![]() |
კულტურათშორისი სწავლება T-Kit |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
ავტორ(ებ)ი: გილერტი არნე, ჰაჯი-კელა მოჰამედ, იესუს კაშიაო გუედეს მარია, რაიკოვა ალექსანდრა, შაჩინგერი კლაუდია, ტეილორი მარკ |
თემატური კატალოგი ადამიანის უფლებები |
საავტორო უფლებები: აღნიშნული პუბლიკაციის დედანზე და მის ქართულ თარგმანზე საკუთრების უფლებას ფლობს ევროპის საბჭო © Concil of Europ |
თარიღი: 2000 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: ევროპის საბჭოს გამომცემლობა F-67075, სტრასბურგი ევროპის საბჭო და ევროკომისია, ნოემბერი, 2000 წელი წინამდებარე მასალების რეპროდუქცია დასაშვებია არაკომერციული საგანმანათლებლო საქმიანობისთვის შესაბამისი წყაროს მითითებით. ეს დოკუმენტი არ გამოხატავს ევროკომისიის ან ევროპის საბჭოს ან მათი წევრი ქვეყნების და პარტნიორი ორგანიზაციების ოფიციალურ შეხედულებას. T-kit-ის სერიის კოორდინატორი: სილვიო მარტინელი რედაქტორი: სილვიო მარტინელი, მარკ ტეილორი სარედაქციო კომიტეტი ბერნარდ აბრიგნანი - ახალგაზრდობისა და საჯარო განათლების ეროვნული ინსტიტუტი ელისაბედ ჰარდტი - კულტურათშორისი სწავლების ევროპული ფედერაცია ესტერ ჰოკვეი - Lingua Franca კაროლ-ანა მორისი - ევროპის ახალგაზრდული ფორუმი ჰეთერ როი - გოგონა გიდებისა და გოგონა სკაუტების მსოფლიო ასაოციაცია სამდივნო საბინე ვან მიგემი (ადმინისტრაციული მხარდაჭერა) ჯენევიევე ვუდსი (ბიბლიოთეკარი) თავფურცელი და გრაფიკა The Big Family განსაკუთრებული მადლობა: პატრიკ პენინქსს T-kit-ის სერიის კოორდინაციის წამოწყების, მხარდაჭერისა და პარტნიორული შეთანხმების სხვა პროექტებთან კავშირების განმტკიცებისთვის; ანა კოსგროუვს და ლენა კალიბატაიტეს პროექტის პირველ ფაზაში გაღებული წვლილისთვის ყველა გამომცემელსა თუ ავტორს საავტორო მასალის გამოცემის ხელშეწყობისთვის. და ბოლოს, ყველა იმ ადამიანს, რომელთაც სხვადასხვა გზებით შესაძლებელი გახადეს ყოველივე ამის გახორციელება. თარგმანი: თეო ნეფარიძე ევროპის საბჭო IV გენერალური დირექტორატი ახალგაზრდობის და სპორტის დირექტორატი ევროპის ახალგაზრდული ცენტრი, სტრასბურგი, პიერ დე კუბერტინის ქ. #30, 67000 სტრასბურგი, საფრანგეთი ტელ: +33-3-8841 2300 ფაქსი: +33-3-8841 2777 ევროპის ახალგაზრდული ცენტრი, ბუდაპეშტი,ზივატარ უქტა 1-3, 1024 ბუდაპეშტი, უნგრეთი ტელ: +36-1-2124078 ფაქსი: +36-1-2124076 ევროკომისია განათლებისა და კულტურის გენერალური დირექტორატი ახალგაზრდული პოლიტიკისა და პროგრამების განყოფილება გლოის ქ. #200, 1049 ბრიუსელი, ბელგია ტელ: +32-2-295 1100 ფაქსი : +32-2-299 4158 |
![]() |
1 მოგესალმებათ ტრეინინგების სახელმძღვანელო |
▲ზევით დაბრუნება |
მკითხველთა ნაწილს, ალბათ, აინტერესებს თუ რას ნიშნავს ტრეინინგ-სახელმძღვანელო (ინგლისურად „T-Kit“ - გამოითქმის, როგორც თი-ქით). ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ორგვარი პასუხი - პირველი მარტივია და ამ სიტყვათა კომბინაციის სრული ვერსიისგან წარმოდგება ინგლისურ ენაზე: „ტრეინინგების სახელმძღვანელო”. მეორე პასუხი ამ სიტყვათკომბინაციის ჟღერადობას უკავშირდება და ინგლისურ სიტყვასთან „Ticket“-თან (ქართულად ბილეთი) ასოცირდება, რაც მგზავრობისას ყველაზე საჭირო დოკუმენტს წარმოადგენს. სახელმძღვანელოს თავფურცელზე გამოხატულ ფიგურას ხელში მატარებლის ბილეთი უჭირავს, რაც წინამდებარე სახელმძღვანელოში სიმბოლურად მოგზაურობის საშუალებით ახალი იდეების აღმოჩენას გამოხატავს. კერძოდ, ამ სახელმძღვანელოს მეშვეობით გვსურს ახალგაზრდული განვითარების საკითხებით დაინტერესებულ პროფესიონალებს და ტრენერებს მივმართოთ და შევთავაზოთ მათ თეორიული და პრაქტიკური მეთოდები ახალგაზრდულ ჯგუფებთან მუშაობისა და მათთვის ტრეინინგების დაგეგმვისთვის.
ტრეინინგ-სახელმძღვანელოების სერიული გამოცემა სხვადახვა კულტურის, პროფესიული და ორგანიზაციული გამოცდილების ადამიანების აქტიური ერთწლიანი შრომის შედეგია. ახალგაზრდების ტრენერები და ლიდერები არასამთავრობო ორგანიზაციებში, ასევე, პროფესიონალი მწერლები მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოს შექმნის მიზნით ერთობლივად მუშაობდნენ სამიზნე ჯგუფის საჭიროებების გათვალისწინებით. წინამდებარე სახემძღვანელო, ამავე დროს, ახალგაზრდული საკითხების მიმართ ევროპის მასშტაბით ბევრ სხვადასხვა მიდგომას აღიარებს.
წინამდებარე სახელმძღვანელო - ოთხნაწილიანი სერიული გამოცემის პირველი ტომი - 2000 წელს გამოიცა. მომდევნო ტომების გამოცემა უახლოეს წლებში იგეგმება. ეს გამოცემა კი ევროპის ახალგაზრდული საკითხებით დაინტერესებულ პროფესიონალთა პარტნიორობის პროგრამის ნაყოფია. პროგრამის ადმინისტრირება ევროკომისიის და ევროპის საბჭოს კომპეტენციაში შედიოდა. ტრეინინგ-სახელმძღვანელოზე მუშაობის გარდა ამ ორ ინსტიტუტს შორის პარტნიორობამ ბევრი სხვა დადებითი შედეგიც გამოიღო, შეიქმნა ტრეინინგების კურსები და დინამიკური ვებ-გვერდი, გამოიცა ჟურნალი „კოიოტი“.
თუ გსურთ მეტი ინფორმაცია მოიპოვოთ აღნიშნული პარტნიორობის განვითარების შესახებ (ახალი გამოცემები, ტრეინინგის კურსები, განცხადებები და ა.შ.) ან ჩამოტვირთოთ ტრეინინგ-სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია, ეწვიეთ შემდეგ ვებ-გვერდს: www.training-youth.net
![]() |
2 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
კულტურათშორისი სწავლების სფეროში პუბლიკაციებზე მუშაობა ყოველთვის სირთულეებთან იქნება დაკავშირებული - წინამდებარე ტრეინინგ-სახელმძღვანელოს გამოცემაც არ განეკუთვნება გამონაკლისს. აღნიშნულ საკითხზე მუშაობის შესაძლებლობას ინტერესით მოეკიდნენ ავტორები (იხილეთ ავტორთა ბიოგრაფიები ბოლო გვერდზე). ეს თანამშრომლობა თავის მხრივ კულტურათშორისი პროცესი აღმოჩნდა.
ჩვენ შევეცადეთ ერთმანეთთან შეგვეზავებინა ჩვენი მრავალფეროვანი გამოცდილება, იდეები და შეგვექმნა ისეთი სახელმძღვანელო, რომელიც ახალგაზრდულ ჯგუფებთან მუშაობის და მათთვის ტრეინინგების მომზადებისას კულტურათშორისი სწავლების თეორიასა და პრაქტიკაში საკუთარი დასკვნების გამოტანაში დაგეხმარებათ.
პირველ შეხვედრაზე 1999 წელს, ჩვენ შევძელით სახელმძღვანელოს ზოგადი შინაარსის განსაზღვრა, როლებისა და პასუხისმგებლობების განაწილება სხვადასხვა თავის დასაწერად. პირველი მონახაზების კომენტარებს და განხილვას, ელექტრონული ფოსტის საშუალებით, შესწორებების შეტანა და დისკუსიები მოჰყვა იმავე წლის დეკემბერში მოწვეულ მეორე შეხვედრაზე. სახელმძღვანელოს შემადგენელი ყოველი თავი კონკრეტულ ავტორს უკავშირდება, თუმცა, თითოეულ თავში შეტანილია შესწორებები პროექტში მონაწილეთა და ტრეინინგ-სახელმძღვანელოს სარედაქციო კომიტეტის კონსტრუქციული კომენტარების საფუძველზე.
ვფიქრობთ, აღსანიშნავია რამდენიმე დეტალი. პროექტზე მუშაობის დასაწყისშივე მივხვდით, რომ სამიზნე სფეროში მსგავსი ტიპის სახელმძღვანელოს შექმნით არსებული შესაძლებლობები მხოლოდ ნაწილობრივ იქნებოდა გამოყენებული. სახელმძღვანელოს შემადგენელი თავების პრიორიტეტების მიხედვით დალაგება რთული საქმე აღმოჩნდა და ამიტომაც ამ საკითხს გრძელვადიანი დისკუსიები და განხილვები დაეთმო. შედეგად კი, აი, რას აღმოაჩენს მკითხველი:
▪ კონტექსტის გათვალისწინების სხვადასხვა ხერხი და კულტურათშორისი სწავლების მნიშვნელობა;
▪ რამდენიმე წამყვანი თეორიის მოკლე მონახაზი, რომელიც კულტურათშორისი სწავლების საფუძვლების გააზრებაში დაგეხმარებათ;
▪ რჩევები კულტურათშორისი სწავლების მეთოდოლოგიის განსაზღვრისთვის;
▪ სხვადასხვა აქტუალური მეთოდების მოკლე რეზიუმე;
▪ თემატური სამუშაო შეხვედრების ორგანიზების მოდელები;
▪ სამომავლო რჩევები;
▪ შეფასების ფორმა (ვინაიდან თქვენი კომენტარი ყველაზე მნიშვნელოვანია მომავალ გამოცემებზე მუშაობისთვის);
პრაქტიკულად, შესაძლოა წინამდებარე ტრეინინგ-სახელმძღვანელოს შევხედოთ, როგორც მომდევნო გამოცემების შესავალს. კულტურათშორისი სწავლების სფეროში დაგეგმილი სერიული გამოცემების კამპანიის ეპითეტი შესაძლოა იყოს „ყველა ტომი განსხვავებული - ყველა თანაბრად მნიშვნელოვანი“, განსაკუთრებით კი საგანმანათლებლო პაკეტი და დომინო. ეს ორი გამოცემა ხელმისაწვდომია, როგორც წიგნის, ასევე ელექტრონული ვერსიის სახით. ელექტრონული ვერსიის მოპოვება შესაძლებელია ევროკომისიის ანტირასისტული და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ მიმართულ ვებ-გვერდზე.
იმედი გვაქვს, რომ წინამდებარე სახელმძღვანელოში თქვენ აღმოაჩენთ ბევრ საინტერესო იდეას და სასარგებლო მეთოდს. ერთი რამ, რასაც ამ სახელმძღვანელოში ვერ იპოვნით, არის ინტერკულტურული სწავლების ტიპური აბრივიატურია ICL. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აბრივიატურის გამოყენება მკითხველისთვის მეტ დაბრკოლებას და გაუგებრობას ქმნის.
მოუთმენლად ველით თქვენი მხრიდან ტრეინინგ-სახელმძღვანელოს შეფასებებს.
არნე ჯილბერტი, მოჰამედ ჰაჯი-კელა, მარია დე ისესუს კაჩაო გუედესი, ალექსანდრა რაიკოვა, კლაუდია შაჰინგერი, მარკ ტეილორი.
![]() |
3 1. კულტურათშორისი სწავლება და ევროპული ფასეულობები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
3.1 1.1 რა არის ევროპა და საით მიდის იგი |
▲ზევით დაბრუნება |
ალექსანდრა რაიკოვა
1.1.1. ევროპა: კულტურული მრავალფეროვნების ცნება
ევროპა ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა გლობალურ ეკონომიკაში, პოლიტიკასა და ისტორიაში. დღესდღეობით, ევროპა მხოლოდ გეოგრაფიულ და პოლიტიკურ ტერმინს აღარ წარმოადგენს; ევროპა დღეს ასევე გამოხატავს სხვადასხვა ევროპულ ინსტიტუტებთან ასოცირებულ ცნებათა სერიას, ყველას, ვინც მის ტერიტორიაზე ცხოვრობს, და დანარჩენ მსოფლიოს. აღნიშნულ ცნებებს მრავალი განსხვავებული ინტერპრეტაცია აქვს, თუმცა, მათი ძირითადი არსი ყოველთვის ერთია - ევროპა ჩვენი საერთო სახლია.
ევროპა ყოველთვის იყო განვითარების და ცივილიზაციის მამოძრავებელი ძალა, თუმცა, მეორე მხრივ, ევროპა მრავალი რევოლუციის და გლობალური ომების კერასაც წარმოადგენდა.
დღესდღეობით, ეგრეთწოდებულ „ძველ კონტინენტს“ ახალი სახე აქვს. ეს სახე კი მზარდ და ცვალებად კულტურულ მრავალფეროვნებას გულისხმობს. მრავალფეროვნების ფესვები კი ისტორიასა და კოლონიალიზმში უნდა ვეძიოთ. შუასაუკუნეებიდან მოყოლებული უახლეს ისტორიამდე ბევრი ევროპული ქვეყანა (გაერთიანებული სამეფო, პორტუგალია, ესპანეთი, საფრანგეთი და ა.შ.) კოლონიებში სხვა კონტინენტებზე ბატონობდა. დღეისთვის, მრავალი ადამიანი მოძრაობს კონტინენტებს შორის, ნაწილი ტურისტების, ნაწილი კი თავიანთი სურვილის წინააღმდეგ ემიგრირებული მუშახელის სახით, რომლებიც ტოვებენ არახელსაყრელ პირობებს საკუთარ ქვეყნებში. ჩვენს დროში ჩვეულებრივი მოვლენაა ის, რომ ჩრდილოეთ აფრიკელი ცხოვრობს ფრანგის მეზობლად, ინდოელი ინგლისელის და ა.შროდესაც ემიგრაციის ტალღაში გავითვალისწინებთ ჩინელებს, ბოშებს, შავკანიან ემიგრანტებს ან ლტოლვილებს ბალკანეთის რეგიონიდან, უკვე სრულ სურათს მივიღებთ. ევროპის დღევანდელი სახის შექმნა წარმოუდგენელი იქნებოდა იმ მრავალფეროვანი ხალხებისა და კულტურების მონაწილეობის გარეშე, რომლებიც დღეს ევროპულ კულტურულ მრავალფეროვნებას ამდიდრებენ.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში მსოფლიო თავისუფალია ცივი ომისგან, ხოლო აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპას შორის აღარ არსებობს რკინის ფარდა თავდაპირველი ფორმით. თუმცა, ხალხებმა ჯერ კიდევ არ იციან ბევრი რამ ერთმანეთის შესახებ, ევროპაში არ იცნობენ მეზობლად მცხოვრებ ადამიანს, კოლეგას სამსახურში ან ადამიანს გვერდით სუფრაზე. ჩვენ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ მეტი რამ ერთმანეთის შესახებ, დავძლიოთ ჩვენი ილუზიები და ყალბი შეხედულებები ერთიანი პერსპექტიული მომავლის შესაქმნელად.
ყოველი ადამიანი, როგორც წესი, საკუთარ კულტურას და იმ ფასეულობებს იცავს, რომელსაც მისი სოციუმი იზიარებს. ამიტომაც არის ადვილი დანარჩენ მსოფლიოს მივაწეროთ ესა თუ ის იარლიყი. თუმცა, დღევანდელი რეალობა, მიუხედავად იმისა ვიქნებით თუ არა კულტურული მრავალფეროვნების მომხრე, ღია სხვა კულტურის წარმომადგენლების მიმართ, მკაფიოდ გვიჩვენებს, რომ ჩვენ აუცილებლად ერთად უნდა ვიპოვოთ ერთ საზოგადოებაში ცხოვრების გზა, წინააღმდეგ შემთხვევაში წავაწყდებით ისეთ დილემას, როგორიცაა:
ყოფნა ან არყოფნა
თუ გადავხედავთ ევროპის ისტორიას, დავინახავთ, რომ არასოდეს იყო და არც დღეს არის ადვილი კულტურათშორისი სხვაობების მიღება და განსხვავებული კულტურული შტრიხების მქონე ადამიანებთან მშვიდობიანად ცხოვრება. იმისთვის, რათა გაჩნდეს კონფლიქტი პოლიტიკური და სოციალური ძალაუფლების, ისევე როგორც გეორგრაფიული ტერიტორიების ახალი გადანაწილების შესაძლებლობები, პოლიტიკა და ინტერესები ყოფს ადამიანებს ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა მახასიათებლების მიხედვით.
ასე მოხდა პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს, ეგრეთწოდებული ცივი ომის, ევროპის მუდმივი კონფლიქტების (ირლანდიის, ესპანეთის, კვიპროსის მაგალითზე) და უახლესი, ბალკანეთის და კავკასიური კონფლიქტების შემთხვევებში.
1947 წელს პოლიტიკურ ასპარეზზე, ბრიტანეთის ომისდროინდელმა ლიდერმა უინსტონ ჩერჩილმა შემდეგი შეკითხვა დასვა - რა არის ევროპა ახლა? - და მანვე უპასუხა: - რიყის ქვის გროვა, აკლდამა, ნოყიერი მიწა მოარული სენისა და სიძულვილისთვის - ჩერჩილის საკმაოდ უსიამოვნო ხედვა სულაც არ იყო გადაჭარბებული. ევროპა ფერფლად იყო ქცეული მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მაგრამ გავითვალისწინეთ კი მწარე გაკვეთილი განვლილი ისტორიიდან? რატომ არის ჩერჩილის ხედვა დღეს კვლავ აქტუალური ევროპის ზოგიერთ ნაწილში?
მილიონობით ადამიანი დაიღუპა ზემოთ ჩამოთვლილ ომებში. მრავალი ადამიანი კვლავ იტანჯება და ახლაც ცხოვრობს ისეთ პირობებში, რომელიც ბევრად არ განსხვავდება ომის შემდეგდროინდელი პირობებისგან. ადამიანები რომ საკუთარი ტრაგიკული გამოცდილების მაგალითზე ვერაფერს სწავლობენ, გლობალური პრობლემაა, - ადამიანები კვლავ იმავე მეთოდებით სარგებლობენ, რომლითაც თავად დაზარალდნენ, ხშირად ისინიც კი რომლებიც კონფლიქტის უშუალო მონაწილეები არ ყოფილან.
ასეთ ვითარებაში, ევროპის მოქალაქეს სწამს და იმედი აქვს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები დაუყოვნებლივ ადეკვატურ რეაგირებას მოახდენენ პრობლემების მოგვარების მიზნით. თუმცა, ევროპის მოქალაქეთა უმრავლესობა ვერ ასხვავებს ევროპის საბჭოს ევროპის კავშირისგან, ხოლო მოქალაქეთა იმ მცირე ნაწილიდან, რომელიც ამ ორ ინსტიტუტს შორის განსხვავებას ხედავს, ძალიან ცოტამ თუ იცის ამ ორგანიზაციების ისტორიაზე, პოლიტიკასა და ფასეულობებზე. მშვიდობიანი ევროპის მშენებლობის სათავეებში ჩვენ ვხედავთ ევროპის საბჭოს, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას (ეუთო) და ევროპის კავშირს. არსებითად მნიშვნელოვანია ამ ინსტიტუტების ისტორიის და ფასეულობების გაცნობა, ისევე როგორც მათი შესაძლებლობების და საზღვრების გააზრება. მსგავსი ცოდნა გვეხმარება განვსაზღვროთ ამ ორგანიზაციების გამოცდილების და მეთოდების უკეთესი გამოყენების და გავრცელების გზები, მათი მიდგომა ადგილობრივი და ეროვნული ორგანიზაციების განვითარების ხელშეწყობისადმი.
ადამიანები ხშირად ვერ იაზრებენ იმას, რომ უმეტეს შემთხვევაში მეტი ძალუძთ საკუთარი პრობლემების გადასაჭრელად. ხშირ შემთხვევაში მათი კონკრეტული ქმედება მნიშვნელოვნად ეხმარება ადგილობრივ საზოგადოებებს. ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ახალგაზრდობას განსაკუთრებული როლი ენიჭებათ საზოგადოებაში.
1.1.2 რამდენიმე სიტყვით ევროპული ინსტიტუტების ისტორიისა და ფასეულობების შესახებ
1949 წლის 5 მაისს, ლონდონში, წმინდა ჯეიმსის სასახლეში, ხელი მოეწერა საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომელიც ათი ქვეყნის მიერ ევროპის საბჭოს დაარსებას ითვალისწინებდა. ეს ქვეყნები იყო: ბელგია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, გაერთიანებული სამეფო, ირლანდია, იტალია, დანია, ნორვეგია და შვედეთი.
ამჟამად (ივნისი 2000) ევროპის საბჭოში 41 წევრი სახელმწიფო ერთიანდება და მისი მიზანია დაიცვას ადამიანის უფლებები, პლურალისტული დემოკრატია და კანონის უზენაესობა, გაზარდოს ცნობადობა და ხელი შეუწყოს ევროპის მრავალფეროვანი კულტურული წარმომადგენლობის განვითარებას, ევროპული საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრას, დემოკრატიული სტაბილურობის უზრუნველყოფას ევროპაში პოლიტიკური, საკანონმდებლო და კონსტიტუციური მხარდაჭერის საშუალებით.
ის ფაქტი, რომ აღნიშნული ევროპული ინსტიტუტი მუშაობს მთელ კონტინენტზე, გვიჩვენებს იმას, თუ რამდენად დიდი და მრავალფეროვანია ევროპა და რამდენად მნიშვნელოვანია ამ ინსტიტუტის პოლიტიკური როლი გაფართოებულ ევროპაში.
1950 წელს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა, წარმოადგინა ჯინ მონეს პროგრამა ევროპული ქვანახშირის და ფოლადის ინდუსტრიების გაერთიანებაზე. ,,აღარ არის დრო ამაო სიტყვებისა“, განაცხადა შუმანმა, „მშვიდობის გარანტიებისთვის უპირველესად უნდა არსებობდეს ერთიანი ევროპა.” შემდეგ წელს ექვსი ქვეყანა შეუერთდა ევროპული ქვანახშირის და ფოლადის ინდუსტრიის საზოგადოებას (ECSC): საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ბელგია, ნიდერლანდები და ლუქსემბურგი. თავდაპირველად მოსალოდნელი იყო, რომ ბრიტანეთი იკისრებდა ლიდერი ქვეყნის როლს, თუმცა თამაშიდან გავიდა იმ მიზეზით, რომ ევროპული ქვანახშირის და ფოლადის ინდუსტრიის საზოგადოებაში გაერთიანება ქვეყნის სუვერენიტეტის გარკვეულ შეზღუდვებთან იყო დაკავშირებული.
1955 წელს ევროპული ქვანახშირის და ფოლადის ინდუსტრიის საზოგადოების ექვსი წევრ-ქვეყნის წარმომადგენლები შეხვდნენ სიცილიაში, რათა განეხილათ უფრო მრავალპროფილიანი ეკონომიკური კავშირის შექმნის შესაძლებლობები. შეხვედრის შედეგად 1957 წელს რომის საერთაშორისო ხელშეკრულების ხელმოწერით შეიქმნა ევროპის ეკონომიკური საზოგადოება, რომელიც ხშირად მოიხსენიება, როგორც ევროპის ერთიანი ბაზარი.
ევროპის ეკონომიკური საზოგადოების დამფუძნებელი მამების - მონეს, შპაკის, შუმანის და სხვების აზრით, ევროკავშირს პოლიტიკური მომავალიც ჰქონდა. ამჟამად (2000 წლის ივნისი) ევროკავშირი 15 წევრ სახელმწიფოსგან შედგება, 5 ქვეყანა აქტიური მოლაპარაკებების ფაზაშია, 6 ქვეყანა მოწვეულია წევრობაზე მოლაპარაკების დასაწყებად.
ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) წარმოადგენს პანევროპულ უსაფრთხოების ინსტიტუტს, რომლის 55 წევრი სახელმწიფო მოიცავს გეოგრაფიულ არეალს ვანკუვერიდან ვლადივასტოკამდე. გაერთიანებული ერების (გაერო) წესდების მე-7 თავის თანახმად, რომელიც რეგიონალურ განლაგებას იხილავს, ეუთო დაარსდა ევროპის რეგიონში კონფლიქტების პრევენციის, კრიზისის მართვის და პოსტკონფლიქტურ პერიოდში სარეაბილიტაციო საქმიანობის განხორციელების მიზნით.
ეუთო დაარსდა 1975 წელს ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის კონფერენციის სახელით (ეუთკ), რომელსაც უნდა შეესრულებინა მრავალმხრივი მოლაპარაკებების ტრიბუნის როლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. 1999 წლის პარიზის სამიტის გადაწყვეტილებით ეუთო-მ ახალი კურსი აიღო. პარიზის სამიტზე, რომელიც ახალი ევროპის კონვენციის შექმნას ისახავდა მიზნად, ეუთკ მოწვეულ იქნა იმ მიზნით, რომ ინსტიტუციონალური წვლილი შეეტანა ევროპის ისტორიული ცვლილებების ფონზე და რეაგირება მოეხდინა ცივი ომის შემდეგდროინდელ პრობლემებზე. 1994 წლის ბუდაპეშტის სამიტზე აღიარეს, რომ ეუთკ უკვე არ შემოიფარგლებოდა კონფერენციის შინაარსით, და შესაბამისად მისი სახელიც შეიცვალა და ეუთო ეწოდა.
დღეს ეუთოს წამყვანი როლი უჭირავს ევროპაში თანამშრომლობის გზით უსაფრთხოების გარანტიების გამყარების საქმეში. ეუთო მუშაობს მისი მისიის შესრულების მიზნით, რისთვისაც აქტიურად თანამშრომლობს სხვა საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებთან, ინარჩუნებს მჭიდრო კავშირებს მრავალ არასამთავრობო ორგანიზაციასთან.
1.1.3 ევროპის წინაშე არსებული სირთულეები
ახალი ევროპა მიმდინარე ეკონომიკურ, პოლიტიკურ და გეოგრაფიულ რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული სირთულეების წინაშე დგას. თუმცა, დღეს ყველაზე დიდ სირთულეს ევროპაში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება წარმოადგენს. ასევე, სირთულეების წინაშე დგას პოლიტიკური სტრუქტურები - მშვიდობიანი ევროპის მშენებლობის მიზნით შუალედური და გრძელვადიანი სტრატეგიების დასახვის, სხვადასხვა ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის გზების გამონახვის საკითხებში.
დაბოლოს, ევროპამ უნდა შეითავსოს ახალი როლი მსოფლიოში, კონსტრუქციული და პასუხისმგებელი მოთამაშის სახით გლობალურ პოლიტიკასა და ეკონომიკაში. ევროპამ უნდა გაიზიაროს და იმუშაოს მსოფლიოს მასშტაბით არსებული სირთულეების დასაძლევად, ხელი შეუწყოს მსოფლიოს ხალხთა საკეთილდღეო ფასეულობების დანერგვას და გავრცელებას. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ინსტიტუტს შემუშავებული აქვს განსხვავებული მეთოდები აღნიშნული მიზნის მისაღწევად - ადმიანთა უფლებების ევროპის კონვენცია, სხვადასხვა ჩარჩო კონვენცია, ინტეგრირებული პროგრამები, ერთიანი ბაზრის სტიმულირების ზომები და ა.შ.
ევროპული ინსტიტუტების მუშაობა ეფუძნება იმ ფასეულობებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ერთიანი მშვიდობიანი ევროპის შექმნაში, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის არსებული უთანხმოების აღმოფხვრაში, უმცირესობების მონაწილეობის გააქტიურებაში, ინტერკულტურული საზოგადოების მხარდაჭერაში. ახალი ევროპის მშენებლობაში ყველას უნდა ჰქონდეს ჩართულობის, მონაწილეობის და თავისი წვლილის შეტანის საშუალება. ამდენად, საკითხი მნიშვნელოვანია არამარტო ევროპული პოლიტიკისთვის, არამედ ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე არსებული რეალობისთვის, რათა ხალხებმა თანაცხოვრების პრინციპები ისწავლონ.
წინამდებარე პუბლიკაციაში ჩვენ განვიხილავთ ურთიერთკავშირს კულტურათშორის სწავლებასა და ადამიანთა უფლებების, უმცირესობათა უფლებების პატივისცემას, სოლიდარობას, შესაძლებლობათა თანასწორობას, მოქალაქეობრივი აქტივობასა და დემოკრატიას შორის. სწორედ ეს ფასეულობები წარმოადგენს კულტურათშორისი სწავლების საფუძვლებს. ეს ფასეულობები ევროპული ინსტიტუტების, ევროპული თანამშრომლობის და ინტეგრაციის საფუძველია. და როგორ უნდა გარდაიქმნას აღნიშნული ფასეულობები ევროპის მოქალაქეების ფასეულობებად?
![]() |
3.2 1.2. ათვლის ახალი წერტილები |
▲ზევით დაბრუნება |
კლაუდია შაჰინგერი
ამ სირთულეების ფონზე აუცილებელია გამოიყოს ევროპის განვითარების რამდენიმე ასპექტი - ევროპისა, რომელიც კულტურულად ასეთი მრავალფეროვანია და მჭიდრო კავშირშია სხვა კონტინენტებთან. უფრო მეტიც, თუკი ევროპას განვიხილავთ გლობალურ ჭრილში -აქტიური გლობალიზაციის ფონზე -დავინახავთ, რომ ევროპის განვითარებაში განსაკუთრებული ყურადღება კულტურათშორის ურთიერთობებს ენიჭება. ევროპა ახალი და რთული ათვლის წერტილების წინაშე დგას და დიდი პოტენციალი გააჩნია ევროპასა და მსოფლიოს სხვა ნაწილებს შორის კულტურული დიალოგის კატალიზატორის როლის შესასრულებლად.
ერთიანი ევროპა: ინტეგრირებული მრავალფეროვნება?
რკინის ფარდის დანგრევის შემდეგ ევროპული ქვეყნები ახლა ახალი დაახლოების პროცესში არიან. წარსულში არსებულმა პოლიტიკურმა, რელიგიურმა და ეკონომიკურმა დანაწილებამ განსხვავებული და ზოგჯერ განვითარების საწინააღმდეგო მიმართულებები წარმოშვა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. აღნიშნული გამოცდილების განხილვა რთულია და კომპლექსური - კულტურული და პოლიტიკური ხედვის გაზიარება ხშირად ლიმიტირებულია. რთულია ამ სფეროში ყველა წამოჭრილი კულტურული, რელიგიური, სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების გადაჭრა. ევროპის ქვეყნების დაახლოებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს მსოფლიოს სხვა ქვეყნებს შორის კულტურული დიალოგის დაწყებას, გამოცდილების გაზიარებას, დაბოლოს, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის გადაფასებას.
რამდენად იქნება შესაძლებელი წარსული და მიმდინარე მიმართულებების (არასასიამოვნო საკითხების განხილვის ჩათვლით), იდეოლოგიური დაძაბულობების და განსხვავებული გამოცდილებების შესახებ ღია დიალოგი? ვიბრძოლებთ კი თანასწორუფლებანი ინტეგრაციისთვის? როგორ უნდა შევქმნათ დიალოგის ისეთი ფორმები, რომლითაც შევძლებთ შიშისა თუ იმედის გამოხტვას, ერთმანეთის უკეთ გაცნობას? როგორ შევძლებთ ჩვენ, ჩვეულებრივი მოქალაქეები, დიალოგში ჩართვას და მონაწილეობას ახალი ევროპის შესაქმნელად? იქნება თუ არა „ერთიანი“ ევროპა ისევ მრავალფეროვანი, სადაც განსხვავებებს აფასებენ? იქნება თუ არა „ერთიანი“ ევროპა ღია მსოფლიოს სხვადასხვა კულტურების მიმართ?
გლობალიზაცია: გაერთიანებული თუ ერთიანი?
მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაციის პროცესი ადამიანური ცხოვრების ყველა სფეროში -პირად, სოციალურ, კულტურულ - არსებით ცვლილებებს იწვევს. ინდივიდუალური პასუხისმგებლობა ერთსა და იმავე დროს იზრდება და ქრება. მდიდარსა და ღარიბს შორის უფსკრული კიდევ უფრო ღრმავდება, თუმცა ერთის მეორეზე გავლენა ნაკლებად ხილვადია. ჩვეულებრივმა ბროკერმა ნიუ-იორკში შესაძლებელია გაუცნობიერებლად გადაწყვიტოს უმწეო ბავშვის ბედი კუალა ლუმპურში, თუმცა საპირისპირო გავლენა ნაკლებად მოსალოდნელია. გამომწვევი მიზეზების დადგენა უფრო და უფრო რთულდება. მსოფლიო ვითარდება მჭიდროდ დაკავშირებული სისტემის სახით, სადაც ერთიან კულტურულ ღონისძიებებს აღნიშნავენ, მაგალითად როგორიცაა მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში. დროისა და სივრცის მნიშვნელობა იკარგება - თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გავრცელება მსოფლიოს აახლოვებს, ჩვენს ცოდნას ზრდის, თუმცა ნაკლებად გვეხმარება რეალური ინტეგრაციის შესაძლებლობებში. ამიტომაც დღეს არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ როგორ მიდგომას შევიმუშავებთ ამ კომპლექსური პროცესისადმი.
ნიშნავს თუ არა მეტი საინფორმაციო საშუალებების გაჩენა მეტ სოლიდარობას? ინტერნეტით დაკავშირებული მსოფლიო ხელს შეუწყობს თუ არა დემოკრატიის და ადამიანთა უფლებების წინსვლას? შეცვლის თუ არა გაზრდილი ცნობადობა მსოფლიო ისტორიას? დაგვეხმარება თუ არა შეძენილი ცოდნა ათვლის ახალი წერტილების და პრობლემური საკითხების ახლებურად გადაჭრაში? უახლოესი მომავლის კულტურული არტეფაქტები კოკა-კოლა, სატელიტური ტელევიზია და მაკდონალდსი იქნება? რა წინაპირობები არსებობს გლობალიზებულ მსოფლიოში პლურალიზმის და სხვადასხვა კულტურების თანაარსებობისთვის? არსებობს თუ არა „მსოფლიო საზოგადოების“ შექმნის შესაძლებლობა, რომელიც ყველას თანასწორობის და ღირსეული ცხოვრების გარანტი იქნება? ვინ დომინირებს მსოფლიო ეკონომიკაში? ცვლის თუ არა დროისა და სივრცის ცვლილება კულტურის აღქმას?
ახალი საზოგადოებები: მრავალკულტურული თუ ინტერკულტურული?
დღესდღეობით სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები თანაცხოვრობენ ერთ სოციუმში. ერთის მხრივ, მეტი ინფორმაცია და მობილურობა, მეორეს მხრივ, უსამართლო პოლიტიკური და ეკონომიკური გარემოებები ხელს უწყობს მიგრაციას სხვადასხვა ქვეყნებს შორის. სხვა კონტინენტებთან შედარებით მიგრაციის დონე ევროპაში დაბალია. რაც უფრო მეტ საზღვარს გავაუქმებთ, მით უფრო უსაფრთხოდ დავიცავთ ერთმანეთს (მსგავსი განცხადების გაკეთება შეიძლება შენგენის საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ). „უცხოელი აღარ არსებობს“ - ასე ჟღერს ახალი პოლიტიკა. ხშირად ჩვენ კატეგორიზაციას ვაკეთებთ „კარგ“ და „ცუდ“ უცხოელებს შორის, მიგრაციის „საფუძვლიან“ და „უსაფუძვლო“ მიზეზებს შორის. მრავალ საზოგადოებაში პოულობენ პრობლემების გადაჭრის ახალ ან არცთუ ისე ახალ გზებს, რომლებიც მრავალ სხვადასხვა პრობლემატიკასთანაა დაკავშირებული მაგალითად, როგორიცაა გეტოები გარეუბნებში, სეგრეგაცია, რასიზმი, იზოლაცია. განიხილება ხალხთა თანაცხოვრობის შესაძლო ფორმები. ჩვენ, უბრალოდ, გვსურს გავარკვიოთ შეუძლიათ თუ არა სხვადასხვა კულტურული წარმომავლობის ადამიანებს თანაცხოვრება ერთ, მულტიკულტურულ საზოგადოებაში, ან შესაძლებელია თუ არა ისეთი „ინტერკულტურული საზოგადოების“ განვითარება, სადაც კულტურათა შორის აქტიური კავშირები დამყარდება.
როგორ ზეგავლენას იქონიებს სხვადასხვა კულტურების შეხვედრა ჩვენზე? შევძლებთ თუ არა შევეგუოთ კულტურულ მრავალფეროვნებას ყოველდღიურ ცხოვრებაში? შეგვიძლია თუ არა გულწრფელად პატივი ვცეთ კულტურულ მრავალფეროვნებას? აქვს თუ არა პლურალურ საზოგადოებას მომავალი, თემის, ქალაქის ან ქვეყნის ფარგლებში? შეუძლიათ თუ არა სხვადასხვა კულტურებს თანაცხოვრება, ერთმანეთის გათავისება და პატივისცემა? რა პროცესები უნდა გაიაროს საზოგადოებამ აღნიშნული მიზნის მისაღწევად? რა სირთულეებს შეიძლება წავაწყდეთ ამ პროცესში?
იდენტობა: ეროვნული თუ გლობალური მოქალაქე?
ახალი პლურალური და მულტიკულტურული საზოგადოებები წარმოშობს გარკვეულ არამდგრადობას. ტრადიციული კულტურული ფასეულობები ქრება; მზარდი კულტურული მრავალფეროვნება აღიქმება კულტურული იდენტობის საფრთხედ. კულტურის მთავარი ელემენტები და ღირებულებები სწრაფად იცვლება და თავდაპირველ მნიშვნელობას კარგავს. იცვლება ისეთი ცნებების გაგება, როგორებიცაა ერი, ტერიტორია, რელიგიური მიმდინარეობა, პოლიტიკური იდეოლოგია, პროფესია, ოჯახი და ა.შ. კულტურული ცნობიერების ძირითადი ელემენტები ნაწევრდება და შემდეგ სხვა ფორმით ერთიანდება ახალი კულტურული გამოხატულებების სახით. ამდენად, ჩვენ ვემგვანებით „ნომადებს“, რომლებიც საერთო კულტურული შტრიხების მუდმივ ძიებაში არიან და შედეგად უფრო ინდივიდუალისტური ცნობიერება უყალიბდებათ. იდეოლოგიურად ჩაკეტილი ჯგუფები, სექტები იზრდება, ნაციონალიზმი ძლიერდება, პასუხისმგებლობა „ძლიერ ლიდერებს“ ენიჭებათ. ეკონომიკური არამდგრადობა, მზარდი სოციალური უსამართლობა და პოლარიზაცია მეტი საფრთხეების წინაშე გვაყენებს. იდენტობის გლობალური გაგება კონკურენციას უწევს იდენტობის ვიწრო ჯგუფთან მიკუთვნების ტრადიციას.
როგორ უნდა განვსაზღვროთ ჩვენი იდენტობა ცვალებად მსოფლიოში? როგორი უნდა იყოს ჩვენი ორიენტაცია? როგორი იქნება იდენტობის გაგება? შევძლებთ თუ არა ჩვენი ცხოვრების შეცვლას და მუდმივი კულტურათშორისი დიალოგის ჭრილში დანახვას? შესაძლოა თუ არა შევინარჩუნოთ რწმენა ჩვენი კულტურული წარსულის წინააღმდეგ და თან ვიგრძნოთ გლობალური პასუხისმგებლობა და ერთიანი ევროპის ან მსოფლიოსთვის მიკუთვნების შეგრძნება?
ძალაუფლება: უმცირესობები და უმრავლესობები
მრავალფეროვან მსოფლიოში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ძალთა განაწილებას. თუ ჩვენი კულტურული მრავალფეროვნება უმცირესობისა და უმრავლესობისგან შედგება, დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რომელ ნაწილს ვეკუთვნით ძლიერს თუ სუსტს. კულტურული მრავალფეროვნების ასეთ ფორმას მოსდევს ახალი კონფლიქტების გაღვივება და ძველის განახლება, სხვადასხვა რელიგიური ან ეთნიკური წარმომავლობა ომებისა და ძალადობის მიზეზი ხდება, ქვეყნის შიგნით, ქვეყნებს შორის ან რეგიონის მასშტაბით, ცხადდება „ცივილიზაციების შეჯახება“, „კულტურათა შორის ომი“. ადამიანთა უფლებები უხეშად ირღვეოდა და მუდმივად ირღვევა ახლაც, რადგან თანასწორუფლებიანობის სლოგანს არავინ იცავს და რადგან უმრავლესობა მუდმივად იყენებს ძალას უმცირესობის წინააღმდეგ. დღესდღეობით ჩვენ ვცდილობთ მხარი დავუჭიროთ უმცერესობათა უფლებების დაცვას.
იქნება თუ არა ეს უფლებები ყველას მიერ გაზიარებული, კულტურული მრავალფეროვნება მიგვიყვანს თუ არა მშვიდობიან ცხოვრებამდე და კეთილდღეობამდე? შევძლებთ თუ არა მივიღოთ ერთმანეთის სხვაობები ისე, რომ არავის მივაყენოთ ზიანი ან არავინ დავაყენოთ საფრთხის წინაშე? შეძლებს თუ არა სამყარო დაიტიოს ყველა სახის კულტურული მრავალფეროვნება? შევძლებთ თუ არა შევთანხმდეთ ადამიანთა უფლებების საერთო განსაზღვრებაზე? შეძლებს თუ არა ევროპა წარსულ და მიმდინარე ურთიერთობებში დაშვებული შეცდომები აღარ გაიმეოროს, იმ ტრაგიკული სისხლისღვრების მაგალითზე, რომლებიც მძიმე კულტურათაშორისი ურთიერთობების შედეგად მივიღეთ?
ყველა ეს შენიშვნა თუ შეკითხვა კულტურული ურთიერთდამოკიდებულების ზოგად ჩარჩოებს უკავშირდება და ისეთ კომპლექსურ სურათს ქმნის, რომლის გადმოცემა რამდენიმე პარაგრაფში შეუძლებელია. დღეს პოლიტიკა და კულტურა, კულტურა და ეკონომიკა ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდება. ეს ტენდენციები კი ყოველივე ჩვენგანს მრავალი კითხვის წინაშე აყენებს. ყველა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, ალბათ, შესაძლებელი არც კი არის.
რა წვლილი უნდა შევიტანოთ ევროპის შენებაში, ისეთი ევროპისა, რომელშიც ჩვენ გვსურს ცხოვრება?
კულტურათშორისი სწავლება - მონაწილეობის ერთ-ერთი გზა
ცხადია, აქ წარმოდგენილი ხედვა და შეკითხვები ნეიტრალური ხასიათის არ არის. ისინი ევროპული ინსტიტუტების ძირითად ფასეულობებს და მიზნებს ახმოვანებენ და ამდენად, პოლიტიკური ხასიათი აქვთ. რადგან ჩვენ ვართ ინდივიდებიც და ამავე დროს მოქალაქეები, რომლებიც სხვა ადამიანებთან ერთად ამა თუ იმ თემში თანავცხოვრობთ და მუდმივ კავშირში ვართ სხვა ადამიანებთან, ჩვენ საერთო პასუხისმგებლობაც გვაკისრია საზოგადოების ფორმირების პროცესში.
მშვიდობის არარსებობა ომის მაჩვენებელია. ნიშნავს თუ არა ომის არარსებობა მშვიდობას? როგორია მშვიდობის განსაზღვრება? „ნუ გამიმეტებ მე და არც მე გაგიმეტებ შენ“ -ამ ფრაზაშია მშვიდობის ძირითადი არსი, თუ ჩვენ უფრო მეტისკენ მივისწრაფვით და ჩვენი თანაცხოვრების იდეალური მოდელი სხვაგვარია? თუ ვაღიარებთ იმ ფაქტს, რომ დღევანდელ მსოფლიოში გავრცელებული მჭიდრო კავშირები და ურთიერთდამოკიდებულება ყოველ ჩვენგანს შეგვეხება, მაშინ ჩვენ, ალბათ, თანაცხოვრების ახალ გზებს მოვიძევთ და „სხვა ადამიანის/კულტურის“ ფენომენი მეტად პატივსაცემი იქნება.
„კულტურათშორისი სწავლება“ დღევანდელი მსოფლიოს კომპლექსურობის აღქმის ერთ-ერთი ხერხია, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია მეტი შევიტყოთ სხვებზე, ისევე როგორც საკუთარ თავზე. უფრო მეტიც, კულტურათშორისი სწავლება ახალი საზოგადოების კარის გახსნის საშუალებაც შეიძლება იყოს. ამ მეთოდის საშუალებით შესაძლოა სირთულეების უკეთ გამკლავებაც შევძლოთ. კულტურათშორისი სწავლება ავითარებს ჩვენს უნარს, შევეგუოთ მოსალოდნელ ცვლილებებს, რომლებიც დადებით და კონსტრუქციულ გავლენას იქონიებენ ჩვენს საზოგადოებებზე. ინტერკულტურული სწავლის უნარი დღეს, ყველაზე დიდ აუცილებლობას წარმოადგენს.
ამ კონტექსტში კულტურათაშორისი სწავლება პიროვნული ზრდის პროცესია, რომელსაც საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს. სწავლების ამ გზაზე ადამიანი მუდმივად აფასებს საკუთარ ხედვას და იზნებს. კულტურათშორისი სწავლება მნიშვნელოვანია არამარტო იმ ადამიანების პიროვნული ზრდისთვის, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებში არიან დასაქმებული, არამედ ყოველი ჩვენგანისთვის, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, საზოგადოებასთან ურთიერთობისას.
კულტურათშორისი სწავლება, ამ გამოცემის სახით, იმედია ხელს შეუწყობს აქ წამოჭრილ შეკითხვებზე პასუხების გაცემას, სირთულეების გამკლავებას, ახალი საზოგადოების და საზოგადოებრივი ურთიერთობების წარმოდგენას.
![]() |
3.3 1.3 ახალგაზრდები და კულტურათშორისი სწავლება |
▲ზევით დაბრუნება |
ახალგაზრდები, ზოგადად, აქტიური ცხოვრებით არიან დაკავებულნი და ცვლილებების მიმართ მათი ღიაობა უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ასაკობრივი ჯგუფებისა. ისინი ხშირად ეკონომიკურად და სოციალურად სხვებზე დამოკიდებული და ნაკლებად დაცულები არიან უარყოფითი გარემოებებისგან. ხშირად ისინი ან პირველი გამარჯვებულები ან პირველი დამარცხებულები არიან განვითარების პროცესში. თუ გავაანალიზებთ უმუშევრობის მზარდ დონეს გერმანიაში და ეკონომიკურ სასწაულებს, უბედურებებს რუსეთში, აღმოვაჩენთ რომ, ახალგაზრდები ერთსა და იმავე დროს ზარალდებიან და სარგებელსაც იღებენ.
ახალგაზრდები ზეიმობენ გლობალურ კულტურას ლურჯი ჯინსებით და გიჟური წვეულებებით. პირველებმა სწორედ ახალგაზრდებმა გადალახეს ბერლინის კედელი. ახალგაზრდები სწავლობენ საზღვარგარეთ ან ემიგრაციაში მიდიან, ისინი კვეთენ საზღვრებს ლეგალურად ან არალეგალური პასპორტებით, სათავგადასავლო პატარა ნავებით. შედეგად, ახალგაზრდები ყველაზე მეტად გახსნილები არიან კულტურათშორისი სწავლების მიმართ, იმისთვის, რომ გაეცნონ და ამასთანავე ისწავლონ სხვა კულტურების შესახებ.
თუმცა, სხვადასხვა გარემოებაში მყოფი ახალგაზრდების ცხოვრების სტილი ყოველთვის არ ქმნის კულტურათშორისი სწავლების მდიდარი და რთული პროცესისთვის ადეკვატურ საფუძველს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კულტურათშორის სწავლებაზე და ახალგაზრდულ საკითხებზე, მხედველობაში გვაქვს ახალგაზრდების მიდგომა რთული და მრავალფეროვანი კულტურული შტრიხების მიმართ, რაც, ამასთანავე, წინააღმდეგობრივი საკითხების გადაჭრაში მონაწილეობის მიღებას ნიშნავს.
ჩვენ წარმოგიდგენთ ახალგაზრდულ საკითხებზე მუშაობის ტენდენციებს და ახალგაზრდული საკითხების სფეროში სოციოლოგიური კვლევების შედეგებს. გახსოვდეთ, რომ ჩვენ შემოგთავაზებთ ზოგად რეკომენდაციებს, რომლებიც ყველა პიროვნებას ვერ მოერგება. ერთის მხრივ, ჩვენ წარმოგიდგენთ საზოგადოებაში განვითარების განსხვავებულ მიმართულებებს, რომლებიც ახალგაზრდებზე გარკვეულ გავლენას ახდენენ და მეორე, მხრივ, თუ როგორ ეწინააღმდეგება აღნიშნული პროცესები კულტურათშორისი სწავლების მთავარ ელემენტებს (რომელთა დეტალური განხილვა წარმოდგენილია გამოცემის ბოლო თავებში კულტურათშორისი სწავლების თეორიებსა და საგანმანათლებლო პრინციპებთან კავშირში)
▪ თანამედროვე კულტურა გაზრდილი ტემპებით, ძლიერი შეგრძნებებით და დაუყოვნებელი შედეგებით ხასიათდება, რაც თანამედროვე მსოფლიოს ინტენსიური მოვლენების სერიებად წარმოგვიდგენს. დღეს ემოციების სიჭარბე უპირისპირდება რაციონალური ახსნაგანმარტებების საჭიროებას. კულტურათშორისი სწვალება მუდმივი, ნელი და შეფერხებებით სავსე პროცესია, მასში ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე მონაწილეობს გონიც და გრძნობაც, ხოლო მათი მნიშვნელობა დროთა განმავლობაში იზრდება.
▪ ახალგაზრდები იღებენ განათლებას მზა პასუხებით და ცნებებით, მოვლენების მარტივი ახსნით. მასმედიასა და რეკლამაში ცნებების გამარტივების ტენდენცია ჭარბობს და, შესაბამისად, სტერეოტიპების და წინასწარი შეხედულებების გამყარებას უწყობს ხელს. კულტურათშორისი სწავლება მოიცავს კულტურული მრავალფეროვნების და სხვაობების საკითხებს, პლურალიზმს, სირთულეებს და ღია შეკითხვებს, და ასევე, ფასეულობების გადაფასებასა და ცვლილებებს.
▪ როცა ახალგაზრდები მომხმარებლის როლში განიხილებიან, მაშინ ინდივიდუალური სურვილების, ძირითადად, მატერიალურის, დაკმაყოფილება მთავარ პრიორიტეტად იქცევა. ყალიბდება თავისუფლების სპეციფიკური ფორმა - „ის იმარჯვებს, ვინც ძლიერია“. პროფესიული და ეკონომიკური დაუცველობა ზრდის კონკურენციას. კულტურათშორისი სწავლება მოიცავს ურთიერთობებს და სოლიდარობას, „სხვა ადამიანის“ პატივისცემას, ჩემს და შენს ურთიერთობებს.
▪ ახალგაზრდები უფრო და უფრო ნაკლებ კავშირს პოულობენ წარსულთან; გამოცდილება და რეალობის აღქმა უფრო ფრაგმენტულია. ადამიანები ჰარმონიულობისა და სტაბილურობისკენ ისწარაფვიან. კულტურათშორისი სწავლება პიროვნული იდენტობის ჩამოყალიბების და შეცვლის, ცვლილებების მნიშვნელობის განსაზღვრის, დაძაბულობის და წინააღმდეგობების მიღების პროცესია.
▪ საზოგადოება ახალგაზრდებს მცირეოდენ მაგალითებს აჩვენებს და აძლევს შესაძლებლობას გამოხატონ და წაახალისონ მრავალფეროვნება, მოითხოვონ განსხვავებული ქმედების უფლება, ისწავლონ თანაბარუფლებიანობის შესახებ. კულტურათშორის სწავლება კულტურულ სხვაობებს, ცხოვრების განსხვავებულ შესაძლებლობებს ან გარემოებებს და კულტურულ რელატივიზმს განიხილავს.
▪ ახალგაზრდები უმწეოები არიან საზოგადოებრივ ცხოვრებაში. რთულია პოლიტიკური პასუხისმგებლობების და ინდივიდუალური აქტივიზმის შესაძლებლობების გამოვლენა. კულტურათშორისი სწვალება დემოკრატიისა და მოქალაქეობრივი მრწამსის პროპონენტია, რომელიც ჩაგვრის და ადამიანის იზოლირების წინააღმდეგ ილაშქრებს.
▪ პოლიტიკური და საჯარო დისკუსიები ფაქტებს ამარტივებს და იშვიათად აანალიზებს მოვლენების მიზეზებს. ახალგაზრდებს გადაეცემათ მოკლე და ცალსახა ისტორია. ახალგაზრდები მომზადებული არ არიან რთული რეალობისთვის მომავალში. კულტურათშორის სწავლება განიხილავს წარსულს და ეძებს იდეალური მომავლის შენების გზებს. კულტურათშორისი სწვალება ევროპის კონტექსტში ნიშნავს, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ურთიერთობების ისტორიის გადაფასებას და რეალური დიალოგისთვის მომზადებას.
ამ ტენდენციების გარდა, კიდევ ბევრის დასახელებაა შესაძლებელი. ზემოთ ჩამოთვლილ თემებს შესაძლოა სხვადასხვა საზოგადოებაში ან ქვეყანაში სხვადასხვა ისტორია ჰქონდეს. წარმოდგენილი სია სრულყოფილი ან ექსკლუზიური არ არის, თუმცა, მათი საშუალებით ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია შევაფასოთ ჩვენი საზოგადოების მდგომარეობა და ჩვენს საზოგადოებაში, უფრო კონკრეტულად კი ახალგაზრდულ ჯგუფებში, კულტურათშორისი სწავლების მნიშვნელობა.
კულტურათშორისი სწავლება ახალგაზრდებისთვის მათ რეალობას უნდა ეფუძნებოდეს. კულტურათშორისი სწავლების ტიპურ სცენარში ინტეგრირებული უნდა იყოს წინააღმდეგობრივი ტენდენციები. თუ წინააღმდეგობრივი ტენდენციები ღიად განიხილება, ისინი გულწრფელი ინტერკულტურული დიალოგის საფუძველი შეიძლება იყოს.
დღევანდელი ევროპის რეალობაში საკმაოდ ბევრი სირთულე იჩენს თავს ახალგაზრდებისთვის და კულტურათშორისი სწავლებისთვის. სწორედ ვითარების ასეთი სირთულე ქმნის ინტერკულტურული სწავლების და დიალოგის აუცილებლობას.
![]() |
4 2. კულტურათშორისი სწავლების ცნებები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
4.1 2.1 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
არნე გილერტი
კულტურათშორისი სწავლების ცნებების განხილვა თავისთავად ინტერკულტურული გამოცდილებაა. ერთსა და იმავე ტერმინის - „კულტურათშორისი სწავლების“ - უკან სხვადასხვა იდეა მოიაზრება და დიდ ინფორმაციას გვაწვდის იმ ადამიანების შესახებ, რომელთაც აღნიშნული ცნება ჩამოაყალიბეს.
წინამდებარე სახელმძღვანელოსთვის იდეების შერჩევა და კონკრეტული კომენტარების გაკეთება მისი ავტორების წარსულზე და შეხედულებებზე მეტყველებს უფრო მეტად, ვიდრე ინტერკულტურულ სწავლებაზე.
შესაბამისად, სახელმძღვანლოს ეს თავი მიზნად არ ისახავს კულტურათშორისი სწავლების შესახებ „ჭეშმარიტების“ აღმოჩენას, მისი მიზანია განიხილოს კულტურათშორის სწავლებასთან დაკავშირებული სხვადასხვა გავრცელებული თეორია და ცნება, თუნდაც სუბიექტურად, საკუთარი შეხედულებისამებრ.
როგორც წესი, თეორიები, ტრადიციულად, მაღალმხატვრული ენით განიხილება. ამ მხრივ, არც აქ წარმოდგენილი თეორიები მიეკუთვნება გამონაკლისს. ჩვენ გამიზნულად ავირჩიეთ ისეთი თეორიები, რომელთა განხილვის ენა არათუ შეგაშინებთ, არამედ თეორიული დისკუსიებისთვის საჭირო ტერმინოლოგიითაც კი მოგამარაგებთ.
ადამიანები იყენებენ ამ ტერმინებს კულტურათშორის ურთიერთობებზე თუ კულტურათშორის სწავლებაზე საუბრის დროს. აღნიშნული თეორიები თქვენი ყოველდღიური გამოცდილების ნაწილია.
ტერმინი „კულტურათშორისი სწვალება“ სხვადასხავანაირად მოიაზრება. პირდაპირი გაგებით - იგი სხვა კულტურასთან ურთიერთობისას წარმოადგენს ცოდნის, შეხედულებების და ქცევის ჩამოყალიბების ინდივიდუალურ პროცესს.
თუმცა, უფრო ხშირად, კულტურათშორისი სწავლება უფრო ფართო კონტექსტში განიხილება და აღნიშნავს ცნებას, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა წარმომავლობის და კულტურული შტრიხების მქონე ადამიანები თანაცხოვრობენ მშვიდობიანად, ასევე გამოხატავს იმ პროცესს, რომელიც საჭიროა ასეთი საზოგადოების შესაქმნელად.
„სწავლება“ ამ კონტექსტში ნაკლებად გულისხმობს ინდივიდუალურ პროცესს. აქ აქცენტი სწავლების იმ ზოგად თვისებებზეა, რომლებიც მრავალკულტურულ საზოგადოებრივ ურთიერთობებს ახასიათებს.
წინამდებარე სახელმძღვანელოში ტერმინი „კულტურათშორისი სწავლება“ განხილულ იქნება სხვადასხვა ასპექტში და სხვადასხვა ინტერპრეტაციების გათვალისწინებით.
![]() |
4.2 2.2 სწავლის პროცესი |
▲ზევით დაბრუნება |
რა არის „სწავლა“?
სიტყვა „სწავლა“ ოქსფორდის თანამედროვე ინგლისურ-ინგლისურ ლექსიკონში განიმარტება, როგორც „ცოდნის ან უნარ-ჩვევის შეძენა სწავლის, პრაქტიკის ან სწავლების საშუალებით“. ამ ზოგადი განმარტების საფუძველზე შესაძლებელია მრავალგვარი დისკუსიის გამართვა აღნიშნული ტერმინის გარშემო.
სწავლა სხვადასხვა დონეზე
სწავლის პროცესი სამ სხვადასხვა ერთმანეთთან დაკავშირებულ დონეზე მიმდინარეობს. ეს დონეებია: კოგნიტური, ემოციური და ქცევითი.
კოგნიტური სწავლა მოიცავს ცოდნის და საერთო შეხედულებების შეძენას, რაშიც, მაგალითად, იგულისხმება იმის ცოდნა, რომ 3 პლუს 3 ექვსია, რომ დედამიწას ბურთის ფორმა აქვს, ან ის, რომ დღეს ევროპის საბჭოში 41 წევრი ქვეყანა ერთიანდება.
ემოციური სწავლის პროცესის ცნება უფრო რთული გასააზრებელია. შეგიძლიათ თქვენს წარსულს გადახედოთ და გააანალიზოთ როგორ ისწავლეთ საკუთარი ემოციების გამოხატვა და როგორ იცვლება თქვენი ემოციები დროთა განმავლობაში. ის, რაც ოცი წლის წინათ გაშინებდათ, ალბათ, დღეს აღარ გაშინებთ, ადამიანები რომლებიც არ მოგწონდათ, შესაძლოა, დღეს თქვენი მეგობრები არიან და ა.შ.
ქცევითი სწავლის პროცესი სწავლის ხილვადი მხარეა. სხვადასხვა უნარ-ჩვევა, როგორიცაა, ლურსმნის ჩაჭედება ხის ნაჭერზე, კალმით წერა, ჩხირებით ჭამა ან სტუმრის სათანადოდ გამასპინძლება, სწორედ ამ პროცესის ნაწილია.
ჭეშმარიტი სწავლება მოიცავს სამივე - კოგნიტურ, ემოციურ და ქცევის - დონეს. თუ გსურს ისწავლო ჩხირებით ჭამა, უნდა იცოდე ჩხირების სწორად დაჭერა და სწორი მოძრაობების გაკეთება. თუმცა, თუ ჩხირებით ჭამა არ მოგწონთ, სწავლის პროცესში შეძენილი უნარ-ჩვევები დიდხანს არ გაგყვებათ.
სწავლა, როგორც (არა)ორგანიზებული პროცესი რაიმეს სწავლა შესაძლოა დაგეგმილი პროცესის ან შემთხვევითობის შედეგი იყოს. თუ ჩვენს წარსულ გამოცდილებას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ბევრი რამ ვისწავლეთ გამიზნული, დაგეგმილი სწავლის პროცესის გარეშე. მეორეს მხრივ, სწავლის პროცესი აუცილებლად საჭიროებს ორგანიზებულ ან უარეს შემთხვევაში გამიზნულ პროცესს. შემთხვევითი გამოცდილებიდან ვერაფერს ვისწავლით თუ მას არ გავიაზრებთ და დასკვნებს არ გამოვიტანთ. როგორც ფორმალური ისევე არაფორმალური საგანმანათლებლო სისტემა სწავლების ორგანიზებულ პროცესს მოიცავს. როგორც კი გადაწყვეტთ გაეცნოთ წინამდებარე ტრეინინგ-სახელმძღვანელოს იმ მიზნით, რომ უკეთ შეისწავლოთ კულტურათშორისი სწავლების პროცესი ჯგუფურ გარემოში, თქვენ ცხადად ამჟღავნებთ ორგანიზებული სწავლების მიმართ ინტერესს. კულტურათშორისი სწავლება ტრეინინგის კურსების, სემინარების, ჯგუფური შეხვედრების, სამუშაო სემინარების მეშვეობით, ორგანიზებული სწავლის პროცესის მკაფიო მაგალითებია.
როლები სწავლის პროცესში
სწავლის პროცესის შემადგენელი ნაწილია როლების განაწილება. ვინაიდან ბავშვებისთვის სწავლის პროცესი, ძირითადად, სკოლაში მიმდინარეობს, როლები მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ნაწილდება. არაფორმალურ საგანმანათლებლო პროცესში კი სწავლა ორმხრივი პროცესია, სადაც ადამიანები ეფექტურად სწავლობენ ერთმანეთთან ურთიერთობის საფუძველზე. ფაქტობრივად, ჩვენ მუდმივი სწავლის პროცესში ვართ, თუმცა, ბევრი ადამიანი სწავლის პროცესში მასწავლებლის როლს ირჩევს და ვერ აცნობიერებს, რომ აღნიშნული პროცესიდან თვითონაც ბევრს სწავლობს. ახალ ჯგუფთან მუშაობის დაწყებისას ორმხრივი სწავლების პროცესის დანერგვა ერთ-ერთი ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი საკითხია არაფორმალურ საგანმანათლებლო სისტემაში. ჩემი პირადი შეხედულებით, კარგი იქნებოდა თუ ფორმალური საგანმანათლებლო სისტემაც გაიზიარებს ორმხრივი სწავლების პროცესს და შეეცდება ამ სირთულესთან გამკლავებას.
სწავლის მეთოდები
თუ სწავლას ორგანიზებული პროცესის სახით განვიხილავთ, მაშინ აუცილებელია სწავლის მეთოდების განხილვაც. მკვლევარებმა უკვე მერამდენედ დაადგინეს, რომ ადამიანები საკუთარი გამოცდილებიდან ყველაზე უკეთ სწავლობენ -იმ სიტუაციებიდან, რომლებშიც ჩართულია კოგნიტური, ემოციური და ქცევითი აღქმა. თუ ჩვენ გვსურს სწავლას ფართო დიაპაზონი მივცეთ, სწავლის პროცესში უნდა ჩავრთოთ გამოცდილებაზე და ანალიზზე დაფუძნებული მეთოდები. წინამდებარე ტრეინინგ-სახელმძღვანელო წარმოგიდგენთ რეკომენდებულ მეთოდებს და მეთოდოლოგიებს კულტურათშორისი სწავლების სფეროში.
![]() |
4.3 2.3 რა არის კულტურა? და რა არის კულტურათშორისი? |
▲ზევით დაბრუნება |
ტერმინი, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ენიჭება „კულტურათშორის სწავლებაში“ არის კულტურა. კულტურათშორის სწავლებაში ჩართული ყველა იდეის საფუძველი კულტურაა. ამ იდეებს აერთიანებს ის შტრიხი, რომ კულტურას აღიქვამენ ადამიანის შექმნილად. კულტურა განიხილება, როგორც სისტემა, რომელსაც ადამიანები იყენებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. კულტურაში იგულისხმება საერთო ფასეულობები, ნორმები და ღირებულებები, რომლებიც ადამიანთა ამა თუ იმ ჯგუფს მიეკუთვნება. კულტურის ცნების გარშემო ბევრი თეორიული და პრაქტიკული დისკუსია და არგუმენტაცია არსებობს.
არის თუ არა კულტურა, აუცილებლად, ადამიანთა ჯგუფთან კავშირში, არსებობს თუ არა „ინდივიდუალური კულტურა“?
რა არის კულტურის ელემენტები?
შესაძლოა თუ არა მსოფლიოს კულტურული რუკის მოხაზვა?
იცვლება თუ არა კულტურა? რატომ და როგორ?
რამდენად მჭიდროა კავშირი კულტურასა და ინდივიდების ან ჯგუფების ქცევას შორის?
რამდენად მოქნილია კულტურა? შესაძლებელია თუ არა კულტურის ინდივიდუალური ინტერპრეტაცია?
ხშირად კულტურის ანალიზი კულტურათა შორის ურთიერთობის ანალიზსაც ნიშნავს. ბევრი ავტორის აზრით, სხვადასხვა კულტურები რომ არ არსებობდეს, ადამიანები კულტურაზე არც ვიფიქრებდით. სხვაობები კულტურებს შორის კიდევ უფრო ცხადი ხდება ადამიანთა აზროვნებაში, ემოციებსა და ქცევებში აშკარა სხვაობების გამო. შესაბამისად, კულტურის გააზრება შეუძლებელია ერთი კულტურის ფარგლებში, კულტურის ანალიზი სხვადასხვა კულტურას უნდა მოიცავდეს. ამდენად, გამართლებულია მომდევნო თავში განვიხილოთ შეხედულებები, რომლებიც კულტურათშორის ურთიერთობებს და ინტერკულტურულ გამოცდილებას ემყარება.
ტერმინები „ინტერ-კულტურული“ და „კულტურათშორისი“ ან „მრავალკულტურული“ ერთმანეთის ჩანაცვლებით გამოიყენება. ზოგიერთი ავტორისთვის აღნიშნული ტერმინები იდენტურია, ზოგიერთი კი მათ სხვადასხვა კონტექსტში განიხილავს. აღნიშნულ ტერმინებს შორის სხვაობები მოგვიანებით ამავე თავში განიხილება.
![]() |
4.4 2.4 კულტურის ხედვა |
▲ზევით დაბრუნება |
2.4.1 აისბერგის მოდელი
კულტურის ანალიზის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მოდელია აისბერგის მოდელი. აისბერგის მოდელში მთავარი აქცენტი კულტურის შემადგენელ ელემენტებზე კეთდება, რომელთაგან ზოგიერთი ელემენტი ხილვადია, ხოლო ზიგიერთის აღმოჩენა რთულია.
ამ მოდელის ძირითადი არსი იმაში მდგომარეობს, რომ კულტურის წარმოდგენა შესაძლებელია აისბერგის სახით. აისბერგის მხოლოდ მცირე ნაწილი ჩანს წყლის ზემოთ, წყლის ქვეშ კი აისბერგის უფრო დიდი ნაწილია, რომელიც უხილავია. თუმცა, წყალქვეშა ნაწილი აისბერგის ძლიერ ფუნდამენტურ ნაწილს წარმოადგენს.
აისბერგის მოდელის მიხედვით, კულტურას აქვს თავისი ხილვადი მხარე: არქიტექტურა, ხელოვნება, სამზარეულო, მუსიკა, ენა და ა.შ., ხოლო კულტურის ფუნდამენტური ნაწილის დანახვა შედარებით რთულია. უხილავია იმ ადამიანების ისტორია, რომლებიც ერთ კულტურას ქმნიან, ის ნორმები, ფასეულობები და შეხედულებები სივრცის, ბუნების და დროის შესახებ, რომლებსაც ერთი კულტურის წარმომადგენლები იზიარებენ. აისბერგის მოდელის მიხედვით, კულტურის ხილვადი ელემენტები უხილავი ნაწილის გამოხატულებაა. ეს მოდელი გვთავაზობს სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებს შორის წარმოშობილი გაუგებრობების მიზეზების ახსნას. ჩვენ შესაძლოა ვიცნობდეთ აისებრგის ხილულ ელემენტებს, თუმცა, ამა თუ იმ კულტურასთან შეხვედრის საწყის ეტაპზე, ვერ შევიცნობთ აისბერგის ფუნდამენტის ელემენტებს, რომლებიდანაც ხილული ნაწილი მომდინარეობს.
მეორე მხრივ, აისებრგის მოდელი ბევრ შეკითხვას უპასუხოდ ტოვებს. უმეტესწილად, აისბერგის მოდელი გამოიყენება ათვლის წერტილად კულტურის უფრო სიღრმისეული ანალიზისთვის. აისბერგის მოდელი ვიზუალურად წარმოგვიდგენს კულტურის კომპლექსურ და რთულ ხასიათს.
აისბერგის მოდელის აქტუალურობა ახალგაზრდულ საკითხებზე მუშაობისთვის
აისბერგის მოდელი, ძირითადად, კულტურის უხილავ ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას. ეს მოდელი გვახსენებს, რომ კულტურებს შორის არსებული მსგავსებები შესაძლოა ფუნდამენტურად განსხვავებულ ღირებულებებს ეფუძნებოდეს. ახალგაზრდებს შორის კულტურული სხვაობები ნაკლებ შესამჩნევია. ახალგაზრდები მსოფლიოს მასშტაბით ატარებენ ჯინსებს, უსმენენ პოპ მუსიკას და იყენებენ ელექტრონულ ფოსტას. კულტურათშორისი სწავლება გულისხმობს მათი კულტურების უხილავი ნაწილის გაცნობას და ანალიზს, კულტურული თავისებურებების განხილვას იმ მიზნით, რომ უკეთ გაეცნონ ერთმანეთს და იპოვონ საერთო კულტურული მახასიათებლები.
2.4.2 კულტურული კატეგორიების გეერტ ჰოფსტედისეული მოდელი
კულტურის გეერტ ჰოფსტედისეული წარმოდგენა ეფუძნება კულტურულ სხვაობებზე გაკეთებულ ერთ-ერთ უდიდეს ემპირიულ კვლევას. 1970-იან წლებში, IBM-მა (რომელიც იმ დროისთვის უკვე საერთაშორის კომპანია იყო) რჩევა ჰკითხა გეერტ ჰოფსტედს იმის შესახებ თუ რატომ იყო შეუძლებელი საერთო პროცედურების და სტანდარტების შემუშავება სხვადასხვა ქვეყანაში, თუ რატომ ფუნქციონირებდა, მაგალითად, ბრაზილიის და იაპონიის ქარხნები განსხვავებულად მიუხედავად მუშაობის სტანდარტიზაციის ბევრი მცდელობისა. კომპანიამ სცადა გამოევლინა განსხვავებები სხვადასხვა ქარხნის მუშაობის სტანდარტებში და ამ მიზნით დაუგზავნა კითხვარები და ჩაუტარა თვისობრივი ინტერვიუები მის ყველა თანამშრომელს. რამდენადაც კომპანიის თანამშრომლების განათლების დონე ყველა ქვეყანაში მსგავსი იყო, ხოლო ორგანიზაციის სტრუქტურა, პროცედურები და წესები კი ერთი და იგივე, კომპანიამ ივარაუდა, რომ აღმოჩენილი სხვაობების მიზეზები ადგილობრივი კულტურის თავისებურებებიდან გამომდინარეობდა. ჰოფსტედი კულტურას განიხილავს როგორც „გონების კოლექტიურ სისტემას, რომელშიც ადამიანთა ჯგუფის ერთი წარმომადგენელი განსხვავდება მეორისგან“.
კვლევის რამდენიმე ეტაპის შემდეგ, ჰოფსტედმა კულტურათა შორის სხვაობები ოთხი კატეგორიის მიხედვით ჩამოაყალიბა. ყველა სხვა განსხვავება, განაცხადა მან, უკავშირდება ძირითად ოთხ კატეგორიას. ჰოფსტედისეული ოთხი კატეგორია იყო ძალთა თანაფარდობა, ინდივიდუალიზმი, კოლექტივიზმი, მამაკაცურობა, ქალურობა და გაურკვევლობის შიში. დამატებითი კვლევების შემდეგ ჰოფსტედმა დაამატა ახალი კატეგორია -დროის ელემენტი.
ძალთა თანაფარდობა განსაზღვრავს იმას თუ რამდენად მისაღებია საზოგადოებისთვის პოლიტიკურ ინსტიტუტებში და ორგანიზაციებში ინდივიდებს შორის ძალთა არათანაბარი განაწილება. ძალთა თანაფარდობა მოიცავს იერარქიის ცნებას, გადაწყვეტილებების მიღების პროცესს. ყველას თანაბარი ხმის უფლება უნდა ჰქონდეს? უნდა ჰქონდეს თუ არა გამგეობის თავმჯდომარეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოს საჭიროების შემთხვევაში?
გაურკვევლობის შიში განსაზღვრავს იმას თუ რამდენად აქვს შიში საზოგადოებას ბუნდოვანი მოვლენებისადმი და რამდენად ცდილობს უზუსტობების თავიდან აცილებას სათანადო წესების და უსაფრთხოების ზომების საშუალებით. გაურკვევლობის შიში, ასევე, უკავშირდება ადამიანების უნარს გაწიონ რისკი, ან მათ მოთხოვნილებას წინასწარ დაგეგმონ და გათვალონ ესა თუ ის მოქმედება. მთავარი შეკითხვა კი ისაა, თუ რამდენია შემთხვევითობის, იმპროვიზების ან დაუგეგმავი მოვლენების განხორციელების შესაძლებლობა.
ინდივიდუალიზმი/კოლექტივიზმი მეტყველებს იმაზე თუ რამდენად მჭიდროა ან თავისუფალი საზოგადოების წევრებს შორის დამყარებული კავშირები. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას თუ რა არის საზოგადოებისთვის დამახასიათებელი: მხოლოდ საკუთარ თავზე და მათ ოჯახის წევრებზე თუ ოჯახის გარეთ არსებულ დაახლოებულ სოციალურ ჯგუფებზე ზრუნვა, არსებობს თუ არა შიდა და გარე ჯგუფები, რომელთაგან პირველს ეკისრება ამავე ჯგუფის სხვა წევრებზე ზრუნვაც. კოლექტიურ კულტურებში, მაგალითად, ოჯახის წევრებს შორის მჭიდრო კავშირებია და ურთიერთპასუხისმგებლობებიც, ხოლო ოჯახის წევრები, ამასთანავე, სხვადასხვა დაახლოებული ჯგუფის წევრებადაც მოიაზრებიან, რომელთა ერთობლიობა, თავის მხრივ, ერთ საერთო ჯგუფს ქმნის.
მამაკაცურობა/ქალურობა იმის მაჩვენებელია თუ რამდენად განსაზღვრავს გენდერი მამაკაცთა და ქალთა როლებს საზოგადოებაში. არსებობს თუ არა ვალდებულებების „ბუნებრივი“ განაწილება ქალებსა და მამაკაცებს შორის და ხელშეუხებლად გადაეცემა თუ არა როლების ასეთი განაწილება თაობიდან თაობებს.
დროის ელემენტი განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად ეფუძნება საზოგადოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ტრადიციას და წარსულის მოვლენებს, მოკლევადიან ან მიმდინარე სარგებლიანობას, მომავლის ხედვას და პერსპექტივას. რამდენად მნიშვნელოვანია ამა თუ იმ საზოგადოებისთვის მისი რეგიონის ისტორია დღევანდელი ან ხვალინდელი დღისთვის? როდის ტრაბახობენ ადამიანები თავიანთი წარმომავლობით: ისინი წარსულს განიხილავენ, აწმყოს თუ მომავალს?
ჰოფსტედი წარმოგვიდგენს რამდენიმე გრაფას კატეგორიების მიხედვით, რომლებშიც ის განათავსებს სხვადასხვა კულტურას. კულტურების კატეგორიზაცია ეფუძნება კითხვარების და განმეორებითი კვლევების შედეგებს (იხილეთ გრაფიკი 2, გვ 24).
ჰოფსტედის მოდელს თავისი ემპირიული საფუძვლების გამო, დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ძნელად თუ მოიპოვება სხვა რომელიმე კვლევა ან თეორია კულტურის შესახებ, რომელსაც მსგავსი რაოდენობრივი მნიშვნელობა ექნება. მეორე მხრივ, მოდელი არ გვთავაზობს იმის ახსნას, თუ რატომ უნდა არსებობდეს კულტურის ელემენტების მხოლოდ ხუთი კატეგორია და რატომ არის მაინც და მაინც ეს კატეგორიები კულტურის არსებითი ნაწილი. უფრო მეტიც, ამ მოდელის მიხედვით, კულტურა სტატიკურია და არა დინამიკური; ამ მოდელის მიხედვით, ვერ ავხსნით რატომ ან როგორ ვითარდება კულტურა. ჰოფსტედი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ მის თეორიაში ძირითადი აქცენტი კულტურის, როგორც ერის მახასიათებლის თავისებურებაზე კეთდება. ამ მოდელის ფარგლებში შეუძლებელია განვიხილოთ კულტურული მრავალფეროვნება, სუბ-კულტურები, შერეული კულტურები, და ინდივიდუალური განვითარება. კულტურების კატეგორიების მიხედვით განხილვა ქმნის ამა თუ იმ კულტურის უფრო მეტად დაფასების, უკეთესი კულტურების აღიარების საფრთხეს. და მაინც, აღნიშნულ მოდელში წარმოდგენილი კატეგორიები მრავალი მკითხველისთვის მაინც მისაღები და აქტუალურია.
თეორიის მნიშვნელობა ახალგაზრდულ საკითხებზე მუშაობისთვის
ალბათ, ყველა ვერ დაეთანხმება ჰოფსტედის მოდელს და შესაბამისად, კულტურული ელემენტების ხუთ კატეგორიად დაყოფას. თუმცა, აღნიშნული კატეგორიები ხშირად კულტურული თავისებურებების არსებით ელემენტებს წარმოადგენენ და შესაბამისად, გვეხმარებიან სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელ ინდივიდებსა და ჯგუფებს შორის წარმოშობილი კონფლიქტის ახსნაში. მონაწილეები დაუყოვნებლივ ადარებენ სხვადასხვა ერის კულტურას ჰოფსტედის გრაფიკზე: ვარ თუ არა იერარქიული? მჭირდება თუ არა სხვებზე მეტი უსაფრთხოება? -მეორე მხრივ, ჰოფსტედის მოდელის მიხედვით, შესაძლოა ვეძებოთ კულტურული გაუგებრობების მიზეზები და ვცადოთ კულტურული სხვაობების განხილვა მონაწილეებს შორის (მაგ: რას ფიქრობთ ძალაუფლებაზე და ლიდერობაზე?). ამასთანავე, მონაწილეები დაფიქრდებიან საკუთარ კულტურულ მახასიათებლებზე და განსაზღვრავენ თუ რამდენად იზიარებენ ამავე ქვეყნის სხვა მოქალაქეების კულტურულ ფასეულობებს.
მოცემული კატეგორიები და კულტურული სხვაობების ზოგადი ჩარჩო მნიშვნელოვანია ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების სხვადასხვა კონტექსტის განხილვისას (სტუდენტის „კულტურა“, ოჯახის და მეგობრების „კულტურა“, სოფლისა და ქალაქის „კულტურა“ და ა.შ.). ალბათ, ღირს ჩვენ თავს ვკითხოთ რამდენად გვეხმარება ეს მოდელი კულტურის უკეთ შეცნობაში ან თუ რა დოზით ვქმნით ჩვენს სტერეოტიპებს.
გარდა ამისა, კულტურის მახასიათებლების შერჩევას მოცემული კატეგორიების მიხედვით, კულტურულ რელატივიზმის განხილვამდე მივყავართ: არსებობს თუ არა უარესი და უკეთესი კულტურები? იერარქიული სტრუქტურები ისეთივე კარგია, როგორც თანაბარუფლებიანი? მკაცრი და დახურული გენდერული როლები ისეთივე მისაღებია, როგორც გენდერული როლების თანაბარუფლებიანი განაწილება? და ბოლოს, თუკი ჩვენ მოგვიწევს კულტურულ კონფლიქტში ჩარევა, შევძლებთ კი დავიჭიროთ ნეიტრალური პოზიცია?
2.4.3 ედუარდ თ. და მილდრედ რიდ ჰოლის კულტურის ქცევის ელემენტები
ედუარდ თ. და მილდრედ რიდ ჰოლებმა განავითარეს კულტურის მოდელი პრაქტიკული კუთხით: მათი მიზანი იყო სასარგებლო რჩევები მიეცათ ამერიკელი ბიზნესმენებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ აპირებდნენ მოღვაწეობას. მათი კვლევა მოიცავდა ბევრ თვისობრივ და თავისუფალ ინტერვიუს სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებთან. მკვლევარები ყურადღებით აკვირდებოდნენ სხვაობებს რესპონდენტთა ქცევაში, რომლებიც, პოტენციურად, კულტურათშორისი კონფლიქტების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო.
კვლევის საფუძველზე მათ ჩამოაყალიბეს კულტურული სხვაობების რამდენიმე კატეგორია. ეს კატეგორიები უკავშირდებოდა კომუნიკაციის ტიპებს, სივრცეს ან დროს.
სწრაფი და ნელი გზავნილები გულისხმობს ამა თუ იმ ინფორმაციული გზავნილის გაშიფვრის და მასზე რეაგირების სისწრაფეს. სწრაფი გზავნილებია: რუბრიკის სათაურები, სარეკლამო განცხადებები და ტელევიზია. ადამიანებთან კონტაქტში სწრაფად შესვლა შეუძლია იმ ადამიანებს, რომლებიც სწრაფი გზავნილების გადამცემ და მიმღებ ტიპებს მიეკუთვნებიან. ცხადია, ზოგიერთ ადამიანს სხვა ადამიანის გასაცნობად მეტი დრო სჭირდება (განეკუთვნება „ნელი გზავნილის“ ტიპს), შესაბამისად, ზოგიერთ კულტურაში უფრო უადვილდებათ დამეგობრება, ზოგში კი უძნელდებათ. სწრაფი ნაცნობობა სწრაფი გზავნილის იდენტურია. ნელი გზავნილების მაგალითებია: ხელოვნება, სატელევიზიო დოკუმენტური ფილმი, ღრმა ურთიერთობები და ა.შ.
მაღალი და დაბალი კონტექსტი მოიცავს ინფორმაციას, რომელიც ამა თუ იმ მოვლენას უკავშირდება. თუ გადაცემულ ინფორმაციულ გზავნილში მხოლოდ მცირე მოცულობის ინფორმაციაა და თუ ინფორმაციის მეტ წილს მიმღები მხარე უკვე ფლობს, სიტუაცია მაღალი კონტექსტით ხასიათდება. მაგალითად, კომუნიკაცია პარტნიორებს შორის, რომელთაც მრავალი წლის თანაცხოვრების გამოცდილება აქვთ, მაღალი კონტექსტით ხასიათდება: მხოლოდ მცირედი ინფორმაციის გაცემა არის საჭირო დროის ნებისმიერ მონაკვეთში იმისთვის, რომ მხარეებმა ერთმანეთს გაუგონ. გზავნილი შესაძლოა ძალიან მოკლე იყოს, მაგრამ გაიშიფროს იმ ინფორმაციის მოშველიებით, რომელსაც მხარეები ერთმანეთის შესახებ წლების განმავლობაში ფლობენ.
ჰოლი და ჰოლის (1990) თანახმად, ტიპური მაღალი კონტექსტის კულტურებია: იაპონური, არაბული და ხმელთაშუა ზღვის აუზის კულტურები, სადაც არსებობს მჭიდრო საინფორმაციო სისტემები და ახლო პირადი ურთიერთობები. შესაბამისად, ყოველდღიური კომუნიკაციის პროცესში ვრცელი შესავლის ტიპის ინფორმაციის მიწოდება საჭიროებას არ წარმოადგენს. ასეთ კულტურაში ადამიანები ყოველთვის ინფორმირებულები არიან იმ ადამიანებზე და მოვლენებზე, რომლებიც მათთვის მნიშვნელოვანია.
ტიპური დაბალი კონტექსტის კულტურებია: ამერიკული, გერმანული, შვეიცარული და სკანდინავიური კულტურები. ამ კულტურებში პირადი ურთიერთობები, ადამიანების მრავალფეროვანი ინტერესების და საქმიანობის სფეროების გამო წყდება. ასეთ კულტურებში დიდია შესავალის ტიპის ინფორმაციის გაცვლა კომუნიკაციის პროცესში.
მაღალი და დაბალი კონტექსტის და შესაბამისად, კომუნიკაციის სტილში აშკარა სხვაობების გაუთვალისწინებლობა შესაძლოა გაუგებრობების საფუძველი გახდეს. მაღალი კონტექსტის კულტურის წარმომადგენელმა შესაძლოა დაბალი კონტექსტის კულტურის წარმომადგენელი შეაფასოს, როგორც ზედმეტად მოსაუბრე, ზედმეტად ზუსტი, არასაჭირო ინფორმაციის მომწოდებელი. მეორე მხრივ, დაბალი კონტექსტის კულტურის წარმომადგენელმა მაღალი კონტექსტის კულტურის წარმომადგენელი შესაძლოა შეაფასოს არაჭეშმარიტ (რადგან ინფორმაციის ნაწილი უთქმელია და ნაგულისხმევი) და არაკოოპერაციულ პიროვნებად. გადაწყვეტილებების მისაღებად, დაბალი კონტექსტის კულტურის წარმომადგენლებს ესაჭიროებათ დიდი მოცულობის გაცნობითი ხასიათის ინფორმაცია, მაშინ როცა მაღალი კონტექსტის კულტურის წარმომადგენლები გაცნობითი ხასიათის ინფორმაციის გარეშეც შეძლებენ გადაწყვეტილების მიღებას, რადგან ისინი საკითხის გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად საქმის კურსში არიან. პარადოქსულია სიტუაცია, როცა მაღალი კონტექსტის კულტურის წარმომადგენლებს ევალებათ ახალი მოვლენის შეფასება; მათ სურთ ყველაფერი შეიტყონ აღნიშნული მოვლენის შესახებ, რადგან ისინი აღნიშნული კონტექსტის ნაწილს არ წარმოადგენენ.
ტერიტორიალიზმი გულისხმობს ფიზიკური სივრცის ორგანიზებას, მაგალითად, ოფისის მოწყობას. პრეზიდენტის ოფისი შენობის ბოლო სართულზეა ან სადმე შუაში? თუ მაგალითად, სამუშაო მაგიდაზე დაწყობილი კალმები ადამიანისთვის პირადი ტერიტორიის ნაწილია, ამ ადამიანს არასოდეს ესიამოვნება თუ ვინმე მისი მაგიდიდან კალამს დროებით ითხოვს უნებართვოდ. ტერიტორიალიზმი უკავშირდება ადამიანის მიერ სივრცის და მათ გარშემო არსებული მატერიალური ნივთების აღქმას, და რაც ძალაუფლების დონეზეც მეტყველებს.
პირადი სივრცე არის მანძილი სხვა ადამიანებამდე, რომლის დაცვის შემთხვევაში ადამიანი კომფორტულად გრძნობს თავს. ჰოლები პირად სივრცეს ახასიათებენ, როგორც დამცავ რგოლს, რომელიც ადამიანს მუდამ თან ახლავს. დამცავი რგოლი იცვლის ზომებს სიტუაციების და გარშემომყოფი ადამიანების გათვალისწინებით (ადამიანებს, ვისთანაც ახლოს ხარ, პირად სივრცეშიც უფრო ახლოს უშვებ). დამცავი რგოლი აჩვენებს სასურველ მანძილს სხვა ადამიანთან. შენგან შორ მანძილზე მდგომი ადამიანი შენი შორეული ნაცნობია. თუ ვინმე იმაზე მეტად მოახლოვებას, ცდილობს რაც შენთვის მისაღებია, მისი საქციელი შეურაცხმყოფელად, დამამცირებლად ან უხეშად მიიჩნევა. თუ ერთ კულტურაში, ჩვეულებრივი დიალოგის დროს, ადამიანებს შორის დაცული მანძილი მოკლეა, ზოგჯერ ისე მოკლე, რომ ინტიმურ მანძილსაც უახლოვდება, მეორე კულტურაში ასეთი მანძილი გაუგებრობის და განსხვავებული ინტერპრეტაციების საფუძველი შეიძლება აღმოჩნდეს.
მონოქრონული და პოლიქრონული დრო დროის განაწილებასთან არის დაკავშირებული. მონოქრონული დრო გულისხმობს საქმის თანმიმდევრობით გაკეთებას, ისეთი განრიგების შემუშავებას, სადაც ერთი საქმე მეორეს მოსდევს და თითოეულ მათგანს კონკრეტული დრო აქვს დათმობილი. მონოქრონულ კულტურაში დრო პრაქტიკულად გამოიყენება, დროს ლამის ეხები და მას რესურსის სახით იყენებ: ხარჯავ, ფლანგავ ან ეკონომიას უკეთებ. დრო უწყვეტი ძაფია, ის წარსულის რაღაც წერტილიდან იწყება, აწმყოში და შემდეგ მომავალში გრძელდება. დრო გამოიყენება დღის დასაგეგმად და პრიორიტეტების ჩამოსაყალიბებლად, მაგალითად, შესაძლოა არ გქონდეს დრო ვინმეს შესახვედრად. პოლიქრონული დრო კი სრულიად საპირისპიროს ნიშნავს - თანადროულად ბევრი რამ კეთდება, ადამიანებთან მჭიდრო ურთიერთობები გაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ განრიგზე მეტად ადამიანთან ურთიერთობები არის მნიშვნელოვანი. პოლიქრონული დრო არ გამოიყენება რესურსის სახით, მისი შედარება წერტილთან და არა უწყვეტ ხაზთან შეიძლება.
ჰოლი და ჰოლი ზემოთ აღწერილ კატეგორიებს ერთობლიობაში და ერთმანეთთან კავშირში განიხილავენ. მათ კვლევაში მონოქრონული დროის აღქმა მჭიდროდ უკავშირდება დაბალი კონტექსტის კულტურას და სივრცის ისეთ განაწილებას, სადაც ცხოვრების ელემენტების დანაწევრებაა შესაძლებელი (სტრუქტურა, სადაც შენი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტი გამიჯნულია ერთმანეთისგან). აღნიშნული სტრუქტურების გარდა, ჰოლი და ჰოლი გვაცნობენ რამდენიმე სხვა მნიშვნელოვან ცნებასაც, მაგალითად, როგორ მუშაობს დაგეგმვა ამა თუ იმ კულტურაში, რამდენი ხნით ადრე უნდა დაიგეგმოს შეხვედრა, როგორია პუნქტურალურობის ნორმები, რამდენად სწრაფად მოძრაობს ინფორმაცია სისტემაში -ინფორმაციის მიმოცვლა იერარქიული სტრუქტურის თუ მრავალმხრივი ქსელის მოდელით ხორციელდება?
სხვა კულტურებთან ურთიერთობისას, ჰოლი და ჰოლი თავის სამიზნე ჯგუფს, ამერიკელ ბიზნესმენებს ურჩევს, აღიარონ კულტურული სხვაობები და შეძლებისდაგვარად შეითვისონ იმ კულტურისთვის დამახასიათებელი ქცევის ნორმები, რომელშიც ისინი იმუშავებენ.
ჰოლისა და ჰოლის მთავარი ცნებები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ მნიშვნელოვან სხვაობებზე, რასაც ადამიანები კულტურათაშორისი ურთიერთობებისას აწყდებიან და შესაბამისად, ადვილად შეცნობადია ბევრი მკითხველისთვის. თუმცა, ავტორებისადმი კრიტიკაც გაისმა. ჰოლი და ჰოლი, პირველ რიგში კატეგორიებს დამოუკიდებლად გამოყოფენ და კულტურის ერთგანზომილებიან მოდელს აყალიბებენ. ეს მოდელი კულტურებს ერთ სიბრტყეზე - მონოქრონულ, დაბალ კონტექსტიან და პოლიქრონული, მაღალ კონტექსტიან კულტურებად განალაგებს. ყველა დანარჩენი კატეგორია ამ ღერძს უკავშირდება. კითხვა კი იმაში მდგომარეობს, თუ რამდენად ასახავს რეალობას კულტურების ასეთი მარტივი კატეგორიზაცია.
გარდა ამისა, ჰოლი და ჰოლი ძალიან ცოტას თუ ამბობენ იმის შესახებ, თუ რატომ ჩამოყალიბდა ამა თუ იმ კულტურაში მაინც და მაინც ასეთი მახასიათებლები, როგორ ვითარდება კულტურები (კულტურა სტატიკურია თუ დინამიკური), როგორ იყენებენ ადამიანები საკუთარ კულტურულ მახასიათებლებს კულტურათაშორისი ურთიერთობების დროს. ჰოლისა და ჰოლის მოდელის დადებითი მხარე, უთუოდ, მის პრაქტიკულ გამოყენებაშია. კულტურის მახასიათებლების კატეგორიები, რომლებიც ფაქტობრივად ძალიან ჰგავს ჰოფსტედის მოდელს, გვთავაზობს ჩარჩოს, რომლის ხელმძღვანელობითაც შეგვიძლია შევიცნოთ ან გავაანალიზოთ კულტურული სხვაობები.
თეორიის მნიშვნელობა ახალგაზრდულ საკითხებზე მუშაობისას
ინტერკულტურულ ჯგუფებში, ჰოლისა და ჰოლის მიერ წარმოდგენილი კატეგორიების გამოყენება შეიძლება პირველი თეორიული მიდგომის სახით, რომელიც კულტურულ სხვაობებს აანალიზებს. თეორია მრავალი საინტერესო სავარჯიშოს გაკეთების საშუალებას იძლევა, მაგალითად, მონაწილეები ესაუბრებიან ერთმანეთს და საუბრისას ცვლიან მათ შორის არსებულ მანძილს. ორივე მოსაუბრეს მსგავსი შეგრძნება აქვს მანძილის შეცვლისას? როგორ მოიქცევიან იმ შემთხვევაში თუ მეორე ადამიანს მეტი ან ნაკლები სივრცე სჭირდება?
ჰოლისა და ჰოლის თეორიაში წარმოდგენილი კულტურული სხვაობები აქტუალურია ინტერკულტურული ჯგუფებისთვის. მათი საშუალებით, ჯგუფს შეუძლია განიხილოს კულტურული სხვაობები კულტურებისთვის „უარესი“ და „უკეთესი“ იარლიყების მინიჭების გარეშე.
გარდა ამისა, ახალგაზრდების ტრენერებს აღნიშნული კატეგორიები დაეხმარება ინტერკულტურულ ჯგუფებში კულტურული სხვაობების შეცნობაში (მაგალითად, როგორი დამოკიდებულება აქვთ ჯგუფის წევრებს პუნქტუალურობასთან, შეხებასთან, საუბრის მოცულობასთან და ა.შ.), ისევე როგორც უზრუნველყოფს მათ აღნიშნული კულტურული სხვაობების შესახებ სასაუბრო ლექსიკით. მაგრამ გამოიჩინეთ სიფრთხილე, რადგან მონაწილეებმა შესაძლოა ეს მოდელი ყველა დარღვევის გამამართლებელ საბუთად მოიშველიონ: „უკაცრავად, მე ერთი საათით დავაგვიანე, მე პოლიქრონული კულტურის წარმომადგენელი ვარ!“ . .
2.4.4 ჟაკ დემორგონის და მარკ მოლცის დისკუსია კულტურის შესახებ
ჟაკ დემორგონი და მარკ მოლცი კატეგორიულად უარყოფენ კულტურის კიდევ ერთი მოდელის შემოთავაზებას. ისინი ამტკიცებენ, რომ კულტურის ნებისმიერი განმარტება მიკერძოებულია იმ კულტურის მიმართ, სადაც ჩამოყალიბდა აღნიშნული განმარტება - არ არსებობს დედამიწაზე ისეთი ადამიანი, რომელიც რომელიმე კულტურას არ მიეკუთვნება. შესაბამისად, დემორგონი და მოლცი მიიჩნევენ, რომ კულტურის კატეგორიების სახით წარმოდგენა მიუღებელია და თვლიან, რომ ბევრად უფრო ღირებულია კულტურების შესახებ დიალოგში ჩართვა და ანალიზის გაკეთება.
კულტურის შესახებ წინააღმდეგობრივი დისკუსიების შედეგად იკვეთება სამი მთავარი საპირისპირი შეხედულება:
▪ როგორ უნდა გავართვათ თავი, ერთი მხრივ, კულტურულ სტაბილურობასა და კულტურულ სტრუქტურებს შორის დაძაბულობას და მეორე მხრივ, კულტურულ ცვლილებებს და სიახლეებს?
▪ როგორ გავართვათ თავი ურთიერთობებს ერთი კულტურის ფარგლებში ან მრავალ კულტურებს შორის? რა წილი აქვს ამა თუ იმ კულტურის თავისებურებებს კულტურათშორის ურთიერთობებში? კულტურა თავისთავადია თუ მხოლოდ სხვა კულტურებთან მიმართებაში და მათთან ურთიერთობისას ვლინდება?
▪ რამდენად მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ ადამიანების უნივერსალურ ნიშნებს (რა თვისებები გვაქვს საერთო)? როგორია ჩვენი რწმენა: ადამიანები არიან ინდივიდები, რომლებიც ამა თუ იმ კულტურის მახასიათებლებით გამოირჩევიან, თუ არსებობს მხოლოდ ერთი გლობალური კულტურა (უნვერსალისტური მიდგომა)? რამდენად უნდა გავამახვილოთ ყურადღება კულტურის როლზე დღევანდელი კულტურული გლობალიზაციის პირობებში? როგორია ჩვენი შეხედულება: ყოველი ადამიანი მიეკუთვნება მსოფლიოს ამა თუ იმ კულტურას, სადაც ყველა კულტურა თანაბრად კარგია (რელატივისტული მიდგომა)?
აღნიშნული საკითხები აკადემიური განხილვების საგანია და პრაქტიკული გამოყენება არ აქვს, თუმცა, ისინი პოლიტიკურად აქტუალურია. პოლიტიკური კუთხით, საინტერესოა მოსალოდნელი ცვლილებები რაიმე საფრთხეებთან არის თუ არა კავშირში? (კითხვა 1). არის თუ არა მრავალფეროვნება ნებისმიერი კულტურის სამომავლო განვითარების წინაპირობა, თუ მოსალოდნელი ცვლილებები ტრადიციული კულტურებისთვის საფრთხის მომტანია? (კითხვა 2). არიან თუ არა ადამიანები ყველა ქვეყანაში თანასწორუფლებიანი (ინდივიდის უფლებების ფრანგული მოდელი) თუ ინდივიდის უფლებები იმ სოციალური ჯგუფის მიხედვით განისაზღვრება, რომელსაც ესა თუ ის ადამიანი მიეკუთვნება (საზოგადოების ჰოლანდიური მოდელი; აღნიშნული მოდელის მიხედვით საზოგადოება ჯგუფებისგან შედგება, ხოლო საზოგადოების ამა თუ იმ ჯგუფს საკუთარი ინსტიტუტები აქვს)? (კითხვა 3).
ამ წინააღმდეგობების გადასალახად, დემორგონი და მოლცი გვთავაზობენ კულტურის ახალ მოდელს. მათი აზრით, კულტურის შეცნობა შესაძლებელია მხოლოდ ადაპტაციის ცნებასთან კავშირში. ადამიანები მუდმივ ჭიდილში არიან და ცდილობენ დაამყარონ გრძელვადიანი ურთიერთობა თავინთ შინაგან სამყაროსთან (საჭიროებებთან, იდეებთან და ა.შ.), ისევე როგორც გარემოსთან (სხვა ადამიანებთან, გარემო პირობებთან და ა.შ.). ადამიანები ამ ამოცანების მიღწევას ყოველდღიურ სიტუაციებში ცდილობენ, ამდენად, მათი ყოველდღიური ქცევა დაკვირვების სფეროს წარმოადგენს. ადამიანები სხვადასხვა სიტუაციაში გავლენას ახდენენ გარესამყაროზე (ყველა ადამიანს აქვს უნარი გავლენა იქონიოს მის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე); მეორე მხრივ კი, გარესამყარო გავლენას ახდენს ადამიანებზე (ნებისმიერი ადამიანი შეიძლება შეცვალოს მის გარშემო მიმდინარე მოვლენებმა). ორივე ეს ასპექტი, ადამიანის გავლენა გარესამყაროზე და გარემო პირობების გავლენა ადამიანზე, „ადაპტაციის“ პროცესის ორი სხვადასხვა მხარეა.
დემორგონი და მოლცი ამ პროცესის ერთ მხარეს „ასიმილაციის“ სახელით განიხილავენ. ასიმილაციაში იგულისხმება ადამიანების მიერ გარე სამყაროს მორგება საკუთარ რეალობასთან. ყველაფერი, რასაც გარესამყაროში აღვიქვამთ ასიმილაციას განიცდის და ჩვენი ტვინის უჯრედებში უკვე არსებულ სტრუქტურებს ერწყმის. ასიმილაციის ექსტრემალური მაგალითია მოთამაშე ბავშვები, რომლებიც ქვიშის დიდ გროვას (გარესამყაროს რეალობა) ევერესტის ზომის მთად აღიქვამენ (შინაგანი წარმოსახვა). როცა ბავშვები ქვიშის გროვაზე აცოცდებიან გარესამყარო მათ შინაგან წარმოსახვასთან ასიმილაციას განიცდის. რეალობის აღქმა მათი ქმედების მოტივაციად იქცა. მათ წარმოდგენაში, ისინი ქვიშის გროვაზე კი არ ადიან, არამედ მთა ევერესტს იპყრობენ. თუმცა, ასიმილაციის უნარ-ჩვევა მხოლოდ ბავშვებისთვის არ არის დამახასიათებელი. როდესაც ჩვენ ახალ ადამიანს ვეცნობით, პირველ რიგში, ვხედავთ და ვაფასებთ მის გარეგნობას. ამ ლიმიტირებული ინფორმაციის საფუძველზე, ამ ადამიანზე გვექმნება გარკვეული შეხედულებები, მის შესახებ ვქმნით სტერეოტიპებს იმისათვის, რომ შევარჩიოთ ამ ადამიანთან ქცევის შესაფერისი ნორმები.
ადაპტაციის პროცესის მეორე მხარეს დემორგონი და მოლცი „შეგუებას“ უწოდებენ. ამ ტერმინში იგულისხმება გონებაში არსებული სტრუქტურების („ცნობიერების“ ან „აზროვნების სქემების“) ცვლა გარესამყაროდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად. ჩვენ შესაძლოა უცხო ადამიანთან შეხვედრისას ამ ადამიანის საქციელი შევაფასოთ ჩვენს გონებაში არსებული სტერეოტიპების მიხედვით. თუმცა, მოგვიანებით ვაცნობიერებთ, რომ რეალობა ჩვენეული წარმოსახვისგან განსხვავდება - ჩვენი სტერეოტიპები ან აზროვნების სქემები არ შეესაბამება სინამდვილეს; ამის შემდეგ ჩვენ დამოკიდებულებას ვცვლით.
კულტურათშორის ურთიერთობებში არ არის მისაღები - არც ექსტრემალური შეგუება და არც ექსტრემალური ასიმილაცია. ექსტრემალური შეგუების პირობებში ჩვენ ჭარბი ინფორმაციით ვიქნებოდით დატვირთული, ხოლო ექსტრემალური ასიმილაციის პირობებში, ჩვენ, სინამდვილის უარყოფა მოგვიწევდა და გადარჩენის უნარიც არ გვექნებოდა.
ცხოველებთან შედარებით ადამიანები ნაკლებად არიან საკუთარი გენეტიკის გავლენის ქვეშ, თუმცა, ადამიანის ცხოვრებას მაინც აქვს კავშირი ბიოლოგიურ საწყისებთან. ამდენად, ჩვენს ცხოვრებაში არის სიტუაციები, რომელთა მიმართ ჩვენ არ გვაქვს ინსტიქტური ან ბიოლოგიური რეაქციები. ჩვენ ცხოვრების განმავლობაში გვივითარდება გარკვეული ორიენტაცია და მოვლენებისადმი სათანადო რეაგირების უნარ-ჩვევები. სწორედ ამ სისტემას უწოდებენ დემორგონი და მოლცი კულტურას. მათი აზრით, ადაპტაციის ძირითადი ფუნქციაა მრავალი სხვადასხვა სიტუაციის მიმართ შესაბამისი რეაქციების შენარჩუნება და განვითარება. კულტურა არის ის სტრუქტურა, რომელიც ამა თუ იმ სიტუაციის მიმართ გვიყალიბებს ორიენტაციას (კულტურული ადაპტაცია არის ადამიანის გონებაში არსებული აზროვნების სქემების მიერ ასიმილაციის ან შეგუების უნარი). კულტურული ადაპტაცია ბიოლოგიური პროცესის გაგრძელებას წარმოადგენს. კულტურა არსებობს იმისათვის, რომ დაგვეხმაროს სიტუაციებისადმი ადაპტაციის უნარის განვითარებაში, იმ პირობებში, როდესაც გარე მოვლენების მიმართ ბიოლოგიურად წინასწარ განსაზღვრული პასუხები არ არსებობს.
თუ ადაპტაცია ორიენტაციის ძიებაა, მაშინ ადაპტაციის პროცესი ასიმილაციისა და შეგუების ჭიდილის ნაწილია. ამასთანავე, აუცილებელია მყარი სტრუქტურების და ქცევის ნორმების განვითარება, რომელთა განზოგადება და სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენებაც შესაძლებელი იქნება. როგორც ჰოფსტედმა აღნიშნა, ასიმილაციის პროცესში კულტურა გონების იარაღია. ეს იარაღი გარესამყაროდან მოწოდებული ინფორმაციის გადასამუშავებლად გამოიყენება. დემორგონი და მოლცი აკრიტიკებენ იმ მოსაზრებას, რომ კულტურა გონების იარაღია, რომელიც ადამიანში პროგრამის სახით, ახალგაზრულ ასაკში იწერება. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვერ შევძლებდით ახალ გარემოსთან შეგუებას ან ჩვენი ორიენტაციის შეცვლას. ადამიანებს ესაჭიროებათ ასიმილაციის უნარი გარემოსთან შეგუების და გადარჩენისთვის.
ამ მოსაზრების მიხედვით ნებისმიერი ქცევა წარმოადგენს როგორც ჩვეულ, შეძენილ და წარმატებულ ქმედებათა ნაზავს, ასევე ახალ სიტუაციასთან ადაპტირების პროცესს.
სხვადასხვა სიტუაციაში ჩვენ ყოველთვის ვდგავართ არჩევანის წინაშე. ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ სწრაფი რეაგირება მოვლენისადმი დეტალური ინფორმაციის გარეშე. მეორე მხრივ, შეგვიძლია ვიმოქმედოთ აუჩქარებლად, თუმცა, ვიყოთ მოვლენის შესახებ სრულად ინფორმირებული. ჩვენ შეგვიძლია ყურადღება გავამახვილოთ სიტუაციის მხოლოდ ერთ ასპექტზე ან გადავანაწილოთ ყურადღება ჩვენს გარშემო მომდინარე სხვადასხვა მოვლენაზე. ჩვენ შეგვიძლია დავამყაროთ ღია კომუნიკაცია (სიღრმისეული ახსნა-განმარტებებით) ანფარული (ბევრი სიმბოლოს გამოყენებით). თუ სიტუაცია გვთავაზობს ასობით ურთიერთსაპირისპირო შესაძლებლობას, მაშინ ჩვენ მუდმივად ვდგავართ არჩევანის წინაშე (იხილეთ მაგალითები: ნახაზი 3).,
მოცემული ურთიერთსაპირისპირო ადაპტორები წრფივის საპირისპირო პოლუსებზე უნდა წარმოვიდგინოთ (იხილეთ ნახაზი 4). მთლიანი წრფივი კი წარმოადგენს ქცევის სრულყოფილ პოტენციას. დემორგონი და მოლცი ამტკიცებენ, რომ კულტურული ორიენტაცია ამ პოტენციალის შემცირებას და მის შემცირებულ მარჟაზე მორგებას გულისხმობს. წარმოიდგინეთ, რომ წრფივზე მოთავსებული წერტილები დანომრილია 0-დან 10-მდე (სადაც 0 ერთი უკიდურესობაა და 10 მეორე). კულტურული ორიენტაცია ადგენს სათანადო ქცევას კონკრეტულ წერტილში, მაგალითად, მე- 3 წერტილში. ჩვენ, როგორც კულტურის განმასახიერებლები, ვიღებთ სასტარტო წერტილს და ვირჩევთ ყველაზე შესაფერის ქცევას სიტუაციის მიხედვით. ჩვეულებრივ, ჩვენი არჩევანი ამა თუ იმ ქმედების შესახებ, მე-2 და მე-4 წერტილებს შორის ჩერდება.
მოდით, განვიხილოთ კომუნიკაციის მაგალითი. დავუშვათ, რომ თქვენს კულტურაში ადამიანები ფარულად ამყარებენ კომუნიკაციას (რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები კომუნიკაციის დროს, თავს არიდებენ დეტალურ ახსნას და ფარულად მიუთითებენ იმ კონტექსტზე, რაც ყველასთვის ცნობილია). ასეთ კულტურაში, საზოგადოდ მიღებული კომუნიკაციის სტილი ფარულია. მოსაუბრე ფარულ კომუნიკაციას საწყის წერტილად ირჩევს და ქცევის მარჟას აღნიშნული საწყისი წერტილიდან ავითარებს.
ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთ კონტექსტში მოსაუბრეს შეუძლია მეტ-ნაკლებად ფარული კომუნიკაცია დაამყაროს, ხოლო ღია კომუნიკაცია რეკომენდებული საერთოდ არ არის. შერჩეული მარჟის გაფართოება და ღია კომუნიკაციის დამყარება, მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა მოსაუბრე გამოცდის ფარული კომუნიკაციის წარუმატებლობას აღნიშნულ კონტექსტში.
კულტურა მოითხოვს ადაპტაციის პროცესში ორ უკიდურესობას შორის სათანადო გადაწყვეტილებების მიღებას. კულტურული ორიენტაცია კი გვთავაზობს, ადამიანთა ამა თუ იმ ჯგუფთან ურთიერთობისას, წარმატებულ ქცევის კატეგორიებს.
შესაფერისი ქცევის კატეგორიების გარშემო დადგენილი მარჟა, სიტუაციასთან დაპტაციის შესაბამისად, იტევს ცვალებადობას. დადგენილი მარჟის მიღმა არსებული ქცევა, მოცემულ კონტექსტში, მიუღებელი, არანორმალური და არასწორია.
კულტურა ცვალებადია: როდესაც მისაღები ქცევის კატეგორიები მრავალფეროვანი ხდება და მათი ორიენტაცია წრფივზე ერთი მიმართულებით იზრდება ანუ ადამიანები აღნიშნულ კულტურაში ერთი მიმართულებით ვითარდებიან, ქცევის კატეგორიების საწყისი წერტილიც ამ მიმართულებით გადაადგილდება.
ამ მოდელის თანახმად, კულტურა ერის წარმომავლობასთან არ არის კავშირში. იგი ადამიანების ჯგუფების ორიენტაციის დამახასიათებელია. კულტურული ორიენტაცია განისაზღვრება ოჯახის, მეგობრების, მშობლიური ენის, საცხოვრებელი ადგილის, თანატოლების და კოლეგების მიერ. ამ მოსაზრების მიხედვით, ერთი და იგივე ჯგუფი შეიძლება ერთსა და იმავე კულტურას ან კულტურულ ორიენტაციას იზიარებდეს. ადამიანები, ძირითადად, იზიარებდნენ ქცევის დადგენილ ნორმებს, თუმცა, კონკრეტულიKკონტექსტიდან გამომდინარე, შესაძლებელია აღნიშნულ ნორმებში ცვლილებების შეტანა. მაგალითად, სამუშაო გარემოში თქვენ უფრო მეტად ღია კომუნიკაციას ამყარებთ, ხოლო სახლში ფარულს. თუ ოჯახსა და სამსახურს ბევრი საერთო რამ აკავშირებთ, მაშინ თქვენი კომუნიკაციის სტილი სახლსა და სამსახურში მსგავსი იქნება და ზოგიერთ შემთხვევაში გადაკვეთს ერთმანეთს.
კულტურათშორისი სწავლების დროს, ტრეინინგის მონაწილეები აცნობიერებენ საკუთარ კულტურულ ორიენტაციას და მას სხვა სტანდარტებს ადარებენ. ორმაგი კულტურული ორიენტაციის შემთხვევაში, ადამიანები აფართოებენ ქცევის ნორმებს ისე, რომ ორ სხვადასხვა კულტურაში დადგენილი სტანდარტები გაიაზრონ. სხვადასხვა სიტუაციაში ასეთ ადამიანებს დიდი არჩევანი აქვთ. რაც უფრო მეტია შესაძლებლობები, მით უფრო დიდია ადაპტაციის დაშეგუების ალბათობა. მეორე მხრივ, შესაძლებლობების სიმრავლე მეტ დაუცველობას უკავშირდება: მეტი შესაძლებლობები ნაკლებ სტაბილურ გარემოს ქმნის.
სხვადასხვა კულტურას შორის მედიატორის როლი იმ ადამიანებს ეკისრებათ, რომელთაც ორივე კულტურის ნორმები აქვთ შეთვისებული და შესაბამისად, ორი სხვადასხვა მხარის ქცევის ნორმებს შორის საერთო წერტილებს აღმოაჩენენ.
დემორგონი და მოლცის შეხედულება ბევრის ყურადღებას იზიდავს, რადგან ისინი, კულტურის თეორიის სფეროში, ახალ მიმართულებებს გვთავაზობენ. მეორე მხრივ, მათი მოდელი წმინდად თეორიულია და შეზღუდული რაოდენობის ემპირიული კვლევის შესაძლებლობას იძლევა. რამდენად ასახავს ეს მოდელი სინამდვილეს? ამ მოდელის საუკეთესო გამოცდა კულტურათშორისი ურთიერთობების პრაქტიკაში გამოყენება იქნება.
თეორიის მნიშვნელობა ახალგაზრდულ საკითხებზე მუშაობისთვის
დემორგონი და მოლცის კულტურის თეორია შესაძლოა დაგვეხმაროს კულტურის სიღრმისეულ ანალიზში, მისი საჭიროების და ფუნქციის გააზრებაში. დემორგონი და მოლცის მოდელი კულტურას ადამიანთა ჯგუფებს უკავშირებს და არა ერებს.
ახალგაზრდულ საკითხებზე მუშაობისას, აღნიშნული მოდელი კომპლექსური ეკითხვების განსახილველად და სიღრმისეული ანალიზის გასაკეთებლად ამოიყენება.
სინამდვილეში, მოდელი გვთავაზობს კულტურათშორისი სწავლების სპეციფიკურ გაგებას: საკუთარი თავის შეცნობას, სხვადასხვაგვარი ქცევის შესაძლებლობების გააზრებას, სხვადასხვა სირთულესთან გამკლავების გზებს. სწავლების პროცესი რეალურ გამოცდილებას უკავშირდება; სწავლების პროცესი სირთულეებით სავსეა, რადგან ის ადამიანური არსებობის ძირეულ ელემენტს, კულტურულ ორიენტაციას, უკავშირდება.
![]() |
4.5 2.5 კულტურათშორისი სწავლების ანალიზი |
▲ზევით დაბრუნება |
მილტონ ჯ. ბენეტის ინტერკულტურული ურთიერთპატივისცემის განვითარების მოდელი
ბენეტი (1993) ინტერკულტურული ურთიერთგაგების უნარს განსაზღვრავს პიროვნული ზრდის საფეხურების ანალიზის საშუალებით. განვითარების მისეული მოდელი ითვალისწინებს განვითარების უწყვეტ პროცესს. აღნიშნულ პროცესში თანდათანობით იზრდება ცოდნა კულტურული სხვაობების შესახებ, ნთნოცენტრული მიდგომა, გარკვეული საფეხურების გავლის შემდეგ, იცვლება ეთნორელატივისტური მიდგომით, რაც განსხვავებების აღქმის და მათი პატივისცემის უნარის შეძენას გულისხმობს.
ნახაზი 5:-----ინტერკულტურული ურთიერთპატივისცემის ----------------უნარის განვითარების მოდელი
|
|
ეთნოცენტრიზმის საფეხურები |
ეთნორელატივიზმის საფეხურები |
უარყოფა |
4. მიღება |
2. თავდაცვა |
5. ადაპტაცია |
3. მინიმიზაცია |
6. ინტეგრაცია |
წყარო: ციტირებულია ფეიჯ რ. მაიკლის (1993) სწავლებანი კულტურათაშორისი გამოცდილებისათვის, გვ. 29. იარმაუთი: ინტერკულტურული პრესა, ერთ-ერთი თავი ილტონ ჯ. ბენეტის წიგნიდან „ეთნორელატივიზმისკენ: ინტერკულტურული ურთიერთპატივისცემის განვითარების მოდელი“ |
ბენეტის მოდელის საფუძვლები განსხვავებების გარჩევის, მათი პატივისცემის და მათთან შეგუების უნარს ეხება. „განსხვავებების გარჩევა“, თავის მხრივ, ორ ფენომენთან არის კავშირში: პირველი - ადამიანები ხედავენ ერთსა და იმავე მოვლენას სხვადასხვანაირად და მეორე - „კულტურები ერთმანეთისგან სისტემურად განსხვავდება მსოფლმხედველობის თვალსაზრისით“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამა თუ იმ კულტურისთვის დამახასიათებელი სისტემური მსოფლმხედველობა რეალობის, გარემოს ხედვას განსაზღვრავს. რეალობის აღქმა ან მსოფლმხედველობა განსხვავებულია სხვადასხვა კულტურაში. აქედან გამომდინარე, ინტერკულტურული ურთიერთპატივისცემის უნარის განვითარებისთვის გადამწყვეტ როლს თამაშობს კულტურებს შორის მსოფლმხედველობის ფუნდამენტალური სხვაობების გააზრება და გაცნობიერება.
ეთნოცენტრიზმის საფეხურები
ბენეტის აზრით, ეთნოცენტრიზმთან გვაქვს საქმე თუ ინდივიდებს სწამთ, რომ მათი ხედვა ობიექტური რეალობაა. ეთნოცენტრული მსოფლმხედველობის ძირითადი სიმპტომი უარყოფაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი არ აღიარებს განსხვავებებს, სხვა ადამიანის ხედვას. უარყოფის მიზეზი შესაძლოა იყოს იზოლაცია, განსხვავებულ კულტურასთან შეხების მინიმალური შანსი ან ასეთი შესაძლებლობის არარსებობა. უარყოფის სიმპტომი ასევე შესაძლოა განცალკევების (სეპარატიზმის) შედეგი იყოს. ამ შემთხვევაში ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფები გამიზნულად ქმნიან ბარიერებს განსხვავებული ხალხის ან კულტურების წინააღმდეგ რათა არ აღიარონ განსხვავებული კულტურა. განცალკევება, ცხადია, მოიცავს განსხვავებების შეცნობას რაღაც დოზით, რაც შემგომში ადმიანის ან ადამიანთა ჯგუფის განცალკევებაში გამოიხატება. რასობრივი სეგრაგაცია დღევანდელ მსოფლიოში სეგრეგაციის მკაფიო მაგალითია.
რეპრესირებული ჯგუფის წარმომადგენლები განიცდიან უარყოფის გრძნობას. განსხვავებული ხედვის ან ქცევის უარყოფა მხოლოდ მათი იდენტიფიკაციის შემდეგ არის შესაძლებელი. მეორე საფეხური ბენეტის თეორიაში არის თავდაცვა. კულტურულ სხვაობებში ზოგჯერ საფრთხეს ხედავენ, რადგან სხვაობები ადამიანის სუბიექტური ხედვის ან იდენტობის ალტერნატივას გვთავაზობს. თავდაცვის საფეხურზე, სხვაობები ხილვადია და გაცნობიერებული, თუმცა ისინი იდევნება.
კულტურული სხვაობების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ფორმაა დამცირება, რაშიც განსხვავბული მსოფლმხედველობის უარყოფითად შეფასება იგულისხმება. დამცირების მაგალითებია უარყოფითი სტერეოტიპების შექმნა და უკიდურეს შემთხვევაში რასისტული დამოკიდებულება. დამცირების შემადგენელი ნაწილი ქედმაღლობაა, რაშიც ამა თუ იმ კულტურისთვის დამახასიათებელი დადებითი თვისებების ხაზგასმა და შედარებით ნაკლებად ღირებული ტრადიციების მიჩქმალვა იგულისხმება. ზოგჯერ პრაქტიკაში ვხვდებით კულტურულ სხვაობებთან ბრძოლის მესამე სტრატეგიასაც, რომელსაც ბენეტი „უკუქცევას“ უწოდებს. უკუქცევა გულისხმობს ერთი კულტურის მიერ მეორე კულტურის უპირატესობის აღიარებას და საკუთარი კულტურული ტრადიციების დაუფასებლობას. აღნიშნული სტრატეგია, ერთი შეხედვით, მტკივნეულად შეიძლება ჟღერდეს, თუმცა, მისი რეალური გამოხატულება ეთნოცენტრიზმის ერთი ტიპის აქცენტის მეორეთი ჩანაცვლებაა.
ეთნოცენტრიზმის ბოლო საფეხურს ბენეტი მინიმიზაციას უწოდებს. ამ შემთხვევაში, კულტურულ სხვაობებს აღიარებენ, არ დევნიან დამცირებით და უპირატესობის გრძნობის გამოხატვით, თუმცა, ცდილობენ მათი მნიშვნელობის მინიმიზაციას; მეტი აქცენტი კეთდება მსგავსებებზე, ვიდრე სხვაობებზე. ბენეტი აღნიშნავს, რომ ბევრი ორგანიზაცია მინიმიზაციას ინტერკულტურული განვითარების ბოლო საფეხურად აღიქვამს და ხელს უწყობს საერთო ფასეულობებს და გამოცდილების განვითარებას. აღნიშნული მიდგომის საფუძველს ფიზიკური უნივერსალიზმი წარმოადგენს, რაც ადამიანებს შორის ბიოლოგიურ მსგავსებას გულისხმობს. ჩვენ ყველა ვიბადებით, ვიზრდებით, ვბერდებით და ვკვდებით. თუკი კულტურა ბიოლოგიური საწყისის გაგრძელებაა, მისი მნიშვნელობა მინიმიზაციას განიცდის.
ეთნორელატივიზმის საფეხურები
„ეთნორელატივიზმის ძირითადი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ერთი კულტურის აღქმა შეუძლებელია მეორე კულტურასთან შეუდარებლად და რომ კონკრეტული ქცევა შეიძლება გაგებულ იქნას კულტურულ კონტექსტში“. ეთნორელატივიზმის საფეხურებზე კულტურული სხვაობები საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა, გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. კულტურული სხვაობების გააზრებისას, უმჯობესია ახალი კატეგორიების ჩამოყალიბება, ვიდრე ძველ კატეგორიებზე დაყრდნობა.
ეთნორელატივიზმის წინაპირობაა კულტურული სხვაობების აღიარება. ეს პროცესი კი პირველ რიგში, კულტურებს შორის არსებული განსხვავებული ვერბალური და არავერბალური ქმედების აღიარება ხდება. შემდეგ ეტაპზე, აღნიშნული პროცესი განსხვავებული მსოფლმხედველობის და ფასეულობების აღიარებით გრძელდება. მეორე ეტაპზე, ადამიანს შეცნობილი აქვს საკუთარი ხედვა და ფასეულობები, რომლებიც კულტურაში გავრცელებული ნორმებითაა განპირობებული. ფასეულობების ჩამოყალიბება მუდმივი პროცესია, ხოლო ადამიანები საკუთარ კულტურულ ფასეულობებს სხვა კულტურებთან ურთიერთობის ორგანიზებისთვის იყენებენ. ის ფასეულობებიც კი, რომლებიც ერთი კულტურის უპირატესობას გულისხმობს, მეორესთან შედარებით, გარკვეულ ფუნქციას კისრულობს კულტურათა შორის ურთიერთობის ორგანიზებისას.
კულტურული სხვაობების აღიარების შემდგომი საფეხურია ადაპტაცია. ადაპტაცია ასიმილაციისგან მკვეთრად განსხვავებული ცნებაა. ასიმილაციის დროს საკუთარი ფასეულობები, მსოფლმხედველობა, ქცევის და კულტურული იდენტობა იკარგება. ადაპტაცია კი ახლის შეძენას გულისხმობს. ადამიანი, სხვა კულტურასთან ადაპტაციის დროს, ისეთ ქცევის ნორმებს ითვისებს, რომლებიც მისაღებია სხვა კულტურისთვის. ამავე დროს, ვითარდება კომუნიკაციის ახალი სტილი. კულტურა განვითარებადი, მოძრავი მოვლენაა და არა სტატიკური.
ადაპტაციის პროცესის შემადგენელი ნაწილია სიმპათიის გაჩენა სხვა კულტურის მიმართ. ადაპტაციის პროცესი გულისხმობს სხვა კულტურის წარმომადგენლის შეხედულებების გააზრებას და გაზიარებას.
ეთნორელატივიზმის შემდგომი საფეხურია პლურალიზმი. პლურალიზმის საფეხურზე სხვა კულტურების აღიარება და მიღება იმდენად მრავალმხრივია, რომ ადამიანი სხვადასხვა კულტურის ნორმებს ითავისებს. სხვა კულტურის ჩარჩოებში შეღწევა, როგორც წესი, აღნიშნულ კულტურულ კონტექსტში დიდი ხნით ყოფნის შემდეგ ხდება. პლურალიზმის საფეხურზე განსხვავებები ჩვეულებრივი მოვლენა ხდება; ადამიანები განსხვავებულ კულტურულ შტრიხებს სხვადასხვა კულტურებიდან ითვისებენ.
ბენეტის თეორიის ბოლო საფეხურია ინტეგრაცია. თუკი ადაპტაციის საფეხური გულისხმობს ადამიანის მიერ სხვადასხვა კულტურული შტრიხების ათვისებას, ინტეგრაციის საფეხურისთვის დამახასიათებელია სხვადასხვა კულტურული შტრიხების გაერთიანება საწყისი კულტურულ ნორმებში ცვლილებების შეუტანლად. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროცესი მარტივი სულაც არ არის, რადგან განსხვავებული შეხედულებების მშვიდობიანი თანაცხოვრება რთულად მისაღწევი მიზანია. ინტეგრაციის პროცესი, მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე, ადამიანის იდენტობის მუდმივ გადაფასებას მოითხოვს. ინტეგრაციის პროცესი ზოგჯერ იმითაც შეიძლება დამთავრდეს, რომ ადამიანმა ვერც ერთ კულტურას ვერ მიაკუთვნოს თავი და მუდმივად ინტეგრირებულ „აუთსაიდერად“ დარჩეს.
კონტექსტუალური შეფასება, ინტეგრაციის პირველ საფეხურზე, სხვადასხვა სიტუაციის და შეხედულების შეფასებას განსხვავებული კულტურული პოზიციიდან მოითხოვს. სხვა დანარჩენ საფეხურზე, გამიზნულად ხდება შეფასებების თავიდან აცილება, რათა შესაძლებელი გახდეს ეთნოცენტრული შეხედულებების დაძლევა. კონტექსტუალური შეფასების სტადიაში ადამიანებს შეუძლიათ სხვადასხვა კულტურულ კონტექსტში გადაადგილება გარემოებებიდან გამომდინარე. შეფასება შედარებით ხასიათს ატარებს. ბენეტს, თავისი თეორიის განხილვისას, მაგალითად, მოჰყავს ინტერკულტურული არჩევანი: „მისაღებია თუ არა პირდაპირ მივუთითოთ ჩვენს ან სხვა ადმიანის მიერ დაშვებულ შეცდომაზე? ამერიკულ კულტურაში მისაღებია, ხოლო იაპონურში არა. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, იაპონურ კონტექსტშიც უმჯობესია ამერიკული სტილის გამოყენება ან პირიქით, სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარე. ორივე სტილის გამოყენების უნარი ადაპტაციის საფეხურის ნაწილია, ხოლო არჩევანის გაკეთებისას, კულტურული კონტექსტის და შესაძლებლობების გათვალისწინება და ეთიკური გადაწყვეტილების მიღება კი ინტეგრაციის საფეხურის ნაწილი. ბენეტის თეორიის ბოლო საფეხური, კონსტრუქციული მარგინალიზმი, სრულყოფის წერტილია და არა სწავლის პროცესის დასასრული. აღნიშნული ცნება გულისხმობს სრულყოფილ თვითშეფასებას, კულტურული წარმომავლობის დაკარგვას და მუდმივ აუთსაიდერობას. მეორე მხრივ კი, აღნიშნული საფეხურის მიღწევა ადამიანს ჭეშმარიტი ინტერკულტურული ურთიერთობების და სხვადასხვა კულტურულ კონტექსტში ფუნქციონირების უნარს უყალიბებს. ბენეტის მოდელი კროსკულტურული ტრეინინგებისა და საორიენტაციო სემინარების დაგეგმვისთვის საუკეთესო საწყისი წერტილია. აღნიშნული მოდელი აღიარებს და ხაზს უსვამს კულტურული სხვაობების მნიშვნელობას კულტურათშორისი სწავლების პროცესში და წარმოგვიდგენს რამდენიმე (არაეფექტურ) სტრატეგიას კულტურათშორისი სხვაობების დასაძლევად. ბენეტი ამტკიცებს, რომ კულტურათშორისი სწავლება მუდმივად განვითარებადი პროცესია (აღნიშნული პროცესი განვლილი საფეხურებიდან კვლავ უკან დაბრუნების საშუალებასაც იძლევა). პროცესში შესაძლებელია ამა თუ იმ ადამიანის მიერ კულტურათშორის ურთიერთობებში მიღწეული საფეხურის განსაზღვრა. თუმცა მკითხველს, ალბათ, გაუჩნდება კითხვა იმის შესახებ, თუ რამდენად რეალურია, რომ კულტურათშორის სწავლების პროცესი მუდმივად აღნიშნული თანმიმდევრობით გახორციელდეს, სადაც ერთი საფეხური მეორეს აუცილებელი წინაპირობაა. იმ შემთხვევაში, თუ ბენეტის მიერ წარმოდგენილი საფეხურების თანმიმდევრობის მკაცრად დაცვა არ არის აუცილებელი, მაშინ აღნიშნული მოდელი კულტურათშორის ურთიერთობებში არსებით დაბრკოლებებს ამჟღავნებს და ინტერკულტურული სწავლების სასარგებლო სტრატეგიებს გვთავაზობს.
თეორიის მნიშვნელობა
ბენეტის მიერ აღწერილი საფეხურები სასარგებლო წყაროა ინტერკულტურული ტრეინინგების დაგეგმვისას, კატეგორიების, შინაარსის და მეთოდების დადგენისთვის. სამიზნე ჯგუფის მონაცემების გათვალისწინებით, არის თუ არა საჭირო განვიხილოთ კულტურული სხვაობები, თუ უმჯობესია პირდაპირ სხვაობების აღიარებაზე გავამახვილოთ ყურადღება? განვითარების თეორია საკმაოდ პრაქტიკული მიდგომაა და საჭიროებების ზუსტად დადგენას განაპირობებს. ბენეტი თავადვე წარმოგვიდგენს ტრეინინგების სხვადასხვა ფაზის მოსალოდნელ შედეგებს. საერთაშორისო ახალგაზრდულ ღინისძიებაში ბენეტი ბევრ პროცესს კონდენსირებულად აღწერს. მისი მოდელი პროცესების ანალიზში და მოვლენების მართვაში გვეხმარება.
და ბოლოს, განვითარებადი მოდელი მკაფიოდ გვიხსნის რა არის კულტურათშორისი სწავლების მიზანი - იმ საფეხურის მიღწევა, სადაც კულტურული სხვაობები ჩვეულებრივი მოვლენაა, კულტურული სხვაობები პიროვნების იდენტობის ნაწილია, და კულტურული მახასიათებლები სხვადასხვა კულტურებიდან მომდინარეობს.
![]() |
4.6 2.6 თეორიების შეჯამება |
▲ზევით დაბრუნება |
სწავლების, კულტურის და ინტერკულტურული გამოცდილების შესახებ სხვადასხვა თეორიების განხილვის შემდეგ ცხადი ხდება, რომ კულტურათშორისი სწავლება ხანგრძლივი პროცესია. კულტურათშორისი სწავლების პროცესი პირველ რიგში საკუთარი თავის კარგად შეცნობას მოითხოვს, ხოლო შემდეგ სხვის აღიარებას. აღნიშნულ პროცესს უამრავი სირთულე ახლავს, რადგან პიროვნებაში ღრმად გამჯდარ შეხედულებებს, სამყაროსა და ცხოვრებისადმი არსებით დამოკიდებულებებს ეხება. კულტურათშორის სწავლებაში, ჩვენთვის ყველაზე ბუნებრივი მოვლენები და აუცილებელი საჭიროებები კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. კულტურათშორისი სწავლება პიროვნებას სირთულეების წინაშე აყენებს, თუმცა, როგორც ბენეტი აღნიშნავს, ამასთანევე, სავსებით შესაძლებელია, რომ სწავლების პროცესი ადამიანის ცხოვრების სტილად, მისი პიროვნების განვითარების წყაროდ გადაიქცეს.
ბენეტის მოდელი ნაწილობრივ პოლიტიკურ ხასიათსაც ატარებს - სადაც კულტურათშორისი სწავლება ინდივიდუალური პროცესია, თუმცა, ის ადამიანთა თანაცხოვრებას, სხვადასხვა კულტურასთან ურთიერთობებს გვასწავლის. ამ კუთხით დანახული კულტურათშორისი სწავლება ხალხთან მშვიდობიანი თანაცხოვრების საწყისი წერტილია.
![]() |
4.7 2.7 ინტერკულტურული განათლება |
▲ზევით დაბრუნება |
მარია დე ჯესუს ცასცაო გუედესი
მიუხედავად იმისა, რომ სახელმძღვანელოს ძირითადი სამიზნე სკოლის გარეთ დაგეგმილი ტრეინინგებია, წინამდებარე თავი ეხება ინტერკულტურულ სწავლებას სკოლაში. აღნიშნული თავის შეტანა ამ სახელმძღვანელოში განაპირობა იმ ფაქტმა, რომ სკოლას შეუძლია უდიდესი როლი ითამაშოს ინტერკულტურული საზოგადოების ჩამოყალიბებაში. ცხადია, ბევრი რამ შეიძლება შევიძინოთ და ვისწავლოთ ფორმალური განათლების მესვეურებისგან.
წარსულში, ადამიანის სოციალური სტატუსის მიუხედავად, განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო. ლოზუნგი, განათლება ყველასთვის, მიზნად ისახავდა სამართლიანობის დამყარებას, სოციალური სხვაობების შემცირებას და სოციალურ ინტეგრაციას. დღეისთვის, ჩვენი საზოგადოების მთავარი თავსატეხი კი ისაა, თუ როგორ გავართვათ თავი სხვაობებს. როგორ ვაღიაროთ და დავუჭიროთ მხარი კულტურულ სხვაობებს და ამავდროულად ხელი შევუწყოთ ჭეშმარიტ კულტურულ ინტეგრაციას ჯერ სკოლებში და შემდეგ საზოგადოებაში.
ინტერკულტურული პრინციპები მოითხოვს კულტურული სხვაობების აღიარებას, მათ პატივისცემას, ტოლერანტობას, სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებისთვის თანაბარი შესაძლებლობების მიცემას, დისკრიმინაციის აღმოფხვრას. სხვადასხვა კულტურულ იდენტობებს შორის კომუნიკაცია შესაძლოა პარადოქსული აღმოჩნდეს, რადგან კულტურათშორისი ურთიერთობა გულისხმობს იმის აღიარებას, რომ სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები გვანან ერთმანეთს და განსხვავდებიან კიდეც ერთმანეთისგან. ამ კონტექსტში, ოულეტის (1991) თანახმად, ინტერკულტურული სწავლება ხელს უწყობს:
▪ კულტურების უკეთ შეცნობას თანამედროვე საზოგადოებაში;
▪ სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებს შორის კომუნიკაციის დიდ შესაძლებლობებს;
▪ ღია დამოკიდებულებას კულტურული მრავალფეროვნებისადმი;
▪ სოციალურ ურთიერთობებში მონაწილეობის უკეთეს შესაძლებლობებს, კაცობრიობის საერთო მემკვიდრეობის აღიარებას.
ინტერკულტურული სწავლების მთავარი მიზანია მოსწავლეებს და მათ გარშემო მყოფ ადამიანებს შორის კომუნიკაციის და ურთიერთობების ხელშეწყობა. გუერას (1993) აზრით, ინტერკულტურული სწავლების არსებითი პრინციპებია:
▪ პლურალიზმის ცნების სწავლება ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში (მიუხედავად იმისა, სწავლობენ თუ არა აღნიშნულ დაწესებულებაში უმცირესობები)
▪ უმცირესობების მიერ საკუთარი კულტურული შტრიხების შენარჩუნება;
▪ ყველა კულტურის თანაბრად დაფასება;
▪ წარმატების მისაღწევად უმრავლესობის და უმცირესობებისთვის მხარდაჭერის იდენტურად უზრუნველყოფა.
აუცილებლად არის გასათვალისწინებელი ის, რომ ინტერკულტურული სწავლების დაგეგმვისა და განხორციელებისას არსებობს გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი მიკერძოების საშიშროება. ლადმირალი და ლიპიანსკი (1989) მასწავლებლებს ურჩევს, აღნიშნული საშიშროების გამორიცხვის მიზნით თავი აარიდონ:
1) მოსწავლეების კულტურულ თავისებურებებზე დაყრდნობით განზოგადების გაკეთებას;
2) კონფლიქტების კულტურულ ჭრილში განხილვას, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორების გაუთვალისწინებლობას, კონფლიქტური საქციელის ან დევიაციური ქცევის დროს.
მასწავლებლებს ყოველთვის უნდა ახსოვდეთ, რომ საგანმანათლებლო საქმიანობა საკმაოდ ღრმა, რთული და ბევრი მნიშვნელოვანი წვრილმანის შემცველი პროცესია, სადაც უდიდეს როლს თამაშობს როგორც მოსწავლის შეხედულებები, ასევე მასწავლებლის პიროვნება და გარემო პირობები.
პედაგოგები ვალდებული არიან ანალიზი გაუკეთონ საკუთარ კულტურულ იდენტობას და პიროვნულ ნიშან-თვისებებს, რათა მომზადებული იყვნენ სწავლების პროცესში მოსწავლეებთან ურთიერთობისთვის. ჱუფსი (ციტირებული ოულეტისგან -1991) მასწავლებლებს ურჩევს განივითარონ საკუთარი აზროვნების მოდელის და კომუნიკაციის სტილის ანალიზის უნარი და განიმტკიცონ მოსმენის უნარ-ჩვევები. (ამ უკანასკნელი რჩევის განხორციელება სავსებით შესაძლებელია თუ აქცენტს აქტიური მოსმენის უნარ-ჩვევებზე გავაკეთებთ). ამასთანავე, აუცილებელია მასწავლებელს კარგად ესმოდეს საკუთარი კულტურის თავისებურებები და მორალური პრინციპების, ფასეულობების და რწმენის საფუძვლები.
ინტერკულტურული სწავლების ამოსავალი წერტილია „სხვა“. ინტერკულტურული სწავლება მუდმივად ეჭვის ქვეშ აყენებს სტერეოტიპებს და ხელს უწყობს სიახლის, უცხოს და შეუცნობლის მიმართ ღია დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობის პროცესში მუდმივად ახალ აღმოჩენებს აკეთებენ, ურთიერთობის პროცესში ხდება ადამიანის პიროვნული, სოციალური და გლობალური თვითრეალიზება. საგანმანათლებლო სფერო მიზნად ისახავს მოსწავლეების გაძლიერებას, რათა გაიზარდოს ახალგაზრდების შესაძლებლობები საზოგადოებრივი ფუნქციების შესასრულებლად.
ეფექტური ინტერკულტურული განათლებისთვის საკმარისია არ არის ამ ტერმინის განსაზღვრა და სკოლის ვალდებულებების ჩამოყალიბება კანონმდებლობაში. ყველაზე მთავარი ის არის, რომ რეალურად განხორციელდეს ინტერკულტურული სწავლების პროცესი, განვითარდეს მასწავლებელთა ტრეინინგები აღნიშნულ სფეროში და საბოლოოდ, საზოგადოებაში მოხდეს გაცნობიერებული ცვლილება. აღნიშნული პროცესი, ფაქტობრივად გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს, რადგან მრავალკულტურულ საზოგადოებაში ადამიანებს უნდა შეეძლოთ ერთმანეთის მხარდაჭერა. ცნობილი ფრანგი პოლიტიკოსი ედგარ ფორი (1908-1988) გვახსენებს, რომ „სწავლება ნიშნავს ადამიანს დაეხმარო ისწავლოს ცხოვრება“. ჩვენ, მასწავლებლები, მუდმივი განვითარების პროცესში უნდა ვიყოთ, რათა შესაბამისად ჩვენი ცოდნის დიაპაზონი გაიზარდოს. მასწავლებლებს მოეთხოვებათ მეტად გააქტიურდნენ დამოუკიდებელი კვლევისა და სწავლის სფეროში. მასწავლებლების ხელშია ახალგაზრდა თაობების აწმყო და მომავალი და მასწავლებლებსვე ევალებათ ცვლილებების ინიცირება.
სკოლებს, დღეს, ორმაგი ფუნქცია აქვთ - საგანმანათლებლო და მოსამზადებელი. ყოველი მოსწავლე სკოლაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს განვითარების თანაბარი შესაძლებლობებით და ამასთანავე, ყოველი მოსწავლის კულტურული შტრიხები ყველასთვის მისაღები უნდა იყოს. ზოგიერთი სამაგანმანათლებლო რეფორმა სწავლების ინდუქციურ მეთოდს ემყარება. რეფორმა, პირველ რიგში, მოსწავლეთა ინტერესებს ითვალისწინებს. რეფორმის მიზანია, რეალური გამოცდილების გამოყენება კულტურული სხვაობების მიმართ, პატივისცემის და ინტერკულტურული ცნობიერების გასამყარებლად. მასწავლებელი, როგორც ცვლილებების მთავარი ინიციატორი, ვალდებულია მოსწავლეები უზრუნველყოს ღია სასწავლო გარემოთი და ხელი შეუწყოს ყველა კულტურის მონაწილეობას დემოკრატიული პრინციპების დაცვით. მაშასადამე, ინტერკულტურული განათლება ყველა სკოლის მიზანს უნდა წარმოადგენდეს დღევანდელ საზოგადოებაში. თუკი ამ მიმართულებას არ ავირჩევთ, მაშინ სეგრეგაციის და ელიტიზმის საშიშროების წინაშე დავდგებით!
თუ საგანმანათლებლო საქმიანობით ადამიანებს დავანახებთ კულტურულ სხვაობებს და მსგავსებებს, ამავდროულად თუ დავარწმუნებთ, რომ ყველა კულტურას აქვს განვითარების უფლება, შედეგად მივიღებთ მოქალაქეთა აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ საქმიანობაში. საგანმანათლებლო სისტემაში გამორიცხული უნდა იყოს სეგრეგაცია და მაქსიმალურად უნდა განვითარდეს ახალი, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ცნობიერება. ინტერკულტურული განათლება საგანმანათლებლო სისტემის და მთელი საზოგადოების ნაწილი უნდა გახდეს, თუკი ჩვენს ინტერესებში შედის ყოველი ადამიანის შესაძლებლობების რეალიზება. და ვინ იცის, იქნებ მომავალში ტრნასკულტურული განათლების საკითხიც კი დადგეს.
![]() |
5 3. ინტერკულტურული სწავლების ჩარჩო-პროექტი საგანმანათლებლო სისტემაში |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
5.1 3.1 ძირითადი მოსაზრებანი |
▲ზევით დაბრუნება |
კლაუდია შაჰინგერი და მარკ ტეილორი
კულტურათშორის სწავლებაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ სირთულეს „ინტერკულტურული განათლების“ დამოუკიდებელი დისციპლინის არარსებობა წარმოადგენს. ერთი მხრივ, ეს სირთულე საინტერესოა, რადგან ჩვენ მეტი თავისუფლება გვეძლევა სიახლეების დასანერგად.
მეთოდების ადაპტირება ან შექმნა საგანმანათლებლო ჩარჩო-პროექტის სახით უნდა გახორციელდეს. აღნიშნულ პროცესზე, სავარაუდოდ, გავლენას ვიქონიებთ ჩვენ, გარემო პირობები, ტრენერების გუნდი და მონაწილეები. ჩარჩო-პროექტის შექმნისას აუცილებელია განისაზღვროს რა არის (და რა არ არის) ინტერკულტურული განათლების ამოცანები. რეკომენდაციას გავუწევდით რამდენიმე მნიშვნელოვან და არსებით პრინციპს. ჩვენი რეკომენდაციები ეფუძნება დ მჭიდროდ უკავშირდება კულტურათშორისი სწავლების თეორიებს და კონცეფციებს. რეკომენდაციები განსაკუთრებით სასარგებლო სწავლების პროცესში იქნება.
ქვემოთ წარმოდგენილი რჩევების მიზანი ცოდნის ამაღლება, შეკითხვების დასმა და კონკრეტული მითითებების ჩამოყალიბებაა, შესაბამის საგანმანათლებლო მეთოდებთან დაკავშირებით...
თავდაჯერებულობა და პატივისცემა
თავდაჯერებულობის ამაღლება კულტურათშორისი სწავლების არსებითი ნაწილია და სწავლების პროცესში ორმხრივ ღიაობას განაპირობებს. აუცილებელია სწავლების პროცესში მონაწილე მხარეებმა კომფორტულად იგრძნონ თავი საკუთარი შეხედულებების, გრძნობების და დამოკიდებულების გაზიარებისას, რითაც საფუძველი უნდა ჩაეყაროს კულტურული სხვაობების მიღებას და გაცნობიერებას. ღია სასწავლო გარემოს შექმნის პროცესი დიდ მოთმინებას და სიფრთხილეს მოითხოვს და ერთმანეთის მოსმენას, თანაბარუფლებიანობას და პიროვნების თავდაჯერებულობის ამაღლებას გულისხმობს. სასწავლო გარემო ყველა მონაწილეს უნდა აძლევდეს საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალებას, უნდა უზრუნველყოფდეს ყველანაირი ნიჭის, გამოცდილების, მოსაზრების, საჭიროებების და მოლოდინების დაფასებას. როდესაც ადამიანები საკუთარ ფასეულობებზე, კულტურულ ნორმებზე და შეხედულებებზე საუბრობენ, ისინი, პირველ რიგში, მსმენელის კეთილგანწყობაში უნდა იყვნენ დარწმუნებული. ორმხრივი ნდობა ორმხრივ პატივისცემას და გულწრფელობას განაპირობებს.
პიროვნების გამოცდილება
კულტურათშორისი სწავლების საწყისი წერტილი ჩვენი საკუთარი კულტურა და გამოცდილებაა. კულტურათშორის ურთიერთობებში წარმოშობილი სირთულეები ყოველთვის ჩვენს კულტურულ ძირებს უკავშირდება. ჩვენ, ყველამ, გავიარეთ პირადი ცხოვრების გზა, რომელმაც ჩვენი დღევანდელი რეალობა განაპირობა. ჩვენ ვაგრძელებთ ცხოვრებას, ვიღებთ ცოდნას და ვიძენთ გამოცდილებას. ამდენად, ინტერკულტურული სწავლის პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება პიროვნების კულტურას, მის განვლილ გზას და მის გამოცდილებას. ადამიანს საკუთარი თავის შესაცნობად აუცილებლად სჭირდება სხვასთან ურთიერთობის გამოცდილება. შესაძლოა ადამიანი ურთიერთობებმა შეცვალოს კიდეც, თუმცა ძნელად თუ შეძლებს გარემოს შეცვლას. ამდენად, ინტერკულტურული სწავლების პროცესი ადამიანს აკისრებს პასუხისმგებლობას, სთავაზობს პოტენციალს და ადამიანის შესაძლებლობების გახორციელების საზღვრებს აწესებს.
კონსტრუირებული რეალობა
არაფერია ამ ქვეყნად აბსოლუტური. რეალობის აღქმის და გაანალიზების მრავალი გზა არსებობს. თეორია იმის შესახებ, რომ ყველა თავის სამყაროს ქმნის, ინტერკულტურული სწავლების პროცესის მთავარი შემადგენელი ნაწილია. კულტურული სხვაობების შესახებ არსებული თეორიების სხვადასხვა განზომილებები (იხ.: ჰოფსტედი და ჰოლი და ჰოლი) გვაჩვენებს, რომ ადამიანები სხვადასხვაგვარად აღიქვამენ რეალობას, ისეთი არსებითი განზომილებების ჩათვლით, როგორიცაა დრო და სივრცე. და მაინც, ჩვენ ყველა ერთ სამყაროში ვცხოვრობთ და ამ სამყაროში მიმდინარე მოვლენები ჩვენზე ახდენს ზეგავლენას. ამდენად, ინტერკულტურულმა სწავლებამ ხელი უნდა შეუწყოს ადამიანის პირად თავისუფლებას, ერთმანეთის გადაწყვეტილებების პატივისცემას, სხვისი მოსაზრების თანასწორუფლებიანობას და განსხვავებული მოსაზრებების შეჯერებას, ისევე როგორც ადამიანის პირადი პასუხისმგებლობის გაზრდას. თუმცა, სხვაობების არსებობა გარდაუვალია. ამიტომაც, ბენეტის მოდელი ინტერკულტურული ურთიერთობების და კულტურათა შორის პატივისცემის ბოლო ფაზაში სხვადასხვა მსოფლმხედველობის შეჯერების აუცილებლობას ხედავს.
დიალოგი სხვასთან
კულტურათშორის სწავლებაში ყველაზე მნიშვნელოვანია აღიარო „სხვა“. „სხვისი“ აღიარება დიალოგით იწყება. დიალოგის დაწყება პირველი წინ წადგმული ნაბიჯია. საკმაოდ რთულია აღიქვა საკუთარი თავი და შემდეგ სხვა, რომელიც შენგან განსხვავდება; მით უფრო ძნელია აღიქვა, ის რომ სხვა ადმიანის განსხვავებული შტრიხები განსაზღვრავს შენს ვინაობას. ადამიანებს შორის არსებული სხვაობები ერთმანეთს ავსებს და შესაბამისად, საკუთარი თავის აღმოსაჩენად აუცილებელია სხვისი შეცნობა. კულტურათშორისი გამოცდილება ბევრი სირთულის წინაშე გვაყენებს, სიახლეები შემოაქვს ჩვენს ცხოვრებაში და ჩვენი მხრიდან შემოქმედებით მიდგომას მოითხოვს. შესაბამისად, კულტურათშორისი სწავლების აუცილებელი ელემენტი ხდება საკუთარი თავის შეცნობა და შეცვლა. კულტურათშორისი სწავლება საშუალებას გვაძლევს გავეცნოთ სხვა ადამიანის შეხედულებებს, დავიხუროთ სხვა ადამიანის ქუდი და შევინარჩუნოთ საკუთარი „მე“. თუ ამ პროცესის მონაწილე გავხდებით, შესაძლებელია ვისწავლოთ ნამდვილი სოლიდარობა, ვირწმუნოთ გუნდური მუშაობის მნიშვნელობა. კულტურათშორისი სწავლება, ასევე, საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ და აღმოვაჩინოთ საკუთარი შესაძლებლობები.
შეკითხვები და ცვლილებები
კულტურათშორისი სწავლება მუდმივი ცვლილებებისგან შედგება (ისევე როგორც მსოფლიო იცვლება მუდმივად). კულტურათშორისი სწავლება პროცესზე ორიენტირებული ფენომენია. კულტურული თავისებურებების განხილვა, სტაგნაციასა და ცვლილებას შორის არსებული ჭიდილი, უსაფრთხოების გარანტიებისკენ და ძალთა ბალანსისკენ მისწრაფება მუდმივად იჩენს თავს. მსოფლიოში ჯერ კიდევ არსებობს ბევრი ღია კითხვა და, ალბათ, გაჩნდება ბევრი ახალიც. ამიტომ აუცილებელია გავაცნობიეროთ ის, რომ ყოველთვის ყველა შეკითხვაზე მზა პასუხი არ არსებობს; პასუხები მუდმივად უნდა ვეძებოთ და მზად ვიყოთ სიახლეების და ცვლილებების მისაღებად. ამ პროცესში აუცილებლად დაგვჭირდება თვითკრიტიკის უნარიც, რადგან ყოველთვის არ გვეცოდინება თუ საით მივყავართ ინტეგრაციის პროცესს. აღნიშნულ პროცესში სასურველია ცნობისმოყვარეობის გამოჩენა და ახალი შეხედულებების ჩამოყალიბება. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ასევე ისიც, რომ ახლის შექმნა ლოგიკურად გულისხმობს ძველის განადგურებას -ძველი იდეების, რწმენის, ტრადიციების... ახლის ჩამოყალიბების პროცესში ძველის დამსხვრევა და გაქრობა გარდაუვალია. ჩვენ, ტრენერებს, ამ პროცესის ეფექტური და ფრთხილი მართვა გვევალება.
სრულყოფილი ჩართულობა
კულტურათშორის სწავლებაში ჩართული უნდა იყოს სწავლის ყველა სენსორი, ცოდნა, ემოციები და საქციელი. კულტურათშორისი სწავლება ბევრ შეგრძნებას აღვივებს; შესაძლოა დაგვანახოს ჩვენსა და „სხვის“ აზროვნების მექანიზმებს შორის არსებული შეუთავსებლობა. ამ პროცესის კომპლექსურობის და მისი შედეგების გათვლა და გააზრება, ჩვენგან, საკმაოდ ბევრს მოითხოვს. ენა, როგორც კულტურის შემადგენელი ელემენტი, ინტერკულტურული კომუნიკაციის ცენტრალური ელემენტია და ამავე დროს, ხშირად გაუგებრობების წყაროდაც გვევლინება. ამიტომ კულტურათშორის ურთიერთობებში ენა კომუნიკაციის ინსტრუმენტის როლს უნდა ასრულებდეს და არა დომინირების საშუალებას, განსაკუთრებით როცა საქმე განსხვავებულ ენობრივ უნარ-ჩვევებთან გვაქვს. კომუნიკაციის ყველა დანარჩენი საშუალება -ჟესტებისა და მიმიკის ენა - ასევე პატივისცემას იმსახურებს. ვინაიდან ჩვენ სრულყოფილად ვართ ჩართული ინტერკულტურული სწავლების პროცესში, ჩვენ, ასევე, აქტიურად მოგვიწევს მიმდინარე მოვლენებში მონაწილეობის მიღება.
კონფლიქტის მოსალოდნელობა
თუკი ჩვენთვის ცხადია, რომ სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებს შესაძლოაჰქონდეთ დროის, სივრცის, სოციალური და პირადი ურთიერთობების განსხვავებული აღქმა, მაშინ მარტივი იქნება იმ დასკვნის გამოტანაც, რომ კულტურათშორის სწავლებაში კონფლიქტი გარდაუვალია. ამდენად, აუცილებელია კონფლიქტის მოსალოდნელობის განსაზღვრა და განხილვა. ამავე დროს, წინამდებარე სახელმძღვანელოში წარმოდგენილ თეორიულ მოდელებში უპირატესობა ენიჭება კულტურული სხვაობების განხილვას მათი ეტიკეტირების გარეშე. ამდენად, აღნიშნული მოდელების მიხედვით შესაძლებელია კონფლიქტის კონსტრუქციული ელემენტების და მოსალოდნელობის განსაზღვრა. ჩვენი მხრიდან კი, აუცილებელია კონფლიქტის მართვის უნარ-ჩვევების განვითარება და ამ პროცესში კულტურის ცნების კომპლექსურობის გათვალისწინება. პიროვნების მრავალმხრივი გამოხატულება და განსხვავებების ველორიზება რთული პროცესია. კულტურათშორისი სწავლება მოითხოვს ძიებას, გვაყენებს დაუცველ მდგომარეობაში და ამდენად, კონფლიქტურ ხასიათს ატარებს. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს, კულტურათშორისი სწავლების სრული პროცესის მხოლოდ ნაწილია, რომლის მეორე მხარეს კულტურული მრავალფეროვნების დადებითი მხარეები იმალება. კულტურული მრავალფეროვნება პრობლემების ახლებურად გადაჭრას, ურთიერთობის ახალ ფორმებს გვთავაზობს. ყველა კონფლიტის მოგვარება, ალბათ, შეუძლებელია, თუმცა, აუცილებელია ყველა კონფლიქტის გახმოვანება.
ფარდის მიღმა
კულტურათშორისი სწავლება საკმაოდ ღრმა პროცესებზე, დამოკიდებულების და ქცევის შეცვლაზეა ორიენტირებული. ეს იმას ნიშნავს, რომ კულტურათშორისი სწავლების პროცესი ჩვენი კულტურის და შინაგანი „მეს“ (იხ: აისბერგის მოდელი) უხილავ ძალებს და ელემენტებს უკავშირდება. აისბერგის მოდელის მიხედვით, კულტურის ძირითადი ელემენტები წყალქვეშაა მოქცეული და მათი მკაფიოდ გამოხატვა შეუძლებელია. ამ უხილავი ნაწილის აღმოჩენა, შესაბამისად, გარკვეულ რისკებთან და სირთულეებთან არის დაკავშირებული. ცხადია, ამ პროცესის გაძღოლა ადვილი საქმე არ არის. ერთი მხრივ, ჩვენ მეტი სიმამაცე გვჭირდება, რომ წინ წავიწიოთ და რისკებს გავუმკლავდეთ. მეორე მხრივ, ამ პროცესში მონაწილე ადამიანების საჭიროებებს და შესაძლებლობებს დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ და ამავე დროს პატივი ვცეთ მათ. ამ ორი მთავარი პრინციპის გათვალისწინება კი ყოველთვის მარტივი არ არის.
კომპლექსური საკითხი კომპლექსურ სამყაროში
ზემოთ წარმოდგენილი თეორიული მოდელები, აშკარად, მეტყველებენ კულტურათშორისი სწავლების კომპლექსურობაზე; თეორიების სისტემატიზაციასთან დაკავშირებულ სირთულეებზე. თუ ამ მოდელებს დღევანდელ საზოგადოებას მოვარგებთ, ცხადი ხდება, რომ უნდა ჩამოვაყალიბოთ ზუსტი და სრულყოფილი მიდგომა პრობლემების მაქსიმალურად უკეთ დასანახად. დღეს კულტურა ცდება ეროვნულ საზღვრებს და სხვადასხვა კულტურა ბევრ წერტილში იკვეთება. ასეთ პირობებში აუცილებელი ხდება სხვადასხვა პერსპექტივის, დამოკიდებულების და კონფლიქტების გათვალისწინება: წარსულის, აწმყოს და მომავლის გაანალიზება, ინდივიდისა და საზოგადოების წინააღმდეგობრივი საჭიროებების შედარება. ერთ-ერთი არსებითი საჭიროებაა დანაწევრებული გამოცდილების გაერთიანება. სხვადასხვა რეალობისა თუ ისტორიის, ფასეულობების, გამომწვევი მიზეზების თუ შედეგების გაუმარტივებლად წარმოდგენა, ნებისმიერი საგანმანათლებლო პროგრამისთვის, სირთულეს წარმოადგენს. კულტურათშორისი სწავლება, აუცილებლად, პატივისცემით უნდა მიუდგეს სხვადასხვა გამოცდილებას, ინტერპრეტაციას და ცოდნას, ხოლო შემდეგ გაითვალისწინოს ისინი მეთოდოლოგიაში გამოყენებული ენისა და ტერმინოლოგიის შესარჩევად.
![]() |
5.2 3.2 მეთოდის შერჩევა, შექმნა და ადაპტაცია |
▲ზევით დაბრუნება |
ყველა სიტუაცია განსხვავებულია. თუ თქვენ ამზადებთ ტრეინინგის კურსს, გაცვლით სემინარს, სამუშაო ბანაკს ან უბრალოდ სამუშაო შეხვედრას, წაიკითხეთ წინამდებარე სახელმძღვანელოში წარმოდგენილი მეთოდები და თქვენი სამიზნე ჯგუფის საჭიროებებიდან გამომდინარე - შეარჩიეთ და ადაპტირება გაუკეთეთ მათ. შექმენით ახალი, ინდივიდუალური პროგრამა. აქ წარმოდგენილი მეთოდები არც გენიოსების დაწერილია და არც ქვაზე ამოტვიფრული ჭეშმარიტებაა. ეს მეთოდები უბრალოდ შემოთავაზებასა და სასარგებლო გამოცდილების კრებულს წარმოადგენს. ამ მეთოდების გამოყენებისას, აუცილებელად გასათვალისწინებელია ადგილობრივი თავისებურებები, ტრეინინგში მონაწილეების ინტერესები, მათი გამოცდილება და ცოდნა. ქვემოთ ჩამოთვლილი კითხვები დაგეხმარებათ ახალი პროგრამის შექმნაში. ცხადია, კითხვების რაოდენობა აქ მოცემული ვარიანტებით არ შემოიფარგლება. სავსებით შესაძელებელია თქვენვე აღმოაჩინოთ უფრო აქტუალური შეკითხვებიც.
ა. მიზნები და ამოცანები
კონკრეტულად რისი მიღწევა გვსურს მოცემული მეთოდით, მოცემულ დროში და მოცემული პროგრამის სახით? მკაფიოდ არის თუ არა ჩვენი ამოცანები ჩამოყალიბებული და შესაბამისია თუ არა შერჩეული მეთოდი? პასუხობს თუ არა შერჩეული მეთოდი ჩვენს ზოგად მიზნებს? დაგვეხმარება თუ არა აღნიშნული მეთოდი შემდგომ განვითარებაში? რამდენად შეესაბამება მეთოდი ჩვენი მეთოდოლოგიის მთავარ პრინციპებს? არის თუ არა აღნიშნული მეთოდი კულტურათშორისი სწავლების კონკრეტული სიტუაციის შესაბამისი? გათვალისწინებულია თუ არა, შერჩეული მეთოდის გამოყენებისას, წინა მოვლენების დროს გამოვლენილი ყველა მოთხოვნა (მაგალითად: ჯგუფის დინამიკა, სასწავლო გარემო, ურთიერთობები, ცოდნა, ინფორმაცია, გამოცდილებები...)? რა კონკრეტულ საკითხებზე / თემებზე ვსაუბრობთ? რა სახის სირთულეებმა (და კონფლიქტებმა) შეიძლება იჩინოს თავი, რამდენად შეიძლება მათი წინასწარ გათვალისწინება და თავიდან აცილება? რამდენად არის შესაძლებელი აღიშნული მეთოდით კომპლექსური საკითხების განხილვა? რამდენად არის შესაძლებელი ამ მეთოდის ფარგლებში განვითარდეს ახალი პერსპექტივები და მოსაზრებები?
ბ. სამიზნე ჯგუფი
ვისთან ერთად და რა მიზნით ვავითარებთ და ვიყენებთ შერჩეულ მეთოდს? რა წინაპირობები არსებობს ჯგუფურ დინამიკასთან და ჯგუფში მონაწილე ინდივიდებთან დაკავშირებით? რა შედეგები და გავლენა ექნება მეთოდს მონაწილეთა ურთიერთობებზე და მოსაზრებებზე? ამართლებს თუ არა მეთოდი ჯგუფის (ინდივიდების) მოლოდინებს? რამდენად ამძაფრებს მეთოდი მონაწილეთა ინტერესს საკითხისადმი? რა საჭიროებები აქვს ჯგუფს ან ყოველ მონაწილეს და რა წვლილის შეტანის საშუალება აქვს ყოველ მათგანს მოცემულ სასწავლო გარემოში? იძლევა თუ არა მოცემული მეთოდი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების საშუალებას? უწყობს თუ არა ხელს შერჩეული მეთოდი არსებული პოტენციალის რეალიზებას? როგორი მიდგომა აქვს მეთოდს ჯგუფში არსებული მსგავსებების და განსხვავებების მიმართ? არის თუ არა ჯგუფში განსაკუთრებულად ყურადსაღები საჭიროებები (ასაკთან, სქესთან, ენობრივ უნარ-ჩვევებთან, შესაძლებლობებთან თუ დეფექტებთან დაკავშირებით...)? რამდენად არის შესაძლებელი ამ მეთოდის ფარგლებში განსაკუთრებული საჭიროებების დაკმაყოფილება? შეინიშნება თუ არა ჯგუფში რიამე წინააღმდეგობა ან განსაკუთრებული მგრძნობიარობა კონკრეტული საკითხისადმი (მაგალითად: უმცირესობების, გენდერის, რელიგიის საკითხებზე), ან არის თუ არა ისეთი ექსტრემალური განსხვავებები, რომლებიც გავლენას იქონიებს ჯგუფის დინამიკაზე? კულტურათშორისი სწავლების რა საფეხურზეა სამიზნე ჯგუფი? არის თუ არა შერჩეული მეთოდი ჯგუფის ზომასთან შესატყვისი?
გ. გარემო, სივრცე და დრო
რა გარემოში (კულტურული, სოციალური, პოლიტიკური, პიროვნული) ვიყენებთ მოცემულ მეთოდს? რა გავლენა აქვს მოცემულ მეთოდს გარემოზე და პირიქით, გარემოს მეთოდზე? რა თავისებურებებით (გამოცდილებით) გამოირჩევა ჯგუფის თითოეული მონაწილე? რა გარემო (ელემენტები, ნიმუშები) დომინირებს ჯგუფში და რატომ? არის თუ არა შერჩეული მეთოდი, ჯგუფის ატმოსფერო და კომუნიკაციის დონე ერთმანეთთან შესატყვისი? კულტურათშორისი სწავლების კონკრეტული კონტექსტი ხელს უწყობს თუ აბრკოლებს დინამიკას? როგორია სივრცის საერთო (და ინდივიდუალური) აღქმა? საკმარისია თუ არა „ჯგუფის საერთო სივრცე“ მეთოდის გასახორციელებლად? რამდენად უწყობს ხელს მეთოდი პოზიტიური გარემოს დამყარებას (ყველა მონაწილესთვის სათანადო კომფორტის შექმნას)? რა ადგილი უჭირავს მოცემულ მეთოდს სრულ პროგრამაში (რა აქტივობა უსწრებს წინ და რა მოსდევს ამ მეთოდს)? გამოვყავით თუ არა საკმარისი დრო შერჩეული მეთოდის ამოსაყენებლად და შესაფასებლად? შეესაბამება თუ არა მეთოდი პროგრამის სრულ ხანგრძლივობას? როგორ გავართმევთ თავს, მონაწილეების მხრიდან, დროის განსხვავებულ აღქმას?
დ. რესურსები / პროექტის ჩარჩო
როგორ შესაბამისობაშია მეთოდი არსებულ რესურსებთან (დრო, სივრცე, ოთახის სიდიდე, მონაწილეთა რაოდენობა, მასალები, მედია...)? გამოიყენება თუ არა რესურსები ეფექტურად? რა ორგანიზაციული საკითხების გათვალისწინება არის აუცილებელი? საჭიროა თუ არა მეთოდის გამარტივება? როგორ შეიძლება გავინაწილოთ პასუხისმგებლობები მეთოდის გამოყენებისას? ვფლობთ თუ არა საჭირო უნარ-ჩვევებს? რომელ (ინსტიტუციონალურ, ორგანიზაციულ...) ჩარჩოებში გამოვიყენებთ მეთოდს? რა მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინება და წინასწარი გათვლა არის საჭირო (მაგალითად, ორგანიზაციული კულტურა ან ინტერესები, ინსტიტუციონალური მიზნები...)? მონაწილეობენ თუ არა გარეშე აქტორები პროცესში (მაგალითად, ინსტიტუციონალური პარტნიორები, სხვა პირების შენობაში...)?
ე. წინა შეფასება
გამოგვიყენებია თუ არა მოცემული მეთოდი (ან მსგავსი) მანამდე? რა აღმოჩენები ან დასკვნები გავაკეთეთ მოცემული მეთოდის გამოყენების შემდეგ? გვაქვს თუ არა რაიმე დამატებითი ინფორმაცია ან გამოცდილება მეთოდის გამოყენებასთან დაკავშირდებით? რა გამოცდილების გამოყენება შეგვიძლია ამჟამად? არსებობს თუ არა მეთოდის და მისი შედეგების შეფასებები, როგორ შეიძლება ჩვენი ამოცანების ფარგლებში მიღწეული შედეგების გაზომვა? როგორ შევძლებთ მიმდინარე შედეგების და შეფასებების გამოყენებას მომავალში? რა ელემენტებია ინტეგრირებული მეთოდში აქტივობის საბოლოო შეფასებისას?
ვ. გამოცდილების გადაცემა
რამდენად არის შერჩეული მეთოდი დამყარებული (ან დაკავშირებული) თითოეული მონაწილის გამოცდილებაზე და ცოდნაზე? რამდენად სასარგებლოა მოცემული მეთოდი მონაწილის რეალურ გამოცდილებისთვის ან რა სახის ცვლილებების შეტანაა სასურველი? რამდენად არის მეთოდი ორიენტირებული მონაწილის ყოველდღიურ ცხოვრებაზე და შეძენილი უნარ-ჩვევების რეალურ ცხოვრებაში გამოყენებაზე? შეუწყობს თუ არა ხელს მეთოდის გამოყენების შემდგომ გამართული დისკუსია უნარ-ჩვევების რეალურ ცხოვრებაში გადატანას? რა ელემენტების ჩართვა შეუწყობს ხელს, მონაწილეების მხრიდან, შეძენილი უნარ-ჩვევების ეფექტურად გამოყენებას? როგორი სახით არის შესაძლებელი დამატებითი ელემენტების ჩართვა სასწავლო პროცესში?
ზ. ტრენერების ან ფასილიტატორების როლი
ფასილიტატორი ვალდებულია უზრუნველყოს ისეთი გარემო, სადაც მონაწილეები შეძლებენ საკუთარი აზრის გამოხატვას თავისუფლად და მაქსიმალურად ეფექტურად. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია გათვალისწინებული იქნას ზემოთ ჩამოთვლილი შეკითხვები და დეტალურად დაიგეგმოს პროგრამის ყველა კომპონენტი. რა როლი გვეკისრება ამ ჯგუფთან მიმართებაში? გვიცდია თუ არა წარმოსახვითი კადრების სახით წარმოგვედგინა დაგეგმილი პროგრამის თანმიმდევრობა? როგორია ჩვენი ზემოქმედება აღნიშნულ პროცესზე? რამდენად მზად ვართ მოულოდნელი შედეგების საპასუხოდ?
![]() |
6 4. მეთოდები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
6.1 4.1 გამამხნევებელი სავარჯიშოები |
▲ზევით დაბრუნება |
4.1.1 შესავალი
სამიზნე ჯგუფის თავისებურებებიდან გამომდინარე, გამამხნევებელი სავარჯიშოები სასარგებლო შეიძლება იყოს:
▪ ტონის შესარჩევად და სათანადო გარემოს შესაქმნელად;
▪ აქტივობის წინ ან მის განმავლობაში მონაწილეების გასააქტიურებლად;
▪ ახალი თემის მარტივად გაცნობის მიზნით.
პრაქტიკაში არსებობს უამრავი გამამხნევებელი სავარჯიშო. უმეტეს შემთხვევაში მონაწილეები დგებიან წრეზე, მღერიან სიმღერას ან აკეთებენ კონკრეტულ მოძრაობას.
ჩვენ შევარჩიეთ რამდენიმე გამამხნევებელი სავარჯიშო, რომლებიც ჩავთვალეთ, რომ კულტურათშორისი სწავლებისთვის სასარგებლო იქნებოდა, თუმცა, შესაძლებელია თქვენი შთაბეჭდილებები ქვემოთ აღწერილ გამამხნევებელ სავარჯიშოებზე სულ სხვაგვარი აღმოჩნდეს.
ყურადღება!
გახსოვდეთ, რომ ზოგჯერ გამამხნევებელი სავარჯიშოები ძალიან მოსწონთ (თვლიან, რომ სასიამოვნო გარემოს შესაქმნედად, ისინი აუცილებელია), ხოლო ზოგჯერ ვერ იტანენ მათ (რადგან თვლიან, რომ ისინი „სულელურია“).
4.1.2 „შეგიძლია დაინახო ის რასაც ვხედავ მე? შემიძლია დავინახო ის რასაც ხედავ შენ?“
ყველა ადამიანს განსხვავებული ხედვა აქვს. მონაწილეებს დაავალეთ, დააკვირდნენ შეხვედრის ოთახს. ყოველი მონაწილე ირჩევს ხედს, რომელიც განსაკუთრებით მოსწონს და შემდეგ წარმოუდგენს მას სხვა მონაწილეებს. ასეთი სახის გამამხნევებელი სავარჯიშო ხელს უწყობს ადამიანებს შორის დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, ამასთანავე, გუნდს და მონაწილეებს არაფორმალური ატმოსფეროს შექმნაში ეხმარება.
საჭირო რესურსები
□ დიდი ფართობის ოთახი, მონაწილეებმა რომ ადვილად შეძლონ მოძრაობა
□ A4 ფორმატის ფურცელი, კალამი ან ფანქარი ყოველი მონაწილისთვის
□ მისაკრობი სკოჩი
□ მხოლოდ ერთი ფასილიტატორი
ჯგუფის სიდიდე
ნებისმიერი სიდიდის ჯგუფი
ხანგრძლივობა
მინიმუმ 15-20 წუთი
დეტალური ინსტრუქციები
1. დაურიგეთ თითოეულ მონაწილეს A4 ფორმატის ერთი ფურცელი, ერთი კალამი ან ფანქარი.
2. აუხსენით მონაწილეებს, რომ დაწერონ თავიანთი სახელი ფურცელზე, გახვრიტონ ფურცელი ისე, რომ დაემსგავსოს ნახატის ჩარჩოს (ფაქტობრივად, მნიშვნელობა არ აქვს, რა ზომის იქნება ნახვრეტი, მთავარია რომ მის მიღმა არსებული ნივთების დანახვა იყოს შესაძლებელი)
3. შემდეგ ყველამ უნდა იპოვნოს ხედი ან ობიექტი, რომელზეც თავის ჩარჩოს მიაკრავს. მონაწილეები წაახალისეთ, გამოიყენონ ფანტაზია -არაფერია აკრძალული!
4. ამის შემდეგ მონაწილეები წარმოუდგენენ და აღუწერენ ერთმანეთს თავიანთ ჩარჩოს და მის მიღმა არსებულ სურათს.
5. გამამხნევებელი სავარჯიშო დაასრულეთ, როცა შენიშნავთ, რომ მონაწილეებმა ჩარჩოების უმეტესობა დაათვალიერეს.
ანალიზი და შეფასება
ამ სავარჯიშოს დამატებითი განხილვა არ მოჰყვება, თუმცა, დისკუსია შესაძლოა ნაყოფიერი იყოს.
რეკომენდებული შეკითხვები:
▪ როგორ იგრძენით თავი არჩევანის გაკეთებისას?
▪ როგორ დაეხმარეთ სხვებს ზუსტად დაენახათ ის, რაც თქვენ დაინახეთ?
▪ რამ გაგაკვირვათ?
▪ როგორ მოახერხეთ დაგენახათ ის, რაც სხვებმა გაჩვენეს თავინთ ჩარჩოებში?
ეს მეთოდი პრაქტიკაში
არ გაგიკვირდეთ ის, რომ მონაწილეები აღმოაჩენენ მრავალფეროვან ადგილმდებარეობებს თავიანთი ჩარჩოებისთვის. შესაძლოა მონაწილემ თავისი ჩარჩო მიამაგროს აბაჟურს, რომელიც 3 მეტრის სიმაღლეზეა ჭერში, ან რადიატორის ქვეშ, და ა.შ. ეს სავარჯიშო სასარგებლოა სიმპათიების, დადებითი და კონსტრუქციული დამოკიდებულების შესაქმნელად.
წყარო: ენდი კრაუსი, ქსელური თოკი
4.1.3 „გრრრ -ფუუ -ბუმ!“
უმნიშვნელო მელოდიის ღიღინი საინტერესო პროცესი შეიძლება აღმოჩნდეს. ასევე, საინტერესო იქნება ამ პროცესს რაიმე მნიშვნელობას თუ მივანიჭებთ.
საჭირო რესურსები
□ ქაღალდის დაფა ან სხვა საწერი საშუალება
□ ოთახში საკმარისი სივრცე
□ ერთი ფასილიტატორი ჯგუფში
ჯგუფის სიდიდე
ნებისმიერი სიდიდის ჯგუფი
ხანგრძლივობა
დაახლოებით 5 წუთი
დეტალური ინსტრუქციები
1. ფასილიტატორი დაფაზე წერს მომდევნო „სიტყვებს“ ისე, რომ მონაწილეებმა წაიკითხონ ისინი
ანა
ნა
გრრრრ
ფუუუ
ბუმ!
2. ფასილიტატორი ნელა კითხულობს სიტყვებს და იწვევს მონაწილეებს მასთან ერთად გაიმეორონ დაფაზე მოცემული სიტყვები
3. შემდეგ ფასილიტატორი ნელ-ნელა ზრდის კითხვის ტემპს ღიღინებს უფრო ხმამაღლა და რბილად, სწრაფად და ნელა, (შესაძლებელია ღიღინს მონაწილემ მცირე ცეკვაც დაურთოს).
4. სავარჯიშო სრულდება დიდი „ბუმ“-ით!
ანალიზი და შეფასება
მონაწილეებმა სავარჯიშოს საშუალებით ისწავლეს ახალი ენის ელემენტები განსხვავებული რითმით, ტონებით და შუქ-ჩრდილებით. სავარჯიშოს შემდეგ შესაძლოა გაიმართოს დისკუსია იმის შესახებ, თუ რისგან შედგება ენა, როცა ყველა თავისებურად სწავლობს მას.
ეს მეთოდი პრაქტიკაში
სიფრთხილით მოეკიდეთ ამ სავარჯიშოს ინტენსიურობას. სავარჯიშო შესაძლოა ძალიან ხმაურიან და სასაცილო სცენებში გადაიზარდოს. სავარჯიშომ შესაძლოა ზოგიერთი მონაწილე უხერხულ მდგომარეობაშიც ჩააგდოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი, ჯერ კიდევ, არ იცნობენ ერთმანეთს.
წყარო: მარკ ტეილორი (1998) „მარტივი იდეები ენის ბარიერის გადასალახად“ ენისა და კულტურათშორისი სწავლების ტრეინინგის კურსის ანგარიში, ევროპის ახალგაზრდული ცენტრი, სტრასბურგი
4.1.4 „60 წამი=ერთ წუთს, არა?“
ყველამ კარგად ვიცით, რომ დრო ფარდობითია, მაგრამ რას ნიშნავს რეალურად დროის ფარდობითობა? მონაწილეები მარტო რჩებიან ერთი წუთით და შემდეგ ადარებენ ერთწუთიანი განმარტოების შედეგებს.
საჭირო რესურსები
□ ფასილიტატორს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საათი
□ თითოეულ მონაწილეს სჭირდება სკამი
□ თუ ოთახში კიდია საათი, აუცილებლად ჩამოაფარეთ რაიმე, ხოლო თუ საათი წიკწიკებს ჩამოხსენით ის
ჯგუფის სიდიდე
ნებისმიერი სიდიდის ჯგუფი
ხანგრძლივობა
2 წუთი და 30 წამი
დეტალური ინსტრუქციები
1. ფასილიტატორი მონაწილეებს სთხოვს, რომ მოიხსნან და დამალონ საათები.
2. შემდეგ ყველა ცალ-ცალკე ვარჯიშობს, დახუჭული თვალებით.
3. შემდეგ ფასილიტატორი ყველას სთხოვს, დადგნენ და დახუჭონ თვალები. „დაიწყეთ!” შეძახილის შემდეგ, თითოეულმა მონაწილემ ჩუმად უნდა დაითვალოს 60-მდე და დაჯდეს თავის ადგილას. ყურადღება გაამახვილეთ იმ ფაქტზე, რომ აღნიშნული სავარჯიშო მხოლოდ მაშინ არის ეფექტური, თუ ყველა მონაწილე ჩუმად არის აქტივობის დროს. როგორც კი მონაწილეები დასხდებიან, ყველას შეუძლია გაახილოს თვალი.
ანალიზი და შეფასება
ცხადია, მოცემული სავარჯიშო აქცენტს აკეთებს დროის ცნებასა და ყოველი მონაწილის ინდივიდუალურ დროის აღქმაზე. ამის შემდეგ კი შესაძლებელია მონაწილეებმა განიხილონ კულტურული სხვაობები დროის ცნების გარშემო.
ეს მეთოდი პრაქტიკაში
კულტურულად ჰომოგენურ ჯგუფთანაც კი მოცემული სავარჯიშო საკმაოდ ეფექტურია. უბრალოდ, შესაძლოა ამ სავარჯიშოს გარშემო დისკუსია იმდენად აქტიური არ იყოს, როგორიც ის მრავალკულტურულ ჯგუფში იქნება.
წყარო: სვოჩი, თაიმექსი და ა.შ.
4.1.5 „მრავალფეროვნების წრე“
ამ სავარჯიშოსთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რა ტიპის ჯგუფთან ვმუშაობთ. ჩვენ ბევრი საერთო და მრავალი განსხვავება გვაქვს, რომლებიც ერთმანეთს ავსებენ. თუმცა, მათი, აღმოჩენა საინტერესო აქტიობაა!
საჭირო რესურსები
დიდი სივრცე ოთახში
ჯგუფის სიდიდე
10-დან 40 მონაწილემდე, მონაწილეთა რაოდენობა ლუწი უნდა იყოს
ხანგრძლივობა
30 წუთამდე
დეტალური ინსტრუქციები
1. მონაწილეებმა უნდა შეკრან შიდა და გარე წრე; წრეში მდგომი მონაწილეები ერთმანეთის პირისპირ დგანან
2. ყოველმა წყვილმა ძალიან სწრაფად უნდა აღმოაჩინოს ერთი მსგავსი რამ (ჩვევა, ასპექტი, ფონი, დამოკიდებულება...) და ამ მსგავსებას უპოვონ შესაბამისი სიტყვიერი გამოხატულება (სიტყვიერი გამოხატულება შეიძლება იყოს ყოველ ჯერზე სხვადასხვა „სიმღერა“, „შაირის თქმა“, „ორხაზიანი ლექსის დაწერა“, „ხმაურით გამოხატვა“, „სიმბოლოთი გამოხატვა“...)
3. პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ გარე წრე გადაინაცვლებს მარჯვნივ და ყოველი ახალი წყვილი ისევ იწყებს ერთმანეთში მსგავსების ძებნას და მათ სიტყვიერად ჩამოყალიბებას. მსგავსებები შესაძლებელია კატეგორიებადაც დაიყოს (საყვარელი საჭმელი, რა არ მომწონდა სკოლაში, ოჯახი, მუსიკა, ჩვევა, დამოკიდებულება, პოლიტიკური განცხადება...), ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მცირე ზომის შიდა წრეებზე გადავდივართ.
4. წყვილებს შეუძლიათ ჩაანაცვლონ ერთმანეთი რამდენჯერმე, მანამ სანამ წრე დასრულდება (ჯგუფის ზომიდან გამომდინარე). უფრო რთული პროცესია განსხვავებების მოძებნა წყვილში და იმის გარკვევა, თუ რამდენად ავსებს ერთმანეთს აღმოჩენილი განსხვავებული შტრიხები (მათი გამოხატულება ან ინტეგრირების გზები).
ანალიზი და შეფასება
დისკუსია შესაძლოა გაიმართოს შემდეგი შეკითხვების გარშემო: რომელმა მსგავსებებმა და განსხვავებებმა გაგაკვირვათ? საიდან მომდინარეობს ეს თავისებურებები? რამდენად არის შესაძლებელი, რომ ჩვენმა განსხვავებებმა შეავსონ ერთმანეთი?
ეს მეთოდი პრაქტიკაში
ეს სავარჯიშო ეფექტური იქნება სესიის დასაწყისში ან ბოლოში (იმის მიხედვით, თუ როგორ შეკითხვებს შეარჩევთ), ყურადღება - სავარჯიშო შესაძლოა იყოს ხმამაღალი და ქაოტური
წყარო: კლაუდია შაჰინგერი
![]() |
6.2 4.2 ინდივიდუალური სავარჯიშოები |
▲ზევით დაბრუნება |
კლაუდია შაჰინგერი
4.2.1 შესავალი
ინდივიდუალური სავარჯიშოები, როგორც თავად ტერმინი მეტყველებს, წარდმოადგენს დამოუკიდებლად შესასრულებელ სავაჯიშოთა ნუსხას (თუმცა, ჯგუფის თანდასწრებით). შესაძლოა თქვენ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოთ აღნიშნული სავარჯიშო და თქვათ ურთიერთობების გარშემო არ უნდა იყოს აგებული კულტურათშორისი სწავლება? ჩვენი პოზიცია კი ასეთია - კულტურათშორისი სწავლების ამოსავალი წერტილია ურთიერთობები, თუმცა მცირე დროით თუ არ განვმარტოვდით და დავაკვირდით საკუთარ თავს, ძნელია შევიძინოთ კულტურათშორისი ცოდნა სრულყოფილად. ამდენად, ქვემოთ აღწერილი სავარჯიშოები მიზნად ისახავს თვითკრიტიკულობის გაღრმავებას, მრავალფეროვანი შეკითხვების დასმის შესაძლებლობების გაჩენას, გულსა და გონებას შორის დიალოგის შესაძლებლობების გაზრდას, საკუთარი თავის აღმოჩენას და საკუთარ თავზე დაკვირვებით სწავლას.
4.2.2 „ჩემი ბილიკი, რომელიც სხვისკენ მიდის“
ჩვენი დამოკიდებულება სხვის მიმართ (კულტურათშორისი სწავლების არსებითი ნაწილი) სხვადასხვა ფაქტორის გავლენის ქვეშ იმყოფება ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე... ეს „მოგზაურობა“ სხვადასხვა ფიზიკურ, ემოციურ და გონებრივ სტადიას გადის, რომლებიც საბოლოოდ ხელს უწყობენ ან აბრკოლებენ სხვა ადამიანისადმი კონსტრუქციული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. ეს სავარჯიშო საშუალებას მოგცემთ გააანალიზოთ თქვენი შანსები და დაბრკოლებები, მოსაზრებები და სტერეოტიპები.
საჭირო რესურსები
შენობა, სულ მცირე ხუთი ოთახით, რომლებიც სხვადასხვა „საკანს“ წარმოადგენს; ნივთები ოთახში განსალაგებლად (ფურცლები და კალმები, მაკრატელი და წებო, სათამაშოები, ერთჯერადი იარაღები შერჩეული თემიდან გამომდინარე, მუსიკალური კასეტები ან დისკები, ფოტოები, საღებავი, რბილი ნაჭრები, წითელი შალი, ბალიშები, ყავა...) და საგნები, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილი ნივთების მოსაწყობად იქნება საჭირო (სკამები, ფარდები, თოკები...). ფასილიტატორს დასჭირდება დრო რათა მოამზადოს ოთახები მონაწილეების არყოფნაში. თითოეულ მონაწილეს უნდა დაურიგდეს ფურცელი და კალამი (ან დღიური). წინასწარ შეატყობინეთ სავარჯიშოს შესახებ შენობაში მყოფ სხვა ადამიანებს ისე, რომ არავის გაუკვირდეს სპეციფიკური დეკორაციები.
ჯგუფის სიდიდე
მონაწილეთა რაოდენობა შეიძლება იყოს ორი ან ორზე მეტი, იმის მიხედვით თუ რა ზომის არის ოთახი (სასურველია რამდენიმე მონაწილე მაინც იყოს ჩართული, რათა საინტერესო გაცვლა-გამოცვლა მოხდეს, ხოლო ძალიან დიდი ზომის ჯგუფმა შესაძლოა უარყოფითი შედეგი გამოიღოს).
ხანგრძლივობა
თუ ოთახები სათანადოდ არის ორგანიზებული, მაშინ მათ წარდგენას დასჭირდება 30 წუთი. სავარჯიშოს დამოუკიდებელი ნაწილის გახორციელებას 45-დან 90 წუთამდე ესაჭიროება, ხოლო მონაწილეებს შორის განხილვას - 30 წუთი.
დეტალური ინსტრუქციები
1. ყოველი ოთახი დანაწილებულია პატარა „უჯრედებად“; დეკორაციებში ყურადღება გამახვილებულია კონკრეტულ ასპექტებზე (ბავშვობა - ოჯახი - სკოლა -საზოგადოება...), რომლებიც ჩვენი ცხოვრების მოგზაურობის ამა თუ იმ სტადიას შეესაბამება. „ბილიკი, რომელიც სხვისკენ მიდის“ შესაძლოა სიმბოლურად გამოიხატოს უჯრედების დამაკავშირებელი წითელი თოკით (ან შალით). ყოველ უჯრედში ნივთები, დინამიკა და შეკითხვები უბიძგებს მონაწილეებს ღრმა და სრულყოფილი ანალიზისკენ და მათი მეხსიერების გაღვივებისკენ.
2. ინდივიდუალური სავარჯიშოს განხორციელების წინ მონაწილეები მოისმენენ ზოგად შესავალს და გაეცნობიან სავარჯიშოს ამოცანებს, შემდეგ მიიღებენ „გეგმას“ საკუთარი მოგზაურობისთვის (სადაც ოთახები გეგმიურად არის განლაგებული, მათი
თემები, საფეხურები, დრო და პროცესი წინასწარ არის გათვლილი...), ისევე როგორც ახსნა-განმარტებებს საჭიროების შემთხვევაში. აუცილებელია ხაზი გავუსვათ აღნიშნულ სავარჯიშოში მოხალისეობრივი მონაწილეობის შესაძლებლობას.
3. მონაწილეებს იწვევენ ოთახებში სათითაოდ, ერთმანეთის ხელშეუშლელად. მონაწილეები პოულობენ კომფორტულ ადგილს დასაჯდომად და დამოუკიდებელი ანალიზის გასაკეთებლად. მონაწილეებმა უნდა აწარმოონ დღიური ან ჩაინიშნონ კომენტარები „მოგზაურობის“ განმავლობაში, რომლებიც შემდეგ შეუძლიათ დისკუსიაში გამოიყენონ. ქვემოთ მოცემულია ოთახების განლაგების ვარიანტები, თუმცა, შესაძლებელია მათი ადაპტირება თქვენი სურვილის მიხედვით.
● პირველი ოთახი: ბავშვობა (ჩემი ფესვები, ჩემი თავშესაფარი, პირველი გამოცდილება...). ამ ოთახში მონაწილეს უნდა აღეძრას ბავშვობის მოგონებები, „კულტურის“ პირველი ღრმა გამოცდილება.
- საკანი 1 და შესაძლოა 2: შეკითხვები ოჯახის შესახებ, პირველი ურთიერთობები, სიახლოვე და ნდობა... (ხელშემწყობი დეკორაციები შედგება ბავშვების სურათებისგან, მყუდრო გარემოსგან, რბილი მუსიკისგან, ოჯახური სურნელისგან...)
- საკანი 3: ცნობიერება და სხვაობები, საკუთარი სივრცე და პიროვნული განვითარება... (დეკორაციები შედგება სათამაშოებისგან, სხვადასხვა იარაღისგან, საგნებისგან, რომლებსაც მონაწილეები გრძნობენ და რომლითაც თამაშობენ, განიცდიან მაგ. ყვავილები ან მიწა, კონსტრუქტორები, თოჯინები, ნაჭრები, სამზარეულოს ნივთები, მაკრატლები, ფურცელი და კალმები, სასტვენი, საბავშვო წიგნები, ტელეფონი...)
- საკანი 4: კულტურა, ფასეულობები, შეხედულებები და მათი
წარმომავლობა (ნახატები, სიმბოლოები, წიგნები, ტელევიზორი, თამაშები... დაეხმარება მონაწილეებს ანალიზი გაუკეთონ საკუთარ ფასეულობებს და მათ „წყაროებს“, წარმომავლობას).
● მეორე ოთახი: პირველი ნაბიჯები... (სირთულეები და აღმოჩენები) ოთახში წარმოდგენილი უნდა იყოს სხვადასხვა ტიპის სირთულეები: ერთის მხრივ, შესაძლებლობების აღმოჩენა და წახალისება, მეორეს მხრივ, სირთულეები, შეზღუდვები და იმედგაცრუებები. აღნიშნული დიქოტომია, სიმბოლურად, შეიძლება გამოიხატოს საკნების ორ ნაწილად გაყოფით, რომლებიც დეკორირებული იქნება სხვადასხვა ფერით. თითოეული ნაწილი შეიცავს წინადადებებს და განცხადებებს, რომლებიც სხვადასხვა „სოციალური აქტორების“ მიერ არის გაჟღერებული. უჯრედის ცენტრში წარმოდგენილია ძირითადი შეკითხვა, რომელსაც ყველა მონაწილემ უნდა გასცეს პასუხი. ამ ოთახში წარმოდგენილი საკითხების შინაარსი შეიძლება მოიცავდეს შეფასების სისტემას, კონკურენციას, შეხედულებებს და ფასეულობებს, ურთიერთობებს, თანამშრომლობას, რელიგიას, ინდივიდუალური ტალანტის წახალისებას, უცხოურ კულტურასთან კონტაქტს...
- საკანი 1: სკოლა
- საკანი 2: ოჯახი და ახლობლები
- საკანი 3: საზოგადოება
● მესამე ოთახი: „კუნძულები“ (სივრცე ანალიზისა და დაკვირვებისთვის)
კუნძულები უნდა ქმნიდეს „თბილ“ და კომფორტულ გარემოს, მატრასებით და ბალიშებით, ყავით და სხვა ფუფუნების ნივთებით. გარემო უნდა ქმნიდეს დასვენების და ანალიზის შესაძლებლობებს, სადაც მონაწილეები მშვიდად იგრძნობენ თავს, შეეძლებათ დაფიქრდნენ და გაიხსენონ კონკრეტული სიტუაციები, დისკუსიები, აქტივობები, პიროვნებები და ა.შ., რომლებიც დაეხმარა მათ დადებითი გამოცდილების მიღებაში.
- საკანი 1: მეგობრები
- საკანი 2: ჩემი ორგანიზაცია
- საკანი 3: ანალიზის სხვა სფერო
● მეოთხე ოთახი: ჩემს გზაზე... (ცნობიერების საფეხურები) მონაწილეები გზად წააწყდებიან სიმბოლოებს, ნახატებს, შეკითხვებს, რომლებიც გაახსენებენ მათ სხვადასხვა საკითხებს კულტურული სხვაობების შესახებ ცნობიერების ჩამოყალიბების პროცესის ფარგლებში, ასევე იმას თუ რამდენად ვითარდებოდა ან ბრკოლდებოდა აღნიშნული ცნობიერება. შეკითხვები შესაძლებელია კონცენტრირებული იყოს ცნობისმოყვარეობაზე და დადებით დამოკიდებულებაზე, შეხედულებებზე და ქცევებზე, კონფრონტაციებზე, დაბრკოლებებზე და ბარიერებზე, რეალობაზე და „ხედვაზე“, წარმოსახვით საჭიროებებზე, ცვლილებებზე, ახალ აღმოჩენებზე...
● მეხუთე ოთახი: პერსპექტივები (ჩემი სიმამაცე, ჩემი ამოცანები...) ოთახის მოწყობა უნდა გამოხატავდეს ჩვენს პერსპექტივებს. ოთახის ყოველ კუთხეში იზოლირებული სივრცე აქვს დათმობილი კონკრეტულ „ურთიერთობებს“, „არსებით გამოცდილებებს“, „დადებით მაგალითებს“, „წახალისების პრინციპებს“...
ანალიზი და შეფასება
მონაწილეებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ საკმარისი დრო და სივრცე იმისათვის, რომ დააფიქსირონ განსხვავებული გამოცდილებები და აღმოჩენები, პატივი სცენ ისეთ გამოცდილებას, რომლის გაზიარების სურვილიც არ აქვთ. განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს ფასილიტატორის მხრიდან პირად არჩევანზე და პიროვნული სივრცის დაცვაზე. ფასილიტატორები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში ესკორტი გაუკეთონ მონაწილეებს. აუცილებელია ხელსაყრელი გარემო არსებობდეს საკუთარი მოსაზრებების გაზიარებისთვის. პლენარული განხილვა შესაფერისი არ არის ამ სავარჯიშოსთვის. სასურველია დაისვას მარტივი შეკითხვები (რა აღმოვაჩინე მე?), რომლებიც ხელს შეუწყობს მცირე ზომის ჯგუფში განხილვების ინიცირებას (ჯგუფები შეირჩევა ინდივიდუალურად; მონაწილეები ნაწილდებიან იმ ჯგუფებში, რომლებშიც კომფორტულად გრძნობენ თავს). ჯგუფის ზომიდან გამომდინარე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ცარიელი პლაკატებით გაწყობილი კედელი (ან „აღმოჩენების კედელი“) ან სხვა ისეთი მეთოდები, რომლებიც ხელს შეუწყობს გამოცდილების ანონიმურად გაზიარებას.
საინტერესო იქნება ყურადღების გამახვილება ისეთ თემებზე, როგორიცაა სწავლის მეთოდი, აღქმა და სტერეოტიპები... ძალიან მნიშვნელოვანია აქცენტი გაკეთდეს წარმოდგენილი გამოცდილების კონსტრუქციულ გამოყენებაზე, სხვადასხვა ისტორიების ღირებულებაზე, ინდივიდუალური მოსაზრების პატივისცემაზე; ასევე მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმას, რომ ადამიანები განვლილი ცხოვრების „მონები“ არ არიან, არამედ ისინი გამოცდილებიდან სწავლობენ.
ეს მეთოდი პრაქტიკაში
პირველად მეთოდი გამოიყენეს ბუდაპეშტში 30 ადამიანის მონაწილეობით. ლიფტი ბლოკირებული იყო წითელი რგოლებით, თანამშრომლები იყვნენ გაოგნებული. შენობა სავსე იყო ადამიანებით, რომლებიც სხვადასხვა კუთხეში იდგნენ და დღიურებს წერდნენ. აქტიობას მოჰყვა მრავალი აღმოჩენა და ღრმა ანალიზი. მონაწილეები განხილვაში აქტიურად ჩაერთნენ.
სხვადასხვა კუთხეში მოცემული შეკითხვები ადაპტირებული და ფორმულირებული უნდა იქნას სამიზნე ჯგუფის ინტერესებიდან და თავისებურებებიდან გამომდინარე. აქტივობისთვის აუცილებელია საფუძვლიანი მომზადება. აქტივობაში ჩართეთ მონაწილეთა გამოცდილება, თუმცა, გამოიჩინეთ სიფრთხილე და შეეცადეთ არცერთი მონაწილე აღმოჩნდეს უხერხულ მდგომარეობაში. ყველა ადამიანს, ალბათ, არ შეუძლია ერთი საათის განმავლობაში ინდივიდუალური ანალიზით დაიტვირთოს. პატივი ეცით მონაწილეთა განსხვავებულ ტემპებს. უარყოფითად ან მდარედ არ შეაფასოთ მონაწილეთა მხრიდან, გაზიარებული გამოცდილებები და მოგონებები. ფასილიტატორები იქვე უნდა ტრიალებდნენ და მუდმივად მზად უნდა იყვნენ დახმარებისთვის. პატივი ეცით ყოველი მონაწილის არჩევანის თავისუფლებას და საკითხის საკუთარი სურვილის მიხედვით განხილვის გადაწყვეტილებას.
(წყარო: JECI-MIEC კვლევის ადაპტაცია 1997. EYC ბუდაპეშტი)
4.2.3 „ჩემი სარკე“
სავარჯიშოს მიზანია თვითდაკვირვება და საკუთარი „მეს“ შესახებ ცნობიერების ამაღლება; მონაწილეები აკვირდებიან საკუთარ თავს, ქცევებს და კონკრეტული საგნის მიმართ რეაქციებს. ჩვენ გაგვიკვირდება ის, რასაც აღმოვაჩენთ, თუ სხვა თვალით შევხედავთ საკუთარ თავს.
საჭირო რესურსები
- აქტიური მონაწილეობის მსურველი ჯგუფი;
- სასურველია ჯგუფი წინასწარ გაეცნოს ცნობიერების ამაღლების რამდენიმე განზომილებას (მაგ. ჟესტებისა და მიმიკის ენა, შეხედულებები, სტერეოტიპები, კულტურის თეორია და ინტერკულტურული სწავლება...)
- რვეული ყოველი მონაწილისთვის.
ჯგუფის სიდიდე
ნებისმიერი სიდიდის ჯგუფი
ხანგრძლივობა
შესაძლებელია გახორციელდეს ერთი კონკრეტული სავარჯიშოს ფარგლებში ან მთელი დღის (კვირის) განმავლობაში...
დეტალური ინსტრუქციები
1. აქტიობის დასაწყისში მონაწილეები გაეცნობიან თვითდაკვირვების ცნებას. მონაწილეებს დაევალებათ საკუთარი თავის დაკვირვება დღის განმავლობაში. მონაწილეები აკვირდებიან თავის ქცევებს, რეაქციებს (გაგონილი, ნანახი ან შეგრძნებადი მოვლენების მიმართ), ჟესტების და მიმიკის ენას, გრძნობებს და უპირატესობებს ...
2. მონაწილეები აწარმოებენ კონფიდენციალურ „კვლევით დღიურს“ და ჩაინიშნავენ ნებისმიერი სახის დაკვირვებას, გარემოებას, სიტუაციას, გამომწვევ მიზეზებს.
3. თითოეული მონაწილე, დაკვირვების სფეროდან გამომდინარე, მიიღებს სახელმძღვანელო შეკითხვების ნუსხას. დაკვირვების მეთოდის გამოყენება, მაგალითად, შესაძლებელია სტერეოტიპებზე საუბრისას (როგორ აღვიქვამ და ვპასუხობ სხვებს? ...) ან კულტურის ელემენტების განხილვისას (რა მაღიზიანებს და მიზიდავს სხვა კულტურაში? რა რეაქციები და ქცევები მომწონს და რა არ მომწონს? რა რეაქცია მაქვს განსხვავებების მიმართ? რა დისტანციას ვიცავ? რა გავლენას ახდენს სხვა კულტურა ჩემს ურთიერთობებზე? შეგიძლიათ, ასევე, გამოიყენოთ ჰოლისა და ჰოლის (1990) თეორიები დროისა და სივრცის შესახებ ეფექტური შეკითხვების ჩამოსაყალიბებლად.
4. სავარჯიშოს პირობა (დასაწყისი და დასასრული) უნდა იყოს მკაფიო; შეგიძლიათ დაურთოთ რამდენიმე მარტივი წესი (მაგ. ურთიერთპატივისცემა, თავდაჯერებულობა და ა.შ.). სავარჯიშოს განხორციელება უწყვეტად უნდა მიმდინარეობდეს, შესვენებების და თავისუფალი დროის ჩათვლით. დასაწყისში, სავარჯიშოში აქტიურად ჩართვის მიზნით, მონაწილეებმა სცადონ საკუთარი თავის დატოვება და სარკეში ჩახედვა (ხანმოკლე სავარჯიშო). შემდეგ, შეგიძლიათ გააგრძელოთ გეგმის სრულყოფილად განხორციელება.
5. სავარჯიშოს ბოლოს მონაწილეები კვლავ უბრუნდებიან საკუთარ თავს, გადახედავენ მათ მიერ წარმოებულ დაკვირვების დღიურს და დაურთავენ კომენტარებს (ეს პროცესი შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორც ინტერვიუ საკუთარ თავთან)
6. ბოლო საფეხურზე შეგიძლიათ გამართოთ განხილვა სხვადასხვა ფორმატით. აირჩიეთ ინტერვიუ ორ მონაწილეს შორის ან დისკუსია მცირე ჯგუფებში. თუ ჯგუფი საკმარისად ღიაა და ხელსაყრელი გარემოც არსებობს, მონაწილეებმა შესაძლოა, მოგვიანებით, არაფორმალურ გარემოში, ერთმანეთთან განიხილონ თავიანთი რეაქციები და დაკვირვების შედეგები, რათა ჩამოაყალიბონ ახალი სტრატეგიები აღნიშნულ სიტუაციებში სამოქმედოდ.
7. დაბოლოს, შეგიძლიათ მოაწყოთ პლენარული სხდომა, სადაც მონაწილეები ერთმანეთს გაუზიარებენ სავარჯიშოს შესრულების დროს მიღებულ გამოცდილებას, საინტერესო მომენტებს და სირთულეებს.
ანალიზი და შეფასება
▪ პირადი: როგორი იყო თვითდაკვირვების პროცესი? რა სირთულეებს წავაწყდი? რა აღმოვაჩინე? როგორ გავიაზრებ შედეგებს? რატომ მქონდა ასეთი რეაქცია? რაზე მეტყველებს ჩემი ასეთი ქცევა? არის თუ არა ჩემს საქციელში მსგავსი, განმეორებადი ელემენტები? საიდან მოდის კონკრეტული ქცევა? შესაძლებელია თუ არა ჩემი დასკვნების დაკავშირება კულტურის რომელიმე თეორიასთან? მექნებოდა თუ არა სხვაგვარი რეაქცია სავარჯიშოზე კონცენტრირებული რომ არ ვყოფილიყავი? შეინიშნება თუ არა პარალელები ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებასთან და სხვა ადამიანებთან ურთიერ- თობის გამოცდილებასთან?
▪ ერთმანეთთან გაზიარების მიზნით: მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარონ ის, რისი გაზიარების სურვილიც აქვთ და სავარჯიშო გამოიყენონ ათვლის წერტილად დამატებითი ანალიზისა და შეკითხვებისთვის.
ეს მეთოდი პრაქტიკაში
სავარჯიშოს წარმატება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჯგუფში შექმნილ გარემოზე. რადგან ამ სავარჯიშოს მიზანი საკუთარი ქცევების ანალიზია, აუცილებელია ჯგუფში დადებითი ატმოსფეროს შექმნა. სავარჯიშო დაგვეხმარება გაუცნობიერებელი კულტურული თავისებურებების აღმოჩენაში. ჩვენ უფრო ყურადღებიანი გავხდებით კულტურათშორის ურთიერთობებში, ჩვენს სტრატეგიებში. შეკითხვები უნდა მოერგოს სავარჯიშოს კონკრეტულ ამოცანებს (რაც უფრო ზუსტია შეკითხვები, მით უკეთესია) და ჯგუფის მიერ განვლილ გზას.
ყურადღება: გაითვალისწინეთ, რომ ყველასთვის ადვილი არ არის საკუთარ თავზე დაკვირვება, ყოველთვის უფრო მარტივია სხვისი ანალიზი. არ დაგავიწყდეთ, რომ ყურადღება გაამახვილოთ საკუთარი თავისთვის შეკითხვების დასმაზე. ასევე რთულია ბუნებრივი დარჩე ამ სავარჯიშოს შესრულებისას.
4.2.4 „საკუთარი იდენტობის ანალიზი“
საკუთარი თავის ჩვენეული ხედვა შესაძლოა განსხვავებული იყოს სხვისი წარმოდგენისგან. სავარჯიშო გულისხმობს ჩვენი იდენტობის ანალიზს...
საჭირო რესურსები
□ მონაწილეებს უნდა ჰქონდეთ ზოგადი წარმოდგენა იდენტობის ელემენტარულ ცნებასთან
□ დიდი ზომის ფურცელი და კალამი ყოველი მონაწილისთვის
□ სხვადასხვა ფერის კალმები და ფანქრები
ჯგუფის სიდიდე
სხვადასხვა სიდიდის ჯგუფი
ხანგრძლივობა
დაახლოებით 45 წუთი დამოუკიდებელი სამუშაოსთვის, 45 წუთი - განხილვისთვის
დეტალური ინსტრუქციები
1. ყოველი მონაწილე მიიღებს ფურცელს და კალამს და დახატავს ავტოპორტრეტს (დამოუკიდებლად ან ვინმეს დახმარებით)
2. მონაწილეები დამოუკიდებლად გაუკეთებენ ანალიზს საკუთარი იდენტობის სხვადასხვა ელემენტს (ეს ელემენტები უნდა გამოისახოს დახატულ სახეზე). მონაწილეებს სავარჯიშოს ამ ნაწილის შესასრულებლად საკმარისი დრო უნდა ჰქონდეთ, რათა მრავალმხრივ დაფიქრდნენ იდენტობის შემადგენელ ნაწილებზე (ოჯახი, ეროვნება, განათლება, გენდერი, რელიგია, როლები, რომელიმე ჯგუფთან საკუთარი თავის იდენტიფიცირება...) მონაწილეები უნდა დაფიქრდნენ იმ შეხედულებებზე და დამოკიდებულებაზე, რომლებიც მოსწონთ და არ მოსწონთ.
3. სავარჯიშოს მეორე ნაწილში მონაწილეები ანალიზს უკეთებენ - საკუთარი თავის ხედვასა და მათზე სხვისი წარმოდგენის ურთიერთკავშირებს, ისევე როგორც სხვადასხვა ასპექტს შორის კავშირებს (შესაძლებელია ანალიზის წარმოდგენა ვიზუალურად, დამაკავშირებელი შტრიხების და შუქ-ჩრდილების გავლებით) - სხვადასხვა ელემენტის / შეხედულებების განვითარებას ცხოვრების განმავლობაში და განვითარებასთან დაკავშირებულ ფაქტორებს (შესაძლებელია ამგვარი ანალიზის ვიზუალურად წარმოდგენა ფერებით, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს წარმოადგენენ; ვიზუალურად, ასევე, შესაძლებელია ამა თუ იმ ეტაპის ხანგრძლივობის წარმოდგენა ნახატის გვერდით პატარა ბურთულების ჩამატებით)
4. მონაწილეები შემდეგ გაერთიანდებიან მცირე ზომის ჯგუფებში (მაქსიმუმ ხუთი მონაწილე ერთ ჯგუფში) და გაუზიარებენ ერთმანეთს თავიანთი ანალიზის შედეგებს და დასკვნებს, იმ დოზით რა დოზითაც მათ თავად სურთ. მონაწილეებს შეუძლიათ განხილვისას ისარგებლონ შემდეგი შეკითხვებით: როგორ ვხედავთ საკუთარ თავს? როგორ გვხედავენ სხვები? რა ახდენს ჩემზე გავლენას? რა გამოცდილება მაქვს მე? როგორ შეიცვალა ჩემი აზროვნება და შეხედულებები დროთა განმავლობაში და რატომ? როგორია აღნიშნული ცვლილებების დინამიკა და რამდენად არის ისინი ერთმანეთთან კავშირში? როგორ ვართმევ თავს ჩემი იდენტობის იმ ელემენტებს, რომლებიც არ მომწონს და საიდან მოდის ისინი? რა კავშირები არსებობს ჩემი იდენტობის სხვადასხვა ასპექტს შორის?
ანალიზი და შეფასება
განხილვა რეკომენდებულია მცირე ზომის ჯგუფებში, თუმცა გაერთიანებულ პანელზე შესაძლებელია რამდენიმე ზოგადი კომენტარის ან მონაწილეების შეფასებების გაზიარება (სიმბოლოების გამოყენებით და შენიშვნების საშუალებით). პანელის შესაძლო შეკითხვებია: როგორ ვიმუშაოთ ჩვენი იდენტობის ჩვენეულ და სხვის შეხედულებებზე? რამდენად დინამიკურია „იდენტობის ცნება“ და რა ფაქტორები მოქმედებს ცვლილებებზე? ჯგუფისა და საზოგადოებრივი დინამიკის რა ელემენტები ახდენს გავლენას ჩვენს იდენტობაზე და რა კავშირშია ეს ელემენტები ერთმანეთთან? (დისკუსია ეროვნების, უმცირესობების და კულტურული თავისებურებების შესახებ). დამატებითი განხილვის სფეროებია „ცნობიერება და სტერეოტიპები“, „იდენტობა და საზოგადოებრივი ურთიერთობები“, „კულტურული შტრიხების სიღრმისეული განხილვა“.
ეს მეთოდი პრაქტიკაში
„იდენტობა“ კულტურათშორისი სწავლების არსებითი კომპონენტია, თუმცა მისი შესწავლა და გაანალიზება რთული საქმეა. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება პიროვნულ სხვაობებს და საზღვრებს. ანალიზის დეგების და კომენტარების გაკეთება დიდ წინდახედულობას მოითხოვს. უმჯობესია თუ მონაწილეები ერთმანეთს პირად ისტორიებს გაუზიარებენ და არ მოხდება სხვისი გამოცდილების ინტერპრეტაცია და განზოგადება. ინდივიდუალური დავალების შესასრულებლად მონაწილეებს საკმარისი დრო უნდა ჰქონდეთ (პატივი უნდა ვცეთ მონაწილეების განსხვავებულ შესაძლებლობებს და მუშაობის ტემპებს) და განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ხელსაყრელი გარემოს შექმნას. სავარჯიშოს დროს გაკეთებულ აღმოჩენებს მონაწილეები პატივისცემით უნდა მოექცნენ. რეკომენდებული არ არის აღმოჩენების განხილვა კონკრეტულ ინდივიდთან მიმართებაში. სასურველია თუ მონაწილეები გააგრძელებენ განხილვებს და სადისკუსიო თემებს გამოყოფენ.
წყარო: ადაპტირებულია კულტურათშორისი სწავლების EYC კურსიდან, ივნისი 1998“
![]() |
6.3 4.3 დისკუსია, არგუმენტაცია, კონფრონტაცია |
▲ზევით დაბრუნება |
არნე გილერტ
4.3.1 „როგორია ჩვენი პოზიცია“
სადისკუსიო სავარჯიშო, მოიცავს სხვადასხვა საკითხს.
საჭირო რესურსები
□ ოთახში დიდი სივრცე, იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს მონაწილეების დაყოფა მცირე ზომის ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფში 10 მონაწილე.
□ ქაღალდის დაფა, რომელზეც წარმოდგენილია მოსაზრებები, თითოეულ გვერდზე ერთი განაცხადი
□ ორი ნიშანი: „დიახ“ და „არა“ - განთავსებული უნდა იყოს ერთმანეთის მოპირდაპირე კედლებზე
ჯგუფის სიდიდე
მცირე ჯგუფი შედგება სულ მცირე 5 და მაქსიმუმ 10 მონაწილისგან. მცირე ჯგუფების რაოდენობა შეზღუდული არ არის, რადგან შედეგების პრეზენტაცია გაერთიანებულ ჯგუფთან საჭიროებას არ წარმოადგენს. დამაბრკოლებელი ფაქტორი შეიძლება იყოს ფასილიტატორების საჭირო რაოდენობის არარსებობა ან ოთახის სივრცე.
ხანგრძლივობა
სავარჯიშოს სრულად გასათამაშებლად საჭიროა 30 წუთიდან 60 წუთამდე, იმის მიხედვით თუ რამდენი მოსაზრების განხილვაა დაგეგმილი. ვინაიდან სხვადასხვა ჯგუფში გამართულ დისკუსიებზე დასკვნები არ კეთდება, თითოეული განაცხადის განხილვას დაეთმობა 5-10 წუთი ჯგუფში.
დეტალური ინსტრუქციები
მოამზადეთ რამდენიმე განაცხადი (დაახლოებით 5-10), რომლებიც იმ საკითხებს შეეხება, რაზეც გსურთ რომ მონაწილეებმა იმსჯელონ. ეფექტური განაცხადი:
- შედგენილია ისეთი სიტყვებისგან, რომლებიც ყველა მონაწილეს ესმის
- ისეთი, ფორმულირება აქვს, რომ მონაწილეებს დამატებითი დრო არ სჭირდებათ მისი მნიშვნელობის გასააზრებლად
- მკაფიო განაცხადია (მაგ. „კულტურა ერთი ეროვნების ფარგლებით არ იზღუდება“ და არა „შესაძლოა არსებობდეს ეროვნული კულტურა, მაგრამ როგორც ჩანს ასეთი რამ არ არსებობს“)
- უტყუარ ჭეშმარიტებასთან ძალიან ახლოს არ არის (მაგალითად „დედამიწას ბურთის ფორმა აქვს“ დისკუსიის გასაღვივებლად ეფექტური განაცხადი არაა)
- მონაწილეებს საშუალებას აძლევს იმსჯელონ საკითხის ერთი კონკრეტული (და არა სამი სხვადასხვა) ასპექტის გარშემო (მაგ. „კულტურა ერთი ეროვნების ფარგლებით არ იზღუდება“ და არა „ეროვნული კულტურა არ არსებობს, ყოველ თაობას თავისი კულტურა აქვს“. ეს უკანასკნელი განაცხადი უმჯობესია თუ ორ ნაწილად გაიყოფა).
განაცხადების შერჩევის ეფექტური ტექნიკაა წინასწარი გუნდური ანალიზი, რაც იმ საკითხების გამოვლენას გულისხმობს, რომლებიც მნიშვნელოვანია. როდესაც საკითხების სიას გაამზადებთ, გადახედეთ თითოეულ თემას და წინასწარ გათვალეთ თითოეულ საკითხთან მიმართებაში ორი შესაძლებელი უკიდურესი პოზიცია. შემდეგ ჩამოაყალიბეთ თითოეულ თემაზე ერთი განაცხადი, რომელიც ამ საკითხის გარშემო ორი უკიდურესი მოსაზრებიდან ერთ-ერთს ამტკიცებს. თუმცა, შეეცადეთ დაიცვათ ბალანსი ისე, რომ თქვენი განაცხადი არ იყოს ჭეშმარიტებასთან ძალიან ახლოს (განაცხადი არც ძალიან უკიდურესი უნდა იყოს); ასევე შეეცადეთ თავიდან აიცილოთ ისეთი განაცხადის გაკეთება, რომელსაც ყველა მონაწილე იმთავითვე დაეთანხმება (თავი აარიდეთი ისეთი სიტყვების გამოყენებას, რომლებიც შედარებითი ან ბუნდოვანია, მაგ., „საკმაოდ“, „ალბათ“ და ა.შ.).
თითოეული მცირე ზომის ჯგუფისთვის მოამზადეთ დიდი ფორმატის ფურცელი, თითოეულ ფურცელზე დაწერეთ ერთი განაცხადი, რათა მონაწილეებმა ერთი შეხედვით ერთი მოსაზრება წაიკითხონ.
თითოეული ჯგუფისთვის მოამზადეთ დამოუკიდებელი ოთახი, ქაღალდის დაფა დადგით ოთახში და ნიშნები დაკიდეთ მოპირდაპირე კედელზე. გახსოვდეთ, რომ თითოეულ ჯგუფს გამოყოფილი აქვს 5-დან 10 წუთამდე.
გააცანით სავარჯიშო მონაწილეებს. განაცხადი წარუდგინეთ მათ, ჰკითხეთ ეთანხმებიან თუ ეწინააღმდეგებიან მოცემულ მოსაზრებას და თხოვეთ დადგნენ ოთახის შესაბამის მხარეს (თუ მონაწილე ეთანხმება მოცემულ მოსაზრებას, მაშინ ის უნდა დადგეს „დიახ“ ნიშნის ქვეშ, ხოლო თუ მოცემული მოსაზრების წინააღმდეგია, მაშინ ადგილი უნდა დაიკავოს „არა“ ნიშნის ქვეშ). აუცილებელია, რომ ყველა მონაწილემ დაიკავოს რომელიმე პოზიცია; დაუშვებელია ოთახის შუაში დადგომა. მას შემდეგ, რაც ყველა დაიკავებს ადგილს, მონაწილეები ერთმანეთს აუხსნიან, თუ რატომ ეთანხმებიან ან ეწინააღმდეგებიან მოცემულ მოსაზრებას. დისკუსიის დროს ნებისმიერ მონაწილეს შეუძლია გადაინაცვლოს ოთახის მეორე მხარეს, თუ მათ საწინააღმდეგო მხარის არგუმენტი დაარწმუნებს.
აღსანიშნავია, რომ ეს სავარჯიშო ერთგვარი საშუალებაა მონაწილეების წახალისებისთვის, სხვადასხვა არგუმენტების აკუმულირებისთვის და განსხვავებულ აზრთა შორის ჭიდილის გაღვივებისთვის. ცხადია, მონაწილეები უნდა შეეცადონ მათი არგუმენტები დამაჯერებელი იყოს, თუმცა, სირცხვილი არ არის თუ პირიქით სხვის არგუმენტს ირწმუნებს მონაწილე და დისკუსიის განმავლობაში რამდენჯერმეც კი შეიცვლის აზრს.
დაიწყეთ სავარჯიშო პირველი განაცხადის წარმოდგენით. მიეცით მონაწილეებს დრო, წაიკითხონ და გაიაზრონ წინადადება. მონაწილეები დასვამენ შეკითხვებს წინადადების მნიშვნელობის დასაზუსტებლად. თუ შეკითხვა, მართლაც, წინადადების მნიშვნელობის დასაზუსტებლად არის დასმული შეგიძლიათ უპასუხოთ, მაგრამ არასოდეს გასცეთ ისეთი პასუხი, რომელიც თავის თავში არგუმენტს შეიცავს.
თხოვეთ მონაწილეებს დაიკავონ ოთახის რომელიმე მხარე და მას შემდეგ, რაც ყველა მონაწილე მიიღებს გადაწყვეტილებას, მოუწოდეთ მათ, მონაწილეებს გააცნონ თავიანთი არგუმენტაცია. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ მონაწილეებს სტიმული მისცეთ და ჰკითხოთ მათ, როგორ გრძნობენ თავს სავარჯიშოს შესრულების პროცესში; თუმცა, როგორც წესი, დისკუსიის დაწყება პრობლემა არ არის ხოლმე. ფასილიტატორმა უნდა გააკონტროლოს ჯგუფის ჩართულობა და დარწმუნდეს, რომ ყველა მონაწილეს აქვს აზრის გამოთქმის საშუალება და რომ რამდენიმე ადამიანი არ დომინირებს დისკუსიაში.
ამ სავარჯიშოს მიზანი არ არის კონსენსუსის მიღწევა. თავად გადაწყვიტეთ როდის იქნება შესაფერისი დრო დისკუსიის დასრულებისთვის და გადადით შემდეგი განაცხადის განხილვაზე. გადასვლა შესაძლოა გამოაცხადოთ შუა დისკუსიაში. სავარჯიშო შეიძლება იყოს უფრო გრძელვადიანი ფიქრის პროცესის დასაწყისი.
განიხილეთ ყველა მოსაზრება თანმიმდევრობით. როდესაც დაასრულებთ განხილვას, შეგიძლიათ დასკვნითი სახის შეკითხვები დაუსვათ მონაწილეებს - ჰკითხოთ როგორ გრძნობდნენ თავს სავარჯიშოს შესრულებისას და გადაჭრათ გადაუდებელი საკითხები. თუ რომელიმე მოსაზრება იმდენად წინააღმდეგობრივია, რომ მონაწილეებს შორის უთანხმოება გაჩნდა, ჩაინიშნეთ ეს საკითხი და განიხილეთ პროგრამის სხვა ნაწილში. ამ ეტაპის შემდეგ მეორე საფეხურზე გადაინაცვლეთ.
საფეხური 2 (არჩევითი)
ყველა მოსაზრების განხილვის შემდეგ, დაუბრუნდით მათ სათითაოდ. ამჯერად, მონაწილეებს ევალებათ შეცვალონ განაცხადის ფორმულირება ისე, რომ ყოველი მათგანი ეთანხმებოდეს მიღებულ განაცხადს. მიეცით მონაწილეებს დრო, განიხილონ და შეცვალონ ყველა მოსაზრება ისე, რომ ყველა მონაწილე დაეთანხმოს.
ანალიზი და შეფასება
ხშირ შემთხვევაში ეს სავარჯიშო არ საჭიროებს სიღრმისეულ შეფასებას. მაგრამ მაინც, კარგი იქნება თუ მონაწილეებთან შემდეგ შეკითხვებს განიხილავთ:
- რატომ იყო რთული შეთანხმების მიღწევა ერთ შემთხვევაში და უფრო მარტივი სხვა შემთხვევაში?
- აქვთ თუ არა მონაწილეებს უფრო მყარი პოზიცია, ამჟამად, რომელიმე საკითხის მიმართ? რატომ?
- არის თუ არა კიდევ სხვა საკითხები, რომლის განხილვის სურვილიც აქვთ მონაწილეებს?
თუ მრავალენოვან ჯგუფთან მუშაობთ, ეს სავარჯიშო მოგცემთ დიდ სტიმულს განიხილოთ ენის როლი და ძალა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა საქმე შეთანხმების მიღწევასთან გვაქვს.
ეს მეთოდი პრაქტიკაში
ეს მეთოდი გამოიყენება მრავალ სხვადასხვა თემასთან მიმართებაში და აქვს განსხვავებული შედეგებიც. თუკი ამ სავარჯიშოში გამოიყენებთ ისეთ თემებს, რომლებიც მონაწილეებისთვის ნაცნობია, მაშინ სავარჯიშო დიდი დებატების დასაწყისად გადაიქცევა. ასე მოხდა ერთ-ერთი კულტურათშორისი სწვალების სემინარის დროს, რადგან მონაწილეები ტრეინინგის კურსის განმავლობაში უკვე კარგად იცნობდნენ სადისკუსიო თემებს. ამ შემთხვევაში, მონაწილეებს ძალიან მყარი პოზიცია ჰქონდათ მოცემულ თემებთან დაკავშირებით და ამიტომაც გართულდა ჯგუფში გამართული დისკუსიების გაკონტროლება და ერთმანეთის მოსმენა.
ერთ-ერთ ტრეინინგზე კი მოცემული განაცხადები ტრეინინგების ფასეულობებს ეხებოდა. ბევრი მონაწილე არ იცნობდა აღნიშნულ საკითხს მანამდე, ასე რომ, სავარჯიშო დაეხმარა მათ მოეხდინათ იდეების გენერირება. ამ შემთხვევაში სირთულეს წარმოადგენდა განაცხადების თეორიული საფუძვლების რეალური ღირებულებად გადაქცევა.
განაცხადების მაგალითები შეგიძლიათ ჟურნალ „კოიოტში“ იხილოთ, სადაც ისინი რუბრიკის სახით რეგულარულად არის წარმოდგენილი.
4.3.2 „შესაძლებელია ფასეულობებით ვაჭრობა?“
სავარჯიშო მიზნად ისახავს ფასეულობების გაზიარებას და გაცვლა-გამოცვლას.
საჭირო რესურსები
□ ოთახში დიდი სივრცე, ისე რომ მონაწილეებმა შეძლონ სიარული
□ მუყაოს ბარათები; თითოეულ ბარათს მინიჭებული აქვს კონკრეტული ფასეულობა (მაგ., „ადამიანთა უმეტესობას ვერ ენდობი“, „ადამიანებმა უნდა იცხოვრონ ბუნებასთან ჰარმონიაში“ და ა.შ.). ბარათების საკმარისი ოდენობა ისე, რომ თითოეულ მონაწილეს ჰქონდეს რვა ბარათი. შესაძლოა ბარათების გამეორება, თუმცა, ჯამში უნდა გაამზადოთ სულ მცირე 20 განსხვავებული ფასეულობათა ბარათი.
ჯგუფის სიდიდე
მინიმუმ 8 და მაქსიმუმ 35 მონაწილე
ხანგრძლივობა
სავარჯიშოს ხანგრძლივობა განსხვავდება. დაახლოებით გაგრძელდება 1 ან 2 საათს (10 წუთი სავარჯიშოს პირობების ასახსნელად, 20 წუთი - ვაჭრობისთვის, 20-დან 60 წუთამდე - კომპრომისებისთვის, 30 წუთი - დასკვნითი განხილვისთვის). მოცემულ დროში ცვლილებების შეტანა დასაშვებია (მაგ., შეგიძლიათ მეტი დრო დაუთმოთ მოლაპარაკების ნაწილს).
დეტალური ინსტრუქციები
მოამზადეთ ფასეულობათა ბარათები. ბარათებზე მოცემული უნდა იყოს ღირებულებები, სიღრმისეული რწმენა და შეხედულებები კეთილისა და ბოროტის შესახებ. გაითვალისწინეთ, რომ ადვილად უნდა შეიძლებოდეს მოცემული ფასეულობების დაცვა ერთ-ერთი მონაწილის მიერ მაინც. მას შემდეგ რაც მონაწილეებს აუხსნით სავარჯიშოს, დაურიგეთ მათ ბარათები და დარწმუნდით, რომ ყოველმა მონაწილემ მიიღო 8 ბარათი. თხოვეთ მონაწილეებს გაიუმჯობესონ ბარათების ღირებულება ანუ გაცვალონ მიღებული ბარათები მათთვის უფრო ღირებულ ბარათებზე. აუცილებელი არ არის ბარათები გაიცვალოს ერთი ერთზე. ერთადერთი წესი ისაა, რომ არც ერთი მონაწილე არ უნდა აღმოჩნდეს 2 ბარათზე ნაკლები რაოდენობით ხელში.
ვაჭრობის და მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, თხოვეთ მონაწილეებს დაჯგუფდნენ მსგავსი ფასეულობების მიხედვით და განიხილონ მცირე ჯგუფებში რა მსგავსებები აკავშირებთ მათ ერთმანეთს. მათ, ასევე, შეუძლიათ განიხილონ საიდან მოდის ეს ფასეულობები და რატომ აღმოაჩნდათ მათ მსგავსი ბარათები.
შემდეგ თხოვეთ მონაწილეებს დაჯგუფდნენ განსხვავებების მიხედვით. განსხვავებული ბარათების მფლობელმა წყვილებმა უნდა ეცადონ და აღმოაჩინონ ისეთი ღირებულებები, რომლებიც საერთოა მათთვის. მონაწილეებს შესაძლოა გაუადვილდეთ განზოგადებული და აბსტრაქტული მოსაზრებების საშუალებით მიაღწიონ კომპრომისს, მაგრამ აუხსენით მათ, რომ ორიენტირებული იყვნენ, შეძლებისდაგვარად, კონკრეტულ საკითხებზე.
დაასრულეთ სავარჯიშო, როცა დაინახავთ, რომ წყვილების უმეტესობამ იპოვა ორი ან სამი კომპრომისული განაცხადი. შემდეგ ერთიან ჯგუფთან გააკეთეთ სავარჯიშოს შეფასება.
ანალიზი და შეფასება
ალბათ, ნაყოფიერი იქნება თუ მონაწილეებთან განიხილავთ შემდეგ შეკითხვებს:
- როგორ იგრძნეს მონაწილეებმა თავი სავარჯიშოს შესრულებისას? რამდენად ადვილი იყო ფასეულობებით ვაჭრობა? რამ გაგიადვილათ ან გაგირთულათ პროცესი?
- აღმოაჩინეთ თუ არა რაიმე სიახლე საკუთარი ფასეულობების და მათი წარმომავლობის შესახებ?
- როგორი იყო კომპრომისი? რა სირთულეებთან არის დაკავშირებული კომპრომისები? შესაძლებელია თუ არა ფასეულობების დათმობა?
შემდეგ დისკუსია შეგიძლიათ დაუკავშიროთ კულტურათშორის სწვალებაში ფასეულობების როლის ანალიზს. ფასეულობები ხშირად „კულტურის“ ფუნდამენტად აღიქმება, და ისინი იმდენად ღრმადაა ადამიანის ცნობიერებაში გამჯდარი, რომ მათი დათმობა ძალიან ძნელია, და მაშინ რამდენად არის შესაძლებელი მრავალკულტურულ გარემოში ცხოვრება? არსებობს თუ არა ისეთი ფასეულობები, რომლებზეც ყველა თანხმდება?
ეს მეთოდი პრაქტიკაში
მოცემული მეთოდის გამოყენება აპრობირებულია განსხვავებულ ჯგუფებში. განსაკუთრებით ეფექტურია ამ სავარჯიშოს გამოყენება ისეთ ჯგუფში, სადაც მონაწილეებს არ აქვთ კულტურათშორის ურთიერთობასთან დაკავშირებული სირთულეების გამკლავების გამოცდილება. ამ შემთხვევაში, მოცემული სავარჯიშო ფასეულობების ანალიზის და მათზე მსჯელობის დაწყებისთვის კარგი საწყისი წერტილია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფასეულობების ფორმულირებას ბარათებზე; არსებობს რეალური საშიშროება, რომ ბარათზე წარმოდგენილი ფასეულობები აღმოჩნდეს ძალიან ზოგადი (ყველა მარტივად შეთანხმდეს) ან ძალიან სპეციფიკური. უმჯობესია თუ სამუშაო ჯგუფი წინასწარ შეთანხმდება და შეარჩევს ფასეულობებს ისე, რომ ბარათებზე მრავალფეროვანი ღირებულებები იყოს წარმოდგენილი.
4.3.3 „აბიგეილი“
სევდიანი სასიყვარულო ისტორიის განხილვა. ძირითადი შეკითხვაა „ვინ არის უარესი ვინ არის საუკეთესო?“
საჭირო რესურსები
□ თითოეული მონაწილისთვის ქვემოთ მოცემული ისტორიის ასლი
აბიგეილს უყვარს თომი, რომელიც მდინარის მეორე მხარეს ცხოვრობს. წყალდიდობამ ყველა ხიდი დაანგრია და მხოლოდ ერთი ნავიღა გადარჩა მდინარის ორი მხარის დამაკავშირებლად. აბიგეილი თხოვს სინბადს, ნავის მეპატრონეს, რომ მდინარის მეორე მხარეზე გადაიყვანოს. სინბადი დათანხმდება, თუმცა, დაჟინებით ითხოვს, რომ აბიგეილმა სანაცვლოდ ერთი ღამე გაატაროს მასთან ერთად. აბიგეილმა არ იცის რა ქნას და გაიქცევა დედასთან, რომ რჩევა კითხოს მას. დედა პასუხობს, რომ არანაირი სურვილი არა აქვს ჩაერიოს მის პირად ცხოვრებაში.
სასოწარკვეთილი აიგეილი სინბადთან გაატარებს ღამეს, რომელიც სანაცლოდ გადაიყვანს მას მდინარის მოპირდაპირე მხარეს. აბიგეილი სიხარულით გარბის თომთან რომ გადაეხვიოს და უამბოს ყველაფერი, რაც მოხდა. მონათხრობის მოსმენის შემდეგ, თომი ხელს კრავს აბიგეილს და აბიგეილი გაიქცევა.
თომის სახლთან ახლოს აბიგეილი შეხვდება ჯონს, თომის საუკეთესო მეგობარს. აბიგეილი თომის მეგობარსაც მოუყვება ყველაფერს. ჯონი დაარტყამს თომს, რადგან აბიგეილს ასე მოექცა, დატოვებს მეგობარს და თან წაიყვანს აბიგეილს.
□ დამოუკიდებელი მუშაობისთვის საკმარისი სივრცე; ჯგუფები იმუშავებენ 4-5 კაცის შემადგენლობით და შემდეგ გაერთიანებულ პანელზე.
ჯგუფის სიდიდე
სულ მცირე 5 მონაწილე, არა უმეტეს 30 მონაწილისა (შეგიძლიათ დიდი ჯგუფის დაყოფა და შეფასების დამოუკიდებლად გაკეთებაც)
ხანგრძლივობა
სავარჯიშოს სრული ხანგრძლივობაა 1 საათი და 15 წუთიდან 2 საათსა და 15 წუთამდე.
- 5 წუთი - შესავალი
- 10 წუთი - დამოუკიდებელი საკითხავი და შეფასება
- 30-45 წუთი - მცირე ზომის ჯგუფებში მუშაობა
- (არჩევითი) 30 წუთი - განხილვა გაერთიანებულ ჯგუფთან
- 30-45 წუთი - შეფასების პანელი
დეტალური ინსტრუქციები
გააცანით მონაწილეებს სავარჯიშო და აუხსენით, რომ სავარჯიშოს მიზანია სხვასახვა ფასეულობების გამოვლენა. ყველა მონაწილე კითხულობს ამბავს დამოუკიდებლად და ქულას უწერს თითოეულ პერსონაჟს (აბიგეილი, თომი, სინბადი, აბიგეილის დედა და ჯონი), მათი საქციელის მიხედვით. ვინ მოიქცა ყველაზე უარესად? ვინ მოიქცა ნაკლებად უარესად? და ა.შ. მას შემდეგ, რაც მონაწილეების უმეტესობას მზად ექნება ქულები, დაყავით ისინი მცირე, 3-6 კაციან ჯგუფებად, რათა განიხილონ მათი შეხედულებები ამა თუ იმ პერსონაჟის საქციელის შესახებ. ჯგუფების დავალებაა შეიმუშაონ საერთო სია, რომელზეც ყველა თანხმდება. აუხსენით მონაწილეებს, რომ არ უნდა გამოიყენონ მათემატიკური მეთოდები ქულებზე დაყრდნობით სიის შესადგენად, არამედ შექმნან სია საკუთარ აზრთა გაზიარების საფუძველზე.
მას შემდეგ რაც ჯგუფები შეადგენენ საკუთარ სიებს, შეგიძლიათ მცირე ზომის ორი ჯგუფი გააერთიანოთ საშუალო ზომის ჯგუფად (თუ ამ მეთოდს მიმართავთ, მაშინ პირველ საფეხურზე ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა 4-ს არ უნდა აღემატებოდეს). სავარჯიშო შეაფასეთ პანელზე შედეგების განხილვით და შემდეგ მსგავსებებისა და სხვაობების ანალიზის საშუალებით. შემდეგ გადაინაცვლეთ შეკითხვაზე: რის საფუძველზე გადაწყვიტეს მონაწილეებმა ქულის დაწერა? როგორ გადაწყვიტეს რომელი იყო კარგი და რომელი ცუდი საქციელი?
ანალიზი და შეფასება
შეფასებისას ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთდეს იმაზე, თუ რა გავლენა აქვს ჩვენს ფასეულობებს ჩვენს მიერვე კარგისა და ცუდის გარჩევისას. ამ საკითხში ღრმად ჩახედვის შემდეგ, მომდევნო ნაბიჯია გავაანალიზოთ რამდენად მარტივი ან რთულია ფასეულობებზე მოლაპარაკება და საერთო ფასეულობების სიის ჩამოყალიბება. შეგიძლიათ ჰკითხოთ მონაწილეებს, როგორ შეთანხმდნენ ფასეულობათა საერთო სიაზე -რომელი არგუმენტი იყო მათთვის დამაჯერებელი და რატომ? არსებობდა თუ არა ზღვარი ან სირთულე სხვისი პოზიციის გაზიარებისას.
დამატებითი განხილვის შესაძლო სფეროა ჩვენი გამოცდილება და ის თუ როგორ ვისწავლეთ კარგისა და ცუდის გარჩევა, ასევე, თუ რა გავლენა აქვს ჩვენს გამოცდილებას მსგავსებებისა და განსხვავებების აღმოჩენისას.
ეს მეთოდი პრაქტიკაში
აბიგეილის ამბავი ხშირად გამოიყენება მონაწილეებს შორის კულტურათშორისი ურთიერთობების დამყარების მოსამზადებელი ფაზისთვის. ეს სავარჯიშო პროდუქტიულია, რადგან აბსტრაქტული ფასეულობების მონაწილეებამდე ეფექტურად მიტანას განაპირობებს. მონაწილეები განიხილავენ კონკრეტულ ამბავს და ქულების დასაწერად პერსონაჟების საქციელს ამა თუ იმ ფასეულობას უკავშირებენ. ამ სავარჯიშოს მეორე ვარიანტია მოცემული ამბის განხილვა, ზემოთ აღწერილი წესების მიხედვით და შემდეგ იმავე წესების დაცვით სხვა ისტორიის განსჯა, სადაც ყველა ქალი კაცად გადაიქცევა და პირიქით. მონაწილეთა მიერ მინიჭებული ქულები იგივე რჩება თუ იცვლება ამ შემთხვევაში? თუ იცვლება, რატომ?
შესაძლებელია სხვა ვარიანტების გამოყენებაც, ამბავში ჩანდეს პერსონაჟების ასაკი, შეგიძლიათ ითამაშოთ პერსონაჟებით, გახადეთ ისინი ერთი სქესის, ჩართეთ ეთნიკური და ეროვნული წარმომავლობა. შემდეგ დააკვირდით, რამდენად ცვლის ქულების განაწილებას მსგავსი ცვლილებები.
სავარჯიშოდან საუკეთესო შედეგის მისაღწევად, აუცილებელია შეიქმნას ღია გარემო, სადაც ნებისმიერი ქულა მისაღებია და სადაც ადამიანებს არ „ადანაშაულებენ“ უსარგებლო არგუმენტების წარმოდგენაში.
![]() |
6.4 4.4 სიმულაციური თამაშები |
▲ზევით დაბრუნება |
მოჰამედ ჰაჯი კელა
4.4.1 რამდენიმე პრაქტიკული მითითება
რას გულისხმობს სიმულაციური თამაში?
მეთოდი, რომელიც გამოიყენება ქცევითი მოდელების და პროცესების წარმოდგენისა და სწავლებისთვის, ამასთანავე, გულისხმობს ადამიანური რესურსების ჩართვას რეალურ, თუ სიმულაციურ როლურ სიტუაციაში, წარმოადგენს სიმულაციურ თამაშს (1975 წლის შუბიკის თეორიის მიხედვით). სიმულაციური თამაშის გამოცდილება რეალისტური სიტუაციის მოდელს გულისხმობს, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ, განსაზღვრონ არსებული დაბრკოლებები და აღმოაჩინონ ის პიროვნული ასპექტები, რომელთა არსებობაც წარსულში არ ჰქონდათ გაცნობიერებული. თამაშის ეფექტური დიზაინი ფართო შესაძლებლობებს აძლევს მოთამაშეებს, დააკავშირონ სიმულაციური აქტივობები და განაზოგადონ მიღებული გადაწყვეტილებები ყოველდღიურ გამოცდილებასთან მიმართებაში, რაც უზრუნველყოფს ქცევითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას და შემდგომ განვითარებას. ამასთანავე, სიმულაციური თამაშები იძლევა მიდგომების გამოცდის შესაძლებლობას უსაფრთხო სასწავლო გარემოში. სიმულაციური სიტუაციები წარმოადგენს ახალგაზრდებთან მუშაობის ეფექტურ საშუალებას სხვა კულტურებთან დაკავშირებული ცრურწმენისა და სტერეოტიპების რღვევის საკითხებზე.
რატომ მივმართავთ სიმულაციურ თამაშებს კულტურათაშორის სწავლებაში?
სიმულაციური თამაშები მიზნად ისახავს ჯგუფის განვითარების და საზოგადოების მრავალფეროვანი წარმომადგენლობითი ხასიათის გაცნობიერების ხელშეწყობას. ახალგაზრდების ჯგუფებთან მუშაობის ხასიათის გათვალისწინებით, სიმულაციური თამაშები ქმნის თანამშრომლობით გარემოს, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ გააცნობიერონ საკუთარი პოტენციალი და შემოქმედუნარიანობა. მოცემული აქტივობები სავალდებულო არაა ტრადიციულ საკლასო ოთახის გარემოში განხორციელდეს.
სიმულაციური თამაშების გამოყენება კულტურათაშორისი სწავლების პროცესის მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს. ერთი მხრივ, მოთამაშეებს უვითარდებათ კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები, რაც უზრუნველყოფს მათ მომზადებას სამომავლო სტრატეგიების ეფექტურად განსაზღვრისთვის და მიღებული გადაწყვეტილებების შედეგების გაცნობიერებისთვის. მეორე მხრივ, მოთამაშეები ეცნობიან სიმულაციურ სიტუაციებში მიღებული ცოდნის და შესწავლილი მოდელების პრაქტიკულ გარემოში გამოყენების საშუალებებს. აგრეთვე, სიმულაციური თამაშების პროცესი შესაძლებლობას აძლევს მოთამაშეებს, მიიღონ რეალური სამყაროსთვის დამახასიათებელი პრაქტიკული გამოცდილება. მაგალითად, კონკურენცია, აპათია და კომუნიკაციის გზები. კულტურათაშორისი სწავლების აღნიშნული მოდელის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია, სიმულაციური გარემოს შექმნა, რაც, მონაწილეებისათვის კულტურული მრავალფეროვნების და განსახვავებების შემეცნების პროცესში, უსაფრთხო და დაცულ პირობებს უზრუნველოფს. კერძოდ, ზოგიერთი კულტურათაშორისი ურთიერთობის საკითხის განხილვისას, რომელიც შესაძლოა პოლემიკურ ხასიათს ატარებდეს, სიმულაციური თამაშები უსაფრთხო გარემოს ქმნის. აღნიშნულს ისეთი სირთულის საკითხები წარმოადგენს, როგორებიცაა რელიგიური მრწამსი, გენდერული როლები და თანასწორუფლებიანობა. სიმულაციური თამაშები წარმოადგენს ალტერნატიულ მეთოდს, განსაკუთრებით ახალგაზრდებისათვის პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე არაფორმალურ სასწავლო გარემოში ცოდნის დასაუფლებლად. და ბოლოს, სიმულაციური თამაშების კონსტრუქციული გამოყენება ეფექტურ გზას წარმოადგენს ახლგაზრდების მოტივაციის და დაინტერესების დონის ასამაღლებლად.
რა უნდა გავითვალისწინოთ სიმულაციური თამაშების სასწავლო მეთოდის სახით გამოყენებისას?
სიმულაცია, როგორც სწავლების მეთოდი მაღალი ზემოქმედებითი ეფექტით ხასიათდება, თუ გათვალისწინებულია შემდეგი ფაქტორები: ა) მაქსიმალური ემოციური ჩართულობა; ბ) უსაფრთხო გარემო და გ) სიმულაციური თამაშის განხორციელებისა და პროცესირებისთვის შესაბამისი დროის ჩარჩო, მკაფიოდ განსაზღვრული აქტივობის შინაარსი მიღებული გამოცდილების ნათლად გაცნობიერებისთვის. ანუ, მოცემული საჭიროა წარმოადგენდეს ,,სწავლების და სწავლის ინტეგრირებულ პროცესს'', რომელიც ფოკუსირებულია შინაარსობრივი, მოსაზრებების და სწავლების სტილის მრავალფეროვნებაზე ღია სწავლების პროცესის გარემოში. მეტად მნიშვნელოვანია, შემდეგი სამი ასპექტის გათვალისწინება სასურველი შედეგის მისაღწევად:
1. ახალი იდეების, პრინციპების და კონცეფციების გავრცელება (განსაზღვრული, როგორც ,,შინაარსი”);
2. შინაარსის გამოყენების შესაძლებლობა გამოცდილებით გარემოში (განსაზღვრული, როგორც ,,გამოცდილება”);
3. გახორცილებული ქმედებების და სიმულაციური სიტუაციის სხვადასხვა ეტაპებს შორის არსებული კავშირების შესახებ მოსაზრებების გაზიარება. რაში მდგომარეობს მიღებული გამოცდილება, რა ცოდნის მიღება გახდა შესაძლებელი და როგორ შეიძლება მიღებული გამოცდილების ყოველდღიურ რეალობაში გამოყენება.
სიმულაციური თამაშის სტრუქტურის განსაზღვრა
სიმულაციური თამაშის სტრუქტურის განსაზღვრის სხვადასხვა გზა არსებობს და შესაბამისად, განსხვავებულია მიღებული შედეგებიც. ქვემოთ წარმოდგენილი ელემენტები, ძირითადად, მიღებულ და აქტიურად გამოყენებად პრაქტიკას წარმოადგენს ახალგაზრდების ჯგუფებთან მუშაობისას.
გარემო: ითვალისწინებს აქტივობის განხორცილებისთვის შექმნილ ფიზიკურ გარემოს, ჯგუფის მოტივაციას და იმას, თუ რამდენად იცნობენ ჯგუფის წევრები ერთმანეთს. აღსანიშნავია, რომ აქტივობის შინაარსი განსაზღვრავს გარემოების საჭიროებებს.
სიმულაციური თამაშის შინაარსი და მიზანი: ყოველ თამაშს გააჩნია მიზანი და შინაარსი. საჭიროა, ფასილიტატორმა ნათლად განუმარტოს თამაშის შინაარსი და მიზანი მოთამაშეებს. ხშირ შემთხვევაში, შინაარსი და მიზანი ყოველდღიურ რეალობას ასახავს.
წესები: ცნობილია, როგორც ძირითადი წესები და მნიშვნელოვანია მათი გამოყენება კომუნიკაციის დამყარებისას და როლების განსაზღვრის პროცესში. ამასთანავე, აღნიშნული წარმოადგენს გასათვალისწინებელ ინსტრუქციებს თამაშის ფასილიტატორისთვის.
ხანგრძლივობა: წარმატებული სიმულაციური თამაში საჭიროებს, მოსამზადებელი ეტაპიდან განხილვის ჩათვლით, დროის ჩარჩოს განსაზღვრას. დროის ჩარჩო სასურველია, უზრუნველყოფდეს მონაწილეების ჩართულობას და მათ მოტივირებას მონაწილეობა მიიღონ აქტივობაში. სიმულაციური თამაშის დროის ჩარჩო შესაძლოა რამდენიმე დღით ან საათით განისაზღვროს. თამაშის შინაარსი და მიზანი განსაზღვრავს დროის ჩარჩოს. მონაწილეებს საჭიროა საკმარისი დრო მიეცეს აქტივობის დასრულების შემდეგ მიღებული გამოცდილების გაანალიზებისთვის, განხილვის ეტაპზე გადასვლამდე.
4.4.2 ლიმიტი 20
ლიმიტი 20 ეფექტურ სიმულაციურ სიტუაციას წარმოადგენს, რომელიც ეხმარება მონაწილეებს გააცნობიერონ დისკრიმინაციის და საზოგადოებიდან განდევნის მოვლენის არსი. აღნიშნული აერთიანებს ისეთ საკითხებს, როგორსაც არათანასწორუფლებიანობა, უმცირესობათა და უმრავლესობას შორის ურთიერთობა და ზოგადად, ძალაუფლება წარმოადგენს. სიმულაციური თამაშის პროცესში მონაწილეები პრაქტიკულად გამოცდიან ჩვენი საზოგადოების რეალობისთვის დამახასიათებელ უსამართლობას და სესიის განხილვის ნაწილი, მათ შესაძლებლობას მისცემს მიღებული გამოცდილების საფუძველზე, გაავლონ პარალელები საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან. მოცემული მეთოდის სრული აღწერილობისთვის, იხილეთ, სასწავლო პაკეტი.
4.4.3 ,,დადებითზე ორიენტირებული კვლევა”
დადებითზე ორიეტირებული კვლევა წარმოადგენს ყველაზე ეფექტურ მეთოდს საზოგადოების მრავალფეროვანი წარმომადგენლობითი ხასიათის და კულტურათა ფასეულობების გაცნობიერებისთვის. დადებითზე ორიენტირებული კვლევა გამოიყენება ფასეულობების და საზოგადოების მნიშვნელობის არსის დასაკავშირებლად, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა სხვადასხვა კულტურათა შორის უნდობლობა არსებობს. მოცემულ გარემოებაში სიმულაციური თამაშის პირობები მკაცრად არ არის დაცული და გამოიყენება გამოცდილი ფასილიტატორების მიერ. ამ შემთხვევაში, სიმულაციური სავარჯიშო მონაწილეების კულტურათაშორისი ურთიერთობების შესახებ დიალოგში ჩართვას ისახავს მიზნით. მაგალითად, შესაძლებელია ჯგუფში განიხილონ კულტურული ფასეულობების საკითხი. შესაძლებელია, განახორციელოთ აღნიშნული მეთოდის ადაპტირება თქვენი რეალობის და სამიზნე ჯგუფის საჭიროებებიდან გამომდინარე.
საჭირო რესურსები:
საწერი კალმები, ფლიპ-ჩარტი, მარკერები და წებო
ჯგუფის სიდიდე:
მინიმუმ ოთხი მონაწილე
ხანგრძლივობა:
1-2 სთ. განისაზღვრება ჯგუფის სიდიდის მიხედვით.
დეტალური ინსტრუქციები:
1. დაყავით ჯგუფი წყვილებად, ყოველი წყვილი - უმცირესობის და უმრავლესობის წარმომადგენლად;
2. 2.დაარიგეთ კითხვარები და ინსტრუქციები. როგორც შესავალშია წარმოდგენილი, განუმარტეთ მონაწილეებს სავარჯიშოს შინაარსი და მიზანი. სთხოვეთ, თითოეულ მონაწილეს დაუსვან კითხვები თავიანთ მეწყვილეს 15 წუთის განმავლობაში (30 წუთი სულ);
3. თხოვეთ თითოეულ ინტერვიუერს ინდივიდუალურად შეაჯამოს ის ფასეულობები, რომლებიც საკუთარი მეწყვილის გამოკითხვისას გამოიკვეთა და საკუთარი კულტურული თვალსაზრისით მოახდინონ მოცემული ფასეულობების პრიორეტიზაცია; და ბოლოს, ჩამოწერონ მოცემული ფასეულობები ფლიპ-ჩარტზე (10 წუთი);
4. თხოვეთ ჯგუფს, შეადგინონ საერთო და განმასხვავებელი ფასეულობების 2 ნუსხა. მონაწილეებს საკმარისი დრო დაუთმეთ მოცემული დავალების შესასრულებლად (15 წუთი);
5. გამოკითხვისა და გაზიარებისთვის გამოყავით 40 წუთი.
ანალიზი და შეფასება
ჰკითხეთ მონაწილეებს, რა შეგრძნებები დაეუფლათ გამოკითხვის პროცესში ან მოპასუხის როლში. უკანასკნელად როდის შეიგრძნეს უმრავლესობის ან უმცირესობის წარმომადგენლის დადებითი განწყობა. ჰკითხეთ, თუ როგორ არის შესაძლებელი დაუკავშირონ მოცემული გამოცდილება უმცირესობა-უმრავლესობის ურთიერთობებს? აღმოაჩინეს საერთო ფასეულობები? არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებები უმცირესობათა და უმრავლესობის ფასეულობებს შორის? რომელი ფასეულობების განსაზღვრა და აღიარება წარმოადგენს მიღებულ პრაქტიკას საზოგადოებისთვის, მაგრამ რეალობაში მათი გათვალისწინება არ ხორციელდება.
ეს მეთოდი პრაქტიკაში
აღნიშნული მეთოდი ევროპელ ფასილიტატორებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. მონაწილეების მიერ მიღებული გამოცდილების განზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი მასალების მოცულობა, მეთოდის ერთ-ერთ ძლიერ მხარეს წარმოადგენს.
კითხვები უმრავლესობისთვის:
a) განიხილეთ თქვენი გამოცდილების ყველაზე პოზიტიური ურთიერთობის მაგალითი თქვენს ქვეყანაში წარმოდგენილ უმცირესობებთან; დროის მონაკვეთი, როდესაც შეიგრძენით პიროვნული სიამაყე, შემოქმედებითობა და ეფექტურობა. რა ვითარებაში იმყოფებოდით? რას გრძნობდით? გაიხსენეთ ყველაზე პოზიტიური ასპექტი, რომელიც აღმოაჩინეთ მათთან მიმართებაში?
b) რა ფაქტორები და მიდგომები მიგაჩნიათ აუცილებელად მსგავსი გამოცდილებების მისაღებად მომავალში?
კითხვები უმცირესობისთვის:
a) აღწერეთ თქვენი ყველაზე პოზიტიური გამოცდილება უმრავლესობის ჯგუფთან ურთიერთობისას. გაიხსენეთ შემთხვევა, როდესაც შეიგრძენით პიროვნული სიამაყე, შემოქმედებითობა და ეფექტურობა. რა ვითარებაში იმყოფებოდით? რას გრძნობდით?
გაიხსენეთ, ყველაზე პოზიტიური ასპექტი, რომელიც თქვენ აღმოაჩინეთ მათთან მიმართებაში?
b) რა მიგაჩნიათ აუცილებელად მსგავსი გამოცდილებების მისაღებად მომავალში?
მითითებები გამოკითხვების ჩასატარებლად
გამოიყენეთ ზემოთ წარმოდგენილი კითხვები და ნუ შეეცდებით, მონაწილეების პასუხებზე ზემოქმედებას.
საშუალება მიეცით მოპასუხეებს სრულად წარმოადგინონ საკუთარი ისტორია. ნუ გაუზიარებთ თქვენ ისტორიას ან მოსაზრებას მათი გამოცდილების შესახებ.
ყურადღებით მოისმინეთ და სცადეთ განსაზღვროთ მათი გამოცდილების შესაბამისი ფასეულებები:
გამოიყენეთ კითხვები განხილვის პროცესის შემდგომი გააქტიურების მიზნით:
მეტი გაგვიზიარეთ? რატომ გგონიათ, რომ იმაზე მეტი გაგვიზიარეთ, ვიდრე საჭირო იყო? რა იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი? რა ზემოქმედება მოახდინა აღნიშნულმა გამოცდილებამ თქვენზე? შეუძლია მოცემულ გამოცდილებას უმცირესობაზე ან უმრავლესობაზე თქვენი წარმოდგენის შეცვლა?
ზოგიერთ მონაწილეს მეტი დრო დასჭირდება პასუხების ფორმულირებისთვის, საკმარისი დრო განსაზღრეთ მიღებული გამოცდილების გაანალიზების მიზნით.
გაითვალისწინეთ, რომ მისაღებია, ზოგიერთ მონაწილეს თუ არ სურს ან არ შეუძლია რიგ კითხვებზე პასუხის გაცემა.
ადაპტირებული ბრაჰმა კუმარისიდან, World Spiritual University, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო
4.4.4 ,,დერდიანელები”
თამაში წარმოადგენს ორი სხვადასხვა კულტურის საწყისი შეხვედრის სიმულირებას. იპოვეთ გასაღები უცხოური კულტურული ქცევისთვის, გაანალიზეთ უცხო კულტურასთან შეჯახების ეფექტი. ინჟინრების ჯგუფი მიემგზავრება უცხო ქვეყანაში ადგილობრივი თემისთვის ხიდმშენებლობის სწავლების მიზნით.
საჭირო რესურსები
მუყაო, წებო, მაკრატელი, სახაზავი, ფანქარი, თამაშის აღწერილობა დერდიანელებისა და ინჟინრების ჯგუფებისთვის; ორი ოთახი.
ჯგუფის სიდიდე:
მინიმუმ 12 მონაწილე, გაყოფილი ორ ჯგუფად.
ხანგრძლივობა:
1/2 - 2 საათი, მოიცავს განხილვის ნაწილს.
დეტალური ინსტრუქციები :
1. ჯგუფის სიდიდის მიხედვით, შეადგინეთ ინჟინრების ჯგუფი (4-8 მონაწილე), რომლებიც დერდიანელებს ხიდმშენებლობას შეასწავლიან. ჯგუფი მიიღებს სპეციალურ ინსტრუქციებს და ცალკე ოთახში განთავსდება.
2. დანარჩენი მონაწილეები წარმოადგენენ დერდიანელებს და შესაბამისად, მიიღებენ ინსტრუქციებს დერდიანელებისთვის. თუ ჯგუფში ბევრი მონაწილე გყავთ, შესაძლოა დამკვირვებლების ჯგუფის განსაზღვრაც, რომელიც დააკვირდება დერდიანელების ჯგუფის მუშაობას და გააკეთებს შესაბამის ჩანაწერებს. დამკვირვებლებს წინასწარ არ გააცნოთ დერდიანელების კულტურა, ამიტომ დასაწყისში ისინი ინჟინრების ჯგუფის ოთახში განათავსეთ.
ანალიზი და შეფასება
თამაშის დასრულების შემდეგ ორივე ჯგუფი ქაღალდის დაფაზე განათავსებს საკუთარ კომენტარს და შენიშვნებს შემდეგ სამ ასპექტთან დაკავშირებით:
1) ფაქტები 2) შეგრძნებები 3) ინტერპრეტაცია
შემდეგი საკითხები განიხილეთ მთელ ჯგუფთან ერთად:
▪ ჩვენ გვახასიათებს ტენდენცია, ვიფიქროთ, რომ ყველა ჩვენნაირად ფიქრობს და აზროვნებს.
▪ ჩვენ ხშირად ვახდენთ მოვლენების ინტერპრეტაციას, კულტურული განსხვავებების გაუცნობიერებლად;
▪ როგორ იყო როლები გადანაწილებული? რა როლს ვასრულებდი მე? რა პიროვნული ნიშნების გამოვლენა შევძელი? რამდენად კომფორტულად ვგრძნობ თავს ჩემთვის განსაზღვრულ როლში?
▪ რა ზეგავლენას ახდენს ჩემი კულტურული წარმომავლობა მოცემული როლის შესრულებაზე?
▪ რამდენად ანალოგიურად აღიქმებოდა ჩემი როლი სხვა მონაწილეების მიერ?
ბარათები:
იხილეთ შემდგომ გვერდზე:
ინსტრუქციები დერდიანელებისათვის:
სიტუაცია:
თქვენ ცხოვრობთ ქვეყანაში სახელწოდებით დერდია. თქვენი სოფელი შორს არის იმ მეზობელი ქალაქიდან, სადაც ბაზარია განთავსებული. ბაზარში ჩასასვლელად თქვენ ვრცელი დაბლობი უნდა გადალახოთ, რისთვისაც ორი დღე გჭირდებათ. ველზე ხიდის აგების შემთხვევაში, ბაზარში ჩასვლას მხოლოდ ხუთი საათი დასჭირდებოდა.
დერდიის მთავრობამ შეთანხმება გააფორმა უცხოურ ფირმასთან, თქვენს სოფელში ჩამოსვლის და ხიდმშენებლობის სწავლების შესახებ. თქვენი ადგილობრივი თემის წარმომადგენლები, სამომავლოდ, პირველი დერდიანელი ხიდმშენებელი ინჟინრის პრაქტიკას მიიღებენ. უცხოელ ექსპერტებთან თანამშრომლობის გზით პირველი ხიდის აგების გამოცდილების მიღების შემდეგ, თქვენ შესაძლებლობა მოგეცემათ ააგოთ ხიდები დერდიაში, რაც ადგილობრივი თემების საცხოვრებელ პირობებს საგრძნობლად გააუმჯობესებს.
ხიდი აიგება ქაღალდის, ფანქრების, სახაზავების, მაკრატლების და წებოს გამოყენებით. თქვენ იცით, რა მასალები და ხელსაწყოები გჭირდებათ, მაგრამ უცნობია სამშენებლო ტექნოლოგიები.
სოციალური ქცევა:
დერდიანელები, კომუნიკაციის ერთ-ერთ საშუალებად, ხელით შეხებას იყენებენ. მათთვის კომუნიკაცია ხელის შეხების გარეშე წარმოუდგენელია. შესაბამისად, კომუნიკაცია შეხების გარეშე, ურთიერთობის უხეშ ფორმად არის მიჩნეული. მიუხედავად ამისა, არ არის აუცილებელი პირდაპირ კონტაქტში იმყოფებოდეთ. თუ თქვენ შეუერთდებით ჯგუფს, ჯგუფის რომელიმე წარმომადგენელს დაეყრდნობით და საუბარში ჩაერთვებით.
ამასთანვე, მნიშვნელოვანია მიესალმოთ ყევლა გამვლელს, მიუხედავად იმისა, რომ თქვენთვის მისი ვინაობა სრულიად უცნობია.
მისალმება
ტრადიციულად, მისალმება მხარზე კოცნას გულისხმობს. ვინც მისალმებას იწყებს, მოსაუბრეს მარჯვენა მხარზე კოცნის. ხოლო ეს უკანასკნელი, მარცხენა მხარზე. ყველა სხვა სახის კოცნა შეურაცხმყოფელია! ხელის ჩამორთმევა ყველაზე დიდი შეურაცხყოფაა დერდიანელებისთვის. თუ დერდიანელი ოდესმე შეურაცხყოფილად იგრძნობს თავს, ვინაიდან არ მიესალმეთ, ან ხელით არ შეეხეთ საუბრისას, იგი ყვირილით გამოხატავს საკუთარ მოსაზრებას.
დაიხ/არა
დერდიანელები არ იყენებენ სიტყვას „არა“. ისინი ყოველთვის სიტყვა დიახ-ს გამოიყენებენ, მაშინაც კი, როცა ,,არა”-ს გულისხმობენ. ამ შემთხვევაში, ,,დიახ”-ს ერთვის თავის დაქნევა (საჭიროა, ამაშიც გაივარჯიშოთ).
სამუშაო ეთიკა:
მუშაობისას, დერდიანელები, ხშირად ეხებიან ერთმანეთს. თამაშში გამოყენებული ხელსაწყოები სქესის მიხედვით არის განაწილებული: მაკრატელი -მამრობითი; ფანქარი და სახაზავი - მდედრობითი. წებო საშუალო სქესისაა. მამაკაცები არასდროს ეხებიან ფანქარს და სახაზავს. იგივე ვრცელდება ქალებზეც მაკრატელის გამოყენებისას. (ვფიქრობ, აღნიშნული გარკვეულწილად დაკავშირებულია ტრადიციებსა და რელიგიასთან).
უცხოელები:
დერდიანელები ღია არიან კომუნიკაციისთვის. მათ უყვართ უცხოელები, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან ამაყობენ საკუთარი თვითმყოფადობით და კულტურით. მათ იციან, რომ მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით ვერასდროს ააგებენ ხიდს. მეორე მხრივ, ისინი არ მიიჩნევენ უცხოელების კულტურას და ცოდნას მათზე აღმატებულად. ერთადერთი რაც არ იციან ისაა, თუ როგორ ააშენონ ხიდი. ისინი უცხოელებისგან მოელიან, რომ მათ კულტურას გაითავისებენ. ვინაიდან დერდიანელებისთვის დამახასიათებელი ქცევითი გამოხატულება ჩვეულებრივი ცხოვრების წესს წარმოადგენს, ისინი ვერაფერს აუხსნიან ექსპერტებს. (აღნიშნული საკითხის გათვალისწინება, მნიშვნელოვანია!)
დერდიანელი მამაკაცი არასდროს გაიცნობს მეორე მამაკაცს, თუ იგი ქალმა არ წარადგინა. არა აქვს მნიშვნელობა ქალი დერდიანელია, თუ არა.
ინსტრუქციები ინჟინრებისთვის
სიტუაცია
თქვენ წარმოადგენთ უცხოელი ინჟინრების ჯგუფს ერთ-ერთი საერთაშორისო სამშენებლო კომპანიიდან. თქვენმა კომპანიამ ახლახან გააფორმა კონტრაქტი დერდიის მთავრობასთან, რაც დერდიანელებისთვის ხიდმშენებლობის სწავლებას ითვალისწინებს. კონტრაქტის პირობების თანახმად, მნიშვნელოვანია განსაზღვრულ ვადებში ვალდებულებების შესრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კონტრაქტი გაუქმდება, რაც, თავის მხრივ, თქვენს სამსახურიდან დათხოვნას გამოიწვევს.
დერდიის მთავრობა დიდ დაინტერესებას გამოხატავს მოცემული პროექტის მიმართ. პროექტს ევროპის გაერთიანება აფინანსებს. დერდია მთიანი რელიეფით ხასიათდება, ბევრი კანიონითა და ვრცელი დაბლობით, თუმცა აქ ხიდებს ვერ ნახავთ. ამიტომაც დერდიანელებს დიდი დრო სჭირდებათ ბაზრამდე მისაღწევად, რომელიც დიდ ქალაქშია განთავსებული. პროექტის თანახმად, ხიდი დერდიანელებს 5 საათამდე შეუმცირებს მგზავრობის ხანგრძლივობას.
იმის გათვალისწინებით, რომ დერდიაში ბევრი კანიონი და მდინარეა, უბრალოდ, ხიდის აშენება და შემდგომ, საჭიროებიდან გამომდინარე, მისი შეცვლა შეუძლებელია. საჭიროა ასწავლოთ დერდიანელებს, დამოუკიდებლად როგორ ააშენონ ხიდი მომავალში.
თამაშის პროცესი
თავდაპირველად, დეტალურად გაეცანით მოცემულ ინსტრუქციებს და ერთობლივად გადაწყვიტეთ ხიდის აშენების სტრატეგია. მითითებული დროის შემდეგ, ორ თქვენგანს შესაძლებლობა მიეცემა, ეწვიოს დერდიანელებს და სამი წუთის განმავლობაში კომუნიკაცია დაამყაროს მათთან. (მაგალითად, შეამოწმოს ბუნებრივი და მატერიალური პირობები, დაუკავშირდეს დერდიანელებს და ა.შ.). 10 წუთის განმავლობაში თქვენ უნდა გააანალიზოთ მათი ანგარიში და დაასრულოთ მომზადების ეტაპი.
შემდგომ ეტაპზე, დერდიანელებისათვის ხიდმშენებლობის სასწავლებლად, ინჟინრების მთელი ჯგუფი დერდიაში გადაინაცვლებს.
ხიდი
ხიდი, სიმბოლურად, ქაღლდისგან დამზადდება და ორ სკამს ან მაგიდას დააკავშირებს 80 სმ დისტანციაზე. მთავარი მოთხოვნა ხიდის სიმყარეა. მშენებლობის პროცესის დასასრულს ხიდის მოთხოვნებთან შესაბამისობა, მასზე მაკრატლების და წებოს განთავსებით შეფასდება.
ხიდის სამშენებლო კომპონენტები არ შეიძლება უბრალოდ მოიჭრას და აიწყოს დერდიაში, ვინაიდან, ამ შემთხვევაში, დერდიანელები ვერ მიიღებენ შესაბამის ცოდნას ხიდის აგების პრაქტიკის შესახებ. საჭიროა, მათ მონაწილეობა მიიღონ მშენებლობასთან დაკავშირებულ ყველა ეტაპში.
ხიდის თითოეული ნაწილი საჭიროა დაიხაზოს ფანქრის და სახაზავის მეშვეობით და ამოიჭრას მაკრატლით.
მასალები
ხიდი შენდება ქაღალდის ან მუყაოს გამოყენებით.
ხიდის დაგეგმვისა და აგებისთვის, აგრეთვე, შესაძლოა გამოიყენოთ: ქაღალდი, წებო, მაკრატელი, სახაზავი და ფანქრები.
ხანგრძლივობა:
დერდიაში გამგზავრებამდე, დაგეგმვისა და მოსამზადებელი პერიოდისთვის - 40 წთ;
დერდიანელებისათვის ხიდმშენებლობის სწავლებისთვის - 25 წთ.
![]() |
6.5 4.5 როლური თამაშები |
▲ზევით დაბრუნება |
ალექსანდრა რაიკოვა
4.5.1. როლური თამაში, როგორც მეთოდი
როლური თამაში სწავლების აქტიურ მეთოდს წარმოადგენს და ეფუძნება მონაწილეების გამოცდილების შესწავლას, მათთვის სცენარის გაცნობით, რომლის ფარგლებში ყველა მონაწილეს კონკრეტული როლი აქვს მინიჭებული. როლური თამაშის ძირითადი მიზანია მონაწილეებმა მეტი ცოდნა მიიღონ ერთამანეთის გამოცდილების გაზიარების საფუძველზე.
რამდენიმე პრაქტიკული მითითება
როლური თამაში ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს მონაწილეებს შორის გამოცდილების გაზაირებისთვის შესაბამისი გარემოს შესაქმნელად. განსაკუთრებით, აღნიშნული მეთოდი გამოიყენება კულტურათაშორისი სწავლების პროცესში. შესაბამისად, აუცილებელია კონკრეტული წინაპირობის გათვალისწინება სესიის ამოცანების სათანადოდ გახორციელებისთვის, კერძოდ:
▪ სესიის მიზნების და ამოცანების მკაფიოდ განსაზღვრა;
▪ მონაწილეთა ჯგუფის სპეციფიკური ხასიათის და საჭიროებების განსაზღვრა. სცენარის ადაპტირება შესაძლებელია მონაწილეთა ჯგუფის ნიშან-თვისებების გათვალისწინებით. გაითვალისწინეთ, რომ სცენარით გათვალისწინებული აქტივობის გახორციელება არ უნდა აღმოჩნდეს შეურაცხმყოფელი მონაწილეებისთვის. სცენარის მიხედვით, შესაძლოა მონაწილეებს იმ როლის შესრულება მოუწიოთ, რომლის გამოცდილებაც რეალურ ცხოვრებაში არ ჰქონიათ.
▪ შესაბამისი გარემოს შექმნა აქტივობის გახორციელებისთვის. როლური თამაშის გახორციელებისას უზრუნველყავით მშვიდი გარემო, რაც მონაწილეებს მეტი ფოკუსირების საშუალებას მისცემს მოცემულ სიტუაციაზე.
▪ დრო - საკმარისი დროის ჩარჩო განსაზღვრეთ როლური თამაშისთვის, სადისკუსიო საკითხების გამოკვეთის მიზნით. ამასთანავე, მნიშვნელოვანია მონაწილეებს საკმარისი დრო ჰქონდეთ საკუთარი როლის გაცნობიერებისა და გათავისებისთვის. ნუ დაივიწყებთ, შუალედში შესვენებისათვის დროის გამოყოფას, მას შემდეგ რაც როლური თამაში გახორციელდება. მცირედი შესვენება საშუალებას მისცემს მონაწილეებს განაზოგადონ როლური თამაშის პროცესში განკუთვნილი როლის შესრულებისას მიღებული გამოცდილება.
▪ დამკვირვებლები - იმ მონაწილეებს, რომლებიც არ მონაწილეობდნენ როლურ თამაშში, აუცილებელია, დეტალურად მიეწოდოს ინფორმაცია, ვინაიდან მათი ჩართულობა განხილვის პროცესში ძალზედ მნიშვნელოვანია.
▪ ტრენერების გამოცდილება სესიის ამოცანების დასახვაში, როლური თამაშის და შემდგომ განხილვის ფასილიტაციაში მნიშვნელოვან კომპონენტებს წარმოადგენს სასურველი შედეგების მისაღწევად. ზოგიერთ მონაწილეს შესაძლოა მოერიდოს როლურ თამაშში მონაწილეობა. ამიტომ, როლური თამაშისთვის განსაზღვრეთ მოხალისეები თქვენს აუდიტორიაში, ამასთანავე, კონკრეტული მონაწილეებისთვის განსაზღვრული როლების მინიჭების ალტერნატივა, როლური თამაშის ერთ-ერთ სასურველ ვარიანტს წარმოადგენს.
როლური თამაში არსებული გამოცდილების გაანალიზების წარმატებულ მეთოდს წარმოადგენს. როლური თამაშის კულტურათაშორისი სწავლების ლექციაზე გამოყენებისას, დასახეთ შემდეგი ამოცანები: ცრურწმენის ანალიზი ჯგუფის ფარგლებში და სხვადასხვა კულტურების მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულების დამკვიდრება, უმცირესობის და უმრავლესობის ურთიერთობების ანალიზი, ტოლერანტიზმის საზღვრები და ა.შ.
4.5.2 ,,გამოიცანით ვინ მოდის სადილზე”
მოცემული წარმოადგენს სავარჯიშოს საგანმანათლებლო პაკეტიდან და შეგიძლიათ გამოიყენოთ, ტოლერანტობის საზღვრების საკითხის განხილვისთვის, განსაკუთრებით, თუ ამ საკითხის მნიშვნელობას ეროვნულ დონეზე განიხილავთ. მოცემული სავარჯიშო მაღალი ეფექტურობით ხასიათდება, როდესაც კონკრეტული საკითხები უკვე ერთხელ განხილულ იქნა ჯგუფთან მუშაობისას. მაგალითად, სტერეოტიპები და ცრურწმენა, ფასეულობები და ა.შ. როლების ადაპტირება, სესიის ამოცანების მიხედვით, არის შესაძლებელი.
4.5.3 ,,ურთიერთობები უმცირესობათა ორგანიზაციებს შორის”
ჩვენ ხშირად მოველით ადამიანებისგან, იყვნენ ტოლერანტული ჩვენდამი. მაგრამ, თუ ვეკითხებით საკუთარ თავს, რამდენად ტოლერანტულები ვართ სხვების მიმართ, სად სრულდება ჩვენი ტოლერანტობა და რატომ? რა წარმოადგენს სხვა ადამიანებისადმი ჩვენი დამოკიდებულების და ქცევის საფუძველს? მეთოდი გულისხმობს არსებული გამოცდილების შესწავლას, ტოლერანტიზმის საზღვრების განხილვას, სხვადასხვა უმცირესობებთან ურთიერთობებს, დისკრიმინაციას და სოლიდარობის პრინციპების მხარდაჭერას.
საჭირო რესურსები:
მოცემული სიტუაციის ასლები და როლები მონაწილეებისთვის.
ჯგუფის სიდიდე:
10-15 მონაწილე;
შესაძლოა განხორციელდეს მთელი ჯგუფისთვისაც, მაგრამ აღნიშნული შეამცირებს მონაწილეების შესაძლებლობას გაითავისონ სხვა ადამიანების განცდები და გამოცდილება. როლური თამაში შესაძლოა მინიმუმ 13 მონაწილის ჩართვით ჩატარდეს. მოცემულ შემთხვევაში შესაძლოა გადაიღოთ თამაში და უჩვენოთ მონაწილეებს განხილვის ეტაპის დაწყებამდე.
ხანგრძლივობა:
განსაზღვრეთ 45-50 წუთი სავარჯიშოს გასახორციელებლად. დამატებითი დრო შესვენებისათვის. მოკლე შესვენება საშუალებას მისცემს მონაწილეებს, განაზოგადონ როლური თამაშის პროცესში განკუთვნილი როლის შესრულებისას მიღებული გამოცდილება.
დეტალური ინსტრუქციები - სიტუაცია:
ჰომოსექსუალ ახალგაზრდას თქვენს ქალაქში ახალგაზრდების ჯგუფი დაესხა თავს, მას შემდეგ რაც იგი ღამის კლუბიდან გამოვიდა. იგი მძიმედ დაშავდა და ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, თქვენი ქალაქის ჰომოსექსუალების ასოციაციამ წერილით მიმართა უმცირესობათა სხვადასხვა ორგანიზაციებს და მოუწოდა, საპროტესტო აქციის გამართვის გზით, ერთობლივად გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება მომხდარი ფაქტისადმი. პოლიცია არ იჩენს ძალისხმევას თავდამსხმელების დასაკავებლად.
როლები:
2 წარმომადგენელი ჰომოსექსუალების ორგანიზაციიდან
1 წარმომადგენელი ადგილობრივი ბოშათა ორგანიზაციიდან
1 წარმომადგენელი აფრიკელი ემიგრანტების ასოციაციიდან
1 წარმომადგენელი ადგილობრივი კათოლიკური ეკლესიიდან
როლები შესაძლოა შეიცვალოს სესიის ამოცანების მიხედვით. საჭიროებისამებრ, მოამზადეთ ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა გახორციელდეს როლების შესრულება.
მიღებული შედეგების ანალიზი და შეფასება
▪ რამდენად რთული იყო სავარჯიშო?
▪ როგორ გრძნობდნენ მოცემულ როლში მსახიობები თავს?
▪ სხვა მონაწილეების დაკვირვების შედეგები?
▪ რამდენად ასახავს მოცემული სავარჯიშო ჩვენს რეალობას?
▪ რა კონკრეტული პრობლემებია წარმოდგენილი მოცემულ სავარჯიშოში?
▪ როგორ შეგვიძლია ჩვენ ან იმ ორგანიზაციებს, რომელსაც დღეს წარმოვადგენთ, წვლილი შევიტანოთ მოცემული პრობლემების გადაჭრაში?
ეს მეთოდი პრაქტიკაში
როლური თამაში შეიმუშავეს ალექსანდრა რეიკოვამ და ანტე როსემნდმა კულტურათაშორისი სასწავლო სესიისთვის ,,ჩართულობისა და აქტიური მოქალაქეობის” შესახებ გრძელვადიანი ტრეინინგის კურსში გამოსაყენებლად 1998 წელს. მოცემულ პერიოდამდე, აღნიშნული მეთოდი გამოიყენებოდა უმრავლესობათა და უმცირესობებს შორის ურთიერთობის შესახებ სემინარების ჩასატარებლად. აქტივობის მონაწილეთა რაოდენობაც ხუთით შემოიფარგლებოდა, დამკვირვებლების გარეშე. ამიტომ თამაშის მსვლელობისას ხორციელდება პროცესის ვიდეო ფირზე გადაღება, რაც თავის მხრივ, სესიის ეფექტს აძლიერებს, ვინაიდან მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ ნახონ ფილმი დისკუსიის დაწყებამდე. ჯგუფი წარმომადგენლობითი ხასიათისაა: აფრიკელი ემიგრანტი, ქურთი დანიიდან, ბოშა შვედეთიდან, თურქი ბელგიიდან და ახალგაზრდა ქალი თურქეთიდან.
როლები შემდეგი სახით გადანაწილდა:
ქურთი და ბოშა - ჰომოსექსუალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები აფრიკელი ემიგრანტი - ბოშათა ორგანიზაციის წარმომადგენელი
ფინელი ქალი -აფრიკელი ემიგრანტი
თურქი მამაკაცი - კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენელი
განხილვის საკითხები: ჰომოფობია, დისკრიმინაცია, რასიზმი, ტოლერანტობის საზღვრები, უმცირესობათა და უმრავლესობის ურთიერთობები და სხვადასხვა უმცირესობის ჯგუფებს შორის ურთიერთობები.
შემოქმედებითად მიუდექით სავარჯიშოს, განავითარეთ სხვადასხვა იდეები და როლური თამაშის სცენარები.
![]() |
6.6 4.6 პრობლემების გადაჭრა |
▲ზევით დაბრუნება |
არნე გილერტ
4.6.1 ,,ცხრა წერტილიანი პრობლემა”
მარტივი და მოკლე სავარჯიშო ადამიანის მიერ შემეცნების საზღვრების დემონსტრირებისათვის.
საჭირო რესურსები:
ქაღალდი შესაბამისი მონახაზით თითოეული მონაწილისთვის.
ჯგუფის სიდიდე:
განუსაზღვრელი
ხანგრძლივობა:
15 წუთი
დეტალური ინსტრუქციები:
დაურიგეთ მონახაზი ყველა მონაწილეს. სთხოვეთ მონაწილეებს, იმუშაონ ინდივიდუალურად და შეაერთონ ცხრა წერტილი ოთხი ხაზის საშუალებით, ქაღალდიდან ფანქრის მოუცილებლად. (მონაწილეები მხოლოდ მონახაზის დასრულების შემდეგ მოაცილებენ ფანქარს ქაღალდის ზედაპირს - ოთხი სწორი ხაზით ცხრა წერტილის დაკავშირების შემდეგ).
ჰკითხეთ მონაწილეებს, თუ შესძლეს დავალების შესრულება და შეამოწმეთ დავალების სისწორე. რეალურად, მოცემული ამოცანის გადაჭრა შესაძლებელია, მხოლოდ ორი ხაზის ცხრა წერტილის წარმოსახვითი კვადრატის ზედაპირზე გადატანის შედეგად.
მაგალითად, წრფე იწყება მარცხენა ზემო კუთხესთან და მიემართება დიაგონალურად მარჯვნივ. მარჯვენა ქვემო კუთხეში, წერტილიდან მეორე წრფე იწყება ჰორიზონტალურად მარცხნივ და გრძელდება ქვემო მარცხენა წერტილამდე. დაიწყეთ მესამე ხაზი კვადრატის გარეთ და შეაერთეთ მეორე პუნქტი პირველ სვეტში - მეორე პუნქტი პირველ რიგში, და კიდევ ერთხელ, გადაატარეთ ხაზი კვადრატის ფარგლებს. მეოთხე ხაზი დაიწყეთ კვადრატის გარეთ, მარჯვენა ზემო კუთხის წერტილიდან და მიაერთეთ ქვევით.
ანალიზი და შეფასება
ჰკითხეთ მონაწილეებს, რატომ გაუჭირდათ დავალების შესრულება. განავითარეთ მოსაზრება, რომ ადამიანებს ახასიათებთ საგნების, მოვლენების პერსპექტივების და მასშტაბების შეზღუდული ხედვა და ზოგჯერ, საჭიროა გავაფართოვოთ შემეცნების საზღვრები, ანსაკუთრებით, კულტურათშორისი სწავლების პროცესში. კულტურული სტანდარტებით განპირობებული ჩვენეული ხედვა საგნების და მოვლენებისა, შესაძლოა სერიოზულ შეზღუდვებს გვიქმნიდეს კულტურათაშორის ურთიერთობებთან გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. საჭიროა - ფართო სურათის დანახვა.
ეს მეთოდი პრაქტიკაში
მოცემული მეთოდი წარმოადგენს ეფექტურ რესურსს კულტურათაშორისი სწავლების პროცესში. მეთოდი წარმოდგენილია პრაქტიკული და თეორიული ინფორმაციის ეფექტურად შეჯერების გზით, რომლის ფარგლებშიც პრაქტიკული სავარჯიშოები აძლიერებს თეორიული ნაწილით წარმოდგენილ ინფორმაციას. აქტივობა შესაძლოა ძალიან მარტივი მოეჩვენოს მონაწილეებს. მიზანშეწონილია, სავარჯიშოს სამუშაო დღის ბოლოს ჩატარება. ამასთანავე, არ არის საჭირო მოცემული სავარჯიშოს კონტექსტუალური გადატვირთვა.
4.6.2 „საკვერცხვარჯიშო“
როგორ შეიძლება კვერცხის დაჭერა კულტურათშორის წამოწყებად იქცეს?
საჭირო რესურსები
4-5 მონაწილეს ერთი კვერცხი ერგება. მათ, ასევე, დასჭირდებათ თოკი კვერცხის ჭერზე დასამაგრებლად, ბევრი ქაღალდი, მაკრატელი, ძველი ჟურნალები, კორდონი, წებო.
4-5 მონაწილისაგან შემდგარი ჯგუფები, თითოეული ჯგუფისთვის 4 კვადრატური მეტრი ფართობი
ჯგუფის სიდიდე
ჯგუფის წევრთა მინიმალური რაოდენობა 5 მონაწილეს მაინც უნდა შეადგენდეს, მაქსიმალური რაოდენობა -35. აღნიშულ რაოდენობაზე მეტი მონაწილის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია ჯგუფის რამდენიმე დიდ ქვეჯგუფად დაყოფა, რომლებიც ერთ სრულ სავარჯიშოს (გამოკითხვისა და შეფასების ჩათვლით) ცალკე შეასრულებენ.
ხანგრძლივობა
1 სთ 15 წუთი
10 წუთი შესავალს დაეთმობა, 30 წუთი პრობლემის გადაწყვეტისთვის გამოიყოფა, დარჩენილ 30 წუთის მანძილზე შეფასება გახორციელდება.
დეტალური ინსტრუქციები
1. მოამზადეთ ოთახები, რომლებშიც მონაწილეთა მცირერიცხოვანი ჯგუფები (4-5) იმუშავებენ. თითოეული ჯგუფისთვის გამზადებული კვერცხი, თოკის დახმარებით, ჭერზე დაკიდეთ ისე, რომ იატაკს 1.75 -2 მეტრით იყოს დაშორებული. კვერცხი ძალიან არ გადაახვიოთ, რადგან ჩამოვარდნის შემთხვევაში, ის უნდა გატყდეს. თითოეული ჯგუფი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ძველი ქაღალდით, მაკრატლითა და წებოთი.
2. დიდი ჯგუფები 4-5 მონაწილისგან შემდგარ ქვეჯგუფებად დაყავით და გააცანით სავარჯიშოს არსი: სავარჯიშოს დაწყებიდან ზუსტად 30 წუთის გასვლის შემდეგ, ოთახში დამხმარე ჩამოივლის და გადაჭრის თოკს, რომელზეც კვერცხი ჰკიდია. ჯგუფს ევალება ისეთი კონსტრუცქიის აშენება, რომელიც კვერცხის გატეხვას შეუშლის ხელს. გასათვალისწინებელია შემდეგი წესები:
▪ კვერცხისა და თოკის შეხება ხელით ან იმ მასალით, რომლებსაც მონაწილეები იყენებენ არ არის ნებადართული.
▪ მონაწილეებს მხოლოდ იმ მასალის გამოყენება შეუძლით, რომლებიც თქვენ მოუმზადეთ (სკამებისა და მაგიდის გამოყენება დაუშვებელია)
3. დააკვირდით ჯგუფებს (შესაძლოა დაგჭირდეთ 2 ჯგუფზე დამატებითი დამხმარის გამოყენება) და დარწმუნდით, რომ ისინი წესებს ემორჩილებიან.
4. ზუსტად 30 წუთის შემდეგ თხოვეთ ჯგუფის წევრებს, რომ გაჩერდნენ. თითოეულ ოთახში შედით. გადაჭერით თოკი და ნახეთ, მოახერხეს თუ არა მონაწილეებმა კონსტრუქციის აგება, რომლითაც კვერცხის გატეხვა შეუძლებელი გახდა.
5. გამოკითხვა ორ ეტაპად შეიძლება გახორციელდეს: თავდაპირველად, ქვეჯგუფებში, შემდეგ დიდ ჯგუფში.
დამატებითი ვარიანტები:
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სავარჯიშოს წყალობით, ვეჩვევით გუნდურ მუშაობას. არსებობს რამდენიმე გზა, რომლითაც სავარჯიშოს მოდიფიცირებაა შესაძლებელი იმისათვის, რომ თქვენს მოთხოვნებს უკეთესად აკმაყოფილებდეს.
აღნიშნული მეთოდისთვის კულტურათშორისი ასპექტის დასამატებლად, შესაძლებელია საკვერცხვარჯიშო გააერთიანო თამაშში, რომლის დროსაც მონაწილეები განსხვავებულ როლს ასრულებენ. გამოკითხვისას, შეგიძლიათ, ყურადღება გაამახვილოთ კულტურათშორისი თანამშრომლობის შესაძლებლობებსა და სირთულეებზე. ერთად მუშაობისას რა იყო ყველაზე რთული შესასრულებლად? როგორ მიაღწიეს გუნდის წევრებმა კომპრომისს?
იმისათვის, რომ სავარჯიშოს კულტურათშორისი შეფერილობა მივცეთ, შესაძლებელია, შევქმნათ დაბრკოლებები ჯგუფის წევრებისთვის:
- აკრძალეთ ერთმანეთში საუბარი;
- ერთმანეთს დაუპირისპირეთ ლიდერობაზე ორიენტირებული და ლიდერობის არამოსურნე მონაწილეები;
- ასევე ერთმანეთს დაუპირისპირეთ, ერთი მხრივ, მონაწილეები, რომლებიც დროის ფაქტორით შეპყრობილი არიან და მეორე მხრივ, ისინი, ვინც დროის ფაქტორს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ.
ანალიზი და შეფასება
გამოკითხვისას, ნებისმეირ შემთხვევაში, ინფორმაცია უნდა მივიღოთ იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობდა ჯგუფი კონსტრუქციის ასაგებად. რა დაკვირვებებს აწარმოებდნენ ჯგუფში? რა სირთულეებს წააწყდნენ ერთმანეთთან კომუნიკაციის დროს? რა გავლენას ახდენს ჯგუფურ მუშაობაზე პრობლემის გადაწყვეტის განსხვავებული სტილი?
კულტურათშორისი კომპონენტის დამატების შემთხვევაში, ბევრად კონკრეტული კითხვების დასმაა რეკომენდებული, მაგ: რამდენად იქონია გავლენა ამა თუ იმ დაბრკოლებამ ჯგუფურ მუშაობაზე? როგორ მოხდა სირთულეების გადალახვა?
გაითვალისწინეთ, რომ სავარჯიშო არ უნდა იქცეს სესიად, რომლის დროსაც მონაწილეებს ბრალს დებენ რომელიმე ქმედებაში. ეცადეთ, სიტუაცია (მუშაობის განსხავებული სტილი, ქცევა ა.შ.) რეალურ ცხოვრებას მიუსადაგოთ, განსაკუთრებით კი კულტურათშორის ჯგუფებში. უმეტესწილად ერთად მუშაობისას ბევრი პრობლემა იქმნება. როგორ შეიძლება, განსხვავებებს კონსტრუქციულად გაუმკლავდე? რა კომპრომისზე წასვლაა შესაძლებელი და სად უნდა ვეძებოთ ისინი?
ეს მეთოდი პრაქტიკაში
საკვერცხვარჯიშო ჩვეულებრივ მოქნილია - მარტივ სამზადისს მოითხოვს და მრავალი ისეთი საკითხის განხილვის შესაძლებლობას იძლევა, როგორებიცაა: ჯგუფის შექმნა, როგორ წყვეტენ ადამიანები პრობლემებს და როგორ მუშაობენ ისინი ერთად კულტურათშორის გარემოში. თუმცა, არსებობს იმის ალბათობაც, რომ სავარჯიშო აზრს დაკარგავს, თუკი მას შესაფერისი ფორმით არ გავუკეთებთ ორგანიზებას. EYC ტრეინინგის კურსში, რომელიც საერთაშორისო ახალგაზრდობის აქტივობების ორგანიზების შესავალს წარმოადგენს (1999), აღნიშნული სავარჯიშო პროგრამის ნაწილს შეადგენდა და იქვე მიუთითებდნენ, რომ თუკი მეთოდს ტრეინინგის კურსის შესაბამის კონტექსტში არ მოათავსებდნენ, ის შეიძლება სათამაშოდ სახალისო ყოფილიყო, მაგრამ კურსში მისი ფუნქცია ნამდვილად დაიკარგებოდა.
4.6.3 „ვის აქვს ელემენტები?“
სავარჯიშო მოლაპარაკებისა და ურთიერთდამოკიდებულების შესახებ
საჭირო რესურსები
4-5 მონაწილისაგან შემდგარ ჯგუფში ელექტროფანარი, რომელიც ორ ელემენტზე მუშაობს, ხუთ ნაწილად უნდა დაიშალოს. ჯგუფის მხოლოდ გარკვეულ ნაწილს უნდა ჰქონდეს სხვადასხვა ნაწილი. ერთი, შედარებით დიდი ოთახი, საკმარისია იმისთვის, რომ რამდენიმე ჯგუფმა განცალკევებით დაიწყოს დისკუსია.
ჯგუფის სიდიდე
მონაწილეთა რაოდენობა 12-ს მაინც უნდა შედგენდეს, მაქსიმალური რაოდენობა -30 (თუკი ფანარი 6 ნაწილად შეგვიძლია დავშალოთ)
ხანგრძლივობა
დაახლოებით 90 წუთი: 10 წუთი სავარჯიშოს გასაცნობად შეიძლება გამოვიყენოთ, 40 წუთი დავალების შესრულებას მოხმარდება, დარჩენილი 40 წუთი კი გამოკითხვას დაეთმობა.
დეტალური ინსტრუქციები
დაშალეთ ნაწილებად ელექტროფანარი და მსგავსი კომპონენტები ცალკეულ სათავსოში მოათავსეთ (მაგ., ნათურები ერთ ყუთში, ელემენტები -მეორეში და ა.შ.).
ჯგუფი მცირე ქვეჯგუფებად დაყავით და თითოეულს ერთი ყუთი მიაწოდეთ. აუხსენით სავარჯიშო მონაწილეებს: მათ ევალებათ ააწყონ მთლიანი ფანარი ისე, რომ ამ უკანასკნელმა იმუშავოს. ჯგუფებმა გუნდური პრინციპით უნდა იმუშავონ, გუნდურად მიიღონ გადაწყვეტილება სტრატეგიებსა და ტაქტიკაზე, სანამ რაიმე ქმედებას განახორციელებდნენ.
მალე ცალკეული ინდივიდები მიხვდებიან, რომ აუცილებელია სხვა ჯგუფებთან ვაჭრობა, მოლაპარაკების წარმოება იმისთვის, რომ დავალება შეასრულონ. რამდენიმემ შეიძლება სცადოს მოპარვაც. გაუჭირდებათ იმის სწრაფად აღმოჩენა, რომ აუცილებელია ელემენტების წყვილად ყიდვა სხვა ცალკეული ნაწილის სანაცვლოდ. ხანდახან ელემენტის მფლობელი ჯგუფი შეგნებულად ცდილობს მათ ცალ-ცალკე გაყიდვას. სავარჯიშო დასრულებულად ჩაითვლება მაშინ, როცა თითოეულ ჯგუფს მუშა ფანარი აქვს ან როცა ნათელი გახდება, რომ მოლაპარაკება ჩიხში შევიდა.
სავარჯიშო მთელ ჯგუფთან ერთად შეაფასეთ.
ანალიზი და შეფასება
არსებობს დაკვირვების რამდენიმე ასპექტი. სავარჯიშოს დაწყებამდე კარგია, თუ გადახედავთ სხვადასხვა პროცესებს -გუნდური მუშაობა მცირერიცხოვან ჯგუფებში, მოლაპარაკების პროცესი სხვადასხვა ჯგუფებში. როგორ იმუშავეთ ერთად? რა გამოვიდა კარგად, რა არ გამოვიდა? როგორც ჯგუფმა, აშკარად, ღიად თუ შინაგანად და გაუმჟღავნებლად, რა მიიჩნიეთ სავარჯიშოს მსვლელობისას მნიშვნელოვნად, რისი მიღწევა ჩათვალეთ აუცილებლად? სტრატეგიები სწორად შეიმუშავეთ? რამდენად გაამართლეს მათ?
აღნიშნულ სავარჯიშოში კულტურათშორისი ასპექტი თანამშრომლობისა და ურთიერთდამოკიდებულების პრინციპით გამოიკვეთება. სისტემების მაქსიმალური რაოდენობის ასაწყობად ჯგუფებმა ერთად უნდა იმუშავონ ერთმანეთის წინააღმდეგ. მაგრამ თუკი ელემენტების მფლობელი ჯგუფი გადაწყვეტს, რომ მას მეტი რესურსი აქვს, შესაძლებელია შედეგად ძალაუფლების დისბალანსი მივიღოთ. როგორ ვუმკლავდებით მსგავს სიტუაციებს? რამდენად შეიძლება გავავლოთ პარალელი მდიდარ და ღარიბ ჯგუფებს, ქვეყნებს შორის ურთიერთობასთან? როგორია, როცა ურთიერთობებში უპირატეს პოზიციას ფლობ? ძალაუფლების თვალსაზრისით, სხვაობა მხოლოდ მოჩვენებითია თუ რეალური?
ეს მეთოდი პრაქტიკაში
შესაძლებელია დასაწყისში ვერც შეამჩნიოთ, მაგრამ აღნიშნული სავარჯიშო შესანიშნავია უმრავლესობასა და უმცირესობას შორის ურთიერთობის შესახებ საუბრის დასაწყებად. საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველსაყოფად ძალიან მნიშვნელოვანია უმრავლესობამ და უმცირესობამ ითანამშრომლოს. თუმცაღა, დღესდღეობით სხვა ფაქტორებთან ერთად, უმრავლესობის წარმომადგენლები თვლიან, რომ მეტ ძალასა და რესურსებს ფლობენ და ამდენად, მოლაპარაკება რთულდება, სტერეოტიპები იჩენს თავს, ცრურწმენები ქცევაზე ახდენს ავლენას.
გამოკითხვის დროს მონაწილეები მონაწილეებს ხშირად სავარჯიშოს ამ ასპექტზე ესაუბრებიან. ასეთი შეფასება დაცულ გარემოში უნდა გახორციელდეს, როცა დამხმარე ცდილობს, თავიდან აიცილოს ცალკეულ მონაწილეთა საქციელის განსჯა.
ცალკეული ადამიანებისთვის, აღნიშნული სავარჯიშოს კავშირი კულტურათშორის სწავლებასთან ნაკლებად თვალნათელია. ხშირად აუცილებლობას წარმოადგენს გამოკითხვის ნაწილში დროის დიდი ნაწილის სწორედ ამ კავშირზე საუბრისთვის დათმობა და იმის გარკვევა, თუ როგორ შეუძლია კულტურათშორის სწავლებას ჯგუფებს შორის არსებული ბარიერების გადალახვა. კულტურათშორისი ასპექტის გამძაფრებულად მიწოდებისთვის შეგიძლიათ სიმულაციის ჩარჩო გამოიყენოთ (როგორც ეს საკვერცხვარჯიშოში მოხდა). თუმცა, მანამადე უნდა დარწმუნდეთ, რომ დამატებითი კომპონენტების შეტანა სავარჯიშოს ზედმეტად რთულად არ აქცევს და რომ ის ჯერ კიდევ თქვენ მიზნებს ემსახურება.
![]() |
6.7 4.7 კვლევა და პრეზენტაციები |
▲ზევით დაბრუნება |
მარკ ტეილორი
გამოვიყენოთ ადამიანების გამოცდილება, დაკვირვებები, გრძნობები, საგნები, მედია, სტრუქტურები. აღნიშნული სავარჯიშო გვეხმარება იმის გარკვევაში, თუ კულტურისადმი დამოკიდებულებები როგორ გავლენას ახდენს თითოეულის ცხოვრებაზე.
4.7.1 „კულტურის ლაბორატორია“
ტრეინინგის კურსში, სემინარსა თუ სამუშაო შეხვედრაზე „კულტურათშორისი სწავლება“ შეიძლება განსჯის ძირითად ობიექტად იქცეს -მაგრამ როგორ ვაქციოთ თვითონ მონაწილეები და მათი ურთიერთობები სწავლების საგნად?
საჭირო რესურსები
▪ ქაღალდი, კალმები, ქაღალდის დაფა
▪ საათები
▪ სხვა აღჭურვილობა, რაც, თქვენის აზრით, ასევე გამოსადეგი იქნება
▪ აუცილებელია ერთი დამხმარის ჩართვა. მეთოდი გამოიყენება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მონაწილეები რამდენიმე დღის მანძილზე ერთად იყვნენ და განიხილეს კულტურის რამდენიმე ძირითადი კონცეფცია.
ჯგუფის სიდიდე
მონაწილეების მინიმალური რაოდენობა - 6; მეტი მონაწილე მეტი თემის განხილვის შესაძლებლობას იძლევა.
ხანგრძლივობა
სავარჯიშო 2 საათის მანძილზე მაინც გრძელდება, თუმცა, შესაძლებელია, მთელი დღეც მოითხოვოს.
დეტალური ინსტრუქციები
1. დამხმარე მონაწილეებს მეთოდს წარუდგენს და უხსნის, რომ ოთახში მყოფი ყველა ადამიანი კულტურის მკვლევარი ან ანთროპოლოგია -მათ, ყველას, ევალებათ კულტურული ქცევის შესწავლა.
2. განიხილეთ, თუ რა ელემენტების შესახებ სურთ საუბარი მონაწილეებს. მათ ეძლევათ შეთავაზებული თემების ნუსხა:
▪ სივრცე - რა საშუალებები ვიპოვნეთ იმისთვის, რომ აღნიშნული შენობა გაგვენაწილებინა? გვაქვს პერსონალური სივრცე?
▪ დრო -როგორ გავმიჯნავთ სამუშაო დროს თავისუფალი დროისგან? (ყავას რომ მივირთმევთ შესვენების დროს, ნამდვილად განვიტვირთებით, თუ ისიც სამუშაო დროდ იქცევა? რას ნიშნავს პუნქტუალობა თითოეული ადამიანისათვის?
▪ ურთიერთობები -როგორ ვურთიერთობთ ერთმანეთთან? რა ტიპის მეგობრობა ჩამოყალიბდა და რატომ? (დაინტერესებული ვართ ერთმანეთით სექსუალურ ასპექტში?)
▪ სუბკულტურები -რა სახის ქვეჯგუფების ფორმირება მოხდა ერთ დიდ ჯგუფში? არსებობენ გარიყული უმცირესობები?
▪ საერთო მნიშვნელობები და შეხედულებები - რა სახის ხუმრობებს აღვიქვამთ სასაცილოდ? რა გვაერთიანებს?
▪ პრობლემის გადაწყვეტის გზები - როგორ ვპოულობთ იმ პრობლემების გადაჭრის გზებს, რომლებიც თანაცხოვრების საფუძველზე წარმოიშვა?
▪ საზოგადოება და ინდივიდუალიზმი - „ყველა ერთისათვის და ერთი ყველასათვის“ თუ მხოლოდ „მე, მე, მე“?
▪ კომუნიკაცია და ინფორმაცია -კომუნიკაციის რა ფორმები არსებობს ჩვენს შორის? როგორ ხდება ინფორმაციის გადაცემა? ვინ იკვლევს და ელოდება მას?
▪ ქალები და მამაკაცები -რა განსხვავებები და მსგავსებებია ქალებსა და მამაკაცებს შორის? რისი უფლება აქვთ ქალებს და რისი - მამაკაცებს?
3. მონაწილეები 4-6 კაცისგან შემდგარ ჯგუფებად დავანაწილოთ, თითოეულ ჯგუფს კვლევისათვის განსხვავებული თემა უნდა გადაეცეს.
4. ჯგუფები თავად წყვეტენ, თუ როგორ ურჩევნიათ მუშაობა, მაგ., დაკვირვებისა და კითხვარების გამოყენებაა შესაძლებელი და უნდა გაარკვიონ, თუ რა სახით სურთ შედეგების წარმოდგენა. დრო ლიმიტირებულია პრეზენტაციებისათვის.
5. ხელთარსებული დროის 50%25 კვლევას დაუთმეთ, 25%25 - შედეგების პრეზენტაციას და 25%25 - შეფასებას.
ანალიზი და შეფასება
დისკუსიის დროს განვიხილავთ შემდეგ საკითხებს:
▪ როგორი განცდა დაგეუფლათ, როცა თქვენ კულტურის მკვლევარის როლს თამაშობდით?
▪ რა სირთულეებს წააწყდით კვლევით ჯგუფში?
▪ რისი სწავლა მოახერხეთ?
▪ როგორ განაცალკევეთ პიროვნება კულტურისგან? რამდენად მიზანშეწონილია კულტურათშორის განსხვავებებზე ლაპარაკი, თუ მხოლოდ რამდენიმე დღის მანძილზე ვიცნობთ ერთმანეთს? (თუკი ამ მეთოდს ისეთ ჯგუფს სთავაზობთ, რომლის წევრები ადრე უკვე შეხვედრიან ერთმანეთს, მაშინ, თავისთავად, კითხვა განსხვავებულად უნდა იყოს ფორმულირებული)
▪ კვლევისთვის დათმობილი დროის გავრცობა რომ იყოს შესაძლებელი, რა საკითხების განხილვას მოახმარდით მას?
ეს მეთოდი პრაქტიკაში
როცა კლაუდია შაჰინგერმა და ლუსია პოპოვსკამ აღნიშნული მეთოდი პირველად წარუდგინეს ჯგუფს, თეატრალიზებული დასაწყისი შეარჩიეს: მათ თეთრი პალტოები ეცვათ და ერთმანეთს მიმართავდნენ შემდეგი სიტყვებით: „დოქტორო, პროფესორო“. ისინი ჯგუფის წევრებს მიესალმენ და მათ სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენელი, ცნობილი მეცნიერები უწოდეს. გევენ ტიტლიმ იგივე სავარჯიშო ტრეინინგის კურსის ნაწილად აქცია და სამუშაო სემინარის სახე მისცა. ამდენად, აღნიშნული მეთოდი მოქნილია და მისი გადაცემა განსხვავებული გზებით არის შესაძლებელი.
ლიტერატურა: კლაუდია შაჰინგერი და ლუსია პოპოვსკა, კულტურათშორისი სწავლება და კონფლიქტის მართვის სატრეინინგო კურსი, ევროპული ახალგაზრდობის ცენტრი, მაისი 1999.
![]() |
6.8 4.8 შეფასება |
▲ზევით დაბრუნება |
მარია დე ჯესუს კასიაუ გუედეს
4.8.1 ზოგადი ინფორმაცია
მარტივი სიტყვა „შეფასება“. . .
... რას ნიშნავს იგი?
... რისთვის?
... როდის? რა გარემოებებში?
... ვისთან ერთად?
... როგორ გავახორციელოთ იგი?
შეფასება გულისხმობს ქმედების შედეგების შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და მის წინასწარგანსაზღვრულ კრიტერიუმებთან მისადაგებას იმისათვის, რომ შედეგების ღირებულებაზე ვიმსჯელოთ. შეფასება შესაძლებლობას გვაძლევს, შევინარჩუნოთ, შევცვალოთ ან არგუმენტირებულად შევაჩეროთ დასახული გეგმა. ამგვარად, უზრუნველვყოფთ ხარისხის კონტროლს და ვიღებთ გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, თუ რისი დატოვება ან რისი უგულვებელყოფა არის საჭირო გეგმაში.
ჩვენი კონტექსტის გათვალისწინებით, შეფასების გახორციელებაზე პასუხისმგებლობა მოსამზადებელ ჯგუფს ევალება, თუმცაღა, მონაწილეებიც უნდა ჩაებან შეფასების პროცესში. ყველას წვლილი მნიშვნელოვანია, როცა ვიღებთ აწმყო და სამომავლო გადაწყვეტილებებს.
არსებობს შეფასების რამდენიმე მეთოდი და ტექნიკა. თითოეულის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება არსებული სიტუაციის, კონტექსტის გათვალისწინებით მიიღება. აუცილებელია, რომ მეთოდის ადაპტაცია მოვახდინოთ თანმიმდევრულად და გარემოებათა გათვალისწინებით. ასევე რეკომენდებულია, ტრენერებმა თავადაც მოახდინონ საკუთარ საქმიანობაზე დაკვირვება და შეაფასონ იგი. ეს მათ ცვლილებების გახორციელებასა და ტრეინინგების გაუმჯობესებაში დაეხმარება. ქვემოთ მოტანილია რამდენიმე კითხვა, რომლებიც პერსონალურ შეფასებას აადვილებს (ნასესხები კირიაკუსაგან, 1995):
▪ საქმიანობის გახორციელებისას, რამდენად გამოვკვეთ იმ ასპექტებს, რომლებიც
▪ სამომავლო დახვეწას მოითხოვს? სამომავლო დაგეგმვისას რამდენად ვიღებ მხედველობაში ამჟამინდელი პრაქტიკის სუსტ მხარეებს?
▪ ამჟამინდელი პრაქტიკის მონაცემთა შეკრების ადეკვატურ მეთოდებს რამდენად ვიყენებ?
▪ ვცდილობ თუ არა, რომ მოვიპოვო ინფორმაცია იმ ტენდენციების შესახებ, რომლებსაც კულტურათშორის სწავლებაში და ზოგადად, განათლების სფეროში აქვთ ადგილი?
▪ რამდენად ვცდილობ, გამოვიყენო ყველა ის საშუალება, რომლებიც კონკრეტული სამუშაო უნარ-ჩვევების განვითარებაში დამეხმარება (მაგ., სამუშაო სემინარზე დასწრება, სატრეინინგო ინსტრუქციების მოძიება, კოლეგებთან თანამშრომლობა)?
▪ საკუთარი უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით წარმატებულად ვიყენებ თუ არა ახალგაზრდობის შეფასების სქემაში ჩემს ჩართულობას?
▪ ხშირად ვეხმარები კოლეგებს მათი სამუშაოს შეფასებასა და დახვეწაში?
▪ რეგულარულად ვფიქრობ თუ არა საკუთარი დროის სწორად ორგანიზებასა უკეთესი შედეგების მიღების გზებზე?
▪ რამდენად ვიყენებ ყველა იმ საჭირო სტრატეგიასა და ტექნიკას, რომლებიც სტრესთან ეფექტურად გამკლავებაში მეხმარებიან?
▪ ვაძლევ თუ არა კოლეგებს საკუთარი მუშაობის შეფასების საშუალებას იმისთვის, რომ მათ გარკვეული ცოდნა დააგროვონ და გადალახონ დაბრკოლებები?
4.8.2 „საკომუნიკაციო ხე“
მეთოდი, რომელიც საბოლოო შეფესაბის დროს არის გამოსადეგი. მისი გამოყენება მუდმივი შეფასებისას არის შესაძლებელი.
„საკომუნიკაციო ხე“
ფოთლების შკალა
1. ყვითელი
2. მწვანე
3. ლურჯი
4. წითელი
5. ყავისფერი
აქტიობის მიზნები
იმის სწრაფად და მკაფიოდ დემონსტრირება, თუ სად არის კონსენსუსი და რამდენად განსხვავებული დამოკიდებულებები იჩენს თავს ჯგუფში.
დისკუსიის ინიცირება, რომელიც მსგავსებებსა და განსხვავებებზე არის ფოკუსირებული.
დავეხმაროთ მონაწილეებს, გადალახონ ენობრივი ბარიერები.
საჭირო რესურსები
□ ერთი დიდი ზომის ქაღალდი. დახატეთ ხე, რომლის ტოტებს ფოთლები არ აქვს -ფოთლების რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს აქტიობების რიცხვს, მათში ჩაწერეთ იმდენი ელემენტი, რამდენის შეფასებაც გინდათ.
□ მინიმუმ 5 კალამი (კალმების რაოდენობა ჯგუფის სიდიდეზეა დამოკიდებული. (სასურველია, გვქონდეს სხვადასხვა ფერის კალმების ერთი და იგივე რაოდენობა): 1 ყვითელი, 1 მწვანე, 1 ლურჯი, 1 წითელი და 1 ყავისფერი.
□ ერთი ფურცელი ფოთლების შკალით: 1 (მაქსიმუმი) - 5 (მინიმუმი). თითოეული ციფრის შესატყვის ციფრს, სხვადასხვა ფერი უნდა მივუსადაგოთ: 1 - ყვითელი, 2 - მწვანე, 3 - ლურჯი, 4 - წითელი, 5 -ყავისფერი.
□ 2 დამხმარე: ერთი - თითოეული ოთახისათვის
□ სამაგრები ან სკოჩი
ჯგუფის ზომა
მონაწილეთა მინიმალური რაოდენობა -4; მაქსიმალური რაოდენობა-20.
ხანგრძლივობა
სავარჯიშოს ხანგრძლივობა ჯგუფის სიდიდეზეა დამოკიდებული. მაგალითად, ავიღოთ 20 მონაწილე: სავარჯიშოს დასრულება აღნიშნულ შემთხვევაში 60 - 70 წუთს მოითხოვს: საწყისი ახსნისთვის 5 წუთი დაგვჭირდება; საკომუნიკაციო ხის დასამთავრებლად 30 წუთია გათვალისწინებული; საკომუნიკაციო ხის დაკვირვებასა და ჩუმად ანალიზს 10 წუთი დაეთმობა;
დისკუსიები და შეფასება 15-25 წუთს მოითხოვს.
დეტალური ინსტრუქციები
პირველი დამხმარე, ოთახში (მეორე ოთახი) ათავსებს ორ მოზრდილ ქაღალდსა (ერთზე საკომუნიკაციო ხეა გამოსახული, მეორეზე კი - შკალა) და კალმებს. ოთახის მაგივრად შეიძლება გამოვიყენოთ სივრცე, რომელიც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, ხე, შეძლებისდაგვარად, ანონიმურად დაასრულონ. მეორე დამხმარე პირველ ოთახში მონაწილეებს თამაშის მიზნებზე ესაუბრება.
მეორე დამხმარე, თამაშის წესებს გააცნობს სავარჯიშოში ჩაბმულ ადამიანებს: მონაწილეები სათითაოდ უნდა შევიდნენ მეორე ოთახში და ხეზე, შკალის მიხედვით, ფოთლები დახატონ. შკალა, თავის მხრივ, წარმოაჩენს აქტიობებით გამოწვეულ მათ კმაყოფილებას ან უკმაყოფილებას. შემდეგ თითოეული ადამიანი პირველ ოთახში ბრუნდება და სავარჯიშოს დასრულებას ელოდება.
დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ყველამ გაიგო სავარჯიშოს გაკეთების პრინციპი.
დააკვირდით, როგორ ასრულებს ყველა მონაწილე დაკისრებულ დავალებას.
ანალიზი და შეფასება
ქაღალდის ფურცლები პირველ ოთახში შემოიტანეთ და ყველასათვის თვალსაჩინო ადგილზე მოათავსეთ. ხე დასრულებულია და მონაწილეებს საშუალება აქვთ, დაინახონ რაში ეთანხმებიან და რაში არა ერთმანეთს.
მონაწილეებს თხოვეთ, დააკვირდნენ და ჩუმად გაუკეთონ ანალიზი საკომუნიკაციო ხეს. მათ ამისათვის რამდენიმე წუთი მიეცით.
დარწმუნდით, რომ დავალებას ყველა ასრულებს.
მოგვიანებით წამოიწყეთ დისკუსია შეფასებებზე დაყრდნობით.
ეს მეთოდი პრაქტიკაში შეთავაზებები
თუ ჯგუფის სიდიდე 20 ადამიანს აღემატება, შეგიძლიათ იგი ორ ან მეტ გუნდად დაჰყოთ. მათ მთელი სავარჯიშოს შესრულება გუნდში შეუძლით, მხოლოდ გარკვეული განსხვავების გათვალისწინებით: ყველა დასრულებული ნახატი, შეფასების ეტაპის შემდეგ, მთელ ჯგუფს უნდა წარედგინოს. მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი მთლიანი აქტიობის შედეგების ანალიზი ყველას მონაწილეობით. არ დაგავიწყდეთ გარკვეული ცვლილებების შეტანა მასალაში, უნდა მოდიფიცირდეს დამხმარეთა და ოთახების რაოდენობა, აგრეთვე სავარჯიშოს ხანგრძლივობა.
აღნიშნული მეთოდი უნდა გაერთიანდეს სხვა დანარჩენთან საბოლოო შეფასებისას, სასურველია, წერილობით სავარჯიშოში (მაგ., კითხვარის საშუალებით).
4.8.3 „გამოხატე ხტუნვა“
მეთოდი გამოიყენება საბოლოო შეფასებისთვის. მისი გამოყენება უწყვეტი შეფასების სისტემის ფარგლებშიც არის შესაძლებელი.
„გამოხატე ხტუნვა“
დროშების შკალა
1. ნარინჯისფერი
2. იისფერი
3. ლურჯი
4. ვარდისფერი
5. მწვანე
აქტივობის მიზნები
დისკუსიის გაღრმავება და დასკვნების გამოტანა.
დარწმუნდით, რომ ყველა მონაწილე გამოხატავს საკუთარ აზრს.
დაუპირისპირდით და მოახდინეთ რეაგირება თითოეულის აზრზე.
საჭირო რესურსები
□ 2 დამხმარე
□ 1 დიდი ჯოხი
□ 5 დროშა
□ 100 მ თოკი
□ დროშების დასამზადებელი მასალის 5 დიდი სამკუთხედი: 1 ნარინჯისფერი უნდა იყოს, 1 - იისფერი, 1 - ლურჯი, 1 - ვარდისფერი და 1 - მწვანე.
□ ფურცელზე გამოსახული დროშათა შკალა: 1 (მინიმუმი) -5 (მაქსიმუმი), განსხავებული ფერებით: 1 შეესტყვისება ნარინჯისფერს, 2 -იისფერს, 3-ლურჯს, 4-ვარდისფერს და 5-მწვანეს.
□ დიდი ფურცელი. დახატეთ დანაყოფებიანი წრე; დანაყოფები წარმოადგენენ შეფასებისთვის მომზადებულ აქტიობებს. ჩაწერეთ მათში ელემენტები, რომელთა შეფასებაც გსურთ.
□ კალმები: 1 სტაფილოსფერი, 1 ლურჯი, 1 ვარდისფერი და 1 მწვანე.
□ ჭიკარტები ან სკოჩი
□ რამდენიმე წინადადებით გარკვეული ინფორმაცია მიაწოდეთ ყველა იმ ელემენტების შესახებ, რომელთა შეფასებაც გაქვთ დაგეგმილი. თითოეული ასლი მონაწილეებს დაურიგეთ.
ჯგუფის სიდიდე
მონაწილეთა მინიმალური რაოდენობაა 4, მაქსიმალური -20.
ხანგრძლივობა
სავარჯიშოს ხანგრძლივობა ჯგუფის სიდიდეზეა დამოკიდებული. 20 მონაწილისათვის რეკომენდებულია 90 წუთის გამოყოფა:
საწყისი ახსნისათვის გვაქვს 5 წუთი;
სავარჯიშოს შესრულებას ვუთმობთ 45 წუთს;
დაკვირვებისა და ანალიზისთვის ყველა მონაწილეს 10 წუთი ეძლევა;
შეფასების გარშემო დისკუსიას სჭირდება 30 წუთი.
დეტალური ინსტრუქციები
1. თამაშის დაწყებამდე ორმა დამხმარემ უნდა მოამზადოს ოთახი ან ის სივრცე, რომელშიც სავარჯიშო შესრულდება:
- კედელზე დაკიდეთ ორი დიდი ფურცელი (ერთზე გამოსახული იქნება წრე, მეორეზე კი -შკალა);
- დახატეთ წრე ხუთი თანაბარი ზომის დანაყოფით. თითოეული დანაყოფის ბოლოს დაამაგრეთ დროშა. წრის შუა ნაწილში დადეთ ჯოხი და თითოეულ დროშას თოკით დაუკავშირეთ 0.5 მ სიმაღლეზე.
2 პირველი დამხმარე მონაწილეებს თამაშის მიზნებს გააცნობს.
3 მეორე დამხმარე მონაწილეებს სავარჯიშოს წესებს აუხსნის.
4 პირველი დამხმარე წრის გარეთ დგას და იმ კომპონენტების შესახებ კითხულობს წინადადებებს, რომელთა შეფასებაც გაქვთ განზრახული. დასაწყისში, მონაწილეები წრის გარეთ დგანან, მაგრამ პირველი წინადადების მოსმენის შემდეგ, ისინი წრის შუაგულში, იმ დროშის თოკის მახლობლად გადახტებიან, რომელიც შეფასებას შეესატყვისება. ყველა ის მონაწილე, რომელიც მწვანე დროშას (მაქსიმალურ შეფასებას) ირჩევს, ყველაზე მაღლა გადაახტება თოკს და საკუთარ გადაწყვეტილებას დაასაბუთებს. მას შემდეგ, რაც ყველა დააფიქსირებს აზრს, ხელს ჩაკიდებენ ერთმანეთს (რაც სიმბოლურად ერთიანობას გამოხატავს) და წრიდან ამოხტებიან.
5 იმავე ადგილსა და იმავე დროს მეორე დამხმარე შედეგებს, სწორად შერჩეული ფერით, ნახატზე გადაიტანს.
6 სხვა წინადადებებთან მიმართებაშიც იმავეს გავაკეთებთ, სანამ სავარჯიშო მთლიანად არ დასრულდება.
7 დარწმუნდით, რომ ყველა მონაწილემ დაამთავრა სავარჯიშო.
ანალიზი და შეფასება
▪ დამხმარე, მონაწილეებს თხოვს, ჩუმად დააკვირდნენ და ანალიზი გააკეთონ წრისა და მასში ჩახატული დროშების შესახებ. თითოეულ მონაწილეს იმ წინადადებების ასლი გადაეცემა, რომლებიც შეფასდა. მიეცით მათ ანალიზისთვის რამდენიმე წუთი.
▪ მომდევნო ეტაპზე, შეფასებასთან დაკავშირებით, ზოგადი დისკუსია გამართეთ. ჯგუფის ყველა წევრს თხოვეთ, რომ საკუთარი აზრი გამოხატონ.
▪ მონაწილეები უნდა ფლობდნენ შეხვედრის ოფიციალურ ენას იმისათვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსირონ.
ეს მეთოდი პრაქტიკაში შეთავაზებები
▪ თუკი ჯგუფში შემავალ ადამიანთა რაოდენობა 20-ს აღმატება, შესაძლებელია ქვეჯგუფების შექმნა. მათ ცალ-ცალკე შეუძლიათ მთელი აქტიობის შესრულება მხოლოდ ერთი განსხვავების გათვალისწინებით: ყველა ფურცელი, რომელზეც თითოეული ჯგუფის შეფასებაა დაფიქსირებული, მონაწილეებს მიეწოდებათ. ამის შემდეგ მთლიანი აქტიობის ანალიზი შესაძლებელია. არ დაგავიწყდეთ მასალის ადაპტირება, დამხმარეთა და ოთახთა რაოდენობის, ასევე, დროის შეცვლა.
▪ თუკი ჯგუფის წევრთა რაოდენობა 20-ს აღემატება და თქვენ ქვეჯგუფების ფორმირება მოახდინეთ, აუცილებელია აქტიობის ადაპტირება იმისათვის, რომ სიღრმისეული შეფასება გახორციელდეს. მოგვიანებით ყველა დასკვნა ერთ დიდ ფურცელზე გადაიტანეთ, რომელზეც ყოველი ჯგუფის შეფასებაც არის წარმოდგენილი. განიხილეთ ყველა ქვეთემა და ეძებეთ დასკვნა ამისათვის მეტი დროა საჭირო, რაკი ახალი ქვეთემების განხილვა გიხდებათ. არ დაგავიწყდეთ ქვეთემების წინადადებებისათვის ახალი წანამძღვარის შექმნა. წანამძღვრების ასლი მონაწილეებს დაურიგდებათ, ოღონდ, აუცილებლად, აქტივობის დასასრულს. არ დაგავიწყდეთ მასალების ადაპტირება, დამხმარეებისა და ოთახების, ასევე, დროის შეცვლა სავარჯიშოსთვის.
წყაროები: Sources: Kyriacou, C. (1992).
Essential Teaching Skills. Hemel Hempstead: Simon & Schuster Education
![]() |
6.9 4.9 სხვადასხვა |
▲ზევით დაბრუნება |
კლაუდია შაჰინგერი
4.9.1 შესავალი
ამ თავში თქვენ შეხვდებით მეთოდებს, რომლებიც შესაძლოა წინა თავებში არ იყო განხილული. კულტურათშორისი სწავლება სხვადასხვა მეთოდებით შეიძლება განხორციელდეს, ასევე, განსხვავდება ერთმანეთისგან ის ასპექტები, რომელთაც ამ პროცესში უნდა შევეხოთ და საკითხები, რომლებიც უნდა წამოიჭრას. იმის გათვალისწინებით, რომ ინსტრუქციათა ეს პაკეტი მიზნად ისახავს, თქვენს მიერ კონკრეტული სიტუაციის შესაბამისად, ახალი მეთოდების შემუშავებას, ამ კონკრეტულ თავში მოცემულია რამდენიმე განსხვავებული შეხედულება. ვიმედოვნებთ, რომ ეს გააფართოებს თქვენს თვალსაწიერს და წაახალისებს თქვენს შემოქმედებითობას.
4.9.2 www - მსოფლიო ქსელი
www მთელ მსოფლიოს აკავშირებს სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით. ექსკლუზიის „მსოფლიო ქსელი“ - შესაბამისი სავარჯიშოს ჩატარების საშუალებით - ექსკლუზიის სხვადასხვა მიზეზებს აერთიანებს. იგი წარმოაჩენს მათ ურთიერთდამოკიდებულებასა და კავშირებს კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით, იგი გვთავაზობს კულტურათშორისი სწავლების ფართო ხედვას!
საჭირო რესურსები
□ ოთახში დიდი სივრცე
□ სამი გრძელი ჯოხი (ან ასევე შესაძლებელია იატაკზე ხატვაც)
□ სქელი გრძელი თოკი ქსელისათვის, ორი ფასილიტატორი ჯგუფში, ქაღალდები და კალამი
ჯგუფის ზომა
10-დან 30-მდე (რაც უფრო დიდია ჯგუფი, მით უფრო დიდი დრო დაგჭირდებათ და უფრო დიდი არის „ქაოსი“, თუმცა, მით უფრო მდიდარია თვალსაზრისთა სპექტრი).
ხანგრძლივობა
თითო მაგალითზე 30 წუთამდე
თუკი სავარჯიშოს დისკუსია მოყვება - გამოყავით დამატებით 45 წუთი.
დეტალური ინსტრუქციები
1. დახატეთ (გამოიყენეთ თოკი) სამი პარალელური ხაზი იატაკზე ისე, რომ მათ შორის საკმარისი სივრცე იყოს. ამ ხაზებით აღნიშნეთ სამი დონე: პერსონალური - ჯგუფური -საზოგადოებრივი. მონაწილეები, ამ ხაზების ირგვლივ, დიდ წრეში დგებიან.
2. საჭიროა, სავარჯიშოს ახსნა-განმარტება, ექსკლუზიის ფენომენის სხვადასხვა ასპექტთა ასახვისთვის. ჯგუფს სთხოვენ, აირჩიონ ერთი ადამიანი, რომელიც ექცევა ასეთ კატეგორიაში (მაგალითად „ემიგრანტი“, ან „უმცირესობა“...).
3. იწყებს ერთი ადამიანი, რომელსაც ხელში უჭირავს თოკი, პიროვნულ ხაზზე, რომელიც წარმოადგენს ამ ადამიანს და ასახავს რაღაცას მის შესახებ: „მე ვარ ემიგრანტი და თავს ძალიან მარტოსულად ვგრძნობ, ველოდები დოკუმენტებს...“). ფასილიტატორი ეკითხება: „რატომ?“ ხაზზე მდგომმა ადამიანმა უნდა უპასუხოს და დაასახელოს მიზეზი: „რადგან აქ არავინ მხვდება კარგად, საიმიგრაციო სამსახურის მოხელეს არ მოვწონვარ...)“ „რატომ?“
4. ახლა უკვე სხვა ადამიანს შეუძლია ჩაერთოს სავარჯიშოში, იგი პასუხობს შეკითხვებს და ყვება თავის შესახებ („მე, რადგანაც საიმიგრაციო სამსახურის მოხელე ვარ, მუდმივად წნეხის ქვეშ ვიმყოფები. მე ვარ პრეზიდენტი ქვეყნისა, რომელიც საომარ ვითარებაშია და ჩემი ხალხი მშიერია. მე ქვეყნის მოქალაქე ვარ და არ მომწონს უცხოელები, რადგან ისინი სამუშაოს მართმევენ...)“. ამ მეორე ადამიანმა უნდა აირჩიოს ადგილი სამი ხაზიდან ერთ-ერთზე, იმის მიხედვით, თუ რომელი კატეგორიის მოსაზრებას მიაკუთვნებს იგი თავის შემოთავაზებულ ახსნაგანმარტებას (მაგ., სიღარიბე - სტრუქტურული, შიში - პირადული, სამუშაო წნეხს - ჯგუფურ დონეს). ის ხელში იღებს თოკის მომდევნო ნაწილს. თუ ნათელი არ არის, რომელ კატეგორიას მიეკუთვნება ახსნა-განმარტება, შესაძლოა მონაწილეებმა დისკუსია გამართონ, მაგრამ გადაწყვეტილება თვითონ ამ კონკრეტულმა მონაწილემ უნდა მიიღოს.
5. შემდეგ, კიდევ, ერთი ადამიანი ერთვება, რომელიც ასახელებს სხვა მიზეზს, ხსნის ადრე მოსმენილი მიზეზის შედეგს და ირჩევს ადგილს ხაზზე, იჭერს ხელში თოკს და წყვეტს, რომელ დონეს შეესაბამება მიზეზი - პირადს (გრძნობები, აღქმა, მოსაზრებები...), ჯგუფური (ოჯახი, სკოლა, მეგობრები, სამუშაო ადგილი...) ან საზოგადოებრივი დონე (სტრუქტურული მიზეზები, პოლიტიკური სისტემები, ინსტიტუტები, ქვეყნები...).
6. თხრობა გრძელდება მანამ, სანამ მასში ახალი ადამიანები ერთვებიან. თოკის აღების და ადგილის დაკავების შემდეგ, ისინი ამ ადგილებზე რჩებიან. ასეთნაირად ჯგუფი გარიყული ადამიანის ინდივიდუალურ ისტორიას ქმნის. ამასთანავე, „მსოფლიო ქსელს“, რომელიც სიმბოლურად გამოისახება თოკით; ამ „ისტორიის“ სხვადასხვა დონეების აღქმა ძალიან ამაღელვებელი და ემოციურია. ფასილიტატორი პროცესში ერევა მხოლოდ იმისათვის, რომ ჯგუფმა დინამიურობა შეინარჩუნოს ან წესრიგი დაამყაროს. ასევე სასურველი იქნება, თუ რომელიმე სხვა პირი დასახელებულ მიზეზებს, პროცესში მონაწილე პირების მოსაზრებებს და დასახელებულ დონეებს ჩაინიშნავს - ეს ჯგუფს განხილვის პროცესში გამოადგება.
7. თუ ჯგუფი პატარა ზომისაა, შესაძლებელია ხალხი ხელმეორედ ჩაერთოს მასში. მას შემდეგ, რაც ერთი ისტორია „დამთავრდება“ (არგუმენტები ამოიწურება), სავარჯიშო, შესაძლებელია ხელახლა ახალი ისტორიით და ახალი შეხედულებებით დაიწყოს.
ანალიზი და შეფასება
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, შეიძლება ჩატარდეს დისკუსია (ან შესაძლებელია გადატანილ იქნას სამუშაო ჯგუფში და შემდეგ განიხილოს). ამ გზით შესაძლებელია ადრე ჩატარებული სამუშაოს სისტემურად ჩამოყალიბება ან საკითხზე დისკუსიის დაწყება მონაწილეთა შეხედულებებისა და გამოცდილებების გაზიარების გზით. დისკუსიის შედეგად უნდა შემუშავდეს სხვადასხვა მიდგომები და გამოცდილებები, რომლებსაც მონაწილეები ერთმანეთს გაუზიარებენ (და სხვა მიზეზები) და კავშირები უნდა გახდეს უფრო გაცნობიერებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კავშირი მონაწილეთა პირადი გამოცდილების, ურთიერთდამოკიდებულების და ურთიერთშეცნობის ელემენტებს (ადგილობრივი და გლობალური) შორის. ამ საკითხის კომპლექსურობის გამოსაკვლევად საჭიროა სივრცე და მიზეზთა ერთობლივად ძიება. დასაწყისისათვის კარგი იქნება დავსვათ შეკითხვა: „რა საშუალებები გვაქვს იმისათვის, რომ ჩავერიოთ და შევცვალოთ რამე?“
ეს მეთოდი პრაქტიკაში
ეს სავარჯიშო გამოიყენება ექსკლუზიის მიზეზთა სისტემატიზაციის მიზნით, მას შემდეგ, რაც მონაწილეები პირადად შეხვდებიან გარიყულ ადამიანებს და გაეცნობიან სტრუქტურულ განზომილებასაც. შესაბამისად, სავარჯიშო ძალიან დინამიკური აღმოჩნდა და ბევრ ადამიანს დაეხმარა სხვადასხვა ელემენტის ინტეგრირებაში. დინამიკაში საინტერესო იყო, რომ მონაწილეებმა ექსკლუზიის უფრო მეტი სტრუქტურული მიზეზი დაასახელეს ვიდრე პირადული (ანუ ისეთი სიტუაციები, რომელთა შეცვლაც მათ არ შეეძლოთ).
წყარო: Colloquium JECI-MIEC and ATD Quart Monde, Belgium 1998)
4.9.3 კულტურათშორისი ჩვენებები
„კულტურათშორისობა“ ძალზე ადვილია, მაგრამ, ამასთანავე, ძალიან ძნელიც. საოცარია, რამდენ რამეს აღმოვაჩენთ საკუთარი თავის შესახებ, მაშინ, როცა სხვათა გამოცდილებაზე ვისმენთ. „მართვადი ანალიზის“ მცდელობა.
საჭირო რესურსები
სავარჯიშოს მონაწილეები მზად უნდა იყვნენ თავისი გამოცდილების შესახებ ისაუბრონ და ამასთანავე, გამოწვევად მიიღონ სხვათა გამოცდილება. უზრუნველყავით მშვიდი, წყნარი ატმოსფერო.
ჯგუფის სიდიდე
12 (შესაძლოა, ასევე, რამდენიმე ჯგუფში ერთდროულად ჩატარდეს)
ხანგრძლივობა
1 და 1/2 საათი, დამოკიდებულია დისკუსიის დინამიკაზე.
დეტალური ინსტრუქციები
1. ჩვენ ვიწვევთ „მოწმეებს“ (მონაწილეთა შორის ან გარედან), რომლებიც მზად არიან, გაგვიზიარონ კონკრეტული გამოცდილება კულტურათშორის სწავლებასთან დაკავშირებით (მაგალითად, სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფთა თანაარსებობა, უმცირესობათა გამოცდილებები, უცხოელთა ინტეგრაციის საკითხებზე ან კონფლიქტის მოგავრების საკითხებზე მუშაობა). ეს გარკვეულ წილად წარმოადგენს კულტურათშორისი სწავლების საკითხების ასახვას. ინტერაქტიული მიდგომის საშუალებით, თითოეულ მონაწილეს შესაძლებლობა აქვს, შეხედოს საკუთარ ისტორიას, რეალობას და ამავდროულად, დაუპირისპიროს მოწმეთა მაგალითებს.
2. სავარჯიშოს ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ მცირე ჯგუფში (წრეში), საჭიროა ურთიერთნდობის ატმოსფერო. მოწმეს შესაძლოა ჰქონდეს სხვადასხვა ქვეთემებიც (მაგალითად, კონფლიქტები, სტერეოტიპები, ექსკლუზივი...). მათ უნდა ეთხოვოთ, მოამზადონ თავიანთი ისტორიები ისეთნაირად, რომ ეს პროცესზე ორიენტირებული იყოს: ღია და ნათელი (ნაბიჯები, რომლებიც მათ გაიარეს, პროცესის პოლიტიკური და საგანმანალებლო ასპექტები, პროცესის ძირითადი მომენტები, ეჭვები და იმედები, მათი ხელისშემშლელი და მხარდამჭერი ფაქტორები, აღმოჩენები, წარმატებები და წარუმატებლობები...). ერთმა ფასილიტატორმა უნდა წარადგინოს მოწმე და დაეხმაროს მას. ისტორია ისეთნაირად უნდა იყოს მოთხრობილი, რომ სხვადასხვა ეტაპი კარგად ჩანდეს და მონაწილეებს საშუალება მიეცეთ, დაფიქრდნენ საკუთარ რეალობაზე, დასვან შეკითხვები...
3. მონაწილეებს საშუალება უნდა მიეცეთ, შეაწყვეტინონ და დასვან შეკითხვები, გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება. სურვილის შემთხვევაში, მოწმეებს შეუძლიათ, მოყვნენ ისტორიის ნაწილი და შემდეგ მოხდეს გამოცდილებათა და მოსაზრებების გაზიარება. შესაძლებელია, ასევე, შეკითხვებისა და ძირითადი მოსაზრებების შეგროვება და შემდგომ განხილვა.
4. მონაწილეთა დამოკიდებულება თვითშეფასებისკენ უნდა იყოს მიმართული. მოწმეთა მონაყოლი წარმოადგენს მონაწილეთათვის საკუთარი თავისადმი შემდეგი კითხვების დასმის საფუძველს: „მე როგორ რეაგირებას ვაკეთებ ამაზე ჩემს რეალობაში?“ „რას აღძრავს ეს ჩემში, რა შეკითხვებს ბადებს ჩემში?“ „რა მახსოვს მე?“
5. საბოლოო დისკუსიის შედეგად, შესაძლებელია სხვადასხვა ელემენტის შეჯამება. ამბის გაგრძელება შესაძლებელია მონაწილეთა მიერ თავიანთ გამოცდილებასთან დაკავშირების გზით, თუ მათ სურთ. ინტერაქციის ფორმები მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ააწყობენ მოწმე და ფასილიტატორი სესიას.
ანალიზი და შეფასება
სავარჯიშოში ჩართული უნდა იყოს აღწერილი წესისამებრ.
ეს მეთოდი პრაქტიკაში
ამ მეთოდის გამოყენებისას შედეგები ძალიან განსხვავებული იყო, დაწყებული „ძალზე ღრმა და მდიდარი“ შედეგებით, დამთავრებული „წინააღმდეგობრივით“ და „ჩავარდნით“. მოწმეები კარგად უნდა იყვნენ მომზადებულნი და კარგად უნდა იცოდნენ სესიის კონკრეტული მიზნები. მათი იდენტიფიცირება ადვილი უნდა იყოს და საკმაოდ ძლიერი იმისათვის, რომ შეძლოს ჯგუფის შეკვრა. მათ შეუძლიათ წამოიწყონ დებატები და ამის საფუძველი მონაწილეებს შესთავაზონ. (ყურადღებით: თუ თქვენ მონაწილეებს მოიწვევთ მოწმეებად, ისინი უნდა იყვნენ საკმაოდ მყარნი, რადგან სხვა მონაწილეებმა შეიძლება ისინი უფრო გააკრიტიკონ, ვიდრე საკუთარ თავს დაუსვან შეკითხვები). ძალზე მნიშვნელოვანია თბილი და ღია ატმოსფეროს შექმნა, მოწმესთან ერთად უნდა იყოს ფასილიტატორიც, რომელმაც უნდა გაითვალისწინოს ჯგუფის მოთხოვნები და საჭიროებები.
წყარი: Colloquium JECI-MIEC and ATD Quart Monde, belgia 1998
4.9.4 „ძალაუფლების დიდი თამაში“
ეს თამაში ადაპტირებულია აუგუსტო ბოულის (1985) „ჩაგრულთა თეატრიდან“. იგი წარმოადგენს არავერბალურ თამაშს, რომელიც იკვლევს ძალაუფლების ზეგავლენას საზოგადოებაზე, განსაკუთრებით კულტურებს ან საზოგადოებებს შორის.
საჭირო რესურსები
მაგიდა, ექვსი სკამი და ბოთლი, დიდი ოთახი
ჯგუფის ზომა
7-35 ადამიანი (შესაძლოა 7-კაციან ქვეჯგუფებად დაყოფა)
ხანგრძლივობა
1-2 საათი
დეტალური ინსტრუქციები
1. სთხოვეთ ჯგუფის წევრებს, დასხდნენ წრეში იატაკზე, რომლის ცენტრშიც მოთავსებული იქნება სხვადასხვა საგნები.
2. მოუყევით ჯგუფს თამაშის მიზნისა და შინაარსის შესახებ. განმარტეთ ჯგუფის ფუნქცია. ჯგუფის დავალებას წარმოადგენს საგნების ისეთნაირად დალაგება, რომ ერთი სკამი იყოს ყველაზე მეტი ძალაუფლების მქონე საგანი მაგიდასთან, ბოთლთან და სხვა სკამებთან მიმართებაში. მონაწილეებმა ცალ-ცალკე უნდა შესთავაზონ ჯგუფს საკუთარი ვარიანტი, შეასწორონ და შეავსონ სხვათა ვარიანტი. უზრუნველყავით ამ ნაწილის უწყვეტობა. ჩვეულებისამებრ, ნებისმიერი ტიპის განლაგება არის დასაშვები, საგნის წრიდან გატანის გარდა.
3. როცა ჯგუფი შეთანხმდება ისეთ განლაგებაზე, რომელიც თითოეულ მათგანს ყველაზე ძალაუფლებიანად მიაჩნია, ჯგუფის ერთმა წევრმა უნდა დაიკავოს ეს პოზიცია. შემდეგ სთხოვეთ სხვებს, უფრო დიდი ძალაუფლების მქონე ადგილები დაიკავონ და ასეთი გზით იმ პირველ წევრს წაართვან ძალაუფლება.
ანალიზი და შეფასება
ჯერ ადამიანებს მიეცით საშუალება გამოხატონ, რას გრძნობდნენ, როცა ისინი იპყრობდნენ ძალაუფლებიან პოზიციას, ან რეაგირებდნენ ძალაუფლებიანი პოზიციის წინააღმდეგ. განიხილეთ საზოგადოებებში კულტურებს შორის ძალაუფლების ურთიერთობათა სიმულაციის მიზანი. განიხილეთ სხვადასხვა ტიპის მოწყობა და მათი კავშირი ყოველდღიურ სიტუაციებთან. იყავით მკაფიო და ნათელი, მოიყვანეთ კონკრეტული მაგალითები საკუთარი გამოცდილებიდან. დისკუსიების ფასილიტაციის პროცესში გამოიყენეთ შეკითხვები: როგორ გავლენას ახდენს ძალაუფლება პირად ურთიერთობებზე, სახლში, სამსახურში და თქვენს საზოგადოებაში? როგორ ხდება ძალაუფლების შენარჩუნება და როგორ უკავშირდება იგი კულტურულ იერარქიას? ვის აქვს თქვენს საზოგადოებაში ძალაუფლება და რა ემუქრება ამ ძალაუფლებას? და ა.შ.
წყარო: ადაპტირებულია აუგუსტო ბოულიდან
4.9.5 „ევრო-რეილ ა ლა კარტ“
„Euro-Rail à la carte“ წარმოადგენს სავარჯიშოს, რომელიც შეეხება ჩვენს სტერეოტიპებსა და წინასწარ განწყობებს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ სამოგზაუროდ
მიდიხართ და გაძლევენ დახასიათებას იმ ადამიანებისა, რომლებიც შესაძლოა თქვენთან ერთად წამოვიდნენ. თქვენ უნდა აირჩიოთ, ვისთან მოგინდებოდათ ყველაზე მეტად მოგზაურობა და ვისთან - ყველაზე ნაკლებად.
ეს სავარჯიშო გვაძლევს დიდ მასალას რეალურ ცხოვრებაში არსებული სტერეოტიპების შესახებ მსჯელობისათვის. იგივე ტიპის სავარჯიშო ტარდება, როცა თქვენ ცხოვრობთ სახლში სხვადასხვა მეზობლებთან ერთად, ხვდებით კუნძულზე ან გზად ვინმე უნდა დაიმგზავროთ. ასეთი მოქნილობის წყალობით, ამ სავარჯიშოს მორგება შესაძლებელია სხვადასხვა სიტუაციაზე და გამოცდილებაზე (ეროვნებები, კონფილქტები, არსებული პრობლემები...). იმ შემთხვევაში, თუ გსურთ, მეტი გაიგოთ ამ სავარჯიშოს შესახებ, იხილეთ საგანმანათლებლო პაკეტი, გვ. 78.
წყაროები
მეთოდების სექციაში ჩვენ შევკრიბეთ იმ სავარჯიშოთა მაგალითები, რომლებიც ტრენინგებისათვის გამოგვიყენებია. შესაძლებლობის შემთხვევაში, ჩვენ დავასახელეთ ამ სავარჯიშოთა წყაროები, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ზუსტად არ გვახსოვს, პირველად სად და როდის გავიგეთ მათ შესახებ. ამიტომ ბოდიშს ვუხდით ყველა იმ პირსა თუ ორგანიზაციას, ვისი სახელიც გამოტოვებულია. ჩვენ სიამოვნებით მივიღებთ ინფორმაციას წყაროების შესახებ, რათა შემდგომ გამოცემაში და ასევე, ონლაინ პუბლიკაციაში ეს ინფორმაცია დავამატოთ.
![]() |
7 5. სამუშაო სემინარები |
▲ზევით დაბრუნება |
![]() |
7.1 5.1 ცვლილებისთვის მზადება |
▲ზევით დაბრუნება |
არნე გილერტი
შესავალი
საერთაშორისო ახალგაზრდული პროექტები, ძალიან ხშირად, სხვადასხვა ტიპის კულტურათშორისი გაცვლის ელემენტებს შეიცავს. ეს გაცვლა შესაძლოა გამოიხატოს შემდეგნაირად - ახალგაზრდა ჯგუფების შეხვედრა ერთი კვირით, ან სემინარი, სადაც მონაწილეობენსხვადასხვა ქვეყნის, კულტურის ან საზოგადოების წარმომადგენლები.
არა აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის გაცვლა უნდა განხორციელდეს, საჭიროა, მონაწილეები მომზადებული იყვნენ ამ გამოცდილებისათვის, რათა მათ მაქსიმალურად მეტი მიიღონ ამ აქტიობისგან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მომზადების ორ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს, პირველ რიგში, მონაწილეების დახმარება, რომ რაც შეიძლება კარგად შეიცნონ საკუთარი თავი, როგორც „კულტურული წარმონაქმნი“. მეორეც, მომზადების ასეთ პროცესში მონაწილეები ეცნობიან კულტურულ განსხვავებებს, ისინი სწავლობენ, როგორ უნდა იგრძნონ და აღმოაჩინონ კონკრეტულ სიტუაციაში კულტურული განსხვავებები.
ქვემოთ მოცემულია მოსამზადებელი სემინარის რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი:
- დროის ხანგრძლივობა არის ორნახევარი დღე (კვირის ბოლოს)
- მონაწილეობს დაახლოებით 12 მონაწილე და 2-3 ტრენერი
- ყველა ერთ ენაზე საუბრობს
- ცალკეული მონაწილეებს შორის ხანგრძლივი დიალოგისთვის მზადება
პროგრამა
პარასკევი საღამო:
▪ ენერგიის მობილიზება (20 წუთი): „შენ ხედავ იმას, რასაც მე?“ შეეცადეთ, დისკუსიის კონცენტრირება მოახდინოთ იმაზე, თუ რას ნიშნავს სხვა პერსპექტივით საკითხის აღქმა, და რატომ ხდება, რომ თქვენ, როგორც წესი, არ შეგიძლიათ სხვაგვარად შეხედოთ საგნებს. აფასებთ თუ არა თქვენ განსხვავება; სხვა ადამიანის პერსპექტივას?
▪ ჯგუფის ჩამოყალიბება (90 წუთი): ეს კომპონენტი აუცილებელია იმისათვის, რომ ჯგუფის წევრებს შორის გაჩნდეს ნდობა. ამისათვის შეგიძლიათ სხვადასხვა სავარჯიშო გამოიყენოთ, მაგრამ ეს მთელმა ჯგუფმა ერთად უნდა გააკეთოს. განსაკუთრებით კარგი შედეგი გექნებათ ისეთ ჯგუფთან, რომლის წევრებიც სწრაფად ამყარებენ ერთმანეთთან ურთიერთობებს. ამის სანაცვლოდ, ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ „ყინულის მსხვრევის“ (გამამხნევებელი სავარჯიშოების) მეთოდი, რათა ჯგუფის წევრებმა უკეთ გაიცნონ ერთმანეთი. თუ გრძნობთ, რომ ჯგუფის წევრები უკვე კარგად ურთიერთობენ, შეგიძლიათ მოიწვიოთ ისინი და მოაწყოთ „ბრმა გასეირნება“ - მონაწილეები წყვილ-წყვილად ისეირნებენ, მათგან ერთი თვალდახუჭულია, მეორეს კი მიჰყავს. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ როლები უნდა გაცვალონ მონაწილეებმა.
▪ საღამოს დახურვა შესაძლებელია სესიით, ყველა ბუნდოვანი პრაქტიკული საკითხის გასარკვევად. ამ სესიის ჩატარება, ადრეულ ეტაპზე გამართლებულია იმდენად, რამდენადაც ეს შეკითხვები მაინც ჩნდება და შესაძლოა მათ შემდგომ მთელი პროგრამის მიმდინარეობაზე იქონიოს ზეგავლენა.
შაბათი დილა
▪ ინდივიდუალური სავარჯიშო (დილის განმავლობაში): „ჩემი გზა სხვებისაკენ.“ აუცილებლად უნდა გაამახვილოთ ყურადღება ბავშვობაზე, ოჯახზე, სკოლაზე, მეგობრებზე, თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვან ადამიანებზე. ასევე, მონაწილეებს საშუალება უნდა ჰქონდეთ, იფიქრონ იმ საზოგადოებაზე/რეგიონზე/ერზე, რომელსაც ისინი მიეკუთვნებიან. საკითხი, აუცილებლად, ისეთნაირად უნდა წარმოადგინოთ, რომ მონაწილეებს ფიქრის საშუალება მიეცეთ, მათ უბრალოდ უნდა ასახონ თავიანთი აზრი, მაგრამ, ამასთანავე, არ უნდა იქონიოს მათზე ან მათი ფიქრის მიმართულებაზე ზეგავლენა. განსაკუთრებით კი საზოგადოების შეხედულებების განხილვისას, შესაძლოა თქვენ იფიქროთ, რომ ადვილია ამ ზეგავლენის ასახვა, რადგანაც იგი არ არის ინდივიდუალური. თუმცა, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ მონაწილეებს უნდა მისცეთ საშუალება, თვითონ გაარკვიონ, რას ნიშნავს, იზრდებოდე გარკვეულ ადგილას (ან რამდენიმე ადგილას) სხვა ენის და ა.შ. მქონე ხალხთან ერთად.
გამოყავით საკმარისი დრო (მინიმუმ ერთი საათი) შესვენებამდე იმისათვის, რომ მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი აღმოჩენები. ამის გაკეთება ადვილია უფრო მცირე, 4-5 კაციან ჯგუფში. დასასრულისათვის მოაწყვეთ შეხვედრა, სადაც განიხილავთ წარმოშობის როლს სხვადასხვა წარმომავლობის ხალხთა შეხვედრისას.
შაბათი შუადღე
▪ დაიწყეთ შუადღე „აბიგეილით“ (90 წუთი). გამოკითხვისას თხოვეთ მონაწილეებს, დააკავშირონ „უკეთესი“ და „უარესი“ ქცევები მათ წარმომავლობასთან, წარსულთან. აღინიშნება თუ არა მათ მოსაზრებებზე ზეგავლენა ოჯახის, საზოგადოების, მეგობრების და ა.შ. მხრიდან?
▪ შუადღის დარჩენილი ნაწილის განმავლობაში ჩაატარეთ კვლევა. მაგალითად, შეგიძლიათ გახვიდეთ ქალაქში, სადაც იმართება შეხვედრა და ჩაატაროთ ანთროპოლოგიური სამუშაო - შეისწავლოთ იმ ადგილის კულტურა, სადაც თქვენ იმყოფებით. რისი გაგება შეგიძლიათ მის შესახებ? შეგიძლიათ გაიგოთ, როგორი რეაქცია ექნება ხალხს „აბიგაილის“ თამაშზე - თუ ეს მხოლოდ მოსაზრებაა, რომელიც ეფუძნება სტერეოტიპებსა და ცრურწმენებს? რას ნიშნავს თქვენთვის საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასვლა?
კვირა დილა
▪ უფრო მოკლე სიმულაციური თამაში, რომელიც აგებულია „განსხვავებებზე“. ერთი დილის განმავლობაში შეუძლებელია ძალზე გავრცობილი სიმულაციის განხორციელება. თუმცა, შესაძლებელია “განსხვავების” მცირე გამოცდილების სიმულირება და შესაბამისი კულტურათშორისი სწავლების აგება. მთავარ მიზანს წარმოადგენს ჯგუფის (ნაწილის) ჩართვა თამაშში, სადაც ისინი ხვდებიან სხვა ადამიანებს, რომლებიც განსხვავებულად იქცევიან, რომელთა საქციელის გაშიფვრა ადვილი არ არის. გამოკითხვა კონცენტრირებას ახდენს ადამიანთა გრძნობებზე, როდესაც ისინი ისეთ სიტუაციაში ხვდებიან, როცა არ შეუძლიათ თავიანთი გამოცდილების გაშიფვრა, როდესაც მათი ქმედებები „უცნაურია“. მას შემდეგ, რაც გააცნობიერებთ დაურწმუნებლობის, ბავშვურობის და ა. შ. გრძნობებს, შესაძლოა აქცენტი გადაიტანოთ ამ სიტუაციების მოსაგვარებელ სტრატეგიებზე. რა ხერხებს იყენებთ თქვენ, როცა ვიღაცის არ გესმით?
▪ კვირა სრულდება შეფასებითა და მოსაზრებებით გაცვლის შესახებ იმაზე, თუ რა მოხდება მონაწილეთა გამგზავრებამდე დღეების ან კვირეების განმავლობაში.
![]() |
7.2 5.2 უმცირესობა და უმრავლესობა |
▲ზევით დაბრუნება |
ალექსანდრა რაიკოვა და მოჰამედ ჰაჯი კელა
ეს სამუშაო-სემინარი უმცირესობა-უმრავლესობის ურთიერთობაზე შემუშავებულია იმ მიზნით, რომ მონაწილეებს ჩვენს საზოგადოებებში უმცირესობებსა და უმრავლესობებს შორის არსებული პრობლემების იდენტიფიცირებისა და განხილვის საშუალება მისცეს. სემინარის ჩატარება შესაძლებელია ყველა მიზნობრვ ჯგუფთან და არ არის აუცილებელი, რომ ჯგუფში უმცირესობები და უმრავლესობები იყვნენ. სემინარი შესაძლებელია დამოუკიდებლად ან სხვა ღონისძიების ფარგლებში ჩატარდეს.
სემინარზე უნდა განიხილოს ისეთი საკითხები, როგორებიცაა:
▪ რასიზმი
▪ ქსენოფობია
▪ ანტისემიტიზმი
▪ რომაფობია
▪ რელიგია
▪ ეთნოცენტრიზმი
▪ სტერეოტიპები და ცრურწმენები
რისი გათვალისწინება გჭირდებათ სემინარის ჩატარებისას:
სემინარი უმცირესობა-უმრავლესობის ურთიერთობებზე წარმოადგენს მონაწილეთათვის უნიკალურ გამოცდილებას. ფასილიტატორებმა უნდა შეაფასონ, მონაწილეთა მზაობა და განიხილონ შესაბამისი საკითხები. ფასილიტატორთა გამოცდილება განაპირობებს სემინარის შედეგებს. შესაძლოა ქვემოთ მოცემული მოსაზრებები დაგეხმაროთ ჯგუფის წარმატებით მართვაში:
▪ შესაბამისი გარემო (ატმოსფერო): როგორც ფიზიკური, ისე ემოციური სივრცე ძალზე
მნიშვნელოვანია. სემინარი უნდა ჩატარდეს დიდ ოთახში, შესაძლებელია დიდ ოთახში მოთავსდეს სკამები წრეში, რათა მონაწილეებმა უფრო თავისუფლად იგრძნონ თავი. ფასილიტატორმა უნდა იცოდეს, რომ ზოგმა მონაწილემ შეიძლება თავი კარგად არ იგრძნოს დასაწყისში. გამამხნევებელი სავარჯიშოები, ამ შემთხვევაში, საკმაოდ სასარგებლოა.
▪ დრო: უზრუნველყავით საკმარისი დრო და გახსოვდეთ, რომ თითოეულმა მონაწილემ მაქსიმალურად ბევრი მიიღოს ამ დროის განმავლობაში.
▪ მეთოდების შერჩევა: შერჩეულმა მეთოდებმა უნდა უზრუნველყოს მონაწილეთაგან, მათი გამოცდილების შესახებ, ინფორმაციის მიღება, უნდა შეგროვდეს საკმარისი მასალა ყოველდღიურ გამოცდილებათა გასაღრმავებლად და გასაანალიზებლად.
ასეთი სემინარის ჩატარების შემოთავაზებული სტრუქტურა შემდეგნაირია:
1) შესავალი: სახელების გაცვლა-გამოცვლა, თუკი მონაწილეები ერთმანეთს არ იცნობენ. თუ იცნობენ, მონაწილეთა შესამზადებლად მოკლე (10 წუთიანი) შესავალი სავარჯიშო.
2) სემინარის წარდგენა: რატომ ვარ მე აქ? ეს მიზნად ისახავს მონაწილეთა მოლოდინების აღწერას. ეს უნდა გაკეთდეს 2-3 კაციან ჯგუფში (დამოკიდებულია ჯგუფის ზომაზე). ჯგუფებმა უნდა წარმოადგინონ ჯგუფური მუშაობის შედეგები. გააკეთეთ მოლოდინების შეჯამება და სთხოვეთ მონაწილეებს კომენტარი ნებისმიერ საკითხზე, რასაც ისინი უჩვეულოდ, მნიშვნელოვნად ან არამნიშვნელოვნად ჩათვლიან, აგრეთვე და შესაბამისი დასაბუთება.
3) კონცეფციის წარმოდგენა: თეორიული ნაწილი, დატოვეთ დრო შეკითხვებისა და განმარტებებისათვის.
4) სიმულაციური სავარჯიშო, რომელშიც თეორიული საკითხები გაცოცხლდება.
5) გამოწვევები და გადაწყვეტა: ინფორმაციის მიწოდება (კულტურათშორისი სწავლება) ან ღია დისკუსია გადაჭრის შესაძლო გზებზე.
6) მონაწილეთა ისტორიების გავრცობა: რა უნდა გავაკეთოთ შემდეგ? განხილვა უნდა მიმდინარეობდეს მცირე ჯგუფებში და შემდეგ შედეგები მთელს ჯგუფს უნდა წარედგინოს.
7) შეფასება: შემოქმედებითი სავარჯიშო, რომლის საშუალებითაც მონაწილეები საკუთარ აზრს გამოხატავენ და სტიმული მიეცემათ. შემდგომში ამ საკითხზე იმუშაონ.
![]() |
7.3 5.3 კულტურათშორისი კონფლიქტის გადაჭრა |
▲ზევით დაბრუნება |
მოჰამედ ჰაჯი კელა
კულტურათშორის კონფლიქტებს, როგორც წესი, ადგილი აქვს ორ ან მეტ დაპირისპირებულ ჯგუფს შორის. ჩვენ დღითიდღე, უფრო მეტად, გვითრევს კონფლიქტები იმ განსხვავებების გამო, რომლებიც ჩვენსა და გარემოს შორის არსებობს. კულტურათშორისი კონფლიქტების უმრავლესობა გამოწვეულია შეუწყნარებლობითა და განსხვავებების უგულებელყოფით. ზოგადად, განვითარებისთვის კონფლიქტი შესაძლოა სასარგებლო ფაქტორი იყოს, რამდენადაც ადამიანები ცდილობენ განსაზღვრონ საკუთარი სივრცე განვითარების პროცესში. მეორე მხრივ, ასევე, დადასტურებულია, რომ კონფლიქტი, უმრავლეს შემთხვევაში დესტრუქციული და არაპროდუქტიულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ერთი მხარე დომინანტია და არ არსებობს კონსტრუქციული, არაძალადობრივი დიალოგის შესაძლებლობა.
რატომ არის საჭირო სემინარის ჩატარება კულტურათშორისი კონფლიქტის შესახებ?
ამ შეკითხვას ხშირად უსვამენ ფასილიტატორებს და ლიდერებს ტრენინგების ჩატარებისას. სამწუხაროდ, ამაზე მარტივი პასუხი არ არსებობს. უპირველეს ყოვლისა, ყველა კონფლიქტი უნიკალურია თავისი ხასიათით. გარდა ამისა, კონფლიქტის გადაჭრის მეთოდები შედარებითია და დამოკიდებულია კონფლიქტის ტიპზე. მიუხედავად ამისა, აუცილებელია, რომ ფასილიტატორებსა და მონაწილეებს კარგად ესმოდეთ, რომ კონფლიქტები, განსაკუთრებით კულტურათშორის გარემოში, შესაძლოა წინასწარი შეტყობინების გარეშე გაჩაღდეს.
ვინ არის პასუხისმგებელი?
კატეგორიზაცია და ეთნოცენტრიზმი ჩვენს საზოგადოებებში:
ადამიანებს ჩვევიათ სხვათა კატეგორიზაცია. ეს ჩვენ ხშირად გვეხმარება, ჩვენს ირგვლივ არსებულ სამყაროს გარკვეული ფორმა მივცეთ და შესაბამისად, საცხოვრებლად უფრო მოსახერხებელი გავხადოთ. ასეთი კატეგორიებია, მაგალითად: სქესი, რასა, სოციალური სტატუსი და ა.შ. ჩვენი საკუთარი სამყაროს გაუმჯობესების აუცილებლობა გვაიძულებს, მოვახდინოთ ჯგუფების პრიორიტეტიზაცია ჩვენი აღქმის შესაბამისად. პრიორიტეტიზაციის პროცესში ჩვენს ჯგუფს წინა ადგილებზე ვათავსებთ, დანარჩენებს კი, უკან, რადგან ისინი ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. შედეგები ხშირად სტერეოტიპების შექმნას, სხვათა კულტურისადმი პატივისცემის ნაკლებობას, დისკრიმინაციასა და რასიზმს იწვევს. ასეთ სიტუაციებში კონფლიქტების თავიდან აცილება ძალიან ძნელია, რამდენადაც „ნაკლებად ღირებული“ ჯგუფები დაუცველები არიან.
რა ტიპის კონფლიქტებს ვხვდებით, ძირითადად?
კონფლიქტები, ჩვეულებრივ, სხვადასხვა დონეზე ხდება: პირადი ცხოვრებიდან დაწყებული, ორგანიზაციული და ეროვნული დონით დასრულებული. ამ დონეთა შეჯამება შემდეგნაირად არის შესაძლებელი:
შიდაპიროვნული: როგორც ინდივიდებს, ჩვენ ხშირად საკუთარ თავთან გვაქვს კონფლიქტები, ჩვენი ღირებულებების, არჩევანის და ცხოვრებისეული პრინციპების გამო.
პიროვნებათშორისი: უთანხმოება ორ ადამიანს შორის წმინდა პიროვნულ დონეზე
ჯგუფთაშორისი ან ორგანიზაციული დონე: ასეთ კონფლიქტებს ადგილი აქვს ჯგუფებს შორის ღირებულებების, ძალაუფლებისა და შედარებითი თანასწორობის ნიადაგზე, მაგ.: ორგანიზაცია და მთავრობა.
კულტურათშორისი ან საზოგადოებრივი: კონფლიქტები, რომლებსაც ადგილი აქვს ორ ჯგუფს შორის, რომლებიც იბრძვიან ტერიტორიისთვის, რელიგიური უპირატესობის მოსაპოვებლად, კულტურული ღირებულებებისა და ნორმებისთვის, მაგ.: ებრაელები და არაბები, მუსულმანები და ქრისტიანები და ა.შ.
ეროვნული კონფლიქტი: კონფლიქტი ერებს შორის
წარმოადგენენ თუ არა კულტურათშორისი კონფლიქტები ყოველდღიური კონფლიქტების ნაწილს?
ყველა კონფლიქტი გამომდინარეობს განსხვავებებიდან, ჩვეულებრივ მაშინ, როდესაც მათი ადეკვატურად ან კონსტრუქციულად აღქმა არ ხდება. ამას განაპირობებს სხვადასხვა ფაქტორთა კომპლექსი. კულტურათშორისი კონფლიქტის ყველაზე ხშირი მაგალითებია:
ფაქტები - რა ფაქტები იციან გარკვეულმა ჯგუფებმა ერთმანეთის შესახებ და როგორ ხდება ამ ფაქტების აღქმა და გაგება. მცდარი აღქმის სცენარი აქ გადამწყვეტ როლს თამაშობს.
საჭიროებები - განსაკუთრებით უმცირესობა-უმრავლესობის შემთხვევაში, ხალხს სჭირდება, თავი დაცულად იგრძნოს. ეს გულისხმობს საზოგადოებისადმი მიკუთვნებულობის გრძნობას, სხვებთან თანაბარ დონეზე ყოფნის საჭიროებას.
ღირებულებები - გულისხმობს ერთმანეთის კულტურული ტრადიციებისა და პრაქტიკის პატივისცემას. კულტურათშორისი კონფლიქტების უმრავლესობაში სხვათა ღირებულებებს საფრთხე ემუქრება, მაგ., გენდერული თანასწორობის ან რელიგიური თავისუფლების საკითხებს. ასეთ სიტუაციაში, როგორც წესი, ერთი კულტურა დომინირებს, მეორე კი საფრთხის ქვეშ არის.
კულტურათშორისი კონფლიქტების შესაძლო ინდიკატორები
სხვა ტიპის კონფლიქტებისგან განსხვავებით, კულტურათშორისი კონფლიქტების გაგება რთულია, განსაკუთრებით გარე დამკვირვებლისთვის. ეს განსაკუთრებით გამოწვეულია საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობით (დროის იმ მონაკვეთით, რომელიც წინ უსწრებს კონფლიქტის აშკარა გამოვლენას).
▪ კონფლიქტის ჯგუფებს ახასიათებთ კონკრეტული და უკომპრომისო მიზნები
▪ სტერეოტიპები უფრო ნათლად არის გამოკვეთილი
▪ მხარეთა შორის კომუნიკაცია რთული ხდება
▪ ჯგუფები შიგნით უფრო თანმიმდევრული ხდება, მაგრამ, ამასთანავე, ჰიპერუარყოფითი სხვებისადმი
▪ ძლიერი უკომპრომისო ლიდერები ჯგუფის შიგნით
ინტერკულტურული კონფლიქტის გადაჭრის პრინციპები
კათარზისი: ეს არის აუცილებელი პირობა ყველა ჯგუფისათვის, ვინც კონფლიქტზე მუშაობს, რადგან მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება, ერთმანეთისადმი გრძნობები გამოხატონ. კათარზისის კონცეფციით ხაზგასმულია, პიროვნებათა საჭიროება, უარყოფითი გრძნობები გამოხატონ ერთმანეთის მიმართ. იგი, ასევე, იძლევა ნდობის ატმოსფეროს შექმნის საშუალებას, რაც გარანტია ჯგუფის წარმატებულობისა.
თვითგამოხატვა: საშუალებას აძლევს ჯგუფებს, გამოხატონ თავიანთი მოტივაციები და გრძნობები ერთმანეთის შესახებ.
საერთო შიშები და იმედები: ჯგუფებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მათ აქვთ ერთნაირი
შიშები და იმედები და რომ ამის განხილვის შედეგად, შესაძლებელია ბარიერების დანგრევა, საერთო იმედებისა და გაგების პოვნა.
კულტურათშორისი კონფლიქტის გადაჭრის მეთოდები
ინტერკულტურული სწავლების რამდენიმე მეთოდის გამოყენება არის შესაძლებელი კონფლიქტის გადაჭრაში. ქვემოთ მოცემული პრინციპების დაცვის შედეგად, შესაძლებელია სათანადო მეთოდების შერჩევა.
უსაფრთხო სივრცე: უნდა ჩატარდეს სემინარი, სადაც კონფლიქტის მხარეებს შეეძლებათ პიროვნულ და ჯგუფურ დონეზე შეხვედრა.
თანაბარი სტატუსი შეხვედრებზე: გაცვლა-გამოცვლა უნდა მოხდეს ერთმანეთის თანაბარ დონეზე აღქმის პირობებში.
დისკუსიის წესები: ჯგუფმა კონსენსუსით უნდა გადაწყვიტოს სემინარის ჩატარების წესები.
წესები უნდა გულისხმობდეს ერთმანეთის მოსმენასა და ურთიერთპატივისცემას.
საქმიანობა, რომელიც ხელს უწყობს საერთო ინტერესს: ძალზე მნიშვნელოვანია ჯგუფში საერთო ინტერესის ჩამოყალიბება.
სემინარის სტრუქტურის ჩამოყალიბება - რა უნდა იცოდეს ფასილიტატორმა
ხშირად ისმება შეკითხვები:
▪ როდის უნდა ჩავატარო სემინარი ინტერკულტურული კონფლიქტის გადაჭრის გზების შესახებ?
▪ რა უნდა გავაკეთო მე, როგორც ფასილიტატორმა?
▪ როგორ უნდა უზრუნველვყო, რომ ახალგაზრდებმა მაქსიმალური სარგებელი მიიღონ სემინარისგან?
ეს არის ის პრაქტიკული შეკითხვები, რომლებზეც თვითონ უნდა იპოვოთ პასუხი. შესაბამისად, აქ ჩვენ არ ვიძლევით პასუხებს ამ შეკითხვებზე, მაგრამ გაძლევთ მითითებებს, თუ როგორ შეგიძლიათ ჩაატაროთ კარგად აწყობილი სემინარი. მაგრამ სანამ ამას შეუდგებოდეთ, შემდეგი კითხვები დაუსვით საკუთარ თავს:
□ ვისთვის არის ეს?
□ რამდენად რელევანტურია ეს, თქვენი მიზნობრივი ჯგუფისთვის?
□ რას მიიღებენ ისინი აქედან?
□ რამდენად მზად ხართ, ჩართოთ თქვენი მიზნობრივი ჯგუფი ამ პროცესში?
არსებობს ბევრი სხვა შეკითხვაც, რაც თქვენ საკუთარ თავს უნდა დაუსვათ, მაგრამ ალბათ ეს ზემოთ ჩამოთვლილი შეკითხვებია, რომელთაც ყველაზე ხშირად სვამენ. მას შემდეგ, რაც კარგად ჩამოყალიბდებით ამ შეკითხვებზე, დროა დაიწყოთ სამუშაო, სემინარის სტრუქტურაზე ფიქრი. კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, რომ არ არსებობს ერთიანი სტრუქტურა ან წესი. ეს, როგორც წესი, დამოკიდებულია თქვენს მიზნობრივ ჯგუფსა და მათ მოლოდინებზე. მეთოდების შერჩევასთან დაკავშირებით, მე-4 თავში მოცემულია რამდენიმე საყურადღებო მითითება. ქვემოთ მოცემულია სემინარის ტიპური სტრუქტურა:
1) დაწყება და გაცნობა: საკითხიდან გამომდინარე შესაძლოა დაიწყოთ გამამხნევებელი სავარჯიშოთი ან სახელების გაცვლა-გამოცვლით, ისე, რომ ხალხმა ერთმანეთთან უსაფრთხოდ იგრძნოს თავი.
2) მონაწილეთა ჩაბმა თემაში და თემის მნიშვნელობა მათთვის (პირადი გამოცდილებები): აქ უნდა წარმოჩინდეს მონაწილეთა პირადი გამოცდილებები, მათი მოლოდინები და თუ რას მოელიან ისინი ამ სესიისგან.
3) თემის წარმოდგენა: თეორიული მხარე (სტერეოტიპები, წინასწარი განწყობები და ა.შ.) წარსული და მისი დაკავშირება არსებულ რეალობასთან.
4) სიმულაციური სავარჯიშო: თემაში უფრო ღრმად ჩასვლა და დაკავშირება პირად გამოცდილებასთან... კვლავ ძალიან მნიშვნელოვანია პირადი გამოცდილება.
5) დასკვნები და შემდგომი ქმედება. ფასილიტატორებმა, ძირითადად, უნდა განიხილონ კონფლიქტის გადაჭრის ან თავიდან აცილების სხვადასხვა გზა. შესაძლოა სასარგებლო იყოს კონფლიქტის გადაჭრისას საჭირო უნარ-ჩვევების შესახებ მოკლე ინფორმაციის მიწოდება და მონაწილეებისათვის საშუალების მიცემა, დააკავშირონ საკუთარ გამოცდილებასთან.
ორივე მხარე იგებს
შემოქმედებითი რეაქცია
▪ ემპათია
▪ ასერტიულობა
▪ ემოციის მართვა
▪ კონფლიქტის გადაჭრის სურვილი
▪ კონფლიქტის სტრატეგიული აღწერა
▪ ვარიანტების შემუშავება და შეთანხმება
▪ მოლაპარაკება
▪ შუამავლობა
▪ პერსპექტივების გაფართოება
![]() |
7.4 5.4 ხალხის დაინტერესება ინტერკულტურული სწავლებით |
▲ზევით დაბრუნება |
მარკ მეილორი
შესავალი
ინტერკულტურული სწავლების სფეროში იმდენად ბევრი პირველადი საკითხია, რომ, ზოგჯერ, ეს საშიშიც კი შეიძლება იყოს. აუცილებლად ჩნდება კითხვა: საიდან დავიწყოთ? აქ მოცემულია რეკომენდებული ფორმატი ერთდღიანი სამუშაო სემინარისათვის, რომელიც ცდილობს, ამ შეკითხვას გასცეს პასუხი. მასში მოცემულია ზოგიერთი ისეთი ძირითადი კონცეფცია, რაც ინტერკულტურული სწავლების გაგებაში გვეხმარება:
▪ კულტურა
▪ სტერეოტიპები და ცრურწმენები
▪ ინტერკულტურული სწავლება, როგორც პროცესი
▪ გადაყვანა ყოველდღიურობაში
▪ რეკომენდაციები შემდგომი ქმედებისთვის
ეს სემინარი შეიძლება ჩატარდეს დამოუკიდებლად ან ჩატარდეს როგორც უფრო ფართომასშტაბიანი პროექტის ნაწილი. მეორე ვარიანტის უპირატესობას წარმოადგენს შემდეგი: მონაწილეები უკვე იცნობენ ერთმანეთს (ცოტათი მაინც); და უფრო მეტი შესაძლებლობაა სემინარის შედეგების განხილვისა.
ცხადია, რომ მეოთხე თავში (მეთოდოლოგია და მეთოდები) მოცემული ყველა შეკითხვა და კომენტარი აქაც ვალიდურია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის შეკითხვები, რომლებიც თქვენს მიზნობრივ ჯგუფს უკავშირდება - რაში იქნებიან ისინი დაინტერესებულნი? როგორ შეგიძლიათ აღძრათ მათი ცნობისმოყვარეობა? როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ მათ, სემინარი რეალობას დაუკავშირონ?
1 კულტურათშორისი სასწავლო გარემოს შექმნა
უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენი შერჩეული სამუშაო სივრცე მონაწილეებს წაახალისებს. მაქსიმალური მონაწილეობისა და ჩართულობისთვის, შესაძლებელია წრეში მოთავსება, ან თუ დიდი ჯგუფი გყავთ, რამდენიმე ჯგუფად განლაგება მაგიდებთან.
თუ მონაწილეები ერთმანეთს არ იცნობენ, მაშინ თქვენ უნდა იზრუნოთ იმაზე, რომ ისინი ერთად თავს კარგად გრძნობდნენ - ინტერკულტურული სწავლება ემოციურ ასპექტსაც მოიცავს და თუ ადამიანები თავს კომფორტულად არ გრძნობენ, ისინი ვერ გაიხსნებიან. სახელების გაცვლა-გამოცვლის შემდეგ შესაძლოა სასარგებლო იყოს ხალხის დაყოფა პატარა ჯგუფებად, რათა მათ ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი მოლოდინები და შემდგომ მთელ ჯგუფს გააცნონ. ამის შემდეგ შეგიძლიათ წარმოადგინოთ სემინარის სტრუქტურა მონაწილეთა მოლოდინების ჩათვლით ან მის გარეშე (საჭიროებისამებრ).
2 მასტიმულირებელი სავარჯიშო 1: შენ ხედავ იმას რასაც მე? მე ვხედავ იმას რასაც შენ?
იხ. 4.1.2
3 „კულტურა“ -ინფორმაცია და დისკუსია
იხ. 2.4 „კულტურის“ განსაზღვრებისათვის
4 სტერეოტიპები და ცრურწმენები - სავარჯიშო
იხ. მაგალითისთვის 4.3.3, 4.3.4, 4.5.2, 4.9.5.
5 სიმულაციური სავარჯიშო
იხ. 4.4.4
შენიშვნა: თქვენი მიზნებიდან და გამოყოფილი დროის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, შესაძლოა დაგჭირდეთ, მე-4 და მე-5 ეტაპებს შორის, არჩევანის გაკეთება.
6 მასტიმულირებელი სავარჯიშო 3: 60 წამი = 1 წუთს, თუ არა?
იხ. 4.4.4
7 ინტერკულტურული სწავლება - ინფორმაცია და დისკუსია
- რა არის ეს? [იხ. გრაფიკი 1: „აისბერგი“ ინტერკულტურული სწავლების ვიზუალური წარმოადგენისათვის]
- როდის შეუძლიათ ადამიანებს სწავლა ინტერკულტურულად?
8 გადაყვანა მონაწილეთა ყოველდღიურობაში - დისკუსია
როგორ შეგვიძლია ყოველივე ამის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში, საერთაშორისო ახალგაზრდულ საქმიანობაში?
9 რეკომენდაციები შემდგომი მოქმედებისთვის
მოამზადეთ ბიბლიოგრაფია მონაწილეთათვის დასარიგებლად
10 შეფასება
იხ. 4.8
![]() |
8 დანართი 1: ტერმინების ლექსიკონი |
▲ზევით დაბრუნება |
მოჰამედ ჰაჯი კელა
ფრთხილად! კულტურათშორისი სწავლების პროცესში ტერმინების განმარტება ყოველთვის სასიამოვნო საქმიანობა როდია. ამისათვის ორი უმთავრესი მიზეზი არსებობს: პირველ რიგში, მიუხედავად იმისა, რომ კულტურის შესახებ მოძღვრება ახალ ფენომენს არ წამოადგენს, მაინც არ არსებობს ნათლად ჩამოყალიბებული მოსაზრება კონცეფციასა და მისი განსაზღვრის ფორმაზე. ამის გამო ბევრმა ტერმინმა (განსაკუთრებით კულტურათშორისი სწავლების პროცესში) შესაძლოა განიცადოს ზეგავლენა და ხშირად შესაძლოა არასწორად იქნას გამოყენებული. გარდა ამისა, მხოლოდ ერთი ავტორის განსაზღვრებების აღება და ტერმინის ასე გამოყენება შესაძლოა არასასურველი გამოდგეს და ეს საკმაოდ ლოგიკურია. ბევრი ექსპერტი ტერმინებს სხვადასხვაგვარად იყენებს. მაგალითად, ამ ინსტრუქციებში ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ახალგაზრდებზე, ზოგჯერ, სხვისი კულტურების შესასწავლად, ბიზნესმენთა ჯგუფებს მიმართავენ. ანთროპოლოგებისათვის კი შესაძლოა სრულიად სხვა ჯგუფი იყოს ამოსავალი წერტილი. ხშირად გამოყენებადი ტერმინების შემთხვევაში, აუცილებელია, რომ ისინი გაიგოთ ფართო მნიშვნელობით და განსაზღვრებისას ამოხვიდეთ თქვენეული გაგებიდან და ასევე იმ კონტექსტიდან, რომელშიც იყენებთ ამა თუ იმ ტერმინს. აქ მოცემული ტერმინების განმარტება ეფუძნება მხოლოდ ერთ ამოსავალ წერტილს (განსაზღვრულია უმცირესობათა წარმომადგენელი ახალგაზრდების პერსპექტივიდან) და პიროვნების საკუთარი გაგებიდან. შესაძლებელია ეს განსაზღვრებები შეადაროთ სხვა წიგნებში მოცემულ განსაზღვრებებს და იპოვოთ განსხვავებები. ასევე, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ აქ სრულად არ არის მოცემული იმ ტერმინთა სია, რომლებიც მნიშვნელოვანია კულტურათშორისი სწავლებისთვის. მაგრამ აქ შერჩეულია ისეთი ტერმინები, რომლებიც საშუალებას მოგცემთ, თქვენ თვითონ მოიძიოთ დამატებითი და დაკავშირებული ტერმინები. ასე მაგალითად, აქ ჩვენ განმარტებული გვაქვს „უმცირესობა“, მაგრამ არა „უმრავლესობა“, მაგრამ კვლევის პროცესში თქვენ შესაძლოა აღმოაჩინოთ თუ რატომ არსებობს ეს ტერმინი და ასევე შეიტყოთ უმცირესობებსა და უმრავლესობებს შორის ურთიერთობის შესახებ.
კულტურათშორისი სწავლება: გულისხმობს ჩვენგან განსხვავებული ჯგუფების ჩვენს მიერ აღქმის შესწავლას. ეს არის სწავლება ჩვენ შესახებ, ჩვენი მეგობრების შესახებ და იმის შესახებ, თუ როგორ ვმუშაობთ ერთად სამართლიანი საზოგადოების შესაქმნელად; იმის შესახებ, თუ როგორ თანამშრომლობენ საზოგადოებები თანასწორობის, სოლიდარობისა და ყველასათვის თანაბარი შესაძლებლობების მხარდასაჭერად, რაც ითვალისწინებს კულტურათა ურთიერთპატივისცემის მხარდაჭერას და ღირსეული ურთიერთობების დამყარებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ზოგი უმცირესობას მიეკუთვნება, ზოგიც - უმრავლესობას.
კულტურა: გულისხმობს ცხოვრებისა და საქმიანობის წესს. იგი წარმოადგენს გონების უწყვეტ პროგრამირებას, რომელიც დაბადებისთანავე იწყება. იგი მოიცავს ნორმებს, ღირებულებებს, ჩვეულებებსა და ენას. იგი მუდმივად ვითარდება და მდიდრდება ახალგაზრდის მიერ თავის გარემოზე ორიენტირებულობის მატებასთან ერთად.
იდენტურობა: იდენტურობა ფსიქოლოგიური პროცესია. იგი ინდივიდს ეფუძნება და აღნიშნავს იმ აღქმას, რომელიც მას აქვს საკუთარი თავის შესახებ გარემოსთან მიმართებაში. საკუთარი, როგორც პიროვნების არსებობის აღქმა სხვებთან მიმართებაში, როგორიც არის მაგალითად ოჯახი, ან სოციალური ჯგუფი, რომლის ნაწილსაც იგი წარმოადგენს. უმცირესობებისათვის მათი იდენტურობა პასუხობს იმას, თუ როგორ აღიქმებიან ისინი უმრავლესობის მიერ. იდენტურობა ფუნქციონალურია, ამდენად, უწყვეტია და იზრდება.
უმცირესობა: პიროვნებათა ჯგუფი, რომელთაც აქვთ უნიკალური იდენტურობა და საზოგადოების დანარჩენი ნაწილისაგან განსხვავებული კულტურა. ამის გამო ისინი სოციალურად და იურიდიულად მარგინალიზებული არიან უმრავლესობისგან. უმცირესობათა მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ, ემიგრანტები, ეთნიკური და ეროვნული უმცირესობები, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ხალხი, შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანები. უმცირესობებს კულტურათშორისი სწავლების პერსპექტივიდან გამომდინარე, წარმოადგენენ ის ადამიანები, ვისაც საზოგადოებაში სხვებთან შედარებით ნაკლები შესაძლებლობები ეძლევათ.
ეთნოცენტრიზმი: ერთი კულტურის მიჩნევა უპირატესად და ამასთანავე, სხვა კულტურების დამცირება. ეს ძალზე ხშირია უმრავლესობა-უმცირესობათა ურთიერთობაში და უმცირესობის წარმომადგენელი ახალგაზრდებისათვის იგი შეიძლება პიროვნული კონფლიქტების მიზეზიც კი გახდეს.
ძალაუფლება: სხვათა მიერ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღების, ან არმიღების გაკონტროლების და შეზღუდვის შესაძლებლობა. უმცირესობათა წარმომადგენელი ახალგაზრდებისათვის ეს ხშირად, სოციალურ მარგინალიზაციას ნიშნავს.
კატეგორიზაცია: სხვათა კულტურული გამოცდილების განზოგადება. ეს გვეხმარება, ხალხი მოვათავსოთ სხვადასხვა კატეგორიებში. უმრავლესობებს იგი ეხმარება, მოაწესრიგოს ირგვლივ არსებული სამყარო, უმცირესობებში კი შიშსა და უნდობლობას იწვევს.
სტერეოტიპები: კატეგორიზაციის უკიდურესი ფორმა. სტერეოტიპები წარმოადგენს მტკიცებას, მოსაზრებას, რომელიც გვიყალიბდება სხვების შესახებ საკმარისი საფუძვლის ან სათანადო დასაბუთების გარეშე.
წინასწარი განწყობა/ცრურწმენები: ეფუძნება სხვების შესახებ არასაკმარის ფაქტებს. ხშირად ფაქტებს არასწორად განვსჯით, უბრალოდ, იმის გამო, რომ არ ვიცნობთ მათ ან არ ვიყენებთ საკმარის ძალისხმევას მათ გასაცნობად. იგი ეფუძნება სხვათა გამოცდილებას ან გაზეთში წაკითხულ მოსაზრებებს.
შემწყნარებლობა: შემწყნარებლობა არის გლობალური გაგებით განსხვავებათა პატივისცემა, დაფასება და გათავისება. შემწყნარებლობა გულისხმობს სხვათა კულტურების მიღებას ღიად, განუსჯელად. შემწყნარებლობა კულტურათშორისი სწავლების კონტექსტში, აბსოლუტურად, განსხვავდება მისი ტრადიციული გაგებისგან. იყო შემწყნარებელი არ ნიშნავს იყო ინტერკულტურულად შემწყნარებელი. აქ ვსაუბრობთ ადამიანის უფლებათა ღირებულებების და სხვათა თავისუფლების შესახებ.
შეუწყნარებლობა: შეუწყნარებლობა წარმოადგენს განსხვავებებისადმი პატივისცემის ნაკლებობას. ეს მოიცავს სხვათა ჩვეულებებს ან რწმენებს. შეუწყნარებლობის მაღალი დონის არსებობის შემთხვევაში, უმცირესობათა კულტურის წარმომადგენლებს არ ეპყრობიან უმრავლესობასთან თანაბარ დონეზე რელიგიური რწმენების, სექსუალური ორიენტაციის და ეთნიკური წარმომავლობის, ან სუბ-კულტურის გამო. ეს წარმოადგენს რასიზმის, ქსენოფობიის, შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის საფუძველს.
მრავალკულტურული საზოგადოებები: საზოგადოება, რომელშიც ერთად ცხოვრობენ განსხვავებული კულტურული, ეროვნული და სხვა ჯგუფები, მაგრამ ერთმანეთთან კონსტრუქციული და რეალისტური კონტაქტის გარეშე. ასეთ საზოგადოებებში განსხვავება საფრთხედ აღიქმება და, როგორც წესი, სტერეოტიპიზაციის, რასიზმის და დისკრიმინაციის სხვა ფორმების საფუძველს წარმოადგენს.
ინტერკულტურული საზოგადოებები: საზოგადოება, სადაც განსხვავება აღიქმება სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ზრდისათვის დადებით ხელისშემწყობ ფაქტორად. საზოგადოება, სადაც არსებობს სოციალური ინტერაქციის, გაცვლის, ღირებულებათა, ტრადიციათა და ნორმების ურთიერთპატივისცემის მაღალი დონე.
![]() |
9 დანართი 2. კულტურათშორისი სასწავლო მასალის შეფასება |
▲ზევით დაბრუნება |
იმედი გვაქვს, რომ კულტურათშორისი სასწავლო მასალის ეს პირველი ვარიანტი თქვენთვის სასარგებლო იქნება. „პარტნიორობის შეთანხმების“ ფარგლებში ასეთი ტიპის პუბლიკაცია პირველად გამოიცა და ჩვენ მოხარული ვიქნებით მომავალი გამოცემებისათვის თქვენი კომენტარების მიღებით. მადლობას გიხდით კითხვარის შევსებისთვის, თქვენს კომენტარებს ყურადღებით წავიკითხავთ.
რამდენად კარგად პასუხობს ეს პუბლიკაცია თქვენს მოთხოვნებს კულტურათშორისი სწავლების სირთულეების დასაძლევად და კულტურათშორისი სწავლების წარმატებისთვის?
0%25-დან...............................................................................................................100 %25-მდე
თქვენ ხართ...............................................
(შეგიძლიათ მონიშნოთ ერთზე მეტი)
□ ტრენერი
ადგილობრივ ------- ეროვნულ --------------- საერთაშორისო დონეზე
გამოგიყენებიათ ეს მასალა ტრეინინგის პროცესში? ------დიახ □ ----რა □
თუ დიახ...
რა კონტექსტსა და სიტუაციაში?...................................................................................
..............................................................................................................................................
რა ასაკობრივ ჯგუფთან (ჯგუფებთან)?.........................................................................
...............................................................................................................................................
რომელი იდეები გამოიყენეთ, რა იდეების ადაპტირება მოახდინეთ? ...................
................................................................................................................................................
................................................................................................................................................
................................................................................................................................................
რომელი იდეები იყო თქვენთვის ყველაზე ნაკლებად სასარგებლო? .....................
................................................................................................................................................
................................................................................................................................................
................................................................................................................................................
□ ახალგაზრდული ორგანიზაციის აქტიური წევრი
◦ ადგილობრივი---- ეროვნული--საერთაშორისო დონის
◦ გამგეობის წევრი ◦ პერსონალი------------- სხვა (გთხოვთ, მიუთითოთ)
ორგანიზაციის სახელი....................................................................................................
ზემოხსენებულიდან არც ერთი (გთხოვთ მიუთითოთ) .........................................
..............................................................................................................................................
რას ფიქრობთ მთლიანად სტრუქტურაზე?.................................................................
..............................................................................................................................................
..............................................................................................................................................
რას ფიქრობთ დიზაინზე? ..............................................................................................
..............................................................................................................................................
..............................................................................................................................................
საიდან მიიღეთ ეს მასალა? რა რეკომენდაციებს და რჩევებს მისცემდით მომავალ
რედაქტორებს? ..................................................................................................................
..............................................................................................................................................
..............................................................................................................................................
სახელი: ...............................................................................................................................
ტიტული: ............................................................................................................................
ორგანიზაცია/დაწესებულება:.........................................................................................
თქვენი მისამართი: ............................................................................................................
ელ-ფოსტა:...........................................................................................................................
გთხოვთ, ეს კითხვარის ფორმა საჰაერო ან ელექტრონული ფოსტით გაგზავნოთ შემდეგ მისამართზე:
კულტურათშორისი სასწავლო მასალა
ახალგაზრდობისა და სპორტის დირექტორატი - ევროპის საბჭო - F-67075 სტრასბურგი, საფოსტო ინდექსი, ელ-ფოსტა: info@training-youth.net
![]() |
10 დანართი 3. გამოყენებული ლიტერატურა |
▲ზევით დაბრუნება |
Abdallah-Preteceille, M. (1986)
`Du pluralisme à la pédagogie interculturelle' in ANPASE (Association nationale des personnels de l'action sociale en faveur de l'enfance et de la famille) Enfances et cultures. Toulouse: Privat
Abdallah-Preteceille, M. (1990).
Vers une pédagogie interculturelle. (2nd ed.). Paris: Publications de la Sorbonne
Bennet, Milton J. (1993)
`Towards ethnorelativism: a developmental model of intercultural sensitivity', in Paige, R. Michael (ed) Education for the intercultural experience. Yarmouth, Maine: Intercultural Press
Boal, Augusto (1985)
Theatre of the oppressed. New York: Theatre Communications Group Conseil de l'Europe. Conseil de la coopération culturelle. Division de l'enseignement
scolaire. (1989)
Pistes pour activités pédagógiques interculturelles. (Expériences d'éducation interculturelle). Strasbourg: Conseil de l'Europe
Council of Europe (1999)
Activities and achievements. Strasbourg: Council of Europe
Demorgon, Jacques and Molz, Markus (1996)
`Bedingungen und Auswirkungen der Analyse von Kultur(en) und interkulturellen Interaktionen', in Thomas, Alexander (ed) Psychologie interkulturellen Handelns, Göttingen: Hogrefe, Verlag für Psychologie
European Youth Centre (1991)
Intercultural learning: basic texts (Training Council of Europe Fitzduff, Mari (1988)
anti-sectarian work in Northern Ireland. Project
Fowler, Sandra M. and Mumford, Monica G. (eds) (1995)
Intercultural sourcebook: cross-cultural training methods. Yarmouth, Maine: Intercultural
Press
Guedes, M. J. Cascão (1995)
A relação pedagógica na educação intercultural. Lisboa: Universidade Católica Portuguesa.
Guedes, M. J. Cascão (1999)
A árvove de comunicacâo : jogos aprensentados no workshop 'Intercultura na Escola'. Santa Cruz: Intercultura Portugal
Guerra, I. C. (1993)
A educação intercultural: contextos e problemáticas. Conferência apresentada na abertura da Formação dos Professores Participantes no Projecto de Educação Intercultural. Lisbon: Entreculturas.
Hall, Edward T. and Hall, Mildred Reed (1990)
Understanding cultural differences: keys to success in West Germany, France, and the United States. Yarmouth, Maine: Intercultural Press
Hewstone, Miles and Brown, Rupert (1986)
couters. Oxford: Basil Blackwell
Hofstede, Geert (1991)
Cultures and organisations: software of the mind. London: McGraw-Hill
Kyriacou, Chris (1992)
Essential teaching skills. Hemel Hempstead: Simon & Schuster Education
Ladmiral, J. and Lipiansky, E. (1989)
La communication interculturelle. Paris: Armand Colin.
Lampen, John (1995)
Building the peace: good practice in community relations work in Northern Ireland. Belfast: Community Relations Council
Morrow, Duncan and Wilson, Derick (1996)
munity relations work. Ballycastle: Corrymeela Press
Ohana, Yael (1998)
Participation and citizenship: training for minority youth projects in Europe. Strasbourg: Council of Europe
Ouellet, F. (1991)
L'Éducation interculturelle: essai sur le contenu de la formation des maîtres. Paris: Editions L'Harmattan.
Ross, Marc Howard (1993)
tions and interests in comparative perspective. New Haven: Yale University Press
Shubik, Martin (1975)
The uses and methods of gaming. New York: Elsevier
ინტერნეტ რესურსები
Council of Europe - http://www.coe.int
European Union - http://www.europa.eu.int
OSCE - http://www.osce.org
![]() |
11 დანართი 4. შემდგომი მოქმედება |
▲ზევით დაბრუნება |
ერთი რამ ცხადია - კულტურათშორის სწავლებასთან დაკავშირებული მასალების რაოდენობა უსასრულოა! ინტერნეტში „კულტურათშორისი სწავლების“ ძიების შედეგად 8432 გვერდი მივიღეთ და წყაროების რაოდენობა სულ უფრო და უფრო მატულობს, თუკი მოვძებნით ისეთ ტერმინებს, როგორიც არის „ანტირასიზმი', „კულტურათშორისი კომუნიკაცია“ ან „კულტურათშორისი განათლება“. ბევრ საგანმანათლებლო დაწესებულებას უკვე აქვს შესაბამისი კურსები ან ამჟამად აყალიბებენ მას. კულტურულ საკითხებს, ასევე, ბევრი ჟურნალ-გაზეთიც შეეხება.
აქ ჩვენ გვინდა მოვიყვანოთ ბიბლიოგრაფიის მოკლე ანოტაცია და ინტერნეტ წყაროები. თქვენ შეგიძლიათ დამატებით მიიღოთ უფრო გრძელი ბიბლიოგრაფიის სია ევროპის ახალგაზრდული ცენტრის ბიბლიოთეკიდან (სადაც ასევე შეგიძლიათ მიიღოთ სატრეინინგო კურსების ანგარიშები და სხვა მნიშვნელოვანი გამოუქვეყნებელი მასალა) და ამ მასალის ინტერნეტ ვერსიიდან.
ევროპული ახალგზარდობის ცენტრი (1995) საგანმანათლებლო პაკეტი: იდეები, რესურსები, მეთოდები და საქმიანობები არაფორმალური კულტურათშორისი განათლებისათვის ახალგაზრდებისა და ზრდასრულთათვის. სტრასბურგი: ევროპის საბჭო.
წიგნს აქვს ორი მთავარი განყოფილება, მათგან პირველი შეეხება კულტურათშორისი განათლების ძირითად ცნებებს, მეორეში კი მოცემულია რეკომენდებული საქმიანობები, მეთოდები და რესურსები. ეს მასალები წარმოადგენს მკითხველთათვის სასწავლო მასალას, ასევე, რესურსს საქმიანობათა ორგანიზებისათვის. პაკეტის ტექსტი ინტერაქტიულ ხასიათს ატარებს, მასში მკითხველისათვის მოცემულია ბევრი კომენტარი და შეკითხვა დიალოგის დინამიკური გრძნობის შესაქმნელად. წიგნი ხელმისაწვდომია ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, რუსულ ენებზე. ბრისლინი, რიჩარდ და ტომოკო, იოშიდა (1994) კულტურათშორისი ურთიერთქმედების გაუმჯობესება: მოდულების კროსკულტურული ტრენინგ პროგრამებისათვის. ლონდონი: სეიჯ ფაბლიქეიშენზ.
ამ გამოცემაში მოცემული მოდულები ხელს უწყობს პროდუქტიულ და ეფექტურ კულტურათშორის ინტერაქციას ბიზნეს, საგანმანათლებლო, სოციალურ და ჯანმრთელობის დაცვის გარემოში. ყოველ მოდულს აქვს ერთნაირი სტრუქტურა. ისინი ყველა შეიცავს ექსპერიმენტული სავარჯიშოების ერთობლიობას, თვითშეფასების ინსტრუმენტებს, ტრადიციულ „ტექსტურ“ მასალას, რომელშიც აღწერილია კონცეფციები, მოცემული მოდულისათვის საჭირო კვლევის მეთოდები და კონკრეტული შემთხვევების აღწერა და /ან კრიტიკული შემთხვევები.
ცენტრუმ ინფორმატივე სპელენ (1998) ინტერკულტურული თამაშები, ლიუვენი: CIS
ინტერკულტურული თამაშების კრებული და მათი გამოყენების ინსტრუქციები, გამოქვეყნებულია ინგლისურად, ესპანურად და ფრანგულად ერთსა და იმავე წიგნში. თავდაპირველად გამოქვეყნდა ჰოლანდიურად „ახალგაზრდობა ევროპისათვის: ფლამანდრიული და ჰოლანდიური წარმომადგენლობების თანამშრომლობის შედეგად ანუ, როგორც ავტორები ამბობენ, ეს გამოცემაც კულტურათშორისი გამოცდილების ნაყოფია. სასარგებლოა კულტურათშორისი სწავლებისათვის გაცვლებსა და კურსებზე.
ფენსი, ჰელმუტი და ჰაფგუდი, კარენი (1997) ინტერკულტურული სწავლება კლასში: საზღვრების გადაჭრა. ლონდონი: კასელი
მიუხედავად იმისა, რომ იგი გამიზნულია სკოლებში სასწავლო გარემოზე, ეს წიგნი, ასევე, მიმოიხილავს კულტურათშორის წყაროებს და გვაწვდის ღირებულ სავარჯიშოებს, რომელთა ადაპტირებაც შესაძლებელია არაფორმალურ განათლებაში.
ფაულერი, სანდრა მ. და მამფორდი, მონიკა გ. (რედ.) (1995) ინტერკულტურული წყაროები: კროს-კულტურული ტრენინგის მეთოდები.
განხილულია შემდეგი მეთოდები: სიტუაციის გათამაშება, კონტრასტული კულტურა, სიმულაციური თამაშები, კრიტიკული შემთხვევები. კულტურის ასიმილატორი და შემთხვევების აღწერა.
კოლსი, ღობერტ ლ. და ნაითი, ჯონ მ. (1994) ინტერკულტურული ცნობიერების განვითარება: კროს-კულტურული სწავლების სახელმძღვანელო. იარმუთი, მეინი: კულტურათშორისი პრესა.
ერთ ან ორდღიანი სემინარის ძალზე პრაქტიკული აღწერა ინტერკულტურული ცნობიერების გასავითარებლად. დაიწერა აშშ-ს აუდიტორიისათვის, მაგრამ ბევრი სავარჯიშოს გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ გარემოში. ოტენი, ჰენდრიკი და ტროიჰაიტი, ვერნერი (რედ) (1994) ინტერკულტურული სწავლებების თეორია და პრაქტიკა. ოპლადენი: ლესკებუდრიჰი
სახელმძღვანელო (გერმანულ ენაზე), რომელშიც შეჯამებულია მთავარი ლიტერატურა და სადაც მოცემულია ინტერკულტურული სწავლების პრაქტიკული მაგალითები. შესავალი გვეუბნება, რომ ინტერკულტურული სწავლება იწყება ჩვენს შესასვლელ კართან, შესაბამისად, მოცემულია როგორც ადგილობრივი პროექტების, ასევე, საერთაშორისო ახალგაზრდული საქმიანობების ანგარიშები. პეიჯი, რ. მაიკლი (რედ) (1993) განათლება ინტერკულტურული გამოცდილებისთვის. იარმუთი, მეინი: ინტერკულტურული პრესა
დარგის ცნობილი თეორეტიკოსების და პრაქტიკოსების სტატიების კრებული. თემები მოიცავს ინტერკულტურულ შეგუებას, რეგულირებას და სწავლების როლს. გამოვლენილია ინტერკულტურული სწავლების საკითხები, შეგუების სტრესთან გამკლავების საკითხები, ტრენერთა კომპეტენციები და ინტერკულტურული სწავლების დამოუკიდებელი ეფექტურობა და შედეგები. ეს არის ის საკითხები, რომლებიც ხშირად გვხვდება ინტერკულტურულ სწავლებაზე მომუშავე ჯგუფებთან.
პაიკი, გრეჰემი და სელბი, დევიდი (1988). გლობალური მასწავლებელი, გლობალური მსწავლელი. ლონდონი: ჰოდერი და სტოუტონი
სახელმძღვანელო გლობალური განათლების საკითხით დაინტერესებული ადამიანებისთვის. იწყება გლობალურობის კონცეფციიდან და შეიცავს პრაქტიკულ მაგალითებს გლობალური განათლების საჭიროების დასამტკიცებლად. შემდგომ წიგნში მოცემულია მეთოდების სახესხვაობა, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია ტრეინინგის პროგრამის სხვადასხვა ეტაპზე. თუ მეთოდებს ეძებთ, ეს სასარგებლო რესურსებით სავსე წიგნია.
თომასი, ალექსანდრე (რედ) (1996). ინტერკულტურული ქმედებების ფსიქოლოგია. გიოტინგენი: ჰოგრეფე, ვერლაგ ფურ ფსიქოლოგი
(გერმანულად) თეორიული სტატიების კრებული „ინტერკულტურული ქმედებების ფსიქოლოგიაზე“. შეიცავს დემორგენისა და მოლცის სტატიას, რომელიც განხილულია ამ გამოცემაში. ასევე, იგი შეიცავს სტატიებს, რომლებშიც განხილულია კულტურული სტანდარტები, როგორც სხვათა კულტურების გაგების საშუალება და რამდენიმე სპეციფიური სტატია მაგ., ჩინეთში ენობრივ ტრადიციებზე ან საზღვარგარეთ მიმავალი მენეჯერებისათვის საორიენტაციო ტრეინინგების ფსიქოლოგიურ ასპექტებზე. საინტერესოა, ძირითადად, ექსპერტებისა და სპეციალისტებისათვის.
ინტერნეტ-წყაროები
ევროპის საბჭოს რასიზმისა და შეუწყნარებლობის საწინააღმდეგო კომისია
http://www.ecri.coe.int
გამოცემები და საგანმანათლებლო რესურსები არაფორმალური ინტერკულტურული განათლების შესახებ, მაგ., საგანმანათლებლო პაკეტი და დომინოს სახელმძღვანელო.
Europublic
http://www.understanding-europe.com
ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ინტერკულტურული კომუნიკაციებისა და ურთიერთობების სფეროში, მიზნად ისახავს ევროპელთა შორის კულტურული განსხვავებების და ამ განსხვავებათა ყოველდღიურ ცხოვრებაზე - როგორც პირად, ასევე, პროფესიულ დონეზე შესწავლას.
ინტერკულტურული განათლების საერთაშორისო ასოციაცია
http://www.lix.oxbacksskolan.se/~iaie/index.
shtml
კულტურის ქსელი
http://www.webofculture.com/
„შექმნილია კროს-კულტურულ ურთიერთობებზე სწავლებისა და გართობისათვის“. იხილეთ მათი კულტურული წიგნის მაღაზია და ბმულები სხვა საიტებზე.
ჟურნალი „კიდე“: ინტერკულტურული ურთიერთობების ელექტრონული ჟურნალი
http://kumo.swcp.com/biz/theedge/
კვარტალური ელექტრონული ჟურნალი ინტერკუტურული თემით. იხილეთ მათი რესურს-ცენტრი.
![]() |
12 კულტურათშორისი სწავლების მასალათა პაკეტის ავტორები |
▲ზევით დაბრუნება |
არნე გილერტი (წერა) არის ტრენერი და კონსულტანტი ამსტერდამში, იგი არის ინტერკულტურული ჯგუფური მუშაობის, საერთაშორისო პროექტების მართვის, ფასილიტაციის და სხვა მსგავსი საკითხების სპეციალისტი arne.gillert@usa.net
მოჰამედ ჰაჯი-კელლა (წერა) არის ტრენერი და კოორდინატორი ევროპის უმცირესობებისთვის. მუშაობდა თავისუფალ ტრენერად ევროპის საბჭოში და სხვადასხვა ორგანიზაციებში ინტერკულტურული სწავლების, უმცირესობის წარმომადგენელ ახალგაზრდათა და პროექტების განვითარების საკითხებზე. დაიბადა სიერა ლეონეში, პროფესიით სოციალური პედაგოგი, ცხოვრობს და მუშაობს გაერთიანებულ სამეფოში mhkella@usa.net
მარია დე ჯესუს ცასცაო გუედესი (წერა) არის მასწავლებელი და მკვლევარი ლისაბონში. იგი არის ინტერკულტურული განათლების, განათლების შეფასების, ეთნიკური/მორალური და რელიგიური განათლების, პიროვნული და სოციალური განათლების, მასწავლებელთა მომზადების და გლობალური განათლების სპეციალისტი. jucascaoguedes@teleweb.pt
ალექსანდრა რაიკოვა (წერა) არის ახალგაზრდა ბოშა ქალი ბულგარეთიდან. ბოშათა მხარდამჭერი ფონდის დირექტორი სოფიაში, ბულგარეთში და ევროპელი ბოშა ახალგაზრდობის ევროპული ფორუმის წევრი. 1997 წლიდან ევროპის საბჭოს პროექტებში ტრენერი უმცირესობათა, ინტერკულტურული სწავლების, პროექტების მართვის, ადამიანის უფლებათა და ა.შ. საკითხებზე. alexandra@sf.icn.bg ან alexandra.raykova@usa.net
კლაუდია შაჰინგერი (წერა) ავსტრიიდან, 1996-1999 წლიდან მუშაობს საერთაშორისო ახალგაზრდა კათოლიკე სტუდენტთა ასოციაციის ევროპის მდივნად ბრიუსელში. ამჟამად არის ვენაში ბავშვთა სოფლების საზოგადოებრივ ურთიერთობათა ოფიცერი. თავისუფალ დროს დაკავებულია ინტერკულტურული ტრეინინგითა და წერით.
clauschach@yahoo.de
მარკ ტეილორი (კორექტირება, რედაქტირება, წერა) არის თავისუფალი ტრენერი და კონსულტანტი სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა განათლების, ინტერკულტურული სწავლების და საერთაშორსო ჯგუფური მუშაობის სპეციალისტი. brazav@yahoo.com