დასავლეთის ქვეყნების ურბანსოციოლოგია (დამხმარე სახელმძღვანელო)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: სულუხია თამარ
თემატური კატალოგი სახელმძღვანელოები
წყარო: სულუხია, თამარ
    დასავლეთის ქვეყნების ურბანსოციოლოგია : [სახელმძღვ. სოციალ. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა] ; ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო - თბ. : მერიდიანი, 2001 - 160გვ. ; 20სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - ბიბლიოგრ.: გვ. 157-159. - ISBN 99928-32-12-6 : [4ლ.], 500ც.[MFN: 15401]
 
UDC:  316.334.56 + 325.111](075.8)
K 234.798/3 - საერთო ფონდი
K 234.799/3 - საერთო ფონდი
K 234.800/3 - საერთო ფონდი
F 78.277/3 - ხელუხლებელი ფონდი
P 111/2001 - ხელუხლებელი ფონდი

საავტორო უფლებები: © სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი
თარიღი: 2001
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო Open society Georgia Foundation სოციალურ მეცნიერებათა სერია დაშვებული დამხმარე სახელმძღვანელოდ სოციალური მეცნიერებების მაგისტრანტებისათვის გამომცემლობა „მერიდიანი“ თბილისი დამხმარე სახელმძღვანელო დასავლეთის ქვეყნების ურბანსოციოლოგია დამუშავდა 2000–2001 წლებში. ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ სოციალურ მეცნიერენათა პროგრამის ფარგლებში და მისივე დაფინანსებით მხარადჭერით, აგრეთვე როგორც არქიტექტურის ინსტიტუტის და კერძოდ, ურბანისტიკის კათედრის მხარდაჭერით. დამხარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ურბანისტიკის სპეციალობის მაგისტრატურაში ურბანსოციოლოგიის კურსის სწავლებისათვის. იგი მოიცავს თეორიულ კურსსა და დამატებითი ლიტერატურის მითითებას სალექციო თემატიკის შესაბამისად. რედაქტორი: ლია კაჭარავა რეცენზენტები: პროფ: ლადო ვარდოსანიძე პროფ: თინათინ ბოჭორიშვილი © ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“, 2001



1 ავტორისაგან

▲ზევით დაბრუნება


მსურს ვისარგებლო შემთხვევით და უდიდესი მადლობა მოვახსენო ამ ნაშრომის შექმნის პროცესში გამოჩენილი დახმარებისა და მხარდაჭერისათვის იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომელთა გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა ამ ნაშრომის შექმნა და გამოცემა. ჩემს პედაგოგსა და ამ ნაშრომის რეცენზენტს პროფესორ ლადო ვარდოსანიძეს; ფონდ „ღია საზოგადოება „საქართველოს“ და მის თანამშრომლებს მარინა ჩიტაშვილს, მაკო მიქაბერიძესა და დათო ჯაშიაშვილს; არქიტექტურის ინსტიტუტის ხელმძღვანელობას. სახელდობრ, პროფესორებს, გოგი სალუქვაძეს, თენგიზ მახარაშვილსა და ვახტანგ დავითაიას; ნაშრომის რეცენდენტს თინათინ ბოჭორიშვილს; წიგნის რედაქტორს ლია კაჭარავას, გამომცემლობა „მერიდიანს“.

2 თავი 1. შესავალი: ზოგადი ცნებები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

სოციალური მეცნიერებანი
სოციოლოგია
ურბანიზაცია
ურბანიზმი
ურბანსოციოლოგია
რურალური სოციოლოგია
სხვა ურბანული მეცნიერებანი

2.1 სოციალური მეცნიერებანი

▲ზევით დაბრუნება


სოციოლოგია ცენტრალური სოციალური მეცნიერებაა და მჭიდრო კონტაქტშია სხვა სოციალურ დისციპლინებთან. სოციალური მეცნიერებების ფართო ჯგუფს მიეკუთვნება ის მეცნიერებანი, რომელიც საზოგადოებისა და ინდივიდის ურთიერთქმედებას სწავლობს. მათში შედის სოციოლოგია, გეოგრაფია, ისტორია, ფსოქოლოგია, ეკონომიკა, გეოგრაფია და სხვა. საზოგადოებრივ მეცნიერებათა განვითარება XIX საუკუნეში მოხდა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა განვითარების შემდგომ. ფაქტიურად სოციალური მეცნიერებანი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიერ მომზადებულ საფუძველზე აღმოცენდა და დღემდე ხშირად ხდება მათი გამმიჯვნელი საზღვრების ძიება. მით უფრო ძნელია სოციოლოგიისა და სხვა სოციალურ მეცნიერებათა შორის საზღვრის გავლება, თუმც კი სოციოლოგია თავიდანვე ცდილობდა თავისი საზღვრები დაეკანონებინა სხვა სოციალურ მეცნიერებებთან მიმართებაში. ეს საკმაოდ ძნელი ამოცანა იყო, მით უფრო ამ დისციპლინათა ჩამოყალიბების პროცესში.

ტერმინი სოციალური მეცნიერებანი სწორედ ამ დისციპლინათა ერთობას და გადაჯაჭვულობას აღნიშნავს. იგი მიუთითებს იმ დისციპლინათა ერთობას, რომელიც შეისწავლის საზოგადოებას და მასში მიმდინარე პროცესებს. ასეთი მიდგომა XIX დაუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში დაიწყო გერმანული აზროვნების სკოლის, ბრიტანული სკოლისა და ჩიკაგოს სკოლის ფართო მიდგომათა განვითარების შედეგად. სწორედ ამ ცალკეულ დისციპლინათა, მათ მეთოდთა და მიდგომათა სიმრავლის გამო ამ სახელწოდებას მრავლობით რიცხვში ხმარობენ.1 სოციალური მეცნიერებანი მრავალ ცალკეულ დისციპლინად ისწავლება და ცენტრალური დისციპლინების გარდა, მოიცავს საერთაშორისო ურთიერთობებს, ბიზნესის ადმინისტრაციას, საზოგადოებრივ ადმინისტრაციას და სხვა. ზოგჯერ სოციალურ პროცესთა მკვლევართ სოციოლოგთა ცნების ქვეშ აერთიანებენ, რასაც ხშირად გამოუწვევია დავა სამეცნიერო და საზოგადოებრივ წრეებში.

სქემა 1. სოციოლოგიის ადგილი მეცნიერებათა სისტემაში

0x01 graphic

__________________________

Kuper, Adam, Jessica Kuper. (eds.) 1999. The Social Science Encyclopedia. London and New York; Routledge. P.800-802

2.2 სოციოლოგია

▲ზევით დაბრუნება


ზოგადი განსაზღვრებით, სოციოლოგია არის მეცნიერება საზოგადოების შესახებ. „…სოციოლოგია არის თეორიული კონსტრუქცია, რომელიც მიისწრაფვის ბუნდოვანი და არაცხადი ადამიანური არსებობის გაგებისაკენ... სოციოლოგების მიზანია ზღვრულად, მაქსიმალურად გასაგები გახადონ ის, რაც არ იყო გასაგები და ცხადი თვით რეალობაში“.1 საზოგადოება მოიცავს სოციალურ ინსტიტუტებს და სოციალურ ურთიერთობებს. სოციალურ ინსტიტუტებში იგულისხმება საზოგადოების ჩამოყალიბებული ძირითადი სტრუქტურული ელემენტები, როგორიცაა ეკლესია, კანონი, ოჯახი და სხვა. სოციალური ინსტიტუტები საზოგადოების სწორედ ის სტრუქტურული კომპონენტებია, რომლის საშუალებითაც ხდება ინდივიდთა და მათი ჯგუფების მოქმედების ორგანიზება და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.1 ინდივიდთა, ანუ სოციალურ ჯგუფებს სხვაგვარად სოციოლოგიაში სოციალურ ერთობას უწოდებენ.

ტერმინი სოციოლოგია გამომდინარეობს ლათინური სიტყვიდან „სოციუს”, რაც ნიშნავს კომპანიონს და ბერძნული სიტყვიდან „ology“ - რისამე შესაწავლა. სოციოლოგია ჰიბრიდულ დისციპლინადაა მიჩნეული.2 ტერმინი იხმარება XIX საუკუნის მეორე მეოთხედიდან და პირველად ცნობილი ფრანგი მეცნიერი აგიუსტ კონტის (August Comte, 1798-1857) ნაშრომებში გვხვდება, სადაც იგი სოციოლოგიაზე - ჯერ კიდევ არარსებულ სფეროზე საუბრობს.

სოციოლოგია სოციალური მეცნიერებაა და მოიცავს განსხვავებულ აზრთა სპექტრს შესასწავლი ობიექტის მიმართ. სოციოლოგთა ინტერესების ობიექტთა თაობაზე სამი ძირითდი კონცეფცია იკვეთება. პირველის მიხედვით, შესწავლის საგანთა სოციალური სტრუქტურა რომელიც მოიცავს ურთიერთობათა ფორმებს კონკრეტული ინდივიდებსა და მათ მიერ დაკავებული პოზიციებისაგან საზოგადოებაში. მეორე კონცეფციის მიხედვით შესწავლის საგანია ის რასაც სოციოლოგიაში კოლექტიურ წარმოდგენას უწოდებენ. მესამე კი არის სოციალური ქმედება, ანუ ინდივიდთა და მათი ჯგუფების ურთიერთქმედება.

სოციოლოგიური ცოდნის სისტემა არ არის ერთგვაროვანი და მისი სტრუქტურა ხუთ ძირითად დონედ შეგვიძლია დავყოთ.3 პირველ დონეს წარმოადგენს სოციალური სამყაროს მეცნიერული სურათი და იგი მოიცავს ცოდნის ფოლოსოფიურ წანამძღვრებს, მეტათეორიებს და ზოგად ინტუიციურ წარმოდგენებს. მეორე დონეზე განლაგებულია ზოგადი სოციოლოგიური თეორია, რომელიც მოიცავს ყველაზე აბსტრაქტულ სოციოლოგიურ კატეგორიებს. მესამე დონეზე იმყოფება კერძო ანუ სპეციალური თეორიები. აქ თავს იყრის რამოდენიმე ათეული დარგობრივი სოციალური დისციპლინა მაგალითად: ისტორიული სოციოლოგია, სოციალური ანთროპოლიგია, სოციალური ეკოლოგია, კულტურის სოციოლოგია, პოლიტიკის სოციოლოგია, რელიგიის სოციოლოგია, ქალაქის, ანუ ურბან სოციოლოგია (რომელიც ამ სახელმძღვანელოშია განხილული) და მრავალი სხვა.4 სოციოლოგიური ცოდნის მეოთხე დონე მოიცავს ემპირიულ ცოდნას, რაც მოიცავს ემპირიულ კვლევას, რომელიც თავის მხრივ ხელს უწყობს ახალი ცოდნის დაგროვებასა თუ არსებულის გადამოწმებას. მეხუთე დონეზე გამოყენებითი სოციოლოგიაა, რომელსაც შეგვიძლია მივაკუთვნოთ ყველა სახის პოლიტიკური გამოკითხვა, საზოგადოებრივი აზრის შესწავლა და სხვა.

სოციოლოგია სწავლობს სოციალურ პროცესებს სივრცითი გარემოს კონტექსტში. თვით გარემოს ცნება გარკვეულად მეტაფორას წარმოადგენს და მისი ზუსტი განსაზღვრება არ არსებობს. თუმც კი ამ ტერმინს სოციოლოგია იყენებს სოციალური პროცესებისა და სივრცის ერთიანობის გამოსახატავად. გარემო ალბერტ ეინშტეინის (Albert Einstain) განსაზღვრებით, არის ყოველივე ის „რაც მე არ ვარ“, ანუ ის რაც ვენს გარეშეა. დღევანდელ გლობალიზაციის პირობებში სივრცის მნიშვნელობის სიმბოლურობა კიდევ უფრო იზრდება და იგი „დინამიურ ზონადაა“ მიჩნეული.

სოციოლოგიის განვითარება XIX საუკუნეში განპირობებული იყო მზარდი ინდუსტრიალიზაციითა და ურბანიზაციის პროცესების დააჩქარებით. საუკუნეთა მიჯნაზე ყოველდღიურად ცვალებადი გარემო არ იყო ინტეგრირებული და ახალი პროცესები არ ექვემდებარებოდა რეგულირებას. სოციოლოგიის აღორძინება ევროპაში დაემთხვა ოპტიმიზმის ტალღის ზრდას საზოგადოებრივ ცნობიერებასა და პროცესებში, პროგრესის მოლოდინს და ცხოვრების პირობების გაუმჯობესების რწმენას. სოციოლოგიამ მიზნად დაისახა პოტენციური პრობლემების აღმოჩენა, ანალიზი და მათი გადაჭრის გზების ძიება. ამ პროცესებით არა მარტო მეცნიერები, არამედ პოლიტიკოსები, რეფორმისტები და ღვთისმსახურნიც დაინტერესდნენ. მეცნიერთა შესწავლის საგანი თავიდან გახდა ანომალიები და პათოლოგიები, რომელიც ახალმა პროცესებმა მოიტანა.

XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე უკვე გამოჩნდა რეალური პროცესი მიმართული იმისაკენ, რომ სოციოლოგია გამხდარიყო აკადემიური დისციპლინა. XIX საუკუნის ბოლოს სოციოლოგია უკვე გამოიკვეთა როგორც ცალკეული დისციპლინა აშშ-ს და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში. ეს დისციპლინა მიმართული იყო თანამედროვე საზოგადოების ისტორიული ტენდენციების და არსებული პრობლემების გადაჭრის ხერხების აღმოჩენისაკენ. იგი მიჩნეული იყო როგორც მეცნიერება, რომელიც მოახდენდა საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების მონიტორინგს, და მმართველობის დონეზე შეიმუშავებდა არსებული პრობლემების გამოსწორების გზებს. XIX საუკუნეში უკვე ცნობილმა ფილოსოფოსების მოღვაწეობამ მოიცვა სოციოლოგიის ძირითადი საკითხები: ოგიუსტ კონტმა გააანალიზა ისტორიის მამოძრავებელი ძალები; ჰერბერტ სპენსერმა (Herbert Spenser, 1820-1903) ყურადღება გაამახვილა საზოგადოების „ინდუსტრიულ“ ფაზაში გადასვლის პროცესებზე; კარლ მარქსმა (Karl Marx) (1813-83) წამოაყენა საკითხი ინდუსტრილიზაციის შედეგად საზოგადოების მოსალოდნელი სრული გათავისუფლების შესახებ თემური პრინციპებისაგან; ფერდინანდ ტიონისმა (Ferdinand Tonnis, „1855-1935) დაუშვა რომ რურალური თემის „ჯგუფური სოლიდარობა“ შეიცვლებოდა ქალაქის „ინდივიდუალური სოლიდარობით”.

სოციოლოგიის პიონერების შემდგომი თაობის ნაშრომები და მიდგომა სწორედ ამ მეცნიერთა თეორიას დაეყრდნო და ყურადრება გაამახვილა მათ მიერ წამოჭრილ პრობლემეტიკაზე. ემილ დურკჰეიმი (Emil Durkhaim 1855-1917) ცნობილია სოციოლოგიის - როგორც აკადემიური დისციპლინის ერთ-ერთი ფეძემდებლად. მან წინ წამოსწია სოციალურ ფაქტორების ინდივიდისაგან დამოუკიდებლობის სტატუსი - ანუ ხაზი გაუსვა ამ ფაქტორების ობიექტურობას. მან წამოჭრა ქალაქის საზოგადოებაში შრომის განაწილების ასპექტების მნიშვნელობა დიფერენცირებულ კლასებსა და პროფესიულ ჯგუფებს შორის ურთიერთობისათვის.

მაქს ვებერმა, (Max Weber, 1864-1920) რომელიც გერმანულ ფილოსოფიურ ტრადიციაზე გაიზარდა და აგრეთვე მიჩნეულია სოციოლოგიის ფუძემდებლად, დააყენა საკითხი, სოციოლოგიის, როგორც ცალკეული მეცნიერების შესახებ, საკუთარი სტრატეგიითა და მიდგომით. ვებერის განსაზღვრებით, სოციოლოგია სწავლობდა ადამიანთა ქცევას დაკვირვების მეთოდის გამოყენებით. ჟორჯ სიმელმა, (George Simmel, 1859-1918) ხაზი გაუსვა ქალაქის პირობებში ურთიერთქმედების ზედაპირულობისა და მრავალფეროვნების ზრდას, და მზარდ დამოკიდებულებას ფულად ურთიერთობებზე. მარქსის, ვებერის, დურკჰეიმის და სიმელის კლასიკური იდეები დღემდე სოციოლოგიის ქვაკუთხდედად არის მიჩნეული სოციოლოგიის ყველა ალტერნატიული სკოლისა თუ თეორიის მიერ.5 ამ ოთხი კლასიკოსის ნაშრომს დღემდე მიმართავენ თანამედროვე მეცნიერები, აანალიზებენ და ახალ იდეებს პოულობენ.

XX საუკუნის მეორე ნახევარმა მოიტანა უდიდესი ცვლილებები თანამედროვე საზოგადოებასა და კულტურაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ძველი ფასეულობების იერარქიის ნგრევა და ორიენტაციის აღება რაციონალური საზოგადოების ჩამოყალიბებისაკენ. სოციოლოგიის ინტერესი გადაერთო „საზოგადოების სტრუქტურიდან“ „საზოგადოებრივი დაწესებულების“ ანალიზისაკენ, ანუ იდეალური მმართველობის ფორმირების საკითხებისაკენ. სოციოლოგია უკვე საზოგადოებას აღარ განიხილავდა, როგორც ინდივიდთა ერთობას მიმართულს გარეშე წინააღმდეგობათა გადალახვისაკენ, რომელიც ზღუდავდა მისი წევრების არჩევანს. სოციოლოგიის ახლებურმა მიდგომამ საზოგადოება აღიქვა, როგორც სოციალური მოწყობა მიმართული რესურსების მობილიზაციისაკენ საერთო მიზნების მისაღწევად. სოციოლოგიის ყურადღება, რომელიც თავიდან კონცენტრირებული იყო სტაბილურობის, ისტორიული განმეორებადობის და თვითგანახლების კანონთა და რეგულირებათა ძიებაზე გადაერთო ინოვაციისაკენ. აღიარებული იქნა, რომ არსებობს ის ძირითადი კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც განიხილება მოვლენათა შედეგი, გავლენა და ხანგრძლივობა. ახალმა სოციოლოგებმა ყურადღების ცენტრში მოაქციეს სოციალური რეალობა და ააღორძინეს თემის როლი საზოგადოების განვითარებაში. თუ XX საუკუნის მეორე ნახევრამდე თემი როგორც წარსულის მოვლენა ისე განიხილებოდა, ახალმა სოციოლოგიამ იგი ყურადღების ცენტრში მოაქცია, როგორც ერთგვარი ტრადიციის მატარებელი, წევრებით ფორმირებული, მაგრამ ხშირად ფიზიკური საზღვრების მხრივ დიფუზური და არამდგრადი სოციალური გარემო.

XX საუკუნის მეორე ნახევარში ორი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა სოციოლოგიაში: ჩრდილო ამერიკულმა სოციოლოგიამ ლიდერობა დაუთმო ევროპულს; და აგრეთვე გაიზარდა სოციოლოგთა იდეების და ნაშრომების საერთაშორისო მიმოცვლა. მაგალითისათვის, თანამედროვე ამერიკელი სოციოლოგის ენტონი გიდენსის ნაშრომები მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ გაიზიარა და მიიღო. ამ პერიოდშივე განვითარდა სოციოლოგიის ალტერნატიული მიმართულებანიც, რომელმაც საზოგადოების კონკრეტული ნაწილი მიიჩნია თავისი შესწავლის საგნად და ყველა დანარჩენი მოვლენა ამ ფოკუსით გაანალიზა. ასეთებია მაგალითად, გენდერული მიმართულება, რომელიც ცენტრალურ საკითხად იღებს გენდერულ საკითხებს და სოციოლურ საკითხებს ამ ძირითადი საკითხის კონტექსტში განიხილავს. 7

_________________________

1.Арон Р. Этапы развития социологической мысли. М., 1993. Стр. 511-512.

2.ე. ჯგერენაია. სოციოლოგიის განმარტება, გვ. 5-21. სოციოლოგიის კვლევის მეთოდები, გ. ცქიტიშვილი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1998, გვ. 5.

3. Kuper, Adam, Jessica Kuper. (eds.) 1999. Op. Cit. P.818-827

4.ჯგერენაია ე. Op. Cit. გვ. 16-17.

5.ე. ჯგერენაია. Op. Cit. გვ 7.

6.Flanagan, William G. 1999. Op. Cit., pp. 49-53.

7.Flanagan, William G. 1999. Op. Cit. p.42

2.3 ურბანიზაცია

▲ზევით დაბრუნება


ქალაქის, ანუ ურბანული საკითხები ყველა სოციალური მეცნიერების ინტერესების სფეროშია მოქცეული. სოციალურ მეცნიერებებში კვლევის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი სწორედ ურბანიზაციის, როგორც დემოგრაფიული ფენომენის მიზეზთა და შედეგთა გამოკვეთა, ანალიზი და ქალაქის მორფოლოგიის შესწავლაა.

ურბანიზაცია ქალაქის ფორმირებისა და განვითარების პროცესია. იგი სწავლობს სოციალური პროცესებისა და სივრცითი განვითარების ურთიერთმიმართებას, სოციალური მოვლენების სივრცეში ფორმირებას. ურბანიზაცია აღნიშნავს მოსახლეობის განაწილებას რურალურ და ურბანულ გარემოს შორის როგორც მას დემოგრაფები სწავლობენ და მეორეს მხრივ, სწავლობს ქალაქის განვითარებას და მისი სტრუქტურის შესწავლას, როგორც მას სწავლობს ეკონომიკა, გეოგრაფია, სოციოლოგია. ურბანიზაციის ჩვენში მიღებული განმარტება ასეთია: „ეს არის საზოგადოების განვითარებაში ქალაქთა როლის ამაღლების პროცესი, რომელიც იწვევს ცვლილებებს საზოგადოების სოციალურ და დემოგრაფიულ სტრუქტურაში, კულტურაში, ცხოვრების წესში, ფსიქოლოგიასა და ადამიანთა ურთიერთობის ფორმათა კონცენტრაციას“.

ურბანიზაციის მიმართ მეცნიერებათა დამოკიდებულება ორგვარია. დემოგრაფები მას უყურებენ მოსახლეობის გადანაწილების კუთხით ქალაქისა და სოფლის ტერიტორიებს შორის. სოციალურ მეცნიერებათა უმეტესობა კი (მაგალითად ეკონომიკა, გეოგრაფია და სხვა) ურბანიზაციას უდგება როგორც აგლომერაციათა მორფოლოგიური სტრუქტურების ცვლილებასა და განვითარებას. სოციოლოგიის ყურადღება გამახვილებულია ურბანიზაციაზე, როგორც საზოგადოებაში სოციალური, ეკონომიკური, კულტურული, სივრცითი და ფსიქოლოგიური ცვლიელებების შედეგებზე. ინდუსტრიალიზაციისა და ურბანიზაციის პროცესის დაჩქარება ბოლო ორი საუკუნის მანძილზე ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ტრანსფორმაცია იყო. რამოდენიმე თაობის მანძილზე საზოგადოების სოციალური ორგანიზაცია სრულიად შეიცვალა და, შეიძლება ითქვას, რომ აღმოცენდა ახალი საზოგადოება. სოციოლოგია და ურბანსოციოლოგია, როგორც მეცნიერებანი სწორედ ამ პროცესის საპასუხოდ განვითარდა. გარკვეულად ურბანიზაციის პროცესი ხასიათდება როგორც იმ საზოგადოებრივი ფორმაციის ზომისა და სოციალური-სივრცითი ორგანიზაციის ცვლილება, რომელშიც ინდივიდი ცხოველქმედობს.

მეცნიერებაში ხშირად იხმარება ტერმინები, რომელიც ურბანიზაციის გარკვეულ სტატუსს აღნიშნავს. ასეთებია მაგალითად ჭარბი ურბანიზაცია (overurbanization) და დაბალი დონის ურბანიზაცია (underurbanization). დაბალი დონის ურბანიზაცია მის დაბალგანვითარებულობას აღნიშნავს. ეს ტერმინი ხშირად იხმარებოდა საბჭოთა კავშირთან მიმართებაში, რადგან აქ ინდუსტრიული აგლომერაციების ზრდა არ იყო გამოწვეული საბაზრო ეკონომიკური პირობებით და ქალაქის მოსახლეობის ზრდას თან არ ახლდა ქალაქის ინფრასტრუქტურის შესაბამისი გაფართოება და დახვეწა. ტერმინი ჭარბი ურბანიზაცია იხმარება მესამე სამყაროსთან ანუ განვითარებად და ჩამორჩენილ ქვეყნებთან მიმართებაში, რომელთაც ახასითებს ქალაქთა მოსახლეობის დიდ რაოდენობის (მსოფლიოს უდიდესი ქალაქები სწორედ მსოფლიოს ამ ნაწილშია განლაგებული) და ქალაქური ინფრასტრუქტურისა და ცხოვრების დონის განსაკუთრებით დაბალი ხარისხი. ჭარბი ურბანიზაცია არის ქალაქთა მოსახლეობის სწრაფი ზრდა, როდესაც ქალაქში მეტია ხალხი, ვიდრე მათი დასაქმების ადგილები, ამავე დროს კი მაღალია სიღარიბის დონე და დაბალია ქალაქური ცხოვრების დონე. რაც შეეხება ურბანიზაციას მაღალგანვითარებულ საზოგადოებებში, მას თან ახლავს მაღალგანვითარებული ინდუსტრიული ეკონომიკა და განვითარებული სოციალური სტრუქტურები განვითარებული ინფრასტრუქტურის თანხლებით.

მრავალ განვითრებულ ქვეყანაში ურბანიზაციის გარკვეულ ეტაპზე ხდება მისი საპირისპირო პროცესის გაძლიერება, რომელსაც სუბურბანიზაცია ეწოდება. იგი მოიცავს ქალაქის საზღვრების გაფართოებას და მოსახლეობის გადინებას პერიფერიის მიმართულებით. ამას რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ფაქტორი უწყობს ხელს, როგორიცაა სატრანსპორტო და კომუნიკაციების საშუალებათა განვითარება, პერიფერიაზე მიწის საბაზრო ფასების ხელმისაწვდომობა ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის, და ეკოლოგიური გარემოსაკენ მისწრაფება.

_______________________

1.Коган Л. Урбанизация. В „Философская Энциклопедия”. М., Советская Энциклопедия. 1970. Том 5.

2.4 ურბანიზმი

▲ზევით დაბრუნება


ტერმინ „ურბანიზმს“ „ურბანიზაციისაგან“ განსხვავებული მნიშვნელობა აქვს. იგი ქალაქის განვითარების პროცესიდან გამომდინარე წარმოადგენს ქალაქური ცხოვრების ყაიდის ფორმირებას და მის მახასიათებლებს: ქალაქურ კულტურას, სიმბოლოებს, ცნებებს, რომელიც დაკავშირებულია ინდივიდისა და ქალაქის სივრცის ყოველდღიური ურთიერთქმედების ფორმირებას.1 იგი აგრეთვე სწავლობს სოციალური და სივრცითი ერთობის ორგანიზაციებს რომელიც ტიპიურია ქალაქისათვის, მაგალითად, ქალაქური უბანი, სამეზობლო, და სხვა ფორმალური თუ არაფორმალური ერთობანი. ყველაზე ცნობილი კლასიკური ნაშრომი ურბანიზმის თემაზე ეკუთვნის ლუის უირზს - „ურბანიზმი, როგორც ცხოვრების წესი“, რომელიც გამოქვეყნდა 1928 წელს და დასაბამი მისცა ამ ტერმინის გამოყენებას მეცნიერებაში.

აგრეთვე არსებობს ტერმინი სუბურუბანიზმი, რომელიც სუბურბანულ ცხოვრების ყაიდის მახასიათებლებს აღწერს. სუბურბანული ცხოვრების სტილი სრულად არ მიეკუთვება არც რურალურსა (ანუ სოფლისათვის დამახასიათებელს) და არც ქალაქურ მახასითებლებს, თუმც კი გარკვეულად ორივეთი არის აღჭურვილი.

უბანული გარემოს სწრაფმა ზრდამ ნეგატიურ დამოკიდებულება გაზარდა მის მიმართ და ინტელექტუალური რეაქცია გაჩნდა ანტიურბანიზმის (antiurbanism) სახით XX საუკუნის პირველ მეოთხედში საზოგადოებრივ აზრში ურბანიზმი, როგორც სტილი (უირზი, 1938) ხასითდებოდა სიმარტოვითა და ინდივიდის გარიყულობით, და სხვა ნეგატიური მოვლენებით. ანტიურბანიზმი სოციალურ მეცნიერებათა ნეგატიური მიდგომაა გამოხატული ქალაქის, როგორც სოციალური ფორმისა და ორგანიზაციის მიმართ. იგი აკრიტიკებს ურბანიზაციის პროცესს, ურბანიზმს და განმსჭვალულია შიშით, რომ ეს პროცესები კაცობრიობას დაღუპვამდე მიიყვანს. მაშინ როდესაც რადიკალები (მარქსი, ენგელსი და სხვა) ურბანიზაციას უყურებენ როგორც პროგრესულ პროცესს, ანტიურბანიზმი მას ასახავს, როგორც საზოგადოების დეზორგანიზაციას, შინაგან გათიშვას და ინდივიდის იზოლაციას. ურბან სოციოლოგია თავის საწყის ეტაპზე გარკვეულწილად ანტიურბანიზმის სულისკვეთებით იყო განმსჭვალული. ამ პერიოდიდან ურბან სოციოლოგიის მთავარი ამოცანა სწორედ იმიჯის შეცვლა და გამოსწორება გახდა, რომელიც საკმაოდ ძნელი აღმოჩნდა მასობრივი კულტურის და უტილიტარული ურთიერთობების პირობებში. მაგრამ კვლევებმა გვიჩვენა ადგილობრივი თემის სულის არსებობა ქალაქში მეზობლებს, კოლეგებს, მეგობრებს შორის. აღმოჩნდა, რომ სოციალიზაციის წინა-ურბანული ფორმები ქალაქის პირობებში ჩანასახის სახით შენარჩუნებულია და ვითარდება სოლიდაობის განსხვავებული სახეებით.

______________________

1. Gottdiener, Mark. 1994. The New Urban Sociology. McGrow Hill Inc. pp. 11-16.

2.5 ურბანსოციოლოგია

▲ზევით დაბრუნება


ურბანსოციოლოგია არის სოციოლოგიის ქვედისციპლინა, რომელიც სოციოლოგიის მსგავსად ფართო თემატიკას და პრობლემატიკას მოიცავს, მხოლოდ იმ საერთო ნიშნით, რომ ყველა საკითხი ქალაქთან და ურბანულ განვითარებასთან არის მიმართებაში. იგი ქალაქს უყურებს, როგორც სოციოლოგიურ ცვლადს და ძირითადი კითხვები უკავშირდება იმას არის იგი დამოუკიდებელი ცვლადი, შედეგი, თუ გამომწვევი ფაქტორი. თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ ის ქვედისციპლინაა და მოიცავს ორ ძირითად სფეროს - სოციოლოგიის და ურბანისტიკის ინტერესებს და მიდგომათა ერთობლიობას, მისი ერთმნიშვნელოვანი განსაზღვრების შემოფარგვლა ძნელია.

ურბანსოციოლოგია სწავლობს ქალაქის გარემოში მიმდინარე სოციალურ პროცესებს, ამ გარემოში სოციალური ჯგუფების ინტერაქციას, მათი განვითარების სპეციფიკას და სოციალურ კავშირებს, რომლებიც ქალაქის გარემოში გამყარებულია არჩევანის თავისუფლებითა და მოსახლეობის ჰეტეროგენულობით.

მეცხრამეტე საუკუნის ინდუსტრიულმა ქალაქებმა პირველად წარმოადგინეს სოციალური ურთიერთობების ისეთი სტრუქტურა, რომელმაც სული შთაბერა ურბან სოციოლოგიას, როგორც დისციპლინას. სოციოლოგიის საწყისები მწერალთა და ანტიურბანისტთა სოფლის ცხოვრებისადმი რომანტიკულ დამოკიდებულებას იზიარებდა და კრიტიკულად იყო განწყობილი იმ პროცესებისადმი, რომელიც მზარდმა ინდუსტრილიზაციამ და ურბანიზაციამ მოიტანა.

ურბანსოციოლოგიას ორი ძირითადი მიდგომა აქვს: კულტურალისტური და სტრუქტურალისტური.

პირველი მოიცავს ტიონისის, დურკჰეიმის და უირზის ტრადიციას და ამტკიცებს, რომ ქალაქის გარემო ბადებს კონკრეტულ ცხოვრების სტილს - ურბანიზმს, ანუ სივრცითი ფორმა შობს კულტურულ ფორმას ან მის იმიჯს. ამის მიხედვით ქალაქი, როგორც სოციალური გარემო ქმნის შეგრძნების და ქცევის ფორმებს ანუ სუბკულტურულ ფენომენს. ისინი ამ ფენომენს აცხადებენ მოსახლეობის ზომაზე, სიმჭიდროვეზე და ჰეტეროგენულობაზე დამოკიდებულად. ასეთ მიდგომას ეყრდნობა ჯორჯ სიმელის თეორია და პარკის თეორია ურბანეკოლოგიის და ინდივიდის ქცევის ფორმირების შესახებ. ქალაქის გარემო ამ მიდგომის თანახმად ქმნის სოციოლოგიურ ცვლადს, რომელსაც მოიცავს ურბანიზმი, როგორც ცხოვრების სტილი.

1960-იან წლებამდე დომინირებდა კულტურალისტური ორიენტაცია და ამ დროისათვის მან კრიზისს მიაღწია. ბევრი საშუალება, რომელიც ადრე მხოლოდ ქალაქში და ქალაქელთათვის ფუნქციონირებდა - მასმედიის, კომუნიკაციის და სხვა ტექნიკური საშუალებები - სოფელშიც გავრცელდა და ურბანიზმის კულტურალისტური თეორია გარკვეულად ჩიხში მოაქცია. პოლიტეკონომისტებმა დაიწყეს საუბარი გლობალურ ეკონომიკურ პროცესებზე და საერთაშორისო ქსელებზე. ყოველივე ამან გამოიწვია ურბან სოციოლოგიაში ახალი სტრუქტურალისტური მიმართულების გაჩენა, რომელიც პოლიტ-ეკონომიას ეყრდნობოდა. პოლიტ-ეკონომიამ ქალაქის გარემოს შეხედა როგორც სოციალური პროცესების სივრცით გამოხატულებას და არა როგორც გარემოს რომელიც თვით ქმნის და მიმართავს კონკრეტულ სოციალურ პროცესებს, როგორც ამას კულტურალისტები მიიჩნევდნენ. პოლიტეკონომიამ ძირითადი როლი თანამედროვე ქალაქთა ზრდისა და პროგრესის მიღწევაში ეკონომიკურ და გლობალურ პროცესებს მიანიჭა: კლასების, ერების და მრავალეროვანი კორპორაციების ურთიერთქმედებას.

შემდგომში აღქმული იქნა ასეთი მიდგომის ცალმხრივობაც და გამოაშკარავდა თეორიული ბალანსის საჭიროება ამ ორი მეტად რადიკალური მიდგომის გასაწონასწორებლად. დღეს აუცილებელია პასუხების გაცემა ისეთ შეკითხვებზე, რომლებიც ეხება ქალაქთა და საერთოდ დასახლებული გარემოს მომავალი თანამედროვე ეკონომიკური და სოციალური პროცესების სივრცით კონტექსტს. ასეთი მიდგომით ურბან სოციოლოგია ქალაქის ფარგლებს სცდება და რურალურ გარემოსაც მოიცავს. იგი ქალაქებს აღარ განიხილავს გარე სამყაროსაგან იზოლირებულად, არამედ ერთიან რურალურ-ურბანურ კონტინუუმში. სწორედ ამ კუთხით დღეს უკვე მეცნიერები ნაკლებად ავლებენ მკვეთრ ხაზს ურბანულ და რურალურ სოციოლოგიას შორის და ცნება ურბანსოციოლოგია დრევანდელი გლობალიზაციის მზარდი ტემპების პირობებში ორივე სოციოლოგიის აღმნიშვნელი გახდა.

___________________

1. Flanagan, William G. 1999. Op. Cit., pp. 222-257.

2.6 რურალური სოციოლოგია (rural sociology)

▲ზევით დაბრუნება


ეს დისციპლინა ხშირად აღიქმება როგორც შუალედური სოციოლოგისა და ანთროპოლოგიის ინტერესებს შორის. სოციალურ მეცნიერებათა ძირითადი ინტერესები ყოველთვის ქალაქთან და ურბანულ სოციალურ პროცესებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ რურალური სოციოლოგია (ანუ სოფლის სოციოლოგია) ძირითადად არაურბანიზებულ ქვეყნებშია განვითარებული. აღსანიშნავია, რომ მრავალ ქვეყანაში რურალური სოციოლოგია, როგორც მეცნიერება საერთოდ არ განვითარებულა და რურალურ პროცესებს მხოლოდ სოფლის მეურნეობის ეკონომიკა და სხვა მომიჯნავე დისციპლინები სწავლობენ. რურალური სოციოლოგიის განივითარებამ განსაკუთრებულ მასშტაბებს ბრიტანეთში მიაღწია. მან არათუ მოიპოვა ცალკე დისციპლინის სტატუსი, არამედ 1930-იან წლებში ბრიტანეთის უნივერსიტეტებში რურალური სოციოლოგიის დეპარტამენტებიც კი არსებობდა. დღესდღეობით, როდესაც მეცნიერებაში უკვე სრულად არის აღქმული რურალურ-ურბანული კონტინუუმი, რურალური სოციოლოგიის საკითხებს ურბან სოციოლოგია სწავლობს და რურალურ სოციოლოგიასთან, როგორც მეცნიერებასთან მეტად სადავოა მეცნიერთა დამოკიდებულება.

2.7 სხვა ურბანული მეცნიერებანი

▲ზევით დაბრუნება


ურბანიზაციის პროცესის დაჩქარებასთან და ურბანსოციოლოგიის როგორც მეცნიერების განვითარებასთან ერთად ვითარდებოდა სხვა მრავალი ურბანული მეცნიერება, რომელიც უმეტესად სოციალურ მეცნიერებათა სპექტრს მიეკუთვნება. ასეთებია ურბანგეოგრაფია, ურბანეკოლოგია, დემოგრაფია, ურბანეკონომიკა და სხვა. ისინი მომიჯნავე პრობლემატიკას ეხებიან და ხშირად იჭრებიან ერთმანეთის კომპეტენციის სფეროებში. მაგალითად ურბან გეოგრაფია სწავლობს ქალაქთა და სხვა დასახლებული ადგილების განლაგებას, რომელიც დამოკიდებულია და თავის მხრივაც განსაზღვრავს სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, კულტურულ და დემოგრაფიულ პროცესებს. იგი სწავლობს დასახლებულ ადგილთა განსაკუთრებულ ნიშნებს, მათ სივრცით ურთიერთობებს, ისევე როგორც მოსახლეობისა და გარემოს ურთიერთქმედებას. ურბან გეოგრაფები ურბანსოციოლოგთაგან განსხვავებით არ სწავლობენ ცალკე აღებულ სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებს, არამედ მხოლოდ დასახლებული ადგილების საერთო და განმასხვავებელი ნიშნების კუთხით.

საინტერესოა, რომ ურბან ეკოლოგიას და ურბან სოციოლოგიას, როგორც დისციპლინებს თითქმის ერთდროულად გაეყარა საფუძველი ჩიკაგოს სკოლის პიონერთა მიერ.1 ეკოლოგიური პერსპექტივა არ შემოიფარგლება მხოლოდ ბიოლოგიური მეცნიერებით, არამედ გავრცელებულია სხვა დარგებშიც როგორიცაა ფსოქოლოგია, სოციოლოგია, ურბანისტიკა, არქიტექტურა და სხვა. ტერმინები ურბანეკოლოგია და ადამიანის ეკოლოგია ერთი მნიშვნელობით იხმარება და იგი სწავლობს ინდივიდების, სოციალური ჯგუფებისა და მათი სოციალურ გარემოსთან ურთიერთობას. იგი ეყრდნობა ადამიანის ჯგუფების კონკურენციას ტერიტორიული უპირატესობისათვის, რომელიც იმითი გამოიხატება, რომ ინდივიდები და მათი ჯგუფები „იბრძვიან“ მათთვის სასურველი ტერიტორიის ანუ უბნის დასაკავებლად, გამოიმუშავებენ გარკვეულ ქცევის მექანიზმებს და ახდენენ ადაპტაციას ამ გარემოსთან. XX საუკუნის მეორე ნახევარში განსაკუთრებით გაფართოვდა ეს მიდგომა, რომელიც იკვლევს ადამიანის მოღვაწეობისა და ქმედების გავლენას გარემოზე და ეკოლოგიამ არა მერტო სოციალური, არამედ პოლიტიკური ხასიათი მიიღო.

წიგნის შემდგომ თავებში განხილულია აქ მოყვანილი მრავალი ცნება, ისევე როგორც ურბანსოციოლოგიის სხვა მრავალი მოვლენა და ასპექტი.

I თავის საკითხავი ლიტერატურა:

ე. კოდუა. “სოციოლოგიის შესავალი”, თბილისი, 1986

ე. ჯგერენაია. “სოციოლოგიის განმარტება”, გვ. 5-21. სოციოლოგიის კვლევის მეთოდები, გ. ცქიტიშვილი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1998

შჩეპანსკი ი. სოციოლოგიის ელემენტარული ცნებები. თბილისი, “მეცნიერება”, 1996.

Ахиезер А., Коган Л., Яницкий О. В сб. Урбанизация, обшесиво и НТР. Вопросы философии. 1962, 2.

________________________

1. Gottdiener, Mark. 1994. Op. Cit., pp. 101-116

3 თავი 2. ურბანსოციოლოგიის საწყისები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ურბანსოციოლოგიის ევროპელი კლასიკოსები
მაქს ვებერი
ჯორჯ სიმელი
პროტო ურბანსოციოლოგები
ფერდინანდ ტიონისი
ჰენრი მაინი
ემილ დურკჰაიმი
ჩიკაგოს სკოლა
ურბანეკოლოგია: პარკი, ბარჯეზი და მაკკენზი
ლუის უირზი

3.1 ურბანსოციოლოგიის ევროპელი კლასიკოსები

▲ზევით დაბრუნება


დასავლეთის საზოგადოების სწრაფმა ურბანიზაციამ 19-ე საუკუნის ბოლოს და 20-ე დასაწყისში მრავალი კრიტიკული შეკითხვა წამოაყენა: რა არის რურალური და ურბანული ცხოვრების სტილის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი? როგორ არის, ან უნდა იყოს ორგანიზებული ქალაქური საზოგადოება? როგორ უნდა შევინარჩინოთ სოციალური წესრიგი ურბანულ საზოგადოებაში? რა საფუძვლები უდევს ინდივიდთა შორის და ინდივიდი-გარემოს ურთიერთობას ქალაქის სივრცეში? ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემის მცდელობებმა დასაბამი მისცა ურბანსოციოლოგიის საწყისებს. თანდაპირველად ამ სფეროში ევროპელი მეცნიერების მცდელობები და ნაშრომები გამოიკვეთა.

1900-იან წლებში მხოლოდ საფრანგეთს და გერმანიას ჰყავდა პროფესიონალი სოციოლოგები, რომელთა შორის მაქს ვებერი (Max Weber) წამყვან სპეციალისტად იყო აღირებული. გერმანიაში აგრეთვე მოღვაწეობდა არანაკლებ ცნობილი მეცნიერი ჯორჟ სიმელი (George Simmel). ვებერმა და სიმელმა პირველებმა გამოაქვეყნეს ნაშრომები ქალაქის განვითარების შესახებ. აგრეთვე, ფრიდრიხ ენგელსი, რომელიც ინგლისში მოღვაწეობდა განიხილავდა ქალაქის განვითარების თეორიას, აანალიზებდა ინდუსტრიალიზმის და კაპიტალიზმის გავლენას ქალაქის სივრცის განვითარებაზე. ამ მეცნიერთა მოღვაწეობამ საფუძველი გაუყარა ურბანსოციოლოგიას, როგორც ახალ დისციპლინას. მან ბიძგი მისცა ქალაქის განვითარების პროცესის ანალიზს სოციალური, კულტურული და ფსიქოლოგიური კუთხით არა მარტო ევროპაში, არამედ აშშ-შიც.

3.2 მაქს ვებერი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

სურათი 1. მაქს ვებერი

მაქს ვებერის წვლილი ურბანსოციოლოგიის განვითარებაში მართლაც ფუნდამენტურია. იგი ქალაქს განიხილავდა როგორც იმ მოდელების ერთობლიობას, რომელთა განსაზღვრის ძირითად კრიტერიუმად სავაჭრო-კომერციული ურთიერთობები მიაჩნდა. მოდელი რომელიც ვებერმა შემოგვთავაზა არის საბაზრო ეკონომიკის მოდელი, სადაც მოსახლეობა ერთმანეთზეა ურთიერთდამოკიდებული. „ქალაქი არის ბაზარი“1 - ამბობდა იგი და ქალაქს განიხილავდა როგორც ავტონომიურ ერთეულს, სავაჭრო ადგილს, სადაც ადგილობრივი მცხოვრებნი იკმაყოფილებენ თავიანთ ეკონომიკურ მოთხოვნებს. მიუხედავად იმისა რომ ეს თეორია გარკვეულად ყველა დროის ქალაქს შეესატყვისება, იგი ყველაზე მეტად ამართლებს შუა-საუკუნეების ქალაქებთან მიმართებაში, რადგან დღეს ქალაქი უკვე აღარ არის იზოლირებული ობიექტი, რომელიც იურიდიულად, პოლიტიკურად და თავდაცვის თვალსაზრისით ავტონომიურად შეიძლება აღვიქვათ გარე სამყაროსაგან. ვებერი განიხილავდა რაციონალიზაციას როგორც თანამედროვე საზოგადოების განვითარების პროცესს.

მაქს ვებერი (1962-1920წწ.) მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ეკონომიკის სფეროში მოღვაწეობდა იგი მიჩნეულია თანამედროვე სოციოლოგიის ერთ-ერთ ძირითად ფუძემდებლად ასევე დისციპლინათაშორისი მიდგომის მამამთავრად. წარმოშობით გერმანელი, იგი თავის მეუღლესთან ერთად, რომელიც ფემინისტი იყო, მიეკუთვნებოდა გერმანიის ინტელექტუალურ წრეს. ვებერები რეგულარულად მართავდნენ საკვირაო სემინარებს თავის სახლში. მაქს ვებერმა შეიმუშვა ფილოსოფიური მიდგომა სოციალური მეცნიერებისადმი და ცოსიოლოგიის თეორიის კონცეპტუალური ჩარჩოები. მისი ფილოსოფია მიჯნავს რადიკალურ განსხვავებასფენომენს“, ანუ გარე სამყაროს სეცნობასა დანოუმენს“ - აღქმით შემეცნებას შორის, რომლის საფუძველია სხვაობა ბუნებრივ და სოციალურ მეცნიერებებს შორის. იმ დროს, როდესაც საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ჩვენ ვეძებთ უნივერსალურ კანონებს, სოციალური მეცნიერებებისათვის ეს არ წარმოადგენს მიზანს, რადგან სოციალური ქმედებანი და ფორმები შეისწავლება და განიხილება კონკრეტულ კონტექსტში. თანამედროვე მეცნიერებათა მხრიდან ვებერის იდეებისადმი მეტად სადავო მიდგომა არსებობს: ზოგი მას მიიჩნევს ფაშიზმის წინამორბედად, ზოგი კი ლიბერალად. მისი ნაშრომების დიდი რაოდენობიდან და მოცულობიდან ყველაზე მნიშვნელოვნად მიჩნეულია: „ეკონომიკა და საზოგადოება“, „პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალიზმის სული“, „ზოგადი ეკონოიკის ისტორია2

ფილოსოფიის კუთხით ვებერის სხვა მნიშვნელოვანი დამსახურებაა ფასეულობათა თავისუფლების თეორიის განვითარება ქალაქთან მიმართებაში. მან აგრეთვე შექმნა ალტერნატიული მიდგომა კარლ მარქსის კლასის და პოლიტიკის თეორიისა, რომელიც კლასს განსაზღვრავდა არა წარმოების საშუალებებისადმი ურთიერთობების მიხედვით, არამედ უფრო საერთო მდგომარეობით ბაზარზე, რომელიც ანაწილებს სასიცოცხლო საშუალებებს. ამან საშუალება მისცა სოციოლოგებს შემდგომში ესაუბრათ კლასებზე საცხოვრისის სტატუსის, ხასისხის და უბნის მიხედვით. ვებერს ეკუთვნის ძალზე ცნობილი და მნიშვნელოვანი აქსიომა იმის თაობაზე, რომ მეცნიერი უნდა გათავისუფლდეს პირადი შეხედულებებისა და ფასეულობებისაგან და თავისი მეცნიერული მსჯელობა დააყრდნოს ემპირიულ მონაცემებზე.

_____________________

1. Flanagan, William G. 1999. Urban Sociology; Images and Structures. Needham Height. Allyn & Bacon. p.49.

2.Kuper, Adam, Jessica Kuper. (eds.) 1999. The Social Science Encyclopedia. London and New York; Routledge. p. 908.

3.3 გეორგ ზიმელი

▲ზევით დაბრუნება


ვებერის თეორია ატაცებული და განვრცობილი იქნა გეორგ ზიმელის მიერ, მაგრამ თუ ვებერის მთავარი საკითხი უკავშირდებოდა ქალაქის ყველაზე ფართო, ზოგად მახასიათებლებს, სიმელი იკვლევდა იმას, თუ რა გავლენა ჰქონდა ქალაქს ადამიანის აზროვნებასა და ქცევაზე. ზიმელმა განიხილა ის ტრანსფორმაცია საზოგადოებაში, რომელიც მოხდა ტრადიციული საზოგადოების ნათესაურ კავშირებზე დაფუძნებული ურთიერთობებიდან ინდუსტრიულ საზოგადოების (ქალაქის) არაპერსონალურ, სოციალურ კავშირებზე დამყარებულ ურთიერთობებზე გადასვლით და რომელიც დაფუძნებულია ფულადი ეკონომიკის რაციონალურ მოგება-წაგების პრინციპებზე. (სურათი 1).

ზიმელი ქალაქს უყურებდა როგორც საზოგადოების ცვლილების მექანიზმს, როგორც გარემოს, რომელიც თანამედროვე ადამიანისაგან ითხოვს ადაპტაციას და საპასუხო რეაქციის სახით უბიძგებს ანონიმურობისაკენ, რაციონალურობისაკენ, ფულადი ურთიერთობებისაკენ, ტრადიციული საზოგადოების წესებისაგან გარკვეულად გათავისუფლებისაკენ და დროის ჩარჩოებში მოქცევისაკენ. მას მიაჩნდა, რომ ქალაქური ცხოვრების ორი ძირითადი ფაქტორი განსაზღვრავდა ადამიანის ქცევას: ქალაქში ნერვული სტიმულების ინტენსივობა და საბაზრო ურთიერთობები. მისი თეორიით, ინდივიდში ნერვული სტიმულების მაღალი ინტენსივობის თავიდან აცილების თავდაცვითი მექანიზმი განაპირობებდა ადამიანთა „ინდივუდუალიზმს“, „იზოლაციას“ და ეს „ქალაქელობის“ დამახასიათებელ ნიშნად მიაჩნდა. ამიტომ პატარა ქალაქებში სიმელი მეტ შესაძლებლობებს ხედავდა ემოციური ურთიერთობების გაღრმავებისათვის, ვიდრე დიდ ქალაქში. რაც უფრო მჭიდროა ფულადი ურთიერთობები, მით უფრო კლებულობს ემოციური ურთიერთობები და იზრდება ინდივიდსა და გარემოს შორის ურთიერთობის ზედაპირულობა. ჭეშმარიტი ქალაქელი რეაგირებს თავით და არა გულით, და ამ პრინციპით საბაზრო ურთიერთობები შერაცხული იქნა, როგორც სულიერი ურთიერთობების მტერი. ზიმელი ღირსეულად არის აღიარებული სოციალური ფსიქოლოგიის ერთ-ერთ ფუძემდებლად..

გეორგ ზიმელი (1858-1918 წწ.) თითქმის მთელი ცხოვრება ბერლინში გაატარა. იგი წარმოშობით ებრაელია. დევნის გამო არარეგალურად ატარებდა ლექციებს. ცხოვრების ბოლო წლები სტრასბურგში გაატარა. ამ მეტად ნიჭიერმა ხელოვანმა, მეცნიერმა და ინტელექტუალმა მოღვაწეობის შეჯამება და სისტემატიზაცია ჭეშმარიტად თავისი სიცოცხლის მანძილზე მან 25 წიგნსა და 300 ესეში შეძლო. მისი მიდგომა და სტილი განსხვავდება სხვა კლასიკოსი სოციოლოგებისაგან თავისი ფრაგმენტულობით. მისი თემატიკა მოიცავს ხელოვნებას, კულტურას, რელიგიას, ფულს, ურბანიზმს, სიყვარულს, მორალს და გამოირჩევა დეტალისადმი ყურადღებით. დეტალი და ფრაგმენტულობა მისი მიდგომის საფუძველია. ზიმელის მოღვაწეობამ ყველაზე ძლიერი გავლენა ჩრდილოეთ ამერიკის სოციოლოგიაზე მოახდინა, კერძოდ, რობერტ პარკისა და ჩიკაგოს სკოლის სხვა წარმომადგენლებზე. მისი მოღვაწეობა დღემდე მეცნიერთა შესწავლის საგანია და მრავალი მას აღიქვამს, როგორც პოსტ-მოდერნიზმის წინამორბედს. ამავე დროს მას უკავშირებენ იმპრესიონიზმს, თავისი მუდმივი მცდელობით შექმნას ახალი ფორმა და მიდგომა, რომელიც ახლოა ცხოვრების ყოველდღიურ გამოცდილებასთან. ზიმელის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია მოკლე ესეები: „უცნობიდამეტროპოლისი და მენტალური ცხოვრება“.

__________________________

1.Marshall, Gordon, (eds.) 1994 Dictionary of sociology. Oxford, NY; Oxford University Press. p. 601.

3.4 პროტო-ურბანსოციოლოგები

▲ზევით დაბრუნება


ქალაქის პრობლემატიკის სოციალური კუთხით განხილვისათვის მნიშვნელოვანია ამ პერიოდის კიდევ სამი ევროპელი მეცნიერის მოღვაწეობის განხილვა, რომელთაც პროტო-ურბანსოციოლოგებს უწოდებენ. ესენია ფერდინანდ ტიონისი, (Ferdinand Tonnis) ჰენრი მაინი, (Henry Maine) და ემილ დურკჰეიმი, (Emil Durkhaim) რომელთაც თუმც კი სხვადასხვანაირად, მაგრამ სცადეს განეხილათ ურბანული და რურალური პროცესების ფუნდამანტური სხვაობა.

3.5 ფერდინანდ ტიონისი

▲ზევით დაბრუნება


ქალაქსა და სოფელს შორის ძირეული განსხვავების ფენომენის ასახსნელად ფერდინანდ ტიონისმა გერმანული ენიდან შემოიტანა ორი ახალი ტერმინი სოციალურ მეცნიერებაში, რომელიც ფართო ხმარებაში შევიდა: Cemeinschaft და Gesellschaft.1 Gemeinschaft აღნიშნავს რურალური თემის კარჩაკეტილ ცხოვრებას და მასთან დაკავშირებულ სოციალურ ინტეგრაციას, რომელშიც ადამიანი არის სოციალური ერთეულის კომპონენტი. Gesellschaft კი ითარგმნება როგორც ურბანული თემი - საზოგადოება და აღნიშნავს საზოგადოებრივ ცხოვრებას ყოველგვარი შეზღუდული კავშირების გარეშე.

სოფლის საზოგადოებაში ურთიერთობები ეყრდნობა ნათესაობას, ოჯახს, თემს, ტრადიციას, მკაცრად და ვიწროდ განსაზღვრულ სოციალურ ნორმებს, ქალაქის საზოგადოებაში კი დამოუკიდებლობას და არჩევანის თავისუფლებას. ანუ სხვაგვარად, Gesellschaft ასოცირდება ურბანულ ცხოვრებასთან, ხოლო Gesellschaft რურალურ ცხოვრებასთან, და Gesellschaft-ის განვითარებამ საფრთხე შეუქმნა იმ პრინციპებს, რომელიც Gesellschaft-ის ტიპის საზოგადოებას ედო საფუძვლად. რურალური საზოგადოების სოციალური კონტროლი აღქმული იქნა როგორც საზოგადოებრივი წესრიგის საფუძველი, მაშინ, როდესაც ურბანული საზოგადოება დადანაშაულებული იქნა ამგვარი სოციალური კონტროლის არარსებობასა თუ სისუსტეში.

თემის (community) ცნება ეფუძნება იმ ინდივიდთა სოციალურ ურთიერთობას, რომელთაც აქვთ საერთო მიკუთვნების შეგრძნება. ეს უმეტეს შემთხვევაში ტერიტორიული პრინციპით გამოხატული სოლიდარობაა. XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის სოციოლოგიაში ძირითადი თემა, თემისავე დეგრადაცია იყო, რადგან ურბანიზაციის ზრდამ მოიტანა ინდივიდიდ დამოუკიდებლობა თემისაგან და მოამზადა კოლექტიური ცნობიერების რღვევა, რომელიც რურალური საზოგადოებისთვის იყო დამახასიათებელი. ამ თემამ ყველაზე ძლიერად გაიჟღერა ფერდინანდ ტიონისის ნაშრომში CemeinSchaft und Cesellschaft, სადაც მან ერთმანეთს დაუპირისპირა სოლიდარობის ტიპი და სოციალურ ურთიერთობათა სქემა ამ ორ საზოგადოებაში. ტერმინითემიქალაქის თეორიაში იხმარება უბნის, სამეზობლოსა თუ სხვა ერთობასთან მიმართებაში. ქალაქს ხშირად განიხილავენ, როგორც ასეთი, თემების კრებულს, რომელთა მიმართება დინამიკურია ურბანულ საზოგადოებაში. დღეს, საქართველოში მზარდი ურბანული და რურალური პრობლემების გადასაჭრელად.

ერთ-ერთ იარაღად სწორედ თემთა მობილიზაციას მიიჩნევენ დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციები. იგი გულისხმობს ინდივიდთა და მათი ჯგუფების ინტერესთა მიმართვას არსებული ადამიანური, ფიზიკური და ფინანსური რესურსების გაერთიანებისაკენ რეალური პრობლემის გადასაჭრელად და ზოგადად განვითარებისაკენ. მრავალ ქვეყანაში თემ მობილიზაცია ურბანული პოლიტიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.

სოციალური კონტროლი - წარმოადგენს სოციალურ პროცესს, რომელიც არეგულირებს ინდივიდთა და მათი ჯგუფების ქცევასა და მიმართებას კონკრეტულ გარემოსთან. იგი უკავშირდება სოციალურ მეცნიერებაში სოციალიზაციის, მართვისა და კულტურულ ფენომენს. სოციალური კონტროლის ცნება სოციოლოგიაში შემოვიდა XX საუკუნის დასაწყისში და რურალური და ურბანული საზოგადოების დაპირისპირების შედეგად. ჩიკაგოს სკოლა, ძირითადად, პარკი და ბარჯები აღიარებდნენ რომ ქალაქურ სივრცესთან მიმართებაში ყველა სოციალური პრობლემა სოციალური კონკროლის სტატუსს უკავშირდება, რადგან სწორედ იგი მიმართავს სივრცეში სოციალურ პროცესებს და განაპირობებს სოციალური ინსტიტუტების მართვას. სოციალურ კონტროლს დიდი მნიშვნელობა აქვს ინდივიდი-გარემოს ურთიერთქმედების ჩამოყალიბებისა და განვიარების პროცესში. ცნობილია, რომ სოციალური კონტროლის მექანიზმის ეფექტურობა პირდაპირკავშირშია გარემოს დაცულობასთან, სისუფთავესთან, ვანდალიზმებისა და დანაშაულებათა რიცხვის შემცირებასთან.

________________________

1 Flanagan, William G. 1999. Op. Cit., p. 45.

3.6 ჰენრი მაინი

▲ზევით დაბრუნება


ტიონისის თეორია მჭიდროდ უკავშირდება გერმანელი ფილოსოფოსი ჰენრი მაინის თეორიას და მის ცნობილ ნაშრომს „უძველესი კანონი“, (1887) რომლის მიხედვით რურალურიდან ურბანულ წყობაზე გადასვლისას იცვლება ინდივიდის და სახელმწიფოს ურთიერთობის პრინციპი და კანონთან დამოკიდებულება. სოფლის, ანუ რურალურ საზოგადოებაში კანონი ეხება ოჯახის უფროსს, რომელიც პასუხისმგებელია ოჯახის წევრების და მოსამსახურეების მართვასა და ქცევაზე, ანუ საქმე გვაქვს ჯგუფურ პასუხისმგებლობასთან. ურბანულ საზოგადოებაში კი საკანონმდებლო სისტემის წინაშე ყოველი ინდივიდი აგებს პასუხს და იხვეწება ინდივიდუალური, ანუ პირადი პასუხსმგებლობა. ამ პროცესს მაინმა უწოდა „სტატუსის“ ენის შეცვლა „კონტრაქტის“ ენით, და სახელმწიფო კანონის მიხედვით ჯგუფური სოციალური კონტროლის შეცვლა დასჯის მეთოდით.

3.7 ემილ დურკჰეიმი

▲ზევით დაბრუნება


ემილ დურკჰეიმი (1858-1918 წწ.) - ამ პერიოდის ყველაზე გამოჩენილი ფრანგი სოციოლოგია. იგი ცნობილია როგორც ფუნქციონალიზმის ფუძემდებელი, მაგრამ ყველაზე ხშირად მისი შეხედულებებით სტრუქტურალისტები, სოციოლინგვისტები და პოსტ-მოდერნისტები ხელმძღვანელობენ. წარმოშობით ებრაელმა, განათლება საფრანგეთში მიიღო ფილოსოფიის დარგში. მალევე გადაერთო სოციალურ მეცნიერებებში და 1890-იაი წლების ბოლოს დააარსა L'Anee Sociologique - ყველაზე პრესტიჟული სოციოლოგიური ჟურნალი საფრანგეთში, რომელიც მის სიკვდილამდე გამოდიოდა. დურკჰეიმის კარიერა ბრწყინვალე იყო არა მარტო როგორც მკვლევრის, არამედ როგორც პედაგოგის, მაგრამ ანტისემიტური მოძრაობისა და მისი თეორიის სადავოობის გამო მისი აღიარება გვიან მოხდა. მისი ნაშრომები დღემდე იბეჭდება ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. მის ძირითად ნაშრომებს მიეკუთვნებარელიგიური ცხოვრების ელემენტარული ფორმები“, „შრომის განაწილება საზოგადოებაში“, „სოციოლოგიური მეთოდის კანონები“.

ემილ დურკჰეიმი ეძებდა ურბანული საზოგადოების წყობის საწყისს ბუნებრივი ეკოლოგიის პრონციპებში. იგი ყურადღებას ამახვილებდა რურალურ და ურბანულ საზოგადოებებში სოლიდარობის პრონციპის სხვაობაზე, ანუ „მექანიკურ სოლიდარობაზე“ და „ორგანულ სოლიდარობაზე“. მექანიკური სოლიდარობის ძირითადი მექანიზმია სოციალური ინტეგრაცია მცირე ზომის რურალურ საზოგადოებაში - სოფელში, ერთმნიშვნელოვანი რელიგიური პრინციპებით და მინიმალური შრომის დანაწილებით. ასეთ საზოგადოებაში მოქმედებს კოლექტიური ცნობიერება და მექანიკური სოლიდარობა. დურკჰაიმმა აღნიშნა, რომ გამოცდილებათა და იდეათა მრავალფეროვნება, რომელიც ქალაქისთვისაა დამახასიათებელი რეალურ საფრთხეს უქმნის მექანიკურ სოლიდარობას.1 მან ჩარლზ დარვინის თეორიასა და ბუნებრივ ეკოლოგიას მიმართა იმის ასახსნელად, თუ როგორ მიდიოდა საზოგადოება ბუნებრივი პროგრესიით საზოგადოების უფრო რთული ფორმებისაკენ. მან ქალაქში არსებულ სოლიდარობის ფორმას ორგანული უწოდა იმ მისაზრებით, რომ შრომის განაწილების შედეგად საზოგადოების ყოველი ნაწილი ურთოერთდამოკიდებული გახდა, ისევე როგორც ორგანოებია ურთიერთდამოკიდებული ადამიანის სხეულში. ანუ ორგანული სოლიდარობა აღნიშვანს ნაწილების ურთიერთდამოკიდებულებას მთლიანობაზე, და ინდივიდუალურ ცნობიერებას ეყრდნობა.

კოლექტიური ცნობიერება - დღეს ამ ტერმინის დაახლოებით 100-მდე განმარტება არსებობს. დურკჰეიმის მიერ განსაზღვრულ იქნა როგორც რწმენათა და ცნებათა კრებული, რომელიც საერთოა საზოგადოების საშუალო წევრისათვის. ასეთი ცნობიერება ყველაზე ძლიერია მექანიკური სოლიდარობის პრინციპის პირობებში, სადაც იგი აკონტროლებს ადამიანის შემეცნებას და ქცევას რელიგიური და ტრადიციული ხერხებით, კოლექტიური ცნობიერება საზოგადოების წარმოდგენებს აყენებს ინდივიდუალურზე უპირატესად. განვითარებულ საზოგადოებაში საზოგადოების ცნობიერებას საფუძვლად უდევს არა კოლექტიური, არამედ უფრო დიფერენცირებული ინდივიდუალური შემეცნება, რომელიც კონკრეტული პირობებიდან გამომდინარე, გარკვეულ მორალურ ნორმებშია მოქცეული.

თუმც კი, დურკჰაიმი გამოკვეთდა ურბანული საზოგადოების დადებით მხარეებს და ურბანიზაციას როგორც საზოგადოებრივ პროგრესს, იგი წუხდა მრავალ ისეთ ურბანულ ფაქტორზე, როგორიცაა არარეგულირებული კონკურენცია, კლასობრივი კონფლიქტი, ინდუსტრიული ურთიერთობების ნორმათა არარსებობა. მეორეს მხრივ, მას სჯეროდა რომ ქალაქში წარმოშობილ კონფლიქტთა მიზეზი იყო სწრაფი და არასრულყოფილი გადასვლა ერთი მორალური წესრიგიდან მეორეში და, რომ დრო და განვითარების პროცესი საბოლოოდ მოიტანდა თანსაწორუფლებიანობას და თანაბარ შესაძლებლობებს მოქალაქეთათვის. სწორედ ასეთი პოზიტიური დამოკიდებულების გამო, რომელიც განსხვავდებოდა სხვა მეცნიერთა დამოკიდებულებისაგან ურბანიზაციის პროცესისადმი მაინს, ტიონისს და დურკჰეიმს პროტო-ურბანისტები უწოდეს. (ცხრილი 1).

ცხრილი 1. პიონერი ურბანსოციოლოგების თეორიის ძირითადი კომპონენტები

რურალური გარემო

ურბანული გარემო

ტიონისი

ჰენრი მაინი

ემილ დურკჰეიმი

მაქს ვებერი

გეორგ ზიმელი

- CemeinSchaft
- ერთობრივი ძალისხმევა და
შრომა
- სტატუსი
- ოჯახის ღირსება
- მექანიკური სოლიდარობა
- ჩვეული გამოცდილება და
კოლექტიური ცნობიერება

CelellSchaft
კომერციული ინდივიდუალიზმი

- კონტრაქტი
- ოფიციალური ინდივიდუალური
პასუხისმგებლობა
- ორგანული სოლიდარობა
- შრომის დანაწილება და ფუნქციური
დამოუკიდებლობა
- ქალაქი, როგორც ბაზარი
- ქალაქში არსებული მაღალი
სტიმულებით განსაზღვრული
მენტალური ცხოვრება
- ფულადი ურთიერთობები

_____________________________

1. Shanon, Thomas, Nancy Kleniewski, William Cross. 1997. Urban problems in sociological perspective. Prospect Heights; Waveland press.

3.8 ჩიკაგოს სკოლა

▲ზევით დაბრუნება


სახელწოდება ჩიკაგოს სკოლა ასოცირებულია ჩიკაგოს უნივერსიტეტთან, რომელიც 20-ე საუკუნის დასაწყისიდან მრავალი ათწლეულის მანძილზე ლიდერობდა აშშ-ს სოციოლოგიაში. სწორედ აქ გაიხსნა აშშ-ში პირველი სოციოლოგიის ფაკულტეტი, 1895 წელს გამოვიდა პირველი სოციოლოგიური ჟურნალი American Journal of Sociology, 1905 წელს დაარსდა პირველი სოციოლოგიური ასოციაცია და 1921 წელს გამოიცა პირველი სახელმძღვანელო სოციოლოგიაში „სოციალური მეცნიერების შესავალი“.1

1900-იან წლებისათვის აშშ-ს ქალაქებში უკვე საოცარი სისწრაფის და მასშტაბის ურბანიზაცია მიმდინარეობდა. ამერიკელ მეცნიერთა და განსაკუთრებით ჩიკაგოს სკოლის ინტერესი ქალაქში მიმდინარე პროცესებისადმი იზრდებოდა და დასაბამი მისცა იმ შესანიშნავ სამეცნიერო კვლევებს და თეორიას, რომელიც ჩიკაგოს უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა და რომელიც ურბანსოციოლოგიას, როგორც სოციოლოგიის სრულყოფილ განხრას მისცა დასაბამი. ამ პერიოდში ჩიკაგოს სოციოლოგიის ფაკულტეტს ხელმძღვანელობდა მისივე დამაარსებელი ალბიონ სმოლი, (Albion Small) მაგრამ წამყვანი როლი მიმდენარე პროცესებში მაინც ყოფილ ჟურნალისტს რობერტ პარკს (Robert Park) მიეკუთვნება. სმოლს და პარკს ორივეს გერმანიაში ჰქონდა განათლება მიღებული მაქს ვებერთან, ანუ მათ თეორიას უთუოდ ჰქონდა გერმანული სკოლის გავლენა. თამამად შეიძლება ითქვას რომ, აშშ-ს ურბან-სოციოლოგიის საწყისები დაეყრდნო ჯორჯ სიმელის თეორიას, რომელიც პარკმა და სმოლმა შეითვისეს გერმანიაში და შემდგომ დანერგეს აშშ-ში. მიუხედავად ამისა, მაშინ როდესაც ვებერი და სიმელი უყურებდნენ ქალაქს როგორც კაპიტალიზმის ძალების მოქმედების სცენას, ამერიკელმა ურბანისტებმა ყურადღება გაამახვილეს ქალაქური ცხოვრების კონცეპტუალიზაციაზე ბიოლოგიური კუთხით. მათთვის ურბანული ანალიზი ადამიანის ეკოლოგიის ნაწილია და სწავლობს ადამიანთა ჯგუფების გარემოსთან შეგუების პროცესს. ეკონომიკური კონკურენცია მათ განიხილეს არა როგორც ურბანიზაცის შედეგი, არამედ როგორც გადარჩენისათვის ბრძოლის ნაყოფი ქალაქის სივრცეში. ჩიკაგოს სოციოლოგიური სკოლის ყურადღების ცენტრი ქალაქი და მასში ქცევის მოდელების ფორმირების პროცესი გახდა. ჩიკაგოს სკოლის უდიდესი დამსახურება მდგომარეობს ემპირიული კვლევების და საველე დაკვირვების, როგორც მეთოდის შემოტანაში სოციალურ მეცნიერებების თეორიასა და პრაქტიკაში. 20-იან წლებში ჩოკაგოს სკოლის ეგიდით უკვე რამოდენიმე ცდა იყო განხორციელებული ქალაქში მიმდინარე პროცესების ხასიათის განსაზღვრის და ქალაქის მოსახლეობის მონიტორინგისა სოციალური კვლევის მეშვეობით.

_________________

1. Marshall, Gordon, (eds.) 1994. Op. Cit., p. 67.

3.9 ურბანეკოლოგია: პარკი, ბარჯეზი და მაკკენზი

▲ზევით დაბრუნება


რობერტ პარკი ურჩევდა თავის სტუდენტებს წასულიყვნენ და დამსხდარიყვნენ ქუჩებში, ძვირიანი სასტუმროების კიბეებზე, ღარიბთა უბნებში და ეწარმოებინათ ხანგძლივი დაკვირვებები მიმდინარე პროცესებზე და მათ სპეციფიკაზე. ჩიკაგოს სკოლის გუნდმა პირველმა შემოიღო „case studies“, ანუ ინდივიდუალური შემთხვევის ანალიზის მეთოდიც, ისევე როგორც სტატისტიკური ანალიზი.

რობერტ პარკი (1864-1944წწ.) - ჩიკაგოს სკოლის წამყვანი და ყველაზე გამოჩენილი ლიდერი და ურბანსოციოლოგიის ერთ-ერთი ძირითადი ფუძემდებელია. იგი პროფესიით გაზეთის ჟურნალისტი იყო და სოციოლოგიაში მოგვიანებით გადაერთო ქალაქებში მიმდინარე პროცესებით დაინტერესების შედეგად. მას სწამდა, რომ ქალაქზე წერასა და მის კვლევას არა ჟურნალისტური, არამედ მეცნიერული მიდგომა სჭირდებოდა. 1899 წელს იგი ბერლინში გაემგზავრა, სადაც გეორგ ზემელთან სწავლობდა სოციოლოგიას. შემდეგ კი ჩიკაგოს სკოლას მიაშურა და პედაგოგის კარიერას მიჰყო ხელი. მან გეორგ ზემელის ნაშრომები ამერიკელ მეცნიერთა წრეს გააცნო. და შემდგომ რობერტ ბარჯეზთან ერთად გამოუშვა სოციოლოგიის პირველი სახელმძღვანელო „სოციოლოგიური მეცნიერების შესავალი“. მისი ყველაზე ცნობილი ნაშრომებია „ადამიანთა თემები“ და ბარჯეზთან და მაკენზისთან თანაავტორობით გამოცემული მონოგრაფია „ქალაქი“.

ჩიკაგოს სკოლის მეცნიერული მიდგომის მიხედვით, ქალაქის სოციალური ორგანიზაცია არსებობისათვის ბრძოლის შედეგია. პარკმა გამოყო ქალაქური ცხოვრების ორი მხარე: ბიოლოგიური და კულტურული. მან გამოკვეთა, რომ ქალაქში სოციალური ურთიერთობების საფუძველია კონკურენცია, რადგან შრომის დანაწილების გამო ადამიანთა ცხოვრება ურთიერთდამოკიდებული ხდება და დაუგეგმავი ურთიერთობა და თანამშრომლობა ძალაუნებურად ბადებს კონკურენციას. აგრეთვე, პარკის მიხედვით, თემის ან უბნის ცხოვრება ორგანიზებულია მორალური წესრიგის გარშემო, რომელიც განსაზღვრავს სიმბოლურ კავშირებს, ქალაქი კი რომელიც შედგება ასეთი უბნებისაგან, ორგანიზებულია მათ შორის კონკურენციისა და ფუნქციური დიფერენციაციის საფუძველზე. ბიოლოგიური ფაქტორები პარკისათვის მნიშვნელოვანია ქალაქის სოციალური ორგანიზაციის სტრუქტურაში და მის გვიან შრომებში ურბანიზაციის კომპლექსურ ანალიზში ბიოლოგიურმა საკითხმა, როგორც ქალაქის ეკოლოგიის საფუძველმა, აშკარად გადაწონა კულტურული საკითხთან შედარებით. ამ მიდგომას სხვაგვარად სოციალური დარვინიზმი უწოდეს და პარკი მრავალჯერ იქნა გაკრიტიკებული თავისი თეორიაში ბიოლოგიური ფაქტორების როლის გაზრდისა და კულტურული ფაქტორების როლის დაკნინებისათვის ქალაქფორმირების პროცესში.

პარკის თეორიამ განავრცო ახალი იდეები სივრცის სხვადასხვა მახასიათებლების მიერ სოციალურ გამოცდილებასა და ორგანიზაციაზე გავლენის შესახებ. იგი დაინტერესებული იყო ქალაქის სტრუქტურის კვლევით და მიწასთან სოციალური ჯგუფების მიმართებით. იგი იკვლევდა ადამიანის ადაპტაციას (შეგუებას) ქალაქის სივრცესთან და მოუწოდებდა სხვა მეცნიერებს ქალაქელთა ქცევის მოდელები შეესწავლათ. სწორედ ეს მიდგომა დაედო საფუძვლად ურბანსოციოლოგიის ქალაქის ეკოლოგიად - ანუ ურბანეკოლოგიად წოდებული სკოლის თეორიას, რომელიც ადამიანისა და ქალაქური გარემოს ურთიერთობას სწავლობს და აღიარებს, რომ ფიზიკური გარემო განსაზღვრავს ადამიანის ქცევას. ურბანეკოლოგიამ ქალაქის უბნები განიხილა „ბუნებრივ ადგილებად“2, ამ ადგილების სივრცითი დაყოფა და განლაგება ქალაქის ერთიან სივრცეში კი როგორც შრომის გადანაწილების შედეგი. ასეთი ბუნებრივი ტერიტორიებია: ქალაქის ცენტრალური საქმიანი უბანი, საცხოვრებელი უბნები, საწარმოო ზონა, გეტოს უბნები, ბოჰემის უბნები და სხვა. მათი ბუნებრიობა მდგომარეობს იმაში, რომ ისინი იმ ეკოლოგიური ძალების პროდუქტია, რომელიც მოსახლეობას ქალაქის სივრცეში ფუნქციურად ანაწილებს. საუკეთესო ადგილებს მდიდრები ეუფლებიან, დანარჩენს სხვა ფენები ინაწილებენ შემოსავლისა და სხვა სტატუსის მიხედვით. ყოველი ტერიტორია თავისებური „მორალური კოდექსით“ ხასიათდება, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს შეესაბამება. ასეთი სეგრეგაცია ქალაქს გარკვეულად მოზაიკურს ხდის. ქალაქის ეკოლოგია აღიარებს, რომ თუმც კი ქალაქი მეტნაკლებად მართვადი სოციალურ წესრიგების ჯამია, ეს არეალები არ არის სტაბილური და ინდივიდები ძალიან ხშირად კვეთავენ მის საზღვრებს - გადადიან ერთი არეალიდან მეორეში და ერგებიან იმ მორალურ კოდექსს, რომელიც ამ კონკრეტულ გარემოშია მიღებული. პარკის თეორიამ დასაბამი მისცა ურბანიზმის, ანუ ქალაქური კულტურის მეცნიერულ შესწავლას.

ჩიკაგოს სკოლის მეორე გამოჩენილმა წარმომადგენელმა როდერიკ მაკკენზიმ (Roderick McKenzie) პარკის სოციალური დარვინიზმის თეორია უფრო სივრცით კატეგორიაში გადათარმნა. მისი თეორიის მიხედვით, არსებობისათვის ბრძოლის ხარისხის მაჩევენებელი ინდივიდთა მიერ ქალაქის სივრცეში მოპოვებული ადგილია, ანუ კონკურენცია სივრცით კომპოზიციაში გამოვლინდება. მაკკენზის აზრით მიწის გამოყენების ფორმა არის ეკონომიკური კონკურენციისა და შრომის დანაწილების ნაყოფი.

ერნესტ ბარჯეზმა (Ernest Burgess), (სურათი 2) რომელიც პარკისა და მაკკენზის გუნდს მიეკუთვნება, 1920-იან წლებში განავითარა ქალაქის ზრდის თეორია სოციალურ დარვინიზმზე დაყრდნობით. მისი აზრით ქალაქი იზრდება მოსახლეობის კონკურენციის საფუძველზე: ქალაქის ცენტრიდან განიდევნება სუსტი ერთეულები და მათი საქმიანობა გაედინება პერიფერიისაკენ, სადაც კონკურენცია დაბალია. შემდგომ, მრავალი ასეთი ერთეულის თავმოყრის შედეგად პერიფერიაზეც კონკურენცია მაღლა იწევს, გარეთა საზღვრებისაკენ განდევნის სუსტ ერთეულებს და ასე ქალაქის საზღვარი სულ უფროდაუფრო შორდება ცენტრს. ასე განისაზღვრა ეკოლოგიური თეორიის მიხედვით, სივრცის წარმოშობა და სოციალური ორგანიზაცია, რაც კონცენტრირებული ზონების მოდელში აისახა.3 (სქემა 2, ცხრილი 2).

სქემა 2. ბარჯეზის კონცენტრირებული

ზონების მოდელი

0x01 graphic

ცხრილი 2. ბარჯეზის კონცენტრირებული ზონების მოდელი

1 ზონა

კომერციული ცენტრი, სადაც ბანკები,
მაღაზიები და ოფისებია განლაგებული.

2 ზონა

გარდამავალი, განლაგებული კომერციული
ცენტრის ირგვლივ, მოიცავს ყველაზე ძველ
საცხოვრებლებს და ცენტრის მიერ ამ ზონის
თანდათანობითი შეწოვა მიმიდნარეობს. ამ
ტერიტორიაზე განსაკუთრებით მაღალია
კრიმინოგენული მონაცემები და პროსტიტუცია.
აქ ცხოვრობენ ყველაზე ღარიბები.

3 ზონა

მუშათა კლასის საცხოვრებელი ტერიტორია

4 ზონა

შედარებით მაღალი ხარისხის
საცხოვრებელი უბანი

5 ზონა

კომმიუტერების საცხოვრებელი ტერიტორია
განაშენიანებული ერთ-ბინიანი სახლებით.

აღსანიშნავია, რომ ეს საინტერესო და იმ დროისათვის პროგრესული მოდელი ჩიკაგოს მაგალითზე იქნა აგებული და არ შეესაბამება სხვა ქალაქებს. დროთა განმავლობაში ბარჯეზის მოდელი ზედმეტ სიმარტივეში დაადანაშაულეს. მისი ძირითადი ოპონენტი იყო ჰაიტი, რომელმაც რგოლური მოდელის საწინააღმდეგოდ თქვა, რომ ქალაქის ზონირება სექტორული ხასიათისაა და თითოეული ზონა ზრდისათვის გარკვეულ „საკომუნიკაციო კორიდორს“ პოულობს. სამწუხაროდ, არც ეს მოდელი უდგება ყველა ქალაქს, მაგრამ მათი დამსახურება მდგომარეობს ქალაქის ზრდის განზოგადოებული მოდელის ძიების წამოწყებაში, რომელმაც ურბანისტული აზროვნება წასწია წინ. შემდგომში მრავალი სხვა მოდელი იქნა დამუშავებული ურბანისტთა მიერ, მაგრამ ერთიანი მოდელის შემუშავება მცდარი აღმოჩნდა - ქალაქი არასოდეს იღებს ტიპიურ კონფიგურაციას, არამედ მრავალი ფაქტორის გავლენით ინდივიდუალურად ვითარდება. ურბანეკოლოგებმა შემდგომში თავად აღიარეს ეს ფაქტი და არაერთი სხვა მეთოდოლოგია სცადეს ურბანული გარემოს სოციალურ-სივრცითი კომპოზიციის ასახსნელად.

___________________

1. Gottdiener, Mark. 1994. Op. Cit., p.55

2 Flanagan, William G. 1999. Op. Cit., p. 105-110.

3 Shanon, Thomas, Nancy Kleniewski, William Cross. 1997. Op. Cit., p.11.

3.10 ლუის ვირტი

▲ზევით დაბრუნება


ჩიკაგოს სკოლის ყველაზე ცნობილ წარმომადგენლად სოციოლოგი ლუის ვირტი (Louis Wirth) გვევლინება, რომელმაც განსხვავებული მიდგომა ჩამოაყალიბა ქალაქის თეორიაში. (სურათი 3). თუ სხვა ეკოლოგები სივრცით ფორმებს განიხილავდნენ როგორც გადარჩენისათვის ბრძოლით ნაკარნახები სოციალური პროცესებიდან გამომდინარე ფენომენს, და ქალაქი მათთვის ასეთი სოციალური ფორმების „კონტეინერი“ იყო, ვირტს აინტერესებდა ის, თუ როგორ ქმნიდა თვით ქალაქი ქცევის მოდელს - ქალაქური ცხოვრების სტილს და ქალაქურ კულტურას. 1938 წელს უირზის მიერ დაწერილ ურბანსოციოლოგიის ერთ-ერთ ძირითად ნაშრომში „ურბანიზმი, როგორც ცხოვრების წესი“ ვირტმა აღიარა ვებერისა და პარკის დამსახურება, მაგრამ აღნიშნა, რომ მათი თეორია განიხილავდა ქალაქის სოციოლოგიის მხოლოდ ცალკეულ საკითხებს და ვერ სწვდებოდა ქალაქის სოციოლოგიის სრული ჩარჩოების განსაზღვრას. მან პირველმა სრულყოფილად განსაზღვრა ურბანიზმი., როგორც ქალაქური ფორმის სოციალური შედეგების კრებული. „ურბანიზმი“, ანუ ქალაქური ცხოვრების სტილი მისმა თეორიამ წარმოადგინა, როგორც ახალი ცვლადი ქალაქის თეორიაში.

ლუის ვირტი (1897-1952 წწ.) - ჩიკაგოს სკოლის ყველაზე გამოჩენილი მოღვაწე დაიბადა გერმანიაში, სწავლობდა აშშ-ში, სადაც იგი 30-იან წლებში გახდა ჩიკაგოს სკოლის წამყვანი ფიგურა. მისი სადისერტაციო ნაშრომი, რომელიც 1952 წელს გამოქვეყნდაგეტოსსახელწოდებით, ეხებოდა ქალაქური ცხოვრების უმცირესობათა ჯგუფების ქცევასა და მასობრივ საშუალებებს. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებიაურბანიზმი, როგორც ცხოვრების წესი“. გარდა ამისა, ვირტი ჭეშმარიტად მაღალხარისხოვანი ურბანული კვლევის, პიონერია. ეს კვლევები მყარებული იყო სტატისტიკური მონაცემების შეგროვებითა და გამოყენებით. მან პირველმა შემოიღო ურბანული კვლევის ის ფორმა, როგორიც მას დღესდღეობით გააჩნია.

ვირტის თეორია ურბანიზმის შესახებ სამ ძირითად კომპონენტს დაეყრდნო: მოსახლეობის რაოდენობას, მოსახლეობის მაღალ სიმჭიდროვეს და მოსახლეობის ჰეტეროგენულობას. ვირტმა თქვა, რომ რაც უფრო მაღალია ამ სამი ურბანული ატრიბუტის ხარისხი, მით უფრო მაღალია ჭეშმარიტად ქალაქური კულტურის ჩამოყალიბების ალბათობა. ამ სამი კრიტერიუმით უირზი ცდილობდა განესაზღვრა, თუ „რამდენად ურბანიზებულია ეს კონკრეტული გარემო”1, მაგრამ პასუხი მხოლოდ შედარებითი იყო - მეტად ან ნაკლებად ურბანიზებული. ქვემოთ მოყვანილია ამ კომპონენტთა მნიშვნელობისა და ურთიერთდამოკიდებულების უირზისეული განსაზღვრება. (ცხრილი 3)

ვირტის თეორია საკმაოდ წინგადადგმული ნაბიჯი იყო 1930-იან წლებში, რადგან მას გააჩნდა პროცესთა წინასწარ განსაზღვრის პოტენცია. მიუხედავად ამისა, ეს თეორია შემდგომში მრავალჯერ იქნა გაკრიტიკებული, ძირითადად იმისათვის, რომ სამი ძირითადი მახასიათებლის მონაცემები ვერ განსაზღვრავდა ქალაქური კულტურის და ნიშნების ხარისხს.

ცხრილი 3. ურბანიზებულობის თეორია უირზის მიხედვით.

რაოდენობა

რაც უფრო მაღალია მოსახლეობის რიცხვი, მით
მეტია ალბათობა მოსახლეობის მრავალფეროვნების
ანუ ჰეტეროგენულობისა. ეს თავის მხრივ ზრდის
სეგრეგაციას მოსახლეობის ჯგუფებს შორის და
ასეთ წყობაში რურალური სოლიდარობის
პრინციპი იცვლება კონკურენციის და კონტროლის
ოფიციალური მექანიზმების პრინციპით.

სიმჭიდროვე

როდესაც იზრდება მოსახლეობის რაოდენობა,
იზრდება მოსახლეობის ჰეტეროგენულობა, შრომის
დანაწილება და სპეციალიზაცია, აქედან გამომდინარე
კი იცვლება სიმჭიდროვის კონფიგურაციები. ქალაქის
ტერიტორიები იყოფა სეგრეგირებულ ზონებად,
რომელთა საზღვარსაც ინდივიდები
სისტემატიურად კვეთენ. შესაბამისად, იზრდება
ტოლერანტობა განსხვავებულობისა და
ჰეტეროგენულობის მიმართ.

ჰეტეროგენულობა

ურბანულ გარემოში ინდივიდი ყოველდღიურად
კონტაქტშია მრავალფეროვან მოსახლეობასთან,
რაც ქმნის ინტერესთა და ორიენტაციის
მრავალფეროვნების გაზიარების საშუალებას.
შესაბამისად, ეს იძლევა არჩევანის თავისუფლებას.
ქალაქის ბინადარი განმარტოვებულია კონკურენციაში
მყოფი ფორმების და ფასეულობათა
სამყაროში, სადაც „ინდივიდუალიზმი” ჩვეულებრივი
პირობა და ნორმალური მდგომარეობაა. ეს ხელს
უწყობს მასობრივი საზოგადოების ზრდას, რასაც
აგრეთვე ხელს უწყობს მასობრივი საშუალებებისა
და მართვის ბიუროკრატული
ინსტიტუტების განვითარება.

0x01 graphic

სურათი 2. ერნესტ ბარჯეზი

შემდგომი თაობის ურბანსოციოლოგთა მხრიდან გარკვეული კრიტიკის მიუხედავად ჩიკაგოს სკოლის როლი ურბანსოციოლოგიაში განუზომელია. მკვლევართა ეს ძლიერი ჯგუფი იყო პიონერი ქალაქის სოციალური პროცესებისა და მისი ყოველდღიური ცხოვრების ფორმების მეცნიერული კვლევისა და ანალიზის კუთხით. 1925-37 წლებში დაიწერა დიდი რაოდენობით სადისერაციო და კვლევითი შრომები სივრცითი და სოციალური ფენომენის ურთიერთდამოკიდებულების, საზოგადოებაში ინდივიდის ინტერაქტიული ქცევის, ანუ სოციალიზაციის, ადამიანის გარემოსთან ადაპტაციის შესახებ, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა სოციალურ-სივრცითი მიდგომა. ჩიკაგოს სკოლის მთელი მცდელობები მიმართული იყო ქალაქური ცხოვრების დონის ამაღლებისაკენ და მეტად რეფორმისტული იყო თავისი ხასიათით. მთავარ რეფორმისტად მაინც ლუის უირზია აღიარებული, რომელმაც მიუთითა მთავრობის როლზე ქალაქური ცხოვრების დონის ამაღლებაში.

ურბანსოციოლოგიაში ეკოლოგიური მიდგომა დღემდე შენარჩუნდა თავისი ბიოლოგიური საფუძვლებით. თანამედროვე ქალაქის ეკოლოგიის საფუძველია ადაპტაცია, რომელიც გამომუშავდება ადამიანთა დიდი ჯგუფების კოლექტიური და განმეორებადი ქმედების საფუძველზე. საკითხისადმი ეკოლოგთა მიდგომას რამოდენიმე ნაკლოვანება აქვს: ისინი არ ამახვილებენ ყურადღებას სოციალურ დაჯგუფებებზე, როგორიცაა ეთნიკური, რასობრივი, გენდერული მახასიათებლები, და აქვთ შეზღუდული ხედვა ეკონომიკური ფაქტორების მნიშვნელობისა, რასაც მათი თეორია მოჰყავს წინააღმდეგობაში კაპიტალიზმის და გლობალიზაციის სისტემასთან.

0x01 graphic

სურათი 3 ლუის ვირტი

როგორც ზემოთ მოყვანილი მსჯელობიდან გამოიკვეთა, მეოცე საუკუნის დასაწყისში ურბანსოციოლოგიის საფუძვლების განვითარებამ ხელი შეუწყო ქალაქის თეორიისადმი პროფესიული მიდგომის დახვეწას, პოპულარული და მეცნიერული აზრის ემანსიპაციას ურბანიზაციის და ურბანიზმის პროცესთა მიმართ.

II თავის საკითხავი ლიტერატურა:

ე.ჯგერენაია. „სოციოლოგიის განმარტება”. სოციოლოგიური კვლევის მეთოდები. თბილისი უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1998.

Shanon, Thomas, Nancy Kleniewski, William Cross. 1997. Urban problems in sociological perspective. Prospect Heights; Waveland press. Pp.63-93

Flanagan, William G. 1999. Urban Sociology; Images and Structures. Needham Height. Allyn & Bacon. pp.42-69.

Gottdiener, Mark. 1994. The New Urban Sociology. McGrow Hill Inc. pp 101-124; 200-203.

______________________

1Gottdiener, Mark. 1994. Op. Cit., p.56-57

4 თავი 3 მსოფლიო ურბანიზაცია: ზოგადი მიმოხილვა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

უძველესი სამყაროს ურბანიზაცია
ურბანიზაცია შუა საუკუნეებში
ინდუსტრიული ურბანული რევოლუცია
ურბანიზაცია განვითარებად სამყაროში
გლობალიზაცია
ურბანიზაცია დასავლეთ ევროპაში
ურბანიზაცია აღმოსავლეთ ევროპაში
ურბანიზაცია აშშ-ში

4.1 უძველესი სამყაროს ურბანიზაცია

▲ზევით დაბრუნება


ქალაქს, როგორც ადამიანთა სოციალური ორგანიზაციის ურთულეს ფორმას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ადამიანთა პირველი დასახლებები დაახლოებით ჩვენ წელთაღრიცხვამდე 8000 წელს მიეკუთვნება.1 პირველი დასახლებები კი, რომელნიც ქალაქის წინაპრად შეგვიძლია მივიჩნიოთ მესოპოტამიაში ჩვენ წელთაღრიცხვამდე 3500 წლით თარიღდება. პირველი ქალაქები თავიდან ევფრატისა და ტიგროსის ნაპირებზე, შემდგომ კი ნილოსის ნაპირებზე აღმოცენდა. ქალაქების აღმოცენებას წინ უსწრებდა ხანგრძლივი წინაურბანული პერიოდი და მეტად რთულია დროში ზუსტად განისაზღვროს ურბანულ პერიოდზე გადასვლა.

ცნობილმა თეორეტიკოსმა გორდონ გილდემ 1950-იან წლებში საინტერესო თეორია ჩამოაყალიბა ქალაქის და საზოგადოების განვითარების თაობაზე. მან საზოგადოების განვითარება ფაზებად დაყო და ქალაქური ცხოვრების განვითარებას თანამედროვე ცივილიზაციის კრიტიკული ფაზა უწოდა. მისი თეორიით, საზოგადოების ფორმირებაში უმნიშვნელოვასი ნაბიჯი მაშინ გადაიდგა, როდესაც ნადირობაზე და საკვების „შეგროვებაზე“ ორიენტირებული საზოგადოება გადაერთო სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებაზე და სტაბილური ცხოვრების ყაიდაზე. შემდგომი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა როდესაც საზოგადოება ვაჭრობას და ხელოსნობას დაეყრდნო და ქალაქში დაიწყო თავმოყრა, სადაც შრომის სპეციალიზაციამ მოსახლეობა ურთიერთდამოკიდებული გახადა. სწორედ ამ პროფესიულ და სოციალურ ურთიერთკავშირზეა დამყარებული ქალაქური სოციალური ურთიერთობები საფლის ნათესაობაზე დამყარებული კავშირებისაგან განსხვავებით. ეს თეორია შემდგომში მრავალგზის იქნა გაკრიტიკებული იმ პრინციპით, რომ მრავალგან სოფლისა და ქალაქის განვითარება პარალელური და არა თანმიმდევრული პროცესი იყო. ურბანიზაცია განისაზღვრა არა როგორც ევოლუციური პროცესი, რომლის მიხედვითაც საზოგადოება დაბალი საფეხურიდან მაღალზე გადადის, არამედ როგორც ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური ინსტიტუტების განვითარება.

როგორც მეცნიერები, მაგალითად არქეოლოგები და ისტორიკოსები ვარაუდობენ, თავდაპირველ ქალაქებში დაახლოებით 5,000 - 10,000 მცხოვრები იყო. აგრეთვე, რთულია ისტორიულ რეტროსპექტივაში იმ ზღვარის განსაზღვრა, რომელიც შეიძლება ჭეშმარიტად ურბანულ და არაურბანულ დასახლებებს შორის გავავლოთ დასახლების რაოდენობრივ მახასიათებლებთან ერთად აუცილებელია გარკვეული თვისობრივი მახასიათებლების გათვალისწინება, ანუ სოციალურ ორგანიზაციაში მომხდარი ფუნდამენტალური ცვლილებების განსაზღვრა. ეს ცვლილებები გამოიხატება შრომის დანაწილებაში და სპეციალიზაციაში. ურბანიზაციასთან ერთად იზრდება იმ მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც სოფლის მეურნეობიდან დააღწევს თავს და ქალაქში ხელოსნობას ან ვაჭრობას მიჰყოფს ხელს. სპეციალიზაცია ქმნის ურთდამოკიდებულ სქემებს ქალაქის სიციალურ სტრუქტურაში, იმ ურთიერთდამოკიდებულებას, რომლის გარეშეც ქალაქურ საზოგადოებაში შეუძლებელია მატერიალური მოთხოვნების დაკმაყოფილება. პროდუქტებისა და სერვისის სახეობათა მრავალფეროვნების ზრდა იწვევს ფუფუნების საგნების გაჩენას და ხელს უწყობს კლასობრივ დიფერენციაციას.

მეორეს მხრივ, ქალაქის განვითარებას ზოგ შემთხვევაში სამხედრო მიზნებმა და პროცესებმა შეუწყვეს ხელი. ჯარის მუდმივი ადგილმდებარეობა ხშირ შემთხვევაში ქალაქური ტიპის დასახლებად ჩამოყალიბდა სოციალური დიფერენციაციისა და სპეციალიზაციის ქალაქურ ფორმებზე გადასვლის საშუალებით. ქალაქის განვითარების პროცესს თან ახლდა მოსახლეობის ჰეტეროგენულობის ზრდა, რომელიც ქალაქური კულტურის სპეციფიკის ნაწილია. სხვადასხვა ჯუფის, კლასისა და პროფესიის ადამიანთა ინტერაქცია ქმნის საფუძველს გამოცდილების და ინფორმაციის გაზიარებისა და გაცვლისათვის. ამავე დროს, ვაჭართა და სამხედროთა მიერ ხშირად ქალაქსა და ქვეყნის გარეთ მიღებული გამოცდილება ზრდისა და სხვა კულტურათა გაცნობისა და ინფორმაციის მიმოცვლის საფუძველს ქმნის.

ურბანული ფორმის გაჩენასთან ერთად ფართოვდებოდა ის ტერიტორიული ზონა და ღრმავდებოდა ურთიერთობები, რომლებშიც ქალაქი მთავარ როლს ასრულებს. იზრდებოდა არა მარტო ქალაქი, არამედ გარდამავალი ზონა ქალაქსა და სოფელს შორის.

ქალაქებში აქტივობას ხშირად განსაზღვრავდა ის რელიგიური კოდები რომლებიც ამა თუ იმ საზოგადოებაში იყო ჩადებული. რელიგიური რიტუალები და მათთვის მოსახერხებელი სივრცის ორგანიზაცია განაპირობებდა ქალაქთა კონფიგურაციას და მათში მიმდინარე პროცესებს. უძველესი ქალაქები იყო პოლიტიკური და რელიგიური ძალაუფლების სიმბოლოკის გამომხატველი და ეკონომიკური ფუნქციებით დატვირთული გარემო.

უძველეს ქალაქთა განვითარებამ თავის მწვერვალს მაინც რომისა და საბერძნეთის კულტურაში მიაღწია. ათენმა მე-5 საუკუნეში 180 000-იან მოსახლეობას მიაღწია, რომმა კი, ორ მილიონსაც. ათენი აგებული იყო კოსმოლოგიური კოდისა და რელიგიური სომბოლიკის მიხედვით. ქალაქი აშენდა ქალღმერთი ათენას სადიდებლად. ცენტრი იყო აგორა, რომელიც არა მარტო ქალაქის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა, არამედ სიმბოლური დატვირთვა გააჩნდა და ასოცირებული იყო „სამყაროს ცენტრთან“.2 აგორა წარმოადგენდა სავაჭრო და პოლიტიკური ფუნქციისა და კოდის ზედდებას ერთ სივრცეში. ქუჩების რადიალური განლაგებაც ამ ცენტრალურობის გამომხატველი იყო, და აგრეთვე ემსახურებოდა ქალაქის პოლიტიკური და სოციალური ცენტრიდან მოქალაქეთა მეტ-ნაკლებად ტოლი მანძილით დაშორების მიზანს.

უძველეს ურბანიზაციაზე საუბარი ძირითადად ვაჭრობის, კომერციის და სამხედრო დომინირების გარშემო მიმდინარეობს, რაც ჭეშმარიტად კრიტიკული ფაქტორებია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ფაქტორების კომპლექსური განხილვა.

ჩვენ წელთაღრიცხვამდე II საუკუნეში რომის ქალაქგეგმარება ნაკარნახები იყო პოლიტიკური და კულტურული სიმბოლიკით.3 სანამ რომი რესპუბლიკას წარმოადგენდა მის საზოგადოებრივ ადგილებს, თუნდაც ცენტრს - ფორუმს, ადამიანის მასშტაბები ჰქონდა, მოგვიანებით კი, მონარქიის პერიოდში გიგანტური მასშტაბები გაჩნდა და შესაბამისად რომის ცენტრი საზეიმო ხასიათის გახდა, მით უფრო რომ რომში წელიწადის 159 დღე საზოგადოებრივ დღესასწაულად იყო გამოცხადებული.4 ამან შეამცირა მოსახლეობის სასარგებლო შრომა და ეკონომიკური აქტივობა. ქალაქურმა ცხოვრების დონემ იკლო. გაიზარდა ქალაქის პრობლემები, როგორიცაა მათხოვართა რიცხვი, სანიტარიის დაბალი ხარისხი, და ასე შემდეგ. რომში ვხვდებით პირველი სახელმწიფო სოციალური დახმარების მექანიზმს, სადაც 200,000-მდე ღარიბი რეგულარულ პურით დახმარებას იღებდა სახელმწიფოსაგან.

_____________________

1.Flanagan, William G. 1999. Urban Sociology; Images and Structures. Needham Height. Allyn & Bacon. p.3.

2.Gottdiener, Mark. 1994. The New Urban Sociology. McGrow Hill Inc. p.23.

3.Gottdiener, Mark. 1994. Op. Cit. p.24.

4.Kostof, Spiro. 1991. The City Shaped; Urban Patterns and Meanings Throughout History. Boston, New York, Topronto, London; a Bulfinch Press Book Little, Brown and Company. p.61.

4.2 ურბანიზაცია შუა საუკუნეებში

▲ზევით დაბრუნება


საზოგადოების სოციალური სტრუქტურის ცვლილებამ, ტექნოლოგიების ზრდამ, კულტურის ტრანსფორმაციამ, სახელმწიფო სტრუქტურების გაძლიერებამ უძველესი სამყაროს ურბანული რევოლუციას მისცა დასაბამი. შუა საუკუნეებში ჩინეთი გახდა ადმინისტრაციული ქალაქების ქსელი, სადაც რამოდენიმე ქალაქის მოსახლეობამ XII საუკუნეში მილიონს მიაღწია. XVI საუკუნიდან დაიწყო ისლამური ქალაქების აღმავლობა. მაგრამ მეცნიერთა აზრით, ჭეშმარიტი ურბანული რევოლუცია XVI-XVII საუკუნისათვის მომწიფდა ევროპაში.

ევროპის ქალაქთა განვითარება და მათი სოციალურ-სივრცითი ურთიერთობების დახვეწა ძირითადად კაპიტალიზმის ჩანასახებით და საერთაშორისო ვაჭრობის აღმავლობით იყო განპირობებული. ფულადი ურთიერთობების გაფართოვებამ XII საუკუნიდან ეკონომიკის ზრდას შეუწყო ხელი, მაგრამ კათოლიკურმა ეკლესიამ აკრძალა ფულის სესხება და შეზღუდა ბანკების როლი. XVI საუკუნეში კი ეს შეზღუდვები მოიხსნა და გზა მისცა ინვესტიციების ზრდას. XVIII საუკუნისათვის პარიზსა და ლონდონში უკვე ნახევარი მილიონი მოსახლე იყო. ამ პერიოდში ევროპის განვითარებულ და დიდ ქალაქებს აგრეთვე წარმოადგენდა გენუა, მილანი და ვენეცია.

0x01 graphic

სურათი 4. ვენეცია XV საუკუნეში.ფრაგმენტი ვიტორე კაპრაჩიოს ნახატიდან
„ჯვრის სასწაული“

ინდუსტრიული რევოლუციის ხანამ - 1760-1800 წლებმა განსაკუთრებული როლი შეასრულა ურბანიზაციის განვითარებაში. ორთქლის ძრავის გამოგონებამ და ინდისტრიული მანქანა-დანადგარების გამოგონებამ დასაბამი მისცა ახალ ერას და დააჩქარა ქალაქის განვითარება. 1750-1800 წლებში ევროპის მოსახლეობა ზედმიწევნით იზრდებოდა, მაშინ როდესაც სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაეცა, რაც გამოწვეული იყო ორი ძირითადი ფაქტორით: პირველი, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებით და მეცხოველეობაში ცხოველთა ჯიშების ხელოვნური გამოყვანის ტექნოლოგიის განვითარებით; და მეორე - გაიზარდა მედიცინის როგორც მეცნიერების დონე და ცოდნა, შესაბამისად კი გაიზარდა იმ დროისათვის სასიკვდილო დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობანი.

ვაჭრობის განვითარება მნიშვნელოვანი პირობა იყო ინდუსტრიალიზაციის შემდგომი განვითარებისათვის, რადგან ვაჭრობამ გაზარდა ევროპის გასაღების ბაზრები სხვა კონტინენტებზე, განსაკუთრებით ინგლისის ბაზრები თავის კოლონიებში. (სურათი 4).

დროთა განმავლობაში ევროპაში გამოიკვეთა ურბანიზაციის ორი მოდელი: პირველი - ჭეშმარიტად რევოლუციური სისწრაფის ურბანიზაცია ინგლისსა და შოტლანდიაში, და მეორე - შედარებით ნელი ტემპის ურბანიზაციის მოდელი, რომელსაც ამ პერიოდის ბელგია, რუსეთსა, და საფრანგეთში ვხვდებით. (ცხრილი 4.)

ცხრილი 4. ევროპის ქალაქებში მოსახლეობის ზრდა, 1700 - 1990.. 1

ქალაქი

1700 წ.

1800 წ.

1900 წ.

1990 წ.

ლონდონი

550 000

861 000

6 480 000

9 170 000

პარიზი

530 000

547 000

3 330 000

8 709 000

ნეაპოლი

207 000

430 000

563 000

2 960 000

მადრიდი

110 000

169 000

539 000

4 451 000

რომი

149 000

153 000

487 000

3 021 000

ვენა

105 000

231 000

1 662 000

2 313 000

ბერლინი

-

172 000

2 424 000

3 022 000

_____________________

1.Gottdiener, Mark. 1994. Op. Cit. p.33.

4.3 ინდუსტრიული ურბანული რევოლუცია

▲ზევით დაბრუნება


როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ურბანიზაცია არ იზომება მხოლოდ რაოდენობრივი მახასიათებლებით, არამედ დამოკიდებულია სოციალური ორგანიზაციის ხარისხობრივ მახასიათებლებზე. ამის მაგალითია ამ პერიოდის ინგლისში ინდუსტრიული ურბანიზაციის მიერ მოტანილი რეფორმისტული კრიტიციზმი თავისუფალი დროის გატარების კონსერვატიული მეთოდებისადმი, რომელიც რურალური ყოფისათვის იყო დამახასიათებელი. ურბანული სოციალური ორგანიზაციის ნოვატორებმა გააკრიტიკეს რურალური საზოგადოების კოლექტიური გართობის მეთოდები და ყურადღება მიაპყრეს ინდივიდუალიზმზე დამყარებულ დროის გატარების სახეობებს და ცხოვრების ყაიდას.

კაპიტალიზმის პოლიტიკურმა და იურიდიულმა ურთიერთობებმა დაიწყო მოქმედება არა მარტო ქალაქში, არამედ სოფლადაც. შემოვიდა კერძო საკუთრების იურიდიული სანქციების მოთხოვნა. მიწა, რომელიც აქამდე მხოლოდ ეკლესიისა და დიდგვაროვანთა მფლობელობაში იყო გახდა საყოველთაო ყიდვა-გაყიდვის პროდუქტი და უძრავი ქონების ბაზარმა დაიწყო ზრდა. იზრდებოდა რა კაპიტალი, იზრდებოდა კლასთა სეპარაცია, რაც გამოხატულებას სივრცით გარემოში პოულობდა.

ამ პერიოდის ქალაქში ძირითად მასას მუშათა კლასი წარმოადგენდა, რომელსაც საწარმოო საშუალებათა უქონლობის გამო მეტად მძიმე პირობებში უწევდა ცხოვრება. გაიზარდა სამუშაოს სპეციალიზაცია, კონკურენცია სამუშაო ადგილებისათვის და უმუშევრობა. ქალაქებში იმატა მათხოვართა რიცხვმა. თუმც კი მუშათა ხელფასები მცირე იყო, მაინც იმაზე უკეთეს შემოსავალს წარმოადგენდა, ვიდრე გლეხებს ჰქონდათ. ამიტომ, სოფლის მოსახლეობა ქალაქს მოაშურებდა მზარდი ეკონომიკური შესაძლებლობების იმედით. მეორეს მხრივ, ქალაქელ მუშათა სამსახური დროებითი იყო და მათ არ მიუწვდებოდათ ხელი მრავალ იმ სიკეთეზე, რომელიც სოფელში იყო ხეწლმისაწვდომი: საჭმელი, შეშა, და ა.შ. ქალაქელი ხდებოდა სულ უფრო დამოკიდებული არა თავის შრომაზე, არამედ კონკურენციისა და სხვა გარეშე ფაქტორებზე, რომელზეც მას არ ჰქონდა კონტროლისა და გავლენის მოხდენის საშუალება.

ინდუსტრიულ ურბანულ რევოლუციას არ მოჰყვა სახელმწიფოს მხრიდან მარეგულირებელი მექანიზმების შემუშავება,1 რომელსაც შეეძლებოდა ქალაქური პროცესების გარკვეული მართვა. არ იქნა შემოღებული ეფექტური საცხოვრებლის, ჯანდაცვის, ან სოციალური პოლიტიკა. ქალაქის განვითარება არ ხდებოდა დაგეგმილად და, შესაბამისად ქალაქთა ზრდას ქაოსური ხასიათი ჰქონდა. საცხოვრებელი სახლები შენდებოდა ქარხნების ჩრდილში, დაბინძურებულ გარემოში, სანიტარული ნორმების ყოველგვარი დაცვის გარეშე.

არ ხდებოდა ნაგვის გატანა, ქალაქის დიდ ნაწილს არ ჰქონდა კანალიზაციის გაყვანილობა. ქალაქები გახდა არაჯანსაღი გარემო საცხოვრებლად და სამუშაოდ. ასეთი ხასიათის ურბანული გარემო ყველა ურბანიზებული ქვეყნის რეალობა გახდა. ქალაქებში სიკვდილიანობის მაჩვენებელმა აიწია ქვეყნის მონაცემებთან შედარებით.

განსაკუთრებით მძიმე იყო მუშათა კლასის წარმომადგენელი ქალების და ბავშვების მდგომარეობა. ისინი მძიმე შრომაში იყვნენ ჩაბმულები. ქალისათვის არც თუ მრავალი სახის სამუშაო არსებობდა და ამიტომ კონკურენცია კიდევ უფრო მაღალი იყო, ვიდრე მამაკაცებისათვის. საბედნიეროდ, 1860-იან წლებში ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ბავშვთა შრომის ამკრძალავი კანონების შემოღებით. (სურათი 5).

უმუშევრობის გაზრდამ საზოგადოების დიდ ნაწილს უბიძგა ქუჩის დამნაშავენი გამხდარიყვნენ და ქალაქებში გაამწვავა კრიმინოგენული სიტუაცია. ეს ფაქტი ურბანული რევოლუციის მიერ მოტანილი სოციალური ცვლილების ბუნებრივი შედეგი იყო. გაჩნდა ქალაქელი განქსტერის ფენომენი, რომლებიც ხშირ შემთხვევაში გარკვეულ უბნებს აკონტროლებდნენ. მაგალითად ლონდონში, სადაც პოლიცია სუსტი იყო განქსტერთა ხშირად ასკაციანი ჯგუფებს ტერორში ჰყავდათ მოქალაქენი, მაღაზიის მფლობელნი და სხვა. ასე რომ ქალაქში ცხოვრება სულ უფრო მეტ რისკსა და საშიშროებას უკავშირდებოდა.

XVII-XIX საუკუნეები ევროპისათვის კოლონიალიზმისა და სამფლობელოთა გაფართოების პერიოდი იყო. ამ პირობებში, ისევე როგორც ძველი სამყაროს დაპყრობითი ომების და იმპერიების პერიოდში, ქალაქთა როლი კიდევ უფრო გაიზარდა. იაფი ნედლეულის არსებობა ხელს უწყობდა ინდუსტრიალიზაციის ზრდასა და წარმოების გაფართოვებას. კოლონიალიზმმა მოიტანა საჭიროება სატრანსპორტო საშუალებების დახვეწისა, რასაც დიდი ტვირთისა და ადამიანთა დიდ რიცხვის დიდ მანძილებზე გადაყვანის საშუალება უნდა მოეცა. ამ კუთხით კოლონიალიზმი და ინდუსტრიალიზაცია ერთმანეთს დაუკავშირდა.

______________________

1. მაგალითისათვის იხილეთ Girouard, Mark. 1985. Cities and People; A Social and Architectural History. New Haven and London; Yale University Press. pp. 271-284; pp. 285-300.

4.4 ურბანიზაცია განვითარებად სამყაროში

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკურ-პოლიტიკური და განვითარების მექანიზმების მიხედვით მსოფლიოს ქვეყნები სამ ძირითად ნაწილად იყოფა: ცენტრალური სისტემა - განვითარებული და მდიდარი ქვეყნები; პერიფერიული სისტემა - ჩამორჩენილი ქვეყნები; და ნახევრადპერიფერიული სისტემა, სადაც განვითარებადი ქვეყნებია განლაგებული.1 (ცხრილი 5).

0x01 graphic

სურათი 5. ურბანული რევოლუცია. სოფლიდან ქალაქში მიგრირებული მუშათა კლასისმძიმე საცხოვრებელი პირობები

ცხრილი5 . მსოფლიოს ოცი უდიდესი ქალაქი 1990 წლის მონაცემებით. 2

ქალაქი

ქვეყანა

ადგილი
მოსახლეობის
სიდიდის
მიხედვით

მოსახლეობის
ზომა
1990 წელს

სიმჭიდროვე
ერთ
კვადრატულ
მილზე

ტოკიო-იოკოჰამაა
აგლომერაცია

იაპონია

1

26 952 000

24 463

მეხოკო სიტი

მექსიკა

2

20 207 000

37 314

სან-პაოლო

ბრაზილია

3

18 052 000

38 528

შეული

კორეა

4

16 268 000

45 953

ნიუ-იორკი

აშშ

5

14 622 000

11 473

ოსაკა-კობე-კიოტოს აგლომერაცია

იაპონია

6

13 826 000

27 833

ბომბეი

ინდოეთი

7

11 777 000

120 299

კალკუტა

ინდოეთი

8

11 663 000

54 607

ბუენოს-აირესი

არგენტინა

9

11 518 000

21 233

რიო დე ჟანეირო

ბრაზილია

10

11 428 000

42 894

მოსკოვი

რუსეთი

11

10 267 000

27 117

ლოს ანჯელესი

აშშ

12

10 714 000

8 985

მანილა

ფილიპინები

13

9 880 000

50 978

ქაირო

ეგვიპტე

14

9 851 000

92 168

ჯაკარტა

ინდონეზია

15

9 588 000

122 033

თეირანი

ირანი

16

9 354 000

79 594

ლონდონი

ინგლისი

17

9 170 000

10 551

პარიზი

საფრანგეთი

18

8 709 000

20 123

დელი

ინდოეთი

19

8 475 000

59 102

ესსენი

გერმანია

20

7 474 000

10 653

აღსანიშნავია, რომ XX საუკუნეში წარმოების თავმოყრა ქალაქში აღარ არის ქალაქთა ზრდის გამომწვევი ძირითადი ფაქტორი. ამის მაგალითია მესამე სამყაროს ქალაქთა კატასტროფული ზრდა, მიუხედავად წარმოების განვითარების ხშირად არც თუ მაღალი დონისა. ჰონ-კონგის ურბანიზებულობა 94%25 აღწევს, კუვეიტის კი 96%25. ეს პროცესები იმ ფაქტორით აიხსნება, რომ დღეს ქალაქის მოსახლეობა სულ უფრო ნაკლებად არის დამოკიდებული სოფლის მეურნეობის ადგილობრივ ნაწარმზე და ბევრ ქვეყანაში მისი იმპორტიც კი არის ხელსაყრელი.

ცნობილმა კრიტიკოსმა ჯანეტ აბუ-ლუგოდმა აღნიშნა, რომ XX საუკუნის ურბანიზაციის პროცესების განხილვა მესამე სამყაროს მაგალითის გათვალისწინების გარეშე სრულიად დაუშვებელია, რადგან იგი წარმოადგენს არა ეგზოტიკურ გამონაკლისს, არამედ კანონზომიერ რეალობას. მართლაც, XX საუკუნეში განვითარებადი ქვეყნების სწრაფი ურბანიზაცია მეტად საინტერესო ფენომენს წარმოადგენს. გარდა ამისა, მესამე სამყარო მსოფლიოს უდიდესი ნაწილია და მოიცავს ხმელეთის უდიდეს ფართობს და მოსახლეობის სამ მეოთხედს. მსოფლიოში დღეს 24 ქალაქია 10 მილიონზე მეტი მოსახლეობით და ამ ქალაქთა უმეტესობა განვითარებად ქვეყნებშია განლაგებული. მსოფლიოს არაერთი უდიდესი ქალაქი ლათინურ ამერიკაშია: მეხიკო-სითი მექსიკაში რომელშიც 1985 წელს მსოფლიოს უდიდესი ქალაქი გახდა 22 მილიონი მცხოვრებით, სან-პაოლო ბრაზილიაში, ბუენოს-აირესი არგენტინაში, კარაკასი ვენესუელაში. სან-პაოლოს მოსახლეობა 1950 წელს 3 მილიონი იყო, სადღეისოდ კი 24 მილიონს გადააჭარბა და ეს აშკარა ეკოლოგიურ კატასროფას წარმოადგენს.

განვითარებად ქვეყნებში შესაბამისი პოლიტიკის უქონლობა ხელს უწყობს კრიზისის გაღრმავებას. მსოფლიოს ამ ნაწილისთვის საერთოა ის ნიშანი, რომ იგი ვერ ინარჩუნებს ეკონომიკური განვითარების შედეგებსა და სიკეთეს და ქალაქური ცხოვრების დონე ძირითად შემთხვევაში თანდათანობით უარესდება. აქვე უნდა აღინიშნოს კრიტიკული განსხვავება ეკონომიკურ ზრდასა და ეკონომიკურ განვითარებას შორის. განვითარებადი ქვეყნები და მათი ქალაქები ხშირად აღწევენ ეკონომიკურ ზრდას, მაგრამ არა ეკონომიკურ განვითარებას, ანუ არ ხდება ეკონომიკური ზრდის პროდუქტის ფართო გადანაწილება საზოგადოებაში. არათანაბარი განვითარება განვითარებად ქვეყნებში კიდევ უფრო მძაფრია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში.

განვითარებადი ქვეყნების ქალაქები განიცდიან ორმაგ ზრდას: ეს გამოწვეულია მოსახლეობის ბუნებრივი მატებით და მეორეს მხრივ სოფლიდან ქალაქში მიგრაციის ხარჯზე. ამით ცხოვრების დონე სულ უფრო უარესდება. მრავალი ადამიანი დროებით თავშესაფრებში ცხოვრობს ელემენტარული პირობების გარეშე.3 (სურათი 6.) სწორედ თავისი უდიდესი ზომით- ჭარბი ურბანიზებულობით (overurbanization) და საცხოვრებელი სტანდარტების დაბალი დონით, ანუ დაბალი დონის ურბანიზებულობით (overurbanization) განსხვავდება განვითარებადი ქვეყნების გიგანტი ქალაქები განვითარებული ქვეყნების გიგანტებისაგან. გარდა ამისა, არის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი სხვაობა განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების ურბანიზაციას შორის. განვითარებად ქვეყნებში გავრცელებულია ქალაქი-პრიმატის მოდელი, სადაც უდიდესი ქალაქი ერთპიროვნულად ლიდერობს თავისი ზომებით ამ ქვეყნის სხვა ქალაქებთან მიმართებაში. მაგალითად ბანგკოკი ტაილანდში მოსახლეობის რაოდენობით დაახლოებით 30-ჯერ მეტია მეორე ქალაქზე. განვითარებულ ქვეყნებში კი არ ვხვდებით ასეთ განსხვავებებს: მაგალითად აშშ-ში ყველა ზომის ქალაქებია და არსებობს გარკვეული ბალანსი მათ განვითარებაში. ქალაქი პრიმატების თავმოყრა განვითარებად სამყაროში არ არის გასაკვირი, რადგან აქ ქალაქები ეფექტური ურბანული პოლიტიკის არარსებობის პირობებში ვითარდება და ქაოსურ ხასითს ატარებს. გარდა ზონის თავისებურებისა, პრიმატულობა აგრეთვე ნიშნავს ფუნქციონალურ დომინირებას ქვეყანაში - პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ „მონოპოლიას.“ სხვა ადგილების მოსახლეობა მოწყვეტილია არა მარტო კაპიტალს და ეკონომიკურ შესაძლებლობებს, არამედ პოლიტიკურ და კულტურულ მოვლენებსაც კი. კვლევამ ცხადყო, რომ პრიმატების ზრდა განსაკუთრებული იყო 1930-70 წლებში და 80-იანი წლებიდან სტაბილური გახდა.

განვითარებად ქვეყნებში ქალაქთა ზრდას თან ახლავს ცხოვრების დონის შემცირება. ქალაქის გარეუბნებში ხდება დროებითი საცხოვრებელი უბნების Shantytown-ის ჩამოყალიბება4 (სურათი 7, 8), რომლებიც ძირითადად არალეგალური წარმონაქმნებია, სადაც კერძო საკუთრება არ არსებობს, რადგან იგი არ არის იურიდიულად რეგისტრირებული. აქ დაბალშემოსავლიანი მუშახელი პოულობს იაფ საცხოვრებელს: აშენებს დროებით ნაგებობას საცხოვრებლად ან ქირაობს მას. ეს დასახლებები არაფორმალური სექტორის ნაწილია, სადაც მრავალი უმუშევარი და დაბალშემოსავლიანი ადამიანი აფარებს თავს. აქვე ვითარდება იაფი სერვისის სექტორიც და ეს დასახლებები სულ უფრო მყარდება, როგორც ქალაქის სრულუფლებიანი ნაწილი. აღსანიშნავია, რომ განვითარებადი ქვეყნების 40-50%25 სწორედ არაფორმალურ სექტორშია დასაქმებული.

0x01 graphic

სურათი 6. ქალაქი დელი. ინდოეთი

0x01 graphic

სურათი 7.“შენთითაუნი“. კარაკასში, ვენესუელა

არაფორმალური ანუ ჩრდილოვანი ეკონომიკა - ტერმინი ფორმალური სოციოლოგიურ და ეკონომიკურ ლიტერატურაში აღნიშნავს ხელფასიან რეგისტრირებულ სამუშაოს, მაშინ, როდესაც „არაფორმალური“ ნიშნავს თვითდასაქმებულობას, ერთკაციან მიკროსაწარმოს, საშინაო წარმოებასყ არაფორმალური სექტორის შესწავლა განვითარებად ქვეყნებში სიღარიბის გათვითცნობიერების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. არაფორმალური ეკონომიკა მოიცავს არასაბაზრო ქმედებას, რომელიც ასოცირებულია შავ ეკონომიკასთან. ეკონომისტები ამ ტერმინით აღნიშნავენ ალტერნატიულ, დამალულ იატაკქვეშა ეკონომიკას, რომელიც არასრულყოფილად იზომება და გამოიხატება მთლიანი შიდა პროდუქტით. მას არ მოიცავს ოფიციალური უმუშევრობის სტატისტიკა, თუმცა განვითარებად ქვეყნებში ხშირად შრომისუნარიანი მოსახლეობის 40 %25 სწორედ არაფორმალურ ეკონომიკაში მოღვაწეობს. უმეტესად ქალები, რომლებიც ხშირად განვითარებად ქვეყნებში გათავისუფლებული არიან გადასახადებისაგან მცირე შემოსავლის გამო.1

ვინაიდან მეხიკო-სიტი ყველაზე დიდი ქალაქია, აქ მესამე სამყაროს ქალაქთა პრობლემებიც აღმატებულად არის გამოვლენილი - ეკოლოგიური პრობლემები, წყალმომარაგება და კანალიზაცია, საცხოვრებელი პრობლემები, უმუშევრობა, სიღარიბე და სხვა. ქალაქის გარეუბნები, რომლებიც ბარაკების ტერიტორიას წარმოადგენს განუწყვეტლივ იზრდება. ქალაქის მერი იმუქრება ამ ტერიტორიათა მოშლით, მოსახლეობა კი ცდილობს თავისი ტერიტორია დაიცვას, ადგილობრივი სოციალური წესრიგი შემოიღოს, პირობები გააუმჯობესოს და დასახლებას ლეგალური ხასიათი და უფლებები მოუპოვოს. ამ კუთხით ადგილობრივ პოლიტიკაზე ქალაქის შემდგომი განვითარება მეტად არის დამოკიდებული. მეხიკო შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ ზონირებისა და ზოგადად, ურბანული პოლიტიკის არარსებობა ათწლეულების მანძილზე როგორ წარმოადგენდა ქალაქის არაეფექტური და არამდგრადი განვითარების საფუძველს. არსებული პრობლემატიკით სპეციალისტთა დაინტერესება სულ უფრო იზრდება. მაგალითად არქიტექტორებმა მეხიკოს რეაბილიტაციის პროექტიც შეადგინეს, რომელმაც UNESCO-ს საერთაშორისო კონკურსზე პირველი ადგილი აიღო. მეცნიერთა დიდი ნაწილისათვის მეხიკოს ქუჩის მდიდარი სოციალური ცხოვრება და ურბანული სპეციფიკა საინტერესო შესწავლის საგანია და დადებით ხასიათსაც კი ატარებს ნიუ-იორკის თუ სხვა ქალაქების იზოლირებულ და ანონიმურ სოციალურ ცხოვრებასთან შედარებით.

მსოფლიოს ორი უდიდესი ქვეყანა - ჩინეთი და ინდოეთი მესამე სამყაროს ეკუთვნოდა, მაგრამ ისინი მეტად ანდერურბანიზებულია. ინდოეთში მაგალითად მოსახლეობის 80%25 სოფლებში ცხოვრობს, მაშინ როდესაც ბომბეის, დელის, კალკუტას და შანხაის თითოეულის მოსახლეობა 10 მილიონზე მეტია. ინდოეთის ქალაქები გამოირჩევა თავისის სიღარიბის ხარისხით და ქალაქური ცხოვრების დაბალი სტანდარტებით. ჩინეთში სიტუაცია სხვაგვარია, სადაც მთავრობა კრიტიკულ ზომებს იღებს შობადობის კონტროლში, დანაშაულებასთან და პროსტიტუციასთან ბრძოლაში, რაც თავის მხრივ, დადებითად მოქმედებს ქალაქური ცხოვრების დონეზე. აქ დაბალია უმუშევრობა, არც ქალაქთა გარეუბნებია დატვირთული დროებითი თავშესაფრებით, რადგან ამას კანონი სასტიკად კრძალავს. მეორეს მხრივ, ჩინეთის ქალაქები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ადგილზეა დაბინძურების ხარისხით.

მაგალითად, ქალაქი გვადალახარა მექსიკაში 378,000-იანი მოსახლეობიდან 1950 წლიდან 1975 წლამდე, ანუ 25 წელიწადში, 2 მილიონამდე გაიზარდა. ქალაქი კინშასა კონგოში 209,000-დან 2,2 მილიონამდე იგივე პერიოდში. ამ ცვლილებებს ურბანსოციოლოგები რევოლუციურს უწოდებენ. მეორეს მხრივ, ინდუსტრიული რევოლუცია ბევრ ქვეყანაში სწორედ ეხლა მიმდინარეობს. გლობალიზაციის პროცესმა და ეკონომიკური პროცესების მიმდინარეობის „საზღვრების“ მნიშვნელობის შემცირებამ 1970 წლიდან შესაძლებელი გახადა წარმოების განვითარებული ქვეყნებიდან განვითარებადში გადასროლა, სადაც მუშახელის და ნედლეულის ფასი დაბალია, და შესაბამისად წარმოება იაფი ჯდება. ამ პროცესს დეინდუსტრიალუზაცია ეწოდა და მექსიკა, მალაიზია, სინგაპური და სხვა გადაიქცა აშშ-ს და სხვა ქვეყნების მწარმოებელ ქვეყნებად გადაიქცა. ეს თავის მხრივ აჩქარებს განვითარების პროცესს ამ ქვეყნებში, უმუშევრობის შემცირებითა და საშუალო ხელფასის თანდათანობითი ზრდით.

აღსანიშნავია, რომ განვითარებად ქვეყნებში უდიდეს ქალაქებს სწორედ სანაპირო პორტები წარმოადგენს - ჰონგ-კონგი, სინგაპური, ბომბეი, ბანგკოკი და ა.შ. სწორედ საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებამ შეუწყო ხელი ამ ქალაქთა ოვერურბანიზებულობას (ურბანიზებულობის მაღალ ხარისხს).

მეცნიერები დღეს ინტენსიურად იკვლევენ მესამე მსოფლიოს ქვეყნების „განუვითარებლობის“ მიზეზებს. მათი მიდგომა ორ ძირითად ჯგუფად იყოფა, რომელშიც ურბანიზაცია უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს:

მოდერნიზაციის თეორია და პოლიტეკონომია.

მოდერნიზაციის თეორიის საფუძველი სოციოლოგიაშია.6 იგი აღიარებს განვითარების მარტივიდან რთულ ფორმებზე გადასვლას. მის მიხედვით ტრადიცია და მოდერნიზაცია პოლარულ საკითხებადაა მიჩნეული - ერთის განვითარება მეორეს სიკვდილს უკავშირდება. მოდერნიზაცია ხასითდება ეკონომიკური ზრდით, განათლების მაღალი დონით, უთანასწორობის შემცირებით, შობადობისა და სიკვდილიანობის დონის შემცირებით, დემოკრატიული პოლიტიკური ტენდენციებით. ამ მიდგომისათვის ქალაქები და ურბანიზაცია მოდერნიზაციის მოტორია. განუვითარებლობა ამ თეორიის მიხედვით, ბრალდება ტრადიციული ფასეულობებისა და მეთოდების დომინირებას.

ამ მიდგომის ნაკლოვანება ისაა, რომ რომ იგი ვერ ხსნის სწრაფი ურბანიზაციის შემთხვევაში უმუშევრობის და ქალაქური ცხოვრების დონის შემცირებას. ეს თეორია გამართლდა მხოლოდ რამოდენიმე განვითარებად ქვეყანაში, სადაც მართლაც მოხდა ინდუსტრიალური ბუმი და ქალაქური ცხოვრების დონემ საგრძნობლად აიწია, მაშინ როდესაც სხვა ქვეყნების შემთხვევაში იგი მცდარი აღმოჩნდა.

პოლიტეკონომია ძირითად ყურადღებას ამ საკითხის ახსნისას ამახვილებს ისტორიულ და არსებულ ურთიერთობებს ღარიბ და მდიდარ ქვეყნებს შორის, რომლებიც ერთიან გლობალურ სისტემაშია მოქცეული. განუვითარებლობის ეს მიდგომა ხსნის უფრო მდიდარი ეკონომიკისა და ძლიერი პოლიტიკური წყობის ქვეყნების მიერ დომინირებას, და ხშირ შემთხვევაში კოლონიური ურთიერთობებითაც კი. თუმც კი კოლონიალიზმი დღეს აღარ არის აქტუალური საკითხი, ურბანიზაციის კოლონიალური ფორმები თავისი პოლიტიკური და სივრცითი მახასიათებლებით დღემდე შემორჩა.

ეკოლოგიური თეორია გვთავაზობს, რომ ეს ქვეყნები ურბანული განვითარების კუთხით ჰგავს განვითარებულს, მაგრამ ურბანული განვითარების უფრო ადრეულ სტადიაზე იმყოფება. სოციალურ-სივრცითი მიდგომა უარყოფს ამ განცხადებას, რადგან იგი მხედველობაში იღებს სახელმწიფო და კლასობრივ სტრუქტურას, გლობალური კაპიტალის ინვესტიციებს და ეკონომიკურ მდგომარეობას, როგორც ძირითად ფაქტორებს განვითარებადი ქვეყნების ურბანიზაციისათვის. იგი გვთავაზობს, რომ ქვეყნებს რომლებსაც განსხვავებული სტრუქტურა აქვთ ერთნაირად ვერ განვითარდებიან. ზოგიერთი განვითარებადი ქვეყანა არ იმეორებს მრავალი განვითარებული ქვეყნის მაგალითს, არ გადის ინდუსტრიულ პერიოდს, ნახტომს აკეთებს და პირდაპირ შედის პოსტ-ინდუსტრიულ ეტაპში.

_______________________

1. Shanon, Thomas, Nancy Kleniewski, William Cross. 1997. Urban problems in sociological perspective. Prospect Heights; Waveland press. p. 291.

2. Gottdiener, Mark. 1994. Op. Cit. p.266 Shanon, Thomas, Nancy Kleniewski, William Cross. 1997. Op. Cit., p. 295.

3. Shanon, Thomas, Nancy Kleniewski, William Cross. 1997. Op. Cit., p. 295

4.Gottdiener, Mark. 1994Op. Cit., p. 256.

5.Kuper, Adam, Jessica Kuper. (eds.) 1999. The Social Science Encyclopedia. London and New York; Routledge.

6. Flanagan, William G. 1999. Op. Cit., p. 150.

4.5 გლობალიზაცია

▲ზევით დაბრუნება


გლობალიზაციის თეორია შეისწავლის გლობალურ კულტურულ სისტემას, რომელსაც თან ახლავს სოციალური და კულტურული განვითარების პროცესი: მსოფლიო-სატელიტურ-საინფორმაციო სისტემა, მოხმარების გლობალური სტრუქტურა, გლობალური პოლიტიკური მოლაპარაკებები, საერთაშორისო გამოთენები და შეჯიბრებებეი, მსოფლიო ტურიზმის აღორძინება, გლობალური ინდუსტრიი ზრდა, მსოფლიო ეკოლოგიური კრიზისი, ჯანდაცვის გლობალური პრობლემატიკა (მაგალითად შიდსი და სხვ.) გლობალური რელიგიური ინსტიტუტები. მსოფლიო პოლიტიკური სისტემები. როგორიცაა გაერო და სხვა გვარწმუნებს, რომ დღეს მსოფლიო ერთ მთლიანობაშია განხილული. აქედან გლობალიზაცია არის სოციალურ-სივრცითი პროცესი, რომელშიც „ადგილის“ და გეოგრაფიის გავლენა სოციალურ და კულტურულ პროცესებზე სულ უფრო მცირდება. გლობალიზაციას საერთაშორისო ურთიერთობის სოციოლოგიადაც მოიხსენიებენ.

XX საუკუნეში, როდესაც ქალაქის მოსახლეობამ განვითარებულ ქვეყნებში ხშირ შემთხვევაში 70-80%25 მიაღწია, გლობალიზაცია გახდა ის ძირითადი პროცესი, რომლითაც შეგვიძლია განვსაზღვროთ თანამედროვე ურბანიზაცია. რა როლი აქვს ყოველივე ამაში გლობალიზაციას? გლობალიზაციის პროცესმა მოიტანა ბაზრების, რესურსების, კაპიტალის, მუშა ძალის თავმოყრა ერთიან მსოფლიო სავაჭრო სისტემაში, რომელიც გამყარებულია საკომუნიკაციო საშუალებების მზარდი განვითარებით და გლობალური კონტროლის სისტემით.2 გლობალიზაციის შედეგი გლობალური კულტურის გაჩენაა, სადაც ეკონომიკურად ძლიერი ერები გავლენას ახდენენ შედარებით სუსტზე.

დღეს სულ უფრო მძლავრდება გლობალური კორპორაციები. (სურათი 9.) ისინი მსოფლიოს განიხილავენ როგორც ერთიან სივრცეს3: Coca-Cola, McDonalds, Kodak სწორედ ასეთი კორპორაციების მაგალითია. ახალი საკომუნიკაციო სისტემები, კომპიუტერული საშუალებები სივრცესა და დროში ლავირების შეუდარებელ საშუალებას იძლევა. საკაბელო ტელევიზიას (MTV, CNN და სხვა) ემატება გლობალური მაყურებელი. ქალაქები კონკურენციის პროცესში იმყოფებიან, რათა მიიპყრონ გლობალური კაპიტალის ყურადღება და მიიზიდონ გლობალური ინვესტიციები. წარმოებისა და ბიზნესის განლაგებას მსოფლიოში განსაზღვრავს გლობალური კონკურენცია. გაჩნდა გლობალური ბიზნესის ქსელი, რომელმაც არ იცის საზღვარი. მრავალეროვანმა კორპორაციებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მესამე მსოფლიოს ქვეყნების ურბანულ განვითარებაზე და ამ ქვეყნების ინტეგრაციაზე გლობალურ ეკონომიკასა და გლობალურ პროცესებში. გლობალიზაციის ნიშანია ის, რომ დღეს საუბარი მიდის არა კლასთა შორის ქალაქური ცხოვრების დონის შედარებაზე, არამედ ეს შედარება მიმდინარეობს ქვეყნებს და რეგიონებს შორის. მასმედია, კომუნიკაციის და ტრანსპორტის საშუალებები ხელს უწყობს ასეთ მიდგომას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მიმდინარე პროცესებისადმი. გლობალიზაციის ნიშანია ის საერთაშორისო კონვენციები და ხელშეკრულებები, რომელიც ხელს უწყობს ღია სავაჭრო ზონების გაჩენას და საერთაშორისო ვაჭრობას.

მიმდინარეობს კულტურული გლობალიზაციაც, ანუ გლობალური კულტურის ფორმირება, ნაწილობრივ ეთნიკური თავისებურებების ხარჯზე.4 გლობალიზაციის ტემპების ზრდამ 90-იან წლებში გამოიწვია გარკვეული ერთეულების არა გაერთიანება გლობალურ სისტემაში, არამედ მათი პროტესტი ამ პროცესისადმი და ხშირ შემთხვევაში გამოიხატა თვითგამორკვევის სურვილის ზრდით - დაბრუნების სურვილით კულტურული საწყისებისა და ფესვებისადმი. შესაბამისად, გლობალიზაციას ორი პოლარული კუთხიდან განიხილავენ: როგორც ახალსა და პროგრესულს, და როგორც დამღუპველსა და კატასტროფულს. დღეს გლობალიზაციის გავლენით ტერმინი მაკდონალდიზაციაც კი არის შემოსული ხმარებაში, რომელიც აღნიშნავს მაკდონალდის რესტორნების და საკვების სრული იდენტურობიდან მთელს მსოფლიოში. ასეთი საზოგადოებრივი კვების ობიექტები თანამედროვე საზოგადოებაში კვების, სერვისისა და დიზაინის სტანდარტიზაციის ერთ-ერთი ნიმუშია.

_________________________

1. Kuper, Adam, Jessica Kuper. (eds.) 1999. The Social Science Encyclopedia. London and New York; Routledge.

2. Sassen, Saskia. 1998. Globalization and Its Disconnects. New York; NY Press. p. XXIII.

3. Knox, Paul, Peter J. Taylor. (eds.) 1995. Cambridge; Cambridge University Press. p. 99.

4.Scott, Allan, (eds). 1999. The Limits of Globalization: Cases and Arguments. London and New York; Routledge. pp. 284-300.

4.6 ურბანიზაცია დასავლეთ ევროპაში

▲ზევით დაბრუნება


დასავლეთ ევროპა გამოირჩევა ქალაქთა შესანიშნავად განვითარებული იერარქიით მოსახლეობის რაოდენობის კუთხით: ძირითადად 5,000-დან 1 მილიონ მოსახლემდე. დღეს აქ, ისევე როგორც აშშ-ში აშკარაა სუბურბანიზაციის ტენდენციები. ინგლისში, გერმანიაში, იტალიაში და სხვა ქვეყნებში მოსახლეობა ცენტრიდან გარეუბნებში მიილტვის. მეორეს მხრივ, ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად ბელგიაში, ლუქსემბურგში, და საფრანგეთში შენარჩუნებულია ცენტრის ზრდის ტენდენცია. ევროპის ქალაქები დღეს აღარ არიან მწარმოებელნი, არამედ სრულიად არიან ჩართულები სერვისის ეკონომიკაში. მაგალითად ბრიტანეთში 1978-85 წლებში წარმოება 24%25-ით დაეცა და გაიზარდა უმუშევრობა ქალაქის მოსახლეობის გაუნათლებელ ფენაში. ამავე დროს 44%25-ით გაიზარდა სამუშაოს რაოდენობა სერვისის სფეროში. 1986 წელს ლონდონში სამსახურის 15%25 იყო განთავსებული წარმოებაში, 80%25 კი სერვისის სფეროში. ასეთმა ეკონომიკურმა პროცესებმა დიდი გავლენა მოახდინეს ქალაქთა არა მარტო სოციალურ, არამედ სივრცით გარემოზეც. მაღალი ტექნოლოგიების განვითარების გავლენით დაიწყო მრავალჰეკტარიანი ფართობის სამეცნიერო პარკების (science parks) მშენებლობა, რომელთაც თავის მხრივ ქალაქთა შორის გარკვეული კორიდორები ჩამოაყალიბეს და ურბანული გარემოს ახალი კონტინუუმი შექმნეს ევროპაში. ეს მოდელი განსაკუთრებით საფრანგეთსა და ინგლისში განვითარდა.

_____________________

1. Sassen, S. 1998. Globalization and Its Disconnects. The New York Press. New York.

4.7 ურბანიზაცია აღმოსავლეთ ევროპაში

▲ზევით დაბრუნება


კომუნისტურმა იდეოლოგიამ 70 წლის მანძილზე თავისი დაღი დაასვა აღმოსვლეთ ევროპის ქალაქებს. ცენტრალიზებული ეკონომიკით და კომუნისტური იდეოლოგიით მიმართული ქალაქმაფორმირებელი ფაქტორები თავისებურ სპეციფიკას აძლევდნენ ქალაქის სოციალურ-სივრცით გარემოს.1

0x01 graphic

სურათი 8. ნიუ-იორკი და ტოკიოთანამედროვე ქალაქის ბიზნესისა და სავაჭრო ქუჩები

0x01 graphic

უძრავი ქონების და მიწის ბაზრის, კერძო ბიზნესის, ფინანსური კაპიტალის სექტორის არარსებობა ერთგვაროვან ხასიათს აძლევდნენ ქალაქის გარემოს. შესაბამისად, 1990-იან წლებში ეს ქალაქები საბაზრო ეკონომიკას მრავალი გაუგებრობით და შეუსატყვისობით შეხვდნენ. აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ ევროპის ცენტრალური ქალაქები უმეტესად ისტორიულ ქალაქებს წარმოადგენს და ისინი სოციალისტურ რეჟიმს უკვე ფორმირებულნი შეხვდნენ. სოციალისტურ წყობაში მოხდა მხოლოდ ძველ მოდელზე და გეგმარებით ბადეზე ახლის ზედდება და ისტორიულმა ცენტრებმა შეძლეს გარკვეულად შეენარჩუნებინათ ფორმირებული სტრუქტურა, გეგმარება და ვიზუალური ხასიათი. მაგრამ მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს მიერ მიმართულმა ინვესტიციებმა შეძლეს მთლიანად ქალაქთა სოციალურ-სივრცითი სტრუქტურისა და ინდივიდის ქალაქის გარემოსთან მიმართების შეცვლა. გარდა ამისა, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა სისტემათა ქვეყნებში, აქაც ურბანიზაციის ძირითადი მამოძრავებელი ძალა ინდუსტრიალიზაციის სწრაფი პროცესი იყო.2

სოციალისტურ წყობაში ქალაქთა განვითარებას თან ახლდა საცხოვრებლის მუდმივი დეფიციტი, ვინაიდან ბინათმშენებლობის პროცესი და განვითარება არ იყო ნაკარნახევი საბაზრო პირობებით, არამედ მოწოდებული და დაგეგმილი იყო სახელმწიფოს მიერ. ბინის დეფიციტი საზოგადოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენდა, რაც უდიდეს გავლენას ახდენდა ოჯახის ცხოვრების სტილზე. საბაზრო ძალები და საზოგადოება ვერ არეგულირებდნენ მოთხოვნისამებრ მოსახლეობის საცხოვრებლით დაკმაყოფილებას. თაობები მრავლდებოდნენ ერთ ჭერქვეშ. ასეთმა განთავსებამ უდიდესი გავლენა მოახდინა საზოგადოების სტრუქტურასა და ქალაქური ცხოვრების სპეციფიკაზე. შესაბამისად ქალაქი არ ვითარდებოდა საბაზრო და სოციალური პროცესების მიერ ნაკარნახევი ძალებით, არამედ მხოლოდ სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული „მოწოდებითა“ და სახელმწიფო გადაწყვეტილებებით.

0x01 graphic

სურათი 9. უილიამ ლევიტის მიერ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აგებული ლევიტთაუნი 17 477 ერთბინიანი იზოლირებული სახლი აგებულია იდენტური პროექტით და ქარხნული მეთოდით

მეორეს მხრივ, აღსანიშნავია, რომ სოციალისტური რეჟიმის გავლენამ აღმოსავლეთ ევროპის ქალაქებს ააცილა მრავალი უარყოფითი პროცესი, რომელიც ბუნებრივად განვითარდა განვითარებადი და განვითარებული მსოფლიოს ქვეყნებში. მაგალითად „შენტიტაუნების“(shantytown) ფორმირება, რომელიც ჩვეული ამბავია განვითარებად ქვეყნებში და გეტოს უბნები, რომელიც ასე ხშირია განვითარებული ქვეყნების ცენტრალურ ქალაქებში.

1990-იან წლებში საბჭოთა წყობის რღვევის შედეგად გაჩნდა მიწის და უძრავი ქონების ბაზარი, ფინანსური კაპიტალი, შეიცვალა მთავრობის როლი დამგეგმარებელ და მაკონტროლებელ მექანიზმებთან მიმართებაში, გაჩნდა კერძო სექტორი და თანდათანობით გაიზარდა საბაზრო ძალების როლი ქალაქფორმირებაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესები ჯერ მეტად ახალგაზრდაა, მათი მიდინარეობა გვარწმუნებს იმაში, რომ ურბანიზაციის პროცესები მსოფლიოს ამ ნაწილში ინდუსტრიული ქვეყნების მსგავსად ვითარდება: იზრდება კლასთა სეგრეგაცია ქალაქის სივრცეში, იწყება სუბურბანიზაცია, წარმოებას თანდათანობით ეფარდება სერვისის ეკონომიკა. მიუხედავად ამისა, შესამჩნევია, რომ აღმოსავლეთ ევროპაშიც ურბანული გარემოს არაბალანსირებული განვითარება ხდება, ანუ არ არის დაცული ის იერარქია ქალაქებისა, რომელიც ქვეყანაში ერთი (ან ორი) ლიდერი ქალაქის ერთპიროვნულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ დომინირებას აგვაშორა ზომით მნიშვნელოვან დომინირებასთან ერთად.

__________________________

1. თ. სულუხია. მსხვილი საცხოვრებელი მასივების ფუნქციურ-სივრცითი რეორგანიზაციის ურბანოლოგიური წანამძღვრები. დისერტაცია საკანდიდატო ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისი, 1997. გვ. 3-20.

2. Shanon, Thomas, Nancy Kleniewski, William Cross. 1997. Op. Cit. p. 284

4.8 აშშ-ს ურბანიზაცია

▲ზევით დაბრუნება


აშშ მსოფლიოს ყველაზე ურბანიზებული ქვეყანაა. მისი ისტორია ოთხ ძირითად ეტაპად იყოფა: კოლონიალური პერიოდი - 1630-1812; ქალაქთა განვითარების პერიოდი - 1812-1920; ქალაქთა ზრდის - 1920-60 და დეკონცენტრაციის პერიოდი - 1960წ-დან დღემდე. ეს განვითარება გარკვეულად უკავშირდება კაპიტალიზმის განვითარების ძირითად ფაზებს აშშ-ში. მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა ურბანული განვითარება მხოლოდ ეკონომიკური სისტემის განვითარებით არ უნდა ავხსნათ, რადგან როგორც სოციალურ-სივრცითი მიდგომა გვარწმუნებს ქალაქისა და მეტროპოლიტენის განითარებაზე მოქმედებს არა მარტო ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური და სოციალური ფაქტორები. (ცხრილი 6.)

ცხრილი 6. შშ- ყველაზე დიდი ქალაქები 1980-1990. 1

ქალაქი, შტატი

1980

1990

ნიუ-იორკი,
ნიუ-იორკი

7 071 639

7 322 564

ლოს ანჯელესი,
კალიფორნია

2 966 850

3 485 398

ჩიკაგო, ილინოისი

3 005 072

2 783 726

ჰიუსტონი, ტეხასი

1 595 138

1 630 553

ფილადელფია,
პენსილვანია

1 688 210

1 585 577

შან დიეგო,
კალიფორნია

875 538

1 110 549

დეტროიტი, მიჩიგანი

1 203 339

1 027 974

1960-იანი წლებიდან აშშ-ში წამოვიდა სუბურბანიზაციის მეტად საინტერესო და ძლიერი ტენდენცია, რომელიც გარკვეული ხარისხით ყველა განვითარებად ქვეყანაში მიმდინარეობს, მაგრამ აშშ-ში იგი განსაკუთრებული ინტენსივობით და სიძლიერით გამოვლინდა. (სურათი 9, 10). ვინაიდან შუა კლასისათვის ქალაქის პრესტიჟულ უბნებში საცხოვრებლის შეძენა და მაღალი დონის საცხოვრებელი პირობების მოპოვება ეკონომიკურად მიუწვდომელი იყო, 1930 წლიდან შუა კლასის წარმომადგენლებმა მაღალი ინტენსივობით დაიწყეს ქალაქთა გარეუბნებში გადანაცვლება ერთბინიან საცხოვრებელი სახლებში. აღსანიშნავია, რომ ქალაქგარეთ ცხოვრების სურვილი და ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის იდილიისკენ ყოველთვის თან ახლდა ქალაქთა განვითარებას, მაგრამ ავტოტრანსპორტისა და კომუნიკაციის სხვა საშუალებებმა ეს ოცნება რეალობად აქციეს. ამას დაემატა ის ფაქტი, რომ ინდუსტრიალიზაციის პერიოდში მეწარმეებმა საწარმოები ქალაქგარეთ გაიტანეს და ამან სატელიტური ქალაქებისა და მუშათა კლასის ქალაქთა ცენტრში კონცენტრაციის სწრაფ შემცირებას შეუწყო ხელი.

სატრანსპორტო ტექნოლოგიის წინსვლის შედეგად შეიცვალა მიწის მოხმარების სტრუქტურა ქალაქში. ურბანული ქცევა და ქალაქში მოძრაობის ფაქტორები სულ უფრო ნაკლებად დამოკიდებული გახდა მანძილსა და სიშორეზე. მეორე მნიშვნელოვანმა მიღწევამ, რომელიც რკინაბეტონის გამოგონება გახლდათ, საზოგადოებას საშუალება მისცა ცათამბჯენების მშენებლობისა, რამაც სრულიად დააკონკრეტა ქალაქთა ცენტრალური საქმიანი ცენტრის მდებარეობა. მოსახლეობის სიმჭიდროვე ქალაქთა ცენტრებში შემცირდა და მიწის მაღალი ფასების გამო ცენტრალური უბნები ბიზნესმა ჩაიგდო ხელში. მანძილი საცხოვრებელსა და სამსახურს შორის სულ უფრო იზრდებოდა. ჯერ კიდევ XIX საუკუნის დასაწყისში ჯერ პარიზში და შემდგომ ნიუ-იორკში შემოვიდა ტრანსპორტის ახალი საშუალება - ომნიბუსი, რომელშიც ცხენი იყო შებმული, 12 მგზავრს იტევდა და მხოლოდ კონკრეტული მარშრუტებით დადიოდა. შემდეგ განივითარდა საკაბელო ტრანსპორტი, სარკინიგზო ტრანსპორტი და ასე შემდეგ. 1898 წელს კი ბოსტონში შეიქმნა და ხმარებაში შევიდა პირველი მეტრო. 1860 წელს ნიუ-იორკის საზოგადოებრივი ტრანსპორტს უკვე 45 მილიონი მგზავრი გადაჰყავდა წელიწადში.2 XIX საუკუნის ბოლოს ინდუსტრიული ქალაქის სიბინძურეს და ხმაურს მოშორებული პირველი ამერიკელი კომიუტერები იყო ის პირველი სუბურბანული მოსახლეობა, რომელთაც კომმიუტერების შემდგომ სულ უფრო მზარდი რაოდენობა მოჰყვა მთელს მსოფლიოში და გაჩნდა გარეუბნის „საბარბის“ (suburb) ახალი ცნება. ქალაქის საცხოვრებელი უბნების ტერიტორია სულ უფრო გაიშალა და გაფართოვდა, მაგრამ იზრდებოდა იგი იმ სატრანსპორტო საშუალებების ზრდის თანახმად, რომელიც უზრუნველჰყოფდა კომპიუტერთა მოხერხებულ გადაადგილებას სამსახურსა და სახლს შორის. ასეთი უბნები - სატელიტები - ქალაქის ეკონომიკაზე იყო დამოკიდებული და ცალკე მდგომ სხეულად არ აღიქმებოდა.

1900-იანი წლებიდან აშშ-ში განსაკუთრებით სწრაფად დაიწყო ზრდა ქალაქის მოსახლეობამ და 1920 წლისთვის უკვე სოფლის მოსახლეობას გადააჭარბა.

0x01 graphic

სურათი 10. ქალაქი პალმ-სიტი. აშშ. ფლორიდა. განაშენიანებული სუბურბანული ერთბინიანი სახლებით, რომლებიც აგებულია იდენტური პროექტითა და ქარხნული მეთოდით. (წყარო: Kosov, Spiro, 1991, The City Shaped; Urban Pattents and Meanings Thouhout History. Boston, Ntw York, Topronto, London; f Bulfinch Press Book Liitle, Brown and Company).

ამ პერიოდისათვის ორი მნიშვნელოვანი პირობა ჩამოყალიბდა, რომელმაც აშშ-ში ურბანიზაციის შემდგომი დაჩქარება გამოიწვია. ერთი მათგანი იყო ავტომობილის ინდუსტრიის განვითარება; მეორე კი, სოფლის მეურნეობის მექანიზაცია, რომელმაც სოფლის მუშახელის დიდ რაოდენობა უმუშევარი დატოვა და ამ მუშახელის ქალაქისაკენ გადინება განაპირობა სამუშაოს საძებნელად.

ცხრილი 7. აშშ- რურალური მოსახლეობა, 1920-1990. 3

წელი

რურალური მოსახლეობის
რაოდენობა

1920

31 974 000

1930

30 529 000

1940

30 547 000

1950

23 048 000

1960

15 635 000

1970

9 712 000

1980

7 241 000

1990

4 591 000

20-იან წლებში უკვე ამერიკაში ყალიბდება „მეტროპოლიტენი“, რომელიც ცდება ცალკეული ქალაქის მიერ ჩამოყალიბებულ სოციალურ, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ერთობას და მეტი ტერიტორიული ერთეულების ერთობლივ ფუნქციონირებას და კავშირს ემყარება. 20-იანი წლების ბლოს აშშ-ში უკვე ასეთი 96 მეტროპოლიტენი არსებობდა, სადაც იგულისხმება, რომ რამოდენიმე ქალაქი ერთიან სისტემაში ფუნქციონირებს. 1950 წელს აშშ-ს მთავრობამ უკვე შემოიტანა მეტროპოლიტენის ოფიციალური ცნება და მისი საზომი სტატისტიკური ერთეული - ეგრეთ წოდებული სტანდარტული მეტროპოლიტენის სტატისტიკური არეალი (SMSA).

1920 წლისთავის გამოგონილი იქნა კონვეერის მეთოდი, რის შედეგადაც ავტომობილის ფასები სამჯერ შემცირდა. აგრეთვე, ამ პერიოდში გაიზარდა საშუალო ხელფასი და ამ ორმა ფაქტორმა სულ უფრო მეტ ინდივიდს მისცა ავტომობილის ფლობის საშუალება. ავტომფლობელთა მზარდი რიცხვიდან შემოსულმა გადასახადებმა საშუალება მისცა მთავრობას გაეზარდა საავტომობილო გზების ინვესტიციები და აემაღლებინა ტრასებისა და ქუჩების ხარისხი. ავტოტრანსპორტისა და, ზოგადად, ტრანსპორტის განვითარების განვითარებამ კოლოსალური როლი შეასრულა მერტოპოლიტენის განვითარებაში. უკეთესი გზები ამცირებდა გარეუბანი-ქალაქი-გარეუბანი სამოძრაო გზას და ამით საშუალებას აძლევდა გარეუბნებს უფრო მეტად გაშლილიყვნენ ცენტრის საწინააღმდეგო მიმართულებით.

აშშ-ს მთავრობის პოლიტიკა მიზანმიმართულად უწყობდა ხელს სუბურბანიზაციის განვითარებას. მთავრობამ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მეტად დაბალი გადასახადი დააწესა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით კომმიუტერთა მოძრაობა ეკონომიკურად ეფექტური გახადა საშუალო კლასისათვის. 1934 წელს კონგრესმა გაატარა ეროვნული საცხოვრებლის აქტი, რომელმაც ჩამოაყალიბა ფედერალური საცხოვრებლის სამსახური. ამან საშულება მისცა ხარისხიანი საცხოვრებლის მფლობელებს ესარგებლათ ფედერალური მთავრობის მხრიდან იპოთეკური დაზღვევით ბანკის წინაშე. ეს ამცირებდა ბანკების რისკს საცხოვრებლის რეაბილიტაციისა თუ განახლებისათვის სესხის გაცემაში, ამ პოლიტიკამ კაპიტალი მიიზიდა საცხოვრებლის ინდუსტრიაში.

შემდგომი ნაბიჯები გადაიდგა 1937 და 1941 წლებში, რომელსაც მთავრობამ დააწესა საგადასახადო სუბსიდიები უძრავ ქონებაზე, კონკრეტულად ბინის ფლობისა და ქირაობისათვის. 40-იანი წლების შუისათვის 16 მილიონმა ომიდან დაბრუნებულმა ჯარისკაცმა შექმნა უზარმაზარი მოთხოვნა იაფ და ხარისხიან საცხოვრებელზე. 1944 წელს გატარდა სპეციალური საკონონმდებლო აქტი (Readjustment Act), რომელმაც მთელი პაკეტი შეუქმნა ომიდან დაბრუნებულ ჯარისკაცებს განათლების მიღებისა და ბინათმფლობელობისათვის სუბსიდირებული კრედიტების საშუალებით.

1951 წელს ჩამოყალიბდა ეროვნული საიპოთეკო „ფანი მეის ასოციაცია“, რომელმაც მთელი ქვეყნის ტერიტორიზე ასეთი კრედიტი თუ სუბსიდირებული საიპოთეკო სესხების ხელმისაწვდომი გახადა საშუალო შესაძლებლობის მქონე კლასისათვის.

აშშ-ს მთავრობის ამ უმნიშვნელოვანესმა პოლიტიკურმა ნაბიჯებმა უდიდესი ბიძგი მისცა ბინამფლობელობის განვითარებას, განსაკუთრებით კი გარეუბნებში, სადაც მიწის ბაზარი შედარებით იაფია. 1940-60 წლებში აშშ-ს ქალაქთა უმრავლესობაში თეთრკანიანმა შუა კლასმა თითქმის მთლიანად დატოვა ქალაქთა ცენტრალური უბნები და გარეუბნებში გადასახლდა. 1970 წელს კი აშშ უკვე პირველი ერი გახდა მსოფლიოში, სადაც მოსახლეობის უმეტესობა ქალაქგარეთ ცხოვრობდა. ამ უზარმაზარმა ცვლილებამ საზოგადოებაში ქალაქური კულტურის მნიშვნელოვანი ცვლილებანი გამოიწვია. გარეუბნის მოსახლეობა 70-იანი წლებისათვის უკვე ძირითადად შუა კლასის წარმომადგენელი „თეთრსაყელოიანი“ მოსამსახურე კლასი იყო, საკმაოდ ჰეტეროგენული თავისი რასის, ცხოვრების სტილისა და ასაკის მხრივ.

აშშ-ს ურბანიზაციაში კრიტიკული გავლენა მოახდინა 70-იანი წლების დეინდუსტრიალიზაციის პროცესმა, როდესაც აშშ-მ და დასავლეთ ევროპამ ერთად 8 მილიონი სამუშაო ადგილი დაკარგეს. ინდუსტრიული ქალაქების რიცხვი შესაბამისად შემცირდა და შეიცვალა მათი სოციალურ-სივრცითი სტრუქტურის ხასიათი.

1990-იან წლებში წამოვიდა თეორია, რომ ყველა ამერიკული ქალაქი ამჟამად ლოს-ანჯელესის სტილით იზრდება, ანუ მრავალცენტრიანობის პრინციპით, სადაც რამოდენიმე უბნის განვითარება ხდება ცენტრალური ფუნქციებით და არა ერთის. ასეთ ქალაქებს კიდურა ქალაქები (edge cities) ეწოდება და მათი განვითარების პრინციპი სწორედ ქალაქთა ცენტრებიდან მოსახლეობის ემიგრაციას ეფუძნება.

III თავის საკითხავი ლიტერატურა:

ურბანიზაცია:

Shanon, Thomas, Nancy Kleniewski, William Cross. 1997. Urban problems in sociological perspective. Prospect Heights; Waveland press. Pp.1-59.

Levy, John M. 2000. Contemporary Urban Planning. Upper Saddle River; Princeton-Hall, Inc., pp. 7-23.

Яницкий О. Социальные аспекты урбанизации в услловиях НТР. С. 3-50 В кн. Проблемы современной урбанизации. М., “Статистика”, 1973.

განვითარებადი სამყაროს ურბანიზაცია:

Shanon, Thomas, Nancy Kleniewski, William Cross. 1997. Urban problems in sociological perspective. Prospect Heights; Waveland press. Pp. 291-302

Flanagan, William G. 1999. Urban Sociology; Images and Structures. Needham Height. Allyn & Bacon. Pp. 137-178.

Gottdiener, Mark. 1994. The New Urban Sociology. McGrow Hill Inc. pp. 249-271. განვითარებული ქვეყნების ურბანიზაცია:

Shanon, Thomas, Nancy Kleniewski, William Cross. 1997. Urban problems in sociological perspective. Prospect Heights; Waveland press. Pp.185-267.

Levy, John M. 2000. Contemporary Urban Planning. Upper Saddle River; Princeton-Hall, Inc. pp. 7-22; 25-59.

Яницкий О. Урбанизация и рабочий класс в развитых странах - некоторые актуальные вопросы социологических исследований. С. 5-37. В кн. Урбанизация и расслеление трудящихся в условиях капитализма. М., “Прогресс”. 1974.

გლობალიზაცია:

თ. სულუხია. ტრადიციის როლი თანამედროვე ქალაქის გარემოს ფორმირებაში: სოციალურ-ფსიქოლოგირუი ანალიზი. „რქიტექტურა”, 2000 აპრილი, გვ. 7.

თ. სულუხია. თბილისის ქალაქურო გარემო და ახალი ტენდენციები. “ხელოვნება”, 3-4, 1998. გვ. 36-39.

Sassen, Saskia. 1998. Globalization and Its Disconnects. New York; NY Press. Pp.??

Street, John. 1997. Across the Universe: The Limits of Global Popular Culture in Scott, Allan (eds). The Limits of Globalization, London and NY: Routledge. Pp. 175-219.

_______________________

1.ადაპტირებულია შემდეგი წყაროდან: Gottdiener, Mark. 1994. The New Urban Sociology. McGrow Hill Inc. p. 80.

2. Gottdiener, Mark. 1994. Op. Cit., p. 55

3. Flanagan, William G. 1999. Op. Cit., p. 194.

5 თავი 4. თანამედროვე ურბანსოციოლოგია

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ქალაქი და პოლიტეკონომია
არათანაბარი განვითარების თეორია
კლასობრივი კონფლიქტის თეორია
სტროპერი და უოლკერის თეორია
მანუელ კასტელსის თეორია
თანამედროვე სოციოლოგიური მიდგომა
ზრდის მანქანა
სოციალურ-სივრცითი მიდგომა
უტოპისტი ურბანისტები
გეგმარების კრიტიკოსები
რეგიონალიზმის პერსპექტივა
სტრუქტურიზაციის თეორია: ენტონი გიდენსი

5.1 ქალაქი და პოლიტეკონომია

▲ზევით დაბრუნება


მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში კაპიტალიზმისა და გლობალიზაციის ტენდენციებს მზარდი ყურადრება დაეთმო ქალაქთა ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ინტეგრაციასთან დაკავშირებული სოციალური საკითხების წინა პლანზე წამოწევის გზით. აგრეთვე გაიზარდა მეცნიერთა ყურადღება რასიზმის, გენდერული საკითხების, მეტროპოლის განვითარების, უძრავი ქონების ბაზრებში ინვესტიციებისა და რეგიონალური საკითხებისადმი. ეს პროცესი 1970 წლისთვის საბოლოოდ ჩამოყალიბდა და ყველაზე ნიშანდობლივი ის არის, რომ ნაშრომთა უდიდესი ნაწილი მეცნიერებათა სხვადასხვა სფეროებში და განსხვავებულ გეოგრაფიულ რეგიონებში დამუშავდა და მათ საერთო მიმართულება და მახასიათებლები აქვთ. ეს საერთაშორისო ორიენტაცია და ინტელექტუალური მრავალმხრივობა მაინც ვებერის, მარქსის და ენგელსის ნაშრომებში იღებს სათავეს, მათ კაპიტალიზმის ანალიზში და მას სხვაგვარად პოლიტეკონომიური ეწოდება. ჩვენს მიერ I თავში განხილულ კლასიკური ურბანსოციოლოგის საწყისებთან შედარებით ეს წინგადადგმული ნაბიჯი იყო თავისი აქცენტით პოლიტიკური და ეკონომიკური წანამძღვრებისადმი. სოციოლოგებმა თავის მხრივ აიტაცეს და განავითარეს პოლიტიკური ეკონომიის მიდგომა, მაგრამ თანამედროვე პოლიტეკონომიისა და ქალაქის მიმართების ანალიზისათვის აუცილებელია მარქსის, ენგელსის და ვებერის თეორიათა განხილვა.

თუმც კი, მარქსის მიდგომის კუთხე არასოდეს ყოფილა ქალაქი და ურბანული პროცესები, 1970-იან წლებში ურბანული თეორეტიკოსების შრომებს მარქსის იდეები დაედო საფუძვლად. ეს მიდგომა აკრიტიკებდა კლასიკურ ურბანსოციოლოგიასა და ეკოლოგიას და ემხრობოდა მარქსის აზრს, იმის შესახებ, რომ საზოგადოების განვითარების პროცესებს საფუძვლად უდევს ეკონომიკური ფაქტორები, და არა როგორც კლასიკოსმა ურბანსოციოლოგები გვთავაზობენ - ქალაქის ზომა, სიმჭიდროვე და ჰეტეროგენულობა. კლასიკურმა სოციოლოგებმა მარქსმა და ვებერმა მიმართეს ისტორიული ანალიზს სოციალური განვითარების ზოგადი კანონების გამოსაკვლევად. მათ დაასკვნეს, რომ საზოგადოება ვითარდება ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ინტეგრირებული სისტემის გარშემო. მარქსი ძირითადად ეკონომიკურ ფაქტორებს ეყრდნობოდა, ვებერი კი პოლიტიკურსა და კულტურულს, როდესაც ხსნიდნენ საზოგადოების ქცევასა და სოციალურ ისტორიას. მარქსის ფუნდამენტური ნაშრომი „კაპიტალი“ 1867 წელს დაიწერა და გარკვეულწილად იხილავდა ქალაქის ხასიათს, ვებერის „ეკონომიკა და საზოგადოება“ დაწერილი 1880 წელს კი, მეტად იხილავდა ქალაქის საკითხებს. მარქსმა და ვებერმა გვაჩვენეს ის თუ როგორ ვითარდებოდა საზოგადოებრივი ორგანიზაციის (ფეოდალიზმისა თუ კაპიტალიზმის) ფორმა სივრცის ფორმაციასთან მიმართება და ამ ფორმაციაში მოქმედი სოციალური ურთიერთობების საშუალებით.

ისტორიული პერიოდიდან გამომდინარე ისინი ძირითადად იხილავდნენ ფეოდალურ ქალაქს და მის ურთიერთობებს. შემდგომში, ფრიდრიხ ენგელსმა ეს მიდგომა კაპიტალისტური და ინდუსტრიული ქალაქთან მიმართებაში გააღრმავა. მისი თეორია ძირითადად ინგლისის ქალაქ მანჩესტერის მაგალითზე დაყრდნობით განვითარდა, რადგან იგი კაპიტალისტური ინდუსტრიული ქალაქის მაგალითს წარმოადგენდა, რომელიც სწორედ ინდუსტრიალიზაცასთან ერთად აღმოცენდა და არ გააჩნდა ხანგრძლივი ისტორიული წარსული, როგორიც მაგალითად ლონდონს. ენგელსმა რამოდენიმე ძირითადი პოსტულატი ჩამოაყალიბა. უპირველეს ყოვლისა ის, რომ ქალაქი არის ფულისა და მუშა-ხელის კონცენტრაციის ადგილი. მეორე, რომ როდესაც ქალაქი ვითარდება, ინვესტიციები ცენტრიდან პერიფერიისაკენ გადაადგილდება. მესამე, მან ყურადღება გაამახვილა იმ სოციალურ პრობლემებზე, რომელიც ტრადიციული საზოგადოების რღვევას და ახალზე გადასვლას მოჰყვება: მათხოვრობა, სიღარიბე, პროსტიტუცია, ალკოჰოლიზმი, კრიმინოგენული სიტუაციის ზრდა და სხვა. გარდა ამისა, მან გამოავლინა, რომ კაპიტალიზმი შობდა კლასების სივრცით იზოლაციას და ხელს უწყობდა უთანასწორობის განვითარებას.

პოლიტეკონომია სწავლობს ბაზარზე ორიენტირებული ეკონომიკური ცვლილებების მოდელებს, მასში ძირითადი ყურადღება ეთმობა დაბალშემოსავლიან და მაღალშემოსავლიან კლასებს შორის ურთიერთობებს, გლობალურ ეკონომიკურ სისტემაშია თავმოყრილი. ეს მიდგომა ხსნის უფრო მდიდარი ეკონომიკისა და პოლიტიკური წყობის ქვეყნების დომინირებას შედარებით დაბალგანვითარებად ერებსა და ქვეყნებზე. პოლიტეკონომია აგრეთვე სწავლობს თუ როგორ შეესაბამება პოლიტიკური გადაწყვეტილებები და სოციალური პოლიტიკა კონკრეტული ეკონომიკური ინტერესების მქონე კლასებს. როგორ შეუძლია მას მიანიჭოს ან წაართვას შესაძლებლობები სხვადასხვა ინტერესების მატარებელ ჯგუფებს კონკურენციის პროცესში. პოლიტეკონომიის ძირითადი შეკითხვა, რომელიც ეხება იმას, თუ ვინ სარგებლობს ამა თუ იმ პოლიტიკიდან.გამომდინარეობს სწორედ მარქსის თეორიიდან.1

დამატებითი ცვლილება თანამედროვე ურბანსოციოლოგიაში მოიტანა კაპიტალიზმის, როგორც სოციალურ-ეკონომიკური სისტემისადმი მზარდმა ინტერესმა და მისმა შესწავლამ. თუ ადრე, განსაკუთრებით 1970 წლამდე კონკრეტულ ურბანულ პროცესებსა და მოვლენებს ხშირად ცალკეულ ინდივიდთა ნება-სურვილით ხსნიდნენ, დღეს თვით ეს სურვილები საბაზრო მოთხოვნისა და მოწოდების პრინციპებით აიხსნება. მაგალითად, თუ განვიხილავთ იმ ფაქტს, რომ ცალკეულმა ინდივიდმა თავისი სურვილით ქალაქური ბინიდან სუბურბანულ კერძო ერთბინიან საცხოვრებელ სახლში გადასვლა გადაწყვიტა საცხოვრებლად, ამის მიზეზი სწორედ სუბურბანიზაციის პროცესის ეკონომიკური და სოციალური პირობები და საბაზრო პროცესები გვევლინება. ადამიანთა და გარემოს ურთიერთობაში ინდივიდუალურ ქცევისა და არჩევანს თანამედროვე სოციოლოგია საბაზრო პროცესების კუთხით უდგება და მოთხოვნა-მოწოდების სტატუსით ხსნის. საბაზრო პროცესების უდიდესი როლი კიდევ უფრო წარმოაჩინა სოციალისტური სამყაროს დაცემამ და მსოფლიოში კაპიტალიზმის, როგორც ეკონომიკურ-პოლიტიკური სისტემის სრულმა მონოპოლიამ.

პოლიტეკონომიის მიმართება ქალაქში მიდინარე პროცესებთან მიმართებაში იმ კუთხით არის მნიშვნელოვანი, რომ მას სჯერა პოლიტიკური გადაწყვეტილებების უნარისა, მიანიჭონ ან წაართვან ამა თუ იმ სოციალურ ჯგუფებს პირობები ქალაქში მათი ცხოვრების, მოღვაწეობის, სივრცითი განლაგებასთან მიმართებაში, ისევე როგორც არსებულ რესურსებთან მიმართებაში.

1960 წლებიდან მარქსის თეორიას მზარდი ყურადრება დაეთმო ევროპაში, განსაკუთრებით კი საფრანგეთში. ფილოსოფოსმა ჰენრი ლეფევრმა (Henry Lefevre) (სურათი 11). მარქსისა და ენგელსის ნაშრომებიდან ამოატივტივა პოლიტიკური ეკონომიის თემა ქალაქის განვითარებასთან მიმართებაში. მან ქალაქის თეორიაში დაამკვიდრა ახალი ეკონომიკური კატეგორიები: მოგება, ინვესტიცია, ქირა, ხელფასი, და ასე შემდეგ, რომლებიც მისი თეორიის მიხედვით ქალაქის განვითარების უმნიშველოვანესი კომპონენტებია. ლეფევრმა აგრეთვე შემოიტანა ახალი მიდგომა სივრცისადმი, როგორც სოციალური ოპრგანიზაციის კომპონენტისადმი. მან განაცხადა, რომ სოციალური ურთიერთობები თვითონ ახდენს გავლენას სივრცის ფორმირების პროცესზე. მან დააკონკრეტა, რომ ეს განსაზღვრება უკუქმედებითია: სივრცე გავლენას ახდენს ქცევაზე, და აგრეთვე წარმოადგენს ქმედების შედეგს.

ლეფევრის შემოქმედების მნიშვენელობა იმითაც განისაზღვრება, რომ მან განიხილა მმართველობის როლი ქალაქის განვითარებასა და ქალაქური პროცესების მიმართვაში.3 სახელმწიფო იყენებს სივრცეს სოციალური კონტროლის მიზნით: ფლობს და ადმინისტრირებს მიწას, აკანონებს და აგროვებს გადასახადებს, ფლობს ისეთ სერვისებს როგორიცაა სახანძრო, წყლის მიწოდება, და სხვა, ანუ სახელმწიფო მმართველობის როგორც ქალაქმაფორმირებელი ფაქტორის როლი მეტად დიდია. ლეფევრის თეორიამ ერთის მხრივ, და კლასიკოსების - მარქსის, ვებერის, და ენგელსის თეორიამ მეორეს მხრივ, უდიდესი გავლენა მოახდინა თანამედროვე ურბანული თეორიის შემდგომ განვითარებაზე.

______????????????????

?

1.??????????????????????1999.???????????????????????????????????????????????????????????????????????????????????

?

2.??????????am, Jessica Kuper. (eds.) 1999. The Social Science Encyclopedia. London and New York; Routledge. p. 627.

3. Gottdiener, Mark. 1994. The New Urban Sociology. McGrow Hill Inc. p. 127.

5.2 არათანაბარი განვითარების თეორია

▲ზევით დაბრუნება


პოლიტეკონომია კაპიტალის აკუმულაციას ქალაქის გარემოს განვითარებაში უმნიშვნელოვანეს კომპონენტად მიიჩნევს. ინვესტიციები წარმოადგენს იმ ძირითად ძალას, რომელიც ქალაქის გარემოს ხარისხობრივ გაუმჯობესებას განაპირობებს. კაპიტალის ინვესტიციებით იქმნება არა მარტო სამუშაო ადგილები, არამედ საგადასახადო შემოსავლები, რომლებიც გამოიყენება უბნების მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ადგილობრივი მმართველობის მიერ. სწორედ ესაა არათანაბარი განვითარების საფუძველი - შედარებით მდიდარი უბნები იღებენ მეტ ინვესტიციებს და უფრო სწრაფად ვითარდებიან.

0x01 graphic

სურათი 11. ჰენრი ლეფევრი

0x01 graphic

სურათი 12. სენტ ლუისში პრუიტ-აიგოს საცხოვრებელი მასივის აფეთქება 1972 წელს

გარდა ამისა, დიდ განსხვავებას ქმნის მაღალშემოსავლიანი და დაბალშემოსავლიანი ინდივიდების მიერ შეტანილი წვლილი გარემოს მახასიათებელი ნიშნების ფორმირებაში. მდიდარი მეტ ფულს ხარჯავს თავის უბანში და მეტი წვლილი შეაღწევს ადგილობრივ ბიუჯეტში ვიდრე ეს დაბალშემოსავლიან მოსახლეობას შეუძლია.

მსოფლიო ფინანსური კაპიტალი დღეს განსაკუთრებით მობილურია და საშუალებას იძლევა იგი დაბანდებული იქნას ქალაქის, ქვეყნისა თუ მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას, სადაც მან ყველაზე დიდი მოგება შეიძლება მიიღოს.1 შესაბამისად, ღარიბ უბნებში მაღალი მოგების შესაძლებლობა დაბალია და კაპიტალის მობილურობა საბოლოო შანსს ართმევს ღარიბ უბნებს მიიზიდონ ან შეაკავონ თავისთან კაპიტალდაბანდებები.

ეკონომიკური ზრდა არის ეროვნული შემოსავლის ზრდა. ან გამომუშავებული პროდუქციის ან სერვისის წილის ზრდა ერთ სულ მოსახლეზე, რომელიც იზომება მთლიანი ეროვნული პროდუქტით. ეკონომიკური ზრდა არ ნიშნავს აუცილებლად ამ მატების თანაბრად გადანაწილებას მოსახლეობაზე2. ეკონომიკის ზრდისთვის აუცილებელია ინვესტიციები ეკონომიკური ინფრასტრუქტურაში, განათლებაში და სხვა სფეროებში. მაგალითად აშშ-ში XIX საუკუნეში რკინიგზასა და ტელეგრაფში ჩადებულმა ინვესტიციებმა განსაზღვრეს ქვეყნის ეფექტური ეკონომიკური ზრდა. მეორე მხრივ, ეკონომიკური ზრდა არ ნიშნავს მდგრად განვითარებას. იგი ისეთ პოლიტიკაზეა დაფუძნებული, რომელიც ინარჩუნებს და აფართოებს ბუნებრივი გარემოს რესურსების ბაზას და ასევე მეტნაკლებად ტოლფასად ანაწილებს ზრდას ზრდის შედეგებს მოსახლეობაზე. ეკონომიკური განვითარება მჭიდროდ არის გადაჯაჭვული ქალაქის განვითარებასთან. 1945 წლიდან ეროვნული შემოსავლის ზრდა მიღებული იყო ეკონომიკური განვითარების ინდიკატორად. შემდგომ შეამჩნიეს, რომ ეკონომიკური განვითარება და ეკონომიკური ზრდა განსხვავებული ცნებებია და იმ შემთხვევაში თუ რა ხდება ეკონომიკური სიკეთის თანაბრად გადანაწილება საზოგადოებაში და სოციალური თანასწორუფლებიანობის მიღწევა. ეკონომიკური ზრდა ვერ უზრუნველყოფს ეკონომიკურ განვითარებას. ეკონომიკური განვითაერა უკავშირდება სიღარიბის აღმოფხვრას. როდესაც ეკონომიკური ზრდისთვის ეს არ არის აუცილებელი ფაქტორი. ეკონომიკური განვითარების ინდიკატორები გამყარებულია სოციალური პირობების გაუმჯობესების ინდიკატორებით: სასმელი წყლის ხარისხი, საკვების შემცველობა, საცხოვრებლის ხარისხის გაუმჯობესება, ტანსაცმლისა და პირველადი მოხმარების საგნების მოხმარების. განათლების შესაძლებლობებითა და სხვა პირობების გაუმჯობესებით ძირითადად ეს პროცესები ასე შეგვიძლია შევაჯამოთ: ეროვნულ ხარჯებში ინვესტიციების წილის ზრდა, რომელის ზრდის კაპიტალდაბანდებებს ერთ სულ მოსახლეზე. 2. ეროვნული პროდუქციის სტრუქტურის დივერსიფიკაცია, როგორც ინდუსტრია, სერვისები და სხვა. სადაც სოფლის მეურნეობის წილი თანდათან იკლებს. 3. საგარეო ვაჭრობის ზრდა. 4. მთავრობის ბიუჯეტის ზრდა. 5. მოსახლეობის რაოდენობროივი ზრდა, სიკვდილიანობის წილის შემცირება და სხვა პოზიტიური დემოგრაფიული ცვლილებები. 6. ურბანული მოსახლეობის ზრდა. 7. განათლების წილის ზრდა მოსახლეობაში ეკონომიკური ზრდის კონცეპტუალიზაცია შეიძლება კაპიტალის აკუმულირების ინდუსტრიალიზაცია. მმართველობის გაუმჯობესების. ურბანიზაციის, განათლების ხელმისაწვდომობის და ხარისხის ზრდის პროცესში.

თუმც კი, კოლონიალიზმი დღეს უკვე აღარ არის აქტუალური საკითხი, კოლონიალური ქვეყნების ურბანიზაციას დღემდე შემორჩა ის პოლიტიკური და ეკონომიკური მახასიათებლები, რომლებიც ადრე ახასიათებდა. პოლიტეკონომია ასხვავებს ეკონომიკურ ზრდას ეკონომიკური განვითარებისაგან და აცხადებს, რომ ხშირ შემთხვევაში ხდება პერიფერიული სისტემის ქვეყნების ეკონომიკური ზრდა და არა ეკონომიკური განვითარება, რომელიც ნიშნავს მოსახლეობის ფართო მასებზე სარგებლის გადანაწილებას და არა მის თავმოყრას კონკრეტულ მცირე ტერიტორიაზე ან ჯგუფში. ასეთ მიმართებას ეკონომიკური ზრდისა და განვითარების მიმართ პოლიტეკონომია იმით ხსნის, რომ კოლონიალური ქვეყნებში სიმდიდრის თავმოყრა ხდება მხოლოდ ურბანულ ცენტრებში: კერძო და სახელმწიფო ინვესტიციების ჩადება მხოლოდ ქალაქში იზრდება და აუმჯობესებს ქალაქური ცხოვრების პირობებს. ამით იზრდება სხვაობა და კონფლიქტი რურალურსა და ურბანულს შორის. იგივე პრინციპით, ღრმავდება არაპროპორციულობა ცენტრალური ქალაქებისა და მეორადი ქალაქების განვითარებაში: მოდერნიზაცია - ანუ განათლების სისტემის დახვეწა, სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება და სხვა პროგრესული პროცესები ძირითადად მაღალი ტემპით მხოლოდ დედაქალაქებში მიმდინარეობს. შესაბამისად, თუმც კი ხდება ქალაქთა ეკონომიკური ზრდა, ეს ქვეყნები სოფლის სიღარიბის ზრდის გამო ვერ აღწევენ ეკონომიკურ განვითარებას.

______?????????????????????

?

1.?????????????????1998.?????????????????????????????????????New York; NY Press.

2. Kuper, Adam, Jessica Kuper. (eds.) 1999. Op. Cit., p. 219

3. Kuper, Adam, Jessica Kuper. (eds.) 1999. p. 213.

5.3 კლასობრივი კონფლიქტის თეორია

▲ზევით დაბრუნება


კლასობრივი კონფლიქტის თეორია ურბანულ განვითარებაში შემოტანილი იქნა ეკონომისტ დევიდ გორდონის (David Gordon) მიერ.1 მან შემოგვთავაზა, რომ კაპიტალისტთა მიერ თავისი ქარხნების ადგილმდებარეობის არჩევანი არა მარტო ეკონომიკური პირობებით იყო ნაკარნახევი, არამედ პოლიტიკურითაც, მაგალითად მუშათა კლასის გარკვეული კონცენტრაციების შესაქმნელად ურბანულ სივრცეში. მან შეისწავლა ისტორიული ფაქტები და მიუთითა რომ XX საუკუნის დასაწყისიდან ბიზნესის მფლობელნი ქარხნების და სტრატეგიული წარმოების განლაგებას ხშირად მიმართავდნენ იმ კუთხით, რომ შეემცირებინათ გაფიცვათა და სხვა არასასურველი პროცესების რიცხვი - მუშათა კლასის არასასურველი კონფენტრაცია ხშირად შემცირებული იყო საწარმოს გადატანით ახალ ადგილას - ქალაქის გარეუბანში ან ახალ ქალაქში. კლასობრივი კონფლიქტი ქალაქის განვითარების თანმხლები პროცესია. მაღალშემოსავლიან კლასს აქვს კაპიტალი და ძალაუფლება და შესაბამისად საშუალება შეცვალოს სივრცის სტრუქტურა, დაბალშემოსავლიან კლასს კი არა აქვს ასეთი საშუალება, მაგრამ აქვს კონკრეტული ინტერესები და შეხედულება იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა შეიცვალოს სივრცე. ამიტომ, მათი ურთიერთობა ხშირად კონფლიქტურად გამოიხატება ქალაქის სივრცეში.

_______________________

1. Shanon, Thomas, Nancy Kleniewski, William Cross. 1997. Urban problems in sociological perspective. Prospect Heights; Waveland press. p. 27.

5.4 სტროპერი და უოლკერის თეორია

▲ზევით დაბრუნება


ორმა გეოგრაფმა - მაიკლ სტროპერმა (Michael Stropper) და დევიდ უოლკერმა (David Walker) განავრცეს გორდონის თეორია. მათ აზიაში წარმოების გადატანა და მაღალი კონცენტრაცია სწორედ ადგილობრივი მუშა-ხელის კონკრეტული მახასითებლებით ახსნეს.1 მათ აღნიშნეს, რომ ეკონომიკურ ფაქტორებთან ერთად მუშახელის დამახასიათებელი ნიშნები ამ ქვეყნებში მიმზიდველი აღმოჩნდა დასავლური ბიზნესის მეპატრონეთათვის. მაგალითად, საფეიქრო წარმოებაში მდედრობითი სქესის ახალგაზრდა დაუოჯახებელი ქალებია დასაქმებული, რომლებიც მათი საზოგადოების პატრიარქალური ხასიათით და საზოგადოებაში ქალის არსებული როლიდან გამომდინარე მუდმივი მორჩილებისა და შეგუების ტრადიციის გავლენით მეტად იოლი სამართავი ძალაა ბიზნესის მენეჯმენტისათვის. 1970 წლიდან განვითარებულმა ქვეყნებმა ბიზნესის განვითარებად ქვეყნებში გადანაცვლების გამო 8 მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი დაკარგა, მაშინ როდესაც ლათინურმა ამერიკამ და აზიამ 6 მილიონი სამუშაო ადგილი შეიძინა.2 შშ-ში საათობრივი ანაზღაურება მუშის საშუალოდ 6-ჯერ მაღალია ვიდრე კორეაში და 20-ჯერ მაღალია ვიდრე ინდოეთში. ამიტომ არ არის გასაკვირი გლობალური კაპიტალის დაინტერესება ამ ქვეყნებში ინვესტიციებით.

სტროპერისა და უოლკერის ტრადიციონალური მარქსისტული ორიენტაციის არასრულყოფილება მდგომარეობს ეკონომიკური ფაქტორებით შემოფარგვლაში და სხვა სოციალური ასპექტებისადმი გულგრილი დამოკიდებულებიდან. უდავოა, რომ მუშახელი არის მთავარი მიზეზი წარმოების გადატანისა ნაკლებად განვითარებად ქვეყნებში, მაგრამ ზემოთ მოყვანილი თეორია ვერ ხსნის განვითარებულ ქვეყნებში მრავალეროვნული კომპანიების მაღალ კონცენტრაციას, სადაც ხელფასები ყველაზე მაღალია. ზემოთ მოყვანილი თეორია გვერდს უვლის ისეთ ფაქტორებს როგორიცაა მთავრობისა და პოლიტიკური წყობის სტაბილურობა, ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი კანონმდებლობა და სხვა ასპექტები, რომლის გავლენით უდიდესი ფირმები კონცენტრირებულია აშშ-ში, იაპონიაში, გერმანიაში და სხვა მაღალგანვითარებულ ქვეყნებში.

_______________________

1.Gottdiener, Mark. 1994. Op. Cit., p. 130.

2.Gottdiener, Mark. 1994. Op. Cit., p. 128

5.5 მანუელ კასტელსის თეორია

▲ზევით დაბრუნება


საინტერესოა სოციოლოგი მანუელ კასტელსის (Manuel Castells) თეორია, რომელმაც გაიზიარა მარქსისა და ლეფევრის მიღწევები, გააკრიტიკა ისინი და სრულიად ახალი მიდგომა შეიმუშავა. მისი თეორიით არ შეიძლება ქალაქის კონტექსტმა წარმოშვას სოციალური ურთიერთობების - ურბანიზმის სპეციფიკური სისტემა, არამედ გარემოს აყალიბებს კაპიტალისტური ინდუსტრიალიზაცია და ეკონომიკური პროცესები. მისი ყურადღება სოციალური კეთილდღეობის პროგრამებზე შეჩერდა, როგორიცაა უმუშევრების დაზღვევა, სუბსიდიები დაბალშემოსავლიანი საცხოვრებლისათვის, და ადგილობრივი მთავრობის როლი ამ პროგრამების განხორციელებაში. კასტელსმა მთავრობის როლი წამოწია კაპიტალისტთა კლასის როლის სიმაღლეზე ქალაქის სივრცეში რესურსების გადანაწილების პროცესში. კასტელის თეორიის პოპულარობა რამდენიმე ათეული წელი გაგრძელდა სანამ 1970-იან წლებში არ მოხდა მრავალ ქვეყანაში სუბსიდირებული პროგრამების კლება და სოციალური პრობლემატიკის გადატანა სამუშაო ადგილების შექმნის გარშემო.

5.6 თანამედროვე სოციოლოგიური მიდგომა

▲ზევით დაბრუნება


დღეს გვაქვს ორი ძირითადი თანამედროვე სოციოლოგიური მიდგომა: ზრდის მანქანა (growth machine) და სოციალურ-სივრცითი მიდგომა.1

_______________________

1. Gottdiener, Mark. 1994. Op. Cit.. p. 138.

5.7 ზრდის მანქანა

▲ზევით დაბრუნება


ეს მიდგომა ასოცირებულია ჰარვეი მოლოტჩის (Harvey Molotch) და ჯონ ლოგანის (John Logan) სახელებთან და მათ ურთიერთთანამშრომლობასთან. მოლოტჩი დაუკმაყოფილებელი იყო ტრადიციული ეკოლოგიური მიდგომით და შთაბერილი იყო იმ სულით, რომელიც ურბანისტების ლეფევრისა და კალტელსის ნაშრომებშია წარმოდგენილი. მოლოტჩის მიხედვით ურბანული ცვლილებები მოიცავს უძრავი ქონების დეველოპერების (developers) მოქმედებებს, რომლებიც ჯერ კიდევ მარქსის თეორიის მიხედვით ცალკე ურბანულ კლასს - რენტერებს (renters) წარმოადგენენ.1 ეს ის კლასია, რომელიც ამზადებს მიწას ახალი განვითარების პროექტებისათვის, ანუ დეველოპმენტისათვის (development projects) და მათი აქტიურობა განაპირობებს უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას.

მოლოტჩის მიხედვით, რენტერების კლასის ინტერესები ხშირად თანხვდება ადგილობრივი მთავრობისას, რადგან მთავრობას სჭირდება საგადასახადო შემოსავლები, რომლებიც სწორედ ამა თუ იმ ბიზნესის თუ პროექტის განხირცეიელების შედეგად შედის ბიუჯეტში. უძრავი ქონების ბაზრის გაძლიერებას მოაქვს ქალაქისა და მთავრობისათვის შემოსავლების ზრდა, რომელიც თავის მხრივ მოსახელობის კეთილდღეობას და უბნის კეთილმოწყობას უნდა მოხმარდეს. მოლოტჩის ასოციაცია ასეთია: ქალაქი ზრდის მანქანაა, რომელიც წინ მიდის იმის წყალობით, რომ მას წინ მიუძღვება ქალაქის გარემოს ხარისხის გაუმჯობესების ამოცანა და ზურგიდან აწვება რენტერების პოექტები. ადგილობრივი პოლიტიკა არის სწორედ ის სფერო, რომელმაც შეიძლება ხელი შეუწყოს ან შეუშალოს ზრდის მანქანის ასეთ წინსვლას.

____________________

1. Gottdiener, Mark. 1994Op. Cit., p. 138.

5.8 სოციალურ-სივრცითი მიდგომა

▲ზევით დაბრუნება


ეს მიდგომა ეყრდნობა როგორც ტრადიციულ ეკოლოგიას, ასევე პოლიტეკონომიას. იგი მოიცავს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ფაქტორების ინტეგრაციას, როგორც სივრცითი მოვლენების ახსნის ერთადერთ სრულყოფილ მეთოდს. გარდა ამისა მთავრობის როლი მიჩნეულია როგორც უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ქალაქის განვითარებაში, ტრადიციული ურბან ეკოლოგიისაგან განსხვავებით, რომელიც სრულიად იგნორირებს მთავრობის როლს ქალაქის ზრდაში ან მხოლოდ ეკონომიკური ინტერესებით შემოფარგლავს მას. სოციალურ-სივრცითი მიდგომა კი მჭიდროდ უკავშირებს მთავრობას პოლიტიკას და უძრავი ქონების ბაზრებს. აგრეთვე, სოციალურ-სივრცითი მიდგომა ყურადღებას ამახვილებს კულტურულ მემკვიდრეობითობაზე და ორიენტაცია ქალაქური ცხოვრების ჩამოყალიბებული ფორმების ახსნისაკენ გადააქვს. დღეს, როდესაც მცირედი განსახლებული ადგილებიც კი შეიძლება უკავშირდებოდეს მრავალეროვანი კორპორაციების და ფინანსური ინსტიტუტების საქმიანობას და გლობალიზაციის შედეგები სულ უფრო აშკარაა, სოციალურ-სივრცითი მიდგომა ცდილობს ადგილობრივი და ინტერნაციონალური ფაქტორების ურთიერთასახვა და კავშირი გამონახოს.

სოციალურ-სივრცითი მიდგომა ყურადღებას ამახვილებს ადამიანურ განზომილებაზე. იგი არკვევს, თუ ვინ არიან მოქმედი პირნი და როგორ იქცევიან ისინი ქალაქის ზრდასთან მიმართებაში. აგრეთვე, ინტერესები იყოფა პირად და ინსტიტუციონალურ ინტერესებად ეკონომიკური ბიძგის გამომწვევ ზრდის ფაქტორებთან და მათ როლებთან მიმართებაში. მაგალითად, ასეთი როლები შეგვიძლია გამოვყოთ: უძრავი ქონების გადამყიდველები; დეველოპერები, რომლებიც ყიდულობენ მიწას, აგეგმარებენ და აშენებენ მომგებიან სტრუქტურებს; ბინათმფლობელნი, ვინც ინვესტიციებს დებენ საკუთარ ქონებაში; ადგილობრივი პოლიტიკოსები, რომელთა მოღვაწეობის ეფექტურობა უძრავი ქონების ბაზრის წარმატებულობის ხარისხს უკავშირდება: კომპანიები, რომლებიც ხელს უწყობენ უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას - ფინანსური ინსტიტუტები, საინვესტიციო ფონდები და სხვა, ანუ სტრუქტურა, რომელიც მიზანმიმართულად უწყობს ხელს კაპიტალის მოძრაობას.1

სოციალურ-სივრცითი მიდგომა განიხილავს მეტროპოლიტენის ზრდას როგორც საქმიანი გარიგებების და თანმხვედრი ინტერესების შედეგს, ვიდრე უკონფლიქტო ურთიერთობათა პროდუქტს. დეველოპერები მოლაპარაკებებს აწარმოებენ პოლიტიკოსებთან, მოქალაქეთა ჯგუფებთან, რელიგიურ ორგანიზაციებთან, რომელთაც მივყავვართ სოციალურად კონსტრუირებული გარემოს ფორმირებისაკენ, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ზრდის კავშირების ქსელს, ვიდრე მონოლითურ სხეულს, როგორც ამას ზრდის მანქანის თეორია გვთავაზობს.

სოციალურ-სივრცითი მიდგომისათვის გლობალური ეკონომიკის მნიშვნელობა განუზომელია. კაპიტალის მობილურობა, შრომის საერთაშორისო განაწილება და სხვა გლობალური პროცესები არის დეტერმინანტი ურბანული ზრდისა. 1970-იან წლებში გლობალურ ეკონომიკაში მომხდარმა უმნიშვნელოვანესმა ცვლილებებმა უდიდესი გავლენა მოახდინა მსოფლიოს ურბანულ განვითარებაზე. მაგალითად განვითარებად ქვეყნებში ამის შედეგად გაიზარდა სამუშაო ადგილების რაოდენობა, რამაც თავის მხრივ იმოქმედა ქალაქური პროცესების მიმდინარეობაზე, ქალაქურ ურთიერთობებზე, და ზოგადად ქალაქის ხასითსა და სოციალურ-სივრცით კონტექსტზე.2

შეჯამების სახით, სოციალურ-სივრცითი პერსპექტივა განსხვავდება სხვა წანამორბედი სოციოლოგიური მიდგომისაგან. მისი ძირითადი უპირატესობა მდგომარეობს ფაქტორთა ერთობლიობაზე და ინტეგრირებულობაზე ყურადღების გამახვილებით, ვიდრე რომელიმე ცალკე არსებულ ფაქტორზე, როგორც წინა თეორიებს ჰქონდათ პრაქტიკაში. სოციალურ-სივრცითმა პერსპექტივამ ძირითადად ყურადღება მიაპყრო უძრავი ქონების ბაზრის როლს, ინვესტიციების აკუმულირებას, ურბანული პოლიტიკის როლს, კულტურული ფაქტორების მნიშვნელობას გლობალურ სამყაროში, ისევე როგორც გლობალიზაციის სხვა ფაქტორებს. თანამედროვე ურბანსოციოლოგია სწორედ სოციალურ-სივრცით პერსპექტივას ეყრდნობა აღიარებს რა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ფაქტორების ტოლფას მნიშვნელობას ქალაქთა განვითარებაში.

_______________________

1.Gottdiener, Mark. 1994. Op. Cit., p. 142.

2.Shanon, Thomas, Nancy Kleniewski, William Cross. 1997. Op. Cit., p. 46.

5.9 უტოპისტი ურბანისტები: ჰოვარდი, კორბუზიე, რაიტი

▲ზევით დაბრუნება


ურბანსოციოლოგიის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა უტოპისტების ნაშრომებმა. უტოპისტური მწერლობის ყველაზე ადრეულ ნაშრომად პლატონის „რესპუბლიკა“ უნდა მივიჩნიოთ, თუმც კი ყველაზე ცნობილია თომას მორის (Thomas Moore) „უტოპია“. XIX საუკუნეში, როდესაც ინდუსტრიალიზაციის და ურბანიზაციის “საფრთხე” წამოვიდა როგორც მეცნიერთა ძირითადი სოციალური საწუხარი, ალტერნატიული ურბანული გარემოს ძიება უტოპისტების ძირითადი საზრუნავი გახდა და გაჩნდა ახალი სქემები, მანიფესტები და ქალაქის მოწყობის კონცეფციები. ასეთებია ებენეზერ ჰოვარდის, (Ebenezer Hovard) ლე კორბუზიეს, (Le Corbuzier) და ფრენკ ლოიდ რაიტის, (Frank Lloyd Wright) ქალაქ-ბაღის, გასხივოსნებული ქალაქისა და ვრცელი ქალაქის (Broadacre City) კონცეფციები.

ებენეზერ ჰოვარდი საუკუნის მიჯნაზე ცხოვრობდა ინგლისში და მისი რეაქცია ურბანიზაციის სწრაფი პორცესის მიმართ იყო ისეთი მოდელის შემუშავება, სადაც ადამიანის ცხოვრება მშვენიერი და მშვიდი იქნებოდა. ჰოვარდისთვის ქალაქი იყო ეკონომიკური ზრდის ნაყოფი, მაგრამ ცუდი ადგილი საცხოვრებლად. სოფელს მისი შეხედულებით ჰქონდა სწორედ ის ორგანული ჰარმონია, რომელიც აკლდა ქალაქს, მაგრამ ამავე დროს ჰქონდა შეზღუდული ეკონომიკური შესაძლებლობები1. ამიტომ ჰოვარდმა თავის მიდგომაში შეაჯვარა ეს ორი სისტემა და შეიმუშავა მოდელი, რომელიც ითვალისწინებდა ინდუსტრიული ობიექტების გატანას ქალაქიდან ახალ ადგილებზე, და მათ გარშემო საცხოვრებელი ქალაქ-ბაღების განლაგებას, სადაც დასახლდებოდა ამ ინდუსტრიულ ობიექტებში დასაქმებული მოსახლეობა. ამ მოდელის გავლენით, რომელიც თეორიულად აერთიანებდა ქალაქის ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და სოფლის ეკოლოგიური და მშვიდი საცხოვრებელ გარემოს უპირატესობებს, ასეულობით ქალაქი აშენდა ბრიტანეთში, აშშ-ში და რუსეთშიც კი.

ფრანგმა არქიტექტორმა ლე კორბუზიემ (1887-1965), რომელიც არქიტექტურაში გერმანელ ვალტერ გროპიუსთან და ამერიკელ მის ვან-დერ როესთან ერთად ინტერნაციონალური სტილის მამამთავრად ითვლება, შეიმუშავა ქალაქის ახლებური მოდელები, რომელიც მთელს მსოფლიოში გახდა ცნობილი. მისი თეორიიდან გამომდინარე, არქიტექტურამ და ქალაქგეგმარებამ სახლს შეხედა როგორც „საცხოვრებელ მანქანას“2, და გამოაცხადა მაღალი ტექნოლოგიების ტრიუმფი და გამარჯვება სოციალურ პროცესებზე. (სურათი 12, 13). კორბუზიეს ღრმად სწამდა, რომ ტექნოლოგიის ინტერვენცია გააუმჯობესებდა ქალაქური ცხოვრების დონეს. მან თავის ურბანულ კონცეფციაში შემოგვთავაზა ცათამბრჯენების და გიგანტური ღია სივრცეების კომპოზიციები, სადაც მოძრაობა და ურთიერთობა კომუნიკაციების საშუალებათა მაღალგანვითარებულობაზეა დაფუძნებული. კორბუზიეს მოდელმა, უგულებელყო რა სოცუალური პროცესებისა და ინდივიდი-გარემოს ურთიერთქმედების მნიშვნელობა, ქუჩისა და ქალაქის გარემოს სხვა იერარქიული საფეხურების სიკვდილი მოასწავლა. ასეთი მოდელით აშენდა ბრაზილიის დედაქალაქი ბრაზილია ოსკარ ნიმეიერისა და ლუსიო კოსტას (Lusio Costa) პროექტით 60-იან წლებში და იგი პრუიტ-აიგოს მსგავს ტრაგედიად იქცა, მხოლოდ უფრო დიდი მასშტაბით. ქუჩის სიკვდილი აქ სრულიად აშკარად გამოიხატა, ისევე როგორც უბნისა და სამეზობლოს ცნების გაქრობა. ინდივიდი-გარემოს ინტერაქცია უმეტესად უზარმაზარ სამანქანო ესტაკადებზე მოძრაობით შემოიფარგლა. იმატა დანაშაულებრიობამ და ვანდალიზმებმა ცარიელ „აუთვისებელ“ ტერიტორიებზე. კორბუზიეს რწმენა, რომ დიზაინის, არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის ასეთ ჩარევას შეეძლო სოციალური პროცესები სასიკეთოდ მიემართა, პრაქტიკაში ამ გამართლდა.

0x01 graphic

სურათი 13. ლე კორბუზიეს ვუაზენის გეგმა პარიზისათვის. 1922-25 (წყარო: levy, John M.2000 Contemporary Urban Planing. Upper Seddle River; Prinston-Hall; Inc., გვ.159)

0x01 graphic

სურათი 14. ფრენკ ლოიდ რაიტის ვრცელი ქალაქის („ბროდაკრის“) პროექტი (წყარო: Gottdietner. Mark, 1994. The New Urban Sociology. Mc Grow Hill Inc., გვ. 306).

ფრენკ ლოიდ რაიტის (1869-1959) იდეები კორბუზიეზე ნაკლები რადიკალურობით გამოირჩევა და დღემდე პროფესიონალთა ფართო მოწონებას იმსახურებს.3 ისინი გარკვეულად წააგავს ებენეზერ ჰოვარდის კონცეფციას ქალაქისა და სოფლის შერწყმის თაობაზე. რაიტი უზარმაზარ ქალაქებს ხედავდა ინდივიდუალური ერთბინიანი სახლებით განაშენიანებულს3 აკრის (405 კვ. მ.) ტოლ მიწის ნაკვეთზე, სადაც ოჯახს შეეძლო სუბურბანული ტიპის ცხოვრება ეწარმოებინა. ინდუსტრიული ზონა ასეთ ქალაქებში იზოლირებული იყო მწვანე ზოლით, ხოლო კომერციული ცენტრები კი საცხოვრებელი რეგიონების გეომეტრიულ ცენტრებში განლაგებული. (სურათი 14).

დღეს ჩვენ ამ და სხვა მრავალ ამგვარ მიდგომას უტოპიურს ვუწოდებთ მათი გაუმართლებლობისა თუ განუხორციელებლობის გამო. მათ კი თავის მხრივ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს XX საუკუნის პირველ ნახევარში ქალაქის გარემოსა და მასში მიმდინარე სოციალური პროცესების იდეალური შერწყმის სივრცითი მოდელების და შესაძლებლობათა ძიებაში.

______________________

1.Levy, John M. 2000. Contemporary Urban Planning. Upper Saddle River; Princeton-Hall, Inc. p. 45.

2.Levy, John M. 2000. Contemporary Urban Planning. Upper Saddle River; Princeton-Hall, Inc. p. 157.

3.Levy, John M. 2000, .p. 158.

5.10 გეგმარების კრიტიკოსები: ჯეკობსი, კრიერი, გუდმენები

▲ზევით დაბრუნება


ქალაქგეგმარებაში სოციალური მიდგომის ჩამოყალიბებას დიდად შეუწყო ხელი კრიტიკოსების ნაშრომებმა, რომელთა რიცხვს მიეკუთვნებიან ამერიკელი სოციოლოგი ჯეინ ჯეკობსი, (Jane Jacobs) არქიტექტორი ლეონ კრიერი, (Leon Krier) და პოლ და პერსივალ გუდმენები, (Paul and Persival Goodman).

ჯეინ ჯეკობსის ძირითადი თემა არის ქალაქში სიცოცხლისუნარიანი საცხოვრებელი გარემოს ჩამოყალიბება. მისთვის საუკეთესოა ის ქალაქი, რომელსაც აქვს მდიდარი ქუჩის ტრადიცია ბინებში კარჩაკეტილი ცხოვრების მოდელის საწინააღმდეგოდ.1 ჯეკობსი თვლის, რომ ურბანული ცხოვრების ყაიდა წინასწარ ვერ დაიგეგმება, რადგან იგი ფორმირდება ინდივიდი-გარემოს ინტერაქციის პროცესში. გეგმარება, რომელიც ხელს არ უწყობს სოციალურ ინტერაქციას და ინდივიდი-გარემოს პოზიტიურ ურთიერთქმედებას დამანგრეველია ქალაქური ტრადიციისათვის, ამბობს ჯეკობსი, რომელიც უბნისა და ქუჩის ფენომენის შეუდარებელი ადვოკატია. მან გამოიკვლია ბოსტონში ვესტ-ენდის უბნის მაგალითი, სადაც მთავრობამ დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის დაბალხარისხიანი საცხოვრებელი (ბარაკების ტიპის) დაანგრია და მის ადგილზე ააშენა კომფორტული თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი უბანი. ვესტ-ენდის ყოფილი მცხოვრებნი ან სხვა უბანში გადაიყვანეს საცხოვრებლად, ან იმავე უბანში ახალ სახლებში დაასახლეს. ყოფილმა მაცხოვრებლებმა ვერ მოახდინეს ახალ გარემოსთან ადაპტაცია. მოსახლეობის ამ ჯგუფში იმატა სიკვდილიანობამ, ნერვულმა დაავადებებმა და სხვა ნეგატიურმა სოციალურმა მოვლენებმა. ძველი უბნის ქუჩის და უბნის ტრადიციათა რღვევამ და მდიდარი სოციალური კონტაქტების გაქრობამ, რასაც ახალი უბნის სოციალურ-სივრცითი მექნიზმები ვეღარ უზრუნველჰყოფდა შეუდარებლი ნოსტალგია გამოიწვია. ვესტ-ენდის შემთხვევა ქალაქგეგმარების და ურბან სოციოლოგიის ისტორიის ცნობილი შემთხვევა გახდა, ჯეინ ჯეკობსი კი ცნობილი თეორეტიკოსი და ანალიტიკოსი. (სურათი 15).

0x01 graphic

სურათი 15. ლე კორბუზიეს თანამედროვე ქალაქის კონცეფცია სამანქანო ესტაკადებითა და უზარმაზარი ღია სივრცეებით

გერმანელი თანამედროვე არქიტექტორის ლეონ კრიერის თეორია ჯეინ ჯეკობსის მსგავსად ურბანულ კულტურას და ურბანულ ტრადიციებს ეხება. მისი იდეები და ნაშრომები დღეს მეტად პოპულარულია, განსაკუთრებით აშშ-ში. მან გააკრიტიკა მოდერნისტული იდეოლოგია ურბანისტიკაში, რომელიც მანქანურ ესთეტიკასა და ტექნოლოგიურ მიღწევებს წამოწევდა წინა პლანზე. კრიერმა თავის თეორიაში, რომელიც თავისი სტილით რეტროს მიეკუთვება, განაცხადა, რომ ქალაქები უნდა დაიყოს დასახლებულ უბნებად რომლის მოსახლეობა არ უნდა აღემატებოდეს 15,000-ს. შენობები და სკვერების პროპორციები დაცული უნდა იყოს ადამიანური მასშტაბისა და ეკოლოგიური პირობების სასარგებლოდ. კრიერის პრობლემა ისაა, რომ მისი ყურადრების ცენტრში არ მოექცა სოციალური პროცესები, არამედ მხოლოდ სივრცითი გარემო. დღეს ამ თეორიას უდიდესი გავლენა აქვს ელიზაბეტ პლატერ ზიბერკის, ანდრეს დუანისა და სხვა გავლენიან დამგეგმარებელსა და ნეოტრადიციონალისტებზე.2

1972 წელს აშშ-ში თავისი გაუმართლებლობისათვის ააფეთქეს პრუიტ-აიგოს საცხოვრებელი რაიონი, მაშინ, როდესაც არქიტექტორი იამასაკი მისი პროექტისათვის სულ რამოდენიმე წლით ადრე ამერიკის არქიტექტურის ინსტიტუტის (AIA) მეტად პრესტიჟული მედლით დაჯილდოვდა.3 აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აშშ-ში 70-იან წლებში მომწიფთა აშკარა გალაშქრება ადგილობრივი თავისებურებებისა და ქალაქური ცხოვრების ყაიდის გათვალიწინების გარეშე დაპროექტებული საცხოვრებელი მასივების წინააღმდეგ. ქალაქური ცხოვრების დონისა და ქალაქური გარემოს გაუმჯობესების პრობლემა აშშ-ში აღქმული იქნა, როგორც საშინაო პოლიტიკის ყველაზე კრიტიკული პრობლემა. ამის შემდეგ ნელ-ნელა მოხდა შემობრუნება საცხოვრისის სოციალურ-სივრცითი ორგანიზაციის ადრევე გამოცდილი და მიღებული უბნის ანუ „ნეიბერჰუდის“ (neighborhood) პრინციპებისაკენ.

ცნობილი კრიტიკოსების გუდემენების თეორია გამომდინარეობს იმ მიდგომიდან, რომ „კარგ დაგეგმარებაში“ იგულისხმება არა მარტო არქიტექტურული დიზანის და გეგმარების მახასიათებლები, არამედ სოციალური და პოლიტიკური ფაქტორებიც. უბნის და სხვა სოციალური ჯგუფების ცხოვრებას და ინტერაქციას ისინი განიხილავენ როგორც არა მარტო სივრცით, არამედ სოციალურსა და პოლიტიკურ მოვლენას. გუდმენები თვლიან, რომ ახალი მშენებლობა ან რეკონსტრუქცია უბანში უნდა იყოს დემოკრატიული პროცესი და მოსახლეობის აზრი უნდა იქნეს გათვალისწინებული დაგეგმარებისა და გადაწყვეტილებათა მიღების ფაზებშივე. მათმა ამბიციურმა გეგმამ გეგმარების გადაქცევის შესახებ დემოკრატიულ პროცესად მოიცვა გადაწყვეტილების მიმღები მექანიზმის ახლებური დიზაინი. გუდმენების იდეები საკმაოდ გავლენიანი აღმოჩნდა და განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა შვეციასა და იზრაელში ახალი დასახლებების და უბნების დაგეგმარებისა და მშენებლობის წარმართვაში.

სოციალური პრობლემების ზრდასთან ერთად სოციალურ მეცნიერთა ნაშრომებმა და კრიტიკოსთა თეორიებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა არქიტექტურასა და ქალაქთმშენებლობაში სოციალურ-სივრცითი ასპექტების გათვალისწინების ტექნიკასა და მეთოდოლოგიის დახევეწაზე

____________________

1. Jacobs, Jane. Death and Life of Great American Cities. Vintage Books, NY, 1961.

2.Gottdiener, Mark. 1994. Op. Cit., p. 308.

3.Gottdiener, Mark. 1994. Op. Cit., p. 296-297

5.11 რეგიონალიზმის პერსპექტივა

▲ზევით დაბრუნება


1970-იან წლებში დემოგრაფებმა აშშ-ში აღმოაჩინეს საინტერესო ტენდენცია - მოსახლეობის რაოდენობა რურალურ ტერიტორიებზე უფორ იზრდებოდა, ვიდრე ურბანულ ქალაქებში, ანუ მიდიოდა გარკვეული დეზურბანიზაცია. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი კვლავ პირიქით შეიცვალა 80-იანი წლებიდან,. იგი მაინც სოციოლოგთა ინტერესის სფეროში დარჩა, განსაკუთრებით კი რურალურ სოციოლოგთათვის. ამ მოვლენამ მეცნიერები დაარწმუნა, რომ დღეს ურბანულ-რურალური სისტემა ერთიანად უნდა იყოს შესწავლილი და არა ორ დამოუკიდებელ ფრაგმენტად, რადგან ისინი მზარდად ურთიერთდამოკიდებულია. ასეთი რეგიონის მთლიანობის პრინციპზე დამყარებული მიდგომა სულ უფო აქტუალური გახდა. ურბან-სოციოლოგიის ხედვის კუთხემ მეტროპოლისის მასშტაბით ანალიზიდან რეგიონის მასშტაბის ანალიზში გადაინაცვლა.

თავის მხრივ, ეს უკანასკნელი არ უნდა იქნეს განხილული გლობალიზაციის პროცესებისაგან დამოუკიდებლად, რადგან ცალკეული რეგიონების განვითარება სულ უფრო მზარდად არის დამოკიდებული გლობალურ კაპიტალზე და პროცესებზე. დღეს გლობალიზაციის პირობებში მზარდია მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებს შორის კავშირების ზრდა და სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაცია. ეს პროცესი გამოიხატება ეკონომიკური ფასეულობების და სხვა რესურსების უნიფიკაციით ერთიან სტრატეგიულ საბაზრო სისტემაში, ანუ რაციონალიზაციით. მსოფლიო ერთიან საბაზრო სისტემად იქცა - ფინანსური რესურსები, სამუშაო ძალები, კომუნიკაციის საშუალებები, სატრანსპორტო ტექნოლოგიები ძლიერ ბიძგს აძლევს ინტეგრაციას და რაციონალიზაციას, საერთაშორისო კანონი კი, კოორდინაციას უწევს გლობალურ რესურსებს. სივრცითი კომპონენტები სულ უფრო კარგავს მნიშვნელობას რადგან ეს კონტაქტები და კავშირები სულ უფრო მიმოფანტულია მთელს მსოფლიოში.

5.12 სტრუქტურიზაციის თეორია

▲ზევით დაბრუნება


1980-90-იან წლებში ურბანული სოციოლოგიის კვლევის საგანი შეიცვალა ძირითადად ენტონი გიდენსის (Anthony Goddens) სტრუქტურიზაციის თეორიის გავლენით. მან გამოაცხადა რომ ყველა ადრეული თეორია მცდარი იყო, რათა არც ერთი მათგანი არ აღიარებდა მრავალგვარი შედეგის არსებობას ერთი პროცესიდან გამომდინარე.1 სოციალური მეცნიერები სწავლობდნენ ადამიანს, რომელმაც იცის იმ ძალების არსებობა და ხასითი, რომელიც მათთან წინააღმდეგობაში მოდის, და მოსალოდნელი ცვლილებების და პროცესების გათვალისწინებით ახდენს რესურსების მობილიზაციას და მართვას. ამ კუთხით გიდენსი თვლის, რომ შედეგი შეიძლება სრულიად ურთიერთგანსხვავებული და მრავალგვარი აღმოჩნდეს და შესაბამისად განვითარების პროცესის შესწავლისა და ახსნისას მეტად უნდა დაეყრდნოს ადგილობრივ ისტორიას და არსებული რესურსების ანალიზს. ამ თეორიამ თამამად განაცხადა აბსტაქტული და ზოგადი თეორიის უმართებულობა სოციალური პროცესების ახსნაში, ისევე როგორც არასტრუქტურირებულ ემპირიულ კვლევას ხშირად მივყავვართ ფრაგმენტულ და თეორიულად მიუღებელ დასკვნებამდე. გიდენსის ამ თეორიას სტრუქტურიზაციის თეორის ეწოდა და მან განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება ადგილობრივი მახასიათებლების შესწავლაზე, რომელთაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება გლობალური ინტერესებისა და კაპიტალის მიპყრობის თუ შენარჩუნებისათვის კონკურენტუნარიანობის განსაზღვრაში.

IV თავის საკითხავი ლიტერატურა:

Shanon, Thomas, Nancy Kleniewski, William Cross. 1997. Urban problems in sociological perspective. Prospect Heights; Waveland press. Pp.1-59.

Flanagan, William G. 1999. Urban Sociology; Images and Structures. Needham Height. Allyn & Bacon. Pp.42-69.

Gottdiener, Mark. 1994. The New Urban Sociology. McGrow Hill Inc. pp.22-51; 271-280.

_______________________

1.Giddens, Anthony. 1987. Social Theory and Modern Sociology. Stanford; Stanford University Press. p. 258.

6 თავი 5. ქალაქის ფუნქციონირების სოციალურ-სივრცითი ფაქტორები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ქალაქური თემი
სუბკულტურის თეორია: განსი და ფიშერი
ბარი ველმანი
რიჩარდ სენეტი
ქალაქური ცხვრების ყაიდა
ქალაქის გარემოს აღქმა
ინდივიდის სოციალურ-სივრცითი ადაპტაცია ქალაქურ კულტურასთან
ქალაქი და ეკოლოგია
სოციოლოგიური კვლევა
არქიტექტურული ხერხებით სოციალური პრობლემების
მოგვარების მცდელობანი
ქალი, გენდერული როლები და ქალაქის სივრცე

6.1 ქალაქის თემი

▲ზევით დაბრუნება


20-აინ და 30 იან წლებში ურბან სოციოლოგთა განსჯის ძირითადი თემას წარმოადგენდა რურალური და ურბანული ცხოვრების სტილს შორის სხვაობა, რადგან ინდუსტრიალიზაციის პირობებში სოფლის მიგრანტების უდიდესი ნაკადი უერთდებოდა ქალაქის მოსახლეობას. ამ პერიოდში ქალაქს იხილავდნენ როგორც სოციალური ერთობის და თემის ცნების მომსპობს, ანონიმური და მეორადი ურთიერთობების წამახალისებელს სოფლის „ახლობლური“, თბილი და თემური გარემოს საწინააღმდეგოდ. ჩიკაგოს სკოლამ ასეთი წარმოდგენა ქალაქის მიმართ კიდევ უფრო გააღრმავა თავისი აღმოჩენით იმის თაობაზე, რომ დანაშაულებრიობა, ოჯახის გაყრა, ფსიქიურ დაავადებანი და სხვა ნეგატიური სოციალური მოვლენები გაცილებით მაღალი ხარისხით გამოვლინდება ქალაქში, ვიდრე სოფელში და ეს მეტწილად თემური კავშირების დაბალი დონით აიხსნება. უირზის მიხედვით, დემოგრაფიული ფაქტორები: მოსახლეობის მაღალი რაოდენობა და ასევე მაღალი სიმჭიდროვე ხსნიდა ქალაქური ცხოვრებისა და სივრცითი ქცევის მახასიათებლებს.

XX საუკუნის პირველ ნახევარში ქალაქში სოციალური კავშირების, თემის სულის და ფასეულობათა არსებობა-არარსებობის თემა ურბანსოციოლოგიის ძირითად თემას წარმოადგენდა. ურბანულმა კვლევამ ემპირიული ტრადიცია სწორედ თემის შესწავლაზე აქცენტით განავითარა. მკვლევრები დარწმუნდნენ, რომ ქალაქი აუცილებლად არ ნიშნავს ინდივიდის სრულ იზოლირებას, არამედ კონტაქტების სიძლიერე და ინტენსივობა დამოკიდებულია გარემოს სივრცით სტრუქტურაზე, მასშტაბებზე, და სხვა მახასითებლებზე, რომელიც გარკვეულად მიმართავს სოციალურ სტრუქტურებსა და კონტაქტების ფორმირებას. აღმოჩნდა, რომ ხშირ შემთხვევაში თემის სოციალური ინსტიტუტი მეტად ძლიერადაც კი გამოიხატება ქალაქში. სამეზობლო ანუ უბანი (neighborhood) იქცა ალტერნატიულ სტრუქტურად თემური კონტაქტების ფორმირებისათვის და ინდივიდთა ინტეგრაციისათვის. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი გეტოს უბნებია, რომელიც კარჩაკეტილ სოციალურ კონტროლზე და ფასეულობებზეა დამყარებული. ასეთი სტრუქტურების ჩამოყალიბება ხშირად ნაკარნახევია ისეთი ფაქტორების არსებობით, როგორიცაა რასობრივი ფაქტორები, თავდაცულობა, საერთო ინტერესები და სხვა.

მკვლევართა მიერ წლების მანძილზე ჩატარებულმა დაკვირვებებმა გამოყო სამი ძირითადი ფაქტორი, რის მიხედვითაც ხდება ქალაქში თემის სიმბოლური განსაზღვრა უბნის ტერიტორიულ ფარგლებში:

რამდენად ასოცირებულია ინდივიდები უბანთან, ანუ რამდენად ძლიერია ადამიანის კონკრეტულ ადგილთან ფსიქოლოგიური კავშირი;

რამდენად ინტენსიურია თემის შიდა ანუ მის წევრთა ინტერაქცია;

რამდენად მაღალია ამ უბანსა და ქალაქის სხვა უბნებს შორის არსებული კავშირების სიმჭიდროვე.

ეს სამი კომპონენტი განსაზღვრავს ქალაქური თემის ფარგლების განსაზღვრას უბნისა თუ სამეზობლოს ტერიტორიული პრინციპით, ანუ უმეტესად თუ ეს სამი კომპონენტი ძლიერად არის გამოხატული უბნისა და თემის ცნება და მათი ტერიტორიული ფარგლებიც ემთხვევა ერთმანეთს. კვლევები ამტკიცებს, რომ ხშირ შემთხვევაში ქალაქში თემის ფუნქციონირება განისაზღვრება სოციალური კავშირებით და არა ტერიტორიული ერთობით. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ქალაქური ცხოვრების ყაიდა მრავალი სოციალურ-სივრცითი კომპონენტის ინტერაქციის შედეგად ყალიბდება

6.2 სუბკულტურის თეორია: ჰერბერტ განსი და კლოდ ფიშერი

▲ზევით დაბრუნება


კლოდ ფიშერი (Claude Fischer) იყო ის მეცნიერი, რომელმაც გამოყო ორი სკოლა ურბანსოციოლოგიიაში: დეტერმინისტული, უირზისეული მიმართულება, რომლის მიხედვით ქალაქი განსაზღვრავს ადამიანის ქცევას; და კომპოზიტური, რომლის წარმომადგენელია ჰერბერტ განსი (Herbert Gans) და თვით ფიშერი, და რომელიც აღიარებს ცხოვრების სტილთა სიმრავლეს ქალაქის ფარგლებში.1 ამერიკელმა სოციოლოგმა განსმა (XX საუკუნის 60-იანი წლები) თავისი კვლევა მიუძღვნა ინდივიდის ადაპტაციას ქალაქის სივრცესთან. მან გამოყო ადაპტაციის ძირითადი კატეგორიები, რომლებიც კონკრეტული ჯგუფების მიერ ქალაქთან ადაპტაციის კონკრეტულ მიზეზებს ეფუძნება. მაგალითად: კოსმოპოლიტები - ძირითადად სტუდენტები, ხელოვანების დარგის წარმომედგენლები, ინტელექტუალები და სხვა პროფესიონალები რომლებიც ქალაქში ცხოვრებას ირჩევენ კულტურულ ფასეულობათა გამო; ან დაუოჯახებელი ადამიანები, რომლებიც ქალაქში ცხოვრებისაკენ მიილტვიან გასართობის მრავალფეროვნების გამო, ისევე როგორც სამუშაოს არსებობის გამო; თუნდაც ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც ქალაქში ერთიანებიან თავისივე ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან ტერიტორიული ერთობისა და სიახლოვის პრინციპით და ქალაქს უყურებენ როგორც თავისი უბნის გარეთ განლაგებულ სხეულს. განსის თეორიის მიხედვით ურბანიზმი არ არის ერთმნიშვნელოვანი, არამედ მოიცავს მრავალი განსხვავებული სტილის ერთობლიობას. ყველა ზემოთ აღნიშნული ჯგუფისათვის ქალაქის სხვადასხვა მახასიათებლებია მნიშვნელოვანი და თითოეულ შემთხვევაში ქალაქური თემის ფორმირებას სხვადასხვა განმაპირობებელი ფაქტორები უდგას უკან.2 განსმა აგრეთვე გაუსვა ხაზი სოციალური კლასის და ასაკის მნიშვნელობას ურბნული თუ რურალური ცხოვრების სტილის და ქცევის ჩამოსაყალიბებაში.3

ურბანულ ურთიერთობებს შორის არის სოციალური ურთიერთობები, რომლებიც იწყება ფიზიკური ან სივრცითი გარემოდან და ყალიბდება საერთო ინტერესების მქონე ჯგუფებად, რომელიც სივრცითი პრინციპით არ არიან გაერთიანებული - ანუ სუბკულტურები. ფიშერის ამ თეორიას სუბკულტურათა თეორია ეწოდება. ამ თეორიის მიხედვით, ქალაქის გარემო ხელს უწყობს მოსახლეობის რაოდენობრივ ზრდას, დიფერენციაციას და იმ ინდივიდთა და მათ ჯგუფებს შორის ინტეგრაციას, რომლებიც იზიარებენ საერთო ინტერესებს და შეხედულებებს. ამის მაგალითია ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლების ინტერესები, ტრადიციები და ფასეულობები. ფიშერის აზრით, ურბანიზმისთვის აუცილებელია მოსახლეობის მაღალი რაოდენობა, ანუ „კრიტიკული მასა“, რომელიც პირობას წარმოადგენს მრავალგვარი სუბკულტურების ჩამოყალიბებისათვის. ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა მოსახლეობის სიმრავლე და ჰეტეროგენულობა აუცილებელ ფაქტორებს წარმოადგენს ჭეშმარიტი ურბანიზმისათვის.

სუბკულტურა - ეს ტერმინი გამოიძებნება იმ საერთო ნიშნის მქონე ინდივიდთა ჯგუფების აღსანიშნავად რომლებიც ფორმირდება ინდივიდთა მიერ კონკრეტული საერთო ნორმების, ინტერესებისა და ფასეულობების გაზიარებით. სუბკულტურა ითვალისწინებს ქცევის ისეთი საერთო ნორმების, ფასეულობებისა და ინტერესების არსებობას. რომელიც განასხვავებს ინდივიდთა კონკრეტულ ჯგუფს სხვა ჯგუფებისაგან. ისევე როგორც ფართო საზოგადოებისაგან. „ახალგაზრდა სუბკულტურას, „ეთნიკურ სუბკულტურას“ და სხვას ჩვენ განვასხვავებთ არა ფიზიკური მახასიათებლებით, არამედ ჯგუფში მიღებული ფასეულობების მიხედვით. სუბკულტურები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ექსკლუზიურობით. გამორკვეულობით. თავმოყრილობით ან გაფანტულობით სივრცეში.1

ფიშერმა უდიდესი წვლილი შეიტანა ურბანსოციოლოგიაში, რადგან მან ურბანიზმი დახატა არა როგორც უარყოფითი მოვლენა, არამედ როგორც თემთა არსებობის მდიდარი და მრავალფეროვანი საშუალება და გამოხატულება.

ამ თეორიამ, დეტერმინიზმის საწინააღმდეგოდ აღიარა, რომ სოციალური კონტაქტები კი არ სუსტდება ურბანიზმის პირობებში, არამედ გამოვლინდება სხვა სახით - მრავალფეროვანი სუბკულტურების არსებობის საშუალებით. მან აგრეთვე სცადა დაეცვა ქალაქი იმ „ცილისწამებისაგან”, რომ თითქოს ქალაქური ცხოვრება შობს ნეგატიურ ქცევას: ნარკოტიკების მოხმარებას, პროსტიტუციას და ასე შემდეგ. მან განაცხადა, რომ ქალაქში ცხოვრება უბრალოდ ხელს უწყობს კრიმინალური სუბკულტურების არსებობას. თუმც კი ნარკოტიკებს ყველგან ხმარობენ, იგი მაინც უფრო იოლად ქალცაქში იშოვნება. ასე რომ, ურბანული ცხოვრება კი არ ქმნის ნეგატიურ სოციალურ ქცევას, არამედ მეტ შესაძლებლობას იძლევა ასეთი ქცევის გავრცელებისა და ადაპტაციისათვის სუბკულტურათა სიმრავლისა და მოსახლეობის ჰეტეროგენულობის გამო. ფიშერის თეორიაში ცენტრალური მაინც ის არის, რომ ინდივიდებს ქალაქში აქვთ მზარდი შესაძლებლობა იპოვინ მსგავსი ინტერესების, ჩვევების და მისწრაფებების ადამიანები, რომელთანაც ოფიციალურად თუ არაოფიციალურად ჩამოაყალიბებენ ჯგუფს ან ერთობას.

___________________________

1. Gottdiener, Mark. 1994. The New Urban Sociology. McGrow Hill Inc. p. 79.

2. Shanon, Thomas, Nancy Kleniewski, William Cross. 1997. Urban problems in sociological perspective. Prospect Heights; Waveland press. p. 86

3. Shanon, Thomas, Nancy Kleniewski, William Cross. 1997. Op. Cit., p. 81

4. Marshall, Gordon, (eds.) 1994. Dictionary of sociology. Oxford, NY; Oxford University Press. p. 650.

6.3 სოციალური ქსელის თეორია

▲ზევით დაბრუნება


სიმელისა და უირზის თეორიის თაოსნობით 1970-იან წლებამდე ურბან სოციოლოგიაში თემი ძირითადად გაიაზრებოდა, როგორც სივრცითი სტრუქტურის ერთიანობით განსაზღვრული სოციალურ-სივრცითი ერთეული, სანამ სოციოლოგმა ბარი ველმანმა (Barry Wellman) შემოგვთავაზა თემის ერთობის არა ტერიტორიულ პრინციპზე, არამედ სოციალურ და სხვა ინტერესების საფუძველზე გაერთიანებული ერთეული. მისმა თეორიამ დაარღვია თემის კონცეფციის სივრცითი შეზრუდულობა და მის საწყისად აღიარა არა ფიზიკური გარემო, არამედ სოციალური ქსელი. ამ თეორიას სოციალური ქსელის თეორია ეწოდა.1 მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ქალაქში ინდივიდები თავის ცხოვრებას ატარებენ სხვადასხვა ჯგუფების და ორგანიზაციების ქსელში, ამიტომ ინდივიდის ქცევის სოციალური საფუძველი მხოლოდ ფრაგმენტული შეიძლება იყოს. სოციალური ქსელი არის ურთუიერთობათა არხი, სადაც მეტად ურბანულ გარემოს მეტად ინტენსიური ურთიერთობათა ქსელი ახასიათებს. ქალაქი კი, თავის მხრივ ასეთი ქსელების ერთობლიობას წარმოადგენს. იგივე თეორია ქალაქს განსაზღვრავს როგორც სოციალური ქმედების სცენას, რომელიც განისაზღვრება ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული და ინსტიტუციური კომპონენტებით. ამ სცენაზე მრავალი სცენარი ერთდროულად მიმდინარეობს სხვადასხვა სივრცით სიბრტყეებში, რომლებსაც აქვთ ან არა აქვთ ერთმანეთთან უშუალო ურთიერთობა.

__________________________

1.Flanagan, William G. 1999. Urban Sociology; Images and Structures. Needham Height. Allyn & Bacon.p. 84.

6.4 რიჩარდ სენეტი

▲ზევით დაბრუნება


ეს თეორია 70-იან წლებში კიდევ უფრო გააღრმავა რიჩარდ სენეტმა, (Richard Sennett) რომელიც ამტკიცებს, რომ ინდივიდებს სურთ თავი აარიდონ ქალაქში ცხოვრების სირთულეებს და ეძებენ გარემოს, რომელშიც მათ მინიმალური წინააღმდეგობანი და სიძნელეები ელით, ანუ მიილტვან ჰომოგენური ჯგუფისაკენ სადაც მათი „მსგავსი“ ინდივიდებია თავმოყრილი.1 სენეტი თვლის, რომ ასეთი ჯგუფები იმუშავებენ გარე სამყაროსა და სხვა ინდივიდთა ჯგუფების მიმართ კრიტიკულ აზრს და დამოკიდებულებას. მაგრამ ქალაქის გარემოში დიდი ალბათობაა იმისა, რომ ამ შეხედულებათა გამოცდა მოხდება პირადი სოციალური კონტაქტებით და უმეტეს შემთხვევაში ინდივიდი თავისი ასეთი დამოკიდებულების უმართებულობაში დარწმუნდება. ამიტომ, სენეტის აზრით, უბანი და გარკვეული ერთობის გამოხატულება მხოლოდ ხელოვნურად გამოგონილი ცნებაა. სენეტი განიხილავს, რომ ადამინები გაურბიან „სხვანაირებს“, ანუ მათ ვინც მათი მსგავსი არა არის და ამის გამოსწორება შეიძლება მხოლოდ სხვადასხვაგვარი ინდივიდების და მათი ჯგუფების აღრევით, ანუ კოალიცია მხოლოდ თანაარსებობის შედეგად მიიღწევა. რიჩარდ სენეტმა აგრეთვე განაცხადა, რომ აზრით, ქალაქში სოფლის მსგავსად ოჯახის როგორც უპირატესი ჯგუფისა და ერთობის მნიშვნელობა შენარჩუნებულია, მხოლოდ შეცვლილია ოჯახის სტრუქტურა. მართლაც, თუ შევადარებთ ოჯახს ურბანულ და რურალურ გარემოში ვნახავთ, რომ სოფელში უფრო მრავალრივხოვანი და მრავალთაობიანი ოჯახები გვხვდება, ვიდრე ქალაქში, სადაც ადგილი აქვს თაობათა მიხედვით ნუკლეარული იჯახების გამოყოფას.

ქალაქისა და სოფლის სოციალურ პროცესებს შორის უწინარესი განსხვავება ისაა, რომ ქალაქში ინდივიდი ყოველდღიურად ხვდება უცნობ ინდივიდებს და მათ ჯგუფებს, და ქალაქში ცხოვრების სპეციფიკიდან გამომდინარე უწევს ანონიმურ ურთიერთობაში შესვლა ამ ინდივიდებთან. (სურათი 16, 17). ეს არ ხდება, ან ნაკლებად ხდება რურალურ გარემოში, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს და ანონიმური ურთიერთობები თითქმის არ არსებობს. გარდა ამისა, ამ ორ გარემოში ურთიერთგანსხვავებულია თემის გაგება. რურალურ გარემოში იგი ემთხვევა ფიზიკურ ტერიტორიას, ქალაქში კი თემი ნაკლებად არის დამოკიდებული ტერიტორიულ ფაქტორზე და მეტად იმ ფუნქციურ ქსელზე, რომელიც გაფანტულია მთელი ქალაქის სივრცეში.

__________________________

1.Flanagan, William G. 1999. Op. Cit., p. 89

6.5 ქალაქური ცხოვრების ყაიდა

▲ზევით დაბრუნება


როგორც წინა თავებში არაერთხელ აღინიშნა, ურბანიზაციამ მოიტანა უმნიშვნელოვანესი ცვლილებები საზოგადოების სტრუქტურაში: სოციალურ ორგანიზაციაში და სოციალურ ურთიერთობებში, კულტურაში, სოციალურ-სივრცით ქცევის მოდელებში. ქალაქური ცხოვრების ყაიდა გარკვეულად განპირობებულია ქალაქის ზოგადი მახასიათებლებით, როგორიცაა სოციალური ერთეულების მასშტაბურობა, ბიუროკრეტული მექანიზმების სიძლეიერე, მოსახლეობის ჰეტეროგენულობა და სხვა. ეს თვისებები თავის მხრივ ხელს უწყობს ქალაქის სხვა უნივერსალური მახასიათებლების ფორმირებას: ნათესაურ-თემური კავშირების შესუსტება და პროფესიონალურ-მეგობრული კონტაქტების სიმჭიდროვე, არჩევანის თავისუფლება, ანომალიების ინტენსივოდა, ფსიქოლოგიური სტრესი, სოციალური კონტროლის შესუსტება, სოციალური დეზოგრანიზაცია, და სხვა. მეორეს მხრივ, კვლევებმა დაადასტურა, რომ სოციალური დეზორგანიზაცია არ არის ქალაქური ცხოვრების ყაიდის განუყრელი ნაწილი, არამედ პირიქით - ტერიტორიული თუ სხვა საერთო ინტერესების გარშემო ეფექტური ინსტიტუციური მექანიზმით თუ ბიურიკრატული აპარატით საკმაოდ წარმატებულად შეიძლება მოსახლეობის ორგანიზება ქალაქის სოციალურ - სივრცით გარემოში.

ყოველი ქალაქი მახასიათებლების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რომელიც გარკვეულწილად თავისებური და ინდივიდუალურია ამ ქალაქისათვის. ქალაქები ერთ ქვეყანაში და კულტურაში განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სოციალური-სივრცითი მახასიათებლების კუთხით. მეორეს მხრივ, როგორც ლუის უირზი გვთავაზობს, ქალაქური ცხოვრების ყაიდა არის უნივერსალური მახასიათებელია და არ ექვემდებარება კონკრეტულ ადგილობრივ, ისტორიულ თუ კულტურულ გავლენას. ამ თეორიის საწინააღმდეგო და მომხრე არგუმენტები წარმოადგენს ურბან-სოციოლოგიის შესწავლისა და კვლევის საგანს.

ქალაქური ცხოვრების ყაიდა თავის მხრივ ქალაქური კულტურის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს. „ქალაქისათვის დამახასიათებელია ცხოველქმედობის ტრადიციათა დაგროვება, ქალაქური ცხოვრების ყაიდის კრისტალიზაცია, სივრცითი ქცევის თავისებურებათა გამოკვეთა, ე.ი. ყოველივე ის რაც თავს იყრის ქალაქური კულტურის ცნებაში.“1 ქალაქური კულტურა ის უმნიშვნელოვანესი ქალაქმაფორმირებელი ფაქტორია, რომელიც განაპირობებს ქალაქის გარემოს მემკვიდრეობითობას და რომელშიც ჩადებულია ქალაქის სივრცის განვითარების პოტენციალი. თავის მხრივ, „ქალაქური ცხოვრების ყაიდის შესასწავლად საჭიროა გარემოს როგორც სოციალური, ასევე სივრცითი თვისებების გარკვეული კრებული“2, რადგან იგი სოციალურ-ეკონომიკური, სივრცით-გეგმარებითი და ეთნო-ფსიქოლოგიური ფაქტორების ურთიერთქმედების შედეგს წარმოადგენს.

ცხოვრების ყაიდა თავის თავში მოიცავს კულტურულ ნორმებს, ტრადიციებს, ქცევის სტერეოტიპებს. თვით ქალაქური კულტურის არსებობა ითვალისწინებს მოსახლეობის მიერ ქალაქის სივრცის ათვისების სპეციფიკური არხების არსებობას და კონკრეტული ქცევის მოდელების ჩამოყალიბებას. ეს ქცევის მოდელები თავის მხრივ კანონზომიერია ქალაქური კულტურისთვის და უნივერსალურად იჩენს თავს, მიუხედავად მათი ინტერპრეტაციის ინდივიდუალური წესების არსებობისა.3

საინტერესო მიმართებაშია ურბანიზმთან, ანუ ქალაქური ცხოვრების ყაიდასთან ოჯახის თემა. ურბანიზმმა მოიტანა იზოლირებული ნუკლეარული ოჯახის ცნება. არჩევანის თავისუფლება, სამსახურის მრავალფეროვნება მოითხოვს ინდივიდისაგან იყოს დამოუკიდებელი ოჯახის ზეწოლისა და პრინციპებისაგან და გადაწყვეტილებები დააფუძნოს საკუთარ განსჯაზე. ოჯახთან ძლიერი კონტაქტის არსებობა, რომელიც დამახასითებელია რურალური საზოგადოებისათვის შესუსტებულია სწრაფი ინდუსტრიალიზაციის პერიოდში და დიდი ოჯახი იცვლება მატად მცირე, იზოლირებული და სოციალურად მობილური ნუკლეარული ოჯახით.4 ქალაქში ნუკლეარული ოჯახი გახდა ეკონომიკურად დამოუკიდებელი ერთეული და ნათესაური კავშირების უპირატესობა პროფესიონალურმა და მეგობრულმა კავშირებმა შეცვალა, ზოგ შემთხვევაში ნაწილობრივ, ზოგ შემთხვევაში კი სრულიად. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახური კავშირის სიმტკიცე შესუსტდა ყველა ქვეყანაში რურალურიდან ურბანულ ცხოვრების სტილზე გადასვლის შედეგად, სხვადასხვა საზოგადოებებში ეს ცვლილება განსხვავებული ხარისხით გამოვლინდა.

ქალაქის პირობებში ხშირია დიდი ოჯახების ხელოვნური შენარჩუნება. მაგალითად, საცხოვრებელი ფონდის მოწოდების ნაკლებობა მოთხოვნასთან შედარებით ქმნის საცხოვრებელი ფონდის დეფიციტს და ასეთ შემთხვევაში სხვადასხვა თაობის ოჯახები იძულებული არიან ერთად იცხოვრონ.5 იგივე შედეგი აქვს ფინანსურ პრობლემებსაც, რადგან უმეტესად ნუკლეარული ოჯახის გამოყოფას სჭირდება არა მარტო ახალი საცხოვრებლის შესაძენი საშუალებანი, არამედ თავის შესანახი შემოსავალიც. განვითარებად ქვეყნებში ასეთი პრობლემები ქმნის ხელსაყრელ პირობებს დიდი ოჯახის ხელოვნური შენარჩუნებისათვის, რასაც ვერ ვიტყვით განვითარებულ ქვეყნებზე.

კვლევებმა დაადასტურა, რომ ნათესაურ კავშირებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ სოფლიდან ქალაქში მიგრაციის პროცესში. მიგრაციას თან ახლავს ბუნებრივი სოციალური და ეკონომიკური ქაოსი ინდივიდის ცხოვრებაში, რადგან ხშირ შემთხვევაში ქალაქში მიგრაციისას ინდივიდი ხვდება მისთვის ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად უცნობ გარემოში. ამიტომ უმეტესად მიგრანტი ცდილობს თავი შეაფაროს ნათესაურ ნაცნობ სოლიდარობასა და გარემოს და ამით გაიიოლოს ახალ გარემოსთან ადაპტაცია. ეკონომიკური კრიზისის პირობებში ქალაქის მიგრანტებსა და მათ სოფლის ნათესაობას შორის შენარჩუნდება მჭიდრო ურთიერთობა. ისინი ერთმანეთს მხარში უდგანან და ხშირია სოფლიდან ქალაქში პროდუქტების, ქალაქიდან სოფელში კი ფულის და საყოფაცხოვრებო ნივთების გაგზავნა. მეტიც, განვითარებად ქვეყნებში სოფლიდან ქალაქში სამსახურის ძიებით გამოწვეული მიგრაციის პირობებში ხშირად მცირეწლოვან ბავშვებს მოსავლელად სოფელშიც კი ტოვებენ ნათესავებთან სრულწლოვან ასაკამდე, ისევე როგორც სახლ-კარს უტოვებენ ნათესავებს მისახედად. აქედან გამომდინარე, ხშირად მიგრანტი სოფლის ნათესაობასთან კონტაქტებზე დამოკიდებული რჩება. აქვე მნიშველოვანია იმის აღნიშვნა, რომ ნათესაური და ოჯახური კავშირების სიმტკიცე და ინტენსივობა ცვლადს წარმოადგენს, რომელიც დამოკიდებულია ისტორიულ პერიოდზე, კულტურაზე, და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ეტაპზე.

როგორც ზემოთ არაერთხელ აღინიშნა სოციალურ-სივრცითი ფორმები და სტრუქტურა არ არის დამოკიდებული მხოლოდ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ფაქტორებზე. ინდივიდის სოციალური მახასიათებლები, როგორიცაა სქესი, რასა, ეთნიკური წარმოშობა, მატერიალური შემოსავალი და სხვა პირდაპირ კავშირში იმყოფება სივრცით ფორმებთან და ინდივიდი-სივრცის ინტერაქციასთან. სოციალურ-სივრცითი მიდგომის ძირითადი თეორია ისაა, რომ სოციალური ფაქტორები აყალიბებს მოსახლეობის კონკრეტულ ფორმას და ეს კი თავის მხრივ უკავშირდება კონკრეტულ სივრცეს. ქცევის ფორმებს შორის სხვაობას განაპირობებს კონტრეტული გარემო - გეტოს უბანი, სავაჭრო კომპლექსი, გოლფის კლუბი, და კონკრეტული სოციალურ-სივრცითი მნიშვნელობის მატარებელი და სივრცე გარკვეულად არეგულირებს ადამიანის ქცევას ამ გარემოში. ხშირ შემთხვევაში ინდივიდის ქცევა და ინდივიდი-გარემოს ინტერაქციის პროცესები რეგულირდება წარწერებით და სიმბოლური მინიშნებებით.

ჯერ კიდევ მარქსისა და ვებერის თეორიით მარტო ფულადი რესურსების ფლობა და მატერიალური სიმდიდრე არ განაპირობებს ინდივიდის სოციალურ სტატუსს, არამედ კონრეტული წარმოშობა და კულტურული ატრიბუტები როგორიცაა პრესტიჟი, პოლიტიკურ ძალებთან სიახლოვე და სხვა. თუ დაბალი კლასის წარმომადგენლის მდგომარეობა არ არის გამყარებული მატერიალური სიმდიდრით, დაბალი კლასის წარმომადგენლებს უჭირთ მაღალი კლასის წარმომმადგენლებთან სივრცითი აღრევა. ასე რომ, სოციალური სტატუსი განისაზღვრება ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ფაქტორებით, რომელთაგან მატერიალური სიმდიდრე მაინც დომინანტურ ფაქტორს წარმოადგენს. ამ კუთხით სოციოლოგებმა შემოიტანეს სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის (SES) ცნება.6 ეს ის ცვლადია, რომელიც გამოხატულებას სივრცით გარემოში ახდენს. SES-ის მახასიათებელია, რომლის მოხედვითაც ხდება ერთგვარი სტატუსის მფლობელი ადამიანების თავმოყრა და სივრცითი დაჯგუფება ქალაქის კონკრეტულ უბნებში. ამის შესანიშნავი მაგალითებია ბევერლი ჰილი ბოსტონში, პარკ ავენიუ ნიუ-იორკში - მდიდართა უბნები, რომელთა სტატუსი მთელს მსოფლიოშია ცნობილი. აქ საქმე გვაქვს სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის გადაქცევასთან სივრცით სტატუსად, რის შედეგადაც მდიდართა უბნების წარმომადგენლები ცდილობენ თავისი სამფლობელო თუ უბანი გამიჯნონ ქალაქის სხვა ნაწილებისაგან. ასეთი იზოლაციის მცდელობა ადამიანთა დასახლებების ისტორიის მთელ მანძილზე არსებობს და იწვევს სივრცის სეგრეგაციას, რომელიც დაცვის ისეთი საშუალებებითაც გამოიხატება, როგორიცაა ცოცხალი დაცვა, ღობეები და სიმბოლური ნიშნები.

გარემოს ხარისხობრივი მახასიათებლები განაპირობებს სხვადასხვა ცხოვრების ყაიდათა გაჩენის შესაძლებლობას, ანუ უფრო კონკრეტულად სოციალურ-სივრცითი მოდელების განსხვავებულობას. მაგალითად მანჰეტენი (ნიუ-იორკი) არის ცნობილი როგორც სუპერთანამედროვე ქალაქური კულტურის გარემო, სადაც 1 მილიონი ადამიანი თავმოყრილია 40 კვარდატული კმ ტერიტორიაზე. აქ ქუჩის ქცევა დაკავშირებულია მოდასა და ჩაცმულობაზე მაღალ აქცენტთან. აქაურ სუბკულტურებს აქვთ მკვეთრად გამოხატული ჩაცმულობის განსხვავებები. ეს უმეტესად ქვეითთა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლეთა ქალაქია და ამიტომ სწორედ ჩაცმულობით ხდება ინდივიდთა და მათი ჯგუფების თვითგამოხატვა. ამის საწინააღმდეგოდ ლოს-ანჟელესი ავტომობილისტთა ქალაქია და შესაბამისად, აქ ნაკლებად არის აქცენტირებული ყოველდღიური ჩაცმულობა და მეტად მანქანის მოდელი, რომლის საშუალებითაც ახდებს ინდივიდი თვითგამოხატვას ქალაქის სივრცეში.7

მეცნიერებაში არაერთი განსხვავებული მიდგომა და მიმდინარეობა არსებობს ინდივიდი-გარემოს ურთიერთქმედებას და ინდივიდის ქცევის ფორმირების თაობაზე. ერთ-ერთი ცნობილი მიმდინარეობა ბიჰევიორიზმი სრულიად აკნინებს ინდივიდის ცნობიერის როლს ქცევის ფორმირებაში. ქცევას იგი ხსნის როგორც პასუხს გარემოსაგან მიღებულ ქვეცნობიერ სტიმულებზე. ასეთი მიდგომა სრულიად იგნორირებს ადამიანის აზროვნებისა და გრძნობის როლს მისი ქცევისა და გარემოსადმი დამოკიდებუ;ლების ფორმირებაში და ამის ნაცვლად ამაღლებს გარემოს მახასითებლების მნიშვნელობას.

ინდივიდის ცხოვრების ყაიდას, სივრცით ქცევას და კონკრეტულ არჩევანს ქალაქის სივრესთან მიმართებაში აგრეთვე განსაზღვრავს ეკონომიკური ფაქტორები, ანუ ოჯახის ეკონომიკური შემოსავალი. მაგალითისათვის, ეს ფაქტორები დიდ როლს თამაშობს იმ უბნის განსაზღვრაში, რომელსაც საცხოვრებლად ირჩევს ინდივიდი.

__________________________

1.ვარდოსანიძე ვ., სულუხია თ. თბილისში საცხოვრისის კვლევის საკითხისათვის. შრომები, 9, 1992.

2. Коган Л.Б. Урбанизация и Городские Процессы. Сущность и задачи Исследований. В сб. Социальные Исследования, прооблемы города и жилиша. 1970-80. Новосибирск, Наука, 1986. С. 17

3.Голд Д., Основы поведенческой Географии. М., “Прогресс”, 1990. Стр.3.

4. თევზაძე ნ. საცხოვრებლის ფორმირების არქიტექტურულ-გეგმარებითი პრონციპები საქართველოს პირობებში. დისერტაცია არქიტექტურის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად. 1994. გვ 129.

5.თ. სულუხია. მსხვილი საცხოვრებელი მასივების ფუნქციურ-სივრცითი რეორგანიზაციის ურბანოლოგიური წანამძღვრები. დისერტაცია საკანდიდატო ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისი, 1997. გვ. 98

6.Gottdiener, Mark. 1994. Op. Cit., p. 148

7.Gottdiener, Mark. 1994. Op. Cit., p. 183

6.6 ადაპტაცია ქალაქურ კულტურასთან

▲ზევით დაბრუნება


ურბანიზაციის ისტორიულად ხანგრძლივმა პროცესმა განაპირობა ქალაქური გარემოს ევოლუციური განვითარება, ქალაქისთვის დამახასიათებელი ცხოველქმედობის ტრადიციათა დაგროვება, ქალაქური ცხოვრების ყაიდის კრისტალიზაცია, სივრცითი ქცევის თავისებურებების გამოკვეთ, ანუ ყოველივე ის, რაც თავს იყრის ქალაქური კულტურის ცნებაში, ამიტომ სწორედ ქალაქური კულტურა იქცა მძლავრ ქალაქმაფორმირებელ ფაქტორად და მნიშვნელოვანწილად განაპირობა ქალაქური გარემოს მემკვიდრეობითობა.1

ადაპტაციის პროცესის მიმდინარეობა უდიდეს გავლენას ახდენს ქალაქის სივრცეში ინდივიდის ქცევაზე. სწორედ ამ პროცესში ხდება ქალაქური კონტაქტებისა და კავშირების ჩამოყალიბებულ სისტემაში ინდივიდის ჩართვა და კულტურიზაცია2, ანუ ჯგუფში მიღებული მოდელის შეთვისება. XX საუკუნის დასაწყისის გამოჩენილი ურბანისტი რობერტ რედფრიდი (Robert Redfried) აღწერს მიგრანტის „ურბანიზების“, ანუ ურბანულ გარემოში ჩართვის ორ საფეხურს.3 პირველზე ხდება ფიზიკური შერწყმა (აბსორბცია) ქალაქის გარემოში, მეორეზე კი ხდება ფსიქოლოგიური ცვლილებების ფორმირება, ანუ შეხედულებათა და დამოკიდებულების შეცვლა გარე სამყაროსთან მიმართებაში, ე.წ. ემანსიპაცია. ორივე საფეხურის გადალახვის შემთხვევაში ხდება ინდივიდის სრული მიღება ახალ გარემოში. წინააღმდეგ შემთხვევაში კი იგი ხდება მარგინალური (ანუ ინდივიდი, რომელიც იმყოფება ორი კულტურის ზღვარზე).4 მისი ქცევის მარეგულირებელი ნორმები ახალ გარემოში დროთა განმავლობაში კარგავს მნიშვნელობას, ახალს კი ინდივიდი დიდი ხნის განმავლობაში ვერ ეთვისება. ასეთი ინდივიდები არამყარი პიროვნული ნიშნებით ხასიათდებიან და ეს განსაკუთრებით პრობლემატურია იქ, სადაც მოსახლეოში სოფლის მიგრანტთა წილი განსაკუთრებით მაღალია.

დღევანდელი ქალაქები მოიცავს სოფლიდან მიგრირებული მოსახლეობის დიდ რიცხვს, ქალაქი კი, თავისი სივრცით-გეგმარებითი გარემოს არასრულყოფილების გამო ვერ ასწრებს რურალური მიგრანტების ჩართვას ქალაქურ პროცესებში და ქალაქურის ნაცვლად ყაილიბდება რურალური თვითშეგნება. ასეთ პირობებში განსაკუთრებული აქტუალობით ხასითდება მოსახლეობის საცხოვრისისადმი ადაპტაციის პრობელმა, რომლის გამოვლენის ორი ძირითადი ფორმა შეინიშნება: მოსახლეობის შეგუება გარემოსთან და გარემოს მორგება მოსახლეობის მოთხოვნილებებისადმი. უკანასკნელი ასახავს მოსახლეობის ცნობიერ თუ ქვეცნობიერ სურვილს გარკვეულად შეცვალოს გარემო, რაც გამოიხატება სპეციფიკური სივრცით ქცევის საშუალებით5. ეს შეიძლება იყოს როგორც მორიდებული, ასევე აგრესიული ასოციალური ქმედებით. ამის დასტურად გვევლინება სოციალური ურთიერთობათა დეფორმაცია, გარემოსგან გაუცხოვება, ვანდალიზმისა და ბოროტმოქმედების ტენდენციები

აღსანიშნავია, რომ სოციალურ მეცნიერებათა ენაზე „შეგუება“ და „ადაპტაცია“ განსხვავებული ცნებებია. შეგუება ადაპტაციის მხოლოდ ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს. ადაპტაცია, ან პირიქით, მალადაპტაცია (ადაპტაციის არასრულყოფილი და ნეგატიური ფორმა) 4 სხვადასხვა ფორმით შეიძლება მოგვევლინოს6.

1.პრობლემათა თავიდან აცილება, რომელსაც თან ახლავს შიში, სტრესი.
2.აგრესიული ქმედება.
3. ფსიქოლოგიური ადაპტაცია.
4. კონსტრუქციული ქცევა, მიმართული გარემოს ელემენტების ადაპტაციისაკენ საკუთარი მოთხოვნილებების შესაბამისად (როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა).

სქემა 3. ინდივიდის გარემოსთან ადაპტაციის საფეხურები.

0x01 graphic

ინდივიდის საცხოვრისის გარემოსთან ადაპტირებულობა პირდაპირპროპორციულია ინდივიდის მონაწილეობისა მის ფუნქციონირებაში, მოსახლეობის მონაწილეობა საცხოვრისის ორგანიზაციის პრობლემათა გადაჭრაში კი მეტად მნიშვნელოვნად ისახება. იგი უზრუნველყოფს უბნის სოციალური და არქიტექტურულ-გეგმარებითი შემადგენლების ზედდებას და საცხოვრისის თანმიმდევრულ ჩართვას ქალაქის ერთიანი ორგანიზმის ფუნქციონირებაში. (სქემა 3, 4).

მოსახლეობის საცხოვრისთან ადაპტაციის პრობლემა გადადის ქალაქურ კულტურასთან ინტეგრაციის შეფერხების პრობლემაში, რაც, უდავოდ, ქალაქური კულტურისა და ქალაქური ცხოვრების ყაიდის სტანდარტების თანდათანობით დაცემას მიგვასწავლებს.

სქემა 4. იდივიდის ადაპტაცია ქალაქის გარემოსთან და მისი პირობები

0x01 graphic

სივრცითი გარემოს გავლენით ინდივიდის ქცევა ფორმირდება იმის მიხედვით, თუ როგორ აღიქვამს ინდივიდი ამ გარემოს. გარემოს აქვს თავისი სოციალური მნიშვნელობა და გააჩნია გარკვეული სიმბოლური ღირებულება. ამის მიხედვით ინდივიდს უჩნდება დადებითი თუ უარყოფითი დამოკიდებულება გარემოსთან, რომლის შედეგად განისაზღვრება ინდივიდი-გარემოს ინტეგრაცია, ინტერაქციის სიხშირე, კეთილგანწყობა, და ასე შემდეგ. ანუ ეს ინტერაქცია ურთიერთგანმსაზღვრელი და ურთიერთგანმაპირობებელია.

თეორია და პრაქტიკა ამტკიცებს, რომ მიგრანტების ადაპტაცია ქალაქის გარემოსთან ქვაბში დნობის პრინციპით ხდება. დროის ფაქტორი პირდაპირპოროპორციულია ადაპტაციის ხარისხთან და წარმატებულობასთან. დროის ფაქტორი ზრდის ინდივიდის მობილურობას ქალაქის სივრცეში, აუმჯობესებს მის სივრცით და საზოგადოებრივ ორიენტაციას, რასაც თავისთავად მოყვება კულტურული ადაპტაცია და ცხოვრების სტილის ქალაქური და ადგილობრივი მახასითებლების შედარებითი გაზიარება, გამომდინარე იქიდან ეს არის რურალური მიგრანტი, თუ მიგრანტი სხვა ეთნიკური ჯგუფიდან. საერთო ქვაბში ხარშვის თეორიით მიგრანტი ნელ-ნელა ითქვიფება ქალაქის ჰეტეროგენულ გარემოში.

___________________________

1.ვარდოსანიძე ვ., სულუხია თ. საცხოვრისის კვლევის საკითხისათვის. სტუ-ს „შრომები”. N 9, 1992, გვ.

2. Робер М.А., Тильман. Психология Индивида и Группы. М., Прогресс, 1988. С. 70

5. Redfield Robert. The Folk Society. Pp. 180-205 in Classical Essays on the Culture of Cities. Ed. Sennett, Richard. 1969. Meredith Corporation, NY. P. 217.

4. Вардосанидзе В. Влияние социально-культурных функций ценнтра крупнейшего города на развитие новых жилых образований. Дисс. на соиск. Науч. Степ. Канд. Арх-ы. М., 1981, с. 60

5..Хлопин А.Д. Миграционные процессы и проблема личности на рубеже культур в социологии США. В сб. Урбанизация и расселение трудящихся в условиях капитализма. М., Прогресс. 1974. Ссю 236-304ю

6.. Sonnenfeld J., Variable Values in Space and Lanscape: An inquiry into the Nature of Environmental Necessity. P. 71-83 . The Journal of Social Issues. 1996, XXII, N4.

6.7 ქალაქური გარემოს აღქმა: მენტალური რუკები

▲ზევით დაბრუნება


ინდივიდი-გარემოს ინტეგრაცია მეტად არის დამოკიდებული ინდივიდის მიერ გარემოს აღქმაზე. ამ საკითხის კვლევის შედეგად ამერიკელმა მეცნიერმა ქევინ ლინჩმა (Kevin Lynch) შეიმუშავა მსოფლიოში ცნობილი თეორია მენტალური რუკების შესახებ.1

ამ თეორიის მიხედვით ქალაქი შედგება მრავალი ცალკეული ადგილებისაგან და მათგან მიღებული უშუალო შთაბეჭდილებათა ჯამი ქმნის ინდივიდისათვის გარემოს ხატს - მენტალურ სურათს ანუ გარემოს კონკრეტულ ხატს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გარემოში აქ იგულისხმება არა მხოლოდ ფიზიკური გარემო, არამედ მისი ფუნქციიდან გამომდინარე სოციალური დატვირთვაც, ანუ მასში მიმდინარე პროცესებიც. სწორედ ამ კონტექსტში გამოიმუშავებს ინდივიდი კონკრეტულ ემოციას გარემოსთან მიმართებაში. ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში ეს ემოცია განსხვავებულია დამოკიდებულია სქესზე, ასაკზე, რასაზე, სოციალლურ ჯგუფზე და სხვა მახასიათებლებზე. ამ მახასიათებლებს მიეკუთვნება კონკრეტული ადგილისადმი ინდივიდის მოლოდინები, დროის ფაქტორი, სხვადასხვა სოციალური და ფსოქოლოგიური დატვირთვა. მაგალითად ბავშვებსა და ზრდასრულ ინდივიდს სხვადასხვა მოლოდინები აქვთ გარემოს მიმართ, ამიტომ მათ განსხვავებული მენტალური რუკა ექმნებათ ერთგვარი გამოცვადილების შემთხვევაში.

მენტალური რუკების შექმნაში დიდი როლი მიუძღვის ადგილის სემიოტიკას. სემიოტიკა არის უძველესი ცნება, რომელიც მოიცავს ადამიანისა და გარემოს კომუნიკაციის ფორმებსა და სისტემებს. ცენტრალური იდეა სემიოტიკაში არის ნიშანი. ხშირ შემთხვევაში წარწერა, რომელიც გარკვეულად არეგულირებს და მიმართავს ინდივიდი გარემოს ინტერაქციას. თანამედროვე სემიოტიკის ძირითადი ელემენტებია: ნიშანი, ინდექსი და სიმბოლო. სემიოტური ენა ფართოდ შეისწავლება სოციალური მეცნიერებების სფეროში.

აღსანიშნავია, რომ ინდივიდთან ხშირ ინტერაქციაში მყოფი ადგილები და ის გარემო, რომელიც აკმაყოფილებს ინდივიდთა მოლოდინებს უფრო დეტალურად გამოიკვეთება მენტალურ რუქებში, ვიდრე უცნობი ან არადამაკმაყოფილებელი ადგილები. ეს უკანასკნელნი ინდივიდის მენტალურ რუქაზე „ნაცრისფერ” ტერიტორიებს წარმოადგენენ. უფრო ზოგადად, ქევინ ლინჩმა აღმოაჩინა, რომ არა მარტო ადამიანებს აქვთ განსხვავებული უნარი აღიქვან გარემო და გამოიმუშავონ ესა თუ ის მენტალური რუქა, არამედ თვით გარემოს სხვადასხვა ფრაგმენტებს აქვთ განსხვავებული უნარი მიიპყრონ მეტი თუ ნაკლები ყურადღება ინდივიდში მენტალური რუქის ფორმირებისას და შეიქმნან დადებითი თუ უარყოფითი იმიჯი. ლინჩმა თავისი კვლევით დაამტკიცა, რომ კონკრეტული მახასითებლების წყალობით ზოგიერთი ადგილი უფრო პოზიტიურად აღიქმება, გამოირჩევა განსაკუთრებული უნარით შექმნას თავის მიმართ ინდივიდის პოზიტიური დამოკიდებულება და მოიპოვოს განსაკუთრებული ადგილი მენტალურ რუკაზე. ლინჩის თეორია კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ურბანისტთა, ქალაქმშენებელთა, არქიტექტორთა და დიზაინერთა უდიდეს როლზე ინდივიდი-გარემოს ურთიერთობის ფორმირებაში.

როგორც ზემოთ განვიხილეთ, მენტალურ რუკები კონკრეტულ მნიშვნელობას ანიჭებენ კონკრეტულ ადგილსა თუ გარემოს ინდივიდის ცნობიერებაში. კონკრეტული არქიტექტურული თუ ქალაქთმშენებლობითი ფორმები კონკრეტულ ორიენტაციას აძლევენ ინდივიდის ქცევას. ისინი, როგორც სივრცითი ნიშნები კონკრეტულ ორიენტაციას აძლევენ იდივიდის ქცევას ამ გარემოში და აქვთ უნარი ხელი შეუწყონ თუ შეუშალონ ინდივიდი-გარემოს ურთიერთობის დადებით ფუნქციონირებას. ამის შესაბამისად კონკრეტულ ადგილებს აქვთ უნარი გაზარდონ ან შეამცირონ ადამიანის სტრესი გარემოსთან მიმართებაში, ისევე როგორც უნარი შამცირონ ან გაზარდონ ინდივიდის გარემოსთან ინტეგრაცია.

_____________________

1. Линч К. Образ Города. М., «Hаука», 1991.

2. Kuper, Adam, Jessica Kuper. (eds.) 1999. The Social Science Encyclopedia. London and New York; Routledge.p. 767.

6.8 ქალაქი და ეკოლოგია

▲ზევით დაბრუნება


ქალაქისა და ბუნებრივი გარემოს ურთიერთობა მეტად აქტუალური საკითხია. გარემოს ხარისხობრივი მახასიათებლები მთელ რიგ ფაქტორებს უკავშირდება ურბანიზაციასთან მიმართებაში. როგორ გავლენას ახდენს ქალაქის სოციალური პროცესები ბუნებრივ გარემოზე? რა გავლენა აქვს წარმოებას და სხვა საქმიანობას ბუნებრივ გარემოზე? როგორ გავლენას ახდენს ქალაქის ზრდა ინდივიდთა ჯანმრთელობაზე? ეს ყველა შეკითხვა თავს იყრის გარემოს ხარისხობრივი მახასითებლების ირგვლივ. ინდუსტრიალიზაციამ განსაკუთრებით სახიფათო პირობები შექმნა ბუნებრივი გარემოსათვის, გამოიწვია რა საწარმოო ნარჩენების და სხვა მავნე ნივთიერებების გამონაყოფის რაოდენობის ზრდა ქალაქში, ისევე როგორც თვით ქალაქის მოსახლეობის ზრდა. ეს ორივე ცვლილება ძვირად უჯდება ბუნებრივ გარემოს: ტექნიკური გამონაყოფი მავნეა გარემოს ცხოველური და მცენარეული საფარისათვის; ტყის საფარველის გაჩეხვა იწვევს ჰაერისა და ნიადაგის ხარისხის დეგრადაციას და მრავალი სხვა ფაქტორი.

საზოგადოება დღემდე, როდესაც უკვე ნათელი გახდა ეკოლოგიური კატასროფის მოახლოება, განვითარების სარგებელს გარემოს მიერ გაწეული ხარჯზე და ზიანზე მაღლა აყენებდა. თეორია იმის შესახებ, რომ ტექნოლოგია, მეცნიერება და ინდუსტრიული ზრდა ერთმნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საზოგადოების საცხოვრებელ პირობებს კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა არაერთხელ დატრილებული კატასროფების შედეგად. ასეთია თუნდაც ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის კატასროფა უკრაინაში, რომელმაც გარემოს ხარისხობრივ მახასითაბლებზე არა მარტო უკრაინაში, არამედ მთელს ყოფილ საბჭოთა კავშირში, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპაში მოახდინა უარყოფითი გავლენა. დღეს ურბანიზაციის და ინდუსტრილიზაციის უზარმაზარ გლობალური ხარჯები სრულიად აშკარაა: ოზონის შრის პრობლემა, გლობალური დათბობა, ცხოველთა და მცენარეთა ჯიშების მთელი რიგის გადაშენება და სხვა. კაცობრიობამ დაიწყო აქტიური ძიება არასახიფათო წარმოების მეთოდების და არასახიფათო ტექნოლოგიები.

მაგალითად, აშშ-ში გარემოს დაცვის მოძრაობა XIX საუკუნეში დაიწყო. ნატურალისტმა ჯონ მიუარმა (John Muir) (1838-1914) მიაღწია იმას, რომ აშშ-ში ჩამოყალიბდა ნაციონალური პარკების სისტემა და არასამთავრობო ჯგუფები, რომლებიც იცავდნენ კონკრეტულ ჯიშებს. XIX საუკუნეში ეს პროცესი უკვე სრულყოფილი გახდა, 1970-იან წლებში კი კულმინაციას მიაღწია იმ სისტემის შემუშავების მხრივ რომელიც არეგულირებს აშშ-ში მოსახლეობის ინფორმირებას ეკოლოგიურ საკითხებზე, ნორმატივების დაცვის კონტროლს, გარემოს დაცვით დაკავებული ფორმალური თუ არაფორმალური ორგანიზაციების კოორდინაციას და სხვა.

საინტერესოა, რომ რამდენადაც პრესტიჟულია ქალაქის უბანი, მით მეტად არის დაცული მასში გარემოს დაცვის ნორმები. გამწვანება, სისუფთავე, მაღალხარისხიანი სასმელი წყლის მოწოდება, სამეურნეო ნარჩენების რეგულარული გატანა და სხვა სწორედ პრესტიჟულ უბნებში სერვისის უფრო მაღალი ხარისხით ხასიათდება, ვიდრე ნაკლებად პრესტიჟულში.

6.9 არქიტექტურული ხერხებით სოციალური პრობლემების მოგვარების მცდელობანი

▲ზევით დაბრუნება


ამერიკელი მეცნიერი ოსკარ ნიუმანი (Oscar Newman) იყო ერთ-ერთი პირველთაგანი, ვინც დაიწყო ძიება არქიტექტურული ხერხებით სოციალური და სივრცითი პრობლემების გადაწყვეტისათვის მსხვილ საცხოვრებელ მასივებში. მას მიაჩნია, რომ საცხოვრისის გარემომ უნდა შექმნას პირობები სოციალური პროცესების სწორი წარმართვისათვის, განამტკიცოს „თემის სული“ რათა მათ დაიცვან თავისი საცხოვრისი გარეშეთა აგრესიისაგან, მოუარონ მას და თავი სცნონ მის პატრონად. ამისათვის, მისი აზრით, აუცილებლობას წარმოადგენს ტერიტორიის ფიზიკური და სიმბოლური მარკირება, რათა უზრუნველვყოთ ჯგუფური პერსონალიზაციის პირობები.

ოსკარ ნიუმანის დაცული სივრცის თეორია შემდგომში გაკრიტიკებული იქნა და არქიტექტურული დეტერმინიზმი ეწოდა.1 ამის შესანიშნავი მაგალითია სტოკჰოლმის გარშემო განლაგებული საცხოვრებელი მასივები, რომლებიც აღიარებული გახლავთ იმ დადებითი სოციალურ-ფსიქოლოგიური განწყოპბის კუთხით, რომელთაც მათი სიცრცით-გეგემარებითი მახასიათებლები განაპირობებს. ასეთ დადებით ფაქტორებს მიეკუთვნება მოსახლეობის კმაყოფილება, მაღალი სოციალური აქტივობა, კრიმინოგენული მონაცემების დაბალ დონე და სხვა. ერთი შეხედვით წარმოუდგენელია ის, რომ ეს ახალი საცხოვრებელი მასივები მავთულის მაღალი ღობით არის გარშემორტყმული და ეს მავთულის ბადე ზემოდან ეკლიანი გრაგნილით ბოლოვდება. რა ვუწოდოთ ამას? პროვინციალიზმი? დეტერმინიზმი? პასუხი ძნელი მოსაძებნია, რადგან ტერიტორიის ასეთი მარკირება სწორედ ერთ-ერთი პირობა გახდა გარემოს მხრიდან იმ სენსორული სტიმულაციისა და მოტივაციის, რომ მოსახლეობამ იგრძნოს „კოლექტიური განმხოლოება“ თავის საცხოვრისში, რაც თავის მხრივ ინდივიდთა კონსოლიდაციის მაღალ დონეს ქმნის და უზრუნველყოფს ფსიქოლოგიური კომფორტის უმაღლეს ხარისხს.


ტერიტორიულობის ცნება უკავშირდება გარკვეული სივრცეების მიმაგრებას ინდივიდებსა და მათ ჯგუფებზე მართვის, მესაკუთრეობისა თუ მოხმარების გამოვლინებით. იგი შეიძლება სხვადასხვა მასშტაბით გამოვლინდეს და განხილულ იქნეს ბინის კარიდან ეროვნულ საზღვრებამდე. თავიდან ტერიტორიულობის გამოვლინების შესწავლა ცხოველთა სამყაროდან დაიწყო და ადამიანებთან მიმართებაში გაღრმავდა. დღეს მას განსაზღვრავენ როგორც ინდივიდებისა და ჯგუფების გაიგივებას კონკრეტულ სივრცესთან. იგი სამ ძირითად დონეს მოიცავს:

  1. სივრცის კლასიფიკაცია და განსაზღვრა;

  2. მისი მარკირება სიმბოლური თუ ფიზიკური საზღვრებით;

  3. სოციალური დაცვისა და წესრიგის დაწესება. ტერიტორიულობა ქალაქის სივრცეში საზოგადოებრივი მოვლენაა და სოციალური წესრიგის გამოხატულების ეფექტურ ფორმას წარმოდაგენს. სოციალური ჯგუფები იყენებენ ტერიტორიულობას თავისი თავისი ინტერესების გამოხატვისა და დაცვისათვის. იგი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ჯგუფური ცნობიერების ჩამოყალიბებაში (ამას მიეკუთვნება ნაციონალიზმი, უმცირესობათა ჯგუფების ინტერესები გეტოიზმი და სხვა). ტერიტორიულობის გამოვლინება შეიძლება იყოს უარყოფითი ან დადებითი. იგი ხშირად იწვევს დაძაბულობას „გარეშე“ და „შინაურ“ პირებსა და ჯგუფებს შორის და ამის შედეგად ჯგუფების პოლარიზაციას ქალაქის სივრცეში. მეორე მხრივ, ტერიტორიულობა სოციოკულტურულ ფენომენად გვევლინება და არა მარტო ბიოლოგიურად. ადამიანებს იგი სჭირდებათ სოციალური ურთიერთობების რეგულაციისათვის (კონფლიქტური სიტუაციის დაკარგვის თავიდან ასაშორებლად) და ა.შ. მართლაც, ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი მასლოუს აღიარებული ადამიანის მოთხოვნილებათა იერარქია დაგვემოწმება, რომ ადამიანისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოთხოვნილებას გარკვეული ადგილისადმი მიკუთვნება წარმოადგენს.1

ურბანსოციოლოგიის ამერიკელი კლასიკოსი რობერტ სომერი (Robert Sommer) იხილავს საზოგადოებრივ და პირად სივრცეს შორის გარდამავალი „ბუფერული ზონების“ - შუალედური, გარდამავალი ზონის არსებობის აუცილებლობას.3 ეს პრინციპში გულისხმობს ჯგუფური პერსონალიზაციის სივრცეს და არის ტერიტორიალობის, სოციალიზაციის და სოციალური კონტროლის სრულყოფილი ფუნქციონირების აუცილებელი ფაქტორი.

ცნობილი ამერიკელი სოციალ-ფსიქოლოგი რობერტ ალტმანის (Robert Altman) მიხედვით გარემოში აუცილებელია „მეორადი“ ტერიტორიების არსებობა, რომელიც გარდამავალია პირადსა და საზოგადოებრივ ტერიტორიებს შორის. სივრცის პერსონალიზაციისა და ტერიტორიალურობისაკენ სწრაფვას ადამიანის ქვეცნობიერებაში აქვს საფუძველი. ადამიანის ფსიქიკის ყველაზე პრიმიტიული დონე თამაშობს მეტად მნიშვნელოვან როლს ადამიანის ქცევაში. სწორედ ამ დონეშია ჩადებული ტერიტორიულობის და სიტუაციის დაცვის ფენომენი. დარვინიზმის თეორიის მიხედვით, აღიარებულია რომ ტერიტორიალურობის ინსტიტუტი იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანელი არსებობისათვის ბრძოლაში კაცობრიობის ისტორიის მანძილზე. ფროიდის მიხედვიდაც, მისაკუთრების ზოგადი ინსტიქტი ადამიანში ბავშვობიდან ვითარდება.

__________________________

1 იხ.: Newman, Oscar. (1972). Defensible Space. Crime Prevention Through Urban Design. Colllier, NY.

2. Kuper, Adam, Jessica Kuper. (eds.) 1999. The Social Science Encyclopedia. London and New York; Routledge. p. 871.

3. Ix.: Sommer, Robert. Personal Space: the Behavioual Basis of Design. Englewood Cliffs, PrincetonHall, NJ. 1969.

6.10 სოციოლოგიური კვლევა

▲ზევით დაბრუნება


ურბანსოციოლოგიაში სამეცნიერო კვლევა სოციალური კვლევის მეთოდებს ეფუძნება. არსებობს სოციალური კვლევის მეთოდიკის ფართო სპექტრი და მისი არჩევანი ამა თუ იმ მეთოდის მიზანშეწონილობასა და თვით არჩევანზეა დამოკიდებული. კვლევა იწყება მისი დიზაინით. კვლევის დიზაინი არის კვლევის პროექტისათვის სტრატეგიული გეგმის შემუშავება, რომელიც გააკეთებს ჩასატარებელი სამუშაოს ფართო მონახაზს, მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის მეთოდის ჩათვლით. იგი განიხილავს იმას, თუ როგორ ეთანხმება კვლევის დაგეგმილი სტრატეგიის მისაღწევ მიზნებს.

სოციალური კვლევის ხუთი ძირითადი მეთოდი გამოირჩევა1:

1.ექსპერიმენტული,
2. სოციალური გამოკითხვა (Survey),
3. კონკრეტული შემთხვევის ანალიზი (Case-study),
4. დოკუმეტური და ისტორიული, და
5. შერეული.

ექსპერიმენტული მეთოდი ზომავს ერთი ცვლადის მანიპულირების გავლენას სხვა ცვლადებზე. მაგალითად, ნიმუშები გროვდება მოსახლეობის ჯგუფში და განიხილება სხვაგვარ ექსპერიმენტულ გარემოში. ასეთ კვლევასთან ხშირად დაკავშირებულია ჰიპოთეზის შემუშავება და შედეგები განზოგადებას ექვემდებარება. მეორე მეთოდი, ანუ სოციალური გამოკითხვა ყველაზე გავრცელებული მეთოდია. იგი უმეტესად ინტერვიუს ან კითხვარის დახმარებით ხორციელდება. ინტერვიუს მეთოდი ბოლო ოთხი ათწლეულის მანძილზე გახდა პოპულარული და რესპონდენტთან პირისპირ ან ტელეფონზე საუბრის საშუალებით ხდება. კითხვარის საშუალებით კვლევას განსაკუთრებით შრომატევადი მომზადება სჭირდება: კითხვარის დიზაინი, დარიგება და სხვა. კითხვარი შეიძლება იყოს დაკომპლექტებული ღია შეკითხვებით, (სადაც პასუხის შეზღუდული არჩევანი არ არის შემოთავაზებული) ან დახურული შეკითხვებით, (სადაც პასუხის არჩევა უნდა მოხდეს შემოთავაზებული პუნქტებიდან) რომელთაგან თითოეული კოდირებულია. მიღებული შედეგების კოდირება და ანალიზი დღეს სპეციალური კომპიუტერული სტატისტიკური პაკეტების დახმარებით ხდება. ყველაზე ცნობილი პაკეტია „SPSS“, რომელიც აშშ-შია შემუშავებული და მისი ოპერირება პერსონალური კომპიუტერის საშუალებით შეიძლება. მესამე მეთოდი, ანუ კონკრეტული სიტუაციის შესაწავლა ძირითადად დაკავშირებულია ინდივიდების და მათი ჯგუფების კონკრეტულ სოციალურ-სივრცით ქცევაზე დაკვირვებასთან. მეოთხე, დოკუმენტურ-ისტორიული მეთოდი იყენებს ფაქტების კონსტატაციას და ხშირ შემთხვევაში ავტომატურად იძლევა პასუხს კვლევის საკითხზე.. მეხუთე მეთოდი მოიცავს ზემოთ მოყვანილი ოთხი მეთოდის შერეულ ტექნიკას და ყველაზე ხშირად გამოიყენება.

კვლევის მეთოდოლოგიაში გამოიყოფა ორი ძირითადი მეთოდი: ხარისხობრივი და რაოდენობრივი, რომელთა შორის ფუნდამენტური განსხვავებაა. რაოდენობრივი მეთოდი შეეხება რაოდენობრივი ინფორმაციის შეგროვებას და ანალიზს. ხარისხობრივი კი ასოციარებულია რაოდენობრივი მონაცემების ხარისხობრივ ინტერპრეტაციისათვის. იგი 70-იანი წლებიდან შემოვიდა აქტიურ ხმარებაში და კვლევის ჰიპოთეზის ფორმულირებაში გამოიყენება. ხარისხობრივი ინფორმაციის მისაღებად ხშირად გამოიყენება ფოკუს ჯგუფის მეთოდი. ფოკუს ჯგუფი არის სტრატეგია, რომელიც მოიცავს ინტენსიურ ინდივიდთა მცირე ჯგუფთან დისკუსიას და ინტერვიუს კონკრეტული საკითხის შესახებ.

კვლევის მეთოდოლოგია არის კვლევის ტექნიკის მიმანიშნებელი ტერმინი - მეთოდთა, კანონთა, პროცედურათა და პოსტულატთა კრებული კონკრეტულ დისციპლინასთან მიმართებაში. იგი ეხება სოციალურ მეცნიერებაში ფილოსოფიურ საკითხებს და იმის შესწავლას თუ სოციოლოგია და სხვა მეცნიერებები როგორ უდგებიან თავის სფეროსა და საკითხებს.2

სოციალური მეცნიერებების მსგავსი კვლევის მეთოდიკა პოლიტიკური კომპანიისა და საბსზრო/მარკეტინგული კვლევების დროს გამოიყენება. ამ კვლევების სწორად წარმართვისათვის აუცილებელია კვლევის ეთიკის დაცვა.

კვლევის ეთიკა არის მორალური წესების და პროფესიული კოდების ერთობლიობა რომლითაც სოციოლოგიურ კვლევაში ხელმძღვანელობენ და ინფორმაციის შეგროვების, ანალიზის, წარდგენის და პუბლიკაციის პროცესში, რომელიც ყურადღებას ამახვილებს კონფიდენციალობის დაცვაზე. ამას თან ახლევს კვლევის ობიექტის უფლება უარი თქვას მონაცემების მიწოდებასა თუ პირადი აზრის გამოთქმაზე3.

__________________________

1. Kuper, Adam, Jessica Kuper. (eds.) 1999. The Social Science Encyclopedia. London and New York; Routledge. p. 533-536.

2. Marshall, Gordon, (eds.) 1994. Dictionary of sociology. Oxford, NY; Oxford University Press.p. 412

3. Marshall, Gordon, (eds.) 1994. Op. Cit., p. 566.

6.11 ქალი, გენდერული როლები და ქალაქის სივრცე

▲ზევით დაბრუნება


ურბანსოციოლოგია დღეს ყურადღებას უთმობს სოციალურ პროცესებში და სოციალურ-სივრცით ურთიერთობებში გენდერულ ფაქტორს. იგი გენდერული როლების და სივრცის მიმართების თაობაზე 70-იანი წლებამდე დუმდა, რადგან ქალის როლი ქალაქის სივრცის ფორმირებაში რთული გამოსაყოფი და დასადგენია საუკუნეების მანძილზე მისი მცირე სოციალური და საზოგადოებრივი როლის გამო.

გენდერული სკითხების აქტუალობა აკადემიურ დისციპლინაში შემოვიდა აშშ-სა და სასავლეთ ევროპაში ფემინისტური მოძრაობის ზრდის შედეგად 70-იან წლებში. ფემინიზმი პოლიტიკურ მოძრაობას წარმოადგენდა და მიმართული იყო ქალისა და მამაკაცის სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური თანასწორობის მოპოვებისაკენ. ისევე როგორც ცალკეული სოციალური პრობლემების გადაჭრისაკენ, როგორიცაა აბორტები, კონტრაცეფცია და სხვა. 80-იანი წლებიდან წარმოიშვა ქალთა საკითხების შემსწავლელი აკადემიური დისციპლინა, რომელიც დაეყრდნო 60-იანი წლებიდან დაგროვილ მეცნიერულ ცოდნას ისტორიასა და დოკუმენტურ ფაქტებზე დაყრდნობით. ხშირად მას აკადემიურ ფემინიზმს უწოდებენ. ეს აკადემიური დისციპლინა სწავლობს ქალთა სოცილაურ თუ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას საზოგადოებაში, მამაკაცთან მიამრთებაში. ასეთმა მიდგომამ შეცვალა სოციალურ მეცნიერებათა მიდგომა ქალის პოზიციისადმი საზოგადოებაში.1

თანამედროვე საზოგადოებაში სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდამ, განათლების მიღების ხელმისაწვდომობამ, ოჯახთათვის ურბანულ გარემოში მეტი შემოსავლის საჭიროებამ, მზარდმა არჩევანის თავისუფლებამ და უკეთესი პირობების დაუფლების სურვილმა ქალის როლი ოჯახის გარეთ გააფართოვა და გამოიწვია მისი მამაკაცის ტოლფასად ჩაბმა ყოველდღიურ სამსახურში. ქალმა მზარდი საზოგადოებრივი როლი მოიპოვა, ნელ-ნელა შეცვალა მისი სტატუსი ოჯახშიც და საზოგადოებაშიც. აღსანიშნავია, რომ ბევრ ქვეყანაში ეს პროცესი განპირობებული იყო სწორედ ოჯახის ეკონომიკური საჭიროებებით, რამაც ხელი შეუწყო საუკუნეების მანძილზე დამკვიდრებული პატრიარქალური დომინირებით განპირობებული სივრცითი და საზოგადოებრივი აკრძალვების რღვევას. სივრცითი აკრძალვების თუ ადრე დამკვიდრებული წესების რღვევას მოჰყვა ქალის და ქალაქის სივრცის ურთიერთქმედების მნიშვნელოვანი ცვლილებები.

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ მიუხედავად ქალის მზარდი საზოგადოებრივი როლისა მისი ფუნქციები ოჯახში მაინც მინიმალურად გადანაწილდა მამაკაცზე. თუ აშშ-ში და დასავლეთის სხვა ქვეყნებში მამაკაცმა გაიზიარა ქალის ოჯახური ფუნქციები, აზიისა და განვითარებად ქვეყნებში ეს ცვლილება არ მოხდა და ქალის დატვირთვა გაორმაგდა. მომსახურე ქალის მიერ სახლში გატარებული დრო შემცირდა და იგი ვეღარ აუდიოდა ოჯახის საქმეს. ქალის ოჯახური დატვირთვის შემსუბუქების კუთხით ქალაქებში გაჩნდა სერვისის ახალი ეფექტური ტიპი, როგორიცაა, სამრეცხაოები, fast food-ის ტიპის საზოგადოებრივი კვების პუნქტები, და სხვა. კომმიუტერი მამაკაცების რიცხვს დაემატა კომმიუტერი ქალების რიცხვი და გაიზარდა მოთხოვნა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ისევე როგორც გაიზარდა პირადი ავტომობილის რაოდენობა ქალაქში. თავის მხრივ, ამან გამოიწვია ქალაქებში საზოგადოებრივი გარაჟების რიცხვის ზრდა, ისევე როგორც გარაჟებზე და ავტოსადგომებზე მოთხოვნა საცხოვრებელ უბნებში. სუბურბანული სტანდარტული სახლი ორგარაჟიანი გახდა. როგორც ზემოთ მოყვანილი მსჯელობა და ფაქტები გვარწმუნებს, ქალის საზოგადოებრივი როლის ზრდამ თავისებური გავლენა მოახდინა ქალაქის სივრცეზე და სოციალური პროცესების მიმდინარეობაზე.

V თავის საკითხავი ლიტერატურა:

მ. ბურძენიძე. შოციოლოგიური ინფორმაციის მოპოვების მეთოდები. გვ. 45 - 82 კრებულში სოციოლოგიური კვლევის მეთოდები. თბილისი უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1998.

ვ. ვარდოსანიძე, თ. სულუხია. თბილისში საცხოვრისის კვლევის საკითხისათვის. შრომები, 9, 1992.

კაჭკაჭიშვილი. კონკრეტული სოციოლოგიური კვლევის მეთოდოლოგია. გვ. 22-44, კრებულში სოციოლოგიური კვლევის მეთოდები. თბილისი უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1998.

თ. სულუხია, ტრადიციული ქართული საცხოვრისის სოციალურ-სივრცითი ორგანიზაცია. „შრომები”, 1 , 19941

თ. სულუხია. მსხვილი საცხოვრებელი მასივების ფუნქციურ-სივრცითი რეორგანიზაციის ურბანოლოგიური წანამძღვრები. დისერტაცია მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისი, 1997. გვ.40 - 106.

Vardosanidze, Vladimir. 2000. Georgian Culture and Urbanization, in Urban Design Studies, volume6, 2000. Pp. 105-115.

Shanon, Thomas, Nancy Kleniewski, William Cross. 1997. Urban problems in sociological perspective. Prospect Heights; Waveland press. Pp. 63-130.

Mumford, Lewis. 1938. The Culture of Cities. San Diego, New York, London; a Harvest Book, Harcourt Brace and Company. Pp. 143-223; 416-421.

Круусвалл Ю., Хейдметс М., Ниит Т. Социально-психологические исследования проблем города и жилища. Новосиюирск, “Наука”, 1986.

Гайдукова Н., Социально-психологические основы средообразования. Таллин, ЭООП СССР и ТПедИ им Э. Вильдэ, 1986. С, 123-128.

Гиоргадзе Г., Абзианидзе Ш. Региональные особенности быта, как фпктор формирования жилой среды. С.170-175 В сб. Психология и архитектура. Тезисы комференции. Ч.2. Тбилиси, ЭООП СССР и ТПедИ им Э. Вильдэ, 1983.

Пароль В. Социалистический город. Урбанизационный процесс и образ жизни горожан. Ч 2. Таллин, “Валгус”, 1982.

Современный город, культура и человек. М., “Наука”. 1987.

Хлопин А. Миграционные процессы и проблема личности на рубеже культур в социологии США. С 236-304 В кн. Урбанизация и расселение трулячизся в услловиях капитализма. М., “Прогресс”, 1974.

_______________________

1. Kuper, Adam, Jessica Kuper. (eds.) 1999. Op. Cit. p. 327-329.

7 თავი 6. ურბანული პოლიტიკა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ურბანული პოლიტიკის ცნება
ურბანული პოლიტიკა აშშ-სა და ევროპაში
დასავლური და სოციალისტური ურბანული პოლიტიკის შედარება
ურბანმენეჯმენტი
მოსახლეობის მონაწილეობა საქალაქო გადაწყვეტილებათა მიღებაში

7.1 ურბანული პოლიტიკის ცნება

▲ზევით დაბრუნება


ურბანული პოლიტიკა ის სფეროა, რომელიც არსებობდა ჯერ კიდევ უძველესი ისტორიული ქალაქების პერიოდიდან. ეს ის სფეროა, რომელიც ნებით თუ უნებლიეთ უდიდეს გავლენას ახდენდა ქალაქის გარემოს ფორმირებასა და განვითარებაზე. ურბანული პოლიტიკა გამოხატავს სახელმწიფოს ოფიციალურ დამოკიდებულებას სივრცითი, სოციალური და ეკონომიკური პროცესებისადმი, რომელიც ქალაქში ფორმირდება და ვითარდება. მისი მთავარი ფუნქციაა გარემოს რეგულერების ნორმებისა და წესების შემოღება და გატარება ქალაქისა, რაიონისა თუ სახელმწიფოებრივ დონეზე. იგი მიმართულია ინდივიდუალური და პირადი გადაწყვეტილებების, ეკონომიკური და საბაზრო ფაქტორების გასაწონასწორებლად. მას შეუძლია როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი როლი ითამაშოს ურბანიზაციის პროცესების მამართვაში, შეზღუდოს პროცესები, გარკვეულ ჩარჩოებში მოაქციოს იგი, ან პირიქით, სრული თავისუფლება მიანოჭოს მათ. ანუ სხვა სიტყვებით, მას აქვს უნარი ხელი შეუწყოს ან შეუშალოს გარკვეული სოციალური პროცესების, კულტურის სპეციფიკისა და ცხოვრების ყაიდის ფორმირებას, რადგან პოლიტიკას და რეგულირებას აქვს უნარი გარკვეული გზით მიმართოს საზოგადოებაში არსებული რესურსები. ურბანული პოლიტიკა შეიმუშავებს იმ წესრიგს, უფლებებსა და მოვალეობებს, რომელშიც ქალაქური პროცესები მიმდინარეობს. ხშირად ასეთი პოლიტიკა კონფლიქტში ექცევა ცალკეულ ბიზნენის, ორგანიზაციისა, თუ ინდივიდების გადაწყვეტილებებთან, ან პირიქით, ხელს უწყობს მათ.

ეფექტური ურბანული პოლიტიკა არ ფორმირდება მხოლოდ მთავრობის მიერ, იზოლირებულად სხვა ორგანიზაციებისაგან, არამედ იგი მუშავდება ქალაქმგეგმარებლებთან, ადმინისტრაციულ მუშაკებთან, მეცნიერებთან და საზოგადოების სხვა წევრებთან ერთად მოსახლეობის აზრისა და ინტერესების გათვალისწინებით. ურბანული პოლიტიკა წარმოადგენს გრძელვადიან სტრატეგიულ პერსპექტივას მთავრობის ყველა დონეზე, რომელიც მოიცავს საკითხთა ფართო სპექტრს, როგორიცაა საცხოვრებლით უზრუნველყოფა, დანაშაულებასთან ბროძოლა, გარემოს დაცვა, ტრანსპორტი, კომუნიკაციის საშუალებები, ჯანდაცვა, ეკოლოგია და ასე შემდეგ.

ურბანული პოლიტიკის ძირითადი შეკითხვებია: მთავრობის როგორი სტრუქტურაა ყველაზე ეფექტური ურბანული პროცესების მართვისათვის? რას აღწევს ყველაზე ეფექტური პოლიტიკა? როგორია მისი მიზანი და როგორ ხდება მისი ფორმირება? მსოფლიოს პოლიტიკური სისტემები მრავალფეროვანია ურბანულ პოლიტიკასთან მიმართებაში. ზოგ ქვეყანაში იგი სოციალური პოლიტიკის პაკეტში შედის, ხშირად ზოგადად ეროვნული პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, ზოგან კი მას მინიმალურ ყურადღება ეთმობა ან სრულიად არ არსებობს. განსხვავებულია აგრეთვე ის სტრუქტურა, რომელშიც მთავრობას თუ სხვა საზოგადოებრივ თუ სახელმწიფო ინსტიტუტებს ენიჭებათ როლი ურბანული პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაში. მაგალითად აშშ-ში უდიდესი როლი ურბანული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში ადგილობრივ მთავრობას ეკუთვნის, ევროპის უმეტეს ქვეყნებში კი ცენტრალურ მთავრობას. დღესდღეობით პრაქტიკა მიიჩვევს, რომ ყველაზე ეფექტური ურბანული პოლიტიკის ჩამოყალიბებაში მზარდი და ეფექტური როლი ადგილობრივ მმართველობას ეკუთვნის. მეორეს მხრივ, თეორია გვარწმუნებს, რომ ქალაქურ გარემოს ფრაგმენტულად არ უნდა მივუდგეთ, არამედ ერთიანი ფართო პოლიტიკით და ცენტრალური მართვით. ფრაგმენტული და მხოლოდ ადგილობრივ მმართველობაზე დამყარებული ურბანული პოლიტიკა ხშირ შემთხვევაში იწვევს ფინანსების ორგანიზაციის და სერვისის მიწოდებაში მუნიციპალიტეტების კონკურენციას, რაც გარკვეულ შემთხვევაში უარყოფითად აისახება ერთიან ეკონომიკურ სისტემაზე, რომელიც ამჟამად მზარდად არის დამოკიდებული ეროვნულ, საერთაშირისო ეკონომიკურ ცვლილებებსა და სოციალურ ძალებზე.

ქალაქებში მოსახლეობა მრავალ განსხვავებულ კატეგორიად იყოფა: კლასებად შემოსავლის ზომისა და საქმიანობის მიხედვით, მწარმოებლებად და მომხმარებლებად, მოიჯარეებად და მეიჯარეებად და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ურბანულმა პოლიტიკამ უნდა გაითვალისწინოს ინტერესთა თანაბარუფლებიანობა. კლასიკური ეკოლოგია მეტად ემხრობა ასეთ მიდგომას, პოლიტეკონომია კი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იმ ფაქტს, რომ შესაძლებელია ინტერესების ბალანსირებული დაცვა.

სოციალური პოლიტიკის განსაზღვრება მეტად სადავოა. უმეტესად მას განიხილავენ, როგორც შეხედულებათა ერთობას. თუ რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის სოციალური კეთილდღეობის სფეროში, რომელიც მოიცავს სოციალურ უზრუნველყოფას, ჯანდაცვას, განათლების, საცხოვრებლით უზრუნველყოფის სფეტოებს, კანონმდებლობას და ასე შემდეგ. სოციალური პოლიტკის ასეთი გაგება უარყოფს ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც განუყოფელია სოციალური სფეროსაგან. დღეს მიღებულია, რომ სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა ერთიანი პოლიტიკის ორი განუხოფელი ნაწილია. ამჟამად სოციალური პოლიტიკის შემუშავება განვითარებულ ქვეყნებში სცილდება მხოლოდ სოციალური ადმინისტრაციის ინსტიტუტების კომპეტენციას და ინტეგრირებულია ეკონომიკურ სფეროსა და სხვა ინსტიტუტთა საქმიანობასა და პოლიტიკასთან.1

თანამედროვე ურბანულ პოლიტიკას საფუძველი ინდუსტრიალიზაციის პერიოდში ჩაეყარა. მოსახლეობის ზრდამ და კონცენტრაციამ გაზარდა ქალაქის ფიზიკური გარემოს სისტემური კონტროლის აუცილებლობა: წყალმომარაგება, კანალიზაცია, საცხოვრებელი, ტრასნსპორტი და სხვა სფეროები სულ უფრო მეტ ყურადღებას მოითხოვდა. XIX საუკუნის ბოლოს აშკარა გახდა, რომ ქალაქის სივრცითმაფორმირებელი პროცესები არ უნდა დარჩენილიყო კერძო და ინდივიდუალური არჩევანისა და ინტერესების გამომხატველი. ამ რეალობამ XX საუკუნის დასაწყისში ბიძგი მისცა უტოპისტების თეორიას მიმართულს „იდეალური“ ურბანული პოლიტიკისა და ქალაქის სივრცითი ფორმის შემუშავებისაკენ. ებენეზერ ჰოვარდი, ლე კორბუზიე და ფრენკ ლოიდ რაიტი სწორედ ასეთი ჩარევით ცდილობდნენ საზოგადოებაში უთანასწორობის აღმოფხვრას და ინდივიდებისათვის თანასწორი სოციალური უფლებებისა და სივრცითი პირობების მინიჭებას.

ურბანული პოლიტიკის ორი ძირითადი მიმართულება გამოირჩევა: ლიბერალური და კონსერვატიული. ლიბერალური პოლიტიკა ურბანულ პრობელემებს სოციალური კუთხით განიხილავს. მისი მიმდევრები თვლიან, რომ ქალაქთა პრობლემების წყარო რესურსების არათანაბარი გადანაწილებაა მოსახლეობაზე და ცდილობენ სოციალური პრობლემების აღმოფხვრით გაუმკლავდნენ მას. კონსერვატორები კი თვლიან, რომ მთავრობის ჩარევა და ურბანული პოლიტიკა მეტად თავშეკავებული უნდა იყოს. სოციალურ სფეროში ჩარევისაგან. მათ სჯერათ, რომ რადგან ინდივიდები და ინდივიდთა ჯგუფები ხშირად მოკლებულნი არიან თანაბარუფლებიანობას და კარგ პირობებს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ არ სურთ ეკონომიკაში სრულუფლებიანი მონაწილეობა და ურჩევნიათ სოციალური დახმარების პროგრამებით სარგებლობა.

XX საუკუნეში საცხოვრებლის პრობლემა ურბანული პოლიტიკის ძირითად საგნად იქცა როგორც ევროპაში, ასევე აშშ-ში. შესაბამისად, ყურადღება გამახვილდა ზონირებაზე, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საცხოვრებელი გარემოს კეთილდღეობისაკენ და მიწისა და უძრავი ქონების ბაზრის განვითარების მიმართული რეგულირებისაკენ.2 დღეს ზონირებას კანონის ძალა აქვს და იგი მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ქალაქის განვითარებას. იგი ქალაქს ყოფს ფუნქციონალურ ზონებად (მაგალითად მიჯნავს საწარმოო და საცხოვრებელ ზონებს).

მეორეს მხრივ, ზონირება აღმოჩნდა შესანიშნავი პოლიტიკური იარაღი პრესტიჟული საცხოვრებელ და კომერციულ უბნებში ინვესტიციების მოზიდვისა და დაცვისაკენ. ზონირება გახდა გარანტია იმისა, რომ ვერც ერთი საწარმო და სახელოსნო ვერ განთავსდებოდა პრესტიჟულ უბანში, და ვერ გამოიწვევდა მიწის ფასის დაცემას. ზონირების სტრატეგია ატაცებული იქნა ნიუ-იორკისა და სხვა დიდი ქალაქების მთავრობათა მიერ და გარკვეული ხნის მანძილზე შემოფარგლა ურბანული პოლიტიკის მცდელობანი მხოლოდ ზონირებით შემოიფარგლა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი მცირე დეტალია იმ პროგრამისა, რომელსაც შეიძლება ეფექტური ურბანული პოლიტიკა ეწოდება.

_______________________

1.Marshall, Gordon, (eds.) 1996. Dictionary of sociology. Oxford, NY; Oxford University Press.p. 619.

2.Levy, John M. 2000. Contemporary Urban Planning. Upper Saddle River; Princeton-Hall, Inc. p. 38

7.2 ურბანული პოლიტიკა აშშ-სა და დასავლეთ ევროპაში

▲ზევით დაბრუნება


აშშ-ში ქალაქის გარემოს მიზანმიმართული კონტროლის მვდელობებს XIX საუკუნის დასაწყისიდანვე ვხვდებით. ამ პერიოდში ეს მცდელობანი მეტად შეზღუდული და დეტალური იყო და ძირითადად ქუჩების სისტემის ჩამოყალიბების მცდელობით შემოიფარგლებოდა. საუკუნის ნახევრისათვის მან მოიცვა პარკების და სარეკრეაციო ტერიტორიების ჩამოყალიბების სფერო, რომელსაც უნდა გაელამაზებინა ქალაქთა იერსახე და წვლილი შეეტანა მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებაში. ამ მიმდინარეობას „ქალაქის გამშვენების“ (City Beaitful) მიმდინარეობა ეწოდება.1 სამწუხაროდ, მან ცალმხრივი და შეზღუდული გავლენა მოახდინა მოსახლეობის კეთილდღეობაზე, რადგან ვერ მოუტანა პოზიტიური ცვლილებანი ღარიბთა კლასს, არამედ ძირითადად მხოლოდ მდიდართა კლასის პირობები გააუმჯობესა. მიუხედავად ამისა, რომ საწყისი მცდელობანი მხოლოდ ცალმხრივი და არც თუ ისე ეფექტური იყო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აშშ-ში ამ პერიოდში ურბანული პოლიტიკა უკვე ჩამოყალიბდა როგორც სფერო, რომელიც მზარდ ყურადღებას იპყრობდა. აშშ-ში 1930-იან წლებში ფედერალური ბინათმშენებლობის პროგრამები იქნა განხირციელებული, რომელიც მიზნად ისახავდა საცხოვრებელი სტანდარტების დაცვასა და უბნის კეთილმოწყობას. შემდგომ 1949 წელს მიღებული იქნა „საცხოვრებლის აქტი“ (Housing Act) რომელმაც აშშს მთავრობას დააკისრა ღარიბების საცხოვრებლით უზრუნველყოფის ამოცანა, ისევე როგორც ქალაქთა გაწმენდა ბარაკებისაგან. ამისათვის ბიუჯეტიდან გამოიყო თანხა 810 000 საცხოვრებელი ერთეულის რეაბილიტაციისათვის.2 ურბანული პოლიტიკის პროგრამის თანახმად ღარიბთა სოციალური დაცულობა და უზრუნველყოფა გამოცხადდა პირდაპირ კავშირში ერის კეთილდღეობასთან.

50-იან წლებში დაიწყო ახალი მსხვილმასშტაბიანი „ქალაქთა განახლების პროგრამა“ (Urban Renewal Program),3 რომლის ყველაზე დიდი დამსახურება ის არის, რომ ქალაქის ეფექტური განვითარების მიზნით მან მთავრობას და კერძო სექტორს თანამშრომლობისაკენ მოუწოდა. იგი მიზნად ისახავდა ქალაქთა ცენტრალური ნაწილების განახლებას ბარაკების დანგრევისა და დაბალშემოსავლიანი კლასისათვის ხელმისაწვდომი საცხოვრისის აშენების გზით 5 მილიონი ოჯახისათვის. აღსანიშნავია, რომ ეს ამბიციური პროგრამა ვერ განხორციელდა დაგეგმილი მასშტაბებით: 1961 წლისათვის 126,000 სახლი იყო დანგრეული და მხოლოდ 28,000 აშენებული.4 გარდა ამისა, ურბან სოციოლოგიაში ეს პოლიტიკა აღიარებულია უარყოფით გამოცდილებად, რადგან მან მოშალა ის ქალაქური გარემო, რომელიც, თუმც კი დაბალი სტანდარტებით გამოირჩეოდა, მაინც ფლობდა იმ ფსიქოლოგიურ კომფორტს, რომელიც ვერ უზრუნველჰყო ახლადშექმნილმა საცხოვრისმა.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ მსოფლიოში არც ერთ ქვეყანას არ შეუმუშავებია სრულყოფილი ურბანული პოლიტიკა. ეს ის სფეროა, რომელიც მუდმივ განახლებას მოითხოვს. აშშ-ს მოდელი ევროპის მოწინავე ქვეყნებთან შედარებით გამოირჩევა თავისი დანაწევრებით ურბანული მართვისა და დაგეგმარების სფეროში. მთავრობა მართვის სისტემის სხვადასხვა დონეზე (ფედერალური, საშტატო, მუნიციპალური) ინდივიდუალურ მიდგომას შეიმუშავებს ურბანული განვითარების საკითხებისადმი და ამიტომ აქ მოდელთა უდიდეს რიცხვს ვხვდებით. მეორეს მხრივ, მეგაპოლისების ზრდა სულ უფორ აქტუალური ხდება - მაგალითად მეგაპოლისმა ბოსტონიდან ვაშინგტონამდე 10 შტატს მოიცავს, და ასეთ შემთხვევაში უკვე აუცილებელი ხდება ერთიანი მიდგომა ურბანული პოლიტიკისადმი, ვიდრე მხოლოდ ადგილობრივი მთავრობების მიერ ადგილობრივი პრობლემების გადაჭრა.

ჯერ კიდევ 1949 წელს აშშ-ს მთავრობამ მიიღო „ქალაქთა განახლების“ პროგრამა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ბარაკებისაგან ტერიტორიათა გაწმენდას და ახალი საცხოვრისის ფორმირების საშუალებით საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ითვალისწინებდა მოსახლეობის იმ ფენებისათვის, რომლებსაც არ გააჩნდა ბინის შეძენის საშუალება კერძო ბაზარზე. სოციალურ-ფსიქოლოგიური ასპექტების კუთხით ამ პროგრამამ უარყოფითი მხარე გამოავლინა საცხოვრისის ექსპლუატაციის პროცესში და მალე ხმამაღლა გაისმა მოთხოვნა სოციალური პროექტირების აუცილებლობისა, რომელიც ითვალისწონებდა სოციალურ-ფსიქოლოგიური ფაქტორების უფრო ღრმად გათვალისწინებას. დღეს ქალაქთა პრობლემებზე პასუხს აგებს ქალაქთა განვითარებისა და საბინაო მშენებლობის სახელმწიფო დეპარტამენტი (Department of Housing and Urban Development, DHUD).

აშშ-ში გაბატონებული ქალაქთა კრიზისის გადალახვაში ფედერალური დახმარების აღმოჩენას შტატებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებისათვის დიდი როლი ენიჭება, რომელიც თავის მხრივ უკავშირდება ამერიკული ფედერალიზმის პოლიტიკურ შინაარსს, ანუ ხელისუფლების გარკვეულ ბალანსს - ფედერალურ, საშტატო და ადგილობრივ დონეებს შორის. საქალაქო (ადგილობრივი) პოლიტიკური მექანიზმი თავის მხრივ კი გვესახება, როგორც ფორმალური და არაფორმალური პოლიტიკური ინსტიტუტების დინამიკური ერთობა. ყოველი ამერიკული მუნიციპალიტეტი ვალდებულია განახორციელოს კომუნალური მეურნეობის, ტრანსპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, ზონირების, საგზაო, საბინაო მშენებლობის და სხვა სფეროებში მოღვაწეობის გარკვეული მინიმუმი. რაც უფრო პრობლემატურია სიტუაცია, მით უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება თვითმმართველობას.

აშშ-ს ურბანული პოლიტიკათვის აგრეთვე დამახასიათებელია ღარიბთათვის სახელმწიფო სუბსიდიების პროგრამების მაღალი რიცხვი და ურბანული პოლიტიკის მჭიდრო კავშირი სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებთან. ამ პროცესებს DHUD ედგა სათავეში. ძირითად საცხოვრებლის გაუმჯობესების სახელმწიფო პაკეტი გამოიხატა სამი მიმართულებით: 1. დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის საცხოვრებლის რეაბილიტაცია; 2. ახალი საცხოვრებლის მშენებლობა; 3. არსებული მიტოვებული საცხოვრებლის გადაცემა დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის მფლობელობაში. ეს უკანასკნელი კომპონენტი ყველაზე ნაკლებ ხარჯს მოითხოვს მთავრობისაგან. იგი ითვალისწინებდა, რომ მიტოვებული სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი საცხოვრებელი ბინები გადაეცათ დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის მფლობელობაში ნომინალურ ფასად, იმ პირობით რომ ახალი მფლობელი გარკვეული დროის მანძილზე ჩადებდა „ინვესტიციას“ თავისი ახალი საცხოვრებლის გაუმჯობესებაში. ასეთ ინდივიდებს იპოთეკურ სესხებსაც კი სტავაზობდნენ და მათ ათავისუფლდნენ გარკვეული ადგილობრივი გადასახადებისაგან. ასეთმა პროგრამებმა და მიდგომამ არსებული საცხოვრებელი ფონდის რეაბილიტაციის საქმეში მეტად ეფექტური გავლენა მოახდინა საცხოვრებელ უბნებზე, რადგან გაიზარდა არა მარტო საცხოვრებლის ხარისხი, არამედ ურბანული გარემოს ხარისხიც - კერძო მფლობელობამ დადებითი გავლენა მოახდინა დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის ცხოვრების სტილზე და გაზარდა უბნებში დაცულობა და სტაბილურობა.

1960-იანი წლებიდან ურბანული პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახდა ეკონომიკური განვითარების პოლიტიკა. ეკონომიკური განვითარების კუთხით ურბანული პოლიტიკის ყველაზე ეფექტური მიდგომა აღმოჩნდა „საწარმოთა ზონების“ მიდგომა.5 ეს პროგრამა ითვალისწინებდა ქალაქებში მწარმოებელთა და ინვესტორთა მიწვევას იმ პირობით, რომ მათ განთავსებისათვის ხელსაყრელ პირობებს მიანიჭებდნენ, ისევე როგორც ითვალისწინებდა გადასახადთა მოკლებას დაახლოებით 50%25-ით. ბარაკების განახლების პროგრამები შეცვალა ბიზნესის აღორძინების პროგრამამ - სპორტული, ტურისტული კომპლექსების, სერვისის ცენტრების მშენებლობამ, და სხვა პროექტებმა. სანაცვლოდ ამ საწარმოებს და სხვა სამსახურებს უნდა შეექმნათ სამუშაო ადგილები და დაესაქმებინათ ადგილობრივი მოსახლეობა. ყოველ შექმნილ სამუშაო ადგილზე ამ ბიზნესებს გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობის უფლება ენიჭებოდათ-მაგალითად დაბალპროცენტიანი კრედიტების მოპოვების უფლება და სხვა. ასეთი პროექტები გამყარებული იყო პოლიტიკური და ბიზნესის ინტერესებით და მცირე ბიზნესის აღორძიენების გზით სამუშაო ადგილების შექმნასა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას ემსახურებოდა. ამ პროგრამამ ქალაქი გადააქცია უკეთეს ადგილად ბიზნესისათვის, მაგრამ არა უკეთეს ადგილად საცხოვრებლად. ასეთი საწარმოო ზონები ამერიკის 35 შტატში შეიქმნა როგორც ურბანულ ასევე რურალურ ტერიტორიებზე.

1980-90 წლებში სუბსიდირებულმა პროგრამებმა კლება დაიწყო, მაგრამ ამავე დროს 90-იან წლებში ეს პროგრამები განსაკუთრებით დაიხვეწა DHUD-ის მიერ. 1992 წელს მთავრობამ 100 მილიონი აშშ დოლარი გამოყო ურბანული პოლიტიკისა და ქალაქგეგმარების დასახვეწად და შესაბამისი ინსტიტუტების ორგანიზაციისა და ტრეინინგისათვის. ყველაზე ცნობილია პროექტი HOPE, ანუ „ბინათმშენებლობა და შესაძლებლობები ადამიანებისათვის ყველგან“6. მუნიციპალურ საკუთრებაში მყოფი საცხოვრებელი ფონდი მთლიანად გადაეცა მოსახლეობას - 50,000 ღარიბმა ოჯახმა მოახდინა საცხოვრებლის პრივატიზება.

პრეზიდენტ ქლინტონის ადმინისტრაციამ შეუდარებელი ყურადღება დაუთმო ურბანულ პრობლემეტიკას და სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრას ეკონომიკური პროგრამების საშუალებით. მაგალითად 1993 წელს შეიმუშავეს „საწარმოთა უფლებამოსილების“ (Enterprise Empowerement) პროგრამა.7 მან დაფინანსებისა, ანუ გრანტის მიღების შესაძლებლობა შეუქმნა უბნებსა და თემთა სხვა ერთეულებს და შექმნა ჯანმრთელი კონკურენცია ქალაქთა პრობელემების ეფექტურად გადაჭრაში. დაფინანსება დამოკიდებული იყო პროექტის მასშტაბებზე, ისევე როგორც უბნის ზომებზე. მაგალითად ჰარლემმა ნიუ-იორკში 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრანტი მოიპოვა. ასეთმა მიდგომამ შესანიშნავი შედეგები გამოიღო, მით უფრო რომ მოსახლეობის აქტიური მონაწილეობა პროექტთა შემუშავების და განხორციელების ფაზაში უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენდა. ამ პერიოდის ურბანულმა პოლიტიკამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო იმ საკითხებს, რომ საჯარო-კერძო განვითარების პროექტებში უმეტესად ბიზნესის ინტერესები იყო ხოლმე დაცული მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ და ხელი მიჰყო მოსახლეობის ინტერესების დაცვის მექანიზმთა სრულყოფას.

ევროპის ქვეყნებში ურბანულ პოლიტიკას უდიდესი როლი ენიჭება ეროვნულ პოლიტიკურ პროგრამებში. მსოფლიოს ამ ნაწილში ურბანული პოლიტიკის მიდგომა მეტად არის დამყარებული ისტორიულ წანამძღვებზე და ფაქტორებზე, ვიდრე აშშ-ში, სადაც მიდგომის ქვაკუთხედი საბაზრო პროცესები და ურთიერთობებია. მაგალითად ინგლისში მთავრობა ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობდა იმ კანონმდებლობას, რომელიც არეგულირებდა ქალაქთა და კონკრეტული ურბანული პროცესების განვითარებას. იგი ცდილობდა შეექმნა ადგილობრივი მარეგულებელი მექანიზმები, რომელიც ცენტრალურ ქალაქთა ზრდას გააკონტროლებდა. 1947 წელს მიიღეს ქალაქთა და რაიონთა აქტი (City and Regional Act), რომელიც მიმდინარე განვითარებას აკონტროლებდა მიწის თითოეულ ჰექტარზე.8 მიღებული იქნა საპარლამენტო აქტიც, რომელიც შეაჩერებდა ლონდონის ზრდას. ამ აქტის მიხედვით, ლონდონის გარშემო შეიქმნა მწვანე და სასოფლო-სამეურნეო მიწების ზოლები, რომელთაც ბუფერის როლი უნდა შეესრულებინათ და ხელი შეეშალათ ქალაქის ზრდისათვის. ამ ბუფერის გარეთ გათვალისწინებული იყო სატელიტური ქალაქების განვითარება, რომელთაც ექნებოდათ არა მხოლოდ კომმიუტერული დატვირთვა, არამედ ისინი გახდებოდნენ თვითმომქმედი ქალაქები. 1965 წელს ჩამოყალიბდა დიდი ლონდონის საბჭო, რომელსაც ამ ქალაქთა განვითარების მაკონტროლირებელი ფუნქცია დაეკისრა. სამწუხაროდ ამ პოლიტიკამ მაინც ვერ შესძლო დაკისრებული ამოცანის გადაჭრა და ლონდონის ზრდის შეჩერება. ნახევარი მილიონი კომმიუტერი ყოველ დღე ჭრის ბუფერულ ზოლს და სამსახურში ლონდონში მიემართება. გარდა ამისა, სატელიტმა ქალაქებმა ვერ მიიზიდეს ლონდონის ღარიბთა კლასი, რომელიც კვლავაც ლონდონის ცენტრალური ნაწილის ქუჩებს აფარებს თავს.

1988 წელს პრემიერ-მინისტრ ტეტჩერის მთავრობამ შეიმუშავა ახალი ურბანული პოლიტიკა, რომელიც ძირითადად მიზნად ისახავდა ქალაქთა ეკონომიკურ აღორძინებას კერძო სექტორის ხელშეწყობის საშუალებით.9 ამ პოლიტიკის ნაკლოვანება იმაში გამოჩნდა, რომ მან ხელი შეუწყო მხოლოდ დიდი ქალაქების და მათი ცენტრალური ნაწილების განვითარებას და ვერ მოუტანა სიკეთე მეორეხარისხოვან ქალაქებსა და უბნებს.

__________________________

1. Flanagan, William G. 1999. Urban Sociology; Images and Structures. Needham Height. Allyn & Bacon. p. 326.

2. Flanagan, William G. Op. Cit., p. 329

3. Flanagan, William G. Op. Cit., p. 329

4.Flanagan, William G. Op. Cit., p. 321.

5. Flanagan, William G. Op. Cit., p. 350.

6.Flanagan, William G. Op. Cit., p. 348.

7.Flanagan, William G. Op. Cit., p. 351.

8.Flanagan, William G. Op. Cit., p. 366.

9.Flanagan, William G. Op. Cit., p. 368

7.3 დასავლური და სოციალისტური ურბანული პოლიტიკის შედარება

▲ზევით დაბრუნება


სოციალისტური ქვეყნებში ურბანულ პოლიტიკას სრულიად განსხვავებული ხასიათი ჰქონდა, ვიდრე რომელიმე განვითარებულსა თუ განვითარებად ქვეყანაში. მისი ძირითადი მიზანი იყო კომუნისტური იდეოლოგიის ინტერესების გამოხატვა და ცდილობდა ქალაქთა განვითარება მიემართა ამ იდეოლოგიასთან სრულ შესატყვისობაში. კაპიტალისტური ქვეყნების პოლიტიკიდან განსხვავებით, სადაც საბაზრო ძალები განსაზღვრავენ ქალაქში მიმდინარე პროცესთა მიმართულებას, სოციალისტურ ქვეყნებში ეს პროცესები ცენტრალური მთავრობის გადაწყვეტილებებს ექვემდებარებოდა. მიგრაცია, მოსახლეობის ზრდა, სამუშაო ადგილების შექმნა, ბინათმშენებლობა, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სფეროები დაგეგმილი იყო ცენტრალური მთავრობის მიერ. რამაც უმეტეს შემთხვევაში უარყოფითი გავლენა მოახდინა ქალაქთა სოციალურ-სივრცით სტრუქტურაზე.

1930-იანი წლებიდან ქალაქგეგმარება სსრკ-ში ვითარდებოდა მმართველობის ხისტი ადმინისტრაციული მეთოდების მეშვეობით. საზოგადოების სოციალურ-ფუნქციური სტრუქტურა იერარქიული და ცენტრალიზებული იყო. ქალაქის გარემოს ფორმირებაში ძირითად სუბიექტებს წარმოადგენდნენ სახელმწიფო აპარატი, სამინისტროები და სხვა სახელმწიფო ორგანოები. ინსტიტუტების მიხედვით ქალაქის გენერალური გეგმის პროექტში დამკვეთად, შემსრულებლად და ექსპერტად ხშირ შემთხვევაში გვევლინებოდა სსრკ სახლმშენი ან ცალკეულ რესპუბლიკათა სახმშენები. ფუნქციათა ასეთი შეთავსება უარყოფითად მოქმედებდა როგორც პროექტირების ხარისხზე, ასევე მისი რეალიზაციის პროცესზე.1

მეორეს მხრივ, ამას თან ახლდა „ერთიანი“ ცხოვრების ყაიდისა და ოფიციალური კოლექტივიზმის საყოველთაო პროპაგანდა, რაც ცხოვრების „ადგილობრივი“ თავისებურებების გაქრობას განაპირობებდა. ყველა საზოგადოებრივი და „მოხალისეთა“ ასოციაცია პრაქტიკულად ადმინისტრაციულ-მბრძანებლური სისტემის ნაწილი იყო და ზემდგომი ორგანოების კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. ყოველი ელემენტარული ფორმის ინიციატივა (ქუჩების გაწმენდა, ხეების დარგვა და ა.შ.) პოლიტიკურ კომპანიას წარმოადგენდა. მსხვილ ქალაქთმშენებლობით პროგრამებსა და გადაწყვეტებს ამტკიცებდა მინისტრთა საბჭო ადგილობრივი სახალხო დეპუტატთა საბჭოს მონაწილეობის გარეშე. „ქალაქებს ფაქტიურად არ ჰქონდათ უფლება გადაეწყვიტათ თავიანთი ბედი“2.

ქალაქთმშენებლები და პოლიტიკოსები კი თავის მხრივ ყურადღებას არ უთმობენ „ინდივიდი-გარემოს“ ურთიერთობას და ამ ურთიერთქმედების თავისებურებებსა და კანონზომიერებებს, რამაც წარმოშვა ფიზიკური გარემოსა და სოციალური პროცესების ურიცხვი კონფლიქტები.

სოციალისტური ურბანული პოლიტიკა მიზნად ისახავდა დიდი ქალაქების ზრდის შეჩერებას, ქალაქთა გარშემო მწვანე ზოლის შექმნისაკენ და პატარა ქალაქების აღორძინება. აგრეთვე, იგი მიზნად ისახავდა ყველა ოჯეხის დაკმაყოფილებას ინდივიდუალური ბინით. მიზნები ჭეშმარიტად ჰუმანურად გამოიყურებოდა, მაგრამ მათი კონკრეტული დაგეგმარება არ იყო ნაკარნახევი საბაზრო მოთხოვნილებებით და შესაძლებლობებით და ხშირ შემთხვევაში ეს რეალური მოთხოვნილებებთან შეუსაბამო განვითარებას იწვევდა. აქედან გამომდინარე პროცესები არარეალურ და ხელოვნურად შექმნილ კონტექსტში ვითარდებოდა. დღესდღეობით სოციალისტური წყობის რღვევის შედაგად კომინისტური მეთოდით განაშენიანებული ახალ თუ ისტორიულ ქალაქებში ახალი ქალაქმაფორმირებელი ძალები ამოძრავდა: მიწის და უძრავი ქონების ბაზარი, კერძო სექტორი, ფინანსური სექტორი და სხვა.3 ახალმა ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა სისტემამ შეცვალა სივრცის მაფორმირებელი ფაქტორები, ამიტომ სოციალისტური წყობის დროინდელმა ურბანულმა პოლიტიკამ დაკარგა თავისი ფუნქცია და იდეოლოგიური საფუძველი, ახალი პოლიტიკა კი ჯერ არ შემუშავებულა და დგას მზარდი პრობლემების გადაჭრის აუცილებლობის წინაშე.

___________________________

1. თ. სულუხიია. მსხვილი საცხოვრებელი მასივების ფუნქციურ-სივრცითი რეორგანიზაციის ურბანოლოგიური წანამძღვრები. დისერტაცია საკანდიდატო ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისი, 1997. გვ. 125

2. Коган Л.Б. Город и Политика. В Архитектура и строительсиво России. 1, 1989. С. 20

3.თ. სულუხია. თბილისის ქალაქურო გარემო და ახალი ტენდენციები. „ხელოვნება“, 3-4, 1998. გვ. 36-39.

7.4 ურბანმენეჯმენტი

▲ზევით დაბრუნება


ურბანული პოლიტიკა ურბანმენეჯმენტის სტრატეგიას უნდა დაეყრდნოს, რადგან ურბანული პოლიტიკის წარმატებული განხორციელება სრულად არის დამოკიდებული ურბანმენეჯმენტის ეფექტურობაზე. აშკარაა, რომ ურბან-მენეჯმენტი, სადაც ქალაქგეგმარება, როგორც ინსტიტუტი მხოლოდ ერთ-ერთ ნაწილს წარმოადგენს, სულ უფრო საჭირო ხდება. იგი მოიცავს პროექტთა მენეჯმენტს, საზოგადოებრივ ადმინისტრაციას, ბიზნესის მენეჯმენტს. მისი ძირითადი მიზანია:

  • ქალაქთა პრობლემის გამოვლენა;

  • პერსპექტივების დასახვა, პროგრამებისა, პოლიტიკისა და პროექტთა დამუშავება;

  • პასუხისმგებლობათა განაწილება სხვადასხვა საზოგადოებრივ ინსტიტუტთა და წარმომადგენელთა შორის.

ურბანმენეჯმენტის კონცეფცია ბიზნესის სამყაროში ჩამოყალიბდა რესურსებისა და ბაზრების მართვის გამოცდილებით, მაგრამ დღეს ეს ცნება უკვე მოიცავს იმ პროცესთა ერთობლიობას, რომელიც ქალაქის სივრცეში მიმდინარეობს.

ჩვენთვის ურბანმენეჯმენტი განსაკუთრებით საინტერესოა იმ კუთხით, რომ იგი განიხილავს ქალაქის არსებული მდგომარეობის ანალიზს და ყველაზე აქტუალურ პრობლემათა გადაჭრის მართვის ხერხების ძიებასა და განხორციელებას. მსოფლიო ბანკის 1991 წლის პროგრამა განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნავს ურბანმენეჯმენტის აუცილებლობას განვითარებადი ქვეყნების ქალაქებში და საზოგადოებრივი მომსახურების სფეროს გაუმჯობესებას ღარიბი მოსახლეობისათვის ძირითად გამოსავლად აყენებს1. მან უნდა მოიცვას ქალაქის ფუნქციონირების ყველა სფერო: წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდების, ჯანმრთელობის სფეროს მომსახურების, სახანძრო მომსახურების, ტელეკომუნიკაციის, საკვები პროდუქტების მიწოდების, მოსახლეობის დასაქმებულობისა და სხვას. გაეროსა და მსოფლიო ბანკისათვის ურბანმენეჯმენტის კონცეფცია აღიარებულია, როგორც იარაღი ქალაქთა პრობლემების გამოსასწორებისაკენ მთავრობათა ყურადღების მიმართვისთვის.

საერთაშორისო მასშტაბით „ურბანმენეჯმენტის“ კონცეფცია სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს. დისკუსია ამ თემის გარშემო ყოველწლიურად იზრდება, ახალ შეკითხვებს ბადებს და შესწორებებს გვთავაზობს. დღეს იგი უკვე აღიქმება როგორც საზოგადოებრივი ადმინისტრაციის განუყოფელი ნაწილი

0x01 graphic

საზოგადოებრივი ადმინისტრაცია არის სახელმწიფო ბიუროკრატიული სისტემა და მისი პროცედურები, რომელთა საშუალებითაც ხორციელდება კონკრეტული პოლიტიკის გატარება თუ სისრულეში მოყვანა. იგი საზოგადოებრივი მეცნიერებების შესწავლის საგანია ძირითადად იმ კუთხით, თუ როგორ შეეთვისება საზოგადოებრივი ადმინისტრაციის ფორმები იმ საზოგადოებრივ პოლიტიკას თუ სტრატეგიის განხორციელებას, რომელიც აუცილებლად ისახება საზოგადოების პროგრესისა და განვითარებისათვის. ამჟამად საზოგადოებრივი ადმინისტრაციის სფეროს შესწავლის ფარგლებში ექცევა. მისი მნიშვნელოვანი ნაწილია ქალაქის პოლიტიკისა და მართვის სფეროს შესწავლაც. ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ კიდევ უფრო ვიწრო დანაყოფი ქალაქის ადმინისტრაციის სახით. 1980-იანი წლებიდან ტერმინ საზოგადოებრივი ადმინისტრაციის ნაცვლად ხშირად ხმარობენ ტერმინ „საზოგადოებრივ მენეჯმენტს“. რომელიც მზარდ როლს ანიჭებს კერძო სექტორის როლს ადმინისტრაციისა და კონკრეტული პოლიტიკის გატარების პროცესსა და თვით პროცესების განხორციელებაში.

საზოგადოებრივი მენეჯმენტი ანუ მართვა, მოიცავს ადგილობრივი მართვის მრავალფეროვანი მექანიზმების ინსტიტუციურ კონტექსტს. 1990-იან წლებში განვითარებად ქვეყნებში მმართველობის კონცეფციამ მიიქცია საერთაშორისო საზოგდოებისა და დონორების ყურადღება. რადგან მრავალ ქვეყანაში ნათელი გახდა მმართველობის კრიზისი: დაბალი საკანონმდებლო სტანდარტებითა და კანონმორჩილების ცხოვრებაში არაეფექტური გატარებით მთავრობა ვერ ზრუნავდა მოსახლეობაზე და ამავე დროს, ვერ უზრუნველყოფდა მოსახლეობისათვის აუცილებელი სერვისების მიწოდებას. მმართველობის რეფორმა ასეთ ქვეყნებში მოიცავს დეცენტრალიზაციასა და მოსახლეობის ჯგუფების მონაწილეობას გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში.2

ურბანმენეჯმენტი შემდეგ სძირითად საქმიანობას ისახავს მიზნად: 1. ეფექტური სოციალური, ეკონომიკური და ფიზიკური გარემოს შექმნა; და 2. ფსიქოლოგიურად ჯანსაღი გარემოს ჩამოყალიბება.3 ეს თავისთავად გულისხმობს მრავალ ურთიერთდაკავშირებულ ფაქტორს, როგორიცაა ესთეტიკური გარემოს შექმნა; პროგრესული ეკონომიკური ორიენტაცია, მომსახურების სფეროს უზრუნველყოფს და კოორდინაცია; ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება; ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრა და გამწვანების სრულყოფა; განათლების და ჯანდაცვის სფეროს სრულყოფა; ტრანსპორტის და კომუნიკაციათა სფეროს უზრუნველყოფა; ბიზნესის სფეროს განვითარების პირობების შექმნა; შრომითი რესურსების სრულყოფილი გამოყენება და მოსახლეობის დასაქმებულობის უზრუნველყოფა; საქალაქთმშენებლო კანონმდებლობის უზრუნველყოფა; მოსახლეობის მონაწილეობის უზრუნველყოფა; მარკეტინგული მიდგომის შემუშავება საზოგადოების მოთხოვნილებებისადმი; საზოგადოებრივი და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობის უზრუნველყოფა და მრავალი სხვა ფაქტორი, რომელიც ერთ მთლიანობაში განიხილება ურბანმენეჯმენტის ეფექტურობის შეფასების დროს. ზემოთ ჩამოთვლილი ყოველი პირობა აუცილებელია ქალაქებში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისა და ეკონომიკური ეფექტისათვის და ყოველი მათგანი ურთიერთგანსაზღვრული და დაკავშირებულია.

1990-იან წლებში ქალაქთა მდგომარეობის - სიღარიბის, ქალაქური გარემოს დეგრადაციის, მომსახურების დაბალი დონის - განსაზღვრა მრავალი ქვეყნის მთავრობათა და საერთაშორისო ორგანიზაციების ერთ-ერთ ძირითად ამოცანად იქცა. ინდიკატორები, რომლებიც წარმოადგენს სტატისტიკას, მიმართულს პრობლემათა აღმოჩენისა და განსაზღვრისათვის, აგრეთვე გახდა ამ პრობლემათა მონიტორინგის ყველაზე პოპულარული და მიღებული საშუალება. გაერომ ინდიკატორების მსოფლიო გავრცელებისა და დამკვიდრებისათვის ექსპერტთა ორი საერთაშორისო სხდომა ჩაატარა 1995 წელს ნიუ-იორკში, სადაც აღნიშნული იქნა ამ სისტემის განსაკუთრებული მნიშვნელობა, განსაკუთრებით კი განვითარებადი და ჩამორჩენილი ქვეყნებისათვის. გაეროს ეგიდით აღინიშნა, რომ ხშირ შემთხვევაში „ეფექტური ურბანული პოლიტიკის გატარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი პირობა როგორც განვითარებულ, ისევე განვითარებად ქვეყნებში არის ქალაქის შესახებ არასაკმარისი მონაცემები და მათი არასრულფასოვანება”.4 ინდიკატორების პროგრამა მიმართულია სწორედ იმისაკენ, რომ ერთმანეთთან დააკავშიროს გატარებული პოლიტიკა და არსებული მონაცემები, ისევე როგორც „მოუთითოს, თუ რა სახის პოლიტიკა უნდა გატარდეს სასურველი შედეგის მისაღწევად.“ აქედან გამომდინარე, ინდიკატორები გამოიყენება როგორც ურბანული პოლიტიკის შემუშავების და მისი სტრატეგიის ფორმულირების დონეზე, ასევე ამ პოლიტიკის განხორციელების და მონიტორინგის ფაზებში. „ინდიკატორები გამოიყენება სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, ინფრასტრუქტურის, სატრანსპორტო, საბინაო, მოთხოვნა-მიწოდების, ინვესტიციების და სხვა მოთხოვნათა განსაზღვრისათვის და შემუშავებული სტრატეგიების წარმატებისა თუ წარუმატებლობის აღსარიცხავად.

ურბანული ინდიკატორების სისტემა მოიცავს სოციალურ-ეკონომიკურ, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურის, სატრანსპორტო და ადგილობრივი მმართველობის მონაცემებს.5 სოციალურ-ეკონომიკური ინდიკატორების მაგალითებია: სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების რაოდენობა, უმუშევრობის დონე, დასაქმებულობა არაფორმალურ სექტორში, ბავშვთა შრომა, სოციალური დახმარება, სიკვდილიანობა ინფექციური დაავადებებით, ბავშვთა სიკვდილიანობა, საშუალო განათლების დონე, განათლების დონის გენდერული პროპორცია, კრიმინოგენული მონაცემები, იძულებით გადაადგილებულთა რიცხვი, და სხვა. ინფრასტრუქტურის ინდიკატორთა რიცხვს მიეკუთვნება: სასმელი წყლის ხელმისაწვდომობა, წყლით მომარაგება, კანალიზაციის არსებობა, და სხვა. სატრანსპორტო ინდიკატორებია: ავტომობილის მფლობელთა რიცხვი, ფეხით მოსიარულეთა სიკვდილიანობა, სატრანსპორტო უბედური შემთხვევები, სახლსა და სამსახურს შორის მგზავრობაზე ყოველდღიურად დახარჯული დრო. გარემოს დაცვის ინდიკატორებია: რესპირატორული დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა, ნაგვისა და საწარმოო-სამეურნეო ნარჩენების გატანის რეგულარობა, საცხოვრისის ნგრევის ხარისხი, სიკვიდილიანობა სტიქიური უბედურების პირობებში, და სხვა. ადგილობრივი მმართველობის ინდიკატორებს მიეკუთვნება: დანიშნული და არჩეული ადგილობრივი წარმომადგენლების თანაფარდობა, არჩევნებში მოსახლეობის მონაწილეობის დონე, ადგილობრივი მმართველობის მოსამსახურეთა რიცხვი.

ურბანული ინდიკატორების მომხმარებელთა სპექტრი მეტად ფართოა. იგი მოიცავს ადგილობრივ მოსახლეობას, ცანტრალურ და მუნიციპალურ მთავრობას, ქალაქის მართვის სხვადასხვა სუბიექტებს, არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებს, კერძო სექტორს და საერთაშორისო განვითარების დონორებსა და ორგანიზაციებს.

_________________________

1.Policy paper. World Bank. 1991.

2.Kuper, Adam, Jessica Kuper. (eds.) 1999. The Social Science Encyclopedia. London and New York; Routledge. p. 703-704

3. A Strategy for Community Development. Emphasis:Residential. 1968. St. Lois County Planning Department. Clayton, Missouri. P. 1-b; 1-c; 1-c.

4.Using Indicators in Policy. Pp.3-5 in “Indicators Newsletter”. United Nations Centre for Numan Settlement (Habitat). Third Quarter. 1995. Volume III. p. 1.

5. Using Indicators in Policy. Op. Cit., p.2.

7.5 მოსახლეობის მობილიზაცია და მოსახლეობის მონაწილეობა

▲ზევით დაბრუნება


1970-იან წლებში მსოფლიოში, განსაკუთრებით კი განვითარებულ ქვეყნებში, აგორდა მოსახლეობის მზარდი უკმაყოფილების ტალღა იმის თაობაზე რომ დამგეგმარებლები სოციალური ასპექტების მიმართ არასაკმარის ყურადღებას იჩენდნენ. ბევრმა ქალაქთმშენებელმა გაანალიზა სოციალური საკითხების გათვალისწინების აუცილებლობა და თავის თავს სოციალური დამგეგმარებლებიც კი უწოდეს. მათ აღმოაჩინეს, რომ მრავალი თითქოსდა მაღალი ხარისხის პროექტი ვერ აღწევდა სასურველ სოციალურ-სივრცით ეფექტს მხოლოდ იმიტომ, რომ იგი საკმაოდ არ ითვალისწინებდა სოციალური საკითხებს. ამის თვალნათელი მაგალითი თუნდაც პრუიტ-აიგოს საცხოვრებელი უბანი აღმოჩნდა.

ჯერ კიდევ 60-იანი წლების ბოლოს გამოჩენილი ამერიკელი სოციოლოგი პოლ დავიდოფი მოუწოდებდა „გეგმარებაში თანასწორუფლებიანობისაკენ“. „ქალაქგეგმარებამ განსაკუთრებულად უნდა გაითვალისწინოს ღარიბთა ინტერესები“1 - ამბობდა იგი, ამიტომ მოუწოდებდა რეპრეზენტატულობის გაზრდისა და მოსახლეობის მონაწილეობისაკენ - დემოკრატიზაციისაკენ. ასე წარმოიშვა 20 საუკუნის „მეოთხედის ყველაზე ცნობილი ქალაქგეგმარებითი თეორია - „Advocacy plannig“ - რომელიც მოუწოდებდა ქალაქთმშენებელს გამხდარიყო დაბალი კლასის ადვოკატი თავისი პროფესიონალური კუთხით. ეს თეორია ჩანასახი იყო მოსახლეობის მონაწილეობის თეორიის, რომელიც პრაქტიკულად საცხოვრებელი გარემოთი დაუკმაყოფილებელი მოსახლეობის პროტესტის მზარდმა ტენდენციამ მოიტანა ქალაქის ისტორიაში. ეს ტენდენცია გამძაფრდა აშშ-ში 1967-69 წლებში ე.წ. „ქალაქის მოდელის“ კანონმდებლობის შემუშავების პროცესში მუნიციპალიტეტებისა და მოსახლეობის ინტერესთა ურთიერთდაპირისპირებისას. ამერიკის 63 ქალაქმა წარადგინა საკონკურსო პროგრამა ქალაქთმშენებლობითი განვითარების შესახებ ბიუჯეტიდან უზარმაზარი ჰონორარის მიღების პირობით. სწორედ ამ პროგრამის შედგენის პირობებში წარიმართა ცნობილი დრამა მოქალაქეთა მიერ თავიანთი უფლებების დაცვისათვის ბრძოლის. ამ ბრძოლით მოსახლეობამ მიაღწია იმას, რომ მაგ. ქ. ოაკლენდში (კალიფორნია, აშშ) შეიქმნა უბნის კონგრესი, რომელსაც უნდა განეხილა და დაემტკიცებინა ამ უბანთან დაკავშირებული პროგრამა, ვიდრე საქალაქო საბჭო მიიღებდა მას. (სურათი 16, 17 და 18).

პოლ დავიდოფის „ადვოკატური“, ანუ დაცვითი გეგმარების მეთოდმა უდიდესი გავლენა მოახდინა ქალაქგეგმარების პროფესიონალებზე. მრავალმა პროფესიონალმა უარი თქვა მოსახლეობისაგან, ანუ კლიენტურისაგან იზოლირებულად მუშაობის მეთოდზე და ადგილობრივი მოსახლეობის ჯგუფებთან დაიწყო აქტიური ურთიერთობა. 60-იან წლებში ჩამოყალიბდა უბნის/თემის დიაზაინის ცენტრები (CDC)2, რასაც დიდი მხარდაჭერა ჰქონდა სამთავრობო დონეზეც, მაგალითად საცხოვრებლის და ქალაქის განვითარების დეპარტამენტიდან (HUD). CDC-ი შეიძლებოდა ყოფილიყო არასამთავრობო ან რომელიმე პროექტზე დაფუძნებული არაფორმალური ორგანიზაცია, რომლის მიზანი იყო გეგმარების, დიზაინისა და სერვისის დაგეგმარება შესაბამის მოსახლეობასთან ერთად. მისი ძირითადი როლი მდგომარეობდა მოსახლეობის ჩართვაში პროექტის შემუშავების პროცესში, ტექნიკური დახმარება სასურველი პროექტის არჩევაში და მოსახლეობის ინტერესების დაცვა სასურველი შედეგების მიღწევაში. CDC -ის ხშირად ამერიკის არქიტექტურის ინსტიტუტიც (AIA) კი აფინანსებდა სხვადასხვა გრანტების მექანიზმით. ეს მეთოდი ძალიან ეფექტური აღმოჩნდა და 30 წლის მანძილზე აქტიურად ფუნქციონირებდა.

0x01 graphic

სურათი 16. მოსახლეობის მობილიზაცია: უბნის მოსახლეობა საკუთარი ძალებით აშენებს მოზაიკის დეკორატიულ კედელს თავის უბანში, იაპონია (წყარო: Sanoff, Henry, 2000, Community Participation Methods in Design and Planning. New York and Toronto; John Willey and Sons, Inc., გვ. 271).

0x01 graphic

სურათი 17. მოახლეობის მობილიზაცია: უბნის მოსახლეობა საკუთარი ძალებით ახორციელებს უბნის გამწვანების პროექტს. იაპონია. (წყარო: Sanoff Henry, 2000, Community Participation Methods in Design and Planning. New York and Toronto; John Willey and Sons, Inc., გვ. 174)

0x01 graphic

სურათი 18. მოსახლეობის ინფორმირებისა და მათი აზრის გათვალისწინების ხერხები: მოსახლეობის შეკრება და ერთობლივი მუშაობა კონკრეტულ საკითხებზე. (წყარო: Sanoff Henry, 2000, Community Participation Methods in Design and Planning. New York and Toronto; John Willey and Sons, Inc., გვ. 166)

1955 წელს გაერომ დაასკვნა, რომ „საცხოვრებელი გარემოს განვითარება არის მიმართული პროცესი ეკონომიკური და სოციალური პროგრესისაკენ, მთელი საზოგადოებისათვის მოსახლეობის აქტიური მონაწილეობის საშუალებით3“. საზოგადოებრივ, და მათ შორის საქალაქო განვითარების დაგეგმვაში მოსახლეობის მონაწილეობის საკანონმდებლო უზრუნველყოფას 70-იანი წლებიდან მოყოლებული უდიდესი ყურადღება ექცევა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მხრიდან.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქტივისტები ცდილობენ უბნის საზოგადოების მობილიზაციას რათა მათ ლობირება დასწიონ უშუალოდ მათი უბნის გარემოს დაცვის და ხარისხის საკითხების თაობაზე, ისევე როგორც ჩაებან თვითმომსახურებაში და აუცილებელი კომუნალური სერვისების გარკვეულად დარეგულირებაში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად მოსახლეობის მონაწილეობის ფენომენი ქალაქთმშენებლობით პროცესებში 80-იანი წლებიდან მზარდი პოპულარობით გამოირჩევა, როგორც აშშ-ში ასევე დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. დღეს იგი უკვე განვითარებადი ქვეყნების ურბანული პოლიტიკის ყურადღების ფარგლებშიც მოექცა, როგორც სოციალური განვითარების აიარაღი და პოპულარული მეთოდი. თემთა მობილიზაცია ის ტერმინია რომელიც იხმარება მოსახლეობის მოზიდვისა და მობილიზაციის აღსანიშნავად კონკრეტული პრობლემის თუ პროექტის დაგეგმვაში, განხორციელებაში თუ შეფასებაში. იგი მიილტვის იმისაკენ, რომ შექმნას მოსახლეობის მიერ აზრის გამოთქმისა და ამ აზრის გათვალისწინების მექანიზმები, მიმართული ადგილობრივი პირობების გაუმჯობესებისაკენ. (სურათი 16, 17). თემთა მობილიზაციის ერთ-ერთი ცნობილი პიონერი პრაქტიკოსი ამერიკელი დავიდ ალინსკი მოსახლეობის მონაწილეობისა და თემთა მობილიზაციას უყურებდა როგორც ინდივიდთა ჩართვის მექანიზმს იმ პროცესებში, რომლიდანაც მოსახლეობა მოწყვეტილია ცენტრალიზებული და ბიუროკრატიული სახელმწიფო აპარატის მანიპულაციათა გამო. ალინსკის თეორია და მეთოდები მოსახლეობის მონაწილეობის აუცილებლობის შესახებ საქალაქო გადაწყვეტილებებში მაშინ გახდა აღიარებული, როდესაც 70-იან წლებში აშშ-ში საშუალო კლასი მოექცა ეკონომიკური კრიზისიდან. მაშინ მოსახლეობამ ჩამოაყალიბა ჯგუფები, რომელთაც მონაწილეობა ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაშიც კი მიიღეს, ისევე როგორც ჯანდაცვის, გადასახადების დაწესების და სხვა სფეროებში.

სხვადახვა ქვეყნებში ქალაქური სტრუქტურების წარმოქმნის სურათი გარკვეულწილად მსგავსია. როგორც წესი, მოსახლეობის მონაწილეობა იძლევა უფრო სრულყოფილ გეგმებსა და გადაწყვეტილებებს. ამ მეთოდით ხდება მოსახლეობის გარკვეული იდენტიფიკაცია პროექტის შემუშავების პროცესიდანვე - ისინი მას როგორც „თავისი ცხოვრების ნაწილს“ ისე უყურებენ. ამ კუთხით მეტად საინტერესოა დასავლეთის გამოცდილება სოციალურ პროექტირებაში.

მოსახლეობის მონაწილეობას რამოდენიმე ძირითადი განსაზღვრება აქვს:

  • ეს არის ადამიანთა უფლება და მოვალეობა მიიღონ მონაწილეობა იმ პროცესთა და პროექტთა ფორმირებაში, რომელიც ეხება მათ ცხოვრებას.

  • ეს არის ადამიანთა ქმედება მოქალაქეობრიობის გამოვლენის, რომელიც ზრდის მოსახლეობის სოციალურ-სივრცითი ინტეგრაციის შესაძლებლობებს.

  • ეს არის პროცესი მიმართული პროექტთა და მათი შედეგების გაუმჯობესებისა და მოსახლეობის ინტერესთა დაკმაყოფილებისაკენ. ქალაქის და ზოგადად ქვეყნის ინტერესების შესაბამისად.

მოსახლეობის სრულყოფილი მონაწილეობისათვის აუცელიბელ მექანიზმს წარმოადგენს მოსახლეობის უფლებების საკანონმდებლო განმტკიცება. მრავალ ქვეყანაში ჩამოყალიბდა „მოსახლეობის მონაწილეობის“ კონცეფცია და შემუშავდა სპეციალური კანონები. ახლა გაეროს წევრ 30 ქვეყანაზე მეტში მოსახლეობის მონაწილეობა კონკრეტული არქირტექტურული სივრცითი გარემოს ფორმირებაში განსაკუთრებული კანონებით ხდება შემდეგი პუნქტების მიხედვით:

  1. მოსახლეობის უფლება მათ ინფორმირებაზე;

  2. პროექტთა განხილვის ვადები (1-6 თვე);

  3. მოსახლეობის წარმომადგენლობის ფორმები და კვოტები პროექტირებაში, რეალიზაციაში და ექსპლუატაციაში;

  4. მოსახლეობის ფუნქციები ქალაქთმშენებლობით პროცესში: შეფასება, ინფორმირება, ინდივიდუალური შეკვეთების ფორმირება.

  5. უფლებრივი დამოკიდებულება „ხელისუფლება-დამკვეთი-მოსახლეობის“ სანქციების, რომლებიც გამოხატება ფულადი კომპენსაციის დაწესებაში იმ მოსახლეობის სასარგებლოდ, ვის უფლებებსაც არღვევს პროექტი.4

1986 წელს გაეროს სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ყოველი მთავრობის ინტერესებშია „მიიზიდოს „კლიენტი“ (ანუ საზოგადოება - თ.ს.) საცხოვრისის განვითარების მოკლევადიან თუ გრძელვადიანი პროგრამების დამუშავებაში. იგი ანაწილებს პასუხისმგებლობას პროექტის დამუშავების, მენეჯმენტის და განხორციელების პერიოდში“.

სხვადასხვა ქვეყნებში თვითმმართველობის ფორმები და კანონმდებლობა მეტად გასხვავებულია. მაგალითად დიდ ბრიტანეთში ძირითადი მარეგულირებელი დოკუმენტი ქალაქთმშენებლობაში არის „კანონი ქალაქთა და სოფლების დაგეგმარების შესახებ“, (1971); დანიაში - „ნაციონალური და რეგიონული გეგმარების აქტი, (1973) და „მუნიციპალური გეგმარების აქტი“ (1975); აშშ-ში - „საბინაო და თემის განვითარების აქტი“ (1974, 1977) და „საქალაქო განვითარების ფინანსირების პროგრამა“ (1974).

აგრეთვე, აუცილებელ ფაქტორს მოსახლეობის სრულყოფილი მონაწილეობისათვის წარმოადგენს მოსახლეობის ინფორმირება თავის უფლებებსა და მოვალეობებზე. საზღვარგარეთ მოსახლეობის ინფორმირებისათვის მრავალ მეთოდს მიმართავენ: ორგანიზებულ შეხვედრებს, სასკოლო განათლებას, სხვადასხვა საზოგადოებრივ კურსებს და ლექციებს, სპეციალურ ჟურნალებს, საგანმანათლებლო ფილმებს, დადგმებს, მუდმივად ფუნქციონირებად გამოფენებს. ქალაქური თვითშეგნების გაზრდა პატრიოტიზმის და სოციალური თვითშეგნების ჩამოყალიბებისაკენ არის მიმართული. დღეს უცხოეთში რეკლამის საფუძველზე მოსახლეობა მატერიალურ დახმარებასაც უწევს ქალაქებს, რაც უდავოდ თვითშეგნების მაღალი დონის გამოხატულებაა. აშკარაა, რომ პროფესიონალთა და არაპროფესიონალთა ურთიერთობა მათი „საკომუნიკაციო ენის“ სრულყოფილებაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ პედაგოგიური მეთოდები თუ როგორ მიეწოდოს მოსახლეობას გარემოსეული აღქმის ცოდნა მეტად მნიშვნელოვნ საკითხს წარმოადგენს. ასეთი სახის განათლებას განვითარებულ ქვეყნებში სკოლის ასაკიდანვე მიიჩნევენ აუცილებლად.5 ბოლო ათწლეულების მანძილზე მსოფლიოში მოსახლეობის მონაწილეობის მრავალგვარი მეთოდი დაიხვეწა:6

- ინფორმაციული ამოცანის და მიზნების ახსნა, გამოფენების მოწყობა, პუბლიკაცია;

  • მოსმენები - მთავრობის მიერ ორგანიზებული შეკრებები მოსახლეობის აზრისა და სურვილის მოსასმენად;

  • თვითდახმარების მეთოდი - მოსახლეობის ორგანიზებული ჯგუფები თავად ატარებენ კვლევას;

  • შეხვედრები საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან;

  • მოსახლეობის მხრიდან თანხის შეგროვება და თავის ექსპერტთა დაქირავება პროფესიონალური წრეებიდან;

  • კითხვარებით საზოგადოებრივი აზრის შესწავლა;

  • რეფერენდუმები - კითხვა-პასუხის ანუ დიალოგის ტიპის შეხვედრები;

  • საკონსულტაციო კომიტეტების შექმნა ადმინისტრაციული, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მოსახლეობის წარმომადგენელთაგან საზოგადოებრივი აზრის შესასწავლად, და მრავალი სხვა.

პრაქტიკაში ძირითადად ამ მეთოდთა კომბინაციები გამოიყენება და არა რომელიმე ერთი ცალკე აღებული სახეობა.

მოსახლეობის მონაწილეობის ხარისხი 4 სახედ შეგვიძლია დავაჯგუფოთ7:

  1. ცალმხრივი - პუბლიკაცია, განცხადება პროექტის შესახებ პრესაში, რადიოში და ა.შ.;

  2. ორმხრივი - დებატები, კრებები, კითხვები;

  3. კოოპერაციული - ერთიანი ქმედებები;

ძალაუფლების განაწილება - რომელიც ფაქტიურად იმ საფეხურს წარმოადგენს, რომლისკენაც მიილტვის ურბანისტიკის დღევანდელი თეორია.

მოსახლეობის მონაწილეობა სრულყოფილი შეიძლება იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მოიცავს რეპრეზენტაციულობის მაქსიმალურად მაღალ დონეს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება საპროექტო შედეგები ტოლფასად დამაკმაყოფილებელი როგორც მოსახლეობისათვის, ასევე პროფესიონალებისა და დამკვეთისათვის. საინტერესოა, რომ მოხლეობის მონაწილეობა დღეს საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ სფეროს მოიცავს საკმაოდ რეპრეზენტაციული ფორმით. ამაში გვარწმუნებს მოსახლეობის გავლენა სხვადასხვა შემთხვევაში, მაგრამ ყველაზე პოპულარულია იგი საცხოვრისის პრობლემათა გადაჭრაში - დღეს უბნის მმართველობის ერთეულები ამერიკაში ისეთ მსხვილ ქალაქებშიც კი თამაშობს მნიშვნელოვან როლს, როგორიცაა ნიუ-იორკი, ჩიკაგო, და ფილადელფია. რაც მთავარია, მოსახლეობას სწამს, რომ ადგილობრივი მმართველობა და თვითმმართველობა დაეხმარება მათ საცხოვრისთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში.

დიდ ბრიტანეთში ყველაზე ხანგრძლივი ტრადიცია აქვს მოსახლეობის მონაწილეობას, რადგან ფართო პარტისიპატორული მეთოდით პროექტის დამუშავება ჯერ კიდევ 1963 წელს სცადეს თიისაიდის რაიონის განვითარების პროგრამის დამუშავებისას8. ეს იყო შესანიშნავი მეთოდიკით ჩატარებული პროცესი, მაგრამ გააჩნდა დიდი ნაკლი - მოსახლეობა მოიზიდეს განხილვისაკენ მას შემდეგ, რაც პროექტი „დაიხაზა“, იმის ნაცლად, რომ პროექტი შემდგარიყო მიღებული კვლევის საფუძველზე. შემდგომ, 1987 წელს მარგარეტ ტეთჩერმა გამოაცხადა „ქალაქის ბირთვის“, ანუ ცენტრის პრობლემათა გამოსწორების აუცილებლობა - ანუ საცხოვრებელი გარემოს ესთეტიკური, კრიმინოგენული პრობლემების გადაჭრა და ქალაქთმშენებლობით პოლიტიკის დემოკრატიზაცია. მაგრამ ძირითადი გარდატეხა მოხდა 1991 წელს ე.წ. „ქალაქის გამოძახილის“ ანუ ახალი ქალაქთმშენებლობითი კანონის დამკვიდრებით, რაც მოსახლეობის საჭიროებებისათვის მეტი ყურადღების მიღწევას ითვალისწინებდა „პარტისიპატორული (ანუ მონაწილეობრივი) ეთიკის“ გამომუშავების საფუძველზე. უელსის პრინცმა ჯერ კიდევ 1989 წელს გამოშვებულ მონოგრაფიაში ხაზგასმით დაუჭირა მხარი ამ პრინციპს.

არსებობს საშიშროება იმისა, რომ მსოფლიო ტენდენცია მოსახლეობის მონაწილეობისა ქალაქთმშენებლობითი პრობლემების გადაწყვეტაში, საპროექტო წინადადებათა დამუშავებასა და განხორციელებაში შეიძლება გამოყენებული იქნეს პოლიტიკური თუ სხვა ჯგუფებისა და ინდივიდების მიერ საზოგადოებაში დომინანტური პოზიციების მისაღწევად, მოსახლეობის ფსევდომონაწილეობის საფუძველზე. გარდა ამ საშიშროებისა, მოსახლეობის მონაწილეობა შეიძლება აღქმული იქნეს რამოდენიმე მცდარი კუთხით. პირველი, როგორც მოსახლეობის პროვოცირება კოლექტივიზმისაკენ, რაც სრულიად მცდარი შეხედულებაა, როგორც ჯერ კიდევ 1969 წელს წერდა ჯეინ ჯეკობსი: „ქალაქის ქუჩამ უნდა მიაღწიოს იმ მომხიბლაობას, რომელიც არის ბალანსი თემის არსებობასა და თემს გარეთ ქალაქთან აქტიურ კონტაქტში ყოფნას შორის.9 სწორედ ამ გარემოს შექმნისკენ არის მიმართული მოსახლეობის მონაწილეობა. მეორე მცდარი ტენდენცია შეიძლება აღმოაჩნდეს აზრი არქიტექტორთა თუ ქალაქთმშენებელთა როლის დაკნინების შესახებ თუ მოსახლეობის არაპროფესიონალურ აზრს დიდ როლი მიენიჭება. ასეთი წარმოდგენა მცდარია, რადგან პარტისიპატორული მეთოდი ზრდის კიდევაც პროფესიონალიზმს არათუ ამცირებს მას. ასეთ პროცესში არქიტექტორი თუ ურბანისტი ხდება მედიატორი მთავრობის ეკონომიკურ-პოლიტიკურსა და მოსახლეობის სოციალურ-ფსიქოლოგიურ ინტერესებს შორის და პროცესებს მიმართავს იმ სრულყოფილებისაკენ, რომელიც დაკარგეს მსხვილმა ქალაქებმა.

VI თავის საკითხავი ლიტერატურა:

Flanagan, William G. 1999. Urban Sociology; Images and Structures. Needham Height. Allyn & Bacon. Pp. 313-341.

Gottdiener, Mark. 1994. The New Urban Sociology. McGrow Hill Inc. pp. 227-249.

Levy, John M. 2000. Contemporary Urban Planning. Upper Saddle River; Princeton-Hall, Inc. pp. 60-86.

Коган Л.Б. Архитектура, город и Общесивенное мнение. С. 241-255. В Кн. Жилищная программа. Проблемы и Решения. М. Стройиздат. 1990.

Коган Л.Б. Город и Политика. В Архитектура и строительсиво России. 1, 1989.

__________________________

1.Checkoway. B. Paul Davidoff and Advocacy Planning in Retrospect. Pp. 139-143 in Journal of American Planners Association. V. 60.N2. Spring 1994. P. 139.

2.Sanoff, Henry. 2000. Community Participation Methods in Design and Planning. New York and Toronto; John Willey and Sons, Inc. p. 4-5.

3. Moser C. Community Participation in Urban Project Planning in the Third World. 1989. Pp. 81-131 In Progress in Planning. V. 32. Pergamon Press. Oxford, NY.

4.Nelissen Nico. Methods of Public Participation in Western Europe. Experience with Public Participation in urban revewal in West European Municipalities. Pp. 53-70. in Cities Of Europe.

5.იხ.: Sanoff. G. Op. Cit. Pp. 161-180.

6. Nelissen, Nico. Op. Cit. Pp. 59-61.

7. Hols, Signe and Mangset, Der. Paticipation and Influence in Skedsmo. Pp. 130-147 In: Urban Cultural Life in the 1980s. Council for Cultural Cooperation, Strassbourg. 1983. P. 137.

8.Public Participation in Structure Plannin. The Teeside Experience. Centre for Environmental Studies Research Papers. 14, January, 1976. The Public Department, CES. London.

9. Jacobs, Jane. 1961. The Death and Life of Great American Cities. NY: Vintage.

8 გამოყენებული ლიტერატურა

▲ზევით დაბრუნება


Altman, I. 1975. The Enviornement and Social Behaviour. Honterey, California Books.

Andrusz, Gregory, Harloe, Michael and Szelenui, Ivan (eds.) 1996. Cities After Socialism: Urban and regional Change and Conflict in Post-Socialist Sociaeties. Cambridge: Balckwell Publishers Ic.

Barker, Robert. 1968. Ecological Psychology. Concepts and Methods for Studying the Environment of Human Behaviour. Stanford, Stanford University Press.

Cohen, Michael, Ruble, Blair, Tulchin Joseph, and Garland Allison, eds. 1996. Preparing for the Urban Future: Global Pressures and Local Forces. Wash., D.C.: Woodrow Wilson Center Press.

Cousing, Albert, Sons Nagapul. 1979. Urban Life: The Sociology of Cities and Urban Society. John Wiley Sons, NY, Chichester, Toronto.

Fainstein, Susan. 1994. The city Builders: Property, Politics, and Planning in London and New York. Cambridge, Mass.: Blackwell.

Fainstein, Susan and Feinstein, Norman. 1972. The View from Below: Urban Politics and Social Policy.

Fishman, Robert. (ed.) 1999. The American Planning Tradition: Culture and Policy. Woodrow Wilson Center Press and Johns Hopkins University Press.

Fishman, Ethan. Public Policy and the Public Good. Greenwood Press, NY.

Flanagan, William G. 1999. Urban Sociology; Images and Structures. Needham Height. Allyn & Bacon.

Friedmann, J. 1987. Planning in the Public Domain: From Knowledge to Action. Princeton, NJ. Princeton University Press.

Friedmann, John. 1988. Life Space and Economic Space. Essays in Third World Planning. New Brunswick NJ: Transaction Books.

Harding, A., Dawson, J., Evans R., and Parkinson, M. (eds) 1994. European Cities in the 1990s: Profiles, Policies, and Prospects. Manchester: Manchester University Press.

Gachechiladze, Revaz. 1991. Tbilisi and Its Metropolitan Region: Social Problems in Space, Tbilisi.

Giddens, Anthony. 1987. Social Theory and Modern Sociology. Stanford; Stanford University Press.

Girouard, Mark. 1985. Cities and People; A Social and Architectural History. New Haven and London; Yale University Press.

Gottdiener, Mark. 1994. The New Urban Sociology. McGrow Hill Inc.

Hall, E.T. 1990. The Hidden Dimention. Anchor Books, Doubledau, NY.

Hausner, V. 1986. Critical Issues in Urban Economic Development, Volume 1, Oxford: Clarendon.

Hausner, V. 1988. Critical Issues in Urban Economic Development, Volume 2, Oxford,: Clarendon.

Jacobs, Jane. 1961. Death and Life of Great American Cities. Vintage Books, NY.

Keller, Susanne. 1968. The Urban Neighborhood: A Sociological Persepctive. NY, Random House Inc.

Kostof, Spiro. 1991. The City Shaped; Urban Patterns and Meanings Throughout History. Boston, New York, Topronto, London; a Bulfinch Press Book Little, Brown and Company.

Kuper, Adam, Jessica Kuper. (eds.) 1999. The Social Science Encyclopedia. London and New York; Routledge.

Levy, John M. 2000. Contemporary Urban Planning. Upper Saddle River; Princeton-Hall, Inc.

Marshall, Gordon, (eds.) 1998. Dictionary of sociology. Oxford, NY; Oxford University Press.

Mehta, Dinesh. 1999. Participatory Urban Environmental Management: The Case of Ahmedabad, India. Occasional Paper number 20. Woodrow Wilson Center, Washington D.C.

Mumford, Lewis. 1938. The Culture of Cities. San Diego, New York, London; a Harvest Book, Harcourt Brace and Company.

Newman, Oscar. 1972. Defensible Space. Crime Prevention Through Urban Design. Colllier, NY.

Park, Robert, E.W. Burgess, R.D. McKenzie. (1967). The City. Chicago University Press, Cchicago.

Sanoff, Henry. 2000. Community Participation Methods in Design and Planning. New York and Toronto; John Willey and Sons, Inc.

Sassen, Saskia. 1998. Globalization and Its Disconnects. New York; NY Press.

Sassen Saskia. 1995. Urban Impacts of Economic Globalization. Occasional Paper Number 5. Woodrow Wilson Center, Washington D.C.

Scott, Allan, (eds). 1999. The Limits of Globalization: Cases and Arguments. London and New York; Routledge.

Sennett, Richard, (eds.). 1969. Classical Essays in the Culture of Cities. Meredith Corporation, NY.

Shanon, Thomas, Nancy Kleniewski, William Cross. 1997. Urban problems in sociological perspective. Prospect Heights; Waveland press.

Stren, Richard. 1998. Urban Research in the Development World: From Governance to Security. Comparative Urban Studies Project Occasional Paper No. 16. Woodrow Wilson International Center For Scholars.

Vardosanidze, Vladimir. 2000. Georgian Culture and Urbanization, in Urban Design Studies, volume6, 2000. Pp. 105-115.

Using Indicators in Policy. Pp.3-5 in “Indicators Newsletter”. United Nations Centre for Human Settlement (Habitat). Third Quarter. 1995. Volume III

Wirth, Lois. (1956). Community Life and Social Policy. Selected Papers. University of Chicago Press.

ბურძენიძე მ. სოციოლოგიური ინფორმაციის მოპოვების მეთოდები. გვ. 45 - 82 კრებულში „სოციოლოგიური კვლევის მეთოდები.” თბილისი უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1998.

ვარდოსანიძე ვ., სულუხია თ. თბილისში საცხოვრისის კვლევის საკითხისათვის. შრომები, 9, 1992.

თევზაძე ნ. თბილისის საცხოვრებლის შესწავლისათვის. „შრომები”, თბილისი, სტუ-1992, 9 (392).

თევზაძე ნ.. საცხოვრებლის ფორმირების არქიტექტურულ-გეგმარებითი პრინციპები საქართველოს პირობებში. დისერტაცია არქიტექტურის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად. 1994.

კაჭკაჭიშვილი ი. კონკრეტული სოციოლოგიური კვლევის მეთოდოლოგია. გვ. 22-44, კრებულში “სოციოლოგიური კვლევის მეთოდები.” თბილისი უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1998.

კოდუა ე. სოციოლოგიის შესავალი, თბილისი, 1986.

სულუხია თ.. ტრადიციის როლი თანამედროვე ქალაქის გარემოს ფორმირებაში: სოცუალურ-ფსიქოლოგიური ანალიზი. „არქიტექტურა”, 2000 აპრილი, გვ. 7.

სულუხია თ. თბილისის ქალაქურო გარემო და ახალი ტენდენციები. „ხელოვნება”, 3-4, 1998. გვ. 36-39.

სულუხია თ.. მსხვილი საცხოვრებელი მასივების ფუნქციურ-სივრცითი რეორგანიზაციის ურბანოლოგიური წანამძღვრები. დისერტაცია საკანდიდატო ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისი, 1997.

შჩეპანსკი ი. სოციოლოგიის ელემენტარული ცნებები. თბილისი, „მეცნიერება”, 1996.

ჯგერენაია ე. სოციოლოგიის განმარტება. კრებულში „სოციოლოგიური კვლევის მეთოდები”. თბილისი უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1998.

Арон Р. Этапы развития социологической мысли. М., 1993.

Ахиезер А., Коган Л., Яницкий О. В сб. Урбанизация, обшесиво и НТР. Вопросы философии. 1962, 2.

Бархин М. Город 1945-1970. М.,” Стройиздат”, 1976.

Ванагас Ю. Проблемы функционирования новых жилых районов. Вильнюс, ПитНиит. 1984

Вардосанидзе В., Коган Л., Правоторова А. Социально-культурные исследования в градостроительстве. В сб. Градостроительство. М., ЦНИИП. 1976.

Вардосанидзе В. Влияние социально-культурных функций ценнтра крупнейшего города на развитие новых жилых образований. Дисс. на соиск. Науч. Степ. Канд. Арх-ы. М., 1981.

Гиоргадзе Г., Абзианидзе Ш. Региональные особенности быта, как фпктор формирования жилой среды. С.170-175 В сб. Психология и архитектура. Тезисы комференции. Ч.2. Тбилиси, ЭООП СССР и ТПедИ им Э. Вильдэ, 1983.

Гайдукова Н., Социально-психологические основы средообразования. Таллин, ЭООП СССР и ТПедИ им Э. Вильдэ, 1986. С, 123-128.

Голд Д., Основы поведенческой Географии. М., “Прогресс”, 1990.

Гольдзамт Э., Швидковский О. Градостроительная культура Европейских стран. М., “Прогресс”,

Коган Л. Возраждая городв мы возраждаем демократию. М., “Социум”, 1991,1.

Коган Л.Б. Город и Политика. С. 20. “Архитектура и строительсиво России”. 1989, 1.

Коган Л.Б. Архитектура, город и Общесивенное мнение. С. 241-255. В Кн. Жилищная программа. Проблемы и Решения. М. “Стройиздат”. 1990.

Круусвалл Ю., Хейдметс М., Ниит Т. Социально-психологические исследования проблем города и жилища. Новосиюирск, “Наука”, 1986.

Линч К. Образ города. М., “Прогресс”, 1990.

Марлен П. Новые города. М., “Прогресс”, 1975.

Мерфи Р. Американский город. М., “Прогресс”. 1972.

Пароль В. Социалистический город. Урбанизационный процесс и образ жизни горожан. Ч 2. Таллин, “Валгус”, 1982.

Философская Энциклопедия”. М., Советская Энциклопедия. 1970. Том 5.

Смиирнов В. США. Политический механизм городского управления. М., “Наука”, 1976.

Раудсепп М. Социально-психологическая эффективность жилища. С. 115-153. В кн. Человек, общение, и жилищная среда. Таллин, ТпедИ им. Э. Вильде. 1985.

Робер М., Тильман Ф. Психология индивида и гпуппы. М., “Прогресс”, 1988

Современный город, культура и человек. М., “Наука”. 1987.

Средовые условия групповой деятельности. Таллин, ТпедИ им. Э. Вильде. 1988.

Хаар Ч. Гармонизация общественных и частных интересов и подходов к ее реализации в условиях формирования рынков частной земли с. 72-80. Киев, “Будивництво Украины”, 1994.

Хлопин А. Миграционные процессы и проблема личности на рубеже культур в социологии США. С 236-304 В кн. Урбанизация и расселение трулячизся в услловиях капитализма. М., “Прогресс”, 1974.

Яницкий О. Урбанизация и рабочий класс в развитых странах - некоторые актуальные вопросы социологических исследований. С. 5-37. В кн. Урбанизация и расслеление трудящихся в условиях капитализма. М., “Прогресс”. 1974.

Яницкий О. Социальные аспекты урбанизации в услловиях НТР. С. 3-50 В кн. Проблемы современной урбанизации. М., “Статистика”, 1973.