![]() |
ტრანზიტი საქართველოს გავლით (გზამკვლევი) |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი ეკონომიკა |
საავტორო უფლებები: © საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია |
თარიღი: 2006 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია ASSOCIATION OF YOUNG ECONOMISTS OF GEORGIA თბილისი 2006 |
![]() |
1 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლი და ფუნქცია დღითიდღე იზრდება. ეს განპირობებულია ქვეყნის მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული მდებარეობით და მსხვილი სატრანზიტო პროექტების რეალიზაციით. ამასთან, გეოსტრატეგიული მდებარეობის რაციონალური და ეფექტური გამოყენება ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია.
ქვეყანაში ტრანზიტის განვითარების ძირითად ბაზისს მოწესრიგებულ საგზაო ინფრასტრუქტურასთან და სხვა ფაქტორებთან ერთად მარტივი საბაჟო პროცედურები წარმოადგენს. საბაჟო პროცედურების სიმარტივეს კი ჰარმონიზებული საბაჟო კანონმდებლობა და საზღვრის კვეთისას ბარიერების სიმცირე განაპირობებს.
უკანასკნელ პერიოდში საქართველომ მიიღო ახალი საბაჟო კოდექსი და მასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე აქტები. გარდა საბაჟო კანონმდებლობისა, საზღვრის კვეთის პროცედურებს საერთაშორისო ხელშეკრულებები, სხვადასხვა კანონები და ინსტრუქციები არეგულირებს. გამომდინარე იქიდან, რომ საზღვრის კვეთას საკმაოდ მრავალრიცხოვანი აქტები არეგულირებს, საზღვრის გადამკვეთი ნებისმიერი პირისთვის ტრანზიტთან დაკავშირებული პროცედურების გამარტივებულად გადმოცემას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მითუმეტეს მაშინ, როდესაც გადამზიდავების დიდი ნაწილი უცხოელია და ნაკლებად მიუწვდება ხელი საქართველოში მოქმედ კანონმდებლობაზე. ამიტომაც, გზამკვლევი დიდ დახმარებას გაუწევს საქართველოს საზღვრის გადამკვეთ იმ პირებს, რომლებიც გადაადგილდებიან ერთი ქვეყნიდან მეორეში საქართველოს გავლით და ახორციელებენ საერთაშორისო გადაზიდვებს.
წინამდებარე გზამკვლევი ეყრდნობა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, ახალ საბაჟო კოდექსს და მის შესაბამისად მიღებულ კანონქვემდებარე აქტებს. გამოყენებულია ასევე საქართველოს სხვა მოქმედი კანონმდებლობა და სახელმწიფო უწყებებიდან მოპოვებული ოფიციალური ინფორმაცია. საგზაო-სატრანზიტო მარშრუტების და საბაჟო ორგანოების სისტემის უკეთ წარმოსადგენად გზამკვლევს დართული აქვს საქართველოს რუკა შესაბამისი პირობითი აღნიშვნებით.
გზამკვლევი გამოიცა ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.
![]() |
2 1. ზოგადი ინფორმაცია ტრანზიტისა და TIR-კარნეტის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
2.1 1.1. ზოგადი ინფორმაცია ტრანზიტის შესახებ |
▲ზევით დაბრუნება |
საქონლის ტრანტიზი არის ერთ-ერთი საბაჟო რეჟიმი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაადგილდება უცხოური საქონელი საბაჟო გადასახდელების გადახდის გარეშე. ტრანზიტი აუცილებლად ხორციელდება ორ ქვეყანას შორის (მაგ. თურქეთიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს გავლით) ან ერთი ქვეყნის ტერიტორიულ ერთეულებს შორის (მაგ. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ერთი დასახლებიდან მეორეში საქართველოს გავლით). |
ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის შესაბამისად საქონლის გადაზიდვა ხორციელდება:
TIR-ის (საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების) დოკუმენტის საფუძველზე;
ფოსტით, საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე;
სატრანსპორტო ზედდებულის, საჰაერო, სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის შემთხვევაში, აგრეთვე სხვა დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც გამოიყენება შემდგომი გადაზიდვისათვის ან/და შეიცავს საქონლის და სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაციისათვის საჭირო მონაცემებს;
სხვა დოკუმენტებით, რომლებიც შესაძლოა დაამტკიცოს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ცალკეულ შემთხვევებში და ფორმით.
საქონელი, რომელიც გაივლის საქართველოს ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის შესაბამისად, უნდა დარჩეს უცვლელ მდგომარეობაში, გარდა იმ ცვლილებებისა, რომლებიც გამოწვეულია ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალური პირობებისათვის ბუნებრივი დანაკარგებით. ტრანზიტისთვის განკუთვნილი საქონელი არ უნდა იქნეს გამოყენებული სხვა მიზნით ე.ი. არ უნდა დარჩეს საქართველოს ტერიტორიაზე, არ მოხდეს მისი გადამუშავება, გაყიდვა და ა.შ.
ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის დროს საქონლის საბაჟო დათვალიერება ხორციელდება ორ საბაჟო ორგანოში:
1. გაგზავნის საბაჟო ორგანო;
2. დანიშნულების საბაჟო ორგანო.
გაგზავნის საბაჟო ორგანო არის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ადგილი, საიდანაც იწყება სატრანზიტო გადაზიდვა (ე.წ. შემოსვლის საბაჟო გამშვები პუნქტი), ხოლო დანიშნულების საბაჟო ორგანო - საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ადგილი, სადაც მთავრდება სატრანზიტო გადაზიდვა (ე.წ. გასვლის საბაჟო გამშვები პუნქტი).
საქონლის სატრანზიტო გადაზიდვას ორგანიზებას უწევს საქონლის გადამზიდველი (ან დეკლარანტი). საქონლის გადამზიდველი (ან დეკლარანტი) ვალდებულია:
დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარადგინოს საქონელი საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების დაუზიანებლად და თანმხლები დოკუმენტები, დადგენილ ვადასა და უცვლელ მდგომარეობაში;
წარადგინოს გარანტიები საქონელთან დაკავშირებით წარმოსაშობი საბაჟო ვალდებულების დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით;
დაიცვას საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმთან დაკავშირებული სხვა ვალდებულებები.
საქონლის გადამზიდველი ან სხვა პირი, რომელსაც გადაეცა ტრანზიტის რეჟიმში მოქცეული საქონელი (რომელმაც შემოიტანა ეს საქონელი შემოსვლის საბაჟო ორგანოში), საბაჟო ორგანოსაგან შეთანხმებით ვალდებულია დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარადგინოს საქონელი
განსაზღვრულ 10 დღის ვადაში უცვლელ მდგომარეობაში. საქონლის გადამზიდველი ვალდებულია დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარადგინოს საქონელი და თანმხლები დოკუმენტაცია საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ლუქი, პლომბი და სხვა) დაუზიანებლად.
საქონლის გადამზიდველი (ან დეკლარანტი) ვალდებულია გაგზავნის საბაჟო ორგანოს წარუდგინოს გარანტია სატრანზიტო გადაზიდვებთან დაკავშირებული საბაჟო ვალდებულებების დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით. საქონლის გადამზიდველის მიერ წარდგენილი გარანტია შეიძლება იყოს ინდივიდუალური და საერთო. გარანტია ინდივიდუალურია, როდესაც იგი წარდგენილია ცალკეული სატრანზიტო გადაზიდვისათვის, ხოლო საერთოა, თუ იგი რამოდენიმე სატრანზიტო გადაზიდვისთვისაა წარდგენილი.
საქართველოს იმ საწარმოებს ან მეწარმე ფიზიკურ პირებს, რომლებიც მუდმივად იყენებენ საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმს და საბაჟო ორგანო დარწმუნებულია მათ შესაძლებლობებში, შეასრულონ ამ რეჟიმით განსაზღვრული ვალდებულებები, შეუძლიათ ისარგებლონ საერთო გარანტიით. ამასთან, ბოლო 6 თვის განმავლობაში მათ არ უნდა ქონდეთ ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევა. შესაძლებელია საერთო გარანტიის მიღება, რისთვისაც დეკლარანტი ამავე დროს უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
სათანადოდ იყენებდეს საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმს ბოლო კალენდარული წლის განმავლობაში;
ჰქონდეს მყარი ფინანსური მდგომარეობა, რაც უზრუნველყოფს წარმოშობილი საბაჟო ვალდებულების დაფარვის შესაძლებლობას.
გარანტიის შემცირებული თანხით წარდგენისათვის ან განთავისუფლებისათვის ვერ ისარგებლებენ ის საწარმოები ან მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებსაც სურთ მაღალი რისკების მქონე საქონლის ტრანზიტი. |
საბაჟო ვალდებულების დაფარვის უზრუნველსაყოფად გარანტიის წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ საქონელი გადაადგილდება:
TIR-წიგნაკით;
საჰაერო ან საზღვაო ტრანსპორტით;
მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზებით.
გაგზავნისა და დანიშნულების საბაჟო ორგანოებში არსებული მონაცემების შედარებით, თუ საბაჟო ორგანო დარწმუნდა, რომ საქონლის გადაზიდვა განხორციელდა საბაჟო კანონმდებლობის დაცვით, საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონელი გადაკვეთს საბაჟო საზღვარს და სატრანზიტო გადაზიდვა ჩაითვლება დასრულებულად.
თუ შემოსვლიდან 10 დღის ვადაში საქონელი არ დატოვებს გასვლის საბაჟო ორგანოს, ან კიდევ წარმოდგენილი არ იქნება მტკიცებულებები საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის შეწყვეტის შესახებ, საბაჟო ორგანო ატარებს სათანადო ღონისძიებებს საბაჟო კანონმდებლობის დაცვის მიზნით (იხ. პასუხისმგებლობა საბაჟო კანონმდებლობის დარღვევისათვის).
![]() |
2.2 1.2. სასაზღვრო საბაჟო გამშვები პუნქტები და საბაჟო კონტროლის ზონები |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთა საბაჟო ორგანოების სამუშაოს დროს დაიშვება იმ ადგილებში (იხ. თანდართული რუკა), რომელიც წინასწარ არის განსაზღვრული (სამუშაო დღეებში 0900 სთ-დან 1800 სთ-მდე ყველა საბაჟო გამშვებ პუნქტში, გარდა „წითელი ხიდისა“, „სადახლოს“, „გარდაბნის“, „ახკერპის“, „გუგუთის“, „მტკვრის“, „ლაგოდეხის“, „სამთაწყაროს“, „ყაზბეგის“, „ვალეს“, „ნინოწიმინდის“, „თბილისის აეროპორტის“, „სარფის“, „ბათუმის აეროპორტის“, „ქუთაისის აეროპორტის“, „სენაკის აეროპორტის“, „ბათუმის პორტის“ და „ფოთის პორტისა“, სადაც სამუშაო დრო განსაზღვრულია 24 სთ-ით). სხვა ადგილებში ან საბაჟო ორგანოების არასამუშაო დროს საქონლითა და სატრანსპორტო საშუალებებით საზღვრის გადაკვეთა დასაშვებია საბაჟო დეპარტამენტთან წერილობითი შეთანხმებით.
დაინტერესებული პირის (გადამზიდავის, დეკლარანტის, საქონლის მფლობელის) თხოვნით, მისი ხარჯითა და საბაჟო ორგანოს წერილობითი თანხმობით, საბაჟო დამუშავების ოპერაცია შეიძლება განხორციელდეს საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროსაც. |
საბაჟო საზღვრის გადაკვეთა შესაძლებელია შემდეგ სასაზღვრო საბაჟო გამშვებ პუნქტებში (იხ. თანდართული რუკა):
√ საბაჟო გამშვები პუნქტები „სარფი“, „ბათუმის პორტი“, „ბათუმის აეროპორტი“ - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია;
√ საბაჟო გამშვები პუნქტები „წითელი ხიდი“, „სადახლო“, „ახკერპი“, „გუგუთი“, „მტკვარი“, „ლაგოდეხი“, „სამთაწყარო“, „უდაბნო“, „საბათლო“, „ვაშლოვანი“ - აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორია, საქართველო-სომხეთის და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე;
√ საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტი“ - ქ. თბილისის ტერიტორია, კახეთის გზატკეცილი;
√ საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ - საქართველოს ჩრდილოეთ ტერიტორია, საქართველო-რუსეთის საზღვარზე;
√ საბაჟო გამშვები პუნქტები „ვალე“ და „ნინოწმინდა“ - საქართველოს სამხრეთ ტერიტორია, საქართველო-თურქეთის და საქართველო-სომხეთის საზღვარზე;
√ საბაჟო გამშვები პუნქტები „ფოთის პორტი“, „ქუთაისის აეროპორტი“, „სენაკის აეროპორტი“, „მამისონი“ - დასავლეთ საქართველოს ტერიტორია;
√ საბაჟო გამშვები პუნქტები „გარდაბანი“, „სადახლო“, „ფოთი“ - სარკინიგზო ტრანსპორტით მოძრავ საქონელზე.
საქართველო-სომხეთის საბაჟო გამშვები პუნქტების ნუსხა
№ |
საბაჟო პუნქტების დასახელება |
საბაჟო პუნქტების დასახელება |
კონტროლის ობიექტი |
გამშვები საბაჟო პუნქტის კატეგორია |
1 |
ნინოწმინდა |
ბავრა |
ტვირთებისა და მგზავრთა ყველა კატეგორია |
საავტომობილო |
2 |
გუგუთი |
გოგარანი |
ტვირთებისა და მგზავრთა ყველა კატეგორია |
საავტომობილო |
3 |
ახკერპი |
პრივოლნოე |
ტვირთებისა და მგზავრთა ყველა კატეგორია |
საავტომობილო |
4 |
სადახლო |
აირუმი |
ტვირთებისა და მგზავრთა ყველა კატეგორია |
სარკინიგზო |
5 |
სადახლო |
ბაგრატაშენი |
ტვირთებისა და მგზავრთა ყველა კატეგორია |
საავტომობილო |
6 |
ახკერპი |
ჯილიზა |
ტვირთებისა და მგზავრთა ყველა კატეგორია |
საავტომობილო |
საქართველო-აზერბაიჯანის საბაჟო გამშვები პუნქტების ნუსხა
№ |
საბაჟო |
საბაჟო |
კონტროლის ობიექტი |
გამშვები |
1 |
წითელი ხიდი |
წითელი ხიდი |
ტვირთებისა და მგზავრთა ყველა კატეგორია |
საავტომობილო I კატეგორიის |
2 |
მტკვარი |
სადიხლი |
ტვირთებისა და მგზავრთა ყველა კატეგორია |
საავტომობილო I კატეგორიის |
3 |
ჯანდარა |
ბეიუკ-კასიკ |
ტვირთებისა და მგზავრთა ყველა კატეგორია |
სარკინიგზო I კატეგორიის |
4 |
ლაგოდეხი |
ბელოქანი |
ტვირთებისა და მგზავრთა ყველა კატეგორია |
საავტომობილო I კატეგორიის |
5 |
სამთაწყარო |
მუღანლო |
ტვირთებისა და მგზავრთა ყველა კატეგორია |
საავტომობილო I კატეგორიის |
6 |
უდაბნო |
პოილუ |
ტვირთებისა და მგზავრთა ყველა კატეგორია |
საავტომობილო II კატეგორიის |
7 |
ვაშლოვანი |
სადახლი |
მგზავრთა და ტრანსპორტის ყველა კატეგორია, გარდა ტვირთებისა |
საავტომობილო II კატეგორიის |
8 |
საათლო |
ალმალი |
მგზავრთა და ტრანსპორტის ყველა კატეგორია, გარდა ტვირთებისა |
საავტომობილო II კატეგორიის |
საქართველო-თურქეთის საბაჟო გამშვები პუნქტების ნუსხა
№ |
საბაჟო პუნქტების |
საბაჟო |
კონტროლის |
გამშვები |
1. |
სარფი |
სარფი |
ტვირთებისა და მგზავრთა ყველა კატეგორია |
საავტომობილო |
2. |
ახალციხე |
პოსოფი-თურქგოზუ |
ტვირთებისა და მგზავრთა ყველა კატეგორია |
საავტომობილო |
საქართველო-რუსეთის საბაჟო გამშვები პუნქტების ნუსხა
№ |
საბაჟო პუნქტების |
საბაჟო პუნქტების |
კონტროლის ობიექტი |
გამშვები საბაჟო პუნქტის კატეგორია |
|
განთიადი |
ადლერი |
ტვირთებისა და მგზავრთა |
საავტომობილო |
|
განთიადი |
ადლერი |
ტვირთებისა და მგზავრთა |
სარკინიგზო |
|
როკი |
ქვემო ზარამაგი |
ტვირთებისა და მგზავრთა |
აავტომობილო |
|
მამისონი |
ქვემო ზარამაგი |
ტვირთებისა და მგზავრთა |
საავტომობილო |
|
ყაზბეგი |
ზემო ლარსი |
ტვირთებისა და მგზავრთა |
საავტომობილო |
საბაჟო პროცედურების (საქონლის დათვალიერება, სინჯებისა და ნიმუშების აღება, დეკლარირება და ა.შ.) განხორციელების ადგილებად განსაზღვრულია:
საბაჟო საზღვრის გადაკვეთის ადგილებში საქონლის წარდგენასთან, დათვალიერებასთან, საბაჟო დოკუმენტების არსებობის დადგენასთან, ზოგად დეკლარირებასთან, საბაჟო კანონმდებლობის შესრულების მიზნით სხვა ქმედებების განხოციელებასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურების ჩატარებისას - სასაზღვრო-საბაჟო გამშვები პუნქტები („წითელი ხიდი“, „სადახლო“, „გარდაბანი“, „ახკერპი“, „გუგუთი“, „მტკვარი“, „ლაგოდეხი“, „სამთაწყარო“, „ყაზბეგი“, „ვალე“, „ნინოწმინდა“, „თბილისის აეროპორტი“, „სარფი“, „ბათუმის აეროპორტი“, „ქუთაისის აეროპორტი“, „სენაკის აეროპორტი“, „ბათუმის პორტი“, „ფოთის პორტი“);
საბაჟო რეჟიმში საქონლის მოსაქცევად საქონლის წარდგენასთან, საბაჟო დეკლარირებასთან და დათვალიერებასთან, საბაჟო გადასახდელების გადახდასთან, სატრანსპორტო საშუალებებისა და პირადი ნივთების შემოწმებასთან, საბაჟო კანონმდებლობის შესრულების მიზნით სხვა ქმედებების განხორციელებასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურების ჩატარებისას - საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელების ადგილები განსაზღვრულია შემდეგ მისამართებზე:
− ქ. თბილისი - (1) ჭირნახულის I შესახვევი 7; (2) ცოტნე დადიანის ქ.N30; (3) ქ. თბილისის აეროპორტი; (4) დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კილომეტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობა - მხოლოდ „საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო და საგადასახადო ორგანოების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო ორგანოების შეთანხმებული და კოორდინირებული თანამშრომლობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციებისათვის;
− საქართველოს საბაჟო საზღვრიდან ქ. თბილისის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიის ჩათვლით და უკუმიმართულებით მოძრავი ერევანი-ბათუმი-ერევანი, ბათუმი-ერევანი-ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის მსვლელობის სწრაფი სამგზავრო მატარებელი. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება აღნიშნული პროცედურის მატარებელში წარმართვა, საქონლის საბაჟო რეჟიმში მოქცევის ოპერაცია განხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ საბაჟო პროცედურის ჩატარების ადგილზე.
− ქ. რუსთავი - „წითელი ხიდის” ავტომაგისტრალის 56-ე კმ.; ფიროსმანის ქ.N38 (გარდა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევისა. ამ რეჟიმში ახორციელებს მხოლოდ რკინიგზით მოძრავი ტვირთებისა და დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის საწყობში შენახული საქონლის მოქცევას);
− თელავი - ერეკლე მეორის გამზ.N1 (გარდა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევისა. ამ რეჟიმში ახორციელებს მხოლოდ რკინიგზით მოძრავი ტვირთებისა და დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის საწყობში შენახულ საქონლის მოქცევას);
− მცხეთა - ნარეკვავის დასახლება, ნატახტარის ქ.N1; ზაჰესის დასახლება, მშვიდობის ქ.N105ა;
− ბორჯომი - სოფელი ჩითახევი;
− ხელვაჩაური - სოფელი ადლია, შპს ,,ტერმინალის” საწყობის ტერიტორია;
− ქ. ბათუმი - (1) გოგებაშვილის ქ. 60; (2) ტბელ აბუსერიძის ქ.N11, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველო - მხოლოდ ,,საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო და საგადასახადო ორგანოების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო ორგანოების შეთანხმებული და კოორდინირებული თანამშრომლობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციებისათვის;
− ქ. ფოთი - (1) აღმაშენებლის ქ. 52; (2) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამმართველოს მე-3 სახაზო განყოფილება - მხოლოდ „საბაჟო კონტროლის ზონაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო და საგადასახადო ორგანოების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო ორგანოების შეთანხმებული და კოორდინირებული თანამშრომლობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო დამუშავების ოპერაციებისათვის;
− წყალტუბო - სოფელი ქვიტირი, „საბაჟო-კემპინგი“.
საბაჟო კონტროლის ზონა არის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ნაწილი, სადაც საქონლის, სატრანსპორტო საშუალებისა და პირის მიმართ ხორციელდება საბაჟო კონტროლის ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა ტვირთების და სატრანსპორტო საშუალებათა წარდგენა, მათი საბაჟო დათვალიერება, ტვირთების სინჯებისა და ნიმუშების აღება, კონტეინერების დალუქვა და სხვა. |
საბაჟო კონტროლის ზონა მოიცავს საერთაშორისო მიმოსვლისთვის ღია სასაზღვრო პუნქტებს, ტერიტორიულ წყლებს, საბაჟო ორგანოს განთავსების ადგილს და საბაჟო საწყობებს, აგრეთვე ხმელეთის, შიდა წყლებისა და შენობა-ნაგებობის ნებისმიერ ტერიტორიას, რომელიც საბაჟო პროცედურების მუდმივი ან დროებითი განხორციელებისათვის გამოყო საბაჟო ორგანომ მესაკუთრესთან ან კანონიერ მფლობელთან შეთანხმებით.
საბაჟო კონტროლის ზონაში საბაჟო პროცედურების განხორციელების ზუსტ ადგილს შესაბამისი მონიშვნებით განსაზღვრავს საბაჟო ორგანო. საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო კონტროლის ზონაში აკრძალულია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვა და აუცილებელი საბაჟო პროცედურების განხორციელებამდე საბაჟო კონტროლის ზონის საზღვრებს გარეთ საქონლის გატანა.
საქართველოს სასაზღვრო სარკინიგზო სადგურების გავლით სარკინიგზო ტრანსპორტის, საქონლის, მგზავრთა, მათი ბარგისა და ხელბარგის გადაადგილებისას საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით, საბაჟო კონტროლის ზონები მდებარეობს:
„გარდაბანი“ - რკინიგზის სადგურის ტერიტორიის სალიანდაგო ნაწილი;
„სადახლო“ - რკინიგზის სადგურის ტერიტორიის სალიანდაგო ნაწილი;
„თბილისი-დამხარისხებელი“ - მიმღები პარკის სალიანდაგო ტერიტორია;
„ზესტაფონი“ - მიმღები პარკის სალიანდაგო ტერიტორია;
„ახალციხე“ - რკინიგზის სადგურის სატვირთო ეზო.
საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სწრაფი სამგზავრო მატარებლის მიმოსვლასთან დაკავშირებული სარკინიგზო ტრანსპორტის, საქონლის, მგზავრთა, მათი ბარგისა და ხელბარგის გადაადგილებისას საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის საბაჟო კონტროლის ზონად განსაზღვრულია საბაჟო საზღვრიდან ქ. თბილისის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიის ჩათვლით და უკუმიმართულებით მოძრავი ერევანი-ბათუმი-ერევანი, ბათუმი-ერევანი-ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის სწრაფი სამგზავრო მატარებელი.
სხვა ადგილებში აუცილებლობიდან გამომდინარე (უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით, ასევე სარკინიგზო გადაზიდვების შეუფერხებლად) საბაჟო ორგანოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, საბაჟო კონტროლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების პერიოდში, დროებით საბაჟო კონტროლის ზონად შეიძლება გამოცხადდეს სარკინიგზო სადგურების შესაბამისი ტერიტორია, სადაც იმყოფება საბაჟო კონტროლის დაქვემდებარებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები.
სარკინიგზო სადგურებში საბაჟო კონტროლის ზონის საზღვარი აღინიშნება სპეციალური მაჩვენებლებით (მონიშვნებით). |
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს ცალკეული სასაზღვრო საბაჟო ორგანოსათვის დააწესოს სადღეღამისო მუშაობის რეჟიმი.
დაინტერესებული პირის თხოვნით, მისი ხარჯითა და სასაზღვრო საბაჟო ორგანოს წერილობითი თანხმობით, კანონმდებლობით ნებადართული საბაჟო რეჟიმების გამოყენება და/ან საბაჟო პროცედურების განხორციელება შეიძლება საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროსაც, მისივე ხარჯებით, საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით. |
![]() |
2.3 1.3. საქონლის საბაჟო გაფორმება TIR-კარნეტის პრინციპებით |
▲ზევით დაბრუნება |
საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების დოკუმენტით (TIR - Transports International Routers) საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის შესაბამისად გადასაზიდად არ არის საჭირო რაიმე ზედმეტი დოკუმენტაციის წარდგენა, ვინაიდან TIR-კარნეტს/წიგნაკს აქვს საბაჟო დეკლარაციის ძალა. |
TIR-კარნეტის არსი და სტრუქტურა
TIR-კარნეტის მოქმედი კონვენცია მიღებულ იქნა 1975 წლის 14 ნოემბერსGჟენევაში, ხოლო საქართველო 1994 წლის 24 სექტემბრიდან მიუერთდა ამ კონვენციას (რატიფიცირების გარეშე). ეს კონვენცია აწესრიგებს წევრ-ქვეყნებს შორის საერთაშორისო საგზაო გადაზიდვებს როგორც საბაჟო, ასევე ტექნიკური პროცედურების კუთხით. კერძოდ, კონვენციის დებულებები აიოლებენ და ამარტივებენ საბაჟო გაფორმების პროცედურებს კონვენციის ხელმომწერ ქვეყნებში საავტომობილო ტრანსპორტით საქონლით გადაზიდვების დროს. ეს ეხება როგორც საქონლის დათვალიერებას, დოკუმენტების შემოწმებას, ასევე, საბაჟო გადასახდელების გადახდის საგარანტიო უზრუნველყოფას. TIR-კარნეტის სისტემა 4 ძირითადი სტრუქტურული ერთეულისაგან შედგება. კერძოდ:
1. საბაჟო გადასახდელებზე საერთაშორისო გარანტიები;
2. TIR-ის შესაბამისი წიგნაკი (კარნეტი);
3. საბაჟო კონტროლის პრინციპების ურთიერთცნობა;
4. სატრანსპორტო საშუალებების (კონტეინერების) სტანდარტულობა და უსაფრთხოება.
საგარანტიო გაერთიანებები და გადამზიდველები
საავტომობილო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირი (MCAT) და საგარანტიო გაერთიანებები დებენ ხელშეკრულებას სადაზღვევო კომპანიებთან, რათა მათი საგარანტიო თანხები დაზღვეული იყოს გადამზიდველების მიერ TIR-კარნეტის არასწორი გამოყენების რისკებისაგან. როდესაც გადამზიდველი არღვევს TIR-კარნეტის წესებს, MCAT ან საგარანტიო გაერთიანებები იძულებულნი არიან გადაუხადონ სათანადო თანხები საბაჟო ორგანოებს სადაზღვევო კომპანიებისგან მიღებული თანხებით.
საქონლის გადამზიდავებმა საგარანტიო გაერთიანებებისგან TIR-ის შესაბამისი წიგნაკების მიღებამდე ხელი უნდა მოაწერონ ე.წ. „ვალდებულებათა დეკლარაციას“. ამ დეკლარაციის ხელმოწერა გადამზიდველს აკისრებს შემდეგ ვალდებულებებს:
გადამზიდველმა საგარანტიო გაერთიანების მოთხოვნით უნდა უზრუნველყოს გირაოს, დეპოზიტის ან სხვა საგარანტიო უზრუნველყოფის წარმოდგენა;
გადამზიდველმა საგარანტიო გაერთიანებას უნდა დაუბრუნოს საბაჟო ორგანოების მიერ სრულად გაფორმებული TIR-ის წიგნაკები, ხოლო გამოუყენებელი წიგნაკები - მათი ვადის გასვლის შემდეგ;
გადამზიდველს არა აქვს უფლება მასზე გაცემული წიგნაკი გაყიდოს ან გადასცეს სხვა გადამზიდველს;
გადამზიდველმა უნდა მოითხოვოს საბაჟო ორგანოებისაგან, რათა საბაჟო ორგანოებმა TIR-ის წიგნაკში დასვან შესაბამისი ბეჭდები და ხელმოწერები, რომლებიც ადასტურებენ გადაზიდვების დასრულებას. თუ საბაჟო ორგანო უარს აცხადებს ამ პროცესების განხორციელებაზე, მაშინ გადამზიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს საბაჟო ორგანოს უარის დამასაბუთებელი შესაბამისი დოკუმენტი;
თუ TIR-კარნეტის სატვირთო მანიფესტსა და ფაქტობრივად ჩატვირთულ საქონელს შორის არის შეუსაბამობა, მაშინ გადამზიდველი ვალდებულია მოითხოვოს საბაჟო ორგანოებისაგან დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს მოცემულ შეუსაბამობას;
გადამზიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს საბაჟო ორგანოებისაგან შესაბამისი განმარტება, თუ რის საფუძველზე განახორციელა საბაჟო ორგანომ TIR-წიგნაკში დათქმა;
გადამზიდველმა უნდა გადაიხადოს ყველა ის კანონიერი თანხა, რომელსაც მოითხოვს საბაჟო ორგანო;
გადამზიდველმა უპირობოდ უნდა გადაიხადოს თანხები, რომელსაც მოითხოვს საგარანტიო გაერთიანება MCAT ან სადაზღვევო კომპანია TIR-ის წიგნაკის დარღვევით გამოყენების დროს.
საგარანტიო გაერთიანებები და საბაჟო ორგანოები
საგარანტიო გაერთიანებებსა და საბაჟო ორგანოებს შორის იდება თავისუფალი ფორმის შეთანხმებები, რომლებშიც ყალიბდება მათი უფლება-მოვალეობები. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა იყოს დაფიქსირებული შემდეგი რამდენიმე მომენტი:
საგარანტიო გაერთიანება წარმოადგენს MCAT-ს და გადასცემს TIR-წიგნაკებს;
საგარანტიო გაერთიანება ვალდებულებას იღებს გადაიხადოს ყველა თანხა, რომელიც მოთხოვნილი იქნება საბაჟო ორგანოების მხრიდან;
საგარანტიო გაერთიანება მიუთითებს იმ მაქსიმალურ თანხას, რომელიც შეიძლება ანაზღაურდეს TIR-ის თითოეულ წიგნაკზე;
საგარანტიო გაერთიანება მიუთითებს იმის შესახებ, საჭიროა თუ არა გაერთიანების გარანტიის გადაზღვევა. თუ საგარანტიო გაერთიანებასა და საბაჟო ორგანოს შეთანხმებით აუცილებელია TIR-ის წიგნაკების მიხედვით საბაჟოსათვის ასანაზღაურებელი საგარანტიო თანხების გადაზღვევა, მაშინ საგარანტიო გაერთიანებამ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი სადაზღვევო პოლისი.
TIR-კარნეტის მოქმედების სფერო საგარანტიო უზრუნველყოფის პირობებში
TIR-კარნეტით საქონლის გადაზიდვა, როგორც წესი, ხორციელდება საავტომობილო ტრანსპორტით შუალედური გადატვირთვის გარეშე. |
წევრი ქვეყნის გამომგზავნი საბაჟოდან წევრი ქვეყნის დანიშნულების საბაჟომდე საქონლის ტრანსპორტირება შესაძლებელია არა მხოლოდ საავტომობილო, არამედ საზღვაო, სარკინიგზო, საჰაერო ტრანსპორტით. თუმცა TIR-კარნეტის აუცილებელი პირობა ის არის, რომ მთელი გზის გარკვეულ ნაწილზე საქონლის ტრანსპორტირება აუცილებლად საავტომობილო ტრანსპორტით უნდა ხდებოდეს.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ გაუთვალისწინებელი ფორსმაჟორული სიტუაციების დროს, როდესაც შეუძლებელია მულტიმოდალური გადაზიდვებისას საავტომობილო ტრანსპორტის გამოყენება, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, ერთ-ერთი ძირითადი პირობაა TIR-კარნეტით საქონლის გადაზიდვის დროს, მხარეების საბაჟო ორგანოებმა მაინც უნდა მიიღონ TIR-ის შესაბამისი წიგნაკები და უნდა აღსრულდეს საგარანტიო უზრუნველყოფის ვალდებულებები.
TIR-კარნეტის კონვენციის მიხედვით, საავტომობილო ტრანსპორტით, მათ შორის კონტეინერებით გადაზიდვა ხორციელდება, თუ შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს. დადგენილ მოთხოვნაში იგულისხმება სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციისა და მოწყობილობების შესაბამისობა TIR-ის სტანდარტებთან. ამასთან, ზოგიერთი სატრანსპორტო საშუალება ითვლება საქონლად და მის მიმართ გამოიყენება TIR-ის შესაბამისი წიგნაკი. ეს სატრანსპორტო საშუალებები საკუთარი სვლით გადაადგილდებიან. მაგ. ავტოცისტერნები, ამწეები, მოსავლის ამღები მანქანები, ბეტონმრევები და სხვა.
საბაჟო გადასახდელებისაგან განთავისუფლება
TIR-კარნეტით გადაადგილებული საქონელი თავისუფლდება საბაჟო გადასახდელებისაგან შუალედურ საბაჟოებში (საუბარია ტრანზიტულ მოძრაობაზე). ეს საქონელი თავისუფლდება აგრეთვე შესაბამისი დეპოზიტის (გარანტიის) დადებისაგან. ეს პირობები მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როდესაც საბაჟო გადასახდელების გადასახდელი თანხა აღემატება საგარანტიო უზრუნველყოფის თანხას.
TIR -კარნეტის კონვენციის მიხედვით, მოსაკრებელი (მათ შორის საბაჟო მოსაკრებელი) TIR -კარნეტით გადაადგილებულ საქონელზე გადახდევინებულ უნდა იქნეს მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაფორმების დროს, თუ ეს აუცილებელია ტრანზიტული გადაზიდვისათვის;
საბაჟო ლაბორატორიაში ანალიზის ჩატარების დროს, თუ ეს აუცილებელია საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის;
საბაჟო გაფორმებისა და სხვა ოპერაციებისათვის, თუ ეს ხორციელდება არასამუშაო (ზეგანაკვეთურ) დროს ან იმ ადგილებში, სადაც არ არის განლაგებული საბაჟო ორგანო;
ფიტოსანიტარიული და ვეტერინარიული კონტროლის განხორციელებისას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოში TIR-კარნეტით საქონელზე საბაჟო მოსაკრებელი არ უნდ იქნეს გადახდევინებული, თუ საბაჟო გაფორმება ხდება სამუშაო დროს და საბაჟო ორგანოებში. |
TIR-კარნეტით გადაადგილებული საქონელი, რომელიც გადაადგილდება დალუქული სატრანსპორტო საშუალებებით და კონტეინერებით, როგორც წესი თავისუფლდება საბაჟო შემოწმებისაგან შუალედურ საბაჟოებში. სიტყვები „როგორც წესი“ აღნიშნავს, რომ საბაჟო ორგანოს უფლება აქვს განახორციელოს დალუქული სატრანსპორტო საშუალების შემოწმება, დათვალიერება, გასინჯვა და ა.შ. განსაკუთრებულ შემთხვევებში, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი საქონელთან დაკავშირებით.
საგარანტიო უზრუნველყოფისა და TIR -კარნეტის გაფორმების პროცედურები.
საბაჟო გადასახდელების გადახდის საგარანტიო უზრუნველყოფა ხორციელდება შემდეგი მექანიზმით: ყველა ქვეყანას აქვს საგარანტიო გაერთიანებები, რომლებიც გასცემენ TIR-ის წიგნაკებს და, შესაბამისად - გარანტიებს რომელიმე წევრი ქვეყნის საგარანტიო გაერთიანების მეშვეობით. საკუთრივ TIR-კარნეტის ბლანკების წევრ ქვეყნებში შემოტანა და გატანა თავისუფლდება საბაჟო გადასახადებისაგან.
საგარანტიო გაერთიანება ვალდებულია გადაიხადოს მის მიერ გაცემულ TIR-კარნეტზე შესაბამისი თანხის საბაჟო გადასახდელები TIR-კარნეტის ოპერაციების დარღვევის შემთხვევაში. ამასთან, საგარანტიო გაერთიანებას ეკისრება წევრი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად დროულად გადაუხდელ საბაჟო გადასახდელებზე საურავებისა და ჯარიმების გადახდა. საბაჟო გადასახდელების
გადახდას საგარანტიო გაერთიანება ახორციელებს უშუალოდ გადასახადების გადახდაზე პასუხისმგებელ მეწარმეებთან (ექსპორტიორი, იმპორტიორი) სოლიდარულად. აქვე აღსანიშნავია, რომ საგარანტიო გაერთიანება არ იხდის ადმინისტრაციული ხასიათის ჯარიმებს, რომელიც დაკავშირებულია საბაჟო გადასახდელების გადავადებასა და ვადაგადაცილებულ გადაუხდელობასთან. იგი ეკისრება საქონლის გადამზიდველს.
იმ შემთხვევაში, თუ წევრ ქვეყანაში TIR-კარნეტის ოპერაციების დარღვევით შემოტანილია ისეთი საქონელი, რომელიც ამ ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობით გათავისუფლებულია საბაჟო გადასახდელებისაგან და თუ ასეთი საქონელი ექვემდებარება ადმინისტრაციულ დაჯარიმებას, მაშინ საგარანტიო გაერთიანება ვალდებულია გადაიხადოს ადმინისტრაციული ჯარიმები. ამასთან, საბაჟო გადასახდელების თანხა გაიზრდება ვადაგადაცილებული გადაუხდელ გადასახდელებზე შესაბამისი საურავების დარიცხვის თანხით.
საბაჟო გადასახდელების თანხა, როგორც წესი, შეზღუდულია TIR-ის თითოეულ წიგნაკზე. საბაჟო ორგანოებს შეუძლიათ მოითხოვონ საგარანტიო გაერთიანებებისაგან TIR-ის თითოეულ წიგნაკზე მასში დაფიქსირებული და რეალურად შემოტანილი საქონლის ადეკვატური თანხები, მაგრამ ეს თანხები არ უნდა სცილდებოდეს გარკვეულ ზღვარს. რეკომენდებულია, რომ TIR-ის თითოეულ წიგნაკზე საბაჟო ორგანომ შესაბამისი საგარანტიო გაერთიანებისაგან მოითხოვოს არა უმეტეს 50 ათასი აშშ დოლარის თანხა. ამასთან, ეს თანხა მეტია ალკოჰოლური და თამბაქოს ნაწარმის შემთხვევაში. კერძოდ, ქვემოთ ჩამოთვლილი ალკოჰოლური და თამბაქოს ნაწარმის შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს შეუძლია მოითხოვოს შესაბამისი საგარანტიო გაერთიანებისაგან TIR-წიგნაკზე არაუმეტეს 200 ათასი აშშ დოლარი.
იმ შემთხვევაში, როცა საქონელზე რეალურად გადასახდელი საბაჟო გადასახადების თანხა აღემატება TIR -ის თითოეულ წიგნაკზე გადასახდელ მაქსიმალურ გადასახდელ თანხებს (50000 და 200000 აშშ დოლარს), მაშინ საბაჟო ორგანოს უფლება აქვს მოითხოვოს ამ საქონლის გაცილება მოცემული ქვეყნის საბაჟო ტერიტორიაზე. გაცილების ხარჯები უნდა აანაზღაუროს გადამზიდველმა. |
შესაბამისი საგარანტიო გაერთიანება ანაზღაურებს თანხებს თითოეული თIღ-ის წიგნაკის შესაბამისად. TIR-ის შესაბამის წიგნაკში ფიქსირდება საქონლის სათანადო მონაცემები (ნომენკლატურა, რაოდენობა და ა.შ.). იმისთვის, რომ საგარანტიო გაერთიანებამ აანაზღაუროს საბაჟო გადასახდელების სათანადო თანხები, მოცემული საქონელი მითითებული უნდა იყოს TIR-ის წიგნაკში. არის გამონაკლისები, როდესაც საქონელი შეიძლება არ იყოს დაფიქსირებული TIR-ის წიგნაკში და იმყოფებოდა დალუქულ სატრანსპორტო საშუალებაში. ამ შემთხვევაში, თუ გადაზიდვა ხორციელდება TIR-კარნეტით განსაზღვრული დარღვევებით, საგარანტიო გაერთიანება ვალდებულია აანაზღაუროს სათანადო თანხები. საბაჟო ორგანო უგზავნის შესაბამის საგარანტიო გაერთიანებას სათანადო დამამტკიცებელ საბუთებს, რომ საქონელი, რომელიც არ არის დაფიქსირებული, იმყოფება დალუქული სატრანსპორტო საშუალების შემადგენლობაში.
საბაჟო გადასახდელების თანხის განსაზღვრის დროს საბაჟო ორგანო ხელმძღვანელობს TIR-ის წიგნაკში არსებული მონაცემებით. იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო ორგანო არადამაკმაყოფილებლად ჩათვლის TIR-ის წიგნაკში საქონლის შესახებ არსებულ მონაცემებს დაბეგვრის მიზნებისათვის, მას შეუძლია დაინტერესებული მხარისაგან (გადამზიდველისაგან, სადაზღვევო კომპანიისაგან და ა.შ.) მოითხოვოს დამატებითი მონაცემები. თუ არ იქნა წარმოდგენილი დამატებითი მონაცემები, მაშინ საქონელი დაიბეგრება მაქსიმალური გადასახადის განაკვეთით, რაც გათვალისწინებულია ეროვნული კანონმდებლობით (იგულისხმება დაბეგვრის მომენტები, რომლებიც შესაძლოა გაითვალისწინოს კანონმდებლობამ, მაგ. წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრა ტარიფთან მიმართებაში).
აღსანიშნავია, რომ TIR-კარნეტის მოთხოვნების თანახმად, საბაჟო ორგანოს არა აქვს უფლება პირდაპირ მიმართოს სათანადო საგარანტიო გაერთიანებას თანხების ანაზღაურების შესახებ. კონვენციით გათვალისწინებულია, რომ ვიდრე საბაჟო ორგანო მიმართავდეს საგარანტიო გაერთიანებას და წარმოადგენდეს შესაბამის სარჩელს, მან ჯერ შეძლებისდაგვარად უნდა წაუყენოს მოთხოვნები შესაბამის პირებს თანხების გადახდის შესახებ (გადამზიდველს, იმპორტიორს, სადაზღვევო კომპანიას და ა.შ.).
საგარანტიო გაერთიანება, რომელიც გასცემს TIR-ის წიგნაკებს, ადგენს ამ წიგნაკების მოქმედების ვადას. მაგალითად, თუ TIR-ის წიგნაკი გაცემულია 3 თვის ვადით, ხოლო გამომგზავნმა საბაჟო ორგანომ იგი გააფორმა ვადის გასვლის ბოლო დღეს ან მანამდე, მაშინ ითვლება, რომ TIR-ის წიგნაკი ძალაშია დანიშნულების საბაჟოში TIR-კარნეტის ოპერაციის დამთავრებამდე. |
საბაჟო გადასახდელების თანხის მოთხოვნა საბაჟო ორგანოების მიერ საგარანტიო გაერთიანებებისათვის დამოკიდებულია საბაჟო გაფორმების ნიუანსებზე. TIR-კარნეტის კონვენცია ამის თაობაზე მოითხოვს საბაჟო გაფორმების შესაბამისი პროცესუალური ნორმების (პროცედურების) მკაცრ დაცვას. კერძოდ, საბაჟო ორგანოს შეუძლია საბაჟოს გაფორმება (TIR-კარნეტის გაფორმება) განახორციელოს ე.წ. „დათქმით'', ან „დათქმის გარეშე“. დათქმები აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს TIR-ის წიგნაკში. დათქმა ანუ შენიშვნა უნდა ემყარებოდეს უტყუარ ფაქტებს, რაც დაკავშირებულია TIR-ის შესაბამის ოპერაციასთან. იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო ორგანომ TIR-ის წიგნაკის გაფორმება მოახდინა დათქმის გარეშე, მაშინ მას არა აქვს უფლება სარჩელით მიმართოს სათანადო საგარანტიო გაერთიანებას თანხის ანაზღაურების შესახებ, ერთი გამონაკლისის გარდა - თუ საბაჟო გაფორმება განხორციელდა არაკანონიერი, მოტყუებითი გზით. ეს ის შემთხვევაა, როდესაც TIR-კარნეტის პრინციპით გადაზიდვაში ჩართულია კონტრაბანდული საქონელი, ან ცნობილი გახდა, რომ მოწოდებულია ყალბი დოკუმენტები, ლუქები და ა.შ. ამ შემთხვევაში საბაჟო ორგანო თხოვნით მიმართავს შესაბამის საგარანტიო გაერთიანებას, რათა ასეთი გაფორმება ჩაითვალოს უკანონოდ. ამასთან, საბაჟო ორგანოებს ეკრძალებათ ისეთი დათქმის გაკეთება, რომელიც საფუძველს მოკლებულია და მიმართულია TIR-ის კონვენციის შესაბამისი დებულებების მოთხოვნათა თავის არიდებისაკენ.
ამასთან, TIR-ის კონვენციით დადგენილია, რომ თუ საბაჟო ორგანომ TIR-ის წიგნაკის გაფორმება მოახდინა „დათქმით“ ან საერთოდ არ მოახდინა გაფორმება, მაშინ საბაჟო ორგანოს შეუძლია მოითხოვოს შესაბამისი თანხები, თუ ის TIR-ის წიგნაკის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში წერილობით აცნობებს ამის შესახებ საგარანტიო გაერთიანებას. ამავე დროს, თუ საბაჟო გაფორმება განხორციელებულია უკანონო ან მოტყუებითი გზებით, დოკუმენტების გაყალბებით და ა.შ., მაშინ საბაჟო ორგანოს შეუძლია საგარანტიო გაერთიანებას მიმართოს არა ერთი, არამედ ორი წლის განმავლობაში TIR-ის წიგნაკის მიღების დღიდან.
საბაჟო ორგანოს მიერ საგარანტიო გაერთიანებისადმი ერთი ან ორი წლის ვადაში ზემოაღნიშნული შესაბამისი ცნობების მიწოდებას მოსდევს საგარანტიო თანხების მოთხოვნა. კერძოდ, საგარანტიო გაერთიანებისადმი საბაჟო ორგანოს მიერ TIR-ის წიგნაკის გაფორმების, დათქმით გაფორმების ან უკანონო გაფორმების შესახებ ცნობების მიწოდებიდან არაუადრეს 3 თვისა, ხოლო არა უგვიანეს 2 წლისა საბაჟო ორგანო უგზავნის მოთხოვნას შესაბამის საგარანტიო გაერთიანებას თანხების ანაზღაურების შესახებ. თუ მიცემულ საქონელზე საქმე შესულია სასამართლოში და გასულია ზემოაღნიშნული 2-წლიანი ვადა, მაშინ საგადახდო მოთხოვნა საგარანტიო გაერთიანებას წარედგინება სასამართლო გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 1 წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს. საგარანტიო გაერთიანებამ გადახდის მოთხოვნის მიღებიდან 3 თვის განმავლობაში უნდა აუნაზღაუროს სათანადო საგარანტიო ვალდებულებები შესაბამის საბაჟო ორგანოს.
არა მარტო საბაჟოს შეუძლია მოითხოვოს შესაბამისი თანხების ანაზღაურება, არამედ საგარანტიო გაერთიანებებსაც შეუძლიათ დაიბრუნონ გადახდილი თანხები. ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუ საბაჟო ორგანოების მიერ საგადასახადო მოთხოვნის წარდგენიდან ორი წლის განმავლობაში საგარანტიო გაერთიანება აქეთ წარმოუდგენს საბაჟო ორგანოს დამამტკიცებელ დოკუმენტებს TIR-კარნეტის ოპერაციების დაურღვევლობის შესახებ. ამ შემთხვევაში კონვენცია საურავების და ჯარიმების გადახდის საბაჟო ორგანოს მხრიდან არ ითვალისწინებს. |
TIR-ის წიგნაკის გამოყენება სატრანსპორტო საშუალებების და კონტეინერების დროებითი შემოტანის დროს
TIR-კარნეტის პრინციპებით საქონლის გადაადგილების დროს, სატრანსპორტო საშუალებებისა და კონტეინერებისათვის, რომლებიც განკუთვნილია საქონლის გადაზიდვისათვის, არ გამოიყენება საგადასახადო გარანტიები. ამ შემთხვევაში საბაჟო ორგანოებს TIR-ის წიგნაკის შესაბამის ფურცლებში შეაქვთ საიდენტიფიკაციო მონაცემები შემოსული სატრანსპორტო საშუალებების და კონტეინერების შესახებ. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საბაჟო ორგანოს უფლება აქვს აკონტროლოს შემოტანილი სატრანსპორტო საშუალებების და კონტეინტერების გატანის პროცედურა.
TIR-ის წიგნაკის შესაბამისი ფურცლები, რომლებშიც დაფიქსირებულია სატრანსპორტო საშუალებებისა და კონტეინერების სადენტიფიკაციო მონაცემები, უნდა დარჩეს ტრანზიტის ქვეყნის შემოსასვლელ და გასასვლელ საბაჟო ორგანოებში, რაც იძლევა სატრანსპორტო საშუალებების (კონტეინერების) გადაადგილების კონტროლის საშუალებას. |
კერძოდ, თუ სატრანსპორტო საშუალებები ფორსმაჟორული სიტუაციების შედეგად განადგურდა, მაშინ მასზე არ გადაიხდევინება საბაჟო გადასახდელები. იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალება დაიკარგა, მაშინ გადამზიდველმა უნდა გადაიხადოს შესაბამისი კომპენსაცია სათანადო გადასახადების სახით1.
TIR-ის წიგნაკის გამოყენების პროცედურები გამომგზავნ და დანიშნულების საბაჟო ორგანოებში
TIR-ის წიგნაკი გაიცემა თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან თითოეულ კონტეინერზე. ერთი TIR-ის წიგნაკი ერთ გადაზიდვაზეა მოქმედი. |
მიუხედავად ამისა, TIR-ის წიგნაკი შეიძლება გაიცეს სატრანსპორტო საშუალებების შემადგენლობაზე ან იმ კონტეინერებზე, რომლებიც ერთ ან რანდენიმე სატრანსპორტო საშუალებაშია ჩატვირთული. ამ შემთხვევაში მხედველობაში გვაქვს ის ფაქტი, რომ TIR-ის წიგნაკის სატვირთო მანიფესტში მითებული უნდა იყოს თითოეული სატრანსპორტო საშუალების ან კონტეინერების შემადგენლობაში არსებული საქონელი.
შესაძლებელია, რომ TIR-ის წიგნაკის სატვირთო მანიფესტში დაფიქსირებული და კონტეინერებში რეალურად არსებულ საქონელს შორის იყოს უმნიშვნელო განსხვავება, რაც არ ითვლება TIR-კარნეტის პრინციპების დარღვევად. ამდენად, ეს მომენტი საბაჟო ორგანოს მხრიდან არ უნდა იქცეს საბაჟო გაფორმების შეფერხების საფუძვლად (ან TIR -ის ოპერაციების დარღვევების საფუძვლად). |
TIR-ის წიგნაკით საქონლის გადაზიდვა ხორციელდება გამომგზავნ და დანიშნულების საბაჟო ორგანოებს შორის. გამომგზავნი და დანიშნულების საბაჟო ორგანო შეიძლება იყოს ორზე მეტი, მაგრამ არა უმეტეს ოთხისა. ეს სიტუაცია შემდეგი გარემოებებით არის განპირობებული: კერძოდ, სატრანსპორტო საშუალებებში, კონტეინერებში ან სასაქონლო პარტიაში შეიძლება იმყოფებოდეს საქონელი, რომელიც:
გამოგზავნილია ერთი ან ორი ქვეყნის ექსპორტიორის მიერ და განკუთვნილია ორი ან სამი ქვეყნის იმპორტიორისათვის;
გამოგზავნილია ორი ან სამი ქვეყნის ექსპორტიორის მიერ და განკუთვნილია ერთი ან ორი იმპორტიორი ქვეყნისათვის;
გამოგზავნილია ორი ექსპორტიორი ქვეყნის მიერ და განკუთვნილია ორი იმპორტიორი ქვეყნისათვის.
ზემოაღნიშნული პრინციპების შესაბამისად, სატრანზიტო ქვეყნის გასასვლელი ორგანო არ შეიძლება ჩაითვალოს დანიშნულების საბაჟო ორგანოდ (თუმცა შეიძლება იყოს გამონაკლისი). ამასთან, როდესაც მრავალი გამომგზავნი (ან ერთი გამომგზავნი) და მრავალი მიმღებია, მაშინ ხდება იმ საქონლის გადმოტვირთვა დანიშნულების საბაჟო ორგანოში, რომელიც მოცემული ქვეყნის იმპორტიორისთვის არის გათვალისწინებული. დარჩენილი საქონელი მიემართება მეორე დანიშნულების საბაჟოში. ამ შემთხვევაში ხელახლა უნდა მოხდეს ლუქების და ბეჭდების დადება და ეს ოპერაცია უნდა აისახოს TIR-ის წიგნაკსა და სატვირთო მანიფესტში. ამასთან, საქონელი ისე უნდა იყოს მოთავსებული და განლაგებული კონტეინერებსა და სატრანსპორტო საშუალებებში, რომ თავისუფლად მოხდეს ამ საქონლის გადმოტვირთვა პირველი დანიშნულების საბაჟო ორგანოში.
საქონლის და სარტანსპორტო საშუალებების (კონტეინერების) წარდგენა თავდაპირველად ხდება გამომგზავნ საბაჟო ორგანოში. გამომგზავნ საბაჟო ორგანოს წარედგინება აგრეთვე TIR-ის სათანადო წიგნაკი. შესაბამისად, გამომგზავნი საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო კონტროლს, ადებს ლუქებს და ბეჭდებს და ატარებს საბაჟო გაფორმების იმ პროცედურებს, რაც მიღებულია მოცემულ ქვეყანაში. |
საბაჟო გაფორმების პროცესში უმნიშვნელოვანესი ყურადღება ეთმობა TIR-ის წიგნაკთან ერთად წარმოდგენილ სატვირთო მანიფესტის შემოწმებას. გამომგზავნმა საბაჟო ორგანომ დეტალურად უნდა შეამოწმოს, ემთხვევა თუ არა სატვირთო მანიფესტში დაფიქსირებული მონაცემები საქონელგამყოლ დოკუმენტებში არსებულ მონაცემებს და შესაბამისად - სატვირთო მანიფესტსა და სხვა დოკუმენტებში არსებული მონაცემები რამდენად შეესაბამება სატრანსპორტო საშუალებებში (კონტეინერებში) მოთავსებული საქონლის სათანადო რეკვიზიტებს. როდესაც მონაწილე ქვეყანა წარმოადგენს სატრანზიტო ქვეყანას TIR-კარნეტით გადასაზიდი ტვირთებისათვის, მაშინ მოცემული ქვეყნის შემოსასვლელ საბაჟო ორგანოს უფლება აქვს დააწესოს ტრანზიტის ვადა ანუ დროის ის მონაკვეთი, რომლის განმავლობაში საქონელმა უნდა დატოვოს ქვეყნის ტერიტორია. ასეთ შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს უფლება აქვს შესაბამისი საბაჟო გადასახდელების გადახდა მოითხოვოს არა საგარანტიო ორგანიზაციისაგან, არამედ TIR-ის წიგნაკის მფლობელის ან შესაბამისი დამნაშავე პირისაგან.
საბაჟო კონტროლი TIR-კარნეტის პრინციპებით გადაადგილებული საქონლის დროს ხორციელდება ყველა შუალედურ საბაჟო ორგანოში. ამ შემთხვევაში საბაჟო ორგანოს შეუძლია თავისუფლად დაათვალიეროს ან შეამოწმოს საქონელი იმ სატრანსპორტო საშუალებებში, რომლებსაც არა აქვს ლუქი და ბეჭედი. |
იმ შემთხვევაში, თუ TIR-კარნეტის ოპერაციები დარღვევით არის გაკეთებული, გასასვლელ საბაჟო ორგანოს, თუ ამ საბაჟო ორგანოს გავლით ხორციელდება მომდევნო სატრანზიტო ქვეყანაში საქონლის შეტანა, უფლება აქვს უკან დააბრუნოს გადამზიდველი იმ ქვეყნის გასასვლელ საბაჟო ორგანოში, საიდანაც მოცემულ ქვეყანაში შემოტანილ იქნა საქონელი. გადამზიდველის უკან დაბრუნების შემთხვევაში, შესაბამისი გასასვლელი საბაჟო ორგანო აკეთებს გარკვეულ ჩანაწერს იმ საბაჟო ორგანოსათვის, რომელმაც დაარღვია TIR-ის წესები.
მაგალითი. საქონელი მოდის თურქეთის გასასვლელი საბაჟოდან აზერბაიჯანის შემოსასვლელი საბაჟოსათვის, საქართველოს გავლით. თუ თურქეთის გასასვლელმა საბაჟომ დაარღვია TIR-ის წესები და საქონელი შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე, მაშინ საქართველოს გასასველ საბაჟო ორგანოს (წითელი ხიდი) უფლება აქვს დააბრუნოს გადამზიდველი თურქეთის გასასვლელ საბაჟოში და მისცეს შესაბამისი ჩანაწერი).
იმ შემთხვევაში, თუ TIR-კარნეტით გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალებები დალუქულია და არ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი მასში მოთავსებულ საქონელზე, მაშინ მოცემული ქვეყნის საბაჟო ორგანო ცნობს შესაბამის ლუქებსა და ბეჭდებს. ამასთან, შესაბამისი ლუქი და ბეჭედი არ უნდა იყოს დაზიანებული. მოცემულ შემთხვევაში, შუალედურ საბაჟო ორგანოს უფლება აქვს დამატებით დაადოს საკუთარი ლუქი და ბეჭედი შესაბამის სატრანსპორტო საშუალებას (კონტეინერს).
საბაჟო ორგანოს უფლება აქვს საბაჟო კონტროლი განახორციელოს TIR-კარნეტით გადაადგილებულ საქონელზე გადაადგილების პროცესშიც (გზაში). მოაცილოს სატრანსპორტო საშუალებას დადებული ლუქი და ბეჭედი და დაადოს საკუთარი საიდენტიფიკაციო საშუალებები. ამასთან, ამ პროცედურის შესახებ შესაბამისი მინიშნება უნდა გააკეთოს საბაჟო ორგანომ TIR-ის წიგნაკის შესაბამის ფურცლებზე.
TIR-ის წიგნაკის მოქმედება ჩერდება გზის იმ მონაკვეთზე, რომელიც ეკუთვნის TIR-ის კონვენციის არამონაწილე ქვეყანას და აღდგება TIR-ის კონვენციის მონაწილე ქვეყნის ტერიტორიაზე იმ პირობით, თუ ლუქები, ბეჭდები და შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნიშნები დარღვეული არ არის. ამასთან დასაშვებია, რომ TIR-ის წიგნაკში მითითებული თავდაპირველი დანიშნულების ქვეყანა შეიცვალოს სხვა დანიშნულების ქვეყნით. |
დანიშნულების საბაჟოში საქონლის წარმოდგენისთანავე, საბაჟო ორგანომ უნდა განახორციელოს TIR-ის წიგნაკის დაუყოვნებლივი გაფორმება და დაბრუნება გადამზიდველისათვის. საბაჟო გაფორმების დროს დასაშვებია, რომ ერთ სატრანსპორტო ოპერაციაზე ორი TIR-ის წიგნაკი იქნეს გამოყენებული იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი სატრანსპორტო პროცედურების სიმრავლის გამო TIR-ის წიგნაკის მოსახევი ფურცლები საკმარისი არ არის.
აღსანიშნავია, რომ მძიმეწონიანი ან დიდგაბარიტიანი ტვირთების გადაზიდვა შეიძლება განხორციელდეს დაულუქავი სატრანსპორტო საშუალებებით (ღია კონტეინერებით). ამ შემთხვევაში, გამომგზავნმა საბაჟო ორგანომ უშუალოდ საქონელს უნდა დაადოს შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნიშანი (ბეჭედი, დამღა და ა.შ.). ამასთან, TIR-ის წიგნაკის გარეკანსა და შესაბამის ფურცლებზე ინგლისურ და ფრანგულ ენებზე დიდი შრიფტით უნდა იყოს აღნიშნული მძიმე და დიდგაბარიტიანი ტვირთების შესახებ.
შუალედური საბაჟო ორგანოები ცნობენ შესაბამისი მონაწილე ქვეყნის კომპეტენტური ორგანოების მიერ დადებულ ლუქებს, ბეჭდებს და სხვა საიდენტიფიკაციო საშუალებებს. ამას გარდა, ზემოაღნიშნული მძიმეწონიანი დადიდგაბარიტიანი ტვირთების შემთხვევაში, შუალედურ საბაჟო ორგანოებს შეუძლიათ უშუალოდ დაადონ სათანადო საქონელს საიდენტიფიკაციო საშუალებები. |
დავების დარეგულირება TIR-კარნეტის გამოყენების პირობებში
TIR-კარნეტის კონვენციის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს შორის ტრანზიტის ოპერაციის განხორციელების დროს შესაძლებელია წარმოიშვას გარკვეული უთანხმოებები და გაურკვევლობები. ეს დავები უნდა გადაიჭრას მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გზით.
იმ შემთხვევაში, თუ კონვენციის შესაბამისი მუხლებისა და დებულებების განსხვავებული ინტერპრეტაციის გამო ვერ მოხერხდა კონსენსუსის მიღწევა, მაშინ ერთ-ერთი მხარის თხოვნით საქმე გადაეცემა საარბიტრაჟო სასამართლოს. დავის თითოეულ მონაწილეს დაეგზავნება მოთხოვნა მათ მიერ დასანიშნი არბიტრის შესახებ. თუ დავის მონაწილე მხარემ მოთხოვნის მიღებიდან სამი თვის ვადაში არ დანიშნა თავისი არბიტრი, მაშინ დავის მონაწილეს უფლება აქვს მიმართოს თხოვნით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, რათა მან დანიშნოს შესაბამისი არბიტრი. ეს წესი ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ მხარეების მიერ დანიშნული არბიტრები ვერ ირჩევენ თავმჯდომარეს. ამ შემთხვევაში გაეროს გენერალური მდივანი უფლებამოსილია დანიშნოს საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე.
საარბიტრაჟო სასამართლო თვითონ ადგენს თავისი მუშაობის წესებს და საქმის განხილვის პროცედურებს. მას გადაწყვეტილება გამოაქვს ხმათა უმრავლესობით, ხოლო მიღებული გადაწყვეტილება სავალდებულოა შესასრულებლად დავაში მონაწილე მხარეებისათვის.
__________________
1. აღსანიშნავია, რომ გადამზიდველის მისამართი მითითებულია TIR-ის წიგნაკში.
![]() |
3 2. ტრანზიტის ძირითადი პროცედურები |
▲ზევით დაბრუნება |
ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისათვის განკუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე (გამშვებ პუნქტზე) შემოტანის დროს ხორციელდება შემდეგი საბაჟო პროცედურები:
საქონლის წარდგენა შემოსვლის საბაჟო გამშვებ პუნქტზე;
საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ზოგადი დეკლარირება;
„საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის“ გამოწერა.
![]() |
3.1 2.1. საქონლის წარდგენა შემოსვლის/გასვლის საბაჟო გამშვებ პუნქტზე |
▲ზევით დაბრუნება |
გაგზავნის საბაჟო ორგანოდან (შემოსვლის საბაჟო გამშვები პუნქტი) დანიშნულების საბაჟო ორგანოში (გასვლის საბაჟო გამშვები პუნქტი) საქონელი და ყველა აუცილებელი დოკუმენტი უნდა წარედგინოს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მახასიათებლების, განსაზღვრული საბაჟო მარშრუტისა და გადაზიდვის პირობების გათვალისწინებით, მაგრამ არაუმეტეს 10 დღისა. ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონლის სასაზღვრო საბაჟო ორგანოში შემოსვლის დროს სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია არ წარედგინება და გამოიწერება აღრიცხვის მოწმობა ან წარედგინება TIR-კარნეტი (TIR-კარნეტის ქვეშ საქონლის ტრანზიტით გადაზიდვის წესები იხ. 3.1 თავში). ტრანზიტის სატვირთო-საბაჟო დეკლარაციით ხდება მხოლოდ მილსადენი და ელექტროგადამცემი ხაზებით ტრანზიტით გადაადგილებული საქონლის დეკლარირება, ასევე საზღვაო ტრანსპორტით საქართველოდან ტრანზიტით გასატანი საქონლის დეკლარირება (გარდა კონტეინერებში და სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონლისა).
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონელი, რომელიც გადაადგილდება საქართველოს ტერიტორიაზე აღრიცხვის მოწმობით, დეკლარანტის ან/და გადამზიდველის მოთხოვნით შეიძლება განთავსებულ იქნეს საბაჟო საწყობში (დროებითი შენახვის საწყობში) საბაჟო საწყობის საბაჟო რეჟიმში ან დროებითი შენახვის პირობით. ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონლის დროებითი შენახვის საწყობში განთავსების დროს დეკლარანტის მიერ საბაჟო ორგანოს წარედგინება „განაცხადი” დროებითი დასაწყობების შესახებ, ხოლო აღრიცხვის მოწმობა მოიხსნება საბაჟო კონტროლიდან. შესაბამისად, ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში მოსაქცევად განკუთვნილი საქონლის გადაადგილება დანიშნულების საბაჟო ორგანოს მიმართულებით განახლდება დროებით დასაწყობების შესაბამისი ვადის ფარგლებში ახალი მოწმობის გამოწერით.
ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონლის მიმართ, რომელიც წარედგინება დანიშნულების (გასვლის) საბაჟო ორგანოს, ხორციელდება შემდეგი საბაჟო პროცედურები:
სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის წარდგენა (თუ ეს გათვალისწინებულია კანონმდებლობით) და საქონლის ფაქტობრივი გატანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ;
საქონლის ფაქტობრივი გატანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ შესაბამისი მოწმობის საბაჟო კონტროლიდან მოხსნით (თუ საბაჟო დეკლარაციის წარდგენა სავალდებულო არ არის);
საქონლის მოთავსება დროებითი შენახვის საწყობში და დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მისი ფაქტობრივი გატანა ზემოაღნიშნული პუნქტების შესაბამისად;
საქონლისათვის სხვა საბაჟო დამუშავების ოპერაციის შერჩევა (მაგ. დასაწყობება);
TIR-კარნეტის წარდგენა საბაჟო დეკლარაციის ნაცვლად.
დანიშნულების საბაჟოში დროებითი შენახვის საწყობში საქონლის წარდგენისთანავე საბაჟო საწყობის მფლობელი აკეთებს სათანადო აღნიშვნას მოწმობის უკანა გვერდზე, თარიღის, დროისა და ხელმოწერის მითითებით (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში - ბეჭდის დასმით). აღნიშნული ქმედება ითვლება საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენად. ზემოაღნიშნული პროცედურის შემდეგ მებაჟის მიერ ხორციელდება მოწმობის კონტროლიდან მოხსნა საქონლის წარდგენიდან არა უგვიანეს 2 დღისა.
იმ შემთხვევაში, როდესაც ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონელი, რომელიც გადაადგილდება გაგზავნის საბაჟოდან, პირდაპირ წარედგინება დანიშნულების საბაჟო ორგანოს სატვირთო-საბაჟო დეკლარაციასთან ერთად, საქონლის წარდგენად ჩაითვლება აღრიცხვის მოწმობის წარდგენა საბაჟო ორგანოში, რომელიც დასტურდება საბაჟო მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, თარიღითა და დროით.
სატვირთო-საბაჟო დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარდგენის შემდეგ კანონმდებლობით დადგენილი წესით ხორციელება შემდეგი საბაჟო პროცედურები:
სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაცია;
სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის მონაცემების შეცვლა საბაჟო ორგანოს მიერ შესაბამისი მონაცემების უზუსტობის დადგენამდე;
სატვირთო-საბაჟო დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტაციის შემოწმება;
სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობა ან მიღება;
საიდენტიფიკაციო საშუალებების (მათ შორის საბაჟო საზღვარზე დადებული საიდენტიფიკაციო საშუალებების - ლუქის და სხვა) შემოწმება;
საქონლის საბაჟო დათვალიერება (საქონელი საბაჟო მოხელის გადაწყვეტილებით დათვალიერდება სრულად და/ან შერჩევით და/ან საერთოდ არ დათვალიერდება);
ფიტო და/ან ვეტერინარიული კონტროლი;
საჭიროების შემთხვევაში სინჯებისა და/ან ნიმუშების აღება დეკლარანტის ან საბაჟო ორგანოს მოთხოვნით;
გადაწყვეტილების მიღება მებაჟის მიერ საქონლის გაშვების ან არგაშვების შესახებ.
საქონლის არგაშვებაზე გადაწყვეტილების მიღების დროს დეკლარანტი ვალდებულია საქონელი განათავსოს დროებითი შენახვის საბაჟო საწყობში, ხოლო გაშვების შემთხვევაში საქონელი გადაეცემა დეკლარანტს საბაჟო ტერიტორიიდან განკარგვისათვის, რაც დასტურდება სატვირთო-საბაჟო დეკლარაციაში შესაბამისი შტამპის დასმით: „გაშვება ნებადართულია”. შტამპზე ხელს აწერს მებაჟე, უსვამს მას თარიღს და დროს. |
![]() |
3.2 2.2. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დეკლარირება |
▲ზევით დაბრუნება |
ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონლის სასაზღვრო საბაჟო ორგანოში შემოსვლის დროს სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია არ წარედგინება და გამოიწერება აღრიცხვის მოწმობა ან წარედგინება TIR-კარნეტი. ტრანზიტის სატვირთო-საბაჟო დეკლარაციით ხორციელდება მხოლოდ:
მილსადენი და ელექტროგადამცემი ხაზებით ტრანზიტით გადაადგილებული საქონლის დეკლარირება;
საზღვაო ტრანსპორტით საქართველოდან ტრანზიტით გასატანი საქონლის (გარდა კონტეინერებში და სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონლისა) დეკლარირება.
საბაჟო რეჟიმის ან სატრანსპორტო საშუალების შეცვლისას, ან საქონლის გადამისამართებისას საქონლის დეკლარირება ხდება იმ საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც ხდება საბაჟო რეჟიმის ან სატრანსპორტო საშუალების შეცვლა, ან საქონლის გადამისამართება. TIR-კარნეტის წიგნაკით გადაადგილებული ტრანზიტული საქონლის შესაბამის საბაჟო ორგანოში დეკლარირების დროს სატვირთო საბაჟო დეკლარაციად ითვლება თIღ-კარნეტის წიგნაკი, ხოლო TIR-კარნეტის წიგნაკის არქონის შემთხვევაში - სატრანსპორტო ზედდებული, საჰაერო, სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტის დროს (გარდა საზღვაო ტრანსპორტით გასატანი კონტეინერებში და სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონლისა), აგრეთვე სხვა დოკუმენტი, რომელიც გამოიყენება შემდგომი გადაზიდვისათვის და/ან შეიცავს საქონლის და სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაციისათვის საჭირო მონაცემებს. საბაჟო საწყობიდან საქონლის ტრანზიტით გადაადგილების შემთხვევაში, დეკლარაციის ნაცვლად გამოიწერება „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა“ (გარდა საზღვაო ტრანსპორტით ტრანზიტით გასატან კონტეინერებში და სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონლისა). მილსადენი და ელექტროგადამცემი ხაზებით ტრანზიტით გადაადგილებულ, ასევე საზღვაო ტრანსპორტით საქართველოდან ტრანზიტით გასატან საქონელზე (გარდა კონტეინერებში და სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებულისა) წარმოდგენილ უნდა იქნეს დეკლარაცია.
ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში გაცხადებული საქონლის საბაჟო ზედამხედველობიდან მოხსნა, ხორციელდება იმ საბაჟო ორგანოში, საიდანაც ხდება საქონლის საბაჟო საზღვრის გარეთ გატანა (დანიშნულების საბაჟო ორგანო), ხოლო საბაჟო რეჟიმის ან სატრანსპორტო საშუალების შეცვლისას, ან საქონლის გადამისამართებისას - იმ საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც ხდება საბაჟო რეჟიმის ან სატრანსპორტო საშუალების შეცვლა ან საქონლის გადამისამართება.
დეკლარაციის ძირითადი ფურცლით შეიძლება გაცხადდეს მხოლოდ ერთი დასახელების, სახეობის და მარკის საქონელი, რომელიც საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნულ სასაქონლო ნომენკლატურაში კლასიფიცირდება ერთი თერთმეტნიშნა კოდით და წარმოშობილია ერთ ქვეყანაში. დეკლარაციის ერთ დამატებით ფურცელში შეიძლება გაცხადდეს ცნობები სამი დასახელების, სახეობის და მარკის საქონელზე და რომელთაგან თითოეული მათგანი სეს ესნ-ში კლასიფიცირდება ერთი თერთმეტნიშნა კოდით და წარმოშობილია ერთ ქვეყანაში. საქონლის ერთ დეკლარაციაში დეკლარირებისას მის ძირითად ფურცელს შეიძლება დაერთოს არა უმეტეს 33 დამატებითი ფურცლისა და ერთი დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს არა უმეტეს 99 დასახელების საქონელი. იმ შემთხვევაში თუ სასაქონლო პარტია შედგება 99-ზე მეტი დასახელების საქონლისაგან, მაშინ დეკლარაცია ივსება ყოველ მომდევნო 99 საქონელზე.
დეკლარაცია ივსება ქართულ ენაზე კომპიუტერის საბეჭდი მოწყობილობის გამოყენებით. საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება დაიბეჭდოს ცისფერი ეგზემპლარი დამატებით სხვა ენაზეც. დასაშვებია დეკლარაციის უკანა გვერდის გამოყენება სხვდასხვა მაკონტროლებელი ორგანოების აღნიშვნებისა და დამღებისათვის. დეკლარაციის კომპლექტი შედგება 4 სხვადასხვა ფერის (ულტრაისფერი დაცვის მქონე გერბიანი ორი თეთრი, ულტრაისფერი დაცვის მქონე გერბიანი ერთი ყვითელი, ულტრაისფერი დაცვის მქონე გერბიანი ერთი ცისფერი) ფურცლებისაგან და ნაწილდება შემდეგნაირად:
პირველი თეთრი გერბიანი ფურცელი რჩება საბაჟო დამუშავების საბაჟო ორგანოში;
მეორე თეთრი გერბიანი ფურცელი საქონლის საქართველოს ტერიტორიიდან გატანის შემთხვევაში რჩება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში;
ყვითელი ფურცელი ეგზავნება საბაჟო დეპარტამენტს;
ცისფერი ფურცელი უბრუნდება დეკლარანტს.
დეკლარაცია უნდა შეიცავდეს მონაცემებს, რომლებიც აუცილებელია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის რეგულირების მექანიზმების სწორად გამოყენებისათვის, საბაჟო სტატისტიკის წარმოებისა და საბაჟო კანონმდებლობის აღსრულებისათვის, მათ შორის, შესაბამისი საბაჟო რეჟიმის მოთხოვნების განხორციელებისათვის. დეკლარაციას უნდა დაერთოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი (იხ. 2.5 თავი), რომელიც აუცილებელია ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის პირობების შესრულებისა და დეკლარირებული მონაცემების დადასტურებისათვის.
საბაჟო ორგანო დაუყოვნებლივ ახორციელებს წარდგენილ დეკლარაციის რეგისტრაციას, თუ უზრუნველყოფილია დეკლარაციაში აღნიშნული საქონლის წარდგენა საბაჟო ორგანოში. თუ დარღვეულია დეკლარაციის ფორმა და შევსების წესი, თანმხლები დოკუმენტები შესაბამის დარღვევაზე მითითებით დაუყოვნებლივ უბრუნდება დეკლარანტს. რეგისტრაციის მომენტიდან დეკლარაცია წარმოადგენს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დამადასტურებელ საბუთს.
დეკლარაციის წარდგენის უფლება აქვს დეკლარანტს. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას დეკლარანტად ითვლება საქონლის მიმღები, ხოლო საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანისას - საქონლის გამგზავნი, რომლებიც შესაბამისად მითითებულნი უნდა იყვნენ საქონლის მფლობელის დამადასტურებელ დოკუმენტებში. დეკლარაციის რეგისტრაციის შემდეგ დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე შესაძლებელია დეკლარაციაში მითითებული მონაცემების შეცვლა, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
საბაჟო ორგანომ დაადგინა საქონლის სახეობის, რაოდენობის, წარმოშობის ქვეყნის ან/და საბაჟო ღირებულების შესახებ დეკლარირებული მონაცემების უზუსტობა;
საბაჟო ორგანომ უკვე გაუშვა საქონელი.
საბაჟო ორგანოს მიერ დეკლარაციის (აგრეთვე თანდართული საბუთებისა და ცნობების) მიღება რეგისტრირდება სპეციალურ რეგისტრაციის ჟურნალში და ენიჭება სარეგისტრაციო ნომერი.
![]() |
3.3 2.3. ტვირთის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა |
▲ზევით დაბრუნება |
საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო საზღვარზე შემოტანის, ასევე საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილების დროს საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა ხორციელდება საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით (იხ. დანართი №7.2). აღრიცხვის მოწმობით ხორციელდება:
საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეექსპორტისთვის შემოტანის 10 დღემდე ვადით კონტროლი და აღრიცხვა;
საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა (გარდა ცარიელი სატრანსპორტო საშუალებებისა);
საბაჟო გაფორმების შემდეგ საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონლის საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა;
საბაჟო საზღვრის გადმომკვეთი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა, თუ მათი საბაჟო გაფორმება არ ხდება საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო საგუშაგოზე;
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ორ სხვადასხვა საბაჟო კონტროლის ზონას შორის გადაადგილებული საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა;
საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილებული ერთი სატრანსპორტო საშუალებიდან მეორე სატრანსპორტო საშუალებაზე გადატვირთული საქონლის საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა, გარდა საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტზე საქონლის გადატვირთვისას;
საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალებებიდან საქონლის ნაწილის გადმოტვირთვის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალებებში დარჩენილი და გადაადგილებული საქონლის საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა;
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის ქვეშ სხვა საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა;
შემოსული ცარიელი კონტეინერების საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა.
აღრიცხვის მოწმობა არ გამოიწერება:
მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანისათვის გამოყენებულ სატრანსპორტო საშუალებებზე, თუ ისინი საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე ასრულებენ რეგულარულ რეისებს;
ცარიელ სარკინიგზო შემადგენლობაზე, საქართველოში რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებებზე და უცხოეთში რეგისტრირებულ ცარიელ სატრანსპორტო საშუალებებზე (გარდა ცარიელი კონტეინერებისა);
TIR წიგნაკით გადაადგილებულ საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებებზე, გარდა საზღვაო პორტიდან ათი კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო საწყობში TIR-კარნეტით გადაადგილებული საქონლისა;
მილსადენი ტრანსპორტით და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებულ საქონელზე.
აღრიცხვის მოწმობის გამოწერას ახორციელებს გამგზავნი საბაჟო ორგანო. საზღვაო გზით საბაჟო საწყობში გადაადგილებულ საქონელზე დეკლარანტი წინასწარ გამოწერს მოწმობას და წარუდგენს საბაჟო ორგანოს. იმ შემთხვევაში, თუ არ არის ცნობილი შესაბამისი კონტეინერების გადამაადგილებელი სატრანსპორტო საშუალებების რეკვიზიტები, საბაჟო მოხელეს ხელით შეაქვს ეს რეკვიზიტები საქონლის საზღვაო პორტიდან გასვლის დროს. საზღვაო პორტიდან საბაჟო საწყობში საქონლის შესვლის დროს საწყობის მფლობელი აკეთებს შესაბამის აღნიშვნას მოწმობის უკანა გვერდზე, ხოლო მებაჟე ხსნის მოწმობას კონტროლიდან და საქონლის საბაჟო საწყობიდან გასვლის შემთხვევაში გამოწერს ახალ მოწმობას ან დროებით შენახვის პირობით საწყობში საქონლის მოთავსების დროს საბაჟო ორგანოს წარედგინება დადგენილი ფორმის განაცხადი.
გამგზავნი საბაჟო ორგანო საქონლის საავტომობილო ტრანსპორტით (მ.შ. მისაბმელით) შემოტანისას ახორციელებს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების დამატებით სავალდებულო დალუქვას ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილებული საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის კონტროლის გაძლიერების მიზნით. საბაჟო ორგანოს მიერ დამატებითი ლუქის დადება სხვა ქვეყნის მიერ დალუქულ სატრანსპორტო საშუალებაზე არ იწვევს საბაჟო ორგანოს შესაბამისი მოხელის პასუხისმგებლობას დეკლარანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების შესახებ მონაცემების საფუძველზე შევსებული მოწმობის სათანადო მონაცემების ფაქტობრივ მონაცემებთან სიზუსტის მიმართ. მოწმობის უკანა გვერდზე დაიტანება საქართველოს რუკა, სადაც აღნიშნული იქნება საბაჟო გამშვები პუნქტები, ასევე ქართულ, ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენებზე პასუხისმგებელი პირის, საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული ძირითადი უფლება-მოვალეობების ჩამონათვალი.
მოწმობის კონტროლიდან მოხსნა ხორციელდება დანიშნულების საბაჟო ორგანოს მიერ, სადაც მთავრდება საქონლის და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება ან გადაადგილებაზე კონტროლი ან სადაც მოხდა საქონლის სხვა სატრანსპორტო საშუალებაში გადატვირთვა ან გადამისამართება. იმ შემთხვევაში, როდესაც მოწმობაში დაფიქსირებული დანიშნულების საბაჟო ორგანოს ნაცვლად საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება საბაჟო საზღვარს კვეთს სხვა საბაჟო ორგანოში ან სხვა საბაჟო ორგანოში ხორციელდება ნებისმიერ საბაჟო რეჟიმში საბაჟო დამუშავების ოპერაცია, მაშინ მოწმობის კონტროლიდან მოხსნა ხორციელდება დაინტერესებული პირის (გადამზიდავის, მესაკუთრის) მოტივირებული განცხადებითა და ამ საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო დეპარტამენტის შესაბამის სამმართველოსთან შეთანხმებით.
![]() |
3.4 2.4. ტრანზიტის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტები |
▲ზევით დაბრუნება |
საბაჟო კონტროლის ან/და საბაჟო ზედამხედველობის განხორციელებისათვის, შესაბამისი საბაჟო რეჟიმის პირობების შესრულებისა და დეკლარირებული მონაცემების დადასტურებისათვის საბაჟო ორგანოს უნდა წარედგინოს დოკუმენტები, რომლებიც წარმოადგენენ ნებისმიერი საქონლის მიმართ საბაჟო პროცედურების დაწყების საფუძველს და საჭირო დოკუმენტები საქონლის სახეობის, მისი გადაადგილების ფორმისა და საბაჟო დამუშავების ოპერაციის შესაბამისად.
საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში მოქცევის დროს დეკლარანტის მიერ წარსადგენი დოკუმენტებია:
1. შემოსვლის საბაჟო გამშვებ პუნქტში:
საქონლის მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი - მინდობილობა ან ხელშეკრულება ან მისი შემცვლელი დოკუმენტი (ზედდებული ან კონოსამენტი ან ანგარიშ-ფაქტურა (ან ნებისმიერი საანგარიშსწორებო დოკუმენტი) ან ყიდვა-გაყიდვის კონტრაქტი);
საბაჟო გარანტია (ან TIR-ის წიგნაკი);
ფიტო ან/და ვეტ სერტიფიკატი;
ვეტ ნებართვა;
სპეციალური სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია;
საქონლის ტრანზიტის ნებართვა;
სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია.
2. გასვლის საბაჟო გამშვებ პუნქტში:
საბაჟო გარანტია (ან TIR-ის წიგნაკი);
აღრიცხვის მოწმობა;
![]() |
3.5 2.5. საბაჟო გადაწყვეტილების მიღების ვადები |
▲ზევით დაბრუნება |
საბაჟო პროცედურების განხორციელების ცალკეული შემთხვევებისათვის დადგენილია საბაჟო გადაწყვეტილების მიღების შემდეგი მაქსიმალური ვადები:
საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის გამოწერა/მოხსნა - 1 საათის განმავლობაში;
წერილობითი ფორმით წარდგენილი საბაჟო დეკლარაციის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება - 2 საათის განმავლობაში;
წარდგენილი საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაცია, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს - განხილვის შემდეგ დაუყოვნებლივ;
განხილვის შედეგების მიხედვით, თუ დაცული არ არის საბაჟო დეკლარაციის ფორმა და მისი შევსების წესი, დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების დეკლარანტისათვის დაბრუნება - განხილვის შემდეგ დაუყოვნებლივ;
საქონლის დათვალიერება, სინჯის ან/და ნიმუშის აღება და გამოკვლევისათვის გაგზავნა - არაუმეტეს 2 საათისა;
საქონლის გაშვება (საბაჟო დეკლარაციის საბაჟო კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემთხვევაში) - დეკლარაციის შემოწმების დასრულებისთანავე დაუყოვნებლივ.
თუ ავარიის ან დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად ფერხდება სასაზღვრო საბაჟო ორგანოდან დროებითი დასაწყობების ადგილზე ან დანიშნულების საბაჟო ორგანოში საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით გათვალისწინებულ ვადაში საქონლის წარდგენა, პირმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საბაჟო ორგანოს და წარუდგინოს მას სათანადო მტკიცებულებები. |
შექმნილ სიტუაციაში გარკვევის შემდეგ, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ამ ფაქტს აფიქსირებს აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე, სათანადო ჩანაწერით, ამასთან ღებულობს გადაწყვეტილებას, საქონლის მიმართ განსახორციელებლი შემდგომი ქმედებების თაობაზე. აღნიშნულ შემთხვევაში, საქონლის დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადის დარღვევისათვის, პირს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.
მითითებული ვადების ათვლა იწყება შესაბამისი მოქმედებების განხორციელების მეორე დღიდან. |
![]() |
4 3. ძირითადი სატრანზიტო მარშრუტები |
▲ზევით დაბრუნება |
სარტანზიტო მარშრუტზე არსებული რიკოთის გვირაბით სარგებლობის მოსაკრებელი: მსუბუქი ავტომანქანებისა და 30 ადგილამდე ტევადობის ავტობუსებისათვის ერთ გასვლაზე - 1 ლარი, 10 ტონამდე ტვირთამწეობის სატვირთო ავტომანქანებისათვის - 2 ლარი, ხოლო 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსებისა და 10 ტონამდე მეტი ტვირთამწეობის სატვირთო ავტომანქანებისათვის - 3 ლარი.
![]() |
4.1 3.1. ფოთი - წითელი ხიდი (საავტომობილო) |
▲ზევით დაბრუნება |
სატრანზიტო მარშრუტის მანძილი - 401 კმ.
სატრანზიტო მარშრუტის გზების ნომრები - ს1+ს2+ს9+ს4 (იხ. რუკა).
ძირითადი დასახლებული პუნქტები სატრანზიტო მარშრუტზე: ფოთი - თეკლათი - სენაკი - სამტრედია - ქუთაისი - ზესტაფონი - ხაშური - ქარელი - გორი - ზაჰესი - რუსთავი - წითელი ხიდი.
![]() |
4.2 3.2. სარფი - წითელი ხიდი (საავტომობილო) |
▲ზევით დაბრუნება |
სატრანზიტო მარშრუტის მანძილი - 463 კმ.
სატრანზიტო მარშრუტის გზების ნომრები - ს12+ს1+ს9+ს4 (იხ. რუკა).
ძირითადი დასახლებული პუნქტები სატრანზიტო მარშრუტზე: სარფი - ქობულეთი - გრიგოლეთი - ლანჩხუთი - საჯავახო - სამტრედია - ქუთაისი - ზესტაფონი - ხაშური - ქარელი - გორი - ზაჰესი - რუსთავი - წითელი ხიდი.
![]() |
4.3 3.3. ვალე - წითელი ხიდი (საავტომობილო) |
▲ზევით დაბრუნება |
სატრანზიტო მარშრუტის მანძილი - 283 კმ.
სატრანზიტო მარშრუტის გზების ნომრები - ს8+ს1+ს9+ს4 (იხ. რუკა).
ძირითადი დასახლებული პუნქტები სატრანზიტო მარშრუტზე: ვალე - ახალციხე - ბორჯომი - ხაშური - ქარელი - გორი - ზაჰესი - რუსთავი - წითელი ხიდი.
![]() |
4.4 3.4. ბათუმი - სადახლო (საავტომობილო) |
▲ზევით დაბრუნება |
სატრანზიტო მარშრუტის მანძილი - 469 კმ.
სატრანზიტო მარშრუტის გზების ნომრები - ს12+ს1+ს9+ს6+ს7 (იხ. რუკა).
ძირითადი დასახლებული პუნქტები სატრანზიტო მარშრუტზე: ბათუმი - ქობულეთი - გრიგოლეთი - ლანჩხუთი - საჯავახო - სამტრედია - ქუთაისი - ზესტაფონი - ხაშური - ქარელი - გორი - ზაჰესი - რუსთავი - ფონიჭალა - მარნეული - სადახლო.
![]() |
4.5 3.5. ყაზბეგი - სადახლო (საავტომობილო) |
▲ზევით დაბრუნება |
სატრანზიტო მარშრუტის მანძილი - 245 კმ.
სატრანზიტო მარშრუტის გზების ნომრები - ს3+ს9+ს6+ს7 (იხ. რუკა).
ძირითადი დასახლებული პუნქტები სატრანზიტო მარშრუტზე: ყაზბეგი - კობი - გუდაური - ფასანაური - ანანური - ჟინვალი - არაგვისპირი - ნატახტარი - ზაჰესი - რუსთავი - მარნეული - სადახლო.
![]() |
4.6 3.6. ბათუმი - მარნეული/გარდაბანი (სარკინიგზო) |
▲ზევით დაბრუნება |
სატრანზიტო მარშრუტის მანძილი - 396 კმ.
ძირითადი დასახლებული პუნქტები სატრანზიტო მარშრუტზე: ბათუმი - სამტრედია - ზესტაფონი - ხაშური - თბილისი - გარდაბანი.
![]() |
4.7 3.7. ფოთი - მარნეული/სადახლო (სარკინიგზო) |
▲ზევით დაბრუნება |
სატრანზიტო მარშრუტის მანძილი - 396 კმ.
ძირითადი დასახლებული პუნქტები სატრანზიტო მარშრუტზე: ფოთი - სამტრედია - ზესტაფონი - ხაშური - თბილისი - სადახლო.
საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სწრაფი სამგზავრო მატარებლის მიმოსვლასთან დაკავშირებული სარკინიგზო ტრანსპორტის, საქონლის, მგზავრთა, მათი ბარგისა და ხელბარგის გადაადგილებისას საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის საბაჟო კონტროლის ზონად განსაზღვრულია საბაჟო საზღვრიდან ქ. თბილისის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიის ჩათვლით და უკუმიმართულებით მოძრავი ერევანი-ბათუმი-ერევანი, ბათუმი-ერევანი-ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის სწრაფი სამგზავრო მატარებელი.
![]() |
5 4. პასუხისმგებლობა საბაჟო კანონმდებლობის დარღვევისათვის |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ტრანზიტის და მასთან დაკავშირებული პროცედურების მარეგულირებელი წესების დარღვევისათვის, სამართალდამრღვევ პირებს ეკისრებათ გარკვეული სამართლებრივი პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა წარმოადგენს იძულებითი ზემოქმედების ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელიც სასჯელის სახით გამოიყენება ტრანზიტის და მასთან დაკავშირებული პროცედურების მარეგულირებელი წესების დამრღვევთა მიმართ. |
მოქმედების ან უმოქმედობის სახიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, ტრანზიტის და მასთან დაკავშირებული პროცედურების მარეგულირებელი წესების დარღვევისათვის გამოიყენება საბაჟო ჯარიმები და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის სხვადასხვა სახეები.
![]() |
5.1 4.1. პასუხისმგებლობა საბაჟო სამართალდარღვევებზე |
▲ზევით დაბრუნება |
ტრანზიტის და მასთან დაკავშირებული პროცედურების მარეგულირებელი წესების დარღვევისათვის, საბაჟო კოდექსის შესაბამისად, გამოიყენება პასუხისმგებლობის შემდეგი სახეები:
საბაჟო გადასახდელების გადაუხდელობა ან დაგვიანებით გადახდა - იწვევს საურავის გადახდას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,07%-ის ოდენობით;
საქონლის დეკლარირების დადგენილ ვადებში განუხორციელებლობა - იწვევს დეკლარირებაზე ვალდებული პირის დაჯარიმებას 500 ლარით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 1000 ლარით;
საბაჟო იდენტიფიცირების საშუალებების (მაგ. ლუქის) საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მოხსნა და განადგურება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალებებში ან საბაჟო კონტორლის ზონაში მყოფ შენობა-ნაგებობებში შეღწევა - იწვევს საქონლის, სატრანსპორტო საშუალების ან/და შენობა-ნაგებობის მფლობელის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 10000 ლარით;
საბაჟო დეკლარაციაში საქონლის სახეობის, რაოდენობის, წარმოშობის ან/და საბაჟო ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემების შეტანა1 - იწვევს დაჯარიმებას გადასახდელი საბაჟო გადასახდელების 25%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა. აღნიშნული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს დაჯარიმებას საბაჟო გადასახდელების 100%-ს ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2000 ლარისა;
საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის თანხმობის გარეშე დეკლარირებული საქონლის გადაადგილება - იწვევს დაჯარიმებას ამ საქონლის იმპორტზე საბაჟო გადასახადელების 25%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა. აღნიშნული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს დაჯარიმებას საბაჟო გადასახდელების 75%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 1500 ლარისა;
საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის თანხმობის გარეშე არადეკლარირებული საქონლის გადაკვეთა - იწვევს დაჯარიმებას ამ საქონლის იმპორტზე საბაჟო გადასახადელების 50%-სი ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 1000 ლარისა. აღნიშნული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს დაჯარიმებას საბაჟო გადასახდელების 100%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2000 ლარისა2;
საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებლად საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გახსნა, ხელმეორედ შეფუთვა, გადატვირთვა ან გადმოტვირთვა - იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 1500 ლარის ოდენობით;
თავისუფალი ზონისათვის ან თავისუფალი საწყობისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევით საქონლის გადაადგილება ან ამ ტერიტორიიდან გატანა, აგრეთვე საქონლის დასაწყობების, შენახვის ან აღრიცხვის წარმოების მოთხოვნების დარღვევა - იწვევს თავისუფალი ზონის ან თავისუფალი საწყობის მფლობელის დაჯარიმებას 500 ლარით. აღნიშნული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 1 000 ლარით;
თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში უკანონო საწარმოო ან სავაჭრო საქმიანობა ან მომსახურება, შენობა-ნაგებობების მშენებლობა, საქონლის მოხმარება ან გამოყენება - იწვევს თავისუფალი ზონის ან თავისუფალი საწყობის მფლობელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 1 000 ლარით;
საბაჟო ორგანოს თანამდებობის პირისათვის წინააღმდეგობის გაწევა, მ.შ. დათვალიერების ჩატარებაზე საბაჟო ორგანოს თანამდებობის პირის კანონიერი გადაწყვეტილებისა და მოთხოვნის უგულებელყოფა, აგრეთვე საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ ადგილზე სატრანსპორტო საშუალების გაჩერების მოთხოვნის შეუსრულებლობა - იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედება ჩადენილი განმეორებით იწვევს დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 2500 ლარით;
სატრანსპორტო საშუალების მფლობელის მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელებისას საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება, მოძრაობისათვის დადგენილი მარშრუტიდან გადახვევა - იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 2000 ლარის ოდენობით;
საბაჟო დამუშავების ოპერაციებზე საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი პირობების დარღვევა - იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას ამ საქონელზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელების თანხის 10%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარისა. აღნიშნული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას ამ საქონელზე გადასახდელი თანხის 20%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 1000 ლარისა;
საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა/გასვლა, რომელიც თან ახლავს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი პირობების დარღვევას - იწვევს საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მფლობელის დაჯარიმებას ასეთ საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 1000 ლარისა3;
საბაჟო დოკუმენტაციის შენახვის ვადების დარღვევა (დოკუმენტაციის 6 წლამდე ვადით შეუნახაობა) - იწვევს დოკუმენტაციის შენახვაზე პასუხისმგებელი პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 1000 ლარის ოდენობით;
ავარიის, დაუძლეველი ძალისა და სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებების დროს გასატარებელი ღონისძიებების განუხორციელებლობა, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის, ან სატრანსპორტო საშუალებების დასაცავად შესაბამისი ზომების მიუღებლობა, ასეთ გარემოებებზე საბაჟო ორგანოსთვის დაუყოვნებლივ შეუტყობინებლობა - იწვევს ვალდებული პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 1000 ლარის ოდენობით;
ნავსადგურის, საფოსტო სამსახურის, რკინიგზის ან აეროპორტის მიერ სატრანსპორტო საშუალების შემოსვლის, ან გასვლის შესახებ საბაჟო ორგანოსათვის შეუტყობინებლობა - იწვევს ნავსადგურის, საფოსტო სამსახურის, რკინიგზის ან აეროპორტის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 10000 ლარის ოდენობით;
დროებითი შენახვის საწყობის, საბაჟო საწყობის ან უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 9000 ლარის ოდენობით;
დეკლარანტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა, რომელზედაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა - იწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
_______________
1 ისეთი მონაცემების შეტანა, რომლის სიყალბეც დადასტურებულია შესაბამისი მტკიცებულებით ან აღძრულია სისხლის სამართლის საქმე კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. როგორც პირველ, ასევე მეორე შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს სატრანსპორტო საშუალების და საქონლის ჩამორთმევაც. გადაწყვეტილებას ამის თაობაზე იღებს საბაჟო ორგანო.
3 ამ შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს სატრანსპორტო საშუალების და საქონლის ჩამორთმევა.
![]() |
5.2 4.2. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა |
▲ზევით დაბრუნება |
ტრანზიტის და მასთან დაკავშირებული პროცედურების მარეგულირებელი წესების დარღვევისათვის, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, გამოიყენება პასუხისმგებლობის შემდეგი სახეები:
საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით1 მოძრავი ნივთის გადატანა ან გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, დოკუმენტის ან საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოტყუებითი გამოყენებით, დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთის ვადით სამიდან ხუთ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით2, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე;
საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კულტურის ძეგლის ან ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტის, ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობის ან ნაკეთობის ჯართის წესის დარღვევით გადატანა ან გადმოტანა - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე;
საქართველოს საბაჟო საზღვარზე შხამიანი, მომწამლავი, რადიაქტიული ან ფეთქებადი ნივთიერების, შეიარაღების, ასაფეთქებელი მოწყობილობის, ცეცხლსასროლი იარაღის, იმ მასალის ან მოწყობილობის, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მასობრივი განადგურების იარაღის შესაქმნელად, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნედლეულის წესის დარღვევით გადატანა ან გადმოტანა - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. აღნიშნული სახის ქმედება, რომელიც ჩადენილია არაერთგზის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საბაჟო კონტროლის განმხორციელებლის მიმართ ძალადობით - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თერთმეტ წლამდე. იგივე ქმედება, რომელიც ჩადენილია ორგანიზებული ჯგუფის მიერ - ისჯება თავისუფლებით აღკვეთის ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე;
საქართველოში ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე. იგივე ქმედება, რომელიც ჩადენილია დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არაერთგზის ან იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ სახის რომელიმე დანაშაული - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. იგივე ქმედება, რომელიც ჩადენილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ან ორგანიზაციული ჯგუფის მიერ - ისჯება ჯარიმით3 ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
საქართველოში ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების დიდი ოდენობით უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. იგივე ქმედება, რომელიც ჩადენილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ჯგუფურად, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, არაერთგზის ან იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ სახის რომელიმე დანაშაული - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან თორმეტ წლამდე.
__________________
1. დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომელზედაც საბაჟო გადასახდელის გადაუხდელი თანხა აჭარბებს 3000 ლარს.
2. განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომელზედაც საბაჟო გადასახდელის გადაუხდელი თანხა აჭარბებს 15000 ლარს.
3. ჯარიმის ოდენობა სამართალდამრღვევი პირის მიმართ განისაზღვრება სასამართლოს მიერ.
![]() |
6 5. აკრძალვები და განსაკუთრებული კონტროლი |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.1 5.1 აკრძალვები საავტომობილო გზებით სარგებლობაზე |
▲ზევით დაბრუნება |
საავტომობილო გზებზე აკრძალულია ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების გავლა, რომელთა საგაბარიტო პარამეტრები აღემატება საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ მაჩვენებლებს ან/და თითოეულ ღერძზე დატვირთვა აღემატება 10 ტონას (ერთ წამყვანღერძიან სატრანსპორტო საშუალებაზე არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას) ან/და გადასაზიდი წონა აღემატება ქარხანა-დამამზადებლის მიერ მოცემულ სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ ტვირთამწეობის ზღვარს ან/და მისი საერთო წონა - 44 ტონას. |
ასეთი ავტომანქანების გატარება დასაშვებია მხოლოდ აღნიშნული პარამეტრების სათანადო კორექტირების შემდეგ. თუ ავტოსატრანსპორტო საშუალებების საგაბარიტო პარამეტრების კორექტირება შეუძლებელია ან/და ტვირთი არ ექვემდებარება დაშლა-დანაწილებას, მათი გატარება დაშვებულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან და საპატრულო პოლიციასთან შეთანხმებისა და შესაბამისი რეკომენდაციების მიღების შემდეგ.
აკრძალულია მუხლუხა და ლითონისბორბლებიანი მანქანების მოძრაობა საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე. |
სატრანსპორტო საშუალებების გასატარებლად, რომელთა ღერძული დატვირთვა და გაბარიტები აღემატება ნორმატიულს, სატრანსპორტო საშუალებათა მფლობელები დადგენილი წესით იღებენ ნებართვას და თუ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები დააზიანებენ გზის ელემენტებს, მისი მფლობელები ვალდებულნი არიან გადაიხადონ აღდგენის გადასახადი.
საქართველოს საავტომობილო გზებზე მოძრაობა ნებადართულია შემდეგი სიჩქარეებით:
დასახლებულ პუნქტებში სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ნებადართულია არა უმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით;
დაუსახლებელ პუნქტებში ნებადართულია მოძრაობა:
√ მსუბუქი და სატვირთო ავტომობილებისა, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3,5 ტონას, ავტომაგისტრალზე - არა უმეტეს 110 კმ/სთ, სხვა გზებზე - არა უმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით;
√ საქალაქთაშორისო და მცირე ზომის ავტობუსისა ყველა გზაზე - არა უმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით;
√ მსუბუქი ავტომობილის მისაბმელის ბუქსირებისას, სხვა ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილისა, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3,5 ტონას, ავტომაგისტრალებზე - არა უმეტეს 80 კმ/სთ, სხვა გზებზე - არა უმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით;
√ ძარით მგზავრთა გადამყვანი სატვირთო ავტომობილისა - არა უმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით;
√ ისეთი სატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებსაც გადააქვთ საშიში, მძიმეწონიანი და მსხვილგაბარიტიანი ტვირთი - არა უმეტეს იმ სიჩქარისა, რომელიც გათვალისწინებულია გადაზიდვის პირობებით.
![]() |
6.2 5.2. აკრძალვები ზოგიერთი სახეობის საქონლის გადაადგილებისას |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს საბაჟო საზღვარზე აქციზური საქონლის გადაადგილება (თამბაქოს ნაწარმი, ალკოჰოლური სასმელები, ნავთობპროდუქტები) ხორციელდება მხოლოდ შემდეგი საბაჟო გამშვები პუნქტების მიმართულებით:
„ყაზბეგი“;
„წითელი ხიდი“;
„სადახლო“;
„გარდაბანი“;
„სარფი“;
„ვალე“;
„ფოთის პორტი“;
ბათუმის პორტი”;
„თბილისის აეროპორტი“.
სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო და სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა არ განხორციელდეს სასაზღვრო-საბაჟო ორგანოების - „ახკერპი”-ს, ,,გუგუთი”-ს, „მტკვრი”-ს, „სამთაწყარო”-ს გავლით.
![]() |
6.3 5.3. ზოგიერთი სხვა სახის აკრძალვა |
▲ზევით დაბრუნება |
აკრძალულია საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დეკლარაციის შევსება ან დეკლარაციაში მონაცემების დამატება ან მასში მონაცემების შეცვლა, გარდა იმ მონაცემებისა, რომელთა შეტანა განეკუთვნება საბაჟო ორგანოს კომპეტენციას, აგრეთვე ელექტრონული დამუშავების დროს გამოყენებული კოდირებული მონაცემების შეცვლის ან დამატების გარდა, თუ ისინი დეკლარაციაში შეტანილია არაკოდირებული სახით.
აკრძალულია საბაჟო კონტროლის ზონაში საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვა და აუცილებელი საბაჟო პროცედურების განხორციელებამდე საბაჟო კონტროლის ზონის საზღვრებს გარეთ საქონლის გატანა.
![]() |
7 6. ძირითად ტერმინთა განმარტებები |
▲ზევით დაბრუნება |
დეკლარანტი - პირი, რომელიც საბაჟო დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით ან პირი, რომლის სახელითაც ხორციელდება საბაჟო დეკლარირება.
საბაჟო დეკლარირება - მოქმედება, რომლითაც პირი საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ფორმისა და წესის შესაბამისად აცხადებს საქონლის მიმართ საბაჟო დამუშავების ოპერაციის გამოყენების განზრახვას.
საბაჟო დეკლარაცია - დოკუმენტი, რომლითაც პირი საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი ფორმისა და საშუალების შესაბამისად აცხადებს საქონლის მიმართ საბაჟო რეჟიმის გამოყენების განზრახვას.
საქონელი - საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული ნებისმიერი მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდები, ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი.
საქონლის გაშვება - მოქმედება, რომლითაც საბაჟო ორგანო უზრუნველყოფს დეკლარანტის მიერ საქონლის განკარგვის ან/და სარგებლობის შესაძლებლობას მის მიმართ გამოყენებული საბაჟო დამუშავების ოპერაციის პირობების შესაბამისად.
საბაჟო პროცედურები - საბაჟო ორგანოში საქონლის წარდგენა და დათვალიერება, სათანადო დოკუმენტების არსებობის დადგენა, ზოგადი დეკლარირება, საბაჟო დეკლარაციის წარდგენა და რეგისტრაცია, საბუღალტრო და სხვა დოკუმენტაციის შემოწმება, საბაჟო გადასახდელების გადახდა, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების, მგზავრის პირადი ნივთების შემოწმება, აგრეთვე საბაჟო ორგანოების ან მათი უფლებამოსილი პირების ოფიციალური მოთხოვნა ან/და ქმედება, რომლის მიზანია საბაჟო კანონმდებლობის შესრულება.
საბაჟო ზედამხედველობა - საბაჟო ორგანოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელთა მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების, შეზღუდვების, აკრძალვების, მოთხოვნების ან სხვა პირობების დაცვა.
საბაჟო კონტროლი - საბაჟო კანონმდებლობის შესრულების უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის მიმართ ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო პროცედურების განხორციელება.
საბაჟო მარშრუტი - საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის გადაადგილებისათვის საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული მარშრუტი.
სატრანსპორტო საშუალება - საავტომობილო, საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებები, აგრეთვე ელექტროგადამცემი ხაზები, მილსადენი, კონტეინერი, მისაბმელი, ნახევრადმისაბმელი და ნებისმიერი სხვა საშუალება, რომლებიც გამოიყენება მგზავრთა გადაყვანისათვის ან/და საქონლის გადაზიდვისათვის.
საბაჟო გარანტია - საქონლის მესაკუთრის, მფლობელის ან გადამზიდავის მიერ საბაჟო ორგანოსთვის წერილობით ან ელექტრონული ფორმით საბაჟო ვალდებულების (გადასახდელების გადახდა, საქონლის საბაჟოზე დროული წარდგენა და სხვა) უზრუნველყოფა.
![]() |
8 7. დანართები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
8.1 7.1. ტრანზიტის დეკლარაციის ნიმუში და მისი შევსების წესი |
▲ზევით დაბრუნება |
დეკლარანტის შესავსები გრაფები
1. დეკლარანტი დეკლარაციის შევსებისას ავსებს შემდეგ გრაფებს: A, 1, 2, 3, 5, 6, 7, 8, 14, 15, 15-ა, 17, 17-ა, 18, 19, 21, 25, 27, 31, 32, 33, 35, 38, 40, 44, 50, 52, 53, 55.
2. გრაფა A - აღინიშნება იმ საბაჟო ორგანოს ხუთნიშნა ციფრული კოდი და დასახელება, კლასიფიკატორის ნაწილი 2-ის შესაბამისად, რომელიც აწარმოებს დეკლარაციის მიღებას.
3. გრაფა 1. „დეკლარაცია“ - პირველ განყოფილებაში ჩაიწერება რეჟიმის დასახელება - ტრანზიტი - „ტრ“, მეორეში - ციფრული კოდი „8”.
4. გრაფა 2. „ექსპორტიორი“ - აღინიშნება საქონლის გამომგზავნის რეკვიზიტები - იური-დიული პირის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (ფიზიკური პირის შემთხვევაში - სახელი და გვარი) სახელწოდება და მისამართი.
5. გრაფა 3. „ფორმები“ - პირველ განყოფილებაში აღინიშნება ფურცლის რიგითი ნომერი, მეორეში - დეკლარაციის ფურცლების საერთო რაოდენობა ძირითადი და დამატებითი ფურცლების ჩათვლით. (მაგალითად, თუ გვაქვს ერთი დეკლარაცია ორი დამატებითი ფურცლით, მაშინ ძირითადი ფურცლის მე-3 გრაფის პირველ განყოფილებაში უნდა აღინიშნოს - 1, მეორე განყოფილებაში - 3, პირველ დამატებით ფურცელში - 2 და 3, მეორეში - 3 და 3).
6. გრაფა 5. „საქონლის რაოდენობა“ - მიეთითება წარდგენილ დეკლარაციაში დეკლარირებული უკანასკნელი საქონლის რიგითი ნომერი.
7. გრაფა 6. „ადგილების რაოდენობა“ - აღინიშნება დეკლარირებული საქონლის (სასაქონლო პარტიის) ადგილების საერთო რაოდენობა, რაც მოცემულია სატრანსპორტო დოკუმენტებში. თუ დეკლარირდება საქონელი მილსადენებით ან ელექტროგადამცემი ხაზებით, გრაფაში ჩაიწერება „1”. საქონლისათვის, რომელიც გადაიზიდება კონტეინერებით, ყუთებით, ქვეშით („პოდონი”) და ა. შ., მიეთითება რაოდენობა იმ უმცირესი შეფუთვისა, რომელიც მოცემულია სატრანსპორტო დოკუმენტებში, როგორც სატვირთო ადგილი.
8. გრაფა 7. „საცნობარო ნომერი” - აღინიშნება დეკლარანტის მიერ დეკლარაციისათვის მინიჭე-ბული უნიკალური ნომერი.
9. გრაფა 8. „იმპორტიორი” - აღინიშნება საქონლის მიმღების რეკვიზიტები. თუ საქონლის მიმღები იურიდიული პირია, გრაფაში აღინიშნება მისი სრული სახელწოდება და მისამართი; თუ საქონლის მიმღები ფიზიკური პირია, გრაფაში აღინიშნება მისი სახელი, გვარი, მისამართი.
10. გრაფა 14. „დეკლარანტი/წარმომადგენელი” - აღინიშნება დეკლარანტის სრული დასახელება და მისამართი. გრაფის ზედა ნაწილში № ნიშნის შემდეგ აღინიშნება დეკლარანტის ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი (კოდი), რომელიც მინიჭებული აქვს საგადასახადო ინსპექციის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ დეკლარანტს წარმოადგენს საბაჟო გადამზიდველი, გრაფის ქვედა ნაწილში ნაჩვენები უნდა იყოს საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული საბაჟო გადამზიდველის ნებართვის ნომერი და გაცემის თარიღი. იმ შემთხვევაში, თუ დეკლარანტი არის საქონლის მფლობელი, მაშინ შესაძლებელია გრაფაში მიეთითოს „იხ. გრაფა 8“.
11. გრაფა 15. „გამომგზავნი ქვეყანა”- აღინიშნება საქონლის გამომგზავნი ქვეყნის მოკლე დასა-ხელება კლასიფიკატორის ნაწილი 3-ის შესაბამისად. გამომგზავნი ქვეყანა განისაზღვრება სატრანსპორტო დოკუმენტებში მოყვანილი ცნობების საფუძველზე, რომელთა თანახმად ხორციელდებოდა საქონლის საერთაშორისო გადაზიდვა, ხოლო საბაჟო რეჟიმის შეცვლის დროს საქონლის დეკლარირებისას, გამომგზავნ ქვეყნად მიიჩნევა წინმსწრები დეკლარაციის შესაბამის გრაფაში მითითებული ქვეყანა.
12. გრაფა 15ა. „გამომგზავნი ქვეყნის კოდი” - აღინიშნება საქონლის გამომგზავნი ქვეყნის ციფრული კოდი კლასიფიკატორის დანართი 3-ის შესაბამისად.
13. გრაფა 17. „დანიშნულების ქვეყანა“ - მიეთითება დანიშნულების ქვეყნის მოკლე დასახელება, კლასიფიკატორის ნაწილი 3-ის შესაბამისად.
14. გრაფა 17ა. „დანიშნულების ქვეყნის კოდი“ - აღინიშნება დანიშნულების ქვეყნის ციფრული კოდი კლასიფიკატორის ნაწილი 3-ის შესაბამისად.
15. გრაფა 18. „სატრანსპორტო საშუალება დანიშნულების ადგილზე“ - მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება სატრანსპორტო საშუალების მონაცემები, რომლითაც ხდება საქონლის მიწოდება დანიშნულების საბაჟო ორგანომდე (საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის და ბორტის ნომრები, ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი, სარკინიგზო ვაგონის ნომერი და სხვა მსგავსი მონაცემები). გრაფის მარჯვენა განყოფილებაში უნდა ჩაიწეროს სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის კოდი კლასიფიკატორის ნაწილი 3-ის შესაბამისად. გრაფის სრულყოფილად შევსების შეუძლებლობის შემთხვევაში, კეთდება მითითება - „იხ. უკანა გვერდზე”. დეკლარაციის ხუთივე ეგზემპლარის უკანა მხარეს აღინიშნება სატრანსპორტო საშუალებათა ნომრები. (მაგალითად: 23 რკინიგზ. ვაგ. - იხ. უკანა გვერდზე)
16. გრაფა 19. „კონტეინერი” აღინიშნება: თუ საქონელი იგზავნება კონტეინერით - 1, ხოლო კონტეინერის ნომრები მიეთითება დეკლარაცის 31-ე გრაფაში; თუ საქონელი არ იგზავნება კონტეინერით - 0.
17. გრაფა 21. „სატრანსპორტო საშუალება საზღვარზე” - მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება სატრანსპორტო საშუალების მონაცემები, რომლითაც საქონელი მიწოდებულ იქნა საქართველოს საბაჟო საზღვრამდე (საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისისა და ბორტის ნომრები, რკინიგზის ვაგონის ნომერი, ავტო სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი, და სხვა ამგვარი მონაცემები). გრაფის მარჯვენა განყოფილებაში მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის კოდი კლასიფიკატორის ნაწილი 3-ის შესაბამისად.
18. გრაფა 25. „ტრანსპორტის სახე” - ჩაიწერება 21-ე გრაფაში მითითებული სატრანსპორტო საშუალების კოდი კლასიფიკატორის ნაწილი 10-ის შესაბამისად.
19. გრაფა 31. „საქონლის აღწერა და რაოდენობა” - აღინიშნება დეკლარირებული საქონლის ზუსტი მონაცემები, მათ შეფუთვასა და მარკირებაზე, რაც იძლევა საქონლის საბაჟო მიზნით იდენტიფიცირების შესაძლებლობას. თითოეული მონაცემი ჩაიწერება ახალი სტრიქონით. გრაფაში აღინიშნება სატვირთო ადგილების, მათი შეფუთვისა და მარკირების შესახებ მონაცემები, აგრეთვე ერთი ადგილის შემცველ საქონელთა რაოდენობის, შეფუთვის, დაფასოების, მარკირების შესახებ მონაცემები; კონტეინერებით გადაზიდულ საქონელზე მიეთითება კონტეინერების რაოდენობა და წილადის ხაზის შემდეგ - მათი ნომრები. თუ საქონელს არ უკავია მთელი კონტეინერი, მისი ნომრის შემდეგ ჩაიწერება - „ნაწილი”; აღინიშნება მარკირებულ აქციზურ საქონელზე აქციზური მარკების სერია და რაოდენობა; აღინიშნება საქონლის ზუსტი აღწერილობა: დასახელება, მისი ტექნიკური და ძირითადი კომერციული მახასიათებლები .
20. გრაფა 32. „საქონელი №” - მიეთითება 31-ე გრაფაში დეკლარირებული საქონლის რიგითი ნომერი. (მაგალითად: თუ დეკლარირდება რამდენიმე დასახელების საქონელი, მაშინ დეკლარაციის ძირითად ფურცელში ჩაიწერება - 1, პირველ დამატებით ფურცელზე - 2, 3, 4; მეორე დამატებით ფურცელზე - 5, 6, 7 და ა. შ.) ერთი დასახელების საქონლის დეკლარირებისას გრაფაში იწერება - 1.
21. გრაფა 33. „საქონლის კოდი“ - აღინიშნება საქონლის კოდი საგარეო ეკონომიკური საქმი-ანობის სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით ორ ნიშნამდე სიზუსტით სავალდებულოდ. აქციზური საქონლის დეკლარირებისას - ცხრა ნიშნამდე სიზუსტით.
22. გრაფა 35. „ბრუტო (კგ)“ - მთელი რიცხვის სახით აღინიშნება 31-ე გრაფაში აღწერილი საქონლის ბრუტო წონა კილოგრამებში.
23. გრაფა 38. „ნეტო (კგ)“- მთელი რიცხვის სახით ჩაიწერება 31-ე გრაფაში აღწერილი საქონლის ნეტო წონა კილოგრამებში. იმ შემთხვევაში, თუ საქონლის წონა 1 კგ-ზე ნაკლებია (მაგ. ძვირფასი ლითონები), 38-ე გრაფაში ჩაიწერება 1, ხოლო საქონლის ზუსტი წონა გრამებში აღინიშნება 31-ე გრაფაში.
24. გრაფა 40. „საერთო დეკლარაცია/წინმსწრები დოკუმენტი” - ივსება იმ შემთხვევაში, როდესაც საქონელი იმყოფებოდა სხვა საბაჟო რეჟიმში, ან დროებითი შენახვის საწყობში, ან მოხდა საქონლის გადატვირთვა სხვა სატრანსპორტო საშუალებაში ან მისი გადამისამართება. გრაფაში აღინიშნება წინმსწრები დეკლარაციის ნომერი და გაფორმების წელი.
25. გრაფა 44. „დამატებითი ინფორმაცია” - აღინიშნება დეკლარაციასთან ერთად წარდგენილი ნებართვის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დოკუმენტაციის ნომრები კლასიფიკატორის ნაწილი 11-ის შესაბამისად.
26. გრაფა 50. „გადამზიდველი” - აღინიშნება საბაჟო გადამზიდველის რეკვიზიტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). „წარმომადგენელი”-ის გასწვრივ აღინიშნება გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირის (მძღოლის) სახელი და გვარი და პასპორტის ნომერი (მხოლოდ ავტოტრანსპორტით გადაზიდვის შემთხვევაში).
27. გრაფა 52. „სსსდ“- სპეციალური საბაჟო სატვირთო დეკლარაციის არსებობის შემთხვევაში აღინიშნება მისი ნომერი.
28. გრაფა 53. „დანიშნულების საბაჟო” - აღინიშნება იმ საბაჟო ორგანოს ხუთნიშნა ციფრული კოდი და დასახელება კლასიფიკატორის ნაწილი 2-ის შესაბამისად, სადაც ხდება საქონლის კონტროლიდან მოხსნა ან იმ საბაჟო ორგანოს ხუთნიშნა ციფრული კოდი და დასახელება, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მოხდება საბაჟო რეჟიმის შეცვლა, საქონლის გადამისამართება ან სხვა სატრანსპორტო საშუალებაში გადატვირთვა.
29. გრაფა 55. „ადგილი და თარიღი” - მიეთითება დეკლარაციის შევსების ადგილი და თარიღი. საქონლის გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირი ხელმოწერით ადასტურებს დეკლარაციაში ასახული ტექსტობრივი და ციფრული ინფორმაციის სისწორეს.
საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მუშაკის შესავსები გრაფები
1. საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მოხელე ავსებს შემდეგ გრაფებს: 54, B, C, D, E.
2. გრაფა 54. „მებაჟე” - აღინიშნება საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მოხელის პირადი ნომერი; ლუქის ნომრები”-ს გასწვრივ აღინიშნება სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული ლუქის ნომრები. თუ ლუქი არ არის დადებული აღინიშნება „0”. „გამოცხადების თარიღი”-ს გასწვრივ აღინიშნება 53-ე გრაფაში აღნიშნულ საბაჟო ორგანოში გამოცხადების თარიღი.
3. გრაფა „B”. აღინიშნება რეგისტრაციის D ნომერი და რეგისტრაციის თარიღი.
4. გრაფა „C გამგზავნი საბაჟო” - გრაფაში უნდა დაისვას დეკლარაციის მიმღები საბაჟო ორგანოს დამღა - „აყვანილია კონტროლზე”. დამღაში მითითებულ ადგილზე პასუხისმგებელი მოხელე აწერს ხელს და მიუთითებს გაფორმების თარიღს. საბაჟო კონტროლის დამადასტურებელი დამღა მოწმდება ამავე მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით. ბეჭდის დასმა დამღის შიგნით დაუშვებელია. ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს გარკვევით. სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს ბეჭდისა და დამღის ნომრები და წარწერა.
5. გრაფა „D” - ივსება 53-ე გრაფაში მითითებულ დანიშნულების საბაჟო ორგანოში. გრაფაში აღინიშნება კონტროლიდან მოხსნის ნომერი, რომელიც მოწმდება პასუხისმგებელი მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით. დამატებითი ფურცლების აღნიშნულ გრაფაში ისმება მხოლოდ პასუხისმგებელი მოხელის პირადნომრიანი ბეჭედი.
6. გრაფა „E” - უნდა დაისვას 53-ე გრაფაში მითითებულ დანიშნულების საბაჟო ორგანოს დამღა - „მოხსნილია კონტროლიდან”. დამღაში მითითებულ ადგილზე პასუხისმგებელი მოხელე აწერს ხელს და მიუთითებს კონტროლიდან მოხსნის თარიღს. ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს გარკვევით სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს დამღის ნომერი და წარწერა.
![]() |
8.2 7.2. მნიშვნელოვანი საბაჟო ინფორმაციები |
▲ზევით დაბრუნება |
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
საბაჟო დეპარტამენტი
საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო
საშუალების აღრიცხვის
მოწმობა №00000
____________________________ |
მოწმობა A გამგზავნი საბაჟო ორგანო |
6 იმპორტიორი N : |
____________________________ |
9 სატრანსპორტო საშუალება....................10კტ |
C აყვანილია კონტროლზე |
13 საქონლის აღწერა და რაოდენობა 14 საქ. |
15 საქონლის კოდი |
19 სატრანსპორტო დოკუმენტები |
18 A |
|
|
|
D |
20 პასუხისმგებელი N0 |
E მოხსნილია კონტროლიდან
|
21 დანიშნულების ადგილი |
|
22 მოწმობა:
: : |
23 დანიშნულების საბაჟო |
24 |
25 ადგილი და თარიღი |
საბაჟო დამუშავების ოპერაციების კლასიფიკატორი
№ |
დასახელება |
კოდი |
საბაჟო რეჟიმები |
||
1. |
საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება (იმპორტი) |
40 |
2. |
საქონლის ტრანზიტი |
80 |
3. |
საბაჟო საწყობში საქონლის შენახვა |
74 |
4. |
საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავება |
51 |
5. |
საქონლის დროებითი შემოტანა |
34 |
6. |
საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავება |
61 |
7. |
საქონლის ექსპორტი |
10 |
საბაჟო დამუშავების სხვა ოპერაციები |
||
1. |
საქონლის გადატანა თავისუფალ ზონაში ან თავისუფალ საწყობში |
71 |
2. |
საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის რეექსპორტი |
11 |
3. |
საქონლის განადგურება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ |
76 |
4. |
საქონლის გადაცემა სახელმწიფო საკუთრებაში |
75 |
საბაჟო ორგანოებისა და საბაჟო დამუშავების ოპერაციების ადგილების კლასიფიკატორი
საბაჟოს კოდი |
საბაჟოს დასახელება |
69001 |
საბაჟო საგუშაგო „თბილისის აეროპორტი” |
69002 |
საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი” |
69003 |
საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო” |
69005 |
საბაჟო გამშვები პუნქტი „გუგუთი” |
69006 |
საბაჟო გამშვები პუნქტი „ახკერპი” |
69007 |
საბაჟო გამშვები პუნქტი „სამთაწყარო” |
69009 |
საბაჟო გამშვები პუნქტი „გარდაბანი” |
69010 |
საბაჟო გამშვები პუნქტი „ლაგოდეხი” |
69021 |
საბაჟო გამშვები პუნქტი „მტკვარი” |
69101 |
საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი” |
69301 |
საბაჟო გამშვები პუნქტი „ვალე” |
69302 |
საბაჟო გამშვები პუნქტი „ნინოწმინდა” |
69401 |
საბაჟო გამშვები პუნქტი „ქუთაისის აეროპორტი” |
69501 |
საბაჟო საგუშაგო „ფოთის პორტი” |
69502 |
საბაჟო გამშვები პუნქტი „ფოთის აეროპორტი” |
69504 |
საბაჟო გამშვები პუნქტი „სენაკის აეროპორტი” |
69601 |
საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი” |
69602 |
საბაჟო საგუშაგო „ბათუმის პორტი” |
69603 |
საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის აეროპორტი” |
69040 |
- ქ. თბილისი, ჭირნახულის I შესახვევი 7 |
69000 |
- ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. 30; |
69042 |
- რუსთავი - „წითელი ხიდის” ავტომაგისტრალის 56-ე კმ (შპს „რედ ბრიჯი“-ს ღია საბაჟო საწყობის ტერიტორია); |
69014 |
- ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. 38 (გარდა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევისა. ამ რეჟიმში ახორციელებს მხოლოდ რკინიგზით მოძრავი ტვირთებისა და დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის საწყობში შენახული საქონლის მოქცევას); |
69017 |
- ქ. თელავი, ერეკლე II-ის გამზ. 1 (გარდა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევისა. ამ რეჟიმში ახორციელებს მხოლოდ რკინიგზით მოძრავი ტვირთებისა და დახურული საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის საწყობში შენახულ საქონლის მოქცევას); |
69200 |
- ქ. მცხეთა, ნარეკვავის დასახლება, ნატახტარის ქ. 1; |
69027 |
- მცხეთის რ-ნი, ზაჰესის დასახლება, მშვიდობის ქ. 105ა; |
69300 |
- ბორჯომის რ-ნი, სოფელი ჩითახევი; |
69050 |
- ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კილომეტრი (ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობა) - მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ შესაბამისი საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებისათვის. |
69043 |
- საქართველოს საბაჟო საზღვრიდან ქ. თბილისის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიის ჩათვლით და უკუმიმართულებით მოძრავი ერევანი-ბათუმი-ერევანი, ბათუმი-ერევანი-ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის მსვლელობის სწრაფი სამგზავრო მატარებელი. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება აღნიშნული პროცედურის მატარებელში წარმართვა, საქონლის საბაჟო რეჟიმში მოქცევის ოპერაცია განხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ საბაჟო პროცედურის ჩატარების ადგილზე. |
69001 |
- რეგიონალური საბაჟო „აღმოსავლეთის“ საბაჟო საგუშაგო „თბილისის აეროპორტის“ საბაჟო გაფორმების განყოფილება - ქ. თბილისის აეროპორტი. |
69600 |
- ხელვაჩაურის რ-ნი, სოფელი ადლია, შპს „ტერმინალის” საწყობის ტერიტორია; |
69605 |
- ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ.N11 - მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესაბამის საბაჟო რეჟიმში მოქცევისათვის. |
69400 |
- წყალტუბოს რაიონი, სოფ. ქვიტირი, „საბაჟო-კემპინგი”; |
69602 |
- საბაჟო საგუშაგო „ბათუმის პორტი“, ქ. ბათუმი, გოგებაშვილის ქ. N60; |
69501 |
- საბაჟო საგუშაგო „ფოთის პორტი“ - ქ. ფოთი, ხობის ქ. 7 |
69510 |
- ქ. ფოთი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სამმართველოს მე-3 სახაზო განყოფილება - მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ შესაბამისი საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებისათვის |
ტრანსპორტის სახეობების კლასიფიკატორი
კოდი |
დასახელება |
10 |
საზღვაო ტრანსპორტი |
12 |
რკინიგზის ვაგონი საზღვაო ხომალდზე (ბორანი) |
16 |
თვითმავალი საგზაო საშუალება საზღვაო ხომალდზე (რო-რო-ს ტიპის ხომალდი) |
20 |
რკინიგზის ტრანსპორტი |
30 |
საავტომობილო ტრანსპორტი |
40 |
საჰაერო ტრანსპორტი |
50 |
ფოსტა |
70 |
სტაციონარული სატრანსპორტო საშუალებები (კონტეინერი, მისაბმელი, ნახევრადმისაბმელი) |
90 |
თვითმოძრავი საშუალებები |
92 |
მაგისტრალური მილსადენი |
94 |
მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები |
საბაჟო ორგანოში წარსადგენი დოკუმენტების კლასიფიკატორი
დოკუმენტის კოდი ASYCUDA-ში |
დოკუმენტის დასახელება |
||
001 |
საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა |
||
002 |
კონტრაქტი, ხელშეკრულება |
||
003 |
შესყიდვის დოკუმენტი (ინვოისი ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი) |
||
004 |
სატრანსპორტო ზედდებული |
||
005 |
კონოსამენტი |
||
006 |
მანიფესტი |
||
007 |
TIR-კარნეტის დოკუმენტი |
||
008 |
ერთჯერადი ან გენერალური მინდობილობა, ხელშეკრულება ან მისი შემცვლელი დოკუმენტი წარმომადგენლის უფლებამოსილების შესახებ |
||
009 |
დაკვირვების ელექტრონული საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ლიცენზია |
||
010 |
ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა |
||
011 |
ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა |
||
012 |
ფიტოსანიტარიულ კონტროლსდაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა |
||
013 |
შეზღუდულად ბრუნვადი მასალების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა |
||
014 |
ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიული ნივთიერებების, რადიაქტიული ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიული ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუების ექსპორტის, იმპორტის ან ტრანზიტის ნებართვა |
||
015 |
,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ნებართვა |
||
016 |
იარაღისა და საბრძოლო მასალის იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა |
||
017 |
უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოდან შემოტანისა დასაქართველოდან გატანის ნებართვა |
||
018 |
იარაღის ერთი სახეობის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის (გარდა ექსპორტ-იმპორტის, ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვა |
||
019 |
ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა |
||
020 |
სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვა |
||
021 |
არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვა |
||
022 |
საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ნებართვა |
||
023 |
დსთ-ს ზოგიერთ ქვეყანაში წარმოებული საქონლის რეექსპორტის ნებართვა |
||
024 |
ხე-ტყის ექსპორტისას - ხე-ტყის კანონიერების ან/და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი |
||
025 |
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წერილობითი დასკვნა საქონლისათვის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების შესახებ |
||
026 |
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წერილობითი დასკვნა საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ |
||
027 |
საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი |
||
028 |
საქონლის შესაბამისობის სერტიფიკატი |
||
029 |
საქონლის უსაფრთხოების სერტიფიკატი |
||
030 |
ფიტო-სანიტარიული სერტიფიკატი |
||
031 |
ვეტერინარული სერტიფიკატი |
||
032 |
სანიტარიული-ჰიგიენური სერტიფიკატი |
||
033 |
ფუმიგაციისა და დეზინფექციის სერტიფიკატი |
||
034 |
საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია |
||
035 |
საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია |
||
036 |
საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია |
||
037 |
საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია |
||
038 |
სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაცია |
||
039 |
სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (სსაფ) - ნავთობპროდუქტების იმპორტის დროს |
||
040 |
საქონლის სპეციფიკაცია |
||
041 |
საბანკო გარანტია |
||
042 |
ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი |
||
043 |
სახელმწიფო ხაზინის ცნობა სახელმწიფო ხაზინაში გარანტიის სახით სათანადო თანხის (დეპოზიტის) შეტანის თაობაზე |
||
044 |
აქციზური საქონლის ბარათი |
||
045 |
საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადი |
||
046 |
სამკურნალო საშუალებების საბაჟო აღნუსხვის ფორმა |
||
047 |
საბაჟო გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი |
||
048 |
გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (კოდი) |
||
049 |
შეფუთვის ფურცელი |
||
050 |
ექსპერტიზის აქტი |
||
051 |
საქონლის დათვალიერების აქტი |
||
052 |
საქონლის სინჯის (ნიმუშის) აღების აქტი (ოქმი) |
||
053 |
ჯარიმის გადახდის დოკუმენტი |
||
054 |
სასამართლოს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ |
||
055 |
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი |
||
056 |
წერილი |
||
057 |
განცხადება |
||
058 |
ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტი |
საქონლის შეფუთვის მდგომარეობის კლასიფიკატორი
კოდი |
დასახელება |
კოდი |
დასახელება |
01 |
ნაყარი |
11 |
ცილინდრი |
02 |
ნაყარი გრანულირებული |
12 |
პაკეტი |
03 |
ჩასხმით |
13 |
კასრი |
04 |
შეუფუთავი |
14 |
ამანათი |
05 |
აეროზოლი |
15 |
მუყაოს ყუთი |
06 |
ტომარა |
16 |
ყუთი |
07 |
შეკვრა |
17 |
სხვა |
08 |
ჩარჩოები |
18 |
ქვესადგამი |
09 |
რულონი |
19 |
ბალონი |
10 |
შესაფუთი |
|
|
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
საბაჟო დეპარტამენტი
განაცხადი
დოკუმენტის კოდი ASYCUDA-ში |
დოკუმენტის დასახელება |
დოკუმენტის№ |
დედანი |
ასლი |
შენიშვნა |
001 |
საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა |
|
|
|
|
002 |
კონტრაქტი, ხელშეკრულება |
|
|
|
|
003 |
შესყიდვის დოკუმენტი (ინვოისი ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი) |
|
|
|
|
004 |
სატრანსპორტო ზედდებული |
|
|
|
|
005 |
კონოსამენტი |
|
|
|
|
006 |
მანიფესტი |
|
|
|
|
007 |
TIR-კარნეტის დოკუმენტი |
|
|
|
|
008 |
ერთჯერადი ან გენერალური მინდობილობა, ხელშეკრულება ან მისი შემცვლელი დოკუმენტი წარმომადგენლის უფლებამოსილების შესახებ |
|
|
|
|
009 |
საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) ნებართვა („ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად) |
|
|
|
|
010 |
საქონლის ექსპორტის ნებართვა („ლიცენზიებისადა ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად) |
|
|
|
|
011 |
საქონლის ტრანზიტის ნებართვა (,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ”¨ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად) |
|
|
|
|
012 |
საქონლის რეექსპორტის ნებართვა (,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად) |
|
|
|
|
013 |
დსთ-ს ზოგიერთ ქვეყანაში წარმოებული საქონლის რეექსპორტის ნებართვა (შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსლი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული) |
|
|
|
|
014 |
ხე-ტყის ექსპორტისას - ხე-ტყის კანონიერების ან/და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი |
|
|
|
|
015 |
საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების სანებართვო მოწმობა |
|
|
|
|
016 |
საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების სანებართვო მოწმობა |
|
|
|
|
017 |
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წერილობითი დასკვნა საქონლისათვის ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების შესახებ |
|
|
|
|
018 |
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წერილობითი დასკვნა საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ |
|
|
|
|
019 |
საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი |
|
|
|
|
020 |
საქონლის შესაბამისობის სერტიფიკატი |
|
|
|
|
021 |
საქონლის უსაფრთხოების სერტიფიკატი |
|
|
|
|
022 |
ფიტო-სანიტარიული სერტიფიკატი |
|
|
|
|
023 |
ვეტერინარული სერტიფიკატი |
|
|
|
|
024 |
სანიტარიული-ჰიგიენური სერტიფიკატი |
|
|
|
|
025 |
ფუმიგაციისა და დეზინფექციის სერტიფიკატი |
|
|
|
|
026 |
საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია |
|
|
|
|
027 |
საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია |
|
|
|
|
028 |
საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია |
|
|
|
|
029 |
საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში საქონლის მოქცევის საბაჟო დეკლარაცია |
|
|
|
|
030 |
სპეციალური სატვირთო საბაჟო დეკლარაცია |
|
|
|
|
031 |
სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (სსაფ) - ნავთობპროდუქტების იმპორტის დროს |
|
|
|
|
032 |
საქონლის სპეციფიკაცია |
|
|
|
|
033 |
საბანკო გარანტია |
|
|
|
|
034 |
ფინანსური რისკის დაზღვევის პოლისი |
|
|
|
|
035 |
სახელმწიფო ხაზინის ცნობა სახელმწიფო ხაზინაში გარანტიის სახით სათანადო თანხის (დეპოზიტის) შეტანის თაობაზე |
|
|
|
|
036 |
აქციზური საქონლის ბარათი |
|
|
|
|
037 |
საქონლისა და/ან სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადი |
|
|
|
|
038 |
სამკურნალო საშუალებების საბაჟო აღნუსხვის ფორმა |
|
|
|
|
039 |
საბაჟო გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი |
|
|
|
|
040 |
გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (კოდი) |
|
|
|
|
041 |
განაცხადი-შეტყობინება საქონლის რეექსპორტზე |
|
|
|
|
042 |
შეფუთვის ფურცელი |
|
|
|
|
043 |
ექსპერტიზის აქტი |
|
|
|
|
044 |
ჯარიმის გადახდის ქვითარი |
|
|
|
|
045 |
სასამართლოს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ |
|
|
|
|
046 |
მოკვლევის ცნობა |
|
|
|
|
047 |
წერილი |
|
|
|
|
048 |
განცხადება |
|
|
|
|
049 |
ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტი |
|
|
|
|
![]() |
8.3 7.3. ტრანზიტთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების ნუსხა |
▲ზევით დაბრუნება |
7.3.1. საქართველოს კანონები
1. საქართველოს საბაჟო კოდექსი, 25.07.2006წ. №3545-რს;
2. საქართველოს საზღვაო კოდექსი - 15.05.1997წ. №715;
3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი - 26.06.1997წ. №786;
4. საქართველოს სარკინიგზო კოდექსი. 28.12.2002წ. №1911-რს;
5. საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის №1217 კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“.
6. საქართველოს 1998 წლის 18 თებერვლის №1226-IIს კანონი „საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“;
7. საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის №3509-რს კანონი „საბაჟო ტარიფის შესახებ“;
8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი - 22.07.1999 წ. №2287;
9. საქართველოს 1997 წლის 16 ოქტომბრის №957-Iს კანონი „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“;
10. საქართველოს 1998 წლის 17 ივლისის №1536-რს კანონი „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“;
7.3.2. ბრძანებები
1. დებულება ნავსადგურების, გემებისა და საზღვაო ტრანსპორტის სხვა ობიექტების დაცვის შესახებ. 12.12.2003 წ. №51;
2. საქართველოს საზღვაო ნავსადგურის წესების დამტკიცების შესახებ. 12.12.2003 წ. №53;
3. საქართველოს ნავსადგურებში გემებზე (სამორიგეო) მომსახურების განაკვეთების შესახებ. 02.12.2005 წ. №60/ა;
4. საქართველოს ნავსადგურებში სამგზავრო-საკრუიზო გემებისათვის სანავსადგურო მომსახურების ტარიფებზე შეღავათების დადგენის შესახებ. 21.12.2005 წ. №63/ა;
5. „საქონლის ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №1761, 20.12.2006 წ.;
6. „საბაჟო კონტროლის ზონის შექმნის წესისა და საბაჟო კონტროლის ზონის ადგილების განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №1766, 20.12.2006 წ.;
7. „საქართველოს მთავრობის დადგენილებით განუსაზღვრელ, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის სხვა ადგილებში ან სასაზღვრო საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროს შემოტანის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №1771, 20.12.2006 წ.;
8. „საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №1765, 20.12.2006 წ.;
9. „გარანტიის წარდგენისა და გამოყენების, მისი წარდგენისაგან გათავისუფლების შემთხვევებს და საგარანტიო თანხის განსაზღვრის წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №1767, 20.12.2006 წ.;
10. „საბაჟო გადაწყვეტილების მიღების ვადების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №1772, 20.12.2006 წ.;
11. „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №1764, 20.12.2006 წ.;
12. „საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №1776, 20.12.2006 წ.;
7.3.3. საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები
1. საერთაშორისო კონვენცია - თავისუფალი ტრანზიტის კონვენცია და სტატუტი, ბარსელონა, 20.04.1921 წ. ძალაშია საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 16 აპრილის №1903 დადგენილებით;
2. საერთაშორისო კონვენცია - საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის სატრანზიტო შეთანხმება. 07.12.1944 წ. რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 14 აგვისტოს №2966 რს დადგენილებით;
3. გენერალური შეთანხმება ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ, 15.04.1994 წ.
4. შეთანხმება გადაზიდვისწინა ინსპექტირებაზე. 15.04.1994 წ.
5. საერთაშორისო დეკლარაცია ისეთ შემთხვევებთან დაკავშირებით, როდესაც საბაჟო სამსახურებს გააჩნიათ საფუძველი ეჭვი შეიტანონ დეკლარირებული ღირებულების სინამდვილესა ან სიზუსტეში. 15.04.1994 წ.
6. ხელშეკრულება აზერბაიჯანის რესპუბლიკას, თურქმენეთს, საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის რკინიგზის ტრანსპორტის საქმიანობის კოორდინაციის შესახებ. 13.05.1996 წ.
7. შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის სარკინიგზო ტრანსპორტის საქმიანობის კოორდინაციის შესახებ. 14.06.2004 წ.
8. შეთანხმება წარმოშობის წესების შესახებ;
9. შეთანხმება ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების შესახებ;
10. კონვენცია „იმ სახელმწიფოთა სატრანზიტო ვაჭრობის შესახებ, რომლებსაც არ აქვთ გასასვლელი ზღვაზე”;
11. კონვენცია „ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების ხელშეკრულებების შესახებ”;
12. ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების ხელშეკრულების კონვენციის ოქმი;
13. ჟენევის 1982 წლის 21 ოქტომბრის კონვენცია „საზღვრებზე ტვირთის კონტროლის ჩატარების პირობების შეთანხმების შესახებ“;
14. ჟენევის 1972 წლის კონტეინერებთან დაკავშირებული საბაჟო კონვენცია;
15. შეთანხმება თურქმენეთს, აზერბაიჯანის რესპუბლიკას, საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის სატრანზიტო გადაზიდვების რეგულირების სფეროში თანამშრომლობის შესახებ;
16. შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ;
17. შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ;
18. შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტს შორის ორი სახელმწიფოს საზღვარზე საბაჟო გამშვები პუნქტების გახსნის შესახებ;
19. შეთანხმება საქართველოს მთავრობასა თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საზღვარზე გამშვები პუნქტების შესახებ;
20. შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტსა და სომხეთის რესპუბლიკის საბაჟო სამმართველოს შორის ორი სახელმწიფოს საზღვარზე საბაჟო გამშვები პუნქტების გახსნის შესახებ;
21. შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო საზღვარზე გამშვები პუნქტების შესახებ;
22. შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტს შორის სატრანზიტო ტვირთების საბაჟო გაფორმების შესახებ;
23. შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტსა და თურქმენეთის სახელმწიფო საბაჟოს შორის სატრანზიტო ტვირთებისა და მოქალაქეთა ბარგის გაფორმების შესახებ;
24. შეთანხმება სატრანზიტო ტვირთების საბაჟო გაფორმების შესახებ;
25. შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტსა და ყაზახეთის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს შორის სატრანზიტო ტვირთებისა და მოქალაქეთა ბარგის საბაჟო გაფორმების შესახებ;
26. შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკისა და უკრაინის საბაჟო ორგანოების მიერ სატრანზიტო ტვირთის საბაჟო გაფორმების პროცედურისა და ასეთი პროცედურის დროს მათი ურთიერთქმედების შესახებ;
27. შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტსა და უკრაინის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტს შორის სატრანზიტო ტვირთებისა და მოქალაქეთა ბარგის საბაჟო გაფორმების შესახებ;
28. საბაჟო წესების დარღვევათა აღკვეთის, გამოძიებისა და შეზღუდვების სფეროში ურთიერთდახმარების შესახებ (ნაირობის კონვენცია).