არჩევნების შესაფასებელი სახელმძღვანელო, ევროპული კომისია დემოკრატია სამართლის მეშვეობით (ვენეციის კომისია)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი დემოკრატია|არჩევნები
წყარო: არჩევნების შესაფასებელი სახელმძღვანელო : მიღებულია დემოკრ. არჩევნების საბჭოს მე-5 შეხვედრაზე (ვენეცია, 2003 წლის 12 ივნისი) და ვენეციის კომისიის მიერ 55-ე პლენარ. სესიაზე (ვენეცია, 2003 წლის 13-14 ივნისი) / ევროპ. კომ. დემოკრ. სამართლის მეშვეობით (ვენეციის კომისია) ; [მთარგმნ.: ირინე ბართაია] - თბ. : ევროპის საბჭოს საინფ. ბიურო საქ-ში, 2003 - 68გვ. ; 20სმ. - - გადაბრუნებული წიგნი ქართ. და ინგლ. ენ. - : [ფ.ა.]   [MFN: 21011]
 
UDC:  324 + 342.8](075)
324/ა-852 - ტექნიკური დარბაზი (სამოქალაქო განათლების დარბაზი)
324/ა-852 - საცნობარო-ბიბლიოგრაფიული განყოფილება
F 84.361/3 - ხელუხლებელი ფონდი
 

საავტორო უფლებები: აღნიშნული პუბლიკაციის დედანზე და მის ქართულ თარგმანზე საკუთრების უფლებას ფლობს ევროპის საბჭო © Concil of Europ
თარიღი: 2003
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: მიღებულია დემოკრატიული არჩევნების საბჭოსა (მე-5 შეხვედრაზე, რომელიც ჩატარდა ვენეციაში, 2003 წლის 12 ივნისს) და ვენეციის კომისიის (55-ე პლენარულ სესიაზე, რომლიც გაიმართა ვენეციაში, 2003 წლის 13-14 ივნისს) ბ-ნ კლოდ კასაგრანდის დახმარებით (ევროპის ადგილობრივი და რეგიონალური თვითმმართველობის ორგანოთა კონგრესის ექსპერტი, საფრანგეთი) სტრასბურგი 18 ივნისი, 2003 წელი მოსაზრება #235/2003 CDL-AD (2003)10 Or. fr.



1 შესავალი

▲ზევით დაბრუნება


. ზოგადი პრინციპები

არჩევნების მონიტორინგი და შეფასება რთული ამოცანაა დამკვირვებელთათვის, რადგან ისინი პასუხისმგებელნი არიან არა მარტო მათი წარმდგენი ორგანიზაციის, არამედ იმ ქვეყნის წინაშეც, რომელშიც ისინი დამკვირვებლებად არიან მიწვეულნი.

ეროვნული ხელისუფლების ორგანოები მათ იწვევს იმისათვის, რომ განახორციელონ არჩევნების მონიტორინგი არა როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებმა, არამედ როგორც უცხოელმა დამკვირვებლებმა, რათა დაადასტურონ საარჩევნო პროცესის სამართლიანობა და მისი შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან, კერძოდ კი ,,საარჩევნო ნორმათა კოდექსთან”. დამკვირვებელმა უნდა მიუთითოს ევროპული სტანდარტებიდან გამომდინარე პოზიტიურ ვალდებულებებზე, რომელთა უზრუნველყოფაც მათ ამოცანას წარმოადგენს.

არანაირი ეჭვი არ უნდა არსებობდეს დამკვირვებელთა მისიის ობიექტურობასთან დაკავშირებით. იმ ორგანოებმა, რომლებიც ნიშნავენ დამკვირვებლებს, უნდა უზრუნველყონ, რომ მისიის დასკვნების სისწორეს არ დაემუქროს საფრთხე რაიმე შესაძლო მოტივით: დელეგაციის წევრის შესაძლო დისკვალიფიკაციის ან მის შეფასებაში ეჭვის შეტანის მიზეზით. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ დამკვირვებლად არ შეირჩეს იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელთანაც მიმწვევ ქვეყანას აქვს მიმდინარე კონფლიქტი (პოლიტიკური, ტერიტორიული თუ სხვა).

როგორც წესი, რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია ახდენს დაკვირვებას არჩევნების მიმდინარეობაზე. აუცილებელია სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა:

- ჯგუფთა განლაგება (პასუხისმგებლობის განაწილება კონკრეტული საარჩევნო უბნისა და/ან რეგიონის მიმართ), რათა მეთვალყურეობის ქვეშ მოექცეს რაც შეიძლება მეტი ტერიტორია

- მონაცემთა შედარება, რათა უზრუნველყოფილ იქნას გაკეთებული დასკვნების შესაბამისობა.

არჩევნების პროცესში ჩაურევლობა არის ძირითადი პრინციპი. დამკვირვებელთა ამოცანაა არა არჩევნების განსჯა, არამედ მთლიანად არჩევნების პროცესზე კრიტიკული აზრის ჩამოყალიბება.

ეს იმას ნიშნავს, რომ დამკვირვებლებმა უნდა შეასრულონ დაკისრებული ვალდებულებები არა თავიანთი ქვეყნის, არამედ იმ ქვეყნის კანონებისა და წესების თანახმად, სადაც მიწვეულნი არიან. ამიტომ, ყველა დამკვირვებელი უნდა იცნობდეს ამ კანონებსა და წესებს.

ამისათვის დამკვირვებელთა მისიაზე პასუხისმგებელმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს დამკვირვებლები ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობის ამსახველი ზუსტი დოკუმენტებით, მისი საარჩევნო კანონით(ებით), წინა დამკვირვებელთა მოხსენებებით, ამ ქვეყნის მიმართ მიღებული უკანასკნელი რეკომენდაციებითა და ზოგადად, ქვეყანაში არსებულ სიტუაციაში გარკვევისათვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაციით.

ამიტომ, არჩევნებზე დაკვირვება მხოლოდ არჩევნების დღეს საარჩევნო უბანში ყოფნასა და საარჩევნო პროცესის მიმდინარეობაზე მეთვალყურეობას კი არ მოიცავს, არამედ იგი ორი დღით ადრე მაინც უნდა დაიწყოს.

მისიაზე პასუხისმგებელმა ორგანომ უნდა განახორციელოს მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაოები არა მარტო სამუშაო გრაფიკსა და ბიუჯეტთან, არამედ დამკვირვებელთა შერჩევასთან დაკავშირებით.

ორგანომ თავი უნდა აარიდოს ეროვნული ხელისუფლების მიერ დაგვიანებული მიწვევების მიღებას, ვინაიდან:

- ჯერ ერთი, დაგვიანებული მიწვევა რთულს ხდის ზემოხსენებულ კრიტერიუმებთან შესაბამისი მისიის ჩამოყალიბებას და

- მეორე, იგი მიგვანიშნებს ხელისუფლების სურვილზე, მოიპოვოს საერთაშორისო კეთილგანწყობა თანამშრომლობის ჭეშმარიტი სურვილის გარეშე.

დამკვირვებელთა მისიის წარმატება ასევე დამოკიდებულია ადგილობრივი პერსონალის კვალიფიკაციაზე (ძირითადად მძღოლებისა და თარჯიმნების). დამკვირვებელთა მისიის წარმგზავნმა ორგანიზაციამ, დიდი ყურადღებით უნდა შეარჩიოს კვალიფიციური პირები, ხოლო თარჯიმნებს უნდა მიეცეთ საბაზისო განათლება საარჩევნო პროცედურების შესახებ.

მისიისადმი ნდობის ფაქტორი დამოკიდებულია შემდეგ გარემოებებზე:

- თარჯიმანთა უნარ-ჩვევებზე, რომელთაც უნდა მიეცეთ მკაცრი მითითებები პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით (თარგმანი რაც შეიძლება ზუსტი უნდა იყოს და მათ თავი უნდა შეიკავონ გაკეთებულ განცხადებაზე პირადი აზრის დამატებისა და მისი ,,ინტერპრეტაციისაგან”)

- მძღოლთა სანდოობაზე (იყო შემთხვევები, როდესაც მძღოლები რეკავდნენ საარჩევნო უბანში, რათა წინასწარ გაეფრთხილებინათ დამკვირვებელთა მოსვლის შესახებ).

და ბოლოს, აღსანიშნავია მედიასთან ურთიერთობის საკითხი. იმ ქვეყნებში, სადაც დემოკრატია ამჟამად მკვიდრდება, მედია განსაკუთრებულ დაინტერესებას იჩენს იმის მიმართ, თუ როგორ ტარდება არჩევნები. ასევე ბევრი ადგილობრივი რადიოსადგურის წარმომადგენელს სურს ინტერვიუ ჩამოართვას დამკვირვებლებს.

დელეგაციის საინფორმაციო პოლიტიკა თავიდანვე უნდა განისაზღვროს და მას უნდა დაემორჩილოს ყველა წევრი. თუ პრესკონფერენციის ჩატარება მიზანშეწონილად ჩაითვალა, იგი მხოლოდ მაშინ უნდა ჩატარდეს, როდესაც ჯგუფს აქვს სრული სურათი იმისა, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები და შეუძლია სწორი დასკვნების გაკეთება.

ყველა შემთხვევაში დამკვირვებლებმა არ უნდა გააკეთონ პირადი განცხადებები პრესის წარმომადგენელთა წინაშე, განსაკუთრებით კენჭისყრის დღეს.

ბ. არჩევნების შესაფასებელი სახელმძღვანელო

პრაქტიკული თვალსაზრისით, ზემოხსენებული პრინციპების გათვალისწინებით, მოცემული დოკუმენტი იყოფა სამ ნაწილად:

- არჩევნების დღის წინა პერიოდი

- არჩევნების დღე

- არჩევნების დღის შემდგომი პერიოდი

კითხვარი, რომელიც შეეხება არჩევნების დღეს, სასურველია დაიყოს სამ ნაწილად:

- კენჭისყრის დაწყებამდე: საარჩევნო უბნებში დამკვირვებელთა მიერ კენჭისყრის დაწყების მონიტორინგი (ერთი კითხვარი თითოეულ ჯგუფზე);

- დღის განმავლობაში: საარჩევნო უბნებში საარჩევნო პროცესის მიმდინარეობაზე დაკვირვება (კითხვარის ერთი ასლი მონახულებულ საარჩევნო უბანზე);

- კენჭისყრის დახურვა და ხმების დათვლა: დახურვისა და ხმათა დათვლაზე დაკვირვება (ერთი კითხვარი თითოეულ ჯგუფზე):

არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომ მოსამზადებელი კითხვარები გამიზნულია დამკვირვებელთა დელეგაციასა (ამ მისი ნაწილის) და ხელმძღვანელ ეროვნულ-პოლიტიკურ მოღვაწეთა, პოლიტიკურ პარტიათა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შორის წინასწარი შეხვედრის დროს გამოსაყენებლად.

აუცილებელი არ არის ადგილობრივ თავისებურებებთან დაკავშირებული ყოველი საკითხის გათვალისწინება. შესაბამისად, კითხვარი არ მოიცავს ამ საკითხს. თუმცა, იგი შეიცავდეს ისეთ ძირითად საკითხებს, როგორებიცაა: საყოველთაო, თანასწორი, თავისუფალი, ფარული და პირდაპირი არჩევნები, როგორც ეს „საარჩევნო ნორმათა კოდექსით“ არის განსაზღვრული.

ბოლოს, მისიის დაკვირვებებს არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე სტატისტიკური და სამეცნიერო მნიშვნელობა, რადგანაც დამკვირვებლები ახორციელებენ დაკვირვებას არა ყველა, არამედ მცირე რაოდენობის საარჩევნო უბნებზე მაშინ, როდესაც არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

2 1. არჩევნების დღის წინა პერიოდი

▲ზევით დაბრუნება


პოლიტიკური ვითარების, საარჩევნო კანონმდებლობისა და არჩევნების ჩატარების შესახებ დადგენილი პრაქტიკული საკითხები ცოდნა მკაცრი და მიუკერძოებელი დაკვირვების წინაპირობაა, რაც პატივს სცემს ეროვნული სუვერენიტეტის.

საარჩევნო კანონმდებლობის გაცნობა შესაძლებელს გახდის სხვადასხვა შეცდომის თავიდან აცილებას. პოლიტიკურ ვითარებაში გარკვევა კი დაგვეხმარება შესაძლო დარღვევებისა და ზეწოლის თავიდან აცილებასა და შესაბამისი დაკვირვების უზრუნველყოფაში.

ამ თავში ჩამოყალიბებული კითხვები ზოგად წარმოდგენას გვიქმნის, თუ როგორ უნდა მოხდეს არჩევნების ორგანიზება და მიზნად ისახავს დამკვირვებელთა ჯგუფის დახმარებას, რათა მათ თავიანთი სამუშაო ჯეროვნად წარმართონ.

მიუხედავად იმისა, რომ დამკვირვებელთა მონაწილეობა არჩევნების წინ გამართულ შეხვედრებში ძალზე მნიშვნელოვანია, შესაძლებელია ორგანიზაციული შეზღუდვებისა და სხვა საპატიო მიზეზების გამო ყველა დამკვირვებელი ვერ დაესწროს შეხვედრებს და შესაბამისად, ვერ მიიღოს ინფორმაცია, დამკვირვებლებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია კითხვარში მითითებულ საკითხებზე (ზეპირად ან შემაჯამებელი დოკუმენტების მეშვეობით).

ა. არჩევნების პოლიტიკური ფონის ცოდნა

ქვემოთ მოყვანილი კითხვების მიზანია დახმარება გაუწიოს დამკვირვებლებს, გაერკვნენ არჩევნებთან დაკავშირებულ ზოგად და პოლიტიკურ სიტუაციაში და მოამზადოს ისინი იმგვარად, რომ მათ შეძლონ თავიანთი სამუშაოს წარმართვა მოსალოდნელი საფრთხეების (რისკების) შესაბამისად.

- დანიშნულ დღეს ტარდება არჩევნები?

- თუ არა, მაშინ რატომ?

- დგას თუ არა დღის წესრიგში რაიმე საკითხი გარდა იმისა, რაც დაკავშირებულია უფლებამოსილების ვადის გასვლის შემთხვევაში მანდატის გაგრძელებასთან? (მაგალითად, კონსტიტუციაში დამატებების შეტანა ან მისი რეფორმა, ადგილობრივი მმართველობის ორგანოების არჩევნების შემთხვევაში ეროვნული საკითხი, ეროვნულ უმცირესობასთან დაკავშირებული საკითხი და სხვ.)

- რომელი პოლიტიკური ძალები იბრძვიან?

ამ კონტექსტში უნდა მიეთითოს მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტიების, მოძრაობებისა და კოალიციების სია, ასევე რა ადგილი უჭირავთ მათ ეროვნულ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. აღნიშნული მნიშვნელოვანია საარჩევნო კომისიის შემადგენლობის პლურალიზმის შესაფასებლად და კენჭისყრის ჩატარებაზე მონიტორინგის განსახორციელებლად. დამკვირვებლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ არსებულ პატარა პარტიებსა და მოძრაობებს, რომლებიც წარმოდგენილნი არიან სხვა დიდ პარტიებთან ერთად და მხოლოდ იმიტომ არსებობენ, რომ შეიქმნას პლურალიზმის ილუზია.

- იყო მათთან შეხვედრის შესაძლებლობა?

პოლიტიკური პარტიების ეროვნულ ლიდერებთან შეხვედრა საჭიროა არსებულ საკითხებში გასარკვევად და დაძაბულობის რისკისა და საარჩევნო უბნებში დარღვევების შესაფასებლად.

დამკვირვებელთა ადგილზე მისვლის შემდეგ შესაძლებელია პოლიტიკური ორგანიზაციების ადგილობრივ ხელმძღვანელ პირებსა ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოების არჩევნების შემთხვევაში კანდიდატებთან შეხვედრის ორგანიზებაც. ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს არჩევნების შეუფერხებლად ჩატარებას. თუმცა ა ამგვარიშეხვედრების დროს ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ არ მოხდეს დამკვირვებელთა მანიპულირება და გამოყენება, რომლებმაც მკაცრად უნდა დაიცვან ნეიტრალურობა.1

ბ. საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნა

საარჩევნო კანონი (ან კანონები) ადგენს არჩევნების სამართლებრივ საფუძველსა და პროცედურას. აუცილებელია შესაბამისი კანონმდებლობის კარგად გაცნობა, რომ კენჭისყრის პროცესი შეფასდეს ეროვნული პირობების მიხედვით და არა დამკვირვებელთა თავიანთი ქვეყნების გამოცდილების მიხედვით.

1. საარჩევნო სიები

საარჩევნო სიებთან დაკავშირებული ინფორმაცია იძლევა იმის შეფასების შესაძლებლობას, იყო თუ არა არჩევნები საყოველთაო.

▪ სიების შედგენის პროცედურა:

◊ მუდმივია თუ არა სიები?

◊ ვინ არის პასუხისმგებელი მათ მომზადებაზე?

◊ როგორ არიან ამომრჩევლები განაწილებულნი საარჩევნო უბნებში მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით?

◊ როგორ და სად მისცემენ ხმას საზღვარგარეთ მცხოვრები ამომრჩევლები?

◊ რა სახის კონტროლი ხორციელდება იმის აღსაკვეთად, რომ ერთი და იგივე პირი რამდენიმეჯერ არ იქნას სიაში შეტანილი?

▪ რაიმე დისკრიმინაცია სიის შედგენისას (სოციალური, რასობრივი და სხვ.), განსაკუთრებით უმცირესობების მიმართ (ეროვნულობასა და საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებული პირობები, ...)

▪ საარჩევნო სიების გამოქვეყნება

◊ არის თუ არა ხელმისაწვდომი სიები ამომრჩეველთათვის, რათა მათ შეამოწმონ, არიან თუ არა შეტანილნი სიაში?

◊ ხელმისაწვდომია თუ არა სიები პოლიტიკური პარტიებისა და/ან კანდიდატებისათვის?

▪ სიის შესწორებასთან დაკავშირებული პროცედურები (მათ შორის არჩევნების დღეს)

◊ შეუძლია თუ არა იმ ამომრჩეველს, რომელიც გამორჩენილ იქნა სიიდან, შეასწორებინოს სია?

◊ როგორ და რა პერიოდის განმავლობაში? არის თუ არა ეს პერიოდი ადეკვატური?

◊ ვინ ამზადებს მათ?

◊ რა დოკუმენტებია საჭირო სიის შესასწორებლად?

▪ არის თუ არა რაიმე ინფორმაცია ამ საკითხებთან დაკავშირებით ამა თუ იმ პრობლემის შესახებ? თუ არის მიუთითეთ პრობლემები2 (პრობლემის ხასიათი, წყარო3,...).

2. კანდიდატები

აღნიშნულით შესაძლებელია შევაფასოთ, არის თუ არა კენჭისყრაში მონაწილეობის პირობები თანასწორი.

▪ ვის შეუძლია არჩევნებში კენჭისყრა?

▪ კენჭისყრისათვის რა პირობებია საჭირო?

◊ სპონსორობა (ვის შეუძლია იყოს სპონსორი?)

◊ კანდიდატის წარდგენის უფლება (მაგ., მხოლოდ ცნობილ პოლიტიკურ პარტიებსა და კოალიციებს აქვთ უფლება წარადგინონ კანდიდატი)

◊ ვალდებულია თუ არა კანდიდატი შეიტანოს წინასწარი ფულადი თანხა? თუ ვალდებულია, მაშინ რა ოდენობით? არის თუ არა ეს ოდენობა მეტისმეტი, თუ გავითვალისწინებთ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და არჩევნებს?4

▪ არჩევნების მეორე ტურის შემთხვევაში, რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი, რათა შეძლოს მეორე ტურში მონაწილეობის მიღება? არის თუ არა ეს პირობები გონივრული და „საარჩევნო ნორმათა კოდექსის“ შესაბამისი?

▪ გაქვთ თუ არა ინფორმაცია ამ საკითხებთან დაკავშირებული რაიმე პრობლემის შესახებ? თუ გაქვთ, მაშინ რა პრობლემებია? (პრობლემის ხასიათი,...).

3. კენჭისყრის ორგანიზება

ამ პუნქტში მოცემული შეკითხვები დაგვეხმარება არჩევნების დღეს ადგილზე დაკვირვების მომზადებაში.

▪ რა სისტემით ხორციელდება ხმის მიცემა არჩევნების დროს?

▪ როგორ ხდება საარჩევნო უბნებში საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება? დაცულია თუ არა პლურალიზმი?

▪ ითვალისწინებს თუ არა საარჩევნო კანონმდებლობა იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების და/ან კანდიდატების დაკვირვებას საარჩევნო პროცესზე, რომლებიც ფლობენ ამისათვის საჭირო კვალიფიკაციას?

▪ არიან თუ არა სხვა დამკვირვებლები (მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციები) უფლებამოსილნი, რომ განახორციელონ პროცესის მონიტორინგი? რა პროცედურები მოქმედებს მათი დამტკიცებისათვის (არის თუ არა ეს პროცედურები გამჭვირვალე)?

▪ საარჩევნო ბიულეტენი:

◊ არის თუ არა ეს ბიულეტენები მარტივი და ადვილად გასაგები?

◊ არის თუ არა ისინი დაბეჭდილი ეროვნულ უმცირესობათა ენებზე?

◊ გასაგებია თუ არა იგი იმ პირთათვის, რომლებსაც კითხვა არ შეუძლიათ? (მაგალითად ლოგოს არსებობა)5

▪ სამხედრო პირთა მიერ ხმის მიცემა

◊ აქვთ თუ არა სამხედრო პირებს ხმის მიცემის უფლება?

◊ როგორ ხდება მათი ხმის მიცემის ორგანიზება? (საარჩევნო სიები, პრაქტიკული ღონისძიებები)

◊ სად აძლევენ სამხედრო პირები ხმას? ქალაქში, თავიანთ კაზარმებში, თუ თავიანთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მუნიციპალიტეტში?

◊ იმ შემთხვევაში თუ ხმის მიცემა კაზარმაში ხდება:

- ვინ არიან საარჩევნო კომისიის წევრები? სამოქალაქო თუ სამხედრო პირები?

- შესაძლებელია თუ არა სამოქალაქო დამკვირვებლები ან პარტიების წარმომადგენლები/კანდიდატები ესწრებოდნენ კენჭისყრას?

- ადგილობრივი მმართველობის არჩევნების დროს შეუძლია თუ არა სამხედრო პირის მიერ მიცემულ ხმას გავლენა იქონიოს კენჭისყრის შედეგებზე?6

▪ ხმის მიცემა ავადმყოფი და დავრდომილი პირების მიერ: ხმის მიცემის ორგანიზება:

◊ ვინ წყვეტს, რომელი პროცედურა უნდა იქნას გამოყენებული? რა არის განცხადების მიღების ბოლო ვადა?

◊ გადასატანი საარჩევნო ყუთი?7 ვინ აგროვებს ხმებს?

◊ ხმის მიცემა მინდობილობის საფუძველზე, ხმის მიცემა ფოსტით, კიდევ სხვა რა მეთოდები არსებობს?

◊ როგორ არის უზრუნველყოფილი ამ სიტუაციებში არჩევნების ფარულობა და პირადად ხმის მიცემის ნამდვილობა?

◊ ხდება თუ არა სიყალბის აღკვეთა სხვადასხვა მეთოდით?

▪ როგორ ხდება კენჭისყრის მოწყობა იმ პირთათვის, რომელთაც საფრთხე ემუქრებათ?

▪ ხმების დათვლა

◊ ვინ ითვლის ხმებს?

◊ ხდება თუ არა ხმების საჯაროდ დათვლა?

◊ ვინ წყვეტს საკითხს იმასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო ბიულეტენი ნამდვილი ან გაფუჭებულია და არსებობს თუ არა რაიმე დებულება მისი ნამდვილობის დასადგენად?

◊ როგორ ხდება საზღვარგარეთ მიცემული ხმების დათვლა?

◊ კანონის თანახმად, რა შემთხვევებში ჩაითვლება საარჩევნო ბიულეტენი გაფუჭებულად?

◊ არის თუ არა აღნიშნული შემთხვევები ძალზე მკაცრი და/ან კატეგორიული?8

▪ შედეგების გამოცხადება:

◊ ვინ არის პასუხისმგებელი საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების გამოცხადებაზე?

◊ სად ხდება აღნიშნული განცხადების გაკეთება?

◊ კანონის თანახმად, აუცილებელია თუ არა კენჭისყრის შედეგების გამოკვრა საარჩევნო უბნის კარზე?

◊ რომელი შედეგები ოფიციალურად ცხადდება: კანდიდატის ან სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობის? ყოველ საარჩევნო უბანში? თუ მხოლოდ მათი, რომლებიც არჩეულ იქნენ, მიღებული ხმების მითითების გარეშე?

▪ ზემოთ აღნიშნულ კითხვებთან დაკავშირებით ჰქონდა თუ არა ადგილი რაიმე პრობლემას? თუ ჰქონდა, მაშინ მიუთითეთ (პრობლემის ხასიათი, წყარო,...).

4. საარჩევნო პროცედურაზე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოები

მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოები მნიშვნელოვან როლს ასრულებელ არჩევნების ჩატარების პროცესში, რათა უზრუნველყოფილ იქნას არჩევნების პლურალიზმი, თანასწორობა და კანონიერება. აუცილებელია შეხვედრა დამკვირვებელთა დელეგაციასა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შორის.

ადგილობრივი მმართველობის ორგანოების არჩევნების შემთხვევაში, არჩევნებამდე ადგილობრივ საარჩევნო კომისიასთან შეხვედრა ასევე მნიშვნელოვანი პირობაა.

▪ ცენტრალური საარჩევნო კომისია:

◊ როგორ ხდება მისი დაკომპლექტება? ვინ ნიშნავს მის წევრებს?

◊ არის თუ არა იგი მუდმივი თუ ერთჯერადი ხასიათის?

◊ როგორია მისი წევრების პოლიტიკური მრწამსი?

◊ დაფუძნებულია თუ არა კომისიაში წევრობა პლურალიზმის პრინციპზე?

◊ რა უფლებები აქვს კომისიას? კერძოდ კი საჩივრებთან დაკავშირებით?

◊ როგორ იღებს კომისია გადაწყვეტილებას (უმრავლესობით, ერთხმად, კონსენსუსის წესით და ა.შ.)?

◊ მიიჩნევთ თუ არა, რომ კომისია კომპეტენტური და მიუკერძოებელია?

▪ ადგილობრივი საარჩევნო კომისია:

◊ როგორ ხდება მისი დაკომპლექტება? ვინ ნიშნავს მის წევრებს?

◊ დაფუძნებულია თუ არა კომისიაში წევრობა პლურალიზმის პრინციპზე?

◊ მიიჩნევთ თუ არა, რომ კომისია მიუკერძოებელია?

◊ ადგილობრივი მმართველობის ორგანოების არჩევნების შემთხვევაში, არის თუ არა კომისია უფლებამოსილი განიხილოს საჩივრები?

◊ მიიღო თუ არა ამ კომისიის წევრმა საბაზისო ცოდნა საარჩევნო კანონმდებლობის შესახებ?

▪ საარჩევნო უბნების საარჩევნო კომისია:

◊ როგორ ხდება ამ კომისიების დაკომპლექტება? ვინ ნიშნავს მის წევრებს?

◊ დაფუძნებულია თუ არა კომისიაში წევრობა პლურალიზმის პრინციპზე?

◊ მიიჩნევთ თუ არა, რომ კომისია მიუკერძოებელია?

◊ მიიღო თუ არა ამ კომისიის წევრმა საარჩევნო კანონმდებლობის შესახებ საბაზისო ცოდნა?

▪ საჩივრები:

◊ ვის შეუძლია საჩივრის შეტანა?

◊ რომელი ორგანოა კომპეტენტური?

◊ რა პირობებია საჭირო საჩივრის აღძვრისათვის?

◊ რა შედეგი მოყვება საჩივარს?

▪ ფლობთ თუ არა ინფორმაციას რაიმე პრობლემის შესახებ, რომელიც წარმოიშვა ამ საკითხებთან დაკავშირებით? თუ ფლობთ, მაშინ მიუთითეთ მასზე (პრობლემის ხასიათზე,...).

5. საარჩევნო კამპანია

გასაგები მატერიალური მიზეზების გამო დამკვირვებლებს იშვიათად აქვთ შესაძლებლობა, თვალყური ადევნონ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას (ამის მიზეზი შეიძლება იყოს არჩევნებამდე რამოდენიმე კვირით ადრე დამკვირვებლის ადგილზე ყოფნის შეუძლებლობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხდება გრძელვადიანი დამკვირვებლების დანიშვნა, ან კიდევ ენის უცოდინარობის გამო დამკვირვებელი ვერ ადევნებს თვალყურს ტელევიზიით, რადიოსა თუ პრესაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიას).

თუმცა, როგორ მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია მნიშვნელოვანია იმის შესაფასებლად, იყო თუ არა კანდიდატთა შორის ბრძოლა სამართლიანი, პატიოსანი და თანასწორი.

დამკვირვებლებს შეუძლიათ გარკვეული წარმოდგენა შეიქმნან საარჩევნო კამპანიაზე სხვადახვა გზით:

- მოქმედი წესების გაცნობით (უზრუნველყოფს თუ არა აღნიშნული წესები მოწინააღმდეგე კანდიდატების/პარტიებისათვის თანაბარ პირობებს?);

- კანდიდატებისა და პარტიის ხელმძღვანელი პირების მიერ გაკეთებული განცხადებების შეგროვებით, ამომრჩევლებთან და ქვეყანაში ადრე წარმოდგენილ დამკვირვებლებთან (საელჩოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვ.) გასაუბრებით.

- ინდივიდუალურ კანდიდატთა ან პოლიტიკურ პარტიათა მიერ გამოცემული საარჩევნო პროპაგანდული მასალების (პლაკატების და ა.შ.) გაცნობით.

▪ საარჩევნო კამპანიის მარეგულირებელი რა წესები არსებობს?

◊ რამდენ ხანს გრძელდება საარჩევნო კამპანია?

◊ რა არის დაშვებული და რა არის აკრძალული?

◊ დაშვებულია თუ არა საზოგადოებრივ ადგილებში პლაკატების გაკვრა? რა პირობების საფუძველზე?

◊ დაშვებულია თუ არა საჯარო შეხვედრები? რა პირობების საფუძველზე?

▪ აფინანსებს თუ არა კამპანიას სახელმწიფო? სამართლიანია თუ არა ეს დაფინანსება?

▪ ხდება თუ არა ამ ხარჯებისა და დაფინანსების რეგულირება და ზედამხედველობა? (ხარჯების მაქსიმუმის დადგენა, დაფინანსების წყარო, ...)

▪ რა გარანტიებია იმისათვის, რათა უზრუნველყოფილ იქნას პარტიათა და კანდიდატთათვის შეკრებების უფლება და სიტყვის თავისუფლება?

▪ ტარდება თუ არა რაიმე ღონისძიებები იმის შესამოწმებლად, რომ ყველასათვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს მედია, განსაკუთრებით კი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მედია (იგულისხმება პრესა, ტელევიზია, რადიო), ვინ ატარებს ამ შემოწმებებს? რამდენად მიუკერძოებელია ზედამხედველი ორგანო?

▪ გაქვთ თუ არა ინფორმაცია რაიმე პრობლემების შესახებ:

◊ კამპანიის წარმართვასთან დაკავშირებით?

◊ სახელმწიფო რესურსების უკანონო გამოყენების შესახებ?

◊ სხვა პრობლემები...

▪ წყაროები.

___________________________

1. იყო ასეთი შემთხვევაც, როცა ადგილობრივ პოლიტიკოსს უბიძგეს სურათი გადაეღო დამკვირვებლებთან, რათა შემდგომში ეს გამხდარიყო დამკვირვებელთა და არჩევნების დამკვირვებელი ორგანიზაციის მხრიდან მხარდაჭერის მტკიცების საფუძველი.

2. იმ პრობლემების ცოდნა, რომელსაც ადგილი ჰქონდა წინა არჩევნების დროს, საკმაოდ კარგ გაკვეთილს წარმოადგენს დამკვირვებელთათვის, რადგან იგი საშუალებას აძლევს მათ ყურადღება გაამახვილონ სწორედ ამ პრობლემებზე და დააფიქსირონ ამ მხრივ რა პროგრესმა იჩინა თავი.

3. წყაროების ცოდნა მნიშვნელოვანია, რადგან იგი შესაძლებლობას იძლევა მტკიცებულებათა ხარისხი შეფასდეს საბოლოო დოკუმენტში და აღმოიფხვრას დამკვირვებელთა მანიპულირების საკმაოდ ხშირი შემთხვევები!

4. ქალაქის საბჭოს ადგილობრივ არჩევნებში კენჭისყრისათვის ზოგ ქვეყანაში ეს თანხა შეადგენდა რამოდენიმე თვის საშუალო ხელფასს! ეს კი ქონების/სიმდიდრის ხასიათზე დაფუძნებული არჩევნების შენიღბულ ფორმას წარმოადგენს.

5. ეს მეტად მტკივნეული საკითხია იმ ქვეყნებში, სადაც რამოდენიმე სალაპარაკო ენა არსებობს და/ან მოსახლეობის დიდ ნაწილს არ შეუძლია კითხვა. ბიულეტენის წაკითხვა/გაგებასთან დაკავშირებულმა სიძნელეებმა შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ვიღაც დაინტესდეს მის ასახსნელად დახმარების გასაწევად.

6. ,,ჯარისკაცის” მიერ მიცემულ ხმას შეუძლია შედეგებზე გავლენა იქონიოს ქალაქის გარნიზონში.

7. აღნიშნული პროცედურა ხშირად გამოიყენება დსთ-ს ქვეყნებსა და ყოფილ იუგოსლავიაში. საარჩევნო კომისიის წევრებს მიაქვთ საარჩევნო ყუთი სახლში მიჯაჭვულ პირებთან, რათა შეაგროვონ მათი ხმები.

8. ჩვენი ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ ბიულეტენი გაფუჭებულად ჩაითვალა მხოლოდ იმის გამო, რომ სასურველი კანდიდატის გასწვრივ გრაფაში მითითებული აღნიშვნა რამოდენიმე მილიმეტრით გასცდა ამ გრაფას. ამ შემთხვევაში სირთულეს საერთოდ არ წარმოადგენს დავადგინოთ ამომრჩევლის ნამდვილი ნება! ასეთ სიტუაციებში საჭიროა შესაბამისი წესების ცოდნა, რათა შეფასდეს საარჩევნო უბნებში ხმის დათვლის პროცედურა და მოგვიანებით, არჩევნების შესახებ საბოლოო დოკუმენტში თუ საჭირო იქნება, ეროვნული ხელისუფლების ორგანოების ყურადღება გამახვილდეს არსებულ სირთულეებზე.

3 2. კენჭისყრის დღე

▲ზევით დაბრუნება


კენჭისყრის დღეს მონიტორინგი დაკვირვების პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. სწორედ ამ დღეს დამკვირვებლები ხედავენ, ნამდვილად იქნა თუ არა კანონი გამოყენებული და მათ ეძლევათ შესაძლებლობა შეაფასონ განსხვავება თეორიასა (კანონსა) და პრაქტიკას (კანონის შესრულება) შორის.

დამკვირვებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ დაკვირვების მიზანია იმის დადგენა, ჯეროვნად იქნა გამოყენებული თუ არა ადგილობრივი კანონმდებლობა და არა სხვა ქვეყნის კანონმდებლობა. თუ დადგინდება, რომ ადგილობრივი კანონმდებლობა არაადეკვატური ან მიუღებელია, მაშინ ეროვნული ხელისუფლების ორგანოებისათვის განკუთვნილ საბოლოო ანგარიშში მითითებული უნდა იქნას წინადადებები არჩევნების ხარისხის გაუმჯობესების თაობაზე. არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ დამკვირვებელმა წარადგინოს რაიმე წინადადება კანონის შეცვლასთან დაკავშირებით.

დამკვირვებლებმა უნდა გაათვიცნობიერონ, რომ მათ სამუშაოს სწორედ დაკვირვება წარმოადგენს და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ჩაერიონ არჩევნების პროცესის არც ერთ ეტაპზე, მათ შორის საარჩევნო უბნებში მიმდინარე პროცესებში. მაქსიმუმ, მათ შეუძლიათ თავშეკავებული რჩევა მისცენ საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს იმის თაობაზე, რომ მან ზოგ საკითხთან დაკავშირებით მიუთითა (თუნდაც ზოგჯერ უცოდინრობის გამო) იმ საარჩევნო კანონზე, რომელიც უკვე აღარ გამოიყენება.

დამკვირვებლები საარჩევნო უბანში კენჭისყრის დაწყებამდე უნდა მივიდნენ მოცემული საარჩევნო უბნის შესამოწმებლად და კენჭისყრის დაწყების პროცესზე მონიტორინგის განსახორცილებლად.

დამკვირვებლები იგივეს გააკეთებენ კენჭისყრის დახურვის დროს, რისთვისაც ისინი შეარჩევენ საარჩევნო უბანს (ეს შეიძლება იყოს ის უბანი, სადაც დღის განმავლობაში ხდებოდა დაკვირვება და მიჩნეულია საეჭვოდ), რათა დაესწრონ კენჭისყრის ოფიციალურ დახურვას და ხმათა დათვლას, ვიდრე არ გამოცხადდება შედეგები (თუ ამას კანონი ითვალისწინებს) ან იმისთვის, რომ დაესწრონ საარჩევნო ბიულეტენების მოტანას და ადგილობრივი საარჩევნო კომისიის მიერ შედეგების შეჯამებას.

დამკვირვებლებს აქვთ სამი სხვადასხვა კითხვარი:

▪ იმ სამუშაოებისათვის, რომელიც წინ უსწრებს საარჩევნო უბნის გახსნას

▪ ხმის დათვლასთან დაკავშირებული სამუშაოებისათვის

▪ საარჩევნო უბანში დღის განმავლობაში განხორციელებული დაკვირვებისათვის

როდესაც არჩევნები გრძელდება რამდენიმე დღე, უნდა შედგეს სპეციალური ანგარიში (მოხსენება), რომელიც შეეხება

განხორციელებული სამუშაოების დროებით დახურვას და წინა დღის საარჩევნო ბიულეტენების ხელყოფისაგან დასაცავად განხორციელებულ უსაფრთხოების ზომებს.

ა. შერჩეულ საარჩევნო უბანზე (მოსამზადებელი სამუშაოები) კენჭისყრის დაწყებამდე

ერთი კითხვარი დამკვირვებელთა თითოეულ ჯგუფზე (კითხვარის ნიმუშისათვის იხ. დანართი 1)

კითხვარის მიზანია შემდეგი საკითხების შეფასება:

▪ კანონითან შესაბამისობა (საარჩევნო კომისიის წევრობა, დამკვირვებლები, ...)

▪ რამდენად იცნობენ საარჩევნო კომისიის წევრები საარჩევნო კანონმდებლობას

▪ მომზადების მდგომარეობა (აღჭურვილობა, საარჩევნო სიები, საარჩევნო მასალები), მათ შორის საარჩევნო უბნებში მიტანილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობის შემოწმება (ბიულეტენების რაოდენობა უნდა ეყოს საარჩევნო სიებში რეგისტრირებულ პირებს და არ უნდა იყოს მეტისმეტი, რადგან მან შეიძლება ხელი შეუწყოს გაყალბებას)

▪ კომისიის წევრთა შორის დავალებების სამართლიანი განაწილება: ხელისუფლების ორგანოთა/სახელისუფლო პარტიის წარმომადგენლების ხელში არ უნდა მოექცეს ყველა შესასრულებელი სამუშაო

▪ გაიხსნა თუ არა საარჩევნო უბანი დროულად (დაგვიანების მიზეზები მითითებულ უნდა იქნას)

▪ საარჩევნო უბანში საარჩევნო კომისიის წევრთა შორის არსებული ატმოსფერო (აირჩიეთ ერთ-ერთი პასუხი):

◊ იმ შენობაში, სადაც განთავსებულია საარჩევნო უბანი სხვა სახის საქმიანობებსაც ჰქონდა ადგილი

◊ საარჩევნო უბნის ირგვლივ არსებული ატმოსფერო

◊ დაძაბული: კომისიის წევრები ახორციელებენ ზედმეტად ახლო, ან სულაც აგრესიულ ზედამხედველობას ერთმანეთზე

◊ სერიოზული: ატმოსფერო იყო მშვიდი და კეთილგანწყობილი

◊ აკლდა სერიოზულობა: კომისიის წევრებმა ვერ შეძლეს სერიოზულად მიდგომოდნენ სამუშაოს, როგორც ეს საჭირო იყო.

ეს შეფასება, თუმცა შესაძლებელია სუბიექტური იყოს, მაინც გვაძლევს საშუალებას, განვსაზღვროთ დღის განმავლობაში მოსალოდნელი სირთულეები და შესაბამისად შესაძლო ინციდენტები (დროის გასვლასთან ერთად დაძაბულობაც მატულობს და დაღლილობაც იზრდება).

დამკვირვებლებმა ყურადღებით უნდა შეავსონ კითხვარის ყველა სექცია, მათ შორის ისინიც, რომლებიც გამიზნულია საიდენტიფიკაციო მიზნებისათვის, როგორიცაა: ჯგუფის სახელი (ნომერი), საარჩევნო უბნების რაოდენობა, მისვლისა და დატოვების დრო, საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა, საარჩევნო სიებში რეგისტრირებულ პირთა რაოდენობა და ა.შ. ინფორმაციის შემდგომი დამუშავების შედეგების ხარისხი სწორედ ამაზეა დამოკიდებული.

ბ. საარჩევნო უბნების დაკვირვება კენჭისყრის მიმდინარეობისას

კითხვარის რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს მონახულებული საარჩევნო უბნების რიცხვს(კითხვარის ნიმუშისათვის იხ. დანართი 2)

ამ კითხვარის მიზანია დაკვირვების ოფიციალური ბაზის შექმნა (ადგილზე ან შემდგომი სტატისტიკური დამუშავების თვალსაზრისით). კითხვარი იყოფა შემდეგ ნაწილებად:

პირველი გვერდი (პირველი მხარე) (უნდა შეივსოს საარჩევნო უბანში) შეიცავს:

1. დამკვირვებელთა და საარჩევნო უბნების საიდენტიფიკაციო მონაცემებს; მონაცემებს იმის შესახებ, თუ რამდენი ამომრჩეველია რეგისტრირებული საარჩევნო უბანში და რამდენი ამომრჩეველი იმყოფებოდა საარჩევნო უბანში დამკვირვებელთა მისვლის მომენტში.1

2. საარჩევნო უბნის ფიზიკური აღწერა: ჰქონდა თუ არა მას შესაბამისი ნიშნები, ნიშნების ზომა და სხვ.

3. საარჩევნო უბანში მყოფი პირები (გარდა ამომრჩევლებისა) იმ მიზნით, რათა შეიქმნას წარმოდგენა საარჩევნო კომისიისა და დამკვირვებელთა წარმომადგენლობაზე.

4. ამომრჩეველთა დაშინებისა და მათზე ზეწოლის რისკი:

▪ პოლიციის, სამხედრო ძალების, საეჭვო პირების ყოფნა, პროპაგანდა,...

▪ აგიტაცია, დაბნევა...

5. სამუშაოს წარმართვა და საარჩევნო კანონმდებლობისადმი დაქვემდებარება:

▪ ამომრჩეველთა პირადობის შემოწმება, საარჩევნო ბიულეტენების გაცემა

▪ ხმის მიცემის ფარულობა (კაბინები, ეფექტურობა...)

▪ ოჯახური კენჭისყრა

6. ავადმყოფები და პირები, რომლებსაც უჭირთ გადაადგილება: კენჭისყრის ფარულობისა და პლურალიზმის შემოწმება

7. შეფასების შემაჯამებელი გრაფა

მეორე გვერდი (მეორე მხარე): უნდა შეივსოს საარჩევნო უბნის დატოვებისას

1. დამკვირვებელთა შენიშვნები კენჭისყრის ჩატარებასთან დაკავშირებით

მაგალითად: ,,ხმის მიცემა ხდებოდა მაგიდასთან და არა კაბინაში”

აღსანიშნავია, რომ ასეთ შემთხვევებს ადგილი ჰქონდა დსთ-ს ქვეყნებსა და ყოფილ იუგოსლავიაში. ჩვეულებებისა და ტრადიციების გამო საარჩევნო კანონმდებლობის დებულებები მაშინვე არ ამოქმედდებიან. საბჭოთა ტრადიციის შესაბამისად, ყველაფერი საჯაროდ ხდებოდა. გაუნათლებლობისა თუ სხვა მიზეზთა გამო, ბევრ ქვეყანაში, მიუხედავად იმისა რომ აკრძალულია, მაინც ვხვდებით ოჯახური კენჭისყრის შემთხვევებს.

▪ დამკვირვებლები შეეცდებიან შეაფასონ ფაქტები, რომლებიც ადგილობრივი სიტუაციიდან გამომდინარეობენ და მათი გავლენა არჩევნების სამართლიანობასა და ფარულობაზე, ასევე ამომრჩეველზე.

▪ თუმცა, აღნიშნული ხელს არ უშლის დამკვირვებელთა ჯგუფს შესაბამისი ყურადღება მიაქციონ ამ საკითხებს, რომელიც მომავალში უნდა გამოსწორდეს.

დამკვირვებლებმა ასევე უნდა აღნიშნონ სხვა მომენტები, რომლებმაც შეიძლება გავლენა იქონიონ ან ზეწოლა მოახდინონ ამომრჩეველზე. მაგალითად, საარჩევნო უბანში მიმდინარე სხვა სახის საქმიანობა, საარჩევნო უბნის გარშემო არსებული საერთო ატმოსფერო.

2. ფაქტები და შემთხვევები, რომელთა შესახებაც აუწყეს დამკვირვებლებს. სავარაუდო ფაქტები შეიძლება ეჭვის ქვეშ დადგეს და ამიტომ მას შესაბამისი სიფრთხილით უნდა მოვეპყროთ.

▪ დამკვირებლები ამოწმებენ იმ პიროვნების ვინაობას, რომელიც ინფორმაციას იძლევა „ფაქტების” შესახებ.

3. საარჩევნო უბანში განხორციელებული ვიზიტის შემაჯამებელი შეფასება დგება ბოლოს და წარმოადგენს საარჩევნო უბანში ზოგად სიტუაციასთან დაკავშირებით დამკვირვებელთა შეხედულებას: დამკვირვებელთა პოზიცია შეიძლება გამოიხატოს შემდეგნაირად (არ შეიძლება რაიმე სხვა საშუალო პოზიციის მითითება): ძალიან კარგი, კარგი, ცუდი, ძალიან ცუდი.

გ. სამუშაოები კენჭისყრის დასრულების შემდგომ: ხმების დათვლა; შედეგების გამოცხადება

ერთი კითხვარი ერთ სადამკვირვებლო ჯგუფზე (კითხვარის ნიმუშისათვის იხ. დანართი 3)

ამ კითხვარის მიზანია შემდეგ საკითხთა შეფასება:

▪ კანონის მოთხოვნათა შესრულება ხმათა დათვლის პროცესში

▪ რამდენად იცნობს საარჩევნო კომისია საარჩევნო კანონმდებლობას

▪ დავალებების სამართლიანი განაწილება კომისიის წევრთა შორის: ხელისუფლების ორგანოთა/სახელისუფლო პარტიის წარმომადგენლების ხელში არ უნდა მოექცეს ყველა შესასრულებელი სამუშაო

▪ როგორი სიმშვიდე და ყურადღება სუფევდა ხმების დათვლის პროცესში2

▪ საარჩევნო ბიულეტენების ნამდვილობასთან დაკავშირებით წამოჭრილი პრობლემები 3

▪ შედეგების გამოცხადების შესახებ არსებული წესებისადმი დაქვემდებარება

▪ მოსალოდნელი დავების გადაწყვეტის შესაძლებლობა (საარჩევნო ბიულეტენების შენახვა და საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობის შეთანხმება)

აღნიშნული კითხვარი შეიცავს იგივე ზოგად საიდენტიფიკაციო და შესაფასებელ ელემენტებს, რასაც წინა კითხვარები.

__________________________

1. ეს მეტად მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან იგი შესაძლებლობას იძლევა დადგინდეს არჩევნებში მონაწილეთა ზუსტი რიცხვი

2. ხმის ნაჩქარევად დათვლა შეიძლება დამკვირვებელთაგან საარჩევნო ბიულეტენების დამალვის სურვილის ნიშანს წარმოადგენდეს

3. იხილეთ… სქოლიო (8) (არჩევნების ორგანიზაცია). დამკვირვებელთა მონაცემები ამ სფეროში და გაფუჭებულ ბიულეტენთა რაოდენობა შეიძლება გამოყენებულ იქნას საბოლოო ანგარიშში ხელისუფლებისადმი მითითებული რეკომენდაციების დასასაბუთებლად.

4 3. კენჭისყრის მეორე დღე და აჩევნების შემდგომი პერიოდი

▲ზევით დაბრუნება


დამკვირვებლებმა არჩევნების მეორე დღისათვის უნდა დაგეგმონ შეხვედრა სხვა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციასთან, რომლებიც ახორციელებდნენ არჩევნებზე დაკვირვებას. აღნიშნული იძლევა შესაძლებლობას შევადაროთ და გადავამოწმოთ დაკვირვების შედეგები, რათა გამყარდეს (შესუსტდეს) მისიის თავდაპირველი დასკვნები.

ერთ-ერთ პრობლემას, რომელიც ხშირად წამოიჭრება არჩევნების დაკვირვების დროს, წარმოადგენს შედეგების დაგვიანებით გამოცხადება.

შედეგების დაგვიანებული გამოცხადება შეიძლება გამოწვეული იყოს მატერიალური ფაქტორებით (საიმედო სატელეფონო და ფაქსიმილური კავშირისა და მონაცემთა ურთიერთდაკავშირებული სისტემის უქონლობისა და სხვა მიზეზების გამო)

თუმცა მან შეიძლება დაფაროს სხვა (პოლიტიკური ხასიათის) მიზეზები, მაგალითად, როდესაც მმართველ პარტიას უჭირს აღიაროს არჩევნებში დამარცხება ან ცდილობს გააყალბოს შედეგები.

პრესის გაცნობა არჩევნების მეორე დღეს ასევე ეხმარება დამკვირვებლებს კენჭისყრის შემდგომ ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის შესახებ სრული სურათის შესაქმნელად.

1. შედეგების შეჯამება და მისი გამოცხადება

▪ ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის შედეგების გადაგზავნა:

◊ როგორ განხორციელდა შედეგების შეჯამება?

◊ არის თუ არა ეს პროცესი სანდო?

▪ საბოლოო შედეგების გამოცხადება:

◊ ვინ გამოაცხადა საბოლოო შედეგები?

◊ საარჩევნო უბნის დახურვის შემდეგ რამდენი ხნის შემდეგ?

◊ მიგაჩნიათ თუ არა აღნიშნული დრო გონივრულად (თუ მხედველობაში მივიღებთ ადგილობრივ კომუნიკაციასა და ტრანსპორტთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციას)?

2. შესაძლო საჩივრები

▪ იციან თუ არა დამკვირვებლებმა რაიმე საჩივრის შესახებ?

▪ ვინ აღძრა საჩივარი?

▪ რა არის საჩივრის საფუძველი?

3. ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება ზეგავლენა იქონიონ ხმის მიცემაზე არჩევნების დღეს

▪ ხდება თუ არა არჩევნებამდე არჩევნების შედეგების შესახებ სოციოლოგიური გამოკითხვის გამოქვეყნება?

▪ აქვს თუ არა დელეგაციას წარმოდგენა იმის შესახებ, რომ აღნიშნულმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ხმის მიცემაზე?

4. კენჭისყრის მეორე დღეს არსებული ზოგადი ატმოსფერო

▪ როგორია სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და მთავრობის აზრი არჩევნების ჩატარების შესახებ?

▪ ზოგადად, როგორ არიან დამკვირვებლები განწყობილნი, იმის თაობაზე, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები?

5. დასკვნა

▪ თვლიან თუ არა დამკვირვებლები, რომ არჩევნები ჩატარდა „საარჩევნო ნორმათა კოდექსით” დადგენილი დემოკრატიული კრიტერიუმების შესაბამისად?

▪ მომდევნო არჩევნების გასაუმჯობესებლად რა სახის რეკომენდაციების გაწევა სურს ეროვნული ხელისუფლებისათვის დამკვირვებელთა ორგანოს?

◊ საკანონმდებლო სფეროში

◊ პრაქტიკულ ღონისძიებებთან დაკავშირებით

◊ საარჩევნო კომისიის წევრების ტრეინინგთან დაკავშირებით

◊ და ზოგადად გაიზარდოს შესაბამისობა „საარჩევნო ნორმათა კოდექსთან”.

5 პრაქტიკული შენიშვნა აღნიშნულ კითხვარებთან დაკავშირებით

▲ზევით დაბრუნება


მოცემული კითხვარები შედგენილ იქნა საპალამენტო ასამბლეის 1320 (2003) რეზოლუციის II. ii.c მუხლის შესაბამისად, რომლის თანახმადაც ვენეციის კომისიას ეთხოვა ,,რაც შეიძლება სწრაფად მოემზადებინა კითხვარის კომპიუტერული ვერსია, სადაც ჩამოყალიბებული იქნებოდა საარჩევნო ნორმათა კოდექსის ზოგადი პრინციპები და რომელიც შესაძლებლობას მისცემდა დამკვირვებელთა დელეგაციას უფრო ეფექტური მეთვალყურეობის განხორციელებაში.” ადგილობრივი და რეგიონალური თვითმმართველობის კონგრესის 124 (2003) რეზოლუცია (მუხლი 8. b.ii.) გამოხატავს იმავე პოზიციას.

კითხვარები უნდა აიგოს შემდეგნაირად:

კითხვარი 1: არჩევნების დღის წინა პერიოდი

მოცემული კითხვარისათვის საჭირო არ არის რაიმე განსაკუთრებული ფორმის დაცვა. იგი წარმოადგენს სამოქმედო მეგზურს დამკვირვებელი ორგანოსათვის იმის თაობაზე, თუ როგორ წარმართოს ინტერვიუ კენჭისყრის დღეს მონიტორინგის დაწყებამდე.

ინტერვიუების დროს გაცემული პასუხები არ გახდება მონაცემთა გადამუშავების საფუძველი, თუმცა იგი გამოყენებული იქნება დამკვირვებელთა დასკვნით ანგარიშში და საშუალებას მისცემს დელეგაციას წარადგინოს წინადადებები საარჩევნო კანონმდებლობის შესაძლო შეცვლასთან ან მის შესრულებასთან დაკავშირებით ეროვნული ხელისუფლების ორგანოებისადმი გაწეული რეკომენდაციების სახით.

კითხვარი 2ა: საარჩევნო უბნების გახსნა

კითხვარის ასლი დაურიგდება ყველა ჯგუფს, რომლებმაც იგი უნდა შეავსოს.

კითხვარის ნიმუში მოცემულია დანართში (პირველი გვერდი). შესაძლებელია მისი ფორმის ტექნიკური ცვლილება მონაცემთა გადამუშავების ხელშეწყობის მიზნით.

კითხვარი 2ბ: საარჩევნო უბნების დაკვირვება

საჭიროების მიხედვით შესაძლებელია ამ კითხვარის ასლების გადაღება (10 დან 20-მდე თითოეულ ჯგუფზე, მონახულებული საარჩევნო უბნების რაოდენობისა და გეოგრაფიული დაფარვის ზონის მიხედვით).

კითხვარი უნდა გადაეცეს სადამკვირვებლო ორგანოს სამდივნოს სტატისტიკური დამუშავებისათვის იმავე დღეს (ან თუ ამას საჭიროება მოითხოვს არა უგვიანეს მეორე დღის დილისა).

კითხვარის ნიმუშისათვის იხილეთ დანართი (ერთი გვერდი, ორივე მხარე)

შესაძლებელია მისი ფორმის ტექნიკური ცვლილება მონაცემთა გადამუშავების ხელშეწყობის მიზნით.

კითხვარი 2გ: საარჩევნო უბნების დახურვა

თითოეულ ჯგუფს გადაეცემა კითხვარის ერთი ასლი.

კითხვარის ნიმუშისათვის იხილეთ დანართი (პირველი ფურცელი, ორივე მხარე).

შესაძლებელია მისი ფორმის ტექნიკური ცვლილება მონაცემთა გადამუშავების ხელშეწყობის მიზნით.

კითხვარი 3: არჩევნების შემდგომი პერიოდი

აღნიშნული კითხვარი, კითხვარის 1-ის მსგავსად, წარმოადგენს არჩევნების შემდგომ დამკვირვებელთა დასახმარებელ სახელმძღვანელოს.

კითხვარ 2-ში (ა, ბ და გ) მოცემულ მონაცემთა გადამუშავება მოხდება მაშინვე ან მოგვიანებით. აღნიშნული დამუშავება შეეხება არჩევნებს (მის სუსტი და ძლიერი მხარეების გაშუქებას). იგი ასევე ხელს შეუწყობს გლობალური სტატისტიკური მონაცემების გადაცემას დემოკრატიული არჩევნების საბჭოსა და ევროპის საბჭოს სხვა ორგანოებისათვის.

6 კითხვარი საარჩევნო უბნებში მის გახსნამდე

▲ზევით დაბრუნება


დამკვირვებელთა სახელები:______________

საარჩევნო უბანი: ქალაქი:_________________

უბნის ნომერი:___________________________

უბნის დატოვების დრო:__________________

ჯგუფის ნომერი:_________________________

უბნის სახელი:___________________________

უბანში მისვლის დრო:____________________

საარჩევნო უბნის გახსნის დრო

საარჩევნო უბანი გაიხსნა დროზე ადრე?-კი /-არა

ესწრებოდნენ თუ არა სხვა დამკვირვებლები?-კი /-არა

იყო თუ არა საარჩევნო კომისია სრული შემადგენლობით თქვენი მისვლის მომენტში?-კი /-არა

მიუთითეთ კომისიის შემადგენლობა:

იქნენ თუ არა დაშვებულნი პარტიის წარმომადგენლები/კანდიდატები და დამკვირვებლები არჩევნების ოფიციალურ გახსნამდე?-კი /-არა

იმყოფებოდნენ თუ არა საარჩევნო უბანში უნებართვო პირები?-კი /-არა

დადებითი პასუხის შემთხვევაში მიუთითეთ მათი ვინაობა.

არჩევნების მასალები (საარჩევნო ბიულეტენები, საარჩევნო სიები და სხვ.). მოიტანეს თუ არა ისინი?-კი /-არა

რა აკლდა?

იყო თუ არა მათი რაოდენობა საკმარისი და აკმაყოფილებდა თუ არა იგი სამართლებრივ მოთხოვნებს?-კი /-არა

რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა: ____________

მოტანილ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა:____________

ფორმალურ პროცედურათა ჩატარება:

საარჩევნო ყუთის შემოწმება: შეამოწმებინა საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ საარჩევნო კომისიის წევრებსა და დამკვირვებლებს საარჩევნო ყუთები სანამ მათ დალუქავდნენ, რომ ისინი ცარიელი იყო?-კი /-არა

ვინ განახორციელა შემოწმება? _________________________________________________

მოხდა თუ არა ყუთის შესაბამისი დახურვა ან დალუქვა?-კი /-არა

საარჩევნო სია:

წარმოიშვა თუ არა საარჩევნო სიის კანონთან შესაბამისობასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა?

-კი /-არა

მიუთითეთ პრობლემები: ______________________________________________________

ვინ არის მასზე პასუხისმგებელი?_______________________________________________

არიან თუ არა გაცნობიერებულნი თავიანთ საქმეში საარჩევნო კომისიის წევრები?

-კი /-არა

კომენტარები:

საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სამუშაოები თუ შესრულდა შესაბამისად?

-კი /-არა

კომენტარები:

იყო თუ არა საარჩევნო უბანი მზად, რათა განსაზღვრულ დროს დაწყებულიყო კენჭისყრა?

-კი /-არა

უარყოფითი პასუხის შემთხვევაში მიუთითეთ დაგვიანების მიზეზები:

როგორი ატმოსფერო სუფევდა საარჩევნო კომისიის წევრთა შორის?

დაძაბული

სერიოზული

აკლდა

სერიოზულობა

დამკვირვებელთა კომენტარები:

დამკვირვებელთა ხელმოწერა:

7 კითხვარი უნდა შეივსოს თითოეული საარჩევნო უბნისათვის

▲ზევით დაბრუნება


აღნიშნული ნაწილი უნდა შეივსოს საარჩევნო უბანში

დამკვირვებელთა სახელები:______________

საარჩევნო უბანი: ქალაქი:_________________

უბნის ნომერი:___________________________

უბნის დატოვების დრო:__________________

ჯგუფის ნომერი:_________________________

უბნის სახელი:___________________________

უბანში მისვლის დრო:____________________

საარჩევნო სიებში რეგისტრირებულთა რაოდენობა:__________________

დამატებით საარჩევნო სიებში რეგისტრირებულ პირთა რაოდენობა:_______

ამომრჩეველთა რაოდენობა უბნებში მოსვლის დროს:___________________

საარჩევნო უბანი: არის თუ არა მასზე ნათლად გამოხატული შესაბამისი მითითება?

- კი /-არა

არის თუ არა იგი ადეკვატური ზომის?-კი /-არა

ადვილი მისასვლელია თუ არა საარჩევნო უბანთან?

(მაგალითად ინვალიდებისათვის)-კი /-არა

საარჩევნო ბიულეტენებისა და რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რიცხვი:

წააწყდით თუ არა რაიმე პრობლემას საარჩევნო უბანთან მიახლოებასთან დაკავშირებით?-კი /-არა

საარჩევნო უბანში მყოფი პირები:

საკმარისია თუ არა კომისიის წევრთა რაოდენობა, თუ მხედველობაში მივიღებთ სამართლებრივ მოთხოვნებს?-კი /-არა

საარჩევნო კომისიის შემადგენლობა:

თავმჯდომარე:_______________თავმჯდომარის მოადგილე: ___________________

მდივანი:____________________

კომისიისსხვაწევრები:____________________________

არიან თუ არა დამკვირვებლები?

-კი /-არა

არიან თუ არა ისინი აკრედიტებულნი?

-კი /-არა

ვის წარმოადგენენ ისინი?__________________________________________________

იმყოფებიან თუ არა უნებართვო პირები?

-კი /-არა

თუ პასუხი დადებითია მიუთითეთ მათი ვინაობა:_____________________________

იმყოფება თუ არა პოლიცია საარჩევნო უბნის გარეთ?

-კი /-არა

იმყოფება თუ არა პოლიცია საარჩევნო უბნის შიგნით?

-კი /-არა

აქვს თუ არა ადგილი პროპაგანდას საარჩევნო უბანში? (მაგალითად პლაკატები,

პროპაგანდული საქმიანობის განხორციელება)

-კი /-არა

საარჩევნო უბნის გარეთ ან ახლოს (საარჩევნო უბნიდან არაუმეტეს 50 მეტრის დაშორებით)?

-კი /-არა

რომელი კანდიდატის ან პარტიის მხარდასაჭერად?_____________________________

ამომრჩეველთა დაშინება: იყო თუ არა ამ მხრივ რაიმე მცდელობა?

-კი /-არა

(შეკითხვაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში შემჩნეული ფაქტები მიუთითეთ ფურცლის მეორე მხარეს)

მუშაობის მიმდინარეობა:

მიმდინარეობს თუ არა კენჭისყრა მშვიდად და რიგიანად?

-კი /-არა

არის თუ არა საარჩევნო ყუთი რიგიანად დალუქული?

-კი /-არა

არის თუ არა ყუთი განთავსებული იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს მასზე თვალყურის დევნა:

-კი /-არა

ვინ ამოწმებს საარჩევნო სიას?

შესაძლებელია თუ არა იმის დანახვა, თუ ვინ მისცა ხმა?

-კი /-არა

ხორციელდება თუ არა ეფექტურად ამომრჩეველთა ვინაობის შემოწმება?

- კი /-არა

კომენტარები:______________________________________________________________

მოხდა თუ არა საარჩევნო ბიულეტენების შესაბამისი განაწილება? (ერთი ბიულეტენი ერთ ამომრჩეველზე)-კი /-არა

კომენტარები:

საარჩევნო კაბინები: არის თუ არა ისინი იმგვარად განთავსებული, რომ შესაძლებელ იქნას მათზე თვალყურის დევნა?

-კი /-არა

კომენტარები:_______________________________________________________________

ოჯახური კენჭისყრა: შენიშნეთ თუ არა ოჯახური კენჭისყრის რაიმე შემთხვევა?

- კი /-არა

კომენტარები:

ეთქვა თუ არა რომელიმე ამომრჩეველს უარი არჩევნებში მონაწილეობის უფლებაზე?

- კი /-არა

კომენტარები:_______________________________________________________________

დართეს თუ არა ინვალიდებს ნება ხმა მიეცათ სხვების წინაშე?-კი /-არა

ვინ გაუწი ამათ დახმარება?_________________________________________________

დატოვა თუ არა რომელიმე ამომრჩეველმა საარჩევნო უბანი საარჩევნო ბიულეტენთან ერთად?

-კი /-არა

ხმის მიცემა ავადმყოფ და დავრდომილ პირთა მიერ: (გადასატანი საარჩევნო ყუთები)

არის თუ არა გადასატანი საარჩევნო ყუთი შესაბამისად დალუქული?

-კი /-არა

ყუთის მიტანა ამომრჩევლის სახლში: რამდენმა კაცმა მიიტანა?__________________

იყო თუ არა პლურალიზმის პრინციპი დაცული?

-კი /-არა

სხვა პროცედურები: უზრუნველყოფილი იყო თუ არა კენჭისყრის ფარულობა?

- კი /-არა

მთლიანი შეფასება

კი

არა

სხვა დეტალები (თუ არის საჭირო)

1 - საარჩევნო უბანში ძალიან ბევრი ადამიანი იმყოფებოდა

2 - საარჩევნო უბანში იმყოფებოდნენ უნებართვო პირები

3 - არეულობა საარჩევნო უბანში

4. - პოლიტიკური ზეწოლა ამომრჩევლებზე

5. საარჩევნო სიებთან დაკავშირებული პრობლემები

- პირველ, მე-2 და მე-3 შეკითხვებზე დადებითი პასუხი მიგვანიშნებს იმაზე, რომ საარჩევნო უბანში კენჭისყრა არადამაკმაყოფილებლად ჩატარდა

- მხოლოდ პირველ და მე-3 შეკითხვაზე დადებითი პასუხი ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო უბნის თავმჯდომარე არაკომპეტენტურია, რადგან საარჩევნო უბანში ბევრი ადამიანის ყოფნა იწვევს პრობლემებს

- მხოლოდ მე-3 და მე-5 შეკითხვაზე დადებითი პასუხი იმის მიმანიშნებელია, რომ არარეგისტრირებული პირები გამოთქვამენ თავიანთ უკმაყოფილებას და სავარაუდოდ საარჩევნო უბნის თავმჯდომარე უძლურია შეინარჩუნოს წესრიგი

- მხოლოდ მე-3 და მე-4 შეკითხვაზე დადებითი პასუხი იმის მიმანიშნებელია, რომ ადგილი აქვს მნიშვნელოვან პოლიტიკურ ზეწოლას

- მე-3, მე-4 და მე-2 შეკითხვაზე დადებითი პასუხი იმის მიმანიშნებელია, რომ უნებართვო პირების ყოფნა იწვევს არეულობას

- თუ მხოლოდ მე-2 შეკითხვაზეა დადებითი პასუხი გაცემული, მაშინ მიზანშეწონილია უნებართვო პირთან გასაუბრება, რათა დადგინდეს მისი ვინაობა, თუ რომელიმე მათგანი იტყვის, რომ ელექტრიკოსია, ჰკითხეთ რას მოიმოქმედებს ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში

- თუ მხოლოდ მე-4 შეკითხვაზეა გაცემული დადებითი პასუხი, ეს შესაძლოა ნიშნავდეს იმას, რომ პოლიტიკური ზეწოლა ან მიღებულია ან საკმაოდ ფრთხილად ხორციელდება


მეორე ნაწილი უნდა შეივსოს საარჩევნო უბნის დატოვების შემდეგ:

1. - დამკვირვებელთა დამატებითი კომენტარები:

შემთხვევები, რომლებიც აღნიშვნის ღირსია:

2 - ფაქტები, რომლებიც აცნობეს დამკვირვებლებს:

(მიუთითეთ იმ პირის (პირთა) ვინაობა, რომელმაც მოგაწოდათ აღნიშნული ინფორმაცია)

3 - საარჩევნო უბანში არსებული ზოგადი ატმოსფერო:

დაძაბული

სერიოზული

აკლია სერიოზულობა

ანტაგონისტური

4 - საარჩევნო უბნის ზოგადი შეფასება ვიზიტის შემდეგ:

ძალიან კარგი

საკმაოდ კარგი

საკმაოდ ცუდი

ძალიან ცუდი

5 - რაიმე რეკომენდაცია, რასაც მერე მიუთითებთ დაკვირვების შესახებ ანგარიშში

დამკვირვებელთა ხელმოწერა:

8 კითხვარი ხმების დათვლის პროცესის დაკვირვებასთან დაკავშირებით

▲ზევით დაბრუნება


დამკვირვებელთა სახელები:______________

საარჩევნო უბანი: ქალაქი:_________________

უბნის ნომერი:___________________________

უბნის დატოვების დრო:__________________

ჯგუფის ნომერი:_________________________

უბნის სახელი:___________________________

უბანში მისვლის დრო:____________________

გამოცხადდა თუ არა თავმჯდომარის მიერ დახურვა დანიშნულ დროს?-კი /-არა

უარყოფითი პასუხის შემთხვევაში მიუთითეთ მიზეზები: ______________________

არჩევნების დახურვისას თუ იმყოფებოდნენ ის ამომრჩევლები, რომლებმაც ვერ შეძლეს ხმის მიცემა?

-კი /-არა

პირები, რომლებიც იმყოფებოდნენ:

იმყოფებოდა თუ არა საარჩევნო უბნის საარჩევნო კომისია კენჭისყრის დახურვის მომენტში სრული შემადგენლობით?

-კი /-არა

იქნენ თუ არა პარტიის წარმომადგენელები/კანდიდატები დაშვებული ოთახში კენჭისყრის ოფიციალური დახურვის შემდეგ?

-კი /-არა

იქნენ თუ არა ამომრჩევლები დაშვებულნი?-კი /-არა

იმყოფებოდნენ თუ არა უნებართვო პირები საარჩევნო უბანში კენჭისყრის დახურვის შემდეგ?

-კი /-არა

ხმის დათვლის პროცესი:

მოხდა თუ არა გამოუყენებელი/გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენების დათვლა და შემდგომ მათი გამოცალკავება?

-კი /-არა

მოხდა თუ არა გაცემული საარჩევნო ბიულეტენების დათვლა და მისი რაოდენობის აღრიცხვა?-კი /-არა

იყო თუ არა საარჩევნო ყუთის გახსნამდე მასზე დადებული ლუქი ხელუხლებელი?

- კი /-არა

იცნობენ თუ არა საარჩევნო უბნის წევრები პროცედურებს?

-კი /-არა

მიმდინარეობს თუ არა წყნარად ხმის დათვლის პროცესი?

-კი /-არა

თუ სწრაფად?

-კი /-არა

ხდება თუ არა საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისინებული პროცედურებისადმი დაქვემდებარება?

-კი /-არა

ხდება თუ არა გამოუყენებელ ბიულეტენებზე ბეჭდის დასმა?

-კი /-არა

არის თუ არა საწერი კალამი ან ფანქარი ხმის დასათვლელ მაგიდაზე?

-კი /-არა

არის თუ არა ბიულეტენები დიდი რაოდენობით ან დასტებად საარჩევნო ყუთში?

-კი /-არა

ხდება თუ არა ბიულეტენების პირქვე დათვლა?

-კი /-არა

გამოაცხადა თუ არა თავმჯდომარემ ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობა?

- კი /-არა

მოხდა თუ არა ნამდვილი ბიულეტენების ცალკე დაგროვება თითოეული პარტიის/კანდიდატის მიხედვით?

-კი /-არა

მოხდა თუ არა ბათილი და აღუნიშნავი ბიულეტენების ცალკე დაგროვება?

-კი /-არა

შეამოწმა თუ არა თავმჯდომარემ და საარჩევნო უბნის კომისიამ საეჭვო ბიულეტენები?

-კი /-არა

მიადევნეთ თუ არა ხმის დათვლის პროცესს სრულად თვალყური?

-კი /-არა

გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენები:

გადაწყვეტილება ბიულეტენის გაუქმების შესახებ იქნა თუ არა მიღებული საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად?-კი /-არა

იყო თუ არა იგი გამჭვირვალე? (ანახეს თუ არა ბიულეტენები დელეგატებს, დამკვირვებლებს,...)

-კი /-არა

თვლით, რომ გაფუჭებული ბიულეტენების რიცხვი

____მეტისმეტია

____ნორმალურია

____თითქმის ნულის ტოლია?

ბიულეტენის ბათილად ცნობის საფუძველი:___________________________________

მიიჩნევთ მათ საფუძვლიანს?

-კი /-არა

შედეგების გამოცხადება:

გამოცხადდა თუ არა შედეგები გასაგებად (საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად)?

-კი /-არა

გამოიკრა თუ არა შედეგები საარჩევნო უბნის კარზე საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად?

-კი /-არა

საარჩევნო უბანში ხმის დათვლის პროცესის ზოგადი შეფასება:

ძალიან კარგი

საკმაოდ კარგი

საკმაოდ ცუდი

ძალიან ცუდი

შედეგების შეჯამება ქალაქის დონეზე:

დოკუმენტების ტრანსპორტირება: უსაფრთხოება უზრუნველყოფილია:

-კი /-არა

ზედამხედველობა უზრუნველყოფილია:

-კი /-არა

საარჩევნო შედეგების შემაჯამებებელი კომისიის ფუნქციონირება:

ეძლევათ თუ არა ყოფნის ნება დამკვირვებლებსა და პარტიის წარმომადგენლებს?

- კი /-არა

დამკვირვებელთა ზოგადი კომენტარი:

გვერდის მეორე მხარეს: საარჩევნო უბნის შედეგების მითითება

დამკვირვებელთა ხელმოწერა:

9 საარჩევნო უბნების შედეგები

▲ზევით დაბრუნება


საარჩევნო უბანი: ქალაქი:

უბნის სახელი:________________________________________

უბნის ნომერი:________________________________________

საარჩევნო უბნებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა:_________________

დამატებით სიებში შეტანილ პირთა რაოდენობა:_________________________________

ამომრჩევლები:_______________________________________________________________

გაფუჭებული ბიულეტენები:___________________________________________________

მიცემული ხმები:______________________________________________________________

შედეგები კანდიდატის ან სიის მიხედვით:

__________________________________________________

__________________________________________________

__________________________________________________

__________________________________________________

__________________________________________________

__________________________________________________

__________________________________________________

__________________________________________________

__________________________________________________

__________________________________________________

__________________________________________________

__________________________________________________

__________________________________________________

__________________________________________________

__________________________________________________

__________________________________________________

დამკვირვებლების კომენტარები:

________________________

*ბიულეტენები: ნომრები: თავდაპირველი/განაწილებული/გამოუყენებელი.