეცნიერების ეს მაწილი გონივრულ მეცნიერულ მიდგომებს მნიშვნელოვნად დასცილდა; აგრეთვე იხილეთ მარი ნ. როტბარდი, „საზოგადოებრივი სექტორის შეცდომები“, „ახალი ინდივიდუალისტური მიმოხილვა“ (შემოდგომა, 1961).
4. ფრანც ოპენჰეიმერი, „სახელმწიფო“ (ნიუ-იორკი: ვანგარდის გამომცემლობა) გვ. 24-27. არსებობს ორი ძირეულად განსხვავებული გზა, რომ ადამიანმა თავისი მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს: შრომა და ძარცვა, ანუ საკუთარი შრომის შედეგების მოხმარება და სხვების ნაშრომის იძულებითი მითვისება... პირველს ვუწოდოთ „ეკონომიკური საშუალებები“, ხოლო მეორეს „პოლიტიკური საშუალებები“... სახელმწიფო არის პოლიტიკური საშუალებების ორგანიზაცია, შესაბამისად, ვერანაირი სახელმწიფო ვერ ჩამოყალიბდება მანამ, სანამ მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საჭირო ის ეკონომიკური საშუალებები არ შეიქმნება, რომლებიც ძარცვის შედეგად შეიძლება იქნეს მითვისებული.
5. ალბერტ ჯეი ნოკი გარკვევით ასაბუთებდა, რომ „სახელმწიფო ითხოვს და ახორციელებს მონოპოლიურ უფლებებს დანაშაულზე... იგი სჯის კერძო პირთა ჩადენილ მკვლელობებს, მაგრამ ამავდროულად თავად შთამბეჭდავ მასშტაბებში ახდენს მკვლელობების ორგანიზებას. ის სჯის კერძო პირთა მიერ ჩადენილ ქურდობას, მაგრამ თვითონვე არაკეთილსინდისიერად ხელყოფს მოქალაქეების ან უცხოელების საკუთრებას. ა.ჯ ნოკი, „სწორი საქმის კეთების შესახებ და ხვა ნარკვევები“ (ნიუ-იორკი: ჰარპერი და ძმები, 1929), გვ. 143; მოყვანილია ჯეკ შვარცმანში, „ალბერტ ჯეი ნოკი - არასასურველი ადამიანი,“ „რწმენა და თავისუფლება“ (დეკემბერი, 1953): 11.
6. ოპენჰეიმერი, „სახელმწიფო“, გვ. 15: „მაშ რაში მგომარეობს სახელმწიფოს სოციოლოგიური გაგება? სახელმწიფო, მთელი თავისი წარ ომავლობით... არის გამარჯვებულთა ჯგუფების მიერ შექმნილი სოციალური ინსტიტუტი, რომლის ძირითადი მიზანია დამარცხებული ჯგუფების წარმომადგენლებზე გაბატონება, აგრეთვე საკუთარი დაცვა შიდა ამბოხისა და გარეშე თავდასხმისგან. მას არა აქვს სხვა დანიშნულება, გამარჯვებულთა მიერ დამარცხებულების ეკონომიკური ექსპლუატაციის გარდა. დე ჟუვენელი წერდა: „სახელმწიფო არსებითად მძარცველთა მიერ მიღწეული წარმატებების შედეგს წარმოადგენს, რომლებმაც საკუთარი მმართველობა მცირე და დამოუკიდებელ საზოგადოებებს მოახვიეს.“ ბერტნარდ დე იუვენილი, ძალაუფლებაზე“. (ნიუ-იორკი: გამომცემლობა ვიკინგი, 1949), გვ. 100-01.
7. „სახელმწიფოს მიერ იძულებით დადგენილი ან საგანგებოდ მინიჭებული პრივილეგიების შედეგად შექმნილ „კასტებსა“ და „კლასობრივი“ საზოგადოების მარქსისტულ კონცეფციას შორის განსხვავებების შესახებ, იხილეთ ლუდვიგ ვან მიზესი, „თეორია და ისტორია“ (ნიუ-ჰევენი, იელის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1957, გვ. 112.
8. მსგავსი განსაზღვრება, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს, რომ სახელმწიფო მმართველობა „ნებაყოფილობით“ იქნა აღიარებული; უმრავლესობის ქმედითი და თანმიმდევრული მხარდაჭერის მიუხედავად, ის მაინც ვერ იქნება ერთსულოვანი.
9. ის, რომ ყოველი ხელისუფლება, რაგინდ „დიქტატორულიც არ უნდა იყოს ცალკეული პიროვნებების მიმართ, საჭიროებს ასეთ მხარდაჭერას, დაასაბუთეს ისეთმა მწვავე პოლიტიკურმა თეორეტიკოსებმა, როგორებიცაა ეტიენ დე ლა ბოეტიე, დევიდ ჰუმი და ლუდვიგ ფონ მიზესი. ამრიგად, დევიდ ჰუმი, „მთავრობის პირველადი პრინციპები“, „ნარკვევები, ლიტერატურა, ზნეობა და პოლიტიკა“ (ლონდონი: უარდი, ლოკი და ტეილორი), გვ. 23; ეტიენ დე ლა ბოეტიე, „ანტი-დიქტატორი“ (ნიუ-იორკი: კოლუმბიის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1942), გვ.188. სახელმწიფოს კვლევაში ეტიენ დე ლა ბოეტიეს ღვაწლის შესახებ იხილეთ ოსკარ ჯაზი და ჯონ დ. ლევისი, „ტირანის წინააღმდეგ“ (გლენკო, III: თავისუფალი პრესა 1957), გვ. 55-57.
10. ეტიენ დე ლა ბოეტიე, „ანტი-დიქტატორი“, გვ. 42-44. როცა კანონმდებელი დიქტატორი ხდება... მის ირგვლივ ყველა ამბიციური, ხარბი და გარყვნილი ადამიანი იკრიბება და მხარდაჭერას უცხადებს, რომ მისი შემოსავლიდან წილი მიიღონ და დიდი ტირანის მფარველობის ქვეშ წვრილმან მმართველებად იქცნენ.
11. ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს იმას, რომ ყველა ინ ტელექტუალი სახელმწიფოს მოკავშირეა. ინტელექტუალებისა და სახელმწიფოს ალიანსის ასპექტების შესახებ იხილეთ ბერტნარდ დე ჯუვენელი, „საბაზრო საზოგადოების მიმართ ინტელექტუალების დამოკიდებულება,“ „ბუ“ (იანვარი, 1951): 19-27; იქვე, „კონტინენტალური ინტელექტუალების მიერ კაპიტალიზმის შემუშავება,“ ფ.ა. ჰაიეკი, „კაპიტალიზმი და ისტორიკოსები“ (ჩიკაგო: ჩიკაგოს უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1954), გვ. 93-123; ხლახლა გამოსცა ჯორჯ ბ. დე ჰუზცარმა, „ინტელექტუალები“ (გლენკო, III: თავისუფალი პრესა, 1960), გვ. 385-99; და შუმპეტერი, „იმპერიალიზმი და სოციალური კლასები“ (ნიუ -იორკი: მერიდიანის წიგნები, 1975), გვ. 143-55.
12. ჯოზეფ ნიდჰემი, „კარლ ა. ვიტფოგელის მიმოხილვა, „აღმოსავლური დესპოტიზმი“, „მეცნიერება და საზოგადოება“ (1958): 65. ნიდმანი აგრეთვე წერს, რომ (ჩინეთში) წარმატებულ იმპერატორებს ყველა დროში და ღრმად ჰუმანური და მიუკერძოებელი სწავლულების უდიდესი ჯგუფი ემსახურებოდნენ“, გვ. 61. ვიტფოგელი ყურადღებას კონფუცის დოქტრინაზე ამახვილებს, რომელიც მმართველი კლასის დიდებულების საყრდენად სწავლულ ბიუროკრატიას მიიჩნევს, რომელიც მოწოდებულია მოსახლეობის მასების კეთილგონიერი მმართველობისთვის. კარლ ა. ვიტფოგელი, „აღმოსავლური დესპოტიზმი“ (ნიუ ჰევენი, კონეკტიკუტი, იელის უნივერსიფტეტის გამომცემლობა, 1957), გვ. 320-21 და ყველგან. ნიდმანისგან განსხვავებული დამოკიდებულების შესახებ იხილეთ ჯონ ლუკასი, „ინტელექტუალური კლასი თუ ინტელექტუალური პროფესია?“ ჯორჯ ბ. დე ჰუზცარი, „ინტელექტუალები“, გვ. 521-22.
13. ჯენი რიბსი, „ომის მწარმოებლები“, „ლიბერაციონი“ (აგვისტო, 1961): 13. სტრატეგიული მგეგმავები ჯიუტად ამტკიცებენ, რომ მათი საქმიანობა იმსახურებს „სამხედრო სამსახურების ტოლფას პატივისცემას“ აგრეთვე იხილეთ მარკუს რასკინი, „ინტელექტუალი მეგამკვლელები“, „წიგნების ნიუ-იორკული მიმოხილვა“ (ნოემბერი 14, 1963): 6-7.
14. ისტორიკოსი კონიერს რიდი, თავის საპრეზიდენტო მიმართვაში, „დემოკრატიული“ და ეროვნული ღირებულებებისთვის იტორიული მონაცემების გაყალბებას უჭერდა მხარს. რიდი აცხადებდა, რომ „ტოტალური ომი, მიუხედავად იმისა „ცხელია“ თუ „ცივი“ ყველას თავისი ვალის მოსახდელად უხმობს და თითოეულს მის მონაწილედ აქცევს. ფიზიკოსების მსგავსად არც ისტორიკოსები არიან თავისუფალნი ამ ვალდებულებებიდან.“ რიდი, „ისტორიკოსების სოციალური პასუხისმგებლობა,“ „ამერიკული ისტორიული მიმოხილვა“ (1951): 283. რიდისადმი კრიტიკული მიდგომის და ისტორიის სხვა საკითხების შესახებ იხილეთ ჰოვარდ კ. ბილი, „პროფესიონალი ისტორიკოსი: მისი თეორია და პრაქტიკა,“ (აგვისტო, 1953): 227-55. აგრეთვე, ჰერბერტ ბატერფილდი, „ოფიციალური ისტორია: მის მიერ დაგებული ხაფანგი და კრიტერიუმები,“ „ისტორია და ადამიანური ურთიერთობები“ (ნიუ-იორკი: მაკმილანი, 1952) გვ.182-224; და ჰარი ელმერ ბარნესი, „კარის ისტორიკოსები რევოლუციონიზმის წინააღმდეგ“ გვ.2
15. ვიტფოგელი, „აღმოსავლური დესპოტიზმი“, გვ. 87-100. სახელმწიფოსთან მიმართებაში რელიგიის როლის შესახებ ჩინეთსა და იაპონიაში, იხილეთ ნორმან ჯაკობსი, „თანამედროვე კაპიტალიზმის საფუძვლები და აღმოსავლეთ აზია“ (ჰონგ-კონგი; ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის გამომემლობა, 1958), გვ. 161-94.
16. დე ჟიუვენელი, ძალაუფლებაზე, გვ. 22: „მორჩილების ძირითადი მიზეზი მისი ჩვევად ქცევაა... ძალაუფლების არსებობა ჩვენთვის ბუნებრივი მოვლენაა. ის უძველესი დროიდან ახასიათებს კაცობრიობას... საზოგადოების მმართველები მემკვიდრეებისათვის პრივილეგიების გადალცვისა და ადამიანთა გონებაში კვალის დატოვების გარეშე არ გადაგვარებულან. საუკუნეების განმავლობაში, ყოველი მომდევნო მმართველობა კიდევ უფრო ზღუდავდა საზოგადოებას, რაც ნიშნავს, რომ მთავრობა მუდმივად ფართოვდება“.
17. ჩინეთში რელიგიის მსგავსი გამოყენების შესახებ, იხილეთ ნორმან ჯაკობსის ზემოთხსენებულ შრომა.
18. ჰ.ლ. მენკენი, „მენკენის ქრესტომათია“ (ნიუ-იორკი: კნოფი, 1949), გვ. 145: „ნებისმიერი მთავრობისთვის ყველაზე საშიში ადამიანი არის კაცი, რომელსაც ყოველგვარი ცრურწმენებისა და ტაბუს გარეშე შეუძლია დამოუკიდებლად აზროვნება, ამასთან თითქმის დაუბრკოლებლად ხვდება, რომ მისი მთავრობა უსამართლო, უგუნური და აუტანელია, ხოლო რომანტიკოსების შემთხვევაში, მის შეცვლას ცდილობს, მაშინაც კი, როდესაც რომანტიკოსი არაა, ის მუდამ მზადაა, რომ უკმაყოფილება დათესოს კმაყოფილთა შორისაც კი“.
19. იქვე, გვ. 146-47.
20. დე ჟუვენალი, „ძალაუფლებაზე“, გვ. 27.
21. ჩარლზ ლ. ბეიკი უმცროსი, „ხალხი და სასამართლოი“ (ნიუ-იორკი: მაკმილანი, 1960), გვ. 35.
22. იქვე, გვ. 42-43.
23. იქვე, ფვ. 52; (უზენაესი) სასამართლოს უპირველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი დანიშნულებაა ნებართვის მიცემა და არა გაუქმება. ის, რაც შეზღუდული უფლებების მთავრობას ჰუმანური გზებით ძალაუფლების შენარჩუნებისათვის სჭირდება, ხალხის ზოგიერთი მოთხოვნილების დაკმაყოფილებაა. ეს მისი კანონიერობის წინაპირობაა, ხოლო კანონიერება, თავის მხრივ, მისი ხანგრძლივი არსებობის წინაპირობად რჩება. სასამართლო, თავისი ისტორიის მანძილზე, მმართველობის კანონიერებას ადგენდა.
24. ბლეიკისთვის ეს „გამოსავალი, პარადოქსულობის მიუხედავად, თავისთავად ნათელია: სახელმწიფოს ძალაუფლება უნდა შეჩერდეს იქ, სადაც ამას კანონი მოითხოვს. თუმცა ვინ უნდა დააწესოს ზღვარი, და ვინ შეაჩერებს ყველაზე ძლევამოსილ ხელისუფლებას? თავად სახელმწიფო რატომ უნდა ემორჩილებოდეს თავის მსაჯულებსა და კანონებს. ვინ იქნება ზომიერთა ზედამხედველი? ვინ იქადაგებს სიბრძნეს?“ (იქვე, გვ. 32-33) და: „ყოველი ეროვნული ხელისუფლება, თუკი ის ხელისუფლებას წარმოადგენს, საკუთარი ძალაუფლების შესახებ საბოლოო სიტყვა უნდა ეთქმოდეს.“ (იქვე, გვ.48-49).
25. იქვე, გვ. 49.
26. ხელისუფლებისთვის ჯადოსნური თვისებების მიწერა, მოგვიანებით ჯეიმს ბერნჰამის მიერ მისტიკისა და ირაციონალურობის გამოყენებით ხელისუფლების არსებობის გამართლებას წააგვს: ძველ დროში, სანამ მეცნიერული ილუზიები ტრადიციულ სიბრძნეს გარყვნიდნენ, ქალაქების დამფუძნებლები ღმერთებად მიიჩნეოდნენ... არც ხელისუფლების წყაროს და არც მისი კანონიერების განმარტებები არ ეტევა გონიერების ჩარჩოებში... რატომ უნდა ვაღიაროთ ლეგიტიმურობის დამადასტურებელი მემკვიდრეობითი, დემოკრატიული ან ნებისმიერი სხვა წესი? რატომ უნდა ამართლებდეს კანონი ადამიანის ჩემზე მმართველობას?... მე ვაღიარე კანონი, რადგან... ასე მსურდა, იმიტომ, რომ ეს ასეა და ასე იყო კიდევაც. ჯეიმს ბერნჰამი, „კონგრესი და ამერიკული ტრადიცია (ჩიკაგო: რეგნერი, 1959), გვ. 3-8. მაგრამ რა მოხდება, თუკი ვინმე არ აღიარებს კანონს? მაშინ რაღა იქნება „გამოსავალი“?
27. ბლეკი, „ხალხი და სასამართლო“, გვ. 64.
28. იქვე, გვ.65.
29. ჯონ ს. კალჰოუნი, „ხელისუფლების გამოკვლევა“ (ნიუ-იორკი: ლიბერალური ხელოვნების გამომცემლობა, 1953), გვ. 25-27. აგრეთვე, მარი ნ. როტბარდი, „კონსერვატიზმი და თავისუფლება: ლიბერტარიანული შენიშვნა, „თანამედროვეობა“ (გაზაფხული, 1961): 219.
30. ჯ. ალენ სმიტი, „კონსტიტუციური მმართველობის აღმავლობა და დაცემა“ (ნიუ-იორკი: ჰენრი ჰოლტი, 1930), გვ. 88; სმიტმა დაამატა: აშკარა იყო, რომ იქ სადაც კონსტიტუცია ხელისუფლების შესაზღუდად შეიქმნა, მისი ნულიფიკაცია ადვილი იქნება, თუკი ხელისუფლებას მისი ინტერპრეტაციისა და აღსრულების უფლება დარჩება. მოვლენის ძირითადი არსი იმაში მდგომარეობს, რომ მმართველმა ორგანომ თავისი ძალაუფლების განსაზღვრა ვერ უნდა სძლოს. ნათელია, „საზოგადო აზრი“ და „საოცრებები“ ხელისუფლების შესახებ სხვადასხვა ხედვის ჩამოყალიბებას განაპირობებენ (გვ. 87).
31. კალჰოუნი, „ხელისუფლების გამოკვლევა., გვ. 20-21.
32. ჯეიმს ბუკანენი და გორდონ ტულოკი, თანხმობის გამოთვლა (ანა არბორი: მიჩიგანის უნივერსიტეტის პრესა, 1962).
33. ჰერბერტ სპენსერი, „სახელმწიფოს უგულვებელყოფის უფლება,“ „სოციალური სტატისტიკა“ (ნიუ-იორკი: დ. აპლეტონი, 1890), 229-39.
34. დე ჟუვენელი, „ძალაუფლება“, გვ. 171.
35. ჩვენ ვნახეთ, რომ სახელმწიფოსთვის ინტელექტუალების მხარდაჭერა არსებითია, რაც თავის მხრივ ორ მწვავე მუქარისგან დაცვას გულისხმობს. ამერიკელი ინტელექტუალები როლის შესახებ პირველ მსოფლიო ომში ამერიკის შეერთებული შტატების ჩართვის თაობაზე იხილეთ რანდოლფ ბოურნი, „ომი და ინტელექტუალები,“ „ლიტერატურული რადიკალისა და სხვა გაზეთების ისტორია“ (ნიუ-იორკი: ს.ა. რასელი, 1956), გვ. 205-22. როგორც ბოურნი აცხადებს, სახელმწიფოს ქმედებების მხარდაჭერის მოსაპოვებლად, ინტელექტუალების ძირითადი საშუალება სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლებზე დგომა და ნებისმიერი საფუძვლიანი კრიტიკის უარყოფაა.
36. როგორც მენეკენი თავისი შეუდარებელი ხერხით აღნიშნავს: ეს ბანდა (ექსპლუატატორები, რომლებიც ხელისუფლებას ქმნიან“) თითქმის დაუსჯელები არიან. (მენკენი, მენკენის ქრესტომათია“, გვ. 147-48) „ხელისუფალთა“ მიერ პიროვნების თავისუფლებაში ჩარევის წინააღმდეგ უფრო ნათელი განმარტებებისთვის იხილეთ ჰ. ლ. მენკენი, თავისუფლების ბუნება,“ „რჩეული“ (ნიუ-იორკი: საკოლექციო წიგნები 1958), გვ. 134-43.
37. ეს თანამედროვე საერთასორისო კანონუისგან უნდა განვასხვავოთ, რომელიც ომს „კოლექტიური უსაფრთხოების“ მომიზეზებით ამართლებს.
38. ფ.ჯ. პ. ვილი, „ბარბაროსობის განვითარება“ (აპლეტონი, ვისკონსინი, ს.ს. ნელსონი, 1953), გვ. 63. პროფესორი ნეფი ამის მსგავს მოლენას მეთვრამეტე საუკუნეში, დონ კარლოსის მიერ ავსტრიის წინააღმდეგ საფრანგეთთან, ესპანეთთან და სარდინიასთან ერთად იტალიაში წარმოებული ომის დროს აღწერს: მილანისა და რამდენიმე კვირის შემდეგ პარმის ალყის დროს... ჯარს ქალაქის გარეთ სასტიკი ბრძოლა მოუხდა. ადგილობრივ მცხოვრებთა სიმპათია რომელიმე მხარის მიმართ არსად შეინიშნებოდა. ერთადერთი რაც მათ აღაშფოთებდათ, როდის დაიწყებდნენ მეომრები ძარცვა-გლეჯას. შიში უსაფუძვლო აღმოჩნდა. პარმასში, მოქალაქეები ქალაქის კედლებიდან ადევნებდნენ თვალს იქვე გაჩაღებულ ბრძოლას (ჯონ უ.ნეფი, „ომი და კაცობრიობის პროგრესი“ (კემბრიჯი, მასაჩუსეტი, ჰარვარდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1950), გვ. 158. აგრეთვე, ჰოფმან ნიკერსონი, „შეგვიძლია შევზღუდოთ ომი?“ (ნიუ-იორკი: ფრედერიკ ა. სტოკი, 1934).
39. ნეფი, „ომი და კაცობრიობის პროგრესი“, გვ. 162.
40. იქვე, გვ. 161. ამერიკის რევოლუციის ლიდერების მიერ მტერთან ვაჭრობის შესახებ იხილეთ ჯოსეფ დირფმანი, ეკონომიკური აზროვნება ამერიკის ცივილიზაციაში (ნიუ-იორკი: ვიკინგ პრესა, 1946), ტომი 1, გვ. 210-11.
41. სახელმწიფოსა და საზოგადოების ძალაუფლების კონცეფციის შესახებ იხილეთ ალბერტ ჯ. ნოკის, „სახელმწიფო - ჩვენი მტერი“ (კალდველი, აიდაჰო: კაქსტონ პრინტერს, 1946). აგრეთვე იხილეთ ნოკი, „უსარგებლო ადამიანის მოგონებები“ (ნიუ-იორკი: ჰარპერსი, 1943), და ფრანკ ჩოდოროვი, „საზოგადოების აღმავლობა და ვარდნა“ (ნიუ-იორკი: დევინ-ადაირი, 1959).
42. სახელმწიფო ყოველთვის ცდილობს, რომ ეკონომიკისა და და საზოგადოების „მართვის ბერკეტები“, მათ შორის იძულებასა და საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილებებზე მონოპოლია, კავშირგაბმულობა და სატრანსპორტო არხები (ფოსტა, გზები, მდინარეები, საჰაერო სივრცე), საირიგაციო სისტემები და განათლება - მომავალი მოქალაქეების აზრის დასამუშავებლად - დაიმორჩილოს. თანამედროვე ეკონომიკაში ფული გადამწყვეტი „მართვის ბერკეტებია“.
43. პარაზიტული „დევნა“ კარლ მარქსის მიერ ღიად იქნა მხარდაჭერილი, რომელმაც აღიარა, რომ სოციალიზმის დამყარება კაპიტალიზმის დროს შექმნილი დოვლათის ხელში ჩაგდების გზით უნდა მომხდარიყო.
44. უცილობლად, ასეთი გადაწყვეტილების ერთ-ერთი აუცილებელი შემადგენელი ნაწილი ინტელექტუალებისა და სახელმწიფოს კავშირის გაწყვეტაა, ისეთი ინტელექტუალური და საგანმანათლებლო ცენტების შექმნის გზით, რომლებიც სახელმწიფოს ძალაუფლებისგან დამოუკიდებელი იქნება. ქრისტოფერ დაუსონი აღნიშნავს, რომ „რენესანსისა და განმანათლებლობის მიერ გამოწვეული დიდი ინტელექტუალური ძვრები დამკვიდრებული უნივერსიტეტების მიღმა ან წინააღმდეგ იქნა მღწეული. ახალი იდეების აკადემია დამოუკიდებელი მფლობელების მიერ შეიქმნა“. იხილეთ ქრისტოფერ დავსონი, დასავლეთის განათლების კრიზისი (ნიუ-იორკი: შიდი და უარდი, 1961).
![]() |
12 მონარქიისა და დემოკრატიის პოლიტიკური ეკონომია და მოსაზრება ბუნებითი წესრიგის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
ჰანს ჰერმან ჰოპე (1949)
ჰანს ჰერმან ჰოპე დაიბადა დასავლეთ გერმანიის ქალაქ პიენში. მან სოციოლოგია, ისტორია, ეკონომიკა და ფილოსოფია საარლანდის, საარბრიუკენის, გოეთეს, მაინის ფრანფურტისა და მიჩიგანის უნივერსიტეტებში შეისწავლა. მან ჯერ, 1974 წელს, გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტში მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი, ხოლო 1981 წელს ეკონომიკასა და სოციოლოგიაში გაიარა ჰაბილიტაცია.
იგი მრავალ გერმანულ უნივერსიტეტში პედაგოგობდა. ამასთან, ლექციებს კითხულობდა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში (ა.შ.შ.), ბოლინიის საერთაშორისო კვლევათა ცენტრში. 1986 წელს ჰოპე აშშ-ში გაემგზავრა, რათა მარი ნ. როტბარდს დამოწაფებოდა, რომელთანაც მეტად მჭიდრო ურთიერთობები დაამყარა და მის ინტელექტუალურ მემკვიდრედ იქცა.
ჰოპე თანამედროვე ავსტრიული ეკონომიკის სკოლის ერთ-ერთი თვალსაჩინო და თვითმყოფადი წარმომადგენელია. ის ამჟამად ლას-ვეგასის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი, ლუდვიგ ფონ მიზესის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და „ლიბერტარული კვლევების ჟურნალის“ (Journal of libertarian Studies) რედაქტორია.
ჰოპე თავის თავს ანარქო-კაპიტალისტს უწოდებს და თავის მოწოდებას შესაბამისი მსოფლმხედველობის გავრცლებაში ხედავს.
ჰოპე გახლავთ მრავალრიცხოვანი წიგნებისა თუ პუბლიკაციების ავტორი, რითაც იგი თანამედროვე ლიბერტარიანული მოძღვრების ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენლად იქცა.
ის ასაბუთებს კერძო საკუთრებასა და ინიციატივაზე დაფუძნებული საზოგადოების უპირატესობებს, ამხელს სახელმწიფო წყობისა და მისი პოლიტიკის ნაკლოვანებებს და შესაძლებლად მიიჩნევს, რომ კონკურენტ კერძო კომპანიებს გაცილებით უკეთესად შეუძლიათ დააკმაყოფილონ მომხმარებლის ინტერესები, მათ შორი ისეთ საკითხებშიც, როგორიცაა თავდაცვა, პოლიცია, სასამართლო და ა.შ.
ჰოპე განსაკუთრებულად კრიტიკულად აფასებს დემოკრატიულ წესწყობილებას და მასთან შედარებით, უპირატესობას აბსოლუტურ მონარქიას ანიჭებს, თუმცა საუკეთესო წესწყობილებად ანარქიულს მიიჩნევს. მისი მტკიცებით დემოკრატია, ანუ საზოგადოებრივი მფლობელობის მმართველობა მიდრეკილია ეკონომიკური ჩარევის ზრდისკენ, გაფართოებისკენ, ტოტალიტარიზმისკენ და გამოირჩევა ხარჯიანობით, მაშინ როდესაც აბსოლუტური მონარქია კერძო, მემკვიდრეობით მმართველობაზე და, შესაბამისად, გრძელვადიან ინტერესებზეა დაფუძნებული, ამიტომ შებოჭილი, მომჭირნე და ეკონომიკური თავისუფლებისთვის შედარებით კარგახსნილია.
I. თეორია: კერძო და საზოგადოებრივი მფლობელობის ხელისუფლების ეკონომიკური საფუძვლების შედარებითი ანალიზი
ხელისუფლება იძულების უფლების ტერიტორიალური მონოპოლისტია - ერთგვარი დაწესებულ;ება, რომელსაც შეუძლია ჩაბმული იყოს კერძო მესაკუთრეთა ქონებრივი უფლებების მუდმივ, ინსტიტუციონალიზებულ ხელყოფასა და ექსპლუატაციაში - კონფისკაციის, დაბეგვრის და რეგულირების გზით. ხელისუფლების წარმომადგენელთა გარკვეული ნაწილის ქედმაღლობისა და პირადი ანგარების გათვალისწინებით, ყოველი ხელისუფლებისგან უნდა ველოდოთ, რომ ის ამ მონოპოლიას გამოიყენებს და ამიტომ, ექსპლუატაციის მატებისკენ მიდრეკილებას გამოავლენს.1
თუმცა, მოსალოდნელი არაა, რომ ამ ძალისხმევაში ხელისუფლების ყოველი სახესხვაობა თანაბრად წარმატებული აღმოჩნდეს ან თუნდაც ერთი და იმავე გზით მოქმედებდეს. ელემენტარული ეკონომიკური თეორიის მიხდვით, ხელისუფლების ქცევა და სამოქალაქო საზოგადოებაზე მისი პოლიტიკის გავლენა, შესაძლებელია მნიშვნელოვნად გასხვავდებოდეს, იმისდა მიხედვით, სახელისუფლებო აპარატი კერძო თუ საზოგადოებრივი კუთვნილებაა.2
ხელისუფლების კერძო მფლობელობის ძირითადი დამახასიათებლი ნიშანი ის არის, რომ ექსპროპრირებული რესურსები და სამომავლო ექსპროპრიაციის მონოპოლიური პრივილეგია პირად საკუთრებაშია. სათანადო რესურსები მმართველის პირად ქონებას ერთვის და ისე განიხილება, თითქოს მისი ნაწილი იყოს. სამომავლო ექსპროპრიაციის მონოპოლიური პრივილეგია ამ ქონებაზეა მიბმული, როგორც უფლება და მისი მიმდინარე ღირებულების დაუყოვნებულ მატებას განაპირობებს (მონოპოლიური მოგების კაპიტალიზაცია). მეტად მნიშვნელოვანია, რომ მმართველი, როგორც სახელისუფლებო ქონების კერძო მესაკუთრე, უფლებამოსილია თავისი სამფლობელო მის პირად მემკვიდრეს გადასცეს; მას შეუძლია პრივილეგირებული ქონება მთლიანად ან ნაწილობრივ გაყიდოს, იჯარით გასცეს ან გააჩუქოს, ხოლო მიღებული შემოსავლები ჩაიჯიბოს. აგრეთვე, შეუძლია ამ ქონების მართვისა და მოვლისთვის საჭირო ნებისმიერი პირი საკუთარი შეხედულებისამებრ დაიქირაოს ან გაათავისუფლოს.
ამისგან განსხვვებით, ხელისუფლების საზოგადოებრივი მფლობელობის პირობებში, სახელისუფლებო აპარატზე ზედამხედველობა ნდობით აღჭურვილი პირის ან მეურვის ხელში იქცევა. მეურვეს შეუძლია სახელისუფლებო აპარატი პირადი გამორჩენისთვის გამოიყენოს, მაგრამ ის მას არ ფლობს. მას არ ძალუძს, რომ სახელმწიოფო რესურსები გაყიდოს და მონაგარი ჩაიჯიბოს. აგრეთვე, მას არ შეუძლია, რომ მმართვლობა პირად მემკვიდრეს გადასცეს. ის მიმოქცევაში არსებულ სახელისუფლებო რესურსებს განაგებს, მაგრამ მათ კაპიტალურ ღირებულებას - არა. გარდა ამისა, კერძო მფლობელობის ხელისუფლება შეზღუდულია მემკვიდრეობის წესით, მაშინ როდესაც მეურვე-მმართველის ადგილის დასაკავებლად გზა ყოველთვის ხსნილია. ასე რომ პრინციპში, ნებისმიერს შეუძლია სახელისუფლებო მეურვე გახდეს.
ამ დაშვებებიდან შეიძლება ორი ძირითადი, ურთიერთდაკავშირებული ვარაუდი გამომდინარეობდეს: (1) ხელისუფლების კერძო მფლობელი გამოავლენს მიდრეკილებას, რომ მუდმივად შორსგამიზნული გეგმები იქონიოს, ანუ მის მიერ დროში უპირატესობის მინიჭების ხარისხი და შესაბმისად, ეკონომიკური ექსპლუატაციის ხარისხი შედარებთ დაბალი იქნება, ვიდრე სახელისუფლებო მეურვის შემთხვევაში. (2) არასამთავრობო საზოგდოებრიობა, რომელიც მღალი ხარისხის ექსპლუატაციას გნიცდის ხელისუფლების საზოგადო მფლობელობის შემთხვევაში მედროვეობისკენ უფრო იქნება მიდრეკილი, ვიდრე ხელისუფლების კერძო მფლობელობის პირობებში.
(1) ცხადია, ხელისუფლების კერძო მფლობელი ყველანაირად შეეცდება, რომ მთელი თავისი სიმდიდრის, ანუ ქონებისა და მიმდინარე შემოსავლების ღირებულება მაქსიმალურად გაიზარდოს, ხოლო რადგან მიმდინარე შემოსავლების გაფართოების ღონისძიებები არსებული აქტივების ღირებულებაზე უსათუოდ აისახება (წარმოაჩენს რა ყველა სამომავლოდ მოსალოდნლი შემოსავლის ღირებულებას, რომელიც დროითი უპირატესობის განაკვეთით იქნება დისკონტირებული), თავის მხრივ, კერძო მფლობელობა თავისთავად ეკონომიკური ანგარიშიანობისკენ უბიძგებს და წინდახედულებას ანვითარებს. ხელისუფლების კერძო მფლობელობის შემთხვევაში, ეს მმართველის მიერ ექსპროპრიაციის მონოპოლური პრივილეგიის გამოყენების მკვეთრ შეზღუდვას გულისხმობს, რადგან არასამთავრობო საზოგადოებრიობის მიერ შექმნილი დოვლათის ექსპროპრიაცია თავისი ბუნებით პარაზიტული ქმედებაა. იქ, სადაც ჯერ არაფერი არ შექმნილა, არც რაიმეს ექსპროპრიაციაა შესაძლებელი; ხოლო როდესაც ყველაფერი ექსპროპრირებულია, მთელი სამომავლო წარმოება ჭრიალით ჩერდება. შესაბამისად, ხელისუფლების კერძო მფლობელი საკუთარი ქვეშევრდომების ძლიერ ექსპლუატაციას თავს ისევე აარიდებს, როგორც მაგალითად, სამომავლო შემოსავლების პოტენციალის იმ ზომამდე შემცირებას, რომ კუთვნილი ქონების მიმდინარე ღირებულება გაუფასურდეს. მართლაც, პირადი ქონების ღირებულების შენაჩუნების ან შესაძლო გაზრდის მიზნით, ის მუდმივად შეიკავებს თავს ექსპლუატატორული პოლიტიკისგან. რაც უფრო დაბალი იქნება ექსპლუატაიის ხარისხი, მით უფრო ნაყოფიერი იქნებიან ქვეშევრდომები. ხოლო, რაც უფრო ნაყოფიერი იქნება მოსახლეობა, მით უფრო დაედება ფასები მმართველის პარაზიტულ მონოპოლიას ექსპროპრიაციის უფლებაზე. ის, რა თქმა უნდა, გამოიყენებს მონოპოლიურ პრივილეგიას და ექსპლუატაციისგან თავს შეკავბს. მისი, როგორც ხელისუფლების კერძო მფლობელის პირად ინტერესებში შედის, რომ მზარდი, სულ უფრო და უფრო შედეგიანი და წარმატებული არასამთავრობო ეკონომიკიდან პარაზიტულად იხეიროს, რადგან ეს მის პირად ქონებას და კეთილდღეობას ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ისე გაზრდის, რომ მათი ექსპლუატაციის ხარისხი შემცირებისკენ ექნება მიმართული.
გარდა ამისა, კერძო მფლობელობა თავშეკავებასა და წინდახედულებას სხვა მიზეზითაც გულისხმობს. ნებისმიერი კერძო საკუთრება, თავისი განსაზღვრებით ხელშეუხებელია. მესაკუთრე უფლებამოსილია არ დაუშვას ნებისმიერი სხვა პირის მიერ მისი ხელყოფა და გამოყენება; ის თავისუფალია არჩევანში, თუ ვისთან გაიზიაროს მისი მოხმარება, თუკი ამას საერთოდ მოისურვებს. ჩვეულებრივ, მესაკუთრე ქონებთ სარგებლობის უფლებას თავისი ოჯახის წევრებს აძლევს, ხოლო ყველა სხვას კი უკრძალავს. საგანგებოდ მოწვეული სტუმრების ან დროებით დაქირავებული და ხელშეკრულებით აყვანილი პირების გარდა. ექსპროპროპრირებულ რესურსებს მხოლოდ მმართველი ოჯახი, მისი მეგობრების, დაქირავებული თანამშრომლებისა და საქმიანი პარტნიორების მცირე ჯგუფი ინაწილებს და ამგვარად, პარაზიტული ცხოვრების გაგრძელბას ახერხებს. ხელისუფლებაში შეღწევის აღნიშნული შეზღუდვებისა და თავად მმართველისა და მისი ოჯახის ექსკლუზიური სტატუსის გამო, ხელისუფლების კერძო მფლობელობა არასამთავრობო საზოგადოებრიობაში ნათლად გამოხატული „კლასობრივი თვითშეგნების“ ჩამოყალიბებას უწყობს ხელს და მმართველობის ექსპლუატაციის მიმართ წინააღმდეგობის და დაუმორჩილებლობს უნარს აყალალიბებს. ერთის მხრივ მმართველთა მცირე, ხოლო მეორე მხრივ, მართულთა დიდ ჯგუფს შორის მკვეთრი ზღვარი განაპირობებს, რომ ამ კლასებიდან ზოგიერთის დარდი, ხოლო ზოგიერთის იმედი, რომ ერთი კლასიდან მეორეში ჩამოქვეითდნენ ან მაღლდნენ, ძალიან ნაკლებად სავარაუდოა. ზემდგომ კლასში შეღწევის თითქმის გადაულახავი შეზღუდვების გამო, მართულთა ანუ ხელისუფლების მხრიდან უფლებათა შელახვის პოტენციურ მსხვერპლთა სოლიდარობა ძლიერდება, რაც ამაღლებს იმის რისკს, რომ ექსპლუატაციის გაზრდის შემთხვევაში, მმართველი კლასი ლეგიტიმურობას დაკარგავს.3
ყოველივე ამის სრულიად საპირისპიროდ, საზოგადოებრივი მფლობელობის მეურვე შეეცდება, რომ მაქსიმალურად გაზარდოს ხელისუფლების არა მთლიანი დოვლათი (ანუ კაპიტალის ღირებულება და მიმდინარე შემოსავალი), არამედ მხოლოდ მიმდინარე შემოსავალი (კაპიტალის ღირებულების მიუხედავად და მის ხარჯზე). მართლაც, მეურვეს რომც სურდეს, სხვაგვარად მოქმედებას ვერც შეძლებს. საზოგადოებრივი მფლობელობის ხელისუფლების რესურსები გასაყიდად არ არის განკუთვნილი, მაგრამ საბაზრო ფასწარმოქ მნის გარეშე ეკონომიკური გათვლები შეუძლებელია. შესაბამისად, საცნაურია, რომ ხელისუფლების საზოგადოებრივი მფლობელობის გარდაუვალი შედეგი კაპიტალის უწყვეტი განიავება იქნება. სახელისუფლებო ქონების ღირებულების გაზრდის ან, თუნდაც, შენარჩუნების მაგივრად, როგორც ამას ხელისუფლების კერძო მფლობელი შეეცდებოდა, ხელისუფლების დროებითი მეურვე შეეცდება, რომ დაუყოვნებლივ, რაც შეიძლება მეტი სახელისუფლებო რესურსი გამოიყენოს, რადგან იმაზე, რასაც ახლა არ მოიხმარს, შემდგომში შეიძლება ხელი აღარც კი მიუწვდეს. კერძოდ, მეურვე, ხელისუფლების კერძო მფლობელისგან განსხვავებით, ქვეყნის გაპარტახების შეჩერებაში დაინტერესებული არაა. რატომ არ უნდა ჰქონდეს მას სახელისუფლებო რესურსების ექსპლუატაციის გაზრდის სურვილი, თუკი თავშეკავების პოლიტიკის უპირატესობას, რაც სახელისუფლებო ქონების კაპიტალური ღირებულების ზრდაში გამოიხატება, სათავისოდ ვერ გამოიყენებს, მაშინ როცა ექსპლუატაციის გაფართოების საპირისპირო პოლიტიკის უპირატესობით, ანუ მიმდინარე შემოსავლების ზრდით, სავარაუდოდ, იოლად ისარგებლებს? მეურვისთვის, კერძო მფლობელისგან განსხვავებით, თავშეკავებას არა უპირატესობები, არამედ მხოლოდ ზარალი მოაქვს.4
ამასთან ერთად, საზოგადოებრივი მფლობელობის ხელისუფლების პირობებში, პრინციპში, ნებისმიერს შეუძლია მმართველი კლასის წევრი და თუნდაც უმაღლესი ხელისუფალი გახდს. განსხვავება მმართველთა და მართულთა შორის უფერულდება ისევე, როგორც ქრება მართულთა კლასობრივი თითშეგნება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ განსხვავება თითქოს აღარც კი არსებობს: საზოგადოებრივი ხელისუფლების დროს არავინ არავის მართავს, მაგრამ სამაგიეროდ, ყველა საკუთარ თავს მართავს. შესაბამისად, საზოგადოების წინააღმდეგობა სახელისუფლებო ძალაუფლებისადმი მუდმივად სუსტდება. თუკი წინათ ექსპლუატაცია და კონფისკაცია შეიძლება შეფასებულიყო აშკარად რეპრესიულ და საზოგადოებისთვის საზიანო ქმედებად, ახლა იშვიათად თუ ვინმე მიიჩნევს ასე, რადგან ყველას გაუჩნდა შესაძლებლობა, რომ ექსპლუატატორთა და ექსპროპირებულ სიკეთეთა მიმღებთა რიგებში შედარებით თავისუფლად შევიდეს. შედეგად, არა მარტო ექსპლუატაცია გაიზრდება, როგორც ღიად, ანუ მაღალი გადასახადების სახით, ისე ფარულად, ანუ ხელისუფლების მიერ ფულის „შექმნით“ (ინფლაცია) ან საკანონმდებლო რეგულირებით; არამედ, გაიზრდება კერძო დასაქმებულებთან მიმართებაში ხელისუფლების მიერ დაქირავებულთა (სახელმწიფო მოსამსახურეების) რიცხვიც - მომატების, როგორც აბსოლუტურ ისე ფარდობით მაჩვენებლებში. ამასთან ეს მოხდება იმ გამორჩეული და შემართული პიროვნებების ხარჯზე, რომლებიც განსაკუთრებით მაღალი ხარისხის დროითი უპირატესობით გამოირჩევიან და შორსმჭვრეტელობის დაბალი და შეზღუდული უნარი გააჩნიათ.
(2) დანაშაულებრივი თავდასხმის შემთხვევაში თავდაცვის განუყოფელი უფლებისგან განსხვავებით, კერძო საკუთრების უფლებებზე ხელისუფლების ძალმომრეობის მსხვერპლმა შესაძლოა თავი ვერც კი დაიცვას.5
ქონების ან შემოსავლების დაბეგვრა, ისევე არღვევს ქონების მფლობელისა და შემოსავლების გამომმუშავებლის უფლებებს, როგორ დაყაჩაღება. ორივე შემთხვევაში, მათი მოხმარება, მათივე სურვილის საპირისპიროდ და თანხმობის გარეშე, მცირდება. ხელისუფლების მიერ ფულის ან სხვა ლიკვიდური აქტივების შექმნას, კერძო მესაკუთრეთა ქონების არა ნაკლებ თაღლითური ექსპროპრიაცია მოსდევს, ვიდრე ყალბი ფულის დამამზადებლების დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობას. აგრეთვე, ხელისუფლების მხრიდან ყოველგვარი მითითება, თუ როგორ უნდა გამოიყენოს ან არ გამოიყენოს თავისი ქონება მესაკუთრემ - იმ წესის მიღმა, რომ არავის აქვს უფლება სხვისი ქონება მიითვისოს და რომ საქონელგაცვლისა და გაყიდვის ყველა შემთხვევა ნებაყოფილობით და თანხმობით უნდა განხორციელდეს - ნიშნავს სხვისი საკუთრების ხელყოფას, მსგავსად ძარცვისა, ქურდობისა და დანგრევისა. დაბეგვრა, ფულის შექმნა და რეგულირება, მსგავსი შინაარსის კრიმინალური შემთხვევებისგან განსხვავებით, კანონიერად მიიჩნევა, ხოლო ხელისუფლების ჩარევის მსხვერპლს, დანაშაულის მსხვერპლისგან განსხვავებით, თავისი საკუთრების ფიზიკური შენარჩუნებისა და დაცვის უფლება არ აქვს.
იმის გამო, რომ ხელისუფლების მიერ კეძო მესაკუთრის უფლებების ხელყოფა დაკანონებულია, ეს დანაშაულისგან ძირეულად განსხვავებული და უფრო არსებითი სახით ზემოქმედებს პიროვნების დროითი უპირატესობის სისტემაზე. კერძო მესაკუთრის უფლებებში ხელისუფლების ნებისმიერი ჩარევა, დანაშაულის შემთხვევის მსგავსად, სათანადო მეწარმეების მიერ დოვლათის მიმდინარე წარმოებას ამცირებს და შედეგად, მათ მიერ ეფექტური დროითი უპირატესობის განაკვეთი მაღლდება. თუმცა, ხელისუფლების ჩარევა - დანაშაულისგან განსხვავებით - ფაქტიური და პოტენციური მსხვერპლის დროში უპირატსობის მინიჭების ხარისხს ერთდროულად ზრდის, რადგან ის საქონლის წარმოების შემცირებას მომავალშიც გულისხმობს (ამცირებს რა ინვესტიციების უკუგების მაჩვენებლებს). დანაშაული, არაკანონიერების გამო, თავს მხოლოდ პერიოდულად იჩენს - მძარცველი სცენიდან ნადავლთან ერთად ქრება და მსხვერპლს მარტო ტოვებს. ამრიგად, დანაშაულთან გამკლავება შეიძლება შესაძლებლობის ფარგლებში დოვლათისა და მომსახურების დაცვის ღონისძიებებზე მოთხოვნის გაზრდით, ისე, რომ საინვესტიციო უკუგება არათუ აღდგეს, არამედ კიდეც გაიზარდოს და ნაკლებ სავარაუდო გახდეს, რომ იგივე ან სხვა მძარცველმა კიდევ ერთხელ მიაღწიოს სასურველ შედეგს. ამის საპირისპიროდ, ლეგიტიმურობის გამო, ხელისუფლების მხრიდან საკუთრების უფლებების დარღვევა უწყვეტი პროცესია. დამნაშავე კი არ უჩინარდება თავშესაფარში, არამედ იქვე დაძრწის, და მსხვერპლი კი არ იარაღდება (თუნდაც იმ სახით, როგორც მისგან საზოგადოდ მოელიან). არამედ ვალდებულია დაუცველი დარჩეს. ხელისუფლების მხრიდან საკუთრების უფლებების დარღვევის ფაქტიური და პოტენციური მსხვერპლნი, თავდამსხმელის წინაშე დაუცველობის გამო წარმოშობილ მუდმივად მაღალ რისკს მომავალ წარმოებას უკავშირებენ და თავიანთ მოლოდინს ინვესტიიების უკუგების შემცირების შესახებ, ყველა მომავალ ინვესტიციაში ითვალისწინებენ.
წარმოების მოცულობების ერთდროულად მიმდინარე და სამომავლო შემცირების გარდა, ხელისუფლბის მიერ საკუთრების უფლებების დარღვევა არა მხოლოდ დროითი უპირატესობის მაჩვენებელს ზრდის (მოცემული ნიშნულით), არამედ თვით რდოითი უპირატესობის განრიგისაც. რადგან მესაკუთრეები და მწარმოებლები კარგად აცნობიერებენ, რომ ხელისუფლების მოხელეთა მხრიდან ხელყოფისგან სამომავლოდაც დაუცველნი იქნებიან, მათი მოლოდინი მომავალზე გამიზნული ნაყოფიერი მოღვაწეობის უკუგებასთან დაკავშირებით ყოველმხრივ დაბალია, შესაბამისად, ყველა ფაქტიური თუ პოტენციური მსხვერპლი ხდება მედროვე.6
გარდა ამისა, ექსპლუატაციის შედარებით მაღალი ხარისხის გამო, ხელისუფლების საზოგადოებივი მფლობელობის დროს, მედროვეობისკენ მიდრეკილება ბევრად უფრო აშკარად გამოხატული გახდება, ვიდრე ხელისუფლების კერძო მფლობელობის პირობებში.7
II. მოძრაობა მონარქიიდან დემოკრატიამდე (1789-1918)
ხელისუფლების კერძო მფლობელობის ისტორიულ მაგალითს შთამომვლობითი მონარქიები წარმოადგენენ, ხოლო ხელისუფლების საზოგდოებრივი მფლობელობის ყველა ნიშანი დემოკრატიულ რესპუბლიკებს ახასიათებთ.
კაცობრიობა, თავისი ისტორიის უმეტესი დროის მანძილზე, როდესაც კი ის საერთოდ რომელიმე სახის ხელისუფლებას ექვემდებარებოდა, მონარქიული მმართველობის ქვეშ იყო. გამონაკლისები გახლდათ: ათენის დემოკრატია, რომი თავისი რესპუბლიკური პერიოდის განმავლობაში ძვ. წ. აღრიცხვის 31 წლამდე, ვენეციის, ფლორენციის და გენუას რესპუბლიკები 1648 წლიდან 1673 წლამდე, და ინგლისი კრომველის მმართველობის დროს 1649 წლიდან 1660 წლამდე. მიუხედავად ამისა, დემოკრატიული რესპუბლიკები იშვიათი მოვლენა გახლდათ მსოფლიოში, სადაც მონარქები დომინირებდნენ. შვეიცარიის გამოკლებით, ისინი წარმოადგენდნენ ხანმოკლე მოვლენებს. მონარქიებით გარემოცული ყველა ადრეული რესპუბლიკა იძულებული იყო, რომ საზოგადოებრივი საკუთრების ხელმისაწვდომობის პირობა მხოლოდ ნაწილობრივ დაეკმაყოფილებინა. მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკური მმართველობა თავისი არსით გულისხმობს ხელისუფლების საზოგადოებრივ და არა კერძო მფლობელობას, ხოლო აქედან გამომდინარე რესპუბლიკა შეიძლება სარგებლობდეს საყოველთაო მხარდაჭერით, ყველა ადრინდელ რესპუბლიკაში, ხელისუფლებაში შეღწევის შესაძლებლობა მხოლოდ წარჩინებულთა შედარებით მცირე ჯგუფს ჰქონდა.
პირველი მსოფლიო ომის დასასრულისთვის, კაცობრიობა ნამდვილად გამოვიდა მონარქიული დროებიდან.8 საფრანგეთის რევოლუციის შემდგომ საუკუნე-ნახევარში, ევროპამ და მის კვალდაკვალ მთელმა მსოფლიომ ძირეული გარდაქმნა განიცადა. თითქმის ყველგან, მონარქიული წყობილება და მეფეების სუვერენიტეტი, დემოკრატიულ-რესპუბლიკური წყობილებითა და „ხალხის“ სუვერენიტტით შეიცვალა.
გაბატონებულ მონარქიულ პრინციპებზე რესპუბლიკანიზმისა და ხალხის სუვერენიტეტის იდეის პირველი შეტევა საფრანგეთში ნაპოლეონის სამხედრო მარცხითა და ბურბონების მმართველობის აღდგენით იქნა უკუგდებული; რევოლუციური ტერორისა და ნაპოლეონის ომების შედეგად, თითქმის მთელი მე-19 საუკუნის განმავლობაში, რესპუბლიკანიზმი მნიშვნელოვანწილად სახელგატხილი იყო. თუმცა, საფრანგეთის რევოლუციის დემოკრატიულ-რესპუბლიკურმა სულისკვეთებამ წარუშლელი კვალი დატოვა. 1815 წელს მონარქიული წყობილების აღდგენიდან, 1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე, ხალხის მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში და მისი წარმომადგენლობა ხელისუფლებაში ევროპის ყველა ქვეყანაში მუდმივად იზრდებოდა. ყველგან მნიშვნელოვნად გაიზარდა როგოც საარჩევნო უფლებები, ისე ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის ძალაუფლება.9
1815 წლიდან 1830 წლამდე, საფრანგეთში ხმის მიცემის უფლება, ბურბონების მონარქიული მმართველობის აღდგენის გამო, ჯერ კიდევ მკაცრად შეზღუდული იყო. თითქმის 30 მილიონიანი მოსახლეობიდან , ხმის უფლება მხოლოდ საფრანგეთის უმსხვილეს კერძო მესაკუთრეებს ჰქონდათ - დაახლოებით 100000 ადამიანს (ანუ 20 წელზე უფროსი მოსახლეობის ერთი პროცენტის ნახევარზე ნაკლებს). 1830 წლის ივლისის რევოლუციის შედეგად, შარლ X-ს დამხობისა და ორლეანის ჰერცოგის, ლუი ფილიპეს ტახტზე ასვლის შემდეგ, ამომრჩეველთა რიცხვი 200000-მდე გაიზარდა. 1848 წელს რევოლუციური გადატრიალების შედეგად, საფრანგეთი ისევ რესპუბლიკური გახდა. 21 წელზე უფროსი მამაკაცებისთვის საყოველთაო და შეუზღუდავი არჩევნები დაწესდა. ნაპოლეონ III 8 მილიონი ამომრჩევლიდან თითქმის 5,5 მილიონის მხარდაჭერით იქნა არჩეული.
1815 წლის შემდეგ დიდ ბრიტანეთში ამომრჩეველთა რიცხვი 500000 შეძლებული მესაკუთრით შემოიფარგლებოდა (20 წელს გადაცილებული მოსახლეობის დაახლოებით 4 პროცენტს). 1832 წლის კანონმა საარჩევნო სისტემის რეფორმის შესახებ, მესაკუთრეობაზე მოთხოვნები შეამცირა და ამომრჩეველთა რიცხვი 800000-მდე გაზარდა. ამომრჩეველთა რიცხვის შემდგომი ზრდა, დაახლოებით ერთი მილიონიდნ ორ მილიონამდე, 1867 წლის მეორე საარჩევნო რეფორმას მოჰყვა. 1884 წელს კი საკუთრების ფლობაზე მოთხოვნები კიდევ უფრო შემცირდა და ამომრჩეველთა რიცხვი 6 მილიონამდე გაიზარდა (20 წელზე უფროსი მოსახლეობის თითქმის მესამედი და ზრდასრულ მამაკაცთა სამ მეოთხედზე მეტი).
პრუსიაში, რომელიც ვენის კონგრესის შემდეგ გერმანიის 39 დამოუკიდებელი სახელმწიფოდან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, დემოკრატიზაცია 1848 წლის რევოლუციითა და 1850 წლის კონსტიტუციით დაიწყო. პრუსიის პარლამენტის ქვედა პალატა მამაკაცების მიერ საყოველთაო ხმის უფლებით იქნა არჩეული. თუმცა, 1918 წლამდე, ამომრჩეველი განსხვავებული საარჩევნო უფლებების მქონე სამ ფენად იყო დაყოფილი. მაგალითად: უმდიდრესი ნაწილი - ისინი ვინც მთელი გადასახადების მესამედს იხდიდნენ - ქვედა პალატის წევრთა მესამედს ირჩევდა. 1867 წელს ჩრდილოეთ გერმანიის კონფედერაცია დაარსდა, რომელიც პრუსიას და 21 სხვა გერმანულ სახელმწიფოს მოიცავდა. მისი კონსტიტუცია 25 წელს გადაცილებული მამაკაცებისთვის უნივერსალურ, შეუზღუდავი ხმის უფლებას ითვალისწინებდა. 1871 წელს, ნაპოლეონ III-ზე გამარჯვების შემდეგ, ჩრდილოეთ გერმანიის კონფედერაციის კონსტიტუცია ახლად დაარსებული გერმანიის იმპერიის მიერ მნიშვნელოვნად შეიცვალა. მოსახლეობის მესამედმა) გერმანიის პირველი რაიხსტაგი (პარლამენტი) აირჩია.
1861 წელს, სარდინიის სამეფოსა და პიემონტის ლიდერობით იტალიის პოლიტიკური გაერთიანების შემდეგ, ხმის მიცემის უფლება 25 მილიონიანი მოსახლეობიდან 500000 ადამიანმა მოიპოვა (20 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობის თითქმის 3,5 პროცენტი). 1882 წელს, საკუთრების ფლობაზე მოთხოვნები შემსუბუქდა, ხოლო მინიმალურმა საარჩევნო ასაკმა 25 -დან 21 წლამდე დაიწია. შედეგად, იტალიელი ამომრჩეველი 2 მილიონზე მეტად გაიზარდა. 1913 წელს, შემოღებული იქნა თითქმის საყოველთაო და შეუზღუდავი ხმის უფლება 30 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცთათვის და მცირედით შეზღუდული ხმის უფლება 21 წელზე უფროსი ასაკის პირებისთვის, რამაც იტალიელ ამომრჩეველთა რაოდენობა 8 მილიონზე მეტად გაზარდა (20 წელს გადაცილებული მოსახლეობის 40 პროცენტზე მეტი).
ავსტრიაში, შეზღუდული და არათანაბარი ხმის უფლება 1873 წელს გამოცხადდა. ამომრჩეველმა, რომელიც არათანაბარი ხმის უფლების მქონე ოთხი კლასის ანუ კურიისგან შედგებდა, 20 მილიონიანი მოსალეობიდან 1.2 მილიონი ამომრჩეველი შეადგინა (20 წელზე ასაკოვანი მოსახლეობის 10 პროცნტი). 1867 წელს მას მეხუთე კურია დაემატა. 40 წლის შემდგ კურიების სისტემა შეიცვალა. საყოველთაო და თანაბარი ხმის უფლება 24 წელზე უფროსი მამაკაცებისთვის იქნა შემოღებული, რამაც ამომრჩეველთა რიცხვი 6 მილიონს მიუახლოვა (20 წელზე ხნიერი მოსახლეობის თითქმის 40 პროცენტი).
რუსეთი 1864 წლიდან სმხარეო და საოლქო საბჭოებს - ზემსტვოებს - ირჩევდა; ხოლო 1905 წლს, იაპონიასთან წაგებული ომის გამოძახილით, პარლამენტი - დუმა - შექმნა, რომელიც მამაკაცთა თითქმის საყოველთაო, თუმცა არაპირდაპირი და არათანაბარი ხმის უფლებით იქნა არჩეული. რაც შეეხება ევროპის მცირე სახელმწიფოებს, მამაკაცთა საყოველთაო ან თითქმის საყოველთაო და თანაბარი ხმის უფლება 1848 წლიდან შვეიცარიაში შემოიღეს, ხოლო 1890 და 1910 წლებში ბელგიაში, ჰოლანდიაში, ნორვეგიაში, შვეციაში, ესპანეთში, საბერძნეთში, ბულგარეთში, სერბეთში და თურქეთში ამოქმედდა. მიუხედავად დაძაბუნების აშკარა ნიშნებსა, პირველი მსოფლიო ომის კატაკლიზმურ მოვლენებამდე მონარქიული პრინციპი გაბატონებულ მდგომარეობას მაინც ინარჩუნებდა. 1914 წლამდე, ევროპაში მხოლო ორი რესპუბლიკა - საფრანგეთი და შვეიცარია არსებობდა. ხოლო ყველა ძირითადი ევროპული მონარქიიდან საპარლამენტო წესწყობილება მხოლოდ დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში მოქმედებდა, სადაც უმაღლესი ხელისუფლება არჩეული პარლამენტის წინაშე იყო პასუხისმგებელი. მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ, როდესაც შეერთებული შტატები - სადაც დემოკრატიული პინციპები, რომლებიც იგულისხმება რეესპუბლიკის იდეაში ჯერ კიდევ ახალი დანერგილი იყო, უნიონისტთა ცენტრალისტური ხელისუფლების მიერ სეცესიის მომხრე კონფედერატების განადგურების შედეგად10 - ევროპულ ომში ჩაება და მისი შედეგი გადაწყვიტა კიდეც, მონარქიები თითქმის მთლიანად გაქრა და ევროპა დემოკრატიული რესპუბლიკისკენ შემობრუნდა.11
ევროპულ ომებში დამარცხებული რომანოვები, ჰოჰენცოლერები და ჰაბსბურგები იძულებული იყვნენ ტახტიდან გადამდგარიყვნენ, ხოლო რუსეთი, გერმანია და ავსტრია დემოკრატიული რესპუბლიკები გახდნენ, მამაკაცთა და ქალთა საყოვეთაო ხმის უფლებით და საპარლამენტო ხელისუფლებით. ყველა ახლად შექმნილმა სახელმწიფომ - პოლონეთმა, ფინეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ, ლიტვამ, უნგრეთმა და ჩეხოსლოვაკიამ (მხოლოდ იუგოსლავიის გამოკლებით) - დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია მიიღეს. მონარქია ასევე თურქეთსა და საბერძნთშიც დაემხო. დიდ ბრიტანეთში, იტალიაში, ესპანეთში, ბელგიაში, ჰოლანდიასა და სკანდინავიის ქვეყნებში, სადაც მონარქიული წყობილება ნომინალურად შენაჩუნდა, მონარქებს მმართველობის უფლება აღარ ჰქონდათ. ზრდასრულთათვის საყოველთაო ხმის უფლება იქნა შემოღებული და სახელისუფლებო ძალაუფება პარლამენტსა და თანამედროვე პირებზე გადანაწილდა.12 ახალი მსოფლიო წესრიგი - დემოკრატიული რესპუბლიკური დროება, შეერთებული შტატების ხელისუფლების დომინირებით დამყარდა.
III. სამხილები და თვალსაჩინოება: ექსპლუატაცია და მედროვეობა მონარქიისა და დემოკრატიული რესპუბლიკანიზმის დროს.
ეკონომიკური თეორიის თვალსაზრისით, პირველი მსოფლიო ომის დასასრული შეიძლბა გაიგივებული იქნეს მომენტთან, როდესაც ხელისუფლების კერძო მფლობელობა მთლიანად ხელისუფლების საზოგადოებრივი მფლობელობით შეიცვალა და მაშასადამე, მიდრეკილება ექსპლუატაციის მუდმივი გაფართოებისკენ, ანუ მმართველობის ზრდის, საზოგადოებაში დროითი უპირატსობის ხარისხის მატებისა და მედროვეობისკენ, სწორედ ამ დროიდან უნდა ყოფილიყო მოსალოდნელი. მართლაც, პირველი მსოფლიო ომის შემდგომი დასავლური ისტორიის გამოკვეთილად მთავარი თემა ასეთი იყო: მე19 საუკუნის ბოლო მესამედში „არქაული რეჟიმის“ ავის მომასწავებელ შესუსტებასთან ერთად, 1918 წლიდან (1) ხელისუფლების ექსპლუატაციის პრაქტიკულად ყველა მაჩვენებელი და (2) დროითი უპირატესობის მაჩვენებელი მუდმივად მატებისკენ არიან მიდრეკილი.
III.1. ექსპლუატაციის მაჩვენებლები
საკამათო არ არის, რომ დაბეგვრა მონარქიულ დროშიც იზრდებოდა.13 თუმცა, ამავდროულად, ხელისუფლების წილი შემოსვლებში შესამჩნევად უცვლელი და დაბალი რჩებოდა. ეკონომიკის ისტორიკოსი კარლო მ. კოპოლა ასკვნის, „საბოლოო ჯამში, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ყველგან - ევროპაში - ხელისუფლების მიერ კერძო სექტორში გამომუშავებული შემოსავლების მითვისებამ განსაკუთრებით შესამჩნევად მე-11 საუკუნის შემდგომ იმატა, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, რომ განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, სახელისუფლებო ძალაუფლება ოდესმე შეძლებდა ერონული შემოსავლის 5-8 პროცენტზე მეტის მითვისებას.“ ხოლო შემდეგ ის ყურდღბას ამახვილება იმაზე, რომ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრამდე ხელისუფლების მიერ შემოსავლების მითვისებული წილის ზრდას მუდმივი ხასიათი არ ჰქონდა.14
ამ დრომდე, საშემოსავლო გადასახადი დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, მხოლოდ დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოს ჰქონდა შემოღებული (1843 წლიდან). საფრანგეთმა საშემოსავლო გადასახადი პირველად 1873 წელს დააწესა, იტალიამ 1877 წელს, ნორვეგიამ 1892 წელს, ჰოლანდიამ 1894 წელს, ავსტრიამ 1898 წელს, შვეციამ 1903 წელს, შეერთებულმა შტატებმა 1913 წელს, შვეიცარიამ 1916 წელს, დანიამ და ფინეთმა 1917 წელს, ირლანდიამ და ბელგიამ 1922 წელს, ხოლო გერმანიამ კი 1924 წელს.15 პირველი მსოფლიო ომის დასაწყისისთვისაც კი, ხელისუფლების ხარჯი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 10 პროცენტს არ აღემატებოდა და მხოლოდ იშვიათად, როგორც გერმანიის შემთხვევაში, აღემატებოდა 15 პროცენტს. ყოველივე ამისგან სრულიად საწინააღმდეგოდ, დემოკრატიული რესპუბლიკანიზმის მოზღვავების შედეგად, ხელისუფლების ხარჯი მშპ-ესთან შეფარდებთ, როგორც წესი 20-30 პროცენტამდე გაიზარდა 1920-1930 წლებში, ხოლო 70-იანი წლების შუა პერიოდში 50 პროცენტსაც კი მიაღწია.16
საკამათო არც ის არის, რომ მონარქიულ დროში ხელისუფლებს მიერ დაქირავებულთა საერთო რიცხვი გაიზარდა. მაგრამ მე-19 საუკუნის ბოლომდე, ხელისუფლების მიერ დაქირავებულთა რიცხვი, მთელი სამუშაო ძალის 3 პროცენტს იშვიათად აღემატებოდა. ამის საპირისპიროდ, 70-იან წლებში სახელისუფლებო დასაქმებამ მთელი სამუშაო ძალის 15 პროცენტს გადააჭარბა.17
მსგავსი დასკვნები ინფლაციისა და ფულის მიწოდების მაჩვენებლებზე დაკვირვების შედეგებიდანაც გამომდინარეობს. მონარქიულ სამყაროს ძირითადად სასაქონლო ფულის, ჩვეულებრივ ოქროსა და ვერცხლის გამოყენება ახასიათებს. სასაქონლო ფულის სტანდარტი ხელისუფლების მიერ ფულის მასის გაზრდას ძალიან ძნელს, თითქმის შეუძლებელს ხდის. არაუზრუნველყოფილი ქაღალდის დეკრეტული ფულის შემოღების მცდელობები, რაც ძირითადად ამსტერდამის ბანკთან, ინგლისის ბანკთან, აგრეთვე ე.წ. ჯონის კანონთან და სფრანგეთის სამეფო ბანკთან იყო დაკავშირებული, ადგილობრივი მნიშვნელობის ახირებებს წარმოადგენდნენ, რომლებიც სწრაფადვე მთავრდებოდნენ ისეთი ფინანსური კატასტროფებით, როგორიცაა ე.წ. ჰოლანდიური „ტიტების მანია“ 1637 წლს, აგრეთვე ე.წ. „მისისიპის საპნის ბუშტი“ და „სამხრეთ ზღვის საპნის ბუშტი“ 1720 წელს. მონარქების დაჟინებული მცდელობების მიუხედავად, მათ ვერ მოახერხეს წმინდა დეკრეტული ფულის მონოპოლიის დამკვიდრება, ე.ი. ისეთი არაუზრუნველყოფილი სახელისუფლებო ქაღალდის ფულის შემოღება, რომელიც შეიძლება თითქმის უდანახარჯოდ, პრაქტიკულად არაფრისგან შეიქმნას.
ამ თვალთმაქცური ილეთის გამოყენება მხოლოდ დემოკრატიული რესპუბლიკანიზმის ფართოდ გავრცელების შედეგად მოხერხდა, 1918 წლის შემდეგ. პირველი მსოფლიო ომის განმავლობაში, ადრინდელი ომების მსგავსად, მეომარმა მთავრობებმა ოქროს სტანდარტი გააუქმეს. მაგრამ ადრინდელი ომებისგან განსხვავებით, პირველი მსოფლიო ომის დამთავრებას ოქროს სტანდარტის აღდგენა არ მოჰყვა. ამის მაგივრად, 20-იანი წლების შუა მონაკვეთიდან 1917 წლამდე, ოქროს ფსევდო სტანდარტი ანუ ოქროს გაცვლითი სტანდარტი იქნა დანერგილი, რომელსაც თან საერთაშორისო სავალუტო კრიზისები ახლდა. 1971 წელს კი, ოქროს საერთაშორისო სტანდარტის ბოლო გადმონაშთიც გაუქმდა. სწორედ ამის შემდეგ, ისტორაში პირველად, ხელისუიფლების მიერ მართული თავისუფლად მცურავი ქაღალდის ფულის სისტემა მთელ მსოფლიოში გაბატონდა.18
ყოველივე ამის შედეგად, ინფლაციისა და ვალუტის გაუფასურების თვალსაჩინო, მუდმივი და გრძელვადიანი ტენდენცია გამოვლინდა. მონარქიული საუკუნეების განმავლობაში, უმეტეს წილად ხელისუფლების დაქვემდებარების მიღმა არსებული სასაქონლო (უმეტეს შემთხვევაში ოქროს) ფულით გამოხატული ფასების „დონე“ მნიშვნელოვნად ეცემოდა, ხოლო ფულის მსყიდველობითუნარიანობა იზრდებოდა, ომიანობისა და ახალი ოქროს საბადოების აღმოჩენების მონაკვეთების გარდა. მაგალითად, ფასების სხვადასხვა ინდექსი, მიუთითებს, რომ ბრიტანეშთი 1760 წელს ფასები მნიშვნელოვნად დაბალი იყო, ვიდრე 100 წლით ადრე; ხოლო 1860 წელს - კიდევ უფრო დაბალი ვიდრე 1760 წელს.19 საერთაშორისო ოქროს სტანდარტით შეკავშირებული სხვა ქვეყნების განვითარებაც მსგავსი იყო.20 დემოკრატიულ-რესპუბლიკური წყობილების დროს, როდესაც მსოფლიოს ფინანსური ცენტრი ბრიტანეთიდან შეერთებულ შტატებში იქნა გადატანილი, აღნიშნულისგან საპირისპირო და სრულიად განსხვავებული მდგომარეობა შეიქმნა. მაგალითად, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ სულ მოკლე ხანში, 1921 წელს, შეეთებული შტატების საბითუმო საქონლის ფასების ინდექსი 113-ს უჩვენებდა.21 მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1948 წელს, ის 185-მდე გაიზარდა. 1971 -1991 წლებში, შეერთებულ შტატებში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 40-დან 136-მდე გაიზარდა, გაერთიანებულ სამეფიოში 2-დან 157-მდე, საფრანგეთში 30-დან 137-მდე, ხოლო გერმანიაში 56-დან 116-მდე.22
ამის მსგავსად, 70-ზე მეტი წლის განმავლობაში, 1845 წლიდან პირველი მსოფლიო ომის დასასრულამდე 1918 წელს, ბრიტანული ფულის მიწოდება 6-ჯერ გაიზარდა.23 1991 წლამდე 73 წლის განმავლობაში, შეერთებულ შტატებში ფულადი მარაგი 64-ჯერ და უფო მეტად გაიზარდა.24
დაბეგვრასა და ინფლაციასთან ერთად, ხელისუფლებას შეუძლია აიღოს სესხი, რათა დაიფინანსოს მიმდინარე ხარჯები. ისევე, როგორც დაბეგვრისა და ინფლაციის შემთხვევაში, საკამათო არაა, რომ ხელისუფლების ვალი მონარქიულ პერიოდშიც იზრდებოდა. თუმცა, როგორც თეორიულად იქნა ნაწინასწარმეტყველები, ამ საკითხშიც მონაქებმა დემოკრატიული რესპუბლიკების მესვეურებზე მნიშვნელოვნად მეტი ზომიერება და წინდახედულება გმოიჩინეს. მონარქები სესხს ძირითდად საომარი ხარჯების დასაფარავად იღებდნენ. მიუხედავად ვალების ზრდის საერთო ტენდენციისა, მშვიდობიან დროს მონარქები მნიშვნელოვნად ამცირებდნენ საკუთარ დავალიანებას. ბრიტანეთის მაგალითი ერთობ თვალსაჩინოა. მე-18 და მე-19 საუკუნეებში ხელისუფლების ვალი გაიზარდა. 1748 წელს, ესპანეთის ომის შემდეგ, ის 76 მილიონ ფუნტს შეადგენდა, 1763 წელს, შვიდწლიანი ომის შემდეგ - 127 მილიონს, 1783 წელს, ამერიკის დამოუკიდებლობისათვის ომის შემდეგ -232 მილიონს, ხოლო 1815 წელს, ნაპოლეონის ომების შემდეგ -900 მილიონს. მაშინ, როდესაც დროის მშვიდობიან მონაკვეთში - 1727-1739, 1784-1756 და 1762-1775 წლებში, საერთო ვალი მნიშვნელოვნად შემცირდა. 1815 წლიდან 1914 წლამდე, ბრიტანეთის ეროვნული ვალი 900-დან 700 მილიონ ფუნტამდე შემცირდა.
აღნიშნულისგან მკვეთრი განსხვავებით, დემოკრატიული რესპუბლიკანიზმის დამკვიდრებიდან, ბრიტანეთის ვალი მხოლოდ იზრდებოდა, როგორც ომის, ისე მშვიდობიან დროს. 1920 წელს მან 7.9 მილიარდი ფუნტი შეადგინა, 1938-ში - 8.3 მილიარდი, 1945-ში - 22.4 მილიარდი, 1970 -ში - 34 მილიარდი, ხოლო მას შემდეგ სწრაფად გაიზარდა და 1987 წელს 190 მილიარდ ფუნტზე მეტს მიაღწია.25 ამის მსგავსად, შეერთებული შტატების ხელისუფლების ვალი 1919 წელს, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, დაახლოებით 25 მილიარდ დოლარს შეადგენდა. 1940 წელს - 43 მილიარდს, ხოლო 1946-ში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, თითქმის 270 მილიარდს გაუტოლდა. 1970 წლისთვის ის 370 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო 1971 წლის შემდეგ, როცა პირწმინდად დეკრეტული ფულის რეჟიმი ამოქმედდა, მისი საზღვრები პრაქტიკულად მოიშალა. 1979 წელს ის შეადგენდა 840 მილიარდს, ხოლო 1997-ში -1.8 ტრილიონზე მეტს. 1988 წელს თითქმის 2.5 ტრილიონს მიაღწია, ხოლო 1992 წლისთვის 3 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.26
ექსპლუატაციის და მედროვეობის ზრდის ასეთივე ტენდენცია ხელისუფლების საკანონმდებლო და მარეგულირებელი საქმიანობის შესწავლის შემდგომაც იკვეთება. მონარქიის დროს, როდესაც მმართველი და მართულნი მკვეთრად იყვნენ გამიჯნულნი, მეფე და მისი პარლამენტი კანონს ექვემდებარებოდა. ისინი კერძო სამართლის დაუწერელი კანონებით სჯიდნენ, ხოლო თავად კი კანონებს არ ქმნიდნენ. ბერტნარდ დე ჟუვენელი წერს: „მონარქი გვევლინებოდა მხოლოდ მსაჯულად და არა კანონმდებლად. ის სუბიექტური უფლებების პატივიცემას სხვებისგანაც ითხოვდა და თავადაც პატივს სცემდა; ის ამ უფლებების პირველმნიშვნელობას აღიარებდა და მათი უზენაესობა, საკუთარ ძალაუფლბასთან შედარებით, საკამათოდ არ მიაჩნდა... სუბიექტური უფლებები საკუთრების უპირობო ხელშეუხებლობას გულისხმობდა. სუვერენის უფლებაც ასევე უპირობოდ ხელშეუხებელი იყო“.27
დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ საკანონმდებლო ადმინისტრაციის მონოპოლიზაცია თავისუფალი კონკურენციის პირობებთან შედარეით ფასების მატებას და/ან ხარისხის გაუარესებას იწვევს. დროთა განმვლობაში მეფეები უფრო მეტად იყენებენ თავიანთ მონოპოლიას საკუთარი სარგებლობისთვის. თუმცა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის, ბატონ ა.ვ. დაისიეს კვლავ შეეძლო ემტკიცებინა, რომ მაგალითად, დიდი ბრიტანეთისთვის, კერძო სამართლისგან განსხვავებული საზოგადოებრივი სამართალი არ არსებობდა.28
აღნიშნულისგან მკვეთრი განსხვავებით, დემოკრატიით შენიღბული და ანონიმურობით დაფარული ძალაუფლების გმოყენებით, პრეზიდენტები და პარლამენტარები სწრაფად ამაღლდნენ კანონზე. ისინი არა მხოლოდ მსაჯულებად, არამედ კანონმდებლებადაც, ანუ „ახალი“ კანონების შემქმნელებად იქცნენ.29 „დღეს, - აღნიშნავს დე ჟუვენელი, - ჩვენ მივეჩვიეთ, რომ ჩვენი უფლებები კანონმდებლობის სუვერენული გადაწყვეტილების მიხედვით იცვლება. მიწათმფლობელს აღარ უკვირს, თუკი მას მოიჯარის შენარჩუნებას აიძულებენ; დამქირავებელიც არანაკლებ მიეჩვია, რომ თავისი დაქირავებულის ხელფასი ხელისუფლების დეკრეტის შესაბამისად უნდა გაზარდოს. სადღეისოდ მიიჩნევა, რომ ჩვენი სუბიექტური უფლებები თავისთავად დასაბუთებულია და ამიტომ ხელისუფალთა კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.“30 ფულის დემოკრატიზაციის თანმდევი მოვლენების მსგავსად, ანუ კერძო სასაქონლო ფულის სახელისუფლებო ქაღალდის ფულით ჩანაცვლებას, რასაც შედეგად, მძაფრი ინფლაცია და მზარდი ფინანსური რყევები მოჰყვა, კანონისა და საკანონმდებლო ადმინისტრაციის დემოკრატიზაციას, კანონების მოზღვავება მოჰყვა. ამჟამად, პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო აქტების და დადგენილებების რიცხვი ერთი წლის განმავლობაში ათობით ათასია, ასობით ათას გვერდს მოიცავს, სამოქალაქო და სამეურნეო ყოფაზე ზემოქმედებს და, შედეგად, ყოვლგვარი კანონის მუდმივ გაუფასურებას და ძლიერ სამართლებრივ გაურკვევლობას იწვევს. ამის ტიპიური მაგალითი ფედერალური მარეგულირებელი კოდექსის 1994 წლის გამოცემაა, სადაც შეერთებული შტატების ფედერალური ხელისუფლების ყველა მოქმედი მარეგულირებელი აქტია თავმოყრილი, ჯამი 201 ტომს შეადგენს და ბიბლიოთეკის თაროებზე 26 ფუტს იკავებს. კოდექსი, რომლის მხოლოდ სარჩევი 754 გვერდს მოიცავს, არეგულირებს თითქმის ყველაფრის წარმოებას და განაწილებას, რისი წარმოდგენაც კი შეიძლება: ნიახურით, სოკოთი, ნესვით, საათის სამაჯურებით, ნათურების მხურვალების დადამღვით, ქსოვილებით, პარაშუტით ხტომით, რკინისა და ფოლადის წარმოებთ, სტუდენტურ ქალაქში სექსუალური ძალადობით დაწყებული, ხახვის ბოლქიდან ხახვის რგოლების დამზადების წესით დამთავრებული. ყოველივე ეს კი, დემოკრატიული ხელისუფლების თითქმის ტოტალიტარულ ძალაუფლებას ააშკარავებს.31
III. 2. მედროვეობის მაჩვენებლები
საზოგადოებაში დროითი უპირატესობის მინიჭების საკითხი, როგორღაც უფრო ბუნდოვანია, ვიდრე კონფისკაცია და ექსპლუატაცია, და მედროვეობის შესაფერისი მაჩვენებლების შერჩევაც ძალზედ ძნელია. უფრო მეტიც, ზოგიერთი მაჩვენებლები ნაკლებად პირდაპირი და უფრო ზერელეა, ვიდრე ექსპუატაციის მაჩვენებლები. მაგრამ ყველა მათგანი ერთი და იგივეზე მიუთითებს და ერთობლიობაში მეორე თეორიულ წინასწარმეტყველებას თვალნათლივ წარმოაჩენს: დემოკრატიული წესწყობილება სამოქალაქო საზოგადოებაში ახლომხედველობას (ანუ მედროვეობას) უწყობს ხელს.32
საზოგადოების დროითი უპირატესობის ყველაზე პირდაპირი მაჩვენებელი საპროცენტო განაკვეთებია. საპროცენტო განაკვეთი არსებული დოვლათის სამომავლო დოვლათთან მიმართების შეფასების ფარდობით მაჩვენებელს წარმოდგენს. მაგალითად, ის ასახავს მოგებას, რომელსაც დღევანდელი ფულის მომავალ ფულზე ვაჭრობა იძლევა. მაღალი საპროცენტიო განაკვეთი მეტ „აწმყოზე ორიენტირებულობას“ გულისხმობს, ხოლო დაბალი საპროცენტო განაკვეთი კი, მეტ „მომავალზე ორიენტირებულობას“ ნიშნავს. ნორმალურ პირობებში, როცა ცხოვრების პირობების და რეალური ფულადი შემოსავლების ზრდა მიიღწევა, საპროცენტო განაკვეთები, როგორც წესი ეცემა და ნულისკენააა მიმართული, თუმცა ამ ნიშნულს ვერასოდეს ვერ მიაღწევს. რეალური შემოსავლის ზრდის გამო, დღევანდელი ფულის ზღვრული სარგებლიანობა მომავალ ფულთან მიმართებაში დაბალია. შესაბამისად, თანაბარ პირობებში, მოცემული დროითი უპირატესობების ნიშნულის მიხედვით საპროცენტო განაკვეთები უნდა შემცირდეს. შედეგად, დანაზოგი და ინვესტიციები გაიზრდება, ხოლო მომავალი რეალური შემოსავალი კი, ისევ და ისევ მაღალი იქნება.
მართლაც, საპროცენტო განაკვეთების კლება კაცობრიობის განვითარების მიმართულებას ხანგრძლივად ახასითებდა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 16 პროცენტს უდრიდა, ხოლო ელინური პერიოდისთვის 6 პროცენტამდე დაეცა. რომში, მინიმალური საპროცნტო განაკვეთი, სახელმწიფოს არსებობობის ადრეულ პერიოდში არსებული 8 პროცენტიდან, იმპერიის პირველი საუკუნის განმავლობაში 4 პროცენტამდე დაეცა. მე-13 საუკუნის ევროპაში, ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი 8 პროცენტი იყო. მე-14 საუკუნეში ის 5 პროცენტამდე შემცირდა. მე-15 საუკუნეში - 4 პროცენტამდე, ხოლო მე-17 საუკუნეში - 3 პროცენტამდე. მე-19 საუკუნის დასასრულისთვის მინიმალური საპროცენტო განაკვეთი კიდევ უფრო დაეცა და 2.5 პროცენტს აღარ აღემატებოდა.33
ეს ტენდენცია სწორხაზოვანი არავითარ შემთხვევაში არ იყო. მას ხშირად საპროცენტო განაკვეთების ზრდის, ზოგჯერ მთელი საუკუნის ტოლი პერიოდებიც კი წყვეტდა. თუმცა, ასეთი შემთხვევები უკავშირდებოდა დიდ ომებს და რევოლუციებს, როგორიც იყო ასწლიანი ომი მე-14 საუკუნეში, რელიგიური ომები მე-16 საუკუნის გვიანი პერიოდიდან მე-17 სუკუნის ადრეულ ხანამდე, ამერიკისა და საფრანგეთის რევოლუციები და ნაპოლეონის ომები მე-18 საუკუნის ბოლოდან და მე-19 საუკუნის მეორე დეკადის შუაწელამდე, აგრეთვე, ორი მსოფლიო ომი მე-20 საუკუნეში. გარდა ამისა, თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ მაღალი და მზარდი საპროცენტო განაკვეთები, ძირითადად, დაბალი ან კლებადი ცხოვრების დონის მონაკვეთებზე მიუთითებს, ხოლო დაბალი და კლებადი საპროცენტო განაკვეთები კი, საწინააღმდეგო ტენდენციას წარმოაჩენს, ცხადი ხდება კაცობრიობის ყოველმხრივ წინსვლა-განვითარებას ბარბაროსობდან ცივილიზაციამდე თუ რომელი მაჩვენებელი ასახავს. საპროცნტო განაკვეთების კლების ტენდენცია, განსაკუთრებით, დასავლური ცივილიზაციის აღზევებაში, მისი ხალხის მზარდ კეთილდღეობაში, შორსმჭვრეტელობაში, კეთილგონიერებაში, ზნეობრივ ძლიერებასა და მე19 საუკუნის ევროპული ცივილზაციის შეუდარებელ სიმაღლეში ვლინდება.
ამ ისტორიული მოვლენებისა და ეკონომიკური თეორიის თანახმად, მე-20 საუკუნეში კიდევ უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთები უნდა ყოფილიყო მოსალოდნელი, ვიდრე მე-9 საუკუნეში. მართლაც, იმას თუ რატომ არის ასე, მხოლოდ ორი შესაძლო ახსნა აქვს. პირველი ის არის, რომ მე-20 საუკუნეში რეალური შემოსავალი მე-19 საუკუნის რეალურ შემოსავალს არ აღემატებოდა, არამედ მასზე ნაკლებიც კი იყო. თუმცა, ეს ახსნა შეიძლება ემპირიულად გამოირიცხოს, რადგან უდავოა, რომ მე-20 საუკუნის შემოსავლები ნამდვილად მაღალია. მაშასადამე, მხოლოდ მეორე ახსნა რჩება. თუკი შემოსავალი მაღალია, მაგრამ საპროცენტო განაკვეთები დაბალი არ არის, მაშინ დაშვება თანაბარი პირობების შესახებ დარღვეულია. უფრო ზუსტად, საზოგადოებრივი დროებითი უპირატესობის ნიშნული უნდა გადაიწიოს ზემოთ. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობის ხასიათი უნდა შეცვლილიყო. ხალხს, ზოგადად, უნდა დაეკარგა ზნეობა, კეთილგონიერება და უფრო მეტად აწმყოზე ორიენტირებული გამხდარიყო. როგორც ჩანს, ეს მართლაც ასეა.
1815 წლიდან მოყოლებული, ერთი საუკუნის განმავლობაში, მთელ ევროპასა და დასავლურ სამყაროში მინიმალური საპროცენტო განაკვეთები მუდმივად ეცემოდა და ისტორიულად ყველაზე დაბალ, საშუალოდ 3%25-იან მაჩვენებელზე ქვემოთაც დაიწა. დემოკრატიული რესპუბლიკანიზმის დროების დადგომიდან ეს ტენდენცია შეწყდა და მიმართულებაც კი შეიცვალა, რამაც მე-20 საუკუნის ევროპა და შეერთებული შტატები დაქვეითების გზაზე მდგარ ცივილიზციებად წარმოაჩინა. დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ჰოლანდაში, ბელგიაში, გერმანიაში, შვეციაში, შვეიცარიაში და შეეთებულ შტატებში ათწლეულების ყველაზე მცირე საშუალო საპროპცენტო განაკვეთების კვლევა აჩვენებს, რომ პირველი მსფლიო ომის შემდგომ ევროპაში საპროცენტო განაკვეთები არასდროს არ ყოფილა ის დაბალი ან კიდევ უფო ნაკლები, ვიდრე მე-19 საუკუნის მორე ნახევარში. საპროცნტო გნაკვეთი მე-19 საუკუნის მაჩვენებლებზე ქვევით მხოლოდ შეერთებულ შტატებში დაეცა, 1950 წელს. ეს იყო მხოლოდ ხანმოკლე მოვლენა, ამასთან, შეერთებულ შტატებში საპროცენტო განაკვეთები მე-19 საუკუნეშიც არ იყო დაბლი, როგორც მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის ბრიტანთში. სამაგიეროდ, მე-20 საუკუნის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად მაღალი იყო, ვიდრე მე-19 საუკუნის მაჩვენებლები, ხოლო ის, რაც ამით მჟღავნდებოდა მატების ტენდენცია იტო.34 ეს დასკვნა მნიშვნელოვნად არ იცვლება, მაშინაც კი, როცა მხედველობაში იღებენ, რომ თანამედროვე საპროცენტო განაკვეთები, განსაკუთრებით 1970 წლიდან, მუდმივად მაღალ ინფლაციასაც მოიცავს. ინფლაციის მაჩვენებლების გათვალისწინებით ნომინალური საპროცნტო გნაკვეთების განსაზღვრის შემდეგ, რაც რეალური საპროცენტო განაკვეთების დადგენის საშუალებას იძლევა, ირკვევა, რომ თანამედროვე საპროცენტო განაკვეთები მაინც მნიშვნელოვნად მაღალი რჩება, ვიდრე 100 წლის წინ იყო. საშუალოდ, მინიმალური გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთი ევროპასა და შეერთებულ შტატებში, ამჟამად 4 პროცენტზე საკმაოდ მეტია და შესაძლოა 5 პროცენტიც კი იყოს. ეს კი, მე-17 საუკუნის საპროცენტო განაკვეთზე მეტი, ხოლო მე-15 საუკუნის საპროცენტო განაკვეთზე კიდევ უფრო მეტია. შესაბამისად, შეერთებული შტატების მიმდინაარე დანაზოგების განაკვეთი, რაც ხელმისაწვდომი მოგების დაახლოებით 5 პროცენტია, 300 წლის წინანდელი, მე-17 საუკუნის უფრო ღარიბი ინგლისის მაჩვენებლებს არ აღემატება.35
ამ განვითარების პარალელურად და იმავე მოვლენის, ანუ მზარდი საზოგადოების დროითი უპირატესობების შედეგების უფრო სპეციფიკურ ასპექტზე, კერძოდ, ოჯახების დაშლის მაჩვენებელზე დაკვირვება, ოჯახების დანიშნულების მოშლის განუწყვეტლად მზარდ ტენდენციას აჩვენებს.
მე-19 საუკუნის დასასრულამდე, ხელისუფლების ხარჯების ძირითადი ნაწილი - პრაქტიკულად 50 პროცენტზე მეტი - სამხედრო ხარჯებისკენ იყო მიმართული. თუკი, სავარაუდოდ, ხელისუფლების ხარჯი შეადგენდა ეროვნული პროდუქტის 2,5 პროცნტს, დანარჩენი ხმარდებოდა სახელისუფლებო ადმინისტრაციას. ე.წ. სოციალური ხარჯები და „საზოგადოებრივი ქველმოქმედება“ თითქმის არანაირ როლს არ თამაშობდა. დაზღვევა ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ასპარეზად, ხოლო სიღარიბის შემსუბუქება ნებაყოფილობითი შემოწირულობების საგნად იყო მიჩნეული.
ხსენებულის საპირისპიროდ, როგორც დემოკრატიისათვის დამახასიათებელი ეგალიტარიზმის ანარეკლი, მე-19 საუკუნის ბოლოს, დემოკრატიზაცის დაწყებისთანავე, პირადი პასუხისმგებლობის კოლექტივიზაციაც დაჩქარდა. მე-20 საუკუნის განმავლობაში სამხდრო ხარჯები, როგორც წესი, ეროვნული პროდუქტის 5-10 პროცენტამდე გაიზარდა, რაც სახელმწიფოს სხვა მიმდინარე ხარჯებთან ერთად, მთლიანი ეროვნული პროდუქტის 50 პროცენტს, ხოლო თავად ხელისუფლების მთლიანი ხარჯების მხოლოდ 10-20 პროცენტს შეადგენს. სახელმწიფო ხარჯების ძირითადი ნაწილი კი - ჩვეულებრივ, მთლიანი ხარჯის 50 პროცენტი (ანუ ეროვნული პროდუქტის 25 პროცენტი) - ამჟამად, სახელმწიფოს ე. წ. სოციალური უზრუნველყოფის ხარჯებისთვის გამოიყენება: ავადმყოფობისაგან, საწარმოო ტრამვისგან, ხანდაზმულობისგან, უმუშევრობისგან, არაშრომისუნარიანობისგან და სხვა უსასრულო შემთხვევებისგან იძულებითი სახელმწიფო დაზღვევის გზით.“36
შედეგად, საკუთარ ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებაზე და სიბერეზე პირადი პასუხისმგებლობისგან ცალკეული პიროვნებების სულ უფრო მეტად და მეტად ჩამოშორებით, კერძო წინდახედული ქმედებების სივრცე და დროითი ჰორიზონტი თანდათან შემცირდა. კერძოდ, ქორწინების, ოჯახისა და შვილების ღირებულება დაეცა, რადგან ისინი ნაკლებად საჭირო გახდნენ, რამდენადაც, ადამიანს „სახელმწიფოს“ დახმარების საშუალება გაუჩნდა. ამიტომაც, დემოკრატიული რესპუბლიკანიზმის დროების დადგომის შემდეგ შობადობა მკვეთრად შემცირდა, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობის რაოდენობის ზრდა შეჩერდა ან დაეცა კიდეც. საუკუნეების მანძილზე, მე-19 საუკუნის ბოლომდე, შობადობის დონე უცვლლი იყო: დაახლოებით 30-40 ახალშობილი ყოველ 1000 მოსახლეზე (ჩვეულებრივ, გარკვეულწილად მაღალია ძირითადად კათოლიკებში და უფრო დაბალია პროტესტანტულ ქვეყნებში). აღნიშნულისგან მკვეთრი განსხვავებით, მე-20 საუკუნის მანძილზე მთელ ევროპასა და შეერთებულ შტატებში შობადობამ სავალალო კლება განიცადა - 15-20 ახალშობილამდე ყოველ 1000 მოსახლეზე.37 ამავე დროს, განქორწინების, უკანონო შობადობის, მარტოხელა მშობლების და აბორტების დონე მკვეთრად გაიზარდა, მაშინ როდესაც პირადი დანაზოგების ზრდა შეჩერდა და დაცემაც კი დაიწყო, იმის მაგივრად, რომ მომატებულიყო გაზრდილი შემოსავლების პარალელურად ან უფრო მეტადაც.
გარდა ამისა, კანონების გაუფასურებისა და პასუხისმგებლობის კოლექტივიზაციის შედეგად, რაც განსაკუთრებით სოციალური დაცვის კანონმდებლობაში გამოიხატა, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულმა, როგორიცაა მკვლელობა, თავდასხმა, ძარცვა და ყაჩაღობა, მუდმივად მზადი ტენდენცია შეიძინა.
მოვლენათა „ჩვეულებრივი“ მსვლელობის შემთხვევაში, რაც ცხოვრების პირობების ზრდას ნიშნავს, მოსალოდნელია, რომ დანაშაულისა და სხვა საზოგადოებრივი ხასიათის უბედურებებისგან თავდაცვის საშუალებები მუდმივად გაუმჯობესდება, ზუტად ისე, როგორც მოსალოდნელია თავდაცვის გზების გაუმჯობესება ისეთი სავალალო ბუნებრივი მოვლენებისგან, როგორიცაა წყალდიდობა, მიწისძვრა და ქარიშხალი. მართლაც, ყველგან, დასავლეთის სამყარიოში ბოლო დრომდე მეტწილად სწორედ ასეთი ვითარება იყო, ვიდრე მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში დანაშაულის დონემ ზრდა არ დაიწყო. 39
რასაკვირველია, არსებობს ბევრი სხვა მიზეზი კანონშემოქმედებისა და სახელისუფლებო სოციალური პროგრამების მიერ გამოწვეული გაზრდილი უპასუხისმგებლობისა და არაშორსმჭვრეტელობის გარდა, რასაც შეეძლო დანაშაულისათვის ხელი შეეწყო. მამაკაცები ქალბატონებზე უფრო მეტ დანაშაულს სჩადიან, ახალგაზრდები - ხანდაზმულებზე უფო მეტს, შავკანიანები - თეთკანიანებზე უფრო მეტს, ხოლო ქალაქელები - სოფლელებზე უფრო მეტს. შესაბამისად, სქესობრივ, ასაკობრივ, რასობრივ და ურბანულ ცვლილებებს მოსალოდნელია, რომ დანაშაულზე მუდმივი გავლენა ჰქონდეთ. თუმცა, ყველა ეს მიზეზი ფარდობითი თვალსაზრისით შედარებით მდგრადია და მათ არ შეიძლება მიეწეროს დანაშაულის ხანგრძლივი მატება. ევროპის ქვეყნებში მოსახლეობა შედარებით ერაერთგვაროვანი იყო და არის, ხოლო შეერთებულ შტატებში, შავკანიანთა ფარდობითი წილი თითქმის უცვლელია. სქესორივი შემადგენლობა გარკვეულწილად ბიოლოგიური მუდმივაა; ომების შედეგად, მამაკაცთა წილი დრო და დრო მციდება ხოლმე, რაც დანაშაულის შემცირებისკენ „ბუნებრივ“ მიდრეკილებას აძლიერებს. მსგავსად ამისა, ასაკობრივი ჯგუფების შემადგენლობა ნელა იცვლება, ხოლო დაბალი შობადობა და შედარებით უსაფრთხო სიცოცხლის გამო საშუალო ასკის გაზრდა, დანაშაულის ფარდობითი მაჩვენებლების კიდევ უფრო შემცირებას უწყობს ხელს. დასასრულ, 1800 წლიდან ურბანიზაციის დონე შემაშფოთებლად მატულობს. მე-19 საუკუნის დასაწყისში დანაშაულის მატება, შესაძლოა ურბანიზაციის ამ ნაკადს უკავირდებოდეს.40 თუმცა ურბანზაციის ახალ მოვლენასთან შეგუების შემდეგ, მე-19 საუკუნის შუა ხანიდან, კვლავ დანაშაულის კლების ტენდენციამ იმძლავრა, მიუხედავად იმისა, რომ მომავალი 100 წლის განმავლობაში ურბანიზაციის სწრაფი პროცესი მიმდინარეობდა. ხოლო მე-20 საუკუნის შუა ხანიდან, როცა დანაშაულმა თანმიმდევრული მატება დაიწყო, ურბანიცაციის პროცესი მნიშვნელოვანწილად დასრულებული იყო.
ეს ყოველივე ადასტურებს, რომ დანაშაულის დონის მატება დემოკრატიზაციის პროცესთან დაკავშირების გარეშე, საზოგადოების დროითი უპირატესობის მზარდი ხარისხი, პირადი ინტელექტუალური და მორალური პასუხისმგებლობის გაუფასურება, კანონის მზარდი უპატივცემულობა და კანონშემოქმედების მოზღვავებით გამოწვეული მორალური რელატივიზმი ვერ აიხსნება. რა თქმა უნდა, „მაღალი დროითი უპირატესობა“ არავითარ შემთხვევაში „დანაშაულს“ არ ნიშნავს. მაღალი დროითი უპირატესობა შესაძლოა, აგრეთვე, ისეთ კანონიერ ქმედებებში გამოიხატოს, როგორიცაა უგუნურება, უნდობლობა, ცუდი საქციელი, სიზარმაცე, სირეგვენე და ჰედონიზმი. მიუხედავად იმისა, რომ მაღალ დროით უპირატესობასა და დანაშაულს შორის მყარი კავშირი მაინც არსებობს, საბაზრო მოგების მისაღებად აუცილებელია გარკვეული მინიმალური გეგმა, მოთმინება და თავგანწირვა: მავანმა ჯერ უნდა იმუშაოს, რომ ანაზღაურება მიიღოს. აღნიშნულის საპირისპიროდ, ყველაზე მძიმე დანაშაულობები, როგორიცაა მკვლელობა, თავდასხმა, ძალადობა, ძარცვა, ქურდობა და ყაჩაღობა, მსგავს რუდუნებას არ საჭიროებს. თავდამსხმელის ჯილდო იმწამიერი და ხელმოსაჭიდია, მაშინ, როცა საზღაური - შესაძლო სასჯელი - სამომავლო და გაურკვეველია. შედეგად, თუკი საზოგადოების დროითი უპირატესობის ხაარისხი გაიზარდა, მოსალოდნელია, რომ სწორედ ასეთი ძალადობრივი ქმედებების სიხშირემ მოიმატოს, როგორც სინამდვილეში მოხდა კიდეც.41
IV დასკვნა: მონარქია, დემოკრატია და მოსაზრება ბუნებითი წესრიგის შესახებ
ელემენტარული ეკონომიკური თეორიის თვალსაზრისითა და თვალსაჩინო ისტორიული მოვლენის შუქზე თანამედროვე ისტორიის რევიზიონისტული ხედვა იკვეთება. ისტორიის ვიგებისეული თეორია, რომლის მიხედვითაც კაცობრიობა განვითარების სულ უფრო მაღალ და მაღალ საფეხურისკენ მიემართება, მცდარია. მათთვის, ვისაც ნაკლები ექსპლუატაცია ურჩევნია მეტს, ხოლო წინდახედულობას და პიროვნულ პასუხისმგებლობას მეტად აფასებს, ვიდრე ახლომხედველობას და მედროვეობას, მონარქიიდან დემოკრატიაზე ისტორიული გადასვლა არა წინსვლას, არამედ ცივილიზაციის დაკნინებას ნიშნავს. ეს განაჩენი არც მაშინ შეიცვლება, თუკი შეფასება უფრო მეტი ან სხვა მაჩვენებლების მიხედვით მოხდება. პირიქით, უდავოდ, ექსპლუატაციის და მედროვეობის ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, რომელიც ზემოთ ჯერ არ განხილულა, არის ომი. მართლაც, თუკი ეს მაჩვენებელი გათვალისწინებული იქნებოდა, დემოკრატიულ-რესპუბლიკური ხელისუფლების მოღვაწეობის შედეგები შედარებით უარესი და არა უკეთესი აღმოჩნდება. მზარდ ექსპლუატაციასა და საზოგადოებრივ გადაგვარებასთან ერთად, მონარქიიდან დემოკრატიაზე გადასვლამ შეზღუდული ომის ტოტალური ომით ჩანაცვლება გამოიწვია, ხოლო მე-20 საუკუნე, დემოკრატიის გაფურჩქვნის დრო, ისტორიის ყველაზე სისხლიან მონაკვეთად უნდა შეფასდეს.42
ნაკლებ სავარაუდოა, რომ საქმეთა არსებული ვითარება „ისტორიის დასასრული“ იყოს. ამრიგად, ორი საბოლოოო კითხვა იბადება. რას უნდა ველოდოთ? და რა უნდა გავაკეთოთ? პირველ კითხვაზე პასუხი მოკლეა. მე-20 საუკუნის დასასრულს, შეერთებულ შტატებში და მთელ დასავლეთ სამყაროში დემოკრატიულმა რესპუბლიკანიზმმა ამოწურა წარსულისგან მემკვიდრეობით მიღებული მარაგი. რეალური შემოსავლები დეკადების განმავლობაში არა თუ აღარ იზრდება, არამედ ეცემა კიდეც.43 სახელმწიფო ვალმა და სოციალური დაზღვევის სისტემის ხარჯებმა ეკონომიკა გარდაუვალ გამოფიტვამდე მიიყვანა. ამავე დროს საზოგადოების დაკნინებამ და შიდა საზოგადოებრივმა დაპირისპირებამ საშიშ სიმაღლეებს მიაღწია. თუკი ექსპლუატაციისა და მედროვეობისკენ მიდრეკილება შენარჩუნებული იქნება, დასავლეთის სამყაროს დემოკრატიული კეთილდღეობის სახელმწიფოები ზუსტად ისევე დაემხობიან, როგორც აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური სახალხო რეპუბლიკებვი 1980-იანი წლების ბოლოს. შესაბამისად, პასუხგასაცემი მხოლოდ მეორე კითხვა რჩება: რა უნდა გაკეთდეს ყოველივე ამის შემდეგ; ან რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ცივილიზაციის დაკნინება, პროცესის სრული ეკონომიკური და საზოგადოებრივი კატასტროფით დამთავრება თავიდან ავიცილოთ?
პირველ რიგში, დემოკრატიისა და უმრავლესობის მმართველობის კანონიერება უნდა გადაიხედოს. ისტორიულ განვითარებას საბოლოო ჯამში იდეები განაპირობებს, მიუხედავად იმისა, სწორია ისინი თუ მცდარი. როგორც მეფეებს არ ძალუძთ თავიანთი მმართველობის განხორციელება (სანამ მათ ლეგიტიმურობას საზოგადოებრივი აზრი არ აღიარებს), ასევე, დემოკრატიული მმართველობა ვერ შენარჩუნდება, თუკი მას საზოგადოებრივი აზრის იდეოლოგიური მხარდაჭერა არ ექნება.44 უფრო მეტიც, მონარქიული წყობილბიდან დემოკრატიულზე გადასვლა სწორედ საზოგადოებრივი აზრის ძირეული ცვლილებებით უნდა აიხსნას. მართლაც, პირველი მსოფლიო ომის ბოლომდე, ევროპაში საზგადოების უდიდესი უმრვლესობა მონარქიული მმათველობის კანონიერებას აღიარებდა.45 დღეს ასე ძნელად თუ ვინმე მიიჩნევს. მეტიც, მონარქიული მმართველობის იდეა წინააღმდგობრივად მიიჩნევა. აქედან გამომდინარე, ძველი რეჟიმის“ აღდგენა შეუძლებელი, ხოლო მონარქიული მმართველობის კანონიერება შეუქცევად უარყოფილი უნდა ჩანდეს. თუმცა, საუკეთესო გამოსვალი არც მონარქიის აღდგენაა. მონარქიები, თავიანთი ღირსებების მიუხედავად, ექსპლუატაციასაც ეწეოდნენ და მედროვეობასაც აღვივებდნენ. უფრო მართებულია, რომ დემოკრატიულ-რესუბლიკური წეს-წყობილების წინააღმდეგობრივი ხასიათის, განსაკუთრებით მისი, როგორც დეცივილიზების წყაროდ გადაქცევის შდეგების წარმოჩენა მოხდეს.
ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მონარქიისა და დემოკრტიისადმი პოზიტიური ალერნტივის - ბუნებითი წესრიგის იდეის - განმარტება და გაცნობიერება მოხდეს. ერთი მხრივ, ეს გულისხმობს იმის საკმაოდ მარტივ აღიარებას, რომ ადამიანთა მოდგმის ცივილიზაციის უშუალო წყარო არა მონარქიული და დემოკრატიული ექსპლუატაცია, არამედ კერძო საკუთრება, წარმოება და ნებაყოფილობითი საქონელგაცვლაა. მეორე მხრივ, რაც ფსიქოლოგიურად უფრო ძნელად მისაღებია, იმ ძირეული სოციოლოგიური მოვლენის აღიარებას გულისხმობს (რაც უნებურად მონარქიის ისტორიული ოპოზიციის შეცდომის ზუსტად დადგენას შველის), რომ კერძო საკუთრებაზე დაფუძნებული ეკონომიკური საქონელგაცვლების შენარჩუნება და დაცვა ითხოვს ბუნებრივი ელიტის (nobilitas naturalis) არსებობის, როგორც სოციოლოგიური წინაპირობის ნებაყოფილობით აღიარებას.46
სხვადასხვა კერძო მფლობელს შორის ნებაყოფილობითი თანამშრომლობის ბუნებრივი შედეგი არაეგალიტარიული, იერარქიული და ელიტარული დანამდვილებით არ არის. ნებისმიერი ხარისხის სირთულის ნებისმიერ საზოგადოებაში, მრავალმხრივი ადამიანური ნიჭიერების გამო, რამდენიმე ინდივიდი სწრაფად იძენს ელიტარულ სტატუსს. მოპოვებული სიმდიდრე, სიბრძნე, სიმამაცე ან მათი კომბინაცია, ზოგიერთ პიროვნებას „ბუნებით ძალაუფლებას“ სძენს და მათი მოსაზრებები და კომბინაცია, ზოგიერთ პიროვნებას „ბუნებით ძალაუფლებას“ სძენს და მათი მოსაზრებები და შეფასებები დიდი პატივისცემით სარგებლობს. უფრო მეტიც, შერჩევითი შეწყვილების და ქორწინების, აგრეთვე მოქალაქეობრივი და გენეტიკური მემკვიდრეობის კანონზომიერების გამო, სულ უფრო მეტი ბუნებითი ძალაუფლება რამოდენიმე წარჩინებული ოჯახის ხელში ბუნებრივად იყრის თავს. სწორედ ამ ხანგრძლივი მიღწევებით, შოსმჭვრეტელობითა და სამაგალითო პირადი საქციელით გამორჩეული ოჯახების უფროსებს მიმართავენ ადამიანები, რომ თავიანთი უთანხმოებები და დავები გადაწყვიტონ. მაშასადამე, ბუნებითი ელიტის სწორედ ეს ლიდერები, ჩვეულებრივ, ხელისუფლების პირისთვის სავალდებულო და დადგენილ ვალდებულებებში ჩაუხედავად და თვით სამოქალაქო სამართლის ზედაპირული ცოდნის გარეშეც კი მოქმედებენ, როგორც უმეტესწილად უანგარო მსაჯულები და მშვიდობისმყოფელები და ამრიგად, როგორც „საზოგადოებრივი დოვლათის“ კერძო მწრმოებლები.47
არსებითად, მონარქიის ენდოგენური წარმოშობა (მისი იგზოგენური წარმოშობისგან განსხვავებით, დაპყრობის შედეგად)48 მისი წინმსწრები ბუნებითი წესრიგის საფუძვლად აღების გარეშე ვერ შეიცნობა. მცირე, მაგრამ გადამწყვეტ ნაბიჯს, პირველქმნილ ცოდვას, მონარქიული წყობილების დამკვიდრებისკენ მსაჯულისა და მშვიდობისმყოფელის მოვალეობების მონოპლიზაცია წარმოადგენს. ეს ნაბიჯი გადაიდგა, როცა ნებაყოფილობით აღიარებული ბუნებითი ელიტის ერთმა წევრმა - მეფემ - საზოგადობრივი ელიტის სხვა წევრების წინააღმდეგობის მიუხედავად, შეძლო დაჟინებით მოეთხოვა, რომ გარკვეული ტერიტორიის ფარგლებში ყველა უთანხმოების შესახებ მისთვის ეცნობებინათ და დაპირისპირებულ მხარეებს მის გარდა, სხვა მსაჯული და მშვიდობისმყოფელი აღარ აერჩიათ. ამ დროიდან, კანონი და მართლმსაჯულება უფრო ძვირი გახდა: იმის მაგივრად, რომ მათი შეთავაზება უანგაროდ ან ნებაყოფილობითი საზღაურის სანაცვლოდ გაგრძელებულიყო, სათანადო ხარჯების ანაზღაურება სავალდებულო გადასახადების მეშვეობით დაიწყო. ამავდროულად, კანონიერების ხარისხი დაქვეითდა: დაუწერელი კანონის შენარჩუნებისა და სამართლიანობის საყოველთაო და უცვლელ ღირებულებებზე დაყრდნობის მაგივრად, მონოპოლისტ მსაჯულს, რომელსაც გადაწყვეტილების მიკერძოებული განსჯის შედეგად კლიენტების დაკარგვის შიში არა აქვს, შეუძლია არსებული კანონი თანდათან თავის სასარგებლოდ შეცვალოს და გააუკუღმართოს.
მონარქიისადმი ისტორიული წინააღმდეგობის გაღვივებას, მეტწილად, სწორედ მართლმსაჯულების გაძვირებამ და მეფეების მიერ ძველი კანონების გაუკუღმართებამ შეუწყო ხელი. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოვლნის გამომწვევი მიზეზები, ძირითადად, დაბნეულობას იწვევდნენ, იყვნენ ისეთებიც, ვინც წინააღმდეგობას სწორედ მონოპოლიის და არა ელიტის ან წარჩინებულების არსებობაში ხედავდნენ.49 მაგრამ მათზე უფრო მრავლრიცხოვანნი ისინი იყვნენ, ვინც ამ მოვლენას შეცდომით მმართველობის ელიტარულ ხასიათს მიაწერდა და, შესაბამისად, მართლმსაჯულებისა და კანონაღსრულების მონოპოლიის შენარჩუნებას იცავდა. ამასთან, მეფისა და მისი აშკარა სამეფო „ბრწყინვალების“ „ხალხითა“ და „უბრალო ადამიანის“ სავარაუდო თავმდაბლობით და ღირსებით ჩანაცვლებას ითხოვდა. დემოკრატიის ისტორიული წარმატება სწორედ აქედან მომდინარეობს. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, მონარქია იმავე საზოგდოებრივმა ძალებმა დაამხეს, რომლებიც თავდაპირველად მეფეებს აქეზებდნენ, როცა მათ კონკურენტი ბუნებითი ავტორიტეტების ჩამოშორებით, მართლმსაჯულების საკუთარ ხელში თავმოყრა დაიწყეს. კონკურენტების წინააღმდეგობის დასაძლევად, მეფეები, როგორც წესი, თავს „უბრალო ხალხს“ უყადრებდნენ.50 ყოველთვის გავრცელებული გრძნობის - შურისადმი მგრძნობიარენი, მეფეები, ხალხს იაფ და უკეთეს მართლმსაჯულებას და მათივე კეთილდღეობისათვის გადასახადების შემცირებას ჰპიდებოდნენ (მეფის კონკურენტები სწორედ გადასახადები არიან). როდესაც მეფეთა დაპირებები ყალბი აღმოჩნდა, როგორც მოსალოდნელი იყო, იგივე ეგელიტარიული გრძნობები, რომლითაც ისინი ადრე მოხიბლულნი იყვნენ, ახლა მათ წინააღმდეგ მოიმართა და შემობრუნდა. საბოლოოდ, წარჩინებულთა ძირითადი წარმომადგენელი თავად მეფე გახდა, ხოლო ყველა სხვა მსაჯულების გამორიცხვის შედეგად, მისი მგომარეობა კიდევ უფრო აღზევებული და ელიტარული გამოჩნდა, ამასთან, მის ქცევაში სულ უფრო მეტი და მეტი ქედმაღლობა გამოვლინდა. შესაბამისად, ლოგიკური იყო, რომ მეფობა გადავარდნილიყო და ეგალიტარული პოლიტიკა, რომელიც მონარქებმა დაამკვიდრეს, მისი გარდაუვალი შედეგისკენ განვითარებულიყო, რაც უბრალო ადამიანის მიერ მართლმსაჯულების მონოპოლიურ კონტროლს გულისხმობდა.
სავარაუდოდ, როგორც ზემოთ დეტალურად იქნა განხილული და ახსნილი, კანონისა და მართლმსაჯულების დემოკრატიზაციამ - მეფის, ხალხით ჩანაცვლებამ - მდგომარეობა მხოლოდ გააუარესა. სამართლისა და მშვდობის ფასი ასტრონომიულად გაიზარდა, ამავე დროს მართლმსაჯულების ხარისხი მკვეთრად დაქვეითდა და იმ წერტილამდე მივიდა, სადაც კანონის იდეა, როგორ მართლმსაჯულების უნივერსალური და შეუცვლელი პრინციპის საფუძველი, საზოგადოებრივი აზრიდან თითქმის გაუჩინარდა და კანონის, როგორც კანონმდებლობის შედეგის იდეით (ხელისუფლების დადგენილი კანონი) შეიცვალა.
ამავე დროს, დემოკრატიამ წარმატებას იქ მიაღწია, სადაც მონარქიას მხოლოდ უმნიშვნელო წარამატებები ჰქონდა. ეს ბუნებითი ელიტის საბოლოოო განადგურებაა. დიდი ოჯახების იღბლიანობა გაიფანტა, ხოლო მათი ეკონომიკური დამოუკიდებლობის კულტურული ტრადიციები, ინტელექტუალური შორსმჭვრეტელობა, მორალური და სულიერი უპირატესობა დაიკარგა და დავიწყებას მიეცა. დღესაც არსებობენ მდიდარი ადამიანები, მაგრამ ისინი თავის სიმდიდრეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით სახელმწიფოს უმადლიან. ამიტომაც, ისინი ხშირად უფრო დამოკიდებულნი არიან სახელმწიფოს კეთილგანწყობაზე, ვიდრე ხალხი, რომელსაც ბევრად ნაკლები სიმდიდრე გააჩნია. ისინი ჩვეულებრივ აღარ არიან ხანგრძლივად წარმატებული ოჯახების უფროსები, არამედ ე.წ. „ახალგამდიდრებულები“ („nouveaux riches“). მათი ქცვა კი არ გამოირჩევა ღირსებით, სიამაყით, ან გემოვნებით, არამედ მედროვეობით დაავადებული, შემგუებლური და ჰედონსტური მასობრივი პროლეტარული კულტურის ანარეკლია, რომელსაც ახლა მდიდრები სხვებთან ერთად იზიარებენ; შედეგად, საზოგადოებისთვის მათი აზრი სხვების აზრზე უფრო წონადი აღარ არის.
ამიტომაც, როცა დემოკრატიული წესწყობილება საბოლოოდ დაკარგავს ლეგიტიმურობას, დაგროვებული პრობლემების გადაჭრა იმაზე გაცილებით ძნელი იქნება, როცა თავიანთი ლეგიტიმურობა მეფეებმა დაკარგეს. მაშინ, საკმარისი იქნებოდა, რომ მართლმსაჯულებასა და მის აღსრულებაზე მეფის მონოპოლია დამხობილიყო და კონკრეტული იურისდიქციის ბუნებითი წესრიგით შეცვლილიყო, რადგან ჯერ კიდევ არსებობდნენ ბუნებრივი ელიტის გადმონაშთები, რომლებიც შეძლებდნენ ამ ამოცნის გადაწყვეტას. ამჟამად, ეს უკვე საკმარისი არ არის. თუკი, სახელისუფლებო მონოპოლია კანონსა და მართლმსაჯულებაზე დაემხობა, მაშინ აღარ იარსებებს სხვა ავტორიტეტი, რომელსაც შევძლებთ, რომ სამათლიანობისთვის მივმართოთ და ამიტომაც ქაოსს ვერ გავექცევით.
ამრიგად, დემოკრატიის უარყოფასთან ერთად, ცენტრალური სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დეცენტრალიზაციის და, თუნდაც, სეცესიური საზოგადოებრივი ძალების იდეოლოგიურ მხარდაჭერასაც კი: ანუ ტენდენცია პოლიტიკური ცენტრალიზაციისაკენ, რითაც დასავლეთის სამყარო საუკუნეების განმავლობაში ხასიათდება, თავიდან მონარქიული მმართველობის ქვეშ, ხოლო შემდეგ დემოკრატიის მფარველობით, აუცილებლად ძირულად უნდა შეიცვალოს.51 მაშინაც კი, თუ ამას ახალი ხელისუფლების შექმნის სეცესიური ტენდენციები მოჰყვება, მიუხედავად იმისა, ისინი დემოკრატიული იქნებიან თუ არა, ტერიტორიულად მცირე სხელმწიფოებს შორის გაზრდილი პოლიტიკური კონკურენცია გამოიწვევს ექსპლუატაციის შემცირებას. ნებისმიერ შემთხვევაში, მხოლოდ პატარა რეგიონებში, თემებსა და ოლქებშიც იქნება შესაძლებელი, რომ რამოდენიმე პირი, თავიანთი ეკონომიკური დამოუკიდებლობის, გამორჩეული პროფესიული მიღწევების, მორალურად უბიწო ცხოვრების, სამართლიანი განსჯისა და გემოვნების საზოგადოებრივი აღიარების საფუძველზე, კვლავ ბუნებრივ, ნებაყოფილობით აღიარებული ავტორიტეტის უფლებებში ამაღლდეს და კონკურენტული და შეთავსებითი მსჯულების ბუნებითი წესრიგგის იდეას, ანუ კერძო სამართლებრივ „ანარქიულ“ საზოგადოებას, როგორც მონარქიისა და დემოკრატიისადმი გამოწვევას, ლეგიტიმურობა მიანიჭოს.
თარგმნა ლელა ვადაჭკორიამ
თარგმნის უფლებისთვის მადლობას ვუხდით სტატიის ავტორს ბატონ ჰანს ჰერმან ჰოპეს
__________________
1. სახელმწიფოს თეორიის შესახებ იხილეთ მ.ნ. როტბარდი, „ახალი თავისუფლებისათვის“ ნიუ-იორკი: მაკმილანი, 1978); მისივე, „თავისუფლების ეთიკა“ (ატლანტიკის ჰაილენდი: ჰუმანური პრესა, 1982); მისივე, ძალაუფლება და ბაზარი“ (კაზნას სიტი: შიდი, ანდრიუსი & მაკმილი, 1977); ჰ.ჰ. ჰოპე, „Eigentum, Anarchie und Staat” (opladeni: Westdeutscher Verlag, 1987); მისივე, „სოციალიზმისა და კაპიტალიზმის თეორია“ (ბოსტონი, კლუვერი, 1989); მისივე, „კერძო მფლობელობის ეთიკა და ეკონომიკა“ (ბოსტონი, კლუვერი, 1993); აგრეთვე ა.ჯ. ნოკი: ჩვენი მტერი - სახელმწიფო“ (დელევანი: ჰოლდერგ ფაბლიშინგ, 1983); ფ. ო. ოპენჰეიმერი, სახელმწიფო (ნიუ-იორკი: ვანგარდ პრესა, 1914); მისივე სოციოლოგიის სისტემა, ტომი 2: Der Staat (Stutgarti: g. fiSeri, 1964).
2. აგრეთვე იხილეთ ჰ.ჰ. ჰოპე „დროებითი უპირატესობა, ხელისუფლება და დე-ცივილიზაციის პოცესი - მონარქიიდან დემოკრატიისკენ“, Journal des Ekonomistes et des etudes Humaines, Vol. V# 4, 1994.
3. აგრეთვე იხილეთ ბ. დე ჟიუვენელი, ,,ძალაუფლება” (ნიუ-იორკი: ვიკინგი, 1949), გვ. 9-10.
4. იხილეთ მ.ნ. როტბარდი, „ძალაუფლება და ბაზარი“, გვ. 188-189; აგრეთვე გ. ჰარდინი & ჯ. ბადენი, გამოცემები სათვისტომოს მართვა (სან ფრანცისკო: ვ. ჰ. ფრიმენი, 1977); და მ. ოლსონი, „დიქტატურა დემოკრატია და განვითარება“, ამერიკის პოლიტიკური მეცნიერების მიმოილვა 87, 3 1993.
5. მოცემულ შრომასა და ზემოთ აღნიშნულ შრომებთან ერთად იხილეთ ლ. სპუნერი, „არა ღალატი: უუფლებობის კონსტიტუცია“ (ლარკსპუკერი: პაინ თრი პრესი, 1966), გვ. 17.
6. დროითი უპირატესობის თეორიისა და მოვლენის შესახებ იხილეთ ლ. ფონ მიზესი, „ადამიანის მოღვაწეობა. ტრაქტატი ეკონომიკაზე (ჩიკაგო: ჰ. რეგნერი, 1966), თავი XVIII, XIX; ვ.ს. ჯევონსი, „პოლიტიკური ეკონომიკის თეორია“ (ნიუ-იორკი: ა. კილი, 1965); ე.ვ. ბომ ბავერკი, „კაპიტალი და ინტერესი“, მე-3 ტომი. (სამხრეთ ჰოლანდია: ლიბერტარიანული პრესა, 1959); ფ. ფეტერი, „კაპიტალი, ინტერესი და იჯარა“ (კაზნას სიტი: შიდი, ანდრიუსი & მაკმილი, 1977); მ. ნ. როტბარდი, „ადამიანი, ეკონომიკა და სახელმწიფო“ (ლოს ანჯელესი: ნეში, 1970).
7. აგრეთვე იხილეთ ჰ.ჰ. ჰოპე, „დროითი უპირატესობა, ხელისუფლება და დე-ცივილიზაციის პროცესი - მონარქიიდან დემოკრატიამდე“.
8. იხილეთ გ. ფერერო, „მშვიდობა და ომი“ (ფრი პორტი, ბიბლიოთეკის პრესის წიგნები, 1969) თავი 3; მისივე, Macht (ბერნი: ა. ფრანკი, 1944); ე.ვ. კიუნელტ-ლედინი, „მემარცხენეობის დაბრუნება“ (ვაშინგტონი: ჰ. რეგნერი, 1990); რ. ბენდიქსი, „მეფეები ან ხალხი“ (ბერკლი: კალიფორნიის უნივერსიტეტის პრესა, 1978).
9. დაწვრილებითი დოკუმენტაციისთვის იხილეთ პ. ფლორა, „სახელმწიფო ეკონომიკა და საზოგადოება დასავლეთ ევროპაში 18915-1975“, ტომი I (ფრანკფურტი: კემპუსი, 1983), თავი 3; აგრეთვე რ.რ. პალმერი & ჯ. კოლტონი, თანამედროვე მსოფლიოს ისტორია (ნიუ-იორკი: ა. კნოფი, 1992), თავი XIV, XVIII.
10. შეერთებული შტატების არისტოკრატიული (არადემოკრატიული) ადრეული ხასიათის შესახებ, იხილეთ ლორდ აქტონი, „ამერიკის რევოლუციის პოლიტიკური მიზეზები“: მისივე, „ისტორიის ლიბერალური ინტერპრეტაცია“ (ჩიკაგო: ჩიკაგოს უნივერსიტეტის პრესა, 1967); აგრეთვე, ჩ. ვოლტერმანი, „ფედერალიზმი, დემოკრატია და ხალხი“, ტელოსი, ტომი 26, 1, 1930.
11. ომში შეერთებული შტატების ჩარევის შესახებ იხილეთ ჯ. ფ. კ. ფულერი, „ომის მართვა“ (ნიუ-იორკი: და კაპო, 1992), თავი IX; ვუდროუ ვილსონის და მისი „დემოკრატიისთვის ღია მსოფლიოს“ პოლიტიკის როლის შესახებ იხილეთ მ.ნ. როტბარდი, „პირველი მსოფლიო ომი, როგორც აღსრულება; ძალაუფლება და ინტელექტუალები“, ლიბერტარიანული კვლევების ჟურნალი, 9, #2 1990; ე.ვ. კიუნელტ-ლედინი, „მემარცხენეობის დაბრუნება“, თავი15.
12. საინტერესოა, შვეიცარიის რესპუბლიკა, რომელიც გახლდათ პირველი ქვეყანა, რომელმაც მამაკაცთა საყოვლთაო ხმის უფლება შემოიღო (1848 წელს), იყო უკანასკნელი, რომელმაც იგივე უფლება ქალებზეც გაავრცელა (1971 წელს). მსგავსად, საფრანგეთის რესპუბლიკამ, სადაც მამაკაცთა საყოველთაო ხმის უფლება 1848 წლიდან არსებობდა, იგივე უფლებები ქალებზე მხოლოდ 1945 წლიდან გავრცელდა.
13. იხილეთ ჰ. ჯ. შოეპსი, Preussen. Geschrichte eines Staates (ფრანკფურტი/მ: ალსტეინი, 1981) გვ. 405 ინგლისის, პრუსიის და ავსტრიის მონაცემების შესახებ.
14. ჩ. მ. კიპოლა, „ინდუსტრიული რევოლუციის წინ. ევროპული საზოგადოება და ეკონომიკა“, 1000-1700 (ნიუ-იორკი: ვ.ვ. ნორტონი, 1980), გვ. 48.
15. იხილეთ პ. ფლორა, „სახელმწიფო, ეკონომიკა დ საზოგადოება დასავლეთ ევოპაში“, ტ.1, გვ. 258-259;
16. მისივე, თავი 8.
17. მისივე, თავი 5; სინამდვილეში, სახელმწიფოს დაქირავებულთა ფარდობითი წილი აჟამად უნდა მივიჩნიოთ განუსაზღვრელად, რადგან სამხედრო პერსონალის გამოკლების გარდა, ის ასევე არ მოიცავს ჰოსპიტალის, საზოგადოებრივი ინსტიტუტების, საზოგადოებრივი დაზღვევის სააგენტოების და ნაციონალიზებული დარგების მოსამსახურეებს.
18. აგრეთვე იხილეთ მ.ნ. როტბარდი, „რა დამართა ხელისუფლებამ ჩვენს ფულს? (ოუბორნი, ალაბამა, ლუდვიგ ფონ მიზესის ინსტიტუტი, 1990) ჰ.ჰ. ჰოპე, „რამდენად შესაძლებლია ქაღალდის ფული? ანუ ფულისა და კრედიტის დევოლუცია“, Review of Austrian Economic, ტ. 7, #2, 1994.
19. იხილეთ ბ.რ. მიტჩელი, „ბრიტანეთის ისტორიის სტატისტიკის შეჯამება“(კემბრიჯი: კემბრიჯის უნივერსიტეტის პრესა, 1962), გვ.468.
20. მისივე, „ევროპის ისტორიის სტატისტიკა 1750-1970“ (ნიუ-იორკი: კოლუმბიის უნივერსიტეტის პრესა, 1078), გვ. 388.
21. 1930=100: იხილეთ რ. პოლი და ლ. ლერმანი, „ფაქტები ოქროს სასარგებლოდ. შეერთებული შტატების ოქროს კომისიის უმცირესობის მოხსენება“ (ვაშინგტონი: კატოს ინსტიტუტი, 1982), გვ. 165.
22. 1983=100; იხილეთ „პრეზიდენტის ეკონომიკური ანგარიში“ (ვაშინგტონი: ხელისუფლების სტამბა, 1992).
23. იხილეთ მიტჩელი, „ბრიტანეთის ისტორიული შეჯამება“, გვ. 444.
24. იხილეთ მ.ფრიდმენი & ა. შვარცი, „შეერთებული შტატების მონეტარული ისტორია, 1867-1960“ (პრინჩეტონი: უნივერსიტეტის პრესა, 1963), გვ. 704-722; და „პრეზიდენტის ეკონომიკური ანგარიში“, 1992.
25. იხილეთ ს. ჰომერი & რ. სილა, „საპროცენტო განაკვეთის ისტორია“ (ახალი ბრუნსვიკი: რუტგერის უნივერსიტეტის პრესა, 1991) გვ. 188/437.
26. იხილეთ ჯ. ჰაგისი, „ამერიკის ეკონომიკური ისტორია“ გლენვიუ: სკოტი, ფორესმენი, 1990), გვ. 432, 498, 589;
27. ბ. დე ჟიუვენელი, „სუვერენიტეტი“, გვ. 172-173; გვ.189; იხილეთ აგრეთვე ფ. კერნი, „მეფე და კანონი შუა საუკუნეებში“ (ლონდონი, 1939), გვ. 151; ბ. რეფელდი, Die Wurzeln das Rechts (ბერლინი, 1951), გვ. 67.
28. იხილეთ ა.ვ. დისეი, „ლექციები კანონისა და საზოგადოებრივი აზის ურთიერთობის შესახებ მეცხრამეტე საუკუნის ინგლისში“ (ლონდონი: მაკმილანი, 1903); აგრეთვე ფ.ა. ფონ ჰაიეკი „კანონი, კანონმდებლობა და თავისუფლება“, ტ. 1 (ჩიკაგო: ჩიკაგოს უნივერსიტეტის პრესა, 1973), თავები 4 და 6.
29. იხილეთ რ. ნისბეთი, „კოლექტივი და ძალაუფლება“ (ნიუ-იორკი: ოქსფორდის უნივერსიტეტის პრესა, 1962), გვ. 110-111.
30. ბ.დე ჟიუვენელი, „სუვერენიტეტი“, გვ. 189; იხილეთ აგრეთვე რ. ნისბეთი, „კოლექტივი და ძალაუფლება“, თავი 5.
31. იხილეთ დ. ბუდრო, „მსოფლიოს უდიდესი ხელისუფლება“, თავისუფალი ბაზარი, ნოემბერი 1994;
32. იხილეთ აგრთვე თ. ა. სმიტი, „დრო და სახელმწიფო პოლიტიკა“ (კნოქსვილი: ტენესის უნივერსიტეტის პრესა, 1988).
33. იხილეთ ჰომერი/სილა, საპროცენტო განაკვეთის ისტორია“ გვ. 557-558.
34. იხილეთ ჰომეროსი/სილა, „საპროცენტო განაკვეთის ისტორია“ გვ. 554-555.
35. იხილეთ კიპოლა, „ინდუსტრიული რევოლუციის წინ“ გვ. 39.
36. იხილეთ კიპოლა, „ინდუსტრიული რევოლუციის წინ“ გვ. 54-55; ფლორა, „სხელმწიფო ეკონომიკა და საზოგადოება დასავლეთ ევროპაში“, თავი 8; და გვ. 454.
37. იხილეთ მიტჩელი, „ევროპის ისტორიული სტატისტიკა 1750-1970“, გვ.16.
38. იხილეთ ა. კ. კარლსონი, „ოჯახური შეკითხვები, გამოძახილი ამერიკის საზოგადოების კრიზისზე“ (ნიუ- ბრუნსვიკი: გაერთიანებული გამომცემლობები, 1992); მისივე, „შვედური ექსპერიმენტი ოჯახურ პოლიტიკაში“ (ნიუ-ბრუნვისკი: გაერთიანებული გამომცემლობები, 1993); მისივე, „რა დამართა ხელისუფლებამ ჩვენს ოჯახებს?“, ესეები პოლიტიკურ ეკონომიკაში, #13 (ოუბურნი, ალაბამა, ლუდვიგ ფონ მიზესის ინსიტუტი, 1991); ჩ. მურეი, „დაკარგული ნიადაგი“ (ნიუ-იორკი: ბაზისური წიგნები, 1984); კიდევ უფრო ადრეული დიაგნოზისთვის იხილთ ი. ა. შუმპტერი, „კაპიტალიზმი, სოციალიზმი და დემოკრატია“ (ნიუ-იორკი: ჰარპერი, 1942), თავი 14.
39. იხილეთ ჯ. ქ. ვილსონი & რ. ჯ. ჰერნსტეინი, „დანაშაული და ადამიანის ბუნება“ (ნიუ-იორკი: სიმონი & შუსტერი, 1985), გვ. 408-409; ბოლო ასი წლის განმავლობაში დემოკრატიული რესპუბლიკანიზმის და საყოველთაო უზრუნველყოფის პოლიტიკის მიერ მოტანილი კრიმინალური აქტივობის ზრდის მასშტაბების შესაფასებლად, აგრეთვე იხილეთ რ. დ. მაკგრატი, (ბერკლი: კალიფორნიის უნივერსიტეტის პრესა, 1984), თავი 13; მისივე, „უმკურნალე მათ ხელისუფლების დიდი დოზით“, ქრონიკები, იანვარი 1994.
40. იხილეთ ვილსონი & ჰერნშტეინი, დანაშაული და ადამიანის ბუნება“, გვ. 411.
41. მაღალ დროითი უპირატესობასა და დანაშაულს შორის კავშირის შესახებ იხილეთ აგრეთვე ე.კ. ბანფილდი, „ჯოჯეხუთურ ქალაქში დაბრუნება“ (ბოსტონი: ლიტლი, ბრაუნი & კომპანია, 1974), თავი 3 და 8; იქვე, „მედროვეობა და დანაშაული“, რ. ე. ბარნეტი/ჯ. ჰეგელი, „დანაშაულის განსაზღვრა“ (კემბრიჯი: ბოლონგერი, 1977); ვილსონი & ჰერნსტეინი, დანაშაული და ადამიანის ბუნება, გვ. 414-424.
42. მონარქიული და დემოკრატიული ომის განსხვავების შესახებ იხილეთ ჯ. ფ. ც. ფულერი, „ომის მართვა“, თავი 1 და 2; მისივე, „ომი და დასავლური ცივილიზაცია“ (ფრი პორტი: ბიბლიოთეკის წიგნები, 1969); მ. ჰოვარდი, „ომი ევროპის ისტორიაში“ (ოქსფორდი: ოქსფორდის უნივერსიტეტის პრესა, 1976), თავი 6; მისივე, „ომი და ლიბერალური სინდისი“ (ნეუ-ბრუნსვიკი: რუტგერის უნივერსიტეტის პრესა, 1978); ბ. დე ჟუვენელი, „ძალაუფლებით“, თავი 8; ვ. ა. ორტონი, ლიბერალური ტრადიიები (პორტ ვაშინგტონი: კენიკატის პრესა, 1969, გვ. 251; გ. ფერერო, „მშვიდობა და ომი“, თავი 1.
43. შეერთებული შტატები მონაცემების ანალიზისთვის იხილეთ რ. ბაიტმარკო, „მშპ და ცხოვრების სტანდარტი“, ავსტრიული ეკონომიკის მიმოხილვა, თავი 1, 1987.
44. ხელისიფლებისა და საზოგადოების აზრის ურთიერთობის შესახებ იხილეთ კლასიკური უარყოფა ე. დე ლა ბოტიეს მიერ, „მორჩილების პოლიტიკა: დისკუსია ნებაყოფილობით მონობაზე“ (ნიუ-იორკი: თავისუფალი სიცოცხლის გამოცემები, 1975); დ. ჰუმი, „ესეები“. (ოქსფორდი: ოქსფორდის უნივესიტეტის პრესა, 1963), ესე IV: „ხელისუფლების საწყისი პრინციპები“.
45. 1871 წელს, მაგალითად, მამაკაცთა საყოვლთაო არჩევნებით, საფრანგეთის რესპუბლიკის ნაციონალურ ასამბლეაში 600 დეპუტატიდან მხოლოდ 200 რესპუბლიკელი იყო. მონარქიის აღდგენა შეფერხდა, რადგან ბურბონებისა და ორლეანელების მომხრეებმა ერთმანეთი დააშამათეს.
46. იხილეთ აგრეთვე ვ. როპკე Jenseits von Angebot und Nachfrage (berni: p. horti, 1979), გვ. 191-199; ბ.დე იუვენელი, „ძალაუფლების შესახებ“, თავი 17.
47. იხილეთ აგრეთვე მ. ჰარისი, „კანიბალები და მეფეები. კულტურის საფუძვლები“ (ნიუ-იორკი: საკოლექციო წიგნები, 1977), გვ. „დიადი ადამიანების“ მიერ საზოგადოებრივი დოვლათის კერძო წარმოების შესახებ“.
48. ხელისუფლების ენდოგენური და ეგზოგენური წარმოშობისა და ამ უკანასკნელის ისტორიული კრიტიკის შედარებითი შეფასებისთვის, როგორც არასწორისა ან არასრულის, იხ. ვ. მიულმანი, Rassen, Ethnien, Kulturen (Neuwied: Luchterhand, 1961), გვ. 248-319, განსაკ. გვ. 291-296; ეგზოგენური წარმოშობის ხელისუფლების თეორიის დაცვის შესახებ იხილეთ ფ. რაცელი, Politische Geograpie (მიუნხენი, 1923); ფ. ოპენჰეიმერი System der Sozioologie. ტომი 2: Der Staat; ა. რიუსტოვი, „თავისუფლება და ბატონობა“ (პრინჩეტონი: პრინჩეტონის უნივერსიტეტის პრესა, 1980).
49. იხილეთ, მაგალითად, გ. დე მოლინარი, „უსაფრთხოების წარმოება“ (ნიუ-იორკი: ცენტრი ლიბერტარიანული კვლევებისთვის, 1977), პირველად გამოიცა 1849 წელს, საფრანგეთში.
50. იხილეთ ამის შესახებ აგრეთვე ჰ. პირენე, „შუასაუკუნოვანი ქალაქები“ (პრინცეტონი: პრინცეტონის უნივერსიტეტის პრესა, 1974). განსაკუთრებით გვ. 179-180, და გვ. 227; ბ.დე ჟიუვენელი, ძალაუფლების შესახებ“, თავი 17.
51. პოლიტიკური ცენტრალიზაციის პოლიტიკური ეკონომიისა და დეცენტრალიზაციის ძირითადი მიზეზისა და გამოსავლის შესახებ იხილეთ ჰ. ჰ. ჰოპე, „ცენტრალიზაციის საწინააღმდეგოდ“, (სელისბერის მიმოხილვა, ივნისი 1993); მისივე, Migrazione, centralismo e secessione nell`Europa contemporanea”, biblioteca della liberta, #118, 1992; ჯ. ბაკლერი, კაპიტალიზმის საფუძვლები (ნიუ-იორკი: წმ. მარტინის პრესა, 1976), განსაკ. თავი 7.
![]() |
13 რედაქტორის ბოლოსიტყვაობა სწავლის მსურველებისათვის: გამომცემლობა „სოციუმის“ მიერ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის კანონზომიერებების ამსახველი ლიტერატურის მოკლე მიმოხილვა |
▲ზევით დაბრუნება |
პაატა შეშელიძე
ჯერ კიდევ 40-იან წლებში, ლუდვიგ ფონ მიზესი, ავსტრიული ეკონომიკური სკოლის ბურჯი და ადამიანური პიროვნული თავისუფლების შეუპოვარი მქადაგებელი, თავის ნაწარმოებში „ადამიანის მოღვაწეობა“ აფრთხილებდა კეთილი ნების ადამიანებს: „სოციალიზმის იდეა... ეს არის ადამიანური სულის ერთ-ერთი ყველაზე პატივმოყვარე ნაყოფი... იგი იმდენად დიდებული და კადნიერია, რომ მართლზომიერად გამოიწვია უდიდესი აღტაცება. ჩვენ უფლება არ გვაქვს სოციალიზმი დაუდევრად მოვიტოვოთ გვერდზე, ჩვენ უნდა უარვყოთ იგი, თუ გვინდა, რომ მსოფლიო ვიხსნათ ბარბაროსობისგან“.
არადა, პოსტ-საბჭოთა საქართველოს სავალალო ზნეობრივი და ყოფიერი მდგომარეობის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ის არის, რომ მის ინტელექტუალურ ელიტაში არ იქნა გააზრებული და გარჩეული კომუნისტური, ანუ „განვითარებული სოციალიზმის“ სისტემის ნაკლოვანებები; არ მოხდა მათი მეცნიერული უარყოფა; სათანადოდ არ გავრცელდა საპირისპირო მოსაზრებები და პოპულარული ვერ გახდნენ მათი ავტორები; არ იქნა თარგმნილი და შექმნილი საგრძნობი მოცულობის შესაბამისი ლიტერატურა.
მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველასთვის ცხადია თუ რაში მდგომარეობს საბჭოური სისტემის დანაშაული, ადამიანების უდიდესი უმრავლესობისთვის კვლავ აუხსნელია, თუ რა არის მისი შეცდომა. შედეგად ქართული საზოგადოების წევრების უმეტესობამ ვერ შეიძინა სათანადო ცოდნა, რომ საკუთარი თავგადასავალი გაეაზრებინა. შესაბამისად, საზოგადოება არაა დაზღვეული ხელახალი უბედურებისგან: კოლექტიური ცნობიერების და ბელადომანიის დაუძლეველი სენი საზოგადოების წევრებში პიროვნული თვითმყოფადობისა და პირადი პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვივებას ისევ აფერხებს. „ჩვენ“ თვითშეგნება ბოჭავს „ჩემი“ შესაძლებლობების გამოხატვას. ადამიანი ჯერ კიდევ არ არის გამოთავისუფლებული გარეგანი შეზღუდვებისგან და არ დაუგემოვნებია თვითმყოფადობის განცდა. კოლექტიური ათეიზმი, ჭეშმარიტებისკენ სავალ ინდივიდუალურ გზას ხერგავს.
სოციალიზმისა და დესპოტიზმის გავლენის გაფართოების ტენდენციის შესაჩერებლად კი, საჭიროა ჯანსაღი აზრი და სულიერი გამბედაობა! საჭიროა გაცნობიერება, რომ ადამიანის განვითარებას განსაზღვრავენ არა მითიური „მატერიალური ძალები“, ცითმოვლენილი ანგელოზები და რომელიმე ყოვლისშემძლე პოლიტ-ბიუროს ან რევოლუციური „ტროიკის“ მოხელეები, არამედ პირადად მათი აზროვნება და შეხედულებები; რომ ადამიანები ყოველთვის და ყველგან, მაშინაც კი როდესაც უანგაროდ ქველმოქმედებენ, მხოლოდ საკუთარი სულიერი და ყოფიერი მოთხოვნილებების დაკმყოფილების მიზნით ხელმძღვანელობენ და ხელმოსაჭიდი შესაძლებლობების შეფასების, ხელსაყრელი გამოსავლის ძიების გზით მიდიან. თუ ისინი ვერ ახერხებენ, რომ საკუთრივ გამოიყენონ ან შეიგრძნონ საკუთარი გარჯის შედეგების ის ნაწილი, რომელიც მათი აზრით შეესაბამება მათივე გაწეულ ძალისხმევას - ქმედება აზრს კარგავს. შესაბამისად, ისინი მუდამ არჩევანს აკეთებენ, მუდამ მოქმედებენ და უნდათ თუ არ უნდათ, თავიანთ ნამოქმედარზე პასუხს აგებენ. მოღვაწეობის შედეგების პირადი მოხმარება კერძო მესაკუთრეობას ნიშნვს. თუ ადამიანებს აქვთ უნარი დაიცვან თავიანთი მონაპოვარი, საკუთარი გემონებით განკარგონ და დაზოგონ, მაშინ დიდი ალბათობაა, რომ მის გამრავლებასა და გამრავალფეროვნებასაც ეცადონ, რადგან ეს მათ შემდგომში არჩევანის უფრო მეტ საშუალებას აძლევთ. არჩევანის თავისუფლება კი სამოქმედო ასპარეზს უზრდით და საშუალებას აძლევთ, რომ გამოიყენონ ნიჭი, უნარ-ჩვევები, სცადონ ბედი და რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯებით, მეტი შედეგები მიიღონ. შედეგებისა და გამოუყენებელი შესაძლებლობების შედარება საკუთარი არჩევანის ნაყოფიერების შეფასების საშუალებას აძლევთ. მოქმედება შედეგიანია, თუ ის უუმჯობესებთ არსებულ მდგომარეობას, უზრდით მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მოცულობას და ხარისხს. ამიტომ, გარეგანი შეზღუდვებისგან გათავისუფლება, გარდა იმისა, რომ დანაკარგებს უმცირებთ, ადამიანებს სილაღესა და გაბედულებას სძენთ, თვალსაწიერს უფართოებთ, გემოვნებასაც უხვეწავთ და შემოქმედების მეტ ასპარეზსაც უქმნით. საკუთარი ნამოღვაწარის შენარჩუნებისა და სრულყოფისათვის ადამიანების მთავარი მოკავშირე მათივე მშვიდობიანი ურთიერთთანამშრომლობის და ურთიერთსასარგებლო საქონელგაცვლებისთვის მზადყოფნა და ურთიერთშემწყნარებლობის უნარია. ადამიანებს კი, თანამშრომლობის ყველაზე ნაყოფიერ ნიადაგს საბაზრო-სამეურნეო ურთიერთობები, ანუ კაპიტალისტური წყობა აძლევთ. საბაზრო ეკონომიკა, რომელიც წარმოების საშუალებების კერძო საკუთრებაზე დაფუძნებული შრომის სერთაშორისო დანაწილების სოციალური სისტემაა, პირადი ინტერესებით მოქმედ ცალკეულ ადამიანებს მიმართავს იქით, სადაც ისინი ყველაზე უკეთ მოემსახურებიან, როგორც თავის თავს, ისე სხვებს. კაპიტალიზმი ნებაყოფილობით საქონელგაცვლებს ნიშნავს, ხოლო სიმდიდრე - ჯილდოს, მომხმარებლის მოთხოვნილებების საუკეთესოდ დაკმაყოფილებისათვის. ადამიანების საქმიანი თვისებები საუკეთესოდ სწორედ ბაზარზე ვლინდება და ხსნის გზას თითოეულის კეთილდღეობისაკენ.
ამიტომ, ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი საშუალება საქართველოში ანტიკაპიტალისტური, ე.ი. ანტიადამიანური მენტალიტეტის რეციდივების, ანუ ადამიანის სიცოცხლისა და რწმენის, პიროვნული თვითმყოფადობის და ხელშეუხებემლი ღირსების, კერძო საკუთრების და შრომის, პირადი პასუხისმგებლობისა და სათნოების წინააღმდეგ მიმართული 100 წლოვანი სოციალისტური ექსპერიმენტისგან თავის დასაღწევად - სწორი ეკონომიკური განათლების მიღება და ამით, თავისუფლების ასპარეზის მოპოვებაა.
თავად ეკონომიკური განათლების საკითხი, ისე როგორც სხვა ნებისმიერი საკითხი, ცენტრალიზებული ადმინისტრირების, ანუ სოციალისტური გზით ვერ მოგვარდება: განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობა მისდამი გონებაგახსნილობას ვერ განაპირობებს; თავისუფლების მინიჭება შეუძლებელია!
განათლება და თავისუფლება ადამიანს ხელისუფლების ბრძანებით კი არ ეძლევა, არამედ მისი საკუთარი რწმენით, მუყაითობით, რუდუნებითა და თავდადებული შრომით მოიპოვება.
განათლება არ არის სამკაული და მუქთი სიამოვნება. განათლება შემეცნებაზე დახარჯული დროისა და ძალ-ღონის სამაგიეროდ მიღებული ჯილდოა!
თავისუფლება არ არის ძღვენი და განცხრომა, თავისუფლება -აზროვნება და გარჯაა!
შესაძლოა, თავისუფლებისა და განათლების მაძიებელ ადამიანს ქვემოთ განხილული წიგნების წიაღში გაბნეული სიბრძნე გამოადგეს.
1. მარი ნ. როტბარდი. „ჩვენება ფედერალური სარეზერვო სისტემის წინააღმდეგ“.
წიგნში მოკლედ, ხატოვნად და ნათლად არის გადმოცემული ავსტრიული ეკონომიკური სკოლის შეხედულებები ფულსა და საბანკო სისტემაზე. დამაჯერებლად არის აღწერილი ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემის ჩამოყალიბების ჭეშმარიტი ისტორია: ფინანსური ელიტების კონკურენტული ბრძოლა და ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან ფედერალური სარეზერვო სისტემის შექმნის შესახებ დანაშაულებრივი გარიგება.
ავტორი ცენტრალური ბანკების გაუქმებისა და ლითონური (ოქროს, ვერცხლის და ა.შ.) სტანდარტის აღდგენისკენ მოუწოდებს.
2. მარი ნ. როტბარდი. „სახელმწიფო და ფული, ანუ როგორ დაეუფლა სახელმწიფო საზოგადოების ფულად სისტემას“.
წარმოდგენილი ნაშრომი ერთ-ერთი საუკეთესო გამოკვლევაა ფულად საკითხებში. ავტორი ასაბუთებს, რომ ფული საბაზრო ურთიერთგაცვლის შედეგად წარმოიქმნა, მას გამოყენებითი ხასიათი აქვს და ის არ შექმნილა საზოგადოებრივი შეთანხმებებით ან სახელმწიფო დადგენილებებით. შესაბამისად, სახლმწიფოს ჩარევა ფულად მეურნეობაში ზედმეტი და სავალალოა: ადამიანს არ ჭირდება იძულება, რომ ფული მისთვის მისაღები მიზნით და ხერხით გამოიყენოს, დაზოგოს, დახარჯოს, ან დააბანდოს.
ავტორი იხილავს ფულადი სისტემის განვითარებას მე-19 საუკუნიდან დღემდე - „ოქროს სტანდარტიდან“ - ელექტრონულ ფულამდე. აგრეთვე, განიხილავს ევროპის კავშირის საერთო ფულის შექმნის შესძლებლიბას და სავარაუდო საფრთხეებს.
3. მარი ნ. როტბარდი. „სახელმწიფო და ეკონომიკა“.
წიგნში განხილულუია სახელმწიფოს მიერ ეკონომიკურ საქმიამობაში ჩარევის ყველაზე გავრცელებული 80-ზე მეტი მაგალითი და მათი სავალალო შედეგები, როგორც ეკონომიკური, ისე საყოფაცხოვრებო და ზნეობრივი თვალსაზრისით. განსაკუთრებული ყურადღება გადასახადების და სამეურნეო საქმიანობის შეზღუდვების საკითხს ეხება.
ამ წიგნში წარმოჩენილმა მოსაზრებებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ამერიკის შეერთებულ შტატებში 1980-იან წლებში რონალდ რეიგანის პრეზიდენტობის დროს განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმებზე, ისე როგორც გადასახადების გაუქმების და კერძო სამართალდამცავი დაწებულებების შექმნის სასარგებლოდ წამოწყებულ ინტელექტუალურ მოძრაობაზე.
ამ წიგნში განვითარებულმა შეხედულებებმა გავლენა ეკონომიკური კვლევების მრავალ მიმდინარეობაზე, მათ შორის ისეთ ცნობილ ეკონომიკურ მოძღვრებაზე, როგორც „საზოგადოებრივი არჩევანის თეორიაა“.
4. იოსეფ კულიშერი. „საგარეო ვაჭრობის ძირითადი საკითხები“.
წიგნში სრულყოფილადაა აღწერილი მე-19 საუკუნესა და მე-20 საუკუნის პირველ მესამედში საგარეო ვაჭრობაში გამოყენებული შეზღუდვები და მათი შედეგები, საბაჟო გადასახადების წარმოშობა და მერე მსოფლიო ომის წინ საბჭოთა კავშირის საბაჟო სისტემის მოქმედება.
საბუთდება, რომ მე-19 საუკუნის ბოლოდან თანდათან გაბატონებულმა პროტექციონიზმმა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გამწვავება და საბოლოო ჯამში ჯერ პირველი, ხოლო შემდეგ მეორე მსოფლიო ომი გამოიწვია.
5. იოსეფ კულიშერი. „დასავლეთ ევროპის ეკონომიკური ყოფის ისტორია“.
წიგნში ვრცელ ფაქტობრივ მასალაზე დაყრდნობით განხილულია დასავლეთ ევროპის ეკონომიკური ყოფის მრავალი მხარე, ადრეული შუა საუკუნეებიდან მე-19 საუკუნემდე. მიუხედავად იმისა, რომ ავტორი ყურადღებას ძირითადად რამოდენიმე ქვეყანას უთმობს, ევროპის ეკონომიკური განვითარება წარმოდგენილია, როგორც ერთიანი პროცესი. ნაშრომი ეხება მოსახლეობის რიცხოვნობას, მოხმარების სტრუქტურას, სხვადასხვა ფენის, სოფლისა და ქალაქის მცხოვრებთა ყოველდღიურ ცხოვრებას, მათ ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეხედულებების, ტრადიციების, ფსიქოლოგიის, გემოვნების განვითარებას.
6. იოსეფ კულიშერი. „რუსეთის ვაჭრობისა და მრეწველბის ისტორია“.
წიგნში დაწვრილებითაა აღწერილი რუსეთის სავაჭრო და სამრეწველო ურთიერთობების განვითარება უძველესი დროიდან მოყოლებული. აღწერილია სამეურნო კავშირ-ურთიერთობები, როგორც აღმოსავლეთის ქვეყნებთან, ისე ევროპასთან.
7. იოსეფ კულიშერი. „რუსეთის სახალხო მეურნეობის ისტორია“.
წიგნში აღწერილია რუსეთის ეკონომიკური ისტორია. ავტორი მას ორგვარად განიხილავს: ქრონოლოგიურად და დარგობრივად.
ქრონოლოგიურად ის სამ ნაწილად იყოფა: უძველესი დროიდან მე-10 საუკუნემდე, პეტრე დიდის მოღვაწეობამდე და მისი რეფორმაციის შემდეგ.
დარგობრივი კვლევის საგნებია მიწის მფლობელობა, ხელოსნებისა და წარმოებების განვითარება, ფულადი მეურნეობა. განსაკუთრებული ყურდღება ექცევა ქალაქების ზრდის წინაპირობებს და მათ ყოფას. დიდი ყურადღება ექცევა საშინაო და საგარეო ვაჭრობის განვითარებას და სათანადო პოლიტიკას.
ხშირად გამოიყენება რუსეთსა და ევროპაში მიმდინარე მოვლენების შედარებები. ხაზგასმულია, რომ მიუხედავად თავისებურებებისა, განვითარების კანონზომიერებები და მიმართულება ერთმანეთს ემთხვევა.
8. ეუგენ ბემ-ბავეკი. „მარქსის თეორიის კრიტიკა“
წიგნში საფუძვლიანად არის განხილული და უარყოფილი კარლ მარქსის ეკონომიკური მოსაზრებები, განსაკუთრებით მის მიერ საფუძვლად აღიარებული ე.წ. „შრომითი ღირებულებების კანონი“. ავტორმა, რომელიც სამჯერ იყო ავსტრიის ფინანსთა მინისტრი, ერთ-ერთმა პირველმა შეამჩნია წინააღმდეგობა მარქსის „კაპიტალის“ პირველსა და მესამე ტომებს შორის. მან აღმოაჩინა შეცდომის წყარო და მისი გავრცელების გზები.
9. კრებული. „საპნის ბუშტების მაესტრო. იაპონიის გაკვეთილები“.
კრებულში თავმოყრილია ავსტრიული ეკონომიკური სკოლის პოზიციებიდან თანამედროვე ფინანსური ბაზრების მდგომარეობის შეფასებისადმი მიძღვნილი სტატიები. საკითხი, ძირითადად, ხება ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო ბიუროს პოლიტიკას, რომელიც ფულადი ექსპანსიის შედეგად, მოჩვენებით ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს. აგრეთვე, განიხილება იაპონიაში 80-იანი წლებიდან მიმდინარე ხანგრძლივი ეკონომიკური რეცესიის მიზეზები.
10. კრებული. „აღმასვლა, ვარდნა და მომავალი - მსოფლიო ეკონომიკის მდგომარეობა და მისი ანალიზი ავსტრიული ეკონომიკური სკოლის მხრიდან“.
კრებულში თავმოყრილია მიზესის, ჰაიეკის, კალახანის, სალერნოს და სხვათა სტატიები, რომლებიც თანმიმდევრულად ასაბუთებენ, რომ ე.წ. „საწარმოო ციკლები“ გამოწვეულია სამეურნეო ურთიერთობებში სახელმწიფოს მრავალმხრივი ჩარევით, განსაკუთრებით კი ცენტრალური ბანკების მეშვეობით წარმოებული სავალალო ფულად-საკრედიტო პოლიტიკით. ავსტრიული სკოლის მიმდევართა აზრით, სწორედ ამის შედეგია მიმდინარე რეცესია. ხაზი ესმევა, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ ჰაერიდან შექმნილი ფული მნიშვნელოვნად ვნებს წარმოებას და კეთილსინდისიერ მეწარმეობას, რომლის ხარჯზე ხელს უმართავს პოლიტიკურ კორპორაციებსა და თვითნება ბიუროკრატიას.
11. კრებული. „პროტექციონიზმის შეცდომები“.
კრებულში თავმოყრილია ამერიკელი ეკონომისტის უილიამ სომნერისა და რუსი მეწარმის ი. ნოვიკოვის შეხედულებები პროტექციონიზმზე და ნაჩვენებია მისი სავალალო შედეგები. განხილულია, როგორც პროტექციონისტული მიდგომის თეორიული შეცდომები, ისე მისი არაშორსმჭვრეტელობის დამადასტურებელი პრაქტიკული, ისტორიული მაგალითები.
12. დევიდ ბოუზი. „ლიბერტარიანელობა: ისტორია, პრინციპები, პოლიტიკა“.
ნაშრომი ეძღვნება თანამედროვე „ლიბერტარიანიზმის“ საფუძვლების მიმოხილვას.
„ლიბერტარიანიზმი“ პოლიტიკური ფილოსოფიაა, რომელიც საზოგადოებრივი მოწყობის პრინციპად ადამიანის მიერ საკუთარი სიცოცხლისა და სხეულის ერთადერთ მეპატრონედ, მესაკუთრედ მიიჩნვს. ეყრდნობა რა მოსაზრებას, რომ ადამიანმა საკუთარი სიცოცხლე და ქონება თავად უნდა განკარგოს, თავადვე წყვეტდეს თუ როგორ იცხოვროს და სხვასაც აძლევდეს ამის საშუალებას. ლიბერტარიანელობა ადამინის თავისუფლებასა და სახელმწიფოს მკაცრ შეზღუდვას ემხრობა და მას მხოლოდ ადამიანის სიცოცხლის და საკუთრების დამცველის მოვალეობას უსაზღვრავს.
უხვად ილუსტრირებულ წიგნში ავტორი ახერხებს, რომ მარტივად გადმოსცეს ლიბერტარიანული შეხედულებები ფილოსოფიაში, ეკონომიკაში, სამართალსა და ისტორიაში.
წიგნი თანამედროვე ლიბერტარიანელთა სამაგიდო საკითხავია.
13. კრებული. „მილტონ ფრიდმენი და ფრიდრიხ ჰაიეკი თავისუფლების შესახებ“
კრებულში შევიდა მილტონ ფრიდმენისა და ფრიდრიხ ფონ ჰაიეკის, მე-20 საუკუნის ყველაზე გამოჩენილი ეკონომისტების, ნობელის პრემიის ლაურეატების მოსაზრებები თავისუფლებაზე, საბაზრო ეკონომიკური ურთიერთობების უპირატესობაზე, მის დანიშნულებასა და გადამწყვეტ მნიშვნელობაზე საზოგადოების ცხოვრებაში.
14. ფრედერიკ ბასტია. „კობდენი და ლიგა. მოძრაობა თავისუფალი ვაჭრობისთვის ინგლისში“.
წიგნი წარმოადგენს კრებულს, რომელშიც თავმოყრილია საჯარო გამოსვლები, რომლებიც მიმართული იყო ვაჭრობის თავისუფლების აკრძალვების წინააღმდეგ და ე.წ. „პურის კანონების“ გასაუქმებლად წამოწყებული მოძრაობის მიერ ორგანიზებულ მიტინგებზე ჟღერდა 1842-1845 წლებში
გარდა ამისა, კრებულში შესულია რიჩარდ კობდენისა და ლიგის სხვა წევრების გამოსვლები 1848-1865 წლებში, თავად კობდენის ცხოვრების ამსახველი ცნობები და ე.წ. „პურის კანონების“ წინააღმდეგ მიმართული მოძრაობის თანმდევი მოვლნები 1815-1846 წლებში.
ნიშანდობლივია, რომ ლიგის საქმიანობამ, მისმა ინტელექტუალურმა ძალამ შეცვალა საზოგადოებრივი აზრი, აიძულა პარლამენტი, რომ გაეუქმებინა ხსენებული კანონები და განაპირობა პროტექციონიზმის მკვეთრი შესუსტება, რის შემდეგაც დადგა თავისუფალი ვაჭრობის დრო, რამაც მე-19 საუკუნეში ინგლისის აყვავება განაპირობა.
15. ფრედერიკ კლოდ ბასტია. „ეკონომიკური სოფიზმები, ანუ თავსუფალი ბაზრის მომხრის მიერ გამოაშკარავებული ეშმაკობები“.
ავტორი, რომელმაც მთელი ცხოვრება ეკონომიკური თავისუფლების უპირატესობებისთვის ბრძოლას შესწირა, ოსტატურად და ირონიულად ამხელს ე.წ. „ეროვნული სამეურნეო თვითკმარობის“ მომხრეებს. პროტექციონისტთა აბსურდული არგუმენტბი, საღი მსჯელობითა და თვალსაჩინო საბუთებითაა უარყოფილი.
16. კრებული. „ტრანსპორტის მომავალი. ეფექტური სატრანსპორტო პოლიტიკა“.
კრებულში წარმოდგენილია რუსეთის ფედერალური საბჭოს საწარამოო პოლიტიკის კომიტეტის ექსპერტების მოსაზრებები. გაანალიზებულია სარკინიგზო, საჰაერო გადაზიდვებისა და საავტომობილო მიმოსვლების სფეროში ლიბერალიზაციის პერსპექტივბი.
ყურადრება ექცევა უსაფრთხოებას, ეკოლოგიას, მოძრაობის ორგანიზებასა და შრომით ურთიერთობებს. ჩამოყალიბებულია რეკომენდაციები თავისუფალ საბაზრო ეკონომიკის შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისთვის.
ყველას, ვისაც კი ზემოთ წარმოდგენილი წიგნებისადმი ცნობის წადილი გაუჩნდა ვაცნობებ, რომ გამომცემლობა „სოციუმის“ მიერ რუსულ ენაზე გამოცემული ლიტერატურის შეძენა შეუძლია მაღაზია „პარნასშსი“ (ილია ჭავჭავაძის გამზ. 22, ტელ. 253986) ან „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ სემინარებზე.