![]() |
სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის ინფორმირების ძირითადი წყაროები და მოქალაქეობის თვითაღქმა |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი კვლევის ანგარიში|საია; CIPDD; saferworld |
საავტორო უფლებები: © მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, © საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია |
თარიღი: 2010 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: ნოემბერი 2010 კვლევის ანგარიში პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ ა. წერეთლის გამზირი 72 0154 თბილისი, საქართველო ტელ: +995 32 35 51 54 ფაქსი: +995 32 35 57 54 ელ-ფოსტა: info@cipdd.org ვებ-გვერდი: www.cipdd.org საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ჯ. კახიძის (ყოფილი კრილოვის) ქუჩა ½ 15 0102 თბილისი, საქართველო ტელ: 995 32) 936101 / 952353 ფაქსი: (995 32) 923211 ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge ვებ-გვერდი: www.gyla.ge Saferworld The Grayston Centre, 28 Charles Square London, N1 6HT, UK ტელ: +44 (0)20 7324 4646 ფაქსი: +44 (0)20 7324 4647 ელ-ფოსტა: general@saferworld.org.uk ვებ-გვერდი: www.saferworld.org.uk კომპანია ½3015948 (ინგლისი და უელსი) საქველმოქმედო ორგანიზაცია ½143843 მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი |
![]() |
1 * * * |
▲ზევით დაბრუნება |
კვლევა დაიგეგმა მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და უსაფრთხო მსოფლიოს მიერ. იგი განახორციელა ექსპერტმა მარინა იმერლიშვილმა (ARC) სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სამუშაო ჯგუფის დახმარებით 2010 წლის სექტემბერში. უსაფრთხო მსოფლიო (Saferworld) და შერიგების რესურსები (Conciliation Resources) ახორციელებენ ერთობლივ პროგრამას - 2008 წლის აგვისტოს კრიზისის შემდგომ შესაბამისი პირობების შექმნა, კონფლიქტის ეფექტურად თავიდან აცილებისა და ტრანსფორმაციის მიზნით. წინამდებარე კვლევა ამ პროგრამის ნაწილია; იგი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
კვლევა განხორციელდა პროგრამის რეგიონული კოორდინატორის გიორგი ანდღულაძისა და სამცხე-ჯავახეთის ძირითადი სამუშაო ჯგუფის წევრების (ედგარ არუთუნიანი, არარატ თთთიანი, შორენა თეთვაძე, ქრისტინა მარაბიანი, მახარე მაცუკატოვი, ცირა მესხიშვილი) ხელშეწყობით. რედაქტორი: დავით ლოსაბერიძე.
კვლევაში გამოხატული შეხედულებები არ ასახავს მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და უსაფრთხო მსოფლიოს თვალსაზრისს.
![]() |
2 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
2010 წლის სექტემბერში სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სამ ქალაქში: ახალციხეში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ჩატარდა კვლევა, რომლის მიზანი იყო: 1) მოსახლეობის ინფორმაციის ძირითადი წყაროების დადგენა და ამ წყაროების გამოყენების მიზეზთა გარკვევა; 2) მოსახლეობის დამოკიდებულების შესწავლა - რამდენად აღიქვამენ თავს ქვეყნის მოქალაქეებად და რამდენად უკავშირებენ საკუთარ მომავალს საქართველოს.
კვლევა წარმოადგენს პროექტში ჩართულ საზოგადოების ჯგუფებთან დიალოგის პროცესის ორგანულ ნაწილს; იგი მიმდინარეობს ოთხ ეტაპად:
2008 წლის აგვისტოს ომის გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების განხილვა/გააზრება;
კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც დამახასიათებელია სამიზნე რეგიონებისთვის, და მთავარი აქტორების დახასიათება;
სპეციფიკური რეკომენდაციების შემუშავება ამ რეგიონებისთვის, მათი მომავალი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით;
ეროვნული დონის რეკომენდაციების ჩამოყალიბება კონფლიქტის თავიდან აცილებისა და სამომავლო მშვიდობის უზრუნველყოფისათვის.
პროექტის ფარგლებში კონსულტაციები მიმდინარეობს საქართველოს ოთხ რეგიონში და მოიცავს მოქალაქეთა საკმაოდ მრავალრიცხოვან ჯგუფებს; ამ პროცესის მიზანი არ არის მასშტაბური სოციოლოგიური კვლევა; მისაღწევია ღრმა და განგრძობადი დიალოგი, რათა მოხდეს:
პროექტში ჩართულ ადამიანებთან დიალოგის საფუძველზე საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა შეხედულების და მიდგომის გამოვლენა.
კონფლიქტთან დაკავშირებით დაბალანსებული და მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდება;
ახალი თვალით და უფრო ფართო ჭრილში საკითხების დანახვა;
სხვადასხვა რეგიონში არსებული ხედვების გაცნობა და ურთიერთგაზიარება.
პროგრამა ერთობლივად ხორციელდება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საქართველო), მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტისა (საქართველო) და უსაფრთხო მსოფლიოს (გაერთიანებული სამეფო) მიერ. მისი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას კონფლიქტთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების გაანალიზებაში და ამ საკითხების მიმართ კონსტრუქციული როლის გაძლიერებაში.
![]() |
3 მეთოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
წინამდებარე კვლევისას ვიხელმძღვანელეთ რაოდენობრივი კვლევის მეთოდით. სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო ოთხასმა რესპონდენტმა (200 - ახალციხე, 100 - ახალქალაქი, 100 - ნინოწმინდა). შერჩევის მეთოდად გამოვიყენეთ შემთხვევითი შერჩევის მეთოდი. ანკეტირება ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით წინასწარ მომზადებული კითხვარის საშუალებით. კითხვარი შეიცავდა როგორც ღია, ისე დახურულ კითხვებს. სულ ანკეტაში მოცემული იყო 16 კითხვა და დემოგრაფიული ბლოკი, რომელიც შეიცავდა სამ კითხვას. ანკეტის ჩატარების და შერჩევის წერტილის არჩევის ტექნიკის შესახებ ინტერვიუერებს ჩაუტარდათ სპეციალური ტრენინგი.
მონაცემები დამუშავდა სტატისტიკურ პროგრამაში SPSS. მონაცემები ანგარიშში გადმოცემულია დიაგრამებისა და ცხრილების საშუალებით.
![]() |
3.1 1. დემოგრაფიული მაჩვენებლები და გეოგრაფიული არეალი |
▲ზევით დაბრუნება |
კვლევა ჩატარდა სამცხე-ჯავახეთის სამ ქალაქში: ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა. დიაგრამაზე მოცემულია რესპონდენტთა პროცენტული განაწილება.
დიაგრამა 1. გეოგრაფიული არეალი
გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო ხუთმა ასკობრივმა ჯგუფმა: 18-25 წელი, 26-35 წელი, 36-45 წელი, 46-55 წელი და 55 წელს გადაცილებული.
დიაგრამა 2. ასაკობრივი ჯგუფები
გამოიკითხა 43,6%25 მამრობითი სქესისა და 54,4%25 მდედრობითი სქესის რესპონდენტი. აქედან 30%25-ს ეთნიკურად ქართველი რესპონდენტები შეადგენდნენ, ხოლო დანარჩენ 70%25-ს - ეთნიკურად არაქართველი რესპონდენტები.
დიაგრამა 3. რესპონდენტთა განაწილება ეთნიკური წარმოშობის მიხედვით
გამოკითხულთა 57,8%25 დასაქმებულია. აქედან: 25,4%25 - სახელმწიფო სექტორში, 18%25 - კერძო სექტორში, 6,4%25 - საზოგადოებრივ სექტორში, ხოლო 7,7%25 თვითდასაქმებულია. გამოკითხულთა შორის უმუშევარია 17,5%25, დიასახლისი - 13,9%25, სტუდენტი - 4,9%25, პენსიონერი - 5,9%25.1 მონაცემები არ აჩვენებს ეთნიკური წარმოშობის მიხედვით განსხვავებას დასაქმების ჭრილში.
__________________
1. გამოკითხულ რესპონდენტთა შორის 55 წელს გადაცილებული პირები 12,6%25-ს შეადგენდნენ. ინტერვიუერებმა იცოდნენ, რომ სასურველი იყო შეერჩიათ შედარებით ახალგაზრდა რესპონდენტები, თუ ექნებოდათ შესაძლებლობა, გაეკეთებინათ არჩევანი ასაკოვან და შედარებით ახალგაზრდა რესპონდენტებს შორის.
![]() |
3.2 2. საინფორმაციო არხები |
▲ზევით დაბრუნება |
რესპონდენტები ინფორმაციას, უმეტესად, ადგილობრივი ტელევიზიის საშუალებით იღებენ. კითხვარი მათ აძლევდათ საშუალებას, აერჩიათ სამი საინფორმაციო წყარო. ჩამონათვალში მითითებული იყო როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური და რუსეთისა და სომხეთის საინფორმაციო საშუალებები. კვლევის შედეგებმა აჩვენა განსხვავება ქალაქების მიხედვით (დიაგრამა 4 და დიაგრამა 5).
დიაგრამა 4. დაასახელეთ ინფორმაციის მიღების სამი ძირითადი წყარო
როგორც დიაგრამიდან ჩანს, რესპონდენტთა ორი მესამედისთვის ინფორმაციის მიღების ძირითადი წყარო ადგილობრივი ტელევიზიაა. შედეგი გასხვავებულია ქალაქების მიხედვით. ახალციხის მოსახლეობისთვის პირველ ადგილზე ცენტრალური ტელევიზიაა. გამოკითხულთა უმრავლესობა (76,5%25) აღნიშნავს, რომ ინფორმაციის მიღების ძირითადი საშუალება ცენტრალური სატელევიზიო არხებია. ინფორმაციის ამ წყაროს ახალქალაქისა და ნინოწმინდას მოსახლეობის მესამედზე ოდნავ მეტი ასახელებს (იხ. დიაგრამა 5).
დიაგრამა 5. დაასახელეთ ინფორმაციის მიღების სამი ძირითადი წყარო (ქალაქების ჭრილი)
რესპონდენტთა ნახევარზე მეტმა აღნიშნა, რომ ინფორმაციის მიღების წყარო რუსული ტელეარხებია. სომხურ ტელეარხებს ნინოწმინდაში გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობა (77,8%25) ასახელებს; ასევე, გამოკითხულ რესპონდენტთა ნახევარი ახალქალაქში სომხური არხებიდან იღებს ინფორმაციას.
მნიშვნელოვანია განსხვავება ეთნიკური წარმომავლობის ჭრილის მიხედვითაც.
დიაგრამა 6. დაასახელეთ ინფორმაციის მიღების სამი ძირითადი წყარო (ეთნიკური წარმომავლობის ჭრილი)
როგორც დიაგრამიდან ჩანს, ადგილობრივ ტელევიზიას ინფორმაციის მისაღებად რესპონდენტთა ორივე ჯგუფი დაახლოებით თანაბრად იყენებს.
რესპონდენტთა თანაბარი ჯგუფები იღებენ ინფორმაციას ქართულ, რუსულ და სომხურ ენაზე.
დიაგრამა 7. რა ენაზე იღებენ ინფორმაციას გამოკითხული რესპონდენტები
ქართულ ენაზე ინფორმაციას ეთნიკურად არაქართველი რესპონდენტების მხოლოდ 12,2%25 იღებს.
დიაგრამა 8. რა ენაზე იღებენ ინფორმაციას რესპონდენტები (ეთნიკური წამომავლობის ჭრილი)
ყველაზე ნაკლებად ქართულ ენაზე ინფორმაციას ნინოწმინდის რესპონდენტები ეცნობიან (8,1%25), მაშინ, როცა ახალქალაქის რესპონდენტთა მეხუთედზე ოდნავ მეტი (22,4%25) იღებს ინფორმაციას ქართულ ენაზე (დიაგრამა 9).
დიაგრამა 9. რა ენაზე იღებენ ინფორმაციას გამოკითხული რესპონდენტები (ქალაქების ჭრილი)
განსხვავება დაფიქსირდა, ინფორმაციის მიღების ენის მიხედვით, ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობის ასაკობრივ ჭრილშიც. როგორც ½1 ცხრილში ჩანს, ქართულ ენაზე ინფორმაციას 25 წლამდე ახალგაზრდები და 36 წელს ზევით რესპონდენტები უფრო იღებენ, ვიდრე 26-იდან 35 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის რესპონდენტები.
ცხრილი 1. რა ენაზე იღებენ ინფორმაციას გამოკითხული რესპონდენტები (ასაკობრივი ჭრილი)
რესპონდენტების უმეტესობა საინფორმაციო გადაცემების მაყურებელია. 35 წლის ზევით რესპონდენტები უფრო მეტად უყურებენ საინფორმაციო გადაცემებს, ვიდრე ახალგაზრდა რესპონდენტები, თუმცა ყველაზე ხშირად პასუხებში ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფი მაინც საინფორმაციო გადაცემას ასახელებს.
დიაგრამა 10. ძირითადად, რა ტიპის გადაცემებს უყურებენ რესპონდენტები
გარდა ადგილობრივი ტელევიზიის გადაცემებისა, გამოკითხული რესპონდენტები უყურებენ ცენტრალური ტელევიზიის არხებს: იმედი - 49%25, საზოგადოებრივი მაუწყებელი - 42,2%25, რუსთავი 2 - 41,7%25, region-TV - 7,5%25, საზოგადოებრივი მაუწყებლის II არხი - 3,5%25, მზე - 2,5%25. რუსეთის ტელევიზიის არხებს: NTV - 19,2%25, ORT - 28,8%25, STS - 5,3%25 RTR - 4,8%25 REN TV, Rosia, KINOHIT, MTV-RU, MOSKVA, ხოლო სომხური არხებიდან დასახელდა Shant TV - 28,5%25, Armenia - 14,4%25, სომხეთის I არხი - 4%25 და N1 - 4%25.
დიაგრამა 11. ძირითადად, რომელ სატელევიზიო არხებს უყურებენ (გარდა ადგილობრივი არხებისა)
დიაგრამა 12. ძირითადად, რომელ სატელევიზიო არხებს უყურებენ (გარდა ადგილობრივი არხებისა. განაწილება ქალაქების მიხედვით)
ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობა, მეტწილად, არხებს მაუწყებლობის ენის მიხედვით ირჩევს.
დიაგრამა 13. რატომ უყურებს მოსახელობა აღნიშნულ არხებს
გამოკითხული მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ცენტრალურ პრესას კითხულობს; თუმცა, პრესას ახალციხელი რესპონდენტები უფრო კითხულობენ, ვიდრე რესპონდენტები ახალქალაქსა და ნინოწმინდაში.
დიაგრამა 14. ძირითადად, რა გაზეთებს კითხულობენ რესპონდენტები
დიაგრამა 15. ძირითადად, რა გაზეთებს კითხულობენ რესპონდენტები (განაწილება ქალაქების მიხედვით)
![]() |
3.3 3. ქვეყნის აღქმა |
▲ზევით დაბრუნება |
გამოკითხულთაგან მხოლოდ ათმა პროცენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს გარდა სხვა ქვეყნის მოქალაქეც არის.
დიაგრამა 16. ქვეყნები, რომელთა მოქალაქეებიც არიან რესპონდენტები
იმ რესპონდენტების 43,9%25, რომლებიც საქართველოს გარდა, სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც არიან, თავს საქართველოს მოქალაქეებად აღიქვამენ.
დიაგრამა 17. რომელი ქვეყნის მოქალაქედ უფრო მიიჩნევენ თავს ის რესპონდენტები, რომლებიც საქართველოს გარდა სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც არიან
დიაგრამა 18. რატომ მიიჩნევენ თავს ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქედ ის რესპონდენტები, ვინც გარდა საქართველოსა, სხვა ქვეყნის მოქალაქეცაა
ეთნიკურად არაქართველი რესპონდენტების უმეტესობა (85,5%25) თავს საქართველოს მოქალაქედ აღიქვამს.
დიაგრამა 19. რომელი ქვეყნის მოქალაქედ აღიქვამენ თავს ეთნიკურად არაქართველი რესპონდენტები
იმ ეთნიკურად არაქართველი რესპონდენტების 91,1%25, ვინც მხოლოდ საქართველოს მოქალაქეა, თავს საქართველოს მოქალაქედ მიიჩნევს. ამ ჯგუფიდან მხოლოდ 4,3%25 მიიჩნევს თავს სომხეთის მოქალაქედ, 2,6%25 (6 რესპონდენტი) კი - რუსეთის მოქალაქედ.
რესპონდენტთა უმეტესობის შემოსავალი საქართველოს უკავშირდება, თუმცა ეთნიკურ ჯგუფებში განსხვავება აღმოჩნდა ამ კითხვის შედეგების მიხედვით: საქართველოსთან დაკავშირებულია ეთნიკური ქართველების 95,8%25-ის შემოსავლები, ეთნიკურად არაქართველების 68,5%25-ის შემოსავლები (დიაგრამა 21).
დიაგრამა 20. ძირითადად, რომელ ქვეყანასთან არის დაკავშირებული რესპონდენტთა ოჯახის შემოსავალი
დიაგრამა 21. ძირითადად, რომელ ქვეყანასთან არის დაკავშირებული რესპონდენტთა ოჯახის შემოსავალი (ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით)
განსხვავება დაფიქსირდა აღნიშნულ კითხვაზე ქალაქების მიხედვითაც: ახალციხეში გამოკითხული რესპონდენტების 89,3%25-ის შემოსავალი საქართველოს უკავშირდება. საქართველოს უკავშირდება ახალქალაქის რესპონდენტთა 64,6%25-ის შემოსავალი და ნინოწმინდის რესპონდენტთა 75,5%25 შემოსავალი.
ცხრილი 2. ძირითადად, რომელ ქვეყანასთან არის დაკავშირებული რესპონდენტთა ოჯახის შემოსავალი (განაწილება ქალაქების მიხედვით)
რესპონდენტებს ეძლეოდათ ღია კითხვა, თუ რა არის მათთვის საქართველო. აღსანიშნავია, რომ ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობის 68,4%25-მა აღნიშნა, რომ მისთვის საქართველო სამშობლოა.
დიაგრამა 22. რა არის რესპონდენტებისთვის საქართველო (ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობა)
იგივე დაადასტურა შემდეგმა კითხვამ, სადაც რესპონდენტები ღია კითხვაზე პასუხობდნენ, თუ რომელი ქვეყანაა მათი სამშობლო. გამოკითხულთა 77,7%25 მიიჩნევს, რომ მისი სამშობლო საქართველოა.
დიაგრამა 23. რომელი ქვეყანას მიიჩნევენ სამშობლოდ ეთნიკურად არაქართველი რესპონდენტები
ეთნიკურად არაქართველი რესპონდენტები სამშობლოდ საქართველოს უფრო მეტად ასახელებენ ახალციხესა და ნინოწმინდაში, ვიდრე ახალქალაქში (იხ. ცხრილი 3). ახალქალაქის რესპონდენტთა მესამედი თავის სამშობლოდ სომხეთს მიიჩნევს.
ცხრილი 3. რომელ ქვეყანას მიიჩნევენ სამშობლოდ ეთნიკურად არაქართველი რესპონდენტები
გამოკითხულთა უმრავლესობა თავის და თავისი ოჯახის მომავალს საქართველოს უკავშირებს. სომხეთსა და რუსეთს რესპონდენტთა დაახლოებით ერთნაირი რაოდენობა უკავშირებს, შესაბამისად 9,9%25 და 11%25.
რესპონდენტთა იმ ნაწილის 48,6%25, რომელიც საქართველოს გარდა სხვა ქვეყნის მოქალაქეცაა, საკუთარ სამშობლოდ საქართველოს მიიჩნევს, ხოლო 43,2%25 - სომხეთს.
დიაგრამა 24. რომელ ქვეყანას უკავშირებენ ეთნიკურად არაქართველი რესპონდენტები თავის და თავისი ოჯახის მომავალს
მონაცემები ერთმანეთისგან ქალაქების მიხედვით განსხვავდება. ახალციხესა და ნინოწმინდაში მომავალს საქართველოს პროცენტულად უფრო მეტი რესპონდენტი უკავშირებს, ვიდრე ახალქალაქში. ახალქალაქში, საქართველოს (68,4%25) შემდეგ, მომავალს უფრო სომხეთს უკავშირებენ (17,9%25).
ცხრილი 4. რომელ ქვეყანას უკავშირებენ თავის მომავალს რესპონდენტები
უნდა აღინიშნოს, რომ ეთნიკურად არაქართველი ის რესპონდენტები, რომლებიც მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები არიან, უფრო მეტად უკავშირებენ თავის მომავალს საქართველოს, ვიდრე ეთნიკურად არაქართველი მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს გარდა სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც არიან: შესაბამისად 82,2%25 და 29,7%25. მათგან, ვინც მომავალს საქართველოს არ უკავშირებს, საკუთარ მომავალს სომხეთსა (29,7%25) და რუსეთში (32, 4%25) ხედავს.
_______________________
1. ღია კითხვაზე თავად რესპოდენტები იძლეოდნენ ასეთ პასუხს. სადაც დაკონკრეტდა, იქ ჩაიწერა კონკრეტულად სომხეთი, რუსეთი, საბერძნეთი და აშშ.
![]() |
4 ძირითადი დასკვნები |
▲ზევით დაბრუნება |
სამცხე-ჯავახეთის სამ ქალაქში: ახალქალაქში, ახალციხესა და ნინოწმინდაში ინფორმაციის მიღების ყველაზე გავრცელებული არხი ადგილობრივი ტელევიზიაა. მეორე ადგილი სომხურ არხებს, ხოლო მესამე - ცენტრალურ არხებს უკავია. სურათი ქალაქების მიხედვით განსხვავებულია: ახალციხეში მოსახლეობა ცენტრალური ტელევიზიის საშუალებით უფრო იღებს ინფორმაციას, ხოლო ახლაქალაქსა და ნინოწმინდაში ადგილობრივი ტელევიზიის საშუალებით. საინფორმაციო არხების დასახელებისას განსხვავება აღინიშნება ეთნიკური ჭრილის მიხედვითაც. ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობა ინფორმაციის მისაღებად უფრო მეტად სარგებლობს სომხური და რუსული არხებით, ვიდრე ერთნიკურად ქართველი მოსახლეობა.
რესპონდენტები ინფორმაციას ქართულ, რუსულ და სომხურ ენებზე იღებენ, არაქართული მოსახლეობის მხოლოდ 12,2%25 იღებს ინფორმაციას ქართულ ენაზე. მათი ნახევარი (51,8%25) უფრო რუსულ ენაზე იღებს ინფორმაციას, სომხურ ენაზე კი არაქართველი რესპონდენტების 37,7%25. სომხურ ენაზე ინფორმაციას ნინოწმინდის მოსახლეობა უფრო იღებს (44,4%25), ვიდრე, ახალქალაქის მოსახლეობა (35,4%25)
რესპონდენტების უმეტესობა საინფორმაციო გადაცემების მაყურებელია. 35 წელს გადაცილებულ რესპონდენტთა უფრო მეტი ნაწილი უყურებს საინფორმაციო გადაცემებს, ვიდრე ახალგაზრდა რესპონდენტები. ყველა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები უფრო ხშირად საინფორმაციო გადაცემას უყურებენ.
გარდა ადგილობრივი ტელევიზიის გადაცემებისა, გამოკითხული რესპონდენტები უყურებენ ცენტრალური ტელევიზიის არხებს: იმედი - 49%25, საზოგადოებრივი მაუწყებელი - 42,2%25, რუსთავი 2 - 41,7%25, region TV - 7,5%25. სომხური არხებიდან დასახელდა: Shant TV - 28,5%25, Armenia - 14,4%25, სომხეთიის I არხი - 4%25 და N1 - 4%25. გამოკითხული მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ცენტრალურ პრესას კითხულობს. ქართულ ენაზე ინფორმაციას 25 წლამდე და 36 წელს გადაცილებული რესპონდენტები უფრო იღებენ, ვიდრე 26-იდან 35 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის რესპონდენტები.
ეთნიკურად არაქართველი რესპონდენტების უმეტესობა თავს საქართველოს მოქალაქედ მიიჩნევს. გამოკითხულთა 77,7%25 თავის სამშობლოდ საქართველოს ასახელებს. ეთნიკურად არაქართველი რესპონდენტები ახალციხესა და ნინოწმინდაში უფრო მეტად ასახელებენ სამშობლოდ საქართველოს, ვიდრე ახალქლაქში. ახალქალაქის რესპონდენტთა მესამედი თავის სამშობლოდ სომხეთს მიიჩნევს. ახალციხესა და ნინოწმინდაში საკუთარ მომავალს საქართველოს პროცენტულად უფრო მეტი რესპონდენტი უკავშირებს, ვიდრე ახალქალაქში.
![]() |
5 * * * |
▲ზევით დაბრუნება |
მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი
მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD) დამოუკიდებელი, საჯარო პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე კვლევითი ცენტრია. ინსტიტუტი დაფუძნდა თბილისში 1992 წელს. CIPDD არის არასამთავრობო და არასამეწარმეო ორგანიზაცია. ინსტიტუტის კომპეტენცია განსაკუთრებით მაღალია ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის პრობლემები და სამოქალაქო ინტეგრაცია, ადგილობრივი თვითმმართველობა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობები და უსაფრთხოების სექტორის რეფორმები. კავკასიური ინსტიტუტი ასრულებს კვლევით სამუშაოებს, ამზადებს და გამოსცემს სხვადასხვა პუბლიკაციას, აწყობს კონფერენციებს, მრგვალ მაგიდებს და საჯარო დისკუსიებს. ინსტიტუტი აგრეთვე ატარებს სასწავლო ტრენინგებს და სემინარებს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) არის არასამეწარმეო იურიდიული პირი. ის საქმიანობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და საკუთარი წესდების შესაბამისად. ასოციაციის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა კავშირი. ასოციაციის მიზნებია:
იურისტთა შორის პროფესიული ეთიკის ნორმების დამკვიდრება
იურისტთა პროფესიული დაოსტატება და კვალიფიკაციის ამაღლება
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა
საზოგადოებაში სამართალშეგნების დონის ამაღლება და კანონისადმი პატივისცემის დამკვიდრება
სამოქალაქო საზოგადოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციობისათვის აუცილებელი სამართლებრივი ბაზის შექმნა
Saferworld
უსაფრთხო მსოფლიოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: კონფლიქტის პრევენცია და შემცირება; ასევე, უსაფრთხოების ერთობლივი მიდგომების შემუშავება. ჩვენ ვთანამშრომლობთ სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა ხელი შევუწყოთ ეფექტური პოლიტიკის დამკვიდრებას ადვოკატირების, კვლევის და პოლიტიკის განვითარებით.