![]() |
წამყვანი ტელევიზიები და წინასაარჩევნო პერიოდი საქართველოში მედია (ზე)მოქმედებაში |
|
|
| საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
| თემატური კატალოგი მედია, კვლევის ანგარიში|მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი |
| საავტორო უფლებები: © მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, 2008 © The Caucasus Institute for Peace, Democracy and Development, 2008 |
| თარიღი: 2008 |
| კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
| აღწერა: მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი თბილისი 2008 რედაქტორი დავით აფრასიძე მედია (ზე)მოქმედებაში: წამყვანი ტელევიზიები და წინასაარჩევნო პერიოდი საქართველოში კრებული გამოცემულია ევროსაბჭოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. ISBN 978-99928-37-19-1 Effects/Impacts of Media: Leading Televisions and Election Campaigns in Georgia Supported by Council of Europe გამომცემელი – მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი თბილისი, მერაბ ალექსიძის 1, ტელ. 334081, ფაქსი 334163 ვებ-გვერდი: http://www.cipdd.org |
![]() |
1 შესავალი |
▲back to top |
დავით აფრასიძე
2008 წლის პირველი ნახევარი საქართველოს შიდა პოლიტიკისთვის ძალიან აქტიური გამოდგა: 5 იანვარს გაიმართა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, ხოლო 21 მაისს - ასევე ვადამდელი (თუ კონსტიტუციის 2008 წლის იანვრის მდგომარეობით ვიმსჯელებთ) საპარლამენტო არჩევნები. პოლიტიკური აქტიურობის ზრდა 2007 წლის ოქტომბრიდან დაიწყო, როცა ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა პირველად მოახერხა გაერთიანება, მოსახლეობის დიდი მასების მობილიზება და ფართომასშტაბიანი აქციების ორგანიზება მმართველი პარტიის წინააღმდეგ. ოპოზიციური მანიფესტაციების მოთხოვნები ხშირად იცვლებოდა, თუმცა ბოლოს გამოიკვეთა ერთი მთავარი მოთხოვნა - ჩატარებულიყო საპარლამენტო არჩევნები 2008 წლის გაზაფხულზე, როცა მოქმედ პარლამენტს კონსტიტუციური ოთხწლიანი ვადა გაუვიდოდა და არა 2008 წლის შემოდგომაზე, როგორც ამას 2006 წლის დეკემბრის ცვლილებებით ითვალისწინებდა კონსტიტუცია. 2007 წლის 7 ნოემბერს მთავრობამ მიტინგის დაშლის გადაწყვეტილება მიიღო; პოლიციამ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და ხელკეტები გამოიყენა, რის შედეგადაც ასობით ადამიანი დაშავდა. ამ აქციამ მძიმე დარტყმა მიაყენა საქართველოს საერთაშორისო იმიჯს. თუ აქამდე ქვეყანას პოსტსაბჭოთა სივრცეში დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ, 7 ნოემბრის შემდეგ დასავლეთში კრიტიკულმა შეფასებამ იმატა.1 საქართველოს მთავრობის იმიჯზე უარყოფითად დემონსტრაციის დაშლის დროს ძალის გადაჭარბებაზე მეტად იმავე დღეს ტელეკომპანია იმედის დახურვამ და, განსაკუთრებით, დახურვის ფორმამ იმოქმედა: 7 ნოემბრის საღამოს სპეცდანიშნულების რაზმი ოპოზიციურ ტელეკომპანიაში შეიჭრა და ტელეკომპანიის მაუწყებლობა ისე გათიშა, რომ ოფიციალური საბუთი არც კი წარუდგენია. პარალელურად გაითიშა მეორე ოპოზიციური ტელეკომპანია კავკასია, რომელიც მხოლოდ თბილისზე მაუწყებლობს. მოგვიანებით, მთავრობამ ეს ქმედება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით ახსნა და სხვა ტელედა რადიოკომპანიებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდა, საინფორმაციო მაუწყებლობა შეუზღუდა.
რამ განაპირობა მთავრობის მხრიდან ამგვარი რადიკალური ნაბიჯების გადადგმა? მით უფრო, რომ დემონსტრაციების მუხტი, რომელმაც ორ ნოემბერს პიკს მიაღწია, ნელ-ნელა მცირდებოდა და შვიდი ნოემბრის დილისთვის, დემონსტრანტთა რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, მთავრობას საფრთხეს არ უქადდა. რვა ნოემბრის სატელევიზიო მიმართვაში პრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოსა და მისი მთავრობის წინააღმდეგ დაგეგმილ შეთქმულებაზე მიუთითებდა.2 ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირ ამბობდნენ, რომ, მათი ხედვით, შეთქმულებას მართავად ოლიგარქი ბადრი პატარკაციშვილი - ბორის ბერეზოვსკის მეგობარი, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა, ხოლო პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოში გადმობარგდა და ერთ-ერთ გავლენიან ადამიანად იქცა. სწორედ ბადრი პატარკაციშვილს ეკუთვნოდა ტელეკომპანია იმედი, რომელიც, ხელისუფალთა რწმენით, მიზანმიმართულად ამზადებდა საზოგადოებას მთავრობის რევოლუციური ცვლილებისათვის: ბადრი პატარკაციშვილი ჯერ კიდევ ელცინის რუსეთიდან კარგად იცნობდა მედიის ძალის მნიშვნელობას პოლიტიკური ბრძოლისათვის და არც მალავდა, რომ მთელ ფინანსებსა და ენერგიას საქართველოს მოქმედი მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლას მოახმარდა.
საბოლოოდ, საქართველოს პროკურატურამ პატარკაციშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, თუმცა შელახული იმიჯის გამოსასწორებლად პრეზიდენტ სააკაშვილს არაორდინალური გადაწყვეტილების მიღება დასჭირდა: 8 ნოემბერს მან ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გამოაცხადა, რომელიც 2008 წლის 5 იანვრისათვის დაინიშნა. ამავე დღეს, საქართველოს მოსახლეობას პლებისციტის გზით უნდა გადაეწყვიტა, როდის შედგებოდა საპარლამენტო არჩევნები - გაზაფხულზე თუ შემოდგომაზე. 16 ნოემბერს გაუქმდა საგანგებო მდგომარეობა და დაიწყო საარჩევნო მარათონების კასკადი, რომელიც პოლიტიკურ ძალთა და საზოგადოების პოლარიზების ფონზე მიმდინარეობდა. 7 დეკემბრამდე მაუწყებლობა არ განუახლებია ტელეკომპანია იმედს, რადგან ხელისუფლება შიშობდა, რომ იმედი კვლავ პოლიტიკური პროცესების აქტიური მონაწილე გახდებოდა და მის ეთერში გაშვებას აჭიანურებდა. იმედის ეთერში ყოფნა მაინც ხანმოკლე აღმოჩნდა; 19 დეკემბერს, მას მერე, რაც ხელისუფლებამ გაავრცელა პატარკაციშვილის პოლიციის მაღალჩინოსანთან საუბრის აუდიოჩანაწერი, რომელიც მისი მხრიდან შეთქმულების ორგანიზებაზე მიუთითებდა, იმედის ჟურნალისტების დიდმა ნაწილმა უარი თქვა საქმიანობის გაგრძელებაზე და კომპანიამ ტელემაუწყებლობა შეაჩერა.
საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებმა იმედის გარეშე ჩაიარა, თუმცა იმედის თემა აქტუალური რჩება დღესაც; თებერვალში პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ სადავო გახდა ტელეკომპანიის კუთვნილების საკითხი. „იმედი“ და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენები საქართველოს საზოგადოებისთვის ერთი მხრივ სიტყვის თავისუფლბასა და მედიაზე პოლიტიკური კონტროლის, ხოლო მეორე მხრივ მედიის პოლიტიკური ბრძოლის იარაღად და პოლიტიკაზე მედია კონტროლის სიმბოლოდ იქცა. ამ, ერთი შეხედვით, განსხვავებული მიდგომების შესაბამისად ისმოდა შეკითხვებიც:
რამდენად გარანტირებულია სიტყვის თავისუფლება საქართველოში?
რამდენად თავისუფალია მედია საქართველოში სახელმწიფო თუ კერძო ინტერესებისაგან?
ან
რამდენად ასრულებს მედია თავის ძირითად ფუნქციებს?
რამდენად პროფესიულია მედია და რამდენად შეუძლია გაუძლოს ზემოქმედებას?
რამდენად ესმის მედიას საკუთარი პასუხისმგებლობა?
კითხვები კი ხშირად ისმის, მაგრამ პასუხები დღემდე უმეტესწილად სპეკულატიური ხასიათისა ან სულაც პოლიტიკურად ანგაჟირებული; არსებული პრობლემები ან ჟურნალისტების არაპროფესიონალიზმს ბრალდება ანდაც პოლიტიკის ყოვლისშემძლეობას, აკონტროლოს და საკუთარ ინტერესებს დაუქვემდებაროს ყველა და ყველაფერი. ქართულ ენაზე ბოლო ხანებში უხვად გამოიცა ნორმატიული გზამკვლევები, რომელთა ფურცლებზეც გვეუბნებიან, როგორი უნდა იყოს ჟურნალისტი, მედია, მედიისა და პოლიტიკის ურთიერთობა იდეალურ მოდელში, მაგრამ არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, თუ რატომ არ არის ასე რეალობაში? რა მიზეზები განაპირობებს იდეალური მოდელისა და რეალობის განსხვავებას?
კვლევის მიზანი და საკვლევი კითხვები
ქართული მედიის სისტემური კვლევა დღემდე არ მომხდარა და ეს, ალბათ, უფრო აკადემიური წრეების წარმომადგენელთა ბრალია. ჩვენი უნივერსიტეტების აუდიტორიებში უკვე ვეცნობით დასავლურ სახელმძღვანელოებში გაანალიზებულ შემთხვევებს, მაგრამ სერიოზული ანალიზის მიღმა რჩება არაერთი ორიგინალური ქართული შემთხვევა. ამით აკადემიური წრეების წარმომადგენლები გზას უთმობენ შეთქმულების თეორიების მოყვარულებს ან პოლიტიკურ ავანტიურისტებს და ნოყიერ ნიადაგს ქმნიან სტერეოტიპების ჩამოსაყალიბებლად.
წინამდებარე კრებული ამ პრობლემის გამოსწორების დაწყების მცდელობაა. ცხადია, იგი, როგორც ყველა პირველი მცდელობა, ვერ იქნება უნაკლო. ალბათ, ვერც ჩვენ გავექცევით მყარად გამჯდარ სტერეოტიპებს. თუმცა, ეს საფრთხე კარგად გვახსოვდა და მთავარი მიდგომა, რომელიც წინამდებარე კვლევის ჩატარებისას ავირჩიეთ, მიდგომების პლურალიზმია. მედიისა და პოლიტიკის ურთიერთმიმართებას სოციალური მეცნიერებების ფართო სპექტრი - მედია კვლევები, პოლიტიკური მეცნიერება, სოციოლოგია და ა.შ. სწავლობს. ჩვენი კრებულის ავტორებიც სოციოლოგიის, მედია კვლევების, სამართლისა და პოლიტიკის სფეროდან მოდიან და, როგორც ვნახავთ, განსხვავებულ მიდგომებს ამჟღავნებენ. შესაბამისად, განსხვავებულია ავტორების მიერ დასმული პრობლემების ასპექტები, გამოვლენილი მიზეზები და რეკომენდაციები. ეს, ერთი მხრივ, კრებულის ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან სტატიათა ავტორების დასკვნები შეიძლება ურთიერთგამომრიცხავიც კი მოეჩვენოს მკითხველს და იკითხოს, თუ რა აერთიანებს კრებულს. ძირითადი პასუხი ამგვარ კრიტიკაზე არის იდეათა პლურალიზმი, სწორედ ის, რაც ასე ძალიან აკლია ქართულ მედია სივრცეს და არა მხოლოდ მას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორედ მრავალფეროვნება არის ნორმალური და არა - პირიქით.
ამასთან, ცხადია, მრავალფეროვნება არ ნიშნავს ქაოსს. მედიისა და პოლიტიკის უკიდეგანო ველისთვის უფრო კონცენტრირებულად რომ შეგვეხედა და ჩვენი ენერგია მიზანიმიმართულად მიგვემართა, რამდენიმე შეზღუდვა დავაწესეთ:
წინამდებარე კრებული ეძღვნება მედიისა და პოლიტიკის ურთიერთმიმართებას წინასაარჩევნო პერიოდში. მიგვაჩნია, რომ მედიის როლი პოლიტიკურ პროცესებში, ისე როგორც პოლიტიკური ინსტიტუტების დაინტერესება მედიის ინსტიტუტით განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება საარჩევნო ციკლის დროს, როცა ქვეყანა მნიშვნელოვანი ცვლილებების წინაშე დგება.3 ეს დაკვირვება განსაკუთრებით ვალიდურია ტრანსფორმაციის პროცესში მყოფ ქვეყნებში, სადაც არჩევნებმა შეიძლება ქვეყნის განვითარების ფუნდამენტური ცვლილებები გამოიწვიოს. ასეთ დროს საზოგადოებრივი აქტიურობა პიკს აღწევს. მართალია, ეს პერიოდები მედიისა და პოლიტიკის ურთიერთობის ნორმალური ვითარება არაა, მაგრამ დროის ამ მონაკვეთებში განსაკუთრებით კარგად იკვეთება როგორც მედიის პოლიტიკური მოქმედების, ისე მედიაზე პოლიტიკის ზემოქმედების არხები, რაც მის დაკვირვებასა და ანალიზს აადვილებს. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა თავიდან ჩაფიქრებული იდეის ხორცშესხმა: პროექტის პირველ მონახაზში დაგეგმილი იყო მედიის წინასაარჩევნო მოქმედებაზე დაკვირვება როგორც 5 იანვრის საპრეზიდენტო, ისე 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებზე. პროექტის განხორციელება თებერვლაში დაიწყო, ამდენად, საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდის სრული ანალიზი ვერ მოხერხდა და კრებულის ავტორები მხოლოდ მეორადი წყაროების გამოყენებას დასჯერდნენ. სამაგიეროდ, კვლევის მრავალფეროვანი მეთოდოლოგია (იხ. ქვემოთ) მიეძღვნა 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებს, როგორც წინა, ისე პოსტსაარჩევნო პერიოდს. საპრეზიდენტო არჩევნებში მედიის საქმიანობის მეორადი წყაროების ანალიზი კი გვაჩვენებს, რომ საპარლამენტო არჩევნების ანალიზის ჩვენი შედეგები ადვილად შეიძლება გავრცელდეს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდზეც.
მედიის წინასაარჩევნო როლისა და მნიშვნელობის ანალიზი შემოიფარგლა საქართველოს წამყვანი ტელევიზიებით - საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი 2, მზე, კავკასია. კვლევის გეგმაში გათვალისწინებული იყო ტელეკომპანია იმედიც, თუმცა, ზემომოყვანილი მიზეზების გამო, ეს ტელეკომპანია კვლევის მიღმა დარჩა. რატომ ტელევიზიები და არა რადიოკომპანიები ან პრესა? ეს გადაწყვეტილება დაეყრდნო თავდაპირველ სამუშაო ჰიპოთეზას, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ინფორმაციას ტელევიზიებიდან იღებს.3 რამდენადაც საზოგადოების როგორც ინფორმირების, ისე მობილიზების ყველაზე ეფექტიანი მექანიზმი არის ტელევიზია, ცხადია, რომ ყველაზე ექსპლიციტურად პოლიტიკისა და მედიის ურთიერთმიმართება სწორედ ტელევიზიებთან იკვეთება. ამდენად, რომ გავიმეოროთ, როგორც მედიის პოლიტიკურ მოქმედებას, ისე პოლიტიკის ზე მოქმედებას მედიაზე, უფრო იოლია, ტელევიზიების მიხედვით დააკვირდე. ამასვე ადასტურებს პოლიტიკური პერიპეტიები ტელეკომპანია იმედთან მიმართებაში: მთავრობა ძირითად საფრთხეს სწორედ „ოპოზიციის მხარეს გადასულ“ ტელევიზიაში ხედავდა და არა რომელიმე რადიოსადგურსა და მით უფრო ბეჭდურ გამოცემაში.
ტელევიზიების წინასაარჩევნო როლისა და მნიშვნელობის ანალიზისას გამოიყო ოთხი ძირითადი შესასწავლი თემა: დამოუკიდებლობა, ხელმისაწვდომობა, ინფორმირებული არჩევანის საშუალება, პროფესიული და ეთიკური სტანდარტები. ცხადია, ყველა ეს საკითხი საარჩევნო ან ტელევიზიების ვიწრო თემატიკას სცდება და მედიისა და პოლიტიკის, მედიისა და საზოგადოების უფრო გლობალურ ურთიერთობას ეხება. კვლევის მიზანიც სწორედ ეს იყო: შედარებით დაკონკრეტებული სფეროების ანალიზის საფუძველზე მიგვეღო ადვილად განზოგადებადი შედეგები. ავტორების ამოცანა იყო შეესწავლათ ყველა ეს საკითხი კონკრეტულად არჩევნების და კონკრეტულად ტელევიზიების მაგალითზე. შესაბამისად, შეიძლება ასე წარმოვადგინოთ წინამდებარე კრებულის მთავარი დაშვება: მედიისა და პოლიტიკის ურთიერთობის პრობლემები, გამოხატული ოთხ მთავარ თემაში (მედიის დამოუკიდებულობა; მედია სივრცის ხელმისაწვდომობა საზოგადოების ცალკეული ჯგუფებისთვის; მედიის, როგორც საზოგადოების ინფორმირე ბული არჩევანის საშუალების, არსებობა; მედიის პროფესიული და ეთიკური სტანდარტები) ყველაზე ნათლად წინასაარჩევნო პერიოდში და, განსაკუთრებით, ცენტრალური ტელევიზიების მაგალითზე იკვეთება.
აქედანვე გამომდინარეობს მთავარი საკვლევი კითხვები, რომელსაც მკითხველი ცალკეული სტატიის კითხვისას წააწყდება:
რა განაპირობებს მედიის დამოკიდებულებას პოლიტიკურ ელიტაზე და/ან მედია მფლობელებზე?
რამდენად და როგორ ვრცელდება ეს დამოკიდებულება სარედაქციო საქმიანობაზე?
რამდენად ხელმისაწვდომია მედია ცალკეული პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ჯგუფისათვის?
რამდენად ეფექტიანად და/ან ბოროტად იყენებენ ისინი მედიის ხელმისაწვდომობას?
რამდენად არის ქართული მედია სივრცე ინფორმირებული არჩევანის საშუალება საზოგადოებისთვის?
რამდენად მიიჩნევს საზოგადოება მას ასეთად?
რამდენად უზრუნველყოფს ჟურნალისტთა პროფესიონალიზმი მათ დამოუკიდებლობას?
რამდენად აღიარებულია ეთიკური სტანდარტები ქართულ მედიაში?
რამდენად ესმის მედიას მისი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა?
ცალკეულ სტატიაში მოცემულია პირდაპირი ან ირიბი პასუხები ამ კითხვებზე. ამასთან, უკვე ითქვა, რომ შეიძლება სხვადასხვა ავტორის პასუხები ერთამენთისაგან განსხვავებული იყოს და ხშირად არც მკითხველი დაეთანხმოს მათ. კვლევის სანდოობის ერთადერთი, თუმცა არასრული გარანტია, რომელსაც კრებულის ავტორები გვთავაზობენ, არის კვლევის კარგად გააზრებული მეთოდოლოგია.
კვლევის მეთოდოლოგია: თეორიული კონსტრუქცია
და კვლევის მეთოდები
კვლევა ეფუძნება ერთ ერთ ძირითად ნორმატიულ დაშვებას დემოკრატიზაციის თეორიიდან, რომ (ხელისუფლბისა და კერძო ინტერესებისაგან) დამოუკიდებელი, პროფესიული და მრავალფეროვანი მედია სივრცე მნიშვნელოვანი პრერეკვიზიტია დემოკრატიული საზოგდოებისათვის, რადგან მხოლოდ ასეთი სივრცე იძლევა საზოგადოებრივი მნიშვნელობის თემების ფართო მონაწილეობით განხილვის საშუალებას. ეს დებულება განსაკუთრებით ვალიდურია საარჩევნო პერიოდში: მედია არის სივრცე, სადაც კონკურენციაში მყოფი პოლიტიკური ერთეულები საკუთარი ხედვების არტიკულირებას ახდენენ და რომლის საშუალებითაც ამ ხედვების უკან ამომრჩეველთა მობილიზებას ცდილობენ. ასევე, მოსახლეობაც, საზოგადოებრივი ჯგუფებისა და გაერთიანებების გზით, აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში - სვამს კითხვებს, აკონტროლებს პროცესებს.
ამასთან, არასწორია, მედია აღვიქვათ როგორც მხოლოდ ინფორმაციის ორმხრივი მოძრაობის არხი. მედიის ხელთაა ის უპირატესობა, რომ მას შეუძლია თავადაც აკონტროლოს ინფორმაციის მოძრაობა გადარჩევის, დახარისხებისა და გაგზავნის დროს.4 ეს დაშვება გვაფიქრებინებს, რომ ნორმატიულ მოდელსა და ემპირიულ სინამდვილეს შორის ხშირია განსვლა. მართლაც, მაგალითად, ქართული მედია კანონმდებლობის ანალიზი გვაჩვენებს, რომ იგი სრულ თანხვედრაშია ზემოაღწერილ მოდელთან. მეტიც, იგი ერთ ერთი ყველაზე ლიბერალურია რეგიონში.5 მიუხედავად ამისა, მთელ რიგ შემთხვევებში გართულებულია ფორმალური წესების იმპლემენტაცია. ძალიან მარტივი იქნება, თუ ყოველივე ამის უკან მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან მედიის კონტროლის სურვილს დავინახავთ, ისევე, როგორც მცდარი იქნება მედიის არასაკმარის სტანდარტს გადავაბრალოთ ყველაფერი. მედიის მნიშვნელობა ტრანსფორმაციის პირობებში მყოფი საზოგადოებისათვის კიდევ უფრო იზრდება, როცა მას ზოგადსისტემური ცვლილებების კონტექსტში დავინახავთ: რეალობაში მედია არა მხოლოდ ხელს უწყობს ცვლილებების მიმართ საზოგადოებრივი განწყობების კრისტალიზაციას (მაშინ მედიის, როგორც მედიატორის, მოდელი სრულიად საკმარისი იქნებოდა), არამედ თავადაც, პირდაპირ ან ირიბად, არის ამ განწყობების კატალიზატორი და ხშირად ახალი რეალობის კონსტრუქტორი. ყოველივე ამას ემატება ის ფაქტიც, რომ თავად მედიაც, ჟურნალისტებიც განიცდიან ცვლილებებს, მათ შორის, ღირებულებების მხრივ. ყველაზე კარგად ამ მოდელს პოლიტიკური კულტურის ფენომენი განასახიერებს: პოლიტიკური პროცესების მიმართ სუბიექტური დამოკიდებულებების ერთიანობა - პოლიტიკური კულტურა, ყალიბდება საზოგადოებრივი ინტერაქციის რთული და ხანგრძლივი პროცესის შედეგად. მედია ამ სუბიექტური დამოკიდებულებების მასებში არტიკულირების, გავრცელების და ინსტრუმენტალიზების, ანუ საზოგადოებრივი ინტერაქციის, საუკეთესო არენაა. შესაბამისად, მას მედიის გზით შესაძლებელია ხელი შეეწყოს მოსახლეობის ფართო ფენებში პოლიტიკის მიმართ როგორც მონაწილეობითი კულტურის ჩამოყალიბებას, ისე ნიჰილიზმის დათესვასა და აპათიის გაღრმავებას. მედიასაზოგადოებრივი პროცესების მხოლოდ სარკე არაა; მას შეუძლია არსებული რეალობა გადასხვაფერებულადაც აირეკლოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: მედია არის პოლიტიკური კულტურის გამოხატულება და თავადაც ქმნის პოლიტიკურ კულტურას. სწორედ ამიტომაა, რომ სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებებისა და მედიის განვითარების ემპირიული შემთხვევები განსხვავდება მედიისა და პოლიტიკის ურთიერთმიმართების ნორმატიული მოდელებისაგან.6
შედეგად, წინამდებარე კრებული მეთოდოგლოგიურად მედიისა და პოლიტიკის ურთიერთმიმართების მკაცრ მოდელს უარყოფს; მაგალითად, ერთ ერთ თავში ვკითხულობთ, რომ მედიის გავლენა პოლიტიკური პრეფერენციების ჩამოყალიბებაზე არც აბსოლუტურია და არც ნულოვანი. ეს გავლენა შეიძლება დამოკიდებული იყოს სხვა ფაქტორებზეც და ასევე რეციპიენტთა საზოგადოებრივ მდგომარეობაზეც. ასევე, მეცნიერთა მიერ ჯერაც არაა დადგენილი, თუ რა მექანიზმებით ახდენს მედია გავლენას პოლიტიკური არჩევანის ჩამოყალიბებაზე.7
მედიისა და პოლიტიკის რთული ურთიერთმიმართების შესწავლა სოციალური მეცნიერებების სხვადასხვა მეთოდის სისტემურ გამოყენებას აპირობებს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ სოციალური მეცნიერების სხვადასხვა მეთოდს სხვადასხვა უპირატესობა აქვს და მხოლოდ მათი კომპლექსური გამოყენება იძლევა სასურველ შედეგს. შესაბამისად, წინამდებარე კრებულის
კიდევ ერთი სიმდიდრე რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევების ერთობლივ გამოყენებაშია. მკვლევარებმა დაამუშავეს საკანონმდებლო დოკუმენტები, სამეცნიერო ლიტერატურა, ჩაატარეს როგორც ჩაღრმავებული ინტერვიუები და ფოკუსჯგუფები, ისე პოლიტიკური პროგრამების რაოდენობრივი და თვისებრივი მონიტორინგი უახლესი ტექნიკის გამოყენებით.8 უნდა ითქვას, რომ ქართულ მედიაზე დაკვირვება აქამდე უპირატესად რაოდენობრივი მეთოდების გამოყენებით ხდებოდა. 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებაშიც სხვადასხვა რაოდენობრივი მონიტორინგი ჩატარდა, ძირითადად, პოლიტიკური ჯგუფებისათვის მედიის თანაბარი ხელმისაწვდომობის გასაზომად.9 ერთადერთი გამონაკლისი იყო ე.წ მიხნიკის ჯგუფი: ცნობილი პოლონელი მედია ექსპერტი ადამ მიხნიკი საქართველოში 2007 წლის ნოემბრის მოვლენების დროს, ტელეკომპანია იმედის დახურვის შემდეგ ჩამოვიდა და მისი ინიციატივით შეიქმნა მედია მონიტორინგის ჯგუფი, რომელშიც მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები (ალექსანდრე რონდელი, გია ნოდია, ზვიად ქორიძე, ლაშა ტუღუში, დავით პაიჭაძე, ნატო მურვანიძე, ლევან ხეთაგური) შედიოდნენ. მედია მონიტორინგი საპრეზიდენტო არჩევნების დროს აკვირდებობდა ქართულ ტელევიზიებში ეთიკის სტანდარტის დაცვას და დაკვირვების შედეგებზე საზოგადოებრივი არხის პირდაპირ ეთერში მსჯელობდა.10 სამწუხაროდ, დღემდე არ მომხდარა არც რაოდენობრივი და არც თვისებრივი დაკვირვების მონაცემების განზოგადებული ანალიზი. ამდენად, წინამდებარე კვლევა ამ კუთხითაც პირველი მცდელობაა.
კვლევის ძირითადი შედეგები
უკვე აღინიშნა, რომ კრებულის ცალკეული ავტორები მედიისა და პოლიტიკის პრობლემებზე განსხვავებულ ხედვებს იძლევიან. ამასთან, ყველა სტატიაში იკითხება მთავარი დასკვნა: მიუხედავად საერთაშორისო თუ ადგილობრივი ხასიათის არაერთი მცდელობისა, მათ შორის, საკანონმდებლო გარანტიებისა, საქართველოში მედიის მდგომარეობა კვლავაც შორსაა სასურველისაგან.
თავში „მედიის დამოუკიდებლობა და მედიაზე კონტროლის მექანიზმები საქართველოში“ ავტორები აანალიზებენ დამოუკიდებელი საქართველოს მედიის განვითარების ერთ ერთ ყველაზე მტკივნეულ თემას - ჟურნალისტური საქმიანობის დამოუკიდებლობას (ე.წ. სარედაქციო დამოუკიდებლობა) და ამ საქმიანობაზე პოლიტიკოსების, მედია-მფლობელებისა და პროდიუსერების გავლენის ხარისხს. პოლიტიკის წარმოების ლოგიკა, რომელიც ინტერესებისა და ძალის კატეგორიაზეა აგებული, პოლიტიკოსს ყოველთვის უჩენს ცდუნებას, სათავისოდ გამოიყენოს მედია საშუალებები. ასევე, მედიის საქმიანობის ეკონომიკური პრინციპებიდან გამომდინარე, ნემისმიერი მედია მფლობელი ცდილობს საკუთარი ბიზნეს ინტერესების მიხედვით მიმართოს მედია სუბიექტის საქმიანობა ან, სულ მცირე, მის გამო არ დაუპირისპირდეს გავლენიან პოლიტიკურ ძალებს. ამდენად, ჟურნალისტურ საქმიანობაზე კონტროლი, სამწუხაროდ, გამონაკლისი არაა და მას კონსოლიდირებული დემოკრატიის ქვეყნებიც იცნობენ. ყველაზე რადიკალურ შემთხვევაში, მედია ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრების იდეოლოგიურ იარაღად იქცევა. პოლიტიკისა და მედიის ურთიერთობის ამგვარი მემარცხენე შეხედულებები შეიძლება ოდნავ გადაჭარბებული იყოს, რადგან იგი ანალიზის მიღმა ტოვებს ისეთ ინსტიტუტებს, როგორებიცაა კონკურენცია, სამოქალაქო საზოგადოება, (პოლიტიკური) კულტურა და მხოლოდ კლასობრივ სტრუქტურაზე დაჰყავს საზოგადოების ყველა პრობელმა. ამასთან, ეს მოდელი გარკვეულ ვალიდურობას ინარჩუნებს ტრანსფორმაციის პირობებში მყოფი ქვეყნის შემთხვევაში, სადაც ინსტიტუციური მშენებლობა ჯერ კიდევ პროცესშია. აღნიშნულ თავში შესწავლილი მაგალითები აჩვენებს, რომ საქართველოში პოლიტიკოსებს - როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიებიდან, კვლავ აქვთ სურვილი აკონტროლონ ან სათავისოდ გამოიყენონ მედია. 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების კამპანიამ აჩვენა, რომ ყველა პოლიტიკური ძალა მიუთითებდა მედიას, როგორ ემუშავა საარჩევნო პერიოდში. პოლიტიკური ძალები წამყვან ტელეკომპანიებს „ვალდებულად“ მიიჩნევდნენ, მოქცეულიყვნენ მათი მითითებების მიხედვით. ყველაზე ნათელი მაგალითი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ მიმდინარე პროცესები და პოლიტიკური „გარიგება“ იყო. უნდა ითქვას, რომ ოპოზიციური პარტიების ზოგიერთი წარმომადგენლის ამგვარი მცდელობა ჟურნალისტებს სურვილს „უკლავდა“, უფრო პროფესიულად მიდგომოდნენ თავის ურთიერთობას მმართველ პარტიასთან. ასევე, მნიშვნელოვან ფაქტორად დარჩა მედია საშუალებების მფლობელთა თემა. ერთი მხრივ, საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი რჩება, ვინ არიან წამყვანი ტელეკომპანიების რეალური მფლობელები. მართალია, კანონის მოთხოვნა ფორმალურად შესრულებულია, მაგრამ არაფრისმთქმელია ობშორულ სივრცეში რეგისტრირებული კომპანიების სახელები. მეორე, მედია მფლობელის მხრიდან მედიის პოლიტიკური მიზნებით გამოყენების ყველაზე ნათელი მაგალითი იყო პატარკაციშვილი და ტელეკომპანია იმედი. შესაბამისად, საპარალამენტო არჩევნების წინა პერიოდში აქტუალური გახდა გარდაცვლილი ოლიგარქის მემკვიდრეობის საკითხი, რისი გადაწყვეტაც, სწორედ ტელეკომპანიის პოლიტიკური აქტიურობის გამო, პოლიტიკის მონაწილეობის გარეშე არ ხდება. საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ, როგორც ჩანს, ისევ გამოჩდნენ თბილისზე მაუწყებელი ოპოზიციის მხარდამჭერი ტელეკომპანია კავკასიის შესყიდვის მსურველები. ტელეკომპანიის მფლობელები საუბრობენ, რომ ბიზნესმენები უარს ამბობენ განათავსონ რეკლამა მათ არხზე. ზოგადად, პოლიტიკურ და სოციალურ რეკლამასთან დაკავშირებით, წინამდებარე კვლევა საინტერესო ინფორმაციას იძლევა: სახელმწიფო სააგანტოების მიერ დაკვეთილი რეკლამის 99% მიემართება რუსთავი 2-ზე, მზესა და საზოგადოებრივ არხზე. აქ კი ლიდერი რუსთავი 2-ია. უნდა ითქვას ისიც, რომ ეს ბაზარზე ამ არხის ლიდერობითაც შეიძლება აიხსნას; სხვა ტელეკომპანიების, მათ შორის, კავკასიის დაბალი წილი მათი მაუწყებლობის შეზღუდულ არეალს უნდა უკავშირდებოდეს. სტატიაში საუბარია ლიცენზირების პრობლემაზეც. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მსგავსი პრობლემა აქვს საკაბელო ტელეარხ მაესტროს, რომელსაც საზოგადოებრივ პოლიტიკური გადაცემების წარმოება სურს. ავტორები ეხებიან კონტროლის ისეთ მექანიზმებსაც, როგორიცაა თვითცენზურა ჟურნალისტების მხრიდან, რაც პირდაპირ კავშირშია სარედაქციო საქმიანობასთან, კერძოდ პროდიუსერების ძალაუფლებასთან. თვითცენზურა მხოლოდ ქვეცნობიერი მოვლენა არაა, რომელიც ჟურნალისტის სუბიექტური პოზიციით აიხსნებოდა; არც მხოლოდ მხოლოდ პროფესიონალიზმის პრობლემაა. თვითცენზურა ხშირად გააზრებული ტაქტიკაა, რათა ჟურნალისტმა თავი რედაქტორის კრიტიკისაგან დაიცვას და ხშირად, უბრალოდ, სამსახური შეინარჩუნოს. ჟურნალისტებთან კვლევის ფარგლებში ჩატარებულმა ინტერვიუებმა აჩვენა, რომ მედია მფლობელების გავლენა ჟურნალისტურ საქმიანობაზე პროდიუსერების გზითაა გაშუალებული. სწორედ მათ და არა მედია მფლობელებს აქვთ ყოველდღიური შეხება ჟურნალისტებთან. დიდწილად ისინი აკონტროლებდნენ თემების და ტონალობის შერჩევას საარჩევნო თემატიკასთან მიმართებაშიც. ამასთან, ინტერვიუებმა აჩვენა, რომ ჟურნალისტებიც, ხშირად, უთქმელად „უგებენ“ პროდიუსრებს, რა ტიპის სიუჟეტს ელიან მათგან. ამდენად, საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხი 21 მაისის არჩევნების გაშუქების დროსაც მოიკოჭლებდა. პოლიტიკური ძალები კვალვ უხეშად ეცილებოდნენ ერთამენთს მედიის კონტროლში, რა თქმა უნდა, განსხვავებული წარმატებით. მედია მფლობელები ვერ ჩამოყალიბდნენ საკუთარი ჟურნალისტების ინტერესების დამცველად, რადგან მათი ინტერესები უფრო პოლიტიკურ ძალებთან ასოცირდება, ვიდრე თუნდაც მედია ბიზნესის წარმოებაში. ასევე, პროდიუსერებისა და ჟურნალისტების პროფესიული და ეთიკური სტანდარტები ჯერაც არასაკმარისია საიმისოდ, რომ შეაკავოს პოლიტიკისა და ეკონომიკის კანონები.
21 მაისის საპარლამენტო არჩევნებს უფრო ექსპლიციტურად ეხება კრებულის შემდეგი თავი - „მედიის ხელმისაწვდომობა პოლიტიკური ჯგუფებისა და კანდიდატებისათვის“. კრებულის ეს თავი აჯამებს სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ მონიტორინგს, ასევე პროექტის ფარგლებში მოპოვებულ რაოდენობრივ და თვისებრივ მონაცემებს და აანალიზებს მათ. აღსანიშნავია, რომ კვლევა ეყრდნობა მედია მონიტორინგის თანამედროვე ტექნოლოგიებით მომუშავე სამი ორგანიზაციის მონაცემთა პარალელურ შესწავლას. სტატია იწყება განმარტებით, რომ სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, ხელმისაწვდომი გახადოს მედია ყველა სახის პოლიტიკური აზრისათვის, რაც ისეთი მექანიზმების არსებობას გულისხმობს, რომელიც არ დაუშვებს ერთი რომელიმე ჯგუფის მხრიდან საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების მონოპოლიას. ანალიზიდან იკვეთება, რომ საქართველოს ტელე-აუდიტორიის დიდი უმრავლესობა (60%-ზე მეტი) 2007 წლის ოქტომბერ ნოემბერში უყურებდა ტელეკომპანიებს იმედსა და რუსთავი 2-ს. იმედის დახურვის შემდეგ, განსაკუთრებით, 2008 წლის მარტ აპრილში, ანუ 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების კამპანიის დროს, ბაზრის სრული მონოპოლისტი რუსთავი 2 იყო (ტელეაუდიტორიის 44%-ზე მეტი, მაშინ, როცა ჩვენ მიერ გაანალიზებულ სხვა კომპანიებზე - საზოგადოებრივი მაუწყებელი, მზე, კავკასია ჯამურად აუდიტორიის მხოლოდ 18%-ამდე მოდიოდა). ალბათ, უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე ვერც ერთმა ტელეკომპანიამ ვერ მოახერხა ამ მონოპოლიიის დარღვევა. მეორე მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ საზოგადოებრივი განწყობების, მათ შორის, კრიტიკის მიუხედავად, როგორც ჩანს, საზოგადოება ჯერაც არაა მზად, უყუროს საკუთარ მაუწყებლობას და მხოლოდ შემდეგ შეაფასოს მისი საქმიანობა. მონიტორინგის შედეგები აჩვენებს, რომ საზოგადოე ბრივი არხი როგორც საინფორმაციო საშუალებებში, ისე თოქ-შოუებში იცავდა ბალანსს პოლიტიკურ ძალებს შორის; მისი საინფორმაციო სიუჟეტები გამოირჩეოდა ნეიტრალობით, ხოლო ოფიციალური ქრონიკა, რომელიც მოქმედი მთავრობის საქმიანობას ეხებოდა, ცალკე რუბრიკით იყო გამოყოფილი საარჩევნო თემატიკისაგან. საზოგადოებრივმა არხმა გააფორმა ურთიერთგაგების მემორანდუმი პოლიტიკურ ძალებთან და ძირითადად დაიცვა იგი. მიუხედავად ამისა, საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი უყურებდა ამ არხს, ხოლო გარკვეული ნაწილი, მათ შორის ოპოზიციის ერთი ფრთა, უკიდურესად კრიტიკულად განეწყო აღნიშნული არხის საქმიანობის მიმართ. ეს ფაქტი უნდა მიუთითებდეს სამოქალაქო კულტურის (როგორც პოლიტიკური კულტურის ერთ-ერთი ტიპის) ნაკლებობაზე საქართველოში. კვლევის შედეგები სხვა არხებთან მიმართებაში აჩვენებს, რომ სატელევიზიო ბაზრის ლიდერი რუსთავი 2 და მასთან ჰოლდინგში მყოფი მზე უფრო მმართველი პარტიის მიმართ იყვნენ ლოიალურად განწყობილი როგორც რაოდენობრივ მაჩვენებლებში, ისე სიუჟეტების ტონალობაში. ეს ნაწილობრივ ოპოზიციის ერთი ნაწილისა და ტელეკომპანიების ორმხრივი ბოიკოტით და ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტითაც უნდა აიხსნას. სამწუხაროდ, ეს მაგალითები ზემოთქმულს ადასტურებს: პოლიტიკოსებს მედია საშუალებები საკუთარი მიზნების მიღწევის საშუალებად წარმოუდგენიათ. ეს შეფასება ასევე მართებულია ტელეკომპანია კავკასიის მიმართ. ამ არხს გაერთიანებული ოპოზიცია საკუთარ პლატფორმად იყენებდა, ხოლო მმართველი პარტია, იშვიათი გამონაკლისის გარდა, საერთოდ არ მიიჩნევდა ყურადღების ღირსად. შესაბამისად, კავკასიის ეთერი ძირითადად დათმობილი ჰქონდა ოპოზიციის საქმიანობის გაშუქებას და ხელისუფლების კრიტიკას. მონაცემთა ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ, მმართველი პარტიის ლიდერობის მიუხედავად, ტელესივრცე მაინც ხელმისაწვდომი იყო ყველა პოლიტიკური ჯგუფისათვის. სხვა საკითხია, როგორ იყენებდნენ ისინი ამ ხელმისაწვდომობას. სტატიის ავტორი პოლიტიკური კულტურის ფენომენით ხსნის სტერეოტიპს, რომლის მიხედვით საზოგადოება და პოლიტიკური ელიტა ყველა პრობლემას, მათ შორის საკუთარ შეცდომებს, მედიასა და ჟურნალისტებს მიაწერს.
კრებულის შემდეგ თავში „მედია როგორც ინფორმირებული არჩევანის საშუალება“ საუბარია სწორედ საზოგადოების მხრიდან მედიის მიმართ ნდობის შესახებ. ერთია, რამდენად ხელმისაწვდომი იყო პოლიტიკურ ჯგუფებისთვის მედია საშუალებები, ხოლო მეორეა, როგორ აღიქვამდა ამას ტელეაუდიტორია, ანუ მოსახლეობა. რთულია, და ამ სტატიის მიზანი არც ყოფილა, ზუსტად დაედგინა, თუ რა ობიექტური და სუბიექტური ფაქტორები განაპირობებს ნდობის, როგორც სოციალური ფენონემის, ჩამოყალიბებას. სტატიის ავტორი ამოდის დაშვებიდან, რომ მედიის როლი საზოგადოების პოლიტიკურ არჩევანზე მით უფრო დიდია, რაც უფრო ენდობა საზოგადოება ამ კონკრეტულ მედია საშუალებას. ავტორს შემოაქვს ბუმერანგის ეფექტის ცნება, რაც გულისხმობს, რომ თუ მედია საშუალების მიმართ ნდობა დაბალია, მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არათუ უცვლის მაყურებელს პოზიციას ან მოსაზრებას, არამედ პირიქით, კიდევ უფრო ამძაფრებს მას. ამასთან, ჯერაც არაა დადგენლი მექანიზმები, თუ როგორ მოქმედებს მედია მოსახლეობის პოლიტიკურ არჩევანზე და რამდენად გადამწყვეტია მისი გავლენა. კვლევამ აჩვენა, რომ ტელეკომპანიების საინფორმაციო გამოშვებების ყურება არაა პირდაპირ კავშირში არჩევნებში მონაწილეობასთან. კრებულის ეს თავი ეყრდნობა როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი კვლევის გზით მოპოვებულ მონაცემებს - კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრების მიერ 2007 წელს ჩატარებულ გამოკითხვას „მონაცემთა ინიციატივა“ და პროექტის ფარგლებში განხორციელებულ ორიგინალურ კვლევებს - ფოკუს ჯგუფებსა და ჩაღრმავებულ ინტერვიუებს. მართალია, „მონაცემთა ინიციატივა“ 2007 წელს ჩატარდა, მაგრამ იგი მაინც საინტერესო სურათს იძლევა საქართველოს მოსახლეობის მიერ ტელეკომპანიების მიმართ დამოკიდებულების შესახებ. ეს ინფორმაცია, 2008 წელს ჩატარებულ ინტერვიუებთან და არჩევნების დროს ტელესივრცის გადანაწილების მონაცემებთან ერთად, მედიის პოლიტიკური გავლენის შესახებ ერთგვარი დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა. პირველი, ტელეკომპანია იმედი მოსახლეობის მხრიდან ნდობის კუთხით ლიდერი იყო, ვიდრე 2007 წლის 7 ნოემბერს მისი მაუწყებლობა არ შეჩერდა. ამდენად, მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მოსახლეობა სანდოდ მიიჩნევდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, ტელეკომპანიას ჰქონდა მოსახლეობაზე პოლიტიკური გავლენის მოხდენის წანამძღვრები. ჩვენ არ გვიკვლევია, რამდენად იყენებდა ტელეკომპანიის მფლობელი ამ პირობებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის, თუმცა, ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ მედიის, პოლიტიკის და ბიზნესის ურთიერთობის ლოგიკა ამას დიდი ალბათობით უშვებს. მეორე, ტელეკომპანია რუსთავი 2, მიუხედავად იმისა, რომ იგი საპარლამენტო საარჩევნო კამპანიის დროს სატელევიზიო სივრცის უდავო ლიდერი იყო, მოსახლეობის მხრიდან უმეტესად აღიქმებოდა როგორც პროსახელისუფლებო. ამ ტელეარხს უყურებდა მოსახლეობის უმრავლესობა, თუმცა, გარკვეულ ნაწილზე მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ბუმერანგის ეფექტი ჰქონდა. საინტერესოა, და, ალბათ, დამატებით კველვას საჭიროებს კვლევის მიერ დადგენილი ორი ფენომენი: პირველი, მოსახლეობა, ზოგადად, უკიდურესად კრიტიკულად აფასებს ჟურნალისტების პროფესიონალიზმს და ამბობს, რომ დასავლური მედია საშუალებები ბევრად უფრო თავისუფალი და პროფესიონალურია. ამასთან, გამოკითხვები აჩვენებს, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, ენობრივი თუ ტექნიკური პრობლემების გამო, არ იცნობს უცხოურ არხებს. ამდენად, მათ არ აქვთ შედარების საშუალება და მხოლოდ გავრცელებულ (სხვათა შორის, ძირითადად, პოლიტიკოსთა მიერ) სტერეოტიპებს ეყრდნობიან. მეორე, რეგიონის მოსახლეობა დადებითადაა განწყობილი ტელეკომპანია კავკასიის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ მისი ყურების საშუალება არ აქვს. სხვა სიტყვებით, მოსახლეობა აფასებს პროდუქტს, რომელიც მას არ მოუხმარია. მსგავსი კატეგორიის ფენომენთან გვაქვს საქმე საზოგადოე ბრივი მაუწყებლის შემთხვევაშიც; თუმცა ამ უკანასკნელის პროდუქტს იშვიათად თუ იცნობს ვინმე, მის მიმართ ნდობა მაინც დაბალია. ცხადია, ეს, პირველ რიგში, თავად ამ ტელეკომპანიის მენეჯმენტის გადასაჭრელი პრობლემაა. თუმცა, აღნიშნული გარემოება საზოგადოების სამოქალაქო შეგნებაზეც მეტყველებს. ზოგადად, ავტორი ვარაუდობს, რომ მედიის, როგორც ინსტიტუტის, მიმართ საზოგადოების ნდობა შემცირებულია. ამდენად, 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობის გარკვეული ნაწილის მხრიდან მედია არ განიხილებოდა როგორც ინფორმირებული არჩევანის საშუალება. კვლევის შედეგი მხოლოდ ერთი შეხედვით განსხვავდება წინა თავის დასკვნისაგან, რომ მედია ძირითადად გახსნილი იყო ყველა პოლიტიკური ჯგუფისათვის. როგორც აღვნიშნეთ, ამ თავში საუბარია არა ფაქტობრივ, არამედ დამოკიდებულებით ანალიზთან, რომელიც მედიაზე მეტად საზოგადოების სამოქალაქო კულტურაზე მიუთითებს.
კრებულის ყველა თავში იმპლიციტურად საუბარია ჟურნალისტური ეთიკისა და პროფესიონალიზმის პრობლემებზე. ექსპლიციტურად ამ საკითხს ეხება კრებულის ბოლო სტატია „2008 წლის 21 მაისის საქართველოს პარლამენტის არჩევნების გაშუქება პროფესიული და ეთიკური სტანდარტების კუთხით“. პროფესიონალიზმისა და ეთიკური სტანდარტის პრობლემა დიდი ხანია აქტიურად განიხილება ქართულ მედიასთან მიმართებაში. ეს საკითხი მწვავედ დადგა 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც: პოლიტიკოსები ყველა ბანაკიდან დაუღალავად მიუთითებდნენ ჟურნალისტების დაბალ პროფესიონალიზმზე და ეთიკური პრინციპების დარღვევაზე. კვლევამ აჩვენა, რომ პროფესიონალიზმისა და ეთიკის კუთხით პრობლემები მართლაც არსებობს და ამას ჟურნალისტებიც არ უარყოფენ. ასე რომ არ იყოს, ჟურნალისტები ამავე პოლიტიკოსებს იაფფასიანი კრიტიკის საშუალებას არ მისცემდნენ. თუმცა, პოლიტიკოსებისა და ექსპერტების მხრიდან ჟურნალისტების მუდმივი ქილიკი მხოლოდ ამძიმებს სიტუაციას და მოსახლეობაში მედიის მიმართ უნდობლობას აღვივებს. კვლევა ეყრდნობოდა როგორც მედია პროფესიონალიზმის და სტანდარტების მნიშვნელობის თეორიულ მიმოხილვას, ისე 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში წამყვანი ქართული ტელევიზიების კონტენტ ანალიზისა და ფოკუს ჯგუფების შედეგებს. კვლევამ აჩვენა, რომ ჟურნალისტები თავის საქმიანობაში უფრო პროცესის ანალიზს აქცევდნენ ყურადღებას, ვიდრე - შინაარსისას. სხვა სიტყვებით, ისინი არ უსვამდენენ პოლიტიკოსებს სიღრმისეულ კითხვებს მათი ხედვების, პროგრამების და გეგმების შესახებ. ამდენად, პოლიტიკოსები, რომლებიც ყოველთვის ცდილობენ თავად განსაზღვრონ მედიის მიერ შერჩეული თემატიკა, ადვილად ახერხებდნენ ამას; შესაბამისად, რუსთავი 2 და მზე მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის (და არა პროგრამის), ხოლო კავკასია ოპოზიციის საარჩევნო კამპანიის აღმწერის როლებში მოგვევლინა. არსად, მათ შორის, არც თოქ-შოუებში არ განიხილებოდა კომპლექსურად ცალკეული პრობლემებისადმი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მიდგომა, რაც მოსახლეობას შედარების საშუალებას მისცემდა. უნდა ითქვას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მცდელობის მიუხედავადაც, მსგავსი თოქ შოუები ვერ გასცდა პოლიტიკოსთა მხრიდან ერთმანეთის პიროვნულ შეურაცხყოფას. ეს კი, მედიის ეთიკურ სტანდარტებზე მეტად პოლიტიკოსთა ეთიკურ მხარეზე მიუთითებს. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში მედიის საქმიანობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა პროფესიონალიზმისა და ეთიკური სტანდარტების მნიშვნელობა მედიის დამოუკიდებლობისათვის: ჟურნალისტების პროფესიონალიზმი არის ყველაზე დიდი დამცავი იარაღი მათ ხელში.
Quo vadis?
პროექტის ავტორები თავიდანვე ელოდნენ, რომ კვლევა უფრო მეტ კითხვას დასვამდა, ვიდრე არსებულ კითხვებზე პასუხებს მოგვცემდა. მთავარი, რაც კვლევამ აჩვენა, არის მედიის განვითარების განუყოფლობა საერთო საზოგადოებრივი განვითარებისაგან: მედიის, როგორც ინსტიტუტის, ჩამოყალიბება შეუძლებელია სხვა სამოქალაქო ინსტიტუტების განუვითარებლობის პირობებში, ხოლო ჟურნალისტები არ არიან იზოლირებული საზოგადოებრივი ღირებულებებისაგან.
ბანალური იქნება არაერთხელ და სხვადასხვა ფორმით ნათქვამი რეკომენდაციების განმეორება: უფრო მეტი სიცხადე მედია მფლობელების შესახებ; უფრო მეტი ინსტიტუციური გარანტიები მედია ინსტიტუტებისათვის; უფრო მეტი ენერგია ჟურნალისტების განათლებისათვის; უფრო მეტი შეკავება პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენებისათვის.
შევეცდებით, რამდენიმე საკითხს ახლებურად შევეხოთ.
ჟურნალისტების განათლების წარმატება დამოკიდებულია ზოგადად განათლების სისტემის დაფინანსებაზე, მაგრამ ასევე საგანმანათლებლო პროგრამის სტრუქტურაზე. საქართველოში ჯერ არაა საკმარისი ადამიანური რესურესები მედია კვლევების სრულყოფილი განვითარებისათვის, ხოლო ჟურნალისტიკის პოსტსაბჭოური სკოლა სრულიად უვარგისი აღმოჩნდა ახალი გამოწვევებისათვის. ამდენად, სასურველია, აკადემიურმა სფეროებმა იზრუნონ ლიბერალური განათლების პრინციპების დანერგვაზე, რაც მომავალ ჟურნალისტებს საშუალებას მისცემს „არ ჩაიკეტონ“ და ფართო განათლება მიიღონ სოციალური სინამდვილისა და ამ სინამდვილის შემეცნების გზების შესახებ. ეს გამდიდრება ვინმემ არ უნდა აღიქვას ჟურნალისტიკის, როგორც აკადემიური დისციპლინის, დასამარებად.
ჟურნალისტურ თვითმმართველობაზე, რომელიც ჟურნალისტებს პროფესიული ეთიკის საფუძველზე გააერთიანებდა, არაერთი საუბარი ყოფილა. ამგვარი ერთიანობა ხელს შეუწყობდა კორპორატიული სულისკვეთების გაჩენას ჟურნალისტებს შორის, დაიცავდა მათ არაკეთილსინდისიერი კოლეგებისაგან და ძლიერი ბერკეტი იქნებოდა სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად. ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა სახის ერთიანობა მისასალმებელი არაა. პირადი ნაცნობობა სიმპათიის ან საეჭვო ღირებულებების ირგვლივ გაერთიანებულმა ჟურნალისტებმა სიტყვის თავისუფლების პრინციპის ეროზია შეიძლება მოახდინონ. სწორედ ამიტომ უნდა იქცეს პროფესიული და ეთიკური სტანდარტები გაერთიანების მთავარ ღერძად. შეუძლებელია, ეს სტანდარტები განსხვავდებოდეს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ჟურნალისტებისათვის.
აქამდე ხშირად საუბრობდნენ ჟურნალისტების განათლებაზე. ვფიქრობთ, არანაკლებ საშურია ზოგადად საზოგადოების პოლიტიკური განათლება. სამოქალაქო ღირებულებების დანერგვა არა მხოლოდ ჟურნალისტებს, არამედ საზოგადოებას და, განსაკუთრებით, პოლიტიკოსთა წრეს სჭირდება. პოლიტიკოსები ვიდრე ჟურნალისტების ეთიკურ და პროფესიულ სტანდარტებზე ისაუბრებენ, უმჯობესია, საკუთარ კასტასა და იქ დანერგილ წესებზე დაფიქრდნენ. ეს შეფასება სწორია ყველა სახის საზოგადოებრივი ქვესისტემისათვის.
აუცილებელია საქართველოს მედია სივრცის სისტემური კვლევის განვითარება და მასში აქამდე არსებული მასალების ინტეგრაცია. ეს შესაძლებელს გახდის დავაკვირდეთ არა მხოლოდ სტატიკურ ვითარებას, არამედ დინამიკასაც. როგორც ითქვა, სხვადასხვა რაოდენობრივი კვლევა ძალიან ღირებულ ინფორმაციას იძლევა ამ კუთხით. მაგალითად, სხვადასხვა საერთაშორისო დამკვირვებელთა შეფასებით, საქართველოში 2007 წელს პრესის თავისუფლების კუთხით ვითარება გაუარესდა.12 ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანი ინდიკატორია დასაფიქრებლად. იგი კონკრეტული ფაქტების ინტერპრეტაციებზეა აგებული და ამ ფაქტების გასაანალიზებლად საკმარისი არგუმენტია. ამასთან, ამ მონაცემებით ძნელია პრობლემის ფუნდამენტური მიზეზების დადგენა; ეს უკანასკნელი მხოლოდ სისტემური კვლევებით მიიღწევა. ფუნდამენტური მიზეზების კვლევა შესაძლებლს გახდის უფრო მეტი სანდოობით ვთქვათ, საით მიდის ქართული მედია სივრცე.
________________________
1. Georgia: Sliding towards Authoritarianism? International Crisis Group. Europe Report N°189. 19 December 2007.
2. საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა საქართველოს მოსახლეობას. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი. 08.11.2007.
3. უფრო დაწვრილებით იხილეთ თავი „არჩევნების გაშუქება პროფესიული და ეთიკური სტანდარტების კუთხით“.
4. უფრო დაწვრილებით იხილეთ თავი „მედია, როგორც ინფორმირებული არჩევანის საშუალება“.
5. უფრო დაწვრილებით იხილეთ თავი „არჩევნების გაშუქება პროფესიული და ეთიკური სტანდარტების კუთხით“.
6. უფრო დაწვრილებით იხილეთ თავი „მედიის დამოუკიდებლობა და მედიაზე კონტროლის მექანიზმები საქართველოში“.
7. უფრო დაწვრილებით იხილეთ თავი „არჩევნების გაშუქება პროფესიული და ეთიკური სტანდარტების კუთხით“.
8. უფრო დაწვრილებით იხილეთ თავი „მედია, როგორც ინფორმირებული არჩევანის საშუალება“.
9. უფრო დაწვრილებით იხილეთ თავი „მედიის ხელმისაწვდომობა პოლიტიკური ჯგუფებისა და კანდიდატებისათვის“.
10. ასეთ დაკვირვებას 2008 წლის არჩევნების დროს აწარმოებდნენ მედია საბჭო, ცენტრალური საარჩევნო კომისია, ევროსაბჭო, ეუთო.
11. უფრო დაწვრილებით იხილეთ თავი „არჩევნების გაშუქება პროფესიული და ეთიკური სტანდარტების კუთხით“.
12. იხ., მაგალითად, Georgia, in: Freedom House. Nations in Transit. 2008.
![]() |
2 მედიის დამოუკიდებლობა და მედიაზე კონტროლის მექანიზმები საქართველოში |
▲back to top |
ნინო დანელია
ნინი გოგიბერიძე
შესავალი
სიტყვის დამოუკიდებლობა დემოკრატიული საზოგადოების ძირეული ფასეულობაა. ამ თავისუფლების გარეშე ადამიანის უფლებების დაცვა თითქმის წარმოუდგენელია. თავისუფალი და პროფესიული მედია, როგორც სიტყვის თავისუფლების ზოგადი მოთხოვნის ნაწილი, ერთი უმთავრესი წინაპირობაა დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის. ეს იმიტომ, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ინფორმაციის და იდეების გაცვლა თავისუფალი
მედიის საშუალებით, ღია და თავისუფალი საჯარო დებატებით სამოქალაქო მონაწილეობისა და საზოგადოებრივი მოთხოვნილებების დემოკრატიული ანგარიშვალდებულების უმთავრესი პრინციპია.1
თუმცა, საჯარო დებატები ყოველთვის არ ემთხვევა თავისუფალი მედიის მიერ წარმოებულ დებატებს, მაშინაც კი, თუ ნამდვილად თავისუფალი მედია არსებობს.
პოლიტიკური ეკონომისტების აზრით, მედია ორგანიზაციების იდეოლოგიასა და ძალას ეკონომიკური საფუძველი განსაზღვრავს.2 მედია საშუალებები გამოხატავენ საკუთარი მფლობელების ინტერესებს, რომლებიც, როგორც წესი, მმართველი პარტიის წარმომადგენელი ოლიგარქები არიან.3 არსებობს კავშირი მედია ელიტებსა და მედიის დამოუკიდებლობა და მედიაზე კონტროლის მექანიზმები საქართველოში დანარჩენ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ელიტებს შორის,4 ასევე, იმ პროცესებს შორის, რომლებითაც მმართველი კლასი მონაწილეობს პოლიტიკის შექმნასა და რეგულირებაში.5 ამ მოსაზრების მიხედვით, მედია მთავრობასთან ერთად ქმნის მმართველი პარტიის ძალაუფლების შენარჩუნების უნარს.6 ალტშელის თანახმად, „პრესის შინაარსი პირადპირ კორელაციაშია პრესის დამფინანსებელთა ინტერესებთან“.7 ამგვარად, გარკვეული თემებისა და საკითხების ამორჩევით, სხვების უგულებელყოფით და გაშუქების გარკვეულ ჩარჩოებში ჩასმით მედია ამა თუ იმ დატვირთვას ანიჭებს მოვლენებს, რომლებიც ხშირად მათი მფლობელების პოლიტიკურ რწმენებსა და ინტერესებს ასახავს.
მეორე მხრივ, საჯარო დებატები მოიცავს მოქალაქეთა მიერ ინიცირებულ საპროტესტო დემონსტრაციებსა და პიკეტებს, სოციალურ მოძრაობებს, ინტერესთა ჯგუფებს და მმართველი პარტიის ოპონენტი პოლიტიკური პარტიების რიტორიკას. საზოგადოებირივი აზრის ამგვარი გამოვლინებებით მოქალაქეები ცდილობენ მედიის, სხვა მოქალაქეებისა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებთა ინტერესის მოზიდვას მოცემული საკითხის ირგვლივ და, ამგვარად, პოლიტიკური გავლენის მიღწევას. სოციალური მოძრაობები ავითარებენ საკუთარ საკომუნიკაციო სტრატეგიებს და პოლიტიკას, რათა გამოიწვიონ მედიის ინტერესი და მოიპოვონ ის მნიშვნელოვნება, რაც აუცილებელია მათი მიზნების მისაღწევად.8
როდესაც სოციალური მოძრაობები ყალიბდება, მათი ყურადღება მიმართულია კონფლიქტებზე რიგით მოქალქეებსა და პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტებს შორის; ეს ელიტები გაერთიანებულნი არიან პრივილეგირებულის სტატუსით და კომუნიკაციის საუკეთესო საშუალებებს ფლობენ. „სოციალური მოძრაობები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია კომუნიკაციის პოლიტიკური ეკონომიისთვის, რადგანაც მათ გავლენა აქვთ კომუნიკაციის საშუალებებსა და შინაარსზე.“9 როდესაც ჩნდება კონფლიქტი სამოქალაქო საზოგადოებასა და მმართველ კლასს შორის, კავშირი ეკონომიკურ დეტერმინანტებსა და მედიის დომინანტურ რიტორიკას შორის საცნაურდება, ხშირად კი სრულიად დაუფარავიც ხდება.
ვინაიდან მედია მჭიდრო კავშირშია დომინანტურ სტრუქტურასთან მისი მფლობელობის მეშვეობით, საინტერესო იქნებოდა იმის აღნიშვნა, თუ რა საკომუნიკაციო სტრატეგიებს იყენებს მედია საინფორმაციო პროგრამების შედგენისას. ლიბერალები ხშირად აცხადებენ, რომ ელიტური მედია ეკონტაქტება და უკავშირდება სხვა ძალაუფლების მქონე ინსტიტუტებს, მათ შორის, მთავრობას; მართალია, ბევრი მედიის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ დამოუკიდებელია გარე ზეწოლისგან, მაგრამ ხშირად ეს ასე არ არის. „საჭირო არაა უკარნახო, რა დაწერონ, რადგან ისინი ისედაც ყველაფერს სწორად იტყიან“, წერს ჩომსკი.10 „სწორ ნათქვამში“ იგულისხმება ის, რასაც მათი რედაქტორები და მფლობელები მიიჩნევენ სწორად. მედია საშუალებები ყიდიან თავიანთ აუდიტორიებს სხვა კორპორაციებზე და, რაც უფრო დიდი აუდიტორიის რეკრუტირებას შეძლებენ, მით უფრო წარმატებულნი იქნებიან. ამ სრული ყიდვა გაყიდვის ატმოსფეროში აუდიტორია არის არა „მონაწილე“, არამედ „დამკვირვებელი“.
საქართველოში, ქვეყანაში, სადაც დეკლარირებულია დემოკრატიული პრინციპების და სიტყვის თავისუფლებისადმი ერთგულება, მედიის პირდაპირი და ირიბი კონტროლის საკითხი შესწავლას საჭიროებს,ვინაიდან ერთი შეხედვითაც სატელევიზიო კომპანიების დომინანტურ დისკურსებს, როგორც წესი, ეჭვი არ შეაქვთ ქვეყნის პოლიტიკურ ელიტაში, ხშირად კი საერთოდ ტოვებენ ზოგიერთ ისეთ საკითხს, რასაც შეუძლია მთავრობა ნაკლებად სასიამოვნო მხრიდან წარმოაჩინოს.
ამ კვლევის მიზანია გაანალიზოს ის საშუალებები და ფორმები, რომელთა მეოხებითაც პოლიტიკური ელიტა აკონტროლებს ქართულ სატელევიზიო საინფორმაციო სივრცეს ქართული ტელე-კომპანიების მედიის დამოუკიდებლობა და მედიაზე კონტროლის მექანიზმები საქართველოში მფლობელთა გაშუალებით. ამგვარი კონტროლის მექანიზმი არ არის უჩვეულო11 მსოფლიო პრაქტიკაში, თუმცა ეს ფენომენი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც საზოგადოების, ისე მედიის ტრანზიტული ბუნების გათვალისწინებით. კვლევა გამოკვეთს იმ საფრთხეებს, რომლებიც ემუქრება სიტყვის თავისუფლებას და მედიის მუშაკებს მიუთითებს მათზე; ამით, იმედია, იგი გარკვეულ წვლილს შეიტანს საქართველოში დამოუკიდებელი და პროფესიული მედიის განვითარებაში. აქ გაანალიზებულია ქართულ მედიაზე კონტროლის მექანიზმები და ამ კონტროლის ხარისხი 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების წინა და მომდევნო პერიოდის კონტექსტში. ჩვენ ვიწყებთ მედია გარემოს შესწავლით წინასაარჩევნო პერიოდში და შემდეგ ვიკვლევთ არსებულ სამართლებრივ გარემოს. შემდეგ შევჩერდებით კონტროლის ტიპებზე, ანუ მფლობელობის ინსტიტუტზე, სარედაქციო პოლიტიკაზე, სარეკლამო ბაზარსა და ლიცენზირების პროცედურაზე. კვლევა შეეხება ჟურნალისტთა დამოკიდებულებებს, მედია მენეჯერებს და ექსპერტებს ამ პრობლემური საკითხების გარშემო. ცალკე ნაწილში თვითცენზურასაც შევეხებით, როგორც მედიის დამოუკიდებლობის მთავარ სირთულეს; ამას მოჰყვება 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პერიოდის ანალიზი.
მედია გარემო 21 მაისის წინასაარჩევნო პერიოდში
Freedom House ის 2008 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო არის ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყანა, რომლის მოქალაქეობრივი თავისუფლებების რეიტინგი 2007 წლის შედეგებთან შედარებით სამიდან ოთხამდე დაეცა „ნოემბრის პროტესტების შედეგად მედიისა და გამოხატვის თავისუფლების გამო“.12 Freedom Houses ის თავისუფლების რუკის მიხედვით, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყანაა.13 ამავდროულად, მისი რეიტინგი უფრო მაღალია ვიდრე მისი მეზობლების, სომხეთის, აზერბაიჯანის და რუსეთის, რომლებიც კლასიფიცირებულნი არიან როგორც „არათავისუფალი“ ქვეყნები. სხვა „ნახევრად თავისუფალი“ ქვეყნები არიან თურქეთი, უკრაინა, რუმინეთი, ალბანეთი და აღმოსავლეთ ევროპის უმრავლესი ქვეყანა.
საჭიროება თავისუფალი, პროფესიული მედიისა და გამოხატვის თავისუფლებისა თანამედროვე ქართული მედიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხად იმედზე - მაღალ რეიტინგულ, პროოპოზიციურ არხზე - შვიდ ნოემბერს თავდასხმისა და მისი დახურვის შემდეგ გადაიქცა. იმავე დღეს, უფრო ადრე, პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა ოპოზიციის დემონსტრაცია წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების გამოყენებით.
ამ საღამოს ასობით სპეციალური დანიშნულების რაზმის შეიარაღებული ქვედანაყოფები შეიჭრნენ იმედის ტელესტუდიებში. მათ აიძულეს ჟურნალისტები და სხვა თანამშრომლები იატაკზე დაწოლილიყვნენ მათზე დამიზნებული იარაღის ქვეშ. არხის სიგნალი სულ რამდენიმე წუთში გაქრა მას შემდეგ, რაც ახალი ამბების წამყვანებმა გადმოსცეს რეიდის მიმდინარეობის შესახებ. იმედის თანამშრომლები გაძევებულ იქნენ შენობიდან, შეიარაღებულმა დანაყოფებმა კი დააზიანეს ან გაანადგურეს არხის ტექნიკური აღჭურვილობა.14
საქართველოს მთავრობამ თქვა, რომ ეს ქმედებები აუცილებელი იყო სახელმწიფო გადატრიალების თავიდან ასაცილებლად. გადატრიალებას მხარს უჭერდა რუსულ დაზვერვასთან ერთად იმედის მფლობელი და დამფუძნებელი ბადრი პატარკაციშვილი, რომელმაც ბოლო პერიოდში ოპოზიციის დაფინანსება დაიწყო. მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ არხს იყენებდნენ „მთავრობის გადაგდების ინსტრუმენტად“.
იმედის დახურვას მთელ მსოფლიოში უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. „მთავრობის რეაქცია იმედის მხრიდან შესაძლო საფრთხეზე აშკარად გაზვიადებული იყო და ადგილი ჰქონდა გამოხატვის თავისუფლების დარღვევას“,თქვა კარტნერნმა, Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა.15
გამოხატვის თავისუფლების საკითხები საჯარო დებატებისა და სატელევიზიო თოქ-შოუების მთავარი თემა გახდა. მედია ექსპერტები ამბობდნენ, რომ იმედი, ნაცვლად აკურატული, სამართლიანი, დაბალანმედიის დამოუკიდებლობა და მედიაზე კონტროლის მექანიზმები საქართველოში სებული და სრული ინფორმაციისა, ცალსახად მათავრობის საწინააღმდეგოდ აშუქებდა მოვლენებს.16 თუმცა, ამავდროულად, ფართოდ ცნობილია, რომ სამი დანარჩენი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებელი ტელევიზია, რუსთავი 2, მზე და საზოგადოებრივი მაუწყებელი მთავრობის მიმართ პოზიტიურად მიკერძოებულნი იყვნენ და უფრო სამთავრობო ფილტრით აშუქებდნენ მოვლენებს.17 შედეგად, საზოგადოებრივი ტელევიზიის გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭო გადადგა და ახალი კადრებით შეიცვალა.
ქართული პოლიტიკური ელიტა რადიკალურად პოლარიზებული დარჩა 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებიდან 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებამდეც. საარჩევნო კამპანია მოიცავდა მრავალ საპროტესტო აქციას, მათ შორის, შიმშილობას ოპოზიციის ლიდერების მიერ, რომლებიც სამართლიან არჩევნებსა და თავისუფალ და პროფესიულ მედიას მოითხოვდნენ.
ამ მოვლენებმა საქართველოს მედიის მდგომარეობის ირგვლივ აქტიური დებატები და მისი მთავარი გამოწვევების, რესურსების და მომავლის ანალიზის საჭიროება გამოიწვია.
მედიის თავისუფლების კანონმდებლობა და რეალობა საქართველოში
საქართველოში გამოხატვის თავისუფლების გარანტი კონსტიტუციაა, მედიის შესახებ კანონმებლობა კი საკმაოდ ლიბერალურია. კონსტიტუციის 24 ე მუხლში ნათქვამია:
1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით.
2. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია.
3. სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება. ნინო დანელია, ნინი გოგიბერიძე
4. ამ მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში ჩამოთვლილ უფლებათაგანხორციელება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებების და ღირსების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად ადგილობრივი და საერთაშორისო ანგარიშების თანახმად, აზრის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი, რომელიც საქართველოს პარალმენტის მიერ ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2004 წლის 24 ივნისს იქნა მიღებული, გამოხატვის თავისუფლების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. „ეს რეგიონისთვის იშვიათობაა და, თუ ეს კანონი სწორად იქნა გატარებული და დაცული, იგი უზრუნველყოფს ქართველ ჟურნალისტებს და აგრეთვე სხვებსაც გარანტიებით, რომლე ბიც სრულიად შეესაბამება სხვა საერთაშორისო სტანდარტებს.“18
კანონი კრძალავს ცენზურას და იცავს ჟურნალისტებს გაუმართლებელი ზეწოლისგან მფლობელების და რედაქტორების მხრიდან. იგი განმარტავს იმ ქმედებებს, რომელთა საშუალებითაც ჟურნალისტებს შეუძლიათ უჩივლონ რედაქტორებს ან მფლობელებს სამოქალაქო სასამართლოში; ამით უზრუნველყოფს ჟურნალისტების დაცულობას არა მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლის შემთხვევაში, არამედ მაშინაც, როცა რედაქტორები ან გამომცემლები არღვევენ ჟურნალისტური დამოუკიდებლობის პრინციპებს. კანონის თანახმად, ჟურნალისტები უზრუნველყოფილნი არიან დამოუკიდებლობითა და აზრის თავისუფლებით. კანონმდებლობის ეს კონკრეტული ნაწილი საშუალებას აძლევს ჟურნალისტებს, მიიღონ სარედაქციო გადაწყვეტილებები საკუთარ პროფესიულ განსჯაზე დაყრდნობით.
კანონი აგრეთვე აცხადებს, რომ მისი ინტერპრეტირება საჭიროა არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში, არამედ, აგრეთვე ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციის პრინციპების და ადამიანთა უფლებების ევროპული სასმართლოს პრეცენდენტული სამართლის გათვალისწინებით. ამგვრად, კანონი ცხადად მედიის დამოუკიდებლობა და მედიაზე კონტროლის მექანიზმები საქართველოში ითვალისწინებს გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებს.
პროგრესული კანონმდებლობის არსებობა, თუ იგი სწორად არ არის გატარებული, არ უზრუნველყოფს საქრთველოს მედიის თავისუფლებას. მიუხედავად სიტყვის თავისუფლების დაცვის ლიბერალური კანონისა, მედიის დამოუკიდებლობა სადავოდ რჩებოდა 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში. სარედაქციო თავისუფლების შეზღუდვის შესახებ საჩივრები დომინირებდა ცნობილი ჟურნალისტების, პროდიუსერების და წამყვანების რიტორიკაში ბეჭდვითი მედიის ინტერვიუებში. ჟურნალისტები ამბობდნენ, რომ მათი უდიდესი პრობლემა მფლობელთა მხრიდან ზეწოლაა, რომლებიც, თავის მხრივ, ემორჩილებიან არსებულ პოლიტიკურ ძალაუფლებას. პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები საკუთარ კონტრარგუმენტებს აყენებდნენ და ამბობდნენ, რომ ისინი კი არა, არამედ თავად მფლობელები წყვეტენ, თუ რომელი ინფორმაცია გააშუქონ და როგორ, ისევე როგორც, რომელი პროგრამა დატოვონ ეთერში. მფლობელები ამბობდნენ, რომ ისინი არ განიცდიან არაინაირ ზეწოლას მთავრობისაგან და, უბრალოდ, ცდილობენ საკუთარი ბიზნესის შენარჩუნებას. ამგვარად, სიტყვის თავისუფლების ცნება საქართველოში (განსაკუთრებით, სამაუწყებლო მედიაში) გაურკვეველი რჩება.
ქართული მედიის პირდაპირი და ირიბი კონტროლის მექანიზმები
კვლევის ფარგლებში ჩატარდა შვიდი ანონიმური ჩაღრმავებული ინტერვიუ ქვეყნის სამ უდიდეს საინფორმაციო სამსახურის მქონე ტელევიზიის ჟურნალისტებთან: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის, რუსთავი 2-ისა და მზის (ეს უკანასკნელი მოცემული მომენტისთვის აღარ გადმოსცემს ახალ ამბებს) და კავკასიის წარმომადგენლებთან; ეს უკანასკნელი ადგილობრივი ტელევიზიაა და მხოლოდ თბილისში მაუწყებლობს. მათ ისაუბრეს თავისუფლების იმ ხარისხზე, რომლითაც ისინი სარგებლობენ, მათ შეხედულებებზე, თუ რა უნდა წარმოადგენდეს ჟურნალისტის ძირითად ფუნქციას, მათ პასუხისმგებლობებს, ეთიკას და რეგულირების მექანიზმებს. თითოეული რესპონდენტი შეეხო მედიის კონტროლის და ჟურნალისტის პროფესიული სტანდარტების საკითხებს. ჟურნალისტთა შეხედებულება წარმოდგენათა არსი უკეთ რომ გაგვეგო, მიღებული ინფორმაცია გავაანალიზეთ და შევეცადეთ მათ ინტერპრეტაციას მედიაში მიმდინარე პროცესების კონტექსტში.
მფლობელობის ინსტიტუტი
ქართული მედიის ერთ ერთ ნიშანსვეტურ საკითხად მთავარი მედია საშუალებების მფლობელთა დაფარულობა რჩება. Freedom House ის ანგარიშის თანახმად, „მედიის მფლობელთა შესახებ ინფორმაცია არ არის გამჭვირვალე და ხშირად ჟურნალისტებმა და რეპორტიორებმა არ იციან, ვინ არის იმ მედია კომპანიის ნამდვილი მფლობელი, რომელშიც თავად მუშაობენ.“19
საერთაშორისო სადამკვირვებლო საარჩევნო მისიასაც (OSCE/ODIHR) მსგავსი შენიშვნები აქვს:
მიუხედავად პლურალისტური მედია გარემოცვისა, მედია საშუალებები მათი მფლობელების და პოლიტიკური პატრონების ძლიერი გავლენის ქვეშ იმყოფებიან. როგორც ასეთი, ხუთივე მთავარი სატელევიზიო არხი კანდიდატებისა და პოლიტიკური პარტიების ძლიერი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, რაც აფერხებდა ყველა საარჩევნო საკითხის კანონით გათვალისწინებულ არადისკრიმინაციულ გაშუქებას. ამან გამოიწვია კამპანიის ახალი ამბების ბალანსის დაუცველობა ყველა ტელეარხზე, მმართველი ნაციონალური მოძრაობის პრიორიტეტული გაშუქებით, გარდა საზოგადოებრივი ტელევიზიისა.20
საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიის დოკუმენტების თანახმად, რუსთავი 2 და მზე საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფსა და გეომედია ჯგუფს ეკუთვნის. საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს ეკუთვნის ორივე არხის 45%. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ერთ ერთი დამფუძნებელი, დავით ბეჟუაშვილი, დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის გელა ბეჟუაშვილის ძმაა. რუსთავი 2-ისა და მზის დანარჩენი წილები გეომედია ჯგუფს ეკუთვნის. ერთადერთი ინფორმაცია ამ კომპანიის შესახებ არის ის, რომ იგი მარშალის კუნძულებზე იყო რეგისტრირებული. რუსთავი 2-ის და მზის მფლობელების შესახებ ინფორმაციამ ადგილი მისცა ფართომასშტაბიან სპეკულაციას 21 მაისის საპარლამენტო არჩევმედიის დამოუკიდებლობა და მედიაზე კონტროლის მექანიზმები საქართველოში ნების წინ; ოპოზიციის ზოგიერთმა ჯგუფმა ამ არხებს ბოიკოტი გამოუცხადა. სამაუწყებლო მედიის მიმართ საზოგადოების უნდობლობა გაღრმავდა. „რუსთავი 2“ არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და [შინაგან საქმეთა მინისტრის] ვანო მერაბიშვილის ოპერატიული სამსახური. მათი მთავარი ფუნქცია დისკრედიტაციაა...“ ხოლო მზე „პირდაპირ ეკუთვნის ნაციონალურ მოძრაობას და ძალიან ბუნებრივია, რომ ისინი საქართველოს წამყვან პოლიტიკურ პარტიას უჭერენ მხარეს და მათი პოლიტიკური იდეების პროპაგანდას ახორციელებენ“ - თქვა გაერთიანებული ოპოზიციის კოალიციის წამყვანმა წევრმა, გოგა ხაინდარავამ.21
საქართველოს მაუწყებლობის შესახებ კანონის მე-15 მუხლის თანახმად, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საზოგადოების მფლობელობაშია და მის მიერ ფინანსდება. „კანონი აფუძნებს ერთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ქონების საფუძველზე ტელერადიო მაუწყებლობისათვის შექმნილი, საჯარო დაფინანსებით მოქმედი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც არ ექვემდებარება არც ერთ სახელმწიფო უწყებას.“22 გაერთიანებულმა ოპოზიციამ მრავალჯერ გაილაშქრა საზოგადოებრივი მაუწყებელის წინააღმდეგ, ბრალი დასდო მას მთავრობისადმი მიკერძოებულობაში და გენერალური დირექტორის, თამარ კინწურაშვილის გადაყენება მოითხოვა. ამის შემდეგ ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ მიაღწია შეთანხმებას, წარედგინა და აერჩია ახალი სამეთვალყურეო საბჭო. ეს გარიგება იყო ad hoc გადაწყვეტილება ქართული პოლიტიკუ რი ძალაუფლების მხრიდან, რომელიც 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი კრიზისის განსამუხტავად იყო საჭირო. საბჭოს ცხრა წევრიდან ხუთი მთავრობის მიერ იქნა წარდგენილი, ხოლო ოთხი, მათ შორის ირაკლი ტრიპოლსკი, რომელიც შემდეგ ახალი საბჭოს თავმჯდომარე გახდა, - ოპოზიციისგან. მოგვიანებით, ახალმა საბჭომ არხის გენერალურ დირექტორად ლევან ყუბანეიშვილი დანიშნა.
კავკასია კერძო საკუთრებაში არსებული არხია, რომელიც მხოლოდ თბილისში მაუწყებლობს. მის მფლობელს, დავით აქუბარდიას მიჰყავს არხის მთავარი თოქ-შოუ „სტუდია სპექტრი“, რომელიც მთავარი საყრდენია ოპოზიციური პარტიებისათვის.
მიუხედავად იმისა, რომ იმედი არ მაუწყებლობდა საარჩევნო პერიოდში, არ შეიძლება არ შევჩერდეთ სკანდალ რომელიც მისი მფლობელობის საკითხის ირგვლივ წარმოდგა. იმედის მფლობელის, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, მისმა ქვრივმა, ინა გუდავაძემ მარტში განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ცდილობდა იმედის მითვისებას. საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიისთვის წარდგენილი დოკუმენტების თანახმად ტელედა რადიო იმედის 100%-იანი მფლობელი I Media არის. თავის მხრივ, კომპანია JMG I Media-ს 65%-ის მფლობელია. დანარჩენი 35% კი ეკუთვნის Universal-ს, ფირმას, რომელიც პატარკაციშვილების ნათესავებმა დაარსეს. გოგი ჯაოშვილი, პატარკაციშვილის ახლო მეგობარი, ფლობდა JMG-ის 70%-ს. ჯოზეფ ქეიმ, პატარკაციშვილის შორეულმა ნათესავმა, მარტში განაცხადა რომ მან იყიდა ტელედა რადიო იმედის წილი გოგი ჯაოშვილისგან, „უბრალოდ, ფულის გადახდით“.22 ქეიმ უარყო ბრალდებები, რომლის თანახმადაც იგი საქართველოს მთავრობის დავალებით მოქმედებდა.
ნიშნავს თუ არა ეს, რომ საქართველოში დამოუკიდებელი მედია აღარ არსებობს? გადაჭრით ამის თქმა არ შეიძლება.
ამის თაობაზე გვესაუბრება დამოუკიდებელი მედია ექსპერტი ბადრი კობლაძე:
სინამდვილეში, მედიის თავისუფლება ნიშნავს სხვადასხვა ტიპის და საშუალების თავისუფლებას; ეს კი გულისხმობს, რომ ადამიანი თავისუფალია მიიღოს სხვადასხვა მოსაზრება სხვადასხვა მედია საშუალებისგან, რათა ამოირჩიოს და აარჩიოს. შევხედოთ ამერიკას, სადაც ზოგიერთი საკაბელო საინფორმაციო არხი კონსერვატორებზეა ორიენტირებული, ზოგიერთი კი უფრო ლიბერალურ აუდიტორიაზე. ამერიკელები მაინც თავისუფლები არიან აირჩიონ ინფორმაციის მიღების წყარო.
მსგავსი სიტუაციაა საქართველოშიც. კავკასია აშკარად ოპოზიციურ პარტიებს ანიჭებს უპირატესობას. მათ პროგრამებში ჩვენ მხოლოდ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ვხედავთ. მთავარი კი ისაა, რომ ადამიანები თავისუფლები არიან მიიღონ ინფორმაცია ან კავკასიისგან ან სხვა არხისგან. რუსთავი 2-ს სამთავრობო არხად რაცხავენ. მიუხედავად ამისა, მის პროგრმებში, როგორც ოპოზიციის, ისე მთავრობის მომხრე პოლიტიკოსები მონაწილეომედიის დამოუკიდებლობა და მედიაზე კონტროლის მექანიზმები საქართველოში. ისინი ამბობენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მიკერძოებულია, მაგრამ მე შემიძლია განვაცხადო, რომ ეს არხი ყველაზე დაბალანსებულია საქართველოში. საბოლოო ჯამში, როგორც მთავრობას, ისე ოპოზიციას განსხვავებული აზრები აქვთ ამ საკითხის ირგვლივ. საბოლოო ჯამში, ეს სამი ტელეარხი ქმნის ქვეყნაში მედიის დამოუკიდებლობას, მათი განსხვავებული გაშუქებების გამო. ამ ფაქტების მიუხედავად, მე შემიძლია მივიღო ბევრი სხვადასხვა მოსაზრება ერთი და იმავე მედიის შესახებ.23
მიუხედავად ამისა, კავკსიას არ შეუძლია მთავრობის მომხრე საშუალებების დაბალანსება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მხოლოდ თბილისში მაუწყებლობს. იმედის დახურვით, საარჩევნო პერიოდში საქართველოს სამაუწყებლო მედია ქვეყნის მაშტაბით მაუწყებელ ოთხ არხს მოიცავდა: თბილისის რუსთავი 2-ს, მზეს, საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს (სსმ) და ბათუმის აჭარას.
სარედაქციო დამოუკიდებლობა
მოცემული ტელეარხის იდეოლოგია საინფორმაციო პროგრამების თანამშრომლებს გენერალურ დირექტორთან შეხვედრებისას გადაეცემა. შემდეგ, პროდიუსერები ნერგავენ ამ იდეოლოგიებს იმ გზით, რომ ზოგ მოვლენაზე აკეთებენ სიუჟეტს, ზოგს კი განზე ტოვებენ, ჟურნალისტებსაც უთითებენ, რა კუთხით გაშუქდეს ესა თუ ის მოვლენა.
საინფორმაციო განყოფილებაში მომუშავე ჟურნალისტები თავისი პროფესიის ძირითად ფუნქციად ჭეშმარიტების ძიებას, ინფორმაციის გავრცელებას და საჯარო დებატებისთვის თავისუფალი სივრცის შექმნას მიიჩნევენ. მიუხედევად ამისა, ისინი ვერ ახერხებენ, რომ აუდიტორია ბოლომდე სათანადოდ და სრულად უზრუნველყონ ინფორმაციით. ამის მიზეზად ასახელებენ სიტყვის თავისუფლებაზე ზეწოლას საინფორმაციო განყოფილებაში. გამოხატვის თავისუფლება ირღვევა ხან მთავრობის და ხან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ.
„სხვადასხვაგვარი ზეწოლა არსებობს... ყველა მთავრობა ცდილობს მედიაზე გავლენის ქონას, რადგან ეს უკანასკნელი აუდიტორიასთან კომუნიკაციის მთავარი საშუალებაა. ოპოზიციაც ცდილობს ფსიქოლოგური ზეწოლა მოახდინოს მედიაზე... მედიამ უნდა შეძლოს აიცილოს გავლენები და ზეწოლები“, თქვა მათე კირვალიძემ ინტერვიუში ტელეკომაპანია მზის, საიფორმაციო პროგრამების დახურვამდე რამდენიმე დღით ადრე, სადაც ის საინფორმაციო პროგრამების უფროსად მუშაობდა. „თუ ხელისუფლებას არ მოსწონს რამე, გვაბრალებენ, რომ ოპოზიციის „დაკვეთით“ ვმუშაობთ, და პირიქით. როდესაც ოპოზიცია უკმაყოფილოა რაიმე რეპორტაჟით ან კრიტიკით - ისინი აცხადებენ, რომ ეს მთავრობის „დაკვეთა“ იყო. ამ კონტექსტში მედია ყოველთვის იჭყლიტება ხელისუფლებისთვის მებრძოლ ორ გოლიათს შორის.“25
„მედია საქართველოში ბიზნესი არ არის, მედია უფრო პოლიტიკური იარაღია მისი მფლობელის ხელში“, თქვა მზის ჟურნალისტმა, „მაგრამ თუ ნამდვილი პროფესიონალი ხარ, უფლებას არ მისცემ შენს პროდიუსერს ან მფლობელს, გიკარნახოს, რა გააკეთო ან შენი პროფესიული სტანდარტების საწინააღმდეგოდ იმოქმედო“.26 ჟურნალისტების მთავარი პრობლემა მფლობელთან ურთიერთობა არ არის, რადგან მათთან ყოველდღიური შეხება არა აქვთ; პრობლემა თავს იჩენს პროდიუსერებთან ურთიერთობაში; ეს უკანასკნელნი ყოველდღიურ საინფორმაციო პროგრამებს გეგმავენ, ირჩევენ გასაშუქებელ მოვლენებს და არედაქტირებენ ჟურნალისტთა სიუჟეტებს. პროდიუსერები ავალებენ კონკრეტული საკითხების გაშუქებას და ზოგჯერ იმასაც კი უსაზღვრავენ, თუ რომელი ციტატები უნდა მოიპოვონ რეპორტაჟისთვის. ჟურნალისტები, რომლებიც მუშაობენ სამ ქართულ ტელეარხზე - საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი 2 და მზე - ამბობენ, რომ განიცდიან მმართველი პარტიის ზეწოლას, მაგრამ არა მაინცდამაინც მთავრობის წარმომადგენელთა მხრიდან სატელეფონო ზარებით, არამედ უფრო პროდიუსერების მხრიდან, რომლებიც ბლოკავენ სამთავრობო პარტიის კრიტიკულ რეპორტაჟებს. რუსთავი 2-ს და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტთა თქმით, მათგან მოითხოვენ საპრეზიდენტო და სამთავრობო ინიციატივების პოზიტიურ გაშუქებას და კრიტიკისგან თავისუფლებას.27
კავკასიის ჟურნალისტები ამბობენ, რომ ისინი არანაირ პოლიტიკურ ზეწოლას არ განიცდიან, მაგრამ აღიარებენ, რომ ორიენტირემედიის დამოუკიდებლობა და მედიაზე კონტროლის მექანიზმები საქართველოში ბულნი არიან მმართველი პარტიის კრიტიკულ გაშუქებასა და ოპოზიციური პარტიების, განსაკუთრებით, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდაჭერაზე.28
პროდიუსერები და ტელევიზიის დირექტორთა განცხადებით, არანაირი ზეწოლა არ ხორციელდება ჟურნალისტებზე. მაგალითად, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ირაკლი ჩიქოვანი ამბობს, რომ ის იმგვარად ცდილობს არხის მენეჯმენტს, რომ მაქსიმალურად დაეხმაროს ახალი გადაცემების განვითარებას, იქნება ეს პოლიტიკური თუ გასართობი ტიპის გადაცემები. „თქვენ მეკითხებით, მირეკავს თუ არა ვინმე [და მიკვეთს რამეს]: არავინ არ მირეკავს და არავინ მეუბნება, „რა გავაკეთო“, თქვა ჩიქოვანმა გაზეთ 24 საათთან ინტერვიუში. „მფლობელების ერთადერთი მოთხოვნა არხის ფინანსური წარმატებაა“, თქვა მან და დაამატა, რომ რუსთავი 2 „საარსებოდ საკმარის თანხებს შოულობს და ეს უკვე წარმატებაა“.29
სარეკლამო ბაზარი
მედიის წარმომადგენლებს პოლიტიკურ დამოკიდებულებას სარეკლამო დამოკიდებულება ურჩევნიათ. რეკლამა ფინანსური წყაროა და, შესაბამისად, პროფესიული სიძლიერისა და თავის შენახვის მთავარი საშუალებაც. თუმცა, რეკლამამ, შეიძლება მიუთითოს ტელეკომპანიების ლოიალურ დამოკიდებულებებზეც. საქართველოს ტელეარხებზე რეკლამის მთავარ განმათავსებლებად დამოკიდებელი ბიზნეს ერთეულები რჩებიან. თუმცა, ისიც საინტერესოა, რომელ არხებზე თავსდება მთავრობის მიერ დაფინანსებული რეკლამები.
ქვემოთ ნაჩვენები ცხრილი აჩვენებს მთავრობის მიერ დაფინანსებული რეკლამების დისტრიბუციას 2008 წლის მარტსა და აპრილში.
ცხრილი აჩვენებს რომ სხვადასხვა სამთავრობო უწყების მიერ რეკლამებზე დაიხარჯა 400 864 დოლარი, აქედან სრული უმრავლესობა, 84% განთავსდა რუსთავი 2-ზე, მზემ და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მიიღეს რეკლამების მხოლოდ 10% და 5%. საინტერესოა. რომ სხვა სხვა ყველა დანარჩენმა არხმა (კავკასიის გამოკლებით), მიიღო 1%. ქვემოთა დიაგრამა აჩვენებს ზუსტ მონაცემებს.

წყარო: TV MR GE, licensee of AGB Nielsen Media Research

წყარო: TV MR GE, licensee of AGB Nielsen Media Research
ამგვარი პრეფერენციულობა შეიძლება ნაკარნახები იყოს რუსთავი 2-ის პოპულარობით და არა მაინდცამაინც „მისი დამოუკიდებლობის ყიდვის“ მცდელობით. თუ მხედველობაში მივიღებთ კავკასიის დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის განცხადებას, რომ ბიზნესმენებს აიძულებენ ამოიღონ საკუთარი რეკლამები, შეიძლება ვთქვათ, რომ ხელისუფლება ცდილობს ტელევიზიებთან გარიგებას; სარეკლამო დროის ყიდვა გარიგების ერთ ერთი მეთოდია.
სალიცენზიო პროცედურები
კონტროლის კიდევ ერთი მექანიზმი ლიცენზირების პროცედურებია. საკაბელო ტელევიზია მაესტროს ისტორია ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა. საქართველოს ეროვნულმა კომუნიკაციების კომისიამ უარი უთხრა ტრადიციულად გასართობ არხს პოლიტიკური გადაცემების ტრანსლირების ლიცენზიაზე. 20 მარტს არხმა მიიღო ოფიციალური წერილი მარეგულირებელი კომისიისგან, რომელიც აფრთხილებდა ამ არხს, რომ მათ არ ჰქონდათ უფლება პოლიტიკური პროგრამების ეთერში გაშვებისა. მოგვიანებით, ამ არხმა განაცხადი შეიტანა ლიცენზიაზე, მაგრამ უარი მიიღო.
თვითცენზურა
თვითცენზურა ქართულ სამაუწყებლო მედიაში შეიძლება პირდაპირი ან ირიბი ზეწოლებისა და გავლენების შედეგი იყოს; მას შეიძლება იწვევდეს პროდიუსერების ავტორიტარული ხასიათი; შესაძლოა ფინანსური ფაქტორებიც განაპირობებდეს. ჩვენ შეგვიძლია ყველა საკითხი გამოვიკლიოთ, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი საფრთხე, რომელიც თავად ჟურნალისტების ქცევის თავისებურებიდან გამომდინარეობს. საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანზაციები თვითცენზუ რას ქართული მედიის ერთ ერთ უმთავრეს პრობლემად მიიჩნევენ. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ორწლიან ანგარიშში (2004 - 2005) და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ყოველწლიურ ანგარიშში (2005) აღნიშნა, რომ საქართველოს მედია თვითცენზურას განიცდის.30 „თვითცენზურაა, როდესაც ჟურნალისტები რედაქტორების ან მთავრობის მხრიდან შენიშვნის შიშით, თავად იწესებენ გარკვეულ ლიმიტს კრიტიკისას და იმ იდეოლოგიური ჩარჩოს მიხედვით წერენ, რომელიც მთავრობის მიერ არის მოწონებული“.31
ჟურნალისტებმა იციან, როგორი სიუჟეტები მოსწონთ არხზე და იციან, როგორ უნდა გააშუქონ. თვითცენზურა შეიძლება მორალური მოსაზრებებიდანაც გამომდინარეობდეს, მაგრამ, როგორც წესი, საქართველოს შემთხვევაში, საქმე კონფორმიზმთან გვაქვს. „იყო შემთხვევები, როდესაც არავინ ურეკავდა ჟურნალისტს და არ ეუბნებოდა, რა გაეკეთებინა, მაგრამ ჟურნალისტმა თვითონ იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა“, თქვა საზოგადოებრივი ტელევიზიის ჟურნალისტმა, „რადგან მან იცის იმისი ბედი, ვინც ეწინააღმდეგება არხის იდეოლოგიას“.32 პროდიუსერმა სთხოვა მას კიდევ ერთხელ გასულიყო და პოზიტიური ციტატა მოეძებნა ნაცვლად კრიტიკულისა. გარდა ამისა, როგორც ერთმა რუსთავი 2-ის ჟურნალისტმა თქვა, „ჩვენც ადამიანები ვართ, ჩვენ გვყავს ცოლები და ბავშვები. თუ გინდა რომ იმუშაო, წესების მიხედვით უნდა ითამაშო, თუ არა, მაშინ სხვა სამსახური უნდა მოძებნო“.33
„თვითცენზურა ყველაზე უარესია, რაც კი შეიძლება ჟურნალისტმა გააკეთოს“, ამბობს ლევან ყუბანეიშვილი, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი დირექტორი. აქამდე ჩემს მიერ გატარებეული ყველა ქმედება მათი [ჟურნალისტების] „გათავისუფლებისკენ“ იყო მიმართული. დანიშვნის შემდეგ, დროებით საინფორმაციო განყოფილებასაც ვხელმძღვანელობდი... დღეს მე მაქსიმალური თავისუფლების მიცემას ვცდილობ. მე არ ვკითხულობ მათი სიუჟეტების შინაარსს და არ ვეუბნები, რა ჩარჩოში ჩასვან მასალა. მე სხვა ტიპის ანალიზს ვაკეთებ - მე ვაკვირდები ყოველდღიურ რეიტინგებს, ვუყურებ, რას გვთავაზობენ სხვა არხები, ვინიშნავ, რას არ ვაშუქებთ ჩვენ და ა.შ. ... მე არ მინდა მყავდეს ჟურნალიტები, რომლებიც თვითცენზურას განიცდიან. მე მინდა ჭკვიანი, საინტერესო, სწრაფი ჟურნალისტები, რომლებიც განსხვავებულად ფიქრობენ და კრიტიკულად აფასებენ.“34
არჩევნების შემდეგ
21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა ნაციონალურ მოძრაობას უდიდესი გამარჯვება და კანონმდებლობაში კონსტიტუციური უმრავლესობა მოუპოვა. როგორც სხვადასხვა მედია მონიტორინგის ჯგუფმა აღნიშნა თავის ანგარიშებში, თითქმის ყველა ტელეკომპანია, როგორც რიცხობრივად, ისე ხარისხობრივად უპირატესობას მმართველ პარტიას ანიჭებდა.
მედია მენეჯრებს თავისი სათქმელი აქვთ წინასაარჩევნო პერიოდისბალანსის საკითხებზე. ისინი ამტკიცებენ, რომ იმედის დახურვის შემდეგ ოპოზიციური პარტიები მედიასა და ხელისუფლებას მათ წინააღმდეგ კონსპირაციას აბრალებენ. ზოგიერთმა ოპოზიციურმა ჯგუფმა რუსთავი 2-სა და მზეს ბოიკოტი გამოუცხადა. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ, როგორც ეს ფართოდ ცნობილიგახდა, ამ არხების ჟურნალისტებს „ვიგინდარები“ უწოდა, რომლებიც „ტყუილების მანქანაში“ მუშაობდნენ.
„ოპოზიციის უფრო რადიკალური ნაწილის ბოიკოტმა საინფორმაციო გადაცემების დისბალანსი გამოიწვია“, გვიხსნის მათე კირვალიძე. „ჩვენ ვცდილობდით მათი ღონისძიებების გაშუქებას, მაგრამ ისინი არ გვაძლევდნენ ინტერვიუებსა და არ აკეთებდნენ კომენტარებს, რამაც თავისთავად დისბალანსი გამოიწვია... ასე რომ, per se ეს არც ჩვენი, არც ჟურნალისტების და არც არხის ბრალი არ იყო“.35 ამავდროულად, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც მონტორინგის შედეგებმა აჩვენა, არ იყო მიკერძოებული მთავრობის მიმართ. „საარჩევნო კამპანიის ბოლო ექვსი კვირის მედია მონიტორინგის დროს საზოგადოებრივმა ტელევიზიამ ერთნაირი დრო დაუთმო ოპოზიციას (18%25) და ნაციონალურ მოძრაობას (17%25) პოლიტიკური და საარჩევნო საინფორმაციო გაშუქებისას“, განაცხადა OSCE/ ODIHR-ის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ.36
ამის მიუხედავად, 27 მაისს ოპოზიციის კოალიციამ საპროტესტო აქცია მოაწყო საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ და დააბრალა 26 მაისის არჩევნების შემდგომი საპროტესტო დემონსტრაციის მიკერძოებულად და არასრულად გაშუქება. ოპოზიციური კოალიციის წევრები შევიდნენ გენერალური დირექტორის ოფისში და ხელისუფლების ინსტრუქციების შესრულებაში დაადანაშაულეს. „მე მინდა გითხრათ, რომ კინწურაშვილი ხალხის მოთხოვნით გადადგა, იმიტომ რომ ეს სააკაშვილის ტელევიზია იყო. თქვენი დანიშვნის შედეგად არაფერი შეცვლილა“, უთხრა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა ყუბანეიშვილს ტელეკამერების წინ. 37
ყუბანეიშვილმა ოპოზიციის ამ ქმედებას „საზოგადოებრივ ტელევიზიაზე, მედიაზე ზეწოლის ტიპური გამოვლინება“ უწოდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ტრიპოლსკი გადადგა 30 მაისს, მიზეზად კი არხის არაობიექტური გაშუქება და საბჭოს არხის ქმედებებზე კონტროლის სიმცირე დაასახელა.
„ქვეყნის მიმდინარე მოვლენებზე სრული ინფორმაციის გადაცემა - განსაკუთრებით დღეს - ამ ტელეარხის მიზანი უნდა იყოს, მაგრამ სამწუხაროდ, გენერალური დირექტორი ვერ ან არ აკეთებს ამას“,38 თქვა ტრიპოლსკიმ.
მედიის დამოუკიდებლობა და მედიაზე კონტროლის მექანიზმები საქართველოში ლევან გახელაძე, რომელიც იმ ხუთ კანდიდატს შორის იყო, რომელიც ხელისუფლებამ წარადგინა, საბჭოს თავმჯდომარედ იქნა არჩეული ტრიპოლსკის გადადგომის შემდეგ.
ამას სხვა მოვლენებიც მოჰყვა, მათ შორის, პოპულარული თოქშოუს, „პრიამ ტაიმის“ გაუქმება 17 ივნისს. თავიდან ნათქვამი იყო, რომ იგი აღდგებოდა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის შემდეგ, თუმცა იგი ეთერში აღარ დაბრუნებულა.
აქ უბრალოდ ჩამოვთვლით რამდენიმე ძირითად მოვლენას, რომლებიც 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა და არ განვიხილავთ მათ მიზეზებს:
20 ივნისი: ყოველკვირეული პროგრამა შვიდი დღე, რომლის პროდიუსერიც სტუდია ახალი დროება იყო და რომლის შემადგენლობაშიც უმეტესწილად იმედზე მომუშავე ჟურნალისტები შედიოდნენ, გაუქმდა. კომპანიამ რომელისგანაც სტუდია ტექნიკურ აღჭურვილობას ქირაობდა, ყველაფერი უკან მოითხოვა სტუდიის მიერ კონტრაქტის პირობების დარღვევის ბრალდებით. შვიდი დღის დამაარსებელის, რუსუდან ცხომელიძის თქმით, აღჭურვილობა ერთი წლით იყო ნაქირავები.
26 ივნისი: დღის კომენტარი, რომელიც კვირაში ორჯერ გადიოდა გაუქმდა სექტემბრამდე, ზაფხულის არდადეგებთან დაკავშირებით.
26 ივნისი: მზემ გააუქმა საინფორმაციო გამოშვება მზერა და გამოაცხადა, რომ გასართობ არხად გადაიქცეოდა. მზის ჟურნალისტები და პროგრამის პროდიუსერები სამუშაოდ რუსთავი 2-სა და იმედზე გადავიდნენ.
26 ივნისი: ტელევიზია კავკასიის დირექტორმა, ნინო ჯანგირაშვილმა განაცხადა, რომ სამმა ბიზნესმენმა გაიტანა რეკლამები მათი არხიდან ფინანსური პოლიციის მხრიდან ზეწოლის გამო. „სხვები დაბარებულები არიან ფინანსურ პოლიციაში გასასაუბრებლად“, თქვა ჯანგირაშვილმა, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ მთავრობა ცდილობს ქვეყნის იმ ერთადერთი მთავრობის გამაკრიტიკებელი ტელევიზიის ფინანსურად შესუსტებას. იმედის დახურვის შემდეგ კავკასიის რეიტინგმა მკვეთრად იმატა, შესაბამისად, იმატა შემოსავალმა რეკლამებიდან.
ამჟამად ერთადერთი პოლიტიკური თოქ შოუ ქვეყნის მასშტაბით მაუწყებელ არხებზე არის ჰარდ თოქის სტილის სამკუთხედი რუსთავი 2-ზე, რომელიც ეკა კვესიტაძესა და ნინო ჯაფიაშვილის მიჰყავთ. კავკასიის „სტუდია სპექტრი“, რომელსაც მხოლოდ თბილისელები უყურებენ, ოპოზიციური პოლიტიკოსების პლატფორმის როლს თამაშობს.
დასკვნები
როგორც ჩვენ ამ კვლევის დასაწყისში ვახსენეთ, მედია ვერ იქნება 100%25-ით დამოუკიდებელი. დეფინიციით, მედია - როგორც ქართული ისე სხვა - არის ბიზნესი და უნდა გააჩნდეს გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სტრუქტურები. საქართველოს სამაუწყებლო მედიის პრობლემა იმ ფაქტიდან გამომდინარეობს, რომ არც მფლობელობის და არც ანგარიშვალდებულების პროცედურები არ არის ცხადად ჩამოყალიბებული. მოცემული მედია საშუალების მფლობელს ამ პროცესში ყველაზე მნიშნვნელოვანი როლი აკისრია. ისინი ირჩევენ თანამშრომლებს, ნიშნავენ მენეჯრებს და პროდიუსერებს, განსაზღვრავენ პროგრამებს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, განსაზღვრავენ ტელეარხის ძირითად მისიას. ყველა გამოკითხული ჟურნალისტი ამბობს, რომ მფლობელი უნდა იყოს დამცველი და გარანტორი მის მედია საშუალებაში მომუშავე ჟურნალისტის პოფესიული სტანდარტებისა. მაგრამ როგორ შეიძლება ეს მოხდეს, როდესაც მედია მფლობელის შესახებ ინფრომაცია არ არის გამჭვირვალე? იდეალურ შემთხვევაში, მფლობელი პროფესიონალიზმისა და მისი აუდიტორიის მხარეზე უნდა იდგეს და არ ერთიანდებოდეს იმასთან, ვინც ხელისუფლებაშია, ან, ვისაც უნდა, რომ ჰქონდეს ძალაუფლება. როგორც ჟურნალისტები ამბობენ, ამჟამად მფლობელი პასუხისმგებელია მედიის შინაარსზე და არა მედიის შინაარსის ხარისხზე.
ლევან რამიშვლის, გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფლე ბის ინსტიტუტის დირექტორის აზრით, მედიის დამოუკიდებლობის დაკარგვის ერთ ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ მედია მაგნატებს, ოლიგარქებს და მთავრობას ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. „დღეს საქართველოში მედიის პრობლემა წარმოდგება იქიდან, რომ, ერთი მხრივ, მედია მაგნატები პოლიტიკაში არიან ჩართული და, მეორე მხრივ, მედია მაგნატები კონტროლდებიან მთავრობის მიერ.“39
თუ ქართული მედიის ფართო სურათს შევხედავთ და გავითვალისწინებთ, რომ ინფორმაციის მიღების ყველაზე პოპულარული წყარო ტელევიზიაა - განსაკუთრებით კი რუსთავი 2 - შეგვიძლია განვაცხადოთ, მედიის დამოუკიდებლობა და მედიაზე კონტროლის მექანიზმები საქართველოში რომ წინასაარჩევნო გაშუქება არ იყო ობიეტური და ორიენტირებული იყო მმართველი პარტიის პოზიტიური გაშუქებისაკენ. ეს აფერხებს მაყურებლებისთვის სამართლიან, აკურატულ და ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არჩევნების დროს ინფორმირებული არჩევანის გასაკეთებლად.
ამგვარად, როგორ უნდა გადავლახოთ გამოხატვის თავისუფლების საფრთხე საქართველოში, თუ ხელისუფლება არ აძლევს მედიას სრულ თავისუფლებას, ოპოზიცია მედიას შეცდომებს აბრალებს, პრუდიუსერები - და არა ჟურნალისტები - საზღვრავენ საინფორმაციო გამოშვებათა შინაარსს, ჟურნალისტები თვითცენზურით მუშაობენ და საზოგადოება, უბრალოდ, მზად არ არის დასავლეთის სტილის ნეიტრალური გაშუქებისთივს? ჟურნალისტები ამბობენ, რომ მედიის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალება ჟურნალისტების პროფესიონალიზმის დონის ამაღლებაა. თუმცა, ისინი ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ თუ არ შეიქმნა თავისუფალი გარემო და თუ მფლობელებმა არ უზრუნველყვეს სარედაქციო დამოუკიდებლობა, პროფესიონალიზმის განვითარება, სულ მცირე, რთული მაინც იქნება.
პრობლემის გრძელვადიანი გადაწყვეტა იქნებოდა ჟურნალისტების ახალი ტიპის შექმნა, რომლებიც იკისრებდნენ საზოგადოებრივი „ვოჩდოგის“ როლს და შექმნიდნენ სივრცეს ალტერნატიული საჯარო დებატებისა და კრიტიკული ჟურნალისტიკისთვის. სანამ ეს მოხდებოდეს, შესაძლოა დადგა დრო, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს, რომ თითოეულმა პარტიამ - მმართველმა თუ ოპოზიციურმა - „ხელები შორს დაიჭიროს“ ჟურნალისტებისგან და თამაშის გარკვეულ წესებზე შეთანხმდნენ, რომლებიც საზოგადოებაში ახალ პოლიტიკურ კულტურას ჩაუყრიან საფუძველს: პოლიტიკურ კულტურას, რომელიც თავისუფალი იქნება ბოიკოტირებისაგან, ჟურანალისტებისა და მედია საშუალებებისთვის სამთავრობო ან ოპოზიციური იარლიყების მიწებებისაგან. ბოლოს და ბოლოს, დემოკრატიისთვის ის არის მთავარი, რომ ყველას ჰქონდეს გამოხატვის თავისუფლება, რომელიც აზრის ქონის და ობიექტური ინფორმაციის და იდეების თავისუფლებას გულისხმობს.
გამოყენებული ლიტერატურა
1. Altschull, J. H. (1984). Agents of Power: The Role of the News Media in Human Affairs. New York: Longman; Shoemaker, P. J., & Reese, S. D. (1991). Mediating the Message. White Plains:?Longman.
2. Article 19 (2005). Georgia: Freedom of expression Law. http://www.article19.org
3. Chomsky, N. (2004). Hegemony or survival: American Quest?for Global Dominance. Bowl Books.
4. Constitution of Georgia. (1995) - Article 24. http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=69&kan_det=det&kan_id=23
5. Council of Europe. (July 2004 February 2005). Compliance?with commitments and obligations: the situation in Georgia. Bi annual?report prepared by the Directorate of Strategic Planning (DSP). https://wcd.coe.int/ViewDoc.jsp?id=832053&BackColorInternet=9999CC&Back?ColorIntranet=FFBB55&BackColorLogged=FFAC75
6. Freedom House (2008). Freedom in the world. country report. http://www.freedomhouse.org/template.cfm?page=22&country=7398&year=2008
7. Freedom House (2008). Map of Press Freedom 2007. http://www.freedomhouse.org/template.cfm?page=251&year=2007
8. Georgia: Country Reports on Human Rights Practices?- 2004,?Released by the Bureau of Democracy. Human Rights and Labour.?February 28 2005 http://www.state.gov/g/drl/rls/hrrpt/2004/41682.htm
9. Georgia's Law on Broadcasting. (2004). Article 15.
10. Gitlin, T. (2003). The whole world is watching: mass media?in the making and unmaking of the New Left. Berkley, Los Angeles,?London: University of California Press.
11. Herman, E., & Chomsky, n. (1988). Manufacturing Consent:?The Political Economy of the Mass Media. New York: Pantheon books
12. Human Rights Watch (2008). Georgia: Government Used Excessive Force on Protesters. http://www.hrw.org/english/docs/2007/12/17/georgi17572.htm
13. International Election Observation Mission (2008). Georgia -Parliamentary Elections. May 21, 2008. www.osce.org/item/31268.html
14. Lomjaria, N., Kordzaia, T., Gobronidze, N., Kemertelidze, N.?(2006). Freedom of expression in Georgia. http://www.gyla.ge/files/publications/s3q0mz2ntk.pdf
15. Law of Georgia on Freedom of Opinion and Expression (2004).?http://www.liberty.ge/eng/page.php?genre_id=79§ion_id=2&news_id=1&from=cat_news
16. Mosco, V. (1996). The Political Economy of Communication:Rethinking and Renewal. Sage Publication: London: Thousand Oaks?and New Deli.
17. Murdock, G., & Golding, P. (1977) - „Capitalism, communication and class relation“. in Curran, J., In Gurevitch, M., Bennett,?T., Curran, J., & Woolacott, J. (1982) Culture, Society and the Media.?Methuen: London and New York.
18. Page, B. I. (1996). Who Deliberates? Mass Media in Modern?Democracy. Chicago and London: The University of Chicago Press.
19. Sartory, G. (1987). The theory of democracy revisited.?Chatham, NJ: Chatham House.
20. Suvariani, N. (2008). Georgian Government Controls Six TV?Stations. Tbilisi. HRIDC.?
????????????????????????
?
1.Sartory, G (1987)The Theory of Democracy revisited. Gratham, NJ: Gratham House.
2.Murdock and Golding. (1977). „Capitalism, communication and class relation`. in Curran, J., In Gurevitch, M., Bennett, T., Curran, J., & Woolacott, J (1982). Culture, Society and the Media. Methuen: London and New York.
3.Altschull, J. H. (1984). Agents of Power: The Role of the News Media in
Human Affairs. New York: Longman.
4.Herman, E., & Chomsky, N. (1988). Manufacturing Consent: The Politica Economy of the Mass Media. New York: Pantheon books.
5.Mosco, V. (1996). The Political Economy of Communication: Rethinking and
Renewal. Sage Publication: London, Thousand Oaks and New Deli.
6.Altschull, J. H. (1984). ?Agents of Power: The Role of the News Media? in
Human Affairs. New York: Longman.
7Altschul, J. H., & Reese, S.D. (1991). Mediating the Message. White Plains:
Longman. 254.
8.Gitlin, T. (2003). The whole world is watching: mass media in the makin and unmaking of the New Left. Berkley, Los Angeles, London: University of California Press; Mosco, V. (1996). The Political Economy of Communication: Rethink
ing and Renewal. Sage Publication: London, Thousand Oaks and New Deli.
9.Mosco, V. (1996). The Political Economy of Communication: Rethinking and
Renewal. Sage Publication: London, Thousand Oaks and New Deli.
10.Chomsky, N. (2004). Hegemony or survival: American Quest for Global Dominance. Bowl Books. 6.
11.Chomsky, N., (2004). Hegemony or survival: American Quest for Global Dominance. Bowl Books.
12.Freedom House (2008). Freedom in the world. მოძიებულია http://
www.freedomhouse.org
13.Freedom House (2008). Map of Press Freedom 2007. მოძიებულია http://
www.freedomhouse.org
14. Freedom House (2008). Freedom in the world. მოძიებულია http://
www.freedomhouse.org
15. Freedom House (2008). Freedom in the world. მოძიებულია http://
www.freedomhouse.org
16.რუსთავი2. თოქ შოუ 27.12.07.
17.საზოგადოებრივი მაუწებელი. 28.12.07, 04.01.08; რუსთავი2. 10.01.08.
18. Article 19 (2005). Georgia: Freedom of Expression Law. მოძიებულია http://www.article19.org
19.Freedom House (2008). Freedom in the world. მოძიებულია http://www.freedomhouse.org
20.International Election Observation Mission (2008). Georgia — Parliamentary Elections. 21 May, 2008. www.osce.org/item/31268.html
21..Suvariani, N. (2008) Georgian Government Controls Six TV Stations. Tbilisi.
HRIDC.
22.საქართველოს მაუწყებლობის შესახებ კანონი. მუხლი 15. 2004.
23.ტელეკომპანია „იმედის“ ახალი მფლობელი „ძველი იმედის“ აღდგენას გეგმავს. თბილისი - 23 მარტი 2008. 15:05 www.civil.ge
24. ბადრი კოპლატაძე. ციტ. Suvariani, N. (2008) Georgian Government Controls Six TV Stations. Tbilisi. HRIDC.
25. ინტერვიუ მათე კირვალიძესთან. 18 ივნისი, 2008.
26.ინტერვიუები ტელეკომპანია მზის ჟურნალისტებთან. მაისი ივნისი, 2008.
27.ინტერვიუები ტელეკომპანია მზის, რუსთავის2 ის, საზოგადოე ბრივი მაუწყებლის ჟურნალისტებთან. მაისი ივნისი, 2008.
28.ინტერვიუები ტელეკომპანია კავკასიის ჟურნალისტებთან. მაისი ივნისი, 2008.
29. რუსთავი2 ის ხელმძღვანელი საკუთრების საკითხზე დუმილს ამჯობინებს. თბილისი. 1 მარტი, 2008. www.civil.ge
30.ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. ორწლიანი წლის ანგარიში (2004 -2005). ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწილიური ანგარიში (2005).
31.საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. „გამოხატვის თავისუფელბა საქართველოში“. 2004.
32.ინტერვიუები ტელეკომპანია საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებთან. მაისი ივნისი, 2008.
33.ინტერვიუები ტელეკომპანია რუსთავი 2 ის ჟურნალისტებთან. მაისი ივნისი, 2008.
34. ინტერვიუ ლევან ყუბანეიშვილთან. 17 ივნისი, 2008.
35. ინტერვიუ მათე კირვალიძესთან. 18 ივნისი, 2008.
36. International Election Observation Mission (2008). Georgia — Parliamentary Elections. 21 მაისი, 2008. www.osce.org/item/31268.html
37. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე თანამდებობას ტოვებს. 27 მაისი, 2008 www.civil.ge
38. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა. 30 მაისი, 2008. www.civil.ge
39.გაზეთი 24 საათი. 11 მარტი, 2005
![]() |
3 მედიის ხელმისაწვდომობა პოლიტიკური ჯგუფებისა და კანდიდატებისათვის |
▲back to top |
ნინი გოგიბერიძე
შესავალი
დემოკრატიული არჩევნები ამომრჩევლის ინფორმირებულ არჩევანს ეფუძნება. მედიის ხელმისაწვდომობა, როგორც დემოკრატიული არჩევნების განუყოფელი ნაწილი, პოლიტიკურ დებატებში მონაწილე სუბიექტების მიერ აუდიტორიის ყურადღების მიპყრობის თანაბარ საშუალებას გულისხმობს. ეს მოთხოვნა per se არ ნიშნავს ყველა პოლიტიკური პარტიისა თუ კანდიდატისთვის მედიის ხელმისაწვდომობის თანაბარ უზრუნველყოფას წინასაარჩევნო პერიოდში.1 მსგავსი მიზანი რეალურად მიუღწეველია. აქ საუბარია ისეთი სახის მექანიზმების არსებობაზე, რაც ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიას საშუალებას არ მისცემს, არაჯეროვანი ზეგავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე, და ამით პოლიტიკურ პროცესებზე. თანამედროვე საზოგადოებაში მედიის მესაკუთრის ინსტიტუტის ჩამოყალიბებამ პოლიტიკურ პროცესებში მესაკუთრის როლი გაზარდა. მესაკუთრე, ფაქტობრივ, ახალი პოლიტიკური მოთამაშე გახდა, რომელიც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის უნიკალურ მექანიზმს - მედია საშუალებას - ფლობს. სწორედ ამიტომ, სახელმწიფოს როლი მედიის რეგულირების სფეროში არ შემოიფარგლება მხოლოდ ჩაურევლობის პრინციპით. სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, მედია ხელმისაწვდომი გახადოს ყველა სახის პოლიმედიის ხელმისაწვდომობა პოლიტიკური ჯგუფებისა და კანდიდატებისათვის ტიკური, მათ შორის ოპოზიციური, აზრისთვის და ამით უზრუნველყოს ინფორმაციის მრავალფეროვნება.2
მოქალაქეებს დემოკრატიულ საზოგადოებაში უფლება აქვთ, ხელი მიუწვდებოდეთ ისეთი ტიპის მედია საშაუალებებზე, რომლებიც არა მხოლოდ სახელმწიფო ზეგავლენისგან არიან თავისუფალი, არამედ საზოგადოებრივ ფუნქციას ასრულებენ და ხშირად უპირისპირდებიან კიდეც მედიის მესაკუთრის ინტერესს. ასეთი ტიპის მედია მოითხოვს პროფესიონალ ჟურნალისტს, რომელსაც ესმის საზოგადოების მოთხოვნა - იყოს სათანადოდ ინფორმირებული მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე, და რომელიც ყოველგვარი თვითცენზურის გარეშე შეძლებს მოსახლეობამდე მიიტანოს ამბავი. ამ კონტექსტში, მედიის ხელმისაწვდომობა სადავო ღირებულება ხდება, რადგან, ერთი მხრივ, მედიის მესაკუთრეს, საკუთრების უფლებიდან გამომდინარე, მართებული უფლება აქვს - აკონტროლოს საკუთარ მედია საშუალებაში სხვადასხვა აზრის ხელმისაწვდომობა, ხოლო, მეორე მხრივ, საზოგადოებას აქვს უფლება, ხელი მიუწვდებოდეს პლურალისტურ მედია გარემოზე.
პლურალისტური მედია გარემოს ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი სწორედ არჩევნების დროს ხდება. ამ დროს მედიას შეუძლია განსაზღვროს კანდიდატის საჯარო იმიჯი, ჩამოაყალიბოს შეხედულებები პოლიტიკურ ალტერნატივებზე და ხელი შეუწყოს საჯარო დებატების წარმოებას.3
2008 წლის 21 მაისს საქართველოში ნაადრევი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. მმართველმა პარტიამ ერთიანმა ნაციონალუ რმა მოძრაობამ არჩევნებში უპირობო წარმატება - საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა. წინასაარჩევნო პერიოდი ოპოზიციური პარტიების მრავალფეროვანი საპროტესტო აქციის, შიმშილობის, გარკვეული მედია საშუალებების ბოიკოტის, საქართველოს ევრო ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პერსპექტივებისა და რუსეთ საქართველოს დაძაბული პოლიტიკური ბატალიების ფონზე ვითარდებოდა. „მედია, ზოგადად, აზრთა მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, რამაც ამომრჩევლებს საშუალება მისცა, არჩევნების დღეს უფრო ინფორმირებული არჩევანი გაეკეთებინათ“, - ნათქვამია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნაში; თუმცა, რამდენად თანაბარ პირობებში აყენებდა მედია პოლიტიკურ ჯგუფებსა და კანდიდატებს და რამდენად მიუკერძოებლად აშუქებდა იგი წინასაარჩევნო პროცესებს, ამას თვით სადამკვირვებლო მისიები ეჭვქვეშ აყენებენ; „[საინფორმაციო] გამოშვებების უმეტესობა კვლავაც მათი მფლობელებისა და ხელმძღვანელობის ძლიერი გავლენის ქვეშ იყვნენ მოქცეულნი... ყველა ძირითადი ტელეკომპანია კანდიდატებისა და პოლიტიკური პარტიების მხრიდან გარკვეულ ზეგავლენას განიცდიდა, რაც ხელს უშლიდა ყველა საარჩევნო სუბიექტის მიუკერძოებლად გაშუქებას, როგორც ამას [საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ] ითვალისწინებს.“4
წინამდებარე კვლევის მიზანია, ერთგვარად შეაჯამოს სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებისთვის წარმოებული მედია მონიტორინგის შედეგები და გამოიტანოს დასკვნა, იყო თუ არა სატელევიზიო მედია ხელმისაწვდომი განსხვავებული და მრავალფეროვანი პოლიტიკური ჯგუფებისა და კანდიდატებისათვის იმ დონეზე, რომ ამომრჩეველს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება ჰქონოდა. აღნიშნული საკითხის კვლევას სატელევიზიო მედიის (კერძოდ, ტელეკომპანიების - რუსთავი 2, მზე, საზოგადოებრივი მაუწყებელი, კავკასია და იმედი) ტელე-ყურების ინდექსის მიმოხილვით დავიწყებთ. ეს საშუალებას მოგვცემს გავაანალიზოთ, თუ რომელ სატელევიზიო მედიას მიანიჭა უპირატესობა ამომრჩეველმა 2008 წლის წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში. შემდეგ განვიხილავთ მედია მონიტორინგის ჯგუფების მიერ გამოვლენილ სტატისტიკას, როგორც საინფორმაციო გაშუქების, ისე პოლიტიკური რეკლამების განთავსების თვალსაზრისით. ბოლოს კი, გავაანალიზებთ კვლევის შედეგებს და შევაჯამებთ 2008 წლის წინასაარჩევნო პერიოდში მედიის ხელმისაწვდომობას.
რომელ არხს უყურებდა ამომრჩეველი
2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში არ მაუწყებლობდა ტელეკომპანია იმედი. იმედის მაუწყებლობის შეწყვეტა ნოემბრის ცნობილმა მოვლენებმა გამოიწვია, რომელთა აღწერაც წინამდებარე კვლევის მიზანი არაა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ იმედის დახურვამდე ქართული ტელე სივრცე ბიპოლარული იყო, სადაც აუდიტორიის წილის (33-38%25), ისე როგორც საშუალო წუთობრივი რეიტინგის (9-12%25) მიხედვით წამყვანი ადგილი სწორედ ტელეკომპანია იმედს ეკავა, ხოლო მას ტელეკომპანია რუსთავი 2 მოჰყვებოდა.5 დანარჩენი ტელეარხების აუდიტორიის წილი ერთად იმდენად მცირე იყო, რომ, სინამდვილეში, ეს ორი არხი ქმნიდა და განსაზღვრავდა საქართველოში ტელე ყურების ამინდს.
გრაფიკი №1 ასახავს 2007 წლის სექტემბერ-ოქტომბერში თბილისის აუდიტორიის წილის გადანაწილებას ტელეარხების მიხედვით. გრაფიკიდან ჩანს, რომ იმ პოლიტიკური მოვლენების ფონზე, რომელიც ამ პერიოდში საქართველოში ვითარდებოდა (ვგულისხმობთ ერთგვარ რევოლუციურ ტალღას), იმედის მიმართ ლოიალობა საკმაოდ მაღალი იყო - 33-38%25.
გრაფიკი №16

ტელე-ყურების ძირითადი ტენდენციების ცვლილება 2007 წლის ნოემბერში, საგანგებო მდგომარების გაუქმების შემდეგ დაიწყო. ამდროს ტელეკომპანია იმედი არ მაუწყებლობდა, მისი ლოიალური აუდიტორია კი სხვადასხვა არხზე გადანაწილდა. 17 ნოემბრიდან განაახლა მაუწყებლობა ტელეკომპანია კავკასიამ, რომელმაც გამოკვეთილად ოპოზიციური ნიშა დაიკავა. 19 ნოემბრიდან დაიწყო TV MR GE-მ, საქართველოში AGB Nielsen Media Research-ის ლიცენზიის მფლობელმა, ტელეკომპანია კავკასიის მონიტორინგიც. „იმის გამო, რომ კავკასიას არ აქვს სრულფასოვანი მაუწყებლობა და მაუწყებლობს მხოლოდ „პრაიმ ტაიმში“ და მხოლოდ თბილისში, დროის ამ მონაკვეთში იგი ქმნიდა გარკვეულ ამინდს. მაგრამიმავე „პრაიმში“ კავკასიის აუდიტორიის წილი არ აღემატებოდაათ პროცენტს, რაც კავკასიისთვის თავისთავად ძალიან მაღალია.შესაბამისად, იყო ისეთი ტენდენცია, რომ იმედის გათიშვის შემ დეგ აუდიტორიის გარკვეულმა ნაწილმა სწორედ კავკასიაზე გადაინაცვლა, თუმცა ეს არ იყო ის პროცენტი მოსახლეობისა, რომელიც იმედმა დაკარგა“, - აღნიშნავს TV MR GE-ის დირექტორი, ნანა აბურჯანიძე ამ პერიოდის ტელე-ყურების ტენდენციების კომენტირებისას. 7
გრაფიკი №2 ასახავს თბილისის აუდიტორიის გადანაწილებას ტელეარხების მიხედვით 2007 წლის ნოემბერ დეკემბერში ე.წ. „პრაიმტაიმში“. გრაფიკიდან ჩანს, რომ იმედის შეფერხებული მაუწყებლობის კვალდაკვალ, ყველა არხზე თანაბრად მოიმატა აუდიტორიის წილმა; ანუ იმედის აუდიტორია, მხოლოდ კავკასიაზე ან მხოლოდ რუსთავი 2-ზე არ გადანაწილებულა. საგრძნობლად გაიზარდა სხვა არხების აუდიტორიაც. მაგალითად, საზოგადოებრივ მაუწყებელს 4%25-ით მოემატა მაყურებელი, ისევე როგორც მზეს.
2008 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ტელე ყურების ტენდენციები უკვე რადიკალურად განსხვავებული იყო. წინასაარჩევნო პერიოდში (მარტი, აპრილი), როგორც საშუალო წუთობრივი რეიტინგით (დაახლოებით 9%25-10%25), ისე აუდიტორიის წილით (44%25) - რუსთავი 2 ლიდერობდა. შესაბამისად, სხვა ქართულ არხებზე ძალიან დაბალი ტელე-ყურების წილი მოდიოდა და მთელი აუდიტორია დაპყრობილი ჰყავდა რუსთავი 2-ს (იხ. გრაფიკი №3).
გრაფიკი 2 8

გრაფიკი 39

როგორ აშუქებდა ქართული სამაუწყებლო მედია
პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს
ქართული სამაუწყებლო მედიის მიერ კანდიდატებისა და პოლიტი კური პარტიების გაშუქების მაჩვენებლებს ადგილობრივი და საერთა შორისო მედია მონიტორინგის ჯგუფების მიერ გამოქვეყნებული და/ან მოწოდებული მონაცემების კვალდაკვალ განვიხილავთ. სრულფასოვანიანალიზისთვის ცალ-ცალკე გამოვყოფთ თითოეული ტელევიზიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და შევაფასებთ საინფორმაციო გაშუქების სტატისტიკას.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი
არჩევნებამდე ორი თვით ადრე საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სამეურვეო საბჭო აირჩია; თავის მხრივ, სამეურვეო საბჭომ - ახალი დირექტორი დაამტკიცა. „ეს პროცესები, უფრო პოლიტიკურ პარტიებს შორის გარიგების შედეგი იყო, ვიდრე, რეალურად, საზოგადოებრივი მაუწყებლის არაჯეროვანი მუშაობა“, - აცხადებს ლევან ყუბანეიშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორი.10 2007 წლის დეკემბრიდან მოყოლებული, ოპოზიციამ გააქტიურა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის კრიტიკა. ოპოზიციის მხრიდან მოყვანილი იქნა არგუმენტები, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ იცავდა ობიექტურობას და ხელისუფლების „სატელიტის“ როლს ასრულებდა. პოლიტიკური ვნებათაღელვა, რომელიც ფონად გასდევდა როგორც 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს, ისე მანამდე განვითარებულ მოვლენებს, ავალდებულებდა ხელისუფლებას სიტუაციის განსამუხტავად მოლაპარაკებები პოლიტიკურ ოპოზიციასთან ეწარმოებინა. სწორედ ამიტომ, პოლიტიკური მოლაპარაკებების ერთ ერთი საკითხი საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის ცვლილება გახდა. სამოქალაქო სექტორის ნაწილი არ დაეთანხმა აღნიშნულ პროცესს. კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფლების ინსტიტუტმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ: „იძულებულები ვართ, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შევახსენოთ კანონი მაუწყებლის შესახებ... შევახსენოთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის სახელმწიფოს და ხელისუფლების დაქვემდებარებული ტელევიზია... დემოკრატიულ ქვეყანაში არ შეიძლება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის განთავისუფლების საკითხი ხელისუფლებისა და ოპოზიციის გარიგების საგანს წარმოადგენდეს.“11 მიუხედავად მსგავსი პოზიციებისა, გარიგება შედგა და საზოგადოებრივი მაუწყებელი 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებს ახალი ხელმძღვანელობით შეხვდა. „სამეურვეო საბჭოში არის ნაწილი წევრებისა, რომლებიც არიან დასახელებული როგორც პოლიტიკური ოპოზიციის „ფავორიტები“ - თუ შეიძლება ასე ითქვას, ნაწილი არის - ხელისუფლების „ფავორიტი“. თუმცა მე სრული პასუხიმგებლობით შემიძლია ვთქვა, არც ერთი საბჭოს წევრი არ წარმოადგენს უშუალოდ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას“, - აცხადებს ლევან გახელაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.12
ჰქონდა თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ ხელმძღვანელობას საკმარისი დრო იმისათვის, რომ სათანადოდ მომზადებულიყო 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის? თავისთავად, დრო ცოტა იყო. თუმცა საზოგადოებრივი მაუწყებელი, სხვა ტელეკომპანიებისგან განხვავებით, მომზადებული შეხვდა 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებს. ახალი სამეურვეო საბჭოსა და გენერალური დირექტორის ინიციატივით მაუწყებელსა და პოლიტიკურ სუბიექტს შორის გაფორმდა „ურთიერთგაგების მემორანდუმი“, რომელიც სხვადასხვა პარტიის მიერ წარმოებული წინასაარჩევნო კამპანიის მიუკერძოებლად და დაბალანსებულად გაშუქებას ითვალისწინებდა. ფაქტობრივ, აღნიშნული მემორანდუმით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ახალი თამაშის წესები შესთავაზა როგორც საარჩევნო სუბიექტებს, ისე ზოგადად - საზოგადოებას. შედეგად კი, წინასაარჩევნო ბატალიების გაშუქებისას საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველაზე სოლიდურად გამოიყურებოდა და აშკარად გამოირჩეოდა თავისი ობიექტურობით.მსგავსი მოსაზრება გაიმეორა ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიამ წინასწარ დასკვნაში: „...სატელევიზიო ახალ ამბებში საარჩევნო კამპანიის გაშუქებისას არ იყო დაცული ბალანსი იმ ტელეკომპანიების უმეტესობაში, რომელთა მონიტორინგიც OSCE/ODIHR არჩევნების სადამკვირვებლო მისიის მიერ ხორციელდებოდა. თითქმის ყველა არხზე საეთერო დროის უმეტესი ნაწილი ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე მოდიოდა. ამ მხრივ გამონაკლისს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოადგენდა...“13
წინასაარჩევნო პერიოდში მედია მონიტორინგს რამდენიმე ადგილობრივი კვლევითი ორგანიზაცია ახორციელებდა.14 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკვეთით, კომპანია პრაიმ ტაიმი 10 აპრილიდან 12 მაისის ჩათვლით აწარმოებდა ქართულ ტელეარხებზედაკვირვებას. პრაიმ ტაიმის მონაცემების თანახმად (იხ. გრაფიკი №4), „საინფორმაციო გამოშვებებში დათმობილი დროის მხრივ, მთელ წინა საარჩევნო პერიოდში და, განსაკუთრებით, 21 აპრილის (მემორანდუმი) შემდეგ დაბალანსებულობით გამოირჩეოდა საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ფართოდ აშუქებდა ყველა საარჩევნო სუბიექტის აქტივობას. ... თოქ-შოუებსა და პოლიტიკურ დებატებში დათმობილი დროის მიხედვით დაბალანსებულობით გამოირჩეოდა საზოგადოებრივი მაუწყებელი, სადაც უკლებლივ ყველა საარჩევნო სუბიექტს დაეთმო პირდაპირი ეთერი“.15
საზოგადოებრივი მაუწყებელი
გრაფიკი 416

ოდნავ განსხვავებული დინამიკა შეიმჩნევა კვლევითი კომპანია IPM-ის მიერ მოწოდებული ანგარიშებიდან. კომპანია IPM-მა 2008 წლის 9 აპრილიდან, ანუ არჩევნების დანიშვნის დღიდან, დაიწყო ქართული სატელევიზიო მედიის მონიტორინგი. „საზოგადოებრივი მაუწყებელი ერთადერთი ტელევიზია იყო, რომელიც ცდილობდა დაეცვა ბალანსი საარჩევნო სუბიექტების საინფორმაციო გაშუქების თვალსაზრისით. ამ პერიოდის განმავლობაში მაუწყებელმა უკლებლივ ყველა საარჩევნო სუბიექტს დაუთმო დრო, როგორც საინფორმაციო გამოშვებებში, ისე ე.წ. „თოქ-შოუებში“. მიუხედავად ამისა, ჩვენი დაკვირვების თანახმად, ნაციონალური მოძრაობა ოდნავ მაინც ლიდერობდა, როგორც საინფორმაციო გაშუქების რაოდენობრივი მაჩვენებლით, ისე მოცულობით“, აცხადებს ხათუნა ბაქრაძე, IPM-ის მედია მონიტორინგის განყოფილების უფროსი.17 ამ პერიოდის განმავლობაში (9 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით) IPM-ის მიერ მოწოდებული სტატისტიკის თანახმად, საზოგადოებრივ მაუწყებელზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის შესახებ გასული სიუჟეტების (საინფორმაციო გამოშვებები, პირდაპირი ჩართვები, დებატები) ჯამური რაოდენობა 1438 იყო. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შესახებ გასული სიუჟეტები (518) რაოდენობით უსწრებდა სხვა ოპოზიციური პარტიების შესახებ გასულ სიუჟეტებს (იხ. ცხრილი №1).
ნაციონალური მოძრაობა (26სთ. 11წთ.) მოცულობის პარამეტრებითაც ლიდერობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, თუმცა მას, ბევრად არ ჩამორჩებოდა გაერთიანებული ოპოზიცია (20სთ. 28წთ.) (იხ. ცხრილი №2).
ცხრილი № 1

ცხრილი № 2

სხვადასხვა ჯგუფის მიერ წარმოებული მონიტორინგის მონაცემებში არსებული განსხვავებები, ერთი მხრივ, კვლევის განსხვავებულ მეთოდოლოგიებს უნდა მივაწეროთ, მეორე მხრივ - დაკვირვების სხვადასხვა პერიოდს.
ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნაში კი საუბარია იმაზე, რომ, მისიის მიერ წარმოებული მედია მონიტორინგის თანახმად, საქართველოს საზოგადოე ბრივმა მაუწყებელმა ყველაზე რეიტინგული დროის პოლიტიკურ და საარჩევნო საინფორმაციო გამოშვებებში თანაბარი დრო დაუთმო გაერთიანებულ ოპოზიციას (18%25) და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას (17%25). მიუხედავად ამისა, იმავე დასკვნაში გარკვეული შენიშვნები გამოითქვა პარტიების გაშუქების ტონალობასთან დაკავშირებით: „მაშინ, როდესაც მმართველი პარტიის გაშუქების ტონალობა უმეტესწილად პოზიტიური იყო, ძირითადი ოპოზიციური ბლოკი ნეიტრალური ტონალობით გაშუქდა.“18
პარტიების გაშუქების ტონალობას საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს დაკვეთით, ასევე აანალიზებდა კვლევითი ორგანიზაცია გორბი. 9 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით გორბი-მ საარჩევნო თემატიკაზე ყველა ტელევიზიაში გასული 3942 სიუჟეტი შეაფასა. ამ შეფასებამ ჟურნალისტის ტონის 5171 შემთხვევა გამოავლინა, რის საფუძველზეც გაკეთდა დასკვნა, რომ ამ პერიოდში „სატელევიზიო ეთერში გასული სიუჟეტების აბსოლუტური უმრავლესობა (96.6%25) გამოირჩეოდა ნეიტრალურობით. 175 ჯერ დაფიქსირდა მიკერძოებული ტონი, აქედან 32 იყო ნეგატიური და 143 - პოზიტიური“.19 კვლევითი კომპანიის მონაცემებით, საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერში პოლიტიკური პარტიების შესახებ გასული სიუჟეტების მონიტორინგმა აჩვენა, რომ 1695 შემთხვევაში დაფიქსირდა ჟურნალისტის ტონი, აქედან აბსოლუტური უმეტესობა (1664 შემთხვევა) ნეიტრალური ტონის მატარებელი იყო. საზოგადოებრივ მაუწყებელზე მხოლოდ ორ შემთხვევაში დაფიქსირდა ნეგატიური ტონი ლეიბორისტულ პარტიასთან (1) და გაერთიანებულ ოპოზიციასთან (1) მიმართებაში; 29 შემთხვევაში გამოაშკარავდა პოზიტიურად მიკერძოებულობა, აქედან, 27 შემთხვევაში ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან, ორ შემთხვევაში - გაერთიანებულ ოპოზიციასთან მიმართებაში.20
ტელეკომპანია რუსთავი 2
ტელეკომპანია რუსთავი 2 წინასაარჩევნო პერიოდს ყველაზე მაღალი აუდიტორიის წილით (44%25) და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელთა მხრიდან ბოიკოტის პირობებში შეხვდა. იმედის დახურვის შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერები გამუდმებით აკრიტიკებდნენ რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურს და ადანაშაულებდნენ არხს საქართველოში მიმდინარე მოვლენების მიკერძოებულ გაშუქებაში. 2008 წლის 16 თებერვალს გადაცემა პრაიმ ტაიმში (14.02.2008) ოპოზიციის ერთ ერთი ლიდერის - ლევან გაჩეჩილაძის მიერ გაკეთებული რეპლიკების შემდეგ, სადაც მან არხის ჟურნალისტებს „ჯიბის ჟურნალისტები“ უწოდა, რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურმა ბოდიშის მოხდა მოითხოვა და ამ პირობის შესრულებამდე დროებით შეწყვიტა თანამშრომლობა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებთან. მიუხედავად აღნიშნული პირობისა, საინფორმაციო გამოშვებებში მაინც გადიოდა ვრცელი სიუჟეტები ოპოზიციური სპექტრის შესახებ. თუმცა, რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს, რომლებიც ეროვნული საბჭოს აქციებს აშუქებდნენ, დაბრკოლებები ექმნებოდათ ლიდერებისა და აქციებზე მისული მოსახლეობისგან ინტერვიუების ჩაწერისას და პირდაპირი ეთერის დროს. საბოლოოდ, 2008 წლის 22 მარტს ოპოზიციურმა კოალიციამ, რომელშიც რვა პარტია შედიოდა, ბოიკოტი გამოუცხადა რუსთავი 2“-ისა და მზის საინფორმაციო სამსახურებს და უარი თქვა ყოველგვარი ინტერვიუს მიცემაზე, გარდა პირდაპირი ეთერისა. აღნიშნული ბოიკოტი რუსთავი 2-ის შემთხვევაში 28 აპრილამდე გაგრძელდა.
ეუთო ს სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნაში ნათქვამია: „რუსთავი 2“-მა და მზემ ვრცელი და კეთილგანწყობილი სიუჟეტები მიუძღვნა სახელმწიფო თანამდებობის პირებს. მთავარი ოპოზიციური ბლოკის წარმომადგენლებისა და მისი მხარდამჭერების მიერ აღნიშნული ტელეკომპანიების ჟურნალისტებისათვის მიყენებული სიტყვიერი და ფიზიკური შურაცხყოფის გამო რუსთავი 2-მა და მზემ თავიანთი ახალი ამბების გამოშვებებში გაერთიანებულ ოპოზიციას ბოიკოტი გამოუცხადეს.... ამის სანაცვლოდ ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა რუსთავი 2-ს და მზეს, ბრალი დასდო რა მათ მთავრობისადმი მიკერძოებულობაში, და მხოლოდ პირდაპირი ეთერით ინტერვიუების მიცემაზე დათანხმდა. მიუხედავად იმისა, რომ რუსთავი 2-მა და მზემ თავიანთ საინფორმაციო გამოშვებებში დაიწყეს მთავარი ოპოზიციური ბლოკის გაშუქება, მთავრობისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ღონისძიებების გაშუქება აჭარბებდა ოპოზიციისადმი მიძღვნილი სიუჟეტების რაოდენობას.“21 მედიის ხელმისაწვდომობა პოლიტიკური ჯგუფებისა და კანდიდატებისათვის ანალიტიკური ცენტრის „პრაიმ ტაიმის“ მიერ ჩატარებული მედია-მონიტორინგის ანგარიშის თანახმად, საზოგადოდ, დაბალანსებული იყო რუსთავი 2-იც, თუმცა საინფორმაციო გამოშვებებში ნაციონალური მოძრაობა ლიდერობდა, მას მოსდევდნენ რესპუბლიკელები და გაერთიანებული ოპოზიცია. თოქ-შოუებიც მეტ ნაკლებად წარმომადგენლობითი იყო იმ მხრივ, რომ თითქმის ყველა მსხვილ საარჩევნო სუბიეტს მიეცა მათში მონაწილეობის მიღების საშაუალება (იხ. გრაფიკი №5).
IPM-ის მიერ წარმოებული მონიტორინგის შედეგებიდან კი ჩანს, რომ რუსთავი 2-ზე 9 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით 45:05 საათით ნაციონალური მოძრაობა აშკარად ლიდერობდა, მას 22:03 საათით რესპუბლიკური პარტია მოსდევდა. (იხ. ცხრილი №3).
რუსთავი 2
გრაფიკი 5 22

ცხრილი №3

პარტიების გაშუქების ტონის მიხედვით კი, კვლევითი კომპანია გორბის გორბის მონაცემებით რუსთავი 2-ზე პოლიტიკური პარტიების გაშუქებას 9 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით სულ 1584 შემთხვევაში იკვეთებოდა ჟურნალისტის ტონი. აქედან უმეტესობა (1518) ნეიტრალური ტონის მატარებელი იყო. რუსთავი 2-ზე პოზიტიურად მიკერძოებული ტონი 59 შემთხვევაში გამოვლინდა. 58 შემთხვევაში პოზიტიური ტონი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ გამოიხატა, ხოლო ერთხელ - რესპუბლიკური პარტიის გაშუქებისას. გორბის გამოკვლევის თანახმად, რუსთავი 2-ზე მხოლოდ შვიდი ნეგატიურად მიკერძოებული ტონი დაფიქსირდა: რესპუბლიკურ პარტიასთან მიმართებაში ორჯერ, სამჯერ გაერთიანებულ ოპოზიციასთან და თითო თითოჯერ ლეიბორისტულ პარტიასთან და ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებაში.23
ტელეკომპანია „მზე“
ტელეკომპანია მზე, რუსთავი 2-ის მსგავსად, წინასაარჩევნო პერიოდში რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტის რეჟიმში მაუწყებლობდა. „ოპოზიციის ერთი ნაწილის მხრიდან ბოიკოტის რეჟიმში მუშაობა, საბოლოო ჯამში, ზოგად სურათს არღვევდა მედია ბალანსის კუთხით. თუმცა ეს არ იყო ჩვენი ტელეკომპანიის, მისი საინფორმაციო სამსახურის ან, მით უმეტეს, ჟურნალისტების ბრალი. ეს ვითარება ჩვენგან დამოუკიდებლად შეიქმნა, როდესაც ოპოზიციის ერთმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ მედიასთან არ ჰქონოდა კავშირი და გამოაცხადა კიდეც ღიად, რომ ჩვენს ღონისძიებებზე ნუ გაგვაშუქებთო. ჩვენთვის ეს ერთგვარი შეურაცხყოფაც იყო და დანაკლისიც, იმიტომ რომ ჩვენთვის მთავარია და კარგია, როდესაც საინფორმაციო გამოშვებებში წარმოდგენილია ყველა მხარე და ჩვენ თვითონაც ვიცავთ ბალანსს. ეს ჩვენი საკუთარი ამბიციაცაა და პროფესიონალიზმის გამოძახილიც“, - განმარტავს მათე კირვალიძე,24 ტელეკომპანია მზის საინფორმაციო სამსახურის აწ უკვე ყოფილი უფროსი.25 ოპოზიციური პარტიების ბოიკოტი ტელეკომპანია მზის მიმართ 27 აპრილს მოიხსნა.
წინასაარჩევნო პერიოდში ტელეკომპანია მზეზე არ გადიოდა დებატების ფორმატის გადაცემები, საინფორმაციო გამოშვებებში კი ნაციონალური მოძრაობის გაშუქების დომინირება შეიმჩნეოდა. კომპანია პრაიმ-ტაიმის მიერ დაკვირვებამ 10 აპრილიდან 12 მაისის ჩათვლით, აჩვენა, რომ საინფორმაციო გამოშვებებში პოლიტიკური პარტიებისთვის დათმობილი დროის მიხედვით ერთიანი ნაციონალური მოძრაობა წამყვან პოზიციას ფლობდა (5:03 საათი). სხვა პარტიები უფრო მცირე ქრონომეტრაჟით იყვნენ წარმოდგენილები (იხ. გრაფიკი №6).
მზე
გრაფიკი 626

კომპანია IPM-ის მედია მონიტორინგის განყოფილების მიერ მოწოდებული მონაცემებიდანაც აშკარაა, რომ ტელეკომპანია მზის საინფორმაციო გამოშვებებში ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ყველაზე მეტი დრო დაეთმო (იხ. ცხრილი №4).
ცხრილი №4

რაც შეეხება გაშუქების ტონალობას, ტელეკომპანია მზის ეთერში საარჩევნო სუბიექტების შესახებ გასული სიუჟეტებში გამოკვეთილი ჟურნალისტის ტონალობის (სულ 1238) უმეტესობა, კერძოდ, 1192 შემთხვევა - ნეიტრალური ტონალობის მატარებელი იყო. 43 შემთხვევაში დაფიქსირდა პოზიტიურად მიკერძოებული ტონი: 41 შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობასთან, ხოლო თითო-თითოჯერ ლეიბორისტულ პარტიასა და გაერთიანებულ ოპოზიციასთან მიმართებაში. ნეგატიური ტონის მატარებელი სულ სამი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან ერთი - ლეიბორისტული პარტიის, ორი კი - გაერთიანებული ოპოზიციის მისამართით.
ტელეკომპანია „კავკასია“
ტელეკომპანია კავკასია, იმედის დახურვის შემდეგ ოპოზიციური პარტიების „ნავსაყუდელი“ გახდა. ამ მხრივ არც 2008 წლის აპრილი მაისის წინასაარჩევნო პერიოდი იყო გამონაკლისი. ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნაში საუბარია იმაზე, რომ სხვა მაუწყებლებისგან განსხვავებით, „ტელეკომპანია კავკასია ოპოზიციის პლატფორმას წარმოადგენდა. მან საარჩევნო კამპანიის გასაშუქებლად გამოყოფილი საეთერო დროის დიდი ნაწილი გაერთიანებულ ოპოზიციას დაუთმო და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მწვავე კრიტიკით გამოირჩეოდა“.27 ეს ფაქტი სხვა ოპოზიციური პარტიების გაღიზიანების საფუძველიც გახდა. მაგალითად, 2008 წლის მარტის ბოლოს, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა არხი ოპოზიციის ერთი ნაწილის მიმართ მიკერძოებულობაში დაადანაშაულა და ტელეკომპანია კავკასიას „გრეჩიხას ტელევიზია“ უწოდა.28 მიუხედავად მსგავსი კრიტიკისა, ტელეკომპანია კავკასია თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის საქმიანობას ვრცლად აშუქებდა.
კომპანია პრაიმ ტაიმის მიერ წარმოებული მედია მონიტორინგის შედეგების თანახმად, კავკასია საინფორმაციო გამოშვებებში ყველაზე მეტ დროს გაერთიანებულ ოპოზიციას უთმობდა. თოქ-შოუებში დათმობილი საეთერო დროის მიხედვით რეკორდსმენი აღმოჩნდა ტელეკომპანია კავკასია, რომელმაც 12 საათი 27 წუთი დაუთმო გაერთიანებულ ოპოზიციას.29 (იხ. გრაფიკი №7)
გრაფიკი 730

კომპანია IPM-ის მონაცემებიც „პრაიმ ტაიმის“ მიერ მოწოდებული სურათის ანალოგიურია. ამ შემთხვევაშიც ერთობლივად საინფორმაციო გამოშვებებსა და თოქ-შოუებში გასული საინფორმაციო გამოვლინებების ქრონომეტრაჟის მიხედვით პირველი ადგილი გაერთიანებულ ოპოზიციას უჭირავს (23 სთ. 35 წთ.). (იხ. ცხრილი №5)
ცხრილი №5

ტონის თვალსაზრისით, კვლევითი კომპანია გორბის მონაცემებით, ყველაზე მეტი უარყოფითად მიკერძოებული ტონი კავკასიაზე დაფიქსირდა (სულ 20) და ყველა მათგანი - ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებაში. ჯამში, კავკასიაზე გაანალიზებულ იქნა ჟურნალისტის მიერ გამოვლენილი ტონის 584 შემთხვევა: მათი უმეტესობა ნეიტრალური იყო (558), ხოლო ექვს შემთხვევაში გამოიკვეთა პოზიტიურად მიკერძოებული ტონი, აქედან სამი - გაერთიანებულ ოპოზიციასთან, თითო-თითო კი ლეიბორისტულ პარტიასთან, ქართულ პოლიტიკასა და ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებით.
როგორ წარმოებდა წინასაარჩევნო სარეკლამო კამპანია?
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 731 მუხლი წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფას არეგულირებს, რომ მედიის ხელმისაწვდომობა პოლიტიკური ჯგუფებისა და კანდიდატებისათვის რის თანახმადაც, ყველა კომერციული მაუწყებელი ვალდებულია, თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტისათვის „უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად გამოყოს დრო ყოველ 3 საათში 90 წამის ოდენობით“; ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებელი - „ვალდებულია, საკუთარ ეთერში განათავსოს წინასაარჩევნო რეკლამა ყოველ საათში 60 წამის ოდენობით“.31
კერძო მაუწყებლები, ისევე როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი, 2008 წლის აპრილი მაისის წინასაარჩევნო პერიოდში ითვალისწინებდნენ კანონის აღნიშნულ მოთხოვნას და პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს სთავაზობდნენ როგორც ფასიან, ისე უფასო სარეკლამო დროს. თუმცა, „ფასიანი პოლიტიკური რეკლამის მაღალი ტარიფი საარჩევნო სუბიექტებს ტელევიზიით კამპანიის წარმოების საშუალებას უზღუდავდა. მთავარი ტელეარხების მიერ პოლიტიკური რეკლამის განთავსებისთვის დაწესებული ტარიფი კომერციული რეკლამის ტარიფს ათჯერ აღემატებოდა“.32
2008 წლის წინასაარჩევნო სარეკლამო კამპანიის სრულფასოვანი მონიტორინგი კომპანია TV MR GE-მ, საქართველოში AGB Nielsen Media Research-ის ლიცენზიის მფლობელმა განახორციელა.33 საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე უკლებლივ ყველა საარჩევნო სუბიექტის რეკლამა გავიდა. სხვა არხებზე მხოლოდ ძირითადი პოლიტიკური სუბიექტების სარეკლამო რგოლები თავსდებოდა. კომპანია TV MR GE-მ რეკლამის მონიტორინგის სირთულის გამო ვერ განასხვავა ფასიანი და უფასო სარეკლამო რგოლები. მიუხედავად ამისა, კომპანიამ გარკვეული წარმოდგენა შეგვიქმნა, თუ რა თანხა დაიხარჯებოდა თითოეულ ტელევიზიაზე, ყველა სარეკლამო რგოლი ფასიანი რომ ყოფილიყო. ამ შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტების მიერ განხორციელებული ინვესტიციები, იმავე პერიოდში (9 აპრილი - 20 მაისი) კომერციული რეკლამის ოფიციალური „პრაის ლისტებიდანაა“ აღებული (იხ. ცხრილი №6).
ცხრილი№634

2008 წლის 9 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით, ყველა ტელეკომპანიაზე ერთად აღებული, 19981 ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამა გავიდა. ყველაზე მეტი რეკლამა, გაშვების რაოდენობის მიხედვით, მემარჯვენე ალიანსმა - თოფაძე მრეწველებმა განათავსა (სულ 4261), ხოლო ქრონომეტრაჟით (113,236 წამი) და რეკლამაში გადახდილი თანხის ოდენობით ($ 618,954) პირველ ადგილზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იყო (იხ. ცხრილი №7).
ცხრილი№735

დასკვნა
დასაწყისში უკვე აღვნიშნეთ, რომ ნებისმიერი დემოკრატიული არჩევნები ამომრჩევლის ინფორმირებულ არჩევანს ეფუძნება. ინფორმირების ერთ-ერთი წყარო კი ის სატელევიზიო სივრცეა, რომლის მეშვეობითაც ამომრჩეველი იქმნის აზრს პარტიებისა და კანდიდატების შესახებ, რაც თავისთავად მის საბოლოო არჩევანზე ახდენს ზეგავლენას.
წინამდებარე კვლევა მიზნად ისახავდა სწორედ იმის გარკვევას, იყო თუ არა 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში ქართული სატელევიზიო მედია ხელმისაწვდომი მრავალფეროვანი და განსხვავებული პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატებისათვის, შეეძლო თუ არა მის საფუძვველზე ამომრჩეველს ინფორმირებული არჩევანი გაეკეთებინა. საერთაშორისო საზოგადოების შეფასებით, „მედია ზოგადად მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, რამაც ამომრჩევლებს საშუალება მისცა, არჩევნების დღეს უფრო ინფორმირებული არჩევანი გაეკეთებინათ“.36
მიუხედავად ამგვარი შფასებისა, კვლევამ აჩვენა, რომ ქართული ტელეარხების უმრავლესობაზე მმართველი პარტია - ნაციონალური მოძრაობა ლიდერობდა. ეს, ერთი მხრივ, გასაკვირი არცაა, რადგან ხელისუფლებაში არსებულ პარტიას (კანდიდატს) ხშირ შემთხვევაში, გარკვეული „გაშუქების უპირატესობა“ აქვს სხვა სააჩევნო სუბიეტებთან შედარებით. მიუხედავად წინასაარჩევნო ბატალიებისა, ის მაინც „ხელისულებაშია“ რჩება და განაგრძობს ქვეყნის მართვას. „ეს პრობლემა განსაკუთრებით ნაცნობია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის და ყოფილი საბჭოთა კავშირის ზოგიერთი ქვეყნისთვის, სადაც თანამდებობაზე მყოფი კანდიდატები საკმაო რაოდენობის დამატებით გაშუქებას იღებენ „სამსახურეობრივი მოვალეობების“ შესრულებისთვის.“37 მაშინ, რა არის გამოსავალი?
ქართული მედია სივრცისთვის ორიგინალური გამოსავალი 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სწორედ საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შემოგვთავაზა. მაუწყებელმა უკლებლივ ყველა პარტიასთან გააფორმა „ურთიერთგაგების მემორანდუმი“, რომლის თანახმადაც რეგულარულ საინფორმაციო გამოშვებებში გაიმიჯნა რუბრიკები და გამოიყო - „საარჩევნო“ და „ოფიციალური“ ქრონიკა; თითოეულ საარჩევნო სუბიექტს დაეთმო ერთი ერთნახევარწუთიანი სიუჟეტი ყოველი წინასაარჩევნო აქტივობის გასაშუქებლად; საარჩევნო სუბიექტებს დაეთმოთ დრო საკუთარი პლატფორმის პრეზენტაციისა და დებატებისათვისათვის, ასევე, ყოველკვირეულად მიეცათ საშუალება პირდაპირ ეთერში შეეფასებინათ მაუწყებლის მუშაობა.38 მსგავსი ვალდებულებები მაუწყებელმა საკუთარი ნებით იკისრა. „პრინციპში, ამ მემორანდუმით ჩვენ შევძელით გაგვემიჯნა „ოფიციოზის საქმიანობა“ და საარჩევნო სუბიექტების წინასაარჩევნო აქტივობები. ამასთან თითოეულ საარჩევნო სუბიექტს ჩვენ გარკვეულ დროს ვუთმობდით თითქმის ყველა საინფორმაციო გამოშვებაში. შედეგად, მივიღეთ ის რომ, მაგალითად, რვასაათიანი „მოამბის“ გამოშვებებში 29-30 სიუჟეტი სწორედ საარჩევნო სუბიექტების გაშუქებას ეთმობოდა. ვერ ვიტყვი, რომ ამით ძალიან სამედიის ხელმისაწვდომობა პოლიტიკური ჯგუფებისა და კანდიდატებისათვის ინტერესო იყო მაუწყებლის ყურება, მაგრამ ბალანსი დაცული იყო“, - აცხადებს ლევან ყუბანეიშილი.39
მიუხედავად ამგვარი ნოვატორული მიდგომისა, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი მაინც ხელისუფლებისადმი მიკერძოებულობაში დაადანაშაულა პოლიტიკური ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა. არჩევნების შემდგომ ოპოზიცია უკმაყოფილო დარჩა მათ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციების არაჯეროვანი გაშუქებით, რის გამოც საზოგადოებრივი მაუწყებლის ახლად დანიშნული გენერალური დირექტორის გადადგომა მოითხოვა. საბოლოოდ მოხდა ისე, რომ გადადგა „ოპოზიციის კვოტითვე“ არჩეული სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, რომელმაც, სავარაუდოდ, ოპოზიციის ზეწოლას ვერ გაუძლო. „სამწუხაროდ, როგორც ჩანს, 26 მაისს განვითარებულმა მოვლენებმა თბილისში, გარკვეულ ოპოზიციურ ჯგუფებს აფიქრებინა, რომ შესაძლებელია იმ პოლიტიკური მარცხის, რაც მათ არჩევნებზე განიცადეს (რაც თავისთავად სამწუხაროა) მასობრივი აქციებით რევიზია. 26-ში მიღწეული „წარმატებით“, როდესაც მათთვისვე მოულოდნელად ათეული ათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, ოპოზიცია შეეცადა განევითარებინა ეს „წარმატება“. როგორც ჩანს, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებს გაუჩნდათ იდეა, რომ ამ წარმატების განვითარება საზოგადოებრივი მაუწყებლის ხარჯზე იყო შესაძლებელი. რატომ იქნა საზოგადებრივი მაუწყებელი შერჩეული სამიზნედ? იმიტომ, რომ ოპოზიციამ წლის დასაწყისში საზოგადოებრივ მუწყებელზე იერიშის მიტანით, გარკვეული პოლიტიკური დივიდენდების მოპოვება შეძლო - კერძოდ, შედგა პოლიტიკური გარიგება, რამაც არხის ხელმძღვანელობის რეორგანიზაცია გამოიწვია“, - აცხადებს ლევან გახელაძე.40
საბოლოოდ, საზოგადოებრივი მაუწყებელის წინასაარჩევნო ეთერი შეიძლება შევაფასოთ ამგვარად: გარკვეული ხარვეზების მიუხედავად, როგორც საინფორმაციო გაშუქების ისე, რეკლამების განთავსების თვალსაზრისით, მაუწყებელი ყველაზე ხელმისაწვდომი სივრცე იყო უკლებლივ ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის.თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ქართული ტელეაუდიტორიის თითქმის ნახევარი 2008 წლის მაისისათვის ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე მოდიოდა. ეს იმას ნიშანავს, რომ წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა უმეტესობა სწორედ ამ არხს უყურებდა და არხის რედაქციის მიერ „შეფუთული“ ინფორმაციიდან ცდილობდა საკუთარი შეხედულების ჩამოყალიბებას ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტზე. რუსთავი 2-ზე კი „ნაციონალური მოძრაობა“ დომინირებდა. ის, რომ პოლიტიკური ოპოზიციის საქმიანობა ნაკლებად შუქდებდა აღნიშნული ტელეკომპანიის მიერ, ერთი მხრივ, ოპოზიციური ლიდერების მიერ ამ ტელეკომპანიის მიმართ გამოცხადებულ ბოიკოტს, მეორე მხრივ კი, ამ მედია საშუალების სარედაქციო პოლიტიკას უნდა მიეწეროს. იგივე შეიძლება ითქვას ტელეკომპანია მზის შესახებაც.
გარდამავალი დემოკრატიის პოლიტიკურ კულტურაზე მეტყველებს ის გარემოება, რომ ყველა „ცოდვას“ ჩვენი საზოგადოება და პოლიტიკური ელიტა სწორედ ჟურნალისტებს და მედია საშუალებებს მიაწერს. სინამდვილეში კი, კრიტიკის მიმართ ყველა, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებიც, არაადეკვატურები არიან. ოპოზიცია არ ცდილობდა, მათივე თქმით, სახელისუფლებო ძალების მიერ მართული ტელეკომპანიების (რუსთავი 2 და მზე) საშუალებით მიემართა ქართული საზოგადოებისთვის; ხელისუფლებაც თავს არიდებდა ოპოზიციურად განწყობილ ტელეკომპანია კავკასიას და არ იღებდა მონაწილეობას ოპოზიციასთან პოლიტიკურ დებატებში.
ერთპოლარული სამაუწყებლო ბაზარი ნეგატიურად აისახება პოლიტიკურსა და საზოგადოებრივ განვითარებაზე. რეალური საბაზრო კონკურენციის პირობებში სავარაუდოა, რომ იგივე ტელეკომპანია კავკასია,41 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო ბატალიებს უფრო მრავალფეროვანს გახდიდა. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებას არ ჰქონდა ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება. 2008 წლის 8 მაისს, კომპანია „IPResearch“-მა გამოაქვეყნა საზოგადოებრივი კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც გამოკითხული აუდიტორიის 63%25-მა განაცხადა, რომ ისინი თვალს ადევნებდნენ წინასაარჩევნო დებატებს და „საინტერესოდ“ და „ინფორმატიულად“ აფასებენ მათ.42
გამოყენებული ლიტერატურა
1. Thorgeisdottir, H. (2006). „Access to Media as a Precondition for Democratic Elections“. Council of Europe. Science and Technique of Democracy. No. 43. Bucharest - February 2006, available at www.coe.int
2. Maiola, G. (2006). Methods for Media Analysis in Election Observation. Council of Europe. Science and Technique of Democracy, No. 43, Bucharest. February 2006. available at www.coe.int
3. Media and Elections - Handbook. Council of Europe Publishing. June 1999.
4. მოხსენება წინასწარი მონაცემებისა და დასკვნების შესახებ, არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია საქართველო - საპარლამენტო არჩევნები. 2008 წლის 21 მაისი. ხელმისაწვდომია http://www.osce.org/odihr
5. წინასაარჩევნო მონიტორინგის საბოლოო შედეგები. გორბი. 9 აპრილი 2008 წელი - 21 მაისი. 2008.
6. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნები. წინასაარჩევნო ტელემონიტორინგი. ჯამური ანგარიში. I IV საანგარიშო კვირა. კომპანია „პრაიმ ტაიმი“, 10 აპრილი 12 მაისი 2008. ხელმისაწვდომია www.cec.gov.ge
__________________________
1. Thorgeisdottir, H. „Access to Media as a Precondition for Democratic Elections“. Council of Europe - Science and Technique of Democracy, No. 43. Bucharest, February 2006, available at www.coe.int
2. Thorgeisdottir H. „Access to Media as a Precondition for Democratic Elections“. Council of Europe. Science and Technique of Democracy. No. 43. Bucharest. February 2006. available at www.coe.int
3.Maiola, G., „Methods for Media Analysis in Election Observation“. Council of Europe. Science and Technique of Democracy, No. 43. Bucharest. February 2006. available at www.coe.int
4.მოხსენება წინასწარი მონაცემებისა და დასკვნების შესახებ. არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია საქართველო - საპარლამენტო არჩევნები. 2008 წლის 21 მაისი. გვ. 12 13. ხელმისაწვდომია http://www.osce.org/odihr
5.აუდიტორიის კვლევის მონაცემები ექსკლუზიურად მოგვაწოდა TV MR GE-მ, საქართველოში AGB Nielsen Media Research-ის ლიცენზიის მფლობელმა კომპანიის მიერ წარმოებული აუდიტორიის კვლევის მეთოდოლოგიის მოკლე აღწერა იხ. დანართში №1.
6. წყარო: TV MR GE, Licensee of AGB Nielsen Media Research.
7.ჩაღრმავებული ინტერვიუ ნანა აბურჯანიძესთან ჩატარდა ქ. თბილისში 2008 წლის 23 ივნისს.
8. წყარო: TV MR GE, Licensee of AGB Nielsen Media Research
9. წყარო: TV MR GE, Licensee of AGB Nielsen Media Research
10.ჩაღრმავებული ინტერვიუ ლევან ყუბანეიშვილთან ჩატარდა ქ. თბილისში, 2008 წლის 17 ივნისს.
11.ინფორმაცია მოპოვებულია ვებ-გვერდიდან www.civil.ge
12.ჩაღრმავებული ინტერვიუ ლევან გახელაძესთან ჩატარდა ქ. თბილისში, 2008 წლის 17 ივნისს.
13.მოხსენება წინასწარი მონაცემებისა და დასკვნების შესახებ. არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია - საქართველო - საპარლამენტო არჩევნები - 2008 წლის 21 მაისი. გვ. 14 ხელმისაწვდომია http://www.osce.org/odihr
14.მეთოდოლოგიების მოკლე მიმოხილვა იხ. დანართში №2.
15.ინფორმაცია მოპოვებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდიდან www.cec.gov.ge
16.გრაფიკი მოპოვებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდიდან www.cec.gov.ge 2008 წლის საპარლამენტო არჩევნები. წინასაარჩევნო ტელე-მონიტორინგი. ჯამური ანგარიში. I IV საანგარიშო კვირა (10 აპრილი 12 მაისი. 2008).
17.ჩაღრმავებული ინტერვიუ ხათუნა ბაქრაძესთან ჩატარდა ქ. თბილისში 2008 წლის 23 ივნისს.
18.მოხსენება წინასწარი მონაცემებისა და დასკვნების შესახებ. არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია საქართველო - საპარლამენტო არჩევნები. 2008 წლის 21 მაისი. გვ. 13. ხელმისაწვდომია http://www.osce.org/odihr
19.გორბი. წინასაარჩევნო მონიტორინგის საბოლოო შედეგები. 9 აპრილი, 2008წელი - 21 მაისი, 2008 წელი.
20.გორბი. წინასაარჩევნო მონიტორინგის საბოლოო შედეგები. 9 აპრილი, 2008 წელი - 21 მაისი, 2008.
აისი, 2008 წელი.
21.გორბი. წინასაარჩევნო მონიტორინგის საბოლოო შედეგები. 9 აპრილი, 2008 წელი - 21 მაისი, 2008.
22.ჩარღმავებული ინტერვიუ მათე კირვალიძესთან ჩატარდა ქ.თბილისში, 2008 წლის 18 ივნისს.
23.ტელეკომპანია მზემ არჩევნებიდან ერთი თვის თავზე შეწყვიტა საინფორმაციო მაუწყებლობა.
24.გრაფიკი მოპოვებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ გვერდიდან
www.cec.gov.ge 6. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნები. წინასაარჩევნო ტელე მონიტორინგი. ჯამური ანგარიში. I IV საანგარიშო კვირა (10 აპრილი 12 მაისი, 2008).
25. გორბი, წინასაარჩევნო მონიტორინგის საბოლოო შედეგები. 9 აპრილი. 2008 წელი - 21 მაისი 2008.
26. მოხსენება წინასწარი მონაცემებისა და დასკვნების შესახე ბ, არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია საქართველო საპარლამენტო არჩევნები. 2008 წლის 21 მაისი. გვ. 12. ხელმისაწვდომია http://www.osce.org/odihr
27. „გრეჩიხა“ არის გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის ლევან გაჩეჩილაძისმეტსახელი. ინფორმაცია მოპოვებულია ვებ-გვერდიდან www.cec.gov.ge
28.ინფორმაცია მოპიცევულაი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდიდან www.cec.gov.ge
29. ..გრაფიკი მოპოვებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდიდან
www.cec.gov.ge 6. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნები. წინასაარჩევნო ტელე მონიტორინგი. ჯამური ანგარიში. I IV საანგარიშო კვირა (10 აპრილი 12 მაისი, 2008).
30. გორბი. წინასაარჩევნო მონიტორინგის საბოლოო შედეგე ბი. 9 აპრილი, 2008- 21 მაისი, 2008
31.საქართველოს საარჩევნო კოდექსი მუხლი 731, მე 2 და მე 3 პუნქტები
www.parliament.ge
32.მოხსენე ბა წინასწარი მონაცემე ბისა და დასკვნე ბის შესახე ბ. არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია საქართველო - საპარლამენტო არჩევნები. 2008 წლის 21 მაისი გვ. 14. ხელმისაწვდომია http://www.osce.org/odihr
33..მეთოდოლოგია იხ. დანართში №1.
34.წყარო: TV MR GE. Licensee of AGB Nielsen Media Research
35. შერჩეული სატელევიზიო არხებია - იმედი, მზე, რუსთავი 2, საზოგადოებრივი მაუწყებელი, კავკასია, აჭარა, ალანია, პირველი სტერეო. წყარო: TV MR GE, Licensee of AGB Nielsen Media Research.
36. მოხსენება წინასწარი მონაცემებისა და დასკვნების შესახე ბ. არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია საქართველო - საპარლამენტო არჩევნები. 2008 წლის 21 მაისი გვ. 14. ხელმისაწვდომია http://www.osce.org/odihr
37.Lang Y. Media and Elections. Handbook, Council of Europe Publishing. June 1999. 25 („This problem is particularly pronounced in some countries in central and eastern Europe and the former Soviet Union, where candidates in office receive very sustainable amounts of extra coverage for ostensibly fulfilling their official duties'”).
39.„მემორანდუმი თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელსა და საქართველოს პარლამენტის 2008 წლის 21 მაისის არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და გერთიანებებს შორის“ ხელმისაწვდომია www.gpb.ge ზე.
39. ჩაღრმავებული ინტერვიუ ლევან ყუბანეიშვილთან ჩატარდა ქ. თბილისში 2008 წლის 17 ივნისს.
40. ჩაღრმავებული ინტერვიუ ლევან გახელაძესთან ჩატარდა ქ. თბილისში 2008 წლის 17 ივნისს.
41. არსებული მდგომარეობით კავკასია მხოლოდ აუდიტორიის 5%25-იან წილს ფლობს და მხოლოდ თბილისში მაუწყებლობს, ისიც „პრაიმ ტაიმში“.
42. კვლევის შესახებ ინფორმაცია www.media.ge-ზე გამოქვეყნდა. კვლევაში მონაწილეობდა თბილისში მცხოვრები 500 რესპოდენტი.
![]() |
4 მედია, როგორც ინფორმირებული არჩევანის საშუალება |
▲back to top |
თინათინ ზურაბიშვილი
შესავალი
შეუძლებელია მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მნიშვნელობის უგულებელყოფა თანამედროვე საზოგადოებაში. მედია გავლენას ახდენს საზოგადოების ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტზე, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვების სოციალიზაციისა თუ ამომრჩევლების მიერ პოლიტიკური არჩევანის გაკეთების პროცესში. მაგრამ, დღემდე არ არსებობს ცალსახა პასუხები კითხვებზე: როგორია მედიის გავლენის მექანიზმი საზოგადოებაზე? რატომ ხდება, რომ ზოგ შემთხვევაში მასობრივი ინფორმაციის საშუალებები უშუალოდ განაპირობებენ ამა თუ იმ ცვლილებას, ზოგჯერ კი მათი გზავნილები უშედეგოა?
ამ თავის მიზანია განიხილოს მედიის როლი თანამედროვე საქართველოს პოლიტიკურ კონტექსტში, კერძოდ, წარმოაჩინოს მას მედია, როგორც ინფორმირებული პოლიტიკური არჩევანის გაკეთების საშუალება. მცდარი იქნებოდა იმ აზრის გაზიარება, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ გავრცელებული პოლიტიკური ინფორმაცია უშუალო და პირდაპირ გავლენას ახდენს ამომრჩევლების მიერ მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. ცხადია, მედიის გავლენა დიფერენცირებულია და განსხვავდება საზოგადოებაში არსებული სოციალურ დემოგრაფიული ჯგუფების მიხედვით. ჩვენ შევეცდებით ავხსნათ მასობრივი ინფორმაციის გავლენის ფორმები და მექანიზმები თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში.
„მედია“ ჩვენთვის ფართო ცნებაა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების სრულ სპექტრს მოიცავს - კერძოდ, ტელევიზიის, რადიოს და პრესის მიერ გავრცელებულ როგორც საინფორმაციო, ისე არასაინფორმაციო მასალებს. ამასთან, რამდენადაც ჩვენი მიზანია მედიის მედია, როგორც ინფორმირებული არჩევანის საშუალება პოლიტიკური ინფორმაციის გავლენის შეფასება, ჩვენი ინტერესის სფეროში არ შედის ის გადაცემები და გამოცემები, რომლებიც არაპოლიტიკური ხასიათის ინფორმაციას ავრცელებენ.
ამ თავში დასმული ამოცანის გადაჭრა აუცილებლად ითვალისწინებს საზოგადოებრივი აზრის შესწავლას მედიის პოლიტიკური როლის შესახებ. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ინტერესის სფეროა მოსახლეობის მიერ მედიის როლის შეფასება და მოსახლეობის ნდობა საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული პოლიტიკური ინფორმაციისადმი წინასაარჩევნო პერიოდში; ასევე ის ფაქტორები, რომლებიც განაპირობებენ მოსახლეობის ნდობას თუ უნდობლობას. სამწუხაროდ, დღესდღეობით საქართველოში აღინიშნება მას მედიის ფუნქციობისადმი მიძღვნილი კვლევების ნაკლებობა. ამიტომ კვლევის ფარგლებში ჩატარდა ორი ფოკუსჯგუფი და სამი სიღრმისეული ინტერვიუ. მიღებული ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ვერ იქნება ამომწურავი და, ისე როგორც თვისებრივი მეთოდების მეშვეობით ჩატარებული ნებისმიერი კვლევის შემთხვევაში, ჩვენ არ გვაქვს შედეგების გენერალიზაციის შესაძლებლობა; მიუხედავად ამისა, ჩატარებული ინტერვიუები და ფოკუს ჯგუფები ამდიდრებენ ჩვენს ცოდნას მოსახლეობის მიერ მედიის როლის შეფასების შესახებ.
ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ორივე ფოკუს ჯგუფი და სამივე ინტერვიუ ჩატარდა 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადების შემდეგ. ამ გარემოებას, უდავოდ, გავლენა ჰქონდა რესპონდენტების პასუხებზე.
გარდა ამისა, ჩვენ ვიყენებთ კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრების 2007 წლის „მონაცემთა ინიციატივის“ შედეგებს.1 ეს შედეგები რეპრეზენტატულია საქართველოს მასშტაბით, მაგრამ ასახავს მოსახლეობის აზრს 2007 წლის ნოემბრის მოვლენებამდე, რამდენადაც საველე სამუშაოები გასული წლის ოქტომბერში ჩატარდა.
1. თეორიული კონტექსტი
სხვა ქვეყნებში ჩატარებული მრავალრიცხოვანი კვლევის მიუხედავად, დღემდე ვერ მოხერხდა ცალსახად გასცემოდა პასუხი კითხვას, თუ როგორია მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გავლენა აუდიტორიაზე.
მასობრივი ინფორმაციის წყაროსა და აუდიტორიას შორის არსებული კავშირის (მათ შორის - მას მედიის გავლენის) შესწავლის მეცნიერული მცდელობები XX საუკუნის 30-იანი წლებიდან იწყება. კვლევები განსაკუთრებით ინტენსიურად ვითარდება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. უკვე 1960-იან წლებში ცხადი ხდება, თუ რამდენად მიამიტია მასმედიის აუდიტორიაზე გავლენის თავდაპირველად არსებული მოდელი. ამ ადრინდელი მოდელის თანახმად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების აუდიტორია მოიაზრებოდა როგორც ინფორმაციის წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის პასიური და უნიფიცირებული მიმღები, რომელიც სრულად ექცევა მიღებული ინფორმაციის გავლენის ქვეშ.
მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წლებში მკვლევარების მიერ დაფიქსირდა, რომ აუდიტორია არცთუ ადვილად ცვლის თავის შეხედულებებს (მათ შორის, პოლიტიკურ პოზიციას) მას-მედიის გავლენის ქვეშ. ამ აღმოჩენამ გამოიწვია მედიის დიფერენცირებული ეფექტების მოდელების შექმნა, რომელთა თანახმადაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გავლენა განსხვავდება აუდიტორიის სხვადასხვა სოციალური ჯგუფისთვის - უპირველეს ყოვლისა, სხვადასხვა ცხოვრებისეული გამოცდილების, განათლების დონის მქონე მომხმარებელთათვის.2 პარალელურად შემუშავებულ იქნა ინფორმაციის „შერჩევითი აღქმის“ თეორია, რომლის თანახმადაც მასობრივი ინფორმაციის ყოველი მომხმარებელი, საკუთარი გამოცდილებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, „ფილტრავს“ მიღებულ ინფორმაციას და იზიარებს ამ ინფორმაციის მხოლოდ იმ ასპექტებს, რომლებიც არ მოდის წინააღმდეგობაში მის უკვე არსებულ პოზიციასთან.
XX საუკუნის 70-იან წლებში, როდესაც მას მედია ჭეშმარიტად მასობრივი გახდა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მასობრივი ინფორმაციის „კოდირების“ ორმხრივ პროცესს: თავდაპირველად ხდება მომხდარი მოვლენების შესახებ ინფორმაციის კოდირება მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ, შემდეგ მისი გადაცემა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით, შემდეგ კი ამ ინფორმაციის „დეკოდირება“ აუდიტორიის წევრების მიერ. ამ პროცესში ადვილად შესაძლებელია და მოსალოდნელიცაა, ადგილი ჰქონდეს ინფორმაციის შინაარსის დამახინჯებას. „სატელევიზიო გზავნილის წარმოება და მიღება არის ერთმანეთის იდენტური, თუმცა ისინი ურთიერთდაკავშირებულია.“3 ამასთან, აუდიტორიის წევრების ინდივიდუალური თვისებები და ცხოვრებისეული გამოცდილება თავის გავლენას ახდენს დეკოდირების პროცესზე, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ არის უნიფიცირებული აუდიტორიის ყველა წევრისათვის. მეტიც, კვლევების შედეგად დადასტურდა, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ გავრცელებული ცნობების აღქმა აუდიტორიის წევრების მიერ შეიძლება რადიკალურად განსხვავებული ყოფილიყო იმ მნიშვნელობისაგან, რასაც ამ ცნობებში ინფორმაციის მწარმოებლები დებდნენ.4 ამ პროცესში ადვილად შესაძლებელი და მოსალოდნელიცაა, ადგილი ჰქონდეს ინფორმაციის დამახინჯებას. შესაბამისად, მედიის გავლენის ახალი თეორიების თანახმად, მედიის ინფორმაციას ძალუძს აუდიტორიის წევრების უკვე არსებული პოზიციების გაძლიერება, მაგრამ არ შეუძლია გამოიწვიოს მათი პოზიციების შეცვლა.5
მედიის როლი პოლიტიკურ პროცესში ყურადღების ცენტრში ექცევა დემოკრატიული სახელმწიფოსა და მისთვის დამახასიათებელი პლურალისტური დემოკრატიული არჩევნების განვითარების პარალელურად. რა თქმა უნდა, მას მედიის გავლენის თეორიები, ისე როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ფუნქციობის თითქმის ყველა ასპექტი 1990-იან წლებამდე მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ტოტალიტარული და დემოკრატიული საზოგადოებების შემთხვევაში. ამასთან, მედიის პოლიტიკური გავლენისადმი მიძღვნილი კვლევები ტოტალიტარულ სახელმწიფოებში წარმოუდგენელი იყო.
ისტორიულად, პრესა ხელისუფლების ინტერესების დამცველი და გამტარებელი იყო ყველა ქვეყანაში,6 მაგრამ ეს როლი მიუღებელი გახდა თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებებში. ამჟამად დასავლეთის მეტწილ დემოკრატიულ სახელმწიფოში მოქმედებს მედიის მოდელი, რომლის ფარგლებშიც ბეჭდვითი მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, როგორც წესი, ტრადიციულად ამა თუ პოლიტიკურ ძალას უჭერენ მხარს, მაშინ, როდესაც ტელევიზია (რომელიც საყოველთაოდ აღიარებულია როგორც ყველაზე უფრო გავლენიანი მასობრივი ინფორმაციის საშუალება7), ძირითადად, პოლიტიკურ ნეიტრალობას ინარჩუნებს. ასეთი მოდელის განსაკუთრებით თვალნათელი მაგალითია დიდი ბრიტანეთი, სადაც ყველა გაზეთს კარგად ცნობილი პოლიტიკური პლატფორმა აქვს, ტელეკომპანია BBC კი პოლიტიკურად ნეიტრალურად, დაბალანსებულად და მიუკერძოებლად აშუქებს წინასაარჩევნო პროცესებს უკვე მრავალი ათეული წლის მანძილზე.8
მაგრამ მაშინაც კი, თუ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები რეალურად დამოუკიდებელია ამა თუ იმ პოლიტიკური ძალისგან, მათი საზოგადოებაზე გავლენის შესაძლებლობები დიდია. განსაკუთრებით გასათვალისწინებელია მედიის გავლენის არაპირდაპირი ფორმები, უპირველეს ყოვლისა - საზოგადოებისათვის ყველაზე აქტუალური თემების განსაზღვრა. მედია ძალაუნებურად ახდენს ინფორმაციის შერჩევას, რაც მისი ფუნქციობის აუცილებელი ნაწილია: „მაგალითად, ტიპური ყოველდღიური გაზეთი, იმ დღეს მის ხელთ არსებული ახალი ამბების მეხუთედზე ნაკლებს აქვეყნებს თავის ფურცლებზე.“9 არჩევანის გაკეთების შედეგად, თუ რომელი ახალი ამბები გამოაქვეყნოს და რომლები უარყოს, ნებისმიერი გამოცემა ძალაუნებურად ახდენს საზოგადოების ყურადღების ფოკუსირებას მის მიერ შერჩეულ ახალ ამბებზე. ადვილი წარმოსადგენია, რომ ისეთ ვითარებაში, სადაც ინფორმაციის წყაროების რაოდენობა შეზღუდულია, ასეთი გავლენა ერთი ორად ძლიერდება. მაშინაც კი, თუ მედია არ ცდილობს განსაზღვროს აუდიტორიის აზრები (ანუ ის, თუ რა იფიქროს ხალხმა), ის განსაზღვრავს აუდიტორიის აზრების თემატიკას (ანუ იმას, თუ რის შესახებ იფიქროს ხალხმა). ეს კი საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პირველი ნაბიჯია.10 „მედიის მიერ თემატიკის დადგენის შესწვლა აჩვენებს, რომ ახალი ამბე ბი დღის ყველაზე უფრო მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებს განსაზღვრავენ და უპირატესობას ანიჭებენ მათ მხოლოდ და მხოლოდ მათი შერჩევის და გაშუქების შედეგად.“11
გარდა აუდიტორიაზე გავლენის არაპირდაპირი ფორმებისა, მედიას პირდაპირი და უშუალო გავლენის განხორციელებაც შეუძლია თავის აუდიტორიაზე. მაგრამ ვინაიდან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აუდიტორიაზე მედიის გავლენის ზუსტი მექანიზმები ჯერ არ არის ცნობილი, ძალზე რთულია ასეთი გავლენის წინასწარ დაგეგმვა ისე, რომ წარმატების გარანტია გვქონდეს. თუმცა, უკვე გამოვლენილია აუდიტორიაზე მედიის გავლენის ძირითადი წინაპირობები: ესენია საინფორმაციო საშუალების ხელმისაწვდომობა, აუდიტორიის დაინტერესება გავრცელებული ინფორმაციით და ნდობა ინფორმაციის წყაროსადმი.
კვლევებმა ცალსახად დაადასტურეს, რომ ადამიანები, რომლებიც ენდობიან მასობრივი ინფორმაციის ამა თუ იმ წყაროს, ინფორმაციის მისაღებად დამოკიდებული ხდებიან მასზე, უფრო მეტად მოიხმარენ მედიას და უფრო მეტად განიცდიან მის გავლენას საზოგადოებისათვის აქტუალური თემების განსაზღვრისას.12 ამასთან, შესწავლილ იქნა აგრეთვე ე.წ. „ბუმერანგის ეფექტი“, რომლის თანახმადაც „თუ საზოგადოება, ზოგადად, მტრულადაა განწყობილი ამა თუ იმ ინფორმაციისადმი, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ბუმერანგის ეფექტს, ანუ მტრული განწყობის გაძლიერებას“13 მძლავრი პროპაგანდისტული კამპანიის მიუხედავადაც.
ბუნებრივია, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გავლენის შესწავლისას მკვლევარები განიხილავენ განსხვავებული თემებისადმი მიძღვნილ გადაცემებს და სხვადასხვა ჟანრის გზავნილებს, თუმცა, არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ ასეთი კვლევების ერთ ერთ უმნიშვნელოვანეს ფოკუსს წინასაარჩევნო თემატიკა წარმოადგენს.
მკვლევარები ამჟამად მხოლოდ იმაზე თანხმდებიან, რომ მედიას „შეუძლია გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა ქცევასა და არჩევანზე“.14 ამ გავლენის კონკრეტული ფორმებისა და მექანიზმების შესწავლის მცდელობები ჯერ ვერ იძლევა დამაჯერებელ პასუხებს მკვლევართა კითხვებზე,
უფრო იმიტომ, რომ პოლიტიკური არჩევანი ყოველთვის ფართო სოციალურ კონტექსტში კეთდება, რომლის ფარგლებშიც ყველა ამომრჩეველი მრავალი განსხვავებული ფაქტორის გავლენის ქვეშ ექცევა.15 ხშირად ადამიანს თავადაც არ შეუძლია განასხვავოს მედიის გავლენა სხვა სოციალური ინსტიტუტების გავლენისაგან. შესაბამისად, თითქმის შეუძლებელი ხდება იმის დამტკიცება, რომ ამომრჩევლების მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მხოლოდ და მხოლოდ მედიის გავლენით გაკეთდა.
ამ ფონზე ზოგიერთი მკვლევარი ძალზე სკეპტიკურად აფასებს მედიის როლს, ზოგადად, საზოგადოებაში და, კერძოდ, პოლიტიკურ პროცესში. ასე, ჟან ბოდრიარი მიიჩნევს, რომ თანამედროვე მას მედია სხვა არაფერია, თუ არა „უპასუხო ტექსტი“, რომელიც შეუძლებელს ხდის აზრთა გაცვლას აუდიტორიის წევრებსა და მასობრივი ინფორმაციის მწარმოებლებს შორის,165 და აუდიტორიის რეაქცია მასზე ან პასიური სიჩუმეა ან აგრესიული დამოკიდებულება - განსაკუთრებით იმ პირობებში, რასაც ბოდრიარი „უსარგებლო ჰიპერინფორმაციას“17 უწოდებს.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ-ჯერობით ვერ მოხერხდა ამომწურავი პასუხების მიღება მკვლევართა და საზოგადოების ყველა კითხვაზე, საზღვარგარეთ ჩატარებული კვლევები გარკვეულ ცოდნას გვაძლევს მას მედიის როლის შესახებ საზოგადოებრივ ცხოვრებასა და, კერძოდ, პოლიტიკურ პროცესში. რაც შეეხება საქართველოს, მასმედიის გავლენისადმი მიძღვნილი კვლევები აქ, სინამდვილეში, არც ჩატარებულა; შესაბამისად, ძალიან ცოტაა ცნობილი საქართველოს მაგალითზე მედიის როლის შესახებ პოლიტიკურ (და, კერძოდ, წინასაარჩევნო) პროცესში. გამონაკლისს წარმოადგენს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის და მასობრივი ინფორმაციის საშუალების მიერ ჩატარებული წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქების რაოდენობრივი მონიტორინგი, რომლის პროცესშიც იზომებოდა კანდიდატებისათვის დათმობილი დრო ამა თუ იმ სატელევიზიო არხზე.18 მონიტორინგის შედგები გვაძლევს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენად მიუწვდება ხელი სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე, მაგრამ ამის შედეგად ვერაფერს ვიგებთ მედიის როლის შესახებ არჩევნების პროცესში, კერძოდ, თუ რამდენად სთავაზობდა ქართული მედია ინფორმირებული პოლიტიკური არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას ამომრჩევლებს 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების წინ.
როგორც ქვემოთ დავინახავთ, დასავლეთში შემუშავებული თეორიული მოდელები მედიის გავლენის შესახებ გამოსადეგია იმ დაძაბული პოლიტიკური კონტექსტის შესწავლისას, როგორიც საქართველოში ბოლო თვეების მანძილზე არსებობდა. ჩვენ ვეყრდნობით ზემოთ განხილული საერთაშორისო კვლევითი გამოცდილების შედეგად მიღებულ ცოდნას, ამ პროექტის ფარგლებში ჩატარებული თვისებრივი კვლევისა და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრების გამოკითხვის შედეგებს და ამის საფუძველზე შევეცდებით გავაანალიზოთ, როგორია თანამედროვე ქართული მედიის როლი მოსახლეობისათვის ინფორმირებული პოლიტიკური არჩევანის საშუალების მიცემის თვალსაზრისით.
2. პოლიტიკური ინფორმაციის წყაროები საქართველოში
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრების 2007 წლის „მონაცემთა ინიციატივის“ შედეგების თანახმად, რესპონდენტების მიერ დაფიქსირებული ინტერესი ეროვნული, ანუ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკისადმი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე მათ მიერ დაფიქსირებული ინტერესი საერთაშორისო პოლიტიკისადმი; ამასთან, რესპონდენტები დაახლოებით თანაბარ დაინტერესებას გამოთქვამენ ეროვნული და ადგილობრივი, ანუ იმ ქალაქის ან მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული პოლიტიკით, სადაც რესპონდენტი ცხოვრობს (ცხრილი №1). ანალოგიური შედეგები ფიქსირდება მსოფლიოს მასშტაბით: ადამიანები ყოველთვის ბევრად უფრო დაინტერესებულები არიან იმ მოვლენებით, რომლებიც უშუალოდ მათ გარშემო ხდება და პირდაპირი გავლენა აქვს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ვიდრე მათგან ტერიტორიულად და კულტურულად დაშორებული მოვლენებით.
წყარო: კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრები, მონაცემთა ინიციატივა 2007.
ცხრილი №1
რამდენად გაინტერესებთ ... (%25)
|
საერთაშორისო |
ეროვნული |
ადგილობრივი |
მაინტერესებს 1 |
44 |
60 |
56 |
არ მაინტერესებს 2 |
56 |
40 |
44 |
ეროვნული პოლიტიკის შესახებ ინფორმაციის ძირითად წყაროდ კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრების რესპონდენტთა აბსოლუტური უმრავლესობა (80%25) ტელევიზიას ასახელებს. მეორე ძირითად წყაროდ ისინი ასახელებენ გაზეთებს (29%25), ხოლო მესამე ძირითად წყაროდ - მეზობლებსა და მეგობრებს (27%25). აღსანიშნავია, რომ როგორც გაზეთების, ისე მეზობლებისა და მეგობრების დასახელების სიხშირე 2,5-ზე მეტჯერ ჩამორჩება ტელევიზიის დასახელების სიხშირეს. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ მეზობლები და მეგობრები, რომლებიც უზიარებენ რესპონდენტებს ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, თავად სწორედ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიდან იგებენ ამ მოვლენების შესახებ.
ნიშანდობლივია, რომ, ამ კვლევის შედეგების თანახმად, პოლიტიკური ინფორმაციის წყაროების მოხმარება არ არის კავშირში რესპონდენტთა პოლიტიკურ აქტივობასთან. მიუხედავად იმისა, მიიღეს თუ არა მონაწილეობა არჩევნებში, რესპონდენტთა ერთნაირი რაოდენობა ასახელებს ტელევიზიას პოლიტიკური ინფორმაციის ძირითად წყაროდ. აღნიშნული ორი ჯგუფი, უმნიშვნელო განსხვავებით, ასახელებს გაზეთებს, როგორც ინფორმაციის მნიშვნელობით მეორე წყაროს (ცხრილი №2). ქვემოთ მოყვანილი ცხრილის არც ერთ სვეტში არ ფიქსირდება სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კორელაცია რესპონდენტების მიერ დაფიქსირებულ პოლიტიკურ აქტივობასა და მათ მიერ დასახელებულ ინფორმაციის ძირითად წყაროებს შორის ეროვნული პოლიტიკის შესახებ.
რა არის თქვენთვის ეროვნული პოლიტიკის შესახებ ინფორმაციის მიღების ძირითადი წყარო? (%25 შესსაბამის ქვეჯგუფში)
ცხრილი №2

წყარო: კავკასიის კვლევითი რესუ რსე ბის ცენტრე ბი, მონაცემთა ინიციატივა 2007.
აღსანიშნავია, რომ ანალოგიური პრიორიტეტები გამოიკვეთა კვლევის თვისებრივი ეტაპის შედეგად. სიღრმისეული ინტერვიუების რესპონდენტები ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ ქართულ სინამდვილეში ბეჭდვითი მედიის როლი უმნიშვნელოა, რაც, ძირითადად, მოსახლეობის მატერიალური გაჭირვებით აიხსნება:
[საქართველოში] ყველაზე გავრცელებულია ტელევიზია. ... ტელევიზია არის უფასო. რადიო ყველას არა აქვს. ... ტელევიზორი აქვს 97 პროცენტს, და ტელევიზორით ვიგებთ უფრო ინფორმაცას. პრესა ღირს ძვირი. მე რომ ვკითხულობ [გაზეთებს], მე მივდივარ ხოლმე ბიბლიოთეკაში. ... ყიდვის საშუალება, რომ ყოველდღე გაზეთი იყიდო, ... ხალხს არა აქვს ამის საშუალება. ამიტომ პირველწყარო გახდა ტელევიზია.21
სიღრმისეული ინტერვიუ, თელავი, 29 ივნისი, 2008. საჯარო მოხელე, მამაკაცი, 52 წ.
უბრალოდ ვიტყვი: გაზეთების ყიდვის საშუალება ძალიან ბევრს არა აქვს. გაზეთსაც მოკლებულია ადამიანი. და ტელევიზორშიც რომ არაფერს არ იტყვიან, რადიოში რომ არაფერს არ იტყვიან, გაზეთს რომ ვერ იყიდი - რა უნდა გააკეთო? საიდან რა უნდა გაიგო?
ტელევიზია, როგორც ინფორმაციის წყარო, ერთმნიშვნელოვნად ლიდერობს ეროვნული პოლიტიკის შესახებ ინფორმაციის მიღებისას საქართველოში. ეს გარემოება სრულიად ემთხვევა ზემოთ განხილულ საერთაშორისო გამოცდილებას, რომლის თანახმადაც სწორედ ტელევიზიაა პოლიტიკური ინფორმაციის ძირითადი წყარო და სწორედ მისი სპეციფიკის გათვალისწინებით იგეგმება პოლიტიკური კამპანიები.22 აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრების მიერ გამოკითხულ შინამეურნეთა მხოლოდ 14%25-ს აქვს გამოყვანილი საკაბელო ტელევიზია და 8%25-ს აქვს სატელიტური „თეფში“. თუ გავითვალისწინებთ აგრეთვე იმ გარემოებას, რომ საქართველოს მასშტაბით მოსახლეობის ძალზე მცირე წილი ფლობს უცხო ენებს,23 უნდა დავასკვნათ, რომ პოლიტიკური პროცესების შესახებ ინფორმაციის ძირითად წყაროს საქართველოს მოსახლეობისათვის ქართული ტელეარხები წარმოადგენს.
დღესდღეობით ქართული სატელევიზიო სივრცე არ ხასიათდება დიდი მრავალფეროვნებით - ქვეყანაში სულ რამდენიმე არხი მაუწყებლობს; მათ შორის არის ისეთები, რომელთა მაუწყებლობაც ტექნიკური მიზეზების გამო ვერ ვრცელდება მთელი ქვეყნისმასშტაბით (მაგალითად, ტელეკომპანიები მზე და კავკასია). თუმცა, როდესაც მოსახლეობას საშუალება აქვს, რამდენიმე სატელე ვიზიო არხის გადაცემებს უყუროს, რესპონდენტები ხშირად აღნიშ ნავენ, რომ არსებული არხების მიერ, როგორც წესი, ერთი და იმავე პოლიტიკური პოზიციიდან შუქდება ქვეყანაში მომხდარი პოლიტიკური ახალი ამბები:
ერთი და იგივე არხებია თითქმის24, და მე ვენდობი მათ 40-50 პროცენტით. [დანარჩენ ინფორმაციას] არც ვიღებ, ვერ ვანაზღაურებ მაგას და ვარ ვაკუუმში.
სიღრმისეული ინტერვიუ, თელავი, 29 ივნისი, 2008. საჯარო მოხელე, მამაკაცი, 52წ.
„მზე“ დაიხურა, საინფორმაციო გადაცემები. მაგრამ ეგ [არხი] არც იყო ალბათ საჭირო, იმიტომ რომ ერთი ჰოლდინგი იყო და... <...>მედია, როგორც ინფორმირებული არჩევანის საშუალებაერთი და იგივეა „რუსთავი 2“ და საზოგადოებრივი მაუწყებელი, განსხვავებულ აზრს ვერ იპოვი, ორივე ერთი და იგივეს იძახის.
სიღრმისეული ინტერვიუ, თელავი, 29 ივნისი, 2008. კერძო მეწარმე, მამაკაცი, 51 წ.
ამდენად, საქართველოს მოსახლეობას არა აქვს ინფორმაციის წყაროების მდიდარი არჩევანი, ზოგ რეგიონში კი (განსაკუთრებით - სოფლებში) საერთოდ არა აქვს არჩევანი. 2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ ტელეკომპანია იმედის მაუწყებლობის შეწყვეტის შედეგად ეს არჩევანი კიდევ უფრო მწირი გახდა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ რესპონდენტებისათვის, რომლებიც მხოლოდ ამ ტელეკომპანიას მიიჩნევდნენ დამოუკიდებელი და სანდო ინფორმაციის წყაროდ.25 ქ. თელავში ჩატარებული ერთ ერთი სიღრმისეული ინტერვიუს რესპონდენტი კი იმასაც აღნიშნავს, რომ რაც „იმედი“ გაითიშა, საერთოდ აღარც ვუყურებ ტელევიზორს, არც ერთ არხზე. იმათი მჯეროდა, რომ მართალი ინფორმაცია იყო, და ... დარწმუნებული ვარ, რომ [ახლა] არ არის ობიექტური ინფორმაცია არც ერთ არხზე. აღარ მაინტერესებს მაგათი ტყუილების მოსმენა.
სიღრმისეული ინტერვიუ, თელავი, 21 ივნისი, 2008. პენსიონერი ქალი, 72 წ.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია იმასაც ცხადყოფს, რომ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მოხმარება საქართველოში პასიურ ხასიათს ატარებს; რესპონდენტები იღებენ მას მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, მაგრამ თავად არ ამყარებენ უკუკავშირს ინფორმაციის წყაროებთან: კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრების მიერ გამოკითხული 3000-ზე მეტი რესპონდენტისაგან ბოლო ექვსი თვის მანძილზე მხოლოდ თერთმეტმა ადამიანმა დარეკა ან წერილი გააგზავნა სამაუწყებლო თუ ბეჭდვითი მედიის რედაქციაში (მაშინ როდესაც 863-მა (26%25) ისაუბრა პოლიტიკის შესახებ მეგობრებთან ან კოლეგებთან ერთად). ეს შედეგი, უდავოდ, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების დაბალ დონეზე მეტყველებს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სინამდვილეში ძალზე ნაადრევია განვიხილოთ თანამედროვე საინფორმაციო საშუალებები (უპირველეს ყოვლისა, ინტერნეტი) როგორც საზოგადოებრივი ინფორმაციის წყარო. საქართველოს მასშტაბით „მონაცემთა ინიციატივის“ რესპონდენტთა 85%25 აცხადებს, რომ საერთოდ არ გააჩნიათ ინტერნეტში მუშაობის უნარ ჩვევები (თბილისში მათი წილი 68%25-ია, ხოლო სოფლად - 96%25); და მხოლოდ 5%25 აფასებს შესაბამისი ცოდნის დონეს, როგორც „მაღალს“. გასაკვირი არ არის, რომ ასეთი რესპონდენტები 17-ჯერ უფრო ხშირად გვხვდებიან დედაქალაქში, ვიდრე სოფლად.6
შესაბამისად, რესპონდენტებს ინფორმაციის წყაროების ძალზე შეზღუდული არჩევანი აქვთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ, რაც გვაფიქრებინებს, რომ მათი დიდი ნაწილი არასრული ინფორმაციის პირობებში იღებს პოლიტიკურ გადაწვეტილებებს. ამასთან, გამოკითხულები, როგორც წესი, არ ასახელებენ ინფორმაციის არაფორმალურ წყაროებს, როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების საფუძველს. რადიოსა და პრესის გავრცელების შეზღუდვის პირობებში მათთვის ინფორმაციის ძირითად წყაროდ რჩება ტელევიზია, იმის მიუხედავადაც კი, რომ მათ სარწმუნოდ არ მიაჩნიათ ამჟამად არსებული ქართული ტელეარხების მიერ გავრცელებულ ინფორმაცია. შემდეგ ორ ქვეთავში განვიხილავთ, თუ რა ნაკლოვანებებს ხედავენ რესპონდენტები ქართული ტელევიზიების მუშაობაში.
3. ჟურნალისტების პროფესიონალიზმი და მედიის
თავისუფლება საქართველოში
საქართველოში ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა პრესის სოციალური პასუხისმგებლობის მოდელი,27 არ არის ტრადიცია, რომლის თანახმადაც ჟურნალისტები მიუკერძოებლად, მაგრამ მკაცრად მოსთხოვენ ანგარიშს პოლიტიკოსებს საზოგადოების სახელით მათ მიერ საჯარო სამსახურში გაწეული მუშაობის შესახებ.28
ფოკუს-ჯგუფების რესპონდენტები ძალზე კრიტიკულად აფასებენ როგორც ტელევიზიის, ისე პრესის ხარისხს საქართველოში. ნიშანდობლივია ერთ ერთი მათგანის განცხადება:
ის თოქ-შოუების ფორმატიც, რომელიც ჩვენთანაა, ძალიან იაფფასიანია. რეალური პოლიტიკური დებატები არ არსებობს.
ფოკუს ჯგუფი, თბილისი, 7 ივნისი. რესპონდენტების ასაკი: 60 70 წ.
მას მედიის ხარისხით რესპონდენტების მიერ დაფიქსირებული უკმაყოფილება ორ ძირითად ასპექტს უკავშირდება: ერთია ჟურნალისტების დაბალი პროფესიონალიზმი და მეორე - ხელისუფლების პოლიტიკური ზეწოლა ქართულ მედიაზე.
რესპონდენტების აზრით, ქართველი ჟურნალისტები (გარდა იმ ჟურნალისტებისა, ვინც საერთაშორისო გამოცემებში მუშაობენ) ვერ ავლენენ სათანადო პროფესიულ კვალიფიკაციას.
რესპონდენტები ხშირად აღნიშნავენ, რომ საქართველოში მედიის ტენდენციურობას ხანგრძლივი ისტორია აქვს და ჯერ კიდევ საბჭოთა მემკვიდრეობას უკავშირდება. თუმცა, ისიც ნათელია, რომ, მიუხედავად დღეს არსებული პრობლემებისა, ახლა ბევრად უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე საბჭოთა კავშირის დროს, რამდენადაც უფრო მეტი ინფორმაციის წყაროა ხელმისაწვდომი. თუმცა, როგორც ადრე, მედია და, განსაკუთრებით, ტელევიზია საქართველოში ღიადაა ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და, როგორც წესი, ხელისუფლების ინტერესებს იცავს, ნაცვლად იმისა, რომ შეეცადოს „მეოთხე ხელისუფლების“ როლი შეასრულოს. რესპონდენტების აზრით, იგივე ხდებოდა საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში.
[საქართველოში] თავისუფალი მედია არ არის. როგორც რუსეთში არ არის, თავისუფალი რომ იყოს. არ არის ისეთი არხები, რომ აშკარად გამოდიოდნენ სამთავრობო პოლიტიკის წინააღმდეგ.
სიღრმისეული ინტერვიუ, თელავი, 29 ივნისი, 2008. კერძო მეწარმე, მამაკაცი, 51 წ.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით პოლიტიკური ძალები ცდილობენ აკონტროლონ მედია, და ასეთი კონტროლის ყველაზე სასურველი ობიექტი უპირატესად არის ტელევიზია. ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, როდესაც მთავრობამ ამა თუ იმ მოტივით შეზღუდა სიტყვის თავისუფლება, რათა შეემცირებინა მის მიერ განხორციელებული პოლიტიკის კრიტიკა.29 ამასთან, თვალშისაცემია, რომ, თუ დემოკრატიის . ხანგრძლივი ტრადიციების მქონე ქვეყნებში მედიაზე კონტროლი ლეგიტიმიზირებულია და ხორციელდება ობიექტურად არსებული საგანგებო ვითრების დროს (როგორც წესი, საუბარია შეიარაღებულ კონფლიქტზე), არადემოკრატიულ ქვეყნებში სამთავრობო კონტროლი მედიაზე ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მას მედია თავისუფალია სახელმწიფო კონტროლისაგან. ფორმალურად საქართველო აღიარებს პრესის თავისუფლების ლიბერალურ ღირებულებას, რომლის თანახმადაც, „პრესის თავისუფლებას თავისი უხერხულობები ახლავს თან, მაგრამ ის უარყოფითი მხარეები, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს პრესის თავისუფლებამ, არც კი შეიძლება შევადაროთ იმ უარყოფით მხარეებს, რაც შეიძლება გამოიწვიოს ცენზურამ“.30 მიუხედავად ამისა, ჩვენ მიერ გამოკითხული რესპონდენტები არ იზიარებენ მოსაზრებას პრესის თავისუფლების შესახებ საქართველოში:
[ქართული მედია] ტენდენციუ რი როა, ფაქტია. მაგრამ ეს ოპოზიციაც - ძალიან კატასტროფული ოპოზიცია გვყავს. მაგრამ [საქართველოში] მაინც არის [ოპოზიციური მედია] - რუსეთში არ გააჩერებდნენ ისეთ ტელევიზიას, როგორიც „კავკასიაა“. მთელ საქართველოზე კი არ მიდის მაუწყებლობა, მაგრამ თბილისი თბილისია, პოლიტიკურად აქტიური ნაწილი საქართველოსი, ალბათ, 80%25 თბილისში ცხოვრობს.
სიღრმისეული ინტერვიუ, თელავი, 29 ივნისი, 2008. კერძო მეწარმე, მამაკაცი, 51 წ.
აბსოლუტურად არაფერი ინფორმაცია არ არის, ოპოზიციური გაზეთებიდან თუ რამეს შეიტყობ - თუ ისიც სიმართლეა, იმაშიც უკვე ეჭვი მეპარება. არავითარი ინფორმაცია არ არის, ის კი არა, პირიქით - ყოველდღიუ რად ზღუდავენ ინფორმაციას, თუნდაც, აი, რამდენიმე დღეა, „მზეზე“ გათიშეს საინფორმაციო გადაცემა - ჯერ ერთი, მზის, საინფორმაციო გადაცემა რა სარწმუნო იყო, ისიც რომ აღარ იქნება, რა უნდა იყოს? როგორი ინფორმირებული უნდა იყო ადამიანი?
სიღრმისეული ინტერვიუ, თელავი, 28 ივნისი, 2008. პენსიონერი ქალი, 72წ.
ინფორმაციის შერჩევის აუცილებლობიდან გამომდინარე, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ძალაუნებურად ჩვენს გარშემო არსებული სინამდვილის მოდიფიცირებას ახდენენ, და მათ მიერ წარმოჩენილი სურათი ვერასოდეს იქნება „რეალობის“ ზუსტად ამსახველი. ამ გარემოების გაცნობიერება მას მედიის შესწავლის აუცილებელი წინაპირობაა. მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა უკავშირდებოდეს სინამდვილის შეგნებულად „დამახინჯებას“ - გასაშუქებელი თემების, ისე როგორც მათი გაშუქების საშუალებების არჩევანი ნაკარნახევი უნდა იყოს მიუკერძოებელი გადაწყვეტილებით საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, და არა პოლიტიკური ან სხვა ტიპის მიკერძოებით.
როგორც წესი, ფოკუს ჯგუფების რესპონდენტები ბევრად უფრო მაღალ შეფასებას აძლევენ საზღვარგარეთის (ძირითადად, დასავლეთ ევროპის, მაგრამ არა რუსეთის) მედიის ობიექტურობას. გამომდინარე იქიდან, რომ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველოს მოსახლეობის უმცირესობას აქვს დასავლეთ ევროპის ქვეყნების სატელევიზიო გადაცემების ყურების შესაძლებლობა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ხშირ შემთხვევაში ეს შეფასება იდეალიზებულია. ამასთან, ქართული საინფორმაციო წყაროები რესპონდენტების მიერ მოიხსენიება როგორც ტენდენციური.
ტელეკომპანია იმედის მაგალითი, რომლის მაუწყებლობაც ორჯერ იქნა შეწყვეტილი - საპრეზიდენტო და საპარლამეტი არჩევნების წინ,რესპონდენტების აზრით, ამტკიცებს იმას, რომ ურჩი საინფორმაციო საშუალებები არა მხოლოდ განიცდიან საქართველოში პოლიტიკურ ზეწოლას, არამედ შეიძლება ხელისუფლების მსხვერპლიც გახდნენ. ისრესპონდენტებიც კი, რომლებიც აღიარებენ, რომ ახლანდელ ხელისუფლებას უჭერენ მხარს, აღნიშნავენ, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ინფორმაციის წყარო, რომელიც განსხვავებულ აზრს გამოთქვამს:
ადამიანი ყველა არის სულით ოპოზიციონერი, და რომ ესმის ოპოზიციური [აზრი], სულიერ დაკმაყოფილებას იღებს მაინც, სიმართლეს რომ ამბობენ.
სიღრმისეული ინტერვიუ, თელავი, 29 ივნისი, 2008. საჯარო მოხელე, მამაკაცი, 52 წ.
რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ მედია არა მხოლოდ პოლიტიკურ ზეწოლას განიცდის, არამედ ფინანსური ინტერესების გავლენის ქვეშაც იმყოფება. მედიის თანამედროვე თეორიები თანხმიერია იმ საკითხში, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში მასობრივი ინფორმაციის საშუალებები არათუ არ უნდა იყოს კონტროლირებადი სახელმწიფოს მიერ, არამედ „არ უნდა იყოს კონცენტრირებული ძალიან ცოტა მფლობელის ხელში“.31 ქართული ტელეარხების ურთიერთმსგავსებაც რომ არა, საქართველოში არსებული ტელეარხების შეზღუდული რაოდენობაც იმაზე მიუთითებს, რომ მათ ცოტა მფლობელი ჰყავთ. თუმცა, ჩვენ მიერ გამოკითხული რესპონდენტების აზრით, ქართველი „მედია მაგნატების“ ფინანსური ინტერესები ხშირად ისევ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირდება:
ფინანსური ინტერესები რომ გარანტირებული ჰქონდეთ, ისინი პოლიტიკურად უფრო ძნელად იქნებიან დამოუკიდებლები. ... მთლად დამოუკიდებლები არ არიან.
სიღრმისეული ინტერვიუ, თელავი, 29 ივნისი, 2008. კერძო მეწარმე, მამაკაცი, 51 წ.
საქართველოში არსებული ბიზნეს გარემო აღიქმება როგორც არალიბერალური და პოლიტიზირებული, რაც ძალაუნებურად იწვევს ტელეკომპანიების მიერ სამთავრობო პოლიტიკური ხაზის გატარებას თავისი მფლობელების ბიზნეს ინტერესების დასაცავად. ამ კონტექსტში რესპონდენტების განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზია, რომელიც, მათი რწმენით, საზოგადოებრივ ინტერესებზე უნდა იყოს ორიენტირებული.
კერძო ტელევიზიებს ვერ მოთხოვ, მაგრამ საზოგადოებრივ არხზე უნდა იყოს დაცული ბალანსი.
ფოკუს ჯგუფი, თბილისი, 7 ივნისი. რესპონდენტების ასაკი: 60 70 წ.
რამდენიმე ბეჭდვით საშუალებას და ტელეკომპანია კავკასიას თუ არ ჩავთვლით, რომელთა გავრცელების სფერო სხვადასხვა მიზეზის გამო შეზღუდულია, რესპონდენტების შეფასებით 2008 წლის 21 მაისის საპრეზიდენტო არჩევნების წინ საქართველოში ჯერ კიდევ შენარჩუნებული იყო მასობრივი ინფორმაციის საშუალებების არა პლურალისტური მოდელი, რომლის ფარგლებშიც ინფორმაციის წყაროების უმრავლესობა სამთავრობო პოზიციებიდან მაუწყებლობდა. რესპონდენტების აზრით, ეს გამოწვეული იყო ორი ძირითადი მიზეზით: პოლიტიკური და ფინანსური ზეწოლით მედიაზე. სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებდა ჟურნალისტების დიდი ნაწილის დაბალი პროფესიული კვალიფიკაცია.
ოპოზიციური გაზეთების და კავკასიის შენარჩუნება კი ხელისუფლებას უფლებას აძლევს, საქართველოში მედიის თავისუფლების შესახებ ისაუბროს. აქ პოლიტიკური რისკი ძალიან დაბალია, რადგან მოსახლეობის უმრავლესობას არ მიუწვდება ხელი ოპოზიციურ გაზეთებზე, კავკასიის მაუწყებლობა კი ისედაც ოპოზიციურად განწყობილი თბილისით შემოიფარგლება. ინფორმაციის საკვანძო საშუალებები კი - ანუ ის რამდენიმე ტელეარხი, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობს - ხელისუფლების ინტერესების დამცველები არიან და შემთხვევითი არ არის, რომ რესპონდენტები აღნიშნავენ მათ ურთიერთმსგავსებას.
4. ნდობა საინფორმაციო საშუალებებისადმი
ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მიმდინარე ტრანსფორმაციულმა პროცესებმა დიდი გავლენა იქონია მოსახლეობასა და ძირითად სოციალურ ინსტიტუტებს შორის არსებულ ურთიერთობებზე. როგორც წესი, ტრანსფორმაციის პირველ ეტაპზე ადგილი ჰქონდა სოციალური ინსტიტუტებისადმი ნდობის რადიკალურ დაცემას, თუმცა დროთა განმავლობაში გარკვეულმა სოციალურმა ინსტიტუტებმა აღიდგინეს და განიმტკიცეს მოსახლეობის ნდობა.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ 2003 წლის მაისის შემდეგ ჩატარებული კვლევების სერიის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის ნდობა ქართული მას მედიისადმი სტაბილურად ძალიან მაღალია (73%25-86%25).32 სამწუხაროდ, საქართველოში არ გვაქვს სოციალური ინსტიტუტებისადმი მოსახლეობის ნდობის დინამიკის მაჩვენებლები უფრო ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე, თუმცა გაგვაჩნია დეტალური და სანდო ინფორმაცია მოსახლეობის მიერ ძირითადი სოციალური ინსტიტუტებისადმი დაფიქსირებული ნდობის შესახებ 2007 წლის ოქტომბერში, უშუალოდ ნოემბრის მოვლენების დაწყებამდე. კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრების მიერ გამოკითხულთა 21%25 აფიქსირებდა სრულ ნდობას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისადმი, 31%25 კი, ძირითადად, ენდობოდა მათ. 33%25 აცხადებდა, რომ ნეიტრალურად არიან განწყობილი მედიის მიმართ (არც ენდობიან, არც არ ენდობიან), 11%25 კი არ ენდობოდა. უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ საქართველოს მთელ რიგ სოციალურ ინსტიტუტებს შორის, რომელთა მიმართაც შეფასებულ იქნა რესპონდენტების ნდობა, ამ მასშტაბური გამოკითხვის შედეგების თანახმად, მედია იმსახურებს მოსახლეობის ყველაზე მაღალ ნდობას რელიგიური ინსტიტუტებისა და ჯარის შემდეგ, და მნიშვნელოვნად უსწრებს სამოქალაქო საზოგადოების ისეთ მნიშვნელოვან ელემენტებს, როგორიცაა არასამთავრობო ორგანიზაციები (იხ. ცხრილი №3), რომ აღარაფერი ვთქვათ სამთავრობო ინსტიტუტებზე, რომლებიც მოსახლეობის უმცირესობის ნდობას იმსახურებს.
ცხრილი № 3
რესპოდენტების ნდობა საქართველოს სოციალური ინსტიტუტებისადმი
სოციალური ინსტიტუტები |
ნდობის |
რესპოდენტის რელიგიური |
14,7 |
ჯარი, როგორც ქვეყნის |
11,1 |
მას-მედია |
5,1 |
ბანკები |
3,5 |
ომბუდსმენი |
2,9 |
ჯანდაცვის სისტემა |
2,5 |
გაანთლების სისტემა |
2,1 |
პოლიცია |
2,0 |
არასამთავრობო ორგანიზაციები |
1,1 |
პრეზიდენტი |
0,9 |
პარლამენტი |
0,4 |
აღმასრულებელი ხელისუფლება |
0,4 |
სასამართლო სისტემა |
0,4 |
წყარო: კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრები, მონაცემთა ინიციატივა. 2007
თუ 2007 წლის ოქტომბერში საქართველოს მოსახლეობის 56%25 სრულად ან ძირითადად ენდობოდა მედიას, აზერბაიჯანსა და სომხეთში ასეთი რესპონდენტების წილი, შესაბამისად, 42%25 და 28%25 იყო. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 2007 წლის ნოემბრის მოვლენების, ტელეკომპანია იმედის დახურვის და შემდგომი არჩევნების შედეგად ნდობის ეს მაჩვენებელი საქართველოში შეიცვლებოდა.
შედეგების შემდგომი ანალიზი ცხადყოფს, რომ ქალაქის და, განსაკუთრებით, დედაქალაქის მოსახლეობა უფრო კრიტიკულად აფასებდა მედიის საქმიანობას და, შესაბამისად, საშუალოზე ნაკლებ ნდობას უცხადებდა მას, მაშინ, როდესაც საქართველოს სოფლის მოსახლეობა ნდობის ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს აფიქსირებდა მედიის მიმართ (დიაგრამა 1); ნდობის მაჩვენებელი არ განსხვავდებოდა რესპონდენტთა სქესის მიხედვით.
დიაგრამა №1
რესპდენტების ნდობა მასმედიისადმი დასახლებული პუნქტის ტიპის მიხედვით (2007 წლის ოქტომბერი; %25 დასახლებული პუნქტის ტიპის მიხედვით)34

წყარო: კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრები, მონაცემთა ინიციატივა. 2007.
ეს შედეგები ასახავს მოსახლეობის ნდობას ყველა ტიპის მასობრივი ინფორმაციის საშუალებისადმი. მართალია, ვიცით, რომ საქართველოს მოსახლეობისათვის ინფორმაციის ძირითად წყაროს ტელევიზიაწარმოადგენს, მაგრამ ჩვენ არ გაგვაჩნია ტელევიზიისადმი ან კონკრეტული სატელევიზიო არხებისადმი ნდობის თაობაზე რაოდენობრივიკვლევის შედეგები.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ინფორმაციის წყაროს მიმართ ნდობა ამ წყაროს ეფექტურობის ერთ ერთი უმთავრესი წინაპირობაა. „მონაცემთა ინიციატივის“ შედეგები ასახავს საქართველოს მოსახლეობის მიერ დაფიქსირებულ ნდობას სოციალური ინსტიტუტების და, მათ შორის, მას მედიის მიმართ საქართველოში წინასაარჩევნო კრიზისის დაწყებამდე. როგორც ჩვენ მიერ არჩევნების შემდეგ ჩატარებული ფოკუსჯგუფების და სიღრმისეული ინტერვიუების შედეგები ცხადყოფს, გასული წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა უარყოფითი გავლენა იქონია არა მხოლოდ რესპონდენტების ნდობაზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისადმი, არამედ, ზოგადად, ეროვნული პოლიტიკით რესპონდენტების დაინტერესებაზეც. ისინი აღნიშნავენ, რომ მათი ინტერესი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმართ არჩევნების შედეგად საგრძნობლად შესუსტდა. ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ 2008 წლის ივნისში გამოკითხული რესპონდენტები აფიქსირებენ როგორც ინტერესის შემცირებას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმართ, ისე მეტ უნდობლობას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისადმი, ყველაზე ხშირად - ტელევიზიისადმი.
პარადოქსებია ძალიან, ერთ წუთში ენდობი, მერე... არჩევნებამდე ენდობი, არჩევნების შემდეგ არ ენდობი; იყიდება, თვითონ პოლიტიკა იყიდება და თვალნათლივ ჩანს, რომ ეს იყო ბლეფი.
სიღრმისეული ინტერვიუ, თელავი, 29 ივნისი, 2008. საჯარო მოხელე, მამაკაცი, 52 წ.
ბევრად უფრო რთულია იმ გარემოების შეფასება, თუ რომელ საინფორმაციო წყაროს ენდობიან რესპონდენტები და რომელს - არა. ჩვენ არ გაგვაჩნია რეპრეზენტატიული კვლევის შედეგები ამის შესახებ. რაც შეეხება ფოკუს ჯგუფების შედეგად მიღებულ ინფორმაციას, ასაკოვანი რესპონდენტები თბილისში თანხმდებიან იმაზე, რომ არც ერთი ცალკეული წყაროს ინფორმაცია არ არის სანდო, ადამიანმა უნდა მიიღოს ინფორმაცია რამდენიმე წყაროდან და ასეთი მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის შედეგად გამოიტანოს საკუთარი დასკვნა:
ზოგი არხი ხელისუფლებისაა, ზოგი კერძოა, ამიტომ ყველა არხიდან უნდა მივიღოთ ინფორმაცია და შემდეგ ჩვენი აზრი გამოვიტანოთ.
ფოკუს-ჯგუფი, თბილისი, 7 ივნისი, 2008. რესპონდენტების ასაკი: 60-70 წ.
ერთი და იმავე ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან რომ მოისმენ, შემდეგ აძლევ თავს დასკვნების გამოტანის უფლებას. არავითარ შემთხვევაში ერთ წყაროს არ ვენდობი.
ფოკუს-ჯგუფი, თბილისი, 7 ივნისი, 2008. რესპონდენტების ასაკი: 60-70 წ.
ასეთი მოდელი გაამართლებს იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც მოსახლეობას ინფორმაციის წყაროების არჩევანი აქვს; მაგრამ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქვეყნის მასშტაბით, ამგვარი არჩევანის საშუალება ყველგან არ არის.
2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, როგორც ჩანს, ნდობა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიმართ დაეცა. როგორც ერთ-ერთი რესპონდენტი აღნიშნავს:
ამის შემდეგ იმათი მსახურები გახდნენ მარტო, ხელისუფლების მსახურები, [მათი] უკვე აღარაფერი არ არის დასაჯერი.
სიღრმისეული ინტერვიუ, თელავი, 28 ივნისი, 2008. პენსიონერი, ქალი, 72 წ.
რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ 2007 წლის ნოემბრის მოვლენებამდე საქართველოში ყველაზე სანდო ინფორმაციას ტელეკომპანია იმედის საინფორმაციო გადაცემებიდან იღებდნენ; ამჟამად ძალიან სკეპტიკურად უყურებენ ამ არხის მაუწყებლობის აღდგენის პერსპექტივას; არ სჯერათ, რომ იმედი კვლავ შეძლებს „იმედობას“.
„იმედი“ ძალიან დიდი დანაკარგი არის საზოგადოებისთვის. იმ ფორმატით ვერც აღადგენენ ახლა, ალბათ, რა ფორმატითაც გადიოდა. <...> ახლა „იმედი“ რომც იყოს, მაინც ალბათ ლაქლაქი იქნებოდა, იმიტომ რომ არც ესენი იძახიან სიმართლეს ბოლომდე და არც ისინი. [იგულისხმება ხელისუფლება და ოპოზიცია - თ.ზ.]
სიღრმისეული ინტერვიუ, თელავი, 29 ივნისი, 2008. კერძო მეწარმე, მამაკაცი, 51 წ.
რესპონდენტები ხშირად აღნიშნავენ, რომ ერთადერთი ტელეარხი, რომელიც ჯერ კიდევ ახერხებს ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას მაყურებლებისათვის, არის კავკასია, მაგრამ რამდენადაც ამ ტელეარხის მაუწყებლობა თბილისს არ სცდება, რესპონდენტებს რეგიონებში (კერძოდ, თელავში) მხოლოდ გაგონილი აქვთ ამ არხის შესახებ. მიუხედავად ამისა, ისინი უფრო დიდ ნდობას გამოთქვამენ ამ არხის მიმართ, ვიდრე იმ არხების მიმართ, რომლების გადაცემების ყურების საშუალებაც აქვთ. ცხადია, რომ არათბილისელი რესპონდენტების ნდობა კავკასიისადმი გამოწვეულია მთელი რიგი შუამავალი ფაქტორებით, კერძოდ, იმ ინფორმაციით, რომ ეს არხი განსხვავებული და ოპოზიციურია.
ერთი „კავკასია“ არის, თბილისში მოსახლეობის რაღაც ნაწილი უყურებს, ნუ, ახლა, ოპოზიციური, განსხვავებული აზრი - მაგრამ საზოგადოება [ვერ უყურებს], საერთოდ, მთელ საქართველოში „კავკასიის“ მაუწყებლობა არ არის.
სიღრმისეული ინტერვიუ, თელავი, 29 ივნისი, 2008. კერძო მეწარმე, მამაკაცი, 51 წ.
ინტერვიუების დროს დაფიქსირდა „ობიექტურობის“ ოპოზიციურობასთან გაიგივების ტენდენცია. ის რესპონდენტი, რომელიც აცხადებს, რომ რეგულარულად კითხულობს გაზეთებს, მიიჩნევს, რომ ოპოზიციური გაზეთები (პირველ რიგში, ასავალ დასავალი) უფრო მიუკერძოებელ ინფორმაციას ავრცელებენ და, შესაბამისად, ამ რესპონდენტის მეტ ნდობას იმსახურებენ; სატელევიზიო არხების საშუალებით გავცელებულ ინფორმაციას კი ეს რესპონდენტი არ ენდობა.
უნდობლობა მას-მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციისადმი იწვევს რესპონდენტებში იმის განცდას, რომ მათ კარგად არ იციან, რა ხდება ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ, და ასახელებენ მოვლენებს, რომლების შესახებაც უნდათ, სიმართლე იცოდნენ: გირგვლიანის სიკვდილის დეტალები, რუსეთ-საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ზუსტი თემატიკა და მიღებული გადაწყვეტილებები, არჩევნების პროცესი, ინფლაციის მიზეზები და სხვა.
ანალოგიურად, ქართულმა მედიამ, რესპონდენტების აზრით, ვერ შეძლო ამომრჩევლებისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების წინ. ამის მიზეზად მიაჩნიათ, ერთი მხრივ, ის გარემოება, რომ ოპოზიციის კანდიდატებს ნაკლები საეთერო დრო ჰქონდათ დათმობილი, მეორე მხრივ - იმას, რომ მედია, როგორც ინფორმირებული არჩევანის საშუალება მედიამ ვერ მიაწოდა ამომრჩევლებს ინფორმაცია თავისი ხმის დაცვის და არჩევნების სამართლიანობის უზრუნველყოფის შესაძლებლობების შესახებ.
არჩევნების შემდგომ პერიოდში არა ნაკლებ სერიოზული საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხებია, რომლებიც ასევე უნდა გაშუქდეს რაც შეიძლება სრულად. ღიად რჩება კითხვა იმის შესახებ, მიიღებს თუ არა ხალხი სანდო და ობიექტურ ინფორმაციას ამ საკითხების შესახებ.
დასკვნა
მედია ვერ აძლევს მოსახლეობას ინფორმირებული პოლიტიკური არჩევანის გაკეთების ეფექტურ საშუალებას. ამის როგორც როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური მიზეზები არსებობს. ობიექტურ მიზეზებს უნდა მივაკუთნოთ მოსახლეობის მატერიალური გაჭირვება,35 რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს ბეჭდვითი საინფორმაციო საშუალებების მოხმარებას ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ მიერ განხილული როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ ინფორმაციის ძირითად წყაროს მოსახლეობისათვის ტელევიზია წარმოადგენს. მაგრამ სატელევიზიო არხების არჩევანი საქართველოში ძალზე შეზღუდულია - რესპონდენტების შეფასებით, ამ არხების ისედაც მცირე რაოდენობა ერთმანეთის მსგავს ინფორმაციას ავრცელებს, რის გამოც არსებული არხები ძალიან ემსგავსება ერთმანეთს. ამასთან, რესპონდენტები გამოხატავენ არასრულ ნდობას ტელეარხების მიერ გავრცელებული პოლიტიკური ინფორმაციის მიმართ; ნდობის დეფიციტი კი, როგორც მედიის ეფექტურობის თეორიდანაა ცნობილი, მნიშვნელოვნად ამცირებს შესაბამისი საინფორმაციო საშუალებების ეფექტურობას და მათ შესაძლებლობას, მოგვევლინონ როგორც საზოგადოების ინფორმაციის წყარო. ზოგ შემთხვევაში არც ისაა გამორიცხული, მძლავრმა პოლიტიკურმა პროპაგანდამ, რომელიც ვრცელდება იმ საინფორმაციო საშუალებების მიერ, რომლებსაც რესპონდენტები არ ენდობიან, „ბუმერანგის ეფექტი“ გამოიწვიოს და დაგეგმილის საწინააღმდეგო შედეგი მიიღოს.
ნათქვამის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დღესდღეობით ქართული საზოგადოება არასაკმარის ინფორმაციას ფლობს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ.
დამაფიქრებელია ამ კონტექსტში ორი გარემოება. პირველი: ტელეკომპანია რუსთავი 2-მა, როგორც ჩანს, დიდწილად დაკარგა საზოგადოების ნდობა, რომელიც მას 2003 წელს ჰქონდა. ეს განსაკუთრებით დასანანი უნდა იყოს ამ ტელეკომპანიის ხელთ არსებული ადამიანური, ტექნიკური და ფინანსური რესურსების პირობებში. სატელევიზიო საინფორმაციო წყაროების დეფიციტის პირობებში რუსთავი 2 მაინც ლიდერად აღიქმება, მაგრამ აშკარაა, რომ ოდესღაც მაღალი, მაგრამ შემდგომ დაკარგული ნდობის აღდგენა მისთვის საკმაოდ რთული იქნება. რუსთავი 2, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა საინფორმაციო საშუალება, მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიმსახურებს საზოგადოების ნდობას, თუ ეს უკანასკნელი დაიჯერებს, რომ მის ინტერესებს გამოხატავს და არა - რომელიმე პოლიტიკური პარტიის თუ ბიზნეს ორგანიზაციის ინტერესებს.
მეორე: მიუხედავად საზოგადოებრივი მაუწყებლობის ხელმძღვანელობის ახლად ჩატარებული არჩევნებისა და ამ ტელეარხის მუშაობაში შეტანილი მთელი რიგი სიახლეებისა, საზოგადოებამ, როგორც ჩანს, ვერ დაინახა რამდენადმე მნიშვნელოვანი განსხვავება „ძველ“ და „ახალ“ საზოგადოებრივ მაუწყებლობას შორის; რესპონდენტები ცალსახად განიხილავენ ამ არხს, როგორც არა საზოგადოების, არამედ როგორც ხელისუფლების „საკუთრებას“ და რუსთავი 2-ზე ნაკლებ ინტერესს იჩენენ ამ არხის გადაცემების მიმართ.
ცალკე პრობლემას წარმოადგენს ინფორმაციის სხვა სახეების, უპირველეს ყოვლისა, ბეჭდური მედიის ნაკლები გავრცელება, რომელიც არა მხოლოდ ჟურნალისტიკის სფეროში არსებული პრობლემებითაა გამოწვეული.
ქართული საზოგადოება განიცდის შიდაპოლიტიკური პროცესების შესახებ სანდო და მიუკერძოებელი ინფორმაციის ნაკლებობას და ნათლად აცნობიერებს ამ გარემოებას. მიუხედავად იმისა, რომ, ერთ ერთი რესპონდენტის თანახმად, საქართველოში არსებული ვითარება მაინც უკეთესია, ვიდრე, მაგალითად, რუსეთში, ასეთი „მომგებიანი“ შედარება ვერ იქნება ნუგეშის საფუძველი, თუნდაც იმიტომ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებების თანახმად, ბოლო წლებში საქართველოში გაუარესდა მდგომარეობა პრესის თავისუფლების სფეროში.
ძნელი სათქმელია, იქნება თუ არა საქართველოში ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და ობიექტური მედია ახლო მომავალში, მაგრამ ცხადია, რომ ეს უნდა იყოს საქართველოს მას მედიის სისტემის განვითარების მიზანი. ხელმისაწვდომი და სანდო ინფორმაციის წყაროების გარეშე საზოგადოება ვერ იქნება ინფორმირებული ვერც პოლიტიკური, ვერც სხვა საზოგადოებრივი პროცესების შესახებ. საზოგადოებრივი ინფორმაციის დეფიციტი შეიძლება შედიოდეს იმ ძალების ინტერესებში, ვისი მიზანიც მოსახლეობის მანიპულირებაა. მთავარი პრობლემა, საქართველოში დამოუკიდებელი მედიის განვითარების თვალსაზრისით, სამოქალაქო საზოგადოების სისუსტე და ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესთან დაკავშირებული ნაკლოვანებებია.
გამოყენებული ლიტერატურა
1. Baudrillard, J. (1985). “The Masses: The Imposition of the Social in the Media.” 98 108. in: Marris P., & Thornham, S. (Eds). (2000). Media Studies. A Reader. Second Edition. New York: New York University Press.
2. Hall, S. (1980). “Encoding/Decoding.” 51 61. in: Marris, P., & Thornham, S. (Eds). (2000). Media Studies. A Reader. Second Edition. New York: New York University Press.
3. Halloran, James D. (1970). “On the Social Effects of Television”. 433 437. in: Marris, P., & Thornham, S. (Eds). (2000). Media Studies. A Reader. Second Edition. New York: New York University Press.
4. McCombs, M., Danielian, L., & Wanta, W. (1995). “Issues in the News and the Public Agenda: The Agenda Setting Tradition.” 281 300 in:. Glasser, T. L., & Salmon, C. (Eds). (1995). Public Opinion and the Communication of Consent. New York and London: The Guilford Press.
5. Negrine, R. (1994). Politics and the Mass Media in Britain. Second edition. London and New York: Routledge.
6. Stevenson, N. (1995). “Critical Perspectives within Audience Research”. 231 248 in: O'Sullivan, T., & Jewkes, Y. (1997). The Media Studies Reader. London: Arnold.
7. Welton, G., Zurabishvili, T., & Nozadze, N. (2008). Georgia Human Development Report 2008: The Reforms and Beyond. Tbilisi: UNDP.
______________________
1. იხ. დანართი 3.
2. იხ., მაგ.: Halloran, James D. “On the Social Effects of Television”. 433 437. in: Marris, P., & Thornham, S. (Eds). (2000). Media Studies. A Reader. Second Edition. New York: New York University Press. 434.
3. Hall, S. (1980). “Encoding/Decoding”. 51 61, in: Marris, P., & Thornham, S. (Eds). (2000). Media Studies. A Reader. Second Edition. New York: New York University Press. 53.
4.4Stevenson, N. (1995). “Critical Perspectives within Audience Research”. 231248 in: O'Sullivan, T., & Jewkes, Y. (1997). The Media Studies Reader. London: Arnold. 233. იხ. აგრეთვე: Halloran, James D. “On the Social Effects of Television”. 433 437 in: Marris, P., & Thornham, S. (Eds). ( 2000). Media Studies. A Reader. Second Edition. New York: New York University Press. 436.
5.Negrine, R. (1994). Politics and the Mass Media in Britain. Second edition.London and New York: Routledge. 158.
6. Ibid. 22
7. Ibid 154
8. უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ის ტელევიზიის შემთხვევაში ეს დებულება არ მართლდება.
9. McCombs, M., Danielian, L. & Wanta, W. (1995). “Issues in the News and the Public Agenda: The Agenda Setting Tradition.” 281 300 in: Theodore, L., Glassert, T. L., & Salmon, C. (Eds). (1995). Public Opinion and the Communication of Consent. New York and London: The Guilford Press. 281.
10. Ibid 283
11.Negrine, R. (1994). Op. cit. 160.
12.Ibid.. 292
13.Halloran, James D. “On the Social Effects of Television”. 433 437 in: Marris, P., & Thornham, S. (Eds). (2000). Media Studies. A Reader. Second Edition. New York: New York University Press. 436.
14.Negrine, R. Op. cit. 152
15.Ibid. 156; აგრეთვე: Stevenson, N. (1995). “Critical Perspectives within Audience Research”. 231 248. in: O'Sullivan, T., & Jewkes, Y. (1997). The Media Studies Reader. London: Arnold. 232
16. Baudrillard, J. (1985). “The Masses: The Imposition of the Social in the Media.”. 98 108 in: Marris, P., & Thornham, S. (Eds). 2000. Media Studies. A Reader. Second Edition. New York: New York University Press. 99
17.Ibid.. 101.
18. იხილეთ თავი „მედიის ხელმისაწვდომობა პოლიტიკური ჯგუფებისა და კანდიდატებისათვის“
19. ჯამი პოზიციებისა „ძალიან მაინტერესებს“ და „საკმაოდ მაინტერესებს“.
20. ჯამი პოზიციებისა „ნაკლებად მაინტერესებს“ და „საერთოდ არ მაინტერესებს“.
21. რესპონდენტების ციტირებისას დაცულია მათი სტილი.
22. 2.Negrine, R. Op. cit. P. 163.
23. გამონაკლისს მხოლოდ რუსული ენა წარმოადგენს, რომელსაც, საკუთარი თვითშეფასებით, საშუალო ან მაღალ დონეზე გამოკითხულთა 68%25 ფლობს.
24. საუბარია არხებზე რუსთავი 2, საზოგადოებრივი მაუწყებელი და აჭარა.
25.რესპონდენტების მას-მედიისადმი ნდობის საკითხს უშუალოდ ეძღვნება ამ თავის მე-4 ქვეთავი.
26. შესწავლილი შინამეურნეობების მხოლოდ 5%25-ს აქვს ინტერნეტით სარგებლობის საშუალება სახლიდან.
27. Negrine, R. Op. cit. 25.
28. იხილეთ თავი ჟურნალისტიკის პროფესიული და ეთიკური სტანდარტები.
29. ibid
30 .ibid 22
31.Negrine,R. Op. cit. 32
32. იხ. http://www.iri.org.ge/geo/geomain.htm (მოძიებულია 21.07.2008).
33. კოეფიციენტის გამოთვლის მიზნით ყოველი სოციალური ინსტიტუტის შემთხვევაში რესპონდენტთა წილი (%25), ვინც აცხადებს, რომ „სრულად“ ან „ძირითადად“ ენდობა ამ სოციალურ ინსტიტუტს, გაყოფილია რესპონდენტთა წილზე (%25), ვინც აცხადებს, რომ „ძირითადად არ ენდობა“ ან „საერთოდ არ ენდობა“ მას.
34. r =0,146, 0,000
35.Welton, G., Zurabishvili, T., & Nozadze, N. (2008). Georgia Human Development Report 2008: The Reforms and Beyond. Tbilisi: UNDP. 33
![]() |
5 2008 წლის 21 მაისის საქართველოს პარლამენტის არჩევნების გაშუქება პროფესიული და ეთიკური სტანდარტების კუთხით |
▲back to top |
ნინო დანელია
შესავალი
ამ თავის მიზანია შეისწავლოს, რამდენად იცავდნენ ქართული სამაუწყებლო ჟურნალისტები პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტებს 2008 წლის 21 მაისის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისას. უფრო ზუსტად, კვლევა გააანალიზებს არჩევნების გაშუქებას პრაიმ-ტაიმის საინფორმაციო გამოშვებებსა და თოქ-შოუებში, რომლებიც გადიოდა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე (სსმ) და კერძო არხებზე - რუსთავი 2, მზე და კავკასია.
სათანადოდ ინფორმირებული არჩევანი რომ გააკეთოს, საზოგადოებას სჭირდება თავისუფალი სივრცე მისთვის საინტერესო საკითხების განსახილველად. მედიის მთავარი როლი და ფუნქციაა საზოგადოებისათვის სამართლიანი, ზუსტი და მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდება, აგრეთვე - საჯარო დებატებისთვის თავისუფალი სივრცის შექმნა. ამის საფუძველზე ეძლევა მოქალაქეებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება. ამერიკელი დამოუკიდებელი ჟურნალისტები „სიმართლის გამოაშკარავებას“ და „აუდიტორიის ერთგულებას“ მათ უმთავრეს პროფესიულ მოვალეობებს მიაკუთვნებენ.1
პროფესიული ჟურნალისტიკის ეს პრინციპები კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება არჩევნების დროს, ვინაიდან გარდამავალ ეტაპებზე ადამიანები უფრო მეტად ხდებიან დამოკიდებულნი მედიაზე.2 სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოქალაქეებს სჭირდებათ მეტი ინფორმაცია მოსალოდნელ პოლიტიკურ, სოციალურ ან კულტურულ ცვლილებებზე. ისინი იღებენ ამ ინფორმაციას მედიიდან, პირველ რიგში კი - ტელევიზიიდან. სატელევიზიო ახალი ამბები, სავარაუდოდ, უფრო მეტად ეხმარება მოქალაქეებს კანდიდატებისა და საკითხების შესახებ მოსაზრების ჩამოყალიბებაში, ვიდრე გაზეთები.3 ზოგადად, არჩევნები ნიშნავს ქვეყნის პოლიტიკური ვითარების განსაზღვრას - მოქალაქეთა სურვილის შესაბამისად დარჩება ის იგივე თუ შეიცვლება.
„მედიას აქვს მნიშვნელოვანი ამოცანა, დაეხმაროს ამომრჩეველს არჩევნების ძირითადი საკითხების გაგებაში, რათა ხმის მიცემის დროს საუკეთესო შესაძლო არჩევანი გააკეთოს. მედია უნდა დაეხმაროს ამომრჩევლებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში. ამომრჩეველებს სჭირდებათ იყვნენ ინფორმირებულნი პოლიტიკურ მოთამაშეებზე: მათ ხედვებზე, მათ პოლიტიკაზე, მათი პოლიტიკის შედეგებზე და კიდევ მათ პიროვნულობაზე: ვინ არის ეს პოლიტიკოსი? რამდენად სანდოა ის?“4 აღნიშნული უნდა იყოს როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო მაუწყებელთა მიზანი. პოლიტიკურ ელიტას თუ სხვა ძალაუფლების მქონე მოთამაშეებს არ აქვთ უფლება ჩაერიონ მედიის საქმიანობაში ან გავლენა იქონიონ ჟურნალისტზე მათი კამპანიის დადებითად გაშუქების მიზნით.
ქართულ მედიაში პროფესიული და ეთიკური სტანდარტების განხილვა პროფესიონალებისთვის და დაინტერესებული პუბლიკისთვის ახალი არ არის. თუმცა, მიუხედავად მრავალი მცდელობისა, ქართველი ჟურნალისტები ჯერ კიდევ არ შეთანხმებულან ძირითად პროფესიულ სტანდარტებზე და, შესაბამისად, არ დაუდგენიათ თვითრეგულირების მექანიზმი, რომელიც შესაძლებელს გახდის ამ სტანდარტების შენარჩუნებას და შემოწმებას. ჟურნალისტები ცდილობენ თავი აარიდონ ეთიკური სტანდარტების ინსტიტუციონალიზაციას, ვინაიდან შიშობენ, რომ ეს დაემუქრება მათ დამოუკიდებლობას. ამასობაში, ზოგადი ეთიკური სტანდარტების შემოღების მხარდამჭერებს სჯერათ, რომ ამგვარი პროფესიული თვითრეგულირების მექანიზმების არსებობა ჟურნალისტებს საშუალებას მისცემს თავიდან აიცილონ ზეგავლენა ან ზეწოლა მთავრობის ან იმ მედია-საშუალების მფლობელის მხრიდან, სადაც ისინი მუშაობენ.
პროფესიონალიზმი ჟურნალისტის ყველაზე ეფექტური საშუალებაა იმ პოლიტიკური მოთამაშეების შეტევისგან თავის დასაცავად, რომლებსაც არ მოსწონთ, თუ როგორ აშუქებს მათ მედია. ქართულ მედიაში ეთიკური და პროფესიული სტანდარტების საჭიროება 2008 წლის 5 იანვრის ვადამდელი საპრეზიდენტო და შემდეგ 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების დროს კიდევ უფრო აშკარა გახდა.
მაისის საპარლამენტო არჩევნებმა განსაკუთრებული ადგილობრივი და საერთაშორისო ინტერესი გამოიწვია; განსაკუთრებული იმიტომ, რომ უშუალოდ მოჰყვა პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც ოპოზიციური დემონსტრაციების დაშლამ და 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციურად განწყობილი ტელევიზიის, იმედის ძალის გამოყენებით დახურვამ გამოიწვია. მომდევნო დღეს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 5 იანვრისთვის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები (რომელშიც მან გაიმარჯვა) დანიშნა და მასთან ერთად პლებისციტი, რომლის კითხვაც იყო, მხარს უჭერდნენ თუ არა საპარლამენტო არჩევნების გაზაფხულზე ჩატარებას (რომლის შედეგიც დადებითი იყო).
ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები კრიზისის განსამუხტად დაინიშნა, მაგრამ, სინამდვილეში, პოლიტიკური სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც ოპოზიციურმა ძალებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლებამ გააყალბა გამოკითხვა და საპარლამენტო არჩევნები საპრეზიდენტო არჩევნების „მეორე ტურად“ შერაცხეს. ორივე არჩევნების პერიოდში პოლიტიკური სცენა საქართველოში უაღრესად პოლარიზებულად რჩებოდა. პოლიტიკური პარტიები უარს აცხადებდნენ კომპრომისზე და ოპოზიცია აგრძელებდა საპროტესტო აქციების ორგანიზებას, თექვსმეტდღიანი შიმშილობის აქციის ჩათვლით. ოპოზიციამ პარლამენტს წარუდგინა 17 პუნქტისგან შემდგარი მემორანდუმი. გაერთიანებული ოპოზიციური კოალიციის ლიდერმა, ლევან გაჩეჩილაძემ, თავისუფალი მედია მემორანდუმის პრიორიტეტებში დაასახელა. „ჩვენ უნდა გვქონდეს თავისუფალი არჩევნები, სასამართლო და მაუწყებლობა,“ თქვა მან.5
ოპოზიციამ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ რამდენიმე საპროტესტო აქცია მოაწყო, დაადანაშაულა არხი მთავრობის მიმართ ლოიალურობაში და გენერალური დირექტორის, თამარ კინწურაშვილის გადადგომა მოითხოვა. შედეგად პარლამენტმა დაამტკიცა ახალი სამეურვეო საბჭო, რომელმაც 4 აპრილს ახალ გენერალურ დირექტორად 2008 წლის 21 მაისის საქართველოს პარლამენტის არჩევნების გაშუქება ... ლევან ყუბანეიშვილი აირჩია. კამპანიის პერიოდი დაძაბული იყო არა მარტო საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, არამედ, კერძო არხებისთვისაც, რუსთავი 2-ისა და მზისთვის, რომლებსაც ზოგიერთმა ოპოზიციურმა ჯგუფმა, მათი აზრით, არხების პრო მთავრულობის გამო, მარტში ბოიკოტი გამოუცხადა. 17 აპრილს მათ შეწყვიტეს ბოიკოტი. არჩევნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, 27 მაისს, გაერთიანებული ოპოზიციური კოალიცია შევიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში და გააპროტესტა არხის მიერ 26 მაისის საპროტესტო აქციის, მათი აზრით, არასაკმარისად გაშუქება და მმართველი პარტიის მიმართ მათი ზოგადი ლოიალობა და კეთილგანწყობა.6
მედიის როლის, მედიის თავისუფლების, მედიის საკუთრების საკითხები და ქართველი ჟურნალისტების პროფესიული სტანდარტები რამდენიმე საჯარო და პროფესიული მსჯელობის მთავარი თემა იყო საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში. იმის შესაფასებლად, თუ რამდენად სამართლიანად გაშუქდა საარჩევნო კამპანია და რამდენი დრო იყო გამოყოფილი თითოეული საპრეზიდენტო კანდიდატისთვის არჩევნების პერიოდში, მედია მონიტორინგის სხვადასხვა მცდელობა განხორციელდა. არჩევნების თვისებრივი და, ამასთან, რაოდენობრივი მონიტორინგის ერთადერთი მცდელობა ე.წ. „მიხნიკის ჯგუფის“ ყოველკვირეული ანგარიში იყო. ცნობილი პოლონელი გაზეთის რედაქტორი ადამ მიხნიკი საქართველოში 2007 წლის დეკემბერში ჩამოვიდა როგორც ტელეარხ იმედის ეთერში დაბრუნების ფართო საერთაშორისო მცდელობის ნაწილი. მან შექმნა ჯგუფი, რომელიც შედგებოდა მედიის და ფართო საზოგადოების წარმომადგენლებისგან. საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ჯგუფი ახორციელებდა ქართული მედიის მიერ ეთიკური სტანდარტების დაცვის მონიტორინგს და განიხილავდა მათი მონიტორინგის შედეგებს ყოველ კვირას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში.
თუმცა, ამ შედეგების ანალიზი არ გაკეთებულა. ზოგადად, საქართველოში არ ჩატარებულა კვლევა მედიის პროფესიული პრინციპებისა და ფასეულობების შესახებ, მედიის, როგორც ინსტიტუტისა, რომელიც დემოკრატიაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. ქართული სამაუწყებლო მედიის პროფესიული სტანდარტების ანალიზი მოგვცემდა ჟურნალისტების შესაძლო მიკერძოებათა სიღრმისეულ გაგებას. საზოგადოებისა და მედიის გარდამავალი ხასიათის გათვალისწინებით, საქართველოში ამგვარი კვლევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნებოდა. ის აგრეთვე წვლილს შეიტანდა ქართული მედიის პროფესიული და ეთიკური სტანდარტების შესახებ ზოგად დისკუსიაში.
ამ მიზნით ეს თავი მიმოიხილავს როგორც არსებულ ნორმებს, რომლებიც არჩევნების პერიოდში ეთიკური ნორმების მსგავს როლს თამაშობს ქართული სამაუწყებლო მედიისთვის, ისე ამ ნორმების შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან. შემდეგ განიხილება არჩევნების დროს მედიის როლის თეორიული ჩარჩოები და ყურადღება მახვილდება პროფესიული და ეთიკური სტანდარტების მნიშვნელობაზე. დაბოლოს, თავი მთავრდება თბილისში არსებული ოთხი სატელევიზიო არხის - საზოგადოებრივი მაუწყებლის, რუსთავი 2-ის, მზის და კავკასიის მიერ 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების გაშუქების ანალიზით.
საკანონმდებლო და პროფესიული გაიდლაინები:
საქართველოს და საერთაშორისო გამოცდილება
საქართველოს საარჩევნო კოდექსი განსაზღვრავს, რომ მაუწყებლები ვალდებულები არიან კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს შორის თანაბრად გაანაწილონ საეთერო დრო, მოეპყრან ერთნაირად და შეუქმნან თანაბარი პირობები უფასო რეკლამისათვის.7 კოდექსი განსაკუთრებულ როლს აკისრებს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც ვალდებულია, ეთერი გამოუყოს არა მარტო კვალიფიციურ კანდიდატებს, არამედ სხვა მცირერიცხვოვან პარტიებს და ბლოკებს.8
ქართული კანონი სავსებით შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. თუმცა დემოკრატიულ ქვეყნებში კანონის ძირითადი პრინციპები უფრო დეტალურად არის გადმოცემული მედიის ეთიკური ან პროფესიული სტანდარტების კონკრეტულ კოდექსებში.
BBC-ს რედაქტორულ გაიდლაინებში არჩევნების გაშუქების შესახებ ნათქვამია:
ჩვენი მიდრეკილება მიუკერძოებლობისა და სამართლიანობისაკენ საარჩევნო კამპანიების გაშუქებისას ინტენსიური ზედამხედველობის ქვეშაა. ყველა პოლიტიკური პარტია ეცდება გავლენა იქონიოს სარედაქციო გადაწყვეტილებებზე. კონტენტ-პროდიუსერებმა ყველა საჩივარი სერიოზულად უნდა აღიქვან და იცოდნენ, რომ ნებისმიერი რამ, რასაც ისინი იტყვიან, შეიძლება მიეწეროს „BBC-ს პოლიტიკას“. ჩვენ უნდა განვმარტოთ, რომ მიკერძოებულობის შესახებ ზოგადი საჩივარი ან ბრალდება ყოველთვის უფრო მაღალ საფეხურზე უნდა განიხილებოდეს და, შესაბამისად, ეს საჩივრები ან ბრალდებებიც მხოლოდ მათკენ უნდა იყოს მიმართული. ჩვენ უნდა მივიღოთ და შეგვეძლოს დავიცვათ ჩვენი სარედაქციო გადაწყვეტილებები იმის საფუძველზე, რომ ისინი გონივრულია და მიღებულია ფრთხილად და მიუკერძოებლად9
BBC-ს გაიდლაინებში ნათქვამია, რომ არჩევნების პროფესიული და მიუკერძოებელი გაშუქების უზრუნველსაყოფად პარტიების გაშუქება უნდა მოხდეს უკანასკნელ არჩევნებში მათ მიერ მიღებული მხარდაჭერის მოცულობის და ელექტორატის არსებული მხარდაჭერის გათვალისწინებით. „კამპანიის ყოველი კვირის მიმდინარეობისას Daily News-ის გამოშვებებმა უნდა მიაღწიონ შესაბამის და სამართლიან ბალანსს მთავარი პარტიების გაშუქებისას,“10 ნათქვამია გაიდლაინში.
ერთადერთი ტელევიზია, რომელსაც გააჩნია ოფიციალური ეთიკის კოდექსი, არის საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი (სსმ). 2006 წელს მან მიიღო კოდექსი, რომელიც ავალდებულებს მას, გააშუქოს არჩევნებში მონაწილე კანდიდატები და პარტიები „სამართლიანად, მიუკერძოებლად და დაბალანსებულად“.11 ეს ნიშნავს, რომ ახალი ამბების და სხვა პროგრამებში ნებისმიერი საარჩევნო სუბიექტის მიმართ პრეფერენციული მიდგომა დაუშვებელია. „საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამები არ უნდა იყოს რომელიმე პარტიის ან კანდიდატის პროპაგანდის ინსტრუმენტი.“12
კოდექსი ხაზს უსვამს, რომ ჟურნალისტებმა უნდა გააშუქონ საარჩევნო კამპანია მიუკერძოებლად და წარმოადგინონ მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობილი ანგარიში.13 კოდექსი აგრეთვე ავალდებულებს ჟურნალისტებს მოცემული კვირის განმავლობაში ბალანსი დაიცვან ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის გაშუქებისას.14 დებატებისთვის მიძღვნილ ცალკე თავში ნათქვამია, რომ დისკუსია უნდა გაიმართოს ობიექტურ და მიუკერძოებელ სტილში.15 სამწუხაროდ, არც ერთ სხვა სატელევიზიო კომპანიას არ დაუსახავს მიზნად ამგვარი სტანდარტების დაცვა. უფრო მეტიც, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ რუსთავი 2 და იმედი საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად დამფუძნებლები იყვნენ მედია საბჭოსი, რომელიც თვალყურს ადევნებს მედია სტანდარტების დაცვას საქართველოში, მათ არასოდეს გამოუხატავთ რაიმე სახის ინტერესი ამ ინსტიტუტის მიმართ.
თეორიული წანამძღვრები: „ფრეიმი“ და ინდექსირების
თეორიები
წინამდებარე კვლევა იყენებს თეორიულ წანამძღვრებს, რომლებიც „ფრეიმის“ და ინდექსირების თეორიებიდან გამომდინარეობს. ეს თეორიები მნიშვნელოვანია წინამდებარე კვლევისთვის, ვინაიდან სამეცნიერო შრომების დიდმა რაოდენობამ აჩვენა, რომ მაშინაც კი, როდესაც მოქალაქეები ჩართულნი არიან დემოკრატიულ საქმიანობაში, მათ სურთ იყვნენ ინფორმირებულნი და ამიტომ ყურადღებას უთმობენ პოლიტიკურ სიახლეებს. ისინი, მიუხედავად იმისა, პოლიტიკურად განათლებულნი არიან თუ არა, ხშირად ექცევიან მედიის და სხვა პოლიტიკური მოღვაწეების გავლენის ქვეშ, რომლებიც დომინირებენ ახალი ამბების დისკურსში.16
სწორედ ეს არის ინდექსირების თეორიის ძირითადი დაშვება, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტს სჭირდება ავტორიტეტული წყაროების ციტირება, ხოლო შედეგად ახალი ამბები იქცევა მოცემულ საკითხზე „ოფიციალური“ ხედვების გადმოცემად.17 მეორე მხრივ, ფრეიმის თეორიის თანახმად, როგორც პოლიტიკური მოთამაშეები, ისე მედია პროფესიონალებიც განსაზღვრავენ და სასურველ მნიშვნელობას და კონტექსტს ანიჭებენ საკითხებს, რომელთაც უფრო ფართო პოლიტიკურ არეალს უკავშირებენ.18 ამდენად, მედიის ხელმისაწვდომობა პოლიტიკურ მოღვაწეებს საშუალებას აძლევს ადვილად მიაწოდონ თავიანთი გზავნილები საზოგადოებას. მოვლენების მხოლოდ პროფესიული სტანდარტების შესაბამის გაშუქებას შეუძლია შექმნას მყარი პროფესიული ფილტრი და პოლიტიკური პროპაგანდის ნაცვლად სიმართლის შესაბამისი ახალი ამბები გადმოსცეს.
ფრეიმის თეორია: ფრეიმის თეორიის ძირითადი იდეა არის ის, რომ „ფრეიმი“ არის დისკურსული საშუალება, რომელიც პროფესიონალ კომუნიკატორებს საშუალებას აძლევს მოახდინონ მოვლენის ან საკითხის მნიშვნელობის კონსტრუირება და აუდიტორია მისთვის სასურველი აღქმისაკენ მიმართოს. „ფრეიმი“ არის „პროცესი, რომლის მეშვეობითაც წყარო განსაზღვრავს მნიშვნელოვან პრობლემას, რაც საფუძვლად უდევს კონკრეტულ სოციალურ ან პოლიტიკურ საკითხს; ის გამოკვეთს, სავარაუდოდ, ამ მოვლენასთან დაკავშირებულ მოსაზრებებს“.19 სხვა სიტყვებით, „ფრეიმი არის პროცესი, რომლითაც კომუნიკაციის წყარო ... განსაზღვრავს და ქმნის პოლიტიკურ საკითხს ან საჯარო დებატებს“.20 ამგვარად, იგი ქმნის პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. ასოციაციების იდეა უმნიშვნელოვანესია „ფრეიმის“ გასაგებად. „ფრეიმის“ მოდელი შეიძლება დაეფუძნოს იმ წანამძღვარს, რომ მოცემული სახის გზავნილი „ფრეიმისთვის“ განსაზღვრულ ასოციაციებს ნიშნავს.
შედეგები გვიჩვენებს, რომ „ფრეიმებს“ ძლიერი ზეგავლენა აქვთ მოქალაქეთა აზრებზე, პოლიტიკისა და მსგავსი საკითხების შესახებ.21 პოლიტიკურ ელიტებს შეუძლიათ „ფრეიმების“ ეფექტურად გამოყენება მათი პოლიტიკური მიზნების რეკლამირებისათვის. ეს კვლევა დაეყრდნობა გრაბერის მიერ განსაზღვრულ ორ სპეციფიკურ ფრეიმს.22 სტრატეგიის (ხანდახან პროცესსაც უწოდებენ) ფრეიმის შემთხვევაში ჟურნალისტი ფოკუსირდება პოლიტიკურ ტაქტიკებზე, პოლიტიკურ ალიანსებზე, ინტრიგებზე და ძალაუფლებისთვის ბრძოლაზე კულისებში, ხოლო საკითხის (ხანდახან კონტენტსაც უწოდებენ) ფრეიმის შემთხვევაში ჟურნალისტი სვამს კითხვებს, განიხილავს კონკრეტულ საკითხს და პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგებსა და ეფექტებზე ფოკუსირდება. ხანდახან სტრატეგიის ფრეიმს მოიხსენიებენ, როგორც პროცესის ჟურნალისტიკას, ხოლო საკითხის ფრეიმს, კონტენტის ჟურნალისტიკას უწოდებენ.23
ვინაიდან ჟურნალისტის უმთავრესი მოვალეობა სიმართლის თქმაა, უაღრესად მნიშვნელოვანია მოქალაქეებს მიაწოდო კონტენტის ჟურნალისტიკა პროცესის ჟურნალისტიკის ნაცვლად, ხოლო ფაქტები განაცალკეო აზრებისა და კომენტარებისაგან. მხოლოდ ფაქტებზე დაფუძნებულ ჟურნალისტიკას შეუძლია შეასრულოს ჟურნალისტიკის მთავარი მიზანი - მიუკერძოებელი და ობიექტური სწრაფვა ჭეშმარიტებისაკენ. „ჩვენ ვცდილობთ ყველაფერი ისე გავაშუქოთ, რომ მკითხველს მივაწოდოთ საკმარისი ინფორმაცია, რათა მან თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება. ეს არის ჩვენი უმაღლესი იდეალი.“24 ჰანსენი იძლევა რამდენიმე რეკომენდაციას ისეთი გაშუქების მისაღწევად, რომელიც აუდიტორიას ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება:
ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ მოვიცვათ ყველა ამომრჩევლისთვის საინტერესო თემატიკა, მოვიცვათ მთელი ქვეყანა და გავიგოთ ყველა ამომრჩეველის ხმა.
ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ამომრჩევლებმა მიიღონ ამომწურავი ზოგადი ხედვა პარტიებისა და კანდიდატების შესახებ, რაც მათ დაეხმარებათ გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი, როდესაც ისინი გადაწყვეტენ ხმის მიცემას.
ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ პოლიტიკური იდეებისა და ხედვების გაშუქება, ასევე გაშუქება კონკრეტული პოლიტიკოსების პოლიტიკისა და იმ ნდობისა, რომელიც აქვს მათ მიმართ ამომრჩეველს. კანდიდატებისგან წამოსული ყველაზე მნიშვნელოვანი წინადადებები უნდა მივაწოდოთ დამოუკიდებელ ექსპერტებს და ვთხოვოთ მათი კრიტიკული შეფასება.25
ამგვარად, პროფესიული სტანდარტების არარსებობის პირობებში მედია უმეტესწილად პოლიტიკური ელიტების მიერ შემოთავაზებული ფრეიმებისა და მესიჯების გადმოცემისაკენ იხრება და ნაკლებად შეუძლია მოქალაქეების ინტერესების სასარგებლოდ იმოქმედოს. უფრო მეტიც, ინდექსირების თეორიის თანახმად, ინფორმაციის მოსაპოვებლად მედია პოლიტიკურ ელიტებს მიმართავს.
ინდექსირების თეორია: ზალერი და ენტმანი ემხრობიან იმ აზრს, რომ ელიტური პოლიტიკური მოღვაწეები მთავრობაში თუ მის გარეთ განსაზღვრავენ დისკუსიის და აზროვნების ძირითად პარამეტრებს და საკითხებს როგორც მედიისთვის, ისე მოქალაქეთათვის. თუ მედიაში ამ წყაროების შეხედულებები დომინირებს, საჯარო მსჯელობები შეიძლება მნიშვნელოვნად იყოს დამოკიდებული პოლიტიკური ელიტების დისკურსულ ქცევა ამგვა ზე. რად, ეს მკვლევარები წარმოადგენენ „ზევიდან ქვემოთ“ შეხედულებას ელიტის დისკურსსა და საზოგადოებრივ აზრს შორის ურთიერთობაზე.26
ბენეტმა და ლორენსმა აღმოაჩინეს, რომ დრამატული, მშფოთვარე მოვლენები ჟურნალისტებისთვის სათხრობ მასალას იძლევა; ეს მათ უბიძგებს მოიძიონ წყაროები ამ მოვლენების კონტექსტის გასაგებად.12 თუმცა, ინდექსირების თეორიის თანახმად, რეპორტიორები პოლიტიკური ელიტის პროგრამის გასაძლიერებლად არაპოლიტიკურ წყაროებს იყენებენ.27 ბენეტის მიერ ჩამოყალიბებული მეორე წესი გულისხმობს თანამდებობის პირებს შორის არსებული უთანხმოებიდან ამბის აგებას, განსაკუთრებით იმათზე, რომლებსაც მოვლენათა შედეგებზე ზეგავლენის მოხდენის ძალაუფლება გააჩნიათ.28 ასეთი კონფლიქტი ჟურნალისტისთვის იმის სიგნალია, რომ მან მასალა გააფართოოს და მოიცვას ექსპერტების, სოციალური ჯგუფების შეხედულებები, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა და სხვა წყაროები, რომლებიც ასახავენ აღმოჩენილ განსხვავებას ძალაუფლების მქონე პოლიტიკოსებს შორის. 7 ნოემბრის შედეგებმა, 5 იანვრის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების და 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებამდე პერიოდის ჩათვლით, ჟურნალისტები სწორედ ასეთი მშფოთვარე და დრამატული ახალი ამბებით დახუნძლეს. იმ პერიოდში ქართულ მედიას შეეძლო ინფორმაცია მიეღო არა მხოლოდ ქვეყნის პოლიტიკური ელიტისაგან, არამედ დამოუკიდებელი ექსპერტებისა და რიგითი მოქალაქეებისგანაც.
„პოლიტიკური რიტორიკის კონტროლი საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მნიშვნელოვანი მექანიზმია.“29 სხვა სიტყვებით, იგებს ის პარტია ან პოლიტიკოსი, რომელიც, მიუხედავად საკითხისა, გარკვეული ტერმინოლოგიის გამოყენებით გარკვეულ მიმართულებას აძ ლევს დისკუსიის მსვლელობას.30 ეს არის მიზეზი, რის გამოც ინტე რესთა ჯგუფებს სურთ საკუთარი ენა და სიმბოლოები ჩასვან ამათუ იმ საკითხის მედია გაშუქებისას. ამით ისინი ზრდიან საკითხის ცნობადობას და განსაკუთრებულობას და ახერხებენ პოლიტიკური ბალანსი მოცემული ჯგუფის სასარგებლოდ გადახარონ.31 ამიტომ პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები ირჩევენ ამა თუ იმ გაზეთს ან სატელევიზიო კომპანიას ოთხი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმის მიხედვით. ესენია: ადვილად ხელმისაწვდომობა, ფართო აუდიტორია, მაღალი ნდობა და საბოლოო პროდუქტზე კონტროლი.32 ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკოსები ცდილობენ, მათი გაშუქება მოხდესისეთ გაზეთში, სატელევიზიო და რადიო კომპანიებში, რომლებსაცმაღალი რეიტინგი აქვთ, მიიჩნევიან სანდოდ და ლოიალურნი არიანამ პოლიტიკოსებისადმი. ლოიალურობა უზრუნველყოფს, რომ გაზეთს, სატელევიზიო არხს ან რადიოსადგურს შეუძლია უფრო ხში რად მოახდინოს ამ პოლიტიკოსების ციტირება, ვიდრე ნაკლებად კეთილგანწყობილი პოლიტიკოსისა და ამგვარად მისცეს მათ ახალი ამბების შექმნის საშუალება. ეს, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ პოლიტიკოსს, სავარაუდოდ, ექნება საშუალება შემოიტანოს თავისი ენა - ტერმინები და სიმბოლოები - ახალ ამბებში და ექნება შესაძლებლობა გაგზავნოს თავისი მესიჯი სასურველი გზით. ამიტომ იყო, რომ ოპოზიცია სწყალობდა კავკასიას, რომელიც ახალ ამბებს ოპოზიციური კუთხით აშუქებდა, ხოლო მმართველი პარტია სწყალობდა რუსთავი 2-ს, სადაც ახალი ამბები მმართველი პარტიის მიმართ ლოიალურად შუქდებოდა.
ამავე დროს, მკვლევარები ამტკიცებენ, რომ მედია საშუალებებს თვითონ აქვთ საკუთარი პროფესიული სტანდარტები და კომერციული და იდეოლოგიური ინტერესები და შეუძლიათ საბოლოოდ რეალობის „მედიის მიერ შექმნილი“ ვერსია გადმოსცენ.33 ბლუმერი და გურევიჩი განასხვავებენ მედიის ორ მოდელს: მტრულსა და სიმბიოზურს.34 მათ მტრული მოდელი აღწერეს როგორც მოდელი, რომელიც ეფუძნება პოლიტიკოსებსა და მედიას შორის ინტერესთა კონფლიქტს.
„საჭიროა თვალყური ადევნო პოლიტიკოსებს, როდესაც ისინი ბოროტად იყენებენ ძალაუფლებას, ამეტებენ საკუთარ უფლებამოსილებას, სჩადიან უხეშ დაუდევრობას. მათ სურთ ეს დაიმალოს და ისეთ პოზიციაში აღმოჩნდნენ, როდესაც არავის წინაშე არ იქნებიან ანგარიშვალდებულნი.“35
ავტორები ამბობენ, რომ მედიას აქვს სიმბიოზური ურთიერთობა პოლიტიკურ მოთამაშეებთან, როდესაც ისინი კონკრეტულ პირობებზეაწარმოებენ მოლაპარაკებას.36 ჟურნალისტები პოლიტიკოსებს მათგან ინფორმაციის მიღების სანაცვლოდ მედიის საშუალებით საზოგადოების ყურადღების ხელმისაწვოდმობას სთავაზობენ. ჟურნალისტები, კონკრეტული მოვლენების და საკითხების გაშუქებისას ხშირად საკუთარი კულტურის და სოციალური გარემოს გავლენის ქვეშ იმყოფებიან.37
იგივე სიტუაცია განვითარდა საქართველოში. კავკასია ინარჩუნებდა სიმბიოზურ ურთიერთობას გაერთიანებულ ოპოზიციასთან და დაპირისპირებულ ურთიერთობას მმართველ პარტიასთან. მისგან განსხვა ვებით, რუსთავი 2 და მზე კონფრონტაციაში იყვნენ გაერთიანებულ ოპოზიციასთან და ლოიალობას ამჟღავნებდნენ მმართველი პარტიის მიმართ. ამასობაში საზოგადოებრივი მაუწყებელი ცდილობდა მოელაპარაკა ორივე მხარესთან.
ქართულ მედიას სხვა პოსტკომუნისტური ქვეყნების მედიასთან რამდენიმე საერთო თვისება აქვს. არსებობს კვლევები, რომლებიც დეტალურად შეისწავლიან ამ რეგიონში სხადასხვა ტიპის მედიის ფრეიმებსა და წყაროებს ან მათ ზოგად მახასიათებლებს. მაგალითად, რუმინეთი და პოლონეთი ის ქვეყნებია, რომლებმაც საქართველოს მსგავსი განვითარების გზა (სხვადასხვა წარმატებით) გაიარეს კომუნისტური ავზა ტოკრატიიდან დემოკრატიისკენ. ასე რომ, ამ ქვეყნებში მედიას აქვს ზოგიერთი მსგავსი თვისება.
მაგალითად, გროსს მოჰყავს რუმინული მედიის ექვსი მახასიათებელი 1996-2000 წლებში, რომლებიც რაღაც წილით ქართულ მედიას წააგავს.38 გროსის მტკიცებით, რუმინეთში მედიამ და ჟურნალისტებმა ვერ შეძლეს ყოფილიყვნენ დემოკრატიული რწმენისა და ღირებულებების მატარებელთა მაგალითები. მისი მტკიცებით, „ჟურნალისტიკა (ა) ხელს უწყობს დემოკრატიის მიმართ ეჭვების გაჩენას; (ბ) ხშირად ზრდის, ვიდრე ამცირებს ოპოზიციური პარტიების რწმენების და პრეფერენციების მიმართ შეუწყნარებლობას; (გ) არ უწყობს ხელს იმგვარი ატმოსფეროს შექმნას, რომელიც გაზრდის პოლიტიკურ ოპონენტებს შორის კომპრომისის მიმართ მზაობას ან გაზრდის პრაგმატიზმს და მოქნილობას; (დ) ზრდის პოლიტიკური გარემოსა და თანამშრომლობის მიმართ უნდობლობას; (ე) არაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ ხელი შეუწყოს მეტ ზომიერებას პოლიტიკურ პოზიციებში, პარტიულ იდენტიფიკაციებსა და ცივილურობაში; (ვ) მცირედით ეხმარება პოლიტიკურ ეფექტურობასა და მონაწილეობას.“39
გობან კლასმა ხაზი გაუსვა მსგავს ტენდენციას პოლონურ მედიაში. ის ამტკიცებს, რომ პოლონეთში მედია პარტიულია და ეს პარტიულობა ასახავს არსებულ სოციალურ დაძაბულობას და კონკურენტი პოლიტიკური ჯგუფების აღქმას, რომლის მიხედვითაც ძალაუფლებისთვის ბრძოლაში მედია გახდა „პოლიტიკისთვის მთავარი ინსტრუმენტი. მედიაზე მათი შეხედულება არის ერთგანზომილებიანი, ზედმეტად პოლიტიზირებული და მარტივი, სჯერათ რა ჟურნალისტის მისიონერული როლის და იდეოლოგიზირებული პრესის“.26
ახალი ამბების წყაროების მნიშვნელობა პოლიტიკური ელიტისთვის ასახულია ელისის 1990-იანი წლების რუსული მედიის კვლევაში. ავტორი ამტკიცებს, რომ „რუსეთში მას მედიის მთავარი როლი არის არა რეკლამის განმთავსებელთათვის ფართო აუდიტორიის მიზიდვა და შენარჩუნება, არამედ ფართო აუდიტორიის მიზიდვა და შენარჩუნება კონკრეტული პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც ან აკონტროლებენ ან ცდილობენ გააკონტროლონ მას მედია“.40
ეს კონტრასტს ქმნის პროფესიულ სტანდარტებთან, რომლებსაც წარმოადგენს, ძირითადად, დასავლეთ ევროპისა და აშშ-ის მაღალი რეპუტაციის მქონე მედია საშუალებები; ამ უკანასკნელთა მიხედვით, ჟურნალისტიკა, პირველ რიგში, ერთგულია საზოგადოებისა და არა მათი, ვისაც გააჩნია პოლიტიკური, ეკონომიკური ან სხვა რაიმე სახის ძალაუფლება. ჰანსენის თქმით, „მედიის როლი ისაა, რომ მუდმივად აკონტროლოს თუ რამდენად უზრუნველყოფს მთავრობა თავისუფალ, ღია და სამართლიან საარჩევნო პროცესს“.28 მხოლოდ თავისუფალი საჯარო დებატების დახმარებით შეიძლება მოქალაქეები სრულად იყვნენ ჩართულნი და ესმოდეთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები. ამიტომ არის უაღრესად მნიშვნელოვანი თავისუფალი და დაბალანსებული დისკუსიები პოლიტიკური პარტიების ან ინდივიდუალური პოლიტიკოსების პლატფორმების და ხედვების შესახებ, განსაკუთრებით, არჩევნების პერიოდში. „ეს უნდა იყოს ამოსავალი ნებისმიერი მედიისთვის, რომელსაც აქვს ეროვნული საარჩევნო კამპანიის ნორმალურად გაშუქების სურვილი: დემოკრატია არის დისკუსია. დემოკრატიული საარჩევნო კამპანია არის თავისუფალი, ღია და სამართლიანი პროცესი.“41 მედია საშუალების საიმედოობა და მოქალაქეების ნდობა ნიშნავს, რომ მედია არის აუდიტორიის ერთგული. ეს არის მისი პირდაპირი მოვალეობა.42
კვლევის მეთოდი
იმის გასაანალიზებლად, შეესაბამებოდა თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებლის, რუსთავი 2-ის, მზის და კავკასიის მიერ არჩევნების გაშუქება საერთაშორისო ეთიკურ და პროფესიულ სტანდარტებს, მკვლევარებმა გამოიყენეს კონტენტ ანალიზის მეთოდი და ჩაატარეს ფოკუსჯგუფები ჟურნალისტებთან, რომლებიც მუშაობენ იმ მედია საშუალებებში, რომელთა შესწავლასაც ისახავდა მიზნად მოცემული პროექტი. კელერის თანახმად, კონტენტ-ანალიზი მკვლევარს აძლევს საშუალებას შეისწავლოს „კომუნიკაცია სისტემური, ობიექტური და რაოდენობრი მეთოდით ცვლადების გაზომვის მიზნით.“43 კოდერებმა შეარჩიეს ყოველი მეოთხე დღე დაწყებული პირველი მარტიდან და კოდირება გაუკეთეს საარჩევნო ახალ ამბებს, რომლებიც გავიდა ეთერში იმ დღის პრაიმ-ტაიმის ახალ ამბებში. მათ აგრეთვე შეარჩიეს და გააკეთეს კოდირება ყოველი მეოთხე თოქ-შოუსი.
კვლევის მთავარი ცვლადები იყო: სატელევიზიო არხი, პროგრამის ტიპი (ახალი ამბები ან თოქ-შოუ), წყაროები (პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მათი მხარდამჭერები, ცენტრალური საარჩევნო კომისია და მისი წარმომადგენლობები, დამოუკიდებელი ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლები). კვლევა შეისწავლიდა:
1. საზოგადოებისთვის ინფორმაციის მნიშვნელობას,
2. ფაქტის გამოცალკევებას მოსაზრებისაგან/კომენტარისგან და 3. მიუკერძოებლობასა და ბალანსს.
კვლევა შეისწავლიდა ორ ძირითად საარჩევნო ფრეიმს: საკითხის ფრეიმსა და სტრატეგიის ფრეიმს. საკითხის ფრეიმი აშუქებს კონკრეტულ საკითხს, პოლიტიკას ან მის გავლენას რიგით მოქალაქეებზე. საკითხის ფრეიმი ორიენტირებულია კონკრეტული პრობლემის გადაჭრის შესახებ დისკუსიაზე, თუ როგორ უდგებიან კონკრეტულ საკითხს პოლიტიკური პარტიები და როგორ გეგმავენ ისინი საკითხიდან გამომდინარე სიტუაციის გაუმჯობესებას. სტრატეგიის ფ რეიმი პოლიტიკურ მარათონს უყურებს როგორც პროცესს, არის საკითხზე ნაკლებად ფოკუსირებული, სამაგიეროდ, ორიენტირებულია პერსონალურ კრიტიკაზე ან კონკურენტების წინააღმდეგ შეტევაზე. ამიტომ, იმის გასარკვევად, თუ რომელი ფრეიმი იყო ახალ ამბებში გამოყენებული, შემდეგი კითხვები დაისვა:
სტრატეგიის ფრეიმი:
1. ახალი ამბები შეეხება იმას, თუ ვინ ლიდერობს კამპანიას ან მიჰყვება მას.
2. ახალი ამბები აშუქებს და აღწერს კამპანიის კონკრეტულ მოვ ლენას.
3. ახალი ამბები აცხადებს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს.
4. ახალი ამბები კონცენტრირდება მონაწილე პარტიებს შორის კონფლიქტზე.
საკითხის ფრეიმი:
1. ახალი ამბები აშუქებს მონაწილე პარტიების საარჩევნო პლატფორმის კონკრეტულ ასპექტებს.
2. ახალი ამბები აშუქებს საზოგადოებაში არსებულ პრობლემას და ეძებს მათი გადაჭრის გზებს მონაწილე კანდიდატების ან საარჩევნო პლატფორმაში.
3. ახალი ამბები წარმოადგენს მონაწილე პარტიების და კანდიდატების საარჩევნო პლატფორმის შინაარსს სიღრმისეულად.
კვლევა აგრეთვე აკვირდებოდა არჩევნების გაშუქებას თოქ შოუებში, კერძოდ, უთმობდა თუ არა თოქ-შოუს მოდერატორი მხარეებს თანაბარ დროს და იქცეოდა თუ არა იგი დისკუსიის დროს ისე, რომ აუდიტორიას მიეღო ინფორმაცია საკითხის შესახებ, თუ ეძებდა პროვოკაციულ მხარეს, რათა გაეღვივებინა წინააღმდეგობა მოკამათე მხარეებს შორის და შოუში უფრო მეტი პირადი სახის კრიტიკა ყოფილიყო.
კონტენტი კოდირებული იყო რიფის44 მიერ აღწერილი პროცედურების შესაბამისად ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორი კოდერის მიერ. იმისათვის, რომ უზრუნველყოფილიყო კოდირების პროცედურების და შედეგების სიზუსტე, კოდერებმა გაიარეს შესაბამისი ტრენინგი. ისინი ერთად აკეთებდნენ მოვლენების 20 პროცენტის კოდირებას, სანამ კონსენსუსი არ იქნა მიღწეული და კატეგორიები არ დაზუსტდა. კონსენსუსის მიღწევის შემდეგ ისინი მოვლენების დარჩენილი ნაწილის კოდირებას ცალ-ცალკე აკეთებდნენ.
საზოგადოებრივი მაუწყებლიდან კოდირებული იყო 95 მოვლენა, მზიდან - 88, რუსთავი 2-იდან - 75 და 111 - კავკასიიდან. შინაარსის შესაბამისად სულ კოდირებული იყო 369 მოვლენა.
იმისათვის, რომ სიღრმისეულად გაეგოთ არჩევნების პერიოდის ეთიკური დილემები და საკითხები, მკვლევარებმა ჟურნალისტების ფოკუს-ჯგუფში შინაარსის ანალიზთან ერთად ჩაატარეს მცირე დისკუსია. ფოკუს-ჯგუფში მოდერატორი სვამდა კითხვებს ქართული ჟურნალისტიკის ეთიკური და პროფესიული სტანდარტების შესახებ..
კვლევის შედეგები
ძირითადი შედეგი არის ის, რომ ოთხივე სატელევიზიო არხმა გააშუქა 21 მაისის საპარლამენტო არჩევნები არჩევნების პროცესის რაკურსით. ახალი ამბები ყურადღებას ამახვილებდა პარტიების წინა საარჩევნო კამპანიის ინდივიდუალურ ღონისძიებებზე, ვიდრე მათი საარჩევნო პროგრამის ან, აქედან გამომდინარე, სპეციფიკური შედეგების განხილვაზე. ამდენად, ქართულმა სამაუწყებლო მედიამ შექმნა სივრცე პოლიტიკური პარტიების პლატფორმების წარმოსადგენად და არა ფორუმი კონკრეტული პოლიტიკური საკითხების და თითოეული პარტიის პოლიტიკური ხედვის დადებით მხარეებსა და მათი საარჩევნო დაპირებების მიღწევის შესაძლებლობის შესახებ საჯარო დისკუსიებისთვის.
ცხრილი №1 გვიჩვენებს დროის რაოდენობას, რომელიც იყო გამო ყოფილი თითოეული პარტიის წარმომადგენლისთვის. საერთო ჯამში, 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში, ყველაზე ხშირად ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შუქდებოდა.
მმართველი პარტია ყველაზე მეტად შუქდებოდა სამ უმსხვილეს სატელევიზიო კომპანიაზე: საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რუსთავი 2-სა და მზეზე. მზის მიერ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გაშუქების დრო ორჯერ აღემატებოდა გაერთიანებული ოპოზიციის გაშუქების დროს, რომელიც ამ მაჩვენებლით მეორე იყო. კავკასიაზე გაერთიანებული ოპოზიცია ლიდერობდა. გაერთიანებული ოპოზიციის კოალიცია გაშუქების რაოდენობით მეორე იყო საზოგადოებრივ მაუწყებელზე და მზეზე, ხოლო რესპუბლიკური პარტია მეორე იყო რუსთავი 2-ზე, კავკასიაზე კი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. რესპუბლიკელები მესამე იყვნენ სსმ ზე, მზეზე (სადაც ეს ადგილი გაიყვეს ლეიბორისტებთან) და კავკასიაზე, ხოლო რუსთავი 2-ზე გაერთიანებული ოპოზიცია იყო მესამე. სხვა მცირე პარტიები უმეტესად შუქდებოდა კავკასიაზე და არა სსმ ზე, რომლის წესდებაც მას მკაცრად ავალდებულებს საეთერო დრო დაუთმოს მცირე, ნაკლებად გავლენიან ჯგუფებს. სადამკვირვებლო მისია ყველაზე მეტად შუქდებოდა კავკასიაზე, ყველაზე ნაკლებად - რუსთავი 2-ზე. ცენტრალური საარჩევნო კომისია ყველაზე ხშირად წარმოდგენილი იყო კავკასიასა და საზოგადოებრივ მაუწყებელზე.
ცხრილი№1
წყაროები

ცხრილი №2 გვიჩვენებს, რომ ოთხივე სატელევიზიო არხი პარტიების პლატფორმების სპეციფიკურ საკითხებს ერთობ ცოტა სიუჟეტსგადასცემდა.
უმეტეს შემთხვევებში ქართული სამაუწყებლო მედია აშუქებდა კამპანიის პროცესს პარტიების პლატფორმების შესახებ საკითხებზე ფოკუსირების გარეშე. გაერთიანებული ოპოზიცია თითქმის ექსკლუზიურად ამ პერსპექტივიდან შუქდებოდა: მოვლენების 97%25, რომლებიც შეეხებოდა კოალიციას, იყენებდა პროცესის ფრეიმს. ყველაზე ხშირად ნაციონალური მოძრაობის და ლეიბორისტული პარტიის პლატფორმები შუქდებოდა. გაერთიანებული ოპოზიციის შესახებ სიუჟეტები არ შეეხებოდა მათ პლატფორმას ან ზოგად პოლიტიკურ ხედვას.
ცხრილი№2
არჩევნების გაშუქების ფრეიმები ქართულ სამაუწყებლო მედიაში
ფრეიმები |
სსმ(%25) |
რუსთავი2(%25) |
მზე(%25) |
კავკასია(%25) |
საკითხის |
2 |
1 |
4 |
3 |
პროცესის |
72 |
90 |
93 |
76 |
სხვა |
26 |
9 |
3 |
21 |
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატების მიერ დიდ ცერემონიულ გახსნებზე დასწრების შესახებ ანგარიშები კამპანიის სატელევიზიო გაშუქების მუდმივი ელემენტი იყო. ისეთი მოვლენები, როგორებიცაა „ნაციონალურმა მოძრაობამ ოთარაშვილების ოჯახს ბოდბეში სახლი უყიდა,“ „მიკრო-ავტობუსების ახალი ხაზი გაიხსნა ავლაბარში,“ „მთაწმინდაზე, სევასტოპოლის ქუჩაზე ახალი სპორტული სტადიონი გაიხსნა,“ „[ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო კანდიდატები] კობა სუბელიანი და ლაშა ჟვანია ლტოლვილ ბავშვებთან ერთად დაესწრნენ ქალ ფრენბურთელთა მატჩს“ არჩევნების წინა პერიოდში ქართულ არხებზე დიდი რაოდენობით გადიოდა. ცხრილი №3 გვიჩვენებს, თუ რა ფრეიმები იყო გამოყენებული ოთხივე სატელევიზიო არხის მიერ თითოეული პოლიტიკური პარტიის გაშუქებისას.
ცხრილი №3
შესასწავლი სატელევიზიო არხების მიერ თითოეული პარტიის გაშუქების ფრეიმი (პროცენტებში)

ცხრილი №4 იძლევა ჟურნალისტური სტანდარტებისა და ეთიკის დაცვის უფრო სპეციფიკურ აღწერას. დაბალანსებული რეპორტაჟების მცირე წილი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ გაშუქებისას არხების უმეტესობა უბრალოდ აჩვენებდა კამპანიის დროს მომხდარ მოვლენებს და არ მოითხოვდა რაიმე ბალანსს. ასეთ შემთხვევაში ჟურნალისტი მიუკერძოებლად აღწერდა წინა-საარჩევნო მოვლენას არსებითი საკითხის შეხების გარეშე.
ცხრილი №4
გადაცემული |
სსმ |
რუსთავი |
მზე |
კავკასია |
მიუკერძო- |
82 |
60 |
60 |
27 |
დაბალანსე- |
27 |
15 |
16 |
10 |
ბალანსი არ |
52 |
65 |
62 |
20 |
ბალანსი არ იყო საჭირო რუსთავი 2-ის და მზის მიერ გადაცემული ანგარიშების უმეტესობაში იმიტომ, რომ ისინი აშუქებდნენ არა საკითხს ან იმას, თუ როგორ უყურებენ პარტიები და კანდიდატები ამ საკითხს, არამედ ინდივიდუალური პარტიების საარჩევნო კამპანიის მოვლენებს. ეს იყო, ძირითადად, ამომრჩეველთან შეხვედრები, საპროტესტო აქციები (ოპოზიციური ჯგუფების შემთხვევაში) და სამთავრობო ღონისძიებები, რომელშიც მონაწილეობდნენ მმართველი პარტიის კანდიდატები. თუმცა იმ ანგარიშებში, სადაც ბალანსი იყო საჭირო, მონაცემები გვიჩვენებს, რომ მიკერძოება აშკარაა.
რაც შეეხება თოქ შოუებს, ასეთი პროგრამების ნახევრისთვის დამახასიათებელი იყო დისკუსიები წამყვანის მოდერატორობით. ასეთი შემთხვევების ნახევარში წამყვანი იყო პროვოკაციული და ცდილობდა დებატების მხარეებს შორის კონფლიქტი წაეხალისებინა. უმეტეს შემთხვევებში დებატების მხარეებს შეეძლოთ გამოეყენებინათ მათთვის გამოყოფილი დრო წამყვანის ჩარევის გარეშე და ოთხი სატელევიზიო არხის მიერ გადაცემული თოქ-შოუების 67 პროცენტის შემთხვევაში წამყვანი იყო მიუკერძოებელი. თუმცა, როგორც ცხრილი №5 გვიჩვენებს, უმეტეს შემთხვევებში პოლიტიკოსები ახორციელებდნენ შეტევას პირადად ოპონენტზე ან ოპონენტის პარტიაზე და არა დებატების იმ თემაზე, რომელიც აინტერესებდა პუბლიკას.
ცხრილი № 5
თოქ-შოუების მთავარი რიტორიკა
პოლიტიკოსების რადიკალური აზრი |
85 |
პოლიტიკური პარტიების პროგრამები |
80 |
დისკუსიები საარჩევნო დაპირებების |
3 |
კომპრომისის შეთავაზება |
0 |
პერსონალური შეტევა |
93 |
დასკვნა
„თავისუფალი, სამართლიანი და დაბალანსებული საარჩევნო გაშუქების სტანდარტები, რომლებიც რეკომენდირებულია ევროპის საბჭოს მიერ და გამოიყენება ყველა სერიოზული, ხარისხიანი მედიის მიერ დასავლეთ ევროპაში, არის ან ამ ქვეყნების რედაქტორებისა და რეპორტიორების ოცნება ან მიამიტური აღქმა, რომელსაც ძალიან მცირე ან საერთოდ არ აქვს შანსი იმისა, რომ მიღებულ იქნეს კომერციული და პოლიტიზირებული ადგილობრივი და ეროვნული მედიის მიერ, რომელთა მიზანიც არ არის პლურალიზმის მხარდაჭერა.“45
21 მაისის საპარლამენტო არჩევნების გაშუქების შესწავლამ აჩვენა, რომ მმართველი პარტია - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ქართული სატელევიზიო არხების მიერ ყველაზე მეტად შუქდებოდა. რუსთავი2 მა და მზემ მის გაშუქებას ორჯერ მეტი დრო დაუთმეს, ვიდრე გაერთიანებულ ოპოზიციას. ამავე დროს ტელევიზია კავკასია, რომელიც მაუწყებლობს თბილისში, გაერთიანებულ ოპოზიციას უფრო აქტიურად აშუქებდა. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ რუსთავი 2-ს ბაზრის წილის მიხედვით წამყვანი ადგილი უჭირავს, ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რუსთავი 2-ის საშუალებით რეგიონების მოსახლეობა უფრო მეტად იღებდა ინფორმაციას ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მოვლენების უმეტესობა შეეხებოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კამპანიის ისეთ ღონისძიებებს, როგორებიცაა ამომრჩეველთან შეხვედრები და გახსნის ცერემონიები და პრეზენტაციები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით. მედია ამ საკითხებს პროცესის ფრეიმის ფილტრიდან გადმოსცემდა, სთავაზობდა რა მაყურებელს ამ ღონისძიებების უბრალო აღწერას და არ უღრმავდებოდა არსებით საკითხებს.
ზოგადად, საკითხის ფრეიმი არ იყო გამოყენებული რეპორტაჟებისთვის უფრო სიღრმისეული შინაარსის მისაცემად. მაგალითად, არჩევნების გაშუქების შემთხვევაში, შინაარსზე დაფუძნებული ჟურნალისტიკა მოითხოვს საარჩევნო კოდექსის და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საკითხების ცოდნას. რეპორტაჟი პროცესზე და არა საკითხებზე ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კამპანიის ღონისძიებების „კარგ ამბებად“, როგორც „არსებული პრობლემის გადასაჭრელ ქმედებად“ აღქმას უწყობს ხელს. ამავე დროს გაერთიანებული ოპოზიციის და სხვა ოპოზიციური პარტიების საქმიანობა უფრო მეტად შუქდებოდა საპროტესტო აქციების დროს, რომელიც მაყურებელში უფრო მეტად არეულობასთან შეიძლება ასოცირდებოდეს. თუმცა მარტო მედია არ არის დამნაშავე: ოპოზიციურ კოალიციას არ შემოუთავაზებია ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრის კონკრეტული ხედვა და შეიძლება ითქვას, რომ არ ჰქონია თანმიმდევრული საარჩევნო პლატფორმა.
ბალანსი არ იყო საჭირო იმიტომ, რომ არჩევნების გაშუქებაკონცენტრირდებოდა ცალკეული პარტიების საარჩევნო ღონისძიებებზე და არ გვთავაზობდა ახალ ამბებს, სადაც რამდენიმე პოლიტიკური პარტია განიხილავდა საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხს. მიუხედავად ამისა, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მიუ კერძოებლობა არ იყო დაცული, გაშუქება შეიძლება აღიწეროს რო გორც მიკერძოებული. თუ შევხედავთ კანდიდატებისთვის დათმობი ლი საეთერო დროის ხანგრძლივობას, დავინახავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის, მზის და რუსთავი 2-ის მიერ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის უპირატეს გაშუქებას და კავკასიის მიერ გაერთიანებუ ლი ოპოზიციის უპირატეს გაშუქებას.
მზისა და რუსთავი2 ის მიერ ნაციონალური მოძრაობის უპირატესი გაშუქება შეიძლება აიხსნას გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან ამ არხების ბოიკოტით და ამ კომპანიებში მომუშავე ჟურნალისტებისთვის „ვიგინდარების“ წოდებით. ისინი არ ელაპარაკებოდნენ ჟურნალისტებს და ამდენად არ ჰქონდათ რეპორტაჟებში პირდაპირი ან არაპირდაპირი ციტირების ან შედარებით დაბალანსებული გაშუქების შანსი. ამან ჟურნალისტები მტრულად განაწყო გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებისადმი და ეს გაშუქების დროს აშკარა გახდა. ამ ფაქტორმა გამოიწვია სატელევიზიო ლანდშაფტის მმართველი პარტიის სასარგებლოდ მიკერძოება.
პროცესზე დაფუძნებული გაშუქების მაღალი პროცენტი იმის მაჩვენებელია, რომ ჟურნალისტები ფოკუსირდებოდნენ კამპანიის ღონისძიებებზე, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაზე და მონაწილე მხარეებს შორის კონფლიქტზე, ნაცვლად არსებითი საკითხების გაშუქებისა და პარტიების პლატფორმების განხილვისა. არჩევნების ამ ტიპის გაშუქებამ, ერთი მხრივ, ვერ მიაწოდა აუდიტორიას უტყუარი, სამართლიანი, ზუსტი და დაბალანსებული ინფორმაცია, რათა მას მიეღო ინფორმირებული გადაწყვეტილება. მეორე მხრივ, მან მისცა საშუალება პოლიტიკოსებს, მედიის საშუალებით დადებითი მხრიდან წარმოჩენილიყვნენ. ამდენად, იმ პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც უკეთ იყო ორგანიზებული, უფრო მიზანმიმართული იყო და უკეთ მომზადებულიც კამპანიისთვის, მიიღო მეტი გაშუქება და ქართულ მაუწყებელთა პროგრამებიც განსაზღვრა.
სამაუწყებლო ჟურნალისტების დაბალ პროფესიულ სტანდარტებთან ერთად, 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისას ცხადად გამოჩნდა არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების დაბალი პოლიტიკური კულტურა. თოქ-შოუებში საკვანძო პოლიტიკური მოთამაშეების ხშირად აგრესიულმა დებატებმა ეს აშკარა გახადა. კონკრეტულ საკითხებზე, მათ პოლიტიკურ პლატფორმებზე ან გასატარებელ პოლიტიკაზე საუბრის ნაცვლად პოლიტიკური ლიდერები ერთმანეთის წინააღმდეგ აგრესიულ პირად შეტევაზე გადავიდნენ. ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ბოიკოტი გამოუცხადა განსაზღვრულ არხებს და რამდენიმე შემთხვევაში ოპოზიციის აქტივისტებმა ტელევიზიის ჟურნალისტები ფიზიკურად შეურაცხყვეს.
ამდენად, სოციალური პასუხისმგებლობის თეორიის თანახმად, ოთხმა ქართულმა სატელევიზიო არხმა ვერ უზრუნველყო მოვლენების ჭეშმარიტი და სრულყოფილი ანგარიშის წარმოდგენა. მათ ვერ უზრუნველყვეს საზოგადოება კონკრეტულ აქტუალურ საკითხებზე დისკუსიებითაც. პირიქით, მათ მისცეს საშუალება პოლიტიკურ პარტიებს და საზოგადოებასთან ურთიერთობის მათ სამსახურებს გამოეყენებინათ მედია, როგორც პროპაგანდის საშუალება.
არჩევნების გაშუქების ხასიათი განაპირობა არა მხოლოდ იმ არჩევნებზე მომუშავე ჟურნალისტების დაბალმა პროფესიულმა სტანდარტებმა, არამედ, როგორც ფოკუს ჯგუფებმა აჩვენეს, იმანაც, რომ რეპორტაჟების მომზადებისას ჟურნალისტები არ იყვნენ დამოუკიდებელნი. ზოგი ჟურნალისტის თქმით, მათ ხშირად აძალებდნენ კონკრეტული მასალის მომზადებას ან კონკრეტული პოლიტიკოსების კონკრეტული ციტატების და კომენტარების გამოყენებას. ამდენად, ისინი მოქმედებდნენ არა დამოუკიდებლად და ეთიკური სტანდარტების შესაბამისად, არამედ უფრო საინფორმაციო განყოფილების იდეოლოგიის და უფრო ზოგადად, მოცემული არხის მეპატრონის ნების შესაბამისად.
ჯამში, 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების გაშუქება არ იყო მიუკერძოებელი, სამართლიანი და დაბალანსებული სამი ძირითადი მიზეზის გამო: 1) ჟურნალისტების დაბალი პროფესიული სტანდარტების გამო, რომლებიც არ ეძიებდნენ მოვლენას და იყენებდნენ პოლიტიკური პარტიების მიერ დადგმულ ადვილად გასაშუქებელ პროპაგანდისტულ ღონისძიებებს; 2) სატელევიზიო არხების ხელმძღვანელობის მიერ განხორციელებული იდეოლოგიური ზეწოლის გამო - სამსახურიდან დათხოვნის შიშით, ჟურნალისტები ემორჩილებოდნენ იდეოლოგიას, რომელიც მათ არხის ხელმძღვანელობამ მოახვია თავს; 3) პოლიტიკური მოთამაშეების დაბალი პოლიტიკური კულტურის გამო, რომელთაც საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის რადიკალიზაცია მოახდინეს და ძირეული საკითხების განხილვის ნაცვლად გადავიდნენ მოწინააღმდეგეებზე პირადი სახის შეტევაზე.
დასკვნის სახით, საქართველოში უკანასკნელმა ორმა არჩევნებმა აჩვენა, რომ პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტებზე შეთანხმება და მათი დაცვა, საერთაშორისო გამოცდილების პარალელურად, უაღრესად სასარგებლო იქნებოდა ქართული მედიისთვის. ეთიკური გაიდლაინების და პროფესიული სტანდარტების არსებობაც კი შესაძლებელს გახდიდა სერიოზული და ხარისხიანი მედიის ყვითელი და დაბალხარისხიანი მედიისგან განსხვავებას.2
ქართველ ჟურნალისტებს შორის პროფესიულ სტანდარტებზე შეთანხმება აგრეთვე ხელს შეუწყობდა მოვლენების სამართლიან, ჭეშმარიტ და მიუკერძოებელ გაშუქებას და გაზრდიდა საზოგადოების მიერ მედიისადმი ნდობას, მიუხედავად იმისა, თუ რას მოითხოვს პოლიტიკური ელიტა - იქნება ეს მმართველი პარტია თუ ოპოზიცია - მედიისგან. მაღალი პროფესიული და ეთიკური სტანდარტების არსებობა აუცილებელია მედიისთვის, რათა შეასრულოს მისი მთავარი როლი დემოკრატიაში, განსაკუთრებით, არჩევნების პერიოდში.
გამოყენებული ლიტერატურა
1. Ball Rockeach, S. J., & DeFleur, M. L. (1976). “A dependency model of mass media effects”. Communication Research.
2. Baumgartner, F. R., & Jones, B. D. (1993). Agendas and instability in American politics. Chicago: University of Chicago Press.
3. BBC election guidelines (2008).
4. Bennett, W. L. (1996). The governing crisis: media, money and marketing in American elections. New York: St. Martin's Press.
5. Bennett, W. L. (1990). „Toward a theory of press state relations in the United States“. Journal of Communication, 40 (2).
6. Blumler, J., & Gurevitch, M., (1981). „Politicians and the press. Political communication settings“. In Gurevitch, M., Bennett, Hansen, H. (2008), Fair and Balanced Elections Reporting, Strasburg: Councils of Europe. , Curran, J., & Woolacott, J. (1981). Culture, society and the media. Methuen: London and New York.
7. Callaghan, K., & Schnell, F. (2001). „Assessing the democratic debate: how the news media frame elite policy discourse“. Political Communication, 18.
8. Cook, T. E. (1989). Making laws and making news. Washington: The Brookings Institution.
9. Election Code of Georgia (2006 2008).
10. Ellis, F. (1999). From glasnost to the Internet: Russia's new infosphere. London: Macmillan.
11. Entmann, R. (1993). „Framing: toward clarification of a fractured paradigm“. Journal of Communication, 43(4).
12. Gamson, W. A., & Modigliani, A. (1987). „The changing culture of affirmative action“. Research in Political Psychology.
13. Georgian Public Broadcaster's code of conduct (2006).
14. Goban Klas, T. (1997). „Politics vs. media in Poland: A game without rules“. In: P. O'Neil (Ed.) Post Communism and media in Eastern Europe - London: Frank Cass.
15. Graber, D. A. (2000). Media Power in Politics. Washington DC:CQ Press.
16. Gross, P. (1999). „Limping to nowhere: Romania's media under Constantinescu“. East European Studies
17. Hall, S. (1997) „Culture, the media and the “Ideological effect” in Curran, J., Gurevitch, M., & Woolacott, J. (1977). Mass Communication and Society. Beverly Hills/London: Sage.
18. Hansen, H. (2008). Fair and Balanced Elections Reporting. Strasburg: Council of Europe.
19. Hennessey, B. (1985). Public opinion. Monterey: Brooks/Cole.
20. Kellinger F. (1986). Foundations of behavioral research. New York: Holt, Rinehart & Winston.
21. Kinder, D., & Sanders, L. (1990). „Mimicking political debate with survey questions: the case of White opinion on affirmative action for Blacks“. Social Cognition. 8(1). 73 103.
22. Kollman, K. (1998). Outside lobbying: Public opinion & interest group strategies. Princeton, N.J.: Princeton University Press.
23. Kovach, B., & Rosenstiel, T. (2001). The elements of journalism. New York: three rivers press.
24. Lawrence, R. G. (2000). The politics of force. Berkeley: University of California Press.
25. Mindich, D. (1998). Just the facts. How objectivity came to define American journalism. New York and London: New York University Press.
26. Nelson, T., Clawson, R.A., Oxley, Z. M., (1997b). „Media framing of a civil liberties conflict and its effect on tolerance“. American Political Science Review, 9.
27. Nelson, T., & Kinder, D. (1996). „Issue frames and groupcentrism in American public opinion“. Journal of Politics, 58.
28. Nelson, T. E., Oxley, Z. M., & Clawson, R. A. (1997a). „Toward a psychology of framing effects“. Political Behavior, 19(3).
29. Page, B. I. (1996). Who deliberates? Mass media in modern democracy. Chicago and London: The University of Chicago Press.
30. Riffe, D., Lacy, S., & Fico, F. G., (1998). Analyzing media messages. Mahwah, N.J.: Erlbaum.
31. Siebert, F., Peterson, T., & Schramm, W. (1963). Four theories of the press. Urbana and Chicago: University of Illinois press.
32. Zaller, J. R. (1992) The nature and origins of mass opinion. New York: Cambridge University Press.
33. Zaller, J. R., & Chiu, D. (1996). „Government's little helper: U.S. press coverage of foreign policy crisis“. 1945 1991. Political Communication, 13.
_______________________
1. Kovach, B., & Rosenstiel, T. (2001). The elements of journalism. New York: three rivers press.
2.Ball Rockeach, S. J., & DeFleur, M. L. (1976). “A dependency model of mass media effects”. Communication Research. 3. 3 21.
3.Hennessay, B. (1985). Public opinion. Monterey: Brooks/Cole.
4. Hansen, H. (2008). 8. Fair and Balanced Elections Reporting, Strasburg: Council of Europe.
5. www.civil.ge 15 თებერვალი, 2008. ოპოზიცია გეგმავს მასობრივი შიმშილობის აქციას, „კარვების ქალაქს“.
6. www.civil.ge 15 თებერვალი, 2008. ოპოზიცია გეგმავს მასობრივი შიმშილობის აქციას, „კარვების ქალაქს“.
7. საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 731, „წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო უზრუნველყოფა“: „კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტი არის პოლიტიკური პარტია ან ბლოკი, რომელიც იღებს დაფინანსებას სახელმწიფ ბიუჯეტიდან იმიტომ, რომ ა) მას აქვს ფრაქცია პარლამენტში; ბ) უკანასკნელი არჩევნების შედეგების მიხედვი პროპორციული სისტემით მიიღო ხმათა არანაკლებ 4%25.“ (საქართველოს საარჩევნო კოდექსი, 21.03.2008 №6013).
8. .ქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი. 731, წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საინფორმაციო ნველყოფა.
9. BBC editorial guidelines, http://www.bbc.co.uk/guidelines/editorialguidelines/edguide/politics/broadcastingdur.shtml
10. საარჩევნო გაიდლაინები 2008 წლის 1 მაისის არჩევნებისთვის, http://ww.bbc.co.uk/guidelines/editorialguidelines/advice/election/balance.shtml
11. სსმ ს ქცევის კოდექსი. 2006.
12.სსმ ს ქცევის კოდექსი. 2006.
13. 3.1 არჩევნების გაშუქების წესები; სსმ-ის ქცევის კოდექსი.
14. 3.3 არჩევნების გაშუქებისას ინფორმაციის ბალანსი; სსმ-ის ქცევის კოდექსი.
15. 3.7 დებატები. სსმ ის ქცევის კოდექსი.
16. Callaghan, K., & Schnell, F. (2001). „Assessing the democratic debate: how the news media frame elite policy discourse“. Political Communication 18. Blumler, J., & Gurevitch, M. (1974). „Politicians and the press. Political communication settings“. In Gurevitch, M., Bennett, T., Curran, J. & Woolacott, J. (1981) Culture, society and the media. Methuen: London and New York.
17.Bennett, W. L.(1990). „Toward a Theory of press state relations in theUnited States“. Journal of Communication, 40 (2) Zaller, J.R., & Chiu, D. (1996). The nature and origins of mass opinion. New York: Cambridge University Press.
18. Entmann, R. (1993). „Framing: toward clarification of a fractured paradigm“. Journal of Communication, 43(4), 5158
19. Nelson, T.E., Oxley, Z.M., & Clawson, R.A. (1997a). „Toward a psychology of framing effects“. Political Behavior. 19(3). 222.
20.Nelson, T.E., Clawson, R.A. & Oxley, Z. M. (1997b). „Media framing of a civil liberties conflict and its effect on tolerance“. American Political Science Review, 91,567.
21. Callaghan, K., & Schnell, F. (2001). „Assessing the democratic debate: how the news media frame elite policy discourse“. Political Communication. 18; Nelson T, & Kinder, D. „Issue frames and group centrism in American public opinion“. Journal Of Politics 1996. Nelson, T., Clawson, R. A., & Oxley, Z. M., „Media framing of a civil liberties conflict and its effect on tolerance“. American Political Science Review, 91 (1997b)
22. Graber, D. A. (2000), Media Power in Politics. Washington DC: CQ PRESS.
23.Hansen, H. (2008). Fair and Balanced Elections Reporting. Strasburg: Councils of Europe
24.Kovach, B., & Rosenstiel, T. (2001). The Elements of Journalism. New York: three rivers press. 42.
25. Hansen, H. (2008). Fair and Balanced Elections Reporting. Strasburg: Coun cils of Europe. 15
26. Zaller, J. R. (1992). The Nature and origins of mass opinion. New York:Cambridge University Press; Entman, R. (1993). „Framing: toward clarification of a fractured paradigm. Journal of Communication“. 43(4).
27. Bennett, W. L. (1996). The governing crisis: media, money and marketing in American elections. New York: St. Martin's Press. Lawrence, R. G. (2000). The politics of force. Berkley: University of California Press.
28. Bennett, W. L. (1990). „Toward a Theory of press state relations in the United States“. Journal of Communication. 40 (2).
29. Bennett, W. L. (1996), The governing crisis: media, money and marketing in American elections. New York: St. Martin's Press.
30. Callaghan K., & Schnel, F. (2001). „Assessing the democratic debate: how the news media frame elite policy discourse“. Political Communication, 18. 184.
31. Kinder, D., & Sanders, L. (1990). „Mimicking political debate with survey questions: the case of White opinion on affirmative action for Blacks“. Social Cognition. 8 (1)
32. Kollman, K. (1998). Outside lobbying: public opinion and interest group strategies. Princeton, N.J: Princeton University Press; Baumgartner F. R., & Jones, B. D. 1993, Agendas and instability in American Politics. Chicago: University of Chicago Press
33.Cook, T.E. (1989), Making laws and making news. Washington: The Brookings Institution.
34.Blumler, J., & Gurevitch, M. (1974). „Politicians and the press. Political communication settings“. In Gurevitch, M., Bennett, T., Curran, J. & Woolacott, J. (1981). Culture, society and the media. Methuen: London and New York.
35. Blumler, J. & Gurevitch, M. (1974). „Politicians and the press. Political ommunication settings“. In Gurevitch, M., Bennett, T., Curran, J., & Woolacott, J 1981). Culture, society and the media. Methuen: London and New York.
36. Blumler, J., & Gurevitch, M. (1974). „Politicians and the press. Political ommunication settings“. In Gurevitch, M., Bennett, T., Curran, J., & Woolacott, J. 1981). Culture, society and the media. Methuen: London and New York. 470.
Blumler, J., & Gurevitch, M. (1974). „Politicians and the press. Political ommunication settings“. In Gurevitch, M., Bennett, T., Curran, J. & Woolacott, J. 1981) Culture, society and the media. Methuen: London and New York.
37.Hall, S. (1997). Representation: Cultural Representations and Signifying practices.
38.Gross, P. (1999). „Limping to nowhere: Romania's media under Constantinescu. East European Studies“. 51. 35 36.
39.Gross, P. (1999). „Limping to nowhere: Romania's media under Constantinescu. East European Studies“ 51, 23.
Goban Klas, T. (1997). „Politics vs. media in Poland: A game without rules“. In: P.O'Neil (Ed.) Post Communism and media in Eastern Europe. London: Franc Class. 37. Ellis, F. (1999). From Glasnost to the Internet: Russia's new infosphere. London: Macmillan. 104.
40.Hansen, H. (2008). Fair and Balanced Elections Reporting. Strasburg: Councils of Europe. 8.
41.Hansen, H. (2008). Fair and Balanced Elections Reporting, Strasburg: Councils of Europe. 7.
42. ქართული სატელევიზიო არხების სანდოობა განხილულია ამ წიგნის ცალკე თავში.
43. Kellinger, F. (1986). Foundations of behavioral research. New York: Holt, Rinehart and Winston. In Wimmer, R., & Dominick, J. (2000). Mass Communication Research. Wadswarth Publishing Company. 135.
44. 2.Riffe, D., Lacy, S., & Fico, F. G. (1998). Analyzing media messages. Mahwah, N.J.: Erlbaum. Hansen, H. (2008). Fair and Balanced Elections Reporting Strasburg: Councils of Europe. 4.
45.Hansen, H. (2008) Fair and Balanced Elections Reporting Strasburg:Councils of Europe.4.
46. Hansen, H. (2008) Fair and Balanced Elections Reporting Strasburg:Councils of Europe.51.
![]() |
6 დანართი 1 - კომპანია TV MR GE ს მედია მონიტორინგის მეთოდოლოგია |
▲back to top |
კომპანია TV MR GE, AGB Nielsen Media Research-ის ლიცენზიის მფლობელი, სატელევიზიო აუდიტორიის კვლევას 2004 წლიდან „ფიფლმეტრის“ გამოყენებით ახორციელებს. ფიფლმეტრი არის მოწყობილობა, რომელიც მონტაჟდება ტელევიზორზე და საშუალებას იძლევა განსაზღვროს ოჯახის წევრებიდან და/ან სტუმრებიდან ვინ, როდის და რომელ არხს უყურებს.
საქართველოს მასშტაბით ეროვნული პანელისთვის შეირჩა 300 ოჯახი, აქედან 180 ოჯახი თბილისში და 120 ოჯახი სხვა ქალაქებში. კვლევის გენერალური ერთობლიობა მოიცავს ოთხი წლის ასაკს გადაცილებულ ყველა ადამიანს, განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა და ენისა. მედიის პანელური კვლევა ფიფლმეტრების საშუალებით იძლევა სატელევიზიო აუდიტორიის მონაცემებს ერთწუთიანი დროის შუალედებზე დაყრდნობით კვლევაში მონაწილე ნაციონალური და ადგილობრივი არხებისთვის, რომელიც მაუწყებლობენ საკვლევ ქალაქში. პანელის ოჯახების შერჩევისას გამოყენებულ იქნა პანელის კონტროლის პარამეტრები. ეს არის ოჯახის საერთო და თითოეული წევრის ინდივიდუალური მახასიათებლები, რომლებიც გავლენას ახდენენ ტელევიზორის ყურებაზე. პანელში ამ მახასიათებლების გაკონტროლების გზით შენარჩუნებულია მისი რეპრეზენტატიულობა.
ფიფლმეტრის მიერ შეგროვებული ინფორმაცია ყოველდღიურად გადაეცემა TV MR GE-ს ოფისს, სადაც ხდება მონაცემების დამუშავება და შემდგომი ანალიზი. კვლევის შედეგად შესაძლებელია შემდეგი პარამეტრების ანალიზი: რეიტინგი, რეიტინგის ჯამური პარამეტრი, მოცვა, ბაზრის წილი, სარეკლამო ფასის შესაბამისობა რეიტინგთან და სხვა.
აუდიტორიის კვლევასთან ერთად კომპანია TV MR GE ახორციელებს სატელევიზიო ეთერის მონიტორინგსაც. დღევანდელი მდგომარეობით, მონიტორინგს ექვემდებარება რვა ტელევიზია: იმედი, მზე, რუსთავი 2, საზოგადოებრივი მაუწყებელი, კავკასია, აჭარა, ალანია და I სტერეო. თითოეული არხის ეთერი 24 საათის განმავლობაში ციფრულად იწერება. მონიტორინგი TelePad® პროგრამული უზრუნველყოფით ხორციელდება, რომელშიც ოპერატორებს შეყავთ პროგრამების, სარეკლამო ბლოკებისა და რგოლების დასახელებები და სხვა დეტალური პარამეტრები. სწორედ ამ ბაზის საფუძველზე ხდება სარეკლამო რგოლების მონიტორინგი; იგივე ბაზა გამოიყენება აუდიტორიის ტელეყურების პარამეტრებთან შესადარებლად.
საბოლოო ჯამში, კომპანიის მიერ შეგროვებული ინფორმაცია (ფიფლმეტრებისა და ბაზის სახით) ერთიანდება პროგრამულ უზრუნველყოფა „არიან“-ში, რომელიც სატელევიზიო კვლევის შდეგების გაანალიზების საშუალებას იძლევა.
![]() |
7 დანართი 2 - კომპანიების - პრაიმ ტაიმი, IPM, გორბი გელაპის საერთაშორისო ცენტრი - მედია მონიტორინგის მეთოდოლოგიები |
▲back to top |
კომპანია „პრაიმ ტაიმ“-ის მედია მონიტორინგის
მეთოდოლოგია
კომპანია „პრაიმ ტაიმის“ ტელე-მონიტორინგის პროექტი, რომელიც მან ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკვეთით განახორციელა, მიზნად ისახავდა 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში, კერძოდ 10 აპრილიდან 12 მაისის ჩათვლით, არჩევნებში მონაწილე პარტიების და მათი კანდიდატების შესახებ ქართულ ტელეარხებზე გასული საინფორმაციო ბადისა და საარჩევნო რეკლამების მონიტორინგს.
პროექტი მომზადდა ანალიტიკური ჯგუფი „პრაიმ ტაიმის“ მედიასაინფორმაციო ბანკის ბაზაზე, ტელეარხების მთლიანი სამაუწყებლო ბადის ჩანაწერის საფუძველზე. მონიტორინგის ობიექტებს მათი წარმომადგენლები და კანდიდატები წარმოადგენდნენ.
პროექტი დაყოფილი იყო ორ ნაწილად: საინფორმაციო ბადის მონიტორინგი და ტელერეკლამის მონიტორინგი. მონიტორინგისათვის შეირჩა ექვსი ქართული ცენტრალური სატელევიზიო არხი, კერძოდ, საზოგადოე ბრივი მაუწყებელი, რუსთავი 2, მზე, იმედი, კავკასია და პირველი სტერეო. საინფორმაციო ბადის მონიტორინგს ექვემდებარებოდა დღის ყველა საინფორმაციო გამოშვება, თოქ-შოუ და პოლიტიკური დებატები.
საინფორმაციო ბადის მონიტორინგი ორი ძირითადი მიმართულებით იქნა განხორციელებული:
1. საინფორმაციო გამოშვებების მონიტორინგი დღის განმავლობაში მონიტორინგისათვის შერჩეულ ტელეარხებზე გასულ ყველა საინფორმაციო გამოშვებაში არჩევნებში მონაწილე სუბიექტების - პოლიტიკური პარტიების, პარტიათა წარმომადგენლების, ლიდერების დამხარდამჭერთა სუბიექტური და ობიექტური პოზიციონირების ანალიზს მოიცავდა.
2. თოქ-შოუებისა და პოლიტიკური დებატების მონიტორინგი მონიტორინგისათვის არჩეულ ტელეარხებზე გასულ ყველა აღნიშნული ტიპის გადაცემაში არჩევნებში მონაწილე სუბიექტთა - პოლიტიკური პარტიების, პარტიათა წარმომადგენლების, ლიდერების დამხარდამჭერთა სუბიექტური და ობიექტური პოზიციონირების ანალიზს მოიცავდა.
საინფორმაციო გამოშვებებისა და თოქ-შოუების მონიტორინგი ორი მიმართულებით ხორციელდება:
1. სუბიექტური პოზიციონირება ესაა ტელეარხებზე არჩევნებში მონაწილე პარტიების, მათი წარმომადგენელი პერსონებისთვის დათმობილი საეთერო დროის ანალიზი სიუჟეტების რაოდენობის, ქრონომეტრაჟის, არხების, პარტიების, პერსონათა მიხედვით.
2. ობიექტური პოზიციონირება წარმოადგენს ტელეარხებზე არჩევნებში მონაწილე პარტიების, ამ პარტიათა წარმომადგენელი პერსონების შესახებ გასული მასალების, მათი მოხსენიების ანალიზს სიუჟეტების მიხედვით: მოხსენიების რაოდენობა, ქრონომეტრაჟი, აქცენტები არხების, პარტიების, პერსონათა მიხედვით.
კომპანია IPM ის მედია მონიტორინგის სამსახურის
მეთოდოლოგია
კომპანია IPM-ის მედია მონიტორინგის სამსახური 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სატელევიზიო ბადის მონიტორინგს სხვადასხვა უწყებისა და კერძო კომპანიების (მათ შორის, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის, ქალაქ თბილისიის მერიის, კვლევითი კომპანია „გორბისა“ და ა.შ.) დაკვეთით ახორციელებდა. IPM-მა სატელევიზიო არხების მონიტორინგი 2008 წლის 9 აპრილიდან, ანუ არჩევნების ოფიციალური თარიღის დანიშვნის დღიდან დაიწყო და 20 მაისამდე გააგრძელა. ამ პერიოდში, მონიტორინგს ექვემდებარებოდა ყველა ქართული ტელეარხი, რომელიც თავის ეთერში საინფორმაციო პროგრამებს მაუწყებლობდა, ესენია - საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი 2, მზე, კავკასია, ალანია. საინფორმაციო ბადის მონიტორინგს დაექვემდებარა აღნიშნულ არხებზე გასული ყველა საინფორმაციო გადაცემა და ე.წ. თოქ შოუ, პოლიტიკური დებატების ჩათვლით.
მედია მონიტორინგის სპეციალისტები მასალების დამუშავებას სატელევიზიო გადაცემების ეთერში გასვლის პარალელურად იწყებდნენ. თითოეული არხის ეთერი 24 საათის განმავლობაში ციფრულად იწერებოდა. სატელევიზიო ეთერის მონიტორინგი TelePad® პროგრამული უზრუნველყოფით ხორციელდებოდა. მონაცემთა დამუშავებული ბაზა პროგრამულ უზრუნველყოფა MMS©-ში გადადიოდა, რაც შემდგომი ანალიზის საშუალებას იძლეოდა. სიუჟეტებისა დამუშავებისას პროგრამაში შედიოდა შემდეგი მონაცემები:
სატელევიზიო არხის დასახელება
გადაცემის დასახელება
სიუჟეტის ტიპი (ინფორმაცია, ინტერვიუ, განცხადება, რეკლამა)
სატელევიზიო სიუჟეტის ჩანაწერი
სიუჟეტის თემა
სიუჟეტის ავტორი
სიუჟეტში გამოვლენილი კომენტატოები - ყველა პირი, რომელიც უშუალოდ კომენტარს აკეთებდა
სიუჟეტში გამოვლენილი ობიექტები - ყველა ობიექტი, რომელიც თუნდაც ერთი იყო ნახსენები
სიუჟეტის ხანგრძლივობა (წამებში)
თანმიმდევრობა (სიუჟეტის რიგითობა)
აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, IPM-ის პროგრამული უზ რუნველყოფა MMS© ავტომატურად ახდენდა სხვადასხვა სახის გრა ფიკისა და მონაცემის გენერირებას
კვლევითი კომპანია „გორბი გელაპის საერთაშორისო
ცენტრი“-ს მეთოდოლოგია
„გორბი გელაპის საერთაშორისო ცენტრი“ მედია მონიტორინგს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-ს ფინანსური დახმარებით ახორციელებდა. მონიტორინგის ფარგლებში შესწავლილ იქნა ქართული გაზეთები და ხუთი სატელევიზიო არხი - საზოგადოებრივი მაუწყებელი, მზე, რუსთავი 2, კავკასია და ალანია. მედია მონიტორინგი დაიწყო 2008 წლის 9 აპრილს და დასრულდა 2008 წლის 20 მაისს. ამ პერიოდში გაანალიზდა 3942 სატელევიზიო სიუჟეტი და 1978 საგაზეთო სტატია.
პარტიების წინასაარჩევნო კამპანიების გაშუქების ტონის ანალიზისას ყურადღება გამახვილდა ჟურნალისტების (ტელესიუჟეტების და საგაზეთო სტატიების ავტორების და ტელეწამყვანების) და არა ცალკეული კანდიდატებისა და სხვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოღვაწეების (სიუჟეტების, გადაცემების და საგაზეთო მასალების რესპონდენტების) ტონებზე. მედია მონიტორინგის ფარგლებში განისაზღვრა, თუ რამდენად ნეიტრალური, დადებითი ან უარყოფითი იყო ჟურნალისტის ტონი არჩევნებში მონაწილე პირებთან მიმართებაში. ტონები დადგინდა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
დადებითი ტონი:
ავტორი ან წამყვანი აშკარად გამოხატავს კეთილგანწყობას იმ კანდიდატის მიმართ, რომელთანაც მიჰყავს დისკუსია, რომლისგანაც იღებს ინტერვიუს, ან რომლის შესახებაც ამზადებს სიუჟეტს/სტატიას.
ავტორი ან წამყვანი აქებს პრეზიდენტობის კანდიდატის პოლიტიკას ან მის პიროვნებას.
ავტორი ან წამყვანი პრეზიდენტობის კანდიდატს უსვამს მხოლოდ მარტივ, პოზიტიურ და არა რთულ, კრიტიკულ კითხვებს (მაშინ, როცა სხვა კანდიდატებს უსვამს გაცილებით უფრო მწვავე კითხვებს).
ნეიტრალური ტონი:
ავტორი ან წამყვანი ახდენს ფაქტების კონსტატაციას, ინფორმაცია მაყურებელს/მკითხველს მიეწოდება ანალიზის გარეშე ან ანალიზი არის აშკარად ნეიტრალური და დაბალანსებული.
სატელევიზიო ეთერი ეთმობა უშუალოდ პოლიტიკურ კანდიდატებს (პოლიტიკური კანდიდატების უშუალო გამოსვლები ყოველთვის ფასდება როგორც ,,ნეიტრალური“).
სატელევიზიო ეთერი ეთმობა პოლიტიკურ რეკლამებს (პოლიტიკური რეკლამა ყოველთვის ფასდება როგორც ,,ნეიტრალური“).
უარყოფითი ტონი:
ავტორი ან წამყვანი აშკარად გამოხატავს უარყოფით დამოკი დებულებას იმ კანდიდატის მიმართ, რომელთანაც მიჰყავს დის კუსია, რომლისგანაც იღებს ინტერვიუს ან რომლის შესახებაცამზადებს სიუჟეტს/სტატიას.
ავტორი ან წამყვანი არაარგუმენტირებულად აკრიტიკებს პრე ზიდენტობის კანდიდატის პოლიტიკას ან მის პიროვნებას.ავტორი ან წამყვანი პრეზიდენტობის კანდიდატს უსვამს განსა კუთრებულად კრიტიკულ, მწვავე კითხვებს (მაშინ, როცა სხვა კანდიდატს უსვამს მარტივ და მისთვის სასურველ კითხვებს).
![]() |
8 დანართი 3 - „მონაცემთა ინიციატივა 2007“ |
▲back to top |
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრების 2007 წლის „მონაცემთა ინიციატივის“ კვლევა ჩატარდა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. საქართველოში 2007 წლის ოქტომბერში პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით გამოიკითხა 3341 რესპონდენტი. მათი შერჩევა მოხდა მრავალსაფეხურიანი კლასტერული შერჩევის საფუძველზე. ინტერვიუები ჩატარდა შერჩევის 81 წერტილში.
მიღებული შედეგები წარმომადგენლობითია როგორც მთელი ქვეყნის, ისე დასახლებული პუნქტის ტიპის (დედაქალაქი, ქალაქები, სოფლები) დონეზე.
„მონაცემთა ინიციატივა“ 2004 წლიდან ტარდება ამიერკავკასიის სამივე ქვეყანაში და საშუალებას აძლევს მკვლევარებს, შეისწავლონ ამ ქვეყნებში მიმდინარე სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა პროცესების შეფასება მოსახლეობის მიერ. მნიშნველოვანია, რომ არა მხოლოდ კვლევის შედეგები, არამედ კვლევასათან დაკავშირებული სრული მეთოდოლოგიური ინფორმაცია და მონაცემთა ბაზები განთავსებულია ცენტრების ვებ გვერდზე. სრული ინფორმაციისთვის იხ. http://www.crrccenters.org/index.php/en/5/999/ (მოძიებულია 17.07.2008).
![]() |
9 დანართი 4. - კოდური სისტემა |
▲back to top |
კოდერის სახელი:___________
სატელევიზიო არხი: (გთხოვთ შემოხაზოთ შესაბამისი ციფრი) 1. საზოგადოებრივი ტელევიზია 2. მზე 3. რუსთავი 2 4. კავკასია
გადაცემის ტიპი: (გთხოვთ შემოხაზოთ შესაბამისი ციფრი) 1. ახალი ამბების გამოშვება 2. თოქ-შოუ
გადაცემის ეთერში გასვლის თარიღი:___________
სიუჟეტის პირობითი სათაური__________________
წყაროები და საეთერო დრო
პოლიტიკური პარტიები და სუბიექტები
_________ქართული პოლიტიკა__________წმ
_________რესპუბლიკური პარტია_________წმ
_________ერთიანი ნაციონალური მოძრაობა_________წმ
_________ეროვნული საბჭო_________წმ
_________ლეიბორისტები_________წმ
_________თარგამაძე - ქრისტიან დემოკრატები_________წმ
_________დამოუკიდებელი მაჟორიტარები_________წმ
_________სხვა_________წმ
პოლიტიკური პარტიებისა და სუბიექტების მომხრეები
_________ქართული პოლიტიკა_________წმ
_________რესპუბლიკელები_________წმ
_________ერთიანი ნაციონალური მოძრაობა_________წმ
_________ეროვნული საბჭო_________წმ
_________ლეიბორისტები_________წმ
_________თარგამაძე - ქრისტიან დემოკრატები_________წმ
_________დამოუკიდებელი მაჟორიტარები_________წმ
_________სხვა_________წმ
_________ცენტრალური საარჩევნო კომისია _________წმ
_________არჩევნების სადამკვირვებლო საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები_____წმ
სიუჟეტში მიწოდებული ინფორმაცია მნიშვნელოვანია საზოგადოებისათვის
1. კი 2. არა 3. ძნელია შეფასება
ფაქტი და კომენტარი მკაფიოდაა ერთმანეთისგან გამიჯნული
1. კი 2. არა 3. ძნელია შეფასება
ფაქტი ჟურნალისტის მიერ მიუკერძოებლადაა განხილული
1. კი 2. არა 3. ძნელია შეფასება
სიუჟეტში დაცულია ბალანსი დაინტერესებულ მხარეებს შორის
1. კი 2. არა 3. ძნელია შეფასება
სიუჟეტში მოყვანილი წყაროების რაოდენობა, დოკუმენტების ჩათვლით
01 23 4 5 5ზე მეტი
სიუჟეტში ფაქტი დადასტურებულია დამატებითი წყაროებით ან დოკუმენტებით
1. კი 2. არა 3. ძნელია შეფასება
სიუჟეტი ეძღვნება:
საარჩევნო საკითხების არსობრივ განხილვას პოლიტიკური კონკურენტის წინააღმდეგ გაკეთებულ პიროვნულ ბრალდებებს სხვა (გთხოვთ დააკონკრეტოთ)
სიუჟეტში გამოყენებულია:
პროცესის (სტრატეგიული) ფრეიმი
საკითხის (შინაარსობრივი) ფრეიმი
მხოლოდ თოქ შოუ
თოქ შოუში განხილულია:
________დაზუსტებული ფაქტები
________პოლიტიკოსთა საარჩევნო პროგრამები
________წინასაარჩევნი კონკრეტული დაპირებების რეალიზების გზები
________პოლიტიკოსთა რადიკალური მოსაზრებები
________კომპრომისული წინადადებები
________ურთიერთლანძღვა
________სხვა (გთხოვთ დააზუსტოთ)
მონაწილეებს შესაბამის პარტიებში თანაბარი სტატუსი აქვთ
1. კი 2. არა 3. არ ვიცი
უზრუნველყოფილია კანდიდატების მიმართ თანასწორი მოპყრობა
1. კი 2. არა 3. ძნელია შეფასება
გადაცემაში ჟურნალისტის მიერ მონაწილისთვის სიტყვის შეწყვეტინება აზრის დაუსრულებლად
1. ხშირია 2. იშვიათია 3. საერთოდ არ არის
თოქ შოუს წამყვანი დებატებში
1. მედიატორია 2. პროვოკატორია
სიუჟეტის პირობითი სათაური
მიუთითეთ ის წინადადება, რომლითაც წამყვანი ან თავად ჟურნალისტი წარადგენს სიუჟეტს. ეს საჭიროა ზოგიერთ შემთხვევაში სიუჟეტის იდენტიფიკაციისათვის
წყაროები და საეთერო დრო
პოლიტიკური პარტია და/ან სუბიექტია ყველა ის პირი, ვინც ოფიციალურად წარმოადგენს პოლიტიკურ პარტიას ან სუბიექტს და მისი პარტიულობა მითითებულია ტიტრებში ან ჟურნალისტის ტექსტში.
პოლიტიკური პარტიებისა და სუბიექტების მომხრე არის ყველა ის პირი, ვინც მხარს უჭერს, ეთანხმება, დადებითად აფასებს ამა თუ იმ პარტიის ან მისი კონკრეტული წევრის ნათქვამსა და საქმიანობას, გამოხატავს მის მიმართ მხარდაჭერას.
ცენტრალური საარჩევნო კომისია
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი არის ყველა ის პირი, ვინც მედიაში წარმოადგენს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საარჩევნო ოლქებისა და უბნების კომისიის წევრების ჩათვლით.
არჩევნების სადამკვირვებლო საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები
არჩევნების სადამკვირვებლო საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტია ყველა ის პირი, ვინც აკვირდება არჩევნებს როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე არჩევნების დღეს და მის შემდეგ, შედეგების საბოლოო შეჯამებამდე
სიუჟეტში მიწოდებული ინფორმაცია მნიშვნელოვანია საზოგადოებისათვის
1. ინფორმაცია მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, თუკი ის არის ახალი, რაიმე ფორმით იძლევა ახალ ცოდნას საარჩევნო ვითარებაზე,არჩევნებში მონაწილე კონკრეტულ პარტიასა და სუბიექტზე, მათპროგრამაზე, კონკრეტული საკითხების გადაჭრის გზებზე, ეხმარება ამომრჩეველს გადაწყვეტილების მიღებაში.
2. ინფორმაცია არ არის მნიშვნელოვანი იმ შემთხვევაში, თუ ის, არ სებითად, არ იძლევა ახალ ცოდნას, ნათელს არ ფენს რომელიმე კონკრეტულ საკითხს და მხოლოდ ოპონენტის მიმართ პიროვნულ თავდასხმაზეა აგებული.
3. ინფორმაცია ნაწილობრივ მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, თუ ისრაიმენაირად შეიცავს ამომრჩევლისთვის საჭირო ინფორმაციას, მიუხედავად ოპონენტზე პიროვნული თავდასხმებისა.
4. თუ ინფორმაცია არ ჯდება არც ერთ ზემოაღნიშნულ კატეგორიაში, შემოხაზეთ „ძნელია შეფასება“.
ფაქტი და კომენტარი მკაფიოდაა ერთმანეთისგან გამიჯნული
ფაქტი არის ის, რაც მოხდა რეალურად და ეს სიუჟეტში დადასტურებულია დანამდვილებით.
კომენტარი არის ფაქტის შეფასება ან მისი ანალიზი.
ამ ორი საკითხის მკაფიოდ გამიჯვნა ნიშნავს იმას, რომ სიუჟეტის ყურებისას, მაყურებელმა იცის, როდისაა საუბარი ფაქტზე და ვინმეს მიერ გამოთქმული მოსაზრება არაა მიწოდებული როგორც ფაქტობრივი მასალა.
ფაქტი ჟურნალისტის მიერ მიუკერძოებლადაა განხილული
ფაქტი ჟურნალისტის მიერ მიუკერძოებლადაა განხილული იმ შემთხვევაში, თუ იგი ნეიტრალური ენით გადმოსცემს ფაქტებს, თანაბრად კრიტიკულ კითხვებს უსვამს რესპოდენტებს და თანაბარ დროს აძლევს მათ სიუჟეტში.
სიუჟეტში დაცულია ბალანსი დაინტერესებულ მხარეებს შორის
სიუჯეტში დაცულია ბალანსი დაინტერესებულ მხარეებს შორის იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს, ძირითად, საარჩევნო პარტიებსა და სუბიექტებს თანაბრად ეძლევათ აზრის გამოთქმის საშუალება სიუჟეტში განხილულ საკითხზე; სიუჟეტში თანაბრად ეთმობათ დრო, ჟურნმალისტი თანაბრად ეპყრობა თითოეულ მათგანს. კონკრეტული ბრალდების შემთხვევაში კი სიუჟეტში წარმოდგენილია მოპასუხე მხარეც.
სიუჟეტში მოყვანილი წყაროების რაოდენობა, დოკუმენტების ჩათვლით
წყაროა ყველა ის ადამიანი, ვინც ინტერვიუს აძლევს ჟურნალისტს. ასევე წყაროა ის წერილობითი ან ვიზუალური დოკუმენტი, რომელსაც ჟურნალისტი სიუჟეტში აჩვენებს ფაქტის დასადასტურებლად.
სიუჟეტში ფაქტი დადასტურებულია დამატებითი წყაროებით ან დოკუმენტებით
ფაქტი დადასტურებულია დამატებითი წყაროებით ან დოკუმენტებით იმ შემთხვევაში, როცა ჟურნალისტი სიუჟეტს აგებს არა მხოლოდ რომელიმე პარტიის წარმომადგენლის ან მომხრის ბრალდებაზე, არამედ, მოჰყავს დამოუკიდებელი წყაროები - ადამიანები, წერილობითი ან სხვა ტიპის დოკუმენტები, რომლებიც ამყარებენ, ადასტურებენ ფაქტს.
სიუჟეტი ეძღვნება
საარჩევნო საკითხების არსობრივი განხილვა ნიშნავს, რომ სიუჟეტში არგუმენტების მოხმობით საუბრობენ საარჩევნო საკითხებზე: კანონმდებლობაზე, პოლიტიკური პარტიებისა და სუბიექტების საარჩევნო პროგრამაზე, სხვადასხვა ტიპის დარღვევაზე, საარჩევნო სიებზე, საარჩევნო პროცედურებზე, ხმის დათვლის პროცედურებზე და ა.შ.
პოლიტიკური კონკურენტის წინააღმდეგ გაკეთებულ ბრალდებებად ითვლება პოლიტიკურ ოპონენტზე პიროვნული თავდასხმა და შეურაცხყოფა, რაც ამომრჩეველს არ აწვდის არავითარ კონკრეტულ ინფორმაციას საარჩევნო საკითხებთან ან პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამებსა თუ კონკრეტული საკითხების გადაჭრის გზებზე და მხოლოდ ოპონენტის პიროვნულ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
პროცესის (სტრატეგიის) ფრეიმი
სიუჟეტში გამოყენებულია პროცესის (სტრატეგიის) ფრეიმი, თუ სიუჟეტში გაცემულია დადებითი პასუხი შემდეგ რომელიმე სამ კითხვაზე:
1. სიუჟეტში ლაპარაკია, ვინ უსწრებს რეიტინგით პოლიტიკურ კონკურენტებს.
2. სიუჟეტში ლაპარაკია ერთ კონკრეტულ მოვლენაზე, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიას ეძღვნება.
3. სიუჟეტში ლაპარაკია საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებზე.
4. სიუჟეტში ლაპარაკია კონფლიქტზე არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს შორის.
სიუჟეტში გამოყენებულია საკითხის (შინაარსობრივი) ფრეიმი, თუ პასუხი გაცემულია შემდეგ კითხვებზე:
1. სიუჟეტი ეხება კონკრეტულ საკითხებს არჩევნებში მონაწილე პარტიების საარჩევნო პროგრამაში.
2. სიუჟეტი ეხება საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებს და მათი გადაწყვეტის გზებს არჩევნებში მონაწილე პარტიების პროგრამების მიხედვით.
3. სიუჟეტი ეხება არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიის საარჩევნო პროგრამის სიღრმისეულ განხილვას.
მხოლოდ თოქ შოუ
თოქ შოუში განხილულია:
________რეალურად მომხდარი ამბავი, რაც დადასტურებულია დამატებითი წყაროებით ან დოკუმენტებით. სიუჟეტში საუბარი არაა მხოლოდ რომელიმე პარტიის წარმომადგენლის ან მომხრის ბრალდებაზე, არამედ - დამოუკიდებელი წყაროებით დადასტურებულ მონაცემებზე; კოდური სისტემა
________პოლიტიკოსთა საარჩევნო პროგრამები - პოლიტიკური პარტიების მიერ წარმოდგენილი კონკრეტული გეგმა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ;
________წინასაარჩევნი კონკრეტული დაპირებების რეალიზების გზები - პოლიტიკური პარტიები და სუბიექტები ამომრჩეველს ესაუბრებიან როგორ, რა რესურსებით განახორციელებენ კონკრეტულ დაპირებებს;
_________პოლიტიკოსთა რადიკალური მოსაზრებები - დაუსაბუთებელი დაპირებები და ურთიერთბრალდებები;
_________კომპრომისული წინადადებები - პარტიებისა და სუბიექტების მიერ კონკრეტული საკითხების შესახებ შეთანხმების მიღწევის მცდელობა;
_________ურთიერთლანძღვა ნიშნავს პიროვნულ ბრალდებებსა და შეურაცხყოფას, რომელსაც საერთო არაფერი აქვს საარჩევნო პროგრამებთან ან კონკრეტული საკითხების გადაჭრის გზებთან;
_________სხვა (გთხოვთ დააზუსტოთ).
მონაწილეებს შესაბამის პარტიებში თანაბარი სტატუსი აქვთ მონაწილეებს შესაბამის პარტიებში თანაბარი სტატუსი აქვთ იმ შემთხვევაში, თუკი ერთმანეთის ოპონენტებად წარმოდგენილნი არიან თანაბარი თანამდებობისა და გავლენის მქონე პირები, ერთ საარჩევნო ოლქში ერთმანეთის კონკურენტები ან საარჩევნო სიაში ერთნაირი ნომრის მქონე პოლიტიკოსები.
უზრუნველყოფილია კანდიდატების მიმართ თანასწორი მოპყრობა კანდიდატების მიმართ თანასწორი მოპყრობა ნიშნავს, რომ კანდიდატებს ეძლევათ თანაბარი დრო პასუხისათვის, ჟურნალისტის კითხვები კი ერთნაირად კრიტიკულია მათ მიმართ.
თოქ-შოუს წამყვანი დებატებში
1. მედიატორია, თუ ცდილობს სასაუბრო საკითხის არსის გახსნაში დაეხმაროს ოპონენტებს, კომპრომისისკენ წაიყვანოს ისინი, მოძებნოს თანხვედრის წერტილები;
2. პროვოკატორია, თუ ცდილობს გააღრმავოს დაპირისპირება ოპონენტებს შორის და რადიკალური გახადოს პოზიციები, რათა უსაგნო ვნებათაღელვა და დაძაბულობა გამოიწვიოს.
![]() |
10 დანართი 5 - ფოკუს ჯგუფთა სადისკუსიო გეგმები |
▲back to top |
1
[გამარჯობა]
რამდენად გაინტერესებთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები?
რამდენად ინფორმირებულად მიგაჩნიათ თავი ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ? რატომ ფიქრობთ ასე?
გთხოვთ დაასრულოთ ფრაზა: „ჩემი აზრით, საქართველოში პოლიტიკა არის ...“? როგორ დაასრულებდით ამ ფრაზას?
ჩვეულებრივ, რომელი წყაროებიდან იღებთ ინფორმაციას ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ? რატომ ანიჭებთ უპირატესობას ინფორმაციის ამ წყაროებს?
როგორია დასახელებული წყაროების მოხმარების სიხშირე (რამდენად ხშირად უყურებთ/უსმენთ/კითხულობთ?)
ბოლო დღეების რომელი პოლიტიკური ახალი ამბავი მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვნად? რატომ?
რომელი ახალი ამბის გაგება გაგახარებდათ ყველაზე მეტად დღეს საღამოს? რატომ?
როგორ ფიქრობთ, დღეს საქართველოში ინფორმაციის რომელი წყარო
- იქნება ეს გაზეთი, ჟურნალი, რადიო ან ტელევიზია - ავრცელებს ყველაზე უფრო სანდო ინფორმაციას? რატომ მიგაჩნიათ ასე? რომელი წყაროს ინფორმაციაა ყველაზე ნაკლებად სანდო? რატომ?
რა თვისებები ახასიათებს კარგ პოლიტიკურ ჟურნალისტს? რომელ ჟურნალისტში (ან ჟურნალისტებში) ხედავთ თქვენ ამ თვისებებს?
ფოკუს-ჯგუფთა სადისკუსიო გეგმები
რა არის საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ სანდო ინფორმაციის მიღების საუკეთესო საშუალება?
რა შემთხვევაში გვეცოდინება სრული სიმართლე იმის შესახებ, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში? რომელი პოლიტიკური მოვლენის შესახებ გინდათ ყველაზე მეტად, რომ სრული სიმართლე იცოდეთ?
თბილისში არსებული ძირითადი სატელევიზიო არხების შესახებ თუ ვისაუბრებთ [ჩამოთვლა], რომელი მათგანის მიერ გავრცელებულ პოლიტიკურ ინფორმაციას ენდობით ყველაზე მეტად?
შეგიძლიათ თუ არა თქვათ, რომ სრულად ენდობით? რატომ?
თქვენი აზრით, თქვენს გარშემო მყოფი ადამიანების უმრავლესობა (ნათესავები, მეგობრები, თანამშრომლები) რომელ არხს ენდობიან?
რომელი სატელევიზიო არხის მიერ გავრცელებულ პოლიტიკურ ინფორმაციას არ ენდობით? რატომ?
როგორ ფიქრობთ, რა ინტერესები ამოძრავებს ყველაზე მეტად რიგით ტელეჟურნალისტს? რა ინტერესები ამოძრავებს ყველაზე მეტად სატელევიზიო არხების ხელმძღვანელებს?
ყველაზე მეტად რა სახის ინფორმაციის მიღება გჭირდებათ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით? როგორ ფიქრობთ, რომელი სატელევიზიო არხი მოგაწვდით ამ ინფორმაციას?
რომელი სატელევიზიო არხის მოწოდებებს დაუჯერებთ, თუ რაიმე მოწოდებით გამოვა საპარლამენტო არჩევნების წინ? რატომ დაუჯერებთ?
წარმოიდგინეთ, რომ საქართველოში მხოლოდ ერთი სატელევიზიო არხიუნდა დარჩეს - თქვენი აზრით, რომელი/როგორი უნდა იყოს ესარხი? რატომ?
2
1. ეთანხმებით თუ არა განცხადებას, რომ ჟურნალისტს აქვს უფლებამოიძიოს, მოითხოვოს და თავისუფლად გაავრცელოს ინფორმაცია მედიის საშუალებით? (გთხოვთ შემოხაზოთ მხოლოდ ერთი რიცხვი ქვემოთ მოყვანილ შკალაზე)
2. ეთანხმებით თუ არა განცხადებას, რომ ჟურნალისტს აქვს უფლება თავისუფლად გამოხატოს და გაავრცელოს იდეები მედიის საშუალებით? (გთხოვთ შემოხაზოთ მხოლოდ ერთი რიცხვი ქვემოთ მოყვანილ შკალაზე)
3. რას ნიშნავს თქვენთვის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება?
4. რა არის ჟურნალისტის ძირითადი ფუნქცია: ინფორმაციის გავრცელება, სიმართლის ძიება, მმართველი ელიტის/ხელისუფლების გაკონტროლება, საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის და საჯარო დებატების უზრუნველყოფა, დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა, ეროვნული ღირებულებებისა და ტრადიციების დაცვა?
5. რას ნიშნავს სარედაქციო დამოუკიდებლობა?
6. რას იტყვით ქართველი ჟურნალისტების პროფესიულ დონეზე?
7. როგორ ფიქრობთ, განიცდის ქართული მედია ზეწოლას სახელმწიფო მოხელეებისგან? (გთხოვთ შემოხაზოთ მხოლოდ ერთი პასუხი)
8. რამდენად ეთანხმებით მოსაზრებას, რომ ქართული მედია განიცდის ზეწოლას მფლობელებისგან სახელმწიფო მოხელეების დავალებით?
9. როგორ ფიქრობთ, რა არის მედიის რეგულირების საუკეთესო ფორმა?
10. რას ფიქრობთ, საჭიროა თუ არა პროფესიული ეთიკის ნორმებზე შეთანხმება?
11. რა უშლის ხელს ამ პროცესს?
12. რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ ეთიკის კოდექსის წესების შესახებ შეთანხმდეს ქართული მედია?
13. თქვენი აზრით, რა არის თვითცენზურა?
14. არის თუ არა ქართულ მედიაში თვითცენზურა?
15. რომელი მედიაა უფრო თავისუფალი დღეს: პრესა, ტელევიზია, რადიო, ინტერნეტ-მედია? რატომ?
16. თქვენი აზრით, რა არის მედიის მფლობელის ფუნქცია?
17. როგორ ფიქრობთ, რამ შეიძლება შეზღუდოს ან უკვე ზღუდავს ყველაზე მეტად ქართული მედიის თავისუფლებას? საზოგადოებრივი დაკვეთა, სახელმწიფო ზეწოლა, მფლობელის ზეწოლა, საქართველოს კანონმდებლობა, არაპროფესიონალი, ჟურნალისტები/ჟურნალისტების დაბალი პროფესიული დონე, ფინანსური დამოუკიდებლობის არქონა?
18. თქვენი აზრით, ქართული მედია თავისუფალია, ნაწილობრივ თავისუფალი თუ არაა თავისუფალი?
![]() |
11 დანართი 6 - კითხვარი მედიის წარმომადგენელთათვის |
▲back to top |
გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ კითხვები და უპასუხოთ მათ გულწრფელად, თქვენს პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით. თქვენი პასუხები გამოყენებულ იქნება მხოლოდ ქართული მედიის საკვლევად.
1. ეთანხმებით თუ არა განცხადებას, რომ ჟურნალისტს აქვს უფლება მოიძიოს, მოითხოვოს და თავისუფლად გაავრცელოს ინფორმაცია მედიის საშუალებით?
(გთხოვთ შემოხაზოთ მხოლოდ ერთი რიცხვი ქვემოთ მოყვანილ შკალაზე)

2. ეთანხმებით თუ არა განცხადებას, რომ ჟურნალისტს აქვს უფლება თავისუფლად გამოხატოს და გაავრცელოს იდეები მედიის საშუალებით?
(გთხოვთ შემოხაზოთ მხოლოდ ერთი რიცხვი ქვემოთ მოყვანილ შკალაზე)

3. რას ნიშნავს თქვენთვის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება?
__________________________________________________________
__________________________________________________________
__________________________________________________________
__________________________________________________________
4. რა არის ჟურნალისტის ძირითადი ფუნქცია?(გთხოვთ დანომროთ ქვემოთ მოყვანილი დებულებები თქვენთვის მათი მნიშვნელობის მიხედვით: 1,2,3 და ა.შ.)
ინფორმაციის გავრცელება
სიმართლის ძიება
მმართველი ელიტის/ხელისუფლების გაკონტროლება
საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის და საჯარო დებატების უზრუნველყოფა
დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა
ეროვნული ღირებულებებისა და ტრადიციების დაცვა
სხვა (გთხოვთ დააკონკრეტოთ)
__________________________________________________________
__________________________________________________________
4. რას ნიშნავს სარედაქციო დამოუკიდებლობა?(შემოხაზეთ იმდენი კატეგორია, რამდენსაც საჭიროდ მიიჩნევთ/დანომრეთ ქვემოთ მოყვანილი კატეგორიები მათი მნიშვნელობის მიხედვით)
დამოუკიდებლობა ნებისმიერი სახის გარეჩარევისგან ჟურნალისტის საქმიანობაში
დამოუკიდებლობა სახელმწიფოს ჩარევისაგან
დამოუკიდებლობა მესაკუთრისგან
დამოუკიდებლობა უტყუარი და სრულყოფილი ინფორმაციის მოსაპოვებლად დამოუკიდებლობა ნიშნავს საკუთარი აზრის გამოთქმის შესაძლებლობას მხოლოდ სარედაქციო გვერდზე
სხვა (გთხოვთ დააკონკრეტოთ)
__________________________________________________________
__________________________________________________________
5. რამდენად ეთანხმებით მოსაზრებას, რომ ქართული მედიისა და ჟურნალისტების პროფესიული სტანდარტები დაბალი დონისაა(გთხოვთ შემოხაზოთ მხოლოდ ერთი პასუხი)

6. რამდენად ეთანხმებით მოსაზრებას, რომ ქართული მედია განიცდის ზეწოლას სახელმწიფო მოხელეებისგან? (გთხოვთ შემოხაზოთ მხოლოდ ერთი პასუხი)

7. რამდენად ეთანხმებით მოსაზრებას, რომ ქართული მედია განიცდის ზეწოლას მფლობელებისგან სახელმწიფო მოხელეების დავალებით? (გთხოვთ შემოხაზოთ მხოლოდ ერთი პასუხი)

8. როგორ ფიქრობთ, რა არის მედიის რეგულირების საუკეთესო ფორმა?
(გთხოვთ შემოხაზოთ მხოლოდ ერთი პასუხი)
1. კანონმდებლობა
2. ჟურნალიტების პროფესიონალიზმი
3. თვითცენზურა
4. რედაქტორი და/ან სარედაქციო კოლეგია
5. მედიის მფლობელი
6. საზოგადოებრივი ინტერესის მიმართ ერთგულება
7. ინფორმაციის მიღების პროცესის გაკონტროლება ინფორმაციის მიმწოდებელთა მხრიდან
8. სხვა (გთხოვთ დააკონკრეტოთ)
__________________________________________________________
__________________________________________________________
9. თქვენი აზრით, რა არის თვითცენზურა?
1. ჟურნალისტი ინფორმაციას თავად ირჩევს, ფილტრავს და აშუ ქებს იმ მედია ორგანიზაციის იდეოლოგიის მიხედვით, რომლის თვისაც იგი მუშაობს.
2. ჟურნალისტი ინფორმაციას თავად ირჩევს, ფილტრავს და აშუქებს იმ მედია ორგანიზაციის მფლობელის შეხედულებების მიხედვით, რომლისთვისაც იგი მუშაობს.
3. ჟურნალისტი ინფორმაციას თავად ირჩევს, ფილტრავს და აშუქებს მისი რედაქტორის შეხედულებების მიხედვით.
4. ჟურნალისტი ინფორმაციას თავად ირჩევს, ფილტრავს და აშუქებს საკუთარი პროფესიული და ეთიკური სტანდარტების შესაბამისად.
10. გთხოვთ ახსნათ თქვენი პასუხი მე 10 შეკითხვაზე
__________________________________________________________
__________________________________________________________
__________________________________________________________
11. რომელი მედიაა უფრო თავისუფალი დღეს?
1. პრესა
2. ტელევიზია
3. რადიო
4. ინტერნეტ მედია
5. არ ვიცი
12. თქვენი აზრით, იყო თუ არა ქართული მედია უფრო თავისუფალი ექს პრეზიდენტ შევარდნაძის დროს, ვიდრე პრეზიდენტ სააკაშვილის დროს?

13. თქვენი აზრით, მედიის მფლობელის ფუნქციაა:(გთხოვთ შემოხაზოთ იმდენი კატეგორია, რამდენსაც საჭიროდმიიჩნევთ)
1. შუამავალი რგოლი სახელმწიფო მოხელეებსა და რედაქტორებს/ჟურნალისტებს შორის
2. სარედაქციო კოლეგიის ხელმძღვანელი ან მეთვალყურე
3. საკუთრებაში მქონე მედიის და ამ მედიაში მომუშავე ჟურნალისტების პროფესიული სტანდარტების დამცველი და გარანტორი
4. საკუთრებაში მქონე მედიაში გასული ინფორმაციის შინაარსზე პასუხისმგებელი
5. სხვა (გთხოვთ დააკონკრეტოთ)
__________________________________________________________
__________________________________________________________
14. როგორ ფიქრობთ, რამ შეიძლება შეზღუდოს ან უკვე ზღუდავს ყველაზე მეტად ქართული მედიის თავისუფლებას? (გთხოვთ შემოხაზოთ იმდენი კატეგორია, რამდენსაც საჭიროდმიიჩნევთ)
1. საზოგადოებრივი დაკვეთა
2. სახელმწიფო ზეწოლა
3. მფლობელის ზეწოლა
4. საქართველოს კანონმდებლობა
5. არაპროფესიონალი ჟურნალისტები/ჟურნალისტების დაბალი
პროფესიული დონე
6. ფინანსური დამოუკიდებლობის არქონა
7. სხვა (გთხოვთ დააკონკრეტოთ)
__________________________________________________________
__________________________________________________________
15. როგორ ფიქრობთ, ყველაზე მეტად რა საფრთხე ემუქრებათ ქართველ ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს?
1. ფიზიკური ზეწოლა
2. სამსახურის დაკარგვა
3. მათ მიერ მომზადებული მასალის დაბლოკვა
4. სახელმწიფო მოხელეების მხრიდან ზეწოლა
5. მფლობელის ზეწოლა
6. სხვა (გთხოვთ დააკონკრეტოთ)
__________________________________________________________
__________________________________________________________
16. როგორ ფიქრობთ ქართული მედიის მარეგულირებელი კანონმდებლობა უწყობს თუ არა ხელს საქართველოში თავისუფალი და პროფესიული მედიის განვითარებას?
1. კი
2. არა
3. არ ვიცი
კითხვარი მედიის წარმომადგენელთათვის
17. თქვენი აზრით, ქართული მედია
(გთხოვთ შემოხაზოთ მხოლოდ ერთი პასუხი):
1. თავისუფალია
2. ნაწილობრივ თავისუფალია
3. არაა თავისუფალი
4. არ ვიცი
18. თქვენი აზრით, ქართველი ჟურნალისტები
(გთხოვთ შემოხაზოთ მხოლოდ ერთი პასუხი):
1. კარგი პროფესიონალები არიან
2. საშუალო დონის პროფესიონალები არიან
3. არ არიან პროფესიონალები
4. სხვა (გთხოვთ დააკონკრეტოთ)
__________________________________________________________
__________________________________________________________
19. როგორ შეაფასებთ საქართველოს სიტყვისა და გამოხატვის ხარისხის მიხედვით
(გთხოვთ შემოხაზოთ მხოლოდ ერთი პასუხი)?
1. არათავისუფალი
2. ნაწილობრივ თავისუფალი
3. თავისუფალი
4. სხვა (გთხოვთ დააკონკრეტოთ)
__________________________________________________________
__________________________________________________________
![]() |
12 დანართი 7 - ჩაღრმავებული ინტერვიუები |
▲back to top |
ვარიანტი 1
ტელე-სივრცე 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი სამითვით ადრე
1. როგორდა ახასიათებდით 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი სამი თვით ადრე (მარტი, აპრილი) ქართულ ტელესივრცეს?
2. ამ პერიოდის განმავლობაში (მარტი, აპრილი) რა თემებზე ამახვილებდა ქართული სატელევიზიო მედია ძირითად ყურადღებას?
3. როგორი იყო პოლიტიკური პარტიების გაშუქების ძირითადი ტენდენციები არჩევნებამდე ორი სამი თვით ადრე? რა დრო ეთმობოდა თითოეულ პარტიას და რომელ არხებზე?
4. ამ პერიოდში (მარტი, აპრილი) სახელმწიფო უწყებების აქტივობათა გაშუქებისას ხომ არ ჰქონდა ადგილი არაპირდაპირ საარჩევნო კამპანიას? თუ ჰქონდა, შეგიძლიათ დაასახელოთ რამდენიმე მაგალითი? (მაგ., კობა სუბელიანის აქციები, გიგი უგულავას აქციები, ბაქრაძის აქციები და სხვა)
5. თქვენი აზრით, უწყობდა თუ არა ხელს ამგვარი თემების აქცენტირება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო პლატფორმის პოპულარიზაციას?
წინასაარჩევნო პერიოდი 21 აპრილიდან 21 მაისამდე - მედია-მონიტორინგი
6. როგორ აწარმოებდით წინასაარჩევნო პერიოდში საინფორმაციო გამოშვებების მედია მონიტორინგს? (მეთოდოლოგია)
7. მედია-მონიტორინგის შედეგების მიხედვით რამდენად იყო დაცული ქართულ ტელეარხებზე ბალანსი (როგორც ხარისხობრივი, ისე წუთობრივი თვალსაზრისით) მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების საინფორმაციო გაშუქების თვალსაზრისით?
8. გარდა საარჩევნო თემატიკისა, რა თემებს ეთმობოდა ძირითადი ყურადღება ამ პერიოდში?
ვარიანტი 2
საზოდაგოებრივი მაუწყებლის რეორგანიზაცია და არჩევნები
1. თქვენი აზრით, რამ განაპირობა არჩევნებამდე ორი თვით ადრე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და დირექტორისცვლილება?
2. ჰქონდა თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელის ახალ ხელმძღვანელობას საკმარისი დრო საიმისოდ, რომ სათანადოდ მომზადებულიყო 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის?
3. როგორ შემუშავდა საზოგადოებრივ მაუწყებელსა და საარჩევნო სუბიექტებს შორის ურთიერთგაგების მეორანდუმი? რა იყო მემორანდუმის გაფორმების ძირითადი მიზეზები? რა შედეგები მოიტანა აღნიშნულმა მემორანდუმმა?
4. თქვენი აზრით, რამ განაპირობა არჩევნების შემდგომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის გადადგომა?
მედიის დამოუკიდებლობა და რეგულირება
5. რას ნიშნავს თქვენთვის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება?
6. რა არის ჟურნალისტის ძირითადი ფუნქცია: ინფორმაციის გავრცელება, სიმართლის ძიება, მმართველი ელიტის/ხელისუფლების გაკონტროლება, საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის და საჯარო დებატების უზრუნველყოფა, დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა, ეროვნული ღირებულებებისა და ტრადიციების დაცვა?
7. რას ნიშნავს თქვენთვის სარედაქციო დამოუკიდებლობა?
8. საქართველოს რეალობაში როგორ უნდა მოხდეს სარედაქციო და მოუკიდებლობის უზრუნველყოფა?
9. როგორ ფიქრობთ, განიცდის ქართული მედია რაიმე სახის ზეწოლას? და თუ განიცდის რა სახისას?
10. რამდენად ეთანხმებით მოსაზრებას, რომ ქართული მედია განიცდის ზეწოლას მფლობელებისგან სახელმწიფო მოხელეების დავალებით?
11. როგორ ფიქრობთ, რა არის მედიის რეგულირების საუკეთესო ფორმა?
12. რას იტყვით ქართველი ჟურნალისტების პროფესიულ დონეზე?
13. როგორ ფიქრობთ, საჭიროა თუ არა პროფესიული ეთიკის ნორმებზე შეთანხმება?
14. რა უშლის ხელს ამ პროცესს?
15. რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ ქართული მედია შეთანხმდეს ეთიკის კოდექსის წესების შესახებ ?
16. თქვენი აზრით, რა არის თვითცენზურა?
17. არის თუ არა ქართულ მედიაში თვითცენზურა?
ვარიანტი 3
2008 წლის საპარლამენტო არჩევნები და ტელეკომპანია მზე
18. როგორ ვითარებაში მუშაობდა ტელეკომპანია მზის საინფორმაციო სამსახური 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში? 19. რა იყო ამ პერიოდში საინფორმაციო გამოშვებების ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი?
20. რამ გამოიწვია გაერთიანებული ოპოზიციის ბოიკოტი ტელეკომპანია მზეზე?
21. იგრძნობოდა თუ არა ტელეკომპანია მზის საინფორმაციო გამოშვებებში „კეთილგანწყობა“ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ?
22. როგორ დაახასიათებთ გადაცემას „მზერა თბილისს“?
მედიის დამოუკიდებლობის კომპონენტი
23. რას ნიშნავს თქვენთვის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება?
24. რა არის ჟურნალისტის ძირითადი ფუნქცია: ინფორმაციის გავრცელება, სიმართლის ძიება, მმართველი ელიტის/ხელისუფლების გაკონტროლება, საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის და საჯარო დებატების უზრუნველყოფა, დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა, ეროვნული ღირებულებებისა და ტრადიციების დაცვა?
25. რას ნიშნავს თქვენთვის სარედაქციო დამოუკიდებლობა?
26. როგორ ფიქრობთ, განიცდის ქართული მედია რაიმე სახის ზეწოლას? და თუ განიცდის, რა სახისას?
27. რამდენად ეთანხმებით მოსაზრებას, რომ ქართული მედია განიცდის ზეწოლას მფლობელებისგან სახელმწიფო მოხელეების დავალებით?
28. თქვენი აზრით, რა არის თვითცენზურა?
29. რას იტყვით ქართველი ჟურნალისტების პროფესიულ დონეზე? ვარიანტი 4 საზოგადოებრივი მაუწყებლის რეორგანიზაცია და არჩევნები
30. თქვენი აზრით, რამ განაპირობა არჩევნებამდე ორი თვით ადრე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და დირექტორის ცვლილება?
31. ჰქონდა თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებელის ახალ ხელმძღვანელობას საკმარისი დრო საიმისოდ, რომ სათანადოდ მომზადებულიყო 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის?
32. როგორ შემუშავდა საზოგადოებრივ მაუწყებელსა და საარჩევნო სუბიექტებს შორის ურთიერთგაგების მეორანდუმი? რა იყო მემორანდუმის გაფორმების ძირითადი მიზეზები? რა შედეგები მოიტანა აღნიშნულმა მემორანდუმმა?
33. თქვენი აზრით, რამ განაპირობა არჩევნების შემდგომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის გადადგომა? მედია მონიტორინგი
34. როგორ აწარმოებდით წინასაარჩევნო პერიოდში საინფორმაციო გამოშვებების მედია მონიტორინგს?
35. რა აჩვენა მედია მონიტორინგმა: საზოგადოებრივ მაუწყებელზე რამ დენად იყო დაცული ბალანსი, მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების საინფორმაციო გაშუქების თვალსაზრისით?
36. იყო თუ არა მედია მონიტორინგის შედეგები ურთიერთგაგების მემორანდუმის პუნქტების ადეკვატური?
37. რამდენად ეთანხმებით ეუთო-ს წინასწარ დასკვნას იმის შესახებ, რომ „მმართველი პარტიის გაშუქების ტონალობა უმეტესწილად პოზიტიური იყო, ძირითადი ოპოზიციური ბლოკი (კი) ნეიტრალური ტონალობით გაშუქდა“?
38. რას იტყვით ქართველი ჟურნალისტების პროფესიულ დონეზე?
39. როგორ ფიქრობთ, საჭიროა თუ არა პროფესიული ეთიკის ნორმებზე შეთანხმება?
40. რა უშლის ხელს ამ პროცესს?
41. რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ ეთიკის კოდექსის წესების შესახებ შეთანხმდეს ქართული მედია?
42. თქვენი აზრით, რა არის თვითცენზურა?
43. არის თუ არა ქართულ მედიაში თვითცენზურა?
ვარიანტი 5
ტელესივრცე 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი სამი თვით ადრე
9. როგორ დაახასიათებდით ქართულ ტელე-სივრცეს 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი სამი თვით ადრე (მარტი, აპრილი)? როგორი იყო ყურებადობის ძირითადი ტენდენციები?
10. ყურებადობის ძირითადი ტენდენციების თვალსაზრისით, რა განსხვავებებზე გაამახვილებდით ყურადღებას 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან მიმართებაში?
11. ამ პერიოდის განმავლობაში (მარტი, აპრილი) გადიოდა თუ არაქართულ ტელეარხებზე სახელმწიფო უწყებების მიერ დაფინან სებული რეკლამები, რომლებიც სახელმწიფო პროგრამების პო პულარიზაციას უწყობდა ხელს? (სიღარიბის დაძლევის პროგ რამა, მიწების რეგისტრაციის პროგრამა, იაფი კრედიტების პროგრამა და მსგავსი). შეგიძლიათ მოიყვანოთ რამდენიმე მა გალითი? რომელ არხებზე მოდიოდა მსგავსი რეკლამების ძირი თადი წილი?
12. თქვენი აზრით, უწყობდა თუ არა ხელს ასეთი სახის სოციალური რეკლამები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო პლატფორმის პოპულარიზაციას?
2008 წლის წინასაარჩევნო სარეკლამო ლამპანია
13. ზოგადად, რა კრიტერიუმებით მიიჩნევა სარეკლამო კამპანია წარმატებულად?
14. როგორ დაახასიათებდით ძირითადი საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმოებულ წინასაარჩევნო სარეკლამო კამპანიას?
15. სარეკლამო კამპანიის წარმოებისას რა საკითხებზე ამახვილებდნენ პოლიტიკური პარტიები ყურადღებას?
16. თქვნი აზრით, რომელ პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდათ უკეთ დაგეგმილი სარეკლამო კამპანია? (მაღალი GPR, გასაგები მესიჯებიდა ა.შ.)
ზოგადი მაჩვენებლები
17. თქვენი აზრით, რა განაპირობებს ამა თუ იმ ტელეარხის/გადაცემის რეიტინგულობას?
18. 21 აპრილიდან 21 მაისამდე რომელ ტელეარხს და რომელ გადაცემებს (საინფორმაციო გამოშვებები, თოქ შოუ) ჰქონდა მაღალიყურებადობა და რატომ?
ტელეკომპანიები
შპს „ტელეკომპანია მზე“
დაარსების თარიღი - 2003 წლის 1 ივნისი
პოტენიცური აუდიტორია - 1 300 000
მისამართი - თბილისი, კოსტავას ქ. №
ტელეფონი - 8 (22) 21 21 11
ელ.ფოსტა - mze@mze.ge
ინტერნეტი - www.mze.ge
გენერალური დირექტორი - ზაზა თანანაშვილი
შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“
დაარსების თარიღი - 1994 წლის 1 ივნისი
პოტენციური აუდიტორია - 2 794 000
მისამართი - ვაჟა ფშაველას გამზ. 45
ტელეფონი 8 (22) 20 11 11
ელ.ფოსტა - tv@rustavi2.com
ინტერნეტი - www.rustavi2.com
გენერალური დირექტორი - ირაკლი ჩიქოვანი
შპს „კავკასია“
დაარსების თარიღი - 1994 წლის 21 ივნისი
პოტენციური აუდიტორია - 1 000 000
მისამართი - გიორგი ლეონიძის ქ. 11ა
ტელეფონი - 8 (22) 98 67 53
ელ.ფოსტა - kavkasia_tv@hotmail.com
ინტერნეტი - www.tvcaucasus.ge
არხის პრეზიდენტი - დავით აქუბარდია საჯარო სამართლის იურიდიული პირი
„საზოგადოებრივი მაუწყებელი“
დაარსების თარიღი - 2005 წლის 18 იანვარი
პოტენციური აუდიტორია - 3 000 000
მისამართი - კოსტავას ქ. 68
ტელეფონი - 409 477
ელ.ფოსტა - Miranda@gpb.ge
ინტერნეტი - www.gpb.ge
გენერალური დირექტორი - ლევან ყუბანეიშვილი
![]() |
13 ავტორთა შესახებ |
▲back to top |
ნინი გოგიბერიძე - 2003 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, 2005 წელს კი ლონდონის ეკონომიკის სკოლის ადამიანის უფლებების მაგისტრატურა. წლების განმავლობაში მუშაობდა ამერიკის იურისტთა ასოციაციის საქართველოს წარმომადგენლობაში, სადაც აქტიურად იყო ჩართული კანონის უზენაესობისა დასისხლის სამართლის რეფორმის პროგრამების მუშაობაში. 2006-2008 წლებში ხელმძღვანელობდა საზოგადოებრივი აზრის კველვისა და მარკეტინგის ინსტიტუტის მედია მონიტორინგის სამსახურს. ამჟამად ეწევა სამეცნიერო კვლევით საქმიანობას ილია ჭავჭავაის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ნინო დანელია არის კავკასიის ჟურნალიზმისა და მედია მენეჯმენტის სკოლის ასისტენტ-პროფესორი. დაამთავარა ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა, მასობრივი კომუნიკაციების განხრით.უმუშავია ქართულ ბეჭდვით მედიაში, მათ შორის, რეზონანსსა და ეკო-დაიჯესტში, ხელოვნების განყოფილების ხელმძღვანელად. ორი წლისგანმავლობაში მუშაობდა რადიო მწვანე ტალღაში ყოველკვირეული გადაცემა ნიღაბის პროდიუსერად და წამყვანად, გადაცემა განიხილავდაგენდერის საკითხებს. აგრეთვე ერთი წელი მუშაობდა ინტერნიუს - საქართველოში საკვირაო გადაცემა კვირის ამბების პროდიუსერად დაწამყვანად. მეტწილად, იგი დაინტერესებულია მედია კვლევების თემატიკით. ჩატარებული აქვს კვლევები თემებზე: ვარდების რევოლუციის გაშუქება ქართულ მედიაში, ქართული მედიის ღირებულებები და სხვა.
თინათინ ზურაბიშვილმა 1999 მიიღო მოსკოვის მიხეილ ლომონოსოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხი ჟურნალისტიკის სოციოლოგიაში. 1999 წლიდან ასწავლის საბაკალავრო და სამაგისტრო კურსებს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრში, სადაც იგი იყო სამოქალაქო განათლების პროექტის ადგილობრივი ფაკულტეტის მკვლევარი (2001-2003) და აკადემიური საგრანტო პროგრამის მკვლევარი (2005-2006). 2004-2007 წლებში საგაზაფხულო სემესტრებზე იყო OSI ფაკულტეტის განვითარებისმკვლევარი კალიფორნიის ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის სოციოლოგიის დეპარტამენტში. 1999 და 2001 წლებში მსახურობდა აღმოსავლეთ ევროპის იელის უნივერსიტეტის პროექტში უმცროს მკვლევარად სიღარიბის, ეთნოსისა და გენდერის კვლევაზე. ასევე, ხუთი წელი მუშაობდა სოციოლოგად სახალხო აზრის და საბაზრო კვლევის რუსულ ცენტრში (ახლანდელი ლევადა ცენტრი). მისი აკადემიური პუბლიკაციები ფოკუსირდება სოციალური კვლევების მეთოდებზე, თვისობრივ და მედიის სოციოლოგიაში.






