მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წესი და პირობები


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ქარცივაძე გენადი
თემატური კატალოგი სამართალი|სამოქალაქო სამართლებრივი განათლება
საავტორო უფლებები: © ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
თარიღი: 2009
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თბილისი 2009 გამოცემულია გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) ფინანსური მხარდაჭერით წინამდებარე გამოცემაში გამოთქმული შეხედულებანი, დასკვნები და განმარტებანი არ უნდა იქნეს განხილული, როგორც გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) მოსაზრება რედაქტორი: ხათუნა ყვირალაშვილი ტექ. რედაქტორი: ირაკლი სვანიძე გამოცემაზე პასუხისმგებელი: თამარ ხიდაშელი აიწყო და დაკაბადონდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. კრილოვის ქ.15, 0102, თბილისი, საქართველო (+995 32) 95 23 53, 93 61 01 ტირაჟი: 500 ცალი აკრძალულია აქ მოყვანილი მასალების გადაბეჭდვა, გამრავლება ან გავრცელება კომერციული მიზნით, ასოციაციის წერილობითი ნებართვის გარეშე © 2009, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია



1 * * *

▲ზევით დაბრუნება


წინამდებარე ბროშურა მიზნად ისახავს, დაინტერესებულ პირებს მიაწოდოს ინფორმაცია, თუ როგორ არის შესაძლებელი საკუთრების უფლების მოპოვება მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ და თვითნებურად დაკავებულ სასოფლო-სამეურნეო ან არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე.

ბროშურიდან შეიტყობთ, თუ რა ტიპის მიწებზე შეიძლება საკუთრების უფლების აღიარება, რომელ ორგანოს უნდა მიმართოს მოქალაქემ და რა საბუთები უნდა წარადგინოს მიწაზე საკუთრების უფლების მოსაპოვებლად, რომელი მიწის ნაკვეთი ექვემდებარება უსასყიდლოდ საკუთრების აღიარებას, რა ვადაში ხდება გადაწყვეტილების მიღება და ..

ბროშურაში ასახულია ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებსაქართველოს კანონში 2008 წლის 23 ოქტომბერს და 2008 წლის 5 დეკემბერს შესული საკანონმდებლო ცვლილებები.

2 რა სახის მიწის ნაკვეთი ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას?

▲ზევით დაბრუნება


საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო ან/და არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნა-კვეთი, რომელიც მიეკუთვნება შემდეგი კატეგორიე-ბიდან ერთ-ერთს:

  • მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთი - სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზეც ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონის ამოქმედებამდე, ანუ 2007 წლის 15 სექტემბრამდე. ასევე, ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა.

შენიშვნა:

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწად მიიჩნევა მიწის ნაკვეთი, რომელიც ასეთად რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში და გამოიყენება მემცენარეობისა და მეცხოველეობის პროდუქციის წარმოებისათვის.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - საძოვარი, სათიბი, სახნავი (მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი.

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - მიწის ნაკვეთი, რომელიც ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში.

  • თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი - ფიზიკური პირის მიერ 2007 წლის 15 სექტემბრამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული), ასევე, დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებასა ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე), რომლის ფართობი ნაკლებია საკუთრებასა ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.

3 რა სახის მიწის ნაკვეთი (ნაკვეთები) არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას?

▲ზევით დაბრუნება


საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი სახის მიწის ნაკვეთები:

  • პირუტყვის გადასარეკი ტრასა;

  • წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა;

  • სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომლებიც დაკავებულია ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ, რომლის საკუთრებაში გადაცემა შესაძლებელია შესაბამისი ტყის ფონდის მართვის სატყეო მეურნეობის დასკვნის შესაბამისად და რომელიც ხელს არ შეუშლის სახელმწიფო ტყის ფონდის მართვასა და დაცვის განხორციელებას;

  • დაცული ტერიტორია, გარდა დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა;

  • რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი;

  • ისტორიის, კულტურის, ბუნებისა და საკულტო-რელიგიური ძეგლი;

  • მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო, პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი, დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი;

  • თუ მასზე განთავსებულია წყალსაცავი, ჰიდროტექნიკური ნაგებობა და ამ ობიექტების სანიტარულ-დაცვითი ზონები;

  • თუ მასზე განთავსებულია სატრანსპორტო და •მიწისქვეშა კომუნიკაციები, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კავშირგაბმულობის და ელექტროგაყვანილობის ობიექტები;

  • თავდაცვისა და მობილიზაციისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთები;

  • სასაფლაო და პანთეონი;

  • სანიტარული და დაცვითი ზონები;

  • მიწები, რომლებიც განკუთვნილია ნავთობისა და გაზის მაგისტრალური მილსადენებისა და მათთან დამაკავშირებელი მიწისქვეშა და მიწისზედა საშუალებების მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის;

  • სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი.

4 რომელ ორგანოს უნდა მიმართოს მოქალაქემ მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის?

▲ზევით დაბრუნება


მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას ახორციელებენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები (სარეგისტრაციო სამსახურები).

თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის მოქალაქემ უნდა მიმართოს შესაბამის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის (რაიონის) ქალაქის საკრებულოსთან არსებულ საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.

ვის აქვს უფლება, მოითხოვოს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება?

მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოებისათვის მიმართვის უფლება გააჩნია დაინტერესებულ პირს.

დაინტერესებულ პირად ჩაითვლება:

  • ფიზიკური პირი, ასევე მისი სავარაუდო მემკვიდრე ან უფლებამონაცვლე, რომელიც მართლ-ზომიერად ფლობს (სარგებლობს) ან რომელმაც თვითნებურად დაიკავა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენ-ებული ან დანგრეული);

  • კერძო სამართლის იურიდიული პირი (სამეწარმეო ან არასამეწარმეო იურიდიული პირი, მაგ: შპს ან ასოციაცია) ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი (მაგ: ამხანაგობა), ან მისი უფლებამონაცვლე, რომელიც მართლზომიერად ფლობს (სარგებლობს) სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული ან დანგრეული) ან მის გარეშე და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით სურს მასზე საკუთრების უფლების მოპოვება;

  • ის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელმაც სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით მოსარგებლესაგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძინა/მოიპოვა ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლება.

5 მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი

▲ზევით დაბრუნება


მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის განხილვის საფუძველია დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი განცხადების შეტანა საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურში, სა-კუთრების აღიარების მოთხოვნით.

დაინტერესებულმა პირმა საჯარო რეესტრს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დასადასტურებლად უნდა წარუდგინოს შემდეგი საბუთები:

1. მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი;

მიწის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი - ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო მიწის რეფორმის შესახებ მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად, სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი, მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) საერთო კრებაზე დამტკიცებული მიწების განაწილების სია, თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოების (საბჭოები, საკრებულოები, გამგეობები) მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, სასამართლო აქტი ან/და სხვა დოკუმენტი.

2. მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზეც, საკადასტრო მონაცემებთან ერთად, ასახული უნდა იყოს საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობების საზღვრები და ფარგლები;

3. საკუთრების უფლების აღიარების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი);

4. დაინტერესებული პირის (განმცხადებლის) ან/და მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის (ადვოკატი, მინდობილობით განსაზღვრული პირი) პირადობის მოწმობის ასლი, წარმომადგენლობის შემთხვევაში - ნოტარიული მინდობილობა.

საკუთრების უფლების აღიარებას მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე ახორციელებს საჯარო რეესტრის ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახური 10 სამუშაო დღის ვადაში, რომლის საფასური შეადგენს 300 ლარს, მიუხედავად მიწის ნაკვეთის ფართობისა.

საჯარო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების ულების აღიარების რეგისტრაციაზე უარის თქმის ესახებ უნდა გასაჩივრდეს ჯერ ერთჯერადად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოი თბილისი), ამის ემდეგ კი - რაიონულ საქალაქო) სასამართლოი, იმ ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის მიხედვით, რომელმაც უარი გითხრათ (მაგ: ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის უარი უნდა გაასაჩივროთ თბილისში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ხოლო საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება, უარის შემთხვევაში, უნდა გაასაჩივროთ ბათუმის საქალაქო სასამართლოში).

6 თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წესი

▲ზევით დაბრუნება


რა რეკვიზიტებს უნდა შეიცავდეს საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში შესატანი განცხადება?

განცხადებაში უნდა აღინიშნოს:

  • საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის დასახელება, რომელსაც მიმართავთ;

  • განმცხადებლის ვინაობა და მისამართი;

  • განმცხადებლის მოთხოვნა „გთხოვთ, აღიაროთ ჩემი საკუთრების უფლება აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე“);

  • განცხადებაზე თანდართული საბუთების ნუსხა;

  • განცხადების წარდგენის თარიღი და განმცხადებლის ხელმოწერა.

რა საბუთები უნდა წარუდგინოს განცხადებასთან ერთად მოქალაქემ კომისიას თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის?

1. მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება;

მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი - ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი, მაგალითად, იჯარის ხელშეკრულება.

ცნობა დახასიათება - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ასახავს მასთან დაცული ადგილობრივი მმართველობის ორგანოს (გამგეობის, აღმასკომის) ტექნიკური აღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის არქივის მონაცემებს უძრავ ნივთებზე (მიწა, შენობა-ნაგებობა).

მოწმის ჩვენება - მიწის მართლზომიერი მფლო-ბელობის, სარგებლობის ან თვითნებურად დაკავების ფაქტის თაობაზე მოწმის ნოტარი-ულად დამოწმებული განცხადება.

2. მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზეც, საკადასტრო მონაცემებთან ერთად, ასახული უნდა იყოს საკუთრების უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობების საზღვრები და ფარგლები;

3. ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად, კერძოდ, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა/მისამართი, მიწის ნაკვეთის დანიშნულება (სასოფლო, არასასოფლო), ხოლო სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე მისი ხარისხობრივი მაჩვენებელი, კარგია თუ მწირი მიწის ნაკვეთი;

4. დაინტერესებული პირის (განმცხადებლის) ან/და მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის (ად-ვოკატი, მინდობილობით განსაზღვრული პირი) პირადობის მოწმობის ასლი, წარმომადგენლობის შემთხვევაში - ნოტარიული მინდობილობა.

ვის აქვს უფლება, მიმართოს კომისიას მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე?

მართლზომიერ მფლობელობაში, სარგებლობასა და თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთებზე) უფლების აღიარების კომისიას უნდა მიმართოს იმ ფიზიკურმა და კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა (სამეწარმეო ან არასამეწარმეო იურიდიული პირი, მაგალითად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან ასოციაცია), ასევე კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული ფორმით ჩამოყალიბებულმა წარმონაქმნმა (მაგ: ამხანაგობა), ვინც ფლობს, სარგებლობს, ან თვითნებურად აქვს დაკავებული მიწის ნაკვეთი. ასევე, კომისიისათვის მიმართვის უფლება აქვს ფიზიკური პირის სავარაუდო მემკვიდრეს, იურიდიული პირის შემთხვევაში - უფლებამონაცვლეს.

პირს უფლება აქვს, კომისიას მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების მოთხოვნით მიმართოს წარმომადგენლის (ნოტარიულად დამოწმებული რწმუნებულება) მეშვეობითაც.

როგორია კომისიის მუშაობის წესი და ვალდებულებები?

კომისიის სხდომები საჯაროა. კომისია ვალდებულია, საკრებულოს საინფორმაციო დაფაზე 2 დღით ადრე გამოაკრას ინფორმაცია კომისიის სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროის და დღის წესრიგის შესახებ, ხოლო დაინტერესებულ პირს ერთი კვირით ადრე წერილობით აცნობოს ზემოაღნიშნული ინფორმაცია.

დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, დაესწროს კომისიის სხდომებს და მისცეს ახსნა-განმარტება განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

კომისია გადაწყვეტილებას იღებს განცხადების რეგ-ისტრაციიდან ორ თვეში.

იმ შემთხვევაში, თუ საკუთრების უფლების აღიარებისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა დასად-გენად საჭიროა ორ თვეზე მეტი (მაგ: კომისია აუცილე-ბლად ჩათვლის განმცხადებლის მიერ მიწის ნაკვეთით სარგებლობის ფაქტის ადგილზე შემოწმებას), კომისია უფლებამოსილია, ვადა გააგრძელოს ექვს თვემდე.

კომისიის მიერ დადგენილ ვადაში (ორ თვეში, ან, ვადის გაგრძელების შემთხვევაში, 6 თვეში) გადაწყვეტილების მიუღებლობა ითვლება უარად და დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს, რათა დაავალდებულოს კომისია, მიიღოს გადაწყვეტილება.

რა ოდენობას შეადგენს მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საფასური?

მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა დაინტერესებულ პირს საკუთრებაში გადაეცემა უსასყიდლოდ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ლობელობა არსებობა დგინდება ამ მიწაზე განთავსებული შენობა-ნაგებობის პრივატიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციით.

ასეთ შემთხვევაში, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ყოველ კვადრატულ მეტრზე საკუთრების აღიარების საფასური შეადგენს საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ხუთმაგ ოდენობას.

მაგალითად: საგადასახადო კოდექსით, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე გადასახადის განაკვეთია 0,24 თეთრი, რომელიც იცვლება ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ ადგილობრივი სოციალ-ეკონომიკური მაჩვენებლის მიხედვით და დგინდება კოეფიციენტი, რომელიც არ შეიძლება იყოს 1,5-ზე მეტი.

1000მ2 მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, ადგილობრივი კოეფიციენტის გათვალისწინების გარეშე, საკუთრების უფლების აღიარების საფასური იქნება

1000X0,24 X5=1 200 ლარი

თუ ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დადგენილი კოეფიციენტი იქნება მაგ: 1,2, მაშინ 1000მ2 მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საფასური იქნება

1000X1,2X0,24X5=1 440 ლარი

სასოლო-სამეურნეო დანინულების მიწის ნაკვეთის ერთ ჰექტარზე საკუთრების უფლების აღიარების საფასური შეადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი მიწის გადასახადის წლიური განაკვეთის ხუთმაგ ოდენობას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლით გადასახადის განაკვეთებია:

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული
ერთეულის დასახელება

საბაზისო განაკვეთი
(ლარი/ჰა)

მიწის ხარისხი

კარგი

მწირი

ქობულეთი

44

24

ხელვაჩაური

44

24

ბათუმი

51

27

ხულო

17

9

შუახევი

13

8

მაგალითად: ქობულეთში კარგი ხარისხის მართლ-ზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საფასური იქნება

44 * 5 = 220 ლარი

თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საფასური შეადგენს:

  • სასოფლო-სამეურნეო მიწის ყოველ ჰექტარზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ათმაგ ოდენობას.

  • არასასოფლო-სამეურნეო მიწის ყოველ ჰექტარზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ოცმაგ ოდენობას, მაგრამ თუ მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ოცმაგი ოდენობა მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე არსებულ ნორმატიულ ასზე მეტია, აშინ გადაიხდება მიწის ყოველ კვადრატულ მეტრზე მოქმედი ნორმატიული ფასი.

შენიშვნა: 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა დაინტერესებულ პირს საკუთრებაში გადაეცემა უსასყიდლოდ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების სოფლად მცხოვრებ კომლებს (ოჯახებს), რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრებაში არ გადასცემიათ მიწის ნაკვეთები, მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან ერთად, ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთე-ბიდან 0,30 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადაეცემათ უსასყიდლოდ.

წალკის მუნიციპალიტეტის სოფლად მუდმივად მცხოვრებ კომლებს (ოჯახებს), რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წალკის მუნიციპალიტეტის ფარგლებში საკუთრებაში არ გადასცემიათ მიწის ნაკვეთები ან/და რომელთაც თვითნებურად აქვთ დაკავებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებიდან 0,30-დან 1 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გად-აეცემათ უსასყიდლოდ.

კომისიის გადაწყვეტილება საკუთრების უფლების აღიარების შესახებ

თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრულ პირობებს, კომისია დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაინტერესებულ პირს უგზავნის წერილობით შეტყობინებას საკუთრების უფლების აღიარების საფასურის შესაბამისი ოდენობისა და მისი სრულად გადახდის ვალდებულების თაობაზე. თუ დაინტერესებული პირი საკუთრების აღიარების საფასურს გადაიხდის წერილობითი შეტყობინებით დადგენილი პირობებითა და ოდენობით, კომისია გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების მთლიანად ან ნაწილობრივ აღიარების თაობაზე და გასცემს საკუთრების უფლების მოწმობას, ასევე, დამოწმებულ საკადასტრო აზომვით ნახაზს, რომელზეც სხვა მონაცემებთან ერთად ასახული უნდა იყოს საკუთრების უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგე-ბობის საზღვრები და ფართობი.

7 უარი საკუთრების უფლების აღიარებაზე

▲ზევით დაბრუნება


დაინტერესებულ პირს კომისიამ შეიძლება უარი უთხრას საკუთრების უფლების აღიარებაზე, თუ:

  • დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის და პრეზიდენტის ბრძანებულების მოთხოვნებს. კერძოდ, არ არის წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტები, მიწა არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას ან თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარება ეწინააღმდეგება ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულოს მიერ მიღებულ სივრცით ტერიტორიულ მოწყობას და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმას;

  • ვერ დგინდება თვითნებურად დაკავების ფაქტი;

  • დაინტერესებულმა პირმა შესაბამის ვადაში და ოდენობით არ გადაიხადა საკუთრების უფლების აღიარების საფასური.

თუ კომისიამ განცხადების განხილვის ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება საკუთრების უფლების აღიარების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, ეს ჩაითვლება მართლზომიერ მფლობელობა ან სარგებლობა არსებულ ან/და თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმად და იგი შეიძლება გასაჩივრდეს ესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში. ამ შემთხვევაში, კომისია ვალდებულია, განცხადების განხილვის ვადის ამოწურვიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში მიიღოს წერილობითი გადაწყვეტილება საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ.

განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც არსებობს კომისიის მიერ მიღებული გადაწ-ყვეტილება, განცხადების განუხილველად დატოვების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება ხელახლა წარდგენილ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

  • ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადების განუხილველად დატოვებას ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ;

  • არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს დაინტერესებული პირისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწ-ყვეტილების მიღებას.

შენიშვნა: საკარმიდამო მიწის ნაკვეთები მათზე განლაგებული ინდივიდუალური სახლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1513- მუხლის მიხედვით, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან, ანუ 1997 წლის 25 ნოემბრიდან ითვლება ამ პირთა კერძო საკუთრებად და მასზე საკუთრების უფლების აღიარება არ არის საჭირო.

ასეთი ნაკვეთების და სახლების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად საჭიროა ამონაწერი საკომლო წიგნიდან და საკარმიდამო მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული სახლის საკადასტრო აზომ-ვითი ნახაზი.