ევროპის სამეზობლო პოლიტიკა (სამოქმედო გეგმა ევროკავშირი-საქართველო)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ეკლუნდი პეერ
თემატური კატალოგი საერთაშორისო ორგანიზაციები
საავტორო უფლებები: © ევროკომისიის წარმომადგენლობა
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: ევროკომისიის დელეგაცია საქართველოში საქართველო, თბილისი 0102, ნინო ჩხეიძის ქ. №38, ტელ: (995 32) 94 37 63; 94 37 68 e-mail: DELEGATION-GEORGIA@ec.europa.eu www.delgeo.ec.europa.eu



1 * * *

▲ზევით დაბრუნება


ევროკავშირის ისტორიულმა გაფართოებამ საშუალება მისცა სახელმწიფოთა ამ დიდ გაერთიანებას, გადაედგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების და სტაბილურობის ხელშეწყობის საქმეში. ევროკავშირი ცდილობს არ დაუშვას ახალი გამყოფი ზოლების წარმოქმნა ევროპაში და ხელს უწყობს სტაბილურობის და კეთილდღეობის გავრცელებას როგორც, ახალი საზღვრით შემოფარგლულ ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.

2003 წლის მარტში ევროკავშირმა წარმოადგინა დოკუმენტი ,,გაფართოებული ევროპა - მეზობლობა: ახალი ჩარჩო აღმოსავლეთით და სამხრეთით მდებარე ჩვენს მეზობლებთან ურთიერთობისათვის,“ რომელიც ევროკავშირის საბჭომ მოიწონა და მიიჩნია სასურველ პლატფორმად პოლიტიკური მიმართულების განსაზღვრისათვის ახალ მეზობლებთან ურთიერთობაში. საბჭომ სთხოვა ევროკომისიას, წარმოედგინა წინადადებები სამოქმედო გეგმების შესამუშავებლად უკრაინისათვის, მოლდოვისათვის და სამხრეთი ხმელთაშუაზღვისპირეთის იმ პარტნიორი ქვეყნებისათვის, რომლებთანაც ევროკავშირს ასოცირების შეთანხმებები აქვს.

2004 წლის 14 ივნისს ევროკავშირის საბჭომ მოიწონა ევროკომისიის მიერ შემუშავებული „ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სტრატეგია,“ რომლის საფუძველზე მოხდა სამხრეთი კავკასიის სამი ქვეყნის ჩართვა „ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში.” საბჭომ თხოვნით მიმართა ევროკომისიას, ხოლო პოლიტიკური თანამშრომლობის და საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე - გენერალურ მდივანს/უმაღლეს წარმომადგენელს ხავიერ სოლანას - წარმოედგინათ ანგარიშები თითოეული ქვეყნის მიერ პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების პროცესში მიღწეული წარმატებების შესახებ.

2005 წლის მარტში ევროკომისიამ წარმოადგინა ანგარიშები აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს შესახებ, სადაც რეკომენდაცია გაუწია მოლაპარაკებების დაწყებას ამ ქვეყნებისათვის სამოქმედო გეგმების შემუშავების მიზნით. 2005 წლის 16-17 ივნისს ევროკავშირის საბჭო მიესალმა გადაწყვეტილებას, რომელიც ითვალისწინებდა სამოქმედო გეგმების შემუშავებას ამ ქვეყნებისათვის.

ევროკომისიამ, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანასა და ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების უმაღლეს წარმომადგენელთან კონსულტირების გზით, გამართა წინასწარი მოლაპარაკებები საქართველოსთან, რომელთა შედეგად მხარეები შეთანხმდნენ სამოქმედო გეგმაზე.

წინამდებარე სამოქმედო გეგმა ხუთწლიანია. მისი განხორციელება დაეხმარება ,,პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების“ დებულებების განხორციელებას და წვლილს შეიტანს საქართველოსთან სულ უფრო მზარდი ურთიერთობების განვითარებაში, რაც ეკონომიკური ინტეგრაციის უფრო მნიშვნელოვან ხარისხს და უფრო ღრმა პოლიტიკურ თანამშრომლობას გულისხმობს. სამოქმედო გეგმის განხორციელება მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოს თავისი კანონმდებლობის ევროკავშირის ნორმებთან და სტანდარტებთან დაახლოების საქმეში.

სამოქმედო გეგმა საქართველოსათვის ძალაში შევიდა 2006 წლის 14 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ის საქართველოს და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის საბჭომ მოიწონა.

2 1. შესავალი

▲ზევით დაბრუნება


2004 წლის 1 მაისს მომხდარმა ევროკავშირის გაფართოებამ, რომელიც პოლიტიკური, გეორგაფიული თუ ეკონომიკური თვალსაზრისით ისტორიულ ნაბიჯადაა მიჩნეული, კიდევ უფრო გააღრმავა პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება ევროკავშირსა და საქართველოს შორის. გაფართოების შედეგად ევროკავშირს და საქართველოს მიეცათ შესაძლებლობა უფრო მჭიდრო ურთიერთობისა, რომელიც სცილება თანამშრომლობის ფარგლებს და მნიშვნელოვან ეკონომიკურ ინტეგრირებასა და მჭიდრო პოლიტიკურ ურთიერთობას გულისხმობს. ევროკავშირი და საქართველოს მზად არიან გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და გაააქტიურონ სტაბილურობის, უსაფრთხოების და კეთილდღეობის დამკვიდრებაზე მიმართული თანამშრომლობა. ამგვარი დამოკიდებულება დაფუძნებულია მხარეთა შორის პარტნიორობაზე, საქმიანობაში ერთობლივ მონაწილეობასა და ევროკავშირის მხრიდან ყოველი პარტნიორი ქვეყნისადმი განსხვავებულ მიდგომაზე.

ევროკავშირის მიერ შემუშავებულ „ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში“ დასახულია შორს მიმავალი მიზნები, რომლებიც ეფუძნება საერთო ღირებულებების ერთგულებას და პოლიტიკური, ეკონომიკური და ინსტიტუციური რეფორმების ეფექტიან განხორციელებას. ევროკავშირი სთავაზობს საქართველოს ინტენსიურ თანამშრომლობას პოლიტიკის და უსაფრთხოების, ეკონომიკის და კულტურის საკითხებში; აქტიურ რეგიონულ და საზღვრისპირა თანამშრომლობას და პასუხისმგებლობის გაზიარებას კონფლიქტების თავიდან აცილებისა და მათი მოგვარების საკითხებში.

ევროკავშირი ითვალისწინებს საქართველოს აშკარა სწრაფვას ევროპისაკენ. ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მზადყოფნას, გააღრმავოს თანამშრომლობა ყველა იმ სფეროში, რომელიც სამოქმედო გეგმაშია ასახული. ევროკავშირთან თანამშრომლობის ხარისხი დამოკიდებული იქნება საერთო ღირებულებების ერთგულებაზე საქართველოს მხრიდან და ქვეყნის უნარზე, განახორციელოს ევროკავშირთან ერთად დასახული პრიორიტეტები საერთაშორისო და ევროპული ნორმების და პრინციპების შესაბამისად. ამ ურთიერთობების განვითარების ტემპი მთლიანად იქნება დამოკიდებული საქართველოს მონდომებასა და იმ კონკრეტულ წარმატებებზე, რომლებსაც ქვეყანა აღებული ვალდებულებების განხორციელების პროცესში მიაღწევს.

სამოქმედო გეგმა პირველი ნაბიჯია ამ პროცესში. ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმა პოლიტიკური დოკუმენტია, რომელიც ადგენს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის სტრატეგიულ მიზნებს. გეგმა ხუთ წელზეა გათვლილი. სამოქმედო გეგმა დაეხმარება „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების“ დებულებების შესრულებას და კავშირების დამყარებას თანამშრომლობის ახალ სფეროებში; ის სტიმულს მისცემს და დაემხარება საქართველოს მიერ დასახული მიზნის - ევროკავშირის ეკონომიკურ და სოციალურ სტრუქტურებში შემდგომი ინტეგრირება - შესრულებას.

სამოქმედო გეგმის განხორციელება მნიშვნელოვნად დააჩქარებს საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის საკანონმდებლო ნორმებთან და სტანდარტებთან. სამოქმედო გეგმა შექმნის მტიცე საფუძველს შემდგომი ეკონომიკური ინტეგრირებისთვის. ინტეგრირებას საფუძვლად დაედება ეკონომიკასა და ვაჭრობასთან დაკავშირებული წესებისა და მოთხოვნების მიღება და მათი შესრულება, ვაჭრობის გააქტიურების, მეტი ინვესტიციების მოზიდვის და ზოგადი ზრდის მისაღწევად. სამოქმედო გეგმა დაეხმარება, აგრეთვე, ისეთი პოლიტიკის შემუშავებას და ისეთი ღონისძიებების გატარებას, რომლებიც ეკონომიკურ ზრდასა და სოციალურ სამართლიანობაზეა მიმართული და სიღარიბის დაძლევასა და გარემოს დაცვას ისახავენ მიზნად. ეს კი, თავის მხრივ, წვლილს შეიტანს ქვეყნის წინაშე მდგარი გრძელვადიანი ამოცანის შესრულებაში, რასაც მდგრადი განვითარება ჰქვია. საქართველო და ევროკავშირი მჭიდროდ ითანამშრომლებენ სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში.

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში თავისი მანდატის შესაბამისად დაეხმარება საქართველოს შესაბამის უწყებებს სამოქმედო გეგმის განხორციელებაში.

3 2. პარტნიორობის ახალი პერსპექტივები

▲ზევით დაბრუნება


„ევროპის სამეზობლო პოლიტიკა” ხელს უწყობს ახალი ტიპის საპარტნიორო ურთიერთობების შექმნას, კერძოდ:

  • იქმნება პერსპექტივა ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობიდან უფრო ღრმა ინტეგრაციაზე გადასვლისა, ევროკავშირის შიდა ბაზარზე უფრო აქტიურად დამკვიდრების საშუალებით; მოსალოდნელია, აგრეთვე, რომ საქართველოზე თანდათანობით გავრცელდება „ოთხი თავისუფლება” და შესაძლებელი გახდება საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა პოლიტიკასა თუ პროგრამაში;

  • პოლიტიკური დიალოგის მექანიზმების განვითარების საშუალებით გაიზრდება პოლიტიკური თანამშრომლობის მასშტაბი და ინტენსივობა;

  • ევროკავშირი კვლავაც მტკიცედ დაუჭერს მხარს საქართველოს შიდა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას მის ხელთ არსებული საშუალებების (ინსტრუმენტების) გამოყენებით, გაეროსა და ეუთოსთან აქტიური კონსულტირების საფუძველზე. ევროკავშირი მზადაა განიხილოს ამ საკითხში უფრო აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობები.

  • გაძლიერდება თანამშრომლობა სამართლის, თავისუფლების და უსაფრთხოების სფეროში, გასაკუთრებით საზღვრის მართვის და მიგრაციის საკითხებში.

  • შეიქმნება შესაძლებლობა უფრო მჭიდრო თანამშრომლობისა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში, ასევე „ევროპის უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის” სფეროში, განსაკუთრებით რეგიონული სტაბილურობის და კრიზისის მართვის კუთხით.

  • გაღრმავდება სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები; შეიქმნება შესაძლებლობა ეკონომიკური კანონმდებლობის დაახლოებისა; მხარეები ერთმანეთის მიმართ ეკონომიკურად უფრო გახსნილები გახდებიან; გააგრძელდება ვაჭრობაში არასატარიფო ბარიერების შემცირება, რაც ინვესტირებასა და ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს.

  • გაიზრდება თანამშრომლობის პერსპექტივა ენერგეტიკის, ტრანსპორტის და გარემოს დაცვის სფეროებში, რაც ენერგოუსაფრთხოებას და ევროკავშირში ენერგიის მიწოდების წყაროების დივერსიფიცირებას შეუწყობს ხელს.

  • სამხრეთ კავკასიასთან პარტნიორობის პარალელურად შეიქმნება პერსპექტივა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობისა შავი ზღვის რეგიონში, აგრეთვე მჭიდრო რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურებისა ბალტიის ზღვის, შავი ზღვის და კასპიის ზღვის რეგიონებს შორის.

  • შავ ზღვასთან დაკავშირებული საზღვაო საკითხების უკეთ მართვისათვის აუცილებელი კონკრეტული ინიციატივების შემუშავება და რეგიონის საზღვაო სოვრცის მართვის საკითხებში უფრო მეტედ კოორდინირებული მიდგომის ჩამოყალიბება.

  • გაზრდილი ფინანსური დახმარება საქართველოსათვის მოხმარდება წინამდებარე დოკუმენტში განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებას. ამ მიზნით ევროპის კომისია სთავაზობს საქართველოს ახალ „ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტს“ (ENPI), რომლის საშუალებით განხორციელდება ევროკავშირის ფინანსური დახმარების უმეტესი წილი; ის მოიცავს, აგრეთვე, საზღვრისპირა და ტრანსნაციონალურ თანამშრომლობას. ევროკომისია აპირებს გამოვიდეს ინიციატივით, რომელიც 2007 წლიდან „ევროპის საინვესტიციო ბანკის“ (EIB) მანდატის საქართველოზე გავრცელებას ითვალისწინებს.

  • შეიქმნება შესაძლებლობა საქართველოს თანდათანობით ჩართვისა ევროპის თანამეგობრობის ზოგიერთ ისეთ პროგრამაში, რომელიც ხელს უწყობს კავშირების დამყარებას კულტურულ, საგანმანათლებლო, გარემოს დაცვის და სამეცნიერო სფეროებში;

  • ევროკავშირის ნორმებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის მისაღწევად გაწეული იქნება ფინანსური და ტექნიკური დახმარება და დახმარება „დაძმობილების“ საშუალებით; შესაძლებელი იქნება მიზნობრივი კონსულტირება და დახმარების გაწევა კანონმდებლობის დაახლოების სფეროში ტექნიკური დახმარების და ინფორმაციის გაცვლის (TAIEX) მექანიზმის გამოყენებით;

  • Acquis - მოთხოვნების შესაბამისად, საფუძველი ჩაეყრება დიალოგს იმ საკითხებზე, რომლებიც შეეხება მოქალაქეთა გადაადგილებას ევროკავშირსა და საქართველოს შორის;

  • წინამდებარე სამოქმედო გეგმაში დასახული ამოცანების შესრულების და ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების შეფასების მიზნით, დროთა განმავლობაში განხილული იქნება შესაძლებლობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ახალი, უფრო მჭიდრო სახელშეკრულებო ურთიერთობების დამყარებისა.

4 3. სამოქმედო პრიორიტეტები

▲ზევით დაბრუნება


სამოქმედო გეგმაში დასახულია პრიორიტეტები, რომელთაგანაც ზოგიერთი „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაში” მოცემულ სფეროებს შეეხება. A გეგმაში მოცემულია ისეთი პრიორიტეტებიც, რომლებიც სცდება აღნიშნული შეთანხმების ფარგლებს. ამ პრიორიტეტთაგან ყველა თანაბრად მნიშვნელოვანია, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს შემდეგ სფეროებსა და კონტრეტულ ღონისძიებებს:

4.1 პრიორიტეტული სფერო 1:

▲ზევით დაბრუნება


კანონის უზენაესობის განმტკიცება სასამართლო სისტემისა (პენიტენციური სისტემის ჩათვლით) და სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმირების საშუალებით. ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური უფლებების დამცველი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება საქარველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად (შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ,” ეუთო, გაერო).

კონკრეტული ღონისძიებები:

  • მთელი სასამართლო სისტემის რეფორმირება ევროპული სტანდარტების შესაბამისად, განსაკუთრებით „ევროკავშირის კანონის უზენაესობის მისიის” მიერ შემუშავებული სისხლის სამართლის სისტემის რეფორმირების სტრატეგიის განხორციელების საშუალებით. რეფორმები შემდეგ ღონისძიებების განხორციელებას ითვალისწინებს:

  • ძალაუფლების მკაფიო გამიჯვნა, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს, პროკურატურის, პოლიციის და სამართალდამცავი ორგანოების დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლოების უზრუნველყოფა;

  • მოსამართლეთა, პროკურორთა, სასამართლო სისტემის მუშაკთა, იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის, პოლიციის და სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომელთა ტრეინინგის გაუმჯობესება, განსაკუთრებით ადამიანის უფლებების და სასამართლო სისტემაში შიდა თანამშრომლობის გაუმჯობესების საკითხებზე;

  • უფრო მეტად ხელმისაწვდომი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა ეფექტიანი სამართლებრივი დახმარების სისტემის შექმნის საშუალებით;

  • პენიტენციური და პრობაციის სამსახურების განვითარება;

  • სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების სისტემა;

  • ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიღება (2007 წლისათვის);

  • ადამიანის წამებისა და არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის ევროპული კომიტეტის რეკომენდაციების შესრულება, განსაკუთრებით დაკავების პირობების გაუმჯობესების კუთხით;

  • საჯარო სამსახურის რეფორმირების სტრატეგიის და სახელმწიფო სამსახურის შესახებ კანონმდებლობის შემუშავება, კარგი მმართველობის და გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის მიზნით;

  • ფუნქციონირებადი სამოქალაქო რეესტრის შექმნა (2009 წლის ბოლოსათვის);

  • საქართველოში ადგილობრივი (2006), საპარლამენტო (2008) და საპრეზიდენტო (2009) არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფა საერთაშორისო სტანდარტების, ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) და ევროპის საბჭოს რეკომენდაციების შესრულების გზით. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ამომრჩეველთა სანდო სიის შექმნას და ფუნქციონირებადი და გამჭვირვალე საარჩევნო კომიისიის ჩამოყალიბებას.

  • ადგილობრივი ხელისუფლების რეფორმირების სტრატეგიის და პროგრამის შემუშავების დასრულება და მისი განხორციელება (‚კანონი თვითმართველობის შესახებ”) ევროპის საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად;

  • გაეროს‚ წამების წინააღმეგ კონვენციის” ფაკულტატური ოქმის მოთხოვნების განხორციელება.

4.2 პრიორიტეტული სფერო 2

▲ზევით დაბრუნება


სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება გამჭვირვალე პრივატიზების პროცესის საშუალებით და კორუფციასთან ბრძოლის გაგრძელება.

კონკრეტული ღონისძიებები :

  • სპეციალური პროგრამის შემუშავება და მისი განხორციელება სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, კერძოდ, პირობების გაუმჯობესება ბიზნესის დასაწყებად, სამუშაოდ აყვანის და სამუშაოდან დათხოვნის, აგრეთვე, საკუთრების რეგისტრაციის წესების გასაუმჯობესებლად; კრედიტების მიღების, ინვესტორების დაცვის, კონტრაქტების შესრულების და ბიზნესის დასრულებისათვის უკეთესი პირობების შესაქმნელად;

  • ახალი საბაჟო კოდექსის მიღება (2006) და მისი განხორციელება ევროკავშირის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;

  • საბაჟო კოდექსის შესწორებულ ვარიანტში კოდექსის მოთხოვნების შესრულებისათვის აუცილებელი დებულებების მიღება და მათი განხორციელება, საბაჟო პროცედურების გამარტივების და მათი მიზნობრივი გამოყენებისათვის; აგრეთვე, საბაჟო ეთიკასთან დაკავშირებულის საკითხების ევროკავშირის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოგვარების მიზნით;

  • ვაჭრობის სფეროს მუშაკებისათვის იმპორტის და ექსპორტის წესებისა და პროცედურების შესახებ რეგულარული კონსულტირების/ინფორმირების მიღების მექანიზმის შექმნა;

  • საბაჟოს ხელმძღვანელობის საერთო ადმინისტრაციული პოტენციალის გაძლიერება, კერძოდ, უფრო გამჭვირვალე საბაჟო წესების და ტარიფების შემოღება, საბაჟო შეფასების წესების სწორი გამოყენება, რისკზე დაფუძნებული საბაჟო კონტროლის და განბაჟებისშემდგომი კონტროლის პრინციპების განხორციელება, აგრეთვე, საბაჟო ადმინისტრაციის უზრუნველყოფა შიდა და გარე ექსპერტიზის ლაბორატორიით და ადმინისტრაციის აღჭურვა სათანადო საინფორმაციო ტექნოლოგიებით.

  • საგადასახადო ადმინისტრაციის მოდერნიზების, გამარტივების და კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვის პროცესის გაგრძელება. ახალი საგადასახადო კოდექსის შეუფერხებლად შესრულების უზრუნველყოფა ყველა აუცილებელი ადმინისტრაციული სტრუქტურის და პროცედურის განსაზღვრის, ფისკალური კონტროლის სტრატეგიის, აუდიტის და კვლევის მეთოდების შემუშავების საშუალებით; აგრეთვე, გადასახადის გადამხდელებთან თანამშრომლობით და საგადასახადო მოთხოვნების შესრულებით;

  • ახლადმიღებული ქვეყნის ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელება 2009 წლისათვის; სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობა ამ სტრატეგიის განხორციელების მონიტორინგში. მიღწეული წარმატების და გავლენის რეგულარული შეფასება;

  • პრივატიზების პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, როგორც ქონების ჩამორთმევის შედეგად შემოსული, ისე პრივატიზებიდან მიღებული შემოსავლებთან მიმართებაში;

  • ადმინისტრაციული შესაძლებლობების შექმნა ლიცენზირების ეფექტიანი და გამჭვირვალე სისტემის ჩამოყალიბების მიზნით.

4.3 პრიორიტეტული სფერო 3

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკური განვითარების წახალისება, სიღარიბის შემცირებასა და სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფაზე მიმართული ძალისხმევის განმტკიცება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, გარემოს დაცვის ჩათვლით, ეკონომიკური კანონმდებლობის და ადმინისტრაციული წესების შემდგომი დაახლოება.

კონკრეტული ღონისძიებები:

  • მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება რაციონალური მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის, მათ შორის საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის გზით, სტრატეგიული დაგეგმვის შემდგომი გაუმჯობესება „ხარჯების საშუალოვადიანი დაგეგმვის სქემის” (Medium Term Expenditure Framework) გამოყენების მეშვეობით;

  • მთავრობის მიერ მომზადებული რეფორმის სტრატეგიის ამსახველი დოკუმენტის სისტემატური გადასინჯვა და შესწორება, ამასთან, სიღარიბის შემცირების საკითხისადმი განსაკუთრებული ყურადღების დათმობა;

  • რეფორმების გაგრძელება სახელმწიფო ფინანსების მართვის სფეროში, მათ შორის, ისეთი „ხარჯების საშუალოვადიანი დაგეგმვის სქემის” განხორციელების გზით, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება საქართველოს მთავრობის სტრატეგიასთან;

  • კვლევისა და ინოვაციების სფეროში ისეთი პოლიტიკის შემუშავება, რომელიც შეესაბამება საქართველოს მიზანს, უზრუნველყოს მდგრადი და თანაბარი ეკონომიკური განვითარება;

  • რეფორმების განმტკიცება სოციალური დახმარების და ჯანმრთელობის დაცვის სექტორებში, ეფექტიანი სამართლებრივი ბაზის და ეფექტიანი მენეჯმენტის სისტემების შექმნის ჩათვლით;

  • განათლების სფეროს რეფორმირებაზე მიმართული ძალისხმევის შემდგომი განმტკიცება ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობის მიზნით;

  • უმაღლესი განათლების სექტორის რეფორმირების მიზნით თანამშრომლობის განმტკიცება ბოლონიის პროცესის კონტექსტში;

  • ქართველი მეცნიერების, სტუდენტების და მკვლევარების/მეცნიერების მონაწილეობის გააქტიურება საერთაშორისო გაცვლის ისეთ პროგრამებში, როგორიცაა „ტემპუსი” (TEMPUS), „ერაზმუს მუნდუსი” (Erasmus Mundus), „მარი კიური” (Marie Curie), „ჟან მონე” (Jean Monnet), „ევროკავშირის ჩარჩო პროგრამები FP6; FP7” (European Community Framework Programmes FP6; FP7);

  • ცხოვრების მანძილზე სწავლისა და არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობის წახალისება, აგრეთვე, განათლების, მეცნიერების და ტრეინინგის სფეროში შემდგომი რეფორმების მხარდაჭერა, ადამიანური რესურსებისა და ადამიანური კაპიტალის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით;

  • საჯარო მოხელეებისათვის სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება (პირველ რიგში სამოქალაქო ინტეგრირების მიზნით);

  • მეცნიერების მართვის სისტემის რეფორმირება სათანადო საკანონმდებლო ბაზის, ისეთი ფინანსური მოდელის და მართვის საშუალებით, რაც დაფუძნებული იქნება სამეცნიერო მიღწევებზე, პოტენციალის ზრდასა და ერთობლივ ინიციატივებზე;

  • განათლების, საინფორმაციო და საკომუნიკაციო პროგრამებისა და ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა;

  • ადმინისტრაციული სტრუქტურების და პროცედურების გაძლიერება, რათა უზრუნველყოფილი იყოს გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხების სტრატეგიული დაგეგმვა და კოორდინირება შესაბამის სუბიექტებს შორის;

  • სტატისტიკური მონაცემების ხარისხის გაუმჯობესება;

  • ევროკავშირი და საქართველო ერთობლივად შეისწავლიან ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობებს, მხარეებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შესაძლო დადების ჩათვლით. ამ კონტექსტში ევროკომისია განახორციელებს შესაძლებლობათა კვლევას, რომელშიც განხილული იქნება, აგრეთვე, რეგიონული ვაჭრობის და ეკონომიკური ინტეგრირების ასპექტები;

  • თანამშრომლობა საკვების უვნებლობის სფეროში;

  • ეფექტიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფა, რათა საქართველოში შეიქმნას და განმტკიცდეს ტექნიკური რეგულირების, სტანდარტიზების, აკრედიტირების, მეტროლოგიის, შესაბამისობის შეფასების და ბაზარზე დაკვირვების (მეთვალყურეობის) თანამედროვე ინსტიტუციური სისტემა.

4.4 პრიორიტეტული სფერო 4

▲ზევით დაბრუნება


თანამშრომლობის განმტკიცება მართლმსაჯულების, თავისუფლების და უსაფრთხოების სფეროში, საზღვრის მართვის ჩათვლით,

კონკრეტული ღონისძიებები:

საზღვრის მართვა

  • საზღვრის მართვის სტრატეგიის შემუშავება სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან თანამშრომლობის გზით (განხორციელების ვადა - 2006 წელი) და საზღვრის საკითხებზე თანამშრომლობა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან არსებულ, თბილისში მოქმედ ჯგუფთან.

  • გაეროს ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციის და მიგრანტების უკანონო გადაყვანის და ადამიანების ტრეფიკინგის შესახებ მისი სამი ოქმის (‚პალერმოს ოქმები”) რატიფიცირება და განხორციელება; იარაღის უკანონო წარმოების და ვაჭრობის შესახებ გაეროს ოქმის ხელმოწერა, რატიფიცირება და განხორციელება;

  • საქართველოს მიერ საზღვრის მართვის რეფორმირებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულება (ბიუჯეტის გაზრდა, საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტეგრირება, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირება, განსაკუთრებით ადამიანური რესურსების და მენეჯმენტის კუთხით და ა. შ.);

  • ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაგრძელება საზღვრის მართვის საკითხებში;

  • ტერორიზმის და ორგანიზებული დანაშაულის, ტრეფიკინგის, იარაღით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე გრძელვადიანი დიალოგის წარმოება;

  • მიგრაციის მენეჯმენტი (რეადმისია, ვიზა, თავშესაფარი);

  • თანამშრომლობის განვითარება მიგრაციის და თავშესაფრის საკითხებზე:

  • დიალოგის წარმართვა ფიზიკურ პირთა გადაადგილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე რეადმისიის და ვიზების გაცემის შესახებ ინფორმაციის გაცვლის საკითხების ჩათვლით;

  • ზომების მიღება საქართველოში არსებული ლტოლვილთა სისტემის საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად; აგრეთვე, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაცვის ისეთი სისტემის შემუშავება, რომელიც თვითუზრუნველყოფაზეა ორიენტირებული და შესაბამისი პირების საზოგადოებაში ინტეგირების შესაძლებლობებს სთავაზობს;

4.5 პრიორიტეტული სფერო 5

▲ზევით დაბრუნება


რეგიონული თანამშრომლობის განმტკიცება

კონკრეტული ღონისძიებები:

  • შავი ზღვის რეგიონში, სამხრეთი კავკასიის ჩათვლით, თანამშრომლობის ინიციატივებში მონაწილეობის სტიმულირება, რომლებიც მოიცავს მაგალითად გარემოს დაცვის, განათლების, საზღვრების მართვის, ტრანსპორტის და საპარლამენტო სფეროებს;

  • თანამშრომლობის გაგრძელება ენერგეტიკის, ტრანსპორტის და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროებში ევროკავშირის/შავი ზღვის/კასპიის ზღვის აუზის სახელმწიფოთა და მეზობელი ქვეყნების ინიციატივის კონტექსტში;

  • შავი ზღვის რეგიონის, სამხრეთი კავკასიის ჩათვლით, ქვეყნების სამართალაღსრულების ინიციატივებში საქართველოს მონაწილეობის უზრუნველყოფა, მათ შორის ევროკომისიის მიერ დაფინასებული ისეთი რეგიონული ინიციატივებისა, როგორიცაა „სამხრეთი კავკასიის ანტინარკოტიკული პროგრამა” (SCAD);

  • „კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის” მხარდაჭერა ცენტრის წინაშე მდგარი ამოცანის შესრულების მიზნით, რაც გულისხმობს სამთავრობო და არასამთავრობო სუბიექტებს შორის თანამშრომლობის მხარდაჭერას და ცენტრის მუშაობაში მათი მონაწილეობის გააქტიურებას;

  • შავი ზღვის რეგიონში და შავი ზღვის, ბალტიის ზღვის და კასპიის ზღვის რეგიონებს შორის ორმხრივი და მრავალმხირივი თანამშრომლობის განმტკიცება;

  • შავი ზღვის სახელმწიფოებს შორის (სამხრეთი კავკასიის ქვეყნების ჩათვლით) ახალგაზრდობის გაცვლისა და თანამშრომლობის პროგრამებში მონაწილეობის გააქტიურება.

4.6 პრიორიტეტული სფერო 6

▲ზევით დაბრუნება


შიდა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების ხელშეწყობა

კონკრეტული ღონისძიებები:

  • აფხაზეთის (საქართველო) და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთი ოსეთი, საქართველო) კონფლიქტების მოგვარებაში მონაწილეობა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღიარების საფუძველზე და იმ საზღვრებში, რომლებიც საერთა შორისო თანამეგობრობის მიერაა აღიარებული;

  • ნდობის აღდგენაზე მიმართული ღონისძიებების გააქტიურება;

  • შემდგომი ეკონომიკური დახმარება, კონფლიქტის მოგვარების პროცესში მიღწეული წინსვლის გათვალისწინებით;

  • აქტიური წვლილის შეტანა, მათ შორის შესაბამის ფორუმში მონაწილეობის საშუალებით, დემილიტარიზაციის პროცესიის დაჩქარებასა და კონფლიქტის მოგვარებაში იმ „სამშვიდობო გეგმის” საფუძველზე, რომელიც 2005 წლის დეკემბერში ლიუბლიანაში გამართულმა ეუთოს მინისტრთა საბჭომ მოიწონა;

  • ევროკავშირი მიანიშნებს იმაზე, რომ მოლაპარაკების მექანიზმი უფრო ეფექტიანი უნდა გახდეს. „შერეული საკონტროლო კომისიის მუშაობა” უნდა შეფასდეს ყველა იმ ადრე მიღებული და შეუსრულებელი შეთანხმების სწრაფი შესრულების- განსაკუთრებით დემილიტარიზების დაწყების - საფუძველზე;

  • ევროკავშირი მიუთითებს, რომ აუცილებელია შედგეს აზრთა კონსტრუქციული გაცვლა ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთი (საქართველო) და აფხაზეთში (საქართველო) კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაში შესაძლო დამატებითი წვლილის შესახებ, ყველა დაინტერესებულ საერთაშორისო სუბიექტს შორის, ევროკავშირის და ეუთოს წევრი სახელმწიფოების ჩათვლით;

  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და საქართველოს შიდა კონფლიქტების მოგვარების საკითხის შეტანა ევროკავშირი-რუსეთის პოლიტიკური დიალოგის ფორმატში მიმდინარე შეხვედრების დღის წესრიგში.

4.7 პრიორიტეტული სფერო 7

▲ზევით დაბრუნება


თანამშრომლობა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში

  • ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განმტკიცება ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში, ევროპის უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის ჩათვლით;

  • საქართველოს შეიძლება მიეცეს საშუალება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეუერთდეს ევროკავშირის პოზიციას რეგიონული და საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით;

  • შესაძლებლობების განვითარება ევროკავშირსა და საქართველოს შორის უფრო აქტიური კონსულტაციების საწარმოებლად კრიზისის მართვის სფეროში.

4.8 პრიორიტეტული სფერო 8

▲ზევით დაბრუნება


ტრანსპორტი და ენერგეტიკა

საქართველოს სატრანსპორტო პოტენციალის, აგრეთვე, ევროკავშირის სატრანსპორტო და ენერგეტიკის ქსელებთან ურთიერთკავშირის გათვალისწინება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში ეფექტიანი თანამშრომლობა ევროკავშირსა და შავი ზღვისა და კასპიის ზღვის რეგიონების სახელმწიფოებს შორის „ბაქოს ინიციატივის” ფარგლებში;

ტრანსპორტი

  • თანამშრომლობა, რომელიც შეეხება ტრანსპორტის უსაფრთხოების, ურთიერთთავსებადობის, მრავალმოდალური მომსახურების ხელშეწყობის საკითხებს, აგრეთვე, სატვირთო გადაზიდვების ეფექტიანობა და საზღვრის გადაკვეთის პროცედურების გამარტივება, ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე „მაღალი დონის ჯგუფის” მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად;

  • ინტენსიური თანამშრომლობის განვითარება საქართველოს ტრანსევროპულ ქსელებში (TENS) თანდათანობითი ჩართვის უზრუნველსაყოფად ტრანსპორტის მაღალი დონის ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე;

  • საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის განვითარების ხელშეწყობა რეგიონული ინტეგრაციის გათვალისწინებით;

  • TRACECA-ს პროექტის შემდგომი ხელშეწყობა.

ენერგეტიკა

  • თანამშრომლობის გაგრძელება კასპიის ზღვის და შავი ზღვის რეგიონულ ენერგეტიკულ საკითხებზე (ნავთობი, გაზი და ელექტროენერგია) ევროკავშირი - შავი ზღვა - კასპიის ზღვის აუზის ენერგეტიკის მინისტრთა 2004 წლის ნოემბრის კონფერენციის შედეგების და პროგრამა „ინოგეიტის” (INOGATE) კონტექსტში;

  • რეგიონული ინტეგრაციის და ევროკავშირის ენერგეტიკულ ბაზარსა და სისტემაში თანდათანობითი ინტეგრაციის მიზნით, აგრეთვე, საქართველოს, როგორც ენერგომატარებლების სატრანზიტო ქვეყნის როლის გათვალისწინებით, ისეთი დივერსიფიცირებული ინფრასტრუქტურის შექმნის ხელშეწყობა, რომელიც კასპიის ენერგორესურსების განვითარებასა და ტრანზიტის გაუმჯობესებას მოემსახურება.

ზემოხსენებული პრიორიტეტების შესრულების მონიტორინგს განახორციელებენ ის სტრუქტურები, რომლებიც „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების” ფარგლებში შეიქმნა; ევროკომისია მოამზადებს შუალედურ ანგარიშს მიღწეული წარმატებების შესახებ. ამ ანგარიშის საფუძველზე ევროკავშირი, საქართველოსთან ერთად, განიხილავს სამოქმედო გეგმას და, საჭიროების შემახვევაში, მიიღებს გადაწვეტილებას მისი ადაპტირების შესახებ. ხუთწლიანი პერიოდის დასასრულისათვის ევროკომისია მოამზადებს მომდევნო ანგარიშს, რომლის საფუძველზე მიღებული იქნება გადაწყვეტილებები ორმხრივი ურთიერთობების განვითარების შემდგომი ნაბიჯების შესახებ, ახალი სახელშეკრულებო ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობის ჩათვლით.

5 4. ზოგადი მიზნები და საქმიანობა

▲ზევით დაბრუნება


ქვემოთ აღწერილი საქმიანობა, ხშირ შემთხვევაში, ზემოხსენებული კონკრეტული პრიორიტეტების პარალელურად ხორციელდება და ავსებს მათ.

5.1 4. პოლიტიკური დიალოგი და რეფორმა

▲ზევით დაბრუნება


4.1.1 დემოკრატია და კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის ინსტიტუტების მდგრადობის და ეფექტიანობის განმტკიცება

სასამართლო სისტემის რეფორმირება

  • საპროცესო გარიგების სისტემის შემდგომი გაუმჯობესება

  • სისხლის სამართლის სფეროში ეფექტიანი სტატისტიკის შემუშავება.

  • სამართლებრივი ექსპერტიზის შემდგომი განვითარების ხელშეწყობა

სახელმწიფო სამსახურის რეფორმა

  • სახელმწიფო ადმინისტრირების რეფორმის შემდგომი განვითარება და განხორციელება მისი მოდერნიზების, ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის მიზნით; უკვე მოქმედი ტრეინინგ-ცენტრების გაძლიერება; კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა

  • გაეროს კორუფციის შესახებ კონვენციასა და გაეროს ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის შესახებ კონვენციის (UNTOC) შესაბამის მუხლებთან მიერთება; ევროპის საბჭოს კორუფციის შესახებ სისხლის სამართლის კონვენციის რატიფიცირება, საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფა ზემოხსენებულ საერთაშორისო დოკუმენტებთან, კორუფციის შესახებ სამოქალაქო სამართლის კონვენციასთან და ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კონვენციასთან საერთაშორისო ბიზნესის სფეროში ტრანზაქციების განხორციელებისას უცხოელი საჯარო მოხელეების მიერ ქრთამის აღების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ;

  • სამართალდამცავ ორგანოებში (პოლიცია, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სტრუქტურა და სასამართლო) სპეციფიკური ანტიკორუფციული ღონისძიებების შემუშავება და მათი განხორციელება პროკურორებისა და მოსამართლეებისათვის „ეთიკის კოდექსის” შემუშავებისა და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 2001 წლის 19 სექტემბერს მიღებული „პოლიციის ეთიკის ევროპული კოდექსის” განხორციელების ჩათვლით;

  • „ევროპის საბჭოს კორუფციასთან მებრძოლი ქვეყნების ჯგუფის” (GRECO) მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებაში წინსვლის მიღწევა.

დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება

  • საქართველოს პარლამენტის გაძლიერება, განსაკუთრებით საპარლამენტო ზედამხედველობის ფუნქციის (უსაფრთხოების და თავდაცვის სექტორების ჩათვლით) შესრულება. მკაფიო წესების შემუშავება ლობირებასთან და ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით;

  • საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზების პროცესში სამართლებრივი ცოდნის და კანონმდებლობის სკრინინგის დონის ამაღლება;

  • უფრო ფართო პოლიტიკური პლურალიზმის ხელშეწყობა, რაც საქართველოში პოლიტიკური პარტიების როლისა და მათი ფუნქციონირების განმტკიცებას გულისხმობს;

ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემის უზრუნველყოფა

  • მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა. „მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის და „სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის” სრულყოფილად აღსრულების მხარდაჭერა;

  • პატიმრობის სფეროში სამართლებრივი ბაზისა და პრაქტიკის შემდგომი გაუმჯობესება, განსაკუთრებით წინასწარი პატიმრობის შემთხვევაში დაკავებულთა წამების და ცუდი მოპყრობის აღკვეთის მიზნით; წამების წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულება;

  • ეროვნულ უმცირესობათა ჯგუფების წარმომადგენელთა უფლებების პატივისცემა; „რეგიონული ან უმცირესობათა ენების ევროპული ქარტიის” ხელმოწერა და რატიფიცირება;

  • სამოქალაქო ინტეგრაციის სტრატეგიის შემუშავება და მისი განხორციელება, მონიტორინგის შესაბამისი მექანიზმების შექმნის ჩათვლით;

  • ● სახალხო დამცველის/ომბუდსმენის ინსტიტუტის როლის და მისი დამოუკიდებლობის გამტკიცება „პარიზის პრინციპების” შესაბამისად;

  • მოსახლეობის უსაფრთხოების პირობების შექმნაზე ორიენტირებული ძალისხმევის გაგრძელება, საკუთრების უფლების პატივისცემის ჩათვლით, განსაკუთრებით სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის საქართველოს მოქალაქეებით დასახლებულ რეგიონებში;

  • ძალისხმევის მიმართვა „ევროპის სოციალური ქარტიით” განსაზღვრული სტრანდარტების შესრულების უზრუნველსაყოფად: პროფესიული კავშირების ძირითადი უფლებების და შრომის ძირითადი სტანდარტების უზრუნველყოფა საქართველოს მიერ რატიფიცირებული „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის” (ILO) კონვენციების შესაბამისად.

  • საზოგადოებრივ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფისთვის მიმართული ძალისხმევის გაგრძელება.

  • წვევანდელების უფლებების დაცვის უზრუნველყოფა, მათ შორის შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო ზედამხედველობის და მონიტორინგის სისტემის შემოღება;

4.1.2 თანამშრომლობა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის, კონფლიქტების თავიდან აცილების და კრიზისების მართვის სფეროებში

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებზე პოლიტიკური დიალოგის და თანამშრომლობის განმტკიცება

  • რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე, აგრეთვე, „ევროპის უსაფრთხოების სტრატეგიის განხორციელების შესახებ” ევროკავშირსა და საქართველოს შორის, მათ შორის ევროპის საბჭოს, ეუთოს და გაეროს ჩარჩოებში., პოლიტიკური დიალოგის გაგრძელება და განვითარება

  • თანამშრომლობის განვითარება ევროკავშირის მიერ შემოღებული სანქციების შესრულებისას, იარაღზე ემბარგოს ჩათვლით;

  • აქტიური პოლიტიკური დიალოგის განვითარება და ინფორმაციის სისტემატური გაცვლა საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ, ევროპის უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის ჩათვლით;

  • „საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ შეთანხმების” ხელმოწერა და რატიფიცირება;

  • საერთაშორისო დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლა საერთაშორისო სამართლის მოთხოვნების შესაბამისად, „რომის სტატუტის” დაცვისათვის ჯეროვანი ყურადღების მიქცევის გზით.

თანამშრომლობის შემდგომი განვითარება საერთო საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში, მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის და იარაღის უკანონო ექსპორტის ჩათვლით

  • თანამშრომლობა მასობრივი განადგურების იარაღის, აგრეთვე, მათი გადატანის სა- შუალებების და ბალისტიკური რაკეტების გაუვრცელებლობის სფეროში, გაეროს უშიშროების საბჭოს 1540/04 რეზოლუციის განხორციელების ჩათვლით; თანამშრომლობა უნდა მიმდინარეობდეს არსებული საერთაშორისო ვალდებულებების დაცვისა და ეროვნულ დონეზე მათი განხორციელების გზით, ასევე სხვა შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტების და ექსპორტის კონტროლის რეჟიმების მიღებისა და განხორციელების ხელშეწყობის გზით.

  • ამ კონტექსტში გაგრძელდება ევროკავშირსა და საქართველოს შორის მიმდინარე დიალოგი იარაღის გაუვრცელებლობის სფეროში არსებული ერთობლივი პოლიტიკის ფარგლებში. გაღრმავდება არსებული თანამშრომლობა მკვლევარებს შორის, რომლის მიზანია მასობრივი განადგურების იარაღის შექმნაზე ადრე მომუშავე მეცნიერებისა და ინჟინრებისათვის დახმრების გაწევა, რათა მათ თავიანთი ნიჭი მიმართონ სამოქალაქო და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებულ საქმიანობაზე „საერთაშორისო მეცნიერების და ტექნოლოგიის ცენტრის” და „უკრაინის სამეცნიერო და ტექნოლოგიის ცენტრის” (ISTC/STCU) კონტექსტში.

  • თანამშრომლობის შემდგომი განვითარება მასობრივი განადგურების იარაღის დამზადებისათვის საჭირო მასალების უკანონო ტრანსპორტირების პრევენციისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში.

  • თანამშრომლობა ექსპორტის კონტროლის ეფექტიანი ეროვნული სისტემების შემუშავებაში, რომელიც ბოლომდე გააკონტროლებს მასობრივი განადგურების იარაღთან დაკავშირებული მასალების/საქონლის ექსპორტსა და ტრანზიტს, აგრეთვე, მასობრივი განადგურების იარაღთან დაკავშირებული ორმაგი დანიშნულების მასალების/საქონლის და ტექნოლოგიების გამოყენებას და შეიმუშავებს ეფექტიან სანქციებს ექსპორტის კონტროლის დარღვევისათვის;

  • საერთო კოორდინირების გაუმჯობესება მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის სფეროში, აგრეთვე, მასობრივი განადგურების იარაღთან დაკავშირებული იმ კონკრეტული საფრთხეების განსაზღვრა, რომლებიც ემუქრება რეგიონულ უსაფრთხოებას და ამ საფრთხეების თავიდან აცილებაზე მიმართულ თანამშრომლობას.

  • თანამშრომლობა ეუთოს იარაღისა და მსუბუქი შეიარაღების შესახებ (SALW) დოკუმენტში, ეუთოს „ჩვეულებრივი შეიარაღების მარაგის შესახებ” დოკუმენტში და ეუთოს „იარაღისა და მსუბუქი შეიარაღების საუკეთესო მაგალითების სახელმძღვანელოში” მოცემული დებულებების შესრულებისას;

  • საშინაო კანონმდებლობის გაუმჯობესება „ევროკავშირის იარაღის ექსპორტთან დაკავშირებული ქცევის კოდექსის” შესაბამისად;

  • სათანადო პირობების შექმნისთანავე, საქართველოს მიერთება 1997 წლის ოტავის კონვენციასთან ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენების, შენახვის, წარმოების და სხვისთვის გადაცემის აკრძალვისა და მათი განადგურების შესახებ.

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე მიმართული ძალისხმევისა და თანამშრომლობის განმტკიცება

  • ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაძლიერება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და ტერორიზმის თავიდან აცილების სფეროში;

  • თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ საერთაშორისო ბრძოლაში გაეროს როლის გაძლიერების მიზნით, გაეროს უშიშროების საბჭოს 1373/01, 1267/99, 1566/04, 1624/05 რეზოლუციების განხორციელების საშუალებით, აგრეთვე, გაეროს ყველა შესაბამისი კონვენციის, მათ შორის, გაეროს ‚ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ კონვენციის” შესრულების გზით.

  • ცამეტი ანტიტერორისტული კონვენციის დათქმის გარეშე ხელმოწერის, რატიფიცირების და უპირობოდ შესრულების ხელშეწყობა; თანამშრომლობა „ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში სრული კონვენციის” თაობაზე შეთანხმების მისაღწევად.

  • ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და საქართველოს შესაბამის სასამართლო და სამართალდამცავ ორგანოებს შორის ინფორმაციის გაცვლის სისტემის შექმნა;

  • ფულის გათეთრების წინააღმდეგ ფინანსური მოქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციებში მოცემული იმ სტრანდარტების შესრულება, რომლებიც ტერორისტების დაფინანსებას შეეხება;

  • ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ადამიანის უფლებების პატივისცემის უზრუნველყოფა.

4.1.3 რეგიონული თანამშრომლობა

რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივებში მონაწილეობა

  • შავი ზღვის რეგიონში, სამხრეთი კავკასიის ჩათვლით, თანამშრომლობის განმტკიცება და თანამშრომლობის ახალი სფეროების განვითარება, მათ შორის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული დახმარების იმ ინიციატივების საშუალებით, რომლებიც წინამდებარე სამოქმედო გეგმის შესაბამის თავებშია აღწერილი, მაგალითად, გარემოს დაცვა, განათლება და მეცნიერება, საზღვრის მართვა, საპარლამენტო საქმიანობა;

  • რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების პროცესის ხელშეწყობა: ორმხრივი ხელშეკრულების მიღება/განხორციელება; კონფლიქტების მოგვარებაში თანამშრომლობა; საზღვრების დელიმიტირება და თანამშრომლობა საზღვრის მართვის საკითხებში; სტაბილური ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობა.

  • „სამხრეთი კავკასიის საპარლამენტო ინიციატივაში” მონაწილეობის გაგრძელება სამხრეთი კავკასიის სრული საპარლამენტო პროცესის ფორმირების მიზნით.

5.2 4.2 თანამშრომლობა საქართველოს საშინაო კონფლიქტების მოგვარების სფეროში

▲ზევით დაბრუნება


ცხინვალის რეგიონში (სამხრეთი ოსეთი, საქართველო) არსებული კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე მიმართული მდგრადი ღონისძიებების მხარდაჭერა

  • ევროკავშირსა და საქართველოს შორის მიმდინარე პოლიტიკური დიალოგის გააქტიურება და წვლილის შეტანა ცხინვალის რეგიონში (სამხრეთი ოსეთი, საქართველო) საშინაო კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის გათვალისწინებით;

  • დემილიტარიზაციის შესახებ შეთანხმებების შესრულება და შერეული საკონსტროლო კომისიის (JCC) მუშაობის გააქტიურება;

  • ნდობის აღდგენაზე მიმართულ ძალისხმევის გაძლიერება საქართველოს მხრიდან;

  • კონფლიქტის მოგვარებაზე მიმართულ საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების აქტიურად ჩართვის მხარდაჭერა;

  • კონფლიქტის მოგვარების პროცესში მიღწეული წინსვლის გათვალისწინებით, ევროკავშირის მიერ წვლილის შეტანა ნდობის აღდგენისა და ეკონომიკური დახმარების პროცესში;

  • კონფლიქტების მოგვარების სფეროში სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის როლის (მისი მანდატის ფარგლებში) გაფართოება;

  • ევროკავშირის მიერ მხარდაჭერის გაძლიერება ეუთოს ძალისხმევისა და მუშაობისათვის ერთობლივი საკონტროლო კომისიის ფარგლებში, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების მხარდაჭერის ჩათვლით;

  • ცხინვალის რეგიონის (სამხრეთი ოსეთი, საქართველო) შიდა კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებული საკითხების ჩართვა ევროკავშირსა და რუსეთს შორის პოლიტიკური დიალოგის დღის წესრიში;

აფხაზეთში (საქართველო) არსებული კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე მიმართული მდგრადი ღონისძიებების ხელშეწყობა

  • საქართველოს და ევროკავშირს შორის მიმდინარე პოლიტიკური დიალოგის განმტკიცება და წვლილის შეტანა აფხაზეთის (საქართველო) კონფლიქტის მოგვარებაში, საქართველოს სუვერენიტეტის და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული ტერიტორიული საზღვრების ფარგლებში მისი მთლიანობის პატივისცემის გათვალისწინებით;

  • ნდობის აღდგენაზე მიმართული ძალისხმევის გაძლიერება საქართველოს მხრიდან;

  • ევროკავშირის მხრიდან გაეროს უფრო ინტენსიური მხარდაჭერა ჟენევის პროცესის ფარგლებში;

  • ევროკავშირის მიერ ნდობის აღდგენასა და ეკონომიკურ დახმარებაზე მიმართული შემდგომი ღონისძიებების განხილვა იმ წინსვლის გათვალისწინებით, რომელიც კონფლიქტის მოგვარების პროცესში იქნა მიღწეული;

  • კონფლიქტის მოგვარებაზე მიმართულ საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების აქტიურად ჩართვის მხარდაჭერა;

  • აფხაზეთის (საქართველო) საშინაო კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებული საკითხების ჩართვა ევროკავშირსა და რუსეთს შორის პოლიტიკური დიალოგის დღის წესრიგში;

  • ევროკავშირის მიერ გაეროს და ეუთოს მხარდაჭერის განმტკიცება, რათა მათ განახორციელონ თავიანთი მანდატით განსაზღვრული საქმიანობა, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროს ჩათვლით;

5.3 4.3 თანამშრომლობა სამართლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროებში

▲ზევით დაბრუნება


დიალოგისა და თანამშრომლობის განმტკიცება სამართლის, თავისუფლების და უსაფრთხოების საკითხებზე

  • „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების” ფარგლებში სამართლის, თავისუფლების და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ქვეკომიტეტის შექმნა.

4.3.1 თანამშრომლობა საზღვრის მართვის სფეროში

საზღვრის მართვის ეფექტიანი და ყოვლისმომცველი სისტემის შექმნა

  • საზღვის მართვაში მონაწილე სახელმწიფო სტრუქტურებს შორის უწყებათაშორისი თანამშრომლობის განმტკიცება, აგრეთვე, მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობა საზღვრების დელიმიტაციის, დემარკაციის და კონტროლის საკითხებში. საზღვრის მართვის სფეროში არსებული და სამომავლო მრავალმხრივი და ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებისა და ოქმების სრული შესრულება.

  • საქართველოს შესაბამისი უწყებებისათვის განათლებისა და ტრენინგის ფართომასშტაბიანი სტრატეგიიის შემუშავება საზღვრის მართვის საკითხებზე, შენგენის წესების და სტანდარტების უკეთ გაცნობისა და შესწავლის ჩათვლით;

  • საქართველოს შესაბამისი ორგანოების (პოლიცია, სახელმწიფო საზღვრის დაცვის უწყება, საბაჟო) ეფექტიანობის ამაღლება თანამედროვე ტექნიკის, შესაბამისი ინფრასტრუქტურის, შენობების და ტრეინინგის უზრუნველყოფით, რათა გაიზარდოს საქართველოს საზღვრების უსაფრთხოება და სასაზღვრო გამშვები პუნქტების ეფექტიანობა;

  • საზღვრის მართვის ინტეგრირებული სისტემისათვის სტრატეგიის შემუშავება და მისი განხორციელება (განხორციელების ვადა - 2007 წელი) ;

  • სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან არსებულ, თბილისში მოქმედ ჯგუფთან თანამშრომლობის გაგრძელება სხავდასხვა საკითხზე, მათ შორის, სტანდარტულ სამუშაო პროცედურებთან (SOPS) დაკავშირებულ საკითხებზე;

ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გააქტიურება საქართველოს, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და მეზობელ ქვეყნებს შორის

  • „საზღვრის მართვის პროგრამა ცენტრალური აზიისათვის” (BOMCA) ტიპის ტექნიკური დახმარების პროგრამის შემუშავება სამხრეთი კავკასიის რეგიონისათვის, შესაბამის სამართალდამცავ უწყებებს შორის (სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური, პოლიცია, მიგრაციის სამსახური და საბაჟო) რეგიონული თანამშრომლობის განვითარების მიზნით.

  • ორგანიზებული დანაშაულისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში, აგრეთვე, რადიოაქტიული ნივთიერებების წყაროებისა და ნებისმიერი სხვა რადიოაქტიული ნივთიერებების წინააღმდეგ ბრძოლის გრძელვადიანი თანამშრომლობის სტრატეგიის შემუშავება.

4.3.2 მიგრაციის საკითხები (ლეგალური, არალეგალური, რეადმისია (უკან დაბრუნება), ვიზა და თავშესაფარი)

მიგრაციის საკითხებზე თანამშრომლობის განვითარება

  • მიგრაციის და თავშესაფრის საკითხებზე თანამიმდევრული, სრული და დაბალანსებული ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელება;

  • მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნა მიგრაციის ნაკადების მონიტორინგის მიზნით;

  • მიგრაციის საკითხებზე მომუშავე შესაბამის ეროვნულ უწყებებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება; ინფორმაციის გაცვლა და შესაძლო თანამშრომლობა ტრანზიტული მიგრაციის საკითხებში;

  • იმიგრაციის და თავშესაფრის საკითხებზე ტრეინინგის მხარდაჭერა;

  • თანამეგობრობის არსებული პროგრამებიდან - „ენეას” - (AENEAS) და მის შემდგომ შემუშავებული პროგრამის ჩათვლით - მაქსიმალური სარგებლის მიღება თავშესაფრის და მიგრაციის სფეროში გატარებული ღონისძიებების მხარდაჭერის მიზნით;

ინტენსიური დიალოგის გამართვა მიგრაციის საკითხებზე, მათ შორის არალეგალური მიგრაციის პრევენციისა და კონტროლის და საკუთარ მოქალაქეთა, მოქალაქეობის არმქონე პირთა და მესამე ქვეყნების მოქალაქეთა რეადმისიის საკითხებზე.

  • მიგრაციის და თავშესაფრის საკითხებზე (ქვეყანაში შესვალა და დარჩენა, ინტეგრირება, „იუროდაკ”-ის (Eurodac) სისტემა, დროებითი დაცვა, თავშესაფრის მაძიებელთა მიღების პირობები, არალეგალურ მიგრატთა დაკავება), აგრეთვე, და არალეგალურ მიგრაციაზე ინფორმაციის გაცვლა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება;

  • არალეგალური მიგრაციის პრევენციის და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე დიალოგის და თანამშრომლობის განმტკიცება, რამაც შესაძლოა შედეგად მოიტანოს ევროკავშირსა და საქართველოს შორის რეადმისიის შესახებ სამომავლო შეთანხმების დადება; აგრეთვე, ამ ტიპის შეთანხმების პრაქტიკულ გამოყენებასთან დაკავშირებული გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება;

  • თანამშრომლობა დაბრუნებულ თავშესაფარის მაძიებელთა და არალეგალურ მიგრანტთა რეინტეგრირების საკითხებში; ლტოლვილებისათვის შესაძლო დახმარების გაწევა;

  • მიგრაციის პროცესების მართვის მიზნით თანამშრომლობის განვითარება საერთაშორისო ორგანიზაციებს და მიგრაციის წარმოშობის, ტრანზიტის და მიგრაციის ობიექტი ქვეყნების შესაბამის უწყებებს შორის.

ლტოლვილთა საკითხების ეროვნული სისტემის მოდერნიზირება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; აგრეთვე, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაცვის ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც იქნება მდგრადი და შესაბამის პირებს ინტეგრირების შესაძლებლობების შესთავაზებს

  • ჟენევის 1951 წლის კონვენციისა და 1967 წლის ოქმის პრინციპების განხორციელება; თავშესაფრისა და ლტოლვილთა საკითხების შესახებ არსებული ეროვნული კანონმდებლობის გაუმჯობესება საერთაშორისო და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად; თავშესაფრის შესახებ განაცხადების განხილვისას სტანდარტული პროცედურების გამოყენება ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს და იძულებით გადაადგილებულ პირთა დეპარტამენტის შესაძლებობების გაზრდა;

  • იძულებით გადაადგილებულ პირთა დაცვის გაუმჯობესება და მათი დახმარება. იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრირების ხელშეწყობა იქ, სადაც ისინი ამჟამად ცხოვრობენ, მაგალითად, თავშესაფრების რეაბილიტირება, დახმარების გაწევა მათთვის პროფესიული უნარ-ჩვევების გადაცემის საქმეში, დასაქმების შესაძლებლობების შექმნა;

ფიზიკურ პირთა გადაადგილების ხელშეწყობა

  • ინფორმაციის გაცვლა სავიზო საკითხებზე;

  • თანამშრომლობა სამგზავრო დოკუმენტებისა და ვიზის უსაფრთხოების გაუმჯობესების საკითხებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;

  • ინტენსიური დიალოგის წარმართვა მიგრაციის საკითხებზე, მათ შორის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: i)არალეგალური მიგრაციის პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლა; ii) საკუთარ მოქალაქეთა, მოქალაქეობის არმქონე პირების და მესამე ქვეყნების მოქალაქეების დაბრუნება (რეადმისია); iii) სავიზო საკითხები.

4.3.3 ორგანიზებული დანაშაულის, ადამიანთა ტრეფიკინგის, ნარკოტიკების და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა

ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევის და თანამშრომლობის განმტკიცება

  • ადამიანთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის „ეროვნული სამოქმედო გეგმის” განხორციელების გაგრძელება;

  • იარაღის უკანონო წარმოებისა და იარაღით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ გაეროს კონვენციის ოქმის ხელმოწერა და რატიფიცირება;

  • ევროკავშირის სამართალდამცავ უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ახალი ტიპის დანაშაულის სფეროში, მაგ. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული დანაშაული, განსაკუთრებით ბავშვთა პორნოგრაფია.

ადამიანთა ტრეფიკინგის, კერძოდ ქალთა და ბავშვთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება (აგრეთვე, ამ ტიპის ტრეფიკინგის მსხვერპლთა ინტეგრირებაზე მიმართული ღონისძიებები) და ბრძოლა არალეგალური მიგრანტების გადაყვანის წინააღმდეგ

  • ადამიანთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ეუთოს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება (მიღებულია მაასტრიხტში, 2003 წლის დეკემბერში, თავი III, IV და V) და შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების (ეუთო, გაერო) ფარგლებში თანამშრომლობის განმტკიცება;

  • შესაბამის სამართალდამცავ უწყებებს (პოლიცია, მესაზღვრეები, საბაჟო და სასამართლო) შორის რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობა;

  • მსხვერპლთა დაცვის, მათი დახმარებისა და რეაბილიტაციის მექანიზმების შემუშავება

ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის შემდგომი გაძლიერება, სხვადასხვა სახეობის პრეკურსორების ჩათვლით; ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა, განსაკუთრებით ნარკომანთა რეაბილიტაციის და პრევენციული ღონისძიებების განხორციელების საშუალებით;

  • ნარკოტიკებითა და ფსიქოტროპული ნივთიერებებით უკანონო ვაჭრობის შესახებ გაეროს 1988 წლის კონვენციის დებულებების შემდგომი განხორციელება;

  • ეროვნული კანონმდებლობის გაძლიერება და ანტინარკოტიკული სტრატეგიის შემუშავება, რომელიც ნარკოტიკების მიწოდებისა და მათზე მოთხოვნის საკითხებს, აგრეთვე, პრევენციულ პროგრამებსა და ნარკომანთა მკურნალობის პროგრამებს მოიცავს; შესაბამისი სამართალდამცავი უწყებების შესაძლებლობების განვითარება;

  • შავი ზღვისპირეთის და კასპიის ზღვისპირეთის მეზობელ ქვეყნებს შორის სტრატეგიული და ოპერატიული თანამშრომლობის განმტკიცება ავღანეთიდან მოწოდებული ნარკოტიკების უკეთ აღმოჩენის მიზნით.

ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლაზე მიმართული ძალისხმევისა და თანამშრომლობის განმტკიცება

  • ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ 2004 წელს ძალაში შესული კანონის სრულად განხორციელება, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის (FMS) და ფულის გათეთრების სისხლის სამართლებრივი დევნის ეროვნული სტრუქტურის ეფექტიანი ფუნქციონირების ჩათვლით; საჭიროების შემთხვევაში კანონმდებლობაში შესწორების შეტანა, რათა ის სრულად შეესაბამებოდეს ევროპულ და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ფინანსური მოქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) სტანდარტებს;

  • თანამშრომლობის განმტკიცება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, ცენტრალურ ბანკს, ფინანსურ ინსტიტუტებს, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს - საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF), მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) - და სამართალდამცავ უწყებებს შორის;

  • ფულის გათეთრების, დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მოპოვებული შემოსავლების მოძიების, ამოღების და კონფისკაციის შესახებ ევროპის საბჭოს 1990 წლის კონვენციის განხორციელება, აგრეთვე, ფულის გათეთრების, დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მოპოვებული შემოსავლების მოძიების, ამოღების და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ ახალი, 2005 წლის კონვენციის ხელმოწერა, რომელიც პირველი კონვენციის ბუნებრივ გაგრძელებას წარმოადგენს; ფულის გათეთრების საკითხებზე მომუშავე ევროპული სტრუტურების და საქართველოში არსებული სისტემის შესახებ ინფორმაციის გაცვლა, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის მოთხოვნების გათვალისწინებით;

  • საეჭვო გარიგებების შესახებ არსებული უწყებათაშორისი მონაცემთა ბანკის გამდიდრება და დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მოპოვებული შემოსავლების გაყინვისა და კონფისკაციის სათანადო მექანიზმის შექმნა;

  • ფულის გათეთრების წინააღმდეგ ეფექტიანი სანქციების გამოყენების ხელშეწყობა;

  • ტრეინინგის პროგრამების შემუშავება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლების, მოსამართლეების, პროკურორებისა და სხვა შესაბამისი მუშაკებისათვის;

  • სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის გააქტიურება და ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობა; თანამშრომლობის განმტკიცება საქართველოსა და ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის, როგორიცაა „მანივალი” (Moneyval), FATF-ის ტიპის დაწესებულებები - ეგმონტის ჯგუფი და ევრაზიის ჯგუფი - და სხვა შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტები, აგრეთვე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სათანადო სამსახურებთან და ევროპის სხვა სპეციალიზებულ დაწესებულებებთან.

4.3.4 თანამშრომლობა პოლიციისა და სასამართლოს სფეროში

სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობის განმტკიცება საერთაშორისო და რეგიონულ დონეზე

  • სისხლის სამართლისა და სამოქალაქო სამართლის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ შესაბამისი საერთაშორისო კონვენციების სრულად განხორციელება, კერძოდ, სისხლის სამართლის საქმეებში ურთიერთდახმარების შესახებ ევროპული კონვენციის მეორე ოქმის ხელმოწერა, რატიფიცირება და განხორციელება; ბავშვთა მოტაცების შესახებ ჰააგის 1980 წლის კონვენციის სრულად განხორციელება; უწყებათაშორისი და საერთაშორისო თანამშრომლობის გაუმჯობესება, კერძოდ, სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის განმტკიცება მეზობელ სახელმწიფოებთან შავი ზღვისა და კასპიის ზღვის რეგიონებში.

თანამშრომლობის შემდგომი განვითარება საქართველოსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სასამართლო და სამართალდამცავ ორგანოებს შორის

  • ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სასამართლო და სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად საკონტაქტო ჯგუფების ქსელის შექმნა თანამშრომლობის განვითარებისა და ინფორმაციის გაცვლის მიზნით;

  • სასამართლოს სფეროში თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის გაზიარება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის;

  • თანამშრომლობის განვითარება საქართველოს სამართალდამცავ უწყებებსა და ევროკავშირის საპოლიციო მისიას (EUROPOL) შორის EUROPOL-ის კონვენციისა და შესაბამისი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად;

  • პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ ევროპის საბჭოს 1981 წლის კონვენციის განხორციელება

5.4 4.4. ეკონომიკური და სოციალური რეფორმები, სიღარიბის შემცირება და მდგრადი განვითარება

▲ზევით დაბრუნება


რაციონალური მაკროეკონომიკური პოლიტიკის გატარება საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობით

  • მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება რაციონალური მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის მეშვეობით; საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა; კაპიტალური დანახარჯების სტრატეგიული დაგეგმვის შემდგომი გაუმჯობესება;

  • გადასახადების აკრეფის გაუმჯობესება მთავრობის პრიორიტეტების დასაფინანსებლად მდგრადი საშემოსავლო ბაზის შექმნის მიზნით;

  • კვაზი-ფისკალური დანაკარგების შემცირება და ენერგეტიკის სექტორში მემკვიდრეობით მიღებული ვალების საკითხის მოგვარება.

ზომების მიღება სიღარიბის დონის შესამცირებლად

  • სიღარიბის შემცირებაზე ორიენტირებული ეფექტიანიღონისძიებების გატარება, რომელთა მიზანია სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ პირთა რაოდენობის შემცირება და სოციალური თანასწორობის გაუმჯობესება; აგრეთვე, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებისა და სხვა სოციალური სამსახურების მდგრადობისა და მათი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.

  • სოციალური უზრუნველყოფის სისტემის შემდგომი რეფორმირება, კერძოდ, სოციალური დაცვის და სოციალური დახმარების ღონისძიებების მიზნობრიობისა და მათი ეფექტიანობის გაუმჯობესების კუთხით; ბავშვებზე ზრუნვის გათვალისწინებით;

  • განათლებისა და ჯანდაცვის სექტორებში რეფორმების გაგრძელება და რეფორმირებული (ყოფილი საბიუჯეტო) ორგანიზაციების გამჭვირვალეობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა;

  • მომსახურების მიწოდების სფეროს მონიტორინგის ეფექტიანად განხორციელება.

სასოფლო-სამეურნეო წარმოების და სოფლად განვითარების ზრდა

  • 2006-2009 წლების სოფლის მეურნეობის განვითარების ისეთი სტრატეგიის მიღება და განხორციელება, რომელიც ხელს უწყობს: i) მიწის პრივატიზაციისა და მიწის ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესის დასრულებისათვის საჭირო სტრუქტურულ, ინსტიტუციურ, სამართლებრივ და ადმინისტრაციული დახმარების განხორციელებას; ii) სასოფლოსამეურნეო საქმიანობის დივერსიფიცირებას, სასოფლო ტურიზმის განვითარების ჩათვლით;

  • ხარისხიანი წარმოების (ტრადიციული პროდუქტები, ორგანული პროდუქტები, გეოგრაფიული მაჩვენებლები და სხვა) განვითარების, მისი პოპულარიზაციისა და დაცვის მხარდაჭერა

  • საუკეთესო პრაქტიკის და საერთაშორისო და ევროკავშირის სტანდარტების გამოყენების შესახებ არსებული გამოცდილების გაცვლა;

  • ისეთი ღონისძიებების განსაზღვრა და შემუშავება, რომლებიც გააუმჯობესებს: (i) კრედიტები მიღებას სასოფლო-სამეურნეო სექტორში კერძო ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, (ii) ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებთან მისასვლელს და (iii) ცოდნის გადაცემას და მომსახურების გაფართოებას;

საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირების გაუმჯობესება და ეკონომიკური ზრდის განმტკიცება სტრუქტურული რეფორმების მეშვეობით

  • იმ საწარმოების საქმიანობის გაუმჯობესებისაკენ მიმართული ღონისძიებების გატარება, რომლებიც სახელმწიფო მფლობელობაში დარჩება;

  • ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) და ბაქო-თბილისი-ერზერუმის (BTE) მიერ განხორციელებული ნავთობისა და გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდიდან მიღებული შემოსავლების შესახებ გამჭვირვალე ანგარიშების მომზადების უზრუნველყოფა.

მდგრადი განვითარების ხელშეწყობა

  • მდგრადი განვითარების ეროვნული სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელებისათვის აუცილებელი ზომების განსაზღვრა;

  • მდგრადი განვითარების სტრატეგიული დაგეგმვისა და შესაბამის სუბიექტებს შორის კოორდინირების უზრუნველყოფა;

  • ზომების მიღება გარემოსდაცვითი საკითხების სხვა სექტორებში ინტეგრირების გაუმჯობესებისათვის.

5.5 4.5 ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები, ბაზარი და რეფორმების რეგულირების სფეროში

▲ზევით დაბრუნება


4.5.1 საქონლის მოძრაობა

სავაჭრო ურთიერთობები

  • ევროკავშირსა და საქართველოს შორის ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების განმტკიცება საქართველოს მიერ „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების” ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების საშუალებით. ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესებთან შესაბამისობის მონიტორინგის განხორციელება და შესაძლებლობების განვითარება საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში;

  • შესაბამის სამრეწველო სტანდარტებთან, აგრეთვე, სანიტარულ და ფიტოსანიტარულ სტანდარტებთან (SPS) და ვეტერინარული ნორმებთან შესაბამისობის გაზრდა „პრეფერენციების ზოგადი სისტემიდან” (Generalised System of Preferences) სარგებლის გაზრდის მიზნით და ამ გზით საქართველოს საექსპორტო საქმიანობის გაუმჯობესება.

სოფლის მეურნეობა

  • დიალოგის დაწყება გეოგრაფიული წარმოშობის მაჩვენებლების შესახებ, ღვინისა და სპირტიანი სასმელების სექტორის ჩათვლით, ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე მოლაპარაკების შესაძლებლობის შესახებ;

საბაჟო

  • მეკობრული ან ფალსიფიცირებული საქონლის იმპორტსა და ექსპორტზე საბაჟო კონტროლის გაძლიერება;

  • საზღვრის დაცვის ინტეგრირებული მენეჯმენტის სტრატეგიის შემუშავება, საბაჟოსა და საზღვარზე მომუშავე სხვა უწყებებს შორის თანამშრომლობის განმტკიცების გზით;

  • ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარება რისკზე დაფუძნებული საბაჟო კონტროლთან დაკავშირებით, რომელიც უზრუნველყოფს იმპორტირებული, ექსპორტირებული ან ტრანზიტული საქონლის საიმედოობას და უსაფრთხოებას და განსაზღვრავს სერტიფიცირების სტანდარტებს კომერციულ გაცვლებში ჩართული ოპერატორებისათვის (ექსპორტიორები და გადამზიდველები).

სტანდარტების, ტექნიკური ნორმების და შესაბამისობის დადგენის პროცედურები (ევროკავშირის ჰარმონიზებული სფეროები)

სტანდარტების, ტექნიკური ნორმების და შესაბამისობის დადგენის სფეროში საერთაშორისო და ევროკავშირში მოქმედ საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ პრაქტიკაზე გადასვლა

  • ეფექტიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფა საქართველოში ტექნიკური ნორმების, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და აკრედიტაციის თანამედროვე ინსტიტუციური სისტემის შექმნისა და გაძლიერების მიზნით;

  • სტანდარტიზაციაზე, აკრედიტაციაზე, შესაბამისობის დადგენაზე, მეტროლოგიასა და ბაზრის მეთვალყურეობაზე პასუხისმგებელი ინსტიტუტების ინტეგრირება - შესაძლებლობის ფარგლებში - ევროპულ და საერთაშორისო სტრუქტურებში;

  • ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრაქტიკაზე დაყრდნობით, ბაზარზე დაკვირვების შესაძლებლობების განვითარება;

  • საქართველოს საკანონმდებლო ბაზის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესძლო დაახლოების მიზნით პრიორიტეტული სამრეწველო სექტორების ერთობლივად განსაზღვრა, მათ შორის, მწარმოებლებთან და ექსპორტიორებთან კონსულტირების გზით; ევროკავშირის შესაბამისი სტანდარტებისა და ტექნიკური ნორმების ქართულ ენაზე თარგმნის პროცესის გაგრძელება მისი დასრულების მიზნით; თანამშრომლობა საერთაშორისო კლასიფიკაციის საეტალონო ლაბორატორიების შესაქმნელად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საზომთა საერთაშორისო სისტემასთან თავსებადობა; პრიორიტეტული სექტორებში საჭირო კანონმდებლობის ჰარმონიზება ევროკავშირის ტექნიკურ კანონმდებლობასთან;

  • სამრეწველო პროდუქციის შესაბამისობის დადგენის პროცედურების ოპტიმიზება დაბალი რისკის მქონე პროდუქციის სავალდებულო სერტიფიცირების და განმეორებითი ტესტირების თავიდან აცილების მიზნით; შესაბამისობის დადგენის ევროპული მოდულების დანერგვა.

შეზღუდვები და გამარტივებული ადმინისტრირება (ევროკავშირის არაჰარმონიზებული სფეროები)

  • კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული პროცედურების ანალიზი იმპორტირებული პროდუქციის მიმართ დისკრიმინაციისა და შეზღუდვების დადგენის და, საჭიროების შემთხვევაში, თანდათანობით მოხსნის მიზნით;

  • ცენტრალური საკონტაქტო ერთეულის შერჩევა ეკონომიკურ აგენტებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და თანამშრომლობის ხელშესაწყობად.

სანიტარული და ფიტოსანიტარული საკითხები

მომხმარებლისათვის საკვების უვნებლობის გაზრდა და ვაჭრობის ხელშეწყობა სანიტარული და ფიტოსანიტარული სამსახურების რეფორმირებისა და მოდერნიზების გზით

  • მუშაობის გაგრძელება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ‚სანიტარული და ფიტოსანიტარული ღონისძიებების გატარების შესახებ” შეთანხმების სრულად განხორციელებისათვის და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში (ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (OIE), სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO)/ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO)/ „კოდექს ალიმენტარიუსი,“ მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენცია (IPPC)/ FAO) გაწევრიანების შემდეგ) აქტიური მონაწილეობა.

  • სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის სფეროში (მაგ. პოლიტიკა, კანონმდებლობა, ინსტიტუციური გაძლიერება, აღსრულების პრაქტიკა) ინფორმაციის გაცვლა და ევროკავშირის წესებთან და პრაქტიკასთან შესაძლო დაახლოების სფეროების შესწავლა

  • მცენარეთა დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენციის დებულებებისა შესრულება;

  • საშუალოვადიან პერიოდში პირველადი ღონისძიებების ნუსხის შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს ევროკავშირის სურსათის უსაფრთხოების ზოგად პრინციპებთან და მოთხოვნებთან თანდათანობით დაახლოებას (მაგ. დებულება 178/2002/EC; ცხოველთა და მცენარეთა ან მცენარეული პროდუქტების იდენტიფიცირებისა და მათზე დაკვირვების სისტემები; საკვების გადამუშავების ჰიგიენა). ამ სფეროებში საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზების დაწყება;

  • ცხოველთა ჯანდაცვის და ცხოველური პროდუქტების წარმოების სფეროში ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება (გათვალისწინებულ იქნეს „სახელმძღვანელო პრინციპები“ მესამე ქვეყნების მთავრობებისათვის იმ პროცედურების შესახებ, რომლებიც უნდა იქნეს დაცული ცოცხალი ცხოველების ან ცხოველური პროდუქტების ევროპის კავშირში იმპორტირებისას” DG SANCO/FVO, 2003 წლის ოქტომბერი);

  • მუშაობა ურთიერთკავშირის დასამყარებლად ევროკავშირის სურსათისა და ცხოველთა საკვების სფეროში „სწრაფი შეტყობინების სისტემასთან“ (RASFF).

4.5.2 დაფუძნების უფლება, კანონი კომპანიების შესახებ და მომსახურება

პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების IV კარის II თავის (კომპანიების დაფუძნებასა და საქმიანობასთან დაკავშირებული პირობები) და VI კარის 49-ე მუხლის (ინვესტიციების ხელშეწყობა და დაცვა) საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულება;

  • კომპანიების დაფუძნებისათვის, მათ შორის, უცხოური ინვესტიციებით ხელისშემშლელი ბარიერების თანდათანობით გაუქმება;

  • მაქსიმალური ძალისხმევის უზრუნველყოფა, რათა კომპანიების დაფუძნების პირობები არ იყოს „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების” ხელმოწერისას არსებულ პირობებზე უფრო შემზღუდავი;

  • კომპანიების რეგისტრაციის პროცესის გაუმჯობესება ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად, კერძოდ, კომპანიების რეგისტრაციაში მონაწილე სტრუქტურების გაძლიერების გზით. კომპანიების დაფუძნების ხელშეწყობა კომპანიის ძირითადი სამართლებრივი და ფინანსური ინფორმაციის, უფრო გამჭვირვალე კანონმდებლობის და ა.შ. ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით; სალიცენზიო მოთხოვნების შემდგომი გამარტივება;

  • კომპანიების შესახებ კანონის, აღრიცხვისა და აუდიტის ძირითადი პრინციპების დაახლოება შესაბამის საერთაშორისო და ევროკავშირის წესებსა და სტანდარტებთან და მათი ეფექტიანად განხორციელების უზრუნველყოფა;

  • კომპანიების შესახებ კანონის და მასთან დაკავშირებულ საინვესტიციო პირობების ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი ადმინისტრაციული და სასამართლო ორგანოების თანამიმდევრულობის და პროგნოზირების უნარის გაუმჯობესება;

  • გაკოტრებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობისა და პრაქტიკის გადასინჯვა;

  • კორპორაციული მმართველობის შესახებ კანონმდებლობის შემდგომი გაუმჯობესება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მისი ეფექტიანად განხორციელება.

მომსახურება

შეზღუდვების თანდათანობითი გაუქმება, რათა, დროთა განმავლობაში, ევროკავშირსა და საქართველოს შორის შესაძლებელი გახდეს მომსახურების მიწოდება გარკვეულ სექტორებში, პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების” IV კარის III თავის საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად (სასაზღვრო მომსახურების უზრუნველყოფა)

  • საქართველოს მიერ ეროვნული კანონმდებლობის გადასინჯვა, მომსახურების მიწოდების სფეროში არსებული ბარიერების იდენტიფიცირების და მათი გაუქმების მიზნით;

  • „ერთი ფანჯრის” პრინციპით მომუშავე ბიზნესის საინფორმაციო ცენტრის შექმნა, კერძო სექტორისათვის მომსახურების გაწევის გაადვილების მიზნით;

ფინანსური მომსახურება

ფინანსური მომსახურების სექტორის შემდგომი რეფორმირება, ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების ჩათვლით

  • საერთაშორისო სავალუტო ფონდის/მსოფლიო ბანკის ფინანასური სექტორის შეფასების პროგრამის (FSAP) 2006 წლის რეკომენდაციების ჯეროვანი გათვალისწინება;

  • ფინანსური მომსახურების რაციონალური მარეგულირებელი და საზედამხედველო სისტემის ამოქმედება, რომელიც ევროკავშირში არსებული სისტემის შესაბამისი იქნება;

  • დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოს ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

4.5.3 კაპიტალის მოძრაობა და მიმდინარე ანგარიშსწორება

პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების” V თავის (მიმდინარე ანგარიშსწორება და კაპიტალი) შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულება

  • კომპანიებში პირდაპირი ინვესტიციების სახით დაბანდებული, აგრეთვე სხვა ინვესტიციების სახით დაბანდებული კაპიტალის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა „დაფუძნების შესახებ” დებულებების შესაბამისად („პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების” IV კარის II თავი);

  • ამ ტიპის უცხოური ინვესტიციების დაცვა და მოგებისა და კაპიტალის ლიკვიდაციისა და რეპატრიაციის უზრუნველყოფა;

  • ინფორმაციის გაცვლა კაპიტალის მოძრაობასთან დაკავშირებული დღეისათვის არსებული სამართლებრივი და მარეგულირებელი რეჟიმის შესახებ;

  • იმ კაპიტალის მოძრაობის თანდათანობით ხელშეწყობა, რომელიც პირდაპირ ინვესტიციებთან არ არის დაკავშირებული.

4.5.4 ფიზიკურ პირთა გადაადგილება, მომუშავეთა გადაადგილების ჩათვლით

პარტნიორობის და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების” მე-20 მუხლის (შრომის პირობები) საფუძველზე ნაკისრ ვალდებულებათა სრულად შესრულება

  • მაქსიმალური ძალისხმევის უზრუნველყოფა, რათა გაუქმდეს ყველა დისკრიმინაციული ზომა ეროვნული ნიშნით, რომელიც ვრცელდება მიგრანტ მომუშავეებზე და გავლენას ახდენს მათ სამუშაო პირობებზე, ანაზღაურებასა და სამუშაოდან დათხოვნაზე.

4.5.5 სხვა ძირითადი სფეროები

დაბეგვრა

  • საქართველოსა და ევროკავშირის წევრ სახემწიფოებს შორის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ ორმხრივი შეთანხმებების პაკეტზე მუშაობის დასრულება „ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის“ (OECD) საგადასახადო კონვენციის შესაბამისად;

  • დიალოგის დაწყება „ბიზნესის დაბეგვრის სფეროში ქცევის ევროკავშირის კოდექსის“ პრინციპების შესახებ, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სამართლიანი პირობები საქართველოსათვის, ევროკავშირის შიდა ბაზარზე მისი სამომავლო ინტეგრირებისათვის.

კონკურენციის პოლიტიკა

ანტიმონოპოლიური ღონისძიებები და სახელმწიფო დახმარებების პოლიტიკის კონტროლი

  • კონკურენციის შესახებ კანონის შესრულების უზრუნველყოფა, კერძოდ, ადმინისტრაციული პოტენციალის ოპტიმიზაციის საშუალებით, რაც, თავის მხრივ, განამტკიცებს „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს” დამოუკიდებლობას;

  • კონკურენციის შესახებ ევროკავშირის პრინციპებთან დაახლოება‚ პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების” V კარის 43-ე და 44-ე მუხლების შესაბამისად

  • სახელმწიფოს მიერ გაცემული დახმარებების სფეროში შემდგომი გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის შესაძლებლობების შესწავლა, კერძოდ: (i) სახელმწიფო დახმარების ზოგადი წესების შემუშავების და (ii) დახმარების ოდენობის, ტიპის და დახმარების მიმღებთა შესახებ ყოველწლიური ანგარიშების შედგენის გზით.

ინტელექტუალური საკუთრების და საწარმოო საკუთრების უფლებები

  • ინტელექტუალური და საწარმოო საკუთრების უფლებების სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებასთან” და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ინტელექტუალური საკუთრების შესახებ შეთანხმების (TRIPS) მოთხოვნებთან და ამ უფლებების ეფექტიანად განხორციელება;

  • სასამართლო სისტემის ჯეროვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რათა ზემოხსენებული უფლებების მქონე პირთათვის მართლმსაჯულება გახდეს უფრო ხელმისაწვდომი, დაწესდეს და უფრო ეფექტიანად განხორციელდეს სანქციები;

  • შესაბამისი ინსტიტუციური სტრუქტურების, აგრეთვე, საწარმოო უფლებების დაცვის სამსახურების, საავტორო უფლებების დამცველი და შემგროვებელი საზოგადოებების ერთმანეთთან დაკავშირება. მესამე ქვეყნების მთავრობებთან და საწარმოო გაერთიანებებთან თანამშრომლობის გაფართოვება;

  • გეოგრაფიული მაჩვენებლის დაცვის ეფექტიანი სისტემის შექმნა;

  • ინტელექტუალური და საწარმოო საკუთრების დაცვის სფეროში საზოგადოების უკეთ გათვითცნობიერებაზე მიმართული ღონისძიებების განხორციელება. საწარმოების მიერ პატენტის შესახებ ინფორმაციის გამოყენების ქმედითი სისტემის ჩამოყალიბება;

  • აღსრულებაზე მიმართული - სასამართლო სისტემის ჩათვლით - რესურსების გაზრდა;

  • „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების“ 42(2) მუხლში მოცემული კონვენციების აღსრულების გაუმჯობესება;

  • საქართველოში მეკობრული და ფალსიფიცირებული საქონლის წარმოების შესწავლა და უფლებების მქონე პირებთან ეფექტიანი დიალოგის წარმართვა.

სახელმწიფო შესყიდვები

  • სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ევროკავშირის კანონმდებლობის ძირითად პრინციპებთან დაახლოება და მათი ეფექტიანად განხორციელება (მაგ. გამჭვირვალეობა, დისკრიმინაციის დაუშვებლობა, კონკურენცია და სასამართლოს გზით პრობლემის მოგვარების შესაძლებლობა);

  • პირობების შექმნა მხარეებს შორის ღია და კონკურენტუნარიანი კონტრაქტების დადებისათვის, კერძოდ, სატენდერო განაცხადების მიღების გზით, „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების“ 50-ე მუხლის შესაბამისად;

  • დღეისათვის არსებული სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესება გამჭვირვალეობის, ინფორმაციის მიწოდების, სასამართლოს გზით პრობლემის მოგვარების შესაძლებლობის უზრუნველყოფის, გათვითცნობიერებულობის ზრდის, აგრეთვე, კონტრაქტის დამდები მხარეებისა და ბიზნესის წარმომადგენლებისათვის ტრეინინგების მოწყობით, აგრეთვე, გამონაკლისების დაშვების მაქსიმალურად შეზღუდვით.

სტატისტიკა

  • ევროპულ სტანდარტებთან სრულად თავსებადი სტატისტიკური მეთოდების შემუშავება და საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის შემდგომი მოდერნიზება ოფიციალური სტატისტიკის დამოუკიდებლობისა და მდგრადი ფუნქციონირების განმტკიცების მიზნით;

  • ოფიციალური სტატისტიკის მოკლევადიანი და საშუალოვადიანი სტრატეგიის შემუშავება G სტატისტიკის გარკვეული სფეროების (კერძოდ, ეროვნული ანგარიშები, ბიზნესის სტატისტიკა, საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა და სხვა), ევროპულ სტანდარტებთან თანდათანობით ჰარმონიზების პროცესის გათვალისწინებით.

  • ზომების მიღება საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის რეგიონული და ადგილობრივი ოფისების რესტრუქტურიზებისთვის, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ოპტიმალური ბალანსი არსებულ რესურსებსა და სტატისტიკური მონაცემების ხარისხთან დაკავშირებულ მოთხოვნებს შორის;

  • სტატისტიკური საქმიანობის რეესტრის ხარისხისა და შინაარსის გაუმჯობესება.

შიდა სახელმწიფოს ფინანსური კონტროლი და მასთან დაკავშირებული საკითხები

სახელმწიფო ფინანსების რაციონალური მართვა და კონტროლი

  • სათანადო ადმინისტრაციული პოტენციალის განვითარების ხელშეწყობა სახელმწიფოს შიდა და გარე (საერთაშორისო) ფონდებთან დაკავშირებული თაღლითობისა და სხვა დარღვევების პრევენციისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, მათ შორის, თანამშრომლობის კარგად მოქმედი სტრუქტურების შექმნის გზით, სადაც ჩართული იქნება ყველა შესაბამისი ეროვნული უწყება.

  • ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებთან და უწყებებთან ეფექტიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფა ევროკავშირის თანხების მართვასთან და კონტროლთან დაკავშირებული ადგილზე მოულოდნელი შემოწმებების ადგილზე ჩატარების და ინსპექტირების სფეროში;

  • სახელმწიფო ფინანსების მართვისა და გამჭვირვალეობის გაუმჯობესება „სახაზინო ანგარიშების არსებული სისტემის“ განახლების და საბიუჯეტო შემოსავლებისა და გასავლების ჯეროვანი აუდიტის გზით. სახელმწიფო ფინანსების მართვის ინტეგრირებული საინფორმაციო სისტემის შექმნა და დანერგვა.

შიდა სახელმწიფოებრივი ფინანსური კონტროლი

  • სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავება შიდა სახელმწიფოებრივი ფინანსური კონტროლის სისტემისათვის (მენეჯერული აღრიცხვა და შიდა აუდიტი);

  • საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება შიდა სახელმწიფოებრივი ფინანსური კონტროლის სისტემისათვის;

  • საერთაშორისო სტანდარტებთან (IIA, INTOSAI, IFAC, GSF-2001) და მეთოდოლოგიასთან თანდათანობითი ჰარმონიზება, აგრეთვე, სახელმწიფო შემოსავლების, ხარჯების, აქტივების და დავალიანებების კონტროლისა და აუდიტის სფეროში ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გამოყენება;

გარე აუდიტი

  • კონტროლის პალატის შემდგომი რეფორმირება საერთაშორისო და ევროკავშირის გარე აუდიტის სტანდარტების (INTOSAI-ის-აუდიტის უმაღლესი ინსტიტუტების საერთაშორისო ორგანიზაცია) და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად

სამეწარმეო პოლიტიკა

  • მცირე და საშუალო საწარმოებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების“ 64-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოში სამეწარმეო პოლიტიკის პრიორიტეტების გათვალისწინებით;

  • საწარმოო და ინდუსტრიული პოლიტიკის შესახებ ინფორმაციისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების ხელშეწყობა და საქართველოს დაკავშირება ევროკავშირის ინიციატივებთან კონკურენტუნარიანობის სტიმულირების შესახებ (მაგ. ინფორმაციის გაცვლა, ქსელებსა და კვლევებში მონაწილეობის მიღება, ტრეინინგი);

  • საწარმოო და ინდუსტრიული პოლიტიკის საკითხებზე დიალოგის დაწყების საჭიროებისა და დიალოგის შესაძლო ვარიანტების შესწავლა.

5.6 4.6 თანამშრომლობა ისეთ კონკრეტულ სექტორებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, ტელეკომუნიკაციები, კვლევა და ინოვაციები

▲ზევით დაბრუნება


4.6.1 ტრანსპორტი

  • ტრანსპორტის მდგრადი ეროვნული პოლიტიკის განხორციელება და დახვეწა ყველა სახის ტრანსპორტის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, კანონმდებლობისა და მარეგულირებელი სისტემების დაახლოება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან, განსაკუთრებით უსაფრთხოების საკითხებში;

  • ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავება (პოტენციალთან დაკავშირებული პრობლემების, ინტერმოდალური მოწყობილობების და კავშირის დასამყარებელი ინფრასტრუტურის ნაკლებობის ინდენტიფიცირება) სხვადასხვა სექტორში პრიორიტეტული პროექტების განსაზღვრის მიზნით;

  • თანამშრომლობის განვითარება სატელიტური ნავიგაციის სფეროში (ერთობლივი კვლევითი საქმიანობისა და კვლევის შედეგების გამოყენების ჩათვლით).

საგზაო ტრანსპორტის სექტორში საგანგებოდ შერჩეული ღონისძიებებისა და რეფორმების განხორციელება

  • გზების უსაფრთხოების სფეროში სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორცილება, საგზაო სატრასპორტო საშუალებათა ტექნიკური კონტროლის/ვარგისიანობის შემოწმების ჩათვლით და საფრთხის შემცველი საქონლის ტრანსპორტირების შესახებ კანონმდებლობის განხორციელება, აგრეთვე, ნორმაზე მძიმე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობაზე კონტროლის გაუმჯობესება;

  • საერთაშორისო ტრანსპორტის სექტორის იმგვარი რეგულირებისას, რაც საერთაშორისო ტრანსპორტს უფრო ხელმისაწვდომს გახდის მათთვის, ვისაც ამ სფეროში მუშაობა სურს; შემოღებულ იქნეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტრანსპორტის მართვის და დასვენების სავალდებულო დრო და უზრუნველყოფილი იყოს მისი მკაცრი დაცვა საერთაშორისო ტრანსპორტის სექტორში.

საგანგებოდ შერჩეული ღონისძიებების და რეფორმების გატარება სარკინიგზო ტრანსპორტის სექტორში

  • სატვირთო გადაზიდვების მომსახურების გაუმჯობესება (საზღვრის გადაკვეთის პროცედურებთან დაკავშირებული საკითხების ჩათვლით). მულტიმოდალური მომსახურების ხელშეწყობა და ტრანსპორტის ურთიერთავსებადობის საკითხების მოგვარება.

  • სარკინიგზო ტრანსპორტის სექტორის რესტრუქტურიზების დასრულება;

საგანგებოდ შერჩეული ღონისძიებების და რეფორმების გატარება ავიაციის სექტორში

  • ევროპის თანამეგობრობასთან საჰაერო მომსახურების გარკვეული სახეობების შესახებ (ჰორიზონტალური) შეთანხმებების ხელმოწერა და განხორციელება;

  • მარეგულირებელი სისტემის დაახლოვების ხელშეწყობა, უსაფრთხოების საკითხების ჩათვლით;

  • ადმინისტრაციული და ტექნიკური პოტენციალის გაზრდა „ავიაციის ერთიანი ხელმძღვანელობის” (JAA) სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად და „ავიაციის ერთიანი ხელმძღვანელობის“ სრულუფლებიანი წევრის სტატუსის მისაღებად;

  • თანამშრომლობა საჰაერო ნავიგაციის სფეროში.

საგანგებოდ შერჩეული ღონისძიებების და რეფორმების გატარება საზღვაო ტრანსპორტის სექტორში

  • საპორტო სექტორის რესტრუქტურიზების დასრულება (მარეგულირებელი/საოპერაციო და კომერციული ფუნქციების გამიჯვნა);

  • „საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის” (IMO) შესაბამისი საერთაშორისო კონვენციების მოთხოვნათა შესრულება; პორტის სახელმწიფო კონტროლის (Port State Control) და სადროშო პოლიტიკის (Flag State) მოთხოვნების, აგრეთვე, ტანკერების უსაფრთხოების შესახებ „საზღვაო გარემოს დაცვის კომიტეტის“ რეზოლუციების ეფექტიანი განხორციელება;

  • ერთკორპუსიანი ნავთობის ტანკერების ხმარებიდან თანდათანობით ამოღების დაჩქარება და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ‚მარპოლის კონვენციით” გათვალისწინებული შეთანხმებული ცვლილებების განხორციელება;

  • მარეგულირებელი სისტემის დაახლოების ხელშეწყობა, უსაფრთხოების საკითხების ჩათვლით.

რეგიონალური თანამშრომლობა ტრანსპორტის სფეროში

  • კასპიისა და შავი ზღვის რეგიონულ სატრანსპორტო საკითხებზე თანამშრომლობის გაგრძელება 2004 წლის ნოემბერში ბაქოში ჩატარებული ევროკავშირი - შავი ზღვის - კასპიის ზღვის აუზის ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრთა კონფერენციის შედეგების კონტექსტში;

4.6.2 ენერგეტიკა

ენერგეტიკის პოლიტიკის დაახლოება ევროკავშირის ენერგოპოლიტიკის მიზნებთან

  • კარგად გათვლილი და გრძელვადიანი ენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, რომელიც თანდათანობით დაუახლოვდება ევროკავშირის ენერგოპოლიტიკის მიზნებს, ენერგორესურსების მიწოდების უსაფრთხოების ჩათვლით;

  • პროგრამაში Intelligent Energy-Europe საშუალოვადიან პერსპექტივაში მონაწილეობის შესაძლებლობის შესწავლა.

ევროკავშირის ელექტროენერგიის და გაზის შიდა ბაზრის პრინციპებთან თანდათანობით დაახლოება

  • ევროკავშირის ელექტროენერგიისა და გაზის შიდა ბაზრის პრინციპებთან დაახლოების მიზნით ღონისძიებათა ნუსხის შემუშავება, რომელსაც თან დაერთვის შესრულების ვადები და ფინანსური გეგმა;

  • ენერგორესურსებზე ფასების დამახინჯების თანთანობით აღმოფხვრაზე ზრუნვა და ენერგოგადასახადების ამოღების ტემპის გაუმჯობესება;

  • ენერგეტიკის სახელმწიფო მარეგულირებელი კომისიის მუშაობის შემდგომი დახვეწა ელექტროენერგიისა და გაზის 2003/54 და 2003/55 დირექტივების შესაბამისად;

  • ელექტროენერგიის (ჰიდროენერგეტიკის ჩათვლით), გაზის და საწვავის სექტორების რესტრუქტურიზების დასრულება, მათი ფინანსური სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფა.

წინსვლა ენერგოქსელების განვითარების საქმეში

  • ნაბიჯების გადადგმა ენერგოქსელში დანაკარგების შესამცირებლად;

  • ენერგეტიკის სფეროში ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების გაუმჯობესება.

ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენება

  • ენერგოეფექტურობის და ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენებისათვის სამოქმედო გეგმის (ფინანსური გეგმის ჩათვლით) შემუშავებისთვის ნაბიჯების გადადგმა;

  • კანონმდებლობის მიღება ენერგოეფექტურობის და ენერგიის განახლებადი წყაროების შესახებ;

  • ენერგოეფექტურობის და ენერგიის განახლებადი წყაროების საკითხებით დაკავებული ინსტიტუტების განმტკიცება;

  • სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება ამ სექტორში.

4.6.3 გარემოს დაცვა

ზომების მიღება იმისათვის, რათა შეიქმნას შესაბამისი პირობები გარემოს ეფექტიანი მართვისათვის და დაიწყოს მათი განხორციელება

  • ადმინისტრაციული სტრუქტურებისა და პროცედურების განმტკიცება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს გარემოსდაცვითი საკითხების სტრატეგიული დაგეგმვა და მათი კოორდინირება შესაბამის სუბიექტებს შორის;

  • ისეთი კანონმდებლობის და პროცედურების შემუშავება, რომლებიც გარემოსდაცვით ინფორმაციას უფრო ხელმისაწვდომს გახდიან და უზრუნველყოფენ გარემოსდაცვით საქმიანობაში საზოგადოების მონაწილეობას, „ორჰუსის კონვენციის“ განხორციელების ჩათვლით;

  • გაგრძელდეს გარემოს მდგომარეობის შესახებ მოხსენებების რეგულარულად მომზადება;

  • სტრუქტურებისა და პროცედურების გაძლიერება გარემოზე ზემოქმედების შეფასების განხორციელების მიზნით;

  • საკომუნიკაციო ხერხების შემუშავება გარემოსდაცვითი პოლიტიკის და მის მიერ მოტანილი სარგებლის პოპულარიზების მიზნით; სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების სუბიექტების მხარდაჭერა.

ზომების მიღება გარემოს გაუარესების თავიდან აცილებისა და ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვისათვის, აგრეთვე, ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფა იოჰანესბურგის სამიტის ვალდებულებების შესაბამისად

  • ჩარჩო კანონმდებლობისა და საბაზისო პროცედურების შემუშავება, აგრეთვე, დაგეგმვის უზრუნველყოფა ძირითად გარემოსდაცვით სექტორებში- ჰაერის ხარისხი, წყლის ხარისხი, ნაგვის გადამუშავება, ბუნების დაცვა;

  • ადმინისტრაციული პოტენციალის განმტკიცება, ნებართვების გაცემის, კანონის აღსრულებისა და ინსპექტირების მიზნით;

  • არსებული სახელმწიფო გეგმებისა და პროგრამების განხორციელება (მაგალითად, სანაპირო ზოლის ინტეგრირებული მართვის, ტყის მართვის და ნარჩენების მართვის შესახებ);

  • ზომების მიღება ყველა სახის რადიოაქტიულ წყაროებზე კონტროლის განმტკიცების მიზნით.

გარემოსდაცვით საკითხებზე თანამშრომლობის განმტკიცება

  • „კიოტოს ოქმის“ და „კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს კონვენციის“ დებულებების განხორციელება, მათ შორის „სუფთა განვითარების მექანიზმის“ (Clean Development Mechanism) ფარგლებში აქტიური თანამშრომლობის გზით;

  • აქტიური მონაწილეობა „დუნაი - შავი ზღვის სპეციალური ჯგუფის“ და „შავი ზღვის კომისიის“ ფარგლებში, რათა განხორციელდეს ტრანსსასაზღვრო მიდგომა წყლის მართვის სფეროში; აქტიური მონაწილეობის მიღების უზრუნველყოფა „ევროკავშირის წყლის ინიციატივის“ შემადგენელ „აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის“ კომპონენტში;

  • გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UN-ECE) გარემოს დაცვასთან დაკავშირებული კონვენციების რატიფიცირება;

  • მეზობელ ქვეყნებთან ერთად რეგიონული თანამშრომლობის შესაძლებლობების განსაზღვრა, განსაკუთრებით წყალთან დაკავშირებულ საკითხებში;

  • შესაძლო მონაწილეობა გარემოს დაცვის ევროპული სააგენტოს ზოგიერთ კონკრეტულ ღონისძიებაში.

4.6.4 საინფორმაციო საზოგადოება და მედია

წინსვლა ელექტრონული კომუნიკაციების პოლიტიკის და რეგულირების სფეროში. საინფორმაციო საზოგადოების განვითარებისათვის საჭირო საშუალებების შექმნა და მათი გამოყენება

  • ეროვნული პოლიტიკის მიღება ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიებისსფეროების განვითარების მიზნით და ფართო მარეგულირებელი ბაზის შემდგომი განვითარება, ნომრის მინიჭების, მომხმარებელთა უფლებების უზრუნველყოფის, პირადი უფლების დაცვის და მონაცემთა უსაფრთხოების ჩათვლით;

  • ბიზნესის, მთავრობის და მოქალაქეთა მიერ ახალი ტექნოლოგიებისა და ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების და მათ შესახებ აზრთა გაცვლის ხელშეწყობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტორნული ბიზნესი (ელექტრონული ხელმოწერისათვის აუცილებელი სტანდარტების ჩათვლით), ელექტრონული მთავრობა, ელექტრონული ჯანდაცვა, ელექტრონული სწავლება, ელექტრონული კულტურა;

  • მიზანმიმართული მუშაობა აუდიოვიზუალურ სფეროში ისეთი კანონმდებლობის მისაღებად, რომელშიც სრულადაა დაცული ევროკავშირის სტანდარტები, რათა მომავალში შესაძლებელი გახდეს ევროპის საბჭოს მიერ მედიის სფეროში შემუშავებული საერთაშორისო მექანიზმებში მონაწილეობა. აუდიოვიზუალური პოლიტიკის შესახებ აზრთა გაზიარების ხელშეწყობა, რასიზმისა და ქსენოფობიის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის ჩათვლით;

რეგიონული თანამშრომლობა

  • სამეცნიერო თანამშრომლობის მხარდაჭერის მიზნით კავკასიის კვლევისა და განა თლების ქსელების (Caucasian Research and Education Networks) მათ ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთკავშირის ხელშეწყობა GEANT-ის ქსელის საშუალებით.

  • დისტანციური სწავლების პროგრამების შემუშავება სამხრეთი კავკასიის და შავი ზღვისპირეთის ქვეყნებში.

4.6.5 მეცნიერება და ტექნოლოგია, კვლევა და განვითარება

საქართველოს პოტენციალის განვითარება ტექნოლოგიური კვლევებისა და ინოვაციების სფეროში, ქვეყნის ეკონომიკისა და საზოგადოების მხარდაჭერის მიზნით

  • ადამიანური, მატერიალური და ინსტიტუციური რესურსების განმტკიცება ტექნოლოგიური კვლევებისა და ინოვაციების პოტენციალის გაუმჯობესების მიზნით.

  • მეცნიერების მართვის სისტემის გარდაქმნა საგრანტო განაცხადების შერჩევისას კოლეგების მიერ მათ განხილვაზე დაფუძნებული და კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფის საშუალებით; სამეცნიერო ინსტიტუტების უმაღლესი განათლების ინსტიტუტებთან ინტეგრირება და შედეგზე ორიენტირებული კვლევებისა და განვითარების პროექტების ხელშეწყობა.

საქართველოს მომზადება ევროპული კვლევის არეალსა (European Research Area) და ევროგაერთიანების კვლევებისა და ინოვაციების (Community R&I) ჩარჩო პროგრამებში ინტეგრირებისათვის, ამა თუ იმ სფეროში სამეცნიერო მიღწევების გათვალისწინებით

  • შესაბამისი საინფორმაციო სტრატეგიის განხორციელება, რათა ქართველ მეცნიერებს შესაძლებლობა მიეცეთ სათანადო მონაწილეობა მიიღონ ევროგაერთიანების კვლევებისა და ინოვაციების (Community R&I) ჩარჩო პროგრამებში.

  • საქართველოს მონაწილეობის გააქტიურება მარი კიურის სახელობის საერთაშორისო სტიპენდიებში, შინ დაბრუნების სათანადო მექანიზმებისათვის ხელშეწყობის ჩათვლით.

5.7 4.7 საზოგადოებრივი კონტაქტები

▲ზევით დაბრუნება


4.7.1 განათლება, ტრეინინგი და ახალგაზრდობა

განათლებისა და ტრეინინგის სისტემების მოდერნიზება საქართველოში შემუშავებული იმ გეგმების ფარგლებში, რომლებიც ევროკავშირის სტანდარტებთან და პრაქტიკასთან დაახლოებას ითვალისწინებს.

  • ყველა მოქალაქის უზრუნველყოფა მაღალი ხარისხის განათლებით, სათანადო დაფინანსების, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების შექმნის, განათლებისა და ტრეინინგის სისტემების რეფორმირების, პროფესიული განათლებისა და „ცხოვრების მანძილზე სწავლის“ უზრუნველყოფის გზით და განათლების რეფორმის ეროვნული სტრატეგიის განხორციელების საშუალებით.

  • უმაღლესი განათლების სექტორის რეფორმირება „ბოლონიის პროცესის“ პრინციპების შესაბამისად. ადგილობრივი პოტენციალის განმტკიცება პოლიტიკის შემუშავებისა და მისი განხორციელებისათვის; აკრედიტაციისა და ლიცენზირების პროცედურების შემუშავება;

  • უმაღლესი განათლების რეფორმის და ევროკავშირისა და საქართველოს უმაღლესი განათლების დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა პროგრამა „ტემპუსის“ (TEMPUS) მეშვეობით;

  • განათლებისა და ტრეინინგის სფეროში ხარისხის უზრუნველყოფის შემუშავებასა და განხორციელებაში ჩართული ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების პოტენციალის გაზრდა, მაგალითად, პროგრამა „ტემპუსის“ (TEMPUS) მიერ შემოთავაზებული მექანიზმების მეშვეობით;

  • უნივერსიტეტებში ევროპული ინტეგრაციის სფეროში სასწავლო კურსების შემოღების სტიმულირება; აგრეთვე, უნივერსიტეტების წახალისება, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ „ჟან მონეს“ (Jean Monnet) მოდულების განხორციელებასა და კათედრების მუშაობაში.

  • უმაღლესი და პროფესიული განათლების უკეთ ადაპტირება შრომის ბაზრის სამომავლო მოთხოვნებთან სოციალური პარტნიორებისა და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებულ წარმომადგენელთა უფრო აქტიური მონაწილეობის საშუალებით;

  • პროგრამებში „ერაზმუს მუნდუსი” (Erasmus Mundus) და ტემპუსი” (TEMPUS), აგრეთვე, სტიპენდიების ახალ სქემაში მონაწილეობის წახალისება.

განათლების, ტრეინინგისა და ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის განმტკიცება

  • დიალოგის გაგრძელება და განმტკიცება განათლებისა და ტრეინინგის პოლიტიკის სფეროში ევროკავშირისა და საქართველოს სახელისუფლო ორგანოებს შორის;

  • ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამებს და ახალგაზრდებს შორის თანამშრომლობის განმტკიცება, განსაკუთრებით სამხრეთი კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს შორის, ევროკავშირის ქვეყნებში მოღვაწე მათი პარტნიორების მონაწილეობით; ესთანამშრომლობა წარიმართება ახალგაზრდების არაფორმალური განათლების სფეროში და ხელს შეუწყობს კულტურათა შორის დიალოგის წარმართვას ‚ახალგაზრდული პროგრამის” საშუალებით.

4.7.2 საზოგადოებრივი ჯანდაცვა

ჯანდაცვის სფეროს რეფორმირება

  • ჯანდაცვის სფეროს შემდგომი რეფორმირება პოლიტიკის დახვეწის და რეგულირების სისტემის განმტკიცების საშუალებით, რათა მოსახლეობისათვის უფრო ადვილად მისაღები და ხელმისაწვდომი გახდეს ჯანდაცვის მომსახურება; უკეთ ორგანიზებული, უკეთესი ხარისხის და უფრო პროფესიული ჯანდაცვის სფეროს და მისი ინსტიტუტების - შრომის, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს ჩათვლით - ჩამოყალებება; პირველადი ჯანდაცვის მომსახურების და პრევენციის, აგრეთვე, ცხოვრების ჯანმრთელი წესის პოპულარიზებაზე მიმართული ღონისძიებების წილის გაზრდა ჯანდაცვის საერთო ბიუჯეტში; შემუშავდეს ჯანდაცვის დაფინანსების მდგრადი სტრატეგია; გაუმჯობესდეს ჯანდაცვის სფეროში სტატისტიკური ინფორმაციის, აგრეთვე, რისკების და დეტერმინანტების შესახებ ინფორმაციის ხარისხის და ხელმისაწვდომობის; ამაღლდეს ჯანდაცვის მუშაკთა კვალიფიკაცია ტრენინგითა და სხვა საშუალებით.

4.7.3 კულტურა

კულტურული თანამშრომლობის გაღრმავება

  • ევროკავშირის კულტურის სფეროს პროგრამების ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლებლობების შესწავლა;

  • აზრთა გაზიარება იუნესკოს მიერ კულტურული თვითმყოფადობის გამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ 2005 წლის 20 ოქტომბერს მიღებული კონვენციის შესახებ; კონვენციის ტექსტის რატიფიცირება და განხორციელება.

6 5. მონიტორინგი

▲ზევით დაბრუნება


ოფიციალური დასტურის მიღების მიზნით, სამოქმედო გეგმა წარედგინება ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საბჭოს. ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა სამოქმედო გეგმის შესაბამისად განხორციელდება. თუკი რომელიმე კონკრეტული ღონისძიება ევროკავშირის მხრიდან მოითხოვს სამართლებრივად სავალდებულო გადაწყვეტილების მიღებას, ევროკომისია რეკომენდაციას გაუწევს ევროკავშირის საბჭოს, მიღებულ იქნეს მოლაპარაკებისათვის აუცილებელი დირექტივები.

„პარტნიორობის და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების“ საფუძველზე შექმნილი ერთობლივი სტრუქტურები მონიტორინგს გაუწევენ სამოქმედო გეგმის განხორციელებას. შესაბამისი შეთანხმებების საფუძველზე შექმნილი სტრუქტურები, საჭირობის შემთხვევაში, გადაისინჯება, რათა მათში სრულად იყოს ასახული „ევროპის სამეზობლო პოლიტიკის“ პრიორიტეტები.

ევროკომისია, გენერალურ მდივანთან/უმაღლეს წარმომადგენელთან მჭიდრო თანამშრომლობით, რეგულარულად წარმოადგენს ანგარიშებს სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ. ევროკომისია სთხოვს საქართველოს მხარეს წარმოადგინოს ინფორმაცია ზემოხსენებული ანაგარიშებისათვის. ევროკომისია, ასევე, მჭიდროდ ითანამშრომლებს ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა ევროპის საბჭო, ეუთო, გაეროს შესაბამისი სააგენტოები და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები.

სამოქმედო გეგმის განხორციელების პირველი განხილვა/შეფასება მოხდება მისი მიღებიდან ორი წლის შემდეგ.

სამოქმედო გეგმა შეიძლება რეგულარულად შესწორდეს ან განახლდეს, რათა ასახავდეს პრიორიტეტების შესრულებაში მიღწეულ წარმატებებს.

7 სიტყვარი

▲ზევით დაბრუნება


BOMCA: Border Management Programme for Central Asia

საზღვრის მართვის პროგრამა ცენტრალური აზიისათვის

EASA: European Aviation Safety Agency

ევროპის საჰაერო უსაფრთხოების სააგენტო

EUPM: European Union Police Mission

ევროკავშირის საპოლიციო მისია

EUPOL: European Union Police Mission

ევროკავშირის საპოლიციო მისია

FATF: Financial Action Task Force on Money Laundering

ფულის გათეთრების წინააღმდეგ Fფინანსური მოქმედების სპეციალური ჯგუფი

GATT: General Agreement on Tariffs and Trade

ზოგადი შეთანხმება ტარიფების და ვაჭრობის შესახებ

ICC: International Criminal Court

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო

IFAC: International Federation of Accountants

ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაცია

IIA: Institute of Internal Audit

შიდა აუდიტის ინსტიტუტი

ILO: International Labour Organisation

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია

INTOSAI: International Organisation of Supreme Audit Institutions

აუდიტის უმაღლესი ინსტიტუტების საერთაშორისო ორგანიზაცია

IST: Information Society Technologies

საინფორმაციო საზოგადოებისათვის შემუშავებული ტექნოლოგიები

OSJD: Organisation for Railway Cooperation

რკინიგზის სფეროში თანამშრომლობის ორგანიზაცია

OTIF: Intergovernmental Organisation for International Carriage by Rail

საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაცია

SCAD: Southern Caucasus Action Programme on Drugs

სამხრეთი კავკასიის სამოქმედო პროგრამა ნარკოტიკების წინააღმდეგ

TRACECA: Transport Corridor Europe Caucasus Asia

სატრანსპორტო დერეფანი „ევროპა-კავკასია-აზია“

TRIPS: WTO Agreement on Intellectual Property

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის შეთანხმება ინტელექტუალური საკუთრების შესახებ

WHO: World Health Organisation

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

WMD: Weapons of Mass Destruction

მასობრივი განადგურების იარაღი