![]() |
2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სადამკვირვებლო მისია |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი მონიტორინგის ანგარიში |
საავტორო უფლებები: © საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია |
თარიღი: 2010 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგის ანგარიში 15 ივლისი, 2010 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სადამკვირვებლო მისია ფინანსურად მხარდაჭერილია თბილისში ბრიტანეთის საელჩოს, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოსა“ (OSGF) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ქვეგრანტის ფარგლებში.ამ ანგარიშში მოცემული ინფორმაცია შეიძლება არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციების ოფიციალურ პოზიციას. |
![]() |
1 სადამკვირვებლო მისიის ფორმატი |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არჩევნებზე დაკვირვებას დაარსების დღიდან ახორციელებს.
არჩევნებზე დაკვირვების დროს საია მუდმივად და მკაცრად იცავს ნეიტრალურ პოზიციას. ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიის მიზანს წარმოადგენს იმის გარკვევა, თუ რამდენად იცავენ საარჩევნო კანონმდებლობასა და საერთაშორისოდ დადგენილ დემოკრატიულ სტანდარტებს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, საარჩევნო სუბიექტები და საჯარო მოხელეები წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და შედეგების შეჯამების პროცესში.
საარჩევნო პერიოდში საიას საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ დარღვევების გამოვლენით, არამედ საარჩევნო ადმინისტრაციასა და სასამართლოში საჩივრების წარდგენის გზით ორგანიზაცია ცდილობს, ხელი შეუწყოს საარჩევნო კანონმდებლობის პროგრესული განმარტების დანერგვას, დამრღვევთა წინააღმდეგ სამართლებრივი ზომების გატარებასა და საარჩევნო დარღვევათა შემდგომ პრევენციას.
2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვება ორგანიზაციის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულების - ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობის ხელშეწყობა ფარგლებში განხორციელდა.1
საიას 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დაკვირვება შესაძლებელი გახდა თბილისში ბრიტანეთის საელჩოს, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოსა“ (OSGF) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA)2 ფინანსური მხარდაჭერით.
___________________
1 საიას 2007-2010 წლების სტრატეგია, დამტკიცებულია საიას 2007 წლის 28 ოქტომბრის საერთო კრების მიერ;
2 საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ქვეგრანტის ფარგლებში;
![]() |
2 მონიტორინგის მასშტაბი |
▲ზევით დაბრუნება |
2010 წლის 29 იანვრის საიას გამგეობის სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ წინასაარჩევნო პერიოდის დაკვირვება დედაქალაქსა და საქართველოს შვიდ რეგიონში - აჭარაში, გურიაში, იმერეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში განხორციელდებოდა.არჩევნების დღესა და შედეგების შეჯამების პროცედურებს კი ორგანიზაცია ქვეყნის 3 დიდ ქალაქში თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში დააკვირდებოდა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ აღნიშნულ ქალაქებში არჩევნების დღის დაკვირვების გადაწყვეტილება რამდენიმე გარემოების გათვალისწინებით მიიღო: საია არჩევნებს ორგანიზაციის იურისტი წევრების, თანამშრომლებისა და გამოცდილი დამკვირვებლების მეშვეობით აკვირდებოდა (სულ 250 დამკვირვებელი), შესაბამისად, მონიტორინგის მასშტაბები რამდენიმე რეგიონით უნდა შემოფარგლულიყო. თბილისში დაკვირვების გადაწყვეტილება ეფუძნებოდა ასევე იმ გარემოებას, რომ 30 მაისს დედაქალაქის მოსახლეობა პირველად აირჩევდა ქალაქის მერს პირდაპირი წესით; ამასთანავე აღნიშნულ ქალაქებში ამომრჩეველთა მაღალი ოდენობიდან გამომდინარე კონკურენცია საარჩევნო სუბიექტებს შორის ყველაზე მაღალი იყო.
![]() |
3 მონიტორინგის მეთოდოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
საიას დამკვირვებლები წინასაარჩევნო პერიოდში ინფორმაციას სხვადასხვა გზით მოიპოვებდნენ.ხდებოდა საარჩევნო ადმინისტრაციიდან და სხვა საჯარო დაწესებულებებიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნა, ასევე, ხორციელდებოდა მასმედიის საშუალებით1 გავრცელებული ინფორმაციის მონიტორინგი. გარდა ამისა, საიას წარმომადგენლები ესწრებოდნენ პოლიტიკური პარტიების სააგიტაციო შეხვედრებს ამომრჩევლებთან. ხშირ შემთხვევაში, მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიის წევრები თავად გვაწვდიდნენ ინფორმაციას წინასაარჩევნო პერიოდში მათ მიერ იდენტიფიცირებული სამართალდარღვევების შესახებ. ინფორმაციის მიღების შემდგომ საიას მონიტორები თითოეულ შემთხვევას უშუალოდ განმცხადებლებთან ამოწმებდნენ.
სათანადო მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დარღვევის ფაქტებს ცესკოში, სასამართლოსა და სამართალდამცავ ორგანოებში ასაჩივრებდა.
არჩევნების დღეს საიას დამკვირვებლები დაკვირვებას მუდმივი წესით თბილისის 100 საარჩევნო უბანზე, ბათუმის 50 და ქუთაისის 50 საარჩევნო უბანზე ახორციელებდნენ. მათ დახმარებას უწევდნენ თბილისში 20 და ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი 10 მობილური ჯგუფის წევრები.
საოლქო საარჩევნო კომისიებში (თბილისის 10 საარჩევნო ოლქი, ბათუმისა და ქუთაისის საარჩევნო ოლქები) და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (შემდგომში ცესკო) არჩევნების დღიდან შედეგების შეჯამებამდე მუდმივი წესით იმყოფებოდნენ საიას იურისტ-დამკვირვებლები.
___________________
1 ცენტრალური და რეგიონული პრესა, ნაციონალური და რეგიონული მაუწყებლები და ინტერნეტ გამოცემები.
![]() |
4 წინასაარჩევნო პერიოდი |
▲ზევით დაბრუნება |
2010 წლის 12 თებერვალს საქართველოს კონსტიტუციაში შესული ცვლილებებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღად არაუგვიანეს 2010 წლის 1 ივლისი განისაზღვრა. საქართველოს პრეზიდენტს კი დაევალა, რომ არჩევნების თარიღი გამოეცხადებინა არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნები ოფიციალურად კონსტიტუციით დადგენილი ვადის გასვლამდე ერთი დღით ადრე, 2010 წლის 30 მარტს დანიშნა.1 შესაბამისად, პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების მინიმალური ვადა მიეცათ.
სამწუხაროდ, თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, 2008 წლის არჩევნების მსგავსად, კვლავ პრობლემატური იყო სახელმწიფო ორგანოებისა და პოლიტიკური პარტიის საქმიანობას შორის გამყოფი ზღვრის არარსებობა, რაც ეწინააღმდეგებოდა საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს და პოლიტიკურ პარტიებს საქმიანობისთვის არათანაბარ პირობებს უქმნის.
სამწუხაროდ, აღნიშნული პრაქტიკის დამკვიდრებას ხელი შეუწყო საარჩევნო კოდექსში იმ ნორმების არსებობამ, რომლებიც პოლიტიკურ თანამდებობის პირებს ნებას რთავს, წინასაარჩევნო კამპანია მათი სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებას შეუთავსონ. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კოდექსში აღნიშნული ნორმების არსებობას ვენეციის კომისია უარყოფით შეფასებას აძლევს2 და მას ეუთო-ს კოპენჰაგენის დოკუმენტის იმ მუხლებთან შეუსაბამოდ მიიჩნევს, რომლებიც სახელმწიფოსა და პოლიტიკურ პარტიებს ცალსახად გამიჯვნისაკენ მოუწოდებს და სახელმწიფოებს ავალდებულებს, „პოლიტიკური პარტიები უზრუნველყონ აუცილებელი სამართლებრივი გარანტიებით, რათა მათ შორის კონკურენცია წარიმართოს კანონისა და სახელმწიფო ორგანოების მხრიდან თანასწორი მოპყრობის პირობებში.“3
წარმოდგენილ ანგარიშში, წინასაარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებთან ერთად, საუბარია იმ ტენდენციებზეც, რომლებიც შესაძლებელია უშუალოდ არ ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსის კონკრეტული ნორმებს, თუმცა, თავისი არსით, წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრების გამოყენებას და საარჩევნო სუბიექტებისათვის კამპანიის წარმოების არათანაბარ პირობების ქმნიან.
__________________
1 საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 30 მარტის №254 განკარგულება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნის შესახებ.
2 ერთობლივი დასკვნა საქართველოს საარჩევნო კოდექსზე (2008 წლის ივლისის მდგომარეობით), დასკვნა № 454/2007, 2009 წლის 9 იანვარი, სტრასბურგი.
3 ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი და მე-7 მუხლის მე-6 პუნქტი.
![]() |
5 საბიუჯეტო რესურსები და წინასაარჩევნო კამპანია |
▲ზევით დაბრუნება |
2009 წლის 28 დეკემბერს საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების შედეგების შეჯამებამდე აიკრძალა ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული ახელმწიფო/ადგილობრივ ბიუჯეტში. აღნიშნული ცვლილება მიზნად ისახავდა წინასაარჩევნო პერიოდში საბიუჯეტო რესურსების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების შეზღუდვას.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოფიციალურად საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 30 მარტის №254 განკარგულებით განისაზღვრა.შესაბამისად, სხვადასხვა ხასიათის გაუთვალისწინებელი პროგრამების ინიცირება ან მათი ზრდა ცენტრალურ თუ ადგილობრივ ბიუჯეტში 30 მარტამდე შესაძლებელი იყო.
იმისათვის, რათა დაგვედგინა, უკავშირდებოდა თუ არა სხვადასხვა პროგრამის ინიცირება მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებს, საიამ ყურადღება გაამახვილა არჩევნების დანიშვნამდე ინიცირებულ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო პროექტებზეც.
ქ. თბილისის ბიუჯეტი
თბილისის 2010 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიით, რომელიც თბილისის საკრებულომ 2009 წლის 28 დეკემბერს დაამტკიცა, დედაქალაქის შემოსავლები განისაზღვრა 687,500,000 ლარით, ხოლო ხარჯები 512,680,500 ათასი ლარით. ამ მდგომარეობით, ხარჯები თითქმის 26 მილიონით აჭარბებდა 2009 წელს განხორციელებულ ხარჯებს.
2010 წლის 22 თებერვალს, თბილისის 2010 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რითაც ხარჯები გაიზარდა და 570,820,700 ლარი შეადგინა.
საბოლოო ჯამში, 2010 წლისათვის განსაზღვრულმა ხარჯმა დაახლოებით 84 მილიონით გადააჭარბა 2009 წელს გაწეულ ხარჯებს. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით გაიზარდა ბიუჯეტის „სხვა ხარჯის“ კატეგორიით გათვალისწინებული თანხა. სხვაობამ დაახლოებით 54 მილიონი ლარი შეადგინა.
მნიშვნელოვნად გაიზარდა ასევე 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით დედაქალაქისთვის გათვალისწინებული ტრანსფერები, რომლის რაოდენობამ 521 მილიონი ლარი შეადგინა. აღნიშნული თანხა დაახლოებით 131 მილიონი ლარით აღემატება 2009 წელს თბილისისთვის გამოყოფილი ტრანსფერების რაოდენობას. გარდა ამისა, 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით თბილისმა ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გამოყოფილი საერთო თანხის (836,934,000 ლარი) დაახლოებით 62% მიიღო.
ქ. თბილისის მერიის პროგრამები
2009 წლის შემოდგომის ბოლოდან ქ.თბილისის მერიამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით პროექტების ინიცირება მოახდინა, რომლებიც თბილისში მცხოვრები მოქალაქეებისათვის გარკვეული შეღავათებისა და ფულადი სახსრების გადაცემას გულისხმობდა.მათ შორის:
კომპიუტერისა და ინგლისურის უფასო კურსები;
„თბილისელების ადვოკატი“, რომელიც თბილისის მოსახლეობას უფასო სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს;
ექიმის უფასო გამოძახება ვირუსული ინფექციის შემთხვევაში;
ერთად დავგეგმოთ თბილისის 2010 წლის ბიუჯეტი“;
თბილისის პენსიონერთათვის პენსიის მომატება 10 ლარით;
თბილისის პენსიონერთათვის აფთიაქებში მედიკამენტების შესაძენად 25 ლარიანი ვაუჩერების გადაცემა;
თბილისის პენსიონერთათვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის განახევრება;
მერიის მიერ კომუნალური გადასახადების თანაგადახდის ვაუჩერების გამოცემა;
მერიის მიერ 2010 წლის იანვრამდე არსებული დასუფთავების დავალიანების განულება;
„მოვუსმინოთ თბილისელებს ყველა უბანში“;
სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების კერძო სექტორში დასაქმების პროგრამა;
კინომანია.
ზემოაღნიშნული პროგრამებით საიას დაინტერესება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მათი ძირითადი ნაწილი სრულიად ახალ პროგრამას წარმოადგენდა, რომელთა განხორციელებაც ყველა სხვა საბიუჯეტო პროექტის პარალელურად მიმდინარეობდა (მათ შორის, იმ პროექტებთან ერთად, რომლებიც აღნიშნულია უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის ანგარიშში). ამასთან, იმ პროექტების დაფინანსება, რომლებიც ახლად ინიცირებულ პროექტებს არ წარმოადგენდა, უპრეცედენტოდ გაიზარდა სწორედ არჩევნების წლისათვის.
შესაძლოა, ქ. თბილისის მერია 2007 და 2009 არასაარჩევნო წლებშიც ახორციელებდა არაერთ სოსოციალურ პროგრამას, თუმცა, ფაქტია, რომ სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსება მიმდინარე წლისთვის განსაკუთრებით არის გაზრდილი და შეადგენს 78,302,600 ლარს, რაც დაახლოებით 51 მილიონი ლარით აჭარბებს 2009 წელს სოციალური პროგრამებისთვის განკუთვნილ დაფინანსებას.ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ, მაგალითად, 2009 წელს (არასაარჩევნო წელი) ქალაქის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამების დაფინანსება თითქმის 2-ჯერ ნაკლები იყო 2008 საარჩევნო წელთან შედარებით, რომელიც საარჩევნო წელი გახლდათ (2008 წელს - 48,068,400 ლარი, 2009 წელს 26,842,400 ლარი).
მაგალითად, პენსიონერების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ხორციელდებოდა როგორც 2008, ისე 2009 წლებში და გაგრძელდა 2010 წელსაც, თუმცა, საინტერესოა ის თანხა, რომელიც აღნიშნული პროგრამისათვის მიმდინარე წელს იქნა გათვალისწინებული, კერძოდ, 3 მილიონი ლარი. ეს არის ამ პროგრამის დაფინანსებისთვის ბოლო 3 წლის განმავლობაში გამოყოფილი ყველაზე დიდი თანხა.2009 წელს (არასაარჩევნო წელი) პენსიონერთა მედიკამენტებით უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული იყო 15,400 ლარი, ხოლო 2008 წელს (საარჩევნო წელი) - 1,690,600 ლარი.
საიამ მერიიდან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია ზემოთ ჩამოთვლილი პროექტების ინიცირების კონკრეტული თარიღების, მათი ხანგრძლივობისა და თბილისის ბიუჯეტიდან მათ განსახორციელებლად გამოყოფილი სახსრების შესახებ. სამწუხაროდ, მერიამ ჩვენი მოთხოვნა რეაგირების გარეშე დატოვა. ამის თაობაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ 2010 წლის 6 აპრილს ღია წერილით მიმართეს ქ. თბილისის მერს გიგი უგულავას და მერიის საქმიანობის უფრო მეტი გამჭვირვალობისაკენ მოუწოდეს.1 სათანადო რეაგირება არც მიმართვას მოჰყოლია.
საიას აზრით, ქ. თბილისის მერიის ერთ-ერთი საბიუჯეტო პროგრამა „ერთად დავგეგმოთ ქალაქის ბიუჯეტი“, შესაძლებელია თვითმმართველობის არჩევნებთან იყოს დაკავშირებული. აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავდა თბილისის მოქალაქეების გამოკითხვას 2010 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების შესახებ, რათა ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი საზოგადოების ინტერესების შესაბამისად დაგეგმილიყო. პროექტის ეფექტურობა და მისი განხორციელების რეალური მიზნები საეჭვო გახადა რამდენიმე გარემოებამ. პირველი, გამომდინარე იქიდან, რომ მოქალაქეთა გამოკითხვა დეკემბერში დაიწყო, 2009 წლის 28 დეკემბრამდე, ანუ თბილისის 2010 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებამდე შეუძლებელი იყო გამოკითხვის შედეგების სრულყოფილი ანალიზი და ბიუჯეტის პროექტში შესაბამისი ცვლილებების ასახვა; მეორე, მოქალაქეთა ფართომასშტაბიანი გამოკითხვის დაწყების დროისთვის თბილისის ბიუჯეტის პროექტი უკვე წარდგენილი იყო საკრებულოში დასამტკიცებლად; მესამე, მერიის მიერ შედგენილი კითხვარის2 ბოლო შეკითხვის - „რას ურჩევთ მერს?“ დასმის გზით ინტერვიუერს საშუალება ჰქონდა, დაედგინა თბილისის მაცხოვრებელთა დამოკიდებულება ქ. თბილისის მოქმედი მერის მიმართ, რომელიც იმ დროისათვის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატად მოიაზრებოდა თვითმმართველობის არჩევნებში.
ზემოაღნიშნულ ეჭვებს კიდევ უფრო ამყარებს ის გარემოება, რომ მერიამ არ მოგვაწოდა სრულყოფილი ინფორმაცია გამოკითხვის შედეგების შესახებ, კერძოდ, თუ როგორ აისახა მიღებული შედეგები თბილისის 2010 წლის ბიუჯეტის დაგეგმარებისას.
მერიის მიერ რამდენიმე თვის დაგვიანებით მოწოდებული პასუხი,3 რომელიც მოიცავდა მხოლოდ მოქალაქეთა გამოკითხვის შედეგებს, შემოიფარგლებოდა განცხადებით, რომ გამოკითხვა ჩატარდა ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებისა და პრობლემების გამოსავლენად, შემდგომში აღნიშნული კვლევის შედეგების ბიუჯეტში ასახვის მიზნით.
სამწუხაროდ, პასუხში არ იყო მითითებული, თუ რა ფორმით აისახა სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით განხორციელებული გამოკითხვის შედეგები 2010 წლის ბიუჯეტის პროექტში. არადა, ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იმის შესაფასებლად, რამდენად წარმატებული იყო პროექტი და მიაღწია თუ არა მან დასახულ მიზანს - მოსახლეობის აქტიურ მონაწილეობას საბიუჯეტო პრიორიტეტების განსაზღვრაში.
შესაბამისად, მერიის პასიურობა, გახსნილად მოგვაწოდოს ინფორმაცია მის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ, გვაფიქრებინებს, რომ გამოკითხვის შედეგების ასახვა 2010 წლის ბიუჯეტის პროექტში, დროის მცირე მონაკვეთის გამო, შეუძლებელი იყო და არც მომხდარა. პროექტი „ერთად დავგეგმოთ თბილისის ბიუჯეტი“ კი წარმოადგენდა წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილს.
გარდა არჩევნებამდე წამოწყებული მრავალრიცხოვანი სოციალური პროექტებისა, ასევე მერიის ინიციატივით განხორციელდა მოლაპარაკებები კერძო პირებთან, რომელთა დახმარებითაც თბილისის მოსახლეობას სხვადასხვა სახის შეღავათები დაუწესდა. მაგალითად:
მერიამ „ბაზისბანკთან“ გააფორმა შეთანხმება, რომლითაც ბანკი ჩაერთო მერიის პროექტში „დაიწყე ბიზნესი თბილისის მერიის დახმარებით”;
მერიასადა კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც დაიგეგმა მოსახლეობის დავალიანების რესტრუქტურიზაცია;
მერია და წყალმომარაგების კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოსახლეობისათვის წყლის გადასახადის რესტრუქტურიზაციაზე შეთანხმდნენ.
რეგიონებში განხორციელებული პროექტებიდან აღსანიშნავია სტუდენტთა დასაქმების პროგრამა, რომელიც ქ. ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის დადგენილებით დამტკიცდა. ბათუმის მერიის ახალგაზრდული სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, სტუდენტთა დასაქმების პროგრამის დაწყება მაისის თვეში იგეგმებოდა,4 თუმცა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციის საფუძველზე, დასაქმების პროგრამა არჩევნებამდე შეჩერდა.
_________________
1 იხ. ლინკი:
http://gyla.ge/index.php?option=com_content&view=category&layout=blog&id=1&Itemid=103&lang=ka
2 იხ. დანართი №1.
3 ქალაქ თბილისის მერიის პასუხი საიას №07-40338-1 წერილზე; 11/20164-7.
4 წყარო: TV 25, 2010 წლის 7 აპრილის საინფორმაციო გამოშვება „მაცნე“.
![]() |
6 ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება |
▲ზევით დაბრუნება |
12 აპრილის პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე არჩევნების პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხსაც შეეხო. მან სახელმწიფო მოხელეები გააფრთხილა, ემოქმედათ კანონის ფარგლებში. დავით ბაქრაძემ პარლამენტში შექმნილ ინტერფრაქცი-ინტერფრაქციულ ჯგუფს პროცესში ჩართვისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების კონტროლისკენ მოუწოდა.1 მიუხედავად აღნიშნულისა, ჩვენ მიერ იდენტიფიცირებული იქნა საჯარო მოხელეთა მხრიდან
საარჩევნო პროცესებში უკანონოდ ჩარევისა და ადმინისტრაციული რესურსის უკანონოდ გამოყენების ფაქტები.
თბილისის მერიის სლოგანი - „მე მიყვარს თბილისი“ კანდიდატთა სააგიტაციო მასალაზე
ხშირ შემთხვევებში, არ ხდებოდა სახელმწიფო პროგრამებისა და პოლიტიკური პარტიების საქმიანობების გამიჯვნა სააგიტაციო მასალებში.
მაგალითად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატების სააგიტაციო მასალის გამაერთიანებელი ნიშანი იყო ლოგო „მე მიყვარს თბილისი“.2 აღნიშნული ლოგო/სლოგანი თბილისის მერიის პროექტს წარმოადგენს. დედაქალაქის მერიის ინიციატივით, ამ ლოგოს ქვეშ ერთიანდება თბილისში მიმდინარე ყველა პროექტი. შესაბამისად, სწორედ ეს ლოგო/სლოგანი ასოცირდება დედაქალაქის მაცხოვრებლებისთვის მერიის, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ და მიმდინარე საქმიანობასთან.3 მაგალითად, ლოგო „მე მიყვარს თბილისი“ ასევე გამოიყენება, როგორც პარკირების გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ნიშანი.
აღნიშნულ ლოგოს/სლოგანს იყენებდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი გიგი უგულავაც. იგი თავის წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებდა სააგიტაციო მასალის ფონზე, რომელზეც გამოსახული იყო „მე მიყვარს თბილისი.“ მაგალითად, 27 აპრილს გიგი უგულავა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, იმყოფებოდა ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე თონეში. იგი კამპანიაში მონაწილეობდა მაისურით, რომელზეც გამოსახული იყო ლოგო - „მე მიყვარს თბილისი“.4
საიას აზრით, მსგავსი ქმედება ეწინააღმდეგება 1990 წლის კოპენჰაგენის კონფერენციის5 დოკუმენტის მე-5 მუხლს, რომელიც სახელმწიფოებს ავალდებულებს, ნათელი ზღვარი გაავლონ სახელმწიფოსა და პოლიტიკური პარტიების საქმიანობებს შორის, რათა არ მოხდეს პოლიტიკური პარტიებისა და სახელმწიფოს აღრევა. სამწუხაროდ, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ხშირად წაშლილი იყო ზღვარი სახელმწიფოსა და მმართველი პარტიის კანდიდატების აქტივობებს შორის.შესაბამისად, კონკრეტული პარტიის მიერ სააგიტაციო მიზნებისთვის აღნიშნული ლოგოს გამოყენებას შესაძლოა საზოგადოების თვალში სახელმწიფო/ადგილობრივი ბიუჯეტით განხორციელებული ღონისძიებების პარტიულ საქმიანობასთან გაიგივება გამოეწვია.
თბილისის მერიის პროექტი - „კინომანია“ და საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის პროპაგანდა
2010 წლის 19 აპრილს თბილისის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა მონიტორინგის განყოფილების ინიციატივით დაიწყო პროექტი „კინომანია“, რომლის ფარგლებშიც საშეღავათო ბარათები გადაეცათ საშეღავათო სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს. ბარათის წარდგენის შემთხვევაში, სტუდენტები კინოთეატრის ბილეთების შეძენისას 5 ლარიანი შეღავათით სარგებლობდნენ.
აღნიშნული პროექტის სარეკლამო ბანერზე, რომელიც თბილისის მერიის ვებ-გვერდზე იყო განთავსებული,6 გამოსახული იყო წითელ ფონზე შემოხაზული რიცხვი 5. აღსანიშნავია, რომ ამ ბანერის განთავსება საიტზე მოხდა მას შემდეგ, რაც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნებში მონაწილეობა კვლავ 5 ნომრით გადაწყვიტა და ცესკოს შესაბამისი განცხადებით მიმართა.7
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მიიჩნია, რომ მსგავსი სახით საშეღავათო ბარათების დამზადება კონკრეტული პოლიტიკური პარტიის საარჩევნო ნომრის რეკლამას წარმოადგენდა, რაც ეწინააღმდეგებოდა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, რომლის თანახმად, „საარჩევნო კამპანიის პერიოდში აკრძალულია სახელმწიფო/ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით ისეთი ბეჭდვითი მასალის დამზადება, რომელშიც ასახულია ესა თუ ის საარჩევნო სუბიექტი ან მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი“.
აღნიშნული მუხლის მოთხოვნების დარღვევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს და საარჩევნო კოდექსის 12627 მუხლის თანახმად, იწვევს დამრღვევის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
საიამ 2010 წლის 28 აპრილს განცხადებით8 მიმართა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და ზემოაღნიშნული ფაქტის შესწავლა და დამრღვევთათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება მოითხოვა.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ იმსჯელა ზემოაღნიშნული ფაქტის შესახებ და ქ. თბილისის მერიის ახალგაზრდულ საქმეთა მონიტორინგის განყოფილების თანამშრომლის ქმედება მიიჩნია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად, კერძოდ, დადგინდა წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის დროს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტი. შესაბამისად, სამართალდამრღვევ თორნიკე ხუციშვილს, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 12627-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.
საჯარო მოხელეების მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში
2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისაგან განსხვავებით, საჯარო მოხელეები წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულობისათვის ლეგიტიმაციის ხარისხის შესაძენად, წინასაარჩევნო პერიოდში შვებულებებით სარგებლობდნენ. თუმცა, ამის მიუხედავად, ისინი მაინც აგრძელებდნენ სამუშაო ოთახებისა და სამსახურებრივი ავტომანქანების გამოყენებას, ასევე, ჩვეულ რეჟიმში მართავდნენ სამუშაო შეხვედრებს ადგილობრივი თვითმართველობისა და ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლებთან, იღებდნენ მოქალაქეებს.
ადმინისტრაციული რესურსის მსგავსი შენიღბული ფორმით გამოყენება ეწინააღმდეგება არა მხოლოდ საარჩევნო კოდექსის მოთხოვნებს, რომელიც კრძალავს წინასაარჩევნო კამპანიისა და აგიტაციის დროს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებას (მუხლი 761), არამედ არღვევს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 89-ე მუხლის „ბ“ პუნქტს, რომლის თანახმად, სამსახურებრივი ურთიერთობა ჩერდება შვებულების დროს.
მაგალითად, გარდაბნის გამგებელი ზვიად ეპიტაშვილი, რომელიც წინასაარჩევნოდ ერთთვიან შვებულებაში იმყოფებოდა, სარგებლობდა სამსახურებრივი მანქანით სახელმწიფო ნომრით MER-638 და საკუთარი სამუშაო ოთახით გამგეობის შენობაში.
დუშეთის რაიონის ყოფილი გამგებელი ზურაბ ოტიაშვილი, რომელსაც უფლებამოსილება საკრებულოს 2010 წლის 12 მარტის განკარგულებით შეუწყდა, წინასაარჩევნო პერიოდის საწყის ეტაპზე გამგებლის სამუშაო ოთახით და სამსახურებრივი მანქანით სარგებლობდა, იღებდა მოქალაქეებს და იყენებდა ადმინისტრაციულ რესურსს. მაგალითად, მიმდინარე წლის 14 აპრილს, მას მოქალაქეთა მიღებები ჰქონდა გამგეობის შენობაში, კერძოდ, გამგებლის კაბინეტში. ზურაბ ოტიაშვილი მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში კოორდინაციას უწევდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიას რეგიონში, დღის მნიშვნელოვან ნაწილს ატარებდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დუშეთის ოფისში. 5 მაისს, დაახლოებით 5 საათზე, მან, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა, კინოს სახლის შენობაში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბი იყო განთავსებული, შეხვედრა გამართა დუშეთის სუბსიდიების სააგენტოს თანამშრომლებთან და მათგან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მხარდაჭერა მოითხოვა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტის გელა მთივლიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სიღნაღის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მამუკა კორაშვილი ნაციონალური მოძრაობის რაიონული ორგანიზაციის თათბირებს ესწრებოდა და შვებულებაში მყოფ მუნიციპალიტეტის გამგებელთან ნოდარ კოჭლამაზიშვილთან ერთად სამუშაო ოთახში მოსახლეობასა და გამგეობის თანამშრომლებთან შეხვედრებს მართავდა.
ვაკის საარჩევნო ოლქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატის ვატო ნაცვლიშვილის საარჩევნო შტაბი განთავსებული იყო აკაკი წერეთლის სახელობის ბიბლიოთეკის შენობაში (მის: ჭავჭავაძის გამზ. №24). „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ბიბლიოთეკის ფუნქციონირების ძირითადი პრინციპია პოლიტიკური ნეიტრალიტეტი. კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე, დაუშვებელია ბიბლიოთეკის გამოყენება საარჩევნო შტაბად ან რომელიმე საარჩევნო სუბიექტის ან მისი კანდიდატის სააგიტაციო მასალების განსათავსებლად.აღსანიშნავია, რომ ბიბლიოთეკის იმ ნაწილში, სადაც შტაბი განთავსდა, ბიბლიოთეკის სამკითხველო მდებარეობდა, რომელმაც არჩევნების დასრულებამდე ფუნქციონირება შეწყვიტა.
__________________
1 http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=56&info_id=27332
2 იხ. დანართი №2 - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატების სააგიტაციო მასალა.
3 მაგალითად, კითხვარში, რომლის მეშვეობითაც მერიამ თბილისის მოსახლეობა გამოკითხა, პროგრამის „ერთად დავგეგმოთ თბილისის ბიუჯეტი“ ფარგლებში, სწორედ აღნიშნული ლოგოა გამოსახული.
4 ტელეკომპანია „რუსთავი 2“, 2010 წლის 27 აპრილის 9 საათიანი საინფორმაციო გამოშვება.
5 ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (შემდგომში ეუთო) ფარგლებში მიღებული დოკუმენტი.
6 იხ. დანართი №3.
7 „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 30 მაისის არჩევნებისათვის რიგითი ნომერი „5“ ცესკოს 21 აპრილის სხდომაზე მიენიჭა.
8 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 2010 წლის 28 აპრილის №გ-01/150-10 განცხადება.
![]() |
7 წინასაარჩევნო კამპანიაში არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა |
▲ზევით დაბრუნება |
16 აპრილს, დაახლოებით 14.00 საათზე, კინოთეატრ „ოზურგეთის“ დარბაზში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში ვალერიან ჩიტაიშვილი და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი რამაზ ნიკოლაიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო შეხვედრას დაესწრნენ. მოცემული დროისთვის არც ერთი მათგანი შვებულებაში არ იმყოფებოდა.1
12 მაისს საქართველოს მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მან საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებს შეახსენა საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვა პროკურორების წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობასთან დაკავშირებით და მოუწოდა პროკურატურის მუშაკებს, არ ჩარეულიყვნენ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობაში.2 თუმცა, მთავარი პროკურორის განცხადების გავრცელებამდე, 29 აპრილს გურჯაანის კულტურის ცენტრში „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიისა და მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენას ესწრებოდა გურჯაანის რაიონული პროკურორი გელა ლაზაშვილი.3
საიას სამართალწარმოება საჯარო მოხელეების მხრიდან წინასაარჩევნო კამპანიაში უკანონო მონაწილეობის ფაქტთან დაკავშირებით
ვალერიან ჩიტაიშვილისა და რამაზ ნიკოლაიშვილის მიერ სააგიტაციო შეხვედრაში მონაწილეობის ფაქტთან დაკავშირებით საიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა 4 და მათთვის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნების დარღვევის გამო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება მოითხოვა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარი თქვა5 აღნიშნული განცხადების დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან მიიჩნია, რომ კინოთეატრ „ოზურგეთში“ გამართული შეხვედრა არ ატარებდა პოლიტიკურ ხასიათს და, შესაბამისად, მასზე არ გაკეთებულა პოლიტიკური განცხადებები და რომელიმე პარტიის მხარდამჭერი მოწოდებები. ამდენად, ცესკომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად არ დადასტურდა ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ვალერიან ჩიტაიშვილისა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის რამაზ ნიკოლაიშვილის მიერ საქართველოს საარჩევნო კანონის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტები.
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული განცხადების განხილვისას, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყურადღება არ გაამახვილა ისეთ ფაქტებზე, როგორიცაა პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური აქტივისტებისა და აგიტატორების მონაწილეობა ზემოთ აღნიშნულ შეხვედრაში. ცესკომ ასევე მნიშვნელოვან გარემოებად არ მიიჩნია ჟურნალისტების ჩვენება იმის თაობაზე, რომ შეხვედრაზე ადგილი ჰქონდა წინასაარჩევნო დაპირებებს და დამსწრე საზოგადოების მხრიდან ეს შეხვედრა აღქმული იქნა, როგორც შეხვედრა მმართველ პარტიასთან. ამრიგად, ცესკომ მნიშვნელოვანი ფაქტების და გარემოებების იგნორირება მოახდინა და პასუხისმგებლობის გარეშე დატოვა საჯარო მოხელეთა მიერ ჩადენილი კანონდარღვევა.
___________________
1. საქართველოს ახალგზარდა იურისტთა ასოციაციამ გამოითხოვა ინფორმაცია სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციიდან და საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან იმის დასადგენად, ხომ არ სარგებლობდნენ ვალერიან ჩიტაიშვილი და რამაზ ნიკოლაიშვილი კუთვნილი შვებულებით. გუბერნატორის ადმინისტრაციიდან გვაცნობეს, რომ ვალერიან ჩიტაიშვილი შვებულებაში იმყოფებოდა 2. აპრილიდან, სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის წერილი №522/11-02. საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციით კი ირკვევა, რომ რამაზ ნიკოლაიშვილი 16 აპრილს შვებულებაში არ ყოფილა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2010 წლის 5 მაისის წერილი №07-06/2088.
2 იხ. საქართველოს მთავარი პროკურორის განცხადება: http://www.justice.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=23&info_id=2304
3 ინფორმაციას ადასტურებს ადამიანის უფლებათა ცენტრი. საიას მონიტორის ინტერვიუ გელა მთივლიშვილთან.
4. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 2010 წლის 21 მაისის №გ-05/54-10 განცხადება.
5 ცესკოს 2010 წლის 28 მაისის №337/2010 განკარგულება.
![]() |
8 ამომრჩეველთათვის მატერიალური ფასეულობების გადაცემა, დაპირება |
▲ზევით დაბრუნება |
2009 წლის დეკემბერში, არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნის საპასუხოდ, საარჩევნო კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლითაც ერთმნიშვნელოვნად განისაზღვრა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში აკრძალულია საქართველოს მოქალაქეებისთვის საჩუქრისა თუ მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა მათი ღირებულების მიუხედავად.მიუხედავად კანონის იმპერატიული მოთხოვნისა, 2010 წლის 6 და 9 მაისს, როდესაც განსაკუთრებით ინტენსიური იყო კანდიდატების შეხვედრები ამომრჩევლებთან, მოქალაქეებისთვის სიმბოლური საჩუქრებისა და მატერიალური ფასეულობის გადაცემის შემთხვევები დაფიქსირდა:
6 მაისს „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის“ მაჟორიტარმა კანდიდატმა ზაზა გაბუნიამ მისი პარტიის ინიციატივით გამართული საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებულები დააჯილდოვა.მან გამარჯვებულებს მედლები, სიგელები და ხატები გადასცა საჩუქრად;
9 მაისს „ეროვნული საბჭოს“ მერობის კანდიდატმა ზვიად ძიძიგურმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ქალბატონი ეკატერინე ღვინაძე მოინახულა და საჩუქრად ყვავილები და ღვინო მიართვა;
9 მაისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატი ზურაბ გაჩეჩილაძე ვაზისუბანში საფეხბურთო ტურნირის ფინალს დაესწრო. გამარჯვებულებს მედლები და 500 ლარი გადაეცათ;1
9 მაისს დუშეთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით ომის ვეტერანთა შეხვედრა გაიმართა.შეხვედრა გახსნა დუშეთის ყოფილმა გამგებელმა ზურაბ ოტიაშვილმა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ნომერი იყო.მან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარ კანდიდატ ზურაბ წყარუაშვილთან ერთად, რომელიც ამჟამად საკრებულოს თავმჯდომარეა, ვეტერანებს საჩუქრად მედლები გადასცა;
9 მაისს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩოჩხათში სოფლის რწმუნებულის თანაშემწემ და სოფელ ჩოჩხათში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარმა კანდიდატმა დალი კვერენჩხილაძემ ომის ვეტერანთა ხუთ ოჯახს საჩუქრის სახით მუნიციპალიტეტის მიერ გამოგზავნილი 50 ლარის ჩეკი გადასცეს.2 „ალიანსი საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა საიას მიაწოდეს საუბრის ჩანაწერი, რომელშიც ვეტერანები ამირან ტუღუში და გერმანე ზენაიშვილი ადასტურებენ, რომ საჩუქრის გადაცემას ესწრებოდა დალი კვერენჩხილაძე, თუმცა, ჩეკი მათ რწმუნებულის თანაშემწემ გადასცა.
საიას სამართალწარმოება „ამომრჩევლის მოსყიდვის“ ფაქტებთან დაკავშირებით:
ა) დიდუბის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის კანდიდატის გიორგი ჩაჩანიძის მიერ ამომრჩეველთათვის მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის ფაქტი
2010 წლის 9 მაისს ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერით გავიდა პროგრამა „კვირის რეპორტაჟი“. სიუჟეტის თანახმად, 2010 წლის 29 აპრილს, პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების ორგანიზებით, რესტორან „თბილისში“ მოეწყო ბანკეტი 400-მდე პირისთვის, რომელსაც ესწრებოდნენ დიდუბის საარჩევნო ოლქში პ/მ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის გიორგი ჩაჩანიძის მეგობრები და მხარდამჭერები.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე იკრძალება საარჩევნო სუბიექტების/სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (მიუხედავად მათი ღირებულებისა), შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე, საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებით.
როგორც ვხედავთ, მოცემული მუხლის სუბიექტები არიან არა მხოლოდ საარჩევნო სუბიექტები/სუბიექტობის კანდიდატები, არამედ მათი წარმომადგენლებიც. იმავდროულად, აუცილებელი არ არის, ისინი პირადად ახორციელებდნენ აკრძალულ ქმედებას, არამედ კანონით დაუშვებელია მისი განხორციელება მესამე პირების მიერაც. აკრძალვა მოიაზრებს საქართველოს მოქალაქეებისათვის მატერიალური ფასეულობის მქონე ნებისმიერი ნივთის გადაცემას, მისი ღირებულების მიუხედავად, ასევე, უფასოდ ნებისმიერი საქონლის მიწოდებას.
აქტივისტების ინიციატივით გამართული ბანკეტი, სადაც 400-მდე ადამიანია მიწვეული, უნდა მივიჩნიოთ საარჩევნო სუბიექტის მიერ მის სასარგებლოდ მოქმედი მესამე პირების (აქტივისტების) მეშვეობით აკრძალული ქმედების განხორციელებად. „აქტივისტები“, თავისთავად, შეუძლებელია მოქმედებდნენ დამოუკიდებლად. ისინი ავტომატურად გაიგივებულნი არიან იმ პოლიტიკურ მოძრაობასთან, კანდიდატთან, რომლის კამპანიის ფარგლებშიც ახორციელებენ აქტივობებს“ და მათ ქმედებებს, საბოლოოდ, სწორედ საარჩევნო სუბიექტისათვის მოაქვთ სარგებელი.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ აღნიშნული ფაქტის მტკიცებულებად მიიჩნია გიორგი ჩაჩანიძის კომენტარი, საიდანაც რესტორან „თბილისში“ გამართული ბანკეტის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ირკვევა. სიუჟეტში ჩაჩანიძე ადასტურებს, რომ ბანკეტი ორგანიზებული იყო მისი მეგობრებისა და აქტივისტების მიერ და მას ძალიან ბევრი ადამიანი ესწრებოდა.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ყოფნის ფაქტს ჟურნალისტთან საუბარში ადასტურებს ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, როგორც რეგისტრირებულმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ, 2010 წლის 24 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის გიორგი ჩაჩანიძისთვის რეგისტრაციის გაუქმება, რადგანაც საქართველოს საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლის მე-91 პუნქტის თანახმად, ამავე კანონის მე-9 მუხლის მოთხოვნების დარღვევა იწვევს საარჩევნო სუბიექტისთვის რეგისტრაციის გაუქმებას. აქვე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სასამართლოს სთხოვა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დამატებითი მტკიცებულებების გამოთხოვნა და გამოკვლევა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ იმსჯელა აღნიშნულ საქმეზე და 2010 წლის 25 მაისის №3/2070-10 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი, ვინაიდან არასაკმარისად მიიჩნია გიორგი ჩაჩანიძის აღიარებითი კომენტარი, თუმცა, აღსანიშნავია, რომ სასამართლომ არ გამოითხოვა რაიმე დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულება, ასევე არ დააკმაყოფილა საიას შუამდგომლობები, რომლებიც დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებას ეხებოდა, შესაბამისად, გადაწყვეტილება აუცილებელი გამოკვლევის და შესწავლის გარეშე მიიღო.
ბ) თბილისის მერობის კანდიდატის ირაკლი ალასანიას მიერ ამომრჩევლებისთვის მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის ფაქტი
2010 წლის 21 მაისს საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციისა და ტელეკომპანიების „კავკასია“, „იმედი“ და „რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვებების ჩანაწერების თანახმად, თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია 2010 წლის 21 მაისს იმყოფებოდა სასწავლო ცენტრ „ვიციპედიაში“, სადაც კონკურსში გამარჯვებულ პირთა დაჯილდოება გაიმართა.ჯილდოს სახით კონკურსანტებს გადაეცათ პორტატული კომპიუტერები და სხვა ფასიანი საჩუქრები.
„ინტერპრესნიუსის“ მიერ 2010 წლის 21 მაისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაჯილდოების ცერემონიალი ორგანიზებული იყო ფონდების „მომავალს ვქმნით დღეს“ და „ვიციპედიას“ მიერ. როგორც თავად საარჩევნო სუბიექტის ირაკლი ალასანიას ოფიციალურ ვებ-გვერდზე იყო მითითებული, ფონდი „მომავალს ვქმნით დღეს“ „ირაკლი ალასანიას პარტიასთან არსებული ფონდია, რომელიც ბიზნესმენთა შემოწირულობებით არსებობს და მისი პრიორიტეტები მომავალი თაობის განათლებაზე ზრუნვაა“.
ამრიგად, წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან იკვეთებოდა, რომ საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ მოქმედი მესამე პირის - ფონდი „მომავალს ვქმნით დღეს“ დაფინანსებით და ორგანიზებით 2010 წლის 21 მაისს ფონდ „ვიციპედიაში“ კონკურსში გამარჯვებულ პირებს პორტატული კომპიუტერები და სხვა ფასიანი საჩუქრები გადაეცათ . საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მიიჩნია, რომ ირაკლი ალასანიას ზემოთ აღნიშნულ ქმედებაში იკვეთებოდა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევა. კერძოდ, მის სასარგებლოდ მოქმედი იურიდიული პირის ფონდი „მომავალს ვქმნით დღეს“ - მიერ მოხდა სასწავლო ცენტრში „ვიციპედია“ გამარჯვებულ კონკურსანტთა დაჯილდოების ორგანიზება, რომელსაც ესწრებოდა თავად თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია, რაც დაკავშირებული იყო მის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის განხორციელებასთან.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა3 და მოითხოვა ირაკლი ალასანიას ქმედებაში წინასაარჩევნო კამპანიის წესების დარღვევის დადგენა, ხოლო დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სასამართლოსათვის მიმართვა ირაკლი ალასანიასთვის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება არ დააკმაყოფილა,4 ვინაიდან მიიჩნია, რომ არ იკვეთებოდა ირაკლი ალასანიას მონაწილეობა უშუალოდ საჩუქრების გადაცემაში, ასევე, მისი თანამონაწილეობა ამ ღონისძიების ორგანიზებასა ან დაფინანსებაში.
გ) თბილისის მერობის კანდიდატის ზვიად ძიძიგურის მიერ ამომრჩეველთათვის მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის ფაქტი
თბილისის მერობის კანდიდატმა ზვიად ძიძიგურმა 2010 წლის 9 მაისს ქ. თბილისის №1 საავადმყოფოს პაციენტს ეკატერინე ღვინაძეს საჩუქრად ღვინო და ყვავილები გადასცა, რაც ასახულია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 2010 წლის 9 მაისის საინფორმაციო გამოშვებაში.
საიამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ფაქტი წარმოადგენდა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევას, კერძოდ, ადგილი ჰქონდა მოქალაქისათვის სიმბოლური, თუმცა, საჩუქრის გადაცემის ფაქტს.
საიამ განცხადებით5 მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მოითხოვა აღნიშნული ფაქტის შესწავლა, ხოლო დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სასამართლოსთვის მიმართვა ზვიად ძიძიგურისათვის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით.
ცესკომ განიხილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება, თუმცა, არ დააკმაყოფილა,6 ვინაიდან მიიჩნია, „რომ არ [დადგინდა] თბილისის მერობის კანდიდატის ზვიად ძიძიგურის ქმედებაში წინასაარჩევნო კამპანიის წესების დარღვევა, რის გამოც არ არსებობს საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ ცესკომ განახორციელოს ქმედება და მიმართოს სასამართლოს ზემოაღნიშნული მერობის კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით“.
აღსანიშნავია, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სადავოდ არ გაუხდია ზვიად ძიძიგურის მიერ მოქალაქისთვის ღვინის და ყვავილების გადაცემის ფაქტი, თუმცა, აღნიშნული მაინც არ მიიჩნია დარღვევად და სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო.
დ) თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატის ზურაბ გაჩეჩილაძის მიერ ამომრჩეველთათვის მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის ფაქტი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ვაზისუბნის მე-8 პოლკის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის კანდიდატი ზურაბ გაჩეჩილაძე 2010 წლის 9 მაისს ესწრებოდა ქ. თბილისში, წულუკიძის ქუჩაზე, მინი-ფეხბურთის ტურნირის ფინალს. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისთვის ცნობილი გახდა ტელეკომპანია „იმედისა“ და „რუსთავი 2“-ის 2010 წლის 9 მაისის საინფორმაციო გამოშვებებიდან. სიუჟეტის თანახმად, თავად ტურნირი ორგანიზებული იყო ზურაბ გაჩეჩილაძის მიერ. გამოშვების წამყვანის მიერ გახმოვანებული ინფორმაციით კი, აღნიშნულ დღეს ტურნირის გამარჯვებულებს გადაეცათ თასი და ფულადი პრიზი 500 ლარის ოდენობით.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განცხადებით მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას7 და აღნიშნული ფაქტის შესწავლა, ხოლო დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, კანდიდატისთვის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე სასამართლოსათვის მიმართვა მოითხოვა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება8 საია-ს განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ცესკომ მიიჩნია, რომ კანდიდატის ქმედებაში არ იკვეთებოდა კანონის მოთხოვნათა დარღვევა და გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო მხოლოდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის ზეპირ ჩვენებას, რომელმაც განაცხადა, რომ ზურაბ გაჩეჩილაძეს „არაფერი ჰქონდა საერთო ტურნირის ორგანიზებასთან“.
ე) თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატის ზაზა გაბუნიას მიერ ამომრჩეველთათვის მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის ფაქტი
წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში აგიტაციის წესების კიდევ ერთი დარღვევა დაფიქსირდა საქართველოს დედაქალაქის - თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზაზა გაბუნიას მხრიდან. ტელეკომპანიების „იმედისა“ და „რუსთავი 2-ის“ 2010 წლის 23 მაისის საინფორმაციო გამოშვებების ჩანაწერების თანახმად, ზაზა გაბუნიამ ბუკიას ბაღში დაამონტაჟა დიდი ეკრანი და საბურთალოს მოსახლეობას ჩემპიონთა ლიგის ფინალის ყურების საშუალება მისცა. აღნიშნულ ჩვენებას ესწრებოდა თავად მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა გაბუნია. ტელეკომპანია „იმედის“ განმარტებით, ჩვენება გაიმართა ღია ცის ქვეშ და მასზე დასწრების შესაძლებლობა ყველა მოქალაქეს ჰქონდა. ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ზაზა გაბუნიამ განაცხადა, რომ აღნიშნული ჩვენება მისი შტაბისა და პირადად მისი ორგანიზებით განხორციელდა, რათა საბურთალოელებისათვის საფეხბურთო ზეიმი მოეწყო და მოხარულია იმით, რომ საბურთალოს მაცხოვრებლებს დიდ ეკრანზე დიდი სანახაობა შესთავაზა.
ამრიგად, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა უშუალოდ თავის ამომრჩევლებს უსასყიდლოდ შესთავაზა დიდი ეკრანის მეშვეობით ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის ჩვენება, რაც წარმოადგენს ამომრჩევლებისათვის საჩუქრის გადაცემას, შესაბამისად, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით აკრძალულ ქმედებას.
ისევე, როგორც წინა შემთხვევებში, საიამ განცხადებით მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას9 და აღნიშნული ფაქტის შესწავლა, ხოლო დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, ზაზა გაბუნიასათვის რეგისტრაციის გაუქმების მიზნით სასამართლოსათვის მიმართვა მოითხოვა.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2010 წლის 4 ივნისის10 გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ ზაზა გაბუნიას მიერ გაწეული მომსახურება იყო უმნიშვნელო, ვინაიდან ამომრჩეველს ჩემპიონთა ლიგის მატჩის ყურებით არავითარი მატერიალური სარგებელი არ მიუღია, შესაბამისად, არ დააკმაყოფილა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოთხოვნა.
__________________
1 სატელევიზიო სიუჟეტში არ ჩანს კონკრეტულად ვინ გადასცა ჯილდო გამარჯვებულებს, თუმცა ტურნირის მონაწილე მადლობას უხდის ზურაბ გაჩეჩილაძეს ტურნირის ორგანიზებისათვის
2 საის დამკვირვებელს ინფორმაცია მიაწოდა „ალიანსი საქართველოსთვის“ ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ელგუჯა ჩხაიძემ
3 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 2010 წლის 26 მაისის №გ-05/56-10 განცხადება.
4 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 5 ივნისის №371/2010 განკარგულება.
5 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 2010 წლის 26 მაისის №გ-05/56-10 განცხადება.
6 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 5 ივნისის №372/2010 განკარგულება.
7 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 2010 წლის 27 მაისის №გ-05/57-10 განცხადება.
8 ცესკოს 2010 წლის 5 ივნისის №370/2010 განკარგულება.
9 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 2010 წლის 27 მაისის №გ-05/58-10 განცხადება.
10 ცესკოს 2010 წლის 4 ივნისის №365/2010 განკარგულება.
![]() |
9 კანდიდატთა მხრიდან მომსახურების უკანონოდ გაწევა |
▲ზევით დაბრუნება |
საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უკრძალავს „პირადი ფულადი სახსრებით ... ისეთი სამუშაოს შესრულებას ან მომსახურების გაწევას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განეკუთვნება საქართველოს სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა კომპეტენციას.”
11 მაისს, ქუთაისში, ჩეჩელაშვილის ქუჩაზე მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის მაჟორიტარმა კანდიდატმა, საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ ამირან ხვადაგიანმა. კანდიდატი შეხვედრის მონაწილეებს დაჰპირდა არჩევნების დღემდე ნაგავსაყრელთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას და ტერიტორიის დასუფთავებას. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, ამირან ხვადაგიანის დაპირება ეწინააღმდეგებოდა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ შეზღუდვას, ვინაიდან „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, ნაგავსაყრელების მოწყობა, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა და განხორციელება თვითმმართველობის ორგანოთა ექსკლუზიურ უფლებამოსილებას განეკუთვნება.
შესაბამისად, საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 პუნქტის დანაწესის თანახმად, კანდიდატს არ ჰქონდა მსგავსი მომსახურების გაწევის დაპირების უფლება.
![]() |
10 წინასაარჩევნო აგიტაცია საჯარო სკოლებში |
▲ზევით დაბრუნება |
2010 წლის 21 აპრილს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ არჩევნებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა. განცხადების თანახმად, სამინისტრომ რეკომენდაცია მისცა ყველა საჯარო სკოლის ადმინისტრაციას, სასწავლო პროცესის დროს არ დაეშვათ სკოლის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო აგიტაციის ჩატარება, რათა არ შეფერხებულიყო სასწავლო პროცესის მიმდინარეობა.1 მიუხედავად ამისა, წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის საჯარო სკოლების გამოყენების რამდენიმე შემთხვევას მაინც ჰქონდა ადგილი, მათ შორის, თავად განათლების მინისტრის მონაწილეობით.
„მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენელმა გურამ ხოზრევანიძემ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ზურაბ ხოზრევანიძე, ხულოს გამგებლის მოადგილე ნოდარ თავართქილაძე და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატი ხულოს საკრებულოში ასლან ტუნაძე ხულოს რაიონის სოფელ ოქრუაშვილების საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის დროს მივიდნენ და მასწავლებლებთან წინასაარჩევნო აგიტაცია გამართეს.გურამ ხოზრევანიძის განცხადებით, აღნიშნული პირების სტუმრობას სასწავლო პროცესის ჩაშლა მოჰყვა. ინფორმაცია საიას დამკვირვებელთან საუბარში დაადასტურა სკოლის ერთ-ერთმა მასწავლებელმა. 20 მაისს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამინისტროს მითითებების შეუსრულებლობის გამო ხულოს საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თანამდებობიდან გათავისუფლდა.2
2010 წლის 14 მაისს №55 საჯარო სკოლაში პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განათლების მინისტრთან ერთად ახალი სასადილო გახსნა, რის შემდეგაც მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.პრეზიდენტმა ისაუბრა 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და ყურადღება გაამახვილა ყველა დონის ხელისუფლების შეთანხმებული მოქმედების მნიშვნელობაზე. მიხეილ სააკაშვილმა საჯარო სკოლებში მიმდინარე ცვლილებების წარმატებით განხორციელება მერიის, განათლების სამინისტროსა და პრეზიდენტის ერთობლივ, კოორდინირებულ მუშაობას დაუკავშირა და ამომრჩეველს მოუწოდა, აღნიშნულის გათვალისწინებით, 30 მაისს პასუხისმგებლობით მოჰკიდებოდნენ საკუთარ არჩევანს.3
მიხეილ სააკაშვილის 55-ე საჯარო სკოლაში სტუმრობასთან დაკავშირებით ტელეკომპანია „მაესტროს“ მიერ მომზადებულ რეპორტაჟში მოსწავლეები ჰყვებიან, რომ პრეზიდენტის დასახვედრი ღონისძიების ორგანიზების მიზნით, სკოლაში 2 დღის განმავლობაში შეჩერებული იყო სწავლის პროცესი.4 გარდა ამისა, კადრში ჩანს პრეზიდენტის დასახვედრად შენობის წინ გამოსული სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც აცვიათ მაისურები წარწერით: „გიგი უგულავა თბილისის მერი“. მაისურზე ასევე გამოსახულია ნომერი „5“.5 სკოლის მოსწავლეების წინასაარჩევნო აგიტაციაში ჩაბმა ეწინააღმდეგება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველ პუნქტს, რომელიც კრძალავს სასწავლო პროცესის პოლიტიზაციას და ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტს, რომლითაც გარანტირებულია საჯარო სკოლის დამოუკიდებლობა პოლიტიკური გაერთიანებისაგან.6 ამას გარდა, აღნიშნული ქმედება შეუსაბამოა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საჯარო სკოლების ადმინისტრაციისთვის გაწეულ რეკომენდაციასთან.ამასთან დაკავშირებით, საიამ 21 მაისს განცხადებით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალურ ინსპექციას და შესაბამისი რეაგირება მოითხოვა.
ანგარიშის გამოქვეყნების დროისთვის აღნიშნულ განცხადებას არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია.
____________________
1 იხ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება: http://mes.gov.ge/content.php?id=776&lang=geo
2 http://mes.gov.ge/content.php?id=880&lang=geo
3 იხ. საინფორმაციო გამოშვება კურიერის 2010 წლის 14 მაისის, 15:00 საათიანი გამოშვება.
4 იხ. http://www.maestro.ge/?address=uc&id=8192&page=5
5 იხ. http://www.maestro.ge/?address=uc&id=8192&page=5
6 „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის I პუნქტი: დაუშვებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის პოლიტიზირება.
![]() |
11 პოლიტიკური ნიშნით დაშინებისა და ზეწოლის ფაქტები |
▲ზევით დაბრუნება |
წინასაარჩევნო მონიტორინგის პერიოდში პოლიტიკური პარტიები ხშირად მიუთითებდნენ მათი წარმომადგენლების მისამართით განხორციელებული დაშინებისა და მუქარის ფაქტების თაობაზე, რომლის შედეგადაც, მათივე განცხადებით, რამდენიმე სუბიექტმა არჩევნებში მონაწილეობისგან თავი შეიკავა1. ხშირ შემთხვევაში, კანდიდატები არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმასთან ერთად დუმდნენ იმ მიზეზების თაობაზე, რამაც მათი გადაწყვეტილების შეცვლა გამოიწვია. იმ შემთხვევების გარდა, როდესაც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა უშუალოდ გვთხოვეს, არ მიგვეთითებინა მათი ან მათი თანაპარტიელების სახელები და გვარები, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ჩვენს ხელთ არსებული ყველა გადამოწმებული ინფორმაციის გამოქვეყნება მოცემულ ანგარიშში. საიას მიერ მოპოვებული ინფორმაცია აგრეთვე შეეხებოდა პარტიის აქტივისტების, ამომრჩევლებისა და საარჩევნო სიების გადამოწმებაში მონაწილე პირების დაშინების შემთხვევებს. სამწუხაროდ, რამდენიმე შემთხვევის გარდა, ანგარიშში მოცემული ფაქტებს ამ დრომდე სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია. ხოლო რაც შეეხება რეაგირებას, ისიც მხოლოდ დამრღვევი პირებისათვის უფლებამოსილების შეჩერებით ან შვებულებაში გასვლის რეკომენდაციით შემოიფარგლებოდა.
კანდიდატებზე ზეწოლა
დაშინებისა და ზეწოლის ფაქტების ნუსხას მესტიის ინციდენტით დავიწყებთ, რომელიც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების დაშინების სხვა შემთხვევებისაგან იმით განსხვავდება, რომ თვითმხილველები და დაზარალებულები მზად იყვნენ ხმამაღლა ესაუბრათ 3 მაისს მესტიაში მომხდარი ფაქტის შესახებ. მიუხედავად ამისა, გამოძიებას, რომელიც მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განცხადების წარდგენის შემდეგ დაიწყო, ჯერჯერობით არანაირი შედეგი არ მოყოლია.ინციდენტში მონაწილე ყველა თანამდებობის პირი მოცემულ დრომდე ინარჩუნებს თანამდებობას.
4 მაისს რეგიონული მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია მესტიაში 3 მაისს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრების მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ. მასში, თვითმხილველთა განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია, სამხარეო პოლიციის უფროსი თენგიზ გუნავა, მესტიის პოლიციის უფროსი გიორგი შედანია, მისი მოადგილე ჯონი ბელქანია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი ანზორ მარგიანი, მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი კანდიდ (კახა) კვიციანი და მესტიის გამგებელი გოჩა ჭელიძე მონაწილეობდნენ.
ინფორმაციის გადასამოწმებლად 14 მაისს მესტიაში საიას და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლები ჩავიდნენ და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შესახვედრად 14 მაისს სოფ. ცხუმარიდან გამოემგზავრნენ პარტია „თავისუფლების“ პარტიული სიის კანდიდატები ბიკენტი საღლიანი და ნუგზარ არღვლიანი, თუმცა, მათთან ერთად მყოფი ბაჩუკი საღლიანის განცხადებით, მესტიამდე მოსულ ბიკენტი საღლიანს ტელეფონით დაუკავშირდნენ სამართალდამცავები, რის შემდეგაც კანდიდატებმა ჩვენთან შეხვედრა გადაიფიქრეს.
ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეძლეს, პირადად გასაუბრებოდნენ ნელი ნავერიანს (ბლოკ „ალიანსი საქართველოსთვის“ სიის პირველი ნომერი მესტიის საარჩევნო ოლქში); ნინო ჯაფარიძეს („ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და სიის მეორე ნომერი მესტიაში); ნათია გიგანს (მესტიის საარჩევნო კომისიის მდივანი); ბაჩუკი საღლიანს (პარტია „თავისუფლების“ კანდიდატს ცხუმარის საარჩევნო ოლქში) და გოჩა ჭელიძეს (მესტიის გამგებელი).
თვითმხილველებმა დაადასტურეს, რომ 3 მაისს, ღამის 11 საათიდან მესტიის გამგეობის შენობის წინ რამდენიმე ათეული შეიარაღებული პირი და სამართალდამცავი ორგანოები ავტომანქანებით იყვნენ მობილიზებული, რაც დასტურდება თვითმხილველის მიერ გადაღებული ვიდეომასალით. გამგეობის შენობაში იძულებით მიჰყავდათ პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების“ კანდიდატები და მათგან საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ წინასწარ გამზადებული განცხადებების ხელმოწერას მოითხოვდნენ. ამ პერიოდში გამგეობის შენობაში იმყოფებოდნენ სამხარეო პოლიციის უფროსი თენგიზ გუნავა, ადგილობრივი პოლიციის უფროსი გიორგი შედანია და მისი მოადგილე ჯონი ბელქანია. ეს უკანასკნელი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა და ნელი ნაკანს, რომელიც გამგეობის შენობაში შევიდა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. შელაპარაკების დროს თენგიზ გუნავა ბლოკ „ალიანსი საქართველოსთვის“ კანდიდატს კახა ჟორჟოლიანს დაპატიმრებით დაემუქრა. მუქარა შეეხო „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნინო ჯაფარიძის მეუღლეს ნოდარ ნაკანსაც. ნინო ჯაფარიძის განცხადებით, საკრებულოს შენობაში იმყოფებოდნენ გუბერნატორის მოადგილე ერეკლე ჯაფარიძე და საოლქო კომისიის წევრი ნუგზარ ნაკანიც.
შენობის წინ მიმდინარე მოვლენებს 15 წლის გოგონა ნათია ნაკანი მეგობართან მარი გვარლიანთან ერთად დაახლოებით 15-20 წუთის მანძილზე იღებდა. აღნიშნულის შენიშვნის შემდეგ შეიარაღებული პირები გოგონას დაედევნნენ და კამერის ჩამორთმევა სცადეს. არასრულწლოვანი ჯემალ ჯაფარიძე, რომელმაც პოლიციელებს ხელი შეუშალა და გოგონებს გაქცევის საშუალება მისცა, შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს და მისი ადგილსამყოფელი დილამდე უცნობი იყო.
იძულების შედეგად, კანდიდატურების მოხსნის თაობაზე განცხადებას ხელი მოაწერა ოთხმა კანდიდატმა, ოთხმა უარი განაცხადა. მოგვიანებით, მუქარის შედეგად, კანდიდატურა მოხსნა ბლოკ „ალიანსი საქართველოსთვის“ წევრმა მაია ჩართოლანმა. პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების“ კიდევ ერთმა წარმომადგენელმა ბოგდან ნიგურიანმა განცხადება ზეწოლის ქვეშ 3 მაისის ინციდენტამდე დაწერა.
3 მაისის ღამეს სოფ. ცხუმარში ასევე პიკაპებით მიაკითხეს პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების“ კანდიდატ ბაჩუკი საღლიანსაც, რომელიც ამ პერიოდში სახლში არ იმყოფებოდა.ცხუმარიდან გამგეობაში მიიყვანეს ნუგზარ არღვლიანი და ბიკენტი საღლიანი და მათ გამგეობაში მოაწერინეს ხელი განცხადებაზე კანდიდატურის მოხსნის შესახებ. სოფ. იფარსა და კალაში მიაკითხეს „თავისუფლების“ სხვა კანდიდატებს მირზა დადვანსა და ივანე გულბანს, რომელთაც კანდიდატურების მოხსნის თაობაზე განცხადებები გზაშივე დააწერინეს.
გარდა ამისა, „თავისუფლების“ კანდიდატ ლაშა პირველს სოფ. იფარში ჩააკითხა ესკორტმა და მის დაყოლიებასაც შეეცადნენ კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით. განცხადების დაწერაზე უარის თქმის შემდეგ მასზე ზეწოლა აღარ განხორციელებულა.
შემთხვევის გახმაურების შემდგომ, არჩევნებზე მომუშავე უწყებათაშორისმა ჯგუფმა ზაზა გოროზიას შვებულებაში გასვლის რეკომენდაცია მისცა, რომელიც არ შეიძლება საკმარის ღონისძიებად ჩაითვალოს მესტიაში საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის აღდგენისათვის.
საიას აზრით, თვითმხილველთა ჩვენებებიდან აშკარად იკვეთება ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ნიშნები, მათ შორის, „არჩევნებში, რეფერენდუმსა ან პლებისციტში ნების განხორციელებისთვის ხელის შეშლა“ (162-ე მუხლი), „იძულება“ (150-ე მუხლი), „ძალადობა“ (162-ე მუხლი) და „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება“ (333-ე მუხლი). შესაბამისად, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად 2010 წლის 20 მაისს მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას და მოითხოვა აღნიშნულ ფაქტზე გამოძიების დაწყება. უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს.
2010 წლის 7 აპრილს „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ წევრი და „ალიანსი საქართველოსთვის“ მაჟორიტარი კანდიდატი ნიგვზიანის თემში ავთანდილ სურმანიძე ლანჩხუთის უშიშროების სამსახურის ადგილობრივ განყოფილებაში დაიბარეს. სურმანიძის განცხადებით, შეხვედრას ესწრებოდა უშიშროების თანამშრომელი, გვარად ჩხაიძე და პირი, რომელიც ქუთაისიდან ჩამოსულ „შეფად“ წარუდგინეს. ამ ადამიანებმა სურმანიძეს ურჩიეს, „არ გაერთულებინა მათთან საქმე“ და არ ეყარა კენჭი „ალიანსი საქართველოსთვის“ სიით. ამას გარდა, სურმანიძე, რომელიც ნიგვზიანის თემის რწმუნებულის მოადგილედ მუშაობდა, ლანჩხუთის გამგებელმა გიორგი გოგუაძემ დაიბარა და მას სამსახურის დატოვება ურჩია. ავთანდილ სურმანიძე, ლანჩხუთის უშიშროების სამსახურის ადგილობრივი განყოფილების ხელმძღვანელმა ბუხუტი ჩხაიძემ 27 აპრილს შეხვედრაზე განმეორებით დაიბარა. შეხვედრაზე ბ. ჩხაიძემ ა. სურმანიძეს მოსთხოვა, დაშინების ფაქტი არ გახმაურებულიყო. ავთანდილ სურმანიძემ, საიას ოზურგეთის ოფისის დახმარებით, განცხადება პროკურატურაში შეიტანა. არჩევნებზე მომუშავე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის ინფორმაციით, ბ. ჩხაიძე დროებით ჩამოშორებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას, სანამ მის საქმეს გენერალური ინსპექცია იძიებს.
„მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ საგარეჯოს ორგანიზაციის ხელმძღვანელის იოსებ ოტიაშვილის განცხადებით, პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნატო ქურდოვანიძის მეუღლე სკოლის დირექტორმა სამსახურიდან გაათავისუფლა. პარტიის წარმომადგენლის განცხადებით, აღნიშნულის მთავარი მიზეზი ნატო ქურდოვანიძის ოპოზიციურ პარტიაში ყოფნა იყო. საიას წარმომადგენლებმა აღნიშნული ფაქტი თავად ნატო ქურდოვანიძესთან გადაამოწმეს, რომელმაც განაცხადა, რომ მისი მეუღლე სკოლის დირექტორის მიერ ერთი თვით ადრე იქნა გაფრთხილებული მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, რის მოტივადაც დირექტორმა მეუღლის პოლიტიკური აქტიურობა დაასახელა.
მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ ყვარლის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დავით ჩოტილაშვილმა საიას დამკვირვებელს მიაწოდა ინფორმაცია მათი პარტიის კანდიდატებზე განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით. დავით ჩოტილაშვილის განცხადებით, მზია ხუტუაშვილმა და ანეტა მღებრიშვილმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი პარტიული სიის წარდგენის შემდეგ განაცხადეს. „ეროვნულ საბჭოში“ აღნიშნეს, რომ კანდიდატებზე ზეწოლა კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციიდან ხდებოდა. კახეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიორგი სიბაშვილმა საიას მონიტორთან საუბრისას ბრალდებები უარყო.
პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მათი პარტიის წევრი სევერიან (კახა) ქარელი პოლიციის უკანონო ქმედებების მსხვერპლი გახდა. 28 აპრილს, დაახლოებით დღის 2 საათისთვის, მანქანით მიმავალ ს. ქარელს ტყვიავის პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მანქანის გაჩერება მოსთხოვა. აღნიშნულის შემდეგ, დაახლოებით 5-მა პოლიციელმა, რომელთა შორის მომმართველი ასახელებს ზვიად ხმიადაშვილს და გრიგოლ ელიკაშვილს, ის ძალის გამოყენებით გადაიყვანეს მანქანიდან და პოლიციის შენობაში შეიყვანეს, სადაც მან რამდენიმე საათი გაატარა. ს. ქარელის წერილობითი განმარტების საფუძველზე, პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელი მისგან მოითხოვდა, არ მიეღო მონაწილეობა არჩევნებში. 28 აპრილს „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ წარმოადგენდა საარჩევნო სუბიექტს, რომელიც ცესკო-ს რეგისტრაციაში ჰყავდა გატარებული.2 ს. ქარელი სწორედ ამ პარტიის სახელით აპირებდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, თუმცა, მისი კანდიდატურა ჯერ ოფიციალურად არ იყო წარდგენილი. პოლიციაში გატარებული რამდენიმე საათის შემდეგ, ს. ქარელი სასამართლოში გადაიყვანეს პოლიციის კანონიერი ბრძანებისთვის დაუმორჩილებლობის ბრალდებით, რაზეც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი იქნა შედგენილი. სასამართლო გადაწყვეტილებიდან ჩანს, რომ ს. ქარელი მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა, თუმცა, საქმე საოლქო პროკურორს გადაეგზავნა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობის მოტივით. ამჟამად ს. ქარელი გათავისუფლებულია, საქმე გადაცემულია პროკურატურისთვის, თუმცა, ამ დრომდე ქარელს პროკურატურიდან არავინ დაკავშირებია. აღსანიშნავია, რომ 30 აპრილს პოლიტიკურმა გაერთიანებამ „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე, რისთვისაც პარტიამ შესაბამისი განცხადებით ცესკო-ს მიმართა.
მოძრაობამ „სამართლიანი საქართველოსთვის“ საიას აცნობა, რომ 2 მაისს პოლიციამ თიანეთში დააკავა „ეროვნული საბჭოს“ მიერ თიანეთის საკრებულოს წევრობის კანდიდატად დასახელებული გივი ჩიტაური (ზარიძეების საარჩევნო ოლქი) და გია ბერბერაშვილი (ტუშურის საარჩევნო ოლქი).გივი ჩიტაურმა საიას დამკვირვებელს დაკავების ფაქტი დაუდასტურა. სამწუხაროდ, გია ბერბერაშვილმა ჩვენთან საუბარი არ ისურვა. პარტიიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ზეწოლა განხორციელდა გია ბერბერაშვილის დაზე (სოფელ ზარიძეებში საჯარო სკოლის დირექტორი) და სიძეზე (მცხეთის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი), რის შემდეგაც გია ბერბერაშვილმა უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე.
„ალიანსი საქართველოსთვის“ მაჟორიტარ კანდიდატს სოფელ რუისში გია ბალიაშვილს, ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი კანდიდატის პაატა ღვინიაშვილის ძმამ გია ღვინიაშვილმა, საერთო ნაცნობების მეშვეობით, საკუთარი კანდიდატურის მოხნა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ახლობლების დაპატიმრებით დაემუქრა. მიუხედავად მუქარისა, გია ბალიაშვილს თავისი კანდიდატურა არ მოუხსნია.
„სამართლიანი საქართველოსთვის“ მაჟორიტარი კანდიდატი ბოლნისში, ქვეშის ტერიტორიულ ორგანოში ცეზარ მამულაშვილი გამგეობაში დაიბარეს და ბიზნესში პრობლემების შექმნით დაემუქრნენ. ცეზარ მამულაშვილს კაზრეთში კირის ქარხანა აქვს. ცეზარ მამულაშვილთან დაკავშირება ვერ მოახერხა საიას დამკვირვებელმა იმ პირთა სახელების დასაზუსტებლად, რომლებიც მას პრობლემების შექმნით დაემუქრნენ. თუმცა, პარტიის ქვემო ქართლის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნუკრი შათირიშვილმა განგვიცხადა, რომ ცეზარ მამულაშვილს, ზეწოლის მიუხედავად, კანდიდატურა არ მოუხსნია.
„ეროვნული საბჭოს“ წარმომადგენელი აბაშის მე-4 საარჩევნო უბანზე ელგუჯა გაბისკირია 2 მაისს 12 საათზე პოლიციის თანამშრომელმა ოტია გაბელაიამ დააკავა. ელგუჯა გაბისკირიას განცხადებით, პოლიციელმა მას მანქანაში ჩაჯდომა უბრძანა ყოველგვარი მიზეზის დასახელების გარეშე.აბაშის რაიონული პოლიციის განყოფილებაში მიყვანამდე ოტია გაბელაია მისგან დაჟინებით მოითხოვდა, შეეწყვიტა პარტიასთან ურთიერთობა. ელგუჯა გაბისკირია აბაშის რაიონული პოლიციის განყოფილებიდან ზუგდიდში ნარკოლოგიური შემოწმების ჩასატარებლად გადაიყვანეს, ხოლო მოგვიანებით გაათავისუფლეს.
ზეწოლა საარჩევნო სიების გადამოწმებაზე მომუშავე პირებზე
„სამართლიანი საქართველოსთვის“ ხაშურის ოფისის წარმომადგენლებმა საიას მონიტორებს განუცხადეს, რომ პარტიის მდივანი თამარ აბრამიშვილი მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებს იღებდა. აღნიშნული ფაქტი დაგვიდასტურა თავად თამარ აბრამიშვილმა. მისი განცხადებით, ანონიმური პირი მას ანგარიშსწორებით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუკი საარჩევნო სიების გადამოწმებას ობიექტურად მოახდენდა.
მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ ხაშურის ოფისის წარმომადგენლებმა საიას მონიტორს ასევე მიაწოდეს ინფორმაცია მათ თანამშრომელზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ. მათი განცხადებით, მაგული ბერუაშვილმა, რომელიც სოფელ ტკოცაში ცხოვრობს და მონაწილეობას იღებდა სიების გადამოწმების პროცესში, ეზოში აღმოაჩინა წერილი, რომელშიც მას ემუქრებოდნენ, არ მიეთითებინა ის საცხოვრებელი სახლები, სადაც არავინ ცხოვრობდა. მაგული ბერუაშვილმა ეს ინფორმაცია საიას წარმომადგენელთან საუბრის დროს თავადაც დაადასტურა.
„ალიანსი საქართველოსთვის“ სიღნაღის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ მალხაზ ხუციშვილმა საიას დამკვირვებელთან საუბარში მიუთითა, რომ 30 აპრილს ლალი ჯანიკაშვილს, რომელიც ალიანსის წარმომადგენელი იყო სოფელ ზემო მაღაროს საარჩევნო უბანში, საუბნო კომისიის თავმჯდომარე საარჩევნო უბანზე პრობლემების შექმნით დაემუქრა, თუ ის სიების შემოწმებას თავს არ დაანებებდა.
ზეწოლა პარტიის აქტივისტებსა და ამომრჩევლებზე
„მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ დედოფლისწყაროს რაიონის ორგანიზაციის თავმჯდომარის შოთა ჯამასპიშვილის ინფორმაციით, მათი პარტიის აქტივისტ ნუნუ ქადაგიშვილზე, რომელიც ამჟამად მასწავლებელია, სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლა ხორციელდებოდა.მას ემუქრებოდნენ სამსახურიდან გათავისუფლებით მისი პოლიტიკური შეხედულების გამო. ჩვენ მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, ნუნუ ქადაგიშვილს, აღნიშნული ფაქტის გახმაურების შემდეგ, პრობლემები აღარ შექმნია.
„ხალხის პარტიის“ რუსთავის წარმომადგენელმა მამუკა ტაბატაძემ საიას დამკვირვებელს განუცხადა, რომ მას ხშირად დაჰყვებოდა მისთვის უცნობი ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით HNH-729.მამუკა ტაბატაძემ ეს ფაქტი მის პოლიტიკურ საქმიანობას დაუკავშირა.
„ალიანსი საქართველოსთვის“ გორის წარმომადგენელმა დავით წეწვაძემ საიას დამკვირვებელს განუცხადა, რომ მათი პარტიის ოფისთან შენიშნა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით TTI-863.მისი თქმით, მანქანაში მჯდარი ორი პიროვნება ვიდეო კამერით აფიქსირებდა ოფისში შესულ ყველა ადამიანს.
ჟურნალისტზე ზეწოლის ფაქტი
კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტის თამარ კვირიაშვილის განცხადებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელმა თამაზ აბრამიშვილმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკური ძალის გამოყენებაც სცადა, როდესაც იგი „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბიდან გამოსულ საჯარო მოხელეებს იღებდა, რომლებიც შვებულებაში არ იყვნენ გასულნი. ჟურნალისტი იძულებული გახდა, პარტიის საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორია დაეტოვებინა. მიუხედავად მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლისა, ჟურნალისტმა მაინც მოახერხა, ფოტო გადაეღო შტაბიდან გამოსული გამგებლის აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ლელა ჯავახიშვილისა და შტაბის ოფისთან მდგარი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მანქანებისთვის, რომლებითაც კანდიდატები სარგებლობდნენ. ჟურნალისტის თქმით, ინციდენტს შეესწრო გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ზაქარია იაგანაშვილი, რომელიც კენჭს „ნაციონალური მოძრაობიდან“ იყრიდა. მიუხედავად არაერთი თხოვნისა, იაგანაშვილს ინციდენტზე რეაგირება არ მოუხდენია.
საიას სამართალწარმოება კანდიდატის მიერ ძალადობის პროპაგანდის ფაქტთან დაკავშირებით
2010 წლის 8 მაისს პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლების” მიერ წარდგენილმა თბილისის საკრებულოს წევრობის მაჟორიტარმა კანდიდატმა მთაწმინდის №1 საარჩევნო ოლქში ვლადიმერ სადღობელაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოიტანა ძალადობრივი შინაარსის შემცველი შემდეგი ჩანაწერები:
„დადგა დრო ფაშისტური და ნაცისტური სულისკვეთების გამოვლენისა...“
„გეების სისხლი უნდა დაიღვაროს ...“
საიამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ჩანაწერები წარმოადგენდა ძალადობის პროპაგანდას, რაც აკრძალულია საარჩევნო კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტით, რომლის მიხედვითაც: „საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლის ან დამხობის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის, ეროვნული შუღლისა და მტრობის, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირების მოწოდებას.“
საქართველოს საარჩევნო კოდექსი განსაზღვრავს საარჩევნო აგიტაციის ფორმას. კერძოდ, საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად:
წინასაარჩევნო აგიტაცია შეიძლება განხორციელდეს ინფორმაციის მასობრივი საშუალებებით, მასობრივი ღონისძიებების ჩატარებით (კრებები და შეხვედრები მოქალაქეებთან, საჯარო დებატები და დისკუსიები, შეკრებები და მანიფესტაციები), ბეჭდური სააგიტაციო მასალების გამოცემა-გავრცელებით, ხმის გამაძლიერებელ საშუალებათა გამოყენებით ან სხვა ფორმით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
სოციალური ქსელი „ფეისბუქი“ მასობრივი კომუნიკაციის ინტერნეტ საშუალებაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მომხმარებლის გვერდი არ არის დახურული.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ აუცილებლად მიიჩნია აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება და სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც, საარჩევნო კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო, მოითხოვა ვლადიმერ სადღობელაშვილის ქალაქ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად რეგისტრაციის თაობაზე №1 მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის 2010 წლის 30 აპრილის №89/2010 განკარგულების ძალადაკარგულად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2010 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით, უარი თქვა საიას სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან მიიჩნია, რომ არ დასტურდებოდა ვლადიმერ სადღობელაშვილის მიერ ძალადობისკენ მოწოდების ფაქტები და განმარტა, რომ მათი დადასტურების შემთხვევაშიც კი, არ იარსებებდა კანდიდატისთვის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი.
_________________
1 მაგლიათად, „ალიანსი საქართველოსთვის“ სიღნაღის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მალხაზ ხუციშვილის განცხადებით, მათ რამდენიმე პირს შესთავაზეს პარტიის სახელით არჩევნებში მონაწილეობა და თანხმობა მიიღეს. თუმცა, მოგვიანებით მათზე ზეწოლის განხორციელების შემდეგ უარი განაცხადეს პარტიის სახელით არჩევნებში მონაწილეობაზე. საიასთან საუბარში მალხაზ ხუციშვილმა, კონფიდენციალურობის დაცვის მოტივით, არ დაასახელა აღნიშნულ პირთა ვინაობა.
2 http://77.92.224.197/index.php?lang_id=GEO&sec_id=13&info_id=6011
![]() |
12 დასკვნა |
▲ზევით დაბრუნება |
მონიტორინგის ფარგლებში საიამ შესაბამის უწყებებში გაასაჩივრა:
ძალადობისა და იძულების ფაქტები საარჩევნო სუბიექტების მიმართ;
კანონით აკრძალული ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება;
კანონით აკრძალული საჩუქრებისა და მატერიალური ფასეულობების გადაცემა ამომრჩევ- ამომრჩევლებისათვის;
4.საჯარო მოხელეების უკანონო მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში;
5.ძალადობის პროპაგანდა.
სულ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წარადგინა სამი სარჩელი საერთო სასამართლოებში, ხუთი განცხადება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და ერთი განცხადება საქართველოს მთავარ პროკურატურაში წინასაარჩევნო კამპანიის წესების დარღვევასთან დაკავშირებით.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გამოაშკარავებული არაერთი კანონდარღვევის ფაქტიდან პასუხისმგებელმა ორგანოებმა მხოლოდ ერთხელ მოახდინეს სათანადო რეაგირება.ყველა დანარჩენ შემთხვევაში, ცენტრალური საარჩევნო კომისია, ისევე როგორც საერთო სასამართლო, თავიდან იცილებდა ჩვენ მიერ დასმული საკითხების დეტალური კვლევის და მტკიცებულებების მოპოვების ვალდებულებას. ხშირად პასუხისმგებელი უწყებები არ იღებდნენ სათანადო ზომებს დამატებითი მტკიცებულებების მოსაპოვებლად, ანდა საერთოდ იგნორირებას უკეთებდნენ წარმოდგენილ მტკიცებულებებს.არაერთ შემთხვევაში კი, არასწორად იქნა განმარტებული კანონის მოთხოვნები.
მიგვაჩნია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ისევე როგორც სასამართლოს როლი სამართლიანი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად განუზომლად დიდია და აუცილებელია, სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტისა და კანდიდატის მიერ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ჩადენილ კანონდარღვევებს სათანა-კანონდარღვევებს სათანადო რეაგირება მოჰყვებოდეს ცესკოსა და სასამართლოს მხრიდან.
![]() |
13 კენჭისყრის დღე |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის დღეს თბილისის, ქუთაისის და ბათუმის საარჩევნო უბნებში აკვირდებოდა.
თბილისში საიას ჰყავდა: 100 დამკვირვებელი საარჩევნო უბნებზე მუდმივი წესით; 20 მობილური ჯგუფი, რომლებიც ოლქის ტერიტორიებზე უბნების შემოვლას ახორციელებდნენ და 10 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებელი;
ბათუმში საია დაკვირვებას ახორციელებდა: 50 უბნის დამკვირვებლის, 5 მობილური ჯგუფისა და 2 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლის საშუალებით;
ქუთაისში დაკვირვება ხორციელდებოდა: 50 უბნის დამკვირვებლის, 5 მობილური ჯგუფისა და 2 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლის მეშვეობით.
კენჭისყრის დღეს იდენტიფიცირებული დარღვევები
რამდენიმე გამონაკლისის გარდა, 30 მაისს ხმის მიცემა ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, თუმცა, ამომრჩეველთა ნების გამოვლენაზე მმართველი პარტიის აქტივისტების მიერ განხორციელებულმა კონტროლმა დაჩრდილა ის დადებითი ტენდენციები, რაც მოცემულ არჩევნებს 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისგან განასხვავებდა.
კონტროლი ამომრჩეველთა ნების გამოვლენაზე
საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით „უზრუნველყოფილია ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება.“
საარჩევნო კოდექსის მეორე ნაწილის თანახმად, „აკრძალულია ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას, და კონტროლი ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე.“
29 მაისს პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა მმართველი პარტიის სახელით განაცხადა, რომ არჩევნების დღეს ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები საარჩევნო უბნების გარეთ აღწერდნენ მხარდამჭერთა გამოცხადებას. 30 მაისს, არჩევნების დღეს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლებმა თბილისის, ქუთაისის და ბათუმის საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე დააფიქსირეს ჯგუფები, რომლებიც საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა გამოცხადებას აკვირდებოდნენ და მათივე განცხადებით, „მხარდამჭერების“ გამოცხადებას სპეციალურ სიებში აღნუსხავდნენ.
ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები გამოცხადებული ამომრჩევლების ვინაობას ინიშნავენ თბილისში, ისნის მე-5 ოლქის 77-ე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე. გლდანის მე-10 ოლქის 24-ე, 53-ე, მე-9, 54-ე უბნებზე; სამგორის მე-6 ოლქის 83-ე უბანზე; ნაძალადევის მე-9 ოლქის 55-ე უბანზე; ვაკის მე-2 ოლქის 24-ე უბანზე; ვაკის მე-2 ოლქის მე-5, მე-6, მე-10, 25-ე, 34-ე, 35-ე, 47-ე, 48-ე, 57-ე, 58-ე, 59-ე, 67-ე, 72-ე უბნებზე; საბურთალოს მე-3 ოლქის მე-9, მე-5, 81-ე, 48-ე, 54-ე, 50-ე უბნებზე; ნაძალადევის მე-9 ოლქის 87-ე, 89-ე, 90-ე უბნებზე. გლდანის მე-10 ოლქის 32-ე უბანზე.
ქუთაისის 59-ე ოლქის მე-16, მე-60, 71-ე, 69-ე, 42-ე, 39-ე, 33-ე უბნებზე.
ბათუმის 79-ე ოლქის 21-ე 75-ე, 21-ე, 23-ე, 58-ე, 1-ლ, მე-2, მე-3, მე-6, მე-7, მე-8, 49-ე, 53-ე უბნებზე.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, აღნიშნული ჯგუფების საარჩევნო უბნების გარეთ ყოფნა რეალურად წარმოადგენდა კონტროლს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე და ხელი არ შეუწყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.
დარღვევები ხმის მიცემის პროცესის განმავლობაში
მიუხედავად იმისა, უშუალოდ საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს ეძლეოდა საშუალება, მშვიდ გარემოში დაეფიქსირებინა თავისი არჩევანი, მთელ რიგ უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მნიშვნელოვანი ხარვეზებით მიმდინარეობდა, რომელთა ნაწილი არ შეიძლება მხოლოდ პროცედურულ დარღვევად ჩაითვალოს.
მაგალითად, დამკვირვებლების მიერ კენჭისყრის შედეგების მიზანმიმართული გაყალბების მცდელობა დაფიქსირდა ბათუმის 7 9-ე ოლქის 41-ე უბანზე, სადაც მოქალაქემ ხმა სხვა ამომრჩევლის (ლევან ხარა- ხარაზიშვილის) ნაცვლად მისცა; ამავე უბანზე ორმა პირმა სცადა სხვა ამომრჩევლების სახელით (მამუკა ლორიას და მამუკა მატკავას ნაცვლად) კენჭისყრაში მონაწილეობა, თუმცა, კომისიის წევრებმა მათ ხმის მიცემის საშუალება არ მისცემს.
ბათუმის 79-ე ოლქის 23-ე უბნის ტერიტორიაზე რამდენჯერმე დაფიქსირდა სხვისი დოკუმენტებით ხმის მიცემის ფაქტი. კერძოდ, უბანზე მისულ ამომრჩეველს თავისი გვარის გასწვრივ ხელმოწერა დახვდა. მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა, ასევე, ამავე ოლქის 27-ე, 28-ე და მე-16 უბნებზე.
ბათუმის 79-ე ოლქის 62-ე უბანზე, დაახლოებით 12 საათისთვის უბანზე მოსულმა ამომრჩეველმა უბნიდან საარჩევნო ბიულეტენი გაიტანა. დამკვირვებლის შენიშვნის მიუხედავად, საარჩევნო კომისიამ ამ ფაქტთან დაკავშირებით რეაგირება არ მოახდინა.
პროცედურული დარღვევები, რომლებსაც შეეძლო, შეექმნა გაყალბების რეალური საფრთხე
თბილისის რამდენიმე უბანზე, მაგალითად, კრწანისში და საბურთალოს სამ საარჩევნო უბანზე მარკირების შემოწმების აპარატი გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაფუჭებული იყო და ამომრჩეველი გაუმართავი აპარატის პირობებში იღებდა არჩევნებში მონაწილეობას. ბათუმის 79-ე ოლქის 42-ე უბანზე ნახევარი საათის განმავლობაში მარკირების აპარატი სათანადოდ არ მუშაობდა, მიუხედავად ამისა, ამომრჩეველი კენჭისყრაში შეუზღუდავად მონაწილეობდა.
დიდუბის მე-8 ოლქის 1-ლ, მე-8 და მე-9 უბნებზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანილი იყო რამდენიმე ათეული არაუფლებამოსილი ამომრჩეველი.59-ე ოლქის მე-13 უბანზე გადასატანი ყუთის ბიულეტენები ხელმოწერისა და ბეჭდის დასმის გარეშე წაიღეს. ამ რეკვიზიტების გარეშე 4-მა მოქალაქემ მისცა ხმა. ანალოგიური ფაქტი დაფიქსირდა ამავე ოლქის 89-ე უბანზე.
მთაწმინდის 1-ლი ოლქის 35-ე უბანზე დილის 10 საათზე უბნიდან გადასატანი ყუთი წაიღეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა. მათ არც ერთი დამკვირვებელი არ გაჰყოლია. გადასატანი ყუთი უბანზე 17 საათზე დაბრუნდა, თუმცა, სიის დანართში დაფიქსირებული ამომრჩეველთა ხელმოწერების ნაცვლად სიაში პლუსები იყო დასმული.
დამკვირვებლების მუშაობისთვის ხელის შეშლის და ზეწოლის ფაქტები
მაშინ, როცა ცენტრალური საარჩევნო კომისია კენჭისყრის დღის განმავლობაში ცდილობდა, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის მაქსიმალური დახმარება აღმოეჩინა, ნეგატიური, ზოგიერთ შემთხვევაში კი, მტრული განწყობა იგრძნობოდა საუბნო და საოლქო კომისიების დამოკიდებულებაში. თბილისის რამდენიმე სპეციალურ უბანზე დამკვირვებლებს პრობლემები შეექმნათ საარჩევნო უბნებზე შესვლასთან დაკავშირებით როგორც საარჩევნო უბნის გახსნისას, ასევე ხმის დათვლის პროცედურების დაწყების წინ. რამდენიმე შემთხვევაში, დამკვირვებლები საარჩევნო უბანზე საერთოდ არ დაუშვეს.
ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქის მე-3 უბანზე საიას დამკვირვებელს ფიზიკურად გაუსწორდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები მას შემდეგ, რაც მან უბნის ბათილობის მოთხოვნით საჩივარი დაწერა.თბილისის სამგორის მე-6 საარჩევნო ოლქის მე-5 უბანზე საიას დამკვირვებელს უბნის თავმჯდომარე შედეგების შეჯამების შემდეგ უბნის ტერიტორიის დატოვების საშუალებას არ აძლევდა. მთაწმინდის 1-ლი საარჩევნო ოლქის მე-13 უბანზე კომისიის თავმჯდომარემ ტერიტორია ძალის გამოყენებით დაატოვებინა საიას დამკვირვებელს უბნის თავმჯდომარე ჩარევის შედეგად დაბრუნდა. ისნის მე-5 საარჩევნო ოლქის მე-80 უბანზე ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საიას დამკვირვებელს აუკრძალა რეგისტრატორების მაგიდასთან მიახლოება. ჩუღურეთის მე-7 საარჩევნო ოლქის მე-12 უბანზე საიას დამკვირვებელს დაწერილი საჩივრის გამო კომისიის თავმჯდომარემ საჩივარი შეუდგინა.
ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურების დარღვევები
საუბნო საარჩევნო კომისიების მომზადების ხარისხი, უმეტეს შემთხვევაში, კენჭისყრის შედეგების შეჯამების თვალსაზრისით, ძალიან დაბალი იყო. იმ საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე, სადაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაკვირვებას ახორციელებდა, საუბნო კომისიებს გაურთულდათ შემაჯამებელი ოქმების შედგენა. განსაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობა იყო უბნებზე, სადაც საუბნო კომისიები მიმაგრებული სპეციალური უბნების კენჭისყრის შედეგებს ითვლიდნენ.
საუბნო საარჩევნო კომისიების უმრავლესობა უხალისოდ ეთანხმებოდა დამკვირვებელთა მოთხოვნას, მთვლელების წილისყრით გამოვლენის შესახებ. ბათუმში 79-ე ოლქის 57-ე უბანზე ბიულეტენების დათ- დათვლაში მონაწილეობას იღებდნენ არა მხოლოდ წილისყრით გამოვლენილი მთვლელები, არამედ მთელი საარჩევნო კომისია.
არჩევნების დღეს საარჩევნო კომისიებში წარდგენილი საჩივრები და განცხადებები
ყველაზე ბევრი საჩივარი დაიწერა თბილისში მთაწმინდის, კრწანისის, ჩუღურეთის და ისნის საარჩევნო ოლქებში.ასევე, ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქის მთელ რიგ უბნებზე.
საიას მიერ საარჩევნო უბნებზე სულ დაიწერა 41 საჩივარი, 13 საჩივარი წარედგინა საოლქო საარჩევნო კომისიას და 30 შენიშვნა შეტანილი იქნა ჩანაწერთა წიგნში.
განსაკუთრებით სერიოზული დარღვევების გამო, საია უბნის შედეგების ბათილობას ითხოვდა:
ბათუმის 79-ე საარჩევნო ოლქის მე-16, 23-ე, 27-ე, 28-ე და 41-ე უბნებზე - ამომრჩევლის ნაცვლად სხვის მიერ ხმის მიცემის გამო და იმავე ოლქის 6 2-ე უბანზე - საარჩევნო ბიულეტენის საარჩევნო უბნის გარეთ გატანის გამო; მე-3 უბანზე საარჩევნო ყუთში სიაში არსებულ ხელმოწერებზე მეტი კონვერტების არსებობის გამო.
ქუთაისის 59-ე საარჩევნო ოლქის მე-13 და 89-ე უბნების ბათილობას - გადასატან ყუთში ხელმოუწერელი კონვერტების აღმოჩენის გამო.
მთაწმინდის 1-ლი საარჩევნო ოლქის 35-ე უბნის ბათილობას გადასატანი ყუთის სიაში ხელმოწერების არარსებობის გამო. გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ბათილობას დიდუბის მე-8 საარჩევნო ოლქის 1-ლ, მე-8 და მე-9 უბნებზე.
არჩევნების დღეს საიამ დააყენა 20 საუბნო საარჩევნო კომისიის ცალკეული წევრების დისციპლინური და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხი დამკვირვებლებზე ზეწოლისა და უფლებამოსილების არაჯეროვანი შესრულების გამო.
![]() |
14 არჩევნების შემდგომ საჩივრების განხილვისა და შედეგების შეჯამების პროცედურების მონიტორინგი საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში |
▲ზევით დაბრუნება |
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ არჩევნების დღის შემდგომი პროცედურების დაკვირვებას თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის 12 საოლქო საარჩევნო კომისიაში ახორციელებდა.დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, საია შესაბამისი საჩივრებით მიმართავდა საოლქო, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა თუ სასამართლოს.
საჩივრების წარდგენის დროს საიამ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა სამართალდარღვევის ჩამდენ საარჩევნო კომისიის წევრთათვის დისციპლინური და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შეფარდების საკითხებზე, როგორც დარღვევათა შემდგომი პრევენციის ერთ-ერთ საშუალებაზე.
სულ კენჭისყრის დღის შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილ იქნა 41 საჩივარი, ცესკოში - 7, სასამართლოში 8 სარჩელი.
საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი 41 საჩივრიდან ორგანიზაცია ითხოვდა:
9 საჩივრით 12 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შეფარდებას.საოლქო საარჩევნო კომისიებმა არც ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს;
20 საჩივრით 51 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდებას.საოლქო საარჩევნო კომისიებმა დააკმაყოფილეს 11 საჩივარი;
13 საჩივრით - 13 საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების ბათილობას. საოლქო საარჩევნო კომისიებმა არც ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს;
6 საჩივრით 27 საარჩევნო უბნის კენჭისყრის შედეგების გადათვლას. საოლქო საარჩევნო კომისიებმა 1 საჩივარი სრულად, 1 კი ნაწილობრივ დააკმაყოფილეს.
საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილებები საიამ ცესკოსა და სასამართლოში გაასაჩივრა.
ცესკოში წარდგენილი 7 საჩივრიდან საია ითხოვდა:
3 საჩივრით - დამრღვევი კომისიის წევრებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შეფარდებას;
4 საჩივრით დამრღვევი კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდებას.
ცესკომ 7 საჩივრიდან არც ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
საქალაქო სასამართლოებში წარდგენილი 5 სარჩელიდან საია ითხოვდა:
2 სარჩელით - დამრღვევი კომისიის წევრებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შეფარდებას.სასამართლომ არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა;
2 სარჩელით - 8 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობას.სასამართლომ მხოლოდ ერთი სარჩე- ბათილობას.სასამართლომ მხოლოდ ერთი სარჩელი დააკმაყოფილა, ისიც მხოლოდ ნაწილობრივ და ბათილად ცნო ერთი საარჩევნო უბნის შედეგები;
1 სარჩელით - საარჩევნო უბნის შედეგების გადათვლას. სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
სააპელაციო სასამართლოში შესული 3 სარჩელიდან საია ითხოვდა:
1 სარჩელით - მასში მითითებული საარჩევნო უბნის ბათილობას;
1 სარჩელით - დამრღვევი კომისიის წევრისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შეფარდებას;
1 სარჩელით - პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გაუქმებას და ცესკოს დადგენილების ბათილად ცნობას.
სააპელაციო სასამართლომ არც ერთი სარჩელი არ დააკმაყოფილა.
წარმოგიდგენთ საიას საჩივრების განხილვისა და შედეგების შეჯამების მონიტორინგის ანგარიშს თითოეული საარჩევნო ოლქის მიხედვით:
მთაწმინდის №1 საარჩევნო ოლქი
ოლქში წარდგენილი საჩივრები: მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე საიას დამკვირვებლებმა 3 საჩივარი შეიტანეს.კერძოდ:
საიას დამკვირვებლის თამთა მიქელაძის საჩივარი, დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის ფაქტთან დაკავშირებით
მთაწმინდის №13 საარჩევნო უბანთან დაკავშირებით ოლქში წარდგენილი საჩივარი შეეხებოდა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ საიას დამკვირვებლის თამთა მიქელაძის საარჩევნო უბნიდან ძალის გამოყენებით გაძევების ფაქტს.1 მოთხოვნას წარმოადგენდა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შეფარდება საქართველოს საარჩევნო კოდექსის 12630 მუხლის დარღვევისთვის, რაც დამკვირვებლისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის გამო დამრღვევის 500 ლარიან პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
ოლქის გადაწყვეტილება: საოლქო საარჩევნო კომისიამ მიიჩნია, რომ, ვინაიდან საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და საიას ოლქის დამკვირვებლის სულხან კაპანაძის ადგილზე მისვლის შემდგომ თამთა მიქელაძე უბანზე დააბრუნეს, საჩივრის მოთხოვნა იყო უსაფუძვლო და, შესაბამისად, საჩივარი არ დაკმაყოფილდა.2
გამომდინარე იქიდან, რომ უბნის კომისიის თავმჯდომარის კანონსაწინააღმდეგო მოქმედების გამო თამთა მიქელაძე დაახლოებით 2 საათის განმავლობაში იმყოფებოდა უბნის ტერიტორიის გარეთ, რითაც მისი, როგორც დამკვირვებლის უფლებები უხეშად დაირღვა, საიამ მიიჩნია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება უკანონო იყო და იგი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაასაჩივრა.3
ცესკოს სხდომა/გადაწყვეტილება: ცესკოში წარმოდგენილის საჩივრით საია ითხოვდა საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და ცესკოს სთხოვდა, თავად შეეფარდებინა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა №13 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისათვის.
ცესკოს სხდომაზე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ საჩივართან დაკავშირებით წარმოდგენილ იქნა ახსნა-განმარტება,4 რომელშიც თამთა მიქელაძის უბნიდან გამოძევების მიზეზად დასახელებული იყო საიას 2 დამკვირვებლის თამთა მიქელაძისა და სულხან კაპანაძის უბანზე ერთდროულად ყოფნის ფაქტი. აღნიშნული განმარტება სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რადგან სულხან კაპანაძე №13 საარჩევნო უბანზე სიტუაციის გასარკვევად სწორედ მთაწმინდის ოლქის თავმჯდომარესთან, ვლადიმერ ცუცქირიძესთან ერთად მივიდა. ამ ფაქტს არაერთი თვითმხილველი ჰყავს.
აღნიშნული ახსნა-განმარტებით საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თავის გადაწყვეტილებასთან მოვიდა წინააღმდეგობაში, ვინაიდან ოლქის გადაწყვეტილებით, თამთა მიქელაძის საჩივრის დაუკმაყოფილებლობის მიზეზად დარღვევის აღმოფხვრის ფაქტი დაასახელა და ის გარემოება, თითქოს უბანზე საიას ორი დამკვირვებელი ერთდროულად იმყოფებოდა, ოლქში განხილვის საგანიც არ გამხდარა.
სხდომაზე ცესკომ დადგენილად მიიჩნია უბნიდან საიას დამკვირვებლის უკანონოდ გამოძევების ფაქტი, თუმცა, საიას საჩივარი არ დააკმაყოფილა და ნაცვლად 500 ლარიანი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისა, ოლქს დაავალა საკითხის განმეორებითი შესწავლა და უბნის თავმჯდომარის დისციპლინურ პასუხისმგებლობაზე მსჯელობა.5
საბოლოოდ, №13 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ისე შეუწყდა უფლებამოსილება, რომ მთაწმინდის საოლქო კომისიას მისი დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხზე არ უმსჯელია.
2 ივლისს საიამ მიმართა ცესკოს, მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ ცესკოსთვისშეგნებულად ცრუ ახსნა-განმარტების წარდგენისა და ცესკოს №357/2010 განკარგულების აღუსრულებლობის საკითხის გამოკვლევის და შესაბამისი პირებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების მოთხოვნით. |
საიას დამკვირვებლის თამთა მიქელაძის საჩივარი ადგილობრივი დამკვირვებლის გიორგი კასრაძის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით
საიას დამკვირვებლის თამთა მიქელაძის მიერ ოლქში წარდგენილი საჩივარი შეეხებოდა მთაწმინდის №43 კომისიის მიერ ადგილობრივი დამკვირვებლის გიორგი კასრაძის უბნიდან გამოძევების ფაქტს.6 საჩივრით მოთხოვნილი იყო საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 12630 მუხლის დარღვევისთვის, რომელიც დამკვირვებლის საქმიანობაში ხელის შეშლის გამო დამრღვევის 500 ლარიან პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
ოლქის გადაწყვეტილება: საოლქო საარჩევნო კომისიამ მიიჩნია, რომ გიორგი კასრაძე კანონიერად იქნა უბნიდან გაძევებული. თავის გადაწყვეტილებაში საოლქო კომისია დაეყრდნო მხოლოდ საუბნო კომისიის ახსნა-განმარტებას, რომლის თანახმადაც, გიორგი კასრაძე თითქოსდა ამომრჩეველს არ აძლევდა კაბინაში შესვლის საშუალებას და არ გაიზიარა საიას დამკვირვებლის განცხადება, რომ მსგავს გარემოებას ადგილი არ ჰქონია.
შესაბამისად, საოლქო კომისიამ უარი განაცხადა საჩივრის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო, თუმცა, ყველაზე წინააღმდეგობრივი ის არის, რომ ოლქმა ამავე გადაწყვეტილებით №43 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, უბანზე არსებული უწესრიგობის გამო, მაინც შეუფარდა დისციპლინური პასუხისმგებლობა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ფორმით.
საიას დამკვირვებლის გვანცა წერეთლის საჩივარი გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის შედგენის პროცედურის დარღვევასთან დაკავშირებით
საიას დამკვირვებელმა გვანცა წერეთელმა7 საოლქო კომისიაში საჩივარი წარადგინა №35 უბანზე მომხდარ დარღვევასთან დაკავშირებით. კერძოდ, საარჩევნო უბანზე დაბრუნებული გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში ამომრჩეველთა ხელმოწერების ნაცვლად პლუსები იყო დაფიქსირებული.საარჩევნო.კომისიის წევრებმა აღნიშნული სიის საფუძველზე აღნიშვნები გააკეთეს ერთიან სიაში, რაც თავისთავად კიდევ ერთ დარღვევას წარმოადგენს.
საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენილი საჩივრით საიამ მოითხოვა გადასატანი საარჩევნო ყუთის შედეგების ბათილობა.
ოლქის სხდომა/გადაწყვეტილება: საჩივრის განხილვის დროს საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე №35 საუბნო კომისიის წევრებმა წარმოადგინეს გადასატანი საარჩევნო ყუთის სია, სადაც ხელმოწერები დაფიქსირებული იყო. შესაბამისად, საოლქო კომისიამ საჩივარი უსაფუძვლოდ ცნო და არ დააკმაყოფილა.8 აღსანიშნავია, რომ საარჩევნო უბანზე დამკვირვებელთა არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, აღნიშნული სია წარმოდგენილი ვერ იქნა, შესაბამისად, საიას მოსაზრებით, ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერები შეტანილ იქნა მოგვიანებით, უბანზე ყუთის დაბრუნებისა და საჩივრის წარდგენის შემდგომ.
სასამართლო სხდომა/გადაწყვეტილება: აღსანიშნავია, რომ სასამართლო განხილვის დროს მოსამართლემ ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე გაიზიარა მოპასუხის არგუმენტები და ჩათვალა, რომ საიას დამკვირვებლისა და მოწმის ჩვენება, რომელიც საჩივარში დაფიქსირებულ გარემოებებს ადასტურებდა, არასაკმარისი იყო.
კერძოდ, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ყუთი უბანზე ხელმოწერებით დაბრუნდა, მიუხედავად იმისა, რომ დამკვირვებელი ორგანიზაციის წარმომადგენელი და მოწმე სხვაგვარად მიუთითებდნენ.
სასამართლომ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე გაიზიარა მოპასუხის არასწორი განცხადება, რომ საჩივრის შედგენის დროს საარჩევნო უბანზე ერთდროულად საიას ორი დამკვირვებელი იმყოფებოდა.
სასამართლომ, საიას მოთხოვნის მიუხედავად, არ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილებით და არ გამოიკვლია უბანზე განთავსებული ვიდეო თვალის მასალა.შესაბამისად, მოსამართლემ გადაწყვეტილება ფაქტობრივი გარემოებების სათანადოდ გამოკვლევის გარეშე მიიღო, საიას საჩივარი უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ დააკმაყოფილა.9
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.
საბურთალოს №3 საოლქო საარჩევნო კომისია
ოლქში შესული საჩივრები: საოლქო კომისიაში წარდგენილ იქნა საიას 3 საჩივარი, რომლებიც შეეხებოდა დამკვირვებელთა უფლებების შეზღუდვასა და შემაჯამებელ ოქმებში აღმოჩენილ უზუსტობებს:
საიას დამკვირვებლის ნინო მასურაშვილის საჩივარი დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის ფაქტთან დაკავშირებით
საიას დამკვირვებელს ნინო მასურაშვილს პრობლემები შეექმნა სპეციალური უბნიდან მიმაგრებულ უბანზე შესვლასთან დაკავშირებით.კერძოდ, №49 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საიას დამკვირვებელს უარი უთხრა უბანზე შეშვებასა და კენჭისყრის შემდგომი პროცედურების დაკვირვებაზე მანამ, სანამ №90 სპეციალური უბნიდან საარჩევნო ყუთი არ მოიტანეს.აღნიშნულის გამო, დამკვირვებელს ხელი შეეშალა თავისი უფლებამოსილების განხორციელებაში. ნინო მასურაშვილმა საოლქო კომისიისგან მოითხოვა საბურთალოს №49 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, რაც ითვალისწინებს ჯარიმას.
საოლქო სარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება: საოლქო კომისიამ განიხილა საიას საჩივარი და არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის მოტივით.10
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება უკანონოა, ვინაიდან, საოლქო საარჩევნო კომისიამ თავისი გადაწყვეტილების საფუძვლად მიუთითა საარჩევნო კოდექსის ის ნორმა, რომელიც მიმაგრებულ საარჩევნო უბანზე სპეციალური საარჩევნო უბნის კომისიის წევრების შესვლას არეგულირებს.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი კი დამკვირვებელს ანიჭებს უფლებას, „კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდეს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცედურის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან“ კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანში ყოფნის უფლება თავისთავად მოიცავს საარჩევნო უბანში შესვლის უფლებასაც, რომლის გარეშეც შეუძლებელია საარჩევნო კოდექსის 70-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების განხორციელება. საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-3 მუხლის „შ3“ ქვეპუნქტის თანახმად, კენჭისყრის დღე არის „არჩევნების ჩატარების, განმეორებითი კენჭისყრის ან არჩევნების მეორე ტურის გამართვის დღე“. ამავე კოდექსის 31 მუხლის მიხედვით, კენჭისყრის დღეში იგულისხმება კალენდარული დღე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნინო მასურაშვილის მითითებით, მას, როგორც დამკვირვებელს, კანონი ანიჭებდა უფლებას, კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს განეხორციელებინა არჩევნების პროცესზე დაკვირვება. აღნიშნული უფლება მას უკანონოდ შეეზღუდა №49 საარჩევნო უბნის თავმჯდომარის ეთერ კენჭიაშვილის მიერ, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება: საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება11 საიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა.
ნინო მასურაშვილმა №3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის 2010 წლის 31 მაისის 163/2010 განკარგულების ბათილად ცნობა და, საარჩევნო კოდექსის 12630 მუხლის საფუძველზე, ეთერ კენჭიაშვილის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა მოითხოვა.
სასარჩელო განცხადებისა და საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის მოტივით.12 სასამართლოს განმარტებით, №49 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ეთერ კენჭიაშვილის მხრიდან ადგილი არ ჰქონია საქართველოს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევას, რის გამოც არ არსებობდა მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება: სააპელაციო ინსტანციაში საია მიუთითებდა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო ბუნდოვანი და დაუსაბუთებელი. ამის ერთ-ერთი მაგალითია გადაწყვეტილებაში კოდექსის 58-ე მუხლის მე-9 პუნქტის გამოყენება, რომელშიც საუბარია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების უბნის ტერიტორიაზე შეშვებასთან დაკავშირებით. საჩივარში ხაზგასმით იყო მითითებული, რომ 58-ე მუხლის მე-9 პუნქტის რეგულირების ობიექტია მხოლოდ სხვა უბნის კომისიის წევრების დაშვება წინასწარ განსაზღვრულ საარჩევნო უბანზე, რაც არ შეიძლება ავტომატურად გავრცელდეს დამკვირვებლებზე.
საჩივარში აგრეთვე მივუთითეთ, რომ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.კერძოდ, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 58-ე მუხლის მე-9 ნაწილი, ამავე კოდექსის 70-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი და ცესკოს 2010 წლის 11 აპრილის №25/2010 დადგენილებით დამტკიცებული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის მე-16 თავი, რომლებსაც არანაირი შეხება არ ჰქონდა განსახილველ საქმესთან.
სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და უარი განაცხადა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
საიას წარმომადგენლების გიორგი ბურჯანაძისა და ლიკა წიკლაურის საჩივარი საბურთალოს №3 საარჩევნო ოლქის კონკრეტული უბნების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობის, გაუქმების, ხმების ხელახალი გადათვლის მოთხოვნით
საიას წარმომადგენლებმა საარჩევნო უბნების შემაჯამებელი ოქმების მიღების შემდეგ არაერთ უბანზე აღმოაჩინეს საარჩევნო კოდექსით დადგენილი რეკვიზიტების დარღვევით შედგენილი ოქმები. ვინაიდან საოლქო კომისიას ევალება, შეამოწმოს საუბნო კომისიების მიერ შედგენილი შემაჯამებელი ოქმების სიზუსტე, 2010 წლის 2 ივნისს საიას დამკვირვებლებმა საარჩევნო კომისიას მიმართეს საჩივრით და ცალკეული უბნების შემაჯამებელი ოქმების ბათილობა, გაუქმება ან/და ხმების ხელახლა გადათვლა მოითხოვეს.
საოლქო სარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება: საოლქო საარჩევნო კომისიამ მიიჩნია, რომ საიას საჩივარი პროცედურული მოთხოვნების დარღვევით იყო წარდგენილი და განუხილველი დატოვა13 აღსანიშნავია, რომ სხვა ოლქებმა (მაგალითად, ნაძალადევის, ჩუღურეთის ოლქებმა), მსგავსი საჩივრები მიიღეს და განიხილეს ყველა პროცედურის დაცვით.
კრწანისის №4 საარჩევნო ოლქი
ოლქში შესული საჩივრები: საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე საიას დამკვირვებლებმა 6 საჩივარი შეიტანეს, რომლებიც ძირითადად შეეხებოდა დამკვირვებელთა უფლებების შეზღუდვისა და შემაჯამებელ ოქმებში აღმოჩენილი უზუსტობების ფაქტებს:
საიას დამკვირვებლის ჯაბა კობრიაშვილის საჩივარი დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის ფაქტთან დაკავშირებით
კენჭისყრის დღეს დილის 7 საათზე საიას დამკვირვებელი საარჩევნო უბანზე გამოცხადდა, თუმცა, მას არ მიეცა საშუალება, კენჭისყრის შენობაში შესულიყო, რის გამოც ვერ დაესწრო წილისყრის პროცედურებს.აღნიშნულის შესახებ საჩივარი წარედგინა საოლქო საარჩევნო კომისიას და მოთხოვნილ იქნა კომისიის თავმჯდომარისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება.
საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება: ჯაბა კობრიაშვილის საჩივრის განხილვა საოლქო საარჩევნო კომისიაში 2010 წლის 31 მაისს გაიმართა. კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, წარდგენილი საჩივარი არ დაკმაყოფილდა.14 სხდომის ოქმიდან ჩანს, რომ კომისიის თერთმეტმა წევრმა უარი განაცხადა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. თუმცა, არც ოქმიდან და არც განკარგულებიდან არ იკვეთება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. შესაბამისად, გაურკვეველია, რა გახდა კომისიის მხრიდან მსგავსი გადაწყვეტილების მიღების მოტივი.
საიას დამკვირვებლის ჯაბა კობრიაშვილის საჩივარი №39 საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით
კენჭისყრის დღეს, დილის 7 საათზე, საიას დამკვირვებელს ჯაბა კობრიაშვილს არ მიეცა უბანზე შესვლის საშუალება, რის გამოც, მან ვერ შეძლო წილისყრის პროცედურებზე დასწრება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯაბა კობრიაშვილმა დაწერა საჩივარი, თუმცა, კომისიის მდივანმა მას უარი განუცხადა საჩივრის რეგისტრაციაში გატარებაზე. მდივნის უკანონო ქმედებასთან დაკავშირებით, ჯაბა კობრიაშვილმა საჩივრით მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიას და მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება მოითხოვა.
საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება: საოლქო საარჩევნო კომისიამ ჯაბა კობრიაშვილის საჩივარი 2010 წლის 31 მაისს გამართულ სხდომაზე განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე. კომისიის გადაწყვეტილებით, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობა ზომა შენიშვნის სახით.15
საიას დამკვირვებლის ციალა უთიაშვილის საჩივარი №31 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
№31 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარემ უარი განუცხადა საიას დამკვირვებელს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის სათანადო წესით დამოწმებული ასლის გაცემაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, საიას დამკვირვებელმა მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიას და თავმჯდომარისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება მოითხოვა.
საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება: საოლქო საარჩევნო კომისიამ 31 მაისს გამართულ სხდომაზე იმსჯელა ციალა უთიაშვილის საჩივარზე და მიიღო გადაწყვეტილება მისი დაკმაყოფილების შესახებ.დისციპლინური გადაცდომისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მიეცა შენიშვნა.16
საიას დამკვირვებლის ია მაჭარაშვილის საჩივარი №15 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს საიას დამკვირვებელი ია მაჭარაშვილი კრწანისის საარჩევნო ოლქის №36 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა.აღნიშნული უბნის ხმების დასათვლელად შერჩეულ იქნა №15 საარჩევნო უბანი.საიას.დამკვირვებელი №15 უბანზე გამოცხადდა 20 საათსა და 15 წუთზე, თუმცა, კენჭისყრის შენობაში ის ერთი საათის დაგვიანებით შეუშვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ია მაჭარაშვილმა საჩივრით მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიას და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დისციპლინური პასუხისმგებლობა მოითხოვა.
საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება: საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ია მაჭარაშვილს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.17 სამწუხაროდ, კომისიის მიერ მიღებული განკარგულება, თითქმის ყველა სხვა განკარგულების მსგავსად, არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გვეთქვა უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
საიას დამკვირვებლის გიორგი გოცირიძის საჩივარი №11 და №13 საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით
კრწანისის ოლქის №11 და №13 საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ შემაჯამებელ ოქმებში აღმოჩენილ იქნა გადასწორებული მონაცემები. საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, გადასწორებულ მონაცემებს არ ერთვოდა შესწორების ოქმები. აღნიშნულთან დაკავშირებით საიას დამკვირვებელმა საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართა და შესაბამისი კომისიების თავმჯდომარეებისა და მდივნებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება მოითხოვა. გარდა ამისა, გადასწორებული მონაცემების სიზუსტის დასადგენად, საიამ კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობისა და არჩევნებში მიღებულ ხმათა გადათვლის მოთხოვნა დააყენა.
საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება: საიას დამკვირვებლის გიორგი გოცირიძეს საჩივარი საოლქო საარჩევნო კომისიამ 3 ივნისს გამართულ სხდომაზე განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება მისი ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. კერძოდ, საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა საჩივარი იმ ნაწილში, რომლითაც საიას დამკვირვებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენას და, შესაბამისად, სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას ითხოვდა. კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის მეორე ნაწილის დაკმაყოფილების შესახებ, კერძოდ, კენჭისყრის შედეგად მიღებულ ხმათა და არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობის ხელმეორედ გადათვლის შესახებ კრწანისის ოლქის №11 და №13 უბნებზე.18
საოლქო საარჩევნო კომისიამ 3 ივნისის განკარგულებით მიიღო გადაწყვეტილება №4 კრწანისის საარჩევნო ოლქის №11 და №13 საარჩევნო უბნების დალუქული დოკუმენტაციის გახსნის, გადათვლის და ოლქის შემაჯამებელ ოქმში შედეგების ასახვის შესახებ.19
საიას დამკვირვებლის გიორგი გოცირიძის საჩივარი №23 და №25 საარჩევნო უბნების შემაჯამებელი ოქმების შედეგების კანონიერების შემოწმების და სათანადო გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, აგრეთვე, შესაბამისი პირებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
კრწანისის ოლქში შემავალი №23 და №25 საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირდა წინააღმდეგობრივი მონაცემები. კერძოდ, ცალკეულ შემთხვევაში, მითითებული მონაცემები და იმავე ოქმში დაფიქსირებული სხვა მონაცემი ურთიერთგამომრიცხავი იყო, რაც ქმნიდა კენჭისყრის, ხმის დათვლისა და ოქმის შედგენის პროცესის არასათანადოდ წარმართვის ეჭვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საიას დამკვირვებელმა მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიას და მოითხოვა მითითებული საარჩევნო უბნების შემაჯამებელი ოქმების შედგენის კანონიერების შემოწმება, შესაბამისი რეაგირება და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება შესაბამისი პირებისთვის.
საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება: საოლქო საარჩევნო კომისიამ 3 ივნისს გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება საიას დამკვირვებლის საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ.20
საოლქო საარჩევნო კომისიამ მიიღო განკარგულება, რომლითაც დაადგინა კრწანისის საარჩევნო ოლქის №2 3 და №25 საარჩევნო უბნების დალუქული დოკუმენტაციის გახსნა, გადათვლა და შედეგების ასახვა ოლქის შემაჯამებელ ოქმში.21
ისნის №5 საარჩევნო ოლქი
ოლქში შესული საჩივრები: საიას დამკვირვებლების მიერ ოლქის სახელზე შეტანილ იქნა 2 საჩივარი, რომლებიც დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის ფაქტებს შეეხებოდა.
საიას დამკვირვებლის კახა კოჟორიძის საჩივარი №7 საარჩევნო უბანზე არდაშვებასთან დაკავშირებით
საიას დამკვირვებელი უბანზე მივიდა 8 საათის შემდგომ, რათა დაკვირვებოდა ხმის დათვლის პროცედურას.თუმცა, იმ მოტივით, რომ კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ უბანი იკეტება, საიას დამკვირვებელი კენჭისყრის შენობაში არ შეუშვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, კახა კოჟორიძემ საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართა და დამკვირვებლის საქმიანობისთვის ხელის შეშლის გამო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა მოითხოვა.
საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება: საოლქო საარჩევნო კომისიაში დისკუსია არ გამართულა იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა დამკვირვებელს კენჭისყრის შენობაში შესვლის უფლება კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ. საოლქო კომისიის სხდომაზე საუბნო კომისიამ წარმოადგინა ოქმი, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების ხელმოწერებით, რომელშიც ასახული იყო, რომ კომისიის თავმჯდომარე გამოვიდა უბნიდან დამკვირვებლის შესაყვანად, თუმცა, კარებთან არავინ დახვდა. აღნიშნულ ოქმს ხელს აწერდა კომისიის ყველა წევრი. საოლქო საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.22 თუმცა, თავმჯდომარის განკარგულებაში მითითებული არ ყოფილა არგუმენტი, თუ რის საფუძველზე გვეთქვა უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე. აღსანიშნავია ერთი გარემოება, რაც კომისიის სხდომაზე მსჯელობის საგანი არ გამხდარა - ოქმი, რომელიც საუბნო კომისიამ სხდომაზე წარმოადგინა, უფრო ადრე იყო შედგენილი, ვიდრე საიას დამკვირვებლის საჩივარი. აღნიშნული საეჭვოს ხდის ოქმის ნამდვილობას და ბუნდოვანს ხდის თავად მდგომარეობას.შესაბამისად, სულ მცირე, კომისიას უნდა ემსჯელა წარმოდგენილი ოქმის ნამდვილობის შესახებ მანამ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდა.
საიას დამკვირვებლის კახა კოჟორიძის საჩივარი №10 უბანზე მისი არდაშვების და კომისიის თავმჯდომარისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე
საიას დამკვირვებელს არ მიეცა საშუალება, კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ შესულიყო უბანზე და ხმის დათვლის პროცედურას დასწრებოდა. აღნიშნულის თაობაზე, კახა კოჟორიძემ საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართა და კომისიის თავმჯდომარის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა მოითხოვა იმ მოტივით, რომ დამკვირვებლის საქმიანობას ხელი შეეშალა.
საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება: საოლქო საარჩევნო კომისიამ უარი განაცხადა საიას დამკვირვებლის საჩივრის დაკმაყოფილებაზე.23 განკარგულებაში არ არის მითითებული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
ცესკოს სხდომა/გადაწყვეტილება: ცესკოში წარდგენილი საჩივრით კახა კოჟორიძე №7 და №10 საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეთა განკარგულებების ბათილად ცნობას და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეების მიმართ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას ითხოვდა.
ცესკოს გადაწყვეტილება: ცესკომ საიას დამკვირვებლის მიერ წარდგენილი საჩივარი არ დააკმაყოფილა.გარდა ამისა, არ იმსჯელა ოქმის ნამდვილობაზე და საშუალება არ მისცა სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს, ახსნა-განმარტება გაეკეთებინა კომისიის მიერ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შედგენილ ოქმზე.
აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ თუკი საოლქო საარჩევნო კომისიას სადავოდ არ გაუხდია ის საკითხი, რომ დამკვირვებელს უბანზე შესვლის უფლება ჰქონდა, ცესკომ სრულიად უკანონოდ საჩივრის დაუკმაყოფილებლობის მოტივად დაასახელა ის გარემოება, თითქოს საარჩევნო კოდექსი საღამოს 8 საათის შემდგომ დამკვირვებელს უბანზე შესვლის უფლებას უკრძალავს. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ცესკომ კანონის არამართებული განმარტება მოახდინა და, რაც მთავარია, კანონი დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის სასარგებლოდ განმარტა.
სამგორის №6 საარჩევნო ოლქი
ოლქში შესული საჩივრები: საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე საიას დამკვირვებლებმა 2 საჩივარი შეიტანეს საარჩევნო ოქმებში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით:
საიას დამკვირვებლების ბექა დოჭვირისა და ქეთევან ქაჩლიშვილის საჩივარი, საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში არსებული ხარვეზების გამო კომისიების თავმჯდომარეებისა და მდივნებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ
სამგორის №6 საოლქო საარჩევნო კომისიის რამდენიმე უბნის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელი ოქმები შედგენილი იყო კანონის მოთხოვნათა დარღვევით.კერძოდ, №5 , №40, №63, №71, №34, №91, №76, №89, №48, №57 საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმებში მითითებული არ იყო ოქმის შედგენის თარიღი, დრო და სარეგისტრაციო ნომერი. საიას დამკვირვებლებმა საჩივრით მიმართეს საოლქო საარჩევნო კომისიას და მოითხოვეს შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებისა და მდივნებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების გამო.
საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება: საოლქო საარჩევნო კომისიამ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესების გამოყენებით იმსჯელა საჩივარში მოყვანილ ფაქტებზე, მოისმინა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეების/მდივნების ახსნა-განმარტებები.თუმცა, იმ მოტივით, რომ დისციპლინური გადაცდომის ფაქტი ვერ აღმოაჩინა, საიას დამკვირვებლების მიერ წარდგენილი საჩივარი არ დააკმაყოფილა.24 საოლქო საარჩევნო კომისიამ თავის განკარგულებაში მიუთითა, რომ საჩივარში მოყვანილი ფაქტები იყო უმნიშვნელო ხასიათის, არ ახდენდა გავლენას არჩევნების შედეგებზე და, ამასთან, ამ მონაცემებით არ დგინდებოდა ოქმების სისწორე და ბალანსი. ამას გარდა, შემაჯამებელი ოქმების ხარვეზები არ არღვევდა არჩევნების საყოველთაოობის, თანასწორობის, პირდაპირობის, ფარულობისა და ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის პრინციპებს. საოლქო საარჩევნო კომისიამ მიუთითა, რომ აღმოჩენილი ხარვეზები იყო უმნიშვნელო ხასიათის, წარმოადგენდა მდივნების მექანიკურ შეცდომას, რის გამოც მათი ქმედებები ვერ დაკვალიფიცირდებოდა როგორც სამსახურე- სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულება.
საიას დამკვირვებლების ქეთევან ქაჩლიშვილისა და ბექა დოჭვირის საჩივარი სამგორის საარჩევნო ოლქის №36 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის თაობაზე
№36 საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ მაჟორიტარული არჩევნების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში აღმოჩენილ იქნა გადასწორებული მონაცემი. კერძოდ, გადასწორებული იყო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა ისე, რომ საარჩევნო კომისიას არ ჰქონდა შედგენილი შესწორების ოქმი. საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენილი საჩივრით, საარჩევნო კოდექსის 12626-ე მუხლის საფუძველზე მოვითხოვეთ შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა.
საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება: საოლქო საარჩევნო კომისიის წინაშე დაყენებული მოთხოვნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.26 თავმჯდომარის განკარგულების ტექსტში მოცემული მოტივაცია, რის საფუძველზეც უარი ეთქვათ საიას დამკვირვებლებს საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ამავე კომისიის მიერ საიას დამკვირვებლების მეორე საჩივართან დაკავშირებით გამოტანილი განკარგულების თითქმის იდენტურია. განკარგულებაში თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მითითებული ხარვეზი იყო უმნიშვნელო ხასიათის და გავლენას არ ახდენდა არჩევნების შედეგებზე, ისევე როგორც ამომრჩეველთა ნების თავისუფალ გამოვლენაზე. თუმცა, კომისიის თავმჯდომარემ, ამავე განკარგულებით, საოლქო საარჩევნო კომისიის წინაშე დააყენა №36 საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი.
საოლქო საარჩევნო კომისიამ იმსჯელა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მოისმინა ახსნა-განმარტებები როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ისე მდივნის მხრიდან და კომისიის მდივანს დააკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა შენიშვნის სახით.26 თუმცა, განკარგულებაში მითითებული არ არის, რა ტიპის დისციპლინურ გადაცდომას ჰქონდა ადგილი, რისთვისაც მდივანს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა დაეკისრა.
ჩუღურეთის №7 საარჩევნო ოლქი
ოლქში წარდგენილი საჩივრები ძირითადად დამკვირვებლის საქმიანობის ხელის შეშლასა და შემაჯამებელ ოქმებში აღმოჩენილ უზუსტობებს შეეხებოდა.
საჩივარი საიას დამკვირვებლის თამარ რუსიტაშვილის უფლებების შეზღუდვის ფაქტთან დაკავშირებით
საიას დამკვირვებელს თამარ რუსიტაშვილს პრობლემები შეექმნა განსაკუთრებულ შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნის კენჭისყრის შენობაში დროულად შესვლასთან დაკავშირებით.მოგვიანებით თამარ რუსიტაშვილი დაუშვეს საარჩევნო უბანზე.
საარჩევნო ოლქში წარდგენილი საჩივრით საიამ, თამარ რუსიტაშვილის საქმიანობისათვის ხელის შეშლის გამო, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 12630-ე მუხლის საფუძველზე, №39 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა მოითხოვა.
ოლქის გადაწყვეტილება: საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ 2010 წლის 31 მაისს მიღებული 040/2101 განკარგულებით უარი გვეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.განკარგულებაში მითითებულია საქართველოს საარჩევნო კოდექსის 58-ე მუხლის მე-8 ნაწილზე, რომლის პირველი წინადადების თანახმადაც, „კენჭისყრის შენობა იკეტება 20 საათზე.“ აღნიშნული მუხლის მითითება საოლქო კომისიის მხრიდან უკანონოა, ვინაიდან საარჩევნო კოდექსი დამკვირვებელს უფლებას ანიჭებს, კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს განახორციელოს არჩევნების პროცესზე დაკვირვება. საარჩევნო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ცალსახად ადგენს, რომ დამკვირვებელს უფლება აქვს „კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდეს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან“.
განკარგულებაში ასევე მითითებულია, რომ საჩივარში მოტანილი ფაქტი №39 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ „მალევე აღმოფხვრა“. თუმცა, კანონმდებელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიიჩნევს დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვასა და მისი საქმიანობისათვის ხელშეშლას იმის მიუხედავად, თუ რამდენად დიდხანს გრძელდება აღნიშნული სამართალდარღვევა და აღმოიფხვრა თუ არა იგი მოგვიანებით.
სასამართლოს სხდომა/გადაწყვეტილება: საოლქო კომისიის გადაწყვეტილება საიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლოს 2010 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა. აღსანიშნავია ერთი გარემოება: მიუხედავად იმისა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საჩივრის დაუკმაყოფილებლობისას 58-ე მუხლის მე-8 ნაწილზე გააკეთა აქცენტი („კენჭისყრის შენობა იკეტება 20 საათზე“), სასამართლოში სულ სხვა ტიპის არგუმენტები წარადგინა.მისი განცხადებით, უბნის კომისიის თავმჯდომარე, იმ დროის განმავლობაში, რა დროსაც დამკვირვებელს ხელი ეშლებოდა თავისი საქმიანობის განხორციელებაში, არკვევდა, ხომ არ იმყოფებოდა უბანზე იმავე ორგანიზაციის დამკვირვებელი. სასამართლომ მიიჩნია, რომ „საუბნო საარჩევნო კომისია ახორციელებდა სწორედ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ორი დამკვირვებლის ერთდროულად ყოფნის ფაქტის გადამოწმებას, რაც საჭიროებს გარკვეულ დროს და, სასამართლოს აზრით, 20 წუთი ამ პროცედურისათვის წარმოადგენს გონივრულ ვადას.“
აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესზე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თავადვე უარყო საქართველოს საარჩევნო კოდექსის 58-ე მუხლის მე-8 ნაწილის ის მახინჯი ინტერპრეტაცია, რომელსაც ის თავის განკარგულებაში უთითებდა საჩივრის დაუკმაყოფილებლობის საფუძვლად.
საჩივარი საიას დამკვირვებლის ბელა ტატურაშვილის უფლებების შეზღუდვის ფაქტთან დაკავშირებით
საოლქო კომისიაში წარდგენილ იქნა საჩივარი განსაკუთრებულ შემთხვევაში შექმნილ №45 საარჩევნო უბანზე საიას დამკვირვებლის ბელა ტატურაშვილის დაგვიანებით შეშვებასთან დაკავშირებით.ბელა ტატურაშვილს უარი უთხრეს ეზოში შესვლაზე (სადაც კენჭისყრის შენობა მდებარეობდა) იმ მიზეზით, რომ წინა დღეს არ ჩაეწერა არჩევნების დღის დამსწრეთა სიაში.
საიამ საჩივრით მოითხოვა №46 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა დამკვირვებლის უფლების შეზღუდვის გამო. საოლქო.საარჩევნო კომისიამ გამოარკვია რა, რომ დამკვირვებელს პრობლემა შეექმნა არა უბანზე, არამედ ეზოში შესვლასთან დაკავშირებით, საიას მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
საიას საჩივრები შემაჯამებელ ოქმებში აღმოჩენილ უზუსტობებთან დაკავშირებით
საოლქო საარჩევნო კომისიაში საუბნო კომისიებიდან შემაჯამებელი ოქმების წარმოდგენის შემდგომ №17, №20, №21, №25 საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ შემაჯამებელ ოქმებში ხარვეზები აღმოჩნდა. კერძოდ, ცალკეულ შემთხვევებში გამოვლინდა მონაცემები, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდიოდა ამავე ოქმში დაფიქსირებულ სხვა მონაცემებთან.
საიას მოთხოვნას წარმოადგენდა შემაჯამებელ ოქმებში შესწორების შეტანა და უბნის კომისიის წევრთა დისციპლინური პასუხისმგებლობა.
საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ 2010 წლის 4 ივნისს მიღებული 051/2010 განკარგულებით საიას საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კომისიამ მიიჩნია, რომ ის ოქმები, სადაც „სუბიექტების მიერ მიცემულ ხმათა რაოდენობას დამატებული ბათილი ბიულეტენების ხმათა რაოდენობა ნაკლებია არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობაზე, არ წარმოადგენს ამ უბნების გადათვლის საფუძველს.“ მოცემული მსჯელობა კომისიამ მთლიანად დაამყარა ცესკოს მიერ №25/2010 დადგენილებით დამტკიცებულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის XIX თავზე. „რაც შეეხება №21 საარჩევნო უბნის საკრებულოს მაჟორიტარულ შემაჯამებელ ოქმში 1-ით მეტობას, საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, გადათვლილ იქნა აღნიშნული უბანი და შემაჯამებელ ოქმებში შეტანილი იქნა ცვლილებები.“ გადათვლის დროს გამოვლინდა არაერთი უზუსტობა, კერძოდ, მცდარი იყო გაფუჭებული ბიულეტენების, გამოუყენებელი ბიულეტენების და არჩევნებში მონაწილეთა საერთო რაოდენობა. საარჩევნო კოდექსის 34-ე მუხლის, 63-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-6 პუნქტების, 77-ე მუხლის, 371 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, №7 ჩუღურეთის საოლქო სარჩევნო კომისიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საიას დამკვირვებლების საჩივარი და №21 საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის სახით დააკისრა გაფრთხილება.
დიდუბის №8 საარჩევნო ოლქი
ოლქში შესული საჩივრები: საოლქო კომისიაში საიას დამკვირვებლებმა 3 საჩივარი წარადგინეს, რომლებიც შეეხებოდა გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის შედგენის პროცედურების დარღვევას და კომისიის წევრების პასუხისმგებლობის საკითხებს:
საიას დამკვირვებლის მაია ხუციშვილის განცხადება დიდუბის №8 საოლქო კომისიას, №1, №8, №9 საარჩევნო უბნებზე სარეგისტრაციო ჟურნალში აღმოჩენილ დარღვევებზე სათანადო რეაგირების მოხდენის მოთხოვნით
საიას დამკვირვებელმა №8 ოლქის №1, №8, №9 უბნებზე დაკვირვების დროს შენიშნა, რომ საარჩევნო კოდექსის 59-ე მუხლის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, სარეგისტრაციო ჟურნალში არ იყო მითითებული ამომრჩეველთა სიის დანართში შეტანილი ამომრჩევლების სახელები, მათი განცხადებებისა თუ სატელეფონო ზარების რეგისტრაციის თარიღები. აღნიშნულთან დაკავშირებით, დამკვირვებელი დღის განმავლობაშიც დაუკავშირდა საოლქო კომისიას, თუმცა, კომისიის მხრიდან შეტყობინებას შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია. ჩვენ მიერ დაყენებული იქნა მოთხოვნა, არ მომხდარიყო აღნიშნულ უბნებზე გადასატანი ყუთის ბიულეტენების დათვლა ძირითად ბიულეტენებთან ერთად.
საოლქო სარჩევნო კომისიის სხდომა/გადაწყვეტილება: საიას დამკვირვებლის განცხადებით, ოლქში საჩივრის განხილვა მიმდინარეობდა არასერიოზულ გარემოში და იგი მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა. ადგილი ჰქონდა პირადი შეურაცხყოფის მიყენების მცდელობასაც. კონკრეტულად, კომისიის წევრების მიერ კეთდებოდა ცინიკური განცხადებები და შენიშვნები საჩივრის დამწერის არაკომპეტენტურობასთან დაკავშირებით.მას შემდეგ კი, რაც დამკვირვებელმა ითხოვა საჩივარზე მსჯელობის გამართვა, კომისიის წევრებისგან მიიღო პასუხი, რომ მათ სამი ღამეა არ უძინიათ და ყველანი დაღლილები არიან.
საბოლოოდ, საოლქო კომისიამ განიხილა ხუციშვილის საჩივარი და არ დააკმაყოფილა მაია ხუციშვილის მოთხოვნა №8 დიდუბის საარჩევნო ოლქის №1, №8, №9 საარჩევნო უბნებში არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე იმ მოტივით, რომ დამკვირვებლის მიერ მითითებულ გარემოებებს არ შეეძლო ემოქმედა ამომრჩეველთა ნების გამოხატვის ნამდვილობაზე. საოლქო საარჩევნო კომისიამ იმსჯელა აღნიშნული უბნების საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებისა და მდივნების პასუხისმგებლობის საკითხზე და მათთვის შენიშვნის მიცემით შემოიფარგლა.27
ცესკოს გადაწყვეტილება: ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა ცესკოში.საჩივარში აღინიშნა, რომ საკითხი მოითხოვდა სწრაფ და დაუყოვნებლივ გადაწყვეტას საოლქო საარჩევნო კომისიის მხრიდან, რაც არ განხორციელებულა. საიას დამკვირვებლებმა მოითხოვეს №8 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდება, მისი მოვალეობის ბრალეული შეუსრულებლობის გამო.
ცესკომ განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარში მოყვანილი გარემოებების ფაქტობრივი და სამართლებრივი შემოწმების შედეგად, არ დადასტურდა №8 დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის, ასევე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევა, კერძოდ, მის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება. აქედან, გამომდინარე, ცესკომ არ დააკმაყოფილა საიას დამკვირვებელთა მოთხოვნა.28
საიას დამკვირვებლის ვლადიმერ კვატაიას საჩივარი დიდუბის №8 საოლქო კომისიას, №28, №35, №45 და №50 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისა და მდივნების დისციპლინური პასუხისმგებლობის მოთხოვნის შესახებ
საიას დამკვირვებელმა №8 საარჩევნო ოლქის №28, №35, №45 და №50 საარჩევნო უბნებში დააფიქსირა შემდეგი დარღვევები: საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდები შემოვიდა პაკეტებით, რომლებიც არ იყო დალუქული და მასზე არ იყო საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეების, მდივნებისა და კომისიის სხვა წევრების ხელმოწერები. ამ დარღვევებზე შედგენილ იქნა საჩივრები, რომლითაც საიას დამკვირვებელმა მოითხოვა ზემოაღნიშნული პირების პასუხისმგებლობა დისციპლინური წესით.
საოლქო სარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება: საოლქო საარჩევნო კომისიამ განიხილა საიას დამკვირვებლის საჩივრები და დიდუბის №8 საარჩევნო კომისიის №28, №35, №45 და №50 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებს, წევრებსა და მდივნებს დააკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა.
საიას დამკვირვებლის ვლადიმერ კვატაიას საჩივარი დიდუბის №8 საოლქო კომისიას, №25 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის დისციპლინარული პასუხისმგებლობის მოთხოვნის შესახებ
საიას დამკვირვებელმა №8 საარჩევნო ოლქში დააფიქსირა შემდეგი სახის დარღვევა: საოლქო საარჩევნო კომისიაში №25 საარჩევნო უბნიდან შემოვიდა კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი, რომელიც არ იყო დამოწმებული საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით. დიდუბის №8 საოლქო კომისიის თავმჯდომარემ ეს ფაქტი ტექნიკური ხასიათის ხარვეზად მიიჩნია და, ამ საკითხზე კოლეგიური მსჯელობის გარეშე, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს დაავალა, გაეხსნა №25 უბნიდან მოტანილი დალუქული ბეჭედი და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები საოლქო კომისიაში დაემოწმებინა. აღნიშნულთან დაკავშირებით, საიას დამკვირვებელმა შეადგინა საჩივარი, რომლითაც №25 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება მოითხოვა.
საოლქო სარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება: საოლქო საარჩევნო კომისიამ განიხილა საიას დამკვირვებლის საჩივარი და დააკმაყოფილა საჩივარში დაყენებული მოთხოვნა.
ცესკოს გადაწყვეტილება: იმავდროულად, საიას დამკვირვებელმა საჩივარი შეიტანა ცესკოში დიდუბის №8 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ საარჩევნო კომისიის დალუქული ბეჭდის გახსნისა და უბნის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების დამოწმების ფაქტის შესახებ. საიამ მოითხოვა №8 საოლქო კომისიის თავმჯდომარის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გატარება.ცესკომ უარი თქვა აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ დიდუბის №8 საოლქო საარჩევნო კომისია მოგვიანებით შეიკრიბა და მიიღო გადაწყვეტილება საოლქო კომისიის თავმჯდომარის მიერ ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილების საოლქო კომისიის გადაწყვეტილების სახით გაფორმების შესახებ.
ნაძალადევის №9 საარჩევნო ოლქი
ოლქში შესული საჩივრები: საიას დამკვირვებლების მიერ ოლქის სახელზე შეტანილ იქნა 2 საჩივარი:
საიას დამკვირვებლების ლინა ღვინიანიძისა და თამარ გურჩიანის საჩივარი №9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქში შემავალი №2, №7, №13, №16, №18, №23, №47, №61, №79, №82, №96 საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში არსებული ხარვეზების გამო აღნიშნული კომისიების თავმჯდომარეებისა და მდივნებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ
ნაძალადევის რაიონის რამდენიმე უბნის შემაჯამებელი ოქმი არ შეიცავდა კანონით განსაზღვრულ სავალდებულო რეკვიზიტებს, მათ შორის: ოქმის სარეგისტრაციო ნომერს, რეგისტრაციის თარიღსა და დროს, ასევე კომისიის ბეჭდის ნომერს. რამდენიმე ოქმში არ იყო დაფიქსირებული თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერები. აღნიშნულთან დაკავშირებით, საიას დამკვირვებლებმა საჩივრით მიმართეს საოლქო საარჩევნო კომისიას და მოითხოვეს შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებისა და მდივნებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო.
საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა/გადაწყვეტილება: საოლქო საარჩევნო კომისიას ევალებოდა, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით, გამოეკვლია საქმის გარემოებები და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება. კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, კომისიამ არ გამოიკვლია არც ერთი ფაქტობრივი გარემოება, რასაც ადასტურებს სხდომის ოქმიც, რომელშიც მხოლოდ ის არის აღნიშნული, რომ „საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა იმსჯელეს რეკვიზიტების დაკლების შესახებ და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული ხარვეზი მექანიკურია, გამოწვეულია კომისიის წევრების გადაღლილობის და ემოციური დღის შედეგად“. საოლქო საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, უარი ეთქვა საიას დამკვირვებლების საჩივრის დაკმაყოფილებაზე.29
საიას დამკვირვებლების ლინა ღვინიანიძისა და თამარ გურჩიანის საჩივარი №9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქში შემავალი №8, №43, №51, №52, №58, №59, №66, №83 საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების შედგენის კანონიერების შემოწმებისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, აგრეთვე შესაბამისი პირებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ
საჩივარი წარდგენილი იქნა ნაძალადევის ოლქის რამდენიმე უბნის შემაჯამებელი ოქმების მონაცემების წინააღმდეგობრივი ხასიათიდან გამომდინარე. კერძოდ, ცალკეულ შემთხვევებში, ოქმში მითითებული ერთი კატეგორიის მონაცემები გამორიცხავდა ამავე ოქმში დაფიქსირებულ სხვა მონაცემებს.მსგავსი წინააღმდეგობები ქმნიდა კენჭისყრის, ხმის დათვლისა და ოქმის შედგენის პროცესის არასათანადოდ წარმართვის საფუძვლიან ეჭვს. საჩივარში დაყენებული მოთხოვნა შეეხებოდა მითითებულ საარჩევნო უბნებზე საარჩევნო ბიულეტენების დათვლის სიზუსტის შემოწმებასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებას, აგრეთვე, შესაბამისი პირებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის სათანადო ზომის დაკისრებას.
საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა/გადაწყვეტილება: სხდომაზე კომისიის მიერ არ იქნა გამოკვლეული საჩივარში მითითებული შემთხვევების ფაქტობრივი გარემოებები. მხოლოდ ერთ, კერძოდ, №58 უბანთან დაკავშირებით წარმოდგენილ იქნა ამავე უბნის შემაჯამებელი ოქმები, რომლითაც დადასტურდა გასაჩივრებულ ოქმში არსებული ტექნიკური ხარვეზების არსებობა. ყველა სხვა დანარჩენი უბნის ოქმთან დაკავშირებით საოლქო კომისიამ ზეპირი ფორმით აღინიშნა, რომ არსებობდა საუბნო კომისიის თავმჯდომარეების ახსნა-განმარტებები, თუმცა არც ერთი მათგანი საჩივრის განხილვისას წარმოდგენილი არ ყოფილა. საოლქო საარჩევნო კომისიამ მიიღო განკარგულება, რომლითაც უარი უთხრა საიას დამკვირვებლებს საჩივრის დაკმაყოფილებაზე.30
სასამართლოს სხდომა/გადაწყვეტილება: ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისიის 2010 წლის 3 ივნისის განკარგულების ის ნაწილი, რომელიც შეეხებოდა №8, №43, №51, №52, №58, №59, №66, №83 საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების კანონიერებას, საიას დამკვირვებლებმა საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების (№030/2010) ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მითითებული საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილი შემაჯამებელი ოქმების კანონიერების შემოწმება, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება და, პასუხისმგებლობის საფუძვლის გამოვლენის შემთხვევაში, უფლებამოსილი პირებისთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომის დაკისრება. სასამართლო პროცესზე მოპასუხე მხარემ 4 შესწორების ოქმი წარმოადგინა, რომლებიც საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე აღნიშნული საკითხის განხილვისას წარმოდგენილი არ ყოფილა. უფრო მეტიც, კომისიას არც ზეპირი ფორმით მიუთითებია მათი არსებობის შესახებ, რაც საფუძვლიან ეჭვს ბადებს, რომ შესწორების ოქმები სასამართლოს სხდომის გამართვამდე შედგა.
სასამართლომ უარი გვითხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე31 და მიუთითა, რომ ის შემთხვევები, სადაც გამოყენებული ბიულეტენების რიცხვი სჭარბობს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას, წარმოადგენს საარჩევნო პროცედურების განხორციელების არაარსებით დარღვევას და არ ცვლის არჩევნების შედეგებს. იმ შემთხვევასთან დაკავშირებით კი, როცა გამოყენებული საარჩევნო ბიულეტენების რიცხვი ნაკლებია არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობაზე, სასამართლომ მიუთითა, რომ ეს არ შეიძლება ჩაითვალოს დარღვევად საარჩევნო კომისიის მხრიდან, ვინაიდან მას არ აკისრია ვალდებულება, გააკონტროლოს ამომრჩევლის მიერ სპეციალურ კონვერტში მოსათავსებელი ბიულეტენების რაოდენობა.დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით კი, სასამართლომ მიუთითა, რომ სახეზე არ არის რომელიმე უფლებამოსილი პირის დისციპლინური გადაცდომის ფაქტი.
ცესკოს სხდომა/გადაწყვეტილება: ცესკოში განხილულ იქნა ნაძალადევის ოლქში შემავალი №2, №7, №13, №16, №18, №23, №47, №61, №79, №82, №96 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებისა და მდივნებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების. საჩივრის განხილვა გაიმართა 9 ივნისს 19:00 საათზე.ცესკოს სხდომაზე გაირკვა, რომ ამავე დღეს 13:00 საათზე საოლქო საარჩევნო კომისიაში ჩატარდა სხდომა, სადაც შედგა მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელი ოქმი და უფლებამოსილება შეუწყდა ნაძალადევის ოლქში შემავალი ყველა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს (საიას დამკვირვებლებისთვის ცნობილი იყო, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის აღნიშნული სხდომა უნდა გამართულიყო 9 ივნისს 18:00 საათზე, თუმცა, სხდომის ჩატარების დროის შეცვლის შესახებ მათთვის არავის უცნობებია). ცესკომ მიიჩნია, რომ შესაბამისი პირებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტიდან გამომდინარე, აღარ არსებობდა საიას დამკვირვებლების საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.32
გლდანის №10 საარჩევნო ოლქი
ოლქში შესული საჩივრები: გლდანის №10 საოლქო საარჩევნო კომისიაში საიას დამკვირვებლების მიერ საჩივარი წარდგენილი არ ყოფილა.
ოლქის სხდომები: პოლიტიკური პარტიების მიერ შეტანილი საჩივრების განხილვამ ნორმალურ ვითარებაში ჩაიარა. დადებითად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ საოლქო კომისიამ გაახმოვანა და განიხილა ყველა საჩივარი, რომელიც უბანზე იყო შეტანილი, გაეცნო ყველა ჩანაწერს ჩანაწერთა წიგნში.საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვაზე მოიწვია ოლქში რეგისტრირებული ყველა დამკვირვებელი და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი.
ქუთაისის №59 საოლქო საარჩევნო კომისია
ოლქში შესული განცხადება/საჩივრები: №59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში საიას დამკვირვებლებმა 4 საჩივარი და 4 განცხადება შეიტანეს.
№13 საარჩევნო უბანზე საიას დამკვირვებლების გიორგი ჭიქაბერიძისა და ნათია ბასილაძის მიერ შედგა საჩივარი უბნის შედეგების ბათილობისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. საიას დამკვირვებლები ასაჩივრებდნენ იმ ფაქტს დაკავშირებით, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლებ კომისიის წევრებს კანონით დადგენილი წესით რეგისტრატორის მიერ ხელმოწერილი და ბეჭედდასმული საარჩევნო ბიულეტენები არ გაატანა.
საიას დამკვირვებლის ზაალ გორგიძის მიერ №89 საარჩევნო უბანთან დაკავშირებით დაიწერა ორი საჩივარი, უბნის შედეგების ბათილად ცნობისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, №89 უბანზე კენჭისყრის დაგვიანებით დაწყებისა (08:25) და გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლები კომისიის წევრებისათვის ხელმოუწერელი და ბეჭედდაუსმელი საარჩევნო ბიულეტენების გატანების ფაქტებთან დაკავშირებით.
№102 საარჩევნო უბანზე საიას დამკვირვებლის თეონა არაბიძის მიერ წარდგენილ იქნა საჩივარი, რომლითაც ის ასაჩივრებდა ჩანაწერთა წიგნში ჩანაწერის გაკეთების ხელშეშლის ფაქტს. საჩივრის მოთხოვნას საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება წარმოადგენდა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებლის ნოდარ ჯიქიას მიერ წარდგენილ იქნა განცხადება №20 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარისა და მდივნისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, კენჭისყრის შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემის გადასწორების გამო.
№75 საუბნო საარჩევნო კომისიამ კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის ნაცვლად საოლქო საარჩევნო კომისიაში ჩანაწერთა წიგნი წარმოადგინეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საიას დამკვირვებლებმა ნოდარ ჯიქიამ და გიორგი ჭიქაბერიძემ შეადგინეს საჩივარი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და უბნის შედეგების საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ შეჯამების მოთხოვნით.
საიას დამკვირვებელმა ნოდარ ჯიქიამ საოლქო კომისიაში დააყენა მოთხოვნა ქუთაისის №59 საოლქო საარჩევნო კომისიის №11, 12, 13, 18, 23, 24, 25, 34, 37, 42, 45, 46, 51, 53, 55, 56, 58, 65, 66, 68, 71, 83, 85, 90, 93, 94, 95, 96, 98, 102, 116 და 117 თავმჯდომარისა და მდივნისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, საოლქო საარჩევნო კომისიაში დოკუმენტაციის დაულუქავად წარმოდგენის გამო.
ოლქის სხდომები/გადაწყვეტილებები: ქუთაისის №59 საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა საიას დამკვირვებლების საჩივარი №13 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობის ნაწილში, თუმცა, 13 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მდივანსა და გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლებ კომისიის წევრებს დისციპლინური პასუხისმგებლობა დააკისრა, კერძოდ: №13 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს - ხელფასის 20%-ის დაკავება (განკარგულება 422/2010), მდივანს ხელფასის 10%-ის დაკავება (განკარგულება 423/2010), წევრებს გაფრთხილება (განკარგულებები 424/2010 და 425/2010).
საინტერესოა ოლქის გადაწყვეტილება №20 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის მიმართ (განკარგულებები 433/2010 და 434/2010).აღნიშნულ პირებს, ოლქის გადაწყვეტილებით, დაეკისრათ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - ხელფასის 20%-ის დაკავების სახით, მათ მიერ კენჭისყრის შედეგების მაჟორიტარულ შემაჯამებელ ოქმში „მიცემულ ხმათა რაოდენობაში“ მონაცემის გადასწორების გამო, თუმცა, აღნიშნული ქმედებისათვის საარჩევნო კოდექსის 12626 მუხლით გათვალისწინებულია ჩამდენი პირის დაჯარიმება 2000 ლარის ოდენობით, რაც ოლქის მიერ დასაბუთდა იმით, რომ „მომხდარ სამართალდარღვევის ფაქტს არ გამოუწვევია მნიშვნელოვანი ზიანი“.
ანალოგიურად გადაწყვიტა საკითხი ოლქმა №102 უბანთან მიმართებით, კერძოდ: №102 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს დააკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა - გაფრთხილება, საიას დამკვირვებლისათვის ჩანაწერთა წიგნში ჩანაწერის გაკეთების უფლების შეზღუდვისათვის, როცა აღნიშნული ქმედებისათვის საარჩევნო კოდექსის 12629 მუხლით გათვალისწინებულია ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
ქუთაისის №59 საოლქო საარჩევნო კომისიამ ასევე არ დააკმაყოფილა საიას დამკვირვებლების განცხადება №75 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.ოლქის გადაწყვეტილებით, აღნიშნული კომისიის წევრებს დაეკისრათ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება (განკარგულებები№333/2010, 332/2010, 331/2010, 330/2010, 329/2010, 328/2010, 327/2010, 326/2010, 325/2010, 324/2010, 322/2010), თავმჯდომარესა და მდივანს კი -ხელფასის 20%-ის დაკავება (განკარგულებები 323/2010, 321/2010).
ოლქის მიერ, დისციპლინური პასუხისმგებლობის მოთხოვნის ნაწილში, დაკმაყოფილდა საიას დამკვირვებლის საჩივრები №89 საუბნო საარჩევნო კომისიის მიმართ. ოლქის გადაწყვეტილებით, კომისიის წევრებს მიეცათ გაფრთხილება (განკარგულებები 419/2010, 418/2010, 415/2010, 413/2010, 412/2010, 411/2010, 410/2010, 409/2010, 408/2010), თავმჯდომარეს და მდივანს კი, შესაბამისად, ხელფასის 20% და 10% დაექვითათ.33
ბათუმის №79 საოლქო საარჩევნო კომისია
ოლქში შესული განცხადება/საჩივრები: №79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარდგენილ იქნა 7 საჩივარი.
საიას დამკვირვებლის მიერ წარდგენილ იქნა საჩივარი №3 საუბნო საარჩევნო კომისიის უბნის შედეგების ბათილობისა და კომისიის დამრღვევი წევრებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით, საარჩევნო უბანზე საიას დამკვირვებლისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით. უბნის შედეგების ბათილობის მოთხოვნის საფუძველს საარჩევნო ყუთში ზედმეტი ბიულეტენების აღმოჩენა წარმოადგენდა.
№16 საარჩევნო უბანზე საიას დამკვირვებლის მიერ დაიწერა საჩივარი უბნის შედეგების ბათილობის მოთხოვნით იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ უბანზე მისულმა ამომრჩეველმა თავისი გვარის გასწვრივ სხვისი ხელმოწერა აღმოაჩინა. ანალოგიური დარღვევები დაფიქსირდა №23, 27, 28, 41, 57 საუბნო საარჩევნო კომისიებში.
№57 უბანში ხმის დათვლის პროცესი მიმდინარეობდა ქაოტურად და საარჩევნო კოდექსის 62-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით. კერძოდ, ხმის დათვლაში მონაწილეობდა კომისიის ყველა წევრი. საიას დამკვირვებლის მიერ დაიწერა საჩივარი დამრღვევი კომისიის წევრების პასუხისმგებლობის მოთხოვნით.
საიას დამკვირვებლის მიერ ასევე დაიწერა საჩივარი №62 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პასუხისმგებლობისა და შედეგების ბათილობის შესახებ იმის გამო, რომ ამომრჩეველმა საარჩევნო ბიულეტენი კენჭისყრის შენობიდან გაიტანა. მიუხედავად საიას დამკვირვებლის მითითებისა, კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება არ მოახდინა.
ოლქის სხდომები/გადაწყვეტილებები: ბათუმის №79 ოლქის მიერ საჩივრების განხილვის დროს არ ხდებოდა მტკიცებულებების ჯეროვანი გამოკვლევა, კომისიის გადაწყვეტილებები კი, ხშირ შემთხვევაში, დაუსაბუთებელი იყო.
ბათუმის №79 საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არ დაკმაყოფილდა საიას დამკვირვებლის საჩივარი 3 საუბნო საარჩევნო კომისიის უბნის შედეგების ბათილობისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე. ოლქის გადაწყვეტილებით უბნის თავმჯდომარეს და მდივანს დისციპლინური პასუხისმგებლობები დაეკისრათ, კერძოდ, ვადამდე იქნენ გათავისუფლებულნი თანამდებობიდან.34
ასევე, არ დაკმაყოფილდა საიას დამკვირვებლების საჩივრები №23, №27, №28, №41, №57 საუბნო სარჩევნო კომისიებთან მიმართებით უბნის შედეგების ბათილობის ნაწილში.რაც შეეხება კომისიის წევრთა.პასუხისმგებლობის საკითხს, პასუხისმგებლობა დაეკისრა №16 საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს გაფრთხილების სახით, ხოლო №41 საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს და №57 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ხელფასის 5 დღის ოდენობა დაუკავდათ.35
ბათუმის №79 საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არ დაკმაყოფილდა საჩივარი №62 საუბნო საარჩევნო კომისიის მიმართებითაც, რომლის მოთხოვნასაც უბნის შედეგების ბათილობა და კომისიის თავმჯდომარის პასუხისმგებლობა წარმოადგენდა.
სასამართლოში წარდგენილი საჩივრები: საიას დამკვირვებლებმა ოლქის გადაწყვეტილებები გაასაჩივრეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს - საკრებულოს არჩევნების ბათუმის №79 საოლქო საარჩევნო კომისიის 2010 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა; ბათუმის №79 საარჩევნო ოლქის №3, №16, №23, № 28, №41 და №62 უბნის კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა.
ბათუმის სასამართლოს მიერ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საიას სარჩელი, კერძოდ, გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი №3 საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი და უბნის მთლიანი შედეგები. რაც შეეხება დანარჩენ უბნებს, ბათილობის მოთხოვნა უცვლელი დატოვა უსაფუძვლობის გამო.
__________________
1 საიას დამკვირვებლის თამთა მიქელაძის 2010 წლის 30 მაისის №526/2010 საჩივარი.
2 მთაწმინდის №1 საარჩევნო კომისიის 2010 წლის 1 ივნისის №127/2010 განკარგულება.
3 თამთა მიქელაძის 2010 წლის 2 ივნისის №70 საჩივარი.
4 მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვლადიმერ ცუცქირიძის 2010 წლის 3 ივნისის №79/2010 ახსნა-განმარტება.
5 ცესკოს 2010 წლის 3 ივნისის №357/2010 განკარგულება.
6 თამთა მიქელაძის 30 მაისის №515/2010 საჩივარი.
7 გვანცა წერეთლის 30.05.10 №01/168 საჩივარი.
8 მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის 2010 წლის 1 ივნისის №132/2010 განკარგულება.
9 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე №3/2254-10.
10 №3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის 2010 წლის 31 მაისი განკარგულება №163/2010.
11 №3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის 2010 წლის 31 მაისი განკარგულება №163/2010.
12 თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 3 ივნისის №3/2255-10 გადაწყვეტილება.
13 №3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის 2010 წლის 2 ივნისის განკარგულება №171/2010
14 იხ. №4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის 2010 წლის 31 მაისის განკარგულება №063/2010.
15 იხ. №4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის 2010 წლის 31 მაისის განკარგულება №064/2010.
16 იხ. №4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის 2010 წლის 31 მაისის განკარგულება №066/2010.
17 იხ. №4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის 2010 წლის 31 მაისის განკარგულება №065/2010.
18 იხ. №4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის 2010 წლის 3 ივნისის განკარგულება №072/2010.
19 იხ. №4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის 2010 წლის 3 ივნისის განკარგულება №073/2010.
20 იხ №4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის 2010 წლის 3 ივნისის განკარგულება №074/2010
21 იხ №4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის 2010 წლის 3 ივნისის განკარგულება №075/2010
22 იხ №5 ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2010 წლის 31 მაისის განკარგულება №3/2010
23 იხ. №5 ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2010 წლის 31 მაისის განკარგულება №4/2010.
24 იხ. სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიის 2010 წლის 4 ივნისის განკარგულება №215/2010.
25 იხ. №6 სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2010 წლის 4 ივნისის განკარგულება №46/2010.
26 იხ. №6 სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიის 2010 წლის 4 ივნისის განკარგულება №216/2010.
27 იხ. №8 დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება №63/2010.
28 იხ. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 3 ივნისის განკარგულება №355/2010.
29 იხ. №09 ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისიის 2010 წლის 3 ივნისის განკარგულება №030/2010.
30 იხ. №09 ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისიის 2010 წლის 3 ივნისის განკარგულება №030/2010.
31 იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება №3/2288-10.
32 იხ. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 9 ივნისის განკარგულება №377/2010.
33 ქუთაისის №59 საოლქო საარჩევნო კომისიის №405/2010 და №406/2010 განკარგულებები.
34. იხ. ბათუმის №79 საარჩევნო ოლქის №62/2010 განკარგულება.
35. იხ. ბათუმის №79 საარჩევნო ოლქის №62/2010 განკარგულება.
![]() |
15 დასკვნა |
▲ზევით დაბრუნება |
2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოს ხელისუფლებამ ნათლად მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ 30 მაისის არჩევნების საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან დადებითად შეფასებას განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა.
მიუხედავად პროგრესისა და რამდენიმე წინგადადგმული ნაბიჯისა - მაგალითად, ცესკოს საქმიანობის გამჭვირვალობა, პოლიტიკური პარტიებისთვის საარჩევნო სიებში არსებული უზუსტობების გამოსავლენად საბიუჯეტო სახსრების გადაცემა, არჩევნებზე მომუშავე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის გახსნილობა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების გაცილებით ნაკლები შემთხვევები საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სერიოზული ხარვეზებით ხასიათდებოდა.
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ხელი შეუშალა ხარვეზიანმა საარჩევნო კანონმდებლობამ, კანონის არასწორმა იმპლემენტაციამ, დაცვის ეფექტური საშუალებების არარსებობამ და დარღვევებზე ეფექტური რეაგირებისათვის პოლიტიკური ნების არქონამ.
ხარვეზებით ხასიათდებოდა წინასაარჩევნო პროცესი, როდესაც არასრულყოფილმა საარჩევნო კანონმდებლობამ მმართველ პარტიას საშუალება მისცა, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატების მხარდასაჭერად საბიუჯეტო და ადმინისტრაციული რესურსების სრული მობილიზაცია მოეხდინა.საარჩევნო ადმინისტრაციისა და სასამართლოების მხრიდან არ დაკმაყოფილებულა საიას არც ერთი საჩივარი ერთადერთი გამონაკლისის გარდა, რომელიც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებს ეხებოდა. რეგიონებში ადგილი ჰქონდა დაშინებისა და ზეწოლის ფაქტებს, რასაც არც ერთი უწყების მხრიდან სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია.
არჩევნების დღეს ამომრჩეველთა ნების გამოვლენაზე მმართველი პარტიის აქტივისტების მიერ განხორციელებულმა კონტროლმა დაჩრდილა ის დადებითი ტენდენციები, რაც მოცემულ არჩევნებს 2008 წლის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებისგან განასხვავებდა. არჩევნების დღეს, ასევე, ადგილი ჰქონდა დამკვირვებელთათვის მუშაობაში ხელის შეშლისა და ზეწოლის ფაქტებს.
რაც შეეხება საჩივრების განხილვის პროცესს, დანანებით უნდა აღინიშნოს, რომ ვერც საარჩევნო ადმინისტრაციამ და ვერ სასამართლოებმა ვერ შეძლეს არჩევნების დღეს ჩადენილ სამართალდარღვევებზე ეფექტური რეაგირება. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების დღემდე ცესკოს მუშაობა გამჭვირვალობისა და კონსტრუქციულობის თვალსაზრისით მეტ-ნაკლებად დადებით შეფასებას იმსახურებდა, მან ვერ შეძლო ამ პოზიციის ბოლომდე შენარჩუნება და საჩივრების განხილვის პროცესით თავის მიუკერძოებლობასა და პროფესიულ რეპუტაციას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
დასასრულ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოთქვამს იმედს, რომ წინამდებარე ანგარიში დაეხმარება დაინტერესებულ მხარეებს, განამტკიცონ მიღწევები და აღმოფხვრან ხარვეზები, რომლებიც 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ახასიათებდა.