![]() |
გაერთიანებული ერების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია |
|
|
| საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
| ავტორ(ებ)ი: შაღაშვილი მაგული |
| თემატური კატალოგი ადამიანის უფლებები, სამოქალაქო განათლება|ბილები, დეკლარაციები, კონვენციები |
| თარიღი: 2019 |
| კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
| აღწერა: გამარტივებული ვერსია |
![]() |
1 *** |
▲back to top |
გამოცემულია გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ერთობლივი ფონდის ხელშეწყობით. გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს გაეროს შეხედულებებს.
კონვენციის გამარტივებულ ვერსიის შემუშავებაზე მუშაობდა მაგული შაღაშვილი დამოუკიდებელი კონსულტანტი.

![]() |
2 წინასიტყვაობა |
▲back to top |

გაერთიანებული ერების „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია“ არის ქვეყნების შეთანხმება, რომ დაიცვან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები.
![]()
კონვენციის შექმნაში მონაწილეობდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და უფლებების დამცველები სხვადასხვა ქვეყნებიდან.
![]()
კონვენციის ეს ვერსია არ არის ოფიციალური დოკუმენტი. ეს არის სრული ტექსტის ადვილად გასაგები ვარიანტი. ეს დოკუმენტი დაეხმარება მკითხველს გაიგოს, თუ რომელ უფლებებზე საუბრობს კონვენცია და რა ვალდებულებები აქვს ქვეყანას.
![]()
კონვენციის გამარტივებულ ვერსიაში გამოყენებულია შემდეგი შემოკლებული ფორმები:
შშმ ბავშვი - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი
შშმ პირი - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი
გაერო - გაერთიანებული ერები
![]() |
3 კონვენციასთან დაკავშირებული შეკითხვები: |
▲back to top |
რას ნიშნავს ადამიანის
უფლებები?
![]()
ადამიანის უფლებები მოიცავს მის მიმართ სამართლიან, თანასწორ და პატივისცემით მოპყრობას. უფლებები აქვს ყველა ადამიანს.
რა არის კონვენცია?
![]()
კონვენცია არის ქვეყნებს შორის შეთანხმება, რომ ერთნაირად დაიცვან ადამიანის უფლებები.
რას ნიშნავს კონვენციის
რატიფიცირება?
![]()
რატიფიცირება ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ვალდებულია შეასრულოს კონვენციაში მოცემული უფლებები და მოთხოვნები.
![]()
თუ კონვენცია რატიფიცირებულია და ქვეყანა არ ასრულებს ვალდებულებებს, მაშინ დარღვევები შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
![]()
საქართველოს მთვარობამ კონვენციის რატიფიცირება მოახდინა 2013 წელს.
რას ნიშნავს კონვენციის
ხელმოწერა?
![]()
კონვენციის ხელმოწერა ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა პატივს სცემს კონვენციას, მაგრამ არ არის ვალდებული შეასრულოს მისი მოთხოვნები.
როგორ შეგიძლიათ
გამოიყენოთ კონვენცია?
![]()
შეგიძლიათ კონვენციით მონიჭებული უფლებები გააცნოთ სხვა ადამიანებს.
![]()
გაუზიაროთ მთავრობას საკუთარი გამოცდილება. დაიცვათ საკუთარი უფლებები. მაგალითად მთავრობას უთხრათ ან მიწეროთ, თუ როგორ არის დაცული თქვენი უფლებები და რა პრობლემები გაქვთ.
![]()
გაასაჩივროთ თქვენი უფლებების დარღვევა.
![]()
მთავრობას უთხრათ, თუ რა უნდა შეიცვალოს შშმ პირების ცხოვრების გასაუმჯობესებლად.
![]()
მოითხოვოთ მომსახურების და პროგრამის ხარისხის გაუმჯობესება.
![]()
ჩაერთოთ გაეროსთვის გასაგზავნი ანგარიშების მომზადებაში.
![]() |
4 1. კონვენციის მიზანი |
▲back to top |
![]()
შშმ პირთა უფლებების კონვენციის მიზანია დაიცვას შშმ პირთა უფლებები.
![]()
კონვენცია ქვეყნებს ასწავლის, თუ რა უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ შშმ პირებს იგივე უფლებები ჰქონდეთ, რაც აქვს ყველა დანარჩენ ადამიანს.
![]()
შეზღუდული შესაძლებლობა შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის მდგომარეობამ და შემზღუდველმა გარემომ.
![]()
შემზღუდველია გარემო, როდესაც შენობაში ან ავტობუსში ვერ შედის ყველა ადამიანი.
![]()
შეზღუდულია გარემო, როცა შშმ პირების მიმართ სხვა ადამიანებს აქვთ უარყოფითი დამოკიდებულება და არ აძლევენ საშუალებას, რომ მათთან ერთად ისწავლონ და იმუშაონ.
![]() |
5 2. კონვენციაში გამოყენებული ტერმინების განმარტება |
▲back to top |
![]()
კომუნიკაცია - კომუნიკაციის საშუალებით ადამიანები იღებენ და გასცემენ ინფორმაციას. კომუნიკაცია შეიძლება ჩვეულებრივი საუბრით, მოსასმენი ანუ აუდიო საშუალებებით, ტელეფონით, კომპიუტერით და სხვა.
![]()
ენა - ენის საშუალებით ადამიანები ერთმანეთთან საუბრობენ. ენა შეიძლება იყოს სხვადასხვა, მაგალითად ჟესტური ენა.
![]()
დისკრიმინაცია - დისკრიმინაციაა, როცა შშმ პირებს სხვების თანასწორად არ ექცევიან და არ ითვალისწინებენ მათ საჭიროებებს.
![]()
გონივრული მისადაგება - გონივრული მისადაგება ნიშნავს უკვე არსებული შენობების, ტრანსპორტის, ქუჩების და მომსახურებების ცვლილებას იმისთვის, რომ შშმ პირები გამოვიდნენ გარეთ, ისწავლონ, იმუშაონ, გაერთონ და მონაწილეობდნენ მათთვის სასურველ შეკრებებში.
![]()
უნივერსალური დიზაინი - უნივერსალურია დიზაინი, როცა შენობები, ტრანსპორტი, ქუჩები და მომსახურებები თავიდანვე შექმნილია ყველა ადამიანისთვის და არ სჭირდებათ ცვლილება.
![]() |
6 3. კონვენციის ძირითადი პრინციპები |
▲back to top |
კონვენცია აღიარებს, რომ ყველა ადამიანი არის თანასწორი. ის გვეუბნება შემდეგს:
![]()
შშმ პირებს აქვთ ყველა ის უფლება, რაც გააჩნიათ სხვა ადამიანებს.
![]()
შშმ პირებს აქვთ არჩევანის უფლება.
![]()
არ შეიძლება შშმ პირების დისკრიმინაცია.
![]()
შშმ პირებს უნდა ჰქონდეთ თანაბარი შესაძლებლობები.
![]()
შშმ პირები იმსახურებენ პატივისცემას.
![]()
შშმ პირები სხვა ადამიანების მსგავსად უნდა სარგებლობდნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და მომსახურებებით.
![]()
ქალებს და მამაკაცებს უნდა ჰქონდეთ თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები.
![]()
შშმ ბავშვები იმსახურებენ პატივისცემას.
![]() |
7 4. რა უნდა გააკეთონ ქვეყნებმა კონვენციის მიხედვით |
▲back to top |
ქვეყნებმა უნდა შექმნან ისეთი პირობები, რომ შშმ პირებს ყველა თანასწორად და პატივისცემით ეპყრობოდეს.
![]()
უსამართლო კანონები უნდა შეიცვალოს ისეთი კანონებით, რომლებიც შშმ პირების უფლებებს იცავენ.
![]()
სახელმწიფო დოკუმენტებში და პროგრამებში დაცული უნდა იყოს შშმ პირების თანასწორობა.
![]()
მთავრობა და მუნიციპალიტეტები უნდა ასრულებდნენ კონვენციის ვალდებულებებს.
![]()
ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ შშმ პირებს უსამართლოდ არავინ მოექცეს.
![]()
შშმ პირების უნდა შეეძლოთ თავისუფლად გადაადგილება.
![]()
შშმ პირები უნდა იღებდნენ იმ მომსახურებებს, რაც მათ სჭირდებათ სხვების თანასწორად ცხოვრებისთვის.
![]()
შშმ პირებისთვის უნდა შეიქმნას ახალი დამხმარე საშუალებები და ტექნოლოგიები.
![]()
შშმ პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება უნდა ხდებოდეს მათთვის გასაგები ფორმით.
![]()
შშმ პირებისთვის უნდა შეიქმნას თანაბარი შესაძლებლობები. მაგალითად, შშმ პირებს, როგორც ყველა სხვა ადამიანს, საშუალება უნდა ჰქონდეთ მიიღონ სამედიცინო მომსახურება და განათლება. შშმ პირებს უნდა ჰქონდეთ საცხოვრებელი.
![]()
შშმ პირები უნდა მონაწილეობდნენ კანონების და პროგრამების შექმნაში.
![]() |
8 5. თანასწორობა |
▲back to top |
![]()
ქვეყნები ეთანხმებიან იმ აზრს, რომ ყველა ადამიანი არის თანასწორი და აქვთ ერთნაირი უფლებები. არ უნდა ხდებოდს შშმ პირების დისკრიმინაცია.
![]() |
9 6. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების მიმართ თანაბარი მოპყრობა |
▲back to top |
![]()
ქვეყნები აღიარებენ, რომ შშმ ქალებს და გოგონებს ხშირად უსამართლოდ ექცევიან.
![]()
შშმ ქალებს და გოგონებს უნდა ჰქონდეთ განვითარების და თავისუფლად ცხოვრების შესაძლებლობა.
![]() |
10 7. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ თანაბარი მოპყრობა |
▲back to top |
![]()
შშმ ბავშვებს ისეთივე უფლებები აქვთ, როგორც ყველა სხვა ბავშვს.
![]()
ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ითვალსწინებდეს მის საუკეთესო ინტერესს. ბავშვის საუკეთესო ინტერესი ეხება მის უსაფრთხოებას, ჯანმრთელობის დაცვას, განვითარებას და განათლებას.
![]()
ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყონ შშმ ბავშვებს, რომ მათ მიიღონ საჭირო ინფორმაცია და გამოხატონ საკუთარი აზრი.
![]()
ქვეყნები თანხმდებიან, რომ შშმ ბავშვთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის აზრი.
![]() |
11 8. შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ ადამიანებისათვის ინფორმაციის მიწოდება |
▲back to top |
![]()
ქვეყნები ვალდებული არიან ადამიანებს მიაწოდონ ინფორმაცია შშმ პირთა უფლებების და შესაძლებლობების შესახებ.
![]()
ინფორმაციის მიწოდება უნდა ხდებოდეს სხვადასხვა გზით: ჩატარდეს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც შეცვლიან შშმ პირების მიმართ ოჯახის წევრების და სხვა ადამიანების არასწორ დამოკიდებულებას.
![]()
საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია შშმ პირების უნარების და საქმიანობის შესახებ. მაგალითად, სად და როგორ მუშაობენ შშმ პირები.
![]()
ბავშვებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია, რომ შშმ პირებს აქვთ იგივე უფლებები, რაც ყველა სხვა ადამიანს.
![]()
სატელევიზიო გადაცემებში შშმ პირები ღირსეულად და პატივისცემით უნდა იყვნენ წარმოდგენილი.
![]() |
12 9. მისაწვდომობა |
▲back to top |
![]()
ქვეყნებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ შშმ პირები სხვა ადამიანების მსგავსად გადაადგილდებოდნენ და იყენებდნენ შენობებს, ტრანსპორტს, ინფორმაციას, მომსახურებებს, და ტექნოლოგიებს.
![]()
შშმ პირებს უნდა შეეძლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება.
![]()
წარწერები ყველასთვის გასაგები უნდა იყოს. მაგალითად, წარწერა ასოების გარდა შეიძლება გაკეთდეს ბრაილის შრიფტით ან ნახატით.
![]()
საჯარო დაწესებულებებში უნდა მუშაობდენენ შშმ პირების თანმხლები პირი და ჟესტური ენის თარჯიმანი.
![]()
შშმ პირს მისთვის გასაგები ფორმით უნდა მიეწოდოს ინფორმაცია საჯარო მომსახურების შესახებ. ეს ინფორმაცია შეიძლება მიეწოდოთ ბრაილის შრიფტით, ხმოვანი პროგრამით და ადვილად გასაგები ვარიანტით.
![]()
მომსახურებები ისე უნდა დაიგეგმოს, რომ შშმ პირებს არ ჰქონდეთ მომსახურების მიღების პრობლემა.
![]()
მნიშვნელოვანია ადამიანებმა იცოდნენ თუ რას ნიშნავს მისაწვდომობა. ამისთვის უნდა ტარდებოდეს შეხვედრები და ტრენინგები.
![]()
ქვეყნები უნდა ამოწმებდნენ, რამდენად შეუძლიათ შშმ პირებს შესვლა და გადაადგილება საჯარო ადგილებში.
![]()
ქვეყნები უნდა ამოწმებდნენ, რამდენად შეუძლიათ შშმ პირებს საჭირო ინფორმაციის და მომსახურების მიღება.
![]() |
13 10. სიცოცხლის უფლება |
▲back to top |
![]()
შშმ პირებს აქვთ სიცოცხლის ისეთივე უფლება, როგორც სხვა ადამიანებს.
![]()
ქვეყნებმა უნდა შექმნან ისეთი პირობები, რომ შშმ პირებმა თავად მართონ საკუთარი ცხოვრება.
![]() |
14 11. საგანგებო სიტუაციები |
▲back to top |
![]()
ქვეყნები ვალდებულები არიან დაიცვან შშმ პირები საგანგებო სიტუაციების დროს. საგანგებო სიტუაცია შეიძლება შეიქმნას ქარიშხლის, წყალდიდობის, მიწისძვრის, ეპიდემიის ან ომის დროს.
![]()
საგანგებო სიტუაციის დროს, დაუშვებელია შშმ პირების დატოვება დახმარების და თავშესაფრის გარეშე.
![]() |
15 12. კანონის წინაშე თანასწორობა |
▲back to top |
![]()
კანონები უნდა იცავდენენ შშმ პირებს, ისე როგორც იცავენ ყველა სხვა ადამიანს.
![]()
სასამართლო და მოსამართლეები უნდა აღიარებდნენ შშმ პირებს სხვა ადამიანების თანასწორ პირებად და მათ პატივისცემით ექცეოდნენ.
![]()
შშმ პირებს უფლება აქვთ თავად მიიღონ გადაწყვეტილება.
![]()
შშმ პირებს გადაწყვეტილების მიღების დროს შეიძლება დასჭირდეთ მხარდაჭერა. მაგალითად, შშმ პირს გადაწყვეტილების მისაღებად შეიძლება დასჭირდეს ჟესტური ენის თარჯიმანი.
![]()
გადაწყვეტილების მიღების დროს შშმ პირს შეიძლება დასჭირდეს მისი კანონიერი წარმომადგენლის ჩართვა.
![]()
ქვეყანაში უნდა არსებობდეს წესები, თუ რა დროს და როგორ უნდა დაეხმაროს მხარდამჭერი შშმ პირს.
შშმ პირებს აქვთ უფლება ჰქონდეთ საკუთარი ქონება და შემოსავალი.
![]()
შშმ პირებს შეიძლება გადაეცეთ ქონება.
![]()
შშმ პირებს უფლება აქვთ გამოიყენონ საკუთარი ფული.
![]()
შშმ პირებმა შეიძლება ისესხონ ფული ან გააკეთონ დანაზოგი და დააგროვონ ფული.
![]()
არავის აქვს უფლება შშმ პირს წაართვას ქონება ან ფული.
![]() |
16 13. სამართლიანობის მიღწევა |
▲back to top |
![]()
შშმ პირებს აქვთ უფლება მიმართონ სასამართლოს და შეიტანონ საჩივარი.
![]()
შშმ პირებს აქვთ უფლება მონაწილეობდნენ სასამართლოში საქმის განხილვის დროს, როგორც მოწმე ან დამსწრე პირი.
![]()
შშმ პირებს შეიძლება დასჭირდეთ დახმარება სასამართლოში. მაგალითად, შეიძლება საჭირო გახდეს სარჩელის მომზადება ბრაილის შრიფტით. ქვეყანა ვალდებულია ეს დახმარება დროულად მიაწოდოს შშმ პირს.
![]()
სასამართლოს, პოლიციის და სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომლებმა უნდა ისწავლონ, თუ როგორ მოექცნენ შშმ პირებს სამართლიანად და პატივისცემით.
![]() |
17 14. თავისუფლება და უსაფრთხოება |
▲back to top |
![]()
შშმ პირები უნდა იყვნენ თავისუფალი და დაცული, ყველა სხვა ადამიანის მსგავსად.
![]()
დაუშვებელია შშმ პირების თავისუფლების შეზღუდვა და შენობაში ჩაკეტვა. თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ კანონის მიხედვით უნდა ხდებოდეს.
![]()
როდესაც შშმ პირი არღვევს კანონს, მას შეიძლება შეეზღუდოს თავისუფლება, მაგრამ ამ შემთხვევაშიც აუცილებელია კონვენციის გათვალისწინება. მაგალითად, თუ შშმ პირი არის ეტლით მოსარგებლე, მაშინ უნდა მოხდეს ციხის საკნის, საპირფარეშოს და ეზოს ადაპტირება, რათა შეძლოს გადაადგილება.
![]() |
18 15. წამებისა და სასტიკად მოპყრობის აკრძალვა |
▲back to top |
![]()
აკრძალულია შშმ პირების მიმართ ცუდად მოპყრობა ან მათი წამება.
![]()
დაუშვებელია შშმ პირების ჩართვა სამედიცინო და მეცნიერულ ექსპერიმენტებში მათი თანხმობის გარეშე. არ შეიძლება თანხმობის მიღება იძულებით. თუ შშმ პირი ეთანხმება ექსპერმენტში მონაწილეობას, ასეთ დროსაც არ შეიძლება ცუდად მოპყრობა ან წამება.
![]() |
19 16. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მდგომარეობის ბოროტად გამოყენების აკრძალვა |
▲back to top |
![]()
არ შეიძლება შშმ პირებზე ძალადობა და მათი გამოყენება.
![]()
ქვეყნები ვალდებულნი არიან მიიღონ ისეთი კანონები, რომლებიც დაიცავენ შშმ პირებს ძალადობის და გამოყენებისაგან.
![]()
ქვეყნებმა არ უნდა დაუშვან შშმ პირებზე ძალადობა.
![]()
შშმ პირებს სჭირდებათ ინფორმაცია, რომ იცოდნენ რა არის ძალადობა და ვის უნდა მიმართონ მხარდაჭერისთვის.
![]()
შშმ პირებს უნდა ჰქონდეთ მხარდაჭერა საჩივრის მოსამზადებლად.
![]()
ქვეყნებმა უნდა შეამოწმონ შშმ პირთა მომსახურებები და დარწმუნდნენ, რომ შშმ პირებზე არ ხდება ძალადობა.
![]()
ძალადობის მსხვერპლი შშმ პირი უნდა იღებდეს მხარდაჭერას და მომსახურებას, რაც აუცილებელია მისი დაცვისთვის და მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.
![]()
ქვეყნებში უნდა არსებობდეს შშმ პირებზე ძალადობის დადგენის კანონები. შშმ პირებზე მოძალადე ადამიანები უნდა ისჯებოდნენ.
![]()
ქვეყნებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ქალების და ბავშვების მიმართ ძალადობის ფაქტებს.
![]() |
20 17. პიროვნების დაცვა |
▲back to top |
![]()
შშმ პირების სხეული და გონება მათი საკუთრებაა და პატივისცემას იმსახურებს.
![]() |
21 18. გადაადგილების თავისუფლება და მოქალაქეობა |
▲back to top |
![]()
შშმ პირებს აქვთ უფლება თვითონ გადაწყვიტონ თუ სად სურთ ცხოვრება და გადაადგილება.
![]()
შშმ პირებს აქვთ უფლება იყვნენ ქვეყნის მოქალაქეები. მათ არ უნდა ჩამოერთვათ მოქალაქეობა შეზღუდული შესაძლებლობის გამო.
![]()
შშმ პირებს სხვა ადამიანების მსგავსად უნდა ჰქონდეთ საჭირო დოკუმენტები, მაგალითად პირადობის მოწმობა და პასპორტი.
![]()
შშმ პირებს შეუძლიათ დატოვონ ნებისმიერი ქვეყანა, მათ შორის საკუთარი ქვეყანა.
![]()
შშმ ბავშვებს უფლება აქვთ დაბადებიდან ჰქონდეთ სახელი და გვარი და გახდნენ მოქალაქეები.
![]()
თუ შშმ ბავშვი არ ცხოვრობს საკუთარ ოჯახში, მას შეიძლება ჰქონდეს ინფორმაცია საკუთარი მშობლების და ოჯახის შესახებ.
![]() |
22 19. დამოუკიდებელი ცხოვრება |
▲back to top |
ქვეყნებმა უნდა შექმნან ისეთი პირობები, რომ შშმ პირებმა იცხოვრონ დამოუკიდებლად.
![]()
შშმ პირებმა თვითონ უნდა გადაწყვეტონ სად სურთ ცხოვრება და ვისთან სურთ ცხოვრება.
![]()
შშმ პირებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ იცხოვრონ თუ არა ცალკე. მაგალითად, იცხოვრონ დამოუკიდებლად ან იცხოვრონ პატარა ზომის სახლებში სხვა შშმ პირებთან ერთად.
![]()
შშმ პირებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ სჭირდებათ თუ არა პირადი ასისტენტის მომსახურება.
![]()
შშმ პირებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ თავად შეარჩიონ საჭირო მომსახურება. მაგალითაც რეაბილიტაცია ან დღის ცენტრი.
![]()
შშმ პირებმა უნდა მიიღონ ხარისხიანი მომსახურება.
![]() |
23 20. მობილობა/გადაადგილება |
▲back to top |
![]()
ქვეყნებმა მაქსიმალურად უნდა შეუწყონ ხელი შშმ პირების დამოუკიდებლად გადაადგილებას.
![]()
ქვეყანამ ხელი უნდა შეუწყოს შშმ პირებს, რომ ისინი გადაადგილდებოდნენ დამხმარე საშუალებებით. დამხმარე საშუალება შეიძლება იყოს ეტლი, თეთრი ხელჯოხი ან ყავარჯენი.
![]()
შშმ პირებმა გადაადგილებისთვის უნდა მიიღონ ხარისხიანი დამხმარე საშუალებები. დამხმარე საშუალებები თავად უნდა შეარჩიოს შშმ პირმა და ისინი უნდა იყოს მისაწვდომი.
![]()
შშმ პირებს უნდა ასწავლიდნენ, თუ როგორ გამოიყენონ დამხმარე საშუალებები.
![]() |
24 21. საკუთარი აზრის გამოხატვა და ინფორმაციაზე მისაწვდომობა |
▲back to top |
ქვეყნებმა უნდა შექმნან ყველა პირობა იმისთვის, რომ შშმ პირებს ჰქონდეთ ინფორმაციის მიღების და საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება.
![]()
შშმ პირების ნაწილს შეიძლება დასჭირდეს ინფორმაციის მარტივი ფორმით მიწოდება. მაგალითად, შშმ პირებს ინფორმაცია შეიძლება მიეწოდოთ გამარტივებული ვარიანტით, სადაც მოცემულია მოკლე ტექსტი და ნახატი.
![]()
ინფორმაციის მიწოდება ასევე უნდა ხდებოდეს ჟესტების ენით, ბრაილის შრიფტით ან აუდიო ჩანაწერებით.
![]()
მომსახურების მიმწოდებელმა ორგანიზაციებმა შშმ პირებს ინფორმაცია გასაგები ფორმით უნდა მიაწოდონ.
![]()
ტელევიზიებმა და ინტერნეტ-მედიამ ინფორმაცია შშმ პირებისთვის გასაგები ენით და ფორმით უნდა გაავრცელონ.
![]()
უნდა ხდებოდს ჟესტური ენის გამოყენების მხარდაჭერა.
![]() |
25 22. პირადი სივრცე |
▲back to top |
![]()
შშმ პირებს უფლება აქვთ, ჰქონდეთ პირადი ცხოვრება. არავის აქვს უფლება ჩაერიოს მათ პირად ცხოვრებაში.
![]()
არავის აქვს უფლება, შეამოწმოს და გააკონტროლოს შშმ პირების პირადი მიმოწერა ან სატელეფონო საუბრები, თუ ამას კანონი არ მოითხოვს.
![]()
ქვეყნები ყველაფერს უნდა აკეთებდნენ იმისთვის, რომ შშმ პირების პერსონალური ინფორმაცია დაცული იყოს. პერსონალური ინფორმაცია არის პირადი ნომერი, ბანკის ანგარიშის ნომერი, ჯანმრთელობისა და რეაბილიტაციის ჩანაწერები.
![]() |
26 23. საცხოვრებლის და ოჯახის პატივისცემა |
▲back to top |
![]()
ქვეყნებმა უნდა დაიცვან შშმ პირების ქორწინების, ოჯახის შექმნის და პირადი ურთიერთობების ქონის უფლება.
![]()
ქვეყნებმა უნდა შექმნან ისეთი პირობები, რომ შშმ პირებს შეეძლოთ ოჯახის შექმნა.
![]()
შშმ პირებს უნდა ჰქონდეთ უფლება, რომ თავად გადაწყვიტონ რამდენი შვილი ეყოლებათ. თავად შშმ პირის სურვილის გარეშე, არავის აქვს უფლება შეუჩეროს მას შვილის გაჩენის (რეპროდუქციის) თუ ყოლის შესაძლებლობა.
![]()
შვილების აღზრდის პროცესში შშმ პირებს უნდა ჰქონდეთ საჭირო მხარდაჭერა.
![]()
ქვეყნებმა დახმარება უნდა გაუწიონ შშმ ბავშვებს და მათ ოჯახებს.
![]()
შშმ ბავშვები უნდა იზრდებოდნენ საკუთარ ოჯახში. შშმ ბავშვი შეიძლება დაშორდეს საკუთარ ოჯახს მხოლოდ მაშინ, თუ ოჯახში დატოვებით ბავშვის სიცოცხლესა და განვითარებას საფრთხე ემუქრება.
![]()
ბავშვები არ უნდა დააშორონ მშობლებს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ან მათ მშობლებს შეზღუდული შესაძლებლობა აქვთ.
![]() |
27 24. განათლება |
▲back to top |
შშმ პირებს აქვთ განათლების მიღების უფლება.
ქვეყნებმა უნდა შექმნან პირობები, იმისთვის რომ შშმ პირებმა ისწავლონ საჯარო სკოლებში; გააგრძელონ სწავლა მთელი ცხოვრების მანძილზე.
![]()
შშმ პირებს არ უნდა ეკრძალებოდეთ განათლების რომელიმე საფეხურზე სწავლა.
![]()
შშმ პირები არ უნდა იხდიდნენ სწავლის საფასურს საჯარო საბავშვო ბაღებსა და სკოლებში.
![]()
შშმ პირებმა სწავლის პროცესში უნდა მიიღონ მხარდაჭერა.
![]()
საჭიროების შემთხვევაში შშმ პირებმა უნდა ისწავლონ ბრაილის შრიფტით.
![]()
სასწავლო მასალა უნდა არსებობდეს აუდიოჩანაწერების სახითაც.
![]()
საჭიროების შემთხვევაში, შშმ პირებმა უნდა შეისწავლონ ჟესტური ენა. ჟესტური ენა აღიარებული უნდა იყოს ყრუ ადამიანების ენად.
![]()
უსინათლო, ყრუ და ყრუ-უსინათლო ადამიანებს სწავლის პროცესში უნდა ჰქონდეთ მხარდაჭერა.
![]()
მასწავლებლებმა უნდა იცოდნენ, თუ როგორ ასწავლონ შშმ ბავშვებს.
![]()
თუ ზრდასრული ასაკის შშმ პირებს სურთ სწავლის გაგრძელება, მაშინ მათ ქვეყნისგან უნდა მიიღონ მხარდაჭერა.
![]() |
28 25. ჯანმრთელობა |
▲back to top |
შშმ პირებს აქვთ უფლება იყვნენ ჯანმრთელები და მიიღონ სამედიცინო მომსახურებება.
![]()
შშმ პირები უნდა იღებდნენ ყველა იმ სამედიცინო მომსახურებას, რაც ნებისმიერ ადამიანს სჭირდება.
![]()
შშმ პირები უნდა იღებდნენ იმ სამედიცინო მომსახურებებს, რაც სჭირდებათ შეზღუდული შესაძლებლობის გამო.
![]()
სამედიცინო მომსახურება ახლოს უნდა იყოს შშმ პირის საცხოვრებელ ადგილთან.
![]()
შშმ პირებს უარი არ უნდა უთხრან მკურნალობაზე მათი შეზღუდული შესაძლებლობის გამო.
![]()
შშმ პირებს აქვთ უფლება დააზღვიონ საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
![]() |
29 26. აბილიტაცია და რეაბილიტაცია |
▲back to top |
აბილიტაციის და რეაბილიტაციის პროგრამები ადამიანებს ეხმარება უნარების გაუმჯობესებაში. თუ შშმ პირი იღებს ამ პროგრამას, მან შეიძლება უკეთ შეძლოს გადაადგილება, საკუთარი თავის მოვლა, სხვა ადამიანებთან კომუნიკაცია და ახალ გარემოსთან შეგუება.
![]()
ქვეყანა შშმ პირების საჭიროებების შესახებ ინფორმაციას უნდა აგროვებდეს მათი ბავშვობის ასაკიდან.
![]()
მომსახურებები უნდა ითვალისწინებდეს შშმ პირების საჭიროებებს.
![]()
მომსახურებები შშმ პირების საცხოვრებელ ადგილთან ახლოს უნდა იყოს.
![]()
მომსახურებების სპეციალისტები უნდა იყვნენ მომზადებულნი, რათა შშმ პირებს კარგი მომსახურება გაუწიონ.
![]()
აბილიტაციის და რეაბილიტაციის პროგრამების დროს გამოყენებული უნდა იყოს კარგი ხარისხის დამხმარე საშუალებები.
![]() |
30 27. დასაქმება |
▲back to top |
შშმ პირებს მუშაობის ისეთივე უფლება აქვთ, როგორც ყველა სხვა ადამიანს.
![]()
საჭიროა ისეთი კანონების შექმნა, რომლებიც მოითხოვენ შშმ პირების მიმართ თანასწორ მოპყრობას სამსახურში.
![]()
შშმ პირებს უნდა ჰქონდეთ ისეთი სამუშაო უფლებები და ხელფასი, როგორიც აქვთ სხვა ადამიანებს.
![]()
შშმ პირებს უნდა ჰქონდეთ პროფკავშირებში გაერთიანების შესაძლებლობა.
![]()
ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყონ შშმ პირების ჩართულობას პროფესიული სწავლების პროგრამებში.
![]()
შშმ პირებს უნდა ჰქონდეთ მხარდაჭერა, როდესაც ეძებენ სამსახურს ან უნდათ სამსახურის შენარჩუნება.
![]()
შშმ პირებმა უნდა მიიღონ მხარდაჭერა საკუთარი ბიზნესის დასაწყებად.
![]()
ქვეყნებმა უნდა შეუწყონ ხელი შშმ პირების სახელმწიფო დაწესებულებებსა და მუნიციპალიტეტებში დასაქმებას.
![]()
ქვეყნები უნდა დაეხმარონ კერძო ორგანიზაციებს, რომ მათ დაასაქმონ შშმ პირები.
![]()
სამუშაო გარემო და პირობები უნდა ითვალისწინებდეს შშმ პირების საჭიროებებს.
![]()
შმმ პირები დაცული უნდა იყვნენ, რათა ისინი არავინ ამუშაოს იძულებით, ხელფასის გარეშე.
![]() |
31 28. ცხოვრების პირობები და სოციალური დაცვა |
▲back to top |
![]()
შშმ პირებს და მათ ოჯახებს უფლება აქვთ ჰქონდეთ ცხოვრების კარგი პირობები და სოციალური დაცვა. ცხოვრების პირობებში იგულისხმება საკვები, სუფთა წყალი, საცხოვრებელი, ტანსაცმელი. სოციალური დაცვის პროგრამებია ფულადი დახმარება, დამხმარე საშუალებები და სოციალური მომსახურებები.
![]()
შშმ პირებმა უნდა მიიღონ მხარდაჭერა ცხოვრების პირობების და სოციალური დაცვის გასაუმჯობესებლად.
![]()
მომსახურებების და დამხმარე საშუალებების ღირებულება მისაწვდომი უნდა იყოს შშმ პირებისთვის.
![]()
შშმ პირებს, განსაკუთრებით გოგონებს, ქალებს და ხანდაზმულებს უნდა ჰქონდეთ ცხოვრების კარგი პირობები.
![]()
სიღარიბეში მცხოვრებმა შშმ პირებმა უნდა მიიღონ სოციალური დახმარება, რაც აუცილებელია შეზღუდულ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად.
![]()
თუ შშმ პირს არ აქვს საცხოვრებელი, მაშინ მას უნდა დაეხმაროს სახელმწიფო. შშმ პირი არ უნდა ცხოვრობდეს ქუჩაში.
![]()
შშმ პირებმა სხვების მსგავსად უნდა მიიღონ სახელმწიფო პენსია.
![]() |
32 29. პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა |
▲back to top |
შშმ პირებს უფლება აქვთ მონაწილეობდნენ პოლიტიკაში და საზოგადოებრივ ღონისძიებებში.
![]()
შშმ პირებს უნდა ჰქონდეთ მხარდაჭერა, რომ სურვილის შემთხვევაში გახდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ან პოლიტიკური პარტიების წევრები.
შშმ პირებს უფლება აქვთ მონაწილეობდნენ არჩევნებში. ამისთვის უნდა გაკეთდეს შემდეგი:
![]()
ხმის მიცემის პროცესი მარტივი და გასაგები უნდა იყოს.
![]()
ხმის მიცემის პროცესი უნდა იყოს ფარული. არავინ უნდა ჩაერიოს შშმ პირის გადაწყვეტილებაში.
![]()
თუ შშმ პირს არჩევნებში მონაწილეობისას სჭირდება მხარდამჭერის დახმარება, მაშინ ეს უნდა მოხდეს მისთვის სასურველი ფორმით.
![]()
სურვილის შემთხვევაში შშმ პირებს საშუალება უნდა ჰქონდეთ თავად იყვნენ პარლამენტის ან საკრებულოს წევრობის კანდიდატები და იყარონ კენჭი.
![]() |
33 30. სპორტი და თავისუფალი დრო |
▲back to top |
![]()
შშმ პირებს უფლება აქვთ მონაწილეობდნენ სპორტულ და გასართობ ღონისძიებებში, სხვა ადამიანების თანასწორად.
![]()
გადაცემები და ფილმები შეიძლება გაკეთდეს ჟესტური ენების თარჯიმნის ან სუბტიტრების (ეკრანზე მოძრავი ტექსტის) თანხლებით. თეატრების და კინოთეატრების შენობები შეიძლება ისე შეიცვალოს, რომ შშმ პირებმა შეძლონ შენობაში შესვლა.
![]()
მუზეუმებში უნდა იყოს აუდიო მოწყობილობა, რომელიც ნახატის ან ქანდაკების ისტორიას ჰყვება.
![]()
წიგნები შეიძლება იყოს დაბეჭდილი ბრაილის შრიფტით ან იყოს წიგნის აუდიოჩანაწერი.
![]()
შშმ პირებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ გამოხატონ საკუთარი შესაძლებლობები ხელოვნებაში.
![]()
სპორტული, ტურისტული და გასართობი ადგილების გარემო და ინფორმაცია მისაწვდომი უნდა იყოს შშმ პირებისთვის.
![]()
შშმ პირებს საშუალება უნდა მიეცეთ მონაწილეობდნენ სპორტის ჩვეულებრივ სახეობებში.
![]()
შშმ პირებს საშუალება უნდა ჰქონდეთ მონაწილეობდნენ მათთვის სპეციალურად ორგანიზებულ სპორტულ და გასართობ ღონისძიებებში.
![]()
შშმ ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ხელშეწყობა, რომ მონაწილეობდნენ მათთვის სასურველ და შესაფერის ღონისძიებებში.
![]() |
34 31. ინფორმაცია |
▲back to top |
![]()
ქვეყნებმა უნდა მოიძიონ ის საჭირო ინფორმაცია, რაც დაეხმარება კონვენციის განხორციელებას. მაგალითად, ეს ინფორმაცია შეიძლება ეხებოდეს შშმ პირების რაოდენობას ან მათ საჭიროებებს.
![]()
შშმ პირის პირადი ინფორმაცია უნდა იყოს ისეთ ადგილას შენახული და დაცული, რომ ის სხვა ადამიანებმა არ ნახონ და წაიკითხონ.
![]() |
35 32. ქვეყნების ერთობლივი მუშაობა |
▲back to top |
კონვენციის შესასრულებლად ქვეყნები თანხმდებიან შემდეგი ვალდებულებების შესრულებაზე:
![]()
ქვეყნების თანამშრომლობის პროცესში ჩართული უნდა იყვნენ შშმ პირები.
![]()
ქვეყნებს შორის ინფორმაცია ისე უნდა იყოს გაზიარებული, რომ ყველა ადამიანმა შეძლოს ამ ინფორმაციის მიღება და გამოყენება.
![]()
ქვეყნებმა შეიძლება იმუშაონ ერთობლივად კვლევების მიმართულებით და გაუზიარონ ერთმანეთს კვლევის შედეგები. მაგალითად, კვლევები შეიძლება ეხებოდეს ახალი დამხმარე საშუალებების შექმნას.
![]() |
36 33. კონვენციის მოთხოვნების შესრულება |
▲back to top |
კონვენციის მოთხოვნების შესრულება არის მთავრობის მოვალეობა.
![]()
მთავრობაში უნდა არსებობდეს ორგანო, რომელიც უხელმძღვანელებს სამინისტროებს და დაავალებს კონვენციის მოთხოვნების შესრულებას.
![]()
მთავრობამ უნდა დაასახელოს სამთავრობო ორგანო, რომელიც შეამოწმებს თუ როგორ სრულდება კონვენციის მოთხოვნები.
![]()
შშმ პირები უნდა მონაწილეობდნენ კონვენციის შესრულების შემოწმების (მონიტორინგის) პროცესში.
![]() |
37 34. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კომიტეტი |
▲back to top |
![]()
ქვეყნები ირჩევენ შშმ უფლებების კომიტეტს, რომელიც აკვირდება კონვენციის მოთხოვნების შესრულებას მსოფლიოში. კომიტეტი მუშაობს გაეროში.
![]() |
38 35. ქვეყნების ანგარიშები |
▲back to top |
![]()
ყოველი ქვეყანა ვალდებულია მოამზადოს ანგარიში, სადაც აღწერილია თუ როგორ სრულდება კონვენცია და შშმ პირთა უფლებების დაცვა.
![]()
შშმ პირთა კომიტეტი ეუბნება ქვეყნებს თუ რა ინფორმაცია უნდა შეიტანონ ანგარიშში.
![]()
მთავრობა პირველ ანგარიშს უგზავნის შშმ პირთა უფლებების კომიტეტს კონვენციის რატიფიცირებიდან 2 წლის შემდეგ.
![]()
პირველი ანგარიშის შემდეგ, თითოეული ქვეყანა ყოველ 4 წელში ერთხელ ამზადებს ანგარიშს. შშმ პირთა კომიტეტმა შეიძლება მოითხოვოს ანგარიშის მომზადება 4 წელზე უფრო ადრეც.
![]() |
39 36. ანგარიშების განხილვა |
▲back to top |
შშმ პირთა უფლებების კომიტეტი განიხილავს ქვეყნის ანგარიშს და მთავრობას აძლევს რეკომენდაციებს და შენიშვნებს.
![]()
თუ ქვეყანა აგვიანებს ანგარიშის გაგზავნას კომიტეტში, მაშინ შშმ პირთა უფლებების კომიტეტს შეუძლია გააფრთხილოს ქვეყანა, რომ 3 თვის შემდეგ ის თავად შეისწავლის ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას.
![]()
ყველა ადამიანს ხელი უნდა მიუწვდებოდეს ქვეყნების ანგარიშზე.
![]()
ქვეყანა ვალდებულია ადამიანებს გააცნოს ანგარიში და შშმ პირთა უფლებების კომიტეტის მიერ გამოგზავნილი შენიშვნები და რეკომენდაციები.
![]() |
40 37. შშმ პირთა უფლებების კომიტეტის და ქვეყნების ერთობლივი მუშაობა |
▲back to top |
![]()
ქვეყნები თანამშრომლობენ შშმ პირთა უფლებების კომიტეტთან. აწვდიან მას საჭირო ინფორმაციას.
![]()
კომიტეტი ამზადებს ისეთ რჩევებს და რეკომენდაციებს, რაც ქვეყნებს შშმ პირთა უფლებების უკეთესად დაცვაში დაეხმარება.
![]() |
41 38. შშმ პირთა უფლებების კომიტეტის მუშაობა სხვა ორგანიზაციებთან |
▲back to top |
![]()
კონვენციის მოთხოვნების შესასრულებლად მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყანამ და ორგანიზაციამ ერთმანეთთან ითანამშრომლოს.
![]()
შშმ პირთა უფლებების კომიტეტმა შეიძლება სთხოვოს სხვა უფლებადამცველ ორგანიზაციებს, რომ მათ შეაფასონ კომიტეტის საქმიანობა.
![]() |
42 39. შშმ პირთა უფლებების კომიტეტის ანგარიში |
▲back to top |
![]()
გაეროს ძირითადი ორგანო არის გენერალური ასამბლეა. გენერალურ ასამბლეაში მუშაობენ გაეროს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები.
![]()
შშმ პირთა უფლებების კომიტეტი ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ამზადებს ანგარიშს გენერალური ასამბლეისთვის. ანგარიშში აღწერილია, თუ როგორ ასრულებენ სხვადასხვა ქვეყნები კონვენციის მოთხოვნებს.
![]() |
43 40. კონვენციის წევრი ქვეყნების შეხვედრა |
▲back to top |
![]()
კონვენციის წევრი ქვეყნები ხშირად აწყობენ შეხვედრებს და განიხილავენ თუ როგორ სრულდება კონვენცია.
![]()
ქვეყნების პირველი შეხვედრა უნდა გაიმართოს კონვენციის ამოქმედებიდან 6 თვეში. მომდევნო შეხვედრებს გაეროს გენერალური მდივანი აწყობს ყოველ 2 წელში ერთხელ.
![]()
გაეროს გენერალური მდივანი არის გაეროს ხელმძღვანელი, რომელიც პასუხისმგებელია გენერალური ასამბლეის მუშაობაზე.
![]() |
44 41. ყველა ანგარიშისა და ინფორმაციის შენახვა |
▲back to top |
![]()
გაეროს გენერალური მდივანი ინახავს კონვენციასთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას და ანგარიშს.
![]() |
45 42. კონვენციის ხელმოწერა |
▲back to top |
![]()
ყველა ქვეყანას შეუძლია მოაწეროს ხელი ამ კონვენციას.
![]()
კონვენციაზე ხელმოწერა დაიწყო 2007 წლის 30 მარტიდან გაეროს სათავო ოფისში (გაეროს შტაბ-ბინაში), რომელიც ნიუ-ორკში მდებარეობს.
![]() |
46 43. შეთანხმება და დამტკიცება |
▲back to top |
![]()
კონვენციის ხელმოწერის შემდეგ, ქვეყნები იღებენ გადაწყვეტილებას, თუ როდის მოხდეს კონვენციის რატიფიცირება. რატიფიცირების შემდეგ მთავრობა იწყებს კონვენციის მოთხოვნების შესრულებას.
![]()
ქვეყნებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ კონვენციაზე ხელმოწერა.
![]() |
47 44. ქვეყნების ჯგუფები |
▲back to top |
![]()
ზოგი ქვეყანა გაერთიანებულია სხვადასხვა დიდ ორგანიზაციაში, მაგალითად, ევროკავშირში. ამ დიდ ორგანიზაციებს ასევე შეუძლიათ შეურთდნენ კონვენციას.
![]() |
48 45. როდის შედის კონვენცია ძალაში |
▲back to top |
![]()
კონვენცია რომ შევიდეს ძალაში, ამისთვის საჭიროა 20 ქვეყნის ხელმოწერა. ამ ხელმოწერებიდან 1 თვის შემდეგ (30 დღის შემდეგ) კონვენცია ითვლება ოფიციალურ დოკუმენტად.
![]() |
49 46. კონვენციის მოთხოვნების დაცვა |
▲back to top |
![]()
ქვეყანა თუ აწერს ხელს კონვენციას, მაშინ ის აღიარებს კონვენციის ყველა მოთხოვნას.
![]() |
50 47. კონვენციაში შესწორებებისა და ცვლილებების შეტანა |
▲back to top |
![]()
ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია მოითხოვოს კონვენციაში შესწორების შეტანა. ამისთვის ქვეყანამ წერილობით უნდა მიმართოს გენერალურ მდივანს. გენერალური მდივანი სხვა ქვეყნებს აცნობს ამ მიმართვას.
![]()
ქვეყნები გადაწყვეტენ, საჭიროა თუ არა კონვენციის შესწორება.
![]() |
51 48. კონვენციიდან გასვლა |
▲back to top |
![]()
ქვეყანას შეუძლია გავიდეს კონვენციიდან. ამისთვის ქვეყნის მთავრობა უგზავნის წერილს გაეროს გენერალურ მდივანს. ქვეყანას კონვენციიდან გასვლა შეუძლია განცხადებიდან 1 წლის შემდეგ.
![]() |
52 49. კონვენციის ადვილად გასაგები ფორმატი |
▲back to top |
![]()
ეს კონვენცია მისაწვდომი უნდა იყოს ადვილად გასაგები ვარიანტითაც.
![]() |
53 50. კონვენცია სხვა ენებზე |
▲back to top |
![]()
კონვენცია იბეჭდება არაბულ, ჩინურ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და ესპანურ ენებზე და თითოეულ მათგანს თანაბარი ძალა აქვს.
![]() |
54 კონვენციის გამარტივებული ვერსიის შემუშავებისთვის გამოყენებულია შემდეგი წყაროები: |
▲back to top |
1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ https://matsne.gov.ge/ka/document/view/2334289?publication=0
2. Child-Friendly Text UN Disability Convention (2007). UNICEF & The Victor Pienda Foundation.
3. Easy Read: The United Nations Conventionon the Rights of Peoplewith Disabilities: What does it mean for you? (2010). Equality and Human Rights Commission.
4. International agreement on the rights of disabled people: EasyRead. United Nations Enable. https://assets.publishing.service.gov.uk/government/uploads/system/uploads/attachment_data/file/345108/easy-read-unconvention.pdf
5. IT'S ABOUT ABILITY: An explanation of the Convention on the Rights of Persons with Disabilities (2008). United Nations Children's Fund (UNICEF).
6. The Right to Make Choices: International Laws and Decision-Making by People with Disabilities. Part 4: Convention on the Rights of Persons with Disabilities, Easy Read Edition. (2016) Autistic Self Advocacy Network.
7. What is the UN Convention on the Rights of Persons with Disabilities? (2011). Easy Read version produced for the Human Rights Commission.






