სახელმწიფო სოციალური დახმარების პროგრამის მონაწილეობითი მონიტორინგი (აჭარა)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი ეკონომიკა
საავტორო უფლებები: ©საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
თარიღი: 2008
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: ანგარიშზე მუშაობდნენ: ანა ქათამიძე მარიამ ნანიტაშვილი მადონა კოტია დავით მერაბიშვილი ნიკა თოხაძე მამუკა ნადარეიშვილი დიზაინი: ნათია ზედელაშვილი სტილისტ-რედაქტორი: ნათია დაღელიშვილი გამოცემულია საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის მიერ დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია OXFAM-ის საქართველოს წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით სახელმწიფო სუბსიდიების სააგენტოსთან თანამშრომლობით © საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია საქართველო, თბილისი, 0105, ვ.ორბელიანის 35 ტელ: 92 28 39, 99 04 43, 93 64 75, 92 31 22 ფაქსი: 92 24 61 www.economists.ge E‐mail: office@economists.ge



©საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია

ანგარიშზე მუშაობდნენ: ანა ქათამიძე მარიამ ნანიტაშვილი მადონა კოტია დავით მერაბიშვილი ნიკა თოხაძე მამუკა ნადარეიშვილი დიზაინი: ნათია ზედელაშვილი სტილისტ-რედაქტორი: ნათია დაღელიშვილი გამოცემულია საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის მიერ დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია OXFAM-ის საქართველოს წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით სახელმწიფო სუბსიდიების სააგენტოსთან თანამშრომლობით © საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია საქართველო, თბილისი, 0105, ვ.ორბელიანის 35 ტელ: 92 28 39, 99 04 43, 93 64 75, 92 31 22 ფაქსი: 92 24 61 www.economists.ge E‐mail: office@economists.ge 2008

1 წინასიტყვაობა

▲back to top


სიღარიბის დაძლევა დღეს ქვეყნის პრიორიტეტული ამოცანა და მთავარია მიზანია, რისთვისაც სახელმწიფოს მიერ ხორციელდება სხვადასხვა სოციალური პროგრამები როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეებზე.

სოციალური სისტემების რეფორმის შედეგად 2006 წლიდან ამოქმედდა სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამა, რომლის მთავარი დანიშნულებაა დახმარების მიზანმიმართული და საჭიროების მიხედვით განაწილება და ამგვარად სიღარიბის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი შემცირება ქვეყნის მასშტაბით.

2006 წლის ივნისიდან საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ სოციალური დაცვისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოსთან თანამშრომლობითა და „ოქსფამის“ საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით დაიწყო ახალი ინიციატივის განხორციელება - „სოციალური დახმარების პროგრამის მონაწილეობითი მონიტორინგი“. აღნიშნული ინიციატივა არასამთავრობო და სახელმწიფო სექტორებს შორის თანამშრომლობის წარმატებულ გამოცდილებას წარმოადგენს.

მონაწილეობითი მონიტორინგის ფარგლებში პირველი პროექტი განხორციელდა სამეგრელოს რეგიონში. აღნიშნული პროექტის შედეგებმა აჩვენა, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ინიციატივების განხორციელება. შედეგად 2007-2008 წლებში პროექტი განხორციელდა აჭარის (ა.რ.) რეგიონში. პუბლიკაციაში მოცემულია აჭარის რეგიონში ჩატარებული კვლევების მეთოდოლოგია, შედეგები და ძირითადი მიგნებები.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და შემოკლებები სააგენტო - საჯარო სამართლის იურიდიული პირი „სახელმწიფო სოციალური სუბსიდიების სააგენტო“.

ოჯახი - განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრე, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (საცხოვრებელი ადგილის ერთობლივი გამოყენება, მისი მოვლა-პატრონობა, ოჯახისათვის საჭირო საარსებო საშუალებების მოპოვება და ამ საშუალებების ოჯახის საკეთილდღეოდ განკარგვა-განაწილება). ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი.

სოციალური აგენტი - სსიპ „სახელმწიფო სოციალური სუბსიდიების სააგენტოს“ სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი, რომელიც დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად ახორციელებს რეგისტრირებული მაძიებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა-შეფასებას.

სარეიტინგო ქულა - პირობითი ერთეული, რომელიც მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ მაძიებელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელია.

ბენეფიციარი ოჯახი - სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაშირეგისტრირებული ოჯახი, რომელიც გახდა სოციალური დახმარების მიმღები.

არაბენეფიციარი ოჯახი - სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახი, რომელიც ვერ გახდა სოციალური დახმარების მიმღები.

2 პროექტი - „სახელმწიფო სოციალური დახმარების პროგრამის მონაწილეობითი მონიტორინგი“

▲back to top


პროექტი ხორციელდება სოციალური სუბსიდიების სააგენტოსთან თანამშრომლობით დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია OXFAM-ის საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით.

განხორციელების პერიოდი: მაისი, 2007 - აპრილი, 2008.

პროექტის განხორციელების ლოკაცია: აჭარის რეგიონი. პროექტის მიზანია მდგრადი მონაწილეობითი მონიტორინგის სქემის შემუშავება სახელმწიფო სოციალური დახმარების პროგრამის სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი მონაწილეობითი მონიტორინგის ფასილიტაციის გზით; ასევე მთავრობისა და სამოქალაქო სექტორის სიღარიბისა და უმწეოთა საკითხებზე ერთობლივი მუშაობის შესაძლებლობების გაძლიერება, რათა გაღრმავდეს დიალოგი საზოგადოების სხვადასხვა სექტორებს შორის ღარიბი მოსახლეობის კეთილდღეობისათვის.

პროექტის განხორციელება ეფუძნება თანამშრომლობის პრინციპებს და, ამასთან, სოციალური სუბსიდიების სააგენტო დაინტერესებულია კვლევის შედეგებით. პროექტის პირდაპირი ბენეფიციარი სწორედ სოციალური სუბსიდიების სააგენტოა, ხოლო ირიბ ბენეფიციარად სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი აჭარის რეგიონის ოჯახები გვევლინება.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები:

  • შეხვედრები და კონსულტაციები სოციალური სუბსიდიების სააგენტოსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან;

  • ბენეფიციარი და არაბენეფიციარი ოჯახების რაოდენობრივი კვლევა (2 ფაზა - ზაფხულისა და ზამთრის სეზონი);

  • ღატაკი ოჯახების იდენტიფიკაცია და კვლევა ბენეფიციარი ოჯახების გამოკითხვის საფუძველზე;

  • ტრენინგი აჭარის რეგიონის სოციალური აგენტებისთვის;

  • სამუშაო შეხვედრა ჩატარებული კვლევების შედეგებსა და მიგნებებზე;

  • კვლევების საბოლოო შედეგების გამოქვეყნება და პრეზენტაცია.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა აჭარის რეგიონში მცხოვრები 1100 ოჯახის (600 ბენეფიციარი და 500 არაბენეფიციარი) რაოდენობრივი კვლევის 2 ფაზა. კვლევის მიზანი იყო ბენეფიციარი და არაბენეფიციარი ოჯახების მდგომარეობის შედარება ზაფხულისა და ზამთრის სეზონზე.

კვლევის შედეგადაც შეფასდა მონაცემთა ბაზების ფორმირების პროცესი, ასევე კვლევის პროცესში გამოვლინდა პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული ზოგიერთი პროცედურული და თვისობრივი პრობლემა.

რაოდენობრივი კვლევის დროს გამოკითხულ ოჯახებთან მიმდინარეობდა ღატაკი ოჯახების იდენტიფიკაციის კვლევა. გამოკითხული ოჯახები ასახელებდნენ, მათი აზრით, მათ თემში მცხოვრებ ყველაზე ღატაკ ოჯახებს. სულ დასახელდა 697 ოჯახი, საიდანაც შეირჩა 300 ყველაზე ხშირად დასახელებული ღატაკი ოჯახი და ჩატარდა კვლევა.

კვლევების დასრულების შემდეგ მოეწყო სამუშაო შეხვედრა, სადაც დეტალურად იყო განხილული რაოდენობრივი კვლევისა და ღატაკი ოჯახების კვლევის შედეგები და მიგნებები. სამუშაო შეხვედრაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს სოციალური სუბსიდიების სააგენტოსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა კვლევის პროცესში გამოვლენილი სხვადასხვა ოჯახის საინტერესო შემთხვევები.

აღნიშნული პროექტი არასამთავრობო და სახელმწიფო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის უნიკალური პრეცენდენტია, როდესაც ორივე მხარე თანაბრად არის დაინტერესებული პრობლემებისა და ხარვეზების გამოვლენასა და მოგვარებაში. შესაბამისად, კვლევების შედეგები და გამოვლენილი პრობლემები მოახდენს გავლენას სახელმწიფო სოციალური დახმარების პროგრამის განვითარებასა და სრულყოფაზე. შედეგად კი, კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგმება საქართველოში სიღარიბის დაძლევის მიმართულებით.

3 სოციალური დახმარების სახელმწიფო პროგრამა

▲back to top


სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის რეგისტრაციისა და მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირება 2005 წლიდან დაიწყო. იმ პერიოდისათვის საქართველოში არსებული სოციალური დახმარების სისტემა საკმაოდ მოუქნელი და არაეფექტური იყო, რამაც, ფაქტობრივად, აუცილებელი გახადა სოციალური სისტემის რეფორმა.

2005 წლამდე სოციალური დახმარების სისტემა დაფუძნებული იყო კატეგორიებზე, შესაბამისად, სოციალური დახმარება გაიცემოდა გარკვეული კატეგორიის, სტატუსის მქონე ადამიანებზე (მარტოხელა, არამომუშავეებისაგან შემდგარი ოჯახის წევრები, მრავალშვილიანი დედები, მარჩენალდაკარგული ოჯახები, ბავშვობიდან ინვალიდები და პირველი ჯგუფის უსინათლო ადამიანები).

ამ სტატუსის მქონე ადამიანები სიღარიბის მაღალ რისკ-ჯგუფებს განეკუთვნებიან და გარკვეულწილად სოციალური დახმარების ასეთი სისტემა გამართლებულია, მაგრამ, სამწუხაროდ, დიდი იყო იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ამ კატეგორიას არ განეკუთვნებოდნენ, მაგრამ ცხოვრობდნენ უკიდურეს სიღატაკეში და შესაბამისად, ვერ ღებულობდნენ სოციალურ დახმარებას.

სწორედ ამ პრობლემის აღმოფხვრის გამო დღის წესრიგში დადგა საკითხი, განსაზღვრულიყო მოსახლეობის ის კატეგორია, რომლებიც პირველ რიგში საჭიროებდნენ სოციალურ დახმარებას.

ასეთი კატეგორიის მოსახლეობის იდენტიფიცირებისათვის შემუშავდა სპეციალური მეთოდოლოგია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდა მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დადგენა.

2005 წლიდან სახელმწიფო სოციალური სუბსიდიების სააგენტო ახორციელებს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების“ სახელმწიფო პროგრამას, რაც მიზნად ისახავს ქვეყნის მასშტაბით ყველაზე გაჭირვებული ოჯახების აღრიცხვას. ნებისმიერ ოჯახს, რომელიც თავისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით მიიჩნევს, რომ იმყოფება უკიდურეს გაჭირვებაში, საჭიროებს დახმარებას და აქვს დახმარების მიღების სურვილი, შეუძლია მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით არსებული საკომუნიკაციო პუნქტის მეშვეობით მიიღოს განაცხადის ფორმა, შეავსოს იგი და ჩააბაროს იმავე საკომუნიკაციო პუნქტში.

ჩაბარებული განაცხადის საფუძველზე, ოჯახის მუდმივ საცხოვრებელ მისამართზე მიდის სააგენტოს წარმომადგენელი - სოციალური აგენტი, რომელიც შეისწავლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელთან ერთად ავსებს სპეციალურ დოკუმენტს - „ოჯახის დეკლარაციას“, რომელშიც ფიქსირდება ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ დეკლარირებული ინფორმაცია (ოჯახის დემოგრაფიული მონაცემები, შემოსავლები, საცხოვრებელი პირობები, მათ მფლობელობაში არსებული ქონება და სხვ.).

დეკლარაციის შევსების წინ სოციალური აგენტი აფრთხილებს ოჯახს, რომ მის მიერ დეკლარირებული მონაცემების გადამოწმებისას სიყალბის აღმოჩენის შემთხვევაში ოჯახს უუქმდება რეგისტრაცია და მომდევნო 3 წლის განმავლობაში კარგავს უფლებას, განმეორებით მოითხოვოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია.

აღნიშნული პროცედურის შემდეგ ოჯახი ღებულობს ე.წ. „მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მოწმობას“, რომელიც წარმოადგენს სპეციფიკური ფორმის დოკუმენტს და გაიცემა მხოლოდ მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებულ ოჯახებზე. მოწმობაში დაფიქსირებულია ოჯახის შესაბამისი სარეიტინგო ქულა. მოწმობის მიღება შეუძლია ოჯახის ნებისმიერ სრულწლოვან ქმედითუნარიან წევრს ან ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელს. ვინაობის დადგენის მიზნით ოჯახის წარმომადგენელმა მოწმობის აღებისას უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი), წინააღმდეგ შემთხვევაში მოწმობა არ გაიცემა. მოწმობის გაცემით რეგისტრაციის პროცედურა დამთავრებულად ითვლება.

დეკლარაციის შევსების დასრულების შემდეგ, მასში დაფიქსირებული მონაცემების სისწორე დასტურდება ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლისა და სოციალური აგენტის ხელმოწერებით. შემდეგ ეტაპზე სააგენტო უზრუნველყოფს დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების დამუშავებას და დადგენილი მეთოდოლოგიის მიხედვით ახდენს ოჯახის სარეიტინგო ქულის დადგენას, რომელიც შეესაბამება ოჯახის კეთილდღეობის დონეს. რაც უფრო დაბალია სარეიტინგო ქულა, მით უფრო „ღატაკია“ ოჯახი.

სარეიტინგო ქულა წარმოადგენს მყარ ერთეულს, რომელიც განსაზღვრავს მიიღებს თუ არა ოჯახი პროგრამით გათვალისწინებულ დახმარებას. დღეისათვის ფულად სოციალურ დახმარებას ღებულობენ ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57 000-ს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მეოდოლოგიის მისამართულობა საკმაოდ მაღალია, რასაც უცხოელი ექსპერტებიც ადასტურებენ. დახმარების პროგრამების მეთოდიკის მისამართულობის შეფასება მსოფლიოპრაქტიკაში მიღებულია შემდეგი კოეფიციენტით:

K-ბენეფიციართა წილი სამიზნე ერთობლიობაში/სამიზნე ერთობლიობის წილი პოპულაციაში.

ეს კოეფიციენტი მიუთითებს, რამდენად უკეთესია მოცემული მეთოდოლოგიის გამოყენება ნეიტრალურთან შედარებით (ანუ დახმარება შემთხვევით რომ გაგვენაწილებინა).

მსოფლიო ბანკის ექსპერტების მიერ გაანალიზებულია სხვადასხვა ქვეყნებში განხორციელებული სოციალური დახმარების 253 პროგრამა. მათი ინფორმაციით, მისამართულობის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი იყო არგენტინაში განხორციელებული სოციალური დახმარების პროგრამაში K=4 და ესტონეთში K=3,47, ყველა სხვა დახმარების პროგრამაში აღნიშნული კოეფიციენტი სამზე ნაკლები იყო.

საქართველოში განხორციელებული მოდელის შემთხვევაში K=4,05, რაც საკმაოდ მაღალ მაჩვენებლად შეიძლება ჩაითვალოს.

აღსანიშნავია ასევე ის ფაქტიც, რომ სოციალური დახმარების აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს ოჯახის წევრთა რაოდენობას, ანუ ფულადი სოციალური დახმარება გაიცემა სულადობის მიხედვით. ერთსულიან ოჯახზე ფულადი სოციალური დახმარება განსაზღვრულია 30 ლარის ოდენობით, ყველა მომდევნო სულზე კი დამატებით გაიცემა 12 ლარი, ანუ თუ ერთსულიანი ოჯახი ღებულობს 30 ლარს, ორსულიანი მიიღებს 30+12 ლარს, სამსულანი 30+12+12 ლარს და ა.შ.

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ანალიზმა ცხადყო, რომ ოჯახების უმრავლესობა ისედაც მწირი შემოსავლის ყველაზე დიდ ნაწილს ჯანმრთელობის დაცვაზე ხარჯავდა, რაც აღნიშნული კატეგორიის ოჯახებისათვის საკამოდ დიდი ტვირთი იყო.

აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად 2006 წლის 1 ივლისიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დაიწყო სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ახალი პროგრამა - „სოციალურად დაუცველი ოჯახების სამედიცინო დაზღვევის პროგრამა“, რომლის მიზანი იყო მოსახლეობის ყველაზე ღარიბი ფენის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა.

დღეისათვის უფასო სამედიცინო მომსახურებით სარგებლობენ ის ოჯახები, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს.

სამედიცინო მომსახურებაში იგულისხმება ოჯახის ექიმის კონსულტაცია როგორც სამედიცინო ცენტრებში, ასევე ბინაზე; ექიმის მიმართვის საფუძველზე სპეციალისტის კონსულტაცია (ქირურგი, გინეკოლოგი, ოფთალმოლოგი, პედიატრი, ნევროპათოლოგი, ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი და ა.შ.); აუცილებელი დიაგნოსტიკური ღონისძიებები (სისხლისა და შარდის საერთო ანალიზი, სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრა, ელექტროკარდიოგრაფია, ექოსკოპია, რენტგენოლოგიური გამოკვლევა); მწვავე-გადაუდებელი მდგომარეობის შემთხვევაშიშესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევა; სპეციალისტის წარდგინების საფუძველზე გეგმიური სტაციონარული მომსახურების უზრუნველყოფა (კატარაქტა, გლაუკომა, საშვილოსნოს მიომა, საკვერცხის კისტოზური დაავადებები, თიაქარკვეთა, თირეოქტომია, პროსტატის ადენომა, ქოლეცისტექტომია, ონკოლოგიური ოპერაციები, სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია, 15 წლამდე ასაკის ბავშვთა ოპერაციები).

2008 წლის აპრილის მონაცემებით საქართველოს მასშტაბით ფულად სოციალური დახმარება და ჯანდაცვის პოლისი მიიღო 160 500 ბენეფიციარმა ოჯახმა (სარეიტინგო ქულა ნაკლებია 57000-ზე), (იხ. ცხრილი №1). რაც შეეხება არაბენეფიციარ ოჯახებს, რომელთაც მიიღეს ჯანდაცვის პოლისი (სარეიტინგო ქულა 57000-70 000), მათი რაოდენობა 2008 წლის აპრილის მდგომარეობით შეადგენს 95 167 ოჯახს (იხ. ცხრილი №2).

2008 წლის აპრილის მონაცემებით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულია 461 143 ოჯახი, რომელთაგან 205 396 ოჯახის სარეიტინგო ქულა აღემატება 70 001-ს და, შესაბამისად, ვერ ღებულობს ვერც ფულად სოციალურ დახმარებას და ვერც სამედიცინო დაზღვევას.

სოციალური დახმარების აღნიშნული პროგრამა რეგულირდება საქართველოს კანონით „სოციალური დახმარების შესახებ“ და შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით:

1. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილება ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ;

2. საქართველოს მთავრობის 2005 წლის 4 აგვისტოს №126 დადგენილება - „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“;

3. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის დადგენილება - „სოციალური დახმარების შესახებ“;

4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №120/ნ ბრძანება - „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მოსახვედრად განაცხადის ფორმის და მისი მიღების აღრიცხვისა და დამუშავების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე;

5. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 29 სექტემბრის №1-1/1024 ბრძანება - „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“;

6. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 3 თებერვლის №34/ნ ბრძანება - „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახთა მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“;

7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანება - „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“.

ცხრილი № 11

ბენეფიციარი ოჯახები, რომელთაც ასევე აქვთ ჯანდაცვის პოლისი

რეგიონი

ოჯახის რაოდენობა

თბილისი

20 393

გურია

7 643

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

8 149

კახეთი

21 457

იმერეთი

32 005

მცხეთა-მთიანეთი

8 426

სამეგრელო-ზემო სვანეთი

22 141

სამცხე-ჯავახეთი

4 883

ქვემო ქართლი

10 309

შიდა ქართლი

14 579

აჭარა

10 272

ზემო აფხაზეთი

323

სულ

160 500

ცხრილი № 22

არაბენეფიციარი ოჯახები, რომელთაც აქვთ ჯანდაცვის პოლისი

რეგიონი

ოჯახის რაოდენობა

თბილისი

11 137

გურია

4 556

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

2 280

კახეთი

12 964

იმერეთი

18 932

მცხეთა-მთიანეთი

3 522

სამეგრელო-ზემო სვანეთი

10 694

სამცხე-ჯავახეთი

4 608

ქვემო ქართლი

9 338

შიდა ქართლი

8 882

აჭარა

8 213

ზემო აფხაზეთი

41

სულ

95 167

_________________

1. 2008 წლის აპრილის მდგომარეობით

2. 2008 წლის აპრილის მდგომარეობით

4 კვლევის აღწერა და მეთოდოლოგია

▲back to top


სოციალური დახმარების პროგრამის მოსახლეობის ცხოვრების დონეზე ზეგავლენის, ასევე პროგრამის მიმდინარეობის შეფასებისათვის აჭარის რეგიონში ჩატარდა ორი ტიპის კვლევა: პროგრამის ბენეფიციარი და არაბენეფიციარი ოჯახების რაოდენობრივი კვლევა და ღატაკი ოჯახების კვლევა.

რაოდენობრივი კვლევის შერჩევის ზომა იყო 1100 (600 პროგრამის ბენეფიციარი ოჯახი და 500 - არაბენეფიციარი) ოჯახი. კვლევა ჩატარდა 2 ფაზად აჭარის რეგიონის მასშტაბით (იხ. ცხრილი №3).

კვლევის ამოცანებს წარმოადგენდა:

  • პროგრამის ზეგავლენის შეფასება შინამეურნეობათა ცხოვრების დონეზე;

  • ზაფხულისა და ზამთრის სეზონზე ოჯახების სხვადსხვა მაჩვენებლების შედარება;

  • დახმარების მიღების შემდეგ შინამეურნეობის ხარჯების სტრუქტურაში ცვლილებების გამოვლენა;

  • შინამეურნეობათა სოციალური საჭიროებების იდენტიფიკაცია;

  • პროგრამის მიზანმიმართულების შეფასება;

  • ბენეფიციარი და არაბენეფიცარი ოჯახების შედარება სხვადასხვა მაჩვენებლის მიხედვით.

კვლევის მეთოდი იყო ანკეტირება პირისპირ ინტერვიუს გზით. კითხვარების შემუშავებასა და შინამეურნეობების შერჩევაში მონაწილეობა მიიღეს სააგენტოს სპეციალისტებმა.

ცხრილი №3

საკვლევი ბენეფიციარი და არაბენეფიციარი ოჯახების რაოდენობა
რაიონების მიხედვით

ლოკაცია

ბენეფიციარი

არაბენეფიციარი

სულ

ბათუმი

126

105

231

ქედა

42

35

77

ქობულეთი

150

125

275

შუახევი

60

50

110

ხელვაჩაური

132

110

242

ხულო

90

75

165

სულ

600

500

1100

რაოდენობრივ კვლევაში მონაწილე ოჯახთან ჩატარებული იდენტიფიკაციის კვლევის საფუძველზე პროექტის ფარგლებშიგანხორციელდა ღატაკი ოჯახების კვლევა, რომლის დროსაც გამოიკითხა 300 ოჯახი.

ღატაკი ოჯახების კვლევისთვის სპეციალურად შემუშავდა ანკეტა, სადაც გათვალისწინებული იყო კითხვები როგორც ბენეფიციარი, ასევე არაბენეფიციარი ოჯახებისთვის.

კვლევის ამოცანებს წარმოადგენდა:

  • ყველაზე ღატაკად დასახელებული ოჯახების გამოვლენა;

  • ღატაკ ოჯახებში დახმარების მიღების ან არ მიღების ზეგავლენის შეფასება;

  • შემოსავლებისა და ხარჯების სტრუქტურის ანალიზი;

  • ოჯახების სხვადასხვა პირველადი და სოციალური საჭიროებების იდენტიფიკაცია.

კვლევა ჩატარდა აჭარის სხვადასხვა რეგიონში. საკვლევი ბაზა განისაზღვრა ყველაზე ხშირად დასახელებული ოჯახების საფუძველზე. შესაბამისად, გამოკითხული ღატაკი ოჯახები აჭარის სხვადასხვა რაიონზე არათანაბრად გადანაწილდა (ცხრილი №4).

ცხრილი №4

გამოკითხული ღატაკი ოჯახები რაიონების მიხედვით

ლოკაცია

რაოდენობა

ბათუმი

14

ქედა

21

ქობულეთი

21

ხელვაჩაური

151

ხულო

93

სულ

300

5 ჩატარებული კვლევების შერჩევის მეთოდოლოგია

▲back to top


რაოდენობრივი კვლევა

შერჩევის ბაზა - სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზა; გამოკვლევის არეალი - აჭარის რეგიონის რაიონები.

შერჩევის მოცულობა - 1100 ინტერვიუ, 2 ფაზა (600 ბენეფიციარი, 500 არაბენეფიციარი).

შერჩევის დიზაინი - ქალაქებში სტრატიფიცირებული შერჩევა, სოფლებში კლასტერული შერჩევა.

შერჩევის მოცულობა გადანაწილდა რაიონებზე მათში აპლიკანტების რაოდენობის პროპორციულად.

ყოველ შერჩეულ სოფელში განისაზღვრა 11 ინტერვიუს ჩატარება (6 ბენეფიციართან, 5 არაბენეფიციართან)

ყოველ რაიონში შესარჩევი სოფლების რაოდენობა NR განისაზღვრა ფორმულით:

0x01 graphic

სადაც NR არის რაიონის სოფლებში ჩასატარებელ ინტერვიუთა რაოდენობა.

ცხრილი №5

ჩატარებელი ინტერვიუების რაოდენობა ლოკაციების მიხედვით

რაიონი

ბენეფიციარი

არაბენეფიციარი

სულ

შერჩეული
სოფლები

ქალაქი

სოფელი

ქალაქი

სოფელი

ბათუმი

126

0

105

0

231

0

ქედა

6

36

5

30

77

6

ქობულეთი

30

120

25

100

275

20

შუახევი

6

54

5

45

110

9

ხელვაჩაური

6

126

5

105

242

21

ხულო

6

84

5

70

165

14

სულ

180

420

150

350

1100

70

სოფლების შერჩევა განხორციელდა ზომის პროპორციული ალბათობით (PPშ). ოჯახების შერჩევა ქალაქებსა და სოფლებში განხორციელდა მარტივი შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე.

ყოველ ქალაქსა და შერჩეულ სოფელში ფორმირებულ იქნა დამატებითი შერჩევა. იმ შემთხვევაში, თუ ძირითად შერჩევაში მოხვედრილი ოჯახი უარს განაცხადებდა ინტერვიუზე, იგი იცვლებოდა იგივე დასახლებული პუნქტის სხვა ოჯახით დამატებითი სიიდან.

ღატაკი ოჯახების კვლევა

შერჩევის ბაზა - რაოდენობრივი შერჩევის დროს გამოკითხული ოჯახების მიერ დასახელებული ოჯახები - აჭარის (ა.რ.) რეგიონის რაიონები.

შერჩევის მოცულობა - 300 ინტერვიუ;

შერჩევის დიზაინი - რაოდენობრივ კვლევაში მონაწილე ოჯახების მიერ ყველაზე ხშირად დასახელებული ოჯახები.

6 რაოდენობრივი კვლევის ძირითადი მიგნებები

▲back to top


აჭარის რეგიონში ჩატარდა რაოდენობრივი კვლევის ორი ფაზა, ზაფხულისა და ზამთრის სეზონზე. გამოიკითხა 600 ბენეფიციარი და 500 არაბენეფიციარი ოჯახი. რაოდენობრივი კვლევის ორი ფაზის ჩატარების მიზანი იყო სეზონების მიხედვით ოჯახების მატერიალური მდგომარეობის შეფასება, შემოსავლის წყაროებისა და ხარჯების სტრუქტურის შედარება და ანალიზი.

  • ზაფხულისა და ზამთრის სეზონზე ოჯახების შემოსავლებისა და ხარჯების სტრუქტურა თითქმის იდენტურია. გამოკითხულ ოჯახებს ზაფხულის სეზონზე ძირითადად არ მიუღიათ შემოსავალი საცხოვრებელი ფართის ტურისტებზე გაქირავებით ან სხვა დაკავშირებული საქმიანობიდან.

  • ერთმანეთისგან განსხვავდება ხარჯების საშუალო ოდენობა კომპონენტების მიხედვით ზაფხულისა და ზამთრის სეზონზე. როგორც ბენეფიციარი ასევე არაბენეფიციარი ოჯახების მიერ საკვებზე გაწეული ხარჯის ზამთრის მაჩვენებელი აღემატება ზაფხულის მაჩვენებელს.

  • ბენეფიციარი ოჯახების მიერ ზაფხულში საკვებზე გაწეული ხარჯი თვეში საშუალოდ 79 ლარია, ხოლო ზამთარში - 103, ხოლო არაბენეფიციარ ოჯახებს ზაფხულში საკვებზე გაწეული საშუალო ხარჯი შეადგენს 91 ლარს, ხოლო ზამთარში - 128 ლარს.

  • სეზონურად განსხვავებულია კომუნალური გადასახადებზე გაწეული ხარჯი. ბენეფიციარი ოჯახები აღნიშნულ კომპონენტზე ზაფხულში გასწევენ საშუალოდ 9 ლარს, ხოლო ზამთარში - 15 ლარს, არაბენეფიციარ ოჯახები კი ზაფხულში საშულოდ 13 ლარს, ხოლო ზამთარში 19 ლარს.

  • რესპოდენტების ძირითადი ნაწილი ინფორმაციას პროგრამის შესახებ ტელევიზიის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საშუალებით იღებს.

  • კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მოსახლეობას მცდარი ან/და არასრულყოფილი წარმოდგენა აქვს პროგრამის მეთოდოლოგიისა და შესაბამისად, ოჯახის შეფასების კრიტერიუმების შესახებ. არაბენეფიციართა 39.1%25-ის აზრით, ოჯახის შეფასებისას განსკუთრებული ყურადღება ტელევიზორს ექცევა, ხოლო 23.6%25 მიიჩნევს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ნივთი მაცივარია. საყურადღებოა, რომ მხოლოდ 19.8%25-მა განაცხადა, რომ ისინი არ ფლობენ ინფორმაციას ოჯახის შეფასების კრიტერიუმების შესახებ.

  • კვლევის პროცესისასთვის ბენეფიციარ ოჯახთა 85.8%25-ს ჰქონდა დახმარება დანიშნული, მათგან 21%25 კი მაინც არ იღებდა ფულადშემწეობას; ამასთან, ბენეფიციართა 10.8%25-ს შეჩერებული ჰქონდა დახმარება, მათი უმეტესობა ვერ ასახელებს შეჩერების მიზეზს.

  • გამოკითხული ოჯახების შემოსავლების სტრუქტურაში დიდი ნაწილი ვალს უჭირავს. ვალის მაჩვენებელი მეტ-ნაკლებადთანაბარია როგორც ბენეფიციარ, ასევე არაბენეფიციარ ოჯახებში ზაფხულისა და ზამთრის სეზონებზე.

  • ოჯახებს შემოსავალი, უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ საკვებსა და შემდეგ კი მედიკამენტებზე ჰყოფნით. ვალების ძირითადი ნაწილიც სწორედ საკვებისა და მედიკამენტების ყიდვისთვის აქვთ აღებული.

  • ღარიბი ოჯახების ხარჯების სტრუქტურაში საკვებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. სოციალური დახმარებისპროგრამის მიღების შემდეგ ბენეფიციარებისათვის გაიზარდა მოხმარებული საკვების მოცულობა და ნაწილობრივ გაუმჯობესდა რაციონი.

  • ოჯახების მიერ მოხმარებული საკვები და სამომხმარებლო პროდუქტების სტრუქტურა მსგავსია ბენეფიციარ და არაბენეფიციარ ოჯახებში, თუმცა არაბენეფიციარი ოჯახების მიერ პროდუქტების საყიდლად გაწეული ხარჯები აღემატება ბენეციარი ოჯახების მიერ გაწეულ ხარჯებს.

  • გამოკითხული ოჯახები ძირითადად მოიხმარენ ხორბლის ფქვილს, შაქარს, მარილს, ზეთს, მაკარონსა და ვერმიშელს.

  • მიუხედავად იმისა, რომ სოციალური დახმარების მიღება გარკვეულწილად განაპირობებს კვების რაციონის გაუმჯობესებას, გამოკითხული ოჯახები მიიჩნევენ, რომ გაორმაგებული შემოსავლის მიღების შემთხვევაში თანხას ისევ საკვებსა და მედიკამენტებზე დახარჯავდნენ.

  • გამოკითხული ოჯახების 59,1%25-ს აღებული აქვს ჯანდაცვის პოლისი. აღნიშნული პოლისი ოჯახებმა საშუალოდ ორჯერ გამოიყენეს. საერთო ჯამში, ჯანდაცვის პოლისით ისარგებლა გამოკითხული ოჯახების 14,3 %25-მა.

  • გამოკითხული ბენეფიციარი ოჯახების საშუალო ხარჯები თვეში 139 ლარს შეადგენს, ხოლო არაბენეფიციარების ხარჯია 188 ლარი.

  • ოჯახების უმრავლესობა თვეში საშუალოდ 1-2ჯერ ყიდულობს მედიკამენტებს. ამასთან, ბენეფიციარი ოჯახების მიერ მედიკამენტებზე გაწეული ხარჯები მეტია, ვიდრე არაბენეფიციარი ოჯახების.

  • დასაქმების დონე ძალზედ დაბალია როგორც ბანეფიციარ (2,6%25), ასევე არაბენეფიციარ (10,4%25) ოჯახებში. დასაქმებულთათვის სახელფასო შემოსავლი საშუალოდ თვეში 157 ლარია.

  • ბენეფიციარი ოჯახების 34,4%25 სოციალური დახმარების პროგრამას დადებითად აფასებს, ხოლო არაბენეფიციარი ოჯახების 71%25 მიიჩნევს, რომ პროგრამა არასამართლიანად მიმდინარეობს.

  • ინტერვიუერის შეფასებით, გამოკითხული ოჯახების უმეტესობა ღატაკია, ხოლო რაც შეეხება საყოფაცხოვრებო პირობებს, ბენეფიციარ ოჯახებში ბევრად ცუდი მდგომარეობაა, ვიდრე არაბენეფიციარ ოჯახებში.

  • არაბენეფიციარი ოჯახების 16,1%25 ინტერვიუერის მიერ შეფასდა როგორც უკიდურესად ღატაკი.

7 რაოდენობრივი კვლევის შედეგების აღწერა

▲back to top


რაოდენობრივი კვლევის დროს გამოვლინდა გამოკითხული ოჯახების ინფორმირებულობის წყარო. სოციალური დახმარების შესახებ ინფორმაცია ოჯახებს სხვადასხვა წყაროდან აქვთ მიღებული. ბენეფიციარი ოჯახების 38%25-მა ინფორმაციის ძირითად წყაროდ ადგილობრივი თვითმმართველობა დაასახელა, ხოლო არაბენეფიციარი ოჯახების 42,6%25-მა ინფორმაცია სოციალური დახმარების პროგრამის შესახებ ტელევიზიის საშუალებით მიიღო.

დიაგარამა №1

დახმარების პროგრამის შესახებ ინფორმაციის მიღების გზები

ბენეფიციარი

0x01 graphic

არაბენეფიციარი

0x01 graphic

არაბენეფიციარი ოჯახების აზრით, დახმარების არმიღების მიზეზი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის შეფასების არასწორი სისტემის არსებობა და სოციალური აგენტის მიერ ოჯახის არასამართლიანი შეფასებაა. არაბენეფიციარი ოჯახების აზრით, ოჯახის შეფასებისას ძირითადი ყურადღება მაცივრისა და ტელევიზორის ქონას ექცევა.

დიაგარამა №2

არაბენეფიციარი ოჯახების აზრით ოჯახის შეფასების ინდიკატორები

0x01 graphic

რაოდენობრივი კვლევის დროს გამოკითხული არაბენეფიციარი ოჯახების აბსოლუტურმა უმრავლესობამ შეიტანა განაცხადი სახელმწიფო სოციალური სუბსიდიების პროგრამაში. მონაწილეობის მისაღებად განაცხადი არ შეუტანია მხოლოდ 4 ოჯახს. არაბენეფიციარი ოჯახების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად იმ ოჯახებიდან, რომლებმაც განაცხადი შეიტანეს, მხოლოდ 3 ოჯახში შეავსო არასრულად და 2 ოჯახში საერთოდ არ შეავსო სოციალურმა აგენტმა დეკლარაცია.

რაც შეეხება ბენეფიციარ ოჯახებს, მათ 85,8%25-ს დაენიშნა სოციალური დახმარება, საიდანაც 78,9%25 იღებს დახმარებას. ბენეფიციარი ოჯახების აბსოლუტური უმრავლესობა, როგორც დახმარების მიმღები, ასევე არამიმღები ინტერვიუერის მიერ შეფასებულია როგორც უკიდურესად ღატაკი ან ღატაკი.

სქემა №1

ბენეფიციარი ოჯახების მიერ დახმარების მიღება და ინტერვიუერის მიერ მათი შეფასება

0x01 graphic

ბენეფიციარი ოჯახების 75%25-მა და არაბენეფიციარი ოჯახების 75,9%25-მა იცის საკუთარი ოჯახის სარეიტინგო ქულა, რომლის მიხედვითაც გახდნენ ისინი დახმარების მიმღებნი ან არმიმღებნი.

ბენეფიციარი ოჯახების 10,8%25-ს შეჩერებული აქვს დახმარება. მათი 60%25-ის განცხადებით, ისინი ეცადნენ შეჩერების მიზეზის ადგილობრივ ორგანოებში დადგენას, მაგრამ კვლევის პერიოდისათვის მათ ვერ მიიღეს ინფორმაცია. შეჩერების მიზეზთა შორის 25%25 უკავია ოჯახის წევრთა რაოდენობის ცვლილებას.

გამოკითხული ოჯახების 44,4%25 დახმარებას იღებს ბინაზე, ხოლო 56,6%25 - ბანკში. ბინაზე დახმარების მიმღებთა აბსოლუტური უმრავლესობის განცხადებით, დახმარება მათთან ყოველთვის დროულად მიდის.

კვლევის ბაზაში თითქმის თანაბრად იყვნენ წარმოდგენილი ბენეფიციარი და არაბენეფიციარი ოჯახები სულადობის მიხედვით. შედარებით დიდი რაოდენობით იყვნენ 4-6 სულიანი ოჯახები, ხოლო შემდეგ მცირედი სხვაობით - 1-3 სულიანი ოჯახები. დაბალი იყო 7 და მეტ სულიანი ოჯახების რაოდენობა.

დიაგრამა №3

ოჯახების პროცენტული მაჩვენებელი სულადობის მიხედვით

0x01 graphic

რაოდენობრივი კვლევის დროს როგორც არაბენეფიციარ, ასევე ბენეფიციარ ოჯახებზე განისაზღვრა ოჯახის წევრების სოციალური სტატუსები. შედეგად გამოვლინდა, რომ ოჯახებში შრომისუნარიანი პირების წილი საკმაოდ მაღალია; შემდეგი მაჩვენებელი მოდის ბავშვებსა და პენსიონერებზე; დაბალია შეზღუდული უნარების მქონე პირების რაოდენობა.

დიაგრამა №4

გამოკითხული ოჯახების სოციალური სტატუსები

0x01 graphic

მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხულ ოჯახებში დიდია შრომისუნარიანი პირების მაჩვენებელი, მათი მხოლოდ მცირე ნაწილია დასაქმებული.

შრომისუნარიანი პირების დასაქმების მაჩვენებელი

ბენეფიციარი

0x01 graphic

არაბენეფიციარი

0x01 graphic

გამოკითხული ბენეფიციარი და არაბენეციარი ოჯახების შემოსავლების სტრუქტურა მეტ-ნაკლებად მსგავსია, თუმცა ვალის კომპონენტს მეტი წილი უჭირავს არაბენეფიციარი ოჯახების შემოსავლებში, მაგრამ ასევე გაცილებით მეტი პროცენტული მაჩვენებელი აქვს არაბენეფიციარი ოჯახების შემოსავლებში ოჯახის ჯამურ პენსიას.

დიაგრამა №6

შემოსავლის წყაროები ბენეფიციარ ოჯახებში

0x01 graphic

დიაგრამა № 7

შემოსავლის წყაროები არაბენეფიციარ ოჯახებში

0x01 graphic

გამოკითხული ოჯახების შემოსავლების სტრუქტურაში ვალის მაჩვენებელი საკმაოდ დიდია. ბენეფიციარი ოჯახების 68,6%25-მა და არაბენეფიციარი ოჯახების 72,4%25-მა აიღო ვალი. როგორც ბენეფიციარმა, ასევე არაბენეფიცარმა ოჯახებმა ვალის აღების მიზეზად მაღაზიაში სასურსათო პროდუქტების ყიდვა დაასახელეს. აღებული ვალი დააბრუნეს მხოლოდ ბენეფიციართა 14,1%25-მა და არაბენეფიციართა 12,1%25-მა. ვალის დაბრუნების წყაროებად ძირითადად ოჯახის შემოსავლების დაგროვება და ფულის სხვისგან სესხება სახელდება.

კვლევის ფარგლებში ასევე შესწავლილ იქნა ოჯახების ხარჯების სტრუქტურაც. გამოკითხული ოჯახებისთვის ხარჯების უმეტესი ნაწილი საკვებზე გაწეულ ხარჯებზე მოდის, ხოლო შემდეგ - მედიკამენტები და სამედიცინო მომსახურება. სხვა ტიპის ხარჯებზე როგორც ბენეფიციარ, ასევე არაბენეფიციარ ოჯახებში დაბალი პროცენტული მაჩვენებელი მოდის.

ბენეფიციარი ოჯახების ხარჯების სტრუქტურა

0x01 graphic

დიაგრამა №9

არაბენეფიციარი ოჯახების ხარჯების სტრუქტურა

0x01 graphic

გამოკითხული ოჯახების საშუალო ხარჯები მსგავსია ბენეფიციარ და არაბენეფიციარ ოჯახებში, თუმცა როგორც ოჯახის მთლიანი ხარჯი, ასევე ხარჯი ერთ სულზე გაანგარიშებით არაბენეფიციარ ოჯახებში მეტია. ბენეფიციარი ოჯახები თვეში ხარჯავენ საშუალოდ 139 ლარს, ხოლო არაბენეფიციარები - 188 ლარს.

დიაგრამა №10

ოჯახის საშუალო ხარჯი (თვე, ლარი )

0x01 graphic

დიაგრამა №11

ხარჯი ერთ სულზე გაანგარიშებით (თვე, ლარი)

0x01 graphic

გამოკითხული ოჯახების აბსოლუტური უმრავლესობა ფულს ძირითადად საკვებ პროდუქტებზე ხარჯავს. თუ არ ჩავთვლით ოჯახების მცირე რაოდენობის მიერ განათლებაზე გაწეულ ხარჯებს, საკვებზე გაწეული ხარჯები აღემატება სხვა პროდუქტებზე ხარჯებს. საკვების შემდეგ გამოკითხულ ოჯახების დიდ ნაწილს ხარჯი გაწეული აქვს მედიკამენტებზე, ხოლო შედარებით ნაკლები ოჯახი იხდის კომუნალურ გადასახადებს. ოჯახების მცირე რაოდენობა გასწევს ხარჯს ტანსაცმელზე, სასწავლო ნივთებსა და სხვა საჭიროებებზე.

ცხრილი №5

ოჯახების ხარჯი კომპონენტების მიხედვით (თვე, ლარი)

დასახელება

სულ ოჯახები

ბენეფიციარი

არაბენეფიციარი

ოჯახების
რაო-
დენობა

საშუალო
ხარჯი

ოჯახების
რაოდენობა

საშუა-
ლო
ხარჯი

ოჯახების რაო-
დენობა

საშუა-
ლო
ხარჯი

საკვები

1022

114,9

537

102,9

485

128,3

სამედიცინო
მომსა-
ხურება

111

71,9

49

92,1

62

55,9

მედი-
კამენტები

869

42,9

452

37,1

417

47,4

ტანსაცმელი

18

45,8

4

26,0

14

51,4

განათლება
(სასწავლო
ნივთების
გარეშე)

24

174,6

8

177,5

16

173,1

სასწავლო
ნივთები

58

21,8

28

17,1

30

26,2

ტრანსპორ-
ტი

154

14,9

59

14,0

95

15,5

სასაუბრო
ბარათი

92

14,6

12

24,1

80

13,1

კომუ-
ნალური
გადა-
სახადები

612

17,2

284

15,4

328

18,9

ვალის
დაბრუნება

125

53,1

71

30,5

54

82,8

სიგარეტი

368

13,8

177

11,9

191

15,4

სხვა

9

75,1

5

176

4

40,7

გამოკითხული ოჯახების უმეტესობა ძირითადად ყიდულობს ისეთ საკვებ პროდუქტებს, როგორიცაა: ხორბლის ფქვილი, მაკარონი, ვერმიშელი, ზეთი, შაქარი და მარილი. ოჯახების გარკვეული ნაწილი შინამეურნეობის მეშვეობით მოიხმარს რძესა და რძის პროდუქტებს, კვერცხს, სიმინდის ფქვილს, ლობიოსა და ბარდას, ხილსა და ბოსტნეულს. საკმაოდ მცირეა იმ ოჯახების რიცხვი, რომლებიც მოიხმარენ ხორცსა და თევზს, თუმცაარაბენეფციარი ოჯახების მაჩვენებელი აღნიშნულ კომპონენტში მცირედით აღემატება ბენეფიციარი ოჯახების მაჩვენებელს.

ცხრილი №6

მოხმარებული პროდუქტების მიღების გზები

0x01 graphic

რაოდენობრივ კვლევაში მონაწილე ოჯახებში ძალზედ მცირეა სამომხმარებლო პროდუქტების მოხმარების მაჩვენებელი. ბენეფიციარების შემთხვევაში შედარებით მაღალი მაჩვენებელი მოდის სასკოლო წიგნებსა და ნივთებზე. სტრუქტურა მეტ-ნაკლებად მსგავსია არაბენეფიციარ ოჯახებში, თუმცა ამ შემთხვევაში გაცილებით მეტია სატელეფონო სასაუბრო ბარათების მოხმარების მაჩვენებელი.

დიაგრამა №12

გამოკითხული ოჯახების მიერ მიღებული სამომხმარებლო პროდუქტები

ბენეფიციარი

0x01 graphic

არაბენეფიციარი

0x01 graphic

გამოკითხულ ოჯახებში როგორც ხარჯების კუთხით, ასევე საჭიროებების თვალსაზრისითაც, საკვების შემდეგ პრიორიტეტად გამოვლინდა მედიკამენტები და სამედიცინო მომსახურება.

რაოდენობრივი კვლევის დროს გამოკითხული ოჯახების 84,7%25 გასწევს ხარჯებს მედიკამენტებზე. ხარჯი შეადგენს საშუალოდ 42 ლარს თვეში. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის უმეტესობა მედიკამენტებს საშუალოდ თვეში 1-2-ჯერ შეიძენს.

დიაგრამა №13

გამოკითხული ოჯახების მიერ მედიკამენტების მოხმარების სიხშირე

0x01 graphic

რაც შეეხება სამედიცინო მომსახურებას, ოჯახების 10,8%25 გასწევს ამ კომპონენტზე ხარჯს. ხარჯი შეადგენს საშუალოდ 71,8 ლარს თვეში.

გამოკითხული ოჯახების 59,1%25-ს (ბენეფიციართა 72,7%25-სა და არაბენეფიციართა 44,1%25-ს) აღებული აქვს ჯანდაცვის პოლისი. აღნიშნული პოლისი ოჯახებმა საშუალოდ ორჯერ გამოიყენეს. საერთოჯამში, ჯანდაცვის პოლისი გამოიყენა გამოკითხული ოჯახების 14,3 %25-მა. გამოკითხული ოჯახები სოციალური დახმარების პროგრამას სხვადასხვაგვარად აფასებენ. ბენეფიციარი ოჯახების 34,4%25 პროგრამას დადებითად აფასებს, თუმცა არაბენეფიციარი ოჯახების 71%25-ის აზრით, პროგრამა არასამართლიანად მიმდინარეობს.

რაოდენობრივ კვლევაში მონაწილე ოჯახები საკუთარ მატერიალურ მდგომარეობას უკიდურესად ცუდად აფასებენ. მათ შემოსავალი, უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ საკვებზე ჰყოფნით. ბენეფიციარი ოჯახების 96%25 და არაბენეფიციარი ოჯახების 90%25 მიიჩნევს, რომ შემოსავალი საერთოდ არ ჰყოფნით. ინტერვიუერის მიერ ოჯახების სოციალური მდგომარეობის შეფასების საფუძველზე გამოვლინდა, რომ ოჯახების უმეტესობა ღატაკია (იხ. დიაგრამა 14).

რაოდენობრივი კვლევის დროს ინტერვიუერების მიერ შეფასდა გამოკითხული ოჯახების საყოფაცხოვრებო პირობები. ამ მხრივბენეფიციარ და არაბენეფიციარ ოჯახებს შორის უფრო დიდი სხვაობაა, ვიდრე სხვა კომპონენტებში. საყოფაცხოვრებო პირობები არაბენეფიციარ ოჯახებში გაცილებით უკეთესია (იხ. დიაგრამა 15).

დიაგრამა №14

ინტერვიუერის შეფასება - სოციალური მდგომარეობა

ბენეფიციარი

0x01 graphic

არაბენეფიციარი

0x01 graphic

დიაგრამა №15

ინტერვიუერის შეფასება - საყოფაცხოვრებო პირობები

ბენეფიციარი

0x01 graphic

არაბენეფიციარი

0x01 graphic

როგორც უკვე აღინიშნა, რაოდენობრივი კვლევის დროს ოჯახები აფასებდნენ საკუთარ მატერიალურ მდგომარეობას და ასევე ინტერვიუერის მიერ ფასდებოდა ოჯახების სოციალური სტატუსი. შედეგად გამოვლინდა, რომ იმ ოჯახების უმეტესობა, რომლებმაც განაცხადეს, რომ შემოსავალი არ ჰყოფნით, ან უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ საკვების შეძენა შეუძლიათ, ინტერვიუერის მიერ შეფასდა როგორც უკიდურესად ღატაკი ან ღატაკი.

ცხრილი №7

ოჯახების თვითშეფასება და ინტერვიუერის შეფასება

ბენეფიციარი

სოციალური შეფასება

შემოსავალი
არ გვყოფნის

შემოსავალი
გვყოფნის მხოლოდ კვებაზე

სულ

უკიდურესად
ღატაკი

რაოდენობა
%25

81
17,8

1
1,6

82
15,8

ღატაკი

რაოდენობა
%25

275
60,4

26
41,3

301
58,1

ღარიბი

რაოდენობა
%25

85
18,7

35
55,6

120
23,2

საშუალო
შეძლების

რაოდენობა

14

1

15

%25

3,1
455

1,6
63

2,9
518

სულ

100

100

100

ცხრილი №8

ოჯახების თვითშეფასება და ინტერვიუერის შეფასება

არაბენეფიციარი

სოციალური შეფასება

შემოსავალი
არ გვყოფნის

შემოსავალი
გვყოფნის
მხოლოდ
კვებაზე

სულ

უკიდურესად
ღატაკი

რაოდენობა
%25

25
7,0

2
2,8

27
6,3

ღატაკი

რაოდენობა
%25

142
39,8

8
11,1

150
35,0

ღარიბი

რაოდენობა
%25

148
41,5

42
58,3

190
44,3

საშუალო
შეძლების

რაოდენობა
%25

37
10,4

17
23,6

54
12,6

საშუალოზე
მაღლი
შეძლების

რაოდენობა
%25

5
1,4

3
4,2

8
1,9

სულ

რაოდენობა
%25

357
100

72
100

429
100

პროგრამის მიზანმიმართულების შეფასებისათვის ინტერვიუერის სოციალური მდგომარეობის შეფასების გათვალისწინებით, შეიძლება დავასკვანათ, რომ სოციალური პროგრამა ვერ ფარავს ღატაკი ოჯახების 16.1%25-ს - არაბენეფიციარები, რომლებმაც მიიღეს შეფასება უკიდურესად ღატაკი/ღატაკი (დიაგრამა № 16). არაფენეფიციარი შინამეურნეობების 44%25 შეფასდა როგორც ღარიბი, დანარჩენი კი - საშუალო შეძლების(17.4%25) და საშუალოზე მაღალი შეძლების (4.5%25).

დიაგრამა №16

0x01 graphic

შესწავლილი შინამეურენეობების სოციალური მდგომარეობის შეფასება (გაერთიანებული ბენეფიციარი და არაბენეფიციარი ოჯახები)

ღატაკი ოჯახების კვლევის ძირითადი მიგნებები

რაოდენობრივი კვლევის პირველი ფაზის მიმდინარეობის პარალელურად გამოკითხულ ოჯახებთან ჩატარდა ღატაკი ოჯახების იდენტიფიკაციის კვლევა. რაოდენობრივ კვლევაში მონაწილე ოჯახები ასახელებდნენ მათ თემში მცხოვრებ ყველაზე ღატაკ ოჯახებს.

შედეგად დასახელდა 697 ღატაკი ოჯახი, საიდანაც შეირჩა 300 ყველაზე ხშირად დასახელებული ოჯახი. აღნიშნული ოჯახების კვლევა ჩატარდა რაოდენობრივი კვლევის მეორე ფაზის პარალელურად.

  • ღატაკი ოჯახების იდენტიფიკაციის კვლევის საფუძველზე ყველაზე მეტი ღატაკი ოჯახი შეირჩა ხელვაჩაურისა და ხულოს რაიონებში.

  • გამოკითხული ოჯახების (ერთ წევრს მაინც) 6,2%25-ს არ აქვს დაბადების მოწმობა, ხოლო 5,5 %25-ს არ აქვს პირადობის მოწმობა.

  • ღატაკი ოჯახების შემოსავლის ძირითად წყაროს ვალი წარმოადგენს. გამოკითხულთა 76,7%25-ს აღებული აქვს ვალი. ოჯახების შემოსავლების სტრუქტურაში სწორედ ვალის აღება შეადგენს 70%25-ს.

  • ვალი დააბრუნა ოჯახების მხოლოდ 12,3%25-მა. მათმა 66,7%25-მა საჭირო თანხა დააგროვა ოჯახის შემოსავლებიდან, ხოლო 33,3%25-მათანხა ისესხა სხვისგან. ოჯახების უმეტესობას ვალი მაღაზიაში საკვები პროდუქტების ყიდვის მიზნით ჰქონდათ აღებული.

  • ღატაკი ოჯახები ხარჯებს ძირითადად საკვებზე გასწევენ. ხარჯების სტრუქტურაში ამ კომპონენტზე 65%25 მოდის.

  • გამოკითხული ოჯახების მიერ ყოველთვიურად გაწეული ხარჯი საშუალოდ 161 ლარს შეადგენს.

  • ღატაკი ოჯახები საკვები პროდუქტებიდან ძირითადად მოიხმარენ ხორბლის ფქვილს, მარგარინს, ზეთს, შაქარს, მარილს, ლობიოსა და ბრინჯს.

  • სოციალურ დახმარებას გამოკითხული ოჯახები პირველ რიგში საკვებზე, შემდგომ კი მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე ხარჯავენ/დახარჯავდნენ. აბსოლუტურად იგივე პრიორიტეტები გამოვლინდა იმ შემთხვევაშიც, ოჯახს რომ ჰქონდეს გაორმაგებული შემოსავალი.

  • ღატაკი ოჯახების 42,7%25-ს აღებული აქვს ჯანდაცვის პოლისი. აქედან 37,5%25 იყენებს აღნიშნულ პოლისს. ოჯახების უმეტესობა თვეში საშუალოდ 1-2-ჯერ ყიდულობს მედიკამენტებს.

  • ღატაკი ოჯახების 58,2%25 სოციალური დახმარების პროგრამას აფასებს უარყოფითად.

  • ოჯახების 89,7%25-ს შემოსავალი საერთოდ არ ჰყოფნის, თუნდაც საკვები პროდუქტების ყიდვაზე.

  • ინტერვიუერის შეფასებით, გამოკითხული ღატაკი ოჯახების უმეტესობის საყოფაცხოვრებო და სოციალური პირობები ძალზედ მძიმეა.

ღატაკი ოჯახების კვლევის შედეგების აღწერა

ღატაკი ოჯახების კვლევის დროს გამოვლინდა გამოკითხული ოჯახების ინფორმირებულობის წყარო. სოციალური დახმარების შესახებ ინფორმაცია ოჯახებს სხვადასხვა წყაროდან აქვთ მიღებული.

გამოკითხულთა ნახევარმა ინფორმაცია სოციალური დახმარების პროგრამის შესახებ ტელევიზიით მიიღო. ინფორმაციის მიღების წყაროებად ასევე დასახელდა ადგილობროვი ორგანოები, ნათესავი, მეზობელი ან მეგობარი.

დიაგრამა №17

პროგრამის შესახებ ინფორმაციის მიღების გზები

0x01 graphic

ღატაკ ოჯახებს შორის იყვენენ ოჯახები, რომელთაც განაცხადი საერთოდ არ ქონდათ შეტანილი დაბადების ან/და პირადობის მოწმობის არქონის გამო. გამოკითხულთა ოჯახებიდან 6,2%25 ოჯახის ერთ წევრს მაინც არ გააჩნია დაბადების მოწმობა, ხოლო პირადობის მოწმობის არქონის მაჩვენებელი 5,5%25-ია. პირადობისა და დაბადების მოწმობების არქონას ოჯახები სხვადასვხა მიზეზით ხსნიან. დაბადების მოწმობის შემთხვევაში მიზეზი ძირითადად სასამართლო პროცედურების სირთულედა ხანგრძლივობაა, ხოლო პირადობის მოწმობის არმქონე პირების უმეტესობას არც უცდია მოწმობის აღება.

დიაგრამა №18

დაბადების მოწმობის არქონის მიზეზები

0x01 graphic

დიაგრამა №19

პირადობის მოწმობის არქონის
მიზეზები

0x01 graphic

შესწავლილი 300 ღატაკი ოჯახიდან 51,4%25-მა შეიტანა განაცხადი სოციალური დახმარების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, აქედან 29,3%25-ს დაენიშნა დახმარება, ხოლო საბოლოოდ აღნიშნული მაჩვენებლიდან 86,4%25 იღებს სოციალურ ფულად დახმარებას. ინტერვიუერის მიერ ღატაკი ოჯახების უმეტესობა მართლაც უკიდურესად ღატაკად ან ღატაკად არის შეფასებული

სქემა №2

ღატაკი ოჯახების მიერ დახმარების მიღება და ინტერვიუერის მიერ მათი შეფასება

0x01 graphic

ღატაკი ოჯახების 77,3%25-მა იცის საკუთარი სარეიტინგო ქულა, რომლისმიხედვითაც გახდა ესა თუ ის ოჯახი სოციალური დახმარების მიმღები ან არმიმღები.

ღატაკი ოჯახებიდან ბენეფიციარი ოჯახების 9,2%25-ს შეჩერებული აქვს დახმარება. შეჩერების მიზეზად გამოკითხულთა 50%25 ასახელებს ოჯახში წევრთა რაოდენობის ცვლილებას, ხოლო 50%25-მა ეცადა მიზეზი გაეგო ადგილობრივი ორგანოს მეშვეობით, მაგრამ ვერ შეძლო ინფორმაციის მოპოვება.

ბენეფიციარი ოჯახების 72,5%25 ფულად დახმარებას ბინაზე მიტანით იღებს, ხოლო 27,5%25 საბანკო მომსახურებით სარგებლობს.

გამოკითხული ღატაკი ოჯახები ძირითადად იყვნენ 1-3 სულიანი, ყველზე ნაკლები რაოდენობით გამოკიხითულ იქნა 7 და მეტ სულიანი ოჯახები.

დიაგრამა №20

ოჯახების პროცენტული მაჩვენებელი სულადობის მიხედვით

0x01 graphic

ღატაკი ოჯახების კვლევის დროს განისაზღვრა ოჯახების წევრების სოციალური სტატუსები. შედეგად გამოვლინდა, რომ ოჯახებში შრომისუნარიანი პირების წილი საკმაოდ მაღალია, შემდეგი მაჩვენებელი კი ბავშვებსა და პენსიონერებზე მოდის. რაოდენობრივი კვლევის დროს გამოკითხულ ოჯახებთან შედარებით ღატაკ ოჯახებში უფრო მეტი შეზღუდული უნარის მქონე პირებია წარმოდგენილი.

დიაგრამა №21

ღატაკი ოჯახების წევრების სოციალური სტატუსები

0x01 graphic

გამოკითხულ 300 ღატაკ ოჯახში 512 შრომისუნარიანი პირია, რომელთაგან მხოლოდ 5,5%25-ია დასაქმებული.

შემოსავლების სტრუქტურა ღატაკ ოჯახებში დაახლოებით მსგავსია რაოდენობრივ კვლევაში მონაწილე ოჯახებისა, თუმცა ვალის კომპონენტზე ღატაკი ოჯახების შემოსავლებში გაცილებით მაღალი პროცენტული მაჩვენებელი მოდის. ღატაკი ოჯახების შემოსავლების 70%25 ვალის აღებით მიღებული თანხაა.

დიაგრამა №22

ღატაკი ოჯახების შემოსავლების სტრუქტურა

0x01 graphic

გამოკითხული ღატაკი ოჯახების 76,7%25-მა აიღო ვალი. ოჯახებმა ვალის აღების ძირითად მიზეზად მაღაზიაში სასურსათო პროდუქტების ყიდვა დაასახელეს. ღატაკი ოჯახების უმეტესობამ არ იცის, თუ რა პერიოდში დააბრუნებენ ისინი ვალს. აღებული ვალი დააბრუნა ოჯახების მხოლოდ 12,3%25-მა. ვალის დაბრუნების წყაროებად ძირითადად ოჯახის შემოსავლების დაგროვება და ფულის სხვისგან სესხება სახელდება.

კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა ღატაკი ოჯახების ხარჯების სტრუქტურაც. გამოკითხული ოჯახებისთვის ხარჯების უმეტესი ნაწილი საკვებზე იხარჯება, ხოლო შემდეგ პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით მედიკამენტები და კომუნალური გადასახადები მოდის. მედიკამენტებზე ხარჯი გასწია გამოკითხული ოჯახების 82,9%25-მა საშუალოდ 32 ლარი, ხოლო კომუნალურ გადასახადებზე - 41,1%25-მა საშუალოდ 28 ლარი.

დიაგრამა №23

ღატაკი ოჯახების ხარჯების სტრუქტურა

0x01 graphic

ოჯახების მიერ გაწეული ხარჯები განსხვავდება ოჯახის წევრების რაოდენობების მიხედვით. ზოგადად, ღატაკი მოსახლეობის ხარჯების მიხედვით ოჯახი თვეში ხარჯავს საშუალოდ 160,9 ლარს.

დიაგრამა №24

ოჯახის საშუალო შემოსავალი (თვე, ლარი)

0x01 graphic

დიაგრამა №25

ხარჯი ერთ სულზე გაანგარიშებით (თვე, ლარი )

0x01 graphic

გამოკითხული ოჯახები უკიდურესად ღატაკ მდგომარეობაში იმყოფებიან. მათ, უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ იმის საშუალება აქვთ, რომ საკვები პროდუქტები მიიღონ.

გამოკითხული ღატაკი ოჯახების უმეტესობა ძირითადად ფულსაც მხოლოდ საკვებ პროდუქტებზე ხარჯავს. ყველაზე ხშირად ისინი ხორბლის ფქვილს, მარგარინს, ზეთს, შაქარსა და მარილს ყიდულობენ.

ოჯახების გარკვეული ნაწილი შინამეურნეობის მეშვეობით მოიხმარს რძესა და რძის პროდუქტებს, სიმინდის ფქვილს, ლობიოსა და ბარდას, ხილსა და ბოსტნეულს.

საკმაოდ მცირეა იმ ოჯახების რიცხვი, რომლებიც მოიხმარენ ხორცსა და თევზს.

ცხრილი №9

მოხმარებული პროდუქტების მიღების გზები

1

პროდუქტის დასახელება

ვიყიდე

მივიღე
მეურნეობით

არ მიმიღია

2

პური

40

2

250

3

ხორბლის/სიმინდის ფქვილი, ღერღილი

264

148

150

4

ლობიო/ბარდა, ბრინჯი, წიწიბურა

188

136

246

5

მაკარონი, ვერმიშელი

140

0

264

6

ხორცი

6

18

266

7

თევზი

24

4

264

8

რძე და რძის პროდუქტები

8

112

130

9

კვერცხი

40

44

192

10

მარგარინი და ზეთი

312

12

250

11

ხილი და ბოსტნეული

128

164

228

12

ყავა და ჩაი

356

4

196

13

შაქარი და მარილი

470

0

34

14

საყოფაცხოვრებო ნივთები

674

4

968

15

სხვა პროდუქტები

200

70

502

რაოდენობრივ კვლევაში მონაწილე ოჯახებში ძალზედ მცირეა სამომხმარებლო პროდუქტების მოხმარების მაჩვენებელი. ყველაზე მეტად ღატაკი ოჯახები მოიხმარენ სასკოლო ნივთებსა და წიგნებს, ასევე სატელეფონო სასაუბრო ბარათებ

დიაგრამა №26

ღატაკი ოჯახების მიერ მიღებული სამომხმარებლო პროდუქტები

0x01 graphic

გამოკითხული ოჯახების 82,9%25 გასწევს ხარჯებს მედიკამენტებზე. ხარჯი ეადგენს საშუალოდ 32 ლარს თვეში. ღატაკი მოსახლეობის უმეტესობა ედიკამენტებს საშუალოდ თვეში 1-2-ჯერ შეიძენს.

დიაგრამა №27

მედიკამენტების მოხმარების სიხშირე

0x01 graphic

რაც შეეხება სამედიცინო მომსახურებას, ოჯახების 17,8%25 გასწევს ამ ომპონენტზე ხარჯს. ხარჯი შეადგენს საშუალოდ 36 ლარს თვეში.

გამოკითხული ოჯახების 56%25-ს აღებული აქვს ჯანდაცვის პოლისი. აქედან 2,5%25-მა გამოიყენა პოლისი. პოლისის გამოყენების სიხშირე საშუალოდ ერთის ტოლია.

გამოკითხული ოჯახები სოციალური დახმარების პროგრამას სხვადასხვაგვარად აფასებენ. 58,2%25 მიიჩნევს, რომ პროგრამა არასამართლიანად მიმდინარეობს, თუმცა 14,4%25 პროგრამას დადებითად აფასებს. გამოკითხული ოჯახების 27,4%25 ნეიტრალურადაა განწყობილი.

კვლევაში მონაწილე ოჯახები საკუთარ მატერიალურ მდგომარეობას უკიდურესად ცუდად აფასებენ. მათ შემოსავალი, უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ საკვებზე ჰყოფნით. ოჯახების 89,7%25-ს საერთოდ არ ჰყოფნის შემოსავალი და მხოლოდ 2,7%25-ს შეუძლია საკვების გარდა ტანსაცმელიც შეიძინოს.

ღატაკი ოჯახების კვლევის დროს ინტერვიუერების მიერ შეფასდა გამოკითხული ოჯახების საყოფაცხოვრებო პირობები და სოციალური მდგომარეობა.

გამოკითხული ოჯახების უმეტესობა ღატაკად არის შეფასებული. ეს ოჯახები ძლივს იკმაყოფილებენ შიმშილს. რაც შეეხება საყოფაცხოვრებო პირობებს, ძირითადად ინტერვიუერის მიერ შეფასებულია როგორც ცუდ მდგომარეობაში მყოფი.

დიაგრამა №28

ინტერვიუერის შეფასება - ოჯახის საყოფაცხოვრებო პირობები

0x01 graphic

დიაგრამა №29

ინტერვიუერის შეფასება - ოჯახის სოციალური მდგომარეობა

0x01 graphic

როგორც უკვე აღინიშნა, ღატაკი ოჯახების კვლევის დროს ოჯახები აფასებდნენ საკუთარ მატერიალურ მდგომარეობას და ასევე ინტერვიუერის მიერ ფასდებოდა ოჯახების სოციალური სტატუსი. შედეგად გამოვლინდა, რომ იმ ოჯახების უმეტესობა, რომლებმაც განაცხადეს, რომ შემოსავალი არ ჰყოფნით, ან მხოლოდ საკვების შეძენა შეუძლიათ, ინტერვიუერის მიერ შეფასდა როგორც უკიდურესად ღატაკი ან ღატაკი.

ცხრილი №10

ოჯახების თვითშეფასება და ინტერვიუერის შეფასება

სოციალური შეფასება

შემოსავალი
არ გვყოფნის

შემოსავალი
გვყოფნის
მხოლოდ
კვებაზე

სულ

უკიდურესად
ღატაკი

რაოდენობა
%25

56
21,4

2
9,1

58
20,4

ღატაკი

რაოდენობა
%25

140
53,4

10

45,5

150
52,8

ღარიბი

რაოდენობა
%25

66
25,2

10
45,5

76
26,8

სულ

რაოდენობა
%25

262
100

22
100

284
100

8 აჭარის რეგიონში პროექტის მიმდინარეობისას გამოვლენილი საინტერესო შემთხვევები

▲back to top


აჭარის ა.რ. რეგიონში კვლევის ჩატარების დროს გამოვლინდა სხვადასხვა ოჯახთან დაკავშირებული საინტერესო შემთხვევები. იყო სიტუაციები, როდესაც გამოვლინდა სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ბაზაში უზუსტობები, მაგალითად რამდენიმე ოჯახის მისამართი არასწორად იყო მითითებული. ამის მიზეზი, რიგ შემთხვევბში იყო ის გარემოება, რომ ოჯახებმა შეიცვალეს საცხოვრებელი ადგილი და ამის შესახებ არ აცონობეს სააგენტოს. ასევე იყო შემთხვევები, როდესაც ერთსულიანი ოჯახები კვლევის მიმდინარეობის პერიდისათვის გარდაცვლილნი იყვნენ. კვლევის დროს გამოვლინდნენ ისეთი ოჯახები, რომლთაც შეჩერებული აქვთ სოციალური დახმარების მიღება და არ ფლობენ ინფორმაციას შეჩერების მიზეზების შესახებ. გამოკითხულთა შორის იყვნენ ისეთი შინამეურნეობებიც, რომლებსაც დანიშნული ჰქონდათ დახმარება სარეიტინგო ქულის შესაბამისად, მაგრამ მათ დახმარება არ ჰქონდათ მიღებული კვლევის პერიდისთვის.

გამოვლენილი საინტერესო შემთხვევები განხილულ იქნა დეტალურად სახელმწიფო სუბსიდიების სააგენტოს წარმომადგენლებთან. აღნიშნული ოჯახები დამატებით გადამოწმდნენ სააგენტოს ბაზაში. შედაგად ყველა გამოვლენილი დარღვევა და უზუსტობა გადაეცა სახელმწიფო სუბსიდიების სააგენტოს შესაბამისი ღონისძიებების გასატარებლად.

ანგარიშში მოცემულია აჭარის (ა.რ.) რეგიონში გამოვლენილი ზოგიერთი საინტერესო შემთხვევა. კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით ანგარიშში არ არის მითითებული ოჯახების მონაცემები.

ერთწევრიან ბენეფიციარ ოჯახს წარმოადგენს მარტოხელა ქალბატონი, რომელსაც გაქირავებული აქვს საცხოვრებელი ბინის ერთი ოთახი, სადაც განთავსებულია მაღაზია. შესაბამისად, ოჯახი იღებს შემოსავალს ქირის სახით. თუმცა შემოსავლის ამ წყაროს იგი მალავს და იმავდროულად იღებს ფულად სოციალურ შემწეობას. ინტერვიუერის შეფასებით,ოჯახის სოციალური მდგომარეობა ნორმალურია.

არაბენეფიციარი ექვსწევრიანი ოჯახში ცხოვრობს 4 შრომისუნარიანი, 1 პენსიონერი და 1 არასრულწლოვანი ბავშვი. მცირეწლოვანი არის ავადმყოფი და ესაჭიროება სისტემატური მკურნალობა, რაზეც ოჯახს ხელი არ მიუწვდება.

აღნიშნული ოჯახი არ ფლობს ინფორმაციას მიღებული სარეიტინგო ქულის შესახებ, შესაბამისად არ აქვს მოწმობა. ოჯახის განმარტებით, ადგილობრივმა სააგენტომ სიტყვიერად აცნობა, რომ მათ მაღალი სარეიტინგო ქულა მიიღეს.

ოჯახს არ აქვს არც სოციალური დახმარება და არც სამედიცინო პოლისი. ინტერვიუერის შეფასებით, ოჯახი არის უკიდურესად ღატაკი და მას აუცილებლად სჭირდება სამედიცინო დაზღვევა.

ხუთწევრიანმა ოჯახმა განაცხადი შეიტანა 2006 წლის 3 მარტს და მას მიენიჭა სარეიტინგო ქულა - 45630.

ოჯახში ცხოვრობს 2 შრომისუნარიანი (უმუშევარი) და სამი არასრულწლოვანი ბავშვი. ოჯახის ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბავშვი არის ავადმყოფი, რომელსაც სასწრაფოდ სჭირდება მკურნალობა. როგორც ინტერვიუერმა გაარკვია, ოჯახს სამედიცინო პოლისი მიღებული ქონდა, მაგრამ ადგილობრივ საავადმყოფოში უარი განუცხადეს მომსახურებაზე.

სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აღნიშნული ოჯახი არის ბენეფიციარი, მაგრამ როგორც გაირკვა, მოხდა ოჯახის მეორედ შემოწმება, ხოლო შემოწმების შედეგი კი არ იყო ცნობილი კვლევის მიმდინარეობის დროს. ინტერვიუერის შეფასებით, ოჯახი არის უკიდურესად ღატაკი.

ხუთწევრიანი ოჯახი, სადაც ცხოვრობს 2 პენსიონერი და 3 შრომისუნარიანი (უმუშევარი). სააგენტოს მიერ მოწოდებული ბაზის მონაცემებით, ოჯახი უნდა იყოს ფულადი სოციალური დახმარების მიმღები, თუმცა, კვლევის მიმდინარეობის დროს აღმოჩნდა, რომ ოჯახი არ ღებულობდა ფულად დახმარებას.

გამოკითხვის შედეგად ინტერვიუერმა დაადგინა, რომ ოჯახს შეჩერებული ჰქონდა დახმარების მიღება, ხოლო ამის მიზეზი მათ ვერ დაასახელეს. ოჯახში არანაირი ცვლილება არ მომხდარა, მათ შორის დემოგრაფიული. ოჯახს ადგილობრივ სააგენტოში აცნობეს, რომ „თბილისმა შეუჩერა ფულადი დახმარების მიღება“. ინტერვიუერის შეფასებით, ოჯახი არის უკიდურესად ღატაკი.

ოჯახის სარეიტინგო ქულაა 53060 და შესაბამისად, სააგენტოს მიერ მოწოდებული ბაზის მონაცემებით, ოჯახი არის ბენეფიციარი.

კვლევის მიმდინარეობის დროს ინტერვიუერმა აღმოაჩინა, რომ ოჯახს არასდროს მიუღია ფულადი სოციალური დახმარება. როდესაც ოჯახმა მიმართა ადგილობრივ სააგენტოს დახმარების არმიღების მიზეზის დასადგენად, მას უთხრეს, რომ ოჯახს მიღებული ჰქონდა მაღალი სარეიტინგო ქულა - 60140. თუმცა, მათ ასევე არ ქონდათ აღნიშნული ქულის დამადასტურებელი მოწმობა. ინტერვიუერის შეფასებით, ოჯახი არის უკიდურესად ღატაკი.

ოჯახი ბენეფიციარია, მისი სარეიტინგო ქულაა 53330. ოჯახმა სოციალური დახმარების პროგრამაში განაცხადი შეიტანა 2006 წლის 11 დეკემბერს, რის შედეგადაც სამი თვის განმავლობაში ღებულობდა ფულად სოციალურ დახმარებას. სამი თვის შემდეგ ოჯახს შეუწყდა სოციალური დახმარების მიღება, თუმცა მიზეზი უცნობია. ოჯახმა მიმართა ადგილობრივ სააგენტოს ინფორმაციის მისაღებად. მათ აცნობეს, რომ ოჯახს მიღებული აქვს მაღალი სარეიტინგო ქულა - 73210 იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული ოჯახი ხელმეორედ არ არის შემოწმებული. შესაბამისად, უცნობია თუ რის საფუძველზე მოხდა სარეიტინგო ქულის მომატება. ინტერვიუერის შეფასებით, ოჯახი არის უკიდურესად ღატაკი.

ოჯახი ბენეფიციარია, პირველი შემოწმების შედეგად მიიღო 51660 (სარეიტინგო ქულა). დაახლოებით სამი თვის შემდეგ მოხდა ოჯახის ხელმეორედ შემოწმება, რის შედეგადაც ოჯახის სარეიტინგო ქულა კიდევ უფრო შემცირდა და 46810 გახდა.

შესაბამისად, ოჯახი ღებულობდა ფულად სოციალურ დახმარებას 2007 წლის მარტამდე. შემდეგ აღნიშნულ ოჯახსაც შეუწყდა ფულადი დახმარების მიღება. ოჯახმა მიმართა სააგენტოს, შედეგად მოხდა ოჯახის უკვე მესამედ შემოწმება. მესამედ შემოწმების შედეგად შინამეურნეობამ მიიღო ახალი სარეიტინგო ქულა - 48210. თუმცა ოჯახი მაინც არ იღებდა ფულად სოციალური დახმარებას.

ოჯახის განმარტებით, ადგილობრივ სააგენტომ მათ აცნობა, რომ შეწყვეტის მიზეზი სააგენტოსთვისაც არ იყო ცნობილი, რადგან „თბილისმა შეუწყვიტა“ დახმარება.

აღნიშნული ოჯახის ადგილობრივმა სააგენტოში ვიზიტის შემდეგ მოხდა ოჯახის მეოთხედ შემოწმება, რის შედეგადაც 2008 წლის 21 იანვარს შინამეურნეობის სარეიტინგო ქულა გახდა 84940. ინტერვიუერის შეფასებით, ოჯახი არის უკიდურესად ღატაკი.

ოჯახი ბენეფიციარია, მისი სარეიტინგო ქულაა 47860. ოჯახს დაენიშნა ფულადი სოციალური დახმარება 2006 წელს. დანიშვნიდან რამდენიმე თვის შემდეგ ოჯახს შეუწყდა ფულადი სოციალური დახმარების მიღება. იმის მიუხედავად, რომ ოჯახში არ მომხდარა არანაირი ცვლილება (არცდემოგრაფიული, არც შემოსავალების კუთხით, ოჯახის არც ერთი წევრი არ არის დასაქმებული და ა.შ.).

შეწყვეტიდან 2 თვეში ოჯახს ისევ დაენიშნა სოციალური დახმარება, მაგრამ შეჩერებული ორი თვის თანხა არ აუნაზღაურდა. თუმცა,სამწუხაროდ, ამის მიზეზების დადგენა ვერ მოხდა. ინტერვიუერის შეფასებით ოჯახი არის უკიდურესად ღატაკი.

ოთხწევრიანმა ოჯახმა სოციალური დახმარების პროგრამაში განაცხადი შეიტანა 2005 წელს, შესაბამისად მოხდა ოჯახის შეფასება. რამოდენიმე თვის შემდეგ ოჯახი დაინტერესდა შედეგით და ადგილობრივ სააგენტოში მოითხოვა ინფორმაცია სარეიტინგო ქულის შესახებ. ოჯახს ასევე აინტერესებდა რა ქულის მიღების შემთხვევაში დაენიშნებოდა ფულადი სოციალური დახმარება.

ოჯახს ადგილობრივ სააგენტოში აცნობეს, რომ მათ მიიღეს ისეთი სარეიტინგო ქულა, რომ დაენიშნებოდა ფულადი დახმარება, რომლის აღებასაც დაახლოებით ერთ თვეში შეძლებდა.

თუმცა, ოჯახმა ვერ მიიღო მოწმობა და, შესაბამისად, არ ფლობდა ინფორმაციას სარეიტინგო ქულის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ოჯახმა ხელმეორედ მიმართა ადგილობრივ სააგენტოს. სააგენტოში განუმარტეს, რომ დაეკარგათ აღნიშნული ოჯახის მონაცემები და შესთავაზეს მეორედ შეეტანა განაცხადი. ხელმეორედ განაცხადის შეტანის შემდეგ ოჯახის მდგომარეობა განმეორებით შეფასდა და შედეგად მიიღო მაღალი სარეიტინგო ქულა 79160. შესაბამისად, ოჯახი აღარ არის პროგრამის ბენეფიციარი. თუმცა ინტერვიუერის შეფასებით, შინამეურნეობა არის უკიდურესად ღატაკი.

შინამეურნეობას წარმოადგენს 72 წლის მარტოხელა პენსიონერი ქალი. ოჯახს განაცხადი შეტანილი აქვს 2005 წელს. როგორც ქალბატონმა აცნობა ინტერვიუერს, მას შემდეგ, რაც განაცხადი შეიტანა, აგენტი მასთან არ მისულა ოჯახის შესაფასებლად და, შესაბამისად, არ აქვს სარეიტინგო ქულის დამატასტურებელი მოწმობა.

შემდეგ ქალბატონმა მიმართა ადგილობრივ სააგენტოს, სადაც ურჩიეს განაცხადის მეორედ შეტანა. თუმცა, განმეორებით განაცხადის შეტანის შემდეგაც მასთან მაინც არ მისულა აგენტი.

ქალბატონი არის მარტოხელა და ინტერვიუერის შეფასებით - უკიდურესად ღატაკი.

ოჯახის სარეიტინგო ქულაა 45950. ოჯახმა სოციალური დახმარების პროგრამაში განაცხადი შეიტანა 2006 წლის 12 ივლისს. კვლევისმიმდინარეობის დროს აღმოჩნდა, რომ ამ ოჯახს არასდროს მიუღია ფულადი სოციალური დახმარება. ინტერვიუერმა გაარკვია, რომ ოჯახმა მიმართა ადგილობრივ სააგენტოს განმარტებებისათვის, სადაც აცნობეს, რომ სარეიტინგო ქულის შესაბამისად შინამეურენობა არის ბენეფიციარი და ის აუცილებლად მიიღებდა დახმარებას.

თუმცა, ოჯახმა დახმარება ისევ ვერ მიიღო და სამი თვის შემდეგ განმეორებით მიმართა ადგილობრივ სააგენტოს, სადაც განუმარტეს, რომ სოფლის დასახელება არასწორად იყო მითითებული და სწორედ ეს იყო დახმარების არმიღების მიზეზი. ოჯახის განმარტებით, ეს უზუსტობა ჩასწორდა.

მას შემდეგ 1 წელი გავიდა, მაგრამ ოჯახს მაინც არ მიუღია დახმარება. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ინტერვიუერის შეფასებით, ოჯახი არის უკიდურესად ღატაკი.

ოჯახის სარეიტინგო ქულაა 77720. ოჯახმა პროგრამაში განაცხადი შეიტანა 2006 წელს. მაღალი სარეიტინგო ქულის მიღების გამო, ოჯახმა მიმართა ადგილობრივ სააგენტოს, რის შედეგადაც, რაიონის სააგენტოს წარმომადგენელი ეწვია ოჯახს. მან შეამოწმა ოჯახის მდგომარეობა და თან წაიღო ოჯახის სარეიტინგო ქულის დამატასტურებელი მოწმობა. აღნიშნული ფაქტის შემდეგ 1 წელი გავიდა და ოჯახს არანაირი პასუხი არ მიუღია, ასევე რაიონულ სააგენტოს არ დაუბრუნებია მოწმობა.

ინტერვიუერის შეფასებით, ოჯახი არის უკიდურესად ღატაკი. კვლევის მიმდინარეობის დროს აღნიშნულმა ოჯახმა საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას წერილობით მიმართა, რათა გაეწია დახმარება და შუამდგომლობა ოჯახის ხელახალი გადამოწმებისა და შეფასებისათვის. აღნიშნული წერილი გადაეცა სოციალური სუბსიდიების სააგენტოს შემდგომი რეაგირებისათვის.

ოჯახი ერთსულიანია. მარტოხელა 80 წლის პენსიონერმა სოციალური დახმარების პროგრამაში განაცხადი 2005 წლის 24 ოქტომბერს შეიტანა. მან მოწმობა მიიღო 2006 წლის პირველ მაისს. ოჯახის სარეიტინგო ქულაა 38990.

ოჯახს დაენიშნა ფულადი სოციალური დახმარება, რომელსაც სამი თვის განმავლობაში ღებულობდა. სამი თვის შემდეგ კი ოჯახს შეუწყდა დახმარების მიღება, თუმცა შეწყვეტის მიზეზი ოჯახისთვის უცნობია. ინტერვიუერის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აღნიშნულ მარტოხელა80 წლის პიროვნებას თვითონ არ შეუძლია გადაადგილება და არც არავინ ჰყავს, ვინც მიაწვდის ინფორმაციას ადგილობრივ სააგენტოს.

ინტერვიუერის შეფასებით, ოჯახი უკიდურესად ღატაკია. ინფორმაცია პირის შესახებ გადაეცა სოციალური სუბსიდიების სააგენტოს წარმოამადგენლებს შემდგომი რეაგირებისათვის.