![]() |
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2004 წლის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის შედეგები (თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების სისტემის კვლევა) |
|
|
| საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
| თემატური კატალოგი მესამე სექტორი|დისკუსიები, კონფერენციები, მონიტორინგი, ანგარიშები, მიმოხილვები, დემოკრატია|ჯარი |
| საავტორო უფლებები: © ასოციაცია, საზოგადოება, სამართალი და თავისუფლება |
| კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
![]() |
1 1. წინასიტყვაობა |
▲back to top |
საქართველოს, ისევე როგორც ყველა ქვეყნის, მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, სადაც თავს იყრის ქვეყნის ფინანსური შემოსავლები, მათ შორის გადამხდელთა თანხები. თითოეული მოქალაქე ანგარიშვალდებულია სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს ქვეყნის არსებობისა და განვითარების ყველა მიმართულებას. საერთაშორისო დემოკრატიული პრინციპების ფარგლებში, ქვეყნის ყველა რგოლი ანგარიშვალდებულია როგორც კანონისა და სახელმწიფოს, ასევე თითოეული მოქალაქის წინაშე. ყველა საბიუჯეტო ორგანიზაცია ვალდებულია არსებული ფინანსური სახსრები მიიღოს და განკარგოს შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვითა და განსაზრღვრული პოლიტიკის ფარგლებში. ყველ დემოკრატიული სახელმწიფო ქმნის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვის დეტალურ წესებს მისი ეფექტურად და რაციონალურად გამოყენებისათვის; ამასთანავე, ითვალისწინებს კონტროლის სხვადასხვა მექანიზმებს თითოეული სფეროს მიხედვით და სხვადასხვა ეტაპებზე. ამ პროცესში უმთავრესი პრინციპია, რომ საზოგადოება ფლობდეს სრულ ინფორმაციას, თუ სად და როგორ იხარჯება გადამხდელთა თანხები და რამდენად ემსახურება იგი ხალხის ინტერესებსა და კეთილდღეობას.
წინამდებარე ნაშრომი ემსახურება დემოკრატიის სწორედ ამ პრინციპის უზრუნველყოფას, კერძოდ ჩვენ შევეცადეთ საზოგადოებისათვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს მიერ 2004 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების პროცესის შესახებ. ამასთანავე, ნაშრომში განხილულია სახელმწიფო შესყიდვების საკანონმდებლო საკითხები, შესაბამისი ფინანსური კონტროლის მექანიზმები და სახელმწიფო შესყიდვების პროცესში გამოვლენილი ხარვეზები.
რა თქმა უნდა, წარმოდგენილი კველვა არ არის სრულყოფილი და იგი ვერ მოიცავს ყველა იმ პრობლემატიკას, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებს თან ახლავს, თუმცა ჩვენი მხრიდან ეს არის მცდელობა, ერთი მხრივ, საზოგადოებას მივაწოდოთ ალტერნატიული ინფორმაცია და შეფასება თავდაცვის სფეროში განხორციელებული ფინანსური საქმიანობის შესახებ, მეორე მხრივ კი, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს მივუთითოთ იმ დარღვევებზე, რომელთაც ადგილი ჰქონდა 2004 წლის განმავლობაში და რომელთა გამეორება მნიშვნელოვნად შეაფერხებს ქვეყნის ამ რგოლის ეფექტურად ფუნქციონირებას. სახელმწიფო შესყიდვებისა და მაკონტროლებელი ორგანოების საქმიანობის შესახებ კანონმდებლობის მოკლე მიმოხილვა კი, ჩვენი აზრით, ხელს შეუწყობს მკითხველს გამოვლენილი დარღვევების სამართლებრივი შეფასებისას.
![]() |
2 2. შესავალი |
▲back to top |
თავდაცვის სფეროში სახელმწიფო შესყიდვები პირდაპირ კავშირშია ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემატიკასთან. სწორედ რომ თავდაცვის ბიუჯეტით შესაძლებელია განისაზღვროს, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყანა მის თავდაცვასა და უსაფრთხოებას. შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით თავდაცვის ბიუჯეტი არ უნდა იყო ქვეყნის შიდა პროდუქტის 2%-ზე ნაკლები, რასაც საქართველო ბოლო 15 წლის მანძილზე ვერ ახერხებდა და ამ მხრივ პირველად ნაბიჯი გადაიდგა 2004 წელს, რაც ერთობ მისასალმებელია. თუმცა გაზრდილ ბიუჯეტს ყოველთვის ახლავს თნმდები პრობლემები. ეს, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია გამოყოფილი თანხების მიზნობრივ და ეფექტურ ხარჯვასთან, ასევე მისი ხარჯვითი ნაწილის მუდმივ კონტროლთან. ბოლო ორი წლის განმავლობაში ბევრი ითქვა თავდაცვის ბიუჯეტის გაუმჭვირვალეობასა და არაეფექტურ ხარჯვაზე, ასევე შესაბამისი კონტროლის მექანიზმების არასრულყოფილებაზე, თუმცა უდავოა, რომ თავდაცვის მმართვისა და მისი რეფორმისათვის კიდევ ძალზედ ბევრი გასაკეთებელი, მათ შორის საფინანსო საქმიანობის კუთხით.
2.1. როგორ დგება თავდაცვის ბიუჯეტი?
თავდაცვის ბიუჯეტის შედგენა პირდაპირ კავშირშია ქვეყნის წინაშე მდგარ საფრთხეებსა და შესაბამისი უზრუნველყოფის აუცილებლობებთან. თავდაცვის ბიუჯეტის შედგენას და სახსრების ხარჯვას გეგმის შესაბამისად მსოფლიოში გამოცდილი სქემები უდევს საფუძვლად. ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში დასახული სტრატეგიული მიმართულებები ემსახურება საფრთხეების გასამკლავებლად საჭირო ძალთა სიდიდისა და რესურსების განლაგების დაგეგმვას. ეს ნიშნავს, რომ მუშავდება თავდაცვის განვითარების ცალკეული პროგრამები. ასე დგება თავდაცვის სტრატეგიული გეგმა-მიმოხილვა. მას შემდეგ, რაც ქვეყნის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელები შეთანხმდებიან მომავლისათვის აუცილებელ სამხედრო ძალთა სიდიდის შესახებ, სამხედო ეკონომისტები და ფინანსისტები ადგენენ თავდაცვის ბიუჯეტის რამდენიმე ალტერნატიულ ვარიანტს. ეს ვარიანტები დგება ფინანსური შეზღუდულობის გათვალისწინებით და ამიტომ ფინანსური სახსრების განთავსების სხვადასხვა კომბინაციის პრინციპი გამოიყენება. ვარიანტებს წარუდგენენ სამხედრო პირებს. ხდება მოსაზრებათა შეჯერება, მიიღწევა კონსენსუსი და ბიუჯეტის პროექტი განსახილველად გადაეცემა მთავრობასა და პარლამენტს. ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ უდიდესი მნიშვნელობა აქვს მის აღსრულებასა და შეფასებას. ეკონომიკური და საფინანსო სამსახურები განიხილავენ და აანალიზებენ სახსრების ხარჯვის შესაბამისობას დამტკიცებულ ბიუჯეტთან და მხოლოდ ამის შემდეგ ემზადებიან ახალი საბიუჯეტო ციკლისათვის. სხვაგვარად, ანუ თუ თავდაცვის ბიუჯეტმა ცალკე იარსება (თავდაცვის სტრატეგიული გეგმისაგან იზოლირებულად) და აღსრულებასთან ერთად ზუსტად არ გაანალიზდა, მაშინ მთელი პროცესი აზრს დაკარგავს, გაიფლანგება რესურსები, არასწორად, დარღვევებით განხორციელდება შესყიდვები, რეფორმები მხოლოდ წარმოსახვითად იარსებებს და ვერ იქნება თავდაცვის რეალურ განვითარებაზე ორიენტირებული. გარდა ამისა, ამგვარ საკითხებში გაურკვევლობას შესაძლებელია მოჰყვეს მცდარი აზრის განვითარება, თითქოს ქვეყანაში თავდაცვის ხარჯების გამჭვირვალობა რისკს უქმნის მის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო უსაფრთხოებას. რეალურად კი სწორედ რომ მისი გამჭვირვალობის პირობებშია შესაძლებელუი თავდაცვისათვის გამოყოფილი თანხების ეფექტური ხარჯვა და შესაბამისი მიზნების მიღწევა.
![]() |
3 3. სახელმწიფო შესყიდვების საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით |
▲back to top |
საქართველოში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს ადგენს კანონი “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ”1 და დებულება “სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ”, რომელიც შემუშავებულია მითითებული კანონის საფუძველზე და წარმოადგენს შესყიდვების პროცესის მარეგულირებელი უფრო დეტალური წესების ერთობლიობას. აღნიშნული ნორმატიული ბაზა მოქმდებს საქართველოს თავდაცვის სისტემაში მიმდინარე შესყიდვების მთელი პროცესის რეგულირებისას, გარდა შეიარაღების შესყიდვებისა, რომელიც, როგორც რეგულირდება შესაბამისი ნორმატიული ბაზის საფუძველზე (იხ. 3.6. შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შესყიდვები).
სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია:
რაციონალურად და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვები მისთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში;
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე დაიცვას შესყიდვაში მონაწილე პირების მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალობა;
წარუდგინოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს (შემდგომში სააგენტო) შესყიდვების პროცედურების ანგარიშები;
სააგენტოს მიერ შემუშავებული და საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებით დამტკიცებული ფორმების შესაბამისად დაუყოვნებლივ წარუდგინოს სააგენტოს სტატისტიკური ანგარიში განხორციელებული შესყიდვების შესახებ;
საქონლის მიწოდების, სამუშაოების შესრულებისა და მომსახურების გაწევისთანავე აუნაზრაუროს მიმწოდებელს საქონლის, სამუშაოსა და მომსახურების ღირებულება თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული2
3.1 სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა
შემსყიდველი ორგანიზაცია სახელმწიფო შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ განსაზღვრული და დამტკიცებული გეგმის შესაბამისად. სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის წესი განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შემუშავების წესი უნდა შეესაბამებოდეს ,,საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ და ,,საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური დაგეგმის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონებს. წლის განმავლობაში შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განხორციელებული ერთგვაროვანი საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს შესყიდვა განიხილება ერთ შესყიდვად, თუ მისი დაფინანსება ხდება ერთიანი წყაროდან.
სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ არაუგვიანეს 20 დღისა სახელმწიფო შესყიდვების დაზუსტებულ გეგმას ამტკიცებს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი და წარუდგენს სააგენტო.3
თუ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება 5000 ლარს, სახელმწიფო შესყიდვის წინამოსამზადებელი სამუშაოების დასრულებისთანავე (ტენდერის შემთხვევაში - განცხადების გავრცელებამდე, ფასთა კოტირების შემთხვევაში - მოწვევის დაგზავნამდე, ერთ პირთან მოლაპარაკების შემთხვევაში - მოლაპარაკების დაწყებამდე), შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შესყიდვის პროცედურების დაწყების შესახებ აცნობოს სააგენტოს და ფინანსთა სამინისტროს. ამასთან, სახელმწიფო შესყიდვების გეგმის ნებისმიერი პარამეტრის ცვლილების შემთხვევაში სააგენტოს უნდა მიეწოდოს სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების საშუალების შერჩევის დასაბუთება ობიექტის სავარაუდო ღირებულების მითითებით.4
3.2 ინტერესთა კონფლიქტი5
კანონმდებლობა კორუფციის პრევენციისათვის სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას ითვალისწინებს გარკვეულ შეზღუდვებს, რაც განპირობებულია იმით, რომ შემსყიდველ ორგანიოზაციასა და მომწოდებელ პირს შორის ადგილი არ ჰქონდეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების პირადი ინტერესებისათვის მიმართვას. კერძოდ, დაუშვებელია შემსყიდველმა ორგანიზაციამ სახელმწიფო შესყიდვის პროცედურების მომზადება, განხორციელება ან/და სახელმწიფო შესყიდვის პროცედურების ზედამხედველობა დააკისროს პირს ან კონსულტანტად მოიწვიოს პირი, თუ იგი:
ახლო ნათესაურ კავშირშია სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებში მონაწილე რომელიმე იურიდიული პირის ხელმძღვანელ თანამშრომელთან ან უშუალოდ მონაწილესთან, თუ ეს უკანასკნელი ფიზიკური პირია;
ბოლო სამი წლის განმავლობაში მუშაობდა სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებში მონაწილე ორგანიზაციაში;
პირადი ან საქმიანი ინტერესით დაკავშირებულია ან მოლაპარაკებებს აწარმოებს ასეთი კავშირების დამყარებაზე სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებში მონაწილე იურიდიულ და ფიზიკურ პირთან.
ასევე, დაუშვებელია სახელმწიფო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობა მიიღონ იურიდიულმა და ფიზიკურმა პირებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ სახელმწიფო შესყიდვის წინამოსამზადებელ სამუშაოებში.
3.3 შესყიდვების განხორციელების საშუალებები6
კანონმდებლობა განსაზღვრავს სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების საშუალებებს. ესენია:
ა) ღია ტენდერი
ბ) დახურული ტენდერი
გ) ერთ პირთან მოლაპარაკება
დ) ფასთა კოტირების მეთოდი
ე) ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვა
ა) ღია ტენდერი ტარდება იმ შემთხვევაში, როცა შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება 70 000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში - 230 000 ლარს.7
ბ) დახურული ტენდერი ტარდება იმ შემთხვევაში, როცა შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება 25 000 ლარს და ნაკლებია 70 000 ლარზე, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში აღემატება 120 000 ლარს და ნაკლებია 230 000 ლარზე.8
გ) ერთ პირთან მოლაპარაკება დასაშვებია, თუ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შემთხვევაში 50 000 ლარს; საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა; არსებობს ფორსმაორული სიტუაცია და აუცილებელია შესყიდვის დაუყოვნებლივ განხორციელება; მიმწოდებლისაგან მიღებული საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების ხარისხის გაუარესების თავიდან ასაცილებლად, აგრეთვე მიღებული საქონლის ან შესრულებული სამუშაოს შედეგის შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად აუცილებელია საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურების შესყიდვის განხორციელება იმავე მიმწოდებლისაგან, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც განსახორციელებელი შესყიდვის სავარაუდო ღირებულება აღემატება თავდაპირველი მიწოდების ღირებულებას.9
დ) ფასთა კოტირება გამოიყენება შესყიდვებისათვის, რომელთა სავარაუდო ღირებულება აღემატება 10 000 ლარს და ნაკლებია 25 000 ლარზე, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვისათვის აღემატება 50 000 ლარს და ნაკლებია 120 000 ლარზე.10
ე) ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვა წარმოადგენს განსაკუთრებული სახის შესყიდვას, რომელიც ტარდება ორეტაპიანი ტენდერის საშუალებით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს ფორს-მაჟორული სიტუაცია და შესყიდვის დაუყოვნებლივ განხორციელების აუცილებლობა. გადაწყვეტილების მიღეამდე შემსყიდველი ორგანიზაცია საკითხს უთანხმებს სააგენტოს.11
_____________________________
. 2005 წლის 20 აპრილს მიღებულ იქნა ახალი კანონი ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ”, რომელიც ამოქმედდება 2006 წლის 1 იანვრიდან.
2. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონი, მე-5 მუხლი.
3. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონი, მე-5(2) მუხლი.
4. ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ” დებულება, მუხლი 4.4
5. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონი, მე-5(1) მუხლი
6. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონი, მე-6 მუხლი
7. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონი, მე-7.1 მუხლი
8. ,,სახეკმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ” დებულება, მე-5.2(ბ) მუხლი.
9. ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ” დებულება, მე-5.4 მუხლი
10. ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ” დებულება, მე-5.3 მუხლი
11. ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ” დებულება, მუხლი 25
![]() |
4 3.3.1. სახელმწიფო შესყიდვა ტენდერის გზით |
▲back to top |
ღია და დახურულ ტენდერს ატარებს სატენდერო კომისია, რომელსაც არანაკლებ 5 წევრის შემადგენლობით ქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი. სატენდერო კომისიის წევრებად ინიშნებიან შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი და/ან მისი მოადგილეები. სატენდერო კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით ამ ორგანიზაციის მომსახურეთაგან იქმნება კომისიის აპარატი. სატენდერო კომისიის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის წევრები. კომისია გადაწყვეტილებას იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
ღია ტენდერის ჩატარების შემთხვევაში სატენდერო კომისია შემსყიდველი ორგანიზაციის სახელით აქვეყნებს განცხადებას ტენდერის ჩატარების შესახებ გაზეთ ,,საქართველოს რესპუბლიკაში”, ხოლო, თუ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება აღემატება 600 000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შემთხვევაში 8 000 000 ლარს, ასევე უგზავნის საქართველოში აკრედიტირებულ საელჩოებს და საკონსულოებს და აქვეყნებს უცხო ქვეყნების იმ გამოცემებში, რომლებიც ფართოდ ვრცელდება საზღვარგარეთ.
დახურული ტენდერის ჩატარების შემთხვევაში სატენდერო კომისია განცხადებას ტენდერის ჩატარების შესახებ უგზავნის წინასწარ შერჩეულ არანაკლებ 5 პირს. კანონმდებლობა ადგენს მოთხოვნებს, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება. სატენდერო კომისია აქვეყნებს ან აგზავნის განცხადებას ტენდერის ჩატარების შესახებ საკვალიფიკაციო მონაცემების მიღების დაწყებამდე არანაკლებ 15 კალენდარული დღით ადრე.
საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
პრეტენდენტი იურიდიული პირის ქონებაზე არ უნდა იყოს დადებული ყადაღა (ცნობა საჯარო რეესტრიდან), მის მიმართ არ უნდა მიმდინარეობდეს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება, არ უნდა ხორციელდებოდეს მისი რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია(ცნობა სასამართლოდან).
პრეტენდენტი ფიზიკური პირის მონაცემები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
უნდა იყოს ქმედუნარიანი (ცნობა სასამართლოდან), მის მიმართ არ უნდა მიმდინარეობდეს გაკოტრების საქმის წარმოება, უკანსაკნელი 5 წლის განმავლობაში არ უნდა იყოს მსჯავრდებული ან შესყიდვის დაწყების მომენტისათვის მის მიმართ არ უნდა იყოს აღძრული სისხლის სამართლის საქმე მის ეკონომიკურ და სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული დანაშაულისათვის (შესაბამისი ცნობა შსს-დან).
თუ საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოითხოვს ლიცენზიას, სერთიფიკატს ან სხვა სახის ნებართვას, მაშინ პრეტენდენტს შესყიდვაში მონაწილეობის მისაღებად უნდა გააჩნდეს შესაბამისი დოკუმეტაცია.
თუ საკვალიფიკაციო მონაცემები ყალბი აღმოჩნდება, შემსყიდველს უფლება აქვს ნებისმიერ დროს ხელშეკრულების გაფორმებამდე მოახდინოს ამ პირის დისკვალიფიკაცია. დისკვალიფიკაცია ნიშნავს მონაწილე პირის კონკურსისგან ჩამოშორებას.
საკვალიფიკაციო მონაცემების მიღების შემდეგ სატენდერო კომისია პირს ცნობს პრეტენდენტად ან მოახდენს მის დისკვალიფიკაციას. პრეტენდენტად ცნობის შემთხვევაში პირმა შემსყიდველის ანგარიშზე უნდა გადარიცხოს:
დახურული ტენდერის შემთხვევაში - სატენდერო მოსაკრებელი 150 ლარის ოდენობით,
ღია ტენდერის შემთხვევაში - 500 ლარის ოდენობით.
ამის შემდეგ, სატენდერო კომისია მათ უგზავნის სატენდერო დოკუმენტაციას (დოკუმენტთა პაკეტს), რომელიც შეიცავს სრულ ინფორმაციას შესყიდვის ობიექტის, სატენდერო პროცესის და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ დასადები ხელშეკრულების ძირითადი პირობების თაობაზე.
ტენდერში მონაწილეობის მსურველ პირებს უფლება აქვთ საკვალიფიკაციო მონაცემების წარმოდგენამდე გაეცნონ სატენდერო დოკუმენტაციას შემსყიდველ ორგანიზაციაში.
სატენდერო დოკუმენტაცია საქონლის შესყიდვის შემთხვევაში მოიცავს:
ინსტრუქციას ტენდერში მონაწილეობისათვის;
საბაზისო მონაცემთა ნუსხას;
განზრახვათა შესახებ ხელშეკრულებას;
საქონლის მიწოდების გრაფიკს;
ტექნიკურ პირობებს;
სატენდერო წინადადების ნიმუშს;
სატენდერო წინადადების საგარანტიო უზრუნველყოფას (სადაც ასეთი სახეზეა);
ხელშეკრულებას სახელმწიფო შესყიდვების შესახებ;
ხელშეკრულების საერთო პირობებს;
ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებს.
მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში დამატებით, ზემოაღნიშნულ დოკუმენტებთან ერთად, მოიცავს გასაწევი მომსახურების ჩამოინათვალს და ტექნიკური დავალებას; სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში, ასევე, - ხარჯთაღრიცხვას.
აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე, პრეტენდენტი ადგენს თავის სატენდერო წინადადებას, რომელსაც წარუდგენს შემსყიდველ ორგანიზაციას.
სატენდერო წინადადების განხილვის დაწყებამდე შემსყიდველი ორგანიზაცია ყველა პრეტენდენტთან ცალ-ცალკე დებს ხელშეკრულებას განზრახვათა შესახებ.
პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებები სატენდერო კომისიას წარედგინება დახურული კონვერტებით. კონვერტები იხსნება ერთობლივად, პრეტენდენტთა თანდასწრებით სატენდერო კომისიის სხდომაზე.
სატენდერო წინადადებათა შეფასება ხორციელდება სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული კრიტერიუმების გათვალისწინებით.
სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის შესახებ ფორმდება კომისიის აქტით, რომელსაც თან ერთვის კომისიის წევრთა დასკვნები.
პრეტენდენტს უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი.
გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის იდება ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ.
თუ ტენდერის გამოცხადების შემდეგ არც ერთი სატენდერო წინადადება არ იქნა წარმოდგენილი ან პრეტენდენტთა მიერ წარმოდგენილი არც ერთი სატენდერო წინადადება არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს, ან გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, სატენდერო კომისია ატარებს ხელახალ ტენდერს.
დახურული ტენდერის ჩატარების შემთხვევაში განცხადება დახურული ტენდერის ჩატარების შესახებ ეგზავნება სატენდერო კომისიის მიერ შერჩეულ პირებს.
დახურული ტენდერის ჩატარებისას განსახილველ სატენდერო წინადადებათა რაოდენობა არ უნდა იყოს სამზე ნაკლები, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია სააგენტოსთან შეთანხმებით ან გააგრძელოს დაწყებული ტენდერი, ან შეწყვიტოს იგი და გამოაცხადოს ღია ტენდერი.
3.3.2. სახელმწიფო შესყიდვა ფასთა კოტირების მეთოდით1
ფასთა კოტირების საშუალებით შესყიდვების განხორციელების დროს შემსყიდველი ორგანიზაცია მომწოდებელი პირებისათვის ადგენს დოკუმენტაციას, შემდეგ ფორმებით:
მოწვევა ფასთა კოტირების პროცედურაში მონაწილეობისათვის;
ინფორმაცია ტექნიკური შესაბამისობის შესახებ;
ინფორმაცია ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ;
განცახდება მონაწილეობაზე.
ეს დოკუმენტაცია ეგზავნება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წინასწარ სათანადოდ შერჩეულ არანაკლებ 3 პირს. მოწვეულმა პირებმა თავისი გადაწყვეტილება დოკუმენტაციის დაგზავნიდან არაუგვიანეს 5 დღისა უნდა აცნობონ შემსყიდველ ორგანიზაციას, ხოლო თანხმობის შემთხვევაში დოკუმენტაციის მიღებიდან არაუგვიანეს 15 დღისა წარუდგინონ მას განაცხადი, რომელიც შეიცავს შემდეგ დოკუმენტებს:
განცხადება მონაწილეობაზე;
ინფორმაცია ტექნიკური შესაბამისობის შესახებ;
ინფორმაცია ფასებისა და მიწოდების გრაფიკის შესახებ.
წარდგენილი განცხადებები შეფასებულ უნდა იქნეს განაცხადების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 დღისა.
გამარჯვებულად მიიჩნევა მონაწილე, რომლის განაცხადი სრულად შეესაბამება ფასთა კოტირების დოკუმენტაციის პირობებს და აქვს უმცირესი ფასი. გამარჯვებულთან ხელშეკრულება დაიდება მისი გამოვლენიდან არაუგვიანეს 5 დღეში.
3.3.3. სახელმწიფო შესყიდვა ერთ პირთან მოლაპარაკებით2
ერთ პირთან მოლაპარაკებას შესყიდვის განხორციელების შესახებ აწარმოებს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტის ღირებულება აღემატება 25 000 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში 120 000 ლარს, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მოსთხოვოს მოლაპარაკებაში მონაწილე პირს მისი საკვალიფიკაციო მონაცემების დადასტურება (რაც ზემოთ უკვე აღწერილია), ხოლო ხელშეკრულების დადების შემდეგ 30 დღის ვადაში გაზეთში ,,საქართველოს რესპუბლიკა” გამოაქვეყნოს ინფორმაცია ხელშეკრულების დადების შესახებ.
_________________________
1. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ”კანონი, 1-ლი მუხლი
2. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ”კანონი, 1-ლი მუხლი
![]() |
5 3.4 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი1 |
▲back to top |
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განხორციელების მიზნით, შემსყიდველ ორგანიზაციას ევალება გამოყოს კოორდინატორი ან თანამშრომელთა შემადგენლობით შექმნას სპეციალური ინსპექტირების ჯგუფი.
კოორდინატორი ან ინსპექტირების ჯგუფი ადგენს კონტროლის გეგმა-გრაფიკს, აკონტროლებს ხელშეკრულების პარამეტრებს (ვადები, ხარისხი, მოცულობა და ა.შ.), არეგულირებს ანგარიშსწორების პროცესს, ადგენს და ინახავს ხელშეკრულების მიმდინარეობის ამსახველ დოკუმენტაციას.
ინსპექტირების ჯგუფის დასკვნების საფუძველზე შემსყიდველი ვალდებულია მიაწოდოს სააგენტოს ინფორმაცია ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე.
3.5 სახელმწიფო შესყიდვების ანგარიშგება და მონიტორინგი2
შემსყიდველი ვალდებულია განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ანგარიში წარუდგინოს სააგენტოს. ანგარიშები უნდა შედგეს ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ” დებულების მე-4 დანართის შესაბამისად.
შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია ყოველთვიურად მიაწოდოს სააგენტოს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ სტატისტიკური ანგარიში დებულების მე-5 დანართით დამტკიცებული ფორმით.
შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია ყოველი ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაციული მასალა აკინძოს ერთ საქმედ და უზრუნველყოს მისი შენახვა ხელშეკრულების დადებიდან 3 წლის ვადით, ხოლო გრძელვადიანი (ორი წელი და მეტი) ხელშეკრულების დადების შემთხვევაში -ერთი წლის ვადით.
შემსყიდველმა დადებული ხელშეკრულების შესახებ მისი ფინანსთა სამინისტროში რეგისტრაციის შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სააგენტოს.
ტენდერის ჩატარების შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია ხელშეკრულების დადებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში აცნობოს სააგენტოს.
ანგარიში უნდა შეიცავდეს ტენდერის ჩატარების შესახებ დეტალურ ინფორმაციას, კერძოდ:
ა) შესყიდვის ობიექტის მოკლე აღწერას და შესყიდვის საჭიროების დასაბუთებას;
ბ) სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსების წყაროს;
გ) სატენდერო კომისიის და მისი აპარატის წევრების, მოწვეული ექსპერტებისა და კონსულტანტების, სხვა პასუხისმგებელი პირების სიას;
დ) სატენდერო კომისიის სხდომის ოქმებს, კომისიის წევრების დასკვნებს სატენდერო წინადადებებზე და სატენდერო დოკუმენტაციას;
ე) გაზეთში გამოქვეყნებული განცხადების ასლს;
ვ) საკვალიფიკაციო შერჩევის პროცედურაში მონაწილე პირთა სიას;
ზ) პრეტენდენტთა სიას და მათ მიერ წარმოდგენილ სატენდერო წინადადებათა ასლებს;
თ) ინფორმაციას ტენდერის ჩატარებისათვის გაწეული ხარჯების შესახებ;
ი) პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო მონაცემებს;
კ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ასლს;
ლ) მოლაპარაკების წარმართვაზე, ხელშეკრულების დადებაზე, ხელშეკრულების შესრულების კონტროლზე პასუხისმგებელ პირთა სიას.
სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია წარუდგინოს სააგენტოს ანგარიში ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 10 დღისა. ეს ანგარიში უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტებსა და ინფორმაციას:
ა) შესასყიდი საქონლის, სამუშაოს, მომსახურების მოკლე აღწერას და შესყიდვის საჭიროების დასაბუთებას;
ბ) სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსების წყაროს;
გ) ცალკეულ შემთხვევებში, სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკებით განხორციელების აუცილებლობის დასაბუთებას;
დ) მოლაპარაკების წარმართვაზე, ხელშეკრულების დადებაზე, ხელშეკრულების შესრულების კონტროლზე;
ე) მიმწოდებლის საკვალიფიკაციო მონაცემების შესახებ;
ვ) შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ასლს.
თუ შესყიდვის ობიექტის ღირებულება ნაკლებია 25 000 ლარზე, ხოლო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შემთხვევაში 120 000 ლარზე შესყიდვების შესახებ ანგარიშები წარედგინება სააგენტოს ყოველკვარტალურად, მომდევნო კვარტლის პირველი თვის 10 რიცხვამდე.
ყოველი საფინანსო წლის დამთავრების შემდეგ შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია შეადგინოს გასულ წელს განხორციელებული შესყიდვების წლიური ანგარიშები და წარუდგინოს სააგენტოს არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლამდე.
წლიური ანგარიშები უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) ინფორმაციას შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საფინანსო წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დადებული ხელშეკრულების რაოდენობისა და საერთო ღირებულების თაობაზე, შეძენილი საქონლის, სამუშაოების, მომსახურების სახეობების, მოცულეობებისა და ღირებულების ჩვენებით;
ბ) იმ ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის აღწერას, რომელთა მოქმედების ვადა საანგარიშო პერიოდში არ დასრულებულა;
გ) ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისათვის გეგმით გათვალისწინებული და ფაქტიურად მიღებული თანხების შესახებ;
დ) მონაცემებს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მიღებული საქონლის, სამუშაოების, მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო წარმოქმნილი დავალიანების მოცულობის შესახებ;
ე) ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო გამოყენებული საჯარიმო სანქციების ფორმისა და ოდენობის შესახებ (თითოეული ხელშეკრულების მიხედვით).
სააგენტო უზრუნველყოფს წლიური ანგარიშების შენახვას 3 წლის განმავლობაში.
___________________
1. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ”კანონი, 1-ლი მუხლი
2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულება, მუხლი 1
![]() |
6 3.6. შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შესყიდვები |
▲back to top |
3.6.1. მარეგულირებელი ნორმატიული ბაზა
შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შესყიდვის საკითხებს არეგულირებს:
1. საქართველოს კანონი ,,შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ”.
2. საქართველოს კანონი ,,სამეწარმეო საქმიანობის, ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ”.
3. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ,,ქვეყანაში სამხედრო-ტექნიკური საქმიანობის სრულყოფის ზოგიერთი ღონისძიებების შესახებ”.
შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შესყიდვის პროცესი წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას მანამ, სანამ არ დასრულდება შესყიდვის პროცესი და სახელმწიფო არ მიიღებს შეკვეთილ პროდუქციას.
3.6.2. იარაღის შესყიდვების პროცედურა
თავდაცვის სამინისტრო იარაღის შეძენაზე განაცხადს აკეთებს საქართველოს ეროვნული უშისროების საბჭოს მდივნის სახელზე. განაცხადს იხილავს ეროვნული უშიშროების საბჭოში არსებული სამხერო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი საუწყებათაშორისო კომისია, რომლის ფარგლებშიც მოქმედებს ექსპერტთა ჯგუფი შესაბამისი საკითხების მონიტორინგსა და ექსპერტიზის ჩასატარებლად. ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი საუწყებათაშორისო კომისია ექსპერტთა ჯგუფის მონიტორინგისა და ექსპერტიზის გათვალისწინებით აძლევს რეკომენდაციას ეროვნული უშიშროების საბჭოს განაცხადის დაკმაფილებაზე ან უარზე. საკითხის განხილვის შემდეგ თავდაცვის სამინისტროს ეგზავნება უშიშროების საბჭოს სხდომის ოქმის ამონაწერი დასკვნით.
სპეცქონების შეძენაზე საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში ოქმის ამონაწერი იგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროში შესაბამის ხელშეკრულებასთან ერთად. იუსტიციის მინისტრი გამოსცემს ბრძანებას აღნიშნული სპეცქონების საქართველოში შემოტანის შესახებ, რომლის საფუძველზეც გაიცემა სათანადო ნებართვა კონტრაქტში ნაჩვენები ქვეყნიდან საქართველოში სპეცქონების შემოტანის შესახებ.
ქვემოთ მოცემულია შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შესყიდვის პროცედურის სქემა:

![]() |
7 4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტი |
▲back to top |
საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო შესყიდვებს ახორციელებს შესყიდვების დეპრატამენტი. თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული დეპარტამენტის დებულება დამტკიცებულ იქნა მხოლოდ 2005 წლის 5 მაისის თავდაცვის მინისტრის ბრძანებით. მანამდე დეპარტამენტის სტრუქტურა და ფუნქციები არ იყო განსაზღვული რაიმე ნორმატიული აქტით, რაც ეწინააღმდგებოდა საქართველოს კანონს ,,აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ”.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 5 მაისის დებულების მიხედვით, სამინისტროს ერთ-ერთ სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი, რომელიც ახორციელებს საქონლის (მათ შორის სამხედრო აღჭურვილობის) მომსახურებისა და სამუშაოების შესყიდვას სამინისტროს საჭიროებისათვის; ასევე, ახორციელებს შესყიდული საქონლის (მათ შორის სამხედრო აღჭურვილობის), სამუშაოების ხარისხის და საკონტრაქტო პირობების შესრულების კონტროლს.
შესყიდვების დეპარტამენტის დებულების მიხედვით, შესყიდვების დეპარტამენტის დანიშნულებაა სამინისტროსათვის საჭირო საქონლის (მომსახურების), სამხედრო აღჭურვილობის შესყიდვის განხორციელება და სახელშეკრულებო პირობების შესრულების კონტროლის განხორცილება.1
დეპარტამენტის ფუნქციებია:
სამინისტროს ბიუჯეტის ფარგლებში დამტკიცებული წლიური გეგმა-მოთხოვნების შესაბამისად საქონელზე და მომსახურებაზე განაცხადების ანალიზი და მარკეტინგი;
კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელშეკრულებების მომზადება და შეთანხმება შესაბამის სამსახურებთან და მიმწოდებლებთან;
ხელშეკრულებების ფინანსების მართვის დეპარტამენტში წარდგენა შემდგომი ანგარიშსწორების მიზნით;
მინისტრისათვის წინადადებების მომზადება მოთხოვნათა დაკმაყოფილების მექანიზმის სისტემატური სრულყოფისა და გაუმჯობესების მიზნით;
სამინისტროს ჯ-4 ლოგისტიკის დეპარტამენტიდან ყველა სახის შესყიდვაზე განსაზღვრულ მოთხოვნათა, აგრეთვე ცალკეულ შემთხვევებში თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან პირდაპირ მოთხოვნათა შეჯერება ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებებთან;
სამინისტროს ჯ-4 ლოგისტიკის დეპარტამენტიდან მოწოდებული წლიური გეგმის ერთგვაროვნების მიხედვით, მონეტარულ ზღვრებში განლაგება და შესყიდვების განხორციელების საშუალებებით შერჩევითი დაგეგმვა;
კანონმდებლობით დადგენილი წესით, სატენდერო დოკუმენტაციისა და სახელმწიფო შესყიდვებისათვის სხვა საჭირო დოკუმენტების მომზადება და შესყიდვების შესახებ განცხადებებისა და ანგარისების გამოქვეყნება პრესაში;
ტენდერების ჩატარების მიზნით, წინამოსამზადებელი სამუშაოების მომზადება, შესყიდვების მახასიათებლების და სავარაუდო ფასების დადგენა. ფასთა მონიტორინგის ჩატარება, შერჩევის დასაბუთება, ბრძანებების პროექტების მომზადება და კომისიის წევრებთან შეთანხმება;
შესყიდვებთან დაკავშირებული საბუტების აღრიცხვა, მათი რეგისტრაცია და არქივის წარმოება;
ხელშეკრულების გაფორმება მიმწოდებელ იურიდიულ პირებთან;
ხელშეკრულების შესრულების პროცესში წარმოქმნილი დოკუმენტაციისა მიღება-ჩაბარების აქტების, ოქმების, დეფქტური აქტებისა და სხვა დოკუმენტაციის აღრიცხვა;
ხელშეკრულებაზე და თანხმლებ მასალებზე კომპიუტერული ბაზის წარმოება;
კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წინაშე;
შესყიდვების სააგენტოს წერილებზე პასუხების მომზადება და წარგენა;
ხელშეკრულებების მიმდინარე ანალიზი, სტატისტიკური ინფორმაციების შესაბამისად რეალიზაციის გეგმებისა და ანგარიშების მომზადება, საინფორმაციო ბაზების შექმნა, ანალიზი;
სააღსრულებო პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება.2
დებულების შესაბამისად, დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სტრუქტურა შემდეგია: დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი. მას ჰყავს ორი მოადგილე. დეპარტამენტში შექმნილია ორი სამმართველო - სურსათ-სანოვაგისა და სანივთე სამმართველო და ტექნიკური სამმართველო.3 დეპარტამენტის სტრუქტურაში შედის დაგეგმვისა და ანგარიშგების განყოფილება. დეპარტამენტში მუშაობს სულ 22 თანამშრომელი.
დებულებაში არ არის გაწერილი შესყიდვების დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების ზუსტი ფუნქცია-მოვალეობები, თუმცა თავად ტექნიკური სამმართველოს ხელმძღვანელის განმარტებით მისი სამმართველოს ფუნქციებში შედის საწვავ-საპოხი მასალების, კომპიუტერული ტექნიკის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა, გადაზიდვები, განბაჟება და სხვა, საქონლის და მომსახურების ყველა ის შესყიდვები, რაც დაკავშირებული არ არის საკვებ პროდუქტებთან, რომელთა სახელმწიფო შესყიდვებს ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სურსათ-სანოვაგისა და სანივთე სამმართველო.
___________________________
1. კანონი ,,ნდობის ჯგუფის შესახებ”, მუხლი 2
2. კანონი ,,ნდობის ჯგუფის შესახებ”, მუხლი 4
3. კანონი ,,ნდობის ჯგუფის შესახებ”, მუხლი 2
![]() |
8 5. მაკონტროლებელი ორგანოები |
▲back to top |
თავდაცვის სამინისტოში სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის კანიენიერების, მიზნობრიობისა და ეფექტიანობის კონტროლი შედის როგორც ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის უმაღლესი ორგანოს - კონტროლის პალატის, ასევე შიდაუწყებრივი სტრუქტურის - თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფლებამოსილებაში. თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე სახელმწიფო შესყიდვების პროცესების მონიტორინგს ახორციელებს ასევე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. იარაღის შესყიდვაზე კონტროლის მნიშვნელოვანი მექანიზმი გააჩნია საქართველოს პარლამენტს, კერძოდ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტში შექმნილ ნდობის ჯგუფს.
5.1 ნდობის ჯგუფი
1998 წლის 4 მარტის კანონით ,,ნდობის ჯგუფის შესახებ” საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების სპეციალური პროგრამებისა და საიდუმლო საქმიანობის საბიუჯეტო კონტროლის მიზნით, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში შექმნილია ნდობის ჯგუფი.
ნდობის ჯგუფი შედგება 5 წევრისაგან, რომელთაგან ერთი არის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ორი - უმრავლესობის წევრი, ერთი - მაჟორიტარი პარლამენტის წევრი და ერთი იმ ფრაქციის წევრი, რომელიც შედგება საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო ზღურბლგადალახული პარტიის/საარჩევნო ბლოკის უმრავლესობის შემადგენლობაში.
ნდობის ჯგუფს თავმჯდომარეობს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ან, თუ საქრთველოს პარლამენტმა ნდობის ჯგუფში არ აირჩია საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, - ნდობის ჯგუფი თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარეს.
საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, რომლებიც ახორციელებენ სპეციალური ქონების შეძენას, ნდობის ჯგუფს წელიწადში არანაკლებ ერთჯერ წარუდგენენ მოხსენებას გაწეული და მიმდინარე საქმიანობის შესახებ. ნდობის ჯგუფის მოთხოვნით, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, რომლებიც ახორციელებენ სპეციალური ქონების შეძენას, ვალდებული არიან ნდობის ჯგუფის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინონ მას ნდობის ჯგუფის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხთა შესასწავლად აუცილებელი მასალები.
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვისას ნდობის ჯგუფი მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე თავის დასკვნებს სპეციალური პროგრამებისა და სახელმწიფო ბიუჯეტში ამ პროგრამებისათვის გათვალისწინებული თანხების შესახებ წარუდგენს საქართველოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს.
თუ ნდობის ჯგუფის წარმომადგენელი საიდუმლო ინფორმაციის საფუზველზე მიიჩნევს, რომ სქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები ან მათი ხელმძღვანელები არღვევენ საქართველოს კანონმდებლობას, იგი წერილობით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს ამ ინფორმაციისათვის სახელმწიფო საიდუმლოების გრიფის მოხსნის მოთხოვნით.
თუ ნდობის ჯგუფი მიიჩნევს, რომ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საქმიანობა საშიშროებას უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ან თუ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელი ამეტებს თავის უფლებამოსილებას, იგი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის წინაშე აკეთებს წარდგინებას საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.
ნდობის ჯგუფის სხდომები ტარდება არანაკლებ თვეში ერთჯერ. ნდობის ჯგუფის სხდომები დახურულია. ნდობის ჯგუფის გადაწყვეტილებით, მის სხდომას შეიძლება დაესწროს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოს წარმომადგენელი ან სხვა პირი. ნდობის ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით.
5.2 საქართველოს კონტროლის პალატა
საქართველოს კონტროლის პალატა არის სახელმწიფო საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის უმაღლესი ორგანო, რომელიც ზედამხედველობს სახელმწიფო სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებასა და ხარჯვას, ემსახურება ეროვნული სიმდიდრის და სახელმწიფო ქონების დაცვას, აკონტროლებს და აანალიზებს სახელმწიფოს მატერიალური და ფულადი რესურსების გამოყენების კანონიერებას, მიზნობრიობას და ეფექტიანობას.
კონტროლის პალატა არის დამოუკიდებელი თავის საქმიანობაში და ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე.
კონტროლის პალატის საკონტროლო უფლებამოსილება, მისი კომპეტენციის ფარგლებში, ვრცელდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ყველა ორგანოზე.
კონტროლის პალატას საერთო ხელმძღვანელობას უწევს კონტროლის პალატის თავმჯდომარე. მას ჰყავს მოადგილეები, მათ შორის ერთი პირველი. კონტროლის პალატაში შექმნილია უმაღლესი კოლეგიალური ორგანო - კონტროლის პალატის პრეზიდიუმი; ასევე, კონტროლის პალატის სისტემაში შექმნილია აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და ქალაქ თბილისის კონტროლის პალატები; ასევე, ქვეყნის სხვა ტერიტორიულ ერთეულებში იქმნება კონტროლის პალატის ბიუროები. ბიუროებში იქმნება კოლეგიური ორგანოები - კოლეგიები.
კონტროლის პალატა თავის ამოცანას ძირითადად ახორციელებს ოპერატიული კონტროლის, კომპლექსური რევიზიის, თემატური შემოწმებებისა და ექსპერტიზის მეშვეობით. კონტროლის პალატა მუშაობას წარმართავს პერსპექტიული და მიმდინარე გეგმებით, თუმცა შეიძლება განახორციელოს არაგეგმიური შემოწმება და რევიზია, მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის და პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიების მიმართვის, ასევე კონტროლის პალატის პრეზიდიუმის, აფხაზეთისა და აჭარის კონტროლის პალატების, თბილისის კონტროლის პალატის პრეზიდიუმისა და კონტროლის პალატის ბიუროების კოლეგიების გადაწყვეტილებით.
რევიზია-შემოწმების ჩატარების მოცულობას, ორგანიზაციულ ტექნიკურ საკითხებს ადგენს კონტროლის პალატის თავმჯდომარე.
შემოწმების ობიექტის ხელმძღვანელობა ვალდებულია კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანების მიღებიდან ორი კვირის ვადაში საქართველოს კონტროლის პალატის შესაბამის ორგანოში წარადგინოს სრულყოფილი ანგარიში. დადგენილ ვადაში ანგარიშის წარუდგენლობის ან არასრულყოფილი ანგარიშის წარდგენის შემთხვევაში შეიძლება დაისვას საკითხი ობიექტის ხელმძღვანელი პირების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის შესახებ.
რევიზია-შემოწმების შედეგებზე დგება აქტი ან ცნობა. დანაშაულის ნიშნების შემცველი შემოწმების მასალები ეგზავნებათ სამართალდამცავ ორგანოებს.
გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად კონტროლის პალატა წარდგინებას უგზავნის შემოწმებულ ობიექტს ან მის ზემდგომს. კონტროლის პალატის წარდგინება სავალდებულოა შესასრულებლად. წარდგინება განხილულ უნდა იქნეს 20 დღეში, თუ მასში სხვა ვადა არ არის მითითებული. წარდგინების შეუსრულებლობის ან არასათანადო შერულების შემთხვევაში კონტროლის პალატას უფლება აქვს დასვას ობიექტის ხელმძღვანელობის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი.
ყველა საბიუჯეტო ორგანიზაცია ვალდებულია კონტროლის პალატაში წარადგინოს ანგარიში პალატის მიერ დადგენილი ფორმით. ანგარიში წარდგენილ უნდა იქნას, ყოველთვიური - არაუგვიანეს მომავალი თვის თხუტმეტი რიცხვისა, ექვსი თვის - არაუგვიანეს მიმდინარე წლის 1 აგვისტოსი და წლის შედეგების შესახებ - არაუგვიანეს შემდეგი წლის 15 თებერვლისა. დადგენილ ვადაში ანგარიშის წარუდგენლობის ან არასრულყოფილი ანგარიშის წარდგენის შემთხვევაში შეიძლება დაისვას თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი.
კონტროლის სხვა ორგანოები, მათ შორის უწყებრივი კონტროლის სამსახურები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დახმარება აღმოუჩინონ კონტროლის პალატას.
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2005 წლის 18 იანვრის #14, 16 მარტის #142 და 31 მარტის #178 ბრზანებების საფუძველზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ჩატარდა 2003 წლის 1 აპრილიდან 2005 წლის 1 იანვრამდე პერიოდის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კომპლექსური რევიზია, რომელმაც გამოავლინა ამ პერიოდში შესყიდვების სფეროში დაშვებული მნიშვნელოვანი დარღვევები (იხ. 6. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 2004 წელს განხორციელებული შესყიდვების ანალიზი).
5.3. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაციისა და მონიტორინგის მიზნით შექმნილია მუდმივმოქმედი დამოუკიდებელი ორგანო - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. ასევე, შესყიდვების სფეროში გამჭირვალობის უზრუნველყოფისათვის სააგენტოსთან იქმნება სამეთვალყურეო საბჭო 7 წევრის შემადგენლობით, რომელიც კომპლექტდება როგორც მაკონტროლებელ-მმართველობითი ორგანოების, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენელთაგან.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მუდმივმოქმედი დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს წინაშე.
სააგენტო შექმნილია ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონის საფუძველზე და ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაციასა და მონიტორინგს.
სააგენტოს მიზანს წარმოადგენს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონის აღსრულების უზრუნველყოფა. სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:
შემსყიდველი ორგანიზაციებიდან მიღებული ანგარიშებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესწავლა, გაანალიზება და სათანადო გადაწყვეტილებების მიღებისათვის საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებების მომზადება;
განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი საინფორმაციო ბაზის ჩამოყალიბება და სრულყოფა;
შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის საექსპერტო და საკონსულტაციო-სარეკომენდაციო მომსახურება;
მიმწოდებელთა რეესტრის წარმოება;
სახელმწიფო შესყიდვების დროს წარმოქმნილი დავების ადმინისტრაციული წესით განხილვა მხარეთა სავალდებულო მონაწილეობით.
სააგენტოს თავისი ფუნქციების უზრუნველსაყოფად უფლება აქვს:
მოითხოვოს შემსყიდველი ორგანიზაციებისაგან განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშების წარმოდგენა;
მოითხოვოს შემსყიდველი ორგანიზაციისაგან და შესყიდვაში მონაწილე პირთაგან სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია;
კანონითა და შესაბამისი აქტებით დადგენილი ნორმების დარღვევის ან მათი არასწორი გამოყენების, სახელმწიფო შესყიდვებისათვის გამოყოფილი სახსრების არაკანონიერი ხარჯვის ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში, მიუთითოს ამ ფაქტებზე შემსყიდველ ორგანიზაციებს და მოითხოვოს მათგან არასწორი გადაწყვეტილებებისა და მოქმედებების დადგენილ წესებსა და ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა, შესყიდვის პროცედურების კანონის მკაცრად დაცვის უზრუნველსაყოფად;
ადმინისტრაციული წესით განიხილოს სააგენტოში შემოსული საჩივრები;
უფლებამოსილი პირების წინაშე დააყენოს შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გადასინჯვის ან გაუქმების საკითხი;
შესაბამისი ორგანოების წინაშე დააყენოს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე მხარეების პასუხისმგებლობის საკითხი.
შახელმწიფო შესყიდვების პროცედურების კანონიერებაზე ზედამხედველობა და სახელმწიფო შესყიდვების პროცესის რეგულირების პოლიტიკის განსაზღვრა.
სააგენტო თავისი ფუნქციების განხორციელებისას ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპებით:
სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისა შესყიდვების მაქსიმალური ეკონომიურობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა, სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი სახსრების რაციონალური ხარჯვის მიზნით;
სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა, ჯანსაღი კონკურენციის მხარდაჭერა და სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების გამჭვირვალობის ხელის შეწყობა;
სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გამჭვირვალობის, სააგენტოს მუშაობის საჯაროობისა და დემოკრატიული პრინციპებით მართვის მიზნით სააგენტოსთან შექმნილი სამეთვალყურეო საბჭო 7 წევრის შემადგენლობით, რომელთაც ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. შემადგენლობა კომპლექტდება მმართველობი და მაკონტროლებელი ორგანოების თანამდებობის პირებისაგან, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლებისაგან.
სამეთვალყურეო საბჭოს უფლება აქვს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შემსყიდველი ორგანიზაციებისაგან მოითხოვოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და შეამოწმოს მათი სისწორე.
5.4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია
გენერალური ინსპექცია წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც თავდაცვის სამინისტროს სისტემაში ასრულებს შიდა უწყებრივი კონტროლის ფუნქციას. გენერალური ინსპექცია უშუალოდ ექვემდებარება თავდაცვის მინისტრს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
გენერალური ინსპექციის ერთ-ერთი ფუნქციაა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინსპექტირება, შემოწმება და ფინანსური კონტროლი. გენერალური ინსპექციის ერთ-ერთ ამოცანას წარმოადგენს ასევე საბიუჯეტო სახსრების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, აგრეთვე გრანტებისა და სხვა დახმარებების მიღებისა და განკარგვის კანონიერებისა და მიზანშეწონილების კონტროლი, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კომპლექსური და თემატური შემოწმება.
აღნიშნული ფუნქციის შესასრულებლად გენერალურ ინსპექციას საქართველოს თავდაცვის მინისტრის დავალებით უფლება აქვს:
თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან მოითხოვოს (წერილობით ან სიტყვიერად) და დაუყოვნებლივ მიიღოს შემოწმების, ინსპექტირების, სამსახურებრივი მოკვლევის, ფინანსური კონტროლის ჩატარებისათვის აუცილებელი ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმაცია მითითებული ვადებისა და ფორმის დაცვით.
გამოიძახოს ნებისმიერი საჯარო, მათ შორის სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის თანამდებობის პირი, მიიღოს მისგან წერილობითი ან/და სიტყვიერი ახსნა-განმარტება;
ინსპექტირების, სამსახურებრივი მოკვლევის, შემოწმების, ფინანსური კონტროლის წარმოებისას, განსახილველ საკითხზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად, მოითხოვოს თავდაცვის სამინსიტროს საჯარო, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეების ან/და მოწვეული სპეციალისტების მონაწილეობა; ასევე ისარგებლოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით;
კანონმდებლობის შესაბამისად, მინისტრთან შეთანხმებით, ითანამშრომლოს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან;
განიხილოს განცხადებები და საჩივრების, ასევე ,,ცხელი ხაზი” შემოსული ინფორმაცია;
შესწავლილი მასალების ანალიზის საფუძველზე თავდაცვის მინისტრს წარუდგინოს ინფორმაცია;
მინისტრის წინაშე დააყენოს საკითხი გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინარული პასუხისმგებლობის გამოყენების შესახებ, სმსახურიდან გათავისუფლების ჩათვლით;
წარუდგინოს რეკომენდაცია მინისტრს დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მასალების შესაბამისი ორგანოებისათვის გადაგზავნის შესახებ;
გენერალურ ინსპექციას აქვს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანიც.
გენერალურ ინსპექციას ხელმძღვანელობს გენერალური ინსპექციის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი. უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც ასევე თავდცავის მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს. გენერალური ინსპექციის დაკომპლექტება ხდება უმაღლესი განათლების მქონე სამხედრო მოსამსახურეებითა და სამოქალაქო პერსონალით. გენერალური ინსპექციის თითიეული საჯარო, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეები პერსონალურად აგებენ პასუხს მათ მიერ წარმოდგენილ დასკვნაზე და დაუშვებელია გენერალური ინსპექციის უფროსისა და მისი მოადგილის ჩარევა მათ მიერ დასკვნების შემუსავებისას.
გენერალური ინსპექციის ორგანიზაციული სტრუქტურა შემდეგია:
ინსპექტირებისა და აუდიტის სამმართველო;
მოკვლევის სამმართველო.
გენერალური ინსპექციის ინსპექტირებისა და აუდიტის სამმართველოს ფუნქციას წარმოადგენს შეისწავლოს და გააკონტროლოს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობა; საფინანსო-სამეურნეო წარმოება, საფინანსო აღრიცხვა და ანგარისსწორება, საფინანსო დისციპლინის განხორციელება და დაცვა; თავდაცვის სამინისტროს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის, პროგრამული დაფინანსების, მიღებული გრანტებისა და საერთაშორისო დახმარებების რეალიზაციის კონტროლი.
თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 2004 წლის განმავლობაში ჩატარებული საფინანსო რევიზიების შედეგად გამოავლინა საფინანსო-სამეურნეო დარღვევების 47 ფაქტი, თუმცა მათი დიდი უმრავლესობა ეხება 2000-2003 წლის პერიოდს. მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაისვა შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის (იმჟამად უკვე განთავისუფლებული) პასუხისმგებლობის საკითხი, როდესაც ჩატარებული იქნა შემოწმება სურსათ-სანოვაგის ცენტრალურ ბაზაში შეტანილი ორცხობილის ვარგისიანობაზე. ორცხობილის ნიმუშები შესწავლილ იქნა ექსპერტის მიერ, რომლის დასკვნაშიც აღნიშნულია, რომ ორცხობილის ნიმუშებს დაკარგული აქვთ სასაქონლო სახე და მათი გამოყენება დანიშნულებისამებრ მიზანშეუწონელია. შემდგომმა მოკვლევამ დაადგინა, რომ პროდუქცია მიღებული იყო შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატის გარეშე. გენერალურ ინსპექციას არ ჩაუტარებია შესყიდვების დეპარტამენტის საქმიანობის შემოწმება და შესაბამისად, არ გამოუვლენია შესყიდვების პროცესში დაშვებული დარღვევვები.
![]() |
9 6. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 2004 წელს განხორციელებული შესყიდვების ანალიზი |
▲back to top |
6.1. დაფინანსება
2004 წელს თავდაცვის სამინისტროს დაზუსტებული გეგმით განესაზრვრა 173 893,5 ათასი ლარის დაფინანსება. მათ შორის: ,,სხვა სქონელი და მომსახურეობის” მუხლით 67 532,2 ათასი ლარი და ,,კაპიტალური ხარჯების” მუხლით 52 852,0 ათასი ლარი.
თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტს მიღეული აქვს ,,სხვა საქონელი და მომსახურეობის” მუხლით 24 725,0 ათასი ლარის დაფინანსება, მათ შორის:
,,ოფისის ხარჯების” ქვეუხლით 333,6 ათასი ლარი (18 ათასი ლარი ნაღდი),
კომუნალური მომსახურეობის ქვემუხლით 196,2 ათასი ლარი (5,9 ათასი ნაღდი),
,,კვების ხარჯების ქვემუხლით 7185,3 ათასი ლარი (18,9 ათასი ნაღდი),
მედიკამენტების შეძენის ქვემუხლით 131,8 ათასი ლარი (3,1 ათასი ნაღდი),
რბილი ინვენტარისა და უნიფორმის ქვემუხლით 3669,3 ათასი ლარი (26,1 ათასი ნაღდი),
,,ტრანსპორტის ადა ტექნიკის შენახვის” ქვემუხლით 2786,8 ათასი ლარი (25,0 ათასი ნაღდი),
,,სხვა ხარჯების ქვემუხლით 167,2 ათასი ლარი (82,4 ათასი ნაღდი),
კაპიტალური ხარჯბის მუხლით 10254,8 ათსი ლარი (მათ შორის მანქანა დანადგარებისა და მოწყობილობების შეძენის ქვემუხლით 3573,6 ათასი ლარი (23,7 ათასი ლარი ნაღდი),
შენობა-ნაგებობების შეძენა, მშენებლობა და რეკონსტრუქციის ქვემუხლით 2392,2 ათასი ლარი, მანქანა დანადგარების და შენობა-ნაგებობების კაპიტალური შეკეთების ქვემუხლით 4288,8 ათასი ლარი).
გარდა ამისა, ,,რეფორმებვისა და განვითარების ფონდიდან” დაფინანსებულია შესყიდვების დეპარტამენტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე 490,7 ათსი ლარის სხვადასხვა სახის საქონლის შესყიდვა, მათ შორის:
253,1 ათასი ლარის საწვავი,
97,3 ათასი ლარის სათადარიგო ნაწილები,
86,6 ათასი ლარის ა/მანქანები, 9,0 ათასი ლარის მედიკამენტები,
8,0 ათასი ლარის საკანცელარიო საქონელი, 36,7 ათასი ლარის ორგტექნიკა.
ამრიგად, 2004 წელს შესყიდვების დეპარტამენტს მიღებული აქვს 25 215,7 ათასი ლარის დაფინანსება.
6.2. თავდაცვის სამინისტროს ფინანსური საქმიანობის ანგარიშვალდებულობა და გამჭვირვალობა
თავდაპირველად აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში 2004 წლის ძირითადი პრობლემები გამომდინარეობდა მმართველობის დაუგეგმავეობის გამო. ეს პროცესი განსაკუთრებით მტკივნეულად აისახა სახელმწიფო შესყიდვებზე, რის შედეგადაც ერთი მხრივ ირღვეოდა კანონმებლობა, მეორე მხრივ ხდებოდა ფინანსების არაეფექტური და არარაციონალური გამოყენება, მესამე მხრივ კი ყოველივე ეს ხელს უშლიდა როგორც სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების ნორმალურ ფუნქციონირებას, ასევე აფერხებდა ნებისმიერ რეფორმატულ მცდელობას, თუკი ასეთის დაგეგმვა მოხდებოდა. დაუგეგმავეობის მიზეზები შეიძლება გამოწვეული იყო ობიექტური გარემოებებით, თუმცა 2004 წლის ფინანსური ანალიზი გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ფორს-მაჟორული სიტუაციები ხშირად სუბიექტური მიზეზებით იყო გამოწვეული და შესაძლოა ზოგიერთ სახელმწიფო მოხელის პირად ინტერესებს ემსახურებოდა.
2004 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არ ყოფილა შემუშავებული სახელმწიფო შესყიდვების წინასწარ განსაზღვრული და დამტკიცებული გეგმა, რისი ვალდებულებაც ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონის თანახმად აქვს ყველა შემსყიდველ ორგანიზაციას, მათ შორის თავდაცვის სამინისტროსაც. დაგეგმვის აღნიშნული წესი განისაზღვრება შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ არაუგვიანეს 20 დღისა სახელმწიფო შესყიდვების დაზუსტებულ გეგმას ამტკიცებს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი და წარუდგენს სააგენტოს. ამასთანავე, სახელმწიფო შესყიდვების გეგმის ნებისმიერი პარამეტრის ცვლილების შემთხვევაში სააგენტოს უნდა მიეწოდოს სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების საშუალების შერჩევის დასაბუთება ობიექტის სავარაუდო ღირებულების მითითებით. ასეთი გეგმა შედგენილ იქნა მხოლოდ 2005 წლის დასაწყისში და მანამდე არ არსებობდა.
2004 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები ხორციელდებოდა კანონმდებლობის მნიშვნელოვანი დარღვევებით. ამაზე მიუთითებს შესყიდვების სააგენტოს დასკვნები, რაც აღნიშნულმა უწყებამ აღნუსხა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ 2004 წლის განმავლობაში წარმოებული სახელმწიფო შესყიდვების ანგარიშების შეფასების წერილებში. სააგენტო არაერთხელ უთითებდა, რომ მას თავდაცვის სამინისტროსაგან არ მიეწოდებოდა ანგარიშები სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მიმდინარეობის შესახებ და 2004 წლის სახელმწიფო შესყიდვების სრულყოფილი გეგმა.
როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი მელაძის თავდაცვის სამინისტროს სახელზე შედგენილი 2004 წლის 18 მაისის #2-4/363-4. წერილიდან ირკვევა 2004 წლის თავდაცვის სამინისტროს პირველი კვარტლის ანგარიშის მიხედვით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული შესყიდვებისათვის ფაქტიურად მიღებული თანხა შეადგენდა 3 158 520.89 ლარს, რაც შეუსაბამო აღმოჩნდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მონაცემებთან. სხვაობამ შეადგინა 7 986 232.37 ლარი. ასევე, როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2004 წლის 17 სექტემბრის #2/3-627 წერილიდან ირკვევა სხვაობა დაფიქსირდა მეორე კვარტალშიც და მან შეადგინა 8 572 397.13 ლარი.
ასევე, თავდაცვის სამინისტროში საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კომპლექსური რევიზიის შედეგად გამოვლენილი დარღვევები შესყიდვების პროცესში ასახულია კონტროლის პალატის აქტში, სადაც დარღვევებს დათმობილი აქვს 40 გვერდი.
6.3. ტენდერი
კანონი ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ”, რომლის საფუძველზეც ხორციელდება სახელმწიფო შესყიდვები თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, განსაზღვრავს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების საშუალებებს, რომელთა შერჩევა კონკრეტული შესყიდვის დროს დამოკიდებულია შესყიდვის ფასზე. თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ფასიდან გამომდინარე, მათი აბსოლიტური უმრავლესობა უნდა განხორციელებულიყო ტენდერების საშუალებით, თუმცა, თავდაცვის სამინისტროში 2004 წელს შესყიდვები ხორციელდებოდა ძირითადად ინდივიდუალური ხელშეკრულებების საფუძველზე ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან, ხელშეკრულების ფასის მიუხედავად.
ბოლო 3 წლის მანძილზე თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადდა 12 ტენდერი, მაშინ, როდესაც 2005 წლის მხოლოდ აპრილის მდგომარეობით გამოცხადებული იყო 23 ტენდერი. ხოლო თუკი 2004 წლის თავდაცვის სამინისტროს შესყიდვებს გადავხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ 2004 წლის განმავლობაში, უხეშად რომ გავთვალოთ, სულ მცირე 150 ტენდერი მაინც უნდა ჩატარებულიყო.
2002 წელის ჩატარებულ იქნა 3 ტენდერი.
2003 წელს - 7 ტენდერი.
2004 წელს - 2 ტენდერი
2005 წლის აპრილის მდგომარეობით თავდაცვის სამინისტროში გამოცხადებულ იქნა 22 ღია ტენდერი, 1 ღია საერთაშორისო ტენდერი და ჩატარდა 7 ფასთა კოტირება.
ჩვენ მიერ შესწავლილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სხვადასხვა მიმწოდებლებს შორის გაფორმებული 2004 წლის პერიოდის ხელშეკრულებებიდან ირკვევა, რომ ნებისმიერი ფასის საქონლის თუ მომსახურების შესყიდვა ხორციელდებოდა ძირითადად ერთ პირთან მოლაპარაკებით და იგნორირებული იყო სახელმწიფო შესყიდვების სხვა საშუალებები, ღია და დახურული ტენდერი, ფასტა კოტირება.
კონტროლის პალატამ დაადგინა, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ 2004 წელს გაგზავნილი წერილების უმრავლესობაზე, ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით შესყიდვეის განხორციელების თაობაზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობა არ გაუცია იმ მოტივით, რომ ისინი არ შეიცავდნენ ამ სახით შესყიდვის განხორციელების აუცილებლობის სათანადო დოკუმენტურ დასაბუთებას, რითაც დაირღვა ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონის 26-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის მოთხოვნა. თუმცა, მიუხედავად ასეთი თანხმობის არარსებობისა, თავდაცვის სამინისტრო მაინც ერთ პირთან მოლაპარაკებით ახორციელებდა სახელმწიფო შესყიდვებს. იყო შემთხვევები, როცა თანხმობას გასცემდა შესყიდვების სააგენტო, თუმცა მათ მიღებამდე თავდაცვის სამინსიტრო უკვე აფორმებდა ხელშეკრულებას მიმწოდებელთან. მაგალითად,
რეზერვისტების მომზადებისათვის საჭირო სანივთე ქონების შესყიდვის გეგმის დამტკიცებამდე და ტენდერის ჩატარებამდე, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პაატა გაფრინდაშვილმა და შესყიდვების დეპარტამენტმა წერილობითი თხოვნებით მიმართეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს (20.09.04 # 3/475 და 28.09.04 # 13/1771, 30.09.04 # 13/1818), რათა ნება დაერთოთ რეზერვისტების მომზადებისათვის გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემის მოსაგვარებლად შესაბამისი ოდენობის სანივთე ქონების შესყიდვები განეხორციელებინათ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით სავარაუდო ღირებულებით 500,00 ათასი ლარის ოდენობით. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან მიღებულია (2004 წლის 21.09 #2/3-646, 5.10 # 2/3-737) წერილობითი თანხმობები, თუმცა 2004 წლის 20 სექტემბერს, შესყიდვების დეპარტამენტს უკვე გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება ფირმა ,,იაკუპოგლუ”-სთან #03/35-თ 1200 კომპლექტი სანივთე ქონების შეძენაზე 233,4 ათასი აშშ დოლარის ღირებულებით, რითაც დარღვეულია ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ” დებულების 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის მოთხოვნები. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან მიღებული თანხმობის შემდეგ კი იგივე ფირმასთან გაფორმდა მეორე ხელშეკრულება #03/44-თ 134,2 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 800 კომპლექტი სხვადასხვა დასახელების სანივთე ქონების შესყიდვაზე 2004 წლის 20 ოქტომბერს.
ანალოგიურად, თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პ. გაფრინდაშვილმა 2004 წლის 29 ოქტომბერს მიმართა წერილობითი თხოვნით (#3/566) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, რათა 2004 წლის 7 ოქტომბერს გამოცხადებული ღია ტენდერის ჩატარებამდე, რეზრვისტთა გაწვევის გეგმის შესაბამისად საჭირო სანივთე ქონების შეძენაზე შექმნილი ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე, აუცილებელია განხორციელდეს 500,0 ათასი ლარის ღირებულების შესყიდვები ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, თუმცა ამ შემთხვევაშიც თანხმობის მიღებამდე, შესყიდვების დეპარტამენტს 26 და 27 ოქტომბერს უკვე ჰქონდა ხელშეკრულებები გაფორმებლი ი/მ კ.ბერუაშვილთან #03/48 140,0 ათას ლარზე და ი/მ გ.ბერუაშვილთან #03/49 80,0 ათას ლარის რეზერვისტების მომზადებისთვის საჭირო საქონლის შესყიდვაზე, რომელიც უნდა მოეწოდებინათ 2004 წლის 2 ნოემბრამდე.
ორივე ხელშეკრულებით განსაზვრული თანხები გადარიცხულია წინასწარ 2004 წლის 28 ოქტომბერს, საბანკო გარანტიის გარეშე და 2005 წლის 1 აპრილის მდგომარეობით ირიცხება დებიტორულ დავალიანებად 240,0 ათასი ლარის ოდენობით. ხელშეკრულების პირობაში არ არის გათვალისწინებული საბანკო გარანტიის წარმოდგენა, რითაც დარღვეულია სახელმწიფო შესწიდვების დებულების 29-ე მე-18 პუნქტის მოთხოვნები.
როგორც აღინიშნა, 2004 წლის განმავლობაში სულ ჩატარდა 2 ტენდერი და შედეგად გაფორმდა 25 ხელშეკრულება. კონტროლის პალატამ გამოავლინა და აღნუსხა ტენდერის ჩატარებისას დაშვებული დარღვევები. მითითებული დარღვევები რამდენიმე სახისაა. კერძოდ:
- ტენდერებში გამარჯვებულებთან ხელშეკრულებების გაფორმების დროს არ იყო გათვალისწინებული ხელშეკრულების დროულად შესრულებაზე კონტროლის მექანიზმები, რამდენადაც 2005 წლის აპრილის მდგომარეობითაც 11 სხვადასხვა საქონლის მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულებებში მითითებული ოდენობის ნაცვლად თავდაცვის სამინისტროს მიღებული აქვს პროდუქციის გაცილებით ნაკლები ოდენობა. მაგალითად, სს ,,კრწანისის პურმა” ხელშეკრულებით გათვალისწინებული 296,6 ათასი ლარი პროდუქციის ნაცვლად მიწოდებული აქვს 234,2 ათასი ლარის პური - 93,0 ტონით ნაკლები.
- მნიშვნელოვანი დარღვევები იყო დაშვებული თავდაცვის სამინისტროს სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო დოკუმენტაციის შედგენის დროს. რამდენადაც კანონმდებლობა ითვალისწინებს სატენდერო მასალების დეტალურ წესებს, ამ ნორმების საფუძველზე უნდა მოხდეს მასალების მომზადება. კონტროლის პალატის მიერ კი ხარვეზები არის აღმოჩენილი საბაზისო მონაცემთა ნუსხაში, ინსტრუქციაში ტენდერის მონაწილეობის შესახებ, ტექნიკური პირობების აღწერაში.
- სატენდერო კომისიას არ მიუღია მხედველობაში პრეტენდენტების მხრიდან დაშვებული კანონდარღვევები, კერძოდ: პრეტენდენტის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ შპს ,,რამთას” და ,,ვაზის” მიერ ნაცვლად განცხადებაში მოთხოვნილი ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის დამადასტურებელი ცნობისა, წარმოდგენილი აქვს ცნობები იმის შესახებ, რომ ისინი დღგ-ს გადამხდელებად არ არიან დარეგისტრირებულები. მეორე შემთხვევაში ინდივიდუალურ მეწარმეს დავით ლაბაძეს ცნობა ნასამართლობის არარსებობის შესახებ წარმოდგენილი აქვს ხაშურის შს რაიონული განყოფილებიდამ, მაშინ როდესაც ასეთი ცნობის გაცემის უფლებამოსილება აქვს მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმატიზაციის სამმართველოს.
- სატენდერო კომისიას კანონის დარღვევით შეუფასებია პრედენტების წინადადებები. კერძოდ, როგორც სატენდერო წინადადებათა შეფასების ცხრილიდან ირკვევა, რომ კომისიამ გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო პრეტენდენტთა მიერ დაგროვილი ქულების შეჯამების საშუალებით, მაშინ როდესაც ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონის მე-15 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, პრეტენდენტი გამარჯვებულად ჩაითვლება, თუ მას სატენდერო კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის აბსოლიტური უმრავლესობის დასკვნებით მიენიჭება უპირატესობა.
- ზოგიერთ მიმწოდებელთან გაფორმებულ ხელშეკრულებებზე არ იყო დასმული შემსყიდველი ორგანიზაციის (შესყიდვების დეპარტამენტი) ბეჭედი ან ასევე, იყო ხელმოუწერელი.
- ტენდერის მსვლელობისას შეფასება ხდებოდა არასწორად. კერძოდ: ერთ-ერთი შესყიდვის ანგარიშზე თანდართული პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებიდან ირკვევა, რომ ი/მ ზ. ტაგანაშვილის მიერ თევზი შემოთავაზებული იქნა 2,55 ლარად, ხოლო ი/მ თ. კოღუაშვილის მიერ 2,35 ლარად. აღნიშნულის მიუხედავად სატენდერო კომისიამ ი/მ ზ. ტაგანაშვილს მიანიწა 9 ქულა, ხოლო ი/მ თ. კოღუაშვილს 6 ქულა. მეორე შემთხვევაში პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებებიდან ირკვევა, რომ შპს ,,საქართველოს საზღვაო კომპანიის” მიერ კვერცხი შემოთავაზებულ იქნა 0.14 ლარად, ხოლო შპს ,,პოულტრი ჯორჯიას” მიერ 0,15 ლარად. აღნიშნულის მიუხედავად, სატენდერო კომისიამ ორივე წინადადება ფასის კრიტერიუმის მიხედვით შეაფასა 9 ქულით და დადგენილიო შეფასების კრიტერიუმების უგულვებელყოფით მიიღო გადაწყვეტილება ,,უშუალო მწარმოებლისათვის” უპირატესობის მინიჭების შესახებ.
მრავლად იყო შემთხვევები, როდესაც თავდაცვის სამინისტრომ ტენდერის ჩატარების შემდეგ ტენდერში დამარცხებულ ფირმებთან გააფორმა ხელშეკრულებები ერთ პირთან მოლაპარაკების გზით.
შპს ,,ფართან” 2004 წლის 19 ნოემბერს (ტენდერის ჩატარებიდან 12 დღის შემდეგ) გაფორმდა ხელშეკრულება #03/68 ერთ პირთან მოლაპარაკების მეთოდით 1200 კომპლექტ კომუფლირებული ფორმის მიწოდებაზე (1 ცალი 65-70 ლარი) თანხით 82,0 ათასი ლარი, აღნიშნული წინადადება შპს ,,ფარს” წარმოდგენილი ჰქონდა ტენდერში, თუმცა მიიღო უარყოფითი შეფასება მაღალი ფასის გამო, 12 დღის შემდეგ კი შესყიდვების დეპარტამენტის ხელმზღვანელობა (უფროსი ი.მაღალაშვილი) წინადადება მისაღებად ჩათვალა.
სს ,,იმერთან” გაფორმდა ასევე ხელშეკრულება #03/58 2004 წლის 12 ნოემბერს 78,0 ათას ლარზე, რომლითაც უნდა შესყიდულიყო ფორმა კომუფლირებული (1 ცალი 65 ლარი), სს ,,იმერს” აღნიშნული წინადადება წარდგენილი ჰქონდა ტენდერში, თუმცა მიიღო დისკვალიფიკაცია (მიწოდების გრაფიკის გამო), ტენდერის ჩატარებიდან ერთი კვირის შემდეგ, შესყიდვების დეპარტამენტმა (უფროსი ი.მაღალაშვილი) დამაკმაყოფილლებლად ჩათვალა საქონლის მიწოდების გრაფიკი. დაკმაყოფილდა მომწოდებლის მოთხოვნა თანხის წინასწარი გადარიცხვის შესახებ (ცვლილება შევიდა 22.12.04წ. თანხა გადაირიცხა 30 დეკემბერს 50,4 ათასი ლარი) თუმცა სს ,,იმერმა” ვერ შეასრულა ვალდებულება და 2005 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ირიცხება მის მიმართ 19,5 ათასი ლარის დებიტორული დავალიანება. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 2005 წლის 14 იანვრამდე იყო განსაზღვრული.
სოფლის მეურნეობის პროდუქციის შესყიდვაზე ჩატარებული ღია ტენდერში 9 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი 33 სატენდერო წინადადებებიდან უარყოფითი დასკვნა მიიღო 13-მა. არ განხილულა 9 სატენდერო წინადადება (საბუთების წარმოუდგენლობის გამო).
ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტების მიერ აღებული ვალდებულებები კვების პროდუქტების მოწოდებაზე არ იქნა შესრულებული (2004 წელს) 367,9 ატასი ლარით (21,5%25), რის გამოც შემდგომ, ხელშეკრულებები გაფორმებულ იქნა ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით. აღნიშნულით კი დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომწოდებლის მიერ აღებული ვალდებულება.
იყო შემთხვევები, როცა სატენდერო კომისიამ არ განიხილა მათი წინადადები შესაბამისი ნებრთვების უქონლობის გამო, თუმცა 2004 წლის განმავლობაში ტენდერის ჩატარებამდე და ტენდერის ჩატარების შემდეგაც ამ პირებთან გაფორმდა ხელშეკრულებები ერთ პირთან მოლაპარაკების მეთოდით. შესაბამისად ამ პირებისაგან კანონმდებლობის დარღვევით შესყიდულ იქნა საერთო ჯამში: 369,6 ტონა I ხარისხის და 222,7 ტონა მე-2 ხარისხის პური.
6.4. ხელშეკრულებები
კონტროლის პალატის მიერ ჩატარებული რევიზიის შედეგად გამოირკვა, რომ 2004 წლის განმავლობაში შესყიდვების დეპარტამენტს გაფორმებული აქვს 679 ხელშეკრულება თანხით 38 926,4 ათასი ლარი. მათ შორის ერთ პირთან მოლაპარაკების მეთოდით 654 ხელშეკრულება 36 440,4 ათასი ლარის, ხოლო 2 ღია ტენდერის საშუალებით გამოვლენილ მიმწოდებლებთან 25 ხელშეკრულება 2 486,0 ათასი ლარის (მთლიანი სახელშეკრულები ღირებულების 6,4%25) ოდენობით. აქედან ფაქტიურად შესყიდულია 2 111,9 ათასი ლარის ანუ მთლიანდ მიღებული დაფინანსების 9,8%25.
თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტს მიღებული დაფინანსებიდან (25 215,7 ათასი) 23 103,9 ათასი ლარის შესყიდვა განხორცილებული აქვს მხოლოდ ერთ პირთან მოლაპარაკების მეთოდით, რითაც დარღვეულია ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონის მე-5 და მე-7 მუხლის მოთხოვნები.
2004 წლის განმავლობაში კვების პროდუქტებისა და სამზარეულო ინვენტარის შეძენაზე გაფორმდა სულ 270 ხელსეკრულება თანხით 7 818,2 ათას ლარზე. მათ შორის: ერთ პირთან მოლაპარაკების მეთოდით 248 ხელშეკრულება 6 109,2 ათას ლარზე, ხოლო ტენდერით 22 ხელშეკრულება 1 708,0 ათს ლარზე. საქონლის მოწოდებამ წლის განმავლობაში შეადგინა: 2004 წლის ხელშეკრულებებით 6 249,4 ათასი ლარი, ხოლო 2003 წლის დეკემბრის ხელშეკრულებებით 467,3 ათასი ლარი, სულ 6 716 ათასი ლარის პროდუქტები, ანუ კვების პროდუქტების მთლიანი მოწოდების 20%25.
სახელმწიფო შესყიდვების პროცესში ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონის გამოუყენებლობაზე მიუთითებს ამ პერიოდში გაფორმებული ხელშეკრულებების ანალიზიც. ყველა მათგანი ტიპიურია, ამიტომ ერთი ხელშეკრულების მაგალითზე შეიძლება საერთო სურათზეც მსჯელობა.
2004 3 მაისის #01/53 ხელშეკრულებას ხელს აწერენ შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი და მიმწოდებელი. ხელშეკრულების პუნქტებია: ხელშეკრულების საგანი; მხარეთა უფლება-მოვალეობანი; ანგარიშსწორების პირობები; ხელშეკრულების მოქმედების ვადა; ფორს-მაჟორი; სადაო საკითხები; დასკვნითი ნაწილი. ხელშეკრულების ფასი წარმოადგენს 116 025 ლარს. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ ფასის შესყიდვები უნდა განხორციელდეს ღია ტენდერის საშუალებით, თუმცა ამ შემთხვევაში ტენდერი არ ჩატარებულა და როგორც მითითებულია ხელშეკრულებაში ,,შემოთავაზებული საქმიანი წინადადებების საფუძველზე თავდაცვის სამინისტროსათვის მიმწოდებლად შეირჩა ,,ინდ მეწარმე ვ. პ.” მიმწოდებლის ასეთი შერჩევა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. ხელშეკრულებას თან ერთვის სპეციფიკაცია, რაც წარმოადგენს ერთ ფურცელზე განთავსებულ რამდენიმე გრაფიან ცხრილს (იხ. გრაფა). პირველ გრაფაში მითითებულია პროდუქციის დასახელება, მეორეში განზომილების ერთეული, შემდეგ რაოდენობა, ერთეულის ფასი, შეფუთვა, სტანდარტი, შენახვის ვადა და ბოლოს საერთო ღირებულება. შესაბამისი მაჩვენებლებით შევსებულია მხოლოდ პირველი ოთხი გრაფა და ბოლო - საერთო ღირებულება, ხოლო შეფუთვის, სტანდარტისა და შენახვის ვადის გრაფები არ არის შევსებული. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი დასახელების დოკუმენტს (სპეციფიკაცია) საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა შესყიდვების შესახებ საერთოდ არ იცნობს.
სპეციფიკაცია
#
|
პროდუქციის დასახელება |
განზ ერთ |
რაოდენობა |
ერთეულის ფასი |
შეფუთვა |
სტანდარტი |
შენახვის ვადა |
საერთო ღირებულება |
1 2 3 |
ქათმის ხორცი დამარილებული ქაშაყი გაყინული თევზი ,,უთავო სტავრიდა” |
კგ კგ კგ |
20 000 6 500 16 000 |
2,70 2,65 2,80 |
|
|
|
116 025 ლარი |
კონტროლის პალატამ ასევე მნიშვნელოვანი დარღვევები აღმოაჩინა, როდესაც ხელშეკრულები ირღვეოდა ,,შემსრულებლის” მიერ და მას შესაბამისი, ხელშეკრულებით განსაზღვრული პასუხისმგებლობები არ ეკისრებოდა.
შპს ,,ქართულმა პროდუქტებმა” მოიგო ტენდერი ძროხის კარაქზე, თუმცა გარკვეყული პერიოდის გასვლის შემდეგ განაცხადა, რომ იგი ვერ შეასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. ამ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტრომ არ გამოიყენა ,,სახელმწიფო შესყიდევბის განხორციელების წესის შესახებ” დებულებით მინიჭებული უფლება პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი გარანტიის დაუბრუნებლობის შესახებ. ამ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტრო მიიღებდა საერთ თანხის ერთ პროცენტს - 1 512 ლარს, რაც თავდაცვის სამინისტროს არ მოუთხოვია. ამავე ფაქტთან დაკავშირებით, იმავე პროდუქციაზე არ ჩატარდა ტენდერი და ერთ პირთან მოლაპარეკების გზით დაიდო ხელშეკრულება 70,0 ათას ლარზე, რითაც დაირღვა ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნები.
სპს ,,თამარ აბრამიშვილი და კომპანიამ” გაიმარჯვა ტენდერში (თბილი საცვალი-2800 კომპლექტი), თუმცა შემდგომ უარი განაცხადა. სატენდერო კომისიას უნდა დაეტოვებინა გარანტია, რომლის რაოდენობა შეადგენდა 33,6 ათას ლარს, რაც არ განუხორციელებია.
შესყიდვების დეპარტამენტს სამშენებლო სამუსაოების ჩატარების ვადების დარღვევებზე უნდა განეხორციელებინა პირგასამტეხლო სულ 153,0 ათასი ლარის ოდენობით, რაც არ განუხორციელებია და ამით დაირღვა მის მიერ დადებული ხელშეკრულებების პირობები.
6.5. სამშენებლო და კაპიტალური ხარჯები
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 7 ივლისის #166 ბრძანებით შესყიდვების დეპარტამენტსა და გენერალური შტაბის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტს დაევალათ შემუშავებული ხარჯთაღრიცხვების გათვალისწინებით წინასწარი ხელშეკრულებების გაფორმება სამშენებლო ორგანიზაციებთან. 2004 წლის 12 ივლისს #479 წერილით თავდაცვის მინისტრი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს აცნობებს, რომ იწყებს შესყიდვებს და თხოვს თანხმობას აღნიშნული შესყიდვების (სავარაუდოდ 4,5 მილიონი ლარის ღირებულების) ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების საშუალებით. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ გასცა თანხმობა.
2004 წლის ივლისიდან სამშენებლო სარემონტო სამუშაოებზე, როდესაც ხელშეკრულებების გაფორმება დაევალა შესყიდვების დეპარტამენტს, სამუშაოების ღირებულებამ 34 ხელშეკრულებით შეადგინა 11 246,4 ათასი ლარი, აქედან 5 389,0 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოებზე ხელშეკრულებები დადებულ იქნა ,,შემსრულებლებთან” 2004 წლის 27-28 დეკემბერს. სულ ამ პერიოდში ,,დამკვეთის” (შესყიდვების დეპარტამენტი) მიერ გადახდილი იქნა 6 832,1 ათასი ლარი ავანსად და შესრულებულ სამუშაოებზე.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, კაპიტალური შეკეთების სამუშაოები, რომელიც თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 7 ივლისის #166 ბრძანებით ჩათვლილი იყო როგორც ფორს-მაჟორული მდგომარეობა, ჩატარებულია ერთ პირთან მოლაპარაკების მეთოდით, ანუ ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით. არ შესრულდა მინისტრის #166 ბრძანების 1 და 2-ე პუნქტები. ასევე ფაქტიურად არ შესრულდა პირობა, ,,შემოდგომა-ზამთრის სეზონის დადგომამდე პირადი შემადგენლობისათვის აუცილებელი საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა” (2005 წლის 1 იანვრისათვის არც ერთი ობიექტი ჩაბარებული არ იქნა).
ჩვენ მიერ მიღებული მასალები 2004 სარემონტო სამუშაოების შესახებ არ ემთხვევა კონტროლის პალატის მონაცემებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ 2005 წლის 16 ივნისის წერილით მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს მიერ 2004 წლის 24 ივლისიდან 2 დეკემბრამდე სარემონტო სამუშაოებში გაფორმებულ იქნა 18 ხელშეკრულება ერთ პირთან მოლაპარაკების მეთოდით საერთო ჯამში 5 572,826 ათას ლარზე, მაშინ, როდესაც ამ ხელშეკრულებების ფასიდან გამომდინარე, უნდა ჩატარებულიყო 4 ღია და 12 დახურული ტენდერი.
სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე გაფორმებულ ხელშეკრულებებს ერთ პირთან მოლაპარაკების მეთოდით არ ახლავს წინასწარ დამკვეთის მიერ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია სათანადო ექსპერტიზის გავლისა და დამტკიცებით, ასევე ხელოვნურადაა შექმნილი პირობები ტენდერის არ ჩატარებისთვის, რითაც დარღვეულია ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონის მე-7 მუხლის I და II პუნქტის მოთხოვნები.
ტენდერის ჩაუტარებლობის გამო, საერთოდ იგნორირებულია ,,სამშენებლო სამუშაოებისათვის სახსრების ეფექტიანად გამოყენების მიზნით სახარჯთაღრიცხვო დისციპლინის განმტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 15 აპრილის #153 ბრძანებულების I, II და III პუნქტები, რომლის თანახმად აიკრძალა სამშენებლო, აღდგენითი და სარემონტო სამუშაოთა და სათანადო წესით მშენებლობის ხელშეკრულების დადებამდე. ობიექტის მენარდეთა განთავსების თაობაზე კონკურსის (ტენდერის) გამართვის შესახებ გადაწყვეტილება კი მიიღება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოქმედი წესით შედგენის, ექსპერტიზის გავლისა და დამტკიცების შემდეგ.
სამშენებლო სამუშაოების შესყიდვების პროცესში ადგილი ჰქონდა შემდეგ ძირითად დარღვევებს. რამდენიმე შემთხვევაში შესმსრულებელმა გადააცილა სამუშაოების შესრულების ვადას, რის გამოც ხელშეკრულების თანახმად, მას უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველი დაგვიანებული დღისათვის. ორივე შემთხვევაში დამკვეთს (შესყიდვების დეპარტამენტს) ჯარიმების დარიცხვა არ განუხორციელებია. სულ შესყიდვების დეპარტამენტს უნდა განეხორციელებინა 153,0 ათასი ლარის გადახდევინება.
კონტროლის პალატა აღნიშნავდა, რომ 2005 წლის 1 იანვრისათვის არც ერთი ობიექტი არ იქნა ჩაბარებული, ხოლო ამ დროისათვის სამშენებლო სამუშაოებზე დებიტორულმა დავალიანებამ შეადგინა 2 171,2 ათასი ლარი. ხოლო რიგ შემთხვევებში ხელოვნურად შეიქმნა პირობები ტენდერის არჩატარებისათვის.
6.6. ფასები
თავდაცვის სამინისტროს მიერ შესყიდული საქონლის ფასების გამოსაკვლევად, ჩვენ მიერ შერჩეულ იქნა ისეთი პროდუქცია, რომელიც ძირითადად იმპორტიორებს შემოაქვთ და ასე თუ ისე მათ ფასებში რადიკალური ცვლილებები, სეზონის მიუხედავად, არ ხდება. პარალელურად, ჩვენ შევისწავლეთ თბილისში არსებული საბითუმო მოვაჭრეები და მათი ფასები აღვრიცხეთ გრაფაში ,,საბაზრო ფასები”. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ 2004 წელს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან საბაზრო ფასებმა აჩვენა ზრდის პროცესი და უკვე წლის მეორე კვარტალში ფაქტობრივად შენარჩუნდა არსებული ფასების მაჩვენებლები. თუმცა, როგორც ქვემოთ მოცემულ გრაფაში ვხედავთ, წლის დასაწყისში პროდუქციის შეძენა ხდებოდა გაცილებით მაღალ ფასებში, ვიდრე წლის მეორე ნახევარში, როდესაც რეალურად ფასთა ზრდა უნდა მომხდარიყო. მაგალითად, მარტისა და აპრილის თვეში ერთ კილოგრამ წიწიბურაში გადახდილია 1,60 ლარი, როცა მისი საბაზრო ფასი არ აღემატებოდა 0,85 თეთრს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ თავდაცვის სამინისტრო საკმაოდ დიდი რაოდენობის შესყიდვებს ახორციელებს და შესაბამისად არსებულ საბითუმო ფასებზე ნაკლებ ფასადაც უნდა ყიდულობდეს, მაშინ, როდესაც თავდაცვის სამინისტროს ზოგიერთი შესყიდვა საბაზრო ფასების ოდენობასაც კი სცილდება.
პროდუქცია |
თვე |
1 |
2 |
3 |
4 |
5 |
6 |
7 |
8 |
9 |
10 |
11 |
12 |
საშუალო საბაზრო ფასები |
ქათმის ბარკალი |
3 |
2.86 |
2.8 |
2.7 |
2.7 |
2.65 |
2.6 |
2.287 |
|
2.28 |
2.31 |
2.34 |
2.45 |
|
წიწიბურა |
1.5 |
1.44 |
1.6 |
1.6 |
1.36 |
|
1.12 |
1.1 |
1.04 |
1.04 |
1.06 |
|
0.96 |
|
ბრინჯი |
1.3 |
|
1.02 |
|
0.97 |
0.92 |
1.1 |
1.1 |
1.05 |
1.05 |
1.05 |
|
0.80 |
|
შაქარი |
0.9 |
|
|
|
0.78 |
|
0.78 |
0.77 |
0.83 |
0.83 |
0.83 |
0.85 |
0.76 |
|
კარაქი |
5 |
5 |
4.87 |
4.2 |
4.4 |
4.31 |
4.25 |
4.25 |
3.7 |
3.7 |
3.68 |
3.68 |
3.36 |
|
მაკარონი |
1.18 |
|
1.18 |
|
1.01 |
1.01 |
0.98 |
1.01 |
|
0.89 |
0.93 |
0.99 |
0.75 |
|
ზეთი |
2.4 |
|
1.85 |
1.85 |
1.85 |
1.9 |
1.95 |
1.96 |
2.02 |
2 |
2 |
|
1.7-2.0 |
|
მარილი |
|
|
0.25 |
|
0.25 |
0.3 |
|
0.3 |
0.25 |
0.25 |
0.25 |
|
0.20 |
|
სტავრიდა (თავიანი) |
|
|
2.82 |
|
|
2.9 |
|
|
|
2.48 |
2.49 |
2.5 |
2 |
|
მარგარინი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
2.23 |
2.23 |
2.23 |
1.90 |
|
გარდა იმისა, რომ ზოგიერთი პროდუქციის შესყიდვა ხდება მაღალ ფასებში, გასათავლისწინებელია მათი ხარისხი, ვინაიდან ამა თუ იმ პროდუქციის ფასის ძირითადი განმსაზღვრელი სწორედ რომ მისი ხარისხია. ჩატარებული გამოკვლევებმა ცხადყო (მათ შორის პროდუქცია ინახა თავდაცვის სამინისტროს საწყობებში), რომ შესყიდული პროდუქცია ძირითადად დაბალი ხარისხისაა და მათი ხარისხიანობის კონტროლი თავდაცვის სამინისტროს მიერ ფაქტობრივად არ ხდება და იგი ეყრდნობა მხოლოდ დოკუმენტაციის პარამეტრებს. დოკუმენტაცაში მითითებული ხარისხი კი ხშირად არ ემთხვევა პროდუქციის რეალურ მაჩვენებლებს.
რაც შეეხება პროდუქციის შესყიდვისას მისი რაციონალურობის განსაზღვრას, ამ მხრივ შეფასება ფაქტობრივად არ ხდება. მაგალითად ზეთის შესყიდვა უმეტესად ხდება 1 ლიტრიანი ქილებით, რაც ზრდიდა რეალური პროდუქტის ფასს, მაშინ, როდესაც იგივე ზეთი მაღალი დაფასოვებით გაცილებით იაფი ჯდება.
ჩატარებული კველევის შედეგად აღმოჩნდა, რომ თავდაცვის სამინისტროს ისეთი პროდუქცია ჰქონდა შესყიდული, რომელიც საქართველოს ბაზარზე საერთოდ არ იყო გაყიდვაში მისი გაყიდვის არაკონკურირებულობის გამო (ხარისხის დაბალი მაჩვენებლის გამო - მაგალითად, უკრაინული შაქარი), რის გამოც მათი რეალური საბაზრო ფასის კვლევა საკმაოდ რთულია.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით თავდაცვის სამინისტროს ერთ შემთხვევაში 1 ლიტრი მ-8 ტიპის ზეთი 3.5 ლარად, ხოლო მეორე შემთხვევაში 9.6 ლარად შეუძენია, მტ-16პ ტიპის ზეთი ერთ შემთხვევაში შესყიდულია 4.75 და მეორე შემთხვევაში 7.5 ლარად. ასევე მითითებულია შპს ,,სპა”-საგან 110 ლარად ჯარისკაცის ფორმების შეძენის ფაქტი, მაშინ როდესაც შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით აღნიშნული ფორმების ფასი არ აღემატებოდა 30 აშშ დოლარს (დაახლოებით 55 ლარი).
6.7. დებიტორიული დავალიანებები
მაშინ, როდესაც თავდაცვის სამინისტროს წლების მანძილზე ძირითადად კრედიტორული დავალიანებები გააჩნდა, 2004 წლისათვის მას მეტი წილი დებიტორული დავალიანებები წარმოექმნა. 2004 წლის მანძილზე გავრცელებული იყო შესყიდვების დეპარტამენტის მიერ მიმწოდებელთან თანხის წინასწრ გადარიცხვის პრაქტიკა საბანკო გარანტიის გარეშე. დღესაც ბევრ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი არ არის მოწოდებული და ირიცხება დებიტორულ დავალიანებად.
2005 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შესყიდვების დეპარტამენტს ხელშეკრულებების საფუძველზე თანხების წინასწარ გადარიცხვებით წარმოექმნა 6 297,2 ათასი ლარის დებიტორული დავალიანებები. კერძოდ:
კვებისპროდუქტების შეძენაზე - 100,6 ათასი ლარი,
სანივთე საქონლის შეძენისათვის წარმოქმნილია - 595,4 ათასი ლარის ოდენობით.
საწვავის შეძენაზე წარმოქმნილია - 380,0 ათასი ლარი, გადარიცხულია 2004 წლის 31 დეკემბერს.
სათადარიგო ნაწილების შენენაზე ირიცხება 106.3 ათასი ლარის დავალიანება (გადარიცხულია 2004 წლის 31 დეკემბერს).
ასევე საკანცელერიო და სხვადასხვა ტექტიკის შეძენაზე - 20,0 ათასი ლარის დავალიანება (გადარიცხულია 31.12.04წ).
შპს ,,სისტემა გამა” - 182,7 ათასი ლარი (თანხები გადარიცხულია 2004 წლის 24 სექტემბერს და 2004 წლის 5 ოქტომბერს).
სამშენებლო სამუშაოებისათვის დაბიტორული დავალიანებები ერიცხებათ:
შპს ,,ეგმ”-ს 82,7 ათსი ლარი) თანხა გადარიცხულია 16.12.04 და 13.12.04).
შპს ,,ვექტორი” 72,0 ათასი ლარი (თანხა გადარიცხულია 9.1204).
შპს ,,ვიქტორია 2003” 266,9 ათასი ლარი (თანხა გადარიცხულია 9.12.04).
შპს ,,გელკო არსმშენი” 10,6 ათსი ლარი (თანხა გადარიცხულია 9.12.04)
შპს ,,იჟმშენი” 1739,0 ათასი ლარი (თანხა გადარიცხულია 31.12.04).
დებიტორული დავალიანებები ერიცხებათ ასევე:
შპს ,,ელბიტ სისტემა” 2 730,0 ათსი ლარი (თანხა გადაირიცხა 30.12.04).
საბაჟო ,,აღმოსავლეთი” და ,,დასავლეთი” 28,3 ათასი ლარი.
ზემოაღნიშნული დებიტორული დავალიანების უმეტესი ნაწილი წარმოიშვა 2004 წლის დეკემბრის თვეში, კერძოდ კომპანიებისთვის წლის ბოლოს წინასწარ გადახდილი თანხის გამო. 2005 წლის 1 აპრილისათვის კვლავ ირიცხება 5 371,0 ათასი ლარის დებიტორული დავალიანება.
კონტროლის პალატის დასკვნის მიხედვით, გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც ერთი მიმწოდებელს (ი.მ გ. ბერუაშვილი, საქონელი - 1000 ცალი საძილე ტომარა) აუნაზღაურდა ორჯერ - სახელმწიფო ბიუჯეტიდან და სამართალდამცავი ორგანოების განვითარების ფონდიდან.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან წინასწარ დაფინანსდა ი/მ გ. ბერუაშვილი (ხელშეკრულება #03/49) 80,0 ათასი ლარით (შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი ნ.ნიკოლაიშვილი). უნდა მოეწოდებინა საძილე ტომარა 1000 ცალი (1 ცალი_80 ლარი) და რომელიც დღემდე დებიტორად ირიცხება. 2004 წლის 19 აგვისტოს ხელშეკრულება @#03/28-ით (თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე პ. გაფრინდაშვილი) ი/მ გ. ბერუაშვილს მიწოდებული აქვს 1000 ცალი 80,0 ათასი ლარის საძილე ტომარა, რომელიც ანაზღაურდა ფონდიდან. ადგილი აქვს თანხის ორჯერ ანაზღაურების ფაქტს, დაფინანსების სხვადასხვა წყაროდან, მაშინ, როდესაც ი/მ გ. ბერუაშვილს საქონელი მოწოდებული აქვს მხოლოდ ერთი ხელშელრულებით (#03/28).
![]() |
10 7. განვითარებისა და რეფორმების ფონდი |
▲back to top |
კონტროლის პალატამ ასევე შეამოწმა განვითარებისა და რეფორმების ფონდის სახსრების ხარჯვის კანონიერებაც. აღნიშნული ფონდი შეიქმნა 2004 წლის 14 იანვრის კანონით ,,განვითარების და რეფორმების ფონდის შესახებ”. ფონდი წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის შემოსავლების წყაროებია: ა) სახელმწიფო ბიუჯეტის სახრები; ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული სახრები; გ) იურიდიული და ფიზიკური პირების შემოწირულობები და ანონიმური წყაროებიდან მიღებული თანხები; დ) საქართველოს კანონმდებლობით მიღებული სხვა შემოსავლები.
აღნიშნული ფონდიდან გამოყოფილი თანხებით შესყიდვების მოცულობების გათვალისწინებით, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონის მე-6 მუხლის თანახმად და ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ დებულების მე-5 მუხლის მოთხოვნების მიხედვით ღია ტენდერის ჩატარებას ექვემდებარებოდა:
საწვავის - 253,0 ათასი ლარი, მარაგი ნაწილების - 97,3 ათასი ლარი, შესყიდვები,
დახურული ტენდერის ჩატარებას ექვემდებარებოდა:
კომპიუტერული და ორგტექნიკის - 36,0 ათასი ლარი,
ავტომანქანების - 77,2 ათასი ლარი, შესყიდვები.
ასევე, ,,სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ” დებულების მე-19 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით სატენდერო კომისიას განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ უნდა დაეგზავნა არანაკლებ ხუთ პირთან, რაც არ შესრულებულა. აღნიშნულით კი დარღვეულ იქნა ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის მოთხოვნები: ,,შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია რაციონალურად და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვები მისთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.”






