პროფკავშირული ანბანი


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი სამოქალაქო განათლება|სამოქალაქო განათლება
საავტორო უფლებები: © ფრიდრიხ ებერტის ფონდი
თარიღი: 2007
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: კვების და თამბაქოს მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, სარესტორნო და სასტუმრო მომსახურების, საზოგადოებრივი კვებისა და მომიჯნავე დარგების მუშაკთა საერთაშორისო კავშირი (IUF) თარგმნა ნოდარ ქოქიაშვილმა თბილისი 2007



1 შესავალი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

პროფკავშირი

ჩვენთვის - მთლიანი, მტკიცე და დემოკრატიული ორგანიზაციაა, პროფკავშირი მშრომელთა მიერ შექმნილი, რომელსაც თვითონ მართავენ იმ მიზნით რომ:

0x01 graphic

- დაიცვან თავიანთი
უფლებები სამუშაო
ადგილზე

- გაიუმჯობესონ შრომის
პირობები და უსაფრთხოება

- გამოთქვან თავიანთი
შეხედულებები
საზოგადოებაში არსებულ
პრობლემებზე

დამატებით, ძირითად მიზნებთან ერთად, ხშირად პროფკავშირები თავიანთი წევრებისათვის ახორციელებენ მომსახურების მთელ სპექტრს - ურთიერთდამხმარე სალაროების, მკურნალობაში დახმარების, თავისუფალი დროის და დასვენების, აგრეთვე სხვა სოციალურ-კულტურული ღონისძიებების ორგანიზებით.

მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული,როგორი იქნება თქვენი პროფკავშირი,როგორი იქნება მისი ფუნქციები, და რამდენად ეფექტიანად შეძლებს მათ რეალიზებას.

როგორც წესი, მშრომელები პირადი განცხადებით ან ხმის მიცემით ადასტურებენ პროფკავშირის რწმუნებულებებს წარმოადგინოს მათი ინტერესები კოლექტიური ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე და ამ საშუალებით აღწევენ თავიანთი მიზნების რეალიზებას.

0x01 graphic

რისთვის გვჭირდება პროფკავშირი?

პროფკავშირში გაერთიანება გარდაუვალია მანამ, სანამ იარსებებს ადამიანთა ორი ჯგუფი ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესებით. დამსაქმებლის ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ გამოწუროს მუშაკისაგან რაც შეიძლება მეტი, გადაუხადოს მას რაც შეიძლება ნაკლები. ამავე დროს მუშაკები დაინტერესებულნი არიან თავიანთი შრომის სამართლიან და ღირსეულ ანაზღაურებაში. ამ ინტერესთა კონფლიქტმა მიიყვანა მშრომელები გაერთიანების აუცილებლობამდე, რათა ერთიანი ძალით დაპირისპირებოდნენ დამსაქმებლებს. სწორედ ამ ამოცანის გადაწყვეტის ბუნებრივ ინსტრუმენტს წარმოადგენს პროფკავშირი.

0x01 graphic

ცალ-ცალკე ჩვენ ვერ შევძლებთ დავიცვათ ჩვენი თავი დამსაქმებელთა თვითნებობის -

უსამართლო მოპყრობისა და ჯარიმებისაგან, სამუშაოდან არაკანონიერად დათხოვნისაგან. ვერ მივაღწევთ შრომის პირობების გაუმჯობესებას, ხელფასის გაზრდას, რომ აღარაფერი ვთქვათ სამართლიანი სოციალური კანონების მიღების შესახებ.

მშრომელები მთლიანად დამოკიდებულნი არიან ხელფასზე, რომელსაც მხოლოდ სამუშაო იძლევა. მაგრამ სამუშაო შეიძლება მიიღო და წაგართვან ახირებული დამსაქმებლის სურვილით. ეს იმას ნიშნავს, რომ მშრომელი თავის არჩევანში არ არის თავისუფალი. ის იძულებელია ემსახუროს მეწარმეს, ან მოკვდეს შიმშილისაგან.

მაგრამ, თუ გაერთიანდებიან, მშრომელებს შეუძლიათ დაამარცხონ თავისი უძლურება.

0x01 graphic

თუ ძლიერ პროფკავშირს შევქმნით, ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა ველაპარაკოთ დამსაქმებლებს თანასწორად, რითაც ვიბრუნებთ ადამიანთა საკუთარი ღირსების დაკარგულ გრძნობას, რომელთა შრომითაც იქმნება საზოგადოების კეთილდღეობა. ჩვენ აღვადგენთ საკუთარ კონტროლს ჩვენი ცხოვრებისა და შრომის პირობებზე. ამიერიდან ჩვენ მორჩილებით არ მივიღებთ იმას, რასაც გვთავაზობს ადმინისტრაცია: შევძლებთ საკუთარი იდეების შეთავაზებას რეალიზებისათვის, შრომის პირობებისა და ანაზღაურების მისაღები დონის მისაღწევად, თანასწორად წარვმართოთ მოლაპარაკებები დამსაქმებელთან

0x01 graphic

აი ამგვარად ვხდებით ჩვენი ცხოვრების ბატონ-პატრონი

0x01 graphic

0x01 graphic

თქვენი სამუშაო

- მიგაჩნიათ, რომ თქვენი სამუშაო საინტერესო და მნიშვნელოვანია, თუ მოსაწყენი და ერთფეროვანი?

თქვენი გავლენა შრომის ორგანიზაციაზე

- თქვენ შეგიძლიათ გამოიჩინოთ ინიციატივა და დამოუკიდებლად გადაწყვიტოთ, თუ როგორ შეასრულოთ ესა თუ ის სამუშაო?

- თქვენ შეგიძლიათ თანამშრომლებთან ერთად დაგეგმოთ და გააკონტროლოთ მისი შესრულების მიმდინარეობა?

თქვენი ხელფასი

- თქვენი ხელფასი უზრუნველყოფს თქვენსა და თქვენი ოჯახის მოთხოვნილებებს?

- რამდენად სამართლიანია თქვენი ხელფასი იმ სამუშაოსთან მიმართებაში, რომელსაც თქვენ ასრულებთ?

- თქვენი ხელფასი რამდენად სამართლიანია თქვენი საწარმოს მიერ მიღებულ მოგებასთან მიმართებაში?

თქვენი შრომის პირობები

- თუ ხართ შეწუხებული:

* ცუდი ვენტილაციის გამო

* განსაკუთრებული სიცხის/სიცივის ან ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობის გამო

* ჯანმრთელობისათვის საშიში ნივთიერებებისგან

* ხმაურისა და ვიბრაციის მაღალი დონის შედეგად

* სტრესისგან (მუშაობის დროს დათრგუნვის მუდმივი შეგრძნებისგან)

* დაბინძურებული ჰაერისგან

* საშიში ხელსაწყოებისა და დანადგარებისგან (ღუმელები, ორთქლის ქვაბები)

* ანტისანიტარული პირობებისგან?

მუშაობის სტაბილურობა

- გაქვთ თუ არა შესაძლებლობა აუხსნათ დამსაქმებელს თქვენი მოსაზრება თქვენს მიმართ დისციპლინარული სასჯელის გამოცხადებაზე გადაწყვეტილების მიღებამდე და თუ მიიღებენ მას მხედველობაში?

- შეგიძლიათ აიცილოთ უსამართლო სასჯელის გამოცხადება?

- დარწმუნებული თუ ხართ იმაში, რომ არ დაკარგავთ სამუშაოს?

ჩამოთვლილი პრობლემებიდან რომლებია ყველაზე აქტუალური პირადად თქვენთვის?

დასახელებულ პრობლემებს შორის თუ არის ისეთი, რომელთა გადაწყვეტა წარმოადგენს თქვენი თანამშრომლების საერთო ინტერესს?

შეგიძლიათ დაძლიოთ აღნიშნული პრობლემები ერთპიროვნულად?

რომელი პრობლემების გადასაწყვეტად არის საჭირო გაერთიანებული ძალისხმევა?

გაერთიანების თავისუფლება

ადამიანის ყოველ ადამიანს აქვს უფლება შექმნას პროფესიული კავშირები და შევიდეს პროფესიულ კავშირებში თავისი ინტერესების დასაცავად.

უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია

შექმნას ან შევიდეს პროფკავშირებში თავისი არჩევანის მიხედვით, - ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გამტკიცებულია ეროვნული კანონებით, მრავალი ქვეყნების კონსტიტუციებით, საერთაშორისო ნორმებით. არავინ არ შეიძლება დაისაჯოს და იდევნებოდეს პროფკავშირული საქმიანობისთვის, უფრო მეტიც,კანონები ითვალისწინებენ არა მარტო ამ მხრივ წინააღმდეგობის და ხელის შეშლის დაუშვებლობას, არამედ პროფესიული კავშირების მუშაობისთვის ნორმალური პირობების შექმნას.

პროფკავშირულ მოძრაობას არა აქვს სამოქალაქო საზოგადოების ინტერესებისგან განსხვავებული ინტერესები. სწორედ ამიტომ მისი როლი აღიარებულია საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობის მიერ, მათ შორის არის გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია.

შსო, კერძოდ, აღიარებს, რომპროფკავშირული მოძრაობის ფუნდამენტური და პერმანენტული მისია, - ეს არის ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობის მიღწევა“, ხოლო გაეროს საერთაშორისო პაქტი ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ ავალდებულებს პაქტის მონაწილე სახელმწიფოებს, უზრუნველყონ თითოეული ადამიანის უფლება, შექმნას თავისი ეკონომიკური და სოციალური ინტერესების განხორციელებისა და დაცვის მიზნით პროფესიული კავშირები და შევიდეს ასეთ ორგანიზაციებში თავისი არჩევანის მიხედვით

2 ორგანიზაციის საფუძვლები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ორგანიზაციის საფუძვლები

მუშაკთა საერთო ინტერესების ერთობის ხარისხთან დამოკიდებულება განასხვავებს რამდენიმე კატეგორიის პროფკავშირს

0x01 graphic

ერთი პროფესიის მუშაკთა კავშირი

კონფედერაცია ან საყოველთაო ფედერაცია
0x01 graphic

0x01 graphic

დარგობრივი პროფკავშირი

2.1 ერთი პროფესიის მუშაკთა კავშირი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ეს პროფკავშირის ყველაზე ადრეული ფორმაა. ასეთი კავშირი ყალიბდება გარკვეული ხელობის (პროფესიის) ან კვალიფიკაციის მშრომელებისგან (საფრენოსნო შემადგენლობა, სალოკომოტივო ბრიგადები და ..). ასე, მაგალითად, ყველა ელექტრიკოსი (და მხოლოდ ელექტრიკოსები) შეიძლება ეკუთვნოდენ ელექტრიკოსთა კავშირს, მიუხედავად მათი სამუშაო ადგილისა ან დამსაქმებლებისა. მხოლოდ და სწორედ პროფესია აერთიანებს მშრომელებს ერთად ამ ტიპის პროფკავშირში. ამგვარი კავშირი წყვეტს ორ მნიშვნელოვან ამოცანას: პირველ რიგში, შეგირდობის სისტემის საშუალებით უზრუნველყოფს კვალიფიკაციის დონეს და აკონტროლებს კადრების მოზიდვას პროფესიაში. ადგენს შრომის ანაზღაურების მინიმალურ ნორმას, და კავშირის წევრებს დაქირავებით მუშაობის დროს არა აქვთ უფლება დათანხმდნენ ნაკლებ ანაზღაურებაზე. ორგანიზაციის ეს სახეობა დღეს ნაკლებად არის გავრცელებული და თანდათან ქრება მთელს მსოფლიოში მრეწველობის განვითარების კვალობაზე.

2.2 --> კონფედერაცია ან საყოველთაო ფედერაცია

▲ზევით დაბრუნება


საყოველთაო ფედერაც
0x01 graphic

პროფკავშირის ეს სახეობა აერთიანებს მშრომელებს მიუხედავად დამსაქმებლისა, მრეწველობის დარგისა, რომელშიც ისინი არიან დასაქმებულნი, თუ კვალიფიკაციისა. კავშირის ეს ფორმა განსაკუთრებით ჭარბობს პატარა სახელმწიფოებში, სადაც მშრომელთა არც ერთი ჯგუფი არ არის საკმარისად ძლიერი, საკუთარი ქმედითუნარიანი პროფკავშირის შესაქმნელად.

ასეთი კავშირი, როგორც წესი, არის მსხვილი და საკმაოდ გავლენიანი, რადგანაც აერთიანებს ყველა მშრომელს, როგორც ცალკეულ დასახლებულ პუნქტში, ასევე რეგიონში და მთლიანად ქვეყანაში. მას აქვს შესაძლებლობა მტკიცედ დაუპირისპირდეს დამსაქმებელთა ზეწოლას, რამდენიმე კომპანიაში ან დარგში მოახდინოს დასაქმებულთა მობილიზება, მოაწყოს სოლიდარობის აქციები და უზრუნველყოს ერთმანეთის ფინანსური მხარდაჭერა. გარდა ამისა, ასეთი ფორმა საშუალებას იძლევა გააერთიანოს პროფკავშირული რესურსები, მაგალითად საინფორმაციო, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ხარჯებს.

მაგრამ, ორგანიზაციის ამგვარ ფორმას აქვს თავისი ნაკლოვანებებიც. პირველ რიგში, რამდენიმე ფედერაციის არსებობა წარმოშობს ერთმანეთში კონკურენციისა და ბრძოლის შესაძლებლობას რიგით წევრებზე გავლენის მოპოვების მიზნით, რაც ხარისხობრივად ასუსტებს მშრომელთა მოძრაობას. აგრეთვე, წარმოადგენს რა ყველა მშრომელს, კონფედერაცია გამუდმებით განიცდის სირთულეებს ისეთიპოლიტიკის შემუშავებაში, რომელიც დააკმაყოფილებდა ყველა წევრი ჯგუფების ინტერესებს. თუმცა ამის თავიდან აცილება შეიძლება პროფკავშირის დაბალანსებული დარგობრივი სტრუქტურის შექმნით. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში საყოველთაო ფედერაციას თავის სტრუქტურაში აქვსპროფესიონალური ჯგუფებირომლებიც გამოხატავენ ყოველი წარმოდგენილი დარგის მშრომელთა ინტერესებს.

0x01 graphic

2.3 დარგობრივი პროფკავშირი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

პროფკავშირის ეს სახეობა აერთიანებს გარკვეული დარგის საწარმოთა მუშაკებს, მაგალითად კვების, ქიმიური, მეტალურგიული. დარგობრივ პროფკავშირში შედიან როგორც მაღალკვალიფიციური, ასევე არაკვალიფიციური მუშახელი, ანუ როგორც ლურჯსაყელოიანი, ასევე თეთრსაყელოიანი მოსამსახურეები.

თითოეული დარგის მუშაკებს აქვთ მრავალი საერთო პრობლემა. მაგალითად, მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე პირდაპირ აისახება ბიზნესის მდგომარეობა - აღმავლობას განიცდის თუ, პირიქით, ძნელ პირობებში იმყოფება. დარგობრივ პროფკავშირში ჯგუფური განსხვავებების გადალახვა გაცილებით ადვილია. მეწარმეები ამ შემთხვევაში ვერ შეძლებენ სხვადასხვა პროფესიის მშრომელთა ერთმანეთისადმი დაპირისპირებას.

თავის მხრივ, დარგობრივი პროფკავშირები საერთოეროვნულ ფედერაციაში გაერთიანებისაკენ,- საერთო პროფცენტრის შექმნისაკენ უნდა მიისწრაფოდნენ. ეს ხელს უწყობს საერთო პრობლემების გადაწყვეტას, მათ შორის ისეთ საკითხების, როგორიცაა საკანონმდებლო რეფორმა, და პროფკავშირული სამსახურების გაერთიანება, რომელთა ცალ-ცალკე არსებობის უზრუნველყოფა ორგანიზაციული დაქსაქსულობის პირობებში ფინანსური ხარჯების ზრდასთანაა დაკავშირებული.

დამატებით, გარდა ზემოთ მითითებული სამი ძირითადი კატეგორიისა,არსებობს ორი,შედარებით პატარა:

0x01 graphic

ცალკეული საწარმოს მუშაკთა პროფკავშირი, ან სხვაგვარად, ადგილობრივი პროფკავშირი, აერთიანებს ერთი დაწესებულების ან საწარმოს მუშაკებს. მას გააჩნია უპირატესობა იმ სტრუქტურისა, რომლის ორგანიზება შესაძლებელია სწრაფად, როდესაც ყველა დასაქმებულის წინაშე დგას საერთო კონკრეტული მიზანი - წინ აღუდგეს შემცირებას, დადოს კოლექტიური ხელშეკრულება, მიაღწიოს ხელფასის მომატებას. მაგრამ ჩვეულებრივ, ასეთი პროფკავშირი მცირერიცხოვანი და სუსტია და არ ძალუძს გახდეს მოლაპარაკებების პროცესის თანასწორუფლებიანი მონაწილე. უფრო მეტიც, ასეთ პროფკავშირში ადმინისტრაციის დომინირებისშესაძლებლობა ძალიან მაღალია.

ერთი კომპანიის მუშაკთა პროფკავშირს, ძირითადად ახასიათებს იგივე თვისებები და ნაკლოვანებები, რაც ერთი საწარმოს პროფკავშირს, მხოლოდ იმ გამონაკლისის გათვალისწინებით, რომ მასში გაერთიანებულნი არიან იმ დაწესებულებებისა და საწარმოების მუშაკები, რომლებიც ერთ მეწარმეს/დამქირავებელს ეკუთვნის. ხშირად მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელობა ცდილობს ზეწოლა მოახდინოს პროფკავშირებზე, რათა ისინი აიძულონ გამოვიდნენ დარგობრივი პროფკავშირებიდან. იქ, სადაც ეს ხერხდება, პროფკავშირები სწრაფად კარგავენ თავიანთ დამოუკიდებლობას, - ხდებიან რა ოლიგარქების მარიონეტები.

0x01 graphic

1. რომელ ტიპს მიეკუთვნება თქვენი პროფკავშირი?

2. პროფკავშირის რომელი ტიპი არის ყველაზე მეტად გავრცელებული თქვენს ქვეყანაში?

3 პროფკავშირული მოძრაობის ძირითადი პრინციპები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

3.1 ერთიანობა და სოლიდარობა

▲ზევით დაბრუნება


მუშაკთა მიერ პროფკავშირები იმ მიზნით იქმნება, რომ აღმოიფხვრას საშინელი შეუთავსებლობა ცალკეული ადამიანის - მშრომელის მწირ შესაძლებლობებსა და განუზომელ ძალაუფლებას შორის, რომელიც ინდივიდუალური დამსაქმებლის ხელშია თავმოყრილი. აღნიშნული შეუთავსებლობა აღმოიფხვრება მხოლოდ მშრომელთა თანადგომით და ურთიერთმხარდაჭერით - ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის!

0x01 graphic

პროფკავშირის ძალა და გავლენა კომპანიის მუშაკთა ერთობის ხარისხზეა დამოკიდებული. რაც უფრო მაღალია პროფკავშირის წევრთა რაოდენობა პროფკავშირის გარეთ დარჩენილ მუშაკებთან შედარებით, განსაკუთრებით საწარმოს ძირითად უბნებზე, მით უფრო ძლიერია პროფკავშირი. რიცხოვნობის გარდა, დიდ როლს თამაშობს წევრთა მოტივირება, მათი მზადყოფნა ფინანსებითა და მოქმედებებით მხარი დაუჭირონ თავიანთ ორგანიზაციას.

0x01 graphic

იმისგან დამოუკიდებლად, თუ, რა საფუძველზე შეიქმნა პროფკავშირი - პროფესიულ, დარგობრივ, ცალკეულ საწარმოს ბაზაზე და სხვა,მასში უნდა გაერთიანდეს ყველა მუშაკი,განურჩევლად რასის, რელიგიური მრწამსის, სქესის, შეხედულებისა და კვალიფიკაციისა. პროფკავშირში ყველა თანასწორია. პროფკავშირები არ უნდა წარმოადგენდნენ დახურულ თანამეგობრობას,მუშაკთა ელიტის ნაწილის ინსტრუმენტს, რომლებიც თავგამოდებით იცავენ თავიანთ პრივილეგიებს სხვა მუშაკებისაგან. პროფკავშირები ღია უნდა იყოს ყველასათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, მუშაკები, რომლებიც პროფკავშირში არ იქნებიან დაშვებულნი, შეიძლება შტრეიკბრეხერებად გამოიყენონ შრომითი კონფლიქტის დროს.

3.2 დამოუკიდებლობა

▲ზევით დაბრუნება


პროფკავშირი მისი შემქმნელი მუშაკების ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა ექვემდებარებოდეს მხოლოდ მათ კონტროლს და აიცილოს საშიშროება, აღმოჩნდეს გარეშე ინტერესების გაბატონებული ზეგავლენის ქვეშ, იქნება ეს კომპანიის, საწარმოს, მთავრობის, ბიზნესის, დამსაქმებელთა, პოლიტიკური პარტიების, რელიგიური ორგანიზაციების თუ ცალკეულ პირთა ინტერესები.

პროფკავშირების დამოუკიდებლობა მოწმდება კითხვით: ამ ორგანიზაციაში ვინ იღებს გადაწყვეტილებას? თუ პასუხია - დირექტორი, მენეჯერი, მაფია, სამინისტრო ან ქვეყნის პრეზიდენტი, ნათელია, რომ ასეთი პროფკავშირი - „ყვითელია“. რეალურ პროფკავშირში მხოლოდ თვითონ მისი წევრები ერთობლივად განსაზღვრავენ პროფკავშირულ პოლიტიკას, ტაქტიკასა და სტრატეგიას.

მთავრობა თანაბარი ზომით, შეიძლება დადებითად ან უარყოფითად განეწყოს პროფკავშირების მიმართ. ზოგჯერ, ავტორიტარული და დიქტატორული რეჟიმის სახელმწიფო ორგანოები, ეროვნული და საერთაშორისო კანონების დარღვევით ცდილობენ დაიმორჩილონ პროფკავშირები, და ამით სპობენ სოციალური დიალოგის შესაძლებლობას. თუ მშრომელები ვერ შეძლებენ თავიანთი ორგანიზაციის დამოუკიდებლობის დაცვას, მაშინ ცხოვრების დონის დაცემა, სიღარიბის ზრდა, სოციალური დაძაბულობა და რეპრესიები გარდაუვალი იქნება.

0x01 graphic

არის შემთხვევები, როდესაც ეგრედწოდებულ „პროფკავშირს“ თავისი მუშაკებისათვის აფუძნებს თვითონ დამქირავებელი. ასეთი პროფკავშირის სახელწოდებაც აგრეთვე „ყვითელია“ („ჯიბისაა“), ანუ კომპანიური, ვინაიდან, უფრო ხშირად ამგვარი ორგანიზაციები იქმნება და მოქმედებენ ერთი კომპანიის ან (ნაციონალური თუ ტრანსნაციონალური) საწარმოს ფარგლებში. ის მთლიანად იმყოფება ადმინისტრაციის გავლენის ქვეშ, ძირითადად დაკავებულია იმ „სიკეთეების“ განაწილებით, რომლებსაც კომპანია „მოწყალების“ სახით ისედაც გასცემს თავის მუშაკებზე. ასეთი პროფკავშირი მუშაკებისათვის სრულიად უსარგებლოა, რადგანაც, მისი ძირითადი მიზანია არა მუშაკთა ინტერესების წარმოდგენა და დაცვა,არამედ პირიქით, მათი მხრიდან ნამდვილი პროფკავშირის შექმნის დაუშვებლობა.

0x01 graphic

ჩვენს ქვეყნებში ჯერ კიდევ საკმაოდ გავრცელებულია დამსაქმებელთა გაწევრიანება პროფკავშირში, რომლებიც ხშირად ცდილობენ შიგნიდან გაატარონ და მოახვიონ თავიანთი მიზნები პროფკავშირულ ორგანიზაციას. მათი წევრობა პროფკავშირში ართულებს სოციალურ დიალოგს, იწვევს სოციალური პარტნიორობის მხარეთა ერთმანეთში აღრევას. მრავალმა პროფკავშირმა თავიანთ წესდებებში დააფიქსირეს მოთხოვნა, დამსაქმებელთა და მათი წარმომადგენლების, პროფკავშირში გაწევრიანების დაუშვებლობის შესახებ. სხვებმა - შეზღუდეს დამსაქმებელთა შესაძლებლობები, ჩამოართვეს რა უფლება იყვნენ არჩეულნი ხელმძღვანელ პროფკავშირულ ორგანოებში და მიიღონ მონაწილეობა პროფკავშირულ კრებებსა და კონფერენციებში დელეგატების სტატუსით. მეორეს მხრივ, დამსაქმებელთა უმრავლესობა, თვითონ ტოვებს პროფკავშირებს, თავიანთი ინტერესების დასაცავად ქმნის ამ მიზნებისათვის უფრო შესაფერის, საკუთარ,- დამსაქმებელთა დარგობრივ ასოციაციებს და მეწარმეთა გაერთიანებებს.

დამსაქმებლები და მათი წარმომადგენლები,- საწარმოს და კომპანიის ნებისმიერი მუშაკებია, რომელთა კომპეტენციაში შედის ხელფასისა და პრემიის დარიცხვის, დისციპლინარული და სხვა სასჯელების გამოტანის, და აგრეთვე,სხვა მუშაკთა შრომის პირობების შეცვლის საკითხები.

0x01 graphic

პოლიტიკური პარტიები,რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ მუშათა კლასის ერთადერთი დამცველის როლზე, აგრეთვე ცდილობენ, პროფკავშირები მოაქციონ თავიანთი პატრონაჟის ქვეშ. მაგრამ, პოლიტიკური პარტიებისა და პროფკავშირების ინტერესები არც თუ ხშირად ემთხვევა, და მაშინაც კი, როცა ერთმანეთს კვეთს, პროფკავშირების მთავარი ამოცანაა უზრუნველყონ თავიანთი წევრების ინტერესები, ხოლო პარტიის მთავარი ამოცანაა ამომრჩეველთა მსოფლიოს ბევრ ქვეყნებში პროფკავშირებმა საკუთარი პარტიები შექმნეს, რომლებმაც მიიღეს იმათი მხარდაჭერა, ვინც მშრომელთა პოლიტიკურ მიზნებს იზიარებს (წვრილი ფერმერები, საშუალო ფენა). ასეთი პარტიების საქმიანობაზე პროფკავშირები ინარჩუნებენკონტროლს და ახორციელებენ ღონისძიებებს, რათა შინაგანი განხეთქილებისა და დაპირისპირების შედეგად არ მოხდეს მათი დაშლა. ასეთი პარტიები საუკეთესო ინსტრუმენტია მშრომელთა ინტერესების დასაცავად ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოებში,სადაც კანონშემოქმედებით საქმიანობას ეწევიან. ხმების მეტი რაოდენობა მიიღოს, რათა ხელისუფლებაში მოვიდეს.

0x01 graphic

მსოფლიოს ბევრ ქვეყნებში პროფკავშირებმა საკუთარი პარტიები შექმნეს, რომლებმაც მიიღეს იმათი მხარდაჭერა, ვინც მშრომელთა პოლიტიკურ მიზნებს იზიარებს (წვრილი ფერმერები, საშუალო ფენა). ასეთი პარტიების საქმიანობაზე პროფკავშირები ინარჩუნებენ კონტროლს და ახორციელებენ ღონისძიებებს, რათა შინაგანი განხეთქილებისა და დაპირისპირების შედეგად არ მოხდეს მათი დაშლა. ასეთი პარტიები საუკეთესო ინსტრუმენტია მშრომელთა ინტერესების დასაცავად ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოებში, სადაც კანონშემოქმედებით საქმიანობას ეწევიან.

0x01 graphic

დროდადრო რელიგიური კონფესიები ცდილობენ, პროფკავშირები დაუქვემდებარონ თავიანთ გავლენას, რათა აიძულონ, ემსახურონ მათ რელიგიურ ინტერესებს. თუ ეს მოხდება და ერთ-ერთი ჯგუფი შეეცდება სხვა ჯგუფებზე გაბატონებას, ასეთ შემთხვევაში, პროფკავშირში განხეთქილება გარდაუვალი იქნება.

ასეთი მოქმედებები არის ანტიპროფკავშირული, ვინაიდან ისინი აქეზებენ მშრომელებს ერთმანეთის წინააღმდეგ საბრძოლველად, იმის მაგივრად, რომ გააერთიანონ ძალისხმევა დამსაქმებელთან ბრძოლაში. რასაკვირველია, პროფკავშირის ინდივიდუალური წევრები სრულიად თავისუფალნი არიან რელიგიისა და პოლიტიკური შეხედულებების არჩევანში, მაგრამ, მათ არ უნდა მოახვიონ ორგანიზაციას თავიანთი პირადი თვალსაზრისი, არ უნდა აიძულონ პროფკავშირი, დაემორჩილოს არაპროფკავშირულ პრინციპებს.

0x01 graphic

0x01 graphic

3.3 დემოკრატია

▲ზევით დაბრუნება


პროფკავშირი ვერ შეძლებს მასზე დამყარებული იმედების გამართლებას, თუ ის არ წარმოადგენს მშრომელთა ნებაყოფლობით გაერთიანებას საერთო ინტერესების დაცვის მიზნით, რათა უზრუნველყოს ხელფასის გაზრდა და შრომის პირობების გაუმჯობესება. თავის მხრივ, ნებაყოფლობითი ორგანიზაცია ვერ გახდება ძლიერი და ქმედითი მანამ, სანამ არ არის უზრუნველყოფილი მისი ყველა წევრის მაქსიმალურად შესაძლებელი მონაწილეობა ორგანიზაციის საქმიანობასა და ბრძოლაში,რომელსაც ის ეწევა. ხოლო წევრების მონაწილეობა ორგანიზაციის მუშაობაში შესაძლებელიამხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია არის დემოკრატიული. პრაქტიკის მიხედვით, პროფკავშირში, დემოკრატია ნიშნავს, რომ:

0x01 graphic

0x01 graphic

1. ყველა წევრი ჯგუფების ინტერესები
სამართლიანად და მთლიანადაა
წარმოდგენილი გადაწყვეტილებების
მიღების პროცესში. საჭიროა
უზრუნველყოფილიქნას აზრთა
პლურალიზმი, მაგრამ საბოლოო
გადაწყვეტილება უნდა გამოხატავდეს
წევრთა უმრავლესობის ჭეშმარიტ ნება-
სურვილს.

0x01 graphic

2. პროფკავშირის წევრები
რეგულარულად იღებენ ინფორმაციას
მათი ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ
ყველა საკითხებზე, საფინანსოს
ჩათვლით. ისინი მხოლოდ ამ
შემთხვევაში შეძლებენ სრულფასოვან
მონაწილეობას გადაწყვეტილებების
შემუშავებაში.

0x01 graphic

3. პროფკავშირის ყველა წევრს ერთნაირი
პრივილეგიები აქვს, ისევე როგორც
უფლებები და მოვალეობები. ძირითად
საკითხებზე ყველა გადაწყვეტილება
მიიღება კოლექტიურად, და არა
ერთპიროვნულად ან ვიწრო
შემადგენლობით.

0x01 graphic

4. ხელმძღვანელები, წარმომადგენლები
და აღმასრულებელი თანამდებობის
პირები პერიოდულად გადაირჩევიან
ფარული კენჭისყრით პროფკავშირის
წევრთა მიერ მათივე წევრთა რიგებიდან
და ანგარიშს აბარებენ მათ. შეიძლება
ისინი გაწვეული იქნან იმ შემთხვევაში,
თუ პროფკავშირის წევრებს არ
აკმაყოფილებთ მათი საქმიანობა.

პროფკავშირები თავისი ბუნებით წარმოადგენს დემოკრატიულ ინსტიტუტს, რადგანაც მისთვის არ არსებობს ხანგრძლივი და ეფექტიანი ფუნქციონირების სხვა ფორმა. სწორედ ამიტომ პროფკავშირები არის სახალხო დემოკრატიის სკოლა-საზოგადოების ქმედითი გარდამქმნელი ძალა.

0x01 graphic

0x01 graphic

- ეთანხმებით წარმოდგენილ აზრს პროფკავშირებში დემოკრატიის თაობაზე?

- არის თუ არა თქვენი პროფკავშირი დემოკრატიული?

4 პროფკავშირების სტრუქტურა

▲ზევით დაბრუნება


პროფკავშირის ან ადგილობრივი კომიტეტი

0x01 graphic

ცენტრალური საბჭო ან კომიტეტი აღმასრულებელი (ადმინისტრაციული) კომიტეტი

პროფკავშირის სტრუქტურა განსაზღვრავს:

  • როგორი სახით მიიღება გადაწყვეტილებები ორგანიზაციაში

  • როგორ ყალიბდება ხელმძღვანელი ორგანოები

  • როგორ არის უზრუნველყოფილი პროფკავშირის წევრთა მონაწილეობა მიმდინარე საკითხების გადაწყვეტაში

პროფკავშირული სტრუქტურის ხუთი ძირითადი დონე არსებობს

4.1 1. პროფკავშირის ან ადგილობრივი კომიტეტი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

პირველადი პროფკომი წარმოადგენს პროფკავშირული ორგანიზაციის ძირითად ორგანოს, რომელიც რიგით წევრებთან უშუალო კონტაქტში მუშაობს. ტერიტორიულ-საწარმოო ნიშნით - პროფკავშირის წევრთასაცხოვრებელი ადგილის (საოლქო,სამხარეო,რაიონული კომიტეტები) ან სამუშაო ადგილის მიხედვით (საქარხნო ან საფაბრიკო კომიტეტი)შექმნილი, - პროფკომები წარმოადგენს პროფკავშირული სიცოცხლისუნარიანობის წყაროს. ძლიერი პირველადი ორგანიზაცია წარმოებაში - ძლიერი პროფკავშირის აუცილებელი წინაპირობაა. მიმდინარე მუშაობას პირველად ორგანიზაციაში, როგორც წესი, ახორციელებს არჩეული პროფკომი, მის კომპეტენციაში შედის საჩივრების განხილვა, სწავლების ორგანიზება, ახალი წევრების მოზიდვა, კოლექტიური ხელშეკრულების დადება და კონტროლი მის შესრულებაზე.

მსხვილ კომპანიებში დამქირავებელთან კოლექტიური ხელშეკრულების დადება ჩვეულებრივ ზემდგომი ორგანოების ფუნქციას წარმოადგენს, და არა პროფკომის. სწორედ ასევე ზემდგომ ორგანოებს (პროფკავშირის გაერთიანებული კომიტეტი ან პროფკავშირის რაიონული კომიტეტი) შეუძლიათ წარმოადგინონ დამსაქმებლის წინაშე პროფკავშირის წევრთა ინტერესები, რომლებიც მცირე ზომის კომპანიებში მუშაობენ.

4.2 2. კონფერენცია ან დელეგატთა ყრილობა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ეს უმაღლესი ორგანოა, რომელშიც ყველა წევრის ინტერესები წარმოდგენილია არჩეული დელეგატებით. მის კომპეტენციაში შედის პროფკავშირის პოლიტიკის განმსაზღვრელი ძირითადი გადაწყვეტილებების მიღება, თანამდებობის პირთა და ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრთა არჩევა, განვლილი პერიოდის საქმიანობის ანალიზი და შემდგომი მუშაობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა. კონფერენციები და ყრილობები ტარდება არანაკლებ ერთჯერ ყოველ ოთხ წელიწადში

3. ცენტრალური საბჭო ან კომიტეტი

ამ აღმასრულებელ ორგანოს ჩვეულებრივ კონფერენციის ან ყრილობის დელეგატები ირჩევენ. მასში წარმოდგენილია ყველა წევრი ჯგუფები (მაგალითად, რეგიონების ან სექტორების მიხედვით). ცენტრალური საბჭო/ცენტრალური კომიტეტი წარმართავს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილეების და სხვა არჩევითი თანამდებობების პირთა მუშაობას. როგორც წესი, ცენტრალური საბჭო/ ცენტრალური კომიტეტი თავის სხდომებს მართავს არანაკლებ ერთჯერ წლის განმავლობაში.

პროფკავშირის ან ადგილობრივი კომიტეტი

0x01 graphic

4.3 4. აღმასრულებელი კომიტეტი (პრეზიდიუმი, ადმინისტრაციული კომიტეტი)

▲ზევით დაბრუნება


ცენტრალური საბჭოს/კომიტეტის კრებებს შორის პერიოდში მთელი ძალაუფლება ერთი პიროვნების - თავმჯდომარის ან გენერალური მდივნის ხელში რომ არ აღმოჩნდეს,- უფლებამოსილება კოლექტიური გადაწყვეტილებების მიღებაზე და პასუხისმგებლობა მათ შესრულებაზე ენიჭება მობილურ ჯგუფს, რომელიც ძირითადი არჩევითი თანამდებობის პირებისგან შედგება, და ჩვეულებრივ, ეს ადამიანთა მცირერიცხოვანი ჯგუფია, რომელნიც რეგულარულად, მჭიდროდ ურთიერთმოქმედებენ ერთმანეთს შორის.

4.4 5. აღმასრულებელი თანამდებობის პირები

▲ზევით დაბრუნება


აღმასრულებელი თანამდებობების პირებად ითვლებიან არჩევითი თავმჯდომარე (პრეზიდენტი), თავმჯდომარის მოადგილეები (ვიცეპრეზიდენტები), გენერალური მდივანი, მდივნები საქმიანობის მიმართულებების მიხედვით. მათ ირჩევენ ყრილობებზე და კონფერენციებზე. მათ კომპეტენციაში შედის მიღებულ დადგენილებათა შესრულება, აპარატის მუშაობის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, დარგისა და ეკონომიკის განვითარების ეკონომიკური ანალიზი და პროგნოზირება, დარგობრივი შეთანხმებების მომზადება და დადება დამსაქმებელთა ასოციაციებთან, კადრების მომზადებისა და სწავლების სისტემის მხარდაჭერა, საერთაშორისო კონტაქტები

1. როგორია თქვენი პროფკავშირის ამოცანები:

0x01 graphic

2. ვის აქვს უფლება შევიდეს პროფკავშირში?

3. თქვენ თუ შეგიძლიათ,როგორც პროფკავშირის წევრმა მოახდინოთ რაიმე ზეგავლენა პროფკავშირული ორგანოების გადაწყვეტილებების მიღებაზე?

5 პროფკავშირში ჩაბმა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ცხადია, რომ პროფკავშირში რაც უფრო მეტია წევრთა რაოდენობა, მას უფრო მეტი შესაძლებლობა ეძლევა მიაღწიოს შრომის პირობებისა და მისი ანაზღაურების ოდენობის გაუმჯობესებას. ამრიგად, პროფკავშირის ყველა წევრი დაინტერესებულია, რომ მათი ორგანიზაცია რაოდენობრივად იზრდებოდეს, როგორც მათ საკუთარ, ასევე მომიჯნავე საწარმოებშიც. მაგრამ ეს ზრდა თავისთავად არ მოხდება. პროფკავშირის რიგებს გარეთ დარჩენილ მუშაკთა გაწევრიანების მიზნით საჭიროა მათი პროფკავშირში მოზიდვის სპეციალური პროგრამების განხორციელება. ძალზედ ხშირად, კითხვაზე, „რატომ არ ხართ პროფკავშირის წევრი?“ მუშაკები პასუხობენ, რომ დღემდე მათ ეს არავინ შესთავაზა და არ აუხსნა პროფკავშირის წევრობის უპირატესობა. ამიტომ: „ჩააბი“ - ყველა პროფკავშირული აქტივისტის მთავარი დევიზია, ხოლო პროფკავშირების მუშაობაში წარმატების შეფასების კრიტერიუმი მათი რიცხოვნობის დინამიკაა. მაგრამ, ამგვარი მუშაობისთვის სპეციალური ჩვევებია საჭირო: უნარი - დაგეგმო კამპანია, მოამზადო სააგიტაციო მასალები, დაარწმუნო. პრაქტიკაში, მოზიდვის მიზნით მუშაობა ყველაზე უფრო წარმატებულია, როცა ამ საქმეს ასრულებენ სპეციალურად მომზადებული პროფაქტივისტები, პროფკავშირებში სპეციალურად შექმნილი საორგანიზაციო განყოფილებების მხარდაჭერით.

პროფკავშირის წევრობის მოტივაცია

პროფკავშირში ჩაბმა პრობლემების ანალიზით იწყება, რომელთა გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ კოლექტიური მოქმედებებით. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, უფრო ხშირად, პროფკავშირში შესვლის მოტივირება - ეს სამუშაო ადგილის დაკარგვის შიშია, იმის მოლოდინი,რომ პროფკავშირი გავლენას მოახდენს სამუშაო ადგილის სტაბილურობაზე. მოტივირების სხვა ფაქტორებია - სურვილი იშრომო უსაფრთხო და ჯანსაღ პირობებში და მიიღო შრომის სამართლიანი ანაზღაურება. გამოკითხვის მონაწილეები ზოგჯერ, აგრეთვე ასახელებენ სურვილს, ჰქონდეთ ხელმისაწვდომი სპეციალური გამაჯანსაღებელი პროგრამები, პროფკავშირის წევრებისა და მათი ბავშვებისთვის ზაფხულის პერიოდში დასვენების შესაძლებლობა. მაგრამ ეს ფაქტორები ყოველთვის დგას ბოლო ადგილზე, და პროფკავშირი, რომელსაც არაფერი შეუძლია შესთავაზოს თავის წევრებს, გარდა საგზურების განაწილებისა და საახალწლო საჩუქრებისა, სწრაფად კარგავს მხარდაჭერას, და მაშასადამე,წევრთა რაოდენობასაც.

სხვადასხვა კატეგორიის მუშაკებს შესაძლებელია ჰქონდეთ თავიანთი სპეციფიკური ინტერესები, მაგალითად, ახალგაზრდა მუშაკთა მოტივაცია ყოველთვის განსხვავდება საშუალო და შედარებით უფროსი ასაკის ადამიანების მოტივაციისგან. ინტერესთა აღნიშნული განსხვავებები და მიზნობრივი ჯგუფების თავისებურებანი საჭიროა გამოვლინდეს და გათვალისწინებული იქნას პროფკავშირში ახალი წევრების მოზიდვის მიზნით მუშაობისათვის მზადების პროცესში, ცალკე, თითოეული ჯგუფებისათვის შემუშავდეს არგუმენტების სისტემა, და აგიტაციის შესაბამისი ფორმები.

0x01 graphic

1. იზრდება თუ არა თქვენი ორგანიზაცია? თუ არა მაშინ რატომ?

2. მუშაკები რატომ შედიან პროფკავშირში და რატომ ტოვებენ მას?

3. თქვენს პროფკავშირში ვინ საქმიანობს ახალი წევრების მოზიდვის კუთხით?

6 პროფკავშირის მართვა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

პროფკავშირის მართვა

პროფკავშირის შექმნის შემდეგ, აუცილებელია შეიქმნას მექანიზმი, მისი საქმიანობის განუწყვეტლივ და ეფექტიანად განხორციელების მიზნით.

მოვალეობები
* ორგმუშაობა
* სწავლება
* საჩივრების განხილვა
* საგაფიცვო ფონდები
* კონფერენციები
* ანგარიშგებები
* მოლაპარაკებები
* წარმომადგენლობითობა
* საზოგადოებრივი საქმიანობა

0x01 graphic

არჩევითი ხელმძღვანელები

პროფკავშირის წევრები თავიანთი რიგებიდან ირჩევენ პასუხისმგებელ და უნარიან ადამიანებს თანამდებობის პირთა მოვალეობების შესასრულებლად. მათი არჩევის შემდეგ პროფკავშირის წევრებმა თვალყური უნდა ადევნონ თანამდებობის პირთა საქმიანობას, რეგულარულად ჩაატარონ შემოწმებები, რათა არ დაუშვან საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულება და გადახრები დემოკრატიული გზით მიღებული პოლიტიკის გატარებაში. სამოქმედო პროგრამა და სავარაუდო გადაწყვეტილებები წინასწარ უნდა წარუდგინონ პროფკავშირის რიგით წევრებს განსახილველად. მათ უნდა წაახალისონ პროფკავშირის წევრები, რათა ისინი უფრო აქტიურად მონაწილეობდნენ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

პროფკავშირული საქმიანობის ყველა ასპექტში ამგვარი მონაწილეობა, ხელმძღვანელის ჩათვლით, პროფკავშირის პოზიციის გაძლიერების მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. პროფკავშირის მართვა და ხელმძღვანელობა დამოკიდებულია არა

მარტო აღმასრულებელი თანამდებობის პირებზე, არამედ, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, უშუალოდ პროფკავშირის წევრებზეც. პროფკავშირის წევრებმა არჩევითი ხელმძღვანელობა საქმის კურსში უნდა იყოლიონ თავიანთ პრობლემებთან დაკავშირებით, აგრეთვე უნდა იცოდნენ, თუ, რას აკეთებენ და რას არ აკეთებენ არჩევითი ხელმძღვანელები.

ჩვენ გვექნება ისეთი პროფკავშირი, როგორსაც ჩვენ თვითონ ვიმსახურებთ!

0x01 graphic

პროფკავშირული აპარატი შემდეგ ფუნქციებს ასრულებს:

0x01 graphic

1. პროფკავშირის სხვადასხვა ორგანოების
მიერ შემუშავებული პოლიტიკისა და
გადაწყვეტილებების მკაცრად შესრულება
და ცხოვრებაში გატარება. ორგანიზაციის
განვითარებისაკენ მიმართული
პროგრამების შემუშავება და გატარება.

0x01 graphic

2. პროფკავშირული ორგანოების მიერ
ყველა წამოწყებულ მოქმედებათა შესახებ
პროფკავშირის წევრთა ინფორმირება.

3. კრებების ჩატარებისა და შიდა
პროფკავშირული ანგარიშგების შესახებ
ორგანიზაციის წესდებით
გათვალისწინებულ მოთხოვნათა მკაცრი დაცვა.

0x01 graphic

4. საწევრო შენატანების შეგროვება,
ფინანსური ანგარიშგების შედგენა და
პროფკავშირის ფონდების მართვა.

5. ორგანიზაციის რაოდენობრივი
შემადგენლობის შესახებ რეგულარული
ანალიზური მიმოხილვის შედგენა.

7 ფინანსები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ფინანსები

ზოგიერთ დასაქმებულს მიაჩნია, რომ ბრძოლის მიზნით გაერთიანება საჭიროა მხოლოდ მაშინ, როდესაც წარმოიშობა რაღაც პრობლემა, მაგალითად, მოსალოდნელი დათხოვნისაგან აუცილებელი დაცვის ან ხელფასის გაზრდის მიზნით. მუდმივი ორგანიზაციის ფორმირების საკითხს ისინი უარყოფითად ეკიდებიან, თუმცა, როცა საქმე ბრძოლამდე მიდის, მას აქტიურად უჭერენ მხარს.

0x01 graphic

გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ასეთი ადამიანების პოზიცია მცდარია. ორგანიზაციის არარსებობას თავისთავად,მუდმივად მივყავართ პრობლემების წარმოშობამდე. იმავე დროს, ძლიერი ორგანიზაციის არსებობა დამქირავებელს აიძულებს თავი შეიკავოს მუშაკების მიმართ ასეთი პრობლემების შექმნის მცდელობისგან. გარდა ამისა, დაგვიანებულია იფიქრო პროფკავშირის შექმნაზე, როდესაც, უკვე წარმოიშვა პრობლემა. ეს შეიძლება შევადაროთ დაზღვევის აგენტის გამოჩენას იმ სახლში, სადაც ხანძარი მძვინვარებს.

მშრომელთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ პროფკავშირი დაკავებულია მხოლოდ კოლექტიური ხელშეკრულებების პერიოდული გადახედვითა და პროფკავშირის წევრთა საჩივრების განხილვით და ამის გაკეთება მათი მხრიდან მოხალისეებსაც შეუძლიათ. მაგრამ ცხადია, რომ პროფესიონალ პროფკავშირულ მუშაკებს, რომლებმაც საჭირო სწავლება გაიარეს, თავისი უნარით ბევრად უფრო მეტის მიღწევა ძალუძთ.

0x01 graphic

თუმცა პროფკავშირსაც, თავისი მხრიდან, ამოცანისადმი დამოკიდებულების მიხედვით, შეუძლია მისი განსხვავებულად გადაწყვეტა. ზოგიერთი პროფლიდერები მოლაპარაკებებისთვის პრაქტიკულად არ ემზადებიან. ცდილობენ, მხოლოდ ხელფასის ავტომატურად 1-3 პროცენტით გაზრდას, სხვები კი, ეკონომიკურ ანალიზს ატარებენ, რათა განსაზღვრონ მაქსიმალური მომატების ზღვარი, რომელსაც პროფკავშირმა შეიძლება მიაღწიოს, მეპატრონის გადამხდელუნარიანობის გარკვევის შემთხვევაში.

0x01 graphic

როგორც უკვე აღინიშნა, პროფკავშირის ძალა დამოკიდებულია არა მარტო მის წევრთარაოდენობაზე, არამედ, შეგნებულ, განათლებულ მუშაკთა რაოდენობაზეც. ეს ნიშნავს, რომ პროფკავშირი, რომელშიც დასახული ამოცანების მიმართ სერიოზულად განეწყობიან, განახორციელებს სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამებს თავისი წარმომადგენლებისკვალიფიკაციისა დაორგანიზაციის წევრების ცოდნის დონის ამაღლების მიზნით. ამგვარისაქმიანობისთვის საჭიროა ფული. აგრეთვე ვერ გავექცევით ახალი წევრების მოზიდვის კამპანიისსაჭიროებას. ამ საქმესაც ფულისჭირდება. გარდა ამისა, კარგად ორგანიზებული პროფკავშირები მუდმივად ემზადებიან სიტუაციის მოსალოდნელი გამწვავებისთვის. როდესაც პროფკავშირი გაფიცვას იწყებს, მას მნიშვნელოვანი სახსრები სჭირდება, რომლებიც გროვდება ხელშეუხებელ ფულად ფონდში, მსგავს მოვლენებამდე დიდი ხნით ადრე. მაგრამ პროფკავშირის ეფექტიანი მუშაობა შეუძლებელია, თუ პროფკავშირის წევრთაგან შემოსული საწევრო შენატანები არასაკმარისია, ან იხარჯება არადანიშნულებისამებრ, უფრო სწორად, არა ამ ორგანიზაციის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით.

0x01 graphic

0x01 graphic

და ბოლოს, რათა პროფკავშირი არ აღმოჩნდეს დამსაქმებლის, მთავრობის, პოლიტიკური პარტიების გავლენის ქვეშ, პროფკავშირული სახსრები უნდა შემოდიოდეს მხოლოდ მისი წევრებისგან, და არა გარეშე წყაროებიდან. გამოთქმა,“ვინც იხდის,ის უკვეთავს მუსიკას კარგად ესადაგება ასეთ სიტუაციას. პროფკავშირს, რომელიც თავისი საქმიანობისთვის გარეშე წყაროებიდან მეტ ფულს იღებს,ვიდრე ორგანიზაციის წევრებისგან, ადრე თუ გვიან იმის დუდუკზე მოუწევს ცეკვა, ვინც იხდის.

თუ სოლიდარობას შეიძლება ეწოდოს ორგანიზაციის კუნთები, მაშინ ფინანსები - მისი სისხლია. შეიძლება დაიბადოს კითხვა: რეალურად, რამდენი ფული სჭირდება პროფკავშირს? მაგრამ საკითხის ასე დაყენება არამართლზომიერია. უმჯობესია კითხვა: რა თანხაა აუცილებელი იმისთვის, რომ პროფკავშირმა მიაღწიოს უფრო მაღალი ავტორიტეტულობის და გავლენის დონეს?

რა რაოდენობის სახსრებია საჭირო იმისათვის, რათა გადაწყდეს ესა თუ ის ამოცანა (შეიქმნას ურთიერთდამხმარე სალაროები, გაზეთი გამოიცეს, მოვიზიდოთ ახალი წევრები, კერძო საწარმოში შეიქმნას პროფკავშირი, შეიქმნას მნიშვნელოვანი საგაფიცვო ფონდი და ..)? პროფკავშირის მოთხოვნილება უსაზღვროა. პროფკავშირს რაც უფრო მეტი სახსრები აქვს, წევრებისთვის უფრო მეტის გაკეთება შეუძლია. საკითხის ძირითადი არსი იმაშია, თუ როგორი გვინდა იყოს ჩვენი პროფკავშირი? ან, სხვაგვარად, - გვინდა ჩვენი პროფკავშირი ვიხილოთ ნამდვილად ძლიერი და ავტორიტეტული?

0x01 graphic

0x01 graphic

მეტ წილ ქვეყნებში მუშაკებს მიაჩნიათ, რომ პროფკავშირს აქვს გაძლიერების ყველა შანსი, თუ ისინი თავისი ყოველთვიური შემოსავლის 1 პროცენტს იხდიან პროფკავშირულ სალაროში, იმ პირობით, თუ პროფკავშირის წევრთა რიცხოვნობა საკმაოდ მაღალია, ხოლო ეს სახსრები ორგანიზაციის განმტკიცებას ხმარდება, და არა კულტურულ-სპორტულ ღონისძიებებს და მატერიალური დახმარების გაცემას, რომლებიც უნდა ხორციელდებოდეს საწარმოს (კოლხელშეკრულებაში შესაბამისი პარაგრაფის ჩართვის გზით) სახსრებით,ან სპეციალურად შექმნილი დამატებითი ფონდებით.

პროფკავშირის წევრთა რიცხოვნობის ზრდამ შენატანების სტრუქტურის შენარჩუნებისას ავტომატურად უნდა გამოიწვიოს საერთო სალაროში სახსრების შემოდინების ზრდა. მაგრამ, პროფკავშირებში, რომლებიც შენატანების დიდ ნაწილს ქველმოქმედებასა და სპორტზე ხარჯავენ,სიტუაცია პირიქითაა - რაც მეტია წევრთა რაოდენობა, პროფკავშირული ორგანიზაციის ეფექტიანობა უფრო დაბალია, ვინაიდან იძულებული ხდება გაუწიოს დაცვის მიზნით მომსახურება წევრთა უფრო მეტ რაოდენობას ადრე არსებული აშკარად არასაკმარისი ფინანსირების შენარჩუნების პირობებში.

საკმარისად სამართლიანად მიიჩნევენ შენატანების (ანარიცხების) დიფერენცირებულ საპროცენტო სისტემას, რადგან ის საშუალებას იძლევა ფინანსური ტვირთი თანაბარი ხარისხით განაწილდეს ყველა წევრს შორის. მაღალი შემოსავლების მქონე წევრებს შეუძლიათ გადაიხადონ მეტი. ისინი კი, ვინც ნაკლებ შემოსავალს იღებენ, შესაბამისად ნაკლებ თანხას იხდიან. მაგრამ, ხანდახან, ძირითადად შემოქმედებითი პროფესიების კავშირებში, აწესებენ ყოველთვიურ ან წლიურ ფიქსირებულ შენატანებს.

ნებისმიერ შემთხვევაში, პროფკავშირის ყველა წევრს ხელი უნდა მიუწვდებოდეს ინფორმაციაზე იმის შესახებ, თუ, როგორ იხარჯებამათი სახსრები. ეს წარმოადგენს სერიოზულ სტიმულს, მათი მხრიდან საწევრო შენატანების დროულად და სისტემატურად გადახდისათვის. გამჭვირვალობა - პროფკავშირის ფინანსური პოლიტიკის ეფექტიანობის მთავარი პირობაა. ხშირად, პროფკავშირები თავისიფინანსური მდგომარეობის ობიექტური და მიუკერძოებელი ანალიზისჩასატარებლად, საკუთარი სარევიზიო ორგანოების გარდა, იწვევს დამოუკიდებელ აუდიტორულ ფირმებს.

პირდაპირი მეთოდი

0x01 graphic

არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს შენატანების აკრეფის წესი. ჩვეულებრივ, წარსულში პროფკავშირის წარმომადგენლები ყოველთვიურად მიდიოდნენ ყველა წევრთან მათივე სამუშაო ადგილებზე, ხშირად სახლებშიც კი, და კრებდნენ საწევრო შენატანებს. პროფკავშირის წევრებთან პირადი კონტაქტი საშუალებას აძლევდათ კავშირი ჰქონოდათ თითოეულ მათგანთან და თავი აერიდებინათ დამსაქმებლის შუამავლობაზე. მაგრამ, შემდგომში პროფკავშირებმა მიმართეს დამსაქმებელთან კონტრაქტის დადებას, რომლის თანახმადაც, საწევრო შენატანები ბუღალტერიის მიერ რეგულარულად გამოიქვითება პროფკავშირის წევრთა ხელფასიდან და აკრეფილი თანხა ავტომატურად გადაირიცხება პროფკავშირის ანგარიშზე. პროფკავშირული შენატანების ხელფასიდან დაკავების ამგვარ სისტემას აქვს რიგი ნაკლოვანებებისა. მაგალითად, კონფლიქტის წარმოშობის შემთხვევაში, დამსაქმებლის განკარგულებით, პროფკავშირის ანგარიშზე ფულის გადაგზავნა შეიძლება შეჩერებულ იქნას. გარდა ამისა, აღნიშნული სისტემის დროს, პროფკავშირული მუშაკები და აქტივისტები იძულებულნი არიან რიგით წევრებთან კონტაქტის სხვა გზები ეძებონ. მიუხედავად ამისა, შენატანების უნაღდოანგარიშსწორება ზოგავს დროს და ძალებს და ხელს უწყობს პროფკავშირის ფინანსურ სტაბილურობას.

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

1. რა სახისაა თქვენი პროფკავშირის შემოსავლის მთავარი წყარო?

2. შეგროვებული შენატანები რაციონალურად თუ ნაწილდება თქვენს პროფკავშირში?

3. რამდენად საკმარისია თქვენი პროფკავშირის მიერ შეგროვებული შენატანები და მისი ის ნაწილი, რომელიც განკუთვნილია უშუალოდ პროფკავშირის განსამტკიცებლად, ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე გათვალისწინებული მუშაობის ჩასატარებლად?

4. და თუ არა, როგორ შეძლებს პროფკავშირი თავისი პრობლემების გადაწყვეტას?

5. განიხილეთ ხელფასიდან საწევრო შენატანების დაკავების არსებული სისტემების უპირატესობები და ნაკლოვანებები.

ახალი წევრების მოზიდვა კოლექტიური მოლაპარაკებები სემინარები სასწავლო კურსები

8 საქმიანობა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

0x01 graphic

მოქმედებების დაწყებამდე, ჯერ უნდა შეიქმნას პროფკავშირი, ამიტომ, როგორც უკვე აღინიშნა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ახალი წევრების მოზიდვისა და ახალი პროფორგანიზაციების შექმნის მიზნით მუშაობის ჩატარებას. გარდა ამისა, კოლექტიური ხელშეკრულებების დადების დროს, პროფკავშირის სიძლიერე დამოკიდებულია მის წარმომადგენლობითობაზე. პროფკავშირი რაც უფრო დიდია, მით უფრო მეტად ანგარიშგასაწევია. კოლექტიური მოლაპარაკებები - ესაა მთავარი, რის გულისთვისაც მშრომელები შედიან პროფკავშირში,უერთებენ რა თავის ხმას ერთიან ორგანიზაციას, რომელიც ცდილობს დაითანხმოს დამსაქმებელი უფრო მაღალი ხელფასის გადახდასა და შრომის პირობების გაუმჯობესებაზე. პროფკავშირის პირველი ამოცანაა, მიაღწიოს დამსაქმებლის მხრიდან აღიარებას და დაამყაროს მასთან კოლექტიური სახელშეკრულებო ურთიერთობები.

პროფკავშირის წევრთა სწავლება საჭიროა იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას მათი აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობა პროფკავშირულ მუშაობაში, პროფკავშირის ძალა დამოკიდებულია არა მარტო საერთო რაოდენობაზე, არამედ შეგნებულდა აქტიურ წევრთა რაოდენობაზეც. გარდა ამისა, პროფკავშირის წევრთა ინტერესების ეფექტიანი წარმომადგენლობისათვის,პროფმუშაკები და პროფაქტივისტები უნდა ფლობდნენ ეკონომიკურ და იურიდიულ ჩვევებს, ფსიქოლოგიის ცოდნას, ჰქონდეთ უნარი აწარმოონ მოლაპარაკებები, ურთიერთობა აუდიტორიასთან, სტრატეგიულად დაგეგმონ თავისი მუშაობა. ამიტომ პროფკავშირული სწავლება განიხილება როგორც პროფკავშირის ეფექტიანობის

ამაღლების ინსტრუმენტი.

პროფკავშირის ყოველდღიური მუშაობა მის წევრთა პრობლემების გადაწყვეტას გულისხმობს, მაგალითად, დაცვა არაკანონიერი და გაუმართლებელი დათხოვნისაგან კოლექტიური ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობაზე კონტროლის განხორციელება, შრომის უსაფრთხო პირობების უზრუნველყოფა. მოქმედი პროფკომის კარები არასდროს იკეტება, - მისი წევრებისათვის ეს ყველაზე საიმედო ორგანოა, ვისაც ისინი მუდმივად მიმართავენ თავიანთი პრობლემებით.

პროფკავშირის წევრთა სოციალური დაცვა ხორციელდება ზოგიერთი პრივილეგიების სახით, რომლებსაც ის თავის წევრებს უწევს. მაგალითად, პროფკავშირს შეუძლია აღმოუჩინოს მატერიალური დახმარება ნათესავების გარდაცვალების შემთხვევაში ან ბავშვისდაბადებისას. ამგვარი მიზნებისათვის პროფკავშირები ქმნიან ცალკეულ სადაზღვევო და დაგროვების ფონდებს,ურთიერთდამხმარე სალაროებს.

პოლიტიკური და კანონშემოქმედებითი საქმიანობა.პროფკავშირების საქმიანობის ეფექტიანად განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ თავისუფალ საზოგადოებაში, რომელშიც აღიარებულია ადამიანის უფლებები. ამიტომ პროფკავშირები სისტემატურ მუშაობას ეწევიან, რომელიც მიმართულია პროფკავშირული უფლებებისა და დემოკრატიული თავისუფლებების გაფართოებისაკენ. ეს პროფკავშირისაგან მოითხოვს გავლენის განმტკიცებას ეროვნულ დონეზე, საკუთარი ლობის შექმნას პარლამენტში - პირდაპირ, ან მონათესავე პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობის გზით, რომლებიც მშრომელთა მოძრაობის იდეალებს იზიარებენ.

9 პროფკავშირები და საზოგადოება

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

ჩვენი შრომის პირობები არა მარტო საწარმოსა და კომპანიის მასშტაბით განისაზღვრება, არამედ, სხვა ფაქტორების ზემოქმედებასაც განიცდის. მაგალითად, საზოგადოების საგანმანათლებლო და საკომუნიკაციო შესაძლებლობების გაუმჯობესებას შეუძლია არსებითად შეცვალოს სიტუაცია სამუშაო ადგილებზე. ამიტომპროფკავშირმა მხოლოდ საწარმოებით არ უნდა შეზღუდოს თავისი სამუშაო სფერო, საჭიროა, ზეგავლენა მოახდინოს მთლიანადსაზოგადოებაზე,- დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკაზე, ფასების პოლიტიკაზე, სოციალური უზრუნველყოფის პოლიტიკაზე, შრომითი ურთიერთობების სფეროს პოლიტიკაზე გავლენის შედეგად.

იმისათვის, რომ საზოგადოების პოლიტიკაზე მოვახდინოთ ზეგავლენა, ჩვენ გვჭირდებამრავალრიცხოვანი და გავლენიანი ორგანიზაციები არა მარტო საწარმოებში, არამედ პოლიტიკურ სექტორშიც.

ამიტომ პროფკავშირებს ესაჭიროება საკუთარი პოლიტიკური ძალის ფორმირება, რომელიც შეძლებს წარმოადგინოს მშრომელ ადამიანთა ინტერესები პოლიტიკურ ინსტიტუტებში - მუშათა ან შრომის პარტიაში.

0x01 graphic

თქვენს ქვეყანაში სახელმწიფო პოლიტიკა თუ პასუხობს მშრომელთა და პროფკავშირის წევრთა ინტერესებს?

თქვენს პროფკავშირს თუ აქვს ურთიერთობები რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან?

10 * * *

▲ზევით დაბრუნება


კვებისა და თამბაქოს მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, სარესტორნო და სასტუმრო მომსახურების, საზოგადოებრივი კვებისა და მომიჯნავე დარგების მუშაკთა საერთაშორისო კავშირი არის გლობალური პროფკავშირული ფედერაცია, და წარმოადგენს იმ მუშაკთა ინტერესებს,რომლებიც დასაქმებულნი არიან:

  • სოფლის მეურნეობასა და პლანტაციებში;

  • საკვები პროდუქტებისა და სასმელების წარმოებასა და გადამუშავებაში;

  • სარესტორნო და სასტუმრო მომსახურებისა და საზოგადოებრივი კვების სფეროში;

  • თამბაქოს წარმოების ყველა სტადიაში.

IUF ისტორია მომდინარეობს 1889 წლიდან და ამჟამად 126 ქვეყნის 340 პროფკავშირის 2,5 მლნ-ზე მეტ წევრს აერთიანებს.

IUF შტაბ-ბინა მდებარეობს ჟენევაში, შვეიცარია.

IUF წევრობა ღიაა ყველა დემოკრატიულ საწყისებზე აგებული პროფესიული კავშირებისთვის, მიუხედავად მათი პოლიტიკური იდეოლოგიური ორიენტაციისა.

IUF საქმიანობის ფუძემდებლური პრინციპია - მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობა. ჩვენი მიზანია - ურთიერთმხარდაჭერის გზით წევრი ორგანიზაციების გაძლიერება. ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, ხელი შევუწყოთ პროფკავშირული უფლებების და ადამიანის უფლებათა რეალიზებას და დაცვას მთლიანობაში, ისევე როგორც მშრომელთა უფლებებს, გადაწყვეტილებების მიღებაზეკონტროლის განხორციელებაში, რომლებიც გავლენას ახდენენ მათი შრომისა და ცხოვრების პირობებზე. ჩვენ ექსპლუატაციისა და ჩაგვრის ყველა ფორმის წინააღმდეგ გამოვდივართ. პროფკავშირული ანბანი (TRADE UNION HANDBOOK)

საავტორო უფლებები არ არის დაცული. მოცემული დამხმარე სახელმძღვანელოს მთლიანად ან ნაწილობრივ გადმობეჭდვა მისასალმებელია და ცალკე შეთანხმებას არ მოითხოვს.

ქართულ ენაზე გამოცემა განხორციელდა საქართველოში ფრიდრიხებერტის სახელობის ფონდის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით.