ვიდეო ადვოკატირება აქტიური მოქალაქის სახელმძღვანელო


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ქეშელაშვილი ანა, ნაჭყებია თიკო, პაიჭაძე გიგა, ასათიანი სანდრო
თემატური კატალოგი განათლება|სახელმძღვანელოები
წყარო: ISBN 978-9941-0-4444-1
საავტორო უფლებები: © Project Harmony, Inc.
თარიღი: 2013
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: რედაქტორი: ირმა რევიშვილი დიზაინერი: თორნიკე ლორთქიფანიძე კონსულტანტები: ბერდია ნაცვლიშვილი, თამარ გელაშვილი სახელმძღვანელო ვრცელდება უფასოდ. სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია განთავსებულია სამოქალაქო განათლების პორტალზე: www.civics.ge დაუშვებელია სახელმძღვანელოს ან მისი რომელიმე ნაწილის გამოყენება წყაროს მითითების გარეშე. © Project Harmony Inc., 2013, ყველა უფლება დაცულია. სახელმძღვანელო მომზადდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ძალისხმევის საფუძველზე. ერთპიროვნული პასუხისმგებლობა მოცემულ სახელმძღვანელოში ასახული ინფორმაციისა და მასში გამოთქმული მოსაზრებების თაობაზე ეკისრებათ ავტორებს და ის არ წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.



0x01 graphic
0x01 graphic

1 წინასიტყვაობა

▲ზევით დაბრუნება


2010 წელს, საქართველოში დაიწყო სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების ოთხწლიანი პროგრამა, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. პროგრამას მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

პროგრამის მიზანია, გააუმჯობესოს სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხი და დაეხმაროს ახალგაზრდებს ცოდნის ამაღლებაში, გაააქტიუროს მათი მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში.

ამ მიზნის მისაღწევად პროგრამის ფარგლებში შეიქმნა სამოქალაქო განათლების 4 დამხმარე სახელმძღვანელო, რომელიც 740 სკოლაში დარიგდა; ჩატარდა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ტრენინგები; შეიქმნა სასკოლო სამოქალაქო კლუბები; გამოიცა სამოქალაქო კლუბის სახელმძღვანელო და წარმატებულ სასკოლო სამოქალაქო კლუბებს, პრიზების სახით, გადაეცა საკლუბო ტექნიკა; ჩატარდა დებატებისა და საჯარო გამოსვლების ბანაკები და მოეწყო დებატების ეროვნული ტურნირები; გაიცა მცირე გრანტები მოსწავლეთა, პედაგოგთა და მშობელთა მიერ ინიცირებული სამოქალაქო ინიციატივებისათვის; დაფუძნდა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი, რომლის ფარგლებში, საქართველოს ყველა რეგიონში, ეწყობა ეროვნული კონფერენცია-გამოფენები, სამოქალაქო განათლების ღია გაკვეთილები და მრგვალი მაგიდები; მოეწყო სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკები; შეიქმნა სამოქალაქო განათლებისა და სამოქალაქო ინიციატივების ორი ვებპორტალი www.civics.ge, www.initiatives.ge და სასკოლო სამოქალაქო კლუბების რეგიონული ქსელი www.civicsnet.ge; ჩატარდა ტრენინგები სოციალურ მედიაში და დაარსდა სამოქალაქო განათლების ბიბლიოთეკები.

წინამდებარე სახელმძღვანელო პროგრამის სოციალური მედიის კომპონენტის ფარგლებში შეიქმნა. პროგრამის ეს კომპონენტი ხელს უწყობს სკოლის მოსწავლეებში და სამოქალაქო განათლების პედაგოგებში სოციალური მედიის თანამედროვე ინსტრუმენტების სწავლებას სამოქალაქო ინიციატივების მხარდასაჭერად. ამ მიმართულებით შემუშავდა სოციალური მედიის ტრენინგ მოდულები და საქართველოს ყველა რეგიონიდან 710-ზე მეტი უფროსკლასელი მოსწავლე და 50-ზე მეტი სამოქალაქო განათლების პედაგოგი დაეუფლა სოციალური მედიის საფუძვლებს.

სახელმძღვანელოს მიზანია, მკითხველს გაუზიაროს ვიდეოს, როგორც ადვოკატირების კამპანიის ნაწილის, დაგეგმვის, გადაღებისა და გავრცელების ტექნიკა შესაბამისი მაგალითებისა და სავარჯიშოების დახმარებით.

ეს რესურსი საინტერესოდა სასარგებლო იქნება, როგორც სკოლის უფროსკლასელებისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის, ასევე ნებისმიერი მოქალაქისთვის, ვისაც თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სოციალური მედიის საშუალებით საზოგადოებისთვის სასარგებლო ცვლილებების მოხდენა სურს.

მომავალიწარმატებების სურვილით,
PH International - საქართველო

გამოყენებული ლიტერატურა

Gregory, Sam. „Kony 2012 Through a Prism of Video Advocacy Practices and Trends“. Journal of Human Rights Practice 4, no. 3 (2012): 463-468.

„მცირემასშტაბიანი სატელევიზიო წარმოება“ - ფონდი „ინტერნიუსი“

გამოყენებული ონლაინ რესურსები

www.witness.org

www.informationactivism.org

2 შესავალი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ახალ მედიასთან დაკავშირებულმა სხვადასხვა სახის ინტერნეტ-სერვისმა და ათასგვარმა კომპიუტერულმა აპლიკაციამ ნამდვილი სასწაული მოახდინა. თუკი ადრე ინფორმაციის გასავრცელებლად კვირები ან თვეები იყო საჭირო, ზოგიერთ შემთხვევაში წლებიც კი, დღეს ინფორმაციის გავრცელება რამდენიმე წამშია შესაძლებელი.

ახალმა მედიამ ადამიანის საქმიანობის ბევრ სფეროში შეიტანა ცვლილებები. ბიზნესის წარმოებაც გაამარტივა და ადამიანებს შორის ურთიერთობაც.

პროფესიული და სოციალური სარგებლის მოტანის გარდა, ახალი მედია შეგვიძღვა ციფრული ადვოკატირების ერაში, რომელიც ნათელს ჰფენს სოციალურ უსამართლობას, ხელს უწყობს ბუნებრივი კატასტროფების დროს დახმარების მობილიზებას, კორპორაციული უპასუხისმგებლობისა თუ გარემოსდაცვითი კრიზისის გამოვლენას, საშუალებას აძლევს მოქალაქეებს მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან შექმნან მედია, წამოიწყონ საადვოკატო კამპანიები მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო, მოახდინონ ხალხის და საზოგადოებრივი აზრის მობილიზება, აკონტროლონ ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფალთა საქმიანობა, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო დიალოგში და საკუთარი წვლილი შეიტანონ ჩვენი თაობის ბევრი აქტუალური პრობლემის გადაჭრაში.

მობილური ტელეფონებისა და სმარტფონების პოპულარობამ საშუალება მისცა რიგით მოქალაქეებს, თავის თავზე აიღონ მანამდე ჟურნალისტებისა და მედიისთვის მინდობილი როლი - მოვლენების დოკუმენტირება და გავრცელება. ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი მოვლენის შემთხვევითი მოწმე, ტელეფონის კამერაზე აღბეჭდოს ნანახი და გაავრცელოს სოციალური ქსელების, ბლოგისა თუ საკუთარი ვებგვერდის მეშვეობით. მსოფლიოში უამრავი ასეთი მაგალითი არსებობს და ჩვენ მათ წინამდებარე სახელმძღვანელოშიც შეგახსენებთ.

სწორედ სმარტფონებისა და ვიდეო ტექნოლოგიების გამარტივებასთან ერთად იზრდება სამოქალაქო აქტივისტებს შორის ვიდეოების საადვოკატო კამპანიის ნაწილად გამოყენების ტენდენცია. ვიდეო ადვოკატირება გულისხმობს ვიდეოს/ფილმის გამოყენებას ცვლილებების მისაღწევად. ცვლილება შეიძლება გულისხმობდეს ხალხის მობილიზებას ქმედებისათვის, ადგილობრივი თემის პრობლემებზე დისკუსიის წამოწყებას, არსებულ განხილვებში ჩართულობას, შერიგების ან დიალოგის ხელშეწყობას, თანხის მობილიზებას ან ცვლილებების მოსახდენად ადამიანების უფრო დიდ საზოგადოებად გაერთიანებას.

ეს სახელმძღვანელო სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისა და რიგითი ადამიანებისათვის საკუთარი თუ სხვისი უფლებების დაცვისთვის საჭირო ინსტრუმენტებს განიხილავს. წიგნის მთავარი მიზანია გაგიზიაროთ ვიდეოს, როგორც ადვოკატირების კამპანიის ნაწილის, დაგეგმვის, გადაღებისა და გავრცელების ტექნიკა შესაბამისი მაგალითებისა და სავარჯიშოების დახმარებით.თუმცა, ვიდრე უშუალოდ ვიდეოს გადაღებაზე ვისაუბრებდეთ, ზოგადად ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვასა და განხორციელების გზებს უნდა შევეხოთ. როგორ განვსაზღვროთ პრობლემა, რომელიც ჩვენი გარემოცვისთვის არის მნიშვნელოვანი და გავარკვიოთ, რისი შეცვლა გვსურს? ვინ უნდა იყოს კამპანიის სამიზნე? ვის აქვს ძალაუფლება, გადაჭრას ჩვენ წინაშე მდგარი პრობლემა? რა გზით და რა ფორმით შეგვიძლია ცვლილების მიღწევა? რა როლი ექნება ვიდეოს ადვოკატირების კამპანიაში? ამ კითხვებზე პასუხის მოძებნაში წიგნის I თავი დაგეხმარებათ.

სახელმძღვანელოს II თავი ეხება კონკრეტული ამბის თხრობას - როგორ უნდა შეიქმნას სცენარი, საიდან უნდა მოვიძიოთ ინფორმაცია, ვინ უნდა იყოს წყარო, როგორ ავაწყოთ ისტორია სხვადასხვა ხანგრძლივობის ვიდეოსთვის. რა მნიშვნელობა აქვს გმირს ვიდეოში; რა ეთიკური საკითხები უნდა გავითვალისწინოთ ისტორიისა და გმირის შერჩევისას. რა უნდა ვიცოდეთ ინტერნეტ კომუნიკაციის დროს, როდესაც სენსიტიურ ინფორმაციასთან გვაქვს საქმე და როგორ უნდა მოვემზადოთ სახიფათო გარემოში სამუშაოდ.

III თავი მთლიანად ეთმობა ვიდეოს გადასაღებად სასურველი/საჭირო ტექნიკის აღწერას, მოიცავს აუცილებელ ინფორმაციას კამერასთან მუშაობისშესახებ, რაც მკითხველს მარტივი ვიდეოს გადაღებას ასწავლის: განათება, სხვადასხვა ტიპის კადრი, სიქვენსი, ამბის თხრობა კადრებით და ამბის თხრობა აუდიოს მეშვეობით. აქვეა ვიდეოს მონტაჟის ძირითადი პრინციპების და მარტივი სამონტაჟო სისტემების მიმოხილვა, ინსტრუქციები და რჩევები.

IV თავი ეხება ვიდეოს გავრცელების სხვადასხვა გზას, რომლის გამოყენებაც შეუძლიათ სამოქალაქო ჟურნალისტებს, ადამიანის უფლებათა დაცვის თუ სხვადასხვა საკითხების გადაჭრის მიზნით გაერთიანებულ ადვოკაციის ჯგუფებს; იქნება ეს ტრადიციული მედიასაშუალებებით ვიდეოს გავრცელება, ფიზიკურად გავრცელება, საჯარო ჩვენებები თუ ონლაინ გავრცელება. ამ უკანასკნელისთვის სოციალური ქსელების გამოყენებას ცალკე ქვეთავი ეთმობა.

V თავი - ონლაინ მაუწყებლობა განიხილავს ინტერნეტტელევიზიის მაგალითებს, მის შექმნასა და წარმართვას. ამავე თავში მოთხრობილია ცოცხალი ეთერი, ლაივ სტრიმი - როგორც „სტუდიიდან“, ასევე ღონისძიებიდან, ტელეფონისა და შესაბამისი აპლიკაციის დახმარებით.

როგორ გამოვიყენოთ ეს მცირე ზომის სახელმძღვანელო მაქსიმალური შედეგის მისაღწევად? იყავით აქტიური, და არა პასიური მკითხველი - იკითხეთ წიგნი თქვენს თანამოაზრეებთან, მეგობრებთან ერთად და მიჰყევით დავალებებს, ეცადეთ, არ გამოტოვოთ ისინი, თუ მართლა გაინტერესებთ, რამდენად შეგიძლიათ თქვენთვის მნიშვნელოვანი პრობლემის გადასაჭრელად ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება. გახსოვდეთ, რომ ცვლილების მიღწევა დროსა და შრომას მოითხოვს; თუმცა, როგორც წესი, ცვლილებებამდე მისასვლელ გზას ჩვენ თანამოაზრეთა გუნდთან ერთად გავდივართ ხოლმე. ასეთი გუნდის შრომის შედეგია წინამდებარე სახელმძღვანელოც, რომელიც, იმედი გვაქვს, თქვენთვის საინტერესო იქნება და სასურველი ცვლილებების მიღწევაშიც დაგეხმარებათ.

3 თავი I. ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვა

▲ზევით დაბრუნება


  • რას ვგულისხმობთ ადვოკატირების კამპანიაში?

  • ადვოკატირების კამპანიის სტრატეგიის დაგეგმვა

  • რა არის ვიდეო ადვოკატირება?

  • თავის შეჯამება

  • სავარჯიშოები

ამ თავში ჩვენ ვისაუბრებთ ზოგადად ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვაზე; კამპანიის სტრატეგიაზე, მისი შემუშავების საფეხურებზე; ვიდეოს, როგორც ამ კამპანიის ერთ-ერთ კომპონენტზე. ასევე, განვიხილავთ ვიდეო ადვოკატირების რამდენიმე კამპანიას და დავგეგმავთ საკუთარს.

კამპანია -კოორდინირებული, მიზანმიმართული, ხანგრძლივი ღონისძიებაა, რომელიც კონკრეტული პირის, საინიციატივო ჯგუფის, ან ორგანიზაციის კონკრეტული მიზნის მიღწევას ემსახურება.

3.1 რას ვგულისხმობთ ადვოკატირების კამპანიაში?

▲ზევით დაბრუნება


ინტერნეტმა და ახალმა ტექნოლოგიებმა რიგით ადამიანებს, თითოეულჩვენგანს, მოგვცა საშუალება, შევქმნათ ინტერნეტში საკუთარი მედია არხი და ტრადიციული მედიის დახმარების გარეშე ვისაუბროთ იმაზე, რაც, ჩვენი აზრით, საზოგადოების ყურადღების ღირსია.

0x01 graphic

ადრე ამის შესაძლებლობა მხოლოდ მაშინ გვეძლეოდა, თუ ადამიანის უფლებათა დამცველი ან სოციალური პრობლემების გადაჭრის მიზნით გაერთიანებული ორგანიზაციები ტელევიზიით ან პრესით გაავრცელებდნენ გზავნილს და ასე შეეცდებოდნენ საზოგადოების მობილიზებას; ან, თუ ტრადიციული მედიასაშუალებები დაინტერესდებოდნენ ჩვენთვის ცნობილი საინტერესო ამბით, გააშუქებდნენ და ასე მიაწვდიდნენ საზოგადოებას ინფორმაციას. ამ შემთხვევაშიც კი ძნელი იყო ფართო საზოგადოების ფორმირება და ჩართულობა. არასამთავრობო თუ ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციებს საადვოკატო ფილმების დამზადება და ეთერში განთავსება ძვირი უჯდებოდათ, რის გამოც ხშირად მესიჯები სატელევიზიო ეთერში ვერ ხვდებოდა და ვერც ფართო აუდიტორიას სწვდებოდა. ტელევიზიით და პრესით გავრცელებული ინფორმაციაც ყოველთვის არ აღწევდა მაყურებლამდე.

ბუნებრივია, ამ მხრივ გამოსავალი არც ახალი ტექნოლოგიებია - არც ინტერნეტზე წვდომა აქვს მთელ მსოფლიოს და ხშირად, წვდომის მიუხედავად, ამ ტექნოლოგიების გამოყენებაც ყველას არ შეუძლია. თუმცა შესაძლებლობები, როგორც აუდიტორია, მნიშვნელოვნად გაიზარდა ინტერნეტ-ტექნოლოგიებისა და სმარტფონების გავრცელებასთან ერთად. გაიხსენეთ, რამდენი მეგობარი გყავთ, ვისაც ტელეფონით ფოტოს ან ვიდეოს გადაღება არ შეუძლია. ალბათ, არცთუ ისე ბევრი.

სმარტფონები, ანუ ისეთი მობილური ტელეფონები, რომელთაც კომპიუტერის მსგავსი არაერთი ფუნქციის შესრულება შეუძლია, და კამერიანი მობილური ტელეფონები, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. მათმა პოპულარობამ, კადრის აღბეჭდვისა და გავრცელების საშუალების გამარტივებამ, მნიშვნელოვნად გაზარდა ადვოკატირების კამპანიების მესიჯების გავრცელების შესაძლებლობა.

ამ საშუალებებს იყენებენ არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ, რაც მთავარია, რიგითი მოქალაქეები. წინა წლებისგან განსხვავებით, როდესაც კამპანიის მესიჯის გასავრცელებლად მისი ორგანიზატორები ტელევიზიასა და პრესას მიმართავდნენ დასახმარებლად და ხშირად ამაში გარკვეულ თანხასაც იხდიდნენ, ახლა, ზოგჯერ სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეოს ტელევიზიები და ტრადიციული მედია საკუთარი ინიციატივით აიტაცებს ხოლმე და აშუქებს საინფორმაციო გადაცემებში. ზოგ შემთხვევაში კამპანია წარმატებას მისი განხორციელების პროცესში ტრადიციული მედიის მონაწილეობის გარეშეც ახერხებს. კამპანია სოციალური ქსელებით და სხვა საშუალებებით ახდენს საზოგადოების მობილიზებას, ხოლო კამპანიის შედეგებს უკვე ბოლოს აშუქებს ტრადიციული მედია. ადვოკატირების კამპანია მოქალაქეთა ინტერესების დაცვისაკენ მიმართული აქციებისა და ქმედითი კამპანიების დაგეგმვას და განხორციელებას ნიშნავს.

ადვოკატირება რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომელსაც ბევრი სხვადასხვა კომპონენტი შეიძლება ჰქონდეს. კარგ კამპანიას ყოველთვის აქვს კონკრეტული მიზანი, რომლის მისაღწევად გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფებზე უწევს გავლენის მოხდენა. კამპანიის ორგანიზატორებმა იციან, რომ მათი მესიჯის იმ ფორმამ, რომლითაც, ვთქვათ, ბევრ ახალგაზრდას მოიზიდავენ, შეიძლება სულაც არ იმოქმედოს პარლამენტარზე, რომელმაც ადვოკატირების საკითხთან დაკავშირებული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მართალია, ვიზუალური მასალა - იქნება პროფესიონალური კამერით თუ უბრალო მობილურით გადაღებული, უმეტესად უფრო ეფექტურია ადვოკატირების მესიჯის მისაწოდებლად, ვიდრე მხოლოდ ტექსტი, მას ყოველთვის სჭირდება უფრო ფართო კონტექსტი და კამპანიის გეგმა, რომელიც კონკრეტული მიზნის მიღწევას ემსახურება.

0x01 graphic

ვიდეო ადვოკატირების კამპანია ხშირად ადვოკატირების კამპანიის მხოლოდ ერთ-ერთი ნაწილია და გულისხმობს ფილმის გამოყენებას ცვლილებების მისაღწევად. ცვლილება შეიძლება გულისხმობდეს ხალხის მობილიზებას კონკრეტული საქმიანობის განსახორციელებლად, ადამიანის უფლებების დაცვას, შერიგების ან დიალოგის ხელშეწყობას, თანხის მობილიზებას, ან ცვლილებების მოსახდენად ადამიანების უფრო დიდ საზოგადოებად გაერთიანებას. (გადადით თავის ბოლოში მოცემულ სავარჯიშო 1-ზე)

3.2 ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვა

▲ზევით დაბრუნება


ვიდრე უშუალოდ საადვოკატო ვიდეოს როლის განხილვაზე გადავიდოდეთ, ცოტა დრო დავუთმოთ ზოგადად ადვოკატირების კამპანიის სტრატეგიას. კამპანია შეიძლება იყოს ორგანიზებული, მიზანმიმართული ცვლილების მიღწევის მცდელობა, რომელიც წინასწარ გააზრებულ გეგმას უნდა მისდევდეს. კამპანიის დაწყებამდე მისი ორგანიზატორები ცდილობენ, სრულად მოაგროვონ ინფორმაცია იმ საკითხის გარშემო, რომლის ცვლილების კამპანიასაც გეგმავენ. აი, რისი ცოდნა სჭირდებათ კამპანიის წამოწყებამდე:

  • პრობლემის გარშემო არსებული სიტუაცია - რა არის ცნობილი არსებული საკითხის გარშემო, ვინ უწყობს ხელს პრობლემის არსებობას, ან ვინ არის თქვენი თანამოაზრე, ვინც შეიძლება კამპანიის პარტნიორი გახდეს;

  • ვისზე იქონიებს კამპანია დადებით და უარყოფით გავლენას - ამის ცოდნა აუცილებელია, რომ ერთი ჯგუფის ინტერესების დაცვისა და მიღწეული ცვლილების შედეგად არ დაზიანდეს სხვა ჯგუფი, რომლის უფლებებიც ასევე გასათვალისწინებელია;

  • რა ცვლილებებმა შეიძლება გამოასწოროს მდგომარეობა - არის ეს საზოგადოების ინფორმირება, საკანონმდებლო ცვლილება, კონკრეტულ დამნაშავეთა დაკავება თუ სხვა.

რა რესურსები, ტაქტიკა და ინსტრუმენტები არის ხელმისაწვდომი ცვლილების მისაღწევად - რა უფრო ეფექტიანი იქნება, კონკრეტულ კანონმდებლებთან პირადი შეხვედრები და საკითხის ლობირება თუ დემონსტრაცია ქუჩაში, ან სკოლებში ახალგაზრდების მობილიზება, თუ სოციალურ ქსელებში კამპანია და რა რესურსი არის ამისთვის საჭირო. არც ერთი კამპანიის გეგმაში არ შედის შუა პროცესში შეჩერება იმის გამო, რომ თავიდანვე არასწორად იქნა გადანაწილებული და განსაზღვრული რესურსები. ამის ცოდნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ადვოკატირების პროცესი ხშირად ხანგრძლივია და მისი ეფექტიანობა პრობლემის აქტუალურობის შენარჩუნებაზეა დამოკიდებული.

თავის ბოლოს მოცემული სავარჯიშო 2 დაგეხმარებათ აქამდე მიღებული ინფორმაციის უკეთ გააზრებაში.

კამპანიის წამოწყებამდე დაგროვილ ამ ინფორმაციას კამპანიის ორგანიზატორები იყენებენ კამპანიის სტრატეგიის ჩამოსაყალიბებლად. კამპანიის სტრატეგია მათ ეხმარება შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვაში, მათ განხორციელებაში, კამპანიის მარკეტინგში, პროცესის მონიტორინგში და, შესაბამისად, გამოყენებული მეთოდების გაუმჯობესებაში. რა იგულისხმება ამ ყველაფერში, ქვემოთ დავაჯგუფებთ და დეტალურად განვიხილავთ იმ კითხვებს, რასაც კამპანიის სტრატეგიამ უნდა უპასუხოს.

კითხვების პირველი ჯგუფი პრობლემას, ცვლილებას ეხება და მათზე პასუხის გაცემა კამპანიას კონკრეტულ საკითხზე ფოკუსირებაში ეხმარება:

  • რა პრობლემის წინაშე დგახართ?

  • როგორი წარმოგიდგენიათ გარემო ამ პრობლემის გადაჭრის შემდეგ?

  • რა ცვლილებები განაპირობებს თქვენ მიერ წარმოდგენილ გარემოს?

კამპანიის მიზნის იდენტიფიცირების შემდეგ აუცილებელია იმ ადამიანებისა თუ ორგანიზაციების, ან გაერთიანებების იდენტიფიცირება, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით არიან დაკავშირებული ამ მიზანთან. იქნება ეს ადამიანთა ჯგუფი, რომლის უფლებების დაცვას ემსახურება ჩვენი კამპანია, კრიმინალი,რომელიც მათ უფლებებს არღვევს, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც იმავე მიზანს ემსახურება, რომლისკენაც თქვენ მიდიხართ. ასეთ ადამიანებს, ორგანიზაციებსა და გაერთიანებებს კამპანიის სტრატეგიაში დაინტერესებულ მხარეებად მოიხსენიებენ და ცდილობენ პასუხი გასცენ შემდეგ კითხვებს:

  • ვისზე აქვს არსებულ პრობლემას პოზიტიური ან ნეგატიური გავლენა?

  • როგორ არიან ეს ჯგუფები პრობლემასთან და ერთმანეთთან დაკავშირებული?

  • ვის უნდა მიაწვდინონ ხმა?

  • ვის შეეხება ცვლილება კამპანიის წარმატების შემთხვევაში?

მნიშვნელოვანია იმის დამახსოვრებაც, რომ კამპანიის სტრატეგია არ არის უცვლელი და როგორც კი გარემოებები იცვლება, შესაბამისად კამპანიის სტრატეგიის განახლებაც აუცილებელი ხდება. ამიტომ კამპანიის მიმდინარეობისას, მის ყოველ ახალ ეტაპზე გადასვლისას ორგანიზატორები ისევ ზემოთ მოცემულ ძირითად კითხვებს უბრუნდებიან, რომ სტრატეგია განაახლონ და ყოველდღიური ქმედებები უკეთ დაგეგმონ.

ზემოთ მოცემული კითხვების ორი ჯგუფი ადვოკატირების კამპანიის იმდენად დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ დაგეგმვის ეს ეტაპი ყველაზე შრომატევადია ორგანიზატორებისთვის. იმისათვის, რომ კამპანია წარმატებით ჩაატარონ, ისინი პირველ რიგში ერთად განიხილავენ და პასუხობენ პირველი ჯგუფის კითხვებს, რომ შეთანხმდნენ მიღწეული ცვლილების შედეგად მიღებული გარემოს ხედვაზე. რაც უფრო დიდია ჯგუფი, მით უფრო რთულია შეთანხმება. ამიტომ, მიუხედავად ინდივიდუალური განსხვავებებისა, აუცილებელია, არსებობდეს საერთო ხედვა. ეს კამპანიის ფოკუსირებისა და დაკონკრეტებისთვის აუცილებელია.

ასევე, აუცილებელია შეთანხმება იმ გზებზე, რომლებიც ცვლილებას მოიტანს და ერთობლივად შეთანხმებულ, წარმოსახულ იდეალურ სამყაროსთან მიგაახლოვებთ. რა კონკრეტული ცვლილებები უნდა იქნეს მიღწეული? - ეს კამპანიის მთავარი სამოქმედო გეგმის საფუძველი ხდება. მოქმედების დაწყებამდე ორგანიზატორები ასევე იღებენ გადაწყვეტილებას, რა გზა აირჩიონ - ჩაატარონ ერთი კამპანია, თუ ერთ დიდ კამპანიასთან ერთად ქვეკამპანიების სტრატეგია და გეგმაც უნდა შეიმუშაონ.

კამპანიის სტრატეგია - ორგანიზატორებს ეხმარება შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვაში, მათ განხორციელებაში, კამპანიის მარკეტინგში, პროცესის მონიტორინგში და, გამოყენებული მეთოდების გაუმჯობესებაში. გადადით სავარჯიშო 3-ზე და დაუთმეთ საკმარისი დრო მის შესრულებას.

გადალახეთ ეს ყველაზე რთული ეტაპი? გილოცავთ, თქვენ უკვე ნამდვილი კამპანიის დაგეგმვაში ხართ ჩართული და ერთი დიდი ნაბიჯით მიუახლოვდით წარმოდგენილ იდეალურ გარემოს!

0x01 graphic

შემდეგი ნაბიჯი კამპანიის სტრატეგიაზე მუშაობისას პოტენციურ მოკავშირეთა და მოწინააღმდეგეთა იდენტიფიცირებაა. ამის დადგენას ზემოთ

მოცემული მეორე ჯგუფის კითხვები ემსახურება. სტრატეგიის შემუშავების მომდევნო ეტაპი სწორედ ამ მოკავშირეებისა და მოწინააღმდეგეების, ასევე იმ ადამიანებისა თუ ჯგუფების იდენტიფიცირებაა, რომელთაც რაიმე კავშირი აქვთ იმ პრობლემასთან, რომლის გადაჭრასაც ემსახურება ამპანია. დენტიფიცირება მხოლოდ საკონტაქტო ინფორმაციის მოგროვებას არ ნიშნავს, არამედ კამპანიის ორგანიზატორებმა წინასწარ უნდაიცოდნენ შემდეგი:

  • თითოეული მხარის დამოკიდებულება პრობლემის და გადაჭრის იმ გზების მიმართ, რომელსაც კამპანიის სტრატეგია ითვალისწინებს და რომელზეც პირველ ეტაპზე შეთანხმდნენ ორგანიზატორები;

  • სხვადასხვა მხარეების ერთმანეთთან დამოკიდებულება, შეუძლიათ თუ არა მათ თანამშრომლობა, რა ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან;

  • რამდენად ექნებათ მონაწილე მხარეებს სურვილი და საშუალება, დაეხმარონ ან ხელი შეუშალონ კამპანიას;

და ბოლოს, რომელ მხარეებზე კონცენტრირება მოიტანს სასურველ ცვლილებას?

თითოეული მხარის იდენტიფიცირებისა და პრობლემასთან და ერთმანეთთან მათი კავშირებისა და დამოკიდებულებების გამორკვევის შემდეგ, კამპანიის ორგანიზატორები ხშირად ამ კავშირებს ვიზუალურად, გრაფიკულად გამოსახავენ და „მხარეების რუკას“ აკეთებენ. ამით დაგროვილი ინფორმაცია უფრო ადვილად აღსაქმელი და დასამახსოვრებელია.

უკვე მიხვდით დავალებას? იხილეთ პირობა სავარჯიშო 4-ში.

კამპანიის სტრატეგიის ჩამოყალიბებაში შემდეგი ეტაპი თითოეული მხარის ჩართულობის განსაზღვრაა. რამდენად ძლიერი მოკავშირე ან მოწინააღმდეგე შეიძლება იყოს ესა თუ ის მხარე კამპანიისთვის? რამდენად დიდია ამ მხარის გავლენა? კამპანიის ორგანიზატორები ხშირად აქაც ვიზუალიზაციას მიმართავენ: ხაზავენ ორ გადამკვეთ ისარს, სადაც ვერტიკალურ ხაზზე ქვემოდან ზემოთ განალაგებენ მხარეებს მათი გავლენის დონის მიხედვით, ყველაზე ნაკლებიდან ყველაზე გავლენიანამდე; ჰორიზონტალურ ისარზე კი ალაგებენ მხარეებს ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგედან ყველაზე ძლიერ მხარდამჭერამდე.

0x01 graphic

მხარეების რუკა- ვიზუალურად ასახავს პრობლემასთან დაკავშირებული თითოეული მხარის ჩართულობას: რამდენად ძლიერი მოკავშირე ან მოწინააღმდეგე შეიძლება იყოს ესა თუ ის მხარე კამპანიისთვის? რამდენად დიდია მისი გავლენა?

როდესაც ყველა დაინტერესებული მხარე ამ გრაფიკზეა განლაგებული, უკვე ნათლად ჩანს, ვინ შეიძლება იყოს კამპანიის მთავარი სამიზნე ჯგუფი - ის, ვისაც ყველაზე მეტი გავლენა აქვს კამპანიის პრობლემაზე. მეორე, რასაც კამპანიის ორგანიზატორები აკეთებენ, არის ის, რომ არკვევენ მეორე სამიზნე აუდიტორიას - ისინი, ვინც ჰორიზონტალურ ისარზე უკიდურეს მარჯვენა მხარეს აღმოჩნდნენ, რადგან ყველაზე მეტად უჭერენ მხარს კამპანიას, სწორედ მეორე სამიზნე ჯგუფი უნდა იყოს, რადგან სწორედ ისინი დაეხმარებიან კამპანიას მიზნების მიღწევაში. მას შემდეგ, რაც ორგანიზატორები მხარდამჭერთა რამდენიმე ასეთ ჯგუფს აირჩევენ, ნახულობენ, რა კავშირი აქვთ მათ ყველაზე მეტი გავლენის მქონე მხარეებთან და სწორედ ამის შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას, მიმართონ თუ არა კამპანია მათზე.

კამპანიის მთავარი სამიზნე ჯგუფია - ის, ვისაც ყველაზე მეტი გავლენა აქვს კამპანიის პრობლემაზე.

იმისათვის, რომ მიიღონ გადაწყვეტილება, რომელი ტაქტიკა აირჩიონ თითოეული მხარის ჯგუფის მიმართ, კამპანიის ორგანიზატორები სამიზნე აუდიტორიებს სამ კატეგორიად აჯგუფებენ:

აქტიური მხარდამჭერები, რომელთა მიმართ მობილიზაციის გამოყენება იქნება საჭირო;

ნეიტრალური მონაწილეები - მათთვის საინფორმაციო და საგანმანათლებლო ტაქტიკის გამოყენება იქნება ადეკვატური;

აქტიური მოწინააღმდეგეები - რომელთა მიმართ უფრო გამომწვევი ტაქტიკა შეიძლება იქნეს გამოყენებული.

დაუბრუნდით სავარჯიშოებს, რომლებიც დაგეხმარებათ კამპანიის დაგეგმვისპროცესის გააზრებაში.

მიუხედავად იმისა, რომ ეს სახელმძღვანელო ძირითადად ვიდეო ადვოკატირებაზე საუბრობს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვიდეო უფრო დიდიკამპანიის მხოლოდ ერთი ნაწილია და მისი გამოყენება თუ არგამოყენება კამპანიაში მოითხოვს წინასწარ ანალიზს, თუ რამდენად მიზანშეწონილია საერთოდ ვიდეოს გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოს შეუძლია ადამიანებზე ღრმა ემოციური გავლენა მოახდინოს, ზოგჯერ ეს შეიძლება ყველაზე უკეთ არ ემსახურებოდეს კამპანიის მიზნებს, ან არ იყვნენ ხელმისაწვდომი გმირები, რომელთა ისტორიაც თანაგრძნობას ან უფრო ძლიერ ემოციებს გამოიწვევსმაყურებელში და მას მოქმედებისკენ უბიძგებს. ამიტომ ის, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ, პირველ რიგში ემსახურება კამპანიის დაგეგმვის პროცესში სწორი გადაწყვეტილების მიღებას - იქნეს თუ არა ვიდეო გამოყენებული ადვოკატირების კამპანიაში.

3.3 რა არის ვიდეო ადვოკატირება?

▲ზევით დაბრუნება


ვიდეო ადვოკატირება გულისხმობს ადვოკატირების კამპანიაში ვიდეოს ინტეგრირებას კამპანიის გავლენის გაძლიერების ან მისდამი ყურადღების მოზიდვის მიზნით.

ჩვეულებრივი მეინსტრიმ და საადვოკატო ფილმის კეთებას შორის, მსგავსებაც არის და განსხვავებაც. ორივე, როგორც წესი, გასაგებ და საინტერესო ამბავს გადმოსცემს აუდიტორიის მოსაზიდად. თუმცა, მათ შორის ძირითადი განსხვავებები იკვეთება პირველად მიზანს, ფილმის შექმნის პროცესსა და სასურველ შედეგებთან დაკავშირებით. მიზანთან ერთად, ასევე, მნიშვნელოვანი და განსხვავებულია გავრცელების ფორმაც. საადვოკატო ვიდეოები ხშირად სოციალურ ქსელებში, ინფორმაციის ონლაინ სააგენტოებსა და დეცენტრალიზებულ (P2P) ქსელებში ვირუსული გავრცელებისათვის არის შექმნილი. P2P ქსელი არის დეცენტრალიზებული ქსელი, და მასში ჩართული თითოეული კომპიუტერი ან მომხმარებელი (peer) არის როგორც ინფორმაციის მიმღები, ასევე გამავრცელებელი.

განსხვავება ასევე ვიდეოს ქრონომეტრაჟშია. საადვოკატო ვიდეოები, ჩვეულებრივ, ხუთიდან თხუთმეტ წუთამდე გრძელდება, მაშინ, როდესაც სოციალური რეკლამა - წუთზე ნაკლებს, ტრადიციული ფილმი კი ერთ საათს მაინც გასტანს. მოკლე ქრონომეტრაჟი საადვოკატო ვიდეოსათვის კრიტიკული მნიშვნელობისაა; ჩვეულებრივ, თხუთმეტი წუთი საკმარისზე მეტია შეტყობინების მოკლედ გადმოსაცემად, აუდიტორიის დასაინტერესებლად და მაყურებლის ქმედებისაკენ მოწოდებისათვის.

რა შეიძლება ითქვას საადვოკატო ვიდეოებზე? მართლაც აღწევენ თუ არა ისინი სასურველ შედეგს, დამაჯერებელ ცვლილებებს? პასუხი ამ შეკითხვებზე ასეთია - მათ აქვთ პოტენციალი გამოიწვიონ ცვლილებები.

ყველაზე სწრაფად გავრცელებული ადამიანის უფლებების საადვოკატო ვიდეო, „კონი 2012“, ამერიკულ საქველმოქმედო ორგანიზაციას „უხილავი ბავშვები“ (Invisible Children, IC) ეკუთვნის. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამერიკის საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში. ფილმის ავტორები და ორგანიზაცია 2005 წლიდან ეწევა კამპანიას უგანდას „წინააღმდეგობის ღვთიური არმიის“ (Lord's Resistance Army, LRA) და მისი საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს მიერ ძებნილად გამოცხადებული ლიდერის, კონის წინააღმდეგ. კონის ბრალი ედება ოჯახებიდან ბავშვების გატაცებასა და არმიაში მათ ძალით ჩართვაში. ბავშვები, რომლებსაც კონის ბრძანებით იტაცებდნენ, ხედავდნენ, როგორ ხოცავდნენ მათ მშობლებს, რომლებიც შვილის დაცვას ცდილობდნენ, იძულებული იყვნენ ენახათ ან საკუთარი ხელით ზიანი მიეყენებინათ თავისი ძმებისა და დებისთვის; მოტაცებულ გოგონებს შეურაცხყოფდნენ და ტყვეობაში ამყოფებდნენ წლების განმავლობაში. ეს ოც წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა და კონის დაკავება ვერა და ვერ მოხერხდა.

P2P ქსელი არის დეცენტრალიზებული ქსელი, რომელში ჩართული თითოეული კომპიუტერი ან მომხმარებელი (peer) არის როგორც ინფორმაციის მიმღები, ასევე გამავრცელებელი.

ვიდეო ადვოკატირება გულისხმობს ადვოკატირების კამპანიაში ვიდეოს ინტეგრირებას კამპანიის გავლენის გაძლიერების ან მისდამი ყურადღების მოზიდვის მიზნით.

დავუბრუნდეთ ფილმს და ვისაუბროთ მის ფუნქციაზე ამ კამპანიაში. ნახევარსაათიანი დოკუმენტური ფილმი (მისი ნახვა შესაძლებელია მისამართზე: www. youtube.com/watch?v=Y4MnpzG5Sqc), რომელიც 2011 წლის ოქტომბერში გავრცელდა ინტერნეტში, ორგანიზაციის შვიდწლიანი კამპანიის ერთ-ერთი ნაწილი იყო. „უხილავი ბავშვები“ შვიდი წლის განმავლობაში, ყოველ წელს ამზადებდა ფილმებს უგანდელი ბავშვების შესახებ და აწყობდა ჩვენებებს უნივერსიტეტებისა და სკოლის მოსწავლეებისათვის მთელი ამერიკის მასშტაბით. ახალგაზრდული გაერთიანებები სხვადასხვა შტატებსა თუ ქალაქებში სტუდენტების მობილიზებაში იყვნენ ჩართული, მასობრივ საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობდნენ და მომდევნო წელს საკუთარ თავს ხედავდნენ ფილმში, რომელსაც ორგანიზაცია კიდევ უფრო მეტ ქალაქში და უფრო ფართო აუდიტორიას უჩვენებდა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთმა ტაქტიკამ კრიტიკაც გამოიწვია, კამპანიის ეფექტურობა სწორედ ფილმების ჩვენებებმა და მასობრივ ღონისძიებებზე კონის არმიიდან გამოქცეული ახალგაზრდების გამოსვლებმა განაპირობა. ამას შედეგად მოჰყვა ამერიკის მთავრობის ჩართულობა და სამხედროების ჯგუფის გაგზავნა, რომელიც უგანდელებს დაეხმარებოდა კონის მოძებნასა და დაპატიმრებაში.

მაგრამ, ფილმის ავტორები, რომელთაც ფილმის გავრცელებიდან რამდენიმე თვის თავზე, 20 აპრილისთვის დაგეგმილი ღონისძიებისთვის ფილმის სულ რაღაც 500 ათასი ნახვა სჭირდებოდათ, არ მოელოდნენ იმ შედეგს, რაც დადგა - 100 მილიონი ნახვა ათ დღეში. ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც ვიდეოს წარმატებამ ხელი შეუშალა კამპანიის ეფექტურად წარმართვას, რადგან ორგანიზატორებს მოუწიათ სტრატეგიისა და გეგმის უცბად შეცვლა. გეგმა, რომლის მიხედვითაც საზოგადოების ინფორმირებულობას, ანუ 500 ათასი ადამიანის მიერ ვიდეოს ნახვას, 20 აპრილამდე მათი მოქმედება უნდა მოჰყოლოდა, ახლა უკვე ათი დღის შემდეგ გახდა განსახორციელებელი და კამპანია ინფორმაციის გავრცელების ეტაპზე დარჩა, და ვეღარ გადაიზარდა უფრო ეფექტურ ქმედებაში, როგორც ეს ორგანიზატორებს ჰქონდათ ჩაფიქრებული.

ვიდეო უფრო ფართო კამპანიის ნაწილი უნდა იყოს და არა ერთადერთი ფორმა, ამიტომ წარმატებული კამპანიისთვის არ არის საკმარისი კამერის ხელში აღება და გადაწყვეტილება ფილმის გადაღების შესახებ. მანამდე არის რამდენიმე საკითხი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ საადვოკატო ვიდეოს შექმნისას.

პირველ რიგში, განსაზღვრეთ მიზანი. რისი მიღწევა გსურთ? ბევრ გაერთიანებასა და არაკომერციულ ორგანიზაციას სურს, რომ მათ მიერ შექმნილმა ვიდეომ პრობლემათა მთელ სპექტრზე გაამახვილოს ყურადღება, რაც უბრალოდ არარეალურია და შესაძლოა მაყურებელი მხოლოდ გადაღალოს. საადვოკატო ვიდეო უფრო მეტად ეფექტურია, თუ იგი მხოლოდ ერთ ან ორ პრობლემას აშუქებს და კონკრეტულ, განსაკუთრებულ მესიჯს შეიცავს.

მეორე, რაც ვიდეოს წარმოებამდე უნდა გაითვალისწინოთ, თქვენი აუდიტორიაა. რადგან ვიდეოს მიზნების ჩამოყალიბებასთან ერთად, ვიდეოს აუდიტორიაც უნდა განსაზღვროთ. დარწმუნდით, რომ ვიდეო შექმნილია, ეხება და გასაგებია თქვენ მიერ შერჩეული მაყურებლისათვის. სამიზნე აუდიტორიის გამოყენება შესანიშნავი გზაა ამ მიმართულებით წარმატების უზრუნველსაყოფად.

ბოლოს, ყურადღებით შეიმუშავეთ თქვენი „თხოვნა“. რა უნდა გააკეთოს მნახველმა ამ ფილმის ნახვის შემდეგ? 10 ლარი შემოგწიროთ? ადგილობრივ დეპუტატს მისწეროს? დამატებითი ინფორმაციისათვის ვებგვერდს ეწვიოს? ღონისძიებას დაესწროს? გასაგებად და პირდაპირ სთხოვეთ მნახველს ჩაერთოს.

0x01 graphic

კადრები საადვოკატო
ფილმიდანკონი 2012“

მაყურებლის სპეციფიკური მოთხოვნის გათვალისწინებამ შეიძლება აგვარიდოს სლაქტივიზმის საფრთხე, რომელიც საადვოკატო ვიდეოს კრიტიკის რთ-ერთი მთავარი მიზეზია. სლაქტივიზმი ნიშნავს დადებით თვითშეფასებას სოციალური ან სხვა საკითხის მხარდაჭერისას, რასაც მცირე, ან პრაქტიკულად არანაირი გავლენა აქვს, გარდა იმისა, რომ მონაწილეს კარგი განწყობა უჩნდება საკუთარი თავის მიმართ. გაეროს პროგრამა HIV/AIDS ასე აღწერს ამ მოვლენას: სლაქტივისტები არიან ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ საქმეს უმნიშვნელო ზომების მიღებით და არ არიან ნამდვილად ჩართულნი ცვლილების მოსახდენად. თქვენი ვიდეოს ბევრი მნახველი ჩათვლის, რომ თავად ვიდეოს ნახვის ფაქტი იყო ქმედების ფორმა. ამის ნაცვლად, სთხოვეთ მათ გამოავლინონ საქმეში თავიანთი ჩართულობა რაიმე ქმედებით. აქ ისევ სავარჯიშოებს უნდა დავუბრუნდეთ, რომლებიც თავის ბოლოსაა მოცემული და სავარჯიშო 6 გავაკეთოთ.

ვიდეოზე მუშაობის პროცესი სხვადასხვა ეტაპებისგან შეიძლება შედგებოდეს. თუმცა პირველი, რაც მნიშვნელოვნად აადვილებს მომავალში მუშაობას, არის ვიდეო ადვოკატირების დეტალური გეგმის შემუშავება. დეტალური გეგმა კამერის ხელში აღებამდე წარმატებული საადვოკატო ფილმის წინაპირობაა.

თუმცა, რაც მთავარია, ვიდრე გეგმას დააწყობდეთ, დარწმუნდით, რომ ვიდეო სწორედ ის ფორმაა, რომლითაც თქვენს სათქმელს ყველაზე უკეთ გამოხატავთ და მიზანსაც მიაღწევთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ როდესაც ვიდეოს იღებთ, თქვენ შეიძლება რისკის ქვეშ აყენებდეთ საკუთარ თავს, ადამიანებს, რომლებიც ფილმში ჩანან, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენი კონკრეტული მიზნის მისაღწევად ვიდეო ყველაზე ეფექტური საშუალებაა. გახსოვდეთ რისკები და საფრთხე, რომელიც შეიძლება თქვენ თავს ან სხვა ადამიანებს შეუქმნათ, როდესაც იღებთ, ამონტაჟებთ და ავრცელებთ ვიდეოს. თუმცა ამაზე მოგვიანებით გვექნება წიგნში საუბარი.

თუ საბოლოოდ დარწმუნდებით, რომ ვიდეო უნდა იყოს თქვენი კამპანიის ნაწილი, ვიდრე გადაღებას დაიწყებთ, რამდენიმე კითხვას უნდა გასცეთ პასუხი, რომელიც ძალიან ახლოს არის იმ კითხვებთან, რაც კამპანიის დაგეგმვისას გჭირდებოდათ. ამ კითხვებზე პასუხის ანალიზი თითოეული კონკრეტული ტექნიკის გამოყენებისასაც იქნება საჭირო. ქვემოთ მოცემული კითხვები დაგეხმარებათ დაგეგმოთ მომავალი საადვოკატო ვიდეო:

  • ვინ არის თქვენი მთავარი სამიზნე აუდიტორია, ანუ ვის აქვს ძალაუფლება მიაღწიოს იმ ცვლილებას, რომლისთვისაც კამპანია წამოიწყეთ.

  • მიგიწვდებათ ხელი ამ აუდიტორიაზე?

  • თუ არა - შეგიძლიათ იმ ადამიანების ჩართვა კამპანიაში, ვინც ამ აუდიტორიას მიაწვდენს თქვენს სათქმელს? გაიხსენეთ ისრებიანი გრაფიკი; თქვენი ძლიერი მოკავშირეები და დაინტერესებულ მხარეთა რუკა.

  • რა გინდათ გააკეთებინოთ სამიზნე აუდიტორიას? მიეცით კონკრეტული მიმართულება.

  • რა აიძულებს მათ შეცვალონ ის, რასაც ითხოვთ?

  • რა დააინტერესებს, მიიზიდავს ან დაარწმუნებს თქვენს აუდიტორიას? (ფაქტები, კონკრეტული პირები, ექსპერტები, დამატებითი მასალა?)

  • ვის მოუსმენს თქვენი აუდიტორია და რატომ? (ეს კონკრეტული ადამიანი ფილმში მესიჯის მთავარი მიმწოდებელი უნდა იყოს)

  • რა როლი ექნება ვიდეოს თქვენს კამპანიაში?

  • როდის უნდა ნახოს თქვენმა აუდიტორიამ ვიდეო? თემატურად დამთხვევა ღონისძიებისთვის, ზრდის ვიდეოს მნიშვნელობას და გავლენას (მაგალითად, თუ ვიდეო ბავშვთა უფლებების დაცვას ეხება, ბავშვთა დღეს მისი ჩვენება გაზრდის ფილმის პოტენციურ გავლენას).

  • როგორია გავრცელების გეგმა? გავრცელების გეგმის წინასწარი ცოდნა საშუალებას მოგცემთ, რომ აუდიტორიამ ვიდეო მაშინ და ისეთ კონტექსტში იხილოს, როგორც თქვენ გჭირდებათ. თუმცა, „კონი 2012“-ის ავტორების გამოცდილებაც არ დაგავიწყდეთ და იფიქრეთ დღევანდელი სოციალური ქსელების ზოგჯერ მოულოდნელ ეფექტზე.

იყავით მაქსიმალურად კონკრეტული, როდესაც ფიქრობთ სამიზნე აუდიტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ერთზე მეტი ჯგუფი გყავდეთ, პირველ რიგში ვიდეო მთავარ, ცვლილების განხორციელების ძალაუფლების მქონე აუდიტორიაზე უნდა იყოს მიმართული. ეს ის ჯგუფია, რომელიც ზემოთ ვერტიკალური ისრის ზედა ნაწილში მოხვდა.

გახსოვდეთ,რომ ყველა აუდიტორიას, რომლის მოზიდვაც გინდათ, ფილმში კონკრეტული მესენჯერი (ანუ მთავარი სათქმელის მიმტანი) უნდა ჰყავდეს. ზოგ შემთხვევაში ვიდეოადვოკატები რამდენიმე აუდიტორიას ერთდროულად მიმართავენ ფილმში და შეიძლება პირველ ეტაპზე მოქალაქეთა ჯგუფებს და მათ ლიდერებს მიმართონ, ხოლო მათი აქტიურობისა და ჩართულობის შედეგად მიაწვდინონ ხმა მთავარ სამიზნე აუდიტორიას, რომელსაც აქვს ცვლილების განხორციელების ძალაუფლება.

სავარჯიშო 7 ეხმიანება ზემოთ მოცემულ კითხვებს, რომელიც ფილმის გეგმის შემუშავებისას უნდა გაითვალისწინოთ. ვიდრე კითხვას განაგრძობდეთ, სჯობს ეს ეტაპიც გადალახოთ.

სოციალურ მედიას საქართველოში თითქმის ყველა იყენებს: სახელმწიფო სტრუქტურები, სამოქალაქო სექტორი, ბიზნესი და ისიც, ვის კონკურენტადაც მოიაზრებენ ხოლმე ახალ მედიას ანუ - ტრადიციული მედია.

სლაქტივიზმი ნიშნავს - დადებით თვითშეფასებას სოციალური ან სხვა საკითხის მხარდაჭერისას, რასაც მცირე, ან პრაქტიკულად არანაირი გავლენა აქვს, გარდა იმისა, რომ მონაწილეს კარგი განწყობა უჩნდება საკუთარი თავის მიმართ.

საქართველოში ვიდეოს საკუთარ კამპანიებში შედარებით ხშირად იყენებს ორგანიზაცია „ხელმისაწვდომი გარემო - ყველასათვის“. მან 2012 წლის ზაფხულში ადვოკატირების კამპანია წამოიწყო, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ადაპტირებისაკენ არის

0x01 graphic

კადრები ორგანიზაცია ხელმისაწვდომი გარემო -
ყველასათვისსაადვოკატო ვიდეოდან

მიმართული.პირველ რიგში, თავისი მიზნის მისაღწევად ორგანიზაციამ სტრატეგია შეიმუშავა და საინფორმაციო ვიდეო რგოლი დაამზადა. ვიდეორგოლი ასახავს იმ სირთულეებს, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები საქართველოს ქალაქებში გადაადგილებისას აწყდებიან. კერძოდ, ამ ადამიანებისათვის არ არის ადაპტირებული ქუჩები, მაღაზიები და დაწესებულებები, საზოგადოებრივი მოხმარების ტრანსპორტი, რაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისათვის დამხმარების გარეშე, დამოუკიდებლად გადაადგილებას შეუძლებელს ხდის. ვიდეორგოლი ახალი მედიის არხების საშუალებით ვრცელდება და მისი ნახვა შემდეგ მისამართზეა შესაძლებელი: http://youtu.be/vuEMMAEd71I

ორგანიზაციის „ხელმისაწვდომი გარემო - ყველასათვის“ ვებგვერდზე (www.

ertad.org/) უნარშეზღუდულ პირთა გადაადგილების პრობლემებისადმი მიძღვნილი სხვა ვიდეორგოლებიც არის განთავსებული, რომლებიც ვიდეო ადვოკატირების კამპანიის ნაწილს წარმოადგენს.

ამ ვიდეორგოლებში ნაჩვენებია, რამდენად მოუხერხებელია ეტლით მოსარგებლე პირებისათვის სხვადასხვა მაღაზიებსა თუ სახელმწიფო დაწესებულებებში დამოუკიდებლად, დახმარების გარეშე მოხვედრა.

მიუხედავად იმისა, რომ კამპანიას შეიძლება ერთზე მეტი სამიზნე ჯგუფი ჰყავდეს, ვიდეო მთავარ, ცვლილების განხორციელების ძალაუფლების მქონე აუდიტორიაზე გავლენის მოხდენისკენ უნდა იყოს მიმართული.

თუ ამ დროისათვის ყველა სავარჯიშო გაკეთებული გაქვთ და მზად ხართ მომდევნო საფეხურზე გადასასვლელად, ესე იგი თქვენ უკვე ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვა შეგიძლიათ, იცით როდის და როგორ გამოიყენოთ ვიდეო. მაშინ ბოლო სავარჯიშოზე გადადით.

3.4 თავის შეჯამება

▲ზევით დაბრუნება


პირველ თავში ჩვენ ვისაუბრეთ ადვოკატირების კამპანიაზე, სტრატეგიასა და დაგეგმვაზე, ასევე ვიდეოადვოკატირებაზე, როგორც უფრო დიდი კამპანიის შემადგენელ ნაწილზე.

  • ადვოკატირების კამპანია მოქალაქეთა ინტერესების დაცვისაკენ მიმართული ქციებისა ა ქმედითი კამპანიების დაგეგმვას და განხორციელებას ნიშნავს;

  • კამპანიის სტრატეგიის დაგეგმვამდე უნდა გვქონდეს პასუხი კითხვებზე: ვისზე ახდენს პოზიტიურ თუ ნეგატიურ გავლენას ჩვენ მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა? ვის აქვს რაიმე კავშირი ჩვენ მიერ იდენტიფიცირებულ პრობლემასთან? ვის უნდა მივაწვდინოთ ხმა ჩვენი კამპანიის შედეგად? წარმატების შედეგად ვის შეეხება ცვლილება?

  • სტრატეგიის შემუშავების მომდევნო ეტაპი სამიზნე ჯგუფებისა და პოტენციური მოკავშირეებისა და მოწინააღმდეგეების იდენტიფიცირებაა, რომელთაც კავშირი აქვთ კამპანიის შედეგად გადასაჭრელ პრობლემასთან;

  • ვიდეო ადვოკატირება გულისხმობს ადვოკატირების კამპანიაში ვიდეოს ინტეგრირებას კამპანიის გავლენის გაძლიერების ან მისდამი ყურადღების მოზიდვის მიზნით.

3.5 სავარჯიშოები

▲ზევით დაბრუნება


1. გაიხსენეთ ვიდეო, რომელიც რაიმე პრობლემას ეხებოდა და განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე; ვიდეო, რომელმაც ჩართულობის ან თანამონაწილეობის სურვილი გაგიჩინათ ან, სულ ცოტა, მოგინდათ, რომ ყველა მეგობრისთვის გაგეზიარებინათ. განიხილეთ მეგობრების ჯგუფში, იყო თუ არა ეს ვიდეო კამპანიის ნაწილი, ან რა კამპანიის ნაწილი შეიძლებოდა გამხდარიყო.

2. მოიფიქრეთ, რა პრობლემას აწყდებით ყოველდღიურად თქვენ გარშემო, რაც გაწუხებთ და განწყობას გიფუჭებთ, რაც უსამართლოდ მიგაჩნიათ და რასაც შეცვლიდით. რა იცით ამ პრობლემის შესახებ? რა ცვლილების მიღწევაა საჭირო? რა რესურსი გაქვთ? ჯგუფში განხილვა დაგეხმარებათ მეტი ინფორმაციის მოძიებასა და რესურსების მობილიზებაში, დაფიქრდით, ვინ შეიძლება დაგეხმაროთ თუ ამ პრობლემის გადაჭრას მოისურვებთ.

3. გაიხსენეთ პრობლემა, რომელიც წინა დავალებაში მოიფიქრეთ, შეკრიბეთ თანამოაზრეთა ჯგუფი, გაუზიარეთ ერთმანეთს თქვენი ინდივიდუალური წარმოდგენა იდეალურ გარემოზე ამ პრობლემის გარეშე და შეთანხმდით საერთო ხედვაზე. შეათანხმეთ ერთმანეთთან და ჩამოწერეთ ის ცვლილებები, რომელთა მიღწევაც აუცილებელია თქვენ მიერ წარმოდგენილი იდეალური გარემოს შექმნისთვის.

4. ჯგუფთან ერთად გაეცით თქვენი კამპანიის პრობლემით დაინტერესებულ მხარეებთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხი და გააკეთეთ მათი რუკა.

5. მორიგი დავალება ანალოგიური გრაფიკის აგებაა. გახსოვდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ადვილი დავალებაა, თითოეული მხარის ადგილის სწორად განსაზღვრა გრაფიკზე შემდეგ კამპანიის სწორად წარმართვისთვის გადამწყვეტია, ამიტომ ეცადეთ, სრულად გქონდეთ წარმოდგენა საკითხის გარშემო ამა თუ იმ მხარის ჩართულობასა და როლზე, ვიდრე გრაფიკის აგებას დაიწყებდეთ. წარმატებას გისურვებთ! შემდეგ ეტაპზე ჩვენ უკვე კამპანიაში ვიდეოს ჩართვაზე გადავალთ.

6. გაიხსენეთ თქვენი კამპანიის აუდიტორიები. რომელი ჯგუფის მოსაზიდად იქნება ვიდეოს გამოყენება ყველაზე ეფექტური? დააკონკრეტეთ მიზანი, რომელსაც გინდათ მიაღწიოთ ამ ფილმით და ამ კონკრეტული აუდიტორიის კონტექსტში. ჩამოაყალიბეთ მესიჯები, რომელსაც თქვენი ფილმით მიაწვდით მათ.

7. ტექსტში მოყვანილ შესაბამის კითხვებზე დაყრდნობით დაიწყეთ ჯგუფში ფილმის გეგმაზე მუშაობა. განსაზღვრეთ მთავარი აუდიტორია. რამდენი სამიზნე ჯგუფი გეყოლებათ? რა ტიპის ინფორმაცია მოახდენს მათზე გავლენას ყველაზე მეტად? ვის მოუსმენენ ისინი, ვინ იქნება თქვენი მესენჯერი? სად და როგორ აჩვენებთ და გაავრცელებთ ვიდეოს?

8. შემდეგი ეტაპი ასეთი იქნება: ნახეთ ვიდეორგოლები ორგანიზაციის ხელმისაწვდომი გარემო - ყველასათვისვებგვერდზე და გააანალიზეთ ჯგუფში. იხელმძღვანელეთ ორი ძირითადი კითხვით: რა არის ეფექტური და რა არა? როგორ შეიძლებოდა უკეთ გაკეთება?

4 თავი II. რა გვაქვს მოსათხრობი?

▲ზევით დაბრუნება


  • ფილმის მონახაზი

  • SMART მიზნები

  • გმირის როლი და მნიშვნელობა ფილმში

  • არ ავნო გმირებს

  • იზრუნე უსაფრთხოებაზე

  • თავის შეჯამება

  • სავარჯიშოები

ამ თავში მოგითხრობთ იმაზე, თუ როგორ იწყება იმ ამბის/თემის დამუშავება, რომელზეც უნდა შეიქმნას საადვოკატო ვიდეო ან ფილმი. როგორ უნდა დაიგეგმოს ფილმი; როგორ უნდა გადავწყვიტოთ, რა ფორმით გადმოვცეთ სათქმელი; რა ამბავი მოვუყვეთ აუდიტორიას, ან ვინ იქნება ჩვენი გმირი; როგორ დავიცვათ ფილმის გმირები შემდგომი ზიანისგან, რომელთა უფლებების დარღვევაზეც ვსაუბრობთ. ზოგჯერ ადამიანის უფლებების დამცველი ვიდეო ადვოკატები კონფლიქტურ ან მკაცრად კონტროლირებად ადგილებში ხვდებიან გადასაღებად და ხშირად უნიკალური, ძალიან მნიშვნელოვანი ვიდეომასალა მოაქვთ, რაზეც შემდეგ მსოფლიო პოლიტიკოსები რეაგირებას ახდენენ. ამბავი,რომელიც უნდა მიიტანონ მაყურებლამდე, ყოველთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მათ უღირთ რისკზე წასვლა, თუმცა, გონივრული უსაფრთხოების ზომებისა და გეგმის წყალობით, ადვოკატები ახერხებენ რისკისა და საფრთხის მინიმალიზაციას.როგორ? ამაზე თავის ბოლოში ვისაუბრებთ.

4.1 ფილმის მონახაზი

▲ზევით დაბრუნება


ვიდრე კამერას აიღებთ ხელში, ფილმის მონახაზის გაკეთება დაგჭირდებათ და ამ პროცესში პირველი საფეხური ფილმის აღწერაა. დაწერეთ ერთაბზაციანი აღწერა, თუ რას ნახავენ მაყურებლები თქვენს ფილმში. გაითვალისწინეთ, რომ ეს აბზაცი უნდა იყოს არა ფილმის მესიჯის აღწერა, ან პრობლემის ანალიზი, არამედ აღწერა იმისა, თუ როგორ აჩვენებთ მაყურებელს ამბავს; რას მოუყვებით; რა კადრებს გამოიყენებთ; რა ისტორიას უამბობთ და როგორ. აქვე შეგიძლიათ აღწეროთ ვიდეოს სტილი და ტიპი, მაგალითად, იქნება MTV-ისთვის მისაღები და ჩვეული სწრაფტემპიანი ვიდეო, თუ გექნებათ უფრო ხანგრძლივი კადრები, თუ სულაც ტექსტისა და გამოსახულებების მონაცვლეობას გამოიყენებთ. მთავარია, რომ ამ აბზაცის თითოეული სიტყვა ძალიან კონკრეტულად აღწერდეს ყველაფერს,რასაც ვიდეოში ვნახავთ.

შემდეგი ნაბიჯი მესიჯებთან მუშაობას გულისხმობს. ჩამოაყალიბეთ მესიჯები და დაალაგეთ ისინი თანმიმდევრულად, პრიორიტეტების მიხედვით. ეს ის მესიჯებია, რომელსაც თქვენს აუდიტორიას მიაწვდით ფილმში გამოყენებული ინტერვიუების, კადრების, ისტორიების მეშვეობით. პრიორიტეტები კი, რასაკვირველია, თქვენი ამოცანებისა და სამიზნე აუდიტორიის გათვალისწინებით უნდა განსაზღვროთ.

მას შემდეგ, რაც მესიჯები ჩამოყალიბებული და განლაგებულია, დაგჭირდებათ გადაწყვიტოთ, როგორ ან ვინ უნდა მიიტანოს ისინი აუდიტორიამდე. ვისი მონათხრობი იქნება ყველაზე მიმზიდველი კონკრეტული სამიზნე ჯგუფისთვის? პირადი ისტორიები ხშირად ვიდეოს ყველაზე შთამბეჭდავი და ძლიერი ნაწილია, თუმცა, „ექსპერტთან“ ინტერვიუები ეფექტურად გადმოსცემს, მაგალითად, კანონმდებლობასთან დაკავშირებულ დეტალებს და ასეთ ინფორმაციას აუდიტორია, როგორც წესი, მეტად ენდობა. შეგიძლიათ, ასევე არჩიოთ „ორივე მხარის“ ამბის მოყოლა, ან ხაზი გაუსვათ, რომ ამის გაკეთება შეუძლებელი ან არაადეკვატური იქნებოდა და განმარტოთ - რატომ. მაგალითად, თუ პოლიციის მიერ ჩადენილი ძალადობის მსხვერპლის უფლებების დაცვას ცდილობთ თქვენი ფილმით, პოლიციის, ანუ მეორე მხარის, ისტორიის მოთხრობა არაადეკვატური იქნებოდა ფილმის მიზნებისთვის. ზოგ შემთხვევაში მესიჯის აუდიტორიამდე მიმტანი შეიძლება სულაც არ იყოს რომელიმე გმირი, არამედ ამისთვის კადრსმიღმა ხმა გამოიყენოთ.

ფილმის აღწერა:

  • მონახაზი

  • მესიჯების თანმიმდევრობა

  • ამბის მიმტანი (მესენჯერები)

  • არსებული აუდიო-ვიდეო არქივი

  • გადასაღები მასალა

  • ძირითადი კითხვები: რა, სად, როდის, ვინ, რატომ, როგორ?

თუ უკვე გადაწყვიტეთ მესიჯების თანმიმდევრობაც და მათი მიმწოდებლებიც, დროა იმ აუდიო-ვიდეო მასალაზეც დაფიქრდეთ, რომელსაც ფილმში გამოიყენებთ. რა დაეხმარება ფილმს ყველაზე მეტად იმაში, რომ იმოქმედოს და გავლენა მოახდინოს სამიზნე აუდიტორიაზე? გააკეთეთ სასურველი აუდიო და ვიდეო კონტენტის ჩამონათვალი და დაალაგეთ პრიორიტეტების მიხედვით. იქნებ უკვე გაქვთ მასალა, ან ადვილად მიგიწვდებათ ხელი? პირველ რიგში ასეთი მასალის გამოყენებაზე იფიქრეთ. ამის შემდეგ განსაზღვრეთ, რა გექნებათ გადასაღები, ან რა მასალა დაგჭირდებათ არქივიდან და როგორ შეიძლება მისი მოპოვება.

0x01 graphic

ვიდრე ფილმზე მუშაობას დაიწყებდეთ, არ დაგავიწყდეთ ნებისმიერი ამბის ძირითადი კითხვები: რა, სად, როდის, ვინ, რატომ, როგორ? ამ ექვს კითხვაზე პასუხის გარეშე ფილმი არასრულყოფილი იქნება, ამიტომ მონახაზის კეთებისას იფიქრეთ:

0x01 graphic

შეიძლება თითოეულ ამ კითხვაზე ერთი პასუხის გაცემა გაგიჭირდეთ, მაგრამ ეს მოსალოდნელიც არის.

საადვოკატო ვიდეოს მომზადებისას ზუსტად უნდა იცოდეთ, თუ რატომ ყვებით ამბავს. ასევე ზუსტად უნდა განსაზღვროთ, ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია და რამ შეიძლება ისინი დაარწმუნოს - სწორედ ამის მიხედვით უნდა გადაწყვიტოთ, რა ისტორია და ვის მიერ მოთხრობილი ამბავი იქნება ყველაზე შესაფერისი.

როგორ მოყვებით ამბავს ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ის, თუ რა ამბის მოყოლას გადაწყვეტთ.ქრონოლოგიურად გადმოსცემთ მოვლენებს თუ გმირზე, საკითხზე ან ადგილზე კონცენტრირდებით? განსაზღვრეთ ისტორიის გადმოცემის ყველაზე ეფექტური ფორმა იმის მიხედვით, თუ რა უფრობ საინტერესოს და ეფექტურს გახდის მას.

მონახაზის კეთების პროცესში არ დაგავიწყდეთ, მოიძიოთ მაქსიმალური ინფორმაცია კამპანიის თემის შესახებ. შესაძლოა, მანამდე შექმნილმა ფილმებმა, წიგნმა, ვებგვერდმა თუ სხვა ფორმით ასახულმა თემამ ახალი მიმართულებაც მოგცეთ და პროექტის გაუმჯობესებასა და დახვეწაში დაგეხმაროთ.

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ვიდეოს მონახაზის მომზადებისას, კონკრეტულ მიზანს ისახავთ, კონკრეტულ აუდიტორიაზე მუშაობთ და მისთვის ყველაზე ეფექტურ მესიჯებსა და მესიჯის მიწოდების გზას ეძებთ. ეს ის ეტაპია, როდესაც ფილმის სცენარზე უნდა დაიწყოთ მუშაობა. მონახაზი, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, სწორედ თქვენი ფილმის ჩარჩოა. მასში თანმიმდევრულად არის განაწილებული აუდიო და ვიდეო ელემენტები, რომელთა მეშვეობით ცხადად ჩანს, როგორ მოყვებით ისტორიას. ამ ჩარჩოდან გამომდინარე, უკვე მუშაობთ იმაზე, თუ რა კადრები დაგჭირდებათ, სად უნდა გადაიღოთ, ვისთან ჩაწეროთ ინტერვიუ და ა.შ.

ზოგჯერ ვიდეოს თქვენთვის ნაცნობ, ახლომდებარე გარემოში იღებთ და ინტერვიუსთვის თუ კადრებისთვის იქ მისვლა არაერთხელ შეგიძლიათ, მაგრამ ყოველთვის ასე არ ხდება. კარგად დამუშავებული მონახაზი და ჩარჩო კრიტიკულად მნიშვნელოვანია ისეთი საადვოკატო ფილმის შემთხვევაში რომლის ხელახლა გადასაღებად კონკრეტულ ადგილებში თუ მოვლენებთან უკან დაბრუნება შეუძლებელია. რასაკვირველია, ეს მონახაზი უფრო ადვილად ხელმისაწვდომ ადგილას გადაღებებშიც ძალიან გეხმარებათ, გარდა ამისა, მნიშვნელოვნად ამცირებს გადაღებასა და მონტაჟზე გათვალისწინებულ დროს.

მონახაზის მომზადება დაგეხმარებათ კარგად მოიფიქროთ, რა დაგჭირდებათ ამბის შთამბეჭდავად მოსათხრობად. მიუხედავად იმისა, რომ არ არის სავალდებულო გადაღებისა და მონტაჟის დროს ზუსტად მისდიოთ მას, მონახაზი გეხმარებათ ფილმზე მუშაობისას ამბის მოყოლის კრეატიულ გზებზე იფიქროთ.მანამდე კი, გადავიდეთ სავარჯიშო 1-ზე და შევაჯამოთ, როგორ ვგეგმავთ ფილმს.

ვიდრე მუშაობას დაიწყებთ, ნახეთ რა მასალა და ინფორმაცია არსებობს თქვენი საადვოკატო თემის შესახებ. ისევე, როგორც კამპანიის დაგეგმვას, ფილმის გადაღებამდე მოსამზადებელ სამუშაოებსაც დიდი დრო სჭირდება. მართალია, ვიდეოსა და ფილმის გადაღება ძალიან სახალისო პროცესია, მაგრამ უკვე გაკეთებულის თავიდან კეთებას კამპანიისთვის აზრი არ აქვს, ამიტომ, დაწყებამდე, ისევ და ისევ მოიძიეთ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო თემაზე. ქვემოთ მოცემული რამდენიმე რჩევა ვიდეო ადვოკატებისგან დაგეხმარებათ, გაიმარტოვოთ ინფორმაციის შეგროვების პროცესი:

1. გაითვალისწინეთ სხვისი გამოცდილება - ესაუბრეთ იმ ადამიანებს, ვისაც უმუშავია თქვენთვის საინტერესო თემაზე, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც იგივე სამიზნე აუდიტორია ჰყავდა, რომელიც თქვენ გყავთ. ჰკითხეთ, რამ იმუშავა ამ აუდიტორიაზე ზემოქმედების თვალსაზრისით და რამ - არა.

2. განსაზღვრეთ, ვისთან შეიძლება თანამშრომლობა - ვინ შეიძლება იყოს თქვენს გუნდში, როგორც უშუალოდ თქვენი გარემოდან ან ორგანიზაციიდან, ასევე გარეშე ჯგუფებიდან. სხვებისგან იზოლირებული საადვოკატოკამპანიები იშვიათადაა წარმატებული, ამიტომ დროულად განსაზღვრეთ, ვისთან პარტნიორობა დაგეხმარებათ მიზნის მისაღწევად.

3. მოკავშირეები, რომელთაც შეარჩევთ, დროულად ჩართეთ კამპანიის პროცესში, რომ მათ თქვენი ვიდეო გამოიყენონ და დაგეხმარონ მის დისტრიბუციაში და კამპანიის მიზნების მიღწევაში.გამოიყენეთ ასევე სოციალური მედია, Facebook და Twitter, რომ მოიძიოთ ის ადამიანები, ვისაც აინტერესებს თქვენი კამპანიის თემა და გამოხატავს მხარდაჭერას.

4. შეაფასეთ არსებული საადვოკატო ვიდეოები და ფილმები: მას შემდეგ, რაც კვლევას ჩაატარებთ, ინფორმაციას შეაგროვებთ და საბოლოოდ დარწმუნდებით, რომ ვიდეო სწორედ ის გზაა, რომელიც თქვენი მიზნის მისაღწევად უნდა გამოიყენოთ, ნახეთ რა ვიდეომასალაა უკვე ხელმისაწვდომი, რომელიც შეიძლება გამოიყენოთ. შეხვდით მათ ავტორებს და ჰკითხეთ მიაღწიეს თუ არა დასახულ მიზანს თავიანთი ვიდეოთი, რამ იმუშავა, რამ არ გაამართლა და, რაც მთავარია, ფილმის მომზადებაზე.

5. მოიძიეთ ვიდეო, რომელიც შეიძლება გამოგადგეთ. კარგად დაძებნეთ საძიებო სისტემებში თქვენთვის საინტერესო ვიდეოები, დაუთმეთ დრო სხვადასხვა საძიებო სიტყვებით ძებნას, შეიძლება ბევრი საინტერესო მასალა აღმოაჩინოთ, რომელიც თქვენი ფილმისთვის გამოგადგებათ.

სავარჯიშო 2 დაგეხმარებათ ინფორმაციისორგანიზებასა და საბოლოოდ ჩამოყალიბებაში, ვიდრე შემდეგ ეტაპებზე გადახვალთ.

4.2 SMART მიზნები

▲ზევით დაბრუნება


SMART მიზნები:

  • კონკრეტული

  • გაზომვადი

  • მიღწევადი

  • რეალისტური

  • დროში გაწერილი

სიტყვა SMART გარდა იმისა,რომ „ჭკვიანს“ ნიშნავს, ასევე ჭკვიანური აბრევიატურაა და ხშირად რაღაც მიზნებისკონტექსტში გამოიყენება ხოლმე და ნიშნავს:კონკრეტულს (Specific), გაზომვადს (Measurable),მიღწევადს (Achievable), რეალისტურს (Realistic) და დროში გაწერილს (Time-bound).

არ გაგიკვირდებათ, თუ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ სწორედ ასეთი მიზნები დაგჭირდებათ საადვოკატო კამპანიის და ვიდეოს დაგეგმვისას. არაერთხელ აღვნიშნეთ უკვე, რამდენად მნიშვნელოვანია კონკრეტული ფოკუსის ქონა ვიდეოს დაგეგმვისას და კონკრეტული აუდიტორიის გათვალისწინება. SMART მიზნები სწორედ ამ პროცესში დაგეხმარებათ.

აი რამდენიმე მაგალითი, რას გულისხმობს და არ გულისხმობს SMART მიზნები:

S: კონკრეტული:

არ არის კონკრეტული მიზანი, მაგალითად, საქართველოში გარემოსდაცვის პრობლემების შესწავლაში ახალგაზრდების ჩართვა.

კონკრეტული იქნებოდა: აჭარის რეგიონის სკოლის მოსწავლეებისთვის ტექნიკური დახმარება გარემოს დაცვის კანონდარღვევის ფაქტების დოკუმენტირებაში, რაც გამოყენებული იქნება, როგორც სამხილი საერთაშორისო გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ჩასართავად.

M: გაზომვადი:

არ არის გაზომვადი მიზანი, რომ ვიდეოს ჩვენება გამოიწვევს საზოგადოების ჩართულობას.

გაზომვადია: კონკრეტულ რეგიონში ვიდეოს ჩვენება შემდეგი ექვსი თვის განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობის დისკუსიებში მონაწილეთა რაოდენობას 15%25-ით გაზრდის.

A: მიღწევადი:

ფილმის მიზანი არ იქნება მიღწევადი, თუ ამბობთ, რომ ფილმის ჩვენების შედეგად, ვთქვათ, შეწყდება უკანონო ხის ჭრა.

მიღწევადი მიზანი იქნებოდა, უფრო კონკრეტულად ვიდეოსამხილების მოგროვება და რეკომენდაციებთან ერთად წარდგენა აღმასრულებელი და კანონმდებელი ორგანოებისთვის, რომლებიც განიხილავენ კანონმდებლობას ამ საკითხთან დაკავშირებით.

R: რეალისტური:

არ არის რეალისტური, მიზნად დაისახოთ ის, რომ ვიდეოს ჩვენებისას წელს ოთხჯერ უფრო დიდი აუდიტორია გეყოლებათ.

რეალისტური მიზანი იქნებოდა, ვთქვათ, წლევანდელ ჩვენებაზე 10%25-ით მეტი ადამიანის დასწრება.

T დროში გაწერილი

რაც შეიძლება მალე უნდა შევიდეს ცვლილება ინფორმაციის თავისუფლების კანონში.

დროში გაწერილი გეგმა მიზნად დაისახავდა, მაგალითად, იანვრის ბოლოს კანონში ცვლილებას.

გააკეთეთ პირველი სამი სავარჯიშო და ყველაფერი დაგეგმეთ უკვე? ვიდრე გადაღებისას გასათვალისწინებელ უსაფრთხოებისა და ეთიკის ნორმებზე და ამასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ვიდეოადვოკატების რჩევებზე გადავიდოდეთ, სახელმძღვანელოს შემდეგ ნაწილში ცოტა ხანს შევჩერდებით იმ ადამიანებზე, რომლებიც ფილმში მთავარი ამბის მთხრობელნი არიან ხოლმე - ფილმის გმირებზე.

4.3 გმირის როლი და მნიშვნელობა ფილმში

▲ზევით დაბრუნება


გმირის არსებობა ფილმში ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, როგორც მთავარი გმირის გარეშე გადაღებული ვიდეოა მშრალი, ასევე არ არის რეკომენდებული ფილმის გადატვირთვა გმირებით.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთი და იგივე ამბავი შესაძლოა სხვადასხვაგვარად მოვუყვეთ მაყურებელს. შეიძლება მხოლოდ ფაქტებისა და სტატისტიკური მონაცემების საშუალებით და ექსპერტებთან ინტერვიუებით აჩვენოთ, თუ რამდენად მწვავეა პრობლემა. ან ციფრებს თავი აარიდოთ და დოკუმენტური კადრები გამოიყენოთ (მაგ. როგორ უსწორდებიან ფიზიკურად საპროტესტო აქციის მონაწილეებს). არსებობს კიდევ ერთი გზა: მაყურებელს გააცნოთ ადამიანები, ვისაც უშუალოდ შეეხო ის საკითხი, რომელზეც ფილმში მოუთხრობთ.

როგორც წესი, ფილმზე მუშაობისას ყველა ეს მიდგომა და მეთოდი გამოიყენება. ყველა ელემენტი საჭიროა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, მაინც მთავარი გმირი ან გმირებია.

ერთია, როდესაც მაყურებელს ამბავს (სტატისტიკური მონაცემების, ფაქტებისა და დოკუმენტური კადრების გამოყენებით) თქვენ, ფილმის ავტორი უყვებით და მეორეა, როდესაც იგი ეკრანზე ამბის უშუალო მონაწილეს ხედავს და მისგან ისმენს დეტალებს. ამ შემთხვევაში მაყურებელი საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენს გმირთან და ფილმი და საკითხიც მისთვის უფრო საინტერესო, ახლობელი ხდება. მას დეტალები აინტერესებს: რა გადახდა თავს ამ ადამიანს, რა მოხდება შემდეგ, როგორ წარიმართება მოვლენები. შესაბამისად, მაყურებლის ჩართულობა ფილმში და პრობლემით დაინტერესებაც იზრდება.

გმირი შესაძლოა სხვადასხვა ფორმით შემოვიდეს ფილმში: შეიძლება ტრადიციული ინტერვიუ ჩაიწეროს, ან/და გმირი თვითონ იყოს ამბის მთხრობელი (მისი ხმა კომენტარად გადაედოს მთელ ვიდეოს).

0x01 graphic

ჯეიკობ აკაიე - გატაცებული ბავშვი საკუთარ ისტორიას
ყვება ფილმშიკონი 2012“

მაგალითად, საადვოკატო ფილმში „კონი 2012“ მოთხრობილი ამბავი ავტორს შეიძლებოდა სხვადასხვანაირად ეჩვენებინა. შეეძლო მხოლოდ ფაქტები და სტატისტიკური მონაცემები გამოეყენებინა. მაგრამ, მან ფილმის დასაწყისშივე კონის არმიის ერთ-ერთი წევრი ჯეიკობი გააცნო მაყურებელს. ჯეიკობი ყვება როგორ ოცნებობდა იურისტობაზე, მაგრამამის ნაცვლად, როგორ მოხვდა კონის არმიაში და როგორ დაკარგა ყველაფრის და ყველას იმედი. მაყურებელი თანაუგრძნობს ჯეიკობს. მყარდება ემოციური კავშირი გმირსა და მაყურებელს შორის, რომელსაც უნდა, უფრო მეტი გაიგოს კონის არმიის და ჯეიკობის მსგავსად დატყვევებული 30000 არასრულწლოვნის შესახებ.

გმირის არსებობა ფილმში ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ როგორც მთავარი გმირის გარეშე გადაღებული ვიდეოა მშრალი, ასევე არ არის რეკომენდებული ფილმის გადატვირთვა გმირებით. ამ შემთხვევაში მაყურებელი იბნევა. უმჯობესია, ერთი მთავარი გმირი გყავდეთ და მისი ისტორიის გარშემო ააწყოთ ამბავი, ვიდრე სამი ან მეტი.

მნიშვნელოვანია გმირების შერჩევაც. სანამ უშუალოდ ფილმის გადაღებას შეუდგებოდეთ, საწყის ეტაპზე, როდესაც საჭირო ინფორმაციას აგროვებთ და საკითხს სწავლობთ, იფიქრეთ იმაზეც, ვინ იქნება ყველაზე შესაფერისი გმირი თქვენი ფილმისთვის. ერთი მხრივ, ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელიც ფილმში ასახული მოვლენის უშუალო მონაწილეა (დაზარალებული, მოწმე, თვითმხილველი). ასევე მნიშვნელოვანია, ამბის როგორი მთხრობელია იგი. ზოგიერთ ადამიანს ამბის თხრობის ნიჭი აქვს, ზოგიერთი კი კამერის დანახვისთანავე იბნევა.

0x01 graphic

კადრი ფილმიდანკონი 2012“; გევინი, ფილმის
ავტორის, ჯეისონ რასელის, შვილი

შემდგომ ეტაპზე კი, როდესაც გადაღებას დაასრულებთ და მონტაჟს შეუდგებით, შეარჩიეთ არა ის ეპიზოდები, სადაც თქვენი გმირი მშრალად ყვება ისტორიას, არამედ სადაც ყველაზე გულახდილი და ემოციურია. რადგან, სწორედ ეს ნაწილი მოახდენს ყველაზე დიდ ზემოქმედებას მაყურებელზე და დაამახსოვრდება მას.

„კონი 2012“-ის ავტორმა ადამიანის უფლებათა დამცველების კრიტიკაც დაიმსახურა იმის გამო, რომ მან გადაწყვიტა კონის არმიაში მოხვედრილი ბავშვებისა და უგანდაში მეგობართან ერთად მოგზაურობის შესახებ მოეთხრო საკუთარი შვილისთვის. ფილმი სწორედ ავტორისა და მისი ხუთი წლის შვილის საუბრით იწყება, და ჯეიკობი, მეორე მთავარი გმირი, მხოლოდ ასეთი შესავლის შემდეგ შემოდის ფილმში. კრიტიკოსები ამბობდნენ, რომ ფილმი ზედმეტად „ამერიკანიზებულია“ და მთავარი პრობლემიდან ყურადღება გადააქვს დასავლეთზე და მის რეაქციაზე. თუმცა, სწორედ ეს იყო ფილმის ავტორის მიზანი, რომლის მთავარი აუდიტორია ამ ფილმზე მუშაობისას იყვნენ ამერიკელი ახალგაზრდები, რომლებზეც ყველაზე მეტად სწორედ იმან იმოქმედა, რომ ორი ამერიკელი ახალგაზრდა, რომელიც უგანდაში ხვდება, კამპანიას იწყებს და უგანდელი ბავშვების ცხოვრებაში რაღაც ცვლილებების შეტანას ახერხებს. ამერიკელ სტუდენტებთან გზავნილის მისატანად ყველაზე ეფექტური სწორედ ამერიკელების ამ თემაში ჩართულობა აღმოჩნდა.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომელიც კარგად უნდა მოიფიქროთ, ვიდრე ფილმის დაგეგმვას დაიწყებთ - რა უფრო იმუშავებს თქვენს სამიზნე აუდიტორიაზე, რა იქონიებს მათზე ყველაზე მეტ გავლენას. მაგრამ ასევე კადრი ფილმიდან „კონი მზად იყავით, რომ შეიძლება თქვენი მიდგომა ყველამ არ მოიწონოს, განსაკუთრებით მათ, ვინც იმავე თემატიკაზე მუშაობს.

სავარჯიშო 4, სწორედ ფილმის გმირების შერჩევაში დაგეხმარებათ, გააკეთეთ, ვიდრე კითხვას განაგრძობდეთ.

4.4 არ ავნო გმირებს

▲ზევით დაბრუნება


ვიდეოადვოკატები ძალიან ფრთხილობენ თავიანთ გმირებთან ურთიერთობის დროს. ეს ბუნებრივიცაა, რადგან გმირები, რომელთა უფლებების შესახებაც მოგვითხრობს ფილმი, როგორც წესი, უკვე არასამართლიანი ქცევის ან ძალადობის მსხვერპლნი არიან და დაცვას საჭიროებენ. როდესაც მათ თავიანთი თავგადასავლის მოყოლას თხოვთ, ამით შეიძლება ხელახლა მიადგეთ ტრავმა. შეიძლება თქვენ დატოვოთ ის ადგილი და იმის გამო, რომ მან თქვენ ინტერვიუ მოგცათ, კიდევ მეტი საფრთხე დაემუქროთ სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან, რომელთაგანაც თავის დაცვას ცდილობდნენ. ასეთი შეცდომები ხშირად მედიის, განსაკუთრებით კი, ტელევიზიების წარმომადგენლებს მოსდით - აჩვენებენ ბავშვს, რომელიც სოფელში გაიტაცეს, მასზე ძალადობის მიზნით, და არ ფიქრობენ იმაზე, რომ ამ ბავშვს სკოლაში მოუწევს დაბრუნება და იმავე გარემოში ცხოვრება, სადაც მსხვერპლის სტატუსი მუდმივად გაჰყვება.

ზოგჯერ მედიაც იჩენს არაპროფესიონალიზმს, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენი ამოცანა პრობლემის მიმართ ყურადღების მიპყრობაა, ოღონდ - არა მსხვეპრლის ხარჯზე.

ადამიანები, რომელთა უფლებებიც ირღვევა, თავის დასაცავად მზად არიან მოგითხრონ თავიანთი ამბავი და გაახმაურონ საკუთარი სახელიც კი, მაგრამ უნდა გესმოდეთ, რომ შეიძლება ამ კონკრეტული ადამიანის სახელის, ადგილმდებარეობის ხსენებას იმხელა მნიშვნელობა არ ჰქონდეს თქვენი ვიდეოსთვის, რამდენადაც საფრთხე შეუქმნას მის სიცოცხლეს.

ხშირად მოწყვეტილ, შორეულ ადგილებში მცხოვრებ ადამიანებს არ ესმით ტელევიზიისა და ვიდეოგადაღების ეფექტი და გავლენა. ამიტომ, კარგად აუხსენით, რომ მათი სახე შეიძლება ათასობით ადამიანმა იხილოს, მათ შორის, მათმა მეზობლებმა, ახლობლებმა. კონკრეტულად აუხსენით ვისთვის არის თქვენი ფილმი გამიზნული, რომელი აუდიტორიისთვის იღებთ, შეუთანხმეთ და არავითარ შემთხვევაში არ დაარღვიოთ მიცემული პირობა - იქნება ეს კონკრეტული კადრების ამოღება, გადაკეთება თუ შესწორება.ზოგჯერ ფილმის ავტორებს უწევთ ვიდეოს მთლიანად გადაკეთება, რადგან მთავარმა ადამიანები, რომელთა უფლებებიც ირღვევა, თავის დასაცავად მზად არიან მოგითხრონ თავიანთი ამბავი და გაახმაურონ საკუთარი სახელიც კი, თუმცა გახსოვდეთ, რომ ზოგჯერ სახელის და ადგილმდებარეობის ხსენებას თქვენი ვიდეოსთვის შეიძლება მნიშვნელობა არ ჰქონდეს, მათ სიცოცხლეს კი საფრთხე შეუქმნას გმირმა, რომელიც თავიდან თანახმა იყო ფილმში მონაწილეობაზე, გადაღების პროცესში გადაწყვეტილება შეცვალა.

გმირის ვინაობის დაფარვის არაერთი ხერხი არსებობს - თუ ფიქრობთ, რომ მოსალოდნელია საფრთხე შეუქმნათ ადამიანს, შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს გზები როგორც გადაღების, ისე მონტაჟის პროცესში. გადაღებისას შეგიძლიათ:

  • თხოვოთ გმირს, არ ახსენოს კონკრეტული სახელები და ადგილები;

  • თხოვოთ, არ ჩაიცვას ისეთი ტანსაცმელი, რომლითაც ამოცნობადი შეიძლება გახდეს;

  • დასვათ ძლიერი განათების ფონზე, რომ მხოლოდ სილუეტი ჩანდეს;

  • გადაიღოთ გაუსწორებელი ფოკუსით, რომ შეუძლებელი იყოს გმირის სახის გარჩევა;

  • არ გადაიღოთ სახე, არამედ გადაიღეთ მისი ხელები ან სხეულის სხვა ნაწილი, რომლითაც ამოცნობა ძნელი იქნება;

  • გადაიღოთ ზურგის მხრიდან, რომ სახე არ გამოჩნდეს; გადაიღოთ ქუდში, რომელიც თვალებს უფარავას - თვალებით ადამიანი ყველაზე ადვილად ამოიცნობა.

0x01 graphic

ჩვენ ვნახეთ ეს ბავშვები იყო უამრავი ამერიკელი
მოსწავლის მიერ ერთხმად შეძახილი მესიჯის ნაწილი,
რომელიც ფილმშიკონი 2012“ გაისმა

მონტაჟის დროს:

  • შეგიძლიათ დაუფაროთ თვალები ან მთლიანად სახე შავი მართკუთხედით ან სპეციალური ეფექტით, რომელიც გარჩევას შეუძლებელს ხდის;

  • დაფარეთ ასევე ლოგო ტანსაცმელზე ან ინტერვიუს ადგილას;

  • შეცვალეთ ხმა;

  • გამოიყენეთ მხოლოდ ხმა და არ აჩვენოთ გმირი;

  • აჩვენეთ ხელები ან სხეულის სხვა ნაწილები, ან ძალიან შორიდან გადაღებული გმირი მისი აუდიოს პარალელურად.

გადაღების პროცესში ეცადეთ ფრთხილად დაუსვათ კითხვები, რომ არ მიაყენოთ ტრავმა და უთხარით, რომ გამორთავთ კამერას და შეაჩერებთ გადაღებას, თუ ამის სურვილი ექნებათ. ხოლო მას შემდეგ, რაც ფილმს დაასრულებთ, შესთავაზეთ, რომ ერთად ნახოთ მასალა და ის კადრები, რომელსაც ფილმში იყენებთ. ფილმის გმირის ნდობა თქვენი მიზნების მიღწევაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნდობის მოპოვება კი ყოველთვის ადვილი არ არის.

0x01 graphic

ჩვენ გავიგონეთ მათი ტირილი“, ეს ომი უნდა შეწყდეს“,
ჩვენ არაფრის შეგვეშინდება - ამბობენ ამერიკელი
ბავშვები ერთხმად ფილმში კონი 2012“

4.5 იზრუნე უსაფრთხოებაზე

▲ზევით დაბრუნება


ვიდეოადვოკატები გვირჩევენ, რომ ვიზრუნოთ გმირის უსაფრთხოებაზე და არც საკუთარი და გადამღები ჯგუფის წევრების უსაფრთხოება გამოგვრჩეს მხედველობიდან. უსაფრთხოებაზე ფიქრი სულ გვჭირდება - ფილმის დაგეგმვისას, გადაღებისას, დისტრიბუციისას, გმირებთან კომუნიკაციისას მობილურით, ელ.ფოსტით თუ სოციალური ქსელებით

იზრუნეთ უსაფთხოებაზე ფილმის დაგეგმვისას, გადაღებისას, დისტრიბუციისას, გმირებთან კომუნიკაციისას მობილურით, ელექტრონული ფოსტით თუ სოციალური ქსელებით. იზრუნეთ საკუთარ, გადამღები ჯგუფის წევრების, ფილმის გმირებისა და წყაროების უსაფრთხოებაზე.

მაგალითად, ფილმისთვის ინტერვიუს ჩაწერა შეიძლება არაკეთილგანწყობილ წყაროებთანაც მოგიწიოთ - კანონდამრღვევები, მოძალადეები, და ა.შ. ეცადეთ, მათი ინტერვიუ ბოლოსთვის გადადოთ და მანამდე ფილმის დანარჩენი მასალა მოაგროვოთ, რომ მათ გადაღებებსა და ინფორმაციის მოპოვებაში ხელი არ შეგიშალონ. არ არსებობს ასეთ წყაროებთან ურთიერთობის ერთი უნივერსალური გზა, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ეს ის ადამიანები არიან, ვინც თქვენი ფილმის გმირებს ზიანი მიაყენეს და არ არის გამორიცხული, რომ თქვენც მათი მსხვერპლი გახდეთ, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა. მოფიქრებული გქონდეთ სახიფათო სიტუაციიდან გამოსვლის გზები.

ვიდეოადვოკატები გვირჩევენ, რომ შეძლებისდაგვარად ვეცადოთ, ვიმუშაოთ პარტნიორთან ერთად, განსაკუთრებით, როდესაც საპროტესტო აქციას ვიღებთ, სადაც საფრთხე როგორც დემონსტრანტების, ისე წესრიგის დამცველების მხრიდან შეიძლება შეგექმნათ. ასეთ დროს ერთ-ერთი ჯგუფის წევრი იღებს მოვლენებს, მისი პარტნიორი კი მიმართულებას აძლევს და გარემოს ადევნებს თვალს, რომ საფრთხე აგარიდოთ.

ვიდეოადვოკატებს მხოლოდ ფიზიკური უსაფრთხოებისთვის ზრუნვა როდი სჭირდებათ - არანაკლები სიფრთხილეა საჭირო ინტერნეტსივრცეში მუშაობისას. ახალი ტექნოლოგიები ადვოკატირების კამპანიის წარმოებისთვის ბევრ მოსახერხებელ საშუალებას გვთავაზობს, მაგრამ ასევე მოაქვს სხვადასხვა ტიპის საფრთხეც. იცოდეთ, რომ თქვენი ტექნოლოგიური საშუალებები თქვენს წინააღმდეგ მუშაობენ, თუ აღმოაჩენთ, რომ მაგალითად, თქვენი პაროლები უცნაურად იწყებს შეცვლას, ან პირადი მესიჯები ვიღაც მესამე პირის მიერ იქნა წაკითხული, კონკრეტულ ვებგვერდებზე არ გაქვთ წვდომა, მობილური ტელეფონები ხშირად ითიშება და ეჭვი გიჩნდებათ, რომ ისმინება, და ა.შ. ეცადეთ, ყოველთვის იფიქროთ, რა ინფორმაციას ავრცელებთ ინტერნეტით, მითუმეტეს, თუ მსხვერპლთა უფლებებზე მუშაობთ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ინფორმაციის სენსიტიურობა, როდესაც მეტისმეტად კომფორტულ ვებ-ტექნოლოგიებს (Blogger, Facebook ან Twitter) ვიყენებთ ჩვენს საქმიანობაში. ხშირად ასეთი ვებ-სერვისები თქვენს მონაცემებს დიდხანს ინახავენ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება თქვენი პროფილი საერთოდაც გააუქმოთ. თქვენს მიერ მანამდე გაზიარებული ინფორმაცია მაინც შეინახება. ამიტომ, ვიდრე ინფორმაციის გაზირებას დაიწყებდეთ, გაეცანით, რას გთავაზობენ ეს სერვისები პირადი ნფორმაციის დაცვის და გამოყენების ვალსაზრისით, ომ საფრთხეში არ ჩაიგდოთ საკუთარი თავი, ან თქვენს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ადამიანები. დაფიქრდით, რამდენად გჭირდებათ ანონიმურობის შენარჩუნება და გამოიყენეთ შესაბამისი პროგრამები, რომ დაიცვათ თავი და ინფორმაცია. სასარგებლო ინფორმაცია სხვადასხვა ასეთი ინსტრუმენტების შესახებ შეგიძლიათ მოიძიოთ www.securityinabox.org მისამართზე. გადახედეთ არსებულ რესურსებს და ჯგუფთან ერთად გააკეთეთ ამ თავის ბოლოს მოცემული სავარჯიშო 5.

0x01 graphic

4.6 თავის შეჯამება

▲ზევით დაბრუნება


მეორე თავში ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ უნდა დაიგეგმოს ფილმი; როგორ გადავწყვიტოთ, რა ფორმით გადმოვცეთ სათქმელი; ვინ იქნებიან ფილმის გმირები და როგორ უნდა დავიცვათ ისინი ზიანისაგან.

  • უპირველეს ყოვლისა, მუშაობას ვიწყებთ საადვოკატო ვიდეოს მონახაზით, რომელსაც შემდეგი ეტაპები აქვს: ფილმის აღწერა, მესიჯების პრიორიტეტების მიხედვით განლაგება, მესიჯის მიმწოდებლის განსაზღვრა, აუდიო და ვიდეოკონტენტის მოძიება; პარტნიორებისა და მოკავშირეების განსაზღვრა და მონაწილეობა.

  • ვიდეო ადვოკატირების კამპანიას SMART მიზნები უნდა ჰქონდეს. ეს სიტყვა, გარდა იმისა, რომ „ჭკვიანს“ ნიშნავს, ასევე ჭკვიანური აბრევიატურაა და ნიშნავს: კონკრეტულს (Specific), გაზომვადს (Measurable), მიღწევადს (Achievable), რეალისტურს (Realistic) და დროში გაწერილს (Time-bound).

  • გმირის მნიშვნელობა საადვოკატო ვიდეოში ძალიან დიდია, რადგან მაყურებელი ადვილად ახდენს საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ადამიანთან, რომელსაც უშუალოდ შეეხო პრობლემა. გმირი შესაძლოა სხვადასხვა ფორმით შემოვიდეს ფილმში: შეიძლება ტრადიციული ინტერვიუ ჩაიწეროს, ან/და გმირი თვითონ იყოს ამბის მთხრობელი (მისი ხმა კომენტარად გადაედოს მთელ ვიდეოს).

  • გმირები, რომელთა უფლებების შესახებაც მოგვითხრობს ფილმი, როგორც წესი, არასამართლიანი ქცევის ან ძალადობის მსხვერპლნი არიან და დაცვას საჭიროებენ. ზოგჯერ ეს იმას ნიშნავს, რომ მათი ვინაობა უნდა დაფაროთ. ამის არაერთი ხერხია შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს გზები როგორც გადაღების, ისე მონტაჟის პროცესში.

  • ვიდეოადვოკატები გვირჩევენ, რომ ვიზრუნოთ გმირის უსაფრთხოებაზე და არც საკუთარი და გადამღები ჯგუფის წევრების უსაფრთხოება გამოგვრჩეს მხედველობიდან. უსაფრთხოებაზე ფიქრი სულ გვჭირდება - ფილმის დაგეგმვისას, გადაღებისას, დისტრიბუციისას, გმირებთან კომუნიკაციისას მობილურით, ელექტრონული ფოსტით თუ სოციალური ქსელებით.

4.7 სავარჯიშოები

▲ზევით დაბრუნება


1. მიუხედავად იმისა, რომ წინამდებარე თავის ტექსტი უმეტესად პრაქტიკულ რჩევებს ითვალისწინებს და თუ მათ მიყვებოდით, თქვენი ვიდეოს მონახაზი უკვე მზად უნდა გქონდეთ, მოდით, მაინც გავიმეოროთ და გადავამოწმოთ, გვაქვს თუ არა ყველაფერი მზად, ან თუ რამის შესწორება გვინდა, ამისთვის სწორედ კარგი დროა:

. ფილმის აღწერა - არ დაგავიწყდეთ, აქ მაქსიმალურად დეტალურად უნდა აღწეროთ თქვენი მესიჯი, და არა ზოგადად პრობლემა.

. დაწერეთ კონკრეტული მესიჯები, რომლებიც თქვენი ფილმით უნდა მიაწოდოთ სასურველ სხვადასხვა აუდიტორიას და დაალაგეთ ისინი პრიორიტეტების მიხედვით.

. სამიზნე აუდიტორიის ინტერესებისა და თქვენი მიზნების შესაბამისად გაწერეთ ვინ მიაწვდის მესიჯს, ან რა ფორმით მიაწვდით მესიჯს მაყურებელს.

. ჩამოწერეთ ის აუდიო და ვიდეო კონტენტი, რომელსაც ფილმში გამოიყენებთ - წინასწარ უნდა იცოდეთ, რა მასალა გაქვთ და რისი გადაღება დაგჭირდებათ.

. გადაამოწმეთ, არის თუ არა ფილმის გეგმით გათვალისწინებული პასუხი ყველა ძირითად კითხვაზე: ვინ, რა, სად, როდის, როგორ და რატომ? - ჩამოწერეთ.

2. მას შემდეგ, რაც ფილმის მონახაზი მზად გექნებათ, განაგრძეთ ინფორმაციის მოძიება, ნახეთ, ვის უმუშავია თქვენს თემაზე, რა გამოცდილება აქვს; მოაგროვეთ საკონტაქტო ინფორმაცია და აუცილებლად გაესაუბრეთ მათ. განსაზღვრეთ მოკავშირეები, ჩამოწერეთ ვინ შეიძლება გახდეს თქვენი პარტნიორი ვიდეოადვოკატირების კამპანიაში; შეთანხმდით და გაანაწილეთ როლები პარტნიორებს შორის. და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ ინფორმაციის საძიებო სისტემებში მოძიება თემატური სიტყვებით - არასდროს იცი, რა შეიძლება აღმოაჩინო ინტერნეტში, რაც შეიძლება გამოგადგეს კამპანიის დროს.

3. კიდევ ცოტა დრო დავუთმოთ დაგეგმვას და შემდეგ უკვე გადასაღებად წასვლაც შეიძლება. ამჯერად, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ვიდეოს მიზნები არის SMART. ჩამოწერეთ რამდენად არის თქვენი მიზნები: კონკრეტული (Specific), გაზომვადი (Measurable), მიღწევადი (Achievable), რეალისტური (Realistic) და დროში გაწერილი (Time-bound).

4. შეარჩიეთ ფილმის გმირი, გადაწყვიტეთ, რამდენი გმირი გეყოლებათ, როგორ აჩვენებთ და რას მოაყოლებთ.

5. დროა, ჯგუფში შეთანხმდეთ ეთიკისა და უსაფრთხოების ნორმებსა და გეგმაზე, რაც ფილმის მზადების, გადაღებისა თუ მონტაჟის პროცესში შეიძლება დაგჭირდეთ. გაითვალისწინეთ რჩევები, რომლებიც სახელმძღვანელოშია მოცემული და შეადგინეთ თქვენივე წესები, რომ არ ავნოთ ან საფრთხე არ შეუქმნათ გმირს, საკუთარ თავს ან გადამღებ ჯგუფს.

5 თავი III. ვიდეოს გადაღება

▲ზევით დაბრუნება


  • რა ტექნიკური საშუალებები არსებობს ვიდეოს გადასაღებად?

  • ვიდეოს შემადგენელი ნაწილები როგორ გადავიღოთ ვიდეო?

  • როგორ ჩავწეროთ კარგი ინტერვიუ?

  • მონტაჟი

  • ტექნიკური რჩევები

  • თავის შეჯამება

  • სავარჯიშოები

მესამე თავში განვიხილავთ, თუ რა ტექნიკური საშუალებები არსებობს ვიდეოს გადასაღებად. გავეცნობით თითოეული მათგანის დადებით და უარყოფით მხარეებს. ვისაუბრებთ ტექნიკურ ნაწილზეც. გავიგებთ რა არის ფოკუსი, ექსპოზიცია, ბალანსი და ასევე, რას ნიშნავს უცნაური იტყვა ტრანსფოკატორი. ვისწავლით რისთვის გვჭირდება კადრის სიმსხვილის ცვლა და გავეცნობით სხვადასხვა სიმსხვილის კადრებს. ვისაუბრებთ იმაზეც, თუ როგორ ჩავიწეროთ მაღალი ხარისხის ხმა გადაღებისას. და, რაც მთავარია, გავიგებთ, როგორ უნდა დამონტაჟდეს გადაღებული მასალა და როგორ უნდა მოვყვეთ ამბავი კადრების საშუალებით. არ შეგაშინოთ იმან, რომ არ ხართ გამოცდილი ოპერატორი და მემონტაჟე. გახსოვდეთ, გამოცდილება პრაქტიკას მოაქვს.

5.1 რა ტექნიკური საშუალებები არსებობს ვიდეოს გადასაღებად?

▲ზევით დაბრუნება


ხარისხიანი ვიდეოს გადასაღებად რამდენიმე საშუალება არსებობს. გაქვთ ციფრული ფოტოაპარატი? სავარაუდოდ მას ვიდეოს გადაღების ფუნქციაც აქვს! მაგრამ, თუ ვიდეოკამერა გაქვთ, კიდევ უკეთესი! არ არის აუცილებელი იგი პროფესიონალური იყოს. მთავარია, ამბავი გადაიღოთ! ნაკლებად მნიშვნელოვანია, ტექნიკურად რა გზას აირჩევთ ამისათვის. გამოსავალი მაშინაც არსებობს, როცა არც ვიდეოკამერა გაქვთ და არც ციფრული ფოტოაპარატი. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მობილური ტელეფონი გამოიყენოთ. თითქმის ყველა თანამედროვე მობილურ აპარატს აქვს ვიდეოსა და ფოტოს გადაღების ფუნქცია. მოდით, დეტალურად განვიხილოთ რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს თითოეულს.

ვიდეოგრაფი - ადამიანი, რომელიც იღებს მოძრავ გამოსახულებას - ვიდეოს.

ციფრული ფოტოაპარატი

0x01 graphic

ციფრულ ფოტოაპარატს ის უპირატესობა აქვს, რომ ის მცირე ზომისაა და ადვილია ყოველთვის თან იქონიოთ (ვინ იცის, რისი მოწმე გახდებით და რის გადაღებას გადაწყვეტთ!) თანაც ძვირი არ ღირს! (თუ ძალიან ძვირადღირებული აპარატის შეძენას არ მოინდომებთ. შედარებისათვის, მარტივი ციფრული აპარატის ფასი 100-150 ლარის ფარგლებშია. მაშინ, როდესაც პროფესიონალური შესაძლოა 6.500 ლარი ღირდეს). მაგრამ ციფრული ფოტოაპარატის უარყოფითი მხარეა დაბალი ხარისხის გამოსახულება. ასევე ის, რომ მას არ აქვს გარე მიკროფონის მიერთების შესაძლებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ხმის მაღალი ხარისხით ჩასაწერად. თუმცა, თუ დამწყები ვიდეოგრაფი ხართ, ციფრული ფოტოაპარატი თქვენთვის სრულიად საკმარისი იქნება!

ციფრული ვიდეოკამერა

0x01 graphic

ციფრული ვიდეოკამერა ფოტოაპარატთან შედარებით ძვირია, სამაგიეროდ გარანტირებულია გამოსახულების ხარისხი და ხმის სისუფთავე. (ვიდეოკამერებს, ხშირ შემთხვევაში, გარე მიკროფონიც უერთდება). რადგანაც ვიდეოკამერა ფოტოაპარატზე უფრო დიდია, თანაც აქვს დიდი აკუმულატორი, შტატივი და მიკროფონი, მისი ტარება გაცილებით რთულია! გარდა ამისა, თუ ძველი მოდელის კასეტებიანი ვიდეოკამერით სარგებლობთ, გადაღების დასრულების შემდეგ ჯერ ამ მასალის „შეგორება“ ანუ გაციფრულება დაგჭირდებათ. მაგრამ თუ გაგიმართლათ და მასალა ვიდეოკამერის მეხსიერების ბარათზე ინახება, ეს პრობლემა მოხსნილია: შეგიძლიათ გადაღებული კადრები პირდაპირ გადაიტანოთ კომპიუტერში და შეუდგეთ მონტაჟს.

ფლიპ-კამერა

0x01 graphic

ფლიპ-კამერა ციფრული ვიდეოკამერის სახეობაა, რომელიც ძალიან მოსახერხებელი ხელსაწყოა. იგი USB პორტით კომპიუტერს უკავშირდება და ძალიან სწრაფი მოქმედების საშუალებას გაძლევთ. შეგიძლიათ გადაღებისთანავე მასალა კომპიუტერში გადაიტანოთ, დაამონტაჟოთ და Youtube-ზე ან სხვა მსგავსს ვებგვერდზე ატვირთოთ. და ეს ყველაფერი - რამდენიმე წუთში!

სამოქალაქო ჟურნალისტიკაში სულ უფრო და უფრო ხშირად გამოიყენება ამ ტიპის კამერები. ფლიპ-კამერას გარე მიკროფონს ვერ დაუკავშირებთ - ეს მისი უარყოფითი მხარეა.

მობილური ტელეფონი

0x01 graphic

მობილური ტელეფონი მცირე ზომისაა და საშუალებას მოგცემთ მიმდინარე მოვლენები ისე გადაიღოთ, რომ არ მიიქციოთ არასასურველი ყურადღება. მაგალითად, საპროტესტო აქციების დროს ის გაცილებით ნაკლებად თვალშისაცემია, ვიდრე რომელიმე ტელკომპანიის პროფესიონალური ვიდეოკამერა. საბედნიეროდ, ახალი მოდელები გამოსახულებისა და ხმის ჩანაწერის მაღალ ხარისხსაც იძლევა (ზოგიერთ მათგანს გარე მიკროფონიც კი უერთდება). მობილური ტელეფონის უარყოფითი მხარეა, რომ ბევრ მათგანს შეზღუდული აქვს ვიდეოს ხანგრძლივობა და შეიძლება გადაღება ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში შეაჩეროს.

დამხმარე ხელსაწყოები
შტატივი

0x01 graphic

ყოველთვის გამოიყენეთ შტატივი, როცა ამის საშუალება გექნებათ. ის დაგეხმარებათ დაბალფასიანი ფოტოაპარატით ან ვიდეოკამერით გადაღებული მასალა პროფესიონალურს დაამსგავსოთ. უმჯობესია გამოიყენოთ შტატივი, რომელსაც მოძრავი თავი აქვს. ეს კამერის მოძრაობას გააადვილებს!

რომელი მიკროფონი გამოვიყენოთ:
ფოტო ან ვიდეოკამერაში ჩამონტაჟებული თუ გარე?

0x01 graphic

სუფთა ხმა ძალიან მნიშვნელოვანია! ხმის უხარისხო ჩანაწერმა შეიძლება კარგი გამოსახულება გაგიფუჭოთ. იმ შემთხვევაში, თუ ვიდეოკამერას გარე მიკროფონი უერთდება, შეგიძლიათ შედარებით იაფფასიანი მიკროფონიც კი შეარჩიოთ. ხშირ შემთხვევაში იგი ჩამონტაჟებულ მიკროფონზე გაცილებით მაღალი ხარისხით იწერს ხმას.

5.2 ვიდეოს შემადგენელი ნაწილები

▲ზევით დაბრუნება


ვიდეო არის ვიზუალური (კადრი) და აუდიო (ხმა) კომპონენტების ერთობლიობა. სანამ ვიდეოს გადაღებას შეუდგებით, უნდა იფიქროთ, რა იქნება ის ვიზუალური და აუდიო ელემენტები, რომლებისგანაც მას ააგებთ.

რა სახის ვიზუალური მასალა შეიძლება იყოს გამოყენებული ვიდეოში?

  • რაიმე მოვლენის ამსახველი ვიდეო და აუდიო მასალა (მაგ. დემონსტრაციის);

  • თქვენს ამბავთან დაკავშირებული ხედების, ცოცხალი ობიექტებისა და საგნების ამსახველი კადრები;

  • ინტერვიუები გმირებთან, თვითმხილველებთან, მოვლენის მონაწილეებთან და ა.შ.

  • ადამიანების საუბარი (არა ინტერვიუ, არამედ დიალოგი ან ორზე მეტი ადამიანის ერთმანეთთან საუბარი);

  • დადგმული სცენები. როდესაც რაიმე წარსულში მოხდა და მისი ამსახველი ვიდეომასალის მოპოვება ვერ ხერხდება, შეგიძლიათ ეს სცენა „გააცოცხლოთ“ და მსახიობების დახმარებით დადგათ. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მაყურებელმა იცოდეს, რომ რასაც ეკრანზე ხედავს დოკუმენტური მასალა არ არის და დადგმულია!

  • საარქივო მასალა;

  • ფოტოები, დოკუმენტები;

  • ტიტრები და სუბტიტრები. ტიტრების საშუალებით შეგიძლიათ მაყურებელს დამატებითი ფაქტები გააცნოთ, სუბტიტრებით კი ვიდეოს ის ნაწილები თარგმნოთ, სადაც გმირები მაყურებლისათვის უცხო ენაზე საუბრობენ;

  • გრაფიკა (მაგ. სტატისტიკური მონაცემების გრაფიკული გამოსახულება).

აუდიო ელემენტები

ინტერვიუ - შეგიძლიათ ინტერვიუს დროს ჩაწერილი ხმა გამოსახულებასთან ერთად ან სულაც მის გარეშე გამოიყენოთ და რესპონდენტის გამოსახულება მისი საუბრის შინაარსიდან გამომდინარე შერჩეული კადრებით „გადაფაროთ“.

კომენტარი - ცალკე ჩაწერილი ხმა, რომელიც მონტაჟის დროს დაედება ვიდეოს (გაიხსენეთ ტელესიუჟეტი და მასზე „გადადებული“ ჟურნალისტის ხმა). თქვენ თავად შეგიძლიათ იყოთ ამბის მთხრობელი ან შესაძლოა, ამ მიზნით რომელიმე გმირი შეარჩიოთ.

ბუნებრივი ხმა - სხვადასხვა სახის აუდიო (მაგ. ქუჩის ხმაური, ზღვის ალღების ხმა და ა.შ.), რომელიც სხვადასხვა ობიექტის გადაღებისას ჩაიწერეთ.

მუსიკა - რომელმაც შესაძლოა ვიდეოს შემატოს ემოცია და გაამძაფროს აქცენტები.

გადაღების დაწყებამდე მოფიქრებული უნდა გქონდეთ, რა ვიზუალური და აუდიო კომპონენტებით გეგმავთ საბოლოო ვიდეოს აგებას.

სანამ გადასაღებად წახვალთ, გადაამოწმეთ გაქვთ თუ არა ჩანთაში შემდეგი ნივთები: კამერა (მეხსიერების ბარათით და დამუხტული, სავსე აკუმულატორით); დამატებითი მეხსიერების ბარათი; კამერის დამტენი; ყურსასმენები; მიკროფონი თავისი კაბელით, რომლითაც კამერას დაუკავშირებთ; შტატივი.

5.3 როგორ გადავიღოთ ვიდეო?

▲ზევით დაბრუნება


როგორ უნდა გვეჭიროს ვიდეოკამერა?

0x01 graphic

0x01 graphic

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაღების დროს კამერა სტაბილური იყოს. ამისათვის არსებობს შტატივი, რომელიც კამერის სტაბილიზებას უზრუნველყოფს. მაგრამ არის შემთხვევები, როცა შტატივი არ გაქვთ ან მოცემულ სიტუაციაში შეუძლებელია მისი გამოყენება. ამ დროს შტატივის მაგივრობას ხელი გაგიწევთ. მყარად დადექით მიწაზე. შეგიძლიათ ფეხები ოდნავ გაშალოთ. ვიდეოკამერა ერთი ხელით მყარად დაიჭირეთ, მეორე კი კორპუსის წინა ნაწილში მოჰკიდეთ,რომ მაქსიმალურად მოხდეს მისი სტაბილიზება. თუ მუხლებზე დგახართ, შეგიძლიათ ერთი მუხლი მოხაროთ და მას იმ ხელის იდაყვით დაეყრდნოთ, რომელშიც კამერა გიჭირავთ. შტატივის მაგივრობა შესაძლოა ღობემ ან კედელმაც გაგიწიოთ. არჩევანი თქვენზეა! მთავარია, კამერა არ ყანყალებდეს და მყარად გეჭიროთ!

მოძრაობა კამერით

0x01 graphic

მოძრავი ობიექტის გადაღებისას შეგიძლიათ შტატივზე მდგარი კამერა ჰორიზონტალური ან ვერტიკალური პანორამირების (იხ. ქვემოთ) გამოყენებით „გაადევნოთ“ მას ისე, რომ კამერას ადგილი არ უცვალოთ. მაგრამ არსებობს მეორე ალტერნატივა: კამერა შტატივს მოხსნათ და კამერით ხელში, ობიექტთან ერთად გადაადგილდეთ.

ასეთ შემთხვევებში გაითვალისწინეთ შემდეგი:

  • ეცადეთ მუხლები ოდნავ მოხაროთ და ისე იმოძრაოთ;

  • ფრთხილად გადადგით ნაბიჯები, რომ გამოსახულება სტაბილური იყოს. კარგი იქნება, თუ უშუალოდ გადაღების დაწყებამდე ივარჯიშებთ. პრაქტიკის შემდეგ ნახავთ, რომ კამერით ხელში უკან-უკან სიარული და გადაღებაც შესაძლებელია;

  • როდესაც ობიექტს კამერით მიჰყვებით, სასურველია, გყავდეთ დამხმარე, რომელიც მუდმივად თქვენს ზურგს უკან იქნება და გზას გაგითავისუფლებთ;

  • მოძრავი ობიექტის გადაღებისას, კამერის მყარად დაფიქსირების მიზნით, შეგიძლიათ ბორბლებიანი სკამის ან ველოსიპედის გამოყენება, რომელზეც ვიდეოკამერას დაამაგრებთ და ობიექტს გაჰყვებით;

  • არ დაგავიწყდეთ, რომ კამერა მყარად უნდა გეჭიროთ ხელში - ორივე ხელით მაქსიმალურად უმოძრაოდ დაფიქსირებული!

კამერის მოძრაობა

კამერის მოძრაობა, სხვადასხვა სიტუაციაში, ადამიანის თვალის და თავის მოძრაობის იმიტაციას ქმნის. მაგალითად, თუ ვინმე წინ ჩაგირბენთ, ბუნებრივია, რომ მობრუნდებით და მას თვალს გააყოლებთ. იგივე შეიძლება კამერამ გაიმეოროს.

არსებობს კამერის მოძრაობის სხვადასხვა სახე, რომლებსაც ქვემოთ დაწვრილებით განვიხილავთ.

შტატივი სამფეხა გასაშლელი ხელსაწყო რომელზეც ვიდეო, ფოტო ან ფლიპ-კამერა (მობილური ტელეფონებისთვის არსებობს მინიშტატივები) მაგრდება, რათა მოხდეს მათი ფიქსაცია.

ჰორიზონტალური პანორამირება

როდის ხდება საჭირო კამერის მოძრაობა? მაშინ, როდესაც ობიექტს/ობიექტებს მთლიანად ვერ ატევთ კადრში. მაგალითად, დემონსტრაციის გადაღებისას. ხალხის მასები იმდენად დიდია, რომ ისინი ერთ კადრში არ ჩაეტევა. ამ შემთხვევაში სამი გამოსავალი არსებობს:

ჰორიზონტალური პანორამირება - კამერის ჰორიზონტალურ სივრცეში მოძრაობა - მარცხნიდან მარჯვნივ ან პირიქით.

ვერტიკალური პანორამირება - კამერის ვერტიკალურ სივრცეში მოძრაობა - ქვემოდან ზემოთ ან პირიქით.

1. კამერა ხელში დაიჭიროთ და მასთან ერთად იმოძრაოთ (მოძრაობა კამერით), „ჩამოატაროთ“ იგი და მაყურებელს აჩვენოთ გადასაღები სივრცე.

2. გადაიღოთ რიგი ცალკეული ხედებისა (რომლებიც მონტაჟისდროს ერთმანეთზე გადაბმის შემდეგ ერთ, მთლიან სურათად შეიკვრება).

3. ან შტატივზე დამაგრებული კამერა გადასაღებ სივრცეში თანაბარზომიერად, ჰორიზონტალურად ამოძრაოთ, რათა მთლიანად მოიცვათ იგი. ამ შემთხვევაში მაყურებელი საბოლოო სურათს დაინახავს ერთ კადრში. კამერის ასეთ მოძრაობას ჰორიზონტალური პანორამირება ჰქვია.

ჰორიზონტალური პანორამირება ნიშნავს შტატივზე დაფიქსირებული კამერის ჰორიზონტალურ სივრცეში მოძრაობას - მარჯვნიდან მარცხნივ ან პირიქით. სანამ კამერის მოძრაობას დაიწყებდეთ, დააყოვნეთ დაახლოებით 3 წამი, შემდეგ თანაბარი სიჩქარით ნელა ამოძრავეთ კამერა ჰორიზონტალურად და როდესაც საბოლოო წერტილს მიაღწევთ (სადაც გსურთ, რომ პანორამირება დაასრულოთ), ისევ დააყოვნეთ 3 წამი და მხოლოდ ამის შემდეგ შეწყვიტეთ გადაღება. ეს დაყოვნება მაყურებელს კადრის აღქმის და გააზრების საშუალებას აძლევს. თუ კამერას სწრაფად ამოძრავებთ, ან დასაწყისში და ბოლოს არ დააყოვნებთ, მაყურებელი ვერ მოასწრებს აღქმას, დაიბნევა და ვერ მიიღებს იმ ინფორმაციას, რომლის გადაცემაც ამ კადრის ჩვენებით გინდოდათ.

0x01 graphic

ვერტიკალური პანორამირება

ვერტიკალური პანორამირების შემთხვევაში, ჰორიზონტალურისაგან განსხვავებით, კამერა ვერტიკალურად მოძრაობს: ზემოდან ქვემოთ ან ქვემოდან ზემოთ. ისევე, როგორც ჰორიზონტალური პანორამირებისას, სანამ კამერის მოძრაობას დაიწყებთ, ჯერ დაახლოებით 3-4 წამი დააყოვნეთ. ასევე მოიქეცით კამერის მოძრაობის დასრულებისას.

ვერტიკალური თუ ჰორიზონტალური პანორამირებისას ეცადეთ პანორამა ძალიან გრძელი არ იყოს. ამასთან, მას ლოგიკური დასაწყისი და დასასრული უნდა ჰქონდეს.

არ გაგიტაცოთ პანორამირებამ. ხშირი პანორამა მაყურებელს თავბრუს ახვევს. თუ ამის შესაძლებლობა არსებობს, გადასაღები სივრცე ცალკეული კადრებით აჩვენეთ და პანორამას საერთოდ ნუ გამოიყენებთ. ან, უკიდურეს შემთხვევაში, გამოიყენეთ, მაგრამ ზომიერად.

არ გაგიტაცოთ პანორამირებამ. ხშირი პანორამა მაყურებელს თავბრუს ახვევს. თუ ამის შესაძლებლობა არსებობს, გადასაღები სივრცე ცალკეული კადრებით აჩვენეთ და პანორამას საერთოდ ნუ გამოიყენებთ. ან, უკიდურეს შემთხვევაში, გამოიყენეთ, მაგრამ ზომიერად.

0x01 graphic

ტრანსფოკატორის („ზუმის“) გამოყენება

როდესაც ტრანსფოკატორს (Zoom) იყენებთ, გამოსახულება ფართოვდება (Zoom out) ან ვიწროვდება (Zoom in). ტრანსფოკატორი სასარგებლო საშუა­ ლებაა, რომელიც გეხმარებათ კამერის გადაადგილების გარეშე შეცვალოთ კადრის სიმსხვილე (იხ. სხვადასხვა სიმსხვილის კადრები). მისი გამოყენება შეგიძლიათ, როდესაც გსურთ რაიმე დეტალს ხაზი გაუსვათ და უკარნახოთ მაყურებელს, რაზე გაამახვილოს ყურადღება.

მაგალითად, თუ თავდაპირველად კადრში რამდენიმე ობიექტი ჩანს, ტრანს­ ფოკატორის მეშვეობით თქვენ უახლოვდებით (Zoom In) იმ კონკრეტულ ობი­ ექტს, რომელზეც გსურთ მაყურებლის ყურადღების მიპყრობა.

ტრანსფოკატორი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როცა გსურთ მაყურებელს აჩვენოთ რა სივრცეში, რა გარემოცვაში იმყოფება ობიექტი.

მაგალითად, იღებთ დემონსტრაციაში მონაწილე ადამიანს. თავდაპირველად კადრში ჩანს თქვენი ობიექტი (ახლო ხედი); მაყურებლისათვის არ არის ნა­ თელი, რა სივრცეში იმყოფება იგი. ტრანსფოკატორით შორდებით ობიექტს (Zoom out) და აფართოებთ ხედს. კადრში ჩნდებიან სხვა ადამიანებიც, რომ­ ლებიც თქვენი ობიექტის გარშემო დგანან. მაყურებელი ხვდება, რომ ობიექ­ ტი დემონსტრაციის მონაწილეა.

ტრანსფოკატორი - (Zoom) საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს გადასაღებ ობიექტთან მიახლოებას ან დაშორებას და შესაბამისად, ხედის სიმსხვილის ცვლილებას კამერის მდებარეობის შეუცვლელად.

ისევე, როგორც პანორამირების შემთხვევაში, აქაც უმჯობესია ტრანსფოკატორის გამოყენების (Zoom In ან Zoom Out) დაწყებამდე დაახლოებით 3 წამი დააყოვნოთ. ასევე მოიქეცით ზუმის დასრულების შემდეგაც.

ნუ გაგიტაცებთ ტრანსფოკატორი! მისი ხშირი გამოყენება მაყურებელს თავბრუს დაახვევს. ტრანსფოკატორი შეუცვლელი საშუალებაა, როდესაც რაიმე ობიექტის ახლო ხედის ჩვენება გსურთ და მასთან კამერით ფიზიკურად მიახლოებას ვერ ახერხებთ. მაგრამ ეცადეთ, უშუალოდ Zoom in-ის მომენტი არ მოხვდეს საბოლოო ვიდეოში!

გახსოვდეთ, ყოველთვის, როდესაც არსებობს ამის საშუალება, ტრანსფოკა­ ტორის გამოყენების ნაცვლად შეცვალეთ კამერის მდებარეობა!

0x01 graphic

ფოკუსი

0x01 graphic

თითქმის ყველა ვიდეოკამერას აქვს ავტომატური ფოკუსირების რეჟიმი. რაც ნიშნავს, რომ კამერა თვითონვე ასწორებს ფოკუსს ობიექტზე. ფოკუსში მყოფი ობიექტი კი არ არის ბუნდოვანი. ავტომატური ფოკუსირების რეჟიმი ძალიან მოხერხებულია, განსაკუთრებით კი, როდესაც დრო არ გაქვთ, რომ ფოკუსი გაასწოროთ. თუ კამერა ავტომატური ფოკუსირების რეჟიმზეა გადაყვანილი, იგი თქვენს საქმეს თვითონ შეასრულებს.

მაგრამ გახსოვდეთ, რომ თუ მთლიანად ავტოფოკუსს დაეყრდნობით და არ ისარგებლებთ მანუალური ფოკუსის რეჟიმით (კამერის ამ რეჟიმზე გადასაღებ ობიექტზე ფოკუსს ხელით ასწორებთ), მზად უნდა იყოთ სიურპრიზებისთვის. მაგალითად, თუ იღებთ ადამიანს, რომელიც რამდენიმე სხვა ადამიანთან ერთად ქუჩაში გადაადგილდება, და კამერა ავტომატური ფოკუსის რეჟიმშია - ფოკუსშია გადასაღები ობიექტი. მაგრამ, თუ მოულოდნელად, გადაღების პროცესში, ობიექტსა და კამერის ობიექტივს შორის, კამერასთან უფრო ახლოს (წინა ფონზე) სხვა ადამიანმა ჩაიარა, კამერა ფოკუსს მაშინვე მასზე გადაიტანს და თქვენი გადასაღები ობიექტი ფოკუსგარეშე დარჩება.

ავტომატური ფოკუსი - ამ რეჟიმის გააქტიურების შემთხვევაში კამერა თვითონვე, ავტომატურად ასწორებს ფოკუსს ობიექტზე.

მანუალური ფოკუსი - ამ რეჟიმის გააქტიურების ემთხვევაში ფოკუსისასწორება ხელით, მანუალურად უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადასაღები ობიექტი ფოკუს გარეშე -ბუნდოვანი იქნება.

ყოველთვის ეცადეთ ფოკუსირების მანუალური რეჟიმი გამოიყენოთ, ავტოფოკუსს კი მიმართეთ მაშინ, როდესაც სხვა გამოსავალი არ გაქვთ. ავტოფოკუსის რეჟიმში მუშაობა მისაღებია და ნაკლებ პრობლემას შექმნის, თუ კადრში მოძრაობა არ გაქვთ. ისიც გაითვალისწინეთ, რომ მანუალური ფოკუსის რეჟიმში მუშაობა ადვილი არ არის და მას ვარჯიშით გაწაფვა სჭირდება.

ექსპოზიცია

(Exposure)

ცუდი განათების დროს გამოსახულება პირქუშია, დეტალების გარჩევა კი, რთული. ჭარბი განათების დროს კი, გამოსახულება გადანათებულია და ძნელია ობიექტის კონტურების გარჩევა, თითქოს კადრში მოხვედრილი ყველა ობიექტი ერთნაირია. ამიტომ, მნიშვნელოვანია კადრი იყოს ზომიერად განათებული! ცუდად ან ზედმეტად განათებული გამოსახულების პრობლემის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა აკონტროლოთ გადაღებისას კამერაში მოხვედრილი სინათლის რაოდენობა. ამას კი დიაფრაგმის საშუალებით შეძლებთ.

ვიდეოკამერა ადამიანის თვალის მსგავსადაა მოწყობილი. კამერის ობიექტივში მოთავსებული დიაფრაგმა თვალის გუგის პრინციპით მოქმედებს. დიაფრაგმა არის სპეციალური ხვრელი, რომელიც ფართოვდება (იხსნება) ან ვიწროვდება (იხურება), გამომდინარე იქიდან, თუ რა რაოდენობის სინათლე უნდა „შეუშვას“ კამერაში.

0x01 graphic

ყველა ვიდეოკამერას აქვს ექსპოზიციის რეგულირების ავტომატური რეჟიმი. რაც იმას ნიშნავს, რომ კამერა თვითონვე „აანალიზებს“ გადასაღებ სივრცეში არსებულ განათებას და იღებს „გადაწყვეტილებას“, რამდენად უნდა გახსნას ან დახუროს დიაფრაგმა, ანუ სინათლის რა რაოდენობა შეუშვას კამერაში ოპტიმალურად განათებული გამოსახულების მისაღებად. თუ განათება ძლიერია (ჭარბია), დიაფრაგმა იხურება (ვიწროვდება) და კამერაში მცირე რაოდენობით სინათლე აღწევს. თუ განათება სუსტია, პირიქით, დიაფრაგმა იხსნება (ფართოვდება) და კამერაშიც მეტი სინათლე შედის.

ექსპოზიციის მართვა შესაძლებელია მანუალურადაც, თუ კამერას შესაბამის რეჟიმზე გადაიყვანთ და თავად აკონტროლებთ დიაფრაგმას. მაგრამ დამწყები ვიდეოგრაფისთვის, ეს არცთუ ისე ადვილია და უმჯობესია, თუ საწყის ეტაპზე ავტომატური რეჟიმით ისარგებლებთ.

ავტომატურ რეჟიმში მუშაობისას, თუ კადრში განათებული ლაქა მოხვდება (მაგ. ერთ-ერთი გმირი ქურთუკს გაიხდის და თეთრ მაისურში დარჩება) დიაფრაგმა ავტომატურად დაიხურება, რაც კადრში არსებული ყველა ობიექტის გამოსახულებაზე იმოქმედებს. თუ ნათელ ობიექტს კადრიდან გაიყვანთ, დიაფრაგმა ისევ გაიხსნება.

0x01 graphic

თეთრი ბალანსი (White Balance)

შესაძლოა, შეგიმჩნევიათ ტელეოპერატორები, რომლებიც გადაღების დაწყე­ ბამდე ჟურნალისტს თეთრი ფურცლით ხელში კამერის წინ აყენებენ და კა­ მერაში რაღაცას ასწორებენ. ამ დროს სწორდება ბალანსი. ბალანსის გასწო­ რებით თქვენ უზრუნველყოფთ, რომ კამერამ რეალური ფერები აღიქვას და შესაბამისად, გადაღებულ კადრებში ყველაფერს ის ფერი ჰქონდეს, რაც სი­ ნამდვილეში აქვს.

ვიდეოკამერების უმრავლესობას აქვს ბალანსის ავტომატური რეჟიმი. ასე რომ, შეგიძლიათ აღარ ინერვიულოთ მის გასწორებაზე. ამას კამერა თქვენს ნაცვლად გააკეთებს.

პრაქტიკასთან ერთად კი შეძლებთ მანუალურ რეჟიმზეც გადახვიდეთ (თუ თქვენს კამერას აქვს ეს ფუნქცია) და ყოველი გადაღების დაწყების წინ, ტელეოპერატორების მსგავსად, თეთრი ფურცლის დახმარებით „ასწავლოთ“ კამერას, რა არის თეთრი ფერი!

0x01 graphic

კადრის კომპოზიცია დასამმაგი დაყოფის წესი

როგორ ფიქრობთ, როცა ჰორიზონტს იღებთ, რა უფრო სასიამოვნო აღსაქმელი იქნება თვალისთვის: 1. ჰორიზონტი თუ კადრის ზუსტად შუაში განლაგდება; 2. ჰორიზონტი თუ კადრის ზედა ან ქვედა მესამედში განლაგდება?

„სამმაგი დაყოფის“ წესის თანახმად, კადრი უნდა გაყოთ 9 თანაბარ ნაწილად 2 ვერტიკალური და 2 ჰორიზონტალური წარმოსახვითი ხაზით და ობიექტი ამ ხაზებზე ან მათ გადაკვეთაზე განათავსოთ. ეს წესი ხშირად გამოიყენება მხატვრობაში, ასევე ფოტოსა და ვიდეოში. ითვლება, რომ კადრში ობიექტის ასეთი განლაგება თვალისათვის გაცილებით უფრო სასიამოვნო აღსაქმელია.

შეგიძლიათ ეს წესი ინტერვიუს დროსაც კი გამოიყენოთ და თქვენი რესპონდენტი არა კადრის შუაში, არამედ მის მარცხენა ან მარჯვენა ნაწილში განათავსოთ.

პრაქტიკასთან ერთად გადაღებისას ბევრი ფიქრი აღარ დაგჭირდებათ კადრის კომპოზიციასთან დაკავშირებით და ინტუიციით იმოქმედებთ. თუმცა, კარგია, თუ მანამდე სამმაგი დაყოფის წესს გაითვალისწინებთ.

სხვადასხვა სიმსხვილის ხედები

რა საჭიროა სხვადასხვა სიმსხვილის ხედების გადაღება?

კამერას ხშირად „მაყურებლის თვალს“ უწოდებენ. მაგრამ, ალბათ, ვიდეოკამერა იმ ადამიანის „თვალი“ უფროა, ვინც იღებს, ვიდრე მაყურებლის. რადგან სწორედ ოპერატორი/რეჟისორი/მემონტაჟე წყვეტს, რა გამოჩნდება ეკრანზე. მაყურებელი იმას დაინახავს, რაც თქვენ შეურჩიეთ.

ოპერატორის პროფესიონალიზმიც იმაში მდგომარეობს, რომ გადაღებისას ის კადრები შეარჩიოს, რომლებიც მაყურებელს საშუალებას მისცემს რეალობასთან მაქსიმალურად ახლოს აღიქვას მომხდარი მოვლენები.

ახალ გარემოში მოხვედრისას ადამიანის მზერა სწრაფად გადადის საგნიდან საგანზე და ყურადღებას ამახვილებს ცალკეულ დეტალზე, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაერკვეს სივრცეში და მიმდინარე მოვლენებში.

სხვადასხვა სიმსხვილის ხედები სწორედ იმისთვისაა საჭირო, რომ რეალურის მსგავსად, ეკრანზეც, მაყურებელს მაქსიმალურად სწრაფად აჩვენოთ რა ხდება. სწრაფად გაარკვიოთ იგი ახალ გარემოში!

შორი ხედი საშუალებას გვაძლევს მთლიანობაში დავინახოთ სივრცე (ჩვენთვის საინტერესო ნაწილი) და გავერკვეთ მასში ცალკეული საგნების ურთიერთდამოკიდებულებაში. დეტალი და ახლო ხედები კი ცალკეული საგ­ ნების ბუნებას გვაცნობს.

შესაბამისად, სხვადასხვა სიმსხვილის ხედებისაგან შემდგარი სცენა მაყურე­ ბელს უადვილებს მოქმედების აღქმას და ეხმარება წვრილმანების შემჩნევა­ შიც. ზუსტად ისე, როგორც ეს რეალურ ცხოვრებაშია!

ხედები იყოფა იმის მიხედვით, თუ ობიექტის რომელი ნაწილი მოხვდა კადრში.

0x01 graphic

თუ გადაღება ავტომობილიდან გიწევთ, უმჯობესია კამერა ხელში გეჭიროთ და ღია ფანჯრიდან გადაიღოთ. არ დააყრდნოთ კამერა ფანჯარას ან ავტომანქანის სავარძელს, ვიბრაცია გამოსახულებას გააფუჭებს.

სხვადასხვა სიმსხვილის ხედები

0x01 graphic

5.4 როგორ ჩავწეროთ კარგი ინტერვიუ?

▲ზევით დაბრუნება


ინტერვიუ კარგი გამოვა თუ ცუდი, მნიშვნელოვანწილად თქვენს რესპონდენტზეა დამოკიდებული. არსებობენ ამბის ცუდი და კარგი მთხრობელები. თუმცა, თუ თქვენ სწორ კითხვებს დასვამთ და ინტერვიუს სწორი მიმართულებით წარმართავთ - წარმატება გარანტირებულია. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც რესპონდენტს უჭირს ამბის კარგად თხრობა.

შინაარსის გარდა მნიშვნელოვანია ტექნიკური მხარეც: გამოსახულების და ხმის ხარისხი.

ინტერვიუს გადასაღებად/ჩასაწერად წასვლამდე:

აუცილებლად დატესტეთ აპარატურა! გადაიღეთ საკუთარი თავი, მეგობარი ან ოჯახის წევრი. დარწმუნდით, რომ ყველაფერი გამართულად მუშაობს.

ინტერვიუს დროს, ხმის ხარისხის კონტროლის მიზნით, ყოველთვის თან გქონდეთ კამერასთან მიერთებული ყურსასმენები. მისი დახმარებით შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ მაგ. ოთახში, სადაც ინტერვიუს იწერთ, უცნაური ხმაურია, რომელსაც მანამდე ყურადღება არ მიაქციეთ. მაშინვე უნდა გაარკვიოთ ხმაურის წყარო და, თუ ეს შესაძლებელია, მოაშოროთ იგი გადასაღებ სივრცეს, ან თავად შეიცვალოთ ადგილმდებარეობა და დაშორდეთ მას. არის შემთხვევები, როდესაც ვერც ხმაურის წყაროს გადააადგილებთ და ვერც თქვენ შეიცვლით ლოკაციას (მაგ. ინტერვიუს იწერთ დემონსტრაციის მონაწილესთან. ინტერვიუს თან სდევს ქუჩისა და ხალხის ხმაური, რომელიც ბუნებრივი ხმაა და უხდება კიდეც დემონსტრაციაზე ჩაწერილ ინტერვიუს. ამ დროს მთავარია, რესპონდენტის ხმა (ხმაურის ფონზე) კარგად ისმოდეს). ამ შემთხვევაში მიკროფონის სწორად დაჭერა გადამწყვეტია!

როგორ უნდა გვეჭიროს მიკროფონი ინტერვიუს ჩაწერის დროს?

მიკროფონი ობიექტის პირიდან დაახლოებით 18-20 სანტიმეტრის დაშორებით ხელში დაიჭირეთ. არ დადოთ იგი მაგიდაზე! როდესაც კითხვას სვამთ, მიკროფონი თქვენსკენ მიმართეთ (რომ კითხვაც კარგი ხარისხით ჩაიწეროთ), პასუხის მოლოდინში კი, რესპონდენტისკენ. ამასთან, ინტერვიუს ჩაწერამდე გააფრთხილეთ იგი, რომ თქვენი კითხვის შემდეგ რამდენიმე წამი დააყოვნოს პასუხის გაცემამდე (სანამ მიკროფონის რესპონდენტისკენ მიმართვას მოასწრებთ).

სად სჯობს ინტერვიუს ჩაწერა?

0x01 graphic

ერიდეთ დიდ ცარიელ სივრცეებს. ინტერვიუს ჩასაწერად არც სამზარეულოა კარგი ადგილი. იქ ბევრი გლუვი ზედაპირია, რომელიც ხმას აირეკლავს. ხალიჩებით მოფენილი მისაღები უკეთესი არჩევანია.

ხშირად ოთახი, რომელშიც ინტერვიუს იწერთ, სავსეა სხვადასხვა ნივთებით, რომლებიც შესაძლოა ხმაურის მიზეზი გახდეს. ინტერვიუს დაწყებამდე დახურეთ კარი, სთხოვეთ რესპონდენტს გამორთოს კონდიციონერი და/ან ტელეფონი.

ხმის კონტროლი არც უშუალოდ ინტერვიუს ჩაწერის დროს დაგავიწყდეთ (ყურსასმენებით!). მაგალითად, თუ აღმოაჩინეთ, რომ რესპონდენტის ყელსაბამის ან სამაჯურის ჩხარუნის ხმა შემოდის ყურსასმენში, მაშინვე შეწყვიტეთ ჩაწერა და რესპონდენტს სთხოვეთ მოიხსნას ყელსაბამი. ეცადეთ არასოდეს ჩაწეროთ ინტერვიუ ისეთ გარემოში, სადაც რადიო ან ტელევიზორია ჩართული!

მოამზადეთ აპარატურა ინტერვიუს დაწყებამდე რაც შეიძლება ადრე. კიდევ ერთხელ დატესტეთ იგი ადგილზეც, რომ უშუალოდ ინტერვიუს ჩაწერის დროს აპარატურაზე ნაკლებად იფიქროთ და მთლიანად რესპონდენტზე და მის პასუხებზე კონცენტრირდეთ.

როგორ დავიწყოთ ინტერვიუ?

ინტერვიუ მარტივი კითხვებით დაიწყეთ. სთხოვეთ რესპონდენტს წარადგინოს თავისი თავი - თქვას სახელი, გვარი და თანამდებობა, ასევე, სად იმყოფება და თარიღი. იყავით ჩუმად, როდესაც რესპონდენტი საუბრობს. არ არის საჭირო სიტყვიერი დათანხმება. თავის დაქნევაც საკმარისია.

ინტერვიუს დროს:

  • დარწმუნდით, რომ კამერა ნამდვილად იღებს და არ დაგვიწყებიათ RECORD ღილაკზე თითის დაჭერა! ­ (შესაძლოა, ეს რჩევა უადგილოდ მიიჩნიოთ, მაგრამ ეს შეცდომა ხშირად მოსდით დამწყებ ვიდეოგრაფებს).

  • თუ ხვდებით, რომ რაღაც ისე არ გამოდის, როგორც გსურთ, თავიდან დაიწყეთ გადაღება. მაგ. როდესაც რესპონდენტი ვერ ახერხებს სათქმელის კარგად ჩამოყალიბებას, მიეცით შანსი, რომ ამბის მოყოლა თავიდან დაიწყოს. შეგიძლიათ არა ორი, არამედ სამი, ოთხი და მეტი დუბლის გადაღებაც.

  • ინტერვიუს დროს რესპონდენტს უყურეთ თვალებში. აგრძნობინეთ, რომ ყურადღებით უსმენთ და გაინტერესებთ რაზეც ის საუბრობს.

  • როდესაც რესპონდენტი ემოციით და საინტერესოდ საუბრობს, ნუ შეც­ ვლით თემას. ჩაუღრმავდით ამ საკითხს. მოაყოლეთ უფრო მეტი, დაა­ კონკრეტებინეთ დეტალები. ხოლო, თუ თვლით, რომ მისი საუბარი უინ­ ტერესოა, დაუსვით შემდეგი კითხვა და გადადით შემდეგ თემაზე.

  • ინტერვიუს ბოლოს, სანამ კამერას გამორთავთ, ჰკითხეთ რესპონდენტს, რამეს ხომ არ დაამატებდა.

ინტერვიუს გადაღებისას მნიშვნელოვანია რა სიმსხვილის კადრს შეარჩევთ. რეკომენდებულია საშუალოდ მსხვილი ან მსხვილი ხედი.

0x01 graphic

5.5 მონტაჟი

▲ზევით დაბრუნება


მონტაჟი პროცესია, რომლის დროსაც ვიდეოს შემადგენელ სხვადასხვა კომპონენტებს: ვიზუალურ მასალას, ხმას, ტექსტს, მუსიკას - ერთ მთლიანობად აქცევთ, თანაც ისე, რომ ამ ერთიანობამ თქვენი სათქმელი გადმოსცეს. მონტაჟი, როგორც წესი, ყველაზე შრომატევადი ეტაპია ვიდეოწარმოების პროცესში.

იქნება ეს მხატვრული ფილმი თუ დოკუმენტური, გადაღებული შავი მასალა, როგორც წესი, ბევრად აღემატება საბოლოო პროდუქტის ხანგრძლივობას. თუ ათწუთიანი ფილმის გადაღება გაქვთ დაგეგმილი, შესაძლოა 250 წუთი გქონდეთ გადაღებული და ამ ზღვა მასალიდან ყველაზე მნიშვნელოვნის დატოვება მოგიწიოთ. თუმცა, ზოგჯერ პირიქით ხდება. მასალა ძალიან ცოტაა და არასაკმარისი. ამჯერად საფიქრელი ისაა, ამ მწირი მასალით ამბავს როგორ გადმოსცემთ.

რაიმე მოვლენას შეიძლება შეუჩერებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში იღებდეთ, მაგრამ კარგი მონტაჟის საშუალებით მოვლენის არსი რამდენიმე წუთში და, შესაძლოა, წამშიც კი გადმოსცეთ.

მონტაჟის დაწყებამდე უნდა იცოდეთ, რა იქნება თქვენი ვიდეოს მთავარი სათქმელი და როგორ იტყვით ამ სათქმელს; ვინ იქნებიან თქვენი გმირები; როგორ წარმოაჩენთ მათ; როგორი იქნება ფილმის სტრუქტურა; რა ეპიზოდებისგან შედგება იგი; როგორ განვითარდება ამბავი, რომელსაც ყვებით?

მონტაჟის პროცესი შემდეგ ეტაპებს მოიცავს:

  • არსებული შავი მასალის ნახვა (კარგია თუ თითოეულ ფაილს სახელს დაარქმევთ - ასეთ შემთხვევაში მოგვიანებით მუშაობა გაგიადვილდებათ);

  • გაწერეთ ფილმის სცენარი (რითი დაიწყებთ ფილმს; რა ეპიზოდები გექნებათ მასში და რა თანმიმდევრობით; ვისი ინტერვიუ იქნება და კონკრეტულად ინტერვიუს რა ნაწილი; როგორ დაასრულებთ ფილმს);

  • ფილმის პირველი შავი ვარიანტი;

  • შავ ვარიანტზე მუშაობა - აჩვენეთ ის მეგობრებს, რომ გაარკვიოთ ახერხებთ თუ არა სათქმელის გადმოცემას;

  • ფილმის საბოლოო ვარიანტის შექმნა (სათაურით, სუბტიტრებით, ტიტრებით, მუსიკით და, თუ გნებავთ, ეფექტების გამოყენებით).

გაითვალისწინეთ, რომ მონტაჟი დიდ დროს მოითხოვს. 5-12 წუთიანი ფილმის მონტაჟისთვის საშუალოდ 3 კვირა დაგჭირდებათ, 20-წუთიანი ფილმის მონტაჟისთვის კი - 4 კვირა.

გადაღების დაწყებამდე წინასწარ უნდა გათვალოთ, როგორ აპირებთ გადაღებული მასალის დამონტაჟებას - კადრების ერთმანეთზე გადაბმას. არ უნდა იგრძნობოდეს კადრიდან კადრზე უხეში „ნახტომები“, რომ მაყურებელმა არ დაკარგოს ძირითადი ხაზი და არ დაიბნეს. ამისათვის აუცილებელია მონტაჟის პრინციპების ცოდნა.

სასურველია მონტაჟი ჯერ კიდევ გადაღების დაწყებამდე დაგეგმოთ. თუ წინასწარ იფიქრებთ იმაზე, კადრებს გამოიყენებთ საბოლოო ვიდეოში და როგორი თანმიმდევრობით, მონტაჟი გაგიადვილდებათ.

მონტაჟი ხედის სიმსხვილის მიხედვით

როგორც ირკვევა, ადამიანის თვალი იოლად აღიქვამს კადრიდან კადრზე გადასვლას, თუ ისინი სიმსხვილით ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან.

მაგალითად, როგორ აღიქმება საშუალო ხედის საშუალოდ ახლო ხედზე გადაბმა? არც თუ ისე კარგად! რადგანაც ამ შემთხვევაში კადრები სიმსხვილით ერთმანეთისაგან თითქმის არ განსხვავდება, შთაბეჭდილება იქმნება, რომ ეკრანზე არც არაფერი შეცვლილა. ამიტომ, ასეთი გადაბმა დისკომფორტს უქმნის თვალს.

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

ახლა მეორე ვარიანტი ვნახოთ. ამ შემთხვევაში მსხვილი ხედი საშუალო ხედს ებმის, რასაც თვალი დაძაბვის გარეშე აღიქვამს. განსხვავება ხედებს შორის ოპტიმალურია!

გაითვალისწინეთ, რომ კადრების სიმსხვილეში განსხვავება მნიშვნელოვანი უნდა იყოს, მაგრამ არა მეტისმეტად დიდი. თუ განსხვავება ძალიან დიდია, მაშინ თვალმა შესაძლოა ამ ორ კადრს შორის კავშირი საერთოდ ვეღარ დაინახოს და მაყურებელი ვერ მიხვდეს, რომ ეკრანზე ერთი ობიექტი ჩანს. მაგალითად, საერთო ხედის დეტალზე გადასვლა

0x01 graphic

მონტაჟი სივრცეში ორიენტაციის მიხედვით

ვთქვათ, გვინდა გადავიღოთ ორი ადამიანი, რომლებიც საუბრობენ. სად უნ­ და დავდგათ კამერა? როგორ და საიდან უნდა გადავიღოთ ობიექტები, რომ ეკრანთან მჯდარმა მაყურებელმა ზუსტად ისე აღიქვას გადასაღები სივრცე და მასში განაწილებული ობიექტები, როგორც ეს რეალობაშია?

ამ შემთხვევაში, შემდეგი წესი მუშაობს: ორი ურთიერთმოქმედი ობიექტის (ჩვენ შემთხვევაში ეს ორი ობიექტი ის ორი ადამიანია, რომლებიც საუბრის დროს გვინდა გადავიღოთ) გადაღება უნდა მოხდეს მათი დამაკავშირებელი ხაზის ერთი მხრიდან.

0x01 graphic

დავუბრუნდეთ ჩვენს მაგალითს. ვთქვათ, გადავიღეთ ორი მოსაუბრე და მონტაჟისას იმ თანმიმდევრობით დავალაგეთ კადრები, როგორც ეს ფოტოზეა. მიაქციეთ ყურადღება, რომ სამივე კადრი ჩვენი გმირების დამაკავშირებელი ღერძის ერთი მხრიდანაა გადაღებული და ამიტომაც, მაყურებლისათვის აღსაქმელად კომფორტულია.

ახლა განვიხილოთ მეორე შემთხვევა, როდესაც ერთ კადრში (მეორე კადრი) ღერძი დარღვეულია და კამერას ობიექტების შემაკავშირებელი ღერძი გადაკვეთილი აქვს.

0x01 graphic

0x01 graphic

თუ პირველ კადრში მაყურებელი ხედავს, რომ ორი ადამიანი საუბრის დროს ერთმანეთის მოპირდაპირე მხარეს ზის, მეორე კადრი საპირისპიროს აჩვენებს. პირველი გმირი, რომელიც პირველ კადრში კადრის მარცხნივ იყო, მეორე კადრში მარჯვნივაა. მესამე კადრის ნახვის შემდეგ კი მაყურებელს შთაბეჭდილება ექმნება, რომ ორივე გმირი ერთი მიმართულებით იყურება. მსგავსი არალოგიკური განვითარება მაყურებელს აბნევს.

ამიტომ, გადაღების დროს აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ არ უნდა გადაკვეთოთ ობიექტების შემაკავშირებელი ღერძი.

მონტაჟი კადრში მოძრაობის მიხედვით

მონტაჟისას გასათვალისწინებელია კადრში ობიექტის მოძრაობის მიმართულებაც. ამ შემთხვევაში შემდეგი წესი უნდა დავიცვათ: მოძრავი ობიექტის გადაღება უნდა მოხდეს მისი მოძრაობის მიმართულებით გამავალი ღერძის ერთი მხრიდან.

მაგალითად, გინდათ გადაიღოთ ადამიანი, რომელიც ქუჩაში მოდის. ვთქვათ, პირველ კადრში იგი მარცხნიდან მარჯვნივ მოძრაობს, მეორეში კი ხედის სიმსხვილე შეიცვალა, თუმცა ობიექტი კადრში კვლავ იმავე მიმართულებით (მარცხნიდან მარჯვნივ) გადაადგილდება. ანუ მისი მოძრაობის მიმართულებით გამავალი ხაზი არ არის გადაკვეთილი. მაყურებლისათვის ასეთი გადაბმა ლოგიკურია და ადვილად აღსაქმელი.

0x01 graphic

0x01 graphic

მაგრამ, თუ თქვენ მეორე კადრს ქუჩის მეორე მხრიდან გადაიღებთ (ამ შემთხვევაში ობიექტის მოძრაობის მიმართულებით გამავალი ღერძი იკვეთება და ირღვევა), მასში ობიექტი მარჯვნიდან მარცხნივ იმოძრავებს. მაყურებელს შთაბეჭდილება შეექმნება, რომ ობიექტმა საპირისპირო მიმართულებით დაიწყო გადაადგილება.

ამიტომ, როგორც გადაღებისას, ისე მონტაჟისას, უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომ კადრში ობიექტის მოძრაობა რეალობას შეესაბამებოდეს და მაყურებელს არ აბნევდეს.

თუ მონტაჟის დროს აუცილებელი გახდა ორი ისეთი კადრის გადაბმა, სადაც მოძრაობის მიმართულებით გამავალი ღერძი დარღვეულია, მათ ასაკავშირებლად, გადასასვლელად, გამოიყენეთ ობიექტის ფრონტალური ხედი.

სამონტაჟო პლატფორმის არჩევა

სანამ სამონტაჟო პროგრამის შერჩევას შეუდგებით, გადაამოწმეთ, შეიძლება თქვენს კომპიუტერში უკვე არის ვიდეოს სამონტაჟო პროგრამა. მაგალითად:

თუ თქვენ PC-ის მომხმარებელი ხართ, შეგიძლიათ სამონტაჟო პროგრამა - Windows Movie Maker - გამოიყენოთ. მასზე მუშაობა საკმაოდ მარტივია და თანაც უფასო!

თუ Mac-ზე მუშაობთ, შეგიძლიათ iMovie გამოიყენოთ, რომელიც, Windows Movie Maker-ის მსგავსად, მონტაჟის მარტივი და უფასო საშუალებაა.

არსებობს Online საშუალებებიც. მაგალითად, სამონტაჟო პროგრამა Kaltura და პროფესიული სამონტაჟო პროგრამები:

0x01 graphic

Final Cut (მისი ბოლო ვარიანტი - Express Pro) Macintosh-ისათვის;

0x01 graphic

Adobe Premiere Pro Macintosh-ისა და Windows-ის მომხმარებლებისთვის;

0x01 graphic

AVID - როგორც Macintosh-ის, ისე Windows-ის მომხმარებლებისთვის;

გაითვალისწინეთ, რომ პროფესიული სამონტაჟო პროგრამები (ლინცენზირებული) ძვირი ღირს. მონტაჟი კი უფრო რთული შეიძლება აღმოჩნდეს. განსაკუთრებით, თუ დამწყები ხართ.

თუ მონტაჟის დროს აუცილებელი გახდა ორი ისეთი კადრის გადაბმა, სადაც მოძრაობის მიმართულებით გამავალი ღერძი დარღვეულია, მათ დასაკავშირებლად, გადასასვლელად, გამოიყენეთ ობიექტის ფრონტალური ხედი.

ამ მისამართიდან www.apple.com/finalcutpro/trial/ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ Final Cut Pro X-ის საცდელი ვერსია, რომლითაც 30 დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებთ.

Adobe Premier Pro-ს უახლესი საცდელი ვერსია კი ამ მისამართზეა www.creative.adobe.com/products/premiere ხელმისაწვდომი, ასევე 30 დღის განმავლობაში უფასოდ სარგებლობისათივის.

5.6 ტექნიკური რჩევები

▲ზევით დაბრუნება


როგორ დავამონტაჟოთ ვიდეო Windows Movie Maker-ში?

ვიდეოს სამონტაჟო პროგრამა Windows Movie Maker ერთ-ერთი მარტივი პროგრამაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ ძალიან სწრაფად და მარტივად დაამონტაჟოთ ვიდეო. ამ პროგრამაში ვიდეოს ასაწყობად შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ვიდეომასალა, ასევე ფოტოები, თქვენი ხმა ან მუსიკა.

თუ PC-ის მომხმარებელი ხართ, სავარაუდოდ, სამონტაჟო პროგრამა - Windows Movie Maker - უკვე უნდა იყოს ჩატვირთული ­ თქვენს კომპიუტერში. გახსენით Start საძიებო ფანჯარა, ჩაწერეთ Movie Maker და გახსენით პროგრამა.

ფოტოზე (№1) ნაჩვენებია პროგრამის ინტერფეისი. სწორედ ასე გამოიყურება ფანჯარა, რომელიც პროგრამის გახსნისას გამოჩნდება.

იგი რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაწილისაგან შედგება. თითოეულზე დაწვრილებით ვისაუბრებთ.

0x01 graphic

ფოტო №1

თაიმლაინი

თაიმლაინი Windows Movie Maker-ში მთავარი სამუშაო ადგილია. სწორედ თაიმლაინზე (ფოტო №2) უნდა განათავსოთ ის ვიდეო, ფოტო თუ მუსიკა, რომლის დამონტაჟებასაც აპირებთ.

ვიდეო, ფოტო და აუდიო მასალა თაიმლაინზე მარცხნიდან მარჯვენა მიმართულებით ლაგდება.

0x01 graphic

ფოტო №2

(+) გამადიდებელი ან (-) შემამცირებელი ღილაკის (ორივე ღილაკი თაიმლაინის ზედა, მარცხენა კუთხეშია განლაგებული) საშუალებით შეგიძლიათ პროექტი გააფართოოთ (უფრო დეტალურად და ახლოდან გამოჩნდება თითოეული დეტალი (ფოტო №3) ან შეამჭიდროვოთ (ფოტო №2).

0x01 graphic

ფოტო №3

თუ გსურთ მთლიანობაში ნახოთ თაიმლაინზე დალაგებული კადრები, დააჭირეთ ღილაკს - PLAY (ფოტო №4). გამოსახულება მონიტორის ფანჯარაში გამოჩნდება (თაიმლაინის ზედა და მარჯვენა კუთხეში - დაწვრილებით იხ. ქვემოთ).

თუ საკუთარი ხმის ჩაწერა გსურთ, გამოიყენეთ პატარა ღილაკი მიკროფონის გამოსახულებით (ფოტო №4). დააჭირეთ მას და დაიწყეთ ხმის ჩაწერა. ხმის დონე შეგიძლიათ არეგულიროთ (დაწვრილებით იხ. ქვემოთ).

0x01 graphic

Movie Tasks, Collections და მონიტორი

თაიმლაინის ზემოთ სამი ფანჯარაა განთავსებული (ფოტო №1). მარცხნიდან პირველი ფანჯარაა Movie Task, შუა - Collections, მარჯვენა ­ კი - Monitor (მონიტორი).

Movie Task (ფოტო №5) საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ რა დავალების შესრულება გსურთ: პროექტში ­ ვიდეოს ­ (Import Video), ფოტოს ­ (Import Photo), მუსიკის ­ ან სხვა ხმის შემოტანა­ (Import audio or music), მონტაჟი (Edit Movie) თუ დამონტაჟებული, მზა ვიდეოს შენახვა (Finish Movie).

0x01 graphic

ფოტო №5

შუა ფანჯარაში (Collections) ყველა ის ფოტო, ვიდეო თუ აუდიო ფაილი ჩანს, რომელიც პროექტში შემოიტანეთ და მონტაჟის პროცესში გინდათ გამოყენება (ფოტო №6).

0x01 graphic

ფოტო №6

მონიტორზე შეგიძლიათ ნახოთ თაიმლაინზე განთავსებული მასალა (ფოტო №7).

0x01 graphic

ფოტო №7

პროექტის გახსნა

დავიწყოთ სულ თავიდან. კომპიუტერში შექმენით ფოლდერი, რომელშიც ყველა იმ მასალას შეინახავთ, რომელიც მონტაჟის დროს უნდა გამოიყენოთ (ვიდეო და ფოტო მასალა, ნებისმიერი აუდიო, მუსიკა, ასევე პროექტი). პირობითად ამ ფოლდერს TEST დაარქვით.

შემდეგი ნაბიჯი Windows Movie Maker-ში პროექტის გახსნაა, რომელიც ამავე ფოლდერში (TEST) უნდა შეინახოთ. ამისათვის:

გახსენით ­ Windows Movie Maker, შედით ­ File-ში და აირჩიეთ ­ New Project;

ისევ File-დან აირჩიეთ Save Project As, პროექტს თქვენთვის სასურველი სახელი დაარქვით და შეინახეთ TEST ფოლდერში.

პროექტში ვიდეო, ფოტო თუ აუდიო მასალის შემოტანა - იმპორტი

1. ვიდეოს შემოსატანად Movie Tasks ფანჯარაში (ფოტო №5) ირჩევთ დავალებას „ვიდეოს იმპორტი“ (Import Video), ფოტოს შემოტანის შემთხვევაში კი - „ფოტოს იმპორტი“ (Import Photo);

2. პოულობთ TEST ფოლდერს, რომელშიც ყველა ვიდეო მასალა გაქვთ შენახული, ირჩევთ სასურველ ვიდეოს და აჭერთ ღილაკს „იმპორტი“ (Import). პროექტში შემოტანილი ვიდეო მაშინვე გამოჩნდება Collections ფანჯარაში;

3. შესაბამისად იქცევით ფოტოს ან აუდიოს შემოტანის შემთხვევაში.

მას შემდეგ, რაც ყველა საჭირო მასალას შემოიტანთ პროექტში, თქვენ მზად ხართ შეუდგეთ მონტაჟს.

5.7 მონტაჟი

▲ზევით დაბრუნება


ჩამოიტანეთ Collections-დან თაიმლაინზე ყველა ვიდეო და ფოტომასალა იმ თანმიმდევრობით, როგორც გსურთ, რომ ისინი საბოლოო კლიპში დალაგდეს. თუმცა, თუ თანმიმდევრობა არ მოგეწონათ, შეგიძლიათ თაიმლაინზევე შეუცვალოთ ადგილი ვიდეოკლიპებს ან ფოტოებს.

თუ თაიმლაინზე ვიდეოკლიპის გაჭრა გსურთ:

კურსორის დახმარებით მიიტანეთ და შეაჩერეთ ლურჯი ვერტიკალური ხაზი იმ ადგილას, სადაც კლიპის ­ გაჭრა ­ გსურთ (ფოტო №8);

0x01 graphic

ფოტო №8

2. შედით Clip-ში და აირჩიეთ Split. შერჩეული კლიპი მაშინვე ორ ნაწილად გაიყოფა (ფოტო №9);

0x01 graphic

ფოტო №9

ახლა შეგიძლიათ სურვილისამებრ მოიქცეთ. თუ ორად გაყოფილი კლიპის ერთ-ერთი ნაწილის წაშლა გსურთ:

3. ირჩევთ იმ კლიპს, რომლის წაშლაც გინდათ დააჭერთ ღილაკს­ Delete.

ცალკეული კლიპის ხანგრძლივობის ცვლილება

თუ რომელიმე კლიპის შემოკლება გსურთ, ამისათვის:

1. ირჩევთ კლიპს, რომლის ცვლილებაც გსურთ;

2. თუ კურსორს მის რომელიმე ბოლოსთან მიიტანთ, გამოჩნდება წითელი ისრები. ამოძრავეთ ისინი თქვენთვის სასურველი მიმართულებით სასურველ დონემდე - კლიპის სიგრძე შესაბამისად შეიცვლება.

ტიტრები

Windows Movie Maker საშუალებას გაძლევთ დაამატოთ სათაური და ტიტრები თქვენ მიერ დამონტაჟებულ ვიდეოს. ამისათვის:

Movie Tasks ფანჯარაში (ფოტო №10) Edit movie-ს ქვეშ ჩამონათვალში ირჩევთ Make titles or credits;

0x01 graphic

ფოტო 10

გაიხსნება ფანჯარა (ფოტო №11), რომელიც გთავაზობთ არჩევანს. თუ გინდათ, რომ ტიტრი რომელიმე ­ კლიპს წინ უძღოდეს (ვიდეო თუ ფოტო), აირჩიეთ ­ title before the selected clip; თუ კლი­პის შემდეგ - title after the selected clip; თუ ტიტრი ­ ვიდეოს ­ ან ფოტოს ­ უნდაგადაედოს ­ (მაგ. როგორც ­ ეს სუბტიტრების შემთხვევაშია) - title on the selected clip; ხოლო, თუ სათაურის დაწერა გსურთ, რომელიც მთლიანი პროექტის დასაწყისში უნდა გამოჩნდეს, აირჩიეთ title at the beginning. საბოლოო ტიტრების შემთხვევაში აირჩიეთ credits at the end.

0x01 graphic

ფოტო №11

3. ირჩევთ შესაბამის ვარიანტს. მაგ. სათაურის დამატება ვიდეოს დასაწყისში (title at the beginning). ჩნდება მართკუთხედი ფანჯარა, რომელშიც თქვენთვის სასურველი ტექსტი უნდა ჩაწეროთ, რომელიც მაშინვე გამოჩნდება მონიტორზე (ფოტო №12).

0x01 graphic

ფოტო №12

4. ტიტრის ფონტი, ზომა, ფერი შეგიძლიათ სურვილისამებრ შეცვალოთ. შემდეგ კი ირჩევთ Done, add title to movie და ის პროექტში ავტომატურად ჩაჯდება (ფოტო №13).

0x01 graphic

ფოტო №13

ხმის გადადება

Windows Movie Maker დამონტაჟებულ ვიდეომასალაზე თქვენი ხმის გადადების საშუალებასაც გაძლევთ. ამისათვის:

1. თაიმლაინზე - ლურჯი ვერტიკალური ხაზი მოათავსეთ იმ ადგილას, საიდანაც გსურთ ვიდეოს ხმა გადაედოს;

2. დააჭირეთ ღილაკს მიკროფონის გამოსახულებით, რომელიც თაიმლაინის ზემოთ და მარცხენა კუთხეში მდებარეობს (ფოტო №4);

3. გაიხსნება ფანჯარა (ფოტო №14);

0x01 graphic

ფოტო №14

4. დაიწყეთ ჩაწერა Start Narration, დასრულების შემდეგ კი აირჩიეთ Stop Narration. აუდიო ტრეკს დაარქვით სახელი და შეინახეთ საერთო TEST ფოლდერში. შემდეგ შეგიძლიათ თაიმლაინზე ავტომატურად დამატებული აუდიო ტრეკი სურვილისამებრ გადააადგილოთ ან დაჭრათ (ზუსტად ისევე, როგორც ვიდეო კლიპების შემთხვევაში).

საბოლოო პროექტის გამოტანა

პროექტი დასრულებულია და ახლა დროა დამონტაჟებული ვიდეო თქვენთვის სასურველ ფორმატში შეინახოთ.

ამისათვის:

1. Movie Task-ში (ფოტო №5) გახსენით ­ Finish Movie (ვიდეოს შენახვა); ­

2. აირჩიეთ ­ Save to my Computer;

საბოლოო პროექტს დაარქვით სახელი და მიუთითეთ ფოლდერი, სადაც მისი შენახვა გსურთ (ფოტო №15);

0x01 graphic

ფოტო №15

4. გადადით შემდეგ ეტაპზე ღილაკით NEXT, გაჩნდება ახალი ფანჯარა (ფოტო №16);

0x01 graphic

ფოტო №16

5. გამოიყენეთ ისევ NEXT და შემდეგ FINISH (ფოტო №17,18);

6. მას შემდეგ, რაც საბოლოო პროექტს შეინახავთ, მასში ცვლილებებს ვეღარ შეიტანთ. თუ რაიმეს შეცვლა გსურთ, თავიდან გახსენით Windows Movie Maker-ის პროექტი (შეგახსენებთ, რომ თქვენ ის TEST ფოლდერში შეინახეთ) და შეიტანეთ შესაბამისი ცვლილებები.

0x01 graphic

ფოტო №17

0x01 graphic

ფოტო №18

5.8 თავის შეჯამება

▲ზევით დაბრუნება


მესამე თავში ჩვენ განვიხილეთ ვიდეოს გადაღებისთვის საჭირო ტექნიკურისაშუალებები. გავეცანით თითოეული მათგანის დადებით და უარყოფით მხარეებს. გავიგეთ რა არის ფოკუსი, ექსპოზიცია და ბალანსი; გავეცანით სხვადასხვა სიმსხვილის კადრებს; ვისაუბრეთ იმაზეც, თუ როგორ ჩავიწეროთ მაღალი ხარისხის ხმა გადაღებისას, როგორ დავამონტაჟოთ გადაღებული მასალა და როგორ გადმოვცეთ ამბავი კადრების საშუალებით.

  • გადასაღებად ტექნიკური საშუალების შერჩევისას გაითვალისწინეთ თითოეულის დადებითი და ურყოფითი მახასიათებლები. ასე მაგალითად, ციფრული ვიდეოკამერა შედარებით ძვირია, მაგრამ საშუალებას იძლევა გამოსახულება და ხმა მაღალი ხარისხით ჩაიწეროთ. მაშინ, როდესაც, ფოტოაპარატისა და ფლიპ-კამერის გამოყენებისას, როგორც წესი, გამო სახულების და ხმის ხარისხი დაბალია. სამაგიეროდ, მათი მცირე ზომა საშუალებას გაძლევთ ზედმეტი ყურადღების მიპყრობის გარეშე გადაიღოთ. იგივე შეიძლება ითქვას მობილურ ტელეფონზეც, რომელიც ყველაზე ხელმისაწვდომი საშუალებაა, ყოველთვის თან გაქვთ და სწრაფი მოქმედების საშუალებას გაძლევთ;

  • თუ ამის საშუალება არსებობს, კამერაში ჩამონტაჟებული მიკროფონის ნაცვლად გარე მიკროფონით იმუშავეთ;

  • სანამ ვიდეოს გადაღებას შეუდგებოდეთ, აუცილებელია იფიქროთ, რა ვიდეო და აუდიო ელემენტებისაგან ააგებთ ფილმს და შესაბამისად დაგეგმოთ გადაღება;

  • გადაღებისას უნდა ეცადოთ კამერა მაქსიმალურად მყარად იყოს ფიქსირებული. ამაში შტატივი დაგეხმარებათ. გამოიყენეთ შტატივი ყოველთვის, როცა ამის საშუალება გაქვთ;

  • როდესაც გადასაღები ობიექტის კვალდაკვალ გიწევთ კამერით ხელში მოძრაობა, მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოთ კამერის სტაბილურობა. ამისათვის აუცილებელია დამაჯერებელი, მყარი ნაბიჯებით გადაადგილება (მუხლებში ოდნავ მოხრილი) და კამერის ორივე ხელით დაფიქსირება, რომ მოძრაობისას იგი ძალიან არ მერყეობდეს;

  • თუ დრო და საშუალება არსებობს, ყოველთვის ეცადეთ გადასაღები სივრცე რამდენიმე ცალკეული კადრით აჩვენოთ, რომლებსაც მონტაჟისას ერთმანეთს გადააბამთ. მაგრამ თუ ამის დრო არ გაქვთ, შეგიძლიათ ჰორიზონტალურ ან ვერტიკალურ პანორამირებას მიმართოთ. მაგრამ, გახსოვდეთ, პანორამის ხშირად გამოყენება მაყურებელს თავბრუს ახვევს;

  • გამოიყენეთ „ტრანსფოკატორი“, როდესაც არ გაქვთ კამერის გადაადგილების და გადასაღებ ობიექტთან ფიზიკურად მიახლოების ან დაშორების საშუალება;

  • გამოიყენეთ ფოკუსის ავტომატური რეჟიმი, როდესაც არ გაქვთ კადრში მოძრაობა ან მანუალური რეჟიმით სარგებლობის და ფოკუსის ხელით გასწორების დრო;

  • აუცილებელია გადაღების დაწყებამდე, ყოველ ჯერზე გაასწოროთ ექსპოზიცია, ბალანსი და ფოკუსი;

  • ობიექტის გადაღებისას არ დაგავიწყდეთ სხვადასხვა სიმსხვილის კადრების გადაღება, რომ შემდგომში მონტაჟი გაგიადვილდეთ და საბოლოო მასალა მაყურებლისათვის ერთფეროვანი და მოსაწყენი არ გამოვიდეს;

  • ობიექტის გადაღებისას არ დაგავიწყდეთ სხვადასხვა სიმსხვილის კადრების გადაღება, რომ შემდგომში მონტაჟი გაგიადვილდეთ და საბოლოო მასალა მაყურებლისათვის ერთფეროვა­ ნი და მოსაწყენი არ გამოვიდეს;

  • ინტერვიუს ჩასაწერად წასვლამდე გადაამოწმეთ, რომ ყველა საჭირო ხელსაწყო ადგილზეა. ასევე დატესტეთ აპარატურა, რომ გადაღების მოედანზე სიურპრიზები თავიდან აიცილოთ;

  • ინტერვიუს ჩაწერამდე შეაფასეთ გადასაღები სივრცე და მოიშორეთ ხმაურის ყველა წყარო, რომელმაც შესაძლოა ხმის ხარისხი გაგიფუჭოთ (მაგ. გამორთეთ მობილური ტელეფონი, კონდიციონერი, ტელევიზორი, და ა.შ.);

  • ინტერვიუს დროს რესპონდენტს უყურეთ. აგრძნობინეთ, რომ გაინტერესებთ, რაზეც იგი საუბრობს;

  • თუ რესპონდენტი ვერ ახერხებს სათქმელის ჩამოყალიბებას, მიეცით შესაძლებლობა, თავიდან დაიწყოს და კიდევ ერთხელ სცადოს თქვენს კითხვაზე პასუხის გაცემა;

  • მონტაჟის დროს აუცილებელია, გაითვალისწინოთ მონტაჟის პრინციპები (მონტაჟი ხედის სიმსხვილის მიხედვით, სივრცეში ორიენტაციის მიხედვით, კადრში მოძრაობის მიხედვით და ა.შ.), რათა დამონტაჟებული ვიდეო მაყურებლისათვის გაუგებარი და დამაბნეველი არ იყოს.

5.9 სავარჯიშოები

▲ზევით დაბრუნება


1. ფილმის დეკონსტრუქცია

შეარჩიეთ თქვენი საყვარელი ფილმი (მხატვრული ან დოკუმენტური), კიდევ ერთხელ უყურეთ და ამჯერად შეეცადეთ იგი „შემადგენელ აუდიო ვიზუალურ ნაწილებად დაშალოთ“. იფიქრეთ, რა ელემენტებისგან არის ფილმი აგებული. აგრეთვე იფიქრეთ თითოეულის მნიშვნელობაზე - რას მატებს თითოეული ფილმს.

2. ინტერვიუ

პირველი ინტერვიუს ჩაწერამდე გააკეთეთ შემდეგი პრაქტიკული დავალება (კარგი იქნება, თუ მას ჯგუფში შეასრულებთ, სადაც ჯგუფის თითოეული წევრი დამოუკიდებლად გადაიღებს თითო ინტერვიუს):

რესპონდენტად შეარჩიეთ მეგობარი ან ოჯახის წევრი. შეარჩიეთ მარტივი თემა (მაგ. ბავშვობის დაუვიწყარი მოგონება) და დაიწყეთ გადაღება;

იფიქრეთ ინტერვიუს ვიზუალურ მხარეზე; გაიხსენეთ სხვადასხვა სიმსხვილის ხედები (ინტერვიუს გადაღება საშუალო ან მსხვილი ხედით სჯობს); არ დაივიწყოთ „სამად დაყოფის წესი“; გახსოვდეთ, რომ ინტერვიუს ჩაწერის დროს კამერის ობიექტივი რესპონდეტის თვალის დონეზე უნდა იყოს; არ დაივიწყოთ ხმის ყურსასმენებით გაკონტროლებაც; თუ ყურსასმენში ხმაური გესმით, მოაშორეთ ხმაურის წყარო გადასაღებ სივრცეს ან თავად დაშორდით მას;

სთხოვეთ რესპონდენტს ინტერვიუს დასაწყისშივე წარადგინოს თავი;

არ დაუსვათ მას კითხვები, რომელზეც პასუხი შესაძლოა იყოს „კი“ ან „არა“;

როდესაც რესპონდენტი საინტერესოდ და ემოციურად საუბრობს, ჩაეკითხეთ და ჩაუღრმავდით საკითხს, სანამ თემას შეცვლიდეთ. დაინტერესდით დეტალებით;

სულ 5-8 კითხვა დაუსვით.

გადაღებული მასალა ჯგუფში გაარჩიეთ:

1. გააანალიზეთ ვის მიერ გადაღებული ინტერვიუ იყო ყველაზე დასამახსოვრებელი;

2. რატომ იყო ეს ინტერვიუ საინტერესო?

3 გააანალიზეთ ინტერვიუს ტექნიკური ასპექტებიც. რა შეცდომები დაუშვით? როგორ შეგეძლოთ მათი თავიდან აცილება

3. „5 კადრით მოყოლილი ამბავი

ეს პრაქტიკული დავალება ჯგუფში გააკეთეთ. ჯგუფის თითოეული წევრის ამოცანაა გადმოსცეთ ერთი ამბავი 5 კადრის საშუალებით. (მაგ. აჩვენოს „საშიში მიწისქვეშა გადასასვლელი“). თითოეული კადრის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 წამს. გადაიღეთ სხვადასხვა სიმსხვილის კადრები. არ დაივიწყოთ კადრის კომპოზიციაც. არ გამოიყენოთ ინტერვიუ და კომენტარი.

გადაღებული მასალა დაამონტაჟეთ და განიხილეთ ჯგუფში:

1. ვის მიერ გადაღებული მასალა იყო ყველაზე კარგი, რომელიც ზუსტად გამოხატავდა სათქმელს? რატომ?

2. გააანალიზეთ ტექნიკური მხარეც: იქნა თუ არა გათვალისწინებული მონტაჟის პრინციპები გადაღებისა და მონტაჟის დროს?

6 თავი IV. ვიდეოს გავრცელების გზები

▲ზევით დაბრუნება


  • ვიდეოს გავრცელების გზების შედარებითი ანალიზი

  • სოციალური მედია

  • თავის შეჯამება

  • სავარჯიშო

მეოთხე თავში მიმოვიხილავთ ვიდეოს გავრცელების სხვადასხვა გზებს, იქნება ეს ტრადიციული მედიასაშუალებებით თუ ფიზიკურად ვიდეოს გავრცელება, საჯარო ჩვენებები თუ ონლაინ ჩვენებები, რომლის გამოყენებაც შეუძლიათ სამოქალაქო სექტორის ჟურნალისტებს, ადამიანის უფლებათა თუ სხვადასხვა საკითხების გადაჭრის მიზნით გაერთიანებულ ადვოკაციის ჯგუფებს.

0x01 graphic

6.1 ვიდეოს გავრცელების სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება

▲ზევით დაბრუნება


ჩვენი მცდელობა, გადავიღოთ კარგი ვიდეო, გავშალოთ თემა, მოვყვეთ ისტორია, გულით გვსურდეს რაიმეს შეცვლა არ გამოიღებს შედეგს, თუ ვიდეო შესაბამისმა აუდიტორიამ არ ნახა ანუ იმ ხალხმა, ვისთვისაც ხმის მიწვდენა გვინდა. ამისათვის, ვიდეო ადვოკატირების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაზა საადვოკატო ვიდეოს გავრცელების სტრატეგიის სწორი დაგეგმვაა. ისევე, როგორც ყველა საქმის, ამ შემთხვევაშიც, წინასწარი დაგეგმვა ნახევარი საქმეა. დაგეგმვის ნაწილში რამდენიმე ნაბიჯია გასათვალისწინებელი:

ნაბიჯი 1: სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა

პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ ვიდეოს სამიზნე აუდიტორია. ვინ უნდა ნახოს ის? ვიდეო ყოველთვის ფართო აუდიტორიისთვის არ არის გამიზნული. მთავარია, იმ ადამიანებმა ნახონ, ვისაც შეუძლია გავლენა იქონიოს მასში დასმულ საკითხზე. რა თქმა უნდა, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს ვიდეო, რისთვისაც საჯარო ჩვენებები და ინტერნეტი, ასევე, ადგილობრივი ტელევიზიები უნდა გამოვიყენოთ. თუმცა, შეიძლება ჩვენთვის სასურველი შედეგის მისაღებად მხოლოდ ადგილობრივი გამგეობის წევრებისთვის ჩვენებაც საკმარისი იყოს. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სხვა სტრატეგიას ვირჩევთ.

ნაბიჯი 2: ვიდეოს გავრცელების გზის განსაზღვრა

ვიდეოს გავრცელების რამდენიმე გზა არსებობს. იმის მიხედვით, თუ რა დასკვნამდე მივედით პირველ ნაბიჯზე, და როგორ განვსაზღვრეთ ჩვენი მიზნობრივი აუდიტორია, ვწყვეტთ, რომელი გზა ავირჩიოთ. იქიდან გამომდინარე, თუ რამხელა აუდიტორიისთვის გსურთ ვიდეომასალის მიწოდება, შეგიძლიათ ერთი ან რამდენიმე გზა აირჩიოთ:

1. საჯარო ჩვენებები

ამ შემთხვევაში ვიდეოს გავრცელება ხდება საჯარო ჩვენებების გზით: იქნება ეს სკოლაში თუ უნივერსიტეტის დარბაზში ან ადგილობრივ კინოთეატრში ჩვენების მოწყობა, ასევე, ვიდეოს გატანა კინოფესტივალებზე, მცირე კინოთეატრებში და სხვა.

2. კოპირება და დისტრიბუცია

ეს ის პროცესია, როდესაც ხდება ვიდეოს გადაწერა დისკებზე თუ სხვა საშუალებებზე და ამ გზით მისი დარიგება, გაყიდვა ან გავრცელება. ეს შეიძლება გავაკეთოთ თვითონ ან დავიქირაოთ შესაბამისი კომპანია დისტრიბუციის მიზნით.

3. კერძო/დახურული ჩვენებები

ვიდეოს დახურული ჩვენება შეიძლება მოხდეს პირდაპირ გადაწყვეტილების მიმღებთან ან სხვა სახელმწიფო ორგანოში, კანონიერი ხერხების გამოყენებით: მაგალითად, სასამართლოს მიმდინარეობისას.

გაითვალისწინეთ - ნებისმიერ საქმეში საჭიროა სწორი წინასწარი დაგეგმვა. კამპანიის სტრატეგიის სწორი დაგეგმვა ნახევრად მიღწეული მიზანია.

4. ტელევიზია

ვიდეოსგავრცელება ადგილობრივი თუ ნაციონალური ტელევიზიის საშუალებით, ახალი ამბების ან დოკუმენტური მასალის სახით. შესაძლებელია ასევე რადიოზე დაყრდნობა და მასალის გავრცელება, თუ მისი აუდიომხარე საკმარისად კარგად არის ამისათვის მომზადებული.

ბიუჯეტის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია ყველა მცირე დეტალის გათვალისწინება. შესაძლოა, კამპანიის მიმდინარეობის პარალელურად გაგიჩნდეთ საჭიროება, მოიძიოთ დამატებითი სახსრები.

5. ინტერნეტი და სოციალური მედია

ინტერნეტი ვიდეოს იაფი და სწრაფი დისტრიბუციის ყველაზე მოხერხებული საშუალებაა. აქ შეიძლება ვიდეოს გავრცელება მოხდეს ლაივ სტრიმინგის (პირდაპირი ეთერის) მეშვეობით, ასევე, პოპულარულ ვებგვერდებზე, ბლოგებზე ატვირთვით, სოციალურ ქსელებში გავრცელებით, ნიუსლეთერებით და სხვა. გარკვეულ შემთხვევებში პრაქტიკაში მომხდარა კიდეც, რომ მასალა გავრცელებულა ადამიანების მიერ პირდაპირ მობილური ტელე­ ფონების მეშვეობით.

ნაბიჯი 3: დაგეგმვა - ბიუჯეტის შედგენა

ვიდეოს დისტრიბუციის სტრატეგიის განსაზღვრისას აუცილებელია, დავფიქრდეთ განხორციელებისათვის საჭირო ბიუჯეტზე. შეიძლება კამპანიისთვის ყველაზე სასარგებლო სწორედ კოპირება და დისტრიბუციაა, მაგ­ რამ ბიუჯეტი ამისთვის არ იყოს საკმარისი. ჩვენ ან თანხების მოძიებაზე უნდა ვიზრუნოთ, ან უნდა შევარჩიოთ ფინანსურად უფრო ხელმისაწვდომი სტრატეგია. ჩვენი მიზანია, მინიმალური დანახარჯით მაქსიმალური ეფექტის მიღწევა.

ბიუჯეტის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია ყველა მცირე დეტალის გათვალისწინება - მაგალითად, საჯარო ჩვენებების დროს გასათვალისწინებელია ადგილისა და აპარატურის ქირა, სკამები, შეიძლება ყავისა და ჩაის ხარჯიც.

შეეცადეთ, რომ ვიდეო პოტენციურ დონორებსაც აჩვენოთ - შესაძლოა, რომ საკითხით ჩვეულებრივი მოქალაქეები, ან ორგანიზაციები დაინტერესდნენ და ფინანსური მხარდაჭერა გაგიწიონ შემოწირულობის სახით ან ვიდეოს შეძენით.

მთავარი შეკითხვები, რომლებიც უნდა დასვათ ბიუჯეტის შედგენისას:

0x01 graphic

ნაბიჯი 4: ვიდეოს დისტრიბუციის სტრატეგიის განხორციელება

დისტრიბუციის სტრატეგიის განსახორციელებლად, პირველ რიგში გასათვალისწინებელია თქვენს ხელთ არსებული რესურსები. გარდა ფინანსური ბიუჯეტისა, აქ საგულისხმოა როგორც ადამიანური რესურსები, ასევე დროის სწორი დაგეგმვა და საჭირო კონტაქტების ორგანიზება, მათთან დაკავშირება და შეთანხმების მიღწევა.

სასურველია, შერჩეული იქნას პროექტის მენეჯერი, რომელიც უხელმძღვანელებს გუნდს და კოორდინირებას გაუწევს ყველა თანამშრომლის ან მონაწილე პირის საქმიანობას.

ნაბიჯი 5: ცვლილებები სტრატეგიაში

ხშირად დაგეგმილი სტრატეგიისა და დასახული მიზნების შეცვლა ან გადაკეთება ხდება საჭირო. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ, რომ შეიძლება პროექტის მიმდინარეობისას დამატებითი გარემოებები აღმოაჩინოთ, ან ისეთი ინფორმაცია გახდეს ცნობილი, რომელიც შეგაცვლე­ ვინებთ თავდაპირველ გეგმას.

არ შეუშინდეთ გეგმის ცვლილების საჭიროებას შესაძლოა, თქვენი კამპანიისათვის უფრო შესაფერისი ადრესატები იპოვოთ, ან ვიდეოს დისტრიბუციის უკეთესი გზა შეარჩიოთ.

ნაბიჯი 6: ვიდეოს დისტრიბუციის სტრატეგიის შეფასება

ვიდეოს გავრცელების სწორი სტრატეგიის შერჩევის შედეგად ბევრი ადგილობრივი ადამიანისა თუ ადამიანთა ჯგუფების ჩართვა ხდება შესაძლებელი. არის შემთხვევები, როცა სხვადასხვა ორგანიზაციებისა თუ გადაწყვეტილების მიმღები პირებისათვის ე.წ. ვიდეოწერილების მიწოდების შემდეგ ისინი პირდაპირ ღებულობენ ზომებს პრობლემური საკითხის გადასაჭრელად. რიგ შემთხვევებში ვიდეოებით ცენტრალური მასმედიის საშუალებებიც ინტერესდებიან და ტელევიზიით ავრცელებენ მთელი ქვეყნის მასშტაბით. შესაბამისად, სწორად დაგეგმილი სტრატეგიის შემთხვევაში თქვენ შეიძლება მიაღწიოთ დამატებით არაპირდაპირ ეფექტს, რაც გამოიხატება უფრო მეტი ხალხის ინფორმირებულობაში თქვენი ვიდეოსა და მასში აღწერილი პრობლემის შესახებ.

6.2 ვიდეოს გავრცელების გზების შედარებითი ანალიზი

▲ზევით დაბრუნება


მოდით, უფრო დეტალურად განვიხილოთ გავრცელების გზები. გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი მათგანი უფრო იშვიათად გამოიყენება და ამჟამად მსგავსი კამპანიების უმეტესობა ძირითადად ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებს ეყრდნობა. თუმცა, ინტერნეტს საქართველოს მოსახლეობის მესამედზე ოდნავ მეტი თუ მოიხმარს. შესაბამისად, მხოლოდ ინტერნეტს გამოიყენებთ ვიდეოს გასავრცელებლად, თუ ტრადიციულ გზას აირჩევთ, უნდა გადაწყვიტოთ თქვენი სამიზნე ჯგუფიდან გამომდინარე. ასეთ შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ, რომ ერთ შემთხვევაში გეყოლებათ შეზღუდული აუდიტორია, მეორეში კი, არსებობს იმის შანსი, რომ ინიციატივა მასმედიამ აიტაცოს და საკუთარ აუდიტორიაზე გაავრცელოს.

1. საჯარო ჩვენებები

ვიდეოს გავრცელების ერთ-ერთი გზა საჯარო ჩვენებებია. ეს მოიცავს გარკვეულ წრეში ჩვენების მოწყობას (სკოლაში, უნივერსიტეტში), ასევე ფილმის ფესტივალებს, ადგილობრივ კინოთეატრებს და ა.შ.

მასშტაბური საჯარო ჩვენებები განსაკუთრებით სასარგებლოა მაშინ, როდესაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პრობლემებს ვეხებით. ჯობს, საჯარო ჩვენება მოვაწყოთ ისეთ ადგილას, სადაც უკვე არის დაინტერესებულ პირთა გარკვეული რაოდენობა, მაგალითად, გამოვიყენოთ პარტნიორი ორგანიზაციის დახმარება.

ზუსტად განსაზღვრეთ მიზნობრივი ჯგუფი. ის, თუ ვინ იქნება თქვენი აუდიტორია, განსაზღვრავს ვიდეოს მიწოდების გზას და სტრატეგიას.

რატომ არის კარგი საჯარო ჩვენებები?

საშუალება გვეძლევა მცირე ბიუჯეტით მაქსიმალურ ეფექტს მივაღწიოთ. საჯარო ჩვენებისათვის საჭიროა მხოლოდ კარგი ადგილის შერჩევა და ადგილობრივი მოსახლეობის მოწვევა;

0x01 graphic

  • საჯარო ჩვენება შეიძლება გადაიზარდოს ძალიან საინტერესო დისკუსიაში;

  • საჯარო ჩვენების მერე გვაქვს შესაძლებლობა, მივიღოთ საინტერესო და საჭირო პირდაპირი უკუკავშირი მაყურებლებისაგან, მოვისმინოთ მათი შეფასება ვიდეოსა და იქ აღწერილი პრობლემის შესახებ;

  • საჯარო ჩვენებებისას შეგვიძლია მაყურებელს ვთხოვოთ იქვე გაგვიწიოს დახმარება, მაგალითად, შემოწირულობით, მაისურების შეძენით, კონკრეტული სამოქმედო გეგმის მოწოდებით და ა.შ.

შესაძლებელია საჯარო ჩვენებების ჩართვა ადგილობრივ ღონისძიებებში. მაგალითად, მონაწილეობის მიღება უნივერსიტეტში დაგეგმილი მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენებაში ან ქალაქში გამართულ რაიმე ფესტივალზე. ასეთ შემთხვევებში აღარ დაგჭირდებათ აუდიტორიაზე ზრუნვა.

ასევე, გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი თარიღის შერჩევისას: ჩვენების დღე არ უნდა ემთხვეოდეს რელიგიურ დღესასწაულებს; თუ ჩვენთვის საინტერესოა დასაქმებული ადამიანების აზრი, არ უნდა დავნიშნოთ ჩვენება სამუშაო საათებში; თუ ჩვენებას სკოლაში ან უნივერსიტეტში ვაწყობთ უნდა ვიზრუნოთ სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის ოპტიმალური დროის შერჩევაზე. მაგალითად, სკოლის მოსწავლეებისთვის ჩვენების გამართვა არ იქნება წარმატებული, თუ მას დავნიშნავთ კვირა დღეს, ან გვიან საღამოს. საუკეთესო დროა უშუალოდ გაკვეთილების შემდეგ.

0x01 graphic

ორგანიზებისას გასათვალისწინებელი ფაქტორები:

  • განსაზღვრე აუდიტორია და შეარჩიე მათთვის საუკეთესო ვიდეო;

  • შეარჩიე ადამიანი ან ორგანიზაცია, ვინც ვიდეოს წარუდგენს საზოგადოებას და იქნება დისკუსიის ფასილიტატორი;

  • შეარჩიე ადგილი და იზრუნე ტექნიკურ აღჭურვილობაზე;

  • გაუკეთე რეკლამა ჩვენებას;

  • იზრუნე, რომ ვიდეოს ჩვენების შემდეგ გაიმართოს საინტერესო დისკუსია;

  • შეაფასე.

0x01 graphic

ჯოი ლოზანო, ადამიანის უფლებათა აქტივისტი, ვიდეოგრაფი და ტრენერი გვთავაზობს რამდენიმე რჩევას:

1. ჩვენებამდე ერთი დღით ადრე ესტუმრეთ ადგილობრივ თვითმმართ­ ველობას და აუხსენით, რას აპირებთ;

2. განსაზღვრეთ, ვინ არიან თქვენი დამხმარეები;

3. ნათლად ჩამოაყალიბეთ, რა მიზნის მიღწევა გსურთ ამ ვიდეოს ჩვენებით;

4. აუცილებლად გადაამოწმეთ ტექნიკური აღჭურვილობა;

5. მაქსიმალურად გაავრცელეთ ინფორმაცია ჩვენების შესახებ ადგილობრივი რადიოთი, პოსტერებით, ფლაერებით, ყველა შესაძლო საშუალებით;

6. მაყურებელმა უნდა დაინახოს ნათელი კავშირი მათსა და ვიდეოში აღწერილ პრობლემას შორის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ვიდეომ გავლენა იქონიოს აუდიტორიაზე;

7. თუ საჭიროა, ჩვენებაზე თემასთან დაკავშირებული სხვა ფილმებიც აჩვენეთ;

8. აუდიტორიის მოსაზიდად და დასაინტერესებლად შეიძლება დაგჭირდეთ გასართობი ღონისძიებების მოფიქრებაც;

9. დაწყებამდე აუცილებლად გადაუხადეთ მადლობა ყველას, ვინც დაგეხმარა ჩვენების ორგანიზებაში;

10. მოიფიქრეთ შეფასების ხერხი, რომლის მიხედვითაც განსაზღვრავთ, წარმატებით ჩაიარა თუ არა ჩვენებამ. ეს შეიძლება იყოს დისკუსია, გამოკითხვა, კომენტარების დაწერა და სპეციალურ ყუთში ჩაგდება და ა.შ

ნუ იქნებით მორცხვი და მორიდებული. ნებისმიერ საქმეში წარმატებისათვის მნიშვნელოვანია იყოთ თავდაჯერებული და დარწმუნებული იმაში, რომ სწორ საქმეს აკეთებთ.

2. კოპირება და დისტრიბუცია

ვიდეო ადვოკატირების ერთ-ერთი მარტივი გზა არის ვიდეოს კოპირება და დარიგება. ეს მეთოდი განსაკუთრებით წარმატებულია ისეთ შემთხვევებში, როცა არ გაქვთ დრო, რომ პირდაპირ აჩვენოთ ვიდეო გადაწყვეტილების მიმღებ ან ოფიციალურ პირებს.

განსაკუთრებით დიდი შედეგის მიღწევა შეიძლება მაშინ, თუ გამოიყენებთ სხვა მარკეტინგულ გზებს ვიდეოს გასავრცელებლად: მაგალითად, კატალოგებს, მაღაზიების ქსელს, ან თქვენი პარტნიორი ორგანიზაციების გავრცელების ქსელს. ასევე, შეგიძლიათ საშუალება მისცეთ დაინტერესებულ პირებს, ვებგვერდიდან გამოიწერონ ან შეგიკვეთონ ვიდეო, თუმცა, ინტერნეტით ვი დეოს გავრცელების სხვა გზებზე ცალკე მოგახსენებთ.

გარდა ზემოთ ხსენებულისა, პარალელურად შეგიძლიათ მოუწოდოთ ადრესატებს ან დაინტერესებულ პირებს, რომ მათ თვითონაც დააკოპირონ და გაავრცელონ ვიდეო ამით შესაძლოა, დამატებით აუდიტორიას მიაწვდინოთ ხმა.

თუ საკმარისი ბიუჯეტი გაქვთ და დიდი რაოდენობით გსურთ მასალის დარიგება, შეგიძლიათ ადრესატებისათვის ვიდეოს მიწოდება გარეშე კომპანიას დაუკვეთოთ და აღარ დაგჭირდეთ პროცესში პირადად ჩარევა.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ სადისტრიბუციო ქსელს ჩართავთ ვიდეოს გავრცელების პროცესში, აუცილებელია პროაქტიულად იმუშაოთ თქვენც და პირადი კონტაქტები დაამყაროთ იმ პირებთან ან ორგანიზაციებთან, ვისაც განსაკუთრებული გავლენა გააჩნია ან შეუძლია, თავისი ჩართულობით ქსელის გაფართოებაში დაგეხმაროთ.

0x01 graphic

ალექს ჰალკინი, მედია პროექტების მენეჯერი

10 სამახსოვრო:

1. მოაწყვეთ მარკეტინგული კამპანია ვიდეოს ასლების დამზადებამდე;

2. შეაგროვეთ შეკვეთები წინასწარ;

3. წინასწარ მოძებნეთ და შეუთანხმდით მაღაზიას ან სტუდიას, რომელსაც შეუძლია კარგი ხარისხის ასლების დამზადება მოკლე დროში;

4. რაც უფრო მეტ ასლს დაამზადებთ, მით უფრო დაბალი იქნება ერთეულის დამზადების თვითღირებულება;

5. დაამზადეთ იმდენი ასლი, რამდენის დარიგებასაც შეძლებთ;

6. ვიდრე ასლს სხვა პირს გადასცემთ, შეამოწმეთ ჩანაწერის ხარისხი;

7. სასურველია, შესაბამისი DVD, CD ან ინფორმაციის ნებისმიერი სხვა მატარებლისათვის დაამზადოთ სპეციალური გარეკანი მიმზიდველი დიზაინით;

8. გარეკანზე აუცილებლად დაიტანეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია;

9. მასალას თან დაურთეთ წერილობითი აღწერა, შესაძლოა ეს იყოს მოწოდება - call to action, ან სქრინინგის ინსტრუქციაც კი;

10. თუ თქვენ გყავდათ დონორები/სპონსორები, რომლებიც დაგეხმარნენ ვიდეოს დამზადებისას, მიმართეთ მათ ხელახალი თხოვნით დაგეხმარონ ვიდეოს დისტრიბუციაში.

ყოველი ახალი ნაბიჯი გაახლოებთ თქვენს მიზანთან. თითოეული გადადგმული ნაბიჯიდან კი უნდა გამოიტანოთ დასკვნები და დააგროვოთ გამოცდილება - რაც სამომავლოდ დაგეხმარებათ უფრო ეფექტიანად მუშაობაში.

3. კერძო/დახურული ჩვენებები

ვიდეო ადვოკატირების ორგანიზატორი აწყობს კამპანიის ვიდეოს ჩვენებას უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღები პირისთვის. ეს შეიძლება იყოს ერთადერთი გზა, რომ თანამდებობის პირს მიაწვდინოთ ხმა. ამ მეთოდის უპირატესობა, რაღა თქმა უნდა, კონფიდენციალობასა და ნდობაშია. ეს მეთოდი ხშირად უფრო რბილ და ფრთხილ გზად აღიქმება, ვიდრე საჯარო და ხმაურიანი ჩვენებები.

ხდება ხოლმე, რომ ადგილობრივი ოფიციალური პირი ვიდეოს თვითონ ავრცელებს და აწვდის თავის ზემდგომ პირებს ან ორგანოებს, რითიც პირდაპირ ემსახურება თქვენს მიზნებს, როგორც ვიდეოს გავრცელების, ასევე აქამდე მიუწვდომელი აუდიტორიისათვის ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით.

თუმცა, იმისათვის, რომ სახელმწიფო ჩაერთოს პრობლემაში და მისი გადაჭრა მოინდომოს, უმჯობესია, რომ ადვოკატირების პროცესი მხოლოდ ერთი სტრატეგიის განხორციელებით არ შემოიფარგლოს საჭიროა ყველა გზის გამოყენება მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად.

ყურადღებით უნდა იყოთ ასევე იმ დაპირებების ან შეთანხმებების მიმართ, რასაც ოფიციალური - პირები დახურულ კარს მიღმა, პირისპირ საუბრისას გეტყვიან. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ მათ უარი განაცხადონ შეთანხმების ან დაპირების შესრულებაზე, ან საერთოდ თქვან, რომ ასეთი არ მომხდარა. ამისაგან თავის დასაცავად ისევ ვიდეომასალა გამოგადგებათ უკვე თქვენი პირადი ან ნახევრად ოფიციალური საუბრის ჩანაწერი.

რჩევები კერძო/დახურული ჩვენებისთვის:

1. დაადგინეთ ზუსტად, თუ ვინ არის თქვენი ვიდეოს ადრესატი - გადაწყვეტილების მიმღები პირი ან სახელმწიფო მოხელე;

2. დაამყარეთ კონტაქტი პირდაპირ მათთან ან იმ ხალხთან, ვისაც შეუძლია თქვენი დაკავშირება შესაბამის პირებთან;

3. თქვენი ვიდეო უნდა იყოს მოკლე და ლაკონიური - ასეთ მნიშვნელოვან პირებს ხშირად უჭირთ თქვენთვის განუსაზღვრელი დროის დათმობა. ყოველი შემთხვევისათვის, დაუტოვეთ ვიდეოს ასლი და თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია ადრესატს;

4. ხელახლა გადაამოწმეთ ვიდეოს ხარისხი, ასევე, ჩვენებისათვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა.

4. ტელევიზია

0x01 graphic

ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც ტრადიციად ჩამოყალიბდა ტელევიზიაში სრულმეტრაჟიანი ვიდეოების გაგზავნა გაშუქების თხოვნით. ამ ხერხს ძირითადად მიმართავენ ისეთი ავტორები, რომლებიც სოციალურ თემატიკაზე მუშაობენ. არსებობს მრავალი მაგალითი იმ წარმატებული კამპანიებისა, რომლებმაც დიდ შედეგს მიაღწიეს ასეთი გზით. ყოფილა შემთხვევები, როდესაც სახელმწიფოს რეაგირებაც კი მოუხდენია კამპანიაზე და დეპარტამენტიც კი ჩამოუყალიბებია წამოჭრილი პრობლემის გადასაჭრელად. ზოგიერთ ქვეყანაში დოკუმენტური ფილმების ავტორებს ჰონორარის მიღებაც შეუძლიათ თავიანთი ფილმების გაშუქებისათვის.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, არ უნდა ჩათვალოთ, რომ ტელევიზიით თქვენი ფილმის ჩვენება კამპანიის თვითმიზანია და მას მაქსიმალური შედეგი ექნება. პოპულარულ მედიასაშუალებებს აქვთ თავისი უპირატესობები - მათ ჰყავთ საკუთარი ლოიალური აუდიტორია და მილიონობით მაყურებელს შეუძლია ერთდროულად ნახოს ვიდეომასალა; თუმცა ამავდროულად უარყოფითი მხარეებიც გააჩნიათ:

გახსოვდეთ, რომ თქვენი ვიდეო არაა უბრალოდ მშრალი ისტორია, ის უნდა იყოს კარგად დამონტაჟებული და გაფორმებული, მისი მიწოდება უნდა ხდებოდეს საინტერესო გზით.

  • შეზღუდული საეთერო დრო;

  • ტელევიზიის მიერ მომზადებული საკუთარი მასალა არსებულ პრობლემატიკაზე;

  • შიში, რომ მწვავე საკითხების გაშუქება გამოიწვევს აუდიტორიის გარკვეული ნაწილის დაკარგვას;

  • ტელევიზიის შიდა კრიტერიუმები მასალის დამზადების ხარისხის მიმართ;

  • ხელმძღვანელობის რწმენა, რომ საკითხი არაა საინტერესო ფართო მასებისათვის და ა.შ.

0x01 graphic

პოლ შორი,
ონლაინ აქტივისტი

თქვენი ვიდეოკამპანიისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ გქონდეთ დისტრიბუციის სტრატეგია. ვიდეოს დამზადება მხოლოდ გაკეთებული საქმის ნახევარია. დანარჩენი წარმატება კი დამოკიდებულია იმ გზების მოძებნაზე, რომლებიც ყველაზე ფართო აუდიტორიამდე მიგიყვანთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოდეთ ვიდეო თაროზე და დაივიწყეთ.

7 რჩევა:

1. აუცილებლად დაამონტაჟეთ ვიდეო;

2. რეკლამა გაუკეთეთ ვიდეოს ინტერნეტით: ვებგვერდზე, მეილით;

3. მიაწოდეთ ვიდეო იმ ადამიანებს, ვისაც ამ ვიდეოში იღებდით;

4. დააწერეთ დისკს სახელი, გვარი და მისამართი;

5. თან დაურთეთ პრესრელიზი;

6. ასევე, თან დაურთეთ ვიდეოს მოკლე აღწერა, ვიდეოში მონაწილე ინტერვიუერების სახელები და გვარები, ორგანიზაციების ჩამონათვალი;

7. რამდენჯერმე გადაამოწმეთ, იოლად იხსნება თუ არა ვიდეოფაილი დისკიდან, აცდენილი ხომ არ არის ხმა და მონტაჟისას გაპარული ხომ არ არის რაიმე შეცდომა

0x01 graphic

5. ინტერნეტი და სოციალური მედია

21-ე საუკუნეში ყველანაირი მასალის, მათ შორის ვიდეოს გავრცელება ბევრად უფრო იოლი გახდა ინტერნეტის საშუალებით. დღეს უკვე ყველას შეუძლია საკუთარი სამზარეულოდან ჰქონდეს პირდაპირი ჩართვა და ასწავლოს ათასობით ადამიანს გემრიელი საცივის მომზადება: ამისთვის მხოლოდ ვებკამერა, კომპიუტერი და ინტერნეტია საჭირო.

ინტერნეტით ვიდეოს გავრცელება მისი დისტრიბუციის ყველაზე იაფი და ამავდროულად, მასშტაბური გზაა. ინტერნეტი საშუალებას გაძლევთ, ხმა მიაწვდინოთ არა მარტო თქვენს სამიზნე აუდიტორიას, არამედ უფრო მეტ ხალხს მათ, ვისაც თქვენს ადრესატებთან საერთო ინტერესები გააჩნია, სხვა დასხვა სოციალურ ქსელებსა თუ ფორუმებში მათი მეგობრები არიან და ა.შ.

სტატისტიკა იმ ვებგვერდებს, რომლებიც გვაძლევენ საშუალებას განვათავსოთ ვიდეო, აქვთ სტატისტიკის მთვლელი ინსტრუმენტები. მაგალითად, Google nalytics - ვებვებგვერდებისათვის, Facebook Insights - ფეისბუქისათვის. საკუთარი სტატისტიკის ინსტრუმენტები აქვს ცნობილ ბლოგ-პლატფორმებს, მაგალითად, Wordpress- და ვიდეო-კონტენტის ვებგვერდებს.

რატომ არის ინტერნეტით ვიდეოს გავრცელება უფრო ეფექტური?

  • ინტერნეტს ჰყავს დიდი აუდიტორია:

ძალიან ცოტა ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ ვიდეო გავავრცელოთ ინტერნეტის საშუალებით, მისი ხილვა კი აბსოლუტურად ყველას შეეძლება, ვისაც ინტერნეტთან აქვს წვდომა. თითოეულ ქვეყანაში ინტერნეტთან წვდომის სხვადასხვა სტატისტიკა არსებობს. საქართველოში მოსახლეობის დაახლოებით 35%25 აქვს წვდომა ინტერნეტთან. ეს ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ მოსახლეობის მესამედს აქვს შანსი, ნახოს თქვენი ინიციატივა. თუმცა, ბოლო წლების სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ ეს რიცხვი საკმაოდ სწრაფი ტემპით იზრდება.

  • ინტერნეტს არ აქვს საზღვრები:

თუ სკოლაში გამართულ ჩვენებას მხოლოდ სკოლის მოსწავლეები ან კონკრეტული ქალაქის მცხოვრებნი დაესწრებიან, ინტერნეტში ჩვენ მიერ განთავსებული მასალა შეიძლება ნახონ ავსტრალიაში, ფილიპინებში ან მექსიკაში.

არსებობს ბარიერებიც პირველ რიგში, ესაა ენობრივი ბარიერი. თუ თქვენი ვიდეო ქართულ ენაზეა, ცხადია, მას მხოლოდ ქართული ენის მცოდნე მაყურებელი ნახავს.

გამოსავალი აქაც არსებობს - შეგიძლიათ ვიდეოს ტიტრები დაურთოთ სხვადასხვა ენაზე და გაზარდოთ პოტენციური აუდიტორია.

  • შესაძლებელია კონკრეტულ, სასურველ აუდიტორიასთან მუშაობა:

ჩვენ შეიძლება შევქმნათ იმ ადამიანთა ბაზა, რომელიც დაინტერესებულია ჩვენთვის მნიშვნელოვანი თემატიკით და შემდეგ მათ ვუგზავნოთ თემატური ინფორმაცია. ამისათვის რამდენიმე ხერხი არსებობს სოციალურ ქსელში ჯგუფის შექმნა და მხოლოდ იმ ხალხის მოწვევა, ვისაც გსურთ მიაწვდინოთ ხმა. ჯგუფის გაფართოების მიზნით შეგიძლიათ ჯგუფის მონაწილეებს სთხოვოთ, მოიწვიონ მეგობრები.

  • ინტერნეტი უფრო იაფია, ვიდრე ტელევიზია:

ტელევიზიით გაშვებული ვიდეო შეიძლება ძალიან ბევრმა ადამიანმა ნახოს, მაგრამ ინტერნეტის საშუალებით ასევე შესაძლოა მიაღწიოთ მნახველების დიდ რაოდენობას, ბევრად უფრო ნაკლები დანახარჯებითაც. ზემოთ ვახსენეთ ტელევიზიების მიერ ხელოვნურად თუ შინაარსობრივად დაწესებული შეზღუდვები, ინტერნეტს კი მსგავსი რამ არ გააჩნია - თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი შინაარსის ვიდეო განათავსოთ ისე, რომ არ იზრუნოთ აუდიტორიის დაკარგვაზე ვისაც არ აინტერესებს საკითხი, არც კი ნახავს ვიდეოს.

  • ინტერნეტში ყველაფერი სწრაფად ვრცელდება:

მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტში ადვილად შეიძლება ვიდეოს გავრცელება, დისტრიბუციის სტრატეგია მაინც საჭიროა. ერთი შეხედვით, საკმარისია ვიდეოს მხოლოდ Youtube-ზე ატვირთვა, მაგრამ შემდეგ მისი გავრცელება შენს ხელთაა. ამიტომ, საჭიროა იმაზე ზრუნვა, რომ ეს ვიდეო რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს.

რაც მთავარია, ამ ყველაფრის მიღწევა შეიძლება ფინანსური დანახარჯების გარეშე - სწორედ ეს არის ინტერნეტის უდიდესი უპირატესობა დისტრიბუციის სხვა გზებთან შედარებით.

  • ინფორმაციის გაცვლის სიჩქარე:

ჩვეულებრივი ფოსტისგან განსხვავებით, ელექტრონული ფოსტა უფასოა. ამასთანავე, ადრესატამდე დაუყოვნებლივ მიდის. საყურადღებოა ის, რომ ელექტრონული ფოსტით ადვილად შეიძლება ბევრი ხალხისთვის ვიდეოფაილის, ან ბმულის გაზიარება, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ხშირ შემთხვევაში, თუ თქვენ ადრესატს არ იცნობთ, წერილები შეიძლება სპამად ჩაითვალოს და უკურეაქციაც კი გამოიწვიოს.

  • ვირუსული პოტენციალი:

ვირუსული ეწოდება ისეთ ვიდეოს, რომელიც სწრაფად ვრცელდება სოციალური ქსელებისა და სოციალური მედიის საშუალებით. მიუხედავად იმისა, რომ „ვირუსი“ ცუდ რამეს ნიშნავს კომპიუტერისთვის, ვირუსული ვიდეოს შემთხვევაში ეს პირიქითაა და სწორედ მისი წარმატებულობის მაჩვენებელია. ხშირ შემთხვევაში ვირუსული ხდება ვიდეოები, რომლებიც გარკვეულ გასართობ ხასიათს შეიცავენ, თუმცა ყველა ვიდეოს, რომელიც შეიცავს საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, აქვს ვირუსულობის პოტენციალი.

  • შესაძლებელია მნახველების ზუსტი სტატისტიკის დათვლა:

იმ ვებგვერდებსა თუ სერვისებს (Youtube, Facebook და სხვა), რომლებიც ვიდეოს განთავსების საშუალებას იძლევიან, აქვთ საკმაოდ მოხერხებული სტატისტიკის მთვლელი ინსტრუმენტები. თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ თქვენი ვიდეოს მნახველების დემოგრაფიული მონაცემები, როგორიცაა სქესი, ასაკი, ენა და სხვა; ასევე, შეგიძლიათ გაიგოთ, თუ რომელი ქვეყნიდან ან თქვენი ქვეყნის რომელი რაიონიდან შემოვიდა მომხმარებელი ვიდეოს სანახავად.

სტატისტიკის მონიტორინგი დაგეხმარებათ კამპანიის კორექტირებაში - თუ გამოიკვეთება, რომ ბალანსი დარღვეულია და მაგალითად, ვიდეოს უყურებს უფრო ნაკლები კაცი, ვიდრე ქალი, აქცენტი გაქვთ გასაკეთებელი კაცების ჩართულობის გაზრდაზე.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ინტერნეტი მაინც არ არის ყველასთვის კარგი გამოსავალი. იმის გასაგებად, რომ ღირს თუ არა დისტრიბუციის ამ გზის არჩევა ჩვენი ვიდეოსათვის, კარგი იქნება, თუ დავსვამთ შემდეგ კითხვებს:

  • აქვს თუ არა ინტერნეტთან წვდომა ჩვენს სამიზნე აუდიტორიას, ანუ ადამიანებს, ვისთვისაც ვიდეოს ჩვენება გვაქვს გამიზნული?

  • თუ აქვს, არის თუ არა მათი ინტერნეტის სიჩქარე საკმარისი ვიდეოს სანახავად?

შეიძლება რომელიმე რეგიონში იყოს ინტერნეტი, მაგრამ მისი სიჩქარე არ იყოს საკმარისი ვიდეოს საყურებლად. ამ შემთხვევაში ნაკლები შანსია, რომ ვიდეოს ბევრი მნახველი ეყოლება.

6.3 სოციალური მედია

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

სოციალური მედია დღეს ყველაზე სწრაფად მზარდი მედიასივრცეა. სოციალური მედიის საშუალებით ნებისმიერი ასაკისა და ინტერესის ადამიანებისათვის შეიძლება ხმის მიწვდენა და ამბის მოყოლა. აუცილებლად გამოიყენეთ ეს ინსტრუმენტი და ისწავლეთ მასთან მუშაობა - მომავალში ის კიდევ უფრო მოიკრებს ძალას.

სოციალური მედია იმ ვირტუალური საშუალებების ერთობლიობაა, რომლითაც ადამიანები ქმნიან და ერთმანეთს უზიარებენ ინფორმაციას თუ იდეებს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, სოციალური მედია ერთი დიდი ცარიელი ფურცელია, სადაც ყველა ჩვენგანი ათავსებს და ერთმანეთს უზიარებს მისთვის სასურველ ინფორმაციას, იქნება ეს ტექსტი, ვიდეო ან სურათი.

სოციალური მედია ნებისმიერ ადამიანს აძლევს საშუალებას თავად გახდეს ჟურნალისტი და თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი. ამის მაგალითად, ერთ-ერთ მუსულმანურ ქვეყანაში, სადაც მოქალაქეებს ინტერნეტის მოხმარება აკრძალული ჰქონდათ, ტურისტის ფორმაში გადაცმული ერთი მუსულმანი ქალი ხშირად სტუმრობდა ტურისტებისთვის განკუთვნილ ბარებს, სადაც ინტერნეტის მოხმარება შესაძლებელი იყო. იგი საკუთარი გვერდიდან დანარჩენ სამყა როს აქტიურად აწვდიდა ინფორმაციას ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ, რომელიც მის ქვეყანაში ხდებოდა. მის ინტერნეტ გვერდს ბარაკ ობამაც ეწვია და კომენტარის სახით მადლობა გადაუხადა ასეთი აქტიურობისათვის.

სოციალურ მედიასა და ტრადიციულ მედიას შორის მრავალი განსხვავების მოძებნა შეიძლება, თუმცა ძირითადი მახასიათებლების ჩამოთვლით ადვილად დაინახავთ, რა თვისებები გააჩნია თითოეულს:

0x01 graphic

0x01 graphic

ბლოგები - როგორც ცალკეული ავტორის, ასევე ავტორთა ჯგუფების მიერ შექმნილი სპეციალური ვებგვერდები, სადაც სისტემატურად ქვეყნდება მასალები ამა თუ იმ თემაზე. საუკეთესო და უფასო ბლოგ-პლატფორმებია Wordpress, Blogspot, Tumblr.

0x01 graphic

მიკრობლოგინგი - ამის საუკეთესო მაგალითი არის ტვიტერი, რომელიც ყველას აძლევს საშუალებას გამოაქვეყნოთ 140-სიმბოლოიანი განახლებები, დაურთოთ ბმულები, ფოტოები და სხვა. ნახეთ, რომელი მსგავსი სერვისი გამოგადგებათ: Twitter, FriendFeed. არ გაგიკვირდეთ, ამ სიაში ასევე მოხვდა Tumblr-იც, ვინაიდან მისი ფორმატი მოხერხებულია არა მარტო ბლოგისთვის, არამედ სხვა ფორმატებისთვისაც.

0x01 graphic

სოციალური ქსელები - სერვისები, სადაც მომხმარებლებს აქვთ საშუალება­ გამოაქვეყნონ ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ, დაუმეგობრდნენ არა მარტო ნაცნობ, არამედ უცნობ ხალხსაც და გაერთიანდნენ საერთო ინტერესების ირგვლივ. ყველაზე ცნობილი სოციალური ქსელი, რა თქმა უნდა, Facebook-ია, ასევე, გაეცანით Google Plus, LinkedIn - თუმცა ეს უკანასკნელი უფრო პროფესიული და საქმიანი მიზნებისთვის გამოიყენება.

0x01 graphic

ვიკი - ვიკიპედია არის ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც ამ ტექნოლო­ გიას იყენებს: ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია განათავსოს მასალა, სხვა მომხმარებლებს კი შეუძლიათ რედაქტირება გაუკეთონ მას, შეავსონ და დაამატონ შინაარსი. Wikipedia არის მხოლოდ ერთი ვებგვერდი, რომელიც ამ ინსტრუმენტს იყენებს, თქვენ კი შეგიძლიათ გახსნათ საკუთარი ვიკი რაიმე თემის შესახებ. ამისათვის დარეგისტრირდით Wikis-paces ან Wikia-ზე.

0x01 graphic

სოციალური ბუქმარქინგი - ვებგვერდები, რომლებიც გაძლევენ საშუალებას, ინტერნეტში მოძიებული ინფორმაცია, ბმულები და სხვა მასალები ერთიანად შეინახოთ და გააერთიანოთ თქვენს გვერდზე. მაგალითისათვის შეგიძლიათ გაეცნოთ Delicious, StumbleUpon, Pinterest, Fancy

0x01 graphic

სოციალური სიახლეები (ნიუსები) - ახალი ამბების აგრეგატორი ვებგვერდები, სადაც გროვდება სხვადასხვა ადამიანების მიერ სხვა ვებგვერდებსა თუ პლატფორმებზე გამოქვეყნებული მასალები. საუკეთესო მაგალითებია Digg, Reddit, ასევე StumbleUpon.

0x01 graphic

ფოტო და ვიდეო შერინგი - სპეციალური ვებგვერდები, სადაც მომხმარებლები ტვირთავენ მათ მიერ გადაღებულ ფოტო ან ვიდეომასალას, რომლის შემდგომ გავრცელებასაც ისახავენ მიზნად. ვიდეოშერინგის საუკეთესო მაგალითებია Youtube და Vimeo, ასევე ტვიტერის რამდენი მეწამიანი ვიდეოსერვისი Vine. ვიდეოსთან ერთად ფოტოების შერინგის ერთ-ერთი პოპულარული სერვისია Instagram. ფოტოჰოსთინგებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ასევე Flickr. მრავალ სერვისს დღეს უკვე არა მარტო ვებგვერდზე შეხვდებით, არამედ ასევე მობილური ტელეფონის მეშვეობით შეძლებთ მათ გამოყენებას რაც ბევრად უფრო გაგიმარტივებთ საქმეს.

0x01 graphic

ლაივ სტრიმინგი - სპეციალური სერვისები, რომლებიც მომხმარებლებს პირდაპირ ეთერში ტრანსლაციის საშუალებას აძლევს, იქნება ეს რაიმე მოვლენა თუ სამოყვარულო გადაცემა. ტრანსლაციის განხორციელება შესაძლებელია უბრალო ვებკამერით, მობილური ტელეფონით ან ვიდეოკამერით. ყველაზე გავრცელებული სერვისი დღეს არის Livestream, Ustream, JustInTV.

0x01 graphic

ფაილების შერინგი - პრეზენტაციები, მუსიკა და ა.შ. - ფოტო და ვიდეოშერინგის სერვისების მსგავსად, არსებობს სპეციალიზებული ვებგვერდები, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ატვირთონ ნებისმიერი ფორმატის ფაილი და გადაუგზავნონ იგი სხვა დაინტერესებულ პირებს. პირველ რიგში, გაეცანით Google Drive-ს, რომელიც იძლევა საშუალებას, ელექტრონული ფოსტით დიდი ფაილები გადაგზავნოთ. მეორე და არანაკლებ პოპულარული სერვისია Dropbox, რომელიც შეგიძლიათ მობილურ ტელეფონზე დააყენოთ და მომენტალურად ატვირთოთ გადაღებული ვიდეო ან ფოტო მასალა, ასევე სხვა ფაილები.

0x01 graphic

ფორუმები - სოციალური ქსელების პირველი მაგალითი, რომელსაც ჰქონდა სადისკუსიო ფორმატი და მომხმარებლები ტოვებდნენ კომენტარებს სპეციალურად შექმნილი თემების (ე.წ. ტოპიკების) ქვეშ. ფორუმები დღესაც აქტუალურია, თუმცა, უფრო ვიწრო სპეციალიზაცია მიიღო და ბევრად ჩამოუვარდება სოციალური ქსელების პოპულარობას. აუცილებლად გაეცანით პირველ ქართულენოვან ფორუმს Forum.ge-ს; იხილეთ, ასევე, ქართული ახალგაზრდული ფორუმი Teen.ge. ფორუმები აქვს ასევე ბევრ სხვა ვებგვერდს და სერვისს, მაგალითად, Wordpress-ს.

0x01 graphic

როგორც აღვნიშნეთ, ინტერნეტის მეშვეობით ძალიან ადვილია ინფორმაციის სწრაფად გავრცელება. თუმცა, ნუ შეიქმნით ილუზიას, რომ ვიდეოს გადაღება და თქვენს პირად ვებგვერდზე, ბლოგზე ან თუნდაც ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებით ამოცანა შესრულებულია.

აუცილებელია, თქვენი სტრატეგია ითვალისწინებდეს იმ სერვისებს, სოც. ქსელებს და სხვა ვებგვერდებს, სადაც ვიდეომასალა და თქვენი ვებგვერდის ბმული უნდა განათავსოთ.

თუ ზუსტად გყავთ შერჩეული სამიზნე აუდიტორია, რომელსაც გსურთ მასალა მიაწვდინოთ, ისიც გეცოდინებათ, რომელი კონკრეტული სერვისი უნდა გამოიყენოთ ვიდეოს გასავრცელებლად. ეს შეიძლება იყოს როგორც ქართული, ასევე უცხოური ვებგვერდები, სოციალური ქსელები და ბლოგები; შესაძლოა, თქვენ მხოლოდ თემატური ფორუმები და ჯგუფების მოძიება დაგჭირდეთ და არ გინდოდეთ ფართო აუდიტორიას უჩვენოთ ვიდეო, რომელსაც ვიწროდ სპეციალიზებული შინაარსი აქვს.

სოციალური მედიის ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ მნიშვნელოვანწილად დაგაზოგინებთ დანახარჯებს, განსხვავებით ტრადიციული მედიისაგან, რომელსაც ბევრად უფრო დიდი ბიუჯეტი სჭირდება.

მოკლედ განვიხილოთ თითოეული ზემოთ ხსენებული სერვისი:

ბლოგები

ბლოგის მეშვეობით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოთქვას თავისი აზრი. ბლოგის გახსნა და დარეგისტრირება ძალიან ადვილია, მას ავტომატურად ენიჭება ვებმისამართი და ავტორს პირდაპირ აქვს საშუალება, სპეციალური ტექნიკური ცოდნის გარეშე განათავსოს მასალა ბლოგზე.

რა თქმა უნდა, ბლოგზე ან ორგანიზაციის ვებგვერდზე მხოლოდ ვიდეოს დადება საკმარისი არ იქნება - აუცილებელია რამდენიმე აბზაცში აღწეროთ თქვენი იდეა, თუ რატომ გადაწყვიტეთ ვიდეოს გადაღება ამ კონკრეტულ თემატიკაზე და ასევე, ორიოდე სიტყვა თქვათ საკუთარ თავზე. ამით თქვენი ბლოგის მნახველს აძლევთ საშუალებას, წინასწარ შეიქმნას შთაბეჭდილება როგორც ვიდეოს, ასევე, მასში განხილული საკითხის შესახებ.

ბრაუზერი სპეციალური პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ხდება ინტერნეტ-ვერდების დათვალიერება (მაგ., Internet Explorer, Google Chrome და სხვა).

შერინგის ვებგვერდები - ვიდეო, ფოტო და სხვა ფაილები

ეს სპეციალური სერვისები შექმნილია იმისათვის, რომ თქვენ მარტივად ატვირთოთ მასალა ამ ვებგვერდებზე და მერე სურვილისამებრ, ჩასვათ ვიდეო თქვენს ბლოგზე ან ვებგვერდზე. ამ ვებგვერდების უმთავრესი ფუნქცია კი ისაა, რომ თქვენი ბლოგის მნახველს აქვს საშუალება, პირდაპირ თავის ბრაუზერში ნახოს ვიდეო მისი დამატებით გადმოწერის და სხვა სპეციალური ინსტრუმენტებისა თუ პროგრამების დახმარების გარეშე. თქვენი მიზანია აუდიტორიისათვის ვიდეოს მიწოდება ისე, როგორც ეს მათ აწყობთ - შესაბამისად, ვიდეოს ნახვის საშუალებაც უნდა გაუადვილოთ.

იგივე ეხება სხვა ფორმატის ფაილებს - დოკუმენტები, აუდიოჩანაწერები, პრეზენტაციები და სხვა შეგიძლიათ ასევე ატვირთოთ შესაბამის ვებგვერდებზე და მარტივადგანათავსოთ თქვენს ბლოგზე, ე.წ. embed - ანუ ჩაშენების ფუნქციის გამოყენებით.

ლაივ სტრიმინგი

თუ თქვენი ვიდეო ისეთ საკითხს ეხება, რომელსაც არა აქვს ერთჯერადი, მარტივი ხასიათი, მაშინ თქვენ ასევე შეგიძლიათ აუდიტორიას მოვლენები პირდაპირ ეთერშიც აჩვენოთ - ვთქვათ, წაიყვანოთ რეპორტაჟი იმ ადგილიდან, რომლის შესახებაც გაქვთ გადაღებული თავდაპირველი ვიდეო; ან მოიწვიოთ ოფისში ან სახლში სტუმრები და მათთან ინტერვიუს ტრანსლირება მოახდინოთ ინტერნეტში.

სოციალური ქსელები, მიკრობლოგინგი, ფორუმები

ყველა ეს ვებვებგვერდი თუ სერვისი ემსახურება ერთ მთავარ მიზანს - თქვენი აუდიტორიისთვის მასალის მიწოდებას. რაც შეიძლება მეტი სერვისი უნდა მოძებნოთ, დარეგისტრირდეთ და განათავსოთ ვიდეო, ან ბმული თქვენს ბლოგზე. თქვენ შეგიძლიათ მოუწოდოთ ხალხს, შემოვიდნენ და დაინტერესების შემთხვევაში დატოვონ კომენტარები, ან იქვე დაეკონტაქტოთ აუდიტორიას და მათთან დიალოგში შეხვიდეთ.

სოციალური მედია გარკვეული ინტერესის ირგვლივ ადამიანთა გაერთიანების საუკეთესო საშუალებაა. თემატურ ჯგუფებად გაერთიანება ძირითადად ხდება სოციალურ ქსელებში, მაგალითად, Facebook-ზე.

დღეს საქართველოში Facebook-ს უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს და ქართულენოვან ინტერნეტში გავრცელებული მთელი ინფორმაცია, ან ფეისბუქიდან გამოდის, ან ფეისბუქზე ხვდება.

სპამი ელექტრონული წერილი ან შეტყობინება, რომელიც მიმღებს მიუვიდა მისი სურვილის წინააღმდეგ.

თუ განვიხილავთ კონკრეტულად Facebook-ის მაგალითს, თქვენ შეგიძლიათ ორი გზა აირჩიოთ: გახსნათ სპეციალური გვერდი და მოიწვიოთ დაინტერესებული პირები, მოიწონონ (like) ეს გვერდი და სისტემატურად მიიღონ ახალი ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გამოაქვეყნებთ.

თუ თქვენს ინფორმაციას არ აქვს სისტემატური ხასიათი, მაშინ უმჯობესია მოძებნოთ თემატური ჯგუფები ინფორმაციის განსათავსებლად.

Facebook-ზე ჯგუფების სამი ტიპია:

1

საჯარო (ჯგუფი გახსნილია ყველასათვის, შესაძლებელია ჯგუფში არსებული კონტენტის წაკითხვაც), გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

2

დახურული - ჯგუფი იძებნება საძიებო სისტემაში, ასევე ჩანს ჯგუფის წევრებიც. შესაძლებელია გაწევრიანების მოთხოვნა, ადმინისტრატორის მიერ დადასტურების შემდეგ კი მომხმარებელი ხდება გუფის წევრი და შეუძლია ჩაერთოს დისკუსიაში.

3

საიდუმლო ჯგუფი არ იძებნება საძიებო სისტემაში, შეუძლებელია გაწევრიანების მოთხოვნაც: დამატება ხდება მხოლოდ უკვე არსებული წევრის ან/და ადმინისტრატორის მიერ.

ჩვენი ინტერესის სფეროში სამივე ჯგუფი ხვდება, განსაკუთრებით კი - საჯარო და დახურული ჯგუფები. მომხმარებლები აქ ძირითადად ერთიანდებიან ამა თუ იმ თემის გარშემო, მაგალითად, საჯარო ჯგუფი ლაშქრობის მოყვარულთათვის, სადაც ადამიანები ერთმანეთს უზიარებენ მარშრუტებს, ასევე ჰყიდიან ან ყიდულობენ სალაშქრო აღჭურვილობას, აქვეყნებენ სასარგებლო რჩევებს. დახურული ჯგუფები ძირითადად პროფესიული ხასიათისაა, მაგალითად, IT მენეჯერების ჯგუფი, PR მენეჯერების ჯგუფი. აქ დამატება ხდება ნაცნობების საშუალებით. ჩვენი ვიდეოსათვის, რომელიც ეხება ეკოლოგიურ პრობლემებს, შეიძლება დაგვჭირდეს რამდენიმე მსგავსი შინაარსის ჯგუფის მოძებნა და ბმულის იქ დადება.

მნიშვნელოვანია, რომ არ დავსპამოთ მსგავსი ჯგუფები და არ გამოვიყენოთ ისინი მხოლოდ და მხოლოდ ვიდეოს გავრცელების საშუალებად. წაიკითხეთ კომენტარები, დასვით კითხვები, შედით ინტერაქციაში - ჯგუფის წევრები ის ადამიანები არიან, რომლებიც თუ თემატიკით დაინტერესდნენ, თავისით დაგეხმარებიან ვიდეოს გავრცელებაში.

6.4 თავის შეჯამება

▲ზევით დაბრუნება


ამ თავში ჩვენ ვისაუბრეთ იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც გვჭირდება ვიდეოს გავრცელების სტრატეგიის დაგეგმვისათვის და განხორციელებისათვის. მიმოვიხილეთ ვიდეოს გავრცელების ძირითადი გზები მათი დადებითი და უარყოფითი მხარეების გათვალისწინებით და გავეცანით ინტერნეტში ვიდეოს გავრცელების ძირითად საშუალებებს.

  • ვიდეო ადვოკატირების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაზა საადვოკატო ვიდეოს გავრცელების გზების სწორი დაგეგმვა და შემდეგ კი მისი ეფექტიანი დისტრიბუციაა;

  • ვიდეოს გავრცელებამდე მნიშვნელოვანია ვიდეოს გავრცელების სტრატეგიის დაგეგმვა, რომელიც რამდენიმე ნაბიჯისგან შედგება, ესენია: ვიდეოს სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა, ვიდეოს დისტრიბუციის გზის განსაზღვრა, ვიდეოს გავრცელებისთვის საჭირო ბიუჯეტის შედგენა, განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში განხორციელების პროცესში ცვლილებების შეტანა და ბოლოს ვიდეოს გავრცელების სტრატეგიის შეფასება;

  • არსებობს ვიდეოს გავრცელების ტრადიციული და არატრადიციული გზები. ტრადიციულ გზას მიეკუთვნება - ვიდეოს კოპირება და დისტრიბუცია, კერძო და დახურული ჩვენებები და ბოლოს ვიდეოს ტელევიზიით გავრცელება. თანამედროვე გზას კი ინტერნეტისა და სოციალური მედიის გამოყენებით ვიდეოს გავრცელება წარმოადგენს;

  • ვიდეოს გავრცელების თითოეულ გზას თავისი ძლიერი და სუსტი მხარე გააჩნია, ამიტომ აუცილებელია, მათი წინასწარ განსაზღვრა, რაც სამომავლოდ დაგვეხმარება ამოცანის სწორ დაგეგმვაში;

  • ვიდეოს სოციალური მედიით გავრცელება ყველაზე იაფი და მასშტაბური გზაა. სოციალური მედია რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. ესენია: ბლოგები, მიკრობლოგინგი, სოციალური ქსელები, ვიკი-სერვისები, სოციალური ბუქმარქები, ნიუს-სერვისები, ფოტო და ვიდეოფაილების შერინგის სერვისები, ლაივსტრიმი და ფორუმები.

6.5 სავარჯიშო

▲ზევით დაბრუნება


რადგან ამ სახელმძღვანელოს წაკითხვა გადაწყვიტეთ და ამ სავარჯიშომდეც მოხვედით ამ დროისთვის უკვე მზად უნდა გქონდეთ თქვენი საადვოკატო ვიდეოც. დავალების არსი კი შემდეგში მდგომარეობს: მოცემულ თავში თქვენ ვიდეოს გავრცელების ტრადიციულ და არატრადიციულ მეთოდებს გაეცანით, ახლა კი დროა, თქვენს თანამოაზრეებთან ერთად შეაფასოთ ვიდეოს გავრცელების თითოეული გზის დადებითი და უარყოფითი მხარე და გადაწყვიტოთ რომელი გზა იქნება ოპტიმალური თქვენი ვიდეოს გავრცელებისთვის თქვენ ხელთ არსებული რესურსების გათვალისწინებით.

7 თავი V. ონლაინ მაუწყებლობა

▲ზევით დაბრუნება


  • ვიდეო სტრიმინგი

  • ლაივ სტრიმინგი - ვიდეო პირდაპირი ეთერი

  • ლაივ სტრიმინგი საქართველოში

  • როგორ უზრუნველვყოთ პირდაპირი ეთერი ინტერნეტის საშუალებით?

  • ტექნიკური რჩევები

  • თავის შეჯამება

  • სავარჯიშო

0x01 graphic

თავიდან, როდესაც ინტერნეტში ვიდეო გაჩნდა, აუცილებელი იყო ვიდეოფაილის ინტერნეტიდან კომპიუტერში გადმოტვირთვა, ანუ ვიდეოს ინტერნეტიდან გადმოწერა. პირველი ქართული ვიდეოპორტალები სწორედ ამ პრინციპით მუშაობდნენ.

მეხუთე თავში განვიხილავთ ინტერნეტ ტელევიზიისა და ლაივ სტრიმინგის მაგალითებს, მის შექმნასა და წარმართვას. ამავე თავში მიიღებთ ტექნიკურ რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა უზრუნველყოთ პირდაპირი ეთერი ინტერნეტის საშუალებით შესაბამისი აპლიკაციების გამოყენებით.

7.1 ვიდეო სტრიმინგი

▲ზევით დაბრუნება


ვიდეო სტრიმინგი ტექნოლოგიას, რომელიც დღეს შეუცვლელია ისეთი ონლაინ სერვისებისათვის, როგორიცაა, YouTube, ვიდეო სტრიმინგი ჰქვია. youtube-ზე განთავსებული ვიდეოფაილის ნახვა შესაძლებელია პირდაპირ ინტერნეტის საშუალებით ჩამოტვირთვის პარალელურად.

თანამედროვე ტექნოლოგიებმა ბევრი რამ შეცვალა, მათ შორის ის, თუ როგორ გად მოვცემთ, როგორ ვუყვებით ერთმანეთს ამბავს. ამას ყველა ხვდება, მაგრამ ცოტა თუ უფიქრდება, რეალურად რაში გამოიხატება ცვლილებები. შორეულ წარსულში ადამიანები ერთმანეთს ინფორმაციას ვერბალურად გადასცემდნენ ამბავს სიტყვების მეშვეობით უყვებოდნენ. კაცობრიობის ისტორიას რომ თვალი გადავავლოთ, შევამჩნევთ, რომ კომუნიკაციის ეს ფორმა დიდი ხნის განმავლობაში შეუცვლელი იყო. ხშირად ამბავს ნახატებითაც ჰყვებოდნენ. მოგვიანებით ადამიანებმა ამბის გადმოცემა წერილობით დაიწყეს. ცხადია, ადრესატი ამბავს საკუთარი წარმოსახვით ამდიდრებდა და ასე იხატებოდა მის ცნობიერებაში მომხდარის სუბიექტური სურათი. დღეს ამბის მოყოლა მოძრავი გამოსახულების, ვიდეოს საშუალებით არის შესაძლებელი. ვიდეოს საშუალებით გადმოცემული ამბის აღსაქმელად მაყურებელს აღარ სჭირდება წარმოსახვა, ყველაფერი ისედაც ნათელია. ამბის თხრობის ამ ხერხს თავიდან მხოლოდ კინემატოგრაფიაში იყენებდნენ, შემდეგ ტელევიზიაც შეიქმნა და გამოსახულების საშუალებით თხრობა ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. დღეს ვიდეოს გადაღება ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია. ამის საშუალებას ვიდეოკამერის გარდა ციფრული ფოტოაპარატი, მობილური ტელეფონი და კომპიუტერის ვიდეო თვალიც გვაძლევს. არც გადაღებული ვიდეოს გავრცელებაა რთული. უამრავი ინტერნეტ სერვისის საშუალებით შეგვიძლია ჩვენი ვიდეომონათხრობი მთელ მსოფლიოს გაუზიაროთ.

დღეს ინტერნეტში ვიდეოს უამრავი მაყურებელი ჰყავს. ამის მიზეზი მარტივია. ვიდეოს, კომპიუტერის ან მობილური მოწყობილობით - სმარტფონით, ტაბლეტური კომპიუტერით ყურება საკმაოდ ადვილია, მთავარია, ინტერნეტის სიჩქარე იყოს კარგი. მაგრამ ყოველთვის ასე არ იყო. თავიდან, როდესაც ინტერნეტში ვიდეო გაჩნდა, აუცილებელი იყო ვიდეოფაილის ინტერნეტიდან საკუთარ კომპიუტერში გადმოტვირთვა, ანუ ვიდეოს ინტერნეტიდან გადმოწერა. პირველი ქართული ვიდეოპორტალები სწორედ ამ პრინციპით მუშაობდნენ. შემდეგ, ტექნოლოგიების განვითარებამ და სწრაფმა ინტერნეტმა შესაძლებელი გახდა ვიდეოს ონლაინ ყურება, ინტერნეტიდან გადმოწერის გარეშე. ერთ-ერთი პირველი მსგავსი სერვისი avoe.ge იყო, რომლის მომხმარებლები სხვა სერვისების მსგავსად, ვიდეოს საკუთარ კომპიუტერში იწერდნენ. შემდეგ მათ, ვისაც სწრაფი ინტერნეტი ჰქონდა, მიეცათ არჩევანის საშუალება, რომ ფილმებისთვის პირდაპირი სტრიმინგის საშუალებით ეყურებინათ, თუმცა, თავიდან ეს არც ისე მარტივი იყო.

ტექნოლოგიას, რომელიც დღეს შეუცვლელია ისეთი ონლაინ სერვისებისათვის, როგორიცაა, YouTube-ი, ვიდეო სტრიმინგი ჰქვია. youtube-ზე განთავსებულ ვიდეოფაილს პირდაპირ ინტერნეტის საშუალებით ვუყურებთ. ალბათ შეგიმჩნევიათ, როგორ ივსება ვიდეოგამოსახულების ქვედა ნაწილში ნაცრისფერი ზოლი, რომელიც მიუთითებს მომხმარებელს რა ოდენობის ვიდეო არის ჩატვირთული მის კომპიუტერში ინტერნეტიდან. ვიდეო სტრიმინგის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია, კომპიუტერში ვიდეოს ჩამოტვირთვის პარალელურად უყუროს მას. თუკი ინტერნეტის სიჩქარე დაბალია, ვიდეო სტრიმინგის სერვისი ცდილობს ონლიან ვიდეო მაუწყებლობა შეინარჩუნოს ვიდეოგამოსახულების ხარისხის გაუარესების ხარჯზე. ხარისხის გაუარესება მონაცემების ნაკლები რაოდენობის გადაგზავნას ნიშნავს. ამგვარად, ინტერნეტის დაბალი სიჩქარის მიუხედავად, ვიდეომაუწყებლობა არ წყდება, მაგრამ უარესდება გამოსახულების ხარისხი.

ვიდეო სტრიმინგის ტექნოლოგიას YouTube-ს მსგავსად სხვადასხვა ქართული ონლაინ სერვისიც იყენებს. მაგალითად myvideo.ge. ამ ონლიან სერვისის მომხმარებელი უბრალოდ ირჩევს სასურველ ტელეარხს და ვერც კი ხვდება, რომ ვიდეო, რომელსაც ის უყურებს, მის კომპიუტერში იტვირთება. ამავე პრინციპით მუშაობს imovies.ge, სადაც ფილმის საყურებლად მისი გადმოტვირთვა არ არის საჭირო.

7.2 ლაივ სტრიმინგი - ვიდეო პირდაპირი ეთერი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ალბათ ყველას გვახსოვს, როგორ ვითარდებოდა საინტერესო მოვლენები ჩვენ თვალწინ. როგორ ვაკვირდებოდით პლანეტისათვის მნიშვნელოვან ან უბრალოდ ჩვენთვის საინტერესო მოვლენებს პირდაპირი ეთერის საშუალებით, ტელევიზორისა თუ კომპიუტერის ეკრანზე. ეს შეიძლება ყოფილიყო პოლიტიკოსების გამოსვლა, სპორტული შეჯიბრება, საპროტესტო აქცია თუ ბუნებრივი კატასტროფა.

ლაივ სტრიმინგი ტექნოლოგიას, რომელიც შესაძლებელს ხდის პირდაპირ ეთერში გადავცეთ ვიდეოგამოსახულება, ლაივ სტრიმინგი ჰქვია.

ადრე, პირდაპირ ეთერში მაუწყებლობა მხოლოდ მაღალბიუჯეტიან ტელევიზიებს შეეძლოთ, ვინაიდან პირდაპირ ეთერში მაუწყებლობა მხოლოდ ძვირადღირებული აპარატურისა და ტექნოლოგიების საშუალებით იყო შესაძლებელი. მაგრამ ინტერნეტმა სიტუაცია რადიკალურად შეცვალა. დღეს ტელევიზიის გარდა ბევრი რადიოსადგურიც იყენებს ამ შესაძლებლობას და ინტერნეტმომხმარებლებს საშუალებას აძლევს არა მარტო უსმინონ, არამედ უყურონ კიდეც რადიოგადაცემებს. მაგალითად, რადიო პალიტრა (www.palitratv.ge) მხოლოდ რადიოსიხშირით არ მაუწყებლობს. მის მსმენელებს ონლაინ პირდაპირი ეთერის საშუალებით შეუძლიათ ადევნონ თვალი რადიოგადაცემის მსვლელობას. რადიო პალიტრას არ აქვს სატელევიზიო სიხშირე, იგი მხოლოდ ინტერნეტისა და რადიო სიხშირის საშუალებით მაუწყებლობს, მაგრამ მის ვებგვერდს palitratv ჰქვია. ლაივ სტრიმინგის გამოყენების გამო, რთული გასარჩევია, რადიოსთან გვაქვს საქმე თუ ტელევიზიასთან.

დღეს სხვადასხვა ორგანიზაციის ან პოლიტიკოსის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იმავე სამუშაოს ასრულებს, რასაც ადრე მედიასაშუალება აკეთებდა. სხვადასხვა ორგანიზაციის ვებგვერდები და მათ მიერ დარეგისტრირებული სოციალური მედიის არხები თავისი ფუნქციით მედიასაშუალებას მოგვაგონებს.

მაგალითად, აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენციაში, თეთრ სახლში, აქტიურად იყენებენ ინტერნეტ ვიდეო სტრიმინგს. თეთრი სახლის YouTube არხზე უამრავი ვიდეო გზავნილია განთავსებული, რომლებშიც გადმოცემულია ამერი­ კის პრეზიდენტის და თეთრი სახლის ოფიციალური პოზიცია (www.youtube. com/user/whitehouse). თუკი ამ გვერდს ეწვევით: www.whitehouse.gov/live შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში ადევნოთ თვალი ამერიკის პრეზიდენტის ან რომელიმე ოფიციალური პირის განცხადებას.

დღეს პირდაპირ ეთერში მხოლოდ მედიასაშუალებები და ოფიციალური პირების პრესსამსახურები როდი მაუწყებლობენ. 2013 წელს, თურქეთში, ტაქსიმის სკვერში (Taksim Meydanı) განვითარებულ მოვლენებს უამრავი აქტივისტი ინტერნეტით აშუქებდა. Twitter-ით, ბლოგებით, Facebook-ით მოყოლილი ამბების გარდა ბევრი იყო პირდაპირი ეთერიც. უამრავი ადამიანი საკუთარი თვალით დანახულს ვიდეოს საშუალებით აზიარებდა ინტერნეტში. აქციის მონაწილეების მიერ ინტერნეტის აქტიურმა გამოყენებამ თურქეთის პრემიერ მინისტრის გაღიზიანება გამოიწვია. თავის გამოსვლებში იგი სოციალურ ქსელებს ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთ რისკ-ფაქტორად ასახელებდა. თურქი აქტივისტები პირველები არ იყვნენ, ვინც ლაივ სტრიმინგის საშუალებით მიმდინარე მოვლენების გაშუქება დაიწყეს, ბოლო დროს, მოსახლეობის აქტივობას, როგორც წესი, თან სდევს პირდაპირი ეთერი ინტერნეტით.

0x01 graphic

საპროტესტო გამოსვლა
თურქეთში, ტაქსიმის სკვერში,
2013 .

ტექნოლოგიას, რომელიც შესაძლებელს ხდის პირდაპირ ეთერში გადავცეთ ვიდეოგამოსახულება, ლაივ სტრიმინგი ქვია. თუკი ვიდეო სტრიმინგის შემთხვევაში მომხმარებელი უყურებს ვიდეოს მისი გადმოწერის, საკუთარ კომპიუტერში გადმოტვირთვის პარალელურად, ლაივ სტრიმინგის შემთხვევაში, ვიდეოსიგნალი ინტერნეტში გადაცემის ჩაწერის პარალელურად ხდება - სანამ ვიდეოსიგნალის ჩაწერა დასრულდება, ის უკვე ინტერნეტში ლაივ სტრიმინგის სერვისის საშუალებით უამრავი ადამიანისათვის ხდება ხელმისაწვდომი.

მოდით, წარმოვიდგინოთ, როგორ შეუძლია პირდაპირ ეთერს, შეცვალოს საზოგადოება. ვთქვათ, თქვენს ქალაქში ან სოფლის მახლობლად ხეების გაჩეხვა მიმდინარეობს. სავარაუდოდ, გაჩეხვის პროცესი ნებართვის საფუძველზე დაიწყო. ოფიციალური პირები ნებართვის გაცემას გზის გაყვანის ან შენობის აშენების აუცილებლობით ხსნიან. პროცესი უკვე დაწყებულია და დროის სიმცირის გამო მხოლოდ მცირერიცხოვანი აქციის მოწყობა გახდა შესაძლებელი. თუ აქციაზე ხალხის კრიტიკული მასა არ მოვიდა, იმდენად დიდი, რომ ოფიციალური სტრუქტურები აიძულოს გასცენ ბრძანება, მოლაპარაკებების დასრულებამდე დროებით შეჩერდეს ხეების გაჩეხვის პროცესი, თქვენმა სამოქალაქო აქტივობამ შესაძლოა ვერ მიაღწიოს სასურველ შედეგს.

რამდენიმე წლის წინ ჟურნალისტების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მოსახლეობაში ხეების გაჩეხვის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, ამ საკითხის ირგვლივ ფართო დისკუსიის გამართვა. ჟურნალისტების მიწვევას, სიუჟეტის მომზადებას, ეთერში გაშვებას ან, მითუმეტეს, ბეჭდური მედიის საშუალებით გავრცელებას, როგორც წესი, იმდენად დიდი დრო სჭირდება, რომ რომელიმე მედიასაშუალების დაინტერესების შემთხვევაშიც კი, შესაძლოა ხეების გაჩეხვის შესახებ სიუჟეტის ფართე აუდიტორიისათვის გაცნობა დაგვიანებული აღმოჩნდეს. დღეს ინფორმაციის გავრცელების უამრავი საშუალება არსებობს, ყველაზე ეფექტიანი და თვალნათელი ლაივ სტრიმინგი, ანუ პირდაპირი ეთერია.

წარმოიდგინეთ, რომ მცირერიცხოვანი მშვიდობიანი დემონსტრაციის დაწყებასთან ერთად თქვენი თანამოაზრეები პირდაპირ ეთერში გადასცემენ ღონისძიებას. კადრში მოჩანს ხეების გაჩეხვის პროცესი, მიწაზე წაქცეული მრავალწლოვანი ნარგავები, დამტვრეული ტოტები. თქვენი ონლაინ მაუწყებლობა EMBED („ჩაშენებული“) ტექნოლოგიის გამოყენებით შეიძლება ვირუსულად გავრცელდეს. მას გააზიარებენ ფეისბუქის საშუალებით. „ჩააშენებენ“ ბლოგებში და ვებგვერდებში. საზოგადოებრივი აქტივობის ფონზე ხეების გაჩეხვის საკითხით სავარაუდოდ მედიაც დაინტერესდება.

0x01 graphic

ლაივ სტრიმინგი საშუალებას იძლევა EMBED კოდის გამოყენებით პირდაპირი ეთერი ნებისმიერ ვებგვერდზე, ან თუნდაც, ბლოგის, სოციალური ქსელის პირად გვერდზე „ჩაშენდეს“. EMBED კოდი განსხვავდება ბმულისაგან, ემბედ კოდის საშუალებით ვიდეოს სასურველ გვერდში ჩამონტაჟებაა შესაძლებელი. ემბედ ტექნოლოგიის გამოყენების თვალნათელი მაგალითია ფეისბუქში ჩაშენებული YouTube-ის ვიდეოსიუჟეტები, როდესაც YouTube-ის ვიდეოზე ლინკი კი არ არის დატოვებული, არამედ ვიდეო პირდაპირ ფეისბუქში არის ჩაშენებული. „დაემბედება“ ვიდეო ინფორმაციის სწრაფად გავრცელების საშუალებას იძლევა. თქვენი პირდაპირი ეთერი შეიძლება სხვადასხვა მედიასაშუალებამაც ჩააშენოს საკუთარ ონლაინ რესურსებში.

ასე ხდებოდა თურქეთში მიმდინარე მოვლენების გაშუქების დროსაც. იმ მედიასაშუალებებს, რომლებსაც არ ჰქონდათ საჭირო რესურსები საკუთარი კორესპონდენტების თურქეთში გასაგზავნად, შეეძლოთ ლაივ სტრიმის საკუთარ ონლაინ რესურსებში „ჩაშენება“, ან სულაც სატელევიზიო ეთერში გამოყენება.

სოციალური მედიის საშუალებით ახალი ამბების განხილვასთან და მათ შემდგომ განვითარებასთან ერთად, საზოგადოება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ე.წ. ქროუდსორსინგის გამოყენებით გამოსავლის გამონახვაში (ამ მოვლენას „back channel“ ანუ „ეკრანს მიღმა“ დიალოგი ჰქვია). ქროუდსორსინგი ეწოდება ფორმატს, რომლის დროსაც, სოციალური მედიის პლატფორმების საშუალებით პრობლემას ფართო საზოგადოებას და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს უზიარებენ, ხალხის ეს მასა ერთად მუშაობს ყველასათვის მისაღები გამოსავლის მოსაძებნად.

ამგვარად, პირდაპირი ეთერით გამოწვეულ ეფექტს ემატება ეკრანის მეორე მხარეს დაწყებული დიალოგი, რომელსაც მივყავართ საკითხის ერთობლივ დადებით გადაწყვეტამდე.

აღნიშნულის შედეგად, შესაძლებელია პასუხისმგებელმა სტრუქტურამ გადაწყვეტილება შეცვალოს, სხვა, უკეთესი გამოსავალი გამონახოს მოქალაქეთა აზრის გათვალისწინებით. მაგალითად, შენობის ასაშენებლად სხვა ადგილი მოიძებნოს ან გზის გაყვანის ალტერნატიული, ბუნებისათვის ნაკლებად საზიანო მარშრუტი მოიძიოს.

ეს პირდაპირი ეთერის ძალის მხოლოდ ერთი პატარა მაგალითია. ბევრი ჰუმანიტარული მისიის წევრს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან გამოუყენებია პირდაპირი ეთერი, რომ ახალი ამბები ბუნებრივი კატასტროფების შესახებ მათი დაწყებისთანავე გადმოეცა.

კიდევ ერთი საინტერესო მიმართულება, სადაც პირდაპირი ეთერი, განსაკუთრებით კი, მობილური მაუწყებლობა, შეიძლება შეუცვლელი იყოს, მედიცინის სფეროა. ინტერნეტში ჩართული მობილური ტელეფონისა და შესაბამისი აპლიკაციის საშუალებით შესაძლებელია პირდაპირ ეთერში ჩართვა და ექიმის კონსულტაციის/დახმარების მიღება დისტანციურად, თუნდაც ძალიან შორი მანძილიდან.

პირდაპირი ეთერის შესაძლებლობები საოცარია. იგი წარმოადგენს კარგ საშუალებას შეუერთდე ფართო დიალოგს და გადასცე შენი გზავნილი, იქნება ის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის დაწყების თუ კულტურული ღონისძიების შესახებ.

7.3 ლაივ სტრიმინგი საქართველოში

▲ზევით დაბრუნება


ახალ მედიას ტრადიციულისაგან ინტერაქტიულობა გამოარჩევს. გაზეთში ან ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაზე კომენტარის გასაკეთებლად რედაქციაში უნდა დარეკოთ ან წერილი გააგზავნოთ. მაგრამ არავინ იცის, მიაღწევს თუ არა გზავნილი ადრესატამდე. ტელევიზიისა და რადიოს შემთხვევაში საქმე უკეთესად არის, ვინაიდან პირდაპირი ჩართვით თქვენმა ხმამ შეიძლება ტელემაყურებლებისა თუ რადიომსმენელის ყურამდეც მიაღწიოს. ამ შემთხვევაშიც, სხვა ტელემაყურებლებს საშუალება არ ექნებათ თქვენს კომენტარს საკუთარიც დაურთოს. ახალი მედია სრულ ინტერაქტიულობას უზრუნველყოფს, თქვენი კომენტარი, მოწონება ან არმოწონება მედია პროდუქტის განუყოფელი ნაწილი გახდება და დროთა განმავლობაში მას შეიძლება სხვისი კომენტარებიც დაემატოს. ხშირია შემთხვევა, როდესაც კომენტარს ავტორი პასუხობს ან სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ მასალას დისკუსია მოჰყვება.

შესაბამისად, თუკი ლაივ სტრიმინგს ინტერაქტიულობას დავუმატებთ, საკმაოდ მძლავრი ინსტრუმენტი გამოვა. თავად წარმოიდგინეთ, თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში იმაუწყებლოთ ინტერნეტის საშუალებით, მაყურებელი კი შეძლებს თქვენთან პირდაპირი დიალოგი აწარმოოს ან თავისი მოსაზრებები ღიად დააფიქსიროს.

ამგვარი სახით წარიმართა PH International-ის მიერ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციათა სერია. კონფერენციის მსმენელები საქართველოს სხვადასხვა სკოლების უფროსკლასელები იყვნენ. ერთ-ერთი ასეთი კონფერენციის სტუმარი ნებრასკა-ლინკოლნის უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი დელ ჰარნიში იყო. იგი თბილისელ უფროსკლასელებთან ერთად თბილისში, მულტიმედია საგანმანათლებლო ცენტრში (MEC) იმყოფებოდა. ხოლო აუდიტორიის დიდი ნაწილი საქართველოს რეგიონებიდან, ინტერნეტის საშუალებით ჩართული უფროსკლასელები იყვნენ.

0x01 graphic

პროფესორი დელ ჰარნიში უძღვება PH International-ის
მიერ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა
გადამზადების პროგრამის ფარგლებში ორგანიზებულ
ონლაინ კონფერენციას.

ამერიკელი სტუმრის საუბარი ერთ-ერთი ლაივ სტრიმინგის სერვისის საშუალებით გადაიცემოდა. უფროსკლასელებს რეგიონებიდან ინტერნეტით არა მხოლოდ ონლაინ კონფერენციისათვის თვალყურის დევნება შეეძლოთ, არამედ ინტერაქტიულ დიალოგში ჩართვაც. ისინი აქტიურობით თბილისელ თანატოლებს არ ჩამოუვარდებოდნენ და, თავის მხრივ, მოწვეულ სტუმარს შეკითხვებს ინტერნეტის საშუალებით უსვამდნენ.

Livestream.com-ს, ანუ იმ ონლაინ სერვისს, რომელსაც PH International ონლაინ კონფერენციის პირდაპირი ეთერით გადმოცემისათვის იყენებდა, კიდევ ერთი მეტად მოხერხებული ფუნქცია აქვს. პირდაპირი ეთერის დასრულების შემდეგ შეგიძლიათ ჩაიწეროთ ის, რასაც პირდაპირი ეთერის დროს გადასცემდით. შესაბამისად, დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ კვლავ დაუბრუნდენ თქვენ მიერ პირდაპირ ეთერში გადაცემულ მასალას ან მათ, ვინც პირდაპირ ეთერს ვერ უყურეს, შეუძლიათ მოგვიანებით გა­ ეცნონ თქვენს ვიდეომასალას. გაითვალისწინეთ, რომ Youtube-საგან განსხვავებით Livestream, უფასო ექაუნთის მფლობელების მიერ ჩაწერილ ვი­ დომასალას მხოლოდ გარკვეული დროის განმავლობაში ინახავს.

Livestream.com-ზე შესაძლებელია როგორც ფასიანი, ასევე უფასო ექაუნთის შექმნა. ბუნებრივია, ფასიანი ექაუნთის მფლობელს მეტი ფუნქციით სარგებლობა შეუძლია. მაგალითად, უფასო ექაუნთის ერთ-ერთი შეზღუდვა ერთდროული მაყურებლის რაოდენობაა, ხოლო ფასიანი ექაუნთის შემთხვევაში, ვიდეოს შეიძლება ერთდროულად ადამიანთა განუსაზღვრელი რაოდენობა უყურებდეს. თუმცა, უფასო ექაუნთიც სავსებით საკმარისია პირდაპირი ეთერის უზრუნველსაყოფად.

Livestream.com- ერთი მეტად მოხერხებული ფუნქცია აქვს. პირდაპირი ეთერის დასრულების შემდეგ შეგიძლიათ ჩაიწეროთ ის, რასაც პირდაპირი ეთერის დროს გადასცემდით. შესაბამისად, თქვენი ეთერით დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ განმეორებით იხილონ პირდაპირ ეთერში გადაცემული ვიდეომასალა

ინტერნეტ ონლაინ მაუწყებლობას საქართველოში ტელეარხებიც იყენებენ. 2012 წელს მე-9 არხის სამაუწყებლო არეალი შეზღუდული იყო, საკაბელო ტელევიზიები მე-9 არხის სატელევიზიო სიგნალის რეტრანსლირებაზე უარს აცხადებდნენ. ტელემაუწებლობისათვის მე-9 არხმა ლაივ სტრიმინგის ფასიანი ექაუნთი გამოიყენა, მის პირდაპირ ეთერს ხშირად რამდენიმე ათასი ადამიანი უყურებდა. ტელესიგნალი ინტერნეტის საშუალებით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და მე-9 არხის მაუწყებლობის ნახვა მთელ მსოფლიოში იყო შესაძლებელი.

ინტერნეტ პირდაპირ ეთერს, საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, პოლიტიკოსებიც იყენებენ. ერთ-ერთი პირველი მაღალი დონის პოლიტიკოსი საქართველოში, რომელმაც ინტერნეტ პირდაპირი ეთერის გამოყენება დაიწყო, თბილისის მერი, გიგი უგულავა იყო. 2011 წლის 9 ივნისს თბილისის მერმა ლაივ სტრიმინგის საშუალებით ინტერნეტ მომხმარებლებთან ონლაინ კონფერენცია გამართა. ინტერნეტ მომხმარებლებს საშუალება ჰქონდა საათ-ნახევრის განმავლობაში თბილისის მერისათვის შეკითხვები ონლაინ რეჟიმში, ქალაქის მერის Facebook გვერდზე ჩამონტაჟებული Livestream.com აპლიკაციის საშუალებით დაესვა. ქალაქის მერი ინტერნეტ პირდაპირი ეთერის საშუალებით პასუხობდა შემოსულ შეკითხვებს.

ინტერნეტ პირდაპირი ეთერი საკმაოდ მოსახერხებელი ინსტრუმენტია სამოქალაქო აქტივისტებისთვის. ამის ერთ-ერთი მაგალითია ონლაინ სამაუწყებლო არხი „ნაკად“, რომელიც განკუთვნილია არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის (www.livestream.com/nakadi). როგორც ამ ლაივ სტრიმ არხის გვერდზე ვკითხულობთ „ნაკადის“ ამოცანებია:

0x01 graphic

  • სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივობების შეუზღუდავი და ონლაინ ტელემაუწყებლობა ინტერნეტით პირდაპირ ეთერში (Live);

  • ახალი საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა და პოპულარიზაცია;

  • დაინტერესებული ორგანიზაციებისა და პირებისათვის ინფორმაციის მოძიების, მიღებისა და გავრცელებისათვის ახალი შესაძლებლობის გაჩენა. როგორც მაუწყებლობა, ისე სიგნალის მიღება შესაძლებელია ნებისმიერი ადგილიდან, სადაც კი ინტერნეტია. ამ პროექტში მონაწილეობა შეუძლია ყველა არასამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციას.

თუკი ნაკადის ლაივსტრიმ არხს ეწვევით, ბევრ საინტერესო ვიდეოს იხილავთ საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ. ვიდეოარქივი სიმარტივისათვის თემებად არის დაყოფილი და მუდმივად განახლებადია.

ინტერნეტ ტელევიზიის, „ნაკადის“ მიერ 2011 წელს შედგენილი ქართული პოლიტიკური livestream-ის რეიტინგი ასე გამოიყურებოდა

0x01 graphic

როგორც არაერთი მაგალითიდან ჩანს, ლაივსტრიმის გამოყენება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამისათვის საჭიროა ინტერნეტი და მოწყობილობა, რომელიც ინტერნეტში ვიდეოსიგნალის განთავსებას უზრუნველყოფს.

0x01 graphic

7.4 როგორ უზრუნველვყოთ პირდაპირი ეთერი ინტერნეტის საშუალებით?

▲ზევით დაბრუნება


1 ინტერნეტის საშუალებით პირდაპირ ეთერში მაუწყებლობისათვის შეარჩიეთ მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც დაუკავშირდებით ინტერნეტს. ეს შეიძლება იყოს:

0x01 graphic

. სმარტფონი

0x01 graphic

. ტაბლეტური
კომპიუტერი

0x01 graphic

. ლეპტოპი

0x01 graphic

დ. პერსონალური
კომპიუტერი

2. თითქმის ყველა სმარტფონში ჩამონტაჟებულია ვიდეოკამერა, ხოლო ზოგიერთ ტაბლეტურ კომპიუტერს არ გააჩნია ვიდეო გამოსახულების დაფიქსირებისათვის საჭირო აღჭურვილობა. ამიტომ შეამოწმეთ თქვენი მოწყობილობა. დარწმუნდით, რომ მას ვიდეო კამერა აქვს.

Bambuser-ის საშუალებით შესაძლებელია პირდაპირ ეთერში მაუწყებლობა როგორც მობილური მოწყობილობით, ასევე კომპიუტერის საშუალებით. მობილური მოწყობილობის შემთხვევაში სპეციალური აპლიკაციის გადმოტვირთვა დაგჭირდებათ.

3. თუკი ინტერნეტ მაუწყებლობას პორტატული მოწყობილობით აპირებთ,შემდეგი ნაბიჯი სპეციალური აპლიკაციის გადმოტვირთვაა. დარწმუნდით, რომ თქვენ მიერ შერჩეული ლაივ სტრიმინგის სერვისი უზრუნველყოფს მობილური მოწყობილობით ონლაინ მაუწყებლობას. პერსონალური კომპიუტერის ან ლეპტოპის შემთხვევაში თქვენ ორი არჩევანი გაქვთ: გადმოტვირთოთ სპეციალური პროგრამა კომპიუტერში, რომლის საშუ­ალებითაც მოხდება ვიდეოსიგნალის ინტერნეტში გადაგზავნა, ან ისარ­გებლოთ ონლიან სერვისით, ანუ ეწვიოთ ლაივსტრიმიგის ვებგვერდს და პროგრამის გადმოწერის გარეშე, ვებგვერდიდან განახორციელოთ პირდაპირი ეთერი.

4. როგორც უკვე ითქვა, მობილური მოწყობილობის შემთხვევაში (სმარტფონი, ტაბლეტური კომპიუტერი) კამერა უშუალოდ მოწყობილობაშია ჩამონტაჟებული. ლეპტოპების უმეტესობაში ინტეგრირებულია ვიდეოთვალი, რომლის საშუალებითაც პირდაპირ ეთერში მაუწყებლობა არის შესაძლებელი. პერსონალურ კომპიუტერს ინტერნეტ პირდაპირი ეთერის უზრუნველსაყოფად დამატებით ვიდეოკამერა ან ვიდეოთვალი ესაჭიროება. თუკი ლეპტოპის ვიდეოთვალის ხარისხი არ გაკმაყოფილებთ, მასაც შეგიძლიათ მიუერთოთ ვიდეოკამერა.

5. თუკი ვიდეო გადამღების საკითხი მოგვარებულია (ანუ თქვენს მოწყობილობას აქვს ვიდეოკამერა ან კომპიუტერს კამერა თავად მიუერთეთ), ინტერნერტში შეერთების დრო დადგა. მობილური მოწყობილობის შემთხვევაში შეგიძლიათ რომელიმე მობილური ოპერატორის ინტერნეტ­სერვისი გამოიყენოთ.

6. გახსენით შესაბამისი ინტერნეტსერვისის გვერდი ან გაააქტიურეთ პროგრამა, აპლიკაცია, რომელიც ინტერნეტ პირდაპირ ეთერს უზრუნველყოფს. დარწმუნდით, რომ თქვენი ვიდეოსიგნალი შესაბამისი აპლიკაციის ან ონლაინ სერვისის ფანჯარაში მოჩანს. მობილური მოწყობილობებისათვის დამზადებული აპლიკაციები, ისევე, როგორც ონლაინ სერვისები, მომხმარებელს ხმის ბალანსის და გამოსახულების სიმკვეთრის დარეგულირების საშუალებას აძლევენ.

7. მიაჭირეთ ღილაკს „ჩაწერა“. როგორც წესი, მსგავსი ღილაკები წითელი ფერისაა. ღილაკზე მიჭერით ერთდროულად მოხდება ვიდეოსიგნალის ჩაწერა და პირდაპირ ეთერში მაუწყებლობა.

8. თუკი ყველა ნაბიჯი სწორად გაიარეთ და თქვენი ვიდეოსიგნალი ინტერ­ნეტმომხმარებლისათვის უკვე ხელმისაწვდომია, შეგიძლიათ თხოვოთ მეგობრებს, რომ თქვენი პირდაპირი ეთერი ინტერნეტში გააზიარონ, ან მეგობრებს, რომ თქვენი პირდაპირი ეთერი ინტერნეტში გააზიარონ, ან ემბედ კოდის საშუალებით საკუთარ ონლაინ რესურსებში ჩააშენონ.

7.5 ტექნიკური რჩევები

▲ზევით დაბრუნება


ქვემოთ ჩამოთვლილია ის ონლაინ სერვისები, რომლებიც თქვენი კომპიუტერიდან ან მობილური მოწყობილობიდან პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას უზრუნველყოფენ.

0x01 graphic

Ustream - 2008-2009 წლების ყველაზე პოპულარული მოვლენების (მაიკლ ჯექსონის დაკრძალვა, პრეზიდენტ ობამას ინაუგურაცია) ონლაინ გადაცემის პარტნიორი იყო. ახლა უკვე Twitter-თან და Facebook-თან ინტეგრაციის შემდეგ, Ustream მშვენიერი არჩევანი იქნება თქვენი ღონისძიების შესახებ ინფორმაციის პირდაპირ ეთერში გადასაცემად. აპლიკაცია კარგად მუშაობს ჩამწერ აპარატურასთან, რაც პირდაპირი ეთერის პროგრამული უზრუნველყოფისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.

0x01 graphic

Qik - ყველაზე პოპულარული საშუალებაა მობილურით მაუწყებლობისათვის. იგი დაკავ­ შირებულია Facebook-თან და Twitter-თან და აადვილებს ჩაწერასა და ჩანაწერის გავრცელებას.

0x01 graphic

CamStudio - შედარებით განსხვავებულია, რადგან იგი მიეკუთვნება აპლიკაციებს, რომლებიც პირდაპირი ეთერის გადაცემის პროცესში ვიდეოსაც იწერენ. იგი უფასო, ღია რესურსია და გეხმარებათ ჩაიწეროთ ყველაფერი, რისი გავრცელებაც გსურთ.

0x01 graphic

Coveritlive - უმნიშვნელოვანესი პლატფორმაა ბლოგის საწარმოებლად, რომელიც მასალის სწრაფ და მარტივ განთავსებასა და მედია ინტეგრაციას უზრუნველყოფს. მისი გამოყენებით Coveritlive Ustream-თან ან Qik-თან ერთად, სრულყოფილ პირდაპირ ეთერს მიიღებთ.

0x01 graphic

Livestream - Ustream-ის ყველაზე დიდი კონკურენტია, მაგრამ Livestream განსაკუთრებით საინტერესოა იმით, რომ ბოლო დროს მას დაემატა Twitcam (ტვიტკამი) - რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს Twitter-ის ჩანაწერებით იმაუწყებლოს. Ustream-ის მსგავსად, Livestream სხვადასხვა საინტერესო მოვლენებს თავადაც აშუქებს. მაგალითად, ინგლისის პრინცის ქორწილი Livestream-ის საშუალებით გადაიცემოდა.

0x01 graphic

Flixwagon - ნამდვილად ღირს განიხილოთ როგორც შესაძლო გზა მობილური მოწყობილობით მაუწყებლობისას, რადგან იგი გთავაზობთ პირდაპირ YouTube-ზე ატვირთვის შესაძლებლობას.

0x01 graphic

Oovoo - განსხვავდება ბევრი ზემოთ ჩამოთვლილი სერვისისაგან, რადგან იგი ფუნქციურად Skype-თან უფრო ახლოსაა, ვიდრე ონლაინ მაუწყებლობასთან. აღსანიშნავია ვიდეო „ჩეთ ოთახი“. შეგიძლიათ უბრალოდ შექმნათ ოთახი თქვენი ღონისძიებისათვის, მიიღოთ კოდი და ჩასვათ ის თქვენს ბლოგზე თუ ვებგვერდზე, შემდეგ გაუზიაროთ კოდური სიტყვა მათ, ვისი შემოერთებაც გსურთ.

0x01 graphic

My Video - ქართული ონლაინ სერვისია, რომელიც უამრავ სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობს აუდიტორიას. მათ შორის, ინტერნეტის საშუალებით პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას. My Video-ს გააჩნია როგორც ანდროიდის, ასევე iOS-ის უფასო აპლიკაციები მობილური ტელეფონებისა და ტაბლეტური კომპიუტერების საშუალებით პირდაპირ ეთერში მაუწყებლობისა და ნახვისათვის.

7.6 თავის შეჯამება

▲ზევით დაბრუნება


მეხუთე თავში ჩვენ განვიხილეთ ინტერნეტ ტელევიზიისა და ლაივ სტრიმინგის მაგალითები, ვისაუბრეთ მათი შექმნისა და წარმართვის შესახებ. ასევე, მივიღეთ ტექნიკური რჩევები, თუ როგორ უნდა უზრუნველვყოთ პირდაპირი ეთერი ინტერნეტით, შესაბამისი აპლიკაციების გამოყენებით.

  • თავიდან ამა თუ იმ ამბის მოყოლა მოძრავი გამოსახულების საშუალებით მხოლოდ კინემატოგრაფს შეეძლო. შემდეგ ამბის თხრობის ეს ხერხი ტელევიზიამ გადაიღო;

  • დღეს ამბის მოყოლა მოძრავი გამოსახულების, ვიდეოს საშუალებით ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია, ვინაიდან ვიდეოს გადაღება და ინტერნეტის საშუალებით მისი გავრცელება ძალზედ მარტივია;

  • თავიდან ინტერნეტში განთავსებული ვიდეოს სანახავად მისი კომპიუტერში გადმოწერა იყო აუცილებელი;

  • ვიდეო სტრიმინგი საშუალებას აძლევს მომხმარებელს ერთდროულად უყუროს და გადმოტვირთოს ვიდეო, ხოლო ლაივ სტრიმინგის საშუალებით ვიდეოგამოსახულების ინტერნეტ პირდაპირი ეთერის ორგანიზებაა

  • შესაძლებელი. ასეთ შემთხვევაში ვიდეოსიგნალის ინტერნეტში გადაცემა ჩაწერის პარალელურად ხდება. ანუ, სანამ ვიდეოსიგნალის ჩაწერა დასრულდება, ის უკვე ინტერნეტში ლაივ სტრიმინგის სერვისის საშუალებით უამრავი ადამიანისათვის არის ხელმისაწვდომი;

  • დღეს სხვადასხვა ორგანიზაციის ან პოლიტიკოსის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იმავე სამუშაოს ასრულებს, რასაც ადრე მედიასაშუალება აკეთებდა, მაგრამ ლაივ სტრიმინგს მხოლოდ ისინი როდი იყენებენ;

  • აქტივისტები და ინტერნეტის რიგითი მომხმარებლები ხშირად იყენებენ ლაივ სტრიმინგს. ლაივ სტიმინგის დახმარებით შესაძლებელია ამ თუ იმ პრობლემის ირგვლივ ინფორმაციის სწრაფად გავრცელება. ნებისმიერს შეუძლია შეასრულოს ის სამუშაო, რომელსაც ადრე მხოლოდ ჟურნალისტები ასრულებდნენ;

  • ლაივ სტრიმინგი კარგი საშუალებაა, შეუერთდე ფართო დიალოგს და გადასცე შენი გზავნილი, რის შესახებაც არ უნდა იყოს ის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის დაწყების თუ კულტურული ღონისძიების შესახებ;

  • ახალ მედიას ტრადიციულისაგან ინტერაქტიულობა გამოარჩევს. თუკი ლაივ სტრიმინგს ინტერაქტიულობას დავუმატებთ, საკმაოდ მძლავრი ინსტრუმენტი გამოვა. თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში იმაუწყებლოთ ინტერნეტის საშუალებით, მაყურებელი კი შეძლებს პირდაპირი დიალოგი აწარმოოს თქვენთან, ან ღიად დააფიქსიროს თავისი მო საზრებები;

  • ერთ-ერთი ონლაინ სერვისი, რომელიც ინტერნეტ პირდაპირ ეთერსა და ინტერაქტიულ დიალოგს უზრუნველყოფს Livestream.com-ია. Livestream.com საშუალებას იძლევა პირდაპირი ეთერის

  • ლაივსტრიმის უზრუნველყოფა ბევრი სხვადასხვა ონლაინ სერვისის საშუალებით შეიძლება. მაგალითად, ისეთებით, როგორიცაა: Ustream, Qik, CamStudio, Coveritlive, Lives-tream, Flixwagon, Oovoo, My Video, bambuser.

7.7 სავარჯიშო

▲ზევით დაბრუნება


წინა თავებში თქვენ უკვე გაეცანით კადრისა და განათების შერჩევას ვიდეოგადაღებისათვის. ასევე, ზოგადად მიმოვიხილეთ ინტერნეტ პირდაპირი ეთერის უზრუნველყოფისათვის საჭირო ნაბიჯები. ახლა კი დროა, ერთ-ერთი კონკრეტული სერვისით სარგებლობის დეტალური ინსტრუქცია გავიაროთ.

Bambuser-ის საშუალებით შესაძლებელია როგორც მობილური მოწყობილობით, ასევე კომპიუტერის საშუალებით პირდაპირ ეთერში მაუწყებლობა. მობილური მოწყობილობის შემთხვევაში სპეციალური აპლიკაციის გადმოტვირთვა დაგჭირდებათ.

ჩვენ შემთხვევაში ჩავთვალოთ, რომ თქვენ საკუთარი პორტატული კომპიუტერის საშუალებით გინდათ პირდაპირი ეთერში მაუწყებლობა, რომელშიც ვიდეოთვალი არის ჩამონტაჟებული, შესაბამისად, არც ვიდეოკამერის და არც სპეციალური მობილური აპლიკაციის გამოყენება არ არის აუცილებელი. ვიდეოსიგნალის დაფიქსირება ვიდეოთვალის საშუალებით მოხდება, ხოლო პირდაპირ ეთერს ონლაინ აპლიკაცია უზრუნველყოფს.

  • პირველ რიგში Bambuser-ზე უნდა დარეგისტრირდეთ. ეწვიეთ გვერდს www.bambuser. com და მიაჭირეთ ღილაკს Sign up. კომპიუტერში გაიხსნება ამ ონლაინ ვიდეომაუწყებლობის სერვისის სარეგისტრაციო ფორმა. თქვენ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ თქვენი ფეისბუქის ექაუნთის საშუალებითაც - ამ შემთხვევაში არ მოგიწევთ თქვენი მონაცემების შეყვანა, ეს ავტომატურად მოხდება თქვენი ფეისბუქიდან, ან თავად შეიყვანოთ პირადი მონაცემები.

  • რეგისტრაციის პროცესის დასასრულებლად Bambuser-ის მიერ გამოგზავნილ ელექტრონულ ფოსტაზე დასტურის ლინკი უნდა გაააქტიუროთ. ამისათვის შედით რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, გახსენით bambuser-ის მიერ გამოგზავნილი წერილი და დასტურის ბმული გაააქტიურეთ.

  • რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ეწვიეთ თქვენს ექაუნთს. დაბრუნდით www.bam-buser.com-ზე, მიაჭირეთ ღილაკს Log in. გაიხსნება სისტემაში შესვლის ფანჯარა. შეიყვანეთ თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი. თუ ფეისბუქის საშუალებით დარეგისტრირდით, მიაჭირეთ ფეისბუქის ღილაკს.

  • თქვენ უკვე პირად გვერდზე ხართ. ამ ადგილიდან შეგიძლიათ მართოთ როგორც პირდაპირი ეთერის პროცესი, ასევე პირდაპირი ეთერის განმავლობაში ჩაწერილი ვიდეოები. პირდაპირ ეთერში მაუწყებლობის დასაწყებად მიაჭირეთ ღილაკს Go live with your webcam. თქვენს ეკრანზე ახალი ფანჯარა ამოცურდება. ვიდეო პირდაპირი ეთერის დასაწყებად მიაჭირეთ წითელ ღილაკს. ღილაკზე მიჭერამდე რამდენიმე ფუნქცია შეგიძლიათ შეარჩიოთ.

  • თუკი მენიუში list as გააქტიურებულია public ღილაკი, თქვენი ვიდეო ინტერნეტში ნებისმიერი მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი. bambuser საშუალებას იძლევა მხოლოდ თქვენ მიერ შერჩეული bambuser-ის მომხმარებლისათვის იყოს ხელმისაწვდომი.

  • თუკი მენიუში Save on server გააქტიურებულია ღილაკი yes, თქვენი ვიდეო არა მარტო პირდაპირი ეთერით გადაიცემა, არამედ პარალელურად მისი ჩაწერაც მოხდება bam-buser-ის სერვერზე. ამგვარად, მომხმარებელს საშუალება ექნება ნებისმიერ დროს ნახოს თქვენ მიერ პირდაპირ ეთერში გადმოცემული მასალა.

  • პირდაპირი ეთერის დასრულებისას ისევ შესაბამის ღილაკს მიაჭირეთ.