
![]() |
||
|
![]() |
საქართველოს საფინანსო-საკრედიტო ურთიერთობების სრულყოფის გზები |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: გაბრიჭიძე აბესალომ |
თემატური კატალოგი ეკონომიკა |
საავტორო უფლებები: © გაბრიჭიძე აბესალომ |
თარიღი: 2009 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: თბილისი 2009 რედაქტორი: ასოც. პროფესორი ლალი ხურცია რეცენზენტი: აკადემიური დოქტორი ირინე მამალაძე |
![]() |
1 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში განსაკუთრებული ადგილი უნდა დაეთმოს საფინანსო-საკრედიტო ურთიერთობების სრულყოფას, ამ სისტემაში შემავალი ეკონომიკური ინსტიტუტების ნორმალურ ფუნქციონირებას, საქართველოს ეროვნული ვალუტის-ლარის კურსის განმტკიცებას და მის კონვერტირებად ვალუტად გახდომის საფუძვლის შექმნას.
ქვეყნის საფინანსო-საკრედიტო ურთიერთობების განვითარების სტრატეგია უნდა დაეყრდნოს საფინანსო, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გარდაქმნას და საზოგადოებრივ ურთიერთობათა სრულყოფას. სამწუხაროდ, საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა ჩვენს ქვეყანაზე მოუმზადებლად დაიწყო, რასაც ბუნებრივია მოჰყვა მწვავე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების წარმოშობა, რომელთა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რომ გარდაქმნები თეორიული საფუძვლების დაუმუშავებლად დაიწყო. საბაზრო ურთიერთობათა თეორიული შესწავლა კი მოითხოვდა, თეორიისა და პრაქტიკის კომპლექსურ ანალიზს, მიზანსწრაფულ და სისტემურ მუშაობას.
ქვეყნის საფინანსო-საკრედიტო ურთიერთობების ეკონომიკური განახლების თეორიის მიზანია მისაღები ახალი მიდგომების საფუძველზე საზოგადოების გადასვლის უზრუნველყოფა ცხოვრების ერთი ხარისხიდან მეორეში, გაცილებით რთულში, მაგრამ ისეთში, რომელიც საშუალებას მოგვცემს გამოვიდეთ კრიზისული მდგომარეობიდან. საბაზრო და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში მომდინარე პროცესების შესწავლის საფუძველზე დაგროვებული გამოცდილება საშუალებას გვაძლევს ავირჩიოთ საფინანსო-საკრედიტო ურთიერთობების განვითარების უფრო დასაბუთებული სტრატეგია, რომელიც შეამცირებს საზოგადოების ტრანსფორმაციის პერიოდს, მის დანახარჯებს და თავიდან აგვაცილებს შეცდომების ჩადენის საშიშროებას.
ქვეყნის საფინანსო-საკრედიტო ურთიერთობების კომპლექსური განვითარების პრობლემა, მისი ეფექტურობის ამაღლების საფუძველზე ძირითადი სოციალური ამოცანების გადაჭრა - ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ეკონომიკის დინამიური განვითარების მიღწევის საკითხში.
ეკონომიკის რეფორმირების გაგრძელებასთან ერთად შეიქმნება ხელსაყრელი წინაპირობა ქვეყნის კომპლექსური და დაბალანსებული საფინანსო-საკრედიტო ურთიერთობების განვითარებისათვის, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, ახლო წარსულში არსებულმა (ზოგიერთ შემთხვევაში დღესაც არსებულმა) ისეთმა ფაქტებმა როგორიცაა: ინვესტიციური აქტიურობის შემცირება, საფინანსო, სამრეწველო-სამეურნეო კავშირების რღვევა, წარმოების ვარდნა და როგორც შედეგი - მოსახლეობის ცხოვრების დონის დაცემა გამოიწვია. ყოველივე ეს განაპირობებს კვლევითი და პრაქტიკული საქმიანობის გააქტიურებას საფინანსო-საკრედიტო ურთიერთობების ეფექტური ფუნქციონირების და განვითარების მექანიზმის შემუშავების მიზნით.
საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში საფინანსო-საკრედიტო სისტემის და შესაბამისი პოლიტიკის ფორმირება და მათი ოპტიმალური შეთანაწყობა მიღწევა გარეგნულად შეიძლება მხოლოდ პრაგმატულ - ორგანიზაციული ხასიათის მოვლენად მოგვეჩვენოს. სინამდვილეში ეს რთული პრობლემა ფუნდამენტალურია და მისი სწორედ გადაწყვეტა ხელს უწყობს არა მარტო ქვეყნის ეკონომიკის საუკეთესო სტრატეგიის შემუშავებას, არამედ რელურად წარმოაჩენს მათ როლს ეროვნული ეკონომიკის ეფექტურობაში.
მეტად მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ევროპაში მიმდინარე ინტეგრაციის პროცესში საქართველოს ჩართვის აუცილებლობის პირობებში დღის წესრიგში დგება საფინანსო პოლიტიკის რეგულირების სფეროში მეცნიერების მსოფლიო გამოცდილების შესწავლის აუცილებლობა, მიმდინარე ეკონომიკური პროცესების თეორიული განზოგადოება და სხვა ქვეყნების, უკვე ისტორიული წარმატებული გამოცდილების გონივრული გამოყენება. ამ მიმართებით აუცილებელია საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასკვნებისა და მოთხოვნათა გაზიარება - სხვა, ყოფილი სოციალისტურ ქვეყნებში განხორციელებული და განვლილი დადებითი ტენდენციების წარმოჩენა.
ამასთან, პოლ კრუგმანის მიერ შემუშავებული ეკონომიკური თეორიას თუ გავაანალიზებთ დავინახავთ, რომ ეკონომიკურ ინტეგრაციას დადებითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გაწევრიანების მსურველი ქვეყანის ფინანსური მაჩვენებლები დაახლოვებულია წევრი ქვეყნების ფინანსურ მაჩვენებლებთან, რადგანაც მნიშვნელოვანი განსხვავებების შემთხვევაში შედეგები შეიძლება ნეგატიური იყოს.
მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ეკონომიკური განვითარების სხვადასხვა დონეზე მყოფი სახელმწიფოებისათვის საფინანსო-საკრედიტო პოლიტიკის გადაწყვეტილებებს აქვთ განსხვავებული მიზანი: სამრეწველო განვითარებულ ქვეყნებში ეს პოლიტიკა მიზანმიმართულია უზრუნველყოს ეკონომიკური ზრდის ტემპები დინამიკაში, განვითარებულ ქვეყნებში - მიღწეული ეკონომიკური სტაბილურობიდან ეკონომიკურ ზრდაზე გადასვლა, ხოლო ისეთ გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში როგორიცაა საქართველო იგი მოწოდებულია პასუხობდეს საბაზრო ეკონომიკაზე სრულყოფილი გადასვლისათვის და ეკონომიკური სტაბილურობისათვის პირობების მომზადებას.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში დიდი ყურადღება ეთმობა საფინანსო-საკრედიტო ურთიერთობების სრულყოფის პრობლემას, ფართოდ არის აღიარებული მისი პოტენციური შესაძლებლობანი სოციალური და ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტაში ამ ფენომენის ბევრი ასპექტი ჯერ კიდევ სიღრმისეულად არ არის შესწავლილი, კერძოდ, მხედველობაში გვაქვს, საფინანსო-საკრედიტო ურთიერთობების სრულყოფის გზები საბაზრო ეკონომიკაზე პირობებში.
![]() |
2 თავი I. საფინანსო პოლიტიკის ძირითადი ამოცანები საბაზრო ეკონომიკის პირობებში |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
2.1 1. 1. საფინანსო პოლიტიკის განხორციელების თავისებურებანი |
▲ზევით დაბრუნება |
ყველა ეკონომიკურ სისტემაში სახელმწიფოს წინაშე დასახული ამოცანების რეალიზაციაში უდიდეს როლს ასრულებს საფინანსო პოლიტიკა, რომლის ეკონომიკური შინაარსის ღრმა მეცნიერული ანალიზი ფინანსების, როგორც ეკონომიკური კატეგორიის სამეურნეო პრაქტიკაში სრულად გამოყენების საშუალებას იძლევა. სწორედ აღნიშნულმა განაპირობა მისი წამყვანი ადგილი სოციალურად ორიენტირებულ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პირობებში. ამასთან, საფინანსო პოლიტიკის მეცნიერული სრულყოფის სხვადასხვა მიმართულებასთან დაკავშირებით უამრავი სადავო საკითხის არსებობა კი განსაკუთრებულად ამძლავრებს ფინანსურ ურთიერთობათა თეორიული შესწავლის საკითხის აქტუალობას და ზრდის მისი ყოველმხრივი მეცნიერული დასაბუთების მნიშვნელობას.1
საფინანსო პოლიტიკა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. იგი არის სახელმწიფოს მიერ თავისი ფუნქციებისა და ამოცანებს განხორციელების უზრუნველსაყოფად შემუშავებული ღონისძიებების ერთობლიობა, რაც ვლინდება საზოგადოების წევრებს, პრიორიტეტულ დარგებსა და ქვეყნის ტერიტორიული ერთეულობს შორის ფინანსური რესურსების მობილიზაციასა და ოპტიმალურ განაწილება - გამოყენებაში. ამასთან, საფინანსო პოლიტიკა არის სახელმწიფოს საქმიანობის დამოუკიდებელი სფერო ფინანსურ ურთიერთობათა დარგში.2
საფინანსო პოლიტიკის შინაარსი, მიზნობრივი მიმართულება და ეფექტიანობა განისაზღვრება ქვეყნის ეკონომიკური სისტემის, წარმოების საშუალებებზე საკუთრების და საზოგადოების სხვადასხვა ფენებს შორის კავშირ-ურთიერთობების ხასიათით, საბაზრო ეკონომიკის განვითარების დონით. საფინანსო პოლიტიკა გულისხმობს, რომ ფინანსების გამოყენება განხორციელდეს ობიექტური ეკონომიკური კანონების საფუძველზე. შეუფერხებელი გაფართოებული კვლავწარმოებისათვის ნებისმიერ სახელმწიფოს მიერ ფინანსური პოლიტიკის განხორციელების კონკრეტული მეთოდები დამოკიდებულია თითოეული მათგანის ისტორიულ პირობებზე, ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ეროვნულ ტრადიციებსა და სხვა ფაქტორებზე.
ჰ. სამუელსონის აზრით, საფინანსო პოლიტიკა საზოგადოების ეკონომიკური გამაწონასწორებელი ფაქტორია, სწორედ ამიტომ უკავია განსაკუთრებული ადგილი საფინანსო პოლიტიკას ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის მთლიან სისტემაში. სახელმწიფოს მიერ რეგულირებადი საფინანსო პოლიტიკა გადამწყვეტ როლს ასრულებს საბაზრო მეურნეობების პირობებში ეკონომიკის სტაბილიზაციის მიღწევასა და შემდგომ აღმავლობაში.3
საფინანსო პოლიტიკის ეკონომიკური შინაარსი თავის გამოხატულებას პოულობს ფინანსური ურთიერთობების განვითარების მეცნიერულად დასაბუთებულ კონცეფციებში. ამასთან მისი ჩამოყალიბება უნდა მოხდეს ეკონომიკური კანონების მოთხოვნილებათა შესწვლის, ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის ყოველმხრივი სინთეზური ანალიზის საფუძველზე, სადაც ასახული უნდა იქნეს ქვეყნის საწარმოო ძალებისა და წარმოებითი ურთიერთობების განვითარება და პერსპექტივები. ამრიგად, ჩვენი აზრით, საფინანსო პოლიტიკის ეკონომიკური შინაარსი ეს არის ფინანსების განვითარების კონცეფციის შექმნა და მის საფუძველზე საფინანსო პოლიტიკის სტრატეგიისა და ტაქტიკის განსაზღვრა.
ფინანსების ეკონომიკაზე ზემოქმედების უდიდესი შესაძლებლობები უპირველესად გამოიხატება იმაში, რომ იგი განაწილებითი კატეგორია, ემსახურება კვლავწარმოების პროცესს მთლიანად და არ შემოიფარგლება წარმოების სფეროში ღირებულებითი განაწილებით. ამ განაწილებითი ბუნებიდან გამომდინარე, ფინანსებს განსაკუთრებული თვისება გააჩნია - შეასრულოს ეკონომიკურ პროცესებზე ზემოქმედების დროს კატალიზატორის როლი, რასაც გააჩნია: პირველი, რაოდენობრივი ასპექტები. კვლავწარმოების პროცესებზე ფინანსების რაოდენობითი ზემოქმედება ვლინდება ფინანსური რესურსების მობილიზაციაში მათი განაწილებასა და გამოყენებაში; მეორე, ხარისხობრივი ასპექტები, რომლებიც გამოხატულობას პოულობენ ეკონომიკურ ინტერსებზე ზემოქმედებაში, მათი ეკონომიკის განვითარების სტიმულებად გადაქცევაში. ამასთან მეტად მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ინტერესების, სტიმულების და სტიმულირების ნიველირება. ეკონომიკური ინტერესები ობიექტურად წარმოშობს სტიულებს ეს უკანასკნელი კი საფინანსო პოლიტიკის მეშვეობით ეკონომიკური განვითარების პრაქტიკულ სტიმულირებაში ვლინდება.
ამრიგად, საფინანსო პოლიტიკის მეშვეობით ქვეყნის ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირება წარმოადგენს მისი ნორმალური ფუნქციონირების აუცილებელ პირობას. ყველა საზოგადოებაში სახელმწიფო იყენებს ფინანსებს, როგორც თავისი ფუნქციების და ამოცანების შესრულების საშუალებას. აქედან გამომდინარე, ფინანსები გამოდის ეკონომკური ინტერესების ზემოქმედების იარაღად. ამ თვალსაზრისით კი აუცილებელია თვით ფინანსების არსის განსაზღვრა, ფინანსური ურთიერთობის მეცნიერული ასპექტების და კვლევის მეთოდოლოგიის შესწავლა.
ფინანსების თვალსაზრისით სახელმწიფოს ეკონომიკური როლი გამოიხატება სახელმწიფო ხარჯებში, სახელმწიფო შემოსავლების ფორმირება კი სახელმწიფო ხარჯების დასაფარავად გულისხმობს შემოსავლების გადაქცევას ხარჯებად.4
ფულადი რესურსები წარმოადგენს რა ბიუჯეტის შემოსავალს, ამასთან საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის ისინი ხარჯებს წარმოადგენენ. სახელმწიფო შემოსავლები მთლიანი შიდა პროდუქტისა და ეროვნული სიმდიდრის თვალსაზრისით წარმოადგენს ხარჯებს, ეს ობიექტურად მოითხოვს მათ განაწილებასა და გადანაწილებას ფულად ფორმაში. ამ პროცესში ფული ღებულობს ახალ თვისებას, მისი ხუთი ფუნქციის მიღმა და ახალი ფუნქციის განვითარებით ენიჭება ახალ შინაარსი და გადაიქცევა ფინანსებად. სახელმწიფო შემოსავლები და ხარჯები წარმოადგენენ ურთიერთსაწინააღმდეგო მოვლენათა ერთიანობას, რომლებიც განსაზღვრავენ და განაპირობებენ ერთმანეთს. სწორედ მათი ანალიზის საფუძველზე შეიძლება ეკონომიკის მრავალმხრივი ფინანსური ურთიერთობათა ახსნა.
პოტენციურად ფინანსური რესურსები, როგორც ფინანსური ურთიერთობების ნივთობრივი მატარებლები, წარმოიქმნება წარმოების სტადიაზე, როდესაც იქმნება ახალი ღირებულება და ხდება ძველი, განივთებული ღირებულების ახალზე გადატანა. მაგრამ პირველ სტადიაზე ადგილი აქვს არა ფინანსურ ურთიერთობებს, არამედ იქმნება საქონლური ფორმით შრომითი პროდუქტები. ფინანსური ურთიერთობების რეალური ფორმირება მეორე სტადიაზე ხორციელდება, როდესაც რეალიზებულ ღირებულებას გამოეყოფა კონკრეტული ეკონომიკური ფორმები.
არსებობს სხვა მოსაზრებაც, რომლის თანახმადაც ფინანსური ურთიერთობები წარმოიქმნება ფულადი საშუალებების მოძრაობის დროს. ასეთი მოძრაობა კი არსებობს კვლავწარმოების ყველა სტადიაზე ფინანსების ცნებიდან გამომდინარე. ამასთან, ეკონომისტთა შორის არსებობს აზრთა სხვადასხვაობა ფინანსების ფუნქციებთან დაკავშირებითაც. ერთი ნაწილი ფინანსების ფუნქციებად თვლის ეროვნული შემოსავლის განაწილებისა და გადანაწილების ფუნქციას, ზოგი კი განაწილებით და საკონტროლო ფუნქციას.
ფინანსების ფუნქციები იცვლება სახელმწიფოს მიერ ეკონომიკური პოლიტიკის გატარების დროს, როდესაც წარმოიშობა ახალი სინთეზი, მაგრამ თვით ფინანსების არსი უცვლელი რჩება. მეტად მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ფინანსების ფუნქციები თავისთავად არ ხორციელდება იგი ეკონომიკური მიზნებიდან გამომდინარე სახელმწიფოს საფინანსო პოლიტიკაში ვლინდება.
ამასთან, ფინანსები ყოველთვის ფულად ურთიერთობებს გულისხმობს, რომლის მეშვეობით ხდება სახელმწიფოს ფულადი ფონდების ფორმირება, მათი გამოყენება და კონტროლი. ფინანსების არსი მათ ფუნქციებში ვლინდება, პრაქტიკულად კი საფინანსო პოლიტიკით ხორციელდება, რომლის ეკონომიკური შინარსია სახლმწიფოს შემოსავლების და გასავლების რაციონალური ორგანიზაცია. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ ფინანსებისათვის დამახასიათებელია სამი ძირითადი ფუნქცია: ფულადი ფონდების (შემოსავლების) ფორმირება, ფულადი ფონდების (შემოსავლების) გამოყენება და საკონტროლო ფუნქცია.
ფინანსური რესურსების, როგორც ფინანსური ურთიერთობების ნივთობრივი მატარებლების განხილვა, საშუალებას იძლევა ფინანსები გამოვყოთ სხვა კატეგორიებისგან, რომლებიც მონაწილეობენ ღირებულების განაწილებაში. ეს თავისებურად გამოიხატება იმაში, რომ ფინანსური ურთიერთობები ყოველთვის დაკავშირებულია მიზნობრივი შემოსავლების წარმოშობასთან, ფულადი ფონდების ფორმირებასა და დაგროვებასთან, რომლებიც კვლავწარმოების მეორე სტადიაზე ღებულობს რეალურად ფინანსური ურთიერთოებბის ფორმას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენი აზრით, ფინანსების ფუნქციები გამოხატავენ განაწილებითი ფუნქციის რეალიზაციის მექანიზმს, საფინანსო პოლტიკას და არა ფინანსების კატეგორიის დამოუკიდებლად მოქმედების წესს. ფინანსების ფუნქციები თავისთავად არ არსებობს, არამედ ვლინდება საფინანსო პოლიტიკის სწორად წარმართვაში. საფინანსო პოლიტიკა კონკრეტული გამოხატულებაა ფინანსური ურთიერთობების, მათი პრაქტიკული შესაძლებლობათა ასახვაა, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში.
„ფინანსების“ ცნების, კვლევის, მეთოდოლოგიის მათი ფუნქციების და ფინანსური მეცნიერების საგნის განსაზღვრა ერთმანეთთან მიზეზ-შედეგობრივ კავშირში იმყოფება.
ფინანსური მეცნიერების საგნად უნდა მივიჩნიოთ საფინანსო პოლიტიკის შესწავლა, რომელიც გულისხმობს ფულადი უთიერთობების საფუძველზე სახელმწიფოს შემოსავლების და გასავლების რაციონალურ ორგანიზებას.
საზოგადოებრივი კვლავწარმოების პროცესში ფინანსების გამოყენების ობიექტური წინამძღვრების რეალიზაცია საფინანსო პოლიტიკის მეშვეობით დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ კონკრეტულ ორგანიზაციულ და სამართლებრივ ფორმებში მიმდინარეობს ფინანსური ურთიერთობების ფორმირება.
ფინანსების გამოყენების სფერო, კვლავწარმოების პროცესზე მათი მოქმედების ხარისხი განისაზღვრება ფინანსების, როგორც ეკონომიკური კატეგორიის შინაარსით საფინანსო პოლიტიკით. საფინანსო პოლიტიკის რაოდენობრივი ზემოქმედება კვლავწარმოების პროცესში გამოიხატება ფინანსური რესურსების მობილიზაციაში, განაწილებასა და გამოყენებაში. ხარისხობრივი ზემოქმედება კი გამოიხატება კვლავწარმოებაში სამეურნეო სუბიექტების ეკონომიკური ინტერესების სწორ შეხამებაში. საფინანსო პოლიტიკაში რაოდენობრიობის თვისობრიობაში გადასვლა დაკავშირებულია ფინანსური რესურსების ფორმირების წესზე, ფულადი ფონდების წარმოქმნის პირობებსა და პრინციპებზე, სადაც გათვალისწინებული უნდა იყოს, საკუთრების მრავალსახეობიდან გამომდინარე, მეურნეობრივი სუბიექტების ეკონომიკურ ინტერესთა შეხამება, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილიზაციის მიღწევასა და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლისთვის პირობების მომზადებაში.5
ფინანსების ცნება მეცნიერებასა და პრაქტიკაში ორი გაგებით: „ვიწრო“ და „ფართო“ გაგებით გამოიყენება. „ფართო“ გაგებით ფინანსები მოიცავს ყველა იმ ფულად ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიქმნებიან მშპ-ისა და ეროვნული შემოსავლს შექმნის, განაწილების, გადანაწილების და მოხმარების პროცესში და გამოიყენება ქვეყნის ეკონომიკის განვითარების, მოსახლეობის სოციალურ-კულტურული მდგომარეობის გაუმჯობესების, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების, მმართველობის აპარატის შენახვის, ქვეყნის რეზერვების შექმნის და სხვა მიზნებისათვის.
„ფართო“ გაგებით ფინანსები მოიცავენ ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებს, დარიგების და საწარმოების ფინანსებს, საბანკო და სახელმწიფო კრედიტს, ფულის მიმოქცევას, სავალუტო ურთიერთობებს, გადასახადებს, სახელმწიფო ქონებრივ და სოციალურ დაზღვევას, ბაჟებს, საგადამხდელო ბალანსს, ფინანსურ ფონდებს და სხვა.
„ვიწრო“ გაგებით ფინანსები მოიცავს ამა თუ იმ იურიდიული პირის (სახელმწიფო, მხარე, რაიონი, გაერთიანება, საწარმო, ფირმა, ცალკეული ფიზიკური პირი) შემოსავლების და გასავლების ერთობლიობას, რომელიც საჭიროა მეურნეობრივი სუბიექტისა და სახელმწიფოს საქმიანობის უზრუნველყოფისათვის. ფინანსების არსებობა დაკავშირებულია სახელმწიფოს წარმოშობასთან და მის ფუნქციონირებასთან. ფინანსების საშუალებით სახელმწიფო ან მისი ესა თუ ის სტრუქტურული რგოლო ახდენს სახსრების აკუმულაციას თავის ხელში და მათ შემდგომ განაწილებას. იმავე ფინანსების საშუალებით ხდება კონტროლის განხორციელება ფულადი რესურსების მოძრაობაზე.
საზოგადოებრივი კვლავწარმოების ყველა ეტაპზე და ყველა ობიექტზე ადგილი აქვს ფინანსურ ურთიერთობებს, რომლებიც ერთობლიობაში ქმნიან მოცემული ქვეყნის ფინანსურ სისტემას, მის ცალკეულ რგოლებს, როგორიცაა ფინანსური რესურსების სპეციფიკა, აგრეთვე ქვეყნის ფინანსური სისტემა, მისი ორგანიზაციული ფორმები და რგოლები.
რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის ზემოაღნიშნულ სპეციფიკას, უნდა ითქვას, რომ საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბებაზე ორიენტირებულმა რეფორმამ საქართველოში მნიშვნელოვანი სახეცვლილება განიცადა ე.წ. ლიბერალური მოდელიდან მკაცრ მონეტარულ პოლიტიკამდე. ამასთან, ახლო წარსულში, სისტემური კრიზისის პირობებში, განვითარების საბაზრო მოდელის ადეკვატური ფინანსური სისტემის ფორმირება მონეტარიზმის თეორიული კონცეფციის ბაზაზე არა სწორი იყო მართებული.6
ამასთან, პრიორიტეტი კი ყველა ეტაპზე ფინანსური სტაბილურობის მიღწევის უზრუნველყოფას ენიჭება, როგორც ეკონომიკის რეალური სექტორის გამოცოცხლების და რეგულირებად საბაზრო ეკონომიკაზე თანდათანობით გადასვლის აუცილებელ პირობას. მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საბაზრო ეკონომიკა გვევლინება როგორც პროგრესის, შესაძლებლობების და თვითრეალიზაციის ძირითად პირობად, ასევე ამ სისტემაში მყოფი ხალხის დაუცველობის და ტანჯვის მიზეზად.7
საქართველოს წინაშე დგას მეტად სერიოზული ფინანსური პრობლემები, რომლის გადაუჭრელად შეუძლებელი იქნება საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა. კერძოდ, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის მაღალი დონე აძლიერებს მატერიალურ-საფინანსო დაუბალანსებლობას. ბიუჯეტის დეფიციტის გართულებული პრობლემის გადასაწყვეტად, საქართველოს ხელისუფლება ატარებს სერიოზულ ღონისძიებებს, რომელშიც მთავარია საწარმოებზე საბიუჯეტო დოტაციის შეწყვეტა და მათი პრივატიზება, სახელმწიფო და სამეურნეო მმართველობის ორგანოების შენახვის ხარჯების შემცირება, რამაც ძირფესვიანად შეიცვალა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების სტრუქტურა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან იფარება ყველა საერთო-სახელმწიფოებრივი სოციალური ხარჯები, თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, ფუნდამენტური მეცნიერების სახელმწიფო მმართველობის აპარატის შენახვის ხარჯები.
ამრიგად, საქართველოში ანტიკრიზისული პროგრამით (1994) ფინანსური პოლიტიკის შემუშავება ხორციელდებოდა ფინანსური გაჯანსაღების და ფულის მიმოქცევის სტაბილიზაციისათვის გადაუდებელ ღონისძიებათა პირობებში და ამდენად ფინანსური პოლიტიკა განისაზღვრებოდა თვისობრივად ახალი მდგომარეობით მეურნეობრიობის ფუნქციონირების მრავალფეროვანი საკუთრებითი ურიერთობების პირობებში.
ქვეყნის ახალი ფინანსური პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა ფინანსური ბაზრის შექმნა, რომლის გარეშე შეუძლებელია ეკონომიკის ერთი სფეროდან მეორეში ფულადი საშუალებების თავისუფალი მოძრაობა. მისი ფორმირება საშუალებას იძლევა შექმნას მოქნილი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს თავისუფალი ფულადი საშუალებების მობილიზაციასა და მის გადანაწილებას ეროვნული მეურნეობის გადამწყვეტ უბნებზე.8
ამრიგად, კერძო საკუთრებაზე აგებული საბაზრო ურთიერთობების პირობებში ეროვნული ეკონომიკის ფინანსური რესურსებით შეუფერხებელი უზრუნველყოფა წარმოებს ფინანსური ბაზრის მეშვეობით. იგი არის ეროვნულ მეურნეობაში ფულადი სახსრების მოძრაობის ორგანიზაციის განსაკუთრებული ფორმა და ფუნქციონირებს, როგორც ფასიანი ქაღალდების ბაზრის, ისე სასესხო კაპიტალის ბაზრის სახით. ფასიანი ქაღალდების კურსში ასახვას ჰპოვებს წარმოების განვითარების მოთხოვნები და იგი ხელს უწყობს ფინანსური რესურსების გადანაწილებას დარგებს შორის. საფონდო ოპერაციების განვითარება საშუალებას აძლევს სახელმწიფოს ფინანსური რესურსების ეფექტიანად გამოყენებაში. მის საფუძველზე ხდება საზოგადოებრივი საკუთრების დეცენტრალიზებული მართვის მექანიზმის თანდათანობითი ფორმირება, რაც დაემყარება სპეციალიზებულ საფინანსო დაწესებულებებს - საბროკერო და საინვესტიციო კომპანიებს, სასაქონლო ბირჟების საფონდო განყოფილებებს, საფონდო ბირჟებს.
მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ თანამედროვე ეკონომიკურ ლიტერატურაში საფინანსო სისტემის არსი განსაზღვრულია, როგორც ბაზრების (აქციების, ობლიგაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების) და სხვა ინსტიტუტების ერთობლიობა, რომელთა გამოყენებაც ხდება ფინანსური გარიგებების საწარმოებლად, აქტივების გასაცვლელად და რისკების შესამცირებლად.9
ამრიგად, საქართველოს საფინანსო პოლიტიკა უნდა ითვალისწინებდეს კაპიტალის ბაზრის ფორმირებასაც, რომელიც წარმოადგენს ეკონომიკის დაფინანსების უმნიშვნელოვანეს წყაროს და საბაზრო ეკონომიკის ფორმირების მთავარ ელემენტს, რისი ძირითადი პირობაც იქნება წარმოების საშუალებებისა და სამუშაო ძალის შექმნა, ფასების ლიბერალიზაცია, საკუთრების ალტერნატიული ფორმების შექმნა. დასავლეთის განვითარებული ქვეყნების გამოცდილებიდან ცნობილი, რომ კაპიტალის ბაზარი განისაზღვრება ორი ძირითადი - დროითი და ინსტიტუციონალური ნიშნით.
პირველი ნიშნის პირობებში ბაზარი იყოფა ორ ელემენტად: ფულად ან მოკლევადიანი კაპიტალების ბაზარად, (ფულადი საშუალებები გამოდის საგადამხდელო საშუალებებად) და საშუალოვადიან ან გრძელვადიან კაპიტალების ბაზარებად, რომლებიც წარმოდგენილია ეკონომიკის განვითარებაში საინვესტიციო ფაქტორად. მეორე ნიშნის გამოყენება ემყარება საერთაშორისო გამოცდილებას, რომელიც ეფუძნება კაპიტალის ბაზრის შედარებით მოქნილ, გავრცელებულ და მრავალსაფეხურიან სტრუქტურას. ეს სტრუქტურაც, როგორც ზევით ავღნიშნეთ, შედგება საკრედიტო-საფინანსო ინსტიტუტებისაგან და ფასიანი ქაღალდების ბაზრისაგან, რომელიც თავის მხრივ იყოფა ბირჟის გარეშე ბრუნვად (ფასიანი ქაღალდების ახალი ემისია) და საფონდო ბირჟად.
აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ სახელმწიფოს საფინანსო პოლიტიკა შედგება სახელმწიფო საქმიანობის ორი ურთიერთდაკავშირებული მიმართულებისაგან: პირველი, საგადასახადო დაბეგვრის სფეროსა და მეორე, სახელმწიფო ხარჯების სტრუქტურული რეგულირებისაგან. ამასთან, ფისკალური პოლიტიკის ძირითადი ბერკეტია საგადასახადო განაკვეთების ცვლილებები მთავრობის მიზნებიდან გამომდინარე. გადასახადების გავლენა მთლიანი ეროვნული პროდუქტის მოცულობაზე ხორციელდება საგადასახადო მულტიპლიკატორის მექანიზმის მეშვეობით. მეორე ბერკეტი სახელმწიფო ხარჯების შეცვლაა, რომელიც გავლენას ახდენს ერთობლივ მოთხოვნაზე და ინვესტიციების ანალოგიურად გააჩნია მულტიპლიკატორული ეფექტი.
ამასთან, საფინანსო პოლიტიკის რეალიზებასა და მის ცხოვრებაში წარმატებით განხორციელებისთვის გამოიყენება ფინანსური მექანიზმი, რომელიც იმ ფორმების და მეთოდების ერთობლიობა, რომლის მეშვეობით უზრუნველყოფილია განაწილებითი და გადანაწილებითი ურთიერთობანი, შემოსავლებისა და დაგროვების მეშვეობით ფულადი საშუალებების ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული ფონდების შექმნა - გამოყენება.
ფინანსური მექანიზმის სტრუქტურა რთულია, მასში შედის სხვადასხვა ელემენტები, რომლებიც შეესაბამებიან სხვადასხვა ფინანსურ ურთიერთობებს. კერძოდ, ფინანსური დაგეგმვა, ფინანსური ბერკეტები, სტიმულები, ფინანსური მაჩვენებლები, ნორმატივები, ლიმიტები, ფინანსური რეზერვები. მისი კონკრეტული შინაარსი ვლინდება წარმოებით ურთიერთობათა ფორმების სახით და ხორციელდება სახელმწიფოს საწარმოო და ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზაციის პირობებში.
სახელმწიფოებრივი განვითარების ყოველ ეტაპს განსაზღვრული ფინანსური მექანიზმი შეესაბამება, რომელიც უზრუნველყოფს ფულადი სახსრების განაწილებისა და გადანაწილების პროცესს. ფინანსური მექანიზმი საწარმოო ძალთა განვითარების დონესთან სისტემურ სრულყოფას ექვემდებარება. ამასთან, მისი შესაბამისობა სტუქიურად კი არ, არამედ გეგმაზომიერად წარმოებს და სახელმწიფოს მიერ წინასწარ დასახული პროგრამის შესაბამისად ხორციელდება.
ფინანსური მექანიზმის მთავარი ამოცანებია: პირველი, ზემოქმედება მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე; მეორე, უზრუნველყოფს ეროვნული პროდუქტის დინამიური ზრდის ტემპი, ხარჯების შემცირება და მესამე, მაქსიმალურად შეესაბამებოდეს საფინანსო პოლიტიკას.
ამრიგად, ჩვენი აზრით, სწორი საფინანსო პოლიტიკის გატარება ეკონომიკური ანალიზის გარეშე შეუძლებელია, ხოლო ამგვარი ანალიზიდან გამომდინარე, საფინანსო მდგომარეობის გაუმჯობესების გზების დასახვა, პრაქტიკულად საბიუჯეტო-საგადასახადო სისტემის სრულყოფა და ფულად-საკრედიტო სისტემის სტრუქტურული რეფორმების გატარება წარმოადგენს საფინანსო პოლიტიკის ძირითად პრობლემებს თანამედროვე ეტაპზე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საფინანსო პოლიტიკის, როგორც მეცნიერული ცნების არსებობის ხანგრძლივი ისტორიის მიუხედავად მისი არსი ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის ახსნილი, ვინაიდან მისი საყოველთაოდ მიღებული განმარტება არ არსებობს, მისი ეკონომიკური შინაარსის ღრმა მეცნიერული ანალიზი საშუალებას იძლევა ფინანსების, როგორც ეკონომიკური კატეგორიის სამეურნეო პრაქტიკაში სრულად გამოყენებისთვის შემუშავებული იქნეს ღონისძიებები ქვეყნის ფინანსურ ურთიერთობების სრულყოფისთვის. საფინანსო პოლიტიკის ეკონომიკური შინაარსი ფინანსური ურთიერთობების განვითარების მეცნიერულად დასაბუთებულ კონცეფციაში პოულობს თავის გამოხატულებას და იგი ყალიბდება ეკონომიკური კანონების და ქვეყნის საფინანსო - ეკონომიკური მდგომარეობის მოთხოვნილებათა შესწავლის, ქვეყნის საფინანსო - ეკონომიკური მდგომარეობის ყოველმხრივი სინთეზური ანალიზის საფუძველზე, სადაც გათვალისწინებულია როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური პრობლემებიც.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენი აზრით, საფინანსო პოლიტიკის ეკონომიკურ შინაარსში გადამწყვეტია ფინანსური განვითარების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა, როგორც პერსპექტივაში, ისე მიმდინარე პერიოდში ანუ საფინანსო პოლიტიკის ეკონომიკური შინაარსი არის საწარმოო ძალებისა და წარმოებითი ურთიერთობების სხვადასხვა საფეხურზე ფინანსების განვითარების კონცეფციის შექმნა და მის საფუძველზე საფინანსო პოლიტიკის სტარტეგიის და ტაქტიკის განსაზღვრა.
საფინანსო პოლიტიკას თავისი სპეციფიკური განვითრების ლოგიკა გააჩნია, რომლითაც იგი ზემოქმედებს ეკონომიკაზე, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.საფინანსო პოლიტიკის მეშვეობით ხდება საზოგადოებრივი კვლავწარმოების პროცესში ფინანსების ობიექტური წანამძღვრების რეალიზაცია, ხოლო ეს უკანასკნელი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ კონკრეტულ ორგანიზაციულ ფორმებში მიმდინარეობს ფინანსური რესურსების ფორმირება, სწორედ საფინანსო პოლიტიკის ორგანიზაციული ფირმების მეშვეობით ხოციელდება ფინანსური შესაძლებლობების რეალობად გადაქცევა, საზოგადოებრივი კვლავწარმოების პროცესში მათი აქტიური გამოყენება. საფინანსო პოლიტიკა ზედნაშენიური მოვლენაა, იგი სუბიექტურია, რამდენადაც დაკავშირებულია ადამიანთა საქმიანობასთან, ფინანსები კი, როგორც კატეგორია, ყოველთვის ობიექტურია, გამოხატავს რა რეალურ წარმოებით ურთიერთობებს.
ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ საფინანსო პოლიტიკა გადამწყვეტ როლს თამაშობს: 1. ქვეყნის ტერიტორიაზე საწარმოო ძალების რაციონალურ განლაგებაში; 2. ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარების მთავარ მიმართულებებზე ფინანსური რესურსების კონცენტრაციას, მიზნობრივი პროგრამების რეალიზაციის ფულადი სახსრებით უზრუნველყოფას; 3. ადგილობრივი ნედლეულის რესურსების მომჭირნეობით გამოყენებას; 4. აღნიშნულ ამოცანათა რეალიზაცია კი დამოკიდებულია მართვის ადმინისტრაციული მეთოდების საბაზრო ეკონომიკის მექანიზმებით ეფექტურ შეცვლაზე.
განვითარებადი ქვეყნებისათვის ტიპიურია ეკონომიკის მოკლევადიანი სტაბილიზაციის უზრუნველსაყოფად საფინანსო და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამოყენების შესაძლებლობათა შეზღუდულობა, რასაც ძირითადად იწვევს შემდეგი ფაქტორები: პირველი, საფინანსო-საკრედიტო ბაზრების არაორგანიზებულობა და კომერციული ბანკები უსახსრობა, რის გამოც ისინი ვერ უძლებენ კონკურენციას და კოტრდებიან; მეორე, სავალუტო შემოსულობათა დაგროვების მოუწესრიგებლობა, რადგანაც მათზე კონტროლი გაძნელებულია კონვერტირებული ვალუტების ქვეყნის შიდა ბრუნვაში დომინირების გამო; მესამე, სტრუქტურული გარდაქმნების შენელებული ტემპი, ბუნდოვანი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, მისი ინსტრუმენტების გამოყენებასა და ეკონომიკის შიდა წარმოების დინამიკას შორის ურთიერთკავშირში.
ამ ფაქტორთა გათვალისწინებით განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკაში საფინანსო და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მასტაბილიზირებელი როლი არა სამეურნეო კონიუნქტურის მოკლევადიანი მერყეობის გამოთანაბრება, არამედ განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიისათვის აუცილებელი ფინანსური რესურსების შექმნა უნდა იყოს. კერძოდ, შიდა ფასების და საგადამხდელო ბალანსის შედარებითი სტაბილიზაცია (დასაშვებად მიჩნეულია მიმდინარე საგადამხდელო ბალანსის ისეთი დეფიციტი, რომელიც შეიძლება კომპენსირებული იქნას კაპიტალის შემოდინებით და დახმარებებით).
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მეოცე საუკუნის დასასრულს საქართველომ შეიძინა ახალი ისტორიულ-ეკონომიკური ფუნქცია, რაც მსოფლიო გლობალიზაციის მიმდინარე პროცესში მისი, როგორც თანასწორუფლებიანი პარტნიორის შესვლით გამოხატა. ეს, ფაქტორი ლოგიკურად განსაზღვრავს საფინანსო და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ცვლილებების აუცილებლობას.
__________________
1. რ.ბასარია. სახელმწიფოს ფუნქციების ტრანსფორმირება და მათი ფინანსური უზრუნველყოფა გარდამავალ პირობებში. შრომები IV ტომი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია. თბ., ფირმა „სიახლე“, 2004. გვ., 101-114. რ. კაკულია, ე. ბაბუნაშვილი. ფინანსური სისტემის რეფორმირების აქტუალური საკითხები. გარდამავალი პერიოდის საფინანსო-ეკონომიკური პრობლემები, ტომი VIII. თბ., ფსკი, 2005. გვ., 221-238. რ. ასათიანი. მცდარი მონეტარისტული პოსტულატები და საქართველო ილუზიების ტყვეობაში. შრომები. IV ტომი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია. თბ., ფირმა „სიახლე“, 2004. გვ., 90-100. გ.გამსახურდია, ფინანსების როლი საქართველოს გარდამავალ ეკონომიკაში, თბ., გამომცემლობა „მერიდიანი“, 1997. ვ.პაპავა. პოსტკომუნისტური კაპიტალიზმის პოლიტიკური ეკონომია და საქართველოს ეკონომიკა, თბ., 2002.
2. გ. გამსახურდია. ფინანსების როლი საქართველოს გარდამავალ ეკონომიკაში, თბ., გამომცემლობა „მერიდიანი“, 1997. გვ., 71-90.
3. Samuelson P., Nordhaus W. Economics. 14th ed., N.Y. 1992. პ. 25-32.
4. გ. გამსახურდია. გ. გამსახურდია, ფინანსების როლი საქართველოს გარდამავალ ეკონომიკაში, თბ., გამომცემლობა „მერიდიანი“, 1997. გვ., 78-80.
5. Финансы: Учебник для вузов. Под ред. М. В.Романовского, О. В. Врублевской, Б.М. Сабанти.- М.: Изд. „Перспектива”; Изд. „ Юрайт”, 2001. с. 79-85.
6. რ.კაკულია, ე.ბაბუნაშვილი. ფინანსური სისტემის რეფორმირების აქტუალური საკითხები. გარდამავალი პერიოდის საფინანსო-ეკონომიკური პრობლემები, ტომი VIII. თბ., ფსკი, 2005. გვ., 222.
7. რ.კაკულია, საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის თეორიისა და პრაქტიკის პრობლემები. თბ., 2003, გვ., 187.
8. მ. ჯიბუტი. კორპორატიული მართვა საქართველოში: მდგომარეობა, განვიტარების პერსპექტივები. გარდამავალი პერიოდის საფინანსო-ეკონომიკური პრობლემები, ტომი VI. თბ., ფსკი, 2002. გვ., 79-91.
9. Зви Боди, Роберт К. Мертон. Финансы. Изд. дом Виьямс. Москва Сант-Петербург Киев. 2004. с.38.
![]() |
2.2 1.2. საქართველოსა და ევროკავშირის საფინანსო პოლიტიკების ჰარმონიზაციის შესაძლებლობანი და აუცილებლობა |
▲ზევით დაბრუნება |
ევროპაში მიმდინარე ინტეგრაციის პროცესში საქართველოს ჩართვის შესაძლებლობის და აუცილებლობის პირობებში დღის წესრიგში დგება საფინანსო პოლიტიკის რეგულირების სფეროში მეცნიერების მსოფლიო გამოცდილების შესწავლის აუცილებლობა, მიმდინარე ეკონომიკური პროცესების თეორიული განზოგადოება და სხვა ქვეყნების, უკვე ისტორიული წარმატებული გამოცდილების გონივრული გამოყენება. ამ მიმართებით აუცილებელია საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასკვნებისა და მოთხოვნათა გაზიარება - სხვა ყოფილი სოციალისტურ ქვეყნებში განხორციელებული და განვლილი დადებითი ტენდენციების წარმოჩენა.
ამასთან, პოლ კრუგმანის მიერ შემუშავებული ეკონომიკური თეორიას თუ გავაანალიზებთ დავინახავთ, რომ ეკონომიკურ ინტეგრაციას დადებითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გაწევრიანების მსურველი ქვეყანის ფინანსური მაჩვენებლები დაახლოვებულია წევრი ქვეყნების ფინანსურ მაჩვენებლებთან, რადგანაც მნიშვნელოვანი განსხვავებების შემთხვევაში შედეგები შეიძლება ნეგატიური იყოს.1 აღნიშნულს ნათლად ადასტურებს ის ფაქტი, რომ აღმოსავლეთ გერმანიის სწრაფმა ინტეგრირებამ დასავლეთ გერმანიასთან, განვითარების შედარებით მაღალი დონის მიუხედავად, დიდი ზიანი მიაყენა ყოფილ გდრ-ს, რაც გამოიხატა ერთი მხრივ, დაახლოებით 50 პროცენტის ფარგლებში სამუშაო ადგილების დაკარვით, და, მეორე მხრივ, იმაში რომ საწარმოები, რომელთა მწარმოებლურობა 3-ჯერ დაეცა, კონკურენციას ვერ უწევდნენ დასავლეთ გერმანიის საწარმოებს.2
„პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოსთან გაფორმებული შეთანხმება 1999 წელს შევიდა ძალაში,3 ხოლო ევროკავშირის გაფართოების შემდეგ 2004 წელს, პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პირობები გავრცელდა4 ახალ წევრ ქვეყანაზეც.
2005-2010 წლებისათვის საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის მთავარი ამოცანებია: 1. საბაზრო ეკონომიკის ხელშეწყობა; 2. საგადასახადო გარემოს შემდგომი გაუმჯობესება; 3. თავისუფალი ვაჭრობისა და პატიოსანი კონკურენციის წახალისება; 4. კერძო საკუთრების უფლების დაცვა; 5. კორუფციასა და ეკონომიკურ დანაშაულებთან ბრძოლის გაძლიერება.5
აღნიშნული ამოცანებიდან გამომდინარე, „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების არსი მდგომარეობს იმაში, რომ უზრუნველყოს პირობები თავისუფალი სავაჭრო ზონის შესაქმნელად, შემდგომში მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფალი მოძრაობის მიზნით. შეთანხმების ხელმომწერი ქვეყნები ერთმანეთს უფლებას აძლევენ ვაჭრობა განახორციელონ ეროვნული ეკონომიკისათვის აღორძინებისათვის ხელშემწყობ პირობებში, რაც გულისხმობს იმას, რომ გამოირიცხება დისკრიმინაცია პროდუქციის წარმოება-მიმოქცევასთან, შრომის პირობებთან და კომპანიების დაფუძნებასთან დაკავშირებით.6
ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკიდან გამომდინარე, ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესის დასაწყებად პირველხარისხოვანი ამოცანაა როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ინვესტორებისათვის ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნა. აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ განვითარების თვალსაზრისით, ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, მხოლოდ და მხოლოდ სავაჭრო ინტეგრაციის იმედად ვერ იქნება. ამასთან, უფრო სრულმა საინტეგრაციო ღონისძიებებმა, რომელებიც ითვალისწინებენ კაპიტალის მოძრაობასა და საინსტიტუციო ერთიანობას, ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი წინსვლა უნდა უზრუნველყოს. სწორედ, აღნიშნული ღონისძიებები აქვს გათვალიწინებული ევროკავშირს საქართველოსთვის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საფუძველზე.
ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბება და შესაბამისად კაპიტალის მნიშვნელოვანი მოძრაობის და ევროპის ქვეყნებთან საინსტიტუციო ერთიანობისათვის პირობების შექმნა, რომელიც შეესაბამება, ერთი მხრივ, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს და მეორე მხრივ, ქვეყნის სოციალ-ეკონომიკურ განვითარებას, ობიექტურად ამძაფრებს მოთხოვნებს საგადასახადო რეფორმების მიმართ, რადგანაც საგადასახადო სისტემის რეფორმირებამ მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ფისკალური პროგრამების რეალიზაციის პროცესში.7
სახელმწიფოს კეთილდღეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, როგორც ზევით ავღნიშნეთ და რომელიც მხედველობაში მიიღება ევროკავშირში ამა თუ იმ ქვეყნის გაწევრიანების დროს, არის ამ ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაბანდების შესაძლებლობა, მისი უსაფრთხოება, განხორციელებული ინვესტიციების შედეგად მიღებული მოგების დაუბრკოლებლივ გატანა ქვეყნიდან და ა.შ.
ამასთან, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წარმოადგენენ სერიოზულ საკამათო პრობლემას ამ სფეროში მომუშავე ექსპერტებს შორის. თავად გარდამავალ ქვეყნებსაც არაერთგვაროვანი პოზიცია უკავიათ ამ მოვლენისადმი. ამ ქვეყნებში, ერთის მხრივ, გამოხატავენ სერიოზულ შეშფოთებას, რომ ეროვნულ მეურნეობაში უცხოური კაპიტალის ინტენსიური შემოსვლის დროს არარეზიდენტი ინვესტორები საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარებენ მათ ისედაც მწირ საწარმოო რესურსებს და მეორე მხრივ, რომ ინვესტიციების შეზღუდვის პირობებში ეროვნულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აღარ მიუწვდებათ ხელი უცხოურ კაპიტალზე და მოწინავე ტექნოლოგიებზე. ზოგიერთი ქვეყანა გარკვეული მიმართულებებით კრძალავს ან მაქსიმალურად ზღუდავს კიდეც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებს (მაგალითად, ბუნებრივი რესურსების მოპოვება, საბანკო საქმე, სატელეკომუნიკაციო საშუალებები, სამხედრო სფერო და სხვა. ამასთან, თუ ამ მიმართულებებით მაინც ხდება უცხოური კაპიტალის დაშვება, ინვესტიციების მიმღებმა ქვეყანამ შეიძლება აუცილებელ წინაპირობად წამოაყენოს ადგილობრივი მეწარმეების აქტიური მონაწილეობა კაპიტალის მართვაში, ეროვნული კადრების მომზადება, სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების მათ ტერიტორიაზე განხორციელება და ა.შ.)
ამასთან, ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საჭიროა ქვეყანამ ინვესტიციების სფეროში საკმაოდ გონიერი და მოზომილი პოლიტიკა განახორცელოს. კერძოდ, თუ ქვეყანა ზომაზე მეტად შეზღუდავს უცხოურ ინვესტიციებს, მაშინ: პირველი, ამ ქვეყნის ეკონომიკა აღმოჩნდება დახურული და ანტილიბერალური, რაც საფუძველი იქნება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერის დაკარგვის და მეორე, უცხოური ინვესტიციების გარეშე შეუძლებელი იქნება ეროვნული მეურნეობის სათანადო ტემპებით განვითარება.
აღნიშნულზე ნათლად მეტყველებს ახალ წევრ ქვეყნებში პირდაპირი უცხოური ინევესტიციების შემოდინების დინამიკა. კერძოდ, ეროვნულ მეურნეობაში პირდაპირი უცხოური ინევესტიციების დაბანდების მიხედვით პირველ ადგილზეა პოლონეთი, სადაც 2000 წლისათვის დაბანდებული იყო 34227 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, მეორე ადგილზე კი ჩეხეთი, სადაც დაბანდაა 21644 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია და ა.შ. მშპ-თან მიმართებაში თუ გავიანგარიშებთ, უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი მოცულობაა დაბანდებული ესტონეთში 55,6%, ჩეხეთში 47,2% და უნგრეთში - 43,2%.8 რაც შეეხება უცხოურ ინვესტიციებს მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით, ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზეა ჩეხეთი, შემდეგ მოდის უნგრეთი და ა.შ.
საქართველოში მრავალი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გავლენით ბოლო წლებში აშკარად იკლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობებმა. კერძოდ, 1995 წელს ქვეყანაში განხორციელდა 33,3 მლნ აშშ დოლარის უცხოური ინვესტიცია, ხოლო 1996 წელს - 68,5 მლნ აშშ დოლარის. ამ მაჩვენებელმა თავის პიკს მიაღწია 1998 წელს, როდესაც უცხოური ინვესტიციების მოცულობამ შეადგინა 288,0 მლნ აშშ დოლარი. შემდეგში კვლავ იკლო უცხოური ინვესტიციების მოცულობამ და 2001 წელს 174,8 მლნ აშშ დოლარის უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. კლების ტენდენცია შენარჩუნებული იყო 2002 წელსაც, ხოლო რაც შეეხება 2003 წელს ინვესტიციების რაოდენობამ შეიძლება ითქვას 3-ჯერ მოიმატა 2001 წელთან შედარებით. 1998-2002 წლებში საქართველოში დაბანდებული ინვესტიციების მიხედვით პირველ ადგილზე გამოვიდა შეერთებული შტატები, რომლის წილიც ამ წლების განმავლობაში მთელ ინვესტიციებში შეადგენდა: ყველაზე მაქსიმალური თანხა 56,4 % (2001 წელი) და მინიმალური 20,6% (2000 წელი), შემდეგ თურქეთი, ვირჯინიის კუნძულები და ა.შ. (იხ. დანართი N1. საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყნების მიხედვით).
რაც შეეხება ინვესტიციების დარგობრივ ჭრილს, 2000 წელს მას ასეთი სახე ჰქონდა: ტრანსპორტი, სასაწყობო მეურნეობა და კავშირგაბმულობა - 41%, სამთომოპოვებელი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 19%, სასტუმროები და რესტორნები - 16,3% და ა.შ. ამ წელს ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით უცხოური ინვესტიციების მოცულობა შეადგენდა 35 დოლარს, რაც ერთობ დაბალ მაჩვენებლად უნდა მივიჩნიოთ. მშპ-ს მიმართ ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიციები დაფიქსირდა 1998 წელს - მშპ-ს 7%, შემდეგ, ანუ 1999 წელს, იგი 3%-მდე დაეცა, ხოლო 2000 წელს უკვე 2%-მდე შემცირდა.9
აღნიშნული მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალი იქნებოდა, თუ გამოვრიცხავთ ბაქო-სუფსა-ჯეიჰანის ნავთობსადენს, რომელსაც არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ გარკვეული გეოპოლიტიკური მნიშვნელობაც ენიჭება. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში ქვეყანაში არ განხორციელებულა არც ერთი ისეთი მსხვილი საინვესტიციო პროექტი, რომელიც ბიძგს მისცემდა ეროვნული მეურნეობის განვითარებას.
საქართველო უცხოური ინვესტიციების, როგორც საერთო მოცულობის, ისე ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, ჩამორჩება არა მხოლოდ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების შესაბამის მაჩვენებლებს, არამედ ჩვენი მეზობელი ქვეყნების - აზერბაიჯანისა და სომხეთის ანალოგიურ მაჩვენებლებსაც. კერძოდ, 2001 წელს სომხეთში განხორციელდა 192,3 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია, ხოლო აზერბაიჯანში - 1257,2 მლნ აშშ დოლარის. ერთ მოსახლეზე გაანგარიშებით, სომხეთში განხორციელდა 51 დოლარის, ხოლო აზერბაიჯანში - 154 დოლარის ინვესტიცია.10
ქვეყნის სტაბილური ეკონომიკური განვითარებისათვის მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რა უშლის ხელს ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბებას და ამ მიმართულებით შესაბამისი დასკვნების შემუშავებას. განვიხილოთ უმთავრეს მიზეზები, რომელთა გამოც უცხოელი ინვესტორი ერიდება ქვეყანაში ინვესტიციების დაბანდებას და წარმოების გაზრდას.11 კერძოდ: პირველი, კორუფცია; მეორე, რთული მუდმივად ცვალებადი და ძნელად აღსაქმელი საგადასახადო კოდექსი; მესამე, სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირება და ნებართვების მიღების სირთულეები (თუმცა აღსანიშნავია ამ მხრივ მდგომარეობის გაუმჯობესების ტენდენციები); მეოთხე, კონტრაბანდა; მეხუთე, მაღალი საპროცენტო განაკვეთები კრედიტით სარგებლობაზე. ფინანსური სახსრები ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია წარმოების დასაწყებად და შემდეგაც, წარმოების პროცესში მის ნორმალურად გასაძღოლად. როდესაც სესხის აღება საქართველოში წლიური 20-24 პროცენტი ღირს, ხოლო ჩეხეთში - 7%, რა თქმა უნდა, ინვესტორი ჩეხეთში ამჯობინებს დააბანდოს თავისი კაპიტალი და არა საქართველოში, მით უმეტეს, რომ სხვა ფაქტორებიც, რომლებიც სტიმულს აძლევენ ინვესტიციებს, ჩეხეთში უფრო აქტიურად იზიდავენ უცხოელ ინვესტორებს, ვიდრე საქართველოში; მეექვსე, ქვეყანის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ინფორმაციის არ არსებობა; მეშვიდე, ინვესტიციების ქვეყანაში დაბანდებას აფერხებს ასევე არც თუ ისე ცუდი კანონების ფონზე საკანონმდებლო აქტების საკმაოდ ხშირი ცვლაც. ამას ინვესტორები განიხილავენ როგორც მათ წინააღმდეგ მიმართულ ერთგვარ საბოტაჟს იმ მოხელეთა მხრიდან, რომელთაც მათ ბიზნესში წილი ვერ მიიღეს; მეშვიდე, ყოველივე აღნიშნულთან ერთად, საქართველოში სერიოზული კაპიტალის შემოდინებას აფერხებს ასევე მთავრობის მხრიდან ნაკლები მხარდაჭერა უცხოელი ინვესტორებისადმი და ა.შ.
როგრც განვითარებული და განვითრებადი ქვეყნების პრაქტიკა მოწმობს იმის გამო, რომ საქართველო ვერ უზრუნველყოფს უცხოელი ინვესტორებისათვის მყარი პოლიტიკურ-ეკონომიკური გარემოს შექმნას, რაც იწვევს აქ დაბანდებულ კაპიტალზე მაღალი რისკის დონეს და ზღუდავს სამეწარმეო საქმიანობის რენტაბელურობას, საჭიროა ამ ეტაპზე მაინც უცხოელი ინვესტორებისათვის ქვეყნის შესაბამის საკანონმდებლო ნორმებში გათვალისწინებული იქნეს სერიოზული საგადასახადო შეღავათები. ამ სახის შეღავათებს მიეკუთვნება, მაგალითად, ე.წ. „საგადასახადო არდადეგები“. აღნიშნული რეჟიმის დროს, ინვესტორი გარკვეული პერიოდით, ვთქვათ, 5-10 წლით, თავისუფლდება მოგების გადასახადისაგან.12 ამგვარი რეჟიმის გატარების კლასიკურ ქვეყანას წარმოადგენს უნგრეთი, რომელიც 1989 წლის შემდეგ წარმატებით ახორციელებს ეროვნულ მეურნეობაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პოლიტიკას. აღნიშნული პერიოდის მანძილზე ამ ქვეყანაში განხორციელებულია 22,9 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიციები, იგი მშპ-ს 43 პროცენტს აღემატება და ეს კი, ასეთი, არც თუ ისე დიდი მოცულობის ქვეყნისათვის, როგორიც უნგრეთია, საკმაოდ შთამბეჭდავი მაჩვენებელია. ამ სფეროში სხვადასხვა სახის შეღავათების პოლიტიკას ადგას ჩეხეთი, ესტონეთი და ზოგიერთი სხვა გარდამავალი ეკონომიკის ქვეყანაც, რაც დადებითად მოქმედებს მათ მიერ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პროცესზე.
როგორც ყოველივე ზემოაღნიშნული, ასევე განვითარებული ქვეყნების რეფორმების სტრატეგია მოწმობს, რომ საგადასახადო დაბეგვრა რჩება ერთიანი ევროპული ბაზრის ჰარმონიზაციის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად. ევროგაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების მიზანს წარმოადგენს ერთიანი ბაზრის შექმნა, ეკონომიკური კავშირის ფარგლებში, რომლისთვისაც დამახასიათებელია ჯანსაღი კონკურენცია და რომელიც ძირითადი ნიშნებით წააგავს ადგილობრივ ბაზარს. საგადასახადო პოლიტიკის თვალსაზრისით, აღნიშნული გულისხმობს მისწრაფებას, რომ მაქსიმალურად იქნას დაძლეული განსხვავებები საგადასახადო განაკვეთებს შორის და სხვა პირობები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს გადაწყვეტილებების მიღების იმის თაობაზე, თუ სად შეიძლება აწარმოონ, იმუშაონ, შეისყიდონ ან განახორციელონ შესყიდვები კავშირის შემადგენლობაში მყოფმა საწარმოებმა ან ფიზიკურმა პირებმა.
აღსანიშნავია, რომ გადასახადების ჰარმონიზაცია დღის წესრიგში დგას 1957 წელს რომის ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან, რომელმაც დააფუძნა ევროპის ეკონომიკური გაერთიანება. ევროგაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების 90 მუხლი ითვალისწინებს, როგორც ევროგაერთიანების საგადასახადო სამართალის ძირითად პრინციპს (როგორც პირდაპირი ისე არაპირდაპირი დაბეგვრისათვის), რომ წევრ სახელმწიფოებს არ შეუძლიათ სხვა წევრი სახელმწიფოს პროდუქცია ნებისმიერი სახის შიდა გადასახადით დაბეგრონ უფრო მეტად ვიდრე დაბეგრავდნენ, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, მსგავს ადგილობრივ პროდუქციას. გარდა ამისა არც ერთ წევრ სახელმწიფოს არ შეუძლია სხვა წევრი სახელმწიფოს პროდუქცია დაბეგროს ისეთი შიდა გადასახადით, რომელიც არაპირდაპირი გზით დაიცვას სხვა პროდუქციას.
ნებისმიერ ქვეყანის, განვითარებული იქნება იგი, თუ განვითარებადი, გარდამავალი თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, საზოგადოებაში გადასახადების მიმართ შემდეგი სახის სტერეოტიპებია ჩამოყალიბებული: პირველი, გადასახადები მეწარმისათვის მეტისმეტად მძიმე ტვირთს წარმოადგენს; მეორე, განსაკუთრებით მაღალი გადასახადებია დაწესებული დაქირავებით მუშაობის შედეგედ მიღებულ შემოსავალზე; მესამე, მეტისმეტად მაღალი გადასახადები აიძულებს მეწარმეს თავი აარიდოს მათ გადახდას; მეოთხე, რეფორმები კიდევ უფრო ამძიმებს საგადასახადო ტვირთს; მეხუთე, საგადასახადო ტვირთის შემცირება სტიმულს მისცემდა მეწარმეობის განვითარებას; მეექვსე, გადასახადების შემცირებით გამოწვეული რეაქცია (წარმოების ტემპების შემცირება, წარმოების „ჩრდილიდან გამოსვლა“ და ა.შ.) მოკლე პერიოდში დაფარავდა გადასახადების შემცირებით გამოწვეულ ბიუჯეტის დანაკარგებს.
არსებობს ზემოაღნიშნულის საწინააღმდეგო შეხედულებაც, რომელთა მიხედვით ძალიან ძნელია პირდაპირი, კორელაციური კავშირების დადგენა გადასახადების სიდიდესა და წარმოების ტემპებს შორის და რომ ეს უკანასკნელი არანაკლებ არის დამოკიდებული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სტაბილურობაზე და ა.შ. მრავალ ფაქტორზე.
ცხრილი N1. ახალი წევრი ქვეყნების და საქართველოს 2001 წლის საგადასახადო შემოსავლების პროცენტული დამოკიდებულება მშპ-თან13
ბულგარეთი |
28.8 |
უნგრეთი |
38,6 |
პოლონეთი |
34,1, |
რუმინეთი |
28,0 |
სლოვაკეთი |
33,1 |
სლოვენია |
37,9 |
ჩეხეთი |
39,0 |
ესტონეთი |
31,2 |
საშუალო (არაშეწონილი) |
33,8 |
საქართველო |
7,1 |
როგორც ცხრილიდან ჩანს, ამ უკანასკნელ მოსაზრებას მართლაც აქვს არსებობის უფლება, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ ბულგარეთში გაცილებით დაბალია თითქმის ყველა გადასახადის განაკვეთი, მაგრამ ეს არ განაპირობებს ეკონომიკის განვითარების უფრო სწრაფ ტემპებს, მაგალითად, ჩეხეთთან მიმართებაში. აღნიშნული ჩვენ ქვეყანასაც შესახება, სადაც როგორც ამავე ცხრილიდან ჩანს, საგადასახადო განაკვეთები სულაც არაა უფრო მაღალი, ვიდრე ევროკავშირის ახალ წევრ ქვეყნებში.
თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქვეყანაში, სადაც სტაბილური არ არის პოლიტიკური სიტუაცია, განუვითარებელია საწარმოო თუ სოციალური ინფრასტრუქტურა, დაუხვეწავია საკანონმდებლო ბაზა, განსაკუთრებული ყურადრება უნდა მიექცეს საგადასახადო სფეროს, რომ სათანადო ტემპებით განვითარდეს ეროვნული ეკონომიკა.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იმის გამო, რომ საქართველოში ასე დაბალია საგადასახადო შემოსავლები მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, იქმნება პრობლემები მთელი რიგი სოციალური პროგრამების განხორციელებაში.
საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყანაში მოქმედი პირდაპირი გადასახადები ჯერ კიდევ დაახლოებული არ არის ევროგაერთიანების დონეზე, ამასთან, არ განხორციელდა იმის მცდელობაც კი, რომ მომხდარიყო საწარმოთა გადასახადების დაახლოება. ევროგაერთიანების მიერ ამ სფეროში განხორციელებული ღონისძიებები მიზნად ისახავს ადმინისტრაციული თანამშრომლობის ხელშეწყობის ეროვნულ საგადასახადო ხელისუფლების შორის და საწარმოთა საქმიანობაში საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული ბარიერების მოხსნას და მაინც, დამფუძნებელი ხელშეკრულების ძირითადი პრინციპები, კერძოთ, კი დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპი, როგორც ზევით ავღნიშნეთ, დაცული უნდა იქნას საგადასახადო კანონმდებლობაში.
შესაბამისად, ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების დონე ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან ეროვნულ საგადასახადო ხელისუფლებებს შორის ადმინისტრაციული თანამშრომლობის ხელშემწყობის და საწარმოთა მიერ საქმიანობის საზღვრის გადაკვეთით განხორციელებისათვის ბარიერების მოხსნის სფეროში, არ შეესაბამება საქართველოს ეკონომიკის განვითარების გადაუდებელ მოთხოვნებს.
ევროგაერთიანებების მიერ არაპირდაპირი გადასახადების სფეროში დაახლოების პროცესი, ევროგაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების 93-ე მუხლის თანახმად, მოიცავს ზუსტად იმ ღონისძიებებს, რომლებიც საჭიროა: 1. შიდა ბაზრის შექმნისა და ფუნქციონირების უზრუნველყოფისათვის; 2. კონკურენციის წესების დარღვევის აღკვეთა საქონლით და მომსახურებით თავისუფალი ვაჭრობისათვის ბარიერების მოხსნის გზით.
აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს, რომ ყველა წევრმა სახელმწიფომ (და არა მათმა უმრავლესობამ) უნდა მიიღოს დებულებები ბრუნვის გადასახადის, აქციზის და სხვა არაპირდაპირი გადასახადების შესახებ კანონმდებლობის დაახლოების მიზნით.
იმის გამო, რომ დისკრიმინაციული ხასიათის არაპირდაპირ გადასახადებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი გავლენა იქონიონ საქონლისა და მომსახურების თავისუფალ გადაადგილებაზე, აგრეთვე შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინონ შიდა ბაზარზე, არაპირდაპირი გადასახადების სფეროში გადაიდგა უფრო გადამწყვეტი ნაბიჯები, ვიდრე პირდაპირი გადასახადების სფეროში. კერძოდ: შემოღებულ იქნა ახალი წესები აქციზის შესახებ და გატარებულ იქნა გაერთიანების შიგნით მოქმედი ახალი ღონისძიებები დამატებული ღირებულების გადასახადთან დაკავშირებით, რითაც სახელმწიფოებს შორის საზღვრებზე ბოლო მოეღო საგადასახადო საზღვრებს და მსგავს, საბაჟოსთან ასოცირებულ ღონისძიებებს.14
ამასთან, ევროგაერთიანების წევრ ქვეყნებში გადასახადებზე კონტროლი ხორციელდება: 1. დაბეგვრას დაქვემდებარებული პირების რეესტრში თითოეულისათვის სარეგისტრაციო ნომრის მინიჭებით; 2. რეგულარული დეკლარირების და გადასახადების გადახდის ფორმების და წესების მეშვეობით; 3. დაუმორჩილებლობისათვის სანქციებისა და ჯარიმების მკაცრი სისტემის დაწესებით; 4. სამართლებრივი პროცედურებით და/ან სასმართლოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებსა და/ან ადმინისტრაციას შორის წარმოქმნილი დავების დასარეგულირებლად; 5. ცენტრალური, რეგიონალური ან ადგილობრივი ობიექტების დღგ-ს კონტროლის ადმინისტრაციასთან დასაკავშირებლად ინფრასტრუქტურის შექმნის საფუძველზე და ა. შ.
აღნიშნული ღონისძიებები აუცილებელია საქართველოსთვის ისეთი მნიშვნელოვანი გადასახადის, როგორიცაა დღგ-ს ნებისმიერი სისტემის ადმინისტრირებისათვის იქნება ეს შიდა ბაზრის ფარგლებში თუ მის გარეთ. სრულყოფილი ბაზრის ფუნქციონირებისათვის საჭირო იქნება, აგრეთვე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება ადმინისტრაციული თანამშრომლობისა და მონაწილე წევრ სახელმწიფოების შორის ურთიერთდახმარებისათვის.
ყოველივე ზემოაღნიშნული განაპირობებს იმას, რომ საბიუჯეტო შემოსავლების მაჩვენებლების მიხედვით საქართველო ჩამორჩება არა მხოლოდ ევროკავშირის ახალ წევრ ქვეყნებს, არამედ რეგიონის ჩვენს მეზობელ ქვეყანას, აზერბაიჯანსაც. საქართველო აზერბაიჯანს ჩამორჩება ასევე საგადასახადო შემოსავლების მიხედვითაც. მაგალითად, თუ აზერბაიჯანში აღნიშნული მაჩვენებელი 2000 წელს 641,9 მლნ. დოლარის ტოლი იყო, საქართველოში მან 432,7 მლნ დოლარი შეადგინა.
საბიუჯეტო შემოსავლების მაჩვენებლის მიხედვით მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით, საქართველო ჩამორჩება როგორც აზერბაიჯანს, ისე სომხეთს. კერძოდ, 2000 წელს აღნიშნული მაჩვენებელი საქართველოში შეადგენდა 94,1 დოლარს, მაშინ, როდესაც აზერბაიჯანში აღნიშნული მაჩვენებელი უდრიდა 98,1 დოლარს, ხოლო სომხეთში კიდევ უფრო მეტს - 99,7 დოლარს.
გადასახადების სფეროში ევროგაერთიანების მიერ ღონისძიებების განხორციელების ერთადერთ საფუძველს წარმოადგენს ევროგაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების 94-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, „საბჭო კომისიის წინადადებით და ევროპულ პარლამენტთან და ეკონომიკურ და სოციალურ კომიტეტებთან გამართული კონსულტაციის შედეგად, ერთხმად იღებს და გამოსცეს წევრი სახელმწიფოების იმ კანონს, რეგლამენტებისა და ადმინისტრაციული დებულებების დაახლოების შესახებ დირექტივებს, რომლებიც პირდაპირ ზემოქმედებენ ერთიანი ბაზრის შექმნასა და ფუნქციონირებაზე.“ ამ მოთხოვნის შესახებ ერთსულოვნების არქონის გამო, შეუძლებელი იყო ამ სფეროში სათანადო პროგრესის მიღწევა.15
აღსანიშნავია, რომ გაერთიანების ფარგლებში მომუშავე რომელიმე ფისკალურ რეჟიმთან გათანაბრება უნდა გულისხმობდეს საბაზრო ეკონომიკის ქვაკუთხედის ისეთი ძირითადი სამართებლივი და ადმინისტრაციული მცნებების არსებობას, როგორიცაა: პირველი, სავაჭრო სამართალი; მეორე, საკონტრაქტო სამართალი; მესამე, საბუღალტრო აღრიცხვის წესები და პრაქტიკა; მეოთხე, სისხლის სამართლის კოდექსი, ისეთ საკითხებთან მიმართებით, როგორიცაა თაღლითობა და ქურდობა და სხვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ დღეს, საქართველოში, ეკონომიკური რეფორმების დადებითი შედეგები ასოცირდება მშპ-ს ზრდასთან, ინფლაციის სტაბილიზაციასთან და რეალური შემოსავლების მატებასთან. თუმცა, ევროკავშირთან საქართველოს კავშირების განვითარებისა და განმტკიცების თვალსაზრისით, კერძოდ, ჯერ-კიდევ ბევრი რამ რჩება გასაკეთებელი საფინანსო პოლიტიკის რეფორმირების მიმართულებით. ამასთან, მხოლოდ სავაჭრო ლიბერალიზაციის კომბინირება ინსტიტუციურ რეფორმასთან, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადებსა და ახალი ტექნოლოგიების შემოღებასთან, სავარაუდოდ შესაძლებელს გახდის ნაკლებად განვითარებული ქვეყნის ჩართვას პროგრესული განვითარების სივრცეში.
____________________
1. პოლ კრუგმანი „მრეწველობა და ვაჭრობა“, MIT. 1991. გვ., 56.
2. ი. სამსონი, a douloureuse intégration allemande Reflets et perspectives de la vie Économique, XXXII, n 3/4, briuseli. 1993.
3. „რას წარმოადგენს პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება? სახელმძღვანელო შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელსაც ხელი მოეწერა ლუქსემბურგში 1996 წლის 22 აპრილს ევროკავშირსა და საქართველოს შორის”, ევროგაერთიანებების კომისია, მარტი 2000. გვ., 25. http://www.delgeo.cec.eu.int/en/pca/PCA%20guide%20DAVID.pdf.
4. ი.სამსონი. „საერთო ევროპის სივრცისაკენ“, ევროპის საკითხებში გაეროს კომისია ეკონომიკის დარგში, სემინარი, 2003 წლის 7 აპრილი, Palais des Nations, Jeneva, გამოქვეყნებულია „გაფართოებული ევროპის ფარგლებს გარეთ: ვაჭრობა, ბიზნესი და ინვესტიციები შეცვლილ ევროპაში“, გაერთიანებული ერები, ნიუ-იორკი და ჟენევა, გვ. 73-93. იხ. თ. ბერუჩაშვილის, ევროკავშირთან ინტეგრაციის დარგში სახელმწიფო მინისტრის, სტატია, სემ-ი 2004 №3.
6. „რას წარმოადგენს პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება? სახელმძღვანელო შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომელსაც ხელი მოეწერა ლუქსემბურგში 1996 წლის 22 აპრილს ევროკავშირსა და საქართველოს შორის“, ევროგაერთიანებების კომისია, მარტი 2000. გვ. 25. http://www.delgeo.cec.eu.int/en/pca/PCA guide DAVID.pdf
7. თ. გამსახურდია, საგადასახადო შემოსავლების ზრდა - მაკროეკონომიკური რეგულირების მთავარი პირობა, თსუ ნაშრომების კრებული „ეკონომიკა“, თბ., 2002, №1-2, გვ., 73-79.
8. საქართველოს ეკონომიკის მიმართულებები, 2004/3, http://www.geplac.org/publicat/economic.
9. ზ.ვაშაკიძე, ლ.ჩხიკვაძე, ვ.გიორგაძე. საინვესტიციო პოლიტიკა და ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ კონვენცია. წიგნი I. ეგთო, 2005. გვ., 112.
10. ა.გრიშიკაშვილი. გზა ევროკავშირისაკენ. თბილისი 2003, გვ., 28-33.
11. ზ.ვაშაკიძე, ლ.ჩიკვაიძე, ვ.გიორგაძე. საინვესტიციო პოლიტიკა დაორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო კონვენცია. წიგნი I. ეგთო. თბ., 2005. გვ., 38-80.
12. Налоги и налогобложение. Под ред. И. Г. Русаковой, В.А. Кашина.- М.: изд., ЮНИТИ, 2000. с.76-89.
13. Статистический ежегодник южно-кавказких стран, Изд.: „Сада”. 2002. с. 334-342.
14. Sala-i-Martin X. 15 Yearrs of New Growth Economics: What Have We Learnt? Columbia University, Discussion Paper No 0102-47, 2002. p. 56.
15. საერთაშორისო ორგანიზაცია TACIS-გადასახადების სფერო გვ. 27
![]() |
3 თავი II. ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებანი და პრობლემები საქართველოში |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.1 2.1. ფულად-საკრედიტო სფეროს თანამედროვე მდგომარეობა |
▲ზევით დაბრუნება |
იმ მნიშვნელოვან პრობლემებს შორის, რომლებიც გავლენას ახდენენ საქართველოს საბანკო სისტემის ფორმირების პროცესში ეროვნული ეკონომიკის აღორძინებაზე, უმნიშვნელოვანესს წარმოადგენს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის სწორად განსაზღვრა.
ფულად-საკრედიტო პოლიტიკა მოწოდებულია გადაწყვიტოს ისეთი ამოცანები, როგორიცაა: 1. ქვეყნის ეკონომიკური ზრდა; 2. ეროვნული ვალუტის სტაბილურობა; 3. მოსახლეობის რაციონალური დასაქმება; 4. ოპტიმალური საგადასახადო ბალანსის ფორმირება და ა.შ. ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ისეთი ღონისძიებების შემუშავება და მათი პრაქტიკული რეალიზაციისათვის შესაბამისი მექანიზმების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ფულის მასის მოძრაობის ოპტიმალურ დინამიკას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება, როგორც ინფლაციური პროცესების შეჩერება, ასევე წარმოების განვითარების სტიმულირება. აღნიშნულის მისაღწევად აუცილებელია მოქნილი ბანკთაშორისი დაკრედიტების განვითარება, უპერსპექტივო საბიუჯეტო დაფინანსების შემცირება და საკრედიტო ემისიის რაციონალური მართვა.
ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ფუძემდებლური მიზანი უნდა გახდეს ეკონომიკის დინამიური რესურსებით უზრუნველყოფა წარმოების საერთო დონის ამაღლების საფუძველზე, სრული დასაქმების მიღწევა და პარალელურად ინფლაციის შეზღუდვა. ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში იგულისხმება ასევე ფულის მიმოქცევის ისეთი რეგულირება, რომლის შედეგად შესაძლებელია მიღწეულ იქნას წარმოების ერთობლივი მოცულობის, დასაქმებისა და ფასების დონის სტაბილიზაციის მიღწევა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფულად-საკრედიტო პოლიტიკამ უნდა გამოიწვიოს ფულის მიწოდების გადიდება, ეკონომიკის დაქვეითების დროს დანახარჯების წასახალისებლად, ხოლო ინფლაციის დროს, პირიქით უნდა შეზღუდოს ფულის მიწოდება დანახარჯების შესაკვეცად. ამრიგად, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მთავარი მიზანია ეროვნული ეკონომიკისადმი ფინანსური მხარდაჭერა და საბანკო სისტემის ფორმირების პროცესში წინააღმდეგობრივი მოვლენების აღმოფხვრა.1
ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განხორციელებისას გამოყენებული უნდა იქნას მოწინავე ქვეყნების პრაქტიკაში არსებული რეგულირების საერთო და სელექციური მეთოდები საერთო მეთოდები ფაქტიურად მოიცავს რა არაპირდაპირ მეთოდებს ეხება საკრედიტო ბაზარს მთლიანობაში. სელექციური მეთოდები მიმართულია კრედიტის კონკრეტულ სახობაზე. ეს მეთოდი უპირველესად გამოიყენება კერძო ამოცანების გადასაწყვეტად. მაგალითად, სელექციურ მეთოდებს მიეკუთვნება საბანკო სესხების ლიმიტირება, ცალკეული სახეობის კრედიტის გამოყენების რეგლამენტაცია, დაბალრენტაბელური საწარმოების დაკრედიტებისას კომერციული ბანკების ოპერაციებისათვის სახსრების შეღავათიანი რეფინანსირება და სხვა.
სამრეწველო განვითარებული ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებზე ზემოქმედების სელექციური მეთოდის გამოყენებას მაშინ ახორციელებს, როცა წარმოების დაცემას აქვს ადგილი და დარღვეულია კვლავწარმოების პროპორციები. ასეთ პირობებში სახლმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა წარმოდგენილი უნდა იქნეს პრორიტეტულ დარგებში ინვესტიციების სტიმულირების სახით.
ეროვნული ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო რეგულირების მეთოდებს შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა აკისრია სადისკონტო განაკვეთს, რომელიც წარმოადგენს სასესხო კაპიტალის ბაზარზე სახელმწიფოს რეგულირების ოპერატიულ ინსტრუმენტს, ოფიციალური სადისკონტო განაკვეთი საფუძვლად უნდა დაედოს საბაზრო საპროცენტო განაკვეთს, ამასთან იგი განსაზღვრავს კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხებისა და დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთს ანტიინფლაციური მიზნებისათვის სადისკონტო პროცენტის ამაღლება. ე.ი. „ძვირი ფულის“ პოლიტიკა, ზღუდავს კომერციული ბაკების შესაძლებლობებს ეროვნული ბანკიდან მიიღონ სსესხები, ამასთან ერთდროულად ზრდის იმ ფულის ფასს, რომელიც კრედიტის სახით ეძლევა კომერციულ ბანკებს, ამის შედეგად ეკონომიკაში, საკრედიტო დაბანდებები მცირდება და, შესაბამისად, მიმდინარეობს წარმოების შემდგომი აღმავლობის დამუხრუჭება.
ტრადიციულად განვითარებადი ქვეყნები სტრუქტურული რეფორმების დაწყებამდე მიმართავენ საპროცენტო განაკვეთების მკაცრი ადმინისტრაციულ რეგულირებას, რისთვისაც მთავრობები აწესებენ სესხებზე განაკვეთების ზედა ზღვარს, რითაც ცდილობენ შეზღუდონ სახელმწიფო ვალს მომსახურების ხარჯები, გაუადვილონ სესხების მიღება მოსახლეობას. უარყოფითმა რეალურმა საპროცენტო განაკვეთმა განვითარებული ქვეყნების მოსახლეობა აიძულა საკუთარი დანაზოგები დაებანდებინა არა საბანკო დეპოზიტებში, არამედ ძვირფას ლითონებსა და თვლებში, ხანგრძლივი მომსახურების საგნებში, უცხოურ ვალუტაში, რაც ძირს უთხრის ინვესტიციების დაფინანსების საკუთარი წყაროების გამოყენებას, იწვევს ფასების გლობალურ ზრდას, არღვევს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას.2
საქართველოში ფულად-საკრედიტო სფეროს ერთ-ერთ ნაკლად ასახელებენ მიმოქცევაში არსებული ფულის მასის სიმცირეს. ფულის მასის დიდი ნაწილი საბანკო სისტემის გარეთაა. შეიძლება ასეთ პრობლემებს ჰქონდა ადგილი ეკონომიკური გარდაქმნების დროს ცალკეულ მონაკვეთებზე, მაგრამ, როგორც ანალიზი გვიჩვენებს, დღეისთვის მიმოქცევაში არსებული ფულის მასის რაოდენობა საკმარისია ეროვნული მეურნეობის ფუნქციონირებისათვის.
დამატებითი ფულის მასის მიმოქცევაში გაშვებისათვის ჯერჯერობით ეკონომიკური გარემო არაა მომზადებული, ამიტომ მას შთანათქავს სავალუტო ბაზარი და სარისკო გახდება დღევანდელი ინფლაციის დღევანდელი დონის შენარჩუნება. მიმოქცევაში არსებული ფულის მასის გაზრდის საწინააღმდეგოდ მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ეროვნული ბანკის თავისუფლად ყიდის ეროვნულ ვალუტას და სავსებით ცხადია, რომ ლიკვიდობის არარსებობის შემთხვევაში ეკონომიკური აგენტები არ ისურვებენ ვალუტის შესყიდვას. ამიტომ პრობლემა მდგომარეობს არა მიმოქცევაში ფულის მასის რაოდენობაში, არამედ იმაში, თუ რამდენად ეფექტიანი მექანიზმებია შემუშავებული ლიკვიდურობის რეგულირებისა და ფულზე მოთხოვნის გადიდებისათვის.
ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ჯერ-ჯერობით საკრედიტო ბაზრისა და საპროცენტო განაკვეთების დარეგულირების პროცესი რთულად მიმდინარეობს. კომერციულ კრედიტებზე მსოფლიო სტანდარტებთან შედარებით ჩვენში საპროცენტო განაკვეთი მნიშვნელოვნად მაღალია. მაღალი საპროცენტო განაკვეთები ხელს უშლის ქვეყანაში მეწარმეობის (ბიზნესის) მრეწველობის განვითარებას. დაბალი საპროცენტო განაკვეთები ხელს შეუწყობდა მრეწველობის განვითარებას. შეიქმნებოდა ახალი სამუშაო ადგილები, დასაქმდებოდა ხალხი, შევიდოდა ბიუჯეტში ფული და ფულად-საკრედიტო სისტემა უფრო მტკიცე იქნებოდა.
საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზე უარყოფითად მოქმედებს საგადასახდელო ბალანსის მდგომარეობაც. მიმდინარე გადასახდელთა მდგომარეობა უარესდება შიდა დაგროვების არაადეკვატური დონის მიზეზით, წარმოებს კაპიტალის მასობრივი გადინება. ამ მოვლენის საწინააღმდეგოდ განვითარებადი ქვეყნების მთავრობები განსაზღვრავენ კონკრეტულ ღონისძიებებს მკაცრი სავალუტო შეზღუდვის შემოღებით, მაგრამ ამას არ მოაქვს სათანადო შედეგი, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს კაპიტალის გატანას. თუ შიდა საპროცენტო განაკვეთების დონე კორექტირებული ეროვნულ ვალუტის მოსალოდნელ გაუთვალისწინებელი გაუფასურებასთან მაღლა მსოფლიო ბაზრების განაკვეთების დონეზე, შეიძლება დაიწყოს ქვეყანაში კერძო კაპიტალის შემოსვლა, რაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ეკონომიკური ზრდის დაფინანსებით უზრუნველყოფაში, განსაკუთრებით შიდა დაგროვების უკმარისობის პირობებში. რიგ დადებით მხარესთან ერთად, საპროცენტო განაკვეთების დონის ამაღლება იწვევს ინვესტიციების ზრდას მის მოხმარებასთან შედარებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს იმპორტულ საქონლეზე მოთხოვნის გადიდება, იმის გამო, რიგ განვითარებად ქვეყნებში ინვესტიციების განმასხვავებელ თავისებურებაა მათი დიდი იმპორტტევადობა მოხმარებასთან შედარებით. უკანასკნელ წლებში განვითარებადი ქვეყნების დიდმა ნაწილმა უარი თქვა საპროცენტო განაკვეთების ადმინისტრაციულ რეგულირებაზე, მისი ლიბერალიზაციის მხარდაჭერის მოთხოვნით, რაც სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულად განხორციელდა, რაც უპირატესად გამოწვეულია საგადამხდელო ბალანსის კაპიტალური ნაწილის „გახსნის“ ხარისხით. კაპიტალის მოძრაობის შეუზღუდავობისას აუცილებელია საპროცენტო არბიტრაჟის შექმნა, რომლის ძირითადი ამოცანაა: 1. საპროცენტო განაკვეთების საერთაშორისო დონესთან გათანაბრება; 2. ეროვნული ვალუტის მოსალოდნელი გაუფასურებისა და რისკის ფაქტორების გათვალისწინება.3
იმ ქვეყნებში, სადაც შიდა საკრედიტო-საფინანსო ბაზრები საგარო ბაზრებისაგან იზოლირებულად ფუნქციონირებენ, მსოფლიო საპროცენტო განაკვეთების დონე არავითარ როლს არ ასრულებს, ასეთ შემთხვევაში ნომინალური საპროცენტო განაკვეთების დონე განისაზღვრება ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა: პირველი, შიდა საკრედიტო-საფინანსო ბაზარზე მიწოდება-მოთხოვნას შორის თანაფარდობა; მეორე, ჭარბი ფულადი მასის სიდიდე; მესამე, ინფლაციის მოსალოდნელი ტემპი.
საპროცენტო განაკვეთების ადმინისტრაციული რეგულირება ორგანულად დაკავშირებულია საბანკო სესხების განაწილებაში მთავრობათა არსებით როლზე. განვითარებადი ქვეყნების მთავრობების მიერ სელექციური საკრედიტო პოლიტიკის განხორციელება წარმოების შემდეგი მექანიზმებით: პირველი, საკრედიტო-საფინანსო დაწესებულებათა აქტივების რეგულირება არაპრიორიტეტული დარგებისათვის დაკრედიტების მინიმალური ლიმიტების დაწესების გზით; მეორე, სპეციალური საკრედიტო-საფინანსო დაწესებულებების შექმნა, რომლებიც საკუთარი რესურსების დაბალ-საპროცენტო განაკვეთებს მიმართავენ პრიორიტეტული დარგების განვითარებისათვის; მესამე, იმ დაწესებულებებისათვის, რომლებიც პრიორიტეტულ დარგებს აკრედიტებენ, სპეციალური პირობების შექმნა განაღდების შეღავათიანი პოლიტიკისა და სარეზერვო მოთხოვნა შემცირების გზით; მეოთხე, საკრედიტო განაკვეთებს და დეპოზიტებს შორის განსხვავების დაფინანსება საბიუჯეტო ასიგნებათა ხარჯზე.4
მეტად მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ამგვარ რეგულირებას თავისი ნეგატიური მოვლენებიც გააჩნია, კერძოდ: 1. სელექციური საკრედიტო პოლიტიკის შედეგები მთლიანად დამოკიდებულია იმ პირებზე, რომლებიც ახდენენ პრიორიტეტული დარგების შერჩევას და საკრედიტო რესურსების გამოყენებით კონტროლს, ანუ ძლიერდება სუბიექტური ფაქტორის მნიშვნელობა, რაც ამცირებს ოპტიმალური გადაწყვეტილების ალბათობას; 2. იაფი კრედიტი მოსახლეობის გარკვეულ ფენებში სტიქიურად ზრდის საბანკო სესხების მოთხოვნას, რაც იწვევს ფულადი მასის ზრდას და სავალუტო რესურსების შემცირებას; 3. შეინიშნება სახსრების არადანიშნულებისამებრ გამოყენება, ირღვევა დანაზოგების მობილიზაციის პროცესი; 4. პრიორიტეტულ დარგებისათვის საბანკო სესხებზე ჩვეულებრივ დაბალ საპროცენტო განაკვეთის დაწესება ქმნის დიდი ოდენობის მაღალ სუბსიდიებს, რაც იფარება საერთაშორისო ორგანიზაციების შეღავათიანი სესხებით, დეპოზიტებიდან შემოსავლების შემცირებით, საბიუჯეტო ასიგნებით, საფინანსო-საკრედიტო დაწესებულებათა მოგების შემცირებით და ა.შ.5
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სწორი საპროცენტო განაკვეთის შერჩევას და მისი ადმინისტრაციული რეგულირების მეთოდების სწორი განსაზღვრა ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ძირითადი დანიშნულებაა.
ნორმალურად ფუნქციონირებადი ეკონომიკის პირობებში რეგულირების ფულად-საკრედიტო მეთოდების გამოყენება მნიშვნელოვნად წინ სწევს ეკონომიკის ზრდის სტიმულებს, მაგრამ მოშლილი ეკონომიკური სისტემის პირობებში რეგულირების ფულად-საკრედიტო მეთოდებს არა აქვთ დიდი ეფექტი, ისინი არასაკმარისია და სახელმწიფოს მხრივ უნდა დაემატოს პირდაპირი რეგულირების კომპონენტები. ეს ნათელია იმდენად, რამდენადაც ეკონომიკის რეგულირების ფულად-საკრედიტო მეთოდები მთლიანად საბაზრო ხასიათის მატარებელია და ამდენად მთლიანად არ შეუძლია ოპტიმალურად და ძირეულად გადაჭრას წინააღმდეგობანი, რომლებიც უშუალოდ საბაზრო მექანიზმშია მოქცეული.
ფულად-საკრედიტო ფაქტორების როლისა და მნიშვნელობის აბსოლუტიზაციას და მათ შესაძლებლობებზე გადაჭარბებულ წარმოდგენას რეალური საფუძვლები არ გააჩნია. მართალია, ვერ უარვყოფთ კვლავწარმოების პროცესში რეგულირების ფულად-საკრედიტო მეთოდების დიდ მნიშვნელობას, მაგრამ მათ, რომ არარეალური შესაძლებლობები მივაწეროთ, მიზანშეწონილი არ იქნებოდა.
აღსანიშნავია, რომ ფულის მიმოქცევის სტაბილიზაცია ჯერ კიდევ არ ნიშნავს ნორმალური ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას. ამაზე ნათლად მეტყველებს საქართველოს თანამედროვე ეკონომიკური სისტემის განვითარება. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ყოველწლიური რეკომენდაციები რეგულირების ეკონომიკურ მეთოდებთან ერთად ითვალისწინებს სახელმწიფოებრივი რეგულირების მომენტებსაც. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ, ჩვენი აზრით, მათი მთელი ყურადღება გადატანილია ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა ლიბერალიზაციაზე და მოხმარების პრიმატზე წარმოებასთან შედარებით, რაც თავის მხრივ, ქვეყნის რეალური ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას კიდევ უფრო ასუსტებს.6
აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ხშირია შემთხვევები საგარეო-სავაჭრო გარიგებებისას გადასახადებისაგან თავის არიდების. ასეთ დროს ანგარიშგებაში საექსპორტო საქონლის ფასებს ფაქტიურთან შედარებით შემცირებულად უჩვენებენ, ამით აღურიცხავი მოგება თავს იყრის საწარმოს უცხოურ ბანკებში გახსნილ ანგარიშებზე. ამით კუთვნილი თანხები აკლდება ბიუჯეტს და თანაც ფართოვდება კაპიტალის გადინება უცხოეთში. არ არის იმის გარანტია, რომ ეს თანხები უკან დაბრუნდება და მოხმარდება ქვეყნის ეკონომიკას.
ამრიგად, ქვეყნის ეკონომიკაში ჩამოყალიბდა მექანიზმი, რომელიც ხელს უწყობს ფულადი რესურსების გადინებასა და რეგიონებს შორის უკონტროლო მსხვილმასშტაბიან გადანაწილებას და, აღნიშნული საბოლოო ჯამში, იწვევს წარმოების დესტაბილიზაციას. ასეთი ნეგატიური ტენდენციების სწრაფად აღმოფხვრა მნიშვნელოვან, სტრატეგიულ საქმედ მიგვაჩნია.
ქვეყნის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა ორიენტირებული უნდა იყოს უფრო კონკრეტული მიზნებისაკენ, რომლებიც ფაქტიური და შუალედური მიზნების განხორციელებას ითვალისწინებენ. ფაქტიური მიზნები მიიღწევა ფასიანი ქაღალდების ღია ბაზარზე ყოველდღიურ, თანმიმდევრული ოპერაციებით, ხოლო შუალედური მიზნები დასაშვებია უფრო ხანგრძლივი პერიოდისათვის, ეკონომიკურ სისტემაში უმნიშვნელოვანესი მაჩვენებლის მიზანმიმართული კორექტივებით. ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შუალედური მიზნებია: პირველი, ფულადი მასის ზრდის ტემპის უზრუნველყოფა; მეორე, წარმოების ნომინალური მოცულობის მიღწევა; მესამე, ფასების დონის სტაბილიზაცია.
ამრიგად შეიძლება ითქვას, რომ, ეროვნული ბანკის უმთავრესი ფუნქციაა ქვეყანაში ფასების სტაბილურობის შენარჩუნება. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა რომ ეს ფუნქცია წინააღმდეგობაშია საგარეო კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობის უზრუნველყოფასთან, პრიორიტეტი მაინც ფასების სტაბილურობის მიღწევას უნდა მიენიჭოს.7
აღნიშნულიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკის ძირითადი დანიშნულებაა ისეთი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შემუშავება, რომელიც ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობასა და საბანკო სისტემის მდგრადობას შეუწყობს ხელს. მსოფლიო გამოცდილების შესაბამისად ამ პოლიტიკის გასატარებლად შემდეგი სამი ინსტრუმენტი გამოიყენება: ოპერაციები ღია ბაზარზე; სარეზერვო ნორმის ცვალებადობა; სასესხო განაკვეთის შეცვლა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ პირველი ინსტრუმენტის გამოყენება მიმოქცევაში ფულის მასის გასაზრდელად კომერციული ბანკების ხელთ არსებული ფასიანი ქაღალდების შესყიდვას გულისხმობს, ხოლო მიმოქცევაში ფულის მასის შესამცირებლად - ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ფასიანი ქაღალდების კომერციული ბანკებისათვის მიყიდვა. ასეთი ღონისძიებები პრაქტიკულად გამორიცხულია, რადგან არ არსებობს ფასიანი ქაღალდების მეორადი ბაზარი. მეორე ინსტრუმენტიც, ჩვენი აზრით, დღევანდელ პირობებში მცირე ეფექტიანია, ვინაიდან ფულის მასის დიდი ოდენობა ბანკებს გარეთ მიმოიქცევა, დასახვეწია დეპოზიტების დაზღვევის სისტემა.
სადისკონტო პოლიტიკის თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია საკრედიტო რესურსებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირება, რაც ხელს შეუწყობს შიდასაკრედიტო ბაზარზე მოთხოვნის გაზრდას და ფართო ინექციებს ეროვნული ეკონომიკაში. ბანკთაშორის საკრედიტო რესურსების ბირჟაზე საპროცენტო განაკვეთების შემცირება შესაძლებლობას მისცემს საკრედიტო ინსტიტუტებს შედარებით იაფად შეიძინონ დამატებითი, რეზერვები სესხების სახით, მაგრამ ესეც პრაქტიკულად გამორიცხულია, რადგან საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს „ძვირი ფულის“ პოლიტიკას. მიმდინარე ეტაპზე ეროვნულმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთების შესამცირებლად საკრედიტო რესურსების დეფიციტის შევსებით შეიძლება უფრო გააღრმავოს ეკონომიკური კრიზისი.8
მსოფლიოს სხვადასხვა განვითარებულ ქვეყანაში საბანკო სისტემის მიმართებით „ვიწრო“ და „ფართო“ ფულად-საკრედიტო ჩამოყალიბდა. კერძოდ, პირველი, „ვიწრო“ ფულად-საკრედიტო პოლტიკა ითვალისწინებს სხვადასხვა ინსტრუმენტებს სავალუტო ბაზარზე ოპტიმალური კურსის შენარჩუნებას, რაც ზეგავლენას ახდენს მოკლევადიან საპროცენტო განაკვეთზე; მეორე, „ფართო“ ფულად-საკრედიტო პოლიტიკა იბრძვის მიმოქცევაში არსებული ფულად მასაზე ზემოქმედებით ინფლაციის წინააღმდეგ.
ყველაზე ურთულესი პრობლემა, რომელიც ტიპიურია ყველა ქვეყნისათვის ფულის მიწოდებისა და ერთდროულად სარგებლის განაკვეთის სტაბილიზაცია. საქართველოს ეროვნული ბანკი მოვალეა თავისი ფულად-საკრედიტო პოლიტიკით ფასების სტაბილურობის პირობებში ხელი შეუწყოს წარმოებისა და დასაქმების ზრდას. ამ მიზნების განხორციელება მეტად რთულია და მოითხოვს ზედმიწევნით ზუსტ გათვლას და სათანადოდ გამიზნული ღონისძიებების გატარებას ბაზარზე ფსიქოლოგიურად ზემოქმედების ჩათვლით. ეკონომიკის წახალისებისათვის ხშირად საჭიროა ფულის მასის ზრდა, რაც ფულადი ბაზრის არასაკმარისი კონტროლის პირობებში ძალიან სახიფათოა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ სტაბილიზაციის პროცესის განვითარებასთან ერთად თანდათანობით მცირდებოდა საპროცენტო განაკვეთები, თუმცა იგი კვლავ მაღალი რჩება, რაც დამოკიდებულია: 1. მაღალ საკრედიტო რისკზე; 2. სავალდებულო რეზერვების მაღალ ნორმაზე; 3. საკრედიტო პორტფელებში მოუმსახურებელი სესხების ტვირთსა და 4. ბანკების მისწრაფებაზე შეცვალონ კაპიტალის სტრუქტურა. საკრედიტო ბაზრის რეგულირების ერთ-ერთი ხელისშემშლელი მიზეზი სწორედ კრედიტების საპროცენტო განაკვეთის ადმინისტრაციული წესით განსაზღვრაა, საჭიროა მისი აუქციონის განაკვეთებთან შესაბამისობაში მოყვანა, საპროცენტო რისკების მართვის ხანგრძლივობის განსაზღვრა საპროცენტო ფიუჩერსების, ოფცონებისა და სვოპების გამოყენებით, ლიკვიდობის მართვა და მასთან დაკავშირებული რისკების შესწავლა, საპორტფელე ინვესტიციების რისკის მართვის ხანგრძლივობის და საერთო მახასიათებლების ანალიზი.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კრედიტების გაცემასთან დაკავშირებით ურთიერთობების სამართლებრივ რეგულირებას, ამ თვალსაზრისით ფართოდ უნდა დაინერგოს კრედიტის გაცემის საკონტრაქტო ურთიერთობები, ამჟამად მოქმედი ნორმატიული დებულებები, რომლებითაც ეროვნული ბანკი ადმინისტრაციული წესით ზედამხედველობას უწევს კომერციულ ბანკებს ეფექტური არ არის და გადასინჯვას მოითხოვს. ისევე როგორც 30%25-იანი ლიკვიდურობის ზღვარს შენარჩუნება, კერძოდ კი არ არის მართებული მისი დაწესება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან აღებული გრძელვადიანი საკრედიტო ხაზებით მიღებულ არასადეპოზიტო ვალდებულებები, რადგანაც ეს ნორმატიული აქტი აიძულებს ბანკს, იმ მიზნობრივი რესურსების ნაწილი, რომელიც მან კონკრეტული პროექტის დასაფინანსებლად აითვისა, 80%25-ის ოდენობით ლიკვიდური სახსრების სახით გააჩეროს რამდენიმე წლის განმავლობაში.
თანამედროვე საბანკო სისტემა სახელმწიფოს ერთ-ერთი ცენტრალური რგოლია, რომლის განვითარება დიდად არის დამოკიდებული მართვის სისტემის სწორ ორგანიზებაზე. კომერციული ბანკის მართვისას ერთ-ერთი ყველაზე უმთავრესი ლიკვიდურად, თუ იგი ფლობს ან სესხის აღების თუ აქტივების გაყიდვის გზით შეუძლია სწრაფად მიიღოს სახსრები მათზე მოთხოვნილების გაჩენისთანავე. ბოლო წლებში ლიკვიდობის მართვა ნუ ფულადი სახსრების მარაგების შექმნა ბანკებისათვის გადაიქცა განსაკუთრებულ ამოცანად.
საბანკო სფეროში ლიკვიდობასთან დაკავშირებულ პრობლემათა უმრავლესობა წარმოიშობა ბანკის ფარგლებს გარეთ, მათი ლიცენზიიდან გამომდინარე, სინამდვილეში კლიენტის ლიკვიდობის პრობლემა ტრანსფორმირდება მათი ბანკების ლიკვიდობის პრობლემაში. ბანკის ლიკვიდობის მართვა დაკავშირებულია საპროცენტო რისკთან და ბანკისათვის საჭირო ლიკვიდური სახსრების მიუწვდომლობის რისკთან.
ლიკვიდურ სახსრებზე ბანკის მოთხოვნილების დაკმაყოფილების ყველაზე ძველი ხერხია ლიკვიდობის მართვა აქტივებით. იგი მოითხოვს ლიკვიდური სახსრების დაგროვების ლიკვიდური აქტივების სახით (ფულად სახსრებად და ფასიან ქაღალდებად), როცა წარმოიშობა მოთხოვნა ლიკვიდურ სახსრებზე, მოცემული აქტივები გაიყიება მანამდე, სანამ არ დაკმაყოფილდება ნაღდ საშუალებებზე მოთხოვნა. ლიკვიდობის მართვის ამ სტრატეგიას აქტივების ტრანსფორმაცია ეწოდება, რამდენადაც ლიკვიდური აქტივები მიიღება არაფულადი აქტივების ნაღდ საშუალებებად გადაქცევის ხარჯზე.9
ლიკვიდურ აქტივებს უნდა გააჩნდეს შემდეგი თავისებურებები: პირველი, ჰქონდეს საკუთარი ბაზარი, რათა სწრაფად გადაიქცნენ ფულად; მეორე, ჰქონდეს საკმაოდ სტაბილური ფასები, ანუ ბაზარმა უნდა მიიღოს ყველა გასაყიდი აქტივი მათზე ფასების მნიშვნელოვანი ცვლილების გარეშე; მესამე, უნდა იყოს უკუქცევითი, ანუ გამყიდველს უნდა შეეძლოს აინაზღაუროს პიველადი ინვესტიციები მინიმალური სახით.
ლიკვიდური აქტივების გაზრდის ხარჯზე ბანკის ლიკვიდობის დონის ზრდა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ლიკვიდურ ბანკად მის გადაქცევას, რამდენადაც ლიკვიდობის დონეზე მოქმედებს ლიკვიდურ სახსრებზე მოთხოვნა, ანუ ბანკი ითვლება ლიკვიდურად, თუკი შეუძლია მიიღოს ლიკვიდური სახსრები გონივრული ფასებით, საჭირო რაოდენობით და დროის აუცილებელ მონაკვეთში.
საქართველოს ბანკების უმრავლესობა იყენებს ლიკვიდობის მართვის შუალედურ სტრატეგიას, ანუ ლიკვიდობის მართვას აქტივებით და პასივებით. იმის გამო, რომ საქართველოში არ მიმოიქცევა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები და არ არსებობს მათთვის მეორადი ბაზარი, ბანკებს საშუალება არა აქვთ შეიძინონ, ისეთი ლიკვიდური აქტივები, რომელიც ექნებათ საკუთარი ბაზარი სტაბილური ბასებით, აქედან გამომდინარე, რეალურად საქართველოში ბანკების ხელმძღვანელობა ლიკვიდობის აქტივებით მართვის სტრატეგიას ნაკლებად გამოიყენებს, პრაქტიკულად ასევე გამოუყენებელია ლიკვიდობის პასივებით მართვის სტრატეგია, ვინაიდან: 1. საქართველოში არ არსებობს ისეთი ფულადი ბაზარი, სადაც შესაძლებელი იქნებოდა მისაღები ფასებით, საჭირო რაოდენობით და დროის აუცილებელ მომენტში ლიკვიდური სახსრების მოზიდვა; 2. პასივებით მართვის სტრატეგია საკმაოდ რისკიანია, ამას ისიც ზრდის, რომ კომერციული ბანკებისათვი ეროვნული ბანკის ნორმატივი აიძულებს მათ ყოველი თვის ბოლოს აქტივებში ლიკვიდური აქტივების დონე უზრუნველყონ 30%25-ით.
რაც შეეხება ეროვნული ბანკის საქმიანობას, იგი გამიზნული უნდა იყოს: პირველი, სარეზერვო მოთხოვნების ოპტიმალური რეგულირებისა და კომერციული ბანკების რეფინანსირების სრულყოფისაკენ; მეორე, საბანკო სისტემის გარეთ ფულის მასის მოძრაობის ოფიციალური პირების ჩართვაში; მესამე, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა მომავალში თანდათანობით უნდა შეიცვალოს ზომიერი ფულად-საკრედიტო პოლიტიკით.
კომერციული ბაკების ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭიროა როგორც არსებული კანონმდებლობის სრულყოფა, ასევე ახალი ნორმატიული აქტების მიღება, პირველ რიგში ეს ეხება ანგარიშსწორების მექანიზმის სრულყოფას, დღეისთვის საერთაშორისო ანგარიშსწორება უფრო სწორად ხდება, ვიდრე ქვეყნის შიგნით, რაც მოითხოვს „ელექტრონული ხელმოწერების შესახებ“ კანონის მიღებას, ამასთან, დღეს საქართველოში ვალუტაში ანგარიშსწორება უფრო სწრაფია ვიდრე ლარებში.
ამასთან მეტად მიშვნელოვნად მიგვაჩია იმის აღნიშნვაც, რომ ქვეყნის ფულად-საკრედიტო სფეროს ანალიზს სრულყოფილად ვერ შევძლებთ, თუ არ განვიხილავთ, სავალუტო პოლიტიკას, როგორც მის ერთ-ერთ ორგანულ ნაწილს.
____________________
1. ხ.ბარბაქაძე. ა.გაბრიჭიძე. საქართველოს კომერციული ბანკების გადახდისუნარიანობის სახელმწიფო რეგულების მეთოდები და ინსტრუმენტები ჟურნალი „ეკონომიკა“. 2005, №11, გვ., 77-84.
2. Синки Д.Ж. (мл) Управлние финансами в коммерческих банках: Пер. с англ. 4-ое изд. М.: Catalaxy, 1994. с. 78-89.
3. L.S. Copeland, Exchange Rates and International Finance, 2000. p.23-25.
4. ხ.ბარბაქაძე. ა.გაბრიჭიძე. საქართველოს კომერციული ბანკების გადახდისუნარიანობის სახელმწიფო რეგულების მეთოდები და ინსტრუმენტები. ჟურნალი „ეკონომიკა“. 2005 №11, გვ., 77-84.
5. გ.მალაზონია. ფასიანი ქაღალდების როლი ფულის მიმოქცევის რეგულიებაში. თბ., 2002. გვ., 130-144.
6. ა.გაბრიჭიძე. ფულად-საკრედიტო სფეროს თანამედროვე მდგომარეობა. ჟურნალი „ეკონომიკა“. 2005 №11, გვ., 59-63.
7. მ.კაკულია, მ.მიგინეიშვილი. ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიზანი და პრიორიტეტები საქართველოში. ჟურნალი „ბანკი“, 2003, №14 გვ., 4-6.
8. ვლ. პაპავა. ინფლაციის ზეგავლენა ეკონომიკურ ზრდაზე პოსტკომუნისტურ საქართველოში. ჟურნალი ბანკი №1, 2000. გვ., 8-13.. ე.მექვაბიშვილი, ეკონომიკური ზრდისა და გლობალიზაციის ზემოქმედება ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზე საქართველოში, ჟურნალი „ბანკი“, 2000, №2, გვ., 3-7.
9. ი.კოვზანაძე, საქართველოს კომერციული ბანკების ფუნქციონირების პრობლემები თანამედროვე ეტაპზე, თბ., გამომცემლობა თსუ, 2002. გვ., 233.
![]() |
3.2 2.2. საბანკო სისტემის რეფორმის საკითხები |
▲ზევით დაბრუნება |
თანამედროვე საბაზრო ეკონომიკა გარდაუვალად მოითხოვს შესაბამისი საბანკო სისტემის შექმნას. გამომდინარე აქედან, საქართველოში ეჭვს არ იწვევდა ფულად-საკრედიტო სფეროს ძირფესვიანი რეკონსტრუქციის საკითხი. ეროვნული ვალუტის შემოღებამდე თავი რომ დაგვეღწია ქაოსისათვის, რომელშიც იმყოფებოდა საბანკო სისტემა, აუცილებელი იყო რადიკალური მაკროეკონომიკუკრი რეფორმების გატარება. ამ მხრივ გადაიდგა ნაბიჯები.
საქართველოში ეკონომიკური რეფორმისათვის გამოყენებული იქნა „რუსული მოდელი“, რომელიც, თავის მხრივ, „შოკური თერაპიის“ ცნობილ მიდგომას ეკუთვნებოდა. ასეთი გზის არჩევანი იძულებითი იყო, რადგან ჩვენი ქვეყანა იმყოფებოდა სამანეთო სივრცეში და მას საწყის ეტაპზე არ შეეძლო ავტონომიური ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარება და შესაბამისად, რეფორმების სხვა მიმართულებით წარმართვა, მაგრამ მოხდა მოულოდნელი რამ: საქართველომ, რომელიც ეწინააღმდეგებოდა (თუმცა დაგვიანებით) რუსული რეფორმების ყველა ნიუანსს, უცბად მიიღო უცნაური გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგებოდა არამარტო რუსულ მოდელს, არამედ საერთოდ ნორმალურ ეკონომიკურ ქცევას. საუბარია, ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზე, რომელიც რუსული მოდელით მკაცრ მიდგომას ითვალისწინებდა, ხოლო ქართული ვარიანტით არჩეულ იქნა ზელიბერალური მიდგომა. საქართველოში სხვადასხვა მოტივით დაიწყო მილიარდობით ჰაერიდან აღებული კრედიტების გაცემა, რაც აშკარად ეწინააღმდეგებოდა სარეზერვო კურსს.1
აღნიშნული მიმართულებიდან გადახვევამ რუსეთი გააღიზიანა, მიან მიიღო მკაცრი სანქციები საქართველოს მიმართ და შეწყვიტა ფულის ნიშნების გამოყოფა. საქართველოში არასწორმა გატარებულმა ფულად-საკრედიტო პოლიტიკამ მიგვიყვანა იქამდე, რომ რუსეთმა დროზე ადრე „გამოგვაგდო“ სამანეთო სივრციდან. ამას მოჰყვა ქართული კუპონის სასწრაფო დაბეჭდვა და შემოღება. რასაკვირველია ეროვნული ვალუტის შემოსაღებად ჩვენი ქვეყანა მზად არ იყო, წარმოების ტემპი ეცემოდა, არ იყო შექმნილი სავალუტო რეზერვები და ა.შ. ყოველივე ამან გაუხსნა გზა ინფლაციური პროცესების დაქარებას. მაგრამ ყველაზე უფრო დამანგრეველი აღმოჩნდა ლიბერალური საკრედიტო პოლიტიკის განხორციელება, გაღრმავება და ფულით ვაჭრობის ჩრდილოვანი ბაზრის ფორმირება, რამაც ინფლაცია ჰიპერინფლაციაში გადავიდა, თუმცა შემდგომ ამ მიმართულებით მდგომარეობა თანდათანობით გამოსწორდა.2
საქართველოში კომერციული ბანკების წინაშე მწვავედ დადგა მათი პრესტიჟის გამყარების პრობლემა. როგორც აღვნიშნეთ, ეკონომიკური რეფორმების საწყის ეტაპზე არასწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარების შედეგად საბანკო ინსტიტუტს შეელახა, რასაც მოჰყვა კლიენტების უნდობლობის გაღრმავება და ბანკების ლიკვიდაცია.
აღნიშნული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა გაზარდა კომერციული ბანკების საწესდებო კაპიტალის მოცულობა, გამკაცრდა ლიცენზიების გაცემა და ა.შ. კომერციულ ბანკებს გაეწევათ აუდიტორული მომსახურება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ე.ი. დაინერგა საბანკო აუდიტი.
მსოფლიო ბანკმა სესხის სახით გამოყო 15 მლნ დოლარი საბანკო და საგადასახადო სამსახურების რეფორმა-რეორგანიზაციისათვის. მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წამყვანი სპეციალისტების დახმარებით მოკლე დროში საბოლოოდ მიიღეს, დახვეწეს საბანკო სისტემის მემორანდუმი, რომელთა მეშვეობით გათვალისწინებული იყო საქართველოში საბანკო სისტემის ახალი კანონების შემუშავება. ჩვენი სახელმწიფო პირველი იყო მსოფლიო ბანკების ახალი წევრებიდან, ვისაც ჰქონდა საკრედიტო ხაზი „სტენბაი“. მისი გახსნა სესხის შეუფერხებელ მიღებას უზრუნველყოფდა. მიღწეული იქნა შეთანხმება ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკის რეაბილიტაციისათვის კრედიტის გამოყოფაზე. საბანკო დოკუმენტების გზავნილებები, რომელიც ხორციელდებოდა ფოსტის მეშვეობით, შეცვალა ელექტრონულმა ფოსტამ.
საბანკო სისტემის რეორგანიზაცია დაიწყო სამეურნეო რეფორმების პარალელურად, საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პერიოდი 3-4 წლით ხასიათდებოდა კრიზისის გაღრმავებით. წარმოების დაცემა, დაგროვებისა და ინვესტიციების მკვეთრი შემცირება, უმუშევრობის ზრდა, ფინანსური წონასწორობის რღვევა და სხვა ფაქტორები იწვევდა ფულზე მოთხოვნის გადიდებას. ვინაიდან ამის განხორციელების საშუალება ქვეყანას არ ჰქონდა, ბუნებრივია გაიზარდა მოთხოვნილება უცხოურ დახმარებაზე და კაპიტალზე. აღნიშნულის გამო დღის წესრიგში დადგა საბანკო მომსახურების საბაზრო მოთხოვნებზე გადაყვანის დაჩქარების აუცილებლობა. ამ მხრივ დიდი დახმარება გაგვიწია საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიო ბანკმა და სხვა საფინანსო ინსტიტუტებმა.
რადიკალური რეორგანიზაციის პროცესში საბანკო სისტემა დარეგულირდა საკანონმდებლო აქტებით. ადმინისტრაციული ზემოქმედება საბანკო საქმიანობაზე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დამუშავდა. შემუშავდა, მიღებული იქნა კანონები, რომლებიც აშკარად გამოხატავენ საბაზრო მიმართულებებზე ორიენტაციას. კანონი ეროვნული ბანკის შესახებ, მეწარმეობის შესახებ, ფასიანი ქაღალდების შესახებ და ა.შ. მათი ძირითადი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ურთიერთობა სუბიექტებს შორის ყალიბდება არა ბრძანებით და განკარგულებებით, არამედ თავისუფალი შეთანხმებებისა და მოლაპარაკებების საფუძველზე. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე საბანკო სისტემის ზედა რგოლს წარმოადგენს ეროვნული ბანკი. განხორციელდა მისი სტრუქტურის არსებითი რეორგანიზაცია, თუმცა ქვეყნის ეროვნული ბანკის ახალ საბაზრო მექანიზმთან სრული მისადაგება ჯერჯერობით დამთავრებული არ არის და ეს პროცესი გრძელდება დღესაც. ამ მხრივ გარდამავალი ეტაპი შეიძლება დამთავრებულიც კი იყოს, მთავარი ისაა, რომ ეროვნული ბანკის მთავარ ფუნქციას შეეადგენს ქვეყნის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის დამოუკიდებელი რეგულირება ისე, რომ მასში არ ჩაერიოს პარლამენტი, მთავრობა და სხვადასხვა მოძრაობა. ეროვნულმა ბანკმა განუწყვეტლივ უნდა ადევნოს თვალყური ქვეყნის შიგნით ეკონომიკურ მდგომარეობას და აგრეთვე ქვეყნის შიგნით მიმდინარე ეკონომიკურ და ფულად ურთიერთობებში მიმდინარე ცვლილებებს. ეროვნული ბანკის ერთ-ერთ ფუნქციას შეადგენს აგრეთვე ეროვნული ვალუტის ღირებულების სტაბილიზაცია საქონელთან და უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში. ეროვნულმა ვალუტამ (ლარი) პრინციპში მთლიანად შეასრულა ფულის ყველა ფუნქცია, უზრუნველყო საქონლის, კაპიტალის, კრედიტებისა და წარმოშების სხვა ფაქტორების თავისუფალი მოძრაობა ქვეყნის შიგნით და გარეთ.
გარდა აღნიშნულისა, ეროვნული (ცენტრალური) ბანკის კომპეტენციაში შედის კომერციული ბანკების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების შექმნის, ფუნქციონირებისა და საქმიანობის შეწყვეტის პროცესის რეგულირება. ამ ფუნქციების შესასრულებლად ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოიყენოს სხვადასხვა ეკონომიკური და ადმინისტრაციული მექანიზმი.
საბანკო სისტემის რეფორმის საწყის ეტაპზე განსაკუთრებით მწვავედ იჩინა თავი ბანკებში საკუთარი კაპიტალისა და ტექნიკური ბაზისის პრობლემამ, მუშაკთა კვალიფიკაციის დაბალმა დონემ და სხვა მრავალმა. სათანადო დონეზე კომერციულ ბანკებს შორის კონკურენცია არ იყო.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინიციატივით და რეკომენდაციით ქვეყანაში გაფართოვდა ბანკების ლიცენზირების პროცესი. გაიზარდა საწესდებო კაპიტალის ოდენობა. დაიმიწყო მუშაობა საქართველოში კონკურენტუნარიანი, ნამდვილად კომერციულ საწყისებზე მოქმედი ბანკების წარმოქმნისა, რომელიც გაცილებით მეტ სარგებლობას მოუტანდა ეროვნუდლ ეკონომიკას, ვიდრე მრავალრიცხოვანი წვრილი ბანკები.
ქვეყანაში გამოიკვეათა როგორც საბანკო რეფორმის მიზანი - ფასების სტაბილურობის, სრული დასაქმებისა და წარმოების რეალური მოცულობის ზრდის უზრუნველყოფა. დაევალა ეროვნულ ბანკებს, როგორც საკრედიტო-ფულადი სისტემის ცენტრალურ ორგანოს, გაეტარებინა ერთიანი სახელმწიფოებრივი პოლიტიკა დაკრედიტების, ანგარიშსწორების და სავალუტო ურთიერთობების სფეროში. სწორედ საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა მოეწესრიგებინა კომერციული ბანკების საქმიანობა და კოორდინაცია გაეწია საბანკო თამაშის წესს, დღესაც ასეა, ეროვნულ ბანკს ევალება ყოველივე ზემოთაღნიშნული. როცა საქართველო იყო სამანეთო სივრცეში, შეუძლებელი იყო დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება საბანკო სისტემის სფეროში.
საქართველოში ფართო გასაქანი მიეცა უცხოური ბანკების წარმომადგენლობების, ფილიალებისა და ერთობლივი ბანკების გახსნას.
ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლა და საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლამ მოითხოვა საბანკო სისტემის რადიკალური რეფორმა, რომლის მიზანი კი საბანკო სისტემის სრულყოფაა. 1994 წლის ოქტომბრამდე ინფლაციის თვიური ტემპი 70%25-ს აღწევდა. პირველ რიგში საჭირო იყო ჰიპერინფლაციის შეჩერება. ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკით შეჩერდა საკრედიტო ემისია, რასაც მოჰყვა საპროცენტო განაკვეთების ლიბერალიზაცია. მიმოქცევაში ფულის მასის შეზღუდვის მიზნით ამოქმედდა მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის ინსტიტუტი, რომლის დონე 20%25-ით განისაზღვრა. ამით კომერციულ ბანკებს ევალებათ მოზიდული სახსრების მეხუთედის შენახვა ეროვნულ ბანკში რეზერვის სახით. ეროვნულ ბანკს უნდა გაეტარებინა ანტიინფლაციური ღონსიძიებები და უნდა შეეჩერებინა ჰიპერინფლაცია. ფულადი მასის კონტროლისათვის მას უნდა გამოეყენებინა ისეთი რეგულატორები, როგორიცაა ბანკთაშორისი საკრედიტო განაკვეთი და სავალდებულო რეზერვების ნორმა.
ჰიპერინფლაციის პირობებში ბანკთაშორისი კრედიტის განაკვეთის მაღალი დონე სავსებით სწორ გადაწყვეტილებათ მიგვაჩნია. ამ გზით მიიღწევა სამი სახეობის ეფექტი: 1. ყველა ბანკს არ შეუძლია შეიძინოს ძვირადღირებული სახელმწიფო კრედიტი, ხოლო რაც უფრო ცოტა იქნება იმ ბანკთა რაოდენობა, რომლებიც ეროვნული ბანკიდან მიიღებენ სესხს, მით უფრო ნელა გაიზრდება ფულადი მასა მიმოქცევაში; 2. თუკი ზოგიერთი ბანკი მაინც შეიძენს ამ ძვირადღირებულ სახელმწიფო კრედიტს, იგი იძულებული იქნება მნიშვნელოვნად აამაღლოს თავისი ოპერაციების ეფექტიანობა, შეეცდება მხოლოდ ისეთი პროექტები დააკრედიტოს, რომლებიც ყველაზე კარგად იქნებიან ორიენტირებულნი მოთხოვნაზე და საკმაოდ მაღალი მოგების მიცემის გარანტიას მისცემენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ძვირადღირებული კრედიტის ამღები ბანკისათვის ძნელი იქნება ეროვნულ ბანკთან ანგარიშის გასწორება; 3. ბანკთაშორისი კრედიტის განაკვეთის ზრდას თან სდევს ჩვეულებრივი კრედიტის გაძვირება, ვინაიდან ბანკები შეეცდებიან ძვთირადღირებული სახელმწიფო კრედიტის შეძენით გამოწვეული ფინანსური დაანაკარგები მოახვიონ თავიანთ კლიენტებს. ასეთ შემთხვევაში ფულზე მოთხოვნა შემცირდება და, მაშასადამე, შედარებით ნელა გაიზრდება მიმოქცევაში ფულის მასა.3
ამასთან, ეროვნული ბანკის მანევრირების ეს ფორმა ნეგატიურ ეფექტებს წარმოქმნის წარმოების სფეროში საქონლისა და მომსახურების ბაზარზე, ვინაიდან, რაც უფრო ძვირია კრედიტი, მით უფრო ნაკლებია მიდრეკილება ინვესტიციებისადმი, მით უფრო ნელა ვითარდება ეკონომიკა. ბანკთაშორისი კრედიტის ამაღლებით ეროვნული ბანკი, ინფლაციასთან ერთად, თვით საინვესტიციო პროცესსაც ახშობს. ამიტომ ეს უკანასკნელი, რომ არ მოხდეს, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მსგავსი ეფექტების კომპენსაციისიათვის, რისთვისაც მან უნდა გამოიყენოს შესაბამისი ბერკეტები.
ეროვნული ბანკის მეორე რეგულატორის - სავალდებულო რეზერვების ნორმის საფუძველზე გამოითვლება იმ ფულადი თანხის ოდენობა, რომელიც უნდა შეიტანონ კომერციულმა ბანკებმა ეროვნულ ბანკში და რომელთა სესხად გაცემიის უფლება მათ არა აქვთ. ეროვნულმა ბანკმა ფულადი მასის კონტროლისაათვის უნდა გამოიყენოს სხვა რეგუდლატორებიც. ეროვნული ბანკი თავისუფალი უნდა იყოს მისითვის არადამაპხასიათებელი ისეთი ფუნქციებისაგან, როგორიცაა მაგალითად საწარმოთა დაკრედიტება, იგი კომერციული ბანკების საქმეა და სხვა.
ამასთან, ეროვნულ ბანკს მხოლოდ მაშინ შეუძლია ეფექტიანი ფუნქციონირება, როდესაც იგი დამოუკიდებელია ხელისუფლებისაგან და ექვემდებარება მხოლოდ კანონმდებლობას. უაღრესად რთულ პერიოდში დაიწყო თავისი საქმიანობა სახელმწიფოში ახლად შექმნილმა ეროვნულმა ბანკმა, მართალია იგი შეიქმნა მკაცრი წესების დაცვით, სათანადო უფლებების პმინიჭებით, რომ განეხორციელებინა ჯანსაღი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა. 1995 წლის ივნისში „ეროვნული ბანკის კანონის” და 1996 წლის თებერვალში „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონის მიღებით, გადაიდგა პირველი ნაბიჯი საბანკო სისტემის კანონმდებლობით სრულყოფის საქმეში. ამ კანონებმა ჩამოაყალიბეს საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც კომერციული ბანკების მაკონტროლებელი ორგანოს, პასუხისმგებლობისა და უფლებამოსილების ფარგლები. აქვე საფუძველი ჩაეყარა ლიკვიდაციის მექანიზმს. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაამყარა არა მარტო უკვე ლიცენზირებული ბანკების მოქმედების წესის ცხოვრებაში გატარება, არამედ დაიწყო ფაქტობრივად ლიცენზიების გადამოწმება. ყველა ბანკს დაევალა საკუთარი საბალანსო ანგარიშების ახალ მარეგულირებელ მოთხოვნასთან შესაბამისობაში მოყვანა, საერთო და ფინანსური მენეჯმენტის ეფექტიანობის გაზრდა და კაპიტალის სავალდებულო მნიშვნელობის მოთხოვნების დაკმაყოფილება.
განისაზღვრა საქართველოს ეროვნული ბანკის ფუნქციები, საქართველოს ეროვნული ბანკის ძირითადი ფუნქცია გახდა ფულის მიმოქცევის, დაკრედიტების, დაფინანსების, ანგარიშსწორების, სავალუტო ურთიერთობების სფეროში რესპუბლიტკაში ერთიანი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარება. ქვეყნის ფულად-საკრედიტო სისტემის მართვის მყარი ფულად მიმოქცევისა და ქართული ფულის მსყიდველობითი უნარის განმტკიცების უზრუნველყოფა, ქართული ფულის გამცვლელი რეალური კურსის დადგენა სხვა ქვეყნების ფულად ერთეულებთან. კომერციულ ბანკების კოორდინაცია და ზედამხედველობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ყოველგვარი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ის, რომ არც ერთ ცენტრალურ ბანკს არ შეუძლია წარმართოს ფულის მიწოდებისა და სარგებლის განაკვეთის ერთდროული სტაბილიზაცია. პრაქტიკით არის შემოწმებული, რომ დღემდე არც ერთი ქვეყნის ფულად-საკრედიტო დაწესებულებას არ მიუღწევია იმ დონემდე, რომ ერთდროულად უზრუნველეყო მიწოდებისა და სარგებლის განაკვეთის სტაბილიზაცია. ვთქვათ, რომ ცენტრალურმა ბანკმა მიზნად დაისახა სარგებლის განაკვეთის სტაბილიზაცია, იმიტომ, რომ მისი მერყეობა საინვესტიციო ხარჯების დესტაბილიზაციას იწვევს, რასაც ეკონომიკის დესტაბილიზაციამდე მივყავართ, მეორე შემთხვევაში თუ ეროვნული ბანკი მოინდომებს მხოლოდ ფულის მიწოდების სტაბილიზაციას, ამ პირობებში ის უნდა შეურიგდეს სარგებლის განაკვეთის მერყეობას, რაც გამოიწვევს მაკროეკონომიკურ დესტაბილიზაციას, საიდანაც გამოსვლა ძნელია.4
1995 წლის ბოლოსათვის საწარმოებისათვის სესხად გაცემული 81 მილიონი ლარიდან ვადაგადაცილებული სესხები და საპროცენტო გადასახადები 60 მილიონ ლარს ანუ 75%25-ს აღემატებოდა, ანუ მათი მოცულობა აჭარბებდა საბანკო სისტემის საერთო კაპიტალს, რაც ნიშნავს, რომ სისტემა ფაქტოლბრივად არაქმედუნარიანი იყო. ის ბანკები, რომლებიც წინდახედული მმართველობის ხელში იმყოფებოდნენ და შედარებით კარგად იყვნენ კაპიტალიზირებულნი, საბანკო სისტემის მეტად მცირე ნაწილს წარმოადგენდნენ, რათა შეექმნათ საფუძველი ეფექტური საბანკო შუამავლების გაჩენისათვის, იმ შემთხვევაშიც კი, თუ შინამეურნეობების ნდობა ბანკების, როგორც დანაზოგების შენახვის უსაფრთხო ადგილის მიმართ კვლავ აღსდგებოდა. მსგავს პრობლემებს წააწყდნენ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიც და მათ გადასალახავად მთელი რიგი ღონისძიებები იქნა ნაცადი. საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიდგომა არსებითად იყო ბანკების რეკაპიტალიზაციის მიზნით სახელმწიფო სახსრების გამოყენებისათვის თავის არიდება. ამის ორი მიზეზი არსებობდა: პირველი, ქვეყანას არ ჰქონდა ფული, ხოლო მისი უბრალო დაბეჭდვა ძირს გამოუთხრიდა სტაბილიზაციის პროცესს; და მეორე, არსებობდა საშიშროება ბანკების ახალი მაკონტროლებელი სისტემის ავტორიტეტის შერყევისა. ამ გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ ყოფილა, ვინაიდან კომერციული ბანკები, რომლებსაც სურდათ ტვირთის ნაწილი მაინც მთავრობისა და ეროვნული ბანკის ზურგზე გადაეტანათ, მთელი ძალით ეწინააღმდეგებოდნენ ამას. ისევე, როგორც ეს მოხდა ეკონომიკური რეფორმების სხვა სფეროებში. მარეგულირებელი წესების ახალი სისტემა ძალაში შევიდა 1996 წლის სექტემბრის ბოლოდან მარეგულირებელი წესდება ითვალისწინებს ღონისძიებებს, რომლებიც არა მარტო დაიცავენ ბანკს გაკოტრების საშიშროებისაგან, როდესაც ერთი დეპოზიტორი, ან მსესხებელი დახურავს თავის დეპოზიტს, ან ვერ დააბრუნებს ვალს, არამედ აიძულებს კიდევაც ბანკს ეძებოს ახალი დეპოზიტები და მსესხებლები და, შესაძლოა, სხვა ბანკებსაც გაეჯიბროს მიათ მონახვაში. ეს იყო სერთიფიკაციის პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი, რადგან აქამდე არსებული წესების დაცვის შემთხვევაში ბანკებს პრაქტიკულად არ შეეძლოთ მუშაობა, როგორც ბანკებს. შემოღებული იქნა დამატებითი შეზღუდვები ბანკის მფლობელობაზე და საბანკო ინვესტიციების მოცულობაზე. ნებისმიერ აქტციონერს, რომელიც არ წარმოადგენს სერთიფიცირებულ ბანკს, ესაჭიროება საქართველოს ეროვნული ბანკის ნებართავა ნებისმიერი ბანკის აქციების 20 პროცენტზე მეტის ფლობაზე. ბანკს არ შეუძლია ფლობდეს ნებისმიერი სხვა კომპანიის 20 პროცენტზე მეტს და ეს წილი სხვა კომპანიის კაპიტალში არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საეერთო კაპიტალის 15 პროცენტს. უფრო მეტიც, ნებისმიერი ინვესტიციის შემთხვევაშიმ ბანკი ვალდებულია ამ ინვესტიციის ტოლი რეზერვი შექმნას, როგორც საკუთარი მეორადი კაპიტალის წილი. ასეა ზოგ განვითარებად ქვეყნებშიც.
აგრეთვე, კაპიტალის ახალი განსაზღვრებები გამოიყენება მარეგულირებელ წესდებაში სხვადასხვა კოეფიციენტების გამოსათვლელად, რომლებიც საბოლოო ჯამში ბანკის მდგომამრეობის ობიექტურ შეფასებას იძლევიან. ახალი სისტემის შემოღების ძირითადი შედეგი ის იყო, რომ ბევრი ბანკი იძულებული გახდა მოეზიდა დამატებითი კაპიტალი. ეს განხორცელდა ან პირველადი კაპიტალის გაზრდით, ახალი აქციების მიყიდვით უკვე არსებული თუ ახალი მეპატრონეებისათვის, ანდა მოგების შენარჩუნების გზით მეორადი კაპიტალის გაზრდით.
ქვეყნის საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლა და ქვეყნის საფინანსო მდგომარეობაში სტაბილიზაცია შეუძლებელია ფულად-საკრედიტო ურთიერთობების რადიკალური გარდაქმნების გარეშე. მიზანშეწონილია, მოხდეს კრედიტების გაცემასთან დაკავშირებული ურთიერთობების სამართლებრივი რეგულირება. მთავარი საკითხია მიზნობრივად გაცემული კრედიტების არადანიშნუოლებით გამოყენება. კრედიტების გაცემის საკონტრაქტო ურთიეროთობების დანერგვას დიდი მნიშვძნელობა აქვს. ხელშეკრულებაში უნდა იქნეს გათვალისწინებული კრედიტორებისა და დებიტორების მოქმედების პირობები, პასუხისმგებლობა კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ამჟამად მოქმედი ნორმატიული დებულებები, რომლებითაც ეროვნული ბანკი ადმინისტრაციული წესით ზედამხედველობას უწევს კომერციულ ბანკებს, როგორც ჩანს, ნაწილობრივ ეფექტიანი არ არის და მოითხოვს გადასინჯვას, მათი სრულყოფის მიმართულებით.
საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა, უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია კომერციული ბანკების ფუნქციებისა და საქმიანობის სრულყოფაზე. აღნიშნული წარმოადგენს ეროვნული მეურნეობის დინამიკური განვითარებისა და ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის საშუალებას. კომერციული ბანკების საქმიანობაში არადამაკმაყოფილებელი ეკონომიკური შედეგები განაპირობა ბანკების აქტიური ოპერაციების დაბალმა დონემ, მათი მართვის სრულყოფის მიმართულებით ღონისძიებები არაეფექტური იყო. კომერციალი ბანკების აქტიური ოპერაციების ეფექტურობა პირდაპირ კავშირშია მსესხებელთა კრედიტუნარიანობასთან, მის წინასწარ განსაზღვრაზე. აღნიშნული რთული პროცესია და მოითხოვს მისადმი დიფერენცირებულ მიდგომას, ვინაიდან მაჩვენებელთა სისტემის გამოყენება მოითხოვს წინასწარი სამუშაოების ჩატარების ორგანიზაციას, ვინაიდან კომერციულ ბანკებში მობილიზებული ფულადი რესურსები თავისუფალი გამოყენებისათსვის როდია გათვალისწინებული, ეს უკანასკნელი დამოკიდებულია საკრედიტო პოტენციალის სწორ პროგნოზირებაზე, კლიენტების საიმედოობის მაჩვენებელზე და თავისუფალი ფულადი სახსრების გადინების შეზღუდვის მექანიზმზე, საერთო ჯამში, კომერციული ბანკების აქტიური ოპერაციების საკანონმდებლო რეგულირების მწყობრ სისტემაზე. თუ პასიური ოპერაციების მეშვეობით წარმოებს საბანკო რესურსების ფორმირება, აქტიური ოპერაციების დროს ხდება ფულადი რესურსების გამოყენება მოგების მისაღებად.5
კომერციული ბანკებისადმი ნდობის გაძლიერების მიზნით დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე აღმოსავლეთ ევროპის მრავალ პოსტსოციალისტურ ქვეყნებში გამოყენებულ მიდგომას, რომლის თანახმად ბანკები თავისუფლდება უიმედო და სეაეჭვო დებიტორული წნეხისაგან. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საქართველოში მრავალი კომერციული ბანკი შეიქმნა, ყოფილი სახელმწიფო დარგობრივი ბანკების ბაზაზე, რომლებსაც გადმოჰყვათ დებიტორული ვალები. ამას დაემატა ახალი ვალები ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისისა და პირველ ხანებში კომერციული ბანკების გამოუცდელობის გამო. ყოველივე ამან დიდი პრობლემები შექმნა არა მარტო კომერციული ბანკების წინაშე, არამედ საფრთხე შეუქმნა საერთოდ, ქვეყანაში მონეტარული პოლიტიკის რეალიზაციას. ყოველივემ დღის წესრიგში დააყენა კომერციული ბანკების ბალანსირების საეჭვო ვალებისაგან გაწმენდის აუცილებლობა.
როდესაც ადგილი აქვს წარმოების დაცემას და დარღვეულია კვლავწარმოების პროპორციები, საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებზე ზემოქმედების სელექციური მეთოდების გამოყენებას უნდა ახორციელებდეს. ამ შემთხვევაში რეგულირების მაკროეკონომიკური ინსტიტუტები გამოყენებული იქნება პრიორიტეტულ დარგებში ინვესტიციების სტიმულირების გაძლიერებისიათვის. სელექციურ მეთორდებს მიეკუთვნება კომერციული ბანკების საქმიანობის რეგულირების კონკრეტული საშუალებები, როგორიცაა, საბანკო სესხების ლიმიტირება, ცალკეული სახეობის კრედიტის გამოყენების რეგლამენტაცია, დაბალრენტაბელური საწარმოების დაკრედიტებისას კომერციული ბანკების ოპერაციებისათვის სახსრების შეღავათიანი რეფინანსირება და სხვა. სელექციური მეთოდებიდან თანამედროვე ეტაპზე შედარებით პოპულარულს წარმოადგენს სადისკონტო პოლიტიკა, ღია ბაზარზე ოპერაციები და ბანკების სავალდებულო რეზერვების ნორმატივის ცვლილებები. ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო რეგულირების მეთოდებს შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სადისკონტო განაკვეთების განსაზღვრას. სადისკონტო განაკვეთის სიდიდე წარმოადგენს სასესხო კაპიტალის ბაზარზე სახელმწიფო რეგულირების ოპერატიულ ინსტრუმენტს. ოფიციალური სადისკონტო განაკვეთი საფუძველია საბაზრო საპროცენტო განაკვეთის ფორმირების და, ამასთანავე, იგი განსაზღვრავს კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხებისა და დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთების მოცულობას. სადისკონტო განაკვეთების სიდიდის გადიდება არის დამახასიათებელი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის იმ მიმართულებისათვის, რომელიც ცნობილია მკაცრი „ძვირი ფულის“ პოლიტიკის ფორმით (ჩვენ ეს პოლიტიკას ვრცლად წინა პარაგრაფში ზემოთ შევეხეთ). სადისკონტო განაკვეთის ზრდა ანტიინფლაციური მიზნებისათვის განხორციელებულ ღონისძიებებს წარმოადგენს, რომელიც ზღუდავს კომერციული ბანკების შესაძლებლობებს, მიიღონ ეროვნული ბანკიდან სესხები და, ამასთანავე, ზრდის იმ ფულის ფასს, რომელიც ეძლევა კრედიტის სახით კომერციულ ბანკებქს და ამის გამო შესაბამისად ეკონომიკაში საკრედიტო დაბანდებები მცირდება, რაც საბოლოო ჯამში, წარმოების ამოქმედების დამუხრუჭებაში იჩენს თავს.
კომერციულ ბანკზე ზემოქმედებისას, ეროვნულ ბანკს შეუძლია გამოიყენოს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მეშვეობით ეკონომიკის რეგულირებაში ისეთი ნაციდი, უცხოეთის ქვეყნებში გავრცელებული მეთოდები, როგორიცაა, ღია ბაზარზე ცენტრალური ბანკის ოპერაციების მეთოდი, ფასიანი ქაღალდების ადრე განსაზღვრული კურსის შესაბამისად ყიდვა-გაყიდვა და სხვა. მსოფლიო პრაქტიკაში ეს მეთოდები მიჩნეულია კორმერციული ბანკების საკრედიტო დაბანდებებისა და ლიკვიდობის შედარებით მოქნილ მეთოდებად.
საქართველოში ორიარუსიანი საბანკო სისტემის ფორმირება, როგორც ცნობილია, ღრმა ეკონომიკური კრიზისის პირობებში დაიწყო. აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებისაგან განსხვავებით, სადაც ეკონომიკის სტაბილიზაცია შედარებით სწრაფად ხდებოდა, საქართველოში ეს პროცესი ნელა წარიმართა. ამ გარემოებამ შეაფერხა ეფექტიანი და ლიკვიდური საკრედიტტო ბაზრის ჩამოყალიბება. ბანკების უმრავლესობა მოუმზადებელი აღმოჩნდაა მოკლევადიანი და გრძელვადიანი დაკრედიტებისათვის. ეს გარემოება კიდევ უფრო გააღრმავა გარდამავალი ეკონომიკის კიდევ ერთმა „დაავადებამ“ - ვადის გასვლის შემდეგ კრედიტების მასობრივმა დაუბრუნებლობამ. მაღალი ინფლაციის პირობებში დაუბრუნებელი კრედიტებით გამოწვეულ ზარალს ფარავდა ბანკების მაღალი ინფლაციური შემოსავალი. მაგრამ ახლა, როცა მიღწეულია ფინანსური სტაბილიზაცია, ბანკებს არა აქვთ ალტერნატივა, მხოლოდ ის ბანკი აღმორჩნდება სიცოცხლისუნარიანი, რომელიც გააფართოვებს მომსახურების სპექტრს, მოახდენს მომსახურების დივერსიფიუაციას, გახდება ლიკვიდური დპა გაიუმჯობესებს კლიენტთა მომსახურების ფორმებსა და მეთოდებს.
საქართველოში არგადახდების პრობლემის დაძლევა, ჩვენი აზრით, მოითხოვს მთელი რიგი ეკონომიკური და ადმინისტრაციული ღონისძიებების გატარებას. საჭიროა შეიქმნას კომისიები მევალე სუბიექტების ფინანსური მდგომარეობის შესასწავლად. მათში უნდა იქნეს ჩართული ადგილობრივი ადმინისტრაციის, ბანკების, საგადასახადო, საფინანსო და საკონტროლო სამსახურების წარმომადგენლები. აღნიშნულმა კომისიებმა უნდა გამოავლინონ არგადახდათა ის ფაქტები, რომლებიც დაკავშირებულია სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობასთან, განსაზღვრონ ის სუბიექტები, რომლებსაც აქვთ სავალუტო სახსრები დეპოზიტებზე (მათ შორის უცხოეთის ბანკებში) და მიუხედავად ამისა, მაინც არ ანაღდებენ აღებულ საფინანსო ვალდებულებებს, არ იხდიან გადასახადებს. მკაცრად უნდა დაისვას საკითხი გაკოტრების კანონის საფუძველზე მათი დახურვის და აუქციონზე გაყიდვის შესახებ. არგადახდის პრობლემის დაძლევაში შეიძლება აგრეთვე გამოყენებული იქნეს საწარმოთა ვალების მიყიდვა კომერციული ბანკებისათვის აუქციონის წესის გამოყენებით. ზოგიერთ შემთხვევაში მიზანშეწონილია საწარმიოების ვალების გაცვლა სახელმწიფოს გრძელვადიან სავალო ვალდებულებებზე ან სახელმწიფო ობლიგაციებზე. გადახდისუნარიანობის კრიზისმა სამეურნეო რეფორმების პირობებში გააღრმავა ეკონომიკური კრიზისი, დაამუხრუჭა ინვესტიციური პროცესები, შეარყია საფინანსო-საბიუჯეტო და ფულად-საკრედიტო სისტემა, ამიტომ ამ პრობლემის გადაჭრაში, სახელმწიფოსთან ერთად აქტიური როლი უნდა შეასრულოს ქვეყნის საბანკო სისტემამ.
ბანკი, თავისი მთავარი საქმიანობით, ეკონომიკურ ინტერესთა მთელი სისტემის სწორი შეფასების რეალიზაციის დამცველად გვევლინება. ბანკი მუშაობს არა მხოლოდ თავისთვის მოგების მისაღებად, არამედ მთელი ეროვნული მეურნეობის განვითარებისათვის და თითოეული მოქალაქისათვის. იგი სამეურნეო ცხოვრების სპეციფიკური მოვლენაა, და აქედან გამომდინარე, ქვეყნის მასშტაბით ადამიანის სისხლძარღვთა სისტემას შეიძლება მივამსგავსოთ, ვინაიდან ანგარიშსწორების მომენტში ფული სამეურნეო ორგანიზმის ყველა უჯრედში მიედინება საქონელზე გადაცვლის მეშვეობით და ამიტ ომაც საბაზრო მეურნეობის განუყოფალ ნაწილად გვევლინება. აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ უკანასკნელ ხანს, მიუხედავად მკაცრი საგადასახადო პოლიტიკის გატარებისა, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შევსება არ მოხერხდა საკრედიტო ინსტიტუტების პარალიზების გამო. ეკონომიკურად ძლიერ ქვეყანაში ფულის მიმოქცევის ნაწილს 80-90%25-ს უნაღდო საგადასახდელო ბრუნვა წარმოადგენს, საქართველოში კი აღნიშნული მაჩყვენებელი 20%25-ს არ აღემატება. რა თქმა უნდა ეს ნიშნავს, რომ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შესავსებად იურიდიულ და ფიზიკურ პირთა დაბეგვრის მოცულობა არასრულყოფილია და ამიტომაც მოგების დამალვა საერთო კანონზომიერ პროცესად იქცა, რაც, საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვნად აფერხებს კვლავწარმოების პროცესის ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფას. ამ პრობლემების დაძლევა შესაძვლებელია, თუ მთავარი ყურადღება გადატანილი იქნება კომერციული ბანკების ფორმირებასა და განვითარებაზე. კომერციულ ბანკს საკუთარ სახსრებთან ერთად უნდა ჰქონდეს სასესხო, საკრედიტო რესურსები. მათი მოზიდვის მრავალი ხერხი არსებობს, მაგრამ ამ მექანიზმებიდან მთავარს წარმოადგენს მათი მოზიდვა ფასიანი ქაღალდებით საბანკო ოპერაციების საფუძველზე, ვინაიდან აქციები, რომლებიც დივიდენდებს იძლევა და სხვა ფასიანი ქაღალდები კომერციული ბანკების მაღალ ლიკვიდურ აქტივებად ითვლება. ეს მექანიზმი ყველაზე ეფექტურია, რამდენადაც; პირველი, იგი ეკონომიკურ პროცესებს ეფუძნება და საფუძვლად უდევს კრედიტების დაბრუნებისუნარიანობა და მეორე, ემყარება კრედიტორსა და მსესხებელს შორის სამართლებრივ ურთიერთობებს, რომლებიც განისაზღვრება საკრედიტო გარიგებაში მათი ადგილის მიხედვით.
საქართველოს საბანკო სისტემა მეტად მოუქნელი იყო შესაბამისი კანონების მიღებამდე და ამდენად საბაზრო ეკონომიკაზე ორიენტირებულ ქვეყანას მრავალ პრობლემას უქმნიდა, რომელთა შორის აღსანიშნავია: პირველი, მთავარი ის იყო, რომ ეროვნულმა ბანკმა ვერ იპოვა თავისი ადგილი ეკონომიკაში, ვერ განსაზღძვრა ჯერ კიდევ თავისი, როგორც ეკონომიკური სუბიექტის როლი, რამაც უარყოფითი გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე; მეორე, ეროვნული ბანკი ვერ ასრულებდა მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე დამოუკიდებელ საქმიანობას ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარების დროს, რადგანაც მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული პარლამენტისა და მთავრობის გადაწყვეტილებათა ზემოქმედებაზე და არ იყო დამყარებული საქმიან ურთიერთობებზე საბანკო სისტემასა და პარლამენტს შორის, ე.ი. ეროვნული ბანკი ასრულებდა პარლამენტის, საკანონმდებლო ორგანოს ყველა მითითებას.
ყოველივე აღნიშნულის მიზეზი ისიც, რომ დაკარგული იყო კონტროლის მექანიზმი ადგილებზე ფულად-საკრედიტო რესურსების მიზნობრივ გამოყენებაზე. ამ მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობდა საკრედიტო ანგარიშების სახით, რომელიც ასახავდა ყოველდღიური მონაცემების საფუძველზე, ადგილებზე ფულად-საკრედიტო სისტემის სფეროს დინამიკას, მის მდგომარეობას.
თანამედროვე ეტაპზე დიდ მიღწევად უნდა ჩაითვალოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის მიღწევა, რომელიც არის მთლიანად პასუხისმგებელი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შემუშავებისა და გატარებისათვის. განისაზღვრა საქართველოს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, კერძოდ:
1. ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი და სორციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგნოზი სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლებთან კავშირში;
2. მიმოქცევაში მყოფი ფულადი მასის მაქსიმალური საზღვრების ეკონომიკური დასაბუთება;
3. საპროცენტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები;
4. ფულად-საკრედიტო რეგულირების ძირითადი მეთოდები.
თავის მხრივ მიმოქცევაში ფულადი მასის რეგულირების ძირითადი ეკონომიკური მეთოდებია: პირველი, ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის გასაცემი კრედიტების მოცულობის განსაზღვრა; მეორე, ფასიანი ქაღალდებისა და უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვა; მესამე, ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკების მიერ გადასარიცხი აუცილებელი ნორმების დადგენა; მეოთხე, ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის გასაცემ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთების, აგრეთვე სადისკონტო და სალომბარდო განაკვეთების განსაზღვრა.
ეროვნული ბანკის საქმიანობის კანონიდან „საქართველოს ეროვნული ბანკის კანონიდან“ გამომდინარე, მთავარი ორგანო არის ქვეყნის საბანკო სისტემაში მმართველთა საბჭო, რომლის კომპეტენციაში შედის ფულად-საკრედიტო სისტემის საერთო ხელმძღვანელობა და კონტროლი. იგი ამუშავებს და განსაზღვრავს ქვეყნის ფულად-საპკრედიტო პოლიტიკის სტრატეგიას და მის მიმართულებებს საბაზრო ეკონომიკის ფორმირების ცალკეუკლ ეტაპზე. მმართველთა საბჭოს მიერ დამუშავებულ ფულად-საკრედიტო პოლიტიკის სტრატეგიულ მიმართულებებს პრაქტიკულად ცხოვრებაში ახორციელებს ეროვნული ბანკი, რომელიც, თავის მხრივ, ამუშავებს რეალური პირობების ანალიზის საფუძველზე ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ტაქტიკას, ე.ი. სტრატეგიული მიმართულებების ცალკეულ ეტაპზე გადაწყვეტის კონკრეტულ ღონისძიებებს, რაც თავის მხრივ, უკუზემოქმედებას ახდენს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულებების სრულყოფაზე. ეროვნული ბანკი, მმართველთა საბჭოს მიერ დაშვებულ რეგლამენტირებულ ფარგლებში ახდენს ფულის ენმისიას. მაშასადამე, მის კომპეტენციაში არ შედის დამოუკიდებლად ფულის ემისიის მოცულობის განსაზღვრა. ეროვნული ბანკი, მმართველთა საბჭოს მითითებებისა და დირექტივების საფუძველზე, ასევე ახლორციელებს ფინანსური ბაზრის რეგულირებას. ეროვნულ ბანკს, სარეზერვო ნორმის ცვლილებებით, კერძოდ, სარეზერვო ნორმის გადიდებით შეუძლია შეამციროს კომერციული ბანკების რეალური სარეზერვო ფონდები და ამით გამოიწვიოს ფულის მიწოდების შემცირება - კრედიტების შემცირება, ხოლო სარეზერვო ნორმის შემცირებით, პირიქით, ზრდის რეალურ სარეზერვო ფონდს და ამით საშჯუალებას აძლევს კომერციულ ბანკებს გაზარდონ ფულის მიწოდების დაპ შესაბამისად დაკრედიტების მოცულობა სასურგველი ეკონომიკუკრ-დარგობრივი მიმართულებით.
ეროვნულ ბანკს შეუძლია საფინანსო ბაზარზე მნიშვნელოვანი ზემოქმედება საპროცენტო განაკვეთების ცვლილებით. ეროვნულ ბანკს, აღნიშნული ეკონომიკური ზემოქმედების საშუალებით, შეუძლია გაზარდოს, ან შეამციროს კომერციული ბანკებისაგან კრედიტის მოთხოვნა და ამით გავლენა იქონიოს ეკონომიკის დარგთა სტიმულირებასა და ინფლაციურ პროცესებზე. აქედან გამომდინარე, კომერციულ ბანკებზე კრედიტის გაცემა უნდა მოხდეს ახალი, უფრო ეფექტიანი მექანიზმების გამოყენებით. კერძოდ, კრედიტის ამღებ კომერციულ ბანკს უნდა ჰქონდეს თავისი აუცილებელი რეზერვი ეროვნულ ბანკში, რითაც პოტენციურად გაიზრდება მოსახლეობისადმი კრედიტის შეთავაზება. აღნიშნული კრედიტი გარანტირებული უნდა იყოს სახელმწიფო სახაზინო ვალდებულებებით, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებით, რაც მასტიმულირებელ ფაქტორად იქცევა კომერციული ბანკებისათვის სახელმწიფო სახაზინო ვალდებულებათა შეძენაში.
ჩვენს სახელმწიფოში კომერციული ბანკები, სამწუხაროდ, დღევანდელ პირობებში, წარმოადგენენ მხოლოდ საკრედიტო ორგანიზაციებს, მათ ჯერ-ჯერობით არ შეუძლიათ ფართო მასშტაბით თავიანთ საქმიანობაში დანერგონ ისეთი ოპერაციები, როგორიცაა ფასიანი ქაღალდების გამოშვება-გაყიდვა, ლიზინგი, ფაქტორინგული პროცესები, ინფორმაციული და საკონსულტაციო ტიპის მომსახურებები და სხვა, რასაც თანამედროვე ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს. კომერციული ბანკების მარკეტინგული აქტივობა უშუალო კავშირშია მთელი საბანკო სისტემის სტრატეგიულ ამოცანასთან და, აქედან გამომდინარე, თანამედროვე ეტაპზე ფულად-საკრედიტო პოლიტიკის, საბანკო სისტემის სრულყოფისა და სტრატეგიული მიმართულელენბის ცხოვრებაში გატარება მისი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია.
კომერციული ბანკების მუშაობაში წარმატების საწინდარია მისი სტრატეგიული, ანუ პერსპექტიული მოღვაწეობის პროგრამის შექმნა, რომლის განხორციელების საფუძველს წარმოადგენს ბანკის სწორი სტრუქტურული, რაციონალური ორგანიზაცია და ყოველდღიური საქმიანობა. კომერციული ბანკების გავლენის სფეროს გასაფართოებლად და მისი ავტორიტეტის გასამტკიცებლად, ბანკის მოღვაწეობაში პირველხარისხოვანი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს საბანკო მარკეტინგსა და მენეჯმენტს, ანუ საბანკო საქმის სწორ ორგანიზებასა და მეცნიერულად დასაბუთებას, აქტიურ რეკლამირებას.
კომერციულ ბანკებთან ერთად საქართველოს საბანკო სისტემის მეორე საფეხურს წარმოადგენს შემნახველი სალაროები და სხვა საფინანსო-საკრედიტო დაწესებულებები. ქვეყანაში, ამჟამად არსებული საკრედიტო დაწესმებულებები რეალურად წვრილ საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტებს წარმოადგენენ, რომლებსაც არავითარი საინვესტიციო-საკრედიტო საქმიანობის განხორციელება არ შეუძლიათ.
საბანკო სისტემის რეფორმით მიღწეული უნდა იქნეს: ჯერ ერთი, საქართველოში ერთიანი დამოუკიდებელი ფულად-საკრედიტო სისტემის შექმნა ახალი საბანკო სისტემის სახით; მეორე, ამ სისტემაში ფუნქციების განაწილებითა და გადანაწილებული ფუნქციების შესრულების პასუხისმგებლობის ზრდით შეიქმნება შესაძლებლობა ქვეყანაში ფულად-საკრედიტო ურთიერთობების გაჯანსაღებისათვის; მესამე, ახალი საბანკო სისტემა უნდა წარმოადგენდეს დამოუკიდებელ მძლავრ მექანიზმს საქართველოს ეკონომიკაში, რომელიც იზოლირებული იქნება საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან ზეწოლისაგან, მათი გადაწყვეტილებების ზემოქმედებისაგან; მეოთხე, აღნიშნულ სისტემას რეალურად მიეცემა საშუალება ერთიანი მექანიზმით, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, წარმართოს ქვეყანაში დამოუკიდებლად ფულად-საკრედიტო პოლიტიკა.
ყოველივე აღნიშნული, მეტყველებს იმაზე, რომ თანამედროვე ეტაპზე, ეკონომიკური რეფორმების მიზნებმა სრულიად ახალი ამოცანების წინაშე დააყენა საქართველოს საბანკო სისტემა და პირველ რიგში ეროვნული ბანკი. ეკონომისტთა აზრით, ეკონომიკის განვითარების დაჩქარებისათვის მიზანშეწონილი იყო ლარის თანმიმდევრული დევალვაცია, აგრეთვე პრიორიტეტულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ სახელმწიფო ინვესტირების ინფრასტრუქტურის დარგებში. ფაქტობრივად, წარმოების გადაიარაღება ჩვენი საკრედიტო რესურსებით შეუძლებელია, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ლარის დევალვაციის შედეგად იმპორტი მნიშვნელოვნად არ შემცირდება, რადგან იმპორტშემცვლელი წარმოების პოტენციალი არც ისე ძლიერია. საქართველოს პროდუქცია ლარის დევალვაციის შემდეგაც ვერ გაუწევს კონკურენციას გაძვირებულ იმპორტს.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ეროვნულმა ბანკმა ისეთი ღონისძიებები უნდა გაატაროს, რომლებიც საქართველოს საბანკო სისტემას ჩამოაყალიბებენ ქვეყნის ეკონომიკის შემადგენელ ორგანულ აგრეგატად, რომელიც ხელს შეუწყობს მრეწველობის გაჯანსაღებას და აღმავლობას., რისთვისაც აუცილებელია საბანკო რესურსების კონცენტრაცია და მათი წარმართვა ქვეყნის ეკონომიკის დარგების მიხედვით.
_______________________
1. გ. გამსახურდია, ფინანსების როლი საქართველოს გარდამავალ ეკონომიკაში, თბ., გამომცემლობა „მერიდიანი“, 1997. გვ., 156. ვ. პაპავა. პოსტკომუნისტური კაპიტალიზმის პოლიტიკური ეკონომია და საქართველოს ეკონომიკა, თბ., 2002. გვ., 280-292.
2. გ. გამსახურდია, საქართველოს საფინანსო პოლიტიკის ძირითადი პრობლემები თანამედროვე ეტაპზე, თბ., გამომცემლობა „მერიდიანი“, 1995. გვ., 172.
3. გ. გამსახურდია, უახლესი პერიოდის გადაუდებელი ღონისძიებების შესახებ, ჟურნალი „მაკრო-მიკრო ეკონომიკა“, თბ., 2000, №7-8. გვ. 40-41.
4. C.P. Hallwood, R. Mac Donald, International Money and Finance, 1994 p23-26.
5. ი. კოვზანაძე, საქართველოს კომერციული ბანკების ფუნქციონირების პრობლემები თანამედროვე ეტაპზე, თბ., გამომცემლობა თსუ, 2002, გვ., 83.
![]() |
3.3 2.3. სავალუტო პოლიტიკის სტრატეგიის მიმართულებანი |
▲ზევით დაბრუნება |
ეროვნული ვალუტის კურსი მართვისათვის საჭიროა ჯერ შესწავლილი იქნას ამ ქვეყნის ეროვნულ მომხმარებელთა სოციალური კეთილდღეობის ფუნქციები. ამ ფუნქციების ოპტიმალური შერჩევა სავალუტო რეჟიმის განსაზღვრის ერთ-ერთი უმთავრესი საწინდარია. ეროვნული კეთილდღეობის პრობლემების შესწავლა უნდა მოხდეს ეტაპობრივად, შემდეგი თანმიმდევრობით: პირველ ეტაპზე: ა) არსებული სავალუტო პოლიტიკის 5 ვარიანტიდან სახელმწიფომ უნდა აირჩიოს ერთერთი; ბ) ამ ვარიანტების განხილვის შემდეგ შესწავლილი უნდა იქნას სავალუტო ბაზრის მექანიზმი ფიქსირებული და მცურავი სავალუტო კურსის პირობებში; გ) დადგინდეს, თუ როგორ უნდა მართოს ქვეყანამ ეროვნულ ვალუტაზე არსებული მოთხოვნილება; მეორე ეტაპზე: განიხილება არგუმენტები ცვალებადი სავალუტო კურსის დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ.
ამასთან, სავალუტო პოლიტიკის (სტრატეგიის) ვარიანტების რიცხვი მრავალია, რომლებიც გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყანის პრაქტიკაში და ზოგიერთ მათგანში სავალუტო კურსის რეჟიმის არასწორმა შერჩევამ გამოიწვია ეკონომიკის კრიზისული სიტუაცია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სავალუტო პოლიტიკის სტრატეგიის განსაზღვრის სწორი პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობას.
თანამედროვე ეტაპზე შეიძლება გამოვყოთ სავალუტო სტრატეგიის 5 ძირითადი ვარიანტი: 1. დროებითი არასტაბილურობის დაფინანსება; 2. სავალუტო კონტროლი; 3. „თავისუფალი მცურავი“ სავალუტო კურსები; 4. მუდმივად ფიქსირებული კურსები; 5. ვალუტის მართვადი (რეგულირებადი) „ცურვა“.1
განვიხილოთ თითოეული ვარიანტი მოკლედ. პირველი, დროებითი არასტაბილურობის დაფინანსება გამოიყენება ისეთი ვითარებისას, როდესმაც ქვეყნის საგადამხდელო დეფიციტი დროებითია და, რომელიც წარმოქმნილია ამა თუ იმ პროგნოზირებული ფაქტორის ზემოქმედებით (მაგალითად, უცხოური ვალუტის შემოდინების სეზონურობა). ამ შემთხვევაში წარმოქმნილი დეფიციტის დაკრედიტება სხვა დროს მიღებული ჭარბი რესურსების ხარჯზე, საშუალებას იძლევა ვალუტის ფიქსირებული კურსის შეუცვლელად დაბალანსდეს საერთაშორისო გადასახდელები. თუ გადასახდელები დაუბალანსებლობას აქვს აშკარად ციკლური ხასიათი, სახელმწიფოს შეუძლია თავისთი რეზერვების ამოუწურად დააფინანსოს ცვალებადი დეფიციტები საკმაოდ ხანგრძდლივი დროის განმავლობაში. სავალუტო სტრატეგიის ასეთი ვარიანტები შეიძლება ოპტიმალურად ჩაითვალოს, თუმცა, ამასთანავე, ჩვენი აზრით, შეიძლება წარმოიქმნას გაუთვალისწინებელი ვითარებებიც, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში, ძნელია დისბალანსის წარმოქმნისა და განვითარების მიზეზების განსაზღვრა. თუ ოფიციალური სავალუტო კურსი ხანგრძლივ პერსპექტივაში უკვე აღარ შეესაბამება ეკონომიკურ ვითარებას, მაშინ მისი შენარჩუნება მოითხოვს არა მარტო დროებით ღონისძიებებს, არამედ ღრმა ცვლილებების გატარებას ეკონომიკურ პოლიტიკაში, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი დანაკარგები გარდაუვალია.
ამრიგად, დროებითი არასტაბილურობის დაფინანსების სტრატეგიის ეფექტური გამოყენება შეიძლება საგადამსდელო ბალანსის მხოლოდ კარგად პროგნოზირებადი დროებითი ცვლილებების წარმოქმნის შემთხვევაში. თუ ცნობილია, რომ ეროვნულ ეკონომიკაში მიღებული დისბალანსი დროებითი ხასიათისაა, მაშინ ქვეყანას შეუძლია მიმართოს საკუთარ სავალუტო რეზერვებს. ამ შემთხვევაში გარკვეული ღონისძიებები უნდა გატარდეს იმისათავის, რომ რეზერვების შემცირებამ არ იმოქმედოს შიდა ბაზარზე ფულის მიწოდების შეფერხების თვალსაზრისით და დაელოდოს რეზერვების საერთო დონის აღდგენას მანამ, სანამ არ აღსდგება საერთო ბალანსი და ადგილი არ ექნება დადებით სალდოს; მეორე, სავალუტო კონტროლი, ანუ სახელმწიფოს მიერ სხვა სახელმწიფოსთან ყველა სახის გარიგებების მკაცრი კონტროლი არის ისეთი ინსტრუმენტი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მთავრობას გადაანაწილოს სავალუტო რეზერვები. როგორც წესი, სავალუტო კონტროლის შემოღების ძირითადი მიზეზია ვალუტის შესყიდვის მოწესრიგება სხვადასხვა, მათ შორის სოციალური მიზნების მისაღწევად. იმისიათვის, რომ სავალუტო კონტროლი იყოს ეფექტიანი საჭიროა: 1. დაგეგმვის რთული, მრავალსაფეხურიანი სისტემის არსებობა, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის ეკონომიკის ყველა თავისებურებას, მის ადგილს მსოფლიო ვაჭრობაში; 2. სავალუტო ბაზრის მონაწილეთა ინტერესებს.
სავალუტო კონტროლის გამოყენების აუცილებლობა წმინდა თეორიულად, იდეალურ ვარიანტში ეჭვს არ უნდა იწვევდეს, მაგრამ პრაქტიკამ აჩვენა, რომ მსგავს სტრატეგიას მრავალი ნაკლოვანება აქვს, გარდა ამისა, იგი ძალზედ რთულია გამოსაყენებლად.
სავალუტო სახსრების ეფექტური და რაციონალური გადანაწილების დროსაც კი, ჩვენი აზრით, საზოგადოებისათვის წარმოიქმნება მნიშვნელოვანი დანაკარგები. კერძოდ: 1. ვალუტის უკმარისობის გამო, შიდა ბაზარზე ურთიერთხელსაყრელი შეთანხმების არარსებობა; 2. სავალუტო კონტროლის სირთულე და სიმძიმე, რომელიც პირდაპირ დამოკიდებულებაშია ქვეყნის სიდიდესთან. თანაც, რაც უფრო რთულია სავალუტო კონტროლის მექანიზმი, მით უფრო არაეფექტური ხდება იგი. ასეთ ვითარებაში ქვეყანა განიცდის დიდ ფინანსურ დანაკარგებს; 3. მაკონტროლებელ ორგანოებსა და ეკონომიკურ სუბიექტებს შორის არაოპერატიული და განუვითარებელი საკომუნიკაციო კავშირი, რომლის პირობებშიც სავალუტო კონტროლი ხდება არამარტო დაბალეფექტიანი, არამედ მეტად უარყოფითვად მოქმედებს ეკონომიკის განვითარებაზე.
ეფექტიანი სავალუტო კონტროლი შესაძლებელია მხოლოდ დაგეგმვის რთული და ზუსტი სისტემის არსებობისას, რაც შეიძლება უზრუნველყოფილი იქნეს მხოლოდ ფუნდამენტური თეორიული ბაზისა და ეკონომიკური დაგეგმვისა და პროგნოზირების სფეროში დიდი პრაქტიკული გამოცდილების არსებობის პირობებში. მათი ყველა ასპექტი კი არასაკმაოდაა შესწავლილი მსოფლიოს პრაქტიკაში.
ძალზე მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ სავალუტო კონტროლის დროსაც მაინც დგას სოციალური სამართლიანობის საკითხი. თანამედროვე მსოფლიოს ნებისმიერ სახელმწიფოში არსებობს მრავალი სოციალური ჯგუფი, რომელთაც გააჩნიათ ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესები. ამიტომ, როგორი ორიენტირებაც არ უნდა ედოს საფუძვლად სახელმწიფოს მიერ გატარებულ სავალუტო კონტროლის პოლიტიკას, მან შეიძლება მხოლოდ ასახოს იმ ჯგუფების ინტერესები, რომლებიც ხელისუფლების სათავეში იმყოფდებიან. სამწუხაროდ, ჯერ არ შემუშავებულა ნორმები, რომლებიც აღიარებული იქნება ყოველი სოციალური ჯგუფის მიერ (რაც პრაქტიკულადაც შუძლებელია).2 ამიტომ სავალუტო კონტროლის იდეალური მექანიზმის პირობებშიც კი სოციალური დანაკარგები გარდაუვალია; მესამე, სავალუტო კურსების „ცურვის“ სტრატეგია იმაში გამოიხატება, რომ სახელმწიფო არ ერევა საუვალუტო კურსის დაწესებაში და იგი განისაზღვრება თავისუფალ სავალუტო ბაზარზე. „თავისუფლად მცურავი“ სავალუტო კურსების განხილვისას აუცილებელია მისთვის დამახასიათებელი ორი თავისებურების გათვალისწინება. როგორც პრაქტიკამ მოწმობს კურსების „თავისუფალი ცურვა“ იწყვევს ზედმეტად მაღალ ინფლაციას, რომლის პირობებშიც ქვეყანა დგება არჩევანის წინაშე შემდეგი პირობებიდან აირჩიოს ერთერთი: 1. შეასუსტოს ინფლაციის ზრდა, რაც განაპირობებს უმუშევრობის ზრდას; 2. გაატაროს სრული დასაქმების პოლიტიკა და შეურიგდეს ფასების ზრდას. „მცურავი სავალუტო“ კურსის დროს სახელმწიფო არ ერევა რეგულირებაში, მაშინ სავალუტო კურსების რყევა იქნება მნიშვნელოვნად დიდი, რამაც, ერთის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს ეკონომიკური კრიზისი და მეორე მხრივ, ეკონომიკური წონასწორობა; მეოთხე, მუდმივად ფიქსირებული სავალუტო კურსების დროს ცენტრალურ ბანკს უფლება აქვთ მოახდინოს მნიშვნელოვანი ძვრები ეროვნულ ეკონომიკაში, რათა იგი შეესაბამებორდეს რეალურ სავალუტო კურსს. სწორედ „თავისუფლად მცურავი“-ს საპირისპიროს წარმოადგენს ფიქსირებული სავალუტო კურსები, რომელთა გამოყენების უპირატესობა მდგომარეობს ინფლაციის შეკავებაში და სპეკულაციის აღკვეთაში. იგი ამცირებს საერთაშორისო ვაჭრობასა და ფინანსებთან დაკავშირებულ რისკს და გაურკვევლობას. ამასთან ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თუ სახელმწიფო აწესებს და ინარჩუნებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ფიქსირებულ კურსს, რომელიც არ შეესაბამება რეალურად ჩამოყალიბებულს, მაშინ ეს შექმნის კრიზისულ ვითარებას ეკონომიკაში და გამოიწვევს უცხოური ვალუტის რეზერვების დიდ დანაკარგს; მეხუთე, ვალუტის რეგულირებადი (მართვადი) ცურვა განსხვავდება “თავისუფალი ცურვისაგან” იმით, რომ სავალუტო კურსის დადგენის მომენტში თავისუფალ ბაზარზე მონაწილეობს ცენტრალური (ეროვნული) ბანკი, რომელიც აკავებს კურსის ცვალებადობას, რათა უფრო იოლი გახდეს მათი პროგნოზირება. ასეთი სახის რეგულირებისას წარმოიქმნება შემდეგი პრობლემა: როგორ შეიძლება განისაზღვროს, არის თუ არა სავალუტო კურსის მიმდინარე რყევა მისი მოძრაობის ცვლილების შედეგი, თუ იგი გამოწვეულია დროებითი მიზეზებით.
ამ სფეროში პროგნოზირება საკმაოდ რთული საქმეა, ვინაიდან კურსის წარმოქმნაზე პირდაპირ და ირიბად მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას, ამასთან, ძალზე ხშირად ეს გავლენა ურთიერთდაკავშირებულია. სუსტი შედეგის მიღებისათვის საჭიროა არა მხოლოდ სავალუტო კურსსა და მის წარმომქმნელ ფაქტორებს შორის დამოუკიდებლობის დადგენა, არამედ აუცილებელია უშუალოდ ამ ფაქტორების მნიშვნელობათა ზუსტი პროგნოზი განხილულ პერიოდში. როგორც წესი, თუ ცენტრალური ბანკი ცდება თავის გაანგარიშებებში და ჯიუტად აკავებს კურსს, რომელიც განსხვავდება ბაზარზე რეალურად ჩამოყალიბებულისაგან იწყება „ცალ კარში“ ფართო მასშტაბიანი სპეკულაციური თამაში, რომლის შედეგადაც ხდება უცხოური ვალუტის რეზერვების შემცირება და სახელმწიფოს აქვს დიდი დანაკარგები.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია განისაზღვროს სავალუტო სტრატეგიის როგორი ვარიანტია უფრო მისაღები საქართველოს სავალუტო ბაზარზე შექმნილ ვითარებისათვის?
„თავისუფლად მცურავი“ სავალუტო კურსები უფრო ხშირად გამოიყენება საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში და რომელთა ვალუტებიც, როგორც წესი, კონვერტირებადია. მცურავი კურსის წარმატებული გამოყენება შესაძლებელია სახელმწიფოს ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის პირობებში, ინფლაციის არარსებობის, ანდა მისი უმნიშვნელო დონის შემთხვევაში სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის დროს. მსგავსი სახის, თავისუფალი კურსის პოლიტიკის გატარება დღეისათვის საქართველოში, ჩვენი აზრით, არასასურველია, ვინაიდან იგი გამოიწვევს: პირველი, ინფლაციის გაძლიერებას; მეორე, მისი გამოყენება დაკავშირებულია რისკთან და გაურკვევლობასთან, რომლებსაც შეუძლიათ სავაჭრო ნაკადების მოშლა, ქვეყნის ვაჭრობის პირობების გაუარესება; მესამე, ვალუტის მსყიდველობითი უნარიანობის შემცირება; მეოთხე, მადესტაბილიზებელ ზეგავლენას საშინაო ეკონომიკაზე; მეხუთე, შეამცირებს საექსპორტო საქონლის მწარმოებელ დარგებს; მეექვსე, საგადასახადო და ფულადი პოლიტიკის გამოყენების შესაძლებლობის შეზღუდვას სრული დასაქმებისა და ფასების სტაბილურობის მისაღწევად.
ვალუტის მართვადი (რეგულირებადი) „ცურვის“ პოლიტიკის განხორციელების პროცესში სახელმწიფოს ჩარევა შედარებით უმნიშვნელოა და იგი განკუთვნილია მკვეთრი მოკლევადიანი, ხოლო ზოგჯერ საშუალოვადლიანი მოთხოვნების თავიდან ასახილებლად ან შემცირებისათვის. ასეთ ვითარებაში სახელმწიფოსათვის აუცილებელია ვალუტის მნიშვნელოვანი რეზერვის ფლობა. განვითარებული ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ რეგულირებადი „ცურვის“ არასწორად გამოყენებას მივყავართ რეზერვების მნიშვნელოვან დანაკარგებთან. მისი მართვა კი, მოითხოვს უმაღლეს პროფესიონალიზმს და შესაბამის მომზადებას. მიუხედავად ამისა, დღეისათვის ვალუტის რეგულირებადი „ცურვის“ გამოყენებამ შეიძლება მიგვიყვანოს საფინანსო ბაზარზე მეტნაკლებად პროგნოზირებადი სიტუაციების შექმნამდე.
რაც შეეხება მუდმივად ფიქსირებულ კურსებს, სავალუტო სტრატეგიის ამ ვარიანტს აქვს უპირატესობა არასტაბილური ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, სადაც შიდა კრიზისული ვითარებაა. იგი უზრუნველყოფს ინფლაციის უფრო დაბალ ტემპებს. მადესტაბილიზებელი სავალუტო სპეკულაცია ნაკლებად არის მოსალოდნელი, მრავალი ქვეყანა, რომელიც გამოდიოდა კრიზისიდან, განსაზღვრულ ეტაპზე მიმართავდა სწორედ ფიქსირებული კურსის პოლიტიკას. ფიქსირებული კურსი ემყარება ორ ძირითად პირობას: პირველი, რეზერვების არსებობას; მეორე, საგადამხდელო ბალანსის მცირე დეფიციტს. იგი გულისხმობს ვალუტის ბაზარზე მანიპულირებას ოფიციალური რეზერვების დახმარებით, ამ დროს კი მნიშვნელოვანია, რომ რეზერვები საკმარისი იყოს ვალუტის მიწოდების გასადიდებლად. იმ შემთხვევაში, როდესაც საგადამხდელო ბალანსი შედარებით გაწონასწორებულია და უარყოფითი ან დადებითი სალდო შემთხვევით წარმოიშობა, მაშინ რეზერვების გამოყენებასთან დაკავშირებით არ იქნება არავითარი პრობლემა. ამსთან, თუ ქვეყანას გააჩნია ღრმა დეფიციტი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, მაშინ სავალუტო ინსვეტიციების გამოყენება სერიოზულ პრობლემად იქცევა, რამაც შეიძლება ფიქსირებული კურსის გამოყენებისაგან უარის თქმის აუცილებლობა გამოიწვიოს. მნიშვნელოვან და მუდმივ დეფიციტებს შეუძლიათ ქვეყნის რეზერვების ნულზე დაყვანა, ხოლო არასაკმარისი რეზერვებით ქვეყანას არჩევანის ნაკლებხელსაყრელი ვარიანტები გააჩნია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენი აზრით, საქართველოში ყველაზე უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა სავალუტო რეგულირების ისეთი სისტემის არჩევა, რომელსაც გააჩნია დადებით ძვრების მიღწევის შესაძლებლობა, როგორც სავალუტო ბაზარზე, ასევე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაში. საქართველოში ამჟამად შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, უფრო მისაღებია ვალუტის რეგულირებადი მცურავი კურსის გამოყენება. საინტერესოა, თუ ვალუტის გაცვლის რა სახის მექანიზმს იყენებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში: 1984-1990 წლებში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ქვეყნები იყენებდნენ ვალუტის გაცვლის კურსის რამდენიმე მექანიზმს: 1984 წელს 95 ქვეყანას ჰქონდა მიბმული ვალუტა (იგივე ფიქსირებული). მოქნილობა, შეზღუდული ერთადერთი ვალუტის ან ვალუტების ჯგუფების მიმართებაში გააჩნდა 7 ქვეყანას, ერთობლივი შეთანხმებები 8 ქვეყანას, მოქნილობა, რომელიც იცვლება მაჩვენებლების ნაკრებთან შესაბამისად 6 ქვეყანას. (რეგულირებადი) მცურავი კურსი 20 ქვეყანას და თავისუფალი მცურავი კურსი 12 ქვეყანას. 1990 წელს 86 ქვეყანას ჰქონდა მიბმული ვალუტა. მოქნილობა, შეზღუდული ერთადერთი ვალუტის ან ვალუტების ჯგუფთან მიმართებაში გააყნია 4 ქვეყანას. ერთობლივი შეთანხმებები 10 ქვეყანას. მოქნილობა, რომელიც იცვლება მაჩვენებლების ნაკრებთად შესაბამისად 5 ქვეყანას მართვადი (რეგულირებადი) მცურავი კურსი 23 ქვეყანას და თავისუფლად მცურავი კურსი 25 ქვეყანას.3
ვალუტის თავისუფლად „ცურვას“ მიუხედავად იმისა, რომ სხვა რეჟიმებთან შედარებით აქვს ბევრი უპირატესობა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ განვითარებადი ბაზრის მქონე ქვეყნებში შესაძლებელია მისი სწრაფად და ადვილად გავრცელება. მართალია 90-იან წლებში დაგროვდა გარკვეული გამოცდილება განვითარებად ქვეყნებში ვალუტის მცურავი კურსების თვალსაზრისით (აშშ, იაპონია, ბელგია, იამაიკა, ლიბანი, ნიგერია, პარაგვაი, პერუ, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ურუგვაი, არგენტინა, ავსტრია, ბრაზილია, კანადა და ა.შ.) ეს სულაც არ იძლევა იმის საფუძველს, რომ საქართველოში ამჟამად შექმნილ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებაში ასეთი ექსპერიმენტი ჩატარდეს. ხშირ შემთხვევაში თავისუფალი მცურავი კურსის გამოყენების სიძნელეები და უარყოფითი ეკონომიკური შედეგები გადასწონიან ხოლმე მის სარიგებლიანობას, სწორედ ამიტომ, ზოგიერთი ქვეყანა ხანმოკლე, რამდენიმე თვიანი ექსპერიმენტის შემდეგ, იძულებული გახდება უარი ეთქვა მასზე (მაგალითად მექსიკა 1976-1977 წლებში, არგენტინა 1978 წელს). სიფრთხილეს იჩენს ამ საკითხში საერთაშორისო სავალუტო ფონდიც, რის გამოც განვითარებადი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა მიმართავს ფიქსირებული სავალუტო კურსის პოლიტიკას. ლარის იძულებითი დევალვაციის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა აუცილებლად უნდა გააგრძელოს ზომიერი ინტერვენციები სავალუტო ბაზარზე. წინააღმდეგ შემთხვევაში არასტაბილური და არაპროგნოზირებადი მონეტარული ვითარება და მაღალი ინფლაცია სერიოზულ პრობლემებს შექმნის ქვეყნის ეკონომიკაში.
რაც შეეხება დევალვაციას, იგი შეიძლება იყოს სამეურნეო გარდაქმნების ძალზე ძლიერმოქმედი ინსტრუმენტი (უპ. ყოვლისა ექსპორტის სტიმულირებისა და სამამულო წარმოების გამოცოცხლების სახით), მაგრამ მას სჭირდება განსაკუთრებულად დახვეწილად და მაღალპროფესიულად გამოყენება. იმ შემთხვევაში, თუკი არ იქნება გათვალისწინებული უამრავი თანმხლები გარემოება, დევალვაციას მოაქვს გაცილებით მეტი ზიანი, ვიდრე სარგებელი. იგი შეიცავს აგრეთვე სერიოზულ პოლიტიკურ რისკსაც. ვალუტის კურსის შემცირება განხილული უნდა იქნეს არა, როგორც იზოლირებული აქცია, არამედ როგორც სამეურნეო-პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. თუ მვთავრობა ვერ შეძლებს იმ ძირითადი მიზეზების აღმოფხვრას, რომლებმაც გამოიწვიეს საგადმხდელო ბალანსის მნიშვნელოვანი დეფიციტი, აგრეთვე საბიუჯეტო-საგადასახადო კრიზისი, მაშინ ვალუტის კურსის გადასინჯვის შესაძლო დადებითი ეფექტი ძალზე ხანმოკლე იქნება და იგი მომავალში კრიზისების კიდევ უფრო გაღრმავების მნიწშვნელოვანი ფაქტორი გახდება.
სავალუტო ფინანსურმა კრახმა რუსეთში 1998 წლის აგვისტოში ძლიერი დარტყმა მიაყენა საქართველოს საგადამხდელო ბალანსს, განსაკუთრებით მის მთავარ კომპონენტს - სავაჭრო ბალანსს. რუსული რუბლის ღრმა დევალვაციამ მყისვე გავლენა იქონია ამ ქვეყნის საექსპორტო პროდუქციის ფასებზე, გამოიწვია რა აშშ დოლარებში მათი დაწევა. შესაბამისად, გაძვირდა იმპორტული საქონელი რუბლებში. რუსეთის სავაჭრო პარტნიორები დსთ-სივრცეში, მათ შორის საქართველოც რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ. ამ ქვეყნების უმრავლესობაში მოქმედი მართვადი გაცვლითი კურსის ფარგლებში ვერ მოხერხა რუბლის დევალვაციის შედეგად დეფორმირებული საიმპორტო და საექსპორტო ფასების ავტომატური კორექტირება, რამაც აღნიშნული ქვეყნები დილემის წინაშე დააყენა: ან უნდა მოეხდინათ თავიანთი ეროვნული ვალუტის დევალვაცია „რუსული სცენარით“, ან კიდევ მიემართათ „მცოცავი დევალვაციის“ ტაქტიკისათვის, რომელიც ხელსაყრელ მომენტში დასრულდებოდა ცენტრალური ბანკის ინტერვენციების შეწყვეტით. საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მეორე სცენარი აირჩია, რომლის განხორციელების შედეგად ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მკვეთრი შემცირების მიუხედავად, შესაძლებელი გახდა საქართველოს საბანკო სისტემის კრიზისის თავიდან არიდება და უცხოური ვალუტის მიმართ ინტერვენციების შედარებით უმტკივნეულო შეწყვეტა თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე.
ეროვნული ბანკის მიერ ინტერვენციების შეწყვეტა მოასწავებდა გაცვლითი კურსის რეჟიმის ლიბერალიზაციას საქართველოში, რომელსაც მოჰყვა მართვადი სავალუტო კურსიდან მცურავ კურსზე გადასვლა. ეს არ არის თავისუფლად მცურავი კურსი, რადგანაც ეროვნული ბანკის ინტერვენციები შეწყდა მხოლოდ აშშ დოლარის მიმართ. რაც შეეხება ეროვნულ ვალუტას, მის მიმართ ინტერვენციები კვლავინდებურად გრძელდება, თუმცა არა იმ რეგულირებით და მოცულობით, როგორითაც აშშ დოლარის მიმართ.: ეროვნული ბანკი აშშ დოლარს იძენს (ანუ ყიდის ლარს) მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამ უცხოური ვალუტის მიწოდება თბილისის ბანკთაშორიის სავალუტო ბირჟაზე იმდენად ჭარბია, რომ იქმნება ლარის, როგორც ნომინალური, ასევე რეალური გაცვლითი კურსის უსაფუძვლოდ მკვეთრი გამყარების საშიშროება. მიუხედავად ამისა, საქართველოში ჩვენი აზრით, მოქმედი საკურსო რეჟიმი არ შეიძლება განხილულ იქნას მართვითი კურსის რეჟიმის ნაირსახეობად, რადგან ამ უკანასკნელისათვის დამახასიათებელია სისტემატური და უფრო მასშტაბური ინტერვენციები, როგორც ეროვნული, ასევე უცხოური ვალუტის მიმართ გაცვლითი კურსის მოძრაობის ერთობ ვიწრო დიაპაზონში მოსაქცევად.4
უნდა აღინიშნოს, რომ საერთოდ თავისუფალი მცურავი კურსი, როგორც ასეთი, პრაქტიკაში არსად არ გვხვდება. თვით სარეზერვო ვალუტის ემიტენტი ბანკებიც კი (აშშ ფედერალური სარეზერვო ბანკი, გერმანიი ბუნდესბანკი, იაპონიის ბანკი და ა.შ.) განსაკუთრებულ შემთხვევაში მიმართავენ ინტერვენციებს, როდესაც გაცვლითი კურსის რეგულირება ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ტრადიციული მეთოდებით ვეღარ ხერხდება.5
მცურავი კურსის რეჟიმი ძალზედ მგრძნობიარეა შიდა და გარე ეკონომიკური გართულებების მიმართ, რაც ხშირ საკურსო რყევებში გამოიხატება. აღნიშნული რყევების ამპლიტუდა და დიაპაზონი მათი მაპროვოცირებელი ფაქტორების სიმწვავეზეა დამოკიდებული და ნაკლებად მიმდინარეობს თვით საკურსო რეჟიმის მექანიზმიდან.
მცურავ კურსზე გადასვლის შემდგომ პერიოდში, საქართველოში ორჯერ ჰქონდა ადგილი სერიოზულ საკურსო რყევებს: პირველი უშუალოდ მოჰყვა ინტერვენციების შეწყვეტას აშშ დოლარის მიმართ. იგი გაცვლითი კურსის რეჟიმის შეცვლით გამოწვეული მოლოდინით იყო განპირობებული და სულ რამოდენიმე დღეში დასტაბილურდა რაც მეორე უფრო მასშტაბური და ხანგრძლივი აღმოჩნდა, რადგანაც გამოწვეული იყო, ერთი მხრივ, საგადამხდელო ბალანსის მკვეთრი გაუარესებით, 1999 წლის იანვარ-თებერვალში, ხოლო, მეორე მხრივ, ფისკალური დეფიციტის დასაფარად თბილისის ელექტროქსელდების კომპანიის (თელასის) ამონაგები თანხის მთლიანი დახარჯვით, რამაც იგივე პერიოდში ერთბაშად გაზარდა ლარის მასა მიმოქცევაში, შედეგად მივიღეთ შიდასავალუტო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების დეფორმაცია, რომელსაც მარტის დასაწყისისათვის წლის დასაწყისიდან შედარებით გაცვლითი კურსის 26,5%25-ით დაქვეითება მოჰყვა. ასეთ ვითარებაში ეროვნულმა ბანკმა კიდეევ უფრო გაამკაცრა ფულად-საკრედიტო პოლიტიკა. კერძოდ, მკვეთრად შეამცირა ფულის მიწოდება ქვეყნის შიგნით მთავრობის შიდა ხარჯების დაკრედიტების ხაზით და გაამკაცრა შიდა ვალის მომსახურების ხაზით თანხების ამოღება. ყოველივე ამან სწრაფი ეფექტი იქონია, რაც გაცვლითი კურსის უკუქცევაში გამოიხატა: 1999 წლის მარტში 1 აშშ დოლარი საშუალოდ უკვე 2,265 ლარს შეადგენდა, აპრილში 2,171, ხოლო მაისში 2,03-ს. მაისიდან მოყოლებული დღემდე ის მაჩვენებელი 1,80-1,78-ის შუალედში მერყეობს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მონეტარული პოლიტიკის პირობეში, როდესმაც საგადამხდელო ბალანსი მკვეთრ სეზონურ ზეწოლას არ განიცდის, საკურსო რყევების დიაპაზონი ნორმალურ ჩარჩოებში ექცევა და საკმაორდ პროგნოზირებადი ხდება.6
მცურავი კურსის მოძრაობაზე, განსაკუთრებით მცირე ზომის გარდამავალ ეკონომიკაში, ძალზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფისკალური ფაქტორი. დაბალი ფისკალური დისციპლინა ზემოქმედებას ახდენს საკურსო რყევებზე რამდენადაც იწვევს ეროვნული ვალუტის გარკვეული მასის გამოთავისუფლებას და უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის გაზრდას. ეს განსაკუთრებით ხილული ხდება თვის პირველ ნახევარში, როდესაც გადასახადების ამოღების დონე როგორც წესი, დაბალია. თვის მეორე ნახევარში განსაკუთრებით ბოლო დეკადაში, ფისკალური ზეწოლის შედეგად გადამხდელები იწყებენ თავიანთი დოლარული ავუარების გადაყვანას ეროვნულ ვალუტაში, რაც იწვევს ვალუტის ჭარბ მიწოდებას. საქართველოს სინამდვილეში ამგვარი მოვლენები „შესაშური“ თანმიმდევრობით განმეორდა: თვის პირველ ორ კვირაში ლარის კურსი დაბლა იწევს, ხოლო ბოლრო დღეებში მნიშვნელოვნად მყარდება.
მცურავი კურსის დინამიკაზე ასევე დიდ გავლენას ახდენს ამა თუ იმ ქვეყნის საგარეო დაფინანსება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და სხვა დონორების მიერ. მათი მიღებული მსხვილი სავალუტო სახსრების მნიშვნელოვანი ნაწილი ექვემდებარება კონვერსიას ეროვნული ბანკის მიერ და წარმართავს ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარავად, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საკურსო რეჟიმის პირობებში ინტერვენციები მკაცრად შეზღუდულია, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად, საქართველოში ეროვნული ბანკი საერთოდ არ ყიდის ვალუტას, აღნიშნულ ოპერაციას წმინდა ემისიური ეფექტი გააჩნია.
მართალია მცურავი კურსი ფიქსირებულ და მართვად კურსებთან შედარებით ნაკლებად გამოდგება ეკონომიკაში „ნორმალური ღუზის“ ფუნქციის შესასრულებლად, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, აღნიშნული საკურსო რეჟიმის შემოღება აუცილებლად გამოიწვევს ინფლაციის დაჩქარებას. იმ შემთხვევაში თუ ქვეყნის ცენტრალური ბანკი და ხელისუფლების სხვა რგოლები გაატარებენ კოორდინირებულ, ანტიემისიურ პოლიტიკას და გაზრდიან არსებული ფისკალური მექანიზმების ეფექტურობას, სავსებით შესაძლებელია მცურავი კურსის პირობებშიც კი მიღწეულ იქნას ინფლაციის კონტროლი და მისი ტემპის შემცირება, მაგრამ ამ ეფექტის მიღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადგილი არა აქვს რუსეთის კრიზისის მსგავს იმ კატაკლიზმებს, რომლის შემთხვევაშიც მცურავი საკურსო რეჟტიმი ავტომატურად ასწორებს საგარეო-ეკონომიკურ დისპროპორციებს თუმცა ექვემდებარება დაწევას და ხელს უწყობს ინფლაციური რეციდივების გაჩენას. ძლიერი მხარე ეკონომიკური დაწოლის არარსებობის პირობებში. საქართველოში შესაძლებელი გახდა ინფლაციის მოთოკვა და მისი უკუქცევაც კი. თუ 1999 წლის თებერვალში სამომხმარებლო ფასები 5,04%25-ით გაიზარდა, მარტში ეს მაჩვენებელი 1,88 იყო, აპრილში - 1,28, ამასთან მაისიდან მოყოლებული ოთხი თვის მანძილზე საქართველოში ინფლაციას საერთოდ არ ჰქონია ადგილი.
ამდენად, ინტერვენციების შეწყვეტა თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე და მცურავ კურსზე გადასვლა არ აღმოჩნდა ისეთი „ტრაგიკული“, როგორც ამას ზოგიერთი ქართველი ეკონომისტი წინასწარმეტყველებდა. ამავე დროს მცურავი კურსი საქართველოს ეკონომიკური რეალობის ერთობ ობიექტური ინდიკატორი გახდა. რომელმაც გამოაცოცხლა ქვეყნის ხელისუფლება, ცენტრალური ბანკი და აიძულა ისინი გაეტარებინათ უფრო ადეკვატური მაკროეკონომიკური პოლიტიკა.7
ცხადია, მცურავი კურსის რეჟიმი არ შეიძლება იდეალური იყოს, რადგანაც თვით საბაზრო მექანიზმი არ არის იდეალური, მაგრამ ჩვენი ქვეყნის განვითარების მიმდინარე ეტაპზე არ არის მიზანშეწონილი საკურსო რეჟიმის გადასინჯვა და კვლავ მართვად კურსზე გადასვლა.
ქვეყანაში ფულის მიმოქცევის გაუმჯობესების თვალსაზრისით უკანასკნელ პერიოდში ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებებიდან აღსანიშნავია შემდეგი: 1. სარეზერვო ფულის მოცულობის შემოღება; 2. სარისკო საწარმოებისათვის კრედიტების გაუცემლობა; 3. საპროცენტო განაკვეთების თანდათანობითი ლიბერალიზაცია და სხვა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა თავისი შედეგები გამოიღო ფულის მიმოქცევის რეგულირებისა და ლარის კურსის განმტკიცების მიმართულებით.
საყოველთაოდ არის აღიარებული, რომ ერთი ვალუტის მეორეზე კონვერტირების პირობაა მათი შეუფერხებელი ურთიერთგაცვლა, ანუ თითოეული მათგანის სასაქონლო პროდუქტებით უზრუნველყოფა. ეს იმას ნიშნავს, რომ სანამ სხვა ვალუტებთან კონვერტირების საკითხს გადავწყვეტდეთ, აუცილებელია მივაღწიოთ საკუთარ ქვეყანაში ფულის მიმოქცევის სიმტკიცეს. ეროვნული ვალუტის კონვერტირებაში იგულისხმება ოქროში ეროვნული ვალუტის დახურდავების თავისუფლება, ხოლო დღევანდელ პირობებში ეროვნული ვალუტის კონვერტირების მთავარ ნიშანს საერთაშორისო სავალუტო ფონდის განმარტებით წარმოადგენს სავალუტო შეზღუდვის დონე.
მყარი ვალუტა და კონვერტირებადი ვალუტა ერთმანეთისაგან განსხვავებული ცნებებია. მყარი ვალუტის ცნება იგულისხმება, უპირველეს ყოვლისა, მყარი ან ამაღლებული საბაზრო კურსისა და მყიდველობითუნარიანობის მქონე ვალუტა. მყარი ვალუტა შიდა ბაზარზე არ საჭიროებს ფულის მიმოქცევაში სხვადასხვა სუროგატებს და მით უმეტეს უცხოურ ვალუტებზე. მყარი ვალუტა ყოველთვის წარმოადგენს კონვერტირებადს ან „ღიას“, ხოლო კონვერტირებადი ვალუტა შეიძლება იყოს „რბილი“ მისი კურსის თანდათანობითი დაცემის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, კონვერტირება არ შეიძლება იყოს ეკონომიკური წარმატების მიღწევის უპირობო წინამძღვარი. უნდა განვასხვავოთ აგრეთვე ერთმანეთისაგან საგარეო, სრული და ნაწილობრივი კონვერტირება. სრული კონვერტირება გულისხმობს სავალუტო შეზღუდვის არ არსებობას. როგორც მიმდინარე, ისე ფინანსურ ოპერაციებში. ნაწილობრივი კონვერტირების დროს შემორჩენილია ამა თუ იმ ფორმით ვალუტის შეზღუდვა. შიდა კონვერტირების დროს ჩვეულებრივ გულისხმობენ რეზიდენტების მიმართ შეზღუდვის არარსებობას. ხოლო საგარეო კონვერტირების დროს - არარეზიდენტების შეუზღუდველობას.
საერთაშორისო ანგარიშსწორებაში მტკიცე ვალუტის გამოყენება აიოლებს სავალუტო გაცვლას. მისი მეშვეობით განისაზღვრება თანაფარდობა, რომლითაც კრედიტორის ვალუტა იცვლება მოვალის ვალუტაზე. ამ თანაფარდობას ეწოდება ვალუტის ანუ გადასაცვლელი კურსი. იგი გამოხატავს უცხოური ვალუტის ერთეულის იმ მერყევ სიდიდეს, რომლის მიღებაც შეიძლება ეროვნული ვალუტის ერთი ერთეულით. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ეროვნული ვალუტის კურსის ფიქსირებას უცხოურ ვალუტაში კოტირება ეწოდება, პრაქტიკაში ვალუტის კურსი იყოფა მყიდველის და გამყიდველის კურსად.
მყიდველის კურსით ბანკი რეზიდენტი ყიდულობს უცხოურ ვალუტას ეროვნული ვალუტით, ხოლო გამყიდველის კურსით იგი ყიდის უცხოურ ვალუტას ეროვპულზე.
ვალუტის კურსის რეგულირებისათვის გამოიყენება, როგორც აღვნიშნეთ ფიქსირებული და მცურავი ვალუტის კურსები. ფიქსირებული ვალუტის კურსი საერთაშორისო ანგარიშსწორების ისეთი სისტემაა, რომლის დროსაც ეროვნული ვალუტის თანაფარდობა უცხოურთან ოფიციალურად არის დადგენილი და შეუცვლელია, ხოლო მცურავი კურსის დროს ქვეყნებს აქვთ უფლება შინაგანი ბაზრის გაწონასწორების მიმზნით შეცვალონ გადასაცვლელი კურსი საბაზრო კონიუქტურის შესაბამისად.
ზემოთ განხილულიდან გამომდინარე, რამდენადაც ახლო პერსპექიტივაში არ შეიძლება საქართველოს ეროვნული ვალუტის საერთაშორისო არენაზე გასვლაზე ლაპარაკი, ამიტომ საჭიროა შიდა კონვერტირების მოდიფიცირებული ფორმების შემოღება, კერძოდ, გამომუშავებული ვალუტის გამოყენებაში სრული თავისუფლების დაშვება. ეროვნული ვალუტის კონვერტირების ანალიზის სწორი გაგებისათვის საჭიროა მივმართოთ იმ ქვეყნების გამოცდილებას, სადაც დიდი ხანია არსებობს კონვერტირებადი ვალუტა.
ეროვნული ვალუტის კონვერტირება ფართო გაგებით გულისხმობს ქვეყნის შიდა ბაზრის მსოფლიო ბაზართან პირდაპირი კავშირის მექანიზმს, რომელიც ნიშნავს ორმხრივიკლირინგისაგან განსხვავებით ვაჭრობის მრავალმხრივ ხასიათს და საგარეო კონკურენციისათვის ღია ეკონომიკის სათანადო დონეს. ასევე უნდა გათვალისწინებულ იქნეს ისიც, რომ კონვერტირება თავის მხრივ წარმოადგენს ეკონომიკის განსაზღვრული ტიპის დახასიათებას, რომელიც არ შეიძლება შეიქმნას ერთჯერადი სამთავრობო გადაწყვეტილების საფუძველზე. იგი ემყარება საგარეო ეკონომიკური კავშირების ორგანიზაციის სისტემას, ეკონომიკის განსაზღვრულ ხასიათსა და მდგომარეობას. ძირეულად არასწორ კონვერტირებად შეიძლება ჩაითვალოს ერთი ვალუტის მეორეზე გაცვლის თავისუფლება თანამედროვე პირობებში.
კონვერტირების პოზიტიური მხარე ნათლად ჩანს წარმოების ზემოქმედებაზე, რაც ვლინდება საგარეო კონკურენციისა და უცხოური ინვესტიციების ქვეყანაში შემოსვლით, გამყიდველებსა და მყიდველებს შორის შიდა და საგარეო ბაზრის მიმართ შერჩევის შესაძლებლობების გაფართოებით. ყოველივე აიძულებს მწარმოებლებს იყვნენ ეფექტურნი, კონკურენტუნარიანი, ტექნოლოგიურად ძლიერნი, რაც მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოსათვის საბაზარო ეკონომიკაზე გადასვლის თანამედროვე ეტაპზე. აქ უნდა შევნიშნოთ, რომ კონვერტირების დროს არ არის გამორიცხული ნეგატიური მოვლენებიც, რადგანაც ღია ეკონომიკა გულისხმობს საგარეო ზემოქმედების გაძლიერებას, ამიტომ ამან შეიძლება გამოიწვიოს პირველ ხანებში ეკონომიკის დესტაბილიზაციაც. ეროვნული ვალუტის კონვერტირების ეტაპების თეორიულ დამუშავებას არა აქვს აზრი, თუ არ არსებობს პრინციპული ეკონომიკური რეფორმების გატარების დეტალური სტრატეგია. ეროვნული ვალუტის კონვერტირებაზე მხოლოდ მაშინ შეიძლება ლაპარაკი, როდესაც იგი დაკავშირებული იქნება რეალურ ეკონომიკურ რეფორმებთან და უპირველეს ყოვლისა, ეროვნულ ვალუტაზე ფულის ყველა ფუნქციების დაბრუნებასთან, რაც განვითარებული ბაზრის შექმნის ტოლფასი იქნება.
დღევანდელ პირობებში შეუძლებელია ეროვნული ვალუტის კონვერტირების შემოღების გრაფიკის განსაზღვრა, მაგრამ შეიძლება ჩამოყალიბდეს გასატარებელი ღონისძიებები სამი მიმართულებით: პირველი, საგარეო-ეკონომიკური მიმართულებით, ეს არის სახელმწიფოსთან ერთად სახელმწიფო ბიუჯეტის როლის შემცირება; მეორე, საბაზრო სექტორის თანდათანობით განვითარებაში, დემონოპოლიზაცია, მართვის ეკონომიკური რეგულირების მეთოდებზე გადასვლა, ყველა ეკონომიკური სუბიექტისათვის სრული თავისუფლების მინიჭება; მესამე, ეკონომიკის მიზანმიმართული სტრუქტურული ცვლილებები, ღია ეკონომიკაზე თანდათანობით გადასვლა.
პრაქტიკულად აღნიშნული ღონისძიებების გატარება გულისხმობს: 1. სახელმწიფოს, ბანკების, საწარმოთა ფულადი სახსრების ერთმანეთისაგან გამოყოფას; 2. ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს ფუნქციონალური მოვალეობების გადასინჯვას; 3. საგადასახადო სისტემის სრულყოფას; 4. ბანკებს შორის კონკურენციის განვითარებას; 5. ნამდვილი ფინანსური ბაზრის ფორმირებას კომერციული კრედიტის განვითარების საფუძველზე; 6. კაპიტალის „ჰორიზონტალური” გადასვლის უზრუნველყოფას; 7. ფულის ემისიისა და მიმოქცევის მექანიზმის ჩამოყალიბებას; 8. სახელმწიფოს როლის შემცირებას ვალუტის განაწილებაში; 9. იურიდიული პირების სავალუტო დამოუკიდებლობას; 10. საგარეო სავალუტო და საკრედიტო ოპერაციების დემონოპოლიზაციას; 11. სავალუტო შეზღუდვების თანდათანობითი შემცირებას; 12. ეროვნული ფულის კურსის დადგენის სახელმწიფო მექანიზმის შექმნა. ზემოთ აღნიშნული ღონისძიებები უნდა განხორციელდეს არა ერთმანეთისაგან მოწყვეტით, არამედ კომპლექსურად, ერთმანეთის მიმართ პარალელურად.
ეროვნული ვალუტის კონვერტირების სქემა ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ: 1. კონვერტირების ელემენტები: მოქნილი საბაზრო კურსი, რომელიც რეგულირებას უკეთებს და გამოხატავს მოთხოვნა-მიწოდებას შორის თანაფარდობას. სავალუტო შეზღუდვის არარსებობა მიმდინარე და საფინანსო ოპერაციებში. არარეზიდენტის უფლება განახორციელონ ეროვნული ვალუტით ოპერაციები. 2. მსოფლიო ბაზართან კავშირის რეგულირება, შესაბამისი ვაჭრობა და საბაჟო პოლიტიკა, ფულად-საკრედიტო პოლიტიკა - ეროვნული ვალუტის კურსის რეჟიმი და მისი მხარდაჭერის ფორმები, სავალუტო კონტროლი და ა.შ. 3. საერთო ეკონომიკური პოლიტიკის ელემენტები, საბაზრო ურთიერთობათა რეგულირება და სახელმწიფო მონაწილეობა ეკონომიკის მართვაში, ფულად-საკრედიტო და საბიუჯეტო-საგადასახადო პოლიტიკის სრულყოფა.
სხვაგვარად კონვერტირების სქემა ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ: პირველი, ბაზარი (სასაქონლო და ფინანსური); მეორე, ეკონომიკური პოლიტიკა („ეკონომიკის რეგულირება, საბიუჯეტო-საგადასახადო პოლიტიკა); მესამე, სავალუტო პოლიტიკა (კურსი, რეგულირება, ბაზარი და ა.შ).
ამრიგად, ქართული ეროვნული ვალუტის კონვერტირება გულისხმობს, უპირველეს ყოვლისა, შინაგან ბაზართან ერთად საგარეო ეკონომიკური კავშირების რეჟიმის დინამიურად განვითარებას, რაც ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ეფექტური წარმოების, კონკურენტუნარიანი ექსპორტის და აქტიური საგადასახადო ბალანსის ჩამოყალიბების საფუძველია.
_____________________
1. L.S. Copeland, Exchange Rates and International Finance, 2000. p. 67-70.
2. C.P. Hallwood, R. Mac Donald, International Money and Finance, 1994. p. 46-65.
3. Ю.Г. Вешкин, Г.Л. Авагян. Банковские системы зарубежных стран. М. Экономистъ. 2004.
4. მ.კაკულია. სავალუტო სისტემის განვითარების პრობლემები საქართველოში. გამომცემლობა სტამბა შპს „ფინანსები“. თბ., 2001. გვ.,52-93
5. Ю.Г. Вешкин, Г.Л. Авагян. Банковские системы зарубежных стран. М. Экономистъ. 2004. с 45, 210, 332.
6. მ.გვიჩია. ნ.კაკაშვილი. გარდამავალი პერიოდის სავალუტო პოლიტიკის პრობლემური საკითხები. გარდამავალი პერიოდის საფინანსო-ეკონომიკური პრობლემები, ტომი VIII. თბ., ფსკი, 2005. გვ., 444-455.
7. მ.კაკულია. სავალუტო სისტემის განვითარების პრობლემები საქართველოში. გამომცემლობა სტამბა შპს „ფინანსები“. თბ., 2001. 171-209.
![]() |
4 თავი III. ფისკალური და მონეტარული სისტემების როლი ეკონომიკის სტაბილიზაციაში |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
4.1 3.1. საქართველოს ფისკალური სისტემა და მისი სრულყოფის მიმართულებანი |
▲ზევით დაბრუნება |
იმ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ამოცანებიდან, რომელიც საქართველოს უახლოეს მომავალში აქვს გადასაწყვეტი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ეკონომიკის სტაბილურობის მიღწევა, რომლის საფუძველსაც სწორი ფისკალური პოლიტიკა წარმოადგენს.
აქვე აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური განვითარების სხვადასხვა დონეზე მყოფი სახელმწიფოებისათვის ფისკალურ გადაწყვეტილებებს აქვთ განსხვავებული მიზანი: სამრეწველო განვითარებულ ქვეყნებში ეს პოლიტიკა მიზანმიმართულია უზრუნველყოს ეკონომიკური ზრდის ტემპები დინამიკაში, განვითარებულ ქვეყნებში - მიღწეული ეკონომიკური სტაბილურობიდან ეკონომიკურ ზრდაზე გადასვლა, ხოლო ისეთ გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში როგორიცაა საქართველო ფისკალური პოლიტიკა მოწოდებულია პასუხობდეს საბაზრო ეკონომიკაზე სრულყოფილი გადასვლისათვის და ეკონომიკური სტაბილურობისათვის პირობების მომზადებას.
ფისკალური პოლიტიკის როლსა და მნიშვნელობას ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების სისტემაში განსაზღვრავს ის, რომ იგი გამოიყენება არა მარტო სახელმწიფოს არსებობის ფინანსური უზრუნველყოფის (ფისკალური ფუნქცია) ან კიდევ ეკონომიკური განვითარების სტაბილიზაციის თვალსაზრისით (ეკონომიკური ფუნქცია), არამედ რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, შემოსავლებისა და რესურსების გასანაწილებლად, ე.ი. ასეთ პოლიტიკას ფისკალურთან და ეკონომიკურთან ერთად გააჩნია წმინდა სოციალური დატვირთვაც, სწორედ საბიუჯეტო-საგადასახადო პოლიტიკა არის ის უმთავრესი მექანიზმი, რომლითაც ხელისუფლება პრაქტიკულად შედის თითოეული მოქალაქის საქმიანობის არეალში და როგორც გადასახადებით, ისე სახელმწიფო ხარჯებით უშუალოდ მონაწილეობს მოქალაქეთა კანონიერი შემოსავლების ფორმირების პროცესში.
აღნიშნული მოწმობს იმას, რომ ფისკალური პოლიტიკის შეფასება მოხდეს როგორც ეკონომიკური სუბიექტის (გადასახადის გადამხდელის), ასევე სახელმწიფოს (გადასახდელების მიმღების) პოზიციებიდან. ამასთან, რომ ფისკალური პოლიტიკის ეფექტიანობის შეფასება ფიზიკური და იურიდიული პირების პოზიციიდან სამეცნიერო თვალსაზრისით ყურადღებას არ იმსახურებს, რამდენადაც თვალნათელია არსებული მიდგომა, ვინაიდან, რაც უფრო დაბალია გადასახადები, მით უკეთესია გადამხდელისათვის, მაგრამ ფისკალურ პოლიტიკას თუ სახელმწიფოს მხრიდან შევაფასებთ, იგი ორმხრივად შეიძლება წარმოდგეს: პირველი, ფისკალური პოლიტიკის ეფექტიანობის შეფასება ეკონომიკური სისტემის სამეწარმეო აქტიურობის თვალსაზრისით და, მეორე, ფისკალური პოლიტიკის ეფექტიანობის შეფასება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის მდგომარეობის თვალსაზრისით. ეს ორი მიდგომა ურთიერთსაწინააღმდეგოა, ვინაიდან, თუ ფისკალური პოლიტიკა მეორე მოდელის თვალსაზრისით, ეფექტიანად ფუნქციონირებს, შესაძლებელია სრულიად არაეფექტიანი იყოს პირველი მოდელის თვალსაზრისით.1
როგორც განვითარებულ საბაზრო ეკონომიკის ქვეყნების პრაქტიკა მოწმობს ეკონომიკის სტაბილურ ზრდას, უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყოფს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ინტენსიური ურთიერთკოორდინაცია და დაბალანსებული განხორციელება, რადგანაც ყოველივე მიმართულია მაკროეკონომიკური ამოცანების გადაწყვეტისათვის (იხ. ქვევით წარმოდგენილი ნახაზი N1. ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ურთიერთკოორდინაციის შესახებ). ამასთან, მეტად მნიშვნელოვანია განისაზღვროს თუ როგორი ფისკალური პოლიტიკის ავტომატური თუ დისკრეციული გატარებაა მიზანშეწონილი ეკონომიკის განვითარების ამ თუ იმ ეტაპზე, მაშინ როდესაც ავტომატური ფისკალური პოლიტიკის გატარება ეფუძნება „ჩაშენებული სტაბილიზატორის“ (პროგრესული საგადასახადო სისტემა, საპროცენტო განაკვეთების, ფასების დონისა და წარმოების რეალური მოცულობის ცვლილებების ავტომატური მექანიზმები) მოქმედებას, რომლებიც უზრუნველყოფენ ეკონომიკის ბუნებრივ შეგუებას საქმიან კონიუქტურის ცვლილებასთან, ხოლო დისკრეციული ფისკალური პოლიტიკა გულისხმობს: 1. სახელმწიფო ხარჯების ზრდას; 2. გადასახადების განაკვეთების შეცირებასან ორივე ბერკეტის კომბინირებულ გამოყენებას. ამ შეკითხვაზე პასუხის გასცემა შესაძლებელია ჩვენს ქვეყანაში გატარებული ფისკალური პოლიტიკის ანალიზის შემდგომ.
ნახაზი 1. ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ურთიერთკოორდინაცია
როგორც ზევით ავღნიშნეთ, საფინანსო და ფულად-საკრედიტო მექანიზმების არსებობა ეკონომისტთა წინაშე აყენებს საკითხს, ეკონომიკის სტაბილურობის თვალსაზრისით, რომელ მათგანს უნდა მიენიჭოს უპირატესობა და როგორი უნდა იყოს მათი გონივრული თანაფარდობა. რეგულირების პროცესში საფინანსო მექანიზმების გამოყენებაზე აქცენტის გაკეთება ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების კეინსიანურ ვარიანტს გულისხმობს, ხოლო ფულად-საკრედიტო მექანიზმების წინა პლანზე წამოწევა კი მონეტარიზმის სახელითაა ცნობილი. განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა მოწმობს, რომ რაციონალურია რეგულირების ორივე მიმართულების შეხამება. ამასთან, ყოველთვის შეინიშნება მონაცვლეობითი გადახრა ხან ერთ და ხან მეორე მეთოდის გაძლიერების მიმართულებით, ეკონომიკური ვითარების შესაბამისად.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების რეგულირებაში ფისკალური პოლიტიკა გადამწყეტ როლს თამაშობდა და თამაშობს. ამასთან, როგორც ანალიზი ცხადყოფს, ფისკალური პოლიტიკა მხოლოდ ტაქტიკური მიზნების შესასრულებლად გამოიყენებოდა. ფისკალური პოლიტიკის მეშვეობით სტრატეგიული და ე.წ. არაფისკალური მიზნების მიღწევა მხოლოდ 1996 წლიდან დაიწყო, როდესაც ხელისუფლებამ მიზნად დაისახა საგადასახადო ინსტრუმენტების საშუალებით სტრუქტურული ზეგავლენა მოეხდინა კერძო სექტორის საინვესტიციო აქტივობაზე. როგორც ცნობილია, რეფორმების საწყის ეტაპზე ასეთი ხელშეწყობა გამოიხატა ე.წ. „ინდივიდუალური შეღავათების“ დანერგვით, რომლებმაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებით საკმაოდ ნეგატიური პირობები შექმნა არა მარტო კერძო სექტორის ორიენტირებისათვის, არამედ, ცხადია, თვით ბიუჯეტის შესრულებისთვისაც.2
ამასთან, ფისკალური პოლიტიკის ეფექტიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მთლიანად მაკროეკონომიკური და განსაკუთრებით სამრეწველო პოლიტიკის მიზნებთან, რომელთა განსახორციელებლად საჭიროა ფისკალური პოლიტიკა იქცეს ისეთ ინსტრუმენტალურ პოლიტიკად, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება სწრაფად და სრულად მიღწეული იქნას გრძელვადიანი მაკროეკონომიკური მიზნობრივი მაჩვენებლები. ამისათვის საჭიროა დასახული იქნას ისეთი ფისკალური მაჩვენებლები, რომლების მიღწევის შემთხვევაში ერთდროულად დავაკმაყოფილებთ მრეწველობისა და სახელმწიფო ბიუჯეტის მოთხოვნებს. ფისკალური პოლიტიკის მეშვეობით გრძელვადიანი მაკროეკონომიკური მიზნობრივი მაჩვენებლების განხორციელება გულისხმობს: პირველი, „ფარული იმპორტის“ შემცირების ღონისძიებებს; მეორე, საგადასახადო სისტემის ორგანოებში კორუფციის შემცირებას; მესამე, სახელმწიფო სექტორში მიზნობრივი დაფინანსების მექნიზმის დანერგვას. ბიუჯეტის პროგრამული დაფინანსების, პროგრამების განხილვის, დამტკიცების, აღსრულების კონტროლის მწყობრ სისტემაზე გადასვლა, ამასთანავე, ნიშნავს საბიუჯეტო-საგადასახადო სისტემის თანდათანობით ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებას, საქართველოში იმ წესების დანერგვისათვის პირობების შექმნას, რომლებიც მიღებულია მსოფლიო განვითარებულ ქვეყნებში; მეოთხე, დაგეგმილი ფისკალური ღონისძიებების (მაგალითად, მრეწველობის რომელიმე დარგის რესტრუქტურიზაცია ან სანაცია) კოორდინირებას მონეტარული პოლიტიკის ღონისძიებებთან. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ფისკალური პოლიტიკის ეფექტიანობა ასევე მნიშვნელოვნად ამაღლდება, თუ მოხდება ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ღონისძიებების კოორდინაცია.
დღესდღეობით ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ღონისძიებების კოორდინაცია მხოლოდ ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსებისათვის ხორციელდება. ამ შემთხვევაში ერთ-ერთი გამოსავალი შეიძლება კომერციული ბანკების დაბეგვრის სისტემის მოდერნიზაცია იყოს. კერძოდ, შესაძლებელია ბანკებისათვის შემუშავდეს ისეთი დაბეგვრის მექანიზმი, რომელიც მათ იმპულსს მისცემს გაააქტიურონ თავიანთი საინვესტიციო საქმიანობა და გაზარდონ გრძელვადიანი აქტივების წილი თავიანთ პორტფელში. ამ ნაბიჯის შემდეგ მოკლევადიან პერსპექტივაში შეიძლება ვერ მივიღოთ გარკვეული ოდენობის ფისკალური რესურსები, მაგრამ შესაძლებელი გახდეს საინვესტიციო აქტივობის წახალისება, რაც გრძელვადიან პერიოდში მზარდი ფისკალური შემოსავლების წყაროდ იქცევა.
ფისკალური პოლიტიკის საფუძველს საგადასახადო სისტემა წარმოადგენს, რომელიც, თავის მხრივ, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობას ეფუძნება და რომელთა ლიბერალიზაცია უკვე განხორციელდა, მაგრამ ეს არ გამორიცხავს მათი სრულყოფის ღონისძიებების შემდგომი განხორციელების აუცილებლობას. აღნიშნულს ადასტურებს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტების მოსაზრებანი მოქმედ კანონმდებლობასთან დაკავშირებით.3 აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ უნდა მოხდეს მოქმედი ფისკალური მექანიზმების ფარგლებში რაციონალური საგადასახადო განაკვეთების განსაზღვრა, რაც მართალია, დღევანდელ პირობებში არ შეცვლის მოქმედ საგადასახადო სისტემას, მაგრამ მიკრო და მაკროეკონომიკური მეთოდების გამოყენების საფუძველზე ფისკალური პრიორიტეტების კორექტირება მოახდენს.
ქვეყანაში ფისკალური სფეროს გაჯანსაღებისათვის მრავალი მიმართულება არსებობს, რომელთაგანაც ჩვენ უფრო ეფექტიანადაც შემდეგი ღონისძიებების გატარება მიგვაჩნია მიზანშეწონილად: პირველი, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის პირობების შექმნა. ამჟამად მცირე საწარმოთა წილი საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა მთლიან რაოდენობაში 75 პროცენტს აჭარბებს, რაც თავისთავად დადებით მოვლენად უნდა ჩაითვალოს. ამასთან, ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინტერესები მოითხოვს მხარდაჭერის ღონისძიებათა არეალის გაფართოებას. კერძოდ, უნდა განხორციელდეს: 1. საგადასახადო რეჟიმის კიდევ უფრო გამარტივება საგადასახადო ტვირთის შენარჩუნებით, მთლიან შემოსავლებზე კონსოლიდირებული გადასახადის გამოვიყენებით; 2. დაკრედიტების ისეთი ფორმების განვითარება, რომლებიც ხელს უწყობენ რისკების შემცირებას ტრადიციულ საბანკო სესხთან შედარებით. უპირველესად ეს ეხება ლიზინგს; 3. მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა გადასინჯვა დელიცენზირების, სერტიფიცირებისა და სტანდარტიზაციის, კონტროლისა და სანქციის მოწესრიგების მიზნით; მეორე, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება. ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტიციების კლების ტენდენციები დღეისათვის მკვეთრი შემცირების ტენდენციით ხასიათდება, რაც, ჩვენი აზრით, გამოწვეულია: 1. სახელმწიფო რეგულირების არარაციონალური პოლიტიკით, რაც ვლინდება დელიცენზირების, ნებაყოფლობითი სერტფიკაციის და სტანდარტიზაციის, მაკონტროლებელთა რაოდენობისა და უფლებების მოუწესრიგებლობაში; 2. შეფარდებით უპირატესობათა ნაკლებობით, დეპრესიული ეკონომიკური ფონით, რომლის გამოსწორებაც შესაძლებელია გონივრული რეგიონალური ინტეგრაციით, საინვესტიციო გარანტიებით და საგადასახადო შეღავათები; 3. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური, მაკროეკონომიკური და სხვა სახის რისკებით, რაც შეიძლება აღმოფხვრილი იქნეს მდგრადი მაკროეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნებით; 4. კერძო და საჯარო ეროვნული დანაზოგების დაბალი დონით, საკრედიტო რესურსებზე სარგებლის მაღალი განაკვეთით. აღნიშნული ნაკლოვანებანის გამოსწორება შესაძლებელია დაზოგვის საგადასახადო წახალისებით, ანაბრების დაზღვევის სისტემის შექმნით, კონფიდენციალურობისა და ბანკებისადმი ნდობის განმამტკიცებელი ღონისძიებების გატარების მეშვეობით, არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტების საქმინაობის წახალისების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო ბაზის შექმნით, კომერციული ბანკებისათვის ფულის მიწოდებით, საპროცენტო განაკვეთების პოლიტიკის ამოქმედებისა და რაც მთავარია მნიშვნელოვანი საინვესტიციო ბიუჯეტის დაგეგმვის საფუძველზე.
გარდა აღნიშნულისა, ინვესტიციების სტიმულირებისათვის შესაძლებლად მიგვაჩნია მოგების გადასახადის განაკვეთების დიფერენციაცია და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია რეინვესტირებული მოგების საერთოდ გათავისუფლება გადასახადისაგან. ასეთი საგადასახადო მექნიზმის ამოქმედება განსაკუთერებით მიმზიდველი იქნება მცირე საწარმოებისათვის. ამასთან, მაღალი შემოსავლების მქონე ინვესტიციებზე მოგების გადასახადის დიფერენციაცია უნდა განხორციელდეს რეგრესიული შკალის გამოყენებით; მესამე, საექსპორტო საქმიანობის მოწესრიგება. კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობით ექსპორტი არ იბეგრება, რაც სავსებით შეესაბამება თავისუფალ საბაზრო ურთიერთობების პრინციპებს, ვინაიდან მისი შეზღუდვა მრავალ ნეგატიურ მოვლენასთან არის დაკავშირებული. საბაზრო ეკონომიკის კანონები ასევე განსაზღვრავს, რომ ექსპორტი უნდა გახდეს მოთხოვნა - მიწოდების დაბალი წონასწორობიდან თავის დაღწევის უმთავრესი საშუალება, ექსპორტი ინვესტიციების სანაცვლოდ.4 ექსპორტის წახალისებაში საქართველოს არცა აქვს არჩევანი საგარეო ბალანსის დეფიციტისა და საგარეო ვალების დაბრუნების პერსპექტივიდან გამომდინარე. ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის თვალსაზრისით ასევე მიზანშეწონილად მიგვაჩნია: 1. შენარჩუნდეს ხელშემწყობი საგადასახადო პირობები (მათ შორის დღგ-საგან გათავისუფლება); 2. უნდა განხორციელდეს ღონისძიებები პარტნიორი ქვეყნებისაგან ხელსაყრელი სატარიფო და არასატარიფო პირობების მისაღებად, რა მიმართულებითაც ქვეყანაში სამუშაობა ფაქტობრივად არ წარმოებს; 3. ტრეინინგებისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის გზით გაგრძელდეს ექსპორტიორ მეწარმეთა პოტენციალის გაძლიერება; 4. დაკრედიტებისა და დაზღვევის მეშვეობით გაფართოვდეს ექსპორტის ფინანსური ხელშეწყობა. ამასთან, სტრატეგიული, მაგრამ დაქვეითებული პროდუქტების მიმართ დროებით ფორმად აგრეთვე უნდა გამოვიყენოთ სუბსიდირება, რაც სახელმწიფო ბიუჯეტში ამ მიზნებისათვის განვითარების ბიუჯეტის ფარგლებში მნიშვნელოვანი თანხის გამოყოფას გულისხმობს; მეოთხე, დამატებული ღირებულების გადასახადის შემდგომი სრულყოფა, რაც, ჩვენი აზრით, უნდა განხორციელდეს ორი მიმართულებით: 1. განხორციელდეს დამატებული ღირებულების გადასახადის განაკვეთების დიფერენცირება (მსოფლიოს ყველა ცივილურ ქვეყნაში ისეთი ძირითადი გადასახადების როგორც დღგ-ია განაკვეთები დიფერენცირებულია. მაგალითად, საფრანგეთში დღგ-ს ოთხდონიანი სისტემა მუშაობს, ევროკავშირის ფარგლებში გამოიყენება დღგ-ს ორი განაკვეთი: ნორმალური-18,6%25 და შემცირებული-5,5%25, გერმანიაში დღგ-ს საშუალო განაკვეთი 15%25-ია, ხოლო ზოგიერთ საქონელსა და მომსახურებაზე 7%25 და ა.შ.); 2. აღნიშნული გადასახადის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით ასევე მიზანშეწონილად მიგვაჩნია მისი დაბრუნების პრინციპის რეალურად ამოქმედება, ვინაიდან ექსპორტის შემთხვევაში დაბრუნება ხშირად არ ხდება, რითაც ხდება თვით ამ გადასახადის დისკრედიტაცია. შედეგად, ექსპორტის დიდ ნაწილი ჩრდილოვან სფეროში ექცევა. ამასთან, ბიუჯეტი კარგავს ყველა სხვა სახის გადასახადსაც; მეხუთე, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ადგილობრივი წარმოების განვითარებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა. ხშირ შემთხვევაში ადგილობრივი წარმოება გაცილებით წამგებიან მდგომარეობაშია იმპორტთან შედარებით. კერძოდ, თუ იმპორტი და ადგილობრივი მიწოდება განთავისუფლებულია დღგ-საგან ერთდროულად, მაშინ ეს უკანასკნელი აზრს კარგავს იმპორტირებული ნედლეულის დაბეგვრის გამო, ამიტომ გადასახადისაგან უნდა განთავისუფლდეს ნედლეულის იმპორტიც და მიწოდებაც; მეექვსე, უნდა გატარდეს ქმედითი ღონისძიებები ქვეყანაში კონტრაბანდის აღკვეთისა და ექსპორტ-იმპორტის სრული აღრიცხვისათვის. გარდა ადმინისტრირების რეალური გაუმჯობესებისა, ამ მიმართებით სხვა ღონისძიებების გატარება პრაქტიკულად არავითარ ეფექტს არ მოგვცემს. ადმინისტრირების გაუმჯობესებამ უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში საგადასახადო შემოსავლების ძალზე მნიშვენელოვანი ზრდა, რაც უზრუნველყოფს მთლიან შიდა პროდუქტში საგადასახადო შემოსავლების წილის ამაღლებას. ამ მიზნით საგადასახადო ორგანოების მუშაობის ხარისხის შეფასება ბიუჯეტში შემოსავლების გეგმის შესრულების პარალელურად უნდა შეფასდეს აგრეთვე მშპ-ს მიმართ საგადასახადო შემოსავლების მობილიზების დონის გეგმური მაჩვენებლის წინასწარი განსაზღვრით; მეშვიდე, მეტად მნიშვნელოვანია საშემოსავლო გადასახადის როლის გადიდება საბიუჯეტო შემოსავლებში, რაც შესაძლებელია დასაბეგრი ბაზის რეზერვების გამოყენების საფუძველზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად ფიზიკური პირი ვალდებულია წარადგინოს საგადასახადო დეკლარაცია, თუ მისი შემოსავლები არ იბეგრება გადახდის წყაროსთან. მიუხედავად აღნიშნულისა დეკლარაცის წარდგენა შეიძლება ითქვას, რომ ძალიან იშვიათად ხორციელდება, ვინაიდან საგადასხადო ორგანოები ვერ აკონტროლებენ ასეთ შემოსავლებს. ხოლო რაც შეეხება ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული დაქირავებით მუშაობასთან შეიძლება ითქვას, რომ დაბეგვრის არეალიდან გამოდის ანუ საშემოსავლო გადასახადი, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საგადასახადო სისტემის სამართლიანობას, ვერ ასრულებს თავის სოციალურ ფუნქციას და საგადასახადო დატვირთვა მხოლოდ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დაქირავებით მომუშავე პირებზე ვრცელდება.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნული საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ფისკალური პოლიტიკა და შესაბამისად, საბიუჯეტო-საგადასახადო პოლიტიკა სახელმწიფოს აძლევს საშუალებას, ერთი მხრივ, საგადასახადო განაკვეთებითა და შეღავათებით და მეორე მხრივ, სახელმწიფო ხარჯების რეგულირება-მანიპულირებით აქტიური ზემოქმედება მოახდინოს მოსახლეობის სამომხმარებლო მოთხოვნის მოცულობასა და სტრუქტურაზე, სახელმწიფოსა და მეწარმეთა საინვესტიციო პოტენციალზე, ეკონომიკის განვითარების ციკლურობაზე და მთლიანობაში სტაბილური ეკონომიკური გარემოს შექმნაზე, რადგანაც გატარებული ფისკალური პოლიტიკის ეფექტიანობაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ქვეყნის კეთილდღეობა.
________________
1. თ.გამსახურდია. საქართველოს საგადასახადო-საბიუჟეტო სისტემის ფუნქციონირების პრობლემები თანამედროვე ეტაპზე. თსუ გამომცემლობა, თბ., 2003. გვ., 143.
2. გამსახურდია გ., უახლესი პერიოდის გადაუდებელი ღონისძიებების შესახებ, ყოველთვიური საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი მაკრო მიკრო ეკონომიკა. №7-8, 2000. გვ., 18.
3. ა.თავართქილაძე. საქართველოში საგადასახადო პოლიტიკის ფორმირების თავისებურებები თანამედროვე ეტაპზე Jურნალი „საქართველოს ეკონომიკა“. 2004. №1 გვ., 23.
4. ა.გაბრიჭიძე „საქართველოს ფისკალური სისტემა და მისი სრულყოფის მიმართულებანი“ ჟურნალი „საქართველოს ეკონომიკა“ №12 2005 გვ, 34-35.
![]() |
4.2 3.2. საქართველოს მონეტარული სისტემის დახასიათება-ანალიზი და მისი გაუმჯობესების გზები |
▲ზევით დაბრუნება |
ცენტრალური ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა ეკონომიკის სახელმწიფო-მონოპოლისტური რეგულირების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს და იგი თავისთავად მიმოქცევაში ფულადი მასის, კრედიტების მოცულობის, საპროცენტო განაკვეთების დონის, ფულადი მიმოქცევისა და კრედიტის (ერთობლივი ფულადი ბრუნვის) ცვლილებებზე მიმართულ ერთობლიობას წარმოადგენს. ერთობლივი ფულადი ბრუნვა თავისთავში მიმოქცევაში ნაღდ ფულად მასას და ბანკის ანგარიშებზე რიცხულ უნაღდო ფულს მოიცავს. ერთიანი ფულადი ბრუნვის რეგულირება სხვადასხვა ღონისძიებების მეშვეობით ხორციელდება, ერთ-ერთი რომელთაგანს მიმოქცევაში ფულადი მასის ცვლილების მიზნობრივი ორიენტირების (ფულადი მასის დინამიკის ზედა და ქვედა ზღვრების დინამიკის დადგენა - თავისი არსით ფულადი მასის მოცულობის ცვლილებებზე პირდაპირი შეზღუდვების დადგენას ნიშნავს) გამოყენება წარმოადგენს.
ცენტრალური ბანკების მეშვეობით ფულადი მასის დინამიკის რეგულირების ეფექტიანობაზე ზემოქმედ მნიშვნელოვან მომენტს მათი საკონტროლო ციფრების სახით (საფრანგეთში), ან დიაპაზონის (აშშ-ში), ან პროგნოზის (იაპონიაში) დადგენის წესი წარმოადგენს. ცენტრალური ბანკის მიერ გამოყენებადი ფულადი მასის დინამიკის ორიენტირების დადგენასა და ფულად-საკრედიტო რეგულირების სხვა ინსტრუმენტების ქმედითუნარიანობას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. მაჩვენებლების არჩევანი, რომლებიც მიზნობრივი ორიენტირების დადგენისათვის გამოიყენება, ფულადი სფეროს განვითარების ტენდენციაზე მარეგულირებელი ორგანოების წინაშე მდგარ ამოცანებზე, დასახული ორიენტირების ან მათგან გადახრების მინიმიზაციის შესრულების უზრუნველმყოფელი რეგულირების მეთოდებზეა დამოკიდებული. როგორც განვითარებული ქვეყნების გამოცდილება მოწმობს, სხვადასხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების მიერ ფულადი მასის დინამიკის მიზნობრივი ორიენტირების გამოყენება ფულადი რეგულირების სისტემის ფუნქციონირების ეფექტიანრობასა და საიმედოობას უწყობს ხელს.
ცენტრალური ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა მიმართულია ან ფულად-საკრედიტო ემისიის სტიმულირებაზე - საკრედიტო ექსპანსია, რაც წარმოების ვარდნის პირობებში კონიუნქტურის გამოცოცხლებას იწვევს, ან ფულად-საკრედიტო ემისიის შეზღუდვაზე ეკონომიკურ ზრდის პირობებში, რასაც თან სდევს კონიუნქტურის „გადახურება“ - საკრედიტო რესტრიქცია.1
განვიხილოთ საქართველოში ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ინსტრუმენტები, მათი მოქმედების ნაკლოვანებები და მდგომარეობის გაუმჯობესების გზები. ორიარუსიანი საბანკო სისტემის პირობებში ეროვნული ბანკი ძირითადად ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შემდეგ ინსტრუმენტებს იყენებდა: კომერციული ბანკების რეფინანსირებას, სავალდებულო რეზერვების ნორმების განსაზღვრას, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებით ოპერაციების განხორციელებას ღია ბაზარზე.
საქართველოში 2000 წლის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიზნობრივ ორიენტირებს საფუძვლად დაედო მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ოფიციალური საპროგნოზო პარამეტრები, რომელთა შესაბამისადაც 2000 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა განისაზღვრა 4%25-ით, ხოლო წლიური ინფლაცია - 8%25-ით (იხ. დანართი N1).
2000 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გააგრძელა თავისუფალი მცურავი კურსის რეჟიმის განხორციელება, რამაც უზრუნველყო ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი ჩამოყალიბება შიდა სავალუტო ბაზარზე ვალუტის მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობის საფუძველზე. სახელმწიფოს მიერ გატარებული სავალუტო პოლიტიკის შედეგად უზრუნველყოფილი იქნა ეროვნული ვალუტის კურსის მკვეთრი კონიუნქტურული რყევის შედეგად მოსალოდნელი ნეგატიური მოვლენებისგან საქართველოს საფინანსო სისტემისა და მთლიანად ეკონომიკის დაცვა, საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების ორი თვის იმპორტის ექვივალენტის დონეზე შენარჩუნება და ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოება.
2000 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გასატარებლად გამოიყენა მთავრობის წმინდა დავალიანების, წმინდა საშინაო და წმინდა უცხოური აქტივების, ასევე სარეზერვო ფულის ზრდის რაოდენობრივი პარამეტრები: პირველი, ლარის მსყიდველობითი უნარის შენარჩუნების მიზნით განხორციელდა სარეზერვო ფულის მასის ზრდა 16,3%25-ით, ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მიზნობრივი ორიენტირების შესაბამისად (დანართი N 2); მეორე, განხორციელდა ფულადი მასის ზრდა ფულის არაინფლაციური მიწოდებით მთავრობისა და კომერციული ბანკების დაკრედიტების გზით, მდგრადი საბანკო სისტემის შექმნითა და მოსახლეობის რეალური შემოსავლის ზრდის გათვალისწინებით უზრუნველყოფილი იქნა სადეპოზიტო ბაზის გაფართოება და შესაბამისად ფართე ფულის მასის ზრდა 20,5%25-ით (იხ. დანართები N4, N5); მესამე, მიმოქცევაში ნაღდი ფულის ზრდისა და ინფლაციური მოლოდინის გაძლიერების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაკრედიტება განხორციელდა “საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი მაჩვენებლის შესაბამისად, იმავე კანონის მე-19 მუხლის მე-16 პუნქტის გათვალისწინებით; მეოთხე, კომერციული ბანკების დაკრედიტების მიზნით უპირატესად გამოიყენეს სახელმწიფო და ფასიანი ქაღალდების უზრუნველყოფით (ლომბარდული კრედიტი, რეპო ოპერაციები) კრედიტების გაცემა. საკრედიტო რესურსები გამოყენებული იქნა ისე, რომ 2000 წლის ბოლოსთვის კომერციული ბანკების დავალიანებამ არ გადააჭარბა 12 მლნ ლარს (იხილეთ დანართი N6).
ამრიგად, 2000 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარების შედეგად: 1. თავისი მონაწილეობა შიდა სავალუტო ბაზარზე შემოფარგლა ეროვნულ ვალუტაზე კონიუნქტურული მოთხოვნის დროს უცხოური ვალუტის ჭარბი მიწოდების პირობებში უცხოური ვალუტის შესყიდვით, გააგრძელა რა შიდა სავალუტო ბაზრის შემდგომი სრულყოფა, დაასრულა ბანკთაშორისი სავალუტო ბაზრის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება, სრულყო ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ფუნქციონირების რეჟიმი, აღრიცხვისა და კონტროლის მექანიზმები; 2. განახორციელა საპროცენტო განაკვეთების დონის შემდგომი შემცირებისათვის პირობების შექმნა კომერციული ბანკების ინსტიტუციური და მათი საქმიანობის ზედამხედლველობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების სრულყოფით, ამავე მიზნით უზრუნველყო მინიმალური სარეზერვო მოთახოვნების ნორმის პერიოდული გადასინჯვა; 3. ღია ბაზარზე ოპერაციების დამკვიდრებით უზრუნველყო ფულად-საკრედიტო რეგულირების ახალი ინსტრუმენტების ათვისებით; 4. საბანკო სფეროში ლიკვიდურობის ოპერატიულად მართვისა და კომერციული ბანკების დეპოზიტებზე რიცხული ნაშთების ეფექტიანად გამოყენების მიზნით განახორციელა კომერციული ბანკების მინიმალური რეზერვების ანგარიშისა და საკორესპონდენტო ანგარიშების ეტაპობრივი გაერთიანება; 5. საბანკო დაწესებულებების მიერ საშუამავლო ოპერაციების მოცულობის გაზრდისა და კონკურენტული გარემოს შექმნის მიზნით 2000 წლის ბოლოსთვის კომერციული ბანკების განაღდებული კაპიტალის მინიმალური ოდენობა განსაზღვრა 5 მლნ ლარით.
საქართველოს 2001 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს საფუძვლად დაედო მაკროეკონომიკური მაჩვენებლების საპროგნოზო პარამეტრები, რომელთა შესაბამისადაც 2001 წლისათვის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 4%25-ით, ხოლო წლიური ინფლაცია 6%25-ით განისაზღვრა (იხ. დანართი N1).
2001 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკი ატარებდა ზომიერად მკაცრ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას და ფულის მიწოდება ახორციეებდა მხოლოდ არაინფლაციური მეთოდებით, ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, ისე, რომ ფართო ფულის მიმოქცევის სიჩქარის საშუალო წლიურმა სიდიდემ 10.2 შეადგინა. ფულის სათანადო მოცულობით ეკონომიკის უზრუნველყოფა (ფართო ფულის ზრდა) ძირითადად განხორციელდა ბანკების გარეთ არსებული ნაღდი ფულის საბანკო არხებში მიმოქცევისა და ფულის მულტიპლიკატორის ზრდის საშუალებით, სარეზერვო ფულის 14%25-ით, ზრდა კი - უპირატესად საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო აქტივების აკუმულირების გზით მოხდა (იხ. დანართები N5, N6, N8). საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაკრედიტება განხორციელდა „საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ფარგლებში, ხოლო კომერციული ბანკების დაკრედიტება - ძირითადად სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებით უზრუნველყოფილი მექანიზმებისა (ლომბარდული და რეპო ოპერაციები) და საკრედიტო აუქციონის გამოყენებით, ისე, რომ 2001 წლის ბოლოსათვის ბანკების დავალიანებამ 11 მლნ ლარს არ გადააჭარბა (იხ. დანართი N7).
2001 წელს სავალუტო პოლიტიკა კვლავ დაეფუძნა მცურავი კურსის რეჟიმს. ლარის გაცვლითი კურსი ჩამოყალიბდა სავალუტო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების შესაბამისად. საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერვენციები განხორციელდა მხოლოდ უცხოური ვალუტის მიმართ, მისი მიწოდების მოთხოვნაზე გადაჭარბების შემთხვევაში. აღსანიშნავია, ის რომ ამ პერიოდში ეროვნული ვალუტის კურსის მკვეთრი კონიუნქტურული რყევა, ამავე დროს ლარის კურსი მიმართული იყო საგარეო ბაზარზე ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობისაკენ. 2001 წლის ბოლოსათვის საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ შეადგინა 2 თვის იმპორტის ეკვივალენტი (იხ. დანართი N8).
ამრიგად, 2001 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიზნით: 1. განახორციელა სავალუტო ბაზრის ინფრასტრუქტურის სრულყოფა, ხელი შეუწყო ბანკთაშორისო ელექტრონული პუნქტების ფუნქციონირების რეჟიმს, მათი საქმიანობის კონტროლისა და აღრიცხვიანობის მექანიზმების სრულყოფას; 2. საპროცენტო განაკვეთების შემდგომი შემცირებისათვის პირობების შესაქმნელად ხელი შეუწყო საბანკო სისტემაში კონკურენტული გარემოს გაღრმავებას, უზრუნველყო ქვეყნის შიგნით დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების დანერგვა, პერიოდულად განიხილავდა მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის ნორმის გადასინჯვის მიზანშეწონილობის საკითხს; 3. ახორციელებდა სახაზინო ვალდებულებების საკუთარი პორტფელის ფორმირებას, მეორადი ბაზრის განვითარების ხელშეწყობისა და ღია ბაზარზე ოპერაციების დამკვიდრებით ფულად-საკრედიტო რეგულირების ახალი მექანიზმების ათვისებას; 4. პრუდენციული ზედამხედველობის სრულყოფით უზრუნველყოფდა საბანკო სისტემის სტაბილურ და მდგრად ფუნქციონირებას; 5. უზრუნველყოფდა კომერციული ბანკების საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდას ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების სრულად ამოქმედების მეშვეობით.
ამასთან, საქართველოს ეკონომიკაზე გარე ფაქტორების მნიშვნელოვანი ზეგავლენის თავიდან ასაცილებლად ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა უნდა წარიმართოს დასახული ლარის გაცვლითი კურსის იმ ნიშნულის მისაღწევად, რომელიც უზრუნველყოფდა საგადამხდელო ბალანსის გაუარესების თავიდან აცილებას და ძირითადი მიზნობრივი მაჩვენებლებიდან გადახრის მინიმუმამდე შემცირებას.
2002 წლის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის პრიორიტეტად ითვლებოდა ფასიანი ქაღალდების მეორადი ბაზრის განვითარებისათვის ხელშეწყობა და სახელმწიფო ფასიან ქარალდებზე დაფუძნებული მონეტარული რეგულირების ახალი მექანიზმის - ღია ბაზარზე ოპერაციების - პრაქტიკაში დანერგვა.
ამ პერიოდში ეროვნულმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთების შემდგომი შემცირების მიზნით ხელიშეუწყო საბანკო სისტემაში კონკურენციის განვითარებას. ამასთან, აქტუალური გახდა მთავრობის სასესხო დავალიანების ნაწილის გრძელვადიან სავალო ვალდებულებებად გადაფორმების საკითხი. აზელის კომიტეტის მოთხოვნატა გათვალისწინებით განისაზღვრა საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური მოცულობა, რომელიც არ უნდა ყოფილიყო საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობაზე ნაკლები. გარკვეულ წილად მოწესრიგდა რისკების მართვის მექანიზმი და არამდგრადი ეკონომიკური და საფინანსო გარემოს გათვალისწინებით ფულად-საკრედიტო პოლიტიკა წარმართა ძირითადი მიზნობრივი მაჩვენებლებიდან გადახრის გარეშე.2
საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით საქართველოს 2003 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს საფუძვლად დაედო წლიური ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 5%25-ის ფარგლებში (იხ. დანართი N1).
ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით 2003 წელს გაგრძელდა ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა, რომელიც ემყარებოდა ფულის არაინფლაციურ მიწოდებას ეკონომიკური ზრდისა და ფულის მოთხოვნის გათვალისწინებით. ფართო ფულის ზრდა ძირითადად განხორციელდა საბანკო შუამავლობის ხარისხის გაუმჯობესებისა და ფულის მულტიპლიკატორის ზრდის საშუალებით. შენარჩუნდა ეკონომიკის თანდათანობითი რემონეტიზაციის ტენდენცია იმ ანგარიშით, რომ ფართო ფულის ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან წლის განმავლობაში 0,5%25-ით გაიზარდა, ხოლო სამომხმარებლო ფასების ინდექსის მატებამ არ გადააჭარბა მის მიზნობრივ მაჩვენებელს. სარეზერვო ფული 8-10%25-ით გაიზარდა უპირატესად ეროვნული ბანკის საერთაშორისო აქტივების აკუმულირების გზით, რაც წარმოადგენს ფულის მიწოდების არაინფლაციურ წყაროს (იხ. დანართები N2, N4, N5).
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის რეალური შესაძლებლობებთან ფულის მიწოდების შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, მონეტიზაციის დონის თანმიმდევრული ზრდა მეტად მნიშვნელოვანია. იმ შემთხვევაში თუ კაპიტალის შემოდინება გაიზრდება 1%25-ით მშპ-თან მიმართებაში, მაშინ გაზრდილი ფულის მასა ნაკლებ დარტყმას მიაყენებს საფინანსო ბაზრებს მაღალი მონეტიზაციის დროს.3
ამ პერიოდში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაკრედიტება განხორციელდა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული საფინანსო პროგრამის შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ეროვნული ბანკისადმი მთავრობის წმინდა დავალიანების ზრდა არ აღემატებოდა 40 მლნ ლარს, ხოლო კომერციული ბანკების დაკრედიტება - ძირითადად ერთდღიანი საანგარიშსწორებო კრედიტების, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებით უზრუნველყოფილი მექანიზმების (ლომბარდული და რეპო ოპერაციები) და საკრედიტო აუქციონის გამოყენებით იმგვარად, რომ წლის ბოლოსათვის ბანკების დავალიანებამ ეროვნული ბანკის მიმართ 10 მლნ ლარს არ გადააჭარბა (იხ. დანართი N7).
2003 წელს სავალუტო პოლიტიკის პრიორიტეტებად განისაზღვრა დოლარიზაციის მასშტაბების შემცირება და ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა. ეროვნული ვალუტის მიმართ მოსახლეობისა და ეკონომიკური სუბიექტების ნდობის გაზრდის მიზნით მნიშვნელოვან ამოცანად დაისახა მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის ფარგლებში ლარის კურსის რყევის ვიწრო დიაპაზონის შენარჩუნება და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების დაგროვება (იხილეთ დანართი N8). საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერვენციები განხორციელდა მხოლოდ უცხოური ვალუტის მიმართ მისი მიწოდების მოთხოვნაზე მეტობის შემთხვევაში, ლარის რეალური გაცვლითი კურსის დინამიკის გათვალისწინებით. ამასთან, საკურსო პოლიტიკა მკვეთრად არ ზღუდავდა იმპორტს, რადგან ამას შეიძლება გამოეწვია ფასების საგრძნობი მატება და კაპიტალის ფორმირების პროცესის შეფერხება. 2003 წლის ბოლოსათვის საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ შეადგინა არანაკლებ 2 თვის იმპორტის ეკვივალენტისა (იხილეთ დანართი N8).
საბანკო სისტემის ლიკვიდურობის ოპტიმალურად მართვისა და ეროვნული ვალუტის, როგორც გადახდისა და ინვესტირების საშუალების, მოქმედების არეალის შემდგომი გაფართოებისათვის ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყო ლარში დენომინირებული ახალი ფინანსური ინსტრუმენტების ათვისება და უკვე არსებულის ეფექტიანად გამოყენება. დაიხვეწა ეროვნულ ბანკთან არსებული ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის ყოველდღიურად ჩატარების პროცესი. ამავდროლულად, შემოღებულ იქნა ერთდღიანი საანგარიშსწორებო კრედიტების გაცემის პრაქტიკა საპროცენტო განაკვეთების გამოცხადებით. რეპო ოპერაციების გააქტიურებისათვის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახორციელებდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსგან სახაზინო ვალდებულებების პირდაპირი შესყიდვა იმის გათვალისწინებით, რომ წლის ბოლოსათვის ეროვნული ბანკის მიერ შესყიდული სახაზინო ვალდებულებების მოცულობა არ აღემატებოდა 5,0 მლნ ლარს. სახელმწიფო ობლიგაციების მეორადი ბაზრის ჩამოყალიბების მიზნით განხორციელდა ეროვნული ბანკის მიმართ 1998 წელს წარმოშობილი მთავრობის სასესხო დავალიანების გრძელვადიან სავალო ვალდებულებებში გადაფორმება, რის საფუძველზედაც შეიქმნა სახელმწიფო ობლიგაციების პორტფელი. ეროვნულმა ბანკმა სახელმწიფო ობლიგაციების პორტფელი გამოიყენა ღია ბაზარზე ოპერაციების განსახორციელებლად.
საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების პრიორიტეტებისა და ქვეყნის ეკონომიკაში მოსალოდნელი სტრუქტურლი ცვლილებების გათვალისწინებით საქართველოს 2004 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს საფუძვლად დაედო წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 5-6%25-ის ფარგლებში.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფულის მიწოდება განახორციელა მასზე მოთხოვნის შესაბამისად, ისე, რომ ფართო ფულის მასა ნომინალურ მშპ-თან შედარებით წინმსწრები ტემპით გაიზარდა. სარეზერვო ფულის მოცულობამ მოიმატა 16-17%25-ით, უპირატესად - ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების აკუმულირების გზით. ამასთან, ფართო ფულის მატება მოხდა ფულადი მულტიპლიკატორის ზრდის ხარჯზე (იხ. დანართები N4, N5). ეროვნული ვალუტით საბანკო შუამავლობის გაუმჯობესებისა და დოლარიზაციის შეზღუდვის მიზნით შემცირდა კომერციული ბანკების მიერ ლარით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა. ეროვნული ვალუტით მოზიდული სახსრების მიმართ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაკმაყოფილება ნაწილობრივ მოხდა კომერციული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე რიცხული საშუალო ნაშთით.
ფულის მიწოდება საქართველოს მთავრობის დაკრედიტების მეშვეობით განხორციელდა „საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ფარგლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული საფინანსო პროგრამის შესაბამისად, ისე, რომ მთავრობის წმინდა დავალიანების ზრდამ წლის ბოლოსათვის 26,5 მლნ ლარი შეადგინა.4
ეროვნულმა ბანკმა ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ეფექტიანობის შემდგომი გაზრდის მიზნით შედარებით გააქტიურა ღია ბაზრის ოპერაციები, უპირატესად - რეპო ოპერაციების ხარჯზე. ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნის საგრძნობი მატების შემთხვევაში ეს ინსტრუმენტი გამოყენებულ იქნა ფულის მიწოდების ალტერნატიულ წყაროდ. ამასთან, შესაძლო ჭარბი ფულადი მასის განეიტრალებისათვის, რეპო ოპერაციების განსახორციელებლად შეიქმნა ეროვნული ბანკის სახაზინო ვალდებულებათა პორტფელი და მისმა ნომინალურმა ღირებულებამ წლის ბოლოსათვის 9,8 მლნ ლარი შეადგინა.5
საქართველოში ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ინსტრუმენტების გამოყენების ანალიზმა ასევე დაგვანახა, რომ მათ შორის ყველაზე სუსტ რგოლს წარმოადგენს ოპერაციები ღია ბაზარზე, რომელიც საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში ძალიან მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს. აღნიშნული მოწმობს, რომ მიზანშეწონილი იქნებოდა ამ ინსტრუმენტის შემდგომი სრულყოფისა და ფართედ დანერგვის მიზნით გაგვეხილა მისი ფუნქციონირების მექანიზმი, რომელიც გამოიყენება განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში. ამ ქვეყნებში ფასიანი ქაღალდების ემისია განიხილება ფართო და ვიწრო გაგებით. კერძოდ, ცენტრალიზებული ემისია ფართო გაგებით გამოიყენება, როგორც ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების ინსტრუმენტი, ხოლო ვიწრო გაგებით - ფულის მიმოქცევაზე მოქმედი და ფულადი მასის მოცულობის მართვის მექანიზმი, სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტების დეფიციტის არაემისიური დაფინანსების საშუალება, მოსახლეობისა და საწარმოების დროებით თავისუფალი ფულადი საშუალებების მობილიზების და მის ხარჯზე ქვეყნის წინაშე მდგარი სხვადასხვა ამოცანების გადაწყვეტის შესაძლებლობა.
აშშ-ში ყველაზე მეტად არის განვითარებული ფედერალური სარეზერვო სისტემის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებით ოპერაციები ღია ბაზარზე. ამ ოპერაციებით, რომლებიც შეადგენს წლიური ბრუნვის 4/5-ს, ფედერალური სარეზერვო სისტემა აქტიურ ზეგავლენას ახდენს ფასიანი ქაღალდების მიწოდების მოცულობაზე და კურსზე. ფასიანი ქაღალდების გაყიდვების მოცულობის გაზრდით ფედერალური სარეზერვო სისტემა ნაღდი ფულის მოზიდვით ამცირებს მიმოქცევაში ფულის მასას, ხოლო ფასიანი ქაღალდების შესყიდვით კი ზრდის მიმოქცევაში ფულის მასას.6
ღია ბაზარზე ოპერაციებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს რეპო გარიგებებს, ანუ შეთანხმებებს ფასიანი ქაღალდების უკან გამოსყიდვის შესახებ, რომელიც დაიდება ფედერალურ სარეზერვო ბანკსა და კომერციულ ბანკებს შორის. თორმეტი ფედერალური სარეზერვო ბანკის გაერთიანებულ საბალანსო ანგარიშგებაში ცალკე გამოიყოფა პოზიცია „ფედერალური მთავრობის ფასიანი ქაღალდების გაყიდვაზე შეთანხმების უკანგამოსყიდვით შენახვა“. ახორციელებს რა ამგვარ გარიგებას, ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკი კონტრაქტის საფუძველზე იძენს დილერებისგან ფასიან ქაღალდებს. ეს კონტრაქტი აიძულებს გამყიდველს გამოისყიდოს აღნიშნული ფასიანი ქაღალდები უკან იმავე ფასში, წინასწარ განსაზღვრულ ვადაში მომავალში (ჩვეულებრივ ეს ვადა შეადგენს 15 დღეს). როგორც წესი, კონტრაქტში გათვალისწინებულია ამ ვადის პროლონგირება. მხარეებს უფლება აქვთ შეწყვიტონ გარიგება უკანი გამოსყიდვის შესახებ ფაქტიურად წინასწარი გაფრთხილების გარეშე. პროცენტის ნორმა რომელიც ამოიღება უკან გამოსყიდვის შეთანხმებიდან შეესაბამება ფედერალური სარეზერვო ფონდის არსებულ განაკვეთებს. ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფუნქციონირების უცხოეთის გამოცდილების შესწავლამ დაგვანახა, რომ თავდაპირველად ოპერაციები ღია ბაზარზე ზრდიან საბანკო რეზერვებს და დეპოზიტებს თანაბარი ოდენობით, ხოლო იმის შემდეგ როდესაც ბანკები გამოიყენებენ ახლად შექმნილ რეზერვებს, კრედიტების და სესხების გაცემის მეშვეობით, ღია ბაზარზე პირველად შესყიდვებთან შედარებით დეპოზიტები იზრდება მულტიპლიკატორული გაფართოების ეფექტის შესაბამისად, რაც ჩვენი აზრით საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფუნქციონირების პროცესში უნდა გავითვალისწინოთ.
ამრიგად, საქართველოში ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ისეთი ინსტრუმენტის გამოყენება, როგორიცაა ოპერაციები ღია ბაზარზე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის მაკროეკონომიკურ რეგულირებას.
კომერციული ბანკების დაკრედიტება და საჭიროების შეთხვევაში საქართველოს საბანკო სისტემიდან ჭარბი ლიკვიდობის ამოღება ღია ბაზრის ოპერაციებთან ერთად ხორციელდა ერთდღიანი კრედიტების, ერთდღიანი დეპოზიტებისა და საკრედიტო რესურსების აუქციონების საშუალებით, ისე, რომ კომერციული ბანკების დავალიანებამ ეროვნული ბანკის მიმართ წლის ბოლოსათვის 30 მლნ ლარი შეადგინა (იხილეთ დანართი N7).
ეროვნული ბანკი სავალუტო პოლიტიკას ისევ ახორციელებდა მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის ფარგლებში და მის პრიორიტეტად განისაზღვრა ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის განმტკიცება, რაც მიღწეულ იქნა ლარის რეალური ეფექტიანი გაცვლითი კურსის ისეთი დინამიკის უზრუნველყოფით, რომელმაც ხელი შეუწყო ექტსპორტ-იმპორტის ოპტიმალური თანაფარდობის ჩამოყალიბებას, ფასების სტაბილურობის პირობებში. ეროვნულმა ბანკმა კვლავ მოახდინა საერთაშორისო რეზერვების აკუმულირება. სავალუტო ინტერვენციები განხორციელდა უცხოური ვალუტის მიმართ, მისი მიწოდების მოთხოვნაზე გადაჭარბების შემთხვევაში. ამასთან, შეძლებისდაგვარად შემცირდა გაცვლითი კურსის სეზონური კონიუნქტურული რყევების დიაპაზონი. სავალუტო პოლიტიკა წარიმართა ისე, რომ ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ წლის ბოლოსათვის 1.7 თვის იმპორტის ეკვივალენტი შეადგინა (იხილეთ დანართები N 8).
ეროვნული ვალუტით დენომინირებული ფინანსური ინსტრუმენტების ლიკვიდურობის გასაზრდელად სახაზინო ვალდებულებათა ბაზარზე დამკვიდრდა ე.წ. პირველადი დილერების ინსტიტუტი.
საქართველოს საბანკო სისტემის მდგრადობის უზრუნველყოფის პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრა მისი თანმიმდევრული კონსოლიდაცია. ამ მიზნით დაიწყო კომერციული ბანკების მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის ეტაპობრივი ზრდა.
მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის გარემოება, რომ ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარებაში წინააღმდეგობრივი ხასიათი ვლინდება ეკონომიკის დიდი მასშტაბების გამო ფულადი მასის რეგულირებით რეალურ სექტორზე ზემოქმედების შეუძლებლობაში. აღნიშნულის მიზეზად მიგვაჩნია ის, რომ მონეტარული ზემოქმედების კლასიკური არხების ზემოქმედება ეკონომიკაზე შეზღუდულია, რადგან, ერთი მხრივ, განუვითარებელია ფასიანი ქაღალდების ბაზარი, მეორე მხრივ კი, საპროცენტო განაკვეთების დინამიკა უფრო მეტად არის დამოკიდებული სტრუქტურულ ფაქტორებზე, ვიდრე მონეტარულ კონდიციებზე. მართალია ეროვნული ბანკის ხელშია სარეზერვო ფულის მოცულობის მართვა, მაგრამ მონეტარული გადაცემის ამ არხს ზღუდავს M2 ფულადი მულტიპლიკატორის დაბალი მაჩვენებელი, რის გამოც არ ხდება სარეზერვო ფულის დეპოზიტების მეშვეობით გამრავლება.
ეკონომიკის განვითარებისათვის სტაბილური მონეტარული ფონის შექმნის მიუხედავად ეკონომიკა კრიზისიდან მაინც ვერ გამოვიდა. ყურადღებას იმსახურებს იმის აღნიშვნაც, რომ ცენტრალურ ბანკს ჯერ-ჯერობით არ შეუძლია საპროცენტო განაკვეთის რეგულირება, ამიტომ მონეტარული პოლიტიკის ძირითად შუალედურ ორიენტირს ფულადი მასის ზრდა და სავალუტო კურსის დინამიკა წარმოადგენს, რომელიც არსებით გავლენას ახდენენ ინფლაციურ პროცესზე.7
აღნიშნულ პროცესში ლარის ნომინალურმა გაცვლითმა კურსმა მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს მოსახლეობის ინფლაციური მოლოდინის ჩამოყალიბებაში, როგორც ფინანსური სისტემის სტაბილურობის მარტივმა და თვალსაჩინო მაჩვენებელმა. აქვე უნდა შევნიშნოთ ისიც, რომ სამომხმარებლო ბაზარზე იმპორტული საქონლის მაღალი ხვედრითი წილი და სავალუტო რისკებისაგან დაზღვევის მიზნით საქონლის ფასების უცხოური ვალუტით დაფიქსირების გავრცელებული პრაქტიკა უნდა განხორციელდეს პერსპექტივაშიც, ვინაიდან იგი ხელს უწყობს, რომ ფასების დინამიკა მგრძნობიარე გახდეს საკურსო ცვლილებების მიმართ და სწორედ ესეც განაპირობებს ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას.
გარდამავალი ეკონომიკის თანამედროვე ეტაპზე ფულად-საკრედიტო პოლიტიკამ მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიაქციოს წინააღმდეგობების აღმოფხვრას, რომელიც წარმოიშობა სავალუტო ბაზარზე.8 მხედველობაში გვაქვს კაპიტალის სტერილიზაციის პრობლემის გადაწყვეტა. სავალუტო ბაზარზე წინააღმდეგობების წარმოშობა განპირობებულია, ჩვენი აზრით, შემდეგი მიზეზებით: 1. ინვესტიციების მოცულობის ზრდით, რომელთა შორის მნიშვნელოვანია ოფიციალურად აღურიცხავი, ფარული ინვესტიციების წილი, რომელიც თავის მხრივ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსებასთან ერთად ზეგავლენას ახდენს სავალუტო ბაზარზე; 2. ლარის ზედმეტად გამყარების თავიდან აცილებისათვის ეროვნული ბანკი მიმართავს უცხოური ვალუტის პერიოდულად შესყიდვას, რაც ფულადი მასის ზრდას იწვევს; 3. ინტერვენციების დროს ხდება ფულის არაინფლაციური მოწოდების უზრუნველყოფა და პარალელურად დგება საკითხი ლიკვიდობის მართვის ახალი ინსტრუმენტების შემოღების შესახებ.
______________________
1. გ.ცაავა. უცხოური საბანკო კაპიტალი საქართველოს ეკონომიკაში. გარდამავალი პერიოდის საფინანსო-ეკონომიკური პრობლემები საქართველოში (ტომი IV), თბ., ფსკი, 2001, გვ. 341.
2. http://www.nbg.gov.ge/nbg-new-geo/about-the-bank/monetary-policy-1.htm
3. მ.კაკულია, ნ.გიგინეიშვილი. ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიზანი და პრიორიტეტები. საქართველოში. ჟურნალი „ბანკი“ 2002, №6. გვ., 9.
4. რ.გოცირიძე. საქართველოს ეროვნული ბანკი: ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის პრიორიტეტები. ჟურნალი „საქართველოს ეკონომიკა“. 2005, №3. გვ., 15.
5. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2004 წლის პირველ ნახევარში განხორციელებული ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის შედეგების შესახებ. ჟურნალი „ბანკი“ 2004, №21. გვ., 3-4.
6. Diamond D., Rajan, R. A theory of Bank Capital. The Journal of Finance. 2000, 6. (DR) .
7. ვ.პაპავა. პოსტკომუნისტური კაპიტალიზმის პოლიტიკური ეკონომია და საქართველოს ეკონომიკა. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია. საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი. თბ., 2002, გვ., 280-291.
8. Transforming Financial Systems in Baltics, Russia and other Countries of the Former Soveit Union, Editors: Kinght Malkom, Peterson Arne B., Price Robert T., Wash., D.C., International Monetar Monetary Fund. 1999, p. 35.
![]() |
5 დასკვნები და რეკომენდაციები |
▲ზევით დაბრუნება |
I. კვლევის სტრატეგიული მიზანი და ამოცანები
დასკვნები და რეკომენდაციები წარმოადგენენ ნაშრომის ცალკეულ თავებში საკითხების გაანალიზების საფუძველზე შემაჯამებელ განზოგადოებულ წინადადებათა კრებულს.
1. ქვეყნის საფინანსო-საკრედიტო ურთიერთობების ეკონომიკური განახლების თეორიის მიზანია მისაღები ახალი მიდგომების საფუძველზე საზოგადოების გადასვლის უზრუნველყოფა ცხოვრების ერთი ხარისხიდან მეორეში, გაცილებით რთულში, მაგრამ ისეთში, რომელიც საშუალებას მოგვცემს გამოვიდეთ კრიზისული მდგომარეობიდან. საბაზრო და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში მომდინარე პროცესების შესწავლის საფუძველზე დაგროვებული გამოცდილება საშუალებას გვაძლევს ავირჩიოთ საფინანსო-საკრედიტო ურთიერთობების განვითარების უფრო დასაბუთებული სტრატეგია, რომელიც შეამცირებს საზოგადოების ტრანსფორმაციის პერიოდს, მის დანახარჯებს და თავიდან აგვაცილებს შეცდომების ჩადენის საშიშროებას.
2. საფინანსო-საკრედიტო ურთიერთობების შინაარსი, მიზნობრივი მიმართულება და ეფექტიანობა განისაზღვრება ქვეყნის ეკონომიკური სისტემის, წარმოების საშუალებებზე საკუთრების და საზოგადოების სხვადასხვა ფენებს შორის კავშირ-ურთიერთობების ხასიათით, საბაზრო ეკონომიკის განვითარების დონით. საფინანსო-საკრედიტო პოლიტიკა გულისხმობს, რომ ფინანსების გამოყენება განხორციელდეს ობიექტური ეკონომიკური კანონების საფუძველზე. შეუფერხებელი გაფართოებული კვლავწარმოებისათვის ნებისმიერ სახელმწიფოს მიერ საფინანსო-საკრედიტო პოლიტიკის განხორციელების კონკრეტული მეთოდები დამოკიდებულია თითოეული მათგანის ისტორიულ პირობებზე, ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ეროვნულ ტრადიციებსა და სხვა ფაქტორებზე.
II. საბაზრო ეკონომიკის პირობებში საფინანსო პოლიტიკის ძირითადი ამოცანების სრულყოფის მიმართულებით:
3. ფინანსების ეკონომიკაზე ზემოქმედების უდიდესი შესაძლებლობები უპირველესად გამოიხატება იმაში, რომ იგი განაწილებითი კატეგორია, ემსახურება კვლავწარმოების პროცესს მთლიანად და არ შემოიფარგლება წარმოების სფეროში ღირებულებითი განაწილებით. ამ განაწილებითი ბუნებიდან გამომდინარე, ფინანსებს განსაკუთრებული თვისება გააჩნია - შეასრულოს ეკონომიკურ პროცესებზე ზემოქმედების დროს კატალიზატორის როლი, რასაც გააჩნია: პირველი, რაოდენობრივი ასპექტები. კვლავწარმოების პროცესებზე ფინანსების რაოდენობითი ზემოქმედება ვლინდება ფინანსური რესურსების მობილიზაციაში მათი განაწილებასა და გამოყენებაში; მეორე, ხარისხობრივი ასპექტები, რომლებიც გამოხატულობას პოულობენ ეკონომიკურ ინტერსებზე ზემოქმედებაში, მათი ეკონომიკის განვითარების სტიმულებად გადაქცევაში. ამასთან მეტად მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ინტერესების, სტიმულების და სტიმულირების ნიველირება. ეკონომიკური ინტერესები ობიექტურად წარმოშობს სტიულებს ეს უკანასკნელი კი საფინანსო პოლიტიკის მეშვეობით ეკონომიკური განვითარების პრაქტიკულ სტიმულირებაში ვლინდება.
4. სახელმწიფოს საფინანსო პოლიტიკა შედგება სახელმწიფო საქმიანობის ორი ურთიერთდაკავშირებული მიმართულებისაგან: პირველი, საგადასახადო დაბეგვრის სფეროსა და მეორე, სახელმწიფო ხარჯების სტრუქტურული რეგულირებისაგან. ამასთან, ფისკალური პოლიტიკის ძირითადი ბერკეტია საგადასახადო განაკვეთების ცვლილებები მთავრობის მიზნებიდან გამომდინარე. გადასახადების გავლენა მთლიანი ეროვნული პროდუქტის მოცულობაზე ხორციელდება საგადასახადო მულტიპლიკატორის მექანიზმის მეშვეობით. მეორე ბერკეტი სახელმწიფო ხარჯების შეცვლაა, რომელიც გავლენას ახდენს ერთობლივ მოთხოვნაზე და ინვესტიციების ანალოგიურად გააჩნია მულტიპლიკატორული ეფექტი. ამასთან, საფინანსო პოლიტიკის რეალიზებასა და მის ცხოვრებაში წარმატებით განხორციელებისთვის გამოიყენება ფინანსური მექანიზმი, რომელიც იმ ფორმების და მეთოდების ერთობლიობა, რომლის მეშვეობით უზრუნველყოფილია განაწილებითი და გადანაწილებითი ურთიერთობანი, შემოსავლებისა და დაგროვების მეშვეობით ფულადი საშუალებების ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული ფონდების შექმნა - გამოყენება.
5. სახელმწიფოებრივი განვითარების ყოველ ეტაპს განსაზღვრული ფინანსური მექანიზმი შეესაბამება, რომელიც უზრუნველყოფს ფულადი სახსრების განაწილებისა და გადანაწილების პროცესს. ფინანსური მექანიზმი საწარმოო ძალთა განვითარების დონესთან სისტემურ სრულყოფას ექვემდებარება. ამასთან, მისი შესაბამისობა სტუქიურად კი არ, არამედ გეგმაზომიერად წარმოებს და სახელმწიფოს მიერ წინასწარ დასახული პროგრამის შესაბამისად ხორციელდება.
6. ფინანსური მექანიზმის მთავარი ამოცანებია: პირველი, ზემოქმედება მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე; მეორე, უზრუნველყოფს ეროვნული პროდუქტის დინამიური ზრდის ტემპი, ხარჯების შემცირება და მესამე, მაქსიმალურად შეესაბამებოდეს საფინანსო პოლიტიკას.
ამრიგად, ჩვენი აზრით, სწორი საფინანსო პოლიტიკის გატარება ეკონომიკური ანალიზის გარეშე შეუძლებელია, ხოლო ამგვარი ანალიზიდან გამომდინარე, საფინანსო მდგომარეობის გაუმჯობესების გზების დასახვა, პრაქტიკულად საბიუჯეტო-საგადასახადო სისტემის სრულყოფა და ფულად-საკრედიტო სისტემის სტრუქტურული რეფორმების გატარება წარმოადგენს საფინანსო პოლიტიკის ძირითად პრობლემებს თანამედროვე ეტაპზე.
7. საფინანსო პოლიტიკა გადამწყვეტ როლს თამაშობს: 1. ქვეყნის ტერიტორიაზე საწარმოო ძალების რაციონალურ განლაგებაში; 2. ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარების მთავარ მიმართულებებზე ფინანსური რესურსების კონცენტრაციას, მიზნობრივი პროგრამების რეალიზაციის ფულადი სახსრებით უზრუნველყოფას; 3. ადგილობრივი ნედლეულის რესურსების მომჭირნეობით გამოყენებას; 4. აღნიშნულ ამოცანათა რეალიზაცია კი დამოკიდებულია მართვის ადმინისტრაციული მეთოდების საბაზრო ეკონომიკის მექანიზმებით ეფექტურ შეცვლაზე.
8. განვითარებადი ქვეყნებისათვის ტიპიურია ეკონომიკის მოკლევადიანი სტაბილიზაციის უზრუნველსაყოფად საფინანსო და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამოყენების შესაძლებლობათა შეზღუდულობა, რასაც ძირითადად იწვევს შემდეგი ფაქტორები: პირველი, საფინანსო-საკრედიტო ბაზრების არაორგანიზებულობა და კომერციული ბანკები უსახსრობა, რის გამოც ისინი ვერ უძლებენ კონკურენციას და კოტრდებიან; მეორე, სავალუტო შემოსულობათა დაგროვების მოუწესრიგებლობა, რადგანაც მათზე კონტროლი გაძნელებულია კონვერტირებული ვალუტების ქვეყნის შიდა ბრუნვაში დომინირების გამო; მესამე, სტრუქტურული გარდაქმნების შენელებული ტემპი, ბუნდოვანი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, მისი ინსტრუმენტების გამოყენებასა და ეკონომიკის შიდა წარმოების დინამიკას შორის ურთიერთკავშირში.
ამ ფაქტორთა გათვალისწინებით განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკაში საფინანსო და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მასტაბილიზირებელი როლი არა სამეურნეო კონიუნქტურის მოკლევადიანი მერყეობის გამოთანაბრება, არამედ განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიისათვის აუცილებელი ფინანსური რესურსების შექმნა უნდა იყოს. კერძოდ, შიდა ფასების და საგადამხდელო ბალანსის შედარებითი სტაბილიზაცია (დასაშვებად მიჩნეულია მიმდინარე საგადამხდელო ბალანსის ისეთი დეფიციტი, რომელიც შეიძლება კომპენსირებული იქნას კაპიტალის შემოდინებით და დახმარებებით).
9. ევროპაში მიმდინარე ინტეგრაციის პროცესში საქართველოს ჩართვის შესაძლებლობის და აუცილებლობის პირობებში დღის წესრიგში დგება საფინანსო პოლიტიკის რეგულირების სფეროში მეცნიერების მსოფლიო გამოცდილების შესწავლის აუცილებლობა, მიმდინარე ეკონომიკური პროცესების თეორიული განზოგადოება და სხვა ქვეყნების, უკვე ისტორიული წარმატებული გამოცდილების გონივრული გამოყენება. ამ მიმართებით აუცილებელია საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასკვნებისა და მოთხოვნათა გაზიარება - სხვა ყოფილი სოციალისტურ ქვეყნებში განხორციელებული და განვლილი დადებითი ტენდენციების წარმოჩენა.
10. 2005-2010 წლებისათვის საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის მთავარი ამოცანებია: 1. საბაზრო ეკონომიკის ხელშეწყობა; 2. საგადასახადო გარემოს შემდგომი გაუმჯობესება; 3. თავისუფალი ვაჭრობისა და პატიოსანი კონკურენციის წახალისება; 4. კერძო საკუთრების უფლების დაცვა; 5. კორუფციასა და ეკონომიკურ დანაშაულებთან ბრძოლის გაძლიერება.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საჭიროა ქვეყანამ ინვესტიციების სფეროში საკმაოდ გონიერი და მოზომილი პოლიტიკა განახორცელოს. კერძოდ, თუ ქვეყანა ზომაზე მეტად შეზღუდავს უცხოურ ინვესტიციებს, მაშინ: პირველი, ამ ქვეყნის ეკონომიკა აღმოჩნდება დახურული და ანტილიბერალური, რაც საფუძველი იქნება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერის დაკარგვის და მეორე, უცხოური ინვესტიციების გარეშე შეუძლებელი იქნება ეროვნული მეურნეობის სათანადო ტემპებით განვითარება.
11. ქვეყნის სტაბილური ეკონომიკური განვითარებისათვის მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რა უშლის ხელს ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბებას და ამ მიმართულებით შესაბამისი დასკვნების შემუშავებას. განვიხილოთ უმთავრეს მიზეზები, რომელთა გამოც უცხოელი ინვესტორი ერიდება ქვეყანაში ინვესტიციების დაბანდებას და წარმოების გაზრდას. კერძოდ: პირველი, კორუფცია; მეორე, რთული მუდმივად ცვალებადი და ძნელად აღსაქმელი საგადასახადო კოდექსი; მესამე, სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირება და ნებართვების მიღების სირთულეები (თუმცა აღსანიშნავია ამ მხრივ მდგომარეობის გაუმჯობესების ტენდენციები); მეოთხე, კონტრაბანდა; მეხუთე, მაღალი საპროცენტო განაკვეთები კრედიტით სარგებლობაზე. ფინანსური სახსრები ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია წარმოების დასაწყებად და შემდეგაც, წარმოების პროცესში მის ნორმალურად გასაძღოლად. როდესაც სესხის აღება საქართველოში წლიური 20-24 პროცენტი ღირს, ხოლო ჩეხეთში - 7%25, რა თქმა უნდა, ინვესტორი ჩეხეთში ამჯობინებს დააბანდოს თავისი კაპიტალი და არა საქართველოში, მით უმეტეს, რომ სხვა ფაქტორებიც, რომლებიც სტიმულს აძლევენ ინვესტიციებს, ჩეხეთში უფრო აქტიურად იზიდავენ უცხოელ ინვესტორებს, ვიდრე საქართველოში; მეექვსე, ქვეყანის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ინფორმაციის არ არსებობა; მეშვიდე, ინვესტიციების ქვეყანაში დაბანდებას აფერხებს ასევე არც თუ ისე ცუდი კანონების ფონზე საკანონმდებლო აქტების საკმაოდ ხშირი ცვლაც. ამას ინვესტორები განიხილავენ როგორც მათ წინააღმდეგ მიმართულ ერთგვარ საბოტაჟს იმ მოხელეთა მხრიდან, რომელთაც მათ ბიზნესში წილი ვერ მიიღეს; მეშვიდე, ყოველივე აღნიშნულთან ერთად, საქართველოში სერიოზული კაპიტალის შემოდინებას აფერხებს ასევე მთავრობის მხრიდან ნაკლები მხარდაჭერა უცხოელი ინვესტორებისადმი და ა.შ.
12. ნებისმიერ ქვეყანის, განვითარებული იქნება იგი, თუ განვითარებადი, გარდამავალი თუ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, საზოგადოებაში გადასახადების მიმართ შემდეგი სახის სტერეოტიპებია ჩამოყალიბებული: პირველი, გადასახადები მეწარმისათვის მეტისმეტად მძიმე ტვირთს წარმოადგენს; მეორე, განსაკუთრებით მაღალი გადასახადებია დაწესებული დაქირავებით მუშაობის შედეგედ მიღებულ შემოსავალზე; მესამე, მეტისმეტად მაღალი გადასახადები აიძულებს მეწარმეს თავი აარიდოს მათ გადახდას; მეოთხე, რეფორმები კიდევ უფრო ამძიმებს საგადასახადო ტვირთს; მეხუთე, საგადასახადო ტვირთის შემცირება სტიმულს მისცემდა მეწარმეობის განვითარებას; მეექვსე, გადასახადების შემცირებით გამოწვეული რეაქცია (წარმოების ტემპების შემცირება, წარმოების „ჩრდილიდან გამოსვლა“ და ა.შ.) მოკლე პერიოდში დაფარავდა გადასახადების შემცირებით გამოწვეულ ბიუჯეტის დანაკარგებს.
შესაბამისად, ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების დონე ევროგაერთიანების კანონმდებლობასთან ეროვნულ საგადასახადო ხელისუფლებებს შორის ადმინისტრაციული თანამშრომლობის ხელშემწყობის და საწარმოთა მიერ საქმიანობის საზღვრის გადაკვეთით განხორციელებისათვის ბარიერების მოხსნის სფეროში, არ შეესაბამება საქართველოს ეკონომიკის განვითარების გადაუდებელ მოთხოვნებს.
13. ევროგაერთიანებების მიერ არაპირდაპირი გადასახადების სფეროში დაახლოების პროცესი, ევროგაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების 93-ე მუხლის თანახმად, მოიცავს ზუსტად იმ ღონისძიებებს, რომლებიც საჭიროა: 1. შიდა ბაზრის შექმნისა და ფუნქციონირების უზრუნველყოფისათვის; 2. კონკურენციის წესების დარღვევის აღკვეთა საქონლით და მომსახურებით თავისუფალი ვაჭრობისათვის ბარიერების მოხსნის გზით.
14. აღსანიშნავია, რომ გაერთიანების ფარგლებში მომუშავე რომელიმე ფისკალურ რეჟიმთან გათანაბრება უნდა გულისხმობდეს საბაზრო ეკონომიკის ქვაკუთხედის ისეთი ძირითადი სამართებლივი და ადმინისტრაციული მცნებების არსებობას, როგორიცაა: პირველი, სავაჭრო სამართალი; მეორე, საკონტრაქტო სამართალი; მესამე, საბუღალტრო აღრიცხვის წესები და პრაქტიკა; მეოთხე, სისხლის სამართლის კოდექსი, ისეთ საკითხებთან მიმართებით, როგორიცაა თაღლითობა და ქურდობა და სხვა.
III. რეკომენდაციები საქართველოს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი რობლემების სრულყოფის მიმართულებებით:
15. ფულად-საკრედიტო პოლიტიკა მოწოდებულია გადაწყვიტოს ისეთი ამოცანები, როგორიცაა: 1. ქვეყნის ეკონომიკური ზრდა; 2. ეროვნული ვალუტის სტაბილურობა; 3. მოსახლეობის რაციონალური დასაქმება; 4. ოპტიმალური საგადასახადო ბალანსის ფორმირება და ა.შ. ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ისეთი ღონისძიებების შემუშავება და მათი პრაქტიკული რეალიზაციისათვის შესაბამისი მექანიზმების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ფულის მასის მოძრაობის ოპტიმალურ დინამიკას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება, როგორც ინფლაციური პროცესების შეჩერება, ასევე წარმოების განვითარების სტიმულირება. აღნიშნულის მისაღწევად აუცილებელია მოქნილი ბანკთაშორისი დაკრედიტების განვითარება, უპერსპექტივო საბიუჯეტო დაფინანსების შემცირება და საკრედიტო ემისიის რაციონალური მართვა.
16. საქართველოში ფულად-საკრედიტო სფეროს ერთ-ერთ ნაკლად ასახელებენ მიმოქცევაში არსებული ფულის მასის სიმცირეს. ფულის მასის დიდი ნაწილი საბანკო სისტემის გარეთაა. შეიძლება ასეთ პრობლემებს ჰქონდა ადგილი ეკონომიკური გარდაქმნების დროს ცალკეულ მონაკვეთებზე, მაგრამ, როგორც ანალიზი გვიჩვენებს, დღეისთვის მიმოქცევაში არსებული ფულის მასის რაოდენობა საკმარისია სახალხო მეურნეობის ფუნქციონირებისათვის.
დამატებითი ფულის მასის მიმოქცევაში გაშვებისათვის ჯერჯერობით ეკონომიკური გარემო არაა მომზადებული, ამიტომ მას შთანათქავს სავალუტო ბაზარი და სარისკო გახდება დღევანდელი ინფლაციის დღევანდელი დონის შენარჩუნება. მიმოქცევაში არსებული ფულის მასის გაზრდის საწინააღმდეგოდ მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ეროვნული ბანკის თავისუფლად ყიდის ეროვნულ ვალუტაას და სავსებით ცხადია, რომ ლიკვიდაციის არარსებობის შემთხვევაში ეკონომმიკური აგენტები არ ისურვებენ ვალუტის შესყიდვას. ამიტომ პრობლემა მდგომარეობს არა მიმოქცევაში ფულის მასის რაოდენობაში, არამედ იმაში, თუ რამდენად ეფექტიანი მექანიზმებია შემუშავებული ლიკვიდურობის რეგულირებისა და ფულზე მოთხოვნის გადიდებისათვის.
17. იმ ქვეყნებში, სადაც შიდა საკრედიტო-საფინანსო ბაზრები საგარო ბაზრებისაგან იზოლირებულად ფუნქციონირებენ, მსოფლიო საპროცენტო განაკვეთების დონე არავითარ როლს არ ასრულებს, ასეთ შემთხვევაში ნომინალური საპროცენტო განაკვეთების დონე განისაზღვრება ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა: პირველი, შიდა საკრედიტო-საფინანსო ბაზარზე მიწოდება-მოთხოვნას შორის თანაფარდობა; მეორე, ჭარბი ფულადი მასის სიდიდე; მესამე, ინფლაციის მოსალოდნელი ტემპი.
18. განვითარებადი ქვეყნების მთავრობების მიერ სელექციური საკრედიტო პოლიტიკის განხორციელება წარმოების შემდეგი მექანიზმებით: პირველი, საკრედიტო-საფინანსო დაწესებულებათა აქტივების რეგულირება არაპრიორიტეტული დარგებისათვის დაკრედიტების მინიმალური ლიმიტების დაწესების გზით; მეორე, სპეციალური საკრედიტო-საფინანსო დაწესებულებების შექმნა, რომლებიც საკუთარი რესურსების დაბალ-საპროცენტო განაკვეთებს მიმართავენ პრიორიტეტული დარგების განვითარებისათვის; მესამე, იმ დაწესებულებებისათვის, რომლებიც პრიორიტეტულ დარგებს აკრედიტებენ, სპეციალური პირობების შექმნა განაღდების შეღავათიანი პოლიტიკისა და სარეზერვო მოთხოვნა შემცირების გზით; მეოთხე, საკრედიტო განაკვეთებს და დეპოზიტებს შორის განსხვავების დაფინანსება საბიუჯეტო ასიგნებათა ხარჯზე.
მეტად მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ამგვარ რეგულირებას თავისი ნეგატიური მოვლენებიც გააჩნია, კერძოდ: 1. სელექციური საკრედიტო პოლიტიკის შედეგები მთლიანად დამოკიდებულია იმ პირებზე, რომლებიც ახდენენ პრიორიტეტული დარგების შერჩევას და საკრედიტო რესურსების გამოყენებით კონტროლს, ანუ ძლიერდება სუბიექტური ფაქტორის მნიშვნელობა, რაც ამცირებს ოპტიმალური გადაწყვეტილების ალბათობას; 2. იაფი კრედიტი მოსახლეობის გარკვეულ ფენებში სტიქიურად ზრდის საბანკო სესხების მოთხოვნას, რაც იწვევს ფულადი მასის ზრდას და სავალუტო რესურსების შემცირებას; 3. შეინიშნება სახსრების არადანიშნულებისამებრ გამოყენება, ირღვევა დანაზოგების მობილიზაციის პროცესი; 4. პრიორიტეტულ დარგებისათვის საბანკო სესხებზე ჩვეულებრივ დაბალ საპროცენტო განაკვეთის დაწესება ქმნის დიდი ოდენობის მაღალ სუბსიდიებს, რაც იფარება საერთაშორისო ორგანიზაციების შეღავათიანი სესხებით, დეპოზიტებიდან შემოსავლების შემცირებით, საბიუჯეტო ასიგნებით, საფინანსო-საკრედიტო დაწესებულებათა მოგების შემცირებით და ა.შ.
19. ქვეყნის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა ორიენტირებული უნდა იყოს უფრო კონკრეტული მიზნებისაკენ, რომლებიც ფაქტიური და შუალედური მიზნების განხორციელებას ითვალისწინებენ. ფაქტიური მიზნები მიიღწევა ფასიანი ქაღალდების ღია ბაზარზე ყოველდღიურ, თანმიმდევრული ოპერაციებით, ხოლო შუალედური მიზნები დასაშვებია უფრო ხანგრძლივი პერიოდისათვის, ეკონომიკურ სისტემაში უმნიშვნელოვანესი მაჩვენებლის მიზანმიმართული კორექტივებით. ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შუალედური მიზნებია: პირველი, ფულადი მასის ზრდის ტემპის უზრუნველყოფა; მეორე, წარმოების ნომინალური მოცულობის მიღწევა; მესამე, ფასების დონის სტაბილიზაცია.
20. საბანკო სფეროში ლიკვიდობასთან დაკავშირებულ პრობლემათა უმრავლესობა წარმოიშობა ბანკის ფარგლებს გარეთ, მათი ლიცენზიიდან გამომდინარე, სინამდვილეში კლიენტის ლიკვიდობის პრობლემა ტრანსფორმირდება მათი ბანკების ლიკვიდობის პრობლემაში. ბანკის ლიკვიდობის მართვა დაკავშირებულია საპროცენტო რისკთან და ბანკისათვის საჭირო ლიკვიდური სახსრების მიუწვდომლობის რისკთან.
ლიკვიდურ აქტივებს უნდა გააჩნდეს შემდეგი თავისებურებები: პირველი, ჰქონდეს საკუთარი ბაზარი, რათა სწრაფად გადაიქცნენ ფულად; მეორე, ჰქონდეს საკმაოდ სტაბილური ფასები, ანუ ბაზარმა უნდა მიიღოს ყველა გასაყიდი აქტივი მათზე ფასების მნიშვნელოვანი ცვლილების გარეშე; მესამე, უნდა იყოს უკუქცევითი, ანუ გამყიდველს უნდა შეეძლოს აინაზღაუროს პიველადი ინვესტიციები მინიმალური სახით.
21. საქართველოს ბანკების უმრავლესობა იყენებს ლიკვიდობის მართვის შუალედურ სტრატეგიას, ანუ ლიკვიდობის მართვას აქტივებით და პასივებით. იმის გამო, რომ საქართველოში არ მიმოიქცევა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები და არ არსებობს მათთვის მეორადი ბაზარი, ბანკებს საშუალება არა აქვთ შეიძინონ, ისეთი ლიკვიდური აქტივები, რომელიც ექნებათ საკუთარი ბაზარი სტაბილური ბასებით, აქედან გამომდინარე, რეალურად საქართველოში ბანკების ხელმძღვანელობა ლიკვიდობის აქტივებით მართვის სტრატეგიას ნაკლებად გამოიყენებს, პრაქტიკულად ასევე გამოუყენებელია ლიკვიდობის პასივებით მართვის სტრატეგია, ვინაიდან: 1. საქართველოში არ არსებობს ისეთი ფულადი ბაზარი, სადაც შესაძლებელი იქნებოდა მისაღები ფასებით, საჭირო რაოდენობით და დროის აუცილებელ მომენტში ლიკვიდური სახსრების მოზიდვა; 2. პასივებით მართვის სტრატეგია საკმაოდ რისკიანია, ამას ისიც ზრდის, რომ კომერციული ბანკებისათვი ეროვნული ბანკის ნორმატივი აიძულებს მათ ყოველი თვის ბოლოს აქტივებში ლიკვიდური აქტივების დონე უზრუნველყონ 30%25-ით.
22. რაც შეეხება ეროვნული ბანკის საქმიანობას, იგი გამიზნული უნდა იყოს: პირველი, სარეზერვო მოთხოვნების ოპტიმალური რეგულირებისა და კომერციული ბანკების რეფინანსირების სრულყოფისაკენ; მეორე, საბანკო სისტემის გარეთ ფულის მასის მოძრაობის ოფიციალური პირების ჩართვაში; მესამე, ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა მომავალში თანდათანობით უნდა შეიცვალოს ზომიერი ფულად-საკრედიტო პოლიტიკით.
23. კომერციული ბაკების ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭიროა როგორც არსებული კანონმდებლობის სრულყოფა, ასევე ახალი ნორმატიული აქტების მიღება, პირველ რიგში ეს ეხება ანგარიშსწორების მექანიზმის სრულყოფას, დღეისთვის საერთაშორისო ანგარიშსწორება უფრო სწორად ხდება, ვიდრე ქვეყნის შიგნით, რაც მოითხოვს „ელექტრონული ხელმოწერების შესახებ” კანონის მიღებას, ამასთან, დღეს საქართველოში ვალუტაში ანგარიშსწორება უფრო სწრაფია ვიდრე ლარებში.
24. საქართველოს საბანკო სისტემა მეტად მოუქნელი იყო შესაბამისი კანონების მიღებამდე და ამდენად საბაზრო ეკონომიკაზე ორიენტირებულ ქვეყანას მრავალ პრობლემას უქმნიდა, რომელთა შორის აღსანიშნავია: პირველი, მთავარი ის იყო, რომ ეროვნულმა ბანკმა ვერ იპოვა თავისი ადგილი ეკონომიკაში, ვერ განსაზღძვრა ჯერ კიდევ თავისი, როგორც ეკონომიკური სუბიექტის როლი, რამაც უარყოფითი გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე; მეორე, ეროვნული ბანკი ვერ ასრულებდა მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე დამოუკიდებელ საქმიანობას ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარების დროს, რადგანაც მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული პარლამენტისა და მთავრობის გადაწყვეტილებათა ზემოქმედებაზე და არ იყო დამყარებული საქმიან ურთიერთობებზე საბანკო სისტემასა და პარლამენტს შორის, ე.ი. ეროვნული ბანკი ასრულებდა პარლამენტის, საკანონმდებლო ორგანოს ყველა მითითებას.
25. თანამედროვე ეტაპზე დიდ მიღწევად უნდა ჩაითვალოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის მიღწევა, რომელიც არის მთლიანად პასუხისმგებელი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შემუშავებისა და გატარებისათვის. განისაზღვრა საქართველოს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, კერძოდ:
5. ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი და სორციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგნოზი სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლებთან კავშირში;
6. მიმოქცევაში მყოფი ფულადი მასის მაქსიმალური საზღვრების ეკონომიკური დასაბუთება;
7. საპროცენტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები;
8. ფულად-საკრედიტო რეგულირების ძირითადი მეთოდები.
26. თავის მხრივ მიმოქცევაში ფულადი მასის რეგულირების ძირითადი ეკონომიკური მეთოდებია: პირველი, ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის გასაცემი კრედიტების მოცულობის განსაზღვრა; მეორე, ფასიანი ქაღალდებისა და უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვა; მესამე, ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკების მიერ გადასარიცხი აუცილებელი ნორმების დადგენა; მეოთხე, ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის გასაცემ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთების, აგრეთვე სადისკონტო და სალომბარდო განაკვეთების განსაზღვრა.
27. საბანკო სისტემის რეფორმით მიღწეული უნდა იქნეს, ჯერ ერთი, საქართველოში ერთიანი დამოუკიდებელი ფულად-საკრედიტო სისტემის შექმნა ახალი საბანკო სისტემის სახით; მეორე, ამ სისტემაში ფუნქციების განაწილებითა და გადანაწილებული ფუნქციების შესრულების პასუხისმგებლობის ზრდით შეიქმნება შესაძლებლობა ქვეყანაში ფულად-საკრედიტო ურთიერთობების გაჯანსაღებისათვის; მესამე, ახალი საბანკო სისტემა უნდა წარმოადგენდეს დამოუკიდებელ მძლავრ მექანიზმს საქართველოს ეკონომიკაში, რომელიც იზოლირებული იქნება საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისაგან ზეწოლისაგან, მათი გადაწყვეტილებების ზემოქმედებისაგან; მეოთხე, აღნიშნულ სისტემას რეალურად მიეცემა საშუალება ერთიანი მექანიზმით, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, წარმართოს ქვეყანაში დამოუკიდებლად ფულად-საკრედიტო პოლიტიკა.
28. ეროვნული ვალუტის კურსი მართვისათვის საჭიროა ჯერ შესწავლილი იქნას ამ ქვეყნის ეროვნულ მომხმარებელთა სოციალური კეთილდღეობის ფუნქციები. ამ ფუნქციების ოპტიმალური შერჩევა სავალუტო რეჟიმის განსაზღვრის ერთ-ერთი უმთავრესი საწინდარია. ეროვნული კეთილდღეობის პრობლემების შესწავლა უნდა მოხდეს ეტაპობრივად, შემდეგი თანმიმდევრობით: პირველ ეტაპზე: ა) არსებული სავალუტო პოლიტიკის 5 ვარიანტიდან სახელმწიფომ უნდა აირჩიოს ერთერთი; ბ) ამ ვარიანტების განხილვის შემდეგ შესწავლილი უნდა იქნას სავალუტო ბაზრის მექანიზმი ფიქსირებული და მცურავი სავალუტო კურსის პირობებში; გ)დადგინდეს, თუ როგორ უნდა მართოს ქვეყანამ ეროვნულ ვალუტაზე არსებული მოთხოვნილება; მეორე ეტაპზე: განიხილება არგუმენტები ცვალებადი სავალუტო კურსის დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ.
29. სავალუტო პოლიტიკის (სტრატეგიის) ვარიანტების რიცხვი მრავალია, რომლებიც გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყანის პრაქტიკაში და ზოგიერთ მათგანში სავალუტო კურსის რეჟიმის არასწორმა შერჩევამ გამოიწვია ეკონომიკის კრიზისული სიტუაცია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სავალუტო პოლიტიკის სტრატეგიის განსაზღვრის სწორი პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობას.
თანამედროვე ეტაპზე შეიძლება გამოვყოთ სავალუტო სტრატეგიის 5 ძირითადი ვარიანტი: 1. დროებითი არასტაბილურობის დაფინანსება; 2. სავალუტო კონტროლი; 3. „თავისუფალი მცურავი“ სავალუტო კურსები; 4. მუდმივად ფიქსირებული კურსები; 5. ვალუტის მართვადი (რეგულირებადი) „ცურვა“.
30. დროებითი არასტაბილურობის დაფინანსების სტრატეგიის ეფექტური გამოყენება შეიძლება საგადამსდელო ბალანსის მხოლოდ კარგად პროგნოზირებადი დროებითი ცვლილებების წარმოქმნის შემთხვევაში. თუ ცნობილია, რომ ეროვნულ ეკონომიკაში მიღებული დისბალანსი დროებითი ხასიათისაა, მაშინ ქვეყანას შეუძლია მიმართოს საკუთარ სავალუტო რეზერვებს. ამ შემთხვევაში გარკვეული ღონისძიებები უნდა გატარდეს იმისათავის, რომ რეზერვების შემცირებამ არ იმოქმედოს შიდა ბაზარზე ფულის მიწოდების შეფერხების თვალსაზრისით და დაელოდოს რეზერვების საერთო დონის აღდგენას მანამ, სანამ არ აღსდგება საერთო ბალანსი და ადგილი არ ექნება დადებით სალდოს; მეორე, სავალუტო კონტროლი, ანუ სახელმწიფოს მიერ სხვა სახელმწიფოსთან ყველა სახის გარიგებების მკაცრი კონტროლი არის ისეთი ინსტრუმენტი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მთავრობას გადაანაწილოს სავალუტო რეზერვები. როგორც წესი, სავალუტო კონტროლის შემოღების ძირითადი მიზეზია ვალუტის შესყიდვის მოწესრიგება სხვადასხვა, მათ შორის სოციალური მიზნების მისაღწევად. იმისიათვის, რომ სავალუტო კონტროლი იყოს ეფექტიანი საჭიროა: 1. დაგეგმვის რთული, მრავალსაფეხურიანი სისტემის არსებობა, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის ეკონომიკის ყველა თავისებურებას, მის ადგილს მსოფლიო ვაჭრობაში; 2. სავალუტო ბაზრის მონაწილეთა ინტერესებს.
31. სავალუტო სახსრების ეფექტური და რაციონალური გადანაწილების დროსაც კი, საზოგადოებისათვის წარმოიქმნება მნიშვნელოვანი დანაკარგები. კერძოდ: 1. ვალუტის უკმარისობის გამო, შიდა ბაზარზე ურთიერთხელსაყრელი შეთანხმების არარსებობა; 2. სავალუტო კონტროლის სირთულე და სიმძიმე, რომელიც პირდაპირ დამოკიდებულებაშია ქვეყნის სიდიდესთან. თანაც, რაც უფრო რთულია სავალუტო კონტროლის მექანიზმი, მით უფრო არაეფექტური ხდება იგი. ასეთ ვითარებაში ქვეყანა განიცდის დიდ ფინანსურ დანაკარგებს; 3. მაკონტროლებელ ორგანოებსა და ეკონომიკურ სუბიექტებს შორის არაოპერატიული და განუვითარებელი საკომუნიკაციო კავშირი, რომლის პირობებშიც სავალუტო კონტროლი ხდება არამარტო დაბალეფექტიანი, არამედ მეტად უარყოფითვად მოქმედებს ეკონომიკის განვითარებაზე.
32. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია განისაზღვროს სავალუტო სტრატეგიის როგორი ვარიანტია უფრო მისაღები საქართველოს სავალუტო ბაზარზე შექმნილ ვითარებისათვის?
„თავისუფლად მცურავი“ სავალუტო კურსები უფრო ხშირად გამოიყენება საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში და რომელთა ვალუტებიც, როგორც წესი, კონვერტირებადია. მცურავი კურსის წარმატებული გამოყენება შესაძლებელია სახელმწიფოს ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის პირობებში, ინფლაციის არარსებობის, ანდა მისი უმნიშვნელო დონის შემთხვევაში სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის დროს. მსგავსი სახის, თავისუფალი კურსის პოლიტიკის გატარება დღეისათვის საქართველოში, ჩვენი აზრით, არასასურველია, ვინაიდან იგი გამოიწვევს: პირველი, ინფლაციის გაძლიერებას; მეორე, მისი გამოყენება დაკავშირებულია რისკთან და გაურკვევლობასთან, რომლებსაც შეუძლიათ სავაჭრო ნაკადების მოშლა, ქვეყნის ვაჭრობის პირობების გაუარესება; მესამე, ვალუტის მსყიდველობითი უნარიანობის შემცირება; მეოთხე, მადესტაბილიზებელ ზეგავლენას საშინაო ეკონომიკაზე; მეხუთე, შეამცირებს საექსპორტო საქონლის მწარმოებელ დარგებს; მეექვსე, საგადასახადო და ფულადი პოლიტიკის გამოყენების შესაძლებლობის შეზღუდვას სრული დასაქმებისა და ფასების სტაბილურობის მისაღწევად.
33. მცურავ კურსზე გადასვლის შემდგომ პერიოდში, საქართველოში ორჯერ ჰქონდა ადგილი სერიოზულ საკურსო რყევებს: პირველი უშუალოდ მოჰყვა ინტერვენციების შეწყვეტას აშშ დოლარის მიმართ. იგი გაცვლითი კურსის რეჟიმის შეცვლით გამოწვეული მოლოდინით იყო განპირობებული და სულ რამოდენიმე დღეში დასტაბილურდა რაც მეორე უფრო მასშტაბური და ხანგრძლივი აღმოჩნდა, რადგანაც გამოწვეული იყო, ერთი მხრივ, საგადამხდელო ბალანსის მკვეთრი გაუარესებით, 1999 წლის იანვარ-თებერვალში, ხოლო, მეორე მხრივ, ფისკალური დეფიციტის დასაფარად თბილისის ელექტროქსელდების კომპანიის (თელასის) ამონაგები თანხის მთლიანი დახარჯვით, რამაც იგივე პერიოდში ერთბაშად გაზარდა ლარის მასა მიმოქცევაში, შედეგად მივიღეთ შიდასავალუტო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების დეფორმაცია, რომელსაც მარტის დასაწყისისათვის წლის დასაწყისიდან შედარებით გაცვლითი კურსის 26,5%25-ით დაქვეითება მოჰყვა. ასეთ ვითარებაში ეროვნულმა ბანკმა კიდეევ უფრო გაამკაცრა ფულად-საკრედიტო პოლიტიკა. კერძოდ, მკვეთრად შეამცირა ფულის მიწოდება ქვეყნის შიგნით მთავრობის შიდა ხარჯების დაკრედიტების ხაზით და გაამკაცრა შიდა ვალის მომსახურების ხაზით თანხების ამოღება. ყოველივე ამან სწრაფი ეფექტი იქონია, რაც გაცვლითი კურსის უკუქცევაში გამოიხატა: 1999 წლის მარტში 1 აშშ დოლარი საშუალოდ უკვე 2,265 ლარს შეადგენდა, აპრილში 2,171, ხოლო მაისში 2,03-ს. მაისიდან მოყოლებული დღემდე ის მაჩვენებელი 1,80-1,78-ის შუალედში მერყეობს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მონეტარული პოლიტიკის პირობეში, როდესმაც საგადამხდელო ბალანსი მკვეთრ სეზონურ ზეწოლას არ განიცდის, საკურსო რყევების დიაპაზონი ნორმალურ ჩარჩოებში ექცევა და საკმაორდ პროგნოზირებადი ხდება.
34. ქვეყანაში ფულის მიმოქცევის გაუმჯობესების თვალსაზრისით უკანასკნელ პერიოდში ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებებიდან აღსანიშნავია შემდეგი: 1. სარეზერვო ფულის მოცულობის შემოღება; 2. სარისკო საწარმოებისათვის კრედიტების გაუცემლობა; 3. საპროცენტო განაკვეთების თანდათანობითი ლიბერალიზაცია და სხვა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა თავისი შედეგები გამოიღო ფულის მიმოქცევის რეგულირებისა და ლარის კურსის განმტკიცების მიმართულებით.
35. დღევანდელ პირობებში შეუძლებელია ეროვნული ვალუტის კონვერტირების შემოღების გრაფიკის განსაზღვრა, მაგრამ შეიძლება ჩამოყალიბდეს გასატარებელი ღონისძიებები სამი მიმართულებით: პირველი, საგარეო-ეკონომიკური მიმართულებით, ეს არის სახელმწიფოსთან ერთად სახელმწიფო ბიუჯეტის როლის შემცირება; მეორე, საბაზრო სექტორის თანდათანობით განვითარებაში, დემონოპოლიზაცია, მართვის ეკონომიკური რეგულირების მეთოდებზე გადასვლა, ყველა ეკონომიკური სუბიექტისათვის სრული თავისუფლების მინიჭება; მესამე, ეკონომიკის მიზანმიმართული სტრუქტურული ცვლილებები, ღია ეკონომიკაზე თანდათანობით გადასვლა.
36. პრაქტიკულად აღნიშნული ღონისძიებების გატარება გულისხმობს: 1. სახელმწიფოს, ბანკების, საწარმოთა ფულადი სახსრების ერთმანეთისაგან გამოყოფას; 2. ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს ფუნქციონალური მოვალეობების გადასინჯვას; 3. საგადასახადო სისტემის სრულყოფას; 4. ბანკებს შორის კონკურენციის განვითარებას; 5. ნამდვილი ფინანსური ბაზრის ფორმირებას კომერციული კრედიტის განვითარების საფუძველზე; 6. კაპიტალის „ჰორიზონტალური“ გადასვლის უზრუნველყოფას; 7. ფულის ემისიისა და მიმოქცევის მექანიზმის ჩამოყალიბებას; 8. სახელმწიფოს როლის შემცირებას ვალუტის განაწილებაში; 9. იურიდიული პირების სავალუტო დამოუკიდებლობას; 10. საგარეო სავალუტო და საკრედიტო ოპერაციების დემონოპოლიზაციას; 11. სავალუტო შეზღუდვების თანდათანობითი შემცირებას; 12. ეროვნული ფულის კურსის დადგენის სახელმწიფო მექანიზმის შექმნა. ზემოთ აღნიშნული ღონისძიებები უნდა განხორციელდეს არა ერთმანეთისაგან მოწყვეტით, არამედ კომპლექსურად, ერთმანეთის მიმართ პარალელურად.
37. ეროვნული ვალუტის კონვერტირების სქემა ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ: 1. კონვერტირების ელემენტები: მოქნილი საბაზრო კურსი, რომელიც რეგულირებას უკეთებს და გამოხატავს მოთხოვნა-მიწოდებას შორის თანაფარდობას. სავალუტო შეზღუდვის არარსებობა მიმდინარე და საფინანსო ოპერაციებში. არარეზიდენტის უფლება განახორციელონ ეროვნული ვალუტით ოპერაციები. 2. მსოფლიო ბაზართან კავშირის რეგულირება, შესაბამისი ვაჭრობა და საბაჟო პოლიტიკა, ფულად-საკრედიტო პოლიტიკა - ეროვნული ვალუტის კურსის რეჟიმი და მისი მხარდაჭერის ფორმები, სავალუტო კონტროლი და ა.შ. 3. საერთო ეკონომიკური პოლიტიკის ელემენტები, საბაზრო ურთიერთობათა რეგულირება და სახელმწიფო მონაწილეობა ეკონომიკის მართვაში, ფულად-საკრედიტო და საბიუჯეტო-საგადასახადო პოლიტიკის სრულყოფა.
სხვაგვარად კონვერტირების სქემა ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ: პირველი, ბაზარი (სასაქონლო და ფინანსური); მეორე, ეკონომიკური პოლიტიკა (“ეკონომიკის რეგულირება, საბიუჯეტო-საგადასახადო პოლიტიკა); მესამე, სავალუტო პოლიტიკა (კურსი, რეგულირება, ბაზარი და ა.შ).
ამრიგად, ქართული ეროვნული ვალუტის კონვერტირება გულისხმობს, უპირველეს ყოვლისა, შინაგან ბაზართან ერთად საგარეო ეკონომიკური კავშირების რეჟიმის დინამიურად განვითარებას, რაც ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ეფექტური წარმოების, კონკურენტუნარიანი ექსპორტის და აქტიური საგადასახადო ბალანსის ჩამოყალიბების საფუძველია.
IV. ეკონომიკის სტაბილიზაციაში ფისკალური და მონეტარული სისტემების როლის გაუმჯობესების მიმართულებით:
38. ეკონომიკური განვითარების სხვადასხვა დონეზე მყოფი სახელმწიფოებისათვის ფისკალურ გადაწყვეტილებებს აქვთ განსხვავებული მიზანი: სამრეწველო განვითარებულ ქვეყნებში ეს პოლიტიკა მიზანმიმართულია უზრუნველყოს ეკონომიკური ზრდის ტემპები დინამიკაში, განვითარებულ ქვეყნებში - მიღწეული ეკონომიკური სტაბილურობიდან ეკონომიკურ ზრდაზე გადასვლა, ხოლო ისეთ გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში როგორიცაა საქართველო ფისკალური პოლიტიკა მოწოდებულია პასუხობდეს საბაზრო ეკონომიკაზე სრულყოფილი გადასვლისათვის და ეკონომიკური სტაბილურობისათვის პირობების მომზადებას.
39. ფისკალური პოლიტიკის როლსა და მნიშვნელობას ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების სისტემაში განსაზღვრავს ის, რომ იგი გამოიყენება არა მარტო სახელმწიფოს არსებობის ფინანსური უზრუნველყოფის (ფისკალური ფუნქცია) ან კიდევ ეკონომიკური განვითარების სტაბილიზაციის თვალსაზრისით (ეკონომიკური ფუნქცია), არამედ რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, შემოსავლებისა და რესურსების გასანაწილებლად, ე.ი. ასეთ პოლიტიკას ფისკალურთან და ეკონომიკურთან ერთად გააჩნია წმინდა სოციალური დატვირთვაც, სწორედ საბიუჯეტო-საგადასახადო პოლიტიკა არის ის უმთავრესი მექანიზმი, რომლითაც ხელისუფლება პრაქტიკულად შედის თითოეული მოქალაქის საქმიანობის არეალში და როგორც გადასახადებით, ისე სახელმწიფო ხარჯებით უშუალოდ მონაწილეობს მოქალაქეთა კანონიერი შემოსავლების ფორმირების პროცესში.
40. ფისკალური პოლიტიკის შეფასება მოხდეს როგორც ეკონომიკური სუბიექტის (გადასახადის გადამხდელის), ასევე სახელმწიფოს (გადასახდელების მიმღების) პოზიციებიდან. ამასთან, რომ ფისკალური პოლიტიკის ეფექტიანობის შეფასება ფიზიკური და იურიდიული პირების პოზიციიდან სამეცნიერო თვალსაზრისით ყურადღებას არ იმსახურებს, რამდენადაც თვალნათელია არსებული მიდგომა, ვინაიდან, რაც უფრო დაბალია გადასახადები, მით უკეთესია გადამხდელისათვის, მაგრამ ფისკალურ პოლიტიკას თუ სახელმწიფოს მხრიდან შევაფასებთ, იგი ორმხრივად შეიძლება წარმოდგეს: პირველი, ფისკალური პოლიტიკის ეფექტიანობის შეფასება ეკონომიკური სისტემის სამეწარმეო აქტიურობის თვალსაზრისით და, მეორე, ფისკალური პოლიტიკის ეფექტიანობის შეფასება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის მდგომარეობის თვალსაზრისით. ეს ორი მიდგომა ურთიერთსაწინააღმდეგოა, ვინაიდან, თუ ფისკალური პოლიტიკა მეორე მოდელის თვალსაზრისით, ეფექტიანად ფუნქციონირებს, შესაძლებელია სრულიად არაეფექტიანი იყოს პირველი მოდელის თვალსაზრისით.
41. ფისკალური პოლიტიკის ეფექტიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მთლიანად მაკროეკონომიკური და განსაკუთრებით სამრეწველო პოლიტიკის მიზნებთან, რომელთა განსახორციელებლად საჭიროა ფისკალური პოლიტიკა იქცეს ისეთ ინსტრუმენტალურ პოლიტიკად, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება სწრაფად და სრულად მიღწეული იქნას გრძელვადიანი მაკროეკონომიკური მიზნობრივი მაჩვენებლები. ამისათვის საჭიროა დასახული იქნას ისეთი ფისკალური მაჩვენებლები, რომლების მიღწევის შემთხვევაში ერთდროულად დავაკმაყოფილებთ მრეწველობისა და სახელმწიფო ბიუჯეტის მოთხოვნებს. ფისკალური პოლიტიკის მეშვეობით გრძელვადიანი მაკროეკონომიკური მიზნობრივი მაჩვენებლების განხორციელება გულისხმობს: პირველი, „ფარული იმპორტის“ შემცირების ღონისძიებებს; მეორე, საგადასახადო სისტემის ორგანოებში კორუფციის შემცირებას; მესამე, სახელმწიფო სექტორში მიზნობრივი დაფინანსების მექნიზმის დანერგვას. ბიუჯეტის პროგრამული დაფინანსების, პროგრამების განხილვის, დამტკიცების, აღსრულების კონტროლის მწყობრ სისტემაზე გადასვლა, ამასთანავე, ნიშნავს საბიუჯეტო-საგადასახადო სისტემის თანდათანობით ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებას, საქართველოში იმ წესების დანერგვისათვის პირობების შექმნას, რომლებიც მიღებულია მსოფლიო განვითარებულ ქვეყნებში; მეოთხე, დაგეგმილი ფისკალური ღონისძიებების (მაგალითად, მრეწველობის რომელიმე დარგის რესტრუქტურიზაცია ან სანაცია) კოორდიინირებას მონეტარული პოლიტიკის ღონისძიებებთან. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ფისკალური პოლიტიკის ეფექტიანობა ასევე მნიშვნელოვნად ამაღლდება, თუ დღესდღეობით ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ღონისძიებების კოორდინაცია მხოლოდ ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსებისათვის ხორციელდება.
42. ქვეყანაში ფისკალური სფეროს გაჯანსაღებისათვის მრავალი მიმართულება არსებობს, რომელთაგანაც ჩვენ უფრო ეფექტიანადაც შემდეგი ღონისძიებების გატარება მიგვაჩნია მიზანშეწონილად: პირველი, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის პირობების შექმნა. ამჟამად მცირე საწარმოთა წილი საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა მთლიან რაოდენობაში 75 პროცენტს აჭარბებს, რაც თავისთავად დადებით მოვლენად უნდა ჩაითვალოს. ამასთან, ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინტერესები მოითხოვს მხარდაჭერის ღონისძიებათა არეალის გაფართოებას. კერძოდ, უნდა განხორციელდეს: 1. საგადასახადო რეჟიმის კიდევ უფრო გამარტივება საგადასახადო ტვირთის შენარჩუნებით, მთლიან შემოსავლებზე კონსოლიდირებული გადასახადის გამოვიყენებით; 2. დაკრედიტების ისეთი ფორმების განვითარება, რომლებიც ხელს უწყობენ რისკების შემცირებას ტრადიციულ საბანკო სესხთან შედარებით. უპირველესად ეს ეხება ლიზინგს; 3. მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა გადასინჯვა დელიცენზირების, სერტიფიცირებისა და სტანდარტიზაციის, კონტროლისა და სანქციის მოწესრიგების მიზნით; მეორე, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება. ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტიციების კლების ტენდენციები დღეისათვის მკვეთრი შემცირების ტენდენციით ხასიათდება, რაც, ჩვენი აზრით, გამოწვეულია: 1. სახელმწიფო რეგულირების არარაციონალური პოლიტიკით, რაც ვლინდება დელიცენზირების, ნებაყოფლობითი სერტფიკაციის და სტანდარტიზაციის, მაკონტროლებელთა რაოდენობისა და უფლებების მოუწესრიგებლობაში; 2. შეფარდებით უპირატესობათა ნაკლებობით, დეპრესიული ეკონომიკური ფონით, რომლის გამოსწორებაც შესაძლებელია გონივრული რეგიონალური ინტეგრაციით, საინვესტიციო გარანტიებით და საგადასახადო შეღავათები; 3. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური, მაკროეკონომიკური და სხვა სახის რისკებით, რაც შეიძლება აღმოფხვრილი იქნეს მდგრადი მაკროეკონომიკური პოლიტიკის შენარჩუნებით; 4. კერძო და საჯარო ეროვნული დანაზოგების დაბალი დონით, საკრედიტო რესურსებზე სარგებლის მაღალი განაკვეთით. აღნიშნული ნაკლოვანებანის გამოსწორება შესაძლებელია დაზოგვის საგადასახადო წახალისებით, ანაბრების დაზღვევის სისტემის შექმნით, კონფიდენციალურობისა და ბანკებისადმი ნდობის განმამტკიცებელი ღონისძიებების გატარების მეშვეობით, არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტების საქმინაობის წახალისების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო ბაზის შექმნით, კომერციული ბანკებისათვის ფულის მიწოდებით, საპროცენტო განაკვეთების პოლიტიკის ამოქმედებისა და რაც მთავარია მნიშვნელოვანი საინვესტიციო ბიუჯეტის დაგეგმვის საფუძველზე.
43. საქართველოში ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ინსტრუმენტების გამოყენების ანალიზმა ასევე დაგვანახა, რომ მათ შორის ყველაზე სუსტ რგოლს წარმოადგენს ოპერაციები ღია ბაზარზე, რომელიც საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში ძალიან მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს. აღნიშნული მოწმობს, რომ მიზანშეწონილი იქნებოდა ამ ინსტრუმენტის შემდგომი სრულყოფისა და ფართედ დანერგვის მიზნით გაგვეხილა მისი ფუნქციონირების მექანიზმი, რომელიც გამოიყენება განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში. ამ ქვეყნებში ფასიანი ქაღალდების ემისია განიხილება ფართო და ვიწრო გაგებით. კერძოდ, ცენტრალიზებული ემისია ფართო გაგებით გამოიყენება, როგორც ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების ინსტრუმენტი, ხოლო ვიწრო გაგებით - ფულის მიმოქცევაზე მოქმედი და ფულადი მასის მოცულობის მართვის მექანიზმი, სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტების დეფიციტის არაემისიური დაფინანსების საშუალება, მოსახლეობისა და საწარმოების დროებით თავისუფალი ფულადი საშუალებების მობილიზების და მის ხარჯზე ქვეყნის წინაშე მდგარი სხვადასხვა ამოცანების გადაწყვეტის შესაძლებლობა.
44. მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის გარემოება, რომ ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარებაში წინააღმდეგობრივი ხასიათი ვლინდება ეკონომიკის დიდი მასშტაბების გამო ფულადი მასის რეგულირებით რეალურ სექტორზე ზემოქმედების შეუძლებლობაში. აღნიშნულის მიზეზად მიგვაჩნია ის, რომ მონეტარული ზემოქმედების კლასიკური არხების ზემოქმედება ეკონომიკაზე შეზღუდულია, რადგან, ერთი მხრივ, განუვითარებელია ფასიანი ქაღალდების ბაზარი, მეორე მხრივ კი, საპროცენტო განაკვეთების დინამიკა უფრო მეტად არის დამოკიდებული სტრუქტურულ ფაქტორებზე, ვიდრე მონეტარულ კონდიციებზე. მართალია ეროვნული ბანკის ხელშია სარეზერვო ფულის მოცულობის მართვა, მაგრამ მონეტარული გადაცემის ამ არხს ზღუდავს M2 ფულადი მულტიპლიკატორის დაბალი მაჩვენებელი, რის გამოც არ ხდება სარეზერვო ფულის დეპოზიტების მეშვეობით გამრავლება.
45. ეკონომიკის განვითარებისათვის სტაბილური მონეტარული ფონის შექმნის მიუხედავად ეკონომიკა კრიზისიდან მაინც ვერ გამოვიდა. ყურადღებას იმსახურებს იმის აღნიშვნაც, რომ ცენტრალურ ბანკს ჯერ-ჯერობით არ შეუძლია საპროცენტო განაკვეთის რეგულირება, ამიტომ მონეტარული პოლიტიკის ძირითად შუალედურ ორიენტირს ფულადი მასის ზრდა და სავალუტო კურსის დინამიკა წარმოადგენს, რომელიც არსებით გავლენას ახდენენ ინფლაციურ პროცესზე.
46. აღნიშნულ პროცესში ლარის ნომინალურმა გაცვლითმა კურსმა მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს მოსახლეობის ინფლაციური მოლოდინის ჩამოყალიბებაში, როგორც ფინანსური სისტემის სტაბილურობის მარტივმა და თვალსაჩინო მაჩვენებელმა. აქვე უნდა შევნიშნოთ ისიც, რომ სამომხმარებლო ბაზარზე იმპორტული საქონლის მაღალი ხვედრითი წილი და სავალუტო რისკებისაგან დაზღვევის მიზნით საქონლის ფასების უცხოური ვალუტით დაფიქსირების გავრცელებული პრაქტიკა უნდა განხორციელდეს პერსპექტივაშიც, ვინაიდან იგი ხელს უწყობს, რომ ფასების დინამიკა მგრძნობიარე გახდეს საკურსო ცვლილებების მიმართ და სწორედ ესეც განაპირობებს ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას.
გარდამავალი ეკონომიკის თანამედროვე ეტაპზე ფულად-საკრედიტო პოლიტიკა უნდა ითვალისწინებდეს წინააღმდეგობების აღმოფხვრას, რომელიც წარმოიშობა სავალუტო ბაზარზე. მხედველობაში გვაქვს კაპიტალის სტერილიზაციის პრობლემის გადაწყვეტა. სავალუტო ბაზარზე წინააღმდეგობების წარმოშობა განპირობებულია, ჩვენი აზრით, შემდეგი მიზეზებით: 1. ინვესტიციების მოცულობის ზრდით, რომელთა შორის მნიშვნელოვანია ოფიციალურად აღურიცხავი, ფარული ინვესტიციების წილი, რომელიც თავის მხრივ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსებასთან ერთად ზეგავლენას ახდენს სავალუტო ბაზარზე; 2. ლარის ზედმეტად გამყარების თავიდან აცილებისათვის ეროვნული ბანკი მიმართავს უცხოური ვალუტის პერიოდულად შესყიდვას, რაც ფულადი მასის ზრდას იწვევს; 3. ინტერვენციების დროს ხდება ფულის არაინფლაციური მოწოდების უზრუნველყოფა და პარალელურად დგება საკითხი ლიკვიდობის მართვის ახალი ინსტრუმენტების შემოღების შესახებ.
![]() |
6 გამოყენებული ლიტერატურა |
▲ზევით დაბრუნება |
წიგნები, მონოგრაფიები
1. რ.ასათიანი, მომსახურება და საბაზრო სისტემა, თბ., თსუ გამომცემლობა, 1993.
2. რ.ბასარია, ი.მესხია. ეკონომიკური თეორიის საფუძვლები, თბ., გამომცემლობა „ფინანსები“, 1996.
3. გ.გამსახურდია, საქართველოს საფინანსო პოლიტიკის ძირითადი პრობლემები თანამედროვე ეტაპზე, თბ., გამომცემლობა „მერიდიანი“, 1995.
4. გ.გამსახურდია, ფინანსების როლი საქართველოს გარდამავალ ეკონომიკაში, თბ., გამომცემლობა „მერიდიანი“, 1997.
5. რ.გოგოხია, საბაზრო ეკონომიკა, თბ., თსუ გამომცემლობა, 1996.
6. ა.გრიშიკაშვილი, გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნები, პრობლემები, პერსპექტივები, თბ., 1998.
7. ეკონომიკური თეორია, ავტორთა კოლექტივი გ.ადეიშვილისა და რ.ასათიანის რედაქციით, თბ., საგამომცემლო ფირმა „სიახლე“, 1998.
8. ზ.ვაშაკიძე, ლ.ჩხიკვაძე, ვ.გიორგაძე. საინვესტიციო პოლიტიკა და ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ კონვენცია. წიგნი I. ეგთო, 2005.
9. ვ.ზურაბიშვილი, საფინანსო პოლიტიკის ზოგიერთი საკითხი საბაზრო ეკონომიკის ფორმირების პროცესში, თბ., გამომცემლობა „ფინანსები“, 1996.
10. მ.კაკულია. სავალუტო სისტემის განვითარების პრობლემები საქართველოში. გამომცემლობა სტამბა შპს „ფინანსები“. თბ., 2001.
11. რ.კაკულია, ფინანსების ზოგადი თეორია, თბ., გამომცემლობა-სტამბა შპს „ფინანსები“, 2004.
12. რ.კაკულია, საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის თეორიისა და პრაქტიკის პრობლემები. თბ., 2003,
13. ი.კოვზანაძე, საქართველოს კომერციული ბანკების ფუნქციონირების პრობლემები თანამედროვე ეტაპზე, თბ., გამომცემლობა თსუ, 2002,
14. გ.მალაზონია. ფასიანი ქარალდების როლი ფულის მიმოქცევის რეგულიებაში. თბ., 2002,
15. ი.მესხია, ვ.ბასარია, საქართველოს საგადასახადო სისტემის სრულყოფის საკითხები, თბ., გამომცემლობა „ფინანსები“, 2001.
16. მსოფლიო ეკონომიკა, დამხმარე სახელმძღვანელო, გ.თოდუასა და შ.ვეშაპიძის რადაქციით. თბ., გამომცემლობა „ნობათი“, 2001.
17. ვ.პაპავა. პოსტკომუნისტური კაპიტალიზმის პოლიტიკური ეკონომია და საქართველოს ეკონომიკა, თბ., 2002.
18. ა.სილაგაძე, ეკონომიკური აზრის ისტორიის საკითხები, თბ., თსუ გამომცემლობა, 2001.
19. შ.ქისტაური, ლ. ქისტაური, საქართველოს საფინანსო და საბანკო სამართლის პრობლემები, თბ., გამომცემლობა „სამთავისი“, 1997.
20. ვ. ჩანტლაძე, ფინანსური მეცნიერების საფუძვლები, თსუ გამომცემლობა, 1995.
21. Банковское дело. /Под редакцией проф. О.И. Лаврушина/. М. Финансы и статистика. 2004.
22. Ю.Г.Вешкин, Г.Л. Авагян. Банковские системы зарубежных стран. М. Экономистъ. 2004.
23. Зви Боди, Роберт К. Мертон. Финансы. Изд. дом Виьямс. Москва* Сант-Петербург*Киев. 2004.
24. И.Ковзанадзе. Системные банковские кризисы в условиях финансовой глобализации. Изд. ТГУ. Тбилиси 2003.
25. Кейнс Дж. М., Общая теория занятости, процента и денег. Антология экономической классики. М.: изд., «Прогресс», 1993.
26. Налогово-бюджетная политика в странах с экономикой переходного периода/Под ред. В. Танзи/, Вашингтон, МВФ, 1993.
27. Налоги и налогобложение. Под ред. И. Г. Русаковой, В.А. Кашина.- М.: изд., ЮНИТИ, 2000.
28. Синицина И., Ярочиньски. М. Бюджетно-налоговая система и государственные финансы Грузии в 1997-1998гг. ჩAშE. Варшава, 1988.
29. Синки Д.Ж. (мл) Управлние финансами в коммерческих банках: Пер. с англ. 4-ое изд. М.: Варшава, 1988.
41. Усоскин В. Теории денег.- М.: изд., „Прогресс», 1976.
42. Финансы: Учебник для вузов. Под ред. М. В.Романовского, О. В. Врублевской, Б.М. Сабанти.- М.: Изд. „Перспектива“; Изд. „Юрайт“, 2001.
43. Шарп У. Ф., Александер Г. Дж., Бэйли Дж. В. Инвестиции. М.: изд., “ИНФРА”, 1997.
44. Экономическая теория. Под ред. А.И. Добрынина, Л. С. Тарасевича. Санкт-Петербург, изд., “Питер Ком”, 1999.
45. Энг М. В., Лис Ф. А., Мауер Л. Дж. Мировые финансы. - М.: изд., «ИКК ДеКА», 1998.
46. Эрхард Л. Благосостояние для всех. М.: изд., «Начало-Пресс», 1991.
47. Lindholm. R.W.Public Finance and Fiscal Policy, 1992.
48. Samuelson P., Nordhaus W. Economics. 14th ed., N.Y. 1992.
49. L.S. Copeland, Exchange Rates and International Finance, 2000.
50. C.P. Hallwood, R. Mac Donald, International Money and Finance, 1994
საკანონმდებლო აქტები, წლიური ანგარიშები
51. საქართველოს კანონი „საბიუჯეტო სისტემის შესახებ“, თბ., 2004.
52. საქართველოს საგადასახადო კოდექსი, თბ., 2004.
53. საქართველოს კანონი 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, თბ., 2005.
54. საქართველოს კანონი საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ, თბ., 1999.
55. საქართველოს ეროვნული ბანკი. წლიური ანგარიშები 1998, 1999, 2000, 2001, 2002, 2003, 2004 წლების.
56. საქართველოს სტატისტიკური წელიწდეული 2003. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, თბ., 2004.
57. ფინანსთა სამინისტროს ანგარიში „საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ“, თბ., 2005.
58. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 11 ივლისი N 159 ბრძანება. კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესი.
59. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 23 დეკემბერი N 297 ბრძანება. კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ.
60. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 23 დეკემბერი N299 ბრძანება. კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულება.
61. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2001 წლის 10 დეკემბრის N297 ბრძანება. კომერციული ბანკების საერთო ღია სავალუტო პოზიციის ლიმიტის დადგენის, გაანგარიშებისა და დაცვის წესი.
62. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2001 წლის 10 აპრილი N95 ბრძანება (ცვლილებები შეტანილია: 2002 წლის 25 მარტის N75 ბრძანებით, 2002 წლის 17 სექტემბრის N237 ბრძანებით, 2004 წლის 7 აპრილის N67 ბრძანებით) „კომერციული ბანკების საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების წესი“.
პერიოდული ლიტერატურა
63. რ. ასათიანი. საქართველოს ფინანსური კრიზისი და ტრანზიტული პროცესების მაკროეკონომიკური რეგულირება. საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის შრომები. ტ. I, თბ., საგამომცემლო ფირმა სიახლე, 2000, გვ., 112.
64. რ. ასათიანი. მცდარი მონეტარისტული პოსტულატები და საქართველო ილუზიების ტყვეობაში. შრომები. IV ტომი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია. თბ., ფირმა „სიახლე“, 2004. გვ., 90-100.
65. ნ. ადეიშვილი, ლ. მელქანია. ფულად-საკრედიტო პოლიტიკის სრულყოფის წინადადებები და რეალიზაციის გზები. გარდამავალი პერიოდის საფინანსო-ეკონომიკური პრობლემები, ტომი VIII. თბ., ფსკი, 2005. გვ., 422-431.
66. რ. ბასარია, სახელმწიფოს ფუნქციების ტრანსფორმირება და მათი ფინანსური უზრუნველყოფა გარდამავალ პირობებში. შრომები. IV ტომი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია. თბ., ფირმა „სიახლე“, 2004. გვ., 101-114.
67. ვ.ბასარია, რ.ბასარია. მოსაზრებები „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ პროექტზე. გარდამავალი პერიოდის საფინანსო-ეკონომიკური პრობლემები, ტომი VII. თბ., ფსკი, 2004. გვ., 288-290.
68. გ.გამსახურდია, უახლესი პერიოდის გადაუდებელი ღონისძიებების შესახებ, ჟურნალი „მაკრო-მიკრო ეკონომიკა“, თბ., 2000, N7-8. გვ. 40.
69. გ.გამსახურდია, ა.ლაფაჩიშვილი. საქართველოს საბანკო სისტემის ეფექტიანობის ამაღლების გზები. ჟურნალი „სოციალური ეკონომიკა“, 2003, N3, გვ., (126-136), 3-145.
70. გ.გამსახურდია, ი.ვაშაყმაძე. საქართველოს საბანკო სისტემის ეფექტიანობის ამაღლების ფაქტორული ანალიზი. ჟურნალი „სოციალური ეკონომიკა“, 2005, N3, გვ., (42-52), 5-186.
71. თ. გამსახურდია, გადასახადების ადმინისტრირების გაუმჯობესების მნიშვნელობა საგადასახადო-საბიუჯეტო სისტემის სრულყოფაში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე, ეკონომიკის სერია, თბ., 2002, ტ. 10, N1-2. 78-93.
72. თ.გამსახურდია, საგადასახადო შემოსავლების ზრდა - მაკროეკონომიკური რეგულირების მთავარი პირობა, თსუ ნაშრომების კრებული „ეკონომიკა“, თბ., 2002, N1-2, გვ., 73-79.
73. ა.გაბრიჭიძე ფულად-საკრედიტო სფეროს თანამედროვე მდგომარეობა ჟურნალი „ეკონომიკა“ N12 2005 გვ, 59-63.
74. ა.გაბრიჭიძე „საქართველოს ფისკალური სისტემა და მისი სრულყოფის მიმართულებანი“ ჟურნალი „საქართველოს ეკონომიკა“ N12 2005 გვ, 34-35.
75. ა.გაბრიჭიძე „საქართველოს საბანკო სისტემის რეფორმის საკითხები“ თსუ სამეცნიერო შრომების კრებული „ეკონომიკა“ 2005, გვ., 65-72.
76. მ.გვიჩია. ნ.კაკაშვილი. გარდამავალი პერიოდის სავალუტო პოლიტიკის პრობლემური საკითხები. გარდამავალი პერიოდის საფინანსო-ეკონომიკური პრობლემები, ტომი VIII. თბ., ფსკი, 2005. გვ., 444-455.
77. ვ.ზურაბიშვილი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის სრულყოფისათვის. საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემია. შრომები, I ტომი. თბ., საგამომცემლო ფირმა „სიახლე“, 2000. გვ., 20.
78. ვ.ზურაბიშვილი, საქართველოს საბიუჯეტო-საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფისათვის. შრომები IV ტომი საქართველოს მეცნიერებათა აკადემია. თბ., ფირმა „სიახლე“, 2004. გვ., 159-170.
79. ზ.თეთრუაშვილი, ინვესტიციური პროცესების სახელმწიფოებრივი რეგულირების შესახებ საბაზრო ურთიერთობათა ფორმირების პროცესში. საქართველოს ფინანსურ-ეკონომიკური პრობლემები და მათი გადაწყვეტის პრიორიტეტები. სამეცნიერო შრომების კრებული, II ტომი, გორი, 1999. გვ. 42.
80. რ.კაკულია, საგადასახადო პოლიტიკა და საგადასახადო სისტემის შეფასების კრიტერიუმები. შრომები. I ტომი. საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემია. თბ., 2000. გვ., 121, 128.
81. რ.კაკულია, ე. ბაბუნაშვილი. ფინანსური სისტემის რეფორმირების აქტუალური საკითხები. გარდამავალი პერიოდის საფინანსო-ეკონომიკური პრობლემები, ტომი VIII. თბ., ფსკი, 2005. გვ., 221-238.
82. მ. კაკულია, სავალუტო სისტემის განვითარების პრობლემები საქართველოში. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის სამინისტროსთან არსებული ეკონომიკური და სოციალური პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი 2001, გვ., 100-104.
83. მ.კაკულია, ნ.გიგინეიშვილი. ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიზანი და პრიორიტეტები. ჟურნალი „ბანკი“, 2002, N6(14), გვ., (7-12), 5-103.
84. მ. კაკულია, ნ. ასლამაზაშვილი - დოლარიზაცია საქართველოში: მაშტაბები, ფაქტები, დაძლევის გზები, გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში საბანკო სისტემის ფორმირების შესახებ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი, თბ., 2000.
85. გ. ლაბარტყავა, პრივატიზაციის მიზანი, შედეგები და პრობლემები. გარდამავალი პერიოდის საფინანსო-ეკონომიკური პრობლემები საქართველოში (ტომი IV), ფინანსების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, თბ., 2000.
86. გ.მალაშხია, მოგება და გადასახადი. გარდამავალი პერიოდის საფინანსო-ეკონომიკური პრობლემები, ტომი VI. თბ., ფსკი, 2002. გვ., 105-110..
87. ი. მესხია. ანტიინფლაციური რეგულირებისა და პროგნოზირების კონცეპტუალური საფუძვლები საქართველოში. ჟურნალი „ბანკი“. 2003, N1-2(15) გვ., (17-21), 5-122.
88. ე. მექვაბიშვილი, ეკონომიკური ზრდისა და გლობალიზაციის ზემოქმედება ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზე საქართველოში, ჟურნალი „ბანკი“, 2000, N2, გვ., (3-7), 3-76.
89. მოხსენება საქართველოს 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შესახებ, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი, თბ., 2004. გვ., 30, 83-170.
90. მ. ნაჭყეპია, ვ. კობალავა. საინვესტიციო საქმიანობის ეფექტიანობის ანალიზის საკითხები. გარდამავალი პერიოდის საფინანსო-ეკონომიკური პრობლემები, ტომი VII. თბ., ფსკი, 2004. გვ., 373-376.
91. ვ. პაპავა, კორუფციის მაკროეკონომიკური და ინსტიტუციური მექანიზმები საქართველოში. გარდამავალი პერიოდის საფინანსო-ეკონომიკური პრობლემები, ტომი VI. თბ., ფსკი, 2002. გვ., 64-78.
92. ვლ. პაპავა. ინფლაციის ზეგავლენა ეკონომიკურ ზრდაზე პოსტკომუნისტურ საქართველოში. ჟურნალი ბანკი N1, 2000. გვ., 8-13..
93. ნ. სანთელაძე. საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მაკრო და მიკროასპექტები. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შრომები, I ტომი, თბ., 2000, გვ. 40.
94. საქართველოს ეკონომიკის მიმართულებები. ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრი. კვარტალური მიმოხილვა, თბ., 2004, N2. გვ. 25-30.
95. საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შესახებ, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მოხსენება. თბ., 2004. გვ. 83-170.
96. პოლიტიკა და ეკონომიკა ერთიანი რაკურსით - ეკონომიკური კრიზისის ძირითადი მიზეზი, ჟურნალი „მაკრო-მიკრო ეკონომიკა“, თბ., 2000, N6. გვ., 9.
97. ჯ. შათირიშვილი, საბიუჯეტო კანონმდებლობისა და საბიუჯეტო სისტემის სრულყოფის საკითხები, გარდამავალი პერიოდის საფინანსო-ეკონომიკური პრობლემები საქართველოში (ტ IV), თბ., ფსკი, 1999. გვ. 241.
98. ჯ. შათირიშვილი, გარდამავალი ეტაპის საფინანსო-საბიუჯეტო პრობლემები საქართველოში, ჟურნალი „გადასახადები“, 2002, N 24, გვ. 12.
99. ჯ. შათირიშვილი. საქართველოს საგადასახადო პოლიტიკის სრულყოფის პრაქტიკული მნიშვნელობა. ჟურნალი „სოციალური ეკონომიკა“, 1999, N 1, გვ. 90.
100. ჯ. შათირიშვილი, ფ. ალავიძე. საქართველოს სავალუტო პოლიტიკა: რეტროსპექტივა და პერსპექტივები. გარდამავალი პერიოდის საფინანსო-ეკონომიკური პრობლემები, ტომი VI. თბ., ფსკი, 2002. გვ., 220-233.
101. მ. ჯიბუტი. კორპორატიული მართვა საქართველოში: მდგომარეობა, განვითარების პერსპექტივები. გარდამავალი პერიოდის საფინანსო-ეკონომიკური პრობლემები, ტომი VI. თბ., ფსკი, 2002. გვ., 79-91.
102. ლ. ჩიქავა, საქართველოს ეკონომიკის სოციალური არაორიენტირებულობა და მისი განმსაზღვრელი ფაქტორები. საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის შრომები (ტ I), თბ., საგამომცემლო ფირმა „სიახლე“, თბ., 2000. გვ. 20.
103. გ. ცაავა. უცხოური საბანკო კაპიტალი საქართველოს ეკონომიკაში. გარდამავალი პერიოდის საფინანსო-ეკონომიკური პრობლემები საქართველოში (ტომი IV), თბ., ფსკი, 2001, გვ. 341.
104. Логинов В., Новицкий Н. Совершенствование финансово-налоговой системы, журнал „Экономика”, М. 1998, №2. с. 41.
105. Gamsakhurdia T. The Ways ob Improvement of Budgetary System r. Georgia. Bulleten of the Georgian Academy of sciences, Tbilisi, 2002, 165, N 2, p. 433-435.
106. Summers L. Tel Lessons to Learn - The Economist, January 5, 1996. p. 25-27.
ინტერნეტ მისამართები