![]() |
ინვესტიციები მომავალ თაობებში (გარემო) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი ეკონომიკა |
საავტორო უფლებები: © გაეროს განვითარების პროგრამა |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: სამართლიანად გამარჯვება კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის სახელმძღვანელო გამომცემელი: გაეროს განვითარების პროგრამა რედაქტორი: აირინ პეტერს ონი გრაფიკული დიზაინი: Likovni studio (www.list.hr) ეს სახელმძღვანელო დაიბეჭდა ISO: 9001, ISO:14001, EMAS სტანდარტის შესაბამისად სერთიფიცირებულ ქაღალდზე ამ პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მათ ავტორებს და არ გამოხატავს გაეროს ან გაეროს განვითარების პროგრამის შეხედულებებს. კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის სახელმძღვანელო |
![]() |
1 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
ცნება კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა გულისხმობს კომპანიის საქმიანობის ზეგავლენას სამყაროზე და მის შედეგად ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს. რას აწარმოებს ბიზნესი, როგორ ყიდულობს და ყიდის, როგორ ზემოქმედებს გარემოზე, როგორ ასაქმებს, ასწავლის და ანვითარებს თანამშრომლებს, როგორ ფინანსდება და იმართება, როგორ ახდენს ინვესტირებას თემში და სცემს პატივს ადამიანის უფლებებს, მისი სამუშაო ძალა და მომხმარებელი - ამ ყოველივეს ერთობლიობა განსაზღვრავს კონკრეტული საწარმოს ზეგავლენას საზოგადოებაზე.
ბიზნეს სექტორის პოზიტიური და პროაქტიული ქმედება, ზემოთ აღნიშნული და კანონით ნაკარნახევი ყველა სხვა მიმართულებით ბუნებრივი მოვლენა გახდა განვითარებულ სამყაროში, რადგან არა ერთგზის დადასტურდა, რომ ეს სასარგებლოა ყველა მონაწილე მხარისათვის. ამ სახელმძღვანელოს ცალკეულ თავებში ილუსტრირებულია კერძო კომპანიების სარგებელი.
საქართველოში გაეროს საქმიანობის ფარგლებში, 2010 წლის მარტში შეიკრიბა საკოორდინაციო ჯგუფი, რათა მოემზადებინა მასალები რომლებიც დაეხმარებოდა ქართულ კომპანიებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს მიეღოთ და ყოველდღიურ საქმიანობაში გაეტარებინათ ბიზნესის პასუხისმგებლობის პრინციპები.
კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (კსპ) სახელმძღვანელო მოამზადა ბრიტანულმა ორგანიზაციამ - ბიზნესი საზოგადოებაში - რომელიც უკვე 25 წელია უწევს ბიზნეს სექტორს კონსულტაციებს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამების გატარებაში. ჩვენ ვსარგებლობთ შემთხვევით და მადლობას ვუხდით ამ ორაგნიზაციას, რადგან მან ნება დაგვრთო გამოგვეყენებინა მისი მოდელი. მკვლევარები ასევე ეყრდნობოდნენ ხორვატიის გაეროს ოფისის მიერ ადაპტირებულ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის სახელმძღვანელოს.
საკოორდინაციო ჯგუფი შეეცადა წარმოედგინა ქართული კომპანიების საქმიანობა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის თვალსაზრისით. რამოდენიმე შემთხვევაში ნაჩვენებია არა ქართული მაგალითები - ქვეყანაში ამ ეტაპზე არ არსებული პრაქტიკის დემონსტრირების მიზნით. ვიმედოვნებთ, რომ ეს სახელმძღავნელო წაახალისებს დაინტერესებულ მხარეებს აიმაღლონ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა, წამყვანი ქართული კომპანიების მხარდამხარ და განვითარებული საბაზრო ეკონომიკის სტანდარტების შესაბამისად. ამით ისინი უფრო კომპეტენტურნი გახდებიან, ხელს შეუწყობენ ქვეყნის სოციალური კაპიტალის ზრდას და დაეხმარებიან საქართველოს ერთ ერთი სტრატეგიული პრიორიტეტის მიღწევაში: ინტეგრაცია ევროკავშირის სტრუქტურებსა და ბაზრებში.
სქართველოში გაეროს გლობალური ინიციატივის ქსელი მოქმედებს როგორც ბიზნესის პასუხისმგებლობის პოპულარიზაციის პლათფორმა, შესაბამისად, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს შეუძლია მასში გაწევრიანება. ამასთან 2009 წლის მარტში საერთაშორისო და ქართული ორგანიზაციები ოფიციალურად შეეცადნენ ერთობლივად გაევრცელებინათ და აემოქმედებინათ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპები საქართველოში და ხელი შეეწყოთ ეროვნული პროგრესისათვის ამ სფეროში.
ტექსტის შესახებ
ამ ტექსტის მომზადებისას ძალიან ვცდილობთით გამოგვეყენებინა ერთვგავროვანი, გასაგები ენა და თავი აგვერიდებინა უცხო, რთული ტერმინოლოგიისათვის. თუმცა ყოველი ახალი სფერო ითხოვს სპეციფიურ ლექსიკონს.
ტერმინი „კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა“ ფართოდ გამოიყენება ბიზნეს სამყაროში. ევროპის კომისია განსაზღვრავს მას როგორც „ცნებას, სადაც კომპანიები ნებაყოფილობით ითვალისწინებენ სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს, ზოგადად საქმიანობისას და დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობისას“. ამგავრი პრაქტიკა სხვა სახელებითაც გვხვდება: კორპორატიული პასუხისმგებლობა, კორპორატიული მოქალაქეობა და კორპორატიული მდგრადობა.
კიდევ ერთი ფართოდ გავრცელებული სიტყვა გახლავთ „მონაწილე“ (დაინტერესებული მხარე). ჩვენი განმარტებით ეს გახლავთ „ნებისმიერი პირი რომელსაც წვლილი შეაქვს საწარმოს წარმატებაში და სარგებლობს ამით, მათ შორის მფლობელი, აქციონერი, დასაქმებული და ისინიც ვისზეც ზემოქმედებს საწარმოს საქმიანობა, მაგალითად: მომწოდებლები, მომხმარებლები და ადგილობრივი საზოგადოება“.
ტერმინი „მდგრადი ბიზნესი“ გულისხმობს საწარმოს რომელიც იკმაყოფილებს საჭიროებებს ისე რომ პრობლემას არ უქმნის მომავალ თაობებს დაიკმაყოფილონ მათი საჭიროებები“. „მდგრად განვითარებას“ სამი საყრდენი განაპირობებს: ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური საქმიანობა.
„სოციალური ანგარიშგება“, რომელსაც ხანდახან მდგრადობის ანგარიშგებას, მოქალაქეობრივ ანგარიშგებას ან სამმაგ ანგარიშგებას უწოდებენ - ნიშნავს ანგარიშეგებას რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ფინანსურ და ეკონომიკურ არამედ გარემოსდაცვით და სოციალურ ასპექტებს და ზემოქმედებს ორგანიზაციის ფუნქციონირებაზე და ორგანიზაციის არსებულ და სამომავლო წვლილს ამ სფეროებზე“.
სახელმძღვანელოს თავები
ეს სახელმძღვანელო საქართველოში პირველად წარმოადგენს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპებს, იმგვარად რომ ეს პრაქტიკული და სასარგებლო იყოს ყველა ზომის საწარმოსათვის. ის წარმოადგენს მნიშვნელოვან რესურსს ქართული კომპანიების დასახმარებლად, თანმიმდევრულად და ეფექტურად მართონ საზოგადოებაზე ზემოქმედების ყველა სფერო. სახელმძღვანელო შედგება ხუთი ცალკეული თავისაგან. პირველი თავი - კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა გვთავაზობს საკითხის ზოგად მიმოხილვას, ხოლო დანარჩენი ოთხი თავი დეტალურად განმარტავს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის სხვადასხვა ძირითად კომპონენტებს. ჩვენი რეკომენდაციის მიხედვით თითოეული თავი წაკითხული უნდა იქნეს ზოგად მიმოხილვასთან ერთად.
ეს თავებია: კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმოხილვა | სამუშაო ადგილი | ბაზარი | გარემო | საზოგადოება (თემი)
![]() |
2 ინვესტიციები მომავლ თაობებში |
▲ზევით დაბრუნება |
რა არის ეს?
ყველა კომპანიის ისევე როგორც ნებისმიერი ადამიანის საქმიანობა ზემოქმედებს გარემოზე. ყველაზე მნიშვნელოვანი გლობალური ზემოქმედებაა - კლიმატის ცვლილება - იოლია ვივარაუდოთ, რომ მხოლოდ მსხვილი კორპორაციების, ყველაზე ხშირად - საერთაშორისო კორპორატიული საქმიანობის ზემოქმედება არის საგულისხმო. თუმცა, რეალობა ოდნავ განსხვავებულია. სითბური გაზების (CO2) გამოშვების მზარდი რაოდენობის მხრივ მრეწველობის, ტრანსპორტირების დარგებისა და შინამეურნეობების წილი თითქმის თანაბარია და დაახლოებით 30%-ს შეადგენს. არსებობს ზღვარი, რომლის ფარგლებშიც ეკოსისტემებს შეუძლიათ ადამიანის მიერ შექმნილი ნარჩენების შთანთქმა და ასიმილირება. თუმცა, მეცნიერული ფაქტები მკაფიოდ გვიჩვენებს, რომ ამჟამად ნარჩენების მოცულობა ამ ზღვარს აჭარბებს. საზოგადოება მართებულად არის შეშფოთებული იმით, რომ შედეგები შეიძლება იყოს ძალიან მძიმე, შესაძლოა - კატასტროფულიც კი, თუ ყველა არ იმოქმედებს და გააგრძელებს პასუხისმგებლობის გრძნობით მოქმედებას.
იმის გამო, რომ განვითარებულ ქვეყნებში მცირე და საშუალო ზომის საწარმოები წარმოადგენენ ეკონომიკის ხერხემალს, მშპ-ში მათი წვლილი ყველაზე მეტია და შესაბამისად მათი პასუხისმგებლობა გლობალური დათბობის პრობლემის მიმართ დიდია. მცირე და საშუალო ზომის საწარმოების წილი გარემოზე ზემოქმედების ყველა დანარჩენ ასპექტში მნიშვნელოვნად აჭარბებს დიდი კომპანიებისას. ამიტომ სოციალური პასუხისმგებლობის დანერგვის ინიციატივა, რომელიც მსხვილმა კომპანიებმა დაიწყეს თანაბრად უნდა გავრცელდეს მცირე და საშუალო კომპანიებზე.
თითოუელ კომპანიას შეუძლია გარემოზე საკუთარი საქმიანობით გამოწვეული უარყოფითი ზემოქმედების შემცირება გამონაბოლქვის, ნარჩენების წარმოების და ძვირადღირებული და არაგანახლებადი რესურსების მოხმარების შემცირებით. ამ მოქმედებით ისინი დაადასტურებენ სოციალურ პასუხისმგებლობას და ერთგულებას ეთიკური ქცევის მიმართ, ამავდროულად მიიღებენ დანაზოგს უფრო ეფექტიანი ოპერაციების შედეგად და კონკურენტული უპირატესობის გაზრდის გზით. კომპანიას შეუძლია ზემოქმედების გაუმჯობესება თუ აწარმოებს საქონელს და მომსახურებას, რომელსაც კონკურენტებთან შედარებით გარემოზე ზემოქმედების უფრო მაღალი დადებითი მაჩვენებელი აქვს. ეს შეიძლება იყოს დიდი უპირატეობა. კომპანიებს აგრეთვე შეუძლიათ ბაზრის მონაწილეებთან ურთიერთობის, მაგალითად მათი მიწოდების ქსელში ჩართული კომპანიების საშუალებით შეუწყონ ხელი და წაახალისონ სხვა კომპანიების მიერ გარემოზე ზემოქმედების გაუმჯობესება.
გარემოს დაცვასთან დაკავშირებული კიდევ ერთი საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება მსოფლიო მასშტაბით კომპანიებისთვის: გლობალური დათბობის შედეგებთან ადაპტირება. სულ უფრო იზრდება შეშფოთება იმის გამო და სულ უფრო მეტი ფაქტები ცხადყოფს იმას, რომ კლიმატის ცვლილების ფაქტორი სულ უფრო მკაფიო ხასიათს იძენს კომპანიებისთვის, ხოლო ცალკეულ კომპანიებზე მისი შედეგების გათვალისწინების მექანიზმები და ამ ზემოქმედებასთან გამკლავების ზომები ფაქტობრივად ჯერ არ დამკვიდრებულა.
რაში მდგომარეობს სარგებელი?
არსებობს არაერთი შესაძლო კონკურენტული უპირატესობა, რომლის მიღწევაც შეიძლება გარემოზე ზემოქმედების სათანადო და ეფექტიანი მართვის გზით; მათ შორისაა:
საბაზრო შესაძლებლობები და სერიოზული კონკურენტული უპირატესობა - მომხმარებლის მოლოდინის გაზრდის შედეგად შეიძლება იმ კომპანიებს შეექმნათ სერიოზული კონკურენტული უპირატესობა, რომლებიც სწრაფად ანვითარებენ ახალ პროდუქციას, რომელიც შეესაბამება გარემოზე ზემოქმედების საკითხებში გათვითცნობიერებული მომხმარებლის მოთხოვნებს. ახალი ტექნოლოგიები საქონლის გაუმჯობესებული მახასიათებლების მისაღწევად, ისე როგორც ნარჩენების მიღების პრევენცია, მათი ხელახლა გამოყენება და გადამუშავება აგრეთვე წარმოადგენს მზარდ სექტორს ეკონომიკაში. მაგალითად, ენერგოეფექტური განახლებადი ენერგიის პროდუქციის წარმოება და ენერგოეფექტიანი არქიტექტურული და საინჟინრო პროექტების მიწოდება და ენერგეტიკის მართვის მომსახურება საქართველოში ახალი ბიზნესის განვითარების შესაძლებლობებს წარმოადგენს. კიდევ ერთი მაგალითია ნარჩენი მასალების გადამუშავება და ხელახლა გამოყენება. ამას გარდა, ექსპორტის ბაზრებზე წვდომას სულ უფრო მეტად განსაზღვრავს საწარმოო პროცესები და ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების, მათ შორის, გარემოსდაცვითი სტანდარტების დაკმაყოფილება, ამდენად, კომპანიისთვის მიზანშეწონილია ამ საკითხების მხედველობაში მიღება, მაშინაც კი, თუ ზოგიერთი ამ სტანდარტებიდან ამ ეტაპზე არასავალდებულო და ნებაყოფლობითია.
|
|
ეფექტურობის უზრუნველყოფა - განვითარებული ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, შეიძლება წარმოების ეფექტიანობის ამაღლება დამატებითი ინვესტიციის გარეშე (საქმიანობის უკეთესი ორგანიზაცია და გონივრული მენეჯმენტი). მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში, მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტები გამუდმებით აჩვენებდა, რომ შესაძლებელია 10%-იანი დანაზოგის მიღწევა ნულოვანი დანახარჯების პირობებში. საქართველოში უზარმაზარი პოტენციალი არსებობს გაუმჯობესებული ენერგოეფექტიანობისთვის (ენერგიის კონსერვაცია ან ენერგიის დაზოგვა): საწარმოები პოულობენ ენერგიის მოხმარების მინიმუმამდე შემცირების გზებს. მრავალი ქართული კომპანია ჯერ ისევ მოძველებულ საბჭოთა პერიოდის დანადგარებს იყენებს, რომლებიც გამიზნული იყო იმ პერიოდში გამოყენებაზე, როდესაც ენერგიის ღირებულება იყო ძალიან იაფი, წარმოება ემყარებოდა გამოშვებულ რაოდენობას და არა მოგებას, ან ხარისხს და პროდუქციის ასორტიმენტს. ამ ტექნიკის შეცვლა შეიძლება მნიშვნელოვანი ფაქტორი იყოს მომგებიანობის უზრუნველსაყოფად. იმის გამო, რომ ენერგოეფექტიანობის მიზნით ტექნიკაში ინვესტიციები ხშირად დაკავშირებულია წარმოების მოდერნიზებასთან, პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებასა და საწარმოო ნარჩენების შემცირებასთან, ენერგოეფექტიანობა შეიძლება იყოს წარმოების გაფართოების მნიშვნელოვანი განმაპირობებელი, რაც შესაძლებლობას მისცემს საწარმოს დაამყაროს ურთიერთობა ახალ ადგილობრივ ბაზრებზე ან მიაღწიოს უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტებს, რაც აუცილებელია საქონლის საექსპორტოდ გასატანად.
მაგალითი - საქართველოს ენერგოეფექიანობის პროექტი ენერგოკრედიტი |
მაგალითი - პროკრედიტ ბანკი - გარემოს დაცვაზე ზრუნვა და რესურსების რაციონალური გამოყენება ბანკიდან იწყება |
პრაქტიკული მაგალითი: BP, OSCE და USAID - ენერგოეფექტურობა და ენერგიის ეფექტიანი მოხმარების საკითხებში ცნობიერების ამაღლების პროგრამა საქართველოს მოსახლეობისთვის: ენერგოავტობუსის პროექტი |
პრაქტიკული მაგალითი - თი-ბი-სი ბანკი და ვითიბი ბანკი - შეღავათინი სესხები ჰიდროენერგეტიკის დარგისათვის |
მომხმარებლის მოლოდინი - დღევანდელ დღეს მომხმარებლის ინფორმირებულობის დონე უდავოდ იზრდება. საქართველოში შესამჩნევია, რომ თანდათანობით იზრდება ახალგაზრდა თაობის ინტერესი ენერგოეფექტურობის და გარემოზე უვნებელი მოქმედების მიმართ. კომპანიების მიერ გარემოზე ზემოქმედების მართვის გაუმჯობესების შედეგად შეიძლება გაუმჯობესდეს ჰაერის, ნიადაგის და წყლის ხარისხი ან შემცირდეს ხმაური, ნარჩენები ან სუნის პრობლემები, რომლებიც კომპანიების საწარმოო ინფრასტრუქტურის მახლობლად მცხოვრებ მოსახლეობას აწუხებს, და მთლიანობაში გაუმჯობესდეს მრავალი ადამიანის ცხოვრების ხარისხი.
მაგალითი - მცირე ზომის ყველის ქარხნები ბოლნისის რეგიონში - თხევადი ნარჩენების გადამუშავება |
ფინანსური შედეგები - განვითარებულ ქვეყნებში გავრცელებულია უახლესი მიდგომა, რომლის მიხედვით ფინანსური სექტორის სხვადასხვა მოთამაშეები საწარმოების მხრიდან მოელიან ჯეროვანი გარემოსდაცვითი ზომების განხორციელებას. გარდა ეკონომიკური მაჩვენებლებისა, ბანკებს სესხის გაცემის კრიტერიუმებს შორის ჩართული აქვთ ეკოლოგიური რისკი. სადაზღვევო კომპანიების გადაწყვეტილებები მიზნად ისახავს ეკოლოგიური რისკის ფაქტორის მინიმუმამდე შემცირებას. ბიზნეს-სფეროში მოქმედებს მზარდი ტენდენცია, რომელიც ითვალისწინებს გარემოსდაცვითი კრიტერიუმების ჩართვას ინვესტიციების შესახებ გადაწყვეტილებებში. ამჟამად საქართველოში სესხის გაცემამდე არაერთი ბანკი უკვე ითვალისწინებს გარემოსდაცვით კრიტერიუმებს და გარემოზე ზემოქმედების შედეგების მართვის გეგმებს რისკის შეფასების პროცესში. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები (მაგალითად, EBRD, IFC და adb) დახმარებას უწევენ თავიანთ საფინანსო-საკრედიტო დაწესებულებებს გარემოსდაცვითი და სოციალური პროცედურების შემუშავებასა და განხორციელებაში, რაც შესაძლებლობას მისცემს ამ ორგანიზაციებს, მხედველობაში მიიღონ გარემოს დაცვა, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, მუშახელი, გენდერი და სოციალური საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია მათ საქმიანობასთან და დაგეგმონ ამ საკითხების მიმართ მიდგომები. საქართველო სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს საერთაშორისო ბაზარზე, და ეს გლობალური ტენდენციები უკვე მკვიდრდება, მომავალში კი სტანდარტის სახით დადგინდება.
პრაქტიკული მაგალითი - საქართველოს რკინიგზა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და EIB - გარემოზე ზემოქმედების და სოციალური ზემოქმედების პოლიტიკა დაფინანსებისთვის და ხმაურის შემცირება |
საკანონმდებლო მოთხოვნები - კანონები, რომლებიც აწესრიგებს გარემოს დაცვას სულ უფრო შემზღუდველი ხდება და მკაცრდება. მონრეალის ოქმის მიხედვით აუცილებელია აიკრძალოს პროდუქტები და ნივთიერებები, რომლებიც იწვევენ ოზონის შრის დაზიანებას. სტოკჰოლმის კონვენცია ითვალისწინებს აკრძალვას ან შეზღუდვების დაწესებას მდგრადი ორგანული დამბინძურებლების გამოყენებასა და წარმოებაზე (მდგრადი ორგანული დამბინძურებლები: pcb-ები - Polychlorinated biphenyls, dioxins/furans, პესტიციდები, და ა.შ). საქართველოში უკვე გამოვიდა ხმარებიდან პირველი ODS, CFC-12, 2009 წლისთვის, და 2015 წლისთვის იგეგმება hcfc-ების ხმარებიდან ამოღებაც, რომელიც ods-ების მეორე ჯგუფს მიეკუთვნება. რაც შეეხება მდგრად ორგანულ დამბინძურებლებს, საქართველო ახორციელებს მდგრადი ორგანული დამბინძურებლების მართვის ეროვნული გეგმის განახლებას და ახორციელებს ზომებს მდგრადი ორგანული დამბინძურებლების გამოშვების და ნარჩენების შესამცირებლად. კიოტოს ოქმი ავალდებულებს ან მოუწოდებს ყველა ხელმომწერ ქვეყანას, შეამცირონ ნახშირბადის გამოშვება (მთავარი სითბური გაზი), რაც გულისხმობს ენერგიის ძირითად წყაროდ წიაღისეული საწვავის მოხმარების შემცირებას. ეს აუცილებლად აფერხებხ ეკონომიკურ ზრდას ყველა ქვეყანაში, ამავდროულად კი ბიძგს აძლევს რესურსების შესახებ აზროვნების სხვადასხვა გზების შემუშავებას და ქმნის გამოწვევას, განვითარდეს ახალი განახლებადი ენერგიის წყაროების და გარემოსთვის უვნებელი ტექნოლოგიები. ზეწოლა მდგრადი ზრდის პრინციპებზე დაფუძნებული კანონმდებლობის მისაღებად გაიზრდება.
პრაქტიკული მაგალითი - გარემოზე ზემოქმედების მხრივ უვნებელი საქმიანობის მხარდაჭერა - იმ ნივთიერებების ხმარებიდან გამოტანა, რომლებიც ოზონის შრეს აზიანებს |
რეპუტაცია ბაზარზე და ღირებულება - სამეწარმეო საქმიანობის მაღალი სტანდარტების შეფასება ამჟამად მხოლოდ ისეთი საკითხებით არ შემოიფარგლება, როგორიცაა სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება და დაგეგმვა, პროდუქციის/მომსახურების განვითარება, ეფექტიანობა, სიახლეების დანერგვა და კომუნიკაციები, და მოიცავს გარემოსდაცვით და სოციალური პასუხისმგებლობის სტანდარტებსაც. საქართველოში საქმიანობას ახორციელებს არაერთი მსხვილი საერთაშორისო კომპანია, რომლებიც აკმაყოფილებენ საერთაშორისო გარემოსდაცვით და სოციალურ სტანდარტებს, რომლებიც უფრო ვრცელია, ვიდრე ეროვნული გარემოსდაცვითი კანონმდებლობაში გათვალისწინებული მოთხოვნები. ამ კომპანიების დიდი ნაწილი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების სესხებით ფინანსდება. ჯეროვანი პრაქტიკა ამ ყველა სფეროში განაპირობებს ორგანიზაციის რეპუტაციას და მისი მენეჯმენტის ხარისხის შეფასების შედეგებს, ზეგავლენას ახდენს კომპანიის მიერ ინვესტიციების ხელმისაწვდომობაზე და მის შესაძლო მონაწილეობაზე იმ საერთაშორისო კორპორაციების მიწოდების ქსელებში, რომლებმაც შეიმუშავეს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკა. ეს საბოლოო ჯამში ზეგავლენას მოახდენს ცალკეული კომპანიის და მისი აქციების ღირებულებაზე: ძალიან მნიშვნელოვანია სუფთა, თანამედროვე, ეფექტიანი და გარემოზე ზემოქმედების საკითხებისადმი გულისხმიერი კომპანიის იმიჯი. სულ უფრო მეტად, საქართველოს მცირე ზომის კომპანიებმა უნდა შემოიღონ გარემოზე ზემოქმედების მართვის ზომები, სულ მცირე, დააკმაყოფილონ ეროვნული სტანდარტები და დებულებები, სამომავლოდ კი - საერთაშორისო გარემოსდაცვითი სტანდარტები და წესები.
მსოფლიოში სულ უფრო მეტად აღიარებენ, რომ კომპანიის ყველაზე ღირებული აქტივი არის მისი ბრენდი და რომ ის იოლად ილახება კომპანიის მიერ გარემოზე ნებისმიერი უარყოფითი ზემოქმედების შემთხვევაში. საქართველოში ჯერ კიდევ შეზღუდულია საზოგადოების წვდომა სანდო ინფორმაციაზე, საზოგადოების ინფორმირებულობის დონე დაბალია და ინტერესების დაცვა ჯერ შეზღუდულად ხორციელდება. თუმცა, გარემოზე ზემოქმედების მართვის მხრივ საზოგადოების ზეწოლის ზოგიერთ შემთხვევაში, რასაც ერთვის წარმოების საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილების სურვილი რამდენიმე ქართული კომპანია მუშაობს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ქარხნის მიერ გამოშვებული მტვერი და სამრეწველო თხევადი ნარჩენები. საზოგადოების ინფორმირებულობის დონის გაზრდა, ადვოკატირება და საზოგადოების მხრიდან ზეწოლა მომავალში ნამდვილად შეუწყობს ხელს გარემოსდაცვითი საკითხების და ზემოქმედების მართვის შემდგომ გაუმჯობესებას.
პრაქტიკული მაგალითი - ჰაიდელბერგ ცემენტი - მტვრის ფილტრების დამონტაჟება |
მაგალითი - TAV - საქართველო |
პრაქტიკული მაგალითი - ელკანას, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის და ჯეოსელის მიერ სოფლის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა |
მაგალითი - BP-ის, BTC-ის, SCP-ის, HSBC ბანკის და ევრაზიის პარტნიორობის ფონდის (ePF) ეკო-გრანტების პროგრამა |
გარემოსდაცვითი საკითხების ჯეროვანი მართვის მხრივ აუცილებელია წონასწორობის შენარჩუნება ეკონომიკურ ზრდასა და მის სოციალურ ასპექტებს შორის. პრობლემების გადაჭრისა და შესაძლებლობების გამოვლენის მიმართ შემოქმედებითი მიდგომაა საჭირო, ხოლო ეფექტიანობის გაუმჯობესებისა და ნარჩენების შემცირებისთვთვის - სისსტემური. განვითრებული ქვეყნების კანონმდებლობაში სულ უფრო იზრდება ხარჯი, რომლის გაღებაც კომპანიას უწევს გარემოზე ზემოქმედების საკითხების არასათანადო მართვის შემთხვევაში, ეკისრება რა გარემოზე ზემოქმედების გადასახადი, ამდენად, მნიშვნელოვანია ნაბიჯების დროულად გადადგმა.
საქართველოს მოქმედი გარემოსდაცვითი კანონმდებლობა რეაქტიულია, ანუ, ის ძირითადად შეეხება შედეგების მართვას და მათზე რეაგირებას, და არა თავიდან აცილებას, პრევენციასა და შერბილებას. არ არსებობს ეკონომიკური ინსტრუმენტები და მცირე ფინანსური მასტიმულირებელი ზომები (მაგ., გარემოსდაცვითი გადასახადი ან გარემოსდაცვითი ფონდი) რომელიც წაახალისებს გარემოსდაცვითი ზომების მიღებას და საქართველოში მდგრად განვითარებას. თუმცა, ევროპასთან შესაბამისობაში უზრუნველყოფის პროცესის განვითარებასთან ერთად გადაიდგმება ნაბიჯები უფრო პროაქტიული და პრევენციული მიდგომისკენ გარემოსდაცვითი და რესურების კონსერვაციის კუთხით.
პრაქტიკული მაგალითი - მწვანე ოფისის კამპანია - ნარჩენი ქაღალდის სეპარაცია და გადამუშავება |
რას ეფუძნება ეს საქმიანობა?
დაახლოებით 20 წლის წინ გარემოსდაცვითი პრობლემების მზარდი მოცულობის წარმატებული მართვის შედეგად დღის წესრიგში დადგა გეგმაზომიერი მიდგომის საჭიროება. არაერთმა ქვეყანამ წარმოადგინა ამ გარემოსდაცვითი მართვის სისტემის ჩანასახოვანი ელემენტები და სტანდარტი სისტემის ეფექტიანობის გასაზომად. დღესდღეისობით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მოქმედებს გარემოსდაცვითი მართვის ორი აღიარებული სტანდარტი- საერთაშორისო სტანდარტი iso 14001 და ევროპული ეკო-მენეჯმენტის და აუდიტის სქემა. ეს ორი სტანდარტი განსაზღვრავს თითქმის იდენტურ მოთხოვნებს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს სტანდარტები ნებყოფლობითია, ანუ კანონით არ არის სავალდებულო მათი შესრულება. მიუხედავად ამისა, იზრდება იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ სტანდარტებს, ვინაიდან ამ გზით ისინი მოიპოვებენ მთელ რიგ უპირატესობებს, განსაკუთრებით სერიოზული კონკურენტული უპირატესობის გაუმჯობესებასა და ბაზარზე პოზიციის გამყარებას. 2010 წლის მაისამდე საქართველოს ეროვნული აკრედიტაციის სააგენტოს - საქართველოს აკრედიტაციის ცენტრს, ჯერ არ მოუხდენია რომელიმე ქართული კომპანიის აკრედიტაცია iso 14001 სტანდარტის შესაბამისად (თუმცა შესაძლებელია, რომ ქართულმა კომპანიებმა სერტიფიცირება გაიარეს საერთაშორისო ორგანიზაციებში).
არ არსებობს გარემოსდაცვითი მართვის სისტემის დანერგვის ერთი ფორმულა iso 14001 ან ევროპული ეკო- მენეჯმენტის და აუდიტის სქემის (emas) შესაბამისად. არჩეული სისტემის ტიპი დამოკიდებულია კომპანიის საქმიანობაზე, ზომაზე და გარემოზე კომპანიის საქმიანობის ზემოქმედებაზე. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი კომპანია არ გადაწყვეტს ამ სტანდარტების დანერგვას, არსებობს მთელი რიგი საკითხების, რომელთა განხორციელების გზითაც კომპანიას შეუძლია გარემოზე ზემოქმედების გაუმჯობესება. არსებობს არაერთი ინტერნეტ-რესურსები, რომელთა დახმარებითაც კომპანიები შეიტყობენ იმის შესახებ, თუ რა საქმიანობას ახორციელებენ სხვა კომპანიები, მაგალითად კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ევროპაში გავრცელებული მეთოდები (www.csreurope.org/pages/en/eco-efficiency.html). ზოგიერთი ფართოდ გავრცელებული პრინციპი, რომელიც განაპირობებს კომპანიების მიერ გარემოსდაცვითი შედეგების მიღწევას, არის:
გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხების წარმატებით გადასაჭრელად მაღალი რგოლის მენეჯმენტმა საკუთარ თავზე უნდა აიღოს ხელმძღვანელობა და იკისროს ვალდებულება და მოახდინოს კომპანიის შიგნით ინფორმაციის გავრცელება.
გარემოზე ზემოქმედების ეფექტიანი მართვა, ანუ, გარემოზე ზემოქმედების მართვის სისტემის შექმნა, არის ძირითადი წინაპირობა გარემოზე ზემოქმედების გაუმჯობესებისთვის.
გარემოზე ზემოქმედების გაუმჯობესების (მაგ., ზემოქმედების შემცირება) მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ თუკი ამჟამინდელი ზემოქმედება იზომება ციკლის განმავლობაში და ხდება მის მიმართ ზომების გატარება, მაგ., უნდა განისაზღვროს რაოდენობრივი ინდიკატორები, ვინაიდან შეუძლებელია ასეთი რამის მართვა, რისი გაზომვაც არ შეიძლება. ასეთ ინდიკატორებთან ერთად, აუცილებელია მუდმივად მოხდეს კომპანიის საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების მონიტორინგი, და შემდეგ გატარდეს სათანადო ზომები.
გარემოზე ზემოქმედების მართვის შედეგად მოპოვებული სრული უპირატესობა მიიღწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხდება მის შესახებ ინფორმაციის ქმედითი სახით გავრცელება კომპანიის შიგნით და გარეთ.
როგორ უნდა მოხდეს პრაქტიკული განხორციელება?
წამყვანი საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიების ჯეროვანი მენეჯმენტის პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ გარემოზე ზემოქმედების შედეგების მართვა, რისკების შემცირება და საბოლოო უპირატესობების მიღწევა შესაძლებელია სათანადო მენეჯმენტის სისტემები და პროცესების არსებობის პირობებში.
გრემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით კომპანიების პრაქტიკა და გამოცდილება არაერთგვაროვანია. ზოგიერთი კომპანია მეტად წინწასულია ამ მიმართულებით, სხვები კი მხოლოდ ახლა იწყებენ ამ ასპექტის გათვალისწინებაზე ფიქრს. სწორედ ამიტომ, თითოეული კომპანიის მიდგომა უნდა იყოს კონკრეტული, შეესაბამებოდეს მის სიტუაციას და გამოცდილებას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ქვემოთ წარმოდგენილია მითითებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა დაიწყოს გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმაზომიერი პროცესი და შეიქმნას სისტემა, რომლის სერტიფიცირება შესაძლებელი იქნება IsO 14001 ან ევროპული ეკო-მენეჯმენტის და აუდიტის სქემის (emas) სტანდარტების შესაბამისად.
მრავალი კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესი პირველი ნაბიჯი არსებული სიტუაციის შეფასების განხორციელებაა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძველ პროცესებში კორექტივების შეტანა და უფრო მაღალხარისხიანი სამუშაო პროცესების დანერგვა. გახსოვდეთ, ყველა კომპანია არ იწყებს ერთი და იმავე დონიდან გარემოზე ზემოქმედების მიდგომების განხორციელებას. სწორედ ამიტომ, ქვემოთ წარმოდგენილი რეკომენდაციები იყოფა სამ ჯგუფად, და შეიცავს შემდეგ ნაბიჯებს გამართული სამუშაო პროცესების დანერგვისთვის.
„პრობლემებს ვერ გადავჭრით იმავე აზროვნების გამოყენებით, რომლითაც მათი შექმნისას ვმოქმედებდით“.
ალბერტ აინშტაინი
სახელგანთქმული მეცნიერი
როგორ უნდა განხორციელდეს?
პირველი საფეხური — კომპანია ახლა იწყებს გარემოზე ზემოქმედების გაუმჯობესებისას
|
მეორე საფეხური კომპანიას სურს საბაზისო მონაწილეობიდან უფრო წინ წაიწიოს
|
მესამე საფეხური - კომპანიას სურს კიდევ უფრო გააუმჯობესოს საქმიანობა
3-ე საფეხურის აქტივობებში შედის:
|
როგორ ზომავთ?
კომპანიას სჭირდება როგორც საქმიანობის უპირატესობების წარმოჩენა, ისე გარემოსდაცვითი მენეჯმენტის შედეგად მიღწეული გარემოზე ზემოქმედების უპირატესობების წარმოჩენა. როგორც აღვნიშნეთ, შეუძლებელია რაიმეს მართვა, თუ ვერ ვზომავთ მას, ამდენად, გარემოსდაცვითი სარგებელი უნდა გამოვხატოთ რაოდენობრივად, როდესაც ეს შესაძლებელია. გარემოზე ზემოქმედების შემთხვევაში შედეგების გაზომვა უკეთ არის განვითარებული, ვიდრე ამ სახელმძღვანელოს სხვა სფეროები დიდი ნაწილის შემთხვევაში, ვინაიდან გარემოზე ზემოქმედების შესახებ ანგარიშგება განვითარდა სწრაფად უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში. ახლა შეიძლება ვიხილოთ გარემოსდაცვითი ანგარიშები, რომლებიც საკმაოდ დეტალური და დახვეწილია, და მათი შემუშავების ფუფუნება მხოლოდ მსხვილ კომპანიებს აქვთ, რომლებსაც ჰყავთ სათანადო თანამშრომლები და სახსრები. თუმცა, ჩვენ გვჯერა, რომ მარტივი ჩარჩო არის გამოსადეგი გზამკვლევი მცირე და საშუალო კომპანიებისათვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანგარიშები მოიცავდეს ძირითად, თუმცა რაოდენობრივად განსაზღვრად და სათანადო პარამეტრებს კომპანიის გარემოზე ზემოქმედების მხრივ, რათა ვიხილოთ მუდმივი პროგრესი და უარყოფითი ზემოქმედების შემცირება.
საკანონმდებლო მოთხოვნების დაკმაყოფილება მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, და ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე ძირითადი პარამეტრი და ინდიკატორი, რომლებიც რეკომენდებულია გაზომვის, მონიტორინგის და შეფასების სისტემატიურად განხორციელებისთვის.
ზემოქმედების ინდიკატორების სია
გარემოზე ზემოქმედების შეფასებისას კომპანიებმა უნდა აარჩიონ პარამეტრები, რომლებიც შეესაბამება მათ საქმიანობას და განსაზღვრონ რაოდენობრივი ინდიკატორები, რომლების გამოყენებასაც შეძლებენ გარემოს დაცვის საქმეში წინსვლის გასაზომად. საუკეთესოა ინდიკატორების გამოხატვა წონის ან მოცულობის ერთეულებში (კგ., ტონა, ლიტრი, მ3, კვტ, მვტ., და ა.შ) და დაკავშირება წარმოების ერთეულებთან. ხშირად ეს ინდიკატორები გამოხატულია დროის ერთეულში (მაგ., მ3 თხევადი ნარჩენი/წელიწადში), თუმცა თუ წარმოების მონაცემები განსხვავებულია წლების მიხედვით, მონაცემები არ გვაწვდის რეალური ვითარების ზუსტ აღწერას. ქვემოთ მოყვანილია ზოგიერთი შედარებით სტანდარტული ინდიკატორები.
პირველი საფეხური - კომპანია ახლა იწყებს მიღწევების გაზომვას
|
|
მეორე საფეხური - კომპანიას სურს საბაზისო მონაწილეობიდან უფრო წინ წაიწიოს
მედიასაშუალებების დადებითი და უარყოფითი კომენტარი გარემოს (დაცვითი) ღონისძიებების შესახებ |
|
მესამე საფეხური - კომპანიას სურს კიდევ უფრო გააუმჯობესოს საქმიანობა
|
|
ნახშირბადის საზომები
გარემოზე ზემოქმედების ზომების ფარგლებში ძლიერი აქცენტი კეთდება წარმოების პროცესში წარმოქმნილ სითბურ გაზებზე, განსაკუთრებით ნახშირბადზე. ეს არ არის ასეთი ამკრძალავი ზომა, როგორც შეიძლება ერთი შეხედვით მოგეჩვენოთ. საქართველოს მთავრობამ აიღო ვალდებულება საერთაშორისო მასშტაბით განახორციელოს სხვადასხვა ღონისძიებები ნახშირბადთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ქვეყნისთვის შესაბამისი შერბილების ღონისძიებების დანერგვა მდგრადი განვითრების კონტექსტში, რასაც ხელს შეუწყობს და შესაძლებელს გახდის ტექნოლოგიები და შესაძლებლობების განვითრება, გაზომვადი, ანგარიშის სახით გამოხატვადი და გადამოწმებადი გზით და სუფთა განვითარების მექანიმზების ხელშესაწყობად. შეიქმნება აგრეთვე საბაზისო მონაცემები ანუ ორიენტირი, რომლის მიხედვითაც მოხდება საქმიანობის შეფასება, ანგარიშგება და გადამოწმება. სხვა მოქმედებები მოიცავს ნახშირბადის წარმოქმნის დაბალი დონის გეგმის შემუშავებას და ნახშირბადის დაბალი დონის სტრატეგიის შემუშავებას, განსაკუთრებით განახლებად ენერგიაში ინვესტიციების გამოყენებით და საერთაშორისო თანამშრომლობით და იმ ძალისხმევით, რომ აიგოს ეკონომიკა, სადაც ნახშირბადის დაბალი დონეა, რაც უზრუნველყოფს უყვეტ ზრდას და მდგრად განვითრებას. გარდა მთავრობის მხარდაჭერისა, კომპანიებს გარემოსთვის არასაზიანო პროცესების განხორციელებაზე გადასვლის პროცესში საეთაშორისო ორგანიზაციებიც უწევენ დახმარებას.
თითოეულმა კომპანიამ უნდა განსაზღვროს, ზემოაღნიშნული ინდიკატორებიდან რომელია მნიშვნელოვანი მისი საქმიანობისთვის, და შემდეგ უნდა გაზომოს ისინი. ამისათვის მან უნდა უზრუნველყოს რომ ეს ინდიკატორები შეესაბამებოდეს მის ა) ხედვას, ძირითად ღირებულებებს და ამოცანებს, ბ) რისკებს და შესაძლებლობებს, რომლებიც მომდინარეობს კომპანიის სოციალური ავტორიტეტიდან, და გ) აქციონერების და დაინტერესებული მხარეების პოზიცი.
ინდიკატორების დეტალური სია შეგიძლიათ იხილოთ გლობალური ანგარიშგების ინიციატივის გვერდზე, შესაბამისი შედეგების ინდიკატორების სია განსხვავებულია კომპანიების მიხედვით, და აგრეთვე დარგების მიხედვითაც. სიის შედგენისას მნიშვნელოვანია კომპანიის ხასიათის გათვალისწინება, აგრეთვე სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების ზემოქმედების ტიპის და დონის გათვალისწინება. ანუ, კომპანიამ უნდა აარჩიოს ის ინდიკატორები, რომლებიც ყველაზე უკეთ ზომავს იმას, რისი მიღწევაც კომპანიას სურს გარემოზე ზემოქმედების მართვის პროგრამით, და რისი ცოდნაც დაინტერესებულ მხარეებს სურთ კომპანიის შესახებ. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ანგარიშების შემუშავების შუალედში დაინტერესებული მხარეების მოსაზრებების მოპოვება, რაც დაეხმარება კომპანიას იმის გადაწყვეტაში, თუ რომელი ინდიკატორები შეესაბამება ყველაზე მეტად ამ იზანს.
როგორ ამცნობ ყველას შენი საქმიანობის შესახებ?
რატომ ანგარიში?
ანგარიშგება და შენი საწარმოს საზოგადოებაზე ზემოქმედების შესახებ ინფორმაციის გავრცელება გეხმარება:
უჩვენო შენი საქმიანობის გახსნილობა და გამჭვირვალობა და შექმნა ნდობა
ხელი შეუწყო ცვლილებებს საწარმოში
დააკმაყოფილო დაინტერესებული მხარეების ინტერესი სათანადო ინფორმაციით
უჩვენო სერიოზული დამოკიდებულება კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართ
დააჯილდოვე თანამშრომლები ბიზნეს პროგრამებში სოციალური პასუხისმგებლობის მხარდაჭერისა და მასში მონაწილეობისათვის
წაახალისე ცვლილება ბიზნეს სექტორსა და მთლიანად საზოგადოებაში
დღეისათვის არსებობს სამართლებრივად დადგენილი ანგარიშგების მოთხოვნები მსოფლიოს ნებისმიერი კომპანიის არა ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებით. თუმცა, გარემოსდაცვითი, სოციალური ან უფრო მრავალმხრივი მდგრადობის ანგარიშების (მათ შორის ფინანსური, გარემოსდაცვითი და სოციალური საქმიანობის შესახებ) მომზადების პრაქტიკა გასული ათწლეულის განმავლობაში სწრაფად განვითარდა, განსაკუთრებით დიდ და საერთაშორისო კომპანიებში. კომპანიები რომლებიც არ ამზადებენ ცალკეულ ანგარიშებს ხშირად დაურთავენ ხოლმე წლიურ ანგარიშს თავებს მათი გარემოსდაცვითი და სოციალური საქმიანობის შესახებ ან აქვეყნებენ ინფორმაციას ვებ გვერდის სპაციალურ განყოფილებაში.
ყოველწლიური ანგარიშგება პროგრესის შესახებ სავალდებულოა Global Compact-ის კორპორატიული წევრებისთვის და წარმოადგენს მათი წევრობის გაგრძელების ძირითად პირობას. Global Compact-ის წევრებს შორის მოხსენება პროგრესის შესახებ (COP) გამოქვეყნებულია ინიციატივის ცენტრალურ ვებ გვერდზე.
იმისთვის რომ კორპორატიული ანგარიშები საიმედო და შესადარისი გახდეს, გლობალური ანგარიშგების ინიციატივამ შეიმუშავა ინდიკატორების და სახელმძღვანელოების პაკეტი, რომელიც ახლა წარმოადგენს ყველაზე გამოყენებად და საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ანგარიშგების ჩარჩოს. გლობალური ანგარიშგების ინიციატივის მესამე ვერსია ითარგმნა საქართველოს სტარტეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ და განთავსებულია მის ვებ გვერდზე. კომპანიებისთვის რომლებსაც სურთ ანგარიშგების პრაქტიკის დანერგვა, განსაკუთრებით რეკომენდებულია ონ ლაინ რეჟიმში ანგარიშგების მექანიზმი.
ანგარიშგების ელემენტები
ლიდერობის საუკეთესო ტესტი არის თანმიმდევრულობა, რომლითაც კომპანანიაში ერთი მესიჯი გადაიცემა კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმით. ეს უჩვენებს, რომ კომპანიას აინტერესებს მთლიანად სოციალური ზემოქმედება და არა ერთჯერადი ინიციატივები.
კომპანიებმა ანგარიშგებისას უნდა უჩვენონ თუ როგორ არის მათი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის აქტივობები დაკავშირებული მათ ბიზნეს საქმიანობასა და სტრატეგიასთან.
მნიშვნელოვანია, რომ ადგილი არ ჰქონდეს გადამეტებულ მოთხოვნებს, რადგან შეიძლება შეიქმნას შთაბეჭდილება რომ შენი საქმიანობა მხოლოდ საჩვენებელია. კომერციული სპონსორის მიერ გაღებული თანხები არ უნდა იქნეს წარმოდგენილი როგორც სათემო ინვესტიციები. ასევე, მაგალითად თუ კანონი სთხოვს კომპანიებს ინვალიდების დასაქმებას და თქვენი კომპანია ემორჩილება ამ საკანონმდებლო მოთხოვნას, მართებული არ იქნება ამაზე როგორც სოციალური პასუხისმგებლობის ქცევაზე საუბარი.
კომპანიებმა უნდა სძლიონ ცდუნებას და რეკლამირებისას არ თქვან, რომ ყველა პრობლემა მოაგვარეს, უმჯობესია ისაუბრონ გაუმჯობესების უწყვეტ პროცესზე თუნდაც ეს პატარა ნაბიჯების გადადგმას გულისხმობდეს.
ამასთან სრული კომუნიკაცია უნდა წავიდეს მარტივი და გასაგები ენით, ყოველთვის გახსოვდეთ რომ ანგარიშგების მიზანია პასუხი გასცეს დაინტერესებული მხარეების კითხვებს თქვენი კომპანიის შესახებ.
როგორ მივაღწიოთ მიზანს
ეფექტური ანგარიშგებისთვის კომპანიებმა უნდა:
განსაზღვრონ და პრიორიტეტულობის მიხედვით დაალაგონ სამიზნე აუდიტორიები კომუნიკაციისათვის
მოიფიქრონ მთავარი მესიჯები
უზრუნველყონ საკომუნიკაციო არხები სამიზნე აუდიტორიებისათვის
უზრუნველყონ პროგრამაში მონაწილე ყველა ადამიანის საკონტაქტო დეტალები
წარმოადგინონ ანგარიში ბიზნეს პროგრამაში მათი სოციალური პასუხისმგებლობის მოკლე და გრძელვადიანი მიღწევების ზემოქმედების შესახებ
გარკვეული დროის შემდეგ გადაამოწმონ, რომ კომუნიკაცია დაინტერესებულ მხარეებთან ნამდვილ დიალოგს ემსახურება, სადაც ორმხრივად ხდება ნფორმაციისა და იდეების ნაკადების მოძრაობა.
კომუნიკაციის გზები
კომპანიის ანგარიშგების მაღალი დონე აისახება მის მიერ ინფორმაციის გამიზნულად მიწოდებასა და დამატებით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში. ბიზნეს სიტუაციების უმრავლესობაში შესაძლებელია კომუნიკაციის ქვემოთ მოყვანილი მეთოდების გამოყენება:
შიდა |
გარე |
გუნდის ბრიფინგები |
წლიური ანგარიშები |
პროცედურული ჩანაწერები, ოქმები, |
ვებ გვერდი |
ტრენინგები |
ცალკეული ანგარიშები |
შიდა ჟურნალები, ბიულეტენები |
ინტეგრირებული ანგარიშები, |
შიდა შესაბამისობა, აუდიტორული |
|
ინტრანეტი |
მედია გამოშვებები |
საინფორმაციო დაფები, |
უფროსი მენეჯერების სასაუბრო |
თანამშრომლების შეხვედრები |
კორპორატიული ვიდეოები |
კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას კომპანიებმა არ უნდა დაივიწყონ შიდა კომუნიკაცია თანამშრომლებსა და მენეჯერებთან. ეს ხელს უწყობს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ინტეგრირებას საქმიანობაში, აუმჯობესებს ჰორიზონტალურ კომუნიკაციას კომპანიაში და ამაღლებს თანამშრომლების მოტივირებულობას და ერთგულებას.
ანგარიშების შინაარსი
შედარებით დიდი კომპანიები ანგარიშგებისას იყენებენ ამ მეთოდების კომბინაციას:
ბიზნესის საქმიანობის სფერო და ზემოქმედება
სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებაში ინტეგრირების მტკიცებულება
მართვის საკითხები (ძირითადი ზემოქმედებები, მართვის სტრუქტურები და პასუხისმგებლობები, მიზნები და ამოცანები)
შედარებითი მონაცემები და ტენდენციები (დროთა განმავლობაში და სექტორის შიგნით)
დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის მომწოდებლებსა და კლიენტებთან ურთიერთობის დონე
ბიზნეს სფეროში სოციალურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული ფინანსური მონაცემები
დისკუსია მდგრადობასთან დაკავშირებული ვადების და კომპლექსური საკითხების შესახებ
გასათვალისწინებელი პრინციპები
როდესაც ვიღებთ გადაწყვეტილებას აუდიტორიისათვის ყველაზე შესაფერისი მეთოდების შესახებ, უნდა გაითვალისწინო პრინციპები რომლებიც ანგარიშების სტრუქტურირებაში დაგვეხმარება:
ასახე ყველა დაინტერესებული ჯგუფის მისწრაფებები და საჭიროებები
შეიტანე შენი კომპანიის საქმიანობის ყველა შესაბამისი სფერო
შეიტანე მთელი მნიშვნელოვანი ინფორმაცია
უზრუნველავი ანგარიშგების რეგულარულობა, სისტემატურობა და დროულობა
გამოიყენე ხარისხის უზრუნველყოფის აუდიტორული მეთოდები და გახადე ანგარიშგება საიმედო
სათანადო და ეფექტური კომუნიკაცია დაამყარე ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან
გახადე ინფორმაცია შესადარისი, საიმედო, რელევანტური და გასაგები
მოახდინე ანგარიშგების ინტეგრირება სისტემებში, პოლიტიკის მომზადებასა და საქმიანობაში
განსაზღვრე მომავალში საქმიანობის გაუმჯობესებისკენ ნაბიჯები
ნებისმიერი ტიპის ანგარიში უნდა ეყრდნობოდეს შენი ბიზნესის მიზნის და ღირებულებების ლოგიკას. დაიმახსოვრეთ: ანგარიშგება თავად არ არის დასასრული. ეს არის თანამშრომლებს, კლიენტებს, მომწოდებლებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის ნდობის ამაღლება. საქმიანობისა და საზოგადოებაზე ზემოქმედების შესახებ ღიად საუბრის წყალობით თქვენი კომპანია გახდება სამაგალითო მომგებიანობის და სოციალური პასუხისმგებლობის ხელშეწყობის თვალსაზრისით.
რას გვპირდება მომავალი?
მუდმივად ცვალებადი გარემო ბიზნესის მესვეურებს ახალ მოთხოვნებს უყენებს. არსებობს რიგი საკითხები რომელთა მნიშვნელობა იზრდება. მაგალითად მომსახურების სექტორები აღმოჩნდებიან ზეწოლის ქვეშ რათა აღიარონ გარემოზე არაპირდაპირი ზემოქმედება, რადგან მათი პირდაპირი ზემოქმედება რამდენადმე მსუბუქია. მიუხედავად ამისა, რომ საქართველოს მთავრობა არ ჩქარობს უახლოეს მომავალში გარემოზე ზემოქმედების შესახებ სავალდებულო ანგარიშგების შემოღებას, ევროკავშირთან მიერთების პროცესის შემდეგ, გარემოსდაცვითი გაზომვები და ანგარიშგება ეტაპობრივად გახდება ნორმა ქვეყანაში. სავალდებულო ანგარიშგება ნამდვილად დააჩქარებს ბიზნესის ტრანსფორმირების პროცესს, რომელიც რეალურად მიგვიყვანს ზემოქმედების შემცირებამდე. საბოლოოდ არასამთავრობო ორგანიზაციები უფრო გონივრულად იწყებენ საჯარო ინფორმაციის გამოყენებას. ბიზნესის ქცევაზე არასამთავრობო ორგანიზაციების გავლენა უფრო ეფექტური გახდება.
მაგრამ, საქართველოს ბიზნესის ჰორიზონტზე ისევე როგორც მთელ მსოფლიოში არსებობს სამი შეკითხვა:
რამდენად სწრაფად შეუძლია საქართველოში ბიზნესს მოერგოს საერთაშორისო ბაზრის და მომხმარებლების ახალ გარემოსდაცვით მოთხოვნებს?
როგორ უპასუხებს ბიზნესი მწვანე ბიზნესის საგანგებო მოთხოვნებს? იქონიებს თუ არა ეს პიზიტიურ გავლენას ეკონომიკის ეფექტურობის გაუმჯობესებაზე, გარემოზე ზემოქმედების შემცირებაზე, და ახალი ბიზნეს შესაძლებლობების შექმნაზე?
რა სახის ზემოქმედება შეცვლის კლიმატს და ექნება თუ არა ბიზნესს აღნიშნულთან ადაპტირებისათვის საკმარისი ცოდნა და რესურსები?
ყველა ეს კითხვა კომპლექსურ პრობლემას ეხება. თუმცა, კომპანიებმა რომლებსაც გრძელვადიანი ხედვა აქვთ, უკვე მიიღეს ზომები გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად, ამით მოახდინეს სოციალური პასუხისმგებლობის დემონსტრირება და წვლილი შეიტანეს სამომავლო განვითარებასა და მდგრადობაში.
შეთავაზებული Site-seeing
დამატებითი ინფორმაციის საძიებლად შეთავაზებული ვებ გვერდები (თუმცა მათი მუდმივი განახლების გარანტირება არ შეგვიძლია)
ბიზნესი თემში (BITC): www.bitc.org.uk
კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა ევროპა: www.crseurope.org
გარემოზე პასუხისმგებელი ეკონომიკის კოალიცია (CERES): www.ceres.org
კორპორატიული რეგისტრი: www.corporateregister.com
Energy Savin g Trust : www.energysavingtrust.org.uk
გაეროს გლობალური შეთანხმება (GC): www.unglobalcompact.org
გაეროს გლობალური შეთანხმება საქართველოში: www.globalcompact.ge
სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ISO 14001): www.iso.org
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (MEPNR): www.garemo.itdc.ge
მდგრადობა Ltd.: www.sustainability.co.uk
ბრიტანეთის გარემოსდაცვის სააგენტო: www.environment-agency.gov.uk
გაეროს გარემოსდაცვის პროგრამა: www.unep.org
გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში: http://undp.org.ge/index.php?lang_id=ENG&sec_id=24&info_id=26
მსოფლიო ბანკი მდგრადი განვითარება: www.worldbank.org
მსოფლიო ბიზნეს საბჭო მდგრადი განვითარებისათვის: www.wbcsd.org