![]() |
სასაზღვრო პოლიციის სახელმძღვანელო საქართველოში ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი სამართალდამცავი ორგანოები |
საავტორო უფლებები: © საქართველოს გაეროს ასოციაცი |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: საქართველოს გაეროს ასოციაცია (იურიდიული კონსულტაციები თავშესაფრის მაძიებელთათვის): მისამართი: თბილისი, დოლიძის 2, საქართველო, ტელ: 822 33 25 16; 822 33 52 16 გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (გლუკ): მისამართი: თბილისი, ყაზბეგის გამზ. 2ა, საქართველო, ტელ: 822 38 02 62; 822 31 1284 |
![]() |
1 თავშესაფრის მაძიებლის დადგენა |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
1.1 1. თავშესაფრის მაძიებლის დადგენა |
▲ზევით დაბრუნება |
თავშესაფრის მაძიებლის თავდაპირველი დადგენა შესაძლოა მოხდეს თუ პირი:
მკაფიოდ გამოხატავს თავშესაფრის ან ლტოლვილის სტატუსის მიღების სურვილს;
პირდაპირ ან ირიბად გამოხატავს წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შიშს და შესაბამისად არ შეუძლია ან არ სურს უკან დაბრუნება.
თუ პირს არ სურს უკან დაბრუნება, მას შემდეგი კითხვები დაუსვით:
რატომ დატოვეთ თქვენი ქვეყანა?
არსებობს თუ არა მიზეზი, რატომაც არ შეგიძლიათ უკან დაბრუნება?
გსურთ მოითხოვოთ ლტოლვილის სტატუსი, თავშესაფარი ან სხვაგვარი დაცვა საქართველოში?
უნდა აღინიშნოს, რომ ყველამ არ იცის „თავშესაფრის“ მიშვნელობა ან საერთოდ არ იცნობს ამ სიტყვას. შესაბამისად, პირმა შეიძლება სხვადასხვა გზით და სიტყვებით გამოხატოს, რომ იგი საჭიროებს დაცვას სხვა ქევყნისაგან.
მესაზღვრე არ უნდა ეცადოს თავშესაფრის მომთხოვნი პირის შიშის რეალურობის და სარწმუნოობის დადგენას. არის თუ არა უცხო ქვეყნიდან შემოსული პირი ლტოლვილი სინამდვილეში ამას უშუალოდ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო განსაზღვრავს.
თუ პირს არ ესმის თქვენი ენა მოიხმეთ თარჯიმანი, ხოლო თუ თქვენს ტერიტორიაზე არ არის შესაბამისი თარჯიმანი, დახმარებისთვის მიმართეთ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს.
გახსოვდეთ, რომ კითხვების დასმა უნდა მოხდეს განცალკევებით და კონფიდენციალურ გარემოში. გაითვალისწინეთ, რომ უცხო ქვეყნიდან შემოსული პირი შესაძლოა განიცდიდეს შოკს ან ტრავმას.
ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით დაადგინეთ შემდეგი:
უცხო ქვეყნიდან შემოსული პირი არის თავშესაფრის მაძიებელი
იხილეთ ქვემოთ;
უცხო ქვეყნიდან შემოსული პირი არ არის თავშესაფრის მაძიებელი
იხილეთ უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონით გათვალისწინებული პროცედურები.
თუ უცხოელის მიერ გაკეთებული განცხადებები გაურკვეველია, მაგრამ მაინც იძლევა შესაძლებლობას აღქმულ იქნეს, როგორც დაცვის მოთხოვნა ან განიმარტოს, როგორც შიშის გამოხატულება ან წარმოშობს სხვაგვარ ეჭვს, პიროვნება მიჩნეულ უნდა იქნეს თავშესაფრის მაძიებლად.
![]() |
1.2 2. ხელმისაწვდომობა და არგაძევების პრინციპი |
▲ზევით დაბრუნება |
პირს, რომელიც თავშესაფრის მაძიებელია არცერთ შემთხვევაში არ უნდა ეთქვას უარი საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე.
არ შეიძლება უცხოელების უკან დაბრუნება, როცა არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იმ ტერიტორიის საზღვრებში მათ ემუქრებათ წამება ან სხვა ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევები. შესაბამისად, არ უნდა მოხდეს თავშესაფრის მაძიებლების გაგზავნა წარმოშობის თუ ნებისმიერ სხვა ქევეყანაში, სადაც ისინი შეიძლება აღმოჩდნენ ამგვარი საფრთხის წინაშე. ასევე, აკძალულია თავშესაფრის მაძიებელთა გაგზავნა ისეთ მესამე ქვეყნებში, საიდანაც შესაძლოა მოხდეს მათი შემდგომი გადაგზავნა წარმოშობის ან სხვა ქვეყანაში, სადაც მათ საფრთხე ემუქრებათ. თავშესაფრის მაძიებლის გაძევება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არსებობს თავშესაფრის მინიჭების შესახებ საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილება.
![]() |
1.3 3. მითითებები კონკრეტული სიტუაციის დროს |
▲ზევით დაბრუნება |
3.1 იდენტიფიკაცია
თუ ვერ ხერხდება თავშესაფრის მაძიებელი პირის იდენტიფიცირება, დაუსვით მას შემდეგი კითხვები:
გაგაჩნიათ თუ არა რაიმე სახის დოკუმენტი?
გაქვთ თუ არა დოკუმენტები თქვენი წარმოშობის ქვეყანაში ან იმ ქვეყანაში
სადაც ბოლოს ცხოვრობდით?
რა დოკუმენტები გქონდათ თან საქართველოში გამომგზავრების დროს?
შეისწავლეთ დოკუმენტები, რომელიც თან აქვს თავშესაფრის მაძიებელს. თუ არსებობს ეჭვი, რომ იგი მალავს სათანადო დოკუმენტებს, სასაზღვრო პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის (მუხლი 15 (3), მუხლი 23) შესაბამისად, პირის ვინაობის დასადგენად შესაძლოა განხორციელდეს ამ პირის და მისი პირადი ნივთების შემოწმება და დათვალიერება. სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე უცხოელთა ინსპექტირებას ასევე ახორციელებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი (მუხლი 7 (ი), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულება).
თუ პირის ვინაობის დადგენა ვერ მოხერხდა :
დაუყონებლივ შეატყობინეთ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს;
თავშესაფრის მაძიებელს აცნობეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მნიშვნელობის შესახებ.
3.2 ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ შემოსვლა
თუ თავშესაფრის მაძიებელი შემოვიდა ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ, სათანადო საბუთების გარეშე ან საზღვრის გადმოკვეთის დადგენილი წესების დარღვევით, დაუსვით მას შემდეგი კითხვები:
როდის დატოვეთ თქვენი წარმოშობის ქვეყანა ან ქვეყანა, სადაც ბოლოს ცხოვრობდით
როგორ ჩამოხვედით საქართველოში?
რომელი ქვეყნები გამოიარეთ?
რამდენი ხანი დაჰყავით ამ ქვეყნებში?
მიმართეთ თუ არა ხელისუფლების ორგანოებს აღნიშნულ ქვეყნებში?
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საერთაშორისო სამართალი და საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს კონკრეტულ გარემოებებს, როდესაც აკრძალულია საზღვრის უკანანოდ გადაკვეთისთვის თავშესაფრის მაძიებელთათვის სისხლის სამართლებრივი სანქციების დაწესება (იხ. ქვემოთ 1951 წლის კონვენციის 31-ე მუხლი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლი). აღნიშნული ნორმებით დაშვებულია პირის ვინაობის დადგენის მიზნით მცირე ვადით დაკავება.
3.3 დაბინავება
თავშესაფრის მაძიებელს უფლება აქვს განთავსებულ იქნეს თავშესაფრის მაძიებელთათვის განკუთვნილ ცენტრში. დაუსვით მას შემდეგი კითხვები :
გეგულებათ თუ არა ადგილი საქართველოში, სადაც შეგიძლიათ გაჩერდეთ?
გყავთ თუ არა მეგობრები ან ნათესავები საქართველოში?
თუ აღმოჩნდება, რომ თავშესაფრის მაძიებელს ესაჭიროება დაბინავება:
აცნობეთ ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს და დაელოდეთ მათ გადაწყვეტილებას.
თუ თავშესაფრის მაძიებელს განცალკევებით სურს ცხოვრება:
ჰკითხეთ მას საცხოვრებელი ადგილის მისამართი•
3.4 ტრანსპორტი
თავშესაფრის მაძიებელი შესაძლოა საჭიროებდეს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში და/ან თავშესაფრის ცენტრში გადაყვანას. ამის დასადგენად ჰკითხეთ მას:
გყავთ თუ არა სატრანსპორტო საშუალება?
გაქვთ თუ არა ფული?•
გჭირდებათ თუ რა ტრანსპორტით უზრუნველყოფა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა გარემოებათა გამო?
თუ აღმოჩნდება, რომ თავშესაფრის მაძიებელს ესაჭიროება ტრანსპორტი:
აცნობეთ ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, რომელიც ორგანიზებას გაუწევს ტრანსპორტირებას.
3.5 განსაკუთრებული საჭიროებების მქონე თავშესაფრის მაძიებლები
შესაძლოა, რომ თავშესაფრის მაძიებელს განსაკუთრებული საჭიროებები გააჩნდეს, რაც მოითხოვს მისი ვინაობის სასწრაფოდ დადგენას და ჩარევას. იმის დასადგენად მიეკუთვნება თუ არა თავშესაფრის მაძიებელი განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ჯგუფს დაუსვით მას შემდეგი კითხვები:
არის თუ არა თავშესაფრის მაძიებელი არასრულწლოვანი, 18 წლამდე პირი, მშობლების ან მზრუნველის გარეშე? აღნიშნულის დადასტურების შემთხვევაში, უნდა მოხდეს თავშესაფრის მაძიებლის განსაკუთრებული დაცვითა და მზრუნველობით გადაუდებლად უზრუნველყოფა.
არის თუ არა ისეთი გარემოებები, რომლებიც მიანიშნებენ, რომ თავშესა• ფრის მაძიებელი შესაძლოა იყოს ტრეფიკინგის მსხვერპლი? აღნიშნული გარემოებების არსებობის შემთხვევაში შეიტანეთ სათანადო ინფორმაცია ჩანაწერში.
ხომ არ აქვს თავშესაფრის მაძიებელს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური? თუ ასეა, მაშინ გააგზავნეთ იგი სასაზღვრო პუნქტთან არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში.
ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ ხანდაზმულ და მდედრობითი სქესის თავშესაფრის მაძიებლებს შესაძლოა გააჩნდეთ სპეიციფიკური საჭიროებები, განსაკუთრებით კი დაბინავებასა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით.
გთხოვთ, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე თავშესაფრის მაძიებლების ყველა კონკრეტული შემთხვევის შესახებ ჩანაწერი გააკეთოთ შესაბამის ოქმში და ფაქტების შესახებ აცნობოთ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების საჭიროების შემთხვევაში (მაგ. უბედური შემთხვევა) მკურნალობის საჭირობას ენიჭება პრიორიტეტი და შესაბამისი ზომები მიღებულ უნდა იქნეს საქმის იურიდიული ასპექტების განხილვამდე.
![]() |
1.4 4. კონფიდენციალურობა |
▲ზევით დაბრუნება |
თავშესაფრის მაძიებელთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია კონფიდენციალური უნდა იყოს. არცერთ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს წარმოშობის ქვეყანასთან, საელჩოსთან ან წარმოშობის ქვეყნის სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან დაკავშირება.
![]() |
1.5 5. პროცედურასთან დაკავშირებული ინფორმაცია |
▲ზევით დაბრუნება |
თავშესაფრის მაძიებელს უნდა გადაეცეს „საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა საინფორმაციო“ ბროშურის ასლი დაბეჭდილი მისთვის გასაგებ ენაზე.
![]() |
1.6 6. საკონტაქტო ინფორმაცია |
▲ზევით დაბრუნება |
უნდა მოხდეს თავშესაფრის მაძიებლის დაუყონებლივი დაკავშირება ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან:
მისამართი: თბილისი, თამარაშვილის 15ა ტელ: 822 31 15 23 საკონტაქტო პირი: ირაკლი კოკაია (ან შემცვლელი) |
საქართველოს გაეროს ასოციაცია (იურიდიული კონსულტაციები თავშესაფრის მაძიებელთათვის):
მისამართი: თბილისი, დოლიძის 2, საქართველო, ტელ: 822 33 25 16; 822 33 52 16
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (გლუკ):
მისამართი: თბილისი, ყაზბეგის გამზ. 2ა, საქართველო, ტელ: 822 38 02 62; 822 31 1284
![]() |
2 სასაზღვრო პოლიციის სახელმძღვანელო საქართველოში ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
2.1 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
წინამდებარე სახელმძღვანელო შექმნილია საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის და მიზნად ისახავს ძირითადი ინფორმაციის მიწოდებას ლტოლვილთა საერთაშორისო სამართლის სტანდარტების, ნორმების და პრინციპების შესახებ, კერძოდ კი, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილთა მოპყრობის და მათი მიღების კუთხით.
საქართველო არის 1951 წლის კონვენციის ლტოლვილის სტატუსის შესახებ და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების წევრი სახელმწიფო. გარდა ამისა, 1998 წელს საქართველომ მიიღო კანონი ლტოლვილთა შესახებ. სახელმძღვანელო მომზადდა ზემოთჩამოთვლილი კანონმდებლობის საფუძველზე.
![]() |
2.2 1. ლტოლვილთა დაცვის ძირითადი პრინციპები |
▲ზევით დაბრუნება |
თავშესაფრის უფლება
1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლი 14:
„ყველა ადამიანს აქვს დევნისგან თავშესაფრის ძიების და სარგებლობის უფლება სხვა ქვეყანაში“
1951 წლის კონვენციის ლტოლვილთა სტატუსის შესახებ პირველი მუხლი აცხადებს, რომ ლტოლვილია ნებისმიერი ადამიანი, ვინც:
„... საფუძვლიანი შიშის გამო, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო, იმყოფება თავისი მოქალაქეობის ქვეყნის გარეთ და არ შეუძლია ან არ სურს ამგვარი შიშის გამო ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით;…“ (მუხლი 1A (2).
დასჯისაგან გათავისუფლების პრინციპი
1951 წლის კონვენცია ლტოლვილთა სტატუსის შესახებ, მუხლი 31.1
„ხელშემკვრელი სახელმწიფოები არ დასჯიან მათ ტერიტორიაზე უკანონო შემოსვლის ან ყოფნისთვის ლტოლვილებს, რომლებიც შემოვიდნენ უშუალოდ იმ ტერიტორიებიდან, სადაც მათ სიცოცხლეს ან თავისუფლებას პირველი მუხლით გათვალისწინებული საშიშროება ემუქრება, უნებართვოდ იმყოფებიან ამ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე - იმ პირობით, რომ ასეთი ლტოლვილები დაუყონებლივ თავად გამოცხადდებიან ხელისუფლების ორგანოებში და სათანადო განმარტებებს წარადგენენ თავისი უკანონო შემოსვლის ან ყოფნის შესახებ.“
არგაძევების პრინციპი
1951 წლის კონვენცია ლტოლვილის სტატუსის შესახებ, მუხლი 33.1
„არცერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო არ გაასახლებს ან დააბრუნებს ლტოლვილს იმ ქვეყნის საზღვარზე, სადაც მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას საფრთხე ემუქრება მისი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების და პოლიტიკური მრწამსის გამო.“
1984 წლის კონვენცია წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ
„არცერთმა მონაწილე სახელმწიფომ არ უნდა გაასახლოს, დააბრუნოს (რეფოულერ) ან გადასცეს რომელიმე პირი სხვა სახელმწიფოს თუ არის სერიოზული საფუძველი ეჭვისათვის, რომ მას იქ დაემუქრება წამების საფრთხე“ (მუხლი 3)
ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების
დაცვის 1950 წლის ევროპის კონვენცია, მუხლი 3
„არავინ არ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას ან არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელს.“
1966 საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური
უფლებების შესახებ, მუხლი 7
„არავინ არ უნდა განიცდიდეს წამებას ან სასტიკ, არაადამიანურ ან მისი ღირსების დამამცირებელ მოპყრობასა თუ სასჯელს.“
![]() |
2.3 2. თავშესაფრის სფეროში არსებული ძირითადი ეროვნული კანონმდებლობა |
▲ზევით დაბრუნება |
ეროვნულ დონეზე თავშესაფრის სამართლებრივი ჩარჩო შედგება შემდეგი აქტებისგან:
საქართველოს 1995 წლის კონსტიტუცია;
1951 წლის კონვენცია ლტოლვილთა სტატუსის შესახებ და მისი 1967 წლის დამატებითი ოქმი;
1950 წლის ევროპული კონვენცია ადამინის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა შესახებ;
საქართველოს მიერ რატიფიცირებული სხვა საერთაშორისო კონვენციები და ხელშეკრულებები;
1998 წლის საქართველოს კანონი ლტოლვილთა შესახებ (ცვლილებები შევიდა 2005, 2006, 2007 წლებში);
2005 წლის კანონი უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ;
საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა დადგენილებები და დებულებები.
კონსტიტუცია
მუხლი 6
2. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
მუხლი 7
სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს.
მუხლი 14
ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.
მუხლი 17
2. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება.
მუხლი 47
1. საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოს მოქალაქის თანაბარი უფლებანი და მოვალეობანი აქვთ, გარდა კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
2. საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილი წესით, საქართველო თავშესაფარს აძლევს უცხოელ მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს.
3. დაუშვებელია სხვა სახელმწიფოს გადაეცეს შემოხიზნული პირი, რომელსაც დევნიან პოლიტიკური მრწამსისათვის, ან იმ ქმედობისათვის, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულად არ ითვლება.
კანონი უცხოელთა სამართლებრივი
მდგომარეობის შესახებ
მუხლი 4
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეუძლია ნება დართოს უცხოელს სახელმწიფო საზღვრის სამგზავრო დოკუმენტის გარეშე გადმოკვეთასა და საქართველოში ყოფნაზე 3 თვემდე ვადით.
მუხლი 16
1. საქართველოში უცხოელის კანონიერად ყოფნის საფუძველია ვიზა, საქართველოში ბინადრობის ნებართვა ან ლტოლვილის სტატუსი (ლტოლვილის მოწმობა), თუ ამ კანონითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან ლტოლვილის მოწმობის მფლობელი უცხოელები ბინადრობის ნებართვის (ლტოლვილის მოწმობის) მოქმედების მთელ პერიოდში საქართველოში შემოდიან და საქართველოდან გადიან უვიზოდ.
მუხლი 48. თავშესაფრის მიცემა
საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში უცხოელებს შეიძლება მიეცეთ თავშესაფარი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
მუხლი 344. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა
1. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 5 წლამდე
2. ამ მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილი: ჯგუფურად, ძალადობით ან ძალადობის მუქარით - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 5 წლამდე
შენიშვნა: ეს მუხლი არ ვრცელდება საქართველოში გადმოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქე-ებზე ან მოქალაქეობის არ მქონე პირებზე, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ხელისუფლებას თავშესაფარს სთხოვს, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.
სხვა კანონები და დებულებები
საქართველოს კანონი საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ
მუხლი 4. სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები და უფლებამოსილებანი
სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, ეს კანონი, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“, „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონები და სხვა შესაბამისი კანონები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
მუხლი 5. სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის ძირითადი პრინციპები
1. სასაზღვრო პოლიციის საქმიანობა ემყარება კანონიერების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, მართლზომიერების, საჯაროობის, აგრეთვე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის პრინციპებს.
2. სასაზღვრო პოლიციის მიერ განსახორციელებელი რამდენიმე სავარაუდო ღონისძიებიდან უნდა აირჩეს ისეთი, რომელიც ყველაზე ნაკლებ ზიანს მიაყენებს საზოგადოებასა და კონკრეტულ პირებს.
მუხლი 7. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლობა სახელმწიფო ორგანოებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან
1. სასაზღვრო პოლიცია მისთვის დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამშრომლობს სახელმწიფო ორგანოებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან.
მუხლი 13. პირის შესახებ ინფორმაციის მოპოვება
1.პირის შესახებ ინფორმაცია მოპოვებული უნდა იქნეს ღიად და უშუალოდ ამ პირისაგან, გარდა ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 19. პირის შესახებ ინფორმაციის გაცემისა და მიღების წესი
1. სასაზღვრო პოლიციას უფლება აქვს, სხვა უწყებებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით, აგრეთვე შეუძლია სხვა უწყებებს გადასცეს პირის შესახებ ინფორმაცია, თუ ეს აუცილებელია სამსახურებრივი ამოცანების შესასრულებლად.
3. სასაზღვრო პოლიციას უფლება აქვს, პირის შესახებ ინფორმაცია გადასცეს უცხო ქვეყნების სახელმწიფო უწყებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, თუ ეს გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ან საჭიროა:
ა) სასაზღვრო პოლიციისათვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად;
ბ) საფრთხის თავიდან ასაცილებლად ან დანაშაულის აღსაკვეთად.
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულება
მუხლი 3. სასაზღვრო პოლიციის უფლებამოსილება
2) სასაზღვრო პოლიცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სასაზღვრო საკითხებში თანამშრომლობს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, საერთაშორისო, საზოგადოებრივ და სხვა ორგანიზაციებთან, მონაწილეობს ტრანსსასაზღვრო დანაშაულებათა და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო საქმიანობაში.
მუხლი 4. სასაზღვრო პოლიციის ძირითადი ამოცანები
თ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის დაცვისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კონტროლი.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დებულება
მუხლი 2. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები და სხვ.
მუხლი 3. დეპარტამენტის თანამშრომლობა სხვა უწყებებთან
დეპარტამენტი თანამშრომლობს სამინისტროს სისტემის ოპერატიულ და სხვა დანაყოფებთან, სხვა სამინისტროებთან და მათ დაქვემდებარებაში მყოფ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და მოქალაქეებთან და სხვ.
მუხლი 7. დეპარტამენტის ამოცანები:
სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე უცხოელთა ინსპექტირება, მიგრაციისა და უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა
საქართველოს კანონი პოლიციის შესახებ
მუხლი 3. პოლიციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1. პოლიციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, საქართველოს კანონები, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტები და სხვა ნორმატიული აქტები.
2. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან და შეთანხმებებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად პოლიცია თანამშრომლობს უცხო ქვეყნების სათანადო სამსახურებთან.
3. საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით პოლიცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან.
მუხლი 4. პოლიციის საქმიანობის პრინციპები
1. პოლიციის საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების, პატივისა და ღირსების დაცვის, ჰუმანიზმისა და საჯაროობის პრინციპებს.
2. პოლიცია მოვალეა პატივი სცეს და დაიცვას პიროვნების უფლებები და თავისუფლებები მიუხედავად მისი მოქალაქეობრივი, სოციალური, ქონებრივი მდგომარეობისა, რასობრივი და ეროვნული კუთვნილებისა, სქესისა, ასაკისა, განათლებისა, ენისა და სარწმუნოებისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა.
3. აკრძალულია პოლიციაში პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნა და მასში მონაწილეობა.
მუხლი 8. პოლიციის მოვალეობები
პოლიცია თავისი ამოცანების განხორციელებისას მოვალეა:
ა) მკაცრად დაიცვას მოქალაქის კანონიერი უფლებები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სათანადო დახმარება აღმოუჩინოს სახელმწიფოს სხვა ორგანოებსა და მოქალაქეებს;
ი) განახორციელოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებთან ურთიერთობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
უ) მიიღოს გადაუდებელი ზომები, თუ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნა, აგრეთვე ავარიის, კატასტროფის, ხანძრის, სტიქიური უბედურებისა და სხვა საგანგებო შემთხვევების დროს უმეთვალყურეოდ დარჩენილი ქონების დასაცავად.
თავშესაფარი
თავშესაფარი არის დაცვის სისტემა, რომელიც ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არმქონე პირებზე და უზრუნველყოფს საქართველოში ლტოლვილად აღიარებული პირების მიმართ არგაძევების პრინციპის გამოყენებას და ასევე იმ უფლებების დაცვას, რომელსაც განსაზღვრავს ლტოლვილთა სამართალი, 1951 წლის კონვენცია და საქართველოს კანონმდებლობა. |
ლტოლვილი
ლტოლვილად ითვლება საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი, რომლისთვისაც საქართველო არ არის მისი წარმოშობის ქვეყანა და რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი მოქალაქეობის ან მუდმივად საცხოვრებელი ქვეყანა, რადგანაც იდევნებოდა რასის, რელიგიის, ეროვნული კუთვნილების, რომელიმე სოციალური ჯგუფის წევრობის ან პოლიტიკური შეხედულების გამო და არ შეუძლია ან არ სურს ისარგებლოს იმ ქვეყნის მფარველობით ასეთი საშიშროების გამო. |
![]() |
2.4 3. სასაზღვრო პოლიციის როლი თავშესაფრის მოპოვების პროცედურებისას |
▲ზევით დაბრუნება |
1. საქართველოს პოლიციის შესახებ კანონის მე-3 და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ კანონის მე-4 მუხლებში ჩამოთვლილია მესაზღვრეთა საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმები, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებები. მაშასადამე, 1951 წლის კონვენცია წარმოადგენს სასაზღვრო და საპატრულო პოლიციის საქმიანობის მარეგულირებელ ერთ-ერთ სამართლებრივ საფუძველს.
2. სასაზღვრო და საპატრულო პოლიციამ უნდა უზრუნველყოს თავშესაფრის უფლება საქართველოს ტერიტორიაზე თავშესაფრის მაძიებელთა შემოშვების გზით. მათ უნდა მიიღონ განაცხადი თავშესაფრის მაძიებელთაგან, როლებიც უკანონოდ შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე (საზღვრის გადმოკვეთის დადგენილი წესის დარღვევით) და განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად მოახდინონ მათი დარეგისტრირება;
დაუშვებელია თავშესაფრის მაძიებლების და ლტოლვილების პასუხისგებაში მიცემა ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონო შემოსვლის ან ყოფნისათვის, განსაკუთრებით კი, მათი დაკავება მხოლოდ უკანონო შემოსვლის ან ქვეყანაში უკანონოდ ყოფნის გამო. |
3. სასაზვრო და საპატრულო პოლიციელმა უნდა აცნობოს მის ხელმძღვანელობას და ასევე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს თავშესაფრის მაძიებლის შესახებ.
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ერთადერთი ორგანოა, რომელიც განიხილავს მოთხოვნას ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას (მისამართი: თბილისი, თამარაშვილის, 15ა ტელ: 822 31 15 23) |
4. სასაზღვრო და საპატრულო პოლიციამ უნდა გააცნოს თავშესაფრის მაძიებელს საქართველოში თავშესაფრის მიღების პროცედურები და ასევე მათი უფლებები. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (გლუკ) მიერ მომზადდა და გამოიცა სპეციალური საინფორმაციო ბუკლეტი, რომელიც არსებობს სხვადასხა ენაზე: სპარსული, თურქული, არაბული, ინგლისური, რუსული და ქართული. ბუკლეტების მოპოვება შესაძლებელია საქართველოს გაეროს ასოციაციის ან გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისებში.
თავშესაფრის მაძიბელს უნდა მიეცეს გლუკ-ის წარმომადგენელთან დაკავშირების საშულება და ასეთი შესაძლებლობის არსებობის შესახებ მას უნდა მიეწოდოს შესაბამისი ინფორმაცია (მისამართი: თბილისი, ყაზბეგის გამზ. 2ა, ტელ: 822 31 12 84) |
5. სასაზვრო და საპატრულო პოლიციას მოეთხოვება იმოქმედოს არგაძევების პრინციპის დაცვით. დაუშვებელია ნებისმიერი თავშესაფრის მაძიებლის გასახლება, გაძევება ან გადაცემა სხვა ქვეყნისათვის თუ არსებობს სერიოზული საფუძველი ეჭვისათვის, რომ მას იქ დაემუქრება არაადამიანური ან დამაცირებელი მოპყრობა ან სასჯელი, მათ შორის წამება.
არგაძევების პრინციპი
არგაძევების პრინციპი ნიშნავს საქართველოს ვალდებულებას არ გადასცეს ან დააბრუნოს ლტოლვილი ნებისმიერი ფორმით იმ ქვეყნის საზღვარზე, სადაც მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას საფრთხე ემუქრება მისი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფი-სადმი კუთვნილების თუ პოლიტიკური მრწამსის გამო; ან სადაც ადგილი აქვს აგრესიას გარედან, ოკუპაციას, უცხო ქვეყნის მხრიდან ჩარევას, შიდა კონფლიქტებს, ადამინის უფლებათა მასიურ დარღვევებს ან სხვა მოვლენებს, რომლებიც მნიშვნელოვნად არყევს საზოგადოებრივ წესრიგს. |
![]() |
2.5 4. ლტოლვილის სტატუსის დადგენის პროცედურა |
▲ზევით დაბრუნება |
I) საქართველოში ჩამოსვლისთანავე თავშესაფრის მაძიებელი უნდა დაუკავშირდეს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს და აცნობოს თავშესაფრის მოთხოვნის განზრახვის შესახებ. თუ პირი უკანონოდ შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე (საზღვრის გადაკვეთის დადგენილი წესის დარღვევით) ე.ი. სათანადო დოკუმენტების გარეშე (პასპორტი და ვიზა) მან დაუყონებლივ (სამი დღის განმავლობაში) უნდა მიმართოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ან შინაგან საქმეთა სამინისტროს ან მათ ტერიტორიულ განყოფილებებს თავშესაფრის მოთხოვნით. თავშესაფრის მაძიებლის ოჯახის ყველა სრულწლოვანმა წევრმა ცალკე უნდა შეიტანოს განაცხადი თავშესაფრის მოთხოვნით. მცირეწლოვანი ბავშვები ერთ-ერთმა მშობელმა უნდა მიუთითოს საკუთარ განაცხადში.
II) თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განაცხადის დარეგისტრირების შემდეგ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო გადასცემს თავშესაფრის მაძიებელს ოფიციალურ ცნობას, რომელიც ადასტურებს, რომ პირი არის თავშესაფრის მაძიებელი და ის კანონიერად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე. ცნობა ძალაშია 4 თვის განმავლობაში და განახლებადია მანამ, სანამ სამინისტრო არ გამოიტანს გადაწყვეტილებას საქმესთან დაკავშირებით.
III) დაუშვებელია საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირის გაძევება ან დაბრუნება მისი წარმოშობის თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, სადაც მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას საფრთხე ემუქრება. რეგისტრაციის ცნობის მქონე თავშესაფრის მაძიებლის გაძევების ან დეპორტაციის შემთხვევაში დაუყონებლივ უნდა ეცნობოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს და გლუკ-ს.
IV) თავშესაფრის მოთხონის შესახებ თითოეული განაცხადი განიხილება უშუალოდ ლტოლვილთა და გასახლების სამინიტროს მიერ, როგორც საქართველოში ლტოლვილთა და თავშესაფრის საკითხებში უფლებამოსილი ორგანოს მიერ. სხვა არცერთ სახელმწიფო ორგანოს არ აქვს უფლებამოსილება განიხილოს, გამოიძიოს ან დაადასტუროს თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განაცხადთან დაკავშირებული ინფორმაცია. თავისი ფუნქციების შესრულებისას სამინისტრო პირველ ეტაპზე გასაუბრებას უტარებს თავშესაფრის მაძიებლებს. გასაუბრება უნდა დაიგეგმოს თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განაცხადის რეგისტრაციის შემდგომ. გასაუბრების მასალები წარმოადგენს ერთადერთ ოფიციალურ ჩანაწერს თავშესაფრის მოთხოვნაზე, რომელიც უნდა განიხილოს საქართველოს მთავრობამ.
V) ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო განიხილავს მოთხოვნას დ განაცხადის შეტანიდან 4 თვის ვადაში გამოიტანს გადაწყვეტილებას. სამინისტრომ შესაძლოა მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილებებიდან ერთ-ერთი:
VI) თუ პირს მიანიჭეს თავშესაფარი (ლტოლვილის სტატუსი), გადაწყვეტილება შედის ძალაში ოფიციალური შეტყობინების - ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წერილი, მიღებიდან მეორე დღეს. 5 დღის განმავლობაში პირს უნდა გადაეცეს დროებითი ბინადრობის მოწმობა, რომელიც ადასტურებს პირის სტატუსს და ცვლის თავშესაფრის მაძიებლის ცნობას. ზემოდ-ხსენებული საბუთები (ცნობა და დროებითი ბინადრობის მოწმობა) წარმოადგენენ საფუძველს საქართველოს ტერიტორიაზე პირის კანონიერად ცხოვრებისთვის. პირებს, რომელთაც მიენიჭათ ლტოლვილის სტატუსი, შეუძლიათ მიიღონ ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი, რომელიც საშუალებას მისცემს მათ დატოვონ საქართველოს ტერიტორია მოგზაურობის მიზნით.
VII) თუ პირს უარი ეთქვა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო წერილობით აცნობებს მას ამის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში. სამინისტროს უარყოფითი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრებულ იქნეს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში. გასაჩივრების პროცესის განმავლობაში პირს უნდა შეეძლოს საქართველოში დარჩენა და არ უნდა მოხდეს მისი გაძევება. |
![]() |
2.6 5. თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილთა სამართლებრივი დაცვის გარანტიები (ლტოლვილთა შესახებ კანონი, მუხლი 8) |
▲ზევით დაბრუნება |
თავშესაფრის მაძიებლები და ლტოლვილები იმყოფებიან სქართველოს დაცვის და მზრუნველობის ქვეშ, შესაბამისად:
დაუშვებელია მათი დაბრუნება საკუთარი სურვილის წინააღმდეგ მათი მოქალაქეობის ან მუდმივად საცხოვრებელ ქვეყანაში;
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მათ შუძლიათ სასამართლოში გაასაჩივრონ სახელმწიფო ორგანოების და თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებანი, რომლებიც ლახავენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ლტოლვილთა უფლებებს.
![]() |
2.7 6. თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილთა უფლებები |
▲ზევით დაბრუნება |
თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილთა უფლებები და მოვალეობები განსაზღვრულია ლტოლვილთა შესახებ საქართველოს კანონის მე-3, მე-5, მე-6 და მე-18 მუხლებში.
თავშესაფრის მაძიებლებს სხვა უფლებებთან ერთად შეუძლიათ:
ისარგებლონ გადაადგილების თავისუფლებით, იცხოვრონ დროებითი ჩასახლების ადგილას და ისარგებლონ კომუნალური მომსახურებით;
მიიღონ სურსათ-სანოვაგის დადგენილი ნორმა;
მიიღონ ერთჯერადი ფულადი ან სხვა სახის დახმარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ოდენობით;
შეიყვანონ შვილი სახელმწიფო სკოლამდელ ან ზოგად- საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
ლტოლვილს სხვა უფლებებთან ერთად შეუძლიათ:
ექვსი თვის განმავლობაში იცხოვროს დროებითი ჩასახლების ადგილას, ისარგებლოს ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ყველა უფლებით და ამავე ვადაში საცხოვრებლად აირჩიოს სამინისტროს მიერ შეთავაზებული დასახლებული პუნქტებიდან ერთ-ერთი, ან ის საცხოვრებელი ადგილი, სადაც ცხოვრობენ მისი ნათესავები, თუ იქნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამ უკანასკნელთა წერილობითი თანხმობა;
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად განცხადებით მიმართოს იუსტიციის სამინისტროს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ;
ნებაყოფლობით დაბრუნდეს მუდმივად საცხოვრებელ ქვეყანაში ან გაემგზავროს სხვა ქვეყანაში;
ისარგებლოს ყველა იმ უფლებით, რომელიც გათვალისწინებულია „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით (V თავი)
![]() |
2.8 7. თავშესაფრის მაძიებელთა დაკავება ან დაპატიმრება |
▲ზევით დაბრუნება |
პირი, რომელიც გაურბის დევნას, თავშესაფრის ქვეყანაში ხშირად უკანონოდ შემოდის, პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და ვიზის გარეშე. „ლტოლვილის“ განმარტების თანახმად, ლტოლვილს არ შეუძლია ისარგებლოს თავისი მოქალაქეობის (მუდმივად საცხოვრებელი) ქვეყნის მფარველობით და შესაბამისად არ აქვს საშუალება მიმართოს აღნიშნული ქვეყნის შესაბამის ორგანოებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა ან პასპორტი) მისაღებად.
აღნიშნული ფაქტი გათვალისწინებულ უნდა იქნეს, როდესაც ადგილი აქვს მათი უფლებების შეზღუდვის მცდელობას, ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლის უფლების ჩათვლით.
ზოგადი წესიდან, რომელიც ასახულია 1951 წლის ლტოლვილთა სტატუსის შესახებ კონვენციის 31-ე მუხლსა და ასევე სხვა საერთაშორისო სამართლებრივ აქტებში, გამონაკლისის სახით თავშესაფრის მაძიებელი შეიძლება დაკავებულ იქნეს ქვემოდჩამოთვლილი მიზეზების გამო, როგორც ამას ითვალისწინებს ეროვნული კანონდებლობა, რომელიც შესაბამისობაშია ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ინსტრუმენტებთან. საერთაშორისო და ადამიანის უფლებათა სამართლის ნორ-მებთან შესაბამისობაში განხორციელებული დაკავება წარმოადგენს გამონაკლისს და ხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამას განსაზღვრავს კანონი და როდესაც აუცილებელია კანონიერი მიზნების მისაღწევად. დაკავებას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მხოლოდ:
პირის ვინაობის დადგენის მიზნით, იმ შემთხვევების ჩათვლით, როდესაც თავშესაფრის მაძიებელს არ გააჩნია სათანადო სამგზავრო დოკუმენტები ან საქართველოში შემოსვლისთვის საჭირო ვიზა ან თუ მან გაანადგურა სამგზავრო ან პირადობის დამადასტურებელი ან სამგზავრო დოკუმენტები ან გამოიყენა ყალბი საბუთები, რათა შეცდომაში შეეყვანა იმ სახელმწიფოს ორგანოები, რომელშიც ის აპირებს თავშესაფრის მოთხოვნას.
ეროვნული უსაფრთხოების ან საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით ე.ი. თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ თავშესაფრის მაძიებელს აქვს კრიმინალური წარსული ან/და კრიმინალური კავშირები, რომელიც საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას ან საზოგადოებრივ წესრიგს.
ასეთი შემთხვევების შესახებ სამართალდამცავმა ორგანოებმა (სასაზღვრო პოლიციის ჩათვლით) დაუყონებლივ უნდა აცნობონ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს და მისცენ საშუალება სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენლებს და გლუკ-ს თავისუფლად დაუკავშირდნენ თავშესაფრის მაძიებელს, რათა მიიღონ განაცხადი თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ და უზრუნველყონ პირის განთავსება მიმღებ ცენტრში. |
![]() |
2.9 8. შესაძლებელია თუ არა, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლი იყოს ავშესაფრის მაძიებელი? |
▲ზევით დაბრუნება |
2006 წელს მიღებული „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ტრეფიკინგის მსხვერპლი შესაძლოა ამავდროულად იყოს თავშესაფრის მაძიებელი. ტრეფიკინგის მსხვერპლს შეიძლება მიეცეს თავშესაფარი საქართველოში თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში მის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას საფრთხე დაემუქრება (მუხლი 20.7).
თუ თქვენ ეჭვობთ, რომ პირი შესაძლოა იყოს ტრეფიკინგის მსხვერპლი საქმე გადაეცით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან არსებულ ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს.