![]() |
პოლიტიკაში ქალთა დაწინაურების კამპანია და პოლიტიკოსის უნარ-ჩვევები |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი ადამიანის უფლებები |
საავტორო უფლებები: © ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი |
თარიღი: 2006 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: სახელმძღვანელო თბილისი 2006 ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი მადლობელია მხარდაჭერისთვის: ჰაინრიხ ბიოლის ფონდი, ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისათვის, ბრიტანეთის საბჭო საქართველოში. |
![]() |
1 ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი |
▲ზევით დაბრუნება |
ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი 1994 წელს დაარსდა საქართველოში. ის ქალთა და გენდერულ საკითხებზე მუშაობს. ცენტრი საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა. ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრის საქმიანობის მიმართულებაა: პოლიტიკურსაგანმანათლებლო მოღვაწეობა, ქალთა პრობლემატიკის კვლევა და ანალიზი.
ორგანიზაციის ძირითადი მიზანია:
ქალთა დაწინაურების ხელშეწყობა გადაწყვეტლების მიღების დონეზე.
ორგანიზაციის ამოცანები:
ქალთა პრობლემების წინ წამოწევა და საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
ქალთა ჩართვა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებასა
და დემოკრატიის განვითარების პროცესში;
ქალთა პოლიტიკური აქტიურობის, თვითშეგნების
ამაღლება;
თანამშრომლობა ქალთა და გენდერულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე;
კონტაქტების დამყარება ქალთა საერთაშორისო მოძრაობასთან და სხვა ქვეყნების ქალთა გამოცდილების გამოყენება საქართველოში არსებული პრობლემების გადასაჭრელად;
გენდერული თანასწორობისათვის ბრძოლა; გენდერული უთანასწორობის კულტურული, სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური მიზეზების შესწავლა. ფსიქოლოგიური, სქესობრივი თუ ფიზიკური ძალადობის მიზეზების განსაზღვრა, კვლევები ტრადიციული გენდერული როლების, სექსისტური და პატრიარქალური მიდგომების შესახებ;
ისეთი ტაბუდადებული თემების გაშუქება, რომლებიც ხელს უწყობს ქალებზე ძალადობის განხორციელებას და ქალთა უფლებების დარღვევას;
ცნობიერების ამაღლება გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით, რათა შეიცვალოს ტრადიციული პატრიარქალური მიდგომები და გასაგები გახდეს, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ქალთა მონაწილეობას ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში.
ცენტრის მუშაობის სპეციფიკა: ტრენინგების, სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზება, რომელთა მუშაობაშიც მონაწილეობას იღებენ დარგის ექსპერტები, სპეციალისტები, მეცნიერები (ფსიქოლოგები, იურისტები, ეკონომისტები), აგრეთვე, სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე პროფესიონალები; საგანმანათლებლო პუბლიკაციების გამოქვეყნება და მასმედიასთან თანამშრომლობა. 1996-97 წწ. მთლიანად დაეთმო პროგრამას - ადამიანის უფლებები ქალთა უფლებებია. 1998-99 წწ. ჩატარდა უფლებების შესწავლის გენდერული კვლევა.
2000-2001 წწ. კვლევის პროგრამა - ოჯახური ძალადობა ქალზე.
2001 წ.დან ორგანიზაცია მუშაობს და თანამშრომლობს ახალგაზრდულ ჯგუფებთან, რამაც საფუძველი ჩაუყარა ცენტრში (FBZ) ახალგაზრდული დებატკლუბის ჩამოყალიბებას.
დებატ-კლუბის შექმნის მიზანი იყო, საზოგადოებაში არსებული მწვავე გენდერული პრობლემების განხილვა-ანალიზი, ახალგაზრდებისა და ექსპერტების შეხვედრები.
ცენტრის ბაზაზე განხორციელდა არაერთი სოციოლოგიური კვლევა, რომლის მიზანიც იყო ახალგაზრდების, კერძოდ, უფროსკლასელთა და სტუდენტთა დამოკიდებულებების ანალიზი გენდერული ურთიერთობებისა და გენდერული ძალადობის შესწავლის საფუძველზე.
ცენტრი 2000 წელს რეგულარულად ატარებდა სემინარების ციკლს, რომელიც ეძღვნებოდა ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმებს. ამ ციკლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საქართველოს რეგიონებში ქალთა უფლებების პრობლემის აქტუალიზაციაა.
ცენტრის მუშაობა, ასევე, შეეხო ქალის პრობლემების განხილვას რელიგიურ საკითხებთან კავშირში. ჩატარდა სემინარები თემაზე ქრისტიანობა და ქალის პრობლემები, სადაც საუბარი იყო ქალის როლისა და ფუნქციის განსაზღვრაზე ქრისტეს მოძღვრების მიხედვით.
2002 წლიდან აქტიურად ხორციელდება კანდიდატ და კანდიდატობის მსურველ ქალთა ტრენინგები პოლიტიკაში მათი დაწინაურების ხელშეწყობის მიზნით. ამ თემაზე ცენტრმა პუბლიკაციებიც მოამზადა.
ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი აგრძელებს საზოგადოებრივსაგანმანათლებლო მუშაობას და მზად არის თანამშრომლობისთვის. 2000 წელს ქალთა განათლებისა და ინფორმაციის ცენტრი გახდა საქართველოს ქალთა და გენდერულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და წევრი.
წინამდებარე პუბლიკაცია მოიცავს დამხმარე სახელმძღვანელო მასალას არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა და პოლიტიკური პარტიების წევრთათვის.
![]() |
2 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკოს ქალებს საქართველოში 2003 წლის ნოემბრის ვარდების რევოლუციამ, ჩატარებულმა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებმა მცირე, მაგრამ გარკვეულწილად მაინც წარმატება მოუტანა. საქართველოს პარლამენტში პარლამენტარი ქალების რიცხვი 16-დან 22-მდე გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში ქმედითი არ არის. სავარაუდოდ, 2006 წლის დეკემბერში საქართველოში რიგით მე-3 ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს. ქალთა და გენდერულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები დიდი მნიშვნელობას ანიჭებენ არჩევნებში ქალთა მონაწილეობის საკითხს. რაც შეიძლება მეტმა კანდიდატმა ქალმა უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და გაიმარჯვოს. წინასწარი მონაცემებით, პოლიტიკურ პარტიებში წინა პოზიციებზე ქალები კვლავ ნაკლებად არიან წარმოდგენილნი. მნიშვნელოვანია ქალთა მონაწილეობის გაზრდა, როგორც პარტიებთან თანამშრომლობითა და ქალთა დაწინაურების ხელშემწყობი შიდაპარტიული დროებითი ზომების, ასევე - სხვადასხვა სასწავლო პროგრამისა და მეთოდის გამოყენებით. 2002 წლის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრის ინიციატივით (თ. აბრამიშვილი, მ. კუპრავა-შარვაშიძე) ტრენინგები ჩაუტარდათ კანდიდატ და ამომრჩეველ ქალებს, მაგრამ შედეგი არც ისე სახარბიელო იყო.
არჩევნებში გასამარჯვებლად კანდიდატი ქალების მომზადება არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე და თანაც, მხოლოდ საგანმანათლებლო კომპონენტის აქცენტირებით, სადაც სხვა ღონისძიებები არ არის გათვალისწინებული, შედეგს ვერ მოგვცემს. კომპლექსური მიდგომა და საქმიანობის დროული წამოწყება თავისთავად, წარმატების გარკვეული გარანტიაა. რა თქმა უნდა, სემინარის დროს შეძენილი უნარ-ჩვევები სასარგებლო გამოდგა კანდიდატობის მსურველი ქალებისათვის და შედეგად მათი რიცხვიც გაიზარდა, მაგრამ სამწუხაროდ, არა წამყვან პოზიციებზე ხელისუფლებაში.
ძირითადი დაბრკოლება, რომელიც პოლიტიკოსი ქალების წინაშე არსებობს, თავად პარტიის შიგნით არსებული დაბრკოლებაა. პოლიტიკური პარტიის შიდა პროგრამებში არ არის შემუშავებული ქალთა მონაწილეობის გაზრდის სტრატეგია.
კანდიდატების საარჩევნო სიის შედგენის დროს პარტიულ სიებში კანდიდატი ქალების შეყვანის პროცესი ღია და გამჭვირვალე არ არის.
ქალებისა და მამაკაცების საქმიანობას პარტიაში ერთნაირი შეფასება არ ეძლევა. ჩვეულებრივ, შერჩევის პროცესს აკონტროლებენ პარტიის ლიდერები და სპონსორები. არაერთი შემთხვევაა, როდესაც ქალები პარტიის აქტიური წევრები არიან და საზოგადოებაში პოპულარობით სარგებლობენ, მაგრამ მათ დამსახურებას, სამსახურს ყურადღება არ ექცევა პარტიის საარჩევნო სიის შედგენის დროს.
გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ არაერთი გამარჯვებული, არჩეული ქალი თვლის, რომ მას სჭირდება ტრენინგები და სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერა, რათა შეძლოს დიდ პოლიტიკურ ასპარეზზე გასვლა, სადაც დღეს მამაკაცები დომინირებენ და ქალები უმცირესობას წარმოადგენენ.
ქალებს შესაძლებლობა უნდა მიეცეთ საქმიანად წარმოადგინონ ამომრჩეველთა მოთხოვნები ქალთა და გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით. პარტიის წევრ ქალებს მიაჩნიათ, რომ პოლიტიკოსი ქალისთვის საკმაოდ რთულია პარტიის ზედა სტრუქტურებში შეღწევა. თუმცა, მაინც შეიმჩნევა, პარტიის წევრი ქალების მიმართ თანასწორი შესაძლებლობების განხილვის გარკვეული მისწრაფება, რაც იძლევა იმედს, რომ ქალები ფართოდ იქნებიან წარმოდგენილნი გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოებში. წინამდებარე გამოცემა ხელს შეუწყობს ქალთა განათლებას, უნარ-ჩვევების გამომუშავებას, პოლიტიკური პოზიციების განმტკიცებას პარტიაში და პარტიის მიდგომების გაუმჯობესებას გენდერული თანასწორობის მიღწევის მიმართულებით. პუბლიკაციაში გათვალისწინებულია, აგრეთვე, ტრენინგების კასკადური სისტემა. ყურადღება გამახვილებულია ტრენინგების ჩატარებაზე საქართველოს რეგიონებში, რათა ადგილობრივი პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის უზრუნველყოფა მოხდეს, ეს კი, მათ საშუალებას მისცემს უფრო მეტი ხმა მოიპოვონ ადგილობრივ არჩევნებში.
სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან ჩატარებულმა წინასწარმა სამუშაოებმა გვიჩვენა, რომ მათ სურთ პარტიის წევრი ქალების მომზადება და გენდერული თანასწორობის პოლიტიკის დანერგვა პარტიის შიგნით.
ტრენინგი გათვალისწინებულია პარტიის წევრი და კანდიდატობის მსურველი არაპარტიული ქალებისთვის. სატრენინგო მასალა, აგრეთვე, გათვლილია დემოკრატიული ღირებულების მქონე ყველა ტიპის არჩევნებსა და ორივე სქესის წარმომადგენელ კანდიდატებზე (ორივე გენდერზე). სატრენინგო მასალა ხელს შეუწყობს პარტიებში პოლიტიკური განათლების გავრცელებასა და დემოკრატიული პრინციპების დანერგვას.
სახელმძღვანელო ითვალისწინებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ქალების უფრო ფართო მონაწილეობის ხელშეწყობას, მათი პოზიციების განმტკიცებას პოლიტიკურ პარტიებში, ეროვნულ და ადგილობრივ მთავრობებში, ქალთა საკითხებზე პარტიათშორისი თანამშრომლობის პოტენციალის გაუმჯობესებას. სახელმძღვანელო საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელი ქალების საწყისი პოლიტიკური განათლებისა და პოლიტიკურ კამპანიების წარმართვის საკითხებთან დაკავშირებულ მასალებს სთავაზობს მკითხველს.
სასწავლო პროგრამები ტრენინგისთვის:
ზოგადი პოლიტიკური უნარ-ჩვევები კანდიდატებისა და კამპანიების მენეჯერებისთვის;
საარჩევნო კამპანიების წარმართვა;
დემოკრატიული პოლიტიკური პრაქტიკის ელემენტები;
ტრენინგებისთვის მასალების შემუშავება და დაწერა.
მოსალოდნელი ზემოქმედება:
პროექტის მოსალოდნელი ზემოქმედება სამმხრივია:
პოლიტიკურ პარტიებში ქალთა მხარდაჭერის გაზრდა;
პოლიტიკოსი ქალების მიმართ გაზრდილი რწმენა პოლიტიკურ პარტიებში;
პოლიტიკურ პარტიებში ტრენინგისთვის სიცოცხლისუნარიანი რესურსების არსებობა - სასწავლო მასალები, სახელმძღვანელო.
სტრატეგია ითვალისწინებს ქალთა წარმომადგენლობისა და მხარდაჭერის გაზრდას პოლიტიკურ პარტიაში, ქალთა პოლიტიკური უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გაუმჯობესებას, აგრეთვე, ქალთა, როგორც პოტენციური პოლიტიკოსების თვითდაჯერებულობის შეგრძნების ამაღლებას. ტრენერი ქალების უნარი, პოლიტიკურ პარტიებში სხვებს ჩაუტარონ ტრენინგები, ხელს შეუწყობს ქალის სტატუსის განმტკიცებასა და მის მიმართ რწმენის გაზრდას.
![]() |
3 თავი 1. სწავლება უფროსებისთვის და ტრენინგის უნარ-ჩვევები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.1 1.1 ამოცანების დასახვა |
▲ზევით დაბრუნება |
სწავლება უფროსებისთვის
უფროსებთან მუშაობა განსხვავდება სკოლის ასაკის ბავშვებთან მუშაობისგან სასწავლო პროცესში. უფროსებს შეიძლება სწავლის განსხვავებული მოტივები ჰქონდეთ, ამის გარდა, მათ გააჩნიათ გარკვეული გამოცდილება და უნარ-ჩვევები, რომლებიც მათ საფუძველს უქმნის შემდგომი სწავლისთვის. მაგრამ, ალბათ, ისევე, როგორც ბავშვებს, მათაც აინტერესებთ, თუ რამდენად შეუძლიათ გაიგონ ახალი იდეები, დაეუფლონ ახალ უნარ-ჩვევებს, შეიტყონ, თუ რაგვარი წინსვლა ექნებათ სხვებთან შედარებით. უფროსების წარმატებული მასწავლებლებისთვის ცნობილია, თუ რა არის მათი მოსწავლეების ამოსავალი წერტილი და ცდილობენ შექმნან ისეთი გარემო, სადაც უფროსებისთვის ადვილი და სახალისო იქნება სწავლა.
ტრენინგის სესიის დაგეგმვამდე თქვენ უნდა დაფიქრდეთ შემდეგ საკითხებზე:
რა იციან ტრენინგის მონაწილეებმა;
ვინ არიან ისინი - ასაკი, სქესი;
რისი სწამთ მათ - თუ თქვენთვის გასაგებია მათი დამოკიდებულებები, ამოსავალი წერტილი, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ მათ საკუთარი მოსაზრებების ჩამოყალიბებაში;
მათი გამოცდილება და უნარ-ჩვევები - უნდა განსაზღვროთ, თუ როგორ შეიძლება მათი გამოყენება ყველაზე ეფექტურად ტრენინგის სესიაზე;
რას ფიქრობენ ისინი ახლის შესწავლაზე. მათი დამოკიდებულება სწავლის მიმართ შეიძლება განპირობებული იყოს ადრე მიღებული გამოცდილებით. თუ ეს არ იყო კარგი გამოცდილება, მაშინ თქვენ ახალი, განსხვავებული, გაცილებით უკეთესი გამოცდილება უნდა შეუქმნათ;
რაც შეეხება უფროსების შიშს საკუთარ უნარჩვევებთან დაკავშირებით, გახსოვდეთ, რომ უფროსებს ზუსტად ისევე ეშინიათ შენიშვნების მიღებისა და იმის, რომ სხვები მათ სულელებად აღიქვამენ, როგორც - ბავშვებს.
ამოცანების დასახვა
ტრენინგის სესიისთვის ამოცანების დასახვა ყველაზე რთული და ამასთან, არსებითი მნიშვნელობის სამუშაოა. თუ მკაფიო წარმოდგენა არა გაქვთ იმაზე, თუ რისი სწავლა სურთ ტრენინგის მონაწილეებს, სავარაუდოდ, ძალზე რთული იქნება მათთვის რაიმე ცოდნის მიწოდება.
სასარგებლო იქნება დაიწყოთ იმით, რომ მოიფიქროთ, თუ რამდენი დრო გაქვთ და რისი მიღწევა არის შესაძლებელი დროის ამ მონაკვეთში. მხოლოდ ამის შემდეგ შეეკითხეთ საკუთარ თავს, რა გსურთ, რომ მონაწილეებმა გაიგონ, ან რისი გაკეთება უნდა შეძლონ?
უნდა გაითვალისწინოთ, როგორია თქვენი აუდიტორია. სწორად უნდა შეაფასოთ იმ მონაწილეთა განათლების დონე, რომლებისთვისაც მოგიწევთ მუშაობა.
გთავაზობთ მაგალითს:
თქვენ დაგეგმეთ ტრენინგის მოკლე სესია (დაახლოებით საათნახევრიანი) ქალთა ჯგუფისთვის ქალთა შესახებ „გაეროს კონვენციის თაობაზე.“ ჯგუფს უკვე ჩაუტარდა ერთი სესია, რომელზეც მონაწილენი კონვენციას გაეცნენ - მათთვის ცნობილი იყო, თუ რა უფლებებს ითვალისწინებდა კონვენცია, მაგრამ მათთვის ნაკლებადაა გასაგები, თუ როგორ შეიძლება კონვენციის გამოიყენება იმისათვის, რომ რაიმე ცვლილებები განხორციელდეს პოლიტიკასა და კანონმდებლობაში.
თქვენი მიზანია:
ტრენინგის მონაწილეთათვის უკეთ გასაგები გახადოთ გაეროს კონვენცია. აპირებთ პირდაპირი და არაპირდაპირი დისკრიმინაციის საკითხის განხილვას. უნდა დასახოთ მკაფიო ამოცანები სესიისთვის.
რა შეიძლება შესთავაზოთ:
ამოცანები:
მონაწილეებმა უნდა:
იცოდნენ, რომ კონვენცია უკანონოდ მიიჩნევს როგორც პირდაპირ, ასევე არაპირდაპირ დისკრიმინაციას;
გაარკვიონ, თუ რა განსხვავებაა პირდაპირ და არაპირდაპირ დისკრიმინაციას შორის;
შეძლონ პირდაპირ და არაპირდაპირ დისკრიმინაციასთან ბრძოლის გზების დასახვა.
კარგი ამოცანა არის:
მკაფიო, კონკრეტული, განსაზღვრულ ვადებში შესრულებადი. მკაფიო ამოცანები დაგეხმარებათ ტრენინგის სტრუქტურის ჩამოყალიბებასა და შესაფერისი მეთოდების შერჩევაში. შეეკითხეთ საკუთარ თავს, შეძლებთ თუ არა თქვათ, რომ შეასრულეთ თქვენი ამოცანები? მკაფიო ამოცანების დასახვა დაგეხმარებათ თქვენი ტრენინგის სესიის შეფასებაში.
ამოცანების დასახვა უფრო ხანგრძლივი კურსისთვის
ზემოთ მოყვანილი მაგალითი გვიჩვენებს, თუ როგორ უნდა დავსახოთ ამოცანები ტრენინგის ერთი სესიისთვის. თუ უფრო ხანგრძლივ კურსს გეგმავთ, რომელიც ერთ ან რამდენიმე დღეს მოიცავს, თქვენ იგივე გამოცდილების გამეორება დაგჭირდებათ კურსის თითოეული ნაწილისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ მიზნების ჩამოყალიბებით მთლიანი კურსისთვის, შემდეგ დაყოთ ისინი დროის მიხედვით ცალკე სესიებად და დასახოთ ამოცანები თითოეული სესიისათვის. შეეცადეთ მოიფიქროთ, როგორ გადავლენ ტრენინგის მონაწილენი კურსის ერთი ნაწილიდან მეორეზე ისე, რომ წინა ნაწილმა საფუძველი შეუქმნას მომდევნოს. კურსის დამთავრებისას აუდიტორია უნდა გრძნობდეს, რომ მან კონკრეტული პროცესი გაიარა. სესიის ბოლოს, თქვენ შეგიძლიათ სთხოვოთ მონაწილეებს, გაითვალისწინონ თქვენს მიერ კურსისთვის დასახული მიზნები და შეაფასონ სწავლების პროცესი.
![]() |
3.2 1.2 მეთოდები - სწავლება და სწავლა |
▲ზევით დაბრუნება |
კარგი სასწავლო გამოცდილების უზრუნველყოფა ნიშნავს, რომ უნდა მოიფიქროთ, თუ რის სწავლებას შეეცდებით და როგორ შეისწავლიან ამას თქვენი მსმენელები ყველაზე ადვილად. დაგჭირდებათ გულდასმით მოიფიქროთ:
რას უნდა მიაღწიოთ - როგორია თქვენი მიზნები და ამოცანები?
ვინ არიან ტრენინგის მონაწილენი - რა ცოდნა და უნარ-ჩვევები აქვთ მათ?
როგორ ისწავლიან ისინი ყველაზე ადვილად?
შემდეგ თქვენ უნდა მოიფიქროთ, თუ რა მეთოდებს გამოიყენებთ.
წარმოგიდგენთ სხვადასხვა მეთოდის მაგალითებს:
მოკლე ლექცია - სავარაუდოდ, სლაიდების, სურათების ან პოსტერების (პლაკატების) გამოყენებით, შესაძლოა, დაარიგოთ ნაბეჭდი მასალები;
ჯგუფური მუშაობა - მონაწილეები დაიყოფიან ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს მიეცემა ცალკე დავალება. შემდეგ ისინი გააცნობენ მიღებულ დასკვნებს მთლიან ჯგუფს;
ჯგუფური დისკუსიები (ჯგუფური მუშაობის ერთერთი ფორმა) დისკუსიისთვის გარკვეული სტიმულით, მაგალითად, კონკრეტული შემთხვევის განხილვით, შეკითხვების სერიითა და ვიდეო- ან აუდიოჩანაწერით;
როლების განაწილება - გარკვეული როლების შესრულება დაეხმარება მონაწილეებს გაიგონ კონკრეტული სცენარი; როლების შესრულება შეიძლება დაეხმაროს მონაწილეებს კონკრეტული უნარ-ჩვევების პრაქტიკულად გამომუშავებაში;
პირისპირ მუშაობა - მონაწილეების დაყოფა წყვილებად, რომლებიც ერთად იმუშავებენ. ეს შეიძლება გამოყენებული იყოს „ყინულის დასამსხვრევად“ (უხერხულობის დასაძლევად), ან ერთ-ერთი მათგანის იმ უნარ-ჩვევების მეორესათვის გადასაცემად, რომელიც ამ უკანასკნელს არ გააჩნია, ან იმისათვის, რომ ერთად გადაჭრან რაიმე პრობლემა ან რაღაც ისწავლონ.
უნდა შეარჩიოთ მეთოდი, რომელიც შეეფერება შესასწავლ საკითხს ან უნარ-ჩვევას და, აგრეთვე, შეეფერება თქვენს აუდიტორიას.
თუ მთელი დღის ან უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩასატარებელ ღონისძიებას გეგმავთ, უნდა დასახოთ ამოცანები თითოეული სესიისათვის და შეცვალოთ მეთოდები იმგვარად, რომ შეინარჩუნოთ აუდიტორიის მოტივაცია, იგი უნდა დააკავოთ და ასწავლოთ! ადამიანები წუხდებიან და ინტერესი ეკარგებათ, თუ მათ ყოველთვის ერთსა და იმავეს სთავაზობენ - ეს რაღაცით საჭმელსაც კი წააგავს -
ადამიანებს მრავალფეროვანი საკვები სჭირდებათ!
ტრენინგის სესიის დაგეგმვა
სტრუქტურის შექმნა
როდესაც ტრენინგის სესიას გეგმავთ, სასარგებლოა იფიქროთ ისეთ სტრუქტურაზე, რომელიც საკითხს ადვილად გასაგებს გახდის და თქვენი ამოცანების შესაბამისი იქნება. შეეცადეთ დაყოთ სესია ნაწილებად.
გთავაზობთ მაგალითს, რომელიც შეესაბამება ზემოთ დასახულ ამოცანას.
მიზანი: მონაწილეების მიერ CEDAW-ის გაგების გაუმჯობესება.
ამოცანები: მონაწილეებმა უნდა:
1. იცოდნენ, რომ კონვენცია უკანონოდ მიიჩნევს როგორც პირდაპირ, ასევე არაპირდაპირ დისკრიმინაციას;
2. გაარკვიონ, თუ რა განსხვავებაა პირდაპირ და არაპირდაპირ დისკრიმინაციას შორის;
3. შეძლონ პირდაპირ და არაპირდაპირ დისკრიმინაციასთან ბრძოლის გზების დასახვა.
მოკლე შესავალი - მოკლედ განიხილეთ კონვენციის დებულებები (10 წუთი);
ტვინის შტურმი - სთხოვეთ მონაწილეებს მოიყვანონ პირდაპირი და არაპირდაპირი დისკრიმინაციის მაგალითები (10 წუთი);
ჯგუფური მუშაობა - დაყავით მონაწილეები ჯგუფებად და გამოიყენეთ კონკრეტული შემთხვევის განხილვა დისკრიმინაციისა და სავარაუდო ზომების შესახებ დისკუსიის სტიმულირებისთვის (25 წუთი);
უკუკავშირი - გამოიყენეთ ჯგუფების მოსაზრებები არაპირდაპირი დისკრიმინაციისა და შესაბამისი ზომების მაგალითების შესადგენად (20 წუთი);
დასკვნა - შეაჯამეთ ის ძირითადი საკითხები, რომლებიც სესიის დროს წარმოიშვა (10 წუთი);
სულ - 90 წუთი.
ყოველთვის სასარგებლო და მნიშვნელოვანია შეფასება - იმის განსაზღვრა, შეასრულა თუ არა თქვენმა სესიამ დასახული ამოცანები. ამ საკითხს ქვემოთ უფრო დეტალურად განვიხილავთ. დაგეგმვის ეტაპზე სასარგებლოა იმის მოფიქრება, შეძელით თუ არა კარგი მასწავლებლისთვის განსაზღვრული კრიტერიუმების დაკმაყოფილება.
დაგეგმეთ თუ არა:
მკაფიო სტრუქტურა მკაფიო და მიღწევადი ამოცანებით;
მონაწილეების ჩაბმა და მათი ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე მუშაობა;
მრავალფეროვნება სესიაზე - ისე, რომ მონაწილეების დაინტერესება და მოტივაცია შეგენარჩუნებინათ;
იმ მეთოდების გამოყენება, რომლებიც თქვენს ამოცანებს შეესაბამება.
მასალები
დაბოლოს, სესიის დაგეგმვისას ყოველთვის უნდა გაითვალისწინოთ ყველა ის მასალა, რომელიც დაგჭირდებათ. ზემოთ მოყვანილი მაგალითის განსახორციელებლად ეს ნუსხა შეიძლება მოიცავდეს:
სალექციო პლაკატსა და ფლომასტერებს;
გაეროს კონვენციის რეზიუმეს ეგზემპლარებს (ინდივიდუალური ყოველი მონაწილისათვის);
კონკრეტული მაგალითის განხილვის ეგზემპლარებს (საკმარისი რაოდენობით).
გთავაზობთ კონკრეტული შემთხვევის განხილვას, რომელიც ჯგუფური სწავლების დროს შეიძლება იქნეს გამოყენებული.
შემთხვევის განხილვა
ქეთევანი პატარა, მაგრამ მზარდი პოლიტიკური პარტიის წევრია. ამ პარტიის წევრთა ერთი მესამედი ქალები არიან, თუმცა, ქალები იშვიათად ესწრებიან ადგილობრივი განყოფილების შეკრებებს, რომლებსაც ძირითადად, საღამოობით ან შაბათობით ატარებენ. ქეთევანს მიაჩნია, რომ ძნელია ყველა შეკრებაზე დასწრება, რადგანაც მას ორი პატარა ბავშვი ჰყავს. ქეთევანს სურს, რომ წამოაყენოს თავისი კანდიდატურა მომავალ ადგილობრივ არჩევნებში. პარტიის წესების მიხედვით, ამისთვის იგი პარტიის ადგილობრივმა განყოფილებამ უნდა წარადგინოს. ის ფიქრობს, რომ ეს ნაკლებ სავარაუდოა, რადგან პარტიაში დომინირებენ მამაკაცები და მათ ნაკლებად აქვთ წარმოდგენა ქალების სურვილებსა და საჭიროებებზე. პარტიის აღმასრულებელ ორგანოში, რომელიც პასუხისმგებელია საარჩევნო სიის შედგენაზე, მხოლოდ ერთი ქალია წარმოდგენილი. პრობლემა მდგომარეობს შემდეგში - პარტიამ უნდა დაასახელოს წარმომადგენლები ადგილობრივი არჩევნებისთვის.
შეკითხვები:
არის თუ არა პარტიის ადგილობრივი განყოფილება არაპირდაპირ დისკრიმინაციაში დამნაშავე?
პარტიის პროცედურების რა ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ქალების უფრო ფართო წარმომადგენლობა?
ჯგუფური მუშაობა
ჯგუფური საქმიანობა კარგი გზაა იდეების გაცნობისა და მოქმედების გზების განსაზღვრისთვის. ჯგუფური საქმიანობა ხელს უწყობს კოლექტიური გადაწყვეტილებების მიღებას და განსაკუთრებით შესაფერისია იმისათვის, რომ უფროსებმა ერთად ისწავლონ:
ხდება იდეებისა და გამოცდილების გაზიარება - ადამიანები ერთმანეთისგან სწავლობენ;
ყველას აქვს მონაწილეობის შესაძლებლობა;
მცირე ჯგუფში საუბარი (გამოსვლა) უფრო ადვილია, ვიდრე - დიდ ჯგუფში. მცირე ჯგუფი ხელს შეუწყობს იმ ადამიანების მონაწილეობას, რომლებიც ჩვეულებრივ მონაწილეობას არ იღებენ იმის გამო, რომ მორიდებულები არია, ან აწუხებთ სხვები რა აზრისანი არიან მათ შესახებ;
მცირე ჯგუფში სხვადასხვა იდეის განმარტება დაეხმარება მონაწილეებს მკაფიოდ ჩამოაყალიბონ თავიანთი მოსაზრებები და, ასევე, გაითვალისწინონ სხვა ადამიანების მოსაზრებები;
ერთად საუბარი შესაძლოა ძალზე სასარგებლო იყოს შემოქმედებითი თვალსაზრისით - შესაძლოა გამოიძებნოს ახალი იდეები და პრობლემების გადაჭრის ახალი გზები;
ერთად, ერთ ჯგუფში საუბარი ნიშნავს მოლაპარაკებასა და თანამშრომლობას - ჯგუფური საქმიანობის მეშვეობით შესაძლოა ერთიანი, შეთანხმებული გზა მოიძებნოს წინსვლისთვის. მასწავლებლები ხშირად ფიქრობენ, რომ ჯგუფური მუშაობა ადვილია - ადამიანები უბრალოდ სხედან და ერთმანეთს ელაპარაკებიან.
წარმატებული ჯგუფური მუშაობისთვის საჭიროა მომზადება და დაგეგმვა. უნდა გაიაზროთ თქვენი, როგორც მასწავლებლის როლი. ჯგუფური მუშაობის ის ტიპი, რომელიც შეიძლება აირჩიოთ, დამოკიდებულია თქვენი კურსის მიმდინარეობის ეტაპსა და იმაზე, თუ რა გსურთ, რომ მონაწილეებმა შეისწავლონ. თქვენ ცდილობთ, გადასცეთ ინფორმაცია, თავი მოუყაროთ იდეებს, წაახალისოთ ადამიანები, რათა მათ გამოავლინონ და განიხილონ საკუთარი მისწრაფებები. თუ ცდილობთ, რომ მათ უნარ-ჩვევები გადასცეთ? გაიხსენეთ თქვენი ამოცანები - ეს ამოცანები განსაზღვრავს, თუ რის მიღწევას ცდილობთ.
ჯგუფური საქმიანობის მაგალითები
„ყინულმჭრელი“ (უხერხულობის გაფანტვის საშუალებები ურთიერთობის დროს) თამაში - ჩვეულებრივ ის გამოიყენება შეხვედრის დასაწყისში იმისათვის, რომ მოხდეს ჯგუფის ყველა წევრის გაცნობა და, აგრეთვე, იმისთვის, რომ მონაწილეებმა თავი კომფორტულად იგრძნონ;
ტვინის შტურმი - მონაწილეებს სთხოვენ რეაგირებას, მათი იდეების გაზიარებას კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ეს კარგი გზაა დისკუსიის დასაწყებად, მისი გამოყენება შეიძლება აუდიტორიის პროცესში ჩასართავად;
ჯგუფური დისკუსიები შეიძლება გამოყენებული იყოს სხვადასხვა საკითხისა და მიზნისათვის. ჯგუფური დისკუსია კარგია მოსაზრებების გადასინჯვისა და დამოკიდებულების შესაცვლელად;
ჯგუფური საქმიანობა, სადაც ჯგუფი ცდილობს მოძებნოს პრობლემის კონკრეტული გადაწყვეტა, გამოავლენს ახალ იდეებს ან განიხილავს კონკრეტულ შემთხვევას.
ჯგუფური მუშაობის ორგანიზება
აქტიურობა და დისკუსიები თავისთავად არ ხდება:
მასწავლებელმა უნდა მოახდინოს ფოკუსირება და სტიმული მისცეს ჯგუფს მუშაობის დასაწყებად. ეს შეიძლება შემდეგნაირად მოხდეს:
საკითხი ან თემა ტვინის შტურმისათვის;
საკითხების სერია ჯგუფური განხილვისათვის;
კონკრეტული შემთხვევის შესწავლა, რომელიც ჯგუფის მიერ გადასაწყვეტი სცენარის ან პრობლემის ილუსტრირებას ახდენს;
სურათი დასათვალიერებლად და განსახილველად;
ვიდეო ან აუდიოჩანაწერი;
რჩევები ორგანიზებასთან დაკავშირებით
ჯგუფის სიდიდე
უნდა მოიფიქროთ, თუ რა სიდიდის იქნება თქვენი ჯგუფი. ის იმდენად პატარაა, რომ შესაძლებელია ყველას ჩაბმა დისკუსიაში, თუ იმდენად დიდი, რომ საჭირო იქნება მისი დაყოფა უფრო პატარა ჯგუფებად?
შეხვედრის ადგილი ჯგუფებისათვის
არის თუ არა საკმარისი ადგილი იმისათვის, რომ
ჯგუფი დაიყოს და სხვადასხვა ქვეჯგუფში დისკუსიებმა ერთმანეთს ხელი არ შეუშალოს?
ჯგუფების შერჩევა
როგორ მოხდება მათი შერჩევა, რა პრინციპით დაყოფთ ჯგუფს?
მონაწილეები თავად შეარჩევენ რომელ ჯგუფში იქნებიან ან თქვენ მიუთითებთ მათ, რომელ ჯგუფში არიან. ორივე მიდგომა გამართლებულია. როდესაც მონაწილეები თვითონ ირჩევენ ჯგუფის წევრებს, სავარაუდოდ, ისინი მეგობრებს ანიჭებენ უპირატესობას, რადგან თავს ასე უფრო კომფორტულად გრძნობენ. ასე რომ, შეხვედრის დაწყებისას, უპრიანი იქნება, რომ სწორედ ასე მოიქცეთ. სხვა შემთხვევაში, თუ თქვენ, როგორც მასწავლებელი, შეარჩევთ ჯგუფის წევრებს, უნდა უზრუნველყოთ კიდეც უცხო ადამიანების ერთმანეთთან მუშაობა. ისინი ახალ სახეებს შეხვდებიან, გაიცნობენ ერთმანეთს. ეს შეიძლება სხვა მიზეზების გამოც გააკეთოთ. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ განსაკუთრებით მცოდნე ან გარკვეული უნარ-ჩვევების მქონე ადამიანები იმ მონაწილეებთან მოახვედროთ, რომლებსაც, სავარაუდოდ, მათი დახმარება დასჭირდებათ.
საქმიანობის გრაფიკი (დროის განაწილება)
რამდენ დროს მისცემთ ჯგუფს საქმიანობის განსახორციელებლად და რამდენი დრო დასჭირდება უკუკავშირს?
თქვენ უნდა გაანაწილოთ დრო საქმიანობისთვის და შეეცადოთ იმის უზრუნველყოფას, რომ არ დაარღვიოთ გრაფიკი. გახსოვდეთ, რომ რაც უფრო დიდი ჯგუფი გყავთ, მით უფრო მეტი დრო დაგჭირდებათ ორგანიზებისა და უკუკავშირისათვის.
დავალების მიცემა
გაეცით მკაფიო ინსტრუქციები და დარწმუნდით, რომ ყველამ იცის, სავარაუდოდ, რა უნდა გაკეთდეს ჯგუფში. ხშირად სასარგებლოა განსაზღვროთ საქმიანობის მიზანი და დავალება, რომლებიც ქაღალდზე დაფიქსირდება და დაურიგდება ყველა მონაწილეს შეკითხვებთან, პრობლემასა ან იმ კონკრეტული შემთხვევის განხილვასთან ერთად, რომელზეც უნდა იმსჯელოს ჯგუფმა.
ყოველთვის შეგიძლიათ დაწეროთ დავალება სალექციო პლაკატზე და ისე დაამაგროთ, რომ ყველამ შესძლოს მისი დანახვა. თუ ჯგუფში საკითხის ცოდნის დაბალი დონეა, უბრალოდ, მიეცით მკაფიო, მარტივი მითითებები და გაიმეორეთ ისინი. როდესაც ჯგუფი მუშაობას დაიწყებს, კარგი იქნება ჩამოუაროთ და დარწმუნდეთ, რომ ყველა მათგანი ასრულებს დავალებას.
დისკუსიისთვის განკუთვნილი დროის დამთავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე ჩამოუარეთ მონაწილეებს და გააფრთხილეთ, რომ უკუკავშირის დაწყებას აპირებთ. ამ მომენტში თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ, სთხოვეთ თუ არა ჯგუფს მომხსენებლის დანიშვნა.
უკუკავშირი
თქვენს მიერ ჩასატარებული სამუშაოს მიხედვით უკუკავშირისათვის სხვადასხვა გზა არსებობს.
სთხოვეთ თითოეულ მცირე ჯგუფს, სრული ანგარიში ჩაგაბარონ. (ამას შეიძლება ძალზე ბევრი დრო დასჭირდეს, ამიტომ დაგჭირდებათ რეგლამენტის დაწესება თითოეული ჯგუფისათვის).
სთხოვეთ თითოეულ მცირე ჯგუფს, წარმოადგინოს ერთი იდეა ერთ გამოსვლაში (ეს უზრუნველყოფს, რომ ყველა ჯგუფს ჰქონდეს უკუკავშირის შესაძლებლობა. ეს ძალზე კარგია თუ მონაწილეების რაოდენობა დიდია, ხოლო დრო კი - ძალზე მცირე).
კარგია უკუკავშირის მოკლედ ჩაწერა სალექციო პლაკატზე. ეს ხელს შეუწყობს:
შესასწავლი საკითხების განმტკიცებას;
აგრძნობინებს ადამიანებს, რომ მათი იდეები და მოსაზრებები მნიშვნელოვანია;
უზრუნველყოფს სესიის შეჯამებას, რაც, შესაძლოა, სემინარის შესახებ ანგარიშში გამოიყენოთ.
მასწავლებლის როლი უკუკავშირში
როდესაც გარკვეულ საქმიანობას იწყებთ, გათვალისწინებული გაქვთ რაღაც ამოცანა - სხვა სიტყვებით, თქვენ გსურთ, რომ შეისწავლოთ გარკვეული საკითხები ან მიიღოთ გარკვეული უნარ-ჩვევები. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ უკუკავშირს დროს მნიშვნელოვანი მომენტები ან სულაც საკითხი გამოგრჩათ. ხარვეზის გამოსასწორებლად მზად უნდა იყოთ. შეგიძლიათ იკითხოთ, განიხილა თუ არა რომელიმე ჯგუფმა ესა და ეს საკითხი და შემდეგ, თუ საჭირო იქნება, ჩაუმატეთ შესაბამისი ნიუანსები, მომენტები. უკუკავშირის დროს მასწავლებლი არ დომინირებს, მისი როლი ითვალისწინებს შეჯამებას, აგრეთვე, ყოველი მნიშვნელოვანი საკითხის წინ წამოწევასა და მისი შესწავლის უზრუნველყოფას.
დისკუსიები
როგორც მასწავლებელი, უფრო დიდი ჯგუფის დისკუსიას თქვენ გაუძღვებით ნაცვლად იმისა, რომ ჯგუფის წევრებს დაავალოთ დიკუსიის წარმართვა. ამისათვის სასარგებლოა მოიფიქროთ დისკუსიის გაძღოლის ტექნიკა, რათა ასეთმა შემთხვევამ პოზიტიური და ნაყოფიერი სასწავლო გამოცდილება მოუტანოს მონაწილეებს.
თქვენი, როგორც მასწავლებლის როლი
სანამ სადისკუსიო ჯგუფი შეიკრიბებოდეს, დარწმუნდით, რომ თქვენი სივრცე ორგანიზებულია - დაალაგეთ სკამები წრეზე, შემოსასვლელ კარებზე ჩამოკიდეთ გაფრთხილება „ხელს ნუ შეგვიშლით“ და ა.შ.
პირველი ნაბიჯი გაცნობაა, მონაწილეებს წარუდგინეთ საკუთარი თავი. შესაძლოა დაუმატოთ რამდენიმე სიტყვა იმის შესახებ, თუ რატომ უძღვებით დღევანდელ დისკუსიას.
დარწმუნდით, რომ ყველა მონაწილეს ექნება საკუთარი თავის წარდგენის და მოლოდინის შესახებ აზრის გამოთქმის შესაძლებლობა. ამისათვის თქვენ უნდა სთხოვოთ მონაწილეებს, აუდიტორიას საკუთარი თავი გააცნონ და განმარტონ, თუ რას ელიან ამ დისკუსიისაგან.
წარადგინეთ თემა მკაფიოდ და კეთილგანწყობით ისე, რომ ყველამ ხალისით მიიღოს მონაწილეობა დისკუქალთა სიაში. შეიძლება წარადგინოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც სხვადასხვა მოსაზრებასა და რეაგირებას გამოიწვევს. გახსოვდეთ, რომ უნდა დასვათ ღია შეკითხვები, რომლებიც უფრო ალტერნატიული იქნება და არ შემოიფარგლება პასუხით „დიახ“ ან „არა“.
შეეცადეთ უზრუნველყოთ, რომ ყველას მიეცეს საკუთარი მოსაზრებების გამოხატვის შესაძლებლობა. გახსოვდეთ, რომ ადამიანებს შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეთ, რომ თავი კომფორტულად იგრძნონ და კამათში ჩაებან. თუ სთხოვთ მოსაზრებების გამოთქმას იმ ადამიანს, რომელსაც ჯერ არ გამოუთქვამს თავისი შეხედულება საკითხთან მიმართებაში, ეს ისე უნდა გაკეთოთ, რომ მონაწილეს შესაძლებლობა დაუტოვოთ სურვილის არქონის შემთხვევაში უარი თქვას, მაგალითად:
„- მარინე, ხომ არ გსურთ რამის დამატება, თუ თვლით, რომ ყველა საკითხი უკვე განვიხილეთ?“
შეეცადეთ დისკუსიაზე კონცენტრირება, თქვენი საქმეა უზრუნველყოთ მოცემულ საკითხზე დისკუსიის გაგრძელება, ყოველთვის იტრიალეთ თემის გარშემო, მართეთ ზოგიერთი მონაწილის სურვილი - გადავიდეს სხვა თემაზე. გახსოვდეთ, რომ ჯგუფს ბევრი გამოეთიშება ან ბევრს არ მოეწონება, თუ აღმოჩნდება, რომ დისკუსიას არაფრისაკენ მივყავართ. შეგიძლიათ განაახლოთ დისკუსიაზე კონცენტრაცია ძირითადი პუნქტების შეჯამებით ან ახალი კითხვის დასმით. შეეცადეთ გააკონტროლოთ ჯგუფის ის წევრები, რომლებიც დომინირებენ დისკუსიაში და ისინიც, რომლებიც მუდმივად ესაუბრებიან მეზობელს და უფანტავენ ყურადღებას. ყოველთვის მზად გქონდეთ ფრაზები, მაგალითად: „- გმადლობთ, აზრი რომ გაგვიზიარეთ, ახლა შეიძლება გადავიდეთ შემდეგზე“.
გამოიყენეთ ვიზუალური კონტაქტი და ღიმილი იმისათვის, რომ ჩართოთ მთელი ჯგუფი დისკუსიაში. წაახალისეთ ისინი, ვინც ნაკლებს ლაპარაკობს და გააკონტროლეთ მოლაყბეები.
განაგრძეთ დისკუსია, მზად გქონდეთ საკითხთა ჩამონათვალი, რომელთა განხილვაც გსურთ. თუ დისკუსია შეჩერდება და ჯგუფი გაჩუმდება, დაინახავთ, რომ მათ აღარაფერი აქვთ სათქმელი, ყველა საკითხი ამოწურულია და აღარ არის საჭირო დისკუსიის გაგრძელება, დაამთავრეთ დისკუსია. არ არის საჭირო წრეზე სიარული - ამით თავს მოაბეზრებთ მონაწილეებს და შეამცირებთ უკვე მიღწეულ დადებით ეფექტს.
ბოლოს, როგორც მასწავლებელმა თქვენ მოკლედ უნდა შეაჯამოთ დისკუსიის შედეგები და მადლობა გადაუხადოთ მონაწილებს. რეზიუმე უნდა მოიცავდეს ჯგუფის მიერ მიღებულ დასკვნებსა და გადაწყვეტილებებს.
როლების შესრულება (პიესა)
როლების შესრულების სხვადასხვა მეთოდის გამოყენება:
როლების შესრულება სცენარის დემონსტრაციისათვის უფრო მინიპიესას ან სკეჩს წააგავს. მაგალითად, ჯგუფმა შეიძლება მოამზადოს პიესა, სადაც ოჯახი იღებს გადაწყვეტილებას, წავიდეს თუ არა პატარა გოგონა სკოლაში. სავარაუდოდ, უფრო ცოცხალი დისკუსია შეიძლება გამოიწვიოს, მაგალითად, ვაჟიშვილსა და გოგონას შორის კონკრეტული არჩევანის გასაკეთებელი გადაწყვეტილების მიღების საკითხმა, ვიდრე სტატისტიკურმა მონაცემებმა გოგონების განათლების შესახებ.
როლების შესრულება, როგორც ჯგუფური სავარჯიშო
ეს ძალზე სასარგებლო გზაა ჯგუფის ურთიერთქმედების დემონსტრაციისა და იმ როლების იდენტიფიკაციისათვის, რომლებსაც ადამიანები ასრულებენ.
სავარჯიშო პრობლემების მოგვარების შესახებ დისკუსიის სახით შეიძლება ჩატარდეს, როგორც ჯგუფური სავარჯიშო, სადაც ჯგუფის თითოეულ წევრს ევალება სხვადასხვა როლის შესრულება, ხოლო ერთი ადამიანი მოქმედებს, როგორც მასწავლებელი. ამის შემდეგ დრო უნდა დახარჯოთ შემდეგზე:
იმ პრობლემების იდენტიფიკაციაზე, რომლებიც თითოეულმა მონაწილემ გამოიწვია;
მასწავლებლის როლის განსაზღვრასა და იმაზე, თუ რა გზით მოაგვარა მან სიტუაცია;
დისკუსიების ორგანიზაციის იმ გზების მოძებნაზე, რომლებიც თავიდან აგვაცილებს ასეთ პრობლემებს. მაგრამ ასეთი სავარჯიშოების ჩატარება შეგიძლიათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი ჯგუფი ამას დაძლევს. ის ადამიანი, რომელიც მასწავლებლის როლს შეასრულებს, შეიძლება ძალზე დაუცველი აღმოჩნდეს და იგრძნოს, რომ თავს ვერ ართმევს ამ როლს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დანარჩენები კარგად შევლენ თავის როლებში. თქვენ „მასწავლებლისთვის“ დაგჭირდებათ ძალზე სერიოზული ინსტრუქტაჟის ჩატარება და მისი დარწმუნება, რომ ეს მხოლოდ სავარჯიშოა. ასეთი სავარჯიშო შეიძლება ძალზე ცოცხალი და სახალისო იყოს, მაგრამ ნუ ჩაატარებთ მას, თუ ფიქრობთ, რომ ვინმემ შეიძლება თავი შეურცხყოფილად იგრძნოს ან დაიბნეს.
ასეთი სახის ჯგუფური პიესები საკმაოდ ხშირად გამოიყენება კომიტეტებში მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარების ან თავმჯდომარის როლის მოსამზადებლად.
პიესები უნარ-ჩვევების პრაქტიკულად გამოსამუშავებლად
პიესა შეიძლება ძალზე სასარგებლო იყოს პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად, მაგალითად:
მოლაპარაკებების წარმოების, ინტერვიუების ჩატარების, კონსულტაციებისა და ინფორმაციის შესათავაზებლად. მონაწილეებს სთხოვენ, წარმოიდგინონ, რომ ისინი რაიმე კონკრეტულ სიტუაციაში იმყოფებიან, მაგალითად, უტარდებათ ინტერვიუ ან თავად ატარებენ მას და შეასრულონ გარკვეული როლი მოკლე დროის განმავლობაში. ასეთი პიესა ითვალისწინებს არა მოქმედებას, არამედ რაიმე კონკრეტული უნარ-ჩვევის პრაქტიკულად გავარჯიშებას, მაგალითად, მოთმინებას მოლაპარაკებების წარმოებისას, ზრდილობისა და ეთიკის ნორმების შენარჩუნებას, სიმტკიცეს საკუთარი პოზიციის დაცვის დროს და ა.შ.
ზოგიერთი მინიშნება პიესებთან დაკავშირებით
გამოიყენეთ პიესები მხოლოდ ადეკვატურ სიტუაციებში - პიესა ყოველთვის სასარგებლო არაა;
შეარჩიეთ ისეთი სცენარები, რომლებიც ნაცნობია მონაწილეებისათვის - ისინი ვერ წარმოიდგენენ თავს ისეთ სიტუაციაში, რომელიც მთლიანად ახალია;
თავდაპირველად უნდა ასწავლოთ და შემდეგ, როდესაც დარწმუნდებით, რომ მათთვის ნათელია, რა უნდა გააკეთონ, სცადეთ პიესის გათამაშება.
მაგალითად, ინტერვიუს ჩამტარებელმა უნდა გაივარჯიშოს, სანამ იგი პიესაში მიიღებდეს მონაწილეობას;
ჩაატარეთ ინსტრუქტაჟი თითოეული როლისათვის იმგვარად, რომ მონაწილეებს არ დასჭირდეთ ისტორიების გამოგონება, მიეცით დრო, რომ მოამზადონ როლები;
შემოიღეთ დროის შეზღუდვა - შემსრულებლებმა უნდა იცოდნენ, როდის გაჩერდნენ;
დაიწყეთ პიესების გათამაშება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჯგუფი კარგად ჩამოყალიბდება და თავს კომფორტულად იგრძნობს. ეს სავარჯიშოა და მონაწილეებმა უნდა იცოდნენ, რომ შეიძლება შეჩერდნენ და თქვან: „- შემეშალა, თუ შეიძლება, თავიდან დავიწყებ“;
სასარგებლოა დამკვირვებლის გამოყენება - მესამე პირი, რომელიც შეეცდება სასარგებლო კომენტარების გაკეთებას დემონსტრირებულ უნარ-ჩვევებთან დაკავშირებით. დამკვირვებელი პოზიტიური უნდა იყოს და არა - ნეგატიური!
![]() |
3.3 1.3 ტრენინგის სესიების შეფასება |
▲ზევით დაბრუნება |
შეფასება ტრენინგის სესიის არსებითი ნაწილია. როგორც მასწავლებელი, თქვენ მოისურვებთ გაიგოთ, რა ისწავლეს სტუდენტებმა თქვენს მიერ წარმოდგენილი სესიიდან. შეფასება დაგეხმარებათ ტრენინგის გაუმჯობესებაში. შეფასება, ასევე, მოგცემთ მნიშვნელოვან ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა უნდა შეცვალოთ და როგორ უნდა ჩამოაყალიბოთ ტრენინგის სესიების კურსი, როცა მისი ჩატარება სხვა ჯგუფთან დაგჭირდებათ.
რას შეაფასებთ?
თქვენ დაგჭირდებათ სხვადასხვა ინფორმაცია ტრენინგის მონაწილეებისაგან. შეფასების დროს თქვენ უბრუნდებით მიზნებსა და ამოცანებს და სვამთ შეკითხვას, მიაღწიეთ თუ არა მიზნებს?
მიუხედავად იმისა, მოკლე სემინარს ატარებთ თუ ხანგრძლივ სასწავლო კურსს, შეფასების დროს შემდეგი ელემენტები გამოიყენება:
ისწავლეს თუ არა რაიმე ახალი ტრენინგის სესიაზე? შეესაბამებოდა თუ არა კურსი დასახულ მიზნებს? ტრენინგის მსვლელობამ დააკმაყოფილა მონაწილეების მოთხოვნილებები და მოლოდინი?
შესაფერისი სტრუქტურა ჰქონდა კურსს? რა ელემენტები აკლდა, რომლებიც, მონაწილეთა აზრით, ჩართული უნდა ყოფილიყო კურსში?
იყო თუ არა ზოგიერთი სესია უფრო წარმატებული სხვებთან შედარებით? რომელი?
სწორად წარიმართა კურსი? ხომ არ იყო ის ძალზე ნელი/სწრაფი/რთული/მარტივი?
შესაფერისი მეთოდები იყო გამოყენებული? მოეწონათ მონაწილეებს ჯგუფური მუშაობა, განხილვები, პიესები? მათი აზრით, რომელი მეთოდი იყოს ყველაზე წარმატებული?
მნიშვნელოვანია იკითხოთ, თუ რამდენად კარგად იყო შერჩეული შეხვედრის ადგილი, დრო, კვება?
მოეწონათ თუ არა მონაწილებს ტრენინგი და მიაჩნიათ თუ არა, რომ ღირდა დასწრება?
შეფასების მეთოდები
გაესაუბრეთ მონაწილეებს არაფორმალურად, ჩაატარეთ დისკუსია ტრენინგის სესიის კურსის ბოლოს. მიეცით მათ შესაძლებლობა დაამყარონ უკუკავშირი.
სთხოვეთ მონაწილეებს შეაფასონ, რა ისწავლეს ახალი. მიაღწია თუ არა კურსმა დასახულ მიზნებს? მიღწეული იყო ყველა სესიის წინაშე დასმულ ამოცანები? უნდა სთხოვოთ მონაწილეებს, შეავსო შეფასების ფორმა ქულების სისტემით.
შეფასების ფორმაში დასვით შეკითხვები მეთოდების, ადგილის, დროის და ა.შ. შესახებ. ყოველთვის დატოვეთ ადგილი სხვა კომენტარებისთვისაც. ხშირად კომენტარები ძალზე სასარგებლო ინფორმაციას შეიცავს, ისეთს, რაზედაც საერთოდ არ გიფიქრიათ!
თუ ტრენინგს დაესწრო ადამიანი, რომელიც რეალურად არ იღებდა მონაწილეობას, თქვენ შეიძლება ობიექტური აზრის გაზიარება სთხოვოთ „აუტსაიდერს“;
შეფასების ნუ შეგეშინდებათ, ადამიანები აუცილებლად მოგცემენ სასარგებლო და კონსტრუქციულ კომენტარებს. ამას გარდა, გახსოვდეთ, ყოველთვის ყველაფერს სწორად ვერ გააკეთებთ. შეიძლება მოხდეს ისეთი რამ, რაც არ ექვემდებარება თქვენს კონტროლს. შეფასება დაგეხმარებათ უსარგებლო ფაქტორების გადარჩევაში და საშუალებას მოგცემთ თავი აარიდოთ მათ მომავალში.
საკონტროლო ნუსხა ტრენინგის დღის დაგეგმვისთვის
შესავალი
გაიგეთ მონაწილეების სახელები, დაიმახსოვრეთ მათი სახეები და ინფორმაცია მათ შესახებ;
რა იციან თქვენმა მონაწილებმა შეხვედრის თემის შესახებ?
გააცანით მათ პროგრამა;
გააცანით მათ ამოცანები, რაც საჭიროა შეფასებისათვის.
მონაწილეთა ცოდნის გაფართოება
რა ახალი ინფორმაცია სჭირდებათ თქვენს მონაწილეებს?
როგორ წარმოადგენთ ინფორმაციას და როგორ შეაჯამებთ ძირითად საკითხებს?
დასჭირდებათ თუ არა ტრენინგის მონაწილეებს სავარჯიშოების შესრულება იმისათვის, რომ სრულად გაიგონ ის, რაც ისწავლეს?
საჭიროა თუ არა ახალი ცოდნისთვის ახალი უნარჩვევები
როგორ გააცნობთ ან უჩვენებთ მათ ახალ უნარჩვევებს?
როგორ შეიძენენ მონაწილეები ამ უნარ-ჩვევებს?
როგორ შეაჯამებთ პრაქტიკულ სესიაზე ნასწავლ მასალას?
როგორ გამოიყენებენ მონაწილეები იმას, რაც ისწავლეს?
როგორ დაუკავშირებენ მონაწილეები საკუთარ გარემოს იმას, რაც ისწავლეს?
განიხილავთ ან დაგეგმავთ, თუ როგორ გამოიყენებენ ისინი ცოდნას?
შეფასება
დაუთმეთ გარკვეული დრო იმაზე ფიქრს, თუ როგორ ჩაიარა დღემ;
მოიფიქრეთ, როგორ დააფიქსირებთ პასუხებს.
ტრენინგის საჭიროებების შეფასება
ტრენინგის საჭიროების შეფასება საწყისი წერტილია ნებისმიერი ტრენერისთვის. იმისათვის, რომ ტრენინგი მოწოდების სიმაღლეზე ჩაატაროთ, წინასწარ უნდა გაარკვიოთ ზოგიერთი საკითხი თქვენი აუდიტორიის შესახებ. არის რამდენიმე ძირითადი შეკითხვა, რომლებიც პასუხს საჭიროებს.
აუდიტორიის ამოცანები
რისი გაკეთება სურს თქვენს აუდიტორიას ტრენინგის შედეგად? მაგალითად, თუ მონაწილეებს სურთ ჩაატარონ საზოგადოებრივი კამპანია ქალთა საკითხებთან დაკავშირებით, არ იქნება სასარგებლო ბევრი დროის დახარჯვა თეორიული ფემინიზმის ანალიზზე.
რისი ცოდნა ან გაკეთება სჭირდება თქვენს აუდიტორიას?
ტრენინგის საჭიროებების ანალიზისას ჩვეულებრივ ცალ-ცალკე განიხილება ცოდნა და უნარ-ჩვევები. უმეტეს საქმესა და ღონიძიებებს სჭირდება უნარ- ჩვევებისა და ცოდნის გარკვეული კომბინაცია, მაგრამ, სასარგებლოა განისაზღვროს კონკრეტული სფერო თითოეული სათაურისთვის.
რა იციან მათ და რისი გაკეთება შეუძლიათ უკვე? მნიშვნელოვანია განისაზღვროს, თუ რა იცის უკვე აუდიტორიამ და რისი გაკეთება შეუძლია მას ტრენინგის გავლამდე. აუდიტორიის ცოდნის შეფასებას არსებითი მნიშვნელობა აქვს ტრენინგის მოწოდების სიმაღლეზე ჩასატარებლად. აქვს თუ არა მსმენელებს გარკვეული ცოდნა, თუ უნდა დავუშვათ, რომ მათ არაფერი იციან ამ თემის შესახებ? აუდიტორიის განათლების დონის ცოდნა ასევე, დაგეხმარებათ სწორი მიმართულება აიღოთ მათთან საუბარში და ისინი სათანადო დონის ნაბეჭდი მასალებით უზრუნველყოთ.
ვისგან შედგება აუდიტორია?
კარგი ტრენერი სესიას კონკრეტული აუდიტორიის ინტერესების შესაბამისად ააგებს. უნდა გაითვალისწინოთ მათი ასაკი, სქესი და ნებისმიერი სხვა დამახასიათებელი თვისება, რასაც მნიშვნელობა ექნება თქვენი მიდგომისათვის.
რას ფიქრობს ან რისი სწამს თქვენს აუდიტორიას?
ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს თქვენი მიდგომისთვის. ადამიანები ადვილად არ იღებენ იმას, რასაც ეუბნებით, თუ თქვენი მოსაზრებები განსხვავდება მათი მოსაზრებებისგან. შეიძლება ბევრი დრო დახარჯოთ კამათზე მათი ხედვის, მოსაზრებების შესაცვლელად. მათზე ზემოქმედების ერთადერთი გზა არის ლოგიკური, ღია დისკუსია და დისკუსიაში მათი აქტიური მონაწილეობა.
როგორ შეაფასებთ ტრენინგის საჭიროებებს?
უნდა შეძლოთ, სავარაუდო მიზნობრივი აუდიტორიის გამოკვლევა, ინფორმაციის მიღების კარგი საშუალების გამოძებნა. დასვით მარტივი და პირდაპირი შეკითხვები. შეიძლება ძალზე სასარგებლო აღმოჩნდეს პირადი მიმართვა.
გაესაუბრეთ თქვენს სავარაუდო აუდიტორიას. თუ არ შეგიძლიათ რეალურად შეხვდეთ მიზნობრივი ჯგუფის წარმომადგენლებს, დაელაპარაკეთ ვინმეს, ვინც მათ კარგად იცნობს და შეუძლია ზუსტი ინფორმაციის მოცემა. მაგალითად, შეგიძლიათ გაესაუბროთ ადამიანებს იმ რაიონში, პარტიაში, საკრებულოში, გამგეობაში სადაც მუშაობს ან ცხოვრობს ტრენინგის სავარაუდო მონაწილე. შეგიძლიათ, აგრეთვე, გამოიყენოთ კითხვარი, რომლის შევსება საშუალებას მოგცემთ, წინასწარ მიიღოთ ინფორმაცია მონაწილეების შესახებ.
წერილობითი პროფილის შემუშავება
როდესაც ამზადებთ მასალას ტრენინგისათვის, ყურადღება უნდა გაამახვილოთ ტრენინგის საჭიროებების შეფასების პროცესზე. გარდა ამისა, სასარგებლოა იფიქროთ ენობრივი საჭიროებების შესახებ. შესაძლოა დაგჭირდეთ მასალის თარგმნა ადგილობრივ ენაზე (სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ ადგილებზე, სადაც ჯერ კიდევ პრობლემაა სახელმწიფო ენის ცოდნა). თუ დაგჭირდებათ - ხომ არ შეიცვლება თქვენი ენის სტილი.
ყოველივე ამას წინასწარი მომზადება და გათვლები ჭირდება.
საკონტროლო ნუსხა - მიზნობრივი აუდიტორიის პროფილის განსაზღვრა
იფიქრეთ:
მათ ასაკზე;
სქესზე;
განათლების, ცოდნის დონეზე;
საქმიანობაზე; რისი ცოდნა ჭირდებათ მათ და რისი გაკეთება უნდა შეძლონ იმისათვის, რომ განახორციელონ საქმიანობა?
რა ინფორმაცია აქვთ მათ უკვე?
![]() |
4 თავი 2 ტრენინგი პოლიტიკური წარმატებისთვის |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
4.1 2.1 პოლიტიკაში ჩართვა რისთვის უნდა შევიდეთ პარტიაში? |
▲ზევით დაბრუნება |
ღონისძიება 1.
კითხვები აუდიტორიას?
რისი შესწავლის იმედი გაქვთ ამ წიგნის მეშვეობით? |
მოგწონთ რომელიმე კონკრეტული ლიდერი და გსურთ მხარი დაუჭიროთ მის პარტიას;
გაქვთ იდეები იმის თაობაზე, თუ როგორი მომავალი გსურთ;
გსურთ თქვენი სამოქალაქო საზოგადოების განვითარება;
გსურთ განიხილოთ ყველა ზემოთ მოყვანილი საკითხი;
მონაწილეობის მიღება გთხოვეს სხვებმა;
გყავთ ოჯახის წევრები, რომლებიც პოლიტიკით არიან დაკავებულნი.
ყველა ჩვენთაგანს საკუთარი მიზეზები გააჩნია. დემოკრატია იწყება ადამიანებს შორის იდეების გაზიარებითა და ერთად მუშაობით ამ იდეების განსახორციელებლად. პოლიტიკა ზემოქმედებას ახდენს ცალკეულ ადამიანებზე. ხშირად ადამიანები იძულებულნი არიან მიიღონ პოლიტიკური ცვლილებები და მათ გამოცდილებასა და სურვილებს პოლიტიკოსები ანგარიშს არ უწევენ. განსხვავებული სიტუაციაა, როცა ადამიანები ლაპარაკობენ და მოქმედებენ. როგორც პოლიტიკური პარტია, ისინი გაცილებით უფრო ძლიერად მოქმედებენ ვიდრე ცალკე, ინდივიდუალური მოქმედების დროს.
როცა პარტია ორგანიზებულია, წევრებს მხარდამჭერების იმედი აქვთ. ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია მრავალპარტიულობა. როცა ერთზე მეტი პარტია მოქმედებს, მაშინ ბევრი განსხვავებული აზრი, ბევრი სხვადასხვა ხმა ისმის; მრავალპარტიული პოლიტიკა უზრუნველყოფს დიალოგს. ის, ასევე, უზრუნველყოფს არჩევნებში ამომრჩევლის თავისუფალი არჩევანის უფლებას.
ძლიერი ოპოზიციური პარტიების გარეშე მთავრობის მოქმედებები არ კონტროლდება. მრავალპარტიულ სისტემაში პარტიები უზრუნველყოფენ:
ახალ და განსხვავებულ იდეებს;
ღია დებატებსა და პოლიტიკის სხვადასხვა ხედვას;
სამართლიან დამოკიდებულებასა და უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევების გამოვლენას;
ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფის შეხედულებების, ხმების მოსმენას;
ადამიანთა ერთობლივ მუშაობას სამოქალაქო საზოგადოებისათვის.
თუ გსურთ, რომ თქვენი პარტია გაიზარდოს, დაგჭირდებათ ესაუბროთ სხვებს იმის შესახებ, თუ რისთვის იბრძვის თქვენი პარტია და რატომ და როგორ შეიძლება ისინი ჩაერთონ ამ საქმეში.
წევრების უფლებები
როგორც პარტიის წევრს, ავტორიტეტი უნდა გქონდეთ თქვენს პარტიაში. პარტიის წევრები ძლიერდებიან ერთად მუშაობით. წევრები უნდა გრძნობდნენ, რომ მათ შეუძლიათ:
თავისუფლად ისაუბრონ, მიიღონ მონაწილეობა დებატებში პარტიის შიგნით;
მიიღონ გადაწყვეტილებები პარტიის ლიდერების, კანდიდატებისა და პარტიის პროგრამის შესახებ;
ხელი შეუწყონ საჯარო დებატებს საზოგადოებასა და მედიაში;
მიიღონ ინფორმაცია, ტრენინგები და განათლება პარტიის მხარდაჭერით;
პარტიის პროგრამის გამოქვეყნება და სხვების დახმარება პროგრამების გამოქვეყნებაში;
იმუშაონ კანდიდატებთან, რათა ისინი აირჩიონ;
მოიზიდონ ფონდები და მიიღონ ანგარიშები, უზრუნველყონ თანხების სწორად აღრიცხვა;
დაეხმარონ პარტიას სხვა წევრების მოზიდვაში. პარტიებს, რომლებსაც ბევრი წევრი ჰყავთ და პარტიის სახელით სხვადასხვა სახე გამოდის, გაცილებით დიდი ზემოქმედების მოხდენა შეუძლიათ უფრო ფართო აუდიტორიაზე, ვიდრე - მცირერიცხოვან პარტიებს ნაკლები სახეებით.
არც ისე შორეული პერსპექტივაა ის, რომ წევრთა მასობრივი რაოდენობის გარეშე პარტია ვერ მიიღებს ხმათა მასობრივ რაოდენობას.
პოლიტიკურ პარტიას მუდმივად უნდა შეეძლოს ახალი წევრების მოზიდვა. ახალ წევრთა მიღება, პარტიაში შესასვლელი ღია კარი პარტიისათვის ძალზე მნიშვნელოვანია. პოლიტიკური პარტიების სიჯანსაღისთვის აუცილებელია ახალი ადამიანებისა და იდეების შემოსვლა.
ეს არ მოხდება, თუ წევრობა შეზღუდულია, კრებები - დახურული, ხოლო მიღების პოლიტიკა - გასაიდუმლოებული. პარტიათა უმრავლესობა გაწევრიანების მარტივი წესების შემოღებით უზრუნველყოფს ახალი წევრების მიღებას.
ახალი წევრები
ღონისძიება 2.
მიზანი: მოსაზრებები ახალი წევრების მიღების თაობაზე
სამუშაო:
წარმოადგინეთ მოკლე პრეზენტაცია ამ თემაზე, გაამახვილეთ |
პასუხები კითხვაზე: რატომ შეხვედით პარტიაში?
მნიშვნელოვანია გარკვეული წარმოდგენა გქონდეთ იმის თაობაზე, თუ ვის შეიძლება ჰქონდეს თქვენს პარტიაში შემოსვლის სურვილი, როგორ შეიძლება მათთან დაკავშირება.
ის, რამაც თქვენ მიგიზიდათ პარტიაში, შეიძლება სხვებისთვისაც მიმზიდველი აღმოჩნდეს. დემოკრატიულმა პარტიებმა შეიმუშავეს მარტივი მეთოდები და მიდგომები ახალ წევრთა მისაზიდად.
მაგალითად:
პარტია მიმართავს წევრთა წახალისების ღონისძიებებს იმ მეგობრების მისაზიდად, რომლებიც მათ თანაუგრძნობენ;
პარტია აწარმოებს საკუთარი საქმიანობის რეკლამირებას იქ, სადაც ერთმანეთს ხვდება სხვადასხვა ჯგუფი და ავრცელებს ინფორმაციას, თუ როგორ შეიძლება დაკავშირება და პარტიაში გაწევრიანება;
პარტია პოპულარული რომ გახდეს, შეეცადეთ ინფორმაციის გავრცელებას მისი საქმიანობის, პროგრამის შესახებ;
ელაპარაკეთ მოქალაქეებს, კოლეგებს გაავრცელონ საინფორმაციო ფურცლები მათთვის
საინტერესო თემებთან დაკავშირებით და მიუთითონ საკონტაქტო ინფორმაცია;
პარტიის წევრებმა უნდა ჩაატარონ რეგულარული შეკრებები, სადაც წევრები მოუსმენენ ამომრჩევლებს, განუმარტავენ პარტიის პროგრამას, მოუთხრობენ ლიდერების შესახებ და შესთავაზებენ მოქალაქეებს, შევიდნენ პარტიაში;
პარტიის წევრებს უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვან საკითხებზე შედგენილი პეტიცია და ეს საზოგადოებასთან ურთიერთობის ერთ-ერთ გზად გამოიყენონ;
ჩაატარონ საჯარო შეკრებები, რათა ისინი გამოჩნდნენ და ცნობილი გახდნენ საზოგადოებაში;
გაარკვიონ, ხომ არ სურთ პარტიაში შესვლა იმ ადამიანებს, რომლებიც პარტიის მხარდაჭერები არიან, შესთავაზონ მათ პარტიაში შესვლა;
ტელეფონის მეშვეობით წევრების მოზიდვა ერთერთი ნაცადი ხერხია ბევრ ქვეყანაში.
ყურადღება უნდა მიაქციოთ, იზრდება თუ არა თქვენი პარტიის წევრთა რაოდენობა, რამდენად ადვილია მოქალაქეებისათვის თქვენთან დაკავშირება. მნიშვნელოვანია განსაზღვროთ სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფის: მოხუცების, ახალგაზრდების, ქალებისა და მამაკაცების რაოდენობა, მათი მონაწილეობა თქვენს პარტიაში, ამით უკეთესად დაგეგმავთ თანაბარი მონაწილეობის შესაძლებლობებს. დარწმუნდით, რომ წევრების ხელმოწერები (სარეგისტრაციო სიები) განახლებული გაქვთ და დროდადრო დაუკავშირდით წევრებს, რათა დარწმუნდეთ, რომ ისინი მუდმივად ინფორმირებულნი არიან პარტიის საქმიანობის შესახებ.
საინტერესო გახადეთ თქვენი შეკრებები, რათა წევრები რეგულარულად დაესწრონ მათ.
ღონისძიება 3.
ახალი წევრების მიზიდვა
მიზანი: პარტიის წევრების გაფართოების პროცესის გაგება.
ამოცანა: გავარჯიშება მიზიდვის ტექნიკაში.
პრეზენტაცია: როლების გათამაშება, სადაც მონაწილეებს სთხოვენ
აქტიური წევრი;
პოტენციური წევრი;
დამკვირვებელი.
თითოეულ შემთხვევით შერჩეულ მონაწილეს უნდა დაეკისროს
1. აქტიურ წევრს დაევალება მოიზიდოს ახალი წევრი, რომელიც შეიძლება
უმუშევარი,
2. პოტენციურ წევრს მისცემენ ფურცელს, სადაც მოცემულია ზემოთ დასახელებული სოციალური კატეგორიების მოკლე დახასიათება. რეკომენდებულია, თითოეულმა მონაწილემ განსაზღვროს, თუ რომელი როლი შეეფერება მას. მონაწილეს უნდა ჰქონდეს ობიექტური დამოკიდებულება და შეეცადოს კეთილსინდისიერად გამოიყენოს არგუმენტები პარტიაში შესვლის სასარგებლოდ/საწინააღმდეგოდ, განსაკუთრებით, ის არგუმენტები, რომლებსაც წარმოადგენს ადამიანი, რომელიც მის მიზიდვას ცდილობს.
3. დამკვირვებელი ძალზე ობიექტური უნდა იყოს და ამ ღონისძიებაში მონაწილე ორივე მხარის რეაქციები დააფიქსიროს. პლენარულ სხდომაზე დამკვირვებელი წარმოადგენს უკუკავშირს თითოეული მონაწილის დამოკიდებულებისა და ქცევის შესახებ. დასკვნები: ამ ღონისძიების უკუკავშირისა და შედეგების წარმოდგენა პლენარულ სხდომაზე, მეთოდებისა და ტექნიკის გაშუქება.
წევრების ჩართვა შეკრებებში!
ყველა წევრს აქვს უფლება იცოდეს, როდის ტარდება შეკრება იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ სურს დასწრება. ახალ წევრებს შეიძლება დაეხმაროთ გახდნენ ჯგუფის ნაწილი. გულთბილად მიესალმეთ, როდესაც ისინი თავის პირველ შეკრებაზე მოვლენ. გამოცდილ წევრებს შეუძლიათ დახმარება გაუწიონ ახლებს და გააცნონ წევრები და აუხსნან, თუ რა კეთდება კრებებზე. ყველა პარტიას სჭირდება სოციალური ცხოვრება, რათა შენარჩუნებული იყოს მისი ერთიანობა: პიკნიკები და ოჯახების გართობის დღეები, ცეკვები და შეხვედრები ყავაზე, პენსიონერებისა და ახალგაზრდების შეხვედრები, ოფიციალური სადილები და დედების დღეები, რაც ხელს შეუწყობს ლოიალობასა და მეგობრობას. გაარკვიეთ, რისი კეთება მოსწონს ხალხს, რისი შემოთავაზება შეუძლიათ მათ და რამდენი დრო აქვთ. ადამიანები სიამოვნებით აკეთებენ ისეთ საქმეს, რომელშიც ერკვევიან. ტრენინგები შეიძლება დაეხმაროს მათ კამპანიების ჩატარების ტექნიკის შესწავლაში, შეკრებებზე მონაწილეობისა და კამათის უნარის გაუმჯობესებაში. |
ადამიანების მოტივირება
რაც უფრო მეტად არიან ადამიანები ჩართულნი პარტიის საქმიანობაში, მით უფრო მეტად გრძნობენ ისინი თავს ჯგუფის წევრებად.
როგორ დავიწყოთ ეს პროცესი?
გთავაზობთ რამდენიმე მოტივირებულ მოსაზრებას:
დაიმახსოვრეთ სახელები, უთხარით, რომ დაგაკლდათ მათთან ურთიერთობა, როდესაც ისინი არ დაესწრნენ კრებას;
ჩართეთ მონაწილეები დისკუსიებში, დარწმუნდით, რომ წევრები ინფორმირებულნი არიან, რომ მათ მიიღეს კონსულტაციები, რომ თქვენ მიესალმებით მათ მონაწილეობას დისკუსიაში;
გაანაწილეთ საქმე, დაავალეთ ისეთი რამ, რასაც მოერევიან. ნუ გადააბარებთ ქალებს მხოლოდ ფონდების მოზიდვასა და კვებას, მოახდინეთ უნარ-ჩვევებისა და ინტერესების თანხვედრა;
მოახდინეთ ზოგიერთი პასუხისმგებლობის როტაცია იმგვარად, რომ ახალმა წევრებმა გაიგონ, როგორ კეთდება საქმე;
გააკონტროლეთ ის ადამიანები, რომლებიც დომინირებენ.
ქალები და მამაკაცები
პარტიათა უმეტესობაში მამაკაცები ჭარბობენ. ქალებმა შეიძლება თავი უხერხულად, აუტსაიდერებად იგრძნონ პოლიტიკაში, იმ დროს როცა, ხმათა ნახევარზე მეტი, 53% ქალებს ეკუთვნით. არც ერთ დემოკრატიულ პარტიას არ შეუძლია იგნორირება გაუწიოს ამომრჩეველთა 53%-ს, ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტს.
როდესაც პარტიის შიგნით მიმდინარეობს წევრ ქალებთან თანამშრომლობა, ისინი ერთმანეთს უზიარებენ სხვადასხვა მოსაზრებას. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ქალებს ჰქონდეთ სივრცე პარტიაში. ქალები თავს უკეთ გრძნობენ შერეულ ჯგუფში მუშაობის დროს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. ქვემოთ მოცემულია ზოგიერთი მოსაზრება იმის თაობაზე თუ როგორ შეიძლება მოამზადოთ პარტია ქალთა მონაწილეობისათვის:
ქალები უნდა ჩაერთონ პოლიტიკური პარტიის დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მიღების ჯგუფებსა და კომიტეტებში;
ქალები გამოირჩევიან საზოგადოებასთან ურთიერთობის, კამპანიის წარმართვის და მასმედიასთან მუშაობის უნარით;
წაახალისეთ ქალები, წარმოადგინონ პოლიტიკური პარტია, როგორც კანდიდატებმა, საზოგადოებრივმა სპიკერებმა, პარტიისათვის ახალი წევრების მიზიდვისა და კამპანიების მოწყობისათვის;
ორგანიზაცია გაუწიეთ ქალთა სპეციალურ ღონისძიებებს;
განიხილეთ, თუ როგორ შეეხება თქვენი პარტიის პროგრამა ქალებს;
შეისწავლეთ ქალი ამომრჩევლების მოსაზრებები;
განახორციელეთ ღონისძიებები და ხელი შეუწყეთ იმ საკითხების მოგვარებას, რომლებიც ამომრჩეველ ქალებს აწუხებთ;
დროდადრო განსაზღვრეთ სტრატეგია ქალთა წინსვლისათვის, რაც მეგობრული პარტიის შექმნის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია.
თქვენს პარტიაში ქალთა მონაწილეობის
ხელშეწყობის სამოქმედო გეგმა
წევრები
დარწმუნდით, რომ ახალ წევრ ქალებს პირადად ესაუბრენ პარტიის წევრი ქალები, რომ მათ იციან, როდის ტარდება შეკრებები და როგორ უნდა მიიღონ მონაწილეობა.
იცით თუ არა:
რჩებიან თუ არა პარტიაში ქალი წევრები?
რატომ ტოვებენ ქალები პარტიას, რატომ არ ესწრებიან შეკრებებს და რატომ არიან ნაკლებ აქტიურები?
თუ არ იცით, გაარკვიეთ.
შეკრებები უფრო საინტერესო უნდა გახადოთ ქალებისთვის
იცით, რის განხილვა სურთ წევრ ქალებს?
განსაზღვრული გაქვთ თუ არა შეკრების დროს გამოყოფილი გარკვეული პერიოდი ღია დისკუსიისათვის?
ითვალისწინებს თუ არა პროგრამა იმას, რომ ქალებმა, რომლებმაც ვერ შესძლეს დასწრება დროის უქონლობის ან სხვა მიზეზით, შეძლონ გაიგონ, თუ რა იყო მნიშვნელოვანი შეკრებაზე?
ადვილია თუ არა, ქალების აზრით, დისკუსიებში მონაწილეობის მიღება?
თუ არა, რისი გაკეთება შეიძლება იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მათი სრული მონაწილეობა დისკუსიაში, რათა მათი მოსაზრებები გათვალისწინებული იყოს?
ტარდება თუ არა თქვენი შეკრებები ისეთ დროსა და ადგილზე, რომელიც მოხერხებულია ქალებისთვის?
შეგიძლიათ თუ არა ბავშვების მოვლის ორგანიზება შეკრებების დროს თუ მსგავსი საჭიროება არსებობს?
ტრენინგი
არიან თუ არა მოხალისე ქალები, რომლებიც ძირითად ფუნქციებს შეასრულებენ?
შესაძლებელია თუ არა ტრენინგის მეშვეობით გაუმჯობესდეს ქალების უნარ-ჩვევები ამ სფეროში?
კონტაქტი ამომრჩევლებთან
რა იცით ამომრჩეველი ქალების მოსაზრებების შესახებ?
შეგიძლიათ გაარკვიოთ, თუ რას ფიქრობენ ქალები?
საზოგადოების თვალში არის თუ არა თქვენი პარტია ორგანიზაცია, სადაც მამაკაცები დომინირებენ?
შეგიძლიათ თუ არა კამპანიის ორგანიზება ისეთ საკითხებზე, რომლებიც ქალებს აწუხებთ?
შეგიძლიათ თუ არა უზრუნველყოთ ქალების უფრო ფართო მონაწილეობა პრესისა და რადიოს მეშვეობით?
კონტაქტები გაქვთ ქალთა ჯგუფებთან და ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან?
შეგიძლიათ მათთან შეხვედრა და საუბარი?
სოციალური ღონისძიებები
იზიდავს თუ არა ქალებს პარტიის სოციალური პროგრამა, ღონისძიებები?
პროგრამებში ითვალისწინებენ თუ არა ბავშვების ინტერესებს?
პარტიის პროგრამა
პოლიტიკოსები ლაპარაკობენ იდეებისა და იდეალების შესახებ, მაგრამ ხალხს კონკრეტული რეაგირება სჭირდება მათი პრობლემების საპასუხოდ.
თქვენ გვჭირდებათ ცოდნა იმისა, თუ სად და როგორ იქნებით ხუთი თუ ათი წლის შემდეგ, მაგრამ თუ დღევანდელ პრობლემებს ვერ გადაჭრით, წინ ვერ წახვალთ.
დემოკრატიული პოლიტიკა ქმნის კავშირებს იმ პრობლემებსა და ხედვას შორის, რომლებიც დღეს დგას მოქალაქეების წინაშე და იმასაც, რომელიც შეიძლება გქონდეთ მომავალში.
თუ გსურთ, რომ თქვენი მოსაზრებები ფართო განხილვის საგანი გახდეს, ამისათვის უნდა გამოძებნოთ გზები ადამიანებთან სასაუბროდ, მოუსმინოთ, თუ რა სურს ხალხს, რას ფიქრობენ ისინი ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ და ვის ენდობიან. ეს ის ფაქტორებია, რომლებსაც მოქალაქეები დიდ ყურადღებას უთმობენ და მხარს დაუჭერენ არჩევნების დროს.
პარტიის წევრებს ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ იმის გასაგებად, თუ რას ფიქრობს ხალხი. ეს შეიძლება მოიცავდეს გამოკვლევებს, საჯარო შეხვედრებს, ღონისძიებებს, რომლებზეც მოხდება განხილვები და დებატები მასმედიაში, პეტიციები, საინფორმაციო ფურცლები ლობირებისათვის, დამყარდება სხვადასხვა კონტაქტი.
გამოკვლევის ჩატარება დაგეხმარებათ სისტემატურად გაიგოთ სხვა ადამიანების მოსაზრებები. ამან შეიძლება პარტიის წევრებს შესაძლებლობა მისცეს აუხსნან ამომრჩეველს, თუ რას ფიქრობს ამა თუ იმ საკითხებზე პარტია, როგორია პარტიის პროგრამა. შედეგები შეიძლება გამოყენებული იყოს პარტიის წევრებს შორის დისკუსიების სტიმულირებისათვის ან იმ საკითხების განსაზღვრისთვის, რომლებიც ხელს შეუწყობს პარტიის პოპულარიზაციას.
![]() |
5 თავი 3. პოლიტიკური წარმატებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
5.1 3.1 თანასწორი შესაძლებლობების პოლიტიკა |
▲ზევით დაბრუნება |
რატომაა პოლიტიკაში ასე ცოტა ქალი?
ბევრი მიზეზი არსებობს, რომლის გამოც პოლიტიკაში ცოტა ქალია.
გოგონებს არ უწყობენ ხელს დისკუსიის უნარ- ჩვევების გამომუშავებაში. ბიჭებს არწმუნებენ, რომ გოგონები ემოციურები და კამათის დროს ალოგიკურები არიან;
ოჯახისა და ბავშვების მოვლა ძალზე ბევრ დროს ართმევს ქალს;
დამკვიდრებულია რწმენა, რომ ქალი ვერ იქნება კარგი ლიდერი. ლიდერობის ტრადიციები და არაოფიციალური სტანდარტები მამაკაცური ქცევის წესებს შეესაბამება;
მასმედიაში ხშირად არ წარმოაჩენენ ლიდერ ქალებს;
შესაძლოა ქალებს არ გააჩნდეთ საკუთარი თავის რწმენა, რადგანაც მათ მამაკაცური სტანდარტებით განსჯიან.
საქართველომ თანხმობა განაცხადა შეასრულოს გაეროს კონვენციის „ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ“ (CEDAW) პირობები. ევროგაერთიანება (EU) რეკომენდაციას უწევს სპეციალურ ზომებს დომინანტური კულტურის შეცვლის საქმეში და ქალების მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღებაში წევრთა შორის მათი რაოდენობის პროპორციულად. ასეთი სპეციალური ზომები შეიძლება მოიცავდეს ქალების განათლებას, ქალთა კომიტეტების შექმნასა და ქალთა კონფერენციების მოწყობას, ასევე, ქალების ადგილების ან კვოტების შემოღებას კომიტეტებსა და კონგრესში.
პარტიის განაწესი და კონსტიტუცია განსაზღვრავს წევრების უფლებებს. პრინციპები შეიძლება დაიწეროს, მაგრამ ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველყოფა პრაქტიკულად შეიძლება გაცილებით უფრო რთული აღმოჩნდეს. დემოკრატიული პარტია, ჩვეულებრივ, წევრებს აძლევს უფლებას:
რეგულარულად აირჩიონ ლიდერები;
მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილებების მიღებაში, ხელმძღვანელობის არჩევასა და პარტიის პოლიტიკის ჩამოყალიბებაში;
რეგულარულად მიიღონ მონაწილეობა შეკრებებში, შეეძლოთ თავისუფლად გამოთქვან აზრები და ეჭვქვეშ დააყენონ გადაწყვეტილებები;
გამოვიდნენ ხელმძღვანელი თანამდებობების არჩევითობის სასარგებლოდ;
მოსთხოვონ ხელმძღვანელობას ანგარიში მოხსენებისა და სხვა ინფორმაციის სახით;
დაცულნი იყვნენ დისკრიმინაციისაგან.
პრაქტიკულად, პოლიტიკური პარტიების კულტურა და ტრადიციები, ჩამოყალიბებული ქცევის ნორმები და წესები უზრუნველყოფს ქალთა დაბალ მონაწილეობას პოლიტიკაში მამაკაცებთან შედარებით.
დირექტივა თანასწორი მოპყრობის შესახებ
ევროკავშირმა დააწესა სტანდარტები ქალებისა და მამაკაცების თანასწორობის მისაღწევად, სტანდარტები ყველა წევრ ქვეყანას შეეხება. არსებობს შეთანხმებული დირექტივები, რომლებიც ითვალისწინებს შემდეგ პრინციებს:
თანამდებობებზე მიღება ორგანიზაციებში;
ინტერვიუები და პროცედურები თანამდებობისთვის შერჩევის დროს;
ტრენინგი თანასწორი შესაძლებლობებისათვის;
თანასწორი შესაძლებლობების ხელშეწყობა.
ევროკავშირის ქვეყნებში პარტიის წევრებს უნდა შეეძლოთ საჩივრების შეტანა პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაციის შესახებ, შესაბამისი საქმის განხილვა და კომპენსაციის მიღება. პოლიტიკური პარტიებისაგან მოელიან, რომ ისინი შეიმუშავებენ პოლიტიკასა და პროცედურებს, რითიც უზრუნველყოფენ პრობლემების გადაჭრას. ევროკავშირში როგორც პირდაპირი, ასევე, არაპირდაპირი დისკრიმინაცია უკანონოა. არაპირდაპირი დისკრიმინაცია განისაზღვრება შემდეგნაირად:
როდესაც ორგანიზაციის წესები და პირობები უფრო მკაცრია ერთი სქესისთვის, მაგალითად, კანდიდატების შერჩევისას მამაკაცებისთვის უპირატესობის მინიჭება;
როდესაც შედეგები უფრო მეტია ერთი სქესის ადამიანებისთვის, ვიდრე - მეორე სქესისთვის, მაგალითად, თანამდებობების დაკავების დროს. ასეთ შემთხვევაში შეიძლება საჩივრის შეტანა. პოლიტიკურმა ორგანიზაციამ უნდა დაამტკიცოს, რომ ადგილი არა აქვს დისკრიმინაციას.
თანასწორი შესაძლებლობების პოლიტიკა
დამქირავებელი ან ორგანიზაცია ვალდებულია, რომ მისი პოლიტიკა, პრაქტიკა და პროცედურები გამორიცხავდეს დისკრიმინაციას. თანასწორი შესაძლებლობების პოლიტიკა შეიძლება მოიცავდეს ისეთი პარამეტრების გათვალისწინებას, როგორიცაა: სქესი, რასა, რელიგია, ასაკი, ინვალიდობა და სქესობრივი ორიენტაცია.
პოლიტიკა შეიძლება მიღებული იყოს ნებისმიერი - საზოგადოებრივი და კერძო ორგანიზაციის მიერ. ის შეიძლება დამტკიცდეს ბრძანებულებით ან შეთანხმების დოკუმენტით, თანასწორი შესაძლებლობები გაცილებით ეფექტური და შედეგის მომტანი რომ იყოს იქ, სადაც:
სამსახურში მიღებას სამართლიანი შერჩევა უზრუნველყოფს, რომ თანამდებობას დაიკავებს საუკეთესო კანდიდატი და არა ქალი თუ კაცი;
არაკეთილსინდისიერი პროცედურები ხელს უწყობს ნეპოტიზმსა და არაკომპეტენტურობას;
პარტიის საზოგადოებრივ იმიჯზე განსაკუთრებით კარგად მოქმედებს ის, რომ პარტიაში არ ირღვევა ადამიანის უფლებები, არ არის დისკრიმინაცია რაიმე ნიშნით, რაც, თავის მხრივ, გარკვეულწილად, პარტიის რეკლამაც არის;
სამართლიანობა ზრდის წევრთა, როგორც ქალების, ასევე მამაკაცების მოტივაციას;
თანასწორობის პოლიტიკა საშუალებას აძლევს ორგანიზაციას, პარტიას შეინარჩუნოს წევრები, მნიშვნელოვანი კადრები;
ზემოთჩამოთვლილის უზრუნველსაყოფად ევროკავშირში მოქმედებს კანონი - ყველა დამქირავებელი და ორგანიზაცია ვალდებულია დაიცვას კანონი და დაამტკიცოს, რომ სამართლიანად მოქმედებდა სხვადასხვა შემთხვევის დროს.
თანასწორი შესაძლებელობების უზრუნველყოფის გეგმა
კონვენცია, დირექტივები და კანონი წარმოადგენს პოლიტიკის საფუძველს. პოლიტიკა არის ოფიციალური ვალდებულება, იგი მოიცავს პროცედურებს, რომლებიც უნდა დაიცვან ორგანიზაციის წევრებმა. პრაქტიკის კოდექსი ჩვეულებრივ მოიცავს დეტალებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს პოლიტიკის განხორციელება, მაგალითად: სამართლიანი და თანასწორი დამოკიდებულება და შერჩევა სამსახურში მიღებისას;
პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს მონაწილეობის თანასწორ შესაძლებლობას გადაწყვეტილებების მიღებისას;
სექსუალურ აგრესიასთან დაკავშირებული პროცედურები; ცნობიერების ამაღლება და ტრენინგები;
პოლიტიკის შესახებ ცოდნის უზრუნველყოფა და პარტიის მიერ გაცნობიერებული პასუხისმგებლობა. გასაჩივრების პროცედურები უზრუნველყოფს გასაჩივრებისა და შესაბამისი კომპენსაციის მიღების უფლებას ყველასათვის, ვისაც მიაჩნია, რომ კოდექსი დაირღვა.
მონიტორინგი და შეფასება მოიცავს ინფორმაციის შეგროვებასა და შედარებას არსებული სიტუაციის შესაფასებლად და იმის განსასაზღვრად, მიიღწევა თუ არა დასახული მიზნები არსებული პოლიტიკით.
თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკა უნდა მოიცავდეს:
პირდაპრი და არაპირდაპირი დისკრიმინაციის განსაზღვრას;
დებულებას, რომელიც მოიცავს ორგანიზაციის ვალდებულებას თანასწორი შესაძლებლობის თაობაზე;
კონკრეტული პიროვნების არსებობას, რომელიც პასუხისმგებელია პოლიტიკის განხორციელებაზე;
ყველა თანამშრომლის/წევრის ვალდებულებას იმოქმედონ პოლიტიკის შესაბამისად;
საჩივრების დამუშავების პროცედურებს;
კარგი პრაქტიკის მაგალითებს, მაგალითად, სამართლიან კრიტერიუმებს კანდიდატების შერჩევის პროცედურებისთვის;
პრაქტიკის მაგალითებს, რომლებსაც თავი უნდა აარიდონ, მაგალითად, კანდიდატების შესარჩევ ისეთ საბჭოებს, რომლებიც მხოლოდ მამაკაცებისგან შედგება;
დეტალებს მონიტორინგის, შეფასებისა და რევიზიის პროცედურების შესახებ.
თანასწორი შესარჩევი პროცედურები კანდიდატებისთვის
პირველი პრინციპია სამუშაოს მკაფიო აღწერილობისა და პიროვნების მახასიათებელის შედგენა. სამუშაოს აღწერილობა განსაზღვრავს იმ ძირითად მოვალეობებს, რომლებიც დაეკისრება მოცემულ თანამდებობაზე მყოფ პირს; მაგალითად, პირდაპირი კონტაქტები ელექტორატთან, პარტიის პოლიტიკის საჯაროდ გავრცელება. პიროვნების სპეციფიკაციები მოიცავს არსებით და სასურველ კვალიფიკაციებს, უნარ-ჩვევებსა და გამოცდილებას, რომლებიც ამ თანამდებობაზეა საჭირო, მაგალითად, პარტიის წევრობა, პარტიის პროგრამის ცოდნისა და მისი გაზიარების დემონსტრირება, საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები.
მეორე ნაბიჯია ისეთი საბჭოს ჩამოყალიბება, რომელიც განახორციელებს ინტერვიუებს პარტიის პროცედურების შერჩევის ყველა ეტაპზე, რაც უზრუნველყოფს თანმიმდევრულ მიდგომას ყველა კანდიდატის მიმართ. შერჩევის პროცედურები ღია უნდა იყოს მეთვალყურეობისთვის, შესაბამისი ანგარიშები უნდა წარედგინოს პარტიის წევრთა ფართო ჯგუფს.
მესამე პრინციპი არის წევრთა გამჭვირვალე და ღია მიღების უზრუნველყოფა. მიღების კრიტერიუმები და პროცედურები ყველასთვის ცნობილი უნდა იყოს, უნდა შედგეს განაცხადის ფორმა, რომელსაც შეავსებს კანდიდატი. ამის შედეგად ყველა განაცხადი ადვილად შესადარებელი იქნება. შესაძლებელია, აგრეთვე, ახალ დარეგისტრირებულ წევრთა აღრიცხვა.
შესარჩევი სია და ინტერვიუები
ამ დოკუმენტებში აღწერილი უნდა იყოს ძირითადი კრიტერიუმები მოცემული თანამდებობისთვის, არსებითი და სასურველი უნარ-ჩვევები და კვალიფიკაციები. განაცხადის ფორმებს უნდა მიენიჭოს ქულები სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით. იმ ადამიანებს, რომლებიც ყველაზე მაღალ ქულებს დააგროვებენ, ინტერვიუზე მისვლა უნდა შესთავაზონ.
ინტერვიუები
შეკითხვები უნდა ასახავდეს იმ ძირითად კრიტერიუმებს, რომლებიც განსაზღვრულია მოცემული სამუშაოსთვის (იგივე, რაც შესარჩევი სიის შედგენის პროცედურებში). ყველა კანდიდატს ერთი და იგივე კითხვები უნდა დაუსვან.
საბჭო, რომელიც ინტერვიუებს ატარებს, მომზადებული უნდა იყოს განაცხადის ფორმაში შეტანილი დეტალების გამოსაყენებლად, შეკითხვების ჩამოსაყალიბებლად. საბჭომ საშუალება უნდა მისცეს კანდიდატებს გამოიყენონ და გამოავლინონ საკუთარი გამოცდილება და უნარ-ჩვევები. შეიძლება გამოყენებული იყოს ქულების მინიჭების მარტივი სისტემა.
ღონისძიება 4.
პოლიტიკის დასახვა და შემუშავება
მიზნები: იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ დაარწმუნოთ სხვები თანაბარი შესაძლებლობების მნიშვნელობაში.
სამუშაო: ჩამოთვალეთ ყველა არგუმენტი პოლიტიკაში ქალებისა და მამაკაცებისათვის თანასწორი შესაძლებლობების მიცემის სასარგებლოდ. როგორ დაძლევთ იმ სტანდარტულ არგუმენტებს, რომლებსაც ადამიანები ჩვეულებრივ იყენებენ ქალების მიმართ „სპეციალური დამოკიდებულების“ საწინააღმდეგოდ? |
რა არის სექსუალური აგრესია?
სექსუალური აგრესია ყოველთვის არსებობდა, მაგრამ მის შესახებ ბევრს არ ლაპარაკობენ და ბოლო დრომდე მას არ უთმობდნენ სერიოზულ ყურადღებას იმგვარად, როგორც ეს საკითხი იმსახურებს. ხშირად მიაჩნიათ, რომ სექსუალური აგრესია უნდა აიტანონ, იგი მიჩნეულია ქალებისა და მამაკაცების ნორმალური სამუშაო ურთიერთობის ნაწილად.
განსაზღვრა
გთავაზობთ სექსუალური აგრესიის განსაზღვრას. სექსუალური აგრესია არის:
„განმეორებადი და არასასურველი კომენტარები, გამოხედვა, ქმედებები, შეთავაზებები ან ფიზიკური კონტაქტი, რომელიც შეურაცხმყოფელია და რამაც შეიძლება შემაშფოთებელი სამუშაო გარემო შექმნას.“ მაგალითად: შემაწუხებელი და შეურაცხმყოფელიშენიშვნები და ხუმრობები, არასასურველი კომენტარები ტანსაცმლისა და გარეგნობის შესახებ, პორნოგრაფიული სურათების გამოყენება-გამოფენა, განზრახ შეურაცხყოფა, განმეორებითი და არასასურველი ფიზიკური კონტაქტი, სექსუალური შინაარსის მოთხოვნები.
რეკომენდაციები სექსუალურ აგრესიასთან დაკავშირებით
ევროკომისიის საბჭომ გამოსცა რეკომენდაციები „სექსუალური ხასიათის არასასურველი ქმედებების შესახებ, რომლებიც შეიძლება მტრული ან შეურაცხმყოფელი იყოს“.
მათ განსაზღვრეს კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო ის პრინციპები ევროპის ყველა ქვეყნის ფარგლებში, რომლებიც ურჩევს ორგანიზაციებს, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებსაც:
ჩათვალონ სექსუალური აგრესია დარღვევად და შესაბამისად მოეპყრან ამ საკითხს;
შეიმუშაონ პოლიტიკა და პროცედურები სექსუალურ აგრესიასთან დაკავშირებით;
გამოსცენ პოლიტიკური დოკუმენტი, რომელიც ხაზს გაუსვამს, რომ სექსუალური აგრესია დაუშვებელია და განმარტონ შესაბამისი პროცედურა;
მკაფიოდ ჩამოაყალიბონ თუ როგორია სათანადო ქცევა.
„ევროპის კოდექსი“, აგრეთვე, რეკომენდაციას იძლევა შემდეგზე: სექსუალურ აგრესიის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის ჩამოყალიბება წარმოადგენს უფრო ფართო პოლიტიკის ნაწილს, რომელიც, თავის მხრივ, ითვალისწინებს თანასწორი შესაძლებლობების ხელშეწყობასა და ქალების მდგომარეობის გაუმჯობესებას მთლიანად პოლიტიკაში.
რას უნდა მოიცავდეს პოლიტიკური დოკუმენტი
პოლიტიკური პარტიებისა და ზოგადად, ორგანიზაციებისთვის სექსუალურ აგრესიასთან ბრძოლის რეკომენდებული გზა არის შეთანხმებული პოლიტიკური დოკუმენტის შემუშავება და სახელმძღვანელო პრინციპების შემოღება, რომლებიც განსაზღვრავს შესაბამისი პოლიტიკის განხორციელებას.
პოლიტიკური დოკუმენტი უნდა მოიცავდეს შემდეგს:
მიზნები - ეს აბზაცი უნდა მოიცავდეს შეთანხმებულ დებულებას უფლების შესახებ, არ დაექვემდებაროს სექსუალური აგრესიას, „სექსუალური აგრესიის განსაზღვრა“.
ადამიანების პასუხისმგებლობას მოიქცნენ მისაღებად და შეატყობინონ სხვებს, რომ მათ არ მოსწონთ აგრესიული ქცევა და იცოდნენ, რომ შეუძლიათ გამოიყენონ შესაბამისი პროცედურები, თუ პირები არ შეწყვეტენ ასეთ ქმედებას.
განისაზღვროს, სახელდობრ როგორ უნდა იქნეს შეტანილი საჩივარი და ვის უნდა მიმართონ;
ჩამოყალიბებულ დისციპლინარულ ზომებს, რომლებსაც ორგანიზაციები მიმართავენ სექსუალური აგრესიის წინააღმდეგ.
განსაზღვრა
სხვადასხვა ზომები, რომელიც მიმართულია დასაქმების სფეროში ქალთა და მამაკაცთა დისკრიმინაციის შესამცირებლად.
საზოგადოდ, დისკრიმინაცია არის გამორჩევის, უპირატესობის მინიჭების ან ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვის პირობები და შეიძლება იყოს პირდაპირი ან არაპირდაპირი. პოზიტიური დისკრიმინაცია არის ქმედების ტიპი, რომელიც ძალზე მოკლე დროში განაპირობებს უარყოფითი ზემოქმედების მქონე დისკრიმინაციული პრაქტიკის შეწყვეტას.
უნდა გახსოვდეთ, რომ პოზიტიური დისკრიმინაცია პოზიტიური ქმედებების მეშვეობით, განსაზღვრულია კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად, საბოლოო ამოცანის შესრულდებამდე.
ევროპული რეკომენდაციები
ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება თანასწორი შესაძლებლობების ან თანასწორი მოპყრობის შესახებ სავალდებულოა (შეტანილი უნდა იყოს ეროვნულ კანონმდებლობაში) წევრი ქვეყნებისთვის. იგი მოიცავს პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტს, განათლებას, დასაქმების ბაზრის ხელმისაწვდომობას, ქორწინებას, კულტურულ და სამოქალაქო საზოგადოებას, სადაც მამაკაცებსა და ქალებს თანასწორად და სამართლიანად უნდა მოეპყრონ.
CEDAW არის დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრულია საერთაშორისო სტანდარტები ქალთა უფლებებთან დაკავშირებით. ყველა სახელმწიფომ, რომელმაც CEDAW-ს მოაწერა ხელი, უნდა მიიღოს კანონმდებლობა და პროცედურები, რომლებიც შეწყვეტს არსებულ უსამართლო დამოკიდებულებას ყველა ასაკის ქალების მიმართ.
მიზანი და შესაძლებლობები
კონსტიტუცია და პოლიტიკური პარტიის წესდება არ არის საკმარისი პოლიტიკაში თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად. ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორი შესაძლებლობების გარანტირებისთვის უნდა არსებობდეს მექანიზმები წევრობის უფლებებისა და მოვალეობების შესახებ.
კულტურული ტრადიციების, ქცევებისა და სხვადასხვა მიკერძოების გამო ქალთა მონაწილეობის მაჩვენებელი პოლიტიკაში მცირეა. ასეთი მაჩვენებელი ამ მიმართულებით საჭიროებს პოზიტიურ ქმედებებს, რომლებიც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქალების წინსვლას პოლიტიკური პარტიის იერარქიასა და პოლიტიკის სფეროში მთლიანად.
პოზიტიური ქმედებები უნდა განვითარდეს ლოგიკური თანმიმდევრობით; პირველი „ბრძოლა“, რომელიც უნდა მოვიგოთ, ეს პარტიაში პოლიტიკოსის რანგის მიღწევაა.
პოზიტიური ქმედებების ტიპები
1. პარტიის წევრი ქალების შეკრებები, ტრენინგები;
2. პარტიის წევრი ქალების მიერ სხვა ქალების მოზიდვა პარტიაში გასაწევრიანებლად;
3. მნიშვნელოვანია პარტიის წევრი ქალების, კანდიდატობის მსურველობის პოზიტიური იმიჯის გამოყენება პარტიაში ქალთა პოზიციის კონსოლიდაციისთვის;
4. კანდიდატთა ნებისმიერ სიაში ქალთა წარმომადგენლობის კვოტის დაწესება ან თანასწორი წარმომადგენლობის პოლიტიკა პოლიტიკურ პარტიებში ქალთა პოზიციის კონსოლიდაციის გზებია;
5. არანაკლებ მნიშვნელოვანია ლობირება, გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე გავლენის მოხდენა, რამაც შეიძლება პოზიტიური შედეგები მოიტანოს.
მხარდაჭერა და დაბრკოლებები
ქალთა ორგანიზაციები გადამწყვეტი ფაქტორია პოლიტიკაში ქალთა დაწინაურების პოზიტიური ქმედების განვითარებისა და ხელშეწყობისათვის;
პოზიტიურ ქმედებებში ქვეყნის ლიდერების, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მხარდამჭერების, ასევე: ორგანიზაციების, ასოციაციების ჩაბმა, რომლებსაც წარმოადგენენ გამოჩენილი ადამიანები კულტურული, მეცნიერული და სპორტული სფეროებიდან. არ უნდა დაგავიწყდეთ ის ფაქტი, რომ საკმაოდ ხშირად პარტიის შიგნით არსებობს საკუთარი, კონკრეტული, ხელისშემშლელი მექანიზმები (მამაკაცთა ალიანსები) და კანონმდებლობა - ის ძირითადი ბარიერები, რომლებიც ხელს უშლის ქალების შეყვანას შესაბამისი თანამდებობის ნებისმიერ კანდიდატთა სიაში.
პოზიტიური ქმედებების შემუშავების ეტაპები
პოზიტიურ ქმედებებზე ძალზე ბევრია დამოკიდებული:
პრობლემის იდენტიფიკაცია და განსაზღვრა;
მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიღება, თუ რომელი პირის ლობირება უნდა მოხდეს;
მოლაპარაკებები გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან და მათზე გავლენის მოხდენა;
შედეგების შეფასება.
![]() |
6 თავი 4. ტრენინგი პოლიტიკური წარმატებისთვის |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.1 4.1. კომუნიკაციის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება |
▲ზევით დაბრუნება |
გამოკვლევის ჩატარება დაგეხმარებათ სხვა ადამიანების მოსაზრებების თანმიმდევრულ გაგებაში. ბევრი მიზეზი არსებობს გამოკვლევის ჩასატარებლად კამპანიის დაწყებამდე. შედეგები შეიძლება გამოიყენოთ თქვენს ჯგუფში დისკუსიის სტიმულირებისთვის, რათა გადაწყვიტოთ, თუ რომელ საკითხებზე უნდა გამახვილდეს ყურადღება თქვენს მიერ წარმოებულ კამპანიაში და როგორ უნდა მოხდეს ეს. 50 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი შეიძლება საკმაოდ ზუსტი ნიმუში იყოს საზოგადოების დამოკიდებულების განსასაზღვრად. უნდა შეეცადოთ, რომ თქვენი გამოკვლევა წარმომადგენლობითი იყოს ასაკის, კლასისა თუ ეთნიკური წარმოშობის თვალსაზრისით. თუ სთხოვთ ადამიანებს, მოახდინონ გარკვეული საკითხების რანჟირება, უკეთ იქნებით ინფორმირებული, თუ რომელ საკითხს უნდა დაეთმოს ყურადღება. თუ გეცოდინებათ, რა აწუხებთ ადამიანებს, რას დაუჭერდნენ ისინი მხარს, თქვენ შეძლებთ დაიწყოთ კამპანია ისეთი საკითხებით, რომლებიც სავარაუდოდ, წარმატებას მოგიტანთ. თუ მონაცემებს სქესის, ასაკის მიხედვით დააფიქსირებთ, გაგიადვილდებათ მიზნობრივი ჯგუფების განსაზღვრა; თუ გეცოდინებათ, რას ფიქრობენ ქალები, მამაკაცები, მოხუცები თუ ახალგაზრდები, შესძლებთ თქვენი მონაწილეობა უფრო მიზნობრივი გახადოთ;
შეგიძლიათ გამოცადოთ მესიჯები ან დააზუსტოთ თქვენი მესიჯი. თუ თქვენ შეძლებთ განსაზღვროთ, თუ რაში ესაჭიროებათ გარკვევა მოქალაქეებს, ან რა არასწორი ინფორმაცია აქვთ მათ მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, თქვენი კამპანია შეძლებს ამის გამოსწორებას.
გამოკვლევის ჩატარება, ასევე, შესაძლებლობას მოგცემთ აუხსნათ სხვა ადამიანებს, თუ რატომ ხდება ამ საკითხების განხილვა. მაგრამ გააკეთეთ ეს მას შემდეგ, რაც შეკითხვებზე პასუხებს მიიღებთ, რათა გავლენა არ მოახდინოთ გამოკვლევის შედეგებზე.
რა უნდა გახსოვდეთ:
ადამიანებმა შეიძლება არ მოისურვონ საკუთარი ვინაობის გამჟღავნება. ეს არც გჭირდებათ. ხაზი უნდა გაუსვათ, რომ თქვენთვის მხოლოდ მათი მოსაზრებებია მნიშვნელოვანი. ადამიანებს შეიძლება მოერიდოთ თქვენს შეკითხვებზე პასუხის გაცემა. ამიტომ, უნდა განუმარტოთ, თუ როგორ აპირებთ გამოკვლევის შედეგების გამოყენებას და დაარწმუნოთ, რომ კონფიდენციალობას დაიცავთ;
დასვით მოკლე შეკითხვები და გადაამოწმეთ შეკითხვები გამოკვლევის დაწყებამდე. შეეცადეთ ჩამოწეროთ ის მარტივი შეკითხვები, რომლებიც მხოლოდ დადებით ან უარყოფით პასუხებს საჭიროებს ან რესპონდენტებს მარტივ ალტერნატივათა სია შეთავაზეთ პასუხებით - ვეთანხმები/არ ვეთანხმები/არ ვიცი. ამ შეკითხვების დამუშავება უფრო ადვილია, როდესაც პასუხების შეჯერება გჭირდებათ.
თუ გსურთ, რომ მოქალაქეებისაგან მიიღოთ ინფორმაცია მათი სურვილების შესახებ, ერთი ან ორი ღია შეკითხვა უნდა დასვათ. მაგალითად, „რას ფიქრობთ X-ის შესახებ?“ ან „თქვენის აზრით, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები?“
კამპანია: საკითხები და მიზნები
კამპანია არის ღონისძიებათა და რეკლამის ორგანიზებული სერია, რომელიც გათვალისწინებულია გარკვეული მიზნის მისაღწევად. მიზნის მიხედვით, კამპანია შეიძლება იყოს მოკლე, მაგალითად, ერთკვირიანი, რომელიც გათვალისწინებულია კონკრეტულ პრობლემაზე ყურადღების მისაპყრობად, ან ხანგრძლივი, რომელიც უფრო რადიკალური ცვლილების განხორციელებას ისახავს მიზნად. კამპანიის მიზანი შეიძლება იყოს:
ფართო აუდიტორიის განათლება;
ადამიანთა მოსაზრებების შეცვლა;
საპირისპირო მოსაზრებების ნეიტრალიზაცია;
იმ საზოგადოების მოზიდვა, რომელსაც არა აქვს გარკვეული მოსაზრებები რომელიმე სხვა პარტიასთან მიმართებაში;
კანონებისა და პრაქტიკის ცვლილების ხელ- შეწყობა;
კონკრეტულ მომსახურებასა ან პოლიტიკური ცვლილების განხორციელებაზე გავლენის მოხდენა.
საკითხისა და მიზნის არჩევა
თქვენი პირველი საქმე იქნება საკითხის განსაზღვრა და კამპანიის მიზნების დადგენა. მაგალითად, ორგანიზაციის კამპანია შეიძლება ითვალისწინებდეს მისი პროფილის გაუმჯობესებასა და ახალი წევრების მოზიდვას, კანონის შეცვლას, დამატებას ან ახლის შემოღებას. გადახედეთ ზემოთ წარმოდგენილ ჩამონათვალს და მოიფიქრეთ, რის გაკეთებას შეეცდებით კამპანიის მეშვეობით. მაგალითად, თქვენი კამპანიის მიზანი შეიძლება იყოს ინფორმირებულობის გაუმჯობესება ბავშვის რჩენის საკითხებთან დაკავშირებით და კანონში შესატანი ცვლილების ხელშეწყობა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ბავშვზე ზრუნვა ორივე მშობლის მოვალეობა გახდეს.
რას ისახავს მიზნად თქვენი კამპანია?
თქვენთვის მეორე მნიშვნელოვანი საკითხია - ვისზე გსურთ გავლენის მოხდენა?
სავარაუდოდ, ვინ დაუჭერს მხარს თქვენს იდეებს და ვის აქვს იმდენი ძალაუფლება, რომ ცვლილებები მოახდინოს?
ამ შეკითხვებზე პასუხი განსაზღვრავს თქვენი კამპანიის მიზნობრივ ჯგუფსა და აუდიტორიის მრავალფეროვნებას.
რა რესურსები გაქვთ?
კამპანიებისთვის აუცილებლად საჭიროა მცირე, მაგრამ ფინანსური მხარდაჭერა. უნდა მოიფიქროთ, თუ როგორ შექმნით ფონდს კამპანიის წარმოებისათვის, რათა შეძლოთ დააფინანსოთ პოლიტიკის მხარდამჭერი კამპანია.
ხშირად, კამპანია შეიძლება დაიწყოთ ფონდების მოზიდვით, მაგალითად, გართობის დღეები, დღესასწაულები, ქუჩის წვეულებები, ცეკვები და დისკოთეკები. ყოველი ღონისძიება დაკავშირებული იქნება კამპანიის მესიჯთან. სხვა რესურსებიც მნიშვნელოვანია, მაგალითად: ადამიანები, რომლებსაც საკმარისი დრო და პასუხისმგებლობა აქვთ წარმატებული კამპანიის ორგანიზებისთვის; კარგი ხარისხის ასლგადამღები აპარატის ხელმისაწვდომობა, კონტაქტები ადგილობრივ მედიასთან და ა.შ.
მხარდამჭერთა კოალიციის შექმნა
კამპანიები წარმატებულია, როდესაც მათ შეუძლიათ იმის ჩვენება, რომ პარტიას ფართო მხარდაჭერა აქვს. მაგალითად, თუ თქვენი ჯგუფი იბრძვის სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილებისთვის როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე, წარმატება დამოკიდებული იქნება იმაზე, შეგიძლიათ თუ არა უჩვენოთ, რომ თქვენს იდეებს ფართო მხარდაჭერა აქვს. ეს ნიშნავს თანამოაზრეების, ყველა იმ ადამიანის განსაზღვრას, რომელიც სავარაუდოდ დაეთანხმება თქვენს მოსაზრებებს და, აგრეთვე, იმ ადამიანების განსაზღვრასაც, რომლებიც არ იქნებიან თქვენს მხარეზე. თქვენ გავლენა უნდა მოახდინოთ მათზე და შეეცადოთ თქვენს მხარდამჭერებში მათი გაერთიანებას.
მნიშვნელოვანია მიზნობრივი აუდიტორიის გარდა, განსაზღვროთ სხვა ჯგუფებიც, რომლებიც შეძლებენ თქვენი კამპანიის მხარდაჭერას. იფიქრეთ, ვის შეეხება თქვენი შეთავაზებები და როგორ შეიძლება მათი მიმხრობა კამპანიის მეშვეობით.
საკონტროლო ნუსხა, კამპანიის პრობლემები და მიზნები:
მკაფიოდ განსაზღვრეთ პრობლემა;
რა მიზნები აქვს თქვენს კამპანიას?
როგორია თქვენი მიზნობრივი აუდიტორია?
რა რესურსები გაქვთ - გჭირდებათ თუ არა ფონდების მოზიდვა?
ვინ დაუჭერს მხარს თქვენს იდეებს - მოძებნეთ სხვა ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებიც თქვენი კამპანიის ჯგუფს შეადგენენ;
შექმენით მარტივი მესიჯები საზოგადოების ინფორმირებისთვის.
ღონისძიება 5.
მარტივი მესიჯები
მიზნები: ვარჯიში კამპანიის მესიჯების შექმნაში.
სამუშაო: გსურთ, რომ, როგორც კანდიდატმა, შეარჩიოთ მარტივი მესიჯი თქვენი კამპანიისათვის. ამ შემთხვევაში თქვენი, როგორც კანდიდატის მიზანია, მესიჯი დაუკავშიროთ საზოგადოების ძირითად პრობლემას ან საზრუნავს. მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენი მესიჯი:
|
იდეების, დამოკიდებულების ან გრძნობების შეცვლა პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ ამის გაკეთება არც ისე ადვილია, როგორც შეიძლება ერთი შეხედვით მოგეჩვენოთ.
საზოგადოებასთან კონტაქტის დამყარების მცდელობები ყოველთვის წარმატებული როდია. შეიძლება ვერ მიაღწიოთ ამ ადამიანებამდე, ან ვერ გავუგოთ ერთმანეთს, რადგანაც:
მესიჯმა შეიძლება ვერ მიაღწიოს მიზნობრივ აუდიტორიამდე, რადგან ადამიანებამდე მისაღწევად ვერ გამოიყენეთ სწორი არხი;
ადამიანებმა შეიძლება მიიღონ მესიჯი, მაგრამ ვერ გაიგონ ის - თქვენ არ გამოიყენეთ სწორი განმარტება, ენა გაუგებარი დარჩა;
ადამიანებმა შეიძლება მიიღონ მესიჯი, მაგრამ ის შეიძლება მათი მოსაზრებების, მათ რწმენის საწინააღმდეგო იყოს. მესიჯი შეიძლება ძალზე ნეგატიურიც იყოს, ან შეიძლება არასწორი მიდგომა გამოიყენეთ;
ადამიანებამ შეიძლება მიიღონ ინფორმაცია, მაგრამ არ იცოდნენ, თუ რა უნდა მოიმოქმედონ მასთან დაკავშირებით და იფიქრონ, რომ არ შეუძლიათ რამის შეცვლა, გაკეთება - ე.ი. არასწორი პრაქტიკული რჩევა მიეცით;
ადამიანებმა შეიძლება მიიღონ ინფორმაცია, მაგრამ არ შეცვალონ თავიანთი ქცევა ძალზე დიდი ხნის განმავლობაში - უნდა გაიმეოროთ თქვენი მესიჯი.
შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ წარუმატებლობა, თუ შეეცდებით გაიგოთ იმ ადამიანების დამოკიდებულება, რწმენა და გარემოებები, რომელთა ინფორმირებაც გსურთ.
წესები საზოგადოების ინფორმირებისთვის:
მკაფიოდ განსაზღვრეთ, თუ რა სახის ქცევის ხელშეწყობას ცდილობთ;
განსაზღვრეთ, თუ ვისზე ცდილობთ გავლენის მოხდენას;
გაარკვიეთ, საჭიროებს თუ არა ახალი ქცევის წესი ახალ უნარ-ჩვევებს;
გაიგეთ, თუ რისი სწამს თქვენს მიზნობრივ აუდიტორიას. გამოიყენეთ გამოკვლევა ან ჯგუფური დისკუსიები იმის გასაგებად, თუ რას ფიქრობს თქვენი მიზნობრივი აუდიტორია;
იფიქრეთ იმის შესახებ, თუ სად მიიღეს მათ ინფორმაცია და რაგვარი იდეები აქვთ ახლა;
მოიძიეთ ინფორმაციის მიღების სწორი არხები;
შეადგინეთ მესიჯი, რომელიც გასაგებია, პრაქტიკულია, მოკლეა და, რაც მთავარია, პოზიტიურია;
თქვენი იდეები თავდაპირველად გადაამოწმეთ სხვებთან ერთად და შეაფასეთ შედეგები.
ღონისძიება 6.
სპეციალური მასალების შემუშავება კამპანიისთვის
ამოცანა: გაიგეთ, თუ როგორ უნდა მოხდეს საპრეზენტაციო ფურცლის შემუშავება კანდიდატი ქალისათვის მარტივი მესიჯებით და რა ინფორმაციაა საჭირო კარგი იმიჯის შესაქმნელად.
სამუშაო: პრეზენტაციის ფურცლის შემუშავება კანდიდატის იმიჯისთვის საჭირო მთელი ინფორმაციით.
მეთოდი: წყვილებად მუშაობა და დამკვირვებელი. მონაწილეებს ექნებათ ინფორმაცია კანდიდატების შესახებ:
დრო: 20 წუთი. |
მასმედიის გამოყენება
პრეს-რელიზი არის წერილი, რომელსაც თქვენ გაზეთებში, რადიოსა და ტელევიზიაში გზავნით, აწვდით მათ ინფორმაციას თქვენი პარტიის შესახებ. თქვენ წერთ პრეს-რელიზს, როგორც ახალ ამბებში მოცემულ ისტორიას. თუ მედია დაინტერესდება, მათ შეიძლება ინფორმაციის შესავსებად თქვენთან გასაუბრებაც მოინდომონ პირადად ან ტელეფონით. ადგილობრივი გაზეთები და რადიო ზოგჯერ საკმაოდ ზუსტად გადმოცემს თქვენს ნათქვამს, მაგრამ მათ შეიძლება მოისურვონ კომენტარები თქვენგან ან დაპირისპირებული მხარისაგან. მათ შეიძლება შეამოწმონ ფაქტები ექსპერტის დახმარებით და მათ საკუთარი მოსაზრებების გამოთქმა სთხოვონ.
რა არის მნიშვნელოვანი თქვენთვის პრეს-რელიზში?
ახალ ამბებში მოხვედრა ძალზე მნიშვნელოვანია თქვენთვის. ასობით ან ათასობით ადამიანი წაიკითხავს ან მოისმენს თქვენს შესახებ და შესაძლოა, ტელევიზიის საშუალებით გნახონ. ახალი ამბების პრეს-რელიზი ერთ-ერთი საუკეთესო გზაა თქვენი ორგანიზაციის საქმიანობაზე ყურადღების მოსაპყრობად. პრესრელიზი ბევრნაირად გამოიყენება: იგი დაგეხმარებათ თქვენი მოსაზრებების შესახებ უშუალოდ საზოგადოებას დაელაპარაკოთ, შეატყობინოთ მათ რაიმე ღონისძიების შესახებ, რომლის ჩატარებაც გაქვთ დაგეგმილი, გამოაცხადოთ ახალი კამპანია, გარდა ამისა, წინასწარ გაავრცელოთ თქვენი სიტყვა ან გადასცეთ გამოკვლევების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია.
პრეს-რელიზში წარმოდგენილია ფაქტების თქვენეული ვერსია და თქვენი ორგანიზაციის მოსაზრებები. თქვენ თავად იღებთ გადაწყვეტილებას, როდის დაუკავშირდეთ მედიას. ჟურნალისტისთვის პრეს-რელიზი ადვილად წასაკითხი და გასაგებია, ის იძლევა საინფორმაციო მასალას.
შეარჩიეთ საგანი
როდესაც წერთ პრეს-რელიზს, იფიქრეთ იმის თაობაზე, თუ რითი შეიძლება დააინტერესოთ მედია. გადახედეთ გაზეთებს და მოუსმინეთ რადიოს, რათა გააანალიზოთ, თუ რა ქმნის ახალი ამბების ისტორიას. გახსოვდეთ, ახალ ამბებში ამჯობინებენ გადმოსცენ:
იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც რაღაც მნიშვნელოვანს აკეთებენ და არა ლაპარაკობენ (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ადამიანები ძალზე მნიშვნელოვანნი არიან);
ადამიანის ისეთი ინტერესები, როგორიცაა ადამიანის უფლებები, რომლებიც უარყოფილია ან რომლებიც მოიპოვეს, სირთულეები, სამართლიანობის საკითხები;
კარგი ახალი ამბები საზოგადოებისთვის, წარმატების მიღწევის ისტორიები, იუბილეები, პრიზები, ყოველწიური ღონისძიებები, ახლად გამოქვეყნებული რეპორტაჟები;
სკანდალები, ჭორები, გამოძიებები და გადაცემები იმის შესახებ, თუ „სინამდვილეში რა მოხდა“. თქვენი ინფორმაცია უფრო საინტერესო იქნება, თუ შესძლებთ მის დაწერას ახალი ამბების სტილში. თუ თქვენ ითვალისწინებთ მის გამოქვეყნებას ადგილობრივ პრესაში ან ადგილობრივი რადიოთი, ისტორია ძალზე ადგილობრივი უნდა იყოს და ადგილობრივ ადამიანებს უნდა შეეხებოდეს.
ღონისძიების ჩატარება
ჟურნალისტებს, ასევე, მოსწონთ „ჩამოკიდონ“ ისტორია, რაიმე მოვლენა. თქვენ შეიძლება შექმნათ მოვლენა ახალი ამბებისათვის. მაგალითად, შეგიძლიათ მიიწვიოთ მნიშვნელოვანი სტუმარი თქვენს ოფისში, გამართოთ ყოველწლიური სადილი, მოაწყოთ მრგვალი მაგიდა, ჩაატაროთ დემონსტრაცია, გამოკვლევა ან ლობირება, მოიზიდოთ ფონდები ქველმოქმედებისთვის, გასცეთ პრიზები, ჰაერში გაუშვათ ბუშტები, რომლებზეც იქნება მესიჯი.
პრეს-რელიზის დაწერა: იმდენად მიამგვანეთ რელიზი ახალ ამბავს, რამდენადაც შეგიძლიათ. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ ჟურნალისტებმა მასში საინტერესო ახალი ამბავი დაინახონ.
გააკეთეთ შავი პროექტი - ხელით დაწერილი ან დაბეჭდილი, დაახლოებით 200-250 სიტყვა;
გამოიყენეთ მარტივი ენა - მოკლე წინადადებები და აბზაცები, მოერიდეთ უცხო ტერმინოლოგიას;
წერეთ ისე, თითქოს კეთილგანწყობილი აუტსაიდერი ხართ - ილაპარაკეთ საკუთარი თავის ან თქვენი კამპანიის შესახებ მესამე პირში, თითქოს გარეშე ადამიანი იყოთ;
დაიწყეთ ფაქტებით - აღწერეთ ისინი ისე, როგორც თქვენი გადასახედიდან ჩანს. შეეცადეთ პირველ რამდენიმე წინადადებაში შეიტანოთ:
რა ხდება,
ვინ აკეთებს ამას,
სად ხდება,
როდის ხდება,
რისთვის ხდება;
წარმოადგინეთ არსებული ვითარება - მხოლოდ რამდენიმე მოკლე პუნქტით;
მოიყვანეთ პრაქტიკული მაგალითები ან აღნიშნეთ, რას გრძნობენ ადამიანები - ეს სიცოცხლეს შემატებს თქვენს ისტორიას;
გამოიყენეთ ციტატები თქვენი ცენტრალური მესიჯის გამოსახატად და იმგვარად წარმოადგინეთ, რომ ადამიანები დაეთანხმონ მას. ყოველთვის ითხოვეთ ნებართვა, თუ ვინმეს სიტყვების ციტირებას ახდენთ;
წარმოადგინეთ საკონტაქტო ინფორმაცია, რათა ჟურნალისტებმა შეძლონ დამატებითი ინფორმაციის მიღება. საკონტაქტო ინფორმაცია ნიშნავს სრულ სახელებსა და ტელეფონის ნომრებს.
საბოლოო ვერსია
შეამოწმეთ არის თუ არა ფაქტები მართალი; სწორია თუ არა საკონტაქტო ნომრები; გაეცნო თუ არა კომიტეტი დეტალებს? სწორია თუ არა მართლწერა. გადაბეჭდეთ და გამოიყენეთ ქვემოთ ნაჩვენები ნიმუშის ფორმა. სათაურიანი ფურცელი უკეთ გამოიყურება, ამიტომ ეცადეთ პრეს-რელიზს სათაური მისცეთ.
მედიისათვის გადაცემა
სხვადასხვა გაზეთსა და სხვადასხვა რადიოსადგურს განსხვავებული ვადები აქვთ. თუ თქვენი ახალი ამბები მათთან „დედლაინის“ შემდეგ მივა, შესაძლოა აღარ გამოიყენონ ისინი. დაურეკეთ ტელეფონით და შეეკითხეთ, როგორი ვადები აქვთ და ჩაიწერეთ მომავლისთვის. შეგიძლიათ რედაქციას პირადად მიუტანოთ თქვენი რელიზი, გაუგზავნოთ ფოსტით, ფაქსით ან ტელეფონით.
სურათები
ჟურნალისტები ამბობენ, რომ ერთ სურათს იგივე ფასი აქვს, რაც ათას სიტყვას. გაზეთებს ყოველთვის სჭირდებათ ფოტოები, რელიზზე მიუთითეთ, «აცნობეთ გრაფიკულ რედაქტორს», რათა მათ იცოდნენ, რომ შესაძლებელია ფოტოგრაფის გამოგზავნა თქვენთან.
პრეს-რელიზი
ნიმუში
ნებისმიერი პარტიის კამპანიის ოფისი გახდა საქართველოში.
მოქალაქეთა უფლებების გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ სამი ადამიანიდან, რომელიც ოფისში მოვიდა, ერთს სჭირდება კონსულტაცია ფულთან დაკავშირებით. მიზეზების განსაზღვრა რთული არაა: საცხოვრებელი სახლებისა და ელექტროენერგიის საფასურის მკვეთრი ზრდა, დახმარების თანხების შემცირება. ამჟამად ბევრ ოჯახს სერიოზული პრობლემები აქვს ვალებთან დაკავშირებით და კიდევ უფრო მეტს სჭირდება ფული. მოქალაქეებს სჭირდებათ საკონსულტაციო მომსახურება, დახმარება ვალებთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრაში, თუმცა, უნდა მოისპოს ამ პრობლემის ძირეული, გამომწვევი მიზეზები. თუ ადამიანი სათანადო რჩევებს მიიღებს, ის ვალებში კიდევ უფრო ღრმად აღარ ჩაეფლობა.
„- მთავრობამ უნდა შეაჩეროს საცხოვრებელი სახლების შეძენის ხარჯების ზრდა და ელექტროენერგიის საფასურის დაუსაბუთებელი გადიდება,“ - განაცხადა ქალბატონმა კანდიდატმა გუშინ.
ქალბატონი კანდიდატი მოინახულებს ვალების საკონსულტაციო ცენტრს ორშაბათ დილით, რათა შეხვდეს ბატონ კონსულტანტსა და მენეჯერს, ასევე მთლიან შტატს იმის განსახილველად, თუ რით შეგვიძლია დახმარება გავუწიოთ ოჯახებს, რომლებსაც ვალების სერიოზული პრობლემა აქვთ.
დამატებითი ინფორმაცია პარტიის კამპანიის შესახებ
საკონტაქტო პირი, |
რადიოინტერვიუები
ღონისძიება 7.
ვარჯიში რადიოთი გამოსვლის მოსამზადებლად მიზანი: დახმარება რადიოინტერვიუს მოსამზადებლად
სამუშაო: თქვენ არ იცით, როდის შეიძლება გთხოვონ რადიოინტერვიუში მონაწილეობის მიღება. სთხოვეთ მეგობარს, მაგნიტოფონზე ჩაიწეროს თქვენი მოსაზრებები კამპანიის ძირითადი საკითხების თაობაზე. ისაუბრეთ, ასევე, იმის შესახებ, თქვენი აზრით, თუ რატომ უნდა მოგცენ ხმა არჩევნებში ამომრჩევლებმა.
რადიოინტერვიუები გაცილებით უფრო მოკლეა, ვიდრე სტატია პრესაში. თქვენ უსარგებლოდ ვერ დახარჯავთ დროს. 2-3-წუთიანი ინტერვიუ, სავარაუდოდ, 30 წამამდე შემცირდება, ისინი თავად აირჩევენ, თქვენი საუბრის რომელი მონაკვეთი გამოიყენონ რადიოგადაცემისათვის. ეს 30 წამი თქვენ მართლაც შინაარსიან გადაცემად უნდა აქციოთ, ძირითადი მესიჯი ყველაზე საინტერესო გახადოთ.
საზოგადოდ, მხოლოდ ორი ან სამი ძირითადი საკითხის განხილვას მოასწრებთ რადიოინტერვიუში. მათ შეიძლება ინტერვიუ ტელეფონით ჩაიწერონ, მოვიდნენ თქვენს ოფისში, ან თქვენ გთხოვონ სტუდიაში მისვლა. |
მომზადება
სთხოვეთ თქვენს მეგობარს დაგისვათ რამდენიმე მოკლე შეკითხვა და ჩაიწერეთ მაგნიტოფონზე. ეს დაგეხმარებათ განსაზღვრით, თუ რამდენად ცოტა დრო გაქვთ იმისათვის, რომ გადასცეთ თქვენი მესიჯი და რამდენად ადვილია, უსარგებლოდ დახარჯოთ ასეთი ძვირფასი დრო.
გაარკვიეთ:
პროგრამა პირდაპირ ეთერში მიდის თუ წინასწარ უნდა ჩაიწეროს?
რამდენ ხანს გაგრძელდება?
რა სახის პროგრამაა, ახალი ამბები თუ ჟურნალი?
კიდევ ვისგან იღებენ ინტერვიუს?
სახელდობრ რა ასპექტი აინტერესებთ?
ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ ჩამოაყალიბოთ თქვენი სათქმელი. რეპორტიორი სიამოვნებით გაგაცნობთ ასეთ ინფორმაციას, ვიდრე რედაქტორები შეამოწმებენ თუ როგორი ტემბრალური მონაცემები გაქვთ. საზოგადოდ მიღებულია, რომ შეგიძლიათ იკითხოთ, თუ რა იქნება პირველი შეკითხვა და გაიგოთ, თუ როგორია შეკითხვების საერთო მიმართულება.
ინტერვიუს დროს:
შეინარჩუნეთ სიმარტივე. გამოიყენეთ პირველი შეკითხვა იმისათვის, რომ ინტერვიუ თქვენს ძირითად პრობლემებს შეეხოს;
იყავით ბუნებრივი, თითქოს მეგობართან საუბრობთ სერიოზული საკითხების შესახებ. გახსოვდეთ, რომ ადამიანები გისმენენ სამზარეულოებსა და მანქანებშიც;
იყავით ცოცხალი - შეეცადეთ უჩვენოთ, თუ რას გრძნობთ;
ზრდილობიანად შეუსწორეთ ჟურნალისტს, თუ ის ცდება;
თუ გაგიწყდათ თხრობის ძაფი, დაგავიწყდათ შეკითხვა ან დაუშვით შეცდომა, ხოლო ინტერვიუს ჩაწერა წინასწარ ხდება, თქვენ შეგიძლიათ ითხოვოთ გამეორება. ჟურნალისტები თითქმის ყოველთვის დაგეხმარებიან. თუ ინტერვიუ პირდაპირ ეთერშია, ნუ დაკარგავთ დროს, სთხოვეთ შეკითხვის გამეორება. შესაძლოა მსმენელებსაც დაავიწყდათ შეკითხვა! ჟურნალისტის საქმეა, რომ თქვენ ილაპარაკოთ.
![]() |
7 თავი 5. ტრენინგი პოლიტიკური წარმატებისთვის |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
7.1 5.1 პოლიტიკური უნარ-ჩვევების გამომუშავება |
▲ზევით დაბრუნება |
ასერტულობა (საკუთარი თავის რწმენა) და
კონფლიქტი
რა არის ასერტულობა?
ღონისძიება 1: ასერტულობა.
მიზანი: დაგეხმაროთ იმ სიტუაციის განსაზღვრაში, რომელშიც თქვენ ისურვებდით იყოთ მეტად ასერტული და ივარჯიშოთ, რათა ასერტული გახდეთ.
სამუშაო 1: ფურცელზე ჩამოწერეთ ერთი ან ორი სიტუაცია, რომლებშიც მოხვდით თქვენი პოლიტიკური ცხოვრების მანძილზე და რომელშიც ისურვებდით, რომ უფრო ასერტული ყოფილიყავით. მაგალითად: ვისურვებდი, უფრო ასერტული ვყოფილიყავი, როდესაც პარტიის ოფიციალურ პირებს მათი მხრიდან მხარდაჭერის შესახებ ვესაუბრებოდი... ან, როდესაც ვთხოვდი ქალებს, მხარდაჭერა გაეწიათ ჩემთვის ...
სამუშაო 2: ამ სავარჯიშოს შესრულებისას იმუშავეთ პარტნიორთან ერთად. რიგ-რიგობით შეასრულეთ ის როლი, რომელიც თქვენ გსურთ, რომ შექმნათ საუბრისას კონკრეტულ სიტუაციასა თუ ადამიანებთან მიდგომაში. |
ასერტულობა არის მკაფიო, პირდაპირი და პატიოსანი ურთიერთობა. ეს არ არის ადამიანებით მანიპულირება, ეს არის ცოდნა თქვენს მიერ გამოთქმული მოსაზრებებისა და გრძნობების ჩამოყალიბების დროს. ღია დებატებს არსებითი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიის სიცოცხლისუნარიანობისთვის. როგორც კანდიდატის წარმომადგენელს, თქვენ საკუთარი თავის რწმენა უნდა გქონდეთ. დემოკრატია ამაზეა დამოკიდებული. ზოგჯერ უფრო იოლია მშვიდად იყოთ, არაფერი თქვათ და იმედი იქონიოთ, რომ პრობლემა თავისით მოგვარდება. მაგრამ, ძალზე ხშირად ის ადამიანები, რომლებიც არ გამოთქვამენ საკუთარ განსხვავებულ აზრებს და ჩუმად არიან შეკრებებზე, პროცესების მიღმა რჩებიან. ეს ხელს არ უწყობს დემოკრატიული დებატების ან დემოკრატიული ორგანიზაციის განმტკიცებას. დემოკრატიაში მონაწილეობისას, როგორც წარმომადგენელს, ხშირად დაგჭირდებათ თქვენი აზრების გამოხატვა კრიტიკულად განწყობილი აუდიტორიის წინაშე. მხარდაჭერის მოპოვება იმისთვის, რაც თქვენ სწორად მიგაჩნიათ, გამბედაობას საჭიროებს.
შეზღუდვების მიღება
ხშირად ამბობენ, რომ პოლიტიკა შესაძლებლობის ხელოვნებაა. საზოგადოებისა და პარტიის მხარდაჭერის გარეშე წარმომადგენელი ვერ გადარჩება.
საზოგადოების წარმომადგენელი ერთდროულად ვერ ჩაებმება ყველა ბრძოლაში და ვერ გადაჭრის ძალზე ბევრ საკითხს.
თუ გამოუცდელი ხართ, შეიძლება დაგჭირდეთ დროდადრო შეჩერდეთ და განსაზღვროთ, თუ რომელი პრობლემისთვის ღირს ბრძოლა.
ეს დაგეხმარებათ განსაზღვროთ თქვენი პოზიციის ძლიერი და სუსტი მხარეები, შეაფასოთ რისკისა და წარმატების შესაძლებლობა. შემდეგ შეძლებთ გადაწყვიტოთ, შეუდგეთ საქმეს თუ არა.
აქ არ არსებობს მარტივი წესები. ეს დამოკიდებული იქნება იმ საკითხებზე, რომლებიც ნამდვილად გაღელვებთ.
დემოკრატიული უფლებები
დემოკრატიულ გარემოცვაში ყველას აქვს უფლებები:
თავისუფლად გამოხატოს მოთხოვნილებები და გრძნობები;
მოუსმინონ და მოეპყრან პატივისცემით;
თქვას „დიახ“ და „არა“, მიიღოს რჩევა;
დაუშვას შეცდომები და მიიღოს პატიება;
მოუსმინოს დებატებს, აწონ-დაწონოს არგუმენტები და შეიცვალოს აზრი;
განაცხადოს, რომ მისთვის ესა თუ ის აზრი ან იდეა გაუგებარია.
კონფლიქტების მოგვარება
ადამიანები აქტიურად იცავენ საკუთარ უფლებებს, მაგრამ პასიურები არიან სხვათა უფლებების მიმართ პატივისცემის გამოჩენაში. როგორც საზოგადოების წარმომადგენელი, ხშირად მოხვდებით კონფლიქტურ სიტუაციებში საზოგადოებრივი დებატების დროს როგორც თქვენს პარტიაში, ასევე - საზოგადოებაში. ასერტულობა ნიშნავს სხვათა მოსაზრებების პატივისცემას, მაგრამ ასევე ნიშნავს საკუთარი აზრის გამოხატვის უნარსაც, სხვა ადამიანების პატივისცემას იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ მოსაზრებებს არ იზიარებთ.
კრიტიკა
როდესაც რაიმეს აკრიტიკებთ, კონკრეტული იყავით იმ საკითხთან, საქციელთან მიმართებაში, რომელსაც აკრიტიკებთ. პატივისცემით მოეპყარით მათ, ვისაც უპირისპირდებით ან აკრიტიკებთ. განიხილეთ საკითხი ან მათი საქციელი, და არა მათი პიროვნება. შეეცადეთ არ დაამციროთ ადამიანები, მაგრამ პირდაპირ თქვით, რასაც ფიქრობთ. მკაფიოდ იცოდეთ თქვენი უფლებები, გქონდეთ თქვენი აზრი და გამოთქვით ის. პატივი ეცით სხვათა უფლებებს, მაგრამ დაუპირისპირდით ნებისმიერ არასწორ თუ შეურაცხმყოფელ ქმედებას მათი მხრიდან. საშუალება მიეცით სხვებს, შემოგთავაზონ პრობლემის მოგვარების გზები ან წამოაყენეთ ალტერნატიული იდეები. მოუსმინეთ მათ წინადადებებს.
კრიტიკის დაძლევა
ქალებისთვის შეიძლება ძნელი ასატანი იყოს სხვა ადამიანების მხრიდან კრიტიკა. თქვენ უნდა მოელოდეთ გარკვეულ კრიტიკასა და დაპირისპირებას თქვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. თუმცა, არ უნდა მიიღოთ პირადი შეურაცხყოფა კომენტარების გარეშე, სამაგიეროს ნუ გადაუხდით შეურაცხმყოფელს, მხოლოდ უპასუხეთ მას.
განიხილეთ პრობლემა და დაეთანხმეთ იმას, რაც, თქვენი აზრით, სწორია.
შეეცადეთ ერთმანეთისგან გამიჯნოთ კარგად დასაბუთებულ აზრთა სხვადასხვაობა, რომელიც უნდა განიხილოთ და უსაფუძვლო კრიტიკა.
შეეცადეთ პირად შეურაცხყოფად არ მიიღოთ თქვენი მოსაზრებების კრიტიკა. კონტრარგუმენტების მომზადება შესაძლოა სასარგებლო იყოს.
თუ გადაწყვეტთ, რომ კრიტიკა სწორია, უნდა შეეცადოთ, არ იყოთ ძალზე მკაცრი საკუთარი თავის მიმართ. ყველა ჩვენგანი უშვებს შეცდომებს და არასწორად აკეთებს რაღაცას.
თუ დაუშვებთ, რომ შეიძლება რამე შეგეშალოთ, გახსოვდეთ, რომ თქვენ, როგორც პიროვნება, არ ხართ არასწორი, უბრალოდ, რაღაც არასწორად გააკეთეთ ან გაიფიქრეთ.
წინააღმდეგობის გაწევა
თუ წინააღმდეგობის გაწევას აპირებთ, იყავით მტკიცე. ნუ აპატიებთ თქვენს თავს ძალზე ბევრს. განმარტეთ იმაზე მატი, ვიდრე საჭიროა, რათა თავი გაიმართლოთ, მაგრამ მოცემულ საკითხზე მკაფიოდ განაცხადეთ უარი.
ადამიანები ყოველთვის უფრო ძლიერად გრძნობენ თავს ოპოზიციის წინაშე, როდესაც მათ მხარს სხვებიც უჭერენ.
მოძებნეთ მხარდაჭერა, სანამ რთული საკითხების განხილვას შეუდგებით. თუ გააცნობიერებთ, რას აკეთებენ სხვები და მადლობას გადაუხდით მათ ამისთვის, ისინი, სავარაუდოდ, იგივეს გააკეთებენ თქვენთვისაც.
ძალზე დიდი ტვირთი
ნუ მისცემთ სხვებს საშუალებას, რომ ზედმეტი ტვირთი დაგაკისრონ, დაგავალონ საქმე თქვენთან კონსულტაციის გარეშე ან დაგიწესონ არარეალური ვადები. თუ თქვენ გადატვირთული ხართ, შეცდომებს დაუშვებთ. ნუ გააკეთებთ ზედმეტს და ნუ გაბრაზდებით თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებზე. მკაფიოდ უთხარით ადამიანებს, თუ როგორია თქვენი დროის ზღვარი.
თუ ვერ გაიმარჯვებთ კამათში
თუ ვერ აღწევთ წარმატებას, მიაქციეთ ყურადღება იმას, თუ რა მიდის კარგად და რა - ცუდად. ნუ განსჯით საკუთარ თავს ძალზე მკაცრად შეცდომებისა და მარცხისთვის. ყველა ჩვენთაგანი საიდანღაც იწყებს. აღიარეთ, რომ მცდელობა უკვე პროგრესია იმ შემთხვევაშიც კი, თუ დამარცხდებით.
ღონისძიება 2: თქვენი, როგორც კანდიდატის პროფილის შექმნა
მიზნები: იფიქრეთ იმის შესახებ, თუ როგორ წარმოადგენენ კანდიდატები საკუთარ თავს.
სამუშაო 1: იფიქრეთ იმის შესახებ, თუ როგორ წარუდგენთ საკუთარ თავს საზოგადოებას. სხვა ადამიანებს გაუზიარეთ მოსაზრებები შემდეგის შესახებ:
უნარ-ჩვევები და გამოცდილება, რომელიც გაქვთ;
ახლა უკეთესია იფიქროთ იმის შესახებ, თუ რისი თქმა შეუძლიათ ოპონენტებს თქვენს შესახებ.
შეგიძლიათ ისაუბროთ/დააფიქსიროთ ის ძირითადი კრიტიკული მოსაზრებები ან სუსტი მხარეები, რომლებიც შეიძლება გქონდეთ, როგორც კანდიდატს.
ახლა ჩაიწერეთ საკუთარი თავის, როგორც კანდიდატის მოკლე აღწერა, არაუმეტეს 200-250 სიტყვისა, შეეცადეთ ხაზი გაუსვათ თქვენს ძლიერ მხარეებს!
სამუშაო 2: ჩამოთვალეთ ის ძირითადი ორგანიზაციები ან ადამიანები, რომლებსაც უნდა დაუკავშირდეთ იმისათვის, რომ ააგოთ ურთიერთობა საზოგადოებასთან. გარდა ყოველი ორგანიზაციისა და პიროვნებისა, დააფიქსირეთ, თუ რა მიდგომა უნდა გამოიყენოს კანდიდატმა.
სამუშაო 3: საჯარო გამოსვლა
დამოუკიდებლად იმუშავეთ ღონისძიების ამ ნაწილზე. მოამზადეთ 5-წუთიანი სიტყვა, რომელსაც წარმოთქვამთ საზოგადოების ან თქვენი პარტიის წევრების წინაშე, რათა მომავალ არჩევნებში მათ მხარდაჭერა სთხოვოთ, როგორც კანდიდატმა, ან მოამზადეთ მოკლე სიტყვა, თქვენი კამპანიის ძირითად საკითხებზე. სიტყვა არ უნდა გაგრძელდეს 5 წუთზე მეტს. ნუ დადებთ ისეთ პირობებს, რომლებსაც ვერ შეასრულებთ, მაგრამ აღნიშნეთ, თუ რას გააკეთებთ, ამომრჩევლების ინტერესების დასაცავად, თუ თქვენ აგირჩევენ პარლამენტში.
აუდიტორია
გარდა უკუკავშირისა, გსურთ მიიღოთ ზოგიერთი კონკრეტული დაპირება ან დაუსვათ ზოგიერთი უცნაური შეკითხვა სპიკერს.
უკუკავშირი:
|
როგორც კანდიდატს ან წარმომადგენელს ხშირად დაგჭირდებათ სიტყვით გამოსვლა საზოგადოების წინაშე. არის რამდენიმე მარტივი წესი, რომლებიც დაგეხმარებათ ამის ეფექტურად განხორციელებაში. კარგად მომზადებას არსებითი მნიშვნელობა აქვს. საგანი კარგად უნდა იცოდეთ. თუ გსურთ, რომ სხვები დაარწმუნოთ, უნდა მოიფიქროთ ყველა უცნაური შეკითხვა, რომელიც შესაძლოა დაგისვან, რაკი საზოგადოების წინაშე გამოდიხართ.
დაიწყეთ ტვინის შტურმით, ეს თავისუფლად აზროვნებას გულისხმობს. გონებაში ყველა ის იდეა დააფიქსირეთ, რომელიც კი აზრად მოგდით;
შეარჩიეთ მხოლოდ ორი ან სამი კარგი აზრი. თუ ძალზე ბევრს ისაუბრებთ, აუდიტორიას თავგზა აებნევა. დაალაგეთ ეს პუნქტები ლოგიკურად: თუ ეს გულდასმითაა გაკეთებული, ადამიანები გაიგებენ, რისი თქმა გსურთ;
განიხილეთ თქვენი საერთო მიზნები. რა არის თქვენი ძირითადი მესიჯი? თქვენ ის უნდა დაიტოვოთ დასკვნისთვის ან გაიმეოროთ, როდესაც შეაჯამებთ გამოსვლას. ადამიანები დაიმახსოვრებენ იმას, რაც უკანასკნელად თქვით;
ჩაიწერეთ ძირითადი სათაურები იმგვარად, რომ შეძლოთ მათი გადახედვა, როდესაც ისაუბრებთ. თუ ძალზე გამოუცდელი ხართ, ინერვიულებთ და შეიძლება დაგჭირდეთ სიტყვის მთლიანად დაწერა.
თუ სიტყვა მთლიანად გაქვთ დაწერილი, თქვენი ჩანაწერების წაკითხვას მოისურვებთ და ამით დაკარგავთ კონტაქტს აუდიტორიასთან. თუ სიტყვას მთლიანად ჩაწერთ, ხაზი გაუსვით ძირითად პუნქტებს, იმ ადგილებს, სადაც გააკეთებთ პაუზას და მნიშვნელოვან სიტყვებს, რომლებზეც აქცენტირებას მოახდენთ. ალტერნატივაა უბრალოდ, ძირითადი სათაურების ჩაწერა ბარათსა ან ფურცელზე;
მსმენელების ყურადღების მისაპყრობად გამოიყენეთ საკუთარი გრძნობები, ილაპარაკეთ ხატოვნად და მოიყვანეთ მაგალითები თქვენი გამოცდილებიდან. თქვენ გსურთ, რომ აუდიტორიამ ფანტაზია გამოიყენოს;
კარგი იდეაა თქვენი მოსაზრებების განმტკიცება ფაქტებითა და ციფრებით, მაგრამ ნუ გადაღლით აუდიტორიას ზედმეტი ფაქტებით. აუდიტორია ბევრს ვერ დაიმახსოვრებს და ვერც დააფიქსირებს ყველაფრის მნიშვნელობას. შეეცადეთ იმგვარად მიაწოდოთ აუდიტორიას ფაქტები და ციფრები, რომ ადვილი იყოს მათი წარმოდგენა, მაგალითად, თქვით ერთი მესამედი 33%-ის ნაცვლად.
სჯობს პოზიტიური იყოთ - პროპაგანდა გაუწიოთ იმას, რაც გსურთ რომ მოხდეს, არ დაუპირისპირდეთ სხვათა იდეებს, თუმცა, უნდა იცოდეთ, რას ფიქრობს ოპოზიცია და როგორ უნდა დაასაბუთოთ თქვენი პოზიცია.
სიტყვით გამოსვლა
არსებობს ხმის ტემბრის შეცვლისა და აქცენტების გაკეთების რამდენიმე მარტივი საშუალება, შეკითხვების დასმა და მათზე პასუხის გაცემა.
შეხედეთ თქვენს აუდიტორიას, უყურეთ ადამიანებს სათითაოდ და შეინარჩუნეთ ვიზუალური კონტაქტი. ეს დაგეხმარებათ თქვენი აუდიტორიის ყურადღების მიპყრობასა და შენარჩუნებაში.
შეეცადეთ, რაც შეიძლება ნაკლებად ჩაიხედოთ ჩანაწერებში. ჩანაწერები ისეთი უნდა გქონდეთ, რომ მხოლოდ შეხედვა დაგჭირდეთ და არა - წაკითხვა. იყავით ენთუზიაზმით სავსე, გაიღიმეთ - ადამიანები უფრო მეტად ეთანხმებიან სასიამოვნო ხალხს და არა - აგრესიულად ან პასიურად მოლაპარაკეებს. მოადუნეთ სახე და ყელი ისე, რომ თქვენმა ხმამ შეავსოს სივრცე. ლაპარაკის დაწყებამდთ წარმოიდგინეთ, რომ ისვრით ხმას აუდიტორიის შუაში. ასეთ დროს ადამიანების უმეტესობა ნერვიულობს. ხანგრძლივი, ღრმა სუნთქვა დაგეხმარებათ. წარმოიდგინეთ, რომ გუდის ყველს ყნოსავთ ან სანთელს უბერავთ!
შეკითხვები
თუ იცით საკითხი, შეკითხვები საშუალებას მოგცემთ მოახდინოთ თქვენი ცოდნის დემონსტრირება. მოამზადეთ რამდენიმე ზედმეტი დეტალი და მაგალითი. ოპონენტები შეიძლება შეეცადონ ქულების ჩაწერას თქვენს ხარჯზე. მოიფიქრეთ, რა შეკითხვები შეიძლება იყოს ყველაზე რთული და მოამზადეთ პასუხები. დროის მენეჯმენტი
ღონისძიება 3: დროის მენეჯმენტი
მიზანი: დაგეხმარებათ იმის მოფიქრებაში, თუ როგორ გამოიყენებთ დროს. სამუშაო: იპოვეთ პარტნიორი და გამოიყენეთ თქვენი პირადი გამოცდილება ამ სამუშაოს შესასრულებლად. გაუზიარეთ პარტნიორს თქვენი გამოცდილება თუ როგორ:
|
პოლიტიკოსობა ძალზე ბევრ დროს მოითხოვს. პოლიტიკოსებმა უნდა იმუშაონ. მათ, ასევე, უნდა მიხედონ სახლსა და ოჯახს. მათ კარგად უნდა გამოიყენონ ის დრო, რაც აქვთ.
არის რიგი ნაბიჯებისა, რომლებიც შეგიძლიათ გადადგათ იმისათვის, რომ დრო ეფექტიანად გამოიყენოთ.
სამუშაოს ორგანიზაცია
არსებობს სასარგებლო გზები თქვენი სამუშაოს ორგანიზებისათვის. თქვენ რამდენიმე ძირითადი ინსტრუმენტი დაგჭირდებათ. თუ ჯერ არ გაქვთ, იშოვეთ:
პატარა დღიური - ატარეთ ჯიბით ან ჩანთით და აღნიშნეთ შეხვედრები, რომლებიც დაგეგმეთ;
ადგილი ქაღალდებისთვის - მუყაოს კოლოფი საკმარისია. დაყავით ის სექციებად იმგვარად, რომ შეძლოთ ერთად მოუყაროთ თავი თქვენს ნივთებს:
შეინახეთ დოკუმენტები შეხვედრების შესახებ თარიღების მიხედვით, წერილები და დოკუმენტები ერთი თემის შესახებ - ცალკე შეკვრასა ან საქაღალდეში. ასე ქაღალდებს ადვილად მოძებნით;
ბლოკნოტი - სადაც ჩაიწერთ, თუ რა უნდა გააკეთოთ. ის თან ატარეთ ისე, რომ შეძლოთ ჩაიწეროთ ყველაფერი, რის გაკეთებასაც დათანხმდით. რეგულარულად ჩაიხედეთ თქვენს დღიურსა და საქმეების ბლოკნოტში, რომ არ დაგავიწყდეთ რა საქმეები გაქვთ.
დროის მართვა
დრო არასოდეს არის საკმარისი. იმისათვის, რომ ეფექტიანად გამოიყენოთ ის დრო, რაც გაქვთ:
ჩამოწერეთ, რა უნდა გააკეთოთ;
გადაწყვიტეთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი;
დაგეგმეთ, რას გააკეთებთ დღეს/ამ კვირაში;
შეამოწმეთ სია და გადახედეთ თქვენ გეგმებს.
პრიორიტეტების განსაზღვრა
პოლიტიკოსს შეიძლება ძალზე ბევრი რამის გაკეთება სთხოვონ. როგორ გადაწყვეტთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი? რამდენიმე წუთით სერიოზულად დაფიქრდით, რისი მიღწევა გსურთ? იფიქრეთ, ასევე, იმის შესახებ, თუ რას მოელის თქვენგან საზოგადოება, რომელმაც აგირჩიათ?
ეს საკითხები სავარაუდოდ, არ ემთხვევა ერთამენთს. თქვენი პრიორიტეტები უნდა ასახავდეს როგორც იმ საკითხებს, რომლებიც თქვენ მოტივაციას გაძლევთ, იმ საკითხებსაც, რასაც თქვენგან მოელიან ამომრჩევლები. უნდა დასახოთ გარკვეული მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნები შემდეგ შეკითხვებზე პასუხის გაცემით:
ჩემი პრიორიტეტები:
რისი მიღწევა მსურს პირველი სამი თვის განმავლობაში?
რისი გაკეთების იმედი უნდა მქონდეს პირველი წლის განმავლობაში?
რისი მიღწევა შემიძლია მომდევნო არჩევნებამდე?
დროდადრო კარი იქნება გადახედოთ პრიორიტეტებს და დარწმუნდეთ, რომ გარკვეულ დროს უთმობთ მათ. ამის გაკეთება შეგიძლიათ იმის განსაზღვრით, თუ რისთვის იყენებთ დროს.
ისწავლეთ უარის თქმა და ნუ გადატვირთავთ საკუთარ თავს სხვა ადამიანების პრიორიტეტებით. თუ ძალზე ბევრი საქმე გაქვთ, უფრო ძნელი იქნება ეფექტიანად მუშაობა.
ამომრჩეველთა პრიორიტეტები
ეს საქმე სასწრაფოა - ახლავე უნდა გაკეთდეს?
ეს საქმე საჭიროა, მაგრამ ძალიან მნიშვნლოვანი არაა - ვინმეს სურს, რომ ეს ახლავე გაკეთდეს?
ეს საქმე შეიძლება გადაიდოს?
პრიორიტეტი მიანიჭეთ იმ საქმეებს, რომლებიც ნამდვილად უნდა გაკეთდეს და, რომლებიც დააკმაყოფილებს თქვენი ამომრჩევლების ძირითად მოთხოვნილებებს.
შემდგომი განხილვა
ჩვენ ყველა გადავდებთ ხოლმე იმ საქმეებს, რომელთა გაკეთებაც არ გვიყვარს და შემდეგ დროს ვხარჯავთ იმაზე წუხილში, რომ ეს საქმეები არ გაგვიკეთებია.
შეეკითხეთ საკუთარ თავს:
რომელი საქმეები მიმაჩნია დამაკმაყოფილებლად?
რომელი საქმეები გადავდე იმის გამო, რომ არ მიყვარს მათი კეთება?
შეეჩვიეთ იმ საქმეების კეთებას, რომლებიც არ გიყვართ.
რამდენი დრო დასჭირდება ამას?
რეალური წარმოდგენა გაქვთ იმის შესახებ, თუ რამდენი დრო დასჭირდება ამ საქმეებს?
თუ არა - გაზომეთ დრო, რომელიც დაგჭირდებათ საქმების გასაკეთებლად, რაც დაგეხმარებათ უკეთ დაგეგმოთ დღე.
დროდადრო განსაზღვრეთ იმ დროის წილი, რომელიც დახარჯეთ სხვადასხვა საქმეზე:
შეხვედრებზე;
წერილების წერასა და საზოგადოების პრობლემების მოგვარებაზე. ეს სისტემატურად უნდა დააფიქსიროთ უბის წიგნაკში, ფაილში ან სხვა რაიმე ფორმით, უნდა დაფიქსირდეს ყველა დეტალი. ეს დაგეხმარებათ ადამიანების პრობლემების სისტემატურად მოგვარებასა და იმის სწრაფად გარკვევაში, თუ როგორ გაართვით საქმეს თავი;
საზოგადოებასთან კონტაქტი/ადამიანებთან ლაპარაკი;
მიდიხართ თუ არა წინ იმ მიზნების მისაღწევად, რომელთა მიღწევაც დასახული გაქვთ?
დაგეგმვა
ყველაფერი, რაც უნდა გაკეთდეს, ჩაიწერეთ:
წინასწარი შეხვედრების ცხრილი;
პარტიის შეკრებები;
დრო დოკუმენტებზე სამუშაოდ;
დრო მიმდინარე საკითხებისთვის;
ერთი კვირისა და ერთი დღის პროგრამა;
გააკეთეთ ჩანაწერი „უნდა გაკეთდეს“ ყოველი დღისთვის.
ქსელის სტრატეგია
პოლიტიკოსს ხშირად მოეთხოვება წინ გაუძღვეს, გადადგას პირველი ნაბიჯი და გამოიყენოს თავისი მდგომარეობა სიახლეების გასავრცელებლად. საზოგადოებრივ თანამდებობებზე მყოფ ქალებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ თვალსაზრისით. ქალები წარსულში ნაკლებად იყვნენ გადაწყვეტილების მიღების დონეზე წარმოდგენილნი. ამჟამად თითქმის ყველა სფეროში არის პოლიტიკური ცვლილებები, რომლებმაც ნამდვილად შეიძლება შეცვალოს ქალების ცხოვრება.
თუ საკითხის განხილვა და პოლიტიკის შეცვლა გსურთ, მზად იყავით იმისათვის, რომ შორს ვერ წახვალთ, თუ გარკვეულ ზეწოლას არ განახორციელებთ. უნდა აჩვენოთ, რომ თქვენს მიერ შეთავაზებულ წინადადებებს ფართო მხარდაჭერა აქვს.
თქვენ უნდა მოფიქროთ შემდეგი:
ვის შეუძლია პარტიაში დაგეხმაროთ ან რჩევა მოგცეთ?
სად არიან ის ძირითადი ადამიანები, რომლებმაც შეიძლება მხარი დაგიჭირონ?
როგორ შეგიძლიათ განსაზღვროთ ან ორგანიზაცია გაუწიოთ დაინტერესებულ ადამიანებს?
რომელ ორგანიზაციას მიეკუთვნებიან სავარაუდო მხარდამჭერები?
შეგიძლიათ გამოიყენოთ ორგანიზაციები, როგორც არხები თქვენს აუდიტორიასთან მისაღწევად?
რომელ ორგანიზაციას აქვს რესურსები და კონტაქტები, რომლებიც შეიძლება დაგეხმაროთ?
ხანდახან აღმოჩნდება, რომ უნდა დაიწყეთ მოსაზრებების შეცვლით საკუთარ პარტიაში. საჭიროა მამაკაცების თანამშრომლობა და მათ უნდა მივაწოდოთ ცოდნა ქალების პრობლემების შესახებ. ისინი ხშირად გადაწყვეტილებების მთავარი მიმღებები არიან, მათ პოლიტიკური გავლენა და ძალაუფლება აქვთ. შესაძლოა სხვადასხვა პარტიის წევრი ქალები იყვნენ მზად მხარდაჭერის აღმოსაჩენად.
პარტიათშორისი თანამშრომლობა ქალებს შორის შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს. თუმცა თანაპარტიელებმა პარტიათშორისი თანამშრომლობა შეიძლება არალოიალურობად ჩათვალონ და ძალზე რთულია, აზრი შეაცვლევინო მტრულად განწყობილ თანაპარტიელებს.
ვიდრე ისეთ ნაბიჯებს გადადგამთ, რომლებიც კოლეგების მტრულ განწყობას გამოიწვევს, ღირს ნიადაგის მოსინჯვა და მოსაზრებების გარკვევა.
თანამშრომლობა სამოქალაქო ორგანიზაციებთან
არსებობს მთელი რიგი კარგი მიზეზებისა, რომელთა გამოც ღირს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.
ორგანიზაციები, რომლებიც დიდია და ბევრი წევრი ჰყავს, შეიძლება სასარგებლო იყოს ქვეყნის მოშორებულ კუთხეებამდე ხმის მისაწვდენად. ორგანიზაციათა ჯგუფებმა, მაგალითად: ეკლესიები, პროფკავშირები და ქალთა ჯგუფები, შეიძლება მხარდამჭერთა ფართო ბაზა შეუქმნას კამპანიას. ამ ქსელების გამოყენება შეიძლება გაცილებით უფრო
ადვილი გზა იყოს ადამიანებთან მისაღწევად, ვიდრე ახალი მხარდამჭერი ორგანიზაციების შექმნა მოცემულ პრობლემასთან დაკავშირებით.
ორგანიზაციათა უმეტესობას გააჩნია საკუთარი საკომუნიკაციო არხები, საინფორმაციო დაფები, საინფორმაციო ბიულეტენები, საფოსტო სიები და შეკრებები. ზოგიერთ ორგანიზაციას, ასევე, შეიძლება ჰქონდეს სასარგებლო რესურსები, ისეთები, როგორებიცაა: ასლგადამღები აპარატები, ტელეფონები ან გავლენიანი წევრები.
საერთო საფუძვლის მოძიება
როდესაც ორგანიზაციასთან იჭერთ საქმეს, გახსოვდეთ, რომ აუცილებელი არ არის ყველაფერზე თანახმა იყოთ. თქვენ მხოლოდ გარკვეული საერთო საფუძველი უნდა იპოვოთ. როგორი იქნება საუკეთესო სტრატეგია საერთო ინტერესების საპოვნელად? ეკლესიური ქალები შეიძლება დაინტერესებულნი იყვნენ თანასწორობის საკითხებითა და მოძალადე მამაკაცების პრობლემებით, მაგრამ, მტრულად იყვნენ განწყობილი აბორტისა და შობადობის კონტროლის მიმართ. სხვები შეიძლება დაინტერესებულნი იყვნენ სიღარიბის დაძლევის, ბავშვთა მოვლისა და სამუშაოზე თანასწორი შესაძლებლობების საკითხებით.
ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები შეიძლება დაინტერესებულნი იყვნენ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემით, მაგრამ გაცილებით უფრო მკაცრად იყვნენ განწყობილნი.
თუ პრობლემას სწორად წარმოადგენთ და შესაბამის ტონს მისცემთ, მოქალაქეებმა შეიძლება ითანამშრომლონ თქვენთან.
მხარდაჭერის მოძიება
არსებობს მრავალი გზა სხვა ჯგუფების მხარდაჭერის მოსაპოვებლად, მათ შორის:
რამდენიმე ძირითად წევრთან არაფორმალური შეხვედრების მოწყობა და თხოვნა, თქვენი პრობლემა წამოსწიონ თავის ორგანიზაციაში;
ნებართვის მიღება იმისათვის, უფრო ოფიციალურად ილაპარაკოთ ორგანიზაციის შეკრებებზე და პირდაპირ მიმართოთ აუდიტორიას მხარდაჭერისთვის;
მოლაპარაკება ერთობლივი საქმიანობის შესახებ და რესურსების გაზიარება მათ წარმომადგენლებთან;
ყველა სხვა ორგანიზაციის წევრების მოწვევა საერთო შეკრებაზე საერთო ინტერესის საკითხების განსახილველად.
რესურსების გაზიარება
ერთობლივ მუშაობაში ორგანიზაციებისთვის პრაქტიკული უპირატესობები არსებობს. თუ თქვენ გსურთ კამპანიის წევრთა სამისამართო მონაცემების სიის შედგენა, შეიძლება საერთო სიები შეადგინოთ. აგრეთვე ორგანიზაცია გაუწიოთ ისეთ ერთობლივ საქმიანობას, როგორიცაა: ლობირება ან საზოგადოებრივი შეხვედრების ერთობლივად ჩატარება. მხარდაჭერის გაფართოება გააძლიერებს თქვენი კამპანიის ბაზას. სხვაგვარი თანამშრომლობაც შეიძლება. შეგიძლიათ ჩამოაყალიბოთ დახურული შეკრებები სხვა კომიტეტებში, გაიზიაროთ გამოცდილება ან ისარგებლოთ ერთმანეთის კონტაქტებით.
ღონისძიება 4: დაბრკოლებები კანდიდატი ქალებისათვის
მიზანი: დაგეხმაროთ ქალი კანდიდატების ძირითადი დაბრკოლებების განსაზღვრაში. ჯგუფში განიხილეთ შემდეგი საკითხები:
რა ძირითადი დაბრკოლებები არსებობს ქალების არჩევის საქმეში? |
ადამიანების წარმოსახვის უნარ-ჩვევების გამომუშავება
იმ ადამიანებმა, რომლებსაც თქვენ წარმოადგენთ, შეიძლება წამოჭრან პრობლემები, რომელთა გადაჭრაშიც თქვენი დახმარება დაჭირდებათ. ასეთი პრობლემები შეიძლება იყოს:
მოქალაქეს შეიძლება დაჭირდეს თქვენი დახმარება დროებითი საცხოვრებლის შოვნაში;
პოლიციისა და სასამართლოს საქმეები - მაგალითად, განქორწინების შემდეგ ქალს ქონებრივი დავა აქვს მეუღლესთან;
პრობლემები, რომლებიც საჭიროებს ადგილობრივი თვითმმართველობის ან პარლამენტარის ჩარევას კანონის მიხედვით.
კანონი განსაზღვრავს ადგილობრივი და ეროვნული დონის პოლიტიკოსების პასუხისმგებლობებს. უნდა იცოდეთ, მმართველობის რა სფეროები შედის თქვენს კომპეტენციაში და ამდენად, რომელი პრობლემებია თქვენი მოსაგვარებელი.
წიგნი, ფაილი ან ფორმების სისტემები, სადაც თქვენ დააფიქსირებთ წამოჭრილი პრობლემების ყველა დეტალს, აგრეთვე, ვინ წამოჭრა ეს საკითხი და რა გააკეთეთ ამასთან დაკავშირებით, დაგეხმარებათ ამ საკითხების მოგვარებაში და პასუხს გასცემს თქვენს ამომრჩევლებს.
პირადი პრობლემები
როდესაც საჭიროა რჩევების მიცემა პირადულ საკითხებზე, უნდა შეეცადოთ, რომ სასარგებლო რჩევა მისცეთ ადამიანს, მაგრამ ნუ შეეცდებით რჩევების მიცემას ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებშიც ვერ ერკვევით. შეეცადეთ კარგად გაეცნოთ საკითხის თემას, რათა შეძლოთ უთხრათ ადამიანს, თუ ვის მიმართოს ამა თუ იმ პრობლემასთან დაკავშირებით. ეკლესიები, საქველმოქმედო ორგანიზაციები, საკრედიტო კავშირები, სათემო ასოციაციები, პოლიცია, მასწავლებლები და სამედიცინო მუშაკები, ყოველივე ეს საზოგადოებას ემსახურება. მათ უნდა შეეძლოთ დახმარების გაწევა სხვადასხვა სახის პრობლემის მოგვარებაში.
საჩივრების დამუშავება
ადამიანებმა შეიძლება წარმოიდგინონ ან გაამძაფრონ პრობლემები. ამდენად, ჯერ უნდა შეამოწმოთ ფაქტები, ვიდრე საჩივრებს შეიტანდეთ თქვენი ამომრჩევლების სახელით. რა პრობლემაც არ უნდა იყოს, უნდა განსაზღვროთ, გაქვთ თუ არა უფლებამოსილება ამ საკითხის მოსაგვარებლად. გაეცანით შესაბამის კანონმდებლობას.
შემდეგ განსაზღვრეთ, პოლიტიკურ სტრუქტურებსა და ბიურიკრატიულ აპარატში ვინ და სად მიიღო ეს გადაწყვეტილება და ვის ეხება მისი მოგვარება. როდესაც გეცოდინებათ, თუ ვინ აგებს პასუხს, თქვენ შეძლებთ დაგეგმოთ, როგორ დაელაპარაკოთ მათ ამის შესახებ და როგორ გადაწყვიტოთ პრობლემა.
რა სახის ინფორმაციაა სასარგებლო?
ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება საქმე კანონიერ უფლებებს შეეხებოდეს. ადგილობრივი დებულებები შეიძლება მოქმედებდეს ადგილობრივ მთავრობასთან, გარემოს, საზოგადოებრივი საშუალებების ან მომსახურების გამოყენებასთან დაკავშირებით. სხვა შემთხვევებში შესაბამისი შეიძლება ეროვნული კანონმდებლობა იყოს. თუ თქვენ აპირებთ დაეხმაროთ, უნდა გაეცნოთ ძირითად საკანონმდებლო დოკუმენტებს, მაგალითად იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს ადამიანების უფლებების ძალდატანებითი განხორციელება. შეუძლებელია ყველაფერი იცოდეთ, ამდენად, დაიწყეთ ზოგადი პრობლემებით და მცირე საინფორმაციო ბიბლიოთეკით, რომლითაც ისარგებლებთ.
კონფლიქტური მოსაზრებები
არჩეული იქნა ქალი წარმომადგენელი, რათა წარმოადგინოს პარტია. იგი ასევე, არის პარტიის წარმომადგენელი. ის შეიძლება მოიაზრებოდეს, როგორც ქალთა წარმომადგენელი.
თქვენი პარტიის პოლიტიკისა და ქალების საჭიროებებისა და უფლებების ცოდნა დაგეხმარებათ იყოთ ეფექტური წარმომადგენელი ამ სფეროში. მაგრამ როგორ მოიქცევით, როდესაც საზოგადოებისა და პარტიის ინტერესები ერთმანეთთან კონფლიქტშია? როგორ მოიქცევით, თუ პარტიისა და ქალთა კონკრეტული ჯგუფის ინტერესები ერთმანეთს უპირისპირდება?
ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა არ არის ადვილი.
თქვენ დამოკიდებული იქნებით საკუთარ განსჯაზე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. მაგრამ, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, შეხედეთ ამ საკითხს საპირისპირო პოზიციიდან, გულდასმით შეისწავლეთ დამადასტურებელი საბუთები და რისკი. განსაზღვრეთ, ვისზე მოახდენს ზემოქმედებას თქვენი გადაწყვეტილება. შეიძლება ღირდეს ნიადაგის მოსინჯვა და გარკვევა, თუ სად შეგიძლიათ მოძებნოთ მხარდაჭერა. მნიშვნელოვანია კოლეგებისა და მეგობრების მხადაჭერა, მათი კრიტიკის მოსმენა.
ქალები ხშირად სხვანაირად ხედავენ პოლიტიკურ პრობლემებს. მათ სხვა პრიორიტეტები აქვთ. ქალებს ერთად შეუძლიათ გაუწიონ წინააღმდეგობა განსხვავებულ აზრს. მარტო ერთ ქალს გაცილებით გაუჭირდება წარმატების მიღწევა, ვიდრე თანამოაზრე ქალთა ჯგუფს.
ღონისძიება 5: წარმომადგენლის როლი
მიზანი: დაგეხმაროთ ქალი წარმომადგენლის ძირითადი როლის განსაზღვრაში. სამუშაო:
განიხილეთ:
ჩაინიშნეთ თქვენი მოსაზრებები. |
ლობირება
ლობი მოსაცდელი ოთახია, ადგილი, სადაც ადამიანები იცდიან იმისათვის, რომ სხვა ადამიანებს შეხვდნენ. როდესაც ლობირებას ახდენთ, თქვენ ცდილობთ გავლენა მოახდინოთ გადაწყვეტილების მიმღებ პირზე.
ყველა ჩვენთაგანს აქვს უფლება მოახდინოს წარმომადგენლის ლობირება იმ საკითხებთან მიმართებაში, რომლებიც ჩვენ გვაწუხებს.
მხარდამჭერთა კოალიციის შექმნა
თუ გარკვეული ზეწოლის მოხდენა ან იმის დემონსტრირება არ შეგიძლიათ, რომ თქვენს იდეას გარკვეული მხარდაჭერა აქვს, შორს ვერ წახვალთ. შეადგინეთ ყველა იმ პირის ან ორგანიზაციის სია, ვისზეც შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს თქვენს მიერ წამოჭრილმა პრობლემამ. ამ ადამიანებსა და ჯგუფებთან დასაკავშირებლად გამოიყენეთ თქვენი კავშირები თემში. გამოდით სხვა ორგანიზაციების შეკრებებზე და შეეცადეთ მათ ჩაბმას. მოაწყვეთ იმ ადამიანების შეკრებები, ვინც მხარს დაუჭერს თქვენს საკითხს, რათა ნახოთ, შეგიძლიათ თუ არა მხარდამჭერთა კოალიციის ჩამოყალიბება.
თქვენ უნდა ეთანხმებოდეთ ერთმანეთს ყველა საკითხთან დაკავშირებით. შეათანხმეთ ორი ან სამი ძირითადი საკითხი საჭიროებისამებრ სამოქმედოდ. მოიძიეთ გავლენიანი ადამიანები თქვენს თემში, გამოჩენილი მოქალაქეები, ვისაც პატივს სცემენ და ვინც დათანხმდება წარმოგადგინოთ. მათ კარგი ინსტრუქტაჟი ჩაუტარეთ და გაუზიარეთ მოსაზრებები ტაქტიკისა და მეთოდების შესახებ.
ტაქტიკა
განსაზღვრეთ, თუ სად მიიღება გადაწყვეტილება თქვენს საკითხთან დაკავშირებით - ეროვნულ, ადგილობრივ თუ საზოგადოებრივ დონეზე.
განსაზღვრეთ ის პირები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ - ყველა ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ზემოქმედების მოხდენა თქვენს საკითხზე, პოლიტიკოსები ან ისინი, ვისაც კავშირი აქვს პოლიტიკოსებთან, ორგანიზაციები, რომლებსაც აქვთ გავლენა, ადგილობრივი ლიდერები, ის ადამიანებიც კი, ვინც იცნობს ამ ადგილობრივ ლიდერებს ან ეროვნული დონის პოლიტიკოსებს. ეს ის ადამიანები არიან, ვინც ლობირებას გაგიწევთ.
ლობირება წერილის მეშვეობით
სთხოვეთ ყველას კოალიციაში, დაწერონ წერილი. მიწერეთ უშუალოდ პოლიტიკოსს ან კორპორაციის ხელმძღვანელს. შეადგინეთ სანიმუშო წერილი, რათა ადამიანებისთვის გასაგები იყოს, თუ რა უნდა დაწერონ. შეიტანეთ დეტალური ინფორმაცია იმ პირის შესახებ, ვის ლობირებასაც აპირებთ, შეიტანეთ, ასევე, მისი მისამართი და მიანიშნეთ, თუ რას უნდა გაესვას ხაზი წერილში.
შეიძლება განსაზღვროთ თარიღი, როდის გაიგზავნება წერილები. ამგვარად, ერთდროულად ბევრი წერილი მოახდენს ზემოქმედებას. წერილები მოკლე უნდა იყოს, მაგრამ მათში მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული, რა არ არის მართალი და რისი გაკეთება გსურთ.
ლობირება პირადად
გამოიყენეთ თქვენი ქსელები, კონტაქტები და მეგობრების მეგობრები, რათა დაუკავშირდეთ ყველაზე გავლენიან ადამიანს. სხვაგვარად თქვენ შეძლებთ ნახოთ მისი თანაშემწე ან ადამიანი, რომელსაც შეუძლია მის თანაშემწესთან საუბარი. უნდა განსაზღვროთ საუკეთესო ტაქტიკა, მაგალითად, ფორმალური თუ არაფორმალური? რა უფრო შეესაბამება ამ სიტუაციას - მშვიდი საუბარი თუ ოფიციალური დელეგაციის პაბლისიტი დაგჭირდებათ? მოამზადეთ საჭირო მასალები თქვენი მხარდამჭერების შესახებ, მაგალითად, სტატისტიკური მონაცემები. სასარგებლო იქნებოდა საინსტრუქციო ფურცლის მომზადება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკოსს ხვდებით. თქვენ არ გსურთ, რომ შეხვედრა შეწყდეს, ვიდრე ძირითადი საკითხის განხილვას დაიწყებდეთ. მიდით მცირე ჯგუფით. ასე უფრო იოლი იქნება საუბარი. შეეცადეთ, რომ ჯგუფი თქვენ მხარდამჭერებისაგან შედგებოდეს.
ღონისძიება 6: ლობირება
მიზანი: დახმარება გაგიწიოთ დისკუსიებისა და ლობირების წარმოების უნარ-ჩვევების გავარჯიშებაში.
გაანაწილეთ შემდეგი როლები:
თითოეულმა ჯგუფმა უნდა წაიკითხოს ინსტრუქციები და მოემზადოს ლობირების შეკრებისთვის. ამ ეტაპზე მათ არ უნდა გაუზიარონ მოსაზრებები სხვა როლების შემსრულებლებს. |
როლების შესრულება 1
ლობისტები
თქვენ წარმოადგენთ ქალთა ჯგუფს ერთი პარტიიდან. თქვენ ჩაებით უფრო ფართო კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს ქალების არჩევის ხელშეწყობას მომავალ არჩევნებში. მალე ჩატარდება პარტიის კონგრესი, სადაც მიიღება გადაწყვეტილება იმ კანდიდატების შესახებ, რომლებიც შევლენ საარჩევნო სიაში და ამ სიაში მათი თანმიმდევრობა. გსურთ დაამტკიცოთ, რომ კანდიდატი ქალები უნდა მოხვდნენ ამ სიაში „ზიპ“ ფორმატით: ეს ნიშნავს, რომ ერთ მამაკაცს მოჰყვება ერთი ქალი. შეხვდებით სხვა ქალებს პარტიიდან, მათ, ვინც არ იზიარებს ამ აზრს. თქვენ ლობირებას გაუწევთ მათ, რათა შეეცადონ დაარწმუნონ ისინი, რომ მხარი დაგიჭირონ მომავალ არჩევნებზე.
ქალები პარტიაში
თქვენ ხართ ქალები პოლიტიკური პარტიიდან. მალე ჩატარდება პარტიის ყრილობა, სადაც დასახელდებიან კანდიდატები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ მომავალ არჩევნებში. თქვენთვის ცნობილია, რომ არიან ქალები, რომლებსაც ძალიან უნდათ, რომ ბევრი ქალი კანდიდატი იყოს წარმოდგენილი არჩევნებზე. ფიქრობთ, რომ იმ ქალების რიცხვი, რომლებიც საკმარისად კომპეტენტური არიან იმისათვის, რომ პარლამენტში მოხვდნენ, ძალზე მცირეა. ამავე დროს, ასეთი მამაკაცების რიცხვი დიდია. თქვენ ფიქრობთ, რომ მამაკაცებს შეუძლიათ ადექვატურად წარმოადგინონ ქალები და მათი ინტერესები.
როლები 2
ლობისტები
თქვენ წარმოადგენთ ქალთა ჯგუფს, რომელსაც სურს, რომ ერთ-ერთმა თქვენთაგანმა მონაწილეობა მიიღოს მომავალ არჩევნებში. თქვენ ერთად იმუშავეთ და დაგეგმეთ. მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაქვთ იმ ქალებისგან, რომლებიც მნიშვნელოვან ადგილებზე მუშაობენ თქვენს რაიონში (საავადმყოფოებში, სკოლებში, ადგილობრივ მთავრობასა და ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებში). ფიქრობთ, რომ დაგჭირდებათ ზოგიერთი მნიშვნელოვანი მამაკაცის მხარდაჭერა. დასაქმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი თქვენს რაიონში არის ქარხანა, სადაც ძირითადად მამაკაცები მუშაობენ. თქვენ თხოვეთ ქარხნის ლიდერებს და ისინი დაგეთანხმნენ ჩაატაროთ შეკრება მათთან. თქვენ შეეცდებით მოიპოვოთ მათი მხარდაჭერა თქვენი კანდიდატურისთვის და ამას გარდა, სთხოვეთ გარკვეული დროის დათმობა თქვენთვის შეკრებაზე, სადაც შესძლებთ დაელაპარაკოთ მუშებს. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, ვინ იქნება თქვენი კანდიდატი, ვიდრე შეკრებაზე მიხვალთ და ასევე, განსაზღვროთ ის ძირითადი საკითხები, რომლებიც, თქვენი აზრით, მნიშვნელოვანი იქნება არჩევნებისთვის.
თქვენ ხართ მამაკაცი ლიდერების რომელიმე ჯგუფი ქარხანაში, სადაც ძირითადად მამაკაცები მუშაობენ. თქვენთან მოვა ქალების ჯგუფი, რომელიც აპირებს კანდიდატურის წარდგენას მომავალი არჩევნებისთვის. თქვენ იცით, რომ ბევრი მამაკაცი უკვე უჭერს მხარს პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მათ ინტერესებს წარმოადგენს და არ მოისურვებს მხარი დაუჭიროს კანდიდატ ქალებს.
დამკვირვებლები
ყურადღებით ადევნეთ თვალი დებატებს და დააფიქსირეთ ორივე მხარის ძლიერი და სუსტი მხარეები. გაითვალისწინეთ შემდგომი დისკუსია ორივე მხარესთან გარკვეული უკუკავშირის მეშვეობით.
როლები 3
ლობისტები, კანდიდატი ქალები პოლიტიკური პარტიიდან
თქვენ ხართ კანდიდატი ქალების ჯგუფი ერთი პოლიტიკური პარტიიდან. მიდიხართ თქვენი პარტიის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე (მათი უმეტესობა მამაკაცია). არჩევნები რამდენიმე კვირაში ჩატარდება და გსურთ დაარწმუნოთ ლიდერები, რომ მათ უნდა გამოყონ დამატებითი თანხები კანდიდატი ქალები მხარდასაჭერად და ამომრჩეველ ქალებზე კონცენტრაციისთვის.
პოლიტიკური პარტიის უმაღლესი ხელმძღვანელობა (მამაკაცები)
თქვენ ხართ პოლიტიკური პარტიის უმაღლესი ხელმძღვანელობა და მართავთ კამპანიის სტრატეგიასა და კამპანიის ფინანსურ ფონდებს. ხვდებით კანდიდატი ქალების ჯგუფს თქვენი პარტიიდან და განიხილავთ არჩევნების სტრატეგიას. მიგაჩნიათ, რომ მამაკაცებმა და ქალებმა ერთმანეთს ერთნაირ პირობებში უნდა გაუწიონ კონკურენცია.
როლები 4
პოლიტიკური პარტიის წევრი ქალები - ლობისტები
მიუხედავად აქტიური კამპანიისა ქალების მხრიდან, უკანასკნელ არჩევნებში ძალზე ცოტა ქალი იქნა არჩეული. თქვენ ხართ ქალთა ჯგუფი პოლიტიკური პარტიიდან და თვლით, რომ საჭიროა პოზიტიური ქმედება იმისათვის, რომ შეიცვალოს საქართველოს პოლიტიკური სახე. აპირებთ შეხვდეთ პარტიის უმაღლეს ხელმძღვანელობას, რომლებიც უმეტესად მამაკაცები არიან, რათა ესაუბროთ პარტიის მომავალი ყრილობის შესახებ. ასევე, აპირებთ წამოიწყოთ მოძრაობა, რომელიც ითვალისწინებს პოზიტიური ქმედების გარკვეული ფორმის მიღებას, რაც უზრუნველყოფს მეტი ქალის არჩევას მომავალში. თქვენ შეეცდებით დაამტკიცოთ, რომ პარტიამ უნდა მიიღოს ზომები, რათა უზრუნველყოს, რომ მომავალ არჩევნებში კანდიდატების საერთო რაოდენობის 50%-ს ქალები წარმოადგენდნენ.
პოლიტიკური პარტიის უმაღლესი ხელმძღვანელობა
თქვენი პარტიის წევრ ქალთა ჯგუფი მოდის თქვენთან შესახვედრად, რათა განიხილოთ პარტიის მომავალი ყრილობა. მათ სურთ განიხილონ მოძრაობა, რომელიც მოითხოვს პოზიტიურ ქმედებებს და ისინი თხოულობენ თქვენს მხარდაჭერას. მიგაჩნიათ, რომ ეს არადემოკრატიულია. თქვენ ძალზე ძლიერი არგუმენტები უნდა წარმოგიდგინონ იმისათვის, რომ დაგითანხმონ!
გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან საუბარი
დაგეგმვა
ვიდრე შეხვედრაზე მიხვიდოდეთ, გულდასმით დაგეგმეთ.
მკაფიოდ გაერკვიეთ მიუკერძოებელ ფაქტებში, რომლებიც დაგეხმარებათ დაამტკიცოთ თქვენი მოსაზრებები. ყოველთვის შეამოწმეთ, რასაც გაიგებთ, რათა დარწმუნებული იყოთ, რომ მართალი ხართ;
ჩაინიშნეთ ყველა დეტალი, რომელიც დაგეხმარებათ ფაქტების ნათლად წარმოდგენაში;
გადაწყვიტეთ, რისი მიღწევა გსურთ შეკრებიდან.
მომზადება თქვენი საქმისთვის
ლობირება ხშირად ისეთ სფეროებს შეეხება, სადაც მოსაზრებების კონფლიქტია. თქვენ შეიძლება გსურდეთ ცვლილებების დანახვა, მაგრამ თქვენი გადაწყვეტილებების მიმღები პირი შეიძლება ხარჯებს ითვლიდეს.
შორს ვერ წახვალთ, თუ არ შეგიძლიათ გარკვეული ზეწოლის მოხდენა ან იმის ჩვენება, რომ თქვენს წინადადებას ფართოდ უჭერენ მხარს. მოიფიქრეთ, როგორ შეგიძლიათ იმის დემონსტრირება, რომ ბევრი ადამიანი გიჭერთ მხარს.
უფრო მეტ პროგრესს მიაღწევთ, თუ კარგად დაასაბუთებთ თქვენს პოზიციას. შეაგროვეთ რაც შეიძლება მეტი დამადასტურებელი საბუთი. შეამოწმეთ შესაბამისი დეტალები: ციფრები, ზემოქმედება, კანონის პოზიცია, არსებული პოლიტიკა, საერთშორისო კანონმდებლობა, სადაც შესაძლებელია, მიიღეთ ექსპერტის კონსულტაციები. მოახდინეთ ფაქტების ექსპერტიზა.
გადაწყვიტეთ, უკეთ როგორ მიუდგეთ პიროვნებას.
სურს კი მას პოპულარობა?
სურს, რომ პატივი სცენ? ჰყავს კლიენტები, ამომრჩევლები, თემი, რომლებიც ზემოქმედებას დაექვემდებარებიან?
სხვა ავტორიტეტების ციტირებით თქვენ გაამყარებთ თქვენს პოზიციებს. თუ შეგიძლიათ, უჩვენეთ, რომ ექსპერტები გეთანხმებიან. შეიძლება, რომ ეს მათ ცოლებს ან დებს შეეხოს? როგორ აგრძნობინებთ, რომ ეს პრობლემა მათთვისაც აქტუალურია? რა რეაქციას გამოიწვევს ეს მათში? რა ფაქტებით ან არგუმენტებით გიპასუხებენ ისინი? მზად იყავით პასუხი გასცეთ უცნაურ კონტრ-არგუმენტებს.
ყველაფერს რასაც ითხოვთ, იშვიათად მიიღებთ. მნიშვნელოვანია იცოდეთ მოთხოვნის მინიმუმი, სანამ შეხვედრაზე წახვიდოდეთ. ნუ დანებდებით ადვილად, მაგრამ როდესაც საჭირო იქნება წადით თქვენთვის მისაღებ კომპრომისზე.
კრებაზე
შეეცადეთ, რომ დისკუსია თქვენი დღის წესრიგით, თქვენი პოზიციისა და თქვენი იდეების შესაბამისად წარიმართოს. შეეცადეთ, რომ მოწინააღმდეგეებმა თავდაცვის პოზიცია დაიკავონ, რამდენადაც ეს შესაძლებელია.
უთხარით, თუ როგორ შეეხება მათ, მათ მხარდამჭერებს, კლიენტებსა და თემს თქვენი პრობლემა;
იყავით მეგობრული, მაგრამ მიზანმიმართული. მათ შეიძლება მოისურვონ საკითხის შეცვლა;
იმ შემთხვევაშიც კი, თუ იცით, რომ ეს ასე არაა, დაუშვით, რომ მათ ჯერ არ მიუღიათ გადაწყვეტილება.
მოიქეცით ისე, თითქოს თქვენი მოთხოვნები ძალზე მიზანშეწონილია. ეს აიძულებს გადაწყვეტილების მიმღებ პირს, დაიცვას თავი. ათქმევინეთ, რომ არ გეთანხმებიან და აახსნევინეთ, რატომ;
მზად იყავით ვაჭრობისთვის. შესთავაზეთ ორი ან სამი მცირე ნაბიჯის წინ გადადგმა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვერ გადაჭრით ძირითად რთულ პრობლემას;
თუ ისინი კეთილგანწყობილნი არიან, ნუ დაკმაყოფილდებით ცარიელი დაპირებებით. ათქმევინეთ, რის გაკეთებას აპირებენ. შეამოწმეთ ყველა შემოთავაზებული წინადადება. შეეკითხეთ: „სწორად გაგიგეთ, რომ ...?“;
დაამთავრეთ მადლობის წერილით, რომელშიც უპასუხებთ დისკუსიის დროს წამოჭრილ საკითხებს. შეაჯამეთ ყველა ნაკისრი ვალდებულება.
არჩევნების შემდგომი პერიოდი
არის ისეთი რამ, რაც კანდიდატმა აუცილებლად უნდა გააკეთოს არჩევნების ჩატარების შემდეგ, რათა სასარგებლო გამოცდილება მიიღოს და განაგრძოს ლიდერობა თავის უბანში, მიუხედავად იმისა, გაიმარჯვა თუ არა. ასევე, არის რამდენიმე კონკრეტული ღონისძიება, რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს არჩევნების შემდგომ ეტაპზე, რათა მთლიანად შეასრულოთ თქვენი, როგორც კანდიდატის ვალდებულებები.
არჩევნების შემდგომ ეტაპზე გასატარებელი ღონისძიებები:
დოკუმენტები
კამპანიის დოკუმეტები არჩევნების დამთავრებისთანავე უნდა შეივსოს და დალაგდეს. თუ ეს ღონისძიება დროულად, არჩევნების დამთავრებისთანავე გატარდება, მეტი ალბათობაა, რომ სათანადოდ შესრულდება. თანაც ამ ეტაპზე ინფორმაცია ახალი და ადვილი დასამახსოვრებელია.
შტაბის ალაგება
კამპანიის ოფისი უნდა დაიხუროს. იჯარით აღებული ტელეფონები და ნათხოვარი ნივთები უნდა დაუბრუნდეს მფლობელებს. გაკრული პლაკატები უნდა ჩამოიფხიკოს. კამპანიის ოფისის ირგვლივ არსებული ნაგავი გატანილი უნდა იქნეს.
ვალები
უნდა შემუშავდეს გეგმა კამპანიის დეფიციტების აღმოსაფხვრელად. აცნობეთ მევალეებს, თუ როდის და როგორ გეგმავთ თანხების გადახდას.
ფინანსური ანგარიშები
არჩევნების შემდგომ საარჩევნო ხარჯებთან დაკავშირებული ფინანსური ანგარიშები უნდა მომზადდეს და წარედგინოს ცენტრალური საარჩევნო კომიტეტის ხელმძღვანელს.
ოპონენტ(ებ)ი
უნდა აღიაროთ თქვენი ოპონენტ(ებ)ი. თქვენ და კამპანიის ჯგუფმა დაუყოვნებლივ უნდა გადაწყვიტოთ, თუ როგორ გააკეთდება ეს. გამარჯვებული კანდიდატი ზოგადად კეთილგანწყობით მოიხსენიებს თავის ოპონენტ(ებ)ს თავის მისასალმებელ გამოსვლაში. კანდიდატი, რომელიც არ იქნა არჩეული, ჩვეულებრივ, ტელეფონით ულოცავს არჩევას გამარჯვებულ კანდიდატს.
მადლიერების გამოხატვა
პირადი მადლობის ბარათები უნდა გადასცეთ ყველა მოხალისესა და მსხვილ სპონსორს. ეს აუცილებელია იმის მიუხედავად, გაიმარჯვა კანდიდატმა თუ - არა. ბევრი კანდიდატი წვეულებას აწყობს თავისი მოხალისეებისა და კამპანიის ჯგუფისთვის. ზოგიერთი კანდიდატი თავის მადლიერებას საჯაროდ გამოხატავს, გამოაქვეყნებს რა „მადლობა მხარდაჭერისთვის“ განცხადებას ადგილობრივ გაზეთში.
კამპანიის შედეგად მიღებული გამოცდილების შედეგები:
ანალიზი
იმისაგან დამოუკიდებლად, გაიმარჯვეთ თუ არა, მნიშვნელოვანია, რომ კამპანიის ჯგუფის წამყვანმა წევრებმა და მხარდამჭერებმა გააანალიზონ კამპანიის ძლიერი და სუსტი მხარეები. ჯგუფურმა მსჯელობამ შეიძლება გამოავლინოს ისეთი ასპექტები, რომლებიც სხვაგვარად უხილავი დარჩებოდა.
თემი
თქვენს თემში ადამიანებთან ურთიერთობა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით უწყვეტი დიალოგია და უნდა გაგრძელდეს არჩევნების შემდეგაც, განსაკუთრებით - გამარჯვების შემთხვევაში. ეს მაშინაც მნიშვნელოვანია, თუ წარმატებას ვერ მიაღწიეთ. შესაძლოა გადაწყვიტოთ კამპანიის ხელახლა ჩატარება ან სხვა კამპანიაში მონაწილეობა და ლიდერის როლში დარჩენა თქვენს თემში. აქტიურობა და სიფხიზლე განამტკიცებს თქვენს პოზიციას.
![]() |
8 დანართი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
8.1 რა არის გენდერი? |
▲ზევით დაბრუნება |
როცა გენდერზე ვსაუბარობთ, მნიშვნელოვანია ხაზი გაუსვათ იმ განსხვავებას, რომელიც არსებობს სქესისა და გენდერის გაგებას შორის. ეს არ არის სინონიმები.სიტყვა „სქესი“ განისაზღვრება როგორც ბიოლოგიური მახასიათებელი, ის უცვლელია და უნივერსალური.
ხოლო «გენდერი» განისაზღვრება როგორც სოციალური გაგება, რომლის კოდირება ხდება როგორც სქესით, ასევე სოციალური ნიშნით. გენდერის ხარისხობრივი მაჩვენებელი ყალიბდება სოციალური ურთიერთობის განვითარების ისტორიის მანძილზე. გენდერის სოციალური იდენტიფიცირება დამოკიდებულია ბევრ რამეზე: იდეოლოგიაზე, ისტორიულ, კულტურულ, რელიგიურ, ეთნიკურ და ეკონომიკურ ფაქტორებზე, ის იცვლება სხვადასხვა პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მოვლენის დროს. გენდერი სოციოლოგიასა და კულტუროლოგიაში განისაზღვრება, როგორც სოციო-კულტურული სქესი. გენდერული ურთიერთობა გარკვეული ზემოქმედებების შედეგად იძენს სხვადასხვა კონტურს, ის დამოკიდებულია ადამიანებს შორის ურთიერთობის ზეგავლენაზე.
გენდერული საკითხები ეხება ცხოვრების ყველა ეტაპს, ქალისა და მამაკაცის სხვადასხვა შესაძლებლობას, რესურსებს, მოთხოვნილებებსა და რესურსების ხელმისაწვდომობას.
მთელს მსოფლიოში შეიმჩნევა გარკვეული პოზიტიური ცვლილებები პოლიტიკასა და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების გატარებაში, დაგეგმვის დროს ხდება ორივეს - ქალისა და მამაკაცის ინტერესების გათვალისწინება. დღეს თითქმის ყველგან, მათ შორის - საქართველოშიც არსებობს საზოგადოებრივი ორგანიზაციები და სახელმწიფო სტრუქტურული ერთეულები, რომლებიც ცდილობენ თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას. ჩვენი პუბლიკაცია მთლიანად ეთმობა პოლიტიკურ პარტიებში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ხელისშემშლელი და ხელისშემწყობი ფაქტორების ასახვას და შეიცავს რეკომენდაციებს გენდერული თანასწორობის მისაღწევად.
![]() |
8.2 განმარტებითი ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
გენდერი - სოციალურად კონსტრუირებული სქესი, რომელიც წარმოადგენს კულტურაში ჩამოყალიბებულ თვისებათა, სოციალურ ქცევათა და ურთიერთობათა ნაკრებს, რომელიც მიეწერება ქალსა და მამაკაცს.
გენდერული სტერეოტიპები - ფართოდ გავრცელებული და ხშირად არაზუსტი შეხედულებები ქალისა და მამაკაცის უნარებზე, თვისებებსა და სოციალურ ქცევაზე.
გენდერული ანალიზი - არის სისტემატური ანალიზი, რომელიც არკვევს, თუ რა განსხვავებული გავლენა აქვს ამა თუ იმ კონცეფციას, პროგამას, პოლიტიკას, ქალისა და მამაკაცის განვითარებაზე. გენდერული ანალიზისთვის უნდა განვასხვაოთ რესურსები, აქტივობები, პოტენციალი და ხელისშემშლელი ფაქტორები ცალკეული პროგრამის/ პროექტის განხორციელების დროს ცალ-ცალკე ქალებისა და მამაკაცებისათვის. გ.ა. მოითხოვს სქესით განცალკევებულ მონაცემებს და იმის გაგებას, თუ როგორ არის განაწილებული და შეფასებული შრომა. გ.ა. კეთდება განვითარების პროცესის ყველა სტადიაზე, რათა აღმოიფხვრას უთანასწორობა და მიიღწეულ იქნეს განვითარების მიზნების შესაბამისი მაქსიმალური შედეგიანობა.
გენდერული ბალანსი - იხ. გენდერული წონასწორობა. მდგომარეობა, როდესაც დაცულია ქალებსა და მამაკაცებს შორის რაოდენობრივი წონასწორობა, რაც განაპირობებს გადაწყვეტილების, ძალაუფლების, უფლებებისა და თავისუფლებების თანაბარ განხორციელებას.
მაგალითად, თანაბარი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურებში.
გენდერი და განვითარება - მიდგომა, რომელიც ამახვილებს ყურადღებას სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ სფეროებზე და რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორ მონაწილეობენ, სარგებლობენ და აკონტროლებენ ქალები და მამაკაცები პროექტის რესურსებსა და აქტივობებს. ეს მიდგომა ხაზს უსვამს არა ქალებს, როგორც ჯგუფს, არამედ სოციალურად განპირობებულ ურთიერთობას ქალებსა დ მამაკაცებს შორის.
გენდრული სტატისტიკა - სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და წარმოება ცალ-ცალკე ქალებსა და მამაკაცებზე მათი ფუნქციონირების ყველა ასპექტის შესახებ.
გენდერული მიდგომა - მიდგომა, რომელიც ორიენტირებულია ჩამოაყალიბოს და განამტკიცოს პიროვნების თვითრეალიზაციის თანასწორი და სქესისგან დამოუკიდებელი შესაძლებლობის პოლიტიკა ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. გ.მ. გულისხმობს, რომ ყურადღება უნდა მიექცეს ქალსაც და მამაკაცსაც, მათ როლებს, მოვალეობებს, მოთხოვნილებებს, პოტენციალს. გენდერული თანასწორობის საკითხი ამ მიდგომისთვის უპირატესია.
გენდერული როლი - კულტურაში არსებული მოლოდინები იმის შესახებ, თუ რა არის შესატყვისი ქცევა კაცისა და ქალისათვის.
გენდერული თანასწორობა - სქესთა თანასწორობა, თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები ორივე სქესისათვის.
გენდერული მგრძნობიარობა - გენდერული განსხვავებებისადმი, გენდერული უთანასწორობისადმი და გენდერის, როგორც ადამიანთა შეფასების ფაქტორისადმი მგრძნობიარე და კრიტიკული მიდგომა.
გენდერული პოლიტიკა - პოლიტიკა, რომელიც ხორციელდება სქესისმიერი დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად და ეგალიტარული (თანასწორი) საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად; ანსხვავებენ გენდერული პოლიტიკების რამდენიმე დონეს: გენდერულად ბრმა პოლიტიკა, გენდერულად ნეიტრალური პოლიტიკა, გენდერულად გაცნობიერებული პოლიტიკა), გენდერულად ტრანსფომაციული პოლიტიკა.
დისკრიმინაცია სქესობრივი ნიშნით - პრაქტიკა, რომლის საშუალებით ერთ-ერთ სქესს ენიჭება უპირატესობა მეორესთან შედარებით. საზოგადოებათა უმეტესობა (სადაც პატრიარქალური ურთიერთობები დომინირებს) უპირატეს მდგომარეობაში აყენებს მამაკაცს ქალის საზიანოდ. ქალები ექცევიან სისტემატური დისკრიმინაციის ქვეშ სოციალური ცხოვრების როგორც კერძო, ასევე საზოგადოებრივ სფეროებში. ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც იცავს ქალს დისკრიმინაციისგან არის CEDAW - კონვენცია „ქალის მიმათ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“.
კვოტა, (ქვოტა) გენდერული - მმართველობის ორგანოებში ქალების და მამაკაცების წარმომადგენლობის დაკანონებული დონე. კვოტა, როგორც ერთ-ერთი პოზიტიური ზომა წარმოადგენს თანასწორი შესაძლებლობების მიღწევის საშუალებას: როცა არსებობს ბარიერები, საჭირო ხდება კომპენსაციისთვის სპეციალური ზომების გატარება. კვოტების მიზანია ქალი-პოლიტიკოსების კრიტიკული მასის (დაწყებული 30%-დან) შექმნა, რომლებსაც უნარი ექნებათ გავლენა მოახდინონ პოლიტიკურ პროცესებზე.
კონვენცია „ქალის მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ“ (CEDAW) - მიღებულია გაეროს მიერ 1979 წელს. გადაწყვეტილება მისი შემუშავების შესახებ მიღებულია ქალთა საკითხებისადმი მიძღვნილ პირველ მსოფლიო კონფერენციაზე მეხიკოში, 1975 წელს. საქართველო კონვენციას მიუერთდა 1994 წელს. კონვენცია ავალდებულებს მიერთებულ სახელმწიფოებს: ჩართონ კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო აქტებში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის პრინციპი; გამოიყენონ სპეციალური სანქციები ქალთა დისკრიმინაციის ასაკრძალად; გაატარონ ზომები, რათა შეიცვალოს მოქმედი კანონები, წეს-ჩვეულებები და სხვა პრაქტიკა, რომელიც ქალისთვის დისკრიმინაციულია; უზრუნველყონ თანბარი შესაძლებლობები ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, მოქალაქეობრივი უფლებებით სარგებლობაში ქალებისთვის და მამაკაცებისთვის.
მასკულინური - მამაკაცური. პიროვნება, კულტურა ან მიდგომა, რომელიც ხასიათდება მამაკაცური ღირებულებების და თვისებების აქცენტირებით.
პატრიარქატი - საზოგადოებრივი ურთიერთობების ტიპი, რომელიც ემყარება მამაკაცთა ბატონობას და ქალების დამორჩილებულ მდგომარეობას.
პოზიტიური დისკრიმინაცია - პრივილეგიათა სისტემა საზოგადოების დისკრიმინირებული ჯგუფისათვის, რომელიც ამ ჯგუფს აძლევს გათანასწორების შანსს.
სექსიზმი - ადამიანთა დისკრიმინაცია მათი სქესის საფუძველზე. ქალის მიმართ დამამცირებელი პრაქტიკა, ცრურწმენები და იდეოლოგია.
ტრეფიკინგი - ადამიანებით არაკანონიერი ვაჭრობა არის ადამიანის(თა) დაქირავება, გადაზიდვა, გადაცემა, მიზანდასახული დამალვა ან ადამიანის ხელში ჩაგდება მუქარით, მოტაცებით, ძალით, მოტყუებით ან იძულებით მათი სექსექსპლოატაციისგან ან იძულებითი შრომისგან არაკანონიერი გადასახადების ან მოგების მიღების მიზნით.
ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში _ გენდერული მიდგომისა და მეინსტრიმინგის ძირითადი მოთხოვნა, რომელიც გულისხმობს ქალების ჩართვას საზოგადოების პოლიტიკური, ეკონომიკური და ადმინისტრაციული მართვის სტრუქტურებში. ამასთან, მონაწილეობა ეხება ქალების არა მხოლოდ ფიზიკურ ყოფნას ამ სტრუქტურებში, არამედ მათი პოზიციის აღიარებასა და პატივისცემას. ქ.მ. გადაწყვეტილების მიღებაში ეხება ასევე ოჯახის, თემის ან კერძო სექტორის სფეროებსაც.
ქალის ადამიანის უფლებები - ცნება, რომელიც შემოღებულია ადამიანის უფლებათა დამატებად მას შემდეგ, რაც ჩაითვალა, რომ ადამიანის უფლებები ვერ ფარავს სრულად ქალის უფლებებს და რომ ქალის უფლებების განხორციელებას, ასევე, წინ ეღობება საზოგადოებრივი ცრურწმენები და ტრადიციული სტერეოტიპები. ქალის ადამიანის უფლებები მიეკუთვნება ადამიანის უფლებების მესამე თაობას, ე.წ. კოლექტიურ უფლებებს, რომელშიც ასევე შედის უფლება მშვიდობაზე, ეროვნულ თვითგამორკვევაზე, ჯანმრთელ გარემოსა და თავისუფლებაზე. სქესის, ასაკის ან ეროვნული ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ. ქალის ადამიანის უფლებების დამცველ ძირითად დოკუმენტს წარმოადგენს კონვენცია „ქალის მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, რომელიც მიღებულ იქნა გაეროს მიერ 1979 წელს.
![]() |
8.3 ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
სტრასბურგი, 15.X.1985
პრეამბულა
ქვემორე ხელმომწერი ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები, ითავლისწინებენ რა, რომ ევროპის საბჭოს მიზანს წარმოადგენს მის წევრებს შორის უფრო დიდი ერთიანობის მიღწევა იმ იდეალებისა და პრინციპების დაცვის მიზნით, რომლებიც წარმოადგენენ მათ საერთო მემკვიდრეობას;
ითვალისწინებენ რა, რომ ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთ მეთოდს წარმოადგენს მმართველობის სფეროში ხელშეკრულებების დადება;
ითვალისწინებენ რა, რომ ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები წარმოადგენენ ნებისმიერი დემოკრატიული რეჟიმის ერთ-ერთ ძირითად საფუძველს;
ითვალისწინებენ რა, რომ მოქალაქეთა უფლება მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო საქმეების წარმართვაში წარმოადგენს ერთ-ერთ დემოკრატიულ პრინციპს, რომელიც საერთოა ევროპის საბჭოს ყველა წევრი სახელმწიფოსათვის;
ითვალისწინებენ რა, რომ სწორედ ადგილობრივ დონეზე შეიძლება ყველაზე ეფექტურად ამ უფლების პირდაპირი რეალიზაცია;
დარწმუნდნენ რა იმაში, რომ ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების არსებობას, რომლებსაც გააჩნიათ რეალური პასუხისმგებლობა, შეუძლია უზრუნველყოს ეფექტური და ამასთან, მოქალაქესთან დაახლოებული მმართველობა;
აცნობიერებენ რა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის დაცვა და გაძლიერება სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში წარმოადგენს მნიშვნელოვან წვლილს დემოკრატიისა და ხელისუფლების დეცენტრალიზაციის პრინციპებზე დაფუძნებული ევროპის მშენებლობისათვის; ამტკიცებენ რა, რომ ეს გულისხმობს ხელისუფლების ისეთი ადგილობრივი ორგანოების არსებობას, რომლებიც უფლებამოსილნი არიან გადაწყვეტილების მიღების უფლების მქონე, დემოკრატიული გზით შექმნილი ორგანოების მიერ, და რომლებსაც გააჩნიათ ფართო ავტონომია მათი კომპეტენციის, ამ კომპეტენციის განხორციელებისა და ამისათვის აუცილებელი სახსრების მხრივ,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1
მხარეები იღებენ ვალდებულებას, მიიჩნიონ თავი ვალდებულად ქვემოთ მოცემული მუხლებით ამ ქარტიის მე-12 მუხლით დადგენილი წესითა და ზომით.
ნაწილი I
მუხლი 2 - ადგილობრივი თვითმმართველობის კონსტიტუციური და სამართლებრივი საფუძველი ადგილობრივი თვითმმართველობის პრინციპი აღიარებული იქნება შიდა კანონმდებლობით და შესაძლებლობის შემთხვევაში, კონსტიტუციით.
მუხლი 3 - ადგილობრივი თვითმმართველობის კონცეფცია
1. ადგილობრივი თვითმმართველობა ნიშნავს ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების უფლებასა და შესაძლებლობას, კანონის ფარგლებში მოაწესრიგონ და მართონ საზოგადოებრივი საქმეების მნიშვნელოვანი წილი მათი პასუხისმგებლობითა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად.
2. ამ უფლების განხორციელება ხდება საბჭოების ან ასამბლეების მიერ, რომლებიც შედგებიან პირდაპირი, თანაბარი და თანასწორი ხმის მიცემის საფუძველზე ფარული კენჭისყრით არჩეული წევრებისაგან და რომლებთანაც შეიძლება არსებობდნენ მათ წინაშე პასუხისმგებელი აღმასრულებელი ორგანოები. ეს დებულება არანაირ ზეგავლენას არ მოახდენს მოქალაქეთა მონაწილეობაზე ასემბლეებში, რეფერენდუმებში და ნებისმიერი სახის პირდაპირ მონაწილეობაზე იქ, სადაც ეს კანონით ნებადართულია.
მუხლი 4 - ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციის სფერო
1. ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების ძირითადი უფლებამოსილებანი და პასუხისმგებლობა განისაზღვრება კონსტიტუციით ან კანონით. ამასთან, ეს დებულება ხელს არ შეუშლის კანონის შესაბამისად ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოებისათვის დამატებითი უფლებამოსილებებისა და მოვალეობების მინიჭებას სპეციალური მიზნებით.
2. ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს, კანონის ფარგლებში აქვთ სრული თავისუფლება განახორციელონ თავიანთი ინიციატივა ნებისმიერი საკითხის მიმართ, რომელიც არ გამოირიცხება მათი კომპეტენციიდან ან რომელიც მინიჭებული არა აქვს ხელისუფლების რომელიმე სხვა ორგანოს.
3. როგორც წესი, სახელმწიფო უფლებამოვალეობების განხორციელება ხდება ხელისუფლების იმ ორგანოს მიერ, რომელიც ყველაზე ახლოს არის მოქალაქალთა ქეებთან. მოვალეობების გადანაწილება სხვა ორგანოსათვის უნდა მოხდეს შესაბამისი ამოცანების მოცულობისა და ბუნების, ასევე ეკონომიკისა და ეფექტურობის მოთხოვნების გათვალისწინებით.
4. ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოებისათვის მინიჭებული უფლებამოსილება, როგორც წესი, იქნება სრული და ექსკლუზიური. იგი არ შეიძლება იქნას შეზღუდული სხვა ცენტრალური ან რეგიონალური ორგანოს მიერ, კანონით განსაზღვრული შემთხვევების გარდა.
5. ცენტრალური ან რეგიონალური ორგანოების მიერ უფლებამოსილებათა დელეგირების შემთხვევაში, ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს ენიჭებათ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, თავისუფლება მოახდინონ დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელება ადგილობრივ პირობებთან მისადაგებით.
6. რამდენადაც ეს შესაძლებელია, ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს უნდა გაეწიოთ კონსულტაციები სათანადო დროს და შესაბამისი გზებით ყველა იმ საკითხის დაგეგმვასა და მათზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომლებიც მათ პირდაპირ ეხებათ.
მუხლი 5 - ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს ადმინისტრაციული საზღვრების დაცვა
ცვლილებები ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს ადმინისტრაციულ საზღვრებში არ იქნება შეტანილი შესაბამის ადგილობრივ ორგანოსთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე, შესაძლებლობის შემთხვევაში, რეფერენდუმის ჩატარების საშუალებით იქ, სადაც კანონით ეს ნებადართულია.
მუხლი 6 - შესაბამისი ადმინისტრაციული სტრუქტურები და ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოთა ამოცანების წყარო
1. უფრო ზოგადი საკანონმდებლო დებულებებისათვის ზიანის მიყენების გარეშე, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები უფლებამოსილნი არიან განსაზღვრონ თავიანთი შიდა ადმინისტრაციული სტრუქტურები იმ მიზნით, რომ მოხდეს მათი მისადაგება ადგილობრივ საჭიროებებთან და უზრუნველყოფილი იქნას ეფექტური მართვა.
2. თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოების მოხელეთა სამსახურის პირობები უნდა იძლეოდნენ იმის საშუალებას, რომ მოხდეს მაღალკვალიფიციური პერსონალის დაქირავება დამსახურებისა და კომპეტენტურობის საფუძველზე; ამ მხრივ უზრუნველყოფილი იქნება პროფესიული მომზადების ადეკვატური საშუალებები, ანაზღაურება და სამსახურებრივი დაწინაურების საშუალებები.
მუხლი 7 - პირობები, რომელთა მიხედვითაც ხდება უფლებამოსილებათა განხორცილება ადგილობრივ დონეზე
1. ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებში არჩეული წარმომადგენლების სამსახურის პირობებით უზრუნველყოფილი იქნება მათი ფუნქციების თავისუფალი განხორციელება.
2. ამ პირობებით უზრუნველყოფილი იქნება სამსახურებრივი მოვალეობების განხორცილების დროს გაწეული ხარჯების შესაბამისი ფინანსური კომპენსაცია, ისევე როგორც, სათანადო შემთხვევებში, კომპენსაცია სახსრების დაკარგვის შემთხვევაში ან შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება და შესაბამისი სოციალური დაცვა.
3. ნებისმიერი ფუნქცია ან საქმიანობა, რომელიც განიხილება, როგორც შეუთავსებელი ადგილობრივ არჩევით თანამდებობასთან, განისაზღვრება კანონით ან ძირითადი სამართლებრივი პრინციპებით.
მუხლი 8 - ადმინისტრაციული ზედამხედველობა ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოთა საქმიანობაზე
1. ნებისმიერი ადმინისტრაციული ზედამხედველობა ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებზე შეიძლება განხორციელდეს კონსტიტუციით ან კანონით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად და მათ მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში.
2. ნებისმიერი ადმინისტრაციული ზედამხედველობა ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების საქმიანობაზე, როგორც წესი, მიზნად უნდა ისახავდეს კანონსა და კონსტიტუციურ პრინციპებთან შესაბამისობის მიღწევას. ამასთან, ადმინისტრაციული ზედამხედველობა შეიძლება განხორციელდეს მაღალი დონის ხელისუფლების ორგანოების მიერ იმ ამოცანების შესრულებასთან დაკავშირებით, რომლებიც მათ დელეგირებული აქვთ ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოებისათვის.
3. ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებზე ადმინისტრაციული ზედამხედველობა განხორციელდება ისეთი გზით, რომ მაკონტროლებელი ხელისუფლების ორგანოს ჩარევა პროპორციაში იყოს იმ ინტერესების მნიშვნელობასთან, რომელთა დაცვაც არის განზრახული.
მუხლი 9 - ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების ფინანსური სახსრები
1. ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს უფლება აქვთ ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკის ფარგლებში გააჩნდეთ საკუთარი ფინანსური სახსრები, რომელთა განკარგვაც მათ შეეძლებათ მათი უფლებამოსილების ფარგლებში.
2. ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების ფინანსური წყაროები თანაზომიერნი უნდა იყვნენ კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ მათ უფლება-მოვალეობებთან.
3. ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების ფინანსური წყაროების თუნდაც ნაწილი უნდა შემოდიოდეს ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლებისაგან, რომელთა ოდენობის დადგენაც შეუძლიათ ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს კანონის ფარგლებში.
4. ფინანსური სისტემები, რომლებსაც ეფუძნებიან ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოთა სახსრები, უნდა იყოს საკმარისად მრავალფეროვანი და მოქნილი, რათა ამ ორგანოებს საშუალება ჰქონდეთ, იმდენად, რამდენადაც ეს პრაქტიკულად შესაძლებელი იქნება, გაითვალისწინონ მათი ამოცანების შესრულებისას გაწეული რეალური ხარჯების ბალანსი.
5. ფინანსურად სუსტ ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოთა დაცვა მოითხოვს ფინანსური გათანასწორების პროცედურების ან სხვა შესაბამისი ზომების გატარებას, რომელთა დანიშნულებაა გამოასწორონ ფინანსების პოტენციური წყაროებისა და ფინანსური ვალდებულებების არაადეკვატური განაწილების შედეგები. ამაგვარი პროცედურები ან ზომები არ შეზღუდავს ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების თავისუფლებას მათი კომპეტენციის ფარგლებში.
6. ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებთნ სათანადო წესით უნდა გაიმართოს კონსულტაციები იმ გზების შესახებ, რომლებითაც უნდა მოხდეს მათთვის გათვალისწინებული სახსრების გადანაწილება.
7. იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების სუბსიდიები არ იქნება გამოყენებული სპეციალური პროექტების დასაფინანსებლად. სუბსიდირება არ ზღუდავს ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების თავისუფლებას გაატარონ დამოუკიდებელი პოლიტიკა თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში.
8. კაპიტალური ინვესტიციების მიღების მიზნით, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოებისათვის კანონის ფარგლებში ხელმისაწვდომი იქნება კაპიტალის ეროვნული ბაზარი.
მუხლი 10 - ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების უფლება გაერთიანებაზე
1. ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს, მათი უფლებამოსილების განხორცილებისას, უფლება აქვთ ითანამშრომლონ და კანონის ფარგლებში შექმნან გაერთიანება ხელისუფლების სხვა ადგილობრივ ორგანოებთან, რათა შეასრულონ საერთო ინტერესებში შემავალი ამოცანები.
2. ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოთა უფლება ეკუთვნოდნენ გაერთიანებას მათი საერთო ინტერესების დაცვისა და მხარდაჭერის მიზნით და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთაშორისო გაერთიანებას, აღიარებული იქნება თითოეულ სახელმწიფოში.
3. ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი პირობების დაცვით, ითანამშრომლონ სხვა სახელმწიფოების ანალოგიურ ორგანოებთან.
მუხლი 11 - ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი დაცვა
ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს უფლება აქვთ მიიღონ სამართლებრივი ზომები მათი უფლებამოსილებების თავისუფალი განხორციელების და ადგილობრივი თვითმმართველობის ისეთი პრინციპების პატივისცემის უზრუნველსაყოფად, რომლებიც დაცულნი არიან კონსტიტუციითა ან შიდა კანონმდებლობით.
ნაწილი II - სხვადასხვა დებულებები
მუხლი 12 - ვალდებულებები
1. თითოეული მხარე ვალდებულებას იღებს აღიაროს, რომ იგი ვალდებულია ქარტიის 1-ლი თავის სულ მცირე 20 პუნქტით, რომელთაგანაც არანაკლებ ათი არჩეულ უნდა იქნეს ქვემო პუნქტებიდან:
- მუხლი 2,
- მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები,
- მე-4 მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 პუნქტები,
- მე-5 მუხლი,
- მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტი,
- მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი,
- მე-9 მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტები,
- მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტი,
- მე-11 მუხლი,
2. თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფო, მისი სარატიფიკაციო, მიღების ან დამტკიცების სიგელის შესანახად ჩაბარების დროს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს აცნობებს იმ პუნქტებს, რომელთა შერჩევაც მოხდება ამ მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად.
3. ნებისმიერ მხარეს, მოგვიანებით ნებისმიერ დროს, შეუძლია შეატყობინოს გენერალურ მდივანს, რომ იგი თავს მიიჩნევს ვალდებულად ამ ქარტიის ნებისმიერი პუნქტით, რომელიც მანამდე არ იქნა მიღბული ამ მუხლის 1-ლი პუნქტის დებულებების შესაბამისად. შემდგომში აღებული ამგვარი ვალდებულებები განიხილება, როგორც მხარის მიერ რატიფიკაციის, მიღების ან მოწონების შემადგენელი ნაწილი და ძლაში შედის იმ თვის პირველ დღეს, რომელიც მოსდევს სამთვიანი ვადის ამოწურვას გენერალური მდივნის მიერ შეტყობინების მიღების თარიღიდან.
მუხლი 13 - ხელისუფლების ორგანოები, რომელთა მიმართაც
გამოიყენება ქარტია
წინამდებარე ქარტიაში განსაზღვრული თვითმმართველობის პრინციპები გამოიყენება თითოეული მხარის ტერიტორიაზე არსებული ყველა კატეგორიის თვითმმართველბის ორგანოების მიმართ. ამასთნ, თითოეულ მხარეს მისი სარატიფიკაციო, მიღების ან დამტკიცების სიგელის შესანახად ჩაბარების დროს შეუძლია განსაზღვროს ადგილობრივი ან რეგიონალური ორგანოების კატეგორიები, რომლებითაც იგი აპირებს შეზღუდოს ქარტიის გამოყენების სფერო ან რომლებსაც იგი გამორიცხავს მისი გამოყენების სფეროდან. მას ასევე შეუძლია ჩართოს ხელისუფლების სხვა ადგილობრივ ან რეგიონალურ ორგანოთა კატეგორიები ქარტიის გამოყენების სფეროში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისათვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის გზით.
მუხლი 14 - ინფორმაციის მიწოდება თითოეული მხარე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს გაუგზავნის ნებისმიერ სათანადო ინფორმაციას საკანონმდებლო დებულებების ამოქმედებისა და ამ ქარტიის პირობების შესრულების მიზნით მის მიერ მიღებული სხვა ზომების შესახებ.
ნაწილი III
მუხლი 15 - ხელმოწერა, რატიფიკაცია და ძალაში შესვლა
1. ეს ქარტია ღიაა ხელმოსაწერად ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოებისათვის. იგი ექვემდებარება რატიფიკაციას, მიღებას ან დამტკიცებას. სარატიფკაციო, მიღების ან დამტკიცების სიგელები შესანახად ბარდება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს.
2. ეს ქარტია ძალაში შედის იმ თვის პირველ დღეს, რომელიც მოსდევს სამთვიანი ვადის ამოწურვას თარიღიდან, როდესაც ევროპის საბჭოს ოთხი წევრი სახელმწიფო წინა პუნქტის დებულებების შესაბამისად განაცხადებს თვის თნხმობას იყოს ვალდებული ქარტიით.
3. ნებისმიერი სხვა წევრი სახელმწიფოს მიმართ, რომელიც შემდგომში განაცხადებს თავის თანხმობას იყოს ვალდებული ქარტიით, იგი ძალაში შედის იმ თვის პირველ დღეს, რომელიც მოსდევს სამთვიანი ვადის ამოწურვას სარატიფიკაციო, მიღების ან დამტკიცების სიგელის შესანახად ჩაბარების თარიღიდან.
მუხლი 16 - ტერიტორიული დათქმა
1. ნებისმიერ სახელმწიფოს ხელმოწერის ან მისი სარატიფიკაციო, მიღების ან დამტკიცების სიგელის შესანახად ჩაბარების დროს, შეუძლია განსაზღვროს ის ტერიტორია ან ტერიტორიები, რომელთა მიმართაც მოხდება ამ ქარტიის გამოყენება.
2. ნებისმიერ სახელმწიფოს მოგვიანებით ნებისმიერ დროს, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაკეთებული დეკლარაციის საშუალებით შეუძლია გაავრცელოს ამ ქარტიის გამოყენება დეკლარაციაში მითითებულ ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე. ამგვარი ტერიტორიის მიმართ, ქარტია ძალაში შედის იმ თვის პირველ დღეს, რომელიც მოსდევს სამთვიანი ვადის ამოწურვას გენერალური მდივნის მიერ დეკლარაციის მიღების თრიღიდან.
3. წინა ორი პუნქტის შესაბამისად გაკეთებული ნებისმიერი დეკლარაცია, მასში მითითებული ნებისმიერი ტერიტორიის მიმართ შეიძლება უკან იქნას გამოთხოვილი გენერალური მდივნისათვის შეტყობინების გაგზავნის საშუალებით. უკან გამოთხოვა ძალაში შედის იმ თვის პირველ დღეს, რომელიც მოსდევს ექვსთვიანი ვადის ამოწურვას გენერალური მდივნის მიერ შეტყობინების მიღების თარიღიდან.
მუხლი 17 - დენონსაცია
1. ნებისმიერ მხარეს შეუძლია მოახდინოს ამ ქარტიის დენონსაცია ხუთწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ ქარტიის ძალაში შესვლის თარიღიდან. ექვსი თვით ადრე გენერალურ მდივანს ეგზავნება შეტყობინება დენონსაციის შესახებ. ამგვარი დენონსაცია არ მოახდენს ზეგავლენას ქარტიის მოქმედებაზე სხვა მხარეთ მიმართ, იმ პირობით, რომ მათი რიცხვი არ უნდა იყოს ოთხზე ნაკლები.
2. ნებისმიერ მხარეს, წინა პუნქტის დებულებების შესაბამისად შეუძლია დენონსაცია გაუკეთოს მის მიერ მიღებულ ქარტიის 1-ლი ნაწილის ნებისმიერ პუნქტს, იმ პირობით, რომ მხარე ვალდებული იქნება მე -12 მუხლში განსაზღვრული პუნქტების რაოდენობითა და სახით. ნებისმიერი მხარე, რომელიც რომელიმე პუნქტის დენონსაციის შემდეგ, ვერ აკმაყოფილებს მე -12 მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნებს, განიხილება, როგორც მხარე, რომელმაც მოახდინა ქარტიის დენონსაცია.
მუხლი 18 - შეტყობინებები
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი აცნობებს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს:
ა) ხელმოწერის შესახებ;
ბ) ნებისმიერი სარატიფიკაციო, მიღების ან დამტკიცების სიგელის შესანახად ჩაბარების შესახებ;
გ) ამ ქარტიის მე-15 მუხლის შესაბამისად ძალაში შესვლის შესახებ;
დ) მე-12 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად მიღებული ნებისმიერი შეტყობინების შესახებ;
ე) მე-13 მუხლის შესაბამისად მიღებული ნებისმიერი შეტყობინების შესახებ;
ვ) ნებისმიერი სხვა აქტის, შეტყობინების ან კომუნიკაციის შესახებ, რომელიც ეხება ამ ქარტიას.
ამის დასტურად, ქვემორე ხელმომწერებმა, რომლებიც სათანადოდ იყვნენ რწმუნებულნი, ხელი მოაწერეს წინამდებარე ქარტიას.
შესრულებულია სტრასბურგში, 1985 წლის ოქტომბრის მე -15 დღეს ინგლისურ და ფრანგულ ენებზე; ორივე ტექსტი არის თანაბრად აუთენტური, შედგენილი თითო ეგზემპლარად, რომელიც ინახება ევროპის საბჭოს არქივებში, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი გადასცემს დამოწმებულ ასლებს ევროპის საბჭოს თითოეულ წევრ სახელმწიფოს.
რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 26.10.2004 წლის 515 - IIს დადგენილებით
საქართველოს ორგანული კანონი
ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ
ეს კანონი საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტიის შესაბამისად განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ, ეკონომიკურ და ფინანსურ საფუძვლებს, სახელმწიფო გარანტიებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შექმნის წესს, მათ უფლებამოსილებებს და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობას.
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობა - საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოაწესრიგონ და მართონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები საკუთარი პასუხისმგებლობით და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად;
ბ) თვითმმართველი ერთეული - დასახლება (თვითმმართველი ქალაქი) ან დასახლებათა ერთობლიობა (მუნიციპალიტეტი), რომელსაც ჰყავს თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, აქვს საკუთარი ქონება, შემოსავლები, ბიუჯეტი და ადმინისტრაციული ცენტრი და დამოუკიდებელი იურიდიული პირია;
გ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო - ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების მიზნით, ამ კანონით დადგენილი წესით შექმნილი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი (საკრებულო) და აღმასრულებელი (გამგეობა/მერია) ორგანოები;
დ) დასახლება - მოსახლეობის განსახლების პირველადი ადმინისტრაციული ერთეული, რომელსაც ჰყავს მუდმივი მცხოვრებლები, აქვს ფუნქციონალური ინფრასტრუქტურა და რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დასახლება შედის თვითმმართველი ერთეულის შემადგენლობაში ან თვითმმართველი ერთეულია. დასახლების კატეგორიებია:
დ.ა) სოფელი - დასახლება, რომლის საზღვრებშიც მოქცეულია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის გათვალისწინებული მიწა და სხვა ბუნებრივი რესურსები ან/და რომლის ინფრასტრუქტურა ძირითადად ორიენტირებულია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებაზე;
დ.ბ) დაბა - არანაკლებ 3000 მოსახლისაგან შემდგარი დასახლება, რომლის ტერიტორიაზედაც არსებობს სამრეწველო საწარმოები, კომუნალური მეურნეობა, სამკურნალო და სოციალურ-კულტურულ დაწესებულებათა ქსელი, რითაც იგი ასრულებს ადგილობრივი ეკონომიკურ-კულტურული ცენტრის ფუნქციებს, ამასთანავე, არ გააჩნია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის საკმარისი მიწის სავარგულები. დაბის კატეგორიას შეიძლება მიეკუთვნოს დასახლება, რომლის მოსახლეთა რიცხვი 3000-ზე ნაკლებია, თუ იგი არის თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრი;
დ.გ) ქალაქი - არანაკლებ 5000 მოსახლისაგან შემდგარი მსხვილი დასახლება, რომელსაც აქვს საქალაქო მეურნეობა და ეკონომიკურ-კულტურული ცენტრია.
ქალაქის კატეგორიას შეიძლება მიეკუთვნოს დასახლება, რომლის მოსახლეთა რიცხვი 5000-ზე ნაკლებია, თუ იგი არის თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული ცენტრი ან აქვს შემდგომი ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის ზრდის უახლოესი პერსპექტივა. ქალაქებს, მათთვის დაკისრებული სპეციფიკური ფუნქციებიდან და სახელმწიფო მნიშვნელობიდან გამომდინარე, შეიძლება მიენიჭოს სპეციალური სტატუსი;
ე) მუნიციპალიტეტი - დასახლებათა ერთობლიობა, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად აქვს თვითმმართველი ერთეულის სტატუსი;
ვ) თვითმმართველი ქალაქი - ქალაქის კატეგორიის დასახლება, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად აქვს თვითმმართველი ერთეულის სტატუსი;
ზ) ადმინისტრაციული ერთეული - თვითმმართველი ერთეულის ნაწილი, სადაც იქმნება ადგილობრივი თვითმმართველობის ტერიტორიული ორგანო. ადმინისტრაციული ერთეულებია:
ზ.ა) დასახლება (სოფელი, დაბა, ქალაქი);
ზ.ბ) დასახლებათა გაერთიანება (თემი);
ზ.გ) დასახლების ნაწილი (უბანი);
თ) ექსკლუზიური უფლებამოსილება - თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილება, რომელსაც იგი ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით;
ი) დელეგირებული უფლებამოსილება - სახელმწიფო მმართველობის ორგანოს უფლებამოსილება, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით, კანონის თანახმად ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე განსახორციელებლად გადაეცემა თვითმმართველ ერთეულს;
კ) ნებაყოფლობითი უფლებამოსილება - ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილება, საკუთარი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება ყველა იმ საკითხზე, რომელიც კანონის თანახმად არ განეკუთვნება თვითმმართველი ერ-თეულის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას ან სახელმწიფო მმართველობის ორგანოს უფლებამოსილებას და არ არის აკრძალული თვითმმართველი ერთეულისთვის.
მუხლი 2. საქართველოს მოქალაქეთა მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის უფლების განხორციელება
1. საქართველოს მოქალაქენი ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებას ახორციელებენ საქართველოს კონსტიტუციისა და ამ კანონის შესაბამისად.
2. საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ:
ა) აირჩიონ და არჩეულ იქნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, ამ კანონით და საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დაიკავონ ნებისმიერი თანამდებობა, თუ აკმაყოფილებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
გ) მიიღონ საჯარო ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსგან და თანამდებობის პირებისგან;
დ) წინასწარ გაეცნონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებების პროექტებს;
მონაწილეობა მიიღონ მათ განხილვაში; მოითხოვონ გადაწყვეტილებათა პროექტების გამოქვეყნება და საჯარო განხილვა;
ე) მიმართონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და თანამდებობის პირებს;
ვ) განახორციელონ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.
მუხლი 3. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები
1. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტია, ეს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.
2. ქალაქ თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების წესი და თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებანი განისაზღვრება „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ” საქართველოს კანონით.
3. მაღალმთიან რეგიონებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დამატებითი უფლებამოსილებანი და თავისებურებანი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
4. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებანი, ამ კანონით დადგენილი პირობების გათვალისწინებით, განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით.
მუხლი 4. სახელმწიფო პოლიტიკა და სახელმწიფო ხელისუფლების ვალდებულება თვითმმართველობის სფეროში
1. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები უზრუნველყოფენ ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისათვის საჭირო, შესაბამისი სამართლებრივი, ორგანიზაციული და მატერიალურ-ფინანსური პირობების შექმნას და ხელს უწყობენ საქართველოს მოქალაქეებს ადგილობრივი თვითმმართველობის უფლების განხორციელებაში.
2. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ვალდებულნი არიან, იმ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებამდე, რომლებიც შეეხება ამ კანონით დადგენილ უფლებამოსილებებს, მოთხოვნის შემთხვევაში გამართონ წინასწარი კონსულტაციები იმ კავშირებთან (ასოციაციებთან), რომლებიც აერთიანებენ ქვეყნის თვითმმართველი ერთეულების ნახევარზე მეტს.
3. თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენელთა ოფიციალური მიმართვა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისადმი, რომელიც შეეხება თვითმმართველობის ინტერესებს, განხილული უნდა იქნეს არსებითად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.
4. სახელმწიფო ხელისუფლების უფლებამოსილებას ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში განეკუთვნება:
ა) ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებული კანონების მიღება, მათში ცვლილებების შეტანა და მათი შესრულების კონტროლი;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და ხელშეწყობის შესახებ სახელმწიფო პროგრამების დამტკიცება და განხორციელება;
გ) ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში კანონით დადგენილი სახელმწიფო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა;
დ) მინიმალური სახელმწიფო სოციალური სტანდარტების დადგენა და უზრუნველყოფა;
ე) სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების ურთიერთობის რეგულირება; გამოთანაბრებითი ტრანსფერის განსაზღვრა და უზრუნველყოფა;
ვ) თვითმმართველი ერთეულებისათვის იმ დამატებითი ხარჯების კომპენსაცია, რომლებიც გაწეული იქნა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა გადაწყვეტილებების შედეგად;
ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა;
თ) თვითმმართველი ერთეულისა და დასახლებების შექმნისა და გაუქმების, ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის, სახელის მინიჭებისა და შეცვლის წესების
დადგენა და თვითმმართველი ერთეულების რეგისტრაცია;
ი) სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებათა გამიჯვნის უზრუნველყოფა და დაცვა;
კ) ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაზე საქართველოს მოქალაქეთა კანონით დადგენილი უფლებების რეგულირება და დაცვა;
ლ) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების წესის განსაზღვრა და მათი ჩატარების უზრუნველყოფა;
მოქალაქეთა საარჩევნო უფლებების დაცვა;
მ) მაღალმთიან რეგიონებსა და კანონით განსაზღვრულ საქართველოს სხვა ტერიტორიებზე ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების თავისებურებების საკანონმდებლო უზრუნველყოფა.
მუხლი 5. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპები
ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპებია:
ა) საქართველოს მოქალაქეთა უფლება, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებლობა კანონით განსაზღვრულ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხთა გადაწყვეტაში;
გ) საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;
დ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საჯაროობა;
ე) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებელი პასუხისმგებლობა საკუთარი ფუნქციების განხორციელებაზე;
ვ) საერთო-სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობა;
ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულება მოსახლეობის წინაშე;
თ) სახელმწიფოსა და თვითმმართველ ერთეულს შორის, აგრეთვე თვითმმართველ ერთეულებს შორის ურთიერთობათა დაფუძნება დახმარებასა და თანამშრომლობაზე, საერთო პრობლემების ერთობლივად ნებაყოფლობით გადაჭრაზე;
ი) სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის გამიჯვნა;
კ) სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შორის დავის სასამართლო წესით გადაწყვეტა;
ლ) ადგილობრივი თვითმმართველობის საფინანსოეკონომიკური დამოუკიდებლობა.
მუხლი 9. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამუშაო და საქმისწარმოების ენა
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამუშაო და საქმისწარმოების ენაა საქართველოს სახელმწიფო ენა.
თავი II
თვითმმართველი ერთეული
მუხლი 10. თვითმმართველი ერთეულის სტატუსი
1. თვითმმართველი ერთეული არის დამოუკიდებელი იურიდიული პირი, რომელსაც ჰყავს თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, აქვს ამ კანონით დადგენილი უფლებამოსილებანი, საკუთარი ქონება და ბიუჯეტი.
2. დასახლების ან დასახლებათა ერთობლიობის თვითმმართველი ერთეულის სტატუსს საქართველოს მთავრობის წარდგინებით დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.
თავი III
თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებანი
მუხლი 15. თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებათა სახეები
1. თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებათა სახეებია:
ა) ექსკლუზიური უფლებამოსილებები;
ბ) დელეგირებული უფლებამოსილებები;
გ) ნებაყოფლობითი უფლებამოსილებები.
2. თვითმმართველი ერთეული ექსკლუზიურ, დელეგირებულ და ნებაყოფლობით უფლებამოსილებებს ახორციელებს წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების მეშვეობით, რომელთა უფლებამოსილებანი, სტრუქტურა და საქმიანობის წესი ამ კანონის შესაბამისად განისაზღვრება საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და გამგეობის (მერიის) დებულებით.
მუხლი 16. თვითმმართველი ერთეულის ექსკლუზიური უფლებამოსილებები
1. თვითმმართველი ერთეული ექსკლუზიურ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით. თვითმმართველი ერთეულის ექსკლუზიური უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ კანონით.
2. თვითმმართველი ერთეულის ექსკლუზიური უფლებამოსილებებია:
ა) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა და განკარგვა;
ბ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწის რესურსების მართვა და განკარგვა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;
გ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება, ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენა და შეფასება;
დ) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება, მათი განაკვეთების დადგენა კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობების ფარგლებში;
ე) ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღება;
ვ) მიწათსარგებლობის დაგეგმვა, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად (გამწვანების, დასვენების, სამრეწველო, სავაჭრო და სხვა სპეციალური ზონები) დაყოფა, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა;
ზ) ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის და ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის რესურსების მართვა;
თ) კანონით დადგენილი წესით მშენებლობის ნებართვის გაცემა, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ფარგლებში მიმდინარე მშენებლობაზე ზედამხედველობა;
ი) ადგილობრივი სამგზავრო გადაზიდვების რეგულირება;
კ) გარე ვაჭრობის რეგულირება;
ლ) გარე რეკლამის განთავსების რეგულირება;
მ) საბინაო-კომუნალური მომსახურების ტარიფის, მომსახურების წესების დადგენა; ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრა, დასახლებებში ქუჩების დასუფთავება, განათება, წყალმომარაგების, სანიაღვრე მეურნეობის, კანალიზაციის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა და განხორციელება ან მათ განხორციელებაზე მუნიციპალური შესყიდვის ორგანიზება, სასაფლაოების მოვლა-პატრონობა;
ნ) ადგილობრივი მნიშვნელობის გზების შენახვა, მშენებლობა და განვითარების უზრუნველყოფა;
ო) სოციალურ-კულტურული ღონისძიებების განხორციელება და შესაბამისი ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტების (არქივი, ბიბლიოთეკა, მუზეუმი, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებები და სხვა) საქმიანობის ხელშეწყობა;
პ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების შექმნა, მათი წესდებების დამტკიცება, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა და მათი საქმიანობის კონტროლი;
ჟ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული მოწყობა;
რ) თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების, მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმების დამტკიცება;
ს) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში რესურსების მობილიზება, შესაბამისი ღონისძიებების (ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ჯანმრთელობისთვის რისკფაქტორების იდენტიფიცირება) შემუშავება, განხორციელება და მოსახლეობის ინფორმირება;
ტ) თვითმმართველი ერთეულის მუნიციპალური სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
უ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე, გარდა საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა, საგზაო მოძრაობის დაგეგმარება;
ფ) შეკრებების, მიტინგების, დემონსტრაციების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;
ქ) ადგილობრივი შესყიდვების განხორციელება;
ღ) ქუჩების, მოედნების სახელდება და ნუმერაცია.
3. დაუშვებელია თვითმმართველი ერთეულის მიერ ექსკლუზიური ან ნებაყოფლობითი უფლებამოსილებების იმგვარი გამოყენება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს საქართველოს საკანონმდებლო აქტის მოთხოვნათა დარღვევა, თვითმმართველ ერთეულებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეზღუდვა, ან საფრთხე შეუქმნას მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელებას.
მუხლი 17. უფლებამოსილებების დელეგირების წესი და პირობები
1. სახელმწიფო მმართველობის ორგანოების მიერ თვითმმართველი ერთეულისათვის უფლებამოსილებათა დელეგირება დაიშვება საქართველოს საკანონმდებლო აქტების, აგრეთვე ხელშეკრულებების საფუძველზე, შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსების გადაცემით.
2. სახელმწიფო მმართველობის ორგანოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისას თვითმმართველ ერთეულსა და შესაბამის სამსახურებს ზედამხედველობას უწევს კანონით ან შესაბამისი ხელშეკრულებით უფლებამოსილი სახელმწიფო მმართველობის ორგანო.
მუხლი 18. თვითმმართველი ერთეულის ნებაყოფლობითი უფლებამოსილებები
თვითმმართველ ერთეულს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში, საკუთარი ინიციატივით მიიღოს სოციალური, კულტურული და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების გადაწყვეტილება იმ საკითხზე, რომელიც კანონის თანახმად არ განეკუთვნება თვითმმართველი ერთეულის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას ან სახელმწიფო მმართველობის ორგანოს უფლებამოსილებას და არ არის აკრძალული თვითმმართველი ერთეულისთვის.
თავი IV
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და თანამდებობის პირები
მუხლი 19. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები
1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოა საკრებულო.
2. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოა გამგეობა (მერია).
მუხლი 20. ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირები
ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირები არიან:
ა) საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რომლებსაც ამ კანონით დადგენილი წესით ირჩევს საკრებულო საკუთარი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით;
ბ) საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეები, რომლებსაც ამ კანონით დადგენილი წესით ირჩევს საკრებულო საკუთარი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით;
გ) საკრებულოს ფრაქციათა თავმჯდომარეები;
დ) მუნიციპალიტეტის გამგებელი და თვითმმართველი ქალაქის მერი, რომლებსაც ირჩევს საკრებულო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით; გამგებლის (მერის) მოადგილე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი (მერი);
ე) გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი (მერი);
ვ) გამგეობის (მერიის) ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი - გამგეობის (მერიის) რწმუნებული, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი (მერი).
თავი V
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი
მუხლი 21. საკრებულო
1. საკრებულო შედგება შესაბამის ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით არჩეული წევრებისაგან.
2. თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება შესაბამის ქალაქში პროპორციული სისტემის საფუძველზე არჩეული ათი და მაჟორიტარული წესით არჩეული ხუთი წევრით.
3. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება შესაბამის მუნიციპალიტეტში შემავალი ყოველი თემიდან მაჟორიტარული წესით არჩეული თითო წევრით და მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე პროპორციული სისტემის საფუძველზე არჩეული ათი წევრით.
4. საკრებულოს არჩევის წესი განისაზღვრება ამ კანონით და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი”.
მუხლი 22. საკრებულოს განსაკუთრებული უფლებამოსილება
1. საკრებულოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევა;
ბ) საკრებულოს კომისიების შექმნა, კომისიათა თავმჯდომარეების არჩევა, კომისიების პერსონალური შემადგენლობის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა;
გ) საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების შექმნა და გაუქმება, სამუშაო ჯგუფების პერსონალური შემადგენლობის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა;
დ) საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისა და უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გადაწყვეტილებების მიღება;
ე) ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის კონტროლი, მათი ანგარიშების მოსმენა და შეფასება;
ვ) გამგებლის (მერის) არჩევა, მისი შრომის ანაზღაურების პირობებისა და ოდენობის განსაზღვრა;
ზ) თემის (თვითმმართველი ქალაქის უბნის) შექმნა და გაუქმება;
თ) საკრებულოს აპარატის, გამგეობის (მერიის) სტრუქტურის დამტკიცება;
ი) საკრებულოს დებულების (რეგლამენტის), საკრებულოს აპარატის, გამგეობის (მერიის) და მათი სტრუქტურული ერთეულების დებულებების დამტკიცება;
კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივების ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცება;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი სამსახურებისა და იურიდიული პირების შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია;
მ) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში თანხმობის მიცემა თვითმმართველი ერთეულის სახელით შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების დადებაზე;
ნ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით და დადგენილ ვადებში, გამგებლის (მერის) წარდგინებით თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის განხილვა, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, მისი დამტკიცება, ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენა და შეფასება;
ო) თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პერსპექტიული გეგმებისა და პროგრამების დამტკიცება და მათი შესრულების კონტროლი;
პ) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება;
ჟ) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრა კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობების ფარგლებში;
რ) ადგილობრივი სამგზავრო გადაზიდვების, გარე ვაჭრობის, გარე რეკლამის განთავსების მარეგულირებელი ნორმების დადგენა;
ს) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების, მიწის, ტყის და წყლის რესურსების მართვის წესის განსაზღვრა;
ტ) მიწათსარგებლობის დაგეგმვა, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფა, მათი საზღვრების დადგენა და შეცვლა;
უ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით საბინაო-კომუნალური მომსახურების ტარიფის, მომსახურების წესების დადგენა;
ფ) თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების, მუნიციპალური პროგრამებისა და გეგმების დამტკიცება;
ქ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე, გარდა საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა, საგზაო მოძრაობის
დაგეგმარება;
ღ) შეკრებების, მიტინგების, დემონსტრაციების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;
ყ) ადგილობრივი შესყიდვების დაგეგმვა;
შ) ქუჩების, მოედნების სახელდება და ნუმერაცია;
ჩ) საქართველოს მთავრობის ნებართვით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სესხის ან გრანტის აღება;
ც) გამგებლისთვის (მერისთვის) თანხმობის მიცემა ისეთი გარიგებების დადებაზე, რომელთა ღირებულება აღემატება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის 5%-ს;
ძ) ამ კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული საკრებულოს უფლებამოსილებები არ შეიძლება გადაეცეს სხვა ორგანოებს.
მუხლი 23. ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა და შეკრება
1. ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა იმართება შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 2 კვირის განმავლობაში. ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის დღეს ნიშნავს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. საკრებულო მუშაობას შეუდგება, თუ შესაბამისი საარჩევნო კომისია დაადასტურებს (არჩეულად გამოაცხადებს) საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევას.
2. ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა შეიძლება გაიხსნას, თუ მას ესწრება (რეგისტრაცია გაიარა) ახალარჩეული საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომას ხსნის შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. საკრებულოს სხდომებს თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება საკრებულოს უხუცესი წევრი.
3. ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრება შემდგარად ჩაითვლება, თუ საკრებულოს წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო საკრებულომ, არის საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა. ამ დროიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის საკრებულოს.
4. თუ იმ საკრებულოს წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო საკრებულომ, საკრებულოს სრული შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლებია, საკრებულოს სხდომა წყდება. ახალარჩეული საკრებულოს მომდევნო სხდომას იწვევს შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იმ დღიდან 10 დღის განმავლობაში, როდესაც შესაძლებელი გახდება საკრებულოს წინაშე იმდენი პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, რამდენიც საკმარისია საკრებულოს სრული შემადგენლობის ორ მესამედამდე შესავსებად.
5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ვერ მოხერხდა საკრებულოს წევრთა შესაბამისი რაოდენობის უფლებამოსილების ცნობა, ინიშნება ხელახალი არჩევნები.
მუხლი 32. საკრებულოს წევრის სტატუსი
1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი უფლებამოსილების ცნობის დღიდან და მთავრდება ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე ან ამ წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთანავე.
2. საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, საქმიანობის წესი და გარანტიები განისაზღვრება „ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
3. საკრებულოს წევრი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საწარმოო ან სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად. საკრებულოს წევრი ვალდებულია იყოს საკრებულოს 1, მაგრამ არა უმეტეს 2 კომისიის შემადგენლობაში მაინც.
4. საკრებულოს წევრი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად და უსასყიდლოდ. ანაზღაურებადია მხოლოდ საკრებულოს შემდეგი თანამდებობის პირების საქმიანობა:
ა) საკრებულოს თავმჯდომარე;
ბ) საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე;
გ) საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე;
დ) საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე.
5. საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:
ა) პირადი განცხადებით მოეხსნა უფლებამოსილება;
ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
გ) სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, აღიარა უგზოუკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;
დ) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა;
ე) არასაპატიო მიზეზით 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა საკრებულოს მუშაობაში;
ვ) დაინიშნა ან არჩეულ/დამტკიცებულ იქნა ამ მუხლით გათვალისწინებულ, საკრებულოს წევრისთვის შეუთავსებელ თანამდებობაზე;
ზ) გარდაიცვალა.
6. საკრებულოს წევრს უფლება არა აქვს:
ა) იყოს სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი;
ბ) იმუშაოს სასამართლო ხელისუფლების, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ორგანოებში;
გ) იმუშაოს იმ სახელმწიფო ორგანოში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ზედამხედველობას უწევს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს;
დ) იმუშაოს თვითმმართველი ერთეულის გამგეობაში (მერიაში);
ე) მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველი ერთეულის საწარმოების მართვაში (იყოს დირექტორი, დირექტორის მოადგილე, სამეთვალყურეო ან დირექტორთა საბჭოს წევრი და სხვ.), აგრეთვე შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით დაფინანსებული დაწესებულების დირექტორი ან დირექტორის მოადგილე.
7. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, საკრებულო იღებს ცნობად კენჭისყრის გარეშე.
8. საკრებულოს წევრს ამ მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე ამავე მუხლის მე-5 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნის ან არჩევის/დამტკიცების შესახებ შესაბამისი აქტის ძალაში შესვლიდან მეორე დღეს.
9. თუ საკრებულოს წევრი არასაპატიო მიზეზით 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა საკრებულოს მუშაობაში, საკრებულოს ერთ-ერთი კომისია საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) გათვალისწინებული წესით არკვევს გაცდენის მიზეზს და თუ დადასტურდა, რომ მიზეზი არასაპატიოა, ამზადებს დასკვნას და წარუდგენს საკრებულოს უახლოეს სხდომას, რომელიც იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
10. საკრებულოს წევრს უფლება არა აქვს კანონით დადგენილი უფლებამოსილებანი ან მათთან დაკავშირებული შესაძლებლობები გამოიყენოს პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად. საკრებულოს წევრი ვალდებულია უარი განაცხადოს საკრებულოს სხდომაზე იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობასა და კენჭისყრაზე, რომლის მიმართაც მას ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი აქვს.
მუხლი 33. საკრებულოს თავმჯდომარე
1. საკრებულოს თავმჯდომარე არის თვითმმართველი ერთეულისა და საკრებულოს ხელმძღვანელი, რომელსაც თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო. საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთ მეხუთედს.
2. საკრებულოს თავმჯდომარე:
ა) ახორციელებს საკრებულოს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს;
ბ) ხელს აწერს საკრებულოს და თვითმმართველი ერთეულის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;
გ) ხელს აწერს საკრებულოს დადგენილებებს და განკარგულებებს, მისი სხდომების ოქმებს და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებს; წარმოადგენს და მოქმედებს თვითმმართველი ერთეულის სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას; ახორციელებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს;
დ) საერთო კოორდინაციას უწევს თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების და თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის
პროექტების მომზადებას და დამტკიცებული პროგრამების (ბიუჯეტის) შესრულებას;
ე) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს და წარმართავს საკრებულოს სხდომებს;
ვ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი პროცედურების დაცვას;
ზ) ადგენს განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;
თ) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;
ი) თავმჯდომარეობს საკრებულოს ბიუროს სხდომებს;
კ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს აპარატის მოსამსახურეებს;
ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;
მ) ხელს უწყობს ადგილობრივ წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის ურთიერთობასა და თანამშრომლობას.
3. საკრებულოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე.
4. საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მესამედმა. საკრებულოს თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ წინადადებას მისი გადაყენების შესახებ მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.
5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საკრებულომ ვერ შეძლო საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენება, დაუშვებელია მომდევნო 3 თვის განმავლობაში საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების პროცედურის ხელმეორედ დაწყება.
6. თუ საკრებულოს სრული შემადგენლობის ერთმა მესამედმა ვერ შეძლო საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების პროცედურის დაწყება, მათ აღნიშნული უფლების განხორციელება არ შეუძლიათ მომდევნო 3 თვის განმავლობაში.
7. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება „ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონით. საკრებულოს თავმჯდომარის სხვა თანამდებობაზე დანიშვნის, დამტკიცების ან არჩევის შემთხვევაში მას შეუწყდება საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილება.
მუხლი 34. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
1. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო.
2. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს.
3. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს მის მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან გადაყენებისას.
4. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს თავმჯდომარემ, ბიურომ, საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ წინადადებას მისი გადაყენების შესახებ მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.
5. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება „ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონით. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის სხვა თანამდებობაზე დანიშვნის, დამტკიცების ან არჩევის შემთხვევაში მას შეუწყდება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილება.
მუხლი 35. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე
1. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო. კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთ მეხუთედს.
2. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე:
ა) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს და წარმართავს კომისიის სხდომებს;
ბ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და კომისიის დებულებით დადგენილი პროცედურების დაცვას;
გ) ადგენს კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტს, განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა სიას, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და კომისიის დებულებით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;
დ) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;
ე) ხელს აწერს კომისიის სხდომის ოქმებს;
ვ) მოქმედებს კომისიის სახელით;
ზ) ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე;
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და კომისიის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. საკრებულოს კომისის თავმჯდომარე საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს თავმჯდომარემ, ბიურომ, საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა, შესაბამისი კომისიის შემადგენლობის ორმა მესამედმა. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე გადაყენებულად ჩაითვლება, თუ წინადადებას მისი გადაყენების შესახებ მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.
4. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება „ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონით. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის სხვა თანამდებობაზე დანიშვნის, დამტკიცების ან არჩევის შემთხვევაში მას შეუწყდება საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება.
მუხლი 36. ფრაქციის თავმჯდომარე
1. საკრებულოს ფრაქციას ხელმძღვანელობს ფრაქციის თავმჯდომარე, რომლის არჩევის წესი და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ფრაქციის წესდებით.
2. საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. შეუთავსებლობის შემთხვევები განისაზღვრება „ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონით.
მუხლი 37. საკრებულოს აპარატი
1. საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საკრებულოს აპარატი.
2. საკრებულოს აპარატის სტრუქტურას და მისი
სტრუქტურული ერთეულების დებულებებს ამტკიცებს საკრებულო.
3. საკრებულოს აპარატის უფროსს და აპარატის მოსამსახურეებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.
თავი VI
ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს სტრუქტურა და უფლებამოსილებანი
მუხლი 38. გამგეობა (მერია)
1. გამგეობა (მერია) აღასრულებს საკრებულოს გადაწყვეტილებებს.
2. გამგეობა (მერია) შედგება სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოებისაგან.
3. გამგეობის (მერიის) საქმიანობას უძღვება გამგებელი (მერი).
4. გამგეობის (მერიის) სტრუქტურას გამგებლის (მერის) წარდგენით ამტკიცებს საკრებულო.
5. გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულები შესაბამისი სფეროების მიხედვით აღასრულებენ საკრებულოს და გამგებლის (მერის) გადაწყვეტილებებს.
6. თვითმმართველ ერთეულში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის კომუნალური და სხვა საზოგადოებრივი მომსახურებით უზრუნველყოფის მიზნით, საკრებულოს გადაწყვეტილებით იქმნება გამგეობის (მერიის) ტერიტორიული ორგანოები.
7. გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებანი განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომლებსაც გამგებლის (მერის) წარდგენით ამტკიცებს საკრებულო.
8. გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს, გამგეობის (მერიის) სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი (მერი).
მუხლი 39. გამგებლის (მერის) არჩევის წესი და უფლებამოსილებები
1. გამგებელი (მერი) არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც ირჩევს საკრებულო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, თავისი უფლებამოსილების ვადით.
2. გამგებლის (მერის) კანდიდატურა შეირჩევა კონკურსის წესით. გამგებლის (მერის) თანამდებობაზე ვაკანსიის წარმოშობიდან ან თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხის დასმიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში საკრებულოს ბიურო იღებს განცხადებებს. ბიურო მიღებული განცხადებებიდან არჩევს კვალიფიციურ კანდიდატებს და წარუდგენს საკრებულოს. გამგებელი (მერი) არჩეულად ჩაითვლება, თუ მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.
3. გამგებლის (მერის) შრომის ანაზღაურების პირობებს და ოდენობას განსაზღვრავს საკრებულო.
4. გამგებელი (მერი):
ა) განსაზღვრავს გამგეობის (მერიის) საქმიანობის მიმართულებებს, კოორდინაციასა და ორგანიზებას უწევს გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას;
ბ) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგეობის (მერიის) დებულებასა და სტრუქტურას, გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების დებულებებს;
გ) „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს, გამგეობის (მერიის) სხვა თანამშრომლებს;
დ) ყოველწლიურად ამზადებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტს; უფლებამოსილია დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად გადაანაწილოს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნება ერთი საბიუჯეტო ორგანიზაციის ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის წლიური ბიუჯეტით ამ ორგანიზაციისათვის დამტკიცებული ასიგნების 10%-ის ფარგლებში;
ე) ანაწილებს ფუნქციებს გამგეობის (მერიის) მოსამსახურეთა შორის, აძლევს დავალებებს და ისმენს სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელთა ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;
ვ) ამტკიცებს გამგეობის (მერიის) შინაგანაწესს, თანამდებობრივ ინსტრუქციებს და მოსამსახურეთა შორის ფუნქციების განაწილებას;
ზ) საკრებულოს წარუდგენს გამგეობის (მერიის) ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ;
თ) საკრებულოს სამუშაო გეგმებისა და სხდომების დღის წესრიგიდან გამომდინარე, კოორდინაციას უწევს შესაბამის საკითხთა მომზადებას; განსახილველად წარადგენს გამგეობის (მერიის) მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; კოორდინაციას უწევს საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას;
ი) გამგეობის (მერიის) საქმიანობისათვის პასუხისმგებელია საკრებულოს წინაშე;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მოხელეების წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ლ) უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ექსკლუზიური უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულებას საკრებულოს მიერ განსაზღვრული წესით;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს სამართლებრივ აქტებს;
ნ) ახორციელებს გამგეობის (მერიის) დებულებით და საკრებულოს სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
5. გამგებელი (მერი) ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე.
6. გამგებლის (მერის) არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან განთავისუფლებისას გამგებლის (მერის) მოვალეობას ასრულებს გამგებლის (მერის) მოადგილე.
7. საკრებულოს წევრს ეკრძალება გამგებლის (მერის) საქმიანობაში ჩარევა პერსონალურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას.
მუხლი 40. გამგებლის (მერის) უფლებამოსილების შეწყვეტა და თანამდებობიდან განთავისუფლება
1. გამგებლის (მერის) უფლებამოსილების შეწყვეტისა და თანამდებობიდან განთავისუფლების საფუძველია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობა, უგზოუკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად გამოცხადება;
დ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
ე) გარდაცვალება;
ვ) საკრებულოს მიერ უნდობლობის გამოცხადება ამ მუხლის მე-3-მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესით.
2. გამგებლის (მერის) უფლებამოსილების შეწყვეტასა და თანამდებობიდან განთავისუფლებას, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, საკრებულო იღებს ცნობად კენჭისყრის გარეშე.
3. საკრებულოს წინაშე უნდობლობის მოტივით გამგებლის (მერის) თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხის დასმის უფლება აქვს საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის ერთ მესამედს. თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხის დასმა დაუშვებელია გამგებლის (მერის) თანამდებობაზე არჩევიდან პირველი სამი თვის და საკრებულოს უფლებამოსილების ვადის ბოლო სამი თვის განმავლობაში. გამგებლის (მერის) თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხი დღის წესრიგში შეიტანება რიგგარეშედ, ხოლო აღნიშნულ საკითხზე კენჭისყრა ტარდება საკითხის დასმიდან არა უადრეს 1 თვისა.
4. გამგებლის (მერის) თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხის დასმიდან კენჭისყრამდე საკრებულო ამ კანონით დადგენილი წესით ასახელებს გამგებლის (მერის) ახალ კანდიდატურას.
5. თუ გამგებლის (მერის) თანამდებობაზე დასახელდა რამდენიმე კანდიდატურა, მათ კენჭი ერთად ეყრება. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის ხმებს.
6. გამგებელი (მერი) თანამდებობიდან განთავისუფლებულად ჩაითვლება და უფლებამოსილება უწყდება, თუ საკრებულო აირჩევს ახალ გამგებელს (მერს).
7. თუ გამგებლის (მერის) თანამდებობიდან განთავისუფლებისნ საკითხის დასმიდან 1 თვის განმავლობაში ვერ დასახელდა გამგებლის (მერის) ახალი კანდიდატურა ან ვერ აირჩა ახალი გამგებელი (მერი), დაუშვებელია გამგებლის (მერის) თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხის განმეორებით დასმა აღნიშნული საკითხის დასმის დღიდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში.
8. გამგებელი (მერი) პირადი განცხადების საფუძველზე განთავისუფლებულად ჩაითვლება განცხადების ჩაბარების დღიდან, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
9. ამ მუხლის მე-3-მე-7 პუნქტების გარდა, უფლებამოსილების სხვა საფუძვლით შეწყვეტის შემთხვევაში საკრებულო ამ კანონით დადგენილი წესით ირჩევს ახალ გამგებელს (მერს) 1 თვის ვადაში.
მუხლი 41. გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
1. გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი (მერი). გამგებლის (მერის) განთავისუფლება სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის განთავისუფლების საფუძველია.
2. გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა შორის;
გ) გამგებელს (მერს) წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) გამგებელს (მერს) წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) გამგებელს (მერს) პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის (მერის) წინაშე.
3. გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი (მერი).
მუხლი 42. გამგეობის (მერიის) ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი
1. გამგეობის (მერიის) ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი - გამგეობის (მერიის) რწმუნებული (შემდგომში - რწმუნებული) არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით, 1 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი (მერი).
2. რწმუნებული საკრებულოს მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად თავის უფლებამოსილებას ახორციელებს თვითმმართველ ერთეულში შემავალ დასახლებაში (დასახლებათა ჯგუფში ან დასახლების ნაწილში).
3. რწმუნებული:
ა) წარმართავს ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას;
ბ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მოსახლეობის კავშირს;
გ) ორგანიზებას უწევს, აკონტროლებს და გამგებელს (მერს) წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
დ) გამგებელს (მერს) წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
ე) უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა მოსახლეობისათვის გაცნობას;
ვ) ორგანიზებას უწევს მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას;
ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის (მერის) წინაშე;
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. გამგეობის (მერიის) ტერიტორიული ორგანოს საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი (მერი).
თავი XII
საკრებულოს დათხოვნა, საქმიანობის შეჩერება, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
მუხლი 62. საკრებულოს დათხოვნა ან მისი საქმიანობის შეჩერება
1. საკრებულოს დათხოვნა ან მისი საქმიანობის შეჩერება ხდება საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ წარმომადგენლობითი ორგანოს მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა განხორციელებას.
2. საკრებულოს დათხოვნის ან მისი საქმიანობის შეჩერების შესახებ საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის თანხმობით გამოსცემს ბრძანებულებას. საკრებულოს დათხოვნის ან მისი საქმიანობის შეჩერების შემთხვევაში თვითმმართველი ერთეულის მართვა ხორციელდება კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 63. საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
1. საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე შეწყდება, თუ:
ა) საკრებულოს წევრთა რაოდენობა შემცირდა ნახევარზე მეტით;
ბ) საკრებულომ 2 თვეში ვერ აირჩია გამგებელი (მერი);
გ) საკრებულომ სახელმწიფო ბიუჯეტის მიღებიდან 2 თვეში არ დაამტკიცა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შედგენილი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი.
2. საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას.
3. საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში თვითმმართველი ერთეულის მართვა ხორციელდება კანონით დადგენილი წესით.
თავი XIII
გარდამავალი დებულებანი
მუხლი 64. თვითმმართველი ერთეულის სტატუსის მინიჭების
დროებითი წესი
1. თვითმმართველი ერთეულის სტატუსი ენიჭებათ 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით:
ა) საქართველოს იმ ქალაქებს, რომლებიც არ შედიან რაიონის შემადგენლობაში;
ბ) საქართველოს რაიონებს;
გ) ერედვის, ქურთის, თიღვის და აჟარის თემებს.
2. მუნიციპალიტეტის, რომელიც წარმოადგენს დასახლებათა ერთობლიობას, ადმინისტრაციულ ცენტრად განისაზღვრება 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შესაბამისი რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი, ხოლო ერედვის, ქურთის, თიღვის და აჟარის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრად - 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შესაბამისი თემების ადმინისტრაციული ცენტრები.
3. საქართველოს იმ ტერიტორიაზე, სადაც არ ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შექმნის წესი და უფლებამოსილება, ამ კანონით დადგენილი პირობების გათვალისწინებით, განისაზღვრება საქართველოს იურისდიქციის აღდგენის შემდეგ.
მუხლი 65. სამართალმემკვიდრეობა
1. მუნიციპალიტეტი არის 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შესაბამის რაიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების სამართალმემკვიდრე.
2. თვითმმართველი ქალაქი არის იმ ქალაქის სამართალმემკვიდრე, რომელიც 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არ შედის რაიონის შემადგენლობაში.
მუხლი 66. დასახლებათა და თვითმმართველ ერთეულთა ადმინისტრაციული საზღვრების დადგენის დროებითი წესი
1. დასახლებების ადმინისტრაციულ საზღვრებად დგინდება ამ კანონის მიღების დროისათვის დადგენილი ადმინისტრაციული საზღვრები.
2. თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციული საზღვრები დგინდება თვითმმართველ ერთეულში შემავალი დასახლებების ამ კანონის ამოქმედების დროისათვის არსებული ადმინისტრაციული საზღვრების მიხედვით.
მუხლი 67. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებისათვის აუცილებელი სამართლებრივი ბაზის შექმნა
1. 2006 წლის 1 სექტემბრამდე მიღებულ იქნეს:
ა) საქართველოს კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ”;
ბ) საქართველოს კანონი „თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ”;
გ) საქართველოს კანონი, რომელიც გაითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში საზოგადოების პირდაპირი მონაწილეობის ფორმებს.
2. ამ კანონის მიღებიდან 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების ჩატარებამდე უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს კანონმდებლობის ამ კანონთან შესაბამისობა.
თავი XV
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 68. კანონის ამოქმედება
1. ეს კანონი, გარდა 64-ე-67-ე მუხლებისა, ამოქმედდეს 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან.
2. ამ კანონის 64-ე-67-ე მუხლები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
თბილისი, 2005 წლის 16 დეკემბერი.
2304 - რს