მონაწილეობა სკოლის თვითმმართველობაში (სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელო IX-XII კლასებისათვის; მასწავლებლის წიგნი)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: გოგლიჩიძე ალუდა
თემატური კატალოგი განათლება|სახელმძღვანელოები
წყარო: ISBN 978-9941-15-522-2
საავტორო უფლებები: © Project Harmony, Inc
თარიღი: 2011
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: კონსულტანტები: ნათია ნაცვლიშვილი ქეთევან ჯანუაშვლი სამუშაო ჯგუფის ლიდერი: ნინო ბესელია სახელმძღვანელოში გამოყენებული მასალების მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით გიორგი გახელაძეს. რედაქტორი: დიანა ყასუმაშვილი დიზაინერი: მართა თაბუკაშვილი დამკაბადონებელი: თინათინ ბერბერაშვილი ყველა უფლება დაცულია სახელმძღვანელო დასაბეჭდად მომზადდა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში. სახელმძღვანელო მომზადდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ძალისხმევის საფუძველზე. ერთპიროვნული პასუხისმგებლობა მოცემულ სახელმძღვანელოში ასახული ინფორმაციისა და მასში გამოთქმული მოსაზრებების თაობაზე ეკისრებათ ავტორებს და ის არ წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.



1 წინასიტყვაობა

▲ზევით დაბრუნება


2010 წელს საქართველოში დაიწყო სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. პროგრამას მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

პროგრამის მიზანია, გააუმჯობესოს სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხი და დაეხმაროს ახალგაზრდებს ცოდნის ამაღლებაში, გაააქტიუროს მათი მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში.

ამ მიზნის მისაღწევად პროგრამის ფარგლებში შეიქმნა 4 დამხმარე სახელმძღვანელო სამოქალაქო განათლების სწავლებისათვის, ჩატარდა პედაგოგთა ტრენინგები, შეიქმნა სასკოლო სამოქალაქო კლუბები, გაიცა მცირე გრანტები მოსწავლეთა, პედაგოგთა და მშობელთა სამოქალაქო ინიციატივებისათვის, დაფუძნდა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი, მოეწყო სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკები, შეიქმნა სამოქალაქო განათლებისა და სამოქალაქო ინიციატივების ორი ვებპორტალი www.civics.ge da www.initiatives.ge, ჩატარდა მოსწავლეთა ტრენინგები სოციალურ მედიაში და დაარსდა სამოქალაქო განათლების ბიბლიოთეკები.

წინამდებარე სახელმძღვანელო ერთ-ერთია იმ დამხმარე სახელმძღვანელოების სერიიდან, რომლებიც პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. იგი გამიზნულია პედაგოგებისათვის და შეიცავს ბევრ საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას. სახელმძღვანელოს მეშვეობით პედაგოგები შეძლებენ ხელი შეუწყონ მოსწავლეებს გაკვეთილზე მიღებული ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობაში გამოყენებაში, სკოლის თვითმმართველობაში მონაწილეობის მიღებაში სკოლისათვის მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარების მიზნით. კარგი მოქალაქეობის პრინციპების პრაქტიკულ საქმიანობაში განხორციელებით მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს, როგორც ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობასა და განვითარებაში.

მომავალი წარმატებების სურვილით,
PH International - საქართველო

2 შესავალი

▲ზევით დაბრუნება


ამ სახელმძღვანელოს მიზანია, მოსწავლეებს, სკოლის თვითმმართველობაში მონაწილეობის საშუალებით, ჩამოუყალიბდეთ დემოკრატიული ღირებულებები, განუვითარდეთ აქტიური მოქალაქის უნარ-ჩვევები.

სახელმძღვანელო დაეხმარება მოსწავლეებს, გაიაზრონ თავიანთი უფლებები, მოვალეობები და პასუხისმგებლობები ჯერ კიდევ სკოლაში, რათა სამომავლოდ მზად იყვნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური და გააზრებული მონაწილეობის მისაღებად.

სახელმძღვანელოში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა უშუალო მონაწილეობა სკოლის საქმიანობასა და ცხოვრებაში, აქტიური ჩართვა საკუთარი განათლების პროცესში, საკლასო გარემოს შექმნაში, სკოლაში არსებული პრობლემის გადაჭრასა თუ სასკოლო ღონისძიებებში. სახელმძღვანელოში განხილულია სკოლის თვითმმართველობის სტრუქტურა და ფუნქციები, აღწერილია თვითმმართველობის არჩევის პროცედურები და მექანიზმები, მოყვანილია თვითმმართველობის მიერ პრაქტიკულად განხორციელებული მაგალითები, საუბარია მოსწავლის ადგილსა და შესაძლებლობებზე სკოლის თვითმმართველობის სხვადასხვა რგოლში. სახელმძღვანელო დაეხმარება ახალგაზრდებს კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და მოსწავლეთა თვითმმართველობის შესაძლო მრავალფეროვნების გაცნობიერებაში. მოსწავლის წიგნში შესული მასალები მეტწილად დაფუძნებულია საპროექტო სწავლებაზე, რაც ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების ოპტიმალური საშუალებაა.

წინამდებარე სახელმძღვანელოში კონკრეტულად იქნება საუბარი თვითმმართველობის თემასთან დაკავშირებულ ცნებებზე, ტერმინებსა და პროცესებზე, შევეხებით სკოლის დემოკრატიზაციისა და დეცენტრალიზაციის პროცესებს, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის თემებს. ამდენად, სახელმძღვანელოში განხილული თემები და პრაქტიკული სავარჯიშოები მოსწავლეებს დაეხმარება, უკეთ გაიაზრონ სკოლის საქმიანობაში მონაწილეობის აუცილებლობა და დასახონ სასკოლო პრობლემების გადაჭრის გზები.

3 როგორ გამოვიყენოთ სახელმძღვანელო

▲ზევით დაბრუნება


სახელმძღვანელო შედგება 5 ძირითადი თემისაგან, ესენია:

თემა 1 - მონაწილეობა;

თემა 2 - სკოლის თვითმმართველობის სტრუქტურა და ფუნქციები;

თემა 3 - მოსწავლის ადგილი და მონაწილეობის შესაძლებლობები სკოლის სხვადასხვა თვითმმართველობაში;

თემა 4 - თვითმმართველობის პრაქტიკული განხორციელება;

თემა 5 - როგორ ვირჩევთ სკოლის თვითმმართველობის ორგანოებს.

სახელმძღვანელო აერთიანებს 5 ძირითად თემას. თითოეულ მათგანს ახლავს სავარჯიშოები, რომელთა ნაწილიც სკოლაში გასაკეთებლად, ხოლო ნაწილი სახლში შესასრულებლადაა გამიზნული. ყოველი თემის შესწავლის შედეგად, მოსწავლეები მიიღებენ ცოდნას და გამოიმუშავებენ აქტიური მოქალაქისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს. ყოველი თემის ბოლოს მოცემული დავალებები ერთობლიობაში ქმნის პროექტს, რომელიც მიმართულია სკოლის თვითმმართველობაში მოსწავლეთა მონაწილეობისა და აქტიური ჩართულობისაკენ.

წიგნში მოცემული კითხვები მიზნად ისახავს მოსწავლეებში ინტერესის გაღვიძებას, ცოდნის მიღებას, უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. ტესტური სავარჯიშოებისა და სიტუაციური მაგალითების დანიშნულებაა, მოსწავლეებს განუვითარდეთ სამართლებრივი აზროვნება.

სახელმძღვანელოს ერთვის დამატებითი საკითხავი მასალა. თემატიკის ეფექტურად აღქმის მიზნით, სახელმძღვანელოში შეგხვდებათ სხვადასხვა ვიზუალური მასალა: დიაგრამები, ცხრილები და სხვა.

4 თემა 1. მონაწილეობა

▲ზევით დაბრუნება


პირველი გაკვეთილის ფარგლებში თქვენი ამოცანაა, მოსწავლეებმა შეისწავლონ პირველ თავში მოცემული მასალა, ანუ კარგად გაიაზრონ მონაწილეობის თემა. გაკვეთილის სავარაუდო განრიგი შემდეგნაირად გამოიყურება:

პირველი გაკვეთილი

გაკვეთილის მიმდინარეობა

დრო

მეთოდოლოგია

შესავალი, სახელმძღვანელოს (სასწავლო კურსის) გაცნობა

2 წუთი

მასწავლებლის პრეზენტაცია

მოსწავლეთა მოლოდინები, „კლასის კონსტიტუციის“ შექმნა

3 წუთი

„მოლოდინების ხის“ შექმნა, მუშაობა ინდივიდუალურად და/ან საერთო ჯგუფში

თემა 1. მონაწილეობა - თეორიული მასალის განხილვა:

თქვენ და სკოლა; მონაწილეობის მოთხოვნილება და პრაქტიკა; საერთაშორისო გამოცდილება და შესაბამისი დოკუმენტები.

4 წუთი

კითხვა-პასუხი საერთო ჯგუფში

დავალება 1.1. სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი საკითხები

2 + 3 წუთი

მუშაობა წყვილებში, განხილვა საერთო ჯგუფში

დავალება 1.2. საერთო ინტერესები და მოთხოვნილებები

4 + 2 წუთი

მუშაობა მცირე ჯგუფებში, პრეზენტაცია საერთო ჯგუფში

დავალება 1.3. მონაწილეობის კიბე

6 + 2 წუთი

მუშაობა მცირე ჯგუფებში, პრეზენტაცია საერთო ჯგუფში

დავალება 1.4. საპროექტო ჯგუფების ფორმირება

12 + 3 წუთი

მუშაობა მცირე ჯგუფებში, პრეზენტაცია საერთო ჯგუფში

გაკვეთილის შეჯამება, შეფასება და მომდევნო გაკვეთილის დაგეგმვა

2 წუთი

მუშაობა საერთო ჯგუფში

საშინაო დავალება

პირველი თავის დამოუკიდებლად დამუშავება და გაკვეთილის გაანალიზება

ინდივიდუალური მუშაობა

თემა 2-ის გაცნობა (სკოლის თვითმმართველობის სტრუქტურა და ფუნქციები)

მთლიანი მასალის გაცნობა/თეორიული ნაწილის დამუშავება

საკანონმდებლო ტესტების ინდივიდუალურად შესრულება (დავალება 2.2; 2.3)

კანონმდებლობის დამუშავება, ტესტის შესრულება

სიტუაციური მაგალითების 2.1, 2.2, 2.3, 2.4-ის დამუშავება/შესრულება

კანონმდებლობის დამუშავება, დავალების შესრულება

დავალებების 2.1, 2.4, 2.5, 2.6-ის დამუშავება/შესრულება

ინდივიდუალური მუშაობა

ბუნებრივია, რომ მოცემული განრიგი, როგორც ამ, ასევე მომდევნო გაკვეთილებისათვის, პირობით ხასიათს ატარებს. სიტუაციის მიხედვით, თქვენ შეგიძლიათ შეიტანოთ საჭირო ცვლილებები მასში. მაგალითად, კლასში განსახორციელებელი ერთგვაროვანი სავარჯიშოებიდან, მოსწავლეებთან ერთად, აირჩიეთ, თქვენი შეხედულებით, ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივობები. მაგალითისათვის, მომდევნო გაკვეთილზე საშინაო დავალებაში მოცემული სიტუაციური მაგალითებიდან კლასში განიხილეთ არა ყველა, არამედ 2 ან 3.

აღნიშნული მიდგომიდან გამომდინარე, უმჯობესია, სასწავლო კურსის დაწყებისთანავე, მოსწავლეებს ნათლად აუხსნათ მათ მიერ დამოუკიდებელი მუშაობის/საშინაო დავალების შესრულების აუცილებლობა და სრულყოფილად გაააზრებინოთ საკლასო ოთახში დროის რაციონალურად გამოყენების მნიშვნელობა. მოსწავლეებმა უნდა გააცნობიერონ, რომ გაკვეთილის წარმატება ძირითადად იქნება დამოკიდებული წინასწარ თემის დამუშავების (საშინაო დავალებების შესრულების) ხარისხზე.

აქტივობა 1

შესავალი და სახელმძღვანელოს/სასწავლო კურსის მოკლე მიმოხილვა

მართებულია, რომ წინამდებარე სახელმძღვანელოს პირველი გაკვეთილი დაიწყოს მოკლე შესავლით, სადაც მოსწავლეებს განუმარტავთ სახელმძღვანელოს სტრუქტურასა და მისი სწავლების დროს გამოსაყენებელი მეთოდოლოგიის მნიშვნელობას.

აქტივობა 2

მოლოდინების ხისდა კლასის კონსტიტუციის შექმნა

სახელმძღვანელოს სტრუქტურისა და შინაარსის ზოგადად გაცნობის შემდეგ სასურველია, რომ მოსწავლეებმა წერილობით დააფიქსირონ საკუთარი მოლოდინები შესასწავლ თემატიკასთან დაკავშირებით. დაფაზე ან წებოვანი ფურცლების არსებობის პირობებში, კედელზე, კარგი იქნება, თუ მოსწავლეები „აკუთარ მოლოდინებს“ ოუყრიან თავს და კლასის ნებისმიერი წევრი შეძლებს ყველა ჩანაწერის გაცნობას. ასევე კარგი იქნება, თუ შეძლებთ დიდ ფურცელზე, ან დაფაზე დახატოთ ხე და მოსწავლეებს შესთავაზოთ, საკუთარი ფურცლები განათავსონ „მოლოდინების ხეზე“ იმისდა მიხედვით, თუ რამდენად კომპეტენტურად მიიჩნევენ თავს მოსწავლეთა თვითმმართველობის რეალიზების საქმეში - რაც უფრო კომპეტენტურად მიიჩნევს თავს, მით უფრო მაღლა უნდა განათავსოს ოსწავლემ საკუთარი „მოლოდინების ფურცელი“.

„მოლოდინების ფურცლების“ თავმოყრის პარალელურად შეგიძლიათ დაიწყოთ ე.წ. „თამაშის წესების“ ან, როგორც ხშირად უწოდებენ, „კლასის კონსტიტუციის“ შემუშავება/მიღება. შესაძლოა, ამ დოკუმენტის ფორმირება დაიწყოთ განმარტებით, რომ დასახული მიზნების მისაღწევად დრო ძალიან შეზღუდულია და საჭიროა ისეთი წესების შემოღება, რომელიც კლასს დაეხმარება მინიმალურ დროში მაქსიმალური ცოდნის და უნარ-ჩვევის შეძენაში და, რაც მთავარია, კლასის ყველა წევრს მიეცეს საშუალება, ჩაერთოს სწავლება-სწავლის პროცესში. საბოლოოდ დასვით კითხვა: როგორი შეიძლება იყოს აღნიშნული წესები? შეგიძლიათ, დასმული საკითხის მარტივად აღქმის მიზნით, რამდენიმე ფორმულირება თქვენც შესთავაზოთ, მაგალითად:

  • საუბრობს ერთი და ორიენტაცია გვქონდეს ორატორზე;

  • ვიყოთ ტოლერანტულები განსხვავებული აზრის მიმართ;

  • ვისაუბროთ თემის ირგვლივ, ვიყოთ ლაკონიურები, არ გამოვიყენოთ კლასის ტოლერანტობა ბოროტად და არ მოვახდინოთ საკუთარი თავის რეკლამირება;

  • თვითნებურად არ შევცვალოთ საუბრის თემა და სხვა.

ასევე დასაშვებია, რომ ასეთი „დოკუმენტი“, დროის დაზოგვის მიზნით, თქვენ თვითონ შექმნათ დამოუკიდებლად და კლასმა მხოლოდ კენჭი უყაროს მას, ხოლო თუ ვინმე არ დაეთანხმება რომელიმე ფორმულირებას, სთხოვეთ მას განმარტება, თუ რა არის ამის მიზეზი. განმარტების შემდეგ დააყენეთ საკითხი კლასის წინაშე კენჭისყრაზე და ხმების უბრალო უმრავლესობის პრინციპის გამოყენებით ატოვეთ ან ამოიღეთ კონკრეტული ფორმულირება.

კარგი იქნება, თუ ნაშრომს შექმნით დიდ ფურცელზე (“ფლიფ-ჩარტზე”), რათა ყოველ გაკვეთილზე შეგეძლოთ მისი ყველასათვის ასანახ ადგილზე განთავსება.

აქტივობა 3

თეორიული ნაწილის განხილვა (პირველი თავი)

გაკვეთილის ამ ეტაპზე უშუალოდ გაკვეთილის თემა განვიხილოთ. მის გამო, რომ ეს მოცემული სახელმძღვანელოს/სასწავლო კურსის არგლებში პირველი გაკვეთილია, შესაძლოა, რომ მოსწავლეებს ასალა წინასწარ არ ჰქონდეთ დამუშავებული. ნებისმიერ შემთხვევაში თქვენი ამოცანაა, შეძლოთ მოსწავლეების გამოწვევა და დაინტერესება კოლის თვითმმართველობასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ოსწავლეთა მონაწილეობის საკითხებით.

ამ მიზნის მისაღწევად, წარმართეთ დისკუსია და ეტაპობრივად ასვათ შემდეგი კითხვები:

  • როგორ გესმით, რას ნიშნავს ტერმინი მონაწილეობა?

  • რა კავშირშია ტერმინი მონაწილეობა თქვენს სასკოლო ცხოვრებასთან?

  • როგორ მიგაჩნიათ, თქვენ და, ზოგადად, სკოლის მოსწავლეები, ამდენად აქტიურად ხართ ჩართულნი სკოლის თვითმმართველობაში /ან საზოგადოებრივ ცხოვრებაში?

  • გახსენდებათ თუ არა სკოლის თვითმმართველობაში და/ან აზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის წარმატებული /ან წარუმატებელი მაგალითები?

  • როგორ ფიქრობთ მონაწილეობის წარმატებული პრაქტიკის გაზიარება უფრო აქტუალურია თუ წარუმატებლისა, თუ ორივე გამოცდილების ანალიზია აუცილებელი?

დისკუსიის ფარგლებში სასურველია, მოსწავლეებმა გააცნობიერონ, რომ სკოლის თვითმმართველობა არის სკოლის დემოკრატიული მართვის სისტემა, რომელშიც ჩართულნი არიან მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები, თემისა და სასკოლო საზოგადოების სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფები. ასევე განუმარტეთ, თუ როგორ არის სკოლის თვითმმართველობის საკითხის გააქტიურება დაკავშირებული ზოგადი განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმასთან.

მოსწავლეებს უნდა ავუხსნათ, რომ სკოლის თვითმმართველობაში მონაწილეობა კარგი წინაპირობაა საზოგადოებრივ საქმიანობაში წარმატებული მონაწილეობისათვის.

აღნიშნულ თემებზე მუშაობის მიზანია მოსწავლეებმა:

  • დააზუსტონ, ვინ და რა არის მათთვის მნიშვნელოვანი სკოლაში;

  • გაიგონ, რას ნიშნავს მონაწილეობა და როგორ ჩაერთონ საზოგადოებრივ საქმიანობაში;

  • აღმოაჩინონ, თუ როგორ მონაწილეობენ სკოლის ცხოვრებაში;

  • მონაწილეობა მიიღონ მათთვის მნიშვნელოვან სასკოლო ღონისძიებებში.

სასკოლო ცხოვრებაში მოსწავლეების მონაწილეობის საკითხებზე მსჯელობისას სასურველია, ისინი დააფიქროთ შემდეგ ტერმინებზე: ინტერესები, სურვილები, საჭიროებები, მოთხოვნილებები.

აქტივობა 4

მნიშვნელოვანი საკითხები სასკოლო ცხოვრებაში

დავალება 1.1

სავარჯიშოს მიზანია, მოსწავლეებმა სასკოლო ცხოვრებიდან გამოყონ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები. ამისათვის ისინი უნდა დააწყვილოთ და დაავალოთ მეწყვილესთან ერთად გაიხსენონ, ვინ და რა არის მათთვის მნიშვნელოვანი სკოლაში? კითხვაზე პასუხის გაცემის პროცესში კარგი იქნება, თუ წყვილები ერთმანეთს გაუზიარებენ სკოლაში და/ან ოჯახში რაიმე პრობლემის გადაჭრის პროცესში მიღებულ გამოცდილებას.

მოსწავლეებმა პასუხები მოკლედ უნდა დააფიქსირონ აზრობრივ რუკაზე.

0x01 graphic

აქტივობა 5

მოსწავლეთა საერთო ინტერესები და მოთხოვნილებები

დავალება 1.2

მოსწავლეები უნდა განაწილდნენ მცირე ჯგუფში და პასუხი უნდა გასცენ შემდეგ კითხვებს:

  • რა არის მათი ერთობლივი საქმიანობა?

  • რა არის მათი საერთო ინტერესები და სურვილები?

  • რა საერთო საჭიროებები და მოთხოვნილებები აქვთ კლასში/სკოლაში?

  • რა საერთო ღირებულებები აქვთ კლასში/სკოლაში?

  • აქვთ თუ არა კლასში/სკოლაში ქცევის განმსაზღვრელი საერთო ნორმები?

  • რა პრობლემის ირგვლივ არის შესაძლებელი კლასის გაერთიანება და დროის რა მონაკვეთში?

  • რამდენად ხანგრძლივია კლასის ერთიანობა?

მცირე ჯგუფებში პასუხების შეჯერების შემდეგ მოსწავლეებმა უნდა აირჩიონ ჯგუფის წევრი, რომელიც კლასს წარუდგენს ჯგუფის დასკვნებს.

საერთო ჯგუფში ისაუბრეთ მონაწილეობის მოთხოვნილებაზე, ასევე წარმატებული პრაქტიკის შესახებ. დაუსვით კითხვა, თუ რა იციან მონაწილეობასთან დაკავშირებით მოსწავლეების/ბავშვთა უფლებების შესახებ. კერძოდ, იცნობენ თუ არა „ბავშვთა უფლებების კონვენციას“ და რამდენად ხდება ამ დოკუმენტით მინიჭებული უფლებების რეალიზება. რა იციან ჩამოთვლილი უფლებების შესახებ და როგორ ესმით ისინი: სიტყვის თავისუფლება, აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება, გაერთიანებისა და შეკრების უფლება, ეროვნული და საერთაშორისო წყაროებიდან მასალებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება, საზოგადოების კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება...

კარგი იქნება, თუ მოსწავლეები იმსჯელებენ, რატომ არის მნიშვნელოვანი მათი მონაწილეობა არა მარტო სასკოლო ცხოვრებაში, არამედ საზოგადოებრივ პროცესებშიც.

აქტივობა 6

მონაწილეობის კიბე

დავალება 1.3

სამოქალაქო მონაწილეობა ყოველთვის და ყველგან ერთნაირი არ არის - განსხვავებულია მისი მასშტაბი და ხარისხი. მოსწავლეები უნდა გაეცნონ მონაწილეობის კიბეს (იხ. დანართი 1.1.) და განსაზღვრონ, რომელ საფეხურზე იმყოფება მათი კლასი, სკოლა მონაწილეობის კიბეზე. ჩამოაყალიბონ, რა არის საჭირო წარმატებული მონაწილეობის მისაღწევად?

სავარჯიშოს შესასრულებლად მოსწავლეები უნდა განაწილდნენ მცირე ჯგუფებში. სავარჯიშოს შესრულების მეორე ეტაპზე მცირე ჯგუფების წარმომადგენლებმა უნდა უზრუნველყონ შედეგების პრეზენტაცია.

მცირე ჯგუფებში მუშაობის დროს ეცადეთ, რომ ჯგუფის ლიდერის როლში სხვადასხვა მოსწავლე აღმოჩნდეს, ისე, რომ საბოლოო ჯამში ყოველ მოსწავლეს ერთხელ მაინც ჰქონდეს ასეთი პოზიცია. კარგია, თუ ეს ბუნებრივად მოხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სჯობსთქვენი ჩარევა და პასიური მოსწავლეებისათვის ლიდერის როლის შეთავაზება. იგივე მიდგომა გამოიყენეთ პრეზენტაციების გაკეთების პროცესშიც.

დანართი 1.1

მონაწილეობა

მონაწილეობის არსი კარგად არის განმარტებული მოდელში „მონაწილეობის კიბე“. ნიუიორკის უნივერსიტეტის პროფესორი, სოციოლოგი როჯერ ჰარტი აღწერს მონაწილეობის რვასაფეხურიან კიბეს.

მონაწილეობის კიბე

0x01 graphic

აქტივობა 7

საპროექტო ჯგუფების ფორმირება

დავალება 1.4

მოსწავლეებმა სასკოლო ცხოვრებაში მონაწილეობისა და აქტუალური საკითხების გადაწყვეტის მიზნით უნდა შექმნან საპროექტო ჯგუფები.

სავარჯიშოზე მუშაობის დაწყებამდე მოსწავლეებს დაუსვით შემდეგი კითხვები:

  • რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი/პრობლემა სკოლის ცხოვრებაში, რომლის მოგვარება ან გაუმჯობესებაც სჭირდებათ ან სურთ;

  • ასევე, ჩამოაყალიბონ, თუ როგორ არის შესაძლებელი ამ საკითხის გაუმჯობესება;

  • ვინ შეიძლება დაინტერესდეს ამ საკითხით: თანაკლასელები, სხვა მოსწავლეები, მასწავლებლები თუ ოჯახის წევრები?

მოსწავლეების მიერ საპროექტო ჯგუფების ფორმირებისათვის საერთო ინტერესის საკითხების/პრობლემების სრულფასოვნად იდენტიფიცირებაში, დახმარების მიზნით, მოსწავლეების ყურადღება გაამახვილეთ ტერმინებზე: მოთხოვნილება, საჭიროება, სურვილი და ასევე, ამ ტერმინების მნიშვნელობასა და ურთიერთკავშირზე.

0x01 graphic

დაეხმარეთ მოსწავლეებს, გაიაზრონ მოთხოვნილების განმარტება და განიხილონ ის მცირე ჯგუფებში.

უზრუნველყავით, რომ აზრობრივ რუკაზე რგოლებში ჩაწერილი საკითხების გააზრება მოსწავლეებმა მოახდინონ აღნიშნულტერმინებთან მიმართებაში და ამის შემდეგ მოსწავლეებმა ისინი გადაიტანონ ვენის დიაგრამაზე.

0x01 graphic

სავარჯიშოს შედეგად, მოსწავლეებმა უნდა შექმნან საპროექტო ჯგუფები, რომლებიც იმუშავებენ მოსწავლეთა თვითმმართველობაში აქტიური მონაწილეობის შესახებ პროექტების მომზადებაზე, რისთვისაც უნდა გამოიყენონ დანართი 1.2 - გზამკვლევი პროექტის მომზადებისათვის.

აქტივობა 8

გაკვეთილის შეჯამება, შეფასება და მომდევნო გაკვეთილის დაგეგმვა

პირველი გაკვეთილის დასასრულს ჩატარებულ სამუშაოებზე უნდა წარმართოთ უკუკავშირი, რის შედეგადაც მოსწავლეებმა მოკლედ უნდა შეაჯამონ გაკვეთილი (გაიხსენონ, თუ რა გაკეთდა) და შეაფასონ ის.

გაკვეთილის შეფასება შეიძლება მოიცავდეს მოსწავლეების მხრიდან: გაკვეთილის სტრუქტურის, სასწავლო პროგრამის, სასწავლო მასალების, დროის განაწილების და სხვა საკითხების შეფასებას, ასევე თვითშეფასებას, ერთმანეთისა და მასწავლებლის, როგორც ფასილიტატორის შეფასებას. მოსწავლეებს შეიძლება დაუსვათ კითხვები:

  • რამდენად გაამართლა გაკვეთილმა მათი მოლოდინი?

  • რა იყო გაკვეთილის ძლიერი და სუსტი მხარეები, მიღწევები და წარუმატებლობები, დადებითი და უარყოფითი მხარეები?

  • როგორ აფასებენ საკუთარ და სხვათა როლს გაკვეთილის წარმატებულად ჩატარების საქმეში და ა.შ.

ბოლოს, თქვენ უნდა მისცეთ მოსწავლეებს დავალებები ინდივიდუალური მუშაობისათვის. მეორე გაკვეთილისათვის საშინაო დავალება იქნება:

1. პირველი თავის დამოუკიდებლად დამუშავება და გაკვეთილის გაანალიზება - ინდივიდუალური მუშაობა;

2. თემა 2-ის გაცნობა (სკოლის თვითმმართველობის სტრუქტურა და ფუნქციები) - მთლიანი მასალის გაცნობა/თეორიული ნაწილის დამუშავება;

3. კანონმდებლობის დამუშავება და საკანონმდებლო ტესტების ინდივიდუალურად შესრულება (სავარჯიშო 2.2; 2.3) - კანონმდებლობის

დამუშავება, ტესტის შესრულება;

4. სიტუაციური მაგალითების 2.1, 2.2, 2.3, 2.4-ის დამუშავება/შესრულება ინდივიდუალურად;

5. სავარჯიშოების 2.1, 2.4, 2.5, 2.6-ის დამუშავება/შესრულება ინდივიდუალურად - ინდივიდუალური მუშაობა.

0x01 graphic

5 თემა 2. სკოლის თვითმმართველობის სტრუქტურა და ფუნქციები

▲ზევით დაბრუნება


მოცემულ გაკვეთილზე თქვენი ამოცანაა, მოსწავლეებმა კარგად შეისწავლონ მეორე თავში მოცემული მასალა - საჯარო სკოლის თვითმმართველობის სტრუქტურა და ფუნქციები, მათ შორის განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს მოსწავლეთა თვითმმართველობის სტრუქტურასა და ფუნქციებზე. გაკვეთილის შემოთავაზებული განრიგი შემდეგნაირად გამოიყურება:

პირველი გაკვეთილი

გაკვეთილის მიმდინარეობა

დრო

მეთოდოლოგია

წინა გაკვეთილის მოკლე მიმოხილვა

2 წუთი

კითხვა-პასუხი საერთო ჯგუფში

თამა 2. სკოლის თვითმმართველობის სტრუქტურა და ფუნქციები - თეორიული მასალის განხილვა:

2.1. სკოლის თვითმმართველობა და ადგილობრივი თვითმმართველობა;

2.2. სკოლების დემოკრატიზაცია და შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფა;

2.3. სამეურვეო საბჭო; 2.4. პედაგოგიური საბჭო; 2.5. დირექცია; 2.6. მოსწავლეთა

თვითმმართველობა;

2.7. დისციპლინური კომიტეტი; 2.8. სააპელაციო

კომიტეტი; 2.9. კონფლიქტურ სიტუაციებში მოქმედების ფორმები.

5 წუთი

კითხვა-პასუხი საერთო ჯგუფში

საშინაო დავალების განხილვა: სავარჯიშო 2.2. საკანონმდებლო ტესტი - თვითმმართველობის სტრუქტურა; სავარჯიშო 2.3. საკანონმდებლო ტესტი - თვითმმართველობის ფუნქციები

2 წუთი

შედეგების განხილვა საერთო ჯგუფში

დავალება 2.1. მოქმედების ფორმები კონფლიქტურ სიტუაციაში

5 (3+2) წუთი

მუშაობა წყვილებში, განხილვა საერთო ჯგუფში

დავალება 2.4. თვითმმართველობის ფუნქციები

(5+2)

წუთი

მუშაობა მცირე ჯგუფებში, პრეზენტაცია საერთო ჯგუფში

დავალება 2.5 - თვითმმართველობის სტრუქტურის გრაფიკულად გამოსახვა და დავალება 2.6 - მოსწავლეთა თვითმმართველობის სტრუქტურა

9(5+2+2) წუთი

მუშაობა მცირე ჯგუფებში, პრეზენტაცია საერთო ჯგუფში

სიტუაციური მაგალითების განხილვა: 2.1, 2.2, 2.3 და 2.4

13 (5+2+ 2+2+2) წუთი

მუშაობა მცირე ჯგუფებში, პრეზენტაცია საერთო ჯგუფში

გაკვეთილის შეჯამება, შეფასება და მომდევნო გაკვეთილის დაგეგმვა

2 წუთი

მუშაობა საერთო ჯგუფში

საშინაო დავალება

თემა 3-ის გაცნობა (მოსწავლის ადგილი და შესაძლებლობები სკოლის სხვადასხვა თვითმმართველობაში, კონფლიქტის მოგვარება)

მთლიანი მასალის გაცნობა/ თეორიული ნაწილის დამუშავება

სიტუაციური მაგალითების 3.1, 3.2, 3.3, 3.4 და 3.5-ის დამუშავება/შესრულება

ინდივიდუალური მუშაობა

დავალებების 3.1, 3.2, 3.3-ის დამუშავება/შესრულება

ინდივიდუალური მუშაობა

დავალება 1.4-ზე მუშაობის გაგრძელება

დამოუკიდებლად მუშაობა ჯგუფებში

გაკვეთილის სრულფასოვნად წარმართვის მიზნით, უმჯობესია, თუ, კიდევ ერთხელ, კონკრეტულად გადახედავთ ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის შემდეგ მუხლებს: 37, 41, 45, 47, 38, 46, 48; საჯარო სკოლის წესდების1 მუხლებს: 5, 6, 7, 8, 9, 10, 13, 14, 15.

აქტივობა 9

შესავალი/წინა გაკვეთილის მოკლე მიმოხილვა

მიმდინარე გაკვეთილის უშუალო თემაზე მუშაობის დაწყებამდე სასურველია, მოსწავლეებს მისცეთ საშუალება, მოკლედ გაიხსენონ წინა გაკვეთილზე შესწავლილი მასალა და ამის შემდეგ გააცნოთ ამ გაკვეთილის მიზანი და ამოცანები, ასევე ზოგადად გამოკითხოთ საშინაო დავალებების შესრულების პროცესი (რა დაძლიეს მარტივად? ხომ არ გაუძნელდათ რომელიმე საკითხის მომზადება? ...).

შესავალ ნაწილში ასევე სასურველია, მოსწავლეებმა მოკლედ აღწერონ, თუ როგორ მიმდინარეობს მუშაობა საპროექტო ჯგუფებში.

აქტივობა 10

თეორიული მასალის განხილვა (მეორე თავი)

მე-2 გაკვეთილის ამ ეტაპზე გადავიდეთ უშუალო თემის (სკოლაში თვითმმართველობის სტრუქტურებისა და მათი ფუნქციების) განხილვაზე.

წინა გაკვეთილზე საშინაო დავალების სახით თქვენ მოსწავლეებს დაავალეთ აღნიშნული თავის გაცნობა და პრაქტიკული სავარჯიშოების დამუშავება/მომზადება, ამდენად, საკლასო ოთახში მაქსიმალური დრო პრაქტიკული საკითხების განხილვას უნდა დაეთმოს, მაგრამ პირველ რიგში, თქვენ უნდა უზრუნველყოთ თეორიული ნაწილის შესახებ მოსწავლეების ცოდნის გაღრმავება, დამოუკიდებლად მუშაობისას მიღებული ცოდნის/ინფორმაციის რეფლექსია და გამყარება. ამ მიზნის მისაღწევად, წარმართეთ დისკუსია და ეტაპობრივად დასვით შემდეგი კითხვები:

  • როგორ გესმით ტერმინი თვითმმართველობა?

  • თქვენი აზრით, რას ნიშნავს ტერმინი საჯარო სკოლის თვითმმართველობა?

  • როგორია სკოლაში თვითმმართველობის სტრუქტურა და რა არის მის შემადგენლობაში შემავალი ყოველი რგოლის ფუნქცია?

  • რას ნიშნავს ტერმინი მოსწავლეთა თვითმმართველობა?

  • გაიხსენეთ თვითმმართველობის სხვადასხვა რგოლის ფუნქციების ცხოვრებაში რეალიზების შემთხვევები საკუთარი სკოლის მაგალითზე;

  • გაიხსენეთ, მიგიღიათ თუ არა მონაწილეობა სკოლის თვითმმართველობის, მათ შორის მოსწავლეთა თვითმმართველობის სტრუქტურების, მუშაობაში და გაქვთ თუ არა წარმატებული და/ან წარუმატებელი გამოცდილება ამ მხრივ?

წინამდებარე თემის დამუშავებისათვის აუცილებელია სამართლებრივი დოკუმენტების გაცნობა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დიდი ალბათობით მოსწავლეების უდიდეს ნაწილს პირველად მოუწია კანონების გაცნობა და მათთვის შესაძლოა საკანონმდებლო ენა რთულად გასაგები ყოფილიყო. ამდენად, სასურველია, ამ მიმართულებით მოსწავლეებს დაუსვათ რამდენიმე კითხვა:

  • წინამდებარე თემის დამუშავებისას რა სამართლებრივი ნორმების გაცნობა მოგიწიათ?

  • გქონიათ თუ არა კანონების დამუშავების გამოცდილება აქამდე?

  • რამდენად მარტივი ან რთული იყო სამართლებრივ დოკუმენტებზე მუშაობა, და თუ წარმოიშვა სირთულე, რა ხასიათის იყო იგი?

თუ აღმოჩნდა, რომ მოსწავლეთა ნაწილს გაუჭირდა კანონების დამუშავება, ეცადეთ, რომ სხვა მოსწავლეებმა თავად გაუზიარონ კლასელებს გამოცდილება, თუ თავად როგორ გაართვეს თავი აღნიშნულ სირთულეებს. თუ თანაკლასელების დახმარება არ იქნება საკმარისი, ბუნებრივია, თქვენ უნდა ჩაერიოთ პროცესში.

დიაგრამა 2.1. საჯარო სკოლის მმართველობითი სისტემა

0x01 graphic

სკოლის თვითმმართველობის სტრუქტურებისა და მათი ფუნქციების განხილვამდე, მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა გაიაზრონ, თუ როგორ უკავშირდება სკოლის თვითმმართველობა ისეთ ცნებებსა და პროცესებს, როგორიცაა დემოკრატიზაცია და დეცენტრალიზაცია. ასევე, უნდა გასცენ პასუხი კითხვას, რატომ არის აქტუალური სკოლებში თვითმმართველობა, ზოგადად, და მათ შორის, კონკრეტულად, მოსწავლეთა თვითმმართველობა.

ტერმინი, „თვითმმართველობის“ არსის განხილვის პროცესში სასურველია, მოსწავლეებმა გაიაზრონ, მისი განსხვავება ტერმინისაგან „ადგილობრივი თვითმმართველობა“ და ამავდროულად გააცნობიერონ, თუ რა ფორმით არის ჩართული ეს უკანასკნელი სკოლის თვითმმართველობის განხორციელებაში. ამ თემის განხილვისას მოსწავლეებმა ასევე უნდა გაიაზრონ ტერმინები: „სამოქალაქო საზოგადოება“, „დემოკრატია“ და მათი ურთიერთკავშირი, ზოგადად, თვითმმართველობასთან, სკოლის თვითმმართველობასთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან. ეს საკითხები მოსწავლეებმა უნდა განიხილონ კანონმდებლობის კონტექსტში და ასევე უნდა აღწერონ, თუ რა ხდება რეალურ ცხოვრებაში.

დიაგრამა 2.2. საბიუჯეტო საქმიანობის ეტაპები

0x01 graphic

ამრიგად, საგაკვეთილო თემის განხილვისას თქვენი ამოცანაა, რომ მოსწავლეები გაეცნონ არა მარტო სკოლის თვითმმართველობის სტრუქტურასა და მის ფუნქციებს, არამედ გაიაზრონ, ზოგადად, თვითმმართველობის არსი და სკოლის მართვის სისტემის დემოკრატიზაციის პროცესის მნიშვნელობა. სკოლის მართვის დემოკრატიზაციაში მოიაზრება: მმართველობით რგოლებს შორის ფუნქციებისა და ძალაუფლების გონივრული გადანაწილება, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმები, ინფორმაციის საჯაროობა, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილებისა და ამ თემასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

თქვენი, როგორც პედაგოგის, შორსმიმავალი მიზანი არის ის, რომ მოსწავლეებმა გააცნობიერონ ზოგადი განათლების რეფორმის შედეგად სკოლის დემოკრატიული მართვის უპირატესობის ჩვენება, ადრეული ცენტრალიზებული, ადმინისტრაციულ-მბრძანებლური და დირექტიული მართვის სისტემასთან შედარებით. ასევე მოსწავლეებმა უნდა გააცნობიერონ დემოკრატიული მმართველობის უპირატესობა, ზოგადად, ტოტალიტარულ წარსულთან.

აქტივობა 11

საკანონმდებლო ტესტი (სავარჯიშო 2.2 და 2.3)

სკოლის თვითმმართველობის სტრუქტურისა და ფუნქციების უშუალო განხილვა უმჯობესია დაიწყოთ ტესტური ხასიათის ორი სავარჯიშოს (2.2 და 2.3) განხილვით. მოსწავლეებს ისინი დამოუკიდებლად უნდა შეესრულებინათ, ამდენად პროცესი წარიმართება მთელ კლასთან.

აღნიშნულ სავარჯიშოებზე თქვენს მუშაობას რაც შეეხება, უმჯობესია, პირველ რიგში, დამოუკიდებლად გასცეთ პასუხები მოცემულ კითხვებს, მოძებნოთ შესაბამისი სამართლებრივი ნორმა და დარწმუნდეთ თქვენი პასუხის სისწორეში. მხოლოდ ამის შემდეგ, თუ გექნებათ სურვილი, გადაამოწმეთ თქვენ მიერ განხილული სამართლებრივი ნორმის რელევანტურობა. ყოველი კითხვის შემდეგ გთავაზობთ შეკითხვაში მოცემული საკითხის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმის დასახელებას.

დავალება 2.2

საკანონმდებლო ტესტი - თვითმმართველობის სტრუქტურა

მოცემული სავარჯიშოს საშუალებით, თქვენ განიმტკიცებთ ცოდნას საჯარო სკოლის თვითმმართველობის სტრუქტურული მოწყობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების შესახებ. დავალება მომზადებულია ტესტური ფორმით, სადაც მოცემულია სამი ტიპის ტესტური დავალება: 1) ერთი შესაძლო სწორი პასუხით; 2) მცდარია ან ჭეშმარიტი ფორმულირებებით და 3) ერთზე მეტი სწორი პასუხით.

) ერთი შესაძლო სწორი პასუხი - ქვემოთ მოცემულ სავარჯიშოებში შემოთავაზებული ვარიანტებიდან მხოლოდ ერთია სწორი ვერსია. გულდასმით წაიკითხეთ სავარჯიშო და გამოიცანით სწორი პასუხი:

1. სამეურვეო საბჭოს წევრი შეიძლება იქნას:

ა) არჩეული ზედიზედ მხოლოდ ერთხელ;

ბ) არჩეული ზედიზედ მხოლოდ ორჯერ;

გ) არჩეული ზედიზედ მხოლოდ სამჯერ.

  • საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ, მუხლი 37, პუნქტი 1.

2. პედაგოგიური საბჭო არის სკოლის მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო, რომელშიც შედის:

ა) სკოლის პედაგოგთა უმრავლესობა;

ბ) სკოლის პედაგოგთა კვალიფიცირებული უმრავლესობა;

გ) სკოლის ყველა პედაგოგი.

  • საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ, მუხლი 45, პუნქტი 1.

3. პედაგოგიური საბჭო გადაწყვეტილებას იღებს:

ა) ხმების კვალიფიცირებული უმრავლესობით, არანაკლებ საერთო ხმების მესამედისა;

ბ) ხმების უმრავლესობით, არანაკლებ სიითი ხმების მესამედისა;

გ) ხმების უბრალო უმრავლესობით, არანაკლებ საერთო ხმების

მესამედისა.

  • საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ, მუხლი 45, პუნქტი 5.

4. მოსწავლეთა თვითმმართველობა წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც არის:

ა) მოსწავლეთა წარმომადგენლობითი ორგანო;

ბ) დანიშვნითი ორგანო;

გ) მოსწავლეთა არჩევითი ორგანო.

  • საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ, მუხლი 47, პუნქტი 1.

) მცდარია ან ჭეშმარიტი - გაეცით კითხვას პასუხი, ქვემოთ მოცემული ფორმულირება მცდარია თუ ჭეშმარიტი, სრულად ან ნაწილობრივ. თუ თვლით, რომ ის ნაწილობრივ მცდარია ან ჭეშმარიტი, დააკონკრეტეთ რა ნაწილს ეხება ეს მოსაზრება და რატომ?

5. სამეურვეო საბჭოში არჩეულ მშობელთა და პედაგოგთა რაოდენობა არ უნდა იყოს 9-ზე ნაკლები და 12-ზე მეტი, მაგრამ შესაძლებელია იყოს არათანაბარიც. მშობლების მიერ არჩეული წევრები თანაბრად უნდა წარმოადგენდნენ სკოლაში არსებულ თითოეულ საფეხურს.

  • საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ, მუხლი 37, პუნქტი 1.

) ერთზე მეტი სწორი პასუხი - ქვემოთ მოცემულ პასუხებში ერთზე მეტი სწორი პასუხია, გამოიცანით ისინი:

6. სკოლის სამეურვეო საბჭო არის სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანო, რომელიც შედგება:

ა) მშობლების მიერ 3 ან 6 სამი წლით არჩეული წარმომადგენლისაგან;

ბ) პედაგოგიური საბჭოს მიერ 3 ან 6 სამი წლით არჩეული წარმომადგენლისაგან;

გ) საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობიდან არჩეული ერთი წარმომადგენლისაგან;

დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლისაგან;

ე) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლისაგან, სათათბირო ხმის უფლებით.

  • საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ, მუხლი 37, პუნქტი 1,3.

7. სკოლის დირექცია შედგება შემდეგი წევრებისაგან:

ა) სკოლის დირექტორი;

ბ) დირექტორის მოადგილე/მოადგილეები;

გ) სამურნეო ნაწილის გამგე;

დ) ბუღალტერი.

  • საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ, მუხლი 41, პუნქტი 1.

დავალება 2.3

საკანონმდებლო ტესტი თვითმმართველობის ფუნქციებზე

მოცემული დავალებები ემსახურება საჯარო სკოლაში თვითმმართველობის ფუნქციების მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების შესახებ ცოდნის განმტკიცებას.

დავალება მომზადებულია ტესტური ფორმით, სადაც მოცემულია დავალებები შესაძლო ერთი სწორი პასუხით.

დავალება მომზადებულია ტესტური ფორმით, სადაც მოცემულია დავალებები შესაძლო ერთი სწორი პასუხით.

1. მოსწავლეთა თვითმმართველობა:

ა) შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლის შინაგანაწესის შესახებ;

ბ) შეიმუშავებს წერილობით რეკომენდაციებს სკოლის შინაგანაწესის შესახებ;

გ) შეიმუშავებს ზეპირ და, ასევე, წერილობით რეკომენდაციებს სკოლის შინაგანაწესის შესახებ.

  • საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ, მუხლი 48, პუნქტი .

2. მოსწავლეთა თვითმმართველობა:

ა) უფლებამოსილია, სამეურვეო საბჭოს წარუდგინოს წინადადებები სკოლისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე;

ბ) უფლებამოსილია, სამეურვეო საბჭოს წარუდგინოს წინადადებები მოპოვებული გრანტის განკარგვასთან დაკავშირებით;

გ) ვალდებულია, სამეურვეო საბჭოს წარუდგინოს წინადადებები მოპოვებული გრანტის განკარგვასთან დაკავშირებით.

  • საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ, მუხლი 48, პუნქტი .

3. მოსწავლეთა თვითმმართველობა:

ა) წევრთა ერთი მესამედის ინიციატივით ქმნის სასკოლო კლუბებს;

ბ) წევრთა ერთი მეხუთედის ინიციატივით ქმნის სასკოლო კლუბებს;

გ) წევრთა ერთი მეათედის ინიციატივით ქმნის სასკოლო კლუბებს.

  • საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ, მუხლი 48, პუნქტი .

4. მოსწავლეთა თვითმმართველობა:

ა) საშუალო საფეხურზე ირჩევს თავის წარმომადგენელს სამეურვეო საბჭოში;

ბ) საშუალო საფეხურზე ირჩევს თავის წარმომადგენელს დისციპლინურ კომიტეტში;

გ) საშუალო საფეხურზე ირჩევს თავის წარმომადგენელს სააპელაციო კომიტეტში.

საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ, მუხლი 48, პუნქტი .

აქტივობა 12

მოქმედების ფორმები კონფლიქტურ სიტუაციაში (დავალება 2.1)

სკოლის თვითმმართველობის სტრუქტურისა და ფუნქციების განხილვამ ნათლად აჩვენა, რომ სკოლის მართვის პროცესში სხვადასხვა პიროვნება და ჯგუფი ერთვება და მათ შესაძლოა, მკვეთრად განსხვავებული და, რიგ შემთხვევაში, ურთიერთგამომრიცხავი ინტერესები ჰქონდეთ. აქედან გამომდინარე, კონფლიქტურ სიტუაციებში ეფექტური სტრატეგიის შემუშავებისათვის, წინამდებარე სავარჯიშოს არგლებში, მოსწავლეები დააწყვილეთ და დაავალეთ, რომ ეწყვილეებმა ერთმანეთს გაუზიარონ სახელმძღვანელოს ამავე ავში ჩამოთვლილი 5 ვარიანტიდან მოქმედების რომელ ფორმას რჩევენ, ანუ მოქმედების რომელი ფორმაა მათთვის უფრო მისაღები. ემდეგ იმსჯელონ იმაზე, თუ რომელ სიტუაციაში არის გამართლებული ა გაუმართლებელი თითოეული ეს მოქმედება, მოიყვანონ შესაბამისი პრაქტიკული მაგალითები.

სავარჯიშოს მიზანია, მოსწავლეების მიერ სკოლის სტრუქტურის სრულფასოვნად გააზრება და თვითმმართველობის ფუნქციებისა და მუშაობის უკეთ გაცნობა.

სავარჯიშო წარმართეთ საერთო ჯგუფში დისკუსიის სახით. მოსწავლეებმა უნდა გასცენ პასუხი შემდეგ კითხვებს:

1) რამდენად იცნობთ სკოლის თვითმმართველობის სტრუქტურებს და რა იცით მათი საქმიანობის შესახებ. თუ აღმოჩნდა, რომ კლასის დიდმა ნაწილმა არ იცის, თუ რას საქმიანობს, მაგალითად, სამეურვეო საბჭო, უნდა გასცეთ პასუხი კითხვას - რატომ?

2) სკოლის თვითმმართველობის ფუნქციებიდან რომელი სრულდება თქვენს სკოლაში და რა ხარისხით, რომელი ფუნქციების შესახებ მიიღეთ ინფორმაცია პირველად, წინამდებარე სასწავლო პროგრამის ფარგლებში.

წინამდებარე აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა უნდა შეასრულონ 2 სავარჯიშო (2.5 და 2.6). დროის სიმცირის გამო, თქვენ შეგიძლიათ მათზე მოსწავლეები პარალელურად ამუშაოთ, ანუ მცირე ჯგუფების ნაწილი შეასრულებს ერთ სავარჯიშოს, ხოლო მეორე - მეორეს.

სავარჯიშო უნდა შესრულდეს 2 ეტაპად: პირველ ეტაპზე სამუშაოები უნდა შესრულდეს 6-7 წევრისაგან შემდგარ მცირე ჯგუფებში, ხოლო მეორე ეტაპზე კლასს წარუდგინოთ მცირე ჯგუფებში შესრულებული სამუშაოების შედეგები.

აქტივობა 14

თვითმმართველობის სტრუქტურის გრაფიკულად გამოსახვა (დავალება 2.5)

მოცემული სავარჯიშოს მიზანია, მოსწავლეებმა სქემატურად წარმოიდგინონ სკოლის თვითმმართველობის სტრუქტურა; განსაზღვრონ და გაიაზრონ სხვადასხვა მმართველობით რგოლსა და ინტერესთა ჯგუფს შორის ურთიერთობები.

სავარჯიშოს შესრულების პირველ ეტაპზე მოსწავლეები გულდასმითუნდა გაეცნონ დიაგრამა 2.3-ზე გამოსახულ ტერმინებს/დასახელებებს, რომელთა დაყოფა 2 კატეგორიად შეიძლება: 1) სტრუქტურული ერთეულები/მმართველობითი ორგანოები (სამეურვეო საბჭო, მოსწავლეთა თვითმმართველობა და სხვა) და 2) ინტერესთა ჯგუფები (მოსწავლეები, მშობლები და სხვა). ამის შემდეგ მოსწავლეებმა აღნიშნულ სტრუქტურულ ერთეულებსა და ინტერესთა ჯგუფებს შორის უნდა დაადგინონ კავშირი და სქემატურად გამოსახონ ისინი.

დიაგრამა 2.3. საჯარო სკოლის თვითმმართველობის სტრუქტურა

0x01 graphic

სავარჯიშო 2.6. მოსწავლეთა თვითმმართველობის სტრუქტურა

სავარჯიშოს მიზანია, მოსწავლეთა თვითმმართველობის სტრუქტურის გაანალიზება და მისი განვითარებისთვის საჭირო ხედვის ფორმირება.

სავარჯიშოს შესრულების პირველ ეტაპზე მოსწავლეებმა მცირე ჯგუფებში გრაფიკულად უნდა წარმოადგინონ სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის სტრუქტურა, ხოლო არსებული სტრუქტურის გამოსახვის შემდეგ შექმნან მისი გაუმჯობესებული ვარიანტი.

მეორე ეტაპზე ჯგუფები ნამუშევრებს კლასის წინაშე წარადგენენ და განმარტავენ გაუმჯობესებული სტრუქტურის შემუშავების წინაპირობებს და მიზეზებს.

აქტივობა 15

სიტუაციური მაგალითები

ამ აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა უნდა განიხილონ სიტუაციური მაგალითები: 2.1, 2.2, 2.3 და 2.4, რომლებიც ემსახურება სკოლის თვითმმართველობის სტრუქტურისა და ფუნქციების შესახებ მიწოდებული თეორიული მასალის სრულფასოვნად გააზრებას. სავარჯიშოებში შეგნებულად არის მოცემული არამართლზომიერი ქმედებების ამსახველი სიტუაციები. თქვენი ამოცანაა, დაეხმაროთ მოსწავლეებს, აღმოაჩინონ და განიხილონ ისინი და შესაბამისი სამართლებრივი ნორმების მოშველიებით უზრუნველყონ სიტუაციის ანალიზი და საკუთარი პოზიციის დაცვა. თქვენი ამოცანაა, მოსწავლეებმა შეძლონ ანალიზი იმისა, თუ რა ხდება პრაქტიკაში,როგორ არის მიღებული, როგორია ტრადიცია და როგორ უნდა იყოს სამართლებრივი კუთხით. აქვე დავძენთ, რომ წიგნში მოცემული სიტუაციური მაგალითების უმეტესობა რეალური ცხოვრებიდან არის აღებული.

მნიშვნელოვანია, რომ სიტუაციური მაგალითების განხილვის დროს პირდაპირ არ მოახდინოთ სწორი პასუხის მიწოდება, უმჯობესია პროცესის ფასილიტაცია და მიზანმიმართული კითხვებით სიღრმისეული დისკუსიის უზრუნველყოფა. საკუთარი კომენტარები, თუ ამის სურვილი იარსებებს, უმჯობესია დისკუსიის დასასრულს გააკეთოთ.

რაც შეეხება სიტუაციური მაგალითების გაკვეთილის მსვლელობისას განხილვას, პირველ რიგში, მოსწავლეებმა ისინი საშინაო დავალების სახით, ინდივიდუალურად უნდა დაამუშაონ გაკვეთილამდე, ხოლო გაკვეთილზე მათ მიერ უნდა მოხდეს უკვე ჩამოყალიბებული პოზიციების შეჯერება. ამას გარდა, უმჯობესია, თუ თქვენ მოსწავლეებთან ერთად მიიღებთ გადაწყვეტილებას, რამდენი და რომელი სავარჯიშო განიხილოთ გაკვეთილის მსვლელობისას. მაგალითისათვის, შეგიძლიათ შექმნათ იმდენივე მცირე ჯგუფი, რამდენი სიტუაციური მაგალითიც არის მოცემულ თემაზე და ყოველმა ჯგუფმა სხვადასხვა სავარჯიშო შეასრულოს, ასევე შეგიძლიათ, შემოთავაზებული ვარიანტებიდან აირჩიოთ, საერთო აზრით, ყველაზე აქტუალური სავარჯიშოები და ისინი განსახილველად ერთ ან რამდენიმე ჯგუფს მისცეთ.

მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხის გაზრდა ასევე მნიშვნელოვანია მცირე ჯგუფების მიერ ნამუშევრების პრეზენტაციების დროსაც. ამდენად, შეეცადეთ, რომ ყველა მოსწავლე ერთხელ მაინც აღმოჩნდეს პრეზენტატორის როლში.

სიტუაციური მაგალითი 2.1

კურსდამთავრებულები სამეურვეო საბჭოში

ქ. თბილისის ერთ-ერთი სკოლის დირექციას წერილობით მიმართა სკოლის კურსდამთავრებულთა ერთმა ნაწილმა, რომელსაც 50-ზე მეტი კურსდამთავრებული აწერდა ხელს. წერილში კურსდამთავრებულები აღწერდნენ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მათ, დაახლოებით, 10000 ლარამდე ფინანსური დახმარება გაუწიეს სკოლას და აქვთ სურვილი, თავიანთი წარმომადგენლის საშუალებით ჩაერთონ სკოლის სამეურვეო საბჭოს მუშაობაში და უფრო აქტიურად დაეხმარონ სკოლას.

0x01 graphic

სკოლის დირექტორი მიესალმა კურსდამთავრებულთა ინიციატივას და შუამდგომლობით მიმართა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს, რომელმაც დააკმაყოფილა კურსდამთავრებულთა თხოვნა და მათი წარმომადგენელი დაამატა სამურვეო საბჭოს სიას.

კითხვები

1. კანონიერი იყო თუ არა კურსდამთავრებულთა თხოვნა?

2. მართლზომიერი იყო თუ არა კურსდამთავრებულთა განცხადებაზე რეაგირება?

დავალება: მოსწავლეებმა უნდა უპასუხონ კითხვებს და მოიყვანონ საკუთარი პოზიციის გამამყარებელი არგუმენტები.

კომენტარები მასწავლებლისათვის:

1. მოცემულ სიტუაციაში კურსდამთავრებულთა მხრიდან სამეურვეო საბჭოში თავიანთი წარმომადგენლის ჩართვა მართლზომიერი მოთხოვნა იყო, რამეთუ ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით „... სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში შეყვანილ იქნეს სამეურვეო საბჭოს მიერ სკოლისათვის დადასტურებულად ქველმოქმედების გამწევ პირთაგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არჩეული 1 წევრი...“.

2. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ წერილს 50-ზე მეტი კურსდამთავრებული აწერს ხელს, ეს ფაქტი და ხელისმომწერთა რაოდენობა თავისთავად რაიმე პრივილეგიას არ იძლევა, რამეთუ, თუ იარსებებდა სხვა ქველმოქმედების გამწევი ერთი პიროვნებაც კი, სამეურვეო საბჭოს მისი არჩევის სრული უფლება ექნებოდა.

3. რაც შეეხება ტერმინს „ქველმოქმედება“, ის შესაბამისი კანონმდებლობით არის განმარტებული და დარეგულირებული, მაგრამ ამ შემთხვევაში სავარჯიშოს დანიშნულებიდან გამომდინარე, ეს საკითხი ნაკლებ აქტუალურია.

4. დირექტორის მხრიდან კურსდამთავრებულის განცხადებაზე რეაგირება მართლზომიერი იყო, რადგან ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის 2' პუნქტი განსაზღვრავს საჯარო სკოლის თითოეული სტრუქტურული ერთეულის პასუხისმგებლობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ამავე კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დირექტორი წარმოადგენს სკოლას მესამე პირთან ურთიერთობაში, ხოლო, თავის მხრივ, ამავე კანონის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე წარმოადგენს სკოლას დირექტორთან ურთიერთობებში.

5. მართალია, სამეურვეო საბჭოს შეეძლო აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ სავარჯიშოს პირობაში არ ჩანს, რომ საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება. პირიქით, სავარჯიშოს პირობაში ნათქვამია, რომ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ დააკმაყოფილა კურსდამთავრებულთა თხოვნა, რაც უფლებამოსილებების გადაჭარბებად უნდა ჩაითვალოს. ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა გადამწყვეტი არის მხოლოდ ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში.

სიტუაციური მაგალითი 2.2

პედაგოგთა წარმომადგენლები დისციპლინურ კომიტეტში

ქ. გორის ხ სკოლის პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე მასწავლებელთა სიითი შემადგენლობის 1/10-მა წერილობით დააყენა საკითხი დისციპლინურ კომიტეტში 3 ახალი წარმომადგენლის არჩევის ინიციატივის შესახებ. ინიციატორებმა ამის მიზეზად სკოლაში დისციპლინური კუთხით შექმნილი პრობლემები დაასახელეს და არგუმენტად შესაბამისი, ბოლო 3 წლის სტატისტიკის შედარებითი ანალიზი მოიყვანეს. მათ, ამავდროულად, დაასახელეს მათთვის სასურველი 3 კანდიდატი.

პედაგოგიური საბჭოს სხდომას 46 მასწავლებლიდან 23 ესწრებოდა, აქედან აღნიშნულ ინიციატივას და შესაბამის 3 კანდიდატურას 14-მა მასწავლებელმა დაუჭირა მხარი. პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარემ საბჭოს გადაწყვეტილება შესაბამისი ოქმით დაადასტურა.

კითხვები

1. რამდენად მართლზომიერი იყო მასწავლებელთა ინიციატივა?

2. როგორ შეაფასებთ პედაგოგიური საბჭოს ქმედებას?

დავალება: მოსწავლეებმა უნდა უპასუხონ კითხვებს და მოიყვანონ საკუთარი პოზიციის გამამყარებელი არგუმენტები.

კომენტარები მასწავლებლისათვის:

1. პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე დისციპლინურ კომიტეტში მასწავლებლების კანდიდატურის საკითხის დაყენება არ იყო მართლზომიერი, რადგანაც დისციპლინური კომიტეტის წევრებს ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ირჩევს სამეურვეო საბჭო და არა პედაგოგიური საბჭო.

2. ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პედაგოგიური საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი (პედაგოგიურ საბჭოში ყველა მასწავლებელი და მასწავლებლობის მაძიებელი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით), რაც შეეხება საბჭოს წევრების მიერ სხდომის მოწვევას, ამავე კანონის ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სხდომის მოწვევის უფლება აქვს საბჭოს წევრთა ერთ მესამედს და შეუძლია სამეურვეო საბჭოში მათი წარმომადგენლის მოსმენა. ასევე, ამავე ნორმის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პედსაბჭოს მოწვევის უფლება აქვს პედსაბჭოს თავმჯდომარეს, ხოლო რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღების პროცედურას, ამავე კანონის ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, პედაგოგიური საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით, არანაკლებ საერთო ხმების ერთი მესამედისა. ამდენად, პედსაბჭომ დაარღვია სხდომის მოწვევის პროცედურები და ის ამავდროულად არ იყო უფლებამოსილი, ხოლო რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღებას, თუ არ გავითვალისწინებთ განსახილველი საკითხის არამართლზომიერებას, გადაწყვეტილების მიღების პროცედურა დაცული იყო.

სიტუაციური მაგალითი 2.3

დისციპლინის მართვა

ხაშურის X სკოლის VII კლასი არ გამოირჩეოდა სანიმუშო დისციპლინით, მაგრამ კლასში არსებულ პრობლემებს დამრიგებელი არ ახმაურებდა და თვითონ ცდილობდა მათ მოგვარებას.

ერთხელ თანაკლასელებს შორის კამათი ჩხუბში გადაიზარდა და სავალალო შედეგით დასრულდა, კლასის ერთ-ერთ მოსწავლეს, ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, რის გამოც სკოლაში სიარული ვერ შეძლო. აღნიშნულის გამო მისმა მშობელმა საჩივარი შეიტანა დირექციაში და მოითხოვა VII კლასის დამრიგებლის დასჯა. ვინაიდან VII კლასის დამრიგებელი კარგი სპეციალისტი იყო, დირექტორი შემოიფარგლა მარტო პირად საქმეში საყვედურის შეტანით. დირექტორის ეს გადაწყვეტილება მშობელს არ მოეწონა და საჩივარი ამჯერად სამეურვეო საბჭოს დისციპლინურ კომიტეტს წარუდგინა. კომისიამ მშობლის საჩივარი განიხილა და დირექტორს დაავალა, შეეწყვიტა ხელშეკრულება აღნიშნულ პედაგოგთან. დირექტორმა ეს გადაწყვეტილება არ შეასრულა, ამის გამო სამეურვეო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, შეეწყვიტა ხელშეკრულება სკოლის დირექტორთან და გაათავისუფლა იგი დაკავებული თანამდებობიდან.

კითხვები

1. მოიყვანეთ არგუმენტები, რა დარღვევებმა მიიყვანა დირექტორი შექმნილ მდგომარეობამდე?

2. სწორად იმოქმედა თუ არა სამეურვეო საბჭომ გადაწყვეტილების მიღებისას?

დავალება: მოსწავლეებმა უნდა უპასუხონ კითხვებს და მოიყვანონ საკუთარი პოზიციის გამამყარებელი არგუმენტები.

კომენტარები მასწავლებლისათვის:

1. მოცემულ სიტუაციაში აქტუალურია დამრიგებლის ქმედება, რომელიც ტრადიციულად არ ასრულებდა მართლზომიერ ქმედებებს, არ აფიქსირებდა მოსწავლეთა მიერ დისციპლინურ გადაცდომებს და ამით აჭარბებდა საკუთარ კომპეტენციას, რამეთუ ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სკოლის მართვას ახორციელებს და ამავე კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც არ იყო სათანადოდ ინფორმირებული. ამავდროულად, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, „მასწავლებელი, სასწავლო პროცესის განმავლობაში, ზრუნავს მოსწავლის ჯანმრთელობის, პირადი უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვაზე“.

2. რაც შეეხება დირექტორის მიერ დამრიგებლის მიმართ გატარებულ ღონისძიებას, მაგალითიდან არ ჩანს, თუ მსგავს სიტუაციაში რას ითვალისწინებდა სკოლის შინაგანაწესი ან მასთან დადებული შრომითი ხელშეკრულება. იმ შემთხვევაში, თუ შინაგანაწესი არ არეგულირებდა მაგალითში აღწერილ პრობლემას, დირექტორის კომპეტენციაა, შეიმუშაოს შინაგანაწესის პროექტი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამეურვეო საბჭოს. ამდენად, პირველ რიგში ის არის პასუხისმგებელი სკოლაში ხარისხიანი შინაგანაწესის არსებობაზე.

3. სამეურვეო საბჭოს მიერ საჩივრის განხილვა დირექტორის მიერმიღებულ გადაწყვეტილებაზე ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სრულებით მართლზომიერად მოხდა.

4. დისციპლინური კომიტეტის მიერ დირექტორისათვის პედაგოგთან/დამრიგებელთან შრომითი ხელშეკრულების გაუქმების შესახებმოთხოვნა არამათლზომიერი იყო, რამეთუ ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამეურვეო საბჭოს აქვს უფლება „მოსთხოვოს სკოლის დირექტორს, ვადამდე შეუწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება მასწავლებელს ხელშეკრულების პირობების დარღვევისას, აღმზრდელობითი საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენისას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში“.

5. ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამეურვეო საბჭო „... უფლებამოსილია, შრომითი ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ხელშეკრულება შეუწყვიტოს სკოლის დირექტორს“.

6. სავარჯიშოში აღწერილი სიტუაცია იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ დირექტორი არაჯეროვნად ასრულებდა საკუთარ მოვალეობებს; სავარაუდოდ, სკოლას არ გააჩნდა სრულყოფილი შინაგანაწესი, პედაგოგებთან შრომითი ხელშეკრულება ან არ არსებობდა, ან არასრულყოფილი იყო და ასევე მის მიერ წახალისებული იყო ინფორმაციის დამალვის ტენდენცია. ასევე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დირექტორმა

სიტუაციური მაგალითი 2.4

მოსწავლეთა მონაწილეობა შინაგანაწესის შემუშავებაში

მოსწავლეთა თვითმმართველობის მნიშვნელოვანი ნაწილი აქტიურად ცდილობდა, რომ სკოლის შინაგანაწესში არასაპატიო გაცდენების კონკრეტულ რაოდენობაზე დისციპლინური სახდელი მსუბუქი ყოფილიყო. ამასთან დაკავშირებით ჩატარებული საინფორმაციო კამპანიის შედეგად, მათ მოაგროვეს სკოლის მოსწავლეთა უმრავლესობისაგან მხარდამჭერი ხელმოწერები, მაგრამ დირექციამ მათი პოზიცია არ გაიზიარა და სამეურვეო საბჭოს წინაშე დასამტკიცებლად საპირისპირო ჩანაწერის შემცველი შინაგანაწესის სამუშაო ვერსია წარადგინა, რომელიც საბჭომ გაიზიარა.

შინაგანაწესის ამოქმედების შემდეგ მოსწავლეთა ერთმა ნაწილმა არაკანონიერად ჩათვალა დისციპლინურ გადაცდომაზე რეაგირების მექანიზმები და დირექციის მიერ მისი გამოყენების პირველსავე შემთხვევაში, აპელაციის მიზნით მიმართა სააპელაციო კომიტეტს.

კითხვები

1. როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა მოიქცეს დისციპლინური კომიტეტი?

2. როგორ შეაფასებთ მოსწავლეთა თვითმმართველობის მოცემული ნაწილის, დირექციისა და სამეურვეო საბჭოს ქმედებებს?

0x01 graphic

დავალება: მოსწავლეებმა უნდა უპასუხონ კითხვებს და მოიყვანონ საკუთარი პოზიციის გამამყარებელი არგუმენტები.

კომენტარები მასწავლებლისათვის:

1. სავარჯიშოში აღწერილი სიტუაციიდან გამომდინარე, სააპელაციო კომიტეტი უფლებამოსილი იყო, განეხილა აღნიშნული საჩივარი, რადგან დისციპლინურ გადაცდომებზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ საჩივარს განიხილავს სააპელაციო კომიტეტი ან სამეურვეო საბჭო (ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი)

2. რაც შეეხება მოსწავლეთა თვითმმართველობის მოცემული ნაწილის, დირექციისა და სამეურვეო საბჭოს ქმედებების შეფასებას:

  • ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოსწავლეებს ჰქონდათ უფლება, გაესაჩივრებინათ დირექტორის გადაწყვეტილება, მაგრამ მათი მოთხოვნა იყო არამართლზომიერი, რამეთუ მოსწავლეებს აქვთ უფლება, გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები შინაგანაწესში შესატანი ფორმულირებების შესახებ; მაგრამ გადაწყვეტილებას, თუ როგორი სახით წარადგინოს სამეურვეო საბჭოს წინაშე შინაგანაწესის პროექტი, იღებს დირექტორი, ხოლო სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია, დაამტკიცოს შინაგანაწესი და სრული უფლება აქვს, არ გაითვალისწინოს მოსწავლეთა, თუნდაც დიდი ნაწილის, პოზიცია და სურვილები. ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს სამართლებრივი აზროვნების დეფიციტთან.

  • დირექტორის მხრიდან მოსწავლეთა სურვილის არგათვალისწინება ვერანაირად ვერ ჩაითვლება კანონის დარღვევად, მისი ქმედებები შეიძლება არ იყო პოპულარული, მაგრამ ის მოქმედებდა მართლზომიერად.

  • სიტუაციიდან ჩანს, რომ სკოლაში შექმნილია საკმაოდ ჯანსაღი ატმოსფერო. მოსწავლეებს აქვთ არა მარტო უფლება, არამედ საშუალებაც, წარმართონ საინფორმაციო კამპანია, შეაგროვონ ხელმოწერები და იზრუნონ საკუთარი ინტერესების დასაცავად.

  • შექმნილ ვითარებაში, მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეთა აღნიშნული ნაწილი აქტიურობდა და არ ეთანხმებოდა დისციპლინური სახდელის შემუშავებულ ფორმას, ისინი ვალდებულნი იყვნენ, დამორჩილებოდნენ პროცედურების დაცვით დამტკიცებულ შინაგანაწესს. საკუთარი ინტერესების დასაცავად, მოსწავლეებს შეუძლიათ, კანონის ფარგლებში უზრუნველყონ მათთვის მისაღები ფორმულირებების ლობირება სამეურვეო საბჭოში და შინაგანაწესში შესაბამისი ცვლილებების შეტანა, რაც იქნება, როგორც მართლზომიერი ქმედება, ასევე სამოქალაქო ცნობიერების გამოვლენაც. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დისციპლინური სახდელის ფორმულირება ეწინააღმდეგება სამართლებრივ ნორმებს, მათ შეუძლიათ გაასაჩივრონ ის.

აქტივობა 16

გაკვეთილის შეჯამება, შეფასება და მომდევნო გაკვეთილის დაგეგმვა

გაკვეთილის დასასრულს უნდა უზრუნველყოთ გაკვეთილის შეჯამება, ამისათვის შეგიძლიათ დასვათ შემდეგი კითხვები:

1. სკოლის დემოკრატიზაციისა და თვითმმართველობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფისათვის რამდენად მნიშვნელოვანია სამეურვეო საბჭოს ფუნქციონირება არსებული სტრუქტურითა და ფუნქციებით?

2. თქვენი აზრით, რატომ არიან წარმოდგენილნი მოსწავლეთა თვითმმართველობაში ცალ-ცალკე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები?

3. თქვენი აზრით, რატომაა მოსწავლეების წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოსა და დისციპლინურ კომიტეტში?

4. თქვენი აზრით, რა როლი აკისრია სკოლის თვითმმართველობას სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობისა და ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების საქმეში?

5. თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეების აქტიურობა მოსწავლეთა თვითმმართველობაში, და ზოგადად, სკოლის ცხოვრებაში?

გაკვეთილის შეჯამების ფარგლებში მოსწავლეებმა უნდა გაიხსენონ, თუ რა გაკეთდა გაკვეთილის მსვლელობისას.

გაკვეთილის შეჯამების შემდეგ მოსწავლეებმა უნდა შეაფასონ გაკვეთილი. ბოლოს თქვენ უნდა მისცეთ დავალებები ინდივიდუალური მუშაობისათვის.

მომდევნო გაკვეთილისათვის საშინაო დავალება იქნება:

1. თემა 3-ის გაცნობა (მოსწავლის ადგილი და შესაძლებლობები სკოლის სხვადასხვა თვითმმართველობაში, კონფლიქტის მოგვარება) - მთლიანი მასალის გაცნობა/თეორიული ნაწილის დამუშავება;

2. სიტუაციური მაგალითების 3.1, 3.2, 3.3, 3.4 და 3.5-ის დამუშავება/შესრულება - ინდივიდუალური მუშაობა;

3. სავარჯიშოების 3.1, 3.2, 3.3-ის დამუშავება/შესრულება - ინდივიდუალური მუშაობა;

4. სავარჯიშო 1.4-ზე მუშაობის გაგრძელება - დამოუკიდებლად მუშაობა ჯგუფებში.

____________

1 ბრძანება №448 - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ.

6 თემა 3. მოსწავლის ადგილი და მონაწილეობის შესაძლებლობები სკოლის სხვადასხვა თვითმმართველობაში

▲ზევით დაბრუნება


წინამდებარე გაკვეთილის თემა არის სკოლის თვითმმართველობაში მოსწავლის ადგილისა და შესაძლებლობების განხილვა და შესწავლა. გაკვეთილის ფარგლებში განვიხილავთ, სამართლებრივი ნორმების გარდა, რა განაპირობებს მოსწავლეთა აქტიურობას სკოლის თვითმმართველობაში და მონაწილეობას სკოლის ცხოვრებაში/მართვის პროცესებში.

გაკვეთილის სრულფასოვნად წარმართვის მიზნით, უმჯობესია, თუ კიდევ ერთხელ, კონკრეტულად გადახედავთ ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მუხლებს: 11, 13, 14, 15, 16, 17, 18, ასევე, სკოლის წესდების მუხლებს: 23, 24, 25, 26.

გთხოვთ, გაეცანით გაკვეთილის შესაძლო გეგმას:

მესამე გაკვეთილი

გაკვეთილის მიმდინარეობა

დრო

მეთოდოლოგია

წინა გაკვეთილის მოკლე მიმოხილვა

2 წუთი

კითხვა-პასუხი საერთო ჯგუფში

„თემა 3 მოსწავლის ადგილი და მონაწილეობის შესაძლებლობები სკოლის სხვადასხვა თვითმმართველობაში

თემა 3. მოსწავლის ადგილი და შესაძლებლობები სკოლის სხვადასხვა თვითმმართველობაში, კონფლიქტის მოგვარება - თეორიული მასალის განხილვა:

3.1. მონაწილეობა სამეურვეო საბჭოს მუშაობაში; 3.2. მონაწილეობა დისციპლინური კომიტეტის მუშაობაში; 3.3. თვითმმართველობის პროცესში მონაწილეობის სამართლებრივი გარანტიები.

5 წუთი

კითხვა-პასუხი საერთო ჯგუფში

სიტუაციური მაგალითების განხილვა: 3.1, 3.2, 3.3, 3.4 და 3.5

15 (5+2+ 2+2+2+2) წუთი

მუშაობა მცირე ჯგუფ(ებ)ში, პრეზენტაცია საერთო ჯგუფში

დავალება 3.1-ისა და 3.2-ის განხილვა

5 წუთი

დისკუსია საერთო ჯგუფში

დავალება 3.3-ის შესრულება (თვითმმართველობაში საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების შეფასება)

15 წუთი

მუშაობა მცირე ჯგუფ(ებ)ში, პრეზენტაცია საერთო ჯგუფში

გაკვეთილის შეჯამება, შეფასება და მომდევნო გაკვეთილის დაგეგმვა

3 წუთი

მუშაობა საერთო ჯგუფში

საშინაო დავალება

თემა 4-ის გაცნობა (თვითმმართველობის პრაქტიკული განხორციელება)

მთლიანი მასალის გაცნობა/თეორიული ნაწილის დამუშავება

დავალება 4.1-ისა და 4.2-ის დამუშავება/შესრულება

ინდივიდუალური მუშაობა

დავალება 1.4-ზე მუშაობის გაგრძელება

დამოუკიდებლად მუშაობა ჯგუფებში

მიმდინარე გაკვეთილის უშუალო თემაზე მუშაობის დაწყებამდე სასურველია, მოსწავლეებმა ტრადიციულად გაიხსენონ წინა გაკვეთილის მსვლელობა, შემდეგ გააცნოთ მიმდინარე გაკვეთილის მიზნები და ამოცანები, ასევე გამოკითხოთ საპროექტო ჯგუფებისწევრებს (სავარჯიშო 1.4) მათი მუშაობის შესახებ.

აქტივობა 17

შესავალი / წინა გაკვეთილის მოკლე მიმოხილვა

აქტივობა 18

თეორიული მასალის განხილვა (მესამე თავი)

საგაკვეთილო თემის ირგვლივ თეორიული ნაწილის განხილვა ტრადიციულად სასურველია, დაიწყოთ სხვადასხვა კითხვით, მაგალითად:

  • როგორ წარმოგიდგენიათ, რა ადგილი და შესაძლებლობები აქვს მოსწავლეს საჯარო სკოლის თვითმმართველობაში, მართვის პროცესში?

  • რამდენად გაძლევთ მოქმედი კანონმდებლობა საშუალებას, ჩაერთოთ სკოლის ცხოვრებაში და რამდენად მრავალფეროვანი შეიძლება იყოს ეს აქტიურობა?

  • როგორ ფიქრობთ, მოსწავლეებს მხოლოდ უფლებები უნდა ჰქონდეთ, თუ ასევე პასუხისმგებლობაც, როგორ არის ეს დარეგულირებული სამართლებრივი კუთხით?

  • როგორ ფიქრობთ, მოსწავლეები რამდენად იყენებთ სკოლის თვითმმართველობაში მონაწილეობის შესაძლებლობებს და თუ მიიჩნევთ, რომ ნაკლებად, განმარტეთ რატომ?

მნიშვნელოვანია, რომ გაკვეთილის შედეგად მოსწავლეებს მკაფიოდ ჰქონდეთ გაცნობიერებული, რომ სკოლის მართვაში და, შესაბამისად, თვითმმართველობაში მათი (უშუალო ან არჩეული წარმომადგენლის მეშვეობით) მონაწილეობა ორი ფორმითაა შესაძლებელი: ერთი მხრივ, ის ატარებს „სავალდებულო“ ხასიათს, განპირობებული და განმტკიცებულია მოქმედი კანონმდებლობით (ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლი - მონაწილეობა სკოლის სამეურვეო საბჭოსა და დისციპლინური კომიტეტის მუშაობაში), ხოლო მეორე მხრივ, მათი აქტივობა ნებაყოფლობითი ხასიათისაა, საქმიანობის შინაარსი არ არის კონკრეტულად განსაზღვრული კანონმდებლობით და არსებობს მხოლოდ უფლება-მოვალეობების ზოგადი ჩარჩო (მოსწავლეებს შეუძლიათ შექმნან ან გაწევრიანდნენ სხვადასხვა კლუბში, შექმნან და განახორციელონ პროექტები).

საგაკვეთილო თემასთან დაკავშირებული დისკუსიისა თუ პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით, მოსწავლეებმა სრულყოფილად უნდა შეისწავლონ, რომ სკოლის თვითმმართველობის ყველაზე მნიშვნელოვან რგოლში - სამეურვეო საბჭოში, მათი მონაწილეობა ხორციელდება საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარის საშუალებით. ამდენად, მათ აქტიურობას მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნებსა თუ შემდგომ საქმიანობაში მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს. ამავე კონტექსტში მათ კარგად უნდა გაიაზრონ იმ საკითხთა ჩამონათვალი, რომლებზეც სამეურვეო საბჭოში მონაწილეობით შეუძლიათ გარკვეული ზეგავლენის მოხდენა.

დიაგრამა №3.1 მოსწავლეთა მონაწილეობა სკოლის თვითმმართველობაში

0x01 graphic

რაც შეეხება განსახილველი თემის მეორე ნაწილს - მოსწავლეთა აქტივობა სხვადასხვა კლუბსა თუ საპროექტო ჯგუფში - აქ მნიშვნელოვანია, რომ გაკვეთილის შედეგად მოსწავლეებმა გაიაზრონ საკუთარი უფლება-მოვალეობების ჩარჩო და შესაბამისი სამართლებრივი ნორმები. შეგახსენებთ, რომ მოსწავლეთა უფლებების შემზღუდველ ნორმებს მოიცავს ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მუხლი 8/პუნქტები 2,3,4; მუხლი 11/პუნქტი პირველი და მუხლი 13/პუნქტი პირველი). ხოლო რაც შეეხება მოსწავლეთა უფლებებს: ზოგადი განათლების მიღების უფლება; ინფორმაციის ხელმისაწვდომობა; აზრის გამოთქმა გადაწყვეტილების მიღებისას; გამოხატვის თავისუფლება; შემოწირულობების მოზიდვა; ნეიტრალურობა და არადისკრიმინაციულობა; შეკრების თავისუფლება; გაერთიანების თავისუფლება; პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა; რწმენის თავისუფლება; უმცირესობების უფლებები - ისინი დარეგულირებულია ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის შემდეგი მუხლებით: 9, 10, 11, 13, 14, 15, 16, 17, ხოლო მოსწავლეთა დამატებითი/სპეციფიკური საჭიროებები განსაზღვრულია საჯარო სკოლის წესდების 23-ე და 24-ე მუხლებით.

აღნიშნული უფლება-მოვალეობების განხილვის პროცესში მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა გააანალიზონ, თუ რა მდგომარეობაა საკუთარ კლასში/სკოლაში და რა შეიძლება გააკეთონ სიტუაციის გასაუმჯობესებლად, მითუმეტეს, რომ ნებისმიერი მიმართულებით პრობლემ(ებ)ის აღმოჩენა შეიძლება გახდეს მომავალში მათი საპროექტო აქტივობის წინაპირობა.

გაკვეთილი წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს, თუ მოსწავლეები გამოიტანენ დასკვნას, რომ მათი და მათი თანატოლების მიმართ ზემოთ ჩამოთვლილი და/ან კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებების დარღვევის შემთხვევაში, შეუძლიათ, იზრუნონ შელახული უფლებების დასაცავად კანონმდებლობის ფარგლებში, გამოიყენონ საკუთარი წარმომადგენლის მონაწილეობა სამეურვეო საბჭოში, შექმნან შესაბამისი პროექტები და უზრუნველყონ ადვოკატირების კამპანია ინტერესების ლობირებისათვის.

აქტივობა 19

სიტუაციური მაგალითების განხილვა

თეორიული ნაწილის განხილვის შემდეგ მუშაობა უნდა გაგრძელდეს პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულების კუთხით.

მოგეხსენებათ, რომ საგაკვეთილო თემის ფარგლებში მოსწავლეებს საშინაო დავალების სახით დასამუშავებლად/მოსამზადებლად მიცემული ჰქონდათ სიტუაციური მაგალითები 3.1, 3.2, 3.3, 3.4 და 3.5. ამდენად, საკლასო ოთახში, ძირითადად, დრო უნდა დაიხარჯოს მცირე ჯგუფებში საერთო პოზიციების ჩამოყალიბებასა და საერთო ჯგუფში მათ გაცნობაზე. საერთო განხილვისათვის სავარჯიშოების შერჩევა კლასის მონაწილეობით ტრადიციულად მასწავლებლის კომპეტენციაა.

სიტუაციური მაგალითი 3.1

მოსწავლეთა ინიციატივა ლიტერატურული
ჟურნალის გამოცემის შესახებ

თბილისის X სკოლის მე-3 საფეხურის მოსწავლეთა ჯგუფმა გადაწყვიტა გამოეცა ლიტერატურული ჟურნალი და შესაბამისი პროექტით მიმართა სკოლის დირექციას. პროექტის მიხედვით, მოსწავლეები სკოლისაგან ითხოვდნენ ჟურნალის პირველი ნომრის გამოცემის ხარჯების დაფინანსებას, ხოლო მომდევნო გამოცემების ხარჯებს ჟურნალის გაყიდვებიდან ამონაგები სახსრებით დაფარავდნენ. მათი აზრით, მთავარი იყო ჟურნალის კარგად რეკლამირება და ამისათვის განსაზღვრული ჰქონდათ, მისი პრეზენტაცია სკოლის გარეთ, პრესტიჟულ გარემოში მოეწყოთ. ამავდროულად, გეგმავდნენ ჟურნალის პირველი ნომრის მნიშვნელოვანი ნაწილის რეალიზებას, რამეთუ მათი მოლოდინით, პრეზენტაციაზე სტუმრების საკმარისი რაოდენობა მივიდოდა. ჟურნალის წარმატებისა და მისი მომგებიანობის თვალსაზრისით, მოსწავლეებს, თვითდაფინანსების გარდა, რამდენიმე კერძო კომპანიის ფინანსური დახმარების იმედი ჰქონდათ (სიტყვიერი დაპირების საფუძველზე).

სკოლის დირექციამ მოიწონა მოსწავლეთა ინიციატივა, მაგრამ მიიჩნია, რომ პროექტის დეტალები ბოლომდე არ იყო გათვლილი და ის გარკვეულ რისკებს შეიცავდა. კერძოდ, დირექციამ მიიჩნია, რომ უმჯობესი იქნებოდა პრეზენტაციის სკოლაში ჩატარება, რაც ხარჯებს შეამცირებდა, ხოლო რამდენადაც სტუმრების უდიდესი ნაწილი, მოსწავლეების გათვლით, საკუთარი სკოლის მოსწავლეები, მშობლები და კურსდამთავრებულები უნდა ყოფილიყვნენ, პრესტიჟული გარემო მათთვის გადამწყვეტი არ უნდა ყოფილიყო.

ასევე, დირექციამ პროექტის სისუსტედ მიიჩნია ჟურნალის შემდგომი დაფინანსების პერსპექტივა პოტენციური პარტნიორების მხრიდან, რამეთუ არ არსებობდა ჟურნალის ნიმუში, მათ შორის ელექტრონული ვერსია მაინც და არ არსებობდა თანამშრომლობის ნების გამომხატველი რაიმე წერილობითი დოკუმენტი (ხელშეკრულება, მემორანდუმი, წერილი).

მიუხედავად იმისა, რომ დირექციას პროექტი არ მიაჩნდა სიცოცხლისუნარიანად, მას სურდა, წაეხალისებინა მოსწავლეთა ინიციატივა და გამოხატა მზადყოფნა ჟურნალის პირველი ნომრის გამოცემასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად, რამეთუ წლის ბიუჯეტში არსებობდა სახსრები მოსწავლეთა ინიციატივების დასაფინანსებლად.

საბოლოო ჯამში, მოსწავლეებმა არ გაითვალისწინეს დირექციის შენიშვნები და რეკომენდაციები და პრეზენტაცია სკოლის გარეთ მოაწყვეს საკუთარი სახსრებით. თუმცა დირექციის მიერ დასახელებული რისკები რეალისტური აღმოჩნდა და პრეზენტაციაზე არც ერთი პოტენციური პარტნიორი არ მოვიდა, რის შედეგადაც პროექტის ავტორები დარწმუნდნენ პროექტის პირობების გადახედვის აუცილებლობაში და გადაწყვიტეს მისი ხელმეორედ დაგეგმვა.

კითხვები

1. როგორ შეაფასებთ მოსწავლისა და დირექციის ქმედებებს?

2. რომელ სამართლებრივ ნორმებს ეხმიანება მოცემული მაგალითი?

3. თქვენი აზრით, როგორ უნდა ემოქმედათ მოსწავლეებს?

დავალება: მოსწავლეებმა უნდა უპასუხონ კითხვებს და მოიყვანონ საკუთარი პოზიციის გამამყარებელი არგუმენტები.

კომენტარები მასწავლებლისათვის:

1. მოცემული სიტუაციური მაგალითი ის შემთხვევაა, სადაც სამართლებრივი ურთიერთობების გარდა, მკაფიოდ ჩანს პარტნიორული ურთიერთობების საჭიროება და აქტუალურობა. სკოლის ცხოვრებაში არის უამრავი საკითხი, რომელიც ვერ გადაწყდება მხოლოდ სამართლებრივი მიდგომებით და საჭიროებს მეტ პროფესიონალიზმს, გამოცდილებას, სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარს.

2. მოცემულ სიტუაციაში აშკარად ჩანს მოსწავლეებსა და დირექციას შორის პარტნიორული ურთიერთობების არსებობა, მოსწავლეების მხრიდან აქტიურობა სკოლის ცხოვრებაში. სკოლაში შექმნილია სათანადო გარემო მოსწავლეების უფლებების რეალიზებისათვის.

3. სავარჯიშო ეხმიანება სკოლის სტრუქტურულ ერთეულებს შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის სამართლებრივ ნორმებს, სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის რეალიზების ფარგლებში ადმინისტრაციის კომპეტენციას, ცხოვრებაში გაატაროს სკოლის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმები.

4. მოსწავლეების გეგმა, რომ მომავალში ჟურნალის ხარჯების დაფარვას უზრუნველყოფდნენ მისი გაყიდვების შედეგად ამონაგები სახსრებიდან, ემყარება ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის ფორმულირებას: „...საჯარო სკოლას უფლება აქვს, მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ფინანსური სახსრები, მათ შორის, მიიღოს შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობით, თუ ეს საქმიანობა არ არის სახიფათო ჯანმრთელობისათვის და არ ახდენს მავნე ზეგავლენას მოსწავლეთა ფიზიკურ და ზნეობრივ განვითარებაზე. მიღებული სახსრები, კანონმდებლობის შესაბამისად, ხმარდება მხოლოდ სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას“.

5. მოსწავლეების ქმედებები, რა თქმა უნდა, არ სცდება კანონის მოთხოვნებს. მათ ჰქონდათ უფლება, არ გაეთვალისწინებინათ დირექციის რჩევები. რა თქმა უნდა, მათთვის უმჯობესი იქნებოდა კვალიფიცირებული რჩევების გათვალისწინება, მაგრამ სწავლის პროცესი შეცდომების გარეშე არ არსებობს. სიტუაციიდან ჩანს, რომ მოსწავლეებმა ძალიან სხარტად აითვისეს ცხოვრებისეული გაკვეთილი და მიღებულ გამოცდილებაზე სწრაფად მოახდინეს ადეკვატური რეაგირება - მათ გადახედეს საკუთარ პოზიციას და გადაწყვიტეს პროექტში შესწორებების შეტანა.

სიტუაციური მაგალითი 3.2

თეატრალური სტუდიის ჩამოყალიბება

X სკოლის უფროსკლასელების დიდი სურვილი იყო, მოეწვიათ რეჟისორი და ჩამოეყალიბებინათ თეატრალური სტუდია, რადგან მოსწავლეთა გარკვეული რაოდენობა შემოქმედებითი ნიჭით იყო დაჯილდოებული და აპირებდნენ თეატრალურ უნივერსიტეტსა და სამხატვრო აკადემიაში სწავლის აგრძელებას.

მოსწავლეები მიიჩნევდნენ, რომ თეატრალური სტუდია თავის წვლილს შეიტანდა იმ ცოდნის მიღებასა და უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, რომელიც გამოადგებოდათ სასურველ სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად. მოსწავლეები იმედოვნებდნენ, რომ თეატრალური წარმოდგენების დადგმით სხვადასხვა დრამატურგისა და მწერლის შემოქმედების უკეთ გაცნობისა და საკუთარი თვალსაწიერის გაფართოების საშუალება მიეცემოდათ.

0x01 graphic

სკოლის ბიუჯეტის სიმცირის გამო, დირექციამ ვერ დააკმაყოფილა მათი თხოვნა, რადგან სცენის დეკორაციები, სასცენო ფორმები და რეჟისორის ანაზღაურება დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. ამ ფონზე მოსწავლეებმა სურვილი გამოთქვეს, სკოლაში წარემართათ ნებაყოფლობითი შემოწირულობების მოზიდვის კამპანია, საჭირო თანხის მიღების მიზნით. დირექციამ და სამეურვეო საბჭომ განიხილა ეს საკითხი, რადგან, სკოლის შინაგანაწესის თანახმად, აკრძალული იყო ეს ქმედება, ამიტომ ნება არ დართო, თვითონ შეეკრიბათ საჭირო თანხები.

კითხვები

1. როგორ შეაფასებთ მოსწავლეების, დირექციისა და სამეურვეო საბჭოს ქმედებებს?

2. რომელ სამართლებრივ ნორმებს ეხმიანება მოცემული მაგალითი?

3. თქვენი აზრით, როგორ უნდა ემოქმედათ მოსწავლეებს და თქვენ რა გამოსავალს ნახავდით აღნიშნულ სიტუაციაში?

დავალება: ოსწავლეებმა უნდა უპასუხონ კითხვებს და მოიყვანონ საკუთარი პოზიციის გამამყარებელი არგუმენტები.

კომენტარები მასწავლებლისათვის:

1. ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „...მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ საქველმოქმედო მიზნებისათვის, დადგენილი წესით მოიზიდონ ნებაყოფლობითი შემოწირულობები. სკოლა ვალდებულია, მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ფინანსური სახსრების ან სხვა სიკეთის გამოძალვა“. ამდენად, შინაგანაწესის ფორმულირება თანხების მობილიზებასთან დაკავშირებით, ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და მასზე დაყრდნობა დირექტორისა და სამეურვეო საბჭოს მიერ არამართლზომიერი ქმედება იყო.

2. მოქმედი კანონმდებლობა მკაფიოდ განსაზღვრავს სკოლის მმართველობით რგოლებს შორის კომპეტენციების განაწილების საკითხს: სკოლის დირექტორი შეიმუშავებს სკოლის ბიუჯეტის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამეურვეო საბჭოს, ხოლო მის რეალიზებას უზრუნველყოფს დირექტორი. თუ დირექტორი თანახმა იქნებოდა, სკოლას აღნიშნული ხარჯები გაეღო მოსწავლეთა ინიციატივის დასაფინანსებლად: 1) მას შეეძლო ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ ინიციატივით მიემართა სამეურვეო საბჭოსათვის; 2) ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად „...დირექტორი უფლებამოსილია გადაუდებელი აუცილებლობისას სამეურვეო საბჭოს თანხმობის გარეშე გადაანაცვლოს ბიუჯეტის ერთი მუხლის სახსრების არა უმეტეს 10%25-ისა მეორე მუხლში. ამ ცვლილებამ არ უნდა გამოიწვიოს მასწავლებელთა ხელფასების შემცირება“.

3. მოცემული მაგალითი ეხმიანება სამართლებრივ ნორმებს: გამოხატვის თავისუფლების შესახებ (ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მუხლი 14, პუნქტი 1, 2), შემოწირულობების მოზიდვის შესახებ (ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მუხლი 14, პუნქტი 4), აზრის გამოთქმა გადაწყვეტილების მიღებისას (ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მუხლი 11, პუნქტი 3).

4. მოსწავლეებს, პირველ რიგში, უნდა გაესაჩივრებინათ მათთვის სახსრების მობილიზების უფლების შეზღუდვა და დაესაბუთებინათ, რომ შინაგანაწესი შეიცავს არამართლზომიერ ფორმულირებას, ხოლო ამის შემდეგ ეზრუნათ საკუთარი პროექტის განხორციელებისათვის.

სიტუაციური მაგალითი 3.3

კლასის როლი მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმატებაში

0x01 graphic

X სკოლის მე-10 კლასი გამოირჩეოდა მეგობრულობით, მაღალი აკადემიური მოსწრებით, განსაკუთრებული აქტიურობით სკოლის ცხოვრებაში. მათი ინიციატივით, სკოლის თვითმმართველობაში ღირსეული კანდიდატების არჩევისათვის მოეწყო შეხვედრები და საუბრები კლასებთან თვითმმართველობის მნიშვნელობისა და არსის გააზრებისათვის. მათი დამსახურება იყო, რომ X სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა გამოირჩეოდა მთელ რაიონში.

მე-10 კლასი ხშირად აწყობდა მიზნობრივ ექსკურსიებს. ესწრებოდნენ სპექტაკლებსა და შემოქმედებით საღამოებს, რომლის შემდეგაც კლასელები ერთად განიხილავდნენ სპექტაკლებს, ერთმანეთს უზიარებდნენ თავიანთ შთაბეჭდილებებს. ისინი შემოქმედებითი საღამოების მოწყობის აქტიური ინიციატორები იყვნენ სკოლაში. მოსწავლეები ნებაყოფლობით, თავიანთი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, იღებდნენ პასუხისმგებლობას, თანაკლასელებს დაეძლიათ სწავლაში არსებული სხვადასხვა პრობლემა. მათი ინიციატივით, მოსწავლეთა თვითმმართველობა ხშირად ატარებდა სპორტულ შეჯიბრებებს, რაც განტვირთვის კარგი საშუალება იყო.

მე-10 კლასის მოსწავლეები მიისწრაფვოდნენ, სკოლაში ყოფილიყვნენ გამორჩეულები, რისთვისაც შემუშავებული ჰქონდათ კლასის შინაგანაწესი.

კითხვები

1. შეაფასეთ მე-10 კლასის მოსწავლეთა საქმიანობა და განმარტეთ, რომელ სამართლებრივ ნორმებს ეხმიანებოდა მათი საქმიანობა?

2. გააანალიზეთ აღნიშნული სიტუაცია და ახსენით, რა იყო მათი წარმატების მიზეზი?

დავალება: მოსწავლეებმა უნდა უპასუხონ კითხვებს და მოიყვანონ საკუთარი პოზიციის გამამყარებელი არგუმენტები.

კომენტარები მასწავლებლისათვის:

1. მე-10 კლასის მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობა პრობლემების გადაწყვეტაში მიანიშნებს მათში სამოქალაქო ცნობიერების მაღალ დონეზე. მოსწავლეებს თვითმმართველობის მუშაობაში მონაწილეობის უფლება განპირობებულია ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტით.

2. კლასის საქმიანობა პირდაპირ თუ ირიბად ეხმიანება შემდეგ სამართლებრივ ნორმებს: გაერთიანების თავისუფლების (ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მუხლი 8/პუნქტი 1, მუხლი 6/პუნქტი 1, 2, 3), შეკრების თავისუფლების (ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მუხლი 15/პუნქტი 1, 2, 3), ნეიტრალურობისა და არადისკრიმინაციულობის (ზოგადი განათლების შესახებ აქართველოს კანონის მუხლი 13/პუნქტი 5,6), ინფორმაციისხელმისაწვდომობისა (საქართველოს კანონი ზოგადი განათლებისშესახებ, მუხლი 10/პუნქტი 1, 2, 3; 11/2) და გამოხატვის თავისუფლების ესახებ ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის უხლი 14/პუნქტი 1, 2).

3. კლასის წარმატების საფუძველი იყო მონაწილეობის მაღალი ოტივაცია, სამოქალაქო აქტიურობა, გუნდურობა, კლასის ინტერესებიდან ამომდინარე, სწორად შემუშავებული შინაგანაწესი, მიზანდასახულობა, მოსწავლეთა თვითმმართველობის მუშაობაში აქტიური მონაწილეობა, ფუნქციების სწორად გადანაწილება, პასუხისმგებლობა და ის, რომ კლასს ისინი მოიაზრებდნენ, როგორც თანამოაზრეთა გაერთიანებას.

სიტუაციური მაგალითი 3.4

გამოხატვის უფლება

მოსწავლემ მობილურით გადაიღო კლასში შესვენების დროს მომხდარი ძალადობა - უწყინარი ჭიდაობის დროს დაზიანდა რამდენიმე მერხი. ეს მასალა მოსწავლემ განათავსა პოპულარულ ვებგვერდზე, სადაც მიუთითა სკოლის დასახელება. მასალა სკოლის წარმომადგენლებმა ნახეს, რასაც დიდი აღშფოთება მოჰყვა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მოსწავლეთა თვითმმართველობაში არაერთგვარი დამოკიდებულება გაჩნდა. პროცესში ჩართული პედაგოგები მოსწავლის დასჯას მოითხოვდნენ, რამეთუ, მათი აზრით, მოსწავლემ სკოლის ავტორიტეტი შელახა. იგივე პოზიცია გაიზიარეს კლასის მშობლებმაც.

სკოლის დირექცია გაეცნო შექმნილ ვითარებას და მიიჩნია, რომ მოსწავლის მხრიდან რაიმე არამართლზომიერ ქმედებას ადგილი არ ჰქონია, რასაც არ დაეთანხმა მასწავლებლების ერთი ჯგუფი და საკითხი შესასწავლად სამეურვეო საბჭოს წინაშე დააყენა.

კითხვები

1. როგორ ფიქრობთ, მოსწავლის მხრიდან ჰქონდა თუ არა ადგილი რაიმე სახის დარღვევას?

2. რას ფიქრობთ პედაგოგების, მშობლებისა და დირექციის პოზიციებსა და ქმედებებზე?

3. რამდენად საფუძვლიანი იყო სამეურვეო საბჭოს წინაშე საკითხის დაყენება?

დავალება: მოსწავლეებმა უნდა უპასუხონ კითხვებს და მოიყვანონ საკუთარი პოზიციის გამამყარებელი არგუმენტები.

კომენტარები მასწავლებლისათვის:

1. მოსწავლის მხრიდან რაიმე სამართლებრივი ნორმის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რამეთუ მან გამოიყენა ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრული გამოხატვის უფლება.

2. პედაგოგებმა და მშობლებმა საკითხი განიხილეს არასამართლებრივ ჭრილში, რითაც სამართლებრივი ცნობიერების დეფიციტი გამოვლინდა.

3. სამეურვეო საბჭოს წინაშე მასწავლებლების მხრიდან საკითხის დაყენება უსაფუძვლო იყო, რამეთუ სავარჯიშოში არ ჩანს, რომ დირექციამ არამართლზომიერი ქმედების რაიმე ფაქტი დამალა ან დარღვევის იგნორირება მოახდინა.

სიტუაციური მაგალითი 3.5

დირექტორის როლი თვითმმართველობს რეალიზებაში

ქ. თბილისის ერთ-ერთ სკოლაში, რამდენიმე კანდიდატს შორის სამეურვეო საბჭომ დირექტორად აირჩია პიროვნება, რომელსაც ორი წლის დამთავრებული ჰქონდა პრესტიჟული უნივერსიტეტი, პერსპექტიული ახალგაზრდა ჩანდა და, ამავე დროს, კანდიდატებს შორის სკოლის განვითარების საუკეთესო გეგმა წარმოადგინა.

ახლად არჩეული დირექტორი გაეცნო პედაგოგებს და ახალი სასწავლო წლიდან ხელშეკრულებები გააფორმა მათთან. მან ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და მიზეზის გარეშე 6 თვის შემდეგ გაათავისუფლა მოადგილეები და ბუღალტერი. პედაგოგიურმა საბჭომ ახალ სასწავლო წელს აირჩია ახალი თავმჯდომარე, დამსწრე პედაგოგებისხმების ერთი მესამედით. დირექტორმა პედაგოგიურ საბჭოს წარუდგინა სასწავლო გეგმა, სკოლის ბიუჯეტი და სკოლის შინაგანაწესი. ის თავისი გუნდით შეუდგა მუშაობას. დირექტორმა მოსწავლეებს შორის დიდი პატივისცემა დაიმსახურა. მოსწავლეები, სხვადასხვა საკითხის მოსაგვარებლად, ხშირად მიმართავდნენ მას. განსაკუთრებით ხშირად ითხოვდნენ ექსკურსიების დაფინანსებას და ისიც სკოლის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით აკმაყოფილებდა მათ თხოვნებს.

დირექტორი გაწეული მუშაობის შესახებ პერიოდულად აბარებდა ანგარიშს სკოლის პედაგოგიურ და სამეურვეო საბჭოს გაწეული მუშაობის, ფინანსური საქმიანობისა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

გარკვეული პერიოდის შემდეგ ზემდგომმა ორგანოებმა შეამოწმეს სკოლა და, აღმოჩენილი დარღვევების გამო, დირექტორი გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან.

კითხვები

1. მოცემული სიტუაციიდან გამომდინარე, თქვენი აზრით, ჰყავდა თუ არა სკოლას კომპეტენტური სამეურვეო და პედაგოგიური საბჭოები?

2. მოცემული სიტუაციიდან გამომდინარე, რა დარღვევების აღმოჩენა შეძლო სკოლაში კომისიამ?

3. თქვენი აზრით, კანონიერი იყო თუ არა დირექტორის გათავისუფლება და რატომ?

დავალება: მოსწავლეებმა უნდა უპასუხონ კითხვებს და მოიყვანონ საკუთარი პოზიციის გამამყარებელი არგუმენტები.

კომენტარები მასწავლებლისათვის:

1. მოცემული სიტუაციიდან გამომდინარე, სკოლას არ ჰყავდა კომპეტენტური პედაგოგიური და სამეურვეო საბჭოები.

2. სკოლაში კომისიას შეეძლო აღმოეჩინა შემდეგი დარღვევები:

ა) დირექტორად უნდა არჩეულიყო, სულ მცირე, სამი წლის სამუშაო გამოცდილების მქონე პირი (საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ, მუხლი 41, პუნქტი 2);

ბ) პედაგოგიური საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, შეუდგესმუშაობას, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი (ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტი), ხოლო გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე პედაგოგების ხმების უმრავლესობით, არანაკლებ საერთო ხმების ერთი მესამედისა (ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-5 პუნქტი);

გ) დირექტორმა გაწეული მუშაობისა და ფინანსური საქმიანობის შესახებ ანგარიში ყოველი წლის 10 დეკემბრამდე (და არა პერიოდულად) უნდა ჩააბაროს სამეურვეო საბჭოს და არა პედაგოგიურ საბჭოს (საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ, მუხლი 43, პირველი პუნქტი, „თ“ ქვეპუნქტი);

დ) თუ ექსკურსიების და მოსწავლეთა სხვა მოთხოვნების დაფინანსება არ გამომდინარეობდა სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტიდან, ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა თანხების არამიზნობრივ ხარჯვას;

ე) სასკოლო სასწავლო გეგმას არ შეიმუშავებს დირექტორი, მისი მონაწილეობით აღნიშნულ დოკუმენტს შეიმუშავებს პედაგოგიური საბჭო და სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს მას (საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ, მუხლი 46, „ა“ ქვეპუნქტი);

ვ) სკოლის ბიუჯეტსა და შინაგანაწესს ამტკიცებს სამეურვეო საბჭო და არა პედაგოგიური საბჭო (საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ, მუხლი 43, პირველი პუნქტი, „გ“ ქვეპუნქტი).

3. რაც შეეხება დირექტორის მიერ მოადგილეებისა და ბუღალტრის თანამდებობებიდან გათავისუფლებას, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამსაქმებლის ინიციატივით „ხელშეკრულების მოშლის“ შემთხვევაში, კანონი დამსაქმებელს არ ავალდებულებს, გააკეთოს ახსნა-განმარტებები, თუ შინაგანაწესით ან/და შრომითი ხელშეკრულებით ამ კონტექსტში მას სხვა ვალდებულებები არ გააჩნია, მაგრამ მენეჯერული თვალსაზრისით, თანამშრომლებს შორის ნდობის ატმოსფეროსა და შემოქმედებითი გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, უმჯობესია, რომ თანამშრომლებმა იცოდნენ, თუ რისთვის ათავისუფლებენ სამსახურიდან. აქვე დავამატებთ, კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი დირექტორი ნიშნავს მოადგილეებსა და ბუღალტერს და, თუ მათთან დადებული ჰქონდა ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით, ის ასევე არ იყო ვალდებული, გაეკეთებინა ახსნა-განმარტებები.

4. ზემოთჩამოთვლილი არგუმენტებიდან გამომდინარე, დირექტორის გათავისუფლება კანონიერი იყო.

აქტივობა 20

იგავ-არაკები (სავარჯიშო 3.1, 3.2)

სიტუაციური მაგალითების განხილვის შემდეგ, წინამდებარე აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებმა უნდა შეასრულონ 2 სავარჯიშო (3.1 - იგავ-არაკი „რამდენი ადამიანი იყო აბანოში“ და 3.2 - იგავ-არაკი „გაბზარული ქოთანი“). მოგეხსენებათ, მათი დამუშავება მოსწავლეებს საშინაო დავალების ფარგლებში დაევალათ. ამდენად, მათი განხილვა დისკუსიის ფორმით შეგიძლიათ უზრუნველყოთ საერთო ჯგუფის ფარგლებში და დასვათ თითოეული იგავ-არაკის ბოლოს მოცემული კითხვები.

დავალება 3.1

იგავ-არაკი რამდენი ადამიანი იყო აბანოში

ღირსეული ადამიანი პასუხისმგებლობით ეკიდება საზოგადოებრივ საქმეს!

ქსენოფმა აბანოში წასვლა გადაწყვიტა და ეზოპეს უთხრა: წადი და ნახე, აბანოში ბევრი ხალხია თუ არაო.

დაბრუნდა ეზოპე და უთხრა: მივედი და იქ ერთადერთი ადამიანი ვნახეო.

ქსენოფს გაუხარდა, წავიდა აბანოში და რას ხედავს?! იქაურობა სავსეა ხალხით.

დაბრუნდა და ეზოპეს უსაყვედურა, - რატომ მომატყუეო.

- ტყუილი ნამდვილად არ მითქვამს. აბანოს წინ ქვა ეგდო. ვინც კი გამოიარა, ყველამ ფეხი წამოჰკრა, ყურადღება არავინ მიაქცია და გზა განაგრძო. მხოლოდ ერთი კაცი მოიქცა სხვაგვარად: ქვას ფეხი რომ წამოჰკრა, აიღო და გადააგდო. ჰოდა, მეც ამიტომ ვიფიქრე, აქ ხალხი ბევრია, მაგრამ ადამიანი მხოლოდ ეს ერთი კაცია-მეთქი.

წაიკითხეთ იგავ-არაკი და გაეცით პასუხები შეკითხვებს:

  • როგორი პიროვნება მიიჩნია ბრძენმა ეზოპემ „ადამიანად“? დაასაბუთეთ.

  • რა თვისებები უნდა ჰქონდეს „ეზოპესეულ“ ადამიანს?

  • რაში მდგომარეობს „ერთი კაცის“ პასუხისმგებლობა?

  • როგორ გადაჭრა პრობლემა კაცმა?

  • როგორ ხართ ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში? დაასაბუთეთ.

  • ხომ არ არიან თქვენ გარშემო „ყველას“ მსგავსი ადამიანები? რა შედეგი მოაქვს გულგრილობას?

დავალება 3.2

იგავ-არაკი გაბზარული ქოთანი

ყველას აქვს უფლება, თავისი შესაძლებლობის გათვალისწინებით მიიღოს მონაწილეობა საერთო საქმეში!

ინდოეთში ერთი მეთულუხჩე ცხოვრობდა. ორი დიდი ქოთანი ჰქონდა კეტის ბოლოზე ბაწრით ჩამოკიდებული. გაიდებდა კეტს მხარზე, წყალზე ქოთნებს აავსებდა და უკან ბრუნდებოდა. ერთი ქოთანი გაბზარული იყო, წყალი იპარებოდა და მეთულუხჩეს ადგილზე ნახევარი ქოთანი წყალიც ვერ მიჰქონდა მაშინ, როდესაც მეორე ქოთანი პირთამდე იყო სავსე და პატრონს ერთ წვეთ წყალსაც არ აკლებდა.

თითქმის ორი წელი გავიდა და მეთულუხჩეს ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ქოთან-ნახევარი წყალი მიჰქონდა სახლში. მთელი ქოთანი ქედმაღლურად უყურებდა გაბზარულს, თავი მოჰქონდა მასთან და ვერ გაეგო, რატომ არ იშორებდა თავიდან პატრონი ასეთ უსარგებლო ნივთს. გაბზარული ქოთანი კი გულით წუხდა, რომ ის სამუშაოს ნაწილსაც ვერ ასრულებდა. ბოლოს ვერ აიტანა მთელი ქოთნის დამამცირებელი მზერა და წყაროსთან რომ მივიდნენ, პატრონს მოწიწებით უთხრა: - მრცხვენია ჩემი ნაკლისა და ბოდიში უნდა მოგიხადო.

- რისთვის, რაზე მებოდიშები? - გაუკვირდა მეთულუხჩეს.

- მთელი ორი წელი სახლამდე ნახევარი მიმაქვს იმ წყლისა, რაც წესით უნდა მიმქონდეს, - გულწრფელი სინანული ისმოდა ქოთნის ჩურჩულში. მეთულუხჩეს შეეცოდა ძველი გაბზარული ქოთანი. საერთოდ, გულჩვილი იყო და მუდამ ცდილობდა, ენუგეშებინა მწუხარებაში მყოფი. მან სიყვარულით გადაუსვა ხელი ქოთანს და უთხრა:

- ახლა ჩვენ სახლში დავბრუნდებით. მიაქციე, გეთაყვა, ყურადღება იმ ულამაზეს ყვავილებს, გზის პირას რომ იზრდებიან.

მართლაც, აღმართი რომ აიარეს და გზაზე გავიდნენ, გაბზარულმა ქოთანმა პირველად შეამჩნია საუცხოო ყვავილები და ცოტა ხანს ტკბებოდა მათი მშვენებით, მაგრამ მალე ისევ იმაზე დაიწყო ფიქრი, რა უბადრუკი იყო თვითონ და კვლავ ცრემლები გადმოყარა იმის გამო, რომ სახლამდე წყლის ნახევარი ვერ მიჰქონდა.

მაშინ მეთულუხჩემ ქოთანს აუხსნა:

შენ რომ წუწუნით გულგაწყალებული არ იყო, შეამჩნევდი, რომ ის საუცხოო ყვავილები, ასე რომ ალამაზებენ აქაურობას, გზის იმ ნაპირზე გაიზარდნენ, საითაც შენ ხარ ჩამოკიდებული კეტზე. როგორ გგონია, არ ვიცოდი, გაბზარული რომ ხარ? მაგრამ შენი ნაკლი ჩემთვის სასარგებლოდ გამოვიყენე: დავთესე ყვავილები გზის იმ მხარეს, საითაც შენ ხარ ჩემს მხარზე გადადებული და ყოველდღე, როცა წყაროდან ვბრუნდებოდი, სწორედ შენ რწყავდი ამ ყვავილებს. მთელი ორი წელი მუდამ მაქვს ლამაზი თაიგული, რომ სიცოცხლე გავიხალისო და შენ რომ არა, საიდან ვიქნებოდი ამ სილამაზის მფლობელი?! და ამიტომაა, რომ მჭირდები სწორედ ისეთი, როგორიც ხარ.

წაიკითხეთ იგავ-არაკი და გაეცით პასუხები შეკითხვებს:

  • რა არის იგავის შეგონება?

  • გაიხსენეთ სიტუაცია, როდესაც თქვენ ან თქვენს ახლობელს რაიმე ნიშნის მიხედვით არ მიგიღიათ მონაწილეობა რაიმე ღონისძიებაში?

  • როგორ იმოქმედა „გარიყვამ“ თქვენზე ან თქვენს ახლობლებზე? დაასაბუთეთ.

  • რას იწვევს ადამიანისადმი ამგვარი დამოკიდებულება?

აქტივობა 21

თვითმმართველობაში საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების შეფასება (დავალება 3.3)

წინამდებარე სავარჯიშოს მიზანია, მოსწავლეებმა შეაფასონ, თუ (დავალება 3.3) რამდენად აცნობიერებენ სკოლაში, თვითმმართველობის ფარგლებში, საკუთარ ადგილსა და შესაძლებლობებს.

სავარჯიშო განხორციელდება 2 ეტაპად, შემდეგ 4 თემაზე/საკითხზე. ს თემებია: 1) შინაგანაწესი; 2) ბიუჯეტი; 3) სასკოლო ასწავლო გეგმა; 4) სასკოლო ფინანსები და/ან ქონება.

პირველ ეტაპზე, მოსწავლეებმა უნდა შეაფასონ საკუთარ სკოლაში რსებული მდგომარეობა იმ უფლებების გამოყენების შესახებ, ომელიც კანონმდებლობით აქვთ მინიჭებული სკოლის თვითმმართველობის როცესებში მონაწილოებისათვის:

1) შინწესი - კითხვები: რამდენად იცნობთ საკუთარი სკოლის ინაგანაწესს (აქვს თუ არა სკოლას ის?), როგორ აფასებთ მოქმედ შინაგანაწესს, რამდენად ასახავს ის თქვენს კანონიერ და სამართლიან ინტერესებს, რამდენად იყავით მოსწავლეები ჩართულები შინაგანაწესის სამუშაო ვერსიის და/ან მასში ცვლილებებისა და/ან დამატებების მომზადებაში, განხილვასა თუ მიღებაში და თუ თქვენ არ მიგიღიათ მონაწილეობა ამ პროცესებში (არ მომხდარა თქვენი უფლებების რეალიზება), გაეცით კითხვას პასუხი - რატომ?

2) ბიუჯეტი - კითხვები: რამდენად იცნობთ საკუთარი სკოლის ბიუჯეტს, როგორ აფასებთ მიმდინარე წლის ბიუჯეტს, რამდენად განსხვავდება ის წინა წლების ბიუჯეტისაგან, რამდენად ასახავს ის თქვენს კანონიერ და სამართლიან ინტერესებს, რამდენად იყავით მოსწავლეები ჩართული ბიუჯეტის სამუშაო ვერსიის და/ან მასში ცვლილებების მომზადებაში, განხილვასა თუ მიღებაში და თუ თქვენ არ მიგიღიათ მონაწილეობა ამ პროცესებში (არ მომხდარა თქვენი უფლებების რეალიზება) გაეცით კითხვას პასუხი - რატომ?

3) სკოლო სწვლო გეგმ - კითხვები: რამდენად იცნობთ სასკოლო სასწავლო გეგმას, რამდენად ასახავს ის თქვენს კანონიერ და სამართლიან ინტერესებს, რამდენად იყავით მოსწავლეები ჩართულები სასკოლო სასწავლო გეგმის მომზადების, განხილვისა თუ მიღების პროცესებში და თუ თქვენ მონაწილეობა არ მიგიღიათ ამ პროცესებში (არ მომხდარა თქვენი უფლებების რეალიზება), გაეცით კითხვას პასუხი - რატომ?

4) სკოლო ფინნსები / ქონებ - კითხვები: რამდენად იცნობთ სკოლის ფინანსებისა და ქონების მართვის შესახებ ანგარიშებს, როგორ აფასებთ მათ, რამდენად არის ისინი ინფორმაციული და თქვენთვის გასაგები, რამდენად იყავით მოსწავლეები ჩართულები აღნიშნული ანგარიშების განხილვის პროცესში და თუ არა (არ განგიხორციელებიათ საკუთარი უფლებების რეალიზება), გაეცით კითხვას პასუხი - რატომ?

აქტივობა 22

გაკვეთილის შეჯამება, შეფასება და მომდევნო გაკვეთილის დაგეგმვა

სავარჯიშოს შესრულების მეორე ეტაპზე მცირე ჯგუფებმა უნდა მოახდინონ საკუთარი ჯგუფის შედეგების პრეზენტაცია.

შეახსენეთ მოსწავლეებს, რომ მათ მიერ შემუშავებული დასკვნები/ პრეზენტაციები შეინახონ, რადგან მათზე მუშაობას ერთ-ერთ მომდევნო გაკვეთილზე გააგრძელებენ.

გაკვეთილის ბოლოს თქვენ უნდა უზრუნველყოთ მოსწავლეების მიერ გაკვეთილის შეჯამება და შეფასება, ბოლოს თქვენ უნდა მისცეთ დავალებები ინდივიდუალური მუშაობისათვის.

მომდევნო გაკვეთილისათვის საშინაო დავალება იქნება:

1. თემა №4-ის გაცნობა (თვითმმართველობის პრაქტიკული განხორციელება) - მთლიანი მასალის გაცნობა/ თეორიული ნაწილის დამუშავება;

2. სავარჯიშო 4.1-ისა და 4.2-ის დამუშავება/შესრულება - ინდივიდუალური მუშაობა;

3. სავარჯიშო 1.4-ზე მუშაობის გაგრძელება - დამოუკიდებლად მუშაობა ჯგუფებში.

7 თემა 4. თვითმმართველობის პრაქტიკული განხორციელება

▲ზევით დაბრუნება


მოცემულ გაკვეთილზე თქვენი ამოცანაა მოსწავლეებისათვის თვითმმართველობის პრაქტიკული რეალიზების საკითხების გაცნობა, რაც გულისხმობს მოსწავლის მიერ პასუხისმგებლობის აღებისა და პრობლემის გადაჭრის უნარის გამომუშავებას. მოცემული გაკვეთილის შემოთავაზებული გეგმა შემდეგნაირად გამოიყურება:

მეოთხე გაკვეთილი

გაკვეთილის მიმდინარეობა

დრო

მეთოდოლოგია

წინა გაკვეთილის მოკლე მიმოხილვა

2 წუთი

კითხვა-პასუხი საერთო ჯგუფში

თემა 4. თვითმმართველობის პრაქტიკული განხორციელება-თეორიული მასალის განხილვა:

4.1. მოსწავლეთა თვითმმართველობის პრაქტიკული საქმიანობის დიაპაზონი; 4.2. საქმიანობის დაგეგმვა; 4.3. მოსწავლეთა თვითმმართველობის სტრუქტურა; 4.4. მოსწავლეთა თვითმმართველობის მუშაობის რეგულაცია; 4.5. თვითმმართველობის საქმიანობა/ადვოკატირების კამპანია.

5 წუთი

კითხვა-პასუხი საერთო ჯგუფში

დავალება 4.1-ის შესრულება (ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვა)

35 წუთი

მუშაობა მცირე ჯგუფ(ებ)ში, პრეზენტაციები საერთო ჯგუფში

გაკვეთილის შეჯამება, შეფასება და მომდევნო გაკვეთილის დაგეგმვა

3 წუთი

მუშაობა საერთო ჯგუფში

საშინაო დავალება

თემა 5-ის გაცნობა

მთლიანი მასალის გაცნობა/თეორიული ნაწილის დამუშავება

დავალება 4.2-ზე მუშაობის გაგრძელება

ინდივიდუალური მუშაობა

დავალება 1.4-ზე მუშაობის გაგრძელება

დამოუკიდებლად მუშაობა ჯგუფებში

აქტივობა 23

შესავალი / წინა გაკვეთილის მოკლე მიმოხილვა

მიმდინარე გაკვეთილის უშუალო თემაზე მუშაობის დაწყებამდე სასურველია, მოსწავლეებმა ტრადიციულად გაიხსენონ წინა გაკვეთილის მსვლელობა, შემდეგ გააცნოთ მიმდინარე გაკვეთილის მიზნები და ამოცანები, ასევე გამოკითხოთ საპროექტო ჯგუფებში (სავარჯიშო 1.4) მუშაობის შესახებ.

აქტივობა 24

თეორიული მასალის განხილვა (მესამე თავი

გაკვეთილზე განსახილველი თეორიული საკითხების განხილვა შეგიძლიათ შემდეგი კითხვებით დაიწყოთ:

  • მიგიღიათ თუ არა მონაწილეობა მოსწავლეთა თვითმმართველობის განხორციელების პროცესში და თუ შეგიძლიათ რამდენიმე წარმატებული და წარუმატებელი შემთხვევის გაზიარება?

  • როგორ ფიქრობთ, რამდენად აქტუალურია ასეთ პროცესებში მონაწილეობის მიღება?

  • რა ხელისშემშლელი და ხელშემწყობი ფაქტორები შეგიძლიათ დაასახელოთ მოსწავლეთა თვითმმართველობის განხორციელების პროცესში წარმატებული მონაწილეობისათვის?

გაკვეთილის შედეგად მოსწავლეებმა კარგად უნდა გაითავისონ, რომ სკოლის თვითმმართველობაში მონაწილეობის საკითხთა დიაპაზონი შეუზღუდავია და რომ შეუძლიათ იზრუნონ მათთვის ნებისმიერი აქტუალური საკითხის/პრობლემის მოგვარებაზე, ეძებონ თანამოაზრეები, შექმნან კლუბები, განახორციელონ პროექტები, მოაწყონ აქციები, სემინარები, გამოფენები და სხვადასხვა ღონისძიება. აღნიშნული შესაძლებლობების რეალიზებისათვის მათ კარგად უნდა აითვისონ საქმიანობების დაგეგმვის ტექნოლოგიები, რისთვისაც მათ უნდა შეასრულონ სავარჯიშო 4.1 ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვის თემაზე.

გაკვეთილის წარმატების ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი იქნება, თუ მოსწავლეები საკუთარი საქმიანობების დაგეგმვისა და მათი წარმატებით განხორციელების საშუალებით, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებით, შეიძენენ საკუთარი თავის რწმენას და უფრო აქტიურად ჩაერთვებიან სასკოლო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ხელს შეუწყობენ სკოლის თვითმმართველობის ფუნქციების რეალიზებას.

აღნიშნული საკითხების განხილვის პროცესში სასურველია, მოსწავლეებს, საჭიროების მიხედვით და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, დაუსვათ შემდეგი სავარაუდო კითხვები:

  • დაუსახავთ თუ არა როდისმე რაიმე საქმიანობის განსახორციელებლად მიზნები, ხომ არ ჩამოუყალიბებიათ მისია?

  • ჰქონიათ თუ არა მცდელობა, განეხორციელებინათ რაიმე პროექტი და როგორ დასრულებულა იგი?

  • როგორ ესმით, რა დანიშნულება აქვს დაგეგმილი მიზნების მიღწევისათვის ორგანიზაციული სტრუქტურისა და შინაგანაწესის ფორმირებას?

  • როგორ ესმით, რას ნიშნავს ტერმინები: ადვოკატირება, ლობირება და თუ იცნობენ ამ მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობებს?

აქტივობა 25

ადვოკატირების ამპანიის დაგეგმვა დავალება 4.1)

სკოლის სხვადასხვა თვითმმართველობაში მოსწავლის ადგილისა და შესაძლებლობების შესახებ სახელმძღვანელოს მე-3 თავის დამუშავებისას მოსწავლეებმა შეასრულეს სავარჯიშო 3.3, რომლის ფარგლებშიც, მცირე ჯგუფებში მუშაობის შედეგად, შეაფასეს საკუთარ სკოლაში არსებული მდგომარეობა იმ უფლებების გამოყენების შესახებ, რომელიც ეხება სკოლის ბიუჯეტისა და შინაგანაწესის დამტკიცების, სასკოლო სასწავლო გეგმის შეთანხმების, სკოლის ფინანსებისა და ქონების მართვაზე ანგარიშგების პროცესში მოსწავლეთა (სულ მცირე, საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარის) მონაწილეობას.

წინამდებარე სავარჯიშოს ფარგლებში, მოსწავლეებმა უნდა მოახდინონ ერთგვარი რეაგირება აღნიშნულ ეტაპზე გაკეთებულ დასკვნებზე, ჩამოაყალიბონ მომავლის ხედვა - რის შეცვლა მიაჩნიათ საჭიროდ და როგორ:

1) შინაგანაწესი - რის შეცვლა ან დამატება სურთ სკოლის შინაგანაწესში და როგორ გეგმავენ მათ რეალიზებას?

2) ბიუჯეტი - რის შეცვლა, ასახვა ან დამატება სურთ სკოლის მიმდინარე ან მომდევნო წლის ბიუჯეტში და როგორ გეგმავენ დასახული მიზნების რეალიზებას?

3) სასკოლო სასწავლო გეგმა - რის შეცვლა, ასახვა ან დამატება სურთ სასკოლო სასწავლო გეგმაში და როგორ გეგმავენ დასახული მიზნების რეალიზებას?

4) სასკოლო ფინანსები და/ან ქონება - რა ინფორმაციის ასახვა სურთ დირექტორის მიერ მომზადებულ წლიურ სასკოლო ანგარიშში ფინანსების და/ან ქონების მართვის კუთხით, როგორი უნდათ გახდეს აღნიშნული ანგარიშები და როგორ გეგმავენ დასახული მიზნების რეალიზებას?

დავალების შესასრულებლად მოსწავლეები უნდა გაანაწილოთ მცირე ჯგუფებში. პირველ ეტაპზე მათ უნდა ჩამოაყალიბონ ხედვა, რისი შეცვლაც სურთ, ხოლო მომდევნო ეტაპზე უნდა დაგეგმონ, თუ როგორ აპირებენ შემუშავებული ალტერნატივ(ებ)ის (ხედვის/წინადადებების) ლობირებას, ცხოვრებაში რეალიზებას, ანუ უნდა დაგეგმონ ადვოკატირების კამპანია.

კონკრეტული პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზის განსაზღვრისათვის მოსწავლეებმა უნდა გაიაზრონ რაც შეიძლება მეტი ალტერნატივა, ანუ ბოლომდე უნდა შეავსონ „ალტერნატივათა კალათა“. მოსწავლეებს უნდა ურჩიოთ, რომ ამ სამუშაოს შესრულება ყველაზე ეფექტურია „გონებრივი იერიშის“ მეთოდის გამოყენებით, რომლის დროსაც ჯგუფის ნებისმიერი წევრი გამოთქვამს ნებისმიერ ოსაზრებას, წინადადებას, ალტერნატივას აუდიტორიის მხრიდან ოველგვარი დადებითი თუ უარყოფითი შეფასების, ემოციის, კომენტარისა და რეპლიკის გარეშე, რომლებიც ჯგუფის ერთ-ერთი წევრის მიერ ფიქსირდება თვალსაჩინო ადგილას, ხოლო გარკვეული დროის გასვლის ან იდეების ამოწურვის შემდეგ ჯგუფი ახდენს შემუშავებული ალტერნატივების შეფასებას და ირჩევს საუკეთესოს.

ალტერნატივების შეფასებისათვის მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ ე.წ. „SWOT“ ანალიზის მეთოდი, რაც „ორგანიზაციის“ შიდა და გარე გარემოს ანალიზს მოიაზრებს. შიდა გარემოს ანალიზი გულისხმობს ორგანიზაციის ფარგლებში არსებული ფაქტორების ანალიზს, რომელთა კლასიფიცირება შეიძლება ორ კატეგორიად განხორციელდეს - ორგანიზაციის ძლიერი და სუსტი მხარეები. ორგანიზაციის გარე გარემო მოიცავს სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური, დემოგრაფიული, იურიდიული და საერთაშორისო ფაქტორების ანალიზს, რომელთა კლასიფიცირება ასევე ორ კატეგორიად ხდება - შესაძლებლობებად და საფრთხეებად.

SWOT ანალიზის ფარგლებში არსებული კითხვები

ძლიერი მხარეები

  • რა უპირატესობა აქვს სკოლას?

  • რა მიმართულებით საქმიანობს სკოლა წარმატებულად?

  • რა წყაროებზე მიუწვდება ხელი?

სუსტი მხარეები

  • რა უნდა გამოასწოროს სკოლამ?

  • რა მიმართულებით საქმიანობს სკოლა წარუმატებლად?

  • რა სირთულეები ხვდება სკოლას საქმიანობის პროცესში?

შესაძლებლობები

  • რა მიმართულებით ხედავს სკოლა განვითარებისა და წარმატების პერსპექტივას?

  • რა მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური, დემოგრაფიული და სხვა ცვლილებები არსებობს ან არის მოსალოდნელი, რამაც შეიძლება დადებითი გავლენა იქონიოს სკოლის საქმიანობაზე?

საფრთხეები

  • რა წინააღმდეგობები ხვდება სკოლას?

  • იცვლება თუ არა სკოლის მომსახურებასთან დაკავშირებული მოთხოვნები? შეუძლია თუ არა სკოლის სუსტ მხარეებს მნიშვნელოვანი

  • საფრთხის შექმნა მისი საქმიანობისათვის?

სამუშაო ჯგუფში კონკრეტული პრობლემის მოგვარების ხედვის/ წინადადებების ანუ საუკეთესო ალტერნატივის შემუშავების შემდეგ მოსწავლეებმა უნდა იზრუნონ მათ ლობირებაზე და უნდა დაგეგმონ შესაბამისი ადვოკატირების კამპანია, რომლის ფარგლებშიც უნდა განსაზღვრონ კამპანიის სამიზნე აუდიტორია, ანუ ის პიროვნებები, რომლებზეც ზეგავლენის მოხდენასაც შეეცდებიან (მაგალითად, ამ შემთხვევაში ასეთი პირები შეიძლება იყვნენ სკოლის დირექციის და/ან სამეურვეო საბჭოს წევრები). მოსწავლეებს უნდა ახსოვდეთ, რომ ამ პირებმა მხარი უნდა დაუჭირონ მათ ინიციატივას.

ამავდროულად, სამიზნე აუდიტორიაზე ზეგავლენის მოხდენისათვის მოსწავლეებს დასჭირდებათ ერთგვარი საზოგადოებრივი მხარდაჭერა, საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, რისთვისაც შესაძლოა შექმნან ე.წ. ალიანსები იმ პიროვნებებთან, ინტერესთა ჯგუფებთან, რომელთაც ექნებათ ნება, მხარი დაუჭირონ იმავე პრობლემის მოგვარებას, რომელზეც მოსწავლეები იმუშავებენ.

მოსწავლეებმა კამპანიის შესახებ სათანადო აუდიტორიის ეფექტურად ინფორმირების მიზნით, უნდა შეიმუშაონ შეტყობინება/სლოგანი, რომლის საშუალებითაც მკაფიოდ გამოხატავენ, თუ რისი მიღწევა სურთ, რატომ სურთ ამის მიღწევა, როგორ სთავაზობენ ამის მიღწევას და რა ქმედებისაკენ მოუწოდებენ აუდიტორიას. სლოგანი უნდა იყოს მოკლე და ნათელი, ზუსტი და მძლავრი, დამაჯერებელი, ადვილად დასამახსოვრებელი და მიზანმიმართული. მოსწავლეებმა ასევე, შეიძლება შეიმუშაონ კამპანიის ლოგო.

ჯგუფებმა შეტყობინების შექმნის შემდეგ უნდა განსაზღვრონ, თუ რა გზებით მიაწვდიან მას სამიზნე აუდიტორიას, ეს იქნება პრესკონფერენცია, შეხვედრები, შეკრებები, სკოლის გაზეთი, ვებგვერდი, სკოლის რადიო (ასეთების არსებობის შემთხვევაში) თუ სხვა.

დაგეგმილი კამპანიის რეალიზებისათვის მათ უნდა განსაზღვრონ საჭირო ადამიანური/ინტელექტუალური, მატერიალური, ფინანსური თუ სხვა რესურსები. ყოველივე ამის შემდეგ მათ უნდა განახორციელონ დაგეგმილი კამპანია, ხოლო მის პარალელურად უზრუნველყოფილი უნდა იქნას მონაცემების მობილიზება და შეფასება მისი მიმდინარეობის შესახებ.

გაკვეთილის დასასრულს თქვენ უნდა უზრუნველყოთ მოსწავლეების მიერ გაკვეთილის შეჯამება და შეფასება, ბოლოს თქვენ უნდა მისცეთ მათ დავალებები ინდივიდუალური მუშაობისათვის.

მომდევნო გაკვეთილისათვის საშინაო დავალება იქნება:

1. თემა 5-ის გაცნობა - მთლიანი მასალის გაცნობა/თეორიული ნაწილის დამუშავება;

2. სავარჯიშო 4.2-ზე მუშაობის გაგრძელება - ინდივიდუალური მუშაობა;

3. სავარჯიშო 1.4-ზე მუშაობის გაგრძელება - დამოუკიდებლად მუშაობა ჯგუფებში.

აქტივობა 26

გაკვეთილის შეჯამება, ეფასება და მომდევნო აკვეთილის დაგეგმვა

გაკვეთილის დასასრულს თქვენ უნდა უზრუნველყოთ მოსწავლეების მიერ გაკვეთილის შეჯამება და შეფასება, ბოლოს უნდა მისცეთ დავალებები ინდივიდუალური მუშაობისათვის.

მომდევნო გაკვეთილისათვის საშინაო დავალება იქნება:

1. თემა 5-ის გაცნობა (როგორ ვირჩევთ სკოლის თვითმმართველობის ორგანოებს) - მთლიანი მასალის გაცნობა/თეორიული ნაწილის დამუშავება;

2. სავარჯიშო 4.2-ზე მუშაობის გაგრძელება - ინდივიდუალური მუშაობა;

3. სავარჯიშო 1.4-ზე მუშაობის გაგრძელება - დამოუკიდებლად მუშაობა ჯგუფებში.

თვითმმართველობის რაქტიკული განხორციელება
(გაგრძელება)

მიმდინარე გაკვეთილზე თქვენი ამოცანაა თვითმმართველობის პრაქტიკული რეალიზების საკითხების შესწავლაზე მუშაობის გაგრძელება. შესაბამისად, გაკვეთილის გეგმა შემდეგნაირად გამოიყურება:

მეხუთე გაკვეთილი

გაკვეთილის მიმდინარეობა

დრო

მეთოდოლოგია

წინა გაკვეთილის მოკლე მიმოხილვა

2 წუთი

კითხვა-პასუხი საერთო ჯგუფში

თემა 4. თვითმმართველობის პრაქტიკული განხორციელება - თეორიული მასალის განხილვა (გაგრძელება): 4.6. მოსწავლეთა კლუბები, კომისიები/პროექტების შექმნა; 4.7. მოსწავლეთა თვითმმართველობების საქმიანობის გარემო.

5 წუთი

კითხვა-პასუხი საერთო ჯგუფში

დავალება 4.2-ის შესრულება (მოსწავლეთა კლუბების ფორმირება)

20 წუთი

მუშაობა მცირე ჯგუფებში, პრეზენტაციები საერთო ჯგუფში

დავალება 4.3 - პროექტების პრეზენტაციები

15 წუთი

მუშაობა საერთო ჯგუფში

გაკვეთილის შეჯამება, შეფასება და მომდევნო გაკვეთილის დაგეგმვა

3 წუთი

მუშაობა საერთო ჯგუფში

საშინაო დავალება

თემა 5-ის გაცნობა (როგორ ვირჩევთ სკოლის თვითმმართველობის ორგანოებს)

მუშაობა ინდივიდუალურად

სიტუაციური მაგალითების 5.1-ისა და 5.2-ის

მთლიანი მასალის გაცნობა/თეორიული ნაწილის დამუშავება

დავალება 5.1-ის (საკანონმდებლო ტესტი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით) შესრულება

მუშაობა ინდივიდუალურად

დავალება 5.2. პრაქტიკული სავარჯიშო (სიმულაცია) მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნების თემაზე - დამუშავება

მუშაობა იდივიდუალურად

აქტივობა 27

შესავალი / წინა აკვეთილის მოკლე იმოხილვა

მიმდინარე გაკვეთილის უშუალო თემაზე მუშაობის დაწყებამდე სასურველია, მოსწავლეებს მისცეთ საშუალება, მოკლედ გაიხსენონ წინა გაკვეთილის მსვლელობა. ამის შემდეგ გააცნოთ ამ გაკვეთილის მიზანი და ამოცანები.

აქტივობა 28

თეორიული მასალის ანხილვა (მეოთხე თავი

წინამდებარე თეორიული მასალის განხილვის დაწყებამდე, შეგიძლიათ დასვათ შემდეგი კითხვები:

  • რა იცით მოსწავლეთა კლუბებისა და მათი საქმიანობების შესახებ?

  • შეგიძლიათ თუ არა დაასახელოთ მოსწავლეთა რომელიმე წარმატებული კლუბი/გაერთიანება?

  • საპროექტო ჯგუფებში მუშაობის დროს რა გაიგეთ ახალი და მნიშვნელოვანი ზოგადად პროექტის შესახებ?

  • რამდენად მნიშვნელოვანია პროექტების შექმნა და თუ თვლით, რომ მნიშვნელოვანია, გაეცით კითხვას პასუხი - რატომ?

  • პროექტებზე მუშაობის დროს ხომ არ გაჩნდა რაიმე კლუბის შექმნის სურვილი?

  • როგორ ფიქრობთ, რა ფაქტორებმა შეიძლება განაპირობონ მოსწავლეთა კლუბის წარმატება ან წარუმატებლობა?

აქტივობა 29

მოსწავლეთა კლუბების ორმირება დავალება 4.2)

მოცემული სავარჯიშოს ფარგლებში მოსწავლეებმა უნდა იმუშაონ მოსწავლეთა კლუბების ფორმირების საკითხებზე, კერძოდ, შეუძლიათ კლუბის შექმნა რომელიმე კონკრეტული საპროექტო ჯგუფის ფარგლებში. ასევე შეუძლიათ სხვადასხვა საპროექტო ჯგუფების გაერთიანება, ან სულაც მათი შექმნა ინდივიდუალური ინტერესების გაერთიანებით.

სავარჯიშოს პირველ ეტაპზე მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ინტერესების გამოკვეთა და განსაზღვრა იმისა, თუ რომელი კლუბის შექმნას უხელმძღვანელებენ ან მიიღებენ მონაწილეობას სხვათა ინიციატივაში.

მცირე ჯგუფებში განაწილების შემდეგ მოსწავლეებმა უნდა დაიწყონ კლუბის/ორგანიზაციის მომავლის ხედვის/კონცეფციისა და მისიის ფორმირება. კონკრეტულ ჯგუფში რაიმე კონკრეტული საკითხის/პრობლემის ირგვლივ მათი გაერთიანების მოტივი არის, შეცვალონ ის სურათი/მდგომარეობა, რომელიც არ აკმაყოფილებთ და მიაჩნიათ, რომ ერთობლივად, ძალების/რესურსების გაერთიანებით ამას უფრო ეფექტურად შეასრულებენ. ამდენად, მოსწავლეების წინაშე დგას გამოწვევა, ჯგუფიდან ჩამოაყალიბონ გუნდი, რომლის ფარგლებშიც წევრებს შორის ფუნქციები გადანაწილებულია, გავლილია დამკვიდრების პროცესი და ლიდერი გამოკვეთილია, არსებობს სამუშაოს შესრულებისათვის მზაობა და ეფექტურად ხდება შედეგების შეფასება. ხედვისა და მისიის ფორმირებით, მათ ერთგვარად უნდა გაამართლონ ორგანიზაციის შექმნა/არსებობა, რისთვის არსებობს ის და რა არის მისი უშუალო საქმე.

მისიის განცხადება პასუხობს შემდეგ კითხვას: რისთვის არსებობს ორგანიზაცია/კლუბი? რა შეიძლება გააკეთოს მან იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს იმ იდეალური სამყაროს შექმნას, რომელიც მომავლის ხედვაშია აღწერილი; როგორ შეიძლება ეს გაკეთდეს - მისიაში მოცემულია ორგანიზაციის შეხედულება ამ საკითხებზე. ის ასახავს ორგანიზაციის ძირითად, გრძელვადიან მიზნებს, ღირებულებებსა და იმ ძირითად მიდგომებს, რომელთა გამოყენებითაც გეგმავს სამიზნე პრობლემ(ებ)ის გადაჭრას.

ხედვისა და მისიის ფორმირების შემდეგ, მოსწავლეები უნდა ჩამოყალიბდნენ, თუ რა პროექტების განხორციელებას გეგმავენ და რა გზებით აპირებენ ამას. ამის შემდეგ, მათ შეუძლიათ ჩამოყალიბდნენ კლუბის შინაგანაწესის სტრუქტურაზე და მის ძირითად პოსტულატებზე.

სავარჯიშოს დასრულების ბოლოს მოსწავლეებმა/ჯგუფებმა უნდა უზრუნველყონ საკუთარი კლუბის პრეზენტაცია კლასის წინაშე.

მოსწავლეთა თვითმმართველობების საქმიანობის გარემო

მოსწავლეთა თვითმმართველობის პრაქტიკული რეალიზებისათვის საჭიროა მოსწავლეებს განუმარტოთ, რომ სკოლის/ორგანიზაციის შიდა ფაქტორების გარდა მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად იყოს გამოყენებული ის შესაძლებლობები, რომელიც გარე გარემოში არსებობს. ამ მიზნით შეგიძლიათ გააცნოთ ორი ინტერნეტპორტალი: 1) ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის განვითარების ვებპორტალი - http://www.Initiatives.ge და 2) სამოქალაქო განათლების ვებპორტალი - http://www.civics.ge, რომელთა საშუალებით ისინი მიიღებენ უამრავ საინტერესო და აქტუალურ ინფორმაციას თვითმმართველობის პრაქტიკაში განხორციელებისათვის.

აქტივობა 30

პროექტების პრეზენტაციები (დავალება 4.3)

აქტივობა 31

გაკვეთილის შეჯამება, შეფასება და მომდევნო გაკვეთილის დაგეგმვა

მონაწილეობისთემაზე მუშაობის დროს მოსწავლეებმა შექმნეს საპროექტო ჯგუფები და დაიწყეს ზრუნვა კონკრეტული პროექტების შესაქმნელად. მოცემული სავარჯიშოს ფარგლებში ყოველმა ჯგუფმა უნდა განახორციელოს საკუთარი პროექტის პრეზენტაცია. სასურველია, მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარონ პროექტის შექმნის პროცესში დაგროვილი გამოცდილება, არსებობდა თუ არა სირთულეები და როგორ დაძლიეს ისინი, რა გამოცდილება დააგროვეს და რას ურჩევდნენ სხვებს.

გაკვეთილის დასასრულს თქვენ უნდა უზრუნველყოთ მოსწავლეების მიერ გაკვეთილის შეჯამება და შეფასება, ბოლოს უნდა მისცეთ დავალებები ინდივიდუალური მუშაობისათვის.

მომდევნო გაკვეთილისათვის საშინაო დავალება იქნება:

1. თემა 5-ის გაცნობა (როგორ ვირჩევთ სკოლის თვითმმართველობის ორგანოებს) - მთლიანი მასალის გაცნობა/თეორიული ნაწილის

დამუშავება;

2. სიტუაციური მაგალითების 5.1-ისა და 5.2-ის დამუშავება/შესრულება - მუშაობა ინდივიდუალურად;

3. სავარჯიშო 5.1-ის (საკანონმდებლო ტესტი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით) შესრულება - მუშაობა ინდივიდუალურად;

4. სავარჯიშო 5.2. პრაქტიკული სავარჯიშო (სიმულაცია) მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნების თემაზე - დამუშავება/მუშაობა იდივიდუალურად.

8 თემა 5. როგორ ვირჩევთ სკოლის თვითმმართველობის ორგანოებს

▲ზევით დაბრუნება


მეექვსე გაკვეთილი

წინამდებარე გაკვეთილზე თქვენი ამოცანაა, მოსწავლეებმა შეისწავლონ თვითმმართველობის და, მათ შორის, მოსწავლეთა თვითმმართველობის რჩევნებთან დაკავშირებული საკითხები. სახელმძღვანელოს ამ ნაწილში ჩვენი მიზანია, არა მარტო სკოლის თვითმმართველობის სტრუქტურების არჩევნების მარეგულირებელი ნორმების შესწავლა, არამედ მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნებისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დახმარებაც.

გაკვეთილის შემოთავაზებული გეგმა შემდეგნაირად გამოიყურება:

გაკვეთილის მიმდინარეობა

დრო

მეთოდოლოგია

წინა გაკვეთილის მოკლე მიმოხილვა

2 წუთი

კითხვა-პასუხი საერთო ჯგუფში

თემა 5. როგორ ვირჩევთ სკოლის თვითმმართველობის ორგანოებს - თეორიული მასალის განხილვა:

5.1. სამეურვეო საბჭოს წევრთა არჩევა; 5.2. დისციპლინური კომიტეტის წევრთა არჩევა; 5.3. პედაგოგიური საბჭოს არჩევა; 5.4. მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევა; 5.5. ინსტრუქცია მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნების ორგანიზებისათვის სკოლაში.

5 წუთი

კითხვა-პასუხი საერთო ჯგუფში

სიტუაციური მაგალითების 5.1-ისა და 5.2-ის შედეგების განხილვა

3 წუთი

პრეზენტაციები საერთო ჯგუფში

დავალება 5.1-ის (საკანონმდებლო ტესტი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით) შედეგების განხილვა

2 წუთი

განხილვა საერთო ჯგუფში

დავალება 5.2. პრაქტიკული სავარჯიშო (სიმულაცია) მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნების თემაზე

25 წუთი

მუშაობა ჯგუფებში, სიმულაცია

გაკვეთილის და, მთლიანად, სასწავლო კურსის შეჯამება და შეფასება

8 წუთი

მუშაობა საერთო ჯგუფში

გაკვეთილის სრულფასოვნად წარმართვის მიზნით, უმჯობესია თუ კიდევ ერთხელ გადახედავთ ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მუხლებს: 39, 40, 45, 47; საჯარო სკოლის წესდების მუხლებს: 4, 8, 10, 13, 14 და დებულებას საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრის არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ (განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №30 ბრძანება).

აქტივობა 32

შესავალი / წინა გაკვეთილის მოკლე მიმოხილვა

აქტივობა 33

თეორიული მასალის განხილვა (მეხუთე თავი)

მიმდინარე გაკვეთილის უშუალო თემაზე მუშაობის დაწყებამდე სასურველია, მოსწავლეებს მისცეთ საშუალება, მოკლედ გაიხსენონ წინა გაკვეთილის მსვლელობა. ამის შემდეგ გააცნოთ ამ გაკვეთილის მიზანი და ამოცანები.

გაკვეთილზე განსახილველი თეორიული საკითხების განხილვა შეგიძლიათ შემდეგი კითხვებით დაიწყოთ:

  • სკოლის სტრუქტურის რომელი სუბიექტებია არჩევითი?

  • როგორ უნდა ავირჩიოთ თვითმმართველობის რგოლები?

  • რომელი სამართლებრივი ნორმები არეგულირებენ თვითმმართველობის არჩევნებს?

  • მიგიღიათ თუ არა მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში? დააკონკრეტეთ, რომელი სუბიექტის არჩევნებში მონაწილეობდით?

  • ხომ არ გაიხსენებდით რაიმე მნიშვნელოვან მოვლენას, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება?

მოცემული მომენტისათვის, მოსწავლეებთან ერთად თქვენ უკვე გაეცანით სხვადასხვა საკითხს: საქართველოს ზოგადი განათლების სფეროში განხორციელებული და მიმდინარე დემოკრატიზაციისა და დეცენტრალიზაციის პროცესის წინაპირობებს, ამ პროცესის მიმდინარეობის გარკვეულ ასპექტებს, ისაუბრეთ თვითმმართველობების სტრუქტურებზე და მათ ფუნქციებზე. მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა დაიმახსოვრონ, რომ სკოლაში დემოკრატიული მართვის სისტემის დამკვიდრებისათვის თვითმმართველობის ორგანოების არსებობისა და სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფისათვის (მშობლები, პედაგოგები, მოსწავლეები და სხვა) ძალაუფლების განაწილების გარდა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ისეთი პროცედურების არსებობას, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსწავლეების, მშობლების, მასწავლებლების აქტიურ ჩართვას თვითმმართველობის განხორციელების პროცესში, არჩევანის თავისუფლებას, ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნას, პირადი პასუხისმგებლობის ხარისხის ზრდას, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მოქნილი სისტემის დამკვიდრებას. ამისათვის მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა იცოდნენ, თუ როგორ უნდა აირჩიონ ან/და როგორ შეიძლება იყვნენ არჩეულნი მოსწავლეთა თვითმმართველობაში.

აქტივობა 34

სიტუაციური მაგალითების განხილვა

არჩევნების სიმულაციამდე, თქვენი ამოცანაა, მოსწავლეებმა სრულყოფილად შეისწავლონ არჩევნებთან დაკავშირებული სამართლებრივი ნორმები. ამ მიზნით განსახორციელებელი პირველი აქტივობა მოიცავს სიტუაციური მაგალითების 5.1-ისა და, 5.2-ის განხილვას, რომელთა დამუშავება/მომზადება მოსწავლეებს საშინაო დავალების სახით ჰქონდათ მიცემული. მათი შესრულებისათვის მოსწავლეები უნდა განაწილდნენ მცირე ჯგუფებში, სადაც მუშაობის დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს შედეგების განხილვა საერთო ჯგუფში.

სიტუაციური მაგალითი 5.1

სამეურვეო საბჭო

ქ. თელავის ხ საჯარო სკოლაში, რომელშიც 1500 მოსწავლე სწავლობს, დაიწყო სამეურვეო საბჭოს წევრთა არჩევნებისათვის მზადება. 18 მაისს გამოიკრა განცხადება, დირექტორმა დირექციის წარმომადგენლებისაგან დააკომპლექტა კომისია და წევრობის მსურველ კანდიდატებს მიეცათ რეგისტრაციის შესაძლებლობა. წესდების თანახმად, განისაზღვრა არჩევნების თარიღი - 20 ივნისი და განცხადების წარდგენის ვადა - არჩევნებამდე არა უგვიანეს 10 დღისა.

კლასებში მშობელთა კრებებზე, რომლებსაც დირექტორი ესწრებოდა, ღია კენჭისყრით აირჩიეს კანდიდატები. ასევე, მოსწავლეთა თვითმმართველობამ ჩაატარა არჩევნები თავიანთი კანდიდატის გამოსავლენად. სკოლის კოლექტივმა საერთო კრებაზე სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებად აირჩა პედაგოგები.

არჩეულმა კანდიდატებმა დათქმულ ვადებში შეიტანეს განცხადებები, რომლებსაც თან ერთვოდა მათზე ინფორმაცია: სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, რომელი საფეხურის კანდიდატი იყო, ავტობიოგრაფია (CV), 2 ფოტოსურათი და პირადობის მოწმობის ასლი. ზოგიერთმა წარადგინა საარჩევნო პროგრამა, რომელიც გამოიკრა სკოლაში.

საარჩევნო კომისიაში თითოეულმა კანდიდატმა წარადგინა თავისი ინტერესების დამცველი დამკვირვებლის მონაცემები.

წევრობის კანდიდატებმა და მათმა მხარდამჭერებმა დაიწყეს აგიტაცია, მაგრამ სკოლის დირექტორი ზოგიერთ კანდიდატს ზღუდავდა სხვადასხვა მოტივით, სრულად გამოეყენებინათ სკოლის ფართი. თავის მხრივ კი სასურველ კანდიდატებს ხელს უწყობდა ამომრჩევლებთან შეხვედრებსა და დისკუსიების წარმართვაში, რაც ხშირად აფერხებდა სასწავლო პროცესს და იწვევდა ქაოსს. არჩევნები ჩატარდა დანიშნულ დღეს პირდაპირი, ფარული, თანასწორი კენჭისყრით. ზოგიერთი კანდიდატის დამკვირვებელს საარჩევნო კომისიამ არ მისცა უფლება, მოეთხოვა ამომრჩევლისთვის, ეჩვენებინა საარჩევნო ბიულეტენი, რათა დარწმუნებულიყო, რომ მას მხოლოდ ერთი ბიულეტენი ეჭირა ყუთში ჩასაგდებად.

არჩევნების დამთავრების შემდეგ კომისიამ ხმების დათვლისა და შეჯამების დროს, სხვადასხვა მოტივით, შერჩევით მისცა დამკვირვებლებს დასწრების უფლება. ოქმში დაფიქსირდა, რომ: I საფეხურზე აირჩიეს 1 მასწავლებელი და 1 მშობელი; II საფეხურზე - 2 მასწავლებელი და 2 მშობელი, ხოლო III (საშუალო) საფეხურზე - 3 მასწავლებელი, 2 მშობელი, სამეურვეო საბჭოში მოსწავლეთა მხრიდან შევიდა საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარედ არჩეული მოსწავლე, ასევე სამეურვეო საბჭოში შევიდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის თითო-თითო წარმომადგენელი.

ახლად არჩეული სამეურვეო საბჭო მალევე შეიკრიბა და წევრების 1/3-ის ხმებით სამი წლის ვადით აირჩია დისციპლინური კომიტეტის წევრები: 1 მშობელი, 1 პედაგოგი და 1 საშუალო საფეხურის მოსწავლე.

გარკვეული პერიოდის შემდეგ განათლების სამინისტროში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შევიდა მშობლებისა და პედაგოგების საჩივარი თელავის ხ სკოლაში სამეურვეო საბჭოს წევრთა არჩევნებზე დარღვევების შესახებ, სადაც ასევე დაფიქსირებული იყო დირექტორის მხრიდან მისთვის სასურველი კანდიდატების არჩევისათვის ხელშეწყობის ფაქტები.

გამოიყო კომისია საჩივარში დაფიქსირებული საკითხების შესასწავლად, რომლის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე გაუქმდა აღნიშნულ სკოლაში ჩატარებული არჩევნების შედეგები და დაინიშნა ხელახალი არჩევნები.

კითხვები

1. წარმოიდგინეთ, რომ ხართ კომისიის წევრი, აღმოჩენილ დარღვევებს გაუსვით ერთი ხაზი, ხოლო კანონიერ ქმედებებს - ორი.

2. რა სანქციებს გამოიყენებთ, გარდა არჩევნების შედეგების გაუქმებისა, დარღვევების აღმოჩენისას.

დავალება: მოსწავლეებმა უნდა უპასუხონ კითხვებს და მოიყვანონ საკუთარი პოზიციის გამამყარებელი არგუმენტები.

კომენტარები მასწავლებლისათვის:

I. წინამდებარე სიტუაციური მაგალითის ფარგლებში შეგვიძლია გამოვყოთ შემდეგი დარღვევები: დირექტორმა დირექციის წარმომადგენლებისაგან დააკომპლექტა კომისია; დირექტორი ესწრებოდა 80 თემა 5. როგორ ვირჩევთ სკოლის თვითმმართველობის ორგანოებს კლასებში მშობელთა კანდიდატების არჩევის მიზნით ორგანიზებულ კრებებს; კანდიდატები აირჩიეს ღია კენჭისყრით; წინასაარჩევნო აგიტაციას ხელი შეუშალა; დირექტორისთვის სასურველ კანდიდატს ხელს უწყობდნენ, რაც იწვევდა სასწავლო პროცესის ჩაშლას; საარჩევნო კომისიამ უფლება არ მისცა არასასურველი კანდიდატის დამკვირვებელს, მოეთხოვა, ამომრჩევლისთვის ეჩვენებინა საარჩევნო ბიულეტენი; საარჩევნო კომისიამ ხმების დათვლისა და შეჯამების დროს შერჩევით მისცა დამკვირვებლებს დასწრების უფლება; საშუალო საფეხურზე აირჩიეს სამი მასწავლებელი (კანონით უნდა ყოფილიყო ორი); დისციპლინური კომიტეტი არჩეულ იქნა სამი წლის ვადით (უნდა ყოფილიყო ერთი წლის ვადით).

კანონიერი გახლდათ შემდეგი ქმედებები: არჩევნებისა და განცხადების წარდგენის ვადა; განაცხადის დადგენილ ვადებში შეტანა და თანდართული ინფორმაციის სრულყოფილება; თითოეული კანდიდატის მიერ თავისი ინტერესების დამცველი დამკვირვებლის წარდგენა; არჩევნების ჩატარება დანიშნულ დღეს პირდაპირი, ფარული, თანასწორი კენჭისყრით; დაწყებით და საბაზო საფეხურზე წევრების არჩევა - ორი მასწავლებელი - ორი მშობელი, მოსწავლეთა წარმომადგენლის არჩევა; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლების ჩარევა სამეურვეო საბჭოში; დისციპლინური კომიტეტის წევრები: ერთი მშობელი, ერთი პედაგოგი და ერთი საშუალო საფეხურის მოსწავლე.

II. არჩევნების შედეგების გაუქმების გარდა ლოგიკურად დადგებოდა დირექტორის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი.

სიტუაციური მაგალითი 5.2

მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევა

ქ. სიღნაღის ერთ-ერთ სკოლაში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყო. სწავლის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ VIII-IX კლასის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, ჩაეტარებინათ სასკოლო ტურნირი მინი-ფეხბურთსა და კალათბურთში, მაგრამ გაირკვა, რომ სკოლაში არ იყო არჩეული ახალი თვითმმართველობა და წინა წელს არჩეულმა წევრებმა უარი თქვეს საორგანიზაციო სამუშაოების ჩატარებაზე.

იმის გამო, რომ ტურნირში მონაწილეობა თვითონაც უნდოდათ, აღნიშნული კლასების მოსწავლეებმა ჩამოაყალიბეს საინიციატივო ჯგუფი, კლასებში ჩაატარეს კრებები არჩევნებისათვის კანდიდატების გამოსავლენად. არჩეულმა კანდიდატებმა რეგისტრაცია გაიარეს არჩევნების წინა დღეს, ზოგმა კლასის დამრიგებელთან, ზოგმა კი - სკოლის დირექტორთან.

მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ წინასაარჩევნო კამპანიაში, აწყობდნენ დისკუსიებს, კედელზე აკრავდნენ კანდიდატის პროგრამას, ორგანიზებას უკეთებდნენ ამომრჩეველ მოსწავლეებთან შეხვედრებს. მე-7- მე-12 კლასებიდან დასახელებული კანდიდატების არჩევნები ჩატარდა ნოემბრის ბოლოს და ახლად არჩეულმა თვითმმართველობამ ორი კვირის შემდეგ აირჩია თავმჯდომარე, წევრების 1/3-ის ხმების კენჭისყრით. საბაზო და საშუალო საფეხურის თავმჯდომარეები მოემზადნენ სამეურვეო საბჭოს მუშაობაში ჩართვისა და მოსწავლეთა ინტერესების დაცვისათვის.

მოსწავლეთა თვითმმართველობამ ტურნირი დეკემბერში ჩაატარა, მაგრამ მასში, მიუხედავად ადრინდელი მონდომებისა, ყველა კლასს არ მიუღია მონაწილეობა, რადგან ისინი დაკავებულები იყვნენ საახალწლო კარნავალის მოწყობით.

კითხვები

1. თქვენი აზრით, კანონიერადაა თუ არა არჩეული სკოლის თვითმმართველობა? ცალ-ცალკე ამოიწერეთ დარღვევები და სწორი ქმედებები.

2. რა სამართლებრივ უზუსტობებს/გადაცდომებს ჰქონდა ადგილი მოცემულ სიტუაციაში?

3. რა სამართლებრივი გზა არსებობდა ტურნირის ოპერატიულად ჩატარებისათვის?

დავალება: მოსწავლეებმა უნდა უპასუხონ კითხვებს და მოიყვანონ საკუთარი პოზიციის გამამყარებელი არგუმენტები.

კომენტარები მასწავლებლისათვის:

1. სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა დარღვევით იქნა არჩეული.

დარღვევა:

კანდიდატებმა რეგისტრაცია გაიარეს არჩევნების წინა დღეს; რეგისტრაცია გაიარეს დირექტორთან მაშინ, როდესაც არსებობს დამრიგებელი; დროულად არ იქნა (სწავლის დაწყებიდან ერთი თვის ვადაში) არჩეული მოსწავლეთა თვითმმართველობა; მოსწავლეთა ახლად არჩეული თვითმმართველობის მიერ თავმჯდომარე ორი კვირის შემდეგ აირჩიეს, ნაცვლად შვიდი დღის ვადისა; თვითმმართველობის წევრების 1/3 ხმების კენჭისყრით აირჩიეს (უნდა აერჩია სიითი შემადგენლობის უმრავლესობას); სამეურვეო საბჭოს მუშაობაში საბაზო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე ჩაერთო.

კანონიერი ქმედება:

რეგისტრაციის გავლა კლასის დამრიგებელთან; საბაზო და საშუალო საფეხურზე არჩევნებისათვის საინიციატივო ჯგუფის შექმნა; კანდიდატების შესარჩევად კრებების ჩატარება; აგიტაციის გაწევა; საბაზო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარის ჩართვა სამეურვეო საბჭოს მუშაობაში.

2. მოსწავლეებს აღნიშნული ღონისძიებების ორგანიზებისათვის არ მოეთხოვებათ მოსწავლეთა თვითმმართველობის ნებართვა ან ჩართვა, მათ შეეძლოთ მიემართათ თხოვნით დირექციისათვის.

აქტივობა 35

საკანონმდებლო ტესტი (დავალება 5.1)

წინამდებარე აქტივობის ფარგლებში გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეებმა უნდა განიხილონ საკანონმდებლო ტესტის სახით მომზადებული სავარჯიშო 5.1-ის შედეგები. რამდენადაც მათი დამუშავება მათ საშინაო დავალების სახით ევალებოდათ, პროცესი წარიმართება საერთო ჯგუფში.

წინამდებარე სავარჯიშო ემსახურება საჯარო სკოლაში თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების შესახებ ცოდნის გამყარებას.

სავარჯიშო მომზადებულია ტესტური ფორმით, სადაც მოცემულია 2 ტიპის ტესტური დავალებები: 1) შესაძლო ერთი სწორი პასუხით (ქვემოთ მოცემულ სავარჯიშოებში შემოთავაზებული ვარიანტებიდან მხოლოდ ერთია სწორი ვერსია, გულდასმით წაიკითხეთ სავარჯიშო და გამოიცანით სწორი პასუხი); 2) ერთზე მეტი სწორი პასუხით (ქვემოთ მოცემულ პასუხებში ერთზე მეტი სწორი პასუხია, გამოიცანით ისინი).

1. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ შეიძლება არჩეული იყოს:

ა) მშობელი;

ბ) მასწავლებელი;

გ) მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელი;

დ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი;

ე) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი.

  • საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ, მუხლი 37, პუნქტი 5.

2. მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმართველობაში ირჩევენ:

ა) აკადემიური და დისციპლინური მაჩვენებლების საფუძველზე;

ბ) ღია კენჭისყრით;

გ) კლასების მიხედვით, პროპორციული წარმომადგენლობის პრინციპის

დაცვით.

  • საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ, მუხლი 47, პუნქტი 3.

3. საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები, რომლის ჩატარების თარიღს ნიშნავს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ტარდება:

ა) სასწავლო წლის დაწყებიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში;

ბ) სასწავლო წლის დაწყებამდე არა უგვიანეს 1 თვის ვადაში;

გ) სასწავლო წლის დაწყებიდან არა უგვიანეს 1 კვირის ვადაში.

  • საჯარო სკოლის წესდება მუხლი 10, პუნქტი 3 ().

4. საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეთა თვითმმართველობებში მომდევნო სასწავლო წელს სამეურვეო საბჭოს მიერ მოსწავლეთა შესაბამისი თვითმმართველობის ახალი არჩევნების ჩატარებამდე:

ა) თითოეული პარალელური კლასის მოსწავლეები ირჩევენ თითო

წარმომადგენელს;

ბ) თითოეული კლასის მოსწავლეები ირჩევენ თითო წარმომადგენელს;

გ) თითოეული კლასის მოსწავლეები ირჩევენ სამ-სამ წარმომადგენელს.

  • საჯარო სკოლის წესდება მუხლი 10, პუნქტი 3 ().

5. საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობების არჩევნებში:

ა) საბაზო და საშუალო საფეხურის ყველა მოსწავლე ვალდებულია, მიიღოს მონაწილეობა;

ბ) მონაწილეობის მიღების ვალდებულება აქვს შესაბამისი საფეხურების მხოლოდ მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეს;

გ) მონაწილეობის მიღების უფლება აქვს შესაბამისი საფეხურების ყველა მოსწავლეს.

  • საჯარო სკოლის წესდება მუხლი 10, პუნქტი 3 ().

6. საბაზო და საშუალო საფეხურების თითოეული კლასის მოსწავლე ხმას აძლევს:

ა) ერთ კანდიდატს;

ბ) ორ კანდიდატს;

გ) სამ კანდიდატს.

  • საჯარო სკოლის წესდება მუხლი 10, პუნქტი 3 ().

7. სკოლებში, სადაც საბაზო ან საშუალო საფეხურზე, თითოეულზე, კლასების რაოდენობა არ აღემატება სამს, თითოეული კლასის მოსწავლე შესაბამისი საფეხურის თვითმმართველობაში ასარჩევად ხმას აძლევს:

ა) 1 კანდიდატს;

ბ) 3 კანდიდატს;

გ) 5 კანდიდატს.

  • საჯარო სკოლის წესდება მუხლი 10, პუნქტი 3 ().

8. არჩევნებში გამარჯვებულად მიიჩნევა:

ა) კლასში ხმების უმეტესი რაოდენობის მქონე 1 კანდიდატი;

ბ) კლასში ხმების უმეტესი რაოდენობის მქონე 3 კანდიდატი;

გ) საბაზო ან საშუალო საფეხურზე ხმების უმეტესი რაოდენობის მქონე 1 კანდიდატი;

დ) საბაზო ან საშუალო საფეხურზე ხმების უმეტესი რაოდენობის მქონე 3 კანდიდატი.

  • საჯარო სკოლის წესდება მუხლი 10, პუნქტი 3 ().

9. სკოლებში, სადაც საბაზო ან საშუალო საფეხურზე, თითოეულზე, კლასების რაოდენობა არ აღემატება სამს, არჩევნებში გამარჯვებულად მიიჩნევა:

ა) კლასში ხმების უმეტესი რაოდენობის მქონე 1 კანდიდატი;

ბ) კლასში ხმების უმეტესი რაოდენობის მქონე 3 კანდიდატი;

გ) საბაზო ან საშუალო საფეხურზე ხმების უმეტესი რაოდენობის მქონე 1 კანდიდატი;

დ) საბაზო ან საშუალო საფეხურზე ხმების უმეტესი რაოდენობის მქონე 3 კანდიდატი.

  • საჯარო სკოლის წესდება მუხლი 10, პუნქტი 3 ().

10. მოსწავლეები, რომელთაც სურთ, არჩეულნი იყვნენ საბაზო ან საშუალო საფეხურის თვითმმართველობაში, რეგისტრაციას გადიან:

ა) შესაბამისი კლასის დამრიგებელთან, არჩევნების ჩატარებამდე არა უგვიანეს 1 დღით ადრე;

ბ) შესაბამისი კლასის დამრიგებელთან არჩევნების ჩატარებამდე არა უგვიანეს 3 დღით ადრე, დამრიგებლის არარსებობის შემთხვევაში კი - სკოლის დირექტორთან;

გ) შესაბამისი კლასის დამრიგებელთან არჩევნების ჩატარებამდე არა უგვიანეს 5 დღით ადრე, დამრიგებლის არარსებობის შემთხვევაში კი - სკოლის დირექტორთან.

  • საჯარო სკოლის წესდება მუხლი 10, პუნქტი 3 ().

11. კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის უფლება აქვთ:

ა) ასარჩევ კანდიდატებს;

ბ) ასარჩევი კანდიდატების მხარდამჭერ პირებს;

გ) საარჩევნო კომისიის წევრებს;

დ) სკოლის დირექციას;

ე) დამკვირვებლებს და დამხმარე პერსონალს.

  • საჯარო სკოლის წესდება მუხლი 10, პუნქტი 3 ().

12. წინასაარჩევნო კამპანია და აგიტაცია შესაძლებელია განხორციელდეს:

ა) სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებით (კრებები და შეხვედრები ამომრჩევლებთან, საჯარო დებატები და დისკუსიები);

ბ) ბეჭდური სააგიტაციო მასალების გამოცემა-გავრცელებით;

გ) წინასაარჩევნო მოწოდებების, განცხადებების, ფურცლებისა და ფოტომასალის დამზადებისა და გავრცელების გზით;

დ) კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი სხვა საშუალებით.

  • საჯარო სკოლის წესდება მუხლი 10, პუნქტი 3 ().

13. წინასაარჩევნო კამპანიამ და აგიტაციამ:

ა) შესაძლოა ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს, თუ ის წინასწარ არის შეთანხმებული სკოლის დირექტორთან;

ბ) დაუშვებელია გაკვეთილებზე საარჩევნო კამპანიისა და აგიტაციის ჩატარება;

გ) დაუშვებელია ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელიც ხელყოფს წესრიგს სკოლაში ან ზიანს აყენებს მის ქონებას.

  • საჯარო სკოლის წესდება მუხლი 10, პუნქტი 3 ().

14. თვითმმართველობის წევრები, არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან, შესაბამისი საფეხურის თვითმმართველობის თავმჯდომარეს, რომელიც ხელმძღვანელობს საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობას:

ა) ირჩევენ 5 დღის ვადაში, საკუთარი შემადგენლობიდან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით;

ბ) ირჩევენ 7 დღის ვადაში, საკუთარი შემადგენლობიდან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით;

გ) ირჩევენ 9 დღის ვადაში, საკუთარი შემადგენლობიდან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

  • საჯარო სკოლის წესდება მუხლი 10, პუნქტი 4.

წინამდებარე სავარჯიშოს მიზანია, მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნების მოდელირების გზით მოსწავლეებში პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

მოსწავლეებმა სავარჯიშო 3 ეტაპად უნდა განახორციელონ:

1) მოსამზადებელი სამუშაოები, 2) არჩევნების წარმართვა, 3) სიმულაციის შეჯამება და შეფასება.

თუ ივარაუდებთ, რომ საჯარო სკოლების დიდ უმრავლესობაში კლასში, საშუალოდ, 25 მოსწავლე ირიცხება, სავარჯიშოს სპეციფიკიდან გამომდინარე, საორიენტაციოდ კლასის ნახევარი უშუალოდ ჩართული იქნება არჩევნების მომზადების პროცესში (საარჩევნო კომისია, კანდიდატი, მხარდამჭერი, დამკვირვებელი) და „აქტიურ“ როლს შეასრულებს, ხოლო მეორე ნახევარი იქნება ამომრჩევლის პოზიციაში და “პასიურ” როლს შეასრულებს. აქტიურ როლში მყოფ მოსწავლეთა რაოდენობა, ანუ ამა თუ იმ როლის შესასრულებლად მონაწილეთა რაოდენობა შეიძლება შეიცვალოს კონკრეტულ კლასში მოსწავლეთა რაოდენობიდან გამომდინარე.

აქტივობა 36

პრაქტიკული სავარჯიშო/სიმულაცია (სავაჯიშო 5.2)

მოსამზადებელი სამუშაოები:

მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელების ეტაპზე მოსწავლეები უნდა დაყოთ შემდეგ სამუშაო ჯგუფებად:

1) საარჩევნო კომისა;

2) კანდიდატები და მხარდამჭერები;

3) დამკვირვებლები.

საარჩევნო კომისიის შექმნისათვის სიმულაციის ფარგლებშიგთავაზობთ, მიმართოთ „მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნების სახელმძღვანელო ინსტრუქციის“ ფარგლებში შემოთავაზებულ ე.წ. პირველ მოდელს, როდესაც კლასი ირჩევს კომისიის 3 წევრს. აქვე გვსურს, მოგიწოდოთ, მოსწავლეებს შეახსენოთ, რომ აღნიშნული ინსტრუქცია მოცემულ ეტაპზე (წინამდებარე სახელმძღვანელოს შექმნის ეტაპზე) არ წარმოადგენს შესასრულებლად სავალდებულო დოკუმენტს და მისი გამოყენების მოტივი არის დემოკრატიული პროცედურების უკეთ შესწავლა.

მოსამზადებელ ეტაპზე შესაძლოა 3-ზე მეტმა მოსწავლემ გამოხატოს საარჩევნო კომისიის მუშაობაში ჩართვის სურვილი, რომელთაგან ზემოთ შემოთავაზებული პროცედურების გამოყენებით უნდა შეირჩეს 3 მონაწილე. საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების შემდეგ უნდა უზრუნველყოთ როლების განაწილება და მოსწავლეების მიერ სხვადასხვა მოსამზადებელი სამუშაოს შესრულება: კენჭისყრის ოთახის მოწყობა, კანდიდატების რეგისტრაცია, ბიულეტენების დაბეჭდვა, შემაჯამებელი ოქმის სამუშაო ვერსიის მომზადება და სხვა.

სამუშაო ჯგუფში, სასურველია, აირჩეს 2 ან 3 კანდიდატი, ხოლო ყოველ კანდიდატს ჰყავდეს 2 ან 3 მხარდამჭერი. კანდიდატებისა და მხარდამჭერების რაოდენობა შეიძლება შეიცვალოს კლასში მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით.

მოსამზადებელ ეტაპზე კანდიდატებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია და მხარდამჭერებთან ერთად მოამზადონ/დაგეგმონ წინასაარჩევნო კამპანია. არჩევნების დამკვირვებელი შეიძლება იყოს საზოგადოების წარმომადგენელი, ინტერესთა ნებისმიერი ჯგუფის წარმომადგენელი. სავარჯიშოს ფარგლებში დამკვირვებლის როლი შეიძლება შეასრულოს ორმა ან სამმა მოსწავლემ. მოსამზადებელ ეტაპზე დამკვირვებლებმა უნდა გაიარონ სათანადო რეგისტრაცია და მოემზადონ საკუთარი მოვალეობის შესრულებისათვის (საჩივრისათვის სტანდარტული ფორმის შემუშავება, არჩევნების შეფასების კრიტერიუმების შემუშავება, შეფასების ანკეტის შექმნა და სხვა). მათი ამოცანაა არჩევნების დაკვირვება - რამდენად სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდება ის.

არჩევნების ორგანიზება:

სიმულაციის მეორე ეტაპზე კანდიდატები და მათი მხარდამჭერები უზრუნველყოფენ საარჩევნო კამპანიის წარმოებას, რომლის დასრულების შემდეგაც საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს კენჭისყრის ჩატარებას.

დამკვირვებლებს უფლება აქვთ, საარჩევნო კომისიის წევრებს მიუთითონ დარღვევებზე, დაწერონ საჩივრები საარჩევნო პროცედურების დარღვევის შესახებ და დაარეგისტრირონ იგი საარჩევნო ჟურნალში, მაგრამ უფლება არ აქვთ, ჩაერიონ არჩევნების პროცესში და ხელი შეუშალონ საარჩევნო კომისიის წევრების საქმიანობას.

არჩევნების დასრულების შემდეგ მოხდება საარჩევნო ყუთების გახსნა, ხმების დათვლა, შედეგების შეჯამება, ოქმის შევსება და შედეგების გამოქვეყნება.

სიმულაციის ამ ეტაპზე ადგილი შეიძლება ჰქონდეს საჩივრების მიღებას, განხილვას და გადაწყვეტილების მიღებას როგორც არჩევნების მიმდინარეობის პროცესში, ასევე მისი დასრულების შემდეგ, შედეგებთან დაკავშირებით. ასეთი შესაძლებლობების რეალიზება სიმულაციის მონაწილეთა ფანტაზიაზე და შემოქმედებით ნიჭზე არის დამოკიდებული.

სიმულაციის ხარისხიანად შესრულების მიზნით სასურველია, მოსწავლეებმა აირჩიონ რეალური ცხოვრებისაგან და მათთვის ბუნებრივად ჩვეული პოზიციისაგან მკვეთრად განსხვავებული როლი. მთავარია, სავარჯიშოს შესრულებისას მოხდეს ყველა შესაძლო სიტუაციის ინსცენირება, რათა მოსწავლეებს მიეცეთ მეტი დასკვნის გაკეთების საშუალება.

სიმულაციის შეჯამება და შეფასება:

სავარჯიშოს შესრულების ამ ეტაპზე უმჯობესია, რომ უფრო მეტად „პასიურ“ როლში მყოფი მოსწავლეები, ე.წ. ამომრჩევლები ჩაერთონ და დეტალურად გააანალიზონ, როდის რა დარღვევებს, გადაცდომებს, შეცდომებსა და წარმატებებს ჰქონდა ადგილი. სასურველია, რომ არჩევნების სიმულაცია განხილული იყოს მოქმედი სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით და შემუშავდეს კონკრეტული რეკომენდაციები არჩევნების მარეგულირებელი ნორმების დახვეწისათვის.

გაკვეთილის დასასრულს თქვენ უნდა უზრუნველყოთ მოსწავლეების მიერ გაკვეთილის შეჯამება და შეფასება. ამავდროულად, მათ მოკლედ უნდა შეაფასონ მთლიანი სასწავლო კურსი.

აქტივობა 37

გაკვეთილისა და მთლიანად სასწავლო კურსის შეჯამება, შეფასება

9 ანბანური ლექსიკონი

▲ზევით დაბრუნება


ადვოკატირება - საზოგადოებრივ ცხოვრებაში შემოსული შედარებით ახალი კონცეპტი, საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის მეთოდი, რომლის გამოყენება შესაძლებელია საზოგადოებისათვის სასარგებლო ცვლილებების ინიცირებისათვის. საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა შეიძლება გულისხმობდეს როგორც ორგანიზაციის მიერ შემუშავებული პოლიტიკის, პოზიციისა და პროგრამების ცვლილებას, ისე - იდეების შემუშავებას ამ ინტერესების დასაცავად, ან მათ შეთავაზებას საზოგადოებისათვის. ამას გარდა, საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა ნიშნავს საზოგადოების მხრივ ხმის ამაღლებას, მნიშვნელოვანი საკითხებისათვის თვალყურის დევნებას და, შესაბამისად, გადაწყვეტილებების მიმღებთაგან მათი გადაჭრის მოთხოვნას.

გაერო - გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.

განვითარების მიზნები - ზოგჯერ მოხსენიებული, როგორც „ზოგადი მიზნები“, ადგენს ჩარჩოებს, რომლის ფარგლებშიც უნდა განხორციელდეს პროექტი. იგი გვიჩვენებს პროექტის მიმართულებებს. სექტორის ან ქვესექტორის პროგრამის ამ გრძელვადიან მიზნებს ეწოდება განვითარების მიზნები. მრავალი სპეციფიკური (ან კონკრეტული) პროექტის მიზანი უზრუნველყოფს პროექტის განვითარების (ზოგადი) მიზნების

მიღწევას.

გრანტი - ის ფულადი თანხა, რომელსაც იძლევიან დონორები გარკვეული პროგრამების განხორციელებისათვის.

გუნდი - იგივე ჯგუფი, ურთიერთდაკავშირებული და გაერთიანებული საერთო მიზნით.

დისციპლინა (ლათ. Disciplina) - მტკიცედ დადგენილი ქცევის წესი, რომლის დაცვაც სავალდებულოა ამა თუ იმ საზოგადოების (კლასი, კოლექტივი, სკოლა, თემი, ჯგუფი და სხვა) ყველა წევრისათვის. აქედან იწარმოება სიტყვები: დისციპლინური, სადისციპლინო, უდისციპლინო და ა.შ.

დისციპლინური გადაცდომა - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესით განსაზღვრული წესების დარღვევა.

დისციპლინური სახდელი - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესით განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომისათვის გათვალისწინებული ზემოქმედების ზომა.

დეცენტრალიზაცია - მმართველობის სისტემა, როდესაც ცენტრალური ხელისუფლების ზოგიერთი ფუნქცია გადაეცემა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, ზოგადად, როდესაც იერარქიაში „ზემოდან“

უფლება-მოვალეობები გადაეცემათ „ქვემოთ“.

დისკრიმინაცია (ლათ. Discriminatio, განსხვავება) - ნიშნავს ადამიანების უთანასწორო, არასამართლიან მოპყრობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს მიმართულია რაიმე ნიშნით განსხვავებული ადამიანების ჯგუფის წინააღმდეგ. კერძოდ, დისკრიმინაცია შეიძლება იყოს რასობრივი, ეთნიკური, სქესობრივი, რელიგიური და ა.შ.

დონორი - ყველა ის ორგანიზაცია თუ პირი, რომელიც არის თქვენი საქმიანობის პოტენციური დამფინანსებელი. ეს შესაძლოა იყოს კერძო ან სახელმწიფო, ადგილობრივი ან საერთაშორისო ფონდი, საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია, მსხვილი მწარმოებელი კომპანია (კორპორაცია), სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამა, კერძო პირი და ასე შემდეგ. ფონდში ხშირად რამდენიმე პროგრამა მოქმედებს. ცალკეული პროგრამის ხელმძღვანელს კოორდინატორი ეწოდება.

ეროვნული უმცირესობა - მოცემულ ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის არადომინირებული ნაწილი, რომელიც უმრავლესობისაგან განსხვავდება თნიკური, რელიგიური თუ ლინგვისტური მახასიათებლებით ა სურს შეინარჩუნოს საკუთარი თვითმყოფადობა.

თემი - ორი ან მეტი რეგისტრირებული დასახლების გაერთიანება, რომელსაც აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის ერთიანი ორგანო და ადმინისტრაციული ცენტრი.

ინფრასტრუქტურა - ლათ. infra - ქვედა, ქვე; ლათ. structura - ნაგებობა, განლაგება) - ურთიერთდაკავშირებული მომსახურე სტრუქტურების კომპლექსი, რომლებიც გარკვეული ამოცანის (პრობლემის) გადაჭრას უზრუნველყოფს. ტერმინი ტიპურად მიუთითებს ტექნიკურ სტრუქტურებზე, რომლებიც საზოგადოების ფუნქციონირებას უჭერს მხარს, მაგალითად, გზები, წყალგაყვანილობა, კანალიზაცია, ელექტროგადამცემი ხაზები, სატელეკომუნიკაციო ქსელები და სხვა. ასევე შეიძლება იყოს სატრანსპორტო საშუალებები, სკოლები, ფაბრიკები და ა.შ.

ინტერესთა კონფლიქტი - შეიძლება განიმარტოს, როგორც სიტუაცია, როდესაც პირს ან კორპორაციას უკავია ისეთი მდგომარეობა, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია პირადი ან კორპორაციული სარგებლის მიღება.

ინდიკატორები არის რეალისტური, შეფასებადი წარმატების კრიტერიუმი, რომელიც პროექტის მენეჯერს საშუალებას აძლევს, შეაფასოს და მონიტორინგი გაუწიოს პროექტის მიზნებსა და შედეგებს. ინდიკატორები აყალიბებენ მკაფიო კრიტერიუმებს მონიტორინგისა და შეფასებისათვის. ლოგიკური მატრიცა მოიცავს „ობიექტურად კონტროლირებად ინდიკატორებს“, რომლებიც გამოიყენება პროექტში ჩართული ყველა მხარის მიერ პროექტის განხორციელების პროცესისა და შედეგების ეფექტური კონტროლისათვის.

ინდოქტრინაცია - პოლიტიკური იდეის, დოქტრინის, სწავლების მიზანდასახული გავრცელება საზოგადოებაში, ან საზოგადოებრივ ფენაში გარკვეული საზოგადოებრივი ცნობიერების ჩამოსაყალიბებლად.

ინტერესთა ასიმილაცია ერების ნების საწინააღმდეგოდ ურთიერთშერწყმა, შეერთება, ათქვეფა.

ინტერნეტძალადობა - ინტერნეტძალადობა, რასაც ასევე უწოდებენ „კიბერ ბულინგს“, ელექტრონულ ძალადობას, ტექნოლოგიების გამოყენებით ძალადობის განხორციელების ფორმაა. მოძალადეს შეუძლია მსხვერპლზე იძალადოს ანონიმურად მაგ., ელექტრონული ფოსტით (დროებითი ელექტრონული მისამართის გამოყენებით), სატელეფონო გზავნილით, სოციალური ქსელების მეშვეობით და სხვ. ამგვარი აგრესია შესაძლებელია შეუმჩნეველი დარჩეს მშობლების, უფროსების მხრიდან ნაკლები კონტროლის გამო.

კონკრეტული მიზნები - მიგვითითებს იმ მიზნებზე, რომლებიც პროექტის ფარგლებში უნდა იქნეს მიღწეული. კონკრეტული (სპეციფიკური) მიზნები გვიჩვენებს, თუ რა სპეციფიკური შედეგი იქნება მიღწეული პროექტის ფარგლებში მისი წარმატებული განხორციელების შემთხვევაში. პროექტს შეიძლება ჰქონდეს ერთი ან მეტი კონკრეტული მიზანი. პროექტის კონკრეტული მიზნები უნდა იყოს სპეციფიკური, შეფასებადი, ზუსტი, რეალისტური და დროში განსაზღვრული. კონკრეტული მიზნები ზოგჯერ სპეციფიკურ მიზნებად მოიხსენიება.

კონსენსუსი - თანხმობა საბაზისო საკითხებსა და პრინციპებზე, რამაც შეიძლება დასაშვები გახადოს შეუთანხმებლობა დეტალებსა და კონკრეტულ საკითხებზე.

კონტრიბუცია -შენატანი.

კომპრომისი - ურთიერთდათმობა, საკუთარი და სხვისი ინტერესების ნაწილობრივი დაკმაყოფილება.

ლობირება - ინტერესთა გარკვეული ჯგუფისათვის გაწეული შუამდგომლობა რაიმე საქმიანობაში ხელშეწყობისათვის.

ლოგო - შეტყობინების გადმოსაცემად შექმნილი ვიზუალური გამოსახულება (ნახატი, ფოტო), მოდელი, სიმბოლო.

მარგინალიზაცია მარგინალი - საზოგადოების ნაწილი, რომელიც არ იზიარებს საზოგადოების მთავარ ღირებულებებს და არ მონაწილეობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

მარგინალური ჯგუფი - მარგინალობის ცნებით, ჩვეულებრივ, აღინიშნება ის ინდივიდები თუ ჯგუფები, რომელთა ფასეულობები და ქცევის მოდელები ზუსტად და მკაფიოდ არ თავსდება რომელიმე კულტურულ სივრცეში, არამედ ქმნის გარდამავალ საფეხურს ამ სივრცეებს შორის... სოციალური ჯგუფის გარეთ მყოფი, გაძევებული.

მასწავლებლობის მაძიებელი - პირი, რომელმაც დადგენილი წესით გაიარა რეგისტრაცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში და მუშაობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში მასწავლებლობის მაძიებელი სარგებლობს მასწავლებლისათვის გათვალისწინებული თითქმის ყველა უფლებითა და შეღავათით. შეზღუდვა ეხება მხოლოდ შრომის ანაზღაურების ოდენობას და მონაწილეობას საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩევნებში.

მისიის განცხადება - ასახავს ორგანიზაციის ძირითად, გრძელვადიან მიზანს, ღირებულებებს და იმ ძირითად მიდგომებს, რომელთა გამოყენებითაც გეგმავს სამიზნე პრობლემ(ებ)ის გადაჭრას.

ნეპოტიზმი - თანამდებობის პირთა მიერ თავიანთი ნათესავების, ახლობლების მფარველობა; „ნათლიმამობა“, „მამიდაშვილობა“.

ორგანიზაციის მომავლის ხედვა ორგანიზაციის მიერ დანახული სასურველი მომავლის სურათი. ის, რაც ჯერჯერობით არარეალურია, მაგრამ რის წარმოდგენაც შეუძლიათ ორგანიზაციის წევრებს და რის მიღწევაც საბოლოოდ

სურთ. მათ გააზრებული აქვთ, რომ ამგვარი მდგომარეობა თავისით არ მიიღწევა.

პროგრამა - პროგრამის შემუშავება ხდება გრძელვადიანი გეგმის ერთი ან რამდენიმე კომპონენტის განხორციელებისათვის დადგენილი ბიუჯეტისა და დროის ფარგლებში. პროგრამა მიზნად ისახავს განვითარების მიზნების შესრულებას. პროგრამა მრავალ პროექტს შეიძლება მოიცავდეს; პროექტების სპეციფიკური მიზნები ხელს უწყობს განვითარების მიზნების მიღწევას.

პროექტი - პროექტს, პროგრამისაგან განსხვავებით, უფრო შეზღუდული ბიუჯეტი და ვადები აქვს. ის შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც განსაზღვრული ბიუჯეტისა და დროის ფარგლებში სპეციფიკური ან კონკრეტული მიზნის მიღწევისათვის აუცილებელი, დაგეგმილი ღონისძიებების ერთობლიობა, რომელთაგანაც ყალიბდება პროგრამა.

პროექტის მიზანი იმის გათვალისწინებით, თუ რა კონტექსტში იხმარება ტერმინიმიზანი, იგი მიუთითებს პროექტის ზოგად მიმართულებებს. ამ შემთხვევაში, მისი ფორმულირება ხდება, როგორც ზოგადი განაცხადისა გრძელვადიანი ხედვის შესახებ (იხ. განვითარების მიზნები). აღნიშნული ტერმინი, ასევე, შეიძლება აღნიშნავდეს უფრო სპეციფიკურ მოკლევადიან მიზანს ან შედეგს, რომელიც პროექტის ფარგლებში უნდა იქნეს მიღწეული; ამ შემთხვევაში, მისი ფორმულირება ხდება, როგორც დეტალური, სპეციფიკური და შეფასებადი განაცხადისა, რომელიც მოიცავს სპეციფიკურ და შეფასებად კრიტერიუმებს პროექტის წარმატების შესაფასებლად (იხ. კონკრეტული მიზნები).

პროექტის ციკლი - წარმოადგენს პროცესს, რომელსაც პროგრამის ან პროექტის აწყისი იდეა გადის შედეგების საბოლოო შეფასებამდე. აღნიშნული როცესის სხვადასხვა ეტაპი წარმოდგენილია, როგორც ირკულარული ნაკადი პროცესის განმეორებადი ხასიათის აქცენტირების მიზნით. პროექტის ციკლის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ერთი პროგრამის ან პროექტის შედეგები და გამოცდილება შემდეგი პროგრამის ან პროექტის განხორციელების საფუძველია.

პროექტის ციკლის მართვა - პროექტის განხორციელების პროცესის სხვადასხვა ფაზის მართვის მეთოდები, პროექტის თავდაპირველი იდეიდან დაწყებული საბოლოო შედეგების ანგარიშიდან შედეგების გამოყენებით დამთავრებული. „მართვა“ შეეხება პროექტის განხორციელების პროცესში დაგეგმვასა და რესურსების განაწილებას.

პროზელიტიზმი - მისწრაფება თავის სარწმუნოებაზე სხვების მოქცევისაკენ. პიროვნების რელიგიურ რწმენაში ჩარევის ნებისმიერი, პირდაპირი თუ არაპირდაპირი მცდელობა, რაც მიზნად ისახავს ამ რწმენის დაკნინებას ნებისმიერი სახის ცდუნების ან მორალური თუ მატერიალური დახმარების დაპირების მეშვეობით, ცრუ საშუალებებით ან შესაბამისი პირის გამოუცდელობის, ნდობის საჭიროების, აბალი ინტელექტის ან გულუბრყვილობის გამოყენებით.

რესურსები - აუცილებელია ღონისძიებების განსახორციელებლად. მათი აღწერა, ჩვეულებრივ, მოიცავს ინფორმაციას თანხების, პერსონალის, აღჭურვილობის, შენობებისა და ინფრასტრუქტურის შესახებ.

სამოქმედო გეგმა - ჩვეულებრივ, სამოქმედო გეგმა მოიცავს გრძელვადიან სამუშაო გეგმას სექტორის ან ქვესექტორის პროგრამის განვითარების მიზნის მისაღწევად. მასში ჩამოთვლილია ძირითადი ღონისძიებები, მათი განხორციელების თანმიმდევრობა და მოსალოდნელი შედეგები გარკვეული დროის ფარგლებში მიზნის მისაღწევად. ზოგიერთი სააგენტო აღნიშნულ ტერმინს იყენებს პროექტის დოკუმენტის სამუშაო გეგმის აღსანიშნავად. ტერმინები „საქმიანობის გეგმა“ ან „განხორციელების გეგმა“ ზოგჯერ აღნიშნული ტერმინის სინონიმებად მოიხსენიება.

სამუშაო გეგმა - ნიშნავს შედარებით დეტალურ, ჩვეულებრივ, მოკლევადიან, განხორციელების გეგმას. მასში წარმოდგენილია თანმიმდევრული ღონისძიებები, რომელთა განხორციელებაც საჭიროა განსაზღვრული დროის ფარგლებში პროექტის ერთი ან რამდენიმე შედეგის მისაღებად. ზოგიერთ სამუშაო გეგმაში მითითებულია ის მხარეები, რომლებიც პასუხიმგებელნი არიან ღონისძიებების განხორციელებაზე. სამუშაო გეგმის შედგენისას გამოიყენება ცხრილები. პროექტის დოკუმენტი, ჩვეულებრივ, მოიცავს სამუშაო გეგმას პროექტის განხორციელების პერიოდისათვის. პროექტის განხორციელების ეტაპზე სამუშაო გეგმების შემუშავება ხდება რეგულარულად პროექტის ღონისძიებების უფრო მოკლე პერიოდების დაგეგმვისა და მონიტორინგისათვის.

სლოგანი - შეტყობინება კამპანიის თემის გადმოსაცემად.

სპეციალური ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა - განსაკუთრებული, საგანგებო დანიშნულების მქონე პროგრამა.

სტრატეგია - წარმოადგენს მიზნის ან მიზნების მიღწევის გზას. პროექტის განსაზღვრის ეტაპზე ხდება ალტერნატიული სტრატეგიების შეფასება მთელი რიგი კრიტერიუმების მეშვეობით, როგორიცაა, მაგალითად, განვითარების მოსალოდნელი გავლენა, სიცოცხლისუნარიანობა, განხორციელებადობა (ტექნიკური, მმართველობითი, ფინანსური თვალსაზრისით), სურვილი (პოლიტიკა, დაინტერესებული მხარეები), რისკები და სხვა პროექტის შეფასების სპეციფიკური კრიტერიუმები (მაგ., სიღარიბის შემცირება).

ღონისძიება ღონისძიება წარმოადგენს აქტივობას ან მცირე ამოცანას, რომელიც უნდა განხორციელდეს პროექტის თანამშრომლების მიერ პროექტის შედეგების მისაღებად. თითოეული შედეგის მისაღებად, ჩვეულებრივ, აუცილებელია მთელი რიგი ღონისძიებების განხორციელება. ღონისძიებები მეტ-ნაკლებად დეტალურად არის აღწერილი პროექტის დოკუმენტსა და სამუშაო გეგმაში.

შედეგები - ღონისძიებების არსებითი, სპეციფიკური და პირდაპირი პროდუქტი. ღონისძიებების განხორციელებას შესაბამის კონტექსტში თან სდევს მოსალოდნელი შედეგების მიღება. მრავალი შედეგი ხელს უწყობს კონკრეტული მიზნების განხორციელებას. „შედეგი“ ასოცირდება რაოდენობასთან. ხანდახან გამოიყენება სხვა ტერმინებიც, რომლებიც ხარისხობრივ და რაოდენობრივ განზომილებებს აღნიშნავს. იხ. „რესურსები“.

ჯგუფი - ადამიანთა ერთობლიობა, გაერთიანებული სიტუაციური გარემოებებით.

OBESSU - ევროპის სკოლების სტუდენტთა გაერთიანების საორგანიზაციო ბიურო.

UNICEF - გაეროს ბავშვთა ფონდი.

10 გამოყენებული ლიტერატურა და ფოტოები

▲ზევით დაბრუნება


1. აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლა, გვ. 19

2. ბრძანება №448 - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ

3. განათლების სისტემის დეცენტრალიზაციისა და მართვის სისტემის განვითარების პროექტი - კვლევის საერთო ანგარიში, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“, 2000

4. განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი, პროექტი „დევნილთა ინტეგრაცია განათლების გზით“, ტრენინგის მასალები, 2008

5. განმარტებითი ლექსიკონი განათლების სპეციალისტებისათვის, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი (I, II ნაწილი), 2007

6. გვარამაძე ნინო, მიწიშვილი ნინო, თანამშრომლობა საზოგადოებრივი სარგებლისათვის, თბილისი, 2011

7. გოგლიჩიძე ალუდა, კობახიძე მაგდა, ლაცაბიძე გიორგი, დამხმარე სახელმძღვანელო სკოლის დირექტორებისათვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, თბილისი, 2010

8. დანიდა, ლოგიკური მიდგომა: მონაწილეობითი განვითარების მოქნილი ხერხები, კოპენჰაგენი: საგარეო საქმეთა სამინისტრო (1996 წლის თებერვალი)

9. დებულება საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრის არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ (განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №30 ბრძანება)

10. ეროვნული სასწავლო გეგმა, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, 2010-2011

11. ერქომაიშვილი ვახტანგ, „რა არის სამოქალაქო საზოგადოება?“ საერთაშორისო საზოგადოება სამართლიანი არჩევნები, სამოქალაქო განათლების ბიბლიოთეკა, თბილისი, 1997

12. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, 2005

13. „კომპასიტო“ - სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა განათლების სფეროში ბავშვებისთვის; ქართული თარგმანი © 2009 ადამიანის უფლებათა საგანმანათლებლო ცენტრი /ევროპის საბჭოს საინფორმაციო ბიურო საქართველოში; ინგლისურენოვანი პუბლიკაცია © ევროპის საბჭო, 2007, მეორე გამოცემა, 2009

14. მაგნენი ანდრე, განათლების პროექტები: შეფასება, დაფინანსება და მართვა, პარიზი: იუნესკო განათლების დაგეგმვის საერთაშორისო ინსტიტუტი, 1991

15. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, სკოლის დირექტორის სტანდარტი, 2010

16. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, 1999

17. საქართველოს კანონი ზოგადი განათლების შესახებ, 2004

18. სკოლის მართვის სახელმძღვანელო, თავისუფლების ინსტიტუტი, თბილისი, 2007

19. საქართველოს შრომის კოდექსი, 2006

20. „უცხო სიტყვათა ლექსიკონი“, გამომცემლობა მერიდიანი, 2007

21. Х. Корнелиус Ш. Фэйр. Выигратъ может каждый. Москва, 1992

22. http://www.civics.ge

23.http://www.civics.ge/uploads/library/Instruction for School Students Self-governance%25 20Elections.pdf

24.http://www.ifc.org/ifcext/gcgp.nsf/AttachmentsByTitle/PB4/$FILE/4ConflictofInterest.pdf

25. http://www.initiatives.ge/index.php

26. http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=4219