საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის კონსტიტუცია (ძირითადი კანონი)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი სამართალი|საკონსტიტუციო სამართალი
თარიღი: 1927
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით! იუცტიციის სახალხო კომისარიატის გამოცემა. ტფილისი 1927



1 დადგენილება №48

▲ზევით დაბრუნება


სრულიაღ საქართველო საბჭოთა მე-3 მოწვევის ცენცრალური აღმასრულებელი კომიტეტი მე-3 სესიის

საართველოს სოციალისცური საბჭოთა რესპუბიკის ირითადი ნონის (კონსციუციის) დამცკიცებისა და სამოქმედოდ შემოღეის შესხებ.

სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკების კავშირის ძირითადი კანონის (კონსტიტუციის) მეხუთე მუხლისა და ა/კ. ს. ფ. ს. რ. ძირითადი კანონის (კონსტიტუციის) მეოთხე მუხლის თანახმად, სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექსტი საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის ძირითადი კანონისა (კონსტიტუციისა), მიღებული ცვლილებითა და დამატებით, დამტკიცებულ და სამოქმედოდ შემოღებულ იქნეს.

სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის ამა სესიის მიერ მიღებული საქართველოს ს. ს. რ. ძირითადი კანონის (კონსტიტუციის) ტექსტი საბოლოოდ დამტკიცებისათვის წარედგინოს სრულიად საქართველოს საბჭოთა მეოთხე ყრილობას.

აფხაზეთის ს. ს. რ. ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი გადაამუშავებს აფხაზეთის ს. ს. რ. კონსტიტუციას იმ პრინციპების მიხედვით, რაც საფუძვლად დაედვა საქართველოს ს. ს. რ. კონსტიტუციას.

აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ფ. მახარაძე.

სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მდივანი ს. თოდრია.

1926 წ. ივლისის 5.

2 საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის კონსტიტუცია.

▲ზევით დაბრუნება


2.1 თავი I.

▲ზევით დაბრუნება


ზოგადი დებულებანი.

1. საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის კონსტიტუცია, ემყარება რა ოქტომბრის რევოლიუციით აღიარებულ პროლეტარიატის დიქტატურის ძირითად პრინციპებს, მიზნად ისახავს უზრუნველჰყოს ეს დიქტატურა ბურჟუაზიის საბოლოო დასათრგუნავად, ადამიანისაგან ადამიანის ექსპლოატაციის მოსასპობად და დასამყარებლად კომუნიზმისა, როდესაც არ იქნება არც კლასებად დაყოფა და არც სახელმწიფო ხელისუფლება.

2. საქართველოს რესპუბლიკა არის მუშებისა და მშრომელი გლეხობის სოციალისტური სახელმწიფო, რომელიც შენდება ეროვნულ საბჭოთა რესპუბლიკების ფედერაციის საფუძველზე. საქართველოს საზღვრებში მთელი ხელისუფლება მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა საბჭოებს ეკუთვნის.

3. საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკაში უზენაესი ხელისუფლების მატარებელი სრულ. საქ. მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა დეპუტატების ყრილობაა, ხოლო ყრილობიდან ყრილობამდე - სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი.

4. კაპიტალისტური გარემოცულობის პირისპირ საბჭოთა რესპუბლიკების ერთიანი ფრონტის შესაქმნელად, საბჭოთა რესპუბლიკების დასაცავად გარეშე საფრთხისაგან, მათი სამეურნეო და ეკონომიური წარმატებისათვის, ხალხთა ეროვნული განვითარების თავისუფლებისა და საერთაშორისო მშვიდობიანობის განმტკიცებისათვის, საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკა, თანახმად სრულიად საქართველოს საბჭოთა მე-2 ყრილობის დადგენილებისა, ნებაყოფლობით გაერთიანებულია ა/კ. სოც. ფედ. საბჭ. რესპუბლიკის კონსტიტუციის საფუძველზე აზერბაიჯანისა და სომხეთის სოც. საბჭ. რესპუბლიკებთან; იგი მათთან ჰქმნის ა/კ. სოც. ფედ. საბჭ. რესპუბლიკას, რომლის მეშვეობითაც შედის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკების კავშირში.

5. საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის სუვერენიტეტი შეზღუდულია მხოლოდ ხელშეკრულებების ძალით იმ ფარგლებში, რაც აღნიშნულია საბჭ. სოც. რესპუბლიკების კავშირის ძირითად კანონსა და ამიერკავკასიის სოც.-ფედ. საბჭ. რესპუბლიკის კონსტიტუციაში, და მარტოოდენ იმ საკითხებში, რაც შეადგენს კომპეტენციას ამ სახელმწიფოებრივ განაერთთა, რომელნიც, თავის მხრივ, ვალდებულნი არიან დაიცვან საქართველოს სუვერენული უფლებანი.

6. საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკა იტოვებს უფლებას გამოვიდეს ამიერკავკასიის სოც. ფედ. საბჭ. რესპუბლიკიდან და საბჭ. სოც. რესპუბლიკების კავშირიდან იმ წესით, რაც გათვალისწინებულია ა/კ. სოც. ფედ. საბჭ. რესპუბლიკის კონსტიტუციაში.

7. საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის ტერიტორია არ შეიძლება შეცვლილ იქნეს გარეშე მისი თანხმობისა.

8. საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის მოქალაქე ერთსა და იმავე დროს არის ა|კ. სოც. ფედ. საბჭ. რესპუბლიკისა და საბჭ. სოც. რესპუბლიკების კავშირის მოქალაქეც.

ყველა ის მოქალაქეობრივი უფლება-მოვალეობა, რაც კი ამ კონსტიტუციით და რესპუბლიკის კანონმდებლობით დაწესებულია საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის მოქალაქისათვის, ვრცელდება რესპუბლიკის ტერიტორიაზე მყოფ კავშირის სხვა საბჭოთა რესპუბლიკის ყველა მოქალაქეზედ.

საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკა, იცავს რა ყველა ქვეყნის და ეროვნების მშრომელთა სოლიდარობას, ანიჭებს ყველა პოლიტიკურ უფლებას უცხოელებსაც, რომელნიც მის ტერიტორიაზე რაიმე შრომას ეწევიან და ეკუთვნიან მუშათა კლასს, აგრეთვე იმ გლეხობასაც, რომელიც არ სარგებლობს სხვისი შრომით.

9. საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკა აღიარებს მოქალაქეთა თანასწორობის უფლებას, მათი რასისა და ეროვნების დამოუკიდებლად, და ამიტომ მას რესპუბლიკის ძირითადი კანონების სრულიად შეუფერებლად მიაჩნია რაიმე (პირდაპირი ანუ არაპირდაპირი) უპირატესობის დაწესება და, მით უმეტეს, ეროვნულ უმცირესობათა რაიმე ჩაგვრა ან მათი თანასწორობის შეზღუდვა.

საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკა აღიარებს აგრეთვე მის ტერიტორიაზე მოსახლე სხვადასხვა ხალხის უფლებას, საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის ხელისუფლების უზენაესი ორგანოს ნებართვით, გამოიყოს ავტონომიურ სოც. საბჭ. რესპუბლიკად ან ავტონომიურ ოლქად.

საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკაში ზემოთაღნიშნულ საფუძველზე შედიან: აჭარისტანის ავტონომიური სოც. საბჭ. რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. აფხაზეთის სოც. საბჭ. რესპუბლიკა შედის საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკაში მათ შორის დადებული განსაკუთრებული ხელშეკრულების ძალით.

10. საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის სახელმწიფო ენა არის ქართული ენა.

საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოსახლე ეროვნულ უმცირესობათ მინიჭებული აქვთ თავისუფალი განვითარებისა და მშობლიური ენის ხმარების უფლება როგორც საკუთარ ეროვნულ-კულტურულსა, აგრეთვე სახელმწიფო დაწესებულებებში.

11. საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკაში ეკლესია ჩამოშორებულია სახელმწიფოსაგან და სკოლა ეკლესიისაგან და რელიგიური, ისევე ანტირელიგიური პროპაგანდის თავისუფლება აღიარებულია ყველა მოქალაქისათვის, იმ პირობით კი, რომ ამ პროპაგანდას არ ჰქონდეს არავითარი პოლიტიკური ან სოციალური მიზანი.

12. მშრომელთათვის აზრთა გამოთქმის ნამდვილი თავისუფლების უზრუნველსაყოფად საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკა ანთავისუფლებს ბეჭდვითი სიტყვას კაპიტალისაგან და აძლევს მუშათა კლასს და მშრომელ გლეხობას ყოველგვარ ტეხნიკურ თუ მატერიალურ საშუალებას ბეჭდვითი ნაწარმოების გამოსაცემად და უზრუნველჰყოფს მისი გავრცელების თავისუფლებას რესპუბლიკაში.

13. მშრომელთათვის კავშირების და კრებების ნამდვილი თავისუფლების უზრუნველსაყოფად საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკა ანიჭებს ყველა მშრომელს თავისუფალი გაერთიანების და ორგანიზაციის უფლებას, აგრეთვე ყოველგვარი ერების, მიტინგის, პროცესიის გამართვის უფლებას და ამ მხრივ უწევს ყოველგვარ დახმარებას და უთმობს მუშათა კლასს და გლეხობას სახალხო კრებების მოსაწყობად ყველა გამოსადეგ სადგომს.

14. რათა მშრომელთათვის ნამდვილად ხელმისაწდომი იქნეს ცოდნა, საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკას დასახული აქვს მიზნად მისცეს ყველა მშრომელს სრული, ყოველმხრივი და უფასო სწავლა-განათლება.

15. დიადი მუშურ-გლეხური რევოლიუციის მონაპოვართა დაცვისათვის საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკას რესპუბლიკის ყველა მოქალაქის მოვალეობად მიაჩნია სოციალისტური სამშობლოს დაცვა, რისთვისაც აწესებს საყოველთაო სამხედრო ბეგარას. საპატიო უფლება - სოციალისტური სამშობლოსი და რევოლიუციის იარაღით დაცვა - მინიჭებული აქვს მხოლოდ მშრომელთ, არამშრომელთ კი ეკისრება სხვა სამხედრო მოვალეობის შესრულება.

16. საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკაში შრომა შიჩნეულია რესპუბლიკის ყველა მოქალაქის მოვალეობათ.

17. საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკა თავის ტერიტორიაზე თავშესაფარს აძლევს ყველა უცხოელს, რომელიც დევნილია რევოლიუციის საკეთილოდ მიმართული პოლიტიკური მოღვაწეობისათვის.

18. საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის ტერიტორიაზედ მთლად მიწა, ტყე, წყალი, მიწის წიაღი, აგრეთვე ფაბრიკები და ქარხნები, რკინის გზის, წყლისა და საჰაერო ტრანსპორტი და კავშირის დასაჭერი საშუალებანი შეადგენენ მუშათა და გლეხთა სახელშწიფოს ქონებას.

ამ ქონებით სარგებლობისა და მისი ექსპლოატაციის წესი განისაზღვრება საბჭ. სოც. რესპუბლიკების კავშირისა, ა/კ. სოც. ფედ. საბჭ. რესპუბლიკისა და საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის კანონმდებლობით იმ კომპეტენციის ფარგლებში, რაც განსაზღვრულია თვითეული მათგანის კონსტიტუციით.

2.2 თავი II.

▲ზევით დაბრუნება


სათველოს ციალისცური საბჭოთა რესპუბლიკისისუფლბის უზენა ორგანოთა გამგებლისაგნები.

19. მარტოოდენ სრულიად საქართველოს საბჭოთა ყრილობის გამგეობას ეკუთვნის:

ა) საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის კონსტიტუციის ძირითადი საფუძვლების დაწესება, შეცვლა და შევსება, აგრეთვე ამ კონსტიტუციის იმ ნაწილობრივი ცვლილებების საბოლოო დამტკიცება, რასაც სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი მიიღებს სრულიად საქართველოს საბჭოთა ყრილობებს შუა;

ბ) საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის საზღვრების შეცვლის საკითხების გადაწყვეტა იმ წესით, რაც გათვალისწინებულია საბჭ. სოც. რესპუბლ. კავშირის ძირითადი კანონით;

გ) ეროვნული უმცირესობათათვის ავტონომიურ სოც. საბჭ. რესპუბლიკებად და ავტონომიურ ოლქებად გამოყოფის ნების დართვა, ავტონომიურ რესპუბლიკათა კონსტიტუციების და ავტონომიური ოლქების დებულებათა და აგრეთვე მათი შეცვლისა და შევსების საბოლოო დამტკიცება.

20. სრულიად საქართველოს საბჭოთა ყრილობისა და სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის გამგებლობას ეკუთვნის ყველა საერთო სახელმწიფოებრივი შნიშვნელობის საკითხი, უკეთუ ის საბჭ. სოც. რესპუბლიკების კავშირის ძირითადი კანონით და ა/კ. სოც. ფედ. საბჭ. რესპუბლიკის კონსტიტუციით არ არის მიკუთვნებული საკავშირო და ამიერკავკასიის ფედერატიული ხელისუფლების უზენაეს ორგანოთა გამგებლობისათვის.

სრულიად საქართველოს საბჭოთა ყრილობისა და სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის გამგებლობას ეკუთვნის:

ა) საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის მთელი საშინაო პოლიტიკის და სახალხო მეურნეობის საერთო ხელმძღვანელობა;

ბ) საქართველოს სოც. საბჭოთა რესპუბლიკის ტერიტორიის საერთო საადმინისტრაციო დაყოფა და აეტონომიურ რესპუბლიკებისა და ოლქების საზღვრების დაწესება.

გ) ავტონომიურ რესპუბლიკათა კონსტიტუციების და ავტონომიური ოლქების დებულებათა, მათ ცვლილებათა და დამატებათა დამტკიცება და აგრეთვე ავტონომიურ რესპუბლიკებსა და ოლქებს შორის, აგრეთვე ამათსა და საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის სხვა ორგანოთა შორის დავა-ცილობის გადაწყვეტა;

დ) საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის ტერიტორიაზედ, საბჭ. სოც. რესპუბლიკების კავშირის და ა/კ. სოც. ფედ. საბჭ. რესპუბლიკის კანონმდებლობასთან შეთანხმებით, მთელი სახალხო მეურნეობის და მისი ცალკე დარგების გეგმის დაწესება.

ე) საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის ბიუჯეტის დამტკიცება და მისი შესრულებისათვის უზენაესი ზედამხედველობა;

ვ) საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის კანონთა კოდექსების დამტკიცება და აგრეთვე საერთო სარესპუბლიკო კანონმდებლობა ისეთი საკითხების შესახებ, რომელნიც არ ეკუთვნიან საბჭ. სოც. რესპუბლიკების კავშირისა და ა/კ. სოც. ფედ. საბჭ. რესპუბლიკის გამგებლობას;

ზ) საერთო ამნისტიისა და შეწყალების უფლება იმ მოქალაქეთა მიმართ, რომელთაც მსჯავრი დაედოთ საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის სამოსამართლო და საადმინისტრაციო ორგანოების მიერ, და აგრეთვე უფლება რესპუბლიკის მოქალაქეთა პოლიტიკურ უფლებათა აღდგენისა;

თ) ავტონომიური სოც. საბჭ. რესპუბლიკების და ავტონომიური ოლქების საბჭოთა ყრილობის და მათი ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტების, აგრეთვე საბჭოთა სამაზრო ყრილობებისა და სამაზრო აღმასრულებელი კომიტეტების დადგენილებათა გაუქმება და შეჩერება, თუ კი ისინი არღვევენ საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის კონსტიტუციას და სარესპუბლიკო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა დადგენილებებს;

ი) ყველა ის საკითხი, რაც კი საბჭ. სოც. რესპუბლიკების კავშირის ძირითადი კანონით და ა/კ. სოც. ფედ. საბჭ. რესპუბლიკის კონსტიტუციით არ ეკუთვნის მათ უზენაეს ორგანოთა კომპეტენციას და რასაც სრულიად საქართველოს საბჭოთა ყრილობა ან სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი თავისი გამგებლობის საგნადა სცნობენ.

21. აღნიშნული საკითხების გარდა სრულიად საქართველოს საბჭოთა ყრილობისა და სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის გამგებლობას ეკუთვნის სხვა საკითხებიც, რომელიც გათვალისწინებულია საბჭ. სოც. რესპ. კავშირის ძირითადი კანონით და ა/კ. სოც. ფედ. საბჭ. რესპუბლიკის კონსტიტუციით და აგრეთვე საერთო საკავშირო და ამიერკავკასიის ფედერატიული კანონმდებლობით.

22. საბჭ. სოც. რესპუბლიკების კავშირისა და ა/კ. სოც. ფედ. საბჭ. რესპუბლიკის უზენაეს ორგანოთა დადგენილებებს იმ ფარგლებში, რაც განსაზღვრულია საბჭ. სოც. რესპუბლიკების კავშირის ძირითადი კანონით და ა/კ. სოც. ფედ. საბჭ. რესპუბლ. კონსტიტუციით, და იმ საკითხების შესახებ, რაც ამ სახელმწიფოებრივ განაერთთა კომპეტენციას ეკუთვნის, სავალდებელო ძალა აქვთ საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის ტერიტორიაზე. არავითარ სხვა ორგანოს, ამ გამონაკლისს გარეშე, გარდა სრულიად საქართველოს საბჭოთა ყრილობისა და სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა, ხოლო სათანადო შემთხვევაში მისი პრეზიდიუმის ან სახალხო კომისართა საბჭოსი, უფლება არ აქვს საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის ტერიტორიაზედ გამოსცეს საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკანონმდებლო აქტები.

2.3 თავი III.

▲ზევით დაბრუნება


საბჭოთა ელისუფის წყობილეა.

) სრულიად საქართველოს საბჭოთა ყრილობა.

23. სრულიად საქართველოს საბჭოთა ყრილობა შესდგება აფხაზეთის.სოც. საბჭ. რესპუბლიკის, აჭარისტანის ავტონომიური რესპუბლიკის და სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური ოლქის საბჭოთა ყრილობების და საბჭოთა სამაზრო ყრილობების წარმომადგენელთაგან იმ ანგარიშით, რომ იქ, სადაც საბჭოებს ირჩევენ მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ყოველ 10,000 მცხოვრებზე მოდიოდეს ერთი დეპუტატი, ხოლო იქ, სადაც საბჭოებს ირჩევენ ამომრჩეველთა რიცხვის მიხედვით, ერთი დეპუტატი მოდიოდეს ყოველ 2.000 ამომრჩეველზე.

24. სრულიად საქართველოს საბჭოთა ყრილობა ირჩევს სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს თვით ყრილობის მიერვე განსაზღვრულ წევრთა რიცხვისას.

25. სრულიად საქართველოს საბჭოთა ყრილობას იწვევს სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი წელიწადში ერთხელ.

შენიშვნა. უკეთუ რაიმე საგანგებო გარემოება ხელს შეუშლის დაწესებულ ვადაზე სრულიად საქართველოს საბჭოთა ყრილობის მოწვევას, სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს უფლება აქვს გადასდოს ყრილობის მოწვევა.

26. სრულიად საქართველოს საბჭოთა საგანგებო ყრილობას იწვეეს სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი როგორც საკუთარი თაოსნობით, ისე იმ კუთხის საბჭოთ და საბჭოთა ყრილობების მოთხოვნით, რომლის მცხოვრებთა რიცხვი საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის მოსახლეობის ერთ მესამედზე ნაკლები არ არის, აგრეთვე საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკაში შემავალ ერთ-ერთ რესპუბლიკის საბჭოთა ყრილობის მოთხოვნით.

ბ) სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი და მისი პრეზიდიუმი.

27. სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი არის საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის უზენაესი საკანონმდებლო, განმკარგულებელი და საკონტროლო ორგანო.

28. სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი საკუთრი თაოსნობით გამოსცემს კოდექსებს, დეკრეტებსა და დადგენილებებს და აგრეთვე განიხილავს და დაამტკიცებს სახალხო კომისართ საბჭოს მიერ წარდგენილ კანონპროექტებს.

29. ყველა დეკრეტი და დადგენილება, რომელიც საზღვრავს საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის პოლიტიკური და ეკონომიური ცხოვრების ზოგად ნორმებს, სახელმწიფო ბიუჯეტი და აგრეთვე ყველა ის აქტი, რაც არსებითად სცვლის რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანოთა პრაქტიკას, განსახილველად და დასამტკიცებლად უნდა წარედგინოს სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს.

30. სრულიად საქართველოს საბჭოთ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი საერთო გეზით წარმართავს საქართველოს სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკის მუშათა და გლეხთა მთავრობის და ხელისუფლების ყველა ორგანოს მოქმედებას, აერთიანებს და ათანხმებს მუშაობას კანონმდებლობისა და მმართველობის დარგში და თვალყურს ადევნებს საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის კონსტიტუციისა და სრულიად საქართველოს საბჭოთა ყრილობების დადგენილებათა ცხოვრებაში გატარებას და აგრეთვე საბჭ. სოც. რესპუბლიკების კავშირის და ა/კ. სოც. საბჭ. რესპუბლიკის ხელისუფლების უზენაეს ორგანოთა დადგენილებათა განხორციელებას.

31. სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი პასუხისმგებელია სრულიად საქართველოს საბჭოთა ყრილობის წინაშე, რომელსაც წარუდგენს თავისი მოქმედების ანგარიშს და მოხსენებას საერთო პოლიტიკისა და საერთო სახელმწიფოებრივი ხასიათის ცალკე საკითხების შესახებ.

32. სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს იწვევს მორიგ სესიებზე წელიწადში არანაკლებ სამი გზობისა სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმი. სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის საგანგებო სესიებს სრულიად საქართველოს საბჭოთა ცერტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმი იწვეეს: ა) საკუთარი თაოსნობით, ბ) სახალხო კომისართა საბჭოს დადგენილებით, გ) სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნით და დ) საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკაში შემავალი ერთ-ერთი რესპუბლიკის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მოთხოვნით.

33. სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი ირჩევს სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმს და საზღვრავს მის მოქმედების ფარგალს.

34. სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი აარსებს აგრეთვე სახალხო კომისართა საბჭოს საქართველოს სოც. საბჭოთა რესპუბლიკის საერთო მმართველობისათვის და სახალხო კომისარიატებს - მმართველობის ცალკე დარგების ხელმძღვანელობისათვის.

35. სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის სესიებს შუა საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი საკანონმდებლო, განმკარგულებელი და საკონტროლო ორგანო არის სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმი.

36. სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმი სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის სახელით გამოსცემს დეკრეტებს, დადგენილებებს და განკარგულებებს და ამტკიცებს სახალხო კომისართა საბჭოს მიერ მის განსახილველად წარმოდგენილ

კანონპროექტებს.

37. სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმი თვალყურს ადევნებს საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის კონსტიტუციის ცხოვრებაში გატარებას და აგრეთვე ხელისუფლების ყველა ორგანოს მიერ სრულიად საქართველოს საბჭოთა ყრილობისა და სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის ყველა დადგენილების შესრულებას. იგი არის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო როგორც ცენტრში, ისე ადგილზე.

38. სრულიად საქარათველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმი სრულიად საქართველოს საჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის სესიებს შუა ნიშნავს, სახალხო კომისართა საბჭოს წარდგენით, სახალხო კომისართ, რომელთაც შემდეგ დასამტკიცებლად წარუდგენს სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს, ნიშნავს აგრეთვე სხვა უმაღლესი თანამდებობის პირთ, რომელთა დანიშვნა სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მიერ გათვალისწინებულია კანონით.

39. სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმი განიხილავს თხოვნას შეწყალებისა და პოლიტიკურ უფლებათა აღდგენის შესახებ.

40. სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმს უფლება აქვს შეაჩეროს და გააუქმოს დადგენილებანი და განკარგულებანი საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოსი, სახალხო კომისრების და რესპუბლიკის ცენტრალურ დაწესებულებათა, ავტონომიურ რესპუბლიკების და ოლქების ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტების და სახალხო კომისართა საბჭოებისა და სამაზრო აღმასრულებელ კომიტეტებისა და აგრეთვე შეაჩეროს ავტონომიურ რესპუბლიკებისა და ოლქების და სამაზრო საბჭოების ყრილობათა დადგენილებანი.

41. სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმი საბოლოოდ სწყვეტს ხელისუფლების ცენტრალურ და ადგილობრივ ორგანოთა შორის ურთიერთობის ნიადაგზე აღძრულ ყოველგვარ დავას.

42. სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმი თავისი მოქმედებისათვის პასუხისმგებელია სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წინაშე.

) ქართველოს ციალისური საბჭოთა რესპუბიკის სახალხო ისართა საბჭო.

43. საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭო არის საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის აღმასრულებელი და განმკარგულებელი ორგანო; სახალხო კომისართა საბჭოს ეკუთვნის საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის საერთო მმართველობა.

44. საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს აარსებს სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით: სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე, მისი მოადგილენი, სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და შინაგან საქმეთა, იუსტიციის, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, მიწადმოქმედების, სოციალური უზრუნველყოფის, ფინანსთა, შრომისა და მუშათა და გლეხთა ინსპექციის სახალხო კომისრები. სახალხო კომისართა საბჭოს შემადგენლობაში შედის აგრეთვე ამიერკავკასიის სოც. ფედ. საბჭ. რესპუბლიკის შინა-ვაჭრობის სახალხო კომისარიატის რწმუნებული, რომელიც ამ თანამდებობაზე ინიშნება ამიერკავკასიის ფედერატიული კანონმდებლობის წესით და რომელსაც სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის ან მისი პრეზიდიუმის დადგენილებით მინიჭებული აქვს გადამწყვეტი ან სათათბირო ხმის უფლება.

45. საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭო მოქმედებს სახალხო კომისართა საბჭოს დებულების ძალით და, სრულიად საქართველოს საბჭოთა ცეტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მიერ მინიჭებული უფლების ფარგალში, გამოსცემს დეკრეტებსა და დადგენილებებს, რომელთა ასრულება სავალდებულოა საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის მთელს ტერიტორიაზე.

46. საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოსთან არსდება რესპუბლიკის ეკონომიური საბჭო, რომელიც მოქმედებს განსაკუთრებული დებულების ძალით, და ა/კ. სოც. ფედ. საბჭ. რესპუბლიკის უმაღლესი ეკონომიური საბჭოს საერთო, ხელმძღვანელობით წარმართავს საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის ეკონომიურ პოლიტიკას.

47. საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭო თავისი მოქმედებისათვის პასუხისმგებელია სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის და მისი პრეზიდიუმის წინაშე.

) საქართველოს სოციალისურ საბჭოთა რესპუბლიკის სახალხო კომისარიაები.

48. სახელმწიფოებრივი მმართველობის იმ ცალკე დარგების უმეშვეო ხელმძღვანელობისათვის, რაც საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს გამგებლობას ეკუთვნის, არსდება სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭო და სახალხო კომისარიატები: შინაგან საქმეთა, იუსტიციისა, განათლებისა, ჯანმრთელობის დაცვისა, მიწადმოქმედებისა, სოციალური უზრუნველყოფისა, ფინანსთა, შრომისა და მუშათა და გლეხთა ინსპექციისა, რომელნიც მოქმედებენ თავ-თავისი განსაკუთრებული დებულების ძალით.

49. სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭო და ფინანსთა, შრომისა და მუშათა და გლეხთა ინსპექციის სახალხო კომისარიატები ემორჩილებიან სრულიად საქართველოს ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს და საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს და ასრულებენ ა/კ. სოც. ფედ. საბჭ. რესპუბლიკის სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოსი და სათანადო სახალხო კომისარიატების დირექტივებს.

50. საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის სახალხო კომისარიატების სათავეში. სდგანან სახალხო კომისრები - საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს წევრნი.

51. სახალხო კომისარიატების მმართველობისათვის, სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის ან მისი პრეზიდიუმის დადგენილებით, შეიძლება სახალხო კომისრებთან, მათი თავმჯდომარეობით, დაარსდეს კოლეგიები, რომელთა წევრებს ნიშნავს სახალხო კომისართა საბჭო.

52. სახალხო კომისრებს უფლება აქვთ ერთპიროვნად გადასწყვიტონ ყველა საკითხი, რაც შესაფერ სახალხო კომისარიატის გამგებლობას ეკუთვნის. იმ სახალხო კომისარიატში, სადაც დაარსებულია კოლეგია, სახალხო კომისართა ყველა ერთპიროვანი განკარგულება უნდა აცნობოს კოლეგიას. უკეთუ კოლეგია არ დაეთანხმება კომისრის გადაწყვეტილებას, მას ან მის თითოეულ წევრს შეუძლია ეს გადაწყვეტილება, მისი აღსრულების შეუჩერებლივ, განასაჩივროს საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოში ან სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმში.

53. სახალხო კომისრები და სახალხო კომისარიატებთან არსებული კოლეგიები თავისი მოქმედებისათვის პასუხს აგებენ საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოსა, სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და მისი პრეზიდიუმის წინაშე.

54. საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის სახალხო კომისარიატების განკარგულებანი შეიძლება გაუქმებულ იქნენ სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის, მისი პრეზიდიუმის და საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს მიერ; სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოსი და ფინანსთა, შრომისა და მუშათა და გლეხთა ინსპექციის სახალხო კომისარიატების განკარგულებანი, უკეთუ ისინი არ არიან დამყარებული სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის, მისი პრეზიდიუმის ან და სახალხო კომისართა საბჭოს ბრძანებაზედ, შეიძლება, გარდა ამისა, გაუქმებულ იქნენ: სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს განკარგულება - ა/კ. სოც. ფედ. საბჭ. რესპუბლიკის სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს მიერ, ხოლო ფინანსთა, შრომისა და მუშათა და გლეხთა ინსპექციის სახალხო კომისარიატების განკარგულებანი კი - ა/კ. სოც. ფედ. საბჭ. რესპუბლიკის სათანადო სახალხო კომისარიატების მიერ იმ პირობით, თუ ეს განკარგულებანი ეწინააღმდეგებიან ამ დაწესებულებათა მიერ მიცემულ დირექტივებს ან საერთო-საკავშირო და ა/კ. საერთო-საფედერაციო კანონმდებლობას.

ე) ხეისუფლების ადგილობრივი ორგანოები, აზის საბჭოთა ყრილობები, მაზრის აღმასრულებელი კომიტეტები, დეპუთა საბჭოები და მათი აღმასრუებელი ორგანოები.

55. მაზრის ტერიტორიაზე უმაღლესი ხელისუფლება ეკუთვნის მაზრის საბჭოთა ყრილობას, მისი გამგებლობის ფარგლებში, ხოლო სამაზრო ყრილობებს შუა - მაზრის აღმასრულებელ კომიტეტს.

56. მაზრის საბჭოთა ყრილობაში მონაწილეობას იღებენ ყველა ამ მაზრის ტერიტორიაზედ არსებულ დეპუტატთა საბჭოს წარმომადგენელნი.

57. საბჭოთა სამაზრო ყრილობა შესდგება მაზრის ტერიტორიაზე არსებულ საბჭოთა წარმომადგენლებისაგან ისეთი ანგარიშით, რომ იმ ადგილის საბჭოსაგან, სადაც საბჭოს წევრებს ირჩევენ მოსახლეობის საერთო რიცხვის მიხედვით, ყოველ 1000 მცხოვრებზე მოდიოდეს ერთი დეპუტატი, ხოლო იმ ადგილის საბჭოსაგან, სადაც საბჭოს წევრებს ირჩევენ ამომრჩეველთა საერთო რიცხვის მიხედვით - ერთი დეპუტატი მოდიოდეს ყოველ 200 ამომრჩეველზე.

შენიშვნა. იმ ადგილებში, სადაც სასოფლო საბჭოებია მოწყობილი, დეპუტატებს საბჭოთა სამაზრო ყრილობისათვის ირჩევენ საბჭოთა სათემო ყრილობანი.

58. საბჭოთა მორიგ ყრილობებს იწვევენ მაზრის არმასრულებელი კომიტეტები წელიწადში ერთხელ. ყრილობებს რიგს გარეშე იწვევენ სათანადო მაზრის აღმასრულებელი კომიტეტები: ა) საკუთარი თაოსნობით, ბ) სრულიად საქართველოს საბჭოთა ყრილობისა ან სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მოთხოვნით და გ) ადგილობრივ საბჭოთა მოთხოვნით, სადაც საბჭო ამ მაზრის მოსახლეობის მესამედზედ ნაკლებს არ წარმოადგენს.

59. საბჭოთა სამაზრო ყრილობები ირჩევენ თავის აღმასრულებელ ორგანოებს - მაზრის აღსასრულებელ კომიტეტებს, რომელთა წევრთა რიცხვს საზღვრავს სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი.

60. მაზრის აღმასრულებელი კომიტეტები თავისი მოქმედებისათვის პასუხს აგებენ თავის ამომრჩეველ სამაზრო საბჭოთა ყრილობების წინაშე და ემორჩილებიან სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს, მის პრეზიდიუმს და საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს.

61. მაზრის მმართველობის მიმდინარე მუშაობის ხელმძღვანელობისათვის და ცენტრალური ხელისუფლების დეკრეტებისა და დადგენილებების ცხოვრებაში გასატარებლად, მაზრის აღმასრულებელი კომიტეტები ირჩევენ პრეზიდიუმებს, რომელნიც აღმასრულებელი კომიტეტის სხდომებს შუა სარგებლობენ აღმასრულებელი კომიტეტის უფლებით და პასუხს აგებენ მის წინაშე თავისი მოქმედებისათვის.

62. მაზრის ტერიტორიაზე მმართველობის იმ დარგების უმეშვეო გამგებლობისათვის, რაც სამაზრო ხელისუფლების კომპეტენციას შეადგენს, მაზრის აღმასრულებელი კომიტეტები აარსებენ განყოფილებებს, რომელთა ორგანიზაციას, სტრუქტურას და კომპეტენციას საზღვრავს სრულიად საქართველოს საბჭოთა ცეტნრალური აღმასრულებელი კომიტეტი.

63. მაზრის აღმასრულებელი კომიტეტის განყოფილებანი უმეშვეოდ ემორჩილებიან სამაზრო აღმასრულებელ კომიტეტებს და მათ პრეზიდიუმებს და ვალდებულნი არიან შეასრულონ როგორც შესაფერი მაზრის აღმასრულებელი კომიტეტის და მისი პრეზიდიუმის, აგრეთვე საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის სათანადო სახალხო კომისარიატების ყველა ბრძანება და განკარგულება.

64. დეპუტატთა საბჭოები მოეწყობიან: ა) თვითეულ თემში - იმ ანგარიშით, რომ თემის ყველა დასახლებულ პუქტში ყველა 100 მცხოვრებზე მოდიოდეს ერთი დეპუტატი და ბ) ქალაქებში - იმავე ანგარიშით, ტფილისისა, ქუთაისისა და ჭიათურის გარდა, სადაც ერთი დეპუტატი უნდა მოდიოდეს: ტფილისში - 200 ამომრჩეველზე, ქუთაისში - 150 ამომრჩეველზე, ხოლო ჭიათურაში - 50 ამომრჩეველზე.

შენიშვნა 1. სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის ან მისი პრეზიდიუმის დადგენილებით ერთი თემის რაიონში შეიძლება მოეწყოს რამდენიმე სასოფლო საბჭო. სასოფლო საბჭოს დეპუტატები აირჩევიან იმავე ანგარიშით, რაც დაწესებულია სათემო საბჭოებისათვის. ამ შემთხვევაში მოწვეულ უნდა იქნენ საბჭოთა სათემო ყრილობანი იმავე ანგარიშით - ერთი დეპუტატი ყოველ 100 მცხოვრებზედ.

შენიშვნა 2. მუშათა და გლეხთა წითელი არმიისა და ფლოტის ჯარის ნაწილები იმ ადგილებში, სადაც დანარჩენი მოსახლეობა დეპუტატებს ირჩევს მცხოვრებთა საერთო რიცხვის მიხედვით, ირჩევენ თავის დეპუტატებს საბჭოებში იმ ანგარიშით, რომ ერთი დეპუტატი მოდიოდეს 50 ამომერჩეველზე. ხოლო იმ ადგილებში, სადაც მოსახლეობა ირჩევს დეპუტატებს ამომრჩეველთა რიცხვის მიხედვით - ირჩევენ დეპუტატებს იმავე ანგარიშით, როგორც დანარჩენი მოსახლეობა.

65. დეპუტატთა საბჭოების ხელახალი არჩევნები ხდება წელიწადში ერთხელ.

66. მიმდინარე მუშაობისათვის სათემო საბჭოები ირჩევენ თემის აღმასრულებელ კომიტეტებს, რომელნიც პასუხს აგებენ სათანადო საბჭოს წინაშე და ემორჩილებიან აგრეთვე სათანადო მაზრის აღმასრულებელ კომიტეტებს. თემის აღმასრულებელ კომიტეტების გამგებლობასა და ორგანიზაციას საზღვრავს სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი.

შენიშვნა. იმ ადგილებში, სადაც სასოფლო საბჭოებია მოწყობილი და სათემო საბჭოთა ყრილობანი იკრიბებიან, თემის აღმასრულებელ კომიტეტებს ირჩევენ სათემო ყრილობანი.

67. ქალაქის და სოფლის საბჭოთა აღმასრულებელ ორგანოებს, მათ ორგანიზაციას და გამგებლობის ფარგალს აწესებს სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი.

68. დეპუტატთა საბჭოებს იწვევენ მათი აღმასრულებელი ორგანოები საკუთარი თაოსნობით ან საბჭოს წევრთა რიცხვის არა ნაკლები ერთი მესამედის მოთხოვნით.

ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების: საბჭოთა სამაზრო ყრილობების, დეპუტატთა საბჭოების და მათი აღმასრულებელი ორგანოების გამგებლობის საგანს

შეადგენს:

ა) ღონისძიებანი შესაფერი კუთხის კულტურულ და სამეურნეო განვითარებისათვის;

ბ) ადგილობრივი ბიუჯეტის შედგენა და დამტკიცება;

გ) ხელისუფლების სათანადო უმაღლესი ორგანოების დადგენილებათა ცხოვრებაში გატარება;

დ) გადაწყვეტა საკითხებისა, რომელთაც უწყებული ტერიტორიისათვის ადგილობრივი მნიშვნელობა აქვთ;

ე) შესაფერი ტერიტორიის ფარგლებში საბჭოთა მოღვაწეობის გაერთიანება;

ვ) შესაფერი ტერიტორიის ფარგლებში რევოლიუციონური კანონიერების უზრუნველყოფა;

ზ) შესაფერ ტერიტორიაზედ სახელმწიფოებრივი წესრიგის და საზოგადოებრივი უშიშროების დაცვა;

თ) საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხების განხილვა როგორც საკუთარი თაოსნობით, ისე ხელისუფლების ზემდგომი ორგანოების წინადადებით.

70. საბჭოთა სამაზრო ყრილობანი და მაზრის აღმასრულებელი კომიტეტები კონტროლს უწევენ ადგილობრივ საბჭოთა და მათ აღმასრულებელ ორგანოთა მოქმედებას.

71. მაზრის აღმასრულებელ კომიტეტებს შეუძლიანთ თავის პასუხისმგებლობით შეაჩერონ საქართველოს სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკის სახალხო კომისარიატების განკარგულებათა ცხოვრებაში გატარება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში და სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მიერ განსაზღვრული წესით.

ვ) სასამართლო და საპროკურორო ზედამხეველობა.

72. მუშათა და გლეხთა სახელმწიფოსი და მშრომელთა სამართლებრივი დაცვისათვის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და რევოლიუციონური კანონიერების განმტკიცებისათვის და აგრეთვე იმისათვის, რომ ნამდვილად უზრუნველყოფილ იქნეს სახელმწიფოსი და მშრომელთა სამეურნეო ინტერესები, საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკაში მოქმედებს ერთიანი სახალხო სასამართლო და მასთან არსებული საპროკურორო ზედამხედველობა. სახალხო სასამართლო მოწყობილია საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის მიერ დადგენილ საფუძველზედ და მოქმედობს იმ საპროცესო წესით, რომლის ძირითად საფუძველს საზღვრავს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი.

73. სამოსამართლო ორგანოები და საპროკურორო ზედამხედველობა ხელმძღვანელობენ საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის სამოქალაქო და სისხლის სამართლის კანონმდებლობით, რომლის საფუძვლები დადგენილია საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის მიერ, და საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე მომქმედი კანონებით, ხოლო იმ შემთხვევაში, უკეთუ კანონი არ არსებობს ან სრული არ არის, სასამართლო და საპროკურორო ზედამხედველობა ხელმძღვანელობენ საბჭოთა კანონმდებლობის საერთო აზრით და მუშათა და გლეხთა სახელმწიფოს ინტერესებით.

2.4 თავი IV.

▲ზევით დაბრუნება


ავონომიური სციალისცური საჭოთა. რესპუბლიკები და ოლქები.

74. ავტონომიური სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკებისა და ოლქების ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები მოწყობილია ამ კონსტიტუციის საფუძვლების მიხედვით.

75. ავტონომიური სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკების კონსტიტუციებს და ავტონომიური ოლქების დებულებებს მიიღებენ მათი საბჭოთა ყრილობანი, დასამტკიცებლად წარუდგენენ სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს, ხოლო საბოლოოდ დასამტკიცებლად - სრულიად საქართველოს საბჭოთა ყრილობას.

76. ავტონომიური სოციალისტური რესპუბლიკების და ოლქების ტერიტორიის ფარგლებში ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები არიან მათი საბჭოების ყრილობები, ხოლო ყრილობებს შუა პერიოდში - მათ მიერ არჩეული ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტები.

77. ავტონომიური სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკების და ოლქების ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტები თავის წრიდან ირჩევენ პრეზიდიუმებს, რომელნიც ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტების სესიებს შუა არიან ავტონომიური რესპუბლიკის და ოლქის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები.

78. ავტონომიური სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკების ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტები აარსებენ თავის აღმასრულებელ და განმკარგულებელ ორგანოებს - სახალხო კომისართა საბჭოებს, რომელნიც შესდგებიან თავმჯდომარისაგან, სახალხო მეურნეობის საბჭოს თავმჯდომარისაგან და სახალხო კომისარიატების სათავეში მდგომ შემდეგ კომისართაგან: შინაგან საქმეთა, იუსტიციის, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, მიწადმოქმედების და სოციალური უზრუნველყოფისა. სასალხო კომისართა საბჭოს შემადგენლობაში შედიან აგრეთვე საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის ფინანსთა სახალხო კომისარიატის, შრომის სახალხო კომისარიატის და მუშათა და გლეხთა ინსპექციის სახალხო კომისარიატის რწმუნებულნი.

ავტონომიური რესპუბლიკების სახალხო მეურნეობის საბჭოები ემორჩილებიან სათანადო ავტონომიური რესპუბლიკების ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტებს და სახალხო კომისართა საბჭოებს და ასრულებენ საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს დირექტივებს, ფინანსთა, შრომის და მუშათა და გლეხთა ინსპექციის სახალხო კომისარიატების რწმუნებულნი, როგორც საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის სათანადო სახალხო კომისარიატების ორგანოები ავტონომიურ რესპუბლიკებში უმეშვეოდ ემორჩილებიან მათ და თავის მუშაობის ანგარიშს უდგენენ ავტონომიურ რესპუბლიკების ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტებს და სახალხო კომისართა საბჭოებს.

79. ავტონომიური ოლქების ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტები სახალხო კომისართა საბჭოებს არ შეადგენენ და ოლქის მმართველობას ხელმძღვანელობენ სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოსი და შემდეგი სახალხო კომისრების მეშვეობით, რომელნიც სათავეში უდგანან სახალხო კომისარიატებს: შინაგან საქმეთა, იუსტიციისა, განათლებისა, ჯანმრთელობის დაცვისა, მიწადმოქმედების და სოციალური უზრუნველყოფისა. ფინანსთა, შრომისა და მუშათა და გლეხთა ინსპექციის სახალხო კომისარიატების ორგანოები ავტონომიურ ოლქებში არიან საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის ხსენებული სახალხო კომისარიატების რწმუნებულნი. ავტონომიური ოლქების სახალხო მეურნეობის საბჭოები უმეშვეოდ ემორჩილებიან საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის სახალხო მეურნეობის უმაღლეს საბჭოს და უკანასკნელის ღონისძიებას და განკარგულებას ანხორციელებენ თავისი ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტების მეშვეობით; ფინანსთა, შრომის და მუშათა და გლეხთა ინსპექციის სახალხო კომისარიატების რწშუნებულნი უმეშვეოდ ემორჩილებიან საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის სათანადო ცენტრალურ ორგანოებს და თავისი შუშაობის ანგარიშს უდგენენ ავტონომიური ოლქების ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტებს.

80. ავტონომიური სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკების და ოლქების ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტებს უფლება აქვთ, ადგილობრივი პირობების მიხედვით, შეამცირონ ამ კონსტიტუციის 77 და 78 შუხლით გათვალისწინებული სახალხო კომისარიატთა რაოდენობა.

81. საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის ხელისუფლების უზენაეს ორგანოთა მიერ საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის მთელს ტერიტორიაზე გასავრცელებლად გამოცემულ კოდექსებს, დეკრეტებს და დადგენილებებს სავალდებულო ძალა აქვთ ავტონომიური რესპუბლიკების და ოლქების ტერიტორიაზე.

82. ავტონომიური სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკების ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტებს უფლება აქვთ სახელმწიფოებრივი მმართველობის იმ დარგში, რასაც ავტონომიურად განაგებენ, და საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის იმ კანონმდებლობის განსავითარებლად, რაც საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება, გამოსცენ საკანონმდებლო აქტები, რომელთაც სავალდებულო ძალა აქვთ ამ რესპუბლიკების ტერიტორიაზე.

შენიშვნა. ავტონომიური ოლქების ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტებს უფლება აქვთ გამოსცენ დადგენილებანი ამ მუხლით აღნიშნულ ფარგლებში, რომელთაც ავტონომიური ოლქების ტერიტორიაზე სავალდებულო ძალა აქვთ სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის ან მისი პრეზიდიუმის მიერ დამტკიცების შემდეგ.

2.5 თავი V.

▲ზევით დაბრუნება


მოკავშირე აფხაზეთის სოციალსტური საბჭოთა რესპუბლიკა.

83. აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა განსაკუთრებული ხელშეკრულების ძალით შედის საქართველოს სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკაში, ხოლო მისი მეშვეობით - ამიერკავკასიის სოციალისტურ ფედერატიულ საბჭოთა რესპუბლიკაში.

84. აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის საბჭოთა ყრილობის წარმომადგენელნი მონაწილეობას იღებენ სრულიად საქართველოს საბჭოთა ყრილობაში. ყრილობაზე გასაგზავნი დეპუტატების რიცხვი განისაზღვრება ამა კონსტიტუციის 23 მუხლით.

85. სრულიად საქართველოს საბჭოთა ყრილობა აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის წარმომადგენლებს ირჩევს, თვით ყრილობის მიერ განსაზღვრული რიცხვით, სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენრტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრებად.

86. აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის საბჭოთა ყრილობა, ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი და მისი პრეზიდიუმი, აგრეთვე აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები მოეწყობიან აფხაზეთის სოც. საბჭ. რესპუბლიკის კონსტიტუციის საფუძველთა მიხედვით.

87. აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მიერ დაარსებული სახალხო კომისართა საბჭო შესდგება თავმჯდომარისაგან, სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისაგან და სახალხო კომისართაგან, რომელნიც სათავეში უდგანან სახალხო კომისარიატებს: შინაგან საქმეთა, იუსტიციის, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, მიწადმოქმედების და სოციალური უზრუნველყოფის. სახალხო კომისართა საბჭოს შემადგენლობაში შედიან აგრეთვე საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის ფინანსთა, შრომის და მუშათა-გლეხთა ინსპექციის სახალხო კომისარიატების რწმუნებულნი, რომელთაც აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილებით მიენიჭებათ გადამწყვეტი ან სათათბირო ხმის უფლება.

შინაგან საქმეთა, იუსტიციის, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, მიწადმოქმედების და სოციალური უზრენველყოფის სახალხო კომისარიატები მოქმედებენ საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის სათანადო სახალხო კომისარიატებისაგან დამოუკიდებლად, ხოლო აწვდიან ერთმანეთს ცნობებს თავ-თავისი მუშაობის შესახებ.

სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭო თავის მოქშედებაში ემორჩილება აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს და სახალხო კომისართა საბჭოს და ანხორციელებს საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს დირექტივებს.

ფინანსთა, შრომის და მუშათა და გლეხთა ინსპექციის სახალხო კომისარიატების რწმუნებულნი არიან საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის სათანადო სახალხო კომისარიატების ორგანოები, უშუალოდ ემორჩილებიან მათ, ხოლო თავის მეშაობის ანგარიშს უდგენენ აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს და სახალხო კომისართა საბჭოს.

88. აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის ხელისუფლების უზენაეს ორგანოთ უფლება აქვთ სახელმწიფოებრივი მმართველობის იმ დარგში, რაც არ არის გაერთიანებული (შინაგან საქმეთა, იუსტიციის, განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, მიწათმოქმედების და სოციალური უზრუნველყოფის) დამოუკიდებლად გამოსცენ საკანონმდებლო აქტები, რომელთაც სავალდებულო ძალა აქვთ აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მიერ საქართველოს სოც. საბჭოთა რესპუბლიკის მთელს ტერიტორიაზე გასავრცელებლად გამოცემულ კოდექსებს, დეკრეტებს და დადგენილებებს სავალდებულო ძალა აქვთ აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ამასთან აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის ხელისუფლების უზენაეს ორგანოთ უფლება აქვთ აღნიშნული აქტების განსავითარებლად და შესავსებად გამოსცენ საკანონმდებლო აქტები, რომელთაც სავალდებულო ძალა აქვთ აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

89. სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის, მისი პრეზიდიუმის და სახალხო კომისართა საბჭოს ყველა დადგენილებას და განკარგულებას, რაც კი საერთო (მუშათა და გლეხთა ინსპექციის, შრომის და ფინანსების) და გაერთიანებული (სახალხო მეურნეობის) სახელმწიფოებრივი მმართველობის საკითხებს ეხება, აფხაზეთის სოციალისტური საბჭ. რესპუბლიკის ტერიტორიაზე სავალდებულო ძალა აქვთ; ამასთან აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის ხელისუფლების უზენაეს ორგანოთ უფლება აქვთ გაერთიანებული სახელმწიფოებრივი მმართველობის დარგში, საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის კანონმდებლობის განსავითარებლად, გამოსცენ საკანონმდებლო აქტები, რომელთაც სავალდებულო ძალა აქვთ აფხაზეთის სოც. საბჭ. რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

90. სრულიად საქართველოს საბჭოთა ყრილობას და სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს უფლება აქვთ გააუქმონ აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის საბჭოთა ყრილობის, ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის და სახალხო კომისართა საბჭოს ყველა ის დადგენილება, რაც კი ეწინააღმდეგება ამ კონსტიტუციას.

91. აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის ბიუჯეტი მის შემდეგ, როდესაც მას დაამტკიცებს ამ რესპუბლიკის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი, შემადგენელ ნაწილად შედის საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის საერთო-სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც მტკიცდება ამა კონსტიტუციის 94 მუხლის წესისამებრ.

აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყველა ადგილობრივი შემოსავალ-გასავალი ერთიანდება ადგილობრივ ბიუჯეტად საერთო-საკავშირო და ამიერკავკასიის საფედარაციო ძირითადი კანონმდებლობის წესით.

2.6 თავი Vl.

▲ზევით დაბრუნება


დეატთა საბჭოების არჩევნები.

ა) აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება

92. უფლება აირჩიოს და არჩეულ იქნეს საბჭოში ეკუთვნის, ეროვნებისა, რასისა, ბინადრობისა და სხვ. განურჩევლად, საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის ორივე სქესის შემდეგ მოქალაქეთ, რომელთაც არჩევნების დღისათვის 18 წელი შესრულებიათ:

ა) ვინც ცხოვრების სახსარს სარგო და ზოგადo-სასარგებლო შრომით პოულობს და აგრეთვე ვინც შინაურ მეურნეობას ეწევა და ამით შესაძლებლობას აძლევს პირველთ გასწიონ სარგო შრომა;

ბ) მუშათა და გლეხთა წითელ არმიისა და წითელი ფლოტის წითელარმიელთა და წითელფლოტელთ;

გ) ამ მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტებში ჩამოთვლილ პირთ, რომელთაც მეტად თუ ნაკლებად დაუკარგავთ შრომის უნარი.

შენიშვნა. აქტიურ და პასიურ საარჩევნო უფლებით საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის მოქალაქეებთან თანასწორად სარგებლობენ ის პირნიც, ვინც ამ კონსტიტუციის მე-8 მუხლშია აღნიშნული, თუ ისინი შეეფერებიან ამ მუხლით გათვალისწინებულ პირობებს.

93. ვერ აირჩევენ და ვერ იქნებიან არჩეულნი, თუნდაც ეკუთვნოდენ მოქალაქეთა ერთ-ერთს 82 მუხლში ჩამოთვლილ კატეგორიას:

ა) ვინც მოგების მიზნით სარგებლობს დაქირავებული შრომით;

ბ) ვინც უშრომოთ მიღებული შემოსავალით ცხოვრობს, როგორიცაა: კაპიტალის სარგებელი, საწარმოს შემოსავალი, ქონების შემოსავალი და სხვ.;

გ) ვინც კერძო ვაჭრობას და აგრეთვე სავაჭრო და საკომერციო შუამავლობას ეწევა;

დ) ბერები და ყველა სარწმუნოებისა და რჯულის რელიგიური კულტების სასულიერო მსახურნი, რომელთათვის კულტის მსახურება პროფესიას წარმოადგენს;

ე) ვინც მსახურობდა მეფის მთავრობასთან პოლიციასა და ჟანდარმთა ცალკე კორპუსში და დამცველ განყოფილებაში და საქართველოს მენშევიკურ მთავრობასთან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო რაზმში, რუსეთში ყოფილ მეფის საგვარეულოს წევრი, აგრეთვე ის პირნიც, ვინც ხელმძღვანელობას უწევდნენ პოლიციას, ჟანდარმერიას და დამსჯელ ორგანოებს;

ვ) ვისაც სისხლის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით გადაწყვეტილი აქვს სასჯელი, რომელსაც თან სდევს უფლებათა შეზღუდვა, სასამართლოს განაჩენით დადგენილ ვადამდე;

ზ) ვინც დადგენილი წესისამებრ ცნობილია სულით ავადმყოფად ან შეშლილად.

ბ) არჩევნები წარმოება.

94. არჩევნები სწარმოებს ადგილობრივ საბჭოთა ან მათ აღმასრულებელ ორგანოთა მიერ დანიშნულ დღეს.

95. არჩევნების წარმოების წესს და აგრეთვე არჩევნებში პროფესიონალურ და მუშათა სხვა ორგანიზაციების მონაწილეობას საზღვრავს სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი ან მისი პრეზიდიუმი.

გ) არჩევნები შემოწმება და გაუქმება და ეპუების უკან გაწვევა.

96. საბჭოებში არჩევნების სისწორეს ამოწმებენ საარჩევნო კომისიებში, ხოლო საბჭოთა ყრილობისათვის არჩეულ დელეგატების უფლებამოსილობის სისწორეს - ყრილობათა სამანდატო კომისიები.

97. უკეთუ ესა თუ ის დეპუტატი არ იქნა დამტკიცებული, საბჭო ნიშნავს ახალ არჩევნებს.

98. უკეთუ არჩევნები საერთოდ სწორედ არ იქნა წარმოებული, მათი გაუქმების საკითხს სწყვეტს საბჭოთა ხელისუფლების რიგით უმაღლესი ორგანო. საბჭოთა არჩევნების კასაციისათვის უმაღლესი ორგანო არის სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი ან მისი პრეზიდიუმი.

99. ამომრჩევლებს, რომელთაც გაუგზავნიათ დეპუტატი საბჭოში, ყოველ დროს აქვთ უფლება უკან გაიწვიონ იგი და მოახდინონ ახალი არჩევნები.

თავი VII

საქართველოს სოციალისური საბჭოთა რესპუბლიკის საბიუჯეო უფლება.

100. საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის ყველა სახელმწიფო შემოსავალი და გასავალი, ამ რესპუბლიკაში შემავალი ავტონომიური რესპუბლიკებისა და ოლქების შემოსავალ-გასავლითურთ, გაერთიანებულია საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის საერთო-სახელმწიფო ბიუჯეტად.

101. საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის საერთო სახელმწიფო ბიუჯეტი შედის როგორც შემადგენილი ნაწილი ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერატიული საბჭოთა რესპუბლიკის ერთიან სახელმწიფო ბიუჯეტში და უკანასკნელთან ერთად საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კავშირის ერთიან სახელმწიფო ბიუჯეტში.

102. საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის საერთო სახელმწიფო ბიუჯეტს, საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოში განხილვის შემდეგ, ამტკიცებს სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი. ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერატიული საბჭოთა რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს მეშვეობით ეს ბიუჯეტი წარედგინება ამიერკავკასიის ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს - მის მიერ დასამტკიცებელ ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერატიული საბჭოთა რესპუბლიკის ერთიან სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანად.

103. საქართველოს სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკაში შემავალ ავტონომიური რესპუბლიკებისა და ოლქების სახელმწიფო შემოსავალსა და გასავალს განიხილავენ და მიიღებენ ამ რესპუბლიკების და ოლქების ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტები, რის შემდეგაც მას განიხილავს საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭო და დაამტკიცებს სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი, როგორც შემადგენელ ნაწილს საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის საერთო-სახელმწიფო ბიუჯეტისას.

104. საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენის, განხილვის, დამტკიცების და შესრულების წესს საზღვრავს სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი საერთო საკავშირო და ამიერკავკასიის საფედერაციო საბიუჯეტო კანონმდებლობის ფარგლებში.

105. საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის საერთო-სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის წყაროები და აგრეთვე გასავალიც, რომელიც მიკუთვნებულია ამ ბიუჯეტზედ, განისაზღვრებიან ამიერკავკასიის კანონმდებლობით საერთო-საკავშირო საბიუჯეტო კანონით დადგენილ ფარგლებში.

106. საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყოველგვარი გადასახადი და გამოსადები წესდება საერთო-საკავშირო კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

107. სახელმწიფო ხაზინიდან არც ერთი ხარჯის გაწევა არ შეიძლება, თუ ამისთვის კრედიტი არ იქნება დაწესებული შემოსავალ-გასავლის სახელმწიფო განრიგებაში, ან თუ ამას საგანგებოდ არ დაადგენენ საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოები.

108. საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის შემოსავალ-გასავლის განრიგებაში შეტანილი ხარჯი გაწეულ უნდა იქნეს ხარჯთაღრიცხვის ფარგლებში და ხმარდებოდეს მარტოოდენ თავის პირდაპირ დანიშნულებას.

109. ყველა ადგილობრივი შემოსავალ-გასავალი ერთიანდება ადგილობრივ ბიუჯეტებად საერთო-საკავშირო და ამიერკავკასიის საფედერაციო ძირითადი კანონმდებლობის წესით და აგრეთვე უკანასკნელის განსავითარებლად საქართველოს სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკაში გამოცემული კანონების მიხედვით. ამრიგადვე განისაზღვრება ადგილობრივი ბიუჯეტის შედგენის, განხილვის, დამტკიცების და შესრულების წესიც.

110. იმ ხარჯების დასაფარავად, რაც გაწეულ უნდა იქნეს ადგილობრივ სახსრიდან, ადგილობრივ საშემოსავლო წყაროები - საგადასახადო და არა-საგადასახადო მიეცემათ საერთო-საკავშირო და ამიერკავკასიის საფედერაციო ძირითადი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით და საქართველოს სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკაში მის განსავითარებლად გამოცემულ საკანონმდებლო აქტების მიხედვით.

111. საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს ამტკიცებს სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი.

2.7 თავი VIII.

▲ზევით დაბრუნება


საქართოს სციალისცური საბჭოთა რესპუბლიკის ღერბი, დროშა და დედაქალაქი.

112. საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესბუბლიკის ღერბი წარმოადგენს რგვალ წითელ არეს; ზემო ნაწილში გამოსახულია ბრწყინვალე ხუთწვეტიანი ვარსკვლავი, რომლის სხივებიც მიმოფენილია მთელს არეზე; ქვემო ნაწილში თოვლიანი მთაგრეხილი ტრედის ფერისა; მარჯვნით ოქროს თავთავი, მარცხნით - ოქროს ვაზები ყურძნის მტევნებით. ვაზებისა და თავთავების ბოლოები ერთმანეთშია გადახლართული მთაგრეხილის ძირში, არეს ქვემო ნაწილში. შუაგულის უდიდესი ნაწილი უჭირავს ოქროს ნამგლის და უროს გამოხატულებას, რომლებიც ებჯინებიან ზემოთ მოელვარე ვარსკვლავს, ქვემოდ - მთაგრეხილის მწვერვალს, ხოლო გვერდებზე - თავთავებსა და ვაზებს. არეს გარშემო მოთავსებულია ქართული, რუსული და ფრანგული წარწერა: „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით“. ღერბი გარშემოვლებულია ქართული სტილის ორნამენტების არშიით.

113. საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის დროშა შესდგება წითელი ფერის ქსოვილისაგან. მის მარცხენა კუთხეში ზემო ოთხკუთხედში, რომლის მხარეებიც უდრიან ქსოვილის მთელი სიგრძის ერთს მეოთხედს, მოთავსებულია ოქროს ასოებით წარწერა ქართულად „ს. ს. ს. რ.“.

114. საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის დედაქალაქი არის ქალაქი ტფილისი.