ერთია არგუმენტის მიზანი თუ დანიშნულება, მეორე და უმთავრესი კი არგუმენტის შედგენაა.
არგუმენტის შექმნისა და ჩამოყალიბების მრავალი ხერხი არსებობს. ყველასათვის ცნობილია დედუქცისა და ინდუქციის მეთოდი - ლოგიკური აზროვნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიები, არისტოტელეს მსჯელობის ის წესები და კანონები, რომლებიც განსაზღვრავენ მსჯელობიდან ახალი მსჯელობის აუცილებელ გამომდინარეობას.
დედუქცია ლათინური სიტყვაა და ნიშნავს გამოყვანას. დედუქციური ლოგიკა არის ზოგადი მსჯელობიდან კერძო მსჯელობის გამოყვანა; სილოგიზმი კი დედუქციური დასკვნაა, რომლის ძირითადი პრინციპი არისტოტელეს მიერ ფორმულირებულია შემდეგნაირად: „როცა რაიმე ითქმის სხვაზე, როგორც ქვემდებარეზე, მაშინ ყოველივე, რაც ითქმის შემასმენელზე, ითქმის ქვემდებარეზეც”.
|
- ყველა ადამიანი მოკვდავია სოკრატე ადამიანია სოკრატე მოკვდავია
|
მსჯელობის ეს ფორმა ყველაზე ხშირად იურისპრუნდენციაში გამოიყენება ალიბის სახით, კერძოდ კი სასამართლო პროცესების დროს, როდესაც ბრალდებულის უდანაშაულობის დასაბუთებაა საჭირო. იგი ემყარება მტკიცებას, რომ ეჭვმიტანილი ფიზიკურად ვერ მიიღებდა მონაწილეობას დანაშაულში, რადგან იმ მომენტში იგი სხვაგან იმყოფებოდა.
მსჯელობას კი ასეთი სახე ექნება:
დანაშაულის ჩადენის დროს დამნაშავის ადგილზე ყოფნა აუცილებელია.
ეჭვმიტანილი იქ არ იყო (ალიბი)
მაშასადამე, დანაშაული მას არ ჩაუდენია
თუმცა არის ამ საკითხის მეორე მხარეც. შეიძლება ბრალდებულმა ვინმეს დაავალა შესრულება და მისი მეშვეობით განახორციელა დანაშაული, თვითონ ფიზიკური მონაწილეობა არ მიუღია და ა.შ. მაგრამ ლოგიკა სრულიად სამართლიანად, უეჭველად ასაბუთებს, რომ პირადად მას მონაწილეობა არ მიუღია დანაშაულის ჩადენაში და იმისათვის, რომ იგი დავადანაშაულოთ, სხვა მტკიცებულებების მოპოვებაა საჭირო.
ამ მაგალითებიდან ნათლად ჩანს, რომ ზოგადი აზრიდან მივედით კონკრეტულ მაგალითამდე. მაშასადამე, დედუქციური მსჯელობა ასეთი სახით უნდა წარმოვიდგინოთ:
ზოგადი აზრი
კონკრეტული მაგალითი
კონკრეტული დასკვნა
ინდუქცია ლათინური სიტყვაა(inductio) და ნიშნავს მინიშნებას, კერძო მსჯელობიდან ზოგადის გამოყვანას.
კონკრეტული მაგალითი
კონკრეტული აზრი(აზრები)
ზოგადი დასკვნა
როგორც უკვე აღვნიშნეთ, არგუმენტის შედგენის არაერთი ხერხი და მეთოდი არსებობს. ამჯერად კი შემოგთავაზებთ არგუმენტის ჩამოყალიბების ახალ გზებსა და სტრატეგიებს.
მე-20-ე საუკუნეში (1958 წელს) ბრიტანელმა ფილოსოფოსმა სტეფან ტულმინმა განავითარა არგუმენტაციის მოდელი, რომელიც არისტოტელეს პრინციპს წააგავდა, მაგრამ მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა მისგან. რაში მდგომარეობს ეს განსხვავება? ამ განსხვავებების საილუსტრაციოდ შევადაროთ ერთმანეთს დედუქციური არგუმენტი და ტულმინის მოდელი:
მორალურად გაუმართლებელია იმ ადამიანთა სიკვდილით დასჯა, ვინც განიარაღებულია და აღარ წარმოადგენს საში-შროებას საზოგადოებისათვის (ზოგადი აზრი)
ბრალდებულები, რომლებიც დასჯილნი არიან და სხედან ციხეში, აღარ წარმოადგენენ საშიშროებას საზოგადოებისათვის (კონკრეტული მაგალითი)
მორალურად გაუმართლებელია ბრალდებულთა სიკვდილით დასჯა (კონკრეტული დასკვნა)
მორალურად გაუმართლებელია ბრალდებულთა სიკვდილით დასჯა. ბრალდებულნი განიარაღებულნი და დასჯილნი არიან და ისინი საშიშროებას აღარ წარმოადგენს საზოგადოები-სთვის. მაშასადამე, მორალურად გაუმართლებელია იმ ადამიანთა სიკვდილით დასჯა, ვინც იზოლირებულია საზოგადოებისაგან.
რაში მდგომარეობს განსხვავება ამ ორ მაგალითს შორის?
დედუქციურ არგუმენტში პირდაპირ ვიწყებთ საუბარს ზოგად საკითხზე, რომელიც საკამათოა და პირდაპირ და მკვეთრად წარმოვაჩენთ ჩვენს პოზიციას დასაწყისშივე.
შემდეგ ვასაბუთებთ კონკრეტული მაგალითით, ანუ ვპასუხობთ კითხვაზე - რატომ გვაქვს ჩვენ ასეთი პოზიცია.
მსჯელობის ბოლოს კი ვაჯამებთ ზემოთქმულს, ვადასტურებთ ყოველივე აქედან გამომდინარეს - ე.ი. გაუმართლებელია.
ტულმინის მოდელში დედუქციის პრინციპი შეცვლილია: მსჯელობას ვიწყებთ იმ აზრით, რომელიც საჭიროებს განვითარებას, დასაბუთებას, რათა შემდეგ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რამ ვთქვათ და ბოლოს დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. ამ მაგალითში სწორედ ბოლოს ვამბობთ ჩვენს მთავარ სათქმელს, რაც წარმოადგენს ჩვენს ფასეულობას, პრინციპს, რომელიც უდაოდ ხაზგასასმელია და, ოპონე-ნტათვის საკამათოც.
ის, რომ დედუქცია და ინდუქცია მნიშვნელოვანია და ლოგიკური აზროვნების ქვაკუთხედია, ამაზე არავინ არ დაობს, არც ტულმინი. თუმცა იგი აღნიშნავს, რომ კამათში კლასიკური სილოგიზმი არ გვიჩვენებს მკაფიოდ ჩვენს პოზიციას. იგი აღნიშნავს, რომ სილოგისტური დასკვნა სინამდვილეში უნდა იყოს მსჯელობის დასაწყისი და არა დასასრული. ანუ სილოგისტურ დასკვნას იგი მიიჩნევს პოზიციის დასაწყისად, იმ მთავარ აზრად, რომელიც საჭიროებს განვითარებას და დასაბუთებას.
ტულმინი მთავარ სათქმელს, რაც სურს მოკამათეს რომ დაასაბუთოს, არქმევს ლოგიკურ კავშირს, რომელიც გამომდინარეობს ჩვენი მსჯელობიდან. ამ შემთხვევაში საკამათო ხდება სწორედ ეს ლოგიკური კავშირი, რადგან იგია სწორედ მთავარი პრინციპი და პოზიცია, რასაც ასაბუთებს ოპონენტი, თორემ ის, რომ მთავარი აზრი ყველასათვის ფასეულია და არ უნდა საჭიროებდეს კამათს, ვფიქრობთ, რომ ყველასათვის ნათელია და უდაო.
მაშასადამე, ტულმინის მოდელის მიხედვით არგუმენტის შესადგენად საჭიროა სამი ძირითადი კომპონენტი:
აზრი - პირობა, რომელიც საჭიროებს განმტკიცებას
დამამტკიცებელი წინადადება - რომელიც განამტკიცებს აზრს ფაქტით ან მსჯელობით
დასკვნა - ლოგიკური კავშირი, გამომდინარე ორივე წინადადებიდან.
განვიხილოთ მარტივი სილოგიზმის მაგალითი
პირველ ორ წინადადებას შორის კავშირი გასაგებია, რადგან სადაც ცეცხლია, იქ კვამლია, მაგრამ დასკვნა, რომელიც გაკეთდა (სადაც კვამლია იქ ხანძარია) არასწორია. რატომ? მართალია ცეცხლი ხშირად ასოცირდება ხანძართან, მაგრამ კვამლი ყოველთვის არ არის ხანძრის მიზეზი. იგი შეიძლება იყოს ქარხნის გამონაბოლქვი, კოცონის შედეგი და სხვა რაიმე მიზეზით გამოწვეული. მაშასადამე ეს მსჯელობა არასწორია. სწორედ ამას უსვამს ტულმინი ხაზს, და ამბობს, რომ დედუქციურ და ინდუქციურ მსჯელობაში მართალია დაცულია გამომდინარეობის პრინციპი, მაგრამ ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც დასკვნები არასწორია.
განვიხილოთ მარტივი არგუმენტის მაგალითი ტულმინის მოდელით:
ამ მაგალითში აშკარაა კავშირი პირველ და მეორე წინადადებებს შორის, რომლებსაც აერთიანებთ ერთი აზრი - მორალურად გაუმართლებელია ცხოველთა გამოყენება ექსპერიმენტებში.
პირველი წინადადება არის აზრი, რომელიც ითხოვს დამტკიცებას, გამყარებას ანუ პასუხს კითხვაზე თუ რატომ ვფიქრობთ ასე?
მეორე წინადადება სწორედ ამ ფუნქციას ასრულებს, ამტკიცებს, ამყარებს პირველ წინადადებას: რადგან ცხოველები სულიერი არსებები არიან და ექსპერიმენტის დროს ისევე იტენჯებიან, როგორც ადამიანები.
ეს კარგი დამამტკიცებელი წინადადებაა.
ლოგიკური დასკვნა კი - მორალურად გაუმართლებელია ყველა სულიერის ტანჯვა - გამომდინარეობს ორივე წინადადებიდან და საკმაოდ ძლიერია.
განვიხილოთ კიდევ ერთი, შინაარსობრივად განსხვავებული მაგალითი:
დასკვნის სახით შეიძლება კიდევ ერთხელ ავღნიშნოთ, რომ არგუმენტი ამ სამი მთავარი ელემენტისაგან შედგება და რაც უფრო მტკიცეა კავშირი მათ შორის, მით უფრო ძლიერია ლოგიკა და, მთლიანობაში, პოზიცია.
ჩვენ ზემოთ შემოგთავაზეთ მარტივი არგუმენტი.
განვიხილოთ რთული არგუმენტი, რომელსაც ასეთი სტრუქტურა აქვს:
თქვენ ალბათ შენიშნეთ, რომ ამ სტრუქტურაში აზრი და დამტკიცება გადანაცვლებულია, რითაც გვინდოდა გვეჩვენე-ბინა, რომ ადგილების შენაცვლება არგუმენტის სტრუქტურულ ჯაჭვს არ არღვევს.
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ამ არგუმენტს რთული არგუმენტი ქვია. რაში მდგომარეობს სირთულე? მაგალითი იწყება:
I - ფასეულობათა წინადადებით - ტყუილის თქმა ამორალურია ანუ ეს განაცხადი ამტკიცებს იმას, რასაც საზოგადოებაც აღიარებს.
II მაგალითი ფაქტობრივი წინადადებაა, რომ სამედიცინო კვლევებში ხდება ასეთი შემთხვევები და ზოგიერთი მკვლევარი იყენებს პლაცებოს. მიმღებს კი გონია, რომ ეს არის მისი სიცოცხლის გადამრჩენი წამალი.
- რა აზრის გასავითარებლად მოვიტანეთ ეს მაგალითები. რა აზრი გამოვიტანეთ ამ მაგალითებიდან? რისი თქმა გვინდოდა კონკრეტულად?
- პლაცებო არ უნდა იქნას გამოყენებული სამედიცინო კვლევებში.
ლოგიკური დასკვნა - თუ ტყუილი ამორალურია ზოგადად, საერთოდ, ანუ ყველა შემთხვევაში, შესაბამისად, იგივე ქმედება ანუ ტყუილი გაუმართლებელია ნებისმიერ კონკრეტულ შემთხვევაშიც. /პლაცებოს გამოყენება/ ლოგიკური კავშირი კი ასეთია - თუ საზოგადოება თვლის, რომ ტყუილი ამორალურია, პლაცებოც ტყუილია, ე.ი. ამორალურია.
*პლაცებო - ლათინურად - მოვწონვარ; ინდიფერენტული ნივთიერება, რომელსაც აძლევენ ავადმყოფს რომელიმე სამკურნალო საშუალების ან წამლის მაგიერ. გამოიყენება ფსიქოთერაპიის დროს (კალცი, შაქრის ფხვნილი, ტკბილი წყალი) - ისეთი ნივთიერებები, რომლებიც ავადმყოფს არც ავნებს, არც სარგებელს მოუტანს.
განვიხილოთ დამოუკიდებელი არგუმენტის სტრუქტურა
დამოუკიდებელი არგუმენტი ეყრდნობა ორ დამამტკიცებელ წინადადებას.
პირველ წინადადებაში ადამიანისთვის სიცოცხლის წართმევის ფასეულობაზეა საუბარი
მეორეში - შეცდომის გამოსწორების შესაძლებლობაზე
რა გვინდა ამ მაგალითებით ვთქვათ? სიკვდილით დასჯა უნდა გაუქმდეს.
დასკვნებიც, შესაბამისად, ამ წინადადებებს ემყარება და მათგან გამომდინარეობს.
დამოუკიდებელი არგუმენტის სტრუქტურულ ფორმას სტრატეგიული უპირატესობა აქვს. რთულ არგუმენტში თუ ოპონენტი გვიბათილებს ერთ-ერთ ელემენტს, ეს ნიშნავს მთელი არგუმენტის უარყოფას. მაშასადამე, ერთ-ერთი კომპონენტის დაკარგვა ზიანს აყენებს მთელ არგუმენტს. დამოუკიდებელი არგუმენტი ფაქტობრივად ორი არგუმენტისაგან შედგება და ამდენად მისი უარყოფის საშიშროება ნაკლებია, რადგან ერთი არგუმენტის უარყოფის შემთხვევაში მეორე არგუმენტიც საკმარისია მსჯელობის გაგრძელებისათვის. აქედან მომდინარეობს მისი სახელიც - დამოუკიდებელი არგუმენტი.
არგუმენტის სტრუქტურა მისი ლოგიკური წყობაა, დარწმუნების, დასაბუთების მეთოდია, არგუმენტის სახეები კი მისი შინაარსობრივი მხარეა.
ჩვენ განვიხილავთ რამდენიმე სახის არგუმენტს, და აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ არ არსებობს ისეთი არგუმენტი, რომლის უარყოფა არ შეიძლება. არგუმენტები კი საჭიროა სწორედ იქ, სადაც მსჯელობის საგანი ან სადაოა, ან ორაზროვანი, ან კი დაუდგენელი, რადგან სადაც ყველაფერი გარკვეულია, იქ აღარც მსჯელობაა საჭირო. ყველაფერს აქვს ორი მხარე. არგუმენტსაც გააჩნია მეორე მხარე - სისუსტე, ჩვენ კი ეს სისუსტეები უნდა დავინახოთ და ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ.
არგუმენტი მაგალითის, კონკრეტული ფაქტის გამოყენებით
განვიხილოთ კონკრეტული მაგალითიდან როგორ გამომდინარეობს მსჯელობა. თუ დებატის თემა ნარკოტიკების ლეგალიზაციაა, საილუსტრაციოდ გამოგვადგება ჰოლანდიის მაგალითი, სადაც ნარკოტიკები უკვე ლეგალიზებულია. მსჯელობას კი ასეთი სახე ექნება:
ჰოლანდიაში ნარკოტიკები ლეგალურია, დანაშაული არ გაზრდილა, მომხმარებელთა რიცხვი კი პირიქით, შემცირდა (სტატისტიკა) თუ ჩვენს ქვეყანაშიც მხარს დავუჭერთ ნარკოტიკების ლეგალიზაციას, იგივე პროცესი განვითარდება.
მიუხედავად იმისა, რომ არგუმენტი ფაქტის გამოყენებით ძლიერი არგუმენტია, მასაც გააჩნია თავისი სისუსტე. ძლიერი ოპონენტი მას ლეგალიზაციის ცუდი შედეგებით დაუპირისპირდება და შეეცდება სხვადასხვა ფაქტები გამოიყენოს კონტრშეტევისათვის:
მაგალითად: ყველა იმ სახელმწიფოში, სადაც მარიხუანა ლეგალიზებულია, მოსახლეობის რაოდენობა მცირეა. კანონი კარგად აკონტროლებს მომხმარებლებს, რომელთა რაოდენობა მხოლოდ 5%25-ია. რა მოხდება ისეთ ქვეყნებში, სადა მოსახლეობის დიდი რაოდენობა ცხოვრობს ვიდრე, მაგ: ჰოლანდიაში? დიდ ქვეყნებში მომხმარებელთა რიცხვიც გაცილებით მეტია, მაგ: 20%25. კანონი ვერ გააკონტროლებს ნარკოტიკების ზეგავლენით მომხდარ დანაშაულს, რადგან დანაშაული მეტი იქნება; ლეგალიზაცია გამოიწვევს დანაშაულის ზრდას - და, შესაბამისად, უარეს შედეგს.
არგუმენტი ანალოგიის გამოყენებით
ასეთი სახის არგუმენტში ყურადღებას ვამახვილებთ მსგავსებებზე ორ ან მეტ განსხვავებულს შორის. ლოგიკური სტრუქტურა ასეთია: A და B მსგავსია მაშასადამე, თუ რაიმე A-ს შესახებ სიმართლეა, ე.ი. B-ს შესახებაც სიმართლეა.
თუ საუბარი გვაქვს ნარკოტიკების ლეგალიზაციაზე, მოდებატეს შეუძლია თქვას, რომ ნარკოტიკი ალკოჰოლივითაა (აქ მომხსენებელმა ნათლად უნდა დაგვანახოს ეს მსგავსება). თუ სასმელი ლეგალურია, რატომ არ შეიძლება იყოს ლეგალური ნარკოტიკიც, როცა ისინი ასე გვანან ერთმანეთს? მოდებატეს ასევე შეუძლია მოიტანოს სხვა ტიპის შედარებაც. მაგ: სასმელის ლეგალურმა აკრძალვამ აშშ-ში 1920-30-იან წლებში მოიტანა უკუეფექტი - დაიწყო კონტრაბანდა და დანაშაულმა საგრძნობლად იმატა. ჩვენც იგივე შედეგს ხომ არ მივიღებთ თუ ავკრძალავთ ნარკოტიკს? მთავარი, რასაც უნდა პასუხობდეს ასეთი სახის არგუმენტი - სწორი ანალოგიაა? მსგავსება მეტია თუ განსხვავება?
ანალოგია ყოველთვის ეფექტურია, მაგრამ იგი ყოველთვის არ ნიშნავს ძლიერ არგუმენტს. თუკი ოპონენტმა დაამტკიცა, რომ ნარკოტიკი არ არის სასმელივით, რომ ეს არასწორი ანალოგიაა, რომ ამ ორს შორის არანაირი კავშირი არ არსებობს და მათი ანალოგიად გამოყენება შეცდომაა, მაშინ უპირატესობა მის მხარეზეა.
არგუმენტი მიზეზ-შედეგობრივი კავშირით
ყველაზე ძლიერი ლოგიკური არგუმენტი გამომდინარეობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირიდან. რას ნიშნავს და როგორი უნდა იყოს ეს კავშირი? განვიხილოთ კონკრეტული მაგალითი:
სახელმწიფო განათლების სისტემა დიდ ყურადღებას არ უთმობს საშუალო სკოლებში ლაბორატორიების გამოყენებას. შესაბამისად, საბუნებისმეტყველო საგნებში - ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია - კვლევები საერთოდ, ან თითქმის არ ტარდება. სახელმწიფო პოლიტიკის გამო შემცირდა იმ მოსწავლეთა რაოდენობა, ვისაც სურვილი ჰქონდა მიეღო განათლება ამ სპეციალობით. საბოლოოდ კი ლაბორატორიებში მომუშავე ტექნიკურ სპეციალისტთა კადრები შემცირდა და კვლავ მცირდება.
სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებობა სკოლებში, ანუ საწყის ეტაპზე, არ თავდება სკოლებშივე, არამედ გრძელდება უნივერსიტეტებშიც. მთლიანობაში კი ვიღებთ ისეთ შედეგებს, როგორიც არის ტექნიკური კადრების ნაკლებობა. ამ პროცესის გაგრძელება კი საბოლოოდ გამოიწვევს სპეციალისტთა რაოდენობის შემცირებას სახელმწიფოში. მაშასადამე, ამ მაგალითიდან ნათლად ჩანს პრობლემის მიზეზი, შედეგი და მათ შორის ურთიერთკავშირი.
შეიძლება ეს კავშირი სხვა კუთხიდანაც განვიხილოთ: სკოლებში მეცნიერულ საგნებს (ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია) ნაკლები ყურადღება ექცევა, მაგრამ მოსწავლეთა 50%25 მაინც ირჩევს ამ საგნებს და შემდგომშიც აგრძელებს სწავლას ამ პროფილით. ე.ი. თუ სახელმწიფო თეორიულ მეცადინეობებს განამტკიცებს ლაბორატორიული მუშაობებითა და პრაქტიკული ცდებით და ამ საგნებზე სწავლის მოთხოვნილებებს გაზრდის, შესაბამისად გაიზრდება მოსწავლეთა, და მომავალში, სპეციალისტთა რაოდენობაც ამ სფეროში.
მარტივად თუ ვიტყვით, არგუმენტი მიზეზ-შედეგობრივი კავშირით უნდა განვიხილოთ ასეთი სქემით: გუშინ რა იყო, დღეს რა ვითარებაა, ხვალ რა შედეგი გვექნება. როგორც წესი, ასეთი არგუმენტი ყოველთვის ეფექტურია, რადგან აქ არა მარტო ლოგიკური აზროვნებაა საჭირო, წარსულის დღევანდელობასთან დაკავშირება, არამედ საკითხის ღრმად წვდომა და ანალიზის უნარი.
ხშირად ერთი ტიპის არგუმენტი შეიძლება სხვა ტიპის არგუმენტად ვაქციოთ, რათა მსჯელობას ჩვენთვის სასურველი მიმართულება მიეცეს. მაგალითად, თუ გვინდა მიზეზ-შედეგობრივი არგუმენტი ვაქციოთ არგუმენტად ანალოგიის გამოყენებით, მაშინ მსჯელობას ასეთი სახე ექნება:
იმ სასწავლო დაწესებულებში, სადაც მუსიკალურ განათლებას სახელმწიფო დიდ ყურადღებას უთმობს, დიდია მასზე მოთხოვნილება და, შესაბამისად, უფრო მაღალია პროფესიონალ მუსიკოსთა რაოდენობა.
თუ ჩვენ გვინდა იგივე არგუმენტი გადავაქციოთ არგუმენტად ფაქტის გამოყენებით, მაშინ მოდებატემ უნდა გვიჩვენოს 5 ქვეყანა, სადაც ტექნიკურ საგნებზე ყურადღება უფრო გამახვილებულია და მოსახლეობას უფრო მეტი რაოდენობა ყავს ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებისა, ვიდრე ის ქვეყნები, სადაც სახელმწიფოს ინტერესი ამ სფეროში ნაკლებია და შესაბამისად, ნაკლებია ამ დარგში მუშაობის მოთხოვნილებები.
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ყველა არგუმენტს გააჩნია თავისი სუსტი მხარეები. მაგ: როცა ჩვენ ვსაუბრობთ ტექნიკურ ლაბორატორიებში მომუშავე სპეციალისტთა ნაკლებობაზე, ჩვენ არაფერს ვამბობთ ეკონომიკურ ფაქტორზე, ოპონენტმა კი შეიძლება გვიჩვენოს მიზეზი ამ პრობლემისა, რომელიც არ უნდა იყოს რეალობას მოკლებული:
მოსწავლეთა ნაკლებობა იმით არის განპირობებული, რომ 20 წლის წინ ლაბორატორიებში მუშაობა იყო ყველაზე კარგად ანაზღაურებადი სამუშაო. დღეს კი, დავუშვათ, საბანკო სისტემაში უფრო კარგად უხდიან. მაშასადამე, განათლების სისტემის დადანაშაულება არ არის მართებული, მით უფრო, რომ ლაბორატორიებში კვლევა-ძიება კვლავაც მიმდინარეობს.
განვიხილოთ მეორე მაგალითი
ეს მაგალითი უარმყოფელი პოზიციის სტრატეგიის საილუსტრაციოდაა ნაჩვენები:
მაშასადამე, რადგან H2O არის მნიშვნელოვანი კომპონენტი მათი წარმოებისათვის, ე.ი. სწორედ H2O შეიძლება იყოს ინტოქსიკაციის მიზეზიც.
H2O მოვაშორეთ სამივეს
მაგრამ
ინტოქსიკაცია დარჩა
ე.ი.
წყალი არ არის ინტოქსიკაციის მიზეზი.
პირველ მაგალითში ჩვენ დავეთანხმეთ შედეგს, რომ ლაბორატორიებში მომუშავე სპეციალისტთა რაოდენობა მცირეა, მაგრამ დავანახეთ ოპონენტებს, რომ მიზეზი სრულიად სხვაა - არა განათლების სამინისტრო, არამედ ეკონომიკური ფაქტორი, რაც ლოგიკურია.
მეორე მაგალითშიც ჩვენ დავეთანხმეთ შედეგს, მაგრამ ვაჩვენეთ, რომ შედეგი არ გამომდინარეობს ამ მიზეზიდან.
ასეთი მსჯელობა, როდესაც ჩვენ ვეთანხმებით შედეგებს, მაგრამ ვასაბუთებთ, რომ მიზეზი სხვაა, რომ ოპონენტის მიერ მოწოდებული მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არასწორია - საუკეთესო სტრატეგიაა უარმყოფელი პოზიციისათვის.
არგუმენტი გარკვეული ნიშნის მიხედვით
გარკვეულწილად ამ ტიპის არგუმენტი გავს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ არგუმენტს. იგი ემყარება ნიშნებს, რომლებიც პირდაპირ არ არის მითითებული, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ.
დავუშვათ, ჩვენ გვაქვს ასეთი სახის ინფორმაცია: პოლიტიკოს X აქვს კარგი ხელფასი, ორი აგარაკი ქალაქ-გარეთ, ვიცით, რომ იგი კარგად ერთობა, ძვირიან კრუიზებში დადის. ამ ნიშნების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, იგი არის კორუმპირებული - ან იპარავს მთავრობისგან ფულს, ან ქრთამებს იღებს. თუმცა კორუფციის მანიშნებელი მაგალითი არ გაგვაჩნია, არც კავშირი არ არის ქრთამებსა და ძვირიან კრუიზებს შორის, მაგრამ ამ ნიშნებს მივყავართ გარკვეულ ლოგიკურ დასკვნამდე, რადგან ჩვენ ვიცით, რომ მსგავსი ფაქტების არსებობისას Y პოლიტიკოსს ბრალი დაედო კორუფციაში.
ამ სახის არგუმენტს განსამტკიცებლად სჭირდება სტატისტიკებზე დაყრდნობილი მაგალითები მაგ: კვლევა გვიჩვენებს, როდესაც უმუშევრობა იზრდება, იზრდება დანაშაულიცა და ნარკოტიკების მოხმარებაც. ამ აზრის გასამყარებლად მოდებატე მოიტანს შესაბამის სტატისტიკას და გამოიტანს ლოგიკურ დასკვნას - თუ მთავრობა გაზრდის უმუშევრობას, ასევე გაიზრდება დანაშაულიც.
ამ ტიპის არგუმენტის სისუსტე არასწორ დასკვნებშია, ანუ სადაც დარღვეულია ლოგიკური ჯაჭვი აზრსა, მსჯელობასა და დასკვნებს შორის, სადაც არ ჩანს გამომდინარეობის პრინციპი.
არგუმენტი ავტორიტეტული პირის გამონათქვამით
ასეთი ტიპის არგუმენტის გამოყენებისას მოდებატე ეყრდნობა ცნობილ, კომპეტენტური პირს, ახდენს მის ციტირებას. მაგრამ არ უნდა გაჩნდეს ეჭვები. ეს პირი კონპეტენტური უნდა იყოს არა მარტო ერთი მხარისთვის, არამედ ფართო აუდიტორიისათვის.
შეიძლება მე მზარავდეს ის, რასაც თქვენ იტყვით, მაგრამ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე დავიცავ თქვენს უფლებას წარმოთქვათ იგი.
თავისუფლება იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი მარტო კანონისაგან იყოს დამოკიდებული
ერი თავისუფალია, როდესაც თავის მმართველს ადამიანად კი არა, კანონის იარაღად თვლის.
ძალაუფლება მისთვის იგივე იყო, რაც დიდი ხელოვანისათვის მუსიკალური ინსტრუმენტი
ხშირად სვამენ კითხვას: რა რის უმჯობესი, რესპუბლიკური ხელისუფლება თუ მონარქიული? კამათი დიდხანს გრძელდება, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ყველა იმ დასკვნამდე მიდის, რომ ხალხის მართვა ძალიან ძნელი საქმეა.
საჭიროა განვიხილოთ საწინააღმდეგო მოსაზრებები, მაგრამ არა იმიტომ, რომ ორივე ვირწმუნოთ (უსამართლობა არასოდეს არ უნდა გვწამდეს) არამედ იმიტომ, რომ ჩვენთვის მდგომარეობა არ იყოს გაურკვეველი
აზრის კარგად გამოთქმის ცოდნა განსაკუთრებით საჭიროა ცუდათ მოწყობილ სახელმწიფოში, სადაც იმარჯვებენ არა ისინი, რომელთა მხარეზეც სიმართლეა, არამედ ისინი, რომლებმაც მხოლოდ კარგი ლაპარაკი იციან
მაშასადამე, კიდევ ერთხელ დასკვნის სახით უნდა აღვნიშნოთ არგუმენტაციის მნიშვნელობის შესახებ. ეს გზები და სტრატეგიები გვეხმარება ძლიერი არგუმენტის შექმნაში, ლოგიკური კავშირების დამყარებაში. უცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ეს არ არის „მზა რეცეპტი”, დოგმა, წესი პოზიციის შედგენის, კამათის თუ დისკუსიების დროს. წარმოუდგენელია, რომ ჩვენ ავირჩიოთ რეზოლუცია და მოსწავლეებს დავავალოთ - მოდით, ახლა შევადგინოთ პოზიცია ერთი რთული ან ერთი დამოუკიდებელი არგუმენტით, ან მოვთხოვოთ მათ ანალოგიისა თუ მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გამოყენება. აქ დავესესხები ფრენსის ბეკონს - „იმიტომ კი არ იკითხო, რომ წინააღმდეგობა გაუწიო, არც იმიტომ, რომ დაიჯერო და ეჭვიც არ შეგეპაროს, არამედ იმიტომ, რომ აწონ-დაწონო და გაითვალისწინო”.
ეს გზები და სტრატეგიები არის:
ლოგიკური კავშირების მოძებნისა და ანალიზის უნარი
რიტორიკა-დებატის უმნიშვნელოვანესი ნაწილი
აზრების სწორი ორგანიზაცია
ზედაპირული ცოდნა ადვილი დასამარცხებელია, რადგან სწორედ არასაფუძვლიანი ცოდნიდან იბადება ის შეცდომები, რომლებიც ხშირად გვხვდება ყოველდღიურობაში. ამიტომ საჭიროდ ჩავთვალეთ არასწორ მსჯელობებზე გაგვემახვილებინა ყურადღება, რათა უფრო მკაფიოდ გავარჩიოთ ერთმანეთისაგან ლოგიკური აზროვნება და შეცდომები.
Plus usus sine doctrina quam citra usum doctrina valet -
პრაქტიკა თეორიის გარეშე უფრო ფასეულია, ვიდრე თეორია პრაქტიკის გარეშე
ლათინური სენტენცია
სავარჯიშო დაეხმარება მოსწავლეებს არგუმენტაციის სტრუქტურის გარკვევაში
მოსწავლეებს მიაწოდეთ აზრი (ნებისმიერი საკითხის ირგვლივ), რომელიც ითხოვს დამტკიცებას და თხოვეთ ჩამოაყალიბონ არგუმენტი დამამტკიცებელი მასალის, მსჯელობისა და ლოგიკური კავშირის გამოყენებით.
მორალურად გაუმართლებელია მსჯავრდებულთა სიკვდილით დასჯა
(ეს არის პოზიცია, რომელიც, ამ შემთხვევაში, მასწავლებელს სურს რომ განავითაროს)
დამამტკიცებელი მასალა, წარმოდგენილი მსჯელობის სახით
მსჯავრდებულნი, რომლებიც უკვე განიარაღებულები არიან, საშიშროებას აღარ წარმოადგენენ საზოგადოებისათვის.
მორალურად გაუმართლებელია იმ ადამიანთა სიკვდილით დასჯა, ვინც შეუიარაღებელია და ვინც იზოლირებულია საზოგადოებისაგან.
სავარჯიშოს შესრულება სასურველია ჯერ ინდივიდუალურად, შემდეგ კი წყვილებში.
სავარჯიშო №2
არგუმენტაცია
თხოვეთ მოსწავლეებს, თავადვე მოიფიქრონ დასამტკიცებელი აზრი და ჩამოაყალიბონ არგუმენტი დამამტკიცებელი წინადადებით, ფაქტით და ლოგიკური კავშირის გამოყენებით.
სავარჯიშო სასურველია შესრულდეს ინდივიდუალურად
მოძებნონ სუსტი და ძლიერი მხარეები
ასეთი სახის მუშაობას სჯობს დაუთმოთ რამდენიმე მეცადინეობა
სავარჯიშო №3
არგუმენტის სახეები
არგუმენტის სახეებში გარკვევა, გამოყენება
დაურიგეთ რეზოლუცია (პირველ ეტაპზე ყველა ჯგუფს ერთი რეზოლუცია, შემდეგ ეტაპზე ჯგუფებს სხვადასხვა რეზოლუციები)
დააჯგუფონ არგუმენტები სახეების მიხედვით
ასეთი სახის მუშაობას სჯობს დაუთმოთ რამდენიმე მეცადინეობა (სხვადასხვა რეზოლუციების გამოყენებით).
სავარჯიშო №4
შეცდომების ანალიზი
არგუმენტში არასწორი მსჯელობის ტიპის დადგენა, შეცდომებზე მსჯელობა და გამოსწორება.
როგორი არგუმენტია - კარგი თუ ცუდი?
მოსწავლეებს დაურიგეთ წინასწარ შედგენილი ბარათები
თითოეულ ჯგუფს დაურიგეთ რამდენიმე ბარათი
სამუშაო სრულდება მცირე ჯგუფებში
- ეს მედიკამენტი დაგეხმარება გახდომაში ისე, რომ არავითარი უკურეაქცია არ გექნება.
- ერთმა ცნობილმა მსახიობმა თქვა, რომელიც მართლა ძალიან გამხდარია
(ექსპერტი არასწორად არის შერჩეული)
- სანამ ადამიანი ოჯახს შექმნის, მან კარგი სამსახური უნდა იშოვოს
- კითხე ყველას, ვინც დაოჯახებულია, ყველა დაგიდასტურებს.
(პოპულიზმი - მთავარი აზრი ეყრდნობა მხოლოდ ბევრი ადამიანის შეხედულებებს)
შენ ხმა უნდა მისცე ჩვენს პარტიას. თუ შენ ამას არ გააკეთებ, კარგი დღე არ დაგადგება.
სტუდენტი: მე ვერ დავწერე ჩემი დავალება, პროფესორო, რადგან ჩემი მშობლები განქორწინდნენ, ჩემი უმცროსი ძმა კი ავად იყო.
(შეცოდება - არ არის რაციონალური მტკიცებულება, ეფუძნება ლექტორის სიმპატიას)
შვილი: მამა, რატომ არ მაძლევ ნებას ვიცხოვრო ცაკლე?
მამა: ხომ იცი ჩვენი ტრადიცია, უმცროსმა შვილმა უნდა იცხოვროს მშობლებთან ერთად!
(ტრადიცია - რადგან ასე იყო უწინ, ასე უნდა იყოს ახლაც?!)
- სიგარეტი არალეგალური უნდა იყოს!
- მე არ გეთანხმები. სულაც არ არის საზიანო. თანაც ხალხს თავისუფალი არჩევანის უფლება აქვს და თვითონ გადაწყვეტს, უნდა მას ეს თუ არა.
- ეს „თავისუფალი არჩევანი” წელიწადში მსოფლიოში მილიონობით კაცს კლავს! ამაზე რას იტყვი?
(ფაქტობრივი - ზოგადი ციფრია, თუ დავაკონკრეტებთ მაგ. 120.000 და არა მილიონი, მაშინ სარწმუნო იქნება)
- საქართველო ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში გაიმარჯვებს ამ წელს.
- განა ასეთი კარგი გუნდი გყავთ?
- დიახ! ჩვენი მეკარე თამაშობს „ლივერპულში”, ნახევარმცველი და ორი თავდამსხმელი - „იუვენტუსში”, ე.ი. კარგი შანსი გვაქვს.
(ის, რაც შეეხება ერთ ადამიანს, არ შეიძლება შეეხებოდეს ერთბაშად ყველას, ამ შემთხვევაში გუნდს)
- ეს ადამიანი ძალიან მდიდარი უნდა იყოს.
- ის არის აშშ-დან. ხომ იცი, რომ ამერიკა ერთ-ერთი უმდიდრესი სახელმწიფოა მსოფლიოში?!
(ალოგიკური დასკვნა - აშშ-ში მხოლოდ მდიდრები ცხოვრობენ?)
- სხვა პლანეტაზე ჩვენზე კარგი ცხოვრება უნდა იყოს.
- არ არსებობს მაგალითი, რომ იქ ცხოვრება არის, მით უმეტეს კარგი.
- არც იმის მაგალითი არსებობს, რომელიც დაგიდასტურებს, რომ იქ ცხოვრება არ არსებობს.
(იგნორირება, დაბრუნებული შეკითხვა, ეს არის შეკითხვაზე რეაგირების სპეციფიური სახე. ამ დროს ხდება შეკითხვის დაბრუნება კითხვის დამსმელისათვის და არა საკუთარი აზრის განვითარება.)
საქართველო ან გაწევრიანდება ნატოში, ან არა და რუსეთის მსხვერპლი შეიქნება.
(მცდარი დილემა - საუბარია, რომ მხოლოდ ორი გზა არსებობს, თუ ერთი მცდარია, რატომ უნდა იყოს მეორე სწორი? ან იქნებ სხვა გზებიც არსებობს?)
პოლიტიკოსი X შეგვპირდა, რომ გადასახადებს შეამცირებს 30%25-ით, პოლიტიკოსი Y კი 20%25-ით. მე მივცემ ხმას იმ პოლიტიკოსს, რომელიც გადასახადებს 25%25-ით შეამცირებს.
(მოკამათემ აირჩია მესამე ვარიანტი მხოლოდ იმიტომ, რომ იგი არის შუალედური. თუმცა ოქროს შუალედი შეცდომად არ ითვლება, მაგრამ ამ შემთხვევაში მოკამათემ უნდა დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება)
შენ არასოდეს არ უნდა ილაპარაკო ფემინიზმის შესახეს.
- მე ვიცი, რომ ყველა მამაკაცი ამის წინააღმდეგია.
(საიდან იცის, რომ ყველა მამაკაცი წინააღმდეგია?)
თუ ჩვენ დავუშვებთ მოწევას სკოლაში მოსწავლეების მხრიდან, მალე უნდა დავუშვათ ნარკოტიკებიც, სასმელიც და ყველაფერი, რაც მათ უნდათ.
(მოკამათე გვარწმუნებს, რომ თუ ერთი რამ მოხდება, ამას მეორეც მოყვება და არ ამყარებს არანაირი მსჯელობით, არც ფაქტით)
- სტუდენტი - მე არ დამიწერია მოთხრობა, მასწავლებელო.
- მასწავლებელი - მერე და რატომ?
- სტუდენტი - რადგან მე ისედაც ვიცი კარგი მოთხრობებისა და თემების წერა.
(თემის წერის ცოდნა და დავალების შესრულება ერთიდაიგივე არ არის)
- მარიხუანა უნდა იყოს ლეგალური!
- არ გეთანხმები! ეს ნარკოტიკია, ნარკოტიკები კი აკრძალულია.
- მარიხუანა სასმელივითაა, სასმელი კი ლეგალურია.
(ნარკოტიკი და სასმელი არის დაკავშირებული ერთმანეთთან ისე, რომ ეს კავშირი არ არის ნაჩვენები, ამდენად, არც სარწმუნოა)
- მე მჯერა, რომ სახელმწიფო ვალდებულია მხარი დაუჭიროს ღარიბებს.
- რა თქმა უნდა, შენ შენს სათქმელს ამბობ, რადგან შენ ხომ ღარიბი ხარ და თანაც კომუნისტი!
(პიროვნების მიმართ არის მიმართული)
კერძო საკუთრება ხელშეუხებელია, ე.ი. ქვეყანა არ უნდა ჩაერიოს თავისი მოქალაქეების პირად ცხოვრებაში. ეს კომპანია არის ჩემი კერძო საკუთრება. ამდენად, სახელმწიფო არ უნდა ინტერესდებოდეს, გადახდილი მაქვს თუ არა გადასახადები.
აშშ-ს არა აქვს უფლება გააკრიტიკოს სხვა ქვეყნები ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, რადგან თვით აშშ-ში ადამიანთა უფლებების დარღვევის უამრავი ფაქტი არსებობს.
ქირურგმა თქვა, რომ მოწევა მავნებელია თქვენი ჯამრთელობისათვის. ეს ნამდვილად ასეა.
მთავრობამ არასოდეს არ უნდა გამართოს მოლაპარაკებები ტერორისტებთან. თუ ამ ნაბიჯს ერთხელ გადადგამს, იძულებული იქნება ყოველთვის გაიმეოროს.
ის ადამიანები, რომელთაც თვითმკვლელობის ტენდენციები შეენიშნებათ, ფსიქიურად არ არიან ჯანმრთელნი, რადგან ვინც ფსიქიურად ჯანმრთელია, არასოდეს ეცდება თავის მოკვლას.
მე ვიცი, თუ რაოდენ ძნელია ქუჩაში მყოფი მათხოვრების ყურება; ძნელი და დამთრგუნველი! ეს სურათი ხშირად დეპრესიაში გვაგდებს ყველას, მაგრამ გახსოვდეს: თუ შენ გააკეთებ არასწორ არჩევანს შენი ცხოვრების მანძილზე, მაშინ შეიძლება შენც მათხოვრად იქცე.
თუ ექიმებს აქვთ იმის უფლება, რომ გაუწიონ ერთმანეთს კონსულტაციები რთული ოპერაციების დროს, მაშინ სამედიცინოს სტუდენტებსაც უნდა ჰქონდეთ უფლება დაეხმარონ ერთმანეთს რთული გამოცდების დროს.
თუ არ დასჯი დამნაშავეებს სიკვდილით, შენი შვილი შეიძლება აღმოჩნდეს მათი მორიგე მსხვერპლი.
საქართველო სხვებისგან განსხვავებით უპირობოდ უნდა შევიდეს ევროპის საბჭოში, რადგან ჩვენ ისეთი ტრაგიკული ისტორია გვაქვს!
ჩემი ლექციის დროს არასოდეს ვაძლევ მოსწავლეებს კითხვების დასმის უფლებას. თუ ერთ-ერთ მოსწავლეს მისცემ ამის ნებას, უკვე წინასწარ იცი, რომ ყველა დაგისვამს კითხვებს, შედეგად კი ლექციას ვეღარ მოასწრებ.
რეზოლუციის შესახებ ანალიზი
მოვამზადოთ 30 ბარათი. თითოეულ მათგანზე დავწეროთ პროვოკაციული შეკითხვები, რომელთა ნიმუშებიც ქვემოთ არის მოცემული
ყველა ბარათი ჩავდოთ კონვერტში
თითოეულმა მოსწავლემ რიგ-რიგობით ამოიღოს ბარათი
მოსაფიქრებლად მივცეთ 2 წუთი
მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინონ 4 არგუმენტი - მტკიცება, უარყოფა, ან ნეიტრალური პოზიცია.
გამომსვლელებმა უნდა იმსჯელონ მოსწავლეთა შეხედულებებზე, პრეზენტაციის შენიშვნებიც წარმოადგინონ
დრო უნდა იყოს რეგლამენტირებული - მოსაფიქრებლად 3 წუთი, პრეზენტაციისთვის 2 წუთი
რომელი ასაკიდან უნდა ისწავლებოდეს სექსუალური განათლება სკოლებში?
რომელ ასაკში უნდა დაქორწინდეს (გათხოვდეს) ადამიანი?
რომელი ასაკიდან უნდა დაიწყოს ადამიანმა დალევა?
აზრი აქვს ტელევიზორის ყურებას?
ქალმა და მამაკაცმა ერთნაირად უნდა აიღონ ხელფასი ერთნაირი სამსახურისთვის?
არის ხორცის ჭამა არაეთიკური?
აქვს ხალხს პოლიტიკოსთა პირად ცხოვრებაში ჩარევის უფლება?
სპორტი მხოლოდ კომერციად გადაიქცა?
აქვთ მდიდარ ქვეყნებს უფლება დაიცვან ღარიბი ქვეყნები?
ინტერნეტს ზიანი რეალურად მეტი მოაქვს?
სილამაზის კონკურსს მხოლოდ დადებითი მხარე აქვს?
რეზოლუციების ჩამოყალიბება, ლოგიკური კავშირი არა მარტო აზრსა და დამტკიცებას შორის, არამედ, ლოგიკური კავშირი რეზოლუციასთან (რეზოლუცია არის საკამათო თემა)
გამოიყენეთ იგივე პროვოკაციული კითხვები
- კითხვები გადააქციონ რეზოლუციად;
- მოიფიქრონ ერთი არგუმენტი რეზოლუციიდან გამომდინარე
- ჩამოაყალიბონ არგუმენტი სტრუქტურული ჯაჭვით
- განსაზღვრონ, რომელი სახის არგუმენტია
- დაუკავშირონ არგუმენტი რეზოლუციას
ჯგუფებში დაყოფილ მოსწავლეებს დაურიგეთ კითხვები
პრეზენტაციის შემდეგ დისკუსია.
წარმოაჩინეთ არგუმენტის ტიპები
მოსწავლეებმა შეძლონ რთულ წინადადებებში გამოყონ აზრი, რომელიც ითხოვს დამტკიცებას, დამამტკიცებელი წინადადება და ლოგიკური კავშირი ანუ დასკვნა.
წინასწარ შედგენილ წინადადებებში არგუმენტის სტრუქტურაზე მუშაობა საუკეთესო საშუალებაა შემდგომში ოპონენტთა შეცდომებისა თუ მთავარი სათქმელის სწრაფად გამოყოფისა
მოსწავლეებს ვურიგებთ წინასწარ დამზადებულ მასალას.
სასურველია ჯერ იმუშაონ ინდივიდუალურად, შემდეგ ჯგუფებში
მთავრობა თვლის, რომ მანქანის იმპორტზე საგადასახადო ტარიფების შემცირება ეროვნული მანქანათმშენებლობის ინდუსტრიაში გამოიწვევს უმუშევრობას. ხალხი ისედაც ყიდულობს იაფი უცხოური მარკის მანქანებს.
მანქანის ტარიფის შემცირება
===========================
აზრი, რომელიც ითხოვს განმტკიცებას
უმუშევრობას გამოიწვევს
===========================
ლოგიკური კავშირი
ხალხი ისედაც ყიდულობს...
===========================
დამამტკიცებელი წინადადება
მიზეზ-შედეგობრივი კავშირი
===========================
არგუმენტის ტიპი
არ არის დამარწმუნებელი. იმ ქვეყნებში, სადაც მანქანათწარმოების უდიდესი ინდუსტრიული ქარხნები არსებობს, მაგ. გერმანია, არსებობს სხვა ქვეყნის იაფი მანქანებიც.
===========================
სისუსტე
საშუალო სკოლებში ცოდნის დონემ მოიმატა. ჩვენ 9-ე კლასებში ჩავატარეთ ტესტი და წელს გაცილებით უკეთესი შედეგი გვაქვს, ვიდრე შარშან.
სწავლის დონე გაიზარდა
===========================
აზრი, რომელიც ითხოვს განმტკიცებას
ტესტმა კარგი შედეგი გვიჩვენა
==========================
ლოგიკური კავშირი
ჩვენ ჩავატარეთ ტესტი
==========================
დამამტკიცებელი წინადადება
მიზეზ-შედეგობრივი
==========================
არგუმენტის ტიპი
არა მარტო ტესტი შეიძლება იყოს ამის მიზეზი. ტესტი ობიექტურად ჩატარდა? უფრო გაადვილებული ხომ არ იყო, ვიდრე შარშან?
==========================
სისუსტე
საქართველოს ზოგიერთი საშუალო სკოლის დირექტორმა დაუშვა მოსაწევი ადგილები სკოლის შენობაში მოსწავლეთათვის. იმ სამ საშუალო სკოლაში, სადაც ადმინისტრაციამ ეს კანონი შემოიტანა, საგრძნობლად შემცირდა მწეველ მოსწავლეთა რაოდენობა.
ზოგიერთმა სკოლამ დაუშვა მოსაწევი ადგილები მოსწავლეთათვის
==============================
აზრი...
შემცირდა მწეველ მოსწავლეთა რაოდენობა
===============================
ლოგიკური კავშირი
სამი საშუალო სკოლა
===============================
დამამტკიცებელი წინადადება
ფაქტის
===============================
არგუმენტის ტიპი
ეს სამი სკოლა არ ნიშნავს ყველა სკოლას საქართველოში და ამ სამ სკოლაში გამართლება არ ნიშნავს იმას, რომ სხვა სკოლებში გაამართლებს. იქნებ გაიზარდოს?
===============================
სისუსტე
საქართველოს კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ზღვის დაბინძურების დონემ საგრძნობლად იკლო მას შემდეგ, რაც ჩატარდა წყლის გამწმენდი სამუშაოები.
ზღვის დაბინძურებამ იკლო
==============================
აზრი...
წყლის გამწმენდი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა
==============================
ლოგიკური კავშირი, დასკვნა
ეროვნული კვლევითი ცენტრი
==============================
დამამტკიცებელი წინადადება
მიზეზ-შედეგობრივი
==============================
ტიპი
კონკრეტულად სად ჩატარდა? მთელ ზღვაში თუ გარკვეულ ტერიტორიაზე? ძალიან ზოგადია ფაქტი
==============================
სისუსტე
მასწავლებლებმა მოიფიქრონ საკუთარი ვარიანტები (სასურველია წინადადებები იყოს რთული)
ვასწავლოთ მოსწავლეებს იკითხონ ყურადღებით როცა აწარმოებენ კვლევას
მოსწავლეებს დავურიგოთ მოკლე მოთხრობები, ნაკვესები, იგავები (რაც უფრო მცირეა მოცულობით მოთხრობა, მით უფრო უკეთესია)
წაიკითხონ მოთხრობა და გამოყონ - სად არის მთავარი იდეა, მსჯელობა, დასკვნა
მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა განსაზღვრონ მთავარი აზრი და ამ მთავარ აზრზე დაყრდნობით ჩამოაყალიბონ არგუმენტი
ზეპირად არ მივაწოდოდ, ტექსტს(ტექსტებს) დავურთოთ კითხვარები და დავურიგოთ მოსწავლეებს
სავარჯიშოს შესრულება შესაძლებელია ინდივიდუალურად, წყვილებში, ჯგუფებში
ბრძენი ებრაელები შეიკრიბნენ იმისათვის, რომ შეექმნათ ყველაზე მოკლე კონსტიტუცია მსოფლიოში. ისინი შეთანხნდნენ, რომ თითოეული მათგანი რიგ-რიგობით ჩამოაყალიბებდა კანონებს დროის იმ მონაკვეთში, სანამ ცალ ფეხზე მდგარნი შეძლებდნენ წონასწორობის დაცვას. ის, ვინც ჩამოაყალიბებდა ადამიანთა მართვის ყველაზე მისაღებ კანონს, ჩაითვლებოდა ბრძენთა-ბრძენად მათ შორის. „ღმერთი დასჯის დამნაშავეს”-თქვა ერთმა. დანარჩენებმა დაასკვნეს, რომ ეს კანონი კი არა, მუქარაა. ამიტომ ფრაზა არ მიიღეს. ამ დროს შეკრებილთ შემოუერთდა რაბინი ხილელი. ის დადგა ცალ ფეხზე და თქვა: „არ გაუკეთო სხვებს ის, რაც არ გინდა, რომ შენ გაგიკეთონ. ეს კანონია. ყოველივე დანარჩენი კი უბრალოდ იურიდიული კომენტარი.” რაბინი ხილელი აღიარებულ იქნა ბრძენთა-ბრძენად.
(პაულო კოელიო: მაკტუბი)
თარგმანი ნ.ფ.
განვიხილოთ ზემოთ მოცემული ნაკვესი:
რომელია მთავარი იდეა, აზრი? (არ გაგიკვირდეთ, როდესაც მოსწავლეთ კატეგორია აირჩევს კონსტიტუციის შედგენას)
მთავარი აზრი არის - „არ გაუკეთო სხვებს ის, რაც არ გინდა, რომ იგივე შენ გაგიკეთონ”
რითი მყარდება ეს მოსაზრება?
იმით, რომ ეს არის კანონი, კონსტიტუცია, მორალი, რომლითაც უნდა ხელმძღვანელობდეს ყველა ადამიანი
რა დასკვნის გაკეთება შეიძლება?
თუ ყველა(უმრავლესობა) დაიცავს ამ კანონს, ხალხის მართვა ადვილი გახდება
აქვე შეგვიძლია ვთხოვოთ მოსწავლეებს მოიტანონ ანალოგია: ხომ არ იციან გამონათქვამები, მსგავსი მოთხრობები და ა. შ.
შეჯამების სახით კი მოსწავლეებმა ჯგუფურად შეადგინონ თითო-თითო არგუმენტი
კითხვარი ტექსტიდან გამომდინარე შეგიძლიათ შეამციროთ ან გაზარდოთ.
პრინცის ნათლობაზე დაპატიჟეს სამი ფერია. ერთ-ერთმა დაასაჩუქრა იგი სიყვარულის ნიჭით. მეორემ იმდენი ფულით, რამდენიც ყველა სურვილის ასახდენად ეყოფოდა. მესამემ უბოძა სილამაზე. მაგრამ, როგორც ზღაპრებში ხდება ხოლმე, გამოჩნდა ბოროტი ჯადოქარი. იგი განრისხებული იყო, რადგან არავინ დაპატიჟა ნათლობაზე. ჯადოქარმა დაწყევლა უფლისწული - „შენ უკვე ყველაფერი გაქვს, მაგრამ მე ცოტას კიდევ მოგცემ. გექნება ყველაფრის ნიჭი, რასაც ხელს მოკიდებ”. პრინცი იზრდებოდა ლამაზი, მდიდარი, უსაზღვრო სიყვარულში. იგი იყო არაჩვეულებრივი მხატვარი, სკულპტორი, მათემატიკოსი - მაგრამ მას არასოდეს შეეძლო დაესრულებინა დაწყებული საქმე, რადგან ყველაფერი მალევე ბეზრდებოდა, ბოლომდე არასოდეს არაფერს აკეთებდა. მასწავლებელმა თქვა: „ყველა გზას მივყავართ ერთი და იმავე ადგილას. მაგრამ ამ გზას არჩევთ თავად თქვენ და მიყვებით მას ბოლომდე. ნუ ეცდებით იაროთ ყველა გზაზე ერთდროულად”.
(პაულო კოელიო: მაკტუბი)
თარგმანი ნ.ფ.
ყურადღების გამახვილება განსხვავებაზე ვიზუალურ წარმოსახვასა და ნათქვამს შორის
სავარჯიშო შესაძლოა შესრულდეს სპონტანურად
ერთ-ერთ მოსწავლეს ვაძლევთ დავალებას - მან ერთი წუთის (დროს არა აქვს არსებითი მნიშვნელობა) განმავლობაში უნდა ისაუბროს ნებისმიერ საკითხზე, რომელიც აუდიტორიისთვის იქნება საიტერესო მოსასმენი
მეორე მოსწავლე შემობრუნებულ დაფაზე (შესაძლოა ფორმატის გამოყენებაც) ხატავს იმის შესახებ, რასაც ისმენს
აუდიტორია ნახატს ვერ ხედავს
დროის გასვლის შემდეგ ვატრიალებთ დაფას და ვადარებთ ერთმანეთს მოყოლილსა და დახატულს
გავმართოთ დისკუსია - იყო რეალურად ნათქვამი ის, რაც გამოსახულია დაფაზე?
სავარჯიშოს მიზანი მოსწავლეების მოცემულ საკითხში კარგად გარკვევაა. ეს თვალსაჩინოება საშუალებას მისცემს მოსწავლეებს თვალნათლივ დაინახონ ერთმანეთის მიერ შედგენილი მტკიცებითი თუ უარმყოფელი არგუმენტების, აღდგენისა და დანგრევის მაგალითები, სტრუქტურა, ძლიერი და სუსტი მხარეები.
სავარჯიშოსათვის დაგვჭირდება დიდი ფორმატი, მარკერები, წებოვანი პატარა სხვადასხვა ფერის ფურცლები.
დრო - რამდენიმე კვირა ეტაპობრივად
წინასწარ ეძლევათ რეზოლუცია და დავალება - ყველა გაკვეთილისთვის მოიფიქრონ არგუმენტები, და გაკვეთილებზე დააკრან ფორმატზე.
შევთანხმდეთ, რომ მაგალითები(წარმოდგენილი ფაქტებისა თუ მსჯელობის სახით) დაიწეროს მხოლოდ ერთი ფერის ფურცლებზე იმის მიუხედავად, მტკიცებითი არგუმენტი იქნება თუ უარმყოფელი. სხვა ფერის ფურცელზე დაიწეროს მხოლოდ აზრები, რომლებიც ითხოვენ განმტკიცებას, სხვაზე - ლოგიკური დასკვნები.
იგივე თევზის დიაგრამა შეგვიძლია სხვა სახითაც წარმოვადგინოთ:
რეზოლუციის გამოცხადების შემდეგ თევზის ფხებს დავაწეროთ თემატიკები. ასე თემატურად დაყოფილი კვლევის საკითხები მოსწავლეებს გაუადვილებს უშუალოდ კვლევას, რადგან ჩვენ თავად ვუკონკრეტებთ საკითხებს. ამასთან, რეზოლუციის გარშემო სხვადასხვა კუთხით იკვლევენ მასალებს და ერთ ძირეულ თემას სხვადასხვა რაკურსით სწავლობენ.
ეს თემატიკა სრული არ არის; რეზოლუციიდან გამომდინერე მას საკითხები ან ემატება, ან აკლდება.
რიტორიკა - პრეზენტაციისთვის
მოსწავლეები კლასში სხედან უკუღმა
ერთ-ერთი მოსწავლე გამოდის და იწყებს პრეზენტაციას იმ საკითხის ირგვლივ, რომელიც ჰგონია რომ აუდირორიისთვის საინტერესოა
(სავარჯიშო შეიძლება შესრულდეს როგორც სპონტანურად, ასევე წინასწარი მომზადებით)
თუ აუდიტორიის რომელიმე წევრს მოსწონს გამოსვლა, იგი ტრიალდება მოსაუბრის მხარეს
პრეზენტაციის მთავარი ფუნქციაა დააინტერესოს აუდიტორიის უმრავლესობა და მტკიცე ლოგიკის გამოყენებით ყველა მსმენელი „აიძულოს” შემობრუნდეს
ხშირად გამოვიყენოთ ციტატები
გამოვიყენოთ მაგალითები დილემების სახით
ყურადღება გავამახვილოთ იმ საკითხებზე, რომელზეც აუდიტორიამ მოახდინა კონცენტრაცია
გავითვალისწინოთ აუდიტორიის შესაძლებლობები, უპირატესობებები
გამოვიყენოთ საინტერესო შედარებები
ვისაუბროთ მკაფიოდ და გასაგებად
გამოვიყენოთ მარტივი სასაუბრო ენა
ვიხმაროთ ჟესტები და გამოვიყენოთ მიმიკები
რიტორიკა - პრეზენტაციისათვის
მოსწავლეებს დავურიგოთ 3 ერთმანეთისგან განსხვავებული ტექსტი
1 ტექსტი - ლექსი, ან ნაწყვეტი ცნობილი პოემიდან (მცირე მოცულობის)
2 ტექსტი - მოკლე დეტექტივი (არაუმეტეს ნახევარი გვერდისა; შეგვიძლია ჩვენ თავად მოვიფიქროთ)
3 ტექსტი - პოლიტიკოსის გამოსვლა (შეგვიძლია ჩვენ თავად მოვიფიქროთ)
მივცეთ მითითება, რომ პოემასა თუ ლექსს სჭირდება გამოკვეთილად, ემოციურად, ომახიანად წაკითხვა
დეტექტივს - მონოტონურად, ხმადაბლა, ემოციურად
პოლიტიკოსის გამოსვლას - ხაზგასმა, განსაკუთრებით დაპირებების, შეფასებების დროს, ემოცია, ჟესტიკულაცია, პაუზების გამოყენება
ბოლოს შეგვიძლია ჩვენ თვითონვე წავიკითხოთ, გამოვიყენოთ პათოსისთვის დამახასიათებელი ელემენტები და თვალის კონტაქტი აუდიტორიასთან
გუნდურობა, უცხო ტექსტის ათვისება, სწრაფი და ლოგიკური აზროვნება.
მოსწავლეები დავყოთ 3 წევრიან ჯგუფებად.
პირველი წევრი მასწავლებლისგან იღებს დახურულ კონვერტს, რომელშიც წერია აფორიზმი, გამონათქვამი ან ანდაზა
მან ექსპრომტად 1 წუთიან მოხსენებაში უნდა გამოიყენოს ეს აფორიზმი, თუმცა წინასწარ არავინ იცის რა აფორიზმზე თუ გამონათქვამზეა საუბარი, მაგრამ მომხსენებლის გამოსვლიდან უნდა გამოვიტანოთ მთავარი სათქმელი
მე-2-ე მოსწავლე ასევე 1 წუთში გამოკვეთს ამ გამონათქვამს და აგრძელებს სათქმელს, ავითარებს, თუმცა აფორიზმს არ იმეორებს
მე-3-ე მოსწავლე დამამთავრებელ მოხსენებაში უბრუნდება მთავარ სათქმელს და გამოსვლას ასრულებს აფორიზმით, როგორც დასკვნით
ეს სახალისო სავარჯიშო დაეხმარება მოსწავლეებს იაზროვნონ სწრაფად და ისწავლონ ლოგიკური კავშირები
მასწავლებელი წინასწარ ამზადებს ბარათებს (პირობითად კარტებს), რომელზეც სრულიად შეუსაბამო სიტყვები წერია, მაგ: დათვი, ფეხსაცმელი, ცრემლი, ჩაიდანი, სპილო, ბავშვები და ა.შ.
კარტის რაოდენობა მოსწავლეთა რაოდენობას უნდა ემთხვეოდეს
მოსწავლეები დავსვათ წრიულად (შეგვიძლია ჯგუფებშიც)
ვაცნობთ ინსტრუქციას: რომელი მოსწავლეც მიიღებს კარტს, ერთი წუთის განმავლობაში მოცემული სიტყვის ირგვლივ საუბრობს შეუჩერებლად
შემდგომმა მოსწავლემ სხვა კარტის მიღების შემდეგ წინამდებარე სიტყვიდან უნდა გააკეთოს ლოგიკური გადასვლა-გადაბმა თავის სიტყვაზე, რაც არ უნდა შეუსაბამო იყოს ეს სიტყვები ერთმანეთთან
ასევე მოიქცევა შემდეგი მოსწავლე - ლოგიკურად გადააბამს მის წინა გამომსვლელის სიტყვას
სავარჯიშოს დასრულებისას მასწავლებელს შეუძლია თვალსაჩინოებისათვის აჩვენოს საკუთარი ინტერპრეტაცია. შეუძლია ყველა სიტყვის გამოყენებით (იგივე თანმიმდევრობის დაცვით) შეადგინოს მოთხრობა
სასურველია მოსწავლეთა გამოსვლებში დავიცვათ თანმიმდევრობა
იგივე სავარჯიშოს პრინციპი შეგვიძლია გამოვიყენოთ მოცემულ ერთ საკითხში თუ საგანში: მაგ: ისტორია, გეოგრაფია, ბიოლოგია და ა.შ.
ბოლოს მოსწავლეები დავსვათ ჯგუფურად და ამ სიტყვებზე დაყრდნობით შეადგინონ მოთხრობა, სიტუაცია ან დეტექტივი.
კითხვების სწორად დასმისათვის
მოსწავლეებს დავეხმაროთ იმის გარკვევა-გაანალიზებაში რომ კითხვების დასმას უნდა ჰკონდეს სტრატეგია და ტაქტიკა რომ ძლიერი და მიზანმიმართული კითხვები მათ სასიკეთოდ იქნება მიმართული.
სავარჯიშოს შესასრულებლად აუდიტორიის გარდა გვჭირდება 1 დამკვირვებელი და 1 მოპასუხე.
მასწავლებელი კლასს აძლევს თემას და მითითებას:
მოპასუხემ და დამკვირვებელმა მასწავლებელთან ერთად იციან 3 არგუმენტი მოცემულ საკითხზე
აუდიტორიის მიზანია რაც შეიძლება მეტი კითხვა დაუსვას მოპასუხეს ამ თემის ირგვლივ, რათა გამოიცნოს არგუმენტები.
თავის მხრივ, მოპასუხის მიზანია რაც შეიძლება მიკიბ-მოკიბოს პასუხები და არ მიახვედროს აუდიტორიას არგუმენტები. ამასთან, მას კატეგორიულად ეკრძალება ტყუილის თქმა.
დამკვირვებელი ყურადღებით აკვირდება კითხვა-პასუხს და თუ აუდიტორიიდან ან მოპასუხის მხრიდან გაჟღერდება არგუმენტი, ხელს ასწევს, რაც ნიშანია იმისა, რომ არგუმენტი გამოცნობილია
თავის მხრივ, აუდიტორიის მიზანია არა მხოლოდ დახურული შეკითხვები დასვან - კი ან არას პასუხით, არამედ ნალ-ნელა, შეფარვით, მათთვის მთავარ საკითხამდე მივიდნენ და გამოიყენონ შეკითხვების ალტერნატიული ფორმები
ყველა მოსწავლეს ვაძლევთ მითითებას, რომ საკითხი ეხება დემოკრატიას და მათ უნდა იფიქრონ იმ შესაძლო არგუმენტებზე, რომელიც იციან მხოლოდ მასწავლებელმა, დამკვირვებელმა და მოპასუხემ.
საგნების არჩევითობა მაღალ კლასებში
მასწავლებელთა პროფესიონალიზმი
მოსწავლეთა პასუხისმგებლობა
(ვთხოვოთ მოსწავლეებს, კითხვები იყოს შედარებით მრავალფეროვანი და გასაგები)
მოგწონთ დღევანდელი სკოლა?
რას გულისხმობთ ყველაფერში?
მაშასადამე მასწავლებლებს?
რა არ მოგწონთ მასწავლებლებში?
თუ ამ არმოწონების მიზეზი გაკვეთილების უინტერესობაა, როგორ გამოვასწოროთ?
თუ შეიძლება სრულად გვიპასუხეთ
ე.ი. არ მოგწონთ მათი ცოდნა?
ზოგიერთის არა? ეს ზოგიერთი საშუალოდ რომ 120 მოსწავლესთან შედის რა ვქნათ?
მაშასადამე მოხდეს მათი გადამზადება? რისთვის, რას მივაღწევთ ამით?
კარგი მასწავლებელი ე.ი. პროფესიონალი?
(ერთ-ერთი არგუმენტი გამოცნობილია. დამკვირვებელი გადმოაბრუნებს ბარათს და ყველას გააცნობს ამ არგუმენტს. )
შეკითხვები, რომლებიც მოკლე პასუხს მოითხოვს (დახურული - დიახ? არა? შედარებით დახურული - როდის? რატომ?)
შეკითხვები, რომლებიც ვრცელ პასუხებს მოითხოვენ, რომელშიც ნათლად გამოჩნდება მოპასუხეს აზრი (ღია შეკითხვები - როგორია თქვენი აზრი? რა იცით მოლაპარაკებების წარმოების შესახებ?)
ალტერნატიული შეკითხვები - როდესაც შეკითხვებში ვთავაზობთ ორ ან მეტ ალტერნატივას, როდესაც ასარჩევად არის მოცემული პასუხების რამდენიმე ვარიანტი
რიტორიკული შეკითხვები გამოიყენეთ მოხსენებების დროს, პრეზენტაციისას, შეკითხვის ეს ფორმა გამოიყენება საწინააღმდეგო აზრის ჩანასახშივე ჩასახშობად.
კონტრშეკითხვის გამოყენების ტაქტიკაა უბიძგოს პასუხის გაცემისაკენ. ასეთ ტაქტიკას უფრო მეტად მიმართავენ მაშინ, როცა არა აქვთ მტკიცე არგუმენტაცია და ზეწოლის თავიდან აცილების მიზნით შეკითხვის არეკვლას ახდენენ, ანუ შეკითხვაზე შეკითხვით პასუხობენ.
არ დასვათ რამდენიმე შეკითხვა ერთად
არ დასვათ შეკითხვა, რომელიც მუქარას შეიცავს
კრიტიკული აზროვნებისა და კვლევითი უნარ-ჩვევებისათვის
ვასწავლოთ მოსწავლეებს კითხვა გარკვეული მიზნისათვის, როდესაც აწარმოებენ კვლევას.
მასწავლებელს გაკვეთილზე მოაქვს რამდენიმე სხვადასხვა გაზეთი წინასწარი შერჩევით (გაზეთების რაოდენობა დამოკიდებულია მოსწავლეთა რაოდენობაზე) ერთიდაიგივე თემაზე (მაგ: აფხაზეთზე) ყველა გაზეთში უნდა იყოს გარკვეული მასალა-ინფორმაცია
მივუთითებთ ყველა ჯგუფს საკითხს, რომელიც უნდა წაიკითხონ და დაამუშაონ.(მაგ:მოიძიეთ თქვენს გაზეთში ყველა ინფორმაცია აფხაზეთის შესახებ)
მოსწაავლეები პასუხობენ კითხვებს(რომლებიც ან დაფაზეა, ან ყველას ბარათებზე დაწერილს ვურიგებთ),
სად არის ინფორმაცია და სად - დეზინფორმაცია? დაამტკიცონ.
სად არის ფაქტები და სად ჩანს მიდგომები? დაასაბუთონ
სად ჩანს საზოგადოების აზრი და სად პირადი ინტერესები?
მოცემული სტატია ობიექტურია თუ სუბიექტური?
რა კრიტერიუმით განსაზღვრავენ ინფორმაციის ობიეტურობას და სუბიექტურობას?
მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში
სამუშაოს დასრულების შემდეგ მოაწყთ პრეზენტაცია-დისკუსია
პრეზენტაციისთვის შეუძლიათ სტატია გამოჭრან.
მარკერით აღნიშნონ მნიშვნელოვანი ფაქტები თუ საკითხები.
გააკრან ფორმატზე და შემდეგ დაფაზე.
ყველა ჯგუფმა საკუთარი გაზეთის პრეზენტაციის შემდეგ უნდა იმსჯელოს:
როგორ არის გადმოცემული ინფორმაცია ერთი და იმავე მოვლენის შესახებ სხვადასხვა გაზეთში?
არის თუ არა რაიმე განსხვავება?
განსხვავება თუ არის, რაში გამოიხატება?
რომელი გაზეთია უფრო ობიექტური?
მოსწავლეთა რაოდენობა: 20-30
მოსწავლეთა ჩართვა პრობლემების გადაწყვეტის პროცესში, კონცენტრაცია სასკოლო გარემოზე
ამ სავარჯიშოს შემდეგ მოსწავლეები შეძლებენ:
ადამიანის უფლებებსა და მოვალეობებში გარკვევას
დემოკრატიული ცვლილებების პროცესის გაანალიზებას და გამოსავლის გზების ძიებას
დამოკრატიულ საზოგადოებაში განსხვავებული აზრის მქონე ჯგუფებს შორის ურთიერთობის დამყარებას
განათლების დანიშნულებასა და როლის გააზრებას
ისეთ საკითხებში გარკვევას, როგორიც არის მასწავლებელს, მოსწავლესა და მშობელს შორის ურთიერთობა
სავარჯიშო დაეხმარება მოსწავლეებს ისწავლონ:
პრობლემების გადაჭრისა და გამოსავლის გზების ძიება
სიმულაციური სავარჯიშოს დროს მოსწავლეები გაივლიან პროცედურის 3 ეტაპსნ ჯგუფებში
1 - ხმის მიცემა - მცირე დისკუსიის შემდეგ ჯგუფის წევრები ხმას მისცემენ მოცემულ საკითხს.
ეს არის პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი საუკეთესო გზა თუმცა მასაც აქვს უარყოფითი მხარე - ეს გზა წარმოშობს უმცირესობას რომლებიც მიღწეულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან
2 - კონსესუსის მიღწევა - ჯგუფის წევრები კამათობენ საკითხზე მანამ, სანამ არ მოიპოვებენ გზას, რომელიც აკმაყოფილებს უმრავლესობას. თუმცა ეს არის ხანგრძლივი პროცესი, და ძალიან ხშირად კონსესუსი არ გამოიძებნება ხოლმე
3 - ავტორიტეტული გადაწყვეტილება - ეს არის გადაწყვეტილება მიღებული ერთი პირის მიერ(არჩეული ლიდერის) მას შემდეგ, რაც იგი მოისმენს სხვადასხვა მხრიდან არგუმენტების გარკვეულ რაოდენობას დისკუსიის დროს. მიუხედავად იმისა, რომ ხშორად იგი ეფექტურია,ზოგიერთი ჯდუფის წევრი არგუმენტები ხშირად რჩება იგნორირებული
დაყავით მოსწავლეები 3 ჯგუფად - მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები
თითოეულ ჯგუფს დაურიგეთ მასალა №1 და მიეცეთ 5-7წთ სიტუაციაში გასარკვევად
თითოეული ჯგუფი გამოხატავს თავის ინტერესს და დამოკიდებულებას დემოკრატიული სკოლისადმი:
„მოსწავლეები” იმსჯელებენ, თუ როგორი სკოლა სურთ;
„მშობლები” იკამათებენ და წარმოადგენენ ისეთ სკოლას, რომელშიც მათი შვილები ისწავლიან;
„მასწავლებლები” გაუზიარებენ ერთმანეთს აზრს და დაახასიათებენ სკოლას, რომელშიც სიამოვნებით იმუშავებენ (20 წთ)
გადაანაწილეთ მოსწავლეები 6 წევრიან ჯგუფებად, სადაც წყვილებში წარმოადგენენ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს.
ვთხოვოთ მასწავლებლებს ჯგუფებში ამოირჩიონ დირექტორი
დავურიგოთ ყველა ჯგუფს №2 მასალა და ვთხოვოთ მოცემული კითხვების გამოყენებით იმსჯელონ დემოკრატიულ სკოლაში მათ ურთიერთობაზე (მოსწავლეებს შეუძლიათ დაამატონ საკითხები სურვილის მიხედვით).
სთხოვეთ მოსწავლეებს პრობლემის გადასაჭრელად გამოიყენონ სხვადასხვა მეთოდი (ხმის მიცემა, კონსესუსის მიღწევა, ავტორირეტული გადაწყვეტილება - („დირექტორები” იღებენ ავტორიტეტულ გადაწყვეტილებას)
თითოეული ჯგუფი შეარჩევს ერთ ან ორ წარმომადგენელს პრეზენტაციისათვის (ფორმატები გამოიფინება კედელზე)
პრეზენტატორები პასუხობენ აუდიტორიიდან წამოსულ შეკითხვებს (30 წთ.)
დასკვნის სახით შეაჯამეთ ჯგუფების მიერ წარმოდგენილი მსგავსებები და განსხვავებები დემოკრატიულ სკოლასა და საზოგადოებას შორის;
იმსჯელეთ, რომელი მეთოდი (ხმის მიცემა, კონსესუსის მიღწევა, ავტორიტეტული გადაწყვეტილება) იყო უფრო ეფექტური და რატომ (20წთ)
შენი ქვეყანა გარდამავალ ეტაპზე იმყოფება ტოტალიტარული რეჟიმიდან დემოკრატიულზე. 70 წლის მანძილზე შენს ქვეყანას მართავდა 1 პარტია. მოქალაქეებს არ ჰქონდათ უფლებები - იქ არ იყო თავისუფალი არჩევნები, პრესის თავისუფლება, შეკრებების უფლებები. ეკონომოკა იყო ცენტრალიზებული. მოქალაქეებს არ ჰქონდათ ქვეყნის გარეთ თავისუფალი გადაადგილების უფლება. საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფერო იყო პოლიტიზირებული. სკოლები პარტიის მიერ იდეოლოგიზირებული იყო. განათლების სისტემა კი ტოტალურად კონტროლირებადი სახელმწიფოს მიერ. მასწავლებლები წარმოადგენდნენ პარტიის ავტორიტეტულ „იარაღს”. დიდი ყურადღება ეთმობოდა მეცნიერებას, ნაკლები ინტერესი იყო ისტორიაზე, ლიტერატურაზე, ფილოსოფიაზე. მოსწავლეები არ სწავლობდნენ ფიქრს, ინტერაქტიული მეთოდები არ გამოიყენებოდა. სწავლების თითქმის ერთადერთი მეთოდი იყო „ექს-კათედრა”. სკოლას ჰქონდა მხოლოდ ფორმალური კავშირი საზოგადოებასთან. მასწავლებლები არ იყვნენ წახალისებული მშობლებთან ურთიერთობებით. სკოლა ასახავდა რეალობას, რაც იმ ქვეყანაში სუფევდა.
დემოკრატიულმა ცვლილებებმა მოიტანა ძველი ტოტალიტარული რეჟიმის მსხვრევა და პარტიული ინსტიტუტების გადასვლა დემოკრატიულ სისტემაზე დემოკრატია არის ცვლილებათა პროცესი და გულისხმობს კარგად ინფორმირებულ მოქალაქეებს - იცოდნენ და მოქმედებდნენ ამ ცვლილებების შესაბამისად. დემოკრატიული იდეალი გულისხმობს პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთობას ერთმანეთში. ამიტომაც შენი ქვეყნის მთავრობამ დაისახა ამოცანა, რომ გარდაქმნას მოძველებული განათლების სისტემა და გადაწყვიტა მოსწავლეთა ჩართვა განათლების პროცესში.
მთავრობამ ნება დართო ჩამოყალიბებულიყო პირველი ექსპერიმენტული სასკოლო გაერთიანება, რომელსაც მართავენ მშობლები. მშობლები იხდიან გადასახადს, რომ დაიქირავონ მასწავლებელთა შტატი, შეიძინონ საკანცელარიო ნივთები, გადაიხადონ ქირა და ა.შ. მშობლები წარმოადგენენ სხვადასხვა სოციალურ ფენას - მუშათა კლასს, ინტელიგენციას, ბიზნესს. სკოლა საკუთარი ბიუჯეტით იხდის გადასახადების 20%25. მაგრამ სკოლის ექსპერიმენტი განიცდის სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემას. ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა, რომელიც დირექტორისა და მშობელთა კომიტეტის წინაშეა - მოაწესრიგონ სკოლის მმართველობა ამ სამ კომპონენტს შორის: მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები.
თქვენ უნდა გაიყოთ 3 ჯგუფად: „მოსწავლეები”, „მასწავლებლები”, „მშობლები” და დაიწყოთ მუშაობა სკოლის კონსტიტუციაზე. მუშაობის პროცესში უნდა გაითვალისწინოთ ის გარემო, სადაც თქვენი სკოლა მდებარეობს, ასევე უნდა გაითვალისწინოთ - როგორც სახელმწიფო იმართება იერარქიულად, ასევეა სკოლაც. მასწავლებლის როლი განისაზღვრება ავტორირეტის შეხედულებრისამებრ. როდესაც მასწავლებლებს ჩამოერთმევათ ზედმეტი უფლებები, ეს გამოიწვევს სკოლის ეფექტურ მართვას. თქვენი მიზანია ჩამოაყალიბოთ კარგად გააზრებული, კარგად მართვადი, სამართლიანი კონსტიტუცია, რომელიც გაითვალისწინებს მოსწავლეთა უფლებების პატივისცემას, ხოლო მასწავლებელთა ავტორიტეტის მოპოვება იქნება დაფუძნებული მხოლოდ პროფესიონალიზმზე. უნდა გაითვალისწინოთ მშობელთა სურვილი - მხარი დაუჭირონ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს.
1. არიან თუ არა ვალდებული მშობლები განათლების პროცესის განვითარებაში უშუალოდ ჩაერთონ?
უნდა გადაწყვიტონ თუ არა მათ რა უნდა ისწავლებოდეს სკოლაში?
უნდა გადაწყვიტონ თუ არა ვინ უნდა ასწავლიდეს სკოლაში?
უნდა იყოს თუ არა მასწავლებლის მუშაობის შეფასების რაიმე სისტემა მშობლების მხრიდან?
2. უნდა მიიღონ თუ არა მოსწავლეებმა განათლების პროცესის განვითარებაში მონაწილეობა?
უნდა გადაწყვიტონ თუ არა მათ, რა უნდა ისწავლონ? (შეეძლებათ საგნების არჩევა?)
უნდა აირჩიონ თუ არა მასწავლებლები?
უნდა შეაფასონ თუ არა მასწავლებლის მუშაობა?
3. უნდა ჩამოაყალიბონ თუ არა მოსწავლეებმა თვითმმართველობა?
რა კომპეტენცია ექნება მას?
რა იქნება მისი მთავარი ფუნქცია?
4. უნდა შეძლონ თუ არა მოსწავლეებმა საკუთარი გაზეთის ან ჟურნალის გამოცემა?
იქნება თუ არა გაზეთი კონტროლირებადი მასწავლებლის მიერ?
ვის ექნება გადამწყვეტი სიტყვის თქმის უფლება - რომელი მასალა გამოქვეყნდეს?
5. შეეძლებათ თუ არა მოსწავლეებს ატარონ ნებისმიერი ტიპის ტანსაცმელი?
სკოლა გადაწყვეტს ფორმების შემოღებას თუ არა?
6. როგორი ზღვარი ექნება მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის პირად საკითხებში ჩარევას?
შეეძლებათ თუ არა მასწავლებლებს ჩაატარონ მოსწავლეებში ჩხრეკა? (თუ კი, მაშინ რა გარემოებაში?)
დასჭირდებათ თუ არა მოსწავლეებს სპეციალური ნებართვები სკოლის დატოვების შემთხვევაში? (შენობიდან გასვლის)
მოსწავლეები ვალდებულნი იქნებიან თუ არა ჩააბარონ ახსნა-განმარტება სკოლის გაცდენის შემთხვევაში?
7. უნდა უზრუნველყოს თუ არა სკოლამ მოსწავლეთა ფინანსური დახმარება?
ეს დახმარებები უნდა იყოს თუ არა მოსწავლეთა ღირსებებისა თუ კლასების მოხედვით?
უნდა მიიღონ თუ არა ფინანსური დახმარება იმ მოსწავლეებმა, რომელთა მატერიალური მდგომარეობა მძიმეა?
8. უნდა უზრუნველყოს თუ არა სკოლამ შეზღუდული შესაძლებლობების მოსწავლეები სწავლით?
უუნარო მოსწავლეები უნდა მიიღონ იგივე კრიტერიუმით, როგორც დანარჩენები?
9. რელიგია უნდა ისწავლებოდეს სკოლაში?
10. სექსუალური განათლება უნდა ისწავლებოდეს?
11. რა ზომები უნდა მიიღონ კონფლიქტების გადასაჭრელად სკოლაში?
- როგორ უნდა მოგვარდეს კონფლიქტები მოსწავლეთა შორის?
- როგორ უნდა მოგვარდეს კონფლიქტები მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის?
12. ექნებათ თუ არა მოსწავლეებს უფლება არ დაეთანხმნონ მასწავლებლის შეფასებას?
ექნებათ თუ არა უფლება მოითხოვონ მათი ცოდნის ტესტური შეფასება დამოუკიდებელი კომიტეტის მიერ იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი, მოსწავლის აზრით მიკერძოებულია?
13. დასჯის რა სისტემა იქნება სკოლაში?
იქნება თუ არა შესაძლებელი მოსწავლეთა გარიცხვა სკოლიდან?
ვის ექნება საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლება მოსწავლის დასჯასა და დასჯის ფორმაზე?
ექნებათ თუ არა მოსწავლეებს უფლება იყოლიონ წარმომადგენელი, ვინც დაიცავს მათ ინტერესებს პრობლემების შექმნისას?
14. 18 წლის მოსწავლეებსა და უმცროსკლასელებს ექნებათ თუ არა ერთნაირი უფლებები და მოვალეობები?
მოწევა იქნება თუ არა ნებადართული სკოლაში?
იქნება ეს მხოლოდ მასწავლებელთათვის თუ 18 წლის მოსწავლეებისთვისაც? (ჩათვალე, რომ შენს ქვეყანაში მოწევის ლეგალური ასაკი 18 წელია)
მსჯელობა, არგუმენტაცია, ლოგიკა
სიტუაცია - რა უფრო მნიშვნელოვანია?
წავუკითხოთ მოსწავლეებს დილემა
ჯგუფებში 15 - 20 წთ-ში გამოიტანონ გადაწყვეტილება
დაასაბუთონ - რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება
ჯგუფებს ვთხოვოთ წარმოადგინონ საერთო გადაწყვეტილება
გავმართოთ დისკუსია 10 - 15 წთ.
„თქვენ ხართ გემის მგზავრები, იმყოფებით წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში. გაჩნდა ხანძარი; ხანძარმა გაანადგურა ტვირთის უმეტესი ნაწილი; გემი დაზიანდა და იძირება; სანავიგაციო მოწყობილობები მოიშალა და თქვენთვის ზუსტი ადგილსამყოფელი უცნობია; სავარაუდო მონაცემებით, უახლოეს ნაპირამდე 1800 კმ-ია.
ქვემოთ მოცემულია იმ ნივთების სია, რომლებიც ხანძარს გადაურჩა. ამას გარდა, თქვენს განკარგულებაშია რეზინის ნავი ნიჩბებით, საკმაოდ დიდი იმისათვის, რომ მასში მოთავსდეთ ყველანი ქვემოთ ჩამოთვლილ ნივთებთან ერთად. ამასთან, ყველას ჯიბეებიდან მოგროვილ იქნა ერთი კოლოფი სიგარეტი, ასანთის რამდენიმე კოლოფი და 5 ერთდოლარიანი ბანკნოტი. თქვენი ამოცანაა განალაგოთ გადარჩენილი ნივთები მათი მნიშვნელობის შესაბამისად. თქვენს გადასარჩენად ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთი იქნება №1, მომდევნო - №2 და ა.შ. 15-მდე, რომელიც ყველაზე ნაკლებ მნშვნელოვანია. ეს ნივთებია;...”
მონაწილეებს ურიგდებათ ბარათები, სადაც მოცემულია გადარჩენილი ნივთების ნუსხა:
სექსტანტი (სანავიგაციო ხელსაწყო)
კოღოებისაგან დასაცავი ბადე
სამხედრო საკვები - რაციონის ერთი კოლოფი (1 ჯარისკაცის 1 დღის ულუფა)
რბილი სკამის ბალიში (რეკომენდირებულია წყალში მაშველი სამსახურის მიერ)
დიზელის საწვავი ბალონი (8ლ)
ტრანზისტორული რადიომიმღები
ზვიგენების დასაფრთხობი საშუალება
რომი - ალკოჰოლური სასმელი (1,5ლ)
მსჯელობა, არგუმენტაცია, ლოგიკა
დილემა - საზღვაო კატასტროფა
გავაცნოთ მოსწავლეებს სიტუაცია
ჯგუფებში 20 - 25 წუთის განმავლობაში გამოიტანონ გადაწყვეტილება
დაასაბუთონ გადაწყვეტილებები
გამართონ დისკუსია ჯგუფებს შორის 15წთ.
სამგზავრო ხომალდმა ზღვაში კატასტროფა განიცადა. ქვემოთ ჩამოთვლილი 15 ადამიანი აღმოჩნდა პატარა ნავში. ნავს კი შეუძლია დაიტიოს მხოლოდ 9 ადამიანი. თუ აქედან 6 არ გამოირიცხა, ყველა დაიღუპება.
თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული, რომელ 6 ადამიანს გამორიცხავდით და რომელ 9-ს დატოვებდით? რატომ?
პრაქტიკოსი ექიმი, ნარკომანი, ნერვული, 60 წლის
ზანგი მინისტრი, პროტესტანტი, 27 წლის
მსუბუქი ყოფაქცევის ქალი, ობოლი, კარგი ძიძა, მან ერთხელ ბავშვი დახრჩობას გადაარჩინა, 36 წლის
კრიმინალი კაცი, რომელსაც ბრალი ედება მკვლელობაში, ის ერთადერთი პიროვნებაა, რომელსაც შეუძლია ნავის მართვა, 37 წლის
გონებაშეზღუდული მამაკაცი, რომელმაც იცის მთავრობის მნიშვნელოვანი საიდუმლოებანი, 41 წლის
სომეხი ეროვნების მამაკაცი, სარეცხი მანქანების გამყიდველი, 51 წლის
ხეიბარი ბავშვი. დაბადებიდან პარალიზებული, ვერ ხმარობს ხელებს და სხვამ უნდა გამოკვებოს, 8 წლის
ახალგაზრდა წყვილი. მამაკაცი მშენებელი მუშაა, ბევრს სვამს, 27 წლის; ქალი დიასახლისი სახლში 2 შვილი ჰყავთ, 23 წლის
ებრაელი ეროვნების რესტორნის მეპატრონე, დაოჯახებული, სახლში ყავს 3 შვილი, 40 წლის
აზერბაიჯანელი მასწავლებელი, ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესოა, დაოჯახებული, 32 წლის
კათოლიკე მონაზონი, გოგონების პანსიონის ზედამხედველი, 46 წლის
რუსი უმუშევარი კაცი, ადრე ლიტერატურის პროფესორი, აქვს იუმორის დიდი გრძნობა, ძალიან დიდი გამბედაქობა გამოიჩინა მსოფლიო ომში, 3 წელი იყო საკონცეტრაციო ბანაკში, 53 წლის
ახალგაზრდა ღრმად შეყვარებული ცოლ-ქმარი. ბავშვები ჯერ არა ჰყავთ. ორივე ქართველია. მამაკაცი ფარმაცეფტი, 24 წლის. ქალი დიასახლისი, უსასყიდლოდ მუშაობს საბავშვო ბაღში, 21 წლის
არისტოტელე - რიტორიკა - თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა 1981წ
სამოქალაქო განათლება - მე-9 კლასის სახელმძღვანელო 2001წ
სლოვაკეთში ჩატარებული დებატების მე-8-ე საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმის მასალები - 2002წ
ЖУРНАЛ ЕВРОАЗИАТСКИХ ИССЛЕДОВAНИЙ - ДЕМОКРАТЯ В ОБРОЗОВАНИИ - A Pablication of Ameriсan Councils for International Education:ACT/ACCELS 2002
ИВИН А.А. Исскуство ПРАВИЛЬНО МЫСЛИТЬ МОСКВА, 1990.
Idebate Magazines - Official publication of IDEA 2002-2004 ww.
Master Competitive Debate - Dana Hensley, Diana Carlin - Clarc Publishing, Inc.
Teaching Social Studies - Peter H. Martorella - Merrill, an imprint of Prentice Hall
Becoming a master student - Houghton Mifflin Company. 1994
Logic and Contemporery Rhetoric - Howard Kahane- Belmont, California
Critical Thinking and Communication - Barbara Wirnick, Edward S. Inch Macmilan Publishing Company New York
Debating By Doing - Jeffey A. Richards, Craig S. Rickett - NTC Publishing Group Í