|
აღწერა:
საჯარო მოსამსახურის ბიბლიოთეკის წინამდებარე სერია - „დამხმარე სახელმძღვანელო მოხელეთათვის“ მოამზადა და გამოსცა გაეროს განვითარების პროგრამის პროექტმა „ფინანსთა სამინისტროს მოხელეების ტრეინინგები საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში“ UNDP/GEO/00042747[10] სახელმძღვანელო მოამზადა დოცენტმა, მეცნიერებათა კანდიდატმა ნინო ინასარიძემ სერიის რედაქტორია გაეროს განვითარების პროგრამის ექსპერტი დოცენტი, ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი ვაჟა გურგენიძე სერიის მომზადების სხვადასხვა სტადიაზე მონაწილეობდა ავტორთა კოლექტივი - ფინანსთა სამინისტროს სასწავლო ცენტრის უფროსი პროფესორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი მედეა გოცირიძე, სასწავლო ცენტრის უფროსის მოადგილე შალვა ბარდაძე; გაეროს განვითარების პროგრამის ექსპერტები: დოცენტი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი კახა დემეტრაშვილი, მანანა სალუქვაძე, ნოდარ ნაფეტვარიძე, დავით გოგიჩაიშვილი, ზაზა ჩაგანავა, მიხეილ გვარჯალაძე, დავით ჯაიანი, დოცენტი, ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი ნოდარ ხადური სტილისტ-კორექტორი ლია შარვაშიძე თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №13, ტელ/ფაქსი: 300351 კავშირი „საქართველოს განვითარება ინტერნეტის მეშვეობით“ Georgia Development Gateway Union. Internet: gateway@gateway.ge; www.georgia-gateway.org თბილისი, 0179, თაქთაქიშვილის ქ. 11; ოფისი 2 გაეროს განვითარების პროგრამის ეროვნულ კონსულტანტთა ჯგუფი UNDP Georgia - NCTeam (CIMS Consulting) ტელ.: 253166, 253167 ინტერნეტ: ncteam@cims.ge; www.cims.ge თბილისი 2006
|
სახელმძღვანელო გამოიცა პროექტის „ფინანსთა სამინისტროს მოხელეების ტრენინგები საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში” ჩარჩოებში. პროექტი ხორციელდება გაეროს მმართველობის რეფორმის პროგრამის ქმედითუნარიანობის გაუმჯობესების ფონდის ფარგლებში ფინანსთა სამინისტროს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამისა და განვითარებისა და რეფორმების ფონდის მხარდაჭერით.
სახელმძღვანელო წარმოადგენს 2005 წელს გამოცემული ამავე დასახელების პუბლიკაციის განახლებულ ვერსიას, რომელიც მომზადდა კავშირის „საქართველოს განვითარება ინტერნეტის მეშვეობით“ (GEDG) მიერ პროექტის - „სასწავლო კურსები სახელმწიფო მოხელეებისათვის“ ფარგლებში ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოსა“ და გაეროს განვითარების პროგრამის ეროვნულ კონსულტანტთა ჯგუფის (UNDPGeorgia, NCTeam (CIMS Consulting) www.cims.ge) მხარდაჭერით.
სახელმძღვანელოში მოკლედ არის განხილული ელექტრონული მთავრობის საფუძვლები. მისი მიზანია მკაფიო წარმოდგენა შეექმნას მკითხველს ელექტრონული მთავრობის, მისი დანიშნულების, მიზნებისა და ამოცანების შესახებ. აღწერილია ელექტრონული მთავრობის ძირითადი კომპონენტები და მისი განხორციელების პრინციპები, მოყვანილია სადემონსტრაციო სქემები, მაგალითები და ზოგიერთი სხვა მნიშვნელოვანი მონაცემი.
გამოცემა განკუთვნილია საჯარო მოხელეებისათვის და შედგენილია, როგორც დამხმარე სახელმძღვანელო - სასწავლო კურსის ,,ელექტრონული მთავრობის საფუძვლების” მსმენელთათვის.
სასწავლო კურსისა და ბროშურის შედგენისას გამოყენებულ იქნა სხვადასხვა წყარო, მათ შორის, გაეროს, მსოფლიო ბანკის, ევროკავშირისა და სხვა ოფიციალური მასალები.
პროექტის ჯგუფი მადლობას უხდის კავშირს ,,საქართველოს განვითარება ინტერნეტის მეშვეობით” და გაეროს განვითარების პროგრამის ეროვნულ კონსულტანტთა ჯგუფს სახელმძღვანელოსა და სასწავლო კურსის მომზადებისას გაწეული რეკომენდაციებისა და მოწოდებული მასალებისათვის.
საინფორმაციო საზოგადოების გაჩენამ განსაზღვრა თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში თვისებრივად ახალი - ეფექტიანი, მოქნილი, გამჭვირვალე და საზოგადოებაზე ორიენტირებული მთავრობის შექმნის აუცილებლობა.
ელექტრონული მთავრობა, რომელიც საინფორმაციო საზოგადოების აუცილებელი ელემენტია, მიზნად ისახავს ისეთი სისტემის შექმნას და განვითარებას, რომელიც უზრუნველყოფს ერთი მხრივ, სახელმწიფო მართვის ეფექტიანი გაზრდას, მეორე მხრივ კი მოქალაქეზე/საზოგადოებაზე ორიენტირებულ, მაღალი დონის სამთავრობო მომსახურებას საინფორმაციო ტექნოლოგიების უტილიზაციის გზით.
ელექტრონული მთავრობის ფორმირების პროცესში მთავარი მამოძრავებელი ძალა თვითონ სახელმწიფოა. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ელექტრონული მთავრობის წარმატებით განხორციელებისათვის აუცილებელი პირობების შექმნა და გადაწყვიტოს მისი ძირითადი ამოცანები: პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება, პასუხისმგებელი ორგანოების/ადმინისტრაციული სტრუქტურების ჩამოყალიბება, ეროვნული ინფორმაციული და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურების განვითარება, საყოველთაოდ მისაწვდომი ინფორმაციული რესურსების შექმნა და მათი გაერთიანება ერთიან „ელექტრონული მთავრობის“ სისტემაში. ამავე დროს, მოქალაქის/საზოგადოების აქტიური მონაწილეობა და მხარდაჭერა წარმატებული ელექტრონული მთავრობის აუცილებელი წინა პირობაა.
ერთი მხრივ, ინფორმაციაზე ორიენტირებული საზოგადოების შექმნამ და, მეორე მხრივ, ეფექტიანი ადმინისტრაციული მენეჯმენტის, რაციონალური სტრატეგიული გადაწყვეტილებისა და მაღალი დონის ადმინისტრაციული სერვისების საჭიროებამ განაპირობა ელექტრონული მთავრობის, ელექტრონული მართვის მექანიზმების დანერგვის აუცილებლობა. დღეისათვის მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მთავრობამ კარგად გააცნობიერა ელმთავრობის საჭიროება და კონკრეტულ ღონისძიებებს ატარებს ამ მიმართულების პრაქტიკაში რეალიზაციისათვის.
სურ. 1 ცვლილებები მთავრობაშიინფორმაციაზე ორიენტირებული საზოგადოების ფონზე
ზოგადად, ელმთავრობის კონცეფცია მომდინარეობს მისი ვიწრო გაგებიდან, მაგალითად, „მთავრობის საქმიანობის ოპტიმიზაცია“, ან „სამთავრობო სერვისებით უზრუნველყოფა ინტერენტით“. ფართო გაგებით, ელექტრონული მთავრობა უზრუნველყოფს მთავრობის შიდა ადმინისტრაციული პროცესების ეფექტიანობის გაზდას, სამთავრობო მომსახურების გაუმჯობესებას და მოქალაქის პოლიტიკური მონაწილეობის გაძლიერებას (ელდემოკრატია). სხვაგვარად რომ ვთქვათ:
ელექტრონული მთავრობა არის სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს სამთავრობო ორგანიზაციის შიგნით, სამთავრობო ორგანიზაციებს (ცენტრალურ, ადგილობრივ) შორის და მთავრობასა და მოქალაქეებს/ბიზნესს შორის არსებული ურთიერთობების ეფექტიანობის, პროდუქტიულობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას და მოქალაქის როლის გაძლიერებას სახელმწიფოს მართვის პროცესში, საინფორმაციო და საკომუნიკაციაო ტექნოლოგიების უტილიზაციის გზით.
ელექტრონული მთავრობის განსაზღვრების მრავალი ვარიანტი არსებობს. არ არსებობს აბსოლუტური კონსენსუსი არც აკადემიურ წრეებს, არც საკონსულტაციო ფირმებსა და არც სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს შორის. ეს განპირობებულია იმით, რომ ელმთავრობის დეფინიცია ხდება განსხვავებულად, სხვადასხვა ფაქტორის მიხედვით, როგორიცაა: პოლიტიკური პრიორიტეტები, მიზნები და კონკრეტული ამოცანები, ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური პირობები და ა.შ.
ელექტრონული მთავრობა ხშირად მოიხსენიება როგორც ელმთავრობა, ციფრული მთავრობა, მთავრობა ონლაინში და კიბერმთავრობა. ეს დეფინიციები ერთსა და იმავე აზრს გამოხატავენ. მას შემდეგ, რაც ეს ტერმინი პირველად გაჩნდა აშშ-ში, 1993 წელს, მისი კონცეფცია თანდათან მატერიალიზებულ იქნა საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და ადმინისტრირებას შორის ურთიერთკავშირში.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „ელექტრონულ მთავრობაში“ სიტყვა „ელექტრონული“ გამოხატავს ციფრული ტექნოლოგიის კომპონენტს, ხოლო „მთავრობა“ სოციალურ ასპექტს ასახავს.
ერთჯერადი უწყვეტი მომსახურება (one/non-stop service)
მოსახლეობის ერთჯერადი, უწყვეტი მომსახურება მისი საჭიროებიდან და სურვილებიდან გამომდინარე, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას.
ნაკლები ქაღალდები, ნაკლები ოფისები
ელექტრონული დოკუმენტბრუნვა, რაც ელ-მთავრობის ხერხემალია. იგი უზრუნველყოფს დანახარჯების შემცირებას და ადმინისტრაციული პროდუქტიულობის გაზრდას.
მართვისა და გადაწყვეტილების მიღების ოპტიმიზაცია სხვადასხვა უწყებაში, დეპარტამენტებსა და რგოლებში გაბნეული ცოდნისა და ინფორმაციის ინტეგრაციისა და მათ შორის ბარიერების მოხსნის გზით.
სუფთა გამჭვირვალე მთავრობა
ელექტრონულად შენახული და ქსელში განთავსებული დოკუმენტების ღიაობა და მათი მისაწვდომობა;
ელექტრონული მონიტორინგი და აუდიტი;
ბიუჯეტის საფინანსო პროცესის კომპიუტერიზაცია;
ელექტრონული სამთავრობო შესყიდვები/ელვაჭრობა და ა.შ.
ელმთავრობის ამოცანების გადაწყვეტა 3 ძირითადი მიმართულებით ხორციელდება:
ა) მთავრობის შიდასაქმიანობის მაქსიმალიზაცია
ადმინისტრაციული ეფექტიანობის გაუმჯობესება;
გადაწყვეტილების მიღების რაციონალიზაცია;
სასარგებლო ინფორმაციით სისტემატური უზრუნველყოფა, რაც გონივრული სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებას განაპირობებს.
ბ) მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების სისტემის შექმნა
მოქალაქეების/ბიზნესის ერთჯერადი, უწყვეტი სამთავრობო მომსახურება 24 საათის განმავლობაში;
ელმთავრობის ერთიანი ფანჯარა - ბარიერების არარსებობა მთავრობის დეპარტამენტებს შორის, ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობას შორის და საჯარო და კერძო ორგანიზაციებს შორის და ა.შ. (სამთავრობო პორტალები);
გაუმჯობესებული საყოფაცხოვრებო პირობები
მოქალაქეებისათვის (მთავრობა-მოქალაქე) და ოპტიმალური ბიზნესგარემო კომპანიებისათვის (მთავრობა-ბიზნესი)
გ) გამჭუვირვალე, პასუხისმგებელი და საიმედო მთავრობის შექმნა
სამთავრობო ინფორმაციის გამჭვირვალობა და მისაწვდომობა საზოგადოებისათვის; www.gateway.ge
შესაბამისი კანონმდებლობის შექმნა და აღსრულება;
მოქალაქის/საზოგადოების მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ და მართვის პროცესებში;
მოქალაქის პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოება და დაცვა.
სურ. 2. ელექტრონული მთავრობის ხედვა (DGF-KTC [1])
წარმატებული ინფორმატიზაცია ელექტრონული მთავრობის აუცილებელი წინა პირობაა. მისი როლი შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც უშუალოდ სახელმწიფო მართვასთან (ელმთავრობის შიდაასპექტი), ასევე მოქალაქეზე/საზოგადოებაზე ორიენტირებულ სამთავრობო სერვისებთან მიმართებით (ელმთავრობის გარე ასპექტი).
გადაწყვეტილების მიღების, გადაწყვეტილების ტრანსფერის სისტემების, ზიარი საინფორმაციო/საკომუნიკაციო სისტემების შექმნა მთავრობის შიდასაქმიანობის მაქსიმალიზაციის მიზნით, მაგ., ლოკალური ქსელები (LAN), საქალაქო, რეგიონული უწყებათაშორისი ქსელები
(MAN,WAN) (სურ.3,4,5), ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემები, ადმინისტრაციული ინფორმაციის ერთიანი სისტემა/ინფორმაციის ზიარი სისტემა (კადრები, გადახდა, ფინანსები, ბუღალტერია, შესყიდვები, აუდიტი), ვიდეოკონფერენციები და ა.შ.;
ელმთავრობისათვის ერთიანი ფანჯრისა და სამოქალაქო და სამთავრობო ორგანიზაციებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის საკომუნიკაციო არხების უზრუნველყოფა მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების სისტემის შექმნის მიზნით;
ინფორმაციის დაცულობისა და უსაფრთხოების სხვადასხვა სისტემის შექმნა, სისტემის სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფა გამჭვირვალე, პასუხისმგებელი და საიმედო მთავრობის შექმნის მიზნით;
ელმთავრობის ინფორმაციული სისტემების მართვის პროცესში ჩართულ მოხელეთა სისტემატური ტრენინგები;
მოსახლეობის ტრენინგები ელექტრონული მთავრობის პროდუქტებით/მომსახურებით სარგებლობის სფეროში.
სურ. 3. იმერეთის რეგიონის კომპიუტერული ქსელი (WAN), UNDP [2])
სურ. 4. თბილისის უწყებათაშორისი კომუნიკაციური ქსელი (WAN), UNDP [3])
სურ. 5. სახელმწიფო კანცელარიის ლოკალური კომპიუტერული ქსელი (LAN) UNDP [3])
ელექტრონული მთავრობის განხორციელების მრავალი არხი არსებობს (ელციფრული ტელევიზია, სატელეფონო მომსახურების ცენტრები, მობილური კომუნიკაციები და ა.შ.) მათ შორის ინტერნეტი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მძლავრი საშუალებაა.
ინტერნეტში ელექტრონული მთავრობის განხორციელების პროცესი შედგება სხვადასხვა ფუნქციური და ლოგიკური ეტაპისაგან. ამ ეტაპების დეფინიცია სხვადასხვა ავტორისა და ორგანიზაციების მიერ სხვადასხვანაირად ხდება (გაერო, გარტნერის ჯგუფი, დელოიტი და ა.შ). ამ მიდგომების გაერთიანებით ელექტრონული მთავრობის განვითარების ეტაპები შესაძლოა ასე ჩამოყალიბდეს:
პირველი ეტაპი - წარმოშობა და განვითარება
თანდათანობით იქმნება სახელმწიფო უწყებების ვებკვანძები, რომლებზე განთავსებული ინფორმაციაც დასაწყისში შეზღუდული და სტატიკურია, ხოლო მოგვიანებით კი იწყება მისი მუდმივად განახლების პროცესი. ასეთი სახის ინფორმაციას განეკუთვნება, მაგ., ზოგადი ინფორმაცია სამთავრობო დაწესებულების შესახებ, მომსახურების დღეები, საათები და პირობები, სხვადასხვა სახის ოფიციალური დოკუმენტაცია და ა.შ.
მეორე ეტაპი - ცალმხრივი ინტერაქტივი
მოქალაქეებს შეუძლიათ ჩამოტვირთონ სხვადასხვა სამთავრობო უწყებების ფორმა, ელექტრონული სახით შეავსონ და ამობეჭდონ ისინი, შეუძლიათ დაუკავშირდნენ თანამდებობის პირებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, გაგზავნონ კითხვები და მიიღონ პასუხები, აქვთ ძიების საშუალება და ა.შ.
მესამე ეტაპი - ორმხრივი ინტერაქტივი, ტრანზაქცია
მოქალაქეებს შეუძლიათ შეავსონ ფორმები ონლაინში გადაიხადონ მათთვის გაწეული მომსახურების ღირებულება და გადასახადები ელექტრონული გადახდების საშუალებების გამოყენებით. ამ ეტაპზე იგულისხმება, რომ უნდა ხდებოდეს მომსახურების მომთხოვნი პირის (ფიზიკური და იურიდიული) ავთენტიფიკაცია.
მეოთხე ეტაპი - ინტეგრაცია და სრული ელექტრონული პაკეტი
მთელი მთავრობის ფარგლებში არსებული ყველა სახის ელექტრონული ფუნქციებისა და მომსახურების სრული ინტეგრაცია, გამჭვირვალობა და მათი ერთ ფანჯარაში გამოტანა. ამ ეტაპზე სამთავრობო მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია მთლიანად ელექტრონული ფორმით, მოთხოვნიდან - მიწოდებამდე.
სურ. 6. ინტერნეტში ელექტრონული მთავრობის განვითარების ძირითადი ეტაპები
დღეს უკვე შეიძლება საუბარი ელექტრონული მთავრობის განვითარების ახალ მოდელზე, რომელშიც ხდება მოქალაქის ელექტრონული მონაწილეობაზე დაფუძნებული ელექტრონული დემოკრატიის ელემენტების გათვალისწინება.
თანამედროვე ელმთავრობის ძირითადი მახასიათებლები: თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული (სუპერსიჩქარიანი ინტერნეტი, მესამე თაობის მობილური კომუნიკაციები და ა.შ) უფრო ინტელექტუალური საჯარო მომსახურების, მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის ელექტრონულ სისტემის შექმნა (e-CRM);
ინტეგრირებული ელმთავრობის ქსელური ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც მთავრობას საზოგადოებისათვის ერთიან ორგანიზმად აქცევს, როგორც ონლაინში, ასევე ოფლაინში;
ელდემოკრატიის განვითარება საზოგადოების მონაწილეობის ახალი მეთოდების დანერგვის გზით.
ახალი ელმთავრობის განვითარების ეტაპები
ძალისხმევა მიმართულია ადმინისტრაციული ინფორმაციის მონაცემთა ბაზების ფორმირებაზე, მაშინ, როცა მომსახურებასა და საზოგადოების მონაწილეობაზე ნაკლები აქცენტი კეთდება.
არსებული მონაცემთა ბაზების ურთიერთდაკავშირება და საქმიანი ინფორმაციის დამუშავების კომბინირება მომსახურების უზრუნველყოფასთან. ონლაინ მომსახურება ექცევა ელექტრონული მთავრობის ცენტრში.
მთავრობის შიდასაქმიანობისა და სამთავრობო მომსახურების ინტეგრაცია და მოქალაქეთა ელმონაწილეობა.
მთავრობისა და საზოგადოების როლის ურთიერთმორგება, ღირებულებების გადაფასებასა და სრულიად ახალი ტიპის მთავრობის ჩამოყალიბება - მთავრობა საზღვრების გარეშე.
ელექტრონული მთავრობა ითვალისწინებს მთავრობასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის მრავალნაირი ფორმის რეალიზაციას: მთავრობა-მოქალაქე, G2C, მთავრობ-მთავრობა, G2G, მთავრობა-ბიზნესი, G2B. ელექტრონული მთავრობის განვითარების გვიან ეტაპებზე ასეთი ურთიერთობები ორმხრივი მიმართულებებით ფუნქციონირებს და იდეალურ შემთხვევაში გამოყენებელია „ერთი ფანჯრის“ პრინციპი ყველა სახის სერვისისა და ტრანზაქციისათვის (სამთავრობო პორტალები).
სურ. 9. ურთიერთკავშირის სტრუქტურა ელმთავრობაში (DGF-KTC [1])

სამთავრობო ადმინისტრაციული მაღალი დონის მომსახურების ფართო სპექტრი, მაგალითად:
სხვადასხვა სახის სამთავრობო ანკეტების, განაცხადის ფორმების მოძიება, შევსება და განაცხადის გაკეთება ონლაინში: პასპორტის, ქორწინების მოწმობის, დაბადების მოწმობის, მართვის მოწმობის ასაღებად და ა.შ. (www.forms.gov - aSS; www. direct.gov.uk - ბრიტანეთი);
ცნობების, სერტიფიკატების და მოქალაქის სოციალურფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დოკუმენტის ელექტრონიზაცია, მოძიება, კოპირება, დადასტურება და გაცემა: მართვის მოწმობის, მოქალაქეობის ცნობის, დაბადების მოწმობის, პასპორტის დადასტურებული ასლის გაცემა, განაცხადის გაკეთება მოქალაქეობის მიღებაზე/იმიგრაციაზე და ა.შ. (www.Firstgov.gov- aSS; www.canada.gc.ca -kanada));
ელექტრონული საფინანსო მომსახურება, სხვადასხვა სახის სამთავრობო მომსახურების ფინანსური აპლიკაციის ფორმების ჩამოტვირთვა, შევსება და ტრანზაქციების განხორციელება: მომსახურების ღირებულება, ჯარიმები, გადასახადები და ა.შ. (www.pay.gov - aSS; http://gov.mt - მალტა; http://www.emta.ee - ესტონეთი);
სხვადასხვა სახის საჭირო ინფორმაციის მოძიება: სახელმწიფო დოტაციები, გრანტები, სტიპენდიები და სხვა სახის სოციალური დახმარებები და ა.შ; http://www.studentsupportdirect.co.uk - გაერთიანებული სამეფო);
ინტეგრირებული საინფორმაციო სისტემა ყველა ძირითადი სახის დაზღვევაზე (www.egov.go.kr - korea);
კონსულტაციები სხვადასხვა სახის ადმინისტრაციულ საკითხებზე www.consultingcanadians.gc.ca -კანადა);
ლატარეის შედეგები ონლაინში (www.Firstgov.gov - აშშ).
ფინანსთა სამინისტროს ვებ-კვანძი, www.mof.ge:
ბიუჯეტი, სახელმწიფო ვალები, პროგრამები და პროექტები და ა.შ. იმერეთის პორტალი www.imereti.ge
სხვადასხვა სამთავრობო უწყების სტანდარტული ფორმებისა და ანკეტების კატალოგი;
სამთავრობო პროექტები და პროგრამები;
სამთავრობო ვაკანსიების განცხადებების დაფა და ა.შ.
მოსახლეობის აქტიური მონაწილეობა სახელმწიფოს მართვის პროცესში:
კომენტარები სხვადასხვა სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ ინიციატივაზე, პროგრამაზე, პროექტზე, ონლაინ-დისკუსიებში მონაწილეობა, ელფოსტით შეტყობინების გაგზავნა შესაბამის მისამართზე, ფორუმები, ელდისკუსიები;
საზოგადოებრივი აზრის შესწავლა - ონლაინ გამოკითხვების ჩატარება;
საჩივრები სხვადასხვა სახის მომსახურებაზე (www.bristol-city. gov.uk);
საარჩევნო ხმის რეგისტრირება, ელექტრონული არჩევნები (ბრაზილია, აშშ, გაერთიანებული სამეფო, იაპონია).
ონლაინ საინფორმაციო მომსახურება:
მარეგულირებელი პოლიტიკის აღსრულებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების და შეტყობინებების სისტემატური გამოქვეყნება და გავრცელება;
სუბკონტრაქტირების შესაძლებლობები;
ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობები (სახელმწიფოსესხები, კრედიტები და ა.შ.);
პატენტების, ლიზენციებისა და სავაჭრო ნიშნების რეგისტრაციის პროცედურა;
სახელმწიფო პროექტები და პროგრამები და ა.შ.
ადმინისტრაციული და საფინანსო მომსახურება ონლაინში:
საგადასახადო ფორმების ელექტრონული შევსება, წარდგენა და ტრანზაქციები;
ელექტრონული შესყიდვები და აუქციონები;
სახელმწიფო ლიცენზიისა და საექსპორტო ლიცენზიის აღება (განაცხადის წარდგენიდან დადასტურების მიღების ჩათვლით);
კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომრის რეგისტრაცია (განაცხადის წარდგენიდან დადასტურების მიღების ჩათვლით).
სურ. 10. dgMarket-Georgia-s მთავრობის გვერდი www.tenderebi.com
dgMarket-Georgia, www.tenderebi.com, ელშესყიდვების საერთაშორისო სისტემის (www.dgmarket.com) ეროვნული კომპონენტი:
ტენდერების ელექტრონული დაფა, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე სატენდერო განაცხადების მოძიებას, განთავსებას, შეტყობინების მიღებას (საქართველოს განვითარების პორტალი, GeDG) (სურ. 9).
ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ვებ-კვანძი, www.tax.ge: საგადასახადო კანონმდებლობა, საგადასახადო ნორმატიული დოკუმენტები, კითხვა-პასუხები.
კომენტარები სამთავრობო დადგენილებებზე;
სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია კომპანიებისა და მათ საქმიანობის შესახებ.
ა) უწყებათაშორისი კავშირი
გაზრდილი ადმინისტრაციული ეფექტურობა, პროდუქტიულობა და შემცირებული დანახარჯები:
ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობას შორის ზიარი საინფორმაციო სისტემა, უნიფიცირებული პროგრამული უზრუნველყოფა;
ფინანსური ინფორმაციის ზიარი სისტემა (ბიუჯეტი, ფონდები, აქტივების გამოყენება, დანახარჯები და ა.შ.);
ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ქაღალდების შემცირებასა და სწრაფ ანგარიშსწორებას ინტეგრირებული ქსელური სისტემის მეშვეობით.
ციფრული ანგარიშსწორება/ტრანზაქციები.
ბ) საინფორმაციო და ადმინისტრაციული მომსახურება სახელმწიფო მოხელეებისათვის. სამთავრობო პორტალები (4. 4.);
გრანტების შესაძლებლობები;
ონლაინ ტრენინგები საჯარო მოხელეებისათვის;
ოფლაინ ტრენინგების შესაძლებლობები;
მუშათა სახელფასო ცვლილებები;
სახელმწიფო მოხელის ელავთენტიფიკაცია სხვადასხვა ონლაინ ტრანზაქციების განსახორციელებლად და ა.შ.
უწყებრივი კორპორაციული მართვის სისტემა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში INMIS (UNDP) (დანართი 1)
ფინანსთა სამინისტროს ვებ-კვანძი www.mof.ge: ფინანსთა სამინისტროს სასწავლო ცენტრი.
სურ 11. აშშ-ის ფედერალური მთავრობის პორტალის პირველი გვერდი www.fi rstgov.gov
|
ონლაინ მომსახურება მოქალაქეებისათვის
|
ონლაინ მომსახურება ბიზნესისათვის
|
ონლაინ მომსახურება მთავრობისათვის
|
|
● საგადასახადო ფორმების შევსება
● მონაწილეობა სახელმწიფო აუქციონებში
● სახელმწიფო დახმარებების ძიება
● სესხები სტუდენტებისათვის
● განაცხადი მოქალაქეობის მიღებაზე
● იმიგრაციისა და ნატურალიზაციის სამსახური
● მართვის მოწმობის განახლება
● განაცხადი პასპორტის აღებაზე,
● არჩეულ თანამდებობის პირთან დაკავშირება
● ლატარიის შედეგები და ა.შ.
|
● კომენტარები სამთავრობო დადგენილებებზე
● კანონები და დადგენილებები ბიზნესის სფეროში
● საკონტრაქტო მომსახურების რეგისტრაცია
● სამთავრობო აუქციონები და გაყიდვები
● საგადასახადო ფორმების ელექტრონული შევსება
● დამქირავებლი (კომპანიის) საიდენტიფიკაციო ნომრის რეგისტრაცია
● დაქირავებულის სოცუზრუნველყოფის ნომრის ვერიფიკაცია
● შესყიდვების რეგისტრი მცირე ბიზნესისათვის
● სუბკონტრაქტირების შესაძლებლობები
● საექსპორტო ლიცენზიის აღება
|
● ფედერალური გადახდების სია 2004 წლისათვის
● ერთი სამუშაო დღის ანაზღაურება
● სახელფასო ცვლილებები ფედერალური უწყებების მუშაკებისათვის
● სამივლინებო დღიური ანაზღაურების ტარიფები
● პერსონალური ინფორმაციის განახლება
|
● Safecom (Wirelessnetworks) უმავთულო ქსელები - საზოგადოებრივი უსაფხთხოების უზრუნველყოფის პროექტი.
● E-Vital (კრიტიკული მნიშვნელობის ინფორმაციის მართვა)
● ელავთენტიფიკაცია ონლაინ ტრანსაქციებისათვის
● დასვენება - სამთავრობო დახმარებები
|
ელმთავრობის განხორციელებას სხვადასხვა სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორი განსაზღვრავს, მათ შორის, ქვეყნის საინფორმაციო ინფრასტრუქტურა, ადამიანური რესურსები, ხელმძღვანელობა და ხედვა, შესაბამისი საკანონმდებლო, სამართლებრივი სისტემის არსებობა, რევოლუციური სახელმწიფო მართვის სისტემა.
ელექტრონული მთავრობის წარმატებით განხორციელებისათვის აუცილებელია განსაზღვრული წინა პირობების არსებობა:
სახელმწიფოს ხელმძღვანელის მკაფიო ხედვა, ელმთავრობის საფუძვლიანი ცოდნა, არსებულ ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით განსაზღვრული ელმთავრობის განხორციელების სტრატეგია და მიმართულებები, განსაკუთრებული ძალისხმევის მიმართვა სახელმწიფო ადმინისტრირების სისტემის რევოლუციური, რადიკალური შეცვლისაკენ.
მოქალაქის მხრიდან ნდობის ფაქტორის არსებობა, მხარდაჭერა და მონაწილეობა, რაც შესაძლოა მიღწეულ იქნეს სარეკლამო/ საგანმანათლებლო ხასიათის სპეციალური ღონისძიებების (სასწავლო პროგრამები, ტრენინგები და ა.შ.) ორგანიზებით. ამ თვალსაზრისით მოქალაქისათვის თვალსაჩინო, კონკრეტული შედეგების არსებობა გადამწყვეტ როლს ასრულებს: მაგ., პროცედურის გამარტივება მართვის მოწმობის, პასპორტის აღებისას და ა.შ.
ინტეგრირებული ქსელის სისტემა და ინფორმაციული ნაკადების თავისუფალი მრავალმხრივი დინებები სხვადასხვა სამთავრობო დაწესებულებასა და განყოფილებას შორის;
სტანდარტიზებული, მასშტაბირებადი, ადაპტირებადი საინფორმაციო ტექნოლოგიური არქიტექტურა;
უსაფრთხოებისა და ავთენტურობის ინფრასტრუქტურა სტაბილური სამოქალაქო მომსახურების უზრუნველსაყოფად;
შიდასახელმწიფო მართვის ფაქტორები
ბიუროკრატიული დაბრკოლებების ელიმინაცია;
სამუშაო პროცესების რეკონსტრუირება;
საინფორმაციო რესურსების მართვის სისტემა, რაც უზრუნველყოფს ინფორმაციის სასიცოცხლო ციკლის ყველა ეტაპს: ინფორმაციის შეგროვება, გადამუშავება, შენახვა, გაცვლა და წაშლა;
სახელმწიფო მმართველობისა და ბიზნესპროცესის რეკონსტრუირება, ადმინისტრაციული სისტემის რეფორმირება;
საკანონმდებლო სისტემის მართვის რეფორმირება, კანონაღმასრულებელი სისტემის ქმედითობა;
მმართველობის კულტურის ადაპტირება მოქალაქეზე ორიენტირებულ მიდგომასთან;
კვალიფიციური კადრების არსებობა.
სხვადასხვა სოციალურ ფენა შორის ციფრული განხეთქილების შემცირება ელექტრონული მთავრობისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამ მიმართულებით მთავრობას შეუძლია სხვადასხვა სახის პროექტებისა და პროგრამების განხორციელება, მაგალითად:
უფასო კომპიუტერული სწავლება ახალგაზრდების და დაბალი შემოსავლის მქონე პირთათვის;
საინფორმაციო და კულტურული ცენტრების შექმნა;
სპეციალური საინფორმაცო მომსახურება ინვალიდებისა და შრომისუუნარო პირთათვის.
ელექტრონული მთავრობის განხორციელების პროცესი მასზე მოქმედი ამ და სხვა ფაქტორების ჭრილში შესაძლებელია სურ.12-ზე ნაჩვენები ფორმით გამოისახოს:
სურათი 12. ელმთავრობის განხორციელების პროცესი (DGF-KCT [1])
ცხადია, ელექტრონული მთავრობის წარუმატებლობა პირდაპირ არის დაკავშირებული იმ საერთო ბარიერებთან რომლებიც საზოგადოდ საინფორმაციო საზოგადოების ჩამოყალიბების გზაზე არსებობს.
ცხრილი 1. ბარიერები საინფორმაციო საზოგადოების ჩამოყალიბების გზაზე, ნიშვნელობის მიხედვით (ITU [9]) .
|
|
|
|
შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობა
|
|
საინვესტიციო და საკომუნიკაციო სერვისების მაღალი ფასები
|
|
|
|
განუვითარებელი ინსტიტუციური სტრუქტურები
|
|
საერთაშორისო თანამშრომლობის არარსებობა
|
|
|
|
|
|
უშუალოდ ელექტრონული მთავრობის წარუმატებლობის განმაპირობებელი ფაქტორებია:
ინსიტუტიციური: საინფორმაციო რესურსებისა და მათთან დაკავშირებული ტექნოლოგიური კომპლექსების სიმწირე, ტექნოლოგიების დაბალი დონე.
მმართველობითი: სახელმწიფო მართვის სისტემის ხარვეზები, ბიუროკრატიული ბარიერები, კორუფცია, საჭირო საკადრო რესურსების დეფიციტი.
პოლიტიკური: არაადეკვატური დაგეგმარება და სტრატეგია, საკანონმდებლო ბაზის, სტანდარტებისა და პროგრამების არარსებობა.
საკანონმდებლო ბაზის, სტანდარტებისა და პროგრამების არარსებობა.
ელექტრონული მთავრობის როგორც შიდა (საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა), ასევე გარეშე (სამთავრობო მომსახურების გაუმჯობესება) ფუნქციური მიზნების მისაღწევად აუცილებელია ელმთავრობის სისტემაწარმომქმნელი ინფრასტრუქტურის არსებობა (Опыт США [10]).
მისი ძირითადი კომპონენტებია:
ხელისუფლების ერთიანი საინფორმაციო ინფრასტრუქტურა,
ელექტრონული ციფრული ხელმოწერა და ავთენტიფიკაცია,
უსაფრთხოება და კერძო ინტერესების დაცვა,
ელექტრონული დოკუმენტბრუნვა,
პროდუქციისა და მომსახურების სამთავრობო შესყიდვები/ელექტრონული ვაჭრობა,
გადახდების ელექტრონული სისტემები,
ელექტრონული საიდენტიფიკაცო ბარათები.
ელმთავრობის სისტემაწარმომქმნელი ინფრასტრუქტურის არსებობა თავისთავად აუცილებელია იმისათვის, რომ ელმთავრობამ დააკმაყოფილოს მისთვის წაყენებული მთავარი პირობა ამომწურავი ინფორმაციისა და მომსახურების მიღებისა ელმთავრობასთან ერთჯერადი (one-stop) მიმართვის შედეგად.
შესაბამისი საკანონმდებლო ბაზით უზრუნველყოფა არის მთავრობის რეფორმირებისა და ელმთავრობის ინფრასტრუქტურის ყველა კომპონენტის განხორციელების აუცილებელი პირობა (ცხრილი 4.).
მთავრობის ყველა ფუნქციური ნაწილის, ყველა უწყების მოწესრიგებული, კოორდინირებული, გამჭვირვალე საქმიანობა უზრუნველყოფს ინტეგრირებული ინფორმაციული ტექნოლოგიური სისტემების შექმნას, ინფორმაციული ნაკადების მოწესრიგებულ მოძრაობას და, შესაბამისად, ელექტრონული მთავრობის რეალიზაციას.
ფუნდამენტური ინფრასტრუქტურის შექმნა სამთავრობო დაწესებულებებში, საინფორმაციო - საკომუნიკაციო ქსელები და კომპიუტერიზაცია;
ძირითადი ადმინისტრაციული ინფორმაციის ელექტრონიზაცია, ინტეგრირებული მონაცემთა ბაზებისა და ზიარი ინფორმაციული ქსელების შექმნა.
ელმთავრობის ერთ-ერთი ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი ამოცანაა მთავრობის საქმიანობაში ელექტრონული ხელმოწერის დანერგვა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს საიმედო და დაცულ ტრანზაქციებს, როგორც სამთავრობო უწყებებს შორის, ასევე მთავრობასა და მოქალაქეებს, მთავრობასა და კომერციულ სტრუქტურებს/არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის.
ელექტრონული ხელმოწერა ფართო გაგებით „ნიშნავს ელექტრონულ აღნიშვნას, სიმბოლოს, მეთოდს, რომელიც გამოიყენება კონტრაქტში ან ლოგიკურად ასოცირდება კონტრაქტთან ან სხვა დოკუმენტთან და სრულდება ან გამოიყენება იმ პირის მიერ, რომელიც ხელს აწერს დოკუმენტს“ (კანონი ელექტრონული ხელმოწერების შესახებ საერთაშორისო და ნაციონალურ კომერციულ ურთიერთობებში, 2000, აშშ (ACT, USA [11]). ასეთ განმარტებაში ექცევა: პერსონალური საიდენტიფიკაციო ნომრები (PIN) და პაროლები, საკუთარი ხელმოწერის გამოსახულების ციფრული ფორმით წარმოდგენა, პირობითი ნიშნები, ბიომეტრიული მონაცემები და ა.შ. აშშ-ის სხვა კანონი (ACT, USA [12]) იძლევა ელექტრონული ხელმოწერის დაზუსტებულ განმარტებას, რომელიც ზღუდავს ელექტრონული ციფრული ხელმოწერის ვარიაციებს და მკაცრად განსაზღვრავს სამთავრობო უწყებების საქმიანობას ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების თვალსაზრისით:
„ელექტრონული ხელმოწერა არის ელექტრონული შეტყობინების დადასტურების მეთოდი, რომელიც ა) ახდენს პირის, როგორც ელექტრონული შეტყობინების წყაროს იდენტიფიცირებას და ადგენს მის ნამდვილობას, ბ) აჩვენებს (შეიცავს) ელექტრონულ შეტყობინებაში არსებული ინფორმაციის დადასტურებას ამ პირის მიერ“.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების კანონები ელექტრონული ხელმოწერის შესახებ ეყრდნობა ევროკავშირის დირექტივას ელექტრონული ხელმოწერების შესახებ (EU [13]).
ა) ინფორმაციის უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის დაცვის იდეოლოგიური საფუძვლებია:
აზრის გამოხატვის თავისუფლება, ინფორმაციის
საჯაროობა, ინფორმაციის მიღების უფლება (right to know);
უნივერსალური მიდგომა და ციფრული უთანასწორობის პრობლემის გადაწყვეტა;
პერსონალური ინფორმაციის ხელშეუხებლობა (Information privacy): ინფორმაციის მფლობელს უფლება აქვს აკონტროლოს თავისი ინფორმაცია და თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება ამ ინფორმაციის განკარგვის შესახებ. ინფორმაციის მფლობელს უნდა შეეძლოს საკუთარ ინფორმაციაზე შეღწევადობის დაბლოკვა და მისი გარეშე პირებისაგან ჩარევა-გამოყენებისაგან დაცვა.
ბ) ელექტრონული მთავრობის ინფორმაციის დაცვის ძირითადი ამოცანები
ელმთავრობაში ინფორმაციის დაცვა სამი ძირითადი ამოცანის გადაწყვეტას გულისხმობს:
კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა. ინფორმაცია მისაწვდომი უნდა იყოს მხოლოდ მისთვის, ვისთვისაც არის განკუთვნილი.
ინფორმაციის ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ფლობს მთავრობა (სამთავრობო დოკუმენტები, პირადი სახის ინფორმაციები) დაცული უნდა იყოს ყველანაირი სახის უკანონო ცვლილების, ფალსიფიცირებისა და მოდიფიცირებისაგან, განურჩევლად იმისა, ეს ინფორმაცია ინტერნეტში იქნება განთავსებული თუ ჩაკეტილ მონაცემთა ბაზებში.
ხელშეუხებლობის დაცვის ზომები: ქსელებში ჩართული ტერმინალებისა და სერვერების დაცვა, მონაცემებზე შეზღუდული დაშვება, ავთენტიფიკაციის მკაცრი პოლიტიკის განხორციელება, გარემოს მავნე ზეგავლენისაგან (სიცხე, ტენი, მტვერი, და ა.შ.) დაცვა.
ინფორმაციის მიწოდების უწყვეტობა. მოქალაქეებისათვის სამთავრობო სერვისების უწყვეტი და ხარისხიანი უზრუნველყოფა.
რისკ-ფაქტორები: ელექტრონული თავდასხმები, როგორიცაა ვირუსები და ჰაკერები;
გ) ღია გასაღების ინფრასტრუქტურა (PKI - Public Key Infrastructure)
კრიფტოგრაფიაზე დაფუძნებული ღია გასაღების ინფრასტრუქტურა (PKI - Public Key Infrastructure) არის ის ძირითადი რგოლი, რომელიც იძლევა საშუალებას: ა) ეფექტიანად იქნეს გამოყენებული ელექტრონული ხელმოწერა სამთავრობო უწყებებს შორის და ბ) ნებისმიერმა მსურველმა (მოქალაქემ, კომპანიამ, არასამთავრობო ორგანიზაციამ და ა.შ. მიიღოს მონაწილეობა სამთავრობო უწყებებთან ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროცესში.
ღია გასაღების ინფრასტრუქტურა არის პროგრამული უზრუნველყოფისა და ტექნიკის, სხვადასხვა პროდუქციის, მომსახურების, საშუალებების, პოლიტიკის, პროცედურების, შეთანხმებების და იმ ადამიანური რესურსების ერთობლიობა, რაც უზრუნველყოფს კავშირების საიმედოობას ისეთ ღია ქსელებში, როგორიც ინტერნეტია.
ღია გასაღები ინფრასტრუქტურის ძირითადი ამოცანები
ელექტრონული ხელმოწერისა და კრიფტოგრაფირების საშუალებების გამოყენებით ღია გასაღებების ინფრასტრუქტურამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი ძირითადი საბაზისო მომსახურება:
- გადაცემის, შეტყობინების და გადამცემის ავთენტურობის უზრუნველყოფა. ინფორმაციის გამგზავნი და ინფორმაციის მიმღები უნდა იქნეს იდენტიფიცირებული, ანუ თითოეულმა მხარემ უნდა იცოდეს, საიდან წამოვიდა ინფორმაცია და რომ ის სწორ მისამართზეა გაგზავნილი.
მონაცემების სისწორე/ხელშეუხებლობა
- იმის უზრუნველყოფა, რომ მიღებული მონაცემები არ განსხვავდება ორიგინალისაგან. მხარეები უნდა იყვნენ დარწმუნებულნი, რომ გადაცემული ინფორმაცია არ არის დამახინჯებული.
მიღებისა და ავთენტურობის დადასტურება
- გამგზავნისათვის ინფორმაციის ადრესატამდე მისვლის დადასტურება, ხოლო მიმღებისათვის გამომგზავნის ავთენტურობის დადასტურება. ეს იძლევა საშუალებას, რომ საჭიროების შემთხვევაში მესამე მხარემ, მაგ., სასამართლომ ზუსტად განსაზღვროს, ვინ გაგზავნა და ვინ მიიღო ეს ინფორმაცია.
- იმის უზრუნველყოფა, რომ ინფორმაციას წაიკითხავს მხოლოდ ის, ვისაც ამის უფლება აქვს. გადაცემის პროცესში ინფორმაცია უნდა იყოს დაცული არასანქცირებული შეღწევისაგან.
ელექტრონული დოკუმენტბრუნვა ელექტრონული მთავრობის ღერძია. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა ხორციელდება ელექტრონული საინფორმაციო სისტემების მეშვეობით, რომელიც უზრუნველყოფს დოკუმენტების ელექტრონული ვერსიების შექმნას, ორგანიზებას, კატალოგიზებას, შენახვას, მოძიებას, გამოყენებას, დაარქივებას, წაშლას, გადაგზავნას. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა ხორციელდება:
ორგანიზაციის შიგნით და ორგანიზაციებს შორის (G2G).
ანგარიშები, სტატისტიკა, კორესპონდენცია, ბუღალტერია და ა.შ. მთავრობასა და მოქალაქეს/ბიზნესს შორის (G2C2G, G2B2G);
სხვადასხვა სამთავრობო ინფორმაციის - დოკუმენტების, საკანონმდებლო აქტების, პროცედურების და ა.შ. მოძიება, მიღება;
სხვადასხვა სამთავრობო ელექტრონული ფორმის მოძიება და შევსება, გადაგზავნა;
მოქალაქის/კომპანიის მიერ სხვადასხვა სახის აუცილებელი დოკუმენტების წარდგენა მთავრობისათვის (განაცხადები, დაბეგვრასთან დაკავშირებული დოკუმენტები და ა.შ) მთავრობის მიერ მისი პიროვნების/ორგანიზაციის, საქმიანობის, სტატუსის იდენტიფიცირებისა და შესაბამისი შემდგომი ქმედებების განხორციელების მიზნით.
1997 წლიდან საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში, ელექტრონული დოკუმენტბრუნვა ხორციელდება უწყებრივი კორპორაციული მართვის საინფორმაციო სისტემის (INMIC) მეშვეობით. სისტემა დაინერგა გაეროს განვითარების პროგრამის დახმარებით. (UNDP Georgia, CIMs Consulting) (სურ. 13. დანართი 1.).
სურ 13. იუსტიციის სამინისტროს უწყებრივი კორპორაციული მართვის საინფორმაციო სისტემა (INMIS)
2006 წლიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროში და ზოგიერთ სხვა უწყებაში კორპორაციულ Web პორტალის ბაზაზე ფუნქციონირებს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის, კერძოდ, საქმის წარმოების ავტომატიზებული სისტემა. სურ. 14. (MOF [21]). სისტემა შეიქმნა და დაინერგა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო ინფრასტრუქტურის განვითარების გენერალური გეგმით გათვალისწინებული ღონისძიების „კორპორაციული WEB-პორტალის“ ფარგლებში. აღნიშნული სისტემა ფინანსთა სამინისტროსა და მისდამი დაქვემდებარებული სახელმწიფო საქვეუწყებო სტრუქტურებს საერთო ქსელში ჩართვისა და ერთიანი რესურსების გამოყენების საშუალებას აძლევს.
სურ 14. ფინანსთა სამინისტროს საქმის წარმოების ავტომატიზებული სისტემა
სახელმწიფო ელექტრონული შესყიდვების სისტემის აუცილებელი კომპონენტებია:
შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა.
შესაბამისი საინფორმაციო რესურსების არსებობა: გამოცხადებული ტენდერების ონლაინ კატალოგები, შესრულებული კონტრაქტების არქივი, ტენდერების ელექტრონული შეტყობინებების დაგზავნა, ცალკეული პუბლიკაცია და ა.შ;
ელექტრონული გადახდების სისტემა;
გამყიდველისა და მყიდველის იდენტიფიკაციის სტანდარტიზებული სისტემა;
კონტრაქტების გაფორმების/ხელმოწერის სისტემა და სხვა.
ელექტრონულ მთავრობაში ელექტრონული გადახდების სისტემა ემსახურება რამდენიმე ძირითად სამთავრობო ფინანსურ ნაკადს, მაგალითად (Опыт США [10]):
საგადასახადო შემოსავლები ხაზინაში;
სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეებზე გაცემული თანხები:
საჯარო მოხელეების ხელფასები, პენსიები, სხვადასხვა სახის დახმარებები და ა.შ.;
სახელმწიფოს მხრიდან ორგანიზაციებზე (კომერციულსა და არაკომერციულზე) გაცემული თანხები სუბკონტრაქტირების, სხვადასხვა პროდუქციის თუ მომსახურების შესყიდვის შემთხვევებში. www.gateway.ge
ელექტრონული გადახდების სისტემის პოზიტიური მხარეები:
გადასახდელების გადამხდელებისათვის მოსახერხებელი გარემო, გადახდის პროცედურის გამარტივება;
გადახდების გატარების სიჩქარის გაზრდა და გადახდებისა და საბუღალტრო გატარებების ეფექტიანობისა და სიზუსტის გაზრდა;
საბიუჯეტო თანხებზე მთავრობის მიწვდომადობის გაზრდა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საინვესტიციო პროექტებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების დროს;
ქაღალდის დოკუმენტბრუნვის შემცირება და, ამავდროულად, დასამუშავებელი მონაცემების სიზუსტის გაზრდა;
საგადასახადო ინფორმაციის კლასიფიცირებული ინფორმაცია, რაც სახელმწიფოს ეხმარება ფისკალური პოლიტიკის გან ხორციელებასა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში.
ელექტრონული საიდენტიფიკაციო ბარათები ფართოდ გამოიყენება წამყვანი ქვეყნების ელექტრონულ მთავრობაში. ელექტრონული საიდენტიფიკაციო ბარათები სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება და შესაძლოა მოიცვას შედარებით ვიწრო სამიზნე ჯგუფი ან გამოყენებულ იქნეს ქვეყნის მასშტაბით, მაგ. ელექტრონული პირადობის მოწმობა.
პირადობის დადასტურება, ხელმოწერა, გადაადგილება (მგზავრობა), მცირე სამთავრობო შესყიდვები, სამთავრობო გადახდები (ხელფასები, დახმარებები), მოქალაქეთა გადახდები (გადასახადები), ფიზიკური (შენობები, ტერიტორიები) და ლოგიკური (ინფორმაციულ რესურსებზე - კომპიუტერები, მონაცემთა ბაზები და ა.შ.) დაშვების კონტროლის უზრუნველყოფა, მართვის მოწმობა და სხვა.
ვიზუალური იდენტიფიკაცია (ფოტოსურათის განთავსების საშუალება);
ფიზიკური და/ან ლოგიკური დაშვების კონტროლი (მიკროსქემაზე - ჩიპზე ჩაწერილი ინფორმაცია და ავტომატიზებული მოწყობილობა);
დამატებითი ტექნიკური შესაძლებლობები - მრავალფუნქციური ბარათები, რომლებიც ელექტრონული ხელმოწერის, ელექტრონული გადახდების განხორციელების, მფლობელის ბიომეტრიული მონაცემების განთავსებისა და სხვა საშუალებას იძლევა.
ელექტრონული საიდენტიფიკაციო ბარათის ტიპიური მაგალითი
SMART CARDS. Опыт США [10]):
პროექტი „მარსი“ („MARS“ - Multitechnology Atumated Reader Card“,1994).
სამიზნე ჯგუფი - აშშ საზღვაო და სახმელეთო სამხედრო ძალების სამხედრო მოსამსახურეები.
- მოსამსახურის სამედიცინო და პერსონალური მონაცემების შენახვა საველე პირობებში;
- ნებართვა განსაზღვრული ქმედებისათვის;
- კმაყოფის გაცემა და სხვა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტი, 2000.
სამიზნე ჯგუფი - სამინისტროს თანამშრომლები და სხვა პასუხისმგებელი პირები.
ფუნქციები - ფიზიკური და ლოგიკური დაშვება.
პროექტი „ჯანმრთელობის პასპორტი“, 1999.
სამიზნე ჯგუფი - ფეხმძიმე ქალები, დედები და შვილები.
ფუნქციები - სხვადასხვა უწყების ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობა.
შეიცავს ფიზიკური მონაცემების ფართო სპექტრს (სისხლის შემადგენლობა, ალერგიული რეაქციები და ა.შ.), ინფორმაციას მფლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და სხვა პერსონალურ მონაცემებს.
|
ეროვნული პირადობის მოწმობები - e-ID cards,
მრავალფუნქციური ელექტრონული ბარათი smart-ID cards, 2003. (HK [14])
2007 წლისათვის დაგეგმილია დაახლოებით 7 მილიონი ასეთი ბარათის გაცემა.
ფუნქციები: საიმიგრაციო კონტროლი, ონლაინ ტრანზაქციების განხორციელება, დაშვება საჯარო ბიბლიოთეკებში, მართვის მოწმობა (დაგეგმილია 2006 წლისათვის).
|
|
|
|
|
მფლობული 18 წლისაა (და მეტის), აქვს ჰონკონგში
|
|
ხელეხალი შესვლის ნებართვა მფლობელი 11-დან 18 წლამდეა და აქვს ჰონკონგში
|
|
მფლობელს აქვსჰონკონგში ცხოვრების ნებართვა
|
|
მფლობელის ქვეყანაში ყოფნა შეზღუდულია
|
|
მფლობელის დაბადებულია ჰონკონგში
|
|
მფლობელის დაბადებულია სხვა ქვეყანაში
|
ევროკავშირის ქვეყნები (EU [15])
ეროვნული ელექტრონული პირადობის მოწმობა, 2002. (EST [16])
2004 წლის ივნისისათვის ესტონეთში გაცემული ბარათების რაოდენობაა - 516,843 და 2007 წლისათვის დაგეგმილია ერთი მილიონი ბარათის გაცემა.
ელექტრონული პირადობის მოწმობა სავალდებულოა როგორც ესტონეთის მოქალაქეებისათვის, ასევე ესტონეთში მუდმივად მცხოვრები ყველა უცხოელისთვის. მისი მეშვეობით შესაძლებელია ციფრული ხელმოწერა და პირადობის დადასტურება. სახელმწიფოსა და კომპანიას შორის შესაბამისი ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია ერთ ბარათში სხვა ფუნქციების შეთავსებაც (სამედიცინო დაზღვევა, საბანკო მომსახურება და სხვა).
ბარათი შეიცავს მოქალაქის პერსონალურ მონაცემებს. უცხოელი მოქალაქის შემთხვევაში ბარათი აგრეთვე შეიცავს მონაცემებს საცხოვრებელი ადგილისა და მუშაობის უფლების შესახებ.
|
ელექტრონული პირადობის მოწმობა, 2001, CIE.
2008 წლისათვის დაგეგმილია 50 მილიონი ბარათის გამოშვება, მათ შორის ბავშებისათვისაც. CIE არის ჰიბრიდული ბარათი, რომელიც შეიცავს პერსონალურ ინფორმაციას, ჰოლოგრამას, ხელმოწერას და სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემებს. ძალაშია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გადაადგილების დროსაც.
|
არსებული ეროვნული პირადობის მოწმობის ელექტრონული ვერსია, 2004.
მალტის ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც ფლობს ელექტრონულ პირადობის მოწმობას, შეუძლია ისარგებლოს მალტის მთავრობის ონლაინ-სერვისებით, სამთავრობო პორტალის მეშვეობით (www.gov.mt).
|
ეროვნული ელექტრონული პირადობის მოწმობა (FINEID), 1999.
2004 წლისათვის გაცემულია 26 000 ბარათი. ძალაშია ევროკავშირის ქვეყნებში გადაადგილების დროს. გამოიყენება ფინანსური ტრანზაქციებისათვის, დაზღვევისა და განათლების სფეროს სერვისებითა და საჯარო დაწესებულებების მომსახურებით სარგებლობის დროს.
|
სტანდარტიზაცია და საერთაშორისო პილოტ-პროექტები
ევროკავშირის ფარგლებში ხორციელდება პროგრამები, რომელთა მიზანია დაინერგოს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისათვის სტანდარტული, საერთაშორისო ელექტრონული საიდენტიფიკაციო ბარათები, მაგ., ევროპის საბჭოს ინიციატივა - ელ-ევროპა (eEurope) (EU [17]), ევროპის ელექტრონული ხელმოწერის სტანდარტიზაციის ინიციატივა (EESSI) (EU [18]) და სხვა.
საქართველოს რიგ სამთავრობო უწყებებში დანერგილია თანამშრომელთა დაშვებისა და გადაადგილების კონტროლის ელექტრონული სისტემა. მაგ. კონტროლის პალატაში. ჯანდაცვის სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროში, პარლამენტში, და ა.შ.
საქართველოს კონტროლის პალატის სამსახურებრივი საიდენტიფიკაციო ელექტრონული ბარათი
|
სახელმწიფო დაწესებულებებში დანერგილი მამართვის საინმფორმაციო სისტება (MIS - Management Information System) საქართველოში
1997-2005 წლებში ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო სექტორში დემოკრატიული მმართველობის განვითარების მხარდაჭერის საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia, www.undp.org.ge) საქართველოს წარმომადგენლობის ეროვნულ კონსულტანტთა ჯგუფის (UNDP CO in Georgia - NCTeam, www.cims.ge) მიერ შეიქმნა და დაინერგა უწყებრივი კორპორაციული მართვის საინფორმაციო სისტემის (INMIS) სხვადასხვა ქვესისტემა და მოდული, მათ შორის: საქართველოს პარლამენტში, სახელმწიფო კანცელარიაში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, სოფლის მეურნეობის სამინისტროში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში, კონტროლის პალატაში, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, ქუთაისის მერიაში და იმერეთის მხარის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.
UNDP-ის მიერ სახელმწიფო დაწესებულებებისათვის/ორგანიზაციებისათვის დაპროექტებული და სპეციფიკური მოთხოვნების შესაბამისად ადაპტირებული უწყებრივი ბიზნეს-პროცესების კორპორაციული მართვის საინფორმაციო სისტემა (INMIS) წარმოადგენს რთულ ქსელურ პროგრამულ კომპლექსს, აგებულს ერთიან პლატფორმაზე, 100%25-ით ქართულენოვანს და სავსებით მისადაგებულს ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო პროცედურებთან. ეს სისტემა სხვადასხვა უწყების ან ორგანიზაციის საჭიროებიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე კონფიგურირდება კომპონენტებით და შედგება ვესისტემებისაგან და მოდულებისაგან:
„მოხელის გრაფიკული ოპერაციული სამუშაო გარემო“ (INMIS-Launcher);
„მოხელის ორგანაიზერი“ (Organizer);
„დოკუმენტმოძრაობა“ (Document Flow - DocFlow);
„საკანონმდებლო პროცედურების სისტემა“ (LPM)
სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სისტემა“ (Civil Acts Registration System - PIROS).
მოქალაქეობის საკითხთა მასალების საინფორმაციო სისტემა“ (Matters About Citizenship - MACSYS);
სახელმწიფო აუდიტის მხარდაჭერის სისტემა“ (Audit Support System - SSAS);
„პერსონალის მართვის სისტემა“ (Personnel Management System - PEMSY);
„მოქალაქეებისა და ინტერესთა ჯგუფების მიმართვების მოდული“ (The Module of Appeals of Citizens and Interests“ Group - PREMO);
„პარლამენტისადმი მოქალაქეთა/სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართვების საინფორმაციო სისტემა“ (Infomational System for Applications of Citizens/CSOs to the Parliament - ACPA);
„საკონტროლო დავალებათა მონიტორინგის სისტემა“ (Monitoring the Proccess of Tasks Implementation - MOPTI);
„სასამართლო პროცესებში მონაწილეობა“ (Participation in Judicial Proccesses - PJP);
„სამართლებრივი აქტების პროექტთა რეესტრი“ (The Register of Draft Legal Acts - REDLAC);
„საარქივო მასალები“ (The Archive Data - ARDAT);
„ბიბლიოთეკის წიგნთა საძიებო სისტემა“ (The Library System - LIBSY);
„სათამაშო ბიზნესის მონიტორინგი“ (Monitoring of Gambling Industry - GINSY);
„ჰუმანიტარული დახმარებების იმპორტირებისა და განაწილების მონიტორინგი“ (The Monitoring of Imports and Distributes of Humanitarian Aides - MIDA);
„თვითშემსწავლელი კომპიუტერული სისტემა“ (Self teaching aid system - STAS).
ელექტრონული მთავრობის საკანონმდებლო ბაზა და პასუხისმგებელი ორგამოები საქართველოში
კანონები (Parliament [6]):
საქართველოს კონსტიტუციის 24-ე და 41-ე მუხლები ინფორმაციის მი-ღებასა და გავრცელებაზე, პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობასა და განკარგვაზე მოქალაქის უფლების შესახებ (1995 წ.);
საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ (1999);
საქართველოს კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ (2004).
კანონპროექტები (ITD [7]):
საქართველოს კანონი პერსონალური მონაცემების შესახებ (2002);
საქართველოს კანონი ელექტრონულ-ციფრული დოკუმენტის, ელექტრონულ ციფრული ხელმოწერის, ელექტრონულ-ციფრული გარიგების, ელექტრონულციფრული კომერციის შესახებ (2002).
„საქართველოში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ჩარჩო-პროგრამა“, 2004 - სარეკომენდაციო დოკუმენტი. მომზადდა საქართველოს მთავრობის, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, ინფორმატიზაციის სახელმწიფო დეპარტამენტის, მსოფლიო ბანკისა და გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს წარმომადგენლობების ინიციატივით (UNDP [8]).
რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი
აპარატი უზრუნველყოფს ეკონომიკური, სამართლებრივი, „ელექტრონული მთავრობის“, საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების სტრუქტურული და ინსტიტუციონალური რეფორმების ხელშეწყობასა და კოორდინაციას.
(საქართველოს მთავრობის დადგენილება №55 16 მარტი, 2006 წ.)
სახელმწიფო მინისტრი: კახა ბენდუქიძე
მთავარი სპეციალისტი: გიორგი ახალაია
მისამართი: თბილისი, 0134 ინგოროყვას 7.
ტელ: (995 32) 982249
ელ-ფოსტა: gio@reforms.ge
ვებ-კვანძი: www.reforms.ge
ეკონომიკური განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი;
- კავშირგაბმულობის, ფოსტის და საინფორმაციოსატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებისა და შესაბამისი საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის განსაზღვრა და მონიტორინგი;
- კავშირგაბმულობის, ფოსტისა და საინფორმაციოსატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების ქსელებისა და საშუალებების განვითარების მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიისა და პრიორიტეტის განსაზღვრა და მათზე დაფუძნებული პროგრამების შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი;
- საქართველოს ელექტრონული ხელისუფლების კონცეფციის, სტრატეგიული გეგმისა და პროგრამის შემუშავება სახელმწიფო მმართველობის სრულყოფისათვის საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ბაზაზე.
მინისტრის მოადგილე: დავით წიკლაური
დეპარტამენტის უფროსი: ვანო გოჩიტაშვილი
მისამართი: თბილისი 0108, ჭანტურიას ქ. 12
ტელ: 931024, 93 15 55, ფაქსი: 934545
ელ-ფოსტა: ICT@econom.ge
ვებ-კვანძი: http://www.economy.ge/
საჯარო სამართლის იურიდიული პირი „სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტო“.
სახელმწიფო უსაფრთხოების მოთხოვნიდან გამომდინარე, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის, საქართველოს პრეზიდენტის, ეროვნული უშიშროების საბჭოს და ქვეყნის ხელმძღვანელობის გარანტირებული დახურული კავშირების, სახელმწიფო სპეციალური კავშირების სისტემის განვითარება და სრულყოფა.
სააგენტოს უფროსი: ვასილ გოგოლაძე
მისამართი: თბილისი 0108, 9 აპრილის ქ. №2,
ტელ: 282000 ფაქსი 284212.
ელ-ფოსტა: info@gsc.gov.ge
ელექტრონული მთავრობის ძირითადი ქართული რესურსები ინტერნეტში
|
|
|
|
|
|
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხებში ახელმწიფო მინისტრის აპარატი
|
www.eu-integration.gov.ge/geo/
|
რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი
|
|
|
|
|
|
|
|
საქართველოს სახალხო დამცველი
|
|
აფხაზეთის არ სახალხო დამცველი
|
http://abkhazetipdo.iatp.org.ge
|
საქართველოს კონტროლის პალატა
|
|
სახელმწიფო დაწესებულებები
|
საქართველოს უშიშროების საბჭო
|
|
ცენტრალური საარჩევნო კომისია
|
|
ეროვნული კომუნიკაციების კომისია
|
|
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
|
|
საწარმოთა მართვის სააგენტო
|
|
|
|
სავაჭრო სამრეწველო პალატა
|
|
აჭარის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა
|
|
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
|
|
თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი
|
|
საქართველოს მეცნიერებათა აკადემია
|
|
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი
|
|
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
|
|
|
საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
|
|
განვითარებისა და რეფორმების ფონდი
|
|
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი
|
|
სქამინისტროები და დეპარტამენტები
|
სოფლის მეურნეობის სამინისტრო
|
|
ფინანსთა სამინისტრო საქართველოს იუსტიციის საბჭო
|
|
საგარეო საქმეთა სამინისტრო
|
|
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
|
|
|
|
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
|
www.health.net.ge, www.healthministry.ge
|
ეკონომიკური განვითარების სამინისტრო
|
|
ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტი
|
|
ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი
|
|
ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი
|
|
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
|
|
|
|
|
|
შინაგან საქმეთა სამინისტრო
|
|
აჭარის ა/რ ტურიზმის დეპარტამენტი
|
|
სოფლის მეურნეობის სამინისტრო
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ელექტრონული მთავრობის ინტერნეტ რესურსები - მსოფლიოს საუკეთესო მაგალითები UN [20]).
|
|
|
|
ინტეგრირებული სამთვარობო პორტალი
|
|
|
განათლების დეპარტამენტის პორტალი
|
|
|
|
|
|
|
http://www.usajobs.opm.gov
|
|
|
|
|
|
http://www.consultingcanadians.gc.ca
|
|
დიალოგი მთავრობასა და მოქალაქეებს შორის
|
http://www.danmarksdebatten.dk
|
|
|
|
|
|
http://www.consultations.gov.uk
|
|
|
http://www.ecitizen.gov.sg
|
|
|
|
|
|
|
|
ინტეგრირებული ეროვნული პორტალი
|
|
|
|
|
|
მოქალაქეების მომსახურების პორტალი
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
http://www.education.gov.au/
|
|
|
https://www.tenders.gov.au
|
|
|
|
Approaches to e-government. Development Gateway Foundation - Korea Training Center, http://www.dgfktc.org
იმერეთის მხარის დემოკრატიული მმართველობის განვითარების ხელშეწყობა. UNDPGeorgia, www.undp.org.ge; NCTeam (CIMS Consulting), www.cims.ge
სახელმწიფო მართვის სისტემის მოდერნიზება დემოკრატიული მმართველობის განვითარებისათვის UNDP Georgia, www.undp.org.ge; NCTeam (CIMS Consulting), www.cims.ge
The e-government imperative: main ndings. OECD, 2003, http://www.oecd.org/dataoecd/60/60/2502539.pdf
Georgia e-Readiness Assesstment. Georgia e-Needs Assesstment. GeDG, 2003, კავშირი „საქართველოს განვითარება ინტერნეტით“ http://www.georgia-gateway.org
საქართველოს პარლამენტის ვებ-კვანძი http://intranet.parliament.ge/legis-aqtiv.htm
საქართველოს ინფორმატიზაციის სახელმწიფო დეპარტამენტი www.it-department.gov.ge
ICT Development Framework for Georgia. UNDP Georgia, www.undp.org.ge; NCTeam (CIMS Consulting), www.cims.ge
Results of the WSIS opinion survey, 2003, ITU http://www.itu.int/osg/spu/wsis-themes/survey/ index.html
ЕЛЕКТРОННОЕ ПРАВИТЕЛЬСТВО. ОПЫТ СШАЮ ЦЕНТР КОМПЕТЕИНЦИИ ПО ЕЛЕКТРОННОМУ ПРАВИТЕЛЬСТВУ ПРИ АМЕРИКАНСОЙ ТАРГОВОЙ ПАЛАТЕ В РОСИИ. МОСКВА. 20003
Electronic Signatures in Global and National Commerce Act, http://whitehouse.gov/omb/ memoranda/m00-15.html.
Government Paperwork Elimination Act, 1998, http://www.cio. gov/Documents/paperwork- elimination-act.html
EU Signature Directive 1999: Directive 1999/93/EC of the European Parliament and of the Council on a Community framework for electronic signatures. O. cial Journal L13/12, 1999.
ჰონკონგის სამთავრობო პორტალი, http://www.smartid.gov.hk/en/index.html
Survey on EU's electronic-ID Solutions, http://europa.eu.int/youreurope/index-en.html
Information Technology in Public Administration of Estonia. Estonian Informatics Center, Tallinn 2003
eEurope, http://europa.eu.int/information-society/eeurope; http://www.eeurope-smartcards.org
European Electronic Signature Standardisation Initiative (EESSI) http://www.ict.etsi.org/EESSI-home.htm
Report of the fi fth measurementm 2004 European Commission Directorate General for Information Society and Media Online Availability of Public Services: http://europa.eu.int/information-society/ eeurope;
UN Global E-government Readiness Report 2005 - From E-government to E-inclusion http://www.unpan.org
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასწავლო ცენტრი, ,,საქმის წარმოების ავტომატიზირებული სისტემა”, თბილისი, 2006..
შენიშვნა: დამხმარე სახელმძღვანელოში მოყვანილი ფაქტოლოგიური მასალა აღებულია 2006 წლის მაისის მდგომარეობით.