აგრარული (სასოფლო-სამეურნეო) პროფესიები
სასოფლო-სამეურნეო წარმოების ოსტატი (ფერმერი)
თანამედროვე სოფლის მეურნე, რომელიც ფლობს რამდენიმე პროფესიას; აქვს სამეწარმეო საქმიანობისათვის საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები.
იგი არის ინდივიდუალური ან გლეხური მეურნეობის მფლობელი; ქმნის მეურნეობას, გეგმავს მის განვითარებას, შეისწავლის სასოფლო-სამეურნეო ბაზარს, აკეთებს სასოფლო სამეურნეო პროდუქტებზე მომხმარებელთა მოთხოვნის პროგნოზს; ადგენს მეურნეობის განვითარების ბიზნეს გეგმას, განსაზღვრავს ტექნიკის, მოწყობილობების, სხვადასხვა სახის ნედლეულისა და მასალების შესყიდვის წყაროებს; აფორმებს თანამშრომლობის ხელშეკრულებებს სხვადასხვა კერძო და იურიდიულ პირებთან; ასრულებს მოსავლის მოყვანის, შენახვის, პირველადი გადამუშავებისა და რეალიზაციის სამუშაოებს. იცავს ეკოლოგიურ და შრომის დაცვის მოთხოვნებს. ფერმერი კარგად იცნობს საგადასახადო კანონმდებლობასა და პრაქტიკას.
ფერმერმა იცის მემინდვრეობის, მევენახეობის, მებოსტნეობის, მეხილეობის, მეციტრუსეობისა და სხვა აგროკულტურების მოყვანისა და რეალიზაციის სამუშაოები; უვლის და ამრავლებს პირუტყვს, ფრინველს, ფუტკარს; ფლობს, ასევე, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი გადამუშავების ცოდნასა და უნარ-ჩვევებს.
მარცვლეულის გადამუშავების ოსტატი
მუშაობს მარცვლეულის გადამამუშავებელ საწარმოებში.
● მარცვლეულის მომზადება გადასამუშავებლად;
● მარცვლის გაწმენდის ტექნოლოგიური პროცესების წარმართვა;
● მარცვლეულის გადატანა დამქუცმაცებელ მოწყობილობებში;
● დაფქვის ტექნოლოგიური პროცესის წარმართვა, სხვადასხვა სახის საცრების დაყენება, საფქვავის გამდიდრება;
● წისქვილის მომზადება სხვადასხვა ხარისხის ნაფქვავის მისაღებად;
● უსაფრთხოების წესების დაცვა.
ტრაქტორების, ავტომობილებისა და სასოფლო-სამეურნეო მანქანების შემკეთებელი, მძღოლი
ამ პროფესიის ადამიანი მართავს და ემსახურება ტრაქტორებს, სატვირთო ავტომობილებსა და სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას. Mმან იცის და ასრულებს სასოფლოსამეურნეო მანქანა-დანადგარების, სატვირთო ავტომობილებისა და ტრაქტორების ცალკეული კვანძებისა და აგრეგატების დათვალიერების, გაუმართაობების დადგენისა და აღდგენა- შეკეთების სამუშაოებს.
სამკურნალო მცენარეების მოყვანა-გადამუშავების ოსტატი
სპეციალისტმა იცის სამკურნალო მცენარეების გარჩევა, ფლობს მათი მოყვანის, აღების, პირველადი გადამუშავებისა და შენახვის წესებს. კერძოდ, ასრულებს შემდეგ სამუშაოებს:
● მცენარეთა შერჩევა სამკურნალო თვისებების შესაბამისად;
● სამკურნალო მცენარეთა გამრავლება, მოვლა და მოყვანა;
● სამკურნალო მცენარეთა აღება ვადებისა და აღების წესების დაცვით;
● სამკურნალო მცენარეთა შრობა და პირველადი გადამუშავება;
● სამკურნალო მცენარეთა შენახვა.
ერთდროულად ასრულებს შენობა-ნაგებობების საკალატოზო, შელესვის, მოპირკეთების, სადურგლო და სანტექნიკურ სამუშაოებს. მის ფუნქციებში შედის:
● აგურით, სამშენებლო ბლოკით, ქვით წყობა;
● სამშენებლო სამუშაოების შესრულება ცემენტით, თიხით, გაჯით, თაბაშირით;
● სადურგლო ნაკეთობების დამონტაჟება და გამართვა, შპალერის გაკვრა, სანტექნიკურ სამუშაოთა შესრულება.
ასრულებს ხის დამუშავების, ხის დამმუშავებელი მოწყობილობების ტექნიკური მომსახურებისა და სარემონტო სამუშაოებს, აწყობს ხის ნაკეთობების ელემენტებს. დურგლის მოვალეობაში შედის:
● ხის ელემენტების დამზადება, შეკეთება და მოდიფიკაცია;
● ხის კარკასების დამონტაჟება სამშენებლო მოედანზე;
● შენობის შიდა და გარე ელემენტების (კარ-ფანჯრები, პანელები, პარკეტი და სხვა) დამაგრება, აწყობა და გამართვა.
დურგალი - სამშენებლო (მოვალეობები):
ხის კარკასული წყობა, ფანჯრისა და კარის ბლოკების მონტაჟი, სადურგლო ტიხრების მოწყობა, პარკეტის იატაკის საფარის მოწყობა, სადურგლო-სამშენებლო ნაკეთობათა რემონტი, სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვა.
მარტივი ხის ავეჯის დამზადება; კორპუსული ავეჯის დამზადება ფილებისაგან; ავეჯის ნაკეთობების გამოყვანა და გაპრიალება; ავეჯის რესტავრაცია.
მთავარია, დურგალმა სრულფასოვნად იცოდეს შესასრულებელ სამუშაოთა ტექნოლოგიები, შეეძლოს მასალების გარჩევა, ხარისხის შეფასება, შრომის უსაფრთხოების დაცვა, სამუშაოს შესრულება მაღალ პროფესიულ დონეზე.
აირმოწყობილობების, ელექტრორკალის, ლითონის დნობისა და სხვადასხვა მჭრელი საშუალებებით ადუღებს და ჭრის ლითონის დეტალებს:
● შეუძლია შესადუღებელი აპარატის სწორად შერჩევა;
● შედუღებისა და ჭრის ძირითადი სახეების შესრულება;
● სხვადასხვა სიგრძისა და კონტურის დეტალების ჭრა;
● ლითონის ნაწილების შეერთება ხელის სარჩილავის საშუალებით;
● სხვა მომიჯნავე სამუშაოთა შესრულება.
არქიტექტურული დეტალების მძერწავი
სახლები, ქუჩები და ქალაქები განუმეორებელ ელფერს იძენენ ფასადების დეკორატიული გაფორმებით. განსაკუთრებულად ლამაზია შენობების ნაძერწი მორთულობები. არქიტექტურული დეტალების მძერწავთა უპირველესი ამოცანაა არსებული გაფორმებების შენარჩუნება და ახალი დეტალების შექმნა.
არქიტექტურული დეტალების მძერწავი მემოდელე ან სკულპტორი თიხაში ქმნის ნაძერწ დეტალს, მაგრამ რადგან თიხის ნაკეთობა ნაკლებად გამძლეა, იგი გადააქვს რაიმე სხვა მტკიცე მასალაში. მძერწავი ამზადებს ყალიბს, რომლის შიდა მოხაზულობა ზუსტად შეესაბამება მომავალ ნაწარმს. ყალიბში სპეციალური შემადგენლობის ჩასხმის, გამყარებისა და ფორმის მოცილების შემდეგ, ზუსტად იქნება აღდგენილი სამოდელო ნაკეთობის ნიმუშის სახე. ზოგჯერ ნიმუშები ისეთი კონფიგურაციისაა, რომ არ ხერხდება მათი მთლიანი სახით ამოღება ყალიბიდან. ასეთ შემთხვევაში, მძერწავი ამზადებს ხვადასხვა ნაწილებისაგან შემდგარ ყალიბს.
მძერწავის პროფესია ითხოვს ტექნოლოგიური პროცესის მრავალი წვრილმანის ცოდნას, რომელთა დასაუფლებლად საჭიროა მდგრადი ყურადღება და დაკვირვების უნარი. მისთვის აუცილებელია განვითარებული ესთეტიკური გემოვნება, მხატვრული კულტურა და გემოვნება.
სანიტარულ-ტექნიკური სამუშაოების ოსტატი
სანტექნიკური სამუშაოების ოსტატი (ზეინკალ-სანტექნიკოსი) იმ პროფესიის ადამიანია, რომელიც ხელს უწყობს სასიამოვნო გარემოს შექმნას საცხოვრებელ სახლებსა და დაწესებულებებში, უზრუნველყოფს წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის გამართულ მუშაობას.
ზეინკალ-სანტექნიკოსი შენობის აშენებისას აწარმოებს გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სამონტაჟო სამუშაოებს. საყოფაცხოვრებო-საექსპლოატაციო სამსახურებში მუშაობისას ასრულებს ამ სისტემების სარემონტო სამუშაოებს.
ზეინკალ-სანტექნიკოსები დასაქმებული არიან სანიტარულ-ტექნიკური მოწყობილობების მწარმოებელ საწარმოებში, თითქმის თითოეულ მსხვილ საწარმოსა და ორგანიზაციაში. ბევრი მათგანი ეწევა წარმატებულ სამეწარმეო საქმიანობას.
ასრულებს სახლების, ხიდების საყრდენებისა და სხვა, ასევე, შენობის შიდა სათავსების\\ ფილებით მოპირკეთების სამუშაოებს; აწყობს კერამიკულ ფილებს ზომის, ფერისა და ხარისხის მიხედვით. ამზადებს ხსნარებს, ასუფთავებს ზედაპირს; ზომების მიხედვით ჭრის ფილებს; შეუძლია ხალიჩური კერამიკის აწყობა მოცემული ესკიზის მიხედვით; ასრულებს მოპირკეთებული ზედაპირების სარემონტო სამუშაოებს.
სპეციალისტმა იცის მოსაპირკეთებელი მასალების ხარისხი, ფლობს მონიშვნის, ჰორიზონტალურ, ვერტიკალურ და ირიბ ზედაპირებად დანაწილების მეთოდებსა და ხერხებს; ფასონური და სწორი ფილების დაწყობისა და დამაგრების მეთოდებს, ფილების შეცვლისა და შეკეთების წესებს.
ამონტაჟებს და არემონტებს მაღალი და დაბალი ძაბვის ელექტროქსელებს. ტექნიკურად ემსახურება ქსელში ჩართულ მოწყობილობებს. ატარებს მათ მიმდინარე და კაპიტალურ რემონტს. მის მოვალეობაში შედის:
● შენობა-ნაგებობების ელექტროგაყვანილობის მონტაჟი, შეკეთება და ტექნიკური მომსახურება;
● გარე ქსელის ელექტრომოწყობილობების მონტაჟი, ტექნიკური მომსახურება და რემონტი;
● მომიჯნავე სამუშაოთა შესრულება.
სასტუმრო, სარესტორნო საქმის/ტურიზმის სფეროს პროფესიები
სასტუმრო საქმის სპეციალისტი
სპეციალისტი ასრულებს ყველა იმ ძირითად სამუშაოს, რაც დაკავშირებულია სტუმრების მიღებასთან, განთავსებასთან, მომსახურებასა და გაცილებასთან. ესაა, ადგილების დაჯავშნა, სტუმრების მიღება და განთავსება, მათი კვებისა და საჭიროების შემთხვევაში, სატრანსპორტო მომსახურება, რეაგირება სტუმრების საჭიროებებზე და შესაბამისი დახმარების გაწევა. სპეციალისტს უნდა შეეძლოს სასტუმროს საქმიანი დოკუმენტების წარმოება, მუშაობა კომპიუტერულ და სასტუმროს ელექტრონულ ტექნიკასთან.
სარესტორნო საქმის სპეციალისტი
ფლობს რესტორანში საქმიანობის ძირითად სახეებს:
● რესტორნის მომზადება მომსახურებისათვის;
● კლიენტთა მიღება, განთავსება მაგიდებთან;
● სხვადასხვა სახის მომსახურების ორგანიზება და გაწევა;
● სუფრის გაშლა დაკვეთის სახის შესაბამისად;
● ანგარიშსწორება კლიენტებთან;
● ელექტრონული სისტემებისა და სალაროს აპარატების მომსახურება.
● მუშაობა მზარეულებთან, მიმტანებთან, სხვა მომსახურე პერსონალთან.
შეუძლია ნედლეულის, მომზადებული კერძების ხარისხის, სანიტარიისა და ჰიგიენის დაცვის კონტროლი. სპეციალისტს უნდა ჰქონდეს ურთიერთობის მაღალი კულტურა.
კულინარულად ამუშავებს პროდუქტებს. ამზადებს ნახევარფაბრიკატებს ხორცისგან, ფრინველისგან, თევზისა და ბოსტნეულისაგან. ამზადებს სხვადასხვა სახის პირველ, მეორე, მესამე თავ, ცხელ და ცივ კერძებს, ცივ და ცხელ სასმელებს, ტკბილ კერძებს; განსაზღვრავს მომზადებული საკვების ხარისხს; იცავს უსაფრთხოების, სანიტარიისა და ჰიგიენის წესებს; ამზადებს, როგორც ნაციონალურ, ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების კერძებს.
მზარეულმა უნდა იცოდეს პროდუქტების კულინარული დამუშავების მეთოდები, ნახევარფაბრიკატების მომზადების წესები, თბური დამუშავების მეთოდები, რეჟიმი და ხანგრძლივობა; მენიუს შედგენის წესი; მზა კერძების, ნახევარფაბრიკატებისა და პროდუქტების შენახვისა და რეალიზაციის ვადები. მას უნდა შეეძლოს მზა კერძის ხარისხის შეფასება.
ამზადებს სხვადასხვა სახის საკონდიტრო ნაწარმს: ტორტებს, შაქარლამებს, ფუნთუშებს. წინასწარ ამზადებს სხვადასხვა სახის ნედლეულს, იცის მათი თვისებები. ამზადებს სხვადასხვა სახის ცომეულს, სხვადასხვა სახის კრემებს, გულსართებს, ჭიქურს, ფარშს, საცხს, ნახევარფაბრიკატებს და ნაწარმს. სხვადასხვა სახითა და ხერხებით აფორმებს და რთავს საკონდიტრო ნაწარმს; ამოწმებს მზა ნაწარმის ხარისხს; იცავს უსაფრთხოების, სანიტარიისა და ჰიგიენის წესებს.
მეშაქარლამემ იცის ცომის მომზადების წესები, ხერხები და თანმიმდევრობა. საფუვრიანი და უსაფუვრო, სხვა სახის ნაწარმისა და ნახევარფაბრიკატების მომზადების წესები; მზა ფქვილოვანი ნაწარმის შენახვისა და რეალიზაციის ვადები, ექსპლოატაციის წესები, მოწყობილობის მომსახურება.
ამზადებს სასმელებს, ყავას, სხვადასხვა სახის კოქტეილებს; ემსახურება მომხმარებელს; იღებს შეკვეთებს, ახდენს ანგარიშსწორებას.
იგი წინასწარ ამზადებს ბარს სამუშაოდ: იღებს ნედლეულს, ამზადებს სამუშაო ადგილს, ამოწმებს პროდუქტების ხარისხს. აწარმოებს შესაბამის დოკუმენტაციას.
ბარმენის მოქნილ, სხარტ, ოპერატიულ მუშაობაზე, ურთიერთობის კულტურაზე, დიდად არის დამოკიდებული ბარის წარმატება.
ემსახურება მომხმარებლებს რესტორანში, კაფეში, სხვადასხვა სახის კვების ობიექტებში. მიაქვს მაგიდასთან შეკვეთილი კერძი თუ სასმელი.
ობიექტის მომზადება მომხმარებელთა მომსახურებისთვის, მომხმარებლის მომსახურება, ანგარიშსწორება და ანგარიშგება. მომხმარებელთა მომსახურება ითვალისწინებს: შეხვედრას კლიენტთან, მენიუს გაცნობას, დახმარებას კერძებისა და სასმელების შერჩევაში, მათთვის საფირმო კერძებისა და სასმელების გაცნობას.
ინდივიდუალური და ჯგუფური მომსახურება;
შეკვეთის მიღება და გაფორმება, გადაცემა სამზარეულოში, სალარო აპარატებისა და ელექტრონული სისტემების მომსახურება;
მაგიდის გაწყობა შეკვეთის მიხედვით. მომხმარებლის მომსახურება საუზმის, სადილის, ვახშმის თავისებურებების გათვალისწინებით და წესების დაცვით;
ბანკეტების, მიღებების, სადღესასწაულო საღამოების მომსახურება;
შვედური მაგიდის, ექსპრეს-მაგიდის და სხვა სახის მომსახურება;
გასვლითი მომსახურება (კეიტერინგი);
მომსახურება სასტუმროს ნომერში. უცხოელი სტუმრებისა და ტურისტების მომსახურება;
დიპლომატიური სერვისი, საოქმო შეხვედრების მომსახურება.
მიმტანისათვის ძალზე მნიშვნელოვანია ურთიერთობის მაღალი კულტურა.
სასოფლო ტურიზმის სპეციალისტი. იგი ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას სოფლად. მოიზიდავს ტურისტებს, აცნობს მათ კონკრეტული მხარის, რეგიონის თავისებურებებს, ასრულებს მათი მიღების, განთავსების, მომსახურების, კვების, გართობის, ექსკურსიების, ტრანსპორტით მომსახურების საორგანიზაციო სამუშაოებს. შეუძლია დასაქმება აგროტურისტულ სადგურებში, ოჯახურ სასტუმროებში, ფერმერულ ტურისტულ მეურნეობებში და სხვა.
ტურიზმის სფეროს სპეციალისტი, რომელიც ეხმარება ურთიერთობაში ტურისტებს, მათ შორის სხვა ნაციონალური კულტურის მქონეთ; ორგანიზებას უკეთებს ტურისტების დასვენებას, დახმარებას უწევს სსხვადასხვა სახის დოკუმენტების გაფორმებაში; საექსკურსიო მომსახურებისას აცნობს ქვეყნის კულტურას, ისტორიას, ისტორიულ ძეგლებს, ეთნოგრაფიულ თავისებურებებს.
მისთვის საჭიროა უცხოური ენების, ქვეყნის, მხარის ისტორიის, კულტურის, კანონმდებლობის ცოდნა.
გამყიდველი (სასურსათო საქონლის, არასასურსათო საქონლის)
შუამავალია საქონლის მეპატრონესა და მყიდველს შორის. იგი გასაყიდ საქონელს უკეთებს რეკლამას. მყიდველს სთავაზობს სხვადასხვა სახის საქონელს, ეხმარება მას სასურველი საქონლის შერჩევაში. ფლობს მყიდველთან ურთიერთობის კულტურას, იცის გაყიდვის წესები, იყენებს სალაროს აპარატს, გასცემს ქვითარს. თვალყურს ადევნებს საქონლის მარაგების შექმნას, მათი რეალიზაციის ვადებს. ამოწმებს საქონლის დასახელებას, რაოდენობას, დაკომპლექტებას, ხარისხს, ფასებს, ნიშანდებას, ლუქს და სხვა. საჭიროების მიხედვით, აფორმებს საგარანტიო პასპორტებს გაყიდულ საქონელზე. დაგეგმილი წესით აბარებს ფულს. აფორმებს ვიტრინებს. გამყიდველის შრომითი საქმიანობა სპეციალიზდება სასაქონლო ნიშნით.
სასურსათო საქონლის გამყიდველი ყიდის კვების პროდუქტებს, კულინარულ ნაწარმს, ხილს, ბოსტნეულს, ხორცს, თევზს, რძის პროდუქტებს, საკონდიტრო ნაწარმს.
არასასურსათო საქონლის გამყიდველი 20-ზე მეტი სპეციალიზაციისაა: ავეჯის გამყიდველი, რადიოაპარატურის გამყიდველი, ნავთობპროდუქტების გამყიდველი, სამეურნეო საქონლის გამყიდველი, სამშენებლო მასალების გამყიდველი და სხვა.
გამყიდველმა უნდა იცოდეს გასაყიდი საქონლის ასორტიმენტი, დანიშნულება, გამოყენების ხერხები, მათი მოვლა, შენახვის ვადები. მას უნდა შეეძლოს სავაჭრო მოწყობილობების (სასწორი, მაცივარი და სხვა) გამოყენება, საწყობიდან საქონლის მიღება და გასაყიდად მომზადება.
საყოფაცხოვრებო და მომსახურების სფეროს პროფესიები
საყოფაცხოვრებო ელექტროაპარატურის შემკეთებელი ზეინკალი
ასრულებს სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და აპარატურის საექსპლოატაციოდ მომზადებისა და შეკეთების სამუშაოებს. მის მოვალეობაში შედის:
სხვადასხვა სახის ელექტროაპარატურისა და მოწყობილობების აწყობა, დამონტაჟება, რეგულირება, გამოცდა, ექსპლოატაციაში გაშვება და მომსახურება, ელექტრონული მოწყობილობებისა და აპარატურის დეფექტური დეტალების შეცვლა, რეგულირება და შეკეთება.
მობილური ტელეფონების შემკეთებელი
იცნობს სხვადასხვა მოდელის მობილური ტელეფონის აგებულებას, მის აქსესუარებს.
ფლობს ტელეფონის ნაწილების შეცვლისა და შეკეთების ოპერაციებს (ეკრანი, კორპუსი, მიკროფონი, დინამიკი, ჩართვის ღილაკი, კლავიატურა, დამცავი მინა, პოლიფონიური დინამიკი, შლეიფი და სხვა).
ამ პროფესიის დასაუფლებლად აუცილებელია დაკვირვების უნარი, სიზუსტე, კარგი მხედველობა, ყურადღების კონცენტრაცია.
ასრულებს ავტომანქანის ტექნიკური მომსახურების სხვადასხვა სახის ოპერაციებს. ფლობს მანქანის ძრავის ტექნიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდებს; აკონტროლებს ავტომანქანის ტექნიკურ მდგომარეობას დიაგნოსტიკური მოწყობილობებისა და ხელსაწყოების საშუალებით, ადგენს ელექტრონული ნაწილების გაუმართაობებს და აღმოფხვრის მათ; მართავს ავტოსატრანსპორტო საშუალებებს.
ქმნის ტანსაცმლის მოდელს, გამოჭრის და კერავს მას.
არკვევს კლიენტის სურვილებს, აზუსტებს შეკვეთას; ეხმარება კლიენტს მოდელის შერჩევაში ქსოვილის, მოდისა და კლიენტის ფიგურის გათვალისწინები; ქმნის მოდელს; იღებს ზომებს; აკეთებს მოდელის მონახაზს; გამოჭრის თარგსა და ქსოვილს. ანაწილებს ან თავად კერავს ტანსაცმელს.
პროფესიის დაუფლებისას შეისწავლის კონსტრუირებისა და მოდელირების საფუძვლებს; იძენს ტანსაცმლის კერვის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, ეუფლება სამეწარმეო ცოდნასა და ურთიერთობის კულტურას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია მკერავ-მოდელიორის საქმიანობისათვის.
ფეხსაცმლის მკერავი-მოდელიორი
კერავს სხვადასხვა სახის ფეხსაცმელს. ფლობს ტყავის, მისი შემცვლელი და სხვა სახის მასალიდან ფეხსაცმლის კერვის ტექნოლოგიას.
არკვევს კლიენტის სურვილებს, აზუსტებს შეკვეთას. ეხმარება კლიენტს მოდელის შერჩევაში. იღებს ზომებს. აკეთებს მოდელის მონახაზს. გამოჭრის ფეხსაცმლის დეტალებს, ანაწილებს ოპერაციებს ან თავად კერავს ფეხსაცმელს.
იცნობს მასალის თვისებებს. ფლობს ტყავისა და სხვა სახის მასალაზე მუშაობის სხვადასხვა ოპერაციებს.
პროფესიის დაუფლებისას შეისწავლის კონსტრუირებისა და ფეხსაცმლის მოდელირების საფუძვლებს, იძენს ფეხსაცმლის კერვისა და შეკეთების პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, ეუფლება მეწარმეობის საფუძვლებსა და ურთიერთობის კულტურას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია მისი საქმიანობისათვის.
ხალხური რეწვის პროფესიები
მეხალიჩე (ხელით მქსოველი, რესტავრატორი)
მეხალიჩეობა ტრადიციული ნატიფი ხელოსნობის სახეა. მეხალიჩე ხელით ქსოვს სხვადასხვა სახის ხალიჩებსა და ფარდაგებს. იგი მუშაობს ქსოვის ტრადიციული ტექნოლოგიით: რაც ითვალისწინებს:
● მატყლის ხელით გრეხვას და ნართის მომზადებას;
● ნართის გაჭიმვას დაზგაზე;
● ბუნებრივი საღებავების გამოყენებას;
● ქსოვისას ორნამენტების, დეკორატიული ქსოვილების გამოყენებას;
● ხალიჩების ქსოვას კვანძური მეთოდებით;
● თასმების, ხელის ბადეების გაკეთებას;
მეხალიჩე, ასევე, ასრულებს ძველი ხალიჩებისა და ფარდაგების სარესტავრაციო სამუშაოებს. ხალხური რეწვის ოსტატი
ტრადიციული მოწყობილობების, ხელსაწყოებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით სხვადასხვა ბუნებრივი მასალისაგან (ხე, თიხა, ჩალა, ლერწამი, ძვალი, ბუმბული, ტყავი, ნართი, ლითონი და სხვა) ამზადებს საოჯახო ნივთებს, ავეჯს, ჭურჭელს, ტანსაცმელს, სამკაულს, სხვადასხვა სახის ტრადიციულ დეკორატიულ ნაწარმს და სხვა სახის გამოყენებით პროდუქციას.
კერამიკული ნაწარმის დამამზადებელი
ამზადებს სხვადასხვა სახის კერამიკულ ნაწარმს - ქოთნებს, ქილებს, ტოლჩებს, დოქებს და სხვა. ფლობს კერამიკული მასის მომზადების, ნაკეთობის სახის ფორმირების, გამოწვის, მოხატვისა და გაფორმების ტრადიციულ და თანამედროვე ტექნოლოგიებს.
გადმოცემით, ტიხრული მინანქრის წარმოების ქართული ტექნოლოგია დაკარგულა მე 15 საუკუნეში. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ამ ტექნოლოგიის თავისებურება ის იყო, რომ გამოწვის ხანგრძლივობის მიხედვით ხდებოდა განუმეორებელი ფერების მიღება. ამ ნაკეთობების ნახვა დღეს მხოლოდ მუზეუმებშია შესაძლებელი.
დღევანდელი ტექნოლოგიით, ტიხრული მინანქრის დასამზადებლად გამოიყენება სხვადასხვა შეფერილობის მასა, რომელიც სპეციალურ ღუმელში გადის მრავალჯერადი გამოწვის პროცესს.
მინანქრის ნაკეთობის დამზადება მოითხოვს დიდ ძალისხმევასა და შრომისუნარიანობას.
თავდაპირველად მუშავდება ესკიზი. შემდეგ ესკიზის მიხედვით მინანქარი კეთდება ოქროზე, ბრინჯაოზე, ვერცხლზე. მაგ. ვერცხლის ძაფებისაგან ოსტატს გამოყავს ესკიზზე მოცემული გამოსახულება, ასხამს ფერებს. მრავალჯერადი გამოწვის შემდეგ ნაკეთობას ასუფთავებენ.
მინანქრისაგან ამზადებენ ხატების მორთულობებს, სხვადასხვა სახის სამკაულებს.
ხის მხატვრული დამუშავების ოსტატი
ამზადებს სხვადასხვა სახის ხის ნაკეთობებს. დაზგაზე და ხელით გამოყავს ჩუქურთმები, სხვადასხვა ორნამენტები; იცის სხვადასხვა სახის ხის თვისებები, რადგან ბევრი რამ ოსტატის მუშაობაში დამოკიდებულია მასალის სახესა და ხარისხზე. სამუშაოს დაწყებამდე აკეთებს ესკიზს, წინასწარ გამოძერწავს ნაკეთობას თიხაში ან პლასტილინით.
ოსტატისთვის აუცილებელია შემოქმედებითი უნარი, წარმოსახვის ნიჭი, მაღალი გემოვნება, ყურადღების კონცენტრირების უნარი და სხვა.
ლითონის მხატვრული დამუშავების ოსტატი
ამზადებს ლითონის სხვადასხვა ნაკეთობებსა და დეტალებს, მოწყობილობების ნაწილებს, აწყობს ფურცლოვანი ლითონის სახურავებს. მის მოვალეობაში შედის:
● ლითონის სხვადასხვა სახის ნაკეთობათა დეტალების, მოწყობილობათა ნაწილებისა და სახურავების დამზადება ხელით ან სპეციალური ხელსაწყოების საშუალებით, ცივი და ცხელი მეთოდებით;
● ლითონის გაცხელება მისი შემდგომი დამუშავებისათვის, ლითონის წრთობა და მოშვება;
● დახურული და ღია შტამპიანი წნეხების მართვა;
● ლითონის ნამზადის ფასონირება;
● სხვა მომიჯნავე სამუშაოთა შესრულება.
საინფორმაციო ტექნოლოგიური პროფესიები
ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი
სპეციალისტი, რომელიც იცნობს თანამედროვე კომპიუტერების არქიტექტურასა და მათი მუშაობის პრინციპებს; იცის და იცავს აპარატული და პროგრამული უსაფრთხოების წესებს; იცნობს აპარატულ და პროგრამულ დიაგნოსტიკურ საშუალებებს და შეუძლია წარმოქმნილი პრობლემების გადაწყვეტა. მის ფუნქციებში შედის:
● კომპიუტერის ნაწილების შეცვლა და განახლება;
● წარმოქმნილი აპარატული პრობლემების მიზეზის დადგენა და მისი კვალიფიციური აღმოფხვრა;
● ოპერაციული სისტემების, სამომხმარებლო და ანტივირუსული პროგრამების ინსტალაცია, განახლება და მართვა;
● დრაივერების ინსტალაცია და განახლება;
● მცირე საოფისე ქსელების შექმნა;
● პერიფერიული მოწყობილობების გამართვა;
● საოფისე პროგრამებთან მუშაობა.
გარდა აღნიშნულისა, სტუდენტს სწავლის პერიოდში გამოუმუშავდება უნარ-ჩვევები და ალღო მომავალში ადვილად აითვისოს მისთვის საჭირო სხვა გამოყენებითი კომპიუტერული პროგრამები და გაიღრმავოს ცოდნა.
კომპიუტერული სისტემების სპეციალისტი
ამ კვალიფიკაციის სპეციალისტმა იცის კომპიუტერის მუშაობის პრინციპები, კომპიუტერის კონფიგურირება (აწყობა), ოპერაციული სისტემებისა და სამომხმარებლო პროგრამების ინსტალაცია და მართვა; კომპიუტერული ქსელების აწყობა და მომსახურება, პრინტერებისა და სხვა პერიფერიული მოწყობილობების მხარდაჭერა. სპეციალისტი ფლობს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს.
ეს არის სპეციალისტი, რომელსაც შეუძლია:
● სერვერული ოპერაციული სისტემის და ქსელური სერვისების ინსტალაცია და ადმინისტრირება;
● ქსელური ინფრასტრუქტურის მოწყობა;
● tp, Web, Mail, DNS, Proxy, NAT სერვერების ინსტალირება და მართვა;
● სისტემის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
● ოპერაციული სისტემების მოდერნიზაცია;
● ანტივირუსული სერვერის ინსტალაცია;
● იმ აუცილებელი სისტემების დაყენება, რომლებიც საჭიროა ზემოთ ჩამოთვლილი სერვისების უზრუნველსაყოფად;
● დომეინური მართვის სისტემის (Active Directory) შექმნა და პროგრამებისა და მომხმარებლების უფლებების ცენტრალიზებული მართვა.
კომპიუტერული ქსელის სპეციალისტი
● მცირე და საშუალო სიდიდის კომპიუტერული ქსელების დაგეგმვა, ინსტალაცია და
● ქსელური აპარატურის (მარშუტიზატორი, კომუტატორი, მოდემი, უსადენო ქსელის მოწყობილობები) კონფიგურირება და მართვა;
● ქსელური პრობლემების აღმოჩენა და აღმოფხვრა;
● ქსელში შეღწევის სიების შექმნა.
სპეციალისტმა იცის ქვექსელების აგების პრინციპები; სტატისტიკური და დინამიური მარშრუტიზაცია; უსადენო ქსელის მუშაობის პრინციპები და მათი გამართვა პატარა და საშუალო ორგანიზაციის მასშტაბით. სპეციალისტი ფლობს ქსელურ ოპერაციულ სისტემებსა და იმ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია ინტერნეტის ქსელთან ორგანიზაციის დასაკავშირებლად.
პერსონალური კომპიუტერის მომხმარებელ-ოპერატორი
სპეციალისტი, რომელსაც შეუძლია:
● კომპიუტერის კონფიგურაციის სწორად შერჩევა და სამუშაო გარსის მოწყობა;
● კვალიფიციურად და ეფექტიანად მუშაობა ზოგადი დანიშნულების საოფისე სისტემებში: ტექსტურ რედაქტორთან და ელექტრონულ ცხრილებთან;
● ინტერნეტის საშუალებით სასურველი ინფორმაციის მოპოვება და ელექტრონული ფოსტით სარგებლობა;
● სხვადასხვა სახის საპრეზენტაციო დოკუმენტების შექმნა;
● მარტივი სახის ვებ გვერდების დაპროექტება და შექმნა;
● მონაცემთა ბაზის დაპროექტება და შექმნა;
● სამომხმარებლო პროგრამების ინსტალაცია.
ვებ ტექნოლოგიების სპეციალისტი
ეს არის სპეციალისტი, რომელსაც შეუძლია:
● არსებული ვებ გვერდების (ვებ საიტების) მომსახურება, ინფორმაციის განახლება და დამატება;
● არსებული დიზაინის საფუძველზე ახალი ვებ გვერდების აწყობა ვებ ტექნოლოგიების გამოყენებით;
● ვებ დიზაინის აწყობა რასტრული და ვექტორული და გრაფიკული რედაქტორების გამოყენებით;
● ვებ გვერდის განთავსებისათვის საჭირო თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ- ჩვევებს;
● გვერდის მართვის სისტემაში მუშაობის უნარ-ჩვევებს;
● ვებ ტექნოლოგიებში არსებული დამატებითი ინსტრუმენტების (საშუალებების) დამოუკიდებლად ათვისების უნარ-ჩვევებს.
სპეციალისტი, რომლის ფუნქციებია:
● ბეჭდვითი მასალების ელექტრონული ვარიანტების მომზადება;
● წიგნების, ჟურნალ-გაზეთებისა და სხვა ბეჭდვითი მასალების დაკაბადონება;
● სავიზიტო ბარათებისა და ეტიკეტების დამზადება რასტრული და ვექტორული გრაფიკული რედაქტორების გამოყენებით;
● გრაფიკული სარეკლამო მასალების შექმნა;
● არაწრფივი მონტაჟისა და ანიმაციური რგოლების პროგრამული უზრუნველყოფა.
ვებ პროგრამისტის ასისტენტი
ორდონიანი კურსის გავლის შემდეგ კურსდამთავრებული არის სპეციალისტი, რომელიც ფლობს ვებ გვერდების პროგრამული უზრუნველყოფის ტექნოლოგიებსა და პროგრამულ ენებს. იცის მონაცემთა ბაზების მართვის სისტემების ინტეგრირება ვებ გვერდებთან. სპეციალისტი ასრულებს შემდეგი სახის სამუშაოებს:
● არსებული ვებ გვერდების პროგრამული უზრუნველყოფის მოდიფიკაცია;
● ახალი ფუნქციების დამატება;
● კონტექსტ საიტების პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა;
● მარტივი სტრუქტურის მონაცემთა ბაზების ინტეგრირება ვებ საიტებში;
● პროგრამისტის მიერ მოთხოვნილი მოდულების შექმნა და დამუშავება.
სატელეკომუნიკაციო ქსელების ტექნიკოსი
სპეციალისტი ორგანიზებას უკეთებს ობიექტის (კომპანიის, საწარმოს, სახლის) ერთიან საინფორმაციო სივრცეს, კორპორაციული საინფორმაციო ნაკადებისა და მომხმარებელთა ურთიერთკავშირისა და ურთიერთქმედების მიზნით.
ამ პროფესიის სპეციალისტი ასრულებს შემდეგი სახის სამუშაოებს:
● კომპიუტერული, სატელეფონო, სატელევიზიო, აუდიო-ვიდეო, უსადენო, აგრეთვე, ინტეგრირებული ქსელების ფიზიკური ნაწილის კვალიფიციური და მაღალხარისხიანი მონტაჟი, მომსახურება, დიაგნოსტირება და შეკეთება;
● თანამედროვე ციფრული საკომუნიკაციო ტექნიკისა და სხვა სახის ინფორმაციის გადაცემის სისტემების ტექნიკური საშუალებების (საუწყებო სატელეფონო სადგურების, სარელეო და რადიოსადგურების, რეტლანსლატორებისა და გამაძლიერებლების, საკომუტაციო და დამაბოლოებელი აპარატურის) საექსპლოატაციო მომსახურება, დიაგნოსტირება, გამართვა - რეგულირება და მიმდინარე აღდგენა-შეკეთება. ელექტრული და სატელეკომუნიკაციო ქსელების ელექტროტექნიკოსი დაბალი ძაბვისა და მცირე დენების ქსელებისა და მოწყობილობების მემონტაჟე, აგრეთვე, თანამედროვე საყოფაცხოვრებო და საორგანიზაციო (საოფისე) ელექტროტექნიკის კვალიფიციურად და მაღალხარისხიანად მომსახურე და შემკეთებელი სპეციალისტი. სპეციალისტის შრომითი საქმიანობის სახეებია:
● ყველა სახის თანამედროვე საყოფაცხოვრებო და საორგანიზაციო (საოფისე) ელექტრონული ტექნიკის: აუდიო-ვიდეო ტექნიკის, სათამაშო აპარატების, ფაქსის, ასლგადამღები აპარატებისა და სხვა საექსპლოატაციო მომსახურება, დიაგნოსტირება, გამართვა - რეგულირება და მიმდინარე აღდგენა-შეკეთება;
● დაბალი ძაბვის და მცირე დენების ქსელებისა და მოწყობილობების მონტაჟი და შეკეთება.
საოფისე საქმის პროფესიები
სხვადასხვა პროფილის სახელმწიფო და კერძო საწარმოებში ასრულებს სხვადასხვა რანგის ადმინისტრაციულ-მმართველობითი აპარატის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტენიკური უზრუნველყოფის, დოკუმენტბრუნვის, უდოკუმენტო მომსახურების სამუშაოებს.
სამუშაო ითვალისწინებს: მოქალაქეთა მიღების, ხელმძღვანელთან სხვადასხვა სახის შეხვედრების, თათბირების, მიღებების მომზადებას; საქმიანი დოკუმენტების წარმოებას, დოკუმენტბრუნვის ორგანიზებას, საქმიანობაში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას. მდივან-რეფერენტისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობის კულტურის დაცვა.
ბუღალტერი (საბუღალტრო აღრიცხვის მომსახურე პერსონალი)
მონაწილეობს საწარმოს საბუღალტრო ოპერაციების შესრულებაში, საბუღალტრო ჩანაწერების გაკეთებასა და გამოთვლების წარმოებაში, პროდუქციის თვითღირებულებისა და ხელფასის გაანგარიშებაში.
● საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების ჩანაწერების წარმოება;
● აუცილებელი გაანგარიშებები და გამოთვლები; არსებული ჩანაწერების საფუძველზე პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშება;
● პერიოდულად ფინანსური ანგარიშების წარმოება;
● კომპიუტერული საბუღალტრო პროგრამის ცოდნა.