
![]() |
||||||||
|
![]() |
საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: თვალჭრელიძე ა. , სილაგაძე ა. , ქეშელაშვილი გ. , გეგია დ. |
თემატური კატალოგი ეკონომიკა |
წყარო: ISBN 978-9941-416-80-4 |
საავტორო უფლებები: © ფონდი ღია საზოგადოება საქართველო |
თარიღი: 2011 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: მდგრადი განვითარების საერთაშორისო ფონდი - საქართველო გამომცემლობა „ნეკერი“, თბილისი, 2011 წინამდებარე ნაშრომი აანალიზებს საქართველოს ამჟამინდელ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და მისი განვითარების პროგრამას შეიცავს. ნაშრომში განხილულია საქართველოს ბუნებრივი რესურსები; მისი დემოგრაფიული სურათი; დასაქმება და უმუშევრობა; საქართველოს ეკონომიკის რეტროსპექტული და შედარებითი ანალიზი; საქართველოს მეწარმეობის დარგობრივი მიმოხილვა; საქართველოს ფინანსურ-საკრედიტო სექტორი; საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა; საქართველოს სოციალური უსაფრთხოება; საქართველოს როლი საერთაშორისო თანამეგობრობაში. ყველა საქმიანი შენიშვნა და წინადადება ავტორების მიერ გათვალისწინებული იქნება მომავალ მუშაობაში. რედაქტორები: ალექსანდრე თვალჭრელიძე, ვლადიმერ პაპავა და ავთანდილ სილაგაძე ამ ნაშრომში გამოთქმული მოსაზრებანი არ გამოხატავს მდგრადი განვითარების საერთაშორისო ფონდის - საქართველო და ფონდის ღია საზოგადოება საქართველო პოზიციას. შესაბამისად, აღნიშნული ფონდები არ არიან პასუხისმგებელნი ნაშრომის შინაარსზე. გამომცემლობა „ნეკერი“, 2011 © ა. თვალჭრელიძე, ა. სილაგაძე, გ. ქეშელაშვილი, დ. გეგია, 2011 © მდგრადი განვითარების საერთაშორისო ფონდი - საქართველო, 2011 |
![]() |
1 წინათქმა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოში ამჟამად არ არსებობს ოფიციალური, მთავრობის მიერ შემუშავებული და პარლამენტის მიერ დამტკიცებული, ეკონომიკური განვითარების სრულყოფილი პროგრამა1. ეკონომიკურ პრიორიტეტებს მას, როგორც წესი, უცხოელი ექსპერტები გასნუსაზღვრავენ, ხოლო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში საერთოდ არ არსებობს სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტი. უცხოელ სპეციალისტთა მიერ შემუშავებულ კონცეფციებს შორის უნდა მოვიხსენიოთ აშშ-ის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მიერ მომზადებული დოკუმენტი2, რომელიც 1999 წელს დაიწერა და მას შემდეგ არ განახლებულა; მსოფლიო ბანკის წინადადებები, რომლებიც ეკონომიკის მართვის სტრუქტურების სრულყოფას ეხება3; აგრეთვე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სტრატეგია, რომელიც ბანკის თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური სექტორების განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს4.
ამასთან, ერთადერთი ოფიციალური დოკუმენტი ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის შემცირების სახელმწიფო პროგრამაა5, რომელიც მსოფლიო ბანკის ქოლგის ქვეშ შემუშავდა და 2003 წლის ივნისში დამტკიცდა. სამწუხაროდ, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ეს პროგრამა, როგორც წინა ადმინისტრაციის ინიციატივა, მთლიანად დავიწყებას მიეცა. ამიტომ, საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას შეიძლება ეწოდოს „პოლიტიკა პოლიტიკის გარეშე“.6
საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის შემუშავებაში ზემოთ ციტირებული საერთაშორისო ორგანიზაციების დოკუმენტები დიდ დახმარებას ვერ გაგვიწევს, რადგან ისინი, ძირითადად, ნარატიული და მეტად ზოგადი ხასიათისაა. შედეგად, საქართველო, რომელიც 2004 წლამდე სამხრეთ კავკასიაში ლიდერი იყო, დღეს საგრძნობლად ჩამორჩა თავის მეზობლებს. ასე თუ გაგრძელდა, საქართველო თავის ადგილს საერთაშორისო თანამეგობრობაში დაკარგავს.
საქართველოს მთავრობამ არსებული ხიფათები სათანადოდ უნდა გააანალიზოს. მეტიც, მთავრობაში უნდა არსებობდეს სტრატეგიული დაგეგმვისა და სისტემური ანალიზის ინსტიტუტები. არადა, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა სასწრაფოდ შესაქმნელია და ცხოვრებაში გასატარებელი. ამიტომ ეს რთული მისია სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა იტვირთოს.
ამრიგად, ჩვენ ურთულესი ამოცანის წინაშე ვიდექით: უაღრესად მწირი ფინანსური შესაძლებლობებისა და დროის დეფიციტის პირობებში უნდა შეგვექმნა დოკუმენტი, რომლის ფორმულირება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ექვსი წლის განმავლობაში ვერ მოახერხა. საბედნიეროდ, არსებობს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციისა და მეცნიერის მიერ მომზადებული კვლევების სერია, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ სინამდვილესა და პერსპექტივებს აღწერს7
წინამდებარე კვლევის მიზანი იყო უკვე 2011 წლის დასაწყისისათვის შექმნილიყო საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ისეთი პროგრამა, რომელიც მისი განხორციელების შემთხვევაში უზრუნველყოფდა საქართველოში მეწარმეობის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის სწრაფ განვითარებას. ასეთმა პროგრამამ, მისი განხორციელების შემთხვევაში, უნდა უზრუნველყოს შვიდ წელიწადში მოსახლეობის ერთ სულზე მთლიანი შიგა პროდუქტის ზრდა 10 000 აშშ დოლარამდე, პენსიების 6-ჯერ, განათლებისა და ჯანდაცვის მუშაკთა ხელფასების 4-ჯერ, საჯარო მოსამსახურეთა ხელფასების კი 2-ჯერ გაზრდა. უმუშევრობის დონე ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 5%-ს არ უნდა აღემატებოდეს. საქართველოს ყველა მოქალაქე უზრუნველყოფილი უნდა იყოს სოციალური დაზღვევით. პროგრამამ უნდა უზრუნველყოს საქართველოს, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის წევრის, საკადრისი ადგილი და რეგიონში მისი მნიშვნელობის გაძლიერება.
პროგრამა მხოლოდ ეროვნული სახსრების გონივრული გადანაწილების ხარჯზე უნდა შესრულდეს.
წინამდებარე ნაშრომის ავტორები არიან:
შესავალი - ა. თვალჭრელიძე, ა. სილაგაძე;
თავი 1 - ა. თვალჭრელიძე;
თავი 2 - ა. თვალჭრელიძე, გ. ქეშელაშვილი;
თავი 3 - ა. თვალჭრელიძე, გ. ქეშელაშვილი, დ. გეგია;
თავი 4 - ა. თვალჭრელიძე, ა. სილაგაძე, გ. ქეშელაშვილი;
თავი 5 - ა. თვალჭრელიძე, ა. სილაგაძე, გ. ქეშელაშვილი;
თავი 6 - ა. სილაგაძე;
თავი 7 - ა. თვალჭრელიძე, ა. სილაგაძე, გ. ქეშელაშვილი, დ. გეგია;
თავი 8 - ა. თვალჭრელიძე, გ. ქეშელაშვილი;
თავი 9 - ა. თვალჭრელიძე;
ძირითადი დასკვნები - ა. თვალჭრელიძე, ა. სილაგაძე, გ. ქეშელაშვილი, დ. გეგია.
ნაშრომის რედაქტორები არიან საქართველოს საბუნებისმეტყველო აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი ალექსანდრე თვალჭრელიძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტები, პროფესორები ვლადიმერ პაპავა და ავთანდილ სილაგაძე.
ნაშრომის დაწერისას ავტორები სარგებლობდნენ რიგი უცხოელი და ქართველი სპეციალისტების კონსულტაციებითა და დახმარებით. მათი აზრი ნაშრომის დაწერისას გულმოდგინედ გაანალიზდა და მხედველობაში იქნა მიღებული.
ავტორები დიდ მადლობას უხდიან იტაი სენედსა და ჯიმ ვორჩს (აშშ) ნაშრომის გულმოდგინე განხილვისთვისა და გამოთქმული უაღრესად მნიშვნელოვანი შენიშვნებისთვის.
აგრეთვე, ავტორები თავიანთი მეგობრებისა და კოლეგების მადლიერნი არიან, რომლებმაც არ დაიშურეს დრო და გამოთქვეს უაღრესად სასარგებლო მოსაზრებანი და შენიშვნები. კერძოდ, ჩვენ მადლობას ვუხდით: ვ. პაპავას, მ. კაკულიას, რ. საყვარელიძეს, თ. ჩიქოვანს, ე. ჯგერენაიას, ზ. შათირიშვილს, თ. კვირკველიას, დ. კვირკველიას, გელა თევზაძეს, ი. ფაილოძეს, გ. ლოლაძეს, გ. ნიჟარაძეს, ზ. ქარუმიძესა და სხვ.
ბატონმა ვახტანგ ვაჩნაძემ „მზის სოფლის“ თავისი ლანდშაფტური და არქიტექტურული დიზაინი მოგვაწოდა. ბატონმა დავით გუნცაძემ განახორციელა სასოფლო-სამეურნეო და კვების პროდუქტების მოხმარების უაღრესად რთული ანალიზი. გვსურს გამოვხატოთ მათდამი ჩვენი გულწრფელი მადლობა. საქართველოს საბუნებისმეტყველო აკადემიის პრეზიდენტმა პ. კერვალიშვილმა შეიმუშავა საქართველოს ინოვაციური მრეწველობის განვითარების გეგმა.
ქალბატონმა მანანა ოთარაშვილმა გულმოდგინედ წაიკითხა ხელნაწერი და განახორციელა მისი ორთოგრაფიული და სტილისტური რედაქტირება.
ავტორები განსაკუთრებულ მადლობას უხდიან მდგრადი განვითარების საერთაშორისო ფონდს - საქართველო და ფონდს „ღია საზოგადოება საქართველო“ თანადგომისთვის. მათი ფინანსური მხარდაჭერისს გარეშე ამ პროექტის შესრულება და ნაშრომის გამოქვეყნება შეუძლებელი იქნებოდა.
ამ ნაშრომში გამოთქმული მოსაზრებანი არ გამოხატავს მდგრადი განვითარების საერთაშორისო ფონდის - საქართველო და ფონდის „ღია საზოგადოება საქართველო“ პოზიციას. შესაბამისად, აღნიშნული ფონდები არ არიან პასუხისმგებელნი ნაშრომის შინაარსზე.
ყველა საქმიანი შენიშვნა და წინადადება ავტორების მიერ გათვალისწინებული იქნება მომავალ მუშაობაში.
ალექსანდრე თვალჭრელიძე, ვლადიმერ პაპავა
და ავთანდილ სილაგაძე
_____________________
1. ა.თვალჭრელიძე, პ. კერვალიშვილი, დ. გეგია, ს. ესაკია, ს. სანაძე. საქართველოს ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები: ანალიზი და უახლოესი პერსპექტივა. „სანი“, თბილისი, 2002, 167 გვ.
2. Strategic Plan, 2000-2003, Georgia. USAID/Caucasus, 1999, 99 p.
3. A. Pleskovic, W. Aslund, Bader, R. Campbell, Capacity Building in Economics - Education and Research in Transition Economies. The World Bank Policy Research Working Paper 2763, January 2002, 61 p.
4. Strategy for Georgia. Approved by the Board of Directors at its meeting on February 9, 2010. Document of the European bank for reconstruction and Development, London, 2010, 71 p.
5. Economic Development and Poverty Reduction Programme for Georgia. Tbilisi, June 2003, 104 p.
6. А. Твалчрелидзе. Экономическая ситуация в Грузии после русско-грузинской войны. В кн.: Псевдоконфликты и квазимиротворчество на Кавказе. Грузинский Национальный комитет Хельсинкской Гражданской Ассамблеи и Южно-Кавказский институт региональной безопасности, Тбилиси, 2009, с. 136-142.
7. ა.თვალჭრელიძე, პ. კერვალიშვილი, დ. გეგია, ს. ესაკია, ს. სანაძე. იქვე; ვლ. პაპავა. საქართველოს ეკონომიკა: შეცდომები, საფრთხეები და მათი დაძლევის გზები. 2008 წლის კრიზისი საქართველოში: წინაპირობა, რეალობა, პერსპექტივა. დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი, თბილისი, 2009, გვ. 26-37; ვლ. პაპავა. პოსტრევოლუციურ საქართველოში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების ანატომია. საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის შრომათა კრებული, N6, გამომცემლობა „სიახლე“, თბილისი, 2008, გვ. 18-36; M. Giuli. Georgia and the systemic impact of the financial crisis. Caucasian Review of International Affairs, Vol. 3, 2009, pp. 261-277; V. Papava, Anatomical Pathology of Georgia's Rose Revolution. Current Politics and Economics of the Caucasus Region, Vol. 2, No. 1, 2009, pp. 1-18; V. Papava, Georgia's economy: post-revolutionary development and Past war difficulties. Central Asian Survey, Vol. 28, No. 2, 2009, pp. 199-213; A. Silagadze and M. Tokmarishvili. Challenges of the Past - Communist Financial-Currency Policy. Nova Science Publishers, Inc., New York, 2009, 78 p.; A. Silagadze and T. Atanelishvili. Modern State Finances of Georgia. International Academy of Sciences, California, 2010, 36 p.
![]() |
2 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველო მდებარეობს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ რეგიონში, დიდი აბრეშუმის გზის საკვანძო ადგილზე, რომელიც ისტორიულად უდიდეს როლს თამაშობდა ევროპისა და აზიის განვითარებასა და ურთიერთობებში. საქართველო განლაგებულია დიდი (მთავარი) და მცირე კავკასიონის ქედებს შორის, აღმოსავლეთი გრძედის 40023 31 და 46030 00 და ჩრდილო განედის 41002'58'' და 43035'25'' ფარგლებში. მისი ფართობია 69.7 ათასი კმ2. ჩრდილოეთით იგი ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას, აღმოსავლეთით - აზერბაიჯანს, სამხრეთ აღმოსავლეთით - სომხეთს და სამხრეთ დასავლეთით - თურქეთს. საქართველოს დასავლეთი საზღვარი შავი ზღვის აკვატორიაა (დანართი 1).
საქართველოს სახმელეთო საზღვრების სიგრძეა 1461 კმ, ხოლო საზღვაო საზღვრების - 310 კმ.
კავკასიონის მთავარი ქედის საშუალო სიმაღლეა 2-3 ათასი მ, მაგრამ ცალკეული, ძირითადად, ვულკანური და ინტრუზიული წარმოშობის მწვერვალების აბსოლუტური სიმაღლე (მყინვარწვერი, შხარა, იალბუზი) 5 ათ. მ-ს აღემატება. მცირე კავკასიონი წარმოდგენილია რამდენიმე ქედითა და ზეგანით, რომელთაგანაც უნდა აღინიშნოს თრიალეთის ქედი და ჯავახეთის ზეგანი (საშუალო სიმაღლე 1500 მ). ისინი გრძელდებიან სომხეთში და ყოფენ საქართველოს ირანის ზეგანისაგან. ორ ქედს შორის, შუამდინარეთში, განლაგებულია მტკვრისა და რიონის (კოლხეთის) დაბლობები, რომლებიც ერთმანეთისაგან გამიჯნულია სუბმერიდიანული სურამის ქედით (დანართი 2). ცხრილი 1 აღწერს საქართველოს უმაღლეს მწვერვალებს1.
ცხრილი 1: საქართველოს უმაღლესი მწვერვალები
მთა |
აბსოლუტური სიმაღლე, მ |
შხარა |
5068 |
ჯანღი-თაუ |
5058 |
მყინვარწვერი |
5047 |
პუშკინის პიკი |
5033 |
შოთა რუსთაველი |
4960 |
გისტოლა |
4859 |
ჯიმარა |
4766 |
უშბა |
4655 |
ტიხტენგენი |
4611 |
ტებულოს მთა |
4494 |
საქართველოს მთავარი მდინარეა მტკვარი, რომელიც სათავეს იღებს თურქეთში და კასპიის ზღვაში ჩაედინება აზერბაიჯანის ფარგლებში. ცხრილი 2 შეიცავს ინფორმაციას საქართველოს უდიდეს მდინარეებზე2.
ცხრილი 2: საქართველოს უმთავრესი მდინარეები
მდინარე |
სიგრძე, კმ |
აუზის ფართობი, |
|
|
საერთო |
საქართველოში |
|
ალაზანი |
407 |
390 |
12.0 |
მტკვარი |
1515 |
351 |
21.1 |
რიონი |
333 |
333 |
13.4 |
ენგური |
206 |
206 |
4.1 |
ხრამი |
220 |
187 |
8.3 |
ცხენისწყალი |
184 |
184 |
2.1 |
იორი |
357 |
183 |
4.7 |
ყვირილა |
152 |
152 |
3.6 |
სუფსა |
117 |
117 |
1.1 |
არაგვი |
110 |
110 |
2.7 |
ბზიფი |
110 |
110 |
1.5 |
კოდორი |
110 |
110 |
2.0 |
აჭარისწყალი |
90 |
90 |
1.5 |
ჭოროხი |
438 |
26 |
22.1 |
რელიეფის ასეთი თავისებურებანი განაპირობებს მკვეთრად კონტრასტულ კლიმატს. მაგალათად, კოლხეთის დაბლობი ხასიათდება ნოტიო სუბტროპიკული ჰავით, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოსთვის ტიპურია მშრალი სუბტროპიკული და თბილი კონტინენტური ჰავა. 4 ათასი მეტრის ზევით საქართველოს მთიანეთი დაფარულია მუდმივი თოვლითა და მყინვარებით.
წლიური ნალექების რაოდენობა ჩვეულებრივ 1500-2000 მმ არ აღემატება, ხოლო ჯავახეთის ზეგანზე შეადგენს 800 მმ. ამავდროულად, ბათუმის ახლოს მთა მტირალა გამოირჩევა ნალექების ჭარბი რაოდენობით (3,500 მმ), რაც საერთოდ რეკორდია ევროპასა და ახლო აღმოსავლეთისთვის.
ჰაერის საშუალო ტემპერატურა იანვარში შეადგენს 0-დან 5°-მდე, ხოლო ივლისში კი + 240.
კომუნისტურ პერიოდში საქართველო არ იყო დაყოფილი მხარეების მიხედვით, მაგრამ მის შემადგენლობაში შედიოდა 2 ავტონომიური რესპუბლიკა (აფხაზეთის და აჭარის) და 1 ავტონომიური ოლქი („სამხრეთ ოსეთი“). თავისუფლების მიღწევის შემდეგ, საქართველო დაიყო 12 მხარედ, რომელთაგანაც 1 მხარე საქართველოს დედაქალაქს - თბილისს - წარმოადგენს, ხოლო 2 მხარეს (აფხაზეთსა და აჭარას) აქვს კონსტიტუციის ძალით მინიჭებული ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი. ნახაზი 1 და ცხრილი 3 შეიცავს საქართველოს მხარეების მოკლე დახასიათებას3.
ნახაზი 1: : საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა
ცხრილი 3: საქართველოს მხარეების მოკლე დახასიათება
|
მაჩვენებელი |
||||||
მხარე |
ფართობი კმ |
მოსახლეობა ათ. კაცი |
ქალაქების |
დაბების |
|||
თბილისი |
1420 |
1522 |
|
|
|
|
|
აფხაზეთის ა.რ. |
8700 |
120 |
სოხუმი |
8 |
9 |
5 |
512 |
აჭარის ა.რ. |
2880 |
270 |
ბათუმი |
6 |
2 |
7 |
329 |
გურია |
2000 |
125 |
ოზურგეთი |
3 |
2 |
5 |
186 |
სამეგრელო და |
7400 |
350 |
ზუგდიდი |
8 |
9 |
1 |
490 |
იმერეთი |
6600 |
650 |
ქუთაისი |
12 |
10 |
3 |
529 |
რაჭა-ლეჩხუმი |
4900 |
20 |
ამბროლაური |
4 |
3 |
2 |
251 |
შიდა ქართლი |
4800 |
200 |
გორი |
3 |
4 |
2 |
366 |
სამცხე- |
6400 |
180 |
ახალციხე |
6 |
5 |
5 |
254 |
მცხეთა- |
6800 |
100 |
მცხეთა |
5 |
2 |
7 |
582 |
ქვემო ქართლი |
6400 |
450 |
რუსთავი |
6 |
7 |
8 |
338 |
კახეთი |
11400 |
379 |
თელავი |
8 |
9 |
|
276 |
_____________________
1. სტატისტიკური წელიწდეული - 2008. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, სტატისტიკის დეპარტამენტი. თბილისი, 2009, 326 გვ.
2. სტატისტიკური წელიწდეული - 2008. იქვე.
3. А.Г. Твалчрелидзе. Полезные ископаемые и минеральная ресурсная база Грузии. Москва, Изд-во «Руды и металлы», 2006, 320 с.
![]() |
3 თავი 1. საქართველოს ბუნებრივი რესურსები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.1 ძირითადი განსაზღვრებები1 |
▲ზევით დაბრუნება |
ბუნებრივი რესურსი - ბუნებრივი მყარი, თხევადი ან გაზისებრი წარმონაქმნი, რომელიც გამოიყენება, გამოიყენებოდა ან შეიძლება გამოყენებულ იქნას სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო და ნებისმიერი სახეობის სამეწარმეო საქმიანობისთვის.
მინერალური რესურსი - მინერალური წარმონაქმნი, საიდანაც შეიძლება ამოღებულ იქნას სასარგებლო კომპონენტი (ლითონი, არამეტალური ელემენტი, მინერალი ან ნახშირწყალბადი) ან რომელიც მრეწველობაში შეიძლება გამოყენებულ იქნას მისი მთლიანობის დარღვევის გარეშე.
ბუნებრივი რესურსის მარაგები - დამტკიცებული მეთოდიკით გამოთვლილი ბუნებრივი რესურსის ზუსტი ოდენობა, რომელიც გამოიყენება, გამოიყენებოდა ან შეიძლება გამოყენებულ იქნას მოცემულ ეკონომიკურ პირობებში არსებული ტექნოლოგიით ან ტექნოლოგიით, რომელიც იარსებებს ახლო მომავალში.
მინერალური რესურსის საბადო - გამოთვლილი მარაგების მქონე მინერალური რესურსის (რესურსების) ზუსტი ადგილმდებარეობა
მინერალური რესურსის გამოვლინება - იმ მინერალური რესურსის (რესურსების) ზუსტი ადგილმდებარეობა, რომლისთვისაც მარაგები არ არის დათვლილი ან რომლის მარაგები მოცემულ ეკონომიკურ პირობებში არარენტაბელურია.
მინერალური რესურსული ფონდი - მოცემულ ტერიტორიაზე საბადოთა და დამუშავებაში მყოფ გამოვლინებათა ერთობლიობა.
____________________
1 იხ. ა.თვალჭრელიძე, პ. კერვალიშვილი, დ. გეგია, ს. ესაკია, ს. სანაძე. საქართველოს ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები: ანალიზი და უახლოესი პერსპექტივა. „სანი“, თბილისი, 2002, 167 გვ.; A.G. Tvalchrelidze, Development of a geological-economic system for governmental management of Georgian mineral resources. Tbilisi, John D. & Catherine T.McArthur Foundation, 1995, 87 p.; А.Г. Твалчрелидзе, Полезные ископаемые и минеральная ресурсная база Грузии. Москва, „Руды и металлы“, 2006, 320 с.; V.E. McKelvey, Mineral resources estimates and public policy. US Geological Survey Professional Papers, 1973, Paper 820, Washington DC, p. 9-19; P. de Verte Harris, Mineral resources appraisal: mineral endowment, resources, and potential supply concepts, methods and cases. London: Clarendon Press, 1984, 445 p.
![]() |
3.2 საქართველოს ბუნებრივი რესურსების კლასიფიკაცია |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს ბუნებრივი რესურსები მოიცავს რესურსების შემდეგ ტიპებს1:
მინერალური რესურსები;
ეგზოგენური ენერგორესურსები;.
სასოფლო-სამეურნეო მიწების რესურსები;
ტყისა და მერქნის რესურსები;
ეგზოგენური წყლის რესურსები.
_______________
1 ა.თვალჭრელიძე, პ. კერვალიშვილი, დ. გეგია, ს. ესაკია, ს. სანაძე. იქვე.
![]() |
3.3 მინერალური რესურსები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.3.1 საქართველოს მინერალური რესურსული ფონდის ზოგადი თავისებურებანი |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს მინერალური რესურსული ფონდი მოიცავს 950 საბადოსა და ნახევრადძვირფასი და სანაკეთო ქვების გამოვლინებას. რესურსული ფონდის 62.8%25 წარმოადგენს მსხვილ (ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის) საბადოს, 30.9%25 - ადგილობრივი მნიშვნელობის საბადოს, 6.2%25 - გამოვლინებას1. ნახაზი 2 აღწერს მინერალური რესურსული ფონდის განაწილებას საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით.
თანამედროვე ეკონომიკური მიდგომის შესაბამისად2, საქართველოს მინერალური რესურსული ფონდი შეიძლება დაიყოს შემდეგ ეკონომიკურ ტიპებად:
სათბობ-ენერგეტიკული რესურსები - 42 ობიექტი;.
მეტალთა და იშვიათ ელემენტთა რესურსები - 70 ობიექტი;
ქიმიური, აგროქიმიური და სხვა რესურსები - 96 ობიექტი;
სანაკეთო ქვებისა და კერამიკული რესურსები - 80 ობიექტი;
მოსაპირკეთებელი და საშენი ქვების რესურსები - 231 5. ობიექტი;
მეტალურგიული, ინერტული და სამშენებლო რესურსები - 6. 262 ობიექტი;
მიწისქვეშა მინერალური წყლები - 69 ობიექტი.
ნახაზი 3 ასახავს მინერალური რესურსული ფონდის განაწილებას მინერალური რესურსების ეკონომიკური ტიპების მიხედვით.
ცხრილი 4 გვიჩვენებს მინერალური რესურსული ფონდის განაწილებას (ობიექტების რაოდენობის შესაბამისად) როგორც ეკონომიკური ტიპების, ასევე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით.
ცხრილში მკაფიოდ ჩანს, რომ საქართველოს ყველა მხარე, ქვეყნის დედაქალაქის ჩათვლით, მინერალური რესურსების მატარებელია. ამასთან, აფხაზეთი, აჭარა, გურია, სამეგრელო და ზემო სვანეთი, იმერეთი და ქვემო ქართლი შეიცავს ყველა ეკონომიკური ტიპის რესურსს.
__________________
1 А.Г. Твалчрелидзе, იქვე.
2 ა. თვალჭრელიძე, საქართველოს მყარი მინერალური რესურსები. სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ფონდის ბიულეტენი, 1998, N 9, 69 გვ.
![]() |
3.3.2 სათბობ-ენერგეტიკული რესურსები |
▲ზევით დაბრუნება |
სათბობ-ენერგეტიკული მინერალური რესურსები საქართველოში წარმოდგენილია ნავთობით, გაზით, ნახშირით, ტორფითა და თერმული წყლებით. ცხრილი 5 ასახავს ამ რესურსების ხვედრით წილს საბადოთა რაოდენობის მიხედვით. ცხრილი 6 ნათლად აღწერს ამ რესურსების მარაგების სახელმწიფო ბალანსს.
![]() |
3.3.2.1 ნავთობი |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოში ბუნებრივი აირის (გაზის) ერთადერთი ველი არსებობს - რუსთავის საბადო, რომელიც მთლიანად მოიცავს ქვეყნის გაზის მარაგებს.
არსებული ინფორმაციით1, საქართველოში ცნობილია 12 ნავთობის ველი, რომლის უმრავლესობა კახეთშია განლაგებული (ცხრილი 7). თუმცა, დღეისთვის სახელმწიფო ბალანსზე მყოფი მარაგები აშკარად არასაკმარისია საბადოთა მსხვილმასშტაბიანი სამრეწველო ათვისებისთვის.
ნახაზი 2: მინერალური რესურსული ფონდის განაწილება
საქართველოს მხარეებში
ნახაზი 3: მინერალური რესურსული ფონდის განაწილება
ეკონომიკური ტიპის მიხედვით
ცხრილი 4: მინერალური რესურსული ფონდის განაწილება საქართველოს მხარეებში
ცხრილი 5: სათბობ-ენერგეტიკული რესურსების განაწილება ეკონომიკური ქვეტიპების მიხედვით
რესურსების ეკონომიკური |
ობიექტების რიცხვი |
პროცენტი |
ნავთობი |
12 |
28.6 |
ბუნებრივი აირი |
1 |
2.4 |
თერმული წყლები |
15 |
35.7 |
ნახშირი |
9 |
21.4 |
ტორფი |
5 |
11.9 |
მთლიანად |
42 |
100.0 |
ცხრილი 6: სათბობ-ენერგეტიკული რესურსების მარაგების ბალანსი
რესურსების ეკონომიკური |
განზომილება |
მარაგები |
ნავთობი |
ათასი ტ |
169 660 |
ბუნებრივი აირი |
ათასი მ3 |
5 157 000 |
თერმული წყლები |
მ3/დღე |
129 594 |
ნახშირი |
ათასი ტ |
484 248 |
ტორფი |
ათასი მ3 |
99 099 |
ცხრილი 7: საქართველოს ნავთობის მარაგები
ველი |
მარაგები, ათასი ტ |
სუფსა |
301 |
შრომისუბანი |
2 167 |
ჭალადიდი |
72 |
სამგორი-პატარძეული-ნინოწმინდა |
109 898 |
სამხრეთი თაღი |
3 787 |
ნორიო-მარტყოფი-საცხენისი |
3 418 |
მირზაანი |
5 565 |
პატარა შირაქი |
915 |
ნაზარალები |
2 800 |
ტარიბანა |
316 |
თელეთი |
4 601 |
სამხრეთი რუსთავი |
35820 |
მთლიანად |
169 660 |
____________________
1 Геология СССР. Том Х. Грузинская СССР. Полезные ископаемые. Ред.: Б.И. Гуджеджиани. М.: «Недра», 1974, 307 с.; С.В. Гудушаури,Нефтегазоносность недр Грузии. «Горн. журн.», 2004, № 4, с. 1619.
![]() |
3.3.2.2 ნახშირი |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოში 2 ტიპის ნახშირის საბადოებია ცნობილი - ქვანახშირი და მურა ნახშირი (ლიგნიტი). ქვანახშირის საბადოები განლაგებულია კავკასიონის სამხრეთ ფერდზე და ოკრიბაში, ხოლო ლიგნიტი დამახასიათებელია სამცხე-ჯავახეთისთვის, სადაც იგი, ძირითადად, ვალე-ახალციხის საბადოზეა თავმოყრილი. სახელმწიფო ბალანსზე აყვანილია 402 მილიონი ტ ქვანახშირი და 82 მილიონი ტ მურა ნახშირი (ცხრილი 8).
ცხრილი 8: საქართველოს ნახშირის მარაგების სახელმწიფო ბალანსი
საბადო |
მხარე |
ტიპი |
მარაგები, ათასი ტ |
ბზიფის |
აფხაზეთის ა. რ. |
ქვანახშირი |
835 |
ტყვარჩელი |
აფხაზეთის ა. რ. |
ქვანახშირი |
19 550 |
ტყვარჩელი-გეჯირი |
აფხაზეთის ა. რ. |
ქვანახშირი |
3 029 |
მაღანი |
სამეგრელო & |
ქვანახშირი |
324 |
გელათი |
იმერეთი |
ქვანახშირი |
381 |
ტყიბული-შაორი |
იმერეთი |
ქვანახშირი |
377 970 |
პახულანი |
სამეგრელო & |
მურა ნახშირი |
4 450 |
კალანდარის ყელი |
კახეთი |
მურა ნახშირი |
1 943 |
ვალე-ახალციხე |
სამცხე-ჯავახეთი |
მურა ნახშირი |
75 766 |
მთლიანად |
ქვანახშირი |
401 708 |
|
მთლიანად |
მურა ნახშირი |
82 159 |
ტყიბული-შაორის საბადო საერთაშორისო მნიშვნელობისაა, ვინაიდან ნარჩენი 378 მილიონი ტონა მარაგების გარდა, იგი შეიცავს 1 მილიარდ ტონაზე მეტ პროგნოზულ რესურსებს1. ტყიბული-შაორის საბადო მუშავდებოდა 1947 წლიდან და მაღაროს მწარმოებლურობა იყო 3 მილიონი ტ წელიწადში. ქვანახშირი ხმარდებოდა შავ და ფერად მეტალურგიას, აგრეთვე, საცემენტე მრეწველობასა და, ნაწილობრივ, გარდაბანის თბოელექტროსადგურს. ვალე-ახალციხის საბადო მუშავდებოდა 1931 წლიდან და მისი წლიური მწარმოებლურობა იყო 150 ათასი ტ. მურა ნახშირი მთლიანად გარდაბანის თბოელექტროსადგურს ხმარდებოდა. დღეს ნახშირის მრეწველობა ფაქტობრივად სტაგნაციაშია.
_________________
1. Геология СССР იქვე
![]() |
3.3.2.3 თერმული წყლები |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიოში ყველგან, გარდა ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებისა, თერმული წყლები სათბობ-ენერგეტიკულ რესურსებს მიეკუთვნება. ისინი ცხელი წყალმომარაგებისა და ქალაქების შენობების გასათბობად გამოიყენება, ხოლო ისლანდიასა და იაპონიაში ისინი ელექტროენერგიის გენერაციაშიაც მონაწილეობს.
ჩვენთან თერმულ წყლებს, ისიც შეზღუდული რაოდენობით, მხოლოდ ბალნეოლოგიური გამოყენება აქვს1. ცხრილი 9 შეიცავს ინფორმაციას საქართველოს თერმული წყლების მარაგების შესახებ. განსაკუთრებით აღსანიშნავია სამეგრელოს მაღალტემპერატურული და გადახურებული წყლების ჯგუფი, რომელიც საერთოდ არ გამოიყენება და რომელიც შეიძლება გახდეს სამოქალაქო ცხელი წყალმომარაგებისა და ელექტროენერგიის გენერაციის (გადახურებული მაღალწნევიანი წყაროები) სანედლეულო ბაზა.
ცხრილი 9: საქართველოს თერმული წყლების მარაგები
წყარო |
მხარე |
ტემპერატურა, 0С |
დებიტი, მ3/დღე |
ეშერა-ლეჭყოფი |
აფხაზეთის ა. რ. |
65 |
260 |
ოხურეი |
აფხაზეთის ა. რ. |
106 |
25 920 |
კინდღი |
აფხაზეთის ა. რ. |
107 |
17 620 |
საბერიო |
აფხაზეთის ა. რ. |
33 |
10 368 |
რეჩხი |
აფხაზეთის ა. რ. |
77 |
13 834 |
ჯუმა-ცაიში |
სამეგრელო & |
103 |
14 300 |
ჩხოროწყუ |
სამეგრელო & |
90 |
12 960 |
ჟინოტა |
სამეგრელო & |
60 |
4 320 |
ქვალორი |
სამეგრელო & |
109 |
4 320 |
ზუგდიდი |
სამეგრელო & |
105 |
2 600 |
ხობი |
სამეგრელო & |
102 |
4 250 |
მენჯი |
სამეგრელო & |
55 |
3 456 |
ნოქალაქევი |
სამეგრელო & |
81 |
8 640 |
სამტრედია |
იმერეთი |
50 |
2 765 |
ლისი |
თბილისი |
64 |
3 991 |
_______________________
1. თუ არ ჩავთვლით თბილისის დელისის რაიონის პილოტურ ცხელ წყალმომარაგებას მეოცე საუკუნის სამოცდაათიან-ოთხმოციან წლებში
![]() |
3.3.2.4 ტორფი |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს ტორფის ჭაობები შესწავლილია ჯერ კიდევ წინა საუკუნის ორმოციანი წლების ბოლოს1. საქართველოში სულ 46 ტორფის ჭაობია, რომელთა საერთო ფართობია 17 ათ. ჰა, ხოლო ტორფის საერთო რესურსები - 826 მილიონი მ3. ამასთან, სამრეწველო მნიშვნელობა მხოლოდ კოლხეთის დაბლობის ჭაობებს აქვს (ცხრილი 10).
საქართველოს ტორფის საბადოები შესწავლილია მხოლოდ, როგორც სასუქი სუბტროპიკული კულტურებისთვის და დღეს საერთოდ არ გამოიყენება. ამასთან, მაგალითად, ქობულეთის ჭაობის დაშრობას აქვს დიდი ეკოლოგიური მნიშვნელობა, ხოლო გაუწყლოებული ტორფი შეიძლება გახდეს მშვენიერი საწვავი სოფლის მოსახლეობისთვის, რაც რადიკალურად შეამცირებს ტყის უკანონო ჭრას.
ცხრილი 10: საქართველოს ტორფის მარაგები
საბადო |
მხარე |
მარაგები, ათ. მ3 |
ქობულეთის |
აჭარის ა. რ. |
2 003 |
იმნათის |
გურია |
29 906 |
ნაბადის |
გურია |
12 385 |
ანაკლიის |
გურია |
28 074 |
ფოთის (ჭურის) |
გურია |
26 731 |
მალთაყვის |
გურია |
2 812 |
___________________
1 А.Д. Менагаришвили. Торф Грузии и торфяные удобрения для субтропических культур. Тбилиси: „Грузгосиздат“, 1949, 286 с.
![]() |
3.3.3 მეტალები და იშვიათი ელემენტები |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველო არ არის მდიდარი მადნიანი საბადოებით, მაგრამ იგი მაინც ფლობს ზოგიერთი ლითონის საკმაოდ დიდ საბადოს1 (ცხრილი 11). ამასთან, მათი გამოყენება აშკარად არარაციონალურია, ვინაიდან დღეს, ფაქტობრივად, მხოლოდ მადნეულის საბადო მუშავდება და იწყება საყდრისის საბადოზე კარიერის აგება.
ცხრილი 11: საქართველოს მეტალებისა და იშვიათი ელემენტების მარაგები
ელემენტი |
განზომილება |
მარაგები |
რკინა |
ათ. ტ |
101 501.7 |
ტიტანი |
ათ. ტ |
4 247.1 |
მანგანუმი |
ათ. ტ |
60 633.64 |
ალუმინიუმი |
ათ. ტ |
19 958.4 |
ოქრო |
კგ |
106 100 |
ვერცხლი |
ტ |
590.34 |
სპილენძი |
ათ. ტ |
2 095.93 |
ტყვია |
ათ. ტ |
379.01 |
თუთია |
ათ. ტ |
982.08 |
მოლიბდენი |
ტ |
50 |
ვოლფრამი |
ტ |
54.78 |
კალა |
ტ |
41 |
ვერცხლისწყალი |
ტ |
7 594 |
დარიშხანი |
ტ |
75444 |
ანთიმონიუმი |
ტ |
46 704.5 |
___________________
1 А.Г. Твалчрелидзе, იქვე.
![]() |
3.3.3.1 მანგანუმი |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოში მსოფლიო მნიშვნელობის მანგანუმის მარაგები არსებობს, მათ შორის ჭიათურის საბადოს სიდიდისა და მადნის თვისებების მიხედვით, მეორე რეიტინგი აქვს მსოფლიოში1 (ცხრილი 12).
ამასთან, ჯერ კიდევ აკაკი წერეთლის მიერ აღმოჩენილი ჭიათურის საბადო, რომელიც საქართველოს სამთამადნო მრეწველობის სიამაყე იყო, დღეს მთლიანად გაპარტახებულია. ჭიათურის მოსახლეობა, რომელსაც ძირითადად, მაღაროელები და მათი ოჯახის წევრები შეადგენენ, უმძიმეს სოციალურ მდგომარეობაშია, ხოლო ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხანას, რომელიც მსოფლიო ხარისხის ფერომანგანუმსა და სილიკომანგანუმს აწარმოებს შეზღუდული და კლებადი ოდენობით, მადანი გაბონიდან შემოაქვს.
ცხრილი 12: საქართველოს მანგანუმის მარაგები
საბადო |
მხარე |
მარაგები |
|
|
|
მადანი, მლნ ტ |
Mნ , ათ. ტ |
ნახუნაო |
სამეგრელო & |
18.513 |
2 471.49 |
ჭიათურა |
იმერეთი |
176.000 |
46 234.88 |
ჩხარი-აჯამეთი |
იმერეთი |
8.065 |
2 000.12 |
ყვირილა |
იმერეთი |
7.660 |
1 689.03 |
შქმერი |
რაჭა-ლეჩხუმი & |
6.398 |
1 650.68 |
სამება |
ქვემო ქართლი |
2.586 |
941.30 |
ალგეთი |
ქვემო ქართლი |
37.047 |
2 496.97 |
სამშვილდე |
ქვემო ქართლი |
4.587 |
560.99 |
ჩხიკვთა |
ქვემო ქართლი |
0.788 |
168.16 |
ბოგვი |
ქვემო ქართლი |
22.617 |
2 420.02 |
მთლიანად |
|
284.261 |
60 633.64 |
ეს აშკარა პარადოქსია და იმას მიუთითებს, რომ ჩვენი ქვეყნის მთავრობა სამთო საქმეს ნაკლებ ყურადღებას უთმობს..
_________________
1. Manganese reserves and resources of the world and their industrial implications. Washington D.C., National Academy Press, 1998, 1334 p.
![]() |
3.3.3.2 ფერადი და ხალასი ლითონები |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოში არსებობს ერთადერთი მოქმედი - მადნეულის - მაღარო, რომელსაც ორი კომპანია - სს „მადნეული“ და შპს „კვარციტი“ - ამუშავებს. ორივე კომპანიის აქციათა საკონტროლო პაკეტს რუსული GeoProMining, Ltd. akontrolebs.
ცხრილი 13 აღწერს მადნეულის საბადოს მარაგების ბალანსს.
არსებული მონაცემებით1, მადნეულის საბადოზე მოპოვებულია უკვე დაახლოებით 20 მილიონი ტ მადანი, ხოლო 2003 წელს სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის მწარმოებლურობამ წლიურად 2 მილიონ ტ მადანს მიაღწია. თუმცა, ბოლო წლებში აბსოლუტურად არაპროფესიული ქმედებების შედეგად, კომბინატი სერიოზულ სირთულეებს განიცდის.
სულ სხვა ვითარებაა შპს „კვარციტში“, რომელიც ამჟამად წლიურად 3.5 ტ ოქროს აწარმოებს დორე შენადნობის სახით და მანვე დაიწყო საყდრისის კარიერის მშენებლობაც.
ცხრილი 13: მადნეულის საბადოს მარაგების ბალანსი
მანდატის ტიპი |
რესურსი |
მარაგები, ტ (კგ Au, Se და Te-თვის) |
|
|
|
მანდატი |
რესურსი |
|
Cu |
|
516 700 |
სპილენძ-თუთიის |
Cu |
1 425 200 |
5 558 |
|
ბარიტი |
1 324 000 |
419 708 |
ბარიტის |
ბარიტი |
338 000 |
122 694 |
უსულფიდო ოქროს |
Au |
10 896 000 |
48 247 |
საერთოდ უნდა ითქვას, რომ ბოლნისის მადნიანი რაიონი ხალასი მეტალების უდიდეს წილს შეიცავს. ცხრილი 14 ასახავს ბოლნისის მადნიანი რაიონის სხვა საბადოთა მარაგებს.
ცხრილი 14: ბოლნისის მადნიანი რაიონის მცირე საბადოთა მარაგები
საბადო |
მადანი, |
Au, |
Ag, |
Cu, |
Pb, |
Zn, |
საყდრისი |
75 600 |
19 800.0 |
22 |
78 |
|
|
დარბაზი |
6 672 |
7 915.0 |
|
|
|
|
წითელი სოფელი |
20 243 |
24 426.0 |
91.7 |
168 |
|
|
ქვემო ბოლნისი |
10 967 |
|
|
130 |
25 |
62 |
დავით გარეჯი |
6 544 |
|
11.5 |
11 |
45 |
77 |
დამბლუდი |
1 281 |
|
56 |
9 |
48 |
96 |
კამაშინი |
131 |
|
|
|
|
1 |
ჯანდარი |
320 |
|
|
2 |
6 |
14 |
ბნელი ხევი |
18 200 |
4 516.2 |
|
|
|
|
ხრამი |
|
3 000.0 |
|
|
|
|
ჩანს, რომ საყდრისის საბადოს გარდა, რაიონში არსებობს სამთო მრეწველობის განვითარების მშვენიერი პერსპექტივა, მაგრამ საქმე ადგილიდან არ იძვრის. ამის მიზეზია ყოვლად მიუღებელი ვითარება, როდესაც კომპლექსური ლიცენზია მთელ ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე სს „მადნეულს“ გადაეცა. ეს უკანასკნელი აშკარად არ არის დაინტერესებული სამთო მრეწველობის განვითარებაში. იგივე საზოგადოება ფლობს ლიცენზიებს რაჭაში, გურიაში და სხვა მხარეებში და ამით იზღუდება კონკურენცია და სამთო საქმის განვითარების პერსპექტივა.
ცხრილი 15 შეიცავს ინფორმაციას საქართველოს ტყვია-თუთიის საბადოთა მარაგების შესახებ. იმის გარდა, რომ მარაგები ერთობ შეზღუდულია, ამ საბადოთა უმრავლესობა განლაგებულია აფხაზეთის ა. რ. და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე და, ამრიგად, ხელმიუწვდომელია.
____________________
1 М.И. Чохонелидзе, Б.З. Менабдишвили, В.А. Миронов. Акционерное общество «Маднеули»: вчера, сегодня, завтра. Горный журнал, № 4, 2004, с. 44-49.
![]() |
3.3.3.3 იშვიათი მეტალები და ელემენტები |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოში იშვიათი მეტალებისა და ელემენტების საბადოთა რამდენიმე ტიპი არსებობს. ამასთან, ზოგიერთი მათგანი, განსაკუთრებით დარიშხანისა და ანთიმონიუმის მადნები, მსოფლიო მნიშვნელობის მარაგებს ქმნიან, თუმცაღა ეს მარაგები ინფრასტრუქტურულად არასახარბიელო (რაჭა-სვანეთის მაღალმთიანეთი) პირობებშია გავრცელებული.
ცხრილი 16 გვაცნობს დარიშხანის საბადოთა მარაგებს, რომლებიც მინარევის სახით შეიცავს ოქროს, ანთიმონიუმსა და კალას.
ცხრილი 15: საქართველოს ტყვია-თუთიის საბადოთა მარაგები
საბადო |
მარაგები, ტ |
||||
|
მადანი |
Ag |
Cu |
Pb |
Zn |
ამთხელი |
285 000 |
|
|
3 300 |
7300 |
ძიშრა |
523 750 |
|
|
200 |
41 900 |
ბრძიშხა |
2 500 000 |
|
|
15 500 |
23 200 |
რცხმელური |
1 457 000 |
|
233 |
50 800 |
48 800 |
ნარგვევი |
422 000 |
|
1 400 |
13 200 |
28 400 |
კვაისა |
2 851 000 |
18 |
|
56 200 |
197 700 |
ვარახკომი |
1 183 800 |
20.54 |
|
26 200 |
95 600 |
ვალხოხი |
2 479 500 |
116.9 |
|
44 900 |
157 400 |
სკატიკომი |
174 500 |
|
|
9 800 |
|
რაზდარანკომი |
340 000 |
|
|
5100 |
990 |
ერწო |
453 000 |
|
|
13 100 |
26 800 |
მთლიანად |
9 645 800 |
155.44 |
1 633 |
238 300 |
618 090 |
ცხრილი 16: საქართველოს სხვადასხვა ტიპის დარიშხანის საბადოთა მარაგები
საბადო |
მარაგები |
||||
|
მადანი, ტ |
Au, kg |
As, t |
Sb, t |
Sn, t |
ლუხუმი |
483 500 |
1 404 |
11 013 |
2 580 |
|
ურავი |
157 000 |
|
1 972 |
|
|
ხიდაშელები |
760 000 |
|
761 |
|
|
წყნარი |
34 705 |
|
295 |
|
|
ცანა |
355 000 |
|
55 000 |
|
|
ჭოროხი |
39 400 |
|
4 500 |
|
41 |
მთლიანად |
1 829 605 |
1 404 |
73 541 |
2 580 |
41 |
ამრიგად, საქართველოს დარიშხანის მარაგები ძალიან მნიშვნელოვანია.
დასახელებული საბადოებიდან მხოლოდ ლუხუმის მაღარო ფუნქციონირებდა 1991 წლამდე, ხოლო ცანის საბადოზე საქმე პილოტურ კვლევებზე შორს არ წასულა.
მსოფლიო მნიშვნელობისაა, აგრეთვე, საქართველოს ანთიმონიუმის მარაგები, რომლებიც გავრცელებულია რაჭისა და სვანეთის მაღალმთიანეთის საბადოებში (ცხრილი 17). ამ საბადოებს შორის გამოირჩევა ზოფხიტოს ოქროსშემცველი საბადო, რომელიც ამ ტიპის გამადნებებში ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში.
ცხრილი 17: საქართველოს ანთიმონიუმის საბადოთა მარაგები
საბადო |
მარაგები |
|||
|
მადანი, ტ |
Sb, t |
Au, kg |
Ag, t |
ზოფხიტო |
230 900 |
28 518 |
8 779 |
39.3 |
ჭვეშურა |
121 000 |
12 746 |
|
|
კირტიშო |
41 500 |
2 861 |
|
|
მთლიანად |
393 400 |
44 125 |
8 779 |
39.3 |
ამავე რაიონში გავრცელებულია, აგრეთვე, მცირე ზომის მოლიბდენ-ვოლფრამის საბადოები (ცხრილი 18), რომელთაც სამრეწველო მნიშვნელობა არ გააჩნია.
ცხრილი 18: საქართველოს მოლიბდენ-ვოლფრამის საბადოთა მარაგები
საბადო |
მარაგები |
|||
|
მადანი, ტ |
Mo, ტ |
W, ტ |
Au, კგ |
კარობი |
55000 |
50 |
|
|
ნოწარა |
14000 |
|
50 |
1882 |
მაწანწარა |
458 |
|
5 |
|
აფხაზეთიდან აღმოსავლეთ რაჭამდე და ქვემო ქართლში გავრცელებულია ძარღვული ვერცხლისწყლის საბადოები, რომელთაც, ძირითადად, მცირე მარაგები ახასიათებს, მაგრამ აფხაზეთში მათი მოცულობა გაცილებით დიდია (ცხრილი 19). ამავდროულად, მოთხოვნილება ვერცხლისწყალზე, რომელიც, უმთავრესად, სამხედრო საქმეში გამოიყენებოდა ასაფეთქებელი მოწყობილობების დეტონატორებში, მკვეთრად შემცირდა ახალი თაობის სილიკონური დეტონატორების გამოგონების შემდეგ.
ამ ეკონომიკური ტიპის რესურსებიდან უნდა მოვიხსენიოთ გელათის დიდი ალუმინიუმის შემცველი ანალციმიანი ქვიშაქვების საბადო, რომელსაც, საბედნიეროდ, პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.
ცხრილი 19: საქართველოს ვერცხლისწყლის საბადოთა მარაგები
საბადო |
მხარე |
მარაგები |
|||
|
|
მადანი, ტ |
Au, კგ |
As ტ |
Hg ტ |
ახახჩა |
აფხაზეთის ა. რ. |
440 000 |
|
|
2 200 |
ავადხარა |
აფხაზეთის ა. რ. |
480 000 |
|
|
1 353 |
ახეი |
აფხაზეთის ა. რ. |
824 000 |
|
|
2 546 |
კოდის-ძირი |
|
157 000 |
|
1 885 |
136 |
ტალახიანი |
რაჭა-ლეჩხუმი & |
75 000 |
|
|
300 |
გომი |
რაჭა-ლეჩხუმი & |
98 780 |
|
|
289 |
ჩიჩხვი |
რაჭა-ლეჩხუმი & |
2 000 |
13 |
|
|
ვაზისხევი |
ქვემო ქართლი |
75 000 |
380 |
|
390 |
დარბაზი |
ქვემო ქართლი |
190 000 |
|
|
380 |
![]() |
3.3.4 ქიმიური, აგროქიმიური და სხვა რესურსები |
▲ზევით დაბრუნება |
ასეთი ეკონომიკური ტიპის რესურსები გამოიყენება, ძირითადად, ქიმიურ, ნავთობგადამამუშავებელ, საძიებო მრეწველობებში და ინდუსტრიის სხვა დარგებში. ცხრილი 20 შეიცავს მათ ნუსხასა და ბალანსურ მარაგებს.
ცხრილი 20: ქიმიური, აგროქიმიური და სხვა რესურსების ბალანსური მარაგები
ეკონომიკური ქვეტიპი |
განზომილება |
მარაგები |
ბარიტი |
ათ.ტ |
8 325.94 |
კალციტი |
ათ.ტ |
4 232.3 |
ბენტონიტი |
ათ.ტ |
131 800 |
ტალკი |
ათ.ტ |
2 488 |
გოგირდი |
ათ.ტ |
676 |
ცეოლითი |
ათ.ტ |
21 902 |
დიატომიტი |
ათ.მ3 |
7 623.6 |
პერლიტი |
ათ.მ3 |
60 291 |
მჟავაგამძლე ანდეზიტი |
ათ.ტ |
22 080 |
მირაბილიტი |
ათ.ტ |
1 152.5 |
ფოსფორიტი |
ათ.ტ |
516.7 |
ლითოგრაფული ქვა |
ათ.ტ |
505.3 |
მინერალური პიგმენტი |
ათ.ტ |
4 525.7 |
ქალცედონი |
ათ.ტ |
4 168 |
სპონგოლიტი |
ათ.მ3 |
15 549 |
როგორც ცხრილიდან ჩანს, ამ ეკონომიკური ტიპის რესურსების მარაგები საკმაოდ მნიშვნელოვანია, ხოლო მათი ხშირად უნიკალური ტექნოლოგიური თვისებები ქმნის ნედლეულის ექსპორტის მშვენიერ წინაპირობას, რომელიც აბსოლუტურად გამოუყენებელია.
![]() |
3.3.4.1 ბარიტი |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოში 33 ბარიტის საბადოა, რომელთა მთლიანი მარაგები 8 მილიონ ტონას აღემატება (ცხრილი 21).
ცხრილი 21: საქართველოს ბარიტის საბადოების მარაგები
საბადო |
მხარე |
შემცველობა, |
მარაგები, |
აფშრა |
აფხაზეთის ა. რ. |
16.50 |
1 662.00 |
ამაკეკვა |
აფხაზეთის ა. რ. |
45.60 |
2 648.00 |
აძაგა |
აფხაზეთის ა. რ. |
46.00 |
98.00 |
პიწიკვარა |
აფხაზეთის ა. რ. |
95.00 |
130.00 |
გენწვიში |
აფხაზეთის ა. რ. |
85.80 |
12.00 |
გვანდრა |
აფხაზეთის ა. რ. |
85.00 |
10.00 |
არფხერი |
აფხაზეთის ა. რ. |
65.00 |
|
საკენი |
აფხაზეთის ა. რ. |
87.73 |
30.00 |
ხუდონი |
სამეგრელო & ზემო |
50.00 |
35.90 |
ლახუნწარა |
სამეგრელო & ზემო |
80.20 |
157.80 |
ხაიში |
სამეგრელო & ზემო |
80.00 |
306.00 |
ურაში |
სამეგრელო & ზემო |
80.00 |
34.60 |
თხმორი |
რაჭა-ლეჩხუმი & ქვემო |
85.72 |
17.30 |
გიდირაკილი |
რაჭა-ლეჩხუმი & ქვემო |
83.55 |
23.00 |
ზუბი |
რაჭა-ლეჩხუმი & ქვემო |
90.00 |
7.80 |
ჩორდი |
რაჭა-ლეჩხუმი & ქვემო |
77.00 |
2 443.00 |
ქვაისა (ბარიტი) |
შიდა ქართლი |
85.95 |
76.00 |
ხუდარო |
შიდა ქართლი |
87.00 |
275.00 |
ხვამლი |
იმერეთი |
95.10 |
32.30 |
ჟონეთი |
იმერეთი |
88.30 |
35.20 |
კიროვო |
იმერეთი |
94.10 |
52.80 |
ღვედი |
იმერეთი |
93.12 |
40.20 |
მექვენა |
იმერეთი |
91.31 |
5.90 |
ვათეთრი |
იმერეთი |
92.50 |
14.60 |
ახალი სოფელი |
იმერეთი |
83.60 |
27.20 |
მუჯირეთი |
იმერეთი |
75.00 |
3.20 |
ფუწა |
იმერეთი |
72.02 |
10.00 |
რცხილათი |
იმერეთი |
78.06 |
13.50 |
მუჯირეთი |
იმერეთი |
87.00 |
3.74 |
ჭალა |
იმერეთი |
86.32 |
20.00 |
მეშევანი |
ქვემო ქართლი |
81.00 |
25.70 |
დარბაზი |
ქვემო ქართლი |
75.00 |
3.80 |
ლოქი |
ქვემო ქართლი |
75.02 |
1.40 |
მთლიანად |
8 325.94 |
ტრადიციულად, ბარიტი თეთრი საღებავების წარმოებაში გამოიყენებოდა, მაგრამ ტიტანის საღებავების შემოღების შემდეგ, ბარიტის საღებავები აღარ იწარმოება.
სამაგიეროდ, მკვეთრად გაიზარდა ბარიტის მნიშვნელობა საბურღი ხსნარების დასამზადებლად, განსაკუთრებით კი ღრმა (>3 კმ) ბურღვისთვის, რომელიც ნავთობის ძიებასა და წარმოებაში ფართოდ არის გავრცელებული. აქ გამოიყენება ბარიტის უნიკალური თვისებები - მაღალი სიმკვრივე და კარგი დაფქვის თვისებები, რაც წვრილი დისპერსულობის ფხვნილების დამზადების საშუალებას იძლევა.
რაჭაში მდებარეობს უნიკალური თვისებების ჩორდის ბარიტის საბადო, რომელიც ხასიათდება ძარღვების დიდი (20 მ-მდე) სიმძლავრითა და უნიკალური სისუფთავით, რის გამოც მადანი არ საჭიროებს ფლოტაციურ გამდიდრებას. ეს კი მკვეთრად აიაფებს სამრეწველო ბარიტის თვითღირებულებას და ჩორდის ნედლეულს კონკურენტუნარიანს ხდის.
1991 წლის რაჭის მიწისძვრის შემდეგ ბარიტის წარმოება შეჩერდა, მაღარო გაპარტახებულია, ხოლო საბაგირო გზა და ირის გამამდიდრებელი ფაბრიკა - გაძარცული.
მოთხოვნილება ბარიტზე ძალზედ დიდია, ხოლო მსოფლიო ბაზარი - დეფიციტური. ბარიტის შესყიდვის შეუძლებლობის შემთხვევაში იგი კალციტით იცვლება.
![]() |
3.3.4.2 კალციტი |
▲ზევით დაბრუნება |
ცხრილი 22: საქართველოს კალციტის საბადოების მარაგები
საბადო |
მარაგები, ათ. ტ |
ღვედი-ნაპერმალი |
707.0 |
ღვედი |
552.0 |
მექვენა-ბაჯიორი |
2 957.3 |
ახალი სოფელი |
16.0 |
მთლიანად |
4 232.3 |
საქართველოში 4 კალციტის საბადოა და ოთხივე იმერეთშია განლაგებული (ცხრილი 22). მექვენა-ბაჯიორის საბადოზე 90-იანი წლების დასაწყისამდე არსებობდა მაღარო წლიური მწარმოებლურობით 19 ათ. ტ. ბოლო წლებში იყო მაღაროს აღდგენის რამდენიმე მცდელობა.
![]() |
3.3.4.3 ბენტონიტი |
▲ზევით დაბრუნება |
ბენტონიტი უნიკალური ნედლეულია, რომელსაც მრავალმხრივი გამოყენება აქვს, მათ შორის შემდეგი პროდუქციის დასამზადებლად:
ფხვნილები საბურღი ხსნარებისთვის;
ფხვნილები კარბიურატორების ჩამოსასხმელად;
ფხვნილები საქონლის საკვების დანამატებისთვის;.
ფქვილი ყურძნის წვენისა და ღვინის გასუფთავებისთვის, აგრეთვე, ღვინის სტაბილური ფერმენტაციის უზრუნველსაყოფად;
აქტივიზირებული ბენტონიტის (ასკანიტის) დასამზადებლად,. რომელიც გამოიყენება როგორც სორბენტი, მცენარეული ზეთებისა და ცხიმების რაფინირებისთვის, აგრეთვე, ქიმიურ მრეწველობაში სპეციალური პოლიმერული ხსნარების გასასუფთავებლად.
ცხრილი 23 აღწერს საქართველოს ბენტონიტის მარაგებს, რომელიც 130 მილიონ ტონას აღემატება, მაგრამ ისტორიულად ამ 19 საბადოდან მხოლოდ ორი - ჯერ გუმბრის, ხოლო შემდგომ ასკანის საბადოები მუშავდებოდა.
ცხრილი 23: საქართველოს ბენტონიტის მარაგები
საბადო |
მხარე |
მარაგები, ათ. ტ |
ასკანა |
გურია |
10 487 |
ოთოხვირი |
გურია |
3 000 |
გუმბრი |
იმერეთი |
6 390 |
დიდგვაბუნი |
იმერეთი |
1 500 |
ყუმისთავი |
იმერეთი |
1 740 |
უხუტი |
იმერეთი |
4 300 |
გადიდი |
იმერეთი |
10 200 |
ბაგინეთი |
იმერეთი |
1 000 |
ჭოგნარი |
იმერეთი |
500 |
ზედა ხეთა |
იმერეთი |
4 600 |
პატარა განთიადი |
იმერეთი |
3 340 |
კაკაბეთი |
კახეთი |
205 |
ჩურჩუტო-ჩიხელი |
სამცხე-ჯავახეთი |
56 776 |
ბანარა-ფარეხი |
სამცხე-ჯავახეთი |
7 500 |
არალი |
სამცხე-ჯავახეთი |
9 262 |
ფარეხი |
სამცხე-ჯავახეთი |
2 000 |
ბენარა-შულავერი |
სამცხე-ჯავახეთი |
5 500 |
ფოთსხოვი |
სამცხე-ჯავახეთი |
1 000 |
ვალე |
სამცხე-ჯავახეთი |
2 500 |
მთლიანად |
|
131 800 |
ასკანის საბადოს ბენტონიტი უნიკალური თვისებების მატარებელია. მისგან მზადდება ორი ტიპის საქონლური პროდუქცია - ასკანგელი და ასკანთიხა1, რომელთა ტექნოლოგიურ თვისებებს ასახავს ცხრილი 24.
ცხრილი 24: გაცვლითი კათიონების შედგენილობა, მონტმორილონიტის შემცველობა და სუსპენზიის pH ასკანის ბენტონიტის პროდუქტებში
უბანი |
გაცვლითი კათიონები, |
მონტმორილო- |
სუსპენზიის |
|||||
|
Ca2+ |
Mg2+ |
Na+ |
K+ |
|
|
||
ციხისუბანი |
21.15 |
5.88 |
71.53 |
2.38 |
77.65-88.50 |
8.6-10.5 |
||
ციხისუბანი |
55.75 |
4.78 |
28.35 |
1.87 |
64.90-78.24 |
8.6-10.5 |
||
ვანის ქედი |
48 |
10.75 |
17.25 |
4 |
71.20-93.20 |
8.6-10.5 |
ასკანის საბადოს ბაზაზე ფუნქციონირებდა გამამდიდრებელი ფაბრიკა, რომლის წლიური მწარმოებლურობა იყო 274 ათასი ტონა და რომელიც 1.5 - 60 მიკრონის დისპერსულობის აღნიშნულ პროდუქციას უშვებდა.
90-იანი წლების ბოლოს ლიცენზია ასკანის საბადოს დამუშავებაზე შეიძინა ბერძნულმა კომპანიამ Silver and Barite. ამასთან, აღნიშნული კომპანია ბენტონიტის მონოპოლისტია ევროპაში და ასკანის საბადოს ლიცენზირება მას მხოლოდ იმიტომ დასჭირდა, რათა თავისი უფრო დაბალი ხარისხის ბენტონიტისთვის კონკურენცია მოესპო. ასკანის საბადო გაჩერებულია და იქნება გაჩერებული მანამ, სანამ არ გადაიხედება მისი ლიცენზირების საკითხი.
____________________
1 М.С. Мерабишвили. Бентонитовые глины. Тбилиси: Издво КИМС, 1979, 275 с.
![]() |
3.3.4.4 ტალკი |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოში ტალკის ოთხი სამრეწველო საბადო არსებობს, რომელთა მთლიანი მარაგები 2 458 ათას ტონას შეადგენს (ცხრილი 25). გარდა ამისა, მდინარე კლიჩის სათავეებში განლაგებულია ბეშთის ტალკის გამოვლინება, რომლის მარაგები 30 ათას ტონას არ აღემატება.
ცხრილი 25: ტალკის მარაგები სამრეწველო საბადოებში
საბადო |
ტალკის გამოსავალი, %25 |
მარაგები, ათ. ტ |
ჭეშორა |
60 |
1 236 |
ქვაშავა |
60 |
368 |
თეთრი მინდორი |
60 |
248 |
უწლევი |
75 |
606 |
მთლიანად |
2 458 |
საქართველოს ტალკის სამრეწველო საბადოები თავმოყრილია ზნაურის რაიონში და გაერთიანებულია ჩორჩანის ჯგუფში. 1971-1990 წლებში ხორციელდებოდა უწლევის, თეთრი მინდვრისა და ქვაშავას საბადოების გადამუშავება მთლიანი წლიური მწარმოებლურობით 50 ათ. ტ. ტალკი. ეს უკანასკნელი გამოიყენებოდა როგორც შემავსებელი ქიმიურ მრეწველობაში, და როგორც დანამატი საფაიფურე კაზმში. დღეს წარმოება გაჩერებულია.
![]() |
3.3.4.5 ცეოლითი |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველო ხასიათდება მსოფლიო მნიშვნელობის ცეოლითის მარაგებით (ცხრილი 26), მაგრამ ამ ნედლეულს ყურადღება მიექცა მხოლოდ მაშინ, როცა მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩერნობილის კატასტროფის შედეგების ლიკვიდაციაში1
ცხრილი 26: საქართველოს ცეოლითის მარაგები
საბადო |
მარაგები, ათ. ტ |
თეძამი |
9 311 |
ძეგვი |
10 575 |
ძეგვი - ხეკორძულა |
2 016 |
მთლიანად |
21 902 |
აღმოჩნდა, რომ ქართულ ცეოლითს დიდი უპირატესობა აქვს ახალზელანდიურ ტრადიციულ ნედლეულთან შედარებით. ჯერ ერთი, იგი შრეებრივ, მარჩხ, მძლავრ, სტაბილური შედგენილობის მქონე სუბჰორიზონტულ სხეულებს ქმნის, რომელთა დამუშავების პირობები მეტად ხელსაყრელია; მეორე, ნედლეული თავმოყრილია ერთმანეთთან ახლოს, მცხეთის რაიონში და სამრეწველო მარაგები ერთი ოპერატორით შეიძლება იქნას ათვისებული; მესამე, ცეოლითი წარმოდგენილია ყველაზე უფრო კარგი ტექნოლოგიური თვისებების მქონე მინერალით - კლინოპტილოლიტით - რომლის შემცველობა სამთო მასაში სტაბილურად 60%25 შეადგენს, რის გამოც ნედლეული გამდიდრებას არ საჭიროებს.
ცეოლითს მრავალმხრივი გამოყენება აქვს:
მსუბუქი ბეტონების შემავსებელი;
ნედლეული α-გამოსხივების შთანთქვისათვის;
ბუნებრივი სორბენტი ჩამდინარე წყლების გასასუფთავებლად;
ბუნებრივი სორბენტი ქიმიურ მრეწველობაში;
დანამატი პირუტყვის კომბინირებულ საკვებში და სხვ.
წინა საუკუნის 80-იან წლებში ძეგვისა და თეძამის საბადოებს პილოტურად ამუშავებდნენ, მაგრამ 90-იან წლებში წარმოება შეჩერდა და ეს უნიკალური ნედლეული გამოუყენებელია.
__________________
1 А.Г. Твалчрелидзе, იქვე
![]() |
3.3.4.6 დიატომიტი |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოში არსებობს ერთადერთი, მაგრამ დიდი მარაგებისა (7 623.6 მ3) და უნიკალური თვისებების მქონე ქისათიბის დიატომიტის საბადო, რომელიც განლაგებულია სამცხე-ჯავახეთის ახალციხის რაიონში. ბოლო წლებში დიატომიტს ამერიკული კომპანია Agate-Diatomite LLC ამუშავებს.
ქართული დიატომიტი ამ ტიპის საუკეთესო ნედლეულს მიეკუთვნება: დიატომური წყალმცენარეების დაუმსხვრეველი ბაკნების რაოდენობა 1 სმ3 20 მილიონს აღემატება, ხოლო კაჟმიწის შემცველობა 95%25 აღწევს.
დიატომიტი გამოიყენება:
საფილტრე ფხვნილების სახით სამედიცინო ხსნარების, ღვინის, ლუდის, ხილის წვენების და სხვ. გასასუფთავებლად;
ქრომატოგრაფიისთვის მყარი მატარებლების დასამზადებლად;
შემავსებლების სახით ლაქების, საღებავების, ტექნიკური რეზინის, ლინოლიუმის, ქაღალდის, სარეცხი საშუალებების დასამზადებლად;
როგორც წვრილდისპერსული დანამატი მინერალურ სასუქებში, პოლიმერულ კომპოზიტებში, ჰერმეტიკებში;
როგორც სორბენტი ლაქტამური წყლების გასასუფთავებლად სინთეზური ბოჭკოს წარმოებაში.
![]() |
3.3.4.7 პერლიტი |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოში მხოლოდ ერთი - ფარავანის - პერლიტის საბადოა ცნობილი, მაგრამ მისი მარაგები ძალიან მნიშვნელოვანია (60 291 ათ. მ3). საბადო განლაგებულია თბილისიდან სამხრეთ-დასავლეთით 85 კმ-ში, წალკისა და ნინოწმინდის რაიონების საზღვარზე. 2001 წლიდან საბადოს შპს „ფარავანპერლიტი“ ამუშავებდა, მაგრამ 2007 წელს მთავრობასთან შექმნილი უთანხმოების გამო წარმოება ფაქტიურად შეჩერდა.
შპს-მ „ფარავანპერლიტი“ ჩაატარა საქარხნო ცდები და დაამტკიცა, რომ ფარავანის საბადოს პერლიტისგან ორი ტიპის პროდუქციის გამოშვებაა შესაძლებელი1:
50-75 კგ/მ3 სიმკვრივის აფუებული პერლიტის სილა, რომლის აფუების კოეფიციენტია 10.3 - 15.5;
ფილტრაციული პერლიტის ფხვნილი, რომელიც ხასიათდება შემდეგი პარამეტრებით: სიმკვრივე - 70-12 კგ/მ3; წყლის ფილტრაციული გამტარობა - 1.5 - 2.9 D; ნაწილაკების კუთრი ზედაპირი - 0.1145 მ2/გ; აფუების ტემპერატურა - 900-9400C.
ამ საქონლური პროდუქციის გამოყენება მრეწველობის მრავალ დარგშია შესაძლებელი, მათ შორის:
სითბო- და ხმის გაუმტარი მასალების დასამზადებლად;
როგორც სუბსტრატი ჰიდროპონიკაში;
როგორც აქტიური სორბენტი ნავთობით დაბინძურებული წყალსატევების გასასუფთავებლად;
სასმელი, ჩამდინარე წყლების, ასევე სხვადასხვა ქიმიური ხსნარების გასაფილტრად.
__________________
1 Н.Я. Самхарадзе, М.И. Чохонелидзе, З.П. Мачавариани, Н.В. Гелашвили. Перспективы расширения сырьевой базы и увеличения добычи перлитов в Грузии. «Горный журнал», 2004, № 4, с. 7880.
![]() |
3.3.4.8 მჟავაგამძლე ანდეზიტი |
▲ზევით დაბრუნება |
მჟავაგამძლე ნედლეული საქართველოში, ძირითადად, წარმოდგენილია მეოთხეული ასაკის ლავური ნაკადებით, რომლებიც გავრცელებულია მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში. 4 სამრეწველო მნიშვნელობის საბადოს მთლიანი მარაგები 22 მილიონ ტონას აღემატება (ცხრილი 27).
ცხრილი 27: საქართველოს მჟავაგამძლე ანდეზიტის მარაგები
საბადო |
მხარე |
მარაგები, ათ. ტ |
ყაზბეგი |
მცხეთა-მთიანეთი |
4 908 |
საცხენისი |
მცხეთა-მთიანეთი |
3 658 |
ციხისჯვარი |
სამცხე-ჯავახეთი |
4 814 |
ივანოვკა |
ქვემო ქართლი |
8 700 |
მთლიანად |
22 080 |
ტრესტი „საქქიმია“ 60-80-იან წლებში ამუშავებდა ბაკურიანის (ციხისჯვრის) საბადოს, რომლის ნედლეული მიჩნეული იქნა საბჭოთა კავშირში საუკეთესო მჟავაგამძლე მასალად. დღეს წარმოება შეჩერებულია.
![]() |
3.3.4.9 მირაბილიტი (გლაუბერის მარილი) |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოში გლაუბერის მარილის სამი საბადოა ცნობილი, მათ შორის თბილისში გლდანის საბადოს მარაგები ფაქტობრივად ამოწურულია, ხოლო საგარეჯოს რაიონში ორი მლაშე ტბის მირაბილიტის მთლიანი მარაგები 1 მილიონ ტონას აღემატება (ცხრილი 28). მიუხედავად იმისა, რომ Na2SO4 შემცველობით ეს საბადოები მსოფლიო ხარისხის ნედლეულს შეიცავს, საქართველოში გლაუბერის მარილის იმპორტი, ძირითადად, უკრაინიდან წარმოებს, სადაც ნედლეულის რადიაციული უსაფრთხოება გარანტირებული არ არის.
ცხრილი 28: საქართველოს მირაბილიტის მარაგები
საბადო |
Na2SO4 შემცველობა, %25 |
მარაგები, ათ. ტ |
გლდანი |
44.50 |
86.5 |
გრძელი ტბა |
84.95 |
680.0 |
სახარეს ტბა |
86.13 |
386.0 |
მთლიანად |
|
1 152.5 |
![]() |
3.3.4.10 ფოსფორიტი |
▲ზევით დაბრუნება |
ფოსფორიტი გამოიყენება, როგორც ფოსფატური სასუქი სოფლის მეურნეობაში. საქართველოში ორი ფოსფორიტის საბადოა, რომლებიც იმერეთსა და ლეჩხუმშია გავრცელებული და რომელთა მთლიანი მარაგები 0.5 მილიონ ტონას აღემატება (ცხრილი 29). მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ წინა საუკუნის 60-იან წლებში დამტკიცდა ამ ნედლეულის კარგი სამრეწველო თვისებები1, საქართველოს ფოსფორიტის საბადოები არასდროს დამუშავებულა.
ცხრილი 29: საქართველოს ფოსფორიტის მარაგები
საბადო |
მხარე |
P2O5 |
მარაგები, |
გოდოგანი |
იმერეთი |
11.11 |
109.7 |
ლეჩხუმის |
რაჭა-ლეჩხუმი |
24.00 |
407.0 |
მთლიანად |
|
|
516.7 |
_________________
1 Геология СССР.იქვე
![]() |
3.3.4.11 ლითოგრაფული ქვა |
▲ზევით დაბრუნება |
მიუხედავად თავის სახელწოდებისა, თანამედროვე სამყაროში ლითოგრაფული ქვა გამოიყენება ხელოვნური ალმასების წარმოებაში კონტეინერების დასამზადებლად1. საქართველოში ამ ნედლეულის მარაგები საკმარისია (ცხრილი 30) და ამ თვალსაზრისით კარგად შესწავლილია ალგეთის საბადოს ტექნოლოგიური თვისებები2. (ცხრილი 31).
ცხრილი 30: საქართველოს ლითოგრაფული ქვის მარაგები
საბადო |
მხარე |
მარაგები, ათ. ტ |
ხეკორძულა |
მცხეთა-მთიანეთი |
32.9 |
ნიჩბისი |
მცხეთა-მთიანეთი |
31.9 |
ალგეთი |
ქვემო ქართლი |
440.5 |
მთლიანად |
|
505.3 |
ალგეთის საბადოს ნედლეული გამოიყენებოდა სომხეთში ხელოვნური ალმასის დასამზადებლად. დღეს წარმოება შეჩერებულია.
ცხრილი 31: ალგეთის ლითოგრაფული ქვის ტექნოლოგიური თვისებები
პარამეტრი |
განზომილება |
მნიშვნელობა |
სიმკვრივე |
გ/სმ3 |
2.6 |
ფორიანობა |
%25 |
2.3-5.0 |
CaCO3 შემცველობა |
%25 |
93 |
Fe2O3 შემცველობა |
%25 |
1.2 |
უხსნადი ნალექის შემცველობა |
%25 |
5.8 |
კუმშვაზე სიმტკიცის ზღვარი |
კგძ/სმ2 |
1 300 |
გრეხვაზე სიმტკიცის ზღვარი |
კგძ/სმ2 |
270 |
კერნში გადასული ნედლეული |
%25 |
12.5-37.0 |
ალმასის გამოსავალი |
%25 |
5 |
_________________
1 ალმასის სინთეზში კონტეინერი წარმოადგენს ამავდროულად ნედლეულს, რომლის ურთიერთქმედება ჩანასახ ხსნართან მაღალი წნევისა და ტემპერატურის პირობებში წარმოქმნის ალმასს.
2 А.Г. Твалчрелидзе, იქვე
![]() |
3.3.4.12 მინერალური პიგმენტი |
▲ზევით დაბრუნება |
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მინერალური პიგმენტის მარაგები საკმარისია საღებავის დასამზადებლად (ცხრილი 32), ხოლო მათი თვისებები აკმაყოფილებს მოთხოვნილებას (ცხრილი 33), ქუთაისის ლიტოფონური ქარხანა მხოლოდ ბარიტის ბაზაზე წარმოებულ თეთრ საღებავს უშვებდა. დღეს წარმოება შეჩერებულია.
ცხრილი 32: მინერალური პიგმენტის მარაგები საქართველოში
საბადო |
მხარე |
მარაგები, ათ. ტ |
ბრძიშხა |
აფხაზეთის ა. რ. |
600 |
ჩიტიწყარო |
აფხაზეთის ა. რ. |
1619 |
აგარა |
აფხაზეთის ა. რ. |
780 |
მათხოჯი-უძლოური |
იმერეთი |
437 |
ბანოჯი-ქვილიშორი |
იმერეთი |
143 |
ოფურჩხეთი |
იმერეთი |
768 |
შროშა-უბისი |
იმერეთი |
9 |
ბარცხანა |
აჭარის ა. რ. |
152 |
ნაგომარი |
გურია |
18 |
ცხრილი 33: საქართველოს მინერალური პიგმენტის
ტექნოლოგიური თვისებები
საბადო |
Fe2O3 |
პიგმენტი |
ზეთტევადობა, |
ბრძიშხა |
44.35 - 61.82 |
ჟანგმიწა |
26.00 |
ჩიტიწყარო |
74.60 - 74.90 |
მუმია |
31.88 |
აგარა |
9.80 - 21.20 |
მუმია |
30.00 |
მათხოჯი-უძლოური |
10.00 - 22.65 |
მუმია |
30.55 |
შროშა-უბისი |
58.00 - 67.98 |
ჟანგმიწა |
23.00 |
ბარცხანა |
11.00-27.00 |
ჟანგმიწა |
20.00 |
![]() |
3.3.4.13 ქალცედონი და სპონგოლიტი |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოში ქალცედონისა და სპონგოლიტის ერთადერთი - აჯამეთის - საბადო არსებობს, რომელიც ქუთაისის სიახლოვეშია გავრცელებული, მაგრამ მისი მარაგები მსოფლიო მნიშვნელობისაა: 4 168 ათ. ტ ქალცედონი და 15 549 ათ. მ3 სპონგოლიტი. საბადოს ტექნოლოგიური თვისებები ასევე ძალიან კარგია (ცხრილი 34).
ცხრილი 34: აჯამეთის საბადოს ტექნოლოგიური თვისებები
პარამეტრი |
განზომილება |
მნიშვნელობა |
სამთო მასაში |
%25 |
40 |
ქალცედონში SIO2 |
%25 |
96.20-98.56 |
ცეცხლგამძლეობა |
0С |
1730-1750 |
სიმკვრივე |
გ/სმ3 |
2.60-2.62 |
წინა საუკუნის 30-იანი წლებიდან აჯამეთის საბადოს ქალცედონი გამოიყენებოდა ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხანაში სილიკომანგანუმის დასამზადებლად. დღეს მისი წარმოების მოცულობა 10-ჯერ შემცირდა.
აჯამეთის საბადოს ქალცედონი და სპონგოლიტი მშვენიერი ნედლეულია ბოჭკოვანი გადამცემი ხაზებისა და კაბელების წარმოებისთვის.
![]() |
3.3.5 სანაკეთო ქვები და კერამიკული რესურსები |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოში გავრცელებულია საქაშანურე და ფაიფურის ქვის საკმარისი მარაგები ფაიფურის მრეწველობის დასაარსებლად. ასევე, სანაკეთო და ნახევრადძვირფასი ქვების მარაგები აშკარად ასათვისებელია საიუვილერო მრეწველობაში (ცხრილი 35).
![]() |
3.3.5.1 კერამიკული რესურსები |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოში არსებობს კერამიკული რესურსების საკმარისი მარაგები ფაიფურისა და ქაშანურის მრეწველობის განვითარებისთვის (ცხრილი 36), მაგრამ ისინი აბსოლუტურად გამოუყენებელია მრეწველობაში. ძირულას უღელტეხილის მკვიდრი მოსახლეობა ტრადიციულად, საუკუნეების მანძილზე იყენებს შროშის ფაიფურის პეგმატიტსა და სააგურე-საკრამიტე თიხებს (იხ. ქვევით), რათა დაამზადოს ღვინის ქვევრები, ქოთნები, კეცები და სხვ.
ცხრილი 35: საქართველოს სანაკეთო ქვებისა და კერამიკული
რესურსების საბალანსო მარაგები
რესურსების ეკონომიკური |
მარაგები |
ტრაქიტი და პეგმატიტი |
47 436 |
ფაიფურის ქვა |
12 631 |
კაოლინის თიხა |
4 569.6 |
მთის ბროლი |
98.81 |
აქატი |
46.97 |
ოპალი და ონიქსი |
77.87 |
გიშერი |
- |
ობსიდიანი |
21 100 |
ცხრილი 36: საქართველოს კერამიკული რესურსების მარაგები
საბადო |
ნედლეული |
მახარე |
მარაგები, |
შროშა |
ფაიფურის პეგმატიტი |
იმერეთი |
3 611.0 |
მაკვანეთი-გოდიეთი |
ფაიფურის ტრაქიტი |
გურია |
6 000.0 |
პამპალეთი |
ფაიფურის ტრაქიტი |
გურია |
34 816.0 |
ბოლნისი |
ფაიფურის ტრაქიტი |
ქვემო ქართლი |
3 009.0 |
რიონი-სარმორი |
კაოლინიტი |
იმერეთი |
200.0 |
ჯვარისი |
კაოლინიტი |
იმერეთი |
1 298.0 |
ზოვრეთი |
კაოლინიტი |
იმერეთი |
275.5 |
დილიკაური |
კაოლინიტი |
იმერეთი |
2 408.0 |
პერევი |
კაოლინიტი |
იმერეთი |
108.0 |
შემოქმედი |
კაოლინიტი |
გურია |
280.0 |
ბექთაქარი |
ფაიფურის ქვა |
ქვემო ქართლი |
12 631.0 |
საბადოს ყოველგვარი ლიცენზიის გარეშე, ანუ უკანონოდ ამუშავებენ.
წინა საუკუნის 30-ან წლებში ჯვარისის საბადოს კაოლინი ქარხნულად შემოწმდა, რამაც დაამტკიცა მისი მშვენიერი თვისებები ფაიფურის, ქაშანურისა და ტერაკოტას დასამზადებლად, მაგრამ საბადო აუთვისებელი დარჩა.
![]() |
3.3.5.2 ნახევრადძვირფასი და სანაკეთო ქვები |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოში არსებობს 22 აქატის, 29 მთის ბროლის, 11 გიშრის, 5 ონიქსისა და 1 ობსიდიანის საბადო და გამოვლინება, მაგრამ მარაგები დათვლილია მხოლოდ ზოგიერთ მათგანზე, მათ შორის არ არის არც ერთი გიშრის გამოვლინება (ცხრილი 37).
დღეს ამ რესურსების ათვისება მხოლოდ სტარატელური წესით, და ისიც, ძირითადად, უკანონოდ, წარმოებს. მაგალითად, ბაზარზე არსებული გიშრის პრაქტიკულად მთელ რაოდენობას ტყიბულის მოსახლეობა მიტოვებულ ნახშირის მაღაროებში მოიპოვებს. იგივე შეიძლება ითქვას ახალციხისა და ბოძოლის აქატზე, რომელიც საუკეთესო თვისებებით გამოირჩევა და რომლის მარაგები საკმარისია სამრეწველო ათვისებისთვის.
ცხრილი 37: საქართველოს ნახევრადძვირფასი და
სანაკეთო ქვების მარაგები
საბადო |
ნედლეული |
მხარე |
მარაგები, ტ |
თეძამი |
აქატი |
შიდა ქართლი |
47 |
ბოძოლი |
აქატი |
სამცხე-ჯავახეთი |
45 100 |
შურდა |
აქატი |
სამცხე-ჯავახეთი |
1 301 |
ახალციხე-2 |
აქატი |
სამცხე-ჯავახეთი |
442 |
პირსაბანი |
აქატი |
სამცხე-ჯავახეთი |
13 |
ყაჩაგანი |
აქატი |
ქვემო ქართლი |
70 |
საზანო |
მთის ბროლი |
იმერეთი |
3 000 |
დილიკაური |
მთის ბროლი |
იმერეთი |
5 700 |
ბოსლევი-რქვია |
მთის ბროლი |
იმერეთი |
36 500 |
მარელისი |
მთის ბროლი |
იმერეთი |
53 500 |
ციხია |
მთის ბროლი |
რაჭა-ლეჩხუმი & |
108 |
კოგორითი |
ონიქსი |
იმერეთი |
1 075 |
ჭაუხი |
ონიქსი |
მცხეთა-მთიანეთი |
154 |
გოდერძი |
ონიქსი |
სამცხე-ჯავახეთი |
70 000 |
არხაჩი |
ონიქსი |
ქვემო ქართლი |
6 039 |
ჯაფარ-კალა |
ონიქსი |
ქვემო ქართლი |
605 |
კაიუნდაღი |
ობსიდიანი |
სამცხე-ჯავახეთი |
21 100 |
საქართველოს მთის ბროლის მარაგები მსოფლიო მნიშვნელობისაა, ხოლო სისუფთავითა და კრისტალების სრულყოფილებით იგი ბევრად აღემატება საიუვილერო საქმეში მსოფლიოში გამოყენებულ (მაგალითად, სვაროვსკის მიერ) ნედლეულის.
საქართველოში არსებობს უნიკალური თავისი დეკორატიული თვისებებით და ამასთანავე უზარმაზარი მარაგებით გოდერძის ონიქსის აუთვისებელი საბადო.
![]() |
3.3.6 მოსაპირკეთებელი და საშენი ქვების რესურსები |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველო, საბერძნეთისა და იტალიის მსგავსად, უნიკალური ქვეყანაა საშენი და მოსაპირკეთებელი ქვების საბადოების გავრცელების თვალსაზრისით, მაგრამ ამ ქვეყნებისგან განსხვავებით, იგი ვერ ახერხებს საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას და არც მთავრობა უწყობს ამ პროექტს ხელს. საქართველოში 231 საბადოა, რომელიც მიეკუთნება სხვადასხვა ტიპს და გამოირჩევა დეკორატიული თვისებების მრავალფეროვნებით (ცხრილი 38).
საქართველოს მოსაპირკეთებელი და საშენი ქვების მარაგები ძალზედ მნიშვნელოვანია: ისინი მთლიანობაში 1.5 მილიარდ კუბურ მეტრს აღემატება (ცხრილი 39). ამასთან, ისინი მშვენიერი ფიზიკურ-მექანიკური თვისებებით ხასიათდება, რომელიც პრაქტიკულად არ დაზიანებულა საბჭოთა პერიოდში, მათი წარმოება აფეთქების გამოყენებით1 არ მომხდარა (ცხრილი 40).
საბჭოთა პერიოდში საქართველოს მოსაპირკეთებელი და საშენი ქვები ფართოდ გამოიყენებოდა რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში: მოსკოვის, სანკტ-პეტრბურგის, ვარშავის და სხვ. მრავალი შენობა და, განსაკუთრებით, მეტროპოლიტენის სადგურები მოპირკეთებულია ქართული გრანიტით, ტეშენიტით, მარმარილოთი და სხვ2. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მოსაპირკეთებელი და საშენი ქვების ექსპორტი საქართველოდან შეწყდა
ცხრილი 38: საქართველოს მოსაპირკეთებელი და საშენი ქვების საბადოების განაწილება ტიპების მიხედვით
ნედლეული |
ობიექტების აოდებობა |
%25 |
გაბრო და გაბრო-„რიკოთიტი“ |
8 |
3.5 |
გრანიტი |
6 |
2.6 |
სიენიტი |
1 |
0.4 |
კვარციანი დიორიტი |
9 |
3.9 |
ტეშენიტი |
5 |
2.2 |
დიაბაზი და გაბრო-დიაბაზი |
25 |
10.8 |
ბაზალტი და დოლერიტი |
46 |
19.9 |
ანდეზიტი და დაციტი |
15 |
6.5 |
დეკორატიული ტუფი |
30 |
13 |
მარმარილო |
9 |
3.9 |
მარმარილოსებრი კირქვა |
24 |
10.4 |
საშენი კირქვა |
53 |
22.9 |
მთლიანად |
231 |
100 |
ცხრილი 39: საქართველოს მოსაპირკეთებელი და საშენი
ქვების ბალანსური მარაგები
ნედლეული |
მარაგები, ათ. მ3 |
გაბრო და გაბრო-„რიკოთიტი“ |
119760.86 |
გრანიტი |
42043.00 |
სიენიტი |
10000.00 |
კვარციანი დიორიტი |
70032.40 |
ტეშენიტი |
50870.60 |
დიაბაზი და გაბრო-დიაბაზი |
133863.00 |
ბაზალტი და დოლერიტი |
270719.53 |
ანდეზიტი და დაციტი |
221297.90 |
დეკორატიული ტუფი |
144683.70 |
მარმარილო |
24554.60 |
მარმარილოსებრი კირქვა |
124788.36 |
საშენი კირქვა |
301072.30 |
მთლიანად |
1513686.25 |
ცხრილი 40: საქართველოს მოსაპირკეთებელი და საშენი ქვების
ფიზიკურ-მექანიკური თვისებები
მაჩვენებელი |
საბადო |
წიფა |
რქვია |
კურსები |
|
რიკოთი |
დიორიტი |
გრანიტი |
ტეშენიტი |
ნედლეული |
გაბრო |
2.51-2.79 |
2.6 |
2.70-2.90 |
სიმკვრივე, გ/სმ3 |
2.90-3.40 |
< 1 |
< 1 |
2.00-6.80 |
ფორიანობა, %25 |
< 1 |
0.11-0.50 |
0.16 |
0.20-1.70 |
წყალშთანთქმა, %25 |
0.20-0.50 |
1150-1720 |
1282-1314 |
1257-1945 |
მშრალ მდგომარეობაში |
1176-1475 |
860-1530 |
- |
950-1317 |
წყალნაჯერ მდგომარეობაში |
901-1661 |
0.81-0.95 |
0.98 |
0.71-0.93 |
დარბილების კოეფიციენტი |
0.86-0.97 |
0.95 |
0.97 |
- |
ყინვაგამძლეობის |
0.88-1.00 |
0.18-5.00 |
0.3 |
0.30-0.40 |
ცვეთადობა, %25 |
0.20-0.30 |
37.8 |
- |
20 |
სამთო მასიდან ბლოკების |
20.5 |
11.2 |
- |
6 |
1 მ3 ბლოკიდან ფილების |
46 |
შემოქმედი |
კობისი |
ბოლნისი |
მაჩვენებელი |
საბადო |
ანდეზიტი |
დაციტი |
ტუფი |
|
რატევანი |
2.52-2.60 |
2.15 |
1.90-2.30 |
ნედლეული |
ბაზალტი |
10-15 |
15 |
10 |
სიმკვრივე, გ/სმ3 |
2.47-2.74 |
3.90-5.60 |
4.5 |
0.75-8.90 |
ფორიანობა, %25 |
- |
660-936 |
665-1351 |
867-1430 |
წყალშთანთქმა, %25 |
0.34-1.70 |
- |
550-1136 |
- |
მშრალ მდგომარეობაში |
778-1154 |
0.4 |
0.77-0.90 |
0.85 |
წყალნაჯერ მდგომარეობაში |
775-1067 |
0.20-0.40 |
0.75-0.90 |
0.9 |
დარბილების კოეფიციენტი |
0.83-0.99 |
- |
0.67 |
- |
ყინვაგამძლეობის |
0.72-1.01 |
25.1 |
25.2 |
25.2 |
ცვეთადობა, %25 |
2.47-2.74 |
12.3 |
7.2 |
12.1 |
სამთო მასიდან ბლოკების |
24.1 |
|
|
|
1 მ3 ბლოკიდან ფილების |
10 |
|
|
|
მაჩვენებელი |
საბადო |
|
|
|
|
დიზი |
ლოპოტა |
ეკლარი |
დარკვეთი |
ნედლეული |
მარ-ლო |
მარ-ლო |
კირქვა |
კირქვა |
სიმკვრივე, გ/სმ3 |
2.70-2.80 |
2.76-2.77 |
2.68-2.70 |
2.70-2.87 |
ფორიანობა, %25 |
1.49 |
2.00-2.40 |
21-22 |
5.10-30.4 |
წყალშთანთქმა, %25 |
0.58-0.88 |
0.26-0.38 |
5.11-7.96 |
0.90-8.58 |
მშრალ მდგომარეობაში |
546-850 |
663-773 |
153-310 |
600-1150 |
წყალნაჯერ მდგომარეობაში |
- |
- |
0.75-0.84 |
- |
დარბილების კოეფიციენტი |
0.80-0.87 |
0.72-0.84 |
0.96-1.00 |
0.81-0.96 |
ყინვაგამძლეობის |
0.31-0.49 |
0.97 |
0.9 |
0.93-0.94 |
ცვეთადობა, %25 |
- |
0.60-4.00 |
- |
1.10-3.10 |
სამთო მასიდან ბლოკების |
20.5 |
14 |
45 |
86.8 |
1 მ3 ბლოკიდან ფილების |
12 |
10 |
10 |
23 |
___________________
1 ა. თვალჭრელიძე. იქვე.
2 А. Г. Твалчрелидзе, იქვე.
![]() |
3.3.7 მეტალურგიული, ინერტული და სამშენებლო რესურსები |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოში ამ ეკონომიკური ტიპის 363 საბადოა, რომელიც მოიცავს მშენებლობისთვისა და საფლუსე ყველა საჭირო ნედლეულს (ცხრილი 41). რესურსების მარაგი ძალიან მნიშვნელოვანია (ცხრილი 42).
ამ ტიპის რესურსები უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ ტექნოლოგიურ თვისებებს, რომლებიც აქ განხილულია ყველაზე მნიშვნელოვანი ნედლეულის მაგალითზე.
საქართველოში არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი მარაგების მქონე საფლუსე კირქვების საბადო, რომელიც აკმაყოფილებს ზესტაფონისა და რუსთავის ქარხნის მოთხოვნას: CaO>50%25; SiO2<1%25. ცხრილი 43 ასახავს უმთავრესი საბადოების ძირითად ტექნოლოგიურ მაჩვენებლებს.
საქართველოში 97 ქვიშისა და ხრეშის საბადოა, რომელთა საერთო მარაგი 760 მილიონ კუბურ მეტრს აღემატება. ცხრილი 44 აღწერს მთავარი საბადოების გარანულომეტრიულ შედგენილობას.
ვულკანური წიდის მთლიანი მარაგი 360 მილიონ ტონას აღემატება. ეს საბადოები, ძირითადად, გავრცელებულია სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში და შეიძლება გამოყენებულ იქნას მსუბუქი ბეტონების დასამზადებლად, თუმცა მათი ათვისება პრაქტიკულად ნულის ტოლია.
საქართველოში სამინე და საყალიბე სილის 22 საბადოა და თუმცა მათი მარაგები შეზღუდულია, ისინი მაინც მთლიანად აკმაყოფილებს საქართველოს მოთხოვნას. ცხრილი 45 აღწერს საჩხერის რაიონის წამყვანი სამინე სილის საბადოების ტექნოლოგიურ თვისებებს.
ცხრილი 41: საქართველოს მეტალურგიული, ინერტული და სამშენებლო რესურსების საბადოების განაწილება ტიპების მიხედვით
ნედლეული |
ობიექტების |
%25 |
საფლუსე კირქვა |
14 |
3.9 |
ქვიშა და ხრეში |
97 |
26.7 |
ვულკანური წიდა |
25 |
6.9 |
სამინე სილა |
12 |
3.3 |
საკირე კირქვა |
56 |
15.4 |
მეტალურგიული დოლომიტი |
4 |
1.1 |
საცემენტე კირქვა |
9 |
2.5 |
საცემენტე თიხა |
9 |
2.5 |
ცარცი |
2 |
0.6 |
ცეცხლგამძლე თიხა |
10 |
2.8 |
სააგურე-საკტამიტე თიხა |
63 |
17.4 |
კერამიკული თიხა |
2 |
0.6 |
სახურავი ფიქალი |
5 |
1.4 |
თაბაშირი, ანჰიდრიტი და გაჯი |
45 |
12.4 |
მთლიანად |
363 |
100 |
ცხრილი 42: საქართველოს მეტალურგიული, ინერტული და სამშენებლო რესურსების საბალანსო მარაგები
ნედლეული |
განზომილება |
მარაგები |
საფლუსე კირქვა |
ათ. ტ |
172 063. 7 |
ქვიშა და ხრეში |
ათ.მ2 |
768 760.2 |
ვულკანური წიდა |
ათ.მ2 |
360 255.1 |
სამინე სილა |
ათ.მ2 |
132 955.0 |
საყალიბე სილა |
ათ.მ2 |
59 957.0 |
საკირე კირქვა |
ათ.მ2 |
326 512.3 |
მეტალურგიული დოლომიტი |
ათ.მ2 |
586 546.0 |
საცემენტე თიხა |
ათ.მ2 |
581 761.0 |
ცარცი |
ათ.მ2 |
221 991.0 |
ცეცხლგამძლე თიხა |
ათ.მ2 |
6 890.0 |
სააგურე-საკტამიტე თიხა |
ათ.მ2 |
36 406.6 |
კერამიკული თიხა |
ათ.მ2 |
113 097.9 |
სახურავი ფიქალი |
ათ.მ2 |
3 882.0 |
თაბაშირი, ანჰიდრიტი და გაჯი |
ათ.მ2 |
333 88.5 |
მთლიანად |
ათ.მ2 |
69 854.8 |
ცხრილი 43: საქართველოს საფლუსე კირქვების ტექნოლოგიური თვისებები
მაჩვენებელი |
საბადო |
||
|
სადახლო |
დედოფლისწყარო |
ჭიშურა 1 და 3 |
SiO2%25 |
0.98 |
0.54 |
0.7 |
Al2O3%25 |
- |
0.85 |
1.04 |
Fe2O3 %25 |
- |
0.89 |
- |
CaO%25 |
53.8 |
51.47 |
53.7 |
MgO%25 |
- |
0.62 |
- |
P2O5%25 |
0.009 |
0.25 |
0.017 |
SO3%25 |
0.01 |
- |
0.06 |
სიმკვრივე, გ/სმ3 |
2.63 |
2.62 |
2.66 |
სიმტკიცის ზღვარი, კგძ/სმ2 |
1400 |
1032 |
525 |
ცხრილი 44: საქართველოს ქვიშისა და ხრეშის ზოგიერთი საბადოს გრანულომეტრიული შედგენილობა
|
საბადო |
|
|
|
|
გრანულომეტრიული |
ინგური 1 |
ცაგერი |
ძეგვი |
კავთისხევი |
შულავერი |
< 5 |
20.2 |
28.2 |
20.7 |
25.4 |
33 |
5-10 |
12.4 |
9.7 |
15.5 |
15 |
6 |
10-20 |
9.1 |
10.4 |
12.9 |
14.8 |
12 |
20-40 |
11.5 |
14.2 |
22.8 |
14.6 |
18 |
40-70 |
16.5 |
20.2 |
15 |
12.2 |
16 |
> 70 |
28.1 |
22.2 |
12.1 |
16.4 |
15 |
ცხრილი 45: სამინე სილის ტიპური საბადოების ტექნოლოგიური თვისებები
|
ცეცხლგამძლეობა, |
მინერალური შედგენილობა, %25 |
||
საბადო |
|
კვარცი |
მინდვრის |
სხვა |
ბაჯითი |
1610 |
94.0 |
5.4 |
- |
ითხვისი |
1600 |
80.2 |
15.0 |
4.8 |
ითავაზი |
1700 |
66.3 |
24.5 |
8.9 |
შუქრუთი |
1630 |
85.0 |
7.1 |
6.9 |
საკირე კირქვები უნდა ხასიათდებოდეს აქტიური კომპონენტის (კალციტისა და დოლომიტის) მაღალი შემცველობით, აგრეთვე, კირის ჩაქრობის მაღალი ტემპერატურითა და დიდი სისწრაფით. საქართველოში ამ პირობებს აკმაყოფილებს 56 საბადო, რომელთა მთლიანი მარაგები 320 მილიონ ტონას აღემატება. ტიპური საბადოების ტექნოლოგიურ თვისებებს ასახავს ცხრილი 46.
მეტალურგიული დოლომიტის ცეცხლგამძლეობა 17000C უნდა აღემატებოდეს. საქართველოში მხოლოდ 4 ასეთი საბადოა, მაგრამ მათი მთლიანი მარაგები 580 მილიონ ტონას აღემატება.
ცხრილი 46: საქართველოს საკირე კირქვების ტექნოლოგიური თვისებები
მაჩვენებელი |
საბადო |
|||
|
ოთხარი |
ნაბულევი |
ამბროლაური |
დედოფლისწყარო |
კირში აქტიური |
75-86 |
85-95 |
86.5 |
85-95 |
ჩაქრობის |
1000 |
1200 |
1200-1500 |
1200-1250 |
ცომის |
2.90 |
2.00-3.00 |
2.41 |
2.20-3.60 |
ჩაუმქრალი |
10 |
5.00-10.00 |
4.5 |
1.00-4.00 |
ჩაქრობის სიჩქარე, |
1.5-4.0 |
5.0-8.0 |
5.50-8.50 |
5.5-12.0 |
საცემენტე კლინკერისთვის აუცილებელია ორი კომპონენტი - კირქვა და თიხა. კირქვას კაჟმიწისა და თიხამიწის დაბალი შემცველობა უნდა ჰქონდეს, ხოლო თიხაში, პირიქით, SiO2/R2O3+RO და Al2O3/R2O3+RO ფარდობა ორზე მეტი უნდა იყოს. საქართველოში 9 კირქვისა და 9 თიხის ასეთი საბადოა და მათი მთლიანი მარაგები სავსებით საკმარისია მძლავრი ცემენტის მრეწველობის განვითარებისთვის.
ცეცხლგამძლე თიხები გამოიყენება ცეცხლგამძლე კერამიკის წარმოებისთვის, რომელსაც საყოფაცხოვრებო გამოყენების გარდა, მრავალი სამრეწველო გამოყენებაც გააჩნია. საქართველოში ცეცხლგამძლე თიხის 10 საბადოა, რომელთა მთლიანი მარაგი 36 მილიონ ტონას აღემატება და რომლებიც, ძირითადად, თავმოყრილია აჭარასა და მდ. ძირულის ხეობაში. ცხრილი 47 შეიცავს ინფორმაციას მათ ტექნოლოგიურ თვისებებზე.
ცეცხლგამძლე თიხებს მხოლოდ შიგა მეურნეობები აწარმოებენ ყოველგვარი ლიცენზირების გარეშე.
ცხრილი 47: საქართველოს ცეცხლგამძლე თიხების ტექნოლოგიური თვისებები
მაჩვენებელი |
საბადო |
|||
|
ცეცხლეური |
ჭიშურა |
ტყიბული |
შროშა |
SiO2, %25 |
51.4-55.9 |
53.2-54.5 |
52.5-57.5 |
41.0-56.5 |
Al2O3 ,%25 |
28.7-33.3 |
28.4-32.1 |
29.2-33.6 |
24.3-32.0 |
Fe2O3 %25 |
2.0-4.6 |
0.4-0.8 |
0.2-3.2 |
2.7-8.3 |
CaO, %25 |
0.6-1.8 |
0.1-0.5 |
0.3-0.8 |
0.5-0.8 |
MgO, %25 |
0.2-0.8 |
0.3-0.4 |
0.1-0.2 |
2.7-8.3 |
Na2O+K2O, %25 |
0.1-0.3 |
6.9-7.6 |
- |
0.4-2.6 |
SO3, %25 |
0.1-0.4 |
0.1-0.3 |
0.3-1.2 |
0.9-3.0 |
ლღობის |
1600-1720 |
1700 |
1700-1750 |
1580-1710 |
ჩაჯდომა, %25 |
5 |
3 |
2.02-7.00 |
3.22-8.30 |
წყალშთანთქვა, %25 |
7 |
10 |
10.98 |
12 |
სააგურე-საკრამიტე თიხების 158 საბადოდან 63 აქვს სამრეწველო მნიშვნელობა. მათი მთლიანი მარაგი 113 მილიონ კუბურ მეტრს აღემატება, ისინი მშვენიერი ტექნოლოგიური თვისებებით გამოირჩევიან (ცხრილი 48) და მაინც საქართველოში თურქეთიდან დაბალი ხარისხის აგურის იმპორტი ხორციელდება.
ჩვენ ქვეყანაში 45 თაბაშირის, ანჰიდრიტისა და გაჯის საბადოა, რომელთა მთლიანი მარაგი დაახლოებით 70 მილიონი ტონაა. ისინი ინფრასტრუქტურულად ეკონომიკურად განვითარებულ რაიონებშია თავმოყრილი, მათი ხარისხი სავსებით აკმაყოფილებს საგლესი პასტების წარმოების მოთხოვნილებას (ცხრილი 49), და მაინც ასეთი პასტები მთლიანად იმპორტირებულია, ძირითადად, თურქეთიდან.
ცხრილი 48: საქართველოს სააგურე-საკრამიტე თიხების ტექნოლოგიური თვისებები
მაჩვენებელი |
საბადო |
|||
|
ლუსულიავი |
მირიანი |
საგარეჯო |
ალაზანი |
პლასტიკურობის |
7.55-24.23 |
3.10-25.30 |
6.02-16.47 |
5.43-22.74 |
გამოშრობის |
1.8-2.7 |
0.4-1.9 |
1.8-3.0 |
0.2-0.8 |
საყალიბე ტენიანობა, |
20.86-23.66 |
16.31-21.00 |
20.37-22.85 |
17.43-23.22 |
სრული ჩაჯდომა, |
7.0-8.9 |
6.00-9.00 |
7.10-9.40 |
9.00-17.80 |
ცეცხლგამძლეობა, 0C |
1110-1200 |
1250 |
1120-1140 |
1100-1190 |
წყალშთანთქმა, %25 |
15.08-18.97 |
25.89 |
14.20-21.89 |
3.20-4.80 |
სიმკვრივე, გ/სმ3 |
1.60-1.72 |
2.25 |
1.61-1.89 |
1.20-1.30 |
ცხრილი 49: საქართველოს საგლესი მასალების საბადოთა დახასიათება
|
|
შემკრავი მასა |
|
საბადო |
ნედლეული |
ფორმულა |
შემცველობა, %25 |
ხუდონი |
თაბაშირი |
CaSO4.2H2O |
88.7 |
წყალთბილა |
თაბაშირი |
CaSO4.2H2O |
98.3 |
მუხლი-წესი |
თაბაშირი |
CaSO4.2H2O |
99.45 |
ბაჯინი |
თაბაშირი |
CaSO4.2H2O |
99.78 |
ნავთლუღი |
გაჯი |
CaSO4 |
40.75 |
ლილო |
გაჯი |
CaSO4.2H2O |
51.95 |
მარნეული |
გაჯ |
CaSO4 |
46.16 |
გარდაბანი |
გაჯი |
CaSO4 |
62.5 |
ბურდომის მთა |
გაჯი |
CaSO4 |
49.08 |
ახალი სამგორი |
გაჯი |
CaSO4 |
55.12 |
ტარიბანა |
გაჯი |
CaSO4 |
38.94 |
![]() |
3.3.8 მიწისქვეშა მინერალური წყლები |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს მიწისქვეშა მინერალური წყლები ტრადიციულად იყოფა:
მტკნარ წყლებად, რომელთა მინერალიზაციის ხარისხი <1000 მგ/ლ;
სუფრის მინერალურ წყლებად, რომელთაც ჰიდროკარბონატული შედგენილობა აქვთ და მათი მინერალიზაციის ხარისხი 1-5 გ/ლ-ია;
სამკურნალო-სუფრის მინერალურ წყლებად, რომლებიც გამოიყენება როგორც სასმელად, ასევე აბაზანებისთვის;
სამკურნალო წყლებად, რომელთა გამოყენება მხოლოდ აბაზანებისთვის არის დასაშვები.
საქართველოს მიწისქვეშა წყლების მარაგები გიგანტურია1: მტკნარი წყლის რესურსები შეადგენს 49.2 მილიონ მ3/დღე, რომელთაგანაც 10 მილიონი მ3/დღე მარაგის ათვისება დღესვეა შესაძლებელი, მწირი საკაპტაჟო სამუშაოების ჩატარების შემდეგ. ცხრილი 50 გვაცნობს საქართველოს მიწისქვეშა წყლების მარაგებს მყისიერი გამოყენებისთვის.
საქართველოში მტკნარი და სუფრის მინერალური წყლების ბუტილირება საკმაოდ განვითარებულია.
ცხრილი 50: საქართველოს მიწისქვეშა მინერალური წყლების მარაგები
წყალი |
მრაგები, ათ. მ3/დღე |
მტკნარი |
6 503.64 |
სუფრის |
38.76 |
სამკურნალო-სუფრის |
5.86 |
სამკურნალო |
29.7 |
____________________
1. И.П. Цулукидзе, Л.А. Харатишвили, Д.Ш. Габечава, Н.В. Церцвадзе, В.Г. Гвахария. Подземные воды Грузии - белое богатство XXI века. «Горный журнал», 2004, № 4, с. 20-23.
![]() |
3.3.9 საქართველოს სამთო მრეწველობის მდგომარეობა |
▲ზევით დაბრუნება |
ცხრილი 51 აღწერს საქართველოს სამთო მრეწველობას 1990 წელს და დღეს. მრეწველობის ასეთი დაკნინება გაანალიზდება საქართველოს ეკონომიკური პრიორიტეტების დახასიათებისას.
ცხრილი 51: საქართველოს სამთო მრეწველობა 1990 წელს და დღეს
ნედლეული |
წარმოება 1990 წელს |
თანამედროვე |
ნახშირი |
ტყვარჩელი, ტყიბული |
პრაქტიკულად |
მანგანუმი |
ჭიათურა |
პრაქტიკულად |
სპილენძი, ოქრო |
მადნეული |
გაიზარდა |
დარიშხანი |
ცანა, ლუხუმი |
შეჩერებულია |
ანთიმონიუმი |
ზოფხიტო |
შეჩერებულია |
ბარიტი |
ჩორდი |
შეჩერებულია |
ბენტონიტი |
გუმბრი, ასკანა |
მკვეთრად |
ცეოლითი |
ძეგვი, თეძამი |
შეჩერებულია |
დიატომიტი |
ქისათიბი |
მკვეთრად |
ლითოგრაფული ქვა |
ალგეთი |
შეჩერებულია |
მირაბილიტი |
გლდანი |
შეჩერებულია |
პერლიტი |
ფარავანი |
მკვეთრად |
მჟავაგამძლე ანდეზიტი |
ც იხისჯვარი |
შეჩერებულია |
კერამიკული ნედლეული |
შროშა, ჯვარისი |
შეჩერებულია |
მარმარილო |
დიზი, ჭუბერი |
შეჩერებულია |
ტეშენიტი |
კურსები, ოფურჩხეთი |
მკვეთრად |
დიაბაზი |
45 მაღარო |
შეჩერებულია |
ბაზალტი |
50 მაღარო |
მკვეთრად |
დეკორატიული ტუფი |
ბოლნისი |
მკვეთრად |
საშენი კირქვა |
60 მაღარო |
პრაქტიკულად |
საფლუსე კირქვა |
5 მაღარო |
შეჩერებულია |
ქვა და ხრეში |
55 მაღარო |
მკვეთრად |
სამინე სილა |
ბაჯითი, ითხვისი, ითავაზი |
მკვეთრად |
ცარცი |
გალი |
შეჩერებულია |
საკირე კირქვა |
22 მაღარო |
მკვეთრად |
მეტალურგიული დოლომიტი |
ტყვარჩელი, ჯგალი, აბანო |
შეჩერებულია |
საცემენტე კირქვა |
სასხორი, კასპი |
მკვეთრად |
საცემენტე თიხა |
გარდაბანი |
მკვეთრად |
ცეცხლგამძლე თიხა |
15 მაღარო |
შეჩერებულია |
სააგურე-საკრამიტე თიხა |
50 მაღარო |
შეჩერებულია |
თაბაშირი, გაჯი |
20 მაღარო |
მკვეთრად |
სანაკეთო ქვები |
32 მაღარო |
შეჩერებულია |
მინერალური წყლები |
30 წყარო |
იგივე დონეზეა |
დანართი 3 ასახავს საქართველოს უმნიშვნელოვანეს საბადოთა სივრცობრივ განაწილებას.
![]() |
3.4 ეგზოგენური ენერგორესურსები |
▲ზევით დაბრუნება |
ეგზოგენურ ენერგორესურსებს მიეკუთვნება ისეთი განახლებადი რესურესები, როგორიცაა ჰიდრო-, მზისა და ქარის ენერგორესურსები.
ჰიდროენერგორესურსები საქართველოს ტერიტორიაზე არათანაბრადაა განაწილებული. დანართი 4 ასახავს საქართველოს ძირითად მდინარეთა აუზებს, ხოლო ცხრილი 52 აღწერს მათ ჰიდროენერგორესურსებს.1
საქართველო ჰიდროენერგორესურსების სიმკვრივით ერთ-ერთი ყველაზე წარმოჩენილი ქვეყანაა მსოფლიოში და ყოველგვარი ეჭვის გარეშე უმდიდრესია ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე (ნახაზი 4).
ამავდროულად, როგორც ამას ცხრილი 53 გვიჩვენებს2, საქართველოს მხოლოდ 6 მდინარეა გამოსადეგი დიდი, ხოლო 24 მდინარე საშუალო ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისთვის. ჰიდროენერგორესურსების 39.1%25 ანუ 6 088 ათასი კვტ გამოსადეგია მხოლოდ უკაშხლო მცირე და საშუალო ჰესების ასაშენებლად.
ამრიგად, საქართველო სტრატეგიულ პერსპექტივაში აშკარად მცირე და საშუალო ჰესების ქვეყანაა.
დანართი 5 აღწერს ქარისა და ჰელიორესურსების განაწილებას საქართველოს ტერიტორიაზე.
საქართველოს ჰელიორესურსები ძალიან მნიშვნელოვანია და არსებული მონაცემებით3 უდრის 1014 კვტ/წელ. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია აფხაზეთის ა. რ., სამცხე-ჯავახეთი და აღმოსავლეთ საქართველოში მტკვრისა და იორის აუზები, სადაც წლიური მზის ნათების ხანგრძლიობა აღემატება 2 000 სთ. ცხრილი 54 შეიცავს საერთო მახასიათებლებს ამ ფართობების შესახებ4.
საქართველო იდეალური ქვეყანაა ქარის ენერგეტიკის განვითარებისთვის. ცხრილი 555 აღწერს საქართველოს ქარის რესურსებს. ცხრილიდან აშკარად ჩანს, რომ საქართველოს ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ხასიათდება მნიშვნელოვანი ქარის რესურსებით, როცა წლის განმავლობაში დროის 60%25-ზე მეტხანს შესაძლებელია ელექტროენერგიის გენერაცია ქარის მანქანების საშუალებით.
ცხრილი 52: საქართველოს ჰიდროენერგორესურსები
მდინარის აუზი |
აუზის N |
ჰიდროენერგორესურსები, ათ. კვტ |
|
|
|
პოტენციური |
ტექნიკური |
ჩრდილო |
I |
3 558 |
1 766 |
ენგურის |
II |
2 402 |
1 280 |
რიონისა და ხობის |
III |
3 772 |
1 787 |
სამხრეთი |
IV |
1 259 |
616 |
მტკვრის |
V |
2 572 |
1 248 |
ხრამისა და ალგეთის |
VI |
427 |
340 |
კავკასიონის |
VII |
483 |
243 |
ალაზნისა და იორის |
VIII |
1 044 |
525 |
მთლიანად |
|
15 518 |
7 803 |
ნახაზი 4: ჰიდროენერგორესურსების სიმკვრივე ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებში
ცხრილი 53: საქართველოს მდინარეთა განაწილება ჰიდროენერგორესურსების სიმძლავრეების მიხედვით
მდინარეთა სიმძლავრე,კვტ |
მდინარეთა |
მთლიანი სიმძლავრე |
|
|
|
ათ. კვტ |
%25 |
> 500 000 |
6 |
5326 |
34.4 |
100 000-200 000 |
24 |
4 104 |
26.5 |
50 000-100 000 |
33 |
2 426 |
15.6 |
20 000-50 000 |
66 |
2 134 |
13.7 |
10 000-20 000 |
64 |
949 |
6.1 |
5 000-10 000 |
60 |
432 |
2.8 |
<5 000 |
66 |
147 |
0.9 |
მთლიანად |
319 |
15 518 |
100.0 |
ცხრილი 54: ჰელიორესურსების ზოგადი დახასიათება
პირდაპირი |
მთლიანი |
მზის ნათების |
მზის ბატარეის |
||||
ივლისი |
წელი |
ივლისი |
წელი |
ივლისი |
წელი |
ივლისი |
წელი |
120-140 |
>850 |
195 |
1 575 |
310 |
2 350 |
2 100 |
6 600 |
ცხრილი 55: საქართველოს ქარის რესურსები
____________________
1 Природные ресурсы Грузинской ССР, Т. IV - Гидроэнергетические ресурсы. АН ГССР, СОПС, Изд-во АН СССР, 1962, 308 с.; Гидроэнергетические ресурсы. В: Атлас Грузинской ССР. Институт Географии им. Вахушти АН ГССР, Главный департамент по геодезии и картографии, Тбилиси-Москва, 1964, с. 160-163; ბ. ჩხაიძე. საქართველოს ენერგორესურსები. სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ბიულეტენი, 1998, N 7, გვ. 2-17.
2 ა.თვალჭრელიძე, პ. კერვალიშვილი, დ. გეგია, ს. ესაკია, ს. სანაძე. იქვე.
3 ბ. ჩხაიძე. იქვე.
4 ბ. ჩხაიძე. იქვე.
5 ბ. ჩხაიძე. იქვე.
![]() |
3.5 სასოფლო-სამეურნეო მიწების რესურსები |
▲ზევით დაბრუნება |
ცხრილი 56 შეიცავს ინფორმაციას საქართველოს მიწის ფონდის შესახებ1. ცხრილი აშკარად ცხადყოფს, რომ მიწის ფონდის მხოლოდ 43%25 ანუ 2.99 მილიონი ჰა მიეკუთვნება სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს. ეს კი ნიშნავს, რომ 2009 წლისთვის მოსახლეობის ერთ სულზე სასოფლო-სამეურნეო მიწების მხოლოდ 0.68 ჰა და სახნავ-სათესი მიწების 0.17 ჰა მოდის. სოფლის მოსახლეობის ერთ სულზე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფონდიდან საშუალოდ მოდის 1.44 ჰა და სახნავ-სათესი მიწის 0.38 ჰა.
ამრიგად, საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა და მით უფრო აუცილებელია მიწის ფონდის ეფექტიანი მართვა.
____________________
1 ჟ. ზონენაშვილი. საქართველოს მიწის რესურსები. სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ბიულეტენი, 1998, N 16, გვ. 24-43.
![]() |
3.6 ტყისა და მერქნის რესურსები |
▲ზევით დაბრუნება |
ოფიციალური მონაცემებით1, დღეისთვის ტყე გავრცელებულია საქართველოში 2.8 მილიონ ჰექტარზე, ხოლო ტყის ფონდი 2 მილიონ ჰა-ს შეადგენს. ნახაზი 5 ასახავს საქართველოს ტყეების რუკას (შავი ფერით შემოფარგლული ტერიტორიები).
ცხრილი 56: საქართველოს მიწის ფონდი
მიწის ტიპი |
ფართობი |
|
|
ათასი ჰა |
%25 |
მთლიანად |
6 949.4 |
100.0 |
სახნავ-სათესი |
785.0 |
11.3 |
მრავალწლიანი მცენარეები |
277.5 |
4.0 |
საძოვრები |
1 928.6 |
27.8 |
სასოფლო-სამეურნეო სულ |
2 991.1 |
43.0 |
ტყე და ბუჩქნარი |
2 006.6 |
28.9 |
სხვა |
1 951.7 |
28.1 |
ნახაზი 5: ტყეების გავრცელება საქართველოში
ტრადიციულად2, საქართველოს ტყეები დაყოფილია:
ნაკრძალ ტყეებად;
მწვანე ზოლის ტყეებად;
საკურორტო ტყეებად;
ნიადაგ- და წყალდამცავ ტყეებად;
საექსპლუატაციო ტყეებად.
ნახაზი 6 ნათლად გვიჩვენებს, რომ საექპლუატაციო ტყეები ტყის მთლიანი ფონდის 38,9%25 შეადგენს, ანუ ფარავს 780.6 ათას ჰა-ს. ცხრილი 57 შეიცავს ინფორმაციას ტყეებში მცენარის სახეობების გავრცელებისა და მერქნის მარაგის შესახებ3.
ამრიგად, საქართველოში მერქნის მთლიანი მარაგი 451.7 მილიონი მ3-ია, მაგრამ მათგან მხოლოდ 38,9%25 ანუ 175.7 მილიონი მ3 ხელმისაწვდომია გადამუშავებისთვის.
ნახაზი 6: საქართველოს ტყეების განაწილება ტიპების მიხედვით, %25
ცხრილი 57: საქართველოს ტყის ფონდი და მერქნის მარაგი
მცენარის სახეობა |
ფართობი, |
მერქნის მარაგი, |
სოჭი |
72.5 |
11 967.99 |
აღმოსავლური ნაძვი |
119.5 |
34 660.85 |
კავკასიური სოჭი |
200.2 |
112 014.03 |
მუხა |
186 |
17 525.42 |
აღმოსავლური წიფელი |
1035 |
236 568.84 |
წაბლი |
46.6 |
10 529.88 |
რცხილა |
119.5 |
12 930.79 |
რცხილისებრი |
31.4 |
1 145.61 |
ბზა |
5.9 |
1 084.68 |
თხმელა |
59.9 |
5691.5 |
ურთხელი |
0.3 |
73.12 |
სხვა |
128.8 |
7 507.41 |
სულ |
2005.6 |
451 700.12 |
_________________
1 სტატისტიკური წელიწდეული: 2000. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, თბილისი, 2000, 308 გვ.
2 Леса. В: Атлас Грузинской ССР. Институт Географии им. Вахушти АН ГССР, Главный департамент по геодезии и картографии, Тбилиси-Москва, 1964, с. 145-147.
3.ა.თვალჭრელიძე, პ. კერვალიშვილი, დ. გეგია, ს. ესაკია, ს. სანაძე. იქვე
![]() |
3.7 ეგზოგენური წყლის რესურსები |
▲ზევით დაბრუნება |
ეგზოგენურ ანუ ზედაპირულ წყლებს მიეკუთვნება ატმოსფერული ნალექების ხარჯზე შექმნილი წყლის რესურსები, რომლებიც იცვლის მარაგს და ქიმიურ შედგენილობას წელიწადის სეზონების მიხედვით. ეს რესურსები განაწილებულია მდინარეებში, მყინვარებში, ტბებში, წყალსაცავებსა და ჭაობებში.
ეგზოგენური წყლის რესურსების მიხედვით, საქართველო ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა მსოფლიოში და უდავო ლიდერი ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა შორის1. ნახაზი 7 ასახავს საქართველოს ატმოსფერული ნალექების შედარებით დახასიათებას, ხოლო ნახაზი 8 - წყლის რესურსების განაწილებას ტიპების მიხედვით.
ნახაზი 7: საქართველოს ატმოსფერული ნალექების შედარებითი დახასიათება
ნახაზი 8: წყლის რესურსების განაწილება საქართველოში, %25
საქართველოს ეგზოგენური წყლის რესურსები მონოგრაფიულადაა შესწავლილი2. ამიტომ აქ მხოლოდ მოკლე ზოგადი ინფორმაციით შემოვიფარგლებით.
____________________
1 გ. ხმალაძე. საქართველოს წყლის რესურსები. საქართველოს მიწის რესურსები. სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ბიულეტენი, 1997, N 1, გვ. 1-56.
2 Природные ресурсы Грузинской ССР, Т. IV - Гидроэнергетические ресурсы. АН ГССР, СОПС, Изд-во АН СССР, 1962, 308 с.; Водные ресурсы Закавказья. Ред. Г.Г. Сванидзе и В.С. Цомая. Л., Гидрометеоиздат, 1988, 637 с.; Г.Г. Сванидзе, В.П. Гагуа, Е.П. Сухишвили. Возобновляемые энергоресурсы Грузии. Л., Гидрометеоиздат, 1987, 345 с. და სხვ.
![]() |
3.7.1 მდინარეები |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოში აღწერილია 26 060 მდინარე, რომელთა მთლიანი სიგრძე 60 ათასი კილომეტრია. მდინარეთა ენერგეტიკული მახასიათებლები ზემოთ დახასიათდა. ამიტომ აქ მხოლოდ მათში წყლის რესურსებზე შევჩერდებით.
საქართველოს მდინარეები შეიძლება დაიყოს ადგილობრივ და ტრანზიტულ მდინარეებად. ამ მდინარეებში წყლის მთლიანი რესურსები 61.5 კმ3 ტოლია და ამ რესურსების 85.9%25 ანუ 52.8 კმ3 ადგილობრივ მდინარეებს უკავშირდება (ნახაზი 9).
ნახაზი 9: წყლის რესურსები საქართველოს მდინარეებში
![]() |
3.7.2 მყინვარები |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოში 734 მყინვარია, რომელთა მთლიანი ფართი 511.1 კმ2-ია, ხოლო წყლის რესურსების - 62.4 კმ3-ია. ცხრილი 58 აღწერს მყინვარების განაწილებას რეგიონების მიხედვით;
ცხრილი 59 ახასიათებს ამ რეგიონებში მყინვარების მთლიან ფართობს, ხოლო ცხრილი 60 შეიცავს ინფორმაციას მათში გავრცელებული წყლის რესურსების შესახებ.
მყინვარებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს სხვა ეგზოგენური წყლის რესურსების ჩამოსაყლიბებლად.
![]() |
3.7.3 ტბები |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოში 856 ტბაა, რომლებიც ქვეყნის მთლიანი ფართობის 0.24%25-ია (ანუ 167.28 კმ2). ამასთან, 24 მათგანში წყლის რესურსები 1 მლნ მ3-ს აღემატება. ამ ტბებში წყლის მთლიანი მოცულობა (რესურსები) 586.1 მლნ მ3-ს შეადგენს, ხოლო მათი მთლიანი ფართობი 131.65 კმ2-ია (ტბების მთლიანი ფართობის 78.7%25). ცხრილი 61 შეიცავს ამ ძირითადი ტბების მთავარ მახასიათებლებს.
ცხრილი 58: მყინვარების განაწილება რეგიონების მიხედვით
რეგიონი |
რაოდენობა |
%25 |
დას. საქართველო |
541 |
73.7 |
აღმ. საქართველო, ჩრდილო |
165 |
22.5 |
აღმ. საქართველო, სამხრეთი |
28 |
3.8 |
მთლიანად |
734 |
100.0 |
ცხრილი 59: მყინვარების ფართობების განაწილება რეგიონების მიხედვით
რეგიონი |
ფართობი, კმ2 |
%25 |
დას. საქართველო |
422.00 |
82.6 |
აღმ. საქართველო, ჩრდილო |
8.23 |
1.6 |
აღმ. საქართველო, სამხრეთი |
80.87 |
15.8 |
მთლიანად |
511.10 |
100.0 |
ცხრილი 60: მყინვარებში წყლის რესურსების განაწილება რეგიონების მიხედვით
რეგიონი |
წყლის რესურსები, კმ3 |
%25 |
დას. საქართველო |
26.43 |
42.3 |
აღმ. საქართველო, ჩრდილო |
35.00 |
56.1 |
აღმ. საქართველო, სამხრეთი |
1.00 |
1.6 |
მთლიანად |
62.43 |
100.0 |
ცხრილი 61: საქართველოს ძირითადი ტბების ზოგადი დახასიათება
ტბა |
მოცულობა, |
ფართობი, |
სიმაღლე, |
საშ. |
ტაბაწყური |
221.0 |
14.20 |
1991 |
15.5 |
დიდი რიწა |
94.0 |
1.49 |
884 |
63.1 |
ფარავანი |
90.8 |
37.50 |
2073 |
2.4 |
პალიასტომი |
52.0 |
18.20 |
0 |
2.6 |
ყელის ტბა |
31.7 |
1.28 |
2914 |
27.8 |
ქართასახი |
19.3 |
26.30 |
1799 |
0.7 |
ამთხელი |
18.5 |
0.58 |
512 |
29.6 |
მადატაფა |
9.5 |
8.78 |
2108 |
1.1 |
საღამოს ტბა |
7.7 |
4.81 |
1996 |
1. 6 |
ნანჭალი |
6.4 |
13.30 |
1928 |
0.5 |
ბაზალეთი |
5.6 |
1.22 |
878 |
4.5 |
დიდი |
4.6 |
0.23 |
2779 |
19.3 |
ფართოწყარო |
4.4 |
0.21 |
0 |
2.1 |
კობავახჭირი |
3.3 |
0.21 |
2650 |
15.8 |
პატარა რიწა |
3.2 |
0.10 |
1235 |
33.8 |
დიდი მწრა |
2.7 |
0.15 |
2184 |
17.9 |
ნურლიანი |
2.2 |
0.12 |
1568 |
1.8 |
გრძელი ტბა |
1.6 |
0.08 |
1584 |
2.0 |
დიდი |
1.4 |
0.61 |
16 |
2.3 |
მრუდე ტბა |
1.4 |
0.26 |
2545 |
5.3 |
ლამაზი ტბა |
1.3 |
0.11 |
2808 |
11.4 |
დიდი |
1.2 |
0.10 |
2421 |
12.0 |
ლისი |
1.2 |
0.47 |
624 |
2.6 |
ბარეთი |
1.1 |
1.34 |
1621 |
0.8 |
წყლის წარმოშობის მიხედვით, საქართველოს ტბები შეიძლება დაიყოს:
მყინვარულ ტბებად - როგორც წესი, ეს ტბები განლაგებულია 2500 მ-ზე მაღლა;
ატმოსფერული ნალექების ტბებად;
მიწისქვეშა წყლების ტბებად;
მდინარეების ტბებად;
ჭაობების ტბებად.
საქართველოს ტბების უმრავლესობა ეკოლოგიურად სუფთა გარემოშია გავრცელებული; მათი მინერალიზაციის ხარისხი 500-1000 მგ/ლ-ზეა და ისინი სასმელი წყლის სტრატეგიულ მარაგებს შეიცავს. თუმცა, ალაზან-მტკვრის მთათაშუეთის (კახეთის ქედი) ტბები მაღალი მინერალიზაციის ხარისხით გამოირჩევა (2500 მგ/ლ) და შეიცავს გლაუბერის მარილის სამრეწველო მარაგებს (გრძელი და სახარე ტბა; გლდანის ტბა).
![]() |
3.7.4 წყალსაცავები |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოში აშენებულია 44 წყალსაცავი, რომელთა წყლის სარკის ფართობი 163 კმ2-ია (ცხრილი 62). ამ წყალსაცავების მთლიანი მოცულობა 3.3 მლნ მ3-ია, ხოლო წყლის მარაგი - 2.2 მლნ მ3.
ცხრილი 62: საქართველოს წყალსაცავების დახასიათება
წყალსაცავი |
მკვებავი |
მოცულობა, 1000 |
წყლის |
სამრეწველო |
|
|
|
საერთო |
მუშა |
|
|
დასავლეთი საქართველო |
|||||
ჯვარი |
ენგური |
1092.0 |
662.0 |
13.5 |
ენერგეტიკა |
გალი |
ერისწყალი |
145.0 |
26.0 |
8.0 |
ენერგეტიკა |
გუმათი |
რიონი |
39.0 |
13.0 |
2.4 |
ენერგეტიკა |
ვარციხე |
ყვირილა |
4.6 |
2.4 |
5.1 |
ენერგეტიკა |
შაორი |
შაორა |
71.0 |
68.0 |
13.2 |
ენერგეტიკა |
ლაჯანური |
ლაჯანური |
12.0 |
12.0 |
1.6 |
ენერგეტიკა |
ტყიბული |
ტყიბულა |
84.0 |
62.0 |
11.5 |
ენერგეტიკა |
კუხ |
კუხისწყალი |
1.9 |
1.8 |
0.3 |
ენერგეტიკა |
სულ |
|
1459.5 |
847.2 |
55.6 |
|
აღმოსავლეთი საქართველო |
|||||
ზაჰესი |
მტკვარი |
12.0 |
3.0 |
2.0 |
ენერგეტიკა |
ჯანდარი |
მტკვარი |
52.0 |
23.0 |
12.5 |
მელიორაცია |
ზრესი |
მურჯაჰეთი |
2.2 |
1.3 |
1.8 |
მელიორაცია |
წყისი |
ქვაბიანი |
1. |
1.5 |
0.3 |
მელიორაცია |
ნადარბაზევი |
ლიახვი |
8.2 |
7.2 |
2.0 |
მელიორაცია |
ზონკარი |
პატარა ლიახვი |
40.0 |
39.0 |
1.4 |
მელიორაცია |
ჟინვალი |
არაგვი |
520.0 |
370.0 |
11.5 |
კომპლექსური |
ნარეკვავი |
ნარეკვავი |
6.8 |
5.6 |
0.6 |
მელიორაცია |
ალგეთი |
ალგეთი |
65.0 |
60.0 |
2.3 |
მეიორაცია |
მარაბდა |
ალგეთი |
1.2 |
1.2 |
0.2 |
მელიორაცია |
წალკა |
ხრამი, ქვია |
312.0 |
292.0 |
34.0 |
ენერგეტიკა |
მთისძირი |
მაშავერა |
3.3 |
3.0 |
0.9 |
მელიორაცია |
პანტიანი |
მაშავერა |
5.4 |
5.3 |
0.6 |
მელიორაცია |
იაყუბლო |
მაშავერა |
11.0 |
11.0 |
2.0 |
მელორაცია |
კუმისი |
მტკვარი |
11.0 |
4.0 |
5.4 |
მელიორაცია |
სიონი |
იორი |
325.0 |
300.0 |
14.4 |
კომპლექსური |
თბილისის ზღვა |
იორი, ზმაითი |
308.0 |
155.0 |
11.8 |
კომპლექსური |
ჭალა |
ჩუგურგულა |
1.7 |
1.4 |
0.4 |
მელიორაცია |
კუდიგორა |
დურუჯი |
3.5 |
3.5 |
3.0 |
მელიორაცია |
ოქტომბერი |
ავანისხევი |
1.8 |
1.5 |
0.2 |
მელორაცია |
თელაწყალი |
თელაწყალი |
1.6 |
1.2 |
0.1 |
მელიორაცია |
კუშისხევი |
კუშისხევი |
4.0 |
2.3 |
0.6 |
მელიორაცია |
კრაჭისხევი |
კრაჭისხევი |
1.3 |
0.9 |
0.3 |
მელიორაცია |
თაზვაწყაო |
არაგვი |
1.3 |
1.0 |
0.3 |
კომპლექსური |
11 მცირე |
|
4.2 |
3.6 |
1.9 |
მელიორაცია |
სულ |
|
1699.8 |
1297.5 |
110.5 |
|
მთლიანად |
|
3315.3 |
2168.9 |
163.0 |
|
დასავლეთ საქართველოს კაშხლიანი წყალსაცავები მხოლოდ ენერგეტიკაში, ჰიდროელექტროსადგურებისთვის წყლის რესურსების დასაგროვებლადაა შექმნილი. მათ შორის უდიდესი - ჯვრის წყალსაცავი - ენგურჰესისთვის იყო სპეციალურად აშენებული.
აღმოსავლეთ საქართველოს წყალსაცავები, ძირითადად, მელიორაციული დანიშნულებისაა. გამონაკლისს მხოლოდ ზაჰესის წყალსაცავი წარმოადგენს, რომელიც სამხრეთ კავკასიის პირველი ელექტროსადგურისთვის იყო აშენებული, და წალკის წყალსაცავი, რომელიც ხრამჰეს 1 და 2 ჰიდროელექტროსადგურებს კვებავს.
ამავდროულად, ოთხი აღმოსავლეთ საქართველოს წყალსაცავი - ჟინვალი, თბილისის ზღვა, სიონი და თაზვაწყარო - კომპლექსური გამოყენებისაა.
ჟინვალის წყალსაცავი გამოიყენება ენერგეტიკაში (ჟინვალჰესი), თბილისის წყალმომარაგებისთვის და სავარგულების ირიგაციისთვის.
თბილისის ზღვა სარეკრეაციო დანიშნულებისაა, მაგრამ, ამავდროულად, გამოიყენება თბილისის აღმოსავლეთი უბნების წყალმომარაგებაში და მელიორაციულ სამუშაოებში.
სიონის წყალსაცავი კვებავს სიონის ჰესს და, ამავდროულად, გამოიყენება სავარგულების ირიგაციისთვის.
წყალსაცავების უდიდესი ნაწილი მდინარის ხევებშია განლაგებული, ხშირად (მაგალითად, თბილისის ზღვა) - მეორეული მდინარეების შესართავებთან ახლოს. ამავდროულად, ზოგიერთი წყალსაცავისთვის (მაგალითად, კუმისი) გამოყენებულია ბუნებრივი ტბები, რომლებიც მიწისქვეშა წყაროებით იკვებება. დამატებითი წყლის რესურსები მობილიზებულია მდინარეებიდან, რომლებიც არხებითა და სატუმბი სადგურებით მიეწოდება წყალსაცავებს.
ჭაობები
ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში ჭაობებს კოლხეთის დაბლობის დიდი ნაწილი ეკავა, მაგრამ შემდგომში, პირველი ხუთწლედების დროს, მათი მასიური დაშრობა განხორციელდა. დღეისთვის არსებული ჭაობების მთლიანი ფართობი 625 კმ2-ია, და მათში წყლის მარაგები 1900 მილიონ მ3-ს შეადგენს (ცხრილი 63).
საქართველოს ჭაობები, განსაკუთრებით შავი ზღვის სანაპირო ზოლში, ტორფის სამრეწველო მარაგებს შეიცავს, როგორც ეს მინერალური რესურსების დახასიათებისას აღინიშნა.
ცხრილი 63: საქართველოს ჭაობების ძირითადი მახასიათებლები
ჭაობი |
სიმაღლე, მ |
საშ. სიღრმე, მ |
ფართი, კმ2 |
წყლის მარაგი, |
ერისწყალი I |
1.5 |
1 |
1.5 |
1.2 |
ფიჩორა-ქვიშონა |
4 |
2 |
13.2 |
21.1 |
ერისწყალი II |
0.9 |
1 |
117 |
93.6 |
თორსი |
8.5 |
1 |
9 |
8.1 |
ნაქარგალი |
4 |
1.5 |
21 |
25.2 |
ტოკოტი-გურია |
3 |
0.8 |
90 |
64.8 |
ფოთი-ჭალადიდი |
12.5 |
1.5 |
144 |
194 |
ქვეშანათი |
8.5 |
1 |
1 |
0.8 |
მორჩხილი |
8.5 |
1 |
1 |
0.8 |
ჭვიტაღელე |
8.5 |
1.1 |
1.4 |
1.12 |
ფიჩორა-პალიასტომი |
9.2 |
8 |
191 |
1365 |
ლაითური |
15 |
2 |
1.2 |
2.16 |
ქობულეთი |
1.8 |
7 |
19 |
103 |
ნატანები-სუფსა |
1.8 |
1.5 |
15 |
20.2 |
მთლიანად |
|
|
625.3 |
1901.08 |
![]() |
3.8 ძირითადი დასკვნა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს ბუნებრივი რესურსები სავსებით საკმარისია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
![]() |
4 თავი 2. საქართველოს დემოგრაფიული სურათი |
▲ზევით დაბრუნება |
დღეს დემოგრაფიული პრობლემა საქართველოს წინაშე მდგარ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმწვავესია. ბოლო წლებში შობადობის კატასტროფულმა შემცირებამ და სიკვდილიანობის ზრდამ დაარღვია მოსახლეობის კვლავწარმოების ბალანსი. ამას ემატება მიგრაციული პროცესი, რის შედეგადაც მივიღეთ მოსახლეობის კვლავწარმოების ისეთი ტიპი, რომლისთვისაც დამახასიათებელია შობადობის დაბალი დონე, დემოგრაფიული დაბერება, მიგრაციის უარყოფითი სალდო. 2000-2008 წლებში მიგრაციის უარყოფითი სალდო -35.2 ათასი კაციდან -10.2 ათასამდე იცვლებოდა. მოსახლეობის გადინების მაღალი დონე ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 90-იანი წლებიდან დაფიქსირდა. ჰუმანური რესურსების შენარჩუნება ქვეყნის წინაშე მდგარ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენდა. ნახაზი 10 შეიცავს ინფორმაციას საქართველოს მთლიან მოსახლეობაზე 1913-2009 წლებში1.
აშკარად ჩანს, რომ 1990 წლამდე საქართველოს მოსახლეობა იზრდებოდა და 1990 წელს თავის პიკს - 5.46 მილიონ ადამიანს - მიაღწია.
ნახაზი 10: საქართველოს მოსახლეობა 1913-2009 წლებში
1990-2009 წწ. პერიოდში მოსახლეობა 1.11 მილიონით შემცირდა დუხჭირ წლებში ემიგრაციის ხარჯზე (ნახაზი 11).
ნახაზი 12 ცხადყოფს, რომ საქართველოდან მოსახლეობის ყველაზე ინტენსიურ გადინებას (მთლიანი მოსახლეობის 1.9%25-ის დონეზე) ადგილი ჰქონდა 1993-1995 წლებში. შემდგომში გადინება თანდათანობით მცირდებოდა და 2007 წელს 0.68%25-ს მიაღწია. რუსეთ-საქართველოს ომმა ემიგრაციის ახალი ტალღა წარმოშვა. თუმცა, 2009 წლისთვის მიგრაციის უარყოფითი სალდო დადებითით (34.2 ათასი კაცი) შეიცვალა, მაგრამ მთლიანად მოსახლეობის რიცხოვნობის ცვალებადობა მაინც ჯერ კიდევ უარყოფოთია (-0,23%25).
ნახაზი 11: საქართველოს მოსახლეობა 1990-2009 წლებში
ნახაზი 12: მოსახლეობის რიცხოვნობის ცვალებადობის
დინამიკა 1991-2009 წლებში
მიგრაციის გამომწვევი მიზეზები, ძირითადად, ეკონომიკური ხასიათისაა. ქვეყანაში მაღალშემოსავლიანი სამუშაო ადგილების სიმცირე, ნაკლებხელსაყრელი სამეწარმეო გარემო, უმუშევრობა აიძულებს ადამიანებს საარსებო სახსრები ქვეყნის ფარგლების გარეთ ეძიონ. მათ მიერ გამოგზავნილი თანხები შინამეურნეობების შემოსავლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.
ნახაზი 13 აღწერს საქართველოს ეროვნულ შემადგენლობას 1979 წლის, ნახაზი 14 - 1989 წლის, ხოლო ნახაზი 15 - 2002 წლის აღწერების საფუძველზე2. ამ პერიოდის განმავლობაში ქართველთა ხვედრითი წილი გაიზარდა 68.8%25--იდან 83.8%25-მდე; აზერბაიჯანელთა - 5.1%25-იდან 6.5%25-მდე, ხოლო ყველა სხვა ეროვნული ჯგუფის ხვედრითი წილი (%25) შემცირდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ემიგრაცია, ძირითადად, ეროვნულ უმცირესობებს შეეხო, თუმცა ქართველთა აბსოლუტური რაოდენობა 1989 წელთან შედარებით, ასევე შემცირდა 126.2 ათასი ადამიანით: 3787.4 ათასიდან 3661.2 ათასამდე.
ნახაზი 13: საქართველოს ეროვნული შემადგენლობა
1979 წ. აღწერის მიხედვით, %25
ნახაზი 14: საქართველოს ეროვნული შემადგენლობა
1989 წ. აღწერის მიხედვით, %25
ნახაზი 15: საქართველოს ეროვნული შემადგენლობა
2002 წ. აღწერის მიხედვით, %25
ნახაზი 16 შეიცავს ინფორმაციას საქართველოს მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურის შესახებ 1970 წელს, ნახაზი 17 - 1979 წელს, ნახაზი 18 - 1990 წელს, ნახაზი 19 - 1995 წელს, ხოლო ნახაზი 20 - 2009 წელს3. ამ ნახაზებიდან ნათლად ჩანს, რომ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობა 2009 წელს შეადგენდა მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 61%25 ანუ 2675.1 ათას ადამიანს. ამასთან, საპენსიო ასაკის მოსახლეობა ითვლის 964.8.9 ათას ადამიანს, რაც მთლიანი მოსახლეობის 22%25-ია!
მოსახლეობის ამგვარი ასაკობრივი სტრუქტურა, მეტად არასახარბიელოა სოციალური დაზღვევის სრულყოფილი სისტების ჩამოსაყალიბებლად.
ნახაზი 16: საქართველოს მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურა
1970 წელს, %25
ნახაზი 17: საქართველოს მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურა
1979 წელს, %25
ნახაზი 18: საქართველოს მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურა
1990 წელს, %25
მსოფლიო გამოცდილებით დადასტურებულია, რომ მეცნიერულად დასაბუთებულ და გონივრულად გატარებულ სახელმწიფო დემოგრაფიულ პოლიტიკას თვალსაჩინო წვლილის შეტანა შეუძლია მოსახლეობის კვლავწარმოების ნეგატიური ტენდენციების განმსაზღვრელი მიზეზების აღმოფხვრასა და ვითარების ნორმალიზებაში.
ნახაზი 19: საქართველოს მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურა
1995 წელს,%25
ნახაზი 20: საქართველოს მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურა
2009 წელს, %25
_____________________
1 მოსახლეობა. საქართველოს სსრ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, თბილისი, 1981, გვ. 33-35; მსოფლიო ბანკის მონაცემთა ბაზა. http://www.worldbank.org; სტატისტიკური წელიწდეული - 2009. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, სტატისტიკის დეპარტამენტი. თბილისი, 2010, 322 გვ.
2 სტატისტიკური წელიწდეული - 2009. იქვე.
3 სოციალური ტენდენციები საქართველოში. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, თბილისი, 2003, 68 გვ.; სტატისტიკური წელიწდეული - 2009. იქვე.
![]() |
5 თავი 3. უმუშევრობა და დასაქმება საქართველოში |
▲ზევით დაბრუნება |
1990 წლამდე უმუშევრობა საქართველოში არ აღემატებოდა ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 0.5%2545. საბჭოთა კავშირის დაშლამ, სამოქალაქო ომებმა და საერთო სტრუქტურულმა კრიზისმა ტოტალური უმუშევრობა გამოიწვია, რომელმაც 1992 წელს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 45%25 მოიცვა1. განხორციელებულმა მაკროეკონომიკურმა ღონისძიებებმა 1995 წლისთვის თავისი შედეგები გამოიღო და 1995 წლისთვის უმუშევრობის დონე 25%25-მდე შემცირდა. ნახაზი 21 აღწერს უმუშევრობის დონეს საქართველოში 1995-2009 წლებში2. ჩანს, რომ 1995 წლიდან 2001 წლამდე უმუშევრობის დონე 25%25-იდან 11.1%25-მდე შემცირდა; 2002-2004 წლებში იგი იცვლებოდა 11.5%25-იდან 12.6%25-მდე, ხოლო 2004-2009 წწ. უმუშევრობის დონე თანდათანობით გაიზარდა და 2009 წელს 16.9%25-ს მიაღწია.
2009 წელს დასაქმებულთა რიცხოვნობა ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 83.2%25-სა და შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის 63.6%25-ს შეადგენს, ხოლო ეკონომიკურად არააქტიურმა მოსახლეობამ 1139.6 ათასი შეადგინა3.
ნახაზი 21: უმუშევრობა საქართველოში
ნახაზი 22 აანალიზებს დასაქმების სტრუქტურას საქართველოში 1991-2009 წლებში. ეკონომიკურმა რეფორმამ და ლარის შემოღებამ 1995 წელს, მკვეთრად შეცვალა დასაქმების სტრუქტურა და ზუსტად 1995 წელს თვითდასაქმებულთა რიცხოვნობამ გადააჭარბა დაქირავებულთა რიცხოვნობას. ამის შემდეგ, თვითდასაქმებულთა რაოდენობა რჩება პრაქტიკულად უცვლელი 600 ათასი კაცის დონეზე, მაშინ, როდესაც დაქირავებულთა რაოდენობა ლატენტურად, მაგრამ თანმიმდევრულად მცირდება. 2009 წლის მდგომარეობით მთლიანად დასაქმებულებში დაქირავებულთა და თვითდასაქმებულთა შორის თანაფარდობა შეადგენდა 1/1.78, ანუ თვითდასაქმებულთა რაოდენობა თითქმის 2-ჯერ აღემატება დაქირავებულთა რაოდენობას.
დასაქმებულებს შორის თვითდასაქმებულთა დიდი რიცხოვნობა და მაღალი ხვედრითი წილი არ შეიძლება ცალსახად უარყოფითად შეფასდეს. პირიქით, თვითდასაქმებულთა რაოდენობის ზრდა მესაკუთრეთა ხვედრითი წილის გაზრდით დასაქმების პრობლემის გადაწყვეტის მთავარი მიმართულებაა, მაგრამ ოჯახის უსასყიდლოდ მომუშავე წევრები, რომლებიც თვითდასაქმებულების უმრავლესობას წარმოადგენენ, არ არიან რეალურად დასაქმებულნი. თვითდასაქმებულთა ეს ნაწილი სამუშაოს უქონლობის გამო იძულებულია ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ეწეოდეს არაკვალიფიციურ შრომას. ეს ეხება საქართველოს რეგიონების მაცხოვრებლებს, რომლებიც, ძირითადად, სოფლის მეურნეობაში არიან დასაქმებულნი.
ნახაზი 22: დასაქმების სტრუქტურა საქართველოში
1991-2009 წლებში
ნახაზი 23 გვიჩვენებს დასაქმებულთა რაოდენობას, როგორც მთლიანი მოსახლეობის წილს. ჩანს, რომ დასაქმებულთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა 1991 წლიდან (46.55%25) 1993 წლამდე (34.27%25). დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა 1995-1996 და 2000-2001 წლებში ძირითადად უკავშირდებოდა ბაქო-სუფსისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენების მშენებლობას4.
ნახაზი 23: დასაქმებულთა რიცხოვნობის შეფარდება
მთლიანი მოსახლეობის რიცხოვნობასთან, %25
ნახაზი 24 აღწერს დასაქმების დარგობრივ სტრუქტურას 2008 წელს5. აშკარად ჩანს, რომ დასაქმებულთა უმეტესობა სოფლის მეურნეობაზე მოდის (53.4%25). ამასთან, მრეწველობის, მშენებლობის, ენერგეტიკის, კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის სფეროებში ერთობლივად 14.4%25-ია დასაქმებული; ჯანდაცვასა და განათლებაში - 10.8%25; საჯარო სამსახურში - 4%25; კომუნალურ სფეროში - 2.6%25 და მატერიალური დოვლათის არამწარმოებელ დარგებში - 14.7%25.
ნახაზი 24: დასაქმების დარგობრივი სტრუქტურა, %25
შემოსავლების დაბალი დონის პრობლემა არსებობს არა მარტო თვითდასაქმებულებთან, არამედ დასაქმებულების ყველა კატეგორიასთან მიმართებაში. ეკონომიკაში დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი საარსებო მინიმუმს დიდად არ აღემატება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივ მდგომარეობა ცალკეული საქმიანობის სფეროებში გაუმჯობესდა. მაგალითად, ფინანსური საქმიანობის სფეროში დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2000-2008 წლებში (ცხრილი 64) 513 ლარიდან 1344 ლარამდე გაიზარდა. ანალოგიურად, საშუალო ნომინალური ხელფასის დონის შედარებით მაღალი მაჩვენებელია სახელმწიფო მმართველობის (869.5 ლარი), სამთო-მომპოვებელი მრეწველობის (809 ლარი), ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყლის წარმოებისა და განაწილების (738.3 ლარი) და ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის (668 ლარი) სფეროებში. უკანასკნელ წლებში ზრდის ტენდენციით ხასიათდება საშუალო ნომინალური ხელფასის სიდიდე, მაგრამ აბსოლუტურ ციფრებში იგი კვლავ დაბალია განათლების (244 ლარი), სოფლის მეურნეობის, ნადირობისა და სატყეო მეურნეობის (299 ლარი) სფეროებში.
ცხრილი 64: დაქირავებულთა საშუალო თვიური ნომინლური
ხელფასი ცალკეული დარგების მიხედვით
ნახაზი 25 აანალიზებს საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის დინამიკას 1995-2009 წლებში. სახეზე აშკარა ზრდის ტენდენციაა. ამასთან, 2004 წლიდან ხელფასი მართლაც მნიშვნელოვნად იზრდება, თუმცა თუ ინფლაციის დონესა და სამომხმარებლო ფასებს გავითვალისწინებთ6, 1998 წლის ლარებში ხელფასი პრაქტიკულად წრფივი პროგრესიის გრაფიკით მატულობს და „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, მნიშვნელოვან ცვლილებებს ადგილი არ ჰქონია.
ხელფასის ცვლილების დინამიკა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ მოსახლეობის სიღარიბის პრობლემის გადაწყვეტის თვალსაზრისით, რაიმე არსებით პოზიტიურ ცვლილებებზე ვისაუბროთ. მართალია, ოფიციალური მონაცემებით სიღარიბის დონე 2004-2008 წლებში შემცირდა 24.6%25-იდან 21%25-მდე7, მაგრამ მსოფლიო ბანკის ექსპერტთა აზრით8, სიღარიბემ სინამდვილეში 2008 წელს მოსახლეობის 54%25-ს გადააჭარბა.
ნახაზი 25: საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1998-2009 წლებში
შემოსავლების გარდა, საქართველოს მოსახლეობის სიღარიბის სფეროში არსებულ მდგომარეობას ასახავს შინამეურნეობების თვიური ფულადი ხარჯების სტრუქტურა. შინამეურნეობები თავიანთი შემოსავლების უდიდესი ნაწილს სურსათზე, სასმელზე და თამბაქოს ნაწარმის შეძენაზე ხარჯავენ. ამ თვალსაზრისით, ბოლო წლებში დადებითი ცვლილებები არ შეიმჩნევა.
საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ უმუშევრობის მაღალ დონესთან ერთად შრომის ბაზარზე შეიმჩნევა კვალიფიციური კადრების დეფიციტი. კადრების დეფიციტი არსებობს იმ სფეროებშიც, სადაც შრომის ანაზღაურება შედარებით მაღალია. ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის მიერ 2008 წელს ჩატარებული ბიზნეს-გარემოს კვლევის შედეგების9 მიხედვით გამოვლინდა, რომ საქართველოს შრომის ბაზარზე იგრძნობა პროფესიული კადრების სიმცირე. ბაზარზე მაღალი მოთხოვნაა როგორც საშუალო და მაღალი დონის პროფესიონალ მენეჯერზე, ასევე ტექნიკურ კადრებსა და კვალიფიციურ პერსონალზე (ელექტრიკოსი, შემდუღებელი, სანტექნიკოსი, მლესავი).
მიუხედავად იმისა, რომ შრომის ბაზარზე ამ პროფესიის მრავალი ადამიანი ქმნის სამუშაო ადგილებზე მოთხოვნას, ისინი არ ფლობენ სათანადო ცოდნასა და ინფორმაციას მშენებლობის თანამედროვე მეთოდების, ტექნოლოგიებისა და მასალების შესახებ. გამოკითხული საწარმოების 28.9%25-ს პრობლემები აქვს სასურველი კვალიფიციური კადრების მოძიებასა და დაქირავებაში, ხოლო რესპოდენტთა 25.6 პროცენტი მიიჩნევს, რომ მათთვის მისაღები კადრების მოძიება თითქმის შეუძლებელია. მოცემულ და მსგავს შემთხვევებში საქმე გვაქვს ტიპობრივ სტრუქტურულ უმუშევრობასთან. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ განათლების სისტემის მიზანდასახული წარმართვა შრომის ბაზრის მიმდინარე და პერსპექტიული მოთხოვნის შესაბამისად, სტრუქტურული უმუშევრობის დაძლევის ყველაზე საუკეთესო საშუალებაა.
განათლების სფერო უშუალოდ უკავშირდება შრომის ბაზრის კონიუნქტურის ერთ-ერთ ძირითად კომპონენტს - შრომის მიწოდებას. უმუშევრობის შემცირება და ეფექტიანი დასაქმების უზრუნველყოფა ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი კვალიფიკაციის, პროფესიის და რაოდენობის სპეციალისტების მიწოდებაზეა დამოკიდებული. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოში უმაღლესი სასწავლებლების რიცხოვნობა საკმაოდ მაღალია და 2009-2010 სასწავლო წლისთვის 129 ერთეული შეადგინა (ცხრილი 65). მათი გარკვეული ნაწილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ არ არის აკრედიტებული, თუმცა შრომის ბაზარზე, მიწოდების რაოდენობის თვალსაზრისით, უმაღლესი სასწავლებლების აკრედიტაციას არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია. 2009-2010 სასწავლო წლის მდგომარეობით, არასახელმწიფო საერო უმაღლესი სასწავლებლების რიცხვი 5.1-ჯერ აღემატება სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რაოდენობას, თუმცა არასახელმწიფო სასწავლებლებში სტუდენტების რაოდენობა 2.6-ჯერ ნაკლებია.
ცხრილი 65: უმაღლეს სასწავლებელთა და სტუდენტთა რაოდენობა
სასწავლო |
უმაღლეს სასწავლებელთა |
სტუდენტთა რაოდენობა, |
||||
|
სახელმწიფო |
კერძო |
სულ |
სახელმწიფო |
კერძო |
სულ |
2000/2001 |
26 |
145 |
171 |
105 822 |
33 138 |
138 960 |
2001/2002 |
26 |
153 |
179 |
115 546 |
3 1887 |
147 433 |
2002/2003 |
26 |
154 |
180 |
122 223 |
31 465 |
153 688 |
2003/2004 |
26 |
150 |
176 |
123 866 |
29 388 |
153 254 |
2004/2005 |
26 |
172 |
198 |
137 021 |
35 440 |
172 461 |
2005/2006 |
25 |
140 |
165 |
113 801 |
30 078 |
143 879 |
2006/2007 |
18 |
148 |
166 |
110 846 |
29 961 |
140 807 |
2007/2008 |
19 |
137 |
156 |
81 189 |
30 914 |
112 103 |
2008/2009 |
20 |
109 |
129 |
66 498 |
27 139 |
93 637 |
2009/2010 |
21 |
108 |
129 |
74 056 |
28 654 |
102 710 |
სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორებს შორის სტუდენტთა რაოდენობის გადანაწილების ასეთ პროპორციას, ერთი მხრივ, განაპირობებს არარაციონალური ცენტრალიზებული წესით კვოტების დაწესების სისტემა, რაც საბოლოოდ შრომის ბაზარზე მიწოდების სტრუქტურაში ნეგატიურად აისახება, ხოლო მეორე მხრივ, სწავლის დაბალი საზღაური სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში. ორივე ფაქტორი განათლების სფეროში კონკურენციის უმთავრესი ხელშემშლელი ფაქტორია, რაც დღესდღეობით და მომავალში კიდევ უფრო გაართულებს უმუშევრობის და ეფექტიანი დასაქმების პრობლემას
____________________
1 Human Development Report, Georgia 1999, text by Gabriel Labbate, United Nations Development Programme, „Nekeri“ Publ., Tbilisi, 1999, 75p.
2 სტატისტიკური ყოველწლიური - 2000. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, თბილისი, 20001, 308 გვ.; ; Human Development Report, Georgia 2000, text by Alexander G. Tvalchrelidze and Gabriel Labbate, United Nations Development Programme, „Poligraph Service“ Publ., Tbilisi, 2000, 83p.; ა.თვალჭრელიძე, პ. კერვალიშვილი, დ. გეგია, ს. ესაკია, ს. სანაძე. საქართველოს ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები: ანალიზი და უახლოესი პერსპექტივა. „სანი“, თბილისი, 2002, 167 გვ.; სტატისტიკური წელიწდეული - 2009. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, სტატისტიკის დეპარტამენტი. თბილისი, 2010, 322 გვ.
3 სტატისტიკის ერთიანი სამსახურის მონაცემები. დასაქმება და უმუშევრობა. http://www.geostat.ge/?action=page&p-id=145&lang=geo.
4 J. Elkind. Economic implications of Baku-Tbilisi-Ceyhan Pipeline. In: The Baku-Tbilisi-Ceyhan Pipeline: Oil Window to the West. Vienna, Central Asia - Caucasus Institute, Silk Road Studies Program, 2005, p. 39-60.
5 სტატისტიკური წელიწდეული - 2008. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, სტატისტიკის დეპარტამენტი. თბილისი, 2009, 326 გვ.; სტატისტიკური წელიწდეული - 2009. იქვე.
6 ჩვენი გაანგარიშებები.
7 სტატისტიკური წელიწდეული - 2009. იქვე.
8 მსოფლიო ბანკის მონაცემთა ბაზა. Http://www.worldbank.org.
9 www.economists.ge. საქართველოს მაშტაბით კვლევაში მონაწილეობდა 1000 ბიზნეს-ერთეული. კვლევა ჩატარდა 3 ფოკუს ჯგუფში, რომელშიც მონაწილეობდნენ მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები.
![]() |
6 თავი 4. საქართველოს ეკონომიკა: რეტროსპექტული ანალიზი და ახლანდელი მდგომარეობა |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.1 ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლები |
▲ზევით დაბრუნება |
ცხრილი 66 აღწერს საქართველოს ზოგად სოციალურ-ეკონომიკურ სურათს მსოფლიო ბანკის მონაცემებით1.
ამ მაჩვენებლებიდან უფრო დეტალურად შევჩერდეთ რამდენიმეზე. ნახაზი 26 ასახავს 1990-2008 წლებში საქართველოში მოსახლეობის ერთ სულზე ელექტროენერგიის მოხმარებას. ელექტროენერგიის მოხმარების კატასტროფულ ვარდნას და 1991-1998 წლების ენერგეტიკულ კრიზისს მოჰყვა ენერგიის მოხმარების ნელი, მაგრამ მდგრადი ზრდა, თუმცა 2008 წელს მოსახლეობის ერთ სულზე მოხმარებულმა ელექტროენერგიამ 1990 წლის მოხმარების მხოლოდ 64.53%25 შეადგინა.
ცხრილი 66: საქართველოს ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლები
მაჩვენებელი |
განზომილება |
წელი |
|||
|
|
1990 |
1995 |
2003 |
2008 |
ზოგადი მაჩვენებლები |
|||||
ფართობი |
კმ2 |
69700 |
69700 |
69700 |
69700 |
ტყის ფართობი |
კმ2 |
27601 |
27601 |
27601 |
27601 |
აგრომიწების ფართობი |
კმ2 |
29971 |
29971 |
29971 |
29971 |
სოციალური მაჩვენებლები |
|||||
მოსახლეობა |
ათ. კაცი |
5460 |
5032 |
4564 |
4366 |
მოსახლეობის ზრდა |
%25 |
0 |
-2 |
-1 |
-1 |
ორსულობა |
1 ქალზე |
2 |
2 |
1 |
1 |
შობადობის დონე |
ყოველ ათ. |
40 |
40 |
48 |
45 |
შობადობა |
%25 |
100 |
99 |
99 |
98 |
იმუნიზაცია |
%25 12-23 თვის |
99 |
61 |
80 |
97 |
სიცოცხლის |
წელი |
70 |
70 |
70 |
71 |
5 წლამდე ბავშვთა |
ყოველ 1000 |
47 |
40 |
39 |
30 |
სიღარიბის დონე |
%25 |
60 |
60 |
54 |
54 |
შრომის ანაზღაურება |
მილიონი აშშ |
800 |
100 |
235 |
732 |
ინფრასტრუქტურა |
|||||
ელექტროენერგიის |
კვ.სთ 1 |
2673 |
1381 |
1515 |
1725 |
ენერგიის მოხმარება |
კგ OE 1 |
2255 |
741 |
598 |
754 |
ინტერნეტის მოხმარება |
მოსახლეობის |
0 |
0 |
3 |
10 |
მობილური კავშირის |
მოსახლეობის |
0 |
0 |
16 |
70 |
მოასფალტებული |
%25 |
94 |
94 |
39 |
41 |
ეკონომიკური მაჩვენებლები |
|||||
მთლიანი შიგა |
მილიონი აშშ |
7738 |
2694 |
3991 |
12793 |
მშპ მოსახლეობის ერთ |
აშშ დოლარი |
1417 |
535 |
874 |
2934 |
სოფლის მეურნეობა, |
მშპ-ს %25 |
32 |
52 |
21 |
10 |
მრეწველობა, დამატ. |
მშპ-ს %25 |
33 |
16 |
26 |
24 |
მომსახურება, დამატ. |
მშპ-ს %25 |
35 |
32 |
54 |
66 |
ინფლაცია, მშპ-ს |
%25 |
22 |
163 |
3 |
10 |
იმპორტი |
მშპ-ს %25 |
46 |
42 |
46 |
59 |
ექსპორტი |
მშპ-ს %25 |
40 |
26 |
32 |
31 |
მაღალტექნ. საქონლის |
ექსპორტის %25 |
0 |
0 |
19 |
7 |
კომპანიების |
მშპ-ს %25 |
0 |
0 |
5 |
3 |
სამხედრო ხარჯები |
მშპ-ს %25 |
0 |
0 |
1 |
8 |
ვაჭრობა |
მშპ-ს %25 |
20 |
20 |
40 |
59 |
ნახაზი 26: 1990-2008 წლებში საქართველოში
ელექტროენერგიის მოხმარება
ეს გარემოება უდაოდ აიხსნება იმით, რომ საქართველოში პრაქტიკულად გაუქმდა ან დიდწილად შემცირდა ენერგოტევადი მრეწველობის დარგები, როგორიცაა, მაგალითად, შავი მეტალურგია2.
სამაგიეროდ, 1996 წლიდან მოყოლებული თანმიმდევრულად იზრდება მობილური სატელეფონი კავშირის აბონენტთა რიცხვი, რომელმაც 2008 წელს მთლიანი მოსახლეობის 69%25-ს მიაღწია (ნახაზი 27).
1979 წელს საქართველოს მთლიანი შიგა პროდუქტი შეადგენდა 15852.7 მილიონ მანეთს3, რაც მთლიანი შიგა პროდუქტის (მშპ) დეფლატორის გამოყენებით4 შეიძლება 25568.87 მილიონ აშშ დოლარს გავუტოლოთ. 2008 წელს საქართველოს მშპ 12793 მილიონ აშშ დოლარს უდრიდა5, ანუ მან 1979 წლის მშპ-ს მხოლოდ 50.03%25 შეადგინა. 1979 წელს მშპ მოსახლეობის ერთ სულზე 4917.09 აშშ დოლარს უტოლდებოდა, ხოლო 2008 წელს - 2934.17 დოლარს მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით6.
ნახაზი 27: მობილური კავშირის აბონენტთა რაოდენობა
1979 წელს საქართველო შედარებით მაღალი შემოსავლების ქვეყნებს მიეკუთვნებოდა. 2008 წელს საქართველო გახდა დაბალ - საშუალო შემოსავლიანი ქვეყანა (მეორე ადგილი უღარიბესი ქვეყნების შემდეგ).
საქართველოს, ისევე, როგორც მთლიანად საბჭოთა კავშირის, ეკონომიკური რეგრესია წინა საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო. 1990 წელს ქვეყნის მშპ-მ მხოლოდ 7738 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ნახაზი 28 აღწერს საქართველოს მთლიან შიგა პროდუქტს 1990-2008 წლებში.
ჩანს, რომ 1993 წლისთვის მშპ 2.86-ჯერ შემცირდა, ხოლო 2008 წლისთვის 4.74-ჯერ გაიზარდა 1993 წელთან შედარებით, მაგრამ მხოლოდ 1.65-ჯერ 1990 წელთან მიმართებაში.
ნახაზი 29 აღწერს რეალური მშპ-ის ცვალებადობის დინამიკას დროის იგივე პერიოდში. 1990-1995 წლების ეკონომიკურ ვარდნას მოსდევს მშპ-ის ზრდა, მაგრამ ზრდის ტენდენცია აშკარად არასაკმა რისია მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის და ხშირ შემთხვევაში მხოლოდ აშშ დოლარის წლიური დევალვაციითაა გამოწვეული.
ამ თვალსაზრისით, ქვეყნის ადმინისტრაციის განცხადებების მიუხედავად, 1995-2003 და 2004-2009 წლების პერიოდები არსებითად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან.
ნახაზი 30 ასახავს მოსახლეობის ერთ სულზე მთლიანი შიგა პროდუქტის დინამიკას დროის იგივე მონაკვეთისთვის. ჩანს, რომ ამ მაჩვენებლის ზრდა რეალურად იწყება 2001 წელს და შემდგომ კანონზომიერად მატულობს. 2001-2008 წლებში მნიშვნელოვან მაკროეკონომიკურ ცვლილებებს ადგილი არ ჰქონია.
ნახაზი 28: საქართველოს მშპ 1990-2008 წლებში
ნახაზი 29: საქართველოს რეალური მშპ-ის ცვალებადობა
1990-2008 წლებში
ნახაზი 30: საქართველოს მშპ მოსახლეობის 1 სულზე
1990-2008 წლებში
ცხრილი 67 აღწერს ინფლაციის დონეს საქართველოში 1991-2008 წლებში, მსოფლიო ბანკის მონაცემებით. ჩანს, რომ 1992 წელს დაწყებული ჰიპერინფლაცია შეჩერებულ იქნა 1996 წლის ბოლოს. ამის შემდეგ, ინფლაციის დონე საშუალო ევროპულს არ აღემატებოდა, ხოლო 2003 წელს საერთოდ აშშ დოლარის ინფლაციას გაუტოლდა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ინფლაცია გაიზარდა და 2007-2008 წწ. 10%25-ს მიაღწია.
ცხრილი 67: მშპ-ს დეფლატორი, %25
წელი |
მნიშვნელობა |
წელი |
მნიშვნელობა |
1991 |
62 |
2000 |
5 |
1992 |
1314 |
2001 |
5 |
1993 |
15442 |
2002 |
6 |
1994 |
6042 |
2003 |
3 |
1995 |
163 |
2004 |
8 |
1996 |
43 |
2005 |
8 |
1997 |
7 |
2006 |
8 |
1998 |
7 |
2007 |
10 |
1999 |
10 |
2008 |
10 |
დაბოლოს, ნახაზი 31 ცხადყოფს, რომ საქართველოში კაპიტალური ბაზარი რეალურად ჩაისახა მხოლოდ 1999 წელს. მიუხედავად ზრდის სუსტი ტენდენციებისა, როცა 2007 წელს საბაზრო კაპიტალიზაციამ მშპ-ის 14%25-ს მიაღწია, 2008 წლისთვის იგი დრამატულად 3%25-მდე შემცირდა. ამიტომ ცხადია, რომ საქართველო ფაქტობრივად არ არის ჩართული მსოფლიო კაპიტალურ ბაზრებში და ნებისმიერი განცხადება საქართველოს ეკონომიკაზე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის არსებითი ზეგავლენის შესახებ ნაკლებ საფუძველიანია7.
ნახაზი 31: კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაცია
1990-2008 წლებში
___________________
1 მსოფლიო ბანკის მონაცემთა ბაზა. http://www.worldbank.org
2 ა.თვალჭრელიძე, პ. კერვალიშვილი, დ. გეგია, ს. ესაკია, ს. სანაძე. საქართველოს ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები: ანალიზი და უახლოესი პერსპექტივა. „სანი“, თბილისი, 2002, 167 გვ.
3 ეკონომიკა. ხალხის კეთილდღეობა. საქართველოს სსრ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, თბილისი, 1981, გვ. 118-158.
4 A Benedictow, D. Fjćrtoft, O. Lřfsnćs. An economic macro model of the Russian economy. Working Paper 2009-002, Statistik Sentralbyrĺ, Oslo, 2009, 61 p.
5 მსოფლიო ბანკის მონაცემთა ბაზა. http://www.worldbank.org.
6 Country classification. http://www.worldbank.org.
7 მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა, ძირითადად, მსოფლიო უძრავი ქონების, ნედლეულისა და კაპიტალური ბაზრები მოიცვა. იხ., მაგალითად, P. Artus, J.-P. Betbčse, C. de Boissieu, & G. Capelle-Blanchard. La crise des subprimes. Paris, La Documentation française, 2008, 284 p.; L.Carroué. Dossier crise des subprimes: la fin de l'hégémonie américaine? In: Images économiques du monde. Géopolitique, géoéconomie 2009. Paris, Éditions Arman Colin, 2008, p. 1-18; P. Krugman. How did economists get it so wrong? The New York Times, September 6, 2009, p. MM36.
![]() |
6.2 საქართველოს ეკონომიკის ზოგადი შედარებითი ანალიზი |
▲ზევით დაბრუნება |
მშრალი სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, რასაკვირველია, სრულ სურათს ვერ ასახავს. იმისთვის, რომ გავაანალიზოთ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ტენდენციები, აუცილებელია შევადაროთ ჩვენი ქვეყანა უახლოეს მეზობლებს, აგრეთვე, ყოფილი საბჭოთა კავშირის უღარიბეს და შედარებით მდიდარ ქვეყნებს, ისევე, როგორც განვითარებულ, ტრადიციულად მდიდარ სახელმწიფოებს. ცხრილი 68 წარმოაჩენს ზუსტად ასეთ შედარებით ანალიზს.
მიუხედავად იმისა, რომ თავის საინაუგურაციო გამოსვლაში 2004 წლის 25 იანვარს ქვეყნის პრეზიდენტმა ეკონომიკური განვითარება ქვეყნის უმთავრეს პრიორიტეტად გამოაცხადა1 და ამ გამოსვლას მოჰყვა ეკონომიკის „ექსპერტების“ დამაიმედებელი პუბლიკაციები2, 2005 წლიდან მოყოლებული ქვეყნდება სერიოზული ანალიტიკური მასალები არასწორ ეკონომიკურ მართვასა და დაკარგულ შესაძლებლობებზე3.
პირველად, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების შედარებითი ანალიზი გამოქვეყნდა 2009 წელს4.
ცხრილი 68: ძირითადი სოციალური და ეკონომიკური მაჩვენებლები საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ლატვიაში, მოლდოვასა და დანიაში 2008 წელს
აქ ჩვენ ვაზუსტებთ იმ კვლევებს, რომელიც მთლიანად ეფუძნებოდა მსოფლიო ბანკის მონაცემთა ბაზას5.
ნახაზი 32 და ნახაზი 33 გვიჩვენებენ 1990-2008 წლებში მოსახლეობის ერთ სულზე მთლიანი შიგა პროდუქტის დინამიკას საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდოვასა და ლატვიაში. აშკარად ჩანს, რომ 1990-2004 წლებში სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების ეკონომიკა დაახლოებით ერთი და იგივე ტემპით ვითარდებოდა, მაგრამ შემდგომში სომხეთსა და აზერბაიჯანში მოხდა მკვეთრი გარღვევა, მაშინ როდესაც საქართველო და მოლდოვა, ისევ ეკონომიკური სტაგნაციის მდგომარეობაში დარჩნენ; ლატვია ევროპულ გზას დაადგა.
ამ ინფორმაციის გაანალიზება ბუნებრივ კითხვას ბადებს: რამ განაპირობა ჩვენი მეზობელი ქვეყნების, დე-ფაქტო ომის ვითარებაში მყოფი სახელმწიფოების ეკონომიკური ზრდა და ასე რატომ ჩამორჩა მათ საქართველო?6 ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ყურადღება მივაქციოთ მთლიანი შიგა პროდუქტის სტრუქტურას (ნახაზი 34).
ადვილად შეგვიძლია დავინახოთ, რომ თუ აზერბაიჯანში მრეწველობის წილი მთლიან შიგა პროდუქტში 71%25-ია, ხოლო სომხეთში 45%25, საქართველოში ეს პარამეტრი 24%25-ს არ აღემატება.
ნახაზი 32: მშპ მოსახლეობის 1 სულზე საქართველოში,
სომხეთსა და აზერბაიჯანში
ნახაზი 33: მშპ მოსახლეობის 1 სულზე საქართველოში,
მოლდოვასა და ლატვიაში
ნახაზი 35 ააშკარავებს მოსახლეობის ერთ სულზე მთლიან სამრეწველო პროდუქტს, ხოლო ნახაზი 36 - მთლიან სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებში. დასკვნა მარტივია: განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკური წინსვლა მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის ზრდის გარეშე შეუძლებელია. შედარებისთვის გავიხსენოთ, რომ 1979 წელს მრეწველობისა და მშენებლობის წილი საქართველოს მთლიან შიგა პროდუქტში 49.8%25-ს შეადგენდა, ხოლო სოფლის მეურნეობის - 32.4%25-ს7.
კიდევ ერთი ფაქტი. ნახაზი 37 აანალიზებს სამხედრო ხარჯებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მსოფლიო ბანკის მონაცემებით. ადვილად შესამჩნევია, რომ 2004 წლიდან შეიქმნა აშკარად პარადოქსული სიტუაცია: საქართველოში სამხედრო ხარჯები მკვეთრად გაიზარდა და 2006 წლიდან მშპ-ში მისმა წილმა (პროცენტულად) გადააჭარბა სომხეთისა და აზერბაიჯანის ამავე დანიშნულების ხარჯებს.
ნახაზი 34: მთლიანი შიგა პროდუქტის სტრუქტურა საქართველოში,
სომხეთსა და აზერბაიჯანში 2008 წელს, მშპ-ის %25
ნახაზი 35: მთლიანი სამრეწველო პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში
ნახაზი 36: მთლიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი მოსახლეობის
ერთ სულზე საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში
ნახაზი 37: სამხედრო ხარჯები მოსახლეობის ერთ სულზე საქართველოში,
სომხეთსა და აზერბაიჯანში
_________________
1.პრეზიდენტ სააკაშვილის ინაუგურაცია, 2004 წლის 25 იანვარი. http://www.president.gov.ge.
2 იხ., მაგალითად. L. Tchantouridze. The Georgian economy after the Rose Revolution. Analyst, 2005, vol. 6, No 18, p. 10-12.
3 D. Khechinashvili. Georgia After the Rose Revolution: an Opportunity lost? Center for International Private Enterprise, October 31, 2005, 5 p; V. Papava. The Political Economy of Georgia's Rose Revolution. In: East European Democratization, Elsevier Publ., London - Tokyo - New York, 2006, pp. 657-667.
4 А. Твалчрелидзе. Экономическая ситуация в Грузии после русско-грузинской войны. В кн.: Псевдоконфликты и квазимиротворчество на Кавказе. Грузинский Национальный комитет Хельсинкской Гражданской Ассамблеи и Южно-Кавказский институт региональной безопасности, Тбилиси, 2009, с. 136-142.
5 მსოფლიო ბანკის მონაცემთა ბაზa. http://www.worldbank.org.
6 2008 წელს მოსახლეობის ერთ სულზე მთლიანი შიგა პროდუქტი საქართველოსთან შედარებით 1.32-ჯერ უფრო მაღალი იყო სომხეთში, 1.82-ჯერ - აზერბაიჯანში, 5.07-ჯერ - ლატვიაში. ამ პარამეტრით საქართველო წინ უსწრებს მხოლოდ მოლდოვას, რომლის მშპ მოსახლეობის ერთ სულზე საქართველოს მაჩვენებლის 57 პროცენტს შეადგენს.
7 ეკონომიკა. ხალხის კეთილდღეობა. საქართველოს სსრ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, თბილისი, 1981, გვ. 118-158.
![]() |
6.3 ზოგადი დასკვნა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარება დამოუკიდებლობის მიღწევის დღიდან მეტად ეკლექტური რჩება. ქვეყანაში ვითარდება თანამედროვე საბანკო სისტემა, მომსახურების მაღალტექნოლოგიური დარგები, ოპერაციები უძრავ ქონებასთან მრეწველობის და სოფლის მეურნეობის თითქმის სრული დაკნინების ფონზე. ქვეყნის მთლიანი შიგა პროდუქტის სტრუქტურა საქართველოში ისეთივეა, როგორც პოსტინდუსტრიულ ქვეყნებში1, რომელთაც მაღალი ტემპებით ეკონომიკური განვითარება აღარ სჭირდებათ. საქართველო კი განვითარებადი, გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა.
ამ ფონზე თანმიმდევრულად ხორციელდება საქართველოს მილიტარიზაცია, რაც ასევე ხელს არ უწყობს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას.
_____________
1 იხ., მაგალითად, L'état du monde - 2008. Paris, Éditions La Découverte, 2007, 432 p.
![]() |
7 თავი 5. საქართველოში მეწარმეობის ზოგადი დარგობრივი მიმოხილვა |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
7.1 საქართველოს საგადასახადო ბაზა |
▲ზევით დაბრუნება |
1990-1995 წლების ეკონომიკურმა კრიზისმა „ჩრდილოვანი ეკონომიკის“ არნახული ტალღა გამოიწვია, რის გამოც ექსპერტული შეფასებით1 1995 წელს მან მთლიანი შიგა პროდუქტის 60%25 შეადგინა. 1995 წლის ფისკალურმა რეფორმამ, ლარის შემოღებამ და ეკონომიკური ცხოვრების გაჯანსაღებამ თანდათანობით შეამცირა „ჩრდილოვანი ეკონომიკის“ დონე2. ნახაზი 38 შეიცავს ინფორმაციას „ჩრდილოვანი ეკონომიკის“ მასშტაბებზე საქართველოში, არსებული მონაცემების მიხედვით3. 2001 წლიდან „ჩრდილოვანი ეკონომიკა“ მკვეთრად მცირდება და მისი გავლენა მნიშვნელოვნად სუსტდება, ხოლო 2005 წლიდან იგი საერთოდ შეუმჩნეველი ხდება.
„ჩრდილოვანი ეკონომიკის“ მასშტაბების შემცირების პარალელურად, იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებული გადასახადების მოცულობა, რომელიც არსებული ინფორმაციით4 1995-2009 წწ. 123 მილიონი ლარიდან - 4760 მილიონ ლარამდე ანუ 38.7-ჯერ გაიზარდა (ნახაზი 39).
___________________
1 Human Development Report, Georgia 2000, text by Alexander G. Tvalchrelidze and Gabriel Labbate, United Nations Development Programme, „Poligraph Service“ Publ., Tbilisi, 2000, 83p.
2 ნ. თურნავა. ბიზნესის ლეგალიზაციის პრობლემები მაკროეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნების კონტექსტში. სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ბიულეტენი № 55, 2001, გვ. 39-43.
3 ა.თვალჭრელიძე, პ. კერვალიშვილი, დ. გეგია, ს. ესაკია, ს. სანაძე. საქართველოს ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები: ანალიზი და უახლოესი პერსპექტივა. „სანი“, თბილისი, 2002, 167 გვ.; L. Tchantouridze. The Georgian economy after the Rose Revolution. Analyst, 2005, vol. 6, No 18, p. 10-12.
4 ა.თვალჭრელიძე, პ. კერვალიშვილი, დ. გეგია, ს. ესაკია, ს. სანაძე. იქვე; 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი; 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი; 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი; 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი; 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი; 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. http://www.mof.ge; სტატისტიკური წელიწდეული - 2009. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, სტატისტიკის დეპარტამენტი. თბილისი, 2010, 322 გვ.
![]() |
7.2 მეწარმეობის ზოგადი სტრუქტურა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოში მეტ-ნაკლებად სანდო სახელმწიფო სტატისტიკა 1995 წლიდან არსებობს, როცა მსოფლი ბანკის დახმარებით ჩაეყარა საფუძველი თანამედროვე სტატისტიკურ კვლევებს1. არსებული მონაცემებით2, 1995 წელს საქართველოში რეგისტრირებული იყო 24.4 ათასი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტი. 2008 წელს მათმა რაოდენობამ 260 ათასს გადააჭარბა. ნახაზი 40 ადასტურებს სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის ზრდის დინამიკას.
ნახაზი 38: „ჩრდილოვანი ეკონომიკა“ საქართველოში, როგორც მშპ-ს წილი, %25
ნახაზი 39: საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებული
გადასახადები 1995-2009 წლებში
ნახაზი 40: სამეწარმეო სუბიექტთა რაოდენობის ზრდის
დინამიკა 1995-2008 წლებში
შესაბამისად, მკვეთრად გაიზარდა გამოშვებული საქონლისა და მომსახურების მოცულობა, რომელმაც 2008 წელს 12.6 მილიარდი ლარი შეადგინა (ნახაზი 41).
თითქოს სახეზეა აშკარად პოზიტიური ტენდენციები - ბიზნესი საქართველოში კანონზომიერად ვითარდება. მეორე მხრივ, ყურადასაღებია სამი უაღრესად მნიშვნელოვანი გარემოება.
პირველი, ნახაზი 42 ასახავს მეწარმეობის სტრუქტურას 2008 წელს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტის ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით3
ნახაზი 41: სამეწარმეო საქმიანობის ზრდის დინამიკა 1996-2008 წლებში
ნახაზი 42: სამეწარმეო საქმიანობის სტრუქტურა 2008 წელს
წარმოებული საქონლისა და მომსახურების მოცულობის მიხედვით, %25
აშკარად იკვეთება არასახარბიელო სიტუაცია: საქართველოში სასოფლო-სამეურნეო, სატყეო და თევზჭერითი წლიური პროდუქციის მოცულობა მხოლოდ 2.4 მილიარდი ლარის ტოლია!
მეორე, ნახაზი 43 აღწერს გაყიდვებსა და მომსახურებას საშუალოდ 1 სამეწარმეო სუბიექტზე. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ სამეწარმეო სუბიექტთა რაოდენობა და, შესაბამისად, მათი ერთობლივი ეკონომიკური მაჩვენებლები პროპორციულად იზრდებოდა, საშუალოდ ერთი კომპანიის მთლიანი შემოსავალი არამც თუ არ გაზრდილა, არამედ შემცირდა კიდეც. 2008 წელს ერთი სამეწარმეო სუბიექტის გაყიდვები საშუალოდ უტოლდებოდა 48.2 ათას ლარს, ანუ სულ რაღაც 4 ათას ლარს თვეში!ასეთი სამეწარმეო მაჩვენებლებით საქართველო ვერ მიაღწევს განვითარების სასურველ დონეს.
ნახაზი 43: სამეწარმეო საქმიანობის მაჩვენებლები საშუალოდ 1
სამეწარმეო სუბიექტზე 1996-2008 წლებში
მესამე, 1979 წელს სამეწარმეო საქმიანობის მოცულობა იყო 15.8 მილიარდი აშშ დოლარის ექვივალენტი, ანუ 2.16-ჯერ აღემატებოდა 2008 წლის დონეს4. მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წილი იყო 20.4%25 (3.2 მილიარდი აშშ დოლარი).
__________________
1 Human Development Report, Georgia 1999, text by Gabriel Labbate, United Nations Development Programme, „Nekeri“ Publ., Tbilisi, 1999, 75p.; Human Development Report, Georgia 2000, text by Alexander G. Tvalchrelidze and Gabriel Labbate, United Nations Development Programme, „Poligraph Service“ Publ., Tbilisi, 2000, 83p.
2 საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა - 2001. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, თბილისი, 2002, 66 გვ.; სტატისტიკური წელიწდეული = 2009. იქვე.
3 სტატისტიკური წელიწდეული - 2009. იქვე.
4 ეს ციფრები არ ასახავს ფასების ინდექსაციასა და აშშ დოლარის ყიდვითუნარიანობას. 2008 წლის აშშ დოლარი, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მონაცემებით (US Department of the Treasury. http://www.ustreas.gov), 2.93-ჯერ უფრო სუსტია, ვიდრე 1979 წლის ვალუტა. სხვა სიტყვებით, 1979 წლის 15.8 მილიარდი აშშ დოლარი ტოლია 2008 წლის 46.29 მილიარდი აშშ დოლარისა და რეალურ ფასებში 2008 წლის საქართველოს მეწარმეობა 6.34-ჯერ ჩამორჩება 1979 წლის დონეს.
![]() |
7.3 მრეწველობა |
▲ზევით დაბრუნება |
ნახაზი 44 წარმოაჩენს საქართველოში მრეწველობის განვითარების თავისებურებებს 1996-2008 წლებში1. თითქოს სახეზეა აშკარა ზრდის ტენდენცია საშუალო წლიური 13.96%25-ით. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ ინფლაციას (იხ. ცხრილი 67), რეალური ტენდენცია აშკარად არასახარბიელოა (ნახაზი 45): 2008 წელს, წინა წელთან შედარებით, სამრეწველო პროდუქციის გამოშვება ფაქტობრივად შემცირდა 3.77%25 პროცენტით.
გავიხსენოთ, რომ 1979 წელს გამოშვებული სამრეწველო პროდუქციის მოცულობა იყო 9.4 მილიარდი დოლარი მიმდინარე ფასებში ან 27.54 მილიარდი 2008 წლის ფასებში!
ნახაზი 44: სამრეწველო პროდუქციის გამოშვება 1996-2008 წლებში
ნახაზი 45: მრეწველობის ზრდის ტენდენციები 1997-2008 წლებში
მეტად არასახარბიელოა მრეწველობის რეგიონული სტრუქტურაც (ნახაზი 46). მრეწველობის უდიდესი წილი (42.47%25) თავმოყრილია თბილისში. ამასთან, მხოლოდ ქვემო ქართლი და, პირობითად, იმერეთი შეიძლება ჩაითვალოს მხარეებად, სადაც მრეწველობა მეტ-ნაკლებად განვითარებულია. დანარჩენი მხარეები ინდუსტრიულად აშკარად ჩამორჩენილია.
ნახაზი 46: მრეწველობის რეგიონული სტრუქტურა 2008 წელს, როგორც
მთლიანი სამრეწველო პროდუქტის წილი, %25
ნახაზი 47 ასახავს საქართველოს მრეწველობის დარგობრივ სტრუქტურას. პროდუქციის 73.3%25 გადამამუშავებელ დარგებზე მოდის.
ნახაზი 47: მრეწველობის დარგობრივი სტრუქტურა 2008 წელს პროცენტულად გამოშვებული პროდუქციის მოცულობასთან
სამთო-მომპოვებელ დარგში მთლიანი პროდუქციის „ლომის წილი“ (154.9 მილიონი ლარი) ლითონის მოპოვებას უკავშირდება2, ხოლო მრავალი ასეული არამადნიანი ნედლეულის მომპოვებელი კერძო საწარმოს მთლიანი პროდუქციის მოცულობა მხოლოდ 31.6 მილიონ ლარს უტოლდებოდა.
ელექტროენერგიისა და გაზის წარმოებისა და განაწილების მოცულობამ 622.9 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო წყლის მოპოვების, გაწმენდისა და განაწილების მაჩვენებელია 132.4 მილიონი ლარი.
2008 წელს გადამამუშავებელი დარგის პროდუქციის მოცულობამ 2804.5 მილიონი ლარი შეადგინა. ცხრილი 69 შეიცავს ქვედარგების რეიტინგს 2008 წელს გამოშვებული პროდუქციის მოცულობის მიხედვით.
ცხრილი 69: გადამამუშავებელი დარგის პროდუქციის სტრუქტურა 2008 წელს, %25
ქვედარგი |
პროდუქციის სტრუქტურა, %25 |
საკვები პროდუქტები |
32.24 |
მეტალურგია |
22.20 |
არალითონური ნაკეთობანი |
14.52 |
ქიმიური წარმოება |
8.39 |
სატრანსპორტო საშუალებები |
4.53 |
თამბაქოს ნაწარმი |
3.20 |
ქიმბოჭკო |
3.18 |
პოლიგრაფია |
3.09 |
ლითონის ნაწარმი |
2.52 |
მანქანა-მოწყობილობები |
1.25 |
ელექტროძრავები |
0.98 |
ხე-ტყის დამუშავება |
0.95 |
ავეჯი |
0.91 |
ქაღალდის ნაწარმი |
0.84 |
ტანსაცმელი |
0.81 |
ოპტიკური აპარატურა |
0.17 |
ტექსტილი |
0.10 |
ტყავი & ფეხსაცმელი |
0.06 |
ელექტრონული აპარატურა |
0.03 |
მანქანების ნაწილები |
0.03 |
მთლიანად |
100.00 |
1979 წელს, აღნიშნული პროდუქციის პარალელურად, უამრავი სხვა ნაწარმიც იწარმოება სატვირთო ავტომანქანების, ლითონსაჭრელი ჩარხების, მაგისტრალური ელმავლების ჩათვლით3. ყველა ეს ქვედარგი ამჟამად არ ფუნქციონირებს.
1979 წელს მოპოვებულ იქნა 2765 ათასი ტ მანგანუმის მადანი, 1824 ათასი ტ ქვანახშირი; წარმოებულ იქნა 1824 ათასი ტ ფოლადი, 645 ათასი ტ სასუქი და სხვ. ყველა ეს მრეწველობა ფაქტობრივად გაჩერებულია.
საქართველო განთქმული იყო აბრეშუმის (49.6 მილიონი მ2 1979 წელს), ბამბეულისა (53.8 მილიონი მ2) და შალის (8.6 მილიონი მ2) ქსოვილების წარმოებით. დღეს საფეიქრო წარმოების წლიური მოცულობა მხოლოდ 2.8 მილიონი ლარია.
ეს სია კიდევ შეგვიძლია გავაგრძელოთ.
დასკვნა მარტივია: საქართველოს მრეწველობა ღრმა სტრუქტურულ კრიზისს განიცდის და საქართველოს მთავრობას მისი რეაბილიტაციის პროგრამა კი ჯერჯერობით არ დაუმუშავებია.
__________________
1 ა.თვალჭრელიძე, პ. კერვალიშვილი, დ. გეგია, ს. ესაკია, ს. სანაძე. იქვე; სტატისტიკური წელიწდეული - 2008. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, სტატისტიკის დეპარტამენტი. თბილისი, 2009, 326 გვ.; სტატისტიკური წელიწდეული - 2009. იქვე.
2 ამ მაჩვენებელს მთლიანად ს.ს. „მადნეული“ (თავის შვილობილი შპს „კვარციტთან“ ერთად) აკონტროლებს, რომელიც უშვებს და საზღვარგარეთ ყიდის სპილენძის კონცენტრატსა და ოქროს დორე შენადნობს.
3 ეკონომიკა. ხალხის კეთილდღეობა. საქართველოს სსრ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, თბილისი, 1981, გვ. 118-158.
![]() |
7.4 სოფლის მეურნეობა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს დიდი და მდიდარი ტრადიციების მქონე სოფლის მეურნეობა აქვს. სოფლის მეურნეობის სპეციფიკის თვალსაზრისით, იგი მსოფლიო მნიშვნელობის რეგიონია. საქართველო წარმოადგენს ხორბლისა და ვაზის ერთ-ერთ სამშობლოსა და აკვანს. მიჩნეულია, რომ ვაზი ქართული ფენომენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი ძალა გამოვლინდა ქართულ ქრისტიანობაშიც, რასაც ადასტურებს და განამტკიცებს ის, რომ ქართველი ხალხი ჯვარს ვაზისგან ამზადებდა და აღიარებდა რწმენის სიმბოლოდ. ქართველები სამიწათმოქმედო ცივილიზაციის შექმნის სათავეებთან იდგნენ და მიწათმოქმედება მათთვის იყო არა მხოლოდ სამეურნეო საქმიანობა, არამედ ცხოვრების წესისა და მენტალიტეტის განმსაზღვრელი ფაქტორი.
ბუნებრივი და ეკონომიკური პირობების მრავალფეროვნებამ და მოთხოვნილებებმა, ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე არაერთხელ სოფლის მეურნეობის დარგობრივი სტრუქტურისა და განვითარების მიმართულების კორექტირებები მოახდინეს. გასული საუკუნის დასაწყისში საქართველოში მიწათმოქმედების დარგებიდან ფართოდ იყო განვითარებული მარცვლეული მეურნეობა, მევენახეობა, მეხილეობა, საკვებწარმოება, მეცხოველეობის დარგებიდან - მთისა და ბარის მესაქონლეობა, მ.შ. მეკამეჩეობა, მეცხვარეობა, მეღორეობა, ლოკალურად - მეფრინველეობა. შემდგომ პერიოდში სხვა ქვეყნებთან კავშირ-ურთიერთობის განვითარების შედეგად, რამდენადმე იცვალა სახე სოფლის მეურნეობის სტრუქტურამ. დასავლეთ საქართველოს უნიკალურ ნიადაგურ-კლიმატურ პირობებს კარგად მოერგო სუბტროპიკული მიწათმოქმედება და წარმატებით განვითარდა მანამდე უცხო კულტურები: ჩაი, ციტრუსები, სუბტროპიკული ხილი. შედარებით ადრე, ასევე სხვა ქვეყნებიდან, საქართველოში შემოტანილ იქნა სიმინდი, კარტოფილი, პომიდორი, თამბაქო, სხვადასხვა ჯიშის პირუტყვი და ფრინველი. ახალი სასოფლო-სამეურნეო კულტურების შემოტანა თავის გავლენას ახდენდა წარმოების სპეციალიზაციასა და ქვეყნის მთელ ეკონომიკაზე.
როგორც ეს ზემოთ იყო ნაჩვენები (იხ. ცხრილი 56), საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწის ფონდია 2.99 მილიონი ჰა, რაც მთლიანი მიწის ფონდის 43.1%25-ია. 2009 წელს მოსახლეობის ერთ სულზე მოდის სასოფლო-სამეურნეო მიწების 0.68 ჰა და სახნავ-სათესი მიწების 0.17 ჰა. სოფლის მოსახლეობის ერთ სულზე მოდის სასოფლო-სამეურნეო მიწის ფონდის 1.44 ჰა და სახნავ-სათესი მიწის - 0.38 ჰა.
აღნიშნული ცხრილიდან ჩანს, რომ საქართველო მეტად მცირემიწიანი ქვეყანაა და აქედან გამომდინარე, უფრო მეტი ეფექტიანობითაა აუცილებელი სოფლის მეურნეობის სახელმწიფო მართვა. ამ თვალსაზრისით, აშკარად არასრულყოფილია 1995 წლის საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო მიწის პრივატიზების შესახებ“, სადაც საერთოდ არ არის განხილული მიწის მეორეული ბაზარი, რომლის ამოქმედების გარეშეც საქართველოს სოფლის მეურნეობის ეფექტიანობის ზრდა არარეალურია1.
ნახაზი 48 არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით2, აღწერს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის დინამიკას 1996-2009 წლებში. საიდანაც ჩანს, რომ 2003 წლიდან საქართველოს სოფლის მეურნეობა სტაგნაციამ მოიცვა.
ნახაზი 48: სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოცულობა 1996-2009 წლებში
ამ დასკვნას კიდევ უფრო ადასტურებს ნახაზი 49, რომლიდანაც აშკარად ჩანს, რომ 2003 წლიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოცულობა მკვეთრად მცირდება.
ნახაზი 49: საქართველოს სოფლის მეურნეობის ეკონომიკის ზრდა
ეროვნულ მეურნეობაში 2004-2009 წწ.
ასწლეულების მანძილზე სასოფლო-სამეურნეო წარმოებას თვითკმარი ხასიათი ჰქონდა და როგორც დიდი ილია აღნიშნავდა: „მანამ, ქვეყანა ქვეყანას ჰგავდა და ჭკუის მომკითხავი პატრონიცა ჰყავდა, ჩვენ მიწა-წყალს ჩვენთვის სარჩო-საბადო(ე)ბელი არ დაჰკლებია“. განსაკუთრებით საგანგაშოა ის მდგომარეობა, რომელშიც საქართველოს სოფლის მეურნეობა დღეს იმყოფება. იბადება კითხვა: „კვდება თუ არა სოფლის მეურნეობა საქართველოში?!“
დღეისათვის სოფლად მაცხოვრებლები შეადგენენ მთელი მოსახლეობის 47 პროცენტს. სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია ქვეყნის ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის ნახევარზე მეტი. ამასთან, სოფლის მეურნეობა არის დარგი, სადაც უკიდურესად დაბალია შრომის ფონდშეიარაღება, შრომის მწარმოებლურობა და, შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები. ეს არის ეროვნული ეკონომიკის ერთადერთი დარგი, რომელშიც 2003 წელთან შედარებით წარმოების მოცულობა კი არ გაიზარდა, არამედ შემცირდა 1/7-ით და უფრო მეტად. ამას წარმოდგენილი გრაფიკიც ადასტურებს.
2003 წლიდან 2009 წლამდე, შესაბამისად, მცირდება სოფლის მეურნეობის წილი ქვეყანაში შექმნილ დამატებულ ღირებულებაში. იგი 2009 წელს 1996 წელთან შედარებით 4.0-ჯერ, ხოლო 2003 წელთან შედარებით 2.3-ჯერ შემცირდა და სოფლის მეურნეობის ხვედრითმა წილმა მშპ-ის მხოლოდ 8.3%25 შეადგინა (ნახაზი 50). ეს კი, თავის მხრივ, იწვევს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების შემცირებას (ნახაზი 51).
ნახაზი 50: სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიგა პროდუქტში
ნახაზი 51: სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოცულობის ზრდის
ტენდენციები 1997-2009 წლებში
ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, რომ სოფლის მეურნეობაზე მოდის საქართველოს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 57.0%25, დასაქმებული მოსახლეობის 63.2%25, თვითდასაქმებული მოსახლეობის 81.5%25 და დაქირავებით დასაქმებულების 30.5%25. ბოლო წლებში, აღნიშნული თანაფარდობა ფაქტობრივად არ შეცვლილა, თუმცა უმუშევართა მთლიან რიცხოვნობაში სოფლად მცხოვრებთა წილი საგრძნობლად გაიზარდა - 20.8 პროცენტიდან 2003 წელს 26.4 პროცენტამდე 2009 წელს3 (ცხრილი 70).
ცხრილი 70: ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის, დასაქმებულთა (დაქირავებულთა, თვითდასაქმებულთა) და უმუშევართა წილი საქართველოს სოფლის მეურნეობაში 1999-2009 წლებში, %25
მაჩვენებ |
1999 |
2000 |
2001 |
2002 |
2003 |
2004 |
2005 |
2006 |
2007 |
2008 |
2009 |
სამუშაო |
53.9 |
55.6 |
56.9 |
57.1 |
58.7 |
58.1 |
58.5 |
58.8 |
57.3 |
56.8 |
57.0 |
დასაქმე |
58.9 |
59.6 |
62.3 |
62.8 |
63.7 |
63.7 |
64.5 |
64.8 |
62.5 |
63.2 |
63.2 |
დაქირავე |
30.7 |
30.0 |
32.5 |
29.8 |
28.5 |
29.7 |
29.4 |
29.4 |
26.6 |
28.6 |
30.6 |
თვითდას |
78.9 |
78.5 |
79.9 |
81.1 |
81.9 |
81.0 |
83.0 |
83.6 |
83.4 |
82.5 |
81.5 |
უმუშევარ |
19.8 |
20.9 |
14.0 |
17.5 |
20.8 |
19.5 |
21.0 |
21.0 |
23.1 |
24.4 |
26.4 |
აღნიშნული ფაქტები მოწმობს, რომ შრომის მწარმოებლურობა სოფლის მეურნეობაში უკიდურესად დაბალია; იგი მნიშვნელოვნად ჩამორჩება საშუალო ეროვნულ დონეს და ეს ჩამორჩენა წლიდან წლამდე იზრდება. ამჟამად, დამატებული ღირებულების სიდიდე ერთ დასაქმებულზე, შეადგენს 10.8 ათას ლარს. სოფლის მეურნეობაში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1.4 ათასი ლარია, ხოლო ეროვნული მეურნეობის სხვა დარგებში - თითქმის 27.0 ათასი ლარი. თუ შრომის მწარმოებლურობა სოფლის მეურნეობაში 1998 წელს შეადგენდა ეროვნული მეურნეობის საშუალო მაჩვენებლის 45%25, 2003 წელს იგი შემცირდა 30%25-მდე, ხოლო 2009 წელს - 13%25-მდე.
აღნიშნული დარგის ჩამორჩენაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ სოფლად მცხოვრები ოჯახური მეურნეობების ფულად შემოსავლებში სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების წილად მოდის მხოლოდ 21%25 (საშუალოდ ქვეყანაში - 6%25), ხოლო ამ შინამეურნეობათა აგრარული სექტორიდან მიღებული შემოსავლების მხოლოდ 28%25 იღებს საქონლურ სახეს (ქვეყანაში საშუალოდ - 26%25), დანარჩენი 72%25 - ნატურალური შემოსავლებია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საბაზრო ეკონომიკის პირობებში მოსახლეობის შინამეურნეობების მიერ წარმოებული პროდუქციის დასაქონლების დონე უფრო დაბალია, ვიდრე არასაბაზრო კოლექტივისტური ეკონომიკის პირობებში. 1980-იან წლებში მოსახლეობის პირად დამხმარე მეურნეობებში წარმოებული პროდუქციის 45%25 იღებდა საქონლურ სახეს, 1989 წელს - 82%25, 1998 წელს - 22%25, ამჟამად - 18%25. სახეზე გვაქვს სამწუხარო პარადოქსი: საბჭოურ, ადმინისტრაციულ-მბრძანებლურ სისტემაში პირადი დამხმარე მეურნეობები უფრო მეტად იყო ბაზარზე ორიენტირებული, ვიდრე ეს დღესაა. მაშასადამე, ჩვენ საქმე გვაქვს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ნატურალიზაციასთან, რაც მისი დეგრადირების მაჩვენებელია.
არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი, მგრძნობიარე ინდიკატორი, თუ მოცემული ქვეყნის რამდენი მაცხოვრებლის გამოკვება შეუძლია თავისი საქმიანობით სოფლად დასაქმებულ ერთ ადამიანს. განვითარებული ქვეყნებში ეს მაჩვენებელი რამდენიმე ათეულს აღწევს. ჩვენთან კი ფორმალურად სოფლად დასაქმებულ ერთ ადამიანზე ქვეყნის 4.2 მცხოვრები მოდის (1988 წელს მოდიოდა 7.0 მცხოვრები).
თუ რეალურად დამატებული ღირებულების მოცულობას მივიღებთ მხედველობაში, აღმოჩნდება, რომ დღევანდელ პირობებში ერთ დასაქმებულს საშუალოდ თავისი თავის გამოკვებაც კი არ ძალუძს და რომ არა საქმიანობის სხვა, არააგრარული სახეობები (პირველ რიგში - ვაჭრობა და საერთოდ მომსახურება), სოფლად ტოტალური შიმშილი და გაჭირვება დაისადგურებდა. დღეისათვის ადგილობრივი წარმოების წილი გამოყენების მთლიან მოცულობაში შეადგენს: ხორბალი - 7.2%25, სიმინდი - 76%25, კარტოფილი - 82.8%25, ბოსტნეული - 7.1%25, ხორცი - 45.7%25, რძე - 88.7%25, კვერცხი - 96.4%25. „სამაგიეროდ“ წლიდან წლამდე იზრდება იმპორტირებული პროდუქციის წილი ქვეყანაში მოხმარებული სასურსათო კალათის მოცულობაში და დღეისათვის იგი 2/3-ს, ხოლო თბილისის მასშტაბით თითქმის 4/5-ს შეადგენს. იმპორტის ასეთი მოძალება, რა თქმა უნდა, არსებითად აფერხებს ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარებას.
არ იზრდება სამეწარმეო საქმიანობით დაკავებულთა რიცხოვნობა სოფლის მეურნეობაში. ამ დარგში მათი რაოდენობა 2010 წლისთვის შეადგენდა მხოლოდ 4112 კაცს, რაც მეწარმეთა საერთო რაოდენობის 1.1%25-ია და ეს რაოდენობა 2003 წლიდან ფაქტობრივად არ შეცვლილა. ამასთან, მთლიანად სამეწარმეო საქმიანობით დაკავებულთა რაოდენობა ქვეყანაში იმავე პერიოდში თითქმის ერთი მეოთხედით, ანუ 297.8 ათასიდან 371.3 ათასამდე გაიზარდა.
2009 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოფლის მეურნეობაზე გამოყოფილი იყო 55.348 ათასი ლარი, ანუ საბიუჯეტო ასიგნებების მხოლოდ 0.82%25, მაშინ როდესაც ძალოვან სტრუქტურებზე (თავდაცვა, შსს, პენიტენციალური სისტემა) გამოყოფილი თანხა 1411 მლნ. ლარს, ანუ ბიუჯეტის ხარჯების 20.9%25-ს შეადგენს. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება 10-ჯერ აღემატება სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსებას. სოფლის მეურნეობის წილად მოდის ფიქსირებულ აქტივებში ინვესტიციების მხოლოდ 0.7%25.
სახელმწიფო ასიგნებების მთლიანი მოცულობიდან სოფლის მეურნეობაზე მოდის მხოლოდ 0.82%25. ბოლო სამი წლის მანძილზე საქართველოს აგრარულ სექტორში შემოვიდა მხოლოდ 45.6 მლნ. აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ანუ ინვესტიციების მთლიანი მოცულობის (4237.2 მლნ. აშშ დოლარი) მხოლოდ 1.08%25. ამასთან, ამავე პერიოდში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უტოლდებოდა 455.7 მლნ. აშშ დოლარს.
ამჟამად, საბანკო სექტორის მიერ სოფლის მეურნეობაზე გაცემული სესხების მოცულობა მთლიანი სესხების მხოლოდ 1.0%25-ია. შედარებისთვის აღვნიშნოთ, რომ მოსახლეობაზე უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების მოცულობა 18.5-ჯერ აღემატება სოფლად სამეწარმეო საქმიანობაზე გაცემულ სესხებს. გასათვალისწინებელია, რომ ნათესი ფართობების 97.2 პროცენტი მოდის ოჯახურ მეურნეობებზე და მხოლოდ 2.8 პროცენტი - სასოფლო-სამეურნეო საწარმოებზე.
ამჟამად, სოფლის მეურნეობაში ერთ დასაქმებულზე თვეში იქმნება დაახლოებით 70 აშშ დოლარის ექვივალენტური დამატებული ღირებულება (2009 წელს ეს შეადგენს მხოლოდ 1422.8 ლარს), რაც შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმზე დაახლოებით 7 პროცენტით ნაკლებია. 1988 წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა ოთხი ათას მანეთზე მეტი შეადგინა. შრომის მწარმოებლურობა ამჟამად ორი ათეული წლის წინანდელ დონეს თითქმის 7-ჯერ ჩამოუვარდება. ბოლო 20 წლის მანძილზე საქართველოს სოფლის მეურნეობაში ხორცის წარმოება 3.3-ჯერ, რძის - 1.3-ჯერ, კვერცხის - 2.0-ჯერ, მატყლის - 3.6-ჯერ შემცირდა.
ნახაზი 52 აღწერს პირუტყვისა და ფრინველის სულადობას საქართველოში 1981 და 2009 წლებში.
ნახაზი 52: პირუტყვისა და ფრინველის სულადობა საქართველოში
1981 და 2009 წლებში, ათასი სული
აღსანიშნავია, რომ 2009 წელს 1981 წელთან შედარებით პირუტყვისა და ფრინველის სულადობა მკვეთრად შემცირდა, მათ შორის: მსხვილფეხა რქოსანი ცხოველის - 1.53-ჯერ, ღორის - 69.91-ჯერ, ცხვრისა და თხის - 3.01-ჯერ და ფრინველის - 2.33-ჯერ. პირუტყვისა და ფრინველის უდიდეს უმრავლესობას დღეს ფლობენ ოჯახური მეურნეობები. სასოფლო-სამეურნეო საწარმოებზე მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის 0.20%25, ღორების 0.23%25, ცხვრებისა და თხების 2.20%25 და ფრინველის 23.88%25. 1981 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობა არ გამოირჩეოდა მოწინავე პოზიციებით და სულაც არ წარმოადგენდა სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესისა და ტექნოლოგიური განახლებების პოლიგონს, გააჩნდა დაახლოებით ნახევარი მილიარდი მანეთის ღირებულების მანქანა-იარაღები და სატრანსპორტო საშუალებები, მათ შორის 27231 ტრაქტორი, 1691 კომბაინი, 28.5 ათასი სატვირთო ავტომობილი. ძირითადი „საწარმოო ფონდების“ ღირებულება ოთხ მილიარდ მანეთს აღემატებოდა. 1990 წელს ყოველ 100 ჰა ნათეს ფართობზე 526 კვტ.-სთ ენერგეტიკული სიმძლავრეები მოდიოდა, ხოლო მთლიანად სოფლის მეურნეობაში 3.2 მლნ. კვტ.-სთ იყო გამოყენებული.
1980-იანი წლების ბოლოს საქართველოში მარცვლეულ კულტურებს ეკავათ 270 ათასი ჰა და მოსავალი 600 ათას ტონას აღემატებოდა. 2009 წელს - შესაბამისად 216.8 ათასი ჰა და 364.8 ათასი ტონა. 1988 წელს მოგვყავდა 326 ათასი ტ კარტოფილი, ხოლო 2009 წელს 216.8 ათასი ტონა; ბოსტნეული, შესაბამისად, 641 და 214 ათასი ტონა; ხილი 653 და 181.2 ათასი ტონა; ყურძენი 620 და 150.1 ათასი ტონა; ციტრუსები 437 და 70.9 ათასი ტონა.
ცხრილი 71 შეიცავს ინფორმაციას ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურების 1978/1979 და 2008/2009 წლების სეზონების მოსავალზე4. ცხრილი კომენტარს არ საჭიროებს: 2008/2009 წლების სეზონის მოსავალი გაცილებით უფრო ნაკლებია (ნახაზი 53).
ცხრილი 71: საქართველოს 2008/2009 და 1978/1979 წლების სეზონების მოსავალი
კულტურა |
მოსავალი, ათასი ტ |
|
|
2008/2009 |
1978/1979 |
მარცვლეული |
457.8 |
648.9 |
შაქრის ჭარხალი |
|
115.1 |
სიმინდი |
328.2 |
უცნობია |
ლობიო |
11.6 |
25.1 |
თამბაქო |
0.1 |
13.9 |
მზესუმზირა |
15.1 |
8.0 |
სოიო |
2.3 |
??? |
კარტოფილი |
193.4 |
444.6 |
ბოსტნეული |
165.0 |
575.5 |
ბაღჩეული |
52.8 |
65.0 |
ხილი |
157.6 |
483.2 |
ციტრუსები |
55.2 |
327.9 |
ყურძენი |
175.8 |
784.2 |
ჩაი |
5.4 |
449.8 |
ნახაზი 53: 2008/2009 და 1978/1979 წლების სეზონების მოსავლის
შედარებითი ანალიზი
ამის ასახსნელად მივმართოთ ძირითადი კულტურების საშუალო მოსავლიანობას (ცხრილი 72). შედარებისთვის ვახსენოთ, რომ, მაგალითად, აშშ-ში ხორბლის მოსავლიანობაა 29.0 ც/ჰა, სიმინდის 151.1 ც/ჰა და ა.შ.5
ცხრილი 72: ძირითადი კულტურების მოსავლიანობა 2008/2009 წლების სეზონში
კულტურა |
მოსავლიანობა, ც/ჰა |
ხორბალი |
16.8 |
ქერი |
16.4 |
სიმინდი |
22.9 |
ლობიო |
6.0 |
მზესუმზირა |
5.2 |
სოია |
6.7 |
კარტოფილი |
79.9 |
ბოსტნეული |
58.9 |
ბაღჩეული |
136.0 |
ასეთი დაბალი მოსავლიანობა სრულიად არ არის გასაკვირი, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ძირითადი მემცენარეობის პროდუქცია ოჯახურ მეურნეობებშია წარმოებული (ნახაზი 54). ასეთ მეურნეობს, რომლებიც, ძირითადად, მცირე ზომის (არაუმეტეს 1.5-2 ჰა) სავარგულებზეა განთავსებული, არ აქვს ინტენსიური აგროტექნიკური ღონისძიებების ჩატარების არც გამოცდილება და არც ფინანსური შესაძლებლობები: მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ინვესტირება სასოფლო-სამეურნეო კომპანიებში მოგებიანია, თუ მიწის საკუთრებაში მყოფი ნაკვეთის ფართი 20 ჰა-ს აღემატება.6
ნახაზი 54: ოჯახური მეურნეობების წილი
2008/2009 წლების სეზონის მოსავალში
საქართველოს სოფლის მეურნეობის ძირითადი პრობლემაა მისი ოჯახური, ნატურალური ხასიათი. სიტუაციის გამოსასწორებლად აუცილებელია მეურნეობათა გამსხვილება, სასოფლო-სამეურნეო მიწის მეორეული ბაზრის ამოქმედება და ევროპული ტიპის ფერმერული კოოპერატივების შექმნა, როგორც ეს, მაგალითად, საფრანგეთშია მიღებული.
საქართველოს სოფლის მეურნეობაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობა წარმოადგენს მთელი რიგი ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების ზემოქმედების შედეგს. კერძოდ:
არ არსებობს ამ დარგის განვითარების სახელმწიფო სტრატეგია;
ფერმერულ მეურნეობებში არ არსებობს შიგა დაგროვების წყაროები და, შესაბამისად, არ ხდება წარმოებაში სახსრების ინვესტირება;
ფერმერული მეურნეობები მოკლებულნი არიან ვეტერინალურ, აგრონომიულ და საკონსულტაციო მომსახურებას;
ფერმერებს არ შეუძლიათ კრედიტებით სარგებლობა და თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობის შეძენა, რის გამოც სოფლის მეურნეობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა თითქმის არ განიცდის განახლებას;
სოფლის მეურნეობაში არ ხდება ქონების, კომერციული რისკებისა და სხვათა დაზღვევა.
სოფლის მეურნეობის გაადგილებისა და სპეციალიზაციის, დარგთა შეთანაწყობისა და მათი განვითარების რეგიონულ-ეკონომიკური და ტექნოლოგიური პრობლემებისადმი მიდგომა ახლებურ ხედვასა და გადაწყვეტას მოითხოვს, რომლის დროსაც გათვალისწინებული უნდა იყოს ორი ძირითადი ამოსავალი კრიტერიუმი7: ადგილობრივი ბუნებრივ-ეკონომიკური პირობები და საბაზრო ურთიერთობებისთვის დამახასიათებელი და ეტაპობრივად ცვალებადი ქვეყნის შიგა და გარე მარკეტინგული მოტივაციები, მოთხოვნები, შეზღუდვები, სტრატეგია.
საქართველოს სოფლის მეურნეობის ძირითად პრიორიტეტებად უნდა გამოიყოს ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის დარგები, როგორიცაა სამრეწველო მევენახეობა, სამრეწველო მეხილეობა და სუბტროპიკული მიწათმოქმედების ძირითადი დარგები და მათ ბაზაზე მომუშავე კვების მრეწველობის დარგები. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი სიმძლავრეების ამოქმედება და ეროვნული კვების პროდუქტების წარმოების მასტიმულირებელი სახელმწიფო მხარდაჭერის პოლიტიკა.
___________________
1 ზ. ოქროცვარიძე. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გამოყენების ეფექტიანობის ამაღლების გზები სამეურნეო მექანიზმის სრულყოფის პირობებში. ხელნაწერის უფლებით. საკანდიდატო დისერტაცია. საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი, თბილისი, 2006, 122 გვ.
2 ა.თვალჭრელიძე, პ. კერვალიშვილი, დ. გეგია, ს. ესაკია, ს. სანაძე. იქვე; სტატისტიკური წელიწდეული - 2008. იქვე; სტატისტიკური წელიწდეული - 2009. იქვე.
3 საქართველოს სოფლის მეურნეობა. 2009. სტატისტიკური პუბლიკაცია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. თბილისი, 2010, 92 გვ.
4 ეკონომიკა. ხალხის კეთილდღეობა. იქვე.; სტატისტიკური წელიწდეული - 2009. იქვე.
5 Agriculture statistics 2008. United States Department of Agriculture, National Agriculture Statistics Service. United States Government Printing Office, Washington, 2008, 529 p.
6 The World Bank Report No 20275GE Project Appraisal Document on a Proposed Credit in the Amount of SDR 5.5 Million (US$ 7.6 Million Equivalent) and The Global Environment Facility Trust Fund Grant in the Amount of SDR 1.8 Million (US$ 2.5 Million Equivalent) to Georgia for an Agricultural research, Extention and Training Project. Environmetally and Socially Sustainable Development Sector Unit. Europe and Central Asia region. April, 2000, 81 p.
7 ო. ქეშელაშვილი, სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია და პრიორიტეტები, თბ., 2007, გვ.42.
![]() |
7.5 მშენებლობა |
▲ზევით დაბრუნება |
არსებული ინფორმაციით1, 2001 წლიდან 2006 წლის ჩათვლით სამშენებლო კომპანიების რიცხვი 628-დან 1353-მდე გაიზარდა, მაგრამ შემდგომ მათი რაოდენობა მკვეთრად შემცირდა (ნახაზი 55).
ნახაზი 56 ასახავს სამშენებლო სამუშაოების ზრდის დინამიკას 1995-2008 წლებში. ნათლად ჩანს, რომ 2007 წლამდე სამშენებლო სამუშაოების მოცულობა მკვეთრად იზრდებოდა, მაგრამ 2008 წელს 283.5 მილიონი ლარით შემცირდა, რაც, უდაოდ, გამოწვეული იყო რუსეთ - საქართველოს ომით.
ნახაზი 57 ცხადყოფს, რომ საშუალოდ 1 კომპანიის მიერ შესრულებული წლიური სამშენებლო სამუშაოების მოცულობა გაიზარდა 380.97 ათასი ლარიდან (2001 წ.) 1.48 მილიონ ლარამდე (2008 წ.), რაც, უდაოდ, დადებითი მოვლენაა, ვინაიდან მიუთითებს კომპანიების გამსხვილების ტენდენციაზე.
მეორე დადებითი ტენდენცია იმაში გამოიხატება, რომ კერძო კომპანიების წილი მშენებლობაში სისტემატურად იზრდება და მან შესრულებული სამუშაოების მოცულობის მიხედვით 2008 წელს 99%25-ს გადააჭარბა (ნახაზი 58).
ნახაზი 55: სამშენებლო კომპანიების რიცხოვნობა
2001-2008 წლებში
ნახაზი 56: შესრულებული სამშენებლო სამუშაოების მოცულობა
1995-2008 წლებში
ნახაზი 57: სამშენებლო კომპანიების საშუალო ზრდის დინამიკა
ნახაზი 58: კერძო კომპანიების წილი მშენებლობაში შესრულებული
სამუშაოების მოცულობის მიხედვით 2001-2008 წლებში
სამაგიეროდ, მშენებლობის რეგიონული სტრუქტურა აშკარად არასახარბიელოა (ნახაზი 59): სამშენებლო სამუშაოების მოცულობის 61%25-ზე მეტი თავმოყრილია თბილისში; იგი განვითარებულია აჭარაში და სამეგრელო & ზემო სვანეთში. სხვა რეგიონებში სამშენებლო სამუშაოების მოცულობა უმნიშვნელოა.
ნახაზი 59: საქართველოს მხარეების რეიტინგი 2008 წელს შესრულებული
სამშენებლო სამუშაოების მოცულობის მიხედვით
სამშენებლო ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სფერო იყო საქართველოში, მაგრამ იგი, ძირითადად, დეველოპერულ პრინციპებს1 დაეფუძნა. ყველაზე დიდი პრობლემა ამ სექტორში დეველოპერული კომპანიების კაპიტალის დეფიციტია. ამიტომ დეველოპერული კომპანიები ახალ მშენებლობაზე მობინადრეებიდან შეგროვებულ ფულს წინა დაუმთავრებელ მშენებლობაში აბანდებენ. თუ არ ჩავთვლით, რომ ეს კანონის უხეში დარღვევაა, ასეთი სისტემა შეიძლება ქმედითუნარიანი იყოს მხოლოდ ეკონომიკური სტაბილურობის დროს. ეს მარტივი ჭეშმარიტება სრულიად ცხადი გახდა რუსეთ - საქართველოს ომის შემდეგ და დღეს დეველოპერული კომპანიები ურთულეს პირობებში არიან.
___________________
1 სტატისტიკური წელიწდეული - 2009. იქვე.
2 დეველოპერული კომპანია მშენებარე ობიექტების ფართს მის აშენებამდე ყიდის სხვადასხვა მომხმარებელზე.
![]() |
7.6 საგარეო ვაჭრობა |
▲ზევით დაბრუნება |
1980 წლისთვის საქართველოში წარმოებული პროდუქციის 500 მეტი სახეობა საექპორტოდ დაახლოებით 90 ქვეყანაში იგზავნებოდა. ამ პროდუქციას შორის უმთავრესი იყო91:
მანგანუმის მადანი;
ფეროშენადნობები;
ლითონის პროდუქცია;
ნავთობპროდუქტები;
ლითონსაჭრელი ჩარხები;
ამწის ელექტროძრავები;
ელექტროამამუშავებლები;
ელექტროსასიგნალო აპარატურა;
ელექტროსაშემდუღებლო მოწყობილობანი;
ელექტროურიკები;
ელექტრომანქანური მაძლიერებლები;
კვების მრეწველობის მოწყობილობანი;
ჰიდრომეტეოროლოგიური მოწყობილობანი;
მიკროძრავები;
მიწისსაწოვი დანადგარები;
მიკროსქემები;
საიუვილერო ნაწარმი;
წიგნები;
კონსერვები;
ჩაი;
მინერალური წყალი;
კონიაკი;
ღვინო და სხვა.
საბჭოთა კავშირის ეკონომიკაში ჩართული იმდროინდელი საქართველოსთვის აბსოლუტურად შეუძლებელი იყო საგარეო სავაჭრო ურთიერთობების პარამეტრების დადგენა, მაგრამ ერთი კი უდავოა: სავაჭრო სალდო დადებითი იყო.
დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო ურთიერთობების სტატისტიკა ხელმისაწვდომია 1995 წლიდან დღემდე2. დღეს საქართველოს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობანი აკავშირებს მსოფლიოს 160 ქვეყანასთან. ნახაზი 60 ასახავს საქართველოს საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებს 1995-2008 წლებში. ადვილად შეგვიძლია დავინახოთ, რომ იმპორტი გაცილებით უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე, ექსპორტი, რის შედეგადაც კატასტროფულად მატულობს უარყოფითი საგარეო სავაჭრო სალდო (ნახაზი 61).
ნახაზი 60: საქართველოს საგარეო ვაჭრობის მოცულობა
1995-2008 წლებში
ნახაზი 61: საქართველოს საგარეო სავაჭრო სალდო
1995-2008 წლებში
საქართველოს ძირითად საგარეო სავაჭრო პარტნიორებს შორის რამდენიმე ქვეყანა შეგვიძლია დავასახელოთ, მათ შორის თურქეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, აშშ, გერმანია, იტალია, ბულგარეთი, რუსეთი, ჩინეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები და სხვ. ნახაზი 62 ასახავს ქვეყნების რეიტინგს საქართველოდან პროდუქციის ექსპორტის მიხედვით, ხოლო ნახაზი 63 - საქართველოში პროდუქციის იმპორტის შესაბამისად.
ნახაზი 62: ქვეყნების „რეიტინგი“ საქართველოდან პროდუქციის
ექსპორტის მიხედვით 2008 წელს
ცხრილი 73 და ცხრილი 74 აღწერენ, შესაბამისად, ძირითად საექსპორტო და საიმპორტო პროდუქციას 2008 წლის ექსპორტისა და იმპორტის მოცულობის შესაბამისად.
ცხრილი 73: ძირითადი საექსპორტო პროდუქცის სტრუქტურა 2008 წელს
ძირითადი სახეობები |
ექსპორტის წილი, %25 |
არაძვირფასი ლითონები |
31.86 |
მინერალური პროდუქცია |
16.74 |
სასმელები (უალკოჰოლო და ალკოჰოლური) |
11.74 |
საფრენი აპარატები |
10.79 |
ქიმიური პროდუქცია |
10.51 |
საუვილერო ნაწარმი |
7.02 |
მცენარეული პროდუქცია |
4.25 |
მანქანები და მოწყობილობები |
1.97 |
მერქანი |
1.49 |
საფეიქრო ნაწარმი |
1.41 |
ნახაზი 63: ქვეყნების „რეიტინგი“ საქართველოში პროდუქციის
იმპორტის მიხედვით 2008 წელს
ცხრილი 74: ძირითადი საიმპორტო პროდუქციის სტრუქტურა 2008 წელს
ძირითადი სახეობები |
იმპორტის წილი, %25 |
მინერალური პროდუქცია |
19.67 |
მანქანები და აპარატურა |
17.30 |
კავშირგაბმულობის აპარატურა |
14.70 |
არაძვირფასი ლითონები |
7.87 |
ქიმიური პროდუქცია |
7.04 |
სასმელები & თამბაქო |
6.99 |
მცენარეული პროდუქცია |
4.44 |
ქიმბოჭკო |
3.67 |
საფეიქრო ნაწარმი |
3.00 |
სამრეწველო საქონელი |
2.42 |
ცხოველური პროდუქცია |
2.37 |
კერამიკული ნაწარმი |
2.35 |
ქაღალდის ნაწარმი |
2.05 |
როგორც ვხედავთ, 1980 წელთან შედარებით, საექსპორტო პროდუქციის ნომენკლატურიდან პრაქტიკულად გაქრა მანგანუმის მადნები, ნავთობპროდუქტები, მაღალტექნოლოგიური დაზგები და ჩარხები; ელექტროძრავები და აპარატურა.
________________
1 ეკონომიკა. ხალხის კეთილდღეობა. საქართველოს სსრ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, თბილისი, 1981, გვ. 118-158.
2 სტატისტიკური ყოველწლიური - 2000. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, თბილისი, 20001, 308 გვ.; Human Development Report, Georgia 2000. იქვე; ა.თვალჭრელიძე, პ. კერვალიშვილი, დ. გეგია, ს. ესაკია, ს. სანაძე. იქვე; სტატისტიკური წელიწდეული - 2008. იქვე; სტატისტიკური წელიწდეული - 2009. იქვე.
![]() |
7.7 საშინაო ვაჭრობა |
▲ზევით დაბრუნება |
ინფორმაცია საშინაო ვაჭრობაზე, ასევე, ხელმისაწვდომია 1995 წლიდან.1 ნახაზი 64 ცხადყოფს, რომ ვაჭრობა საქართველოში სწრაფად ვითარდება, განსაკუთრებით 2004 წლიდან. 2008 წელს რეალიზებული საქონლის მოცულობამ 9.2 მილიარდ ლარს მიაღწია.
ამავდროულად, შემაშფოთებელია ვაჭრობის რეგიონული სტრუქტურა (ნახაზი 65): თუ თბილისში 2008 წელს მოსახლეობის ერთ სულზე გაიყიდა 5101 ლარის საქონელი, მცხეთა-მთიანეთში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 45 ლარის ტოლია. ეს კი ორ გარემოებას ააშკარავებს. პირველი, როგორც წესი, საქართველოს მოსახლეობა ძვირ პროდუქციას ძირითადად თბილისში ყიდულობს; მეორე, თბილისისა და ბათუმის მაცხოვრებლების გარდა, საქართველოს მხარეებში მოსახლეობა, დიდწილად, ნატურალური მეურნეობით ირჩენს თავს და მხოლოდ პირველად მოთხოვნილების პროდუქტს ყიდულობს.
ნახაზი 64: რეალიზებული პროდუქციის მოცულობა
1995-2008 წლებში
ნახაზი 65: 2008 წელს მოსახლეობის ერთ სულზე რეალიზებული
პროდუქცია საქართველოს მხარეებში
__________________
1 სტატისტიკური ყოველწლიური - 2000. იქვე; სტატისტიკური წელიწდეული - 2008. იქვე; სტატისტიკური წელიწდეული - 2009. იქვე.
![]() |
7.8 სასტუმროები და რესტორნები |
▲ზევით დაბრუნება |
იგივე წყაროებზე დაყრდნობით, რაც წინა ქვეთავში იყო გამოყენებული, ნახაზი 66 აჩვენებს სასტუმროებისა და რესტორნების მიერ გაწეულ მომსახურებას 2001-2008 წლებში.
დღეს საქართველოში 353 სასტუმროა, რომელთაგანაც მხოლოდ 30-ია სახელმწიფო საკუთრებაში. 2008 წელს მათ მიიღეს 162579 ადამიანი საქართველოდან და 103698 უცხოეთიდან, სულ 266277 ადამიანი.
ნახაზი 67 ნათლად გვიჩვენებს, რომ რესტორნების სავაჭრო ბრუნვის „ლომის წილი“ თბილისსა და აჭარაზე (ძირითადად ბათუმზე) მოდის.
ნახაზი 66: სასტუმროებისა და რესტორნების მომსახურება 2008 წელს
ნახაზი 67: 2008 წელს რესტორნების მომსახურების რეგიონული
სტრუქტურა, წილი, %25
![]() |
7.9 პირდაპირი უცხოური ინვესტიციები |
▲ზევით დაბრუნება |
ნახაზი 68 აღწერს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკას 1995-2008 წლებში. როგორც ვხედავთ, ინვესტიციების ნაკადი მკვეთრად მატულობს 2005-2007 წლებში, მაგრამ 2008 წელს იგი შემცირდა 421 მილიონი დოლარით.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, რასაკვირველია, კარგია, მაგრამ ისინი, ინფრასტრუქტურული პროექტების გარდა, ძირითადად, სასტუმროების, კაზინოებისა და გასართობი ცენტრების მშენებლობას ხმარდება. გამონაკლისად შეიძლება სწრაფი მატარებლის (TGV) ინფრასტრუქტურის შექმნა და ენერგოობიექტების მშენებლობა ჩავთვალოთ. თუმცა, ეს ინვესტიციები ჯერ ბოლომდე განხორციელებული არ არის.
ნახაზი 68: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები
1995-2008 წლებში
![]() |
7.10 ძირითადი დასკვნები |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ერთობ ეკლექტიკურია. ქვეყნისთვის დამახასიათებელია განვითარებული სახელმწიფოს ეკონომიკის სტრუქტურა, თუმცა, საქართველო მცირე-საშუალო შემოსავლიანი ქვეყნების კატეგორიას მიეკუთვნება. საქართველოში, მატერიალური წარმოების ხარჯზე, ვითარდება მომსახურება და ქონების მართვის მაღალტექნოლოგიური დარგები;
შედეგად, საქართველო ეკონომიკურ განვითარებაში ჩამორჩა არა მარტო ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ასევე, თავის მეზობლებს - სომხეთსა და აზერბაიჯანს და ამ ჩამორჩენას ადგილი ჰქონდა 2004 წლიდან დაწყებული, როცა საქართველომ დაიწყო სამხედრო ხარჯების სწრაფი ზრდა;
საქართველოს მრეწველობა და სოფლის მეურნეობა სრულ სტაგნაციაშია, მაგრამ მათი აღორძინებისა და ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა არ არსებობს. ხელისუფლების განცხადებით, ქვეყანამ გეზი ტურიზმის განვითარებისკენ უნდა აიღოს, მაგრამ მსოფლიოში არ არსებობს არც ერთი სახელმწიფო, რომელმაც მოახერხა ეკონომიკური სიდუხჭირის დაძლევა მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განვითარების გარეშე. ამასთან, სოფლის მეურნეობისთვის განკუთვნილი სახელმწიფო სახსრები სოფლის მოსახლეობის ფულად დახმარებებს ხმარდება და არა საწარმოების განვითარებას;
საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა გარკვეულწილად წააგავს „პოლიტიკას პოლიტიკის გარეშე“;1
საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი თვითდასაქმებულია, ძირითადად, სოფლის მეურნეობაში და მისდევს ოჯახურ, პრაქტიკულად ნატურალურ, სამეურნეო საქმიანობას. იგი შიმშილით არ კვდება, მაგრამ მას არა აქვს განვითარების საშუალება. ამის დამადასტურებელია ვაჭრობა, რომელიც სასოფლო რეგიონებში პრაქტიკულად არ არსებობს;
ამ მიზეზთა გამო, საქართველოს მოსახლეობა სამუშაოს საძებნად საზღვარგარეთ მიდის და ქვეყანაში რეალურად მცხოვრებელთა რიცხოვნობა სტაბილურად კლებულობს;
ეს ვითარება, თუ გავითვალისწინებთ ბოლო 12 წლიან ტენდენციებს, არსებული სახელმწიფო მიდგომის ვითარებაში ვერ გამოსწორდება. საჭიროა ქმედითი პროგრამის შემუშავება და განხორციელება. სხვანაირად საქართველო სამუდამოდ ღარიბ ქვეყნად დარჩება;
შედეგად, საქართველო კარგავს რეგიონული ლიდერის როლს. თუ ეს პროცესი შეუქცევადი გახდება, აშშ-ის და ევროპის ინტერესი საქართველოსადმი შესაძლოა გაქრეს და საქართველო ეროვნული სუვერენიტეტის ძირითად საფუძვლებს დაკარგავს.
____________________
1 А. Твалчрелидзе. Экономическая ситуация в Грузии после русско-грузинской войны. В кн.: Псевдоконфликты и квазимиротворчество на Кавказе. Грузинский Национальный комитет Хельсинкской Гражданской Ассамблеи и Южно-Кавказский институт региональной безопасности, Тбилиси, 2009, с. 136-142.
![]() |
8 თავი 6. საქართველოს ფინანსურ-საკრედიტო სექტორი |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს ეკონომიკა დამოუკიდებლობის წლებში არადინამიკურად ვითარდება. მე-20 საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში წარმოების მოცულობის განახევრებას, შუა პერიოდში აღმავლობა, შემდეგ კი ისევ დაცემა მოჰყვა; „ვარდების რევოლუციის“ პირველ წლებში ეკონომიკაში მიმდინარე გამოცოცხლება ზრდის ტემპის -4.0%25-იანმა ვარდნამ შეცვალა.
სწრაფი ტემპებით იზრდება სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა და მან 2009 წ. უკვე შეადგინა მშპ-ის 37.8%25. მთლიანი სახელმწიფო ვალის (2009წ. მშპ-ის 51.9%25) ზრდის ტემპი დიდად აღემატება ეკონომიკის ზრდის ტემპს და გასათვალისწინებელია, რომ ორი-სამი წლის შემდეგ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სესხების დასაფარად 700-800 მლნ აშშ დოლარის გადახდა მოგვიწევს, რაც ქვეყნისათვის საკმაოდ მძიმე ტვირთი იქნება და არც ახალი ფინანსური კრიზისის დაწყებაა გამორიცხული.
პრაქტიკულად არ მოქმედებს მაღალი მონოპოლიური ფასების შემაკავებელი ანტიმონოპოლიური სამსახური, რომელიც აგრეთვე უზრუნველყოფს თავისუფალი კონკურენციის პირობებში შედარებით დაბალ საბაზრო ფასებს.
ბიზნესის რეგისტრაციის გამარტივება, გადასახადების რაოდენობის შემცირება დადებითი მოვლენაა, მაგრამ პრობლემები ზედმეტ ადმინისტრირებაში, ხშირად საკუთრების დაუცველობაში, სასამართლო სისტემისადმი უნდობლობაშია.
ამ ფონზე, ბოლო წლებში, შედარებით წარმატებული სფეროა ფინანსურ-საკრედიტო სექტორი. უპირველეს ყოვლისა, მხედველობაში გვაქვს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ზრდა, ეროვნული ვალუტის შედარებითი სიმყარე (მიუხედავად რამდენჯერმე მისი კურსის ბუნდოვანი მიზეზებით მკვეთრად დაცემისა), ზომიერი ინფლაცია (ცალკეულ შემთხვევებში, ალბათ, ხელოვნურად შემცირებული), საერთაშორისო სავალუტო რეზერვების ზრდა... მიუხედავად ამისა, ეკონომიკაში შექმნილმა ბოლო პერიოდის სირთულეებმა ამ სექტორზეც უარყოფითად იმოქმედა. უფრო ვრცლად გავაანალიზოთ ამ სფეროში მიმდინარე მოვლენები. ამ მიზნით, დავეყრდნობით საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მასალებს, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშებსა და სხვ. პუბლიკაციებს1.
_________________
1 A. Silagadze. Current financial and monetary trends in Georgia. “The Caucasus & Globalization”, vol. 4, 2010, issue 1-2, pp. 51-65; A. Silagadze and T. Atanelishvili. Modern State Finances of Georgia. International Academy of Sciences, California, 2010, 36 p. A. Silagadze and S. Gelashvili. Gegenwдrtige Finanz-und Monetдre Aspekte in Georgien, Universitдt Postdam, No.G-10, 2009; S. 26; A. Silagadze and M. Tokmarishvili. Challenges of the Past - Communist Financial-Currency Policy. Nova Science Publishers, Inc., New York, 2009,
![]() |
8.1 სახელმწიფო ფინანსები |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის, რუსეთთან ომისა (2008 წ. აგვისტო) და სხვა მიზეზების ზეგავლენის შედეგად, საქართველოს ეკონომიკა, ასევე ფინანსურ-საკრედიტო სექტორი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. გაუარესებული მაკროეკონომიკური სიტუაციის პირობებში, ფინანსური სექტორი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა, რომ არა ცალკეული ქვეყნებისა და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების მრავალმილიარდდოლარიანი ფინანსური დახმარებები.
![]() |
8.1.1 ნაერთი ბიუჯეტი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
8.1.1.1 შემოსავლები |
▲ზევით დაბრუნება |
ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 2009 წელს 4348.8 მლნ ლარი (მშპ-ს 24.5%25) შეადგინა. ბიუჯეტის შემოსულობებში ყველაზე დიდი წილით წარმოდგენილია საგადასახადო შემოსავლები (91.1%25). თუმცა, გადასახადების მოცულობა (წინა წელთან შედარებით) 7.7%25-ით შემცირდა. მისი წილი მთლიან შემოსულობებში 83.4%25-ია. ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებში ყველაზე დიდი ხვედრითი წილით წარმოდგენილია: დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) და საშემოსავლო გადასახადი.
სამწუხაროდ, 2009 წელს (წინა წელთან შედარებით) ნაერთი ბიუჯეტის თითოეული სახეობის გადასახადის მობილიზებაში (გარდა ქონების გადასახადისა) მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა (ცხრილი 75) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ბიუჯეტის დეფიციტმა 10%25-ს გადააჭარბა (2006 წელს იგი 1.5%25 იყო).
ცხრილი 75: ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 2009 წელს
დასახელება |
ფაქტობრივი |
პროცენტულად |
პროცენტულად |
გადასახადების |
გადასახადები, |
4,388.9 |
92.3 |
24.5 |
|
დღგ |
2,051.70 |
99.2 |
11.4 |
46.7 |
საშემოსავლო |
1,118.90 |
86.3 |
6.2 |
25.9 |
მოგების |
517.7 |
87.4 |
2.9 |
11.8 |
აქციზი |
443.2 |
85.5 |
2.5 |
10.1 |
საბაჟო |
35.9 |
69.2 |
0.2 |
0.8 |
ქონების |
160.4 |
121.6 |
0.9 |
3.7 |
სხვა |
61.0 |
65.6 |
0.3 |
1.4 |
ამრიგად, ეროვნულ ეკონომიკაში არსებულმა პრობლემებმა თავისი ასახვა ჰპოვეს ნაერთი ბიუჯეტის გადასახადების შემცირებასა და დეფიციტის ზრდაში.
ნახაზი 69 ასახავს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შესრულებას 2003-2009 წლებში1. მოცემული გრაფიკიდან ჩანს, რომ 2003-2008 წლებში ნაერთი ბიუჯეტი გაიზარდა 1320.9 მილიონი ლარიდან 6366.9 მილიონამდე, ანუ 4.82-ჯერ. მაგრამ 2009 წელს 2008 წელთან შედარებით ნაერთი ბიუჯეტი შემცირდა 647.4 მილიონი ლარით ანუ 10.17%25-ით. როგორც წინა თავებში აღინიშნა, ნებისმიერი განცხადება, რომ ასეთი რეცესია გამოწვეულია მხოლოდ მსოფლიო ფინანსური კრიზისით, მოკლებულია ყოველგვარ ნიადაგს.
ნახაზი 69: ნაერთი ბიუჯეტის შესრულება
2003-2009 წლებში
________________
1 სტატისტიკური წელიწდეული - 2008. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, სტატისტიკის დეპარტამენტი. თბილისი, 2009, 326 გვ.; 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი; 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი; 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი; 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი; 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. http://www.mof.ge.
![]() |
8.1.1.2 ხარჯები |
▲ზევით დაბრუნება |
ნახაზი 70 ასახავს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის ხარჯების სტრუქტურას. აშკარად ჩანს, რომ თუ არ ჩავთლით ადგილობრივ ბიუჯეტებს, ხარჯვის ძირითადი მუხლია თავდაცვა, რომელიც, მაგალითად, 2.35-ჯერ აღემატება ხარჯებს სოციალურ დაზღვევაზე და 3.38-ჯერ - ჯანდაცვაზე. მნიშვნელოვანია, აგრეთვე, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების ორგანოების დაფინანსება (ბიუჯეტის ხარჯების 11.92%25).
![]() |
8.1.2 სახელმწიფო ბიუჯეტი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
8.1.2.1 შემოსავლები |
▲ზევით დაბრუნება |
მიუხედავად ბოლო წლებში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების მობილიზებაში მიღწეული გარკვეული წარმატებებისა, ამჟა მად არსებული მდგომარეობა არასახარბიელოა1 (ცხრილი 76).
მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ მნიშვნელოვანი კლებაა დაფიქსირებული როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიან შემოსავლებში, ასევე საგადასახადო შემოსავლების მობილიზებაში, გრანტებისა და სხვ. შემოსავლების მიმართულებით. საგადასახადო შემოსავლის შემცირება პირდაპირ კავშირშია სამეწარმეო საქმიანობის მასშტაბების შეკვეცასთან.
ნახაზი 70: საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის ხარჯების
სტრუქტურა, %25
ცხრილი 76: სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები
2008 და 2009 წლებში, ათ. ლარი
დასახელება |
2008 |
2009 |
2009/2008 წლების |
შემოსავლები, მათ შორის: |
5 517.7 |
4,917.0 |
89.31 |
გადასახადები |
4 541.6 |
4,161.8 |
91.60 |
გრანტები |
617.2 |
387.7 |
62.80 |
სხვა შემოსავლები |
568.8 |
367.5 |
64.60 |
აქედან გამომდინარე, არც ცალკეული გადასახადების მობილიზებაში არსებული მდგომარეობაა სახარბიელო. ამ თვალსაზრისით, სურათი თითქოს ნაერთი ბიუჯეტის იდენტურია: ყველა სახის გადასახადის, აგრეთვე გრანტების (-6.4%25) მობილიზებაში კლებაა დაფიქსირებული (ცხრილი 77).
კიდევ ერთი უარყოფითი ტენდენციის შესახებ: საგადასახადო შემოსავლების ძირითადი ნაწილის მობილიზება სახელმწიფო ბიუჯეტში ხდება (91.6%25), რაც კიდევ მეტად ასუსტებს ადგილობრივ ბიუჯეტებს და უფრო მეტად დამოკიდებულს ხდის მათ „ცენტრზე“.
___________________
1 ფინანსთა სამინისტროს მონაცემებითა და ჩვენი გაანგარიშებით.
![]() |
8.1.2.2 ხარჯები |
▲ზევით დაბრუნება |
2009 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 3.4%25-ით შემცირდა და 5.4 მლრდ ლარი შეადგინა, ე.ი. ხარჯების შემცირება შემოსავლების შემცირების არაადეკვატურია (ცხრილი 78).
ცხრილი 77: სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 2009 წელს
დასახელება |
ფაქტი, |
%25 წინა |
%25-ად მშპ-თან |
%25 ნაერთი |
გადასახადები, |
4 161.70 |
91.6 |
23.2 |
91.6 |
დღგ |
2 051.70 |
99.2 |
11.4 |
|
საშემოსავლო |
1 053.20 |
86.5 |
5.6 |
94.1 |
მოგების |
517.7 |
87.4 |
2.9 |
|
აქციზი |
443.2 |
85.5 |
2.5 |
|
საბაჟო |
35.9 |
69.2 |
0.2 |
|
სხვა |
60.2 |
65.3 |
0.3 |
98.7 |
ცხრილი 78: 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების სტრუქტურა
ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით
დასახელება |
%25 სახელმწიფო |
გეგმა, მლნ |
ფაქტი, მლნ |
ფაქტი/ |
ხარჯები |
- |
5, 468.2 |
5 367.2 |
98.2 |
შრომის |
17.5 |
943.3 |
941.6 |
99.8 |
საქონელი და |
16.4 |
896.7 |
879.9 |
98.1 |
პროცენტი |
3.1 |
169.2 |
167.2 |
98.8 |
სუბსიდიები |
8.3 |
498.7 |
447.3 |
89.7 |
გრანტები |
16.0 |
865.5 |
861.2 |
99.5 |
სოცუზრუნველყოფა |
26.5 |
1 424.4 |
1 419.9 |
99.7 |
სხვა ხარჯები |
12.1 |
670.6 |
650.1 |
96.9 |
ცხრილის მიხედვით, ხარჯების სტრუქტურაში ყველაზე მაღალი ხვედრითი წილით წარმოდგენილია სოცუზრუნველყოფა, მაგრამ საქონლისა და მომსახურების 16.4%25-იანი და „სხვა ხარჯების“ 12,1%25-იანი წილები არსებულ ვითარებაში საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და ვფიქრობთ, რომ მისი შეკვეცა დამატებითი ღონისძიებების დაფინანსების შესაძლებლობებს მოგვცემს, განსაკუთრებით ეკონომიკის განვითარების სტიმულირების მიმართულებით.
ამასთან, გასათვალისწინებელია, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 450.3 მლნ ლარით (8.4%25) აღემატება შემოსავლებს და ამ დეფიციტის აღმოფხვრა დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
მნიშვნელოვანი რეზერვებია, აგრეთვე, დაფინანსებაში ფუნქციონალური კატეგორიების მიხედვით (ცხრილი 79).
ცხრილი 79: 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების
სტრუქტურა ფუნქციონალურ ჭრილში
სტრუქტურა |
დაფინანსება, |
%25-ად სულ ხარჯების და |
საერთო დანიშნულების |
1 576 993.2 |
25.13 |
თავდაცვა |
867 667.4 |
13.83 |
საზოგადოებრივი წესრიგი |
853 143.3 |
13.60 |
ეკონომიკური საქმიანობა |
820 956.0 |
12.23 |
გარემოს დაცვა |
28 693.9 |
0.46 |
საბინაო-კომუნალური |
2 286.1 |
0.04 |
ჯანდაცვა |
32 1612.3 |
5.29 |
დასვენება, კულტურა და |
137 359.7 |
2.19 |
განათლება |
459 589.9 |
7.32 |
სოციალური დაცვა |
1 249 573.7 |
19.92 |
როგორც ირკვევა, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფუნქციონალური ჭრილის სტრუქტურაში ყველაზე მეტი ხვედრითი წილი საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურებაზე მოდის, ხოლო თავდაცვის და საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაფინანსება ერთად აღებული, დაახლოებით იმდენად აღემატება სოციალური დაცვის დაფინანსებას, რა თანხებითაც განათლება ფინანსდება.
გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტის და მთავრობის განკარგულებით 2009 წელს გამოყოფილი ასიგნებებით გაწეულმა საკასო ხარჯებმა, შესაბამისად, შეადგინა 49 858.8 და 47 301.6 ათ. ლარი.
![]() |
8.1.2.3 სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი სალდო და ფინანსური აქტივების ცვლილება |
▲ზევით დაბრუნება |
2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანმა სალდომ შეადგინა 1 196 966.0 ათ. ლარი, ფინანსური აქტივების ცვლილებამ - 499 557.4 ათ. ლარი, ფინანსური აქტივების ზრდამ - 130 842.8 ათ. ლარი (გეგმიური მაჩვენებლის 18.3%25), კლებამ კი 630 400.2 ათ. ლარი (ცხრილი 80).
![]() |
8.1.2.4 სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვრა 697 408.7 ათასი ლარის ოდენობით, ვალდებულებების ზრდამ კი 1 046 404.2 ათასი ლარი შეადგინა. კერძოდ, საგარეო ვალდებულებების ზრდა გაუტოლდა 786 896.8 ათას ლარს. ამასთან, სახაზინო ვალდებულებების (6 და 12 თვიანი ვადის) რეალიზებით მიღებულმა შემოსავალმა 259 507.4 ათასი ლარი შეადგინა.
ცხრილი 80: 2009 წელს ფინანსური აქტივების ცვლილება, ათასი ლარი
დასახელება |
გეგმა |
ფაქტი |
ფაქტი/გეგმა, %25 |
ფინანსური აქტივების ცვლილება |
-546 126.4 |
-499 557.4 |
|
ზრდა |
167 180.4 |
130 842.8 |
78.3 |
სესხები |
146 825.4 |
110 642.8 |
75.5 |
აქციები და სხვა კაპიტალი |
20 355.0 |
20 200.0 |
99.2 |
კლება |
713 306.8 |
630 400.2 |
88.4 |
ვალუტა და დეპოზიტები |
491 106.8 |
402 789.1 |
82.0 |
სესხები |
40 500.0 |
45 877.6 |
132.8 |
აქციები და სხვა კაპიტალი |
181 700.0 |
181 732.0 |
100.0 |
ვალდებულებების კლება 348 995.5 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრა, რაც გეგმური მაჩვენებლის 98.7%25-ს შეადგენს. გეგმური მაჩვენებლები არ შესრულებულა საგარეო და საშინაო ვალდებულებების მიმართაც.
ამრიგად, საგარეო ვალდებულებები გეგმურთან შედარებით ნაკლებია, მაგრამ მისი ზრდა მაინც საკმაოდ დიდია, ამავდროულად ვერ შესრულდა ვალდებულებების კლების გეგმური მაჩვენებლები.
![]() |
8.1.3 სახელმწიფო ვალი |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს სახელმწიფო ვალმა (ცხრილი 81) 2009 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მთლიანად შეადგინა 6 225.2 მლნ ლარი (20.9%25-ით მეტი წინა წელთან შედარებით), მათ შორის საშინაო ვალმა - 1 693.2 (16.1%25-ით მეტი), საგარეო ვალმა - 4 532.0 მლნ ლარი (22.7%25-ით მეტი).
ცხრილი 81: სახელმწიფო ვალი 2007-2009 წლებში, ათასი ლარი
მაჩვენებელი |
2007 |
2008 |
2009 |
2009/2008 |
სულ სახელმწიფო ვალი, მათ შორის: |
3 919.6 |
5153.6 |
6225.2 |
120.9 |
საშინაო ვალი |
1489.9 |
1458.9 |
1693.2 |
116.1 |
საგარეო ვალი |
2429.7 |
3694.7 |
4532.0 |
122.7 |
მთლიანი სახელმწიფო ვალი, მშპ-ს %25 |
32.1 |
41.3 |
51.9 |
- |
საშინაო ვალი, მშპ-ს %25 |
12.2 |
12.0 |
14.1 |
- |
საგარეო ვალი, მშპ-ს %25 |
17.5 |
37.8 |
37.8 |
- |
საქართველოს სახელმწიფო ვალთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია მთლიანი საგარეო ვალი (ანუ სახელმწიფო ვალისა და კომერციული სტრუქტურების საგარეო ვალების ჯამი), რამდენადაც ეროვნული ეკონომიკის წარმატებულმა ფუნქციონირებამ უნდა უზრუნველყოს მათი გასტუმრება. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მთლიანმა საგარეო ვალმა უკვე 8.6 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა (2006 წელს იგი იყო 3.8 მილიარდი აშშ დოლარი).
ამრიგად, სახეზეა სახელმწიფო ვალის, განსაკუთრებით კი საგარეო ვალის, ზრდის მნიშვნელოვანი ტენდენცია. შემთხვევითი როდია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საგარეო ვალის წილი მშპ-ში ბოლო ორ წელიწადში თითქმის 20 პუნქტით გაიზარდა. თუ აღებული სესხების გარკვეულ ნაწილს არ მოვახმართ რეალური სექტორის (მრეწველობა, სოფლის მეურნეობა) განვითარებას, ძნელად წარმოსადგენია როდის შევძლებთ მათ გასტუმრებას სუსტი ეკონომიკის პირობებში.
მთლიანობაში, ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა ადეკვატურად აისახა ფინანსურ სისტემაზეც: შემცირდა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები და ხარჯები და გაიზარდა ბიუჯეტის დეფიციტი, საგარეო ვალები, რაც მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აყენებს ქვეყნის ეროვნულ ეკონომიკას.
![]() |
8.1.4 ფინანსური ბაზრები |
▲ზევით დაბრუნება |
ფინანსური ბაზარი სხვადასხვავადიანი კრედიტების, ინვესტიციების, ფასიანი ქაღალდების და სხვ. ბაზარია. იგი მოიცავს კაპიტალის (საშუალო და გრძელვადიანი კრედიტები, ფასიანი ქაღალდები) და ფულად ბაზარს (მოკლევადიანი კრედიტები, ფასიანი ქაღალდები).
კაპიტალის ბაზრის მასშტაბების შემცირება სახეზეა. ასე მაგალითად, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2008 წელს საფონდო ბირჟაზე 256.6 მლნ ლარის ღირებულების გარიგება განხორციელდა, 2009 წელს კი ეს მაჩვენებელი 98.4 მლნ. ლარამდე ანუ 61.6%25-მდე დაეცა (ნახაზი 71).
ქვეყანის შიგა სავალუტო ბაზარი ფინანსური ბაზრის ყველაზე მგრძნობიარე ნაწილია. იგი ბრუნვის ზრდის ტენდენციით ხასიათდება. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2008 წელს თბილისის ბანკთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ბრუნვის მოცულობამ 2.246 მილიარდი ლარი შეადგინა. მათ შორის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებელი ინტერვენციების წილი 90.5%25-ია. 2009 წელს ინტერვენციების წილი თითქმის იგივეა, მიუხედავად ბანკთაშორისო სავალუტო ბირჟის გაუქმებისა და უცხოური ვალუტის აუქციონების ამოქმედებისა. ამ უკანასკნელზე ბრუნვამ 644.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ახალი ფინანსური მექანიზმების ამოქმედება საჭიროა, მაგრამ, როდესაც ინტერვენციების უდიდესი წილი ისევ ეროვნული ბანკის ხელშია, მასვე ეკისრება ადეკვატური პასუხისმგებლობაც ეროვნული ვალუტის კურსის მკვეთრ მერყეობაზე. არადა, ბოლო წლებში, ეროვნული ვალუტის - ლარის გაცვლითი კურსის დადგენაში, უცხოური ვალუტის დიდი რაოდენობით შემოდინებამ შეასრულა მთავარი როლი და ნაკლები - ქვეყნის ეკონომიკის რეალურ სექტორში მიმდინარე პროცესებმა. ასეთ პირობებში, ცხადია, ეროვნული ბანკის ინტერვენციების უმეტესობა უცხოურ ვალუტაზე ჭარბი მოთხოვნის დაკმაყოფილებისკენაა მიმართული.
ნახაზი 71: საქართველოს საფონდო ბირჟის კაპიტალიზაცია
2003-2009 წლებში
სამწუხაროდ, რაიმე ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა რეგიონული ფინანსური ბაზრების ჩამოყალიბების თვალსაზრისით. არადა, საქართველო ამ მხრივ დიდად მიმზიდველია მთელ სამხრეთ კავკასიაში და არა მარტო.
![]() |
8.2 საკრედიტო სექტორი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
8.2.1 ინფლაცია და მონეტარული ინსტრუმენტები |
▲ზევით დაბრუნება |
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა საქართველოს ეროვნული ბანკის ძირითადი ფუნქციაა. ცხადია, ფასების სტაბილურობაზე ორიენტირებული მონეტარული პოლიტიკა მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების, ბიზნეს-გარემოს და ეკონომიკის განვითარების გაუმჯობესებას უნდა ემსახურებოდეს.
ინფლაციის საშუალო წლიური ზრდა 9%25-ის ფარგლებში დაიგეგმა (2008 წ. - 8%25) - 2%25-ის ფარგლებში გადახრის შესაძლებლობით. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ინფლაცია უფრო დაბალ დონეზე დაფიქსირდა. ეს განაპირობა შიგა მოთხოვნის და საერთაშორისო ბაზრებზე ფასების შემცირებამ.
ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში გამოიყენებოდა შემდეგი ინსტრუმენტები:
რეფინანსირების სესხები. ასეთი სესხები გაიცემოდა აუქციონის გზით ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატების, სახელმწიფო ობლიგაციებისა და უცხოური ვალუტის უზრუნველყოფის ქვეშ. 2009 წელს ამ სესხების მოცულობამ ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 093.65 მილიონი ლარი შეადგინა;
ერთდღიანი სესხები. გაიცა 20.0 მილიონი ლარი, მათზე სარგებლის განაკვეთი წლის დასაწყისში იყო 4-6%25, შემდეგ კი შემცირდა;
სადეპოზიტო სერტიფიკატები. 2008 წელს მათი ვადა 7 და 91 დღე იყო, 2009 წელს კი 91 დღე. ეროვნული ბანკის მონაცემებით, განთავსდა 636.5 მილიონი ლარის სადეპოზიტო სერტიფიკატები. ამავე პერიოდში ეროვნულმა ბანკმა დაფარა 0.5 მილიარდ ლარამდე ნომინალური ღირებულების ასეთი სერტიფიკატი, რომელზეც დისკონტის სახით 9.0 მილიონ ლარამდე თანხა გადაიხადა. საშუალო შეწონილმა სარგებლის განაკვეთმა 6.58%25 შეადგინა;
სახელმწიფო ობლიგაციები. ფინანსთა სამინისტრომ 270 მილიონი ლარის ექვსთვიანი (80 მილიონი ლარის 7.96%25-იანი განაკვეთით) სახაზინო ვალდებულებები გამოუშვა და გაყიდა აუქციონებზე;
მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მინიმალური სარეზერვო ნორმა 13%25-დან 5%25-მდე შემცირდა. ეს განაკვეთი შენარჩუნდა გასულ წელსაც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კომერციულ ბანკებს ეროვნულ ბანკში საკორესპონდენტო ანგარიშებზე უნდა განეთავსებინათ ნაკლები თანხა. ამით მათ მეტი თავისუფლება მიეცათ. თუმცა, ეს პოლიტიკა მიმოქცევაში არსებული თანხების მატებასაც ნიშნავს, რაც ასტიმულირებს ინფლაციას.
![]() |
8.2.2 სავალუტო პოლიტიკა და საერთაშორისო რეზერვები |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო პოლიტიკას მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის ფარგლებში ახორციელებდა. 2009 წლის მაისის თვიდან ოფიციალურ კურსად ცხადდება ბანკთაშორისო ბაზარზე დაფიქსირებული საშუალო შეწონილი კურსი.
2009 წელს ლარის საშუალო გაცვლითი კურსი 18 პუნქტით გაუფასურდა და აშშ დოლართან მიმართებაში 1.67 შეადგინა1 (ცხრილი 82). გაუფასურება თითქმის ერთბაშად მოხდა, შემდგომში კურსმა 1.90-ს გადააჭარბა, ამჟამად კი 1.75 ფარგლებში მერყეობს. რა იყო კურსის ასეთი ერთბაში გაუფასურების სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზები, სახელმწიფოს მხრიდან ბუნდოვანი დარჩა. სამამულო წარმოებაში არსებული მძიმე მდგომარეობა? რა თქმა უნდა! მაგრამ არსებობდა სუბიექტური მიზეზებიც. მაგალითად, სახელმწიფო ბიუჯეტური სახსრების, უცხოური სესხების არაეფექტიანი ხარჯვა, უცხოური ინვესტიციების მკვეთრად შემცირება, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების არასაკმარისად გამოყენება და სხვ.
ცხრილი 82: ლარი/აშშ დოლარი გაცვლითი კურსი
თვე |
თვის ბოლოს |
საშუალოდ თვის |
||
|
2008 |
2009 |
2008 |
2009 |
იანვარი |
1.5870 |
1.6670 |
1.5921 |
1.6677 |
თებერვალი |
1.5540 |
1.6840 |
1.5664 |
1.6739 |
მარტი |
1.4760 |
1.6700 |
1.5098 |
1.6729 |
აპრილი |
4620 |
1.6501 |
1.4549 |
1.6650 |
მაისი |
1.4440 |
1.6450 |
1.4549 |
1.6489 |
ივნისი |
1.4180 |
1.6579 |
1.4281 |
1.6540 |
ივლისი |
1.4080 |
1.6746 |
1.4096 |
1.6667 |
აგვისტო |
1.4100 |
1.858 |
1.4123 |
1.6773 |
სექტემბერი |
1.4050 |
1.6771 |
1.4050 |
1.6827 |
ოქტომბერი |
1.4210 |
1.6790 |
1.4127 |
1.6766 |
ნოემბერი |
1.6500 |
1.6743 |
1.5827 |
1.6810 |
დეკემბერი |
1.660 |
1.6858 |
1.6554 |
1.6791 |
საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა (სსრ) 2.0 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ზრდა (630 მილიონი აშშ დოლარი), ძირითადად, საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებიდან (საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი) და დონორი სახელმწიფოებიდან მიღებულმა სესხებმა და გრანტებმა განაპირობა; თითქმის ორჯერ შემცირდა სსრ-ის მართვით მიღებული შემოსავლები და მან 33.5 მილიონი შეადგინა. ეს საკმაოდ მცირე შემოსავალია და მიანიშნებს სსრ-ის უფრო ეფექტიანი მართვის აუცილებლობაზე.
________________
1 საქართველოს ეროვნული ბანკი. http//: www.nbg.gov.ge.
![]() |
8.2.2.1 ფულადი გზავნილები |
▲ზევით დაბრუნება |
ფულადი გზავნილები ჩვენი ქვეყნის სამომხმარებლო ბაზრის კონიუნქტურის მნიშვნელოვანი ფაქტორია. იგი დიდ როლს ასრულებს შიგა მოთხოვნის ზრდაში და ეროვნული ვალუტის გამყარებაში. ცნობილი მიზეზების გამო, ქვეყნის მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილი საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყანაში (რუსეთი, საბერძნეთი, უკრაინა და სხვ.) შრომობს. ისინი თავიანთი შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს ურიცხავენ საკუთარ ოჯახებს. სოციალურ-ეკონომიკური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, ამ თანხებით იზრდება ერთობლივი მოთხოვნა. 2008 წელს (წინა წელთან შედარებით) 16%25-ით გაიზარდა ფულადი გზავნილები-გადმორიცხვები. მთლიანობაში, ეს თანხები წლიურად ასეულობით მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
![]() |
8.2.3 ფულის მიწოდება |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით: სარეზერვო ფულის ზრდის ტემპმა 14%25-ს გადააჭარბა. მონეტარული ბაზის ზრდა განაპირობა მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მატებამ და ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშებზე ლიკვიდური სახსრების დაგროვებამ; ფულის მასის M2-ის ზრდას (14.9%25-ით) 2 139.4 მილიონ ლარამდე ხელი შეუწყო დეპოზიტების (ეროვნულ ვალუტაში) ზრდამ; ფართო ფული M3-ის აგრეგატი 351.5 მილიონი ლარით - 4 656.8 მილიონ ლარამდე გაფართოვდა1. ამასთან, საკმაოდ მაღალია ბანკებს გარეთ არსებული ნაღდი ფულის ზრდის ტემპებიც (13.6%25) (ცხრილი 83).
უცხოური ვალუტის დეპოზიტებმა 2,517.3 მლნ ლარი შეადგინა (ზრდა 3.1%25); ფულის მიწოდებაზე გავლენა მოახდინა მთავრობის ანგარიშებზე რიცხული ნაშთების ცვლილებამ 294.8 მლნ ლარით. კერძოდ, ბიუჯეტური ხარჯების ზრდით ეკონომიკის სტიმულირების პოლიტიკის შედეგად, ეს სახსრები შემცირდა და 585.2 მლნ ლარი შეადგინა. გაიზრდა დეპოზიტების მოცულობა, როგორც მთლიანად, ასევე ეროვნულ და უცხოურ ვალუტებში, დოლარიზაციის კოეფიციენტი კი 75.8%25-იდან 73.4%25-მდე შემცირდა2 (ცხრილი 84).
ცხრილი 83: წლის ბოლოს ფულის მასა აგრეგატების მიხედვით
ცხრილი 84: დეპოზიტები 2004-2009 წლებში
წელი |
დეპოზიტები |
ეროვნულ |
უცხოურ |
ეროვნულ |
უცხოურ |
მილიონი ლარი |
|
|
|
%25 |
|
2004 |
905.6 |
231.2 |
674.4 |
25.5 |
74.5 |
2005 |
1 188.6 |
334.8 |
853.9 |
28.2 |
71.8 |
2006 |
1 862.5 |
565.5 |
1 297.0 |
30.4 |
69.6 |
2007 |
2 875.4 |
997.2 |
1 878.2 |
34.7 |
65.3 |
2008 |
3 222.6 |
779.9 |
2 442.6 |
24.2 |
75.8 |
2009 |
3 427.3 |
910.0 |
2 517.3 |
26.6 |
73.4 |
___________________
1 კვარტალური ბიულეტენი, I, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, სტატისტიკის დეპარტამენტი, თბილისი, 2009, გვ. 69; საქართველოს ეროვნული ბანკის 2009 წლის ანგარიში. http://www.nbg.gov.ge; ჩვენი გაანგარიშებები.
2 კვარტალური ბიულეტენი, I, იქვე, გვ. 72.; საქართველოს ეროვნული ბანკის 2009 წლის ანგარიში. იქვე.
![]() |
8.2.4 კომერციული ბანკები |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველო პირველი ქვეყანა იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში, რომელმაც განახორციელა საბანკო (და, ზოგადად, ფულად-საკრედიტო სისტემის) რეფორმა და ეს რეფორმა ყველაზე უფრო წარმატებული აღმოჩნდა.
1994-1997 წლებში განხორციელდა კომერციული ბანკების სრული პრივატიზება. საქართველოს კანონმდებლობა ბანკების შესახებ ერთ-ერთი ყველაზე უფრო სრულყოფილია აღმოსავლეთ ევროპაში1: საბანკო საიდუმლოება კანონმდებლობით მართლაც დაცულია, სავალუტო გაცვლების კურსი თავისუფალია, არ არსებობს შეზღუდვები საერთაშორისო გადარიცხვებზე, არსებობს მულტისავალუტო ანგარიშები და სხვ.2
1994 წელს გამოცხადებულმა ბანკების პრივატიზებამ და საბანკო რეფორმამ მყისვე კომერციული ბანკების დაფუძნების ტალღა გამოიწვია; 1994 წელს მათმა რიცხვმა 225-ს მიაღწია.
1994 წლის შემოდგომაზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს მინიმალური საწესდებო კაპიტალი 5 მილიონი ლარის ოდენობით დაუწესა და ბანკების ლიცენზირება დაიწყო. შედეგად, არაკონკურენტიანი ბანკები დაიხურა, ხოლო კონკურენტუნარიანი ბანკები კიდევ უფრო გაძლიერდა. 1999 წლიდან ქართული ბანკები (პირველ რიგში, TBC-ბანკი და საქართველოს ბანკი) სისტემატიურად ხვდებიან მსოფლიოს 100 საუკეთესო ბანკის სიაში3.
ნახაზი 72 აჩვენებს, რომ 2002 წლისთვის ბანკების რაოდენობა დასტაბილდა და დღეს საქართველოში მოქმედია 19 ბანკი.
მოქმედი კომერციული ბანკებიდან სამის საწესდებო კაპიტალი 10 მლნ ლარზე ნაკლებია, სხვების საწესდებო კაპიტალი კი 10 მლნ ლარს აღემატება. უცხოური კაპიტალის მონაწილეობით შექმნილი ბანკები აკონტროლებენ საბანკო აქტივების 90-მდე %25-ს. ამასთან, ქვეყანაში 38 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფუნქციონირებს.
კომერციული ბანკების აქტივები 2008 წელს 23%25-ით გაიზარდა და 2009 წლის 1 იანვრისთვის 8,866 მილიარდი ლარი შეადგინა, მაგრამ 2009 წელს იგი 8,293 მილიარდ ლარამდე ანუ 6.5%25-ით შემცირდა (2010 წლის 1 იანვარი). 2008 წელს 31%25-ით გაიზარდა კომერციული ბანკების სესხები კერძო სექტორისადმი, რაც დადებითი მოვლენა იყო, მაგრამ 2009 წელს სესხების 13.4%25-იანი კლება დაფიქსირდა, რაც კერძო სექტორის განვითარებისთვის მეტად უარყოფითი მოვლენა იყო4 (ცხრილი 85).
საბანკო სისტემაში აქტივების შემცირება განაპირობა ფულადი სახსრების, საინვესტიციო ფასიანი ქაღალდების, წმინდა სესხების, დარიცხული პროცენტებისა და დივიდენდების შემცირებამ.
ნახაზი 72: კომერციული ბანკების რაოდენობა საქართველოში
1991-2009 წლებში
ცხრილი 85: კომერციული ბანკების კრებსითი აქტივებისა და პასივების
დინამიკა, ათასი ლარი
მაჩვენებელი |
1.01.09 |
1.04.09 |
1.07.09 |
1.10.09 |
1.01.10 |
ნაღდი ფულადი სახსრები |
421319 |
363887 |
377216 |
405708 |
441841 |
ფულადი სახსრები |
1439111 |
1102356 |
951728 |
1237692 |
1257041 |
ფასიანი ქაღალდები |
719 |
1816 |
4793 |
6258 |
5456 |
საინვესტიციო ფასიანი |
85403 |
161227 |
148039 |
214012 |
506453 |
წმინდა სესხები |
5454833 |
5066914 |
4713670 |
4526071 |
4524437 |
სესხები სახელმწიფო |
3 |
0 |
0 |
0 |
0 |
სესხები კერძო სექტორს |
5982147 |
5655662 |
5361041 |
5205782 |
5181122 |
ბანკთშორისი სესხები |
10730 |
5511 |
5733 |
4193 |
4215 |
სესხების შესაძლო |
538047 |
594258 |
653105 |
683903 |
660899 |
დარიცხული მისაღები |
98025 |
98558 |
97265 |
79612 |
74589 |
ინვესტიციები საწესდებო |
340387 |
341887 |
336516 |
337579 |
388906 |
ძირითადი საშუალებები |
832553 |
850119 |
834278 |
818566 |
837010 |
სხვა წმინდა აქტივები |
193277 |
253929 |
266311 |
251583 |
256812 |
მთლიანი აქტივები |
8865627 |
8240692 |
7729816 |
7877082 |
8292546 |
ვალდებულებები |
7348376 |
6745118 |
6195579 |
6366040 |
6775558 |
ბანკების დეპოზიტები |
277093 |
320843 |
212261 |
156520 |
223740 |
არასაბანკო დეპოზიტები |
3567816 |
3103888 |
3031604 |
3487279 |
3950156 |
არასაბანკო დეპოზიტები |
1697034 |
1425460 |
1288909 |
1535957 |
1711390 |
იურიდიული პირების |
547430 |
420392 |
416961 |
435967 |
480673 |
ფიზიკური პირების |
1281562 |
1196524 |
1214717 |
1409919 |
1617782 |
სამთავრობო სექტორის |
41790 |
61512 |
111016 |
105436 |
140311 |
დარიცხული |
106179 |
88804 |
100116 |
67074 |
90427 |
ნასესხები სახსრები |
3174137 |
2983336 |
2662102 |
2498110 |
2367454 |
სხვა ვალდებულებები |
223151 |
248248 |
189496 |
157056 |
143780 |
სულ სააქციო კაპიტალი |
1517250 |
1495574 |
1534236 |
1511042 |
1516988 |
განაღდებული საწესდებო |
574293 |
574447 |
598976 |
603906 |
611340 |
კაპიტალის რეზერვები |
849682 |
850012 |
910538 |
918605 |
890516 |
გაუნაწილებელი მოგება |
93276 |
71115 |
24722 |
-11469 |
15132 |
მთლიანი პასივები |
8865627 |
8240692 |
7729816 |
7877082 |
8292546 |
ასევე, შემცირდა კომერციული ბანკების სესხები, როგორც ეროვნულ, ასევე უცხოურ ვალუტაში; გაიზარდა მოზიდული დეპოზიტების მოცულობა. დეპოზიტებზე სარგებლის განაკვეთი თითქმის შენარჩუნდა, მაგრამ სესხებზე სარგებლის განაკვეთი კი გაიზარდა (ეროვნულ ვალუტაში - 22.9-დან 23%25-მდე; უცხოურ ვალუტაში - 17.7-დან 18.4%25-მდე). ამ ტენდენციის შენარჩუნება ნამდვილად ხელს ვერ შეუწყობს ეროვნული ეკონომიკის აღორძინებას (ცხრილი 86).
ცხრილი 86: კომერციული ბანკების ძირითადი მახასიათებლები
მაჩვენებელი |
1.01.09 |
1.04.09 |
1.07.09 |
1.10.09 |
1.01.10 |
ათასი ლარი |
|||||
სესხები ეროვნული ვალუტით იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე |
|||||
სულ |
1544401 |
1287597 |
1139134 |
1076669 |
1145154 |
მოკლევადიანი |
580656 |
446676 |
412937 |
433962 |
483326 |
|
963745 |
840922 |
726196 |
642707 |
661828 |
სესხები უცხოური ვალუტით იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე |
|||||
სულ |
4278504 |
4146036 |
4022991 |
3913805 |
3876174 |
მოკლევადიანი |
896941 |
841289 |
813351 |
750631 |
704880 |
გრძელვადიანი |
3381563 |
3304747 |
3209640 |
3163174 |
3171294 |
ვადანი დეპოზიტები ეროვნული ვალუტით |
|||||
სულ |
230270 |
184141 |
171514 |
195744 |
273309 |
მოკლევადიანი |
186925 |
151377 |
143718 |
151550 |
225030 |
გრძელვადიანი |
43345 |
32763 |
27796 |
44194 |
48280 |
ვადიანი დეპოზიტები უცხოური ვალუტით |
|||||
სულ |
1598722 |
1432775 |
1460164 |
1650143 |
1825146 |
მოკლევადიანი |
1269177 |
1149408 |
1190823 |
1313959 |
1414083 |
გრძელვადიანი |
329546 |
283367 |
269341 |
336184 |
411063 |
საპროცენტო განაკვეთები, %25 |
|||||
სესხები ეროვნული ვალუტით იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე |
|||||
სულ |
22.9 |
23.3 |
23.9 |
23.9 |
23.6 |
მოკლევადიანი |
24.0 |
24.7 |
25.7 |
24.9 |
24.6 |
გრძელვადიანი |
22.2 |
22.5 |
22.8 |
23.3 |
22.9 |
სესხები უცხოური ვალუტით იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე |
|||||
სულ |
17.7 |
18.0 |
18.1 |
18.2 |
18.1 |
მოკლევადიანი |
21.6 |
22.4 |
22.5 |
22.7 |
22.5 |
გრძელვადიანი |
16.7 |
16.9 |
17.0 |
17.1 |
17.1 |
დეპოზიტები ეროვნული ვალუტით |
|||||
სულ |
10.0 |
9.4 |
8.9 |
9.3 |
9.3 |
მოკლევადიანი |
9.2 |
8.4 |
7.9 |
8.0 |
8.3 |
გრძელვადიანი |
13.9 |
14.0 |
14.1 |
13.5 |
13.6 |
დეპოზიტები უცხოური ვალუტით |
|||||
სულ |
10.0 |
10.0 |
10.2 |
10.2 |
10.0 |
მოკლევადიანი |
9.6 |
9.6 |
9.8 |
9.9 |
9.6 |
გრძელვადიანი |
11.7 |
11.8 |
12.0 |
11.2 |
11.5 |
_____________________
1 ლიბერალური გარემო საბანკო ბიზნესისათვის. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის საბჭოში. http://www.coe.mfa.gov.ge/index.php?lang-id=GEO&sec-id=27.
2 M. Mercan. Banking reform in Georgia. IBSU Refereed Multi-disciplinary Scientific Journal, 2006, # 1, p. 54-66.
3 Human Development Report, Georgia 2000, text by Alexander G. Tvalchrelidze and Gabriel Labbate, United Nations Development Programme, “Poligraph Service” Publ., Tbilisi, 2000, 83p.
4 საქართველოს ეროვნული ბანკი. http//: www.nbg.gov.ge.
![]() |
8.2.5 დასკვნა |
▲ზევით დაბრუნება |
მსოფლიო ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის, რუსეთთან ომის (2008 წლის აგვისტო) და ეროვნულ ეკონომიკაში მიმდინარე ნეგატიური პროცესების შედეგად, საქართველოს მშპ-ის ზრდის ტემპი - -4.0%25-მდე დაეცა. საფრთხის წინაშე აღმოჩნდა შედარებით წარმატებული ფინანსურ-საკრედიტო სექტორიც: შეიკვეცა სახელმწიფო ფინანსები, საკრედიტო საქმიანობა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, გაიზარდა სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი, სამომხმარებლო ფასები, უმუშევრობის დონე და სხვ. რომ არა ცალკეული ქვეყნების და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მრავალმილიარდიანი დახმარებები, ეროვნული ეკონომიკა კრახის წინაშე აღმოჩნდებოდა. დახმარებების უდიდესი ნაწილი ათვისებულია, ახლა ჩვენი ბედი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ეკონომიკურ პოლიტიკას განვახორციელებთ.
![]() |
9 თავი 7. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის ძირითადი პრინციპები და ანალიზი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
9.1 პროგრამის მსოფმხედველური საფუძვლები |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკური თეორიის თანახმად1, ქვეყნის მაკროეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელია მისი ყველა ეკონომიკური სექტორის მეტნაკლებად სინერგიული წინსვლა. ქვეყნის მთლიანი შიგა პროდუქტი უნდა წარმოადგენდეს იმ დამატებულ ღირებულებათა საერთო შედეგს, რომელიც გამომდინარეობს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში წარმოებული საქონლისა და მომსახურებიდან. ამისთვის კი აუცილებელია სახელმწიფოში შეიქმნას ეროვნული ეკონომიკისა და, პირველ რიგში, მრეწველობის განვითარების ხელშემწყობი პირობები2. ასეთი სახელმწიფო ხელშეწყობის ეკონომიკური პოლიტიკა განვითარებად მცირე ერებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება გლობალიზებულ სამყაროში, როცა ერთიანი მსოფლიოს ეკონომიკური სისტემა ხიფათს უქმნის მცირე ქვეყნების არა მარტო ეკონომიკურ „ჯანმრთელობას“, არამედ მათ ეროვნულ იდენტურობასაც3.
ეროვნული ეკონომიკის განვითარების სახელმწიფო მხარდაჭერის ღონისძიებები ჯერ კიდევ მე-17 საუკუნის ბოლოს ჟან-ბატისტ კოლბერმა შეიმუშავა და წარმატებით გამოიყენა4. ასეთი მიდგომა, სხვათა შორის, გამოყენებულ იქნა ფრანკლინ დელანო რუზველტის მიერ ამერიკის „დიდი დეპრესიის“ მძიმე შედეგების დასაძლევად და ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი ზრდის უზრუნველსაყოფად5. იგივე მეთოდებით შარლ დე გოლმა და ათათურქმა დაძლიეს ეკონომიკური კრიზისი თავიანთ ქვეყნებში6.
ასეთი მიდგომები პრინციპში გულისხმობს ეროვნული ეკონომიკისთვის და წარმოებისთვის მასტიმულირებელი პირობების შექმნას. ჟან-ბატისტ კოლბერმა 10 წლით გაათავისუფლა ფრანგული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-მიწოდება გადასახადებისაგან. 1763 წელს დიდ ბრიტანეთშიც დაწესდა იმპორტირებულ საქონელზე სააქციზო გადასახადი, განსაკუთრებით საფრანგეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე7.
ეკონომიკის განვითარების სახელმწიფო ხელშეწყობაში ახალი არაფერი არ არის და იგი საუკუნეების მანძილზე გამოიყენებოდა ეროვნული ეკონომიკისთვის სახარბიელო პირობების შესაქმნელად. გამოიყენება იგი დღესაც, სხვათა შორის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მიერაც. სცადეთ საფრანგეთში კონკურენტუნარიანი ღვინის იმპორტი, ან არგენტინაში ხორცის შეტანა, ან ესპანეთში არაესპანური მარწყვის გაყიდვა. შედეგი არახელსაყრელი იქნება.
ამრიგად, საქართველოს სახელმწიფო ეკონომიკურმა პოლიტიკამ ეროვნული ეკონომიკის განვითარებისთვის ხელშემწყობი პირობები უნდა შექმნას. რასაკვირველია, ასეთი ხელშეწყობა უნდა ეხებოდეს მხოლოდ ეკონომიკის სტრატეგიულ, პრიორიტეტულ დარგებს, რომელთა განვითარების გარეშეც ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური წინსვლა შეუძლებელია.
ქვეყნის ეკონომიკა არ შეიძლება მხოლოდ უცხოურ ინვესტიციებს ეფუძნებოდეს. აუცილებელია შეიქმნას ქართული კონკურენტუნარიანი პროდუქცია, რომელიც დღეს მხოლოდ ჩანასახოვან მდგომარეობაშია.
ნეოლიბერალური ეკონომიკა სულაც არ გულისხმობს ტოტალურ პრივატიზებას. პრივატიზება კარგია, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს თავისი მიზანი და გონივრული ზღვარი.
საქართველოს ამჟამინდელი მდგომარეობის უკვე წარმოდგენილმა ანალიზმა ცხადყო, რომ მისი ეკონომიკა ერთობ ეკლექტურია: საქართველო ღარიბი და განვითარებადი ქვეყანაა, მაგრამ მისი მთლიანი შიგა პროდუქტის დარგობრივი სტრუქტურა ისეთივეა, როგორც პოსტინდუსტრიულ ქვეყნებში. ამიტომ ეჭვგარეშეა და არავითარ დასაბუთებას არ საჭიროებს მეტად მარტივი იდეა: საქართველოს ეკონომიკური განვითარება შეუძლებელია მისი მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განვითარების გარეშე, ხოლო ეს ორი ეკონომიკური დარგი ეროვნულ რესურსებს უნდა ეფუძნებოდეს.
ამ პრინციპებზე დაყრდნობით, ჩვენ შევიმუშავეთ ეკონომიკური სტრატეგიის ძირითადი კონცეპტუალური მონახაზი, რომელსაც ჩამოვაყალიბებთ ეკონომიკური პრიორიტეტების მოკლე დახასიათების შემდეგ.
სხვათა შორის, ასეთი სტრატეგია პრინციპულად შეესაბამება ლეშეკ ბალცეროვიჩის გეგმას, რომელიც მან პოლონეთისთვის შეიმუშავა და წარმატებით განახორციელა8.
___________________
1 J.D. Sachs, F.B. Larrain. Macroeconomics in the Global Economy. Simon & Schuster,New York, 1993, 848 p.
2 International Financial History of the Twentieth Century. System and Anarchy. Edited by M. Flandreau, C.-L. Holtfrerich & H. James. Cambridge, Cambridge University Press, 2003, 280 p.
3 Images йconomiques du monde. Gйopolitique, Gйoйconomie 2009. Paris, Йditions Arman Colin, 2008,147 p.
4 G.J. Ames. Colbert, mercantilism, and the French quest for Asian trade. Northern Illinois University Press, DeKalb, IL, 1996, 245 p.
5 M.N. Rothbard. America's Great Depression. 5th Edition. Vienna, Ludwig von Mises Institute, 2000, 368 p.
6 M. Dogan. Comparing two charismatic leaders: Ataturk and de Gaulle. Comparative Sociology, Vol. 6, 2007, No 1-2, p. 75-84.
7 A world history of tax rebellions. Taylor & Francis, New York, 2004, 502 p.
8 L. Balcerowicz. Poland's transformation. Finance & Development, September 2000, p. 14-16.
![]() |
9.2 მრეწველობა |
▲ზევით დაბრუნება |
ნახაზი 73 აღწერს აშშ დოლარებში საქართველოს სამრეწველო პროდუქტს 1979 და 2008 წლებში1. 1979 წელს სსრკ მანეთისა და აშშ დოლარის გაცვლითი კურსის დასადგენად გამოყენებულია მშპ-ის დეფლატორი მსოფლიო ბანკის მიერ რეკომენდებული მეთოდიკის მიხედვით2.
ნახაზი 73: სამრეწველო პროდუქტი 1979 და 2008 წლებში, მიმდინარე ფასებში
აშკარად ჩანს, რომ 2008 წლის სამრეწველო პროდუქტის მოცულობა 4.2-ჯერ ნაკლებია, ვიდრე 1979 წელს, რაც მრეწველობის ღრმა სტრუქტურულ კრიზისზე მიუთითებს.
ნახაზი 74 აანალიზებს მრეწველობის დარგობრივ სტრუქტურას 1980 და 2008 წლებში. ცხადია, რომ მრეწველობის შიგა სტრუქტურაში ძირფესვიან ცვლილებებს ჰქონდა ადგილი.
პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ენერგეტიკის როლის გადიდება მრეწველობის დარგობრივ სტრუქტურაში სულაც არ გულისხმობს წარმოების გაზრდას: 1990 წელს საქართველომ 14 595 მილიონი კვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარა, აქედან 52 879.9 მილიონი კვტ.სთ (ანუ მოხმარებული ენერგიის 36.2%25) საქართველოში იყო წარმოებული, ხოლო დანარჩენი - რუსეთიდან იმპორტირებული. 2008 წელს ქვეყანაში მოხმარებულია 7 531 მილიონი კვტ.სთ ელექტროენერგია (ანუ 1990 წლის მოხმარების 51.6%25). ენერგეტიკის ხვედრითი წილის ზრდა ორ გარემოებას უკავშირდება:
სხვა ეკონომიკური სექტორების დაკნინებასა და
ტარიფების ზვავისებრ ზრდას: 1990 წელს კერძო მომხმარებლისთვის 1 კვტ.სთ ელექროენერგიის საფასური 0.03 აშშ დოლარი იყო; დღეს საქართველოში საშუალო ტარიფი 0.17 აშშ დოლარია ანუ 5.67-ჯერ მეტი.
ნახაზი 74: მრეწველობის დარგობრივი სტრუქტურა
1980 და 2008 წლებში, %25
ამავე გარემოებებით განპირობებულია მეტალურგიის ხვედრითი წილის გადიდებაც. 1975-1980 წლებში საქართველო აწარმოებდა წლიურად საშუალოდ 800 ათ. ტ თუჯს, 1.5 მლნ ტ ფოლადს, 500 ათ. ტ ფოლადის მილებსა და 1 მილიონ ტ სილიკო-და ფერომანგანუმს3. დიდი ბრიტანეთის გეოლოგიური სამსახურის სტატისტიკური მონაცემებით4, 2008 წელს საქართველომ მხოლოდ 130 ათასი ტ ფერო-სილიკო-მანგანუმი აწარმოა. სხვა მეტალურგიული დარგები კი საერთოდ გაუქმებულია.
სავსებით ცხადია, რომ საქართველოს ეკონომიკური აღორძინებისთვის მისაღებია გადამჭრელი ზომები მისი მრეწველობის სწრაფი განვითარებისთვის. ცხადია ისიც, რომ 1980-იან წლებში არსებული მრეწველობის შიგა სტრუქტურა ვეღარასოდეს აღდგება. ეჭვგარეშეა და დიდ დასაბუთებას არ მოითხოვს ის მარტივი აზრი, რომ საქართველოში პრიორიტეტულია ის დარგები, რომლებიც ეროვნულ რესურსებს დაეფუძნება.
ამიტომ საქართველოში, უპირველეს ყოვლისა, სამთო მრეწველობა უნდა განვითარდეს, როგორც ყველა სხვა სამრეწველო სექტორის დედაბოძი.
_____________________
1 ეკონომიკა. ხალხის კეთილდღეობა. საქართველოს სსრ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, თბილისი, 1981, გვ. 118-158; სტატისტიკური წელიწდეული - 2009; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, სტატისტიკის დეპარტამენტი. თბილისი, 2010, 322 გვ.
2 A Benedictow, D. Fjćrtoft, O. Lřfsnćs. An economic macro model of the Russian economy. Working Paper 2009-002, Statistik Sentralbyrĺ, Oslo, 2009, 61 p.
3 ეკონომიკა. ხალხის კეთილდღეობა. საქართველოს სსრ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, თბილისი, 1981, გვ. 118-158.
4 T.J. Brown, L.E. Hethernington, S.D. Hannis, T. Bide, A.J. Benham, N.E. Idoine, P.A.J. Lusty. World mineral production. British Geological Survey, Keyworth, Nottingham, 2009, 118 p.
![]() |
9.2.1 სამთო მრეწველობა და მისი აღორძინების გზები |
▲ზევით დაბრუნება |
საუკუნეების მიჯნაზე საქართველოს სამთო სექტორი გახდა იაპონური კომპანია MINDECO-ს გაღრმავებული კვლევის საგანი, რომელიც მთლიანად დაფინანსდა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (Japanese International Cooperation Agency - JICA) მიერ. სამუშაოების დასრულების შემდეგ მოეწყო ქართულ-იაპონური სემინარი1, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკისა და გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მინისტრები, აგრეთვე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის წარმომადგენელნი დაესწრნენ. ბანკი მზად იყო სამთო სექტორის რეაბილიტაციის დაფინანსებისთვის, მაგრამ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ეს პროექტი დავიწყებას მიეცა.
საქართველოში სამთო სექტორის განვითარებას რამდენიმე ობიექტური და სუბიექტური, მათ შორის - მსოფმხედველური, გარემოება უშლის ხელს.
დავიწყოთ იმით, რომ მსოფლიოში არც ერთი სამთო კომპანია სამთო პროექტებში და მაღაროების მშენებლობაში არ აბანდებს საკუთარ კაპიტალს. ინვესტიციები ხორციელდება ან ფასიანი ქაღალდების პირველადი ემისიის (Initial Public Offer - IPO), ან კიდევ იაფი საბანკო კრედიტების მობილიზაციის გზით. ასეთი საერთაშორისო სახსრების მოძიებაში (Fund Raising) ქართული კომპანიები არ იღებენ და ვერც მიიღებენ მონაწილეობას. სამთო კომპანიების ფასიანი ქაღალდების პირველადი ემისიის უფლებას, ფასიანი ქაღალდების პაკეტების მოცულობასა და აქციების ნომინალურ ღირებულებას კომპანიებს უდგენს საერთაშორისო ბირჟები. მცირე და საშუალო სამთო კომპანიებისთვის (junior companies) არსებობს ლონდონის ფასიანი ქაღალდების ალტერნატიული ბირჟა, სადაც ეს კომპანიები უნდა იყოს რეგისტრირებული. ასეთი რეგისტრაციის გარეშე იაფი საერთაშორისო საბანკო კრედიტების მოძიება შეუძლებელია. რეგისტრაციისთვის კი აუცილებელია ორი წინაპირობის დაკმაყოფილება:
კომპანიის სრული გამჭირვალობა და
სამთო პროექტში რესურსების დათვლა საერთაშორისო კოდექსების საფუძველზე2.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნათლად გამოჩნდა, რომ მინერალური რესურსების მიმართ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მიდგომა აბსოლუტურად გამოუყენებელია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. სოციალისტურ ბლოკში მინერალური რესურსები განიხილებოდა, როგორც პოლიტიკურ-ეკონომიკური კატეგორია, რომელიც გიგანტური სახელმწიფოს ინდუსტრიულ და, რაც მთავარია, სამხედრო უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. შესაბამისად, მარაგად ითვლებოდა დედამიწის ქერქში არსებული მინერალური რესურსის ის რაოდენობა, რომლის ამოღება მოცემულ პირობებში იყო შესაძლებელი. მარაგების დასათვლელად ე.წ. „გეოლოგიურ-ეკონომიკური კონდიციები“ გამოიყენებოდა, რომელთაგან უმთავრესი იყო კომპონენტის მინიმალური შემცველობა. ზუსტად მინიმალური შემცველობის საფუძველზე ხორციელდებოდა მიწის ქერქში მინერალური რესურსების საბადოების შემოფარგვლა. ნახაზი 75 აშკარად ცხადყოფს, რომ მხოლოდ მინიმალური შემცველობის ზღვრული მნიშვნელობის შემცირებით შესაძლებელია საბადოში მარაგების ზვავისებრი გაზრდა მადნიანი სხეულის მოცულობის გადიდების ხარჯზე.
გეოლოგიურ-ეკონომიკურ კონდიციებსა და საბადოს მარაგებს სახელმწიფო მარაგების კომისია ამტკიცებდა, ხოლო დამტკიცებული მარაგები ქვეყნის მარაგების სახელმწიფო ბალანსში აისახებოდა.
ეს სისტემა მემკვიდრეობით საქართველოში დღესაც არსებობს.
ანგლო-საქსური ეკონომიკური ტრადიციის შესაბამისად3 მინერალური რესურსი წარმოადგენს ზუსტი ფასობრივი გამოხატულების მქონე მატერიალური უძრავი ქონების თავისებურ ფორმას, რომელიც შეიძლება გაიყიდოს, გაქირავდეს, დაგირავდეს, გადაეცეს ან მიღებულ იქნას მემკვიდრეობით და ა.შ. შესაბამისად, მარაგების შეფასების აბსოლუტურად სხვა პრინციპებია გავრცელებული.
პირველი და მთავარი გახლავთ ის, რომ მარაგად განიხილება მინერალური რესურსების მხოლოდ ის რაოდენობა, რომელიც პროექტირებადი მაღაროს კონტურში მდებარეობს და რომლის ამოკრეფაც ნავარაუდევია სამთო პროექტით. დედამიწის ქერქში არსებული სასარგებლო წიაღისეულის სხეულის მასა რესურსს წარმოადგენს, ხოლო მასში გავრცელებული სასარგებლო კომპონენტის რაოდენობა - ინვენტარს (Inventory).
შესაბამისად, რესურსების დათვლის აბსოლუტურად სხვა მეთოდიკაა დამკვიდრებული, რომელსაც აღწერს ნახაზი 76.
ამ მეთოდიკის შესაბამისად, მინერალიზებული სხეულის მთლიანი სამგანზომილებიანი სივრცე იყოფა ელემენტარული ბლოკების სერიად. თითოეული ბლოკის მოცულობა დაახლოებით პროექტირებადი მაღაროს დღიური მწარმოებლურობის ტოლია. თითოეულ ბლოკში ითვლება ამოღებადი მინერალური კომპონენტის რაოდენობა. თუ მისი სარეალიზაციო ფასი ბლოკის დამუშავების, გამდიდრებისა და ნედლეულის რეალიზაციის თვითღირებულებას აღემატება, ბლოკი რესურსად ჩაითვლება, სხვა შემთხვევაში - შემცველ ქანად. რასაკვირველია, საბადოს კონტურში მრავალი ასეული ათასი (თუ არა მილიონი) ასეთი ბლოკი არსებობს და რესურსების შეფასება კომპიუტერული სისტემების გამოყენებით ხდება. დღეს არსებობს პრინციპულად სამი ერთმანეთთან შეთავსებადი რესურსების შეფასების სისტემა (GemCom, DataMine da SURPAC), რომელთაგანაც ყველაზე დახვეწილია სისტემა SURPAC.
ნახაზი 75: მინერალური რესურსების მარაგების დათვლის
საბჭოური მეთოდიკის თავისებურებანი
საბჭოთა კლასიფიკაციაში, მარაგები სანდოობის მიხედვით იყოფა A, B, C1 და ჩ2 კატეგორიებად, ხოლო დასავლურ კლასიფიკაციებში - გაზომილ, მითითებულ და პროგნოზულ რესურსებად. ნახაზი 77 დაახლოებით ადარებს ამ ორი კლასიფიკაციიის სქემებს.
ნახაზი 76: რესურსების დათვლის ანგლო-საქსური მეთოდიკა
ამჟამად, მსოფლიოში მარაგების შეფასების საბჭოთა სისტემის გარდა, არსებობს სამი დამოუკიდებელი სისტემა:
გაეროს მარაგების ჩარჩო კლასიფიკაცია, რომელიც გამოიყენება მხოლოდ ქვეყნების შედარებითი ანალიზისთვის;
მთლიანი მარაგების საერთაშორისო ანგარიშგების სტანდარტების კომიტეტის კოდექსი - Combined Reserves International Reporting Standards Committee (CRISCO) Code, და
3. ავსტრალიის სამთო-მეტალურგიული ინსტიტუტის, ავსტრალიის გეომეცნიერებათა ინსტიტუტისა და ავსტრალიის მინერალთა საბჭოს ერთიანი მინერალური მარაგების კომიტეტის კოდექსი - The Joint Ore Reserves Committee of The Australian Institute of Mining and Metallurgy, Australian Institute of Geoscientists and Minerals Council of Australia (JORC) Code.
ნახაზი 77: მარაგების საბჭოური და ანგლო-საქსური
კლასიფიკაციების შედარება
ბოლო ორი კოდექსი არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან გარდა იმისა, რომ ე.წ. „კომპეტენტურ პირებს“ სხვადასხვა დაწესებულებები უწევენ ლიცენზირებას. კომპეტენტური პირი - ეს დიდი გამოცდილების მქონე სპეციალისტია, რომლის მიერ შეფასებული მარაგები და რესურსები დიდ სანდოობას იმსახურებს.
არსებული კოდექსების მიხედვით, დემოკრატიულ ქვეყნებში მარაგების სახელმწიფო კომისიები და მარაგების სახელმწიფო ბალანსი საერთოდ არ არსებობს. მარაგების დათვლისას კომპეტენტური პირი აღნუსხავს მადნის რესურსებისა და მეტალების ინვენტარის იმ რაოდენობას, რომლის ამოკრეფაც უზრუნველყოფს სულ მცირე 15%25-იან მწარმოებლურობის შიგა დონეს (Internal Rate of Return - IRR). მარაგების დათვლაზე კომპეტენტური პირის ხელმოწერა საკმარისია ბირჟებისთვის პირველადი აქციების ემისიის ნებართვის გასაცემად, ხოლო ბანკებისთვის - კრედიტის გამოსაყოფად.
როგორც ვხედავთ - რესურსები და მარაგები - ეკონომიკური კატეგორიაა, რომელიც დამოკიდებულია რესურსების საბაზრო ფასზე. ამ ფასის მნიშვნელოვანი ცვლილებების დროს ხდება მარაგების ოპერატიული გადათვლა, ხოლო კომპეტენტური პირის ხელმოწერა საკმარისია აქციათა მეორეული ემისიის კამპანიის დასაწყებად.
ამ მოკლე ცნობებიდან ჩანს, რომ სანამ საქართველო არ მიიღებს დასავლურ რესურსების კლასიფიკაციას და არ შექმნის კომპეტენტურ პირთა ინსტიტუტს, პირობები მისი რესურსების საერთაშორისო კაპიტალიზაციისთვის ვერასდროს ვერ შეიქმნება.
მეორე ხელშემშლელი ფაქტორი გახლავთ საქართველოში არსებული წიაღის ლიცენზირების სისტემა.
ამჟამად, მსოფლიოში ლიცენზირების სამი ერთმანეთისაგან აბსოლუტურად განსხვავებული საშუალება არსებობს:
პირველი გახლავთ ე.წ. „შეთანხმება პროდუქციის გაყოფაზე (Production Shearing Agreement)“, რომელიც, ძირითადად, ნავთობის ბიზნესშია გავრცელებული. ამ მოდელის მიხედვით, კომპანიასა და სახელმწიფოს შორის იდება საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპოვებული ნედლეულის გარკვეული წილი სახელმწიფოს გადაეცემა წიაღით სარგებლობის უფლებისთვის, აგრეთვე, გარკვეული, მაგალითად, საგადასახადო შეღავათების სანაცვლოდ.
მეორე მოდელი გახლავთ საბადოთა გადაცემა კონცესიაში.
მესამე არის ლიცენზირების კარგად შემუშავებული სისტემა.
სამწუხაროდ, საქართველოში არსებული ლიცენზირების სისტემა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, მეორე მოდელით შეიცვალა, ვინაიდან ტენდერზე ნაყიდი ლიცენზია სხვა არაფერია, გარდა კონცესიისა. ასეთმა გადაწყვეტილებამ საქართველო ძალზედ წაგებიან მდგომარეობაში ჩააყენა.
სახელმწიფოს ტენდერზე გააქვს ობიექტები, სადაც მარაგები დათვლილია საბჭოური მეთოდიკით და რომელთა სანდოობა ძალზედ მცირეა. ეს ქმნის გაუგებრობებს, უკმაყოფილებას და ა.შ. გარდა ამისა, ეს სისტემა არ გულისხმობს ლიცენზიის მიღებას გეოლოგიური შესწავლისთვის, ხოლო სარისკო ბიზნესში არც ერთი ნორმალური კომპანია არ განახორციელებს მრავალმილიონიან ინვესტირებას. სიტუაციას არ შველის ახლახან დაწესებული სამთო-საძიებო სამუშაოების სახელმწიფო რეგისტრაციის რეჟიმიც4, რომელიც მართლაც არ საჭიროებს სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი თანხების გადახდას, მაგრამ რომელიც, სამაგიეროდ, საძიებო კომპანიას საბადოს აღმოჩენის შემთხვევაში არ უქმნის პრიორიტეტს ლიცენზიის შეძენაში. სამწუხაროდ, გარკვეულმა პირებმა ჯერ კიდევ ტენდერის გზით ლიცენზიის შეძენის კანონმდებლობის ძალაში შესვლამდე დაეუფლნენ საქართველოს სტრატეგიულ ობიექტებს. მაგალითად, სს „მადნეული“ ფლობს გენერალურ ლიცენზიას ბოლნისის მადნიან რაიონში 1800 კმ2 ტერიტორიაზე, სადაც განლაგებულია ყველა ცნობილი 37 ოქროსა და სპილენძის საბადო. იგი მათ არც თვითონ ამუშავებს და არც სხვას უშვებს. გარდა ამისა, კომპანია ფლობს ლიცენზიას ლუხუმის ოქრო-დარიშხანის საბადოზე, უზარმაზარ ტერიტორიებზე გურიასა და აჭარაში. ეს სია შეიძლება გაგრძელდეს.
შედეგად, რომც გამოჩნდეს ინვესტორი, მას არ ექნება საასპარეზო არეალი და იგი იძულებული იქნება მიაკითხოს ლიცენზიის მფლობელებს, რასაც, სხვათა შორის, ისინი უშედეგოდ ელიან - მსოფლიოში ბევრია ქვეყანა, სადაც მინერალური რესურსებია გავრცელებული.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, დღეს საქართველოში იყიდება ლიცენზიები პრაქტიკულად მხოლოდ ქვიშა-ხრეშის საბადოებზე და ქვეყნის უზარმაზარი სამთო პოტენციალი აუთვისებელია. როგორც მინერალური რესურსების დახასიათებისას აღვნიშნეთ, ტრადიციული საწარმოები, მათ შორის - ჭიათურის, ტყიბული-შაორის, ვალე-ახალციხის, ასკანის, გუმბრის და მრავალი სხვა მაღარო გაჩერებულია, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა სერიოზულ სოციალურ სიძნელეებს აწყდება.
დასკვნა მარტივია - არაკეთილსინდისიერ მეწარმეებს ლიცენზიები უნდა ჩამოერთვას და გადაეცეს, თუნდაც უფასოდ, ადგილობრივ და უცხოურ ინვესტორებს დროში გათვლილი ინვესტირების გრაფიკის საფუძველზე. ამისთვის კი უნდა გაუქმდეს საქართველოს კანონი წიაღის შესახებ და მის ნაცვლად მიღებულ იქნას თანამედროვე სამთო კოდექსი5.
სამთო მრეწველობა ის ფუნდამენტია, რაზეც დგას დანარჩენი მრეწველობის მთელი შენობა, რომელიც დღეს ბაბილონის გოდოლს წააგავს. ქვემოთ ჩვენ ვნახავთ, რომ აღნიშნული სექტორის რეანიმაცია შეიძლება გახდეს სხვა სამრეწველო დარგების აღორძინების საფუძველი.
ამისთვის კი აუცილებელია იმ სტრატეგიული მაღაროების დაუყოვნებელი რეანიმაცია, რომელთაც აღწერს ცხრილი 87.
ცხრილი 87: სტრატეგიულ მაღაროთა ნუსხა, რომელთა აღდგენა აუცილებელია
მაღარო |
რესურსი |
პროდუქცია |
ტყიბული-შაორი |
ქვანახშირი |
ნახშირის ბრიკეტები, |
ვალე-ახალციხე |
მურა ნახშირი |
ელექტროენერგია |
ჭიათურა |
მანგანუმი |
მანგანუმის კონცენტრატი |
ჩორდი |
ბარიტი |
საბურღი ფხვნილი |
ასკანა |
ბენტონიტი |
სორბენტი |
ძეგვი |
ცეოლითი |
შემავსებელი, სორბენტი |
თეძამი |
ცეოლითი |
შემავსებელი, სორბენტი |
ქისათიბი |
დიატომიტი |
საფილტრე ფხვნილი |
ალგეთი |
ლითოგრაფული ქვა |
ხელოვნური ალმასის |
ფარავანი |
პერლიტი |
აფუებული პერლიტის სილა |
ციხისჯვარი |
მჟავაგამძლე ანდეზიტი |
მჟავაგამძლე მასალები |
შროშა |
კერამიკული ნედლეული |
მასალა ქაშანურისთვის |
ჯვარისი |
კერამიკული ნედლეული |
მასალა ფაიფურისთვის |
15 მაღარო |
ცეცხლგამძლე თიხა |
ცეცხლგამძლე საშენი |
30 მაღარო |
სააგურე-საკრამიტე თიხა |
აგური, მეტლახის ფილები, |
ჩვენ ჩავატარეთ სამთო მრეწველობის აღორძინების (იმ საწარმოთა ამოქმედების, რომლებიც ცხრილშია მოყვანილი) დეტალური ეკონომიკური კვლევა. აქ მოვიტანთ ამ კვლევის ზოგად შედეგებს (ცხრილი 88).
ცხრილიდან მკაფიოდ ჩანს, რომ 219 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება მხოლოდ მოპოვებული ნედლეულის გაყიდვების შედეგად 860 მილიონი აშშ დოლარის წლიურ და 50 მილიარდის მთლიან შემოსავალს ქმნის. ეკონომიკური პარამეტრები მეტად სახარბიელოა, რაც „ბიზნესების აქციონირების“ შესაძლებლობას ქმნის, ხოლო დისკონტირებული ღირებულების დონე იაფი კრედიტების მოზიდვის რეალურ გარემოს აყალიბებს6.
ამრიგად, სამთო საქმის განვითარება, თავისთავად, ეკონომიკურად მეტად მოგებიანია. მაგრამ ეს არ არის მთავარი. საქმე ის გახლავთ, რომ სამთო საქმე, როგორც აღინიშნა, მრეწველობის სხვა დარგების განვითარების დედაბოძია.
ცხრილი 88: სამთო საქმის განვითარების ძირითადი
ეკონომიკური მაჩვენებლები
მაჩვენებელი |
განზომილება |
მნიშვნელობა |
აუცილებელი ინვესტიცია |
აშშ დოლარი |
219 000 000 |
მთლიანი წლიური გაყიდვები |
აშშ დოლარი |
859 128 000 |
მთლ იანი გაყიდვები |
აშშ დოლარი |
49 474 443 429 |
საქმიანობის საშუალო ხანგრძლიობა |
წელი |
39 |
მთლიანი წლიური თვითღირებულება |
აშშ დოლარი |
429 564 000 |
წლიური გადასახადები |
აშშ დოლარი |
107 391 000 |
მთლიანი წლიური მოგება |
აშშ დოლარი |
429 564 000 |
წლიური ხელფასის ფონდი |
აშშ დოლარი |
171 825 600 |
დასაქმებულთა რაოდენობა |
კაცი |
5 798 |
საშუალო ხელფასი |
აშშ დოლარი/თვე |
1 890 |
ინვესტიციის დაფარვის საშუალო ვადა |
წელი |
10 |
დაგროვილი წმინდა წლიური მოგება |
აშშ დოლარი |
305 023 000 |
საქართველოში დასახარჯი თანხა |
აშშ დოლარი |
536 955 000 |
მწარმოებლურობის შიგა დონე |
%25 |
28 |
დისკონტირებული ღირებულება |
აშშ დოლარი |
750 000 000 |
დამატებული ღირებულება |
აშშ დოლარი |
322 173 000 |
______________________
1 Proceedings of the Seminar „Mining Industry of Georgia in Free Market Environment (Tbilisi, January 31 - February 1, 2002”. Edited by Alexander G. Tvalchrelidze and Yuji Nishikawa. Tbilisi, 2002, 82 p.
2 იხ. ქვევით მოყვანილი საერთაშორისო კოდექსების აღწერა.
3 A. Tvalchrelidze. Development of a geological-economic system for governmental management of Georgian mineral resources. John D. & Catherine T. McArthur Foundation, Tbilisi, 1995, 87 p.
4 რომელიც, სხვათა შორის, უკვე გაუქმებულია.
5 ასეთი კოდექსის პროექტი ჩვენს მიერ შემუშავებულია.
6 А.Л. Дергачев, Дж. Хилл, Л.Д. Казаченко. Финансово-экономическая оценка минеральных месторождений. М.: Изд -во МГУ, 2000, 176 с.
![]() |
9.2.2 სამთო საქმეზე დაფუძნებული მრეწველობის დარგების განვითარების გზები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
9.2.2.1 მეტალურგია |
▲ზევით დაბრუნება |
სამწუხაროდ, ტრადიციული შავი მეტალურგია რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ბაზაზე ვეღარ აღდგება. ქარხანა მარაგდებოდა რკინის მადნით დაშქესანის საბადოდან (აზერბაიჯანი), ხოლო კოქსვადი ნახშირით - ტყვარჩელის მაღაროდან. ბოლო წლებში განხორციელდა დაშქესანის საბადოს რეაბილიტაცია, მაგრამ წარმოებული
მადანი აზერბაიჯანის მეტალურგიას ძლივს ყოფნის, ხოლო საქართველოს რკინის მადნების მარაგები მწირია. ასევე, ამჟამად ხელმიუწვდომელია ტყვარჩელის საბადოც.
ცხრილი 89: მეტალურგიის განვითარების ძირითადი
ეკონომიკური მაჩვენებლები
მაჩვენებელი |
განზომილება |
მნიშვნელობა |
აუცილებელი ინვესტიცია |
აშშ დოლარი |
15 000 000 |
მთლიანი წლიური გაყიდვები |
აშშ დოლარი |
400 000 000 |
მთლიანი გაყიდვები |
აშშ დოლარი |
10 000 000 000 |
საქმიანობის საშუალო ხანგრძლიობა |
წელი |
25 |
მთლიანი წლიური თვითღირებულება |
აშშ დოლარი |
240 000 000 |
წლიური გადასახადები |
აშშ დოლარი |
40 000 000 |
მთლიანი წლიური მოგება |
აშშ დოლარი |
120 000 000 |
წლიური ხელფასის ფონდი |
აშშ დოლარი |
18 000 000 |
დასაქმებულთა რაოდენობა |
კაცი |
400 |
საშუალო ხელფასი |
აშშ |
3 750 |
ინვესტიციის დაფარვის საშუალო ვადა |
წელი |
10 |
დაგროვილი წმინდა წლიური მოგება |
აშშ დოლარი |
100 500 000 |
საქართველოში დასახარჯი თანხა |
აშშ დოლარი |
280 000 000 |
მწარმოებლურობის შიგა დონე |
%25 |
18 |
დისკონტირებული ღირებულება |
აშშ დოლარი |
600 000 000 |
დამატებული ღირებულება |
აშშ დოლარი |
350 000 000 |
ერთადერთი კონკურენტუნარიანი მეტალურგიული პროდუქცია, რომელიც საქართველომ მსოფლიოს შეიძლება შესთავაზოს, არის ფერო და სილიკომანგანუმი. მაგრამ, ამ პროდუქციის გამოშვება მკვეთრად შემცირდა. სამწუხაროდ, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ბაზაზე არსებული სიმძლავრეები (რომელის ოფიციალური მფლობელია დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული კომპანია Georgian Manganese, Ltd.), ძირითადად, გაბონიდან, მოანდას მაღაროდან შემოტანილ მანგანუმის კონცენტრატს იყენებს გადასამუშავებლად. სახელმწიფომ უნდა შექმნას ხელშემწყობი პირობები იმისთვის, რომ:
მკვეთრად გაიზარდოს ფერო- და სილიკომანგანუმისწარმოების მოცულობა (500 000 ტ-მდე წელიწადში);
მოხდეს ჭიათურის მაღაროს რეაბილიტაცია, აშენდეს სხვა მანგანუმის მაღაროები და მოხმარებული მანგანუმი ადგილობრივი წარმოშობისა იყოს;
მკვეთრად გაიზარდოს აჯამეთის ქალცედონის მაღაროს გამოყენება;
შეიქმნას ხელშემწყობი პირობები პროდუქციის ექსპორტისთვის.
ცხრილი 89 შეიცავს მეტალურგიის განვითარების ეკონომიკური ანალიზის შედეგებს.
![]() |
9.2.2.2 ქიმიურ მასალათა მრეწველობა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოში გასული საუკუნის 60-90-იან წლებში, ძირითადად, ა. თვალჭრელიძის სახელობის კავკასიის მინერალური ნედლეულისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არაორგანული ქიმიის ინსტიტუტებში, ჩატარდა ფუნდამენტური კვლევები საქართველოს ქიმიური ნედლეულის მრეწველობაში გამოსაყენებლად და დაიწყო ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, მაგალითად, ასკანის კომბინატში. დღეს, ლიცენზირების არასწორი პოლიტიკის შედეგად, ყველა ეს ტექნოლოგია დავიწყებულია, თუმცა ისინი დღესაც კონკურენტუნარიანია საერთაშორისო ბაზრებზე, ხშირად კი უნიკალურია.
ცხრილი 90: ქიმიურ მასალათა ნუსხა, რომელთა გამოშვება თანამედროვე
პირობებში შესაძლებელია
პროდუქცია |
რესურსი |
მაღარო |
საბურღი ფხვნილი |
ბარიტი |
ჩორდი |
საბურღი ფხვნილი |
ბენტონიტი |
გუმბრი |
ფხვნილი ნიადაგის რეაბილიტაციისთვის |
ბენტონიტი |
გუმბრი |
აქტივირებული სორბენტი |
ბენტონიტი |
ასკანა |
პირუტყვის საკვების დანამატი |
ბენტონიტი |
ასკანა |
მსუბუქი ბეტონების შემავსებელი |
ცეოლითი |
ძეგვი, თეძამი |
სორბენტი წყლის გასუფთავებისთვის |
ცეოლითი |
ძეგვი, თეძამი |
სორბენტი ქიმიური მრეწველობისთვის |
ცეოლითი |
ძეგვი, თეძამი |
საფილტრე ფხვნილი |
დიატომიტი |
ქისათიბი |
ქრომატოგრაფიის მატარებელი |
დიატომიტი |
ქისათიბი |
სორბენტი წყლის გასუფთავებისთვის |
დიატომიტი |
ქისათიბი |
სითბოგამძლე მასალები |
პერლიტი |
ფარავანი |
სორბენტი წყლის გასუფთავებისთვის |
პერლიტი |
ფარავანი |
მჟავაგამძლე მასალები |
ანდეზიტი |
ციხისჯვარი |
ცხრილი 90 შეიცავს იმ ქიმიურ მასალათა ნუსხას, რომლის გამოშვება შესაძლებელია დაუყონებლივ დაიწყოს მინიმალური სამთავრობო ხელშეწყობის პირობებში.
ცხრილი 91 ნათლად გვიჩვენებს, რომ 56 მილიონი დოლარის ექვივალენტის ინვესტირებისას შეიძლება უზრუნველყოფილ იქნას 361 მილიონი დოლარის წლიური გაყიდვები და წლიურად შეიქმნას 180 მილიონი დოლარის დამატებული ღირებულება.
ცხრილი 91: ქიმიურ მასალათა მრეწველობის განვითარების
ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლები
მაჩვენებელი |
განზომილება |
მნიშვნელობა |
აუცილებელი ინვესტიცია |
აშშ დოლარი |
56 000 000 |
მთლიანი წლიური გაყიდვები |
აშშ დოლარი |
361240000 |
მთლიანი გაყიდვები |
აშშ დოლარი |
12 240 478 462 |
საქმიანობის საშუალო ხანგრძლიობა |
წელი |
33 |
მთლიანი წლიური თვითღირებულება |
აშშ დოლარი |
144 496 000 |
წლიური გადასახადები |
აშშ დოლარი |
54 186 000 |
მთლიანი წლიური მოგება |
აშშ დოლარი |
162 558 000 |
წლიური ხელფასის ფონდი |
აშშ დოლარი |
86 697 600 |
დასაქმებულთა რაოდენობა |
კაცი |
1 200 |
საშუალო ხელფასი |
აშშ |
3 332 |
ინვესტიციის დაფარვის საშუალო ვადა |
წელი |
10 |
დაგროვილი წმინდა წლიური მოგება |
აშშ დოლარი |
152 670 800 |
საქართველოში დასახარჯი ფონდები |
აშშ დოლარი |
198 682 000 |
მწარმოებლურობის შიგა დონე |
%25 |
19 |
დისკონტირებული ღირებულება |
აშშ დოლარი |
300 000 000 |
დამატებული ღირებულება |
აშშ დოლარი |
180 000 000 |
![]() |
9.2.2.3 საშენ მასალათა მრეწველობა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველო, როგორც მისი მინერალური რესურსების დახასიათებისას აღვნიშნეთ, მდიდარია უნიკალური თვისებების მქონე საშენ მასალათა საბადოებით, მაგრამ მათი გამოყენება პრაქტიკულად არ ხდება. მაგალითად, მე-20 საუკუნის 80-იან წლებში საქართველოში ფუნქციონირებდა 58 აგურის ქარხანა1, დღეს კი დარჩა ორად ორი. შედეგად, დაბალი ხარისხის საშენ მასალათა დიდი რაოდენობა შემოიტანება თურქეთიდან, ხოლო პრესტიჟული მასალები - გერმანიიდან და ესპანეთიდან. საქართველოში იწარმოება მხოლოდ საშენი ბლოკები და კონკურენტუნარიანი ცემენტი, თუმცა ეს უკანასკნელი საკმაოდ დიდი რაოდენობით ჰაიდელბერგის (გერმანია) ქარხნიდან შემოიტანება. პარადოქსია, მაგრამ მოსაპირკეთებელ ქვათა სიუხვისა და მათი მშვენიერი ფიზიკურ-მექანიკური თვისებების მიუხედავად, ისინი ირანიდან შემოიტანება, ხოლო ქართული ქვა, ძირითადად, სასაფლაოებსა (ტეშენიტი, დიაბაზი, მარმარილო, კირქვა, ნაწილობრივ - ბაზალტი) და ქუჩების ტროტუარების მოპირკეთებაში (ბაზალტი, დოლერიტი) გამოიყენება. გამონაკლისი მხოლოდ ბოლნისის ტუფია.
სავსებით გასაგებია, რომ აუცილებელია საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის აღორძინება და პრინციპულად ახალი პროდუქციის გამოშვება, რაც სავსებით შესაძლებელია ზემოთ აღნიშნული საბადოთა ლიცენზირების პოლიტიკის შეცვლისა და მინიმალური სახელმწიფო ხელშეწყობის პირობებში. ცხრილი 92 შეიცავს იმ პროდუქციის მოკლე ჩამონათვალს, რომელმაც შეიძლება იმპორტირებული მასალები ჩაანაცვლოს.
ცხრილი 92: საშენ მასალათა და პროდუქციის ნუსხა, რომლის
გამოშვება შესაძლებელია საქართველოში
პროდუქცია |
რესურსი |
ცეცხლგამძლე აგური |
ცეცხლგამძლე თიხა |
საშენი აგური |
სააგურე-საკრამიტე თიხა |
მეტლახის ფილა |
სააგურე-საკრამიტე თიხა |
დეკორატიული კრამიტი |
სააგურე-საკრამიტე თიხა |
კაფელი |
კერამიკული მასალა |
აბაზანის მოწყობილობანი |
კერამიკული მასალა |
სილიკონური შემავსებელი |
ქალცედონი |
ჰერმეტიკული პასტები |
თაბაშირი, ანჰიდრიტი |
ექსტერიერის ფილები |
მოსაპირკეტებელი მასალები |
ინტერიერის ფილები |
მოსაპირკეტებელი მასალები |
ცხრილი 93 ასახავს საშენ მასალათა მრეწველობის განვითარების ეკონომიკურ მოდელს იმ შემთხვევისთვის, როცა გაყიდვების 60%25-ს დააკმაყოფილებს ეროვნული პროდუქცია.
ცხრილი აშკარად ცხადყოფს, რომ 250 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განაპირობებს 21 ათასი უმუშევრის დასაქმებასა (საშუალო თვიური ხელფასით 2 500 აშშ დოლარი) და 1.6 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქციის წლიურ რეალიზებას.
ცხრილი 93: საშენ მასალათა მრეწველობის განვითარების
ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლები
მაჩვენებელი |
განზომილება |
მნიშვნელობა |
აუცილებელი ინვესტიცია |
აშშ დოლარი |
250 000 000 |
მთლიანი წლიური გაყიდვები |
აშშ დოლარი |
1 699 200 000 |
მთლიანი გაყიდვები |
აშშ დოლარი |
100 230 000 000 |
საქმიანობის საშუალო ხანგრძლიობა |
წელი |
53 |
მთლიანი წლიური თვითღირებულება |
აშშ დოლარი |
144 496 000 |
წლიური გადასახადები |
აშშ დოლარი |
180 420 000 |
მთლიანი წლიური მოგება |
აშშ დოლარი |
679 680 000 |
წლიური ხელფასის ფონდი |
აშშ დოლარი |
713 664 000 |
დასაქმებულთა რაოდენობა |
კაცი |
21 095 |
საშუალო ხელფასი |
აშშ დოლარი/თვე |
2 543 |
ინვესტიციის დაფარვის საშუალო ვადა |
წელი |
14 |
დაგროვილი წმინდა წლიური მოგება |
აშშ დოლარი |
522 010 000 |
საქართველოში დასახარჯი თანხა |
აშშ დოლარი |
324 916 000 |
მწარმოებლურობის შიგა დონე |
%25 |
19 |
დისკონტირებული ღირებულება |
აშშ დოლარი |
1 000 000 000 |
__________________
1 А.Г. Твалчрелидзе, Полезные ископаемые и минеральная ресурсная база Грузии. Москва, «Руды и металлы», 2006, 320 с.
![]() |
9.2.2.4 აგროქიმიური მრეწველობა |
▲ზევით დაბრუნება |
გოდოგანისა და ლეჩხუმის საბადოთა ბაზაზე სავსებით შესაძლებელია იაფი, საქართველოს სოფლის მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი, ფოსფატური სასუქების გამოშვება. ცხრილი 94 აანალიზებს ამ მრეწველობის ძირითად ეკონომიკურ მაჩვენებლებს.
ცხრილი 94: აგროქიმიური მრეწველობის განვითარების
ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლები
მაჩვენებელი |
განზომილება |
მნიშვნელობა |
აუცილებელი ინვესტიცია |
აშშ დოლარი |
10000000 |
მთლიანი წლიური გაყიდვები |
აშშ დოლარი |
10000000 |
მთლიანი გაყიდვები |
აშშ დოლარი |
200000000 |
საქმიანობის საშუალო ხანგრძლიობა |
წელი |
20 |
მთლიანი წლიური თვითღირებულება |
აშშ დოლარი |
5000000 |
წლიური გადასახადები |
აშშ დოლარი |
1250000 |
მთლიანი წლიური მოგება |
აშშ დოლარი |
3750000 |
წლიური ხელფასის ფონდი |
აშშ დოლარი |
3000000 |
დასაქმებულთა რაოდენობა |
კაცი |
1200 |
საშუალო ხელფასი |
აშშ დოლარი/თვე |
2083 |
ინვესტიციის დაფარვის საშუალო ვადა |
წელი |
10 |
დაგროვილი წმინდა წლიური მოგება |
აშშ დოლარი |
2750000 |
საქართველოში დასახარჯი თანხა |
აშშ დოლარი |
6250000 |
მწარმოებლურობის შიგა დონე |
%25 |
23 |
დისკონტირებული ღირებულება |
აშშ დოლარი |
6500000 |
![]() |
9.2.3 სამთო და მასთან დაკავშირებული მრეწველობების ზოგადი ეკონომიკური მახასიათებლები |
▲ზევით დაბრუნება |
ცხრილი 95 აჯამებს სამთო, მეტალურგიული, ქიმიურ და საშენ მასალათა და აგროქიმიური მრეწველობის ეკონომიკური მოდელებით ჩატარებულ გათვლების შედეგებს. ეს უკანასკნელნი კი მეტად შთამბეჭდავია.
ცხრილი 95: სამთო და მასთან დაკავშირებული მრეწველობის
განვითარების ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლები
მაჩვენებელი |
განზომილება |
მნიშვნელობა |
აუცილებელი ინვესტიცია |
აშშ დოლარი |
550 000 000 |
მთლიანი წლიური გაყიდვები |
აშშ დოლარი |
3 329 568 000 |
მთლიანი გაყიდვები |
აშშ დოლარი |
172 144 921 890 |
საქმიანობის საშუალო ხანგრძლიობა |
წელი |
34 |
მთლიანი წლიური თვითღირებულება |
აშშ დოლარი |
963 556 000 |
წლიური გადასახადები |
აშშ დოლარი |
383 247 000 |
მთლიანი წლიური მოგება |
აშშ დოლარი |
1 395 552 000 |
წლიური ხელფასის ფონდი |
აშშ დოლარი |
993 187 200 |
დასაქმებულთა რაოდენობა |
კაცი |
28 613 |
საშუალო ხელფასი |
აშშ დოლარი/თვე |
2 459 |
ინვესტიციის დაფარვის საშუალო ვადა |
წელი |
11 |
დაგროვილი წმინდა წლიური მოგება |
აშშ დოლარი |
1 082 953 800 |
საქართველოში დასახარჯი თანხა |
აშშ დოლარი |
1 346 803 000 |
მწარმოებლურობის შიგა დონე |
%25 |
21 |
დისკონტირებული ღირებულება |
აშშ დოლარი |
2 656 500 000 |
დამატებული ღირებულება |
აშშ დოლარი |
1 958 673 000 |
![]() |
9.3 ენერგეტიკა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველო მდიდარია ენერგორესურსებით, მაგრამ დღესაც ქვეყანაში მათი უდიდესი ნაწილი აუთვისებელი რჩება. თუმცა, უნდა ითქვას სიმართლე, მიმდინარეობს არსებული ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაცია (ლაჯანურის ჰესი) და ახალი კასკადური ელექტროსადგურების პროექტების შემუშავება (რაჭის კასკადი).
სამწუხაროდ, ჰიდროელექტროსადგურები არ შეიძლება იყოს ქსელებში საბაზო სიმძლავრის საფუძველი. ამიტომ აქცენტი ბუნებრივ აირზე გაკეთდა, რაც ჩვენი აზრით, შეცდომა იყო. 2006 წელს ჩვენ ვნახეთ მაგისტრალური გაზსადენის ავარიის ზეგავლენის მძიმე შედეგი ქართულ ენერგეტიკაზე. ამიტომ აუცილებელია, ჯერ ერთი, მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა1, რაც მკვეთრად გაზრდის ენერგომომარაგების მდგრადობას, და მეორე, უნდა აშენდეს თბოსადგურები ნახშირის ბაზაზე - ტყიბულსა და ვალეში.
ვალე-ახალციხის საბადოს გამოყენება თბოსადგურის ასაშენებლად შესწავლილია და დღეს მიმდინარეობს 500 მვტ სადგურის პროექტის შემუშავება. ამავდროულად, დღეს იხილება ვარიანტი, როცა ეს თბოსადგური თურქეთის ტერიტორიაზე აშენდება, ხოლო ნახშირი მას ქართული საბადოდან მიეწოდება. ეს პროექტი საქართველოსთვის ნაკლებსარგებლიანია.
მეორე შეცდომაა ის, რომ საქართველოში აქტიურად არ განიხილება განახლებადი ენერგეტიკის განვითარების პერსპექტივები (მცირე ჰესების მშენებლობის გარდა).
ამასთან, მსოფლიოში განახლებადი ენერგეტიკის წილი ენერგიის საბოლოო მოხმარებაში 19%25-ის ტოლია2 (ნახაზი 78). ამასთან განახლებად ენერგეტიკაში მხოლოდ 20.6%25 გამოიყენება ელექტროენერგიის წარმოებისთვის (ნახაზი 79).
ნახაზი 78: განახლებადი ენერგეტიკის წილი გლობალურ ენერგიის
მოხმარებაში 2008 წელს, %25
კიოტოს პროტოკოლი3, რომელიც ძალაში 2005 წლის 16 თებერვალს შევიდა და რომელიც რატიფიცირებულია 191 სახელმწიფოსა და 1 რეგიონული ორგანიზაციის მიერ4, ზღუდავს სათბური გაზების ემისიას ატმოსფეროში. შესაბამისად, 21-ე საუკუნე განიხილება, როგორც მწვანე ენერგეტიკის ხანის დასაწისი.
ნახაზი 79: განახლებადი ენერგეტიკის ტიპების წილი
მთლიანი განახლებადი ენერგიის წარმოებაში, %25
შესაბამისად, ბოლო წლებში მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები მკვეთრად ანვითარებენ განახლებად ენერგეტიკას. ამასთან, უკვე აგებული განახლებადი ენერგეტიკის სიმძლავრეები აშკარად არასაკმარისია, ვინაიდან დღეს მსოფლიოში აგებულია მხოლოდ 159 გიგავატის სიმძლავრის ქარის სადგურები და 21 გიგავატის სიმძლავრის მზის ფოტოვოლტაიკური სადგურები5 (ცხრილი 96).
ცხრილი 96: მსოფლიო განახლებადი ენერგეტიკის ძირითადი მაჩვენებლები
მაჩვენებელი |
განზომილება |
წელი |
||
|
|
2007 |
2008 |
2009 |
წლიური ივესტირება |
მილიარდი US$ |
104 |
130 |
150 |
ჰიდროსადგურების სიმძლავრე |
გვტ |
920 |
950 |
980 |
ქარის სადგურების სიმძლავრე |
გვტ |
94 |
121 |
159 |
მზის ფოტოვოლტაიკური |
გვტ |
7.6 |
13.5 |
21.0 |
მზის ცხელი წყლის წარმოების |
გვტ.სთ |
125 |
149 |
180 |
აშშ-ის ენერგიის ინფორმაციის ადმინისტრაციის შეფასებით6, 2030 წლისთვის გაიზრდება განახლებადი ენერგიის წარმოება (ნახაზი 80). მაგრამ ეს აშკარად არასაკმარისია, რადგან განახლებადი ენერგეტიკის წილი არამც თუ გაიზრდება, არამედ შეიძლება შემცირდეს კიდეც (ნახაზი 81).
ნახაზი 80: მსოფლიო განახლებადი ელექტროენერგიის
წარმოება 2030 წლამდე
ამ მდგომარეობათა გათვალისწინებით, ევროკომისია მოუწოდებს ევროპის ქვეყნებს მწვანე ენერგეტიკის განვითარებას და ისეთი დასახლებული პუნქტების აშენებას, რომელიც მთლიანად განახლებად ენერგეტიკას დაეფუძნება7
ასეთი მოწოდების საპასუხოდ, მდგრადი განვითარების საერთაშორისო ფონდში შემუშავებულია მწვანე ენერგეტიკაზე დაფუძნებული დასახლებული პუნქტის კონცეფცია.
ნახაზი 81: განახლებადი ენერგეტიკის წილი მსოფლიო
ელექტროენერგიის წარმოებაში
________________
1 გაზის საცავის პროექტი შემუშავებული იყო 2003 წლისთვის, მაგრამ საქართველოს მთავრობამ ამ პროექტს ყურადრება არ მიაქცია. საჭირო გახდა კიდევ 7 წელი, რათა ხელისუფლება დარწმუნებულიყო გაზის საცავის მშენებლობის აუცილებლობაში. რასაკვირველია, ძველი მთავრობის დაკვეთით ამერიკელი და დანიელი სპეციალისტების მიერ მომზადებული პროექტი უარყოფილია და მის ნაცვლად მუშავდება ახალი პროექტი, რაც კიდევ 2 წელს დაიკავებს.
2 Renewables 2010. Global Status Report. Renewable Energy Policy Network for the 21st Century. Deutsche Gesellschaft fьr Technische Zusammenarbeit (GTZ) GmbH, Eschborn, 2010, 80 p.
3 Kyoto Protocol to the United Nations Framework Convention on Climate Change. United Nations, New York, 1998, 21 p.
4 Status of Ratification of the Kyoto Protocol. UNFCCC. http://unfccc.int/kyoto-protocol/status-of-ratification/.
5 Renewables 2010. iqve.
6 International Energy Outlook 2009. Energy Information Administration, U.S. Department of Energy, Washington, DC 20585, 2009, 284
7 Environment fact sheet: energy for sustainable development. The European Commission, Brussels, 2006, 4 p.
![]() |
9.3.1 „მწვანე“ დასახლების კონცეფცია |
▲ზევით დაბრუნება |
ამ კონცეფციის ძირითადი მიზანია შემუშავდეს მოდელი ისეთი დასახლებისა, რომელიც, ერთი მხრივ, იქნება განახლებადი ენერგიის წყაროებით უზრუნველყოფილი, ხოლო მეორე მხრივ, მოსახლეობას შესთავაზებს დასაქმებისა და თვითდასაქმების მრავალ შესაძლებლობას: უმუშევრობის დონე დასახლებაში ნულის ტოლი უნდა იყოს. რასაკვირველია:
დასახლება უნდა იყოს თვითდაფინანსებადი და მოგებიანი;
გარდა დასაქმებისა ენერგეტიკაში და სოციალურ სფეროში (გამგეობა, მუნიციპალური სამსახურები, ჯანდაცვის სამსახური, ბაგა-ბაღი, სკოლა, სპორტი, დასვენების კერძო საწარმოები და სხვ.), უნდა განვითარდეს მხოლოდ ადგილობრივი რესურსების გადამუშავებაზე მიმართული საქმიანობა;
საცხოვრებელი სახლებისა და სამრეწველო სიმძლავრეების გასხვისება უნდა განხორციელდეს იაფი კრედიტების პირობებით;
შესაბამისად, დასახლების ცენტრალიზებული მმართველობა თანდათანობით, კრედიტების დაფარვის პროპორციულად, უნდა შეიცვალოს არჩეული ადგილობრივი ხელისუფლებითა და არჩეული ბიზნესების მენეჯმენტით, მაგალითად, ფრანგული კოლექტიური ფერმების მოდელით1.
ვინაიდან კონცეფციამ უნდა გამოავლინოს მდგრადი განვითარების ახალი ფილოსოფია და გარემოსთან მეგობრული ცხოვრების სტილი, საცდელი პროექტისთვის საკმარისია 2 500 მაცხოვრებლისთვის დასახლების აშენება.
ასეთი დასახლებისთვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი რამდენიმე წინაპირობას უნდა აკმაყოფილებდეს:
სხვადასხვა განახლებადი ენერგიის რესურსების საჭირო რაოდენობით ხელმისაწვდომობა;
განვითარებული ინფრასტრუქტურა;
დაუკავებელი მიწის ნაკვეთის არსებობა როგორც დასახლების, ასევე ინდუსტრიული ზონის ასაშენებლად;
კარგი ხარისხის სასოფლო-სამეურნეო მიწების არსებობა;
სასმელი წყლის რესურსების სიახლოვე;
კარგი კლიმატური პირობები;
შესაბამისი შედარებით რბილი რელიეფი;
რკინიგზის სადგურის სიახლოვე და
ნაკვეთისშედარებითი დამოუკიდებულობა ადვილი საგზაო კავშირის ფონზე, რაც შექმნის პირობებს დასახლების თვითგანვითარებისთვის და, ამავდროულად, არ გაართულებს მის კავშირებს რეგიონის სხვა დასახლებებთან და ობიექტებთან.
ამ წინაპირობების გათვალისწინებით შეირჩა ძველი მიტოვებული ნასახლარი „ზველი“. დანართი 6 აჩვენებს შერჩეული უბნის გეოგრაფიულ ადგილმდებრეობას.
ზველის უბანი წარმოადგენს მიტოვებულ ნასოფლარს ახალციხის რაიონში, 15 კმ-ში ახალციხიდან და 6 კმ-ში ასპინძიდან ახალციხე - ახალქალაქის ასფალტის საავტომობილო გზის გასწვრივ. უბანი 1 800 მ-ის აბსოლუტურ სიმაღლეზეა განლაგებული. დანართი 7 აღწერს უბნის ძირითად ტოფოგრაფიულ თავისებურებებს. უბნის ფართობია 25 კმ2 და განლაგებულია მტკვრის მეორე ტერასაზე. უბანი დაკავშირებულია ახალციხე - ახალქალაქის საავტომობილო გზასთან ძველი, მაგრამ სანდო ხიდით (ნახაზი 82).
უბანი დაფარულია ბალახით, იშვიათი ბუჩქებითა და ხეებით და იკვეთება სამი ვიწრო ხეობით, სადაც მიედინება მტკვრის მცირე შენაკადები. რელიეფი რბილია და გამოსადეგი დასახლებისა და სამრეწველო ზონის აშენებისთვის. უბანს ესაზღვრება მრავალი საძოვარი (ნახაზი 83).
ზველის უბანი გამოირჩევა კონტინენტური მთის ჰავით2. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -2.20, აგვისტოსი კი +20.00. ტემპერატურის აბსოლუტური მინიმუმია -19° და აბსოლუტური მაქსიმუმი - +390. წლის საშუალო ტემპერატურაა +9.40. ატმოსფერული ნალექების, ძირითადად, წვიმის, საშუალო რაოდენობაა 500-600 მმ. ნალექების მაქსიმალური რაოდენობა აღინიშნება მაისში (15%25), მინიმალური კი თებერვალში (6%25). თოვლის საფარის სიმძლავრე, როგორც წესი, 18 სმ-ს არ აღემატება; თოვლის საფარის საშუალო ხანგრძლიობაა 63 დღე.
ნახაზი 82: ხიდი მტკვარზე ნასოფლარისკენ მიმავალ გზაზე
ნახაზი 83: ზველის უბნის პანორამა
უბანი ხასიათდება ჩრდილო-დასავლური (48%25) და სამხრეთ-აღმოსავლური (31%25) ქარებით. აგრეთვე, ხშირია ხეობის ქარები.
მზის ნაკადის დახრის კუთხეა 25-27° ზამთარში და 70-72°ზაფხულში. შესაბამისად, დღის ხანგრძლიობა იცვლება 9 საათიდან 15 სთ-მდე. მზის ნათების წლიური ხანგრძლიობაა 1951 სთ; წლიური მზის რადიაციაა 130 - 140 კკალ/სმ2-ზე, რადიაციული ბალანსია 43.9 კკალ/სმ2.
ზველის უბანი ხასიათდება სხვადასხვა განახლებადი რესურსის ხელმისაწვდომობით. პირველადი გაანგარიშებით, დღიური წყლის მოთხოვნილება იქნება 500 000 ლ ანუ მხოლოდ 500 მ3. ეს რაოდენობა ადვილად მოწოდებადია ტბებიდან ან უბნის მახლობლად განლაგებული მტკნარი წყლის წყაროებიდან3 (ცხრილი 97).
ცხრილი 97: სამცხე-ჯავახეთის მიწისქვეშა მტკნარი წყლის მარაგები
საბადო |
დებიტი, მ3/დღე |
დაბა |
151 500 |
ალბარი |
79 800 |
ბეჟანო |
33 700 |
იხტილა |
38 000 |
მთლიანად |
303 000 |
მტკვრის ჰიდროენერგორესურსები ზველის უბნის მახლობლად შეესაბამება 400 მვტ-ს (იხ. თავი 1), რაც 200-ჯერ აღემატება დასახლების შეფასებულ ენერგომოთხოვნილებას. სამცხე-ჯავახეთის გეოთერმული რესურსები შეფასებულია 13,87 მვტ-ად, მათ შორის - 2,16 მვტ ასპინძის საბადოზე, რომელიც განლაგებულია უბნიდან 5 კმ-ში4 (ცხრილი 98).
ცხრილი 98: სამცხე-ჯავახეთის გეოთერმული რესურსები
გეოთერმული |
ბურღილების |
წყაროების |
ტემპერატურა, |
დებიტი, |
აბასთუმანი |
|
3 |
48 |
1,040 |
ვარძია |
3 |
|
45 - 58 |
1,330 |
თმოგვი |
1 |
|
62 |
520 |
ნაქალაქევი |
3 |
|
34 - 58 |
795 |
ასპინძა |
1 |
|
42 |
864 |
ციხისჯვარი |
1 |
|
32 |
1,000 |
ბორჯომი |
25 |
|
30 - 41 |
537 |
ახალდაბა |
4 |
|
33 - 42 |
500 |
არესებული ინფორმაციით (იხ. ცხრილი 55), ზველის უბანზე დროის 64.1%25-ის განმავლობაში შესაძლოა ქარის ენერგიის გამოყენება.
ცხრილი 99 ეძღვნება ზველის დასახლების ლანდშაფტის ზონირებას, ხოლო დანართი 8 შეიცავს გამოყოფილი ზონების დიზაინს კონკრეტული ტოპოგრაფიული თავისებურებების გათვალისწინებით.
ცხრილი 99: ზველის დასახლების ლანდშაფტის ზონირება
№ |
ზონა |
ფართობი |
მთლიანი |
|
|
|
მ2 |
ჰა |
ფართის %25 |
1 |
უბანი მთლიანად |
2 155 000 |
215.50 |
100.00 |
2 |
სოფლის ზონა, მათ შორის: |
860 000 |
86.00 |
39.91 |
2ა |
ადმინისტრაციული ზონა |
90,000 |
9.00 |
4.18 |
2ბ |
საკარმიდამო ნაკვეთები |
650 000 |
65.00 |
30.16 |
2გ |
მწვანე ზონა |
120 000 |
12.00 |
5.57 |
2დ |
საცხოვრებელი ზონა მთლიანად |
770 000 |
77.00 |
35.73 |
3 |
გზები და ავტოსადგომები |
170 000 |
17.00 |
7.89 |
4 |
სამრეწველო ზონა, მათ შორის |
1 125 000 |
112.50 |
52.20 |
4ა |
ინდუსტრიული ზონა |
589 000 |
58.90 |
27.33 |
4ბ |
ფერმერული ზონა |
536 000 |
53.60 |
24.87 |
ამრიგად, ზველის დასახლება შეიძლება ორ მთავარ ზონად დაიყოს:
სოფლის ზონად, რომლის ფართობია 86 ჰა და
სამრეწველო ზონად, რომლის ფართობია 112,5 ჰა.
თავის მხრივ, სოფლის ზონა იყოფა:
ადმინისტრაციულ ზონად - 9 ჰა;
საკარმიდამო ნაკვეთების ზონად (სულ 500 ნაკვეთი) - 65 ჰა
და
მწვანე ზონად - 12 ჰა.
სამრეწველო ზონა პირობითად დაყოფილია ინდუსტრიულ (58,9 ჰა) და ფერმერულ (53,6 ჰა) ზონებად.
სოფლის ზონის საერთო სიგრძეა 2.5 კმ, რომელიც მოიცავს 1.8 კმ სიგრძის საცხოვრებელ ზონას. ეს უკანასკნელი შუა წელში მოიცავს მწვანე ზონას, სადაც აშენდება სტადიონი, საცურაო აუზი, ჩოგბურთის კორტები, დასვენების ობიექტები. ნაწილობრივ მწვანე ზონა, ღია და დახურული კაფეებით განთავსდება მდ. მტკვრის პლიაჟზეც (დანართი 9).
საცხოვრებელი ზონა დაყოფილია 10 კვარტალად, რომლებიც ერთობლივად მოიცავს 500 საკარმიდამო ნაკვეთს. ნაკვეთების ფართობი იცვლება 1000 მ2-დან 1800 მ2-მდე და საშუალოდ 1300 მ2-ის ტოლია. ამ საკარმიდამო ნაკვეთებზე აიგება სამი ტიპის საცხოვრებელი სახლები:
204მ2 ფართობის 4 საძინებელი ოთახით - მრავალშვილიანი ოჯახებისთვის;
174მ2 ფართობის 3 საძინებელი ოთახით - 2-3-შვილიანი ოჯახებისთვის და
126მ2 ფართობის 2 საძინებელი ოთახით - ერთშვილიანი ან უშვილო ოჯახებისთვის.
დანართი 10 აღწერს საცხოვრებელი სახლების არქიტექტურულ დიზაინს.
ყველა სახლი ორსართულიანია და შედგება ძირითადი სართულისა და მანსარდისაგან. პირველ სართულზე განლაგებულია ჰოლი, საერთო ოთახი, სააბაზანო, საკუჭნაო და ვერანდა - სათბური5. მანსარდაზე განლაგებულია ჰოლი, საძინებელი ოთახები და 2 სააბაზანო. სართულები დაკავშირებულია შიგა ხის კიბით. ყველა სახლის სახურავი აღჭურვილია მზის ბატარეით და მისი დახრილობის კუთხის შემცვლელი ჰიდრომექანიკური აღჭურვილობით. დასახლების კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ყველა სახლის მზის ბატარეით აღჭურვილი სახურავის ნაწილი ორიენტირებულია სამხრეთ-დასავლეთით აზიმუტით 2100, ხოლო მისი საბაზო დახრილობის კუთხეა 700.
როგორც მესამე თავში იყო ნაჩვენები, დღეს ოფიციალური მონაცემებით უმუშევრობის დონე საქართველოში 16.9%25-ს შეესაბამება და მოიცავს 335.6 ათას ადამიანს. უმუშევრობა მოიცავს მოსახლეობის ყველა სოციალურ ჯგუფს, თეთრი საყელოების, ინჟინრერ-ტექნიკოსების, პროფესორ-მასწავლებლების, მედიცინის მუშაკების, სასოფლო-სამეურნეო მუშაკებისა და სხვ. ჩათვლით. უმუშევრობა ძალიან მაღალია ქალაქებში, განსაკუთრებით კი თბილისში, სადაც ცხოვრობს აფხაზეთიდან და სამაჩაბლოს რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დიდი უმრავლესობა. უმუშევართა შორის მოინახება ადამიანები უაღრესად მაღალი განათლების დონითა და პროფესიული უნარ-ჩვევებით.
შემოთავაზებული პროექტის ძირითადი დედა-აზრია შესთავაზოს სამუშაო მოსახლეობის სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს საკონკურსო პროცედურის მოდელით. დასახლების ძირითადი სოციალური მაჩვენებლების ანალიზის საფუძველზე (ცხრილი 100) ადვილად შეგვიძლია დავინახოთ, რომ პროექტი შექმნის მრავალფეროვან სამუშაო შესაძლებლობებს, კერძოდ კი:
საჯარო, ადმინისტრაციული და კომუნალური მუშაკების ვაკანსიებს;
სამუშაო ვაკანსიებს განათლების (მათ შორის - სასკოლო და სკოლამდელი) სფეროში;
სამუშაო ვაკანსიებს ჯანდაცვის სფეროში (მათ შორის ექიმებისთვის, ექთნებისთვის და ა.შ.);
ვაკანსიებს მეხანძრეებისა და პოლიციის თანამშრომლებისთვის;
ვაკანსიებს სამრეწველო სექტორში (მათ შორის - სამრეწველო ინჟინრების, ოსტატების, ბუღალტრების, აგრონომების, ფერმის მუშების, მწყემსების და სხვ.).
დასახლების სამრეწველო წყალმომარაგება შესაძლებელია განხორციელდეს მდინარე მტკვარიდან და მისი შენაკადებიდან. სასმელი წყლით მომარაგების 3 ალტერნატივა არსებობს:
გაიბურღოს 20 ჭა;
გაყვანილ იქნას ტაბაწყურის ტბასთან დამაკავშირებელი 25 კმ სიგრძის წყალსადენი, ან
გაყვანილ იქნას იხტილას მიწისქვეშა წყლების საბადოსთან დამაკავშირებელი 20 კმ სიგრძის წყალსადენი.
ცხრილი 100: ზველის დასახლების ძირითადი სოციალური მაჩვენებლები
მაჩვენებელი |
რიცხოვნება |
მოსახლეობა |
2 500 |
სამუშაო ძალა |
1 200 |
ახალგაზრდები < 17 წელი |
1 000 |
დიასახლისები და პენსიონერები |
300 |
სკოლის მოსწავლეები |
400 |
საბავშვო ბაღის მოსწავლეები |
250 |
საჯარო მოსამსახურეები |
10 |
ადმინისტრაცია |
35 |
ჯანდაცვის მუშაკები |
35 |
მასწავლებლები |
55 |
მეხანძრეები |
15 |
პოლიცია |
6 |
კომუნალური მუშაკები |
20 |
მწყემსები |
45 |
სამრეწველო მოსამსახურეები |
700 |
ფერმის მოსამსახურეები |
279 |
მთლიანად დასაქმებულნი |
1 200 |
დანართი 11 აღწერს წყალსადენების შესაძლო მარშრუტებს.
აღნიშნული ალტერნატივებიდან ყველაზე იაფი, მდგრადი და რაციონალურია იხტილას მტკნარი მიწისქვეშა წყლების საბადოს ექსპლუატაცია, ვინაიდან საბადოს განახლებადი წყლის საექსპლუატაცლიო მარაგები 78-ჯერ აღემატება დასახლების მოთხოვნილებას.
დასახლება და მისი საწარმოები გამოიყენებენ ენერგიის დამზოგავ ტექნოლოგიებს: გათბობასა და ცხელ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს სახლების სახურავზე დამონტაჟებული მზის ბატარეები. იგივე შეიძლება ითქვას ფერმერულ ზონაში განლაგებულ სამრეწველო სათბურებზე. ამრიგად, სოფლისთვის აბსოლუტურად საკმარისი იქნება 10 მვტ.სთ ელექტროენერგიის სიმძლავრე და აგრეთვე 10 მვტ.სთ სამრეწველო ზონისთვის. მთლიანად 20 მვტ.სთ სიმძლავრე (პიკურ რეჟიმში - 25 მვტ.სთ) სავსებით საკმარისი იქნება დასახლების ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
ნავარაუდევია, რომ დასახლება აღჭურვილი იქნება:
1 მვტ სიმძლავრის 15 ქარის გენერატორით (Enercon, გერმანია);
1 მვტ სიმძლავრის 5 ფოტოვოლტაიკური მზის გენერატორით (Eurosolar, გერმანია);
5 მვტ სიმძლავრის 2 მინი ჰიდროელექტროსადგურით (Alstom Power, Sveicaria).
ამრიგად, პიკური ენერგიის გენერაციის სიმძლავრე იქნება 20 მვტ, ხოლო ჩვეულებრივ რეჟიმში - 25 მვტ. ამრიგად, წლიურად დასახლება 219 მილიონ კვტ.სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, ხოლო მისი მოთხოვნილება შეფასებულია 175,2 მილიონ კვტ.სთ-ად. წლიურად 43,8 მილიონი კვტ.სთ ელექტროენერგია შეიძლება გაიყიდოს.
დასახლების ელექტროენერგეტიკული სისტემა დაკავშირებული იქნება ქვეყნის ენერგიის გამანაწილებელ ქსელთან, რათა გაყიდოს ჭარბი ელექტროენერგია ან კიდევ შეიძინოს ის ფორს-მაჟორულ სიტუაციებში.
მოცემულ სტადიაზე შეუძლებელია შეფასდეს ბიომასის გადამუშავების პარამეტრები.
იმ მომსახურების გარდა, რომელიც მიმართული იქნება დასახლების ჰარმონიულ ფუნქციონირებაზე (განათლება, ჯანდაცვა, სამოქალაქო წესრიგი, ადგილობრივი ხელისუფლება და სხვ.), დასახლების „ბიზნეს-სტრუქტურა“ უზრუნვეყოფილი იქნება ადგილობრივი რესურსებით. ამ თვალსაზრისით, საქმიანობის ძირითადი სფერო იქნება სოფლის მეურნეობა - საკვები პროდუქტების წარმოება და მარკეტინგი.
სოფლის მეურნეობა დაუკავშირდება პირუტყვისა და ცხვრის მოვლა-პატრონობას, მათთვის საკვების დამზადებას, კარტოფილის, რძისა და ხორცის დამზადებასა და სათბურებში პომიდორის, კიტრისა და ხილის წარმოებას.
სამრეწველო საქმიანობა დაუკავშირდება რძიდან კარაქისა და ყველის წარმოებას, რძის პასტერელიზაციასა და შეფუთვას, ყველისა და კარაქის შეფუთვას, ხორცის, პომიდორის, კიტრის, ხილის დაფასოვებას, შეფუთვას, შენახვას; აგრეთვე, ყველა ამ პროდუქციის მარკეტინგსა და მიწოდებას საქართველოს სუპერ- და ჰიპერმარკეტებში, ასევე, სადისტრიბუციო კომპანიებში. ალტერნატივას წარმოადგენს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის საზღვარგარეთ რეალიზაცია.
სამცხე-ჯავახეთის საშუალო მოსავლიანობასა და სახელმწიფოსგან საძოვრების იჯარის შესაძლებლობების მიხედვით6, შეგვიძლია გამოვთვალოთ ეკონომიკური საქმიანობის მინიმალური პარამეტრები (ცხრილი 101).
ცხრილი 101: ეკონომიკური საქმიანობის ძირითადი მაჩვენებლები
მაჩვენებელი |
განზომილება |
მნიშვნელობა |
მსხვილფეხა რქოსანი |
სული |
500 |
ცხვარი |
სული |
500 |
რძე |
ტ |
125 000 |
ყველი |
ტ |
25 000 |
ხორცი |
ტ |
75 |
კარტოფილი |
ტ |
5 000 |
პომიდორი |
ტ |
250 |
კიტრი |
ტ |
200 |
ხილი |
ტ |
100 |
სილოსი |
ტ |
1 500 |
გავითვალისწინებთ რა ქვეყანაში არსებულ მინიმალურ საბითუმო ფასებს დასახელებულ პროდუქციაზე (ცხრილი 102), შეიძლება გამოითვალოს დასახლების ეკონომიკური საქმიანობის ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლები (ცხრილი 103).
ამრიგად, დასახლება, რომელიც მთლიანად უზრუნველყოფილია განახლებადი ენერგიის ავტონომური წყაროებით, შეიძლება თვითდაფინანსებადი და ეკონომიკურად რენტაბელური იყოს.
ცხრილი 102: სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საბითუმო ფასები
პროდუქტი |
განზომილება |
ფასი, US$ |
რძე |
ლ |
0.3 |
ყველი |
კგ |
2.0 |
ხორცი |
კგ |
2.0 |
კარტოფილი |
კგ |
0.2 |
პომიდორი |
კგ |
0.5 |
კიტრი |
კგ |
0.3 |
ხილი |
კგ |
0.5 |
ცხრილი 103: ეკონომიკური საქმიანობის შეფასებული
წლიური ფულადი ნაკადი
მაჩვენებელი |
მნიშვნელობა, US$ |
პროდუქციის წლიური გაყიდვები |
88 885 000 |
ელექტროენერგიის წლიური გაყიდვები |
4 400 000 |
მთლიანად წლიური გაყიდვები |
93 285 000 |
თვითღირებულება |
44 442 500 |
შემოსავალი |
48 842 500 |
გადასახადები |
14 652 750 |
მოგება |
34 189 750 |
მენეჯმენტის ღირებულება |
3 000,000 |
წმინდა მოგება |
31 189 750 |
კრედიტის დაბრუნება |
5 000 000 |
საინვესტიციო ფონდი |
10 000 000 |
პენსიები |
200 000 |
საშუალო თვიური ხელფასი |
1 110 |
ოჯახის საშუალო წლიური შემოსავალი |
26 650 |
ამასთან, შემოთავაზებული ხელფასები, ქვეყანაში არსებული უმუშევრობისა და სიღარიბის ფონზე, სულ მცირე 5-ჯერ აღემატება ქვეყნის საშუალო ხელფასების დონეს.
გარდა აღნიშნული ეკონომიკური მაჩვენებლებისა, გასათვალისწინებელია, აგრეთვე, დასახლებაში დაგეგმილი რეკრეაციისა და დასვენების კერძო ობიექტების ბრუნვა. ასეთ ობიექტებს მიეკუთვნება კაფეები, სტადიონი, სპორტული დარბაზი, ჩოგბურთის კორტი, საცურაო აუზი, ბანკი, სადაზღვევო დაწესებულებანი და სხვ. ყველაზე პესიმისტური გათვლებით, მათი კრებსითი წლიური შემოსავლები ბევრად აღემატება 10 მილიონ აშშ დოლარს.
ცხრილი 104 აანალიზებს საჭირო ინვესტიციის მოცულობას.
ამ ინვესტიციის დაფარვა განხორციელდება 2 სხვადასხვა წყაროდან. ჯერ ერთი, ვინაიდან საცხოვრებელი სახლის საშუალო ღირებულებაა 50 ათასი დოლარი, ხოლო თითოეული ოჯახის საშუალო წლიური შემოსავალი 26 ათას დოლარს აღემატება, თითოეულმა ოჯახმა ეს ვალი შეიძლება 5 წელიწადში გაჭირვების გარეშე დაფაროს. დანარჩენი 59,5 მილიონი დოლარი და შესაბამისი საბანკო პროცენტები 15 წელიწადში დაიფარება მიღებული შემოსავლებიდან. შესაძლოა განხილულ იქნას ათწლიანი და ხუთწლიანი კრედიტის დაფარვის გრაფიკი, მაგრამ ამ შემთხვევაში საინვესტიციო ფონდი ან გაცილებით მცირე იქნება, ვიდრე ამას ცხრილი 103 გვიჩვენებს, ან პირველი ხუთი წლის განმავლობაში საერთოდ ვერ შეიქმნება.
ნებისმიერ შემთხვევაში, ევროპული პროექტებისაგან განსხვავებით, შემოთავაზებული მიდგომა აამოქმედებს თვითდაფინანსების მექანიზმებს და მას არ დასჭირდება სახელმწიფო დოტაცია.
ცხრილი 104: ზველის დასახლების მშენებლობის ინვესტიციის შეფასება
ინვესტიციის მუხლი |
მნიშვნელობა, US$ |
საცხოვრებელი სახლების მშენებლობა |
25 000 000 |
გზებისა და ავტოსადგომების მშენებლობა |
5 500 000 |
ადმინისტრაციული შენობების მშენებლობა |
3 300 000 |
სკოლისა და საბავშვო ბაღის მშენებლობა |
1 500 000 |
წყალსადენის მშენებლობა |
1 200 000 |
კანალიზაციისა და გამწმენდი ნაგებობების |
2 500 000 |
მინი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა |
3 000 000 |
ქარის გენერატორების შეძენა და მონტაჟი |
9 000 000 |
ფოტოვოლტაიკური მზის გენერატორების |
20 000 000 |
ფერმის მშენებლობა და აღჭურვა |
1 000 000 |
ქარხნის მშენებლობა და აღჭურვა |
6 000 000 |
სპეცავტომანქანების შეძენა |
1 500 000 |
მთლიანად მშენებლობა და აღჭურვა |
79 500 000 |
ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება და |
2 500 000 |
მუნიციპალური ავტომანქანების შეძენა |
500 000 |
საბრუნავი კაპიტალი |
2 000 000 |
ინვესტიცია მთლიანად |
84 500 000 |
მეტიც, ასეთი მიდგომა ჩვენ ევროპელ კოლეგებსაც შეგვიძლია შევთავაზოთ.
_____________________
1 ამ თვალსაზრისით, საქართველოს მოსახლეობისთვის მენტალურად მიუღებელია ისრაელის კიბუცის მოდელი.
2 ე. ტივაძე, თ. წითლანაძე. ასპინძის ჰავა. http://lemill.net/content/webpages/10d010e110de10d810dc10eb10d810e1-10f010d010d510d0.
3 А.Г. Твалчрелидзе. Полезные ископаемые и минеральная ресурсная база Грузии. Москва, Изд-во «Руды и металлы», 2006, 320 с.
4 N.Tsertsvadze & , O.Vardigoreli . Utilization of geothermal energy in Georgia. Tbilisi, 2007, 22 p.
5 სათბურს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს საცხოვრებლის ენერგომომარაგებაში.
6 სტატისტიკური წელიწდეული - 2009. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, სტატისტიკის დეპარტამენტი. თბილისი, 2010, 322 გვ.
![]() |
9.4 სასმელი წყლის ბიზნესი |
▲ზევით დაბრუნება |
მინერალური რესურსების დახასიათებისას აღვნიშნეთ, რომ საქართველო ხასიათდება მსოფლიო მნიშვნელობის, ევროპაში უმსხვილესი მიწისქვეშა მტკნარი მინერალური წყლის მარაგებით, მაგრამ მათი გამოყენება სრულიად უმნიშვნელოა - 0.01%25-ზე ნაკლები. უფრო მეტიც, ისეთ ქალაქებში, როგორიცაა, მაგალითად, ქუთაისი, თელავი, ბათუმი და სხვ., რომლებიც მდებარეობენ სტრატეგიული მარაგების მქონე წყლის არტეზიული აუზების სიახლოვეს, მოუგვარებელია კომუნალური წყალმომარაგების პრობლემა. ამასთან, ქართული მიწისქვეშა მტკნარი წყალი ხასიათდება არაჩვეულებრივი ქიმიური შედგენილობით (ბიკარბონატულ-ქლორიდული წყლები მაგნიუმის დეფიციტის ფონზე) და ბაქტერიოლოგიური სისუფთავით.
ბოლო ათწლეულში საქართველოში განვითარდა ბუტილირებული წყლის ბიზნესი: დღეს ისხმება ისეთი წყლები, როგორიცაა „ბორჯომის წყარო“, „ბაკურიანი“, „ბახმარო“, „ნატახტარი“, „გევა“ და სხვ., მაგრამ ეს შეზღუდული სიმძლავრეების მქონე კომპანიები თავის საპროექტო მწარმოებლურობის 20%25 თუ იყენებენ. სახელმწიფოში არ არსებობს სასმელი წყლის ბიზნესის განვითარების სახელმწიფო პროგრამა და მეწარმეები თავის ბედ-იღბალზე არიან მიტოვებულნი. შედეგად, კომპანიები მხოლოდ შიგა (და ნაწილობრივ - აზერბაიჯანის) ბაზარზე მოქმედებენ და ეს უზარმაზარი პოტენციალის მქონე საქმიანობა, რომელმაც დიდწილად შეიძლება გადაწყვიტოს სასმელი წყლის დეფიციტი მსოფლიოში, ფაქტობრივად განუვითარებელი რჩება1.
მტკნარი სასმელი წყალი ჩვენი ათასწლეულის ყველაზე ძვირი და დეფიციტური ნედლეული იქნება. გაეროს მონაცემებით2, დღეს დაახლოებით 2.8 მილიარდი ადამიანი მოკლებულია კარგი ხარისხის სასმელ წყალს. ევროპაც ასევე წააწყდა ამ ურთულეს პრობლემას, რომელიც გაპირობებულია სასმელი წყლის მარაგების თანმიმდევრული გამოფიტვით. 2025 წლისთვის სასმელი წყლის დეფიციტი მოიცავს მთელ ევროპას, მაგრამ განსაკუთრებით მწვავე იქნება სამხრეთ ევროპასა და საერთოდ ხმელთაშუა ზღვის აუზში3. ეს შეუქცევადი ცვლილებები რამდენიმე გარემოებითაა გამოწვეული4:
ევროპული მტკნარი წყლის წყალსატევების გამოფიტვით;
მოსახლეობისა და, შესაბამისად, წყალზე მოთხოვნილების ზრდით და
კლიმატის ცვლილებებით, რომლებმაც განაპირობა ატმოსფერული ნალექების კატასტროფული შემცირება და, თავის მხრივ, სასმელი წყლის დეფიციტი 5 (ცენტრალური ევროპა) - 25 (სამხრეთი ევროპა და ხმელთაშუა ზღვის სარტყელი) პროცენტის ოდენობით.
დღესაც კი ევროპის მოსახლეობის 80%25 მარაგდება ზედაპირული წარმოშობის სასმელი წყლით, რომლის ქიმიურ-ბაქტერიოლოგიური თვისებები და სისუფთავე არ აკმაყოფილებს სასმელ წაყლზე მოთხოვნილებას. ეს გარემოება კიდევ უფრო რთულდება საყოფაცხოვრებო ნარჩენებით, სამრეწველო და ფეკალური წყლითა და სასოფლო-სამეურნეო ნიტრატებით სასმელი წყლის დაბინძურების შედეგად5.
ახალი ათასწლეულის დასაწყისში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ6 და ევროკავშირმა7 შეიმუშავეს სასმელი წყლის სტანდარტები. ევროპული ქვეყნების უმრავლესობას, კერძოდ, სამხრეთ ევროპის ქვეყნებს, არ ძალუძთ ამ მოთხოვნილების დაკმყოფილება8. სასმელ წყალს კი პირდაპირი ზეგავლენა აქვს ადამიანის ჯანმრთელობაზე9. ამრიგად, ან კარგი ხარისხის წყლის მდგრადი მიწოდების პრობლემა გადაიჭრება ევროპაში, ან კიდევ 2020 - 2025 წლებისთვის ევროპა თავისი მოსახლეობის ჯანმრთელობის უზრუნველყოფის უმწვავესი პრობლემის პირისპირ აღმოჩნდება.
როგორც აღნიშნული იყო პირველ თავში, საქართველოს მიწისქვეშა მტკნარი წყლის მარაგები აღემატება 6,5 მ3 დღე-ღამეში ანუ 2.3 მილიარდ მ3 წელიწადში. ცხრილი 105 აღწერს ამ მარაგების განაწილებას საქართველოს მხარეებში. ეს წყლები ბაქტერიოლოგიურად სუფთაა, არ შეიცავს მეტალებს, ხოლო მათი ქიმიური თვისებები (ცხრილი 106) აკმაყოფილებს ევროკავშირისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის უმკაცრეს მოთხოვნებს10.
ცხრილი 105: საქართველოს მიწისქვეშა მტკნარი წყლის მარაგები
აუზი/წყარო |
მხარე |
დებიტი, მ3/დღე |
ბზიფი |
აფხაზეთის არ |
110 600 |
ბაკლანოვკა |
აფხაზეთის არ |
60 100 |
გუმისთა |
აფხაზეთის არ |
319 700 |
კოდორი |
აფხაზეთის არ |
320 000 |
ფსოუ |
აფხაზეთის არ |
30 000 |
კინტრიში |
აჭარის არ |
198 700 |
გეჯინი |
აჭარის არ |
20 000 |
ოზურგეთი |
გურია |
93 700 |
ნატანები |
გურია |
6 500 |
ტეხური |
სამეგრელო და ზემო სვანეთი |
110 600 |
გუბისწყალი |
იმერეთი |
388 000 |
ყვირილა |
იმერეთი |
51 900 |
სამტრედია |
იმერეთი |
47 100 |
ლიახვი |
შიდა ქართლი |
250 600 |
ხაშური |
შიდა ქართლი |
28 500 |
კვაისა |
შიდა ქართლი |
12 100 |
ედისი |
შიდა ქართლი |
51 840 |
ბულაჩაური |
მცხეთა-მთიანეთი |
190 000 |
ჭოპორტი-მისაქციელი |
მცხეთა-მთიანეთი |
140 000 |
ნატახტარი |
მცხეთა-მთიანეთი |
302 000 |
ქსანი |
მცხეთა-მთიანეთი |
170 100 |
თიანეთი |
მცხეთა-მთიანეთი |
73 800 |
მუხრანი |
მცხეთა-მთიანეთი |
586 600 |
ალაზანი |
კახეთი |
938 200 |
ლაგოდეხი-სიღნაღი |
კახეთი |
129 600 |
ბურსა |
კახეთი |
92 600 |
ნაფარეული |
კახეთი |
29,600 |
დაბა |
სამცხე-ჯავახეთი |
151 500 |
აბლარი |
სამცხე-ჯავახეთი |
79 800 |
ბეჟანო |
სამცხე-ჯავახეთი |
33 700 |
იხტილა |
სამცხე-ჯავახეთი |
38 000 |
მარნეული |
ქვემო ქართლი |
684 700 |
გარდაბანი |
ქვემო ქართლი |
88 100 |
წალკის ჯგუფი (თრიალეთი) |
ქვემო ქართლი |
527 900 |
ბოლნისი |
ქვემო ქართლი |
55 600 |
დმანისი |
ქვემო ქართლი |
91 900 |
მთლიანად |
|
6 503 640 |
ცხრილი 106: საქართველოს მიწისქვეშა მტკნარი მინერალური
წყლების ზოგადი ქიმიური თვისებები
მაჩვენებელი |
განზომილება |
მნიშვნელობა |
მინერალიზაცია |
გ/ლ |
0.07 - 0.22 |
კათიონები |
||
Ca2+ |
მგ/ლ |
10 - 40 |
Mg2+ |
მგ/ლ |
2.0-9.0 |
Na+ |
მგ/ლ |
2.5-12 |
ანიონები |
||
HCO3- |
მგ/ლ |
40-77 |
Cl |
მგ/ლ |
2. -12.0 |
SO42- |
მგ/ლ |
<40 |
ამ მარაგებიდან, პრაქტიკულად, მხოლოდ ბულაჩაურისა და ნატახტარის აუზების მარაგებია ნაწილობრივ ექსპლუატაციაში. ამრიგად, საქართველოს მტკნარი წყლების მარაგების 92%25 ხელმისაწვდომია ათვისებისთვის.
არსებული ინფორმაციით11, ევროპას სასმელი წყლის მწვავე დეფიციტის დასაფარად წელიწადში დასჭირდება 120 მილიონი მ3 მტკნარი წყალი. ეს საქართველოს არსებული მარაგების მხოლოდ 5%25-ია.
დასკვნა მარტივია - საქართველოს ყველა წინაპირობა გააჩნია ევროპის სასმელი წყლის დეფიციტის პრობლემის გადასაჭრელად.
დანართი 12 შეიცავს ინფორმაციას შესაძლო წყალსაკრეფი ნაგებობების განაწილებაზე საქართველოს ტერიტორიაზე. ეს ნაგებობები შერჩეულია იმ მოსაზრებით, რომ არც ერთ არტეზიულ აუზს რესურსების კვლავწარმოების პრობლემები არ შეექმნას (ცხრილი 107).
პრობლემა მხოლოდ ლოგისტიკურია - როგორ უნდა განხორციელდეს წყლის მიწოდება ევროპაში. აღნიშნული ცხრილიდან ჩანს, რომ ყოველდღიურად ევროპაში უნდა გადაიზიდოს 350 ათასი ტ წყალი. ამ წყლის გადაზიდვას ყოველდღე დასჭირდება ცამეტი 40 ათასი ტ ტვირთტევადობის ტანკერი. ამრიგად უნდა შეიქმნას დაახლოებით 400 ტანკერისაგან შემდგარი ტანკერული ფლოტი.
ცხრილი 107: წყალსაკრეფი სიმძლავრეების განაწილება არტეზიული აუზების მიხედვით
აუზი |
წყლის მარაგები ევროპისთვის |
||
|
მ3/წელი |
მ3/დღე |
მ3/წ |
კოლხეთის |
27 342 150 |
74 910 |
52.02 |
ტირიფონის |
60 874 700 |
166 780 |
115.82 |
კახეთის |
38 974 700 |
106 780 |
74.15 |
მთლიანად |
127 191 550 |
348 470 |
241.99 |
ეს სქემა, ჯერ ერთი, ძალზედ ძვირია და მეორეც, იგი ბოსფორის სრუტეში შექმნის პრაქტიკულად გადაუჭრელ ლოგისტიკურ პრობლემებს12.
ამიტომ ერთადერთ ალტერნატივად საქართველოდან ევროპისკენ წყალსადენის მშენებლობა რჩება.
პირველადი გაანგარიშებებით, წყალსადენი უნდა შედგებოდეს ოთხი 700 დიუმიანი მილისაგან. ვინაიდან სასმელი წყალი ეკოლოგიურად უვნებელია გარემოსთვის, მილსადენების დამარხვა საჭირო არ იქნება. ტექნიკურად, წყალსადენის მხოლოდ ორი მარშრუტის განხილვაა შესაძლებელი (დანართი 13).
პირველი მარშრუტი გადის რუსეთის, უკრაინის, მოლდოვას, რუმინეთისა და უნგრეთის ტერიტორიებზე და სრულდება ავსტრიაში. ამ მარშრუტის ნეგატიური მხარეები ადვილად დასანახია:
მარშრუტი კვეთავს კონფლიქტურ რეგიონებს - აფხაზეთსა და დნესტრისპირეთს;
რუსეთს წყლის მართვაში გადამწყვეტი როლი ექნება;
მარშრუტი გადის რეგიონში, რომლისთვისაც დამახასიათებელია მრისხანე ჰავა;
სახელმწიფოთშორისი შეთანხმებების მიღწევა ძნელად მისაღწევი იქნება.
მეორე მარშრუტი გადის თურქეთის, საბერძნეთის, ბოსნია & ჰერცეგოვინასა და ხორვატიის ტერიტორიებზე და ასევე ავსტრიაში სრულდება. ეს მარშრუტი ხასიათდება შემდეგი დადებითი თვისებებით:
მარშრუტი, ძირითადად, კვეთავს სუბტროპიკულ ზონას;
მონაწილე ქვეყნები ევროკავშირისა და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრები არიან;
მარშრუტი გადის რეგიონში, სადაც განვითარებულია ინფრასტრუქტურა;
„წყლის მართვა“ განხორციელდება მხოლოდ მონაწილე ქვეყნების მიერ;
სახელმწიფოთშორისი შეთანხმებები ადვილად მისაღწევია;
მეორე მარშრუტი პირველზე 800 კმ-ით მოკლეა.
ამ შემთხვევაში, მაგისტრალური წყალსადენის მშენებლობისას ადვილად გასათვალისწინებელი იქნება მილსადენის განშტოებების მშენებლობა წყლის განაწილებისთვის (დანართი 14).
ცხრილი 108: პროექტის წინასწარი ეკონომიკური და ტექნიკური მაჩვენებლები
მაჩვენებელი |
განზომილება |
მნიშვნელობა |
წყლის ტექნიკური დანაკარგები |
%25 |
2 |
მომხმარებლისთვის მიწოდებული წყლის რაოდენობა |
მ3/წელი |
124 647 719 |
წყლის შესაძლო ფასი |
US$/ლ |
0.01 |
წლიური გაყიდვების მოცულობა |
US$ |
1 246 477 190 |
საოპერაციო ხარჯები |
მილიონი US$/წელი |
246 |
წლიური მთლიანი მოგება |
მილიარდი US$ |
1 |
პროექტირების პერიოდი |
წელი |
2 |
მშენებლობის პერიოდი |
წელი |
4 |
პროექტირების ღირებულება |
მილიონი US$ |
150 |
მშენებლობის ღირებულება |
მილიარდი US$ |
9 |
კრედიტის დაბრუნების პერიოდი |
წელი |
15 |
ცხრილი 108 შეიცავს პირველად ინფორმაციას პროექტის ფინანსური და ტექნიკური მაჩვენებლების შესახებ.
ამრიგად, შემუშავდა ევროპის სასმელი წყლით მომარაგების სრულიად ახლებური კონცეფცია. რაც ადრე მოხდება ასეთი პროექტის რეალიზაცია, მით უფრო ჯანმრთელი იქნება ევროპის მოსახლეობა.
საქართველოს წილი წლიურ შემოსავლებში იქნება 500 მილიონი აშშ დოლარი.
____________________
1 გავიხსენოთ ეროვნული მეწარმეობის ხელშემწყობი პოლიტიკის ბრწყინვალე მაგალითი. ჟაკ შირაკის საფრანგეთის პრეზიდენტად არჩევისთანავე 1995 წელს მისმა ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ჩაეტარებინა რამდენიმე საცდელი ბირთვული მიწისქვეშა აფეთქება წყნარ ოკეანეში დაუსახლებელ, საფრანგეთის კუთვნილ მირერუას კუნძულზე. პირველი აფეთქების შემდეგ «გრინპისის» თაოსნობით წამოწყებულ იქნა მსოფლიო კამპანია ფრანგული პროდუქციის უგულებელყოფისთვის. ამ ინიციატივას განსაკუთრებით გამოეხმაურა აშშ-ის მოსახლეობა. ჟაკ შირაკმა თავისი პროექტი მაშინვე შეაჩერა და მეორე აფეთქება აღარ შემდგარა. ნახევარ წელიწადში ბირთვული პოლიგონი მერერუას კუნძულზე გაუქმდა. სხვა სიტყვებით, ჟაკ შირაკმა ეროვნული უსაფრთხოების დოქტრინას მეწარმეობის ხელშეწყობა ამჯობინა.
2 The Millennium development goals report. United Nations, New York, Published by the United Nations Department of Economic and Social Affairs, 2008, 56 p.
3 Prof. Lalzad. An overview of global water problems and solutions. London, May 2007, 36 p.
4 European environment outlook. EEA Report No 4/2005, European Environment Agency, Copenhagen, 2005, 92 p.
5 Water pollution. European Commission. Environment. http://ec.europa.eu/environment/water/.
6 Guidelines for drinking-water quality. Third edition. Volume 1. Recommendations. World Health Organization, Geneva, 2008, 668 p.
7 EU's drinking water standards. Water Treatment Solutions. Lenntech. http://www.lenntech.com/applications/drinking/standards/eu-s-drinking-water-standards.htm.
8 The Millennium development goals report. iqve.
9 იხ., მაგალითად, P. Kendall. Drinking water quality and health. Colorado State University, Extension 10/92. Food and Nutrition Series. March 2010: The importance of water and human health. http://www.freedrinkingwater.com/water-education/water-health.htm.
10 А.Г. Твалчрелидзе. Полезные ископаемые и минеральная ресурсная база Грузии. Москва, Изд-во «Руды и металлы», 2006, 320
11 European environment outlook.იქვე
12 არსებული ინფორმაციით (იხ., მაგალითად, Focus on ports. London, Palgrave Macmillan Publ., 2007, 96 p.; Factual report on the European port sector. Brussels, European Sea Ports Organization, 2007, 279 p.), ბოსფორის სრუტეს არ ძალუძს გაატაროს 50 მილიონ ტ-ზე მეტი დამატებითი ტვირთი.
![]() |
9.5 მერქნის, ავეჯის, ხის ნაწარმისა და ქაღალდის დამზადება |
▲ზევით დაბრუნება |
როგორც პირველ თავში აღინიშნა, საქართველოს ტყით დაფარული ფართობი 2.7 მილიონ ჰა-ს შეადგენს, ტყის ფონდი - 2.0 მილიონ ჰა-ს, მერქნის მარაგი - 451.7 მილიონ მ3.
საქართველოში ტყის ფონდის აბსოლუტურად არასწორ სახელმწიფო მართვას აღწერდა 2000 წელს ეკონომიკური კრიზისის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია1. მან ასეთი მაგალითი დაასახელა: საქართველოსა და შვეიცარიის ტყის ფონდი თითქმის თანაბარი მოცულობისაა, ოღონდ საქართველოში, ჯერ ერთი, უფრო ძვირფასი მცენარეების სახეობებია განვითარებული (იხ. ცხრილი 57) და მეორე, საქართველოში ტყის ბუნებრივი მატება (4%25) უფრო მაღალია, ვიდრე შვეიცარიაში (3.8%25). მაგრამ შვეიცარიის ბიუჯეტი მხოლოდ გადასახადების სახით ტყის ექსპლუატაციიდან წლიურად 2.5 მილარდ აშშ დოლარს იღებს.
საქართველოში მერქნის გადამუშავების მრეწველობა ფაქტობრივად გაჩერებულია: თითქმის გაუქმებულია საშრობი საამქროები, პრაქტიკულად აღარ იწარმოება პარკეტი. საქართველოში ავეჯი თითქმის არ მზადდება - ქართული ცალკეული ხელოსნებით დამზადებული ავეჯი იყიდება ჯიხურში №95 ავეჯის ბაზრობაზე „საბა“ (დღეში თითო საწოლი ან კარადა თუ გაიყიდა). ამასთან, საქართველოს ავეჯის მაღაზიები გადავსებულია ან ძალზედ ძვირი ან კიდევ აბსოლუტურად უგემოვნო ესპანური, იტალიური, ინდონეზიური, რუმინული ავეჯით. ალტერნატივას ნახერხიდან დამზადებული ყოვლად უხარისხო დანიური ავეჯი შეადგენს („დანიური სახლი“). საქართველოში, ძირითადად, სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში, მოჭრილი ტყე კი მორების სახით თურქეთში გაედინება. შესაბამისად, საქართველოში აღარ არსებობს ქაღალდის მრეწველობა.
ამ კატასტროფული მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო ხელშეწყობის პირობებში.
ცხრილი 109 შეიცავს ამ ბიზნესის ეკონომიკურ ანალიზს იმ პირობით, რომ მერქანი დამზადდება უსაფრთხო ტყის ჭრის ნორმების გათვალისწინებით ოპტიმალური ოდენობით, 40%25 საზღვარგარეთ გაიყიდება, ხოლო 60%25 მოხმარდება საქართველოში ავეჯის, პარკეტის, ხის ნაწარმის დამზადებას. ნახერხი არ გადაიყრება და ქაღალდის წარმოებას მოხმარდება.
აშკარად ჩანს მრეწველობის ამ დარგის უზარმაზარი პოტენციალი და არა მხოლოდ წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ სოციალური თვალთახედვითაც, ვინაიდან ეს დარგი სულ მცირე 40 ათას ადამიანს დაასაქმებს. მკვეთრად გაიზრდება საქართველოში დახარჯული ფულადი სახსრები, რაც, თავის მხრივ, ფულის მიმოქცევასა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს.
ცხრილი 109: მერქნის, ავეჯის, ხის ნაწარმისა და ქაღალდის დამზადების განვითარების ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლები
მაჩვენებელი |
განზომილება |
მნიშვნელობა |
აუცილებელი ინვესტიცია |
აშშ დოლარი |
500 000 000 |
მთლიანი წლიური გაყიდვები |
აშშ დოლარი |
2 644 876 274 |
მთლიანი გაყიდვები |
აშშ დოლარი |
79 346 288 208 |
საქმიანობის საშუალო ხანგრძლიობა |
წელი |
უსასრულო |
მთლიანი წლიური თვითღირებულება |
აშშ დოლარი |
1 703 950 509 |
წლიური გადასახადები |
აშშ დოლარი |
514 092 984 |
მთლიანი წლიური მოგება |
აშშ დოლარი |
426 832 780 |
წლიური ხელფასის ფონდი |
აშშ დოლარი |
851 975 255 |
დასაქმებულთა რაოდენობა |
კაცი |
40 000 |
საშუალო ხელფასი |
აშშ დოლარი/თვე |
1 775 |
ინვესტიციის დაფარვის საშუალო ვადა |
წელი |
15 |
დაგროვილი წმინდა წლიური მოგება |
აშშ დოლარი |
423 532 780 |
საქართველოში დასახარჯი თანხა |
აშშ დოლარი |
2 218 043 493 |
მწარმოებლურობის შიგა დონე |
%25 |
15 |
დისკონტირებული ღირებულება |
აშშ დოლარი |
2 200 000 000 |
დამატებული ღირებულება |
აშშ დოლარი |
1 057 950 509 |
_____________________
1 საფინანსო-საბიუჯეტო კრიზისის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის დასკვნა. საქართველოს პარლამენტი, თბილისი, 2000. 168 გვ. (ხელნაწერის უფლებით).
![]() |
9.6 საქართველოს ინოვაციური განვითარების საკითხები |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრობლემების საერთო კომპლექსში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი მიეკუთვნება ინოვაციურ-ტექნოლოგიური პოტენციალის განვითარებისა და მისი ეფექტური სახელმწიფო მხარდაჭერის საკითხს, რადგანაც ქვეყნის წინაშე მდგარი ეკონომიკური ამოცანების გადაწყვეტა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სამეცნიერო და საინჟინრო-ტექნოლოგიური საქმიანობის მკვეთრ გაუმჯობესებაზე.
ინდუსტრიულად განვითარებულმა, ასევე დინამიურად განვითარებადმა ქვეყნებმა უკანასკნელ წლებში შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწიეს უმეტესად წარმატებული ინოვაციურ-ტექნოლოგიური საქმიანობით და შექმნილი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლების თანამედროვე სისტემის გამოყენებით, რომლის საფუძველს შეადგენს სამეცნიერო კვლევებისა და დამუშავებების შედეგების კომერციალიზაციის ეფექტიანი მექანიზმი. დღეს მსოფლიო პრაქტიკაში ეკონომიკის განვითარების ინოვაციური რეჟიმზე გადაყვანის მდიდარი გამოცდილება არსებობს, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ პირობებში.
დღეისათვის საქართველოში ინოვაციური კლიმატი აღნიშნული საქმიანობისათვის არასახარბიელოა. არ არსებობს ერთიანი ინოვაციური სახელმწიფო პოლიტიკა, სუსტია ინოვაციური ინფრასტრუქტურა, შეზღუდულია ინოვაციის ბაზარი და ამ პროცესების მართვის ნორმალური ეკონომიკური სტიმულირების საშუალება. ფინანსურმა სიძნელეებმა სამრეწველო სფეროში, სათანადო გარანტიების არ არსებობამ და თანამედროვე და განსაკუთრებით მაღალტექნოლოგიური წარმოების შექმნის სირთულეებმა, განვითარების არასტაბილურმა ტემპებმა კიდევ უფრო შეამცირა ინოვაციური საქმიანობისადმი ინტერესი და გამოიწვია მისი თანდათანობითი შეკვეცა.
და ეს მაშინ, როდესაც ინოვაციური საქმიანობის გააქტიურება წარმოადგენს იმ პრიორიტეტულ მიმართულებას, რომლის წარმატებული განხორციელება განაპირობებს ეკონომიკური და სოციალური განვითარების პრობლემების ფართო სპექტრის გადაწყვეტას და არის ის ქმედითი საშუალება, რომელმაც შეიძლება უზრუნველყოს ეკონომიკური წინსვლა, და, რაც მთავარია ბაზრის შევსება საკუთარი წარმოების სხვადასხვა სახის კონკურენტუნარიანი პროდუქციით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ კონცეპტუალური ანალიზის მიზანია - ხელი შეუწყოს საქართველოში ინოვაციური პოტენციალის განვითარებას და მის გარდაქმნას საქართველოს ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან ფაქტორად; ქვეყნის ინოვაციური განვითარების სტრატეგიის შექმნას, ეროვნული ინოვაციური პოლიტიკის კონცეპტუალური ბაზის ჩამოყალიბებას, ქვეყნის ინოვაციური საქმიანობის სტრატეგიისა და მისი რეალიზაციის სახელმწიფო პროგრამის დამუშავებას, ეროვნული ინოვაციური სისტემის ჩამოყალიბებასა სამეცნიერო-საინჟინრო დამუშავებების ეკონომიკურად მიზანშეწონილ გარდასახვას სამრეწველო ნაწარმში ახალი პროდუქტებისა და ტექნოლოგიების სახით.
![]() |
9.6.1 ძირითადი განსაზღვრებები1 |
▲ზევით დაბრუნება |
„ინოვაცია (ახალშემონაღები)“ - ახალი, ეფექტიანი პროდუქტის (მომსახურეობის) მიღების, მათი წარმოების წესის და შემდგომში შიგა და საგარეო ბაზარზე რეალიზაციის პროცესის შედეგია. იგი არის შემოქმედებითი პროცესის დამასრულებელი ეტაპი მისი პრაქტიკაში განხორციელების თვალსაზრისით. თუ შემოქმედება გულისხმობს სიახლის შექმნას, ინოვაციის შინაარსში იგულისხმება შექმნილი სიახლის პრაქტიკაში გამოყენება. ამდენად, როგორც სამეცნიერო-საწარმოო ციკლის საბოლოო შედეგი, იგი განიხილება ინოვაციური პროცესებიდან მოუწყვეტლივ.
„ინოვაციური პროცესი“ - მეცნიერული ცოდნის ინოვაციებად გარდაქმნის პროცესია. იგი მთლიანობაში მოიაზრება, როგორც საქმიანობა, რომელიც უზრუნველყოფს ახალ შესაძლებლობათა მუდმივ ძიებას, დასმული ამოცანების გადასაწყვეტად სხვადასხვა რესურსული წყაროების გამოძებნას, მოზიდვას და კვლავწარმოებით პროცესში ჩართვას, მეცნიერებატევადი, კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას ახალი მიდგომებისა და ტექნოლოგიების საშუალებით.
„ინოვაციური საქმიანობა“ - ინოვაციური საქმიანობას გადამწყვეტი მნიშნელობა აქვს წარმოების ტექნოლოგიური დონისა და პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლების საქმეში. იგი მიმართულია სამეცნიერო კვლევებისა და დამუშავებების შედეგების გამოყენებაზე ახალი ან სრუყოფილი საქონლისა თუ მომსახურეობის მიღების, მათი წარმოების წესისა და შიგა და საგარეო ბაზარზე შემდგომი ეფექტიანი რეალიზაციის მიზნით.
„ინოვაციური პოტენციალი“ (საწარმოს, დარგის, სახელმწიფოს) - ინოვაციური საქმიანობის განხორციელებაში მონაწილე სხვადასხვა სახის რესურსების ერთობლიობა. ინოვაციური პოტენციალი ეყრდნობა ინტელექტუალურ, მეცნიერულ-ტექნიკურ, საწარმოო, მატერიალურ და ფინანსურ პოტენციალებს.
„სახელმწიფო ინოვაციური პოლიტიკა“ - სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია, რომელიც განსაზღვრავს ინოვაციების დარგში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის მიზნებს, მიმართულებებს და მეთოდებს. ინოვაციური პოლიტიკის ძირითად ამოცანას თანამედროვე ეტაპზე წარმოადგენს ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც შეძლებს სამამულო ინტელექტუალური პოლიტიკისა და თანამედროვე ტექნიკისა და ტექნოლოგიების მიღწევების გამოყენებას კონკურენტუნარიანი პროდუქციის საწარმოებლად.
„ინოვაციური სფერო“ - ინოვაციური პროდუქტის მწარმოებლისა და მომხმარებლის მოქმედების არეალი, რომელიც მოიცავს ინოვაციის შექმნას და გავრცელებას;
„ინოვაციური ინფრასტრუქტურა“ - ორგანიზაციები, რომლებსაც შესწევთ უნარი უზრუნველყონ ინოვაციური საქმიანობა (ინოვაციური-ტექნიკური ცენტრები, ტექნოლოგიური ინკუბატორები, ტექნოპარკები, სასწავლო-ბიზნეს ცენტრები და სხვა ცენტრალიზებული სტრუქტურები);
„ინოვაციურად აქტიური საწარმოები“ - საწარმოები, რომლებიც ახორციელებენ ახალი ან/და გაუმჯობესებული პროდუქტის, ტექნოლოგიური პროცესების დამუშავება-დანერგვას ან ინოვაციური საქმიანობის სხვა სახეობებს;
„ინოვაციური პროგრამა“ (სახელმწიფო, სახელმწიფოთშორისი, რეგიონული, რეგიონათშორისო) - ინოვაციური პროექტების და ღონისძიებების კომპლექსი, პრინციპულად ახალი სახის პროდუქტის (ტექნოლოგიების) რაციონალურად ათვისებისა და გავრცელების ამოცანის ეფექტურად გადაწყვეტისათვის, რომელშიც განსაზღვრულია რესურსები, შემსრულებლები და შესრულების თარიღები.
____________________
1 Georgian Enginnering News-ის დამატება „ინოვაცია 2003“ შ. ჭალაღაძის რედაქციით. თბილისი 2003, 140 გვ.; INNOVBATION: Opprtunities and models for the future, Official WWF Documentation volume, WWF, Gland, CH, 2000.
![]() |
9.6.2 არსებული მდგომარეობის ანალიზი |
▲ზევით დაბრუნება |
ინოვაციური განვითარება მსოფლიოს მოწინავე ინდუსტრიული ქვეყნების ძირითად „ამძრავს“ წარმოადგენს. ახალი ნოვაციებისა და ტექნოლოგიების საფუძველზე მაღალტექნოლოგიური პროდუქტის წარმოება და მსოფლიო ბაზარზე მისი გატანა დასავლეთ ევროპის მაღალგანვითარებული ქვეყნებისთვის, აშშ-ის, იაპონიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის სახელმწიფოებისთვის ეკონომიკური ზრდის მთავარ მამოძრავებელ სტრატეგიულ მიმართულებად გადაიქცა. კერძოდ, ევროკავშირის ქვეყნების სტრატეგია ინოვაციური საქმიანობის სფეროში შემდეგ ძირითად მიმართულებებს მოიცავს:
ევროკავშირისყველა ქვეყნისთვის ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა, სადაც აკუმულირებულია საწარმოს შექმნისთვის აუცილებელი პროცედურების კომპლექსი;
მცირედა საშუალო საწარმოთა მხარდაჭერა, მათ მიერ დამუშავებული ნოვაციების, ახალი ტექნოლოგიებისა და გამოშვებული პროდუქტის უკანონო კოპირებისგან სამართლებრივი დაცვის მიმართულებით;
მცირედა საშუალო საწარმოთა ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმების შექმნა, პატენტების მომზადების, რეგისტრაციისა და დანერგვის ხელშეწყობა;
საწარმოთაინოვაციური საქმიანობის დაფინანსების მექანიზმის სრულყოფა, ინოვაციების კომერციალიზაციის ხელშეწყობა;
ინოვაციურიპროდუქტის დამამუშავებელი და გამომშვები საწარმოებისთვის წამახალისებელი საგადასახადო რეჟიმის შემოღება;
სამეწარმეო განათლების დონის ამაღლების ხელშეწყობა.
ამჟამად, მსოფლიოში ინოვაციურ-ტექნოლოგიური განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებად ითვლება ინფორმაციული, გარემოსდაცვითი, სამედიცინო ტექნოლოგიები, ბიოტექნოლოგიები, ენერგიის ალტერნატიულ წყაროებთან დაკავშირებული ტექნოლოგიები და ზოგიერთი სხვა.
საბაზრო ურთიერთობათა ფორმირების თანამედროვე ეტაპზე საქართველოში ინოვაციური საქმიანობა საკმაოდ დაბალ დონეზეა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს მაღალკვალიფიციური კადრები, შესაბამისი სამეცნიერო-საწარმოო ბაზა, მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური მარაგები და სხვა, უკიდურესად სუსტია ორიენტაცია ინოვაციური პოტენციალის, მეცნიერების მიღწევების წარმოებაში და საქმიანობის სხვა სფეროებში რეალიზაციისკენ.
რაც შეეხება ინოვაციური აქტივობასთან დაკავშირებულ მდგომარეობას დარგობრივ ჭრილში, ნებისმიერი დარგის უპირველესი პრობლემა დაკავშირებულია საწარმოებში საკუთარი საშუალებების, როგორც ბიუჯეტური, ისე არაბიუჯეტური წყაროებით დაფინანსების უკმარისობასთან, მათ შორის მოზიდული სახსრების შეზღუდვასთან. წარმოების მოცულობის შემცირებისა და ფინანსების მუდმივი დეფიციტის პირობებში შეუძლებელი ხდება ფულადი რესურსების გამოყოფა ინოვაციური საქმიანობისთვის.
ინოვაციური აქტივობის განსაკუთრებით დაბალი დონით გამოირჩევიან ის დარგები, რომლებიც ორიენტირებულნი არიან შიგა ბაზრის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, როგორიცაა მსუბუქი მრეწველობა, საშენ მასალათა, ხის დამამუშავებელი მრეწველობა. სამამულო სამომხმარებლო საქონლის დაბალი კონკურენტუნარიანობის გამო, რომელსაც თან ახლავს იმპორტის ინტერვენცია, მეტად დაბალია წარმოების, მისი ტექნოლოგიურობის, ტექნიკური გადაიარაღებისა და მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის დონე. განსაკუთრებით ეს ეხება მრეწველობის ხერხემალს - მაქანათმშენებლობასა და ლითონდამმუშავებელ მრეწველობას.
ყოველივე აღნიშნული, ბუნებრივია, უარყოფით გავლენას ახდენს პროდუქციის ხარისხზე, მის კონკურენტუნარიანობაზე და წარმოების ეფექტიანობაზე.
იმ დარგების რიცხვს, რომელთაც ინოვაციური აქტივობის სასურველი დონე გააჩნიათ, მიეკუთვნება ფერადი მეტალურგია, კვების, ქიმიური და ნავთობქიმიური მრეწველობა. მათ პროდუქციაზე სტაბილური მოთხოვნაა როგორც შიგა, ასევე გარე ბაზარზე.
მიუხედავად არსებული მდგომარეობისა (საწარმოთა რთული ფინანსური ბაზა, დაბალი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა, რაც არ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს და სხვ.), ინოვაციური საქმიანობის მხრივ, მეტნაკლებად აქტიურნი რჩებიან მანქანათმშენებლობის რიგი საწარმოები, სადაც შეიძლება გამოიყოს მათი ორგვარი ინოვაციური სტრატეგია. პირველი, როცა საწარმო ცდილობს თანამედროვე დასავლური ტექნოლოგიების გამოყენებით წარმოების განახლებას (ასეთი შემთხვევები იშვიათია), და მეორე, როცა საწარმო საკუთარი ინოვაციური რეზერვების ხარჯზე ახდენს არა ტექნოლოგიურად ახალი პროდუქტის ათვისებას, არამედ არსებული ტექნოლოგიის გამოყენებით, საბაზრო სეგმენტების მოთხოვნილების შესაბამისად ითვისებს ახალ პროდუქციას. ამასთან, საკუთარ ინოვაციური გამოკვლევებს და დამუშავებებს საწარმოების უმრავლესობა არ აწარმოებს, ხოლო პროგრესული ინოვაციებით, რომლებიც დაკავშირებულია ახალი ტექნოლოგიური პროცესების დანერგვასთან, ან არსებულის სრულყოფასთან, დაკავებულია დარგის ინოვაციურად აქტიური საწარმოების ძალზედ მცირე რაოდენობა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ამჟამად ძირითადად შენარჩუნებულია ინტელექტუალური საქმიანობის სტაბილურობა (იხ. ცხრილი) და საკმაოდ მაღალია ინტელექტუალური პროდუქტის მიწოდება, იგი არაადექვატურია საწარმოთა მხრიდან ინოვაციებზე არსებული მოთხოვნისა. საქართველოს მეცნიერულ-ტექნოლოგიური რეფორმის შედეგად, განათლების და მეცნიერების სამინისტრომ თავის სისტემაში გააერთიანა 61 სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაცია, რომლებიც ძირითადად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. 2010 წლიდან დაიწყო ამ ინსტიტუციების უწყებრივი დაქვემდებარების ცვლილება. მათი უმრავლესობა გადაეცა უნივერსიტეტებს, ხოლო ზოგიერთი სამინისტროების დაქვემდებარებაში რჩება. მოუწესრიგებულია სამეცნიერო და აკადემიური ხარისხების მინიჭების სისტემა, რამაც გამოიწვია დაცული დისერტაციების მეცნიერული დონის მკვეთრი ვარდნა. ამასთან ერთად გართულებულია საქართველოში მინიჭებული ხარისხების აღიარება საზღვარგარეთ. არ არის შექმნილი მწყობრი სისტემა მეცნიერულ-ტექნოლოგიური სამუშაოების საგრანტო დაფინანსებისა, რაც აძლიერებს კადრების გადინებას მეცნიერულ-ინოვაციური საქმიანობის სფეროდან ქვეყანაში ან აპირობებს მათ უცხოეთში გადასვლას.
მთლიანობაში, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ინოვაციური პროდუქტის წარმოება მნიშვნელოვნად ჩამორჩება ბაზრის ფორმირების პროცესს და მოთხოვნას, ხოლო შექმნილი მეცნიერულ-კვლევითი პროდუქტი იშვიათად გადაიქცევა საწარმოო, კომერციულ პროდუქტად.
ამასთან, არსებობს სამართლებრივი და ორგანიზაციული ხასიათის პრობლემები, ინტელექტუალური საკუთრების დაცვასა და გადაცემაში, ლიცენზირებასა და სერტიფიცირების სფეროებში, ინოვაციური საქმიანობის საინვესტიციო მექანიზმების ნაწილში და ა.შ.
საქართველოში არ არის შექმნილი და განვითარებული ინოვაციური ინფრასტრუქტურა, რომელიც სიახლეებისთვის განსაკუთრებულ რეჟიმს უზრუნველყოფს: რისკების დაზღვევა, ვენჩურული ფონდები, ლიზინგური კომპანიები, ანუ ის აუცილებელი პირობები, რომელთა გარეშეც შეუძლებელია საწარმოებმა უზრუნველყონ ინოვაციური საქმიანობის მკვეთრი გაუმჯობესება.
მსხვილ ფირმებთან და გაერთიანებებთან ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭება მცირე საწარმოებს. განვითარებულ ქვეყნებში ისინი უზრუნველყოფენ მთელი სიახლეების რეალიზების თითქმის ნახევარს, ამასთან აღსანიშნავია, რომ მცირე ფირმები სიახლეებს გაცილებით სწრაფად ნერგავენ, ვიდრე მსხვილი ორგანიზაციები, რასაც სამწუხაროდ ვერ ვიტყვით ჩვენს საწარმოებზე. 2010 წლის დასაწყისისთვის ქვეყანაში არსებული 4 ათასამდე მცირე საწარმოდან მხოლოდ მათი 3%25 ეწეოდა ინოვაციური საქმიანობას.
ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მცირე საწარმოები თავისი შესაძლებლობებით შეზღუდულია ფულად სახსრებში, რის გამოც ვერ ხერხდება მნიშვნელოვანი თანხების დაბანდება ახალ ტექნიკაში, ტექნოლოგიებში, მარკეტინგში, წარმოების გასაფართოებლად და სხვ.
მიუხედავად აღნიშნულისა და გარდამავალი პერიოდის სხვა სიძნელეებისა, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ინარჩუნებს მაღალ მეცნიერულ-ტექნიკურ პოტენციალს, კვალიფიციურ სამეცნიერო და საინჟინრო კადრებს, აქვს მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსები, შიგა ბაზრის დიდი პოტენციალი. რეფორმების წლებმა უჩვენეს, რომ საქართველო ფლობს კიდევ ერთ მნიშვნელოვან რესურსს - მეწარმეთა მაღალ პოტენციალს.
ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ყველა ეს რესურსი მიიმართოს ქვეყნის ეკონომიკის აღორძინებისკენ. ამასთან დაკავშირებით ინოვაციური სფეროს განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან ძირითადად ამ სფეროში ხდება ფუნდამენტური და გამოყენებითი გამოკვლევების ბაზაზე მეცნიერულ-ტექნოლოგიური პროდუქციის შექმნა, როგორც მაღალი სამომხმარებლო თვისებების მქონე საბაზრო საქონლისა.
![]() |
9.6.3 ეროვნული ინოვაციური სისტემის განვითარების სტრატეგია |
▲ზევით დაბრუნება |
ცნობილია ინოვაციური სტრატეგიის სამი ძირითადი მიმართულება:
„გადმოტანის“ სტრატეგია - ახალი, კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოების ათვისება საზღვარგარეთული მეცნიერულ-ტექნოლოგიურ და ინოვაციური პოტენციალზე დაყრდნობითა და მაღალეფექტიანი ახალი ტექნოლოგიების ლიცენზიების საზღვარგარეთიდან შეძენის გზით;
„დასესხების“ სტრატეგია - ინოვაციური ტექნოლოგიური პროდუქციის, რომელიც მანამდე იწარმოებოდა ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებში, წარმოების ათვისება ქვეყნის საკუთარი ინოვაციური პოტენციალის გამოყენებით;
„გაძლიერების“ სტრატეგია - ახალი კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოების ათვისება ახალი და უახლესი ტექნოლოგიების, ქვეყნის საკუთარი მეცნიერულ-ტექნიკური და საწარმოო-ტექნოლოგიური პოტენციალის და საერთაშორისო გამოცდილების გამოყენებით.
აღნიშნულ სტრატეგიებს შორის საქართველოსთვის ოპტიმალური გზის არჩევა დამოკიდებულია არსებულ სასტარტო პირობებზე. კერძოდ, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში:
ინოვაციური საქმიანობის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის პოლიტიკა დღემდე არ არის გამოკვეთილი;
არარსებობს ინოვაციური ინფრასტრუქტურა;
სახეზეა საწარმოთა ფინანსური რესურსების დეფიციტი;
ადგილიაქვს ეკონომიკის რეალური სექტორის ცალკეულ დარგთა ტექნოლოგიურ ჩამორჩენილობას, რაც პროდუქტის დაბალ კონკურენტუნარიანობას განაპირობებს;
განუვითარებელიამცირე ინოვაციური საწარმოები, რომელთაც ექნებოდათ ბაზრის ცვალებადი გარემოსადმი სწრაფი ადაპტირების უნარი.
არსებული პირობებისა და შეზღუდვების გათვალისწინებით, ოპტიმალურ გზას საქართველოსთვის წარმოადგენს „დასესხების“ სტრატეგიის განვითარება, რომელიც შედარებით ნაკლებ ფინანსურ დანახარჯებს მოითხოვს და ამავე დროს, საკუთარი მეცნიერულ-ტექნოლოგიური პოტენციალის გამოყენებას ეყრდნობა. ამასთან, ზოგიერთ დარგში შესაძლებელია „გაძლიერების“ სტრატეგიის გამოყენებაც, განსაკუთრებით იქ, სადაც საქართველოს მეცნიერულ-ტექნიკურ სფეროში ძლიერი საერთაშორისო პოზიციები გააჩნია.
ინოვაციური განვითარების არჩეული სტრატეგიიდან გამომდინარე, ქვეყანაში ინოვაციური საქმნიანობის ხელშეწყობის მიმართულებით გამოყოფილი უნდა იქნეს შემდეგი სახელმწიფო პრიორიტეტები:
მეწარმეობის განვითარება მეცნიერულ-ტექნიკურ სფეროში;
ისეთი ეკონომიკური და სამართლებრივი გარემოს შექმნა, რომელშიც აქტიურად განვითარდებოდა ინოვაციური პროცესები;
ინოვაციური ინფრასტრუქტურის განვითარება (ინოვაციურ-ტექნოლოგიური ცენტრები, ტექნოპარკები, ბიზნეს-ინკუბატორები, ინფორმაციული სისტემები, სპეციალისტების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემები მენეჯმენტის სფეროში, ინოვაციის მხარდაჭერის სხვადასხვა ფონდები, მათ შორის ვენჩურული ინვესტირება, დაზღვევის და ლიზინგის კომპანიები და ა.შ.).
რაც შეეხება ტექნოლოგიების განვითარების პრიორიტეტულ სფეროებს, საქართველოს დარგობრივი განვითარებისა და საერთაშორისო ტენდენციების გათვალისწინებით, ასეთებად შეიძლება მივიჩნიოთ:
ინფორმაციულიტექნოლოგიები;
ეკოლოგიურადსუფთა საკვები პროდუქტების დამზადების ტექნოლოგიები;
სამედიცინობიოტექნოლოგიები;
ახალიმასალების მიღების ტექნოლოგიები;
არატრადიციულიენერგეტიკის ტექნოლოგიები;
მიკრონანოსისტემების და ნანოტექნოლოგიების განვითარების სამრეწველო ტექნოლოგიები;
ბუნებრივირესურსების მოპოვებისა და გადამუშავების მაღალეფექტიანი ტექნოლოგიები.
აღნიშნული ჩამონათვალი შესაძლებელია მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდეს ტექნოლოგიური სფეროს განვითარებისა და ამ სფეროში სიახლეთა შედარებითი უპირატესობების გამოკვეთის პროცესში.
![]() |
9.6.4 ინოვაციური საქმიანობის განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებები |
▲ზევით დაბრუნება |
ვინაიდან საქართველოში ინოვაციური სფეროს განვითარების ძირითად სტარტეგიას ე.წ. „დასესხების“ სტრატეგია წარმოადგენს, რომელიც, როგორც ადგილობრივი ბიზნესის ინოვაციური აქტივობის ხელშეწყობას გულისხმობს, ისე უცხოური გამოცდილების ათვისებას ითვალისწინებს, საგადასახადო პოლიტიკა ამ სფეროში მიმართული უნდა იქნას აღნიშნული ორი მიმართულებით:
პირველი მიმართულება - მეწარმეობის ხელშემწყობი სატარიფო პოლიტიკა - საქართველოში მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით არსებითად მოწესრიგებულია ინოვაციური საქმიანობისთვის არაშემზღუდავი სატარიფო რეჟიმის არსებობის საკითხი. კერძოდ, საწარმოთა მოგების დაბეგვრის პროცესში ამოცანას წარმოადგენს საწარმოთა მიერ იმგვარი ხარჯების გაღების წახალისება, რომლებიც მიმართულია მეცნიერულ-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების განსახორციელებლად. ასეთი სახეობის ხარჯები უნდა დაექვემდებაროს გამოქვითვას დასაბეგრი მოგებიდან მოგების გადასახადის გამოანგარიშების დროს. აღნიშნული მექანიზმი გათვალისწინებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 53 მუხლით.
ტექნიკური და ტექნოლოგიური ბაზის განახლების მიზნით ქვეყნის ტერიტორიაზე შემოტანილი ხელსაწყოებისა და მანქანა-დანადგარებისთვის, აგრეთვე ტექნოლოგიური მანქანა-მოწყობილობებისა და მათი სათადარიგო ნაწილებისთვის, რომლებიც მეცნიერულ-კვლევითი მიზნებისათვის გამოიყენება, სტიმულებს ქმნის დამატებული ღირებულების ნაწილში შეღავათების დაწესება. აღნიშნული, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლით, დღგ-სგან თავისუფლდება.
მნიშვნელოვანია, რომ დამატებული ღირებულების გადასახადით ამჟამად არ იბეგრება ინტელექტუალური საკუთრების მიწოდება, კერძოდ, საპატენტო-სალიცენზიო ოპერაციები, რომლებიც დაკავშირებულია სამრეწველო ობიექტებთან, აგრეთვე საავტორო უფლებების მიღებასთან.
საბაჟო ტარიფების ნაწილში ახალი ტექნოლოგიების მასტიმულირებელი რეჟიმი ძირითადად ინტელექტუალური საკუთრების ექსპორტ-იმპორტის მაქსიმალური ლიბერალიზაციით გამოიხატება. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ამ ეტაპზე გაგვიჭირდება მხოლოდ უახლესი ტექნოლოგიების იმპორტზე ორიენტაცია, საქართველოს პირობებში ასევე მნიშვნელოვანია საზღვარგარეთის ქვეყნებში ადრე ათვისებული, მაგრამ ჩვენი ქვეყნისათვის პროგრესული ტექნოლოგიების იმპორტი, რისთვისაც აუცილებელია აღნიშნული ტექნოლოგიების მატარებელი მატერიალური პროდუქტის - მანქანა-დანადგარების, ტექნოლოგიური ხაზების, მეცნიერულ-ტექნიკური და საწარმოო დანიშნულების მოწყობილობების იმპორტის სტიმულირება.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გათვალისწინებულია საქართველოს, როგორც ქვეყანას გარდამავალი ეკონომიკით საქონელთა ნომენკლატურის მთელ რიგ მნიშვნელოვან პოზიციებზე დაწესებული აქვს ნულოვანი საბაჟო ტარიფი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამჟამად საქართველოში მოქმედი საგადასახადო სისტემა არსებითად არ ზღუდავს ინოვაციური საქმიანობის განვითარებას. ამდენად, საწარმოთა ინოვაციური საქმიანობის შემაფერხებელ ფაქტორთა შორის ძირითადი მნიშვნელობა ენიჭება საწარმოთა ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას, შესაბამისი ინოვაციური ინფრასტრუქტურის შექმნას და ინოვაციურ ბიზნესთან დაკავშირებული რისკის შემცირებას.
მეორე მიმართულება - ინოვაციური ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა - მიმდინარე ეტაპზე უდიდეს მნიშვნელობას იძენს საქართველოში ინოვაციური საქმიანობის შესაბამისი ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება, როგორიცაა მცირე ინოვაციური, ინჟინირინგული, კონსალტინგური და ინფორმაციული სამსახურები, ტრეინინგ-ცენტრები, ლიზინგური მომსახურეობის კომპანიები, ინოვაციური მეწარმეობის მხარდამჭერი სახელმწიფო და არასახელმწიფო ფონდები და სხვ.
ინოვაციური ინფრასტრუქტურა უნდა ითვალისწინებდეს, ერთი მხრივ - სახელმწიფოებრივი რეგულირების გაძლიერებას და მისი შესაბამისი სუბიექტების ქმედების კოორდინაციას, მეორე მხრივ - ყველა დაინტერესებული სტრუქტურის ინტეგრაციას სიახლის რეალიზაციაში, ინვესტორების მოზიდვასა და ისეთი პირობების შექმნაში, რომლებიც ხელს შეუწყობენ საბაზრო ეკონომიკაში ინოვაციური პროცესის გააქტიურებას.
ამ მიზნით აუცილებელია შემდეგი ღონისძიებების გატარება:
ინოვაციურისაქმიანობის სახელმწიფო-საზოგადოებრივი მხარდაჭერის სისტემის შექმნა; პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლების და პროდუქციის წარმოების ზრდისთვის, ინოვაციური პროდუქციის წარმოების და ექსპორტის განვითარებისთვის სახელმწიფო ორგანოების, ფინანსურ-საკრედიტო ორგანიზაციების, კომერციული სტრუქტურების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების სპეციალური ფონდების და სხვათა მონაწილეობა;
ინოვაციურიპროექტებისა და პროგრამების საკონკურსო სისტემის შექმნა და მცირე და სწრაფად გამოსყიდვისუნარიანი ინოვაციური პროექტების რეალიზაციის სახელმწიფო მხარდაჭერა;
ინოვაციურისფეროში მარკეტინგული საქმიანობის ორგანიზაცია და წარმართვა;
ინოვაციურიპროგრამებისა და პროექტების პირდაპირი სახელმწიფო ინვესტიციები, რომელთაც გააჩნიათ ეროვნული მნიშვნელობა;
საქართველოშიინოვაციური საქმიანობის ხელშემწყობი გარემოს ჩამოსაყალიბებლად, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრობლობა, რომელიც ხელს შეუწყობს ურთიერთტრანსფერს და „ნოუ-ჰაუს“ გამოყენებას;
კერძოინვესტორებისთვის, რომლებიც წარმართავენ საქმიანობას მაღალტექნოლოგიურ წარმოებაში, ინოვაციის ათვისების პერიოდში სახელმწიფო მხარდაჭერის უზრუნველყოფა საგადასახადო შეღავათების დაწესებით;
ინოვაციურისაქმიანობის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად დაბეგვრის სისტემის რეფორმირება ამორტიზაციის ანარიცხების მექანიზმების შეცვლის, დაბეგვრის ბაზის დაზუსტების და სხვა საკითხების გადაწყვეტით;
საგარეო-ეკონომიკური ღონისძიებების ხელშეწყობა უცხოელ პარტნიორებთან ერთობლივ საწარმოთა შექმნისა და მეცნიერებატევადი პროდუქტის წარმოებისთვის, საზღვარგარეთ ინფორმაციისა და რეკლემის გავრცელება სამამულო ინოვაციათა შესახებ, საგამოფენო საქმიანობის სრულყოფა, უცხოურ კრედიტებში ინოვაციური ინფრასტრუქტურისთვის შესაბამისი კვოტების უზრუნველყოფა და სხვ;
ბიუჯეტურიდა არაბიუჯეტური სახსრების აქტიური მოზიდვა, რაც ხელს შეუწყობს ინოვაციური პროდუქტის ბაზის ჩამოყალიბებას, ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიების დამუშავებას;
ინვესტორებისინტერესის გაზრდის მიზნით პრაქტიკაში შემოღებულ უნდა იქნეს ფინანსური და ტექნიკური რისკების დაზღვევა, რომლებიც დაკავშირებული არიან ინოვაციური პროექტების რეალიზაციასთან;
დახმარებისგაწევა უცხოური და ადგილობრივი იურიდიული პირებისთვის ინოვაციური საქმიანობაში ინვესტიციების განსახორციელებლად;
ინფორმაციულისისტემის შექმნა, რომელიც მოიცავს მონაცემებს ინოვაციური საქმიანობის შესახებ;
სახელმწიფოინოვაციური ფონდის შექმნა. მას, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ მოწინავე ქვეყანაში, შესაძლოა ეწოდოს „სახელმწიფო ინოვაციური ფონდი“, „ინოვაციურ-ტექნოლოგიური განვითარების ფონდი“ და სხვ. ასეთი სახელმწიფო ფონდების ეფექტიანი საქმიანობა კარგადაა ცნობილი ბევრ ქვეყანაში.
„ფონდი“ ხელს შეუწყობს ქვეყნის მეცნიერულ-ტექნიკურ განვითარებას, სახელმწიფო ინოვაციური პოლიტიკის ფორმირებასა და რეალიზაციას, მეცნიერულ-ტექნიკური, მათ შორის რისკიანი პროექტების დაფინანსებას საკონკურსო წესით, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში მაღალმწარმოებელი და რესურსდამზოგავი ტექნოლოგიების უმოკლეს დროში დანერგვას, ბიზნეს-გეგმების მომზადებას საერთაშორისო დონეზე, ტექნოლოგიების ტრანსფერს, მეცნიერთა და სპეციალისტთა მატერიალურ სტიმულირებას, შეღავათიანი მიზნობრივი კრედიტების გაცემას და სხვ. გარდა ბიუჯეტური თანხებისა, ფონდის დაფინანსების წყაროს უნდა წარმოადგენდეს: სამინისტროების, უწყებების, ბანკების, გაერთიანებების, საწარმოების, ორგანიზაციების, ცალკეული მოქალაქეების, საზღვარგარეთის ფირმების, საერთაშორისო ორგანიზაციების ნებაყოფლობითი შენატანები, „ფონდის“ მიერ ჩატარებული ღონისძიებებიდან მიღებული შემოსავალი, შეღავათიანი საკრედიტო რესურსები, გრანტები, „ფონდის“ მონაწილეობით შექმნილი პროდუქტის რეალიზაციით მიღებული მოგების ნაწილი.
ყოველივე აღნიშნულის ორგანიზაციის, წარმართვისა და ხელმძღვანელობისთვის, ქვეყანაში ინოვაციური საქმიანობის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და მისი განხორციელების კოორდინაციის მიზნით, საქართველოში, როგორც საზღვარგარეთის ბევრ ქვეყანაში, უნდა ჩამოყალიბდეს ინოვაციური საქმიანობის ხელშემწყობი ეროვნული სამსახური.
![]() |
9.6.5 ინსტიტუციონალური და საკანონმდებლო-სამართლებრივი პირობების ფორმირება |
▲ზევით დაბრუნება |
ინოვაციური საქმიანობის განვითარების სტრატეგიის აღნიშნულ მიმართულებებთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ინსტიტუციონალურ გარდაქმნას (პრივატიზება, ფინანსურ-სამრეწველო ჯგუფების შექმნა, ინოვაციური სფეროში დემონოპოლიზაცია, მცირე მეწარმეობა და სხვ.), რომლებიც მიმართულია, უპირველეს ყოვლისა, საბაზრო ინფრასტრუქტურის შექმნისკენ, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს ინოვაციური საქმიანობის გააქტიურებას, უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანი პროდუქტის წარმოების ზრდას და ახალი ნოვაციებისა და ტექნოლოგიების ათვისებას.
მსხვილ გაერთიანებებში ინოვაციური საქმიანობის გააქტიურებასთან ერთად, აუცილებელია პირობების შექმნა ამ პროცესში მცირე მეწარმეობის ობიექტების მოზიდვისთვის, მათ შორის მსხვილი ფირმებიდან მცირე საწარმოების გამოყოფის ხარჯზეც.
მეცნიერულ-კვლევითი და საპროექტო-საკონსტრუქტორო ორგანიზაციების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია გამოთავისუფლებულ ბაზებზე ინოვაციური საკუთრების ფონდის შექმნა, რომელიც შეღავათიანი პირობებით გადაეცემა ინოვაციური საქმიანობის განმახორციელებელ მცირე საწარმოებს.
მნიშვნელოვან მომენტს წარმოადგენს ე.წ. მცირე „სახელობითი“ ინოვაციური ფირმების შექმნა, ცალკეული გამომგონებლების პერსპექტიული იდეების რეალიზაციისთვის.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ინვესტიციების მოზიდვის საკითხი. ამ მიზნით ინსტიტუციონალური გარდაქმნები მიმართული უნდა იქნეს გარე ინვესტორების მოზიდვისთვის ხელშემწყობი პირობების შესაქმნელად, პირველ რიგში ამას ხელს შეუწყობს ისეთი საგადასახადო რეჟიმის შექმნა, რომელიც წაახალისებს ინვესტიციურ საქმიანობას, სამამულო და საზღვარგარეთის ინვესტორების მოზიდვას ინვესტიციური პროექტების დასაფინანსებლად.
ინოვაციური პოლიტიკის გატარებისთვის აუცილებელია სათანადო საკანონმდებლო ბაზის ფორმირება, რომელიც განსაზღვრავს ამ საქმიანობას ყველა მიმართულებით. ინოვაციური საქმიანობის საკანონმდებლო ბაზა ეყრდნობა ფუძემდებლურ კანონებს საავტორო უფლებების, საპატენტო და ინტელექტუალური საკუთრების შესახებ, ინვესტიციების შესახებ, საგადასახადო, საბაჟო, ანტიმონოპოლიური რეგულირების, ფასებისა და ფასწარმოქმნის, მეწარმეთა და პრივატიზების შესახებ და სხვ. ინოვაციური საქმიანობის სამართლებრივი რეგულირება თანხმდება შრომის კანონმდებლობასთან, ბიუჯეტური პროცესებისა და მოწყობის კანონმდებლობასთან, სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი პროდუქტის მიწოდებისა და სახელმწიფო საიდუმლო კომერციული საქმიანობის კანონმდებლობასთან. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ არსებული საკანონმდებლო ბაზა სრულად ვერ პასუხობს ინოვაციური პოლიტიკის განხორციელების ამოცანებს და ამ საქმიანობის სწორად წარმართვისთვის საჭიროებს მის გაფართოებას, შევსებას ახალი კანონებით.
გასატარებელია ღონისძიებათა კომპლექსი წმინდა საბაზრო სტრუქტურების შექმნისთვის, მათ შორის ინოვაციური პროდუქტების რეალიზაციის ინოვაციური ბირჟების ორგანიზაციისთვის, ინოვაციური პროექტების განსახორციელებლად ინოვაციური ფირმების ფასიანი ქაღალდების ღია ვაჭრობების მოსაწყობად და ინოვაციური ბაზრის მონაწილეთა ინფორმაციული უზრუნველყოფისთვის, ინოვაციური-სამეწარმეო საქმიანობის გააქტიურებისთვის და სხვ.
წარმოდგენილი ზოგიერთი მიდგომა გათვალისწინებული არ არის მოქმედი კანონმდებლობით, მაგრამ მათი გამოყენება უაღრესად ეფექტიანი იქნება ინოვაციური პრობლემების გადაწყვეტისას. ამ მიმართულებით, უპირველეს ყოვლისა, შესამუშავებელი და მისაღებია კანონი „ინოვაციური საქმიანობის და ინოვაციური პოლიტიკის შესახებ“.
![]() |
9.6.6 ინოვაციური საქმიანობის საწარმოო-ტექნოლოგიური მხარდაჭერა |
▲ზევით დაბრუნება |
საბაზრო ეკონომიკის პირობებში ახალი ტექნიკისა და ახალი ტექნოლოგიების დამუშავებისა და მათი კომერციალიზაციის აქტიურ ფაქტორს წარმოადგენს ინოვაციური საქმიანობის საწარმოო-ტექნოლოგიური მხარდაჭერა. ინოვაციური საქმიანობის მხარდამჭერი ინფრასტრუქტურის წარმოქმნა ხდება არა ერთბაშად, არამედ ბუნებრივი განვითარების პროცესში. ამჟამად ინოვაციურ-ტექნოლოგიურ პროცესში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა სიდიდის, პროფილისა და სპეციალიზაციის წარმონაქმნები, როგორიცაა ტექნოპარკები, ბიზნეს-ინკუბატორები, ბიზნეს-ცენტრები, ინოვაციურ-ტექნოლოგიური ცენტრები, კონსალტინგური, ინჟინირინგული და ლიზინგური საწარმოები და სხვ. სტრუქტურები, რომელთა საქმიანობა განეკუთვნება ინოვაციური ციკლის სხვადასხვა ეტაპს. მათი ძირითადი მიზანია რესურსების უფრო ეფექტიანი გამოყენება, ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების დაჩქარებული შესწავლა, გამოკვლევა და დანერგვა, ამ მიზნით კაპიტალის კონცენტრაციის მაღალი ხარისხის მიღწევა მეცნიერული კვლევისთვის მეტად საჭირო წარმოების კუთვნილი მატერიალური ბაზისა და ქვეყნის მეცნიერული პოტენციალის კონცენტრირებით. მიუხედავად აღნიშნულისა, მათი უმრავლესობისთვის მეცნიერულ-ტექნიკური შედეგების კომერციალიზაცია დღესდღეობით წარმოადგენს ყველაზე სუსტ ადგილს, ამიტომ სტრუქტურები, რომლებიც ყველაზე დაწინაურებული არიან მეცნიერულ-ტექნოლოგიური შედეგებისა და ინოვაციების კომერციალიზაციაში და ფუნქციონირებენ მაღალი მეცნიერულ-საინჟინრო პოტენციალის მქონე სფეროებსა და რეგიონებში, გააჩნიათ ადგილობრივი ხელისუფლებისა და ეკონომიკური სტრუქტურების მხრიდან დიდი მხარდაჭერა და ეწევიან წარმატებულ ინოვაციური მეწარმეობას, რომელშიც იგულისხმება კომერციული საქმიანობის განსაკუთრებული სახეობა, რომლის მიზანია მოგების მიღება ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროში ინოვაციის შექმნისა და აქტიური გავრცელების გზით. კლასიკური საწარმოსგან განსხვავებით, ინოვაციური - ეფუძნება მოქმედი საწარმოს განვითარების უზრუნველყოფას (ახალი პროდუქცია, ტექნოლოგია, ბაზარი, მასალები, მართვის ფორმები), ან ახალი ინოვაციურად ორიენტირებული საწარმოს შექმნას. ინოვაციური-სამეწარმეო გაგება არ მოიცავს ინოვაციური საქმიანობის რაიმე განსაზღვრულ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმებს, რომლებიც რეგლამენტირებულია საქართველოში მოქმედი სამოქალაქო კოდექსით.
სხვადასხვა ქვეყნის ინოვაციური-სამეწარმეო საქმიანობის ინფრასტრუქტურის - ტექნოპარკების, მეცნიერულ-სამრეწველო პარკების, კოოპერატივებისა და სხვათა გამოცდილებამ დაგვანახა:
ისინი წარმოადგენენ მეცნიერებისა და წარმოების დაახლოების ეფექტიან ფორმას და რადიკალურად წყვეტენ დანერგვისა და კომერციალიზაციის პრობლემას; მინიმუმამდე დაჰყავთ „კვლევა-დამუშავება-წარმოების“ ციკლის ხანგრძლიობა;
მასში კოოპერაციულ საწყისებზე წარმატებით გამოიყენება არსებული მოწყობილობანი და ინტელექტი, რომელსაც განაგებს წარმოება და მეცნიერულ-საკონსტრუქტორო ორგანიზაციები;
სხვადასხვა პროფილის სპეციალისტებისა და მეცნიერთა თავმოყრა ერთი მიზნისთვის ხელს უწყობს დარგთშორისი გამოკვლევების ორგანიზაციას და მათ მეტად საჭირო კონტაქტებს;
ისინი წარმოადგენენ ეკონომიკური სტიმულირების თანამედროვე მიმართულებას, რომელიც ხელს უწყობს მეცნიერებისა და წარმოების ინტეგრაციას, მათ განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდას;
საქართველოს პირობებში ინოვაციური სამუშაოების კომერციალიზაციის ყველაზე ეფექტიანი გზა არის მცირე ინტეგრაციული ინოვაციური ფირმების („ბიზნეს-სათბურები“, ტექნოპარკები, ინოვაციური კოოპერატივები და სხვ.) განშტოებულ ქსელზე დაყრდნობა, რომელსაც გააჩნია უნარი მოკლე დროში, მინიმალური დანახარჯებით დაამუშაოს კონკურენტუნარიანი, მეცნიერებატევადი პროდუქცია.
მეცნიერულ-ტექნიკურ და ინოვაციური სფეროში მცირე სამეწარმეო ფორმების ფართო განვითარებამ რიგ ქვეყნებს თანამედროვე პირობებში ეკონომიკის გამოცოცხლებისა და საბაზრო გარდაქმნებში დიდი მეცნიერულ-ტექნიკური პოტენციალის ჩართვის შესაძლებლობა მისცა.
მცირე ინოვაციური მეწარმეობის მნიშვნელობის შესახებ მეტყველებს ის ფაქტი, რომ, მაგალითად აშშ-ში მცირე ბიზნესზე მოდის მეცნიერულ-ტექნიკური დამუშავების 50%25-მდე.
![]() |
9.6.7 პერსონალის მომზადება და გადამზადება ინოვაციური მენეჯმენტის სფეროში |
▲ზევით დაბრუნება |
ინოვაციური სფეროში საქმიანობის აქტივიზაციის უმთავრეს პირობას წარმოადგენს ამ სფეროში მომუშავე პერსონალის მომზადებისა და გადამზადების საკითხი.
თანამედროვე ბიზნესმენები და მენეჯერები მოქმედებენ სულ სხვა გარემოში, ვიდრე 10-20 წლის წინ. ბევრი მათგანი მწვავედ გრძნობს ახალი ცოდნისა და გამოცდილების შეძენის აუცილებლობას. ამიტომ, პირველ რიგში, აუცილებლია ქართული გარემოს თავისებურებიდან გამომდინარე ადგილობრივი კადრების აღზრდასა და განათლებაზე ყურადღების ყოველმხრივი გააქტიურება, მართვის თანამედროვე კულტურის დამკვიდრება. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ მართვის ეფექტიანობა, მისი ფორმები უშუალოდ არის დაკავშირებული ქვეყნის სპეციფიკასთან, მის სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ ტრადიციებთან და სხვ. ამდენად, საჭიროა ამ ფაქტორების გათვალისწინებით მენეჯერების მომზადებისა და გადამზადების სისტემის თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნათა შესაბამისად ორგანიზაცია, საკუთარი და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების სახსრების მოზიდვა ტრეინინგის სპეციფიური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელებისთვის. ეს პროგრამები უნდა შედგეს საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, ქვეყნის შიგნით ამისთვის აუცილებელი სასწავლო ბაზის შექმნის საფუძველზე. მხედველობაში მიიღება როგორც სწავლის ხარისხი, ისე მისი ფასი.
ინოვაციური საქმიანობის ფართომასშტაბიანი განვითარება წარმოუდგენელია საქართველოსთვის ახალი ტექნოლოგიების კომერციალიზაციის, ტექნოლოგიური ინოვაციებისა და ინოვაციური ფირმების მართვის სპეციალისტ-მენეჯერების კატეგორიის მასობრივი წარმონაქმნის გარეშე, რომლებსაც უნდა ჰქონდეთ კარგი მომზადება ტრანსფერსა და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის, თეორიისა და სამართლებრივი დაცვის პრაქტიკის საფუძვლებში, ინოვაციური პროექტებისა და მაღალტექნოლოგიური ფირმების მართვაში, პროგნოზირებასა და პროექტის საწყის სტადიაზე ახალი პროდუქტების, ტექნოლოგიების კომერციული მნიშვნელობის შეფასებასა და მათი ბაზარზე გატანის საკითხებში.
ღონისძიებები პირველ რიგში მიმართული უნდა იყოს შემდეგ საკითხებზე:
ინოვაციური საქმიანობისთვის პერსონალის (ხელმძღვანელობა, მეცნიერულ-ტექნიკური პერსონალი) მრავალსაფეხურიანი მომზადება და გადამზადება;
რეგიონულისაგანმანათლებლო ქსელის მხარდაჭერა; კადრების მომზადებისა და გადამზადების მიზნით მასწავლებლების, კონსულტანტების კვალიფიკაციის ამაღლება;
ასწავლოს პროგრამების რეგიონებზე გავრცელების მიზნით, ინტერაქტიული პროგრამებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების მომზადება ელექტრონული და დისტანციური განათლების სისტემის განვითარებისთვის;
კადრების მომზადებისა და გადამზადების სისტემის, განსაკუთრებით აქტუალური სასწავლო კურსების, სასწავლო-მეთოდური სახელმძღვანელოების შექმნა და გამოცემა;
ინოვაციურ-ტექნოლოგიური საქმიანობისა და ინოვაციური მეწარმოების მხარდაჭერის საკითხებში რეგიონული ადმინისტრაციული კადრების მომზადება.
![]() |
9.6.8 ინფორმაციულ-კომუნიკაციური უზრუნველყოფა |
▲ზევით დაბრუნება |
უნდა შეიქმნას ერთიანი ინფორმაციული ციკლი „მეცნიერე-მეცნიერება-წარმოება-ბაზარი“. ეფექტიანი ფუნქციონირება შესაძლებელია მხოლოდ ამ ციკლის ყველა ეტაპზე აუცილებელი ინფორმაციული უზრუნველყოფით. ინოვაციური საქმიანობის ინფორმაციულ უზრუნველყოფას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მეცნიერულ-ტექნიკური პროდუქციის პოტენციური მწარმოებლებისა და მომხმარებლების დიდ ტერიტორიაზე დაშორიშორების პირობებში. აღნიშნული საქმიანობის ჩარჩოებში ინფორმაციული უზრუნველყოფის პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია:
ინფორმაციული ქსელის პროგრამული და აპარატული მხარდაჭერა, რომელიც უზრუნველყოფს ურთიერთმოქმედი სტრუქტურების საქმიანობას;
მონაწილეთა ინფორმაციული ურთიერთქმედება, მათ შორის გლობალური ქსელის (ინტერნეტი) მეშვეობით;
ინოვაციური პროცესის ძირითადი ნაწილების (პროექტები, ფირმები, კადრები, რესურსები, პროდუქცია და ბაზრის კონიუქტურა და ა.შ) ინფორმაციულ მონაცემთა ბანკების შექმნა;
ინფორმაციული რეგლამენტებისა და ფორმატების შემუშავება; მათი ჰარმონიზაცია საერთაშორისო ანალოგებთან;
გადაწყვეტილების გამომუშავების უზრუნველყოფისა და მიღებისათვის ინოვაციური სფეროს სტატისტიკური და ანალიტიკური კვლევა;
სარეკლამო და საპრეზენტაციო საქმიანობა.
დიდი მნიშვნელობა აქვს ფართო საზოგადოების ინფორმირებას: კონკრეტული ინოვაციურ-ტექნოლოგიური პროექტების შესახებ, რომელიც მზადაა კომერციალიზაციისთვის; ორგანიზაციულ-ეკონომიკური მექანიზმებისა და ინოვაციური საქმიანობის ნორმატიულ-სამართლებრივ ბაზის შესახებ; შესაბამისი უწყებების, ფონდების, ინფორმაციული სისტემების, ტექნოპარკების, სასწავლო ცენტრების,
ფირმების და ა.შ. შესახებ; ამ სფეროში კონკრეტულ მიღწევებსა და მასში კონკრეტული პიროვნებების წარმატებების შესახებ; ინოვაციური საქმიანობის სოციალური მნიშვნელობის (ახალი სამუშაო ადგილების შექმნა) შესახებ. წამყვანი როლი ამ საკითხში ეკისრება ტელევიზიას, პრესას.
![]() |
9.6.9 ინოვაციური საქმიანობის განვითარების ეკონომიკური და ფინანსური საფუძვლები |
▲ზევით დაბრუნება |
მკაცრი ფინანსური პოლიტიკის პირობებში საწარმოები იძულებულნი არიან რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი გამოიყენონ მოქმედი წარმოების მიმდინარე საჭიროებების დაფინანსებაზე და იშვიათ შემთხვევაში ინოვაციების, ახალი ტექნოლოგიებისა და მეცნიერებატევადი კონკურენტუნარიანი პროდუქციის ათვისებისთვის. ინოვაციური სივრცე სამამულო საბანკო კაპიტალისთვის რჩება ნაკლებად მიმზიდველი.
აქტიური ინოვაციური პოლიტიკის გატარებისთვის საჭიროა მივიღოთ არაორდინალური ზომები სახელმწიფო-ინოვაციური სისტემის სრულყოფის, საკრედიტო და საგადასახადო პოლიტიკის, არაბიუჯეტური დაფინანსების მიზნით.
ინოვაციაში სახელმწიფო ინვესტიციების პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს სახელმწიფო ხარჯების ეფექტიანი სტრუქტურის შექმნაზე, რომელთა დონე არ უნდა იყოს კანონით დადგენილი მთლიანი ეროვნული პროდუქტის განსაზღვრულ წილზე ნაკლები.
ბიუჯეტური სახსრების ხარჯვის ეფექტიანობის ასამაღლებლად აუცილებელ კონკრეტულ ღონისძიებებს უნდა მიეკუთვნოს:
მხოლოდ იმ ინოვაციური პროექტების დაფინანსება დაუბრუნებლობის საფუძველზე, რომელთაც გააჩნია ზოგად-ეროვნული ხასიათი და გავლენას ახდენენ ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების ზრდაზე;
ნებისმიერი ფორმის საკუთრების მქონე ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ინოვაციური პროექტების სარეალიზაციოდ ბიუჯეტური სახსრების განთავსების საკონკურსო პრაქტიკის გაფართოება, იმ პირობით თუ წარმოდგენილი პროექტები წინ უსწრებენ მსოფლიო მეცნიერულ-ტექნიკურ დონეს. ამ შემთხვევაში, სახელმწიფო და მოზიდული კერძო ინვესტიციები გამოიყოფიან პარიტეტულ საწყისებზე.
პროექტების საკონკურსო შერჩევის სისტემის განვითარება მოხდება საწარმოო ინოვაციების ეროვნული ფონდის მეშვეობით, დაბრუნებადობის საფუძველზე.
კაპიტალის კვლავწარმოებისა და ამ პროცესის დაფინანსებაზე ინვესტიციის ქრონიკული უკმარისობის პირობებში დაჩქარებული ამორტიზაცია განიხილება, როგორც ამორტიზაციის ანარიცხების სწრაფი დაგროვების საშუალება, მოძველებული ტექნიკური საშუალებების ჩამოწერის და მათი ახლით შეცვლის შესაძლებლობის ამაღლება, რაც ასტიმულირებს ინოვაციაში სახსრების ინვესტირებას.
ინოვაციური პროექტების მხარდამჭერ ეფექტიან საბაზრო საშუალებად უნდა გახდეს კრედიტი გირაოს გამოყენებით.
ინოვაციური სფეროში აუცილებელია საგარანტიო-საგირავნო ფონდების შექმნა, რომლებიც გასცემენ გარანტიებს მაღალაეფექტიან პროექტებზე. აუცილებელია სამამულო კანონმდებლობაში გაფართოვდეს გირაოს საგნების ჩამონათვალი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების ჩათვლით (პატენტები, «ნოუ-ჰაუ», სამრეწველო ნიმუშები, სავაჭრო ნიმუშები), რაც საშუალებას მისცემს ინოვაციური პროცესების სუბიექტებს გააფართოოს თავიანთი საქმიანობის დაფინანსება საგირავნო კრედიტის მეშვეობით.
იმ ინვესტორების წრის გაფართოებაში, რომლებიც სახსრებს აბანდებენ ინოვაციებში, მნიშვნელოვანი როლი განეკუთნება ფინანსური რისკების დაზღვევას. გაფართოვდება დაზღვეული რისკების ჩამონათვალი ინოვაციური პროექტების რეალიზაციასთან დაკავშიერებული ტექნიკური და სხვა რისკების ჩათვლით.
ინოვაციური მოქმედების გააქტიურება მოითხოვს, ერთი მხრივ - სახელმწიფოებრივი მართვის გაძლიერებას და მისი ყველა სუბიექტის ქმედების კოორდინაციას, მეორე მხრივ - ყველა დაინტერესებული სტრუქტურის ინტეგრაციას სიახლის რეალიზაციაში, ინვესტორების მოზიდვასა და ისეთი პირობების შექმნაში, რომლებიც ხელს შეუწყობენ საბაზრო ეკონომიკაში ინოვაციურ პროცესს, მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევების რეალიზაციას.
ამ მიზნით, აუცილებელია ინოვაციური საქმიანობის გააქტიურების, მეცნიერებატევადი პროდუქციის წარმოების და ექსპორტის ეროვნული პროგრამის შემუშავება, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს:
სახელმწიფოებრივ-საზოგადოებრივი მხარდაჭერის სისტემის შექმნას მსხვილი ფირმების და გაერთიანებების, ასევე მცირე საწარმოებისთვის, რომლებიც ახორციელებენ ინოვაციური საქმიანობას;
ინოვაციური საქმიანობის ეკონომიკურ-სამართლებრივი უზრუნველყოფის, ინსტიტუციონალური გარდაქმნების, ინოვაციურ სფეროში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის და სტიმულირების მექანიზმის შემუშავებას;
ინოვაციურიპროექტებისა და პროგრამების ეროვნული ინფორმაციული ფონდის ფორმირებას;
ინოვაციური სფეროში დაფინანსების სისტემის განვითარებას, სახელმწიფო, კერძო და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას;
ინოვაციური პროექტების შერჩევისა და ფინანსების დაბრუნებადობის საკონკურსო სისტემის შემუშავებას;
საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის სრულყოფას, რომელიც შემდგომში განაპირობებს ინოვაციური აქტივობის, მეცნიერება ტევადი პროდუქციის წარმოებისა და ექსპორტის გადიდების უზრუნველყოფას;
რეგიონებში და საზღვარგარეთ ინოვაციური ცენტრების, ასევე ინოვაციური მეწარმეობის განვითარების ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტების ქსელის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ურთიერთ ტრანსფერს და მაღალი ტექნოლოგიების, ახალი მასალების და “ნოუ-ჰაუ”-ს გამოყენებას;
ახალი სამუშაო ადგილების, ხელსაყრელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების, საექსპორტო პროგრამების რეალიზაციის მეშვეობით, მოსახლეობის ეკონომიკურად აქტიური ნაწილის ჩართვას ინოვაციურ სფეროში;
სრული ინოვაციური ციკლის ერთობლიობის და მემკვიდრეობითობის უზრუნველსაყოფად, ინოვაციური პროექტების მართვის ინსტიტუტის შექმნას;
ინოვაციური საქმიანობის ყველა სუბიექტის შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინებით ინოვაციური პოლიტიკის რეალიზაცია, სახელმწიფო ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური პრიორიტეტები ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის გარდაქმნას თანამედროვე მოთხოვნილების საფუძველზე.
![]() |
9.6.10 ინოვაციურ-ტექნოლოგიური უსაფრთხოება |
▲ზევით დაბრუნება |
ინოვაციურ-ტექნოლოგიური უსაფრთხოება წარმოადგენს ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს. თანამედროვე სამყაროში ქვეყნის ეკონომიკის საფუძვლიანი გარდაქმნები, წინსვლა და მსოფლიო ცივილიზაციაში რეალური არსებობა წარმოუდგენელია საზოგადოების განვითარების მეცნიერულ-ტექნიკურ და ინოვაციური პარადიგმაზე დამყარების გარეშე. ამიტომ სახელმწიფოს ინოვაციურ-ტექნოლოგიური სუვერენიტეტის შენარჩუნების, უსაფრთხოების და მეცნიერულ-ტექნიკური პოტენციალის კვლავწარმოებისთვის აუცილებელია უსაფრთხოების დაცვის მექანიზმების საიმედო და ეფექტიანი სისტემის შექმნა და განხორციელება.
ბოლო წლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რთული დინამიკა უკიდურესად ნეგატიურად აისახა საქართველოს ინოვაციური-ტექნოლოგიურ სფეროზე. ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკურმა კრიზისმა გამოიწვია ინტელექტუალური პოტენციალის ემიგრაციის გააქტიურება, მეცნიერულ-საკონსტრუქტორო კადრების დენადობა, უმუშევრობა. მიმდინარეობს ინტელექტუალური კოლექტივების დაშლა. შეინიშნება სოციალური პრობლემების მკვეთრი გამწვავება და მეცნიერულ-საკონსტრუქტორო კადრების ასაკობრივი ზრდის ტენდენციები. ამჟამად, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი, წინასაპენსიო და საპენსიო ასაკში იმყოფება.
მოწინავე ტექნოლოგიების, ინოვაციური პროექტებისა და გამოგონებების წარმოებაში გამოუყენებლობა აიძულებს წარმოება-ორგანიზიცაიებსა და სამუშაოთა ავტორებს ეძებონ დაფინანსების უცხოური წყაროები. ამავე დროს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სირთულეები, რეფორმების კოორდინაციის არასრულყოფილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების გატარების პირობები და სხვა განაპირობებენ უცხოეთში მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევების, ინოვაციებისა და სამრეწველო ტექნოლოგიების უკონტროლო
გადინებას, ამასთან, ექსპორტზე კონტროლისა და მისი რეგულირების შესახებ საქართველოში მიღებული აქტები და გადაწყვეტილებები შემოიფარგლება მხოლოდ სტრატეგიული ნედლეულისა და ტექნიკური საშუალებების ექსპორტზე კონტროლით, სამოქალაქო დანიშნულების მაღალეფექტიანი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ექსპორტი კი საერთოდ არ რეგულირდება. მეცნიერულ-ტექნიკურ და ინოვაციური-ტექნოლოგიურ სფეროში შეიქმნა რამდენადმე ურთიერთსაწინააღმდეგო სიტუაცია, რომელიც განპირობებულია, ერთი მხრივ, საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებისა და ინფორმაციათა გაცვლის ობიექტური აუცილებლობით ამ სფეროში, ხოლო, მეორე მხრივ, სათანადო ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის არარსებობით, რომელიც აუცილებელია მაღალეფექტიანი სამამულო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის ქვეყნის გარეთ არასანქცირებული გადინების აღსაკვეცად.
უცხოური გრანტებისა და დახმარებების გამოყოფისას ინოვაციურ-ტექნოლოგიური საქმიანობის, მეცნიერული კვლევებისა და გამოგონებების, სამეცნიერო დაწესებულებებისა და კადრების შესახებ ინფორმაციის მიღების არსებული სისტემა უცხო ქვეყნებს შესაძლებლობას აძლევს შეაგროვოს ამომწურავი ინფორმაცია ქვეყნის მეცნიერული პოტენციალის განვითარების პრობლემების, მეცნიერულ-კვლევით პროცესში არსებული მდგომარეობის, მეცნიერულ-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების ყველაზე პერსპექტიული მიმართულებებისა და კვალიფიციური კადრების შესახებ. საქართველოს ინოვაციურ-ტექნოლოგიური და მეცნიერულ-ტექნიკური დამუშავებების გამოყენებით ეძლევა არა მარტო საკუთარი ეკონომიკის ინტერესებისთვის მუშაობის, არამედ საქართველოში ამ სფეროების ცალკეული მიმართულებების განვითარების კონსერვირების საშუალება, განსაკუთრებით იმ დარგებში, რომელთა მიღწევებიც შესაძლოა კონკურენტუნარიანი იქნეს მსოფლიო ბაზარზე.
ეკონომიკური და საზოგადოებრივი კავშირების ინტერნაციონალიზაციისა და გლობალიზაციის გაძლიერების პირობებში ინოვაციურ-ტექნოლოგიური მიღწევების დაცვისა და ეფექტიანად გამოყენების პრობლემა უნდა გახდეს ქვეყნის უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სისტემაში მისი თანაბარუფლებიანი ჩართვის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი. ამ პრობლემის გადაწყვეტა მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას და საკანონმდებლო, სოციალურ-ეკონომიკური, ორგანიზაციულ-ადმინისტრაციული და საკონტროლო ღონისძიებების გატარებაში სახელმწიფო სტრუქტურების კოორდინირებულ მონაწილეობას.
საერთაშორისო თანამშრომლობის ჩარჩოებში აუცილებელია:
შემცირდეს ტექნოლოგიურ საიდუმლოებასთან და დოკუმენტურ ინფორმაციასთან უცხოელი პარტნიორების უკონტროლო დაშვება;
ინფორმაციული უსაფრთხოების მიზნით აუცილებელია ინფორმაციული რესურსების დაცვა არასანქცირებული შეღწევისგან;
ინოვაციურ-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საკუთარი ბაზის გაფართოების მიზნით მოხდეს აღნიშნული სამუშაოების ერთობლივი ჩატარება;
მიზანშეწონილია ინოვაციური რისკების დაზღვევის მექანიზმის შემოღება. აღნიშნულისთვის აუცილებელია ასეთი სადაზღვევო სისტემის ორგანიზაციისა და სტიმულირებისთვის სათანადო რეკომენდაციების შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს შესაბამისი პროფილის არასახელმწიფოებრივი დაზღვევის კომპანიების შექმნას, უცხოური ინვესტიციებისა და ინვესტორების მოზიდვას;
შესაცვლელია პირობები, როცა მომზადებულ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტს თავის ქვეყანაში არ აქვს მისი სპეციალობისა და მომზადების დონის შესაბამისი შრომის ადექვატური პირობები;
საჭიროა განხორციელდეს სათანადო ღონისძიებები უახლოეს პერიოდში ინტერნეტ-კავშირების კიდევ უფრო გასაფართოებლად, მოსახლეობის მიერ კომპიუტერის ფლობის ხელშეწყობისა და ინტერნეტში ჩართვის უზრუნველსაყოფად.
ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის, სასურველია, საქართველოში მოწინავე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების იმპორტი დაბრკოლების გარეშე განხორციელდეს, ხოლო ქართული ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ექსპორტის კონტროლისთვის შეიქმნას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო გადაცემის სახელმწიფო კომისია, რომელიც ასევე დაიცავს საქართველოს მოქალაქის ეკონომიკურ ინტერესებს. ეკონომიკური ზრდის დროს მხედველობაში მიღებული უნდა იქნეს ყველა ის ხელშემწყობი ფაქტორი, რომელიც განამტკიცებს ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას და საქართველოს ინოვაციურ-ტექნოლოგიური და მეცნიერულ-ტექნიკური დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და უსაფრთხოების საშუალებას მოგვცემს.
![]() |
9.7 მანქანათმშენებლობა |
▲ზევით დაბრუნება |
რასაკვირველია, ჩვენ შორს ვართ ქუთაისის საავტომობილო ქარხნის აღორძინების იდეისგან. სატვირთო ავტომობილები, რომელსაც ეს ქარხანა აწარმოებდა, თავიდანვე იდეურად მოძველებული იყო.
სამაგიეროდ, საქართველოში იწარმოებოდა და 45 ქვეყანაში იგზავდებოდა1
ლითონსაჭრელი ჩარხები;
ამწის ელექტროძრავები;
ელექტროამამუშავებლები;
ელექტროსასიგნალო აპარატურა;
ელექტროსაშემდუღებლო მოწყობილობანი;
ელექტროურიკები;
ელექტრომანქანური მაძლიერებლები;
კვების მრეწველობის მოწყობილობანი;
ჰიდრომეტეოროლოგიური მოწყობილობანი;
მიკროძრავები;
მიწისსაწოვი დანადგარები.
ამჟამად, მრეწველობის ყველა ეს დარგი ფაქტობრივად გაუქმებულია. მთავრობამ სასწრაფოდ უნდა განიხილოს ზოგიერთი ამ პროდუქციის, მაგალითად, მიკროძრავებისა და მინიტრაქტორების წარმოების განახლების შესაძლებლობა.
თბილისისა და სხვა ქალაქების ბაზრობები გაჯერებულია იაფი დაბალი ხარისხის, ძირითადად, ჩინური წარმოების მიკროძრავებით (სიმძლავრე 1-3 კვტ), რომელზეც მოთხოვნა ძალზედ დიდია. 1970-90-იან წლებში ასეთი მიკროძრავები საქართველოში იწარმოებოდა და მას ჩინეთი და იაპონია ყიდულობდა. ტრადიცია ჯერ კიდევ შენარჩუნებულია - ტექნიკური ნახაზები ჯერ კიდევ არსებობს და წარმოების ამუშავებისთვის მთავრობის მხარდაჭერაა საჭირო.
გამოკითხვებზე დაფუძნებული მიკროძრავების წლიური გაყიდვა საქართველოში დაახლოებით 15 მილიონ ლარს შეადგენს2.
კიდევ უფრო მწვავეა მინიტრაქტორებით უზრუნველყოფის პრობლემა. როგორც პირველ და მეხუთე თავებში იყო ნაჩვენები, საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა და გამოუსადეგარია ფართომაშტაბიანი „მძიმე“ მექანიზაციისთვის. ერთადერთი გამოსავალია სასოფლო-სამეურნეო წარმოებისა და შინამეურნეობების მინი- და მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო კომპლექსური (მინიტრაქტორების ბაზაზე აწყობილი კულტივატორებით) მანქანა-დანადგარებით უზრუნველყოფა. ამ პრობლემის გადასაწყვეტად აშკარად არასაკმარისია საზღვარგარეთ ტექნიკისა და სათადარიგო ნაწილების შეძენა. გაცილებით უმჯობესია საკუთარი ეროვნული წარმოების აწყობა.
ოფიციალური სტატისტიკით3, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია 1 024 ათასი ადამიანი. ჩვენი გაანგარიშებით, მათგან მხოლოდ 102 ათასი ადამიანია ფერმერული საწარმოების მიერ დაქირავებულნი, ხოლო დანარჩენი 921.7 ათასი კაცი დაახლოებით 341 ათას შინამეურნეობაშია თვითდასაქმებული. ყველა ამ შინამეურნეობას აქვს სათანადო მიწის ნაკვეთი, სადაც თვითდასაქმებულნი ეწევიან აგრარულ საქმიანობას.
ჩვენი გაანგარიშებით, მინიტრაქტორებზე მთლიანი მოთხოვნაა 150 ათასი ერთეული და 10 წლის შემდეგ ყოველ წელს - 5 ათასი ერთეული. 3 წლის შემდეგ სათადარიგო ნაწილებზე მოთხოვნა (ტრაქტორზე გადაანგარიშებით) იქნება 2 ათასი ერთეული.
მინი- და მიკროელექტროძრავებზე მოთხოვნა, ჩვენი გაანგარიშებით წლიურად 30 ათას ერთეულს შეადგენს.
ცხრილი 110 შეიცავს მინიტრაქტორებისა და მინიელექტროძრავების წარმოების ერთობლივ ზოგად ეკონომიკურ ანალიზს იმ პირობით, თუ მინიტრაქტორის ფასი 8 000 აშშ დოლარის, ხოლო მინიელექტროძრავის ფასი 100 აშშ დოლარის ფარგლებში იქნება.
ცხრილი 110: მინიტრაქტორებისა და მინიელექტროძრავების
წარმოების ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლები
მაჩვენებელი |
განზომილება |
მნიშვნელობა |
აუცილებელი ინვესტიცია |
აშშ დოლარი |
105 000 000 |
მთლიანი წლიური გაყიდვები |
აშშ დოლარი |
123 000 000 |
მთლიანი გაყიდვები |
აშშ დოლარი |
3 690 000 000 |
საქმიანობის საშუალო ხანგრძლიობა |
წელი |
30 |
მთლიანი წლიური თვითღირებულება |
აშშ დოლარი |
73 800 000 |
წლიური გადასახადები |
აშშ დოლარი |
18 696 000 |
მთლიანი წლიური მოგება |
აშშ დოლარი |
30 504 000 |
წლიური ხელფასის ფონდი |
აშშ დოლარი |
30 060 000 |
დასაქმებულთა რაოდენობა |
კაცი |
840 |
საშუალო ხელფასი |
აშშ დოლარი/თვე |
2 892 |
ინვესტიციის დაფარვის საშუალო ვადა |
წელი |
15 |
დაგროვილი წმინდა წლიური მოგება |
აშშ დოლარი |
24 570 667 |
საქართველოში დასახარჯი თანხა |
აშშ დოლარი |
92 496 000 |
მწარმოებლურობის შიგა დონე |
%25 |
13 |
დისკონტირებული ღირებულება |
აშშ დოლარი |
11 500 000 |
დამატებული ღირებულება |
აშშ დოლარი |
49 200 000 |
_____________________
1 ეკონომიკა. ხალხის კეთილდღეობა. საქართველოს სსრ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, თბილისი, 1981, გვ. 118-158.
2 ლაპარაკია მხოლოდ საყოფაცხოვრებო დანიშნულების ელექტროძრავებზე. თუკი სამრეწველო საჭიროებასაც გავითვალისწინებთ 1-30 კვტ სიმძლავრის ძრავებზე, შიგა ბაზრის მოცულობა 100 მილიონ ლარად შეიძლება შევაფასოთ.
3 სტატისტიკური წელიწდეული - 2009. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, სტატისტიკის დეპარტამენტი. თბილისი, 2010, 322 გვ.
![]() |
9.8 მრეწველობის განვითარების კრებსითი ეკონომიკური მაჩვენებლები |
▲ზევით დაბრუნება |
ცხრილი 111 ასახავს მრეწველობის განვითარების ზოგად ეკონომიკურ ანალიზს. ნათლად ჩანს, რომ 1.2 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირება განაპირობებს 4.9 მილიარდის დისკონტირებული ღირებულიბისა (Net Present Value) და 3.1 მილიარდის წლიური დამატებული ღირებულების შექმნას.
ამრიგად, რენტაბელობის შიგა დონემ (Internaly Rate of Return) შეიძლება 38,7%25-ს მიაღწიოს, რაც განვითარებული ქვეყნებისთვის მიუღწეველი მაჩვენებლებია.
აქედან გამომდინარე, საინვესტიციო „იაფი ფულის“ მოზიდვა სულაც არ იქნება რთული. ამისთვის საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე უნდა განხორციელდეს შესაბამისი კომპანიების რეგისტრაცია და დაიწყოს აქციათა პირველადი ემისიის კამპანია (Initial Public Offer - IPO). მაგრამ ამ შემთხვევაში კომპანიათა მოგების სულ მცირე 60%25 ანუ 1,8 მილიარდი დოლარიდან 1,08 მილიარდი დივიდენდების სახით უცხოელ ინვესტორებს გაუნაწილდება. საქართველოს საქმე, უპირველეს ყოვლისა, მისმა მოქალაქეება უნდა აკეთონ.
ცხრილი 111: მრეწველობის განვითარების
ზოგადი ეკონომიკური მაჩვენებლები
მაჩვენებელი |
განზომილება |
მნიშვნელობა |
აუცილებელი ინვესტიცია |
აშშ დოლარი |
1 155 000 000 |
მთლიანი წლიური გაყიდვები |
აშშ დოლარი |
6 097 444 274 |
მთლიანი გაყიდვები |
აშშ დოლარი |
255 181 210 098 |
საქმიანობის საშუალო ხანგრძლიობა |
წელი |
30 |
მთლიანი წლიური თვითღირებულება |
აშშ დოლარი |
2 741 306 509 |
წლიური გადასახადები |
აშშ დოლარი |
916 035 984 |
მთლიანი წლიური მოგება |
აშშ დოლარი |
1 852 888 780 |
წლიური ხელფასის ფონდი |
აშშ დოლარი |
1 875 222 455 |
დასაქმებულთა რაოდენობა |
კაცი |
69 453 |
საშუალო ხელფასი |
აშშ დოლარი/თვე |
2 070 |
დისკონტირებული ღირებულება |
აშშ დოლარი |
4 868 000 000 |
დამატებული ღირებულება |
აშშ დოლარი |
3 065 823 509 |
![]() |
9.9 სოფლის მეურნეობა და კვების მრეწველობა |
▲ზევით დაბრუნება |
სოფლის მეურნეობის სავალალო მდგომარეობას საქართველოში ფუნდამენტური მიზეზები აქვს. ქართველი გლეხი თავისი ბუნებით მესაკუთრეა. ამიტომ იგი კოლექტივიზაციას 70 წლის განმავლობაში ვერ შეეგუა, თუმცა დაემორჩილა მას. შედეგად, 90-იანი წლებისთვის საქართველოში პარადოქსული სიტუაცია ჩამოყალიბდა: სავარგული მიწების 98.3%25 სახელმწიფო საკუთრებაში იყო, ხოლო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის 67%25-ს შინამეურნეობები ქმნიდნენ1. ამავდროულად, ეს შინამეურნეობები სარგებლობდნენ „შავი ბაზრის პრინციპებით“ კოლმეურნეობებისთვის გამოყოფილი მომსახურებით - სასუქებითა და ტექნიკით2.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საკოლმეურნეო მიწები ჯერ იჯარის, შემდეგ საკუთრების უფლებით - გლეხებს გადაეცათ, მაგრამ ეს პროცესი არ იყო კოლმეურნეობების მატერიალური ქონების პრივატიზებით გაძლიერებული - გამოუცდელ კანონშემოქმედებს ეს ქონება უბრალოდ არ გახსენებიათ3. ამ გარემოებით უმალ ისარგებლეს ყოფილი კოლმეურნეობების ხელმძღვანელებმა და მთელი ტექნიკა: მანქანები, ტრაქტორები, კომბაინები... გაიყიდა - ხშირად თურქეთში ჯართის სახით.4
შედეგად, ქართული სოფლის მეურნეობა ტექნიკური აღჭურვილობით მე-19 საუკუნის შუა წლების დონემდე დაეცა.
ცხრილი 112 შეიცავს ოფიციალურ მონაცემებს5 მოსახლეობის ერთ სულზე ძირითადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოშვების შესახებ.
აშკარად შესამჩნევია, რომ რძის გარდა, მოთხოვნა ვერც ერთ6 სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე ვერ კმაყოფილდება ეროვნული წარმოებით.
სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის კაპიტალიზაციას რამდენიმე გარემოება უშლის ხელს:
საკანონმდებლო ბაზა - მეორეული სასოფლო-სამეურნეო მიწების ბაზარი მხოლოდ ახლახან გახდა ხელმისაწვდომი;
ფსიქოლოგიურ-მსოფმხედველური ასპექტები - ქართული გლეხობა კოოპერაციის ფორმებს ხშირად ეწინააღმდეგება;
ინფრასტრუქტურული პრობლემები - საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობს სასოფლო-სამეურნეო მომსახურების სისტემა;
ინტელექტუალური მდგომარეობა - ქართულ მიწათმოქმედს ზოგჯერ არ გააჩნია სათანადო ცოდნა;
არასწორი სახელმწიფო მართვა - 2009 წელს მთავრობამ გამოყო 40 მილიონი ლარი სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად; 2010 წელს ეს დახმარება 80 მილიონ ლარს მიაღწია. მაგრამ ასეთი მიზერული თანხებიც გლეხების ფინანსურ დახმარებას ხმარდება და არა სასოფლო-სამეურნეო სიმძლავრეების შექმნას.
ცხრილი 112: ძირითადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება
მოსახლეობის ერთ სულზე 2009 წელს
პროდუქტი |
განზომილება |
წარმოება მოსახლეობის |
|
|
|
წელი |
თვე |
ხორბალი |
კგ |
12 |
1.0 |
სიმინდი |
კგ |
66 |
5.5 |
კარტოფილი |
კგ |
49 |
4.1 |
ბოსტნეული |
კგ |
37 |
3.1 |
ხილი |
კგ |
41 |
3.4 |
ყურძენი |
კგ |
34 |
2.8 |
ხორცი |
კგ |
12 |
1.0 |
რძე |
ლ |
124 |
10.3 |
კვერცხი |
ალი |
97 |
8.1 |
სავსებით გასაგებია, რომ სოფლის მეურნეობის აღორძინება შეუძლებელია შესაბამისი სახელმწიფო სტრატეგიის გარეშე, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჯერ-ჯერობით არ გააჩნია.
მაგალითი: იგივე სტატისტიკური მონაცემებით7, 2009 წელს საქართველოში ნათესი ფართობი შეადგენდა 308.2 ათას ჰა-ს. აქედან, მხოლოდ 155.2 ათასი ჰა ანუ ნათესი ფართობის 50.3%25 დამუშავებული იყო მინერალური სასუქებით. ასეთ ვითარებაში, მოსავლიანობის ამაღლებაზე ლაპარაკიც ზედმეტია.
ამ ვითარებას მჭიდროდ უკავშირდება კვების მრეწველობაში შექმნილი პრობლემები.
თანამედროვე კვებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამუშავების ინდუსტრია ამჟამად იქმნება საქართველოში. ბოლო ათწლეულში გაჩნდა რამდენიმე კომპანია, რომელიც კვების პროდუქტებს უშვებს. ამ კომპანიებიდან შეგვიძლია დავასახელოთ „სანტე“, „ეკოფუდი“, „სოფლის ნობათი“ და ბევრი სხვა, რომელიც რძის პროდუქტების წარმოებითაა დაკავებული; „ნიკორა“ და „შირნჰოფერი“, რომელიც ძეხვეულსა და ხორცის პროდუქტებს აწარმოებს; „სარკო“ და „ჩემი ბებო“, რომლებიც მურაბების, ჯემების და სხვადასხვა საწებლების დამზადებით არიან დაკავებულნი და სხვ. საქართველოში ამ ბოლო ხანს გაჩნდა თანამედროვე მაკარონის წარმოება. ეს ჩამონათვალი შეგვიძლია გავაგრძელოთ.
ამავდროულად, რამდენიმე ნეგატიურ ტენდენციას უნდა გავუსვათ ხაზი.
ნახაზი 84 აღწერს კვების მრეწველობის მოცულობას 1999-2009 წლებში, ინფორმაციის ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით8. ჩანს, რომ პრინციპულად კვების პროდუქტების გამოშვება აზრდება, ხოლო 2008 წლის ჩავარდნა აშკარად რუსეთ - საქართველოს ომს უკავშირდება. ამასთან, ყურადასაღებია ერთი გარემოება: 2009 წელს მოსახლეობის ერთ სულზე გამოშვებული იყო 276.37 ლარის ღირებულების პროდუქცია, რაც თვეში მოსახლეობის ერთ სულზე მხოლოდ 23.03 ლარს შეადგენს.
კვების პროდუქტების მოხმარების მოცულობის გაანგარიშების მეთოდიკა აღწერილია გაეროს განვითარების პროგრამის მიერ9. ამ მეთოდიკის გამოყენებით, ჩვენ გამოვთვალეთ მოსახლეობის ერთ სულზე კვების პროდუქტების წლიური მოხმარება, რომელიც 1680 ლარს შეადგენს (თვეში 140 ლარი). სხვა სიტყვებით, დღეს საქართველოს კვების მრეწველობა მოსახლეობის მოთხოვნის მხოლოდ 16.45%25-ს აკმაყოფილებს!დანარჩენი მოთხოვნა იფარება იმპორტირებული პროდუქციისა და შინამეურნეობების მიერ საკუთარი მოხმარებისთვის წარმოებული პროდუქციით. დასკვნა მარტივია - საქართველოს კვების მრეწველობა არ არის კაპიტალიზებული.
ნახაზი 84: კვების პროდუქტების გამოშვება 1999-2009 წლებში
ნახაზი 85 ასახავს არსებული მონაცემების მიხედვით10, ეროვნული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წილს ქვეყანაში ამ პროდუქციის მთლიან მოხმარებაში 2009 წელს. ნათლად ჩანს, რომ ისეთი პროდუქციისთვის, როგორიცაა ხორცი, ქათამი, ხორბალი ეროვნული პროდუქციის ზრდის პოტენციალი ძალიან დიდია.
ნახაზი 85: ეროვნული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წილი
მთლიან მოხმარებაში
განვითარებული სოფლის მეურნეობის მქონე ქვეყნებში, ეროვნული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წილი მთლიან მოხმარებაში სულ მცირე 80%25 უნდა იყოს11. აქედან გამომდინარე, ნახაზი 86 აანალიზებს ეროვნული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ზრდის პოტენციალს ძირითადი სახეობების მიხედვით. ჩანს, რომ ხორბლის წარმოება უნდა გაიზარდოს 1000%25-ით, ხორცის - დაახლოებით ორჯერ, ქათმის - სამჯერ, ბოსტნეულის - ორჯერ და ა.შ. ასეთი ზრდის შედეგების ეკონომიკურ ანალიზს შეიცავს ცხრილი 113.
ცხრილიდან აშკარაა, რომ ინვესტიციის განხორციელების შემდეგ, უკვე პირველ წელს გაყიდვები ინვესტიციას გადაფარავს.
ნახაზი 86: ეროვნული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ზრდის პოტენციალი
მაგრამ ამით კვების მრეწველობის შესაძლებლობანი არ შემოიფარგლება.
ხელმისაწვდომი სტატისტიკური მონაცემებით12, ნახაზი 87 აღწერს კვების პროდუქტების იმპორტის მოცულობას 2003-2009 წლებში.
ცხრილი 113: სოფლის მეურნეობის განვითარების ზოგადი
ეკონომიკური მაჩვენებლები
მაჩვენებელი |
განზომილება |
მნიშვნელობა |
აუცილებელი ინვესტიცია |
აშშ დოლარი |
550 000 000 |
მთლიანი წლიური გაყიდვები |
აშშ დოლარი |
612 778 444 |
მთლიანი გაყიდვები (6 წელი) |
აშშ დოლარი |
3 676 670 667 |
საქმიანობის საშუალო ხანგრძლიობა |
წელი |
უსასრულო |
მთლიანი წლიური თვითღირებულება |
აშშ დოლარი |
130 030 200 |
წლიური გადასახადები |
აშშ დოლარი |
181 162 083 |
მთლიანი წლიური მოგება |
აშშ დოლარი |
295 580 192 |
წლიური ხელფასის ფონდი |
აშშ დოლარი |
60 878 100 |
დასაქმებულთა რაოდენობა |
კაცი |
2 080 |
საშუალო ხელფასი |
აშშ დოლარი/თვე |
2 016 |
საქართველოში დასახარჯი თანხა |
აშშ დოლარი |
311 192 283 |
დისკონტირებული ღირებულება |
აშშ დოლარი |
550 652 312 |
დამატებული ღირებულება |
აშშ დოლარი |
320 012 352 |
ნახაზი 87: კვების პროდუქტების იმპორტი 2003-2009 წლებში
ნახაზიდან ჩანს, რომ 2003-2008 წლებში იმპორტი გაიზარდა 172.6 მილიონი აშშ დოლარიდან 787.5 მილიონამდე, მაგრამ 2009 წელს შემცირდა 640.2 მილიონამდე, ანუ 18.7%25-ით. სურსათის იმპორტის უმთავრესი სახეობებია ხორბალი და სხვა მარცვლეული, ხორცი და ხორცის პროდუქტები, შაქარი, თევზი, რძე და რძის პროდუქტები, საკვები ზეთი, ბოსტნეული, ხილი და სხვა (ნახაზი 88).
იმავე წლებში საქართველოდან ხორციელდებოდა კვების პროდუქტების - ძირითადად, ციტრუსების, უალკოჰოლო სასმელებისა და ღვინის - ექსპორტიც, მაგრამ გაცილებით უფრო მოკრძალებული რაოდენობით (ნახაზი 89). 2008 წელს კვების ექსპორტის „ჩავარდნა“ უდაოდ რუსეთ - საქართველოს ომით აიხსნება. მიუხედავად ამისა, მშვიდობიან წლებშიც კვების პროდუქტების ექსპორტისა და იმპორტის ბალანსი აშკარად არასახარბიელოა (ნახაზი 90): ექსპორტი იმპორტის მხოლოდ 10-43%25-ს შეადგენს. ამასთან, პარადოქსია, მაგრამ საქართველოში, ამ ტრადიციულ ხილისა და ბოსტნეულის ქვეყანაში, ხორციელდება დაბალი ხარისხის ბოსტნეულისა და ხილის შემოტანა, ძირითადად, თურქეთიდან.
2009 წელს ხილისა და ბოსტნეულის იმპორტის მოცულობამ 49 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა!
არსებული სტატისტიკური მონაცემებით13 სურსათის მთლიან მოხმარებაში შინმოწეული სურსათის წილი დიდ ქალაქებში 9 პროცენტს უტოლდება, მცირე ქალაქებში - 25%25-ს, ხოლო სოფლად - 53%25-ს. აქედან გამომდინარე, ნახაზი 91 აანალიზებს საქართველოში სურსათის მოხმარების სტრუქტურას 2003-2009 წლებში. ლარის გაცვლითი საშუალო წლიური კურსი გამოთვლილია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემების საფუძველზე14
ნახაზი 88: იმპორტირებული კვების პროდუქტების ძირითადი
სახეობანი, %25
ნახაზი 89: კვების პროდუქტების ექსპორტი 2003-2009 წლებში
ნახაზი 90: კვების პროდუქტების ექსპორტისა და იმპორტის ბალანსი
2003-2009 წლებში
ნახაზი 91: სურსათის მოხმარების სტრუქტურა საქართველოში
ნახაზიდან აშკარად ჩანს, რომ სურსათის მოხმარების სტრუქტურაში (სამომხმარებლო ფასებში) ეროვნულ და იმპორტირებულ პროდუქციას, ბაზრის დაახლოებით თანაბარი წილი უკავია. თუკი გავითვალისწინებთ, აგრეთვე, ჩვენს მიერ შეფასებულ შინმოწეულ პროდუქციასაც, მაშინ იმპორტირებული პროდუქციის წილი მთლიან მოხმარებაში 37 - 47%25-ად შეგვიძლია შევაფასოთ (ნახაზი 92).
ნახაზი 92: იმპორტირებული პროდუქციის წილი სურსათის
მთლიან მოხმარებაში 2003-2009 წლებში
აქ აშკარად იკვეთება საქართველოს კვების მრეწველობის განვითარების დამატებითი პოტენციალი, ვინაიდან, როგორც წესი15, განვითარებულ ქვეყნებში იმპორტირებული სურსათი შიგა ბაზრის 20%25-ზე მეტს არ იკავებს და იმპორტი, ძირითადად, დელიკატესურ სურსათს მოიცავს. ამრიგად, ეროვნული კვების მრეწველობის ჯეროვანი განვითარება წლიურად 300-400 მილიონი დოლარის დამატებულ ღირებულებას შექმნის. ძირითადი პრობლემა, ჩვენი აზრით, ეროვნული პროდუქციის შენახვას, შეფუთვას და დისტრიბუციას უკავშირდება. ამიტომ ძირითადი ინვესტიციები სწორედ ამ სფეროში უნდა განხორციელდეს. მეორე დიდი რეზერვი, საქართველოს კვების პროდუქტების არარაციონალურ ექსპორტს უკავშირდება.
საქართველო ტრადიციულად ხილის, ბოსტნეულის, უალკოჰოლო და ალკოჰოლური სასმელებისა და ღვინის ექსპორტს მისდევდა. მაგრამ ეს არასაკმარისია თანამედროვე გლობალიზებულ სამყაროში, როცა საქართველომ საერთაშორისო ბაზარს ეკოლოგიურად სუფთა კვების პროდუქცია - ხორცი, რძის ნაწარმი, ბოსტნეული, ხილი და სხვ. - შეუძლია შესთავაზოს. საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციის წესდებით16, ამ ორგანიზაციის წევრ-ქვეყნებს უფლება აქვთ შეუზღუდავი ვაჭრობა აწარმოონ სხვა ქვეყნების შიგა ბაზრებზე, რისთვისაც წესდება შესაბამისი კვოტები. საქართველო ამ პოტენციალს არ იყენებს. ჩვენი გათვლებით, საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციის რესურსების გამოყენებით საქართველომ შეიძლება 500-600 მილიონი აშშ დოლარის წლიური დამატებული ღირებულება შექმნას.
ცხრილი 114 ასახავს კვების მრეწველობის ზოგად ეკონომიკურ მაჩვენებლებს, ხოლო ცხრილი 115 შეიცავს სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის განვითარების კრებსით მაჩვენებლებს.
ადვილად შეგვიძლია დავინახოთ, რომ 700 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირების პირობებში წლიური გაყიდვები გაიზრდება 2.7 მილიარდ აშშ დოლარამდე, დისკონტირებული ღირებულება - 2 მილიარდამდე, ხოლო წლიური დამატებული ღირებულება - 1.4 მილიარდამდე.
ამრიგად, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის პოტენციალი უზარმაზარია.
ცხრილი 114: კვების მრეწველობის განვითარების ზოგადი
ეკონომიკური მაჩვენებლები
მაჩვენებელი |
განზომილება |
მნიშვნელობა |
აუცილებელი ინვესტიცია |
აშშ დოლარი |
150 000 000 |
მთლიანი წლიური გაყიდვები |
აშშ დოლარი |
2 119 880 200 |
მთლიანი გაყიდვები (6 წელი) |
აშშ დოლარი |
12 719 281 200 |
საქმიანობის საშუალო ხანგრძლიობა |
წელი |
უსასრულო |
მთლიანი წლიური თვითღირებულება |
აშშ დოლარი |
847 952 080 |
წლიური გადასახადები |
აშშ დოლარი |
483 332 686 |
მთლიანი წლიური მოგება |
აშშ დოლარი |
788 595 434 |
წლიური ხელფასის ფონდი |
აშშ დოლარი |
508 771 248 |
დასაქმებულთა რაოდენობა |
კაცი |
15 000 |
საშუალო ხელფასი |
აშშ დოლარი/თვე |
2 827 |
საქართველოში დასახარჯი თანხა |
აშშ დოლარი |
1 331 284 766 |
დისკონტირებული ღირებულება |
აშშ დოლარი |
1 483 916 140 |
დამატებული ღირებულება |
აშშ დოლარი |
1 059 940 100 |
ცხრილი 115: სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის
განვითარების კრებსითი ეკონომიკური მაჩვენებლები
მაჩვენებელი |
განზომილება |
მნიშვნელობა |
აუცილებელი ინვესტიცია |
აშშ დოლარი |
700 000 000 |
მთლიანი წლიური გაყიდვები |
აშშ დოლარი |
2 732 658 644 |
მთლიანი გაყიდვები (6 წელი) |
აშშ დოლარი |
16 395 951 867 |
საქმიანობის საშუალო ხანგრძლიობა |
წელი |
უსასრულო |
მთლიანი წლიური თვითღირებულება |
აშშ დოლარი |
977 982 280 |
წლიური გადასახადები |
აშშ დოლარი |
664 494 769 |
მთლიანი წლიური მოგება |
აშშ დოლარი |
1 084 175 626 |
წლიური ხელფასის ფონდი |
აშშ დოლარი |
569 649 348 |
დასაქმებულთა რაოდენობა |
კაცი |
17 080 |
საშუალო ხელფასი |
აშშ დოლარი/თვე |
2 779 |
საქართველოში დასახარჯი თანხა |
აშშ დოლარი |
1 642 477 049 |
დისკონტირებული ღირებულება |
აშშ დოლარი |
2 034 568 452 |
დამატებული ღირებულება |
აშშ დოლარი |
1 379 952 452 |
___________________
1 A. Tvalchrelidze, Some aspects of Georgian macroeconomic (etc.) framework. In: Greek-Georgian Business from Mythology onto XXI Century, Athens, 2000, p. 45-48.
2 ა.თვალჭრელიძე, პ. კერვალიშვილი, დ. გეგია, ს. ესაკია, ს. სანაძე. საქართველოს ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები: ანალიზი და უახლოესი პერსპექტივა. „სანი“, თბილისი, 2002, 167 გვ.
3 Human Development Report, Georgia 2000, text by Alexander G. Tvalchrelidze and Gabriel Labbate, United Nations Development Programme, „Poligraph Service“ Publ., Tbilisi, 2000, 83p.
4 Human Development Report, Georgia 1999, text by Gabriel Labbate, United Nations Development Programme, „Nekeri“ Publ., Tbilisi, 1999, 75 p.
5 საქართველოს სოფლის მეურნეობა - 2009. სტატისტიკური პუბლიკაცია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, თბილისი, 2010, 92 გვ.
6 ყურძენზეც კი!
7 საქართველოს სოფლის მეურნეობა - 2009. იქვე.
8 სტატისტიკური წელიწდეული - 2009. იქვე.
9 Human Development Report, Georgia 2000. იქვე
10 საქართველოს სოფლის მეურნეობა - 2009. იქვე.
11 Agriculture statistics 2008. United States Department of Agriculture, National Agriculture Statistics Service. United States Government Printing Office, Washington, 2008, 529 p.
12 სასურსათო უზრუნველყოფის მდგომარეობა. ტენდენციები ციფრებში. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, სტატისტიკის დეპარტამენტი. სტატისტიკური ბიულეტენი, გამოშვება N 37, 2009, 15 გვ.; სასურსათო უზრუნველყოფის მდგომარეობა. ტენდენციები ციფრებში. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, სტატისტიკის დეპარტამენტი. სტატისტიკური ბიულეტენი, გამოშვება N 39, 2009, 16 გვ.; სასურსათო უზრუნველყოფის მდგომარეობა. ტენდენციები ციფრებში. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, სტატისტიკის დეპარტამენტი. სტატისტიკური ბიულეტენი, გამოშვება N 40, 2009, 16 გვ.; სასურსათო უზრუნველყოფის მდგომარეობა. ტენდენციები ციფრებში. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. სტატისტიკური ბიულეტენი, გამოშვება N 41, 2010, 18 გვ.
13 სასურსათო უზრუნველყოფის მდგომარეობა. ტენდენციები ციფრებში. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტატისტიკის დეპარტამენტი. სტატისტიკური ბიულეტენი, გამოშვება N 38, 2009, 36 გვ.
14 საქართველოს ეროვნული ბანკი. http://www.nbg.gov.ge.
15 The state of food and agriculture Rome, Food and Agriculture Organization of the United Nations, 200, 129 p.
![]() |
9.10 სხვა დარგები |
▲ზევით დაბრუნება |
სხვა დარგებიდან შეგვიძლია მსუბუქი მრეწველობა დავასახელოთ. 1979 წელს მსუბუქი მრეწველობის პროდუქციამ 1942.11 მილიონი დოლარი შეადგინა1; 2008 წელს ასეთი პროდუქცია ძლივს აღწევდა 27.2 მილიონ ლარს2, ანუ მიმდინარე ფასებში 1979 წლის პროდუქციის 0,85%25 ტოლი იყო. 1979 წელს საქართველოში მოქმედებდა 56 საკავშირო მნიშვნელობის მსუბუქი მრეწველობის საწარმო, მათ შორის თბილისის ტრიკოტაჟის ფაბრიკა N1, თბილისის აბრეშუმის ჟაკარდული ქსოვის ფაბრიკა, სამტრედიის ბამბის სართავი ფაბრიკა, თბილისის კამვოლური დართვის ფაბრიკა, ხაშურის ტექსტილურ-საგალანტერიო ფაბრიკა, ქუთაისის მაუდის ფაბრიკა და სხვა. 1995 წლიდან მსუბუქი მრეწველობის პროდუქციას მხოლოდ მცირე საწარმოები უშვებენ.
დასკვნა მარტივია: საქართველოს მსუბუქი მრეწველობა, რომელიც მთლიანად ამარაგებდა, მაგალითად, საბჭოთა არმიას მატყლის საბნებით, მთლიანად მკვდარია და მისი აღდგენა დღეს შეუძლებლად მიგვაჩნია ბაზრის დაკარგვის გამო.
___________________
1 ეკონომიკა. ხალხის კეთილდღეობა. საქართველოს სსრ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, თბილისი, 1981, გვ. 118-158; სტატისტიკური წელიწდეული - 2009. იქვე.
2 სტატისტიკური წელიწდეული - 2009. იქვე.
![]() |
9.11 მცირე და საშუალო ბიზნესი |
▲ზევით დაბრუნება |
ხშირად ისმის განცხადებები, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება უნდა იყოს. შექმნილია სათანადო ასოციაცია1, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ამ ბიზნესის განვითარებას საქართველოში.
ამავდროულად, მცირე და საშუალო ბიზნესი ვერ იარსებებს დაკრედიტების მდგრადი პოლიტიკის გარეშე. 2008 წლის ბოლოსთვის საქართველოს კომერციულმა ბანკებმა 6.4 მილიარდი ლარის მოცულობია კრედიტი გასცა2. თანხა თითქოს შთამბეჭდავია, მაგრამ:
ამ მოცულობიდან 1 სამეწარმეო სუბიექტზე მოდის მხოლოდ 1. 24.6 ათასი ლარი, რაც ბიზნესის განვითარებისთვის საკმარისი არ არის;
სარგებლის საშუალო განაკვეთი მოკლევადიან კრედიტებზე 2. (12 თვეზე ნაკლები) შეადგენს 24%25-ს ეროვნულ ვალუტაში და 21.6%25-ს უცხოურ ვალუტაში; გრძელვადიან (12 თვეზე მეტი) სარგებლის განაკვეთი უფრო მცირეა და, შესაბამისად, შეადგენს 22.2%25 და 16.7%25.
იაფი საკრედიტო ფულის არარსებობა ხელს უშლის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, რაც აისახა არასახარბიელო სამეწარმეო მაჩვენებლებში (იხ. ნახაზი 43).
ამ თვალსაზრისით, სრულიად არასაკმარისია „იაფი“ კრედიტები, რომლებსაც სახელმწიფო ხელშეწყობით საქართველოს საბანკო დაწესებულები გამოყოფენ. ProCredit Bank-ის ათწლიანმა გამოცდილებამ ცხადყო, რომ ასეთმა კრედიტებმა შესაძლოა ხელი შეუწყოს ცალკეული ოჯახების ფინანსური პრობლებების მოგვარებას, მაგრამ ვერც ერთ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს ბიზნეს-გარემოს შეცვლას: წლიური ანგარიშის მონაცემებით3, 1999 წლიდან 2008 წლის ჩათვლით ბანკმა 63 125 კრედიტი გასცა მთლიანი მოცულობით 162.1 მილიონი აშშ დოლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალოდ ერთი სესხი 2567.9 აშშ დოლარის ტოლია. ცხადია, ასეთი მოცულობის კრედიტი ვერცერთი, თუნდაც ძალიან მცირე, ბიზნესის განვითარებას ხელს ვერ შეუწყობს.
მცირე და საშუალო ბიზნესი ვითარდება იმ ქვეყნებში, სადაც შეიმჩნევა სტაბილური ეკონომიკური ზრდა. ამიტომ საქართველოში მისი განვითარებისთვის, ვფიქრობთ, აუცილებელია და საკმარისი იმ ღონისძიებათა გატარება, რომელსაც ეს პროგრამა ითვალისწინებს.
______________________
1 მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე ამიერიდან «საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია» (GSMEA) იზრუნებს. http://www.ghn.ge/news-21964.html.
2 სტატისტიკური წელიწდეული - 2009. იქვე.
3 ProCredit Bank Georgia. Annual Report. Tbilisi, 2008, 68 p.
![]() |
9.12 ტურიზმი |
▲ზევით დაბრუნება |
2010 წლის 25 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა N172 განკარგულებით დაამტკიცა საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წლების სტრატეგია, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ტურიზმის განვითარებას ეთმობა. ამ სტრატეგიის შესაბამისად, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ტურიზმის განვითარებას, მათ შორის ინვესტორთათვის საგადასახადო შეღავათების დაწესებისა და საკუთრებაში მიწის უსასყიდლოდ გადაცემის გზით1. ამ სტრატეგიის სისწორის შესაფასებლად მივმართოთ რამდენიმე მონაცემს. ცხრილი 116 შეიცავს 20 წამყვანი ქვეყნის „რეიტინგს“ 2009 წელს ჩამოსული ტურისტების რაოდენობის მიხედვით2. ამ ცხრილიდან ნათლად იკვეთება ერთი პარადოქსი: წამყვანი ტურისტული ქვეყნები ტურიზმის განვითარებას თავის ეკონომიკურ პრიორიტეტად აშკარად არ განიხილავენ (საფრანგეთი, აშშ, ჩინეთი, იტალია, გაერთიანებული სამეფო, თურქეთი, გერმანია, ავსტრია, რუსეთი, კანადა, ჰონგ-კონგი, პოლონეთი, საუდის არაბეთი). ამავდროულად ქვეყნები, რომლებმაც ტურიზმის განვითარებაზე, როგორც ეკონომიკის პრიორიტეტულ დარგზე, აიღეს გეზი (ესპანეთი, მალაიზია, მექსიკა, საბერძნეთი, მაკაო, პორტუგალია), ეკონომიკური დეფოლტის საფრთხის წინაშე დგანან.
პირველი ჯგუფის ქვეყნებისთვის ტურიზმი ერთგვარი სავიზიტო ბარათია, მარკეტინგული საშუალებაა, რომელიც აჩვევს მსოფლიოს ხალხებს მათი ქვეყნის ცხოვრების წესს და პროდუქციას, მაგალითად, ფრანგულ თუ იტალიურ ღვინოს, ამერიკულ ავტომანქანებს და სხვა ტექნიკას, ფრანგულ, იტალიურ, ჩინურ სამზარეულოს და სხვ. მეორე ჯგუფის ქვეყნებისთვის ტურიზმი ეკონომიკური ზრდის მექანიზმია.
ცხრილი 116: 20 წამყვანი ქვეყნის „რეიტინგი“ ჩამოსულ ტურისტთა
რიცხოვნობის შესაბამისად (2009 წ.)
რეიტინგი |
ქვეყანა |
უცხოელ ტურისტთა |
1 |
საფრანგეთი |
74.2 |
2 |
აშშ |
54.9 |
3 |
ესპანეთი |
52.2 |
4 |
ჩინეთი |
50.9 |
5 |
იტალია |
43.2 |
6 |
გაერთიანებული სამეფო |
28.0 |
7 |
თურქეთი |
25.5 |
8 |
გერმანია |
24.2 |
9 |
მალაიზია |
23.6 |
10 |
მექსიკა |
21.5 |
11 |
ავსტრია |
20.8 |
12 |
რუსეთი |
19.0 |
13 |
საბერძნეთი |
18.2 |
14 |
კანადა |
17.9 |
15 |
ჰონგ-კონგი |
17.2 |
16 |
პოლონეთი |
15.0 |
17 |
ტაილანდი |
14.5 |
18 |
მაკაო |
12.9 |
19 |
პორტუგალია |
12.3 |
20 |
საუდის არაბეთი |
11.5 |
მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე, როცა ევროპის წამყვან ქვეყნებში ტურისტთა ნაკადი საშუალოდ 15%25-ით შემცირდა, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მეორე ჯგუფის ქვეყნები სერიოზული ეკონომიკური პრობლემების პირისპირ აღმოჩნდნენ. საქმე იმაშია, რომ ტურიზმისთვის ძალიან დაბალი მწარმოებლურობის შიგა დონეა დამახასიათებელი (3-4%25), რომელიც ეკონომიკური წონასწორობის დარღვევის შემთხვევაში, ქვეყნაში არსებულ ინფლაციაზე დაბალია ხოლმე3. ამიტომ, მიმდინარე ფასებში, ტურიზმი წაგებიანი ხდება და
თუ ქვეყანას სერიოზული ალტერნატივა არ გააჩნია, იგი ეკონომიკურ კრახს განიცდის.
მეორე, ტურიზმის განვითარებისთვის აუცილებელია ქვეყანას გააჩნდეს იაფი ეროვნული გადამზიდი (National Carrier). მაგალითისთვის მოვიტანთ დღეს არსებულ ეკონომიკური კლასის პარიზი-თბილისი-პარიზის შედარებით ფასებს4:
AirZena, საქართველო - 315-359 ევრო;
AirBaltic Corp. - 151 ევრო.
თბილისიდან აშშ-ის ქალაქებში ყველაზე იაფი ავიაბილეთების ფასებია5
ნიუ იორკი - 744 ევრო;
ნიუარკი - 814 ევრო;
ბოსტონი - 842 ევრო.
სტამბოლიდან აშშ-ის ქალაქებში იაფი ავიაბილეთების ფასებია6
ნიუ იორკი - 660 აშშ დოლარი;
ნიუარკი - 766 აშშ დოლარი;
ბოსტონი - 697 აშშ დოლარი.3
ასეთ ვითარებაში, რამდენი სასტუმროც არ უნდა ავაშენოთ, ტურიზმი ვერ გახდება მთავარი დარგი. ყოველ შემთხვევაში, იგი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში გადამწყვეტ როლს ვერ შეასრულებს.
__________________
1 საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ. სტრატეგია. საქართველოს მთავრობა, თბილისი, 2010, 27 გვ.
2 UNWTO Tourism Barometer. Interim update September 2010, 12 p.
3 იხ., მაგ., International financial history of the twentieth century. System and anarchy. Edited by M. Flandreau, C.-L. Holtfrerich & H. James. Cambridge, Cambridge University Press, 2003, 280 p.; The World Bank annual report 2009. Washington DC, the World Bank, 2009, 68 p.; P. Artus, J.-P. Betbčsede, C. Boissieu & G. Capelle-Blanchard. La crise des subprimes. Paris, La Documentation française, 2008, 284 p.
4 AirZena. http://www.airzena.com/index.php?m=237; Cheap flights from Tbilisi to Paris. http://www.farecompare.com/flights/Tbilisi-TBS/Paris-PAR/market.html.
5 Fare Compare. http://www.farecompare.com/flights/Tbilisi-TBS/Paris-PAR/market.html.
6 Vayama. http://www.vayama.com.
![]() |
9.13 ეკონომიკის განვითარების აგრეგირებული ეკონომიკური მახასიათებლები |
▲ზევით დაბრუნება |
ცხრილი 117 ასახავს ეკონომიკის ზრდის ზოგად აგრეგირებულ ეკონომიკურ მაჩვენებლებს. პარამეტრები მინიმალურად შესაძლებლად უნდა ჩაითვალოს, ვინაიდან ისინი არ ითვალისწინებენ:
არსებული ეკონომიკის თვითგანვითარებას;
ზემოთ აღწერილი დარგების მწარმოებლურობის ზრდას;
ეკონომიკურ განვითარებას, რომელიც განპირობებული იქნება მოსახლეობაში დამატებითი შემოსავლების შემოდინებით, მაგალითად, რესტორნებისა და სასტუმროების ბრუნვის ზრდას;
ეკონომიკური აღმავლობით გამოწვეული მცირე და საშუალო ბიზნესის თვითგანვითარებას.
ცხრილი 117: ეკონომიკის ზრდის ზოგადი ეკონომიკური მაჩვენებლები
მაჩვენებელი |
განზომილება |
მნიშვნელობა |
აუცილებელი ინვესტიცია |
აშშ დოლარი |
1 855 000 000 |
მთლიანი წლიური გაყიდვები |
აშშ დოლარი |
8 830 102 918 |
მთლიანი გაყიდვები (30 წელი) |
აშშ დოლარი |
33 716 100 000 |
მთლიანი წლიური თვითღირებულება |
აშშ დოლარი |
3 719 288 789 |
წლიური გადასახადები |
აშშ დოლარი |
1 580 530 753 |
მთლიანი წლიური მოგება |
აშშ დოლარი |
2 937 064 406 |
წლიური ხელფასის ფონდი |
აშშ დოლარი |
2 444 871 803 |
დასაქმებულთა რაოდენობა |
კაცი |
86 533 |
საშუალო ხელფასი |
აშშ |
2 210 |
საქართველოში დასახარჯი თანხა |
აშშ დოლარი |
5 299 819 542 |
დისკონტირებული ღირებულება |
აშშ დოლარი |
6 902 568 452 |
დამატებული ღირებულება |
აშშ დოლარი |
4 445 775 961 |
სავსებით გასაგებია, რომ ასეთი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად აუცილებელია შესაბამისი სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება.
საქართველოს ეკონომიკის განვითარების სახელმწიფო ეკონომიკური სტრატეგია
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას რამდენიმე ნეგატიური გარემოება უშლის ხელს:
„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, საქართველოში ფაქტობრივად გაუქმდა ანტიმონოპილიური სამსახური, ხოლო სავაჭრო პალატების მიერ დაფუძნებული სამედიატრო სასამართლოები საერთოდ კანონის ძალით აიკრძალა. ეს კი ხელს უწყობს ცალკეული ჯგუფების მიერ ბიზნესის მონოპოლიზაციას. მაგალითად, ნავთობპროდუქტების იმპორტი მონოპოლიზებას ოთხი კომპანიის მიერ; მთელი ფერადი და ხალასი მეტალების საბადოები სს „მადნეულს“ ეკუთვნის და სხვ.;
საქართველოში ხორციელდება სხვა ქვეყნის ბიზნესების სტიმულირება, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ადგილობრივი მეწარმეების ინტერესების უგულებელყოფის ხარჯზე. მაგალითად, თითქმის ყველა ენერგოობიექტი რუს, ყაზახ, თურქ „ინვესტორებს“ აქვთ ხელში ჩაგდებული, თუმცა ტენდერებში ქართული კომპანიებიც მონაწილეობდნენ;
ადგილობრივ ბაზარზე ეროვნულ პროდუქციას არავითარი პრიორიტეტი არა აქვს იმპორტირებულ პროდუქციასთან შედარებით.
სამამულო მეწარმეობა ვერ განვითარება ხელშემწყობი პირობების შექმნის გარეშე. საქართველოს ეკონომიკის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკა შემდეგნაირად გვესახება.
![]() |
9.13.1 სტრატეგიის მიზანი |
▲ზევით დაბრუნება |
სტრატეგიის მიზანია 10 წლის განმავლობაში საქართველოს მრეწველობამ უნდა მიაღწიოს წლიურად 20 მილიარდი აშშ დოლარის (2010 წლის ფასებში) პროდუქციის გამოშვებას. სოფლის მეურნეობაში უნდა განხორციელდეს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სრული კაპიტალიზაცია, ხოლო მისი მოცულობა 2010 წლის ფასებში, უნდა გაიზარდოს 1.4 მილიარდი აშშ დოლარიდან 6 მილიარდამდე. 2030 წლისთვის მთლიანმა შიგა პროდუქტმა 85 მილარდ აშშ დოლარს უნდა მიაღწიოს, ხოლო მშპ-მა მოსახლეობის 1 სულზე 20 ათას აშშ დოლარს უნდა გადააჭარბოს.
![]() |
9.13.2 ეკონომიკის განვითარების ფონდი |
▲ზევით დაბრუნება |
ქვეყანაში უნდა შეიქმნას ეკონომიკის განვითარების ფონდი. ეკონომიკური გათვლებით1, ამ „ფონდის“ წლიური მოცულობა 350 მილიონი დოლარის მოცულობის უნდა იყოს. ასეთი თანხების მობილიზაცია სავსებით შესაძლებელია.
„ფონდი“ უნდა წარმოადგენდეს პარლამენტთან არსებულ საჯარო სტრუქტურას, რომელიც დაკომპლექტდება მარეგულირებელი კომისიის მსგავსად. „ფონდის“ საქმიანობა უნდა იყოს აბსოლუტურად გამჭირვალე, ხოლო მისი დოკუმენტები ხელმისაწვდომი ნებისმიერი კერძო თუ იურიდიული პირისთვის მონიტორინგის ჩასატარებლად.
„ფონდს“ უნდა ჰყავდეს ზედამხედველობის ორგანოები.
„ფონდი“ უნდა დაკომპლექტდეს პროფესიული პრინციპით.
„ფონდი“ არ მიანიჭებს გრანტებს, არამედ ტენდერის საფუძველზე ქართულ კომპანიებს გამოუყოფს 15-წლიან კრედიტებს 4%25 წლიური განაკვეთით, ანუ ქართულ კომპანიებს შეუქმნის ზუსტად იგივე პირობებს, რითაც სარგებლობენ უცხოური ინვესტორები „იაფი ფულის“ მოზიდვის პირობებში.
„ფონდის“ საქმიანობა 6 წლით უნდა განისაზღვროს, რაც, როგორც ვნახავთ ეკონომიკური გაანგარიშებით, სავსებით საკმარისია. სხვა სიტყვებით, ქართული ეკონომიკის განვითარებას დასჭირდება 2.1 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია.
__________________
1 ა.თვალჭრელიძე, პ. კერვალიშვილი, დ. გეგია, ს. ესაკია, ს. სანაძე. იქვე.
![]() |
9.13.3 ქართული პროდუქციის ექსპორტის საჯარო სააგენტო |
▲ზევით დაბრუნება |
2001 წელს TACIS-ის გრანტით დაფუძნდა საქართველოს ექსპორტის ხელშემწყობი სააგენტო (Georgian Export Promotion Agency - GEPA), რომელმაც თავისი საქმიანობა, ძირითადად, ქართული ღვინის ევროპულ ბაზარზე მარკეტინგით შემოფარგლა, შედეგი, რასაკვირველია, სავალალო აღმოჩნდა1.
ქართული პროდუქციის ექსპორტის სააგენტო:
უნდა წარმოადგენდეს მარეგულირებელი კომისიის სახის საჯარო და არა სახელმწიფო სტრუქტურას;
მისი საქმიანობა უნდა გამომდინარეობდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესდებიდან და მან საქართველოსთვის მსოფლიო ბაზარზე შესაბამისი კვოტები უნდა მოითხოვოს და უზრუნველყოს;
სააგენტო უნდა იყოს პარიზში საერთაშორისო სავაჭრო პალატის (International Chamber of Commerce - ICC) სრულუფლებიანი წევრი;
სააგენტომ უნდა უზრუნველყოს საერთაშორისო საბითუმო ბირჟებზე ქართული კომპანიების რეგისტრაცია და მათი აქციების ჯეროვანი მართვა2; ამისთვის კი მან, პირველ რიგში, სტრატეგიული კომპანიების წესდებები უნდა შეუსაბამოს საერთაშორისო სტანდარტებს;
სააგენტომ უნდა შეიმუშავოს თავის საქმიანობის ხუთწლიანი გეგმა;
სააგენტო უნდა დაკომპლექტდეს პროფესიული პრინციპით.
განსაკუთრებულ მზრუნველობას იმსახურებენ კომპანიები, რომლებიც შეეცდებიან ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საზღვარგარეთ ექსპორტს. ქართული პროდუქციის ექსპორტის საჯარო სააგენტომ დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს (თურქეთის მსგავსად) შემდეგი პროდუქციის ექსპორტს:
ეკოლოგიურად სუფთა ხორცი და ხორცის პროდუქტები;
ეკოლოგიურად სუფთა რძე და რძის პროდუქტები;
თხილი;
მწვანილი;
ხილი და მის ბაზაზე დამზადებული პროდუქტები (წვენები, ჯემები და სხვ.);
თაფლი.
სააგენტოს ბიუჯეტი 10 მილიონი აშშ დოლარი უნდა იყოს; 5 წელიწადში სააგენტო მთლიანად თვითდაფინანსებაზე უნდა გადავიდეს.
ასეთ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ქართული პროდუქციის ექსპორტზე სერიოზული ლაპარაკი.
____________________
1 ეს იმის კიდევ ერთი მაგალითია, როგორ არაეფექტიანად დაიხარჯა საერთაშორისო დახმარება. სააგენტოს არც ერთი პროექტი არ იყო წარმატებული (იხ., მაგ., ა.თვალჭრელიძე, პ. კერვალიშვილი, დ. გეგია, ს. ესაკია, ს. სანაძე. იქვე).
2 საქართველოში თითო-ოროლა, მაგრამ მაინც არის კომპანიები, რომელთა აქციების საერთაშორისო კაპიტალიზაცია სავსებით შესაძლებელია. ასეთებია სს „მადნეული“, საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანია, სს „საქართველოს რკინიგზა“, TBC-ბანკი, საქართველოს ბანკი, თბილისის ვაგონშემკეთებელი ქარხანა და სხვა.
![]() |
9.13.4 სამთო მრეწველობის განვითარება და დაკრედიტება |
▲ზევით დაბრუნება |
სამთო მრეწველობის განვითარების ხელშეწყობა გამოიხატება:
სამთო კოდექსის პარლამენტში დამტკიცებაში;
მარაგების კლასიფიკაციის ანგლო-საქსური მოდელის დაკანონებაში;
უმოქმედო ლიცენზიების გაუქმებაში;
ლიცენზირების ახალი კამპანიის დაწყებასა და
სტრატეგიული ქართული საწარმოების დაკრედიტებაში.
ამ შემთხვევაში, ქართული მრეწველობის სამთავრობო ხელშეწყობა გამოიხატება იმაში, რომ ყველა სხვა თანაბარი პირობების ფონზე ქართულ კომპანიებს, უცხოური კომპანიებისგან განსხვავებით, მრეწველობის განვითარების ფონდიდან გამოეყოფა „იაფი“ კრედიტები.
![]() |
9.13.5 მრეწველობის სხვა სტრატეგიული დარგების დაკრედიტება |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკის განვითარების ფონდმა აღნიშნულ პირობებზე უნდა გამოუყოს კრედიტები კომპანიებს, რომლებიც:
შექმნიან საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიან პროდუქციას;
თავის საქმიანობას ეროვნული ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციას დაუკავშირებენ;
შექმნიან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელ სიმძლავრეებს;
ქართული მერქნის გადამამუშავებელ სიმძლავრეებს;
მსუბუქი მრეწველობის, განსაკუთრებით აბრეშუმისა და მატყლის, გადამამუშავებელ სიმძლავრეებს;
შექმნიან მიკროძრავებსა და მინიტრაქტორებს, მცირე ჰესების ტურბინებს;
განავითარებენ ინოვაციურ საქმიანობას;
შექმნიან „მწვანე ენერგეტიკის“ გენერაციის სიმძლავრეებს.
![]() |
9.13.6 სოფლის მეურნეობის დაკრედიტება |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკის განვითარების ფონდმა უნდა გამოუყოს კრედიტები იმ კომპანიებსა და მეწარმეებს, რომლებიც:
შექმნიან ფერმერულ მეურნეობებს;
შექმნიან სოფლის მეურნეობის მომსახურების კომპანიებს;
შექმნიან აგროქიმიური მომსახურების კომპანიებს;
შექმნიან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საექსპორტო კომპანიებს;
დააფუძნებენ უცხოელებთან ერთობლივ ფერმერულ მეურნეობებს.
![]() |
9.13.7 კრედიტების გამოყოფის პრინციპები |
▲ზევით დაბრუნება |
კრედიტების გამოყოფა ტენდერის სახით უნდა ხორციელდებოდეს დეტალური ტექნიკურ-ეკონომიკური (Feasibility Study) დოკუმენტაციის საფუძველზე. ეს დოკუმენტაცია შესრულებული უნდა იყოს საერთაშორისო ანგარიშგების მინიმალური მოთხოვნების სტანდარტების შესაბამისად, ხოლო ეკონომიკური ნაწილი უნდა პასუხობდეს საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებს (International Accounting Standards).
![]() |
9.13.8 სასოფლო-სამეურნეო მომსახურების განვითარება |
▲ზევით დაბრუნება |
სასოფლო-სამეურნეო მომსახურება რამდენიმე კომპონენტისაგან უნდა შედგებოდეს:
აგროქიმიური მომსახურება - მიწის ნაკვეთების განაყოფიერება;
ტექნიკური მომსახურება - ტექნიკით მიწის ნაკვეთების დამუშავება;
ტრეინინგი თანამედროვე აგრარურ ბიზნესში;
სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესყიდვა.
სასოფლო-სამეურნეო მომსახურება შეთავაზებულ უნდა იქნას არა ცალკეული შინამეურნეობებისთვის, არამედ აგლომერაციებისთვის - სოფლებისთვის, კომლთა მოდულებისთვის და ა.შ. ეს იქნება ფარული კოოპერაციის პრინციპის ცხოვრებაში გატარების ტაქტიკა. ვინაიდან, როგორც ავღნიშნეთ, კოოპერაციის იდეა არ სარგებლობს სოფლის მოსახლეობაში დიდი ავტორიტეტით, ცხოვრებაში გასატარებელი იქნება ფარული კოოპერაციის პრინციპი, რომელიც ბუნებრივად გამომდინარეობს ახალი მომსახურების შეთავაზებებიდან.
![]() |
9.13.9 ანტიმონოპოლიური სამსახური |
▲ზევით დაბრუნება |
სასწრაფოდ უნდა შეიქმნას მარეგულირებელი კომისიის სტატუსით საქართველოს ანტიმონოპოლიური სამსახური. სამსახურის გადაწყვეტილების გასაჩივრება მხოლოდ უზენაეს სასამართლოში უნდა იყოს შესაძლებელი.
![]() |
9.13.10 მარეგულირებელი კომისიები |
▲ზევით დაბრუნება |
ყველა იმ სამრეწველო დარგში, სადაც ბუნებრივი მონოპოლიები არსებობენ, უნდა შეიქმნას მარეგულირებელი კომისიები. კომისიები, ასევე, უნდა შეიქმნას სიცოცხლისთვის სახიფათო საქმიანობის გასაკონტროლებლად. კომისიების საქმიანობა უნდა იყოს აბსოლუტურად გამჭირვალე, ხოლო მათი დოკუმენტები ხელმისაწვდომი ნებისმიერი კერძო თუ იურიდიული პირისთვის მონიტორინგის ჩასატარებლად. ამავე პრინციპით უნდა შეიცვალოს არსებული მარეგულირებელი კომისიების სტატუსიც.
ასეთ ახალ კომისიებად გვესახება:
ბუნებითსარგებლობის ლიცენზირების სამსახური;
სახელმწიფო ქონების მართვის სამსახური;
საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ტრანსპორტის ლიცენზირების სამსახური;
სამთოტექზედამხედველობის სამსახური;
კვების პროდუქტების უსაფრთხოებისა და ლიცენზირების სამსახური;
წამლებისა და სამედიცინო საშუალებების ლიცენზირების სამსახური.
მკვეთრად უნდა შეიცვალოს მარეგულირებელი კომისიების დაკომპლექტების პრინციპები. კომისიების შემადგენლობა საკონკურსო საფუძველზე უნდა გამოვლინდეს. საკონკურსო კომისიები საქართველოს პარლამენტმა უნდა შექმნას და ტენდერის შედეგები პლენარულ სხდომაზე დაამტკიცოს. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტს თითოეულ კომისიაში თავისი თითო კანდიდატის კოოპტაციის უფლება უნდა ჰქონდეს. კომისიის თავმჯდომარე თვით კომისიის წევრებმა უნდა აირჩიონ.
![]() |
9.13.11 სახსრები ეკონომიკის განვითარების ფონდისთვის |
▲ზევით დაბრუნება |
სავსებით გასაგებია, რომ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა ეროვნული სახსრებით უნდა განხორციელდეს; სხვა შემთხვევაში მას იგივე ბედი ეწევა, რაც თავის დროზე ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის დაძლევის პროგრამას. ამიტომ ეკონომიკის განვითარების ფონდი სახელმწიფო სახსრების რაციონალური გადანაწილების ხარჯზე უნდა შეივსოს.
ნახაზი 93 აღწერს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებს ფუნქციონალური ჭრილში სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის შესაბამისად1. ეკონომიკის განვითარების ფონდისთვის წლიურად (6 წლის განმავლობაში) 654.5 მილიონი ლარია საჭირო. ნახაზი 94 აანალიზებს ამ სახსრების მობილიზების ჩვენს მიერ შემუშავებულ მოდელს.
ნახაზი 93: 2009 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის
ხარჯები, %25
ამ შემთხვევაში, თუ ავიღებთ 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს გაანგარიშების საბაზო ერთეულად, მოდელური ბიუჯეტი იქნება აბსოლუტურად საკმარისი ნებისმიერი დანიშნულების სახელმწიფო ხარჯების გასაწევად (ნახაზი 95).
_________________
1 საქართველოს კანონი საქართველოს 2009 წლის ბიუჯეტის შესახებ. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, თბილისი, 2009, 152 გვ.
![]() |
9.14 საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური პროგრამის რეალიზაციის მოდელი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
9.14.1 ზოგადი ეკონომიკური მაჩვენებლები |
▲ზევით დაბრუნება |
ნახაზი 96 ასახავს მრეწველობის განვითარების მოდელს, რომელიც გამომდინარეობს ზემოთ განხილული ეკონომიკური გათვლებიდან (იხ. ცხრილი 88, ცხრილი 91, ცხრილი 93 და ცხრილი 95), ხოლო ნახაზი 97 შეიცავს იგივე ინფორმაციას სოფლის მეურნეობისთვის (იხ. ცხრილი 113).
ნახაზი 94: საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების
მოდელის სტრუქტურა, %25
აშკარად ჩანს, რომ ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს პრინციპულად სამ ეტაპს:
ეკონომიკის დაკრედიტების ეტაპს, როცა განვითარება განპირობებულია შესაბამისი ინვესტიციებით;
თვითგანვითარების ეტაპს, როცა ბაზრის გაჯერება ხორციელდება ბიზნესების იმანენტური ზრდის ხარჯზე;
განვითარებული ეკონომიკის ეტაპს, როცა ეკონომიკური ზრდა განპირობებულია არასამრეწველო დარგების განვითარებით.
ნახაზი 98 ასახავს მთლიანი შიგა პროდუქტის ზრდის მოდელურ დინამიკას 2030 წლამდე პროგრამის განხორციელების შემთხვევაში, ხოლო ნახაზი 99 აანალიზებს იგივე ინფორმაციას მოსახლეობის ერთ სულზე.
ნახაზი 95: სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების მოდელი
ნახაზი 96: მრეწველობის განვითარების მოდელი
ნახაზი 97: სოფლის მეურნეობის განვითარების მოდელი
ნახაზი 98: მთლიანი შიგა პროდუქტის ზრდის მოდელი
გაანგარიშებანი ეფუძნებოდა ეკონომიკის განვითარების ჩვენს მიერ გამოთვლილ ზოგად ეკონომიკურ მაჩვენებლებს (იხ. ცხრილი 117). მოდელი ითვალისწინებს მშპ-ის ზრდის სწრაფ ტემპებს პირველი 4 წლის განმავლობაში შემდგომი ზრდის ტემპების შესუსტებით საშუალო ევროპულ დონემდე. 2030 წლისთვის მშპ-მა უნდა შეადგინოს 87.5 მილიარდი 2010 წლის აშშ დოლარი, ხოლო მოსახლეობის ერთ სულზე წლიურად 20 ათას დოლარზე მეტი.
ნახაზი 99: მოსახლეობის ერთ სულზე მთლიანი შიგა
პროდუქტის ზრდის მოდელი
![]() |
9.14.2 ნაერთი ბიუჯეტის ზრდა და სტრუქტურა |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკური განვითარების პროპორციულად და იგივე ტემპებით გაიზრდება საქართველოს ნაერთი ბიუჯეტიც (ნახაზი 100), რომლის მოცულობა 2030 წლისთვის შეადგენს 32.2 მილიარდ 2010 წლის აშშ დოლარს. ნაერთი ბიუჯეტის ზრდა, რასაკვირველია, აისახება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში, რომლის შემოთავაზებულ სტრუქტურას პროექტის განხორციელების მეშვიდე წლიდან ასახავს ნახაზი 101. ასეთ შემთხვევეში, რასაკვირველია, მკვეთრად გაიზრდება სოციალურ-ეკონომიკური სექტორის სექტორული დაფინანსება, რაც, უპირველეს ყოვლისა, აისახება მოსახლეობის სოციალურ დაცვასა და პროგრამებში (ნახაზი 102). საქართველოს ეკონომიკური განვითარების სოციალურ ასპექტს ჩვენ შემდეგ თავში განვიხილავთ.
პროექტის განხორციელების შემთხვევაში უკვე 7 წლის შემდეგ, განათლებაზე 4-ჯერ მეტი სახრები იქნება მობილიზებული, ვიდრე დღეს; ჯანდაცვაზე - 4.5-ჯერ მეტი; კულტურასა და სპორტზე - 7-ჯერ მეტი; ხოლო სოციალურ დაცვაზე - 7.37-ჯერ მეტი. შედეგად, საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება სოციალური დაზღვევა, პენსიები 6-ჯერ გაიზრდება, განათლებისა და ჯანდაცვის მუშაკთა ხელფასები - 4-ჯერ, ხოლო საჯარო მოსამსახურეების ხელფასები - 2-ჯერ1.
ნახაზი 100: ნაერთი ბიუჯეტის ზრდის მოდელი
ნახაზი 101: საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის მოდელური
სტრუქტურა, %25
ნახაზი 102: ნაერთი ბიუჯეტის ხარჯების მოდელი
ფუნქციონალურ ჭრილში
_____________________
1 2010 წლის ფასებში.
![]() |
9.14.3 მთლიანი შიგა პროდუქტის მოდელური სტრუქტურა |
▲ზევით დაბრუნება |
ეკონომიკური ზრდის პარალელურად შეიცვლება საქართველოს მთლიანი შიგა პროდუქტის ზოგადი სტრუქტურაც, რაც მთლიანად მოხსნის საქართველოს ეკონომიკის ზემოთ დეტალურად განხილულ ეკლექტურობას (ნახაზი 103).
ნახაზი 103: საქართველოს მთლიანი შიგა პროდუქტის ზოგადი
მოდელური სტრუქტურა, %25
აშკარად ჩანს, რომ მშპ-ის სტრუქტურა მიიღებს იმ დაბალანსებულ სახეს, რომელიც საქართველოსთვის ყველაზე უფრო რაციონალურია.
![]() |
10 თავი 8. საქართველოს სოციალური უსაფრთხოება |
▲ზევით დაბრუნება |
ცხრილი 118 ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით1 აანალიზებს საარსებო მინიმუმს საქართველოში 2008 და 2009 წლებში. სავსებით გასაგებია, რომ ოჯახის სულადობის ზრდასთან ერთად, ერთ ადამიანზე საარსებო მინიმუმი კლებულობს (ნახაზი 104). მიუხედავად საკმაოდ დახვეწილი გამოთვლების მეთოდიკისა, ცხრილში მაინც შეიმჩნევა შეცდომები. მაგალითად, საქართველოს საშუალო ოჯახი ოთხსულიანია2, და საშუალო ქართული ოჯახის საარსებო მინიმუმს 2009 წელს საშუალოდ უნდა შეედგინა 223 და არა 216 ლარი, როგორც ეს ცხრილშია მოცემული.
ცხრილი 118: საარსებო მინიმუმი საქართველოში
ნახაზი 104: ერთი ადამიანის საარსებო მინიმუმი 2009 წელს ოჯახის
სულადობის შესაბამისად
იმავე წყაროების შესაბამისად3, ნახაზი 105 შეიცავს ინფორმაციას საშუალო ნომინალური ხელფასის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში, როგორც წესი, მხოლოდ ოჯახის ერთი წევრია დასაქმებული, ზოგადად მისი ხელფასი ორჯერ აღემატება ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმს. ამიტომ დასაქმებულთა ოჯახები შიმშილით არ მოკვდებიან.
ნახაზი 105: საშუალო ნომინალური ხელფასი საქართველოში
ამასთან, გასათვალისწინებელია რამდენიმე გარემოება.
ცხრილი 119 შეიცავს „საქსტატ“-ის ინფორმაციას საქართველოში პენსიონერთა რაოდენობის შესახებ, ხოლო ცხრილი 120 იმ ოჯახების რაოდენობის შესახებ, რომლებიც იღებენ სახელმწიფო შემწეობას4. ამრიგად, საქართველოში დაახლოებით 850 ათასი ადამიანი სოციალური უზრუნველყოფის სისტემაზეა დამოკიდებული.
ცხრილი 119: პენსიონერთა რაოდენობა საქართველოში
|
ჭელი |
||
კატეგორია |
2007 |
2008 |
2009 |
ასაკობრივი პენსია |
611 879 |
658310 |
659 964 |
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები |
160 638 |
137 806 |
139 932 |
მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრები |
55 862 |
41898 |
35 499 |
პოლიტრეპრესირებულები |
8 523 |
4232 |
3 098 |
მთლიანად |
836 902 |
842 246 |
838 493 |
ცხრილი 121 აღწერს საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის სისტემას საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის თანახმად5. ამ ცხრილიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება შეიძლება:
ცხრილი 120: შემწეობების მიმღებ ოჯახთა რაოდენობა საქართველოში
კატეგორია |
ჭელი |
|||||||
|
2002 |
2003 |
2004 |
2005 |
2006 |
2007 |
2008 |
2009 |
მარტოხელა |
11 990 |
12 591 |
13 929 |
13 320 |
12 336 |
6 430 |
4 276 |
3 584 |
არამომუშავე |
2 211 |
2 406 |
3 161 |
4 142 |
3 553 |
405 |
741 |
523 |
ობოლი ბავშვები |
266 |
301 |
415 |
489 |
478 |
218 |
136 |
86 |
არამომუშავე |
987 |
1 738 |
2 339 |
3 525 |
3 365 |
2 196 |
1 762 |
1 460 |
18 წლამდე |
1 664 |
2 350 |
2 912 |
3 316 |
2 944 |
2 037 |
1 447 |
1 097 |
მრავალშვილიანი |
22 |
33 |
56 |
60 |
63 |
20 |
11 |
7 |
სულ შემწეობის |
17 141 |
19 419 |
22 812 |
24 851 |
22 739 |
12 306 |
8 372 |
6 757 |
ცხრილი 121: საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის სისტემა, ათასი ლარი
მუხლი |
წელი |
|
|
|
2007 |
2008 |
2009 |
სოციალური დაცვა მთლიანად |
778 172.0 |
1 104 573.0 |
1 330 888.4 |
მათ შორის |
|
|
|
სოციალური პროგრამები |
699 886.3 |
990 001.4 |
1 141 748.9 |
მათ შორის |
|
|
|
სახელმწიფო პენსიები |
455 038.0 |
726 692.4 |
821 258.8 |
სახელმწიფო კომპენსაციები და |
50 834.3 |
47 103.6 |
44 903.7 |
ორსულობისა და ბავშთა მოვლის |
2 398.6 |
3 328.9 |
3 000.0 |
სოციალური შეღავათების |
79 368.9 |
38 997.9 |
22 483.9 |
სოციალური დახმარება |
83 036.0 |
125 541.0 |
160 217.0 |
შეზღუდული შესაძლებლობების პირთა დახმარება |
2 877.7 |
3 540.5 |
4 500.0 |
პროფესიული მომზადება |
22 030.9 |
44 630.8 |
0.0 |
ლტოლვილთა და დევნილთა |
0.0 |
0.0 |
65,305.7 |
„ბავშვზე ზრუნვა“ |
0.0 |
0.0 |
17,579.8 |
ჯანმრთელობის |
0.0 |
0.0 |
2,500.0 |
ჯანმრთელობის დაცვის |
154 876.8 |
226 484.8 |
288 923.1 |
მათ შორის |
|
|
|
მოსახლეობის სამედიცინო |
37 260.1 |
80 453.1 |
129 561.7 |
სიღარიბის ზღვარს ქვემოთ |
37 260.1 |
80 434.0 |
129 511.7 |
სახალხო არტისტებისა და |
0.0 |
19.1 |
50.0 |
სხვა სამედიცინო პროგრამები, |
105 424.8 |
132 243.1 |
140 366.5 |
ფსიქიატრიული მომსახურება |
4 324.4 |
7 116.1 |
9 746.8 |
ფტიზიატრიული მომსახურება |
2 960.2 |
4 742.6 |
7 823.0 |
ინფექციურ დაავადებათა |
2 458.5 |
2 048.7 |
1 176.8 |
ორგანოთა და ქსოვილთა |
9 451.0 |
10 675.9 |
15 748.5 |
ონკოლოგიურ დაავადებათა |
5 848.9 |
5 804.2 |
3 883.4 |
რეფერალური მომსახურება |
13 389.7 |
24 703.8 |
19 584.0 |
ურგენტული მომსახურება |
11 708.3 |
12 595.4 |
9 275.1 |
გულის ქირურგია |
8 041.2 |
7 656.2 |
8 659.5 |
დიაბეტით დაავადებულთა |
249.9 |
268.4 |
0.0 |
ჰემოფილიით დაავადებულ |
93.1 |
99.5 |
130.0 |
პირველადი ჯანდაცვა |
24 203.5 |
23 277.0 |
23 677.6 |
მოსახლეობის მედიკამენტებით |
9 530.7 |
9 566.8 |
11 478.2 |
დიაბეტით დაავადებულთა |
3 733.7 |
3 599.3 |
4 500.0 |
დიაბეტით დაავადებულ ბავშთა |
437.1 |
392.4 |
585.0 |
ჰემოფილიით დაავადებულ |
998.7 |
1 213.9 |
1 500.0 |
ონკოლოგიურ პაციენტთა მედიკამენტები |
475.1 |
562.8 |
600.0 |
ორგანოგადანერგილთა |
898.8 |
875.2 |
1 285.6 |
უშაქრო დიაბეტით |
256.5 |
56.1 |
270.0 |
ანტირაბიული სამკურნალო |
1 151.1 |
1 646.2 |
1 300.0 |
ფენილკეტონურით |
383.6 |
432.6 |
537.6 |
მუკოვისციდოზით დაავადებულთა მედიკამენტები |
99.0 |
98.2 |
150.0 |
ნარკომანიით დაავადებულთა |
337.4 |
156.3 |
150.0 |
სამკურნალო საშუალებათა |
759.7 |
533.7 |
600.0 |
დაავადებათა პრევენცია, მათ |
2 221.8 |
2 676.5 |
5 516.7 |
ნარკომანიით დაავადებულთა |
951.4 |
274.0 |
1 325.9 |
პროფესიულ დაავადებათა |
160.3 |
237.0 |
266.7 |
დაავადებათა ადრეული |
514.3 |
157.4 |
710.0 |
იმუნიზაცია |
337.4 |
1 190.2 |
1 899.6 |
უსაფრთხო სისხლი |
0.0 |
600.0 |
900.0 |
ონკოლოგიურ დაავადებათა |
75.2 |
174.0 |
0.0 |
ეპილეფსიის ადრეული |
152.0 |
0.0 |
214.5 |
ვეტერანთა სამედიცინო |
439.4 |
799.2 |
800.0 |
სამხედრო ძალებში გაწვეულთა |
0.0 |
746.1 |
1 200.0 |
ჯანმრთელობის დაცვისა |
41 579.6 |
19 538.0 |
9 276.3 |
საქართველოში 2009 წელს გაიცა 821.2 მილიონი ლარის პენსია, 22.5 მილიონი ლარის მონეტიზებული შეღავათები და 160.2 მილიონი ლარის სოციალური დახმარება - სულ 1 004 მილიონი ლარი. ვინაიდან, როგორც გამოვთვალეთ, ასეთ დახმარებას დაახლოებით 850 ათასი ადამიანი საჭიროებს, ეს თანხა საშუალოდ ერთ მომხმარებელზე წელიწადში 1 181 ლარისა და თვეში 98.4 ლარის ტოლია, რაც საარსებო მინიმუმზე ნაკლებია.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა დასაქმებული იხდის საშემოსავლო გადასახადს, სამედიცინო სახელმწიფო დაზღვევით დაფარულია მხოლოდ ღატაკები, პენსიონერების ზოგიერთი კატეგორია, ვეტერანები, სახალხო არტისტები, ჩვილი ბავშვები და დაავადებათა და მედიკამენტთა სპეციალური კატეგორიები, როგორიცაა ონკოლოგიური დაავადებანი, დიაბეტი და სხვა. ამ პროგრამების დაფინანსებაც აშკარად არასაკმარისია.
განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი. ურგენტული ოპერატიული მომსახურების პროგრამა 9.3 მილიონი ლარის ტოლია. საქართველოში წელიწადში დაახლოებით 700 გულის შუნტირების ოპერაცია კეთდება და თითოეულის ფასი საშუალოდ 15 ათასი ლარია. ასე რომ მხოლოდ ამ ოპერაციათა ღირებულება 1.2 მილიონი ლარით აღემატება ბიუჯეტში ურგენტულ მომსახურებაზე გამოყოფილ თანხას.
ინფექციურ დაავადებათა სახელმწიფო პროგრამაზე სახელმწიფომ 2009 წელს 1.2 მილიონი ლარი გამოყო. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ დაავადებათა მკურნალობა საჭიროებს ძალიან ძვირ ანტიბიოტიკებს, ეს პროგრამა მოსახლეობის არაუმეტეს 2%25-ს ფარავს.
საქართველოში საერთოდ არ არსებობს სიბერის დაზღვევა - წლების მანძილზე მიღებული ხელფასისა და გადახდილი გადასახადების ოდენობის მიუხედავად, ადამიანი, სათანადო ასაკის მიღწევის შემდეგ იღებს სტანდარტულ პენსიას, რომელიც სიღარიბის ზღვარს ქვევითაა. ხოლო თუ გავითვალისწინებთ, რომ მცხოვანი ასაკის ადამიანები პერმანენტულად მოიხმარენ საკმაოდ ძვირ მედიკამენტებს, ისინი თავიანთი შვილებისა და შვილიშვილების სარჩენი ხდებიან.
სიტუაციას არც კერძო სამედიცინო დაზღვევა ასწორებს.
კორპორატიული დაზღვევის გარდა, რომლითაც დაფარულია, როგორც წესი, ან სახელმწიფო მოხელეები, ან კიდევ მსხვილი კერძო კომპანიების მაღალხელფასიანი მოსამსახურეები. უბრალო მოქალაქეს მხოლოდ ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევის შესაძლებლობა დარჩენია. სპეციალურმა კვლევამ, რომელიც ჩატარდა საქართველოს უმსხვილეს სადაზღვევო კომპანიებში, დაგვარწმუნა, რომ საუკეთესო პირობებს მომხმარებელს კომპანია GPI სთავაზობს (ცხრილი 122).
ცხრილი 122: კომპანია GPI-ის სამედიცინო სადაზღვევო პაკეტები
და მაინც, როგორც ცხადია მოყვანილი ცხრილიდან, ყველაზე ძვირი პაკეტიც ვერ ფარავს არსებულ რისკებს და ადამიანს უწევს მედიკამენტების ფასის 80%25-ის და რთული ოპერაციების 70%25-ის ფასის ჯიბიდან გადახდა.
შემოთავაზებული საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა, მისი შესრულების შემთხვევაში უზრუნველყოფს სადაზღვევო სფეროში 2025 წლისთვის 11 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზებას, რაც ყველა აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად სავსებით საკმარისია. მოგვარდება როგორც საპენსიო უზრუნველყოფა (ერთ პენსიონერზე საშუალოდ თვეში 539 აშშ დოლარის ექვივალენტი პენსია და შემწეობა გაიცემა), ასევე საქართველოს ყველა მოქალაქის სრული სამედიცინო სახელმწიფო დაზღვევა.
მაგრამ ამით კერძო სადაზღვევო კომპანიების როლი სულაც არ შემცირდება. ჯერ ერთი, სახელმწიფომ შესაძლებელია მენეჯმენტი მათ გადააბაროს, რითაც შეზღუდავს სახსრების ხარჯვას ბიუროკრატულ აპარატზე; მეორე, კერძო სადაზღევო საქმე, როგორც სახელმწიფო დაზღვევის დანამატი, შეიძლება ემსახურებოდეს VIP მომსახურებას, ვთქვათ, საავადმყოფოში ერთადგილიანი პალატების გამოყოფას ან კიდევ საზღვარგარეთ მკურნალობას; მესამე, რაც ადრე დაიწყებენ სადაზღვევო კომპანიები სიბერისა და ქმედითუუნარობის დაზღვევას, მით უფრო კარგი ეს იქნება მათთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის.
___________________
1 საარსებო მინიმუმი. საქსტატი. http://www.geostat.ge/?action=page&p-id=178&lang=geo.
2 Human Development Report, Georgia 2000, text by Alexander G. Tvalchrelidze and Gabriel Labbate, United Nations Development Programme, „Poligraph Service“ Publ., Tbilisi, 2000, 83p
3 ხელფასები. საქსტატი. http://www.geostat.ge/?action=page&p-id=148&lang=geo.
4 სოციალური უზრუნველყოფა. საქსტატი. http://www.geostat.ge/?action=page&p-id=199&lang=geo.
5 საქართველოს კანონი საქართველოს 2009 წლის ბიუჯეტის შესახებ. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, თბილისი, 2009, 152 გვ.
![]() |
11 თავი 9. საქართველო როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის წევრი ქვეყანა |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
11.1 გლობალიზებული სამყარო |
▲ზევით დაბრუნება |
კომუნისტური ბლოკის დანგრევამდე მსოფლიო გეოპოლიტიკურად ორპოლარული იყო. „დიდი ჭადრაკის დაფაზე“1, ზოგადად, სამი ტიპის ქვეყნები არსებობდა:
დემოკრატიული, თავისუფალი ბაზრის პრინციპზე აგებული ქვეყნები, რომელთა ლიდერები ჩრდილო ატლანტიკის ალიანსის ბლოკში იყვნენ გაერთიანებულნი;
სოციალისტური ქვეყნები, რომლებიც, ძირითადად, ვარშავის ხელშეკრულების წევრები იყვნენ;
ე.წ. „არგაწევრიანებული ქვეყნები“.
ვინაიდან წინააღმდეგობა და კონფრონტაცია აშშ-ის ქოლგის ქვეშ არსებულ დემოკრატიულ და სოციალისტურ (რომელთა ლიდერი საბჭოთა კავშირი იყო) ქვეყნებს შორის წინა საუკუნის სამოციანი წლების ბოლოსა და სამოცდაათიანი წლების დასაწყისში კრიტიკული გახდა, ხოლო ბიპოლარული ბირთვული და სარაკეტო იარაღის დაგროვება სახიფათო დედამიწის არსებობისთვის, სწორედ არაგაწევრიანებულმა ქვეყნებმა აიღეს პასუხისმგებლობა მყიფე წონასწორობისა და არამდგრადი მშვიდობის შესანარჩუნებლად მსოფლიოს ორ პოლუსს შორის. შემთხვევითი როდია, რომ სწორედ ამ ქვეყნების წარმომადგენელი, როგორც წესი, ტრადიციულად გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე აირჩევა ხოლმე.
ასეთ სამყაროში გლობალიზაცია შეუძლებელი იყო. წინა საუკუნის ოცდაათიანი წლების „დიდმა დეპრესიამ“ ვერ გადალახა აშშ-სა და, ყოველ შემთხვევაში, მისი მოკავშირეების პოლიტიკური საზღვრები2, ხოლო მისი შედეგები საკმაოდ ლოკალური იყო. ამ ფონზე სსრკ-ს ეკონომიკა სწრაფი ტემპებით ვითარდებოდა3. გლობალური ეკონომიკური მექანიზმის ამოქმედების პირველმა ცდამ - ბრეტონ ვუდსის შეთანხმებამ - მხოლოდ დემოკრატიული ქვეყნები მოიცვა4.
ჭეშმარიტი გლობალიზაცია მხოლოდ კომუნისტური ბლოკის მსხვრევის შემდეგ იწყება, როცა მსოფლიო ერთპოლარული გახდა. ზბიგნევ ბჟეზინსკიმ, რომელმაც წინა საუკუნის ოთხმოციანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირის დაშლა იწინასწარმეტყველა5, დასახა ის ძირითადი იმპერატივები, რომლებსაც ამერიკის ლიდერობა ერთპოლარულ მსოფლიოში უნდა განესაზღვრა. ამ ღონისძიებათა შორის ნახსენები იყო, უპირველეს ყოვლისა, პოსტსაბჭოთა ქვეყნების საერთაშორისო სანედლეულო და საბითუმო ბაზრებში ჩართვა გლობალური პროექტების - მაგალითად, ბაქო-თბილისი-ჯეჰანის ნავთობსადენის - რეალიზაციის გზით6. და მეორეც, ბჟეზინსკის აზრით, ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკურ მოდელსა და ფინანსურ ინსტრუმენტებს უნდა მისცემოდა საერთაშორისო გავრცელება. აშშ-ის ყველა ადმინისტრაცია მიყვებოდა ბჟეზინსკის რჩევას და ამ გლობალურ პროექტში ჩართო საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, როგორიცაა მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი. შესაბამისი წვლილი ეკუთვნის, აგრეთვე, გაეროს განვითარების პროგრამას, რომელმაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ეკონომიკური გაძლიერების პროექტი წამოიწყო და იგი სიღარიბესთან ბრძოლის ინიციატივას დაუკავშირა7. შესაბამისად, ეს სამი ინსტიტუტი უაღრესად აქტიური იყო ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოებში. ისინი ეხმარებოდნენ გამოუცდელ მთავრობებს ახალი ვალუტებისა და თანამედროვე ფისკალური სისტემების შექმნაში, ეროვნული ბანკების რეფორმირებაში, კერძო საბანკო ქსელების დაარსებაში, კერძო ბიზნესების ხელშეწყობაში. საბოლოოდ, ჩანასახი სახით, ეს სახელმწიფოები ჩაერთო მსოფლიო ფინანსურ, სანედლეულო და საბითუმო ბაზრებში.
გლობალიზაციის მრავალი განმარტება არსებობს, მაგრამ ყველაზე ლაკონური ეკუთვნის პროფესორ ნოამ ჩომსკის8, რომლის აზრითაც გლობალიზაცია ნეოლიბერალური ეკონომიკური მოდელის გლობალური გავრცელებაა. ყოველ შემთხვევაში, წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით9, გლობალიზაცია გულისხმობს მსოფლიო ბაზრებში თავისუფალ შეღწევას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა10 და გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის11 მიერ შემუშავებული წესების შესაბამისად. ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვა შესაძლებელს ხდის ამ ბაზრებში მონაწილეობას სახლიდან გაუსვლელად, პერსონალური კომპიუტერის გამოყენებით12.
ამრიგად, თავდაპირველად გლობალიზაცია წარმოჩნდებოდა, როგორც დემოკრატიისა და თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე აგებული ერთიანი მსოფლიო, რომელსაც თანდათანობით ყველა ქვეყანა შემოუერთდებოდა. ამ თვალსაზრისით, იგნორირებულ იქნა ერთი მარტივი ჭეშმარიტება - თუკი ბიპოლარულ მსოფლიოში აზრთა სხვადასხვაობა სუფევდა, ერთპოლარულ დედამიწაზე აღარ დარჩა ადგილი განსხვავებული აზრისთვის - ვინც გლობალიზაციას ვერ ეგუება, იგი განწირულია. სხვა სიტყვებით, თანამედროვე საზოგადოების ორი ფუძემდებლური იდეა - გლობალიზაცია და მდგრადი განვითარება - ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოვიდა. ზუსტად ამ მარტივ აზრს ეფუძნებოდა ანტიგლობალისტების პათოსი, მაგრამ საკუთარი აზრის გამოხატვის ექსტრემისტული მეთოდების გამო მათ სერიოზულად არავინ აღიქვამდა.
მე-20 საუკუნის მიწურულს მსოფლიო უსაფრთხოების სისტემა დიდ შეშფოთებას იწვევდა13 და მცირე (და არა მარტო მათ) ერებს ჩრდილო ატლანტიკის ბლოკის გაფართოვებისა და მისი ეფექტიანობის იმედი ჰქონდათ14.
2001 წლის 11 სექტემბერს მსოფლიო შეიცვალა. თუ მანამდე გლობალიზაცია განიხილებოდა როგორც მსოფლიო მოწყობის უალტერნატივო პროექტი, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის დანგრევის შემდეგ, გლობალიზაცია წარმოჩნდა როგორც მსოფლიო უსაფრთხოების გარანტიების სისტემა. ეს სისტემა ძალიან ფართო გაგებით განიხილება და მისი შემადგენელი ნაწილებია15:
სამხედრო უსაფრთხოება;
უსაფრთხოება ტერორიზმის წინააღმდეგ;
ეკონომიკური უსაფრთხოება;
ფინანსური ნაკადების უსაფრთხოება და გამჭირვალობა;
ინფორმაციული სივრცის უსაფრთხოება, დაბოლოს
პირადი უსაფრთხოება.
ზუსტად ეს მოდელი აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დაუდო საფუძვლად თავის ახლო აღმოსავლეთის, ხოლო შემდგომ მსოფლიოს მოწყობის ახალ დოქტრინას, რასაც, თავდაპირველად, მოყვა ომი ავღანეთსა და ერაყში, ხოლო შემდეგ მსოფლიო საქონლური, სანედლეულო და საბითუმო ბირჟებისა და მსოფლიო ფულადი ნაკადების ხისტი კონტროლი აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მხრიდან.
თავდაპირველად, ამ ახალი მსოფლიო მართვის სისტემამ წარმატებას მიაღწია როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. მაგრამ შემდგომ სულ უფრო ნათლად, ერაყში ამერიკული იარაღის წარუმატებლობის ფონზე, დაისახა წინააღმდეგობანი აშშ-სა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის, რაც ეკონომიკური თვალსაზრისით აისახა აშშ დოლარსა და ევროს შორის ეკონომიკურ ბრძოლაში. პრეზიდენტმა ბუშმა სუსტი აშშ დოლარის პოლიტიკა აირჩია16, რამაც მკვეთრად გაზარდა ფასები ძირითად ნედლეულზე17 და, საბოლოოდ 2008 წლის ეკონომიკური კრიზისი განაპირობა18. ამას დაემატა წარუმატებლობანი ერაყსა და ავღანეთში და გართულებული ურთიერთობანი აშშ-სა და რუსეთს შორის.
სავსებით ნათელი გახდა, რომ ბუშისეულ მსოფლიო უსაფრთხოების დოქტრინასა და დემოკრატიულ წესწყობილებას შორის არსებობს ღრმა მსოფმხედველური და სტრუქტურული წინააღმდეგობანი, რომლებიც, ამ დოქტრინის „გლობალიზაციის“ შემთხვევაში, საბოლოოდ მიიყვანდა მსოფლიოს ან დემოკრატიული ფასეულობების დაკნინებასა და ავტორიტარული მმართველობის სისტემის დანერგვისკენ, ან ახალ მსოფლიო ომამდე.
პრეზიდენტმა ობამამ დაიწყო აღნიშნული დოქტრინის „ხავერდოვანი“ დემონტაჟი, თუმცა მისი „ახალი მსოფლიო წესრიგის“ მსოფმხედველური საწყისები ჯერ ბოლომდე გარკვეული არ არის19
ამრიგად, ბერლინის კედლის დემონტაჟით გამოწვეული ეიფორია უკვე დიდი ხანია დავიწყებულია. „საყოველთაო კეთილდღეობის საზოგადოების“ აშენების ნაცვლად ჩვენ ვიგემეთ სეპარატიზმი, ინტეგრიზმი, ნგრევა და სიღარიბე.
ასეთ მსოფლიოში საქართველომ სასწრაფოდ თავისი ადგილი უნდა გამონახოს, სხვა შემთხვევაში მის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას სტრატეგიული პერსპექტივა არ გააჩნია.
_________________
1 ზბიგნევ ბრჟეჟინსკის ტერმინი.
2 M.N. Rothbard. America's Great Depression. 5th Edition. Vienna, Ludwig von Mises Institute, 2000, 368 p.
3 International financial history of the twentieth century. System and anarchy. Edited by M. Flandreau, C.-L. Holtfrerich & H. James. Cambridge, Cambridge University Press, 2003, 280 p.
4 D. Frum. How we got here: the 70's, the decade that brought you modern life (for better or worse). New York, Basic Books, 2000, 421 p.
5 Z. Brzezinski. The great chessboard: American primacy and its geostrategic imperatives. New York, Perseus Books Group, 1998, 251 p.
6 The Baku-Tbilisi-Ceyhan Pipeline: oil window to the West. Edited by S.F. Starr & S.E. Cornell. Vienna, the Central Asia - Caucasus Institute, Silk Road Studies Program, 2005, 150 p.
7 Combating poverty and making globalization work for all. U.N. Focus, 2006, Vol. 23, August, p. 1-12.
8 Globalization. Noam Chomsky interviewed by Maria Ahmed. Global Agenda, 2006, January.
9 T.G. Palmer. Globalization is grrrreat! Catos' Letter, 2002, Vol. 1, Issue 2, p. 1-6.
10 World Trade Organization. http://www.wto.org.
11 United Nations Conference on Trade and Development. http://www.unctad.org.
12 D.A. Hicks & S.R. Nivin. Beyond globalization: localized returns to IT infrastructure investments. Regional Studies, 2000, Vol. 34, p. 115-127.
13 M.T. Klarke & Y. Chandrani. World security: Challenges for a new century. New York, St. Martin's Press, Inc., 1998, 440 p.
14 ნ. ჩიტაძე. ნატო - ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების მთავარი გარანტი. თბილისი, 2006, 349 გვ.
15 World Security Institute. http://www.worldsecurityinstitute.org.
16 Triennial Central Bank Survey 2007. Basel, Bank for International Settlements, 2007, 59 p.
17 World economic prospects - commodities at the crossroads. Washington DC, the International Bank for Reconstruction and Development, 2009, 182 p.
18 World economic outlook - crisis and recovery. Washington DC, World Economic and Financial Surveys, International Monetary Fund, 2009, 250 p.
19 K. Tumulty & M. Thompson. Obama's new world order. Time, Thursday, December 04, 2008; J.T. Kahner. Obama's new world order. The Washington Times, Sunday, October 25, 2009; H. Lamb. Obama's new world order. Canada Free Press, Saturday, May 29, 2010, etc.
![]() |
11.2 საქართველოს გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა და მნიშვნელობა |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველო მდებარეობს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ რეგიონში, დიდი აბრეშუმის გზის საკვანძო ადგილზე, რომელიც ისტორიულად უდიდეს როლს თამაშობდა ევროპისა და აზიის განვითარებასა და ურთიერთობებში. აქ იყო აღმოსავლეთისა და დასავლეთის, კერძოდ აღმოსავლეთ ევროპის, შუა აზიისა და ახლო აღმოსავლეთის საზღვარი; საზღვარი ქრისტიანულ და მუსლიმანურ სამყაროებს შორის.
დღესაც, ეს რეგიონი წამყვან როლს თამაშობს, მაგალითად, ნავთობისა და გაზის, საერთოდ, ენერგომატარებლების მსოფლიო განაწილების სქემებში და მილსადენების ახალ პროექტებში (INOGATE, NABUCCO, South Streamda სხვ.). დღესაც, ეს რეგიონი წარმოადგენს დასავლური და აღმოსავლური ინტერესების გადაკვეთის ადგილს, მაგალითად: ირანი - ისრაელი; აშშ - ერაყი და ავღანეთი; რუსეთი - სომხეთი; აზერბაიჯანი - ევროპა; აზერბაიჯანი - სომხეთი; თურქეთი - სომხეთი; ყაზახეთი - ევროპა; თურქმენეთი - ევროპა და ა.შ. სავსებით გასაგებია, რომ საქართველოს გარეშე ამ წინააღმდეგობათა კვანძის გახსნა შეუძლებელია, რის გამოც საქართველო თამაშობდა, თამაშობს და ითამაშებს რეგიონული ლიდერის როლს, როგორც არ უნდა სურდეს ზოგიერთ ქვეყანას, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, რუსეთს, ამ როლის შესუსტება და რეგიონული პრობლემების გადაჭრა საქართველოს მონაწილეობის გარეშე.
მეორე მხრივ, საქართველოს გეოპოლიტიკური როლის გამოკვეთასა და დაფიქსირებას სჭირდება უფრო მეტი შესაბამისი სამთავრობო ქმედებანი.
ზემოაღნიშნულიდან ნათლად იკვეთება ერთი მარტივი ჭეშმარიტება, რომელიც, სამწუხაროდ, არ არის სათანადო დონეზე გაანალიზებული: საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ვერც ერთი პროგრამა ვერ იქნება ქმედითუნარიანი, თუ იგი მხედველობაში არ მიიღებს საქართველოს განსაკუთრებულ გეოპოლიტიკურ ადგილმდებარეობასა და როლს. სხვა სიტყვებით, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარება სინერგიული უნდა იყოს მის საგარეო პოლიტიკასთან.
დანართი 15 აღწერს საქართველოს გეოპოლიტიკური ინტერესების სფეროს რეგიონში, რომლებიც იკვეთება სხვა ქვეყნის ინტერესებთან. ნახაზი ნათლად აჩვენებს, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის გარდა, რეგიონის მდგრადი განვითარებით პირდაპირ დაინტერესებულია რუსეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ირანი, ერაყი, ნაწილობრივ ავღანეთი, სირია, იორდანია, ლიბანი, ისრაელი, თურქეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, უკრაინა და არაპირდაპირ ევროკავშირის ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატები. თუკი მსოფლიო ბანკის მონაცემთა ბაზას მოვიშველიებით, ადვილად შეგვიძლია გამოვთვალოთ, რომ საქართველოს მდგრად და მშვიდობიან განვითარებაში პირდაპირ დაინტერესებულია სულ მცირე 400 მილიონი ადამიანი, ხოლო არაპირდაპირ - კიდევ დაახლოებით ერთი მილიარდი. ვცადოთ გამოვიკლიოთ ძირითადი აქტიორების სასიცოცხლო ინტერესები რეგიონში.
![]() |
11.2.1 საქართველოს ინტერესები |
▲ზევით დაბრუნება |
საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში საქართველო სტრატეგიულად დაინტერესებულია კიდევ უფრო გაზარდოს თავისი როლი ენერგომატარებლების ტრანზიტის საქმეში და ამით თავისი პოლიტიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოება უზრუნველყოს. მისი სტრატეგიული ადგილმდებარეობა ნავთობისა და გაზსადენების ინფრასტრუქტურაში, აგრეთვე თურქეთთან მჭიდრო პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობა, რომლებიც ბოსფორის სრუტეში მის გემებს პრიორიტეტულ გასასვლელს აძლევს, მისცემს მას შესაძლებლობას სრული მოცულობით დატვირთოს თავისი ნავთობის ტერმინალები და გახდეს უმწვავეს კონკურენტულ ბრძოლაში შავ ზღვაში სხვა ქვეყნების ტანკერების მოძრაობისა და მათი ოფშორულ წყლებში გასვლის მედიატორი.
საქართველო, აგრეთვე, დაინტერესებულია განავითაროს ოფშორული ნავთობის ძიება და მოპოვება, ასევე, მიაწოდოს სასმელი წყალი ევროპასა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს. ამ ინტერესების რეალიზება მხოლოდ უმჭიდროესი საერთაშორისო თანამშრომლობის საფუძველზე იქნება შესაძლებელი. ამისთვის კი იმ სათანადო პროექტების რეალიზებაა საჭირო, რომლებზეც ქვემოთ გვექნება საუბარი.
![]() |
11.2.2 აზერბაიჯანის ინტერესები |
▲ზევით დაბრუნება |
აზერბაიჯანი დაინტერესებულია კიდევ უფრო მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს მსოფლიოს ენერგომატარებლებით მომარაგებაში და ამ თვალსაზრისით, სრული მოცულობით დატვირთოს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და, რაც მთავარია, შაჰ-დენიზ-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი. ამისთვის კი იგი, ისევე როგორც საქართველო, ყოველნაირად ხელს შეუწყობს NABUCCO-ს პროექტის რეალიზებას.
გარდა ამისა, აზერბაიჯანი უაღრესად დიდ ყურადღებას ანიჭებს ირანთან კასპიის ზღვის მე-4 ბლოკის პრობლემის მოგვარებას და ამ სფეროში ნებისმიერ საერთაშორისო თანამშრომლობას დათანხმდება.
![]() |
11.2.3 სომხეთის ინტერესები |
▲ზევით დაბრუნება |
სომხეთს ოფშორულ წყლებში გასასვლელი არ გააჩნია და ამ თვალსაზრისით, იგი თითქმის უალტერნატივოდ საქართველოზეა დამოკიდებული. ამიტომ სომხეთი უაღრესად დაინტერესებულია ჰქონდეს სანდო და მდგრადი გასასვლელი საერთაშორისო ბაზრებზე თავისი მეზობელი ქვეყნების ინფრასტრუქტურის გამოყენებით. გარდა ამისა, სომხეთი დაინტერესებულია უზრუნველყოს მოლიბდენის, სპილენძისა და ოქროს სტაბილური საერთაშორისო ბაზარი, ვინაიდან მის მშპ-ში „ლომის წილი“ სამთო საქმეს უკავშირდება. სოხეთის ინტერესებშია ენერგობაზრის დივერსიფიკაციაც, რადგან დღეს ამ თვალსაზრისით იგი მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული.
სომხეთს სურს საერთაშორისო ობსტრუქციის კედელი გაარღვიოს, რომელიც განპირობებულია ამ საკითხში ერთადერთ ქვეყანასთან - რუსეთთან - თანამშრომლობით.
![]() |
11.2.4 ირანის ინტერესები |
▲ზევით დაბრუნება |
ემბარგო, რომელსაც ირანს ისლამისტური რევოლუციის შემდეგ ჯერ კიდევ პრეზიდენტ ჯიმი კარტერის მცდელობით დაუწესდა, დღესაც არამც თუ გაუქმებულია, არამედ კიდევ უფრო გახისტებულია. ამ თვალსაზრისით, ირანი ენერგომატარებლების ოფშორულ ბაზრებზე გასვლის ურთულესი პრობლემების პირისპირ დგას.
არსებული მონაცემებით1, ირანის ნავთობის მარაგი 138.4 მილიარდ ბარელს შეადგენს (მსოფლიოში მეორე ადგილი საუდის არაბეთის შემდეგ), ხოლო წლიური ექპორტი - მხოლოდ 212.8 მილიონ ტ, რაც რუსეთის ექსპორტზე 2.3-ჯერ ნაკლებია. ირანი იძულებულია ნავთობი მიყიდოს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა, მაგალითად, ჩრდილო კორეა, კამბოჯა და ა.შ. და ისიც, რასაკვირველია, დემპინგური ფასებით. ჩვენი გათვლებით, ირანის დანაკარგები ნავთობის გაყიდვიდან წლიურად 10 მილიარდ აშშ დოლარად შეგვიძლია შევაფასოთ.
კიდევ უფრო მწვავედ დგას გაზის ექსპორტის საკითხი. ირანის გაზის მარაგი 16 ტრილიონი კუბური მეტრია (მსოფლიოში მეორე ადგილი რუსეთის შემდეგ, რომლის მარაგია 30.45 ტრილიონი მ3). მაგრამ გაზის ექსპორტს ირანი საერთოდ ვერ ახერხებს.
სხვათა შორის, არსებული კვლევების საფუძველზე2, ირანს ინტეგრიზმზე, ჰეზბოლასა და ჰამაზის დაფინანსებასა და თავის ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმა შეუძლია, თუკი უზრუნველყოფილი იქნება მისი ენერგომატარებლების საერთაშორისო ბაზრებზე გატანა. ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია ირანის NABUCCO-ს პროექტში ჩართვა.
_____________________
1 Bp statistical review of world energy. London, BP plc, 2009, 48 p.
2 Putting energy in the spotlight. London, BP Review of World Energy, BP plc, 2006, 44 p.
![]() |
11.2.5 თურქეთის ინტერესები |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოში წმინდა კომერციული გეგმების გარდა, თურქეთის სასიცოცხლო ინტერესებში შედის კვლავაც გადამწყვეტი როლი ითამაშოს რეგიონიდან ნავთობის ექსპორტში, რისთვისაც გამოიყენებს თავისი ხმელთაშუა ზღვის ბოტაშისა (ჯეიჰანის) და დორიდოლის ტერმინალებს. გარდა ამისა, თურქეთი ცდილობს გავიდეს მსოფლიოს უმთავრეს კაპიტალურ ბაზრებზე, ვინაიდან სტამბოლის საფონდო ბირჟის საქმიანობა მას შესაძლებლობას არ აძლევს ითამაშოს კაპიტალის ბაზრების „პრემიერ ლიგაში“.
![]() |
11.2.6 რუსეთის ინტერესები |
▲ზევით დაბრუნება |
რუსეთი ერთერთი უმთავრესი ნავთობის ექსპორტიორი ქვეყანაა, მაგრამ მისი სანავთობო ინფრასტრუქტურა საკმარისი არ არის ნავთობის მდგრადი ექსპორტისთვის ოფშორულ წყლებში.
რუსეთი ყოველწლიურად დაახლოებით 350 მილიონი ტ ნავთობის ექსპორტს ანხორციელებს1, რაც მისი საექსპორტო პორტების წლიური სიმძლავრის მხოლოდ 39.7%25-ია2 (ცხრილი 123). ამიტომ ნავთობის ექსპორტის უდიდესი ნაწილი დრუჟბას საექსპორტო სისტემით ხორციელდება.
დრუჟბას ნავთობსადენის სისტემა3 მსოფლიოში ყველაზე გრძელია (დაახლოებით 6000 კმ) და აშენებულია ეკონომიკური ურთიერთდახმარების საბჭოს მეათე სესიის (1959 წლის 18 დეკემბერი) გადაწყვეტილებით. ნავთობსადენის მშენებლობა 1963 წელს დასრულდა. სისტემა იწყება ალმეტიევსკში, თათარსტანი, კვეთს რუსეთს, ბელარუსს, უკრაინას, ჩეხეთს, სლოვაკეთს და მთავრდება ლეუნაში, გერმანია. უნეჩაში (რუსეთი) ძირითად მილსადენს გამოეყოფა ჩრდილო ნავთობსადენები უნეჩა - მეჟეიკიუ (ლიტვა) და უნეჩა-ვენტსპილსი (ლატვია). აგრეთვე, უნეჩაში და მოზირში (ბელარუსი) მილსადენს გამოეყოფა სამხრეთი ნავთობსადენი, რომელიც ნავთობს აწვდის, ერთის მხრივ, სლოვაკეთს, უნგრეთს, სერბიასა და ხორვატიას, ხოლო მეორე მხრივ - ჩეხეთსა და გერმანიას. დასავლეთ უკრაინაში დრუჟბას სისტემას უერთდება ნავთობსადენი ოდესა - ბროდი. დრუჟბას ნავთობსადენთა სისტემის მთავარი ოპერატორია რუსული სახელმწიფო კომპანია „ტრანსნეფტი“. სისტემის სიმძლვრეა 60-80 მილიონი ტ ნავთობი წელიწადში.
სავსებით გასაგებია, რომ ეს სისტემა ეფექტაინი იყო სოციალისტური ბლოკის არსებობის პირობებში, ხოლო ეხლა გეოპოლიტიკურად, ეკონომიკურად და ტექნიკურად ერთობ არამდგრადია. ექსპლუატაციის 45 წლის განმავლობაში ნავთობსადენზე მრავალი ავარია მოხდა. განსაკუთრებით სახიფათო მილსადენთა სისტემა გახდა ბოლო წლებში. მაგალითად, 2008 წელს ნავთობსადენზე 80-ზე მეტი ავარია დაფიქსირდა და ასეულობით ათასი ტონა ნავთობი დაიღვარა4.
ცხრილი 123: რუსეთის ნავთობის საექპორტი პორტების სიმძლავრე
პორტი |
მწარმოებლურობა, |
ნოვოროსიისკი |
50.00 |
პრიმორსკი |
16.00 |
ტუაფსე |
14.00 |
ვლადივოსტოკი |
14.00 |
ვისოტსკი |
12.22 |
სანკტ-პეტერბურგი |
11.47 |
ბალტიისკი |
10.89 |
უსტ-ლუგა |
10.50 |
მთლიანად |
139.08 |
ამრიგად, შავი ზღვის აკვატორიაში ყოველწლიურად 64-65 მილიონი ტ რუსული ნავთობი გროვდება და ამ რაოდენობას ბოსფორის სრუტე აშკარად ვერ ატარებს. სიტუაციას ვერ მოაგვარებს ვერც ბურგას (ბულგარეთი) - ალექსანდრუპოლისის (საბერძნეთი) ნავთობსადენის მშენებლობა5
ამრიგად, რუსეთი აშკარად დაინტერესებულია ნოვოროსიისკ-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობაში, რაც საქართველოს მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია.
უნდა ვიგულისხმოთ ისიც, რომ ამ პროექტის განხორციელება უეჭველად დაარეგულირებს ქართულ-რუსულ-აფხაზურ ურთიერთობებს და არაპირდაპირ - გადაჭრის მთიანი ყარაბახის პრობლემას.
__________________
1 Bp statistical review of world energy. iqve.
2 База данных морских портов России. http://www.russianports.ru.
3 Нефтепровод Дружба. Основрая информация. http://www.rian.ru; А.М. Шаммазов, Б.Н. Мастобаев и Р.Н. Бахтизин. История нефтепроводов России (1946-1991). Нефтепроводы, 2001, № 12б с. 3-15.
4 Аварии на нефтепроводе Дружба: мифы и реальность. http://www.regnum.ru/news.
5 Проект нефтепровода Бургас - Александруполис. http://www.transneft.ru/projects.
![]() |
11.2.7 უკრაინის ინტერესები |
▲ზევით დაბრუნება |
უკრაინის ძირითადი ინტერესია გაზის მიწოდების სქემების დივერსიფიკაცია, რაც მას აარიდებს რუსულ-უკრაინული „გაზის ომებს“.
![]() |
11.2.8 ბულგარეთისა და რუმინეთის ინტერესები |
▲ზევით დაბრუნება |
ბულგარეთისა და რუმინეთის ინტერესებშია საკუთარი როლის გაძლიერება დასავლეთ ევროპის ენერგომატარებლებით მომარაგებაში, რასაც მოემსახურება ბურგას-ალექსანდრუპოლისისა და კონსტანცა (რუმინეთი)-პანჩევო (სერბია)-ომიშალჯი (ხორვატია) ნავთობსადენების მშენებლობა. ამასთან, ამ ქვეყნებს არ სურთ მთლიანად რუსეთიდან ნავთობის ექპორტზე დამოკიდებულება. ამიტომ ამ ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობა ცენტრალურ კავკასიასთან და, უპირველეს ყოვლისა, საქართველოსთან სრულიად გარდაუვალია.
ამ ქვეყნებისა და საერთოდ აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის მეორე სასიცოცხლო პრობლემა გაზის წყაროების დივერსიფიკაციაში მდგომარეობს. მათ აღარ სურთ იგემონ რუსეთ - უკრაინის „გაზის ომებით“ გამოწვეული „ცივი ზამთარი“. ამ თვალსაზრისით აზერბაიჯანის გაზის მარაგები (1.2 ტრილიონი მ3)1 სრულიად არ არის საკმარისი და ადრე თუ გვიან ევროპაში გაზის მიწოდების სქემებში ჩართული იქნება ირანი და თურქმენეთი.
__________________
1 R. Sandrea. Global natural gas reserves - a heuristic viewpoint. Middle East Economic Survey, 2006, Vol. XLIX, No 12, p. 1234-1240.
![]() |
11.2.9 ყაზახეთის ინტერესები |
▲ზევით დაბრუნება |
დღეს ყაზახეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნავთობის ექსპორტიორი ქვეყანაა. ამისთვის იგი სამ სქემას იყენებს:
რუსეთის გაზსადენთა სისტემას;
ბორანით ბაქომდე, შემდეგ რკინიგზით ბათუმამდე და ტანკერებით ბურგასამდე ცისტერნების გადაზიდვა;
ნავთობსადენს პაკისტანის პორტ გვადარამდე.
ამიტომ, ყაზახეთის სასიცოცხლო ინტერესებშია ადრე თუ გვიან შეუერთდეს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს.
![]() |
11.2.10 თურქმენეთის ინტერესები |
▲ზევით დაბრუნება |
დღეს თურქმენეთსა და რუსეთს შორის ოცდაათწლიანი ხელშეკრულებაა დადებული, რომლის თანახმათაც რუსეთი თურქმენეთიდან გაზს 160 აშშ დოლარი/1000 კუბურლი მეტრი ტარიფით ყიდულობს, ხოლო ევროპაში 450 აშშ დოლარით ყიდის. გარდა ამისა, რუსეთი „ნარჩენი პრინციპით“ მოქმედებს, ანუ ჯერ საკუთარ გაზს ყიდის, ხოლო დეფიციტს თურქმენული გაზით ავსებს1. ამიტომ ადრე თუ გვიან თურმენეთი NABUCCO-ს პროექტს შეუერთდება ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობის გზით2.
____________________
1 M.K. Bhadrakumar. Russia takes control of Turkmen (world?) gas. Online Asia Times. http://www.atimes.com. Released on June 30, 2008.
2 S. Lochner, D. Bothe & M. Lienert. Analyzing the sufficiency of European gas infrastructure - the Tiger Model. In: International Conference ENERDAY 2007. Dresden, ENERDAY, 2007, p. 16-32; Nabucco. Project description/Pipeline route. http://www.nabucco-pipeline.com.
![]() |
11.2.11 კონფლიქტური რეგიონების მოსახლეობის ინტერესები |
▲ზევით დაბრუნება |
ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ეკონომიკის შესახებ უაღრესად მწირია და არასანდო. ამ ტერიტორიებზე საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენელთა დასწრების შეზღუდვა, რასაკვირველია, კარგად გათვლილი ნებაყოფლობითი აქტია, რომელიც საშუალებას აძლევს მმართველ ელიტებს ჩაერთონ აბსოლუტურად სამარცხვინო უკანონო საქმიანობაში1. მაგრამ ყველაფერი მალული ადრე თუ გვიან ცხადი ხდება.
არსებული ინფორმაციით2, თვითგამოცხადებული „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკის პრეზიდენტი, ჯერ კიდევ პრეზიდენტად მის „არჩევნებამდე“, ცნობილი იყო, როგორც იარაღისა და ნარკოტიკების ტრეფიკინგში ჩართული პიროვნება. მეტიც, ზუსტად მისმა ამ კავშირებმა უზრუნველყო მისი პრეზიდენტად „არჩევა“ 2001 წლის 6 დეკემბერს. მისი საარჩევნო კამპანია ფინანსდებოდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კლანის - ძმები ალბერტ და ჯამბულატ თედეევების - მიერ. კოკოითის გაპრეზიდენტების შემდეგ ზუსტად ამ კლანმა პასუხისმგებლობა აიღო საბაჟოსა და როკის გვირაბით ტვირთის გადაზიდვაზე. ვინაიდან კვაისის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატისა და სხვა საწარმოების გაჩერების ფონზე არაფორმალური ბიზნესი შემოსავლის ერთადერთი წყარო დარჩა, მმართველი ელიტები სტატუს-კვოს შენარჩუნებაში იყვნენ დაინტერესებულნი3. ამასთან, 2003 წლის 1 ივლისს ედუარდ კოკოითმა დაითხოვა ძმები თედეევები და გადაზიდვებზე სრულ პირად კონტროლს მიაღწია. ე.წ. სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთის ა.რ.-ის და მთიანი ყარაბახის მსგავსად, კრიმინალურ ზონად გადაიქცა.
აფხაზეთის არ-სა და „სამხრეთ ოსეთის“ მჭიდრო კონტაქტებმა იარაღითა და ნარკოტიკებით კონტრაბანდის, ასევე ცოცხალი ადამიანების ტრეფიკინგის მარშრუტების დაარსება განაპირობა. ავღანეთიდან და ირანიდან ცენტრალურ კავკასიაში ასეთი ორი მარშრუტი არსებობს4:
ცხინვალიდან ჩეჩნეთში და
სოხუმიდან და ოჩამჩირიდან თურქეთსა და შემდეგ ბალკანეთის ქვეყნებში.
მეტიც, რუსი „მშვიდობისდამცველები“ არ ერიდებიან ამ ბიზნესში მონაწილეობას და ჩეჩენ მებრძოლეებს იარაღს აწვდიან5. შედეგად, აფხაზეთი ბალკანეთის ქვეყნებში ჰეროინის მიწოდების რეგიონულ ცენტრად გადაიქცა6. ითვლება, რომ ნავთობსადენებზე თავისი კონტროლის დაწესების სურვილთან ერთად7 საქართველოს მთავრობის მცდელობა გადაეკეტა კონტრაბანდის საშუალებები რუსეთ-საქართველოს ომის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური მიზეზი იყო8.
მთიანი ყარაბახის, აფხაზეთის ა. რ.-ს და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერების მილიტარისტული განცხადებების მიუხედავად, რუსეთის სამხედრო ელიტასთან მათმა მრავალწლიანმა თანამშრომლობამ კონფლიქტური რეგიონების მოსახლეობას კეთილდღეობა არ მოუტანა. ეს საწყალი ადამიანები არიან ცივილიზებული სამყაროსგან გარიყული ფენები, რომელთაც საკუთარი ვალუტა, საბანკო სისტემა, სოციალური დაზღვევა და ინფორმაციული უზრუნველყოფა არ გააჩნიათ. ამ ზონების ეკონომიკა მთლიანად დანგრეულია, ხოლო ინვესტიციების მოზიდვა9 სრულიად შეუძლებელი. მეტიც, ეს ადამიანები ვერც ერთი ქვეყნის ვიზას ვერ იღებენ და თავის მომცრო ტერიტორიაზე გაუსვლელად არსებობაზე განწირულნი არიან.
ამასთან, ეს ტერიტორიები შეიცავს ოქროს, სპილენძის, თერმული წყლების, არამადნიანი ნედლეულის უმდიდრეს, ზოგჯერ კი უნიკალურ მარაგებს. მათი დამუშავება კი ხელსაყრელია როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე კონფლიქტში ჩართული ყველა მხარისთვის. აქ კი გვინდა გავიხსენოთ მშვიდობის ნობელის პრემიის ლაურეატის ჯონ ჰიუმის გამოცდილება, რომელმაც ჩრდილო ირლანდიის კონფლიქტის მოგვარების ფუნდამენტურ იმპერატივად ეკონომიკური განვითარება აირჩია10.
_____________________
1 А. Твалчрелидзе. Экономическая ситуация в Грузии после русско-грузинской войны. В кн.: Псевдоконфликты и квазимиротворчество на Кавказе. Грузинский Национальный комитет Хельсинкской Гражданской Ассамблеи и Южно-Кавказский институт региональной безопасности, Тбилиси, 2009, с. 136-142.
2 South Ossetia - recent development. http://www.globalsecurity.org/military/world/war/south-ossetia-2.htm; Charu Sigh. Trouble in the Caucasus. http://www.hinduonnet.com/fline/fl2118/stories/20040910000605700.htm; The South Caucasus: a regional overview and conflict assessment. http://www.cornellcaspian.com/sida/sida-cfl-2.html.
3 South Ossetia - recent development. იქვე.
4 The South Caucasus: a regional overview and conflict assessment. იქვე.
5 Trouble in the Caucasus. იქვე.
6 The South Caucasus: a regional overview and conflict assessment.იქვე.
7 D. R. Francis. Petropolitics at heart of Russia-Georgia clash. The Christian Science Monitor, August 18, 2008.
8 Trouble in the Caucasus. იქვე.
9 მათ შორის რუსულიც!
10 John Hume. Nobel lecture. http://nobelprize.org/nobel-prizes/peace/laureates /1998/hume-lecture.html.
![]() |
11.3 კავკასიაში ეკონომიკური კოოპერაციის პრინციპები |
▲ზევით დაბრუნება |
კავკასიაში ეკონომიკური კოოპერაციის მთავარი არსი დაინტერესებული ქვეყნების არაწინააღმდეგობრივი ეკონომიკური განვითარება უნდა გახდეს. სხვა სიტყვებით, ერთი ქვეყნის ინტერესები არ უნდა დააზიანოს სხვა პარტნიორი სახელმწიფოების სოციალურ-ეკონომიკურ იმპერატივები. თუკი გავითვალისწინებთ ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების რესურსულ ბაზას, სატრანსპორტო ნაკადების ძირითად სქემებს, ეკონომიკური კანონმდებლობების თავისებურებას და ა.შ., შეიძლება დაისახოს როგორც ეკონომიკური კოოპერაციის მთავარი პრინციპები, ასევე ის ღონისძიებანი, რომელნიც ამ პრინციპების ცხოვრებაში გასატარებლად უნდა ამოქმედდეს.
![]() |
11.3.1 ძირითადი პრინციპები |
▲ზევით დაბრუნება |
პარტნიორების სრული პარიტეტულობა და თანასწორუფლებიანობა;
ევროკავშირის მოდელით საერთაშორისო ეკონომიკური კანონმდებლობის შემუშავება;
უბაჟო ეკონომიკური სივრცე ნედლეულისა და სხვა საქონლის საბითუმო გაყიდვით კავკასიის სანედლეულო-საბითუმო ბირჟაზე, რომელიც თბილისში უნდა დაფუძნდეს;
პარიტეტულ პრინციპებზე კავკასიის ცენტრალური ბანკის დაფუძნება (ევროპის ცენტრალური ბანკის მოდელით);
ინტერპოლის პრინციპით საქონლთა მიმოქცევის ერთობლივი ზედამხედველობის სისტემის დაფუძნება;
პარიტეტული თანამონაწილეობა აუცილებელი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად;
მხოლოდ იმ პროექტების განხორციელება, რომლებიც ყველა მონაწილისთვის მისაღები იქნება;
ფიუჩერსული გარიგებების მინიმიზაცია;
დემპინგურ კონტრაქტებზე უარის თქმა;
კასპიის ზღვის მე-4 ბლოკის კონფლიქტის მოგვარება;
საბანკო ოპერაციებზე მინიმალური ტარიფები;
საბოლოოდ - კავკასიის საერთაშორისო ალიანსის დაფუძნება ქ. თბილისში.
![]() |
11.3.2 პირველადი აუცილებლობის პროექტები |
▲ზევით დაბრუნება |
აღნიშნული პროექტი - მომავლის საქმეა, ვინაიდან დღეს მისი ცხოვრებაში გასატარებლად არც პოლიტიკური ნება და არც რეალური წინაპირობები არ არსებობს. მიუხედავად ამისა, უკვე დღეს შესაძლებელია დაისახოს ის საერთო პროექტები, რომლებიც საბოლოოდ „კავკასიის სახლის“ დაფუძნებით დაგვირგვინდება. ამ თვალსაზრისით, საგულისხმოა თურქეთის პრემიერ-მინისტრის - ერდოღანის ინიციატივა, რომელმაც მსოფლიოს კავკასიის უსაფრთხოების პაქტი შესთავაზა1. სხვათა შორის, ეს ინიციატივა მიმართულია კავკასიით დაინტერესებულ სახელმწიფოთა ალიანსის შექმნისკენ, რაც რუსეთს კავკასიაში უნივერსალური არბიტრის ფუნქციას ჩამოართმევს.
აღნიშნული პროექტების ნუსხა შემდეგნაირად გვესახება:
NABUCCO-ს პროექტი გაფართოებულ ფორმატში (ირანის ჩართვითა და გვერდის ავლითი განშტოების მშენებლობით უკრაინისკენ, ბალკანეთისა და კარპატების ქვეყნების გავლით);
ირანი-აზერბაიჯანი-საქართველოს გაზსადენის რეაბილიტაცია, მისი SCADA-ს სისტემით უზრუნველყოფა და თურქეთსა და ბალკანეთის ქვეყნებისკენ მისი შესაძლო დაგრძელების საერთაშორისო განხილვა;
ყაზახეთიდან ბაქოსკენ რუსეთის გვერდისავლითი ნავთობსადენის მშენებლობა და მისი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენთან შერწყმა;
რუსეთის მონაწილეობის გარეშე (ან მისი მონაწილეობით დამკვირვებლის სტატუსით) კასპიის ზღვის მე-4 ბლოკის პრობლემის გადაჭრა და საერთაშორისო ხელშეკრულების მომზადება;
კავკასიის სარკინიგზო ქსელის თურქულთან შერწყმა;
საქონელთა ნაკადების სინერგიზაცია და ერთობლივი მართვა საერთაშორისო ოპერაციული კომპანიის დაფუძნების გზით;
კავკასიის სანედლეულო და საფონდო ბირჟების დაფუძნება;
კავკასიის ცენტრალური და კომერციული ბანკების დაფუძნება.
___________________
1 A. Mir-Ismail. Responding to Georgia crisis, Turkey seeks new Caucasus stability initiative. Eurasia Daily Monitor, August 22, 2008.
![]() |
11.3.3 აუცილებელი კვლევები |
▲ზევით დაბრუნება |
ამ პროექტების რეალიზაციისთვის, რასაკვირველია, საჭირო შეიქმნება სპეციალური კვლევების ჩატარება. ასეთებად გვესახება:
აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, თურქეთის, ყაზახეთის, თურქმენეთის, უკრაინისა და ზოგიერთი სხვა ქვეყნის რესურსული ბაზების შედარებითი ანალიზი და მათი გამოფიტვის მოდელირება;
რეგიონის არსებული და სამომავლო ენერგეტიკული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შესწავლა და მისი დატვირთვის მოდელირება 2050 წლამდე;
კავკასიის სანედლეულო და საფონდო ბირჟების ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების შემუშავება;
აღნიშნული ქვეყნების ეკონომიკური კანონმდებლობების შედარებითი ანალიზი.
ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ უკვე ჩვენი საუკუნის პირველ ნახევარში, ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება. მთავარია, დრო არ დავკარგოთ და ამ პროექტებში საქართველოს გადამწყვეტი როლი უზრუნველვყოთ.
![]() |
12 ძირითადი დასკვნები |
▲ზევით დაბრუნება |
წინამდებარე ნაშრომი აანალიზებს საქართველოს ამჟამინდელ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და მისი განვითარების პროგრამას შეიცავს.
ნაჩვენებია, რომ გადაუდებელი ღონისძიებებისა და სამთავრობო ხელშეწყობის გარეშე საქართველო ვერასდროს ვერ გახდება მდიდარი ქვეყანა. ამ ნეგატიური მოვლენების თავიდან ასაცილებლად, ცხოვრებაში გასატარებელია საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა, რომლის ძირითადი დედააზრი და პათოსი მარტივია: საქართველოში უზრუნველყოფილ უნდა იქნას მისი ბუნებრივი რესურსების ეფექტიანი ექსპლუატაცია და ხელი შეეწყოს ეროვნული მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას. ნაშრომში დასახულია ასეთი განვითარების პროგრამა და ჩატარებულია ამ პროგრამის რეალიზაციის ეკონომიკური ანალიზი.
გათვლებით, პროგრამის რეალიზაციის შემთხვევაში, უკვე 7 წლის შემდეგ, განათლებაზე 4-ჯერ მეტი სახრები იქნება მობილიზებული, ვიდრე დღეს; ჯანდაცვაზე - 4.5-ჯერ მეტი; კულტურასა და სპორტზე - 7-ჯერ მეტი; ხოლო სოციალურ დაცვაზე - 7.37-ჯერ მეტი. შედეგად, საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება სოციალური დაზღვევა, პენსიები 6-ჯერ, განათლებისა და ჯანდაცვის მუშაკთა ხელფასები - 4-ჯერ, ხოლო საჯარო მოსამსახურეების ხელფასები - 2-ჯერ გაიზრდება.
2030 წლისთვის მთლიანი შიგა პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე 20 ათას აშშ დოლარს გადააჭარბებს, ხოლო ნაერთი ბიუჯეტი 32 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდება.
საქართველოში უმუშევრობის დონე საშუალო ევროპულ დონემდე შემცირდება, ხოლო ყველა უმუშევარი მიიღებს უმუშევრობის შემწეობას, რომელიც საარსებო მინიმუმზე მაღალი იქნება.
![]() |
13 დანართები |
▲ზევით დაბრუნება |
დანართი 1: საქართველოს გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა
დანართი 2: საქართველოს ფიზიკური რუკა
დანართი 3: საქართველოს სტრატეგიულ საბადოთა განაწილება
დანართი 4: საქართველოს ძირითადი მდინარეების აუზები
დანართი 5: ქარისა და მზის ენერგორესურსების განაწილება საქართველოს ტერიტორიაზე
დანართი 6: ზველის უბნის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა
დანართი 7: ზველის უბნის ზუსტი ადგილმდებარეობა
დანართი 8: ზველის დასახლების ლანდშაფტური ზონების რუკა
დანართი 9: სოფელ ზველის ლანდშაფტური დიზაინი
დანართი 10: საცხოვრებელი სახლების არქიტექტურული დიზაინი
დანართი 11: წყალსადენების შესაძლო მარშრუტები
დანართი 12: წყალსაკრეფი ნაგებობანი ევროპისთვის
დანართი 13: საქართველო - ევროპის წყალსადენის ორი შესაძლო მარშრუტი
დანართი 14: შესაძლო შიგა ევროპული წყლის გამანაწილებელი სისტემა
დანართი 15: საქართველოს გეოპოლიტიკური რუკა მუქი ლურჯი ელიფსით ნაჩვენებია საქართველოს გეოპოლიტიკური ინტერესები გადაკვეთა სხვა ქვეყნების ინტერესებთან
დანართი 16: თუშეთი. სათავდაცვო კოშკი. სოფ. გირევი