![]() |
რა არის გადასახლება? |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი სამართალი|სამოქალაქო სამართლებრივი განათლება |
საავტორო უფლებები: © საქართველოს გაეროს ასოციაცი |
თარიღი: 2005 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: 2005 წლის აგვისტო გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოს წარმომადგენლობა, მომზადებულია საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ |
![]() |
1 რა სახის გრძელვადიანი გადაწყვეტილებები არსებობს ლტოლვილებისთვის? |
▲back to top |
გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატი ლტოლვილთა მიმართებაში ზოგადად განიხილავს სამი სახის გრძელვადიან გადაწყვეტილებას: წარმოშობის ქვეყანაში უსაფრთხო და ღირსეულ, ნებაყოფლობითი დაბრუნება; თავშესაფრის სახელმწიფოში ინტეგრაცია ან გადასახლება მესამე ქვეყანაში.
გლობალური პირობებში, გრძელვადიანი გადაწყვეტილების ძებნისკენ სწრაფვისას, გლუკი ნებაყოფლობით დაბრუნებას, ადგილობრივ ინტეგრაციას და გადასახლებას განიხილავს, როგორც გრძელვადიანი გადაწყვეტილების ერთ მთლიანობას
რა არის გადასახლება?
მიუხედავად თავშესაფრის ქვეყნის დაუღალავი მცდელობებისა დაეხმაროს ადამიანებს, ვინც თავისი ქვეყნიდან გაიქცა, ლტოლვილთა ტანჯვა და წამება არ ქრება ადვილად. ხანდახან მიზეზები, რამაც ლტოლვილები აიძულა დაეტოვებინათ მათი წარმოშობის ქვეყანა, თავშესაფრის ქვეყანაშიც იჩენს ხოლმე თავს. იქ შეიძლება არსებობდეს ლტოლვილთა ნების საწინააღმდეგოდ მათი იძულებით უკან დაბრუნების რისკი, ან თავშესაფრის ქვეყანაში გავრცელებული ადამიანის უფლებათა სერიოზული დარღვევები, რაც საფრთხეს უქმნის ლტოლვილთა უსაფრთხოებასა და ხელშეუხებლობას. როდესაც არსებობს ინდივიდიალური ლტოლვილისთვის უსაფრთხოების რისკი ან არსებობს სხვა მიზეზები, რათა დავეხმაროთ მას ქვეყნის დატოვებაში, გლუკი ცდილობს გადაასახლოს ისინი უსაფრთხო მესამე ქვეყანაში.
გადასახლების პროცესში ლტოლვილი სარგებლობს იურიდიული დაცვით - რაც გამოიხატება ცხოვრების უფლებაში და ხშირად საბოლოოდ მოქალაქეობის მინჭებაში - იმ მთავრობებისგან, რომლებიც თითოეული საქმიდან გამომდინარე დათანხმდნენ მიეღოთ საზოგადოების ახალი წევრები. ლტოლვილთა მიღების და განსახლების საქმე გლუკისგან მოითხოვს მჭიდრო თანამშრომლობას ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რელიგიურ და სოციალურ ჯგუფებთან. ეს არის კომპლექსური ოპერაცია, რისი შედეგიცაა მნიშვნელოვანი კოორდინირებული გადაწყვეტილებები.
გადასახლება არ არის უფლება. არცერთი ქვეყანა არ არის იურიდიულად ვალდებული მესამე ქვეყნის სტატუსით მიღოს ლტოლვილები. გლუკს შეუძლია ქვეყნებს შესთავაზოს გადასახლების საქმეები, მაგრამ ეს არ იძლევა გარანტიას, რომ რომ მიმღები ქვეყანა გაითვალისწინებს გლუკის რეკომენდაციას. ქვეყნებს შეუძლიათ მიიღონ არ უარყონ შემოთავაზებული საქმეები. როდესაც ლტოლვილი გადასახლების ქვეყანაში ჩადის, ეს ნიშნავს, რომ ის უკვე იმ ქვეყნის მფარველობის ქვეშ იმყოფება.
სანამ ყველა გადასახლების პროგრამები ცნობენ რიგ დაუძლეველ გარემოებებს, მათ შორის დაცვის საქმეებს და სპეციალური საჭიროების მქონე ლტოლვილებს როგორიცაა ფიზიკური ან გონებრივი არასრულფასოვნება, კრიტერიუმი რითაც ქვეყანა განსაზღვრავს გადასხლებისათვის დასაშვებითობას, განსხვავებულია.
გლუკის გადასახლების პროგრამები განხორციელებულია ბევრ ქვეყანაში, სადაც ლტოლვილები დროებით ცხოვრობენ. მაგალითად, დიდი იყო ვიეტნამელი და ბოსნიელი ლტოლვილების გადასახლების ოპერაციები 1980-1990 წლებში. უკანასკნელი წლების განმავლობაში გადასახლების პროცესები უფრო გააქტიურდა. 2003 წელს, აფრიკელი ლტოლვილები წარმოადგენდნენ ყველაზე დიდ ჯგუფს გლუკის დახმარებით წარმოებულ გადასახლების პროგრამის საქმეებში (57% ლტოლვილთა მთლიანი რაოდენობის), მათ შემდეგ მოდიოდა ლტოლვილები ახლო აღმოსავლეთიდან(35%) და აზიიდან(4%).
პრობლემები/მძიმე ამოცანები
2001 წლის ტერორისტულმა თავდასხმებმა, კონფლიქტებმა ავღანეთსა და ერაყში, და ევროპაში ბოლო დროინდელმა ტერორისტულმა აქტებმა, სერიოზული ზეგავლენა იქონიეს გადასახლების პროცედურებზე. ხალხის მიმოსვლაზე დაწესებულმა ახალმა უსაფრთხოების ზომებმა უარყოფითად იმოქმედეს ლტოლვილთა გადასახლების პროცესზე. მიუხედავად, გლობალური უსაფრთხოების გარშემო არსებული სიტუაციისა, გადასახლება იყო და იქნება გადაწყვეტილება ლტოლვილთა მცირე რაოდენობისათვის. 2004 წელს, გლუკის მზრუნველობის ქვეშ მყოფი 17 მილიონიდან 100 ათასამდე ადამიანი იყო გადასახლებული მთელი მსოფლიოს მაშტაბით.
გადასახლების პროცედურების გლობალიზაციასთან ერთად, მიმღები ქვეყნების წინაშე წარმოიშვა ახალი პრობლემები. ნაცვლად იმისა, რომ ემუშავათ დასავლური კულტურული ფასეულობების მქონე ლტოლვილებზე, მიმღები მთავრობები იძულებული გახდნენ უფრო მეტი ადამიანური და ფინანსური რესურსები გამოიყენონ განსხვავებული ენის და სოციალური პირობების მქონე ლტოლვილთა ჯგუფების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
გადასახლება ასევე ახალი პრობლემებია იმ იღბლიანებისთვისაც, ვის მიღებაზეც მესამე ქვეყანამ თანხმობა განაცხადა. უმრავლესობა უნდა შეისწავლოს ახალი ენა, აირჩიოს ცხოვრების ახალი გზა და გაიაროს ადაპტაცია ახალ სოციალურ ღირებულებებთან სრულიად უცნობ გარემოში, სადაც მათ არც მეგობრების და არც ოჯახის მხარდაჭერა არ ექნებათ. ზოგჯერ ისინი პირისპირ აღმოჩნდებიან არაინფორმირებული და ცრუმორწმუნე მასპინძელი საზოგადოების წინაშე, რომელიც ლტოლვილებს ეჭვის თვალით უყურებს, ან ფიქრობს, რომ ლტოლვილებს სახელმწიფო შემწეობა და ადვილი სამსახურები ერგებათ. ეს მოითხოვს უსაზღვრო ნებისყოფას და დიდ სამუშაოს, რათა გადალახული იქნეს ყველა წინააღმდეგობა და მიღწეულ იქნეს წარმატება ახალ ქვეყანაში.
რა პოლიტიკა აქვს გლუკს გადასახლების მიმართ?
უმრავლესობა ლტოლვილებისთვის ნებაყოფლობით უკან დაბრუნება ყველაზე მისაღები გრძელვადიანი გადაწყვეტილებაა. როდესაც, არსებობს დევნის საფრთხე ან სხვა მიზეზები, ზოგიერთ მშვიდობიან მოსახლეს არ შეუძლია წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნება და თავშესაფრის ქვეყანაში ფიზიკური და იურიდიული დაცვის გარეშე ცხოვრებაც. ასეთ სიტუაციაში მესამე ქვეყანაში გადასახლება ყველაზე რეალურია.
აქვს თუ არა ლტოლვილს უფლება მოითხოვოს კონკრეტულ ქვეყანაში გადასახლება?
ჩვეულებრივ, არა. მაგრამ ოჯახის გაერთიანების ინტერესიდან გამომდინარე, ლტოლვილს შეუძლია მოითხოვოს იმ ქვეყანაში გადასახლება, სადაც მისი ახლო ოჯახის წევრები ცხოვრობენ. ასეთი ოჯახების წევრებად ითვლებიან მეუღლე, 18 წლამდე შვილები და მოხუცი მშობლები, რომელთაც სპეციალური დახმარება სჭირდებათ. მიუხედავად ამისა, ოჯახის გაერთიანების მოთხოვნა შეიძლება ყოველთვის არ დაკმაყოფილდეს. ანალოგიურია, როცა ლტოლვილებს უნდათ დიდ ქალაქებში ჩასახლება, მაგრამ ხშირად პატარა ქალაქში ამოყოფენ ხოლმე თავს, რადგან მიმღები ქვეყნები ხშირად მიმოფანტავენ ლტოლვილებს მთელ ტერიტორიაზე.
რომელი ქვეყნები აცხადებენ გადასახლების ქვოტებს?
ევროკავშირის 191 წევრი სახელმწიფოდან 20-მდე ქვეყანამ გამოსცა წლიური გადასახლების ქვოტა. დღეისათვის 9 მასპინძელი ქვეყანის მიერ ყოველწლიურად წარმოებს ლტოლვილთა დიდი ნაკადის მიღება(აშშ, კანადა, ავსტარლია, შვედეთი, ნორვეგია, ფინეთი, ახალი ზელანდია, დანია, ნიდერლანდები). ოჯახის გაერთიანების მიზნით ან მყარი კულტურული ჯაჭვების არსებობის შემთხვევაში სხვა ქვეყნები გლუკისგან მიღებულ საქმეებს შეისწავლიან სათითაოდ. ზოგადად მათი ქვოტა ძალიან მცირეა.
ყოველთვის რატომ არ ავსებს ქვოტებს გლუკი?
მთავრობები ყოველთვის არ არიან მზად დააკმაყოფილონ გამოყოფილი ქვოტები, ხშირად ცვლიან კრიტერიუმებს და ითვალისწინებენ კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეთა მიმართ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს. მიმღები ქვეყნებს შეუძლიათ ასევე უარი განაცხადონ იმ ოჯახებზე, ვინც სამედიცინო დახმარებას საჭიროებს, ვინც უფრო ძვირი შესანახი იქნება სახელმწიფო შემწეობის პირობებში, ან ვისაც სწრაფი ინტეგრაციისთვის შეზღუდული შესაძლებლობები გააჩნია. ზოგიერთი ქვეყანა იღებს მძიმე შემთხვევიან საქმეებს, მაგრამ მიმღები ქვეყნების უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს განათლებულ ლტოლვილებს მყარი ოჯახით და კულტურული წეს-ჩვეულებებით, შეურყეველი ოჯახური სტრუქტურით და სწრაფი ინტეგრაციის შესაძლებლობით. ასეთი ოჯახები ყოველთვის არ შეესაბამებიან სასწრაფო დაცვის საქმეებს, რომელთა გადასახლებასაც გლუკი ცდილობს. გლობალური „ომი ტერორის წინააღმდეგ“ და გაჭიანურებული იმიგრაციული პროცედურები ასევე ხელს უშლიან მიმდინარე გადასახლების პროგრამებს.
რამდენი ლტოლვილი იქნა გადასახლებული საქართველოდან მესამე ქვეყანაში გლუკის ხელშეწყობით?
2003-2004 წლებში 180-მა ლტოლვილმა დატოვა საქართველო და გადასახლდა მესამე ქვეყანაში (173 იდივიდუალი იყო ჩეჩნეთიდან ლტოლვილი, 4 - ირანის ისლამური რესპუბლიკიდან, 3 - იემენიიდან). 2005 წლის იანვარ-ივლისი თვეების განმავლობაში 62 ლტოლვილი იქნა გადასახლებული მესამე ქვეყანაში (56 იდივიდუალი იყო ჩეჩნეთიდან ლტოლვილი, 6 - ირანის ისლამური რესპუბლიკიდან). კიდევ 30 ადამიანი ემზადება უახლოეს თვეებში გასამგზავრებლად და გლუკი სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ამზადებს მათ გამგზავრებას (ვიზა, სამგზავრო დოკუმენტები, ავია ბილეთები და ა.შ.)
შენიშვნა: გლუკის ნებისმიერი მომსახურება არის უფასო