გენდერული ტრენინგი პედაგოგებისათვის


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი გენდერი, სახელმძღვანელოები
წყარო: გენდერული ტრენინგი პედაგოგებისათვის / [რედ.: მარიამ მიქაშავიძე, ქეთი საყვარელიძე] ; მხატვ.: ბუბა ოჩიაური - თბ. : სიესტა, 2004 - 107გვ. : ილ. ; 23სმ. - - ბიბლიოგრ.: გვ. 107. - ISBN 99940-0-116-7 : [ფ.ა.]   [MFN: 27240]
 
UDC:  331.361 + 371.13 + 396
K 24.444/4 - საერთო ფონდი
331.361/გ-32 - ტექნიკური დარბაზი (სამოქალაქო განათლების დარბაზი)
F 87.572/3 - ხელუხლებელი ფონდი

საავტორო უფლებები: © ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო
თარიღი: 2004
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: შვედეთის განვითარების საერთაშორისო სააგენტო წიგნი გამოიცა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და შვედეთის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ქართულ თარგმანზე მუშაობდნენ: ოთარ ჟღენტი ელისო კახიანი ხათუნა შონია კონსულტანტი: ნანა ბერეკაშვილი რეცენზენტი: ფერიდე ზურიკაშვილი რედაქტორები: მარიამ მიქაშავიძე, ქეთი საყვარელიძე ტექნიკური რედაქტორი: ნინო ბურდული კომპიუტერული დიზაინი: ირაკლი ხუციშვილი, გიგა წიბახაშვილი, მხატვარ-დიზაინერი: ბუბა ოჩიაური, გამომცემლობა შ. პ. ს. “სიესტა” თბილისი, თაბუკაშვილის ქ. 27 ტელეფონი/ფაქსი: + 995 32 92 31 49 ელ. ფოსტა: kighuradze@yahoo.com



1 შესავალი

▲ზევით დაბრუნება


სახელმძღვანელოს შესახებ

წინამდებარე სახელმძღვანელო შეიქმნა შვედური ორგანიზაციის - „კვინოფორუმის“, მიერ ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს (NRC) დაკვეთით იმ პედაგოგებისთვის, რომლებმაც, როგორც მომავალმა მწვრთნელებმა (ტრენერებმა),1 გაიარეს გენდერული ტრენინგების კურსი NRC-ის განათლების პროგრამის ფარგლებში.

წიგნის სტრუქტურა და შინაარსი შეესაბამება ტრენინგების აღნიშნულ კურსს და წარმოადგენს დამხმარე სახელმძღვანელოს მწვრთნელებისათვის. ამავე დროს, მისი გამოყენება შეუძლია გენდერით დაინტერესებულ ნებისმიერ პედაგოგს - მას, ვისაც, შესაძლოა, გენდერული ტრენინგის ჩატარების უნარ-ჩვევები არ გააჩნია, მაგრამ სურვილი აქვს განიხილოს გენდერის საკითხები კლასში, თავის მოსწავლეებთან გოგონებთან და ბიჭებთან, და ამისთვის შესაბამისი მასალა და მეთოდები ესაჭიროება.

კვინოფორუმი არის დამოუკიდებელი არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც საკონსულტაციო ფირმასთან - „გენდერის ინსტიტუტი“, ერთად შეადგენს კვინოფორუმის ჯგუფს. მის მისიას ქალთა პოტენციალის განვითარება წარმოადგენს. კვინოფორუმი, ასევე, მიზნად ისახავს საზოგადოებაში სტრუქტურული ცვლილებების განხორციელებისათვის აუცილებელი სტრატეგიების შემუშავებას. ჯგუფი მუშაობს გენდერული პერსპექტივისა და პოტენციალის განვითარების მიდგომებით როგორც ქალებთან, ისე მამაკაცებთან, რათა მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობისა და საკუთარი წვლილის შეტანის თანაბარი შესაძლებლობები ჰქონდეთ. კვინოფორუმის საქმიანობა მოიცავს თეორიული კვლევებისა და პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე ახალი მეთოდების დანერგვას, ქალთა პოტენციალის განვითარების სტრატეგიების შემუშავებას, გენდერულ ტრენინგებსა და გენდერულ მართვას, ქსელურ მუშაობას, ქალებისა და მამაკაცების მობილიზაციას, მათთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისა და მათი პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების ხელშეწყობას.

კვინოფორუმის ტრენინგები, რომლებიც თბილისში გაიმართა, მიზნად ისახავდა გენდერული ცნობიერების ამაღლებას პედაგოგთა შორის, მათ მომზადებას მწვრთნელებად და მათთვის შესაბამისი ცოდნის, მეთოდებისა და მასალის მიწოდებას.

ტრენინგების ამ ციკლში მონაწილეობდა სულ 48 პედაგოგი, მათგან 22-მა - გაიარა დამატებითი კურსი და მომზადდა როგორც ტრენერთა ე.წ. რესურსჯგუფი საქართველოსთვის. ტრენინგები სხვადასხვა დროს ჩაატარეს კვინოფორუმის თანამშრომლებმა ნინა სტრანდბერგმა, ბამ ბიორლინგმა, სტენ ლინდებერგმა, კაროლინა ვრეტჰემმა და კაროლინა ვენერჰოლმმა.

საქართველოსთვის სახელმძღვანელო დაიწერა და გამოიცა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA-ს) ფინანსური მხარდაჭერით. სიტყვები „მწვრთნელი“ და „ტრენერი“ ისევე, როგორც „მსმენელი“ და „მონაწილე“, ამ სახელმძღვანელოში ურთიერთჩანაცვლებადია.

მიზნები და ამოცანები

გენდერისა და ძალაუფლების ურთიერთმიმართება საზოგადოების ყველა სფეროში აისახება. ეს ურთიერთმიმართება ზეგავლენას ახდენს გოგონებისა და ბიჭების, ქალებისა და მამაკაცების ცხოვრებაზე. საზოგადოების სტრუქტურა და გენდერული ნორმები ბადებს უთანასწორობას, რის გამოც დისკრიმინაციას ძირითადად ქალები და გოგონები განიცდიან. თუმცა, აღნიშნული სტრუქტურა და ნორმები ზღუდავს მამაკაცებისა და ბიჭების შესაძლებლობებსაც. საკუთარი პოტენციალის სრულ რეალიზებას ვერც ქალები (გოგონები) და ვერც მამაკაცები (ბიჭები) ახდენენ. ვერც ერთი მათგანი ვერ ახერხებს იცხოვროს ისეთი სრულფასოვანი ცხოვრებით, როგორითაც მას სურს. შესაბამისად, ყველა - ბიჭი და გოგონა, მამაკაცი და ქალი - გენდერისა და ძალაუფლების არსებული ურთიერთმიმართებების გამო წაგებულია. ამ სახელმძღვანელოში შემოთავაზებული გენდერული ტრენინგის საბოლოო მიზანს სკოლის მოსწავლეების - გოგონებისა და ბიჭების - თანასწორი და სრული განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. გოგონებსა და ბიჭებს უნდა მიეცეთ თანაბარი შესაძლებლობები ისწავლონ, განვითარდნენ და მიაღწიონ ცხოვრებისეულ მიზნებს. მათ სხვადასხვა, მაგრამ თანაბარი, მოთხოვნილებები აქვთ და ამ მოთხოვნილებებისა და პოტენციალის სრულად რეალიზების თანაბარი შესაძლებლობები უნდა გააჩნდეთ.

გენდერულ ტრენინგში მონაწილეობის შემდეგ მასწავლებელი შეძლებს გენდერული განსხვავებებისა და გენდერული უთანასწორობის დანახვას, მათ გააზრებას და ამ ახალი ცოდნის გამოყენებას .

სახელმძღვანელოში შემოთავაზებული ტრენინგი დაეხმარება მასწავლებელს, გადალახოს გენდერული „სიბრმავე“ და აიმაღლოს გენდერული ცნობიერება, აითვისოს ახალი მეთოდები და საშუალებები, რათა გამოიყენოს გენდერული მიდგომა საკლასო ოთახში და თავის მოსწავლეებთან - გოგონებთან და ბიჭებთან - წამოჭრას გენდერის საკითხები.

ბუნებრივია, გენდერული ტრენინგი ზეგავლენას ახდენს იმაზეც, თუ როგორ შეხედავენ ტრენინგის შემდეგ მონაწილეები საკუთარი ცხოვრების სხვა, „არაგენდერულ“, ასპექტებს. ამდენად, ამ ტრენინგს ის დამატებითი მნიშვნელობაც აქვს, რომ შექმნას საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროებშიც ცვლილებების შეტანის შესაძლებლობები.

სამიზნე გუფები

ამ სახელმძღვანელოს მიხედვით, გენდერული ტრენინგის ძირითად სამიზნე ჯგუფს შეადგენენ მასწავლებლები და სკოლის პერსონალი. საბოლოო სამიზნე ჯგუფს კი ის მოსწავლე გოგონები და ბიჭები წარმოადგენენ, რომელთა მასწავლებლებმა გაიარეს მომზადება ამ ტრენინგებზე. ვინაიდან, სავარაუდოდ, ტრენინგი მასწავლებელთა ცხოვრების სხვა ასპექტებზეც მოახდენს ზეგავლენას, დამატებით სამიზნე ჯგუფად შეიძლება დავასახელოთ მათ გარემოცვაში მყოფი ქალები და მამაკაცები.

სახელმძღვანელოს სტრუქტურა

სახელმძღვანელო შედგება შესავალისა და სამი თავისაგან: გენდერული ტრენინგის ორგანიზება, გენდერი (თეორიული ნაწილი) და სავარჯიშოები. დანართში მოცემულია სამოდელო გაკვეთილების მაგალითები გენდერის საკითხებზე.

გენდერული ტრენინგის ორგანიზება

სახელმძღვანელოს ამ ნაწილში მოცემულია მეთოდოლოგია და პრაქტიკული რჩევები წარმატებული ტრენინგის ჩასატარებლად. იგი ასევე მოიცავს გენდერული ტრენინგის სრულ პროგრამას - თეორიას და სავარჯიშოებს.

გენდერი (თეორიული ნაწილი)

თეორიული ნაწილი შესულია სახელმძღვანელოში, როგორც მოსამზადებელი საკითხავი მასალა ტრენინგისათვის და, ასევე, როგორც საფუძველი ლექციებისათვის ამ თემებზე. თეორიული ნაწილი შეესაბამება ტრენინგის პროგრამაში მოცემულ საკითხებს.

სავარიშოები

ეს ნაწილი სავარჯიშოების კატალოგს წარმოადგენს, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ მასწავლებელთა ტრენინგის დროს და, აგრეთვე, მოსწავლეებთანაც.

თითოეული სავარჯიშოს პირობაში მოცემულია მისი მიზანი და ის, თუ დროის რა მონაკვეთს იკავებს მისი შესრულება. ცხადია, ეს მონაცემი დროის მიახლოებითი მაჩვენებელია და ითვალისწინებს 25 მონაწილისგან შემდგარ სატრენინგო ჯგუფს და, რასაკვირველია, შეიძლება შეიცვალოს კონკრეტული სამიზნე ჯგუფის შესაბამისად. ინსტრუქციები აცნობს ტრენერს, რა ელემენტებისგან შედგება სავარჯიშო და როგორ მივაწოდოთ დავალება მონაწილეებს. „მასალა“ გვიჩვენებს, რა საკანცელარიო ნივთებია საჭირო (კალმისტარი, ქაღალდი და ა.შ.) და რა მასალა უნდა მომზადდეს დასარიგებლად. შენიშვნები ტრენერთათვის მოიცავს რჩევებს ტრენინგის ორგანიზების ალტერნატიულ გზებზე, მინიშნებებს იმის თაობაზე, თუ როგორი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ტრენინგის პროცესში წამოჭრილ კითხვებს და როგორ მოვაგვაროთ პრობლემატური საკითხები. ზოგიერთი სავარჯიშო ადაპტირებულია სხვა მსგავსი სახელმძღვანელოებიდან, რაც მითითებულია „წყაროებში“.

მწვრთნელებს შეუძლიათ გამოიყენონ ეს სავარჯიშოები კონტექსტის შესაბამისად და მოარგონ ისინი სიტუაციას და მონაწილეთა ცოდნის დონეს.

2 გენდერული ტრენინგის ორგანიზება

▲ზევით დაბრუნება


შესავალი

წიგნის ეს ნაწილი მოიცავს გენდერული ტრენინგის ორგანიზების პრინციპებს და იმ მიდგომებს, რომლებსაც ემყარება ტრენინგი. აქვე მოცემულია ის საშუალებები და ხერხები, რომელთა გამოყენება რეკომენდებულია გენდერის საკითხების განხილვისას. მკითხველი იპოვის აგრეთვე მინიშნებებს იმის თაობაზე, თუ როგორ დავიწყოთ და ჩავატაროთ გენდერული ტრენინგი და როგორ ვუპასუხოთ სხვადასხვა სახის რეაქციებს მონაწილეთა მხრიდან. შემოთავაზებულია ტრენინგის პროგრამა და განრიგი ერთ-ერთი შესაძლებელი ვარიანტის სახით.

ტრენინგის მიდგომები და ხერხები

სახელმძღვანელოში აღწერილი გენდერული ტრენინგი ეფუძნება კვინოფორუმის გამოცდილებას. ქვემოთ მოცემულია ის მიდგომები და ხერხები, რომლებსაც ეს ორგანიზაცია წარმატებით იყენებდა უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, სასურველია, მწვრთნელებმა გაითვალისწინონ ეს რჩევები ტრენინგის კურსის დაგეგმვისას.

პოტენციალის განვითარებაზე და გაძლიერებაზე
(Empowerment) მიმართული მიდგომა

პოტენციალის განვითარებაზე და გაძლიერებაზე (Empowerment) მიმართული მიდგომა გულისხმობს, რომ ტრენინგის მონაწილეები თავად არიან პასუხისმგებელნი სწავლის პროცესზე. თუ ამაზე მონაწილეებს თავიდანვე მივუთითებთ, ეს დაეხმარება მათ გააცნობიერონ, რომ მხოლოდ მათზეა დამოკიდებული, რას და როგორ შეისწავლიან, გამოიჩენენ თუ არა აქტიურობას და აიღებენ თუ არა ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე. ტრენერის როლი ძირითადად იმაში მდგომარეობს, რომ ხელი შეუწყოს სასწავლო პროცესს, რაც შესაბამისი გარემოს შექმნისა და სათანადო ინფორმაციით უზრუნველყოფის გზით მიიღწევა. სასწავლო პროცესში მსმენელთა ჩართვა და აქტიური მონაწილეობა უაღრესად მნიშვნელოვანია, ამიტომ შემოთავაზებულ სავარჯიშოებში გათვალისწინებულია როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური მუშაობა.

პოტენციალის განვითარებაზე მიმართული მიდგომა გულისხმობს იმასაც, რომ მსმენელებს უნდა მიეცეთ საშუალება, გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება ტრენინგის შინაარსისა და ფორმის მიმართ, მაგალითად, მონიტორინგისა და ანგარიშგების სესიების საშუალებით.

ტრენერი, რომელიც პოტენციალის განვითარებაზე მიმართული მიდგომით მუშაობს, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ყველა მსმენელი ჩართულია ტრენინგში და იღებს მონაწილეობას, ყველას აქვს სიტყვის აღებისა და საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება. ამასთანავე, მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ თითოეული ადამიანი ტრენინგში თავისებურად იღებს მონაწილეობას - ზოგი ბევრს ლაპარაკობს დისკუსიის დროს, ზოგიც უსმენს და მოკლედ გამოთქვამს აზრს. არ არსებობს მონაწილეობის სწორი ან არასწორი ფორმა. ასევე, მწვრთნელს შეუძლია გამოიყენოს სხვადასხვა ხერხები, რათა ხელი შეუწყოს ტრენინგში მსმენელთა თანაბრად ჩართვასა და მონაწილეობას. ქვემოთ მოცემულია რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ როგორც მასწავლებლებთან, ისე მოსწავლეებთან მუშაობისას:

- გამოიყენეთ „წრეში რიგ-რიგობით ლაპარაკის“ მეთოდი, რომლის დროსაც მონაწილეებმა ერთმანეთს სიტყვა არ უნდა შეაწყვეტინონ. ამ მიზნით, შეიძლება მცირე ზომის საგნის, მაგალითად, რბილი ბურთის გამოყენება, რომელსაც მონაწილეები ერთმანეთს გადასცემენ. ლაპარაკობს მხოლოდ ის, ვისაც ბურთი ხელში უჭირავს.

- მოსწავლეთა უფრო მცირე ჯგუფებთან მუშაობისას, კარგი იქნება, თუ შეთანხმდებით დისკუსიის საერთო „წესებზე“, მაგალითად, „მონაწილეები ერთმანეთს ყოველთვის პატივს ვცემთ“; „ერთმანეთს სიტყვას არ ვაწყვეტინებთ“ და ა.შ. ეს წესები მონაწილეებმა თავად უნდა შემოიღონ. ტრენერი ხელს უწყობს ამ პროცესს, მაგალითად, სთხოვს მოსწავლეებს, განიხილონ შემდეგი საკითხი: რა მჭირდება იმისათვის, რომ ამ ჯგუფში თავი კომფორტულად ვიგრძნო. პასუხები შესაძლოა ასეთი იყოს: „ის, რაც ითქმება ჯგუფში, არ უნდა გავიდეს ამ კედლებს გარეთ“; „ერთმანეთს სიტყვა არ უნდა შევაწყვეტინოთ”; „დაცინვა აკრძალული უნდა იყოს“. ჩამოწერეთ იმ „წესების“ სია, რომლებსაც ყველა ეთანხმება. თუ მონაწილეები თვითონ განსაზღვრავენ წესებს, უფრო მეტი ალბათობაა იმისა, რომ ისინი მათ დაიცავენ.

- უნდა გამოიყენოთ ყველა საშუალება იმისთვის, რომ სხვადასხვა დროს სხვადასხვა მონაწილემ წარმოადგინოს ჯგუფური ნამუშევარი ან ნააზრევი. მაგალითად, წარმოდგენა ეთხოვოს მას, ვისაც აცვია ლურჯი ფერის ტანსაცმელი ან აქვს ჯგუფში ყველაზე მოკლე თმა და ა.შ.

- ჯგუფური დისკუსია უფრო მცირე ჯგუფებში ან წყვილებში ასევე უზრუნველყოფს ყველა მონაწილის ჩართვას ჯგუფში და საშუალებას აძლევს ყველა მსმენელს გამოთქვას აზრი.

დისკუსიის წარმართვისას, ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ქვემოთ ჩამოთვლილი ხერხები:

- თუ ვინმე დაიწყებს ლაპარაკს ისეთ საკითხზე, რომელიც თემასთან დაკავშირებული არ არის, დისკუსიის წამყვანს შეუძლია დასვას კითხვა: „როგორ უკავშირდება ის, რასაც თქვენ ახლა ამბობთ, სადისკუსიო საკითხს?“

- შეთანხმდით, რომ ერთმანეთის აზრს პატივს სცემთ - თუ ერთი მსმენელი მეორეს არ ეთანხმება, მან ეს არგუმენტირებულად უნდა ჩამოაყალიბოს და არა უბრალოდ თქვას, რომ ეს არ არის სწორი.

- მცირე ჯგუფებში დისკუსიებისა ან სხვა სახის მუშაობის დროს, წამყვანი შესაძლოა იძულებული გახდეს, აგრძნობინოს მეტისმეტად აქტიურ მონაწილეს, რომ სხვების ხარჯზე აქტიურობს. ეს, რა თქმა უნდა, ტაქტიანად უნდა გაკეთდეს.

მიეცით მსმენელებს საშუალება თვითონ გაარკვიონ საკითხი

როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, პოტენციალის განვითარებაზე მიმართული მიდგომა გულისხმობს იმას, რომ მწვრთნელი მხოლოდ ხელს უწყობს მსმენელებს, თავად წარმართონ სწავლის პროცესი. ასეთი მიდგომა ყველა სახის ტრენინგისათვისაა სასარგებლო, მაგრამ იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გენდერული ტრენინგის დროს. გენდერი ძალიან ფაქიზი თემაა და ხშირად, როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს უჭირთ, თავიდანვე დაინახონ გენდერული განსხვავებები და უთანასწორობანი. თუ ტრენინგის მონაწილეებს პირდაპირ ვეტყვით, რომ ისინი გენდერული უთანასწორობის პირობებში ცხოვრობენ ან, კიდევ უფრო უარესი, რომ ისინი ჩაგრავენ სხვებს, ან პირიქით, მათ ჩაგრავენსხვები, ეს მხოლოდ მათ გაუცხოებას გამოიწვევს. ამის ნაცვლად, ტრენერმა უნდა დასვას ისეთი შეკითხვები და ისეთი საკითხები წამოწიოს, რომლებიც დაანახებს მსმენელებს, რომ მათ ირგვლივ გენდერული განსხვავებებისა და უთანასწორობის უამრავი მაგალითი არსებობს. ერთ-ერთი ასეთი საშუალებაა სტატისტიკის ან სხვა ფაქტების მოხმობა, რომელთა შესახებაც მონაწილეებმა სავარაუდოდ იციან, მაგალითად, მამაკაცებს მეტი შემოსავალი აქვთ, ვიდრე ქალებს; პარლამენტში ძალიან ცოტა ქალია და ა.შ. ამის შემდეგ, სთხოვეთ მონაწილეებს, განიხილონ, თუ რატომ ხდება ეს. სავარჯიშოები - „24 საათი“ და „გიორგი და ნინო“ - კარგი მაგალითებია ამ პრობლემის საილუსტრაციოდ.

ტრენერი არ არის ექსპერტი , რომელსაც ყველა კითხვაზე სწორი პასუხი აქვს, არამედ იგი არის ადამიანი, რომელიც ეხმარება მსმენელებს, დაუსვან სწორი შეკითხვები საკუთარ თავს. გენდერული ცნობიერების ამაღლება არ ნიშნავს მსმენელებისათვის მზა პასუხების მიწოდებას, არამედ ეს გულისხმობს ისეთ დახმარებას, რომელიც განაწყობს მათ, გენდერის შესახებ დაიწყონ ფიქრი. ძალიან ხშირად, ტრენინგის მონაწილეებს სურთ, „კარგი მოსწავლეები“ იყვნენ და მწვრთნელს „სწორი პასუხები“ გასცენ. ასეთ შემთხვევაში, ტრენერის ამოცანაა, დააფიქროს მსმენელები და დაეხმაროს მათ, გააცნობიერონ, რომ მოცემული პრობლემისა თუ მოვლენის გაგების რამდენიმე ხერხი თუ გზა არსებობს. თავი შეიკავეთ ისეთიკითხვების დასმისაგან, რომლებიც თავისთავად მიანიშნებს კონკრეტულ პასუხზე. ღია შეკითხვები უფრო მონაწილეებს, იფიქრონ და იმსჯელონ დაეხმარება. მნიშვნელოვანია, რომ მონაწილეებს მიეცეთ დრო, რათა დაფიქრდნენ ტრენინგის შინაარსზე, გაიაზრონ ის, როგორც ტრენინგის დროს, ასევე სამუშაო სესიებს შორის. ფიქრი, გააზრება - ტრენინგის მნიშვნელოვანი ატრიბუტებია. მიაქციეთ ყურადღება, რომ ტრენინგი არ გადაიტვირთოს მინი-ლექციებითა და სავარჯიშოებით და რომ მსმენელებს დარჩეთ დრო ფიქრისთვის, გააზრებისა და შეკითხვების დასმისთვის.

ყოველივე ზემოთ თქმული იმასაც ნიშნავს, რომ სრულიადაც არ არის აუცილებელი, მწვრთნელს ყოველთვის ჰქონდეს პასუხი ტრენინგზე წამოჭრილ ნებისმიერ შეკითხვაზე. შეიძლება პასუხი ჯგუფის წევრებს ჰქონდეთ. მწვრთნელს ასევე შეუძლია დაპირდეს ჯგუფს, რომ პასუხს მოიძიებს და მოგვიანებით შეატყობინებს მათ.

მსმენელებს შესაძლოა სხვადასხვა ინტერესი გააჩნდეთ გენდერული საკითხების მიმართ. მაგალითად, NRC-ის ტრენერებმა აღმოაჩინეს, რომ უფროსი ასაკის მასწავლებლებს გენდერი აინტერესებთ უფრო როგორც მეცნიერული კვლევის საკითხი. მსმენელთა ინტერესებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწავლისათვის და, აქედან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ მწვრთნელი მოქნილად იმოქმედებს და საშუალებას მისცემს მონაწილეებს, იმსჯელონ ჯგუფში და გამოკვეთონ, რა აინტერესებთ უფრო მეტად.

ქალების და მამაკაცების თანაბარი რაოდენობა

იდეალურ შემთხვევაში გენდერულ ტრენინგში მამაკაცები და ქალები თანაბარი რაოდენობით უნდა მონაწილეობდნენ. ამით ორი მიზანი მიიღწევა:

- ქალები და მამაკაცები სხვადასხვანაირად არიან აღზრდილნი და საზოგადოებას სხვადასხვა მოლოდინები აქვს მათ მიმართ. საზოგადოებამ მათ სხვადასხვანაირი როლები დააკისრა და ისინი ამ როლებს სხვადასხვანაირად ასრულებენ. მათ განსხვავებული გამოცდილება და სამყაროს ხედვა გააჩნიათ. ტრენინგში მამაკაცთა და ქალთა თანაბარი რაოდენობის ჩართვით, ორივე ჯგუფის გამოცდილებისა და ხედვის ურთიერთგაზიარების საშუალება მოგვეცემა. მამრობითი და მდედრობითი სქესის მონაწილეები შეძლებენ ისწავლონ ერთიმეორისაგან და უკეთ გაუგონ ერთმანეთს.

- მამაკაცებისა და ქალების თანაბარი რაოდენობის პირობებში, ვერც ერთი ხედვა ვერ შეძლებს დომინირებას.

თუმცა, ბევრ ორგანიზაციასა თუ სხვა სამუშაო ადგილებზე ერთი სქესი დომინირებს და ამიტომ, შესაძლოა, ტრენინგზე მდედრობითი და მამრობითი სქესის მონაწილეთა თანაბარი რაოდენობით დასწრების უზრუნველყოფა ძალიან რთული აღმოჩნდეს. ასეთ შემთხვევაში მწვრთნელები შემოქმედებითად უნდა მიუდგნენ შერეული ჯგუფების ორგანიზების საკითხს და მოიწვიონ სხვა მონაწილეებიც ისეთი ორგანიზაციებიდან, სადაც სქესთა განაწილების პროპორცია საპირისპიროა. ამავე დროს, არ ივარგებს მსმენელთა მოწვევა ძალიან განსხვავებული გარემოდან, ვინაიდან ამ შემთხვევაში ისინი ვერ შეძლებენ საერთო ენის ადვილად გამონახვას. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ტრენინგის კურსის ჩატარება ისეთ ჯგუფებთან, რომლებშიც მხოლოდ ერთი სქესის წარმომადგენლები არიან ან ჯგუფებთან, სადაც რაოდენობრივი თვალსაზრისით, ერთ-ერთი სქესი დომინირებს, მაგრამ ამ შემთხვევაში მწვრთნელებმა განსაკუთრებული ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ, რათა უმცირესობის წარმომადგენლებმა თავი კომფორტულად იგრძნონ.

პროცესზე ორიენტირებული მიდგომა

გენდერული „სიბრმავიდან“ გენდერულ ცნობიერებაზე გადასვლა გულისხმობს საკუთარ თავთან და საზოგადოებასთან დაკავშირებული ჩვენი ზოგიერთი ვარაუდისა და მრწამსის ეჭვქვეშ დაყენებას. ამიტომ, მონაწილეებს სჭირდებათ დრო და სივრცე, რათა დაფიქრდნენ და გაიაზრონ ის, რაც შეისწავლეს. ამდენად, გენდერული საკითხების გაცნობიერება წარმოადგენს პროცესს, რომელსაც გარკვეული დრო სჭირდება.

სახელმძღვანელოში აღწერილი გენდერული ტრენინგი დაგეგმილია ისე, რომ მოხდეს ამ პროცესისათვის ხელის შეწყობა, მსმენელთა მიერ განვლილი მასალის გააზრება და საჭირო სტრუქტურისა და ინსტრუმენტების შეთავაზება. ტრენინგი ისე უნდა დაიგეგმოს, რომ მონაწილეებს მიეცეთ დრო, რათა დაფიქრდნენ და გაიაზრონ ის, რაც ითქვა და საკუთარ გარემოს ახლებურად შეხედონ. ამიტომ, რეკომენდებულია, რომ ტრენინგის სესიები დროის გარკვეული ინტერვალებით, მაგალითად, რამდენიმე კვირა, ან შესაძლოა თვეც, იმართებოდეს. ამ ხნის განმავლობაში, მსმენელებს უნდა მიეცეთ საშინაო დავალება, რომელზეც ისინი იმუშავებენ შემდეგ სესიამდე. თუმცა, ზოგჯერ სკოლებისა და სხვა დაწესებულებებისათვისაც, სადაც ტრენინგის კურსი ტარდება, რთულია დროის გამოყოფა ამ მიდგომის შესაბამისად. მაგრამ ტრენერი ყოველმხრივ უნდა ეცადოს, დაანახოს მათ პროცესზე ორიენტირებული მიდგომის მნიშვნელობა, თუ რეალური ცვლილების მიღწევა სურს.

მწვრთნელი გააადვილებს სასწავლო პროცესს, თუკი მსმენელებს მუდმივად შეახსენებს, რა გააკეთეს მათ მანამდე, დღის განმავლობაში ან წინა დღეს და სთხოვს მონაწილეებს, რომ ერთმანეთს გაუზიარონ მოსაზრებები წინა დღის მუშაობასთან დაკავშირებით.

სწავლის პროცესის მონიტორინგისა და ტრენინგის მიმართ მსმენელთა ზოგადი დამოკიდებულების შესაფასებლად, აუცილებელია ჯგუფში მუშაობდეს ორი მწვრთნელი, რაც სამუშაოს განაწილების შესაძლებლობას იძლევა: ის ტრენერი, რომელიც მოცემულ მომენტში სემინარს არ უძღვება, აკვირდება მონაწილეებს, რათა დაინახოს, თუ როგორ აღიქვამენ ისინი ნათქვამს, ხომ არ არის საჭირო რაიმეს განმარტება და ა.შ.

გამოცდილებაზე დამყარებული მიდგომა

სახელმძღვანელოში აღწერილი ტრენინგი იყენებს გამოცდილებაზე დამყარებულ მიდგომას, რაც ნიშნავს, რომ მსმენელები სწავლობენ გენდერს თავის გამოცდილებაზე დაყრდნობით. ხშირად ძალიან ეფექტურია ტრენინგის სესიის დაწყება კონკრეტული მაგალითით და მისი გააზრებით. შემდეგ, ტრენერი ეხმარება მსმენელებს, განაზოგადონ ეს მაგალითი - გამოცდილება, განცდები, მოსაზრებები, დაკვირვებები და უფრო აბსტრაქტულ დონეზე - ზოგადი პრინციპებისა და მოდელების დონეზე - აიყვანონ. ამის შემდეგ, მსმენელს შეუძლია დაგეგმოს ამ ცოდნის პრაქტიკული გამოყენების გზები. ახალი ინფორმაციის ინტეგრირება ცოდნის სისტემებში მაშინ იწყება, როდესაც ადამიანი ამ ინფორმაციის პრაქტიკულად გამოყენებას შეეცდება. ქვემოთ მოცემულია დევიდ კოლბის1 ეგრეთ წოდებული სწავლა/სწავლების ციკლი, რომელიც აღწერს ამ პროცესს და რომელიც შედგება ოთხი ეტაპისაგან:

1. კონკრეტული გამოცდილება: ადამიანი ცდილობს რაღაც გააკეთოს.

2. რეფლექსია, გააზრება: გამოცდილება, რომელიც ადამიანმა მიიღო - ან დადებითია ან უარყოფითი. ადამიანი აანალიზებს, რა მოხდა და რატომ.

3. განზოგადება: ადამიანი იღებს თეორიულ ცოდნას, რომელიც ეხმარება მას, განიხილოს მიღებული გამოცდილება არა მარტო როგორც კერძო შემთხვევა, არამედ როგორც სისტემის ნაწილი თავისი კანონზომიერებებით და შედეგებით.

4. პრაქტიკა: ადამიანი იყენებს მიღებულ ცოდნას და ასკვნის, მომავალში რას და რატომ გააკეთებს სხვანაირად.

ტრენინგზე ყველა თემა ამ ციკლის მიხედვით უნდა დამუშავდეს და ყოველ ეტაპს აქტივობის გარკვეული ფორმა შეესაბამებოდეს.

ადამიანები სხვადასხვა გზებით ითვისებენ ცოდნას - ზოგიერთს უადვილდება დასწავლა, თუ ამ პროცესში შეგრძნებები ერთვება, სხვას - მოსმენით ურჩევნია მასალის ათვისება (იხ. „გენდერი და სწავლა“). ვინაიდან ადამიანები, რომლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან დასწავლის სტილით, დასწავლის სხვადასხვა ფაზებს ამჯობინებენ, ოთხივე ფაზის გამოყენება იძლევა იმის გარანტიას, რომ პროცესში ყველა აქტიურადაა ჩართული. მეორე დადებითი მომენტი ამ პროცესისა არის ის, რომ დასწავლის ფაზების ხშირი ცვლა ყურადღების კონცენტრაციასა და მოტივაციას უწყობს ხელს.

გამოცდილებაზე დაფუძნებული მიდგომა, გულისხმობს, რომ სავარჯიშოები, ჯგუფური სამუშაო და ლექციები ისე ენაცვლება ერთმანეთს, რომ მსმენელებს აქვთ საშუალება, მიიღონ გამოცდილება და გაიაზრონ ის დასწავლის ციკლის შესაბამისად. ეს მიდგომა ტრენინგის დროს გამოიყენება შემდეგნაირად: სავარჯიშო, რომელიც ეხება გარკვეულ თემას, წინ უსწრებს ამ თემაზე წასაკითხ ლექციას, მაგალითად, სავარჯიშო „ნინო და გიორგი“ წინ უსწრებს ლექციას გენდერზე, სავარჯიშო „პრივილეგირებული სიარული“ - ლექციას ძალაუფლების შესახებ. სავარჯიშოს - „ნინო და გიორგი“, საშუალებით მონაწილეები ლექციის მოსმენამდე გაიგებენ, მიხვდებიან, გააცნობიერებენ, რომ მათი წარმოდგენები რეალობაზე განპირობებულია გენდერით. თუ კი ტრენინგს საპირისპიროდ ავაგებთ, მონაწილეებმა შესაძლოა უარყონ, რომ ისინი თვითონაც გენდერული ნორმების გავლენის ქვეშ იმყოფებიან, როდესაც ქალებზე და მამაკაცებზე ლაპარაკობენ.

ტრენერის როლი, როგორც აღინიშნა, ისაა, რომ დაეხმაროს მსმენელს, გაიაროს დასწავლის, ათვისების პროცესი. კარგ ტრენერს ნათლად ესმის, რა ხდება დასწავლის თითოეულ სტადიაზე და მას შეუძლია ამ პროცესის გაადვილება.

უკუკავშირი

მასწავლებელთა გენდერული ტრენინგის დროს მწვრთნელმა შესაძლოა გამოიყენოს სხვადასხვა მეთოდი (როლების გათამაშება, ჯგუფური სამუშაო, სამოდელო გაკვეთილები, მინი-სემინარი/მინი-ტრენინგი და ა.შ.) იმ მიზნით, რომ მასწავლებლებმა გაითავისონ როგორც თეორიული მასალა, ასევე სავარჯიშოები. ამ დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება უკუკავშირს, რომელსაც ტრენერი მსმენელებს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შემდეგ აძლევს. უკუკავშირის მიცემა მან შეიძლება ტრენინგის სხვა მონაწილეებსაც სთხოვოს. კარგი იქნება, თუ უკუკავშირის დროს ტრენერი და მსმენელები გაითვალისწინებენ შემდეგს:

წინაპირობა: უკუკავშირი სასარგებლო უნდა იყოს იმ მონაწილისა თუ მონაწილეებისათვის, რომლებიც მას იღებენ. ამისათვის, უკუკავშირით გადმოცემული ინფორმაცია უნდა იყოს:

- გასაგები;

- მისაღები;

- გამოყენებადი.

როგორ ვაწარმოოთ უკუკავშირი:

- იკითხეთ, სურს თუ არა მსმენელს (ჯგუფს) უკუკავშირის მიღება;

- უკუკავშირი უნდა ეხებოდეს კონკრეტულ ქმედებას, რომელმაც პირადად თქვენზე (და არა სხვა ადამიანზე) მოახდინა შთაბეჭდილება;

- თვალსაზრისი და მოსაზრება უნდა იქნეს წარმოდგენილი სწორედ როგორც „თვალსაზრისი“ და „მოსაზრება“ და არა როგორც ფაქტი;

- უკუკავშირი უნდა ეხებოდეს ქმედებას, ქცევას, შესრულებას ან მის შედეგს და არა ადამიანს ;

- უკუკავშირი შეიძლება მიმართული იყოს, როგორც „პლუსებზე”, ასევე „მინუსებზე” და ამ დროს ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტორებს, რომლებიც ხელს უწყობს ან ზღუდავს ეფექტურობას;

- თავი აარიდეთ ისეთ შეფასებებს, როგორიცაა „ცუდი“ ან „კარგი“. ამის ნაცვლად, მოახდინეთ აქცენტირება იმაზე, რისი გაუმჯობესებაც შეიძლება უკეთესი შედეგის მისაღწევად ან იმაზე, რამაც გამოიწვია კონკრეტული შედეგები;

- უკუკავშირი უნდა ეხებოდეს იმ საკითხებს, რომელთა გაკონტროლებაც შეუძლია ადამიანს ან ჟგუფს (ანუ არ ეხებოდეს ცუდ ამინდს ან იმას, რომ ვიღაც ავად გახდა და წასვლა მოუწია);

- მოერიდეთ ისეთ ტერმინებს, რომლებიც ჯგუფში დაცვით მექანიზმებს აამუშავებს;

- თუ თქვენს კომენტარს მსმენელთა ემოციური ან დაცვითი რეაქცია მოჰყვება, შეეცადეთ, გაგებით მოეკიდოთ მათ გრძნობებს და ნუ ეცდებით, დაარწმუნოთ ჯგუფი თქვენი აზრის სისწორეში;

- როდესაც უკუკავშირს ახდენთ, გამოხატეთ პატივისცემა ამ ადამიანის მიმართ, აგრეთვე, მისი უფლების მიმართ - განსხვავდებოდეს თქვენგან ან არ დაგეთანხმოთ;

- უკუკავშირი დროულად მოახდინეთ - იგი ჩვეულებრივ ყველაზე ეფექტურია მაშინ, როდესაც უშუალოდ მოჰყვება შესაბამის ქმედებას;

- ზოგიერთი კომენტარი ჯობია გაკეთდეს პირისპირ და არა ჯგუფში.

ტრენინგის მომზადება და დაგეგმვა

გენდერული ტრენინგის დაგეგმვამდე აუცილებელია განვსაზღვროთ ტრენინგის მიზანი და ის, რის მიღწევასაც ვიმედოვნებთ. რა არის ტრენინგის მიზანი? გენდერული ცნობიერების ამაღლება მასწავლებლებს მომზადება? ტრენინგის შინაარსი და ხანგრძლივობა ამ მიზნებით განისაზღვრება. გენდერული ცნობიერების ასამაღლებლად საკმარისია უფრო ხანმოკლე ტრენინგის ჩატარება, ხოლო უფრო მეტი დრო დასჭირდება მასწავლებლების მომზადებას, რათა იმუშაონ ისე, რომ გენდერული პერსპექტივა გაითვალისწინონ. ასეთ შემთხვევაში მათ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, ტრენინგის განმავლობაშივე იმუშაონ კონკრეტულ პრობლემაზე, რომელსაც ისინი ხვდებიან თავიანთ სამუშაო ადგილებზე ან გაკვეთილზე.

ტრენინგის დაგეგმვას ხელს უწყობს სკოლის საჭიროების დადგენა, რაც უშუალოდ მსმენელების გამოკითხვით ან სკოლის წარმომადგენელთან საუბრით ხერხდება. თუ მსმენელები უნდა მოვამზადოთ იმისთვის, რომ გენდერული პერსპექტივით იმუშაონ, სასურველია, ტრენერი შეუთანხმდეს სკოლის ხელმძღვანელობას. ეს დაეხმარება მსმენელებს მაშინ, როდესაც ისინი, სკოლაში დაბრუნებისას, ცვლილებების შეტანას დაიწყებენ თავიანთ მუშაობაში. თუ შესაძლებელია, სკოლის ხელმძღვანელობა მოწვეულ უნდა იქნეს ტრენინგზე ან ცალკე ტრენინგი ჩაუტარდეს.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჯგუფის მოცულობას. დიდ ჯგუფს გამოცდილებისა და იდეების უფრო ვრცელი დიაპაზონის შემოტანა შეუძლია, ხოლო მცირე ჯგუფის შემთხვევაში მსმენელთა ტრენინგში მონაწილეობის მეტი შესაძლებლობა იქმნება. როდესაც პროცესზე ორიენტირებულ, „მონაწილეობრივ“ მეთოდებს ვიყენებთ, ჯგუფში რეკომენდებულია 25-ზე ნაკლები მონაწილის ჩართვა. აქტიურ მონაწილეობას და ჩართულობას კიდევ უფრო უწყობს ხელს სკამების წრის ან ნახევარწრის ფორმით განლაგება.

მონაწილეთა მოთხოვნილებებისა და ტრენინგის მიზნის დაკონკრეტება პასუხობს კითხვას - რატომ და რისთვის უნდა ჩატარდეს ეს ტრენინგი. ტრენერს შესაძლოა დასჭირდეს კიდევ პასუხი კითხვებზე: როდის, სად და როგორ? ტრენინგის ფორმა და შინაარსი უნდა განისაზღვროს სხვა ტრენერებთან და, აგრეთვე, სკოლის თუ სხვა ორგანიზაციის/ინსტიტუტის წარმომადგენელთან დიალოგში.

რეკომენდაციები, თუ როგორ ჩატარდეს გენდერული ტრენინგი

ამ ნაწილში მოცემულია რეკომენდაციები და პრაქტიკული ხასიათის რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ჩავატაროთ ტრენინგი ისე, რომ ყველა მსმენელმა მიიღოს აქტიური მონაწილეობა. აქ აღწერილია აგრეთვე სხვადასხვა ტიპის რეაქციები და ემოციები, რომელიც გენდერულმა ტრენინგმა შეიძლება გამოიწვიოს მონაწილეებში და შემოთავაზებულია ზოგიერთი მითითება - თუ როგორ უნდა მოუაროს ამას მწვრთნელმა.

ქალები და მამაკაცები

გენდერი ეხება მამაკაცებს და ქალებს და მათ შორის არსებულ ურთიერთობებს. აქედან გამომდინარე, გენდერი არ არის ისეთი რამ, რაც ითვალისწინებს მხოლოდ ქალებს. გენდერი ითვალისწინებს ორივე სქესს - მამაკაცებსაც და ქალებსაც, ბიჭებსაც და გოგონებსაც. გენდერული მიდგომა გულისხმობს ორივე სქესის - მამაკაცების და ქალების, ბიჭებისა და გოგონების - მოთხოვნილებების (განსხვავებული, მაგრამ ერთნაირად მნიშვნელოვანი მოთხოვნილებების) მუდმივად გათვალისწინებას. ამიტომ მნიშვნელოვანია, როდესაც ხდება გენდერული მოდელების და უთანასწორობების ილუსტრირება. მწვრთნელმა უნდა მოიყვანოს მაგალითები როგორც ბიჭების, ასევე გოგონების, როგორც კაცების, ასევე ქალების ცხოვრებიდან. როდესაც მწრთნელი მსმენელებს სთხოვს პრობლემების დასახელებას გენდერთან დაკავშირებით, მან ასევე უნდა მიუთითოს, იფიქრონ ისეთ პრობლემებზე, რომლებიც ეხება ბიჭებს და გოგონებს, მამაკაცებს და ქალებს. ამიტომ, როგორც ეს უკვე აღნიშნული იყო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ ქალები და მამაკაცები, სასურველია თანაბარი რაოდენობით.

კულტურა და რელიგია

კულტურასა და რელიგიას ხშირად იყენებენ, როგორც არგუმენტებს გენდერული ნორმების შეცვლის წინააღმდეგ. ტრენერები ზოგჯერ თავს იკავებენ გენდერისა და ტრადიციის ან რელიგიის შესახებ დისკუსიებისაგან, ვინაიდან ეს ზედმეტად მგრძნობიარე თემადაა მიჩნეული. მიუხედავად ამისა, გამოცდილება გვიჩვენებს, რომ, თუ გენდერული ტრენინგის დროს კულტურისა და ტრადიციის საკითხებს წამოვჭრით, შეიძლება საინტერესო და შედეგიანი დისკუსია გაიმართოს. ასე რომ, ტრენერს ვურჩევთ, განიხილოს ეს საკითხი ჯგუფში.

თეორიულ ნაწილში განხილულია გენდერისა და კულტურის, გენდერისა და რელიგიის საკითხები. ასევე, მოცემულია ის არგუმენტები, რომლებიც გენდერულ როლებში ცვლილების შეტანის სასარგებლოდ მეტყველებენ. ამასთანავე, ტრენერმა უნდა გაითვალისწინოს ამ საკითხების სირთულე და სენსიტიურობა. თუ ტრენინგს სხვა კულტურულ ან რელიგიურ კონტექსტში ატარებთ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, არ შესთავაზოთ მსმენელებს მზა დებულებები იმის შესახებ, თუ „როგორია გენდერული მოდელები იმ საზოგადოებაში, სადაც ტრენინგი ტარდება“. უმჯობესია, ისაუბროთ გენდერულ მოდელებზე სხვა ქვეყნებში, მაგალითად, დასავლეთ ევროპაში ან გლობალურად და შემდეგ ჰკითხოთ მონაწილეებს, ხედავენ თუ არა ისინი მსგავსებებს საკუთარ საზოგადოებასთან. ასევე, კარგია ისეთი სავარჯიშოების გამოყენება, რომლებიც მონაწილეებს საკუთარ ცხოვრებას ახალი მხრიდან დაანახებენ. ყოველთვის შესაძლებელია სტატისტიკის გამოყენება, რათა ვაჩვენოთ გენდერული მოდელები, გაშუალებული და განზოგადებული მონაცემები, ამავე დროს, ტრენერს შეუძლია შესთავაზოს ნებისმიერ მსურველს ჯგუფიდან, წარმოადგინოს განსხვავებული თვალსაზრისი, ან გამონაკლისი შემთხვევები საერთო მოდელიდან. თუ თქვენ მაჰმადიანი ხართ და იმყოფებით ქრისტიანულ გარემოცვაში, ან პირიქით, თავად ნუ გაუძღვებით დისკუსიას რელიგიისა და გენდერის შესახებ, ვინაიდან აქ თქვენი კომპეტენციის ხარისხი შედარებით დაბალი შეიძლება იყოს. ამის ნაცვლად, უმჯობესი იქნება, თუ თავისუფლად წარმოუდგენთ მონაწილეებს მაგალითებს თქვენი კულტურიდან და რელიგიიდან ისე, რომ მათ არ გაუჩნდეთ გრძნობა, თითქოს მათ აკრიტიკებენ. ჰკითხეთ მათ, არსებობს თუ არა მსგავსი მოდელები მათს რელიგიაში. მოწიწებითა და პატივისცემით მოისმინეთ განსხვავებული მოდელებისა და განსხვავებული ხედვის შესახებ მათი საუბარი.

მულტი-კულტურულ ან მულტი-რელიგიურ ჯგუფებთან მუშაობისას, ასევე, სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ტრენერები სხვადასხვა კულტურულ ან რელიგიურ ჯგუფებს წარმოადგენდნენ.

ემოციებთან გამკლავება
ჩვენ, მამაკაცები, ვქმნით პრობლემას?

გენდერის შესახებ საუბარი ყოველთვის ძლიერ ემოციებს აღძრავს მსმენელებში და თუ არ მოხერხდა, რომ ყველამ- ქალმაც და მამაკაცმაც - „გაითავისოს“ ეს საკითხი, იგრძნოს, რომ „მისთვის ეს რაღაცას ნიშნავს“, არსებობს რისკი, ტრენერმა „დაკარგოს“ მონაწილეები. ვინაიდან გენდერული ტრენინგის დროს ხშირად გვიწევს იმის აღნიშვნა, რომ მამაკაცები ხშირად პრივილეგირებულ მდგომარეობაში არიან, მსმენელმა მამაკაცებმა შეიძლება წარმოიდგინონ, რომ მათ ადანაშაულებენ ქალების ჩაგვრაში ან რომ სწორედ ისინი ქმნიან პრობლემას. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ნათლად ჩამოვაყალიბოთ, თუ რამდენად წაადგება ბიჭებსაც და გოგონებსაც, თუ მათი მასწავლებლები იმუშავებენ გენდერული თვალსაზრისისა და პერსპექტივის გათვალისწინებით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მწვრთნელმა მოიყვანოს მაგალითები როგორც ქალებისა და გოგონების, ისე მამაკაცებისა და ბიჭების ცხოვრებიდან. შესაძლოა, ასევე, სასარგებლო იყოს იმის განმარტება, რომ გენდერული უთანასწორობის პრობლემას ქმნიან არა მამაკაცები, არამედ გენდერული ძალაუფლების მქონე სტრუქტურები, რომლებშიც მამაკაცებს და მათ საქმიანობას პრიორიტეტს ანიჭებენ ქალების ხარჯზე.

მე დისკრიმინაციას არ ვახდენ

გენდერული ტრენინგი გულისხმობს, რომ ჩვენ ეჭვქვეშ ვაყენებთ ჩვენს სიღრმისეულ წარმოდგენებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იქცეოდნენ ქალები და მამაკაცები, რა არის ღირსეული ქცევა და ა.შ. და აქედან გამომდინარე, ეს ტრენინგი თავისთავად ემოციური დატვირთვის მქონეა. გზა გენდერული „სიბრმავიდან“ გენდერულ ცნობიერებამდე ხანგრძლივია და სავსეა დაბრკოლებებით. ადამიანთა უმრავლესობას სურს, გულწრფელად იცავდეს ადამიანის უფლებებს და გენდერულ თანასწორობას. მასწავლებლებს, როგორც წესი, არ სიამოვნებთ, თუ მათ „ადანაშაულებენ“ გენდერულ „სიბრმავეში“ ან იმაში, რომ ისინი გენდერულ სტერეოტიპებს გადასცემენ თავიანთ მოსწავლეებს. მასწავლებელთა უმეტესობას მიაჩნია, რომ ისინი ყველას ერთნაირად ექცევიან და ერთნაირი მოლოდინი გააჩნიათ გოგონებისა და ბიჭების მიმართ. მაგალითად, „მე პირადად ერთნაირად ვეპყრობი ჩემს მოსწავლეებს - გოგონა იქნება ეს, თუ ბიჭი“. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, გავუსვათ ხაზი იმას, რომ ჩვენ ყველანი გენდერული სისტემის შიგნით აღვიზარდეთ და, შესაბამისად, ჩვენი „ბრალი“ არ არის, როდესაც ჩვენ ბიჭებს და გოგონებს სხვადასხვანაირად ვეპყრობით. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ამოცანაა - გავაცნობიეროთ ჩვენი საკუთარი გენდერული წარმოდგენები და ვეცადოთ, გადავლახოთ ისინი. ეს არის სწორედ ის გამოწვევა, რომელიც მწვრთნელებმაც და მსმენელებმაც უნდა მიიღონ ტრენინგის დროს.

ტრენერი, ასევე, უნდა დაეხმაროს მსმენელებს, რომ მათ საკუთარი თავისა და ძალაუფლებაზე დამყარებულ იმ ურთიერთობების მიღმა გაიხედონ, რომლებიც მათს კონკრეტულ ოჯახებში თუ სამუშაო ადგილებზე არსებობს. შესაძლოა ტრენინგის რომელიმე მონაწილის ცხოვრება განსხვავდებოდეს იმ გენდერული მოდელებისაგან, რომლებზეც მწვრთნელი საუბრობს, მაგრამ მნიშვნელოვანია, მსმენელებმა დაინახონ, რომ ასეთი მოდელები არსებობს და ზეგავლენას ახდენს მათი მოწაფეების - ბიჭებისა და გოგონების, ცხოვრებაზე. აქედან გამომდინარე, ტრენერი უნდა მოერიდოს ისეთ სიტუაციას, როდესაც ამა თუ იმ მონაწილეს სურს, მოიყვანოს მაგალითები საკუთარი პირადი ცხოვრებიდან, რათა აჩვენოს, თუ როგორ განსხვავდება ის ამ მოდელებისაგან. ამის ნაცვლად, ტრენერმა უნდა შესთავაზოს მონაწილეებს, ისაუბრონ იმ მსგავსებებისა თუ მოდელების შესახებ, რომლებიც სინამდვილეში არსებობს.

მე ვტოვებ ამ ტრენინგს

ყველაზე ფრთხილი ტრენერიც კი, რომელიც ყოველთვის ხაზს უსვამს იმას, რომ გენდერული ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში წაადგება როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს და რომელიც ყოველთვის ორივე სქესის წარმომადგენელთა ცხოვრებიდან აღებული მაგალითებით ახდენს ილუსტრირებას, შესაძლოა მაინც გადააწყდეს ისეთ მსმენელებს, რომლებიც აქტიურ პროტესტს გამოხატავენ ან საერთოდ მიდიან ტრენინგიდან. გენდერული ტრენინგის მიღება ბევრს არ შეუძლია სხვადასხვა მიზეზის გამო - ზოგს არ უნდა შეცვლა, არ არის მზად ამისათვის, სხვას პირადი პრობლემები შეიძლება ჰქონდეს ან პოლიტიკური მიზეზები და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ტრენერი უნდა ეცადოს, „გაიმარჯვოს“ მათზე, ეს ყოველთვის არ არის შესაძლებელი. თუ მსმენელი გადაწყვეტს, დატოვოს ტრენინგი ან არ მიიღოს მონაწილეობა მასში, ტრენერმა არ უნდა დააძალოს მას. მნიშვნელოვანია, რომ არ „დავკარგოთ“ მთელი ჯგუფი და თუ, მაგალითად, ყველა ხანდაზმული ან ყველა მამაკაცი დატოვებს ტრენინგს, მაშინ ამ ტრენინგის ფორმას და შინაარსს უნდა გადავხედოთ, რათა შემდგომში ამგვარი რამ თავიდან ავიცილოთ.

მშობლების პროტესტი

მასწავლებლებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს გენდერულ ტრენინგში და დაიწყეს გენდერული მიდგომის გამოყენება თავიანთ სკოლებში, მოსწავლეთა მშობლების მხრიდან შეიძლება წინააღმდეგობა შეხვდეთ. მათ შეიძლება გამოხატონ თავიანთი წუხილი კონკრეტულ მასწავლებელთან და მართებული იქნება, თუ ტრენერი დაეხმარება მასწავლებლებს ასეთი სიტუაციების მოგვარებაში (იხ. თავი ცვლილებების შესახებ).

ეს ჩვენ არ გვეხება, ჩვენთან ეს ასე არ არის

ფაქტია, რომ მთელ მსოფლიოში გენდერი განაპირობებს საზოგადოების ხასიათს. მიუხედავად ამისა, გენდერული კატეგორიების შინაარსი ანუ წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა არის ქალისათვის შესაფერისი ქცევა, „კაცის საქმე“ ან „ნამდვილი მამაკაცი“, განსხვავდება ქვეყნების, კულტურების, ასაკობრივი ჯგუფებისა და ა.შ. მიხედვით. ეს ნიშნავს, რომ ქალებისა და კაცების როლები და ვალდებულებები სხვადასხვა საზოგადოებაში - სხვადასხვაა. ტრენერის ვალია, მიუთითოს ამ განსხვავებებზე, უთანასწორობის მოდელებზე და წაახალისოს მსმენელები, აღწერონ, თუ როგორ გამოიყურება ესა თუ ის მოდელი მათს გარემოში. არსებობს მკაფიოდ გამოხატული გენდერული მოდელები, ასევე - მათი მრავალი ვარიაცია სხვადასხვა კონტექსტით განპირობებული და, აგრეთვე, გამონაკლისებიც. მნიშვნელოვანია, რომ ტრენერმა სთხოვოს ყველა მსმენელს, თავად გახდეს გამონაკლისი. ასევე, ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ თუმცა გენედერული მოდელები მსგავსია ბევრ კონტექსტში, ტრენერის როლი მდგომარეობს მხოლოდ იმაში, რომ გააცნობიერებინოს მსმენელებს ეს მოდელები, წარუდგინოს მათ ფაქტები და მაგალითები საილუსტრაციოდ, შემდეგ კი თვითონ მონაწილეებს მიანდოს იმის აღწერა, თუ როგორია ეს მოდელები მათს კონტექსტში.

როგორც აღინიშნა, გენდერულ ტრენინგში მონაწილეობა ემოციური პროცესია, რადგან ის ჩაირთავს ზოგიერთი ისეთი რამის მცდარად აღიარებას და გადაფასებას, რაც ჩვენ ჭეშმარიტებად მიგვაჩნია. გარდა ამისა, ჯგუფში ყოველთვის იქნებიან ისეთი მსმენელები, რომლებსაც ჯერ არა აქვთ გაცნობიერებული გენდერის პრობლემა. სავარაუდოა, რომ ისინი სკეპტიკურად იქნებიან განწყობილნი და შესაძლოა, გააპროტესტონ კიდეც ტრენერის ნათქვამი. ამ პროტესტის თავიდან აცილება გარკვეულწილად შესაძლებელია, თუ ვიმუშავებთ გამოცდილებაზე დამყარებული სავარჯიშოებით, რომლის დროსაც მსმენელებს მიეცემათ საშუალება, გააცნობიერონ საკუთარი მოსაზრებები გენდერთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, პროტესტის ელემენტს ყოველთვის ექნება ადგილი. მწვრთნელი გაგებით უნდა შეხვდეს პროტესტს, ვინაიდან პროტესტი დისკუსიის საფუძველს წარმოადგენს, მაგრამ, ამავე დროს, ის უნდა ეცადოს, დაეხმაროს მსმენელებს, რათა მათ სხვა კუთხით შეხედონ საკითხს. არსებობს მინიმუმ სამი ტიპის რეაქცია იმ განცხადებაზე, რომ საზოგადოებაში ძალაუფლებაზე დამყარებული გენდერული ურთიერთობები (gender power relations) მოქმედებს. კარგი იქნება, თუ ტრენერს წინასწარ ექნება წარმოდგენა ამ სამი შესაძლებელი რეაქციის შესახებ:

- ზეადაპტაცია, მაგალითად, „არა, საზოგადოებაში ან ჩემს ცხოვრებაში ძალაზე დამყარებული გენდერული ურთიერთობები არ არსებობს. განსხვავება მამაკაცებსა და ქალებს შორის ბუნებრივია და ეს არ უნდა შეიცვალოს“.

- ადაპტაცია, მაგალითად, ,,დიახ, საზოგადოებაში მოქმედებს ძალაზე დამყარებული გენდერული ურთიერთობები და მე ვთვლი, არასწორია, რომ ქალებს არ გააჩნიათ იგივე შესაძლებლობები, რაც კაცებს. მაგრამ პირადად მე ეს არ მეხება. ჩემს მეგობარს მართლაც ჩაგრავს მისი ქმარი და ჩემი ბიძაშვილი სამსახურში დისკრიმინაციის მსხვერპლია, მაგრამ მე არა მაქვს ასეთი პრობლემები არც სახლში და არც სამსახურში“.

- პროტესტი, მაგალითად, „დიახ, საზოგადოებაში ძალაზე დამყარებული ურთიერთობები არსებობს და მე ამას ჩემს ცხოვრებაშიც ვხედავ. მე ეს არ მომწონს და მე არ შევურიგდები იმას, რომ სხვანაირად მექცევიან მხოლოდ იმიტომ, რომ მე ქალი (მამაკაცი) ვარ. მე უარს ვამბობ გენდერულ სტერეოტიპებში მონაწილეობაზე და აქტიურად ვიმუშავებ, რათა საზოგადოებაში არსებული ნორმები შევცვალო“.

თუ მსმენელები უარყოფენ, რომ მათ გარემოცვაში გენდერული მოდელები და ნორმები მოქმედებს, მწვრთნელს შეუძლია შესთავაზოს მათ „ფაქტების მოპოვება“: საკუთარი მოსწავლეების - ბიჭებისა და გოგონების, ცხოვრების სხვადასხვა ასპექტების განხილვა/ შედარება გენდერული თვალსაზრისით.

მოსწავლეებთან მუშაობა

ეს სახელმძღვანელო, როგორც ზემოთ აღინიშნა, განკუთვნილია მასწავლებელთა გენდერული ტრენინგისთვის და, მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეთა გენდერული ტრენინგი სცილდება ამ წიგნის სფეროს, თეორიული მასალის უმეტესობა და ბევრი სავარჯიშო შეიძლება ასევე გამოვიყენოთ მოსწავლეებთან მუშაობისას, გენდერული ცნობიერების ამაღლების მიზნით. მოსწავლეებთან მუშაობის მიზანი განსხვავდება მასწავლებლებთან მუშაობის მიზნისაგან. მოსწავლეებს არ სჭირდებათ, იცოდნენ ბევრი რამ გენდერული თეორიის შესახებ ან თუნდაც იმის დასწავლა, რას ნიშნავს სიტყვა ,,გენდერი”. მათ არც იმ უნარ-ჩვევების შეძენა სჭირდებათ, რომელთა ათვისებაც აუცილებელია მასწავლებლისა ან მომავალი მწვრთნელისათვის, რათა მათ შეძლონ გენდერული ცნობიერების ამაღლების ტრენინგის ჩატარება. ბიჭებთან და გოგონებთან გენდერული ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობის მიზანია, დავეხმაროთ მათ, რათა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ ის გენდერული ნორმები, რომლებიც ზღუდავს მათს თავისუფლებას; უშლის მათ ხელს, აისრულონ ოცნებები, განვითარდნენ როგორც სრულყოფილი პიროვნებები. ვინაიდან გოგონებისა და ბიჭების სოციალიზაცია განსხვავდება როლებისა და ქცევის თვალსაზრისით, მათ შესაძლოა დასჭირდეთ წახალისება, რათა საკუთარი პიროვნების ახალი მხარეები განავითარონ. მაგალითად, ბიჭებს შესაძლოა სჭირდებოდეთ ვარჯიში ისეთი პრობლემების დასაძლევად, როგორიცაა კონფლიქტების ძალადობის გარეშე მოგვარება ან საკუთარი ემოციების გამოხატვა, გოგონებს - საკუთარი აზრის დაცვა და ინდივიდუალურად მუშაობის ჩვევა. მწვრთნელები შემოქმედებითად უნდა მიუდგნენ საკითხს და თავად გადაწყვიტონ, რომელი სავარჯიშოს გამოყენება ურჩიონ მასწავლებლებს მოსწავლეებთან. NRC-ის ტრენერებმა საკუთარი სამოდელო გაკვეთილები შექმნეს, რომლებშიც შედის სტერეოტიპებისა და ნორმების შესახებ საუბარი, ხატვა და ნახატების განხილვა.

ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რჩევა, თუ როგორ გამოვიყენოთ სავარჯიშოები. ერთის მხრივ, ეს არის სავარჯიშოები, რომლებიც ეხმარება მოსწავლეებს, განიხილონ გენდერული ნორმები და როლები და ეჭვი შეიტანონ მათს სამართლიანობაში, ხოლო მეორეს მხრივ - სავარჯიშოები, რომლებიც მიმართულია პიროვნების ახალი მხარეების განვითარებაზე უმცროსი ასაკის ბავშვებში.

მოსწავლეებთან შეიძლება გამოვიყენოთ სხვა მეთოდებიც:

- გენდერული ნორმები: გაზეთებიდან თუ ჟურნალებიდან სარეკლამო განცხადებების შეგროვება; ქალებთან და მამაკაცებთან, გოგონებთან და ბიჭებთან დაკავშირებული იმ ნორმების ანალიზი, რომლებსაც ეს განცხადებები შეიცავს. მაგალითად, რას აკეთებენ ეს ადამიანები - ქალები და კაცები, ამ განცხადებებიდან გამომდინარე, აქტიურები არიან ისინი თუ პასიურები, როგორ გამოიყურებიან, ხედავთ თუ არა რეკლამებში ძალაზე დამყარებულ გენდერულ ურთიერთობებს?

- როლები და პასუხისმგებლობები: ფილმების ან სერიალების ერთად ყურება; ქალებისა და მამაკაცების როლებისა და, შესაბამისად, პასუხისმგებლობების განხილვა;

- გენდერული ნორმები: უფრო მცირე ასაკის მოსწავლეებთან მუშაობისას, მასწავლებელს შეუძლია სთხოვოს მოსწავლეებს, დახატონ ადამიანი (სქესის დაკონკრეტების გარეშე). სავარაუდოდ, გოგონები გოგონას (ქალს) დახატავენ, ხოლო ბიჭები - ბიჭს (კაცს). შემდეგ სთხოვეთ მათ, დახატონ ჭკვიანი ადამიანი (კვლავ სქესის დაკონკრეტების გარეშე). გამოცდილება გვიჩვენებს, რომ უმრავლესობა ბრძენ მამაკაცს ხატავს. აჩვენეთ შედეგები მოსწავლეებს და განიხილეთ მათთან ერთად.

- ღირებულებებთან დაკავშირებული სხვადასხვა სავარჯიშოები შესაძლებელია ადაპტირებულ იქნეს მოსწავლეებისათვის (იხ. ქვემოთ ,,სავარჯიშოები სპეციალურად ბავშვებისათვის”)

შინაარსის დაგეგმვა

როგორც აღინიშნა, ტრენინგის შედეგად მსმენელებმა უნდა შესძლონ, დაინახონ არსებული გენდერული განსხვავებები და უთანასწორობები, გაიგონ, რატომ არსებობს ყოველივე ეს და პრაქტიკულად გამოიყენონ ეს ახალი ცოდნა.

დანახვა - გააზრება, გაგება - გამოყენება

ტრენინგის აგების ლოგიკა ეფუძნება იმას, რომ დავეხმაროთ მსმენელებს, ჯერ დაინახონ გენდერული განსხვავებები, შემდეგ შესძლონ მათი გაგება და, საბოლოოდ, პრაქტიკულად გამოიყენონ გენდერული პერსპექტივა მუშაობაში. აქედან გამომდინარე, ტრენინგი იწყება გენდერის შესახებ ცნობიერების ამაღლებით, გრძელდება სხვადასხვა ამხსნელი მოდელების განხილვით და მთავრდება მონაწილეთა მუშაობით საკუთარ სამუშაო გეგმაზე.

ტრენინგის პროგრამა

ქვემოთ მოცემულია პროგრამა, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ მასწავლებელთა ტრენინგის დროს. ვინაიდან მოცემული ტრენინგი ემყარება პროცესზე ორიენტირებულ მიდგომას, შესაძლოა მწვრთნელმა შეცვალოს მისი სტრუქტურა მსმენელთა მოთხოვნილებებისა და ენერგიის შესაბამისად. ამიტომ, მართებულია, რომ დასაწყისში მსმენელებს ტრენინგის მხოლოდ თემატური შინაარსი გავაცნოთ. დეტალური პროგრამის დარიგების შემთხვევაში, მათ შესაძლოა იმედი გაუცრუვდეთ, თუ შემდგომ მწვრთნელი გადაწყვეტს მოცემული თანმიმდევრობის შეცვლას.

შემოთავაზებული პროგრამა შედგენილია მხოლოდ და მხოლოდ როგორც გენდერული ტრენინგის პროგრამა და მასში არ არის კომპონენტი ტრეფიკინგის შესახებ. ტრეფიკინგი, გენდერთან დაკავშირებული ძალადობა და გენდერის საფუძველზე წარმოშობილი სხვა პრობლემები შესაძლოა ჩართულ იქნეს ტრენინგში მონაწილეთა თხოვნით. ტრეფიკინგი ნამდვილად წარმოადგენს გენდერული უთანასწორობის და სიღარიბის შედეგს და გენდერული ტრენინგიც არის ტრეფიკინგის წინააღმდეგ მუშაობის ერთ-ერთი გზა. მიუხედავად ამისა, ბევრ ადამიანს მიაჩნია, რომ ტრეფიკინგი არ არის მისი უპირველესი პრობლემა და ამიტომ გენდერული ტრენინგის ადრეულ ეტაპზე ამ საკითხის ჩართვამ შესაძლოა დააკარგვინოს მსმენელებს იმის განცდა, რომ ისინი თავად შეიძლება იყვნენ გენდერული ცვლილების ობიექტები. მწვრთნელს შეუძლია თანმიმდევრულად წარმართოს გენდერული ტრენინგის მსვლელობა თითო ნაბიჯის გადადგმის გზით. ტრეფიკინგი შეიძლება იყოს ცალკე თემა ან გენდერული ტრენინგის კურსის ყველაზე ბოლო ნაწილი.

როგორც აღინიშნა, ტრენინგის ქვემოთ მოცემული განრიგი ემყარება პროცესზე ორიენტირებულ მიდგომას. ტრენინგი ორ სესიად იყოფა: პირველი გრძელდება ორდღენახევარი, ხოლო მეორე - ორი დღე. სასურველია, ტრენინგის მეორე სესია გაიმართოს პირველი სესიიდან რამდენიმე კვირაში.

გენდერული ტრენინგის პირველი სესია

ხანგრძლივობა

შინაარსი

მასალა

წარდგენა და ერთმანეთის გაცნობა
მიზანი: ერთმანეთის - მწვრთენელბისა და მსმენელების გაცნობა ტრენინგის მიზნისა და მონახაზის წარდგენა, სასწავლო პროცესში საკუთარი როლის გარკვევა

0:25

მწვრთნელების რეპრეზენტაცია

0:15

მიზანი და მონახაზი.

მწვრთნელი განმარტავს ტრენინგის მიზანს, პრინციპებს და ტრენინგის თემატურ შინაარსს

მოზრდილთა სწავლა/სწავლების ციკლი

1:00

მსმენელთა პრეზენტაცია და მათი მოლოდინები

ფლიპჩარტი და მარკერები

0:05

უკუკავშირი მსმენელების მოლოდინებზე მწვრთნელი ახსნის, თუ რა იქნება განხილული ტრენინგის დროს და რა - არა

შესვენება

დავინახოთ - გენდერული ცნობიერების ამაღლება

სასწავლო ამოცანები: სქესსა და გენდერს შორის განსხვავება, საკუთარი გენდერული მოლოდინებისა და ცხოვრებაზე შეხდულების გაცნობიერება; იმის დანახვა, თუ როგორ განსაზღვრავს გენდერი საზოგადოების სტრუქტურას

0:40

სავარიშო: მამაკაცური და ქალური თვისებები

ფლიპჩარტი და მარკერები

0:15

მინი-ლექცია: სქესი და გენდერი

შესავალი: განსხვავება გენდერსა და სქესს შორის

„სქესი და გენდერი“

0:10

სავარიშო: გენდერული თამაში

სქესსა და გენდერს შორის განსხვავების შემდგომი განმარტება

დასარიგებელი მასალა: დებულებები მამაკაცებისა და ქალების შესახებ

0:20

მინი-ლექცია: „ცხოვრებაში გასეირნება“ ბიჭებისა და გოგონების, მამაკაცებისა და ქალების ცხოვრებაში გენდერული მოდელების მაგალითები

სადილი

0:30

სავარიშო: ნინო და გიორგი;

გენდერული წარმოდგენების გაცნობიერება

ფლიპჩარტი და მარკერი

„გავიზიაროთ, გავიგოთ“ - გენდერული განსხვავებისა და უთანასწორობების გააზრება, გაგება, გაცნობიერება

სასწავლო ამოცანები: სამი მოდელის გაცნობა, რომელთა დახმარებით სრულად აიხსნება გენდერული განსხვავებები და უთანასწორებები. იდენტურობის განვითარება, როგორც ერთ-ერთი ამხსნელი მოდელი

0:15

მინი-ლექცია: ამხსნელი მოდელები - იდენტურობის განვითარება თავდაპირველად გააკეთეთ შესავალი სამი ამხსნელი მოდელის შესახებ და აღნიშნეთ, რომ სრული სურათისათვის სამივე მათგანია საჭირო. ამის შემდეგ შეჩერდით პიროვნების იდენტურობის განვითარებაზე.

ამხსნელი მოდელები

1:00

სავარიშო: სოციალიზაცია

ბიჭებისა და გოგონების შექებისა და დასჯის სტერეოტიპული გზების განხილვა და ამ სიტუაციიდან გამოსავალი

0:20

სავარიშო: მონიტორინგი და ანგარიში

ჯგუფებში განიხილეთ ტრენინგის მთავარი ასპექტები და მოახსენეთ შედეგები მწვრთნელებს

დასარიგებელი მასალა: „მონიტორინგისა და ანგარიშის“ ფურცლები

0:20

შეხვედრა გუფების მომხსენებლებთან

მონიტორინგის თითოეული ჯგუფი ირჩევს მომხსენებელს, რომელიც ხვდება მწვრთნელებს ტრენინგის შემდეგ, რათა მოახსენოს მათ შედეგები და მისცეს უკუკავშირი.

დღის დასასრული

II დღე

შინაარსი

მასალა

გავიაზროთ, გავიგოთ - გენდერული განსხვავებებისა და უთანასწორობების
გააზრება, გაგება, გაცნობიერება (გაგრძელება)

სასწავლო ამოცანები: ამხსნელი მოდელების შესწავლა, რომელთა დახმარებით
სრულად აიხსნება გენდერული განსხვავებები და უთანასწორობები.

0:10

ტრენერთა მოკლე მოხსენება მონიტორინგისა და ანგარიშგების შედეგების შესახებ; ტრენერი მოახსენებს მსმენელებს მონიტორინგისა და ანგარიშგების შედეგების შესახებ

0:10

სავარიშო: ჩანიშვნა და შენიშვნები

მსმენელები უზიარებენ კოლეგებს თავიანთ მოსაზრებებს

0:15

მინი-ლექცია: ამხსნელი მოდელები - ბიოლოგია

დასარიგებელი მასალა: ამხსნელი მოდელები - განსხვავებები ქალებსა და მამაკაცებს შორის

0:05

ენერაიზერი

დავინახოთ - გენდერული მოდელებისა და უთანასწორობების დანახვა
კონტექსტში

სასწავლო ამოცანები: გენდერული მოდელებისა და უთანასწორობების დანახვა
საკუთარ გარემოში. რეპროდუქციულ და პროდუქციულ შრომას შორის განსხვავება;
როგორ ფასდება შრომის ეს ორი სახეობა საზოგადოებაში

0:30

სავარიშო: 24 საათი

ჩვეულებრივ ოჯახში მეუღლეებს შორის სამუშაოს განაწილება

ფლიპჩარტები, რომლებზეც დახატულია საათი

შესვენება

0:45

უკუკავშირი სავარიშოსა და დისკუსიის შედეგებზე

0:05

ენერაიზერი

0:15

მინი-ლექცია: როლები და პასუხისმგებლობები

„გავიაზროთ, გავიგოთ“ - გენდერული განსხვავებისა და უთანასწორობის გააზრება, გაგება, გაცნობიერება (გაგრძელება)

სასწავლო ამოცანები:მოდელების შესწავლა, რომელთა დახმარებით სრულად აიხსნება გენდერული განსხვავებები და უთანასწორებები. ძალაუფლება, როგორც ამხსნელი მოდელი, რომელიც ასრულებს სურათს, თუ რატომ არსებობს განსხვავებები და უთანასწორებები

0:15

მინი-ლექცია: ამხსნელი მოდელები - ძალაუფლება

ამხსნელი მოდელები - ძალაუფლებაზე დამყარებული საზოგადოება

სადილი

0:40

სავარიშო: „პრივილეგირებული სიარული“

დისკუსია

შესვენება

„დავინახოთ, - გენდერული მოდელებისა და უთანასწორებების დანახვა სკოლის კონტექსტში

სასწავლო ამოცანები: გენდერული მოდელები და უთანასწორებები სკოლის კონტექსტში. დავინახოთ, თუ როგორ ურტიერთქმედებენ ამხსნელი მოდელები და როგორ იქმნება განსხვავებები მოსწავლე გოგონებს და ბიჭებს.

0:15

მინი-ლექცია:

გენდერული მოდელები სკოლაში

0:50

გუფური მუშაობა პრობლემებზე და მათ გადაწყვეტაზე (შესვენების ჩათვლით)

0;30

შედეგების პრეზენტაცია როლების გათამაშებით

0:20

სავარიშო: მონიტორინგი და ანგარიში

ჯგუფებში განიხილეთ ტრენინგის მთავარი ასპექტები და მოახსენეთ შედეგები მწვრთნელებს

დასარიგებელი მასალა; „მონიტორინგისა და ანგარიშის“ ფურცლები

0:20

შეხვედრა ჯგუფების მომხსენებლებთან მონიტორინგის თითოეული ჯგუფი ირჩევს მომხსენებელს, რომელიც ხვდება მწვრთნელებს ტრენინგის შემდეგ, რათა მოახსენოს მათ შედეგები და მისცეს უკუკავშირი

დღის დასასრული

III დღე

შინაარსი

მასალა

მომზადება საშინაო დავაებისათვის

სასწავლო ამოცანები: შევიმუშაოთ ჩვენს გარემოში გენდერული შაბლონების გამოსავლენი მოდელი; ავირჩიოთ ინტერესის სფერო.

0:10

ტრენერთა მოკლე მოხსენება მონიტორინგისა და ანგარიშგების შედეგების შესახებ;
ტრენერი მოახსენებს მსმენელებს მონიტორინგისა და ანგარიშგების შედეგებს

0:20

საშინაო დავალების შეთავაზება

ტრენერი სთავაზობს მსმენელებს, განიხილონ, თუ რა სახის საქმიანობა ხორციელდება და რა რესურსები გამოიყენება

0:35

სავარიშო: საშინაო დავალების დაგეგმვა

ინდივიდუალური ან ჯგუფური მუშაობა

შესვენება

0:35

საშინაო დავალების გეგმის წარდგენა

დასრულება:

ამოცანები; ტრენინგის შინაარსის გამეორება და გააზრება, ტრენერთათვის უკუკავშირის მიწოდება

0:10

შეამება

ტრენერები მოკლედ მიმოიხილავენ, თუ რა იყო განხილული ამ დღეების მანძილზე (ტრენინგის შინაარსი). ისინი ასევე მიმოიხილავენ მსმენელთა მოლოდინებს და გაარკვევენ, კიდევ დარჩა თუ არა რაიმე საკითხი განხილვის გარეშე

მსმენელთა მოლოდინების სია

0:10

სავარიშო: კონტრაქტის დადება

0:20

კურსის შეფასება

დასარიგებელი მასალა: შეფასების ფორმა

დღის დასასრული

გენდერული ტრენინგის მეორე სესია

მნიშვნელოვანია, რომ ტრენინგის მეორე სესიას მოქნილი სტრუქტურა ჰქონდეს, რათა მონაწილეებმა შეძლონ იმ საკითხების წამოჭრა, რომელთა შესახებაც მათ იფიქრეს პირველი სესიის შემდეგ და იმ პრობლემებზე საუბარი, რომლებსაც ისინი წააწყდნენ ამ პერიოდის განმავლობაში

I დღე

ხანგრძლივობა

შინაარსი

მასალა

შესავალი და სამუშაოს განახლება

ამოცანები: კიდევ ერთხელ დაახლოება სმენელებთან და ნდობის ატმოსფეროს შექმნა

01:10

მსმენელთა და მწვრთნელთა პრეზენტაცია

სთხოვეთ მსმენელებს, დაასახელონ ერთი, გენდერთან დაკავშირებული, პრობლემა, რომელიც მათ შენიშნეს პირველი ტრენინგის შემდეგ

00:10

მიზანი და პროგრამა

მწვრთნელი განმარტავს ტრენინგის მიზანს და თემატურ შინაარსს

ფლიპჩარტზე მოცემულია კურსის მონახაზი

00:05

ენერჯაიზერი

00:15

მინი-ლექცია: თეორია გამეორება - განსხვავება სქესსა და გენდერს შორის, ამხსნელი მოდელები და სხვა თეორიული საკითხები

00:15

შესვენება

დავინახოთ - გენდერული მოდელებისა და უთანასწორობების დანახვაn ჩვენს კონტექსტში

სასწავლო ამოცანები: იმ გენდერული მოდელებისა და შაბლონების გაცნობა, რომლებიც მონაწილეებმა დაინახეს თავიანთ გარემოში; იმ ზუსტი მეთოდების შესწავლა, რომელთა საშუალებითაც ხდება გენდერული მოდელებისა და უთანასწორობების იდენტიფიცირება; მოპოვებული ინფორმაციის დაკავშირება თეორიასთან

01:25

საშინაო დავალების შედეგების პრეზენტაცია

მსმენელები მცირე ჯგფებში აცნობენ ერთმანეთს საშინაო დავალების შედეგებს, ცდილობენ დაუკავშირონ ისინი თეორიას და განიხილავენ მსგავსებებსა და განსხვავებებს მათ მიერ შეგროვებულ მასალაში -რატომ არსებობს მსგავსება ან განსხვავება?

სადილი

01:00

პრეზენტაციებისა და დისკუსიის გაგრძელება

00:20

თეორიასთან დაკავშირება ტრენერი აჯამებს დისკუსიას და უკავშირებს მას თეორიას

00:15

შესვენება

გენდერი, კულტურა და რელიგია

სასწავლო ამოცანები: ქრისტიანობისა და ისლამის ინტერპრეტატორთა შორის არსებობს განსხვავებული მოსაზრებები გენდერულ თანასწორობასთან და ქალთა უფლებებთან დაკავშირებით; კულტურა ადამიანის მიერაა შექმნილი და შეიძლება მის მიერვე შეიცვალოს საზოგადოებაში არსებული ცვალებადი რეალობისა და ქალების (მამაკაცების) სურვილების მიხედვით

00:20

მინი-ლექცია:გენდერი, კულტურა და რელიგია

00:30

სავარჯიშო: „ოთხი კუთხე“ (თემა: კულტურა)

დისკუსია

ქაღალდები ციფრებით,
კუთხეების მოსანიშნად

00:20

სავარიშო: მონიტორინგი და ანგარიში

ჯგუფებში განიხილეთ ტრენინგის მთავარი ასპექტები და მოახსენეთ შედეგები მწვრთნელებს

დასარიგებელი მასალა: „მონიტორინგისა და ანგარიშის“ ფურცლები

0:20

შეხვედრა გუფების მომხსენებლებთან:

მონიტორინგის თითოეული ჯგუფი ირჩევს მომხსენებელს, რომელიც ხვდება მწვრთნელებს ტრენინგის შემდეგ, რათა მოახსენოს მათ შედეგები და მისცეს უკუკავშირი

დღის დასასრული

II დღე

შინაარსი

მასალა

დაბრკოლებები და დადებითი მომენტები სწავლასა და განვითარებაში

სასწავლო ამოცანები: გენდერთან დაკავშირებული იმ კონკრეტული დაბრკოლებებისა და დადებითი მომენტების გაცნობა, რომლებიც ზღუდავს ან ხელს უწყობს გოგონებისა და ბიჭების სწავლასა და განვითარებას; პოტენციალის განვითარებისა და გაძლიერების პერპსექტივით მუშაობის სწავლა

ტრენერთა მოკლე მოხსენება მონიტორინგისა და ანგარიშგების შედეგების შესახებ; ტრენერი მოახსენებს მსმენელებს მონიტორინგისა და ანგარიშგების შედეგების შესახებ.

დაბრკოლებები და დადებითი მომენტები სწავლასა და განვითარებაში

ტრენერს მიჰყავს დისკუსია, რომელშიც მონაწილეობს მთელი ჯგუფი და რომელიც ეხება იმ კონკრეტულ დაბრკოლებებსა და დადებით მომენტებს, რომლებსაც ხვდებიან გოგონები და ბიჭები საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში

ფლიპჩარტი, რომელზეც გამოსახულია სხვადასხვა სფეროები, მაგ, საზოგადოება, ოჯახი, სკოლა და ბავშვების წრე

მინილექცია:

პოტენციალის განვითარება და გაძლიერება

გუფური მუშაობა პრობლემებზე და მათ გადაწყვეტაზე

სავარჯიშო “ცოდნაზე მონადირენი”, გენდერთან დაკავშირებულ კონკრეტულ პრობლემებზე, რომლებიც არსებობს სხვადასხვა სფეროებში; რისი გაკეთება შეუძლიათ მასწავლებლებს ამ პრობლემებთან დაკავშირებით

შესვენება

პრობლემათა გადაწყვეტის გზების პრეზენტაცია ზემოაღნიშნული სავარჯიშოს საფუძველზე (გამოფენა)

ფლიჩპარტი პრობლემათა და მათი გადაწყვეტის გზების ჩამოსათვლელად

გენდერზე მუშაობა სკოლაში

სასწავლო ამოცანები: ვისწავლოთ, თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ გენდერული პერსპექტივით გაკვეთილზე

მინი-ლექცია:

სწავლის სტილი და გენდერული განსხვავებები

გუფური მუშაობა: სამოდელო გაკვეთილის დაგეგმვა მონაწილეები მცირე ჯგუფებად იყოფიან.

დასარიგებელი მასალა: ნუსხა სამოდელო გაკვეთილის დასაგეგმად

სადილი

სამოდელო გაკვეთილის პრეზენტაცია

თითოეული ჯგუფის მიერ

ხედვა და სამოქმედო გეგმა

ამოცანები: მსმენელების ჩართვა საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებების პროცესში; მსმენელების მიერ იმ მოვლენების დაზუსტება, რისი შეცვლაც მათ სურთ საკუთარ გარემოში; მუშაობის დაწყება

შეამება:

ტრენერი მოკლედ მიმოიხილავს ტრენინგის შინაარსს, რათა დაეხმაროს მსმენელებს, გაიხსენონ, რას აკეთებდნენ დღის განმავლობაში და მოემზადონ შემდეგი სავარჯიშოსათვის

ინდივიდუალური სამუშაო: ჩემი ხედვა. მსმენელები ხატავენ, თუ როგორ ხედავენ ისინი საკუთარ საზოგადოებას/ სკოლას/სამუშაო ადგილს

ფანქრები ან აკვარელის საღებავი, სახატავი ქაღალდები

შესვენება

ინდივიდუალური სამუშაო: სამოქმედო გეგმის შემუშავება მსმენელები ადგენენ გეგმას, თუ როგორ გამოიყენებენ ახალ ცოდნას სამუშაო ადგილებზე, მოკლევადიანი და გრძელვადიანი პერპექტივის თვალსაზრისით

კურსის შეფასება

დასარიგებელი მასალა: შეფასების ფორმა

სერტიფიკატის დარიგება

სერტიფიკატები

სესიის დასასრული

3 გენდერი (თეორიული ნაწილი)

▲ზევით დაბრუნება


თეორიული ნაწილის სტრუქტურა შეესაბამება ზემოთ შემოთავაზებულ პროგრამას. აქ მოცემულია მასალა მინი-ლექციებისათვის. ტრენერებს არ მოეთხოვებათ, თავიანთ მინი-ლექციებში მოიცვან ყველაფერი, რაც აღწერილია ამ ნაწილში. ეს თავი წარმოადგენს უფრო მოსამზადებელ საკითხავ მასალას ტრენერთათვის, რათა მათ შეძლონ, პასუხი გასცენ ნებისმიერ გაჩენილ კითხვას. აქედან გამომდინარე, ტრენერებმა უნდა შეარჩიონ ის ელემენტები თითოეული ნაწილიდან, რომლებსაც ისინი ჩათვლიან საჭიროდ კონკრეტული შემთხვევისათვის.

გენდერი და სქესი

სიტყვათა მნიშვნელობა

სქესი გულისხმობს ბიოლოგიას, ადამიანის გენეტიკურ და ფიზიოლოგიურ თვისებებს, რომლებიც გვიჩვენებენ, მამრია იგი, თუ მდედრი. ქალის ან მამაკაცის ბიოლოგიური სქესი სტატიკურია ანუ იგი არ იცვლება, არის უნივერსალური და აშკარად დაკავშირებულია რეპროდუქციულ ფუნქციებთან. მნიშვნელოვანი სქესობრივი განსხვავება არის ის, რომ ქალს შეუძლია ბავშვის გაჩენა, ხოლო კაცს - არა. კიდევ ერთი სქესობრივი განსხვავება ისაა, რომ კაცს მუსკულატურა ძირითადად უფრო მძლავრი აქვს, ვიდრე ქალს.

გენდერი არის სქესის სოციალური და კულტურული ინტერპრეტაცია ანუ ის, რასაც საზოგადოება აღიქვამს როგორც ქალურ და მამაკაცურ თვისებებს. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვიბადებით კონკრეტული სქესით, მაგრამ ვსწავლობთ გენდერს, ე.ი. იმას, თუ რას ნიშნავს იყო კაცი ან ქალი. გენდერული განსხვავების მაგალითია ის, რომ ქალებისაგან ზოგადად მოელიან ძირითად პასუხისმგებლობას სახლის საქმეებზე, ხოლო მამაკაცებისგან - არა.

სქესსა და გენდერს შორის განსხვავებების კარგი ილუსტრაციაა ის, თუ როგორ მოიაზრება ქალურობა და მამაკაცურობა. ქალური და მამაკაცური თვისებები და მახასიათებლები რომ სქესით გამოიხატებოდეს, მაშინ ყველაზე ქალური, რასაც ჩვენ წარმოვიდგენდით, იქნებოდა ქალი, რომლის ბიოლოგიაც თვალსაჩინო იქნებოდა ანუ შიშველი ქალი; ხოლო ყველაზე მამაკაცური, რისი წარმოდგენაც შეგვეძლებოდა, იქნებოდა შიშველი მამაკაცი. მაგრამ სინამდვილეში, ყველაზე ქალური, რაც ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, არის ისეთი ქალი, რომელიც მოქმედებს იმ დამახასიათებელი ნიშნების და თვისებების შესაბამისად, რომლებიც მონაწილეებმა, „ქალური და მამაკაცური თვისებების“ სავარჯიშოს შესრულების დროს, მიიჩნიეს ქალურად; ხოლო ყველაზე მამაკაცური არის ისეთი კაცი, რომელიც მოქმედებს იმ თვისებებისან და მახასიათებლების შესაბამისად, რომლებიც მათ მიერ მიჩნეულ იქნა „მამაკაცურად“. მაგალითად, ჩვენ წარმოვიდგენთ, რომ ისეთი ქალი, რომელსაც აცვია კაბა, ყურადღებას აქცევს საკუთარ გარეგნობას, ლაპარაკობს ნაზი ხმით, ხშირად იღიმება და ბევრს ლაპარაკობს საკუთარ შვილებზე - ძალიან ქალური ქალია. ან ჩვენ წარმოვიდგენთ, რომ ისეთი მამაკაცი, რომელიც გამართული დადის, სერიოზული გამომეტყველება აქვს, ბევრს ლაპარაკობს პოლიტიკაზე, იცის, როგორ შეაკეთოს მანქანა და ა.შ. - ძალიან მამაკაცური კაცია. გენდერი გულისხმობს მამაკაცურობისა და ქალურობის ჩვენეულ აღქმას . სქესი გულისხმობს ბიოლოგიას - ქალი ქალია, მაშინაც კი, როდესაც იგი მუშაობს მანქანების შემკეთებლად, აცვია შარვალი და მთელი დღე პოლიტიკაზე ლაპარაკობს. მისი სქესი იგივე რჩება და მას კვლავაც შეუძლია გააჩინოს ბავშვები, მკერდით გამოკვებოს ისინი და ა.შ. თუ მამაკაცი იქცევა იმის შესაბამისად, რასაც ჩვენ ქალურ მახასიათებლებად ვთვლით, მას შესაძლოა უწოდონ ნაზი კაცი ან „არანამდვილი“ კაცი. მაგალითად, მამაკაცი, რომელიც ყურადღებას აქცევს საკუთარ გარეგნობას, მეტ დროს ატარებს საკუთარ შვილებთან, ვიდრე მისი ცოლი და ნაზი ხმით ლაპარაკობს (იხ. გენდერული ნორმები). სხვა სიტყვებით, მას საწყენ სახელებს უწოდებენ, ვინაიდან იგი არ იცავს გენდერულ ნორმებს, მაგრამ მას მაინც ექნება მამაკაცის სქესი.

გენდერი მოიცავს არა მარტო იმ დამახასიათებელ ნიშნებს და თვისებებს, რომლებსაც ჩვენ მამაკაცურად ან ქალურად ვთვლით, არამედ იმასაც, რის გაკეთებასაც მოელიან კაცებისა და ქალებისაგან: რა როლებისა და ამოცანების შესრულება ეკისრებათ მათ, როგორი ქცევაა მოსალოდნელი; ასევე, მათგან მოელიან გარკვეულ სფეროებში მუშაობას, გარკვეულ თემებზე ფიქრს, გარკვეული ღირებულებების ქონას და ა.შ. ქალებისგან ძირითადად მოსალოდნელია, რომ მათთვის ღირებული იყოს ურთიერთობები, ხოლო კაცების შემთხვევაში - მათი მიღწევები. ითვლება, რომ ქალები უფრო მეტს ფიქრობენ სხვა ადამიანებზე, ვიდრე კაცები და რომ კაცებისათვის უფრო მნიშვნელოვანია მათი ერის (ქვეყნის) კეთილდღეობა და ა.შ.

მასალები ვიდეოპროექტორისთვის

სქესი

  • ადამიანის გენეტიკური, ფსიქოლოგიური და ბიოლოგიური დახასიათება

  • სტატიკურია

გენდერი

  • ქალებისა და მამაკაცების სოციალურად განსაზღვრული როლები და პასუხისმგებლობები ჩვენი წარმოდგენა იმის თაობაზე, თუ რას ვფიქრობთ და როგორ ვიქცევით როგორც

  • ქალები და მამაკაცები, სოციალური და არა ბიოლოგიური განსხავებების გამო იცვლება და განსხვავდება კულტურის, რელიგიის, კლასის, ეთნიკურობის და სხვ.

  • შესაბამისად

  • დინამიურია

გენდერული ნორმები

გენდერის კატეგორიები ნორმატიულია, რაც იმას გულისხმობს, რომ წინასწარაა განსაზღვრული, თუ რა უნდა აკეთონ მამაკაცებმა და ქალებმა და როგორ უნდა მოიქცნენ ისინი. ამგვარად, გენდერი გულისხმობს ნორმებს - რა არის „კარგი ქალი“ ან „ნამდვილი მამაკაცი“:

- რა როლებისა და პასუხისმგებლობების შესრულებას მოელიან მამაკაცებისა და ქალებისაგან; მაგალითად, „კარგი ქალი“ უვლის შვილებს და თავისი დროის უმეტესობას ოჯახში ატარებს; „კარგ კაცს“ მოაქვს ოჯახში საკვები და თავისი დროის უმეტესობას მეგობრებთან ერთად ატარებს.

- რა არის მისაღები ქცევა, საქმიანობა, თავისუფლებები და შ ეზღუდვები მამაკაცებისა და ქალებისათვის; მაგალითად, ბარში დროის გატარება დასაშვებია მამაკაცისათვის, მაგრამ არა ქალისათვის; კერვა აღიქმება „ქალურ საქმედ“, ხოლო მამაკაცს ღილის დაკერებაც კი არ უნდა შეეძლოს.

ქალებისა და მამაკაცების ქცევა, როლები, პასუხისმგებლობები და ნორმები წარმოადგენს სოციალურ კონსტრუქტებს, რომლებიც განპირობებულია საზოგადოებრივი, კულტურული და რელიგიური მოსაზრებებითა და ღირებულებებით და ემყარება პოლიტიკურ, ეკონომიკურ, რელიგიურ და სოციალურ სტრუქტურებს. სქესისგან განსხვავებით, გენდერი დინამიურია, რაც იმას ნიშნავს, რომ კულტურის, ქვეყნის სოციო-ეკონომიკური სტატუსის, ეთნიკურობის, ასაკობრივი ჟგუფის, რელიგიისა და ა.შ. შესაბამისად იცვლება. მაგალითად, სამშენებლო სამუშაოები ძირითადად „მამაკაცის საქმეა“ მექსიკაში, ვიეტნამში კი გზების მშენებლობაზე უმეტესად ქალები მუშაობენ. ევროპაში ქსოვა „ქალის საქმედ“ ითვლება, ხოლო ინდოეთში მრავალი მამაკაცი მისდევს ამ საქმიანობას. ის თავისუფლება, რომელიც ეძლევათ ქალებს, სამუშაოსა და ურთიერთობების თვალსაზრისით, მნიშვნელოვნად განსხვავებულია ქვეყნების, კულტურებისა და კლასების მიხედვით. ვინაიდან გენდერს ადამიანები ქმნიან, იგი შეიძლება მათ მიერვე შეიცვალოს, რისი დასტურიცაა ის, თუ როგორ შეიცვალა გენდერული ნორმები დროთა განმავლობაში. მაგალითად, დღესდღეობით ქალებს ხშირად მეტი უფლებები და თავისუფლება აქვთ, ვიდრე ჩვენს ბებიებს ჰქონდათ; კაცებს დღეს არ აწევთ იგივე ტვირთი, საკუთარი ოჯახების ფინანსურად უზრუნველყოფის თვალსაზრისით, როგორც ეს ჩვენი ბაბუების დროს იყო. საზოგადოებრივი აღქმა იმისა, თუ რა ითვლება მისაღებ ქცევად ქალებისა და მამაკაცებისათვის, იმ დროსთან შედარებით შეცვლილია.

ვინაიდან გენდერული კატეგორიები ნორმატიულია, ანუ ისინი წინასწარ განსაზღვრავენ მამაკაცებისა და ქალების ქცევას, ამ ნორმების დარღვევა გარკვეულ საფასურს მოითხოვს. იმ ქვეყნებში, თემებსა თუ ოჯახებში, სადაც ნორმები ძალიან მტკიცეა, ნორმის წინააღმდეგ წასვლას შესაძლოა მოჰყვეს სასჟელი ან ძალადობა. მაგალითად, გოგონების მიერ იმ ნორმის დარღვევას, რომ მათ არ შეიძლება ჰქონდეთ ინტიმური ურთიერთობა ქორწინებამდე, შესაძლოა მოჰყვეს მათი დასჯა, ან მათი გათხოვება ოჯახის გადაწყვეტილების საფუძველზე. სხვა შემთხვევებში, როდესაც ნორმა „პარლამენტის წევრი (მამაკაცი) ტელეინტერვიუში საუბრობს პარლამენტის სპიკერის (ქალი) შესახებ. ამბობს, რომ პარლამენტის იმიჯზე დადებითი გავლენა იქონია იმან, რომ სპიკერის თანამდებობაზე მათ ქალი აირჩიეს. და იქვე დასძენს: “მაგრამ ახლა მას, როგორც ჩანს, ნამდვილ სპიკერად წარმოუდგენია თავი”. ეს ფაქტი ორ რამეს გვიჩვენებს: ერთი, რომ, როდესაც პარტიაში ან პარლამენტში ქალები არიან, ეს აღიქმება როგორც პროგრესული ან დადებითი მომენტი - შესაძლოა, ეს ამომრჩეველი ქალების ხმებს იზიდავს? მაგრამ ეს მაგალითი, აგრეთვე, იმაზეც მეტყველებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქალებს სიხარულით „უშვებენ“ პოლიტიკის სფეროში, მაინც ითვლება, რომ მათ აქვთ სიმბოლური როლი და იმყოფებიან იმ ადამიანების კონტროლის ქვეშ, რომლებმაც ისინი კონკრეტულ თანამდებობაზე წარადგინეს. თუ ქალი სამუშაოს საკუთარი სურვილების შესაბამისად წარმართავს, პარტიის ან პარლამენტის მამაკაცი წევრები ღიზიანდებიან. ირღვევა და პიროვნება არ იქცევა როგორც „ნამდვილი მამაკაცი“ ან „ნამდვილი ქალი“ (მაგალითად, კაცი, რომელიც აკეთებს საჭმელს და უვლის ბავშვებს, ან ქალი, რომელსაც არ სურს გათხოვება და შვილების გაჩენა), იგი შესაძლოა აღიქვან „უცნაურ“ ადამიანად, ან მას უწოდონ „ნაზი“ კაცი, ქალაბიჭა ან ჰომოსექსუალი1. თუ ქალი შედის ისეთ სფეროში, რომელიც „მამაკაცის სამფლობელოდ“ ითვლება, მას უყურებენ როგორც „უცნაურს“ და ასე შემდეგ. მაგალითი საქართველოს პარლამენტის ცხოვრებიდან:

„პარლამენტის წევრი (მამაკაცი) ტელეინტერვიუში საუბრობს პარლამენტის სპიკერის (ქალი) შესახებ. ამბობს, რომ პარლამენტის იმიჯზე დადებითი გავლენა იქონია იმან, რომ სპიკერის თანამდებობაზე მათ ქალოი აირჩიეს, და იქვე დასძენს: „მაგრამ ახლა მას, როგორც ჩანს, ნამდვილ სპიკერად წარმოუდგენია თავი“.

ეს ფაქტი ორ რამეს გვიჩვენებს: ერთი, რომ როდესაც - შესაძლოა, ეს ამომრჩეველი ქალების ხმებს იზიდავს? მაგრამ ეს მაგალითი, აგრეთვე, იმაზეც მეტყველებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქალებს სიხარულით „უშვებენ“ პოლიტიკის სფეროში, მაინც ითვლება, რომ მათ აქვთ სიმბოლური როლი და იმყოფებიან იმ ადამიანების კონტროლის ქვეშ, რომლებმაც ისინი კონკრეტულ თანმდებობაზე წარადგინეს. თუ ქალი სამუშაოს საკუთარი სურვილების შესაბამისად წარმართავს, პარტიის ან პარლამენტის მამაკაცი წევრები ღიზიანდებიან.

შეკითხვების დასმის გზით ადამიანების შეხედულებათა წარმოჩენა იმის თაობაზე, თუ რა უნდა აკეთონ ქალებმა და რა მამაკაცებმა, პრაქტიკული მეთოდია, რომლის მეშვეობითაც ცხადი ხდება, თუ რა ნორმებია დაწესებული ქალებისათვის და რა -მამაკაცებისათვის. ამ კონტექსტში სასარგებლო იქნებოდა ასეთი დისკუსია: აღიარებენ თუ არა მსმენელები ამ ნორმებს? იცნობენ თუ არა ისინი ისეთ ადამიანებს, რომლებიც „სხვანაირები“ არიან? როგორ გავლენას ახდენს ეს ნორმები იმ სამოქმედო სივრცეზე, რომელიც აქვთ ქალებსა და მამაკაცებს? შეესაბამება თუ არა რეალობას იმის მოლოდინი, რომ მამაკაცმა ყველა სახის დაბრკოლება უნდა გადალახოს?

გენდერი და ძალაუფლება

მსოფლიოს მასშტაბით გენდერულ სისტემებში არსებობს ტენდენცია, რომ ის თვისებები და როლები, რომლებიც ასოცირდება ქალებთან, ნაკლებად ღირებულია, ვიდრე მამაკაცებთან ასოცირებული და მათთვის დამახასიათებელი როლები. ქალებს, როგორც წესი, ნაკლები ხელფასი აქვთ, ვინაიდან „მამაკაცის სამუშაო“ უფრო ფასობს და მისი ანაზღაურებაც მეტია. „მამაკაცური საკითხები“, როგორიცაა ინდუსტრია, ეკონომიკა, პოლიტიკა და ა.შ. ითვლება უფრო მნიშვნელოვან საკითხებად, ვიდრე „ქალური პრობლემები“ - სოციალური, ჯანდაცვის, გარემოს დაცვის და ა.შ. საკითხები. მთელ მსოფლიოში შეინიშნება, რომ ქალებისათვის ნაკლებად ხელმისაწვდომია რესურსები, მათ ძირითადად ნაკლები უფლებები აქვთ, ვიდრე მამაკაცებს, ზოგიერთ ქვეყანაში გოგონებისათვის ნაკლებად ხელმისაწვდომია სასკოლო განათლება, მათ ნაკლები თავისუფალი დრო აქვთ და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ ქალებისა და გოგონებისათვის ნაკლებად ხელმისაწვდომია ძალაუფლება და, შესაბამისად, მათ ნაკლები საშუალება აქვთ, რომ გააკონტროლონ და შეცვალონ საკუთარი ცხოვრება. მიუხედავად ამისა, აუცილებელია ხაზი გაესვას იმას, რომ ქალები „ფასობენ“ გენდერულ სისტემათა უმეტესობაში, მაგრამ აქაც - დედებისა და ცოლების სტატუსით. მრავალ კულტურას ახასიათებს უაღრესად დიდი პატივისცემა ქალისა, რაც ხშირად შემოიფარგლება ქალის ტრადიციული როლით და ქრება, თუ ქალი გადადის ტრადიციულ „მამაკაცის სფეროში“, როგორიცაა პოლიტიკა და გადაწყვეტილებების მიღება. მეორეს მხრივ, ვინაიდან ითვლება, რომ ქალი კეთილი და მშვიდობისმოყვარეა და მისგან, როგორც წესი, არ მოელიან ცუდ საქციელს ან დანაშაულს, მას შეუძლია დაუსჯელად ჩაიდინოს ეს.

შემოთავაზებული სავარჯიშოები

„მამაკაცური და ქალური თვისებები“,

„ნინო და გიორგი“

„ცხოვრებაში გასეირნება“

ხშირად ვერ ვამჩნევთ, თუ რაოდენ განსხვავებულად აღიქვამთ, ვაფასებთ და ვექცევით ბიჭებს (მამაკაცებს) და გოგონებს (ქალებს) ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ ყველა - როგორც ქალები, ასევე მამაკაცებიც, და რამდენად არის ეს დამოკიდებული სქესსზე. როდესაც მიგვითითებენ ამ განსხვავებაზე რომელიმე კონკრეყლ სიტუაციაში, მრავალი ჩვენგანი ამბობს: „ეს უბრალოდ შემთხვევაა“. ეს არც არის გასაკვირი. სოციალური გარემო ჩვე ყველას გვიბიძგებს იმისაკენ, რომ ვიფიქროთდა გვჯეროდეს, თითქოს მამაკაცები უფრო ღირებულნი არიან, ვიდრე ქალები და ამის შედეგად, ჩვენ, ჩვეულებრივ, ვერ ვამჩნევთ განსხვავებულ დამოკიდებულებას.

იმისათვის, რომ გავაცნობიეროთ ამგვარი დამოკიდებულება ეჭვქვეშ დავაყენოთ შეგროვება და მათი უფრო დეტალურად განხილვა. ეს დაგვეხმარება დავინახოთ, რომ „დამთხვევები“ გარკვეული მოდელის ნაწილს წარმოადგენს.

ამ მეთოდს - კონკრეტული სიტუაციების („დამთხვევების“) შეგროვებას და მათ გააზრებას, კვინოფორუმი „ცხოვრებაში გასეირნებას“ უწოდებს. „ცხოვრებაში გასეირნებას“ იყენებენ, რათა მოარგონ მონაწილეებს ე.წ. „გენდერული სათვალე“, რომელიც დაეხმარება მათ ახლებულად დაინახონ და გაიაზრონ ეს სიტუაციები.

ბავშვობა

როდესაც ბავშვი იბადება, იგი ჯერ არ არის შეგუებული იმ ნორმებსა და წესებს, რომელიც ამ კონკრეტულ გარემოში მოქმედებს. სკანდინავიაში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევა აჩვენებს, თუ როგორ განსაზღვრავს ჩვილის სქესი უფროსების ვარაუდს:

ბავშვს აცვია ცისფერი ტანსაცმელი, რაც იმის ნიშანია, რომ იგი ბიჭია. ბავშვი ტირის. „მას რაღაც უნდა“ ან „იგი ბრაზობს“ - ამბობენ ქალებიც და მამაკაცებიც.

ბავშვს აცვია ვარდისფერი ტანსაცმელი, რაც იმის ნიშანია, რომ იგი გოგოა. ბავშვი ტირის. იგივე ქალები და კაცები ამბობენ: „მას დამშვიდება უნდა“ ან „მას ეშინია“.

ეს ერთი და იგივე ბავშვია და იგი ერთნაირად ტირის მაშინ, როცა ცისფერი აცვია და მაშინაც - როდესაც ვარდისფერი, ხოლო უფროსმა ქალებმა და კაცებმა, მათი ვარაუდებისა და მოლოდინების შესაბამისად, ასე მოახდინეს ბავშვის ტირილის ინტერპრეტაცია, ეყრდნობოდნენ რა წარმოდგენას, თუ როგორები არიან პატარა ბიჭები და როგორები -პატარა გოგონები, როგორ რეაგირებენ ისინი და რა სჭირდებათ მათ.

პატარა ბიჭი და გოგო მიდიან საბავშვო ბაღში და მათ იქ ხვდებიან პროფესიონალი აღმზრდელები. საბავშვო ბაღში ჩატარებული ერთ-ერთი შვედური კვლევის საფუძველზე2, ჩვენ შეგვიძლია შემდეგი დასკვნა გავაკეთოთ: როდესაც თამაშის შემდეგ დასალაგებელია ოთახი, როგორც ქალი, ასევე მამაკაცი აღმზრდელები, დასახმარებლად გოგონებს იხმობენ. ასევე, როდესაც მაგიდის ალაგებაა საჭირო, დახმარებას გოგონებისგან მოელიან (მაგრამ, თუ „მაგიდის ალაგება“ ან „ოთახის დალაგება“გათვალისწინებულია, როგორც პროგრამის ნაწილი, მაშინ ბიჭები და გოგონები თანაბრად მონაწილეობენ ამ საქმიანობაში). იგივე მოდელი ხშირად თავს იჩენს ოჯახებშიც. რა შედეგები მოაქვს ამას გოგონებისა და ბიჭებისათვის? გოგონები, რა თქმა უნდა, სწავლობენ, რომ დალაგება ძირითადად გოგონას შესასრულებელი საქმეა. მაგრამ ეს ასევე ნიშნავს, რომ გოგონა „სწავლობს“ ერთი რომელიმე საქმის მიტოვებას, რათა შეასრულოს სხვა, „ქალური საქმე“. ბიჭები, მეორეს მხრივ, „სწავლობენ“, დროის ერთ მონაკვეთში, შეწყვეტის გარეშე, აკეთონ ერთი საქმე.

სასკოლო ასაკი

ბიჭი და გოგონა სკოლაში სწავლობენ.

საერთაშორისო კვლევების3 მიხედვით, მოდელები იგივეა, კულტურული კონტექსტისაგან დამოუკიდებლად: როდესაც მასწავლებლები (ქალებიც და მამაკაცებიც) ასწორებენ ტესტებს, შედეგები განსხვავებულია იმისდა მიხედვით, თუ ვის მიერაა ტესტი შესრულებული. კვლევა აჩვენებს, რომ, როდესაც ორივე (ბიჭის და გოგონას) ტესტში შეცდომებია, მასწავლებლებს აქვთ ტენდენცია, რომ სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია გაუკეთონ შეცდომას, იმის მიხედვით, თუ ვისი სახელი აწერია ტესტს. თუ ეს ბიჭის სახელია, შეცდომას აფასებენ, როგორც “შემოქმედებითი აზროვნების მაგალითს” ან ასე: “მან სინამდვილეში იცის პასუხი, თუმცა სწორად არ დაწერა”. თუ ეს გოგონას სახელია, შეცდომას აფასებენ შემდეგნაირად: “მცდარია, მან პასუხი არ იცის”.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მასწავლებლები (ქალებიც და მამაკაცებიც) უფრო ადვილად იმახსოვრებენ ბიჭების სახელებს, ვიდრე გოგონებისას. სასწავლო მასალის ან სხვა რომელიმე მოვლენის ილუსტრირებისას, მასწავლებლებს მაგალითები უფრო ხშირად ბიჭების ყოველდღიური ცხოვრებიდან მოჰყავთ.

ასევე, გამოკვლეულ იქნა ისიც, თუ როგორ ნაწილდება დრო გაკვეთილის მსვლელობისას. გლობალურად გავრცელებულია მოდელი, რომლის თანახმადაც, მასწავლებლები დროის უმეტესობას საკუთარი ლაპარაკისთვის იყენებენ. მასწავლებლის ლაპარაკს დროის 2/3 ეთმობა, მოსწავლეებისას - 1/3. ამ მოცულობიდანაც ბიჭები დროის 2/3-ით სარგებლობენ, ხოლო გოგონები - 1/3-ით. ამ გამოკვლევამ ხელი შეუწყო იმას, რომ პედაგოგებს დაენახათ და გაეცნობიერებინათ არსებული მოდელი და ეცადათ მისი შეცვლა, რათა უფრო თანაბრად გაენაწილებინათ დრო გოგონებსა და ბიჭებს შორის. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბიჭები ეწინააღმდეგებიან ასეთ ცვლილებას, რადგან ეჩვენებათ, რომ უსამართლოდ ექცევიან; უფრო მეტიც, ამას ეწინააღმდეგებიან გოგონებიც, რადგან მიაჩნიათ, რომ მათ უპირატესობას ანიჭებენ. მიუხედავად ამისა, ასეთ სიტუაციაშიც კი (როდესაც მასწავლებელი ცდილობს, დრო თანაბრად გაანაწილოს) გოგონებს მაინც ნაკლები დრო ეძლევათ სალაპარაკოდ, ვიდრე ბიჭებს.

კიდევ ერთი მოდელი იკვეთება, როდესაც საკლასო ოთახში წესრიგი ირღვევა ან რაიმე არეულობას აქვს ადგილი; ამ შემთხვევაში, მასწავლებლები (როგორც ქალები, ისე მამაკაცები) უწესრიგობის ინიციატორად ბიჭებს თვლიან, მაშინაც კი, როდესაც ეს ასე არ არის. მასწავლებლები ხშირად გოგონებს “ხმაურიან” ბიჭებთან ერთად სვამენ, რათა ისინი დააწყნარონ; ეს განსაკუთრებით ხშირად დაბალ კლასებში ხდება.

კიდევ ერთი მოდელი: ბიჭები უფრო ხშირად პასუხობენ შეკითხვებს ნებართვის გარეშე, ვიდრე გოგონები. გოგონები პასუხობენ იმ შეკითხვებს, რომლებსაც უშუალოდ მათ უსვამენ და უმეტეს შემთხვევაში მათ იციან სწორი პასუხი, ხოლო ბიჭებმა - ხშირად არა. ამიტომაც, მასწავლებლები უფრო მეტ დროს ანდომებენ ბიჭებს, რათა დაეხმარონ მათ; ე.ი. ბიჭებს უფრო მეტი უშუალო კონტაქტი აქვთ მასწავლებლებთან და ისინი სწავლობენ მსჟელობის გზით სწორი პასუხების მიღებას. ვინაიდან გოგონები არ წევენ ხელს, თუ მათ პასუხი არ იციან, მათ არ ეთმობათ იგივე მოცულობის ყურადღება და ისინი არ სწავლობენ მსჯელობას, რასაც სწორი პასუხი უნდა მოყვეს. ეს განსაკუთრებული მიდგომა ბიჭებს უფრო წარმოაჩენს და ეხმარება მათ, აიმაღლონ თვითშეფასება.

სამუშაო ასაკი

ბიჭი და გოგონა იზრდებიან და შრომის ბაზარზე გადიან. ამ ეტაპზე მათი ცხოვრების კვლევა მნიშვნელოვან სხვაობებს წარმოაჩენს იმ თვალსაზრისით, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ ქალებსა და მამაკაცებს საკუთარი სამუშაოსა და ერთმანეთის მიმართ. ხშირად, შეხვედრებსა და კონფერენციებზე მამაკაცები უფრო მეტს ლაპარაკობენ, ვიდრე ქალები. როდესაც მამაკაცებსა და ქალებს სთხოვენ ამ ფაქტის შეფასებას, ირკვევა, რომ ქალებს ჰგონიათ, რომ ისინი უფრო მეტს ლაპარაკობენ, ვიდრე ეს სინამდვილეში ხდება, ხოლო კაცებს - პირიქით. მაშინ როდესაც ქალები შეხვედრაზე დროის 1/3-ს იყენებენ, მამაკაცებსაც და ქალებსაც ისეთი შთაბეჭდილება რჩებათ, რომ შეხვედრაზე ქალები დომინირებენ.

აღსანიშნავია, აგრეთვე, რომ სამსახურში მიღების ანკეტაც სხვადასხვაგვარად ფასდება და ეს შეფასება დამოკიდებულია იმაზე, მამაკაცს ეკუთვნის ის, თუ ქალს. ძირითადად სამუშაო ადგილის პრეტენდენტი უფრო კომპეტენტურად მიიჩნევა, თუ ის მამაკაცია. კვლევა ასევე გვიჩვენებს, რომ მამაკაცები და ქალები ანკეტებს სხვადასხვანაირად ავსებენ. მამაკაცები წერენ: „მე ეს გავაკეთე, ეს განვახორციელე“, ხოლო ქალები წერენ: „მე ამაში წვლილი შევიტანე, ჩვენ ეს განვახორციელეთ“.

ერთ-ერთი კვლევა წარმოაჩენს, თუ როგორ აღიქვამენ და ასრულებენ მამაკაცები და ქალები მიზანზე ორიენტირებულ სამუშაოს4. განურჩევლად იმისა, თუ ვინ ახდენს მიზნის ფორმულირებას - თვითონ ადამიანი თუ მისი ხელმძღვანელი, მოდელი ერთი და იგივეა. მამაკაცები შეისწავლიან მიზანს, ახდენენ მასზე ფოკუსირებას და პოულობენ უმოკლეს გზას მის მისაღწევად. ისინი ამას ხშირად სხვა ადამიანებთან კონსულტაციის გარეშე აკეთებენ. კვლევით ტერმინოლოგიაში ამას „ტექნიკური ეფექტურობა“ ეწოდება. ქალები, ასევე, შეისწავლიან მიზანს, მაგრამ, ამასთან ერთად, ისინი იკვლევენ, თუ რა ხდება მათ ირგვლივ, გადიან კონსულტაციას სხვა ადამიანებთან, სვამენ შეკითხვებს, სჭირდებათ სხვისი აზრი, ხარჯავენ დროს იმაზე, რომ ნახონ, როგორ აკეთებენ საქმეს სხვები და ა.შ. ისინი აღწევენ მიზანს, მაგრამ „უმოკლეს“ გზას არ მიჰყვებიან. ამას „ფრთხილი ეფექტურობა“ ეწოდება.

მოხუცებულობა

„ბიჭი“ და „გოგონა“ პენსიაზე გადიან. შვედეთში ჩატარებული კვლევა გვიჩვენებს, თუ რა იოლად იღებენ პენსიონერი მამაკაცები დახმარებას საზოგადოებისგან, როდესაც მათ აღარ შეუძლიათ საკუთარი თავის მოვლა. თვალსაჩინო მაგალითია ისიც, რომ მაღაზიებში, გამყიდველი ტენდენციურია და მამაკაცებს უკეთ ემსახურება, ვიდრე ქალებს.

ცხადია, არსებობს გამონაკლისებიც, მაგრამ, როდესაც მაგალითების გარკვეული რაოდენობა გროვდება, მოდელები უფრო აშკარა და თვალსაჩინო ხდება. ამ მოდელების გამოკვეთა მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს საშუალებას მოგვცემს, დავინახოთ გამონაკლისებიც.

ზემოთ მოყვანილი მაგალითები სხვადასხვა სამეცნიერო კვლევიდან არის აღებული. მაგრამ ის სისტემატური დაკვირვებებიც, რომლებსაც თქვენ და თქვენი კოლეგები აწარმოებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ზუსტად ასევე გამოსადეგი იქნება. მაგალითად, შეხვედრების დროს, თქვენ შეგიძლიათ სთხოვოთ გარე დამკვირვებლებს (ქალებსა და კაცებს), ჩაინიშნონ: ვინ ლაპარაკობს, რამდენ ხანს, ვინ ადევნებს თვალს - ვის, რომელი შეკითხვები ქრება და რომელი - ითვლება ყველაზე მნიშვნელოვნად. ასევე, შეგიძლიათ მოიწვიოთ გარე დამკვირვებელი და სთხოვოთ მას, აღწეროს, როგორ ხორციელდება მუშაობა კონკრეტულ პროექტში. ვინ რას აკეთებს? ვინ იღებს გადაწყვეტილებას? როგორ არის ორგანიზებული სამუშაო?

ამხსნელი მოდელები

შესავალი

არსებობს გენდერული გასხვავებებისა და უთანასწორობის ახსნის რამდენიმე გზა - ბიჭებისა და გოგონების იდენტურობის განვითარებისა და სოციალიზაციის საშუალებით, ბიოლოგიური განსხვავებების საშუალებით და ძალაუფლებაზე დამყარებული საზოგადოებრივი ურთიერთობების საშუალებით.

ეს სამი ამხსნელი მოდელი ურთიერთგადამკვეთია და გვაძლევს პასუხს გენდერული განსხვავებების ზოგიერთ ასპექტზე. განსხვავება და უთანასწორობა მამაკაცებსა და ქალებს შორის ვერ აიხსნება მხოლოდ ერთი მოდელის მეშვეობით - ახსნა უფრო ჰგავს თავსატეხს, რომელსაც სამი შემადგენელი ნაწილი აქვს და მისი სრული გაგებისთვის ყველა ნაწილია საჭირო.

იდენტურობის განვითარება და სოციალიზაცია

იმისათვის, რომ გავიგოთ გენდერი, უნდა გვესმოდეს, როგორ იქცევიან ბავშვები ბიჭებად და გოგონებად, ხოლო შემდეგ, შესაბამისად - მამაკაცებად და ქალებად. არსებობს სხვადასხვა თეორიები ბიჭებისა და გოგონების ფსიქოსექსუალური იდენტურობის განვითარების შესახებ, რომელთა შორის ყველაზე გავრცელებული ფსიქოდინამიური განვითარების თეორიაა, რომელსაც ფროიდისა და იუნგის ნაშრომები უდევს საფუძვლად. 60-იანი წლების დასასრულისათვის, გაჩნდა ახალი მიმარ- თულება, რომელსაც მოგვიანებით უწოდეს „ქალთა ფსიქოლოგია“ ან „ფემინისტური ფსიქოლოგია“ და რომლის წარმომადგენლებიც იყვნენ ფსიქოანალიტიკოსი ჯეინ ბეიქერ მილერი და სოციოლოგი ნენსი ჩოდროუ5. „ქალთა ფსიქოლოგიის“ მიხედვით, ბავშვის მიერ საკუთარი პიროვნების და რეალობის აღქმის განვითარება განსხვავებულადმიმდინარეობს ბიჭებსა და გოგონებში: ახალშობილი ბავშვი სიმბიოზურ ურთიერთობაშია საკუთარ დედასთან და თავის თავს და დედას ერთ მთლიანობად აღიქვამს. თანდათანობით, ბავშვი „განსაზღვრავს“ საკუთარ თავს და ხდება ადამიანი, რომელსაც გააჩნია სქესი: ბიჭი ან გოგონა. „ქალთა ფსიქოლოგია“ ყურადღებას ამ პროცესზე ამახვილებს, ხსნის რა, თუ რა გავლენა აქვს იდენტურობის განვითარებას ბიჭებსა და გოგონებზე და როგორ აძლევს ეს მათ განვითარებას სრულიად განსხვავებულ მიმართულებებს.

დედებს აქვთ ტენდენცია, არ განაცალკეონ საკუთარი თავი ქალიშვილებისაგან, ისე, როგორც ისინი ამას აკეთებენ საკუთარ ვაჟებთან მიმართებაში, რომლებსაც ისინი გამოცალკევებულად აღიქვავენ ძალიან ადრეული ასაკიდან. ეს შეიძლება აიხსნას იმ ფაქტით, რომ დედა და ქალიშვილი ერთი და იგივე სქესის არიან და შესაბამისად, დედაც ერთ დროს იყო გოგონა. ვაჟის თუ ქალიშვილის დედა საკუთარ თავს თავიდანვე აღიქვამს თავის ვაჟთან თუ ქალიშვილთან ერთიანობაში. თუმცა ეს აღქმა უფრო მეტ ხანს გრძელდება, როდესაც ბავშვი გოგონაა. თანდათანობით, პატარა გოგონას უვითარდება რეალობის აღქმა იმ ურთიერთობაში, რომლის დროსაც დედა გამუდმებით ადარებს პატარა გოგოს საკუთარ თავს და პირიქით. გოგონა აფიქსირებს, რომ დედა ისეთივეა, როგორც თვითონ და რომ გარკვეულ დისტანციაზე არსებობს სხვანაირი უფროსი ადამიანი - მამა. იდენტურობის განვითარების პროცესში, პატარა გოგონა დგამს ნაბიჯებს საკუთარ გზაზე, რომელიც აშორებს მას დედას. დედა ხან უშვებს მას, ხან ისევ იზიდავს და ა.შ. გრძელდება გამუდმებული შედარებისა და ურთიერთობის პროცესი დედასა და ქალიშვილს შორის. ამ პროცესს, „ქალის ფსიქოლოგიაში“ „დაკავშირებული მე“-ს („Relating Self“) ჩამოყალიბება ეწოდება.

ბიჭების გზას იდენტურობისაკენ განსაზღვრავს ის ფაქტორი, რომ ქალები აღიქვამენ საკუთარ ვაჯებს, როგორც განსხვავებულს, საკუთარი სქესის საპირისპიროს - მამრს, და ამით სტიმულს აძლევენ დიფერენციაციის პროცესს. ბიჭი, თავის მხრივ, აფიქსირებს, რომ დედა სხვანაირია და რომ ახლოს არსებობს მეორე უფროსი ადამიანი, რომელიც ისეთივეა, როგორც იგი თვითონ. ამგვარად, პატარა გოგონა ანვითარებს საკუთარ პიროვნებას დედასთან საკუთარი თავის დაკავშირების გზით, ხოლო ბიჭი - დედისაგან საკუთარი თავის დაშორების გზით. ვინაიდან, ჩვეულებრივ, ბავშვების ძირითადი მომვლელები ქალები არიან, ხოლო მამა გარკვეული დისტანციით დაშორებულია, პატარა ბიჭს არ შეუძლია განავითაროს თავისი პიროვნება მამასთან საკუთარი თავის დაკავშირების გზით (რომელიც ისეთივეა, როგორც ბიჭი), როგორც ამას გოგონები აკეთებენ დედებთან მიმართებაში. თუმცა, დედებს აქვთ ტენდენცია, რომ ვაჟები „დროულად განიშორონ“ ანუ დააშორონ დედის პიროვნებას და ამით ბიძგს აძლევენ იდენტურობის განვითარებისა და ავტონომიის მოპოვების უფრო სწრაფ პროცესს. ამავე დროს, ისინი ინარჩუნებენ მაკონტროლებელ ძალას თავიანთ ვაჟიშვილებზე. ბიჭის გზას იდენტურობისაკენ ეწოდება „ავტონომიური მე“-ს (sutomous self) ჩამოყალიბება.

ის გარემოება, რომ გოგონებში პერიოდი, როდესაც ისინი დამოკიდებულნი არიან საკუთარ დედებზე და საკუთარ თავს მათ უკავშირებენ, უფრო ხანრგძლივია, ხშირად განაპირობებს იმას, რომ გოგონა, დედასთან დაშორებისას, გადის ორ პროცესს: პირველად, იდენტურობის განვითარების ადრეულ ეტაპზე და, მოგვიანებით, მოზარდობის პერიოდში, როდესაც ის ბოლოსდაბოლოს მოიპოვებს თავისუფლებას დედისაგან. ვინაიდან ბიჭმა უკვე გაითავისუფლა თავი დედისაგან, რაც დედის დახმარებით მოხდა, მას აღარ სჭირდება ასეთი „მკვეთრი“ გათავისუფლება მოზარდობის პერიოდში.

შემოთავაზებული სავარიშო: „სოციალიზაცია“

ბიოლოგია

რას ამბობს თანამედროვე მეცნიერება სქესებს შორის გენეტიკური და ბიოლოგიური განსხვავებების შესახებ?

ადამიანის გენები მინიმუმ 50 000 წლისაა და გამოვლენილი აქვს ადაპტაცია ცხოვრების იმ პირობებთან, რომლებიც დღესდღეობით უკვე აღარ არსებობს. შეიძლება იმის თქმა, რომ, ევოლუციის თვალსაზრისით, ლოგიკურია, რომ მამაკაცები უფრო ღონიერნი არიან და უფრო ზუსტი მხედველობა აქვთ შორ მანძილზე, რაც თავის დროზე განაპირობა მორბენალ ცხოველებზე ნადირობამ. ქალებისათვის, მეორეს მხრივ, დამახასიათებელია, უკეთესი ყნოსვა, უფრო დახვეწილი მოტორული უნარი და უკეთესი სივრცობრივი ხედვა, ესეც საკვებად ვარგისი მცენარეების შეგროვების - ქალთა ძირითადი საქმიანობის -შედეგი უნდა იყოს.

მიუხედავად ამისა, რთულია იმის დამტკიცება, რომ ზოგიერთი გამოვლენილი სხვაობა გენეტიკურად თანდაყოლილია თუ სოციალურად აგებული. მაგალითად, აგრესიულობა ან მზრუნველობა. თუ ეს თვისებები ტიპიურია, შესაძლოა ეს ბიჭებისა და გოგონების განვითარების განსხვავებული პირობების შედეგი იყოს (იხ. ამხსნელი მოდელები).

გასული ათწლეულების განმავლობაში განხორციელდა მრავალი კვლევა, რომელიც ეხებოდა ადამიანის ტვინს და რომელმაც გვიჩვენა, რომ მამაკაცისა და ქალის ტვინი სხვადასხვა სტრატეგიებს იყენებს პრობლემების გადასაწყვეტად, ემოციების გამოსახატავად და ა.შ. ეს შესაძლოა აიხსნას ბიოლოგიური ფაქტორებით, თუმცა არ არის გამორიცხული, სოციალიზაციის შედეგი იყოს.

შემოთავაზებული სავარიშო: „გენდერული თამაში“

ძალაუფლება

იმისათვის, რომ გავიგოთ მოქმედების რა სივრცე არსებობს საზოგადოებაში ბიჭებისათვის (მამაკაცებისათვის) და გოგონებისათვის (ქალებისათვის), აუცილებელია აღვწეროთ ის საზოგადოება, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ქვემოთ მოცემული მოდელი აღწერს, თუ როგორ არის ორგანიზებული საზოგადოება6:

საზოგადოება

აბსტრაქტული ცნება - „საზოგადოება“, შეიძლება აღწერილ იქნეს იმ პრინციპების მეშვეობით, რომლის მიხედვითაც ის არის ორგანიზებული. ერთ-ერთი ასეთი პრინციპი არის შრომა, სამუშაო. ქვეყნების უმეტესობაში, სამუშაოს და საქმიანობას, რომლებსაც ძირითადად მამაკაცები ასრულებენ, უფრო მაღალი ანაზღაურება აქვს, ვიდრე იმას, რომელსაც ძირითადად ქალები ასრულებენ. ანუ, შრომა, რომელიც „ქალის სამსახურად“ ითვლება, ნაკლებ ხელფასიანია, ვიდრე შრომა, რომელიც „კაცის სამსახურად“ ითვლება. კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორაა ორგანიზებული საზოგადოება, არის ის, რომ მთელ მსოფლიოში აუნაზღაურებელი შრომის დიდი ნაწილი ქალების მიერ სრულდება (იხ. როლები და პასუხისმგებლობები).

შესაძლებელია, ასევე, შრომის განაწილების პრინციპის ხარისხობრივი შესწავლა გამოკითხვის გზით: რომელ საქმიანობას ანიჭებენ ადამიანები უფრო მაღალ სტატუსს საზოგადოებაში. ასეთი კვლევა, ჩვეულებრივ, გვიჩვენებს, რომ 15 ყველაზე მაღალი სტატუსის მქონე სამუშაო არის ის, რომლებშიც ძირითადად კაცები დომინირებენ, ხოლო - 15 ყველაზე დაბალი სტატუსის მქონე, რომლებშიც ძირითადად ქალები დომინირებენ.

კიდევ ერთი პრინციპი, რომლის მიხედვითაც ხდება საზოგადოების ორგანიზება, არის სექსუალურობა, რომელიც შეიძლება გაიზომოს რაოდენობრივად, სექს-ჟურნალებისა და ფილმების „მოხმარების“ დიაპაზონის შესწავლით. აღმოჩნდება, რომ ასეთი ჟურნალებისა და ფილმების მომხმარებლები ძირითადად მამაკაცები არიან.

მოდელი, რომლის მიხედვითაც ორგანიზებულია საზოგადოება, შეიძლება ამგვარად დახასიათდეს: ქალების სუბორდინაცია და მამაკაცების პრივილეგირება. სუბორდინაციის და პრივილეგიების ეს სისტემა შეიძლება განიმარტოს, როგორც ქალთა ჩაგვრა. არ არსებობს ისეთი პრივილეგირებული ჯგუფი, რომელიც რაიმე სახით არ ჩაგრავდეს სუბორდინირებულ ჯგუფს.

დონე

ძალაუფლების შედეგი

საზოგადოება

ქალთა ჩაგვრა

ჯგუფი

მამაკაცების დომინირება

ინდივიდი

ქალის მიერ საკუთარი თავის დათრგუნვა

გუფური დონე

ის პრინციპები და მოდელები, რომლებზედაც იგება საზოგადოება მაკრო-დონეზე, თავის მხრივ, ადგენს იმ საზღვრებს, რომელიც შესაძლებელი და სავარაუდოა შემდეგი დონისთვის: ჯგუფური დონე. მაგალითად, სამსახური ან ოჯახი. აქედან გამომდინარე, იმის ალბათობა, რომ მამაკაცებს სამსახურში და ოჯახებში ექნებათ გადამწყვეტი სიტყვის უფლება, უფრო მაღალია, ვიდრე იმისა, რომ ეს უფლება ექნებათ ქალებს. გამოკვლევები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდა, ადასტურებს ამ ფაქტს. ერთ-ერთი ასეთი კვლევა მიმართულია ისეთ ოჯახებზე, რომლებმაც მოახერხეს მამაკაცების დომინირების შეჩერება7. ამ კვლევის ობიექტებს წარმოადგენდნენ ბავშვებიანი ახალგაზრდა წყვილები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ისინი გენდერულ თანასწორობაში ცხოვრობენ, ე.ი. ისეთ ვითარებაში, სადაც ქალსა და მამაკაცს ერთი და იგივე უფლებები და გავლენა აქვთ გადაწყვეტილებების მიღებისას. მაგრამ კვლევამ უჩვენა, რომ, საკუთარი აღქმის მიუხედავად, ამ ოჯახებში მამაკაცებს მნიშვნელოვნად უფრო დიდი სამოქმედო სივრცე და გავლენა ჰქონდათ, როგორც საკუთარ ცხოვრებაზე, ისე მეუღლეებთან ერთობლივ ცხოვრებაზეც.

ინდივიდუალური დონე

ის, რაც არსებობს საზოგადოებრივ და ჯგუფურ დონეებზე, თავის მხრივ განსაზღვრავს, თუ რა არის შესაძლებელი და სავარაუდო ინდივიდუალურ დონეზე. იმის ალბათობა, რომ პატარა გოგონას წარმოდგენა საკუთარ თავზე და მის მიერ რეალობის აღქმა შეიცავს საკუთარი თავის დათრგუნვას, მნიშვნელოვნად უფრო მაღალია, ვიდრე იმისა, რომ იგივე ხდება პატარა ბიჭის მიერ საკუთარი „მე“-ს და რეალობის აღქმის შემთხვევაში. ისინი ორივენი იბადებიან და სოციალიზაციას გადიან ისეთ საზოგადოებაში, სადაც ბიჭებსა და მამაკაცებს უფრო მაღალ ღირებულებას ანიჭებენ, ვიდრე გოგონებსა და ქალებს. ისინი ყოველდღიურად იმყოფებიან ისეთ გარემოში - ოჯახი, საბავშვო ბაღი, სკოლა და ა.შ., სადაც ბიჭებსა და მამაკაცებს გადამწყვეტი სიტყვის უფლება აქვთ და საშუალება ეძლევათ, დომინირებდნენ გოგონებსა და ქალებზე. ეს ახდენს ზეგავლენას პატარა გოგონას მიერ საკუთარი თავის აღქმაზე და აჯერებს მას, რომ იგი ნაკლებად ღირებულია, ვიდრე პატარა ბიჭი, ანუ საქმე გვაქვს საკუთარი თავის დათრგუნვასთან.

შენიშვნა: აქ სასურველი იქნებოდა, საქართველოს სტატისტიკური მონაცემებიდან მაგალითების მოყვანა.

შემოთავაზებული სავარიშო: ,,პრივილეგირებული სიარული“

რატომ ვმუშაობთ გენდერზე?

რატომ გენდერი?

არსებობს რამდენიმე არგუმენტი, რომელიც გენდერული პერსპექტივით მუშაობის სასარგებლოდ მეტყველებს - ადამიანის უფლებების სფეროდან, განვითარების და ეფექტურობის არგუმენტები. მნიშვნელოვანია, რომ ტრენერმა მკაფიოდ წარმოაჩინოს თითოეული მათგანი, რადგან სხვადასხვა მონაწილეებმა შესაძლოა სხვადასხვა არგუმენტები მიიღონ.

შესაძლოა, ყველაზე მტკიცე და თვალნათელი არგუმენტი გენდერული პერსპექტივით მუშაობის მიზანშეწონილობისა, ნებისმიერ მიზნობრივ ჯგუფთან თუ ნებისმიერი პროგრამის ფარგლებში, იყოს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული არგუმენტი. როგორც მამაკაცებისათვის, ასევე ქალებისათვის, ადამიანის უფლებაა ის, რომ მათთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს რესურსები და შესაძლებლობები, რომ მათი განსხვავებული მოთხოვნილებები მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მათ ღირსეულად მოექცნენ და რომ ისინი არ იყვნენ დისკრიმინირებულნი.

გენდერული პერსპექტივით მუშაობის სასარგებლოდ მეტყველებს ასევე განვითარების არგუმენტი. საზოგადოებაში არსებული გენდერული ნორმები ადგენს იმის საზღვრებს, თუ რა არის მისაღები და მართებული ბიჭებისა და და გოგონებისათვის - შესაბამისად, საქმიანობის, ქცევის, მუშაობის, მისწრაფებისა და ა.შ., თვალსაზრისით. ამგვარად, იმისათვის რომ ბიჭებმა და გოგონებმა შესძლონ უნარიან პიროვნებებად ჩამოყალიბება და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზაცია, ისინი თავისუფალნი უნდა იყვნენ სტერეოტიპული როლებისა და ქცევის ნორმებისაგან. თუ არ გავითვალისწინებთ გენდერს და, შესაბამისად, მამაკაცებისა და ქალების განსხვავებულ საჭიროებებსა და რესურსებს, ინიციატივები და მუშაობა ეფექტური არ იქნება.

გენდერისადმი „ბრმა“ დამოკიდებულებამ შესაძლოა განაპირობოს თვალსაზრისი, რომლის მიხედვით, ბიჭები და გოგონები ერთნაირად სწავლობენ. ამ თვალსაზრისზე მდგარი მასწავლებელი შესაძლოა ვერ გასწვდეს ბიჭებს, რომლებსაც განსხვავებული „სასწავლო“ მოთხოვნილებები აქვთ. ანდა, შესაძლოა დაიკარგოს მრავალი შემოქმედებითი გადაწყვეტილება, თუ არ იქნება გათვალისწინებული პრობლემათა „ქალური“ გადაწყვეტის გზები. ამის კარგი მაგალითია მობილური ტელეფონების ერთ-ერთი კომპანია, სადაც გააცნობიერეს, რომ ბიჭებს და გოგოებს შესაძლოა სხვადასხვა პრიორიტეტები გააჩნდეთ და დაიწყეს ისეთი მობილური ტელეფონების წარმოება, რომლებიც მოსწონთ გოგონებს და ამით დიდი მოგება მიიღეს.

გენდერული ,,სიბრმავიდანგენდერულ ცნობიერებამდე

გენდერული პერსპექტივით მუშაობა უნდა დაიწყოს გენდერის გაცნობიერებით. ვინაიდან საზოგადოება უმთავრესად გენდერის მიხედვით არის აგებული, გენდერული ნორმები ყველა ჩვენგანზე ახდენს ზეგავალენას და ჩვენ, შესაძლოა, მათ ვიცავთ ისე, რომ მათზე არც კი ვფიქრობთ. გენდერის გაცნობიერება ნიშნავს, დავინახოთ ის განსხვავებათა სისტემა, რომელიც გვიჩვენებს, თუ რას ნიშნავს იყო ქალი ან მამაკაცი საზოგადოებაში და ასევე ის, თუ რატომ აქვს ადგილი ასეთ განსხვავებებს. უნდა გავაცნობიეროთ საკუთარი, გენდერით განპირობებული, სტერეოტიპული მოლოდინები და ეჭვი შევიტანოთ მათში. მაგალითად, შემიძლია თუ არა მე მქონდეს ურთიერთობა ისეთ გოგოსთან, რომელიც არღვევს „კარგი გოგონებისათვის“ არსებულ ნორმას - ჩხუბობს ბიჭებთან? როგორ სამუშაოს ვთვლი მე „შესაფერისად“ მამაკაცებისათვის, მაგალითად, რას ვეტყვი ბიჭს, რომელიც ვიზაჟისტობაზე ოცნებობს“ ვთვლი თუ არა მე, რომ ბიჭი, რომელიც სკოლის ეზოში ჩხუბში არ მონაწილეობს - ქალაჩუნაა?

ქვემოთ მოყვანილი მაგალითი გვიჩვენებს, თუ რა რთული შეიძლება იყოს იმ ნორმების დავიწყება, რომელთა გარემოცვაშიც გავიზარდეთ:

ნელსონ მანდელა, თავისუფლებისათვის მებრძოლი და დემოკრატიული სამხრეთ აფრიკის პირველი პრეზიდენტი, მთელი ცხოვრება რასიზმისა და აპარტეიდის წინააღმდეგ იბრძოდა - იმ იდეის წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც შავკანიანი ადამიანები თეთრკანიანებზე დაბლა დგანან და პოტენციურად საშიშნი არიან, თუ მათ თეთრკანიანები არ აკონტროლებენ. მანდელამ 30 წელი ციხეში გაატარა, რადგან იგი იბრძოდა ისეთი ქვეყნის შესაქმნელად, რომელშიც შავკანიანები და თეთრკანიანები ერთად და მშვიდობიანად იცხოვრებდნენ. თავის ავტობიოგრაფიაში იგი მოგვითხრობს, თუ როგორ ჩაჟდა იგი პირველად თვითმფრინავში, რომლის პილოტი შავკანიანი იყო. ამან იგი ძალიან შეაშინა, რადგან მას მთელი ცხოვრება ესმოდა, რომ შავკანიანი ადამიანები ბავშვებივით არიან და რომ მათ არ შეუძლიათ ისეთი რთული რაღაცის კეთება, როგორიც თვითმფრინავის მართვაა.

გენდერული პერსპექტივით მუშაობა

გენდერული პერსპექტივით მუშაობა ნიშნავს პროექტისა თუ გაკვეთილის ყველა ეტაპზე გოგონებისა და ბიჭების, ქალებისა და მამაკაცების მონაწილეობას და მათი მოთხოვნილებების მხედველობაში მიღებას; დაგეგმილი აქტივობის ეფექტის, ზეგავლენის გათვალისწინებას ქალებისა და მამაკაცების ცხოვრებაზე. გენდერულ სისტემებში, მათი ადგილის შესაბამისად, გოგონებსა და ბიჭებს, ქალებსა და მამაკაცებს სხვადასხვა მოთხოვნილებები და შესაძლებლობები ექნებათ. ამიტომ, რომელიმე აქტივობის დაგეგმვისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს ეს განსხვავებები და უთანასწორობა. ვისი პრობლემის გადაწყვეტაზე ვმუშაობთ? შეუძლიათ თუ არა მამაკაცებსა და ბიჭებს გაითავისონ ის აქტივობა, რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ, თუ იგი უფრო საინტერესო უნდა გავხადოთ მათთვის? რა ზეგავლენას მოახდენს ინიციატივა ქალების მუშაობაზე, მათ დატვირთვაზე? მაგალითად, ავიღოთ პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სათემო სახლის აშენებას ან შეკეთებას. შესაძლოა მოგვეჩვენოს, რომ ეს მიზანი ტექნიკურია და იგი შორს არის სოციალური ურთიერთობებისაგან. მიუხედავად ამისა, ამ მიზნის მისაღწევი პროცესი აშკარად გენდერულია: ვინ მიიღებს სარგებელს მშენებლობისაგან? მამაკაცები იმუშავებენ მშენებლობაზე თუ ქალები? ვინ რა სახის სამშენებლო სამუშაოს შეასრულებს? რომელ სხვა საქმიანობაზე არიან პასუხისმგებელნი ქალები და მამაკაცები? რა სხვადასხვა შემოსავლის წყაროები გააჩნიათ ქალებსა და მამაკაცებს? რა არის მამაკაცებისა და ქალების სამუშაო დატვირთვა? ვისა აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება პროექტში? რას აკეთებენ ბიჭები და გოგონები? ეს შეკითხვები ყოველთვის განსხვავებული იქნება სხვადასხვა სიტუაციებისდა მიხედვით.

გენდერული ანალიზი მოიცავს იმის სრულ აღწერას და განხილვას, რასაც აკეთებენ ქალები და მამაკაცები, რა წესები და ნორმები განსაზღვრავს მათ ყოველდღიურ ცხოვრებას და ასევე არკვევს, თუ რატომ აქვს ადგილი ამ სხვაობებს. მაგალითად, გადაწყვეტილებების მისაღებად, შეხვედრები პროექტზე მსჯელობისათვის შეიძლება დაიგეგმოს საღამოობით. მამაკაცებს საშუალება ექნებათ დაესწრონ ამ შეხვედრებს, ხოლო ქალები ამ დროს დაკავებულნი არიან: ეხმარებიან ბავშვებს საშინაო დავალების მომზადებაში ან აძინებენ მათ. ამ პირობებში, სახლი შესაძლოა აშენდეს/შეკეთდეს, მაგრამ ქალები ვერ ისარგებლებენ თავიანთი უფლებით, მიიღონ მონაწილეობა პროცესში. ასევე, სახლი შეიძლება აშენდეს/შეკეთდეს ისე, რომ იგი არ პასუხობდეს გოგონებისა და ქალების მოთხოვნილებებს. ამგვარად, არც ეფექტურობა, არც სიცოცხლისუნარიანობა არ იქნება მიღწეული.

მიუხედავად იმისა, რომ გენდერული პერსპექტივა ნიშნავს ბიჭებსა და გოგონებს შორის სოციალურად კონსტრუირებული განსხვავებების გათვალისწინებას, იგი, ამავე დროს, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ კონსტრუქციებს. როდესაც გენდერული ნორმები ზღუდავს ბიჭებისა და გოგონების, მამაკაცებისა და ქალების შესაძლებლობებს, რათა მათ მიაღწიონ გარკვეულ მიზანს, ეს ნორმები ეჭვქვეშ უნდა დავაყენოთ. აქედან გამომდინარე, გენდერული პერსპექტივით მუშაობა მოიცავს, ასევე, დისკუსიების გამართვას გენდერის თემაზე. თუ მიზნის მიღწევა გვსურს, აუცილებელია გავაცნობიეროთ ის გენდერული ნორმები, რომლებიც ზღუდავს ჩვენს შესაძლებლობებს და კრიტიკულად განვიხილოთ მათი მნიშვნელობა.

ვინაიდან გენდერი დაკავშირებულია მამაკაცებთან და ქალებთან, მათს სხვადასხვა მოთხოვნილებებთან და შესაძლებლობებთან, გენდერული პერსპექტივა (გენდერის გათვალისწინება, მისი მხედველობაში მიღება) გულისხმობს ცვლილებას და ახალ შესაძლებლობებს, როგორც მამაკაცებისათვის, ასევე ქალებისათვის.

განსხვავება და უთანასწორობა

უმეტესობა იმისა, რასაც ჩვენ აღვიქვამთ განსხვავებად მამაკაცებსა და ქალებს შორის, შესაძლოა პრობლემას არ წარმოადგენდეს - გენდერული პერსპექტივით მუშაობის მიზანი ის არაა, რომ ქალები და მამაკაცები, ბიჭები და გოგონები ერთნაირები გავხადოთ. თუ ქალები უფრო დაინტერესებულნი არიან კაბების კერვით, ვიდრე კაცები, ეს პრობლემა არ არის. არც ისაა პრობლემა, რომ ქალები და კაცები პრობლემის გადაწყვეტის სხვადასხვა გზებს ირჩევენ. პრობლემა უფრო ის არის, თუ ადგილი აქვს უთანასწორობას, მაგალითად, თუ ნებადართულია პრობლემების გადაწყვეტის მხოლოდ ერთი გზა; თუ მამაკაცებს ან ქალებს ხელი ეშლებათ საკუთარი მიზნების რეალიზებაში, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი კონკრეტულ სქესს მიეკუთვნებიან. ეს დისკრიმინაციაზე მიუთითებს. დისკრიმინაცია კანონდარღვევაა როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებშიც. რესურსებისა და გადაწყვეტილებების მიღების უფლებათა არათანაბარი ხელმისაწვდომობაც ასევე უთანასწორობის მაგალითია.

იარლიყი ფემინისტი მრავალი ადამიანისათვის არის უბრალოდ სიტყვა, რომელიც აღნიშნავს ისეთ ადამიანს, რომელიც მხარს უჭერს იმას, რომ მამაკაცებსა და ქალებს თანაბარი შესაძლებლობები ჰქონდეთ და აღიარებს გენდერულ თანასწორობას. მაგრამ, ზოგიერთი ადამიანისათვის ამ სიტყვას შემდეგი კონოტაცია აქვს: ბრაზიანი ქალები, რომლებსაც სძულთ მამაკაცები. შვედეთში, მრავალი ადამიანი მხარს უჭერს ფემინისტურ იდეებს და საკუთარ თავს ფემინისტს ეძახის. შვედეთის პრემიერ მინისტრი - გორან პერსონი, საკუთარ თავს ფემინისტს უწოდებს და მიაჩნია, რომ უნდა არსებობდეს გენდერული თანასწორობა. ყველამ თავად უნდა გადაწყვიტოს, უნდა თუ არა, რომ საკუთარ თავს ფემინისტი უწოდოს და ამ სიტყვას ისეთი მნიშვნელობა მიანიჭოს, რომელიც მისთვის მისაღები იქნება. შეიძლება ითქვას, რომ სიტყვის - ფემინისტი, ყველაზე მარტივი განმარტებაა: ადამიანი, რომელსაც სჯერა ქალებისა და მამაკაცების თანაბარი იურიდიული უფლებებისა მაგრამ ფემინისტურ თეორიასა და პრაქტიკაში არსებობს ბევრი პოლიტიკური ელემენტი და პოზიცია. როდესაც ვიღაცას უწოდებენ ფემინისტს იმ გაგებით, რომ ფემინისტები ძირითადად ბრაზიანი კაცთმოძულეები არიან, ეს ხშირად ხდება იმ ქალებისა და მამაკაცების მარგინალიზაციის მიზნით, რომლებიც მოითხოვენ თანასწორობას და ადამიანის უფლებებს ქალებისათვის; ან დაცინვის მიზნით, რათა შეწყდეს ასეთი მოთხოვნების დასმა. შესაბამისად, ეს დომინირების ხერხია (იხ. ქვემოთ). აქედან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ ფრთხილად მოვეკიდებით და ყურადღებას მივაქცევთ ადამიანთა ზრახვებს, როდესაც ისინი ვიღაცას ფემინისტის იარლიყს აკრავენ. ხოლო ტრენერს ზუსტად უნდა ესმოდეს, რას გულისხმობს კონკრეტული ადამიანი, როდესაც იგი სიტყვა „ფემინისტს“ ხმარობს.

შემოთავაზებული სავარიშოები: „მამაკაცური და ქალური თვისებები“, „ნინო და გიორგი“

პოტენციალის განვითარება და განმტკიცება

კვინოფორუმი განგვიმარტავს პოტენციალის განვითარებასა და განმტკიცებას (Empowment) როგორც პროცესს, რომლის დროსაც ხდება პიროვნების მიერ საკუთარი ცხოვრების „დასაკუთრება“. ასეთი მიდგომა ნიშნავს, მივუდგეთ ბიჭებსა და გოგონებს როგორც სუბიექტებს, რომლებსაც გააჩნიათ უნარი და შესაძლებლობა, მიიღონ გადაწყვეტილებები საკუთარ თავთან დაკავშირებით და დაგეგმონ საკუთარი მომავალი, და არ წარმოვიდგინოთ ისინი მსხვერპლად ან რაიმე პრობლემად. ასევე, ეს მიდგომა გულისხმობს კონკრეტული ბიჭებისა და გოგონების გარე და შიდა რესურსების გაძლიერებასა და განვითარებას. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ მასწავლებელმა ბიჭებსა და გოგონებს უნდა მისცეს საშუალება, რომ მათ დაცულად იგრძნონ თავი, პატივისცემით მოეპყროს მათ, აგრძნობინოს, რომ დარწმუნებულია მათს შესაძლებლობებში, აამაღლოს მათი თვითშეფასება, განამტკიცოს მათი რწმენა საკუთარ თავში და შესთავაზოს გადასაწყვეტი ამოცანები. შესაძლებელია პოტენციალის განვითარებისა და განმტკიცების სხვადასხვა მეთოდების გამოყენება, იმ მიზნით, რომ ბიჭმა თუ გოგონამ საკუთარი რესურსები კარგად დაინახოს. გოგონებისა და ბიჭების რესურსები, ისევე, როგორც მათი პოტენციალის განვითარებისა და განმტკიცებისკენ მიმართული ამოცანები, განსხვავებულია.

პოტენციალის განვითარება და განმტკიცება ასევე გულისხმობს ბიჭებისა და გოგონების ცხოვრებისადმი მთლიანობით მიდგომას. იმისათვის, რომ ბიჭების და გოგონების პოტენციალი განვავითაროთ და განვამტკიცოთ, მხედველობაში უნდა მივიღოთ მათი ცხოვრებისეული სიტუაცია მთლიანად. გოგონას შესაძლოა პრობლემები ჰქონდეს საშინაო დავალების მომზადების დროს, არა იმიტომ, რომ მას არა აქვს ამის სურვილი, არამედ იმის გამო, რომ ის საღამოობით თავის უმცროს დებსა და ძმებს უვლის. ბიჭს შესაძლოა სირთულეები ჰქონდეს სკოლაში ყურადღების კონცენტრაციასთან დაკავშირებით, ვინაიდან მას უბანში უფროსი ბიჭები ჩაგრავენ ან მას არ ჰყავს მამა ან მამის შემცვლელი ფიგურა და ა.შ. მასწავლებელი ვერ დაეხმარება ამ ბავშვებს, თუ იგი მათი ცხოვრების მთლიან სიტუაციას არ მიიღებს მხედველობაში.

მასწავლებლის ფუნქციაა, „აღჭურვოს“ ბიჭები და გოგონები აუცილებელი უნარ-ჩვევებით, შესაძლებლობებით და პირადი თვისებებით, რათა მათ შემდეგ იცხოვრონ ზრდასრული ადამიანის ნორმალური (ან მდიდარი) ცხოვრებით - ჰქონდეთ პირადული ურთიერთობები, ჰყავდეთ მეგობრები, შესძლონ საზოგადოებაში ფუნქციონირება, მოუარონ საკუთარ თავს, დაიცვან საკუთარი უფლებები, იმუშაონ, იყოლიონ და აღზარდონ შვილები, მოუარონ სახლს და ა.შ. აქედან გამომდინარე, მასწავლებლებმა მხარი უნდა დაუჭირონ ბიჭებისა და გოგონების სწავლასა და განვითარებას. პოტენციალის განვითარება და განმტკიცება გულისხმობს სწავლასა და განვითარებაში არსებული დაბრკოლებების და, ასევე, იმ რესურსების იდენტიფიცირებას, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს.

ქვემოთ მოტანილ ცხრილში მოცემულია იმ დაბრკოლებებისა და პოზიტიური ფაქტორების მაგალითები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს ან შეუწყოს ბიჭებისა და გოგონების სწავლასა და განვითარებას. მოცემული ცხრილი ორი ასპექტის გათვალისწინებითაა დალაგებული:

- ნეგატიური სწავლისა და განვითარებისათვის;
- პოზიტიური სწავლისა და განვითარებისათვის.

სფერო

ბიჭები

გოგონები

ზოგადად საზოგადოება

- ბიჭი უფრო ხშირად ხდება ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ოჯახის სხვა წევრების, მოსწავლეების, ახალგაზრდებისა და საზოგადოების სხვა წევრების მხრიდან;

-„ქუჩის კოდექსი”, რომლის თანახმად ბიჭები არ უნდა სწავლობდნენ;

- სპორტულ აქტივობებში მონაწილეობა.

- გოგონა უფრო ხშირად ხდება სექსუალური ძალადობისა და უხეშობის მსხვერპლი მამრობითი სქესის მოსწავლეების და სხვა ბიჭების (მამაკაცების) მხრიდან;

- საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობა.

ოჯახი ან შინაური გარემო

- მამის არყოლა უფრო ძნელია ბიჭისათვის.

- ნაკლები დრო აქვთ სათამაშოდ, რადგან ეხმარებიან ოჯახურ საქმიანობაში დედას ან ოჯახის სხვა რომელიმე წევრს.

სასკოლო გარემო

- მამრობითი სქესის მისაბაძი ეტალონების ნაკლებობა, ვინაიდან მასწავლებელთა უმეტესობა ქალები არიან;

- მეტი ყურადღება ბიჭების მიმართ მასწავლებელთა მხრიდან.

- ნაკლები ყურადღება გოგონების მიმართ მასწავლებელთა მხრიდან;

- ბევრია პოზიტიური მისაბაძი ეტალონი, ვინაიდან მასწავლებელთა უმეტესობა ქალები არიან.

ბავშვები

- როდესაც ოჯახში ძალადობას აქვს ადგილი, ბიჭი სწავლობს კამათის ძალადობის საშუალებით გადაწყვეტას;

- მაღალი თვითშეფასება, ვინაიდან ბიჭები და მამაკაცები და „მამაკაცის“ ინტერესები, სამუშაო და ა.შ. უფრო მეტად ფასობს საზოგადოებაში.

- როდესაც ოჯახში ძალადობას აქვს ადგილი, გოგონები კარგავენ ნდობას მამაკაცების მიმართ (ან
მოძალადე მამაკაცებს ეძებენ);

- დაბალი თვითშეფასება ან საკუთარი თავის ღირებულების დაბალი აღქმა, ვინაიდან გოგონები და ქალები და „ქალთა“ ინტერესები, სამუშაო და ა.შ. უფრო ნაკლებად ფასობს საზოგადოებაში.

გენდერთან დაკავშირებული, ზემოთ ჩამოთვლილი კონკრეტული დაბრკოლებების გადალახვა ნიშნავს, რომ უნდა დავფიქრდეთ, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ მასწავლებლებს, რათა მოხსნან დაბრკოლებები ანდა დაეხმარონ ბავშვებს მათ გადალახვაში. მასწავლებლებმა უნდა იმოქმედონ როგორც მედიატორებმა ოჯახთან ურთიერთობებში, მოიწვიონ გაკვეთილებზე მამრობითი სქესის (გენდერული ცნობიერების მქონე) ადამიანები, მაგალითად, ბაბუები, როგორც მისაბაძი მოდელები. პოტენციალის განვითარებისა და განმტკიცების პერსპექტივა, ასევე, ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ სოციალურ პედაგოგიკაზე, რათა გავაძლიეროთ დაცულობისა და უსაფრთხოების განცდა ბიჭებსა და გოგონებში, დავეხმაროთ იმ ბავშვებს, რომლებსაც დაკარგული აქვთ ნდობა, განვიხილოთ ჯანსაღი ურთიერთობები იმ ბავშვებთან, რომელთა ოჯახებშიც ძალადობას აქვს ადგილი და ა.შ.

ამბობენ, რომ თუ ოქროს თევზს, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება აკვარიუმში დაცურავდა, ზღვაში ჩავუშვებთ, იგი ისევ წრიულად დაიწყებს ცურვას, თითქოს აკვარიუმის შემზღუდავი კედლები ისევ არსებობდეს. ადამიანებიც ხშირად ისევე იქცევიან, როგორც ოქროს თევზი - თუ ჩვენ დიდხანს ვცხოვრობთ ისეთ პირობებში, რომელშიც ჩვენი სამოქმედო სივრცე შეზღუდულია გენდერული ნორმებით, თუ ჩვენ გამუდმებით გვეუბნებიან, რომ ჩვენ არ შეგვწევს უნარი, არ ვდავართ გარკვეულ დონეზე, საკმარისად ჭკვიანები არ ვართ, რათა შევასრულოთ ის როლები და ამოცანები, რომლებიც საპირისპირო სქესის კუთვნილებად ითვლება, ჩვენ ვიწყებთ ყოველივე ამის დაჯერებას და მივიჩნევთ, რომ ეს მართლაც ასეა და ასეც უნდა იყოს. ხოლო მაშინ, როდესაც ჩვენ შესაძლებლობა გვეძლევა, საკუთარ თავზე ავიღოთ ასეთი ამოცანები, ამას არ ვაკეთებთ, რადგან ვთვლით, რომ ეს არ შეგვიძლია.

იმისათვის, რომ დავეხმაროთ გოგონებსა და ბიჭებს და ამოვიყვანოთ ისინი საზოგადოების მიერ შექმნილი აკვარიუმიდან, ანუ ჩვენი ქცევისა და თავისუფლების გენდერული შეზღუდვებისაგან გავათავისუფლოთ, ჩვენ უნდა წავახალისოთ ისინი, რათა გააცნობიერონ, რომ ისინი უფრო თავისუფალნი არიან, ვიდრე მათ ჰგონიათ - ანუ, უნდა დავეხმაროთ მათ, გაიკეთონ „გენდერული სათვალე“ და, საბოლოო ჯამში, ეჭვქვეშ დააყენონ ეს შემზღუდველი ნორმები. მაგალითად, ვასწავლოთ გოგონებსა და ბიჭებს საკუთარი უფლებები, განვიხილოთ და კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ ქალებისა და მამაკაცებისათვის საზოგადოებაში დაკანონებული ნორმები და როლები.

ასევე, დავეხმაროთ მათ, რათა გამოიკვლიონ და განავითარონ საკუთარი პიროვნების ის თვისებები, რომელთა არსებობას ისინი ადრე უარყოფდნენ. მაგალითად, ვასწავლოთ ბიჭებს ერთმანეთთან თანამშრომლობა, დავის სიტყვით გადაწყვეტა და არა მუშტით. გოგონებს კი ვასწავლოთ, ეცადონ ჩამოაყალიბონ და დაიცვან საკუთარი სურვილები და მიზნები, იმოქმედონ დამოუკიდებლად.

როლები და პასუხისმგებლობები

როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, გენდერი გულისხმობს იმ როლებსა და პასუხისმგებლობებს, რომელთა საკუთარ თავზე აღებასაც საზოგადოება მოელის ქალებისა და მამაკაცებისაგან, ბიჭებისა და გოგონებისაგან. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული ამოცანები, რომელთა შესრულებაც ქალების პრეროგატივაა, რაც განპირობებულია სქესით - ბავშვების გაჩენა და მათი მკერდით კვება. ყველა სხვა ამოცანა, რომელიც ქალებსა და მამაკაცებს ეკისრებათ, განსაზღვრულია გენდერით - ისტორიული, კულტურული და რელიგიური კონტექსტით. არსებობს გარკვეული ამოცანები, რომლებსაც „ქალის საქმედ“ მიიჩნევენ და ამოცანები, რომლებიც „კაცის საქმედაა“ აღიარებული. შესაძლებელია განვასხვავოთ რამოდენიმე ტიპის შრომა - პროდუქტიული, რეპროდუქტიული და საზოგადოებრივი:

პროდუქტიული შრომა - საქონლისა და მომსახურების წარმოება, მოხმარებისა თუ ვაჭრობისათვის. ხშირად ეს სამუშაო სრულდება ანაზღაურებადი სამსახურის ან საკუთარი ბიზნესის ფარგლებში. ქალთა პროდუქტიული შრომა ხშირად ნაკლებად ჩანს და ნაკლებად ფასობს, შესაბამისად, ნაკლებ ანაზღაურებადიც არის. ქალების მუშაობას ხშირად არ აღიქვამენ „შრომად“, მაგალითად, ქალების შრომა ბაღში და ბოსტანში და ა.შ.

რეპროდუქტიული შრომა - ოჯახისა და მისი წევრების მოვლა: ბავშვების მოვლა, საჭმლის მომზადება, წყლისა და საწვავის მომარაგება, საკვები პროდუქტების შეძენა, ოჯახის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ავადმყოფი ნათესავების მოვლა. ეს იშვიათად აღიქმება შრომად და თითქმის არასოდეს არ ანაზღაურდება. ქვეყნების უმეტესობაში რეპროდუქტიულ შრომას ქალებისა და გოგონების ამოცანად მიიჩნევენ.

საზოგადოებრივი შრომა - სოციალური ღონისძიებებისა და მომსახურების კოლექტიური ორგანიზება: ზეიმები, საქმიანობა, მიმართული საზოგადოებრივი ცხოვრების გაუმჯობესებაზე, ადგილობრივი პოლიტიკური საქმიანობა. საზოგადოებრივი შრომის შემთხვევაში, მამაკაცები ხშირად იღებენ გადაწყვეტილებებს, თუ რისი გაკეთება არის საჭირო, ხოლო ქალები ამ გადაწყვეტილებებს ასრულებენ. აქედან გამომდინარე, შრომის გენდერული განაწილება ხშირად ემთხვევა პროდუქტიული და რეპროდუქტიული შრომის განაწილებას, როდესაც ქალებისაგან მოელიან რეპროდუქტიული სამუშაოს მთელი ან უდიდესი ნაწილის შესრულებას.

ქალები სულ უფრო და უფრო ერთვებიან პროდუქტიულ შრომაში, რადგან ერთი ადამიანის პროდუქტიული შრომა ვეღარ უზრუნველყოფს ოჯახის მატერიალურ კეთილდღეობას; რადგან მამაკაცები ვეღარ შოულობენ სამუშაოს ან არ ღებულობენ ბაზარზე არსებულ შემოთავაზებებს. მაგალითად, 2003 წლის მონაცემებით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახების 63% ქალების შემოსავლით ცხოვრობდა.

მიუხედავად პროდუქტიული შრომის ასეთი ზრდისა, იშვიათად მცირდება რეპროდუქტიული შრომა, რაც ნიშნავს, რომ ქალთა სამუშაო ტვირთი იზრდება. მთელ მსოფლიოში არსებობს ტენდენცია, შეურიგდნენ იმას, რომ ქალები მოეკიდონ პროდუქტიულ შრომას (მაგალითად, „ჩვენ ეს არ მოგვწონს, მაგრამ ახლა ძნელი დროა“), ვიდრე იმას, რომ მამაკაცებმა აიღონ თავიანთ თავზე რეპროდუქტიული შრომის დიდი ნაწილი. შვედეთში ქალთა დიდი რაოდენობა შრომის ბაზარზე 1970-იანი წლების დასაწყისში შევიდა. ეს იყო ცვლილება, რომელსაც მამაკაცების რეპროდუქტიული შრომის ზრდა არ მოჰყოლია. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა ოჟახებისა თვლის, რომ სახლის სამუშაო ოჯახში თანაბრად აქვთ განაწილებული, ფაქტია, რომ რეპროდუქტიული შრომის უმეტესი წილი ქალებზე მოდის.

შემოთავაზებული სავარიშო: „24 საათი“ რჩევა: მოიძიეთ მაგალითები საქართველოს სტატისტიკური მონაცემებიდან

გენდერი და კულტურა/რელიგია

შესავალი

კულტურა, ტრადიცია და რელიგია მნიშვნელოვან და მძლავრ პოზიტიურ ძალას წარმოადგენს. კულტურაში, ტრადიციებისა და ფასეულობების სისტემებსა და რელიგიაში ჩვენ ვპოულობთ საზრისს, ბოროტების ახსნას, სახელმძღვანელო პრინციპებს იმისას, თუ როგორ ვიცხოვროთ, ვსწავლობთ სხვებთან ერთიანობას და ღმერთთან სიახლოვეს. ჩვენი ცხოვრების ასპექტების უმეტესობისათვის არსებობს კულტურული და რელიგიური არგუმენტები. შესაბამისად, უფრო ახლოს უნდა გავიცნოთ ის, თუ როგორია, თანასწორობის თვალსაზრისით, კულტურისა და რელიგიის მიდგომა ქალებისადმი.

კულტურული ტრადიციის უმეტესობა წმინდა, უმნიშვნელოვანესი და დადებითია - ეს არის პოზიტიური ფასეულობები, რომლებიც უნდა გაგრძელდეს, შენარჩუნდეს და რომლებსაც პატივი უნდა ვცეთ. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მრავალი კულტურული და რელიგიური არგუმენტის მოძიება შეიძლება, რომელიც გენდერული თანასწორობის და ადამიანთა უფლებების ამსახველია (მაგალითად, თამარ მეფის ეპოქა). ამავე დროს, გენდერი არის კულტურული კონსტრუქტი, რომლის ფარგლებშიც ჩვენი სხვადასხვა კულტურები სხვადასხვა ღირებულებებს, როლებსა და პასუხისმგებლობებს ანიჭებენ ქალებსა და მამაკაცებს.

რელიგია

როგორც იესოს, ასევე მუჰამადის სწავლება თანასწორობას გულისხმობს და მათი სიტყვები გვეხმარება ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობისათვის ბრძოლაში. რელიგიამ მთელ რიგ შემთხვევებში ცენტრალური როლი შეასრულა ადამიანთა უფლებებისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში, მაგალითად, ლათინურ ამერიკაში აღმოცენდა „გათავისუფლების თეოლოგია“, რათა ადამიანები კოლონიალიზმისაგან გაეთავისუფლებინა. ეკლესია ხშირად ის ადგილია, სადაც ქალების პოლიტიკური აქტივობა ხორციელდება და სადაც ისინი ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას. ეკლესიას თუ მეჩეთს შეუძლია უსაფრთხო თავშესაფრით უზრუნველყოს არეული ოჯახური ცხოვრებით დაღლილი ქალი. მაგრამ რელიგია, უფრო სწორედ ზოგიერთი რელიგიური დებულება, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ქალთა უფლებების საწინააღმდეგოდაც. მაგალითად, ადამიანებმა შესაძლოა თქვან, რომ რელიგიური კანონების თანახმად, ქალმა ყოველთვის უნდა მოუსმინოს თავის ქმარს და გააკეთოს, რასაც იგი ეტყვის.

ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის მრავალმა ქრისტიანმა და მაჰმადიანმა დამცველმა მიუთითა, რომ ორივე რელიგია გვასწავლის, რომ მამაკაცები და ქალები ღმერთის წინაშე თანასწორნი არიან. ისინი ასევე მიუთითებენ, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბიბლიას და ყურანს ჭეშმარიტებად და ღმერთის სიტყვად მივიჩნევთ, ამ ტექსტების მნიშვნელობა მათ ინტერპრეტაციაზეა დამოკიდებული. არსებობს მრავალი სხვადასხვა შეხედულება იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს რელიგიური ტექსტების ინტერპრეტირება და რომელი ტექსტია ყველაზე მნიშვნელოვანი. ამან, თავის მხრივ, გამოიწვია სხვადასხვა რელიგიური მიმართულების არსებობა ერთი და იგივე რელიგიის ფარგლებში.

ასევე, არ არსებობს უნივერსალური სიმართლე ქალთა სტატუსის შესახებ ზოგადად რელიგიაში და კონკრეტულად რელიგიურ ტექსტებში, რომლებიც ურთიერთსაპირისპირო ინფორმაციას შეიცავენ. არსებობს ისეთი ტექსტებიც, რომლებიც აღიარებენ ქალთა თანაბარ სტატუსს და ისეთებიც, რომელთა მიხედვითაც ქალები მამაკაცებზე დაბლა დგანან.

ადამიანის უფლებების მაჰმადიანი და ქრისტიანი დამცველები მიუთითებენ, რომ ეს ტექსტები დაიწერა 1000 წლის წინ, რათა ადამიანთათვის განცხადებულიყო ღმერთის სიტყვა. მაგრამ იმჟამინდელი საზოგადოების ცხოვრება ძლიერ განსხვავდებოდა დღევანდელისაგან და ხსენებულ ტექსტებშიც იმ დროის ღირებულებები და დამოკიდებულებებია ასახული. საზოგადოება მას შემდეგ შეიცვალა, ხოლო ის ახალი სიტუაციები, რომლებშიც თანამედროვე ადამიანები იმყოფებიან, ცხადია, ძველ ტექსტებში გათვალისწინებული ვერ იქნებოდა. ამიტომაც, როგორც ადამიანის უფლებების დამცველები ამბობენ, საჭირო შეიქნა ამ ტექსტების ინტერპრეტირება როგორც სულიერი, ისე მათში არსებული ძირითადი საზრისის თვალსაზრისით.

ადამიანის უფლებების მაჰმადიანი და ქრისტიანი დამცველები, ასევე, შენიშნავენ, რომ ამ ტექსტების გაგებისათვის აუცილებელია კონკრეტული კონტექსტის გათვალისწინება. ქალთა წინააღმდეგ გამოყენებული განცხადებები ხშირად ამოგლეჯილია კონტექსტიდან და არასწორადაა გაგებული. ამდენად, საქმე გვაქვს ტექსტების სხვადასხვა ინტერპრეტაციების არჩევასთან. და თუკი ამას აკეთებენ ადამიანები, რომლებიც, ეყრდნობიან რა რელიგიურ თვალსაზრისებს, ადამიანის უფლებების და თანასწორობის წინააღმდეგნი არიან, ადამიანთა და ქალთა უფლებების დამცველებსაც შეუძლიათ იგივე გააკეთონ.

კულტურა

კულტურას8 შესაძლოა გავრცელების კიდევ უფრო ფართო დიაპაზონი აქვს, ვიდრე რელიგიას, ვინაიდან იგი უფრო მეტად ცვალებადია, უფრო ადაპტირებადია საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებების მიმართ. იგი, ასევე, უფრო ღიაა ინტერპრეტირებისათვის,რადგან კულტურას, რელიგიისაგან განსხვავებით, ხშირად არ ჰყავს ოფიციალური ინტერპრეტატორები, არ არის მკაცრად განსაზღვრული, ვინ უნდა გადაწყვიტოს, თუ რას წარმოადგენს კულტურა.

დღეს არსებული კულტურული პრაქტიკიდან ზოგიერთი ერთ დროს გამოსადეგი იყო საზოგადოებისათვის - უსაფრთხოების, სოციალური ერთიანობის, შრომის ეფექტურად ორგანიზების და ა.შ. თვალსაზრისით. მაგრამ თანამედროვე ცხოვრებაში ეს აქტივობები მოძველდა, ვინაიდან ჩვენ სხვანაირად ვცხოვრობთ - სხვა ოჯახურ გარემოში, სხვანაირად ვშოულობთ ფულს, არსებობს სხვა საშიშროებები, ჩვენი ცხოვრების მიზნებიც სხვა არის. კულტურული ნორმების ცვლილებას, საზოგადოებაში არსებული რეალობების ასახვის თვალსაზრისით, შესაძლოა დრო დასჭირდეს. ამის მაგალითია ის თვალსაზრისი, რომ მამაკაცი უნდა იყოს ოჯახის უფროსი, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ხშირად ქალს შემოაქვს მთელი ფული ოჯახში, რადგან მამაკაცებს უძნელდებათ სამუშაოს პოვნა (ან არ სურთ ისეთი სამუშაოს შესრულება, რომელსაც ისინი თავისთვის შეუფერებლად თვლიან). ზოგიერთ ადამიანს მართლაც აწუხებს ის, რომ ცვლილებები გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით შეცვლის ყველაფერს - მათ ტრადიციებს და ა.შ. და რომ ისინი დარჩებიან იმ „რუკის“ გარეშე, რომლითაც ცხოვრობდნენ. საჭიროა ამ ადამიანების დამშვიდება და დარწმუნება, რომ ყველა პოზიტიური მოვლენა კულტურაში თავის ადგილას დარჩება და რომ, თუ ჩვენ თავიდან მოვიშორებთ გენდერულ უთანასწორობას, ეს ჩვენ ყველას სარგებელს მოგვიტანს. ზოგიერთებს უბრალოდ არ სურთ, რომ ცვლილებები მოხდეს და ისინი იყენებენ სიტყვებს „კულტურა“ და „ტრადიცია“ არგუმენტებად იმ ინიციატივების შესაჩერებლად, რომელთა მიზანია საზოგადოებრივი ნორმების შეცვლა.

კონფლიქტის დროს ხანდახან უფრო ადვილია კულტურული მოდელების შეცვლა, მაგრამ საფრთხის ქვეშ მყოფი საზოგადოება, შესაძლოა, ასევე, უფრო ძლიერ ჩაეჭიდოს ძველ ტრადიციებს, მაგალითად, ლტოლვილები შვედეთში რასიზმის საფრთხის წინაშე.

როდესაც კულტურა არ ადაპტირდება თანამედროვე ცხოვრების ცვალებადი სტილებისა თუ რეალობების შესაბამისად, იგი შესაძლოა ვეღარ „ელაპარაკოს“, მაგალითად, ახალგაზრდა თაობას, რომელსაც მიაჩნია, რომ ტრადიციები ვერ მისცემენ მათ იმ „გზამკვლევს“, რომელიც ცხოვრებისეული პრობლემების მოსაგვარებლად სჭირდებათ. ყოველივე ამის შედეგად, შესაძლოა, ახალგაზრდებმა ტრადიციებს ზურგი შეაქციონ.

გენდერული მოდელები სკოლაში

გენდერული განსხვავებები სკოლამდელ და სკოლის სიტუაციებში

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის განვითარების შესახებ საბავშვო ბაღისა და სკოლის პერიოდში ბევრი რამ არის ცნობილი, გენდერული განსხვავებების სისტემური კვლევა, ჩვენთვის მისაწვდომი ლიტერატურის მიხედვით, არ ჩატარებულა. თუმცა, ეს განსხვავებები შეიძლება დავინახოთ საკლასო ოთახშიც და მის გარეთაც. მაიკლ გურიანმა შეაგროვა სხვადასხვა მონაცემები და შეისწავლა ის გამოცდილება, რომელიც ეხება გენდერულ განსხვავებებს. გარკვეული ნაწილი გურიანის მასალისა მოცემულია ქვემოთ მოტანილ სიაში, საიდანაც აშკარად ჩანს, რომ არსებობს ბევრი მნიშვნელოვანი განსხვავება, რომელიც ზეგავლენას ახდენს როგორც ზოგადად განვითარებაზე, ისე უშუალოდ სწავლის პროცესზე.

ერთი ფაქტი, რომელიც გურიანს გამორჩა და რომელიც მრავალ კვლევაშია ასახული, არის ის, რომ საშუალო სკოლებში ბიჭებს დაახლოებით ორჯერ მეტი ყურადღება და დრო ეთმობათ, ვიდრე გოგონებს. ასევე, სასკოლო პროგრამასა და სახელმძღვანელოებში მისაბაძ ეტალონებად ძალიან ხშირად მამრობითი სქესის პიროვნებებს წარმოადგენენ.

ფემინისტი მკვლევარები ხშირად სამართლიანად მიუთითებენ იმ ფაქტზე, რომ განვითარებადი ქვეყნების უმრავლესობაში გოგონები მნიშვნელოვანი სიძნელეების წინაშე დგანან8 მაგრამ ისინი ვერ ხედავენ იმას, რომ, განსაკუთრებით დაბალ კლასებში, ბიჭებს უფრო მეტი პრობლემები აქვთ, რადგან ისინი ვერ ეგუებიან სწავლების იმ სტილს, რომელიც, მასწავლებელთა აზრით, ეფექტურია9. ასევე, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში უმაღლესი განათლების მიღების სტატისტიკური მაჩვენებელი უფრო მაღალია გოგონებისათვის, ვიდრე ბიჭებისათვის და სწავლას თავს უფრო ხშირად ბიჭები ანებებენ10.

ბიჭებისა და გოგონების სწავლისა და განვითარების

შემაფერხებელი დაბრკოლებები

არსებობს რამდენიმე დაბრკოლება, რომელიც ხელს უშლის სწავლას, როგორც სკოლებში, ასევე მათ გარეთ. ზეწოლა სხვა მოზარდთა მხრიდან, სექსუალური ძალადობა, ინდიფერენტული მასწავლებლები - ყოველივე ეს ხელს უშლის განვითარებასა და სწავლას. საოჯახო საქმეებში მონაწილეობა გოგონებს გაკვეთილების მოსამზადებელ დროს ართმევს, ხოლო თანატოლების მხრიდან ზეწოლა ხელს უშლის ბიჭების მოტივაციას სწავლის მიმართ.

თუ ამ სხვაობებს დავუმატებთ ქვემოთ ჩამოთვლილ განსხვავებებს სწავლის სხვადასხვა სტილს შორის, დავინახავთ აშკარა გენდერულ განსხვავებებსაც. შესაძლებელია თუ არა რაიმეს გაკეთება? მაგალითად, შეგნებული ფოკუსირება გოგონებზე (განსაკუთრებით ისეთებზე, რომლებიც ყოველთვის ჩუმად არიან); ან იქნებ მართებული იყოს სასწავლო მასალის შინაარსის ისე შეცვლა, რომ მისაბაძ ეტალონებად ქალები წარმოვაჩინოთ; საინტერესოა, ასევე, მოიტანს თუ არა რაიმე შედეგს სწავლების პროცესში გოგონებისა და ბიჭების განცალკევება. ჩვენი გამოცდილებით, როდესაც მასწავლებლები შეგნებულად და შემოქმედებითად უდგებიან გენდერთან დაკავშირებულ განსხვავებებს, იქმნება გაცილებით უკეთესი კლიმატი და სასწავლო პროცესიც უფრო ეფექტურად წარიმართება.

მასალა ვიდეოპროექტორისთვის

ბიჭები, საბავშვო ბაღი, გოგონები

უფრო მეტ სივრცეს იკავებენ სათამაშო მოედნებზე.

თავს იყრიან ჯგუფებად, მცირე სივრცეს იკავებენ.

მოედანზე თამაშის დროს მეტს დარბიან, არიან უფრო უხეშები, მამაცები და აგრესიულები. თანმშრომლობაზე მეტად შეჯიბრი მოსწონთ.

მოედანზე თამაშები უფრო წყნარი და ნაკლებად აქტიური, უფრო თანამშრომლობითია.

თამაშებისათვის დამახასიათებელია ფიზიკური კონტაქტი, მოქმედების უწყვეტი დინება.

თამაშის დროს იცავენ რიგს, ახასიათებთ არაპირდაპირი კონკურენცია.

მეტად აქვთ გამოხატული მეტყველების პრობლემები

ნაკლებად აქვთ გამოხატული მეტყველების პრობლემები

რაიმე ამბის გადმოცემისას, დამახასიათებელია ეგზალტირებული თხრობა, ესტიკულაცია, მსხვერპლის იგნორირება.

თხრობისას ყურადღება გამახვილებულია ადამიანებს შორის ურთიერთობებზე, მსხვერპლის გრძნობებზე.

გრძნობებს გამოხატავენ მოქმედების საშუალებით.

გრძნობებს გამოხატავენ სიტყვების საშუალებით.

I-III კლასები

მეტ დროს ანდომებენ კითხვის სწავლას

უფრო მალე სწავლობენ კითხვას, ბიჭებზე უკეთ კითხულობენ

ეხერხებათ მათემატიკა.

დამახასიათებელია ვერბალური აქტივობა.

ეხერხებათ სამგანზომილებიანი ოპერაციები.

ეხერხებათ გრამატიკა და ლიტერატურა.

უფრო შებოჭილები არიან წესებით, ვიდრე
გოგონები.

ნაკლებად შებოჭილები არიან პირობითი წესებით.

IV-VI კლასები

ძირითადად ფოკუსირებულნი არიან ქმედებაზე და კვლევაზე.

ძირითადად ფოკუსირებულნი არიან ურთიერთობებზე და კომუნიკაციაზე.

არსებობს მეტი ალბათობა იმისა, რომ უთანხმოების დროს მიმართონ აგრესიულ ქმედებას.

ნაკლები ალბათობაა იმისა, რომ უთანხმოების დროს მიმართონ აგრესიულ ქმედებას.

უკეთ კითხულობენ რუკებს.

დახვეწილი მოტორული უნარი გააჩნიათ.

სჭირდებათ კითხვაში გავარჯიშება.

კარგად უწყობენ ერთმანეთს ხმებს გუნდში

მათემატიკურ ამოცანებს ვერბალური დახმარების - ლაპარაკის გარეშე - ხსნიან.

მათემატიკური ამოცანების ამოხსნისას, საჭიროებენ ვერბალურ დახმარებას (მეტს ლაპარაკობენ).

წყარო: „ბიჭები და გოგონები სხვადასხვანაირად სწავლობენ!“
Gurian, Michael; Wiley, 2001.

გენდერი და სწავლა

დასწავლის, მასალის ათვისების სტილი

ადამიანები განსხვავდებიან მასალის ათვისების სტილის მიხედვით, იმით, თუ როგორ აღიქვამინ ისინი ინფორმაციას, როგორ გადაამუშავებენ მას და როგორ გადმოსცემენ მიღებულ ცოდნას. მაგალითად, ზოგიერთი მოსწავლე უკეთ იმახსოვრებს გაკვეთილს, თუ მასალა ვიზუალურადაა წარმოდგენილი, თუ მას წარმოსახვითი სურათების საშუალებით დაამუშავებს და შემდეგ ვერბალურად, სიტყვების საშუალებით, გადმოსცემს. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ კინესთეტიკურ-ტაქტილური (ანუ შეგრძნებებზე დაყრდნობით) სწავლება ყოველთვის ძალიან ეფექტურია. მაგრამ, სამწუხაროდ, მას მხოლოდ დაბალ კლასებში იყენებენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა გაკვეთილზე სხვადსხვა სტილი გამოიყენოს. (მაგალითად, სურათის ჩვენება და, ამავე დროს, მის შესახებ საუბარი). ასეთ შემთხვევაში მასალის ათვისება უფრო მეტ მოსწავლეს გაუადვილდება.

ძირითადად განასხვავებენ მასალის ათვისების შემდეგ სტილებს: ვიზუალურს, აუდიალურს და კინესთეტიკურს/დაქტილურს.

ვიზუალური სტილი: მოსწავლე უკეთ ითვისებს და იმახსოვრებს იმას, რასაც ხედავს და კითხულობს. მას მოსწონს ხატვა, ფილმების ყურება და კარგად წარმოიდგენს ხოლმე საგნებს ვიზუალურად.

აუდიალური სტილი: მოსწავლე უკეთ ითვისებს და იმახსოვრებს იმას, რაც ესმის, მაგალითად, სახელებს. მას მოსწონს ამბების მოყოლა, დისკუსიაში ჩართვა და ხმამაღლა კითხვა. მას ეხერხება სიტყვით გამოსვლა, დებატებში მონაწილეობა და ინტერვიუს აღება.

კინესთეტიკურ/ტაქტილური სტილი: მოსწავლე უკეთ ითვისებს და იმახსოვრებს მასალას, თუ კი დასწავლისას მოძრაობს, იყენებს სხეულის ენას და ხელით ეხება ნივთებს.

სასწავლო მასალის ათვისების სხვადასხვა სტილი

(კროსკულტურული მონაცემები11)

მოსახლეობა ზოგადად

ვიზუალური სტილი: .......................................................40%

აუდიალური სტილი: .......................................................30%-ზე ნაკლები

კინესთეტიკურ/ტაქტილური: ........................................30%-ზე მეტი

სკოლა

აუდიალური სტილით ხასიათდება მოსწავლეთა 30%-ზე ნაკლები (დაწყებით სკოლაში - 12%) და მასწავლებელთა უმრავლესობა.

სკოლის მოსწავლეთა უმრავლესობა ტაქტილური და კინესთეტიკური სტილით ხასიათდება; ბავშვების სულ მცირე 50%-ს არ შეუძლია წყნარად ჯდომა გაკვეთილზე დროის გარკვეულ მონაკვეთში, ხოლო 25%-ს მხოლოდ მაშინ - თუ ძალიან დაინტერესდა საკითხით.

მასწავლებელთა უმრავლესობა (65%) ანალიტიკური სტილით ხასიათდება, მათ შორის მათემატიკის მასწავლებლები უკიდურესად ანალიტიკურები არიან.

გენდერული განსხვავებები

გოგონები (ბიჭებთან შედარებით):

  • უფრო ორიენტირებულნი არიან საკუთარი თავის, მასწავლებლის და მშობლების მიმართ;

  • უკეთეს მოტორულ ჩვევებს ავლენენ ნატიფი მოძრაობების კონტექსტში;

  • უფრო ბეჯითნი არიან და პასუხისმგებლობის გრძნობით ხასიათდებიან;

  • უყვართ სასუსნავი და კაშკაშა სინათლე;

  • ხასიათდებიან აუდიალური სტილით.

ბიჭები (გოგონებთან შედარებით):

  • უფრო ორიენტირებულნი არიან თანატოლების მიმართ და უფრო რეზისტენტულები ავტორიტეტების მიმართ; უფრო ვიზუალური სტილით ხასიათდებიან; (ბიჭების 95%-ს აქვს მოთხოვნილება მუდმივად მოძრაობაში იყოს);

  • უყვართ ხმაური;

  • ნაკლებად აკონტროლებენ საკუთარ იმპულსებს.

ცვლილებების შემოტანა

ნებისმიერ მცდელობას, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოებაში გაბატონებული წესის შეცვლას, ხვდება სხვადასხვა სახის წინააღმდეგობა ამ საზოგადოების წევრთა მხრიდან. ამ წინააღმდეგობამ შესაძლოა სხვადასხვა ფორმა მიიღოს - ღია პროტესტიდან ჩუმ მანიპულირებამდე. ღია პროტესტი შესაძლოა ზოგიერთ შემთხვევაში უკეთესი იყოს, ვინაიდან იგი აშკარაა და ტრენერს ჰყავს ოპონენტი, რომელთანაც მას შეუძლია დიალოგი წარმართოს. ჩუმი მანიპულირება კი დაფარულია და, შესაძლოა, ტრენერმა ვერ შეამჩნიოს იგი ან არ იცოდეს, რა არგუმენტებით დაუპირისპირდეს მას. ჩუმი პროტესტის შემთხვევებში, ტრენერმა შეიძლება აირჩიოს მონაწილეთა პროვოცირების გზა, რათა პროტესტი ღიად აქციოს და, შესაბამისად, შესაძლებელი გახდეს ამ თემაზე დიალოგის წარმართვა.

ცვლილებისადმი დამოკიდებულების სხვადასხვა სახეები

ადამიანებს სხვადასხვა დამოკიდებულება აქვთ იმ ცვლილებების მიმართ, რომლებიც მათ ორგანიზაციებში თუ დაწესებულებებში ხდება. ყოველთვის აღმოჩნდება რამდენიმე ენთუზიასტი, რომელიც მთელი გულით მხარს უჭერს შემოთავაზებულ ცვლილებებს და ეხმარება მათ განხორციელებას. ასევე, იქნებიან მიმდევრები, რომლებიც მიჰყვებიან ცვლილებებს, მაგრამ ისინი მამოძრავებელ ძალას არ წარმოადგენენ. ადამიანთა უმრავლესობა „ჩუმად არის“ და ჩუმად მხარს უჭერს (პოზიტიური ჩუმი უმრავლესობა) ან ჩუმად ეწინააღმდეგება (ნეგატიური ჩუმი უმრავლესობა) ამ ცვლილებებს. ეს ჯგუფები შეიძლება „გადაიბირონ“ ან ენთუზიასტებმა ან მოწინააღმდეგეებმა. ეს უკანასკნელნი ღიად ეწინააღმდეგებიან ცვლილებებს. მიუხედავად ამისა, თუ თქვენ შეძლებთ მათ დარწმუნებას, რომ ისინი ცვლილებებისაგან გარკვეულ სარგებელს მიიღებენ, ისინი, შესაძლოა, თქვენი საუკეთესო მოკავშირენი გახდნენ ცვლილების განხორციელებისას. ამიტომ, შესაძლოა ღირდეს დროის დახარჯვა იმაზე, რომ ისინი კონკრეტული საკითხით დააინტერესოთ.

ცვლილების საწინააღმდეგო არგუმენტები

ადამიანი, რომელიც ცდილობს შემოიტანოს გენდერული პერსპექტივა სამუშაო პროცესში, მზად უნდა იყოს, უპასუხოს შემდეგ საწინაააღმდეგო არგუმენტებს:

- ჩვენ ასეთი რამ არასოდეს არ გაგვიკეთებია;

- ჩვენ ეს უკვე გავაკეთეთ და არაფერი გამოვიდა;

- იმუშავეთ იმდენ ხანს, რაც მე ვმუშაობ და მაშინ მიხვდებით, რომ ეს არ გამოვა;

- ეს სადავო და ძალიან ფაქიზი საკითხია;

- სიმართლეს თვალებში შეხედეთ! ეს სრულიად არარეალურია;

- ჩვენ ამის დრო არა გვაქვს;

- ჩვენ ამისათვის ფული არა გვაქვს;

- როგორ ბედავთ იმის თქმას, რომ, რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ - არასწორია!

დომინირების ტექნიკა

ამ ქვეთავში მოცემულია დომინირების ხერხები, რომლებიც ხშირად გამოიყენება იმ ადამიანთა წინააღმდეგ, რომლებიც საზოგადოებაში გენდერული ცვლილების განხორციელებას ცდილობენ. ეს ხერხები პირველად აღწერილ იქნა ნორვეგიელი პოლიტიკოსისა და მკვლევარის - ბერიტ ოსის მიერ, როგორც ის საშუალებები, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენება პოლიტიკაში ქალთა წინააღმდეგ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მათ არა მარტო გენდერულ, არამედ სხვა კონტექსტშიც იყენებენ ხოლმე.

დომინირების ხერხების გამოყენება შეიძლება წარმოადგენდეს შეგნებულ მცდელობას, რომლის მიზანი ცვლილების შემომტანი ან მხარდამჭერი ადამიანის თავიდან მოშორებაა. თუმცა, როდესაც ამ ხერხებს იყენებენ ისეთი ქალის წინააღმდეგ, რომელიც შეაღწევს „მამაკაცის სამფლობელოში“ (მაგალითად, პოლიტიკა) ან ისეთი მამაკაცის წინააღმდეგ, რომელიც „ქალთა სამფლობელოში“ შედის (მაგალითად, საოჯახო საქმიანობა), ეს შეიძლება ქვეცნობიერადაც ხდებოდეს, ვინაიდან ადამიანები ისე არიან აღზრდილნი, რომ მათ სხვადასხვა მოლოდინები აქვთ მამაკაცებისა და ქალების მიმართ და მკვეთრი რეაქცია უჩნდებათ, როდესაც ეს მოლოდინები არ მართლდება.

თუ დომინირების საშუალებებს გავაცნობიერებთ, ადვილად შევძლებთ მათ გამოცნობას, როდესაც მათ ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენებენ და, შესაბამისად, მათთან გამკლავებასაც ადვილად მოვახერხებთ.

ქვემოთ მოტანილია ბერიტ ოსის მიერ იდენტიფიცირებული დომინირების ხერხები:

თქვენ უჩინრად გაქცევენ

ამ სტრატეგიის მიზანია თქვენი „უჩინრად“ ქცევა: თქვენ არავინ არ გისმენთ და თქვენს ნათქვამს არავინ ითვალისწინებს. მაგალითად, ადამიანები იწყებენ ქაღალდებში ქექვას ან ერთმანეთთან ლაპარაკს, როდესაც თქვენ ლაპარაკობთ. ქალების შემთხვევაში, არ აინტერესებთ მათი აზრი „კაცის საქმეების“ შესახებ (პოლიტიკა, ტექნიკა და ა.შ.) და პირიქით, მამაკაცების შემთხვევაში, მათი აზრი მხოლოდ „კაცის საქმეების“ შესახებ აინტერესებთ.

თქვენ თითქოს არ არსებობთ. პირად ურთიერთობაში, ეს შესაძლოა ასეთი სახით გამოიხატოს: პარტნიორი გაზეთს კითხულობს ან ტელევიზორს უყურებს, როდესაც თქვენ მასთან საუბარს ცდილობთ.

როდესაც ადამიანს „უჩინრად“ აქცევენ, ის თავს სულელად ან ეგოცენტრულ ადამიანად გრძნობს, რადგან მას ეჩვენება, რომ ისეთ საკითხებზე საუბრობს, რომელიც არავის აინტერესებს. ამის შედეგად, მან შეიძლება საერთოდ დაანებოს თავი ცვლილების მიმარ- თულებით მუშაობას.

თუ გადავხედავთ ისტორიას, ვნახავთ, რომ ქალები და მათი მიღწევები პოლიტიკაში, ლიტერატურაში, მეცნიერებაში „უჩინრად“ აქციეს. ამიტომ არის, რომ ქალთა მოძრაობა მიზნად ისახავს ქალებისა და მათი მიღწევების წარმოჩენას.

დაცინვა

ეს სტრატეგია გულისხმობს დაცინვას, გამასხარავებას; თქვენი მიღწევების, შემოთავაზებების თუ პროტესტის აბუჩად აგდებას. როდესაც „დაცინვა“ ქალთა წინააღმდეგაა მიმართული, ხშირად იყენებენ ისეთ ფრაზებს, როგორიცაა „ტიპიური ქალური შემოთავაზებაა“ (იგულისხმება ნაკლებად ფასეული), „შენ ისეთი საყვარელი ხარ, როდესაც ბრაზდები“, „შენ ზედმეტად მგრძნობიარე ხარ“. როდესაც „დაცინვა“ მიმართულია ისეთ მამაკაცზე ან ქალზე, რომელიც მხარს უჭერს გენდერულ ცვლილებას, ის შეიძლება შეიცავდეს ასეთ განცხადებას: „როგორც ჩანს, ჩვენს შორის ერთი ფემინისტია“. „დაცინვა“, ასევე, შეიძლება გამოიხატოს პაროდირებით და გამასხარავებით.

მიზანი ამგვარი სტრატეგიისა ისაა, რომ თქვენ შეგრცხვეთ, დაკარგოთ საკუთარი თავის რწმენა, ან დაასკვნათ, რომ იუმორის გრძნობა არა გაქვთ, რადგან არ გსიამოვნებთ, როდესაც თქვენზე იცინიან.

ინფორმაციის დაფარვა

თქვენ არ გატყობინებენ მნიშვნელოვანი შეხვედრის ან ღონისძიების შესახებ, სადაც გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული. ან გატყობინებენ, მაგრამ გადაწყვეტილებებს სხვები იღებენ შეხვედრამდე, არაოფიციალურ ვითარებაში. ასე რომ, როდესაც შეხვედრა ტარდება, ალტერნატიული წინადადებების განხილვის რეალური საშუალება არ არსებობს.

ეს სტრატეგია ზღუდავს თქვენს სამოქმედო სივრცეს, თქვენს შესაძლებლობებს -მოახდინოთ ზეგავლენა მოვლენებზე. პირადი ურთიერთობების შემთხვევაში, თქვენი პარტნიორი შეიძლება შეიძლება გიმალავდეთ ინფორმაციას საკუთარი გეგმების შესახებ და, შესაბამისად, ამით უგულვებელყოფდეს გეგმებს.

სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობის გაჩენა

ეს ხერხი კონკრეტულად ქალთა წინააღმდეგაა მიმართული და გულისხმობს, რომ ქალებმა საკუთარ თავზე უნდა აიღონ პასუხისმგებლობა ყოველივე იმაზე, რაც ხდება. თუ სხვა (ძირითადად, მამაკაცი) რაიმეს აშავებს, ეს მაინც ქალის ბრალია. მაგალითად, თუ თქვენ ქმარმა მიგატოვათ, ალბათ, არასწორად მოიქეცით; თუ ჩემი მასწავლებელი ჩემით უკმაყოფილოა, ეს, ალბათ, ჩემი ბრალია; თუ ქმარი ქალს ფიზიკურ შეურაცხყოფას მიაყენებს და ქალი პოლიციას მიმართავს, მას პასუხობენ, რომ, ალბათ, ის ღირსი იყო და რომ მან დაიმსახურა, რადგან კარგად არ იქცეოდა ან შეეპასუხა ქმარს. სასამართლო პროცესებზეც, რომლებზეც სექსუალური ძალადობის ფაქტები განიხილება, ხშირად ბრალი მსხვერპლზე გადააქვთ: მოძალადე ძალიან ნასვამი იყო, ის კი (მსხვერპლი) გამომწვევად იქცეოდა (ან გამომწვევად ეცვა) და, ამდენად, რაც მოხდა, თავის თავს დააბრალოს და ა.შ.

ფარული წინააღმდეგობა

ეს ის შემთხვევაა, როდესაც კონკრეტულ ორგანიზაციაში თითქოს ყველა მიესალმება გენდერულ ცვლილებებს, ხმამაღლა ყველა აცხადებს, რომ გენდერული თანასწრორობა მნიშვნელოვანია, მაგრამ რეალურად არაფერი იცვლება. ამ დროს ფარული წინააღმდეგობა გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების წინააღმდეგაა მიმარული.

----------------------------

1. აქ არ იგულისხმება, რომ ჰომოსექსუალიზმი გადახრაა, არამედ ის, რომ ეს სიტყვა გამოიყენება შეურაცხყოფის მიყენების მიზნით.

2. Zick Rubin (1981) Barns vanskamp, Wahlstrom & Widstrand. Stokholm

3. Dale spenser (1981) „The role of Teachers“. „What choices do we have“. Paper, Dale Spender (1978) Man Made language.Routledge&KeganPaul, Gunilla Molloy (1987) „Flickors villkor I Skolan“ Kritik Utbildingstidskrift nr 48, Gunilla Molloy (1992) „Kon och makt I klassrummet“ in Hoga berg och Djupa dalar. Kvinnoforum.

4. Haavind, Hanne (1978) „Psykologisk forskning om kvinner“ in Socialpsykology Universitetsforlaget Oslo

5. Chodrow Nancy 91978) The Reprocudtion of Mothering. University of Califronia Press. A discusscion of Chodorow's book: „On The Reproduction of Motherig A Methoddological debate“ with contributions from: Judith Lorber, Rose Laub Coser, Alice S Rossi och Chodorow in Gigns Vol 6 (1981); 3

6. Eva Etheberg (1983) „Kvindelighedens modsigelse - om kvinders personlighedsstrategier overfor manlig dominans“ Antropos, Denmark.

7. Karin Holmber (1993) „Der Kallas karlek“: en socialpsykologisk studie om kvinnors underording och mans overording bland unga jamstallda par „Annama Forlag Uddevalla. (Translation: „It's colled love: a social psychological study of the woman's subordination and the man's superordination among yourg, equal couples“)

8 თვეების, საქმიანობის და ტრადიციების ერთობლიობის აღმნიშნველი, რაც ზეგავლენას ახდენს ადამიანებზე კონკრეტულ საზოგადოებაში

9. UNICEF (2004)

10 Gurian et al (2001), Dunn et al, (2001) and Rita Dunnm personal communication, spring 2003.

11 Pierella Paci (2002) pp. 48-52.

4 სავარჯიშოები

▲ზევით დაბრუნება


გაცნობა, მონაწილეთა წარდგენა

მიზანი: ერთმანეთის გაცნობა, უსაფრთხოებისა და დაცულობის ატმოსფეროს შექმნა. მსმენელთა მოთხოვნილებებისა და საჭიროებების დადგენა და ნათლად წარმოჩენა.

დრო: 40 წუთი

ინსტრუქცია: დაწყვილდით. სასურველია, ისეთ ადამიანთან, ვისაც არ იცნობთ. აიღეთ ერთმანეთისგან ინტერვიუ: სახელი, სამუშაო, ინტერესების სფერო. სთხოვეთ თქვენს პარტნიორს, გითხრათ ისეთი რამ თავის შესახებ, რაც, მისი აზრით, სხვებმა არ იციან. ასევე, სთხოვეთ მას, გითხრათ, რისი გაგება სურს უფრო დაწვრილებით გენდერთან დაკავშირებით (ან გოგონებსა და ბიჭებს შორის განსხვავებებთან დაკავშირებით, თუ მან არ იცის, რას ნიშნავს სიტყვა „გენდერი“). (გამოტოვეთ, თუ ზედმეტად რთულია)

(3 წთ /მონაწილე= 6 წთ)
წარუდგინეთ მთელ ჯგუფს თქვენი მეწყვილე
(მაქსიმუმ 1 წთ /მონაწილე=მაქსიმუმ 25 წთ)

მწვრთნელები იწერენ, თუ რა აინტერესებთ მსმენელებს, კატეგორიებად ანაწილებენ ამ საკითხებს (თუ შესაძლებელია) და აღნიშნავენ კედელზე მიკრულ ფლიპჩარტზე, რომელზედაც მოცემულია ტრენინგის მონახაზი/წინასწარი გეგმა. ტრენინგის განმავლობაში მწვრთნელები რამდენჯერმე უბრუნდებიან ამ საკითხებს. მანამდე კი აწვდიან მსმენელებს ინფორმაციას - რა საკითხები შევა ამ ტრენინგის ფარგლებში და რა - არა. (10წთ)

მამაკაცური და ქალური თვისებები

მიზანი:

- მამაკაცური და ქალური თვისებების/დამახასიათებელი ნიშნების შესახებ ჩვენი საკუთარი წარმოდგენების ნათლად წარმოჩენა;

- ხაზგასმა იმისა, რომ ეს თვისებები ყოველი ჩვენგანისთვისაა დამახასიათებელი, შესაბამისად, ჩვეულებრივი ადამიანური თვისებებია.

დრო: 30 წუთი

ინსტრუქცია:

უთხარით მსმენელებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამ სავარჟიშოს შესრულების დროს ინტუიციას ენდონ, ბევრი არ იფიქრონ და პასუხი გასცენ პირველივე სიტყვებით, რაც აზრად მოუვათ. დისკუსიას მოგვიანებით გავმართავთ.

მიუბრუნდით მონაწილეს თქვენს გვერდით და ჰკითხეთ მას მისი მამაკაცური თუ ქალური თვისებების შესახებ.

(3 წთ /მონაწილე= 6 წთ)

მოახსენეთ ჯგუფს იმ ერთი ან რამდენიმე დამახასიათებელი თვისების შესახებ, რომელთა იდენტიფიცირებაც თქვენ მოახდინეთ.

(14 წთ)

შეჯამება: რას გრძნობდით ამ სავარჯიშოს შესრულების დროს?

არის თუ არა ეს მართლაც განსხვავებები მამაკაცებსა და ქალებს შორის, თუ ჩვენ უბრალოდ, აღვიქვამთ მათ მამაკაცურ ან ქალურ თვისებებად - განა ეს უბრალოდ ადამიანური თვისებები არ არის?

(10 წთ)

შენიშნვა

კვფორუმმა ეს სავარჯიშო ძლაინ ბევრ სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა ადამიანებთან ჩაატარა. ყველგან ერთი და გიგივე შედეგებს იღებდნენ.

გენდერული თამაში

მიზანი:

- სქესსა და გენდერს შორის განსხვავების დანახვა;

- დარწმუნება იმაში, რომ მსმენელებმა გაიგეს, რა განსხვავებაა სქესსა და გენდერს შორის.

დრო: 20-30 წუთი

ინსტრუქცია: დაარიგეთ მასალა „დებულებები მამაკაცებისა და ქალების შესახებ“ ან აჩვენეთ ეს მასალა ოვერჰედის საშუალებით. ხმამაღლა წაიკითხეთ დებულებათა დანომრილი სია და სთხოვეთ მონაწილეებს, მიაწერონ ასო „გ“ იმ დებულებებს, რომლებიც, მათი აზრით, გენდერს ეხება, და ასო „ს“ - რომლებიც სქესს ეხება.

(5 წუთი)

დაურიგეთ მონაწილეებს მასალა „დებულებები - პასუხები“ და განიხილეთ პასუხები მთელ ჯგუფთან ერთად.

შეჩერდით შემდეგ საკითხებზე:

- გაგაკვირვათ თუ არა რომელიმე დებულებამ?

- რაზე მიუთითებს ეს დებულებები - გენდერი თანდაყოლილია თუ დასწავლილი?

-გენდერული როლები დიდად განსხვავებულია სხვადასხვა საზოგადოებებში, კულტურებსა და ისტორიულ პერიოდებში;

-ასაკი, ეთნიკური და კლასობრივი მიკუთვნებულობა ასევე წარმოადგენს იმ მნიშვნელოვან ფაქტორებს, რაც განსაზღვრავს ჩვენს გენდერულ როლებს.

(10-20 წუთი)

მასალა: „დებულებები მამაკაცებისა და ქალების შესახებ“ (ორი ვარიანტი - პასუხებით და პასუხების გარეშე).

დებულებები ქალებისა და მამაკაცების შესახებ

1. ქალები აჩენენ ბავშვებს, მამაკაცები არა;

2. პატარა გოგონები ნაზები არიან, ბიჭები კი - უხეშები;

3. როდესაც ბავშვმა, რომელიც აღზარდეს როგორც გოგონა, გაიგო, რომ ის სინამდვილეში ბიჭი იყო, უმატასწავლას და მისი სასკოლო ნიშნები მკვეთრად გაუმჯობესდა;

4. ინდოეთში ქალებს, რომლებიც მუშაობენ სოფლის მეურნეობის სფეროში მუშებად, უხდიან მამაკაცთა ხელფასის მხოლოდ 40-60%;

5. ქალები ძუძუთი კვებავენ ბავშვებს, მამაკაცებს კი შეუძლიათ ბოთლით გამოკვებონ ისინი;

6. ბრიტანეთში სამშენებლო სამუშაოებს ძირითადად ასრულებენ მამაკაცები;

7. ძველ ეგვიპტეში მამაკაცები სახლში ისხდნენ და ქსოვდნენ. ქალები უძღვებოდნენ ოჯახურ ბიზნესს. ქალებმა დააგროვეს ქონება, მამაკაცებმა კი ვერა;

8. მამაკაცებს ხმა ეცვლებათ გარდამავალ ასაკში, ქალებს კი არა;

9. ერთ-ერთი კვლევისას, რომლის დროსაც შეისწავლეს 224 კულტურა, აღმოაჩინეს, რომ 5 კულტურაში მამაკაცები ამზადებდნენ საჭმელს, ხოლო 36 კულტურაში ქალები იყვნენ დაკავებულნი სამშენებლო სამუშაოებით;

10. გაეროს სტატისტიკის შესაბამისად, მსოფლიოში შრომის 67% მოდის ქალებზე. მიუხედავად ამისა, მათი შემოსავალი შეადგენს მსოფლიო შემოსავლის მხოლოდ 10 %.

დებულებები ქალებისა და მამაკაცების შესახებ
(პასუხები)

1. ქალები აჩენენ ბავშვებს, მამაკაცები არა; (ს)

2. პატარა გოგონები ნაზები არიან, ბიჭები კი - უხეშები; (გ)

3. როდესაც ბავშვმა, რომელიც აღზარდეს როგორც გოგონა, გაიგო, რომ ის სინამდვილეში ბიჭი იყო, უმატა სწავლას და მისი სასკოლო ნიშნები მკვეთრად გაუმჯობესდა; (გ)

4. ინდოეთში ქალებს, რომლებიც მუშაობენ სოფლის მეურნეობის სფეროში მუშებად, უხდიან მამაკაცთა ხელფასის მხოლოდ 40-60%; (გ)

5. ქალები ძუძუთი კვებავენ ბავშვებს, მამაკაცებს კი შეუძლიათ ბოთლით გამოკვებონ ისინი; (ს)

6. ბრიტანეთში სამშენებლო სამუშაოებს ძირითადად ასრულებენ მამაკაცები; (გ)

7. ძველ ეგვიპტეში მამაკაცები სახლში ისხდნენ და ქსოვდნენ. ქალები უძღვებოდნენ ოჯახურ ბიზნესს. ქალებმა დააგროვეს ქონება, მამაკაცებმა კი ვერა; (გ)

8. მამაკაცებს ხმა ეცვლებათ გარდამავალ ასაკში, ქალებს კი არა; (ს)

9. ერთ-ერთი კვლევისას, რომლის დროსაც შეისწავლეს 224 კულტურა, აღმოაჩინეს, რომ 5 კულტურაში მამაკაცები ამზადებდნენ საჭმელს, ხოლო 36 კულტურაში ქალები იყვნენ დაკავებულნი სამშენებლო სამუშაოებით; (გ)

10. გაეროს სტატისტიკის შესაბამისად, მსოფლიოში შრომის 67% მოდის ქალებზე. მიუხედავად ამისა, მათი შემოსავალი შეადგენს მსოფლიო შემოსავლის მხოლოდ 10%. (გ)

შენიშვნები ტრენერთათვის:

ეს სავარჯიშო განკუთვნილია ძირითადად მასწავლებლებისა და უფროსი კლასების მოსწავლეებისათვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისთვისაც გენდერის კონცეფცია სიახლეს წარმოადგენს. მისი გამოყენება რეკომენდებულია გენდერისა და სქესის შესახებ თეორიული დისკუსიის შემდეგ.

ალტერნატივის სახით, სავარჯიშო შეიძლება შესრულდეს მცირე (4-5 წევრიან) ჯგუფებში.

წყარო: Oxfam “The oxfam Gender TYRaining Manual”. 1994. p. 87-89.

ნინო და გიორგი

მიზანი:

- დავინახოთ, რომ ჩვენ ყველას სხვადასხვანაირად წარმოგვიდგენია ერთი მხრივ, ბიჭებისა და მამაკაცების, ხოლო, მეორე მხრივ, გოგონებისა და ქალების ცხოვრება. მაშინაც კი, როდესაც ჩვენი ფანტაზიის საშუალებით ვთხზავთ ცხოვრებისეულ ისტორიებს, ჩვენ უაღრესად სპეციფიკურ გენდერულ როლებს, პასუხისმგებლობებს, ქცევას, ოცნებებსა და მიღწევებს მივაწერთ ბიჭებსა და გოგონებს, მამაკაცებსა და ქალებს.

- (მეორადი) ვაჩვენოთ გენდერული მოდელების არსებობა ჩვენს კონტექსტში.

დრო: 50 წუთი
ინსტრუქცია:

ხაზგასმით აღნიშნეთ, რომ ეს გასართობი სავარჯიშოა და რომ მონაწილეებმა სწრაფად იმოქმედონ და დაასახელონ პირველი, რაც აზრად მოუვათ.

სთხოვეთ მონაწილეებს, წარმოიდგინონ სრულიად ჩვეულებრივი ქალი, რომელიც ცხოვრობს მათს უბანში ან ქალაქში, ის, ვისაც ისინი სრულიად ჩვეულებრივ, რიგით ადამიანად თვლიან. შესაძლოა, მას ისინი ყოველდღე ხვდებიან ქუჩაში, ტრანსპორტში და ა.შ.

მას შემდეგ, რაც დარწმუნდებით, რომ მსმენელებმა შესძლეს შეესრულებინათ დავალება („ხედავთ ამ ქალს თქვენს წარმოსახვაში?“), მიეცით შემდეგი ინსტრუქცია: „მოდით, გავაგრძელოთ ამ ქალის ცხოვრების აღწერა, შეგვიძლია მას პირობითად ნინო ვუწოდოთ. ჩვენ ერთად აღვწერთ მთელ მის ცხოვრებას - დაბადების მომენტიდან - გარდაცვალებამდე. წარმოიდგინეთ, რომ ბავშვებს უყვებით ერთი უბრალო გოგონას ამბავს, ამიტომ, კარგი იქნება, თუ ამ ამბავს უფრო ცოცხალსა და ფერადოვანს გახდით - მოუყევით მათ, რას ფიქრობს ეს გოგონა, რაზე ოცნებობს, რას აკეთებს, სად ცხოვრობს, რას ამბობენ სხვა ადამიანები მის შესახებ და ა.შ.

(5 წუთი)

ტრენერი იწყებს სიტყვებით: „ნინო დაიბადა“... და შემდეგ ბურთს ესვრის რომელიმე მონაწილეს, რომელმაც უნდა გააგრძელოს ისტორია, შეავსოს ამბავი ახალი ინფორმაციით და ბურთი სხვა მონაწილეს გადაუგდოს. სავარჯიშო უნდა შესრულდეს სწრაფად. ამ დროის განმავლობაში ტრენერმა უნდა ჩაწეროს მთავარი მომენტები ფლიპჩარტზე.

ნინოს ისტორიის დასრულების შემდეგ, ფლიპჩარტი გვერდზე გადადეთ და სავარჯიშო თავიდან შეასრულეთ, ოღონდ ამჯერად აღწერეთ ბიჭის ცხოვრება, რომელსაც ჰქვია გიორგი.

(25 წუთი)

დაკიდეთ ორივე ფლიპჩარტი კედელზე, სთხოვეთ მსმენელებს, წაიკითხონ ორივე ამბავი და დაფიქრდნენ. ხედავენ თუ არა ისინი, როგორ განსხვავდება ეს ორი ისტორია რთმანეთისაგან? ტრენერი უნდა დაეხმაროს სმენელებს, გააანალიზონ მიღებული ისტორიები.

სავარაუდოა, რომ ნინოს ისტორიაში უფრო მეტ ადგილს დაიკავებს მისი ურთიერთობები (მას მოსწონს თავისი მასწავლებელი, მას შეუყვარდება, იგი ოცნებობს გათხოვებაზე). გიორგის ისტორია უფრო მდიდარი იქნება მისი მიღწევებით (იგი კარგ ნიშნებს იღებს, იგი გადაწყვეტს, ცოლი მოიყვანოს, რათა გაიკეთოს პოლიტიკური კარიერა, იგი მოგზაურობს საზღვარგარეთ). გიორგის ცხოვრების აღწერისას ნაკლებად იქნება ნახსენები ბავშვები და ოჯახი, და, სავარაუდოდ, უფრო ამბის დასასრულს გამოჩნდება.

ეძიეთ ისტორიებში შემდეგი მომენტები: რას ფიქრობენ მშობლები გოგონას/ბიჭის შესახებ? ვინ სწავლობს კარგად სკოლაში - ბიჭი თუ გოგო? რომელი მათგანი მუშაობს? რომელ სექტორში? რომელი მათგანი მონაწილეობს კრიმინალურ საქმიანობაში? აქვთ თუ არა ოჯახს და საზოგადოებას ერთი და იგივე რეაქცია, ზოგადად, გიორგისა და ნინოს ქცევის მიმართ?

(20 წუთი)

მასალა: ფლიპჩარტები, მარკერები, ბურთი

შენიშვნა ტრენერებისთვის:

ეს სავარჯიშო, რომელიც ემყარება გამოცდილებას, დაეხმარება მსმენელებს, გააცნობიერონ თავიანთი წარმოდგენები ქალურობისა და მამაკაცურობის შესახებ. ამ ისტორიებში აღწერილი მამაკაცისა და ქალის ცხოვრების მახასიათებლები შეესაბამება იმ კონტექსტს, იმ გარემოს, რომელშიც ცხოვრობენ მსმენელებიისტორიის ავტორები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გიორგისა და ნინოს ისტორიები შეესაბამება იმ რეალობას, რომელშიც ისინი ცხოვრობენ. მაგალითად, ქალები უფრო ხშირად მუშაობენ კერძო სექტორში, მამაკაცები უფრო ხშირად მონაწილეობენ კრიმინალში და ა.შ. მაგრამ, ამავე დროს, ეს ამბები, ასევე, ჩვენი გენდერული აღქმის ანარეკლიცაა, რომელშიც შესაბამისად აისახება ის, თუ რას აკეთებენ ბიჭები და გოგონები, მამაკაცები და ქალები, როგორ იქცევიან ისინი, რაზე ოცნებობენ და ა.შ. აქედან გამომდინარე, ყოველივე ეს შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც საფუძველი დისკუსიისა იმის შესახებ, თუ როგორ და რატომ ცხოვრობენ მამაკაცები და ქალები სხვადასხვა ცხოვრებით. როგორ გვიბიძგეს ჩვენმა წარმოდგენებმა და იდეებმა ქალურობისა და მამაკაცურობის შესახებ ასეთი განსხვავებული ისტორიების შექმნისაკენ.

მონაწილეები შესაძლოა არ დაგვეთანხმონ და განაცხადონ, რომ ეს ამბები მხოლოდ იმიტომ განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ ეს სინამდვილეში ასეა - მათ რეგიონებში მამაკაცებისა და ქალების ცხოვრება ნამდვილად განსხვავებულია; შეიძლება თქვან, რომ განსხვავება განაპირობა იმან, რომ ეს ამბები გამოგონილია. მაგრამ, მთავარი და მნიშვნელოვანი ამ სავარჯიშოში არის ის, რომ მონაწილეებმა საკუთარი ფანტაზიით ასეთი განსხვავებული ისტორიები შეთხზეს.

შეიძლება ისეც მოხდეს, რომ მონაწილეები ძალიან შემოქმედებითად მიუდგნენ დავალებას და მეტისმეტად არარეალისტური ამბების მოყოლა დაიწყონ. ასეთ შემთხვევაში, ტრენერმა უნდა შეახსენოს მათ, რომ ისინი ერთი უბრალო, რიგითი ადამიანის ამბავს ყვებიან.

წყარო: ეს სავარჯიშო The Story of Joan and John-ის ადაპტირებული ვარიანტია - Oxfam p.167

სოციალიზაცია
მიზანი:

- გავეცნოთ და დავაკვირდეთ სოციალიზაციისა და იდენტურობის განვითარების პროცესებსა და მოდელებს ჩვენს გარემოში;

- მოსწავლე ბიჭებისა და გოგონების ქცევაზე რეაგირების ალტერნატიული გზების განხილვა.

დრო: 60 წუთი

ინსტრუქცია:

დაყავით მსმენელები მცირე (4 წევრიან) ჯგუფებად და შესთავაზეთ დისკუსია შემდეგ საკითხებზე:

- რა შემთხვევებში ვაქებთ, ვულოცავთ ან დადებითად ვაფასებთ გოგონებს და ბიჭებს ჩვენ ან ჩვენი კოლეგები? როგორ ვაკეთებთ ამას? სახლში, სკოლაში?

- რა შემთხვევებში ვსჯით (ვტუქსავთ) გოგონებსა და ბიჭებს? როგორ ვაკეთებთ ამას?

- განსხვავდებიან თუ არა მამაკაცები და ქალები იმის მიხედვით, თუ როგორ სჯიან ან აქებენ ისინი ბავშვებს?

(20 წუთი)

მცირე ჯგუფები წარუდგენენ მთელ ჯგუფს თავიანთ ნამუშევრებს როლების გათამაშების ფორმით.

(40 წუთი)

განიხილეთ პოზიტიური და ნეგატიური რეაგირების ისეთი ალტერნატიული გზები, რომლებიც არ გააძლიერებენ გენდერულ სტერეოტიპებს.

შენიშვნა ტრენერებისთვის:

თუ მსმენელებს უჭირთ რაიმე განსხვავების დანახვა ბიჭებსა და გოგონებს შორის, მათ შეუძლიათ გაიხსენონ, როგორ აქებდნენ ან სჯიდნენ მათ ბავშვობაში მათი დედები. როგორ აკეთებდნენ ამას მამები?

ალტერნატიული გზების განხილვის ნაცვლად, შეიძლება გამოიყენოთ ფორუმ-თამაშის მეთოდი ან, უბრალოდ, გაითამაშოთ ალტერნატიული სიტუაცია.

ამ შემთხვევაში ტრენერმა უნდა დაუკავშიროს მსმენელების მაგალითები სოციალიზაციის პროცესებს. სავარაუდოა, რომ იქნება ბევრი მაგალითი იმისა, თუ როგორ ტუქსავენ მასწავლებლები (მამაკაციც და ქალიც) მოსწავლე გოგონებს მათი გარეგნობისა თუ ჩაცმულობის გამო.

პრივილეგირებული სიარული
მიზანი:

- გაცნობიერება იმისა, თუ რა წარმოდგენა გვაქვს საკუთარ თავზე, ძალაუფლების/პრივილეგიების თვალსაზრისით;

- ილუსტრირება იმისა, თუ როგორ შეუძლია პრივილეგიას, პრესტიჟულობას გარკვეული ინფორმაცია „არახელმისაწვდომი“ გახადოს პრივილეგირებულებისათვის.

დრო: 40 წუთი

ინსტრუქცია:

სთხოვეთ მსმენელებს, დადგნენ ერთ ხაზზე, ერთმანეთის გვერდიგვერდ და სახით ტრენერებისაკენ. უთხარით მათ, რომ ისინი უნდა დაფიქრდნენ იმაზე, თუ როგორ აფასებს მათ საზოგადოება სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით. თუ მათ მიაჩნიათ, რომ კონკრეტული მახასიათებლის მიხედვით, საზოგადოებისათვის ისინი პოზიტიურ ფასეულობასთან არიან ასოცირებულნი, მათ ერთი ნაბიჯი წინ უნდა გადადგან. თუ ისინი თვლიან, რომ საზოგადოება მათ ნეგატიურად აფასებს, ისინი ერთი ნაბიჯით უკან დაიხევენ. თუ, მათი აზრით, საზოგადოება არ ანიჭებს მათ რაიმე კონკრეტულ ღირებულებას ამა თუ იმ მახასიათებლის მიხედვით, ისინი ადგილზე დარჩებიან. აქ მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმას, რომ ჩვენ ვთხოვთ მსმენელებს იმის ილუსტრირებას, თუ, მათი აზრით, როგორ აფასებს საზოგადოება ზოგადად ამ მახასიათებლებს. ჩვენ არ ვეკითხებით, თუ როგორ აფასებენ ისინი საკუთარ თავს ან რა ზეგავლენას ახდენს მათზე საზოგადოების აზრი. სავარაუდოდ, საზოგადოება აძლევს როგორც მაღალ, ასევე დაბალ შეფასებას ერთი და იმავე პიროვნების სხვადასხვა თვისებებს.

(3 წუთი)

როგორ გაფასებთ თქვენ საზოგადოება, შემდეგი კრიტერიუმებიდან გამომდინარე:

- როგორი მანქანა გყავთ?

- თქვენი ასაკი?

- თქვენი სქესი?

- თქვენი განათლება?

- თქვენი კანის ფერი?

- სოციალური სტატუსი (მარტოხელა, განქორწინებული, დაქორწინებული, ქვრივი);

- რამდენი ბავშვი გყავთ?

- თქვენი სამუშაო ადგილი?

- პროფესია?

- ეროვნება?

- ფინანსური მდგომარეობა (ხელფასი, რესურსები)?

- გარეგნული ფაქტორები?

- თქვენი ჯანმრთელობა?

- რა ტანსაცმელი გაცვიათ?

(10 წუთი)

როდესაც მსმენელები ოთახში მიმოიფანტებიან, ტრენერი მიდის და დგება ყველაზე ბოლო რიგში მდგომი ადამიანის გვერდით. ამით იგი უჩვენებს მონაწილეებს, რომ ის, ვინც ყველაზე უკან დგას, ყველაზე კარგად ხედავს ყველა იმ ადამიანს, ვინც მის წინაა და, ამდენად, სრულად აქვს წარმოდგენილი მათი პრივილეგიები და ის შესაბამისი ნორმები, რომლებიც ქმნიან „თამაშის წესებს“. ამის შემდეგ ტრენერი დადგება იმ ადამიანის გვერდით, ვინც პირველ რიგში, ყველაზე წინ დგას და ამით აჩვენებს, რომ, როდესაც ყველაზე წინ დგახართ, ვერავის ვეღარ ხედავთ თქვენს წინ. თქვენ არ იცით, რომ პრივილეგირებული ხართ, თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვეულებრივი ადამიანი ხართ და წარმოდგენა არა გაქვთ, რომ ადამიანთა უმრავლესობა თქვენს უკან დგას.

(თუ თქვენ გსურთ, რომ „პრივილეგირებულმა“ ადამიანებმა იცოდნენ, რას ნიშნავს გრძნობდე, რომ პრივილეგიის შკალის თვალსაზრისით ყველაზე უკან დგახარ, შეგიძლიათ სთხოვოთ ყველა მონაწილეს, შემობრუნდნენ და დაუკვირდნენ საკუთარ გრძნობებს).

(2 წუთი)

ამის შემდეგ, მონაწილეები შეგიძლიათ დაყოთ მცირე ჯგუფებად (ოთხ-ოთხი მონაწილე) და სთხოვოთ, ერთმანეთში განიხილონ, რა განცდები დაეუფლათ ამ სავარჯიშოს შესრულების დროს.

(5 წუთი)

ერთი მსმენელი თითოეული ჯგუფიდან მოახსენებს შედეგებს მთლიან ჯგუფს.

(5-10 წუთი)

იმართება დისკუსია ჯგუფთან.

(10 წუთი)

შენიშვნა ტრენერთათვის:

ეს სავარჯიშო წარმოაჩენს იმ ნორმებს, რომლებიც ფუნქციონირებს მსმენელთა ცხოვრებაში და, ასევე, ნათლად გვიჩვენებს, რომ ადამიანმა შეიძლება გაიმარჯვოს ერთ სფეროში და დამარცხდეს - მეორეში. სავარჯიშო გვიჩვენებს, რომ სხვადასხვა ადამიანები სხვადასხვანაირად აღიქვამენ ხსენებულ ნორმებს. ის ფაქტი, რომ მონაწილეები მათ სხვადასხვაგვარად აღიქვამენ, შესაძლოა გამოწვეული იყოს იმით, რომ ეს ნორმები მართლაც განსხვავებულია ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. მაგრამ უფრო სავარაუდოა, რომ მონაწილეები სიტყვაში „საზოგადოება“ სხვადასხვა რამეს გულისხმობენ. მაგალითად, ზოგადად საზოგადოებას, მედიას, საკუთარ სუბ-კულტურას, სამუშაო ადგილს, ოჯახს და ა.შ.

შეფასება, რომელსაც საზოგადოება ანიჭებს პიროვნებას ნებისმიერი ზემოაღნიშნული მახასიათებლის თვალსაზრისით, მჭიდროდ არის დაკავშირებული გენდერთან - ქალი, რომელსაც არა ჰყავს შვილი, შესაძლოა ნეგატიურად შეფასდეს, ხოლო უშვილო კაცი - არა; კაცი, რომელსაც დაბალი შემოსავალი აქვს, შესაძლოა უფრო ნეგატიურად შეაფასონ, ვიდრე ქალი, რომელსაც ასევე დაბალი შემოსავალი აქვს და ა.შ.

სავარჯიშომ შესაძლოა აღძრას ძლიერი გრძნობები, რაც დაკავშირებულია თვითშეფასებასთან და საკუთარ სტატუსთან. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სავარჯიშოს მიზანი არ არის ადამიანების კატეგორიებად დაყოფა სტატუსის მიხედვით. შესაბამისად, მართებული იქნება, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ჩვენ თავადვე ვანიჭებთ სხვადასხვა ღირებულებას ამ მახასიათებლებს. მნიშვნელოვანია ასევე გავაცნობიეროთ, რომ ნორმები წარმოადგენს სოციალურ კონსტრუქციებს, რომლებიც შეიძლება ადამიანმა შეცვალოს (იხ. ასევე „უპირატესობის სოციოლოგია“, ნორმების ამ სისტემის შესახებ). მას შემდეგ, რაც მსმენელები დაინახავენ პრივილეგიებისა და ნორმების ამ სისტემებს, ისინი შეძლებენ იმსჯელონ მათ შესახებ და ეჭვი შეიტანონ მათს სამართლიანობაში. სავარჯიშოს მიზანი არ არის, რომ მსმენელებმა ამ ფასეულობების მიხედვით განაგრძონ ცხოვრება.

ჩანიშვნა და შენიშვნები
მიზანი:

- განვლილი მასალის გახსენება;

- ნასწავლის განმტკიცება გამეორების გზით.

დრო: 3 წუთი

ინსტრუქცია:

ახსენით, რას გულისხმობთ ჩანიშვნებისა და შენიშვნების ქვეშ. ლექციის მოსმენისას, მსმენელებმა შესაძლოა ზოგიერთი რამ ჩაინიშნონ. სთხოვეთ მათ, საღამოს გადახედონ ამ ჩანიშნულ ინფორმაციას და ჩაიწერონ შენიშვნები ანუ ის მოსაზრებები ან იდეები, რომლებიც მათ გაუჩნდებათ; ასევე, მაგალითები საკუთარი გამოცდილებიდან ან ფორმა - როგორ შეიძლება წარუდგინონ ესა თუ ის საკითხი მასწავლებლებს ან მოსწავლეებს და ა.შ. ამ გზით მსმენელები გაიმეორებენ და, შესაბამისად, უკეთ დაიმახსოვრებენ იმას, რაც ითქვა და ამით აქტიურად შეუწყობენ ხელს დასწავლის პროცესს.

მიუხედავად იმისა, რომ შენიშვნების ჩაწერა ინდივიდუალური სავარჯიშოა, რომელიც ტრენინგის შემდეგ უნდა შესრულდეს, შეგიძლიათ სთხოვოთ მსმენელებს, გააცნონ თავიანთი ჩანაწერები კოლეგებს ჯგუფში.

დღე-ღამე: 24 საათი

მიზანი:

- რეგიონში ქალთა და მამაკაცთა მდგომარეობის ჩვენეული ხედვის სისტემატიზაცია; მაგალითად, რა მოთხოვნილებები და შესაძლებლობები გააჩნიათ ქალებსა და მამაკაცებს ჩვენს კონკრეტულ რეგიონში?

- ქალთა და მამაკაცთა სამუშაო დატვირთვის გაცნობიერება.

დრო: 75 წუთი

ინსტრუქცია

სთხოვეთ მონაწილეებს, დაიყონ მცირე ჯგუფებად იმ გეოგრაფიული რეგიონების მიხედვით, სადაც ისინი მუშაობენ. დაურიგეთ მათ ფლიპჩარტები და კალმები. სთხოვეთ, აღწერონ ერთი ჩვეულებრივი ოჯახის ცხოვრება 24 საათის განმავლობაში - შუაღამიდან შუაღამემდე. ხაზგასმით აღნიშნეთ, რომ ეს - ჩვეულებრივი ოჯახია, ჩვეულებრივი ცოლ-ქმარი, რომლებსაც ჰყავთ შვილები. სთხოვეთ მსმენელებს, რომ წარმოიდგინონ ამ ცოლ-ქმრის ცხოვრების ერთი დღე და ჩამოწერონ ფლიპჩარტზე ამ მამაკაცისადა ამ ქალის საქმიანობა და ვალდებულებები ერთი დღე-ღამის ყოველი საათის განმავლობაში.

(5 წუთი)
მცირე ჯგუფებში მუშაობა.
(20 წუთი)

ნამუშევრების პრეზენტაცია მთლიან ჯგუფში და დისკუსია.

(45 წუთი)

შენიშვნა ტრენერებისათვის:

ტრენერი ეხმარება მსმენელებს მათი ნამუშევრების გაანალიზებაში და მათ შორის არსებული მსგავსებების დანახვაში. სავარაუდოდ, პრეზენტაციები აჩვენებს, რომ ქალები უმეტსად სახლის საქმეებს აკეთებენ, ხოლო კაცები - ანაზღაურებად სამუშაოს ასრულებენ, მაგრამ, რომ მთლიანობაში ქალები მეტს მუშაობენ. ტრენერს შესაძლოა გაუჩნდეს სურვილი, რომ მსმენელებთან ერთად შემდეგი საკითხები განიხილოს: რა შედეგები აქვს ქალებსა და მამაკაცებს შორის შრომის განაწილებას, მაგალითად, ჯანმრთელობის, ცხოვრებისეული მიზნების მიღწევის, თავისუფალი დროის თვალსაზრისით? რატომ ხდება ასე? რა მოხდება, თუ თქვენ შეეცდებით ამის შეცვლას?

გააგრძელეთ მინი-ლექციით - „პროდუქციული და რეპროდუქციული შრომა“.

ოთხი კუთხე

მიზანი:

- გენდერის, კულტურისა და რელიგიის შესახებ დისკუსიის დაწყება;

- განსხვავებული აზრის მოსმენის უნარის განვითარება.

დრო: 20-30 წუთი

მასალა:

ფლიპჩარტზე დაწერილი ოთხი ალტერნატიული პასუხი, დანომრილი (1,2,3,4) ბარათები, ქაღალდის ფურცლები (ნომრებით 1, 2, 3, 4) ოთახის კუთხეებში გასაკრავად.

ინსტრუქცია:

ჩვენ შევასრულებთ სავარჯიშოს ღირებულებებზე, ამ სავარჯიშოს „ოთხი კუთხე“ ჰქვია. ჩვენ წარმოგიდგენთ პრობლემურ სიტუაციას და თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რა იქნება საუკეთესო გამოსავალი ამ სიტუაციიდან. თქვენ ამას თავად გადაწყვეტთ და არ გაუმხელთ სხვას, უბრალოდ, აირჩევთ იმ ბარათს, რომლის ნომერი შეესაბამება კონკრეტულ პასუხს. ერთმანეთს ნუ დაელაპარაკებით!

(2 წუთი)

პრობლემა

სტუდენტ გოგონას, რომელიც ამთავრებს უმაღლეს სასწავლებელს და ძალიან ჭკვიანია, შესთავაზეს თბილისში, პრესტიჟულ კომპანიაში სამსახური. გოგონა ძალიან ბედნიერია, მაგრამ მის ოჯახს არ უნდა, რომ ის თბილისში გადავიდეს, მათ სურთ, რომ გოგონა გათხოვდეს და შვილები გააჩინოს. გოგონა მასწავლებელთან მიდის რჩევისათვის. როგორ უნდა მოიქცეს მასწავლებელი?

- ეს საკითხი მეტისმეტად პირადულია იმისათვის, რომ მასწავლებელს შეეძლოს მისი გადაწყვეტა;

- საუკეთესო გამოსავალი იქნება, თუ იგი გოგონას დაუჭერს მხარს - მისი ბედნიერება და

თავისუფალი არჩევანი უფრო მნიშვნელოვანია;

- უმჯობესი იქნება, თუ მასწავლებელი დაეხმარება გოგონასა და მის ოჯახს კომპრომისის მიღწევაში, მაგალითად, მედიაციის გზით;

- სხვა ალტერნატივა.

მას შემდეგ, რაც მონაწილეები გააკეთებენ არჩევანს, სთხოვეთ მათ, რომ დადგნენ ოთახის იმ კუთხეში, რომლის ნომერიც შეესაბამება მათ პასუხს. ამის შემდეგ, სთხოვეთ მათ, წარმართონ დისკუსია ამ საკითხზე საკუთარი ჯგუფის (კუთხის) სხვა წევრებთან. კითხვების დასმის საშუალებით ტრენერები ეხმარებიან ჯგუფებს საკუთარი აზრის ფორმულირებაში.

(4 წუთი)

თითოეული ქვეჯგუფი მოახსენებს მთლიან ჯგუფს დისკუსიის შედეგებს.

(5 წუთი)

შენიშვნა ტრენერთათვის:

ეს სავარჯიშო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან მუშაობისას, ასაკის მიუხედავად. ყოველთვის ეცადეთ, დასვათ ისეთი პრობლემა, რომელიც აქტუალურია ჯგუფში მონაწილე ყველა მოსწავლისათვის.

ცოდნაზე მონადირენი

მიზანი:

კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებული პრობლემებისა და მათი გადაწყვეტის გზების

იდენტიფიცირება პოტენციალის განვითარებისა და გაძლიერების გზით.

დრო: 1 საათი - 1 საათი და 30 წუთი

ინსტრუქცია:

დაყავით მონაწილეები ოთხ მცირე ჯგუფად. თითოეულ ჟგუფს მიეცით ინსტრუქცია: გონებრივი იერიშის მეთოდის გამოყენებით დაასახელონ ყველა ის შესაძლო პრობლემა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას განხილულ თემასთან დაკავშირებით.

(8 წუთი)

ამის შემდეგ, სთხოვეთ მათ, რომ დასახელებული პრობლემებიდან აირჩიონ ორი ყველაზე საინტერესო.

(2 წუთი)

ჯგუფებმა უნდა შეარჩიონ ორი მონაწილე. ესენი გახდებიან „ცოდნაზე მონადირეები“, ხოლო ჯგუფების დანარჩენი წევრები იქნებიან ექსპერტები. „მონადირეები“მიმართვენ სხვა ჯგუფის ექსპერტებს, წარუდგენენ თავიანთ ორ საკითხს და სთხოვენ რეკომენდაციებს ამ პრობლემების გადაწყვეტასთან დაკავშირებით.

შენიშვნა: ექსპერტებს არ მოეთხოვებათ, რეალისტურად მიუდგნენ საკითხს ან იფიქრონ იმაზე, თუ რა თანხებია საჭირო ამ პრობლემების გადასაჭრელად, არამედ თავისუფლად და შემოქმედებითად უნდა განიხილონ ყოველივე. მაგრამ, ამავე დროს, უნდა დააკონკრეტონ, როგორ გადაწყდეს ესა თუ ის პრობლემა (მაგალითად, თუ პრობლემის გადაწყვეტა ცნობიერების ამაღლებაა - სად, როგორ, ვინ?). „მონადირეებმა“ უნდა გაატარონ 10 წუთი ექსპერტთა თითოეულ ჯგუფში, სულ 2-3 ჟგუფს უნდა მიმართონ.

(10 წუთი/ჯგუფზე = 20-30წთ)

ამის შემდეგ, „მონადირეები“ ბრუნდებიან საკუთარ ჯგუფში და თავიანთ კოლეგებს წარუდგენენ მოპოვებულ ინფორმაციას პრობლემის გადაწყვეტის თაობაზე. ჟგუფი ირჩევს ყველაზე საინტერესო გადაწყვეტილებას.

(მაქსიმუმ 10 წუთი)

მცირე ჯგუფების პრეზენტაცია მთლიანი ჯგუფისათვის, 5 წუთი თითო პრეზენტაციაზე; ან გამოფენა, სადაც ჯგუფები შედეგებს ფლიპჩარტზე წარმოადგენენ.

(5 წთ/ჯგუფზე = 20 წთ ან 15 წთ-იანი გამოფენა)

ჩემი ხედვა
მიზანი:

- საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებების პროცესში ჩართულობის განცდის გამოწვევა მსმენელებში;

- ხელის შეწყობა მსმენელთათვის, რათა მათ შეძლონ საზოგადოებაში მიმდინარე უფრო ფართო პროცესებში ჩართვა;

- ხელის შეწყობა მსმენელთათვის, რათა მათ შეძლონ ახალი საქმიანობის დაწყება.

დრო: 60 წუთი.

ინსტრუქცია:

სთხოვეთ მონაწილეებს, დაფიქრდნენ იმაზე, თუ როგორი იქნება ცხოვრება მომავალში; როგორ ხედავენ ისინი მომავალს, როგორც მასწავლებლები და მოქალაქეები; როგორი გახდება საზოგადოება მას შემდეგ, რაც ისინი პრაქტიკაში გამოიყენებენ იმ უნარ-ჩვევებსა და მიდგომებს, რომლებიც შეიძინეს ამ ტრენინგზე (იგულისხმება, რომ ეს საზოგადოებაში ახალ, გარკვეულ პროცესებს გამოიწვევს, რომლებიც გავრცელდება ისე, როგორც რგოლები წყალზე)? მსმენელები ამ საკითხებზე ფიქრისას, არ არიან დროში შეზღუდულნი.

(მაგალითები: როგორია საზოგადოების სტრუქტურა? ვინ იღებს გადაწყვეტილებებს? რა ფასეულობებს ეფუძნება საზოგადოება? რისი გაკეთება შეიძლება გოგონებისა და ბიჭებისათვის, მამაკაცებისა და ქალებისათვის? რას მივაღწევთ ყველა ერთად?)

სთხოვეთ მსმენელებს, სამი წუთით დახუჭონ თვალები და იფიქრონ ამის შესახებ, შემდეგ კი დახატონ, რა დაინახეს. ბოლოს ეწყობა ნახატების გამოფენა.

კონტრაქტი საკუთარ თავთან

მიზანი:

მივცეთ მსმენელებს საშუალება, განსაზღვრონ, როგორ გამოიყენებენ მომავალში ტრენინგზე მიღებულ ცოდნას (მაგალითად, როგორც მინიმუმ, ტრენინგზე განხილულ საკითხებს გააცნობენ საკუთარ კოლეგებს).

დრო: 10 წუთი.

ინსტრუქცია:

სთხოვეთ მსმენელებს, დაწყვილდნენ იმ კოლეგებთან, რომლებთანაც რეგულარულად აქვთ კონტაქტი და განიხილონ შემდეგი საკითხები:

  • ამ კურსის გავლის შედეგად მიღებული ახალი ცოდნის გათვალისწინებით, რა ცვლილებების შეტანას ვაპირებ ჩემს ქცევაში;

  • კონკრეტულად, რის გაკეთებას ვაპირებ ამ ტრენინგის შემდეგ, მაგალითად, როგორ შევასრულებ სამუშაოს, როგორ შევხედავ სხვა ადამიანებს, საკუთარ თავს, როგორ მოვექცევი ჩემს კოლეგებს/მეგობრებს/ პარტნიორებს, რას ვიტყვი სხვა ადამიანების შესახებ.

როდესაც მონაწილეები ამ პროცესს დაასრულებენ, სთხოვეთ მათ, დადონ ხელშეკრულება საკუთარ თავთან იმის თაობაზე, რისი შეცვლაც სურთ. მეწყვილე კოლეგებს დაევალებათ, დაეხმარონ მათ შედეგების მონიტორინგში, მაგალითად, რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ კოლეგა დაინტერესდება, თუ როგორ სრულდება კონტრაქტი.

მსმენელები დიალოგის შედეგებს მთლიან ჯგუფს ან ტრენერებს არ მოახსენებენ.

მასალა: კონტრაქტის ცარიელი ფორმა.

მონიტორინგი და ანგარიში
მიზანი:

- დღის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს გააზრება, ათვისებული მასალის გამეორება;

- საკუთარი წვლილის გაცნობიერება;

- შთაბეჭდილებების გაზიარება, ძირითადი და მნიშვნელოვანი მომენტების გახსენება- მსმენელები ერთმანეთს გაახსენებენ ტრენინგის მიმდინარეობას და შინაარსს („გამეორება ცოდნის გასაღებია“).

დრო: 20 წუთი + 15 წუთი.

მასალა: კითხვარი „მონიტორინგი და ანგარიში“ (იხ. დასარიგებელი მასალა).

ინსტრუქცია:

დაყავით მსმენელები მცირე, 5-6-კაციან, ჯგუფებად. დაარიგეთ კითხვარი, რომელიც ყველა მონაწილემ ინდივიდუალურად უნდა შეავსოს. კითხვარი ეხება ტრენინგის მიმდინარეობას, ფორმას, პროცესსა და შინაარსს, ძირითად და მნიშვნელოვან მომენტებს, მსმენელთა წვლილს, შეთავაზებებს.

მას შემდეგ, რაც მსმენელები შეავსებენ კითხვარს, სთხოვეთ მათ, განიხილონ თავიანთ (მცირე) ჯგუფებში ტრენინგის ძირითადი მომენტები და მოიფიქრონ, რა შეიძლება გაკეთდეს, რათა ტრენინგი გაუმჟობესდეს. თითოეული ჯგუფი ირჩევს მომხსენებელს. მომხსენებლები რჩებიან დღის ბოლოს, ჯგუფის წასვლის შემდეგ, და მოახსენებენ ტრენერებს ანგარიშს ამ სამუშაოს შედეგების შესახებ.

შენიშვნა ტრენერებისათვის:

ტრენერები და მომხსენებლები დასხედით ერთად, რაც შეიძლება ახლოს ერთმანეთთან ისე, რომ შეიკრას წრე. ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ თქვენ ყველა ერთნაირად მნიშვნელოვან როლს ასრულებთ და ერთნაირად მნიშვნელოვანი ცოდნა გაგაჩნიათ, რომლის გაზიარება ერთნაირად სასარგებლო იქნება ყველასათვის.

მონიტორინგი და ანგარიში

გთხოვთ, გააკეთოთ კომენტარი დღევანდელი ტრენინგის შესახებ.

იყო თუ არა ტრენინგი საინტერესო, აქტუალური და შემეცნებითი?

ხომ არ იყო ტემპი ძალიან სწრაფი ან, პირიქით, ძალიან ნელი?

გაგიჭირდათ რაიმეს გაგება?

რას ფიქრობთ ჯგუფის მუშაობის პროცესზე: როგორია ჯგუფის დინამიკა და აქვს თუ არა ყველას აქტიური მონაწილეობის, აზრის გამოთქმის საშუალება?

რა იყო თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რა დაგამახსოვრდათ?

თქვენ, პირადად, რა გააკეთეთ იმისთვის, რომ მეტი გაგეგოთ და გესწავლათ? რეკომენდაციები ტრენინგის გაუმჯობესებისათვის:

უკუკავშირი მონიტორინგზე და ანგარიშზე
მიზანი:

- მსმენელებმა ერთმანეთს გააცნონ საკუთარი მოსაზრებები ტრენინგის ფორმისა და შინაარსის შესახებ;

- უკუკავშირი - როგორ აპირებენ ტრენერები მსმენელების კომენტარებისა და რჩევების გათვალისწინებას მომავალში.

დრო: 10 წუთი.

ინსტრუქცია:

ტრენერები აჯამებენ მომხსენებელთა მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, რომელიც წინა დღეს ჩატარებული მონიტორინგისა და ანგარიშგების სესიის მუშაობას ასახავს. ისინი ატყობინებენ მსმენელებს, რას განიხილავენ მათ მიერ წამოწეული საკითხებიდან და როდის. რას არ შეეხებიან ამ ტრენინგის განმავლობაში, რა საკითხები იქნება განხილული მოგვიანებით და ა.შ. უნდა აუხსნათ ჯგუფს, თუ რატომ, რის საფუძველზე აირჩიეთ ან არ აირჩიეთ ესა თუ ის საკითხი განსახილველად. მაგალითად, ზოგიერთი საკითხი ეწინააღმდეგება ამ ტრენინგის პრინციპებს და ა.შ.

კურსის შეფასება

მიზანი:

- უკუკავშირის მიღება მსმენელებისგან ტრენინგის შესახებ;

- შესაძლებლობის მიცემა მსმენელებისთვის, გაიაზრონ ტრენინგის შინაარსი და მსვლელობა, აგრეთვე, თავიანთი წვლილი ამ პროცესში. ეს სავარჯიშო ეფუძნება პოტენციალის განვითარებისა და გაძლიერების მეთოდოლოგიას, რომლის მიხედვით, მსმენელები თავად უნდა იყვნენ პასუხისმგებელნი სასწავლო პროცესზე.

დრო: 15 წუთი ან მეტი

ინსტრუქცია:

დაარიგეთ შეფასების ფორმები და სთხოვეთ მსმენელებს, შეავსონ ფურცლები ინდივიდუალურად; გაიხსენონ კურსის მონახაზი და ყველა ის თემა თუ საკითხი, რომელიც განხილული იყო ამ დღეების განმავლობაში.

მასალა: შეფასების ფორმა.

1. რას ფიქრობთ ტრენინგის ზოგადი მონახაზის შესახებ?

ნაკლებად კარგი................1.....2........3

ძალიან კარგი....................4........5

2. რას ფიქრობთ მთელი ტრენინგის პედაგოგიური დიზაინის შესახებ?

ნაკლებად კარგი................1........2.............3

ძალიან კარგი....................4.........5

3. რას ფიქრობთ (ტრენერის სახელი) პედაგოგიურ შესაძლებლობებზე?

ნაკლებად კარგი................1.....2........3

ძალიან კარგი....................4........5

4. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ტრენინგი თქვენი საქმიანობისათვის?

ნაკლებად ................1........2.............3

ძალიან....................4........5

5. თქვენ რა წვლილი შეიტანეთ?

დიდი....................4........5

მცირე................1........2.............3

6. ზოგადი კომენტარი და რჩევები (თუ საჭიროა, შეგიძლიათ გააგრძელოთ მეორე გვერდზე):

შენიშვნა ტრენერებისათვის:

შეგიძლიათ, სთხოვოთ მსმენელებს, ზრდილობის გამო თავს ნუ შეიკავებენ და თავისუფლად გამოთქვან თავიანთი, თუნდაც უარყოფითი აზრი, ვინაიდან თქვე გსურთ გამოიყენოთ ნებისმიერი შესაძლებლობა, რათა შემდეგი ტრენინგი კიდევ უფრო უკეთესად წარმართოთ.

სპეციალურად ბავშვებისათვის განკუთვნილი სავარიშოები

რგოლი

„რგოლი“ არის შეფასების სავარჯიშო ისეთივე,როგორიც „4 კუთხე“. როდესაც მუშაობთ ასეთ სავარჯიშოებზე, მნიშვნელოვანია, რომ ტრენერმა გამოხატოს პატივისცემა ნებისმიერი გამოთქმული აზრის მიმართ. არაფრით არ შეიმჩნიოთ, რომ თქვენ არ მოგეწონათ რომელიმე მონაწილის რაიმე ნათქვამი. თუმცა შეგიძლიათ დაუსვათ შეკითხვები: „რატომ ფიქრობთ ასე?“ „შეგიძლიათ, მაგალითი დაასახელოთ?“ არ დაუშვათ, რომ ბავშვებმა უარყოფითად შეაფასონ გამოთქმული მოსაზრებები. სავარჯიშოს მსვლელობის დროს დისკუსია ნებადართული არ არის. რაც შეიძლება მეტი სხვადასხვა მოსაზრება უნდა გამოითქვას. აუცილებლად შეაქეთ მთელი ჯგუფი სავარჯიშოს დასრულების შემდეგ.

მიზანი:

სავარჯიშო განკუთვნილი უმცროსი ასაკის მოსწავლეთათვის და მისი მიზანია, რომ ბიჭებსა და გოგონებს განუვითარდეთ ის თვისებები, რომლებიც მანამდე, გენდერული სოციალიზაციის გამო, არ ჰქონდათ განვითარებული. ასევე, ამ სავარჯიშოს მეშვეობით, ბავშვებს ეძლევათ შესაძლებლობა, რომ მათ მოუსმინონ და თავადაც მოუსმინონ სხვებს.

ინსტრუქცია:

სთხოვეთ ბავშვებს, დასხდნენ წრეში, სკამებზე ან იატაკზე. ბავშვებს ეძლევათ საშუალება, ილაპარაკონ ისე, რომ ერთმანეთს არ შეაწყვეტინონ, ასევე, სხვების კომენტარების გარეშე. გამოიყენეთ პატარა ბურთი ან რბილი ნივთი, რომელსაც წრეში დამსხდარი ბავშვები ერთმანეთს გადასცემენ. ლაპარაკის უფლება აქვს მხოლოდ იმ ბავშვს, რომელსაც უკავია ბურთი, მას არავინ აწყვეტინებს და არც კომენტარს აკეთებს მის ნათქვამზე. თუ ბავშვს არ სურს ლაპარაკი, მას შეუძლია თქვას უარი და გადასცეს ბურთი სხვას. რეკომენდებულია, ერთ სავარჯიშოში მხოლოდ ორი თემა იქნეს წამოწეული, ოღონდ თითო თემა თითო წრეზე. თემები ისე შეირჩეს, რომ გოგონებმა და ბიჭებმა შესძლონ სხვადასხვა საკითხების პრაქტიკულად გავლა.

ტრენერმა შეიძლება სთხოვოს გოგონებს, ილაპარაკონ შემდეგ საკითხებზე:

- ქალი, რომელსაც მე თაყვანს ვცემ;

- ის, რისი გაკეთებითაც მე ვამაყობ;

- ის, რამაც გასულ კვირას გამახარა;

- ის, რის გამოც მიხარია, რომ გოგო ვარ;

- ის, რის გაკეთებასაც მოუთმენლად ველი, როდესაც გავიზრდები;

- ის, რაზეც ვბრაზდები. ტრენერმა შეიძლება სთხოვოს ბიჭებს, ილაპარაკონ შემდეგ საკითხებზე:

- ის, რის გამოც სევდა მიპყრობს;

- რას ნიშნავს, იყო კარგი მეგობარი;

-რაღაც კარგი, რაც გასულ კვირას გავაკეთე;

-როგორი გრძნობაა, როცა ბრაზდები;

-რას ვაკეთებ სახლში, რათა უფროსებს დავეხმარო.

მასალა: ბურთი ან რბილი ნივთი, ერთმანეთისათვის გადასაცემად.

შენიშვნა ტრენერთათვის:

თუ თქვენ იცით, რომ სავარჯიშოს ესწრებიან ბავშვები, რომლებსაც ბევრი ლაპარაკი უყვართ, სასურველი იქნება, თუ დააწესებთ დროის ლიმიტს - რამდენი ილაპარაკოს თითოეულმა ბავშვმა. კარგი იქნება, თუ ბავშვები ერთი წუთით წყვილებად დასხდებიან და იმსჯელებენ სავარჯიშოს შესახებ - იყო თუ არა რაიმე მათთვის ახალი, რაზეც მანამდე არ უფიქრიათ.

დაუმთავრებელი წინადადებები

ინსტრუქცია:

ამ სავარჯიშოს გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ წერა-კითხვის მცოდნე ბავშვებთან, ვინაიდან მათ ინდივიდუალურად უნდა იმუშაონ და ჩამოწერონ პასუხები. შემდეგ მოსწავლეებმა უნდა განიხილონ მოცემული საკითხები მცირე ჯგუფებში. ტრენერს მომზადებული აქვს გარკვეული რაოდენობა დაუმთავრებელი წინადადებებისა, რომლებიც გოგონებმა და ბიჭებმა თვითონ უნდა დაასრულონ. ნიმუშები ქვემოთ არის მოცემული. ბიჭები და გოგონები განსხვავებულ წინადადებებს მიიღებენ, მაგრამ ბიჭები ერთნაირს და, შესაბამისად, გოგონები - ერთნაირს. როდესაც მოსწავლეები დაასრულებენ წინადადებებს, ისინი დასხდებიან სამ-სამი ბავშვისაგან შემდგარ ჯგუფებში, უჩვენებენ ერთმანეთს, რა გამოუვიდათ და განიხილავენ. დიდ ჯგუფში პრეზენტაცია არ იქნება, მაგრამ, თუ რომელიმე ჯგუფს სურს საკუთარი წინადადებები ყველას წარუდგინოს, მას ეს შეუძლია. შესაძლოა, ტრენერმა მოგვიანებით წინადადებების ნაკრები გააკეთოს და გააცნოს მთლიან ჯგუფს.

დაუმთავრებელი წინადადებების ნიმუშები გოგონებისათვის:

- გოგონებს ყველაზე კარგად გამოსდით...

- კარგი რაღაცეები, რისი გაკეთებაც იციან გოგონებმა არის: ...

- გოგონები მამაცები არიან, როდესაც...

- გოგონებს კარგად გამოსდით...

დაუმთავრებელი წინადადებების ნიმუშები ბიჭებისათვის:

- ბიჭები ნაღვლიანები არიან, როდესაც...

- ბიჭები ბედნიერები არიან, როდესაც...

- ბიჭები ტირიან, როდესაც...

- ბიჭებს მოსწონთ შემდეგი რაღაცეების კეთება:

სავარიშოები გოგონებისათვის:

ამ სავარჯიშოების მიზანია იმის კეთება, რაშიც გოგონებს ტრადიციულად არ წაახალისებენ და რის გაკეთებასაც უშლიან კიდევაც:

ხმოვანი სავარჯიშოები, რომლის შესრულების დროსაც გოგონებს შეუძლიათ იყვირონ და იხმაურონ:

- მიეცით გოგონებს დავალება, რომ ყველამ ერთდროულად დაიყვიროს თავისი სახელი.

(მათ ნაკლებად შერცხვებათ, თუ ისინი თავდაპირველად ყველანი ერთად დაიყვირებენ). შემდეგ სთხოვეთ მათ, რომ ყველამ ერთად დაიყვიროს: „ჩემი სახელია...“. ამის შემდეგ, შეიძლება თითოეულმა ცალ-ცალკე დაიყვიროს, ჯგუფის დანარჩენმა წევრებმა ექოთი უპასუხონ იმ გოგოს, რომელიც დაიყვირებს საკუთარ სახელს. ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ერთხელ მარტომ დაიყვიროს.

- სთხოვეთ გოგონებს, დადგნენ წრეში და ერთმანეთს ხელი ჩაკიდონ. შემდეგ, ყველამ ერთდროულად უნდა გადადგას ერთი ნაბიჯი წრის ცენტრისაკენ და დაიყვიროს: „მე შემიძლია“ ან „მე მინდა“ ან „არა“. შემდეგ მათ შეუძლიათ გააკეთონ იგივე ხელების ჩაკიდების გარეშე. როდესაც ისინი მოიკრეფენ გამბედაობას, მათ შეუძლიათ სავარჯიშო ინდივიდუალურად შეასრულონ.

მხარდაჭერა, რომლის მიზანია, განვუმტკიცოთ გოგონებს საკუთარი თავის რწმენა და დავაჯეროთ, რომ ისინი კარგები არიან ისეთები, როგორებიც არიან.

- სთხოვეთ გოგონებს, თქვენთან ერთად დასხდნენ წრეში იატაკზე. გადაუგდეთ ძაფის გორგალი რომელიმე მათგანს. იმან, ვინც ისვრის გორგალს, უნდა თქვას რაიმე დადებითი იმ ბავშვზე, რომელიც გორგალს იჭერს. გოგონამ, რომელიც გორგალს ისვრის, ძაფის ბოლო ხელში უნდა დაიტოვოს. ის, ვინც გორგალს დაიჭერს, იმგვარადვე ესვრის მას სხვა ბავშვს. ყოველივე ეს გრძელდება მანამ, სანამ გოგონებს შორის ძაფის ქსელი არ გაჩნდება.

- გააკეთებინეთ გოგონებს ისეთი რამ, რის გაკეთებასაც გოგონებისაგან არ მოელიან: კოცონის დანთება, ხეებზე აძრომა, სიმაღლიდან ჩამოხტომა და ა.შ. კარგი იქნება, თუ პროცესში ჩართავთ მშობლებს და სთხოვთ მათ, ისეთი აქტივობების ორგანიზებას, რომლებიც არღვევს ტრადიციულ გენდერულ მოდელებს. ამავე დროს, აუხსენით მათ, თუ რატომ მიგაჩნიათ, რომ ეს მნიშვნელოვანია.

სავარიშოები ბიჭებისათვის:

ამ სავარჯიშოების მიზანია, იმის კეთება, რაშიც ბიჭებს ტრადიციულად არ წაახალისებენ და რის გაკეთებასაც უშლიან კიდეც:

მხარდაჭერა, რომლის მიზანია, ვასწავლოთ მათ სხვა ადამიანების სურვილების გაგება და პატივისცემა და, ასევე, საკუთარი ჯერის/რიგის დალოდება.

- უჩვენეთ ბავშვებს სურათი, მაგალითად, პეიზაჟი. სთხოვეთ ბიჭებს, რომ ჩამოწერონ (ან რიგრიგობით და ერთმანეთისათვის სიტყვის შეწყვეტის გარეშე ჩამოთვალონ) ის სამი რამ, რასაც ისინი სურათზე ხედავენ. შემდეგ მათ შეუძლიათ განიხილონ მცირე ჯგუფებში ის, რაც დაინახეს და მოახსენონ შედეგები მთლიან დიდ ჯგუფს. ტრენერმა უნდა მიუთითოს, რომ სურათზე მრავალი სხვადასხვა რამის დანახვაა შესაძლებელი და შენიშნოს, რომ, რაც ითქვა, ყველაფერი სწორია.

- სთხოვეთ ბიჭებს, ინდივიდუალურად გადაწყვიტონ, რა ათი ნივთის წაღებას ისურვებდნენ ისინი უკაცრიელ კუნძულზე. შემდეგ მიეცით საშუალება, რომ დასხდნენ მცირე ჯგუფებად და გადაწყვიტონ, რა ხუთ ნივთს წაიღებდნენ. მიზანია კონსენსუსის მიღწევა იმის თაობაზე, თუ რა წაიღონ თან. ან, რამდენადაც შესაძლებელია, ახლოს მისვლა შეთანხმებასთან. მიეცით ბიჭებს შესაძლებლობა მიხვდნენ, რომ, თუ ისინი დროის უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ამ სავარჯიშოს რამდენჯერმე გაიმეორებენ, უკეთ შეძლებენ შეთანხმების მიღწევას. ყურადღება მიაქციეთ, რომ არავინ დომინირებდეს ჯგუფში და შეახსენეთ ბიჭებს, რომ ისინი უნდა შეეცადონ, დისკუსიების დროს სალაპარაკო დრო სამართლიანად გაანაწილონ.

მხარდაჭერა - სხვებზე ზრუნვა და მათდამი პატივისცემის გამოხატვა.

- შესაძლოა თქვენ იცით, რომ ვიღაცას ახლახანს ბავშვი შეეძინა. სთხოვეთ მამას, მოვიდეს თქვენთან, ბავშვი თან წამოიყვანოს და გაესაუბროს ბიჭებს იმის თაობაზე, თუ როგორი გრძნობაა, როდესაც მამა ხარ. ბიჭებს შეუძლიათ ხელში დაიჭირონ ბავშვი და ილაპარაკონ იმაზე, თუ რა იქნებოდა, მათ რომ ჰყავდეთ პატარა და ან ძმა.

- არის კიდევ ერთი მეთოდი - „ცხოველები - ცოცხალი არსებები არიან“, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მსმენელებს, გააცნობიერონ, რომ ცხოველებსაც აქვთ შეგრძნებები (ტკივილის, სიცივის და ა.შ. შეგრძნება). შესაძლებელია, სასწავლო ვიზიტი ვეტერინართან ან ცხოველების შესახებ ფილმების დემონსტრირება. მოიფიქრეთ და განიხილეთ ბიჭებთან ერთად.

- სახლში წასაღები კითხვარი, რომელსაც ბიჭები შეავსებენ და ჩაწერენ, თუ რას აკეთებენ ისინი სახლში და როგორ ეხმარებიან უფროსებს (მაგალითად, ერთი თვის განმავლობაში).

-------------------

წყარო: „Vardegrunden jamt. Kon, makt och genus. En methodhandbok for pedagoger“ by Kicki Scheller. Rad och Resultat Kommunikation 2002. www.1st.se

5 დანართი

▲ზევით დაბრუნება


სამოდელო გაკვეთილების მაგალითები

სავარჯიშო: სამოდელო გაკვეთილის დაგეგმვა
მიზანი:

ტრენინგის დროს შეძენილი ცოდნის გამოყენება.
დრო: 1 საათი და 50 წუთი

მასალა: „სამოდელო გაკვეთილის ნუსხა“.
ინსტრუქცია:

თუ მსმენელები მოსწავლეთა ერთსა და იმავე ასაკობრივ ჯგუფთან არ მუშაობენ, სავარჯიშო დაიწყეთი იმის დადგენით, თუ ვინ რომელ კლასებს ასწავლის და ამის მიხედვით შექმენით ჯგუფები.

(5 წუთი)

დაყავით მსმენელები ოთხ მცირე ჯგუფად. ჟგუფებში დაგეგმეთ ისტორიის ან ლიტერატურის გაკვეთილი ან რაიმე აქტივობა სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის. დაარიგეთ „სამოდელო გაკვეთილის ნუსხა“, რომელიც შეიცავს მინიშნებებს, თუ როგორი უნდა იყოს გაკვეთილის ფორმა და შინაარსი. სთხოვეთ მსმენელებს, დეტალურად დაწერონ გაკვეთილის ან აქტივობის მიმდინარეობა.

ერთი ჯგუფი ამზადებს სამოდელო გაკვეთილს გენდერის შესახებ (ჯგუფი თავად წყვეტს, რა ასაკის არიან მათი „მოსწავლეები“);

მეორე ჯგუფი ამზადებს ისტორიის სამოდელო გაკვეთილს IX-X კლასისათვის;

მესამე ჯგუფი - ისტორიის სამოდელო გაკვეთილს VIII კლასისთვის;

მეოთხე- სამოდელო აქტივობას სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის.

ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგს: როგორ შევუწყობთ ხელს ბიჭებისა და გოგონების განვითარებას? მაგალითად, რომ მათ ისწავლონ ურთიერთობა, შესძლონ ერთმანეთის გაგება, „დაინახონ“ ერთმანეთი, შესძლონ დამოუკიდებლად მუშაობა და თანამშრომლობა, ჰქონდეთ დაცულობის განცდა (სოციალური პედაგოგიკის ასპექტები).

(45 წუთი)

მცირე ჯგუფების პრეზენტაცია.
(8 წუთი/ჯგუფზე = 32 წუთი)

უკუკავშირი პრეზენტაციაზე.
(7 წუთი/ჯგუფზე = 28 წუთი)

შენიშვნა ტრენერთათვის:

ტრენერი უნდა დაეხმაროს მსმენელებს, რომ მათ ყველა ეტაპზე დაინახონ გენდერული განზომილება ისეთი კითხვების დასმის საშუალებით, რომლებიც უკავშირდება მაგალითებს ბიჭებისა და გოგონების ცხოვრებიდან, სავარჯიშოების გავლენას ბიჭებსა და გოგონებზე, მამაკაცებსა და ქალებზე და ა.შ.

მასალა ვიდეოპროექტორისათვის

სამოდელო გაკვეთილის ნუსხა

გაითვალისწინეთ:

- შინაარსი (რამდენად უკავშირდება ის გენდერს);

- სწავლისა და განვითარების ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორები;

- კომუნიკაციისა და მასალის ათვისების სტილები.

1. გაკვეთილის დაგეგმვა. რამდენად უკავშირდება შინაარსი გენდერს?არის თუ არა იგი საინტერესო გენდერული თვალსაზრისით? მაგალითად, ასახავს თუ არა ის როგორც მამაკაცების, ასევე ქალების ცხოვრებისეულ სიტუაციებს? თუ თემა - დემოკრატიაა, ახსენეთ როგორც მამაკაცების, ასევე ქალების უფლებები. მაგალითები მოიყვანეთ როგორც ბიჭების, ასევე გოგონების ცხოვრებიდან. მამაკაცებთან და ქალებთან მიმართებით, რა ფასეულობები არის წარმოჩენილი იმ საგნებში, რომლებსაც ჩვენ ვასწავლით; ამბებში, რომლებსაც ვყვებით, ლიტერატურაში, რომელსაც ვკითხულობთ?

2. პროვოცირება (დაწყება და მოტივირება)

- როგორია მოსწავლეთა მოტივირების საუკეთესო გზა: ბიჭებისა და გოგონების, შესაბამისად?

- მოკლე მიმოხილვა, თუ რას ეხება გაკვეთილი/თემა;

- უსაფრთხო და დაცული ატმოსფერო როგორც ბიჭებისათვის, ასევე გოგონებისათვის.

3. გააზრება, წვდომა (მასალის ათვისება, დამუშავება, პრეზენტაცია/პრაქტიკული გამოყენება)

- გამოიყენეთ კომუნიკაციისა და მასალის ათვისების მინიმუმ ორი სხვადასხვა სტილი (ვიზუალიზაცია, ვერბალური და კინესთეტიკურ/ტაქტილური სტილები);

- მიეცით საშუალება მოსწავლეებს, გამოიყენონ სწავლის სხვადასხვა სოციალური სტილი (მაგ., იმუშაონ მარტო ან სხვა ადამიანთან ერთად);

- შეეცადეთ უზრუნველყოთ სხვადასხვა გარემოს არსებობა (მშვიდი/ხმოვანი, ოფიციალური/არაოფიციალური).

4. ხშირად ცვალეთ სიტუაცია კლასში

- ერთმანეთს შეუნაცვლეთ კონკრეტული გამოცდილება (კეთება), გააზრებული დაკვირვება (ფიქრი), აბსტრაქტული განზოგადება (მოდელების შექმნა) და გამოყენება (ცოდნის გამოყენება). დროდადრო გამოაცხადეთ შესვენება და მოსწავლეებს მოძრაობის საშუალება მიეცით;

- გამოიყენეთ სხვადასხვა სავარჯიშოები - მოთელვები და ენერჯაიზერები.

5. გამეორება და დამახსოვრება

- გაამეორებინეთ მოსწავლეებს მასალა, გამოიყენეთ დამახსოვრების ტექნიკა;

- ამუშავეთ მოსწავლეები წყვილებში, გამოიყენეთ აზრობრივი რუკის მეთოდი.

6. პრაქტიკული გამოყენება

- მიეცით შესაძლებლობა მოსწავლეებს, მიღებული ცოდნა პრაქტიკულად გამოიყენონ გაკვეთილზე. გამოიყენეთ როლური თამაშები, ინდივიდუალური და ჯგუფური ამოცანები;

- დაგეგმეთ პრაქტიკული სამუშაო კლასგარეშე აქტივობებისათვის.

7. სოციალური და ფსიქოლოგიური განვითარების ასპექტები

- ბიჭებთანგამოიყენეთ სავარჯიშოები თანამშრომლობაზე;

- წაახალისეთ გოგონები, უფრო დამოუკიდებელნი იყვნენ სწავლასა და პრეზენტაციებში;

- შეასწავლეთ ბიჭებს კომუნიკაციის უნარ-ჩვევები და კონფლიქტების ძალადობის გარეშე გადაწყვეტის გზები;

- წაახალისეთ გოგონები, მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებში და შეძლონ საკუთარი აზრის დაცვა;

- განაცალკევეთ ბიჭები და გოგონები ჯგუფებში სამუშაოდ, თუ ეს მოცემული საკითხის განხილვას შეუწყობს ხელს;

- ყურადღება მიაქციეთ უჩვეულო ქცევას;

- გაკვეთილის დროს ყველა მოსწავლესთან დაამყარეთ კონტაქტი.

8. შეაფასეთ, დაასრულეთ და იზეიმეთ!

- რა გავიგეე თემის შესახებ, საკუთარი სწავლის, სხვა მოსწავლეთა და მასწავლებლის შესახებ? რა შეიძლება უკეთესად გაკეთდეს შემდეგში? იზეიმეთ! ყოველთვის დადებით ეფექტს მივიღებთ, თუ ხაზს გავუსვამთ იმას, რომ სწავლა დამთავრდა და მოსწავლეებმა კარგად იმუშავეს.

სამოდელო გაკვეთილები

ქვემოთ მოცემული ორი სამოდელო გაკვეთილი შემოთავაზებული იყო გენდერული ტრენინგის დროს.

ისტორიის გაკვეთილი მოზარდებისათვის

გაკვეთილის მთავარი თემაა: ჟანა დ'არკი.

- უჩვენეთ ფილმი ან ფილმის ნაწილი ჟანა დ'არკის შესახებ;

- ფილმის შემდეგ, ჩვენ შევეცდებით ავხსნათ, თუ რა ხდება. დაეხმარეთ მოსწავლეებს, დაიწყონ ფიქრი საფრანგეთზე;

- დაურიგეთ დაბეჭდილი მასალა ჟანა დ'არკის ცხოვრების შესახებ (მაგალითად, როგორი იყო ის ბავშვობაში), ვინაიდან ყველა არ იცნობს ჟანა დ'არკის ისტორიას;

- მოსწავლეებს მიეცემათ 3-4 წუთი, რათა მოამზადონ როლური თამაში და გაანაწილონ როლები. დამატებით 5 წუთი პრეზენტაციაზე;

- მოაწყვეთ დისკუსია თემაზე, იყო თუ არა ჟანა დ'არკი თავისი დროის ტიპიური ქალი. როგორი ქალები ცხოვრობდნენ მის გარშემო? რა იყო ქალის როლი საზოგადოებაში?

- დაყავით მოსწავლეები ორ ჯგუფად - ბიჭებისა და გოგონების ჯგუფებად. ჩამოწერეთ ჟანა დ'არკის მთავარი თვისებები. შემდეგ, ბიჭებთან და გოგონებთან ერთად, დახატეთ მისი პორტრეტი. გაითვალისწინეთ როგორც ბიჭების, ასევე გოგონების იდეები;

- საშინაო დავალება: დღევანდელი დღის ჟანა დ'არკი - წარმოიდგინეთ როგორი იქნებოდა იგი დღეს.

გაკვეთილი გენდერულ სტერეოტიპებზე

გაკვეთილის თემაა: გენდერული სტერეოტიპები კულტურულ ტრადიციებში.

- დაიწყეთ ტერმინოლოგიით, მაგალითად, რა არის გენდერი, რა არის სტერეოტიპი;

- მოტივაცია: გონებრივი იერიში თემის გარშემო, თუ რა სახის სტერეოტიპები არსებობს

ჩვენს საზოგადოებაში. ჩაწერეთ მოსწავლეთა მოსაზრებები. რა თქმა უნდა, ისინი აღნიშნავენ, რომ ქალებმა კარგად უნდა იცოდნენ საჭმლის კეთება და მამაკაცები ოჯახის უფროსები უნდა იყვნენ და ა.შ.

- მინი-ლექცია თემაზე - „რა არის გენდერი, გენდერული როლები ჩვენს საზოგადოებაში“;

- შემდეგ მოუსმინეთ მოსწავლეებს, როგორ ესმით მათ ეს საკითხი. გაახსენეთ მათ ცნობილი რუსული ზღაპარი „დედოფალი ბაყაყი“ (შეიძლება დარიგდეს ტექსტი, თუ საჭიროა). დაყავით მოსწავლეები ორ ჯგუფად

- ბიჭებისა და გოგონების ჯგუფებად. თითოეული ჯგუფი ცალ-ცალკე განიხილავს, თუ რა სტერეოტიპებია ასახული ზღაპარში. მაგალითად, მამაკაცი ისვრის ისარს, მაგრამ ქალებს ირჩევენ;

- დისკუსია: მოგწონთ ეს სტერეოტიპები თუ არა?

- შეიძლება როლების გათამაშება, თუ მოსწავლეებს ამის სურვილი ექნებათ;

- საშინაო დავალება: დახატეთ ზღაპრის რომელიმე ეპიზოდი, რომელიც სტერეოტიპებს შეიცავს. როგორ შეუძლიათ მოსწავლეებს დაუკავშირონ ეს დღევანდელ ცხოვრებას, თავის გარემოს, ოჯახს, დედმამას.

ტრენინგის დროს ჯგუფმა აღნიშნა, რომ რუსული ზღაპრების უმრავლესობა თავდება შემდეგი სიტყვებით: „ამ ზღაპრიდან გაკვეთილი შეიძლება გამოიტანოს ახალგაზრდა კაცმა“, მაგრამ არაფერია ნათქვამი გოგონას, ახალგაზრდა ქალის შესახებ.

ასევე, გამოითქვა აზრი, რომ შეიძლება შევთავაზოთ მოსწავლეებს, დაწერონ ეს ზღაპრები თავიდან და საკუთარ ვერსიაში შეეცადონ, დასძლიონ სტერეოტიპები.

6 ბიბლიოგრაფია

▲ზევით დაბრუნება


1. ნანა ბერეკაშვილი. გენდერული თეორიების ანთოლოგია, თბილისი, 2003 წელი.

2. ლუიზა არუთინოვა, დალი ბერეკაშვილი, თამარ ბერეკაშვილი, ნანა ბერეკაშვილი, ნინო ციხისთავი. ქალთა ფარული დისკრიმინაციის კვლევა საქართველოში, თბილისი, 1999

3. გენდერული პრობლემატიკა საქართველოში, ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი, თბილისი, 2002

4. Caucasus Woemn's Resaearch and Conculting Tework (CWN) - http;//iccn.ge/cwn/html

5. Chodrow Nancy (1978) The Reproduction of Mothering. Universuty of California Press

6. Christians fro Biblical Equality. “Men, Women and Biblical Equality”. (in Russian)

7Dunn, Rita (2003) “Learning styles and scholl development, Workshop in Stokholm 2003”, Sveriges Larstillcenter

8. Dunn, Rita; Ken Dunn and Donald Treffinger (1992) Bringing put the Giftedness in Your Child,John Wiley & Sons.

9. Dunn, R., Armin P. Thies, Andrea Honigsfeld, „Synthesis of The Dunn and Dunn learning-Style Model research“. Monograph, learning Styles Network 2001.

10. Gurian Michael; Willey Boys and Girls Learn Differently! A Guide for Teachers and Parents, Jossey-Bass 2001

11. Kimura, Doreen „Sex differences in the Brain“, The Scientific Americak Book of the Brain, Lyons Press, NY 1999

12. Lorber, Judith; Rose Laub Coser, Alice S Rossi and Nancy Chodorow „ON the reproduction of Mothering A Methodological Debate“ in Signs Vol 6 (1981) ;3 (A discussion on Chodorow's book above)

13. Paci, Pierella Gender in Translition. World Bank, May 21, 2002.

14. Spender, Dale (1981) “The role of Teachers. What Choices Do the Have”. Paper, Spender, Dale (1978) Man Made Language. Routledge & KegaPaul.

15. UNICEF. The State of the World's Children 2004. UNICEF, NY 2003. http://www.unicef.org/sowc04/sowc04contents.html