კონფლიქტი აფხაზეთში- მიზეზები და გააზრება


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ნოდია გია
თემატური კატალოგი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის კონფლიქტი
წყარო: ნოდია გია.
    კონფლიქტი აფხაზეთში-მიზეზები და გააზრება / [მთარგმნ.: გია ჭუმბურიძე ; რედ.: ზეინაბ სარაძე] - თბ. : CIPDD, 1999 - 76გვ. ; 20სმ. - ISBN 99928-37-12-8 : [3ლ.]   [MFN: 12000]
 
UDC:  94(479.22)"1992-1994" + 323.173(479.22:479.224) + 327.56
K 252.274/3 - საერთო ფონდი
K 240.913/3 - საერთო ფონდი
(479.224:479.22)/ნ-782 - სამოქალაქო განათლების ცენტრი
(22)+(226)/ნ-782 - ქართველოლოგიის განყოფილება
F 75.702/3 - ხელუხლებელი ფონდი

საავტორო უფლებები: © ქართული თარგმანი: მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: თბილისი 1999 მთარგმნელი: გია ჭუმბურიძე რედაქცია და დიზაინი: ზეინაბ სარაძე Tbilisi, Caucasian Institute for Piece, Democracy and Development, 1999 გამომცემელი - მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი თბილისი, მერაბ ალექსიძის 1, ტელ.334081, ფაქსი 334163



1 * * *

▲ზევით დაბრუნება


აფხაზეთის კონფლიქტის აღწერა და ინტერპრეტაცია, როგორც წესი სხვადასხვა სტერეოტიპის საფუძველზე ხდება: ქართული, აფხაზური, რუსული, დასავლური.ამ ნაშრომის ავტორი ცდილობს შეგნებულად დაუპირისპირდეს ამ სტერეოტიპებს და აფხაზეთის კონფლიქტის ძირებისა და მნიშვნელობის საკუთარი გაგება ჩამოაყალიბოს. იგი იხილავს როგორც „ეთნიკური კონფლიქტის“ სხვადასხვა თანამედროვე თეორიას, ისე საკუთრივ აფხაზეთის კონფლიქტის ეტაპებსა და და ასპექტებს.

გია ნოდია - მშვიდობის დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე. დაიბადა 1954 წელს, თსუ ფოლოსოფიის ფაკულტეტის დამთავრების (1976) შემდეგ მისი ფილოსოფიური რეფლექსიის ობიექტს კულტურისა და პიროვნების პრობლემები წარმოადგენდა, კერძოდ, შრომა, თამაში, იუმორი თავისუფლებასა და შემოქმედებასთან მიმართებაში. 80-იანი წლების დამლევიდან მისი ყურადღება ფოკუსირებულია პოლიტიკის ფილოსოფიურ პრობლემებზე. ავტორია 3 წიგნის, 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 100-ზე მეტი პუბლიცისტური წერილისა. მისი შრომები გამოდის ინგლისურ, რუსულ, გერმანულ, ესპანურ ენებზე.

სხვადასხვა დროს სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ეწეოდა ვუდროვ ვილსონის ცენტრში (აშშ, ვაშინგტონი, 1996), კალიფორნიის უნივერსიტეტში (აშშ, ბერკლი, 1997), ბერლინის მეცნიერებათა კოლეგიაში (გერმანია, 1998-1999).

მრავალგზის იყო მიწვეული ლექციების წასაკითხად ამერიკის, ინგლისის, გერმანიის წამყვან უნივერსიტეტებში.

2 კონფლიქტი აფხაზეთში -მიზეზები და გააზრება

▲ზევით დაბრუნება


ეს არაა ზემოდხსენებული კონფლიქტის შეფასების პირველი ცდა1, ამიტომაც თავად ამ ჩვენი წამოწყების პრობლემური ხასიათის წარმოჩენა იქნებ სულაც არ იყოს ურიგო დასაწყისი: ე.წ. „მშრალი ფაქტების“ ჩამოთვლა. ანუ რა მოხდა და როგორ. ნებისმიერი კონფლიქტის თაობაზე საკუთარი აზრის გამოთქმას ხომ ერთი უბედირება სდევს თან - სულ ადვილად შეიძლება ტენდენციურობის იარლიყი მოგაწებონ, მითუმეტეს თან თუ ერთი რომელიმე მხარის წარმომადგენელი ხარ; მარტოდენ მშრალ ფაქტებზე დაყრდობის წყალობით ვინძლო ამგვარი ბრალდებები მაინც აგვეცილებინა თავიდან. მაგრამ ეს მხოლოდ სასურველი ილუზიაა: ფაქტების ენით ლაპარაკი სწორედაც რომ ამა თუ იმ ლოზუნგის თავგადადებულ მომხრეთა საყვარელი მეთოდი იყო მუდამ. სინამდვილეში ამ „ფიუტ ფატებს“ მართლაც რომ უცნაური სიჯიუტე ახასიათებთ და მსოლოდ მას აძლევს ხელს, ვინც მათ თავის ნებაზე შეარჩევს და ჩამოალაგებს. ფაქტების კვლევა ერთია, ოღონდ მერე მათი ისე დაწყობა, რომ მთლიანობაში გააზრებული, მეტ-ნაკლებად სრული სურათი მივიღოთ, შეუძლებელია გარკვეული წინსწარი საყრდენის გარეშე. არადა, საკმარისია შევარჩიოთ ერთი - ის პირველი, თავი შემთხვევა, რომელიც შესაძლოა კონფლიქტის საწყისად მივიჩნიოთ - და იქვე ის საბედისწერო შეკითხვაც წამოიჭრა: „ვისია ბრალი?“

პრობლემა მარტო იმათ წინაშე არ დგას, ვინც ერთ რომელიმე მხარეს განეკუთვნება, ან რომელიმე მათგანის მიმართ რაღაც პირადი გრძნობები გააჩნია: ემოციური ზეწოლის განუცდელობა და გარკვეულწილად დადებითი მომენტია, ოღონდ მიუკერძოებლობის რეალურ გარანტიას სულაც არ იძლევა. რომელიმე თეორია შეიძლება ისევე ხელშეუხებელი (ე.ი. განსჯას დაუქვემდებარებელი) აღმოჩნდეს მავანი სწავლულისათვის, როგორც მიწის ნებისმიერი ნაგლეჯის დაუთმობლობის საკითხის - „ეთნიკურ“ ომში მონაწილე მებრძოლისათვის. მეტიც, აკადემიურ წრეებში მოშუღლართა შემწყნარებლობის დონე სულაც არაა უფრო მაღალი, ვიდრე ეთნიკურ შეხლაში მტრად გადაკიდებულ ბანაკებს შორის, და რომელიმე მეცნიერული თვალსაზრისის მხარდაჭერის საურვილმა შესაძლოა ისევე განაპირობოს ფაქტების წყობა, როგორც პოლიტიკურმა მიზანმა - „მტყუან-მართალის“ გარჩევის სურვილით მათი ჩამოლაგება.

სწორედ ამიტომაც, აფხაზეთისა თუ სხვა მსგავსი კონფლიქტების თაობაზე საყოველთაოდ გავრცელებულ და ზოგიერთ შემთხვევაში მიკერძოებულ თვალსაზრისთა განხილვით დაწყება უფრო უპრიანი მეჩვენება. ამით იმის მტკიცებას კი არ ვაპირებ, თითქოს თავად შეიძლება ყოველგვარი წინაწარგანწყობისთვის შეუვალი ვიყო და თვალთახედვის რაღაც იდეალურ წერტილს ვუთითებდე - საუკუნეების მანძილზე წარუმატებელი ცდების შედეგად, დასავლური ყაიდის ფილოსოფოსებმა, ვატყობ, ათვლის ასეთი წერტილი კონფლიქტის შესახებ ნათლად და გარკვევით უნდა იქნას ჩამოყალიბებული, რადგან ზემოდხსენებული „ფაქტების“ ინტერპრეტაციაც უკვე მათზეა დამოკიდებული. მეტიც, ეს მოსაზრებები თუ შეხედულებები გარკვეულწილად კონფლიქტის შემადგენლებია: კონფლიქტი იწყება იმიტომ, რომ ხალხის ერთ ჯგუფს ერთვარი შეხედულება აქვს საკუთარ თავზე, მეზობელ ხალხსა თუ, ასე ვთქვათ ზოგადად „პოლიტიკურ სამართლიანობაზე“. და კიდევ ერთი - გარეშეთა შეხედულებებიც თავისებურ ზემოქმედებას ახდენს მოვლენებზე, თუკი უშუალო მონაწილეები მათ გავლენიან და ავტორიტეტულ ძალებად მიიჩნევენ.

ასე რომ, პირადად ჩემთვის კონფლიქტის დახასიათება უპირველესად იდეების, სიმბოლოების, შეხედულებებისა და შეფასებათა განსაზღვრაა. ფაქტობრივ მოვლენთა განხილვას - რაც მნიშვნელოვანია თავისთავად - მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუკი კონფლიქტის ძირები გარკვეულია და მაშინ, როცა შრომათა უმრავლესობა უკვე არსებულ კონფლიქტს აღწერს. მე მაინც იმ აზრზე ვრჩები, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტი ჯერ კიდევ შესაბამისად განსასაზღვრია.

ქვემოდ მე ოთხი ძირითადი თანამონაწილის ფაქტორს გამოვყოფ: ორი მათგანი - აფხაზებიცა და ქართველებიც - უშუალოდ და პირდაპირადაა კონფლიქტში ჩათრეული2. მესამე რუსეთია, რომელიც, ქართველთა ვერსიის თანახმად, კონფლიქტის ყველა ფაზაში აგრეთვე უშუალოდ იღებდა მონაწილეობას და, შესაბამისად, საკუთარი ინტერესების გამტარებელ მხარედ შეგვიძლია მივიჩნიოთ. და ბოლოს, ანგარიშგასაწევია დასავლეთის ფაქტორიც, რომლის პირდაპირი სამხედრო ან თუნდაც პოლიტიკური ზეწოლა ზემოდხსენებულ მოვლენებზე მინიმალური იყო, მაგრამ რომელიც თანამედროვე პოლიტიკურ დისკურსს „ეთნიკური კონფლიქტის“, „ტერიტორიული მთლიანობისა“ და „უმცირესობათა უფლებებს“ ცნებების გამოკვეთის გზით წარმართავს. ასევე, საზოგადოდ დასავლეთს ჩვენში აღიქვამენ, როგორც მისაღები პოლიტიკური ქცევის განმსაზღვრელ ზეგარდმო არბიტრს და, შესაბამისად, მოვლენებზე მისი გავლენაც ბევრად მეტია, ვიდრე ეს შეიძლება ერთი შეხედვით მოგვეჩვენოს.

__________________________________

1 See, for instance” Fiona Hill, Report on Ethnic Conflicts in the Russian federation and Transcaucasia, Harvard University: Cambridge, Mass, 1993; Suzanne Goldenberg, Pride of the small nations. The Caucasus and Post-Soviet Disorder, Zed boks Ltd.: London, 1994; Catherine Dale, Development and Implications of the Copnflicts in Abkhazia and South Ossetia, in “Conflicts in the Caucasus” Conference Proceedings, International peace Research Institute: Oslo, 1995; Alexei Zverev, “Ethnic Conflict in the Caucasus 1988-94”, in Bruno Coppieters, ed., Contested Borders in the Caucasus, VUB University Press: Brussels, 1996.

2 ვის როგორ ესმის ქართველები და აფხაზებიროგორც კონფლიქტში მონაწილე მხარეების ერთობა (ქართველი ხალხი ეთნიკური გაგებით, ქართული პოლიტიკური ელიტა, საქართველო - როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, აფხაზური ეთნოკრატია, აფხაზეთის მრავალეთნიკური მოსახლეობა და ა. შ. და ა.შ.) ცალკე საკითხია, რასაც ახლა არ ჩავეძიები.

3 რა დავარქვათ? ანუ სიტყვა და აზრი

▲ზევით დაბრუნება


რეალობის მოხაზვის უპირველესი გზა მისი სახელდებაა. ენის თეორიაში საყოველთაოდ გაზიარებული დებულება, რომ ეს სიტყვა კი არ გამოხატავს რელობას, არამედ მხოლოდ აღნიშნავს მას - შესაბამისად, არცა აქვს მნიშვნელობა თუ რა ტერმინს ვიხმართ, თუკი თავად მის დეფინიციაზე შევთანხმდებით - პრაქტიკაშიც ფართოდ გამოიყენება და როცა აფხაზეთის მსგავს კონფლიქტებზე ვლაპარაკობ, მეც ხშირად იმ საერთო ხმარებაში შემოსულ ცნებებს ვიყენებ, რომლებიც თავისთავად შესაძლოა სულაც არ მეხატებოდეს გულზე. მეორე მხრივ, ისინი, ვინც ჩვეულებისამებრ „კონფლიქტში მონაწილე მხარეებად“ იხსენებიან, მწვავედ რეაგირებენ იმაზე, თუ რას ვარქმევთ მას. ხშირად, ამა თუ იმ კონფლიქტის განხილვისას, მოდავენი კატეგორიულად ითხოვენ მხოლოდ და მხოლოდ მათთვის მისაღები ტერმინის ხმარებას, რაც გარეშე დამკვირვებლისათვის კიდევ ერთ აკვიატებად მოჩანს. ოღონდ ტერმინებისა თუ სიმბოლოების თაობაზე ასეთი გართულება ერთი უმნიშვნელოვანეს მახასიათებელთაგანია როგორც ქართველთა, ისე აფხაზთა ცნობიერებისათვის (ამ ცნობიერების უბრალოდ „პოსტკომუნისტურ“ რეციდივად მოხსენიება იქნებ სწორიც იყოს, მაგრამ ეს მაინც ცალმხრივი იქნება იქნება და ამიტომაც აქ ამის განსჯას აღარ შევუდგები), ხოლო როგორც არ უნდა აღვიქვათ იგი, განა კონფლიქტის პირველად მიზეზს?

და ასევე, თუმც დასავლელი მიმომხილველები ნაკლებად აწუხებენ თავს ტერმინოლოგიური წიაღსვლებით, მათ მიერ ხმარებული ცნებებიც, გარკვეულწილად, ააშკარავებენ ხოლმე მათსავე წინასწარგანწყობასა თუ ცრურწმენას. ისე, კაცმა რომ თქვას, დებულება ტერმინთა პირობითობაზე ნორმატიული აბსტრაჰირება უფროა, ვიდრე საყოველთაოდ გავრცელებული პრაქტიკს საფუძველი; განსაკუთრებით როცა საქმე სოციალოგიურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებს ეხება, სიტყვათხმარება იშვიათად რომ უნებლიე იყოს და კარგად აჩენს თუ რა გზით ხდება რეალობის სახელდება - სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნათელყოფს თუ რაგვარი მიდგომით ხდება მოცემული რეალობის რეკონსტრუირება.

4 რატომ ეთნიკური?

▲ზევით დაბრუნება


ჩვეულებრივ, ამ ტიპის კონფლიქტებს, დასავლეთში „ეთნიკურს“ ეძახიან. თუმცაღა, რგორც წესი, ეს ორივე სახელდება - ეთნიკურიცა და კონფლიქტიც - მონაწილე მხარეთაგან მიუღებლად მიიჩნევა. ვთქვათ, ქართველებისათვის მათ რაღაც ანტიქართული წინაგანწყობის ელფერი ადევს; მათთვის ეს ეთნიკური კი არა, პოლიტიკრი კონფლიქტია; ასევე ეჭვი არ მეპარება, არც აფხაზეთისთვისაა კონფლიქტი მთლად მისაღები ცნება.

მაინც რისი ხაზგასმა სურთ ქართველებს „პოლიტიკურის“ და „ეთნიკურის“ ცნებათა დაპირიპირებებითა და არსებული ეთნოკონფლიქტად სახელდების უარყოფით?1 კონფლიქტის მიმართ განსაზღვრება „პოლიტიკურის“ მიყენება იმაზე მიუთითებს, რომ საკითხი ზოგადად ქვეყნის, კერძოდ ამ შემთხვევაში კი საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას ეხება. ანუ ქართველები ერთ რომელიმე ეთნიკურ ჯგუფს კი არ ებრძვიან, არამედ იმ „სეპარატისტებს“, რომლებიც მათი სახელმწიფო ტერიტორიულ მთლიანობას ემქრებიან. ასევე კონფლიქტი დამოუკიდებლობის საკითხსაც მოიცავს, რაკიღა ქართველები ამას დაჟინებით ამტკიცებენ - ყველაფერი ეს „რუსეთის იმპერიულ მისწარფებათა“ უშუალო შედეგიაო. მათი თქმით, აფხაზებს თავისთავად აზრად არ მოუვიდოდათ არანაირი გამოყოფის მოთხოვნა - ყოველ შემთხვევაში, ხმამაღლა მაინც ვერ გაბედავენ ასეთ რამეს - თუ არა რუსების მხრიდან ქიშტი და წაქეზება (აქაც ისევ რაღაც რუსული „იმპერიული ძალები“ იგულისხმება და არავითარ შემთხვევაში რუსული ეთნოსი). მეტიც, ეთნიკური კონფლიქტი უცილობლად უნდა გულისხმობდეს ეთნიკურ შუღლს - ანუ პოსტულატს, რომ სხვადასხვა „გორის“ ხალხს სძულთ ერთიმეორე და აღარ ძალუძთ გვერდიგვერდ ცხოვრება; ხოლო რაკი ქართველები ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენდნენ და ქვეყნის ხელისუფლებაშიც მეტი წილი ედოთ, პასუხისმგებელნიც მეტად ყოფილან აქ მოსახლე ხალხთა შორის მშვიდობიანი თანაარსებობის განხრით. აქედან გამომდინარე, ვითარების „ეთნიკურ კონფლიქტად“ მონათვლის შემთხვევაში ბრალი უშუალოდ ქართველებს ედებათ - ეროვნულ უმცირესობებთან მიმართ შეუწყნრაებლობის საბაბით. მაშინ, ისიც ვთქვათ, ამ ლოგიკის მიხედვით, რაკიღა საქართველოში სხვა უმცირესობებიც სახლობენ - სხვათა შორის, რიცხვით აფხაზებსა თუ ოსებზე მეტნი - შესაბამისად, ქართველებს მალე მათთანაც მოუწევთ შეხლა - ამის რეალური საფუძველი კი, ჯერჯერობით მაინც არ ჩანს.

იგივე შეიძლება ითქვას აფხაზებზეც - კონფლიქტის თავ მიზეზად არც ისინი თვლიან მათსა და ეთნიკურ ქართველებს შორის შუღლსა და გაუტანლობას. მათი ვერსიით, პრობლემა ისევ თვითგამორკვევის უფლების საკითხია, საკუთარი პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრის შესაძლებლობა და ხალხის ნება, წარუდგინეს მათ, ვინც მშობლიურ მიწა-წყალს ეცილება. ამ შემთხვევაში ქართველობა - იგივე საქართველოს სახელმწიფო - მათთვის „იმპერიული მისწრაფებების“ მქონე დამპყრობელია, ვინც ცდილობს საკუთარ თავზე აიღოს აფხაზი ხალხის ბედის საკითხი. თავად ის ქართველები კი, რომლებიც აქამდე სახლობდნენ იქ, მხოლოდ თავისებურ „კოლონისტებად“ განიხიხლებიან, რომელთა არსებობაც ყოფილი საბჭოთა კავშირის წარმოშობით ქართველთა თავკაცების - სტალინისა და ბერიას მცდელობით გახდა შესაძლებელი, ანუ ე.წ. „ქართველთა შეთქმულების“ წარმატებულ შედეგად, რის გამოისობიაც ეთნიკურ ქართველთა რიცხვმა აფხაზეთში ძირეული მოსახლეობის რიცხვს გადააჭარბა. შესაბამისად, ომი აფხაზეთში სულ უბრალო განსასაზღვრია როგორც ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ. აფხაზი ლიდერები დღესაც იმას ამტკიცებენ, ეს ქვეყანა მრავალეროვნულია (იგულისხმება მრავალეთნიკური), სდაც ყველას შეუძლია დასახლება, წარმოშობისდა მიუხედავად, თუკი აფხაზთა სახელმწიფოს მიმართ ლოიალობას ადასტურებსო.

ახლა უკვე არც ერთ ჭკუათმყოფელ აფხაზსა თუ ქართველს არ მოუვა აზრად ამ ორ, ეთნიკურად სხვადასხვა მოსახლეობას შორის გაჩენილი ურთიერთმიუღებლობის გრძნობის უარყოფა. ოღონდ, იმისდა მიუხედავად, რომ ორივე მხარის რადიკალებსა თუ „ზომიერებს“ სრულიად განსხვავებული აზრი აქვთ გახლეჩილის გამთლიანების თაობაზე, არც ერთი არ უარყოფს, რომ ეს გრძნობა თავად კონფლიქტის შედეგია და არა მიზეზი. ქართველების უარყოფითი დამოკიდებულება აფხაზების მიმართ ზოგადად ეროვნულ უმცირესობათა მიმართ მათი დამოკიდებულებით კი არაა განპირობებული, არამედ იმით, რომ ისინი „სეპარატისტები“ არიან და საქართველოს ძირძველი მიწის დასაკუთრება სურთ. თავის მხრივ, აფხაზების სიძულვილიც ქართველების მიმართ მხოლოდ იმპერიალისტებისა და აგრესორების მიმართ მათი გრძნობის გამოხატულებაა. ასე გამოდის, ქართველები კაცურად გვერდში დაუდგებოდნენ იმ აფხაზს, ვინც დაგმობდა სეპარატიზმს, და ასევე მოიქცეოდნენ აფხაზები იმპერიული ზრახვებისაგან დაცლილ ქართველთა მიმართ (ეგაა, არც პროქართულად განწყობილი აფხაზისა და არც მისი ქართველი ადექვატის პოვნაა იოლი).

ზემოთქმულიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, „ეთნიკური კონფლიქტის“ ცნების მიუღებლობა ორივე მხარის მიერ იმითა გამოწვეული, რომ ორი ძირითადი მიზეზის გამო ისინი ამას საკუთარ მიზანთ უგულებელყოფად აღიქვამენ: 1. ამ სახელდებაში იგულისხმება, რომ კონფლიქტში მონაწილე მხარეები ზოგადად შეუწყნარებლები არიან სხვა ეთნიკური ჯგუფების მიმართ, რასაც ვერც ერთი მათგანი ვერ დაეთანხმება (შეუწყნაებლობა მათი შესაბამისად მხოლოდ სეპარატისტებსა და იმპერიალისტებზე ვრცელდება, რომელიმე კერძო ეთნოსი აქ არაფერ შუაშია).2. დასავლეთში ეთნიკური კონფლიქტის ცნება მოიხმარება ხოლმე „მესამე სამყაროს“ ქვეყნების შემთხვევებში და არსოდეს იმავე სახის კონფლიქტთა მიმართ, რაც თავად დასავლეთმა გადაიტანა წარსულ ხანებში; ეს კი იმის მანიშნებელია, რომ კონფლიქტურ მხარეებს აქ ისე უდგებიან, როგორც „ჩამორჩენილებსა“ და „არაცივილიზებულთ“.

ყოველივე ამის მიუხედავად, ბოლო ხანებში ქართველებმაც და აფხაზებმაც თითქოს ყური შეაჩვიეს ამ „ეთნიკურ კონფლიქტის“ ცნების ხმარებას და ადრინდელივით მწვავედ აღარ რეაგირებენ მასზე. ან იქნებ იმიტომაც, რომ, მისი ხმარება რომ იმდენად გახშირდა, ყოვეგვარმა გაპროტესტებამ აზრი დაკარგა. ასე როდი უნდა გავიგოთ, თითქოსდა თავად ცნება იქნა გათვალისწინებული - უბრალოდ, ახლა იგი ძალთა დისკურსის შემადგენელ ნაწილად აღიქმება, და დავასაც აზრი აღარა აქვს.

თავად ის ფაქტი, რომ ორივე მხრაეს ათვალწუნებული აქვს რაღაც სახელდება, სულაც არ იძლევა აკმარის საბაბს მის უარსაყოფად. როგორც წესი, მათ მოსაზრებებს ან საერთოდ არ აქცევენ არავითარ ყურადღებას, ან მარგინალური მნიშვნელობისად თვლიან. და საერთოდ, რატომ არ უნდა უგულებელვყოთ ის, რასაც არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს? მაგრამ ჩემი აზრით, ცნება „ეთნოკონფლიქტის“ ასეთმა ფართო მოხმარებამ შესაძლოა სულაც აგვიბნიოს გზა-კვალი. ისიც სათქმელია, ზოგადი ხასიათის შრომების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამგვარ „ეთნოკონფლიქტთა“ თეორიულ კვლევას რაღაც ისეთი მიმართულებით მივყავართ, რომელიც, არა ვარ დარმწუნებული, მთლად მართებული იყოს: თუნდაც, საყოველთაოდ გავრცელებული აზრი, თითქოს ეთნოკონფლიქტში ჩათრეული მხარეები იმთავითვე ეთნიკური ნიშნით იყოფიან. თანამედროვე ეთნიკური კონფლიქტების თაობაზე არსებული შრომების მიმოხილვაში მაიკლ ი. ბრაუნი, მაგალითად, ამგვარ დებულებას უცილობლად მიიჩნევს: ნებისმიერი ეთნიკური კონფლიქტი - ვშიშობ, ანბანური ჭეშმარიტების გამეორება არ გამომივიდეს - დავაა მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული თუ ტერიტორიული საკითხების ირგვლივ ორ ან მეტ ეთნიკურ ჯგუფს შორის“2. გარემოებანი შესაძლოა სხვადასხვა იყოს, მაგრამ კონფლიქტს მაინც „ეთნიკურის“ დამღა დაედება, თუკი მასში მონაწილე მხარეები სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები არიან.

მაგრამ განა რა იგულისხმება, როცა ამბობენ, რომ მოსახლეობა „ეთნიკურ კონფლიქტში“ აღმოჩნდა ჩათრეული? სხვაგვარად რომ ვთქვათ, ინტერეთნიკური და ინტერნაციონალური, ანუ ეროვნებათშორისი და სახელმწიფოთაშორისი შეხლა რითი განსხვავდება ერთმანეთისაგან? ყოველგავრი საერთაშორისო კონფლიქტი გარკვეულწილად, ეთნიკურ ელემენტსაც შეიცავს.

ამ სახის კონფლიქტსაც შესაძალო ეთნიკური კონფლიქტის ცნება მივუსადაგოთ? ვთქვათ, იყო თუ არა II მსოფლიო ომი „ეთნიკური“? გერმანელები ხომ ერთთავად ეთნიკურ-რასობრივ განსაზღვრებებს უსადაგებდნენ საკუთარ თავს, და სხვების მიმართაც იმავეს აკეთებდნენ. ასევე, სწორედ ომის დროს იქცა სტალინი, რუს ნაციონალისტად, კომუნისტური იდეოლოგია ცოტა ხნით გვერდზე გადადო და ქვეყნის საბრძოლველად მობილიზების მიზნით რუსი ხალხის წარსული დიდების აგიტირებას მოჰყვა. თვით შეერთებულ შტატებშიც კი იაპონური წარმოშობის მოქალაქეებს აკავებდნენ მარტოოდენ ამთი ეთნიკური წარმომავლობის გამო (კაცმა რომ თქვას, ეს უკვე რაღაც დროებით ,,ეთნიკურ წმენდას“ ჰგავს).

მეორე მხრივ, ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში ამ უკანასკნელთა მხარეს მრავალი სხვა ტომის ხალხი იბრძოდა: რუსები, სომხები, ჩეჩნები, ყაბარდოელები... საკითხავია, საერთოდ თუ წარმოადგენდნენ აფხაზები მებეძოლთა უმრავლესობას. აფხაზი ლიდერებისათვის ყოვლად მიუღებელია თვალსაზრისი, თითქოს ქართველები რუსეთს უპირისპირდებოდნენ და აფხაზებმა, სინამდვილეში „მეხუთე კოლონის“ როლის შეასრულეს. ისინი მუდამ ხაზს უსვამდნენ მათი მიზნის მიმართ მულტიეთნიკურ მხარდაჭერას და რომ ზოგიერთი ქართველიც კი იბრძოდა მათ რიგებში, ამავე დროს, ქართული ჯარის ნაწილები თითქმის სრულად ქართველებით იყო დაკომპლექტებული, თუმცა სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებიც ერიათ, და კიდევ ერთი მცირე უკრაინული ბატალიონიც იბრძოდა მათ მხარეს. ასე რომ, რომელი უფრო ესადაგება „ეთნიკური კონფლიქტის“ ცნებას - II მსოფლიო ომი თუ ომი აფხაზეთში?3.

პირობითად შეგვიძლია ვთქვათ, მთავარი განსხვავება აქ ისაა, რომ პირველ შემთხვევეაში ომი ჩამოყალიბებულ სახელმწიფოებს შორის იყო, მაშინ როდესაც აფხაზეთის ომი იყო შეხლა ეთნიკურად განსხვავებულ მოსახლეობას შორის და საერთაშორისო კონფლიქტში არ გადაზრდილა. ოღონდ, რამდენად მართებულია თავად საკითხის ასე განსაზღვრა? არც საქართველო და არც აფხაზეთი, მართალია, არ ყოფილან გაეროს წევრი ქვეყნები (თუმცა საქართველომ შემდგომში მიიღო ეს სტატუსი), მაგრამ ორივეს გააჩნდა რაღაც ფსევდოსახელმწიფოებრიობის მაგვარი რამ საბჭოთა კავშირად ცნობილ პოლიტიკურ სივრცეში (შესაბამისად, მოკავშირე რესპუბლიკისა და სსრკ-ის შემადგენლობაში და ავტონომიური რესპუბლიკისა - მოკავშირე რესპუბლიკის შემადგენლობაში); ორივეს საკუთარი პარლამენტი ჰყავდა, მიღებული ჰქონდა საკუთარი კონსტიტუცია, ჩამოყალიბებული - კულტურისა და განათლების სამინისტროები... მოკლედ, გააჩნდათ ეს ატრიბუტები, რაც საშუალებას აძლევდათ თავი ეგრძნოთ (იშვიათად ემოქმედათ კიდეც) როგორც ეროვნულ სახელმწიფოებს. რა თქმა უნდა, საერთაშორისო საზოგადოებრიობისათვის გარკვეული მნივნელობა აქვს, რომ მხარეთაგან ერთ-ერთი მაინც არ იყო ოფიციალურად აღიარებული, მაგრამ მათი წარმოდგენა რაღაც ისეთ პოლიტიკურ სივრცეში, სადაც ეთნოსი ყოველგვარ სახელმწიფო სტრუქტურებს მოკლებულია, სრული შეცდომა იქნებოდა: კონფლიქტის მთელი დინამიკა განპირობებული იყო საქართველოსა და აფხაზეთის სახელმწიფოებრივი წარმოქმნების არსებობით.

არადა, ამგვარ შეცდომას ბევრი უშვებს. ასე მაგალითად, ბარი რ. პოუზენმა საერთაშორისო ურთიერთობათა თეორიაში დამუშავებული უსაფრთხოების დილემის ლოგიკა მექანიკურად მიუსადაგა ეთნიკური კონფლიქტების საკითხს.მისი აზრით, იმპერიული წეს-წყობის რღვევის შედეგად ეთნიკურ ჯგუფებს იმის შეგრძნება უჩნდებათ, რომ თავად მოუწევთ დაიცვან თავი; მაგრამ როგორც კი იწყებენ ამისათვის მზადებას (სხვადასხვა სახის ფორმირებანი, იარაღის შესყიდვა და ა.შ.), ახლა მათი ეჭვით შეპყრობილი მეზობლები იებენ შეიარაღების განალებულ ტემპს, რასაც, საბოლოოდ, სპირალური ესკალაციის სახე ეძლევა. ამის აუცილებელი შედეგი კი შეიარაღებული შეტაკებაა, და ეს ერთი მხარის მიერ გაიაზრება როგორც პრევენტიული დარტყმა, ვითომდა მეორე მხარის მიერ გამიზნული თავდასხმის აღსაკვეთად.4

ამ ჰიპოთეზას პირდაპირი კავშირი აქვს პოსტკომუნისტური მსოფლიოს კონფლიქტებთან, რადგან პოუზენს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ლოგიკა უშუალოდ გადააქვს ზემოხსენებულ „ეთნიკურ ჯგუფებზე“; ოღონდ, როცა კონფლიქტის „ეთნიკურობის“ კონცეპტუალიზაციას ცდილობს, პრინციპულ შეცდომას უშვებს და იძულებული ხდება ეს ჯგუფები წარმოსახოს რაღაც, ასე ვთქვათ, „ბუნებრივ მდგომარეობაში“ - ყოველგვარი სახელმწიფოებრივი ჩანასახებისა და წეს-წყობისაგან განდგომილად, ეს კი, რბილად რომ ვთქვათ, ცოტა საეჭვოა. ყველა კონფლიქტი კავკასიაში (აფხაზეთის ჩათვლით) ჯერ კიდევ საბჭოთა ხანაში დაიწყო, და თუმცა რეჟიმის ლიბერალიზაციამ თავად სახელმწიფოს რღვევა გამოიწვია, ეს მაინც მხოლოდ რეტროსპექტულად გახდა ცხადი; 1988 წელს ამის დარწმუნებით მტკიცება ჯერ კიდევ არავის შეეძლო. რაც მთავარია, ზოგიერთ ახლად წარმოქმნილ ეროვნულ სახელწმიფოში გამეფებულ ანარქიას თუ ანარქიის მსგავს სიტუაციას კი არ მოჰყვა, არამედ სოწრედ რომ წინ უძღოდა ძალადობის ტალღა. ამიტომაც ყოვლად უმართებულოა იმის მტკიცება, თითქოს რომელიმე ეთნოკონფლიქტი ყოფილ საბჭოეთში თავად საბჭოთა კავშირის, როგორც სახელმწიფოს, ნგრევის შედეგი ყოფილიყოს. ჩემი აზრით, უფრო პირიქით ხდებოდა - რეჟიმის ლიბერალიზაციის შედეგად სახელწმიფომ რღვევა იმიტომაც იწყო, რომ ვეღარ აკონტროლებდა მის შემადგენელ ერთეულებს შორის თუ მათ შიგნით მიმდინარე წინააღმდეგობრივ პროცესებს.

ეს ძირეული შეცდომა კი გარკვეული სახის კონფლიქტი მაინცა და მაინც ეთნიკურ ჯგუფებს შორის შეხლად გააზრების თვითმიზნად მომდინარეობს. გასაგებია, ჩამოყალიბებული სახელმწიფოების საპირისპიროდ, ეთნიკური ჯგუფები არაპოლიტიკურ (აბა სხვა რანაირ?) ერთობებად უნდა წარმოვსახოთ; მაგრამ რანაირად? რა იგულისხმება როცა ვამბობთ, რომ ესა თუ ის „ეთნიკური ჯგუფი“ კონფლიქტის მონაწილეა? იმისათვის, რომ ის კონფლიქტურ მხარედ ჩაითვალოს, მისი ერთობა რაღაც სახით მაინც უნდა იყოს ორგანიზებული და ჩამოყალიბებული. ოღონდაც, თუკი მისი პოლიტიკური სახით წარმოჩენა შეუძლებელია წმინდა „ეთნიკურობის“ პარადიგმით, იქნებ ეს საერთოდ გვარ-ტომობრივ კავშირად წარმოვიდგინოთ“ ეთნოკონფლიქტების თეორეტიკოსებს ასე შორს ჯერ არ შეუტოპავთ, თუმცა კი „ძირძველი ეთნიკური სიძულვილის“ ფეხმოკიდებულ თეორიაში სწორედ ამგვარი ლოგიკა იჩენს თავს. თეორია ესე, აქვე ითქვას, საზოგადოებათმცოდნეთა უმრავლესი ნაწილის მიერ უარყოფილია როგორც გაბატონებულ დებულებებთან წინააღმდეგობაში მყოფი - ნებისმიერი ეთნოსი „კონსტრუირებადია“ და, შესაბამისად, ცვლადიც. ამისდა მიუხედავად, „ძირძველი შუღლის“ აზრობრივი კლიშე მეტად პოპულარულია ჟურნალისტებსა და სხვადასხვა ჯურის პოლიტიკოსებს შორის - სწორედ იმიტომაც, რომ ის მშვენივრად ერგება „ეთნიკური კონფლიქტის“ კლიშეს.

აი, რა სურათს ხატავს თითქოსდა კონსტრუქტივიზმის დოგმებს თავსარიდებული სწავლული და ჟურნალისტი ნილ აჩერსონი თავის წიგნში შავი ზღვა: ეთნიკურად განსხვავებული მოსახლეობა შესაძლოა საუკუნეების განმავლობაში კეთილმეზობლურად თანაარსებობდეს, ბავშვები ზიარ სასწავლო მერხებს უსხდნენ, ახალგაზრდები იმპერიული ჯარის ერთსა და იმავე ნაწილებში გადიოდნენ სამსახურს და მაინც ვერ მოიშალონ ერთურთის მიმართ უნდობლობის განცდა. საქმეც ისაა, რომ მათ მხოლოდ გარეშე ძალის შიში აკავებთ. თუმცა, როგორც კი ეს შიში ქრება - იმპერიისა თუ სხვა რამ სახის ტირანიის დაცემის შედეგად - შემაკავებელი ბარიერიც იქვე იმსხვრევა.“5 ამგვარი მსჯელობით ეჭვი და შუღლი ეთნოსებს შორის მათი მთავარი მახასიათებელი - ასე გამოდის, კონფლიქტების არარსებობის შემთხვევები ყოფილა ასახსნელი, არა პირიქით: და საერთოდ, რაკიღა ყველა ეთნიკურად განსხვავებულ საზოგადოებას არ გააჩნია ზედამხედველი მესამე ძალა, ბუნებრივია თუ ისინი - სულ ერთია, ძირძველი შუღლის გამო იქნება ეს თუ უსაფრთხოების დილემის ლოგიკით განპირობებული. - დაუყონებლივ ერთმანეთს სწვდებიან ყელში. რაღაც ჰობსისეული სამყაროა, ერთი იმ განსხვავებით, რომ მისი შემადგენელი მხარეები არც კერძო პირებია და არც სახელმწუიფო სტრუქტურები - უბრალოდ, რაღაც უცნაური წარმონაქმნებია ე.წ. „ეთნიკური ჯგუფების“ სახელწოდებით.

რაკიღა ეჭვის თვალით ვუყურებ ცნება „ეთნიკური კონფლიქტის“ ასე ფართოდ ხმარებას, ამით სულაც არ უარვყოფ თავად „ეთნიკურობას“ - როგორც არ უნდა გავიზიაროთ იგი - უკიდურესად მნიშვნელოვან როლს ამ კონფლიქტში. მე იმის თქმა მსურს, რომ ყოვლად უმართებულოა მტკიცება, თითქოს კონფლიქტი აფხაზეთში აპოლიტიკურ, ფაქტიურ სრული ანარქიის ვითარებაში მოხდა. პირიქით - მის ყოველ ეტაპზე სახელმწიფო ინსტიტუტები იყვნენ ჩარეულნი, და თავად დაპირისპირებული მხარეებიც საკუთარ მოთხოვნებს „სახელმწიფო სუვერენიტეტის“, „საერთაშორისო სამართლისა“ და სხვა შესაბამისი ცნებებით გამოხატავდნენ.

გაუგებრობა იქნებ იმითაცაა გამოწვეული, რომ სულ მცირე, ორი სხვა სახის კონფლიქტი უფრო იმსახურებს „ეთნიკურის“ სახელს; უპირველეს ყოვლისა ესაა გვარტომობრივი შუღლი, როცა ორი მეზობელი ტომი ერთმანეთს დანასისხლადაა გადაკიდებული და მათ შორის შეხლა-შემოხლა ცხოვრების „ჩეულ“ წესად აღიქმება. ასეთი შუღლი არც რაღაც „საბოლოო“ გამარჯვებას ითვალისწინებს და არც რაიმე სტატუსის მსგავს პოლიტიკურ მიზანს ისახავს, მტრის სრულ განადგურებასა და „ეთნიკურ წმენდაზე“ რომ არაფერი ვქვათ. ეს უფრო თავისებურ ეკონომიკურ აგრესიას ჰგავს (საქონლის წაგვრა) ან მამაკაცური უპირატესობის დამტკიცების სურვილს (ქალების წაგვრა). ამას შეიძლება ვუწოდოთ კონფლიქტი per se, არკიღა, იგი ფაქტიურად, პოლიტიკური რეალობის მიღმა არსებობს. მთიანი კავკასიის მრავალ ტომს ჰქონდა ამგვარი შუღლი ერთმანეთში - ვთქვათ ხევსურებსა და ინგუშებს, ჩვენ რომ „ქისტებს“ ვეძახით. ისინი ახლაც სახლოებნ იმავე მთებში, მაგრამ ძველი შუღლის განახლების არავითარ სურვილს არ ამჟღავნებენ. ასევე, არც ქართულ-აფხაზურ, ქართულ-ოსურ, სომხურ-აზერბაიჯანულ თუ იმავე რუსულ-ჩეჩნურ კონფლიქტებში არაფერი ჩანს ისეთი, ამ ტიპის ტრადიციულ, ტომობრივ სიძულვილზე რომ მიანიშნებდეს.

მეორე ამავე ტიპის კონფლიქტი ისაა, რომ როცა ამა თუ იმ ეთნიკური ჯგუფის (რომელიც, როგორც წესი, უმცირესობას განეკუთვნება) მიმართ ძალადობას სჩადიან ყოველგვარი პოლიტიკური მოტივაციის გარეშე - უმეტესად რაღაც ყურმოკრული ცოდვისა თუ შეთქმულების ბრალდების საბაბით. ამ შემთხვევეაში ძალადობის ქვეშ ექცევიან არა ზემოხსენებული ინსტიტუტები თუ სტრუქტურები, არამედ - და სწორედ ეთნიკური მიკუთვნებულობის ნიშნით - კერძო პირები ან მთელი ოჯახები. ანტი-ებრაული პოგრომები რუსეთსა თუ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ან თუნდაც ნაცისტთა ბევრად უფრო სისტემური ხასიათის მცდელობები ამას ამის კლასიკური მაგალითებია, თუმცა კი ისტორიას სხვაც ბევრი ახსოვს. სურვილის შემთხვევაში, მართალია, მათაც იოლად უპოვით რაიმე, თუნდაც მეორედ პოლიტიკურ მიზეზს (ვთქვათ ელიტის მიერ სოციალური უკმაყოფილების გადართვას განტევების ვაცად ქცეულ ეთნიკურ ჯგუფზე, ოღონდ თავად ძალადობის გამართლებას მაინც რაღაც კვაზი-მეტაფიზიკური თუ მისტიკური საბაბი უდევს ხოლმე სარჩულად და არა არციონალური პოლიტიკური მიზანი.

აი აქ კი უკვე რაღაც მსგავსებაა ყოფილ საბჭოთა კავშირსა და აღმოსაველთ ევროპაში მომხდარ კონფლიქტებს შორის: ძალადობა ეთნოსის მიმართ, ანუ როცა მოსახლეობის მიმართ ფიზიკური ძალადობა ეთნიკურობის ნიშნით ისაზღვრება, მათი საერთო მახასიათებელია. ეთნიკური ძალადობა ეთნიკური წმენდის მასშტაბების შედეგად ხდება ცნობილი დასავლეთის მასმედიის ემისრებიც სწორედ მაშინ ჩამოდიან და მსოფლიო პირველად ხედავს ამ ქვეყნებს ტელევიზორების ეკრანებზე. ჟურნალისტებს კონფლიქტების მოგვარების საზოგადოებათა წარმომადგენლები (პოლიტიკის მესვეურნი თუ არასამთავრობო ორგანიზაციები) მოჰყვებიან კვალში, რომელთაც ჯერ თავად ძალადობისა და მერე მისი განახლების შესაძლებლობის აღკვეთა აქვთ ნატვირთი... ერთნიცა და მეორენიც ესაუბრებიან ხალხს, ვინც უკვე შეეჯახა ომის საშინელებას და შესაბამისად, მოწინააღმდეგე ეთნიკურ ჯგუფს აღიქვამს როგორც ბოროტების განსახიერებას, გამალებული იქმნის ძირძველი მტრის ხატს და ერთთავად იმას ჰყვება, მეორე მხარეს არ უბედურება არ დაუტეხია მისი წინაპრებისთვის - ჯერ კიდევ N - საუკუნეებიდან მოყოლებული... ამ ისტორიული ექსკურსით ყურებგამოჭედილი ჟურნალისტები ხანდახან აღარც კი ცდილობენ მთქნარების შეკავებას და სწრაფადადც ამოიგდებენ ხოლმე მეხსიერებიდან, მაინც რომელ ხანაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ არ ავიწყდებათ ჩაინიშნონ, რომ ამ „ხალხს“ ერთურთთან მართლაც საუკუნეებში გამოტარებული, გაარჯლებული მტრობა ჰქონიათო.

გასაგებია, საერთაშორისო საზოგადოება სწორედ ძალადობის მასშტაბების გამო იჩენს დაინტერესებას ამა თუ იმ კონფლიქტის მიმართ; მაგრამ თუ ჩვენი მიზანი კონფლიქტის გააზრებაა, იმასაც უნდა ჩავხვდეთ, რომ ძალადობა მისი მხოლოდ ერთი სტადიათაგანია, და სულაც არაა უეჭველი, უცილობელიც იყოს. ძალადობის ფაქტების მერე მოჩანს ისე, თითქოს ხალხს მარტოოდენ ეთნიკური ნიშნით უსწორდებოდნენ და კონფლიქტის გულისგულად ეთნიკური სიძულვილია ქცეული; ოღონდ ეთნიკური სიძულვილი რაღაც მოცემულობა არაა, რომელსაც, საზოგადოდ, გარეგანი ძალების უგულებელყოფის შემთხვევაში, ძალადობსიკენ მზარდი მიდრეკილება ახასიათაბს. ყოველ კონფლიქტზე, რომელიც ძალადობაში გადადის, მოდის სხვა, სადაც ეს არ ხდება და სიძულვილის ნაკლები დოზის არსებობით ამის ახსნა არ გამოდგება. საერთოდ არ არსებობს მრავალეთნიკური საზოგადოება, სადაც ეთნიკური ღირებულება და ეჭვი ამა თუ იმ ხარისხით მაინც არ ვლინდებოდეს, რადგან ჩვენ-ისინი ჯგუფებად დაყოფა ეთნიკური აზროვნების შემადგენელი ნაწილია; ოღონდ ამას უცილობლად აგრესიისა და პარანოისაკენ ხომ არ მივყავართ! „ეთნიკური წმენდისათვის“ აუცილებელი სიძულვილის კოეფიციენტი შეუძლებელია დამოუკიდებლად ცვლადი სიდიდე იყოს - ყოველ ცალკეულ შემთხვევაში მას საკუთარი ახსნა აქვს.

_____________________

1 ერთი ტიპიური მაგალითი - მოხსენება ხალხური დიპლომატიის IV ინტერნაციონალურ ფორუმზე მოსკოვში, სათაურით „ეთნიკური თუ პოლიტიკური კონფლიქტი?“ ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე გერასიმოვი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან პოზიტიურ ელემენტად მიიჩნევს, რომ „ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აშკარა გახდა - კონფლიქტი აფხაზეთში არის არა ეთნოკონფლიქტი ქართველებსა და აფხაზებს შორის, არამედ პოლიტიკური კონფლიქტია“. საქართველოს რესპუბლიკა, 15 მაისი, 1993)

2 Michael E. Brown, “Causes and Implications of Ethnic Conflict”, in: Michael E. Brown, ed. Ethnic Conflict and International Security Princeton University Press: Princeton, 1993). P. 5 . [ხაზგასმა ჩემია]

3 ამგვარი პარალელი იქნებ არც ისე უცნაური ჩანდეს, თუ გავიხსნებთ, რომ აფხაზეთის ომის დროსაც ორივე მხარე მოწინააღმდეგეს „ფაშისტურ რეჟიმად“ ნათლავდა და საერთაშორისო საზოგადოებებს მიმართავდა მოთხოვნით, დაედასტურებინა, რომ სწორედ მეორე მხარის მიერ ჩადენილი ძალადობის აქტები ესადაგებოდა „გენოციდის“ ცნებას.

4 Barry. R. Pozen The Securiry Dilemma and Ethnic Conflict”, in: Michael E. Brown, ed. Ethnic Conflict and International Security Princeton University Press: Princeton, 1993), pp. 103-124.

5 Neal Ascherson, Black sea, Hill and Wang: N.Y., 1995, p. 245;

5 „ეთნოკონფლიქტი“: კონფლიქტი, ომი, ძალადობა

▲ზევით დაბრუნება


ზოგიერთ შენიშნვას თავად „კონფლიქტის“ ცნებაც საჭიროებს. ჩეული ამბავია იმის მტკიცება, რომ კონფლიქტი და ძალადობა ერთი და იგივე არაა: პირველი შეგვიძლია განვსაზღვროთ როგორც წინააღმდეგობა ორი ან მეტი მხარის მიზნებსა თუ ინტერესებს შორის, მაშინ, როდესაც მეორე - მხოლოდ საშაულებაა ამ წინააღმდეგობის გადასალახავად. ოღონდ ეგაა, როცა ვინმე „ეთნიკურ კონფლიტზე“ ლაპარაკობს, ხშირად მას „ეთნიკური ძალადობის“ ცნებას უნაცვლებს. ტერმინოლოგიური პედანტიზმი კი არ მჭირს - უბრალოდ კონფლიქტის, როგორც მიზნების ან ინტერესები შეხლად წარმოჩენა ერთი საკითხია: კონფლიქტოლოგისაგან ეს ამ მიზნების დადგენას მოითხოვს, იმის ახსნას, თუ რატომ მოვიდნენ ისინი წინააღმდეგობაში, გარკვევას - შესაძლებელია თუ არა მომავალში მათი თანხვედრა და ა.შ.; ხოლო თუ რატომ გადაიზარდა კონფლიქტი ძალადობაში - სხვა საკითხია, შესაძლოა, თავად ინტერესთა წინააღმდეგობრიობა არ იძლეოდა სხვა არჩევანს; მაგრამ ასევე დასაშვებია, რომ ამ ძალადობის ტალღის გაჩენა ვერ აიხსნება დამატებით ფაქტორთა განხილვის გარეშე. შეიძლება ითქვას, კონფლიქტის მიზეზისა და მისი ძალადობად ქცევის მიზეზების კვლევა ორი სრულიად სხვადასხვა პრობლემაა.

განსხვავება აქ, კერძოდ, ძალადობის აცილებასა და ზოგადად საკითხის მოგვარებაშია. ვფიქრობ, საბჭოთა კავშირის რღვევის ფონზე, ქართულ-აფხაზური კონფლიქტი უცილობელი იყო, ოღონდ ომის გაჩაღება მის მოსაგვარებლად - უსარგებლო. თითქოს მარტივია, მაგრამ ორივე ამ დებულებათაგანი, ჩვენში, მაინც მეტად არაპოპულარული გახლავთ. ერთი მხრივ, ბევრი მყარად დგას იმ თვალსაზრისზე, რომ მთელი ეს კონფლიქტი სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის მიერ ჩაწყობილი პროვოკაციამ, და რომ არა რუსები, აფხაზებთან არაფერი გვქონდა გასაყოფი; სხვებს მიაჩნიათ, რომ მოცემულ სიტუაციაში ომი სწორედაც რომ გარდაუვალი იყო, ეგაა მხოლოდ - ქართულ ჯარს უნდა ეომა უკეთ.

ასევე განსხვავებულია ტერიტორიული ომი და ეთნიკური ძალადობა. დასავლეთში ბევრი ფიქრობს, რომ პოსტკომუნისტურ ეთნოკონფლიქტებში მთავარი ეთნიკური წმენდის საკითხია. მაგრამ როგორც ქართველთა, ისე აფხაზთა მხრივ ამ მოსაზრებას კატეგორიულად უარყოფენ. პირიქით, ორივე მხარე ხაზს უსვამს, რომ ისინი მხოლოდ საკუთარ მიწა-წყალს, თავიანთ სამშობლოს იცავდნენ (თუმც კი ასევე ორივე მხრაე ერთურთს განოციდისა და/ან „ეთნიკურ წმენდაში“ ადანაშაულებს). კაცმა რომ თქვას, ამ ბრალდებათა სრული საფუძვლიანობა მაინც საეჭვოა. თუმცა კი ეთნიკური ნიშნით ძალადობისა და ეთნიკური წმენდის მაგალითების უამრავია, ძნელად რომელიმე მხარის მთავარი მიზანი ეს ყოფილიყო. ისვე როგორც ნებისმიერი კონფლიქტი შეიძლება გადაიზრადოს ან არ გადაიზარდოს ძალდობაში, ტერიტორიული ომიც შეიძლება იქცეს ან არ იქცეს ეთნიკური ნიშნით ძალადობის მიზეზად. 1992 წლის აგვისტოს, როდესაც ქართული ჯარის ნაწილები შევიდნენ აფხაზეთში, წინასწარი ოფიციალური განცხადებით მათ ეს საგზაო მაგისტრალისა და რკინიგზის ხაზების ტერორისტებისაგან დასაცავად მოიმოქმედეს. დავა შეიძლება იმაზე, მართლა ეს იყო მიზეზი თუ უბრალოდ საბაბი სეპარატისტთა თავკაცის, ვლადისლავ არძინბას გადასაყენებლად და ამ მხარეში საკუთარი კონტროლის დასამყარებლად; მაგრამ საქმე ისაა, ვერც ამ შემთხვევაში იქნებოდა აფხაზური ეთნოსისაგან იქაურობის გაწმენდა ქართველთა საბოლოო მიზანი1. იგივე შეიძლება ითქვას აფხაზებზეც: რასაც ისინი „იმპერიალისტური ქართული ჯარის“ მიმართ შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწოდებდნენ, არანიარად არ მოითხოვდა ეთნიკურად ქართველების აყრას მათი მიწიდან (თუმცაღა, ფაქტიურად, სწორედ ეს მივიღეთ ომის შედეგად).

______________________

1 კონფლიქტთან დაკავშირებული ყველა აფხაზური წყარო, რომელზეც კი ხელი მიმიწვდებოდა ქართველთა სამხედრო მეთაურის (შემდგომში თავდაცვის მინისტრის), ყარყარაშვილის გამონათქვამზე, რომ ის მზადაა ასი ათასი ქართველი მეომრის მსხვერპლი გაიღოს, იმავე რაოდენობის აფხაზის გასაჟუჟად ამით წერტილი დაუსვას აფხაზი ეთნოსის არსებობას რეგიონში (ამ ფრაზის სხვადასხვა ვარიაცია არსებობს). მოხდა ისე, რომ მე თავად შევესწარი ყარყარაშვილის ამ ინტერვიუს და, თუმც კი სიტყვა-სიტყვით ვერ გავიმეორებ, მაინც თავს უფლებას მივცემ განვაცხადო, რომ აზრი საკმაოდ განსხვავებული იყო: მან თქვა, რომ აფხაზთა მხრივ ეს ომი უზარობაა, ქართველები არასოდეს დათმობენ აფხაზეთს და უკვე თავად აფხაზი ეთნოსის არსებობის საფრთხე დგება - თითო მხრიდან 100 000 კაციც რომ დაიღუპოს, ქართველები მაინც იქნებიან იქ, ოღონდ აფხაზები ფიზიკურად არ დარჩებიან. ეს იქნებ ძალზე უხეში განცხადებაც იყო, ოღონდ ყარყარაშვილი მხოლოდ ყარყარაშვილი მხოლოდ თავისებურად გამოთქვამდა იმ აზრს, რომელიც იმდროინდელ ქართულ ხელმძღვანელობას ფარზე ჰქონდა - რომ აფხაზ ლიდერთა რადიკალიზმი უქმნიდა აფხაზ ეთნოსს სამომავლო საფრთხეს, და არა ქართული ხელისუფლება.

6 ეროვნული მიზნების შეხლა

▲ზევით დაბრუნება


თავად მე, ბევრად უფრო აზრიანად მიმაჩია კონფლიქტის განსაზღვრა მისი გამოვლენის ხასიათისა და არა მონაწილეთა განწყობის მიხედვით. სინამდვილეში, ქართულ-აფხაზური კონფლიქტი ბრძოლაა ეროვნული სახელმწიფოებრიობისათვის და იმ გარკვეული ჯგუფების სტატუსისათვის, დღევანდელ ეროვნულ სახელმწიფოთა სამყაროში საკუთარ თავს რომ ერებს უწოდებენ. ერნესტ გელნერი სავსებით მართალი იყო, როცა თქვა რომ „ეროვნულობა აყალიბებს ერს, და არა პირიქით“.1 შესაბამისად, ჩვენს შემთხვევაში ეროვნული სახელმწიფოს შექმნის სურვილი თუ მიზანი განაპირობებს მოწინააღმდეგე მხარეებად (ერად თუ ეთნოსად - ვინ რას დაარქმევს) დაყოფას და არა პირიქით. ქართველები და აფხაზები კი არ არსებობენ რაღაც ერთობებად საკუთარი პოლიტიკური პერსპექტივის მიღმა, არამედ ერთობებად არიან მომართულნი ერთი გარკვეული მიზნის მიმართ, და მათ ამ ერთობებად თავის დანარჩუნება შეუძლიათ იმდენად, რამდენადაც (სრულად თუ ნაწილობრივ მაინც) გაითავისებენ ამ მიზანს.

ყველაფერი ეს იმაზეც მიუთითებს, რომ კონფლიქტი ზედმიწევნით თანადროულია - მე მას პოლიტიკურ მოდერნიზაციასთან დაკავშირებულადაც კი განვსაზღვრავდი. აფხაზებიცა და ქართველებიც საერთო პოლიტიკურ სივრცეში თანაარსებობდნენ საუკუნეების მანძილზე; თუკი რამ ფეოდალური შეხლა მომხდარა, თანამედროვე კონფლიქტში მისი კვალი მაინც არანაირად არ ჩანს - მართალია, ორივე მხარე ხშირად იმოწმებს უძველესი ხანისა თუ შუა საუკუნეების გადმოცემებს დღევანდელი პოლიტიკური მოთხოვნების გასამართლებლად, მაგრამ ეს მომხდარის ასახსნელად ვერ გამოდგება. კაცმა რომ თქვას, უფრო მეტია 1918-21 წწ. კონფლიქტთან დაკავშირებული მოგონებები, როცა პრობლემა უფრო ახლო იდგა დღევანდელთან. ისიც კი შეიძლება ითქვას, რომ პოსტსაბჭოთა ქართულ-აფხაზური კონფლიქტი პრე-საბჭოური კონფლიქტის გაგრძელებაა, რომელიც მხოლოდ კომუნისტური რეჟიმის ათწლეულებმა დააკონსერვა (თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ ათწლეულების მანძილზე მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა).

ქართულ-აფხაზურ კონფლიქტს იმიტომაც შეგვიძლია ვუწოდოთ მოდერნიზაციის კონფლიქტი, რომ მხოლოდ თანადროულ სამყაროში იქცა ეროვნული სახელმწიფო ნორმად, უფრო სწორად - ლეგიტიმური „სახელწმიფოებრიობის“ შენებას დაედო საფუძვლად. ლიბერალურად განწყობილ მიმომხილველთაგან ბევრი თვალის, რომ ეს „მხოლოდ ისტორიის ტრაგიკული შეცდომა“ და „ყალბი თვითშეგნების“ გამოხატულებაა; მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ამგვარ შეფასებით განცხადებებს არავითარი ეპისტემოლოგიური, შემეცნებითი მნიშვნელობა არ გააჩნია. ფაქტია, დღესდღეობით ეთნიკური ჯგუფები იმგვარ სამყაროში იმყოფებიან, რომლის რუკაზეც ეროვნულ სახელმწიფოთა რიცხვი სულ უფრო და უფრო მატულობს, მულტიეთნიკური იმპერიები კი ქრება, ხოლო პოლიტიკური ხელისუფლების ლეგიტიმურობა ხალხისა თუ ერის ნებით ხდება და არა მეფეთა უზენაესი ძალაუფლებით. ამ ახალ მსოფლიოში ეთნოსი გრძნობს, რომ აუცილებელია საკუთარი პოლიტიკური სტატუსის განსაზრღვრა, რადგან შემორჩენილმა იმპერიებმა, სავსებით შესაძლოა, კვლავ თავიანთი „ოფიციალური ნაციონალიზმის“ პოლიტიკას მისდიონ - ანუ მოსახლეობის ეთნიკურ უმცირესობათა ასიმილაციას საერთო ენისა და კულტურის არელაში (როგორც ვთქვათ, რუსიფიკაციის პოლიტიკა იუო მე-19 საუკ. ბოლოს)2. შესაბამისად, მცირე ეთნიკური ჯგუფები, როცა მოდერნიზაციის ეს ტალღა მათაც მიაწყდება ე.წ. „ასიმილაციური დილემის წინაშე აღმოჩნდებიან“3. ისინი არ უნდა შეეგუონ იმ პოლიტიკურად გაბატონებულ ეროვნულ-პოლიტიკურ ერთობასთან თანაარსებობას, რომელიც უფრო „განვითარებულია“ (ე.ი. მოდერნიზირებული) და უკვე ჩამოყალიბებული აქვს საკუთარი სახელმწიფო, დათანხმდნენ მშობლიური ენის შიდა „საოჯახო“ მოხმარების საგნად გადაქცევას, ხოლო განვითარების გზად ზემოდხსენებული ძლიერი და უკვე „განვითარებული“ ერის კვალში ჩადგომა დაისახონ; ან არადა გამოიმუშაონ საკუთარი, გამორჩეული კულტურულ-პოლიტიკური იდენტობა და შექმნან („გამოიგონონ“, „წარმოისახონ“ - როგორც ნაციონალური საკითხის ჩვენი დროის შემსწავლელთ უყვართ ხოლმე თქმა) შესაბამისი პოლიტიკური სტატუსის საკუთარი პროექტი, რომელიც გააცხადებდა და წარმოაჩენდა კიდეც ამ გამორჩეულობას.

იმ იდეალურ მსოფლიოში - ვგულისხმობ, რაღა თქმა უნდა, ეროვნულ-ნაციონალისტურ ხედვას - ადამიანთა მოდგმა დაიყოფა მრავალ, ასე ვთქვათ, იოლგანსასაზღვრ „ერად“, ანუ საკუთარი ენის, კულტურის, პოლიტიკური ტრადიციისა და (რაც განსაკუთრებით საგულისხმოა), ისტორიული ტერიტორიების მქონე ერთობად. მიწაცა და პოლიტიკური სტატუსიც, შესაბამისად, პატიოსნად ერგება ყველას. ვწუხვარ, მაგრამ ვაი, რომ რეალურ სამყაროში ასე არ ხდება. ტრადიციულ პრეინდუსტრიულ საზოგადოებას არ ძალუძს მსოფლიოს ეროვნულ სახელმწიფოებად უმტკივნეულო დაყოფა. სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების ენა, კულტურა და პოლიტიკური ტრადიციები უნდა გადაეწყოს ეროვნული სახელწმიფოს მკაცრად გამოკვეთილ ჩარჩოებში მოსაქცევად. ოღონდ რომელი ჯგუფები იზიარებენ საერთო წარმომავლობის, ენისა და კულტურის ისეთი თანხვედრის იდეას, რომ ერთ ერად უმტკივნეულოდ შეიკრან? რამდენად უნდა დაშორდეს ერთმანეთს ორი მონათესავე ეთნოსი, რომ შესაძლო გახდეს მათი ცალკეულ ერებად მიჩნევა და არა ადგილობრივ ტომურ/ეთნიკურ ჯგუფად ერთი ერის შემადგენლობაში? არანაირი უნივერსალური და გამოზომილი პასუხი მსგავს შეკითხვებზე, ჯერ-ჯერობით მაინც, უბრალოდ არ არსებობს.

და მაინც, ამგვარი პრემოდერნული საზოგადოებები ნელ-ნელა სახეს იცვლიან ახალი ინტელექტუალური და პოლიტიკური ელიტის ზეგავლენით. კონსტრუქტივისტული თუ ინსტრუმენტალისტური მიდგომა ნაციონალიზმის მიმართ, ორივე ცხადჰყოფს პროცესის სადავო ხასიათს: ჯგუფური ინტერესების მიხედვით (რაც, როგორც წესი, ფულსა და ძალაუფლებას მოიცავს) ელიტა რაზმავს ხალხს გარკვეული შეგრძნების კონსტრუირებას ახდენს. ვფიქრობ, ორივე ეს მიდგომა ხშირად გადაჭარბებით აფასებს პრემოდერნული ერთობების ლაბილურობასა და ასევე, იმ მოტივაციათა რაციონალურ-არჩევით ხასითს, რაც თითქოსდა თავად ერის შექმნის პროცესს განაპირობებს. ყოველივე ამის თეორეტიზირებას აქ არ მოვყვები, ოღონდ რაღაც ნებსით გარდაქმნების აუცილებლობა მაინც ცხადია.

ქარგა, რომლის მიხედვითაც ეს სახეცვლილება თუ რეკონსტრუქცია უნდა მოხდეს, არის სწორედ ეროვნული მიზანი, ანუ რასაც მე ნაციონალურ პროექტს ვუწოდებდი. გარკვეულწილად ესაა მიზნის განსაზღვრის ფორმა, რომელიც უცილობლად მოიცავს შემდგომ საკითხებს: 1)ვინ ვართ ჩვენ? ანუ რას ვუწოდებთ იმ ხალხს, ვინც ჩვენს ნაციონალურ „თვითობას“ შეადგენს 2) რომელია ჩვენი „მიწა-წყალი“? - ანუ, რა პრინციპით ვსაზღვრავთ იმ ტერიტორიას, რაც ჩვენს ნაციონალურ სამყოფელს წარმოადგენს? 3)რაგვარი პოლიტიკური სტატუსი უფრო მიესადაგება ჩვენს ერთობას? - ანუ სრულად დამოუკიდებელი ქვეყნისა თუ რაიმე უფრო „ნაკლულ“ მდგომარეობას დავთანხმდებით? 4) რანი არა ვართ ჩვენ? - ანუ, ვისთან შეფარდებით ვსაზღვრავთ საკუთარ იდენტობას? (ზემოხსენებული „ასიმილაციის დილემის“ არსებობის შემთხვევაში, კითხვა შესაძლოა ასე ჩამოვაყალიბოთ: რანი ვიქნებით ასიმილაციაზე თანხმობის შემთხვევაში?); 5) რაა ჩვენი მთავარი საფრთხე? (ეს შესაძლოა ემთხვეოდეს ან არ ემთხვეოდეს ასიმილირების მოსურნე ერისა თუ სახელმწიფოს არსებობის ფაქტორს), და ასევე, სხვა ვინ და რა მხრივ გვემუქრება ჩვენ? 6) ვინ არიან ტომით ჩვენი ნათესავნი თუ მეგობარნი? - ანუ, ასე ვთქვათ, ჩვენი ბუნებრივი თუ შესაძლო მოკავშირეები? 7) რაგვარ ცივილიზაციაზე ვიღებთ ორიენტირს? - ანუ, რომელ ცივილიზაციას ვაკუთვნებთ თავს - („დასავლურ“ „ახლოაღმოსავლურ“, „ლათინურს“ და ა.შ.)? 8) რა სახის პოლიტიკურ და ეკონომიკურ წყობას ვესწრაფვით? (ამ მხრივ მე-20 საუკუნის მიწურული, „საბაზრო დემოკრატიის“ გარდა, მეტად მწირ არჩევანს გვიტოვებს, თუმცა ეს უკვე უშუალოდ უკავშირდება წინარე შეკითხვას: დასავლური ორიენტაციის შემთხვევაში, ნიშნული ავტომაურად იხრება საბაზრო ეკონომიკისა და დემოკრატიული სისტემის მხარეს).

ოღონდ, ასეა თუ ისე, პოლიტიკური სტატუსი ყოველი ეროვნული პროექტის ძირეული საკითხია. ჩვეულებრივ, იგი დამოუკიდებლობას ისახავს მიზნად - ანუ, უმაღლეს სტატუსს ითხოვს. ეს კი თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ არც ერთი სხვა პოლიტიკური ავტორიტეტი არ შეიძლება იდგეს „ჩვენი“ ერის ნებაზე მაღლა და არის თავისუფლების რაღაც ძირეული შემადგენელი, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გადაეცეს რომელიმე სხვა პოლიტიკურ ერთეულს, როგორც წესი, ეროვნულობა კარჩაკეტილობას არ გულისხმობს - პირიქით გაეროსა თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციათა წევრობა სწორედ ერის პოლიტიკურად განხორციელების ცნობის სიმბოლოდ აღიქმება; მაგრამ ეს მაქსიმალისტური მიზანსწრაფვა სულაც არაა აუცილებელი: ერი შესაძლოა გარკვეულ სტატუსს დათანხმდეს სხვა ეროვნული სახელმწიფოს შემადგენლობაში („ავტონომია“) და იმავე დროს სრულ სუვერენულობას მოითხოვდეს. ამ ტერმინის მნიშვნელობას, ხშირად გამიზნულად აბუნდოვანებენ - მისთვის მეტი დრეკადობის მისანიჭებლად. ოღონდ აქვს მას ერთი ძირეული მნიშვნელობა, რომელიც არ შეიძლება უგულებლყოფილ იქნას; ერის პოლიტიკური სტატუსი ვერ განისაზღვრება მისი უშუალო მონაწილეობისა და თანხმობის გარეშე.

საზოგადოდ, ელიტაში არსებული პოლიტიკური თუ სხვა რამ სახის უთანხმოებათა მიუხედავად, ესაა ის ეროვნული მიზანი, რაზეც არავინ დაობს. კამათი შეიძლება ატყდეს მხოლოდ ატქტიკის თაობაზე - როგორ და რა გზით განახორციელონ პროექტი, როგორ განაწილდეს პრიორიტეტები და ა.შ. დროთა განმავლობაში ამ ნაციონალურმა პროექტმაც იქნებ იცვალოს სახე, მაგრამ ძირითადი მიზანი და საკითხები მაინც იგივე რჩება. იმ შემთხვევაში, თუ მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური მიზანი ერთზე მეტია, ეს უკვე იდენტურობის გახლეჩილ ცნობიერებაზე მიუთითებს (როგორც, ვთქვათ, ტრადიციული რუსული დაყოფა „ზაპადნიკებად“ და „სლავოფილებად“).

„ეროვნული პროექტის“ გარდა, ნაციონალიზმს კიდევ სხვა პარამეტრებიც გააჩნია, რომლებიც იქნებ უფრო ძნელი მისათითებელი იყოს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია. ვთქვათ, რამდენად დამუშავებული და გარკვეულია თავად ეს ეროვნული პროექტი, (პასუხობს თუ არა ის ყველა მთავარ შეკითხვას)? რამდენად მძლავრობს და რამდენადაა აქვს ფესვი გადგმული - ანუ, მართლა თუა პოლიტიკური მიზნების თავში მოქცეული? ძალუძს თუ არა მოსახლეობის საკმარისი ნაწილის გაერთიანება (მიროსლავ ჰროშის შკალის მიხედვით, რომელი საფეხურის ნიშნით შეგვიძლია აღვნიშნოთ ეროვნული მოძრაობა - A, B თუ C ?)4 რა მსხვერპლის გაღებაზეა თანახმა ელიტაცა და ზოგადად მოსახლეობაც ეროვნული პროექტის სარეალიზაციოდ? რამდენად მომზადებულია, ერთიან ერად ქცევის შემთხვევაში, უნიფიცირებული პოლიტიკური არსებობისთვის?

თუ რატომ ახდენს ეს მომავალი ეროვნული ერთობა საკუთარი თავის კონსტრუირებას ერთ კონკრეტულ საფუძველზე და არა, ვთქვათ, სხვა პოლიტიკური მიზნის (პროექტის) მიხედვით, მეტისმეტად მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მხოლოდ ზოგადი მსჯელობით შემოვიფარგლოთ. როგორ ჩანს, თანადროული პოლიტიკური ვითარების წინაპირობანი იქნება ეს თუ იმპეარიული რეჟიმის დანატოვარი, წინარე ეთნო-დემოგრაფიული მდგომარეობა თუ, უბრალოდ ისტორიული მემკვიდრეობის შედეგი - ყველაფერი ეს თავის როლს თამაშობს და ყოველი კერძო შემთხვევა მაინც მეორისაგან. ოღონდ ერთია - რაც არ უნდა იყოს მიზეზი, სხვადასხვა (და განსაკუთრებით, მეზობელ) ეთნოსთა ეროვნული პროექტები ხშირ შემთხვევაში აშკარა წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან. წინააღმდეგობანი შესაძლოა ასევე სხვადასხვა სახის იყოს, მაგრამ მათგან ორი უმთავრესია გამოსაყოფი: 1) პირწმინდად ტერიტორიული კონფლიქტები, როცა მეზობელი ქვეყნები ერთსა და იმავე მიწაზე აცხადებენ პრეტენზიას - „ძირძველი და განუყოფელი“ ისტორიული სამოსახლოს ლოზუნგით (მთიანი ყარაბახის ამის კლასიკურ მაგალითად შეგვიძლია მივიჩნიოთ); და 2) როცა კონფლიქტი იმის ნიადაგზე წარმოიშვება, რომ მცირე ეთნიკური ჯგუფი მასზე დიდს მისგან გამორჩეულობასა და გამოცალკევებას ემართლება, ეს უკანასკნელი კი მას ასეთად არ ცნობს და საკუთარ „ორგანულ“ და „განუყოფელ“ ნაწილად მიინევს.5

ამგვარი „ეთნოკონფლიქტი“ კავკასიაში სწორედ ნაციონალურ პროექტთა წინააღმდეგობრიობის შედეგადაა აღმოცენებული, თუ ვთქვათ, საქართველოში მომხდარ ორ კონფლიქტს განვიხილავთ (აფხაზეთისა და ოსეთის), ეს უკანასკნელი ტერიტორიულის განსაზღვრას უფრო ექვემდებარება: რეგიონი, რომელსაც საბჭოთა ხანაში „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი“ ერქვა, ან საქართველოსმ ან ოსეთის ნაციონალურ საცხოვრისს უნდა მიეკუთვნოს; აფხაზეთის კონფლიქტი უფრო რთული და წინააღმდეგობრივია. ასეთ შემთხვევაში, კონფლიქტის აღწერა შესაბამის ნაციონალურ პოექტთა შედარებით უნდა დაიწყოს და შემდეგღა შეგვიძლია გადავიდეთ იმის განხილვაზე, თუ როგორ განვითარდა იგი საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში. ოღონდ მანამდე მინდა სხვა შესაძლო ახნსაც გამოვრიცხო.

_______________________

1 Ernest Gellner, Nationalism and Democracy, Basil Blackwell:Oxforf, 1983, p.55

2 Hugh Seton Watson, Nationalism and Communism, Methuen: London, 1964, pp.19-14.

3 Miroslav Hroch, Social Preconditions if National Revival in Europe. A comparative analizysis of the Social Compisition of Patriotic Groups among the Smaller European Nations, Cambridge University Press: Cambridge, 1985, p. 12; Karl W. Deutsch, Problems of Nation-Building and National Development, in Karl W. Deutsch, and Wiliam J. Foltz, edc., National Building, Atherton Press: New York, 1963, p. 140

4 Social Preconditions, op. cit., pp.23-24.

5 ბულგარელებისა და მაკედონელების მაგალითი გავიხსენოთ - პირველნი მეორეთ საკუთარ ძირებს მოწყვეტილ იმავე ბულგარულებად მიიჩნევენ, რომლებიც, ისტორიული ბედუკუღმართობის გამო, ჯერ იუგოსლავიის შემადგენლობაში აღმოჩნდნენ და მხოლოდ შემდეგ მიიღეს დამოუკიდებლობა. თავის მხრივ მაკედონელები თავს ცალკე ერად აღიქვამენ, თუნდაც ძირისძირში ბულგარელების მონათესავედაც მიიჩნიონ.

7 უმრავლესობა-უმცირესობის ურთიერთობა

▲ზევით დაბრუნება


პრობლემებისადმი, ასე ვთქვათ, „ეთნოკონფლიქუტირ: მუცდგომის ერთი ვარიანტია, როცა საითხი განიხილება როგორც უმცირესობის რეაგირება „უმრავლესობის შემოტევაზე.“1 საკუთარი უფლებების შელახვის შემთხვევაში, უმცირესობაში შესაძლოა სეპარატისტულმა განწყობამ მართლაც იმძლავროს - როგორც დისკრიმინაციის საწინააღმდეგო რეაქციამ; ოღონდ „პოსტსაბჭოთა კონფლიქტებისათვის „უმცირესობათა საკითხის“ დასავლური გაგების მიყენება საკითხის მეტისმეტად გამარტივებული ხედვა იქნებოდა. კი ბატონო, უმრავლესობის (ქართული პოლიტიკური ელიტის სახით - აფხაზეთის შემთხვევაში) ქცევას უნაკლოს ვერაფრით ვუწოდებთ, მაგრამ თავისებური „პირველი ცოდვით“ ვითარების ახსნა პრინციპულად მცდარია, რადგან „ეთნიკურ უმცირესობათა უფლებებსა“ თუ „უმრავლესობის პასუხისმგებლობაზე“ ლაპარაკი მხოლოდ ისეთ, უკვე მყარად ჩამოყალიბებულ ეროვნულ სახელმწიფოებთან დაკავშირებით შეიძლება, დემოკრატიის გარკვეულ დონეს რომ მიაღწიეს: ასეთ შემთხვევაში ძირითადი („ტიტურალური“ - ანუ ქვეყნისთვის სახელის მიმცემი) ეთნიკური ჯგუფი პასუხს აგებს შიდა სახელმწიფო პოლიტიკაზე (რაკიღა მეტი საარჩევნო ხმა აქვს), მაშინ როდესაც სხვანი უმცირესობათა სტატუსს სჯერდებიან იმავე სახელმწიფოში, ოღონდ გარანტირეული აქვთ გარკვეული დამატებითი უფლებები და მათი დაცვა. მაგრამ როგორც აფხაზების, ასევე ოსების შემთხვევაში პრობლემა ის კი არ იყო, რომ ეს ენიკური უმცირესობები ქართული უმრავლესობის მხრივ მთდამი მიპყრობას ვერ ეგუებოდნენ. არამედ ის, რომ მათ, უბრალოდ არ სურდათ უმცირესობად ყოფნა ქართულ ეროვნულ სახელმწიფოში - ეს მათ ნაციონალურ პოექტს არ შეესაბამებოდა. უკიდურესად ნაციონალურად განწყობილი ქართველებიც კი ულაპარაკოდ დათანხმდებოდნენ ეროვნულ უმცირესობებზე გათვლილი უფლებების პაკეტის (მშობლიურ ენაზე სწავლება იქნებოდა ეს, თუ საერთოდ, რაც კი „კულტურული ავტონომიის“ ცნებაში თავსდება). მათთვის გადაცემას - გამოყოფის მოთხოვნის სანაცვლოდ; ოღონდ ეს სრულიად მიუღებელი იყო ოსური და აფხაზური მხარისათვის.

ვინმემ შეიძლება თქვას, რომ არც აფხაზს და არც ოსურ ეთნიკურ უმცირესობას სხვა გზა არ ჰქონდათ - სრული პოლიტიკური დამოუკიდებლობის გარდა, ქართული უმრავლესობის „ზეწოლისაგან“ მათ ვერაფერი დაიცავდათ: ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ქართული მედია, მართლაც, საკმარისად იძლეოდა იმის საბაბს, რომ ეთნიკურ უმცირესობებს დამოუკიდებელი საქართველოს ლიბერალურ მისწრაფებებში შეეტანათ ეჭვი. ისიც სათქმელია, არც აფხაზებსა და არც ოსებს მაინცა და მაინც კეთილი მოგონებები არ გამოჰყოლიათ საქართველოს ხანმოკლე დამოუკიდებლობის პერიოდიდან (1918-21 წწ.).

და მაინც, მეტად საეჭვოა იმის მტკიცება, თითქოს აფხაზებს თავიანთი ნაციონალური პროექტი ქართველთა ქმედების საპასუხოდ შეემუშავებინათ: ამ ორი -1918-21 და 1992 წწ. შემდგომი პერიოდის გარდა, არავითარი ქართული სახელმწიფო და, შესაბამისად, პოლიტიკაც არ არსებობდა.

საზოგადოდ, უდავოა, რომ უმცირესობათა უფლებების დაცვა საგულისხმო პრობლემაა დემოკრატიული წყობისათვის (თუნდაც ე.წ. „უმრავლესობის ტირანიის“ საფრთხის გათვალისწინებით); ასევე საერთაშორისო საზოგადოებრიობისთვისაც ეს უკვე იურიდიულ საკითხთა რანგშია აყვანილი, მაგრამ (და იქნებ სწორედ იმიტომაც, რომ მას ასე ხშირად იმოწმებენ) ეს ყბადაღებული „უმცირესობა უფლებების დათრგუნვა“ (თუ ძველებური მაღალი სტილით - „ფექხვეშ გათელვა“) ისეთ ცნებად იქცა, იდეოლოგიურ იარაღად რომ უფრო ხშირად იყენებენ, ვიდრე რეალობის ობიექტურად აღსაწერად. ნიშანდობლივია, რომ ქართველებიცა და აფხაზებიც თავიანთი მოთხნოვნების ლეგიტიმურობის დასაბუთებას ისტორიული წიაღსვლებით ცდილობდნენ: ეს მიწა-წყალი საქართველოს (საპირისპირო ვარიანტში - აფხაზეთს) განეკუთვნება, ვინაიდან ისტორიულად აფხაზეთი იყო (ან შესაბამისად, არ იყო) საქართველოს შემადგენელი ნაწილი. ნაციონალიზმის თანამედროვე ანალიტიკოსებმა, შესაძლოა ყურიც არ ათხოვონ ამ „ძირძველობის“ არგუმენტებს და სრულიად უადგილოდაც მიიჩნიონ ისინი, მაგრამ მაინც ვერანაირად გვერდს ვერ ავუვლით იმ ფაქტს, რომ ორივე მხარეს თავისებური წარმოდგენა აქვს „ისტორიული სამართლიანობის“ თაობაზე. ვისაც კი თუნდ მცირე დრო მაინც დაუყვია აფხაზებსა თუ ქართველებს შორის, განსაკუთრებით კონფლიქტის საწყის ეტაპზე ამას ადასტურებს.

თუმცაღა, ამ კონტაქტების შედეგად კიდევ ერთი რამ გაირკვა: არამარტო დასავლეთმა გაიგო „ისტორიული დემონის“ უპირობო გავლენის შესახებ პოსტკომუნისტურ ხალხებზე, არამედ ქართველებიცა და აფხაზებიც (ასევ სომხები, ოსები და სხვ.) ჩახვდნენ სამყაროს ამ დასალიერიდან ჩამოსულ ადამიანებთან ისტორიულ ფესვებზე ღაღადისის უაზრობას. მერეღა გამოჩნდნენ სხვადასხვა მრჩეველ-კონსულტანტები და პოლიტოლოგიურად გამართული მეტყველებაც შეასწავლეს ადგილობრივებს: ქართველი „აგრესიულ სეპარტიზმზე“ ალაპარაკდნენ, რომელც ყოველგავრი სტაბილურობას უკვე საერთაშორისო დონეზე უქმნიდა საფრთხეს; მეორეს მხრივ, აფხაზებმა, სომხებმა და სხვებმაც ახლა „უმცირესობათა ენით“ იწყეს გოდება. როგორც აღმოჩნდა მთიანი ყარაბაღი იმიტომ კი არ უნდა ყოფილიყო აზერბაიჯანის წილი ქვეყანა, რომ არცახი (ყარაბაღის სომხური სახელდება) ძირძველი სომხური მიწაა და მიაცუმ (გაერთიანება) კიდევ ჰაოსის ძეთა ლეგიტიმური ნაციონალური პროექტი, არამედ იმიტომ რომ აზერები თავიანთ ეროვნულ უმცირესობებს ავიწროვებდნენ. ასევე აფხაზების სწრაფვა სუვერენულობისაკენ მხოლოდ და მხოლოდ ქართველთა გენოციდური მიდრეკილებით ყოფილა განპირობებული და სხვა არაფრით.

ოღონდაც, უშუალოდ კონფლიქტის გაწვავების ეტაპზე, ეს უმრავლესობა-უმცირესობის ურთიერთობათა საკითხისადმი მიდგომა უკვე აღარაა საფუძველს მოკლებული. ქართველთა მხრივ იმიტომ, რომ (ისევე, როგორც საერტაშორისო საზოგადოებრიობის თვალთახედვით) აფხაზები იყვნენ და იურიდიულადაც ახლაც ეროვნულ უმცირესობას წარმოადგნენ საქართველოს რესპუბიკაში - რაც ქართველებს იმთავითვე პასუხისმგებელს ხდის კონფლიქტის დინამიკაზე. მეტი პოლიტიკური ალღოს გამოჩენისა და აფხაზთა პრობლემების უკეთ გააზრების შემთხვევაში, ქართულ ელიტას სავსებით შეეძლო ორმხრივ მისაღები კომპრომისის მიღწევა - ანუ ის, რაზეც ზემოთ გვქონდა საუბარი, სულაც არაა ქართველთა, ასე ვთქვათ, „ნამუსის მოსაწმენდად“ გამიზნული. მე უფრო კონფლიქტის ძირეული ხასიათის შეუფასებლობა მსურს ავიცილო თავიდან.

_________________________

1 იხ.მაგ. Hurst Hannum, Autonomy, Sovereignity and self-determination; The Accomodation of Conflicting Rights, University of Pensilvanya Press: Philadephia, 1993, p.

8 ჯგუფური ინტერესები

▲ზევით დაბრუნება


კიდევ ერთი, მეტად გააზრებული გზაა ამ კონფლიქტების გააზრება გარკვეული ელიტური ჯგუფების ინტერესთა შეხლად - ეს უკვე ტრადიციულ მარქსისტულ სოციოლოგიის სტილში, ან ზოგიერთი ახალი (და უფრო მყარი) თეორიის გამოყენებით. თვითგამორკვევის, საკუთარ ისტორიულ მიწა-წყალზე დამკვიდრებისა თუ უმცირესობათა უფლებების საკითხი - ყველა ეს განიხილება, როგორც სხვა, რეალური ინტერესების „შენიღბვა“. ამგვარი რეზონირება განსაკუთრებით გავრცელებული იყო საბჭოთა და პოსტსაბჭოთა სიტუაციების ირგვლივ. ვთქვათ, ადგილობრივი ბიუროკრატია და „მაფია“ (პოსტსაბჭოა მენტალიტეტის კიდევ ერთი კლიშე) „შეიკვრნენ“ ეთნოკონფლიქტების გასაღვივებლად - საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით. რაღა თქმა უნდა, რაკიღა ნებისმიერი ბიზნესი პოსტსაბჭოთა სამყაროში აღიქმება (კაცმა რომ თქვას, არცთუ მთლად უსაფუძვლოდ), როგორც „მაფიოზური“ საქმიანობა, „მაფიის ინტერესები“ და „ეკონომიკური ინტერესები“ ლამის ურიერთშენაცვლებად ცნებებად იხმარება.

თავს მაინცა და მაინც არ იწუხებს ამ თვალთახედვის დასამტკიცებლად ან იმის საჩვენებლად, თუ კონკრეტულად რომელი ასეთი ჯგუფების რა ინტერესები უდევს აფხაზ-ქართულ კონფლიქტს საფუძვლად. ამგვარ თეორიებს მხოლოდ ის არგუმენტი უმაგრებს ზურგს, რომ „ასეა ეს...“ და საერთოდ, სოციო-პოლიტიკური ძვრების ერთადერთ „მეცნიერულ“ახსნად ეკონომიკური ინტერესებისა და პოლიტიკური ძალთა გადანაწილება მოიაზრება. გარკვეულწილად, ამის მიზეზი კიდევ „ეროვნულ მოძრაობას ამოფარებულ ძალთა“ ქვენა ზრახვებიც შეიძლება იყოს... ასეა თუ ისე, მაინც ძნელად ასახსნელია, რაში აწყობდა ნებისმიერ ადგილობრივ ელიტას არსებული საბჭოთა წყობისთვის ძირის გამოთხრა. ამის მიუხედავად, საყოველათაოდ გავრცელებული აზრი, თითქოს ე.წ. „სუვერენიტეტების პირადი“ სწორედ რომ ადგილობრივ ბიუროკრატიას აძლევდა ხელს. მაინც რომელ ასეთ ბიუროკრატიას? კომუნისტური ნომენკლატურა სრულად გვერდში ვერ დაუდგებოდა ნაციონალისტურ მოძრაობას - ახალი ლიდერების გაჩენამ იგი ძალაუფლების ბერკეტებს ჩამოშორა.მართლია, შემდგომში ზოგიერთი პარტიული ფუნქციონერიც ეროვნულ თვალსაზრისზე დადგა, ოღონდ ეს მხოლოდ მას მერე, რაც ცხადი შეიქმნა რომ ეს ერთადერთი გზა იყო მათი პოლიტიკაში დასარჩენად, თითქოს ასე უცებ შეიცვალეს მსოფლმხედველობა. ნაწილმა მოახერხა კიდეც სათავეში მოქცეოდა დინებას, მაშინ როცა საშუალო და უფრო დაბალი დონის ბიუროკრატებს არც არასოდეს დაუკარგავთ სათანადო სკამები. მაგრამ ალბათ მართლა რაღაც ზებუნებრივი წინასწარგანჭვრეტის უნარი უნდა მიაწერო კაცმა ან შევარდნაძეს და ან ალიევს, თუ გინდა რომ ირწმუნო - მიზანმიმართულად დათმეს საკუთარი ნომენკლატურული თანამდებობები, რათა მერე ახლადმოქცეულ ნაციონალისტებად მოვლენოდნენ ერსო..ასევე ადგილობრივ ფინანსურ ბობოლებსაც არაფრით აწყობდათ საერთო, ნაჩვევი ეკონომიკური სივრცის მოშლა და მათაც კომუნისტებზე ნაკლებ არ სძულდათ ნაციონალისტურად გაწნყობილი ძალები. მართალია, ბევრმა მათგანმა ალღო აუღო ვითარებას და ახლადდამოუკიდებლობამიღებულ ქვეყნებშიც გვარიანად მოითბეს ხელი, მაგრამ განა მართლა შეეძლოთ წინასწარ გაეთვალათ ყოველივე და განზრახ შეერყიათ საკუთარი მყარი პოზიციები, სათუო გაეხადათ ხვეჭის ლამის გარანტირებული, ჩვეული გზები? და ბოლოს, კრიმინალურ ელემენტებს საბჭოთა საზოგადოების ყველაზე ინტერნაციონალურ ფენად მიიჩნევენ, და მათ მართლაც გამორჩეულად იხეირეს პოსტსაბჭოთა პერიოდის ომების შედეგად (იმათ გამოკლებით რა თქმა უნდა, ვინც თავად არ ჩაიხოცა იქ), ოღონდ გულუბრყვილობა იქნებოდა იმის მტკიცება, თითქოს მათ თავად წამოეწყოთ ეს კონფლიქტები - იარაღით ვაჭრობისა და ნრკოტიკების თავისუფლად-გამოტანის მიზნით. არსებული ელიტა (კრიმინალურიცა და ოფიციალურიც) უბრალოდ, ვერ ეგუებოდა ახალ ეროვნულ ლიდერებს, თუმც კი ხშირად თავადაც კარგად ეფარებოდა ხოლმე მათ ლოზუნგებს.

როგორც ეს საერთოდ ხდება ეროვნულ მოძრაობებში ლიდერობას ძირითადად ინტელიგენცია და ახალგაზრდა ინტელექტუალები ისაკუთრებდნენ1 - ჰუმანიტარები (ისტორიკოსები, ფილოლოგები, ფილოსოფოსები) და რეჟისორები თუ მსახიობები წარმოადგენდნენ ყველაზე აქტიურ პროფესიულ ჯგუფებს, რაც გარკვეულ დაღს ასვამდა კიდეც თავად ამ მოძრაობის ხასიათს; მაგრამ ისიც ცხადია, ეს გავლენა ზემოხსენებული „ჯგუფური ინტერესების“ მახასიათებლამდე ვერ დაიყვანება. ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ამ ტიპის ხალხი თუკი საქმე საქმეზე მიდგა, ყველაზე ნაკლებ საკუთარი ეკონომიკურ ინტერესებს ითვალისწინებს. ბოლოსდაბოლოს, ინტელიგნციამ ლამის მაქსიმუმი დაკარგა ძველი წყობის რღვევის შედეგად - როგორც ეკონომიკურად, ასევე სოციალური სტატუსის მხრივ. აღარც უნდა გაგვიკვირდეს, თუკი ეროვნული მოძრაობები საზოგადოდ კავკასიაში კი განსაკუთრებით, ყოველგვარი ეკონომიკური არგუმენტების მიმართ აგდებული დამოკიდებულებითა და „უღირსი ვაჭრობის“ ირალიყის მიკერით გამოირჩეოდა.

ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში „ჯგუფური ინტერესების“ აშკარა კვალს შესაძლოა მხოლოდ აფხაზ მმართველ ელიტამდე მივყავდეთ. 1989 წლის მონაცემებით, ეთნიკური აფხაზები ავტონომიური რესპუბლიკის მხოლოდ 17 პროცენტს შეადგენდნენ, მაშინ, როცა ქართველები - 45% -ს. მაგრამ საბჭოურ სტილში გადაწყვეტილი ქვოტების სისტემის მიხედვით აფხაზებს, როგორც ძირეულ მოსახლეობას, შეუსაბამოდ დიდი წილი ედოთ მმართველ სისტემაში. ბუნებრივია ისინი შიშობდნენ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლება, ზოგადი დემოკრატიული ნორმების საფუძველზე, ამგვარი პოლიტიკის მიდევნას შეწყვეტდა. ცხადია, ასეთ ვითარებაში აფხაზურ ელიტას როგორც გარკვეულ ჯგუფს, მართლაც ჰქონდა შეშფოთების საფუძველი და ვერც იმას ვიტყვით, თითქოს ქართული მხარე ცდილიყოს საწინააღმდეგოს მტკიცებას. შემდგომ ქართველები ამბობდნენ, რომ სინამდვილეში აგფხაზური „ეთნოკრატია“ იბრძოდა საკუთარი ინტერესებისათვის და ამას აფხაზური ეროვნული ინტერესებისათვის ბრძოლად წარმოსახავდა. ამ მოსაზრებას, ისევე როგორც ეთნო-დემოგრაფიულ პრობლემას, მართლაც ჰქონდა გარკვეული საფუძველი, მაგრამ არაა საკმარისი იმის სათქმელად, თითქოსდა ეს ყოფილიყოს კონფლიქტის ჩასახვის გადამწყვეტი მიზეზი ანდა საკმარისი იყოს იმის ასახსნელად, ჱუ ასერიგად რატომ იყრებოდა აფხაზეთის სტატუსის ქართული და აფხაზური ხედვა. მსგავს შემთხვევებში ხომ (მთიანი ყარაბაღი, სამხრეთ ოსეთი, დნესტრისპირეთი და სხვ). სწორედ გამოყოფის მოსურნე ჯგუფები წარმოადგენდნენ უმრავლესობას, მაგრამ თავად კონფლიქტის ფორმები დიდად არ განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან.

აქ უკვე იმის გამეორება მიწევს, რასაც წინა ქვეთავში ვამტკიცებდი: გარკვეული ჯგუფების გარკვეულმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა ინტერესებმა მართლაც იქონია გავლენა იმაზე, თუ როგორ განვითარდა კონფლიქტი - მათ მართლა სურდათ ვითარების გამწვავება და კონფლიქტის ხასიათის უკიდურესობამდე მიყვანა; ასევ, იარაღითადა ნარკორიკებით ვაჭრობა, სახელმწიფო სახსრებისა თუ ჰუმანირატული დახმარების მითვისება და ა.შ. და ა.შ., რა თქმა უნდა, მეტად მნიშვნელვანი ფაქტორი იყო. საერთოდ, მესამე ძალის (ანუ მაფიის) ინტერესები კიდევ ერთი ცალკე გამოსაყოფი საკითხია, ოღონდ ეს ხალხი და ეს ჯგუფები ხელს ითბობდნენ უკვე გაჩაღებული კონფლიქტის დროს, და თუმცა კი სწორედ იქითკენ მიჰყავდათ საქმე, საითაც თავად აწყობდათ, სრულმასშტაბიანი კონფლიქტის წამოწყება მათ მაინც არ შეეძლოთ.

_______________

1 See Hroch, Social preconditions,op.cit., p.129

9 ქართული და აფხაზური ნაციონალური პროექტების ჩამოყალიბება

▲ზევით დაბრუნება


ზემოთ უკვე ვთქვი,რომ ამ კონფლიქტს განვიხილავ როგორც ქართულ და აფხაზურ ეროვნულ პროეტქებს შორის დაპირიპირებას. შესაბამისად, შევადაროთ თუ როგორ ესახებათ მათ საკუთარი პოლიტიკური სტატუსი, ამისთვის მომიწევს ზოგიერთი ისტორიული ფაქტის მოშველიება და რაკი ორივე მხარე საკმარისზე ხშირად მიმართავს ამგვარ ხერხს გარკვეული პოლიტიკური მოთხოვნების დასასაბუთებლად თუ პირიქით - უარსაყოფად, იმთავითვე ხაზი გავუსვა, რომ ისტორიული წიაღესვლები ჩემთვის მხოლოდ საშუალებაა იმის გასარკვევად, თუ აფხაზებმაც და ქართველებმაც რატომ მაინცდამაინც ასეთი პროექტები დაისახეს მიზნად და საბოლოოდ, მათი მიზნებიც რატომ შეეჯახა ერთმანეთს. ოღონდ ერთიცაა - თავად სულაც არ ვაპირებ განვსაჯო რომელიმე მხარის ისტორიული წყაროებით შემაგრებული არგუმენტების სიზუსტე ან თუნდაც მართებულიბა.

თანამედროვე ქართული ნაციონალიზმი სადღაც მე-19 საუკუნის შუალედში იღებს სათავეს1, როცა ილია ჭავჭავაძე ცდილობს ჩამოაყალიბოს „სხვა საქართველოს“ ხედვა და მას ლიბერალური ნაციონალიზმის ევროპული მოდული დაუდოს საძირკვლად. მისი დევიზი - ენა, მამული, სარწმუნოება - ერთდროულად საუკუნოვან ქართული ტრადიციებიდან მოწყვეტასა და მათ განვრცობასაც გულისხმობს: შუა საუკუნეებში ქართველობა („მართმადიდებლურ“) ქრისტიანობასთან წილნაყარობას უიგივდებოდა. ქართლის სამეფო მე-4 საუკუნეში ეზიარა ქრისტეს რჯულს; მე-7 საუკუნეში, სარწმუნოებრივი განხეთქილების შედეგად (სომეხთა მონოფიზიტური ეკლესიის საწინააღმდეგოდ) საქართველო ბერძნული ორთოდოქსული (შესაბამისად, დიოფიზიტური) რწმენის მიმდევარი გახდა და, ვიდრე მე-19 საუკუნემდე, როცა რუსეთმა შემოაღწია კავკასიაში, ქართველები ერთადერთი ორთოდოქსი ქრისტიანები იყვნენ რეგიონში. ძირითადად მაჰმადიანური ხალხებით გარშემორტყმულნი. ის სისხლით ქართველი, ვინც რწმენას შეიცვლიდა - იმ შემთხვევაშიც კი, თუ დედა ენად ქართულს დაიტოვებდა - აღარც კი აღიქმებოდა ქართველად. „გათათრებულად“ იხსენიებდნენ მაჰმადის რჯულში გადასულები, „სომხებად“ თუკი სომხურ ეკლესიაში მოინათლებოდნენ და სულაც „ფრანგებად“ იწოდებოდნენ კათოლიკობას ნაზიარებნი. მეორე მხრივ, ეკლესია ქართულად აღსარულებდა ღვთისამსახურებას და შესაბამისად, სწორედ ენა გახდა მნიშვნელოვანი, თუმც კი რელიგიასთან წილნაყარი ფაქტორი. მეათე საუკუნეში გიორგი მერჩულემ ჩამოაყალიბა ის, რაც საერთოდ შუასაუკუნეების „საქართველოს“ პარადიგმად შეიძლება განვიხილოთ:'ქართულად ფრიადი ქვეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების...“ ჩამონათვლაში სარწმუნოებაზე წინ ენის დაყენებით ილია ჭავჭავაძემ ქართული ნაციონალიზმის სეკულარიზაციას გაუსვა ხაზი, მე-19 საუკუნის სხვა მსგავს ლინგვისტურ ნაციონალიზმებს მიუსადაგა და შესაბამისად, ქართველი მაჰმადიანებისა თუ სხვა აღმსარებლობათა ქართველი მიმდევრებისთვისაც მისაღები გახადა; ოღონდ, ამავე დროს, ტრადიციულ, მერჩულესეულ ფორმულირებას უდებდა საყრდენად.

ქართულ ნაციონალურ პროექტში შუასაუკუნეების ამგვარი კონსტრუირება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის რამდენიმე, მეტად მნიშვნელოვან ასპექტს ხდის ფარდას. ერნესტ გელნერისეული ტერმინოლოგიის გამოყენებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო პროეცირებული იყო როგორც ქართული „მაღალთა კულტურის“ არეალი, სადაც ქართულ ენას ეფუძნებოდა მწგნობრობაცა და ზედა ფენების (ელიტის) კულტურაც2 . ეს არეალი ბუნებრივია მოიცავდა აფხაზეთსაც. ამ მხრივ კონფლიქტის ძირი უნდა ვეძიოთ შეუთანხმებლობაში აფხაზურ „მაღალთა კულტურას“ (რაც ქრისტიანულ მწიგნობრობას ეყრდნობოდა) და „მდაბალთა კულუტურას“ შორის, ვისი მშობლიური ენაც აფხაზური იყო.

თავად გელნერი ხაზგასმით მიუთითებს ამ ტერმინის შეფასებითი მნიშვნელობით ხმარების მცდარობაზე; მას მხოლოდ და მხოლოდ სოციალური მახასიათებელი გააჩნია დ, ასე ვთქვათ, „მაღალ საზოგადოებაზე“, საზოგადოების ზედა ფენებზე მიგვითითებს; ამავე დროს, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ეთნიკურად აფხაზები ქართველებს არ ენათესავებიან - აფხაზური ჩერქეზულ ენათა ჯგუფს განეკუთვნება, რაც მათ ჩრდილო კავკასიელ ხალხებთან - ყაბარდოელებსა და ადიღეელებთან აახლოებს. მაგრამ შუასაუკუნეების აფხაზეთის სამეფო ქართულ კულტურულ-პოლიტიკურ არელაში იაზრებოდა. აფხაზებს, ქართველთაგან განსხვავებით, არც საკუთარი ანბანი გააჩნდათ და აფხაზი დიდგვაროვანნიც ძირითადად ქართულად მეტყველებდნენ. როცა საქართველო, ან თუნდ დასავლეთი საქართველო ერთიან სახელმწიფოს წარმოადგენდა, აფხაზეთიც მუდამ მის შემადგენლობაში შედიოდა. ერთხანობა მთელი დასავლეთი საქართველო აფხაზეტის სახელით იყო ცნობილი, სხვა დროს კი თითქმის იმავე ტერიტორიას ეგრისი, ანუ მეგრელთა ქვეყანა ეწოდებოდა. საქართველოს მცირე სამთავროებად დაქუცმაცების პერიოდშიც ზედა ფენების ეს კულტურული კავშირი არ გაწყვეტილა - ასე რომ, ბუნებრივია, ქართველებისათვის აფხაზეთის ერთიანი საქართველოს შემადგენელი ნაწილია, იმის მიუხედავად, რომ სისხლით არ ენათესავებიან აფხაზებს.

ოღონდაც ყოველივე ამან მხოლოდ მოგვიანებით იჩინა თავი, როცა ქართულმა ნაციონალიზმმა პოლიტიკური მოძრაობის დონეს მიაღწია. დასაწყისში (“ფაზა A - მიროსლავ კროსის კლასიფიკაციით) ანუ, მე-20 საუკუნის მიჯნაზე, ქართული ეროვნული ამბიციები ჯერ მხოლოდ კულტურის ენის შენარჩუნებისა და სხვა კერძო საკითხებს სწვდებოდა: 1905 წლის რევოლუციამდე, თუნდაც ავტონომიის სტატუსის შესაძლებლობას რუსეთის იმპერიის ნგრევისა და 1918 წელს ამიერკავკასიის ფედერაციის დაშლის შედეგად მოხდა, როცა საქართველო სრული დამოუკიდებლობის საკითხის წინაშე დადგა. სწორედ ამ დროს გამოიკვეთა ქართული პოლიტიკური ნაციონალიზმის პარადიგმა, რომელიც შემდგომ თითქმის უცვლელად მიესადაგა ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ 90-იან წლებში.

თავისუფლების მეტად ხანმოკლე (1918-1921 წწ.). პერიოდის მიუხედავად, ქართულ პოლიტიკურ ამბიციებს ახლა უკვე მხოლოდ სრული დამოუკიდებლობა თუ დაკმაყოფილება. ამიტომაც, გასაკვირი არაა, თუ 1989-90 წლებში არ არსებობდა არც ერთი პოლიტიკური პარტია თუ გაერთიანება, საკუთარი მოთხოვნებისთვის დამოუკიდებლობის საკითხი არ დაედო საფუძვლად. „მტრის ხატის“ როლში ბუნებრივია, რუსეთი გამოდიოდა, ხოლო „დამოუკიდებლობა“ გულისხმობდა განთავისუფლებას მისი გავლენისგან და, შესაბამისად, ასიმილაციის საფრთხისაგან თავის დაღწევას. არავითარი განსაკუთრებით უარყოფითი ემოციური დამოკიდებულების კვალი ზოგადად რუსული ეთნოსის მიმართ აქ არ ჩანდა - მაგრამ ეს უკვე სხვა ამბავია. ოღონდ რაც დამოუკიდებლობას შეეხებოდა - ყოველგვარ წინააღმდეგობას მხოლოდ ჩრდილოელი მეზობლიდან მოელოდნენ.ლ მართალია, თურქეთი იმ 1918-21 წლებში რეალურ საფრთხეს წარმოადგენდა საქართველოსათვის, და მაჰმადიანური შემოსევების ისტორიასაც ქართველები თითქოს არ უნდა განეწყო განსაკუთრებული ნდობით სმხრეთელი მეზობლის მიმართ, მაგრამ რაკი ახლა თურქეთი რუსეთის მოწინააღმდეგე ბანაკაში იყო, ავტომატურად ქართველთა მოკავშირედ მოიაზრებოდა.

ოღონდ, ეს მხოლოდ „მოკავშირედ“. ერთადერთ ნამდვილ დამცველად და შემწედ ქვეყანაში ზოგადად დასავლეთი ისახებოდა - არა იმდენად ვითარების რეალისტურად შეუფასებლობის შედეგად, რამდენადაც იმავე შუსაუკუნეებრივი პარადიგმის თავისებური ექსტრაპოლაციის გამო; ქრისტიანული საქართველო, მაჰმადიანური ქვეყნებით გარშემორტყმული, მაშინაც „დიდი საქრისტიანოდან“ ელოდა შველას. მართალია, ზოგადი კულტურის მხრივ ქართველი ვერ დაიჩემებს, თითქოს სრულად დასავლური ყაიდის ერი იყოს (თუმცა კი ბევრი ამტკიცებს, რომ ტიპოლოგიურად გულისგულში, ქართველები მაინც „დასავლეთელები“ არიან -ოღონდ ისტორიული ბედუკუღმართობითა და აღმოსავლელი მეზობლების ზეგავლენით გზასაცდენილნი). ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, ქართულ ელიტას თვალი დასავლეთზე ეჭირა. დემოკრატიაც აქ სასურველ პოლიტიკურ მოდელად იმიტომ კი არ ითვლება, თითქოს თავად ქართული მენტალიტეტი მოითხოვდეს ამას, არამედ იმიტომ, რომ დღესდღეობით „ვესტერნიზაციის“ სხვა გზა არ ჩანს. მაგალითად, საქართველოს ნაციონალისტი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მომხრენი აცხადებდნენ, რომ არჩევანის წინაშე დადგომის შემთხვევაში, დამოუკიდებლობის იდეა, დემოკრატიულ წყობაზე მაღალ უნდა დამდგარუყო. მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ეროვნული სახელწმიფოც დასავლური ნააზრევია და დასავლეთის ქვეყნებიც ჩანასახშივე დემოკრატიულნი არ ყოფილან.

რაკიღა რუსეთისაგან დამოუკიდებლობის მიღწევა ქართული ნაციონალიზმის უპირველეს სამიზნედ იქცა (და თუ ქვეყნსი ტერიტორიაზე რუსული ჯარის ნაწილების განლაგებასა და საქართველოზე რუსეთის გავლენის დონეს გავითვალისწინებთ, ბევრს მიაჩნია, რომ ამ მიზნის მიღწევამდე ჯერ კიდევ შორია), ყველა სხვა პროგრამაც სწორედ ამ კუთხით განიხილება. ის ეროვნული უმცირესობანი, რომლებიც არასაკმარის ლოიალობას იცენენ საქართველოს სახელმწიფოს მიმართ, სრულიად მექანიკურად, რუსეთის მიერ ინსპირირებულ ძალებად მიიჩნევიან. ამით იმის თქმა კი არ მსურს, მ,ართლა „:მოსკოვის ხელი: წარმართავდა თუ არა აფხაზ და ოს სეპარატისტებს ; მინდა აღვნიშნო მხოლოდ, რომ ქართველთა თვალსაზრისით, მათი რაიმე კონფლიქტი ეროვნულ უმცირესობებთან მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს რუსეთისგან მარწუხების თავდაღწევის მცდელობას შეიძლებოდა გამოეწვია. სწორედ საკითხისადმი ასეთმა გამარტივებულმა მიდგომამ (თუმცა, რუსეთი, რაღა თქმა უნდა, ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებში ნებისმიერ სეპარატისტულ დაჯგუფებას უმართავდა ხელს) განაპირობა ქართული ელიტის სრული უუნარობა, წინასწარ გაეთვალა აფხაზებისა და რუსების საკუთრივი ინტერესები.

ქართული ნაციონალიზმის კიდევ ორი მახასაიათებელია საყურადღებო: მისი არაასიმილაციური და არაიმპერიული ხასიათი. ამასთან დაკავშირეიბთ მინდა ფრანგულ და გერმანულ ნაციონალიზმს შორის ხშირად მითითებული განსხვავება გავიხსენო: როჯერს ბრუბეიკერის თქმით, პირველი ასიმილაციონისტურია, მაშინ როდესაც მეორე - ექსკლუზივისტური3. ფრანგების მიზანი უმცირესობათა გათავისიანებაა, რაც მათ „ფრანგებად“ ხდის იმ შემთხვევაში, თუკი ზოგადად ფრანგული კულტურის არეალში ჩაეწერებიან და მიივიწყებენ (ან, ყოველ შემთხვევაში, მეორად ფასეულად აღიქვამენ) საკუთარ წარმომავლობას. სხვათა შორის, ათათურქისეული „თურქული ნაციონაზლიმის“ იდეაც იმავე კვალს მისდევს. რაც შეეხება რუსულ ნაციონალიზმს, სიტყვიერად ის ნათლად ჯერ არავის ჩამოუყალიბებია, მაგრამ ცხადი კი,ა რომ ისიც ასიმილაციურ მოდელს ითვისებს. ყველა ამ შემთხვევაში, საერთო კულტუირა და ენა ჯაბნის სისხლისმიერ ნათესაობასა და წარმომავლობას. საპირისპიროდ, გერმანული ნაციონალიზმის იდეისთვის სწორედ „სისხლია“ მთავარი; „გერმანელობის“ აღქმა უშუალოდ გენეტიკურობასთანაა დაკავშირებული და იმ თურქთა შთამომავლებს, რომლებიც უკვე რამდენიმე თაობააა გერმანიაში ცხოვრობენ, უფრო უძნელდებათ ხოლმე ხოლმე მოქალაქეობის მიღება, ვიდრე რუსეთიდან თუ ყაზახეთიდან ჩასულ ეთნიკურად გერმანელებს, რომლებიც მშობლიურ ენაზეც კი ვერ ლაპარაკობენ ხეირიანად, ვინაიდან მათ წინაპრებს ასეული წლის დაუტევებიათ „ისტორიული სამშობლო“.

ამ კლასიფიკაციის მიხედვით, ქართველები, ისეცე როგრც კავკასიელთა უმრავლესობა (აზერბაიჯანელების გამოკლებით, რომლებიც იოლად შეითვისებენ ხოლმე სხვა ეთნოსის მაჰმადიანებს) უფრო ექსკლუზიონისტური მოდელისკენ იხრებიან. მაგალითად, საქართველოში მცხოვრები სომხები თუ ოსები ზოგჯერ ქართულ ყაიდაზე იკეთებდნენ გვარებს, მაგრამ ქართველების უმეტესობა ამას ალმაცერად უყურებდა და უჭირდა კიდეც ამ ეთნიკურად „მოქცეულთა“ ნამდვილ ქართველებად მიჩნევა.

მაგრამ შესაბამისად, ქარტულ ნაციონალიზმს ვერც იმპერიულ-ექსპანსიონისტურ ამბიციებს დავწამებთ. მართალია აფხაზები ძნე;ად თუ დაეთანხმებიან ამას - მათთვის საქართველო იმპერიაა, რომელსაც სხვა ქვეყნების (მაგ.:აფხაზეთი) დაპყრობა სურს. ანდრეი სახაროვმა ერთ თავის ინტერვიუში საქართველოს „მცირე იმპერია“ უწდოა და ამ გამონათქვამს კონფლიქტთან დაკავშირებული თითქმის ყველა პუბლიკაცია უცილობლად და ბრმად იმეორებს. რა თქმა უნდა, ნებისმიერ მრავალეთნიკურ სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოსაც შეიძლება „იმპერია“ უწოდო (ასეთ შემთხვევაში მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა იმპერიები აღმოჩნდება), მაგრამ თუ იმპერიის გაგებას მივუსადაგებთ სახეწლმწიფოს, რომლის ეროვნული პროექტი დაფუძნებულია დაპყრობასა და ექსპანსიაზე (რაც ჩემთვისაც მისაღებია და ცნების ტრადიციულ გაგებასაც მისდევს), მაშინ საქართველო ვერა შემთხვევაში ვერ მიიჩნევა ასეთად. თანამედროვე საქართველოს ეროვნული პროექტი კლასიკური ეროვნული სახელმწიფოა - დაფუძნებული იმ იდეაზე, რომ რომ „ჩვენ მხოლოდ ის გვინდა, რაც ჩვენია, ხოლო რაც ჩვენია, იმას ვერასოდეს დავთმობთ“. აფხაზეთი საქარტველოს ნაწილია იმდენად, რამდენადაც ეს ყოველთვის ასე იყო, როცა კი საქართველო ერთიანდებოდა. ქართველები ვერანაირად ვერ აღიქვამენ აფხაზეთს „უცხო“, დაპყრობილ ქვეყნად, ამიტომაც „იმპერიული ამბიციურობის“ ბრალდება მათთვის, უბრალოდ გაუგებარი და აღმაშფოთებელია. ასევე ცხადად აქვთ გათვითცნობიერებული „ჩვენი მიწის“ საზრისი - თუმცა ეს „ჩვენი მიწაც“ საბჭოთა კავშირისდროინდელი ტერიტორიის ექვივალენტია (ბევრს „ისტორიული საქართველოს“ ძირძველი მიწები თურქეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთშიც ეგულება, მაგრამ თვით ურადიკალურესად განწყობილ ნაციონალისტებსაც კი არ დასცდენიათ მათი დაბრუნების მოთხოვნა - თავად საკითხის დაყენების უაზრობის გამო, და თანახმა არიან „საკუთარი მიწა-წყლის“ გაგება საბჭოთა რუკების მიხედვით შემოიფარგლოს.)

მართალია, ქართველები იმასაც ამტკიცებენ, თითქოს მათ რაღაც განსხვავებული მისია/როლი აკისრიათ კავკასიაში, და იბერიულ-კავკაიური დოქტრინა (რაც ქართველთა და ბევრ ჩრდილო-კავკასიელ ხალხთა, მათ შორის აფხაზთა ბუნდოვან „ერთობას“ გულისხმობს) გარკვეულწილად პოპულარული იყო გამსახურდიას ზეობის დროს. იქნებ ამაში მართლაც იყოს რაღაც პროტო-იმპერალისტური, ოღონდ ყველაზე თავგადაკლულ ნაციონალისტსაც კი არ მოუვა თავში ჩეჩნეთისა თუ დაღესტნის ანექსიის შესაძლებლობა გაიაზროს.

საზოგადოდ, რაკი ნაციონალიზმი ეროვნული სახელმწიფოს შექმნის იდეაზეა ორიენტირებული, ის თავისთავად შეუთავსებელია იმპერიულ მისწრაფებებთან და ამის გარდა, არის კიდევ სხვა რამდენიმე განსხვავებაც: მაგალალითად, ნაციონალისტები, ჩვეულებრუივ თავკერძა ეგოცენტრიკები არიან, მაშინ, როცა იმპერიალისტებს „ალტრუისტული“ მისწრაფებები ამოძრავებთ, კოსმოპოლიტური შეხდულებები აქვთ და ღრმად სწმათ, რომ ვალდებულება ეკისრებათა უკეთესობისაკენ წარმართონ სამყარო (თუმცა „აყვავებისა“ და „პროგრესის“ დსანერგად ძალისმიერი გზა მიაჩნიათ უმოკლესად). ასეა თუ ისე, ქართველი ერი ამგვარი მახასიათებლებით არ გამოირჩევა.

რაც შეეხება აფხაზების ეროვნულ პროექტს, ის გასული საუკუნის ბოლოსა და ამ საუკუნის დასაწყისში გაჩნდა4, მაგრამ საწყისი ეთნიკურ-ისტორიული გარემო, რომელშიც აფხაზურ ელიტას უხდებოდა მოქმედება, ქართულისაგან სრულიად განსხვავებული იყო. თუმცა აფხაზებს ერთ დროს კი ჰქონდათ სახელმწიფოებრიობა. მაგრამ არც შესაბამისი „მაღალთა კულტურა“ შემორჩენიათ და არც მწიგნობრობიოს ტრადიცია. ასევე აფხაზთა ნაციონალური პროექტი თავიდან არც ყოფილა პოლიტიკურ დამოუკიდებლობაზე მომართული - ის უფრო საკუთარი ეთნიკურობის გადარჩენას ისახავდა მიზნად, და ესეც გარკვეული ისტორიული გარემოებებით იყო განპირობებული: ჩერქეზული ტომები თავგანწირულად ებრძოდნენ რუსებს მეცხრამეტე საუკუნეში; შედეგად, გასული საუკუნის 80-იან წლებში ეთნიკური აფხაზების უმრავლესობა იძულებული გახდა თურქეთს გადახვეწილიყო (ე.წ. მოჰაჯირობა). თუმცა ამ მხრივ მათ, შეიძლება ითქვას, უფრო გაუმართლათ ვიდრე მათ მეზობელ შაფსულებსა და უბიხებს, რომლებიც საერთოდ გაქრნენ კავკასიის რეგიონიდან (გადარჩენილებმა ასევე თურქეთს შეაფარეს თავი). რიცხვით მცირენი, დამწერლობაუქონენი, საკუთარ მიწაზე ეროვნულ უმცირესობად ქცეულნი, აფხაზები ასიმილაციის უშუალო საფრთხის წინაშე დადგნენ. კაცმა რომ თქვას, აფხაზთა ნაციონალური პროექტის ქვაკუთხედი ერთია - არ დაემართოთ იგივე, რაც მათ მონათესავე შაფსუღებსა და უბიხებს დაემართათ.

კულტურულ-პოლიტიკური ტრადიციის ზემოდხსენებული გაორების გამოისობით, აფხაზთა ეროვნული პროექტიც ორი სხვადასხვა მიმართულებით ყალიბდებოდა: რაკითა ეთნიკურად აფხაზები ჩერქეზულ ტომებს ენათესავებოდნენ, ეთნიკურ-ლინგვისტური ნაციონალურობის ლოგიკა მათ პანკავკასიური ერთობის ძიებისკენ უბიძგებოდათ; ბოლშევიკური რევოლუციის შედეგად, ამ მოძრაობამ [კავკასიელ] მთიელ ხალხთა დღემოკლე რესპუბლიკა შვა. საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად. ეს იდეა უკვე პოლიტიკური მოძრაობის სახით აღორძინდა - კავკასიელ მთიელთა კონფედერაციის სახელმწოდებით (რაც შემდგომ ე.წ. კავკასიელ ხალხთა კონფედერაციად გადაკეთდა).

მეორე მხრივ, მაინც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ „მაღალთა კულტურა“ და აფხაზთა ქვეყნის პოლიტიკური ისტორია მაინც ტრადიციულად ქართული იყო (თუმცა კი ბოლო საუკუნეებში თურქული და რუსული ელემენტებით შენივთებული). აფხაზური არისტოკრატია ქართულთან იყო წილნაყარი და კულტურული კავშირებიც მეტად მჭიდრო ჰქონდათ. ადმინისტრაციული დაყოფით „სუხუმსკი ოკრუგ“ - ანუ, აფხაზეთი, კუტაისსკაია გუბერნია - ს (ე.წ.დასავლეთ საქართველოს მიეკუთვნებოდა). ეს საფუძველს უქმნიდა აფხაზთა კიდევ ერთ ნაწილის სურვილს - ეცნოთ მათი იდენტურობა საქართველოსთან მიმართებით - ოღონდ გარკვეული სტატუსით. რა თქმა უნდა, თავიდან ეს არ იყო პოლიტიკური მოთხოვნა, ვინაიდან ჯერ თვით ქართული ნაციონალიზმი არ იყო, ასე ვთქვათ, პოლიტიზირებული. მაგრამ თანამედროვე პოლიტიკურ ტერმინოლოგიას თუ გამოიყენებთ, „გარკვეული სტატუსი საქართველოს შემადგენლობაში“ მათ მიზანსწრაფვას სავსებით ეთანხმებოდა. ამგვარად, ორივე ზემოდხსნებულ შემთხვევაში აფხაზებს სურდათ არა ავტონომია ზოგადად რუსეთის არეალში, არამედ გაერთიანება უფრო ფართო, ოღონდ საერთო (მონათესავე) კულტურული ერთობის შიგნით (მაგ.:საქართველო თუ ჩეჩნეთი), სადაც საშუალება ექნებოდათ საკუთარი თვითმყოფადობა დაენარჩუნებინათ. სხვანაირად რომ ვთქვათ, აფხაზური ნაციონალიზმი იწყებოდა არა საკუთარი თავის რუსეთთან მიმართებაში გააზრებით, არამედ საკუთარი აფაზური იდენტურობის დამკვიდრებას ცდილობდა დასავლეთ საქართველოში.

ორივე ეს მიმართულება ექიშპებოდა ერთურთს და თანდათანობით პირველი აღწევდა გარკვეულ უპირატესობას:საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში (1918-21), როცა ეთნიკურად აფხაზური ელიტა ორად გაიყო, საქართველოსთან მიერთების მოსურნენიუმცირესობაში აღმოჩნდნენ, მაგრამ მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ პროქართულ ნაწილთან კავშირითა და სამხედრო ძალის გამოყენებით მოახერხა რეგიონის დამოუკიდებელი საქართველოს ფარგლებში დატოვება5. ამასთანავე, 1921 წლის კონსტიტუციით, აფხაზეთი ავტონომიურ ერთეულად იქნა დაფიქსირებული (NB:თავად კონსტიტუცია საქართველოს ანექსიამდე 4 დღით ადრე იქნა მიღებული).

ქართული და აფხაზური ნაციონალური თვალსაწიერიდან საბჭოთა პერიოდისადმი დამოკიდებულება მკვეთრად განსხვავებულია. ქართველებისთვის 1921 წელს მიღწეული დამოუკიდებლობა სიმბოლურად უშუალოდ გადაეცემა სსრკ-ის დაშლის შედეგად მიღებულს:არაფერს, რაც კი ამ პერიოდში მოხდა, ლეგიტიმური არ შეიძლება ეწოდოს, რაკიღა ძალდატანებით ანექსიის შედეგად იქნა მათთვის თავმოხვეული. აფხაზეთისთვის კი პირიქით: ვინაიდან საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია, ფაქტიურად არც, არც ამოქმედებულა, შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, თუ რეალურად რა სახე ექნებოდა აფხაზეთის ავტონომიას დამოუკიდებელი საქართველოს ფარგლებში. სინამდვილეში, თანამედროვე აფხაზეთის სახელმწიფოებრიობა მხოლოდ საბჭოთა წყობის დროს დაფიქსირდა. მართალია ეროვნებათა „მატრიოშკული“ საბჭოთა სისტემის გათვალისწინებით შექმნილ ადმინისტრაციულ ერთეულს ძნელად თუ შეიძლება ეწოდოს ეროვნული სახელმწიფო, მაგრამ იმავე საბჭოთა ეროვნულ-ტერიტორიულ ერთეულებს ნაბოძები ჰქონდათ ზოგიერთი ისეთი მნიშვნელოვანი სიმბოლო, რაც ეროვნულ-პოლიტიკური შეგნების ჩამოყალიბებისთვისაა აუცილებელი. კერძოდ, აფხაზეთის შემთხვევაში, ამ ტერიტორიულ წარმონაქმნს „აფხაზეთი“ ერქვა, აფხაზურ ენას ოფიციალური სტატუსი მიენიჭა და იმავე „მაღალთა კულტურის“ შემადგენელ ნაწილად იქცა - ანუ თავისი ადგილი დაიკავა ბიუროკრატიის, განათლების სისტემის, ლიტერატურისა და და ა.შ. სფეროებში, ასე რომ, ქარველებისაგან განსხვავებით, აფხაზეთი საკუთარ მოთხოვნათა ლეგიტიმურობას სწორედ საბჭოთა პერიოდიდან ასაბუთებდნენ.

უმთავრესი, რა ცვლილებაც აფხაზთა ეროვნულმა პროექტმა განიცადა საბჭოთა პერიოდის განმავლობაში, ესაა ე.წ. „მტრის ხატის“ შექმნა ქართველთა სახით. ამასთან, რუსეთიც მთავარ ქომაგად დაისახა „ქართული იმპერიალიზმისაგან“ თავდასაცავად. ამას კიდევ თავისი მიზეზები ჰქონდა: 1921-31 წწ. ამიერკავკასიის ადმინისტრაციულმა დანაყოფებმა რამდენიმეჯერ იცვალა ფორმა და ეს აფხაზეთის სტატუსსაც შეეხო. რუსი ბოლშევიკები მუდამ ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ აქეზებდნენ ენიკურ უმცირესობებს, რაც მათ ქვეყნის დაპყრობას გაუადვილებდა, ასე რომ, გასაგებია, ისინი იმთავითვე მიესალმებოდნენ კიდევ აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნას (1921 წლის მარტი, როცა ჯერ კიდევ გრძელდებოდა რუსეთის სამხედრო ინტერვენცია საქართველოს ტერიტორიაზე)შემდგომ აფხაზეთი ამირკავკასიის საბჭოთა ფედერაციის სოციალისტურ რესპულიკად აქციეს, და ბოლოს, 1931 წ. ის ავტონომიური რესპუბლიკა გახდა საქართველოს შემადგენლობაში. ამგვარად, თუ 1921 წელს გამოცხადებულ რესპუბლიკას ავიღებთ ათვლის წერტილად, ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი საქართველოს შემადგენლობაში უფლებათა აშკარა შეკვეცად მოგვეჩვენება. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს ცვლილებები ეთნიკურად ქართველის, სტალინის ზეობის დროს მოხდა, რომელსაც შემდგომ ასევე ქართველი ლავრენტი ბერია უმაგრებდა ზურგს. ეს თანხვედრა კი აფხაზების მიერ სულ იოლად აღიქმება „ქართული იმპერიალიზმის ავი ზრახვების“ გამოვლინებებად.

ქართველების თვალთახედვით ვიტარება სულ სხვაგვარად მოჩანს. ჯერ სტალინის მიმართ მათი დამოკიდებულება მეტად წინააღმდეგობრივია და ბევრი მას უბრალოდ რუს იმპერიალისტად თვლის, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს დაპყრობაში 1921 წელს. აქედან გამომდინარე, მისი შემდგომი ქმედებანი ძნელად თუ აისახება ქართული პატრიოტიზმის რაღაც უკუღმართ გამოვლინებად. მეტოც, არცერთ ისეთ მცირერიცხოვან ეთნოსს, არ ღირსებია „სრული“ მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსი. აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დატოვება სავსებით ეთანხმება საბჭოთა ეროვნული პოლიტიკის კურსს - რატომღა უნდა ვიფიქროთ, თითქოსდა სწორედ ამ შემთხვევაში წამოყო თავი „ქართულმა“ ფაქტორმა? ქართველები იმაზე მიუთითებენ, რომ სტალინი ისევეა პასუხისმგებელი აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში შეყვანაზე 1931 წელს, როგორც 1921 - ში - აფხაზეთის საქართველოდან გამოყოფაზე. და ბოლოს, თუკი ვინმე მაინც დაიჯინებს, რომ სტალინის მოქმედებას მაინცდამაინც ამ შემთხვევაში უძევს „ქართული იმპერიალიზმის“ სარჩული, ქართველი ხალხი ვერანაირად პასუხიმსგებელი ვერ იქნება ეროვნებათა საბჭოურ პოლიტიკაზე - იმის მიუხედავად, ამა თუ იმ დროს უშუალოდ ვინ იყო მისი გამტარებელი: ქართველებს ეს ლიდერები არასოდეს აურჩევიათ და არც იმათ აინტერესებდათ ქართველი ხალხის ნება.

მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ სტალინიზმის პერიოდში მკვეთრად შეიცვალა დემოგრაფიული ვითარება - ძირითადად, ჩამოსახელბული ქრათველების ხარჯზე. ამსთანავე, 40-50 წლებში აფხაზეთში შემოიღეს ქართული ანბანი (რუსულ კირილიცაზე დაფუძნებული მაგივრად). ამგვარ დამოკიდებულებას, თავისთავად, არ შეიძლებოდა იძულებითი ასიმილაციის გარკვეული შიში არ გამოეწვია აფხაზებში. ამავე დროს, ეს თუ სხვა შესაძლებელი ცვლილებებიც სავსებით შეიძლებოდა ახსნილიყო სტალინისა თუ ბერიას „ფარული ქართული იმპერიალიზმით“...ასეა თუ ისე, ყოველივე ამან მნიშვნელოვნად იმოქმედა აფხაზთა განწყობაზე ქართველების მიმართ. თავად ის ფაქტიც, რომ სტალინის სიკვდილის შემდეგ პოლიტიკური ხაზი აფხაზების მიმართ კვლავ შეიცვალა - ამჯერად მათ სასარგებლოდ - კიდევ უფრო სარწმუნო გახადა მათთვის, რომ სწორედ სტალინისა და ბერიას წარმომავლობა განაპირობებდა საბჭოთა ეროვნებათშორის პოლიტიკას.

თავისთავად, არც ეთნიკური ქვოტების საბჭოთა სისტემა უწყობდა ხელს ქართულ-აფხაზურ ურთიერთბებს. ზოგიერთი დაწესებულება მთლიანად აფხაზებით იყო დკომპლექტებული, რაც, თუ საერთო მოსახლეობასთან შეფარდებით, მათ პროცენტულად მცირე რიცხობრიობას გავითვალისწინებით, დაუფარაც წინაღობად უდგებოდა ეთნიკურ ქართველებს სამსახურის შოვნასა თუ კარიერის გაკეთებაში. ზოგი ამის გამო აფხაზადაც ეწერებოდა, და ეს კიდევ უფრომ აღიზიანებდა ქართულ მოსახლეობას. მეორე მხორვ, აფხაზები, რუსების მიერ დანერგილ ამ სისტემას უყურებდნენ როგორც როგორც მათი ინტერესების მთავარ დამცველს - ქართველთაგან ასიმილაციის საწინააღმდეგოდ.

საბჭოთა რეჟიმმა სხვა მხრივადაც ძლიერად იმოქმედა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე. როგორც ადრევე მოგახსნეთ, აფხაზური არისტოკრატია სწორედ საქართველოსთან კავშირში ხედავდა ქვეყნის მომავალს, და თუმცა კი არავის მოუვა აზრად ამტკიცოს, თითქოს ეს მაინცდამაინც აფხაზ ქართველთა ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულების გასაუარესებლად ყოფილიყოს გაკეთებელი, ფაქტია - სწორედ აფხაზთა ზედა ფენამ განიცადა განსაკუთრებით უმოწყალო რეპრესიები კომუნისტების მმართველობის ჟამს.

საბჭოთა კავირის დაშლის პერიოდისთვის აფხაზთა ნაციონალურ პროექტს ერთადერთი ეწვმიუტანელი საყრდენი გააჩნდა: „ქართველი-მტერია“.საპირიპიროდ, პოლიტიკური სტატუსის პოზიტიური მიზანი სულაც არ იყო ასე ცხადი. ძირითადად, ამას ორგვარი ახსნა შეგვიძლია მივუსადაგოთ: 1)აფხაზთა თანამედროვე „სახელმწიფოევრიობის“ ისტორია საბჭოთა პერიოდიდან იწყება, რაც მათ ნაციონალისტურ ხედვას რუსეთის იმპერისა/საბჭოთა კავშირის სემასდგენლობაში ყოფნით საზღვრავდა. 2)აფხაზებს, ქართველებთან შედარებით ბევრად უარესი საწყისი პოზიცია გააჩნდათ - რიცხობრივად ნაკლებნი იყვნენ, თავად აფხაზეთშიც ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენდნენ და მათი სტატუსი სსრკ-ის შემადგენლობაშიც უფრო დაბალი იყო; ეს კი იმას ნიშნავდა, რომ თუკი ქართველებს შეეძლოთ - თუმცა, პრაქტიკულად უშედეგოდ - თავინათი მოთხოვნებისთვის „საერთაშორისო სამართლის ნორმები“ დაედოთ არგუმენტად (იმ მოტივით, რომ მათი დამოუკიდებლობა რუსულ/საბჭოურ ოკუპაციის შედეგად იქნა გაუქმებული 1921 წ.). აფხაზებს მხოლოდ მოსკოვი და 1921-1931 წწ. ჰქონდათ ლეგალურ საყრდენად.

ზემოთქმულით მე სულაც არ მსურს გავიმეორო ის დამამცირებელი მოსაზრბეა, რასაც ბევრი ქართველი იზიარებდა - რომ აფხაზი სეპარატისტები მხოლოდ და მხოლოდ თოჯინები არიან კრემლის ხელში და არავითარი საკუთარი მიზანი არ გააჩნიათ. ფაქტი ისაა, რომ აფხაზებს საკუთარი მითხოვნებისთვის იმ სახის მიცემა უწევდათ, რაც მათთვის რუსეთის მხარდაჭერას უზრუნველჰყოფდა; შედეგად, აფხაზური პროექტის პოლიტიკური ნაწილი ვითარებისდა მიხედვით იცვლებოდა ხოლმე.

და მაინც, მასში მუდმივად იკვეთებოდა ორი მიზანი: 1) აფხაზური ეთნოსისათვის უსაფრთხოების გარანტიის მიღება (შაფსუღებისა და უბიხების ბედის გაზიარების თავიდან ასაცილებლად); და 2) მაქსიმალური დამოკიდებულების დანარჩუნება მთავარი მტრის, ე.ი. საქართველოსაგან. ამ მიზნების მისაღწევად კი რამდენიმე გზა ისახებოდა:1) საქართველოს ფარდი სტატუსი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში (რაც ავტომაურად გულისხმობდა საქართველოსაგან აფხაზების გამოყოფას; 2) რუსეთის ფედერაციაში შესვლა იმავე სტატუსით, რაც მას საქართველოს ფარგლებში გააჩნდა (ავტონომიური რესპუსბლიკა); 3) სრული დამოუკიდებლობა; 4) ფედერაციული/კონფედერაციული კავშირი საქართველოსთან - ორ, ურთიერთთანსაწორ მხარეს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე (რაც, ფაქტიურად დამოუკიდებლობის ტოლი იქნებოდა, მაგრამ პრაქტიკაში ყველაზე ძნელი გასატარებელი). პირველი ვარიანტი უკვე კარგა ხანია გამოირიცხა, დანარჩენი სამის თაობაზე ჯერ კიდევ ბევრს მსჯელობენ თავად აფხაზეთში თუ სოხუმსა და თბილისს შორის მოლაპარაკების დროს.

აფხაზეთის „უფროს ძმად“ თუ პოლიტიკურ მოკავშირედ, ლოგიკურია რუსეთი ისახება. ეს ალიანსი წმინდად პრაგმატულია და საერთო ინტერესებზეა დაფუძნებული: ორივენი მტრად ქართველ ნაციონალისტებს მიიჩნევენ და შესაბამისად, საკუთარ მოქმედებებს ერთმანეთს უთანხმებენ. ოღონდ, აქ ერთი უმთავრესი წინააღმდეგობა იჩენს თავს: რუსებს შეუძლიათ გამოიყენონ აფხაზები (ისევე როგორც ყველა, ვინც ოფიციალური თბილისის წინააღმდგომია), მაშინ როცა აფხაზების არჩევანი ძლიერი მოკავშირის მხრივ მხოლოდ რუსეთით შემოიფარგლება. ეს კავშირი მთლად გულითადიც ვერაა, რაღა თქმა უნდა - აფხაზებს არც მოჰაჯირობის ამბავი დავიწყებიათ (რასაც ქართველებს ვერაფრით დააბრალებენ) და არც უბიხთა და შაფსუღთა ხვედრი. ასევე, არც ჩეჩნეთის გამოცდილება უღვივებს მათ განსაკუთრებულ სიყვარულს რუსეთისადმი. აფხაზეთისათვის ისიც ნათელი გახდა, რომ რუსეთი უბრალოდ იყენებს მათ, და არც უსაფრთხოების რაიმე გარანტიას იძლევა. მათთვის უფრო რეალური საყრდენი სისხლით მონათესავე, ჩრდილოკავკასიელები არიან, ვინც გვერდში ედგა მათ და უშუალო მონაწილეობას იღებდა 1992-93 წწ. ომში.

მაგრამ ეს ორი ალიანის იმდენად შეუთავსებელია ერთმანეთთან აფხაზები ზოგჯერ მეტად უხერხულ მდგომარეობაში ვარდებიან: “მთიელ ხალხთა“ კონფედერაციის სხდომებზე, როცა ყველანი რუსეთის ლანძღვაში იყვნენ, აფხაზებს იმის თქმა უწევდათ, რომ რუსეთი არც მთლად ისე ცუდად იქცევა და ზოგჯერ „კონსტრიცქიული“ წინადადებებითაც კი გამოდის... ახლა, როცა ჩეჩნეთის რეაპუბლიკა აქტიურად ეძებს ქართველებთან ურთიერთობის განახლების გზებს, მათ ოფიციალურ პირებსაც კი წამოსცდენიათ, რომ ჩეჩნეთის ჩარევა საქართველოსთან ომში „შეცდომა იყო“. ჩეჩნებისთვის უკვე ცხადი ხდება, რომ ვითარებისადმი პრაგმატული მიდგომა უნდა სძლევდეს პანკავკასიური ეთნიკური სოლიდარობის სენტიმენტალურ ნატვრას. ეს კი იმას მოასწავებს, რომ სანამ ქართველებისა და აფხაზების დაპირისპირება გრძელდება, ამ უკანასკნელთ რუსეთის გარდა, არავისი რეალური იმედი არ უნდა ჰქონდეთ.

აფხაზთა კულტურული ორიენტაციაც ასევე ორგვარია. ჩერქეზულ ტომებთან ნათესაობა აფხაზებს საშუალებას აძლევს საკუთარი კულტრული იდენტურობა კავკასიულ რეალობაში გაიაზრონ, მაგრამ საერთო კავკასიური კულტურის (,,კავკასიური სახლის“) იდეის გარკვეულობა კონცეპტუალურად მისი თანამედროვე სამყაროში ჩასმის დიდ ვერაფერ საშუალებას იძლევა. ასე ვთქვათ, „კავკასიურობა“ იმთავითვე სტუმარ-მასპინძლობის სპეციფიკური ტრადიციების, უძველესი ადათ-წესებისა და იარაღის მიმართ მახოისტურ დამოკიდებულებას გულისხმობს, რასაც ვეჭვობ, რომ მოდერნიზაციის პრიობებში უცვლელად დანარჩუნების შანსი ჰქონდეს.. ჩეჩნები სულ და უფრო მეტად იხრებიან ისლამისკენ, ეს კი არც იმდენად მისაბაძია აფხაზებისთვის; მათ შორის ქრისტიანებიც არიან და მაჰმადინებიც, მაგრამ უმრავლესობა ან საერთოდ ათეისტია, ან არცთუ იმდენად რელიგიური (სხვათა შორის, ისევე, როგორც ქართველები). ამას წინათ სოხუმის გაზეთში დაიბეჭდა ცნობა, რომ პირველ აფხაზურ კერძო სასწავლებლის პროგრამაში შევა ქრისტიანული ეთიკის კურსი6 - რაც ასევე ძნელად თუ მიესადაგება მეზობელ ხალხთა ისლამურ ორიენტაციას.

თავად აფხაზეთი მეტად რუსიფიცირებული იყო საბჭოთა პერიოდში. მრავალეთნიკური მოსახლეობისათვის სწორედ რუსული გახდა lingua franka და რუსული ენის გავლენა იმითაც იყო განპირობებული, რომ აფხაზეთი ყოფილი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ უპოპულარულეს კურორტულ მხარედ იქცა. აფხაზური ელიტა, ფაქტიურად, მთლიანად რუსიფიცირებულია და ბოლო დროის გარკვეული განაწყენების მიუხედავად, კულტურულად ბევრად უფროა რუსეთზე ორიენტირებული, ვიდრე მთელი ჩრდილო კავკასია (თუნდაც იგივე ჩეჩნები ავიღოთ).

აფხაზების დამოკიდებულება სხვადასხვა პოლიტიკური მოდელისა თუ იდეოლოგიის მიმართ ასევე კონკრეტულ პოლიტიკურ სიტუაციაზეა დამოკიდებული. საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში აფხაზები იმ ძალების მხარეს იწერდნენ, ვინც საბჭოეთის შენარჩუნებას ცდილობდა. 1992 წლის აგვისტოს, როცა ქართული ჯარი შევიდა სოხუმში, იქ არამარტო აფხაზეთის სეპარატისტული სახრლმწიფოს სიმბოლოები ჩამოხსნეს, არამედ უცილობლად ყველა ცენტრალურ მოედანზე მდგარი ლენინის ძეგლებიც მოანგრიეს. შემდგომში, აფხაზები ასევე ცდილობდნენ რუს ნეოკომუსიტებთან და ნაციონალისტებთან დაეჭირათ საქმე. მართალია, ეს სულაც არ ნიშნავს, თითქოს აფხაზებს - ქართველების საწინააღმდეგოდ პრინციპულად ანტიდემოკრატიული მიზნები ჰქონდეთ. უბრალოდ ისე მოხდა, რომ რუსეთის ანტიდემოკრატიული ძალები ასევე ანტიქართულად (და შესაბამისად, პროაფხაზურად) არიან განწყობილნი, ვიდრე დემოკრატები. ფაქტიურად, დემოკრატიული თვალთახედვის მქონე ბევრი რუსი აფხაზების მიმართ ამჟღავნებს სიმპათიას, მაგრამ როგორც პოლიტიკური ძალა, რუსი დემოკრატები (ან, თუ გნებავთ, ე.წ. „დემოკრატები“) მაინც მეტად იჩენენ პატივისცემას საქართველოს დამოუკიდებისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ვიდრე მათი ოპონენტები.

თუ აფხაზური ნაცონალიზმი ისეთი ამბიციური არაა, როგორც ქართული (ანუ, ნაკლებად მიილტვის სრული დამოუკიდებლობისაკენ), ამავე დროს, მაინც უფრო შეკრულია და მიზანმიმართული, ვინაიდან ეს ეთნოსი ფიზიკური განადგურების წინაშე დგას (ან, ყოველ შემთხვევაში, დარწმუნებულია რომ დგას). ბოლო ათწლეულში ქართველები ომობდნენ აფხაზებთან, ოსებთან და ერთმანეთშიც მოუწიათ შეხლა, მაშინ, როცა აფხაზებმა „საერთო მტრის“ დასახვის წყალობით, თავიდან აიცილეს ყოველგვარი პოლიტიკური უთანხმოებანი. ასევე, ქართველებმა ნების სისუსტე გამოიჩინეს და აფხაზეთში ომის მიწურულს, ლამის დამოუკიდებლობაზე ეთქვათ უარი - რუსეთისაგან დახმარების სანაცვლოდ; აფხაზები კი, ჯერ-ჯერობით მაინც, მტკიცედ მიიწევენ დასახული მიზნისაკენ.

______________________

1 მართალია, 1832 წ. არისტოკრატთა ერთი ჯგუფის მხრივ იყო ანტიიმპერიული, ასე ვთქვათ, ეროვნული სულისკვეთების მუხტის მატარებელი შეთქმულების მცდელობა, მაგრამ მას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია.

2 Nation and Nationalizm, op. cit., pp. 50-52.

3 იხ. Citizenship and Nationhood. Harvard University Press. Cambridge, Mass, 1990

4 ნაშრომის ამ მონაკვეთში ვეყრდნობი ბ-ნი გია ანჩაბაძის მოხსენებას კავკასიური სახლისა და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის მიერ მოწყობილ კონფერენციაზე (თბილისი, 1992 წ. სექტ.). რა თქმა უნდა, მომხსენებელი პასუხისმგებელი ვერ იქნება მისი აზრების ჩემეულ გადმოცემაზე და თავად მეც მადლობელი დავრჩები ნებისმიერი შენიშვისა თუ კორექტივის შემოთავაზებისათვის.[გ.ნ.]

5 იხ. მაგ.: სტანისლავ ლაკობა, აფხაზია პოსლე დვუხ ოკუპაციი, გაგრა, 1994.

6 იხ.რესპუბლიკა აფხაზია, 15-17 იანვარი, 1997, გვ.3.

10 კონფლიქტის განვითარების შესაძლო ვარიანტები

▲ზევით დაბრუნება


ასე გამოწვლილვით იმიტომ განვიხილავ ორივე მხარის განსხვავებულ თავლსაზრისს აფხაზეთის დამოუკიდებლობის საკითხზე, რომ მინდა ორ რამეს გავუსვა ხაზი: პირველი - ამ ორ ხალხს შორის შეხლა უცილობელი იყო, რაკიღა მათი ელიტა (პოლიტიკურიცა და კულტურულიც) უკვე 1988 წლიდან დაუფარავად აცხადებდა საკუთარ მოსაზრებებს; დამოუკიდებლობის სწორედ ეს ორი, ურთიერსაწინააღმდეგო ხედვა იძლეოდა სერიოზული კონფლიქტის საბაბს; და მეორე - ამ კონფლიქტში სისხლისღვრის თავიდან აცილებაც სავსებით შესაძლებელი იყო.

თავად კონფლიქტი, როგორც ვთქვით, უცილობელი იყო იმდენად, რამდენადაც ორივე მხარეს პრინციპულად განსხვავებული პასუხი ჰქონდათ ძირეულ საკითხზე: “რა არის აფხაზეთი?“ ქართველისთვის პასუხი ცალსახაა - „აფხაზეთი - ეს იგივე საქართველოა“. ეს ლოზუნგი იმას გულისხმობს, რომ აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, ისევე როგორც კახეთი, იმერეთი და ა.შ. მეორე მხრივ, აფხაზებისთვის ასევე ეჭვმიუტანელია ასეთი პასუხის მცდარობა. „აფხაზეთი - ეს აფხაზეთია“ - ასე დაასათაურა აფხაზეთის პარლამენტის (უფრო სწორედ კი მისი სეპარატისტთა ფრაქციის) სპიკერის მოადგილემ, სტანისლავ ლაკობამ დასავლეთში დაბეჭდილი თავისი სტატია1 . მაგრამ ეს არაა ერთადერთი პასუხი, როგორც აფხაზთა ეროვნული მოძრაობის მეტად გავლენიანი წარმომადგენლის, ზურაბ აჩბას მიერ რუსულ პრესაში გამოქვეყნებული სტატიიდან ჩანს. აქ სათაურიცა და შესაბამისად, პაუსუხიც უკვე სხვნაიარად ჟღერს: „აფხაზეთი - ეს იგივე რუსეთია“. მართალია, წერილი ომის დროს დაისტამბა, აშკარად რუსების გულის მოსაგებად იყო გამიზნული და იქნებ სულაც არ გამოხატავდა აფხაზების ჭეშმარტი განწყობას, ოღონდ საყურადღებოა, რომ თვალსაჩინო აფხაზ ნაციონალისტს შეეძლო ამგვარი რამ წერილობით განეცხადებინა. ასეა თუ ისე, აფხაზთა პასუხის ცალმხრივობა უეჭველია: „აფხაზეთი არაა საქართველო“.

ეს უკვე ძირეული კონფლიქტი იყო, და თუმცა კი შეიძლება საკუთარი ფანტაზია მოიმარჯვო კაცმა და ათასნაირად ივარაუდო, როგორი იქნებოდა საქართველოსა და საერთოდ კავკასიის ისტორია რუსეთის გარეშე, თავად პრობლემა არ შეიძლება აიხსნას მხოლოდ სუკ-ის ხრიკებითა თუ ქართულ/აფხაზური „ეთნოკრატიების“ ჯახით. აქ მთავარი იყო ქართველთა და აფხაზთა გადამწყვეტი უმრავლესობის სრულიად განსხვავებული, ურთიერთსაწინააღმდეგო თვალსაზრისი აფხაზეთის სტატუსის თაობაზე. აი ესაა სწორედ ის საკითხი, რაზეც ძალზედ ძნელია კომპრომისის გამონახვა და მანვე უბიძგა რადიკალურ განწყობილთ, იმთავითვე განეცხადებინათ, თითქოს მხოლოდ და მხოლოდ ძალის (სულ ერთია ვისი) გამოყენებით შეიძლებოდა პრობლემის გადაწყვეტა და არავითარ შემთხვევაში - რაიმე საერთო შეთანხმებითა თუ ორმხრივი დათმობებით.

და მიანც, მიმაჩნია, რომ თუ ამ ორი ეროვნული პროექტის ჩემეული ინეტრპრეტაცია მართებულია, ჯერ კიდევ შეიძლებოდა კომპრომისის გამოძებნა. აფხაზები უპირველეს მტრად ქართველებს სახავდნენ, მაგრამ სრული დამოუკიდებლობა არ მოუთხოვიათ: ძირითად საფრთხედ მათ აფხაზური ეთნოსის, როგორც ცალკეული ერთეულის გაქრობა მიაჩნია. სწორედ ეს შეიძლებოდა საყრსდენ წერტილად აეღოთ ქართველებს. ქართული ელიტის უმეტესობა აფხაზების „ავტოქთონურ“ სტატუს აღიარებდა მათსავე ტერიტორიაზე (ძირძველობის სტატუსს მართლაც რომ განსაკუთრებული ადგილი უკავია აქაურ პოლიტიკურ აზროვნებაში - რაც არ უნდა არალიბერალურ და „არაკონსტრუქტივისტულ“ გაგებად აჩვენოს ყველა უცხოს, კავკასიაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება თუ დასაბამიდან ვინ სახლობდა და სად, თუმდაც სხვა ეთნიკური ჯგუფი იქ სამი, ოთხი ან მეტი საუკუნის წინათაც ყოფილიყოს „ჩამოხვეწილი“). საყოველთაო აზრით კი აფხაზები ერთადერთი ეთნოსია საქართველოში (თავად ქართველების გარდა), ვისაც სხვა სამშობლო არ გააჩნია; შესაბამისად, მეთ მიერ გარკვეული ტერიტორიულ-პოლიტიკური სტატუსის მოთხოვნა, რაც ეთნიკური იდენტურობის შენარჩუნებას უზრუნველყოფდა, სავსებით კანონიერად მიიჩნევა. როგორც უკვე აღვნიშნე, 1991 წ. მიღებული დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუცია სწორედ ასეთ სტატუსს ითვალისწინებდა, და 1992-93 წწ. საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც აფხაზურ ენას მეორე სახელმწიფო ენად სახავდა რესპუბლიკაში. ასევე, ეს კანონი მოქალაქეობის მიღების მსურველ იმიგრანტებს საშუალებას აძლევდა ამ ორიდან ერთ-ერთი აერჩიათ სასწავლად.

კაცმა რომ თქვას, ეს უკვე ეწინააღმდეგება „წმინდად“ ეროვნულ სახელმწფიო იდეას - თუ აფხაზები ცალკე ერია, რატომრა არ უნდა ჰქნოდეთ საკუთარი სახელმწიფო? და თუ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია, აფხაზები რატომღა არ ქართველობენ? ამაზე ქართველებს ჩვეულებივ, ის პასუხი აქვთ, რომ ზემოთქმულ საერთო პოლიტიკური და კულტურული ერთობის ტრადიციას იხსენებენ და იმ ისტორიულ ფაქტსაც იმოწმებენ, ქართველები მუდამ აფხაზების გვერდიგვერდ რომ ცხოვრობდნენ ამ მხარეში.

თქმა არ უნდა, რადიკალური ანტი-აფხაზური მოწოდებებიც გაისმოდა ხოლმე - ვთქვათ, აფხაზური ავტონომიის საერთოდ გაუქმების თაობაზე - მაგრამ არასოდეს, თვით ომის დროსაც კი, ამგვარი რამ ოფიციალურ დონეზე არ ასახულა.2 ამგვარი შეუსაბამობა და უფრო მეტად რადიკალურ მოთხოვნათა გასამართლებლად, ჯერ კიდევ ერთი, ამჯერად ისტორიკოს პავლე ინგოროყვას შრომებზე დაფუძნებული თეორია იქნა მომარჯვებული, რომლის მიხედვითაც „ჭეშმარიტი“, ანუ ისტორიულად აფხაზების სახელის მატარებელი ეთნოსი ქართული მოდგმისა იყო; მხოლოდ შემდგომ, XVII-XVIII საუკუნეებში ჩრდილო კავკასიიდან ჩამოსახლებულმა ადიღეური ტომის ხალხმა (აფსუებმა) „ნამდვილი“ აფხაზების ასიმილირება მოახდინეს და მათი სახელდებაც მიითვისეს.

მართლია, ქართველ ისტორიკოსთა უმრავლესობა ამ მოსაზრებას მაინდამაინც არ ეთანხმება, მაგრამ ეროვნული მოძრაობის რადიკალურად განწყობილ ლიდერებს (აკაკი ბაქრაძე, ზვიად გამსახურდია და სხვ.) ის, შეიძლება ითქვას, ფარზე ჰქონდათ ატანილი. საქმე ისაა, რომ ასეთი თეორია ნათლად და გასაგებად ამარტივებდა ყველაფერს. ზვიად გამსახურდიას ბევჯერ განუცხადებია მიტინგებზე, რომ აფხაზთა მოთხოვნა სავსებით კანონიერია, მხოლოდ მიწა-წყალს ითხოვენ უსამართლოდ - დაბრუნდნენ ჩრდილო კავკასიაში და იქ უკვე მხარშიც ამოვუდგებითო. ასე და ამგვარად, აფხაზთა მიერ ავტონომიის მოთხოვნა ლეგიტიმურობას მოკლებულად გამოცხადდა. ეს არგუმენტი მრავალგზის და დაბჯითებით გაუმეორებიათ, და ხშირად აფხაზთა მიერ პროპაგანდირებულია როგორც ქართველთა ერთადერთი და საყოველთაოდ გაზიარებული თვალსაზირისი. სინამდვილეში, თვით ულტრანაციონალისტებსაც კი არ აღიქვამდნენ ამას მთლად სერიოზულად, თუმცა ზოგიერთის მტკიცებით, ამის თქმა ხანდახან საჭირო იყო თავად რადიკალ-სეპარატისტთა გამონათქვამებისათვის დასაპირისპირებლად. ხშირად ზვიად გსამხურდიაც აფხაზთა ისტორიის თაობაზე საკუთარ შეხედულებებს პოლიტიკური კონიუქტურის მიხედვით არედაქტირებდა.

თქმა არ უნდა, ძლიერმა ანტიქართულმა განწყობილებამ განსაკუთრებული როლი ითამაშა კონფლიქტის გაღვივებაში; მაგრამ რაკი ეს გრძნობა ძირითადად საბჭოთა პერიოდის (ან უშუალოდ ან პერიოდისწინა) მოვლენებით იყო განპირობებული, ჯერ კიდევ რჩებოდა შანსი (თუნდაც მცირედი) აფხაზების დასარწმუნებლად, რომ სტალინსა თუ ბერიას ქართველი ხალხის ნებასთან არაფერი ჰქონდათ საერთო. აქვე ითქვას, აფახზების მხრივ ანტი-ქართული გამოხდომები სულაც არ ირეკლებოდა შეაბამის ანტი-აფხაზურ გამოვლინებად ქართველებს შორის - მათთვის რუსეთი რჩებოდა საქართველოს ნომერ პირველ მტრად, და არა აფხაზები. ამიტომაც ქართველები საფრთხეს იზირებდნენ არა თავად აფხაზების მხრიდან, არამედ შიშობდნენ, რომ აფხაზურ კარტს რუსეთი გაითამაშებდა საქართველოს წინააღმდეგ. სულ რაღაც 100 000 ეთნიკურ აფხაზს არ შეეძლო (ან ყოველ შემთხვევაში, ქართველები ფიქრობდნენ ასე) სერიოზული საფრთხე შეექმნა ერთიანი საქართველოსათვის; შესაბამისად, აფხაზური ეთნოსისათვის გარკვეული უფლებებისა და გასანკუთრებული სტატუსის შეთავაზება - პრორუსულ ტენდენციებზე ხელის აღების სანაცვლოდ - სავსებით მისაღები იქნებოდა ქართველი საზოგადოებრიობისათვის. შესაძლოა პრობლემის ასეთ გადაწყვეტას უკმაყოფილებაც გამოეწვია იმ ეთნიკურ ქართველებში, აფხაზეთში რომ სახლობდნენ, მაგრამ თბილისის მტკიცე და თანმიმდევრული პოლიტიკის შემთხვევაში, ამასაც მოევლებოდა.

აფხაზეთის განსაკუთრებულ სტატუსსა და უფლებებზე ქართველთა თანხმობას ასევე განაპირობებდა ის ვითარება, რომ აფხაზეთის ავტონომია საბჭოთა პერიოდში, პრაქტიკულად, მის „აბხაზიზაციას“ კი არა, რუსეთიფიკაციას გულისხმობდა. აფხაზურ და ქართულ ენებს შორის არავითარი კონკურენცია არ ყოფილა - სინმავილეში, ჭიდილი რუსულსა და ქართულს შორის მიდიოდა. აფხაზეთში, საქართველოს სხბა კუთხეებისგან განსხვავებით, ლინგვა ფრანკას როლს რუსული თამაშობდა. 70-იან წლებში აფხაზთა მოთხოვნით სოხუმში უნივერსიტეტი გაიხსნა განცალკევებული ქართული და აფხაზური განყოფილებებით. ოღონდ ეგაა, სინამდვილეში აფხაზური განყოფილება რუსულენოვანი იყო (რამდენიმე ჰუმანიტარული დარგის გამოკლებით) მაშინ როცა ქართულ მხარეზე სწავლება მხოლოდ ქართულად მიმდინარეობდა. დაწყებით და საშუალო სკოლებშიც აფხაზური ასევე მწირად გამოიყენებოდა.

ასე რომ, რამდენადაც ქართველები პრობლემას მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობის ჭრილში განიხილავდნენ, იგივე „აფხაზეთის აფხაზეთიზაცია“ სწორედ რუსეთის კულტურული გავლენის შემცირებას მოასწავებდა და ამიტომაც სავსებით მისაღები უნდა ყოფილიყო ნაციონალისტებისათვის. რიგი პორექტები მართლაც ითვალისიწნებდა აფხაზების „გააფხაზებას“, თუნდაც სახელმძღვანელოების თარგმნისა და გამოცემის მეშვეობით. რადიკალურად ანტიქართულად განწყობილი აფხაზებისათვის ეს მორიგ ხრიკად მოჩანდა - მათი რუსი მოკავშირეებისაგან ჩამოსაცილებლად. გარკვეული საბაბი ამისათვის მართლაც არსებობდა, მაგრამ მეორე მხრივ სინამდვილეში რას წარმოადგენდა აფხაზური ეროვნული პროექტი? რა თქმა უნდა, მათ ვერავინ დაუშლიდა რუსეთიფიკაცია ერჩიათ საკუთარ მიზნად, ოღონდ ამ შემთხვევაში „უბიხური სცენარის“ გამეორების შიშის თაობაზე მოთქმა-გოდება ყოვეგვარ აზრს კარგავდა.

მოკლედ რომ ვთქვათ, ქართველებს მანევრირების არცთუ ისე მცირე არე ჰქონდათ აფახზების კომპრომისზე დასაყოლიებლად. თავად აფხაზებისათვის დათმობაზე წასვლა ცოტა ძნელი კი იქნებოდა, „ქართულ იმპერიაზლიმზე“ ფესვგამდგარი პროპაგანდის გამო, და წარმატების შემთხვევაშიც, გარკვეული დაძაბულობა კარგა ხანს იქნებოდა საგრძნობი; თუმცა აფხაზებს რაც არ უნდა ჩაეხვიათ გულში მათ ტერიტორიაზე ქართველთა რიცხობრივი უმეტესობის ფაქტი, ეს მაინც ფაქტად დარჩებოდა და მათაც მოუწევდათ რეალობისთვის გაესწორებინათ თვალი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ცხადი იყო აფხაზთა ეთნიკური იდენურობის შესანარჩუნებლად რუსეთის იმედზე ყოფნის უპერსპექტივობაც. რაც შეეხება ისეთ უთანხმოებებს, როგორც, ვთქვათ, სახელმწიფო სიმბოლიკისა თუ განსაზღვრების თაობაზე - აფხაზები ამრეზით აღიქვამდნენ „ავტონომიის“ ცნებას, მაშინ როცა ქართველებისათვის სრულიად გაუგებარი იყო, როგორ შევიდოდა ერთი „დამოუკიდებელი რესპუბლიკა“ მეორის შემადგენლობაში. გამოზომილი პოლიტიკური ზემოქმედების შედეგად ამ შემთხვევაშიც შეიძლებოდა გამოძებნილიყო „ღირსეული კომპრომისი“ ორ ეროვნულ პროექტს შორის. ვიმეორებ, ეს არც ადვილი იქნებოდა და არც საბოლოო „მოდეზლე“ შეთანხმებას დასჭირდებოდა მცირედი დრო, მაგრამ თავად მოლაპარაკებების პროცესში მიღწეული თუნდაც მცირედიც კი მიათითებდა კომპრომისის შესაძლებლობასა და სიკეთეზე.

რა თქმა უნდა, ამ სცენარს ერთი დიდი და პრობლემატური „მაგრამ“ ახლავს თან - მოწინააღმდეგე მხარეებს დიდი მოთნმინება, რაციონალური აზროვნება და ერთმანეთის გაგების უნარი უნდა გამოეჩინათ. მეტიც, იმ „მესამე ძალას“ (ჯერ საბჭოთა ცენტრი და შემდეგ რუსეთი) ხელი უნდა აეღო კონფლიქტის საკუთარი (ნამდვილი თუ მოგონილი) ინტერესებისდა მიხედვით წარმართვაზე. სამწუხაროდ, არც ერთი ამ წინაპირობათაგანი რეალობად არ არსებობდა. კაცმა რომ თქვას, გასაკვირიც იქნებოდა, არარსებული პოლიტიკურ სივციდან გამოსულ პიროვნებებს უცბად ყველაფერი ამის უნარი რომ აღმოჩენოდათ.

___________________________

1 Central Asian Survey, vol. 14, No. 1, 1995, pp.97-105.

2 „ქართულ საზოგადოებრიობასა და ხელისუფლებას არასოდეს კიხვის ქვეშ არ დაუსვამს აფხაზეთის სტატუსის საკითხი. ამას მე ყველას გასაგონად ვამბობ - აფხაზების, მთელი მსოფლიოს გასაგონად: ფართო ავტონომია გარანტირებული იქნება, გარანტირებული იქნება ყველა აფხაზი მოქალაქის უფლებები“ (ე. შევარდნაძის სიტყვა თავდაცვის საბჭოსა და აფახზეთის მინისტრთა საბჭოს გაერთიანებულ სხდომაზე, 1993წ. 6 ივლისი; საქართველოს რესპუბლიკა, 8 ივლისი, 1993 წ.) არგუმენტად ვინმემ შეიძლება თქვას, რომ ქართულ საზოგადოებრიობაში აქა-იქ ნამდვილად წამოჭრილი აფხაზეთის ავტონომიის საკითხი გარშემო დავა და ზოგიერთ ოფიციალურ პირსაც (თავდაცვის მინისტრი, თენგიზ კიტოვანი, გავიხსენოთ) პირად ინტერვიუში საწინააღდმეგო აზრიც გამოუთქვამს, მაგრამ ძირისძირში, შევარდნაძის განცხადება (და ასეთი მრავლად იყო) სავსებით შეესაბამება სინამდვილეს.

11 რატომ მაინცდამაინც ომი?

▲ზევით დაბრუნება


ბოლოს და ბოლოს, ყველა ამ ფაქტორს იმიტომ გამჰყოფ, რომ მთავარ საკითხს მივადგე: კონფლიქტის მიზეზად ნაციონალიზმის ამოფრქვევა - ანუ სახელმწიფოებრიობის ერთადერთ მოდელად ეროვნული სახელმწიფოს დასახვა იქცა, ოღონდ მერე თავად კონფლიქტი რატომღა გადაიზარდა ფართომასშტაბიან შეიარაღებულ შეტაკებაში - ეს უკვე სხვა ამბავია და საკუთრივ ახსნას საჭიროებს.

ამ შემთხვევაში გარემო ფაქტოები ორ კატეგორიად შეიძლება დაიყოს ,,პირველი შეგვიძლია ზოგადად დავახასიათოთ, როგორც „პოლიტიკური უმწიფრობა“ ან „პოლიტიკუტრი ალღოს უქონლობა“; მეორე - როგორც „სპეციფიკური გარემოებანი“. მე შევეცდები ჩამოვთვალო პირველ კატეგორიაში შემავალი ფაქტორები, თუმცა კი თავს ვერ დავდებ, რომ სია უცილობლად სრული იქნება:

1. არა დემოკარტიულის, არამედ ეთნო-ისტორიოგრაფიული ლეგირიმურობის არჩევანი. ორივე მხარეს ალალად სწამდა საკუთარ მოთხოვნათა სამართლიანობის, რასაც საფუძვლად ისტორიის საკუთარსავე გააზრებას უდებდნენ (იხ. ზემოთ). რამდენადაც ეთნო-დემოგრაფიული ცვლილებები „არაკანობიერი“ ანექსიისა თუ „იმპერიული შეთქმულების“ შედეგი იყო, ამა თუ იმ მიწა-წყალზე რეალურად მოსახლე ადამიანების სასიცოცხლო ინტერესები უკვე შეიძლებოდა არად ჩაეგდოთ. ასეთი იყო ქართველთა დამოკიდებულება ოსების მიმართ, რომელიც საბჭოთა რეჟიმის პირობებში სამხრეთ-ოსეთის ავტონომიურ ოლქსა და განსაკუთრებით მის ადამინისტრაციულ ცენტრ ცხინვალში ეთნიკურ უმრავლესობად იქცნენ. ასევე უყურებდნენ აფხაზები მოსახლე ქართველებს. თავად აფხაზური საკითხი საქართველოში პოლიტიკურ პრობლემად 1989 წლის თებერვალში იქცა, როცა ეთნიკურ აფხაზთა წარმომადგენლები სოფელ ლიხნში შეიკრიბნენ და „ლიხნის წერილით“ ცნობილ მანიფესტში საქართველოსაგან გამოყოფა და მაშინდელ რუსეთის საბჭოთა სოციალისტური ფედერაციული რესპუსბლიკის შემადგენლობაში შესვლის მოთხოვნა განაცხადეს. იგულისხმებოდა, რომ ეთნიკურ აფხაზთა მოსახლეობის სურვილი იგივე მთელი მოსახლეობის სურვილს უტოლდებოდა. ვინაიდან - თანადროული ეთნო-დემოგრაფიული ვითარების მიუხედავად - ეთნიკურ აფხაზთა ისტორიული უფლებები, რაღა თქმა უნდა, უფრო მაღლა უნდა დამდგარიყო საერთო მოსახელობის ნება-სურვილზე, რადგან ბოლოს და ბოლოს, ამ მიწა-წყალს ხომ „აფხაზეთი“ ერქვა. შემდგომში აფხაზთა ლიდერები მათი მოძრაობის მრავალეთნიკურობას უსვამდნენ ზახს, მაგრამ სინამდვილეში ამ მულტიეთნიზციმის დეკლარირება მხოლოდ და მხოლოდ „ყველანი ქართველების წინააღმდეგ“ ალიანსის შესაქმნელად იყო გამიზნული.

უეჭველია, ქართველი ნაციონალისტები, განსაკუთრებით, გსამხურდიას დროს, ნაკლებად უგდებდნენ ყურს უმცირესობათ მოთხოვნებს, ზოგი იმასაც ამბობს, „საქართველო ქართველებისათვის“ სწორედაც მისი ლოზუნგი იყოო, რაც ვეჭვობ, სინამდვილეს შეეფერებოდეს. მე პირადად არც ერთ მის მიტინგზე არაფერი ამგავრი არ მსმენია და არც ვინმეს შევხვედრივარ, ზუსტ წყაროს რომ მისახელებდეს; მაგრამ თავად საკითხისადმი დამოკიდებულება შესაძლოა სწორედ ასეთი ყოფილიყო - მეტიც, იმდროინდელი ქართული პრესის ფურცლებზე, არცთუ იშვიათად, მართლა რასისტული გამონათქვამებიც მოიძებნებოდა. ამგვარად, განსხვავება ქართულ და აფხაზურ ეთნიკურ ნაციონალიზმს შორის მხოლოდ ის გახლდათ, რომ ქართველებს მაინც შეეძლოთ უმრავლესობის ხელისუფლების ლეგიტიმურობას ამოფარებოდნენ, რაც აფხაზებისათვის შეუძლებელი იყო. შედეგად, ქართველ ნაციონალისტებს აღარ სჭირდებოდათ მხოლოდღა ეთნიკურ არგუმენტებს დაყრდნობოდნენ.

2. ეროვნული მოძრაობის რადიკალ-კონფრონტაციული ხასიათი. ქართული ეროვნული მოძრაობა გარეგნულად ალბათ ყველაზე რევოლუციური იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში, თუმცა მისი რადიკალური განწყობა უპირველესად იმპერიულ „ცენტრზე“ იყო მიმართული და არა ეთნიკური უმცირესობებზე. ის უცილობლად გულისხმობდა „ოკუპაციურ“ ძალებთან ყოველგვარი, თუნდაც სიმბოლური თანამშრომლობის უარყოფას - მათ შორის „საბჭოთა“ არჩევნებში უარის თქმასაც. „კომპრომისი“, „დათმობა“, „რეალობისთვის ანგარიშის გაწევა“ - ყოველივე ეს უკიდურესად და უკეთეს შემთხვევაში, „სიმხდალედ“, ხოლო უარესში - „ღალატად“ ინათლებოდა. როცა ზოგიერთს ეროვნული მოძრაობის ლიდერთაგან სურდა მოჯანყე უმცირესობებთან რაიმე შეთანხმების მიღწევა, მისთვის მეტად საძნელო ხდებოდა თუნდაც საკუთარი მხადამჭერებისთვის აეხსნა ამა თუ იმ კომპრომისის აუცილებლობა და ასევე, რადიკალიზმის საყმაწვილო სენზე არც აფხაზები აღმოჩდნენ აცრილნი.

3. ერთადერთი მტრის ხატის შექმნა ყველაფრის მასზე გადასაბრალებლად. მასობრივი ნაციონალიზმისათვის, განსაკუთრებით მის ჰეროიკულ-რევოლუციურ ეტაპზე, გარე სამყაროს ხედვა უკიდურესად გამარტივებულია: „მტრები გვყავს!“. ქართველებისათვის აფხაზური საკითხი არ აღიქმებოდა თავისთავად, იგი მთავარი პრობლემის - „იმპერია საქართველოს წინააღმდეგ“ - შემადგენელი ნაწილი იყო. როცა აფხაზები მოითხოვდნენ რაღაცას ქართველებისთვის მიუღებელს, ე.ი.“მოსკოვის ხელი“ ათამაშებდა მათ თავის ნებაზე; ხოლო რაკი აფხაზები მართლაც ცდილობდნენ რუსეთთან კავშირის განმტკიცებას, ამგჰვარი ახსნაც მეტ დამაჯერებლობას იძენდა. ასეთ შემთხვევაში, იმავე რუსეთის მიერ წაქეზების ბრალდებების მაგივრად, ქართული მხარისათვის ბევრად უფრო ხელსაყრელი იქნებოდა აფხაზების გადმობირება წინადადებათა ბევრად უკეთესი პაკეტის შეთავაზებით, მაგრამ პოლიტიკური მანევრირება სულაც არ გახლდათ ხელოვნების ის დარგი, რომელშიაც ქართველ რადიკალებს სურდათ დაოსტატებულიყვნენ ან თუნდაც ესწავლათ რამე. ასევე, აფხაზთა, უმრავლესობაც თითქოს მთლად დაებრმავებინა „ქართული იმპერიალიზმის“ თუ „ქართული ფაშიზმის“ იარლიყებს.

4. პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების უუნარობაზ და მესამე მხარის იმედად ყოფნა. რადიკალ-ნაციონალისტური იდეოლოგიების მიერ ბრობლემათა ასეთი გამარტივებული ხედვა არამარტო მათი ჩაკირული აზროვნების შედეგია, არამედ მათი უუნარობისაც, არსებული რეალური პრობლემების გადაჭრა იკისრონ. აფხაზური პრობლემის ახსნა მხოლოდ რუსეთის ავი ზრახვებითა და აფხაზი ნაციონალისტების რუსეთის თოჯინებად მონათვლა სწორედ ერთ-ერთი გზა იყო რეალობაზე თვალის დასახუჭად; ასეთი მიდგომა კი უკვე თავად პრობლემის გადაჭრას ხდიდა სათუოდ. შემდგომ, უკვე ომის ბოლოს, როცა საქართველოს ახალი პოლიტიკური კურსი აფხაზეთის საკითხის რუსეთთან თანამშრომლობის გზით გადაწყვეტაზე მოიმართა, აქ უკვე გარკვეულმა პრაგმატიზმმა იჩინა თავი (ბოლოს და ბოლოს, მაინც საჭიროდ ცნეს რუსეთთან რაღაც კომპრომისსი მიღწევის საჭიროება), მაგრამ თავი პრობლემისადმი გვერდის ავლის ძველებური მიდგომა არ შეცვლილა. რუსეთთან „თანამშრომლობის“ იდეა, ფაქტიურად, შემდეგში მდგომარეობდა: ქართული პოლიტელიტა თანახმა იყო სუვერენულობის ზოგიერთ მნიშვნელოვან შემადგენლობაზე ეთქვა უარი, ოღონდ რუსეთს მისთვის აფხაზეთის პრობლემა გადაეჭრა. ქართველებს მაინდა და მაინც თავი არც იმაზე უტეხიათ, როგორ და რა გზით მოხდებოდა ეს; უბრალოდ დაახლოებით ასე ფიქრობდნენ - ძაღლი ვინც მოკლა, ლეშიც იმან გაათრიოს - ანუ, რაკი რუსეთია აქ შეხლის მომწყობი, გამოსავალსაც თავად იპოვისო.

ჩვენგან გასხვავებით, აფხაზებს საშუალება არ ჰქონდათ საკუთარი პრობლემა სხვისთვის გადაებარებინათ; ოღონდ არც ის შეეძლოთ, მხოლოდ საკუთარ თავს დანდობოდნენ, ომისწინა პერიოდში აფხაზთა თავკაცების ბევრი ნაბიჯი პირდაპირი გამოწვევა იყო ქართველების მიმართ და ძნელი წარმოსადგენია, მათ ეს რუსეთის აღთქმული დახმარების გარესე გაეკეთებინათ.1 ახლა კი შეიძლება ითქვას, რომ გაუმართლათ, მაგრამ დასაწყისში ამის არავითარი გარანტია არ იყო, როცა აფხაზთა ერის თვით ფიზიკური არსებობის საკითხი შეაგდეს სასწორზე.

5. საერთო „ანტიპოლიტიკური“ განწყობა და პოლიტიკური რწმენის უქონლობა. ეს იქნებ გადამწყვეტი არგუმენტიც იყოს, ოღონდ მისი მოკლეს ჩამოყალიბება ცოტა საძნელოა. პოლიტიკური დამოუკიდებლობის სურვილისა და ამისათვის თავდადების მიუხედავად, ქართველები ასევე ღრმად სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი საკუთარი ხელისუფლების მიმართ. მართალია, ამგვარ ანტიპოლიტიურ დამოკიდებულებას არა მხოლოდ კავკასიის რეგიონი ვხვდებით, და რამდენადაა ეს დღევანდელი Zeitgeist და რამდენად - კომუნისტური ტოტალიტარიზმის დანატოვარი, ამის განსჯას ახლა არ შევუდგებით; ცხადია, მხოლოდ, რომ საქართველოს უახლესი ისტორია მეტისმეტად მდიდარ მასალას იძლევა საილუსტრაციოდ. ვთქვათ, სამედრო სფეროში ეს დამოკიდებულება კარგად გამოიხახატა რეგულარული არმიის ჩამოყალიბების უუნარობით; შედეგად - ომის ბედი და სახელმწიფოს მომავალი ხელისუფლებისაგან ფაქტიურად უკონტროლებად მოხალისეთა ცალკეული ჯგუფების შემართებასა და პოლიტიკურ სიმპატიებს იყო შეტოვებული. ამგვარი „საჯარისო ფორმირებების“ ხელში სამხედრო ოპერაციები მალევე იქცა ძალადობის, ძარცვისა და ეთნიკური ნიშნით შეხლა-შემოხლის გამოვლინებებად - ისევე როგორც ეს ბევრ სხვა პოსტკომუნისტურ ქვეყნებში მოხდა.

იგივე მოვლენა შეიძლება სწორედ პოლიტიკური გამოუცდელობიდან გამომდინარე პოლიტიკურ რწმენის ნაკლებობაც აიხსნას; ქართველები თავდადებული ნაციონალისტები კი არ არიან, ოღონდ სულაც არ გახლავან დარწმუნებული საკუთარ უნარში, თავად აშენონ საკუთარი სახელმწიფო და მიზანს შორსგამიზნული პოლიტიკური ქმედებით მიაღწიონ. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო ეროვნული მოძრაობი სპირველ ეტაპზე, როცა სისტემური მოქმედების მაგივრად იმპუსლურ თეატრალობამდე მისულ ემოციურ აქციებს ენიჭებოდა უპირატსებობა. ამ მხრივ საქართველოში სრული კონტრასტია ბალტიისპირეთის ქვეყნებთან შედარებით, სადაც მოსახლეობამ პოლიტიკური ორგანიზებისა და თანმიმდევრულ პოლიტიკურ ქმედებათა შეუდარებლად მეტი უნარი გამოვლინა. სწორედ პოლიტიკური კულტურის - მისი, ასე ვთქვათ, ნორმატული გაგებით - უფრო მაღალმა დონემ განაპირობა ბალტიისპირელთა პოლიტიკური ელიტის წარმატება - მათი „ეთნოკონფლიქტი“ იქაურ რუს მოსახელობასთან ძალადობაში არ გადაზრდილიყო; და უკვე აღარა აქვს მნიშვნელობა, ამ ფენომენს ზოგადად კულტურათა ნაირგვარობით ავხსნით თუ ამ საუკუნეში მიღებული პოლიტიკური გამოცდილებით.

რაც არ უნდა პარდოქსულად მოგვეჩვენოს, იმ ტრადიციებისა თუ გარემოებების პირობებში, რაც ზემოდხსენებულ ანტიპოლიტიკურ განწყობებს იწვევს, სწორე ფიზიკურად გაქრობის საფრთხის შემგრძნობ, უფრო მცირე ეთნიკურ ჯგუფებს (აფახზები, ჩეჩნები, კოსოვოელი ალბანელებიდ და სხვ.). აქვთ უპირატესობა: საერთო სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური ტრადიციისა თუ საერთო წეს-რიგისა და დისციპლინის არარსებობის დროს (ანუ ყველაფერი იმის, რაც მათ თანაბარუფლებოვან მოქალაქეობის იდეამდე მიიყვანდა) უფრო მცირე ჯგუფი იოლად აღწევს ჯგუფური თანადგომის გრძნობასა და თავისუფლებისათვსი მებრძოლის მენტალიტეტს - უფრო დიდი ჯგუფის თავის უშუალო და ერთადერთ მტრად დასახვის წყალობით.

მაგრამ პოსტკომუნისტური პოლიტიკური კულტურა არ შეიძლება რაღაც მუდმივ, უცვლელ მოცემულობად მივიჩნიოთ. ორივე მხარის პოლიტიკური ელიტა და საერთოდ საზოგადოება არც მთლად ასე მოკლებული იყო საღ აზრს თუ საკუთარ მიწაზე გამოცდილებაზე სწავლის უნარს. ქართველ ნაციონალისტებს ესმოდათ, რომ საქართველოს შიდა კონფლიქტები ეროვნულ მოძრაობას ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შანსს უმცირესობათა სეპარატისტულ მოძრაობებთან ღია დაპირისპირება და/ან რაღაც კომპრომისისათვის მაინც მიეღწია მათთან ( თუმცა ეს ყოველთვის საკმარისად გააზრებულად არ კეთდებოდა). ზოგიერთი პოლიტიკური ფიგურა, გამსახურდიას ჩათვლით, თავად ჩამოდიოდა ხოლმე ამ „ეთნიკურ კარტს“, ვინაიდან ამას გარკვეული პოლიტიკური დივიდენდებიც მოჰქონდა, თუმცა სსვები სწორედ ამაში ხედავდენ მისი მეთოდების საფრთხეს და „მოსკოვის აგენტობასაც“ სწამებდნენ.

როდესაც იმავე გამსახურდიამ აშკარად გამოკვეთილი ლიდერობა იგდო ხელთ, მისი მოქმედებაც ბევრად უფრო პრაგმატული გახდა. 1990 წლის არჩევნების წინა პერიოდში მან სამხრეთ ოსეთის ავტონომიის გაუქმების მოთხოვნაც კი უკან წაიღო, თუმცა, აფხაზეთისგან განსხვავებით, ქართველებიამ ავტონომიის ლეგიტიმურობას არ სცნობდნენ. მაგრამ მისმა ამ ნაგვაინევმა პრაგმატიზმმა შედეგი უკვე ვეღარ გამოიღო: ოსებმა სულ რამდენიმე დღის შემდეგ საკუთარი არჩევნები ჩაატარეს და დამოუკიდებლობაც გამოახცადეს. სამწუხაროდ, გამსახურდიას გუნდმაც მეტი ვერაფერი მოიფიქრა და ოსების ავტონომია ოფიციალურად ბათილად ცნო, რამაც უკვე შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებას მისცა ბიძგი. რაც შეეხება აფხაზეთს, აქ გამსახურდია ბევრად უფრო ფრთხილად იქცეოდა. პრეზიდენტობის დროს, მას არასოდეს დაუსვამს აფხაზეთის ავტონომიის საკითხი, ხოლო 1991 წელს მან, ფაქტიურად, კომპრომისსაც კი მიაღწია აფხაზებთან; თუმცა, შეთანხმების მიხედვით, საარჩევნო კანონი მოსახლეობისათვის შემდეგ ეთნიკურ ქვოტებს ითვალისწინებდა: აფხაზები (მოსახლეობის 17%) 65 ადგილიან პარლამენტში 28 სკამს იღებდნენ, მაშინ როდესაც ქართველებს (45%) - მხოლოდ 26 ერგოთ; მოსახლეობის დანარჩენ ნაწილს კი (თითქმის 40%) - 11. საკუნსალტაციო საკითხებზე გადაწყვეტილებათა მისაღებად ხმების 2/3-ის მოგროვება ხდებოდა საჭირო, რაც ორ ძირითად მხარეს შორის შეთანხმების მიღწევის აუცილებლობას გულისხმობდა. 1992 წლის შემოდგომით, ამ შეთანხმების საფუძველზე, ახალი პარლამენტი იქნა არჩეული.

ოღონდ თავად შეთანხმებას, რომლის პრინციპი სავსებით ესადაგებოდა ზოგიერთი დასავლელი პოლიტოლოგის მიერ „განხეთქილებაში მყოფ საზოგადოებისათვის“ შემუშავებულ რეკომენდაციებს2, დიდი დღე არ ეწერა. საქართველოში მას საერთოდ „აპარტეიდულ კანონად“ მიიჩნვდნენ, მაგრამ ფაქტია, რომ ნაციონალისტი ლიდერების ხელში, ქართველებმა და აფხაზებმა კომპრომისს მიაღწიეს ყოველგავრი ზეწოლისა თუ მესამე მხარის მედიატორობის გარეშე (ან იქნებ სწორედ იმიტომაც, რომ სამდღიანი პუტჩის ამბების შედეგად მოსკოვმა მათთვის ვერ მოიცალა). აფხაზები თითქოს დათანხმდნენ საკუთარი მიწა-წყლის საქართველოს სახელმწიფოს ჩარჩოებში მოწყობას, ხოლო თბილისი ცნობდა მათი, როგორც საქართველოში ერთადერთი „ავტოქტონური“ უმცირესობის განსაკუთრებულ უფლებებს. ამ გარიგებით ბოლომდე კმაყოფილი არავინ დარჩენილა, მაგრამ ასეთი რამ ყველა პოლიტიკურ კომპრომისზე შეიძლება ითქვას. განსაკუთრებით აფახზეთის ქართულ მოსახლეობას ჰქონდა უკმაყოფილების საბაბი - სოხუმში მათი პოლიტიკური წარმომადგენლობის შეფარდებითი სიმცირის გამო.

1991 წლის დემოგრაფიულ ვითარებას თუ გავივალისწინებთ, აფხაზეთი რომ დამოუკიდებელი გამხდარიყო, ეს შეთანხმება, ადრე თუ გვიან, ალბათ ლიბანის ტიპის კონფლიქტამდე მიიყვანდა ქვეყანას; მაგრამ ახლა ის არ იყო ასეთი, და საქართვეოში მოვლენათა ნორმალური განვითარების შემთხვევაში, მიზეზი არ ჩანდა შეთანხმების ჩასაშლელად. პირიქით, რაკი თბილისს აშკარად სჭირდებოდა სტაბილურობა, ის ყოველნაირად შეეცდებოდა შეთანხმების ლეგიტიმიზაციას და აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებსაც ასე თუ ისე დააშოშმინებდა, ეს კი საბოლოოდ, ეთნიკურად აფხაზი მოსახლეობის ნდობასაც მოუპოვებდა.

რა თქმა უნდა, ამ ვარდისფრად დანახული პერპსექტივის რეალობად ქცევა ახლა უკვე შეუძლებელია; ასევე, 1991 წლის ეს მყიფე შეთანხმებაც ზოგის აზრით, მაინც სისხლიანი კონფლიქტით გათავდებოდა. მაგრამ თუმც დიდი სიმპატიით არ ვარ განწყობილი ქვეყნის ამგვარი, ეთნიკურ ქვოტებზე დამყარებული პოლიტიკრუი მოწყობის მიმართ, მაინვ ვფიქრობ, რომ თავად შეთანხმების მიღწევა მეტად სიმბოლური იყო, და ვინძლო საფუძვლადაც დადებოდა ურთიერთობათა შემდგომ განვითარებას - თუნდაც მასზე დაფუძნებულ წეს-წყობას არც გაემართლა. სამწუხაროდ, მოვლენების განვითარება საქართველოში „ნორალური“ გზით არ წასულა (სწორედ ესაა, რასაც მე „განსაკუთრებულ პოლიტიკურ გარემოებებს“ ვუწოდებ). 1991-92 წწ. დეკემბერ-იანვარში საქართველოს ავტორიტარი, როგორც ამბობენ, საერთოდ ფსიქიურად არამდგრადი და პოლიტიკურად აშკარად უუნარო პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია მისივე გვარდიის, შეიარაღებული ნაციონალისტური ჯგუფების, დემოკრატიული მოთხოვნების მქონე წრეების, კრიმინალური ეკლემენტებისა და კომუნისტური ნომენკლატურისაგან შემდგარმა მეტად უცნაურმა კოალიციამ ჩამოაგდო. ამან ქვეყანაში კარგა ხნით შექმნა პოლიტიკური გაუგებრობისა და სრული არეულობის ატმოსფერო. ამბოხიდან რამდენიმე თვის თავზე საქართველოს ყოფილი კომუნისტური ლიდერი და საბჭოთა კავშირის ასევე ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე მოიწვიეს წესრიგის აღსადგენად. მან მართლაც მიაღწია გარკვეულ წარმატებებს, მაგრამ ზემოდხსენებული წესრიგის დამყარებას გვარიანი დრო დასჭირდა და საბოლოოდ, აფხაზეთის დაკარგვა მოჰყვა.

რასაც არ უნდა გადავაბრალოთ იმდოინდელი არეულობა, ამან ძალზე იმოქმედა მყიფე პოლილტიკურ ბალანსზე აფხაზეთში და თბილისსა და სოხუმს შორის ურთიერთობა გაამწვავა3. ამისათვის კი რამდენიმე მიზეზი არსებობდა.

1. ახალ ხელისუფლებას არავითარი ინტერესი არ ჰქონდა შეენარჩუნებინა გამსახურდიასდროინელი შეთანხმება არძინბასთან. თავად წინა ხელისუფლების ლეგიტიმიზაცია უშუალო პოლიტიკური აუცილებლობა იყო, და რადგან გაქცეული პრეზიდენტი შევარდნაძეს „მოსკოვის კაცად“ აცხადებდა, შევარდნაძის მხარდამჭერებს ეს ბრალდება იმით სურდათ გაებათილებინათ, რომ სწორედ გამსახურდიას ხელდასმით ილახებოდა საქართველოს სახელმწიფო ინტერესები აფახზეთში. ამიტომაც, ქართულ-აფხაზური შეთანხმება, რაც „აპარტეიდული“ კანონის ძალით ავწიროებდა აქ მოსახლე ეთნიკურ ქართველობას, მათთვის ნამდვილ სამიზნედ იქცა. ახალ ხელისუფლებას ღიად არ განუცხადებია შეთანხმების გაუქმების საჭიროება და ფაქტიურად, სულაც არ იყო ანტიაფხაზურად თუ საერთოდ უმცირესობათა წინააღმდეგ განწყობილი (პირიქით, ის გამსახურდიას ადანაშაულებდა „პროვინციულ ფაშიზმში“ და უმცირესობათა მიმართ სწორედ რომ უფრო ლიბერალურ და მოქალაქეობაზე მიმართულ პოლიტიკის გატარებას ეპირებოდა). ასეა თუ ისე, არსებული შეთანხმების კრიტიკამ, ფაქტიურად, ძირი გამოუთხარა მის ლეგიტიმურობას.

2. ამავე დროს, თუ გამსახურდიას საკუთარმა მყარმა პოზიციამ საშუალება მისცა დათმობაზე წასულიყო აფხაზების მიმართ, ახალი ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხი მეტად საორჭოფო იყო, განსაკუთრებით 1992 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე. თუმცა ფორმალურად შევარდნაძე ითვლებოდა წამყვან ფიგურად, სინამდვილეში ის ვერც მთავრობას აკონტროლებდა და ვერც შეიარაღებულ ძალებს. რეალურად მას, არ შესწევდა ძალა რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიეღო აფხაზეთის საკითხზე, კომპრომისზე რომ არაფერი ვთქვათ - ამას შესაძლოა მყიფე პროშევარდნაძისეული კოალიციის არსებობა ჩაეგდო საფრთხეში.

3.აფხაზეთის ქართველობა ძირითადად გამსახურდიას უფრო უჭერდა მხარეს, ვიდრე შევარდნაძეს, რამდენიმე მოსაზღვრე რაიონი ხომ საერთოდ ზვიადისტთა კონტროლის ქვეშ იყო და ღიად ებრძოდა ახალ ხელისუფლებას. (ისიც საგულისხმოა, რომ ამ რეგიონსა და მიმდებარე აფხაზეთის ტერიტორიაზეც ძირითადად მეგრელები სახლობენ, რაც დამატებით უმცირდებოდა ოფიციალურ თბილისს აფხაზეთზე ზემოქმედების საშუალებას). ყოველივე ამან ფართო მანევრირების საშაულება მისცა ეთნიკურ აფხაზთა ნაწილს პარლამენტში, ხოლო ქართული ფრაქცია, თუმცა კი ძირითადად ლოიალური თბილისის ხელისუფლების მიმართ, დაბნეული და უმოქმედო ჩანდა. პარლამენტი ორად გაიყო: პროაფხაზურ და პროქართულ მხარეებად (შესაბამისად 34 და 31 წევრით - მას შემდეგ რაც სხვა ეროვნებების წარმომადგენლებმაც გააკეთეს თავიანთი არჩევანი). სამწუხაროდ, არც ერთი მხარე თანაშრომლობის არავითარ სურვილს არ ამჟღავნებდა.

4. და მაინც, ღია დარტყმის ქვეშ ქართულ-აფხაზური შეთანხმება სწორედ აფხაზმა, და არა ქართულმა მხარემ დააყენა. აფხაზთა ფრაქციამ, არძინბას თაოსნობით, უცბად კარგი შანსი დალანდა საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობაში ასეთი ნარღვევის გაჩენით. საქართველო სუსტი და დაქსაქსული აღმოჩნდა, მისი ახალი მთავრობა - ყოველგვარ პოპულარობას ან თუნდაც ფორმალურ ლეგიტიმურობას მოკლებული. თავად აფხაზეთშიც რაღაც უცნაურად გამოიყო ქართული ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან იმ ბუფერული ზონით, რასაც აფხაზი სტრატეგოსები „მეგრულ ბალიშს“ ეძახდნენ (ანუ გამსახურდიას მხარდამჭერი ძალებით კონტროლირებული რეგიონით). მეორე მხრივ, იმასაც გრძნობდნენ, რომ დროულად უნდა ესარგებლათ სიტუაციით, თორემ ვითარება საქართველოში შესაძლოა თანმიმდევრულად გაუმჯობესებულიყო. აფხაზურმა ფრაქციამ, პარლამენტში ხმების ასეთი უმნიშვნელო უმრავლესობისდა მიუხედავად, გადაწყვიტა არც შეთანხმებისათვის და არც ქართული ფრაქციისთვის აღარ გაეწია ანგარიში (როგორც სხვამსგავს შემთხვევაში, პარლამენტის სესიების ბოიკოტის გარდა ქართველებმა აქაც უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეს - თუმცა, კაცმა რომ თქვას, დიდი არჩევანიც არ ჰქონდათ). აფხაზეთის შინაგან საქმეთა ქართველი მინისტრი კაბინეტიდან გამოაგდეს და ეთნიკური აფხაზი პირით შეცვალეს (არადა, აღმსარულებელ ხელისუფლებაში თანამდებობების განაწილება ასევე ზემოხსენებული შეთანხმების მიხედვით უნდა მომხდარიყო).

ოღონდ ყველაზე პროვოკაციული გადაწყვეტილება, რაც პარლამენტს მცირედი უმრავლესობის წყალობით, აფხაზურმა ფრაქციამ მიიღო 1925 წლის კონსტიტუციის აღდგენა გახლდათ - ამ დოკუმენტის მიხედვით, აფხაზეთი საქართველოს ნაწილი აღარ იყო (სიმართლე ითქვას, თავად ტექსტი სწორედ 1925 წელს უარყოფილ პროექტს წარმოადგენდა, მაგრამ ეს უკვე წვრილმანად მოჩანს.) საქმე კი ისაა, რომ საქართველოს პარლამენტმა ფორმალურად აღადგინა დამოუკიდებელი საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია, და ამით თითქოსდა აფხაზეთის ავტონომია გააუქმა. თქმა არ უნდა, ეს გადაწყვეტილება- მცდარი ნაბიჯი გამოდგა - უბრალოდ, რადიკალ-ნაციონალისტებს ახალი რეჟიმის 1918-21 წწ. საქართველოს რესპუბლიკის სამართალმემკვიდრედ გამოცხადება სურდათ. აკი აღდგენილი კონსტიტუციაც აფხაზთა ავტონიმიას ითვალისწინებდა, მაგრამ აფხაზთა ფრაქციის გადაწყვეტილება, ფაქტიურად, 1991 წლის ქართულ-აფხაზური შეთანხმების რღვევას მოასწავებდა, რადგან მისი მთავარი დებულების მიხედვით, არავითარი კონსტიტუციური ცვლილებები არ უნდა მომხდარიყო ხმათა უბრალოდ უმრავლესობით - ანუ, ორი ფრაქციის ურთეირთშეთანხმების გარეშე (აფხაზთა სოფისტურ არგუმენტად ის რჩება, რომ მხოლოდ ახალი კონსტიტუციის მიღება ითხოვდა ხმათა ორ მესამედს, და არა ძველი აღდგენა).

1991 წლის შეთანხმებაზე ასე აშკარად უარის თქმა მხოლოდ ერთს მოასწავებდა - ეთნიკურ აფხაზთა „ისტორიული“ უფლებები ახლანდელი მოსახლეობის დემოკრატიულ უფლებებზე დე ფაქტო მაღლა მდგარად ცხადდებოდა. ამან საბოლოოდ ომის მდგომარეობამდე მიიყვანა საქმე და საქართველოს ხელისუფლებაში იმ ფრაქციათა პოზიციას გაუმაგრა ზურგი, რომლებიც არძინბასთან ურთიერთობაში მხოლოდ სამხედრო ენით ლაპარაკის სწამდათ. ისევ და ისევ, ამით იმის თქმა კი არ მსურს, თითქოს ქართველთა მხრივ ეს სწორი ნაბიჯი იყო, მაგრამ ფაქტია - არძინბას ხელისუფლების მხრივ მეტად სახიფათო თამაშმა საქართველოს ხელისუფლების საპასუხო აქციას კანონიერი ქმედების ელფერი შესძინა.

საკითხავია, მართლა თუ გამიზნულად გეგმავდა არძინბა ქართველთა ანკესზე წამოგებას? სავსებით შესაძლებელია, თუკი აფხაზეთში ომისწინა პერიოდში ეთნო-დემოგრაფიულ სიტუაციას გავითვალისწინებთ, როცა ეთნიკური ქართველები აფხაზებზე რიცხვით ორნახევრაჯერ მეტნი იყვნენ. სწორედ ეს წამგებიანი შეფარდება უჩნდათ აფხაზ ნაციონალისტებს „ქართული იმპერიალიზმის“ უტყუარ საბუთად, და ომი, მათი გაგებით, ერთადერთი გამოსავალი იყო. (თუ ნებისმიერი პოსტკომუნისტური ეთნოკონფლიქტი შეგვიძლია ეთნიკურ წმენდად დავახასიათოთ, ამ შემთხვევაში ამგვარი რამ მხოლოდ აფხაზებს აწყობდათ. საპირისპიროდ, სამხრეთ-ოსეთის შემთხვევაში, ეთნო-დემოგრაფიულიმ ბალანსის შეცვლა ქართველებს აძლევდათ ხელს; ამ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, ომის დაწყებით იქ ქართველები ყოფილან დაინტერესებულნი). ისიც ითქვას, რუსეთის აღთქმული სამხედრო დახმარება აფხაზებისათვის მიზანს ბევრად უფრო იოლად მისაღწევადს ხდიდა. თუკი დავუშვებთ, რომ არძინბას მართლაც სწამდა, თითქოს ქართველები - როგორც თავად არაერთხელ განუცხადებია - იმთავითვე გენოციდური მისწრაფებებით იყვნენ შეპყრობილნი, მაშინ ქართულ უმრავლესობასთან მისი ხალხის თანაცხოვრება მართლაც დამღუპველ პერსპექტივად გამოჩნდებოდა და ამ შემთხვევაში ვა-ბანკზე მისი თამაში ფსიქოლოგიურად სავსებით გასაგებია; ან საბოლოო გამარჯვება, ან სრული მარცხი.

ამ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხის გაცემა ომისწინა პეროიდის აფხაზეთი ვითარებას უფრო საფუძვლიან ცოდნასა და იქაური ხელმძღვანელობის პოზიციის სიმყარეზე მეტი ინფორმაციის ქონას მოითხოვს. ჩემი ვარაუდი უფრო პოსტკომუნისტური ხანის სხვა ლიდერთა შეფასებას ითვალისწინებს: საკუთარი ქმედებების შედეგად გამოწვეულ მოვლენათა სხვადასხვა შესაძლო ვარიანტების გათვლა-გააზრება მათ მახასიათებელ ნიშნად ვერანირად ვერ მიიჩნევა. სხვანაირად რომ ვთქვათ, რაციონალური არჩევანის თეორიული აპლიკაცია აქ ხეირს არ მოგვიტანს. საქართველოში პოლიტიკურ არეულობას სავსებით შეეძლო „ახლა ან არასოდეს“ მსგავსი შეგრძნების გაღვივება აფხაზთა ლიდერებში, და მათი შემდგომი მოქმედება ასეთ დევიზს სავსებით შეესაბამება - ემოციების დონეზე, მათ სავსებით შეეძლოთ ამგვარი ძალისმიერი მეთოდებით ეხელმძღვანელათ, მაგრამ ეს სულაც არ ამტკიცებს, თითქოს აფხაზურ ხელისუფლებას ომის გაჩაღების ცივი, ნათელი გონებით გამოხაზული, შორს გამიზნული გეგმა გააჩნდა ოდესმე.

ომი და მისი შედეგები

როგორ და რატომ დაიწყო 1992 წლის აგვიტოს ომი აფხაზეთში და ან რატომ დამტავრდა ის ასეთი შედეგით 1993 წლის სექტემბერში, მრავალი პოლიტიკური თუ სამხედრო ასპექტითაა მნიშვნელოვანი. ამ პერიოდის ბევრი საიდუმლო შესაძლოა დიდხანს არ გაიხსნას, ან სამარადჟამოდ დაფარულიც დარჩეს. მე მხოლოდ მსურს ზოგიერთ საკვანძო საკითხზე გაგიზიაროთ საკუთარი მოსაზრებები.

ომის დასაწყისი

ოფიციალური ვერსიით, ქართული შენაერთები აფხაზეთში ტრასებისა და რკინიგზის დაცვის უზრუნველსაყოფად შევიდნენ; ოღონდ აფხაზური მილიციის წინააღმდეგობის გამო, ბრძოლაში ჩაბმა მოუწიათ და იძულებულნი შექინენ გადაეყენებინათ ამ შეხლის მოთავე აფხაზეთის მთავრობა და მისი ხელმძღვანელი, პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა. ეს რომ თუნდაც მხოლოდ საბაბი ყოფილიყო და არა ნამდვილი მიზეზი, ოფიციოზის მხრივ მაინც სკმაოდ არგუმენტირებულად ჟღერს: სატრანზიტო ტრასებსა და რკინიგზაზე მართლაც სრული განუკითხაობა სუფევდა - იქ გამსახურდიას მომხრე შეიარაღებული ჯგუფები მოქმედებდნენ და რადგან ზოგი მათგანი აფხაზეთს აფარებდა თავს, ვითარების მოსაწესრიგებლად სამხედრო ოპერაციას აფხაზეთის ტერიტორიაც უნდა მოეცვა.

მაგრამ საკითხავია, რას წარმოადგენდა მაშინ საქართველოს ხელისუფლება და რეალურად ვინ აკონტროლებდა ქართულ ჯარს? გადაწყვეყილებათა მიღების უფლება გადაცემული ჰქონდა ოთხწევრიან, ე.წ. „სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმს“ - ედუარდ შევარდნაძე, კიტოვან-იოსელიანის ფარულად მოქიშპე, განსახედროებული დუეტი და პერმიერ-მინისტრი სიგუა, რომელიც იმთავითვე კიტოვანს „ეყრდნობოდა“. ჩვენ ალბათ ვერასოდეს გავიგებთ, თუ რა ხდებოდა ამ ოთხეულის შეხვედრებზე, და ცალკეულ წევრთა შემდგომი მოქმედებაც საერთო გადაწყვეყილებებით იყო განპირობებული; ოღონდ შევარდნაძის მომხრეები, კერძო საუბრებში მიანც, მუდამ აცხადებდნენ, რომ თავად ის სამხედრო აქციების წინააღმდეგი იყო და უბრალოდ იძულებული გახდა კიტოვანის თავნებობისათვის შემდგომ ლეგიტიმურობის ელფერი მაინც მიეცა. და თუმცა ედუარდ შევარდაძის საჯარო გამოსავლები ყოველთვის არ გამოირჩევა სიცხადითა თუ თანმომდევრობით, ისე ჩანს, რომ მას შემდეგ, რაც კიტოვანსა და იოსელიანს არა მარტო ძალაუფლება გამოეცალათ ხელიდან, ციხეშიაც კი აღმოჩდნენ, საქართველოს პრეზიდენტი ომის გაჩაღებაში რეტროსპექტულად სწორედ მათ სდებს ბრალს.

პირადად მე საკმარისი მოსაზრებები გამაჩნია იმისათვის, რომ ეს ბრალდება ვირწმუნო. შევარდნაძე პოლიტიკურ თამაშებში ბრწყინავს, მაგრამ, სამხედრო-სტრატეგიული გეგმების განჭვრეტა - რაც ომის დროსაც დადასტურდა - მის ძლიერ მხარეს ნამდვილად არ წარმოადგენს. გარდა ამისა, ომის მსვლელობა აშკარად ამცირებდა მის პიროვნულ ქარიზმას, და გამსახედროებული კონკურენტების გავლენას აძლიერებდა. სამხრეთ-ოსეთში ბრძოლებს მან, რამდენადაც კი ამას მისი შეზღუდული ძალაუფლება აძლედა ნებას, სწარაფად დაუდო ბოლო (1992წ. ივლისი), რამაც ზოგიერთი სამხედრო მეთაურის ლამის დაუფარავი უკმაყოფილება გამოიწვია.აფხაზეთში ის ყოველ ღონეს ხმარობდა ნებისმიერ პირობებზე ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად - თუმცა, სახმედრო თვალსაზრისით, ამგვარი შეთანხმებები, შემდგომ ყოვლად დამღუპველი აღმოჩნდა. გარეშე დამკვირვებლებიც, ვისაც კი ომის პირველ ხანებში შეხვედრია, აღიარებდნენ, რომ შევარდნაძე პიროვნულად სრულიად დათრგუნული გამოიყურებოდა.

და მაინც, გავიხსენოთ, რომ სამხედრო მოქმედებებსი დაწყების წინ შევარდნაძე საქართველოს ტელევიზიით გამოვიდა და საზოგადოებას სართო გეგმა გააცნო. რა თქმა უნდა, მაშინ მან მხოლოდ საკომუნიკაციო ხაზების დაცვაზე ილაპარაკა, რაც სავსებით კონსტიტუციური ღონისძიება იყო და მისი მუქარა მხოლოდ ზვიადისტების წინააღმდეგ მიმარულად აღიქმებოდა, მაგრამ ძნელად დასაჯერებელია, თითქოს მას არ ესმოდა, რომ აფხაზები დიდ წინაარმდეგობას დაუწევდნენ ქართულ საჯარისო ფორმირებების შესვლას აფხაზეთის ტერიტორიაზე. შევარდნაძის მტკიცებით, ყოველივე არძინბასთან უკვე მანამდე იყო შეთანხმებული, რასაც არძინბა კატეგორიულად უარყოფს: ოღონდ ისიც ვთქვათ, რამდენად შეიძლებოდა არძინბას ნდობა? მეტიც, რამდენად სანდონი იყვნენ თავად იმ „ოთხთა საბჭოს“ იარაღასხმული წევრები?

მე მხოლოდ ვარაუდი შემიძლია გამოვთქვა - საზოგადოდ იმ დროის ვითარებისა და პირადად შევარდნაძის ხასიათისა თუ მიზანსწრაფვის ჩემეულ გაგებაზე დაყრდნობით; მდგომარეობა მეტად საორჭოფო იყო - შევარდნაძეს არ სურდა ომი აფხაზეთში, მაგრამ დასავლეთ საქართველოში ზვიადისტთა ფორმირებებს არად მიაჩნდათ ოფიციალური თბილისის ხელისუფლება და რკინიგზის მთავარი ხაზიც ხელში ჰქონდათ ჩაგდებული; ასევე, მათთან მოსალაპარაკებლად გაგზავნილი რამდენიმე მაღალჩინოსანიც მძევლად აიყვანეს. ვითარებას არც გაუმჯობესების პირი უჩანდა. ასეთ დროს, შევარდნაძეს რაღაც გადამწყვეტი ზომები უნდა მიეღო, თანაც თოფოსანთა მხრივ ძლიერი ზეწოლაც ჰქონდა ზვიადსიტთა ალაგმვის მოთხოვნით. ის ნელ-ნელ დაჰყვა მათ ნებას, იქნებ მას შემდეგ რაც სიტყვიერად დაპირდნენ, რომ არძინბას მილიციასთან შეჯახებას აიცილებდნენ თავიდან. და თუნდაც დაპირებებს არ ნდობოდა, მას არც იმდენი ძალა/გავლენა გააჩნდა, ორივეს ერთად (კიტოვან-იოსელიანის დუეტს ვგულისხმობ) აღდგომოდა წინ. ერთადერთი სხვა გზად გადადგომა ჩანდა - ეფექტური, მაგრამ ამ ვითარებაში ყოვლად უპასუხისმგებლო აქტი.

რაც სამხედრო მოქმედებები დაიწყო, შევარდნაძემ სრულიად დაკარგა კონტროლი ჯარზე; შემდეგ სეეცადა ხელსი აეღო სადავეები და შეაჩერა კიდეც ქართული შენაერთების მარში გუდაუთის მიმართულებით, სდაც არძინბას მთავრობას ჰქონდა თავი შეფარებული, კიტოვანი, რომელიც ასე ვთქვათ, თავად სარდლობდა ოპერაციას, შემდგომ ღიად ადანაშაულებდა „პარტიებს“ (მისთვის დამახასიათებელი ეუფეიზმი შევარდნაძის მხარდამჭერი პოლიტიკოსების მიმართ). რომ მათ „ხელები შეუკრეს“ და არ მისცეს ნება გუდაუთა აეღო. თავის ამ ნაბიჯს შევარდნაძე ორგვარად ხსნიდა: ჯერ ერთი, ის მიათითებდა წმინდად ადამიანურ ფაქტორზე, რომ თუ ქართული ფორმირებები ეთნიკური აფხაზებით ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ გუდაუთაში შევიდოდნენ, იქ ერთი უბედურება დატრიალდებოდა; ასევე დარწმუნებული იყო, რომ მათ გუდაუთის დაკავების შემთხვევაშიც აფხაზეთში არ შეწყდებოდა პარტიზანული ომი, რისი აცილებაც განსაკუთრებით სწადდა; მას იქნებ ჯერ კიდევ სჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო შედარებით ზომიერი განწობის აფხაზ ლიდერებთან გარიგება. (ყოვლად უიმედო ვარაუდი). მეორე მიზეზი ბევრად უფრო ტრივიალურია:გუდაუთაში განლაგებული რუსული სამხედრო შენაერთი უშუალოდ აფრთხილებდა მას, რომ საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ძალებით თავად შეაჩერებდა ქართველთა წინსვლას. ეს ორი ახსნა სრულიადადც არაა ურთიერთგამომრიცხავი.

თავისთავად, რაკი ომი მაინც დაიწყო, შევარდნაძემ „ზვიადისტების“ მოთოკვაც სცადა. წარმატება აქ მხოლოდ ნაწილობრიოვ იყო; სამეგრელოს რეგიონში შევარდნაძისეული პროპაგანდა არ გადიოდა და ადგილობრივადაც შეუვალად უჭერდნენ მხარს ყოფილ პრეზიდენტს; მაგრამ როცა საქართველოს ტელევიზიამ მოახერხა გადაეცა ჩრდილოკავკასიელ მეთაურთა შეკრებების ვიდეომასალა, სადაც ისინი აფხაზებისათვის სამხედრო დახმარების გეგმებს აწყობდნენ და რაშიც თავად პრეზიდნეტყოფილიც იღებდა მონაწილეობას, მოსახლეობის ერთ ნაწილს უკვე ეჭვიც გაუჩნდა მისი პიროვნების მიმართ.

შევარდნაძის არაერთგვაროვანი დამოკიდებულება საერთოდ სამხედრო ღონისძიებების თაობაზე მთწელი ომის განმავლობაში ჩანდა, და ჩემის აზრით, გარკვეულად განაპირობა კიდევ ქართველთა მარცხი. პიროვნულად ის საკმაო გაბედულებას იჩენდა - ზოგჯერ ფრონტის მეტად სახიფათო წერტილებშიც ამოჩნდებოდა ხოლმე და ქართველ მეომრებს შორის მისი პოპულარობაც იზრდებოდა. ის თითქოს ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ რასაც თავად „ომის ღორსეულად დამთავრებას ეძახდა“, მაგრამ ამავე დროს გრძნობდა, რომ ომი მხოლოდ მის მოქიშპე „თოფოსნებს“ აძლიერებდა, რაც არა მარტო პირადად მის პოზიციებს უთხრიდა ძირს, არამედ საფრთხეში აგდებდა კანონიერებისა და თუმდაც წესრიგის დამკვიდრების პერსპექტივას მთელს საქართველოში. ზოგის აზრით შევარდნაძე საერთოდ უფრთხიდა ჯარის გაძლიერებას და მაინცა და მაინც არც ცდილობდა ქვეყნის მობილიზებას სამხედრო თვალსაზრისით; მეორე მხრივ, როგორც ქართველთა უმეტესობა, ისიც თვლიდა, რომ სინამდვილეში ბრძოლა რუსეთთან უწევდა, და ხშირად გაუმეორებია საჯაროდ, რომ პრობლემის გასაღები მოსკოვში იყო საძებნელი. აქედან გამომდინარე, მას არც ქართველთა სამხედრო წარმატებისა სჯეროდა რამე, ვინაიდან ვერაფრით წარმოიდგენდა რუსეთთან ომის მოგების შესაძლებლობას. ჩეჩნეთში ბრძოლები ჯერ არ დაწყებულიყო და საქართველოში „რუსის ჯარის“ ყოვლად ირაციონალური რწმენა ჰქონდათ. ამიტომაც იყო, რომ ეს ომი მას იმთავითვე უიმედოდ მიაჩნდა და სურდა რუსეთთან ღაიმე შეთანხმების შედეგად მოემთავრებინა საქმე (ამიტომაც თავის ოფიციალურ გამოსვლებში მუდამ მის „ღირსეულად დამთავრებაზე“ ლაპარაკობდა და სიტყვა „გამარჯვება“ ერთხელაც არ დასცდენია.

შევარდნაძეს იმდენად სწადდა ამ ომის მოსკოვის ხელით მომთავრება, რომ როგორც შემდგომ აღმოჩნდა, საქართველოს მხარისათვის ყოვლად დამღუპველი გარიგების ხელმოწერასაც კი დათანხმდა. 1992 წ. სექტემბრის შეთანხმებას, რაც თავიდან ასე სასურველი ჩანდა საქართველოსთვის, გაგრის დაკარგვა და აფხაზების მიერ რუსეთის საზღვარზე გასასვლელის მოპოვება მოჰყვა; ასევე 1993 წ. ივლისის შეთანხმების შედეგად დაეცა სოხუმი. აფხაზი მებრძოლებისა და მათი თანამდგომების სათანადოდ შეფასების მოიუხედავად, ორივე ეს უმთავრესი წარმატება მათ მას შემდეგ მოიპოვეს, რაც შევარდნაძე დაენდო რუსეთის გარანტიებს და ქართველების ძირითად ძალებს ორივე ეს ქალაქი დაატოვებინა.

თუმცა ყველაფრის შევარდნაძეზე გადაბრალებაც არ გამოვა: ქართველთა დიდი უმრავლესობის თვალსაზირისით, ომი მართლაც რუსეთთან გვქონდა და „რუსის ჯარის“ საერთო ძლევამოსილება დამზაფრავად შეუფარდებელი იყო ქართული მხარის მხედრობის შესაძლებლობებთან. რასაც ქართულ ჯარს ეძახდნენ, სინამდვილეში წარმოადგენდა თვითმმართავ (ანუ, უმეტეს შემთხვევაში, უმართავ) „ბატალიონებს“, რომელთა სახლწოდებებიც კი წარსულის ლანდებთან ლაციცის შედეგი თუ იყო. მათი მოქმედების კოორდინირება, სინმადვილეში, ვერ ხერხდებოდა, და თუმცა, ზოგჯერ თავგანწირვის მაგალითებს უჩვენებდნენ სხვებს, მათთვის არმოსაწონ ბრძანებას არაფრით შეასრულებდნენ. ზოგი მათგანის ქცევამ ადგილობრივი მოსახლეობის (არა მარტო ეთნიკური აფხაზების) მიმართ ბევრი საერთოდ მათ წინააღდმეგ აამხედრა და საერთაშორისო ორგანიზაციათა მხრივ რეალური მხარდაჭერის შესაძლებლობაც, ნულამდე დაეყვანა.ოღონდ პოსტკომუნისტურ კონფლიქტში ძირითადად ხომ სწორედ ნაჩქარევად შეყრილი ლაშქარი ერთვება, რომელიც ბუნებრივია, en masse არც დიდბუნოვნებით გამოირჩევა და არც გაწვრთნილობით, მაგრამ ზოგან მათ მაინც მიაღწიეს რეალურ წარმატებას. ყველგან და ყოველთვის (რუსეთ-ჩეჩნეთის ომი ამის საუკეთესო მაგალითია) ომის წაგება ბრძოლის ჟინის დაკარგვას მოსდევდა - ამ ომში კი პირველნი ქართველები გატყდნენ.

მათ საპირისპიროდ, აფხაზებს, რომლებიც ომის დასაწყისში ობიექტურად უფრო წამგებიან მდგომარეობაში იყვნენ, ხელის ჩაქნევა არც უფიქრიათ. რუსეთის სამხედრო დახმარება - თუმც მის გადამწყვეტ ფაქტორად მიჩნევაში ქართველები ხშირად აჭარბებენ ხოლმე - მაინც მეტად ბევრს ნიშნავდა, ოღონდ თავისთავად გადამწყვეტი კი ვერ იქნებოდა. აფხაზებს სწამდათ, რომ თავად მათი, როგორც ერის არსებობა იდო სასწორზე და სწორედ ეს აერთიანებდათ. მიუკერძოებელ დამკვირვებელთა უმეტესობა, ვისთანაც კი მისაუბრია, ერთხმად აღნიშნავდა აფხაზთა შენაერთების უკეთეს ორგანზიებულობასა და საერთო შემართებას. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა მოგვეჩვენოს, რუსი სამხედროებიც აფხაზეთში უფრო მომართულნი ჩანდნენ ქართველებთან საბრძოლველად, ვიდრე ჩეჩნეთში - ჩეჩნების წინააღდმეგ.

ამ ომთან დაკავშირებით თავად საზოგადოების დამოკიდებულებაზეც უნდა ითქვას ორი სიტყვა: რუსეთ-ჩეჩნეთის ომისაგან განსხვავებით, როცა რუსების დიდი ნაწილი სულაც არ უჭერდა მხარს ამ ავანტიურას, და რომლის დამთავრების შემდეგ ალბათ თანახმანიც იქნებოდნენ საერთოდ მოეცილებინათ თავიდან ეს ტერიტორიაცა და ეს ხალხიც, ქართული საზოგადოებისათვის აფხაზეთის საქართველოს ნაწილად დანარჩუნება სრულიად კანონიერი მოთხოვნა და ბუნებრივი სურვილია. ეს საკითხი ეხლაც დღის წესრიგში დგას ოფიციალური თბილისისათვის. შესაძალოა ეს იმით აიხსნას, რომ ჩეჩნეთის რუსულ მიწად აღქმა ცოტა საძნელოა - თუკი საერთოდაა შესაძლებელი; ქართველებისათვის კი აფხაზეთი საკუთარი მიწა-წყლის „განუყოფელი“ ნაწილია და მის დასაბრუნებლად ომის წარმოება - მისაღებიცა და გასაგებიც. შესაბამისად, აქ ლიბერაურ-პაციფისტური მჟღერადობის ხმებს ძნელად თუ გაიგონებ კაცი. ერთადერი, მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ოპოზიცია ძალისმიერი ღონისძიებების მომხრეებს ზვიადისტების სახით ჰყავდათ, რადგან მათთვის შევარდნაძე მოსკოვის აგენტია, მთელი ეს ომი აფხაზეთში - რუსეთის პროვოკაცია, აფხაზეთის საქართველოსაგან ჩამოსაშორებლად გამიზნული, რასაც თვით ომის შედეგიც ცხადჰყოფს. ოღონდ ეგაა, იგივე ხალხი სამხრეთ-ოსეთში მშვიდობის ჩამოგდების წინააღდმეგ გამოდიოდა, რაკიღა ბრძოლები გამსახურდიას ხელისუფლების დროს დაიწყო და შევარდნაძის მიერ იქნა შეწყვეტილი. აფხაზეთის ომი განდევნილი პრეზიდენტის მიერ რომ ყოფილიყო წამოწყებული, ეჭვი არაა-ისინიც ულაპარაკოდ დაუჭერდნენ მხარს, ასე რომ, თუ ომის, ასე ვთქვათ, სამართლიანობა ფაქტიურად, ეჭვს არ იწვევდა მისი მიზანშეწონილობა - განსაკუთრებით ომის დაწყების მერე და ბუნებრივია, დამარცხების შემდეგაც - მუდამ საკამათო იყო. რა თქმა უნდა, თუ ასე პრინციპულად დავსვამთ საკითხს, ბრძოლა იმისათვის, რაც საქართველოს მიწა-წყლის განუყოფელ ნაწილს შეადგენს, სავსებით მისაღებია; ოღონდ იყო კი ეს ომი უცილობელი? სადღაც, ადრე, რაღაც პრინციპული შეცდომა ხომ არ დაუშვით? ახლა ბევრი თვლის ასე, მაგრამ მაშინ მთლად ასე არ იყო.

სულ სხვა საკითხია, პიროვნულად სურდათ თუ არა ბრძოლაში მონაწილეობის მიღება. როგორც უკვე ვთქვით, აფხაზეთის ქართველობა გამსახურდიას მომხრე იყო და, შესაბამისად, ამ ომის არაფერი სწამდა. ამგვარმა მიდგომამ კიდევ ერთი პარადოქსული ვითარება წარმოშვა:სწორედ იმ ქართველებს, ვისთვისაც ყველაფერი სასწორზე იყო შეგდებული, ვისაც საკუთარი ოჯახი და სახლ-კარი უნდა დაეცვა (და ვინც შემდგომ ყველაფერი დაკარგა, ეთნიკური წმენდის შედეგად), ბრძოლის არავითარი სურვილი არ ჰქონდათ. აქ გარკვეულწილად გამსახურდიას პროპაგანდამაც იმოქმედა - როგორც ბევრი ლტოლვილი ყვებოდა, ზვიადს პირადად შემოუთვლია, თითქოს არძინბასთან დადებული ხელშეკრულების კვალად, მისი მომხრენი უვნებელნი იქნებოდნენ აფხაზთა მხრივ.

მათთვის, ვინც იბრძოდა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უფრო რაღაც პოლიტიკური ცნება იყო და არა პირადი შეხების წერტილი: ხოლო ზემოაღწერილი ანტიპოლიტიკური განწყობის გამო, ნაციონალიზმის მორალურ ვალდებულებათა გადატანა სამხედრო სამსახურის სპეციფიკურ მოთხოვნათა სიბრტყეში უკვე შეუძლებელი აღმოჩნდა. ბევრი ქართველი ახალგაზრდა, რომანტიკულ-პატრიოტულ ძახილს აყოლილი მიდიოდა ომში, ოღონდ საერთოდ წავიდოდა თუ არა, ან რამდენ ხანს დარჩებოდა იქ, ეს საკუთარი არჩევანის ამბად უჩანდა და არა საზოგადოებრივ ტვირთად.პრაქტიკულად, მეგობრებისა თუ უშუალოდ არჩეული მეთაურის მიმართ თანადგომა სამშობლოს მსახურების აბსტრაქტების ცნებაზე ბევრად მეტს ნიშნავდა. აგერთვე, ყოვლად წარუმატებელი აღმოჩნდა დისკრედიტირებული და კორუმპირებული კომისარიატების მეშვეობით სამხედრო შენაერთების ფორმირებების მცდელობა სავალდებულო სამხედრო გაწვევვის საფუძველზე. არც თავად საქართველოს ხელისუფლების გულგრილი, ბოოომდე გაურკვეველი დამოკიდებულება უწყობდა ხელს პატრიოტული სულისკვეთების გამოვლენას. ბევრი მებრძოლი ალალად კითხულობდა (რაც ქართულ მედიას ბევრჯერ დაუფიქსირებია და მეც პირადად არაერთხელ გამიგია) - ეს ომი რისთვის იყო და მართლა თუ აწყობდა ხელისუფლებას მისი მოგება.

ბუნებრივია, ნაკლებად ვიცი აფხაზთა მხარეს რა ვითარება სუფევდა, მაგრამ ისე ჩანს, აფხაზურ საზოგადოებაში უბრალოდ შეუძლებელი იყო ომის აუცილებლობის საკითხზე დავა. არძინბას ხელისუფლება ომს აფხაზი ერის ფიზიკური გადარჩენის ერთადერთ გზად სახავდა, რაც ყოველგვარი ორჭოფობის შესაძლებლობას გამორიცხავდა. თუმცა ბევრი შემთხვევაა ცნობილი, როცა ერთსა და იმავე სოფლისა თუ მომიჯნავე სოფლების აფხაზური და ქართული მოსახლეობა გარიგებულა ერთმანეთში: ეს ომი პოლიტიკოსების წამოწყებულია და თავად არკვიონ საკუთარი პრობლემები, ჩვენ კი წლების მანძილზერ მშვიდობიანად გვიცხოვრია გვერდიგვერდ და ამ შეხლაში მონაწილეობას არც ერთი მხრიდან არ მიიღებს არავინო. მერე და მერე, როცა იმატა მსხვერპლმა და ხმებმა იორმხრივი ხოცვა-ჟლეტვის თაობაზე ყველგან შეაღწია, ბუნებრივია, ვეღარც ამ „სეპარატულმა პაქტებმა“ უშველა საქმეს.სხვათა შორის, აფხაზთა მნიშვნელოვანი ნაწილი ახლა აყრილია აფხაზეთიდან)მათგან უმრავლესობა რუსეთშია) და ზნელი სათქმელია, ომის დროს უშველეს თავს თუ არძინბას რადიკალიზმს ვეღარ შეეწყვნენ (ამ მხრივ რაიმე გამოკვლევის მცდელობაზეც არაფერი მსმენია).

ჯერ-ჯერობით, ომის უმნიშვნელოვანესი შედეგი ის კი არაა, რომ ქართული ჯარი დამარცხდა და გამოიდევნა აფხაზეთიდან - მთავარი ისაა, რომ ეთნო-დემოგრაფიული ბალანსი პირწმინდად შეიცვალა. თუმც ზოგიერთი ქართველი მაინც ნებსით დარჩა იქ (ძირითადად გამსახურდიას მომხრენი), პოლიტიკური თვალსაზრისით მათი რიცხვი ყოვლად მცირეა. 200 000 ქართველზე მეტი „იძულებით გადაადგილებულ“ პირად იქცა. სტატისტიკა ორივე მხრით მეტად არასანდოა, და ისიც კი საკითხავია, ახლა თუ წარმოადგნენ აფხაზები ეთნიკურ უმრავლესობას ამ ტერიტორიაზე, ოღონდ ის ეთნობალანსი, რომელსაც აფხაზები ასე უფრთხოდნენ, აღარ არსებობს.

რუსეთის წილი

რუსეთის როლი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შესაძლოა ყველაზე სადავო საკითხიც იყოს. გულდინჯი ანალიზის შედეგად იქნებ გვეპოვა კიდეც რაღაც საშუალო - ყველა კავკასიური პრობლემის რუსულ შეთქმულებაზე გადაბრალებასა და, ვთქვათ, იმის მტკიცებას შორის, რომ რუსეთის წილი რეგიონში მომხდარ არეულობებში მინიმალურია, ხოლო მისი როლი - პირიქით, დამაშოშმინებელი. ოღონს რა არის სწორედ ეს საშუალო?

დარწმუნებით ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთი იყო და ახლაცაა აფხაზების ყველაზე მნიშვნელოვანი, თუმცა არა ყოველთვის საიმედო მოკავშირე ამ კონფლიქტში. და თუმც აფხაზები ყოველთვის კმაყოფილნი არ რჩებოდნენ რუსეთის მოქმედებით, მოსკოვზე ძლიერი პოლიტიკური მოკავშირე მათ არავინ ჰყავთ. აქედან გამომდინარე, მას შემდეგაც კი, რაც 1997წ. მარტში, აფხაზთა სურვილის საწინააღმდეგოდ, დსთ დათახნმდა შეეცვალა რუსეთის ფორმალურად იმავე დსთ-ს) მშვიდობისდამცავი ძალების მანდატი კონფლიქტის ზონაში, არძინბას ისევ იმის გარემოება უწევდა, რომ რუსეთი ერთადერთ სამშვიდობო ძალად მიაჩნდა და თანახმა იყო მას თავისი მისია გაეგრძელებინა (ოღონდ იგულისხმებოდა ისევ ძველი უფლებებით).

სინამდვილეში, საკითხავი ისაა, რა მოტივები ამოძრავებს რუსეთს და რამდენად შორსგამიზნულად უწყობს ხელს მოსკოვი აფხაზთა გეგმებს? დავიწყოთ იმ საყოველთაოდ გარცელებული მოსაზრებით, რომ რუსეთს კავკასიის მიმართ არანაირი, თუნდაც მეტ-ნაკლებად გააზრებული პოლიტიკა არ გააჩნია1. ნაწილობრივ, ეს იმითაც აიხსნება, რომ რუსეთის მთავრობაში არ არსებობს ერთი რომელიმე ცენტრალური ორგანო, რომელიც რუსეთის რეგიონში ამ პოლიტიკას განსაზღვრავდა (როგორც ბევრჯერ ითქვა, საგარეო საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს სულ სხვადასხვა ხედვა აქვთ, მაშინ როდესაც ეკონომიკური ნიშნით გაერთიანებულ ჯგუფებს (ჩერნომირდინი, ბერეზოვსკი და სხვ.) კიდევ საკუთარი მიზნები ამოძრავებთ2. მეორე მხრივ, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთი ობიექტურ სიძნელეებსა და ღია გამოწვევას აწყდება რეგიონში, რაც ასევე, გარკვეულწილად მაინც, მის მოწინააღმდეგეობრივ და ზოგჯერ ურთიერთსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს განაპირობებს.

სადაც არ არსებობს რაციონალურად გააზრებული პოლიტიკა, იქ ემოციური გადაწყვეტილებები ჭარბობს და ეს ემოციური ქცევაც თავისთავად სავსებით გასაგებია: კავაკასიასთან მიმართებით, რუსეთი ინსტიტქურად ცდილობს რაც შეიძლება მეტი ძალა და გავლენა შეინარჩუნოს, ხოლო სამხედრო ზეგავლენა მას მიზნის მიღწევის გადამწყვეტ ბერკეტად მიაჩნდა მუდამ. რუსი სტრატეგოსები სავსებით მართებულად ვარაუდობდნენ, რომ თუ რუსეთის სამხრეთ მეზობლებს - საქართველოსა და აზერბაიჯანს თავიანთ ნებაზე მიუშვებდნენ, ისინი მაშინვე საკუთარი, დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებასა და რუსეთის ალტერნატიული პარტნიორების ძებნას მიჰყოფდნენ ხელს. საქარტველო, საზოგადოდ, დასაველთზეა მომართული, მაშინ როცა აზერბაიჯანისათვის დამოუკიდებლობა თურქეთთან ახლო ურთიერთობის გაბმასა და დასავლეთის ნავთობკომანიებთან პარტნიორობის შესაძლებლობას ნიშნავს. რისი დაპირისპირება შეუძლია იქ რუსეთს? თავად ძალაგამოლეულსა და საკუთარ პრობლემებში გახლართულს, რითი უნდა დაება ახალი მეზობლები (ე.წ. „ახლო საზღვარგარეთი“), თუ არა რაღაც სახმედრო ზეწოლის არგუმენტით? ამისათვის ყველაზე შესაფერისი მიმდინარე კონფლიქტებით მანიპულრება ჩანდა, რაც იქცა კიდეც რუსეთის საგარეო პოლიტიკის მთავარ მიმართულებად რეგიონში. ამ ქვეყნების დაქუცმაცებისა და დასუსტების, მათთვის საგარეო პრობლემების გამრავლების შედეგად რუსეთი, ბუნებრივია, ნაკლებ წინააღმდეგობას გადააწყდებოდა საკუთარი გავლენის გასამტკიცებლად.

ასე და ამგვარად, ამ გავლენის საუკეთესო გამოხატულებად რუსეთის სამხედრო მუნყოფნა ჩაითვალა. აქვე ითქვას, სამხედროები განსაკუთრებული გავლენით სარგებლობდნენ „ახლო საზღვარგარეთის“ მიმართ რუსეთის პოლიტიკის განსასაზღვრად. თუნდაც ის რად ღირს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დე ფაქტო არსებობდა ერთგვარი უწყება, რომლის მეშვეობიათაც საგარეო საქმეთა სამინისტრო საქმეს იჭერდა „ნამდვილ“ საზღვარგარეთთან, მაშინ როდესაც ყოფილ საბჭოთა კავშირში შემავალ ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხები უპორატესად თავდაცვის სამინისტროს ებარა. ასევე ბევრი რუსი პოლიტიკოსი, და არა მხოლოდ უკიდურესად ნაციონალისტთა წრიდან, კავკასიის პრობლემების მიმართ სამხედრო არჩევანს ემხრობოდა3.

მეორე მხრივ, რუსეთს მართლაც ჰქონდა რეალური ინტერესები ამიერკავკასიაში. ჩრდილო კავკასია რუსეთის ფედერაციაში შედის, და აქ სტაბილურობის შენარჩუნება მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ფაქტორი იყო. 1992 წლისთვის ჩეჩნეთის პრობლემა უკვე მთელი სიმწვავვით იდგა, და რუსეთში შიშობდნენ რომ ამგვარ პრეცედენტს არსებული სახელმწიფოს „დომინოს ეფექტით“ დაშლა შეეძლო. ასე თუ შევხედავთ საკითხს, ამიერკავკასიაში და საქართველოში განსაკუთრებით, არასტაბილური სიტუაცია სულაც არ აწყობდა რუსეთს. აფხაზეთის პრობლემა თითქოს ჩეჩნეთის ანალოგიური იყო, და იქ სეპარატისტული ტენდენციების გაღვივება ლოგიკურად რუსეთისთვის სულაც არ იქნებოდა ხელსაყრელი - სხვა რომ არაფერი, თავად მას გაუჩნდა პრობლემები, თუნდაც ლტოლვილთა დიდი ნაკადის გამო. აქ კიდევ სხვა წინააღმდეგობებიც იჩენს თავს, თუნდაც გეოპოლიტიკურსა და ეკონომიკურს შორის: ამის თვალსაჩინო მაგალითად აზერბაიჯანის ნავთობთან დამოკიდებულება გამოდგება - როცა საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველანაირად ცდილობდა აზერბაიჯანს ხელი აეღო კასპიის ზრვიდან ნავთობის ამოქაჩვაზე, რუსეთის საქმიანი წრეები, პოლიტიკურ არენაზე პრემიერ-მინისტრ ჩერნომირდინის წარმომადგენლობით, აზერბაიჯანის ნავთობის პროექტში იღებდნენ უშუალო მონაწილეობას და თავის წილს მოითხოვდნენ. მაგრამ აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით ამგვარი წინააღმდეგობრიობა მინიმალური იყო - აფხაზეთის საამდღეისო ეკონომიკური მნიშვნელობა ბევრად მცირეა.

აფხაზეთის კონფლიქტი ასევე დაემთხვა თავად რუსეთში მიმდინარე პოლარიზაციის პროცესს პრეზიდენტ ელცინის გარშემო შემოკრაბილ „დემოკრატებსა“ და ნეოკომუნისტ/ნაციონალებს შორის (ე.წ. „წითელ რუხფეხიანთა კოალიცია“). აფხაზეთი ერთი იმ საკითხთაგანი იყო, რაზეც ეს ორი ერთმანეთს დაუპირისპირდა. ელცინის ხალხი, პრინციპში მაინც, თითქოს შევარდნაძესა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერდა მხარს, ხოლო კომუნისტ/ნაციონალისტები დაუფარავად ემხრობოდნენ აფხაზებს და რუსეთს აფხაზეთის აქნექსიისაკენ მოუწოდებდნენ. თავის მხრივ, შევარდნაძე, მთელი ომის განმავლობაში, ხაზს უსვამდა „დემოკრატიულ“ და „რეაქციულ“ რუსეთს შორის განსხვავებას და შესაძლებლოაბს არ უვებდა ხელიდან, ელცინისადმი საკუთარი ლოიალური დამოკიდებულება გამოეხატა.

ოღონდაც, ამ „ორ რუსეთს“ შორის სადემარკაციო ხაზი არც ისე იოლი გასავლებია, როგორც ეს შევარდნაძეს სურდა ეჩვენებინა. იგივე თავდაცვის მინისტრი გრაჩოვი „ელცინის კაცი“ იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში, რუსი სამხედროები უშუალოდ ეხმარებოდნენ აფხაზებს. ასე ჩანს, ელცინისთვის საკუთარ სამხედროებთან კარგი ურთიერთობა ბევრად მეტს ნიშნავდა, ვიდრე შევარდნაძის თანადგომა თუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი (თუნდაც ჩეჩნეთის პრობლემის გაჩენის პერსპექტივით). ამიტომაც სამხრედროებთან შესაძლო დაპირისპირებით საკუთარი პოზიციების შესუსტებას მან თავი აარიდა და რაკი ამიარკავკასიის საკუთარი კონტროლის ქვეშ ყოლის აუცილებლობას რუსეთის მთელი პოლიტიკური სპექტრიც იზიარებდა, არავითარი პროქართული ფრაქცია მის მთავრობაში არ არსებობდა. რუსეთის პოლიტიკური ელიტა საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ სახელწმიფოს, საერთოდ არ უყურებდა სერიოზულად, ამიტომაც მისთვის მეტად ძნელი იყო აფხაზეთის და ჩეჩნეთის პრობლემების ერთ სიბტყეზე აღქმა. მათი ღრმა რწმენით, რუსეთი, ბოლოს და ბოლოს, დიდი ჭაპანწყვეტის გარეშე მოაგვარებდა ჩეჩნეთის საკითხს, და რარომღა არ უნდა ცდილიყვნენ, აფხაზეთის კონფლიქტის სასურველი მიმართულებით წარმართვის შემთხვევაში, საქართველოც „თავის ადგილზე მოესვათ?“ ეს გზა სულაც აღარ მოითხოვდა ქვეყანაში ღია სამხედრო ინტერვენციის მხრადჭერას და/ან საკუთარი სამხედროების მეტისმეტი დამოუკიდებლობის მინიჭებას სამოქალაქო ხელისუფლების მხრიდან. ესეცაა, თავისუფლების მოსურნე საქართველო,რომელმაც უარი თქვა დსთ-ს წევრობაზე, მათთვის მეტისმეტად გამაღიზიანებელი იყო. ამავე დროს, ინტელექტუალებისა და ლიბერალურად განწყობილი პოლიტიკოსების მთელი რიგი (გალინა სტაროვოიტოვასა და ელენა ბონერის ჩათვლით) საქართველოს „მცირე იმპერიად“ აცხადებდა და აფხაზეთს ზნეობრივ საფუძველზე უჭერდა მხარს: თუ რუსეთმა საქართველოს ანება თავი, საქართველომ რატომღა არ უნდა დაანებოს თავი აფხაზეთს?

აფხაზეთის მიმართ რუსეთის ხელისუფლებისაგან დახმარების კიდევ ერთი „ობიექტური“ მიზეზი ის გახლდათ, რომ ის ჩრდილო კავკასიის ავტონომიის განაწყენებასაც ერიდებოდა. იქნებ რუს პოლიტიკოსებისავის მოულოდნელადაც კი, კრიზისმა აფხაზეთში ჩრდილო კავკასიელთა ნაციონალისტური გრძნობები სულ სხვა კალაპოტში მოაქცია, რაც, სხვა შემთხვევაში, შესაძლოა რუსეთის საწინააღმდეგოს მიმართულიყო. მაგალითად, კავკასიის ხალხთა კონფედერაციის ლიდერი, მუსა შანიბოვი იმუქრებოდა, რომ თუ რუსეთი საქართველოს დაუჭერდა მხარს აფხაზეთის ომში, ჩრდილო-კავკასიის რესპუბლიკები ჩეჩნეთს მიბაძავდნენ და ერთიანად გამოაცხადებდნენ დამოუკიდებლობას.

შედეგად, მაშინ როცა ნაციონალისტ/კომუნისტთა ოპოზიცია ღიად და თანმიმდევრულად უჭერდა მხარს აფხაზებს, მთავრობა და მის გარშემო მყოფი დემოკრატიული ბანაკი გაურკვევლობაში იყო. პრაქტიულად, ეს იმას ნიშნავდა, რომ ელცინს არც უცდია რუს სამხედროთა შეკავება აფხაზეთში, თუმცა შიგადაშიგ კი იმეორებდა, „საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“ ვუჭერ მხარსო. თავად ის ფაქტიც, რომ (როგორც ყველა სხვა პოსტკომუნისტურ კონფლიქტებში) ორივე მხარე რუსეთის სამხედროებისაგან შოულობდა იარაღს, სწორედ რუსეთის მხრივ კონფლიქტის ესკალაციის სურვილზე მიანიშნებს. ასევე მოსკოვს საერთოდ არ ძალუძდა თუნდაც მოპარული იარაღი ვაჭრობის წყარო დაეხშო საკუთარი სამხედროებისათვის. რუსეთის მთავრობას ვერავითარი გადაწყვეტილება ვერ მიეღო და საკუთარ პოლიტიკას ვითარებისდა მიხედვით ცვლიდა.

რუსეთის დამოკიდებულება აფხაზეთის მიმართ შეგვიძლია განვიხილოთ როგორც კერძო შემთხვევაში მისი საერთო სურვილის გამოხატულება „ახლო საზღვარგარეთის“ შიდა კონფლიქტები თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა. მაგრამ აქ ზოგი სხვა ანგარიშიც ედო. აფხაზეთი, ერთი უპოპულარულესთაგანი დასასვენებლი მხარე იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში. და ბევრ რუსს, გასნსაკურებით სწორედ ელიტის წარმომადგენელს, მასთან მეტისმეტად სენტიმენტალური გრძნობები აკავშირებდა; ეს კი აფხაზეთის რუსეთთან მიერთების, ან თუნდაც იქ რუსული წესრიგის დამყარების იდეას განსაკუთრებით მიმზიდველს ხდიდა. მეტიც, იმავე ელიტას (მათ შორის მაღალჩინოსან გენერლებს), ისევე როგორც სხვადასხვა სამთავრობო დაწესებულებებს უძრავი ქონება-საკუთრებაც გააჩნდათ იქ, და ეს უკვე გარკვეულ ეკონომიკურ ინტერესს ნიშნავდა. და ბოლოს, საბჭოთა იმპერიის დაშლაში შევარდნაძის წვლილის გამო, რუსი სამხედროები არც ფარავდნენ მიმ მიმართ სიძულვილს, და ესეც ბოლო, თუმცა არა უკანასკნელი მოტივი გახლდათ4. და კვლავ, არცერთი ეს მოსაზრება არ გამორიცხავს ერთურთს.

მაინც რამდენად გადამწყვეტი იყო აფხაზებისათვის რუსეთის მიერ გაწეული სამხედრო და ეკონომიკური დახმარება? ასეთ შეკითხვაზე პირდაპირი პასუხის გაცემა ბევრად უფრო მეტ სამხედრო ხასიათის ინფორმაციას მოითხოვს, ვიდრე პირადად მე გამაჩნია, ხოლო ნებისმიერი ზოგადი შეფასება, ნებისმიერ შემთხვევაში, პრაქტიკულად დაუმტკიცებელია. ასეა თუ ისე, ჩეჩნებისაგან რუსებისათვის ნაწვნევი მარცხის მერე, ადვილი სათქმელია, თითქოს აფხაზებს სხვების დაუხმარებლადაც შეეძლოთ ქართველებზე გამარჯვების მიღწევა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ უკიდურეს დეზორგამიზებულობას, ოფიციალური თბილისის პოლიტიკური ელიტის დაქსაქსულობასა და საქართველოს ხელისუფლების არაერთგვაროვნებას. ყოველ შემთხვევაში, დახმარება აფხაზებს ჰქონდათ, და არა უმნიშვნელო.

ყოველგვარი ამომწურავი პასუხის ფლობის პრეტენზიის გარეშე, მე ჩემს რამდენიმე მოსაზრებას შემოგთავაზებთ:ჯერ ერთი, ჩეჩნებმა მართლაც ქარს გაატანეს რუსეთის არმიის ძლევამოსილების მითი; ოღონდ აფხაზეთის ომის დროს ამ მითს ჯერ კიდევ თავისი გაჰქონდა. თავად ის ფაქტი, რომ რუსი ოფიცრები (არა აქვს მ,ნიშვნელონა გადამდგარნი, თუ სამხედრო სამსახურში მყოფნი) აფხაზთა მხარეს იბრძოდნენ და რუსეთის თვითმფრინავები ბომბავდნენ ქართული ჯარის პოზიციებსა და ეთნიკური ქართველებით დასახლებულ პუნქტებს (ამ ორ ფაქტს უკვე აღარავინ უარყოფს) საკმაოდ შეარყია ქართული მხედრობის ფსიქოლოგიური განწყობა, ხოლო პოლიტიკური ხელმძღვანელობა დაარწმუნა, რომ სრული გამარჯვება, უბრალოდ შეუძლებელი იყო.

მეორეც, ორიოვე მხარე რუსული წარმოების იარაღით იბრძოდა, მაგრამ ცხადი იყო რუსი სამხედოების მიკერძოება აფხაზების მიმართ; შესაბამისად, უნდა ვიგულისხმოთ, რომ მათ უპირატესი მომარაგება ექნებოდათ, და რაკი ამ მომარაგებასაც პოლიტიკური სარჩული ედო, რუსეთს შეეძლო მხოლოდ იმდენი იარაღი მიეწოდებინა ქართული მხარისათვის, თბილისს ომი არ შეეწყვიტა და ქვეყანაც მეტად და მეტად დასუსტებულიყო, ოღონდარა იმდენი, ქართველებს გამარჯვებისთვის მიეღწიათ.

მესამეც, ძნელი სათქმელია, თითქოს აფხაზებს ბრძოლისადმი ისეთივე მიდრეკილება ჰქონოდათ, როგორც ჩეჩნებს. ჩეჩნები ფესვგადგმული სამხედრო ტრადიციების მთიელი ხალხია, რასაც აფხაზებზე ვერ ვიტყვით. ეს უკანასკნელნი დიდწილად უკვე ურბანიზებულნი იყვნენ, და ვერც მათ მხარეში ტურიზმის ფართო გავრცელება შეუწყობდა ხელს საბრძოლო ჩვევების გამომუშავებას.

მეოთხეც, მე უკვე აღვნიშნე ის პარადოქსული ამბავი, რომ რუს სამხედროთა საბრძოლო განწყობა აფხაზეთში შესაძლოა ბევრად უფრო მაღალი იყო, ვიდრე ჩეჩნეთში. ბევრი მათგანი, ვინც უშუალოდ იღებდა მონაწილეობას სამხედრო ოპერაციებში, გადამდგარი ოფიცრები იყვნენ - ანუ საკმარისად მაღალი სამხედრო კვალიფიკაციის მქონე ხალხი - ყოველ შემთხვევაში, იმ გამოუცდელ ახალგაზრდებთან შედარებით, ვინც ისიც კი არ იცოდა ხეირიანად, რისთვის აომებდნენ ჩეჩნეთში. უსამსახუროდ დარჩენილ ამ ოფიცრებს, უპირველესად ფინანსური ინტერესები ამოძრავებდათ, ოღონდ რუსული მედიისთვის მიცემული მათი ინტერვიუებით თუ ვიმსჯელებთ, არც გარკვეული ფსიქოლოგიური მოტივაციები აკლდათ. ყველანი დარწმუნებულები იყვნენ, რომ რუსეთის სახელმწიფოებრივ ინტერესებს ემსახურებოდნენ და პირადად შევარდანძეზეც იყრიდნენ ჯავრს, ვინაც რუსეთის ერს უღალატა. (სხვათა შორის, დუდაევისა და მასხადოვის მისამართით არასოდეს არავის გამოუხატავს ამგვარი უარყოფითი ემოციები, როგორც შევარდნაძის მიმართ). ისიც ითქვას, „ჩაგრული“ აფხაზების მხარეს ბრძოლა „ქართველი იმპერიალისტების“ წინააღმდეგ, მათს შეგნებას რუსული იმპერიულობის ბრალეულობისაგანაც ათავისუფლებდა. ასე რომ, გაწვრთნილი, ფსიქოლოგიოურად საბრძოლოდ განწყობილი რეგულარული რუსული შენაერთებისაგან ცოცხალი ძალისა და ყოველგვარი ტექნიკური საშუალებებით დახმარებას, გასაკვირი არაა, მნიშვნელოვანი გავლენა ექონია ომის მსვლელობაზე.

და ბოლოს, რუსების თანადგომა თვითრწმენას უმტკიცებდა აფხაზებს - არა მხოლოდ ომის დროს, არამედ მანამდეც და მის შემდეგაც. საინტერესოა (ამ შეკითხვაზე კი ნაღდ პასუხს, ალბათ ვერასოდეს მივიღებთ) ირჩევდა თუ არა არძინბა ასეთ სარისკო გეზს და წავიდოდა თუ არა ამგვარ კონფრონტაციაზე, მანამდეც რომ არ ჰქონოდა რუსეთის სრული დახმარების იმედი. ხოლო იმის მოლოდინი, რომ საბოლოოდ რუსეთში ნაციონალისტები და კომუნისტები აიღებდნენ ხელში ძალაუფლებას ასევე ნაკლებად განაწყობდა ნებისმიერ კომპრომისზე წასასვლელად.

______________________

1როგორც წესი, ამას ყველა რუსი პოლიტოლოგიც აღიარებს. იხ. მაგ.: Dmitri Trenin, “Russia's Secutiry Interests and Policies in the Caucasus region,” in Bruno Coppieters (ed.,), Contested borders in the Caucasus, VUB Press; Brussels, 1996, pp.91-102.

2 მართლაც, 1997 წლის დასაწყისში სულ მცირე, ექვის ფიგურა მაინც ქმნიდა ამინდს რუსეთის საგრეო პოლიტიკის განხრით: 1) თავად ელცინი და ფართო უფლებებით აღჭურვილი პრეზიდენტის ადმინისტრაცია; 2) საგარეო საქმეთა სამინისტრო - პრიმაკოვის თაოსნობით; 3) ლუკოილი, ტრანსნეფტი, გაზპრომი და რუსეთის პრემიერ-მინისტრ ჩერნომირდინზე გასული სხვა ენეგეტიკული კონგლომერატები; 4) თავდაცვის სამინისტრო და მისი მაშინდელი ხელმძრვანელი იგორ როდიონოვი; 5)ატომური ენერგეტიკის სამინისტრო - ვიქტორ მიხაილოვის წარმომადგენლობით; 6) საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა სამინისტრო - ოლეგ დავიდოვის სახით და ზემოხსენებული სამინისტროს დაქევემდებარაებაში მყოფი, იარაღის ექსპორტიორი სახელმწიფო კომპანია „რაზვოორუჟენიე“. (იხ. Robert O. Freedman, “Russian Policy Making and Caspian Sea Oil,” Analysis of current events, vol. 9. No. 2. February, 1997 p.6) სიამ შესაძლოა იმატოს ექსპერტთა შეხედულებების მიხედვით (ვთქვათ, ზოგი გენერალ ნიკოლაევის საუფლოს - სასაზღვრო ჯარების დეპარტამენტსაც ასახელებს) და გავლენიანობის რეიტინგიც დროთა განმავლობაში იცვლებოდეს, მაგრამ მოსაზრება, რომ მოსკოვს არ გააჩნია ერთიანი საგარეო პოლიტიკის შემმუშავებელი ცენტრი, ფართოდაა გაზიარებული.

3 რუსეთის დუმის ერთ-ერთმა ლიბერალმა წევრმა 1994 წელს ტავის ინტერვიუში არც დაფარა, რომ დსთ-ს ქვეყნებთან ურთიერთობის კომიტეტის წევრთა დიდი უმრავლესობის აზრით, რუსეთის ზეგავლენის შესანარჩუნებლად საქართველო სუსტი და დანაწევრებული უნდა დარჩესო, თავად ამ კომიტეტის თავმჯდომარემ. კონსტანტინ ზატულინმა საჯაროდ განაცხადა: „საქართველო ან ჩვენი სატელიტი გახდება, ან სულ გაქრება მსოფლიო რუკიდან“.

4 მოსკოუ ნიუსისათის მიცემულ ინტერვიუში, აფხაზეთსი მებრძოლი პოდპოლკოვნიკი ვინმე სერგეი ლეონენკო, შევარდნაძის მიმართ სიძლვილს რუსი სამხედროებისათვის აფხაზების დახმარების ერთ მთავარ მოტივად ასახელებს. ასევე მისი მტკიცებით, რუსულ მხედრობას ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ომი აფხაზეთში რუსეთის ეროვნული ინტერესების დაცვასაც ნიშნავდა. როცა დახმარების ფორმების თაობაზე დაუსვეს შეკითხვა, მან უპასუხა, რომ ოფიციალური ბრძანების მიხედვით ნეიტრალიტეტი უნდა დაეცვათ, ამიტომაც ყველაფერს ვერ მოყვებოდა, ოღონდ აღიარა - აფხაზებს მუდამ შეიძლება ჰქონდეთ ჩვენი იმედიო. (18 ივლისი, 1993).

12 მორიგების პერპსექტივები

▲ზევით დაბრუნება


ომში საქართველოს დამამცირებელმა მარცხმა თბილისის ხელისუფლების რუსეთთან ურთიერთობასაც ძირეულად უცვალა გეზი. რაკიღა ომი საყოველთაო აზრით, რუსეთთან წავაგეთ. დსთ-ში შესვლაც კაპიტულაციის სიმბოლოდ იქნა აღქმული (მართალია, თავად ამ გაერთიანებას გადამეტებულ მნიშვნელობას ანიჭედბენენ, მაგრამ სომბოლოები მუდამ განსაკუთრებულ როლს თამაშობდნენ ქართულ პოლიტიკაში). ასეა თუ ისე, ხალხი მოელოდა, რომ კაპიტულაციის ამ თავისებურ აქტზე ხელმოწერის სანაცვლოდ ქვეყანაში დამყარდებოდა მშვიდობა, სტაბილურობა, ცხოვრების პირობებიც გაუმჯობესდებოდა და შიდა პრობლემებსაც თავისთავად მოევლებოდა. რაკიღა საქართველო კიდევ ერთხელ დათანხმდა რუსეთის ფრთის ქვეშ შეეფარებინა თავი, ვარაუდობდნენ, რომ რუსეთი თავად გადაგვიწყვეტდა ყველა საკითხს.

თავიდან თითქოსა ასეც ჩანდა. ზვიადისტების ამბოხი დასაველთ საქართველოში სწრაფად და შედარებით უმტკივენეულოდ ჩაახშეს, რამაც ქვეყნისშიდა სტაბილიზაციას შეუწყო ხელი. რუსეთის სამხედროებმა მხოლოდ მცირეოდენ თუ მიიღეს მონაწილეობა ოპერაციაში, მაგრამ შევარდნაძის ხელისუფლების მიმართ მათი მხრადჭერაც უკვე საკმარისი იყო წარმატების მისაღწევად. ზვიადისტთა ორწლიანი თავის სატკივარის ასე იოლად მოგვარებამ ხელისუფლებას ახალ-ახალი და, რაც მთავარია, ასევე სწრაფად მისაღწევი საოცნებო წარმატებების იმედი ჩაუსახა.

აფხაზეთში განცდილი სამხედრო მარცხის სასიკეთოდ შემობრუნება თბილისის ახალი პოლიტიკის იმედი - თუ, უფრო სწორად - ილუზია იყო. საქართველო თანხმდებოდა რუსეთის სამხედრო ნაწილების განლაგებას მის ტერიტორიაზე შემდეგი სახით: 1. სამშვიდობო ძალები აფხაზეთში; 2. სასაზღვრო ჯარები საქართველო-თურქეთის საზღვრის გაყოლებაზე; 3. სამხედრო ბაზები ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში. სანაცვლოდ, საქართველო იმედოვნებდა რუსეთის მიერ მისთვის აფხაზეთის „დაბრუნებას“ - ანუ, თბილისის ხელისუფლების დე ფაქტო კონტროლის აღდგენას რეგიონში. რაღა თქმა უნდა, ასეთი რამ, არსად, არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში არ ასახულა, თუმცა რუსეთის ბაზებზე შეთანხმების 1995 წელს შემუშავებულ ვარიანტს ბოლოსართი ახლავს, სადაც აღნიშნულია, რომ შეთანხმება მხოლოდ აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის აღდგენის შემდგომ შედის ძალაში. მართალია, ეს ფრაზა ამოღებულ იქნა იმავე 1995 წლის ოქტომბერში შევარდნაძის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის დანართიდან, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტს მას შემდეგ არაერთგზის განუცხადებია, რომ საქართველოს ტერიტორიოული მთლიანობის აღდგენა უცილობლად იგულისხმება შეთანხმების მიხედვით, რომელიც ჯერ კიდევ სარატიფიკაციოა, ოღონდ ის, თუ როგორ შეიძლება მოხდეს აფხაზეთზე საქართველოს ფაქტიური კონტროლის აღდგენა, არასოდეს დაზუსტებულა; ამის მიუხედავად, რუსული ჯარის მეშვეობით ლტოლვილთა დაბრუნება ყველასათვის მთავარ საკითხად იქცა. რუსეთის თავდაცვის მინისტრ გრაჩოვსაც კი დასცდა ამის თაობაზე, მართალია არაოფიიალური და მეატდ ზოგადი ხასიათის, მაგრამ მაინც მოწმეების წინაშე გამოთქმული დაპირებანი1. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ხალხში სავსებით სერიოზულად გაჩენილიყო „რაღაც“ მნიშვნელოვანის მოლოდინი, რასაც უციდლობლად დევნილთა დაბრუნების პროცესი უნდა მოჰყოლოდა. ამ განხრით ქართული დიპლომატიის ერთადერთი მიღწევა იყო 1997 წელს დსთ-ის სამიტზე მირებული რეზოლუცია, რომ სამშვიდობო ძალები აფხაზეთის სიღრმეში გადაინაცვლებდნენ, ქართველ ლტოლვილტა თუდაც სამხრეთ რეიონებში დაბრუნების უზრუნველსაყოფად. მაგრამ აფხაზეთის ხელისუფლებამ უარი თქვა მანდატის მოქმედების აგაფრთოებზე და განაცხადა, რომ საერთოდ მოითხოვდა რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანის აფხაზეთის ტერიტორიიდან, თუკი დსთ-ის რეზოლუცია ძალაში შევიდოდა. შედგად, მაისის თვეში გამართული დამატებითი კონსტულტაციების გარდა, ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი არც არაფერი მომხდარა.

ბოლოს, არც ამ კონსულტაციებს მოუტანია რაიმე ხეირი და რუსეთის პოლიტიკაც კონფლიქტის მიმართ სრულიად ბუნდოვანია. ცხადი ხდება, რომ რუსების დახმარებას აფხაზებისათვის ერთადერთი მიზანი ჰქონდა - საქართველოზე საკუთარი გავლენის აღდგენა. ახლა, როცა მიზანი მიღწეულია, რატომღა არ შეიძლება, ეს დახმარება მეორე მხრისაკენ მიიმართოს? ლოგიკურად კი ჟღერს, მაგრამ არც ასე მარტივადაა საქმე. ბოლო სამი წლის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ რუსეთს არც სურვილი აქვს და არც შეძლება, რაიმე შეიცვალოს. მეტიც, აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარება რუსეთს არც აწყობს - თბილისზე თავისი გავლენის დაკარგვის შიშით. რუსი პოლიტიკოსები ვარაუდობენ - და ამ შემთხვევაში, სავსებით მართებულადაც - რომ რუსეთის საბოლოო გეოპოლიტიკურ ბატონობას საქართველო ვერასოდეს შეეგუება ძლიერი და უწყვეტი ზეწოლის ქვეშ.

აფხაზეთის პრობლემის დაკონსერვება ერთადერთ გზად მოჩანს საქართველოს თუნდაც გარკვეულ ზღვრამდე მოსათოკად. მეორე მხრივ, აფხაზებსაც სჭირდებათ რუსეთის თანადგომა, რაკი სხვა გზას ვერ ხედავენ, ოღონდ არც მთლად სათამაშოები არიან რუსეთის ხელში და რუსეთმა რომ ისურვოს აფხაზეთის საკითხის საქართველოს სასარგებლოდ გადაჭრა არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური ზეწოლა არ იქნება საკმარისი. ჩეჩნეთის ომის მერე ყველაზე გულუბრყვილო პრორუსულად განწყობილი პოლიტიკოსებიც კი მიხვდნენ, რომ მოსკოვს არრა უღირს ახალი სისხლისღვრა - თუნდაც რუსული ბაზების სანაცვლოდ ახალქალაქსა და ბათუმში, ოღონდ ეგაა, გადამწყვეტი ცვლილებების მოხდენა უსისცლოდ აქ არ გამოვა. მეორე მხრივ, ჩეჩნეთის სტატუსთან დაკავშირებულ სიტუაციას თუ გავითვალისწინებთ, პრობლემის გადაწყვეტას აფხაზეთის რუსეთთან მიერთების მეშვეობით, მხოლოდ რუსი ულტრანაციონალისტები თუ მიესალმებიან.

მოკლედ, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ახლანდელი მდგომარეობა შეიძლება დავახასიათოთ როგორც „ჩიხში მოქცეული დროებითი სტაბილურობა“. საქართველოცა და რუსეთიც ამ გაურკვევლობას ერთმანეთის უნიათო მცდელობათა დასაბალანსებლად იყენებენ, რათა ყოვლად მიუღწეველ - „აფხაზეთი - სამხედრო ბაზების წილ“ გარიგებას მიაღწიონ. (სიტუაცია ორი გაიძვერას მოლაპარეკებას მაგონებს ილფისა და პეტროვის „12 სკამიდან“: ჯერ ფული, სკამები მერე... არა - ჯერ სკამები, ფული მერე!). არც ერთს არ შეუიძლია ბოლომდე გაიტანოს თავისი, მაგრამ ვერც დათმობაზე წავლენ: ქართველები შიშობენ, რომ რუსეთი ყველა აკრძალვას მოუხსნის აფხაზეთს და საერთოდ, მის ღიად მხარდაჭერაზე გადავა, რაც აფხაზეთთან ყოველგვარი კომპრომისის მიღწევის იმედს არარეალურს გახდის, მაშინ როცა რუსეთი დარმწუნებულია, პირველსავე ხელსაყრელ შემთხვევეაში საქართველო შეეცდება „რუსის ჯარი“ მოიცილოს თავიდან.

ამავე დრო, საქართველო შიგადაშიგ ერთ ხმაურს საკუთარი ძალებით აფხაზეთის დაბრუნებაის თაობაზე: ოღონდ ეგაა, სერიოზულად არც საიმედო სამხედრო სტრუქტურის შექმნას ცდილობს და არც მორიგ გაურკვეველ ავანტიურასჳ სურს გარევა. ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, როცა რუს სამშვიდობო ძალებისათვისმანდატის გაგრძელების დრო დგება, ისევ იწყება მოლაპარაკებები და ახალ-ახალი დაპირებების ჯერი, მაგრამ ხემოსაჭიდი არაფერი ხდება. აფახზებს ისღა დარჩენიათ, იცაოდ და მათ ხარჯზე რუსულ-ქართული გარიგების შესაძლებლობაზე იმსჯელონ. მანამდე კი ცდილობენ დე ფაქტო დამოუკიდებლობიდან ნახონ რაიმე სახეირო . კმაყოფილი არავინაა, მაგრამ არც აღშფოთებას გამოთქვამს ვინმე. ცხოვრება წინ მიდის - საქართველოს სავთსადენი გაჰყავს, აფხაზები არჩევნებს ატარებენე და გამარჯვების დღეს დღესასწაულბენ, რუსები ნატოს-თან დებენ სხვადსხვა შეთანხმებებს. ამგავრი სიტუაცია კარგა ხანს შეიძლება გაგრძელდეს („კვიპროსული მოდელი“ მეტად გავრცელებულ გამოთქმად იქცა აფახზეთის საკითხთან დაკავშირებით). გადამწყვეტი ნაბიჯის გადასადგმელად ყოველგვარმა მცდელობამ, შესაძალო, არსებული მყიფე თანაფარდობა დაარღვიოს და ინიციატორს ბუმერანგივით დაუბრუნდეს უკან; ასე რომ, ყველა ფრთხილობს. უიმედო მდგომარეობაში მხოლოდ ლტოლვილები არიან, მაგრამ ახლო აღმოსაველთისა და ბევრი სხვა რეგიონის მაგალითზე შეგვიძლია დავასკვნათ: ლტოლვილებს შესაძლოა კარგა ხანს მოუწიოთ მოცდა.

არის კი საერთოდ, ამ ჩიხიდან გამოსავალი? ან რა სახის ძირეული ცვლილებები შეიძლება წარმოიდგინოს კაცმა? ჩემდათავად, რამდენიმე შესაძლებლობას განვიხილავ:

1. მკვეთრი ცვლილება რუსეთის მხრივ. ბოლოსდაბოლოს, რუსეთი მიხვდა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის თავისი განსაკუთრებული გავლენის ზონაში დატოვების მცდელობას აზრი აღარ აქვს. რუსეთის სასაზღვრო ჯარის მთელი საქართველო-თურქეთის საზღვრის გასწვრივ განლაგება და სამხედრო ბაზების შენახვა მეტად ძვირი ხდება როგორც ფინანსური, ასევე პოლიტიკური კაპიტალის ხარჯის მხრივ - არც ერთი და არც მეორე რუსეთს ახლა გასაფლანგი არ აქვს. რუსული ჯარის ჰაერში გამოკიდებული რეფორმისათვის საჭირო თანხების ეთნიკურ სომეხთა და ქართველ ჯარისკაცებზე ხარჯვა (რომლებიც „რუსული“ სამხედრო პერსონალის ძირითად მასას შეადგენენ ამიერკავკასიაში) ასევე სრულიად მიზანშეუწონელია. ის ფართოდ გავრცელებული არგუმენტი, თითქოს რუსული სამხედრო ჩარევის გარეშე ამიერკავკასია განწირულია არეულობიოსათვის, რაც მძიმე შედეგს გამოიღებს ჩრდილო კავკასიაში - იქნებ ჭრიდა კიდეც 1992-93 წლებში, მაგრამ ახლა ცოტა არასერიოზულად ჟღერს. მეტიც, ძნელი დასაჯერებელია, თითქოს ან საქართველო ან აზერბაიჯანი, ახლო მომავალში მაინც რუსეთს ჩაუდგნენ კრიჭაში და მისთვის სასურველ სტაბილურობას უთხარონ ძირი, რადგან ახლაც კი ბევრი საერთო ინტერესი აქვთ, ხოლო თუ რუსეთის ეკონომიკა წელში გაიმართა, ამიერკავკასიისათვის ის შესაძლოა მეტად მიმზიდველ სფეროდ იქცეს,

სამხედრო ზეწოლამ ხომ მაინც ვერაფერი არგო მოსკოვს, პირიქით - აფხაზეთი საუკეთესო მაგალითია, თუ ეკონომიკის მხრივ როგორ ამოიკვეთა ფეხი რუსეთმა ამიერკავკასიიდან; ხოლო თუ მართლაც სტაბილიზაცია სურს, ეს ერთადერთი რამაა მას „ნაციონალურ ინტერესთა“ ჩამონათვალში, რასაც შეიძლება სრულად მივესალმოთ - მაშინ დასავლეთის გავლენის გაფართოებას რეგიონში სწორედაც რომ სასურველი ეფექტი უნდა მოჰყვეს.

წესით, ნებისმიერმა რუსმა ანალიტიკოსმა პრეზიდენტ ელცინს ის უნდა ურჩიოს, რაც შეიძლება მალე გაიყვანოს რუსეთის ჯარის შენაერთები ამიერკავკასიიდან, ეს პროცესი კი სწორდ საქართველოდან დაიწყოს. (სომხებს, საწინააღმდეგოდ, რუსი სამხედროების იქ ყოფნა ურჩევნიათ, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა საკითხია). ეს ნაბიჯი ალაგობრივ შეცვლიდა ქართველების განწყობას რუსეთის მიმართ, და საბოლოოდ ამას ვინძლო მისი პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა გაეზარდა კიდეც საქართველოში. რუსი სამხედროები, რაღა თქმა უნდა, უკმაყოფილონი დარჩებოდნენ, ოღონდ საზოგადოების დიდი ნაწილი სწორედ ასეთ ნაბიჯს დაუჭერდა მხარს.

ნუთუ ეს სრულიად არარეალურია? ვგონებ. ამგვარი რჩება სავსებით რაციონალური უნდა იყოს, რუსეთის ნაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე. ორონდ ეგაა, არც იმდენად ჰეგელიანელი ვარ, თავად ვირწმუნო თიტქოს რაც რაციონალურია, უცილობლად რეალურად გადაიქცევა; და რუსებსაც უყვართ ხოლმე თქმა, რომ ჭკუა-გონება მათზე მაინცა და მიანც არა ჭრის (რუსეთს გონებით ვერ ჩასწვდებით - აკი განაცხადა კიდეც პოეტმა ტიუტჩევმა). და მაინც, გარეშე თვალისთვის რუსულ მმართველობაში საგრძნობი ცვლილებებია; არც ძალიან გამიკვირდება, რუსულ პოლიტიკაშიც იგივე ცვლილებები რომ ცოტა უფრო ადრე მოხდეს, ვოდრე საზოგადოდ ვვარაუდობთ (იქნებ სადღაც ტიუტჩევიც აჭარბებდა?)

მერედა ამ ცვლილებებმა სასიკეთო რა შეიძლება მოიტანონ ქართულ-აფხაზური პრობლემის გადასაწყვეტად? ჯერ-ჯერობით ეს შეკითხვა ღიად დავტოვოთ, ოღონდ ის კი მინდა აღვნიშნო, რომ არც ერთ მხარეს ამგვარი ვარიანტის შესაძლებლობაც კი არ დაუშვია. თავად აფხაზებიცა და ქართველებიც იმდენად მიეჩვივნენ რუსეთის პოლიტიკურ სამყაროში ცხოვრებას, სხვაგვარი არსებობა ძნელად წარმოუდგენიათ, მე კი მიმაჩნია, რომ ორივენი სწორედ ამგვარი მომავლისთვის უნდა იყვნენ მზად.

2. საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საერთოდ დასავლეთი სამყაროს უშუალო ჩართვა პრობლემის გადასწყვეტად. პრეზიდენტ შევარდნაძის სტრატეგია მუდამ ითვალისწინებდა დასავლეთის მაქსიმალურ ჩართვას აფხაზეთთან შეთანხმების მისაღწევად, თუმცა ეს უკანასკნელნი ეჭვის თვალით უყურებდნენ ყოველ ამგვარ მცდელობას, ვინაიდან დასავლეთი ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო სოხუმის ხელისუფლების მთავარი მოკავშირე სწორედ ანტიდასავლურად განწყობილი რუსული წრეებია. ოღონდ ეს სულაც არ ნიშნავს, თითქოს იგივე აფხაზები პრინციპულად ანტიდასავლურ პოზიციებზე იდგნენ.

მთავარი, თუ რატომ სურს საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საერთოდ, დასავლეთის ამ პროცესში ჩართვა (ისე, ჩვენში ამ ორ ცნებას დიდად არც არასოდეს განასხვავებდნენ ერთმანეთისგან) ისაა, რომ როგორმე რუსეთის გავლენა დააბალანსონ, და ამ მხრივ საქართველოს მცდელობა ყოვლად გასაგებია და ლეგიტიმურიც. თუმცა, დღემდე მიზანთან ახლოსაც არ მივსულვართ. ჯერ-ჯერობით გაერო-ს უშიშროების საბჭომ მხოლოდ უარი უთხრა დსთ-ს (ფაქტიურად რუსეთის) სამშვიდობო ძალებს თავისი მანდატის გაცემაზე და მარტო რუსეთის მონაწილეობას დათანხმდა სამშვიდობო ოპერაციებში - გაერო-ს სამხედრო მეთვალყურეებს კი, შესაბამისად თვალყურის დევნება და გაერო-ს შტაბ-ბინაში რაპორტების გზავნა დაევალათ. ამ ერთადერთი გამონაკლისის გარდა, დასავლეთის როლი დღესდღეობით მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარებით შემოიფარგლება. არაფერი ყოფილ იუგოსლავიაში ნატოს-ს მოქმედების მსგავსი აფხაზეთს არ დამუქრებია2.

საქართველოს ხელისუფლება ჟამ-ჟამ იმედს გამოთქვამს, რომ როგორც კი დასავლეთი გამოთავისუფლდება ყოფილ იუგოსლავიაში გაჩენილი პრობლემისაგან, მას იქვე მიეცემა საშუალება მეტი ყურადღება და სახსრები დაუთმოს კავკასიის რეგიონის პრობლემებს. აი, ეს კი სწორედაც რომ არარეალურია. საერთოდ, წარმოდგენა დასაველთის შესაძლებლობებსა და უნარზე, ასეთი პრობლემები გარედან გადაწყვიტოს, მეტად გაზვიადებულია. რუსეთს კი არც თვითშეფასების უნარი გააჩნია და იქნებ უფსრულისკენაც მიექანებოდეს, ოღონდ საკმარისად დაუნდობელია, რომ მანამდე საკუთარი ნების ძალით დამკვიდრებას მაინც შეეცადოს ამ მხარეში (ისე, რუსები არც განასხვავებენ „სამშვიდობოსა“ თუ „მშვიდობის დაცვის“ ცნებებს - მიროტვორჩესტვო აქტიური პოლიტიკური ლექსიკონისთვის სავსებით საკმარისად მიაჩნდათ.

ყველაფერ ამასთან ერთად, დასავლეთის ქვეყნებიცა და განსაკუთრებით, საოცრად ბიუროკრატიულიზირებული საერთშორისო ორგანიზაციები (დასაველთში კი სწორედ ამ ორგანიზაციათა მეშვეობით ურჩევნიათ ასეთ შემთხვევებში საქმის წაყვანა) ძლიერი პოლიტიკური ინტერესების არარსებობისა თუ პერპსექტივაში საერთაშორისო უსაფრთხოებისასთვის აშკარა მუქარის გარეშე არასოდეს მიმართავენ ძლიერი ზეწოლის მეთოდებს. რაკიღა დღეს აფხაზეთში არც ომია და ჯერ-ჯერობით არც მომავალი დიდი სისხლისღვრის ნიშნები არ ჩანს, არავითარ გადამწყვეტ ნაბიჯებს მათი მხრდიან არ უნდა ველოდოთ. აფახზეთი არც ახლა, და სავარაუდოდ ნავთობგამტარ ტერიტორიას არ წარმოადგენს, ხოლო ნავთობი დღესდღეობით ერთადერთი საკითხია, რითაც დანარჩენი მსოფლიო მართლა დაინტერესებულია კავკასიაში3. აფხაზეთის გეოგრაფიული მდებარეობა, რუსეთისათვის მართლაც სასიცოცლხლო მნიშვნელობას იძენს საქართველოსა თუ მთელს ამიერკავკასიასთან ურთიერთობათა ჭრილში, ორონდ დასავლეთისათვის ეს ჯერ კიდევ არაა საკმარისი.

ამით იმას კი არ ვამბობ, თითქოს დასავლეთის ქვეყნების მიერ თუნდაც მცირედი ხელის გამოღება უმნიშვნელო ფაქტორი იყოს: ნებისმიერი კონტაქტები ქართველებსაც და აფხაზებსაც საშუალებას მისცემს თანამედროვე პოლიტიკრუ აზროვნებას აუღონ ალღო, დაეხმარება თავიდან მოიცილონ ის ილუზიები, რაც გამოსავლის საკუთარი გზების ძებნაში უშლით ხელს. აქაურობით დასავლეთის დაინტერესება რაც არა უნდა დასაზღვრული იყოს, მშვიდობიანი გზით რეგიონალური პრობლემების გადაწყვეტის მისი სურვილი უეჭვოა, და თუმც ჩვენც გვსურს საერთო კომპრომისის გამონახვა, დასავლეთის შუამავლობით მისი მიღწევის შესაძლებლობა ბევრად მეტია. ოღონდ ეს არჩევანი აფხაზებისა და ქართველებისგანაც კონფლიქტისადმი მათი დამოკიდებულების ძირეულად შეცვლას მოითხოვს. ის ილუზია, თითქოსდა ერთ მშვენიერ დღეს დასავლეთი „სამართლიან“ (რასაც არ უნდა გულისხმობდნენ ამაში) მშვიდობას დაგვიმყარებს აქ - მხოლოდ ამუხრუჭებს ვითარების შეცვლის მცდელობას.

3. ცვლილებები თვით საქართველოსა და აფხაზეთში როგორც ადრევე მოგახსენეთ, ომის დაწყება იმთავითვე საქართველოსშიდა არეულობამაც განაპირობა, მაგრამ ახლა რა ცვლილებები შეიძლება შეიტანოს ვითარების სტაბილიზაციამ აფხაზეთთან ურთიერთობაში? ერთი შესაძლებელ ვარიანტთაგანი (რომელიც ქართულ ელიტას, კაცმა რომ თქვას, გააზრებული დოქტრინის სახით არასოდეს ჩამოუყალიბებია, მაგრამ გარკვეული გასავალიც მაინც აქვს) ისაა, რომ საქართველო ეკონომიკურად ნელ-ნელა გასწორდება წელში, პოლიტიკურად და ეკონომიკურად იზოლირებულ აფხაზეთში ვითარება ძალაუნებურად გაუარესდება; აი, მაშინ შესაძლოა აფხაზები უფრო დამთმობნიც გახდნენ და საქართველოსთან გაერთიანებას დათანხმდნენ. მანამდე ომის საშინელი მოგონებანიც მინავლდეაბ და შერიგებაც ფსიქოლოგიურად ბევრად გაიოლდება.

ვინძლო ამგვარი სცენარიც გასათვალისწინებელი იყოს, ოღონდ აქე კონომიკური ფაქტორისა და „რაციონალური“ პირობების ფადაჭარბებიტ სეფასების საფრტხესაც ვხედავ. აფხაზების მხრივ საქართველოსაგან გამოყოფის სურვილი ეკონომიკური მოთხოვნებით არ ყოფილა განპირობებული, და მარტოოდენ ეკონომიკური არგუმენტებით ვითარების შემობრუნება ძნელი დასაჯერებალი. თავად აფახზეთში სიტუაციის დინამიკაზე მსჯელობა ახლა უმართებულო იქნებოდა საიმედო წყაროების ნაკლებობის გამო, მაგრამ მეტად საეჭვოა, არეულობამ და სიღატაკემ აიძულოს აფხაზები მნიშვნელოვან დათმობებზე წავიდნენ. რუსეთის ეკონომიკური ბლოკადა, სინამდვილეში, საცერს უფრო ჰგავს, და ისიც სავარაუდოა, რუსეთში ყოველთვის მოიძებნონ გავლენიანი ძალები, აფხაზებს რომ ხელს მოუმართავენ (აქ არც მასშტაბების სიმცირე უნდა დაგვავიწყდეს). ასევ, აფხაზეთის მხარე იმდენად მოსავლიანია, შეუძლებელია იქ ნამდვილი სიმსილი დაიწყოს; ხოლო რამდენადაც იარაღასხმულობის სულისკვეთება აფხაზეთში არასოდეს ყოფილა ისე ძლიერი, როგორც ეს ჩეჩნეთშია, ალბათ არც ისაა საფიქრებელი, ახლა ადგილობრივმა თოფოსნებმა გადააქციონ იქაურობა ურთიერთანგარიშსწორების სარბიელად- ყოველ შემთხვევაში აქამომდე ამის ტენდენცია არ ჩანს. ასე რომ, მხოლოდ იზოლაციამ და გარეგანმა ზეწოლამ შესაძლოა პირიქით გაამძაფროს აფხაზური მოსახლეობის რადიკალიზაცია, დათმობაზე წასასვლელად კი ნამდვილად ვერ უბიძგებს.

თავად საქართველოში ვიტარების სტაბილიზაციამ და ეკონომიკურმა ზრდამ შესაძლოა მოვლენათა განვითარების სულ სხვა ტრაექტორიაც დასახოს: დროის ფაქტორის საკუთარ მოკავშირედ ქცევა, ძლიერი არმიის შექმნა და სამხედრო რევანში - ანუ ე.წ. „ხორვატული სცენარი“, როგორც ზემოთ უკვე ვთქვი, ქართველების უმეტესობა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ძალის გამოყენებას სავსებით ლეგიტიმურ ზომად მიიჩნევს და დარწმუნებულიცაა, რომ ერთ დღეს იარაღის მეშვეობით გადაწყვეტს ამ კონფლიქტს. მითუმეტეს, რომ პოლიტიკური სიტუაცია უკვე იძლევა პროფესიული ჯარის შექმნის შესაძლებლობას. ასევე, თუ ჩეჩნეთი მართლა შეეცდება უფრო ახლო ურთიერთობა დაამყაროს საქართველოსთან (და ბევრი ჩეჩენი მეთაური უკვე თითქოს ნანობს კიდეც საკუთარ მონაწილეობას აფხაზეთის ომში) ეს კიდევ შეამცირებს აფხაზებისათვის ჩრდილოკავკასიელთა სამხედრო დახმარების ალბათობას4. თბილისმა შესაძლოა ისიც კი იფიქროს, რომ რუსეთმა კარგი გაკვეთილი მიიღო ჩეჩნეთში და ხელახალ ავანტიურაში აღარ ინდომებს გახვევას. უკვე 1997 წლის გაზაფხულზე საქართველოს უშიშროების მინისტრმა ეჭვმიუტანელად განაცხადა - საჭიროების შემთხვევაში, მხოლოდ ჩემს განკარგულებაში მყოფი ძალებითაც შემიძლია აფხაზეთში დაბრუნებაო5. ბაქი-ბუქსა ჰგავს, რაღა თქმა უნდა, მაგრამ როგორ შევამოწმოთ - ცდის მეთოდით? ყოველ შემთხვევაში, ეს უკვე გვაფიქრებინებს, რომ საქართველოს წრეებში მილიტარისტული განწყობა მატულობს და დევნილთა მხრიდანაც იზრდება უკმაყოფილება - სულ უფრო ხშირად გაისმის მოთხონა იარაღით უკენ დაბრუნების თაობაზე6.

მაგრამ დღესდღეობით „ქუდზე კაცის“ დაძახების ალბათობა არც ისე დიდი მგონია, როგორც ეს ხანდახან მოჩანს. 1929-93 წწ. შეიარაღებული ამბოხი ჯერ კიდევ გუშინდელ ამბად აღიქმება საქართველოში, და არც შევარდნაძე ცდილობს გაათამაშოს ძლიერი არმიის აღმშენებლობის კარტი. ამას თუმდაც მისი პოლიტიკური უსუსური და პროფესიულად გამოუსადეგარი თავდაცვის მინისტრის, ვარდიკო ნადიბაიძის მიერ პოსტის დიდ ხანს შენარჩუნების ფაქტიც ადასტურებს. ნადიბაიძის არც სამხედროობისა სჯეროდა ვისმე, და არც მისი „რუხი კარდინალობის“. ყველაზე ნაკლებად მას კი ალბათ თვით ფხაზები უფრთხოდნენ. საომრად მომართული ქვეყნები ასე არ ირჯებიან - საერთოდ კი, ქართული პოლიტიკისა თუ ეკონომიკის მამები ამ ძლივს მიღწეული, ჩანასახობრივ მდგომარეობაში მყოფი და ჯერაც სიცოცხლისუნარიანობის დასამტკიცებლად ნებაზე მიშვებული „თავისუფალი ბაზრის“ ახალ ომში ფსონად ჩასვლას არც დაყაბულდებიან. მეორე მხრივ, ვერც რუსი სამხედროების ქცევას განსაზღვრავ წინასწარ. თვით საქართველოშიც მათ, ვისაც ახლა ქართული პოლიტიკა მიჰყავს, მხოლოდ პრაგმატული მიზნები ამოძრავებთ, ხოლო რომანტიკული იდეებით შეპყრობილი ნაციონალისტები მკვეთრად მარგინალიზებულები არიან. ასე რომ, პოლიტიკური ელიტა მხოლოდ იმ შემთხვევაში დასტურჰყოფს კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტის მიზანშეწონილობას, თუ თავიც ქუდში ექნება და შედეგიც - გარანტირებული; ამას ისიც დავუმატოთ, რომ თუმც არავინაა აფხაზეთის გამოყოფაზე თანახმა, ხალხს არც საბრძოლო ენთუზიაზმი გააჩნია - 1993 წლის სექტემბრის სამარცხვინო კაპიტულაცია ჯერ კიდევ ღია იარად უჩანთ.

4. ქართულ-აფხაზური დიალოგის ახალი ეტაპი. 1966 წლიდან ქართველებსა და აფხაზებს შორის გარკვეული სახის მოლაპარაკებები დაიწყო: ჯერ არასამთავრობო ორგანიზაციების დონეზე, შემდგომ პოლიტიკოსებმაც გამოიჩინეს რუსეთის გვერდის ავლით კონტაქტის დამყარებისადმი ინტერესი. 1996 წლის ოქტომბერს, აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩამოსვლამ თბილისში მთელი თავისუფალი პრესა ააფორიაქა, იანვარში კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საპასუხო ვიზიტით ეწვია აფხაზეთს. რაიმე თუნდაც მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი შედეგი ამ მისვლა-მოსვლას არ მოუტანია, მაგრამ თავად ტენდენციაა საყურადღებო. ერთადერთი ახსნა, რაც მე შემიძლია შემოგთავაზოთ ისაა, რომ ორივე მხარე, როგორც ჩანს, უკვე ნაკლებ იმედებს ამყარებს მოსკოვზე. ადრე რუსეთის გადამწყვეტი სიტყვისა იმდენად სჯეროდათ, ურთიერთმოლაპარაკებას მხოლოდ რიტუალურ სახეს აძლევდნენ და ზოგად-ტრაფარეტული განცხადებებით იფარგლებოდნენ („ჩვენ მშვიდობის მომხრენი ვართ“). მთავარი იყო რუსეთი გადმოებირებინათ სასურველ პოზიციაზე. ახლა რაც არ უნდა იყოს ამის მიზეზი (ქართველების ჯერი-ჯერზე იმედგაცრუება თუ აფხაზების ზედმეტი ოპტიმიზმი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კომუნისტების გამარჯვების თაობაზე), ქართველებიცა და აფხაზებიც ატყობენ, მარტოოდენ რუსეთის იმედზე ყოფნა ხეირს არც ერთს არ დააყრის. მოსკოვს რაღა თქმა უნდა, ასე იოლად თამაშიდან ვერ გამოთიშავ, მაგრამ ორივე მხარე უკვე ხვდება უშუალო დიალოგის გასამართავად საერთო ენის გამონახვის საჭიროებას.

ოღონდ ეს ყველაფერი ჯერ ძალიან შორსაა - რიგი მეტად ძნელი ნაბიჯებია გადასადგმელი. სანამ კონფლიქტის გადაწყვეტაზე რაიმე მოლაპარაკებებს ნართლა ექნება აზრი, მე ორ ყველაზე პრობლემურ საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას.: ქართველათვის ჯერ-ჯერობით სრულიად გაუგებარია - სტანისლავ ლაკობას სტატიის პარაფრაზი მოვიშველიოთ - „აფხაზეთის პრობლემა აფხაზთა პრობლემაა“; ანუ, აფხაზეთის პრობლემა რომ არაა მოსკოვის თავსატკივარი და ის მხოლოდ აფხაზებთან უინდა გაირკვეს და არა რუსებთან. გულუსგულში ვინც რას არ უნდა ფიქრობდეს ვლადისლავ არძინბაზე, ის ახლა ეთნიკურ აფხაზთა მოსახლეობის ლეგიტიმური წარმომადგენელია. ქართველთა მიმართ, რბილად რომ ვთქვათ, ნაკლებ მეგობრულად განეყობილ რუსულ ძალას ის მხოლოდ იმიტომ შეეკრა, რომ ამას აფხაზური ეროვნული ინტერესების დასაცავად უცილობლად თვლიდა. მისი და აფხაზთა სხვა ლიდერების „რუსეთის თოჯინებად“ მონათვლა არაფერს მოიტანს. თუ გვსურს აფხაზებთან საქმის დაჭერა, ეს უკვე მათი გადასაწყვეტია, წინამძღოლად ვის აირჩევენ.

ოღონდ ამგავრი მიდგომა უკვე ქართული მხარის მენტალიტეტის უკვე ძირეულ შეცვლას მოითხოვს7. რაც მთავარია, ეს მოითხოვს თავად აფხაზთა მიმართ თუნდაც იმ აბსტრაქტული „პატივისცემის“ გრძნობის აღდგენას, რაც „ისტორიის“ ჩვენეული გაგებით გვქონდა, ე.ი. პრობლემის თაობაზე საკუთარი პასუხიმსგებლობის ცნობას. ყველაფრის რუსებზე გადაბრალება - ან, თუ გნებავთ საერთაშორისო საზოგადოებრიობის ფიზიკურ ჩარევაზე ყოვლად ოლუზორული იმედების დამყარება - პასიხისმგებლობისათვის თავის არიდებაა, რაც სწორედ კომუნისტური წყობის აზროვნებიდან შემოგვრჩა. თუკი ქართველებს საერთოდ სურთ, რომ აფხაზეთი მართლაც საქართველოს ნაწილად იქცეს, აფხაზეთის პრობლემა უშუალოდ საკუთარ პრობლემად უნდა გაიაზრონ, და არა რაღაც ქვენა, მესამე ძალის მიერ შემოგდებულ პროვოკაციად. ამ პრობლემის გადაწყვეტის უუნარობაზე, ძირითადად, ბრალი მაინც ქართველებს მიგვიძღვის. ვინ დავობს, რუსეთმა მოახერხა თითქოსდა საკუთარი ინტერესების მიხედვით წარემართა მთელი ეს პროცესი, ოღონდ სწორედ საქართველომ შეუწყო ხელი (ხან ჩუმი თანხმობით, ხანაც გაუზრებლად) თავად კონფლიქტში რუსეთის ჩართვას.

ხოლო აფხაზეთისათვის ყველაზე ძნელი მისაღები ის იქნება, რომ ეთნიკურ ქართველებს - მათ შორის მათაც, ვინც ახლა „იძულებით გადაადგილებულ პირად“ ითვლება - კანონიერი უფლება აქვთ აფხაზეთის სტატუსის გადაწყვეტაში მიიღონ მონაწილეობა. მათი ხმის გათვალისწინების გარეშე, ახლანდელ ხელისუფლებას მცირე შანსი აქვს, აფხაზეთის მოსახლეობის ლეგიტიმურ წარმომადგენლად რომ ცნონ. უნდათ თუ არა, ეს იმათაც ეხება, ვინც ომში უშუალოდ იღებდა მონაწილეობას: თუ აფხაზები საკუთარი მიწისა და საცხოვრისისათვის იბრძოდნენ, იგივე ითქმის ქართველებზე. ის ფაქტი, რომ ბევრი ქართველი აფხაზეთში სტალინის რეჟიმის დროს ჩასახლდა, არაც არაფერს მატებს, მაგრამ არც აკლებს მათ მოქალაქეობრივ უფლებებს. ოღონდ ეს საკითხი მარტოოდენ ლტოლვილთა დაბრუნების მოთხოვნას არ მოიცავს - მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტი, რომ მათი მასიურად დაბრუნება ახალ სისხლისღვრას გამოიწვევს, რაც არც უსაფუძვლოა და არც ასე იოლად უარსაყოფი; მაგრამ იმის მტკიცება, თითქოს აფხაზეთის ახლანდელი მოსახლეობა, რომლის შემადგენლობა მხოლოდ და მხოლოდ ომისა და ეთნიკური წმენდის შედეგია, უფლებამოსილია თავად განსაზღვროს საკუთარი ქვეყნის სტატუსი, ხოლო საქართველოს ამისი არაფერი მოეკითხება - აფხაზეთის ხელისუფლებას ვერასოდეს მოუტანს საკუთარი ლეგირიმურობის აღიარებას: ეს უკვე პირდაპირი გზაა რეჟიმის საერთაშორისო იზოლაციაში მუდმივსაყოფად.

და კიდევ ბევრი ცხადზე უცხადესი წინააღმდეგობა არსებობს - მწარე მოგონებებით გამოწვეული უნდობლობა „ისტორიული სამართლის“ საპირისპირო ხედვა თუ მრავალი სხვა, ამიტომაც ყალბი იქნებოდა იმის მტკიცება, თითქოს ახლანდელი „ცივი ომი“ აფხაზეთსა და საქართველოს შორის არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს; ან რომ ამგვარი პრობლემები იარაღის ძალით არ შეიძლება გადაიჭრას - შეიძლება, ძალიანაც შეიძლება... ოღონდ რა მერე?. სიმართლე ითქვას, პირადად მე პოლიტიკური გამოსავლის პოვნის მხრივ არც იმდენად იმედიანად გავყურებ უახლეს მომავალს - ასე მგონია, ამ კონფლიქტის ძალისმიერი პოლიტიკის თავმოხვევის მომხრენი კიდევ კარგა ხანს არ გამოელევა: საქართველო ვერაფრით დათანხმდება რაიმე ისეთ გადაწყვეტას, რაც ომის შედეგებს დააკანონებს, და ვერც ლტოლვილთა საკუთარ სახლში დაბრუნების მოთხოვნაზე აიღებს ხელს; ამავე დროს, აფხაზეთისთვისაც მეტად ძნელი იქნება ომში გამარჯვების მერე, ახლა რაიმე პოლიტიკურ ზეწოლას დაჰყვეს. დღესდღეობით, მათი მხრივ ერთადერთ დათმობაზე წამოსვლაც მეტად სიმბოლურია - „ფედერაციის“ მოთხოვნა „კონფედერაციის“ ნაცვლად.

საერთოდ, კომპრომისზე დაფუძნებული პოლიტიკური გადაწყვეტა ყველაზე ძნელი მისაღწევი რამაა, რადგან ეს უკვე საზოგადოების უმრავლესობის თანხმობას მოითხოვს, ამისთვის კი ჯერ თავად საზოგადოებრივი ურთიერთობებია ძირეულად შესაცვლელი. ამიტომაცაა, რომ საკითხის გადაწყვეტა სამხედროებისა ტუ მესამე მხარის მიერ ასე მისაღებად ეჩვენება უმრავლესობას - დიდია ცდუენბა, უფრო ძლიერს აკიდო საკუთარი ტვირთი. ოღონდ თუ პოლიტიკური გადაწყვეტის პერპექტივაზე კამათს საერთოდ აქვს აზრი, ამაში საზოგადოებრიობაც უნდა ჩაერთოს, და საკითხი არ შერჩეს მხოლოდ პოლიტიკოსთა ამარა. შესაძლოა ვერც საქართველო და ვერც აფხაზეთი სრულად დემოკრატიულ ქვეყნებად ვერ მივიჩნიოთ, მაგრამ საკმარისად დამოუკიდებელნი კი არიან, რომ პოლიტიკოსებს არ მისცენ ნება ისეთი გადაწყვეტილება მოახვიონ თავს, მათთვის ყოვლად მიუღებელი რომ იქნება. ერთი ეგაა, არც ქართულ და არც აფხაზურ მხარეს არავითარ კომპრომისზე ჯერ სიტყვა არ დასცდენია და იქნებ ამიტომაც, პოლიტიკოსთა დიალოგიც სიტყვათა თამაშს არ გასცილებია.

_______________________

1იხ.Ghia Nodia, Waiting for the Russian Bear. “War Report”, June 1995, No. 34, pp.39-40

2 იხ. S. Neil MacFarlane, Larry Minear, and Stephen D. Schenfield, Armed Conflict in Georgia: A Case Study in Humanitarian Action and Peacekeeping, Thomas J. Watson Jr. Institute for International Studies, Occasional Paper No. 21, 1996.

3 ნავთობსადენის ქსელის რუკაზე აფახზეთის დასატანად ლაპარაკი კი ყოფილა, და ამაზე ალბათ არძინბა-შევარდნაძის შეხვედრაზეც კი იმსჯელეს თბილისში (1997 წლის აგვისტო), მაგრამ ამგვარი პროექტის ეკონომიკურ ირაციონალურობას თუ გავითვალისწინებთ, მას იქნებ კიდევ ნაკლები შანსი გააჩნდეს დასამკვიდრებლად, ვიდრე ერთ დროს „მშვიდობის ნავთობსადენის “მთიან ყარაბაღზე“ გაყვანას ჰქონდა.

4 საქართველოს პარლამენტის წევრს, ვალერი გიორგობიანს თუ დავუჯერებთ, თვით შამილ ბასაევიც კი ახლა ამბობს, რომ აფხაზეთის ომში მისი მონაწილეობა დიდი შეცდომა იყო („ქართველები წინ წადით და ჩეჩნებიც მოგყვებით უკან - აცხადებს შამილ ბასაევი“) ახალი თაობა, 6 იანვარი, 1997.

5 Georgian Chronicle, March 1997.

6 1997 წლის აპრილში „რადიო ლიბერტის“ ექსპერტი კავკასიის საკითხებში, ელიზაბეთ ფულერი წერდა: „პოლიტიკოსებიც და პოლიტოლოგებიც რუსეთსა თუ საქართველოში დაჯერებით ამტკიცებენ, თითქოს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და აფხაზეთის სასეციონისტური მთავრობის ძალებს ორის სამხედრო შეტაკება გარდაუვალია“. (“Is Russias Peacekeeping Force in Abkhazia a New Casus Belli?” RFE/RL Newsline, No. 21, 29 April, 1997).

7 გაზეთ კავკასიონის მიერ 1996 წელს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით ქართველთა მხოლოდ 3% თვლიდა აფხაზებთან მოლაპარაკების გამართვას კონფლიქტის გადაწყვეტის საუკეთესო გზად; 6% ისევ რუსეთის ჩარევის იმედზე იყო; 27% დასავლეთის შუამავლობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების აქტივობას უჭერდა მხარს და 23% -ის აზრით, ისევ მხოლოდ სამხედრო ძალა თუ გადაწყვეტდა პრობლემას. ვერ ვიტყვი, რამდენად წარმომადგენლობითი იყო თავად გამოკითხვა, მაგრამ ზოგადი სურათი, ვფიქრობ, ნათელია (იხ. კავკასიონი, 24 სექტ. 1996).