![]() |
ევროპის კონსტიტუცია |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი სამართალი|საერთაშორისო სამართალი |
წყარო: ISBN: 92-894-6114-4 |
საავტორო უფლებები: © ევროკომისიის წარმომადგენლობა |
თარიღი: 2004 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: რომი 29.10.2004 ევროკავშირი ევროკავშირთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის უმეტესი ნაწილის მოძიება შესაძლებელია ინტერნეტით, სერვერის Europa მეშვეობით (http://europa.eu.int) ლუქსემბურგი, ევროპულ თანამეგობრობათა ოფიციალური გამოცემების სამსახური, 2004. © ევროპული თანამეგობრობები, 2004 გავრცელება ნებადართულია წყაროს მითითების შემთხვევაში. დაბეჭდილია 115g/m2 MATT ქაღალდზე. ევროპული თანამეგობრობები ლუქსემბურგი, ევროპულ თანამეგობრობათა ოფიციალური გამოცემების სამსახური, 2004. |
![]() |
1 გზა კონსტიტუციისაკენ |
▲ზევით დაბრუნება |
1957 რომის ხელშეკრულება
1986 ერთიანი ევროპული აქტი
1992 მაასტრიხტის ხელშეკრულება
1997 ამსტერდამის ხელშეკრულება
2001 ნიცის ხელშეკრულება
15/12/2004 ლაკენის დეკლარაცია
28/02/2002 ევროპული კონვენტი 10/07/2003
4/10/2003 მთავრობათაშორისი კონფერენცია 18/6/ 2004
29/10/2004 რომი: კონსტიტუციის ხელმოწერა
2004 - 2006 რატიფიცირება / რეფერენდუმი
1957 წლის 25 მარტს რომში ექვსმა ქვეყანამ (ბელგიამ, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ, ლუქსემბურგმა და ნიდერლანდებმა) ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც დაარსდა ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობა (ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის დამაარსებელი ხელშეკრულება). მალე ამ ხელშეკრულებას სხვა ევროპული ხელშეკრულებებიც (მაასტრიხტის ხელშეკრულება, ამსტერდამის ხელშეკრულება და ა.შ.) მოჰყვა.
2001 წელს ლაკენში (ბელგია) ევროკავშირის წევრი 15 ქვეყნის სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურებმა გადაწყვიტეს, მოეწვიათ 3ევროპული კონვენტი, რაც მიზნად ისახავდა არსებული ევროპული ხელშეკრულებების შესასწორებლად დოკუმენტის მომზადებას.
ევროპული კონვენტი ვალერი ჟისკარ დესტენის თავმჯდომარეობით 2002 წლის 28 თებერვალს შეუდგა მუშაობას. კონვენტის შემადგენლობაში შედიოდა 105 წევრი, რომლებიც წარმოადგენდნენ წევრი სახელმწიფოებისა და კანდიდატი ქვეყნების მთავრობებს, ამ სახელმწიფოთა პარლამენტებს, ევროპის პარლამენტს და ევროკომისიას.
კონვენტის საქმიანობას თვალყურს ადევნებდა 13 მეთვალყურე, რომლებიც წარმოადგენდნენ რეგიონულ კომიტეტს, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა კომიტეტს, ევროპელ სოციალურ პარტნიორებს და ევროპელ ომბუდსმენს. კონვენტის ყველა სხდომა საჯარო იყო, გამოქვეყნდა (უმეტეს წილად, ინტერნეტით) ყველა ოფიციალური დოკუმენტი. შეიქმნა მრავალი სამუშაო ჯგუფი და კონვენტმა მოაწყო ფართო კონსულტაციები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელ ორგანიზაციებთან (პროფესიულ კავშირებთან, დამსაქმებელთა ორგანიზაციებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, აკადემიურ წრეებთან და ა.შ.)
16 თვის ინტენსიური მუშაობის შემდეგ ევროპულმა კონვენტმა 2003 წლის ივნის-ივლისში კონსენსუსის საფუძველზე დაამტკიცა ევროპის კონსტიტუციის დამაარსებელი ხელშეკრულების პროექტი.
ხელშეკრულების პროექტი წარედგინა მთავრობათაშორის კონფერენციას, რომელშიც მონაწილეობდნენ ახლანდელი და მომავალი წევრი სახელმწიფოების მთავრობათა წარმომადგენლები. 2004 წლის 18 ივნისს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებმა მიაღწიეს შეთანხმებას.
2004 წლის 29 ოქტომბერს რომში 25 წევრი ქვეყნის სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურებმა ხელი მოაწერეს ევროპის კონსტიტუციას.
![]() |
2 რას წარმოადგენს კონსტიტუცია? |
▲ზევით დაბრუნება |
კონსტიტუცია არის დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია ძირითადი ნორმები სახელმწიფოსთვის ან სახელმწიფოთა ჯგუფისთვის. ეს ნორმები რამდენიმე კითხვას სცემს პასუხებს. როგორ მუშაობენ ინსტიტუტები? როგორ ხდება უფლებამოსილებათა განაწილება? რა ინსტრუმენტების გამოყენებაა შესაძლებელი პოლიტიკის განსახორციელებლად? რა ფასეულობები მკვიდრდება? რომელი ძირითადი უფლებები აქვთ მინიჭებული მოქალაქეებს?
სინამდვილეში ევროპის კონსტიტუცია ხელშეკრულებაც არის, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმებს ექვემდებარება, და კონსტიტუციაც, ვინაიდან კონსტიტუციური ხასიათის ელემენტებს შეიცავს.
ევროპის კონსტიტუციის მომზადების პროცესი გამჭვირვალე და დემოკრატიული იყო. კონსტიტუცია მოამზადა ევროპულმა კონვენტმა, რომლის შემადგენლობაში შედიოდა მის 105 წევრს შორის პირდაპირი გზით არჩეული 72 წარმომადგენელი. გარდა ამისა, მოხდა კონსტიტუციის რატიფიცირება ევროკავშირის 25 წევრი ქვეყნის ეროვნული პარლამენტების მიერ (ეს ის ორგანოებია, რომლებიც, თავის მხრივ, არჩეულნი იქნენ პირდაპირი საყოველთაო კენჭისყრის მეშვეობით) ანდა ჩატარდა რეფერენდუმები.
![]() |
3 რა საჭიროა ევროპის კონსტიტუცია? |
▲ზევით დაბრუნება |
ევროპის კონსტიტუცია მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროპის აღმშენებლობის საქმეში. მისი მიზანია გაფართოებულ ევროპაში - ევროპაში, რომელშიც შედის 25 წევრი სახელმწიფო და 450 მილიონი (სულ მალე უფრო მეტიც!) მაცხოვრებელი - წამოჭრილი ამოცანების დაძლევა, ყველა ევროპელის სამსახურში მყოფი დემოკრატიული, გამჭვირვალედ მოქმედი, ეფექტიანი ევროპის აშენება.
ევროპის კონსტიტუცია ერთი დოკუმენტია, რომელმაც შეცვალა ძირითადი ევროპული ხელშეკრულებები.
![]() |
4 რა საჭიროა ევროპის კონსტიტუცია, როდესაც ჩემს ქვეყანას თავისი კონსტიტუცია აქვს? |
▲ზევით დაბრუნება |
ევროპის კონსტიტუცია არ ენაცვლება ევროკავშირის ქვეყნების ეროვნულ კონსტიტუციებს. ის ამ კონსტიტუციების პარალელურად არსებობს და საკუთარი საფუძველი და მოქმედების სფერო აქვს. ევროპის კონსტიტუციაში განსაზღვრულია ის პირობები, რომლებშიც ევროკავშირი უფლებამოსილია იმოქმედოს. გარდა ამისა, ევროპას განსხვავებული ინსტიტუციური სისტემა აქვს (ევროპის პარლამენტი, მინისტრთა საბჭო, ევროკომისია, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო და ა.შ.). და ბოლოს, ევროპის კონსტიტუცია მთელი ევროკავშირის ტერიტორიაზე მოქმედებს.
![]() |
5 რა წერია კონსტიტუციაში? |
▲ზევით დაბრუნება |
ევროპის კონსტიტუცია ოთხ ნაწილად არის გაყოფილი. I ნაწილში განსაზღვრულია ფასეულობები, მიზნები, უფლებამოსილება, გადაწყვეტილების მიღების პროცედურები და ევროკავშირის ინსტიტუტები, აღწერილია ევროკავშირის სიმბოლოები, მოქალაქეობის საკითხები, დემოკრატიული ფასეულობები და ფინანსები. II ნაწილში მოცემულია ძირითად უფლებათა ქარტია“. III ნაწილში აღწერილია ევროკავშირის პოლიტიკა, საშინაო და საგარეო კურსი და კავშირის ფუნქციონირება. IV ნაწილი გვთავაზობს ზოგად და საბოლოო დებულებებს, მათ შორის კონსტიტუციის მიღებისა და გადასინჯვის პროცედურებს.
სიახლე!
ამიერიდან ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც ამის სურვილი ექნება, შეუძლია გავიდეს ევროკავშირის შემადგენლობიდან.
![]() |
6 რას გვთავაზობს ევროპის კონსტიტუცია? |
▲ზევით დაბრუნება |
● საერთო ფასეულობების მიმართ პატივისცემის გარანტია და საზოგადოების ევროპული მოდელი
ადამიანის ღირსების, თავისუფლების, დემოკრატიის, თანასწორობის კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემა; საზოგადოება, რომელიც ემყარება პლურალიზმს, დისკრიმინციის არარსებობას, ტოლერანტობას, სამართლიანობას, სოლიდარობას და თანასწორ უფლებებს ქალებისა და მამაკაცებისათვის; ევროკავშირის წევრები შეიძლება გახდნენ მხოლოდ ის სახელმწიფოები, რომლებიც პატივს სცემენ აღნიშნულ ფასეულობებს. გარდა ამისა, იმ წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც არ სცემს ამ ფასეულობებს პატივს, შესაძლებელია გარვეული ზომების მიღება.
● ძირითადი თავისუფლებები
ადამიანების, საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება და ორგანიზაციების დაფუძნების თავისუფლება. დაუშვებელია დისკრიმინაცია ეროვნების ნიადაგზე.
●ევროპის მოქალაქეობა
„წევრი სახელმწიფოს თითოეული მოქალაქე ევროკავშირის მოქალაქე იქნება.“
ევროპის მოქალაქეობა კი არ ენაცვლება, არამედ ემატება საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობას. ევროპის მოქალაქეობა უზრუნველყოფს დამატებით უფლებებს: ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფლად მოძრაობისა და ცხოვრების უფლებას, ევროპის პარლამენტის და საცხოვრებელი ქვეყნის მუნიციპალურ არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას, აგრეთვე, ადამიანის უფლებას, თავად იყაროს კენჭი არჩევნებში, მესამე მსოფლიოს ქვეყნებში დიპლომატიური და საკონსულო დაცვის მიღების უფლებას, ევროპის პარლამენტისთვის პეტიციით მიმართვის უფლებას, ევროპის ომბუდსმენისთვის მიმართვის უფლებას, ევროკავშირის ინსტიტუტებისთვის და საკონსულტაციო უწყებებისთვის კონსტიტუციაში განსაზღვრულ ნებისმიერ ენაზე მიმართვის და პასუხის იმავე ენაზე მიღების უფლებას.
● ძირითად უფლებათა ქარტია
ქარტია უზრუნველყოფს ადამიანის ღირსების პატივისცემას; სიცოცხლის უფლებას; წამებისა და არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას; პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემას; შეხედულების, სინდისისა და აღმსარებლობის თავისუფლებას; აზრის გამოთქმისა და ინფორმაციის თავისუფლებას; განათლების მიღების უფლებას; ბიზნესის წარმოების თავისუფლებას; საკუთრების ფლობის უფლებას; კანონის წინაშე თანასწორობას; კულტურული, რელიგიური და ენობრივი განსხვავებების პატივისცემას; ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობას; ინვალიდ ადამიანთა ინტეგრაციას საზოგადოებაში; მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობისა და სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლებას; უდანაშაულობის პრეზუმფციას და დაცვის მიღების უფლებას და ა.შ.
ქარტია კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია. მისი შესრულება ევროკავშირის კანონმდებლობის განხორციელების პროცესში ევალებათ ევროპულ ინსტიტუტებსა და წევრ სახელმწიფოებს. ქარტია არა მარტო იმ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს ითვალისწინებს, რომლებიც 1950 წელს მიღებულ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაშია გარანტირებული, არამედ დამატებით სფეროებსაც, მაგალითად, მშრომელთა სოციალურ უფლებებს, გარემოს დაცვას, კარგი მართვის მიღების უფლებას.
„ჩვენ არ ვაყალიბებთ კოალიციებს სახელმწიფოთა შორის, ჩვენი მიზანია ადამიანებს შორის კავშირის დამყარება”
(ჟან მონე, 1952 წლის 30 აპრილი)
● სოლიდარობის განმტკიცება
თუ წევრი სახელმწიფო ტერორისტული აქციის ან ბუნებრივი თუ სხვა სახის კატასტროფის მსხვერპლი ხდება, ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა ამ ქვეყნის დასახმარებლად ერთობლივად, სოლიდარობის გრძნობით გამსჭვალულად უნდა იმოქმედონ- თუ საჭირო გახდა, სამხედრო საშუალებებითაც.
● ევროკავშირის დემოკრატიული ცხოვრების გაუმჯობესება
ევროპულ ინსტიტუტებს ეკისრებათ ახალი ვალდებულება, რომელიც გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციას, გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის გამჭვირვალეობასა და საჯაროობას და დოკუმენტების ხელმისაწვდომობას.
სიახლე!
შემოღებული იქნა მოქალაქეთა უფლება, წამოაყენონ ინიციატივა (თუკი რომელიმე წევრი სახელმწიფოს სულ მცირე ერთი მილიონი მოქალაქე წამოჭრის რაიმე წინადადებას, კომისიამ შეიძლება შეიტანოს ეს წინადადება ამ მოქალაქეთა სურვილის შესაბამისად).
● საერთო მიზნები
მშვიდობა და კეთილდღეობა. თავისუფლება, უშიშროება და მართლმსაჯულება. დიდი საერთო ბაზარი და თავისუფალი კონკურენცია. მდგრადი განვითარება, ეკონომიკური მოსაზრებების მისადაგება სოციალურ და გარემოსდაცვით მოსაზრებებთან. სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროგრესი. სამართლიანობა და სოციალური დაცვა. ბავშვთა უფლებების დაცვა. წევრი ქვეყნების ეკონომიკური, სოციალური და ტერიტორიული ერთიანობა და მათ შორის სოლიდარობა. კულტურული და ენობრივი მრავალფეროვნება. ევროპის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განმტკიცება.
![]() |
7 ევროპული ინსტიტუტები |
▲ზევით დაბრუნება |
რომელ ინსტიტუტს რა ფუქციები აკისრია?
* გარდა იმ სფეროებისა, სადაც ერთსულოვნებაა საჭირო, მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებებმა უნდა მოიპოვოს წევრი სახელმწიფოების (მოსახლეობის 65%25 წარმომადგენლობით) 55%25-ის მხარდაჭერა.
** ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, რომელსაც მინისტრთა საბჭოში აკისრია პასუხისმგებლობა საგარეო და უშიშროების პოლიტიკაზე.
![]() |
8 ევროკავშირის კომპეტენციათა სფეროები |
▲ზევით დაბრუნება |
კონსტიტუციაში ნათლად არის განსაზღვრული, კატეგორიებად დაყოფილი და ჩამოთვლილი ევროკავშირის სხვადასხვა კომპეტენცია, ნაჩვენებია ის სფეროები, რომლებშიც ევროკავშირს შეუძლია დამოუკიდებლად მოქმედება (ექსკლუზიური კომპეტენცია), სფეროები, რომლებშიც ევროკავშირს წევრ სახელმწიფოებთან ერთობლივი მოქმედება შეუძლია (ერთობლივი კომპეტენცია) და სფეროები, რომლებშიც ევროკავშირს შეუძლია იმოქმედოს მხოლოდ დამხმარე როლში და ჰარმონიზაციის ყველანაირი შესაძლებლობის გარეშე (ხელშემწყობი, მაკოორდინირებელი ან დამატებითი ქმედება).
ექსკლუზიური კომპეტენცია
საბაჟო კავშირი
კონკურენცია (საერთო ბაზართან მიმართებაში)
მონეტარული პოლიტიკა იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებმაც მიიღეს ევრო
საზღვაო ბიოლოგიური რესურსების კონსერვაცია საერთო კომერციული პოლიტიკა
ერთობლივი კომპეტენცია
სოციალური პოლიტიკის გარკვეული ასპექტები
ეკონომიკური, სოციალური და ტერიტორიული ერთიანობა
სოფლის მეურნეობა და თევზის რეწვა
გარემოს დაცვა
მომხმარებელთა დაცვა
ტრანსპორტი
ტრანსევროპული ქსელები
ენერგეტიკა
თავისუფლების, უშიშროებისა და მართლმსაჯულების სივრცე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის გარკვეული ასპექტები
კვლევის, ტექნოლოგიური განვითარებისა და კოსმოსთან დაკავშირებული გარკვეული ასპექტები
განვითარების სფეროში თანამშრომლობის გარკვეული ასპექტები და ჰუმანიტარული დახმარება
ხელშემწყობი, მაკოორდინირებელი ან დამატებითი ქმედება
ადამიანების ჯანმრთელობის დაცვა
მრეწველობა
კულტურა
ტურიზმი
განათლება, ახალგაზრდობა, სპორტი და პროფესიული მომზადება
მოქალაქეთა დაცვა
ადმინისტრაციული თანამშრომლობა
გარდა ამისა, ევროკავშირის კომპეტენციაში შედის წევრი სახელმწიფოების ეკონომიკური და დასაქმების სფეროში პოლიტიკის კოორდინირება და საერთო საგარეო და უშიშროების პოლიტიკის (რომელშიც საერთო თავდაცვითი პოლიტიკაც შედის) განსაზღვრა და განხორციელება.
![]() |
9 შესწევს ევროკავშირს ყველაფერი იმის გაკეთების უნარი, რისი სურვილიც აქვს? |
▲ზევით დაბრუნება |
კომპეტენციათა მინიჭების პრინციპი
„ევროკავშირი იმოქმედებს იმ კომპეტენციათა ფარგლებში, რომლებსაც მას წევრი სახელმწიფოები მიანიჭებენ კონსტიტუციით, რათა მიაღწიოს უმაღლეს სამართლებრივ დოკუმენტში დასახულ მიზნებს.
სუბსიდიარობის პრინციპი
„იმ სფეროებში, რომლებიც არ ხვდება მისი ექსკლუზიური კომპეტენციის ფარგლებში, ევროკავშირი იმოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაცწევრი სახელმწიფოები ვერ ახერხებენ დასახული მიზნის საკმარისად მიღწევას ცენტრალურ ან რეგიონულ და ადგილობრივ დონეებზე და გამიზნული ქმედების მასშტაბის ან შედეგების გამო შესაძლებელია მისი უკეთ განხორციელება ევროკავშირის დონეზე.“
პროპორციულობის პრინციპი
„ევროკავშირის ქმედების შინაარსი და ფორმა არ უნდა აჭარბებდეს იმას, რაც აუცილებელია კონსტიტუციით დასახული ამოცანების მისაღწევად.“
განხილვა მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ
ზემოხსენებული სამი პრინციპი ექვემდებარება მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ განხილვას; ამ პრინციპების საფუძველზე შესაძლებელია სასამართლოში საქმის აღძვრა.
სიახლე!
კონსტიტუცია განამტკიცებს აღნიშნულ პრინციპთაგან მეორისა და მესამის გამოყენებას: ამიერიდან თითოეულ ეროვნულ პარლამენტს ექნება შესაძლებლობა, შეამოწმოს, პატივს სცემს თუ არა კომისიის წინადადება სუბსიდიარობის პრინციპს; ამ შემოწმების შედეგად კომისიას თავისი წინადადების გადასინჯვა შეიძლება მოუწიოს.
გამარტივება
ვინ რას აკეთებს და რა სფეროებში, არ არის ერთადერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ასევე მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როგორ მოქმედებს ევროკავშირი და რა ინსტრუმენტებს იყენებს მოქმედებისას. უწინ აქტების უამრავი სახე არსებობდა! კონსტიტუციის მიხედვით, ევროკავშირს 6 ინსტრუმენტის გამოყენება შეუძლია.
სიახლე!
ამიერიდან ევროპის პარლამენტიც და მინისტრთა საბჭოც ვალდებულნი არიან, საკანონმდებლო წინადადების განხილვისა და მიღებისას სხდომები საჯაროდ ჩაატარონ (სხდომების გამჭვირვალეობა).
![]() |
10 ევროკავშირის სიმბოლოები |
▲ზევით დაბრუნება |
კონსტიტუცია ამკვიდრებს ევროკავშირის სიმბოლოებს. სიმბოლოებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან ისინი ეხმარება ევროპელ მოქალაქეებს საკუთარი თავის ევროპასთან გაიგივებაში.
ევროპული დროშა არა მარტო ევროკავშირის სიმბოლოა, არამედ ევროპული ერთიანობისა და თვითშეგნების უფრო ფართო გამოხატულებაც. ოქროსფერი ვარსკვლავების წრე ევროპის ხალხთა შორის სოლიდარობასა და ჰარმონიას გამოხატავს. ვარსკვლავების რაოდენობას არაფერი აქვს საერთო წევრ სახელმწიფოთა რაოდენობასთან. დროშაზე თორმეტი ვარსკვლავია, ვინაიდან რიცხვი თორმეტი ტრადიციულად სრულყოფილების, სისრულისა და ერთიანობის სიმბოლოს წარმოადგენს. ამიტომ, მიუხედავად ევროკავშირის მომავალი გაფართოებისა, დროშა უცვლელი დარHება.
ევროპული ჰიმნი 1823 წელს ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მიერ შექმნილი მეცხრე სიმფონიის ნაწილია. სიმფონიის ბოლო ნაწილში ბეთჰოვენმა დაწერა მუსიკა ფრიდრიხ შილერის მიერ 1785 წელს შექმნილი 3სიხარულის ოდისათვის“. ეს ნაწარმოები გამოხატავს კაცობრიობის შილერისეულ იდეალისტურ ხედვას, რომლის მიხედვითაც ყველა ადამიანი ძმა არის - ეს ის მიდგომაა, რომელსაც ბეთჰოვენიც იზიარებდა.
ევროპული ჰიმნი 1823 წელს ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მიერ შექმნილი მეცხრე სიმფონიის ნაწილია. სიმფონიის ბოლო ნაწილში ბეთჰოვენმა დაწერა მუსიკა ფრიდრიხ შილერის მიერ 1785 წელს შექმნილი ,,სიხარულის ოდისათვის”. ეს ნაწარმოები გამოხატავს კაცობრიობის შილერისეულ იდეალისტურ ხედვას, რომლის მიხედვითაც ყველა ადამიანი ძმა არის - ეს ის მიდგომაა, რომელსაც ბეთჰოვენიც იზიარებდა.
„გაერთიანებული მრავალფეროვნება”
ევროპული სლოგანი შერჩეული იქნა ევროპელ მოქალაქეთა ჯგუფის მიერ მოწყობილი კონკურსის საფუძველზე. 10-დან 20 წლამდე ასაკის დაახლოებით 80 000-მა ევროპელმა ახალგაზრდამ წარმოადგინა თავისი წინადადება.
რიგმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს, თავიანთი ეროვნული ვალუტის ნაცვლად შემოეღოთ საერთო ევროპული ფულადი ერთეული ევრო. ეს ქვეყნებია ავსტრია, ბელგია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პორტუგალია და ესპანეთი.
1950 წლის 9 მაისს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერ შუმანმა წარმოადგინა თავისი წინადადება ორგანიზებული ევროპის შექმნის თაობაზე, რასაც საფუძვლად უნდა დასდებოდა ქვანახშირისა და ფოლადის წარმოების გაერთიანება. ამის ძირითადი მიზანი იყო ევროპის მეომარი ნაციების მიერ ერთმანეთის წინააღმდეგ მომავალში ომის გაჩაღების თავიდან აცილება. „შუმანის დეკლარაციის“ სახელწოდებით ცნობილმა ამ წინადადებამ დასაბამი მისცა იმ სტრუქტურის ჩამოყალიბებას, რასაც დღეს ევროკავშირი წარმოადგენს. 9 მაისს „ევროპის დღე“ აღინიშნება. ამ დღეს გამართული საზეიმო ღონისძიებები აახლოებს ევროპას თავის მოქალაქეებთან, ხოლო ევროკავშირის ხალხებს - ერთმანეთთან.
![]() |
11 პოლიტიკა / 3 მაგალითი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
11.1 „ თავისუფლების, უშიშროებისა და მართლმსაჯულების სივრცე „ |
▲ზევით დაბრუნება |
ევროპის კონსტიტუცია ევროპელებისთვის უზრუნველყოფს „თავისუფლების, უშიშროებისა და მართლმსაჯულების“ საერთო სივრცეს. რას ნიშნავს ეს კონკრეტულად?
► გაუქმებულია შემოწმება ევროკავშირის შიდა საზღვრებზე
ევროპელ მოქალაქეებს შეუძლიათ თავისუფლად იმოძრაონ ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებში („შენგენის სივრცის“ წევრებში).
► გაძლიერებულია შემოწმება ევროკავშირის გარე საზღვრებზე
გაძლიერდება შემოწმება საზღვრებზე მესამე მსოფლიოს ქვეყნებთან (მაგალითად, ესპანეთსა და მაროკოს შორის ან პოლონეთსა და უკრაინას შორის), თუმცა შემოწმება უფრო ინტენსიური გახდება ყველა წევრი სახელმწიფოს საერთაშორისო პორტებსა და აეროპორტებშიც (მაგალითად, უფრო მკაცრად შემოწმდება როტერდამის პორტში სამხრეთ ამერიკიდან ჩამოსული გემები ან ბუდაპეშტის აეროპორტში აზიიდან ჩამოფრენილი თვითმფრინავები). შემოწმების გაძლიერება მოხდება ვიზებთან დაკავშირებული საერთო პოლიტიკისა და ხანმოკლე ცხოვრების სხვა ნებართვების, გარე საზღვრების გადამკვეთი ადამიანების კონტროლთან დაკავშირებული დებულებებისა და გარე საზღვრების სამართავი ერთიანი სისტემის თანდათანობითი შემოღების მეშვეობით.
► თავშესაფართან დაკავშირებული საერთო პოლიტიკა
თავშესაფართან დაკავშირებული საერთო პოლიტიკა გულისხმობს თავშესაფრის უნიფიცირებულ სტატუსს, რომელიც მოქმედებს მთელი ევროკავშირის მასშტაბით, თავშესაფრის უნიფიცირებული სტატუსის მინიჭების და ჩამორთმევის საერთო პროცედურებს და პარტნიორობას მესამე მსოფლიოს ქვეყნებთან თავშესაფრის მაძიებელ პირთა ნაკადების მართვის მიზნით. პოლიტიკა უნდა შეესატყვისებოდეს ლტოლვილების შესახებ ჟენევის კონვენციას.
► საერთო საიმიგრაციო პოლიტიკა
საერთო საიმიგრაციო პოლიტიკის მიზანია მიგრაციის ნაკადების უფრო ეფექტიანი მართვის შემოღება და, ამავე დროს, წევრ ქვეყნებში კანონიერად მცხოვრები მესამე მსოფლიოს ქვეყნების მოქალაქეთა მიმართ სამართლიანი დამოკიდებულების უზრუნველყოფა. ეს პოლიტიკა გულისხმობს არალეგალურ იმიგრაციასთან და ადამიანებით (კერძოდ, ქალებითა და ბავშვებით) ტრეფიკინგთან ბრძოლის ღონისძიებათა გამკაცრებას. ევროკავშირს შეუძლია მესამე მსოფლიოს ქვეყნებთან შეთანხმებების დადება წევრ ქვეყნებში უკანონოდ მცხოვრები მესამე მსოფლიოს ქვეყნების მოქალაქეთა ამ ქვეყნებში დაბრუნებასთან დაკავშირებით.
► სამოქალაქო საკითხებში სასამართლოების თანამშრომლობის განმტკიცება
ამ სფეროში თანამშრომლობის განმტკიცება გულისხმობს წევრი ქვეყნების სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღიარებას და განხორციელებას ყველა წევრი ქვეყნის მიერ, თანამშრომლობას მტკიცებულებათა მოპოვებაში და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდას.
► სისხლის სამართლის საკითხებში პოლიციისა და სასამართლოების თანამშრომლობის განმტკიცება
ამ სფეროში თანამშრომლობის განმტკიცება მიზნად ისახავს ტერორიზმთან, ბავშვებისა და ქალების სექსუალურ ექსპლუატაციასთან, კანონით აკრძალული ნარკოტიკებით ვაჭრობასთან, ფულის გათეთრებასთან, კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთა უფრო ეფექტიან ბრძოლას.
► ევროპელი პროკურორის ოფისის დაარსება
ევროპელი პროკურორის ოფისის დაარსება ხელს შეუწყობს საერთაშორისო დანაშაულთან უფრო ქმედით ბრძოლას.
► „ევროპოლის“ გაძლიერება და მასზე მეთვალყურეობის განმტკიცება
ევროპის პოლიციის ორგანოები თანამშრომლობენ „ევროპოლის“ სახელით ცნობილი სტრუქტურის ფარგლებში. „ევროპოლის“ მოქმედების სფერო შეიძლება გაფართოვდეს და მასში შევიდეს, მაგალითად, ერთობლივი გამოძიებები ან ერთობლივი ოპერატიული ღონისძიებები. „ევროპოლის“ საქმიანობას მეთვალყურეობას უწევენ ევროპის პარლამენტი, წევრი ქვეყნების პარლამენტები და მართლმსაჯულების სასამართლო.
![]() |
11.2 „რეგიონული პოლიტიკა, რომელსაც სოლიდარობა უდევს საფუძვლად და რომელიც მოქალაქეებს ემსახურება“ |
▲ზევით დაბრუნება |
► რა საჭიროა დაახლოების პოლიტიკა?
ევროკავშირი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ეკონომიკური სივრცეა. მიუხედავად ამისა, მის ფარგლებში არსებობს ბევრი უთანასწორობა, არა მარტო წევრ ქვეყნებს, არამედ მის დაახლოებით 250 რეგიონს შორის.
ეს ნიშნავს, რომ როდესაც საქმე ეხება გლობალიზაციასთან დაკავშირებულ პრობლემათა გადაწყვეტას, ყველა ევროპელი ერთი და იმავე უპირატესობებით და წარმატების ერთი და იმავე შესაძლებლობებით არ სარგებლობს. ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ სად ცხოვრობენ ეს ადამიანები. სწორედ ამგვარი მდგომარეობის გამოსწორებას ცდილობს დაახლოების ევროპული პოლიტიკა, თუმცა დასაქმების შესაძლებლობათა ხელმისაწვდომობა, საწარმოთა კონკურენტუნარიანობა და ინვესტიციები ტექნოლოგიებში უპირველესად ეკონომიკის სფეროში მოღვაწე ბიზნესებისა და ეროვნული და რეგიონული ხელისუფლების ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება.
► რისთვის გამოიყენება პოლიტიკა?
რეგიონული პოლიტიკა ევროპული სოლიდარობის კონკრეტული გამოხატულებაა და 1989 წლის შემდეგ სტაბილურად ვითარდება. ამ პოლიტიკის წყალობით თანამეგობრობის ბიუჯეტში წევრი სახელმწიფოების შენატანების ნაწილი გადაეცემა არახელსაყრელ მდგომარეობაში მყოფ რეგიონებსა და სოციალურ კატეგორიებს. 2000-2006 წლებისთვის ეს გადარიცხვები თანამეგობრობის ბიუჯეტის ერთ მესამედს - 213 მილიარდ ევროს შეადგენს.
ეს მნიშვნელოვანი თანხა, ძირითადად, ეხმარება განვითარების თვალსაზრისით ჩამორჩენილ რეგიონებს, დაეწიონ დანარჩენ თანამეგობრობას, ხელს უწყობს, აგრეთვე, გარკვეული რთული სფეროების ეკონომიკურ და სოციალურ ცვლილებას, ტრეინინგის სისტემების მოდერნიზებას და დასაქმების ხელშეწყობას. თანხის ნაწილი გამოიყენება, აგრეთვე, ევროკავშირის ისეთი ინიციატივების ხელშესაწყობად, რომელთა მიზანია რეგიონებს შორის თანამშრომლობის, ქალაქებისა და კრიზისის მდგომარეობაში მყოფი ურბანული რეგიონების მდგარდი განვითარების, სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიების განვითარებისა თუ დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა.
► როგორ მოქმედებს პოლიტიკა?
დაახლოების პოლიტიკის ფარგლებში თანხების განაწილებას ბრიუსელი არ განაგებს. საჭიროებები საგულდაგულოდ ფასდება ადგილზე, თითოეული რეგიონისა თუ ქვეყნის მიხედვით. ამიტომ პოლიტიკის განხორციელება დეცენტრალიზებულია. თუმცა ევროკავშირი აყალიბებს ზოგად ფორმატს, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს თანხების გამოყენება მკაცრი პირობების დაცვით, მაგალითად, პროგრამები განვითარების სფეროში უნდა ითვალისწინებდეს გარემოს დაცვის საჭიროებებს, ხელს უნდა უწყობდეს თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას და ა.შ.
ამიტომ ევროკავშირის როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ „ფულის გამოყოფით“. დაახლოების პოლიტიკის წყალობით შესაძლებელია ადგილებზე განხორციელდეს ის პრიორიტეტები, რომლებიც ევროკავშირის დონეზე განისაზღვრება, რათა ევროკავშირს მიეცეს საშუალება, იმოქმედოს სოლიდარობის პრინციპზე დაყრდნობით და, ამავე დროს, შექმნას კონკურენტუნარიანი პირობები (დასაქმება, მდგრადი განვითარება, საინფორმაციო საზოგადოება, ზოგადი ეკონომიკური ინტერესის მომსახურება და ა.შ.). შესაბამისად, დაახლოების პოლიტიკა საერთო ევროპული ბაზრისა და ეკონომიკური და მონეტარული კავშირის აუცილებელი დანამატია.
მიაქციეთ ყურადღება, რომ ნებისმიერი საქმიანობისას ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარება კი არ ანაცვლებს ეროვნულ დონეზე გაწეულ დახმარებას, არამედ ემატება მას. არსი იმაში მდგომარეობს, რომ ევროკავშირი „დახმარების ხელს უწვდის“ ისეთ კარგ პროექტებს, რომლებიც სხვა შემთხვევაში ვერ განხორციელდებოდა.
► როგორ მოქმედებს ევროპის კონსტიტუცია?
ევროპის კონსტიტუცია განამტკიცებს რეგიონულ პოლიტიკას, პოლიტიკას, რომელსაც საფუძვლად სოლიდარობა და მოქალაქესთან სიახლოვე უდევს. კონსტიტუცია ხელს უწყობს „წევრი სახელმწიფოების ეკონომიკურ, სოციალურ და ტერიტორიულ დაახლოებას და მათ შორის სოლიდარობას.“ ამიერიდან ეს ევროკავშირის ძირითადი ამოცანაა. ეს იმის გამოხატულებაა, რომ ევროკავშირის სოლიდარობით, კერძოდ კი ფინანსური დახმარებით მოტანილ სხვადასხვა სარგებელზე ახლა არახელსაყრელ და მძიმე მდგომარეობაში მყოფ ყველა რეგიონს მიუწვდება ხელი, რაც წარსულში არ ხდებოდა.
![]() |
11.3 „გარემოს დაცვა ახლანდელი და მომავალი თაობების საკეთილდღეოდ“ |
▲ზევით დაბრუნება |
ევროპის კონსტიტუცია უზრუნველყოფს გარემოს დაცვის დამატებით მექანიზმებს.
► კონსტიტუცია ევროპის გაერთიანების პროექტში ცენტრალურ ადგილს მდგრადი განვითარების პრინციპს უჩენს. ეს პრინციპი გაცხადდა გაერო-ს მიერ 1992 წელს რიო დე ჟანეიროში მოწყობილ პირველ „დედამიწის სამიტზე“. მისი მიზანია დღეს მცხოვრები თაობების საჭიროებებზე რეაგირება მომავალი თაობების საჭიროებებისთვის საფრთხის შეუქმნელად. ამ თვალსაზრისით ევროკავშირი თავის ძალისხმევას მიმართავს „დაბალანსებული ეკონომიკური აღმავლობის“, „სოციალური საბაზრო ეკონომიკის“, „გარემოს დაცვის მაღალი დონისა და გარემოს ხარისხის გაუჯობესების“ მისაღწევად;
► კონსტიტუციის მიხედვით, მოქალაქეთა ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა, არსებობდეს ყველანაირ ევროპულ პოლიტიკაში გარემოსდაცვითი ასპექტის ჩართვის ვალდებულება;
► კონსტიტუციის საფუძველზე მკვიდრდება სოლიდარობა ევროკავშირს, წევრ სახელმწიფოებსა და ბუნებრივი თუ ადამიანების ქმედებებით გამოწვეული კატასტროფის მსხვერპლ ნებისმიერ წევრ სახელმწიფოს შორის;
► კონსტიტუცია საშუალებას აძლევს ევროპელებს და წარმომადგენლობით ასოციაციებს (როგორიც არის, მაგალითად, არასამთავრობო გარემოსდაცვითი ორგანიზაციები), გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები და აწარმოონ დიალოგი, გარდა ამისა, მათთან ტარდება კონსულტაციები ევროპულ პოლიტიკასთან (კერძოდ, გარემოსდაცვით პოლიტიკასთან) დაკავშირებით. მოქალაქეთა მხრიდან ინიციატივის გამოჩენის ახალი უფლება გულისხმობს, რომ სულ მცირე ერთი მილიონი მოქალაქის მოთხოვნის შემთხვევაში კომისიამ შეიძლება წამოჭრას წინადადება გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით.
► კონსტიტუცია მხარს უჭერს ენერგოეფექტურობას, ენერგიის დაზოგვას და ენერგიის ახალი და განახლებადი ფორმების განვითარებას.
![]() |
11.4 დამატებითი ინფორმაცია |
▲ზევით დაბრუნება |
„Europe Direct”
ევროპის კონსტიტუციასთან დაკავშირებით რაიმე კითხვის გაჩენის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ უფასო ტელეფონზე:
00 800 67 89 10 11 ან ფასიან ტელეფონზე: + 32 2 299 96 96
„Futurum”
ევროპის კონსტიტუციასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ შემდეგი ინტერნეტგვერდი:
http://europa.eu.int/futurum