რაც მტრობას დაუნგრევია... მეთოდური სახელმძღვანელო გეოგრაფიის მასწავლებელთათვის (VII კლასი)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: გვარამაძე ნინო, ხუროშვილი ანა
თემატური კატალოგი განათლება|სახელმძღვანელოები
საავტორო უფლებები: © წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი
თარიღი: 1999
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: დაამტკიცა საქართველოს განათლების სამინისტრომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი თბილისი 2004 წიგნი მომზადდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგატის კრისტიან ცუმვალდისა და იზაბელ ბურჟის ზოგადი ხელმძღვანელობით ავტორები: ნინო გვარამაძე, პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი ანა ხუროშვილი, პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი გამომცემლობა „სი-ჯი-ეს“, თბილისი, 0119, ა. წერეთლის პროსპექტი 118.



1 გამოყენებული ლიტერატურა

▲back to top


1. ნ. დარჩიაშვილი, გ. მარგველანი. კონტინენტების გეოგრაფია, სახელმძღვანელო საშუალო სკოლის VII კლასისათვის, თბილისი, 1997 წ.

2. უცხო სიტყვათა ლექსიკონი. თბილისი, „განათლება“, 1973 წ.

3. Защита окружающей среды в международном гуманитарном праве. МККК, М. 1995

4. Женевские конвенции от 12 августа 1949 года и дополнительные протоколы к ним. МККК, М. 1994.

5. Conférence sur les réfugiés et les migrants dans la CEI, 30-31 mai 1996. OIM Organisation Internationale pour les Migrations. HCR. OSCE, Bureau, des Institutions Démocratiques et des Droits de L'Homme.

6. Le HCR en chiffres. 1995, 1er janvier.

7. UNHCR by numbers 1997 .

2 შესავალი

▲back to top


პატივცემულო კოლეგებო!

სიამოვნებით წარმოგიდგენთ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (წჯსკ) მიერ მომზადებულ პედაგოგიურ მასალას. უპირველეს ყოვლისა, შევეცდებით ვუპასუხოთ ზოგიერთ კითხვას, რომელიც, ბუნებრივია, დაებადება ყოველ თქვენგანს.

1. რას ისახავს მიზნად წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საგანმანათლებლო პროგრამა?

პროგრამის მიზანია დააფიქროს მოსწავლეები დამოკიდებულებაზე ომის მსხვერპლისადმი, ქცევის წესებზე ომის პირობებში, გააცნოს მათ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის (სჰს) ნორმები; მიაწოდოს მათ ინფორმაცია წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის შესახებ.

2. რა არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი?

ეს არის საერთაშორისო სამართლის დარგი, რომელიც მოქმედებს შეიარაღებული კონფლიქტის დროს, მიზნად ისახავს მშვიდობიანი მოსახლეობისა და ომის მსხვერპლთა (დაჭრილ მეომართა, ტყვეთა) დაცვას.

3. რა დოკუმენტებს ეყრდნობა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი?

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ძირითადი დოკუმენტებია ჟენევის 1949 წლის ოთხი კონვენცია და 1977 წლის ორი დამატებითი ოქმი.

4. რას წარმოადგენს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობა?

ეს მოძრაობა მიმართულია გაჭირვებულთა დასახმარებლად.

მოძრაობა შედგება 3 კომპონენტისაგან:

ა) წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი - ემბლემა

0x01 graphic

ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებს შეიარაღებული კონფლიქტების ზონაში კონფლიქტის დროს, უშუალოდ მის შემდეგ და ეხმარება შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთ.

ბ) ეროვნული საზოგადოებები - ემბლემა

0x01 graphic

ქრისტიანულ ქვეყნებში
ან
0x01 graphic

მუსლიმური ქვეყნების უმრავლესობაში

შენიშვნა: ზოგიერთ მუსლიმურ ქვეყანაში ემბლემად გამოიყენება წითელი ჯვარი.

ეროვნული საზოგადოება მოქმედებს ქვეყნის შიგნით. მშვიდობიან დროს ეხმარება მარტოხელებს, მოხუცებს, ავადმყოფებს. კონფლიქტების დროს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან ერთად ეხმარება კონფლიქტისაგან დაზარალებულებს.

გ) წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაცია - ემბლემა

0x01 graphic

ეს საერთაშორისო ორგანიზაცია აერთიანებს ეროვნულ საზოგადოებებს, ეხმარება მოსახლეობას სტიქიური უბედურებისა და შიმშილის დროს სხვადასხვა ქვეყანაში.

5. რატომ უნდა გავრცელდეს ცოდნა სჰს-ის შესახებ?

ნორმის დაცვა შეიძლება მოთხოვო მათ, ვინც ეს ნორმა იცის. როცა სახელმწიფო უერთდება ჟენევის კონვენციებსა და დამატებით ოქმებს, ის იღებს ვალდებულებას დაიცვას მათში მოცემული ნორმები და გაავრცელოს ცოდნა მათ შესახებ მოსახლეობის სხვადასხვა ფენაში. საქართველო ჟენევის კონვენციებსა და დამატებით ოქმებს 1993 წელს მიუერთა. ნაკისრი ვალდებულების შესრულებაში მას დახმარებას უწევს წჯსკ.

6. რატომ მუშაობს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი საგანმანათლებლო პროგრამაზე?

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესახებ ცოდნის გავრცელება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მუშაობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. წჯკს-სა და საქართველოს განათლების სამინისტროს შორის დაიდო თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე წჯსკ ეხმარება განათლების სამინისტროს მოსწავლეთა შორის სჰს-ის შესახებ ცოდნის გავრცელებაში.

7. რომელ კლასებში ხორციელდება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საგანმანათლებლო პროგრამა?

VI კლასისათვის შექმნილია დამხმარე სახელმძღვანელო ქართულ ლიტერატურაში „შეიცან თავი შენი“.

VII კლასისათვის მომზადდა სახელმძღვანელო „რაც მტრობას დაუნგრევია..“ მასალა განაწილებულია შემდეგ საგნებში: მშობლიური ლიტერატურა, რუსული ენა, ერთ-ერთი უცხოური ენა (ფრანგული, ინგლისური, გერმანული), გეოგრაფია და ისტორია. ეს, ერთი მხრივ, დაეხმარება მოზარდებს პრობლემის მრავალმხრივობის დანახვაში, ხოლო მეორე მხრივ, საშუალებას მოგვცემს გამოვიყენოთ სხვადასხვა საგნის შინაარსობრივი მრავალფეროვნება.

8. რატომ შევიტანეთ მასალა გეოგრაფიის სწავლების პროგრამაში?

გავითვალისწინეთ რა გეოგრაფიის ინტერესი გარემოს დაცვისა და ამა თუ იმ ქვეყნის მოსახლეობის შემადგენლობისადმი, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ გეოგრაფიის გაკვეთილებზე, სჰს-ის თვალსაზრისით, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარი, როგორიცაა გარემოს დაზიანება ომის დროს და მოსახლეობის მიგრაცია.

9. რას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება ამ მასალის სწავლებისას?

პროგრამა არ ისახავს მიზნად ამა თუ იმ საგნის სწავლებას. მისი ამოცანაა აღნიშნული საგნების გამოყენება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის (ომის სამართლის) შესაბამისი ქცევის წესების სწავლებისათვის, შეიარაღებული კონფლიქტის სიტუაციაში ქცევის ნორმების სწავლებისათვის, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის გაცნობისათვის. ამის გამო, აუცილებელია მასწავლებელმა დაკვირვებით წაიკითხოს მეთოდური მითითებები და მისდიოს მათ.

10. რას წარმოადგენს მეთოდური სახელმძღვანელო?

მეთოდური მითითებები მასწავლებელთათვის ყველა საგანში ცალ-ცალკეა გამოცემული. მათში მოცემულია, აგრეთვე, მასალა შესაბამის საგანში მოსწავლის სახელმძღვანელოდან (დაბეჭდილია მუქ ფონზე).

11. რა მეთოდიკური თავისებურება გაანია მასალას?

სწავლების მეთოდიკა გულისხმობს მოსწავლეთა აქტივობას. მასწავლებელი მხოლოდ წარმართავს მეცადინეობას და ქმნის ხელსაყრელ პირობებს მოსწავლეთა დამოუკიდებელი აზროვნებისა და მსჯელობისათვის. ამ მეთოდიკით მუშაობა არ გულისხმობს მოსწავლეთა ცოდნის შეფასებას.

ვიმედოვნებთ, რომ მასწავლებლები გულისყურით მოეკიდებიან საქმეს, რომელიც ყველა ჩვენგანის საკეთებელია.

წარმატებას გისურვებთ!

3 გარემოს შეცვლა ომის შედეგად

▲back to top


მასალას ეთმობა 1 საათი.

მიზანი

- ომის პირობებში გარემოზე ადამიანის ზემოქმედების შედეგების ანალიზი;
- დაცვის ზოგიერთი სამართლებრივი ნორმის გააზრება.

შენიშვნა

მოცემულ თემაზე მუშაობა ითვალისწინებს 3 ძირითად მომენტს:

- მოსწავლეთა დამოკიდებულების გამოვლენას აღნიშნული პრობლემის მიმართ;
- მოსწავლეთათვის მაგალითის მოყვანას;
- მოსწავლეთათვის ზოგიერთი სამართლებრივი ნორმის გაცნობას.

გაკვეთილის სტრუქტურა

ჯგუფური მუშაობა
შესრულებული სამუშაოს ანალიზი
ინფორმაცია საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესახებ

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს დაიყონ 4 ჯგუფად და აძლევს შესასრულებლად დავალება 1-ს.

ჯგუფებად დაყოფამდე მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს ჯგუფებში მუშაობის შემდეგ წესებს:

- მოსწავლეები ერთიანდებიან ჯგუფებში სურვილის მიხედვით (ვისაც ვისთან უნდა).

- ჯგუფში წინასწარ ირჩევენ მოსწავლეს, რომელიც წარუდგენს კლასს ჯგუფის ნამუშევარს.

- ჯგუფში თითოეული მოსწავლე გამოთქვამს აზრს და მოლაპარაკების შემდეგ ყალიბდება ჯგუფის აზრი, რომელიც იწერება ფურცელზე ან რვეულში ერთი მოსწავლის მიერ.

- აზრის გამოთქმა ჯგუფში ხდება ხმადაბლა, რათა ხელი არ შეეშალოთ მუშაობაში დანარჩენ ჯგუფებს.

- მოსწავლეები უნდა ჩაეტიონ მოცემულ ვადაში.

ჯგუფებად დაყოფის შემდეგ მასწავლებელი არქმევს ჯგუფებს სახელებს: წყალი, ნიადაგი, ტყე, ჰაერი. დავალებისათვის მოსწავლეებს ეძლევათ 10 წუთი.

დავალება 1

დაიყავით ოთხ ჯგუფად, აირჩიეთ თემა ჯგუფისათვის (წყალი, ნიადაგი, ტყე, ჰაერი). მოიფიქრეთ და ჩამოწერეთ ერთ ფურცელზე დაწვრილებითი პასუხები შემდეგ კითხვებზე:

წ ყ ა ლ ი

1. რა მნიშვნელობა აქვს წყალს?
2. შეიძლება თუ არა ის შეიცვალოს ომის პირობებში (როგორ)?
3. რა შედეგები მოჰყვება ამას?

ნ ი ა დ ა გ ი

1. რა მნიშვნელობა აქვს ნიადაგს?
2. შეიძლება თუ არა ის შეიცვალოს ომის პირობებში (როგორ)?
3. რა შედეგები მოჰყვება ამას?

ტ ყ ე

1. რა როლს ასრულებს ტყე ადამიანის ცხოვრებაში?
2. შეიძლება თუ არა ის შეიცვალოს ომის პირობებში (როგორ)?
3. რა შედეგები მოჰყვება ამას?

ჰ ა ე რ ი

1. რა მნიშვნელობა აქვს ჰაერს?
2. შეიძლება თუ არა ის შეიცვალოს ომის პირობებში (როგორ)?
3. რა შედეგები მოჰყვება ამ შეცვლას?

ჯგუფებში მუშაობის დამთავრების შემდეგ მასწავლებელი ოთხივე ჯგუფის თითო წარმომადგენლისაგან ისმენს პასუხებს და მოკლედ წერს მათ დაფაზე. მოსწავლეთა პასუხებით შეიქმნება მათ მიერ წარმოდგენილი სურათი, რომელიც შეესაბამება გარემოს დაზიანებას ომის პირობებში.

მასწავლებელი შესასრულებლად აძლევს დავალება 2-ს.

დავალება 2.

ყურადღებით წაიკითხეთ ტექსტი:

ომი სპარსეთის ყურეში

1990 წლის 2 აგვისტოს ერაყმა დაიწყო ომი ქუვეითის წინააღმდეგ. ამ აგრესიას წინ აღუდგა რიგი ქვეყნებისა (ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, საუდის არაბეთი, ქუვეითი) და 1991 წლის იანვარში მოკავშირეებმა დაიწყეს ომი ერაყის წინააღმდეგ.

ამ ომის დროს ბუნებისათვის მიყენებულმა ზარალმა მანამდე არნახულ მასშტაბს მიაღწია.

ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლს მისცეს 500-მდე ჭაბურღილი ქუვეითის მიწაზე. 11 მილიონი ბარელი* ნავთობი სპარსეთის ყურეში ჩაიღვარა. ჭაბურღილებიდან გამონადენი ნავთობის ნაკადები ქმნიდნენ ტბებს და აღწევდნენ ნიადაგის წყალშემცველ ფენაში. ხანძრებმა დიდი ზარალი მიაყენა ბუნებრივ რესურსებს, გამოიწვია ატმოსფეროში სხვადასხვა გაზის გამოყოფა, მათ შორის ნახშირორჟანგისაც. რომელიც იწვევს „სათბურის ეფექტს“. ნახშირორჟანგი განაპირობებს ატმოსფეროს მიერ სითბოს დაკავებას, რასაც მოჰყვება გლობალური** დათბობა, ეს კი კლიმატის დესტაბილიზაციის*** მიზეზი ხდება. ყოველივე ამის შედეგი შეიძლება იყოს სტიქიური უბედურებები მათთვის დამახასიათებელი მსხვერპლითა და ზარალით. ქუვეითში, ომის შემდეგ, რამდენიმე თვის განმავლობაში შეიმჩნეოდა ატმოსფეროს დაბინძურება, რაც იწვევდა რესპირატორული დაავადებების**** რაოდენობათა ზრდას, აგრეთვე ნიადაგის საგრძნობ გაუარესებას.

ა) მოძებნეთ წინადადებები, რომლებიც ასახავენ ზარალს, მიყენებულს

წყლისათვის;
ნიადაგისათვის;
ჰაერისათვის;

ბ) ტექსტში მოცემული ინფორმაცია მწირია. შეეცადეთ, ა) პუნქტის კითხვებზე პასუხის გაცემისას, ვრცლად აღწეროთ ესა თუ ის შედეგი.

გ) როგორ შეიძლება იმოქმედოს ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოთ ჩამოთვლილმა შედეგებმა?

კითხვა:

1. რა შეიძლება დაუპირისპირდეს ყოველივე ამას?

) ზარალის თავიდან აცილების მიზნით.
) მძიმე შედეგების აღმოსაფხვრელად.

შენიშვნა: მასწავლებელმა უნდა მოისმინოს ყველა შესაძლო პასუხი.

კლასში შესასრულებლად მოსწავლეებს ეძლევათ

დავალება 3

წარმოიდგინე, რომ შენ ხელმძღვანელობ სამხედრო ოპერაციას სპარსეთის ყურეში. რა მითითებებს მისცემდი შენს ჯარისკაცებს ზემოთ ნახსენები შედეგების თავიდან ასაცილებლად?

დავალების პასუხების მოსმენის შემდეგ მასწავლებელი შესასრულებლად აძლევს დავალება 4-ს.

დავალება 4

წაიკითხე ქვემოთ მოცემული ტექსტი:

არსებობს საერთაშორისო შეთანხმება - ჟენევის ოთხი კონვენციის I დამატებითი ოქმი, რომლის 35-ე და 55-ე მუხლები ეხება ბუნებრივი გარემოს დაცვას ომის პირობებში. მის თანახმად, აკრძალულია ომის წარმართვისას ისეთი მეთოდებისა და საშუალებების გამოყენება, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენონ ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ბუნებრივ გარემოს.

შენს მიერ მიცემული მითითებები რომელ აზრს ასახავენ ამ ტექსტიდან.

დასასრულს, მასწავლებელი ყურადღებას ამახვილებს საერთაშორისო სამართლებრივი ნორმის არსებობაზე, რომელიც ეხება გარემოს დაცვას ომის პირობებში (დავალება 4-ში მოცემული ინფორმაციიდან გამომდინარე) და ავლებს პარალელს საერთაშორისო კანონმდებლობასთან, რომელიც დაკავშირებულია გარემოს დაცვასთან მშვიდობიან დროს.

___________________

* ბარელი - 1 ბარელი ნავთობი იკავებს 159 ლ მოცულობას

** გლობალური - 1. საერთო, მთლიანი, ერთად აღებული. 2. რაც მთელ მსოფლიოს მოიცავს

*** დესტაბილიზაცია - რისამე მყარი, მდგრადი მდგომარეობიდან გამოყვანა

**** რესპირატორული დაავადება - სასუნთქი ორგანოების დაავადება

4 მოსახლეობის მიგრაცია

▲back to top


მასალას ეთმობა 1 საათი. ამ გაკვეთილის ჩატარება მიზანშეწონილია ავსტრალიის შესწავლის შემდეგ, როდესაც მოსწავლეები გაეცნობიან ყველა დასახლებულ კონტინენტს.

მიზანი

- საუბარი ომით გამოწვეულ მიგრაციის შედეგებზე;
- ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი მოსახლეობის უფლებათა გაცნობა.

შენიშვნა

მოცემულ თემაზე მუშაობა ითვალისწინებს 3 ძირითად მომენტს:

- მოსწავლეთა დამოკიდებულების გამოვლენას აღნიშნული პრობლემის მიმართ;
- მოსწავლეთათვის მაგალითების მოყვანას;
- მოსწავლეთათვის ზოგიერთი სამართლებრივი ნორმის გაცნობას.

გაკვეთილის სტრუქტურა

საუბარი
დამოუკიდებელი სამუშაო
ინფორმაცია საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესახებ

მასწავლებლის როლი: მასწავლებელი საუბარს წარმართავს და მონაწილეობს მასში, მაგრამ ის არ არის ერთპიროვნული მომხსენებელი!!!

მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს, დაასახელონ სიტყვები, რომლებიც მათ ახსენდებათ სიტყვა „მოსახლეობასთან“ კავშირში. ყველა ამ სიტყვას მასწავლებელი წერს დაფაზე. სავარაუდოდ სურათი ასეთ სახეს მიიღებს:

0x01 graphic

მოსწავლეთა პასუხები შეიძლება ბევრად უფრო მრავალფეროვანი იყოს.

თუ მოსახლეობის მიგრაცია მოსწავლეებს არ გაახსენდათ, მასწავლებელი ბოლოს, როგორც მონაწილე, თვითონ ასახელებს მას და საჭიროების შემთხვევაში ხსნის „მიგრაციის“ მნიშვნელობას.

მ ი გ რ ა ც ი ა - (ლათ. migratio) და მიგრირება - ადამიანების, ხალხთა გადასახლება ქვეყნის შიგნით ან მის საზღვრებს გარეთ.

კითხვები:

1. რა შეიძლება იყოს მოსახლეობის მიგრაციის მიზეზი? (სტიქიური უბედურება, ეკოლოგიური კატასტროფა, ცუდი ეკონომიური მდგომარეობა, პოლიტიკური დევნა, ომი).

2. როგორ შეიძლება იმოქმედოს მოსახლეობის მიგრაციამ იმ ქვეყანაზე

) საიდანაც მიდიან

) რომელშიც მიდიან (რაოდენობაზე, შემადგენლობაზე, საქმიანობის შეცვლაზე, ცხოვრების საერთო დონეზე).

3. რა შედეგები მოაქვს მიგრაციას თვითონ გადაადგილებულთათვის?

(სიცოცხლის გადარჩენა, ზოგ შემთხვევაში ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება, ფუძის მოშლა, ოჯახის წევრების დაშორება, უსახლკარობა, უცხო კულტურულ გარემოში მოხვედრა, სულიერი ტრავმა...)

მასწავლებელი ითხოვს, შეძლებისდაგვარად, ვრცელ პასუხს ყველა კითხვაზე შესაბამისი მაგალითების დასახელებით.

4. ხომ არ გახსენდებათ მოსახლეობის მიგრაციის მაგალითები?

შენიშვნა: 1997 წლისათვის მსოფლიოში 50 მილიონამდე ადამიანი სხვადასხვა მიზეზით მოწყვეტილი იყო თავის საცხოვრებელ ადგილს.

მოვიყვანთ ზოგიერთ მაგალითს, რომელზეც მასწავლებელს შეუძლია ისაუბროს იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეებს თვითონ არაფერი გაახსენდათ.

- ზვავის გამო სვანეთიდან ქვემო ქართლში გადმოსახლებული ოჯახები.

- ზვავმა დაანგრია ხევსურეთის რამდენიმე სოფელი და მოსახლეობა ბარში, არაგვის ხეობაში დასახლდა.

- აჭარის დამეწყრილი ადგილებიდან მოსახლეობა ჯავახეთში გადასახლდა.

- ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქების შედეგად საცხოვრებელი ადგილი მიატოვა 375000-მდე ადამიანმა.

- განვითარებადი ქვეყნებიდან, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ბევრი ადამიანი ჩადის მსოფლიოს მაღალგანვითარებულ ქვეყნებში და იქ ეძებს სამუშაოს.

- სხვადასხვა დროს ათასობით ადამიანი გამხდარა დევნის მსხვერპლი. ისინი გაურბოდნენ შეიარაღებულ კონფლიქტებს, რელიგიურ, ეთნიკურ, იდეოლოგიურ თუ პოლიტიკურ დევნას. ასეთ ლტოლვილთა შორის ბევრი ცნობილი ადამიანი იყო: ალბერტ აინშტაინი, ბერტოლდ ბრეჰტი, ექვთიმე თაყაიშვილი, მარკ შაგალი...

ომი უამრავ ადამიანს აიძულებს დატოვოს თავისი საცხოვრებელი ადგილი. თუ გადასახლება ხდება ერთი სახელმწიფოს შიგნით, მაშინ ასეთ ხალხს იძულებით გადაადგილებული პირები ეწოდება, ხოლო თუ ომის საშინელებებისაგან თავის დასაღწევად ხალხმა უცხო ქვეყანას მიაშურა, მათ ლტოლვილებს უწოდებენ.

კითხვა:

5. მსოფლიოში ამჟამად ბევრი ცხელი წერტილია, საიდანაც მოსახლეობა იძულებულია გაიქცეს. რომლის დასახელება შეგიძლიათ?

დავალება 1.

ა) რას ფიქრობთ, რამდენი იძულებით გადაადგილებული პირი ან ლტოლვილი შეიძლება იყოს საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და ავღანეთის შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად? გადაიხაზეთ ცხრილი 1 და დატოვეთ შიგ მხოლოდ ის რიცხვები, რომლებიც მიგაჩნიათ სწორად.

ქვეყანა

გადაადგილებული პირები

ლტოლვილები

საქართველო

2000-20000-200000

ბოსნია-ჰერცეგოვინა

7500-75000-750000

6000-60000-600000

ავღანეთი

3000-30000-300000

30000-300000-3000000

ცხრილი 1

ბ) დააკვირდით რუკას. თქვენი აზრით, რომელ ქვეყნებს შეიძლება შეაფარონ თავი ლტოლვილებმა

- ავღანეთიდან
- რუანდიდან
- სომხეთიდან
- აზერბაიჯანიდან

გადაიხაზეთ ცხრილი 2, მოძებნეთ ეს ქვეყნები რუკაზე და თქვენი დაკვირვების შედეგი ჩაწერეთ ცხრილის II სვეტში.

კონფლიქტის ქვეყანა

თავშესაფარი ქვეყანა

ავღანეთი

რუანდა

სომხეთი

აზერბაიჯანი

ცხრილი 2

დავალება 1-ის დასრულებისთანავე მოსწავლეები ასრულებენ დავალება 2-ს, რითაც ამოწმებენ საკუთარი ვარაუდის სისწორეს.

დავალება 2

ა) მოძებნეთ შესაბამისი რიცხვები და ქვეყნები ცხრილში 3, შეადარეთ ისინი თქვენს მიერ პირველსა და მეორე ცხრილში ჩაწერილ პასუხებს.

ბ) მოძებნეთ რუკაზე ცხრილში დასახელებული ქვეყნები.

ცხრილი 3

კონფლიქტის
ქვეყანა

გადაადგილებულთა
რაოდენობა*

თავშესაფარი ქვეყანა

ლტოლვილთა
რაოდენობა*

ავღანეთი

274 000

ირანი, პაკისტანი,
დსთ, ინდოეთი

2 673 000

ბოსნია-
ჰერცეგოვინა

760 000

იუგოსლავიის
ფედერაციული
რესპუბლიკა,
გერმანია

673 000

ერაყი

ირანი, საუდის
არაბეთი, ახლო
აღმოსავლეთის სხვა
ქვეყნები, პაკისტანი

672 000

სომალი

ჯიბუტი, ეთიოპია,
კენია, იემენი

572 000

რუანდა

უგანდა, კონგოს დ.რ.,
ტანზანია, ბურუნდი

467 000

საქართველო

272 000

აზერბაიჯანი

549 000

სომხეთი

299 000

სომხეთი

აზერბაიჯანი

2 015 000

კითხვები:

6. რატომ არის ცხრილში თავისუფალი ადგილი? (ან არ არიან გადაადგილებული პირები და ლტოლვილები, ან არ მოხერხდა მათი აღრიცხვა)

7. რა და რა სახის საშიშროება ემუქრება მოსახლეობას ომის პირობებში, რის გამოც ის სტოვებს საცხოვრებელ ადგილს?

ეს პასუხები ორ ძირითად კატეგორიას განეკუთვნება:

ა) საომარი მოქმედებებით გამოწვეული საშიშროება; (შეიარაღებული კონფლიქტი)

ბ) საფრთხე, რომლის წინაშეც შეიძლება აღმოჩნდეს მოწინააღმდეგის (პოლიტიკური) ძალაუფლების ქვეშ მყოფი უმწეო ხალხი.

მიღებული პასუხები იწერება დაფაზე ორ სვეტად, კატეგორიის მიხედვით.

მე-8 და მე-10 კითხვაზე პასუხის მიღების შემდეგ მასწავლებელი შესაბამის განმარტებას აძლევს კლასს.

8. თქვენი აზრით, მოსახლეობა ყოველთვის თავის ნებით სტოვებს საცხოვრებელ ადგილს?

განმარტება: ომის მსხვერპლი, რომელიც იძულებულია მიატოვოს საცხოვრებელი ადგილი, მზად არის წავიდეს იქ, სადაც მშვიდობა სუფევს. როგორც ხედავთ ომი მოსახლეობის მიგრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია.

9. როგორ შეიძლება იმ პირთა მდგომარეობის შემსუბუქება, რომლებიც იძულებული არიან დატოვონ საცხოვრებელი ადგილი?

შენიშვნა 1

მიაქციეთ ყურადღება მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიებს (მოხუცებს, ბავშვებს...)

შენიშვნა 2

გაამახვილეთ ყურადღება ადამიანის ღირსების დაცვაზე.

10. როგორ შეიძლება იმ პირთა მდგომარეობის შემსუბუქება, რომლებიც არ ტოვებენ საცხოვრებელ ადგილს?

განმარტება: შეიარაღებული კონფლიქტის დროს მშვიდობიანი მოსახლეობა დაცულია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წესებით, რომლებიც კრძალავენ მასზე იერიშის მიტანას, მის ტერორიზებას, დამშევას და მისი ქონების განადგურებას. ამ წესების დაცვა განაპირობებს მოსახლეობის (დიდი ნაწილის მაინც) ადგილზე დარჩენას და მის უსაფრთხოებას.

არსებობს 1949 წლის ჟენევის IV კონვენცია და I დამატებითი ოქმი, რომელიც ეხება მშვიდობიან მოსახლეობას და კრძალავს ოკუპირებული ტერიტორიიდან მოსახლეობის იძულებით გადასახლებას სხვა ქვეყანაში. მაგრამ, დამპყრობმა სახელმწიფომ შეიძლება მოახდინოს მოსახლეობის ევაკუაცია, თუ ამას მოსახლეობის უსაფრთხოება მოითხოვს. საფრთხის გავლის შემდეგ მოსახლეობა უნდა დაუბრუნდეს თავის საცხოვრებელ ადგილს.

_____________________

* მონაცემები ასახავენ მდგომარეობას 1996 წლის ბოლოსათვის

* სვეტში მოტანილი ყველა მონაცემი, გარდა სომხეთისა და აზერბაიჯანისა, ასახავს მდგომარეობას 1997 წლის 1 ივლისისათვის. სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაცემები 1995 წლის 1 იანვრის მდგომარეობას შეესაბამება.

5 რუკები

▲back to top


0x01 graphic

ავღანეთი

0x01 graphic

ბოსნია და ჰერცეგოვინა

0x01 graphic

საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი

0x01 graphic

ერაყი

0x01 graphic

რუანდა

0x01 graphic

სომალი